

|
|
||||
|
![]() |
ქისტები, რომლებმაც შექმნეს პანკისის ხეობის ისტორია (ნაწილი I) |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| ავტორ(ებ)ი: ხანგოშვილი მექა |
| თემატური კატალოგი ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემები|ქისტები, რომლებმაც შექმნეს პანკისის ხეობის ისტორია |
| თარიღი: 2024 |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| აღწერა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა თბილისი 2024 წიგნში გამოყენებულია სხვადასხვა ავტორის, მათ შორის, ცნობილი ჩეჩენი ფოტოგრაფის აბდულა ბერსაევის მიერ გადაღებული ფოტოები; ასევე, ინტერნეტიდან აღებული ფოტომასალა, რომელთა ავტორებიც, ზოგიერთ შემთხვევაში, უცნობია, რის გამოც მე, როგორც ავტორი, ბოდიშს ვიხდი. © მ. ხანგოშვილი, 2024 წ. © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2024 IშBN 978-9941-8-5754-6 რედაქტორები: ამირან არაბული, ხასო ხანგოშვილი, კორექტორი: იზოლდა ნიბლაძე, იდეის ავტორი, შემდგენელი და მთავარი რედაქტორი: მექა ხანგოშვილი; ილუსტრაციების ავტორები: ნათელა ცათიაშვილი, ევა გუმაშვილი; ფოტომასალის ავტორი: თუმი დიშნი (ნონა ხანგოშვილი); დიზაინი და კომპიუტერული უზრუნველყოფა: ილნარ გორელიშვილი; პასუხისმგებელი რედაქტორი: მარინა ხარხელაური; ტენიკური რედაქტორი: თინათინ ბოლქვაძე ჩემს დიდ წინაპარს, უბადლო ლიდერსა და ჭეშმარიტ მამულიშვილს, ქართველებისა და ქისტების ძმობისა და მეგობრობის მტკიცე ხიდს; მას, ვინც პირველმა დაჰკრა ქისტების სამარადისო ბარი პანკისის მიწაზე. მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას წიგნის გამოცემაში გაწეული ფინანსური დახმარებისთვის მადლობას ვუხდით ქისტ ახალაგაზრდას ბესლან ქავთარაშვილს წიგნის დიზაინისთვის გაწეული ფინანსური დახმარებისთვის |
![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
ისტორიის ათვლის წერტილი სამყაროს შექმნის დღიდან იწყება და უსასრულოდ გრძელდება. იწერება და იქმნება ისტორიები: ზოგი რეალური, ჭეშმარიტი, ზოგი ფერადი პალიტრით მოქარგული და დაგვირისტებული, ზოგიც ყალბი და სინამდვილეს მოკლებული... ზოგან ჩნდება კითხვის ნიშნები, რეალური და ირიბი ეჭვები, ფიქრთა და გრძნობათა ჭიდილი და მაინც თითოეული მათგანი საუკუნეებს უძლებს.
ალბათ იმდენივე ისტორია იბადება და არსებობს, რამდენი ეთნოსიც დედამიწაზე ბინადრობს, თუმცა ისტორიები სხვადასხვა კატეგორიებად იყოფა, როგორც უფლის მიერ შექმნილი ადამიანები ათასწლეულების განმავლობაში დაყოფილია ყმებად და ბატონებად, მონებად და თავადებად, გლეხებად და აზნაურებად, ფეოდალებად და მათ ქვეშევრდომებად, უმრავლესობად და უმცირესობად, დომინანატ ჯგუფებად და ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებად და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენ საპირისპირო ჯგუფად. ისტორიის ფერადი პალიტრა კი ჩვენს წელთაღრიცხვამდე იწყება, ანტიკური, ძველი და შუასაუკუნეების ისტორიებით გრძელდება, ახალი, უახლესი და თანამედროვე ისტორიებით მთავრდება და ასახავს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანთა კატეგორიების ყოფასა და ცხოვრებას.
ისტორიის რეალური სურათის შექმნა განსაკუთრებით რთულია იმ ეთნოსებისათვის, რომლებსაც საკუთარი დამწერლობა არ გააჩნიათ და მთელი მათი არსებობის მანძილზე ხან ვის ანბანს იყენებენ და ხან - ვისას.
ვაინახები კი იმ ხალხებს განეკუთვნებიან, ვინც მთელი ცხოვრება ქმნიდნენ ჭეშმარიტ ისტორიას და ვერასოდეს ახერხებდნენ ამ ისტორიის რეალობაში სრულყოფას. რთული სათქმელია, რა უშლიდათ ხელს: საკუთარი დამწერლობის არქონა, უწყვეტი ომების ჯაჭვი, განუწყვეტელი ბრძოლა არსებობისა და დამოუკიდებლობისათვის, მუდმივი ქარტეხილები თავისუფლებისა და ღირსების სადარაჯოზე, გენოციდიდან ძალების აღდგენამდე არსებული მცირე შუალედები, თუ კიდევ მრავალი სხვა. თუმცა, ფაქტია, ვაინახების ისტორია მეზობელი და მეგობარი ერების მემატიანეებმა და ჟამთააღმწერელებმა უფრო მეტად შემოინახეს, ვიდრე თავად მათ.
კავკასიის მემატიანეს ახსოვს ბევრი მუხანათობითა და ბარაბაროსობით აღსავსე ისტორიის ფურცლები, როდესაც ვაინახების ისტორიას, რეალური ფაქტებითა და რუდუნებით შექმნილ დოკუმენტებსა და ფაქტებს, მათ არქივებს ერთ დღეში ანადგურებდნენ, წვავდნენ და ნაცარტუტად აქცევდნენ სხვადასხვა იმპერიის ვერაგი წარმომადგენლები. თუმცა, მიუხედავად დიდი და მრავალჯერადი მცდელობებისა, საბედნიეროდ ვერ შეძლეს ვერც ამ საოცარი ეთნოსის განადგურება, ვერც მათი დაჩოქება და ვერც მათი ცივილიზაციის მემკვიდრეობის წაშლა მსოფლიო ისტორიების რუკიდან.
და აი, მსოფლიოს დღესაც ამშვენებს სამყაროში იშვიათი და უნიკალური ეთნოსი, გა მორ ჩეული ღირსებებით შემკული, ისტორიაში მოსული ნახჩემატიანებად და გარგარებად, ძურძუკებად და ქუსტებად, ღლიღვებად და ნახჩებად, წინაპართა სამშობლოში - ვაინახებად და საქართველოში ქისტებად დამკვიდრებულები, რომლებმაც მრავალჯერ გამოიარეს ჯოჯოხეთი, ბევრ ქარტეხილსა და ქარიშხალს გაუძლეს, უამრავი უბედურება გადაიტანეს, მაგრამ არ დაკარგეს არც საკუთარი თვითმყოფადობა და მეობა, ენა და რელიგია, არც წინაპართა ტრადიციები და ადათ-წესები, არც გენეტიკური სიმამაცე და ერთგულება, არც მათთვის სისხლხორცეული ღირსების კოდექსი და, რაც მთავარია, კარგად ახსოვთ - ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, დღეს სად დგანან და მომავალში სად უნდა დადგნენ.
უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა და უფლის საჩუქარია, როცა შეგიძლია გახდე მონაწილე და თუნდაც ერთი პატარა აგური დადო შენი ერის ისტორიის შექმნის საქმეში. თუმცა, უპირობოდ, მხოლოდ და მხოლოდ რეალური ისტორიისა და არა მოგონილისა! ეს კი უაღრესად რთული საქმეა: აქ არ არის საუბარი არც ფიზიკურ და არც მორალურ მხარეზე, არც თეთრად გათენებულ ღამეებსა და უამრავ ემოციაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა და მიზანი იყო და არის - მხოლოდ ჭეშმარიტების ქაღალდზე გადატანა, რაც არ უნდა დიდ სიძნელეებთან იყოს ეს დაკავშირებული; შენი სათაყვანებელი ხალხის ღირსებითა და სიამაყით სავსე ისტორიის მარადისობაში სრულყოფა; შენი ძვირფასი ერის მამაცი და ღირსეული შვილების ღვაწლის უკდავყოფა.
იყო შემთხვევები, როცა თვეების განმავლობაში მხოლოდ ორი თარიღით, საფლავის ქვიდან აღებული დაბადებისა და გარდაცვალების წლების მეშვეობით ვცდილობდით ზოგიერთი პანკისელის, საზოგადო მოღვაწისა თუ ხეობის ღირსეული შვილის ღვაწლის ისტორიისთვის შენარჩუნებას, რომელიც ზოგჯერ მკაცრი გამოხედვითა და უამრავი ორდენებითა და მედლებით დამშვენებული, ამაყად და იმედიანად გვიმზერდა სამარის ცივი ლოდიდან.
პანკისის ძველ და ახალ სასაფალაოებზე უზარამაზარი „ჩურთები“ (საფლავის ქვები) გარინდებულან და სამარისებურ სიჩუმეს ამეფებენ ირგვლივ, ძველ სამარის ლოდებზე ვინაობა არ იკითხება, ზოგი სამარე აკლდამის ტიპისაა (ეტყობა წინაპართა სამშობლოდან წამოიღეს ეს ტრადიცია და პირველ ხანებში ამ წესით კრძალავდნენ), ვინ მოთვლის, ვაჟკაცობითა და ღირსებით აღსავსე რამდენ ისტორიასა და საიდუმლოებას ინახავენ ეს ცივი ლოდები...
გვესმის, ძალიან გვიანია ამ ისტორიების მოძიება და მათი მარადისობაში სრულყოფა, თუმცა ნათქვამია, „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო“. რა თქმა უნდა, ისიც კარგად ვიცით, ჩვენ მიერ მოძიებული ბიოგრაფიები, რეალური ისტორიების მხოლოდ მცირე ნაწილი (განსაკუთრებით ქისტების პანკისის ხეობაში დასახლებისა და შემდგომი პერიოდი) იქნება, ისიც შეგნებული გვაქვს, მიუხედავად ჩვენი გულითადი და მრავალჯერადი მცდელობისა, ვერ შევძლებთ ყველა იმ პანკისელის ღვაწლის წარმოჩენას, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანეს პანკისის ხეობის ორასწლოვანი ისტორიის შექმნასა და განვითარებაში. და მაინც, წიგნი „ქისტები, რომლებმაც შექმნეს პანკისის ხეობის ისტორია“ იქნება არა მარტო მცდელობა პანკისელი ქისტების ისტორიის მარადისობაში სრულყოფისა, არამედ ეს იქნება საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობ ლო ისე, რომ არ მოსწყდე ისტორიულ ფესვებს, როგორ უნდა აზროვნებდე და ცხოვ რობდე სახელმწიფოებრივად, როგორ უნდა ფლობდე იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას, რომელმაც დედინაცვლობა კი არა, დედობა გაგიწია, რომელმაც გულწრფელად გაგიღო გულის კარი და განდო ყველაზე ძვირფასი - სამშობლოს საზღვარი, რომელიც პანკისის ხეობიდან დაწყებული და სპეროზას მთიდან ბექიბექ გაგრძელებული, ამაყად გადაჰ ყურებს კავკასიონს.
ვაინახებმა კარგად იციან სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, ერთგულებისა და მეგობრობის ფასი და უფლის მიერ ადამიანის სამყაროში მოვლენის დანიშნულებაც კარგად ესმით, ამადაც ცდილობენ წუთისოფელში გატარებული დრო არ იყოს ფუჭი და უმიზნო, რადგანაც უფალი გვაძლევს შანსს, ღირსეულად ვემსახუროთ ქვეყანასა და ხალხს.
ისეთ ოჯახში ვიზრდებოდით, სადაც უფლის მიერ უშურველად ბოძებული უზარმაზარი სიმდიდრის - ორი სამშობლოს სიყვარულისა და მისთვის თავდადების აუცილებლობის გარდა გვასწავლიდნენ ცხოვრების სხვა წესებსა და ასპექტებს, რომელთა სრულყოფა საკმაოდ რთულია, თუმცა მათ გარეშე ცხოვრება უმიზნო და არაფრისმომცველი... გვასწავლიდნენ, რომ ადამიანის ღირსეულად და უღალატოდ ცხოვრებას ალტერნატივა არ გააჩნდა, რომ საკუთარი ხალხის სამსახურში დაუღალავად დგომა ყველაზე დიდი სიმაღლე უნდა ყოფილიყო ამ ცისქვეშეთში, რომ თავისუფლების დროშა მუდამ აწეული უნდა გვეტარებინა, მეგობრობა და ძმობა ურთიერთობების მტკიცე ხიდად უნდა გვექცია... არ უნდა დაგვვიწყნოდა, რომ ადამიანი ადამიანისთვის არის გაჩენილი და უმწეოსა და დავრდომილის შეხიდება ცხოვრების ყოველდღიურობად უნდა გვექცია, ხოლო თანასწორობისა და თანალმობის პრინციპი ცხოვრების წესად უნდა გაგვეხადა... მამა-პაპათა ადათ-წესები და ტრადიციები მკაცრად უნდა დაგვეცვა, ხოლო სამართლისა და ღირსების კოდექსი სათუთად შეგვენახა...უნდა გვხსომებოდა, სახლის აშენების დროს, თუ ერთი აგურიც კი ალალი შრომით არ იქნებოდა ნაშოვნი, ამ სახლში სრული ბედნიერება ვერ დაისადგურებდა; თუ ოჯახის უფროსი მამაკაცი ვერ შეძლებდა მართვის სადავეების ხელში აღებას, ოჯახი ვერ იქნებოდა მყარი და სანიმუშო; თუ ქალი თავის ფუნქციას დაივიწყებდა და უარს იტყოდა სახლის დედაბოძობაზე, საძირკველი მოინგრეოდა, კერა გაცივდებოდა... თუ მანდილოსანი პატიოსნებას სიამოვნებაზე გაცვლიდა, თავაწეული ვერ ივლიდა, ვერ დაიმკვიდრებდა ადგილს ამ საზოგადოებაში... გვაგონებდნენ, რომ „მჩატე თავთავი თავს მაღლა ასწევს, სავსე თავთავი თავს დაბლა დახრის“, რომ ცოტა გველაპარაკა და ბევრი მოგვესმინა, რომ ვიზუალური მხარე არ არის ჩვენი დამსახურება და შესაბამისად, ამ უფლის საჩუქრით თავის მოწონება სიბეცეა და სხვა არაფერი, რომ სიმდიდრეც უფლის გაკვეთილი და გამოცანაა და არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის საკუთრება, რომ უნდა ვის წავლოთ მისი განაწილება ქვრივ-ობლებსა და გაჭირვებულებზე, რომ უფროსის პატივისცემა უზენაესია და მას ანალოგი არ გააჩნია, რომ უფლის სადიდებელი და სავედრებელი მუდამ გულითა და გონებით უნდა ვატაროთ, რომ ამქვეყნად ისე უნდა გავლიოთ ცხოვრება, მუდმივად გვახსოვდეს, აქ ჩადენილ ცოდვებზე საიქიოში მისხალ-მისხალ მოგვეთხოვება პასუხი და ამიტომაც უნდა ვეცადოთ, ისე ვიცხოვროთ, რომ ცოდო-მადლის აწონვის დროს სასწორი ცოდვისკენ არ გადაი ხა როს... გვახსენებდნენ, რომ პატიების უნარი ადამიანად ყოფნის დიდი განძია, და თუკი უფალი ყოველწამიერად შეგვინდობს ჩვენს ცოდვებს, ჩვენ ვინ ვართ, ამაზე უარი ვთქვათ...მუდმივად გვაგონებდნენ, რომ უკანონობისა და არამისთვის თვალი და ყური მოგვერიდებინა, და მხოლოდ ალალი შრომით მოგვეპოვებინა ლუკმაპური და სარჩო! უფლის გარდა სხვა შიში გულით არ გვეტარებინა და თვალი არ დაგვეხუჭა სხვათა უბედურებაზე, საკუთრად გაგვეხადა თანამემამულის დარდი და გასაჭირი, არასოდეს შევგუებოდით უსამართლობას, თუნდაც პირად ტრაგედიად დაგვჯდომოდა ეს! და ბოლოს ყველაზე მთავარი ვექტორი ადამიანის ღირსებასა და ვაჟკაცობაზე რომ გადიოდა, ეს უკვე აქსიომა უნდა ყოფილიყო თითოეული ჩვენგანისთვის!
და მერე კი დრომ გვაჩვენა, რომ სწორედ ასეთმა ცხოვრების წესმა, უფლის მიერ ბოძებულმა გენეტიკურმა კოდმა და მენტალიტეტმა, ჩამოაყალიბა ვაინახი ერი ერთ-ერთ გამორჩეულ და სანიმუშო ხალხად ამ სამყაროში, და ყველასათვის ნათელი გახდა, რომ ამ ერის გაქრობა და მათი ისტორიის წაშლის მცდელობა უბრალოდ შეუძლებელია, რადგანაც:
ამ სამყაროში ვაინახი კაცის ღირსებისა და კულტურის, სიმამაცისა და ვაჟკაცობის, ერთგულებისა და სიალალის საძირკველი სწორედ აკვანშივე იყრება და ამადაც არის ასეთი მტკიცე;
აქ დაუნდობლობა, სივერაგე და ღალატი დანაშაულია და მკაცრად ისჯება;
აქ სამშობლო, მისი სიყვარული, მისთვის თავდადება და ერთგულება უპირველესია, მას ანალოგი არ გააჩნია.
თარგამოსიანთა ცხოვრების გამორჩეულმა წესებმა, მათმა შეუდარებელმა ზნეობრივმა და ღირსების კოდექსმა ათქმევინა ჰეგელს ძვირფასი სიტყვები: „მსოფლიო ცივილიზაცია კავკასიური რასიდან იწყებაო“, რომელიც დიდი სიამაყის გარდა, უდიდესი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა თითოეული კავკასიელისათვის. გვწამს, რომ ვაინახები არასოდეს ჩააგებენ სიმართლისთვის აღმართულ მახვილს, არასოდეს ჩაცხრება მათში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ლტოლვა და ჟინი, არასოდეს უღალატებენ ერთგულებისა და ძმობის ფიცს და ზნეობრივი ცივილიზაციის მემკვიდრები მომავალშიც ბევრჯერ იტყვიან თავიანთ მართალ სიტყვას მსოფლიო ისტორიაში.
აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ წიგნში თავმოყრილი ფაქტობრივი მასალა არ წარმოადგენს უპირობოდ მხოლოდ ავტორის აზრს. პანკისელი ქისტების ისტორიის შექმნის მცდელობა არ არის მხოლოდ წიგნის გარეკანზე მითითებული ერთი ავტორის დამსახურება, მათი რიცხვი ძალიან დიდია. თითოეულ მათგანს, პანკისელი ქისტების ბიოგრაფიების მოძიებაში გაწეული დახმარებისათვის, გულწრფელ მადლობას ვუხდით მთელი ხეობის მაცხოვრებლებისა და ვაინახი ერის სახელით.
მექა ხანგოშვილი
![]() |
2 რედაქტორისაგან |
▲ზევით დაბრუნება |
პანკისის ხეობა...
სტუმართმოყვარე ხალხის საუკუნოვანი ადათ-წესები...
და სარწმუნოებრივი სისტემა, რომელმაც გაუძლო ავადსახსენებელი იმპერიის იდეოლოგიურ წნეხს,ზეწოლას. გაუძლო და დღემდე მოიტანა შორეული ასწლეულების შეუბღალავი სუნთქვა, იერსახე და გაუბზარავი სულისკვეთება...
ქისტი ქალისა და კაცის ფენომენი...
ეს თემა, დაკვირვებისა და კვლევის ეს სფერო, დღევანდლამდე ინარჩუნებს მკითხველში ცნობისწადილის აღმძვრელ ძალას, ულევ ხიბლსა და საკრალურობამდე ამაღლებულ იდუმალებას...
ზეპირი ისტორიების ღრმა წახნაგებითაა „დანაღმული“ და დასერილი პანკისის ხეობის ყოველი სოფელი და ნასოფლარი, თითოეული ხევი და სამთო ბილიკი, ნებისმიერი უბანი, სანახი, საფეხვნო...
და აქაურობის დაარსების, სოციუმის გაჩენისა და უკაცრიელი ადგილების განაშენიანების ამსახველი ამბები, ჯერაც რომ ახსოვთ, იციან და, თუკი ჰკითხავთ, სანიმუშო ქართულით მოგიყვებიან ლეგენდარული ჯოყოლას მინამგვანი, თეთრად ჩამოჭირხლული, სიჭარმაგის სიბრძნესთან წილნაყარი უხუცესები, რომელთაც ენდობა ადგილობრივი მოსახლეობა, პატივით ეპყრობა და აღიარებს სულიერ ლიდერებად, მრჩევლებად და წინამავლებად...
ვაინახების საბრძოლო ხელოვნებას, სიმამაცეს, კაიყმურ შემართებას, სწორუპოვარ ქორეოგრაფიასა და ფოლკლორულ შემოქმედებას აღტაცებაში მოჰყავდა და მოჰყავს ყველა, ვინც კი მათ ადამიანურ თვისებებსა და ზნე-ხასიათის თავისებურებებს გასცნობია...
საოცარი ქისტური ცეკვა, სიწმინდის მწვერვალებამდე რომ აღწევს ქალ-ვაჟის ფიზიკური სიახლოვის ზღვრული ზომიერება და უსიტყვო, უჩუმარი, ღირსებით აღსავსე ურთიერთდამოკიდებულება!..
ეცნობი ხანგოშვილების ოჯახის მორიგ ნაშრომს და კინოკადრებად ჩაივლიან შენს თვალწინ პანკისის ხეობის ამაგდარ წინაპართა ლანდები, საქვეყნო საქმეში ლაბა ხარებივით შებმული მეომრები და მეურნეები, ქველმოქმედები და მეცენატები, ექიმები, იურისტები და მეცნიერები... ჩაივლიან რჩეული, ღვაწლმოსილი ადამიანები, ვისაც განგებამ მოყვასთა სამსახური დააბედა, დაუწერა და მათაც ყველაფერი იღონეს საიმისოდ, არსებულზე თუნდაც სულ ცოტათი ლამაზი რომ ყოფილიყო ქართველებისა და პანკისელი ქისტების ხნოვანი და კეთილმეზობლური თანაცხოვრება...
კავკასიელ ხალხთა ჰეროიკულ წარსულზე ფიქრი და წერა ადგილობრივ მკვლევართა და მემატიანეთათვის გარკვეული ცთუნების შემცველია. და ამ ცთუნების არასასურველი შედეგი თავისი ეთნოსის საამქვეყნო მისიისა და დამსახურების ჰიპერბოლიზებულ წარმოსახვაში მდგომარეობს.
მექა ხანგოშვილის ეს წიგნი, ისევე როგორც მისი წინა წიგნები, დაცულია მსგავსი ნაკლისგან. ავტორის არსებაში თანაბარ მოწონებასა და აღფრთოვანებას იწვევს ვაჟკაცობა და რაინდული საქციელი ვაინახი და, ვთქვათ, ხევსური კაი ყმებისა...
უზღვავი ფაქტობრივი მასალით გაჯერებულ სოლიდურ წიგნში ბევრ საგულისხმო ამბავს ამოიკითხავთ. ხასო ხანგოშვილის დიდი ოჯახის მართალი მონათხრობის წინამძღოლობით ნამდვილად ღირს პანკისის ხეობის ისტორიულ წარსულსა და დღევანდელობაში მოგზაურობა!..
ამირან არაბული
![]() |
3 წუთისოფელი ... |
▲ზევით დაბრუნება |

წუთია სოფელი... მხოლოდ წუთი...
ადამიანური ტრაგედიებით, სევდითა თუ სინანულით სავსე სოფელი...
უსაშველო ტკივილით დამძიმებული, უძმოდ დარჩენილი დები - მზეჩასვენებული სამყარო...
მწუხარებით გულდახშული, ტკივილნაღეჭი და მაინც - ვერგატეხილი მამა, უხმოდ და ვაჟკაცურად რომ უძლებს გაუსაძლის სიმძიმილს...
წუთისოფელს უმზეოდ შემორჩენილი მგლოვიარე დედა, ვისი სიცოცხლის აზრიც მხოლოდ - შვილთან, რაც შეიძლება მალე, შეხვედრის სურვილი გამხდარა...
ნაღვლიანი მზერით თავდახრილი თანამეცხედრე და, ხუთი შვილის სევდაჩაბუდებული თვალები...
არაამქვეყნიური მდუმარებით გათანგული ხანგოშვილების ეზო-კარი...
მე კი ვაგრძელებ წიგნზე მუშაობას... ვცდილობ... მიჭირს და მაინც ვაგრძელებ... რაღაც იდუმალი ძალა მკარნახობს, რომ შენ - უმოქმედობას, დაუძლურებას, დავრდომილობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ყოველივე ხალხის სამსახურში დგომას ნიშნავს, არ მაპატიებდი! შენ ხომ ჩემით ყოველთვის ამაყობდი...
წინამდებარე წიგნის მასალის თავმოყრა პანდემიის პერიოდს დაემთხვა და, უმეტეს დროს, პანკისში ყოფნამ მომიწია. მუდმივად ვგრძნობდი შენს საოცარ მხარდაჭერას, ჩემო ერთადერთო და საფიცარო ძმაო!..
ისეთი მოკრძალებული იყავი, ისეთი თავმდაბალი, რომ გონიერ რჩევებსაც კი დიპლომატიურად მთავაზობდი, შენს უკიდეგანო განათლებასა და სიბრძნეს ყოველთვის ჩრდილქვეშ ტოვებდი... ისე განლიე შენი ცხოვრება, რომ თავი მაღლა არ აგიწევია, თუმცა კაცური ხიბლი, ღირსება და სიყვარული არ დაგიკარგავს...
არც ქედმაღლობა და სიამაყე გაგიხდია მეგობრად, ამიტომაც გაგყვა ზღვა სიყვარული და ალალი ცრემლი...
სიკვდილის სარეცელზეც კი ვაჟკაცურად მოიქეცი, შემთხვევითი მკვლელი დაინდე და ისე გადახვედი მარადისობაში...
თურმე უფალი ყველაზე მძიმე განსაცდელის გაძლებაშიც გეხმარება, მაგრამ მე არ შემიძლია იმისი აღქმა, რომ შენ საიქიოს ბინადარი ხარ, ამიტომაც, ისედაც ლოდინს მიჩვეული, მთელი ცხოვრება დაგელოდები...
შეხვედრამდე, ძვირფასო ძმაო, გებიშ!..
P.S.
ამ წიგნში ვაჟკაცობისა და ღირსების ბევრმა მაგალითმა მოიყარა თავი და, შენი ბედისწერის ამბავიც ერთ დიდ ისტორიად დარჩება პანკისის მატიანეში.
ამონარიდი ინტერნეტსივრციდან:
მომხდარის თაობაზე მწერალი, ფოლკლორისტი ამირან არაბული „ფეისბუქის“ პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს:
„გუშინ, პანკისში, გებიშ ხანგოშვილის დაკრძალვის პარალელურად, პატიების არაორდინარული რიტუალი ჩატარდა: ხასო ხანგოშვილმა, პანკისის ხეობის თვალწინ, დიდძალი ხალხის თანდასწრებით, თავისი მემკვიდრის უნებლიე მკვლელობა აპატია მეზობელი სოფლის მცხოვრებს! ავტომანქანის წინდაუხედავ მართვას ემსხვერპლა ხუთი შვილის მამა, სიკეთით გამორჩეული, სამაგალითო ოჯახში დაბადებული და აღზრდილი ახალგაზრდა ადამიანი... და ვინაიდან, სისხლის სამართლის საქმე ბრმა შემთხვევითობად ჩათვალეს, მკვლელისა და მოკლულის მამის ხანმოკლე დიალოგმა ერთხელ და სამუდამოდ დაუსვა წერტილი ორ გვარს შორის მტრობისა და შურისგების შესაძლო გაგრძელებას. გულის დუღილს ცივი გონებით განსჯამ აჯობა და წეს-ჩვეულების ხალხურმა ნორმამ უმაღლესი ჰუმანიზმის სასარგებლოდ თქვა თავისი გადამწყვეტი სიტყვა...
დუისის მწუხარე, დაძაბული დღე მშვიდად და ღამდა. სამართალდამცველთა ჩაურევლად მოგვარდა ურთულესი საკითხი. ხასო ხანგოშვილი - ქისტების ადამიანური ღირსების განმასახიერებელი უხუცესთა საბჭოს წევრი - სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა!“
12 ივნისი, 2022 წელი
![]() |
4 ქისტების ისტორია წარსული და აწმყო |
▲ზევით დაბრუნება |

![]() |
4.1 ქისტები ანტიკური დროიდან |
▲ზევით დაბრუნება |
„ქისტო, დიდგული ყოფილხარ,
ყამ (შიში) არ გქონია მტრისაო“.
ხალხური
ქისტები, ვაინახთა ერთ-ერთი ტომი, კავკასიის ძირძველი, აბორიგენი მოსახლეობაა და ისტორიულად ცხოვრობდნენ საქართველოს საზღვრის გასწვრივ, კავკასიის ქედის ჩრდილო კალთებსა და თერგის გაშლილ ველებზე. ანტიკურ და შუა საუკუნეების წყაროებში („სტრაბო ნის გეოგრაფია“, „სომხური გეოგრაფია“, „ქართლის ცხოვრება“ და სხვ.) მოიხსენიებოდნენ დურძუკებად, ნახჩემატიანებად, გარგარებად, კავკასიანებად, ძურძუკებად, ქუსტებად და ა.შ.

ჩეჩნეთი
ვაინახების მიწა-წყალი, გადაჭიმული დარიალის ხეობიდან დაღესტნამდე, კავკასიის ჩრდილო კალთების გასწვრივ, მდებარეობს აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზე და ხშირად ხდებოდა დიდი და ძლევამოსილი სახელმწიფოების ინტერესების სფერო. IV-XII საუკუნეებში ვაინახებზე გაბატონებისათვის იღვწოდა სასანიდების ირანი, არაბების ხალიფატი და ხაზარეთის კაგანატი. XIII ს-ში ქარიშხალივით თავს დაატყდა მონღოლეთი, XIV საუკუნეში - ოქროს ურდო, თემურ ლენგი გაშმაგებით დათარეშეობდა ჩრდილო კავკასიაში. XVI საუკუნიდან ერთმანეთს ექიშპებოდნენ სეფედინების ირანი და ოსმანთა იმპერია, ხოლო XVII საუკუნიდან ჩრდილოეთიდან მოიწევს ვეშაპი - რუსეთი, რომელიც დღესაც, 400 წლის შემდეგაც, განაგრძნობს შეიარაღებულ აგრესიას ვაინახების საბოლოო დამორჩილებისათვის. ქედუხრელი და დაუმორჩილებელი ვაინახები ერთადერთი ერია კავკასიაში, რომელიც თავდაუზოგავად, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძვის რუსეთის იმპერიას და მო უკი დებლობისათვის.
„ვაი ნახ“ სიტყვასიტყვით ჩვენს ხალხს ნიშნავს, რითაც ჩეჩნები, ქისტები და ინგუშები გამოყოფდნენ საკუთარ თავს სხვა კავკასიელი მთიელებისაგან. XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დამდეგიდან რუსულ წყაროებში ვაინახები იხსენიებიან, როგორც ჩეჩნები, ქისტები და ინგუშები. ჩეჩენ და ინგუშ სახელწოდებებს საფუძვლად დაედო ორი აული, ჩეჩენ-აული და ანგუშთა აული. ჩეჩნების თვით სახელწოდებაა „ნოხჩი“, ხოლო ინგუშებისა - „ღალღაი“.
ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ტერიტორია დასახლებული იყო უძველესი დროიდან, რაზეც მეტყველებს ის არქეოლოგიური ძეგლები - ქვის იარაღები, რომლებიც განეკუთვნება შუა პალეოლითს (40 000 წლის წინ).
ვაინახების ისტორია და კულტურა ნაკლებად შესწავლილია, ამის მიზეზი, ჩვენი აზრით, ამ ხალხის ისტორიულ ძნელბედობაში უნდა ვეძიოთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩეჩნებისა და ინგუშების ქვეყანა ტერიტორიულად მდებარეობს ისეთ გეოზონაში, რომელიც კვეთს აზიისა და ევროპის გზაჯვარედინს, ამდენად, ეს კუთხე მუდმივად იქცეოდა გავლენის სფეროების დამკვიდრებისათვის ბრძოლის არენად და მუდმივად უხდებოდათ ბრძოლა დამოუკიდებლობისა და არსებობისათვის. ეს პატარა მხარე თითქმის ყოველთვის ეკონომიურად გაჩანაგებული და გაპარტახებულია, ან კიდევ თუ მიაღწევდა აყვავებას რომელიმე სახელმწიფო გაერთიანებაში, მაგალითად, ალანთა იმპერიაში, ხანმოკლე იყო ეს ზეობა და არ რჩებოდა დრო და საშუალება, შეექმნათ საკუთარი სწავლა-განათლების კერები, შეემუშავებინათ საკუთარი დამწერლობა, რის გარეშეც ძნელია ისტორიის, განსაკუთრებით კულტურის განვითარება. ასე რომ ძველ ვაინახებზე თუ რამ ცნობები გაგვაჩნია, ისევ მეზობელი, უფრო ცივილიზებული ხალხების ისტორიაში გაბნეული წყაროები გვაწვდიან.

მთიანი ჩეჩნეთი
მწირი, მაგრამ საყურადღებო ცნობები მეზობელ ვაინახებზე შემონახულია ქართულ წყაროებში (ლეონტი მროველი, ვახუშტი ბაგრატიონი, ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, მოსე ჯანაშვილი, გიორგი მელიქიშვილი, ვახტანგ გამრეკელი და სხვ.).
შუა საუკუნეებში საქართველოს ძლიერება ამიერავკასიაში საგრძნობი ხდება და საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ მისი გავლენის სფეროები ჩრდილოეთისაკენ ვრცელდება.
მთიანი ინგუშეთის, მდინარეების არმხის, ღულოი-ხისა და ასას ხეობებში შემოინახა 100-ზე მეტი არქიტექტორული კომპლექსი. საბრძოლო კოშკების, სამარხი აკლდამებისა და წარმართული სალოცავების გვერდით არის ქრისტიანული ეკლესიები, რომლებიც, სავარაუდოდ, IX-XI საუკუნეებში აშენდა ქართველი ხუროთმოძღვრების მონაწილეობით. ეკლესია თხაბა-ერდი ქართული წარწერებითა და არქიტექტურით ნათელი დადასტურებაა შუა საუკუნეებში ქართველებისა და ვაინახების მჭიდრო კულტურული კავშირებისა.
დღეისათვის სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებულია ტერმინი „ვაინახები“ და მასში იგულისხმება ჩეჩნები და ინგუშები, ხოლო ქისტებს ბოლო დრომდე იცნობდნენ მხოლოდ ქართველები და მეცნიერთა ის ვიწრო წრე, რომლებიც იკვლევენ ვაინახთა ისტორიას. მხოლოდ XX ს. დასასრულისათვის გახდა ცნობილი საზოგადოებისათვის, რომ არსებობს კიდევ ერთი ვაინახური ტომი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს XIX საუკუნის დასაწყისიდან და მიუხედავად ამდენი ხნის ცალკე ცხოვრებისა, არ დაუკარგავთ თავიანთი ადათ-წესები, ზნეობრივი კოდექსი და ვაინახური მსოფლაღქმა.

ერზი - მთიანი ინგუშეთი
ჩახ ახრიევს, XIX საუკუნის მკლევარს, ქისტების წინაპარზე დაწერილი აქვს ხალხური თქმულება, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ მოხვდა სირიელი ფეოდალი კავკასიის ჩრდილოეთ კალთებზე, არმხისა და ასას ხეობებში: „ქისტი იყო ცნობილი სირიელი ფეოდალის ვაჟი კამენის სახლიდან. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს იგი სირიიდან გადმოვიდა აფხაზეთში, ხოლო რამდენიმე ხნის შემდეგ გადავიდა საქართველოში. რადგანაც იმ პერიოდში საქართველო განიცდიდა არაბებისა და თურქების მუდმივ თავდასხმებს და ძალზე შევიწროებული იყო, ქისტი გადავიდა კავკასიის ქედზე და დასახლდა ჩრდილო კავკასიის ერთ-ერთ ხეობაში მდინარე თერგის სათავეებთან. აქ მან დააარსა აული ერზი, რაც ქისტურად არწივს ნიშნავს და, წინაპრების მსგავსად, გერბად აირჩია არწივის გამოსახულება... ქისტის შვილიშვილმა ჩარდმა აულ ერზში ააშენა 16 საბრძოლო კოშკი, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი. ჩარდის შთამომავლები არიან ედიპი, ელბიაზი და ელბიაზის შვილები მანუილი და ანდი. მანუილის ვაჟი დაურ-ბეკი ბიძა ანდისთან უთანხმოების გამო გადავიდა მეზობლად, ჯეირახის თემში. ქისტის მომდევნო შთამომავლების დროს მათი ძალაუფლება თითქოს შესუსტდა, მაგრამ კვლავ ითვლებოდნენ ქისტების მმართველებად. მაგალითად, საქართველოს მეფე ერეკლე ქისტის შთამომავალ თაჩის მემკვიდრეებს დიდი პატივისცემით იღებდა სამეფო კარზე“.
საინტერესოა ინგუშური ლეგენდა ჩეჩნებისა და ინგუშების წარმოშობის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთან და ამიტომ მას მოვიყვანთ იმ სახით, როგორც პროფესორი ნ. იაკოვლევი იმოწმებს თავის პოპულარულ ნარკვევში:
„კაცი, სახელად თურფალი, რაც დევგმირს ნიშნავს, წარმოშობით არაბეთიდან იყო, ყურეიშიტების გვარისა, საგანთა არსში გარკვეული. მას ეძინა მთელი კვირის განმავლობაში და შემდეგ ერთი კვირა ფხიზლობდა. ეს ამაყი კაცი ხალხს ჩაგრავდა. მაშინ ყურეიშიტების გვარის ხალხმა მძინარე აიყვანა გემზე, ჩამოიყვანა ჩვენს მხარეს და დატოვა აქ. თანდათანობით ღრმად შევიდა მთებში და მიაღწია ინგუშების ქვეყანას. იმ დროს არც მხეცი, არც ფრინველი, - არავინ არ ცხოვრობდა ამ ველურ მთებში. ის დასახლდა გამოქვაბულში და მოაშენა საქონელი და ცხვარი. დილით, როცა გარეკავდა საქონელს, გამოქვაბულის შესასვლელს კეტავდა უზარმაზარი ლოდით“.
შემთხვევით ამ ადგილებში ნადირობისას მოხვდა ქართველი თავადი თავისი ამალით. დაინახეს რა გამოქვაბული და ვეებერთელა წინაღობა შესასვლელისა, ქართველებმა თქვეს: „ჩვენ ვერ შევძლებთ ვებრძოლოთ ადამიანს, რომელიც ასეთ ქვებს აგორებს“ და დაბრუნდნენ სახლში. შეარჩიეს ლამაზი მონა ქალი და გაგზავნეს დევგმირთან. მან შესაფერისად მიიღო სტუმარი და ყოველ ღამე ცხვარს კლავდა მისთვის. ასე გავიდა სამი ღამე და დევგმირმა დაუწყო გამოკითხვა ქალს: „მითხარი, ვინ ხარ და სადაური?“ - „მე ბევრი გამიგონია შენ შესახებ და, შემიყვარდი რა, მოვედი შენთან საცხოვრებლად, - უპასუხა ქალმა. „მე არ მიყვარხარ და შენთან ცხოვრებაც მიჭირს“, - უთხრა დევგმირმა და დააბრუნა უკან. მას შემდეგ დამკვიდრდა ჩვეულება - სამი დღის შემდეგ სტუმარი კარგავს სტუმრის სტატუსს.
მაშინ ქართველებმა მიუგზავნეს დევგმირს სხვა ქალიშვილი, არა მონა, მაგრამ არც თავადური წარმოშობისა. დევგმირი მასაც ისე მოექცა, როგორც პირველს. ბოლოს, ქართველმა თავადმა მასთან გაგზავნა თავისი საკუთარი ასული. დევგმირს თავადის ასული მაშინვე გულში ჩაუვარდა და სამი ღამის გასვლის შემდეგ დაიწყო მასთან ცხოვრება, როგორც ცოლთან. მაშინ ქართველებმა მოილაპარაკეს ქალიშვილთან, რომ მას ქმრისთვის დაელევინებინა საძილე სასმელი. დაძინებული დევგმირი შეკრეს და მთელი თავისი ჯოგით წაიყვანეს საქართველოში. თავადები სათათბიროდ შეიკრიბნენ და იმსჯელეს, რა ეყოთ ტყვისათვის. ერთნი სთავაზობდნენ, დაეხვრიტათ თოფით, მეორენი - ჩაემწყვდიათ კასრში და ჩაეგდოთ წყალში. მაგრამ ქალიშვილმა მამას შეუთვალა: „ტანით ხარივითა ხარ - ჭკუით კი ხბოზე სულელი. მე ორსულად ვარ. კარგია, თუ გოგონა შემეძინება, მაგრამ თუ ბიჭი დაიბადება, მას ვერ გავუმკლავდები. მამის სიკვდილს ის გულთან ახლოს მიიტანს და შურს იძიებს მამის სისხლისთვის.
მამა და მთელი თავადობა იძულებული გახდნენ, დასთანხმებოდნენ ამ მოსაზრებას, ქალიშვილს გამოუყვეს ქონების ნაწილი, რომელიც წილით ეკუთვნოდა და კვლავ დააბრუნეს დევგმირი ცოლთან ერთად ძველ ადგილას. აქ გაუჩინა მას ბიჭი, რომელსაც ხელში ფოთოლი ეჭირა და უწოდეს მას ფოთოლი (ღა). შემდგომ მის ბიჭს ღალღა ეწოდა და აქედან უწოდეს ინგუშებს ღალღაი. მეორე ბიჭი დაიბადა ყველით (ნახჩ) ხელში, უწოდეს მას ნახჩუო (ე.ი. ჩეჩენი).
ვაინახების ისტორიისა და კულტურის მკლევარი ხ. გ. ვერტეპოვი მეტად საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს: რადგან ქისტი მოვიდა დღევანდელი დასახლების ადგილზე საქართველოდან, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მასთან ერთად იქ ჩავიდა ზოგიერთი ქართველიც; გამომდინარე აქედან, დღევანდელი ქისტების ძარღვებში უნდა იყოს შერეული ქართული სისხლი. ასეთი შეხედულებისათვის არსებობს მრავალი საფუძველი, ჯერჯერობით ბოლომდე დაუმუშავებელი.

მაისტი
რა თქმა უნდა, ვაინახების წარმოშობის ჰიპოთეზა არ შეძლება მხოლოდ თქმულებების, გადმოცემებისა თუ სხვა ფოლკლორულ წყაროებზე დაყრდნობით ჭეშმარიტებად მივიჩნიოთ და დასკვნები გავაკეთოთ, ერთი რამ ცხადია, რომ „ჩეჩნები და მათი მონათესავე ხალხი - ინგუშები კავკასიის უძველეს ავტოქტონურ მოსახლეობას მიეკუთვ ნებიან.“

„ვაინახები ძირძველი კავკასიელები არიან. ლეონტი მროველის გენეოლოგიური სქემის თანახმად, ლეგენდარული წინაპარი ვაინახებისა ატარებს „კავკასის“ სახელს, საიდანაც მოდის სახელწოდება კავკასიანები, ერთ-ერთი ეთნომიმი ვაინახებისა, რომლითაც ისინი მოიხსენიებიან ძველ ქართულ წყაროებში“.
„სომხურ გეოგრაფიაში“ ჩამოთვლილია სარმატიაში მცხოვრები ხალხები და მათ შორის დასახელებულია ქუსტები და ნახჩამათიანები. ცნობილი არმენოლოგი კ. პატკანოვი VII საუკუნემდე მცხოვრებ ავტორებზე (პტოლემეოსი, არიანა, ეგიმე, ფაუსტი და სხვ.) დაყრდნობით ავითარებს მოსაზრებას, რომ ქისტები და ნახჩამათიანები შედიან იმ ხალხებში, რომლებიც სინამდვილეში სახლობდნენ აღნიშნულ ადგილებში. ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, ქისტები, ზუსტად ამ სახელწოდებით, წარმოადგენენ ვაინახების ერთ-ერთ უძველეს შტოს და აქტიურ როლს ასრულებდნენ მათ ისტორიაში.
რუსულ წყაროებში ქისტის სახელწოდება პირველად მოხსენიებულია 1733 წელს ვ. გამრეკელის მიერ. 1968 წელს გამოქვეყნებულ საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის ურთიერთობათა ამსახველ წყაროებში გვხვდება საბუთი, სადაც აღნიშნულია, რომ 1733 წელს რუსეთის საგარეო კოლეგიაში მიიღეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქისტები სხვა მთიელებთან ერთად ითხოვენ იმპერატორის მფარველობას.
მთიელ ხალხში, კერძოდ, ქისტებში, აღნიშნულ პერიოდში წარმართული რელიგია ბატონობდა, მაგრამ ქრისტიანობის კვალი მათში იმდენად ძლიერი იყო, რომ რუსეთის საპატრიარქომ შესაძლებლად მიიჩნია მათი გაქრისტიანება. 1750 წელს შექმნეს ე.წ. ოსური კომისია მთის ხალხში, განსაკუთრებით ოსებსა და ქისტებში, ქრისტიანობის გავრცელების მიზნით, მაგრამ რაიმე შედეგს ვერ მიაღწიეს.
1765 წელს ჩეჩნეთში ახალციხიდან ჩადის კაპუცინის ორდენის ორი კათოლიკე ბერი ქისტებში კათოლიკური სარწმუნეობის ქადაგების მიზნით, მაგრამ ვერც მათ შეძლეს მიზნის მიღწევა: ქისტებში ძლიერი იყო მამა-პაპური ადათებისადმი ერთგულება. ს. ბრონევსკი აღნიშნავს, რომ რუსების შეხება ქისტებთან იყო სამხედრო ხასიათის. ის ვაინახების კლასიფიკაციას შემდეგნაირად ახდენს:
I. ქისტები (საკუთრივ ასე წოდებულები);
II. ინგუშები ანუ ლამურები;
III. კარაბულაკები ანუ არშტოელები;
IV. ჩეჩნები ანუ შეშენები, ასევე მიჩკიზებად წოდებულები.
დღეს მეცნიერულად დასაბუთებულად ითვლება აკადემიკოს ნ. მარის კავკასიელი ხალხის კლასიფიკაცია, სადაც ცალკ-ცალკე მოხსენიებულია ჩეჩნები, ინგუშები და ქისტები.
1923 წელს გამოცემულ ნაშრომში, რომელიც შეიცავს ახალ ცნობებს კავკასიაზე, ს. ბრონევსკი ცალკე თავს უძღვნის ქისტებს, სადაც დეტალურად განიხილავს ქისტების ტერიტორიას, გეოგრაფიულ მდებარეობას, მდინარეებს, ქისტების წარმოშობის ისტორიას, ენასა და სხვ.
XIX საუკუნის რუსი მკვლევრები, რომლებიც რუსეთის დაპყრობითი ომის შედეგად გაეცნენ კავკასიას, სამხედროებისაგან განსხვავებით, დაინტერესდნენ ვაინახების ისტორიით და ქისტეთს მიაკუთვნებენ მდ. არმხისა და ასას ზემო წყლის ხეობებს. თანაც მდ. არმხი მათ ნაშრომებში „ქისტინკას“ სახელწოდებითაა ცნობილი და, სხვათა შორის, ეს სახელი ადგილობრივ მოსახლეობაში დღესაც შემორჩენილია. ბერჟე ქისტებს ორ ნაწილად ჰყოფს: „შორეული ქისტები“, რომლებიც ცხოვრობენ მდ. არგუნის ხევებში, 1851 წლისათვის ითვლიდა 3267 სულს 21 აულში. „ახლო ქისტები“ სახლობენ მაღალი მთებით გარშემორტყმულ ტაფობში. მაღალი მთები ეშვებიან კავკასიონის ქედიდან თერგის ხეობაში, ჯარიეხის სიმაგრესთან, რომლის ახლოსაც თერგს ერთვის მდინარე ქისტინკა, ამ ქისტურ თემში ითვლება 32 აული. ამ აულების უდიდესი ნაწილი გაშენებულია მდ. ქისტინკას ნაპირებზე.
ქართულ წყაროებში ქისტების წინაპრები მოხსენიებულია ძურძუკების, ღლიღვების, ქისტებისა და ნახჩების სახელწოდებით, რომლებიც მოდიან უძველესი დროიდან. ეს სახელწოდებები გვხვდება ლეონტი მროველთან, ისტორიკოს ჯუანშერთან, ჟამთააღმწერელთან, პაპუნა ორბელიანთან, ფარსადან გორგიჯანიძესთან, ვახუშტი ბაგრატიონთან და თეიმურაზ ბატონიშვილთან.
ვახუშტი ბაგრატიონთან ქისტების წინაპრების ძურძუკ-ღლიღვებთან ერთად ჩნდება სახელწოდება ქისტი. მისი ნაშრომის მიხედვით, ძურძუკსა და ღილღვს ჰქონდა მესამე სახელი, მაგრამ იგი ხშირად კი არ აიგივებს ამ სამ სახელწოდებას, არამედ სამივე სახელწოდებაში ერთ ხალხს გულისხმობს. უფრო ღრმა ანალიზის შედეგად ვრწმუნდებით, რომ „გეოგრაფიის“ ავტორს ქისტეთი მიაჩნია, როგორც საკუთრივ ქისტების, ისე ძურძუკებისა და ღილღვების სამშობლოდ.
ვახუშტის ცნობებზე დაყრდნობით ა. შავხელიშვილიც თვლის, რომ „წარმოშობით ქისტის სახელწოდება უფრო შორეული ჩანს“ - იგი თავის ნაშრომში „საქართველო-ჩეჩნეთ-ინგუშეთის ურთიერთობა XVI-XVIII სს.-ში“ ასეთნაირად ავითარებს თავის მოსაზრებას: „ავტორი (ვახუშტი) ძურძუკეთ-ღლიღვეთისაგან განსხვავებით გამოკვეთილად წარმოგვიდგენს ქისტეთს, როგორც „დაბნებიანს“ და განვითარებულს. იგი აღნიშნავს: „და ამ წყალსა (ქისტინკა) ზედა, ხეობაში, ამ ჯარიეხს ზეით, არს ქისტეთი დაბნებიანი, შენობიანი“.

ქისტეთი
ქისტეთი ღილღვეთზე და ძურძუკეთზე განვითარებული რომ ყოფილა, ვახუშტი უფრო ვრცელი ცნობებით ადასტურებს: „ქისტეთის მცხოვრებლებმა იციან ქვითა და კირით მშენებლობა და მათგან აშენებენ სახლებს, კოშკებსა და ციხესიმაგრეებს“.
თეიმურაზ ბატონიშვილი „საქართველოს ისტორიაში“ აღნიშნავს, რომ „ქისტნი ღლიღვნი და ძურძუკნი პირველ იყვნეს ქართულითა მომზრახნი და ქრისტიანენი“.
ნ. გრაბოვსკი ასევე აღნიშნავს, რომ „სიმაგრე ჯეირახის (საქართველოს სამხედრო გზის გასწვრივ) სამხრეთ-აღმოსავლეთით იჭრება ღრმა ხეობა, რომელსაც ქმნის მდ. არმხის (ქისტინკას) მდინარება, სადაც ცხოვრობს მთიელთა ორი თემი: ჯეირახისა და ქისტების“.
ვახუშტი ბაგრატიონი ვაინახების მიწა-წყლის გეოგრაფიული აღწერისას ქისტეთს ძურძუკ-ღილღვისაგან განაცალკევებს: „კუალად ამისა სამხრით, ქისტეთს ზეით, არს ძურძუკეთი…“, ხოლო შემდგომ ქართულ წყაროებში ძურძუკი და ღილღვი ნაკლებად იხსენიება, მათ ადგილს იჭერს ქისტი, რომელსაც XIX საუკუნიდან ენაცვლება ჩეჩენი და ინგუში.
ე. კრუპნოვი თვლის, რომ შუასაუკუნეობრივი ეთნონიმი „ქუსტი“ პირდაპირ კავშირშია ინგუშების წინაპრებთან, „სომხურ გეოგრაფიაში“ ტერმინი „ქუსტი“ იხსენიება ფორმით „ქისტი“. მიუხედავად იმისა, რომ ეთნონიმი ქისტი XIII საუკუნიდან იხსენიება, მისი წარმომავლობა მოდის ადრეული შუა საუკუნეებიდან. ქისტები ცხოვრობდნენ მდინარე არმხის (ქართულად ქისტეთის წყალი, რუსულად კისტინკა, ოსურად მაკალდონ-ორბების წყალი) ხეობაში.
იოჰან ბლარამბერგი „კავკასიურ ხელნაწერში“ წერს: „ქისტები ცხოვრობენ ჩრდილო კავკასიის მაღალმთიან ხეობის ფერდობებზე: მათგან ჩრდილოეთით ცხოვრობენ ჩეჩნები და ინგუშები, აღმოსავლეთით - ლეზგინებისა და ავარების ტომები, დასავლეთით ცხოვრობენ გუდამაყრელები, ხევსურები და თუშები. დანარჩენი ქისტები ცხოვრობენ ჩანთისა და შაროი არგუნის ხეობებში“.
არქეოლოგიური გათხრების შედეგებზე დაყრდნობით მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში, კერძოდ, II ათასწლეულში ჩვენს ერამდე, ქისტების წინაპრები ჯეირახის ხეობაში, მდ. არმხის აუზში ცხოვრობდნენ, რომელთაც შექმნეს თვითმყოფადი მითოლოგია, ფოლოსოფია, მატერიალური და სულიერი კულტურა. დღეს მეცნიერთა დიდი ნაწილი იმ აზრისაა, რომ შესაძლოა ამ კულტურას კავშირი აქვს, დღესდღეობით ნაკლებად გამოკვლეული და ამდენად სუსტი, მაგრამ მაინც საგრძნობი, ძველი შუმერის, ბაბილონის, ეგვიპტის, ფრიგიის, საბერძნეთისა და სხვა ცივილიზაციის კერების კულ ტურასთან. ამაზე მიგვანიშნებს ვაინახების ეროვნული არქიტექტურული ძეგლები, განსაკუთრებით საბრძოლო კოშკები, რომლებიც მრავლადაა ქისტეთში და მოგვაგონებენ ეგვიპტის პირამიდებს. კრუპნოვის თქმით: „ინგუშეთის საბრძოლო კოშკები თავიანთი ტექნიკური და სამშენებლო ხელოვნებით საუკეთესო ნიმუშია იმდროინდელი ადამიანების საოცარი გენიისა, რომელიც თავისი მასშტაბით უტოლდება თანამედროვე ადამიანის ცაში გაჭრას“.
ამ ისტორიული წყაროებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ქისტები ვაინახების ერთ-ერთი გამორჩეული ტომია, რომელთა ისტორიული ძნელბედობის მიუხედავად, ისტორიამ არცთუ ისე მწირი მასალები შემოგვინახა.
ხალხის ისტორიისა და კულტურის საფუძვლიანი შეწავლისათვის აუცილებელია სათანადო გეოგრაფიული, ეთნოგრაფიული, დემოგრაფიული, ისტორიული, არქეოლოგიური, ლინგვისტური, ლიტერატურული, ფოლკლორული და სხვა მასალების არსებობა. ამ მხრივ ვაინახების შესახებ მასალები ძალიან მწირია, ფაქტობრივად, მკვლევარს უხდება გეოგრაფიულ, არქელოგიურ და ფოლკლორულ მასალებზე დაყრდნობა და ამ წყაროების გამოყენება, რომელიც, მიუხედავად სიმწირისა, მაინც არსებობს მეზობელ ხალხებში.
ყველაზე ვრცლად უძველესი ვაინახების შესახებ ცნობები მოიპოვება ქართულ წყაროებში. საყურადღებოა ისიც, რომ ქართველი მემატიანენი დიდ ყურადღებას უთმობდნენ მეზობელი ხალხების ისტორიას, ვაინახებს კი ისე განიხილავდნენ, როგორც ქართველ ხალხთან სისხლხორცეულად მონათესავე ხალხს. XI საუკუნის ისტორიკოსი ლეონტი მროველი, რომელიც საქართველოსა და, საერთოდ, კავკასიის უძველეს ისტორიულ მოვლენებს აგვიღწერს, კავკასიის ხალხების გენეალოგიის გადმოცემისას ვაინახების პატრიარქად აღიარებს კავკასს და, ამის მიხედვით, ვაინახების წინაპრებს კავკასიანებს უწოდებს. ეს სახელწოდება ვაინახებისა გვხვდება სხვა ქართველ ისტორიკოსებთანაც. სავარაუდოდ, ისინი ეყრდნობოდნენ იმ ისტორიულ წყაროებს, რომელთაც, სამწუხაროდ, ჩვენამდე არ მოუღწევიათ.
ლეონტი მროველი და ანტიკური ხანის ისტორიკოსები აღწერენ სკვითების ლაშქრობას ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII საუკუნეში, რომლებმაც გადმოლახეს კავკასიონის ქედი და შეესივნენ წინა აზიის ქვეყნებს. სკვითების გამანადგურებელ ლაშქრობებზე ბევრია ნათქვამი, ცნობილია მათი სისასტიკე და ბარბაროსობა, მათ ნაკვალევზე მხოლოდ ნანგრევები და ფერფლი რჩებოდა და ბევრმა დასახლებულმა პუნქტმა არსებობა შეწყვიტა. სკვითების პირველ დარტყმებს ვაინახები შეხვდნენ, მათ შორის სასტიკ ბრძოლებზე მეტყველებენ ვაინახების მიწა-წყალზე აღმოჩენილი ყორღანები.
ეს პროცესი გრძელდებოდა ანტიკური ხანიდან. ჩრდილოეთიდან მოსვენებას არ აძლევდნენ ველური მომთაბარე ტომები. სკვითებს პაჭანიკები სცვლიდნენ, პაჭანიკებს - ყივჩაღები. შემდეგ სამხრეთიდან დაიძრნენ სპარსელები, მათ მოჰყვნენ არაბები და მერე მონღოლთა ურდოები, რომელთა გავლილ ადგილებზე სიცოცხლის კვალი აღარ ჩანდა. მონღოლებმა ვოლგაზე დატოვეს სასტიკი და დაუნდობელი სახანო, რომელთა მმართველები დათარეშობდნენ ჩრდილო კავკასიაში, ავერანებდნენ აყვავებულ მხარეს. მარტო თემურ-ლენგის ლაშქრობებმა ამ მხარეში ასეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათეულობით ქალაქები აღიგავა პირისა მიწისა.
ვაინახების მიწა-წყალზე გადიოდა სამხრეთ კავკასიაში მიმავალი სამთო გზა-ბილიკები. უღელტეხილებს ისინი აკონტროლებდნენ და შეუპოვარ წინააღმდეგობას უწევდნენ სამხრეთისაკენ მიმავალ მტერს, რომელსაც ჯერ მათი სამშობლო უნდა დაეკავებინა. ხშირად, სწორედ მათი მამაცობის, მეომრული სულისკვეთების წყალობით გადარჩენილა საქართველო ჩრდილოელი ურდოების შემოჭრისგან. ყველა დამპყრობელი, ადრე თუ გვიან, ტოვებდა ვაინახების მიწა-წყალს. მაგრამ სადღაც მე-17 საუკუნის დამდეგიდან ჩრდილოეთიდან დაიძრა ყველაზე სასტიკი, ცბიერი, დაუნდობელი მტერი, რომელსაც რუსული იმპერია ჰქვია და რომელიც აგერ უკვე ლამის ოთხი საუკუნეა ეომება, ჟლეტს უდანაშაულო ადამიანებს, დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ მოხუცს, ანგრევს ქალაქებსა და სოფლებს, ჩეხავს ტყეებს, სპობს კულტურულ ძეგლებს, ისტორიულ დოკუმენტებს, სახელმწიფო არქივებს და ამით ცდილობს მოსპოს ვაინახი ხალხი და მათი კულტურა.
ჯერ კიდევ ივანე მრისხანის დროიდან იმპერიალისტურმა რუსეთმა კავკასიას მიაპყრო გაუმაძღარი თვალი. მე-19 საუკუნის დამდეგისათვის შეძლო სამხრეთ კავკასიის დაპყრობა. საქართველოს სამეფო, სამხრეთ კავკასიის დასაყრდენი ძალა გააუქმა, ორ გუბერნიად გადააქცია და თავის იმპერიას შეუერთა. შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპყრობისათვის დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია და ახლა ჩრდილოეთიდანაც და სამხრეთიდანაც შეუტია ჩრდილო კავკასიას.
დამპყრობელი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის მთელი სიმძიმე ჩეჩნეთმა გადაიტანა. სწორედ კავკასიის მთებში მოხდა ვაინახების ჩეჩნებად, ინგუშებად და ქისტებად დაყოფა, რაც რუსეთს ხელს აძლევდა და ეს იყო მათი საყოველთაოდ ცნობილი პოლიტიკის - „გათიშე და იბატონე“ - შედეგი. სწორედ ამ ომში მოხდა ვაინახების საბოლოოდ მუსლიმანებად ჩამო ყალიბებაც. ეს კი ძირითადად განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას სამშობლოს და მოუკიდებლობისათვის მებრძოლმა ლიდერებმა რელიგიის დროშა წაუმძღვარეს წინ.

შეიხ-მანსური
შეიხ-მანსურის მიერ დაწყებული (მე-18 ს. 80-იანი წლების დასაწყისი) ბრძოლა, რომელიც 100 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და დასრულდა იმამ ალიბექ ალდამოვის აჯანყების ჩახშობით (მე-19 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს), იყო ყველაზე სისხლისმღვრელი, თუ არ ჩავთვლით გასული საუკუნის მიწურულისა და XXI საუკუნის დასაწყისის ჩეჩნეთ-რუსეთის ომებს. ჩეჩნებმა ამ ომებში დაამტკიცეს, რომ შეუდარებელი მეომრები არიან და ღირსნი თავისუფლებისა. მაგრამ, როგორც ყოველთვის, მათ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაკენ ლტოლვა ძვირად უჯდებათ... მიუხედავად ამისა, ისინი მტკიცედ მისდევენ წინაპართა დევიზს:
„ქედს არ მოვიხრით არასოდეს არვის წინაშე,
ჩვენ ერთი გზა გვაქვს: სიკვდილი ან თავისუფლება!“
იმამ შამილის წინამძღოლობით წარმოებულ ომში დამარცხების შემდეგ, ჩეჩნების დიდმა ნაწილმა, რომელმაც მიიჩნია, რომ ამ პატარა მიწაზე რუსებთან ერთად ვერ მოთავსდებოდნენ, დატოვეს მშობლიური მიწა-წყალი და თურქეთსა და არაბეთში გადაიხვეწნენ. მათი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ თურქეთში, იორდანიასა და სირიაში და არ დაუკარგავთ თავიანთი თვითმყოფადობა.
60-იან წლებში ჩეჩნების თურქეთის იმპერიაში გადასახლებაში ლომის წილი ედო რუსეთს, მაგრამ მაშინ ის შეფარვით მოქმედებდა. 80 წლის შემდეგ, 1944 წლის 23 თებერვალს ბოლშევიკურმა რუსეთმა მოაწყო აქამდე არნახული გენოციდი ვაინახებისა. მთელი ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკა ერთ კვირაში დააცარიელა მკვიდრი მოსახლეობისაგან და ციმბირსა და ყაზახეთის უკაცურ სტეპებში სატვირთო ვაგონებიდან გადმოყარა.

ვაინახების ქვეყანა
თხუთმეტწლიანი გადასახლებიდან მობრუნებული ვაინახები თავის სახლ-კარში აღარ შეუშვეს, მათ მთლიანად გადაუკეტეს მშობლიური სოფლები, მთები და იძულებულნი გახადეს იქ ჩასახლებულიყვნენ, ვისაც სად მოუხერხდებოდა. ამგვარად, დაირღვა რეგიონული მოსახლეობის სტრუქტურა, თუმცა თეიფური (თეიფი-გვარი) წყობა იმდენად ძლიერია ვაინახებში, რომ დღესაც თითოეულმა კარგად იცის თავისი წარმომავლობა.
როგორც ითქვა, რუსებმა ვაინახების ახალი ტერმინოლოგია - ჩეჩენი და ინგუში - შემოიტანეს და დღესაც ვაინახების აღმნიშვნელი მხოლოდ ეს ორი ეთნოსი შემორჩა. ქისტები, რომლებიც საქართველოს მოსაზღვრე რეგიონებში, მდინარე არმხის (ქისტინკა), ასას, ჩანთი და შაროი-არგუნის ზემო წლებში ბინადრობდნენ, შეერწყნენ ჩეჩნებსა და ინგუშებს.
აღმოსავლეთის ანუ ახლო ქისტები, მდ. არმხისა და ასას სათავეებში მცხოვრებლები (ღილღველები) ინგუშების ეთნოსს შეერწყნენ, ხოლო შორეული ქისტები, არგუნის სათავეებთან მცხოვრებნი (მითხოელები, მაისტელები, დიშნოელები, ხილდიხაროელები) - ჩეჩნებს. ქისტებად დარჩნენ ქისტების ის ნაწილი, რომლებიც XIX საუკუნის 30-50-იანი წლებიდან საქართველოში ჩამოვიდნენ და პანკისის ხეობაში კომპაქტურად ჩასახლდნენ.
ქისტების ეთნოსის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველმა ხალხმა, რომლებმაც მზრუნველი ხელი გაუწოდეს მოძმე ხალხს და დაეხმარნენ, არ დაეკარგათ თავიანთი თვითმყოფადობა, ადათ-წესები და მენტალიტეტი. პასპორტებშიც და სხვა საბუთებშიც ეროვნების აღმნიშვნელ გრაფაში „ქისტი“ ჩაუწერეს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ეროვნება საბჭოთა კავშირში დაფიქსირებული არ იყო, ამას კი ძალიან დიდი მნიშველობა ჰქონდა ქისტური ეთნოსის შენარჩუნების საქმეში.
![]() |
4.2 ქისტებისა და ქართველების მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების ისტორიული ქრონოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |

ფარნავაზი და მისი ქისტი დედოფალი
ვაინახებისა (ჩეჩნები, ქისტები და ინგუშები) და ქართველების ურთიერთობებს უძველეს დროში ეყრება საფუძველი. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ფარნავაზ მეფეს მეუღლედ ძურძუკის (ვაინახების) მთავრის ასული ჰყავდა. ამის შესახებ „ქართლის ცხოვრება“ გვაუწყებს: „ფარნავაზ მოიყვანა ნათესავი ძურძუკოსი ქალი ძურძუკეთიდამ და შეირთო თვით ცოლად“.
ფარნავაზ მეფის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის მცირეწლოვანებით ისარგებლეს ფეოდალებმა და ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს. დედოფალმა ვაჟიშვილი - საურმაგი (რაც ქისტურ ენაზე ყოვლისშემძლეს, დიდადშემძლეს ნიშნავს, ეტყობა ვაჟი დედის შერქმეულ სახელს ატარებდა) საფრთხეს გაარიდა და შვილთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. საურმაგი დავაჟკაცების შემდეგ დედულეთიდან ვაინახ მეომრებთან ერთად საქართველოში ბრუნდება და იბრუნებს კანონიერ ტახტს და დაკარგულ ტერიტორიებს, ხოლო დედულებს, ძურძუკებს ასახლებს მთელს საქართველოში: „... ძურძუკეთი ვეღარ-რა იტევდა კაცთა სიმრავლისაგან, აჰყარა კავკასითურთ საურმაგ და დასხნა დიდოეთს და სუანეთს ეგრისამდე“ (ვახუშტი ბატონიშვილი, ქართლის ცხოვრება, IV. თბ., 1973).

მეფე საურმაგი
ლეონტი მროველის თანახმად, ქართველები და ვაინახები ერთი წინაპრის, თარგამოსის შთამომავალნი არიან. თარგამოსის ერთ-ერთი ვაჟი კავკასოსი გადავიდა ცენტრალურ ჩრდი ლოეთ კავკასიაში, დაიკავა თავისუფალი ტერიტორია და დასაბამი მისცა ვაინახურ ტომებს, კერძოდ, მისი შვილის დურძუკის ეთნონიმის სახელით არიან მოხსენიებულნი ქართულ ისტორიულ წყაროებში ვაინახები. როგორც „ქართლის ცხოვრება“ გვაუწყებს, კავკასიელთა საერთო წინაპრის, თარგამოსის, თამისის ძის, რომელიც სახლობდა არა რატისა და მასისის მთებს შორის, შვილიშვილი დურძუკი გამორჩეული მეომარი და სახელოვანი შვილი გმირი ქვეყნისა, ხაზართა მიერ კავკასიის დიდი ნაწილის ოკუპაციის შემდეგ „მივიდა და დაჯდა ნაპრალსა შინა მთისასა და უწოდა სახელი თვისი დურძუკეთი“.
ისტორიული წყაროების ანალიზის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჯერ კიდევ თამარის ეპოქამდე საქართველოსა და ვაინახების ტერიტორიებს შორის საზღვარი კავკასიონის წყალგამყოფი ქედი იყო. თამარ მეფის სარდალი ივანე ათაბაგის „ისტორიანისა და აზმანის“ მიხედვით: „აღვიდა მთასა ხადისასა და წარვლო წვერი მთისა, წარსდგა მთასა ფხოველთასა და დიდოთასა, რომელი არავის ექმნა არც პირველ, არც შემდგომად, რამეთუ ერთკერძო დაურჩა დურძუკეთი და ერთკერძო დიდოეთი და ფხოეთი“.
მთიელი ხალხის მიგრაცია მეტ-ნაკლები ინტენსივობით მიმდინარეობდა კავკასიის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე ანტიკურ, შუა საუკუნეებსა და გვიანდელი ურთიერთობის პერიოდებში. ახალ საცხოვრის ტერიტორიებზე დასახლებაც ხდებოდა, როგორც მშვიდობიანი გზით, ისე კონფლიქტური სიტუაციების შედეგადაც.
ერთმანეთის მეზობლად ცხოვრებამ, გეოგრაფიულმა არეალმა, ანთროპოლოგიურმა, ლინგვისტურმა, ეთნოგრაფიულმა მენტალიტეტმა, გენებმა განაპირობა ამ ორი ხალხის მჭიდრო სოციალურ-ეკონომიური და პოლიტიკური ურთიერთობა.
პოლიტიკური ურთიერთობა გამოიხატებოდა გარეშე მტერთან ბრძოლაში, ქართველთა ჯარში მონაწილეობით. ასეთი სახის დახმარება გრძელდებოდა ანტიკური ხანიდან ადრეული და გვიანდელი ფეოდალიზმის პერიოდშიც.
ვაინახების მხრიდან სამხედრო დახმარება გრძელდებოდა საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში. ვაინახები იღებდნენ კავკასიის ჩრდილოეთით სტეპებში მობინადრე მომთაბარე ველური ტომების პირველ დარტყმებს და კეტავდნენ კავკასიის სამხრეთისაკენ გამავალ უღელტეხილებს. ამგვარად, ისინი იცავდნენ საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებს.
რ. ერისთავის მიხედვით - „წინათ (VII-XII სს.) ქისტ-ჩეჩნები და ლეკები საქართველოსთან მეგობრულ კავშირში იყვნენ და ადმინისტრაციულად თუშ-ფშავ-ხევსურებთან ერთად ხუნძახისა და პანკის-კვეტერას სამოურავოში შედიოდნენ“.
„საქართველო თავისი მთიანეთის ერთი მონაკვეთით (ხევსურეთი, თუშეთი) უშუალოდ ემეზობლებოდა ჩეჩენ-ინგუშებს, რაც მტკიცე საფუძველს ქმნიდა ამ ტომებთან მჭიდრო ურთიერთობისათვის“, - აღნიშნავს თოგოშვილი თავის ნაშრომში „ვეინახები V-X საუკუნეებში, ჩრდილო კავკასიის ხალხთა ნარკვევები“, თბ., 1969წ.
ქართველებისა და ვაინახების მჭიდრო ნათესაური კავშირების შესანიშნავი მაგალითია ის ცნობები, რომლებსაც გვაწვდის ივ. ჯავახიშვილი, რომლის მიხედვითაც დვალეთის სამხრეთით, მდინარე თერგს სამხრეთ-აღმოსავლეთით უერთდება პატარა ნაკადული, რომელსაც ეწოდება ქისტურა (ქისტინკა). ზუსტად აქ, ამ ვიწრო ხეობაში, იყო ციხე-სიმაგრე აშენებული მეფე დავით აღმაშენებლის მიერ.

დავით აღმაშენებელი
შუა საუკუნეებში ქართველ მეფეებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ვაინახებთან. სად ღაც X-XII საუკუნეებში ქრისტიანობაც გაავრცელეს ქისტეთში. მაშინ საქართველოსა და ქისტეთს შორის საზღვარი კავკასიონის წყალგამყოფ ქედზე გადიოდა.
„განსაკუთრებით ინტენსიური ხდება ქართულ-ვაინახური ურთიერთობები XII საუკუნესა და XIII საუკუნის დასაწყისში, თამარ მეფის ხელმწიფობის წლებში. იმ პე რიოდში ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიაზე საქართველოდან ვრცელდებოდა ქრისტიანობა, შენდებოდა ეკლესიები, ვაინახთა სამხედრო რაზმები მონაწილეობდნენ საქართველოს ომებში და ა.შ. განსაკუთრებული სიყვარული ჰქონიათ ჩეჩნებს თამარ მეფის მიმართ. თამარის სახელს არქმევდნენ აქ ხიდებს, საზოგადოებრივ ნაგებობებს, ქალიშვილებს, ლამაზ ყვავილსაც თამარი ჰქვია“, - წერს ნ. ტარყაშვილი თავის ნაშრომში - „რამდე ნი მე სიტყვა ჩეჩნებსა და ჩეჩნურ ფოლკლორზე“, თბ., 1998 წ.

თამარ მეფე
ჟამთააღმწერელის ცნობით, ჯალაალედინის მეორე შემოსევის დროს, 1226-1227 წლებში, ავბედით წუთებში ყოვლად იმედდაკარგულ საქართველოს მეფე რუსუდანს (თამარის ასულს) კვლავ ძურძუკები (ვაინახები) მოევ ლი ნენ შემწედ.
ყაზბეგის რაიონში სოფ. გველეთის დასახლების შესახებ არსებობს შემდეგი გადმოცემა:
„გველეთის მცხოვრებთა წინაპრებმა ვეინახებმა დარიალის ხეობაში გაანადგურეს მძარცველ მოთარეშეთა რაზმი, რომელიც ბრუნდებოდა საქართველოდან მდიდარი ნადავლითა და ტყვეებით. საქართველოს მეფე დავითმა (1293-1311 წწ.) დაასაჩუქრა მამაცი მეომრები და წერილობითი სიგელით უფლება მისცა, დასახლებულიყვნენ გველეთში“.
გველეთში მცხოვრები ვაინახები მამაცი მეომრები რომ იყვნენ, გვაუწყებენ სხვადასხვა წყაროები - მაგალითად, ლიტერატურული ჟურნალი „კავკაზსკი ვესტნიკი“ 1900 წელს, №11-ის 96-ე გვერდზე წერდა:
„იმისათვის, რომ უზრუნველყოთ საზღვრები ჩრდილოელი მეზობლისგან და ყაბარდოელებისგან, ხშირად რომ აშფოთებდნენ საქართველოს თარეშებით, ქართველმა მეფეებმა დარიალის სიმაგრეების ახლოს დაასახლეს ვაინახები, იმ ეპოქის შვილები, როცა ფასდებოდა მხოლოდ ძლიერთა თავისუფლება“.
ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა ქისტებთან ერეკლე II-ს, რომელიც ყოველთვის ჩაბმული იყო გარეშე მტრებთან ბრძოლაში და სამხედრო დახმარება მუდმივად სჭირდებოდა. დახმარებას კი ის ხშირად ჩრდილოეთ კავკასიას სთხოვდა.
„XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ქართლ-კახეთის მეფემ, ერეკლე მეორემ, კვლავ აღადგინა პოლიტიკური და მეგობრული ურთიერთობა ქისტებთან. შემორჩენილია არაერთი ისტორიული დოკუმენტი, სადაც სახელოვან მეფეს მიწერ-მოწერა აქვს ღირსეულ მეზობლებთან. თხოვნის შესაბამისად ქისტებმაც ვაჟკაცურად მიიღეს მონაწილეობა გაჭირვებაში ჩავარდნილი ერეკლე მეორის მიერ გამართულ ქართულ ბრძოლებში“ (მამისიმედიშვილი ხ., ვაინახები და ქართველი მთიელები., თბ., 1997წ).
არსებობს მრავალი ცნობა, რომელიც ადასტურებს ვაინახების მონაწილეობას საქართველოს მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში: „.. ქართლ-კახეთის მეზობელ სახანოებთან ურთიერთობის გამწვავებისას, 1750 წელს თეიმურაზმა და ერეკლემ შეკრიბეს ჯარი - იმერლები, ჩერქეზები, ოსნი და კავკასიანნი (ვაინახები - მ. ხ.)“. ისინი მონაწილეობას იღებდნენ 1751 წლის ომშიც.
XVII საუკუნის ისტორიკოსის, პაპუნა ორბელიანის ცნობით, 1754 წელს ნურსალბეგის ქართლ-კახეთში შემოჭრასთან დაკავშირებით თეიმურაზისა და ერეკლეს ლაშქარში იყო ჯარი „.. ქიშტისა და ღილღვისა, რომელთაც საკუთარი მეთაურები ჰყავდათ“.
რუსეთ-თურქეთის ომში 1769-1774 წწ. ერეკლესთან ინგუშები იბრძოდნენ. ქისტები ჰყავდა მას ერევანზე ლაშქრობის წინაც 1778 წელს, ხოლო 1784 წელს 400 ოსი და ინგუში მეომარი ახლდა თან.
ასეთი სახის მიგრაციის დროს ხდებოდა ვაინახების ადგილობრივ მოსახლეობასთან სრული ასიმილაცია. XVIII საუკუნის ბოლოსათვის თიანეთის მაზრაში არსებობდა ქისტების კომპაქტური დასახლება სოფ. ჩაბანოს ირგვლივ, რომელსაც პატარა ქისტეთს ეძახდნენ, მაგრამ მანაც, დროთა განმავლობაში, განიცადა სრული ასიმილაცია ქართველებთან.
როგორც ნათია ჯალაბაძე აღნიშნავს („ეთნოსები საქართველოში, ქისტები“, თბ., 2008წ.) - „საქართველოში ქისტების კომპაქტური სამოსახლოები კახეთის ბარის მთისწინა ზოლში XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე ჩნდება. მათი პირველი ნაკადი თიანეთის მაზრის სოფელ ხორბალოს (ქისტნელის) ტერიტორიაზე ფუძნდება. ისტორიული წყაროებით, ხორბალოში ქისტების რაოდენობა დაახლოებით 20 კომლი იყო, ფლობდნენ 120 დღიურ სახნავ მიწას, ბინადარ ცხოვრებას ეწეოდნენ 1791 წლიდან (ზოგიერთი საბუთის მიხედვით, უფრო გვიანდელი პერიოდიდან) და მართლმადიდებლური ქრისტიანობის მიმდევარნი იყვნენ“.
ქართველებისა და ვაინახების ურთიერთობები გრძელდებოდა შემდეგ საუკუნეებშიც და ქართულ-ვაინახურ მიგრაციებსაც უწყვეტი სახე ჰქონდა.
საერთო ტაძარი ჰქონდათ შატილივნებსა და ქისტებს. „ანატორის ჯვარი შატილივნებისა და ქისტების საერთო სალოცავია. ანატორის ჯვარში ბოლო დრომდე მოდიოდნენ ქისტები სალოცავად საკლავით, ქადა პურითა და სანთლით. XX ს. ოციან წლებში ანატორის ჯვარს ჰყოლია გამორჩეულად წმინდა და ჯვარხატების კარგი მცოდნე ქისტი ხუცესი ბახაგა. ის მთისიქითა ქისტეთიდან მოდიოდა ანატორის ჯვარში სანთლით, საკლავითა და ბაჩაყურეებით“.
![]() |
4.3 ქისტების მიგრაცია საქართველოში და მათი კომპაქტური დასახლება პანკისის ხეობაში |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში ქისტების მიგრაციას თავისი მიზეზები ჰქონდა. პირველი და ყველაზე მთავარი იყო რუსეთის კოლონიზატორული სტრატეგია კავკასიის დაპყრობაში. რუს რეაქციონერ პოლიტიკოსებსა და გენერალიტეტს ვაინახთა მიწა-წყალი სჭირდებოდა ვაინახების, ამ უცილობლად დაუმორჩილებელი ხალხის გარეშე. ამიტომ რუსეთის ტაქტიკა და სტრატეგია მიმართული იყო ამ ხალხის მოსპობის, განდევნისა და მათ ადგილას რუსი მოსახლეობის ჩასახლებისაკენ.

პანკისის მთები
ერთ-ერთი ტაქტიკა მდგომარეობდა იმაში, რომ მეომარი, ე.წ. „არამშვიდობიანი“ მოსახლეობა მიემწყვდიათ კავკასიონის ქედის მკაცრ მთებში. ისინი სიცივისა და შიმშილისაგან დაიღუპებოდნენ ან გადალახავდნენ ქედს და საქართველოში გადავიდოდნენ. საქართველოში კი რუსები უკვე მტკიცედ იყვნენ დამკვიდრებულები და გადმოსახლებული მოსახლეობა კონტროლქვეშ ეყოლებოდათ.
მიგრაციაში ძალიან დიდ როლს თამაშობდა ეკონომიური სივიწროვეც, რასაც განიცდიდა მაღალმთიანი მოსახლეობა. 1848 წ. ცნობილმა კავკასიოლოგმა ზისერმანმა იმოგზაურა მთიან ჩეჩნეთში და მოინახულა მაისტის ბელადი ჯოყოლა. იგი განცვიფრებული იყო მაისტის სოფელ ფუღას მცხოვრებთა სიღატაკითა და სალი კლდეებით დაფარული მიდამოთი. ზისერმანის აზრით, თარეშის გარეშე ამ ხალხის არსებობა შეუძლებელი იყო.
უკეთესი საცხოვრებელი ადგილების ძიებაში ქისტები საქართველოში გადმოდიოდნენ და სახლდებოდნენ უფრო ნაყოფიერ ადგილებში.
მიგრაციის პროცესში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა მოსისხლეობას (ვენდეტა) გამორიდებულ ადამიანებს. ქისტეთში სისხლს დღესაც იღებენ. იმ პერიოდში ეს წესი უმკაცრესად იყო დაცული და არათუ მკვლელი, მთელი ნათესაობა (ძმა, მამა, ბიძა, ბიძაშვილები) აიყრებოდნენ და სხვა უსაფრთხო ადგილებში ეძებდნენ თავშესაფარს.
ხშირი იყო შემთხვევები, როცა საქართველოს მეფეების მიერ საბრძოლველად დაქირავებული მეომრები საქართველოში რჩებოდნენ.
როგორც „ქართლის ცხოვრებიდან“ ვგებულობთ, ქისტების წინაპრების მიგრაცია საქართველოში ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში დაწყებულა. ცხადია, დურძუკების (ძურძუკების) სრული ასიმილაცია მოხდა ქართულ მოსახლეობასთან. ეს პროცესი შემდგომ საუკუნეებშიც გრძელდებოდა, ქართველი მეფეები გარეშე მტერთან ბრძოლაში ჩრდილო კავკასიელებს იწვევდნენ, მათ შორის ვაინახებსაც. ხდებოდა ისეც, რომ ჯილდოს იღებდნენ და ბრუნდებოდნენ სამშობლოში, ზოგნიც რჩებოდნენ საქართველოში, სახლდებოდნენ ახალ სამშობლოში. ეს პროცესი განსაკუთრებით აქტიური იყო გვიანდელ შუა საუკუნეებში, როცა საქართველო განიცდიდა თურქ-სპარსთა სისტემურ შემოსევებს. არსებობს ერეკლე მეფის მიმოწერა ქისტ ყაზიბეგაშვილთან, რომელიც შუამავლობდა ქისტ ბელადებსა და მეფეს შორის შეთანხმების მიღწევაში.
აბრამ შავხელიშვილი საქართველო-ჩეჩნეთ-ინგუშეთის ურთიერთობის XVI-XVIII სს.-ში კვლევისას წერს: „ერთ-ერთი ცნობის მიხედვით, ერეკლე მეორეს 1778 წ. ზაფხულში დიდი საიდუმლოების პირობებში შეუკრებია ლაშქარი. მათ შორის ყოფილან ქისტებიც: „იყო დიდს მზადებაში და ჰყვა ჯარი დაბარებული ლეკისა, ოსისა, ქისტისა, ქართლისა, კახეთისა და არავინ იცოდა, თუ სად ნებავს წასვლა და იყო დიდ საქმეებში შესული“ (ა. შავხელიშვილი. „საქართველო-ჩეჩენ-ინგუშეთის ურთიერთობები XVI-XVIII სს.“ თბ. 1980 წ.)
ა. ოჩიაური ხელნაწერებში გვაწვდის ცნობას, რომ ხოშარის თემის წარმომადგენელი ხახანი, წარმოშობით ქისტი, თამარ მეფის მღვდელმსახური იყო და მისი შთამომავალი, ხახა, ერეკლე II მიერ ბოძებულ მიწებს ფლობდა ახმეტასა და გომბორში. ა. ოჩიაურის ამ ხელნაწერებზე დაყრდნობით ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლ. მარგოშვილი ასკვნის, რომ ერეკლე მეფის დროს ახმეტის რაიონის სოფლებში - ქისტაურსა და ქისტნელში ცხოვრობდნენ ქისტების ეთნიკური ჯგუფები, რომლებმაც შემდეგში განიცადეს ასიმილაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, რის გამოც დაკარგეს თავიანთი ეთნიკური სახე, ხოლო ქისტური ტოპონიმები (ქისტნელი, ქისტაური, ქისტაძე, ქისტიშვილი საქისტო) დარჩა უცვლელი.

პანკისის ხეობა
ამ დასკვნას ამტკიცებს ისიც, რომ 1791 წლის აღწერით სოფ. ხორბალოში, მდ. ალაზნის მარცხენა სანაპიროზე მდებარე პანკისის ხეობის ჩამკეტ სოფელში ცხოვრობს 19 კომლი ქისტებისა.
XI ს. კახეთში კვირიკეს მეფობის პერიოდში (1009-1039 წწ.) სამეფო 7 საერისთავოდ იყო გაყოფილი და კვირიკე მეფემ მესამე საერისთავოში დასვა ერისთავი და მიუჩინა საზღვრები: „მესამე პანკისისა, ანუ მარილისისა და მისცა ჰერეთის საზღურის ზეითი კავკასამდე და კახეთის მთამდე თუშეთითურთ...“ ხოლო შემდეგ კახეთის მეფე გიორგიმ (1471-1482 წწ.) „მაშინ მოისპო ერისთავნი ჰერ-კახთა შინა და დასხნა მოურავნი დიდთა და მცირეთა ადგილთა, ვითარცა არიან დღემდე. მოურავი ქისიყისა, ელისუნისა, წუქეთისა, დიდოეთისა, თიანეთისა, შილდა-ყვარლისა, მარტყოფისა, გრემისა, პანკისისა და სხვანიც...“ ამ ცნობებს გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი.
XII საუკუნეში მონღოლების შემოსევის შედეგად დაიწყო სახელმწიფოს სამთავროებად დაყოფა, დინასტიური დავები და საქართველოზე გავლენის სფეროებისათვის ომები თურქეთსა და ირანს შორის (XIII-XV სს). თავდასხმებით, ომებით, ეპიდემიებით გაუკაცურდა პანკისის ხეობა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ჭალებით დაიფარა.

პანკისის ხეობა
პანკისის ხეობა მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაცარიელებულია ქართული მოსახლეობისაგან. ხალხის ხეობიდან აყრისა და საქართველოს სხვა კუთხეებში გადასახლების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო ლეკთა თარეშები. პანკისი იყო დერეფანი, საიდანაც ხდებოდა კახეთზე ლეკების მხრიდან თავდასხმები.
მე-19 ს. პირველ ნახევარში ხდება ქისტების მასიური მიგრაცია პანკისის ხეობაში. პანკისში ქისტების მეომრული ტომის ჩასახლებით კახეთის მმართველებიც იყვნენ დაინტერესებული. აქ ქისტებმა დააარსეს რამდენიმე სოფელი, შეინარჩუნეს თავიანთი ადათწესები, სხვა ეთნოგრაფიული ნიშნები, ენა, კულტურა. დღესაც, თითქმის ორი საუკუნის შემდეგაც, დიდად არ შეცვლილა ქისტების მენტალიტეტი, ყოფითი ურთიერთობების პანკისის ხეობა მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, სტუმარ-მასპინძლობა, უფროს-უმცროსობა, მეგობრობა და ძმად გაფიცვა, თავისუფლებისადმი ლტოლვა და სხვ.
„პანკისის ხეობის შესახებ ყველაზე ადრინდელი ცნობა XVIII საუკუნისაა და მას გვაწვდის ვახუშტი ბაგრატიონი, საიდანაც ჩანს, რომ პანკისის ხეობა მჭიდროდ იყო დასახლებული ქართველებით, ხოლო XVIII ს-ის დამდეგისთვის იგი დაცლილი იყო დაღესტნელების მძარცველური ლაშქრობების შედეგად. დღევანდელი ქისტების წინაპრების ჩამოსახლება ჯერ კიდევ XVIII ს-ის გასულიდან დაწყებულა“, - წერს მკვლევარი გულდამ ჩიქოვანი.

„პანკისის ხეობა შიგნით, კახეთში, ჩრდილო მხარეს, მაღალსა და ტყიანს მთებს შუაა მოთავსებული. როგორც კი მდინარე ალაზანი კავკასიონის ვიწრო ღრე-კლდეებს გამოსცილდება და ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ცოტად და ბევრად დაიმშვიდებს მჩქეფარე, აქაფებულ დინებას, თოფის ზუმბივით სწორდება და უაღმართდაღმართოდ მიედინება. კახეთში ჩამოსული მდინარე ალაზანი აღმოსავლეთისაკენ დაალმაცერდება და ჰქმნის ხეობას. ამ ხეობას პანკისი ჰქვია. ...ხეობა შიგნით, კახეთის ჩრდილოეთით, მაღალსა და ტყიან მთებს შუაა მოთავსებული. იგი საურმე გზით - კახეთს, საცალფეხო ბილიკებით კი მთა-თუშეთსა და მთა-ქისტეთს უერთდება, როგორც მთა-ბარის შემაერთებელი საუკეთესო გზა და ხიდი. ამ ხეობით მისვლა-მოსვლა ჰქონიათ და ახლაც აქვთ აქ მაცხოვრებელ ხალხებს - თუშებს და ქისტებს“ (მ. ალბუთაშვილი, პანკისის ხეობა. თბ. 2005). პანკისის ხეობა კახეთის რეგიონში შედის და მდებარეობს მის ჩრდილო-დასავლეთ საზღვარზე, ახმეტის რაიონში. ამ ხეობას ქმნის მდინარე ალაზანი, რომელიც სათავეს იღებს ბორბალოს მთიდან, ზღვის დონიდან 2750 მ. სიმაღლეზე; ხადორთან იერთებს მახვალისა და ხადორის წყალს მარცხენა და მარჯვენა მხრიდან, შემდეგ, ორი-სამი კილომეტრის მანძილზე მარცხნიდან უერთდება ხორაჯოს წყალი და ამავე მანძილის გავლის შემდეგ მარჯვნიდან - ბაწარის წყალი. ზუსტად ბაწარის წყლის შესართავიდან იწყება კიდეც ვაკე, სწორი ადგილი. აქედან იწყება პანკისის ხეობა, მიემართება სამხრეთისკენ და ემიჯნება სოფ. მატანს. მატნის თავში, მარჯვენა მხრიდან ალაზანს უერთდება კურტანაძეულის წყალი, ეს არის პანკისის ხეობის სამხრეთის საზღვარი. ხეობა სიგრძეზე დაახლოებით 18-20 კილომეტრზეა გადაჭიმული, სათავის სიგანე 200-300 მეტრს უდრის. თანდათანობით სამხრეთისკენ ფართოვდება, მარჯვენა და მარცხენა მხარეს პატარა წყლები უერთდება, რომლებიც შეჭრილ, ვიწრო უბის მაგვარ ხეობებს ქმნიან და მატანთან 3-4 კილომეტრამდე ფართოვდება.
„ხეობა ბუნებრივად დაცულია ყოველი მხრიდან - ჩრდილოეთით ემიჯნება კავკასიის წყალგამყოფ ქედს, აღმოსავლეთით და დასავლეთით შემოფარგლულია მთავარი ქედის სამხრეთი განშტოებებით და სამხრეთით კეტავს ცივ-გომბორის ქედი. ამიტომ პანკისში ქარი თითქმის არ იცის და თბილი და ნოტიო კლიმატი ახასიათებს. ასე რომ აქ ძველადვე ხელსაყრელი პირობები იყო მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობისათვის და ხეობაც, როგორც დღეს შემორჩენილი მრავალი ძეგლისა თუ ნაგებობების ნაშთები მეტყველებს, ძველად მჭიდროდ ყოფილა დასახლებული“. (ხ. ხანგოშვილი, ქისტები. თბ. 2005).

მე-19 საუკუნის 20-იანი წლების ბოლოსათვის პანკისში პირველად მაისტიდან (მთიანი ჩეჩნეთი) ჩამოსახლდა დუი დიშნელი, ცნობილი ბელადი და დიდი ავტორიტეტის მქონე პიროვნება. პირველ ხანებში, გადმოცემის მიხედვით, იგი ცხოვრობდა თიანეთში, ერწოში, ამყარებდა კონტაქტებს მაზრის უფროსებთან და მათი ნებართვით ჩამოასახლა დიშნელები და მაისტელები პანკისის ხეობაში.
მე-20 საუკუნის 30-იანი წლების პანკისის მკვლევარის, სანდრო ჩხენკელის ცნობებით, დუი ციცხაშაშვილი (ციცხაშ დუი) პანკისში ჩავიდა და ახლო ურთიერთობები დაამყარა თიანეთის მაზრის ხელმძღვანელობასთან. მე-19 საუკუნის დასაწყისში თიანეთში არსებობდა ქისტების სერიოზული დიასპორა, ჩაბანოს ხეობაში კომპაქტურად სახლობდნენ ქისტები, ამ ხეობას “პატარა ქისტეთს“ უწოდებდნენ. დუი დიშნიდან მოსისხლეებს გამოერიდა, ჯერ მაისტში დედულებთან ცხოვრობდა, შემდეგ თიანეთში, კერძოდ, ერწოში დასახლდა. რაღაც დროის შემდეგ მაზრის უფროსის ნებართვით ეძებს უფრო ნაყოფიერ ადგილს დასახლებისათვის, მოიარა პანკისი, ლოპოტა, შილდა, ართანა და საბოლოოდ არჩევანი პანკისზე შეაჩერა, რადგან ეს იყო მოსახლეობისაგან დაცლილი, ბუნებრივი სიმდიდრით შემკობილი და, რაც მთავარია, მაზრის უფროსის მიერ შეთავაზებული და დუის მიერ მოვლილი დასახლებული ხეობებიდან მის სამშობლოსთან, პირიქითა ქისტეთთან ყველაზე ახლოს მდებარე ადგილი.
ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ხეობები (ლოპოტა, შილდა, ნაფარეული, ართანა) წარმოადგენდა ლეკების კახეთზე ლაშქრობის დერეფნებსა და საქართველოს ხელისუფლების მიზანიც სწორედ ამ სათარეშო გზების ჩაკეტვა იყო. პანკისის ხეობაც, ერთ დროს ქართული მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებული და აყვავებული მხარე, მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან მთლიანად დაცლილია მოსახლეობისაგან და გაველურებული ტყით არის დაფარული.
1772 წელს კახეთში იმოგზაურა ცნობილმა მკვლევარმა გულდენშტეტმა, აუდენცია ჰქონდა თელავში ერეკლე მეორესთან, შემდეგ მოინახულა ახმეტა, ბახტრიონი და მატანი. იგი წერს, მატნის ზემოთ „ჩრდილოეთ კერძ სოფლები არ არის“. დღევანდელი სოფ. დუისის ადგილას ქისტების დასახლების დროს სოფ. „კოშკებში“ (დღევანდელი სოფ. ყვარელწყალი) დროებით ბინადრობდა ერთი ფშაველი, რომელიც გვიან შემოდგომაზე უკანა ფშავიდან პანკისში გადმოდიოდა, საქონელს აზამთრებდა და ადრე გაზაფხულზე უკან ბრუნდებოდა. ზამთარში მთები ჩაკეტილი იყო დიდთოვლობის გამო და ლეკებიც ვერ გადმოდიოდნენ სათარეშოდ პანკისში.
დუი ავტორიტეტიანი, კონტაქტური, ჭკვიანი ადამიანი ყოფილა. მან შეძლო თავისი ხალხის უცხო მიწაზე დასახლება, ხელი შეუწყო მათ ადაპტაციას ადგილობრივ პირობებთან, კონტაქტები დაამყარა მეზობელ ქართველებთან, განსაკუთრებით დაუმეგობრდა მატნელებს, მატნელ თავადებს და მათი დახმარებით მეკობრეობასა და თარეშებს მიჩვეული ქისტები მშვიდობიან ცხოვრებას შეაჩვია, მიწათმოქმედებაზე გადაიყვანა. მისი თაოსნობით სოფ. დუისის ჩრდილოეთით აშენდა საყარაულო ხის კოშკები, საიდანაც მუდმივად დარაჯობდნენ ხეობას, კახეთისკენ მიმავალ გზას. დღემდე შემორჩენილია გადმოცემები, თუ როგორ იტაცებდნენ ბავშვებს ლეკები, როგორ იმართებოდა ქისტებსა და ლეკებს შორის სისხლიანი შეტაკებები, როგორ მისდევდნენ ქისტები გამტაცებლებს და უმეტეს შემთხვევაში უვნებლად აბრუნებდნენ მსხვერპლს (გატაცებულებს).
მაისტის კიდევ ერთი ბელადი, ჯოყოლა დარქიზანაშვილი, მეკობრულ თარეშებს აწყობდა თუშეთში და იტაცებდა ცხვარ-ძროხას. ამითაც უნდა იყოს განპირობებული ის გარემოება, რომ თუშეთის მოურავი ივანე (ცისკაროვი) ცისკარიშვილი შუამავლობს თიანეთის მაზრის უფროს ლევან ჩოლოყაშვილთან და მიაღწია ჯოყოლას თაოსნობით - მე-19 საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში, კერძოდ, 1854 წელს გადმოესახლებინა პანკისში მაისტიდან ფუღასა და ტუგას თემები.
ამ ორ ისტორიულ პიროვნებასთან, დუისა და ჯოყოლასთან არის დაკავშირებული სოფლების ჯოყოლოსა და დუისის დაარსება. შემდეგ, მე-19 საუკუნის 50-იანი წლების და საწყისში, დაარსდა სოფ. ომალო, სადაც უმთავრესად ხილდიხაროს თემის წარმომადგენლები დასახლდნენ.
სადღაც მე-19 საუკუნის 80-იან წლებისათვის ქისტები პანკისში მტკიცედ დამკვიდრდნენ. თუმცა მიგრაცია ამით არ შეწყვეტილა. მეტ-ნაკლები ინტენსივობით იგი გრძელდებოდა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარშიც, სანამ არ მოხდა ჩეჩენ-ინგუშების გა და სახლება შუა აზიაში.
პანკისის ხეობაში ქისტების დასახლების პერიოდში ხეობა გაუკაცრიელებული იყო, მოსახლეობისაგან მთლიანად დაცლილი. ხეობის ისტორიაში, ისევე როგორც მთელი საქართველოსათვის, ყველაზე საუკეთესო პერიოდი იყო თამარ მეფის ხანა (XII-XIII სს.). იმ დროს პანკისის ტერიტორიაზე არსებობდა საერისთავო, რომელიც ძირითადად დასახლებული იყო კახელებითა და ველზე თანდათანობით ჩამოსახლებული ქართველი მთიელებით. ერისთავის რეზიდენცია მდებარეობდა ხალაწნისა და მაღრაანის ხეობების გამყოფ ქედზე, ისეთ ადგილას, საიდანაც ხდებოდა ორივე ხეობის კონტროლი. ციხე-სიმაგრის ნანგრევები დღესაც არის შემრჩენილი და ხალხში ცნობილია თორღვა პანკელის გალავნის სახელით. საქართველოს უმეფობის პერიოდში (დავით ულუ და დავით ნარინი მონღოლეთში იყვნენ გაწვეულები), იმჟამინდელი პანკისის ერისთავი თორღვა განუდგა მეფეებს და საქართველოს მეფობა ისურვა, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა. თორღვა პანკელი მოღალატის სახელით შევიდა ისტორიაში. პანკისის რეზიდენცია შემოსაზღვრული იყო მასიური გალავნებით, საფორტიფიკაციო ნაგებობებით, სასიგნალო და თავდაცვითი ციხე-სიმაგრეებით, ქრისტიანული ტაძრებით, რომელთა უმრავლესობისაგან დღეს მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი.

ქისტების პირველი წინაპრები დიშნელები (დიშნიი), მაისტელები (მაისთოი) და მითხოელები (მელხიი) ჩამოსახლდნენ ჩეჩნეთ-ინგუშეთის მთიანეთიდან. ქისტების მასიური დასახლება ხეობაში მოხდა XIX საუკუნის დასაწყისში. ქისტების პანკისში დასახლების უწყვეტი პროცესი თითქმის ერთი საუკუნე გრძელდებოდა. 1900-იანი წლებიდან იწყება პანკისის ხეობაში ჯავისა და ცხინვალის რეგიონიდან გადმოსული ოსების დასახლებაც. პანკისის ხეობაში საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები: ქართველები (თუშები, ფშავლები), ქისტები (ჩეჩნები, ინგუშები) და ოსები, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ 1990-იან წლებში საქართველოში ეთნიკური უმციესობების მიმართ არსებული არაგონივრული პოლიტიკის გამო დატოვეს საქართველო, ხოლო დარჩენილი მცირე ნაწილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ გავიდა საქართველოს ფარგლებს გარეთ. დღესდღეობით პანკისის ხეობაში ოსი მოსახლეობის რაოდენობა უაღრესად მცირეა, სულ რამდენიმე ოჯახს შეადგენს და ისინი ძირითადად უფროსი ასაკის ადამიანები არიან.
მთიდან ჩამოსულ ჩეჩნებს თავდაპირველად პანკისში ბარის პირობებთან შეგუება გაუჭირდათ, თუმცა მეზობელი მატნის მოსახლეობა მათ მხარში დაუდგა, შეასწავლა მიწათმოქმედება და დაეხმარა ადგილობრივ პირობებთან ადაპტაციაში.
პანკისის ხეობის მოსახლეობა განსახლებულია დაახლოებით 18 კვ.მ.-ის ფართობზე (ძირითადად ვაკე), მდინარე ალაზნის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, სულ 17 სოფელი, მათ შორის 11 ქისტებით დასახლებული (დუისი, ჯოყოლო, ბირკიანი, ძიბახევი, წინუბანი, ქორეთი, ქვემო ხალაწანი, შუა ხალაწანი, ზემო ხალაწანი, დუმასტური, ომალო), ოთხი შერეული ქისტურ-ოსური (წინუბანი, ქორეთი, ქვემო ხალაწანი, დუმასტური), ოთხი ფშავლებით დასახლებული (საკობიანო, კუწახტა, ბაყილოვანი, დედისფერული), ორი შერეული, ფშაურ-ქისტური (ყვარელწყალი, ზემო ხალაწანი).
პანკისის ხეობის ქისტი მოსახლეობა დღესდღეობით მერყეობს ექვსი ათას ადამიანამდე, მათ შორის, დაახლოებით 300-მდე ნატურალიზებული ჩეჩენი ლტოლვილი.
მშობლიური ენა: ჩეჩნური ენის ქისტური დიალექტი.
რელიგია: ისლამი (სუნიტები).
![]() |
4.4 პირველი ნაბიჯები ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციისა და თვითდამკვიდრებისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
პანკისში კომპაქტური დასახლების შემდეგ ქისტებისთვის ადვილი არ ყოფილა ახალ პირობებთან შეგუება, ადგილობრივ სოციუმში ინტეგრაცია, რადგან მათ ახალ სამშობლოში, ახალ პირობებში მოუხდათ ცხოვრების ხელახალი დაწყება, თუმცა უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ მათ სწორედ მამაპაპური ადათ-წესების, ზნე-ჩვეულებებისა და ტრადიციების წყალობით შეძლეს ახალ მიწაზე დამკვიდრება.

იმერული ოდა პანკისის ხეობაში
საქართველოში ჩამოსახლებული ქისტები იყვნენ თავისუფალი საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც არ იცნობდნენ კლასობრივ დიფერენციაციას, ყველა თანასწორი უფლებებით სარგებლობდა. ქისტეთში ცხოვრებისას არათუ რუსებსა და სხვა დამპყრობლებს, შამილსაც გაუწიეს წინააღმდეგობა.
ფრანგი მწერალი ერნსტ ჩანტრე, რომელიც გაეცნო ვაინახების ყოფა-ცხოვრებას, აღფრთოვანებული იყო ამ ხალხის დემოკრატიული წყობის გამო და წერდა: „ჩეჩნები ცხოვრობენ ისე, რომ არ იცნობენ კლასობრივ განსხვავებას... ყველას გააჩნია ერთნაირი უფლება და ერთნაირი სოციალური პოზიციით ნებივრობენ, ძალაუფლება, რომელსაც ანიჭებენ თავიანთ ლიდერებს არჩევითი სისტემის შიდა საბჭოს მეოხებით, განსაზღვრულია ვადით და უფლებებით“.
ქისტების საქართველოში დასახლების პერიოდში და შემდეგშიც, 1864 წლამდე, საქართველოში ბატონყმობა არსებობდა. პანკისში მიწები ქართველი თავადების საკუთრება იყო, ქისტები დასახლდნენ სახაზინო და საეკლესიო მიწებზე, ქართველ თავადებთან დაამყარეს კონტაქტები და შემდეგ დაიწყეს მათგან მიწების შესყიდვა. ქისტებმა თავიდანვე უარი თქვეს იჯარაზე, რადგანაც არ სურდათ, რაიმე უფლებრივი დამოკიდებულება ჰქონოდათ გაბატონებულ ფენასთან.

იმერული ოდა პანკისის ხეობაში
ქისტები პანკისში ახალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. წინაპართა სამშობლოში ისინი თავიანთი კანონებით ცხოვრობდნენ, როცა გამოჩნდა მტერი და აუკრძალეს დემოკრატიული კანონებით ცხოვრება, ისინი გამოერიდნენ მათთვის მიუღებელ გარემოს და მეზობელ, გენეტიკურად მონათესავე საქართველოში პოვეს თავშესაფარი, მაგრამ აქაც რუსის ხელისუფლება ბატონობდა, აქ ყველანი სახელმწიფო კანონებით ცხოვრობდნენ.
მართალია, პირველ ხანებში სახელმწიფო მოხელეები არ ერეოდნენ ქისტების ყოფაცხოვრებასა და თემის მართვის წესებში, მაგრამ თანდათან დაიწყეს მათზე კონტროლი და სახელმწიფო კანონმდებლობის ჩარჩოებში მოქცევა. ეს პროცესი არც ისე იოლი აღმოჩნდა, რადგან ქისტი ხალხი ოდითგანვე თავისუფალ ცხოვრებას იყო მიჩვეული და ყველაფერს აკეთებდნენ, რათა არ დაედგათ კისერზე სახელმწიფო უღელი. სწორედ ამ ძალის ხმევამ განაპირობა ის, რომ ყველა საზოგადოებრივ ფორმაციაში (თემური, ბურჟუაზიული, სოციალისტური, დემოკრატიული) შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა, შეძლეს ეცხოვრათ საკუთარი ადათ-წესებით.
ქისტები მალევე გადავიდნენ ცხოვრების მშვიდობიან რელსებზე, მოახერხეს ეცხოვრათ წინაპართა ადათ-წესებით, მაგრამ ამავე დროს დამორჩილებოდნენ სახელმწიფო კანონებსაც. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს იმ კოდექსით წყვეტდნენ, რომლითაც მართავდნენ საზოგადოებას მათი წინაპრები. ეპოქის შესაბამისად ატარებდნენ რეფორმებს, ახალი დროის ახალ მოთხოვნებთან შესა ბამი სო ბაში მოჰყავდათ ადათწესები.
ამასთან ერთად, მთის პირობებს, მესაქონლეობასა და მეცხოველეობას მიჩვეულ ქისტებს პანკისში დასახლების პირველ პერიოდში გაუჭირდათ ბარის პირობებთან შეგუება, მით უმეტეს მათთვის უცხო იყო ბარში გაბატონებული სა სოფ ლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულება და მათთან და კავ შირებული სხვადასხვა პრობლემის საკუთარი ძალებით გადაწყვეტის შესაძლებლობები კი ძალიან მწირი. ამას დაემატა მთის კლიმატისაგან განსხვავებული ბარის კლიმატი და იმ დროისათვის პანკისის ხეობაში გავრცელებული მალარია, რომელიც დიდი დი ლემის წანაშე აყენებდა ახალჩამოსახლებულებს. თუმცა, ქისტი ხალხის გამორჩეულმა მენტალიტეტმა, ვაჟკაცურმა ბუნებამ, მათმა მორალურმა პრინციპებმა და ცხოვრების ჯანსაღმა წესმა, ისინი ამ ქვეყნის ღირსეულ შვილებად და ერთგულ მოქალაქეებად ჩამოაყალიბა. მათ მალევე შეძლეს მეზობლებთან ძმური და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება. განსაკუთრებით დიდია მატნელების ამაგი ქისტების პანკისის ხეობაში დამკვიდრებისა და ადაპტაციის საქმეში. მატნელი გლეხები ეხმარებოდნენ და ასწავლიდნენ ქისტებს მიწათმოქმედებასა და სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებას, ხოლო მატნელი თავადები ჩოლოყაშვილები ქისტებს ყველაზე სანდო და ერთგულ მეგობრებად თვლიდნენ. ქისტებთან მეგობრობდნენ კახელი თავადებიც: ანდრონიკაშვილები, ნათელაშვილები, კობიაშვილები და სხვები, ისინი ამოდიოდნენ პანკისში და დახმარების ძმურ ხელს უწვდიდნენ უღალატო მოძმე ქისტებს, რომელნიც წარბშეუხრელად იდგნენ პანკისის ხეობიდან სრულიად საქართველოს სადარაჯოზე.

პანკისის ხეობა
ქისტების პირველივე ნაბიჯები ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის საკმაოდ მყარი აღმოჩნდა. ამ პროცესს დიდწილად შეუწყო ხელი ვაინახებისა და ქართველების გენეტიკურმა ნათესაურმა ფესვებმა, რამაც, თავის მხრივ, საკმაოდ დიდი როლი ითამაშა: ქისტებმა ადვილად შეძლეს ენობრივი ბარიერის გადალახვა, ძალიან მალე შეისწავლეს და შეითვისეს ქართული ენა, ის მათთვის მეორე მშობლიური ენა გახდა ჩეჩნურის შემდეგ. დღეს თუ ვინმეს შეუძლია იამაყოს ქართული ენის სრულყოფილი ცოდნით, ამაში ქისტებს ბადალი ნამდვილად არ მოეძებნებათ, რასაც მეტწილად თავად ქართველებიც აღიარებენ. ინტეგრაციის პროცესი გააადვილა იმ ფაქტმაც, რომ ქისტები პანკისში დასახლების დღიდან სახელწიფობრივად მიუდგნენ მოქალაქეობრივ პრინციპებს, აღიარეს საქართველო თავის სამშობლოდ და დაიწყეს ისე ცხოვრება, როგორც ეს ჭეშმარიტ მოქალაქეებს შეეფე რება. სწორედ ამიტომაც არ გაუჭირდათ ქისტებს ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია და არც თვითდამკვიდრებისათვის მოუწიათ გაშმაგებული ბრძოლა.
ქისტმა ხალხმა, ქისტურმა მსოფლაღქმამ, თავისი ხასიათით, ხალასი ბუნებით, სანდოობით, სტუმარ-მასპინძლობით, უფროს-უმცროსობის ტრადიციით, სიმამაცით, რაინდული კოდექსით, ღირსებით, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის განსაკუთრებული სიყვარულითა და ლტოლვით მალევე მოინადირა ქართველი ხალხის გული. ქართველები ქისტებს ისე უყურებდნენ, როგორც მოძმე, ერთგულ და უღალატო ხალხს და, საბედნიეროდ, დღემდე მეგობრულად ცხოვრობენ. ქისტები ხედავენ მოძმე ხალხის ზრუნვას, მადლიერების გრძნობით ხვდებიან ყოველივეს და საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს ავლენენ, მედგრად და უშიშრად, კავკასიური შემართებით დგანან ძვირფასი სამშობლოს საზღვრებთან და სპეროზადან ფხიზელი თვალყურით დარაჯობენ კახეთსა და სრულიად საქართველოს.
![]() |
4.5 ქისტების ძირძველი კულტურა და პირველი განათლების კერა პანკისში |
▲ზევით დაბრუნება |
ვაინახებს (ჩეჩნები, ქისტები, ინგუშები) თავისი დუხჭირი ისტორიის მანძილზე არ ჰქონიათ მშვიდობიანი, აყვავებული ხანა, რომ შეექმნათ საკუთარი სულიერი სამყაროს შესაფერისი კულტურა, სისტემაში მოეყვანათ წერილობითი ძეგლები და გადაეცათ შთამომავლებისათვის. ამას ხელს უშლიდა საკუთარი დამწერლობის უქონლობაც. თუმცა დღეს ქისტურ ციხე-კოშკებზე გამოსახული იეროგლიფური ნიშნები და არტეფაქტები მეცნიერებს უბიძგებს კვლევისაკენ იმ თვალსაზრისით, რომ სრულიად შესაძლებელია, ძველად ქისტებს ჰქონდათ საკუთარი დამწერლობა. შუა საუკუნეებში, ზოგიერთი მკვლევრის მტკიცებით, ქისტები ქართულ დამწერლობას იყენებდნენ, შესაძლებელია, რომ სწორედ ასეთი გენეტიკური ძარღვის არსებობამ განაპირობა ის გარემოება, რომ პანკისელი ქისტები ასე სრულყოფილად ფლობენ ქართულ ენას. თუმცა ეს ენები ისედაც მონათესავე ენებია და შედიან კავკასიურ ენათა ოჯახში.

ვაინახთა საბრძოლო კოშკები
შუა და გვიანდელ საუკუნეებში ქისტეთში უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი საბრძოლო, ნახევრად საბრძოლო ხელოვნება და საცხოვრებელი კოშკების მშენებლობის ხუროთმოძღვრება. დღესაც, რუსი დამპყრობლების მიერ იავარქმნილ, ცადაწვდილ ქისტურ წოწოლა კოშკებს განცვიფრებაში მოჰყავს მნახველი და კიდევ, სამარხი აკლდამების მრავალრიცხოვნება და მრავალფეროვანი სტილი ნაგებობისა მიანიშნებს ქისტური კულტურის სიძველესა და სიძლიერეზე.
პანკისის ხეობაში დასახლების შემდეგ ქისტები პირველად საფლავებს პირიქითა ქისტური აკლდამების სახით აკეთებდნენ, ქვის სამტეხლოც კი ჰქონდათ, მაგრამ თანდათან კახური სტილი შემოიჭრა და დღეს ქისტური სასაფლაოც ქართულის იდენტურია, თუმცა ბოლო დროს ქისტებში საფლავის ქვაზე გარდაცვლილის ფოტოს დატანა იკრძალება.
პანკისელმა ქისტებმა შეინარჩუნეს ვაინახური ფოლკლორის ნიმუშები, სამ რკინის სიმიან ჩონგურზე უკრავენ და მღერიან საგმირო სიმღერებს (ილლი), სადაც ხოტბას ასხამენ მამულისათვის თავდადებულ გმირებს, ხალხის კეთილდღეობისათვის მებრძოლ აბრაგებს, მეგობრობას, სიყვარულსა და სხვ.
პანკისელ ქისტებში ასევე მეტ-ნაკლებად განვითარებული იყო იარაღის წარმოება, აქ ოსტატები აკეთებდნენ სხვადასხვა სახის ცივ იარაღებს: თოფებს, ხმლებს, ხანჯლებსა და სანადირო დანებს.
ასევე განვითარებული იყო თექა-მაუდის წარმოება და მეთუნუქეობა. ქისტი ოსტატი ქალები ჩეჩნური გამორჩეული ორნამენტებით ამდიდრებდნენ წითელი და ცისფერი ფოჩებით გამორჩეულ ქისტურ ხალიჩებს. ასევე, კახეთში განთქმული იყო ქისტური ნაბდები: ორიგინალური, თხელი და თბილი... ქისტი ქალები ასევე დიდი ოსტატობით აკეთებენ სვანურ, თუშურ და კახურ ქუდებსაც.

ძველი, აკლდამური ტიპის
სასაფლაო პანკისში
განსაკუთრებით აღსანიშნავია ხეზე მუშაობის კულტურა ქისტებში. აქ უამრავი ხის ოსტატი დაიბადა, რომლებიც უმაღლეს დონეზე ფლობდნენ და დღესაც ფლობენ ხეზე მუშაობის ტექნოლოგიას. ხეზე სამუშაოდ ძირითადად იყენებენ ხის გამძლე ჯიშებს: მუხას, წაბლსა და ნეკერჩხალს.
პანკისის ხეობაში მეფის რუსეთის მმართველობის პერიოდში სწავლა-განათლების კუთხით სავალალო მდგომარეობა იყო. ჯოყოლოელი ქისტების გაქრისტიანების (1866 წ.) შემდეგ კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელმა საზოგადოებამ 1891 წელს სოფ. ჯოყოლოში გახსნა სასოფლო სკოლა, ხოლო 32 წლის შემდეგ, 1913 წელს სოფ. „კოშკებში“ (დღევანდელი ყვარელწყალი) დააარსა დაწყებითი სკოლა. ეს სამრევლო სკოლები ეკლესიებთან არსებობდა.
ამ ორივე სოფლის მაცხოვრებლები, ფშავლებიც და ქისტებიც, ქრისტიანები იყვნენ, რითაც აიხსნებოდა ეს ყურა დღება. დუისში და ომალოში დიდზე დიდი უმეტესობა მოსახლეობისა მუსლიმები იყვნენ და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოება სულაც არ იყო დაინტერესებული არაქრისტიანი მოსახლეობის სწავლა-განათლების საკითხით.
რაც შეეხება მეფის რუსეთის ხელისუფლებას, მათ ჩეჩენ-ქისტები სძულდათ, რადგან ცარიზმის იმპერიულ ზრახვებს სწორედ ეს ხალხი უშლიდა ხელს, ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე ბრძოლას სათავეში ჩეჩენ-ქისტები ედგნენ და წარმოადგენდნენ წამყვან ძალას. მათე ალბუთაშვილი, XIX-XX სს. მიჯნის პანკისელი მემატიანე, წერს:

წინაპართა სამშობლო
„მთავრობას რომ ქისტებისათვის, როგორც ნიჭიერი ხალხისათვის სულ უბრალო, ელემენტარული შეგნებით ხელი შეეწყო, ამით კიდევ უფრო მშვდობიანი კავშირი და მშვიდობიანი მისვლა-მოსვლა ექნებოდათ თავის ხალხთან და თუ განათლებას რამეს ვერ შეიტანდნენ, ურიგო ქცევას მაინც დააშლევინებდნენ, ალალ შრომა-მუშაობას მიაჩვევდნენ და მით მოიქცეოდა მთა-ქისტეთის ხალხი.
ეს კარგად იცოდა მეფის რუსეთის მთავრობამ და ესენი კი არა, ქისტები სადაც იყვნენ, იქაც ეჯავრებოდათ“.
ჯოყოლოში სასწავლო-საგანმანათლებლო პირველი სკოლა გაიხსნა ყოფილ ფიცრულ ეკლესიაში, რომელიც 1887 წ. გამოთავისუფლდა ახალი ქვიტკირის ეკლესიის აშენების შემდეგ. დიაკვან ნ. ოქრომჭედლოვის ამ ინიციატივამ საფუძველი ჩაუყარა განათლების პირველ კერას პანკისის ხეობაში, შემდეგ ზემოხსენებული, კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სახსრებით, არქიმანდრიტი ლეონიდ ოქროპირიძის ინიციატივით სკოლა გაფართოვდა, მოსწავლეთა რიცხვი გაი ზარ და, მასწავლებლებს ხელფასი დაენიშნათ, სასკოლო ინვენტარი შეიძინეს და სკოლამ საგანმანათლებლო კანონის შესაბამისად დაიწყო ფუნქციონირება.

პირველი საგანმანათლებლო
კერა პანკისში
1893 წელს ჯოყოლოს სკოლის მასწავლებლად დაინიშნა სასულიერო განათლებამიღებული ეროვნებით ქისტი მათე ალბუთაშვილი, რომელიც ამ სკოლას უძღვებოდა 30 წლის განმავლობაში. პარალელურად მათე ალბუთაშვილი უძღვებოდა წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას, სადაც მღვდლად აკურთხეს და ადგილობრივი მრევლის მოძღვარი იყო, სანამ ხეობაში დამყარებულმა ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ არ გააძევა პანკისიდან.
ალბუთაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ქისტების, საერთოდ, პანკისის ხეობის მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებისა და იქაურ ხალხში სწავლა-განათლების, კულტურის, შრომა-საქმიანობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში, მავნე ჩვევებისა და ტრადიციების აღმოფხვრაში და სხვ.
ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებას ის ხედავდა სწავლა-განათლებაში და ამ კუთხით ფასადაუდებელი მუშაობა გასწია. მისი თაოსნობითა და ძალისხმევით სოფ. ჯოყოლოში აშენდა სკოლის ქვითკირის შენობა 5 ოთახითა და დერეფნით. საკლასო ოთახები 60 მოსწავლეს იტევდა, ასევე 2 ოთახი საძინებელითა და სამზარეულოთი იმ მასწავლებ ლებისა და მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებიც შორი სოფლებიდან მოდიოდნენ.
სოფ. დუისში სრულიად განსხვავებული მდგომარეობა იყო სწავლა-განათლების მხრივ. ამ სოფელში ისლამი საკმაოდ იყო ფეხმოკიდებული და გაბატონებული, ამიტომ ამ სოფლის მოსახლეობაზე არავინ ზრუნავდა, არც მთავრობა და, ცხადია, არც ეკლესია. მაშინ დუისელმა ქისტებმა გადაწყვიტეს სასულიერო განათლება მიეცათ ბავშვებისათვის. ეტყობა, ეს იყო საქართველოში არსებული სასულიერო სემინარიების, ეკლესიებთან არსებული სამრევლო სკოლების ზეგავლენა. მაგრამ შემდეგში განათლებული ადამიანები მიხვდნენ, რომ არსებულ სიტუაციაში არაბული ენის სწავლებას რაიმე სარგებლის მოტანა არ შეეძლო აქ მაცხოვრებლებისათვის: „მოლები ძალიან ეცადნენ არაბული მწერლობის გავრცელებას, მაგრამ დუისელებმა არ ინდომეს, ხოლო ზოგიერთმა ცოტ-ცოტა შეისწავლა და როცა ხელისმოწერა შეძლო, თავის თავს მოლა უწოდა. მთელ სოფელში ხუთ კაცს ეცოდინება ხელის მოწერა.
წარსული საუკუნის დამლევს თათრის მოლამ გახსნა სკოლა დუისში, თათრის ბავშვები მორეკა, რომ მიეზიდა ქისტის ბავშვებიც. მათ ვითომ ასწავლიდა არაბულ წერა-კითხვას, მაგრამ ქისტის ბავშვებმა ვერ შეითვისეს, არც მასწავლებელი იყო დიდი დახელოვნებული სწავლის საქმეში და სკოლაც ჩქარა დაიშალა. ხალხი იმ აზრისა იყო, რაში გამოგვადგება წერა-კითხვა, თუ ვისწავლით, ისევ ქართული ვისწავლოთო…“, - წერს მათე ალბუთაშვილი.
მდგომარეობა ძირფესვიანად იცვლება პანკისის ხეობაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. მიუხედავად ბოლშევიზმის რეაქციულობისა, სწავლა-განათლების საქმეში პროგრესული აქტიურობით გამოირჩეოდა, განსაკუთრებით პირველ ხანებში. როგორც სხვაგან, პანკისის ხეობის თითქმის ყველა სოფელში გაიხსნა დაწყებითი სკოლები. პირველ ხანებში დაქირავებულ სახლებში მიმდინარეობდა სწავლება, შემდგომში სოფლის მაცხოვრებლების ინიციატივითა და კერძო სახსრებით დაიწყეს სასკოლო შენობების მშენებლობა, სახელმწიფოს მხრიდანაც ხორციელდებოდა დახმარება, გაიხსნა ქოხსამკითხველოები, წიგნიერება შემოდის ხეობაში და, ცხადია, განათლებასთან ერთად იცვლება ხალხის შეგნება და ცხოვრების დონეც.
დუისელ განმანათლებელ უსუფ მარგოშვილს აზერბაიჯანისა და ჩეჩნეთის მუსლიმურ სასწავლებლებში ჰქონდა მიღებული განათლება. ჩეჩნეთის ღოიტის არაბული ენის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1916 წ.) იგი დატოვეს იმავე სასწავლებელში არაბული ენის მასწავლებლად, სადაც მუშაობდა 1918 წლამდე.
უსუფი სამშობლოში დაბრუნებისთანავე იწყებს აქტიურ მუშაობას სოფ. დუისში სკოლის გახსნისათვის და 1922 წელს მიიღო კიდეც ნებართვა. თავიდან მეცადინეობა დაქირავებულ სკოლაში დაიწყო და ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა ბავშვები მიეზიდა სკოლაში.
უსუფ მარგოშვილი გრძნობდა, რომ საჭირო იყო კადრების მომზადება და მასწავლებლებისათვის შესაფერისი განათლების მიცემა. იგი ხელმეორედ მიემგზავრება ჩეჩნეთში, 1928 წ. სწავლას იწყებს ქ. გროზნოს ორწლიან პედაგოგიურ სასწავლებელში და 1930 წელს ბრუნდება პანკისის ხეობაში.
1932 წელს მისი ინიციატივით სოფ. დუისში დაიწყო სასკოლო შენობის მშენებლობა, რომელიც 1934 წელს დასრულდა. უსუფ მარგოშვილი ერთადერთი ქისტი იყო იმ პერიოდში პედაგოგებს შორის, მაგრამ, საბედნიეროდ, მისი აღზრდილები, უკვე უმაღლეს განათლება მიღებულები დაბრუნდნენ მშობლიურ სკოლაში მასწავლებლებად.
„პანკისის ხეობა დიდ ბედში ჩავარდა. თითქმის ყველა სოფელში სკოლაა, აქამდე კერძო სკოლაში წარმოებდა სწავლა. სოფელ დუისში შენდება სკოლა, ნასწავლ ახალგაზრდობას ღანძილივით ამოშლის - ესაა მიზანი ჩვენი ხელისუფლების.
მე მწამს, რომ სოციალურ კილოზე აღზრდილი ქისტების ახალი თაობა, რომელიც, იმედია, ჩქარა მოესწრება და მოციქულებად მოევლინება თავის ერს, გაფანტავს ფანატიზმის შავ ღრუბელს, ხალხზე გადაფარებულს და შეიტანს მათ ცხოვრებაში სინათლეს, კულტურას, შრომისუნარიანობას…“ - წერს ამაგდარი მასწავლებელი მ. ალბუთაშვილი.
მართლაც, ქისტი ბრძენი უხუცესების მეცადინეობით პანკისიდან სასწავლებლად გაიგზავნა ორ ათეულამდე ნიჭიერი ახალგაზრდა, რომლებმაც მიიღეს უმაღლესი განათლება სხვადასხვა დარგში, ბევრი დაბრუნდა მშობლიურ კუთხეში და დიდი წვლილი შეიტანეს პანკისის ხეობის განვითარებაში, ზოგი კი თბილისსა და სხვა რეგიონებში იღვწოდა სამშობლოს აღმშენებლობისათვის.
ქისტებმა დიდი ნიჭიერება გამოიჩინეს სწავლაში. მე-20 საუკუნის 40-იანი წლებიდან სკოლაში საკუთარი კადრები ჰყავდათ, მალე დაეუფლნენ სხვადსხვა პროფესიას და ქართველებთან ერთად ჩაებნენ საერთო ცხოვრების ფერხულში.
დიდი ცვლილებები მოხდა ქისტების სუ ლიერ სამყაროში. ერთ დროს მხოლოდ თარეშებზე აღზრდილი ხალხი მშვიდობიან ცხოვრების წესს დაუბრუნდა: დრომოჭმული, საზოგადოებისათვის მავნე ადათ-წესები უარყვეს, ქართველებისაგან ბევრი მათთვის მისაღები ზნე-ჩვეულება აითვისეს და შექმნეს, ასე ვთქვათ, სრულიად ახალი ეთნოსი, რომელთაც არც მამაპაპური ტრადიციები დაივიწყეს და არც ხელა ღებით მიიღეს ქართული.
პანკისის ხეობის ქისტი მოსახლეობის მშობლიური ენაა ჩეჩნური, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ პანკისელი ქისტები ბავშვობიდან სრულყოფილად ფლობენ ქართულ ენასა და ქისტურ დიალექტთან ერთად ქართულს ისინი თავის მშობლიურ ენად მიიჩნევენ. პანკისელი ქისტები საუბრობენ ჩეჩნური ენის ქისტურ დიალექტზე. ამ საკითხთან დაკავშირებით მოვიყვანთ რამდენიმე განმარტებას, ცნობილი ქისტი ენათმეცნიერის, როსტომ ფარეულიძის კვლევებზე დაყრდნობით.
ჩეჩნური ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ ჯგუფს განეკუთვნება, ინგუშურ და წოვა-თუშურ ენებთან ერთად.
ქისტური არის ჩეჩნური ენის დიალექტი, სხვა დიალექტებთან ერთად, კერძოდ, ჩეჩნურის დიალექტებია:
1. ბარისა;
2. ახიური;
3. ჭებერლოური;
4. შაროული;
5. შატოურ-ითუმყალური.
ქისტური დიალექტის ჩამოყალიბებაში წილი უდევთ ჩეჩნეთის მთიანეთის ყველა თემის წარმომადგენლებსა და ინგუშებს. ქისტურში ძირითადად იყოფა ორი კილოკავი: მაისტური (დუისი, ჯოყოლო) და ხილლდიხაროული (ომალო). დანარჩენ სოფლებში ამ სამი სოფლის წარმომადგენლები ცხოვრობენ. ოდნავ განსხვავებულია შუა ხალაწნური მეტყველება - ისინი ახიელთა შთამომავლები არიან.
ქართულიდან ნასესხები ლექსიკით, ქართული ენის გავლენით გამოწვეული მორფოლოგიური თავისებურებებით ქისტური დიალექტი მცირედ განსხვავდება ჩეჩნური ენის სხვა კილოკავებისაგან.
ჩეჩნურ, ინგუშურ და ბაცბურ (ნახურ) ენათა ლექსიკური მასალა პირველად ჩაწერილი აქვს გიულდენშტედტს (იოჰან ანტონ გიულდენშტედტი, (1745-1781წწ.)), გერმანელ მეცნიერსა და მოგზაურს.
1862 წელს ქ. თბილისში დაიბეჭდა პირველი ჩეჩნური საანბანო წიგნი, რომელიც შედგენილია დუოსის ძე ყეედის (ქედი დოსოვის) მიერ.
1863 წელს პოლიგრაფიულად, 1888 წელს კი ბეჭდურად, თბილისში გამოქვეყნდა პ. უსლარის (პეტრე კარლის ძე უსლარი, (1816-1875 წწ.)) ნაშრომი „ჩეჩნური ენა“, რაც ჩეჩნური ენის პირველი მეცნიერული გამოკვლევაა.
ორივე ამ ნაშრომში ჩეჩნური ანბანის საფუძველს რუსული კირილიცა წარმოადგენს, განსხვავებული ბგერების გადმოსაცემად გამოყენებულია ზოგიერთი ასო, იმავე ანბანიდან დიაკრიტიკული ნიშნებით, დამატებულია რამდენიმე ქართულ-ლათინური გრაფემაც.
ჩეჩნეთში ისლამური რელიგიის გავრცელებასთან ერთად, XVIII-XIX საუკუნეებიდან გავრცელდა არაბული დამწერლობა, XIX საუკუნეში არაბული გრაფიკის საფუძველზე დამუშავდა ჩეჩნური ანბანი, რომელმაც 1925 წლამდე იარსება.
1910 წელს გაისუმოვმა თემირ-ხან-შურაში (დღევანდელი ბუინაქსკი, დაღესტანი) დაბეჭდა რამდენიმე წიგნი არაბული გრაფიკით.
1920-1921 წლებში ჩეჩნეთში იყენებდნენ ა. თუჩაევისა და თ. ელდარხანოვის მიერ დამუშავებულ არაბულ ანბანს. არაბული გრაფიკის საფუძველზე, შედარებით სრულყოფილი ჩეჩნური ანბანი შეადგინა შ. სუგაიფოვმა. ეს ანბანი ხმარებაში იყო 1922-1925 წლებში.
1925 წელს ახალი ლათინური ანბანი შეადგინა ხ. ოშაევმა. ამ ანბანმა სულ 13 წელი იარსება (1938 წლამდე).
1925 წლიდან რამდენიმე წლის განმავლობაში ჩეჩნეთში ბეჭდვითი პროდუქცია სხვადასხვა ანბანით იბეჭდებოდა.
1938 წლიდან ისევ შემოდის რუსული კირილიცა, რომელიც დღემდე არსებობს.
1990-იან წლებში იყო მცდელობა ჩეჩნური ანბანის ლათინურ შრიფტზე გადაყვანისა (ჯ. დუდაევის მმართველობის დროს), რომელიც უშედეგოდ დასრულდა.
ჩეჩნურ ენას იკვლევდნენ როგორც ჩეჩენი და ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერებიც. ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის პეტრე უსლარს, აგრეთვე, შემდეგ მეცნიერებს:
ო. მერფელტი, ჟ. დიუმეზილი, ჯ. ნიკოლსი, ვ. ბერლე, ვ. ტრებეცკო, დ. იმნაიშვილი, თ. გონიაშვილი, რ. გაგუა, კ. ჭრელაშვილი, ა. მაციევი, ზ. ჯამალხანოვი, ნ. იაკოვლევი, ი. დეშერევი, თ. დეშერევა, ი. არსახანოვი, ა. ქურქიევი, ა. ხალიდოვი, ზ. ხამიდოვა, თ. ვა გაპოვა, ა. ვაგაზოვი, რ. სალამოვა, მ. ოვხადოვი, ვ. გირეევი, ა. ოზდოევა...
აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ პანკისელმა ქისტმა ნუგზარ ქავთარაშვილმა შექმნა ქისტური ანბანი ქართული ასოების გამოყენებით. განსხვავებული ბგერების გადმოსაცემად გამოყენებულია ბერძნული ასოები, რაც, რა თქმა უნდა, ფრიად საყურადღებო ფაქტია და იმედია ნახურ ენებზე მომუშავე ენათმეცნიერები დაინტერესდებიან ამ ანბანით.
მეოცე საუკუნის დასასრულს ჩეჩენ ენათმეცნიერებს იდეის დონეზე დიდი სურვილი გაუჩნდათ ჩეჩნურ ანბანში ქართული შრიფტის გამოყენებისა, რადგანაც ქართულ ენაში არის ისეთი ასო ბგერები - ჭ, ჩ, წ, ყ, ფ, ქ, თ, ღ და ა. შ., რაც სხვა ანბანში ორმაგი ასო ბგერებით გადმოიცემა. თუმცა 1999 წელს დაწყებულმა სასტიკმა ომმა ეს იდეაც დაასამარა და, ვინ იცის, როდის და ვინ შეძლებს ამ იდეის გაცოცხლებასა და ხორცშესხმას!

თორღვა პანკელის ციხე
პანკისის ხეობა არ გამოირჩევა კულტურული ძეგლების სიმრავლით, თუმცა აქ არსებული ისტორიული ძეგლების გადმონაშთები ნათლად მეტყველებენ იმ ფაქტზე, რომ ერთ დროს პანკისის ხეობა სტრატეგიულადაც და პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანი რეგიონი ყოფილა. ამ პატარა ხეობაში დღესაც ამაყად დგას თორღვა პანკელის ციხე-გალავნის რამდენიმე ფრაგმენტი, ბალთაგორის ციხე, წმ. გიორგის ეკლესიის გადმონაშთი ხალაწნის გორაზე და სხვადასხვა სახის სალოცავებისა და ნიშების გადმონაშთები მთელ პანკისის ტერიტორიაზე.


პანკისის ეთნოგრაფიული მუზეუმი


მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, დაბალგორაზე აშენებულ დიდების მემორიალსაც სულ ახლახანს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
2010 წელს პანკისელი უხუცესის ხასო ხანგოშვილის პირადი ინიციტივითა და ორგანიზებით, ვიცე-პრემიერის, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ბატონ თემურ იაკობაშვილისა და კახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის, ბატონ გიორგი ღვინიაშვილის შუამდგომლობითა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, პანკისის ისტორიაში პირველად გაიხსნა პანკისის ხეობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომლის ძირითადი მიზანია: პანკისის ხეობაში მცხოვრები სხვა და სხვა ეთნიკური ჯგუფების - ქისტების, ფშავლების, თუშებისა და ოსების - კულტურისა და თვითმყოფადობის წარმოჩენა, ყოფა-ცხოვრების ასახვა, მათი ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენისა და განვითარების ხელშეწყობა; ასევე საერთო კავკასიური კულტურის უკეთ გაცნობა, ხეობაში ტურისტების მოზიდვა და აგროტურიზმის განვითარება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ხეობაში ტურიზმის გაძლიერებასა და მსოფლიოსთვის პანკისის ხეობის ძირძველი კულტურისა და ეთნოგრაფიის გაცნობას, ასევე ხეობაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური
ჯგუფის წარმომადგენლების ერთ მანეთთან და ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციას.
პანკისის მუზეუმის ექსპონატების 99 პროცენტი არის ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობები.
მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და სხვა სახის ექსპონატები.
![]() |
4.6 რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება პანკისელ ქისტებში |
▲ზევით დაბრუნება |
XX საუკუნის დამდეგისათვის პანკისის ხეობაში თავი მოიყარეს სხვადასხვა ეთნოსისა და რელიგიის აღმსარებლობის წარმომადგენლებმა. ყველა მთებიდან ჩამოსახლდა, მსგავსი წეს-ჩვეულებისა და ტრადიციის მატარებელი მთიელები მთაში თითქმის ერთსა და იმავე სალოცავებში დადიოდნენ, მსხვერპლს სწირავდნენ და ამ კუთხით რაიმე გაუგებრობას არ ჰქონდა ადგილი მათ ცხოვრებაში. ვაინახმა მთიელებმა ეს სულიერი ნათესაობა ახალ საცხოვრებელ ადგილში, პანკისშიც გადმოიტანეს.

ტრადიციული მეჩეთი
სოფელ დუისში
პანკისის ხეობაში იმ დროისათვის ძირითად რელიგიურ მრწამსს მუსლიმობა და ქრისტიანობა წარმოადგენდა. ფშავლები და ოსები ოფიციალურად ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ თავიანთ მამაპაპურ ტრადიციებს არ ღალატობდნენ, ძველ წარმართულ კულტს ქრისტიანული დოგმები დაუმატეს და სინკრეტულ რწმენას მიჰყვებოდნენ. გაქრის ტიანებული ქისტებიც არ ივიწყებდნენ ძველ რელიგიურ ტრადიციებს და მაინცდამაინც თავს როდი დებდნენ ქრისტიანობაზე. მით უმეტეს, ჯოყოლოელი ქისტები ძალად მონათლეს, გამოიყენეს მათი ეკონომიური და უსაფრთხოების დაბალი მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ეკლესიას ძალიან გაუჭირდებოდა მათი გაქრისტიანება, თუკი მანამდე მუსლიმობა ჰქონდათ მიღებული. ჯოყოლოელი ქისტები წარმართები იყვნენ და მათი დაყოლიება ქრისტიანობაზე უფრო იოლი გახდა.
რაც შეეხება ომალოელ ქრისტიან ქისტებს, ისინი ძირითადში თუშეთიდან გადმოსახლებულები იყვნენ, სავარაუდოდ, იქ უკვე ჰქონდათ შეხება ქრისტიანობასთან და ამ რწმენის მიღება არ გასჭირვებიათ, თუმცა უმეტესობა აქაც მუსლიმები იყვნენ. ყველაზე ცოტა რაოდენობით ქრისტიანები დუისში ცხოვრობდნენ, აღნიშნულ პერიოდში 40-მდე ადამიანი იყო მართლმადიდებელი. ისინიც, სავარაუდოა, გვიან ჩამოსახლებულები იყვნენ პანკისის ხეობაში თიანეთიდან და დუშეთიდან, სადაც ქრისტიანობა უკვე მიღებული ჰქონდათ.
სოფ. ჯოყოლოში წმ. გიორგის სახელობის ეკლესია ფუნქციონირებდა. 1866 წ. ჯოყოლოს მაცხოვრებლების (15-20 კომლი) გაქრისტიანების შემდეგ ხის ეკლესიაში მიმდინარეობდა წირვა, ხოლო 1887 წ. აშენდა კაპიტალური შენობა-ეკლესია, რომელიც დღესაც დგას, მაგრამ არ ფუნქციონირებს, რამეთუ დღეისათვის ქისტი მოსახლეობის 100%25 მუსლიმია.

წმ. გიორგის სახელობის ეკლესია
სოფელ ჯოყოლოში
მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ზრუნავდა მრევლის ქრისტიანული მრწამსის გასაძლიერებლად, ჯოყოლოში გაიხსნა სკოლა რამდენიმე კლასით (1891 წ.), აშენდა საკანცელარიო შენობა, გაიხსნა აფთიაქი, კოშკებში (ყვარელწყალი) ორკლასიანმა დაწყებითმა სკოლამაც დაიწყო ფუნქციონირება (1913 წ.), ქრისტიანული რელი გია არ გაძლიერებულა არათუ ქისტებში, არამედ ფშავლებშიც, თუშებშიც და ოსებშიც, ისინი ჩვეულებრივ, ფორმალურად ქრისტიანებად თვლიდნენ თავს, მაგრამ მამაპაპურ სალოცავებში დადიოდნენ.
XX ს. დამდეგიდან ქისტებში დაიწყო მაჰმადიანობის გავრცელება. 1902 წელს სოფ. დუისში აშენდა მეჩეთი, ჩეჩნეთიდან და აზერბაიჯანიდან (ზაქათალის რ-ნი) ჩამოჰყავდათ მოლები, რათა წარემართათ პარასკევის ლოცვები მეჩეთში და მოსახლეობისათვის ესწავლებინათ მაჰმადიანური რელიგიის დოგმები. ამასთანავე, ჩეჩნეთიდან მოაწყდა ისლამური მისიონერების ტალღა, გაჩაღდა რელიგიური კამპანია და ქისტი მოსახლეობა, ყოველგვარი ძალადობისა და ეკონომიური დახმარების გარეშე ტოვებს ქრისტიანობას და გადადის მაჰმადიანურ რწმენაზე. ისლამიზაციის ეს პროცესი დასრულდა XX ს. 50-იან წლებში.
პანკისის ხეობა ეთნიკურად ჭრელი რეგიონი იყო, მაგრამ სხვადასხვა რწმენის აღმსარებლობას არასოდეს გამოუწვევია პანკისში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნოსს შორის დაპირისპირება და მთელი ცხოვრების მანძილზე არასოდეს ყოფილა ეროვნული შუღლი. ყველასათვის მაგალითის მიმცემი იყო პანკისელების მეგობრული ურთიერთობა, ერთმანეთის თანადგომა ჭირსა და ლხინში. პანკისში ერთიან ძმურ ოჯახში ცხოვრობდნენ ქისტები, ქართველები (თუშები, ფშავლები) და ოსები.
პანკისელების ყველაზე სანაქებო თვისება ის იყო, რომ პატივს სცემდნენ ერთმანეთის ტრადიციებს, ადათ-წესებსა და რელიგიურ აღმსარებლობას. დაკრძალვის დროს ფშავლები, თუშები, ოსები ქისტს იწვევდნენ ქელეხის წინ, რათა მას მაჰმადიანური წესით დაეკლა საკლავი, რომ მუსლიმ ქისტებს შეძლებოდათ ხორცის ჭამა. ქისტები ასევე ქრისტიანი სტუმრებისთვის ცალკე ქრისტიანული წესით (ღვინით) სუფრას შლიდნენ. ეს იყო ურთიერთპატივისცემის, თანადგომის გამოხატულება და გრძელდებოდა თითქმის საუკუნენახევრის განმავლობაში.
XX ს. დასასრულსა და XXI ს. დამდეგისათვის პანკისში ვითარება შეიცვალა, კრიზისმა შეცვალა არსებული სიტუაცია, ქისტი ახალგაზრდები, ახალი რელიგიური მიმდინარეობის - ვაჰაბიზმის მიმდევრები, აგრესიულად განეწყვნენ არამუსლიმი მეზობლების მიმართ. ამ ახალი, რადიკალური მიმდინარეობის წარმომადგენლები შეუწყნარებელი გახდნენ სხვა რწმენის მატარებელი ხალხთან მიმართებაში, რამაც გამოიწვია გაუცხოება ქისტებსა და დანარჩენ მოსახლეობას შორის.
ცხადია, ამ არასასურველმა, არასასიამოვნო იდეოლოგიურმა დაპირისპირებამ ცუდი შედეგი გამოიღო. მეზობელი სოფლების ქართველი ახალგაზრდებიც, ასევე მტრულად განეწყვნენ ახალი მიმდინარეობის მიმდევრების წინააღმდეგ. ამას მოჰყვა ჩხუბი ახალგაზრდებში, რასაც იყენებენ სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე მდგომი პარტიები, რომლებიც ცეცხლზე ნავთს ასხამენ.
თვით ქისტურ თემშიც არის განხეთქილება. ძველი თაობა, ე.წ. ტრადიციონალისტები უპირისპირდებიან სალაფიდებს (ასე უწოდებენ თავს ვაჰაბიტები). უხუცესები ყველანაირად ცდილობენ ახალგაზრდების დაშოშმინებას, სწორ გზაზე დაყენებას, მშვიდობის აღდგენას. მადლობა უფალს, ხშირ შემთხვევაში აღწევენ კიდეც წარმატებას.
სალაფიდურ რელიგიურ თემში ახალი ლიდერები მოვიდნენ. მათ თემშიც განხეთქილება დაიწყო: ახალ, თეოლოგიურ სწავლამიღებულ ლიდერებს უპირისპირდებიან რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდები. ტრადიციონალისტი უხუცესები თავის მხრივ უკავშირდებიან სალაფიდების ახალ, ზომიერ ფრთას და, ხშირ შემთხვევაში, აღწევენ კონსენ სუსს რიგ საკითხებში, რაც, რა თქმა უნდა, მისაღებია. დროა პანკისელმა ხალხმა 25-წლიანი შფოთისა და უბედურების შემდეგ სიმშვიდე ნახოს.
![]() |
4.7 მთიელთა რესპუბლიკა და ჩეჩენ-ქისტები. ქისტები ველურ დივიზიაში და კავშირები ისტორიულ სამშობლოსთან |
▲ზევით დაბრუნება |
მთიელთა რესპუბლიკის შესახებ ძალიან ბევრი ცნობები არსებობს, თუმცა მწირია ინფორმაცია, თუ რა როლს თამაშობდნენ ჩეჩენ-ქისტები ამ რესპუბლიკის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. მნიშვნელოვანი წვლილი მთიელთა რესპუბლიკის წარმატებაში ითამაშა ცნობილმა ჩეჩენმა ნავთობმრეწველმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ, გაერთიანებული მთიელთა კავშირის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა და დამაარსებელმა, მთიელთა რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა (1918-1920 წწ), მთიელთა მეჯლისის (პარლამენტის) წევრმა, პარიზის საზავო კონფერენციაზე მთიელთა დელეგაციის ხელმძღვანელმა, ყუბანისა და მთიელთა რესპუბლიკების სამეგობრო ხელშეკრულების პროექტის ავტორმა და ხელმომწერმა (1919 წ.) აბდულ მეჯიდ (თაფა) ჩერმოევმა.

თაფა ჩერმოევი
თაფას მამა არცუ ჩერმოევი დაიბადა 1825 წელს მთიანი ჩეჩნეთის სოფ. ბილთოიში. ის რუსეთის არმიის გენერალი იყო, თუმცა მთელი არსებით ემსახურებოდა ჩეჩენ ხალხს, საერთოდაც, ადგილობრივი მოსახლეობიდან შერჩეული თანამშრომლები თავისი საქმიანობით ყოველთვის ცდილობდნენ, ღიად თუ მალულად დახმარება გაეწიათ თავისი თანამოძმეებისთვის, განსაკუთრებით იმათთვის, ვინც სახელმწიფო რეპრესიებში იყვნენ მოხვედრილნი.
არცუ ჩერმოევი შევიდა ისტორიაში როგორც გენერალი, თავადი, ე.წ. ჩეჩნური მილიციის მსახური და, ამავე დროს, როგორც უშიშარი ადამიანი, ვისაც შეეძლო ყველა კონფლიქტი მშვიდობიანად დაესრულებინა. ადამიანი, რომელიც აფასებდა ნათესაურ კავშირებს, ვაჟკაცობას, მეგობრობას და, თუ გნებავთ, საკუთარ ფესვებსაც კი. მან ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა და მრავალი ჯილდო და რეგალიაც დაიმსახურა - მიაღწია პოლკოვნიკის წოდებას და „წმინდა გიორგის“ მე-4 ხარისხის ორდენთან (მუსულმანებისთვის) ერთად სხვა მრავალი ჯილდოც მიიღო. იგი შედიოდა მთიელთა იმ მცირე რიცხვში, ვინც გახდა „წმინდა ანას“ ორდენის სრული კავალერი, დაჯილდოებული იყო „წმინდა ვლადიმერის“ სამივე ხარისხისა და „წმინდა სტანისლავის“ პირველი და მეორე ხარისხის ორდენებით.
არცუს თერთმეტი შვილი ჰყავდა: ექვსი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი. თაფა შვილებში ყველაზე უმცროსი იყო.
არცუმ ნაბოლარა შვილი სამხედრო სამსახურში გაუშვა ამ რთულ გზაზე და დარწმუნებული იყო, თაფა არ შეარცხვენდა მის სახელს, გვარს და იცოდა მთავარი - არ შებღალავდა მთიელის ღირსებას.
თაფას კარიერამ და წარმატებებმაც არ დააყოვნა - სამხედრო სასწავლებლის დამთავრებისთანავე იგი დაინიშნა რუსეთის იმპერატორის პირად დაცვაში. თუმცა სამხედრო კარიერა მას სულაც არ ხიბლავდა - თუნდაც ის ყოფილიყო თავად იმპერატორის გარემოცვაში. ეს ის დროა, როცა რუსეთის იმპერატორის სამსახურში მყოფი ყველა მოხელე იმპერატორის შეფიცული ხდება. თაფა თვლის, რომ მისი ცხოვრების მიზანი, რომელიც სამშობლოსთვის თავდადებაა, უცხო მტერთან ომებში უნდა ვლინდებოდეს - მშვიდობიან დროში კი უნდა გამოადგე შენს სამშობლოს, შენს კავკასიას... და სამშობლოდ კი, ვფიქრობ, მას კავკასია მიაჩნდა. ამიტომ, განსხვავებით მამისგან, მან განიზრახა თავისი საქმიანობა ბიზნესში გაეგრძელებინა, ვინაიდან კარგად იცოდა, რომ მატერიალური შესაძლებლობებით შეიძლებოდა უფრო მეტი სარგებელი მოეტანა საკუთარი გარემოცვისა და ქვეყნისთვის - შეექმნა სამუშაო ადგილები, მოეწესრიგებინა მისი ინფრასტრუქტურა ისე, რომ ადამიანებს ცოტაოდენ ცივილიზებულად ცხოვრებისა და განათლების საშუალება ჰქონოდათ.

დარა
უკვე 1910 წლისთვის იგი არა მარტო მიწების მფლობელი გახდა, სადაც ნავთობი იყო, არამედ იძენს მიწებს გროზნოს, ვლადიკავკაზის, ხასავიურთის, ყიზლარის, მოზდოკის გარეუბნებში და საქართველოში - გორის რაიონში. თავად თაფა ცხოვრობს სახლში, რომელიც მამამისმა ააშენა არცხუ-აულში, მაგრამ აშენებს და ყიდულობს ბინებს გროზნოსა და ვლადიკავკაზში.
1906 წელს თაფა ქორწინდება ულამაზეს ხავარ-ხანუმზე (ოჯახში მას ხავას უწოდებდნენ), რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი მოვლენა იყო. იგი აზერბაიჯანელი დიდგვაროვანი იბრაგიმ ბეკოვების ქალიშვილი გახლდათ. იმის გამო, რომ ეს გვარი ცხოვრობდა ქვეყნის სამხრეთით, ხშირად მას სპარ სეთის დედოფალს უწოდებდნენ.
სულ მალე ბიზნესიც წარმატებულად წა რიმართა. თაფას უნარმა, საერთო ენა ეპოვა ყველა გარშემომყოფთან, სახელიც კარგი დაუმკვიდრა - მას პატიოსან და პრინციპულ ადამიანად იცნობდნენ. ამიტომ არა არის გასაკვირი, რომ ზოგი სასოფლო საკრებულო მას სთხოვდა ეკისრა მათი მე ურ ვეობა. ასეთი, მაგალითად, იყო ალდის საზოგადოება, რომელმაც სრულად ანდო თაფას თავისი აქციები, რათა მათი განმგებელი ყოფილიყო და მოგებაც მიეღო. მფარველობას სთხოვდნენ არა მარტო ჩეჩენი აქციონერები - მის პირად საბუთებში იყო ბევრი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ეკუთვნოდა რუსებსა და ებრაელებს.
1914 წელს პირველმა მსოფლიო ომმა ცვლილებები შეიტანა თაფა ჩერმოევის ცხოვრებაშიც. თაფას სურდა „ველურ დივიზიაში“ ემსახურა და ამიტომ იმპერატორის სახელზე რა პორტი დაწერა და ომში გაწვევა ითხოვა. თაფა ყველგან კარგი სახელით სარგებლობდა - ამის დასტურია მისი მონაწილეობა ნიკოლოზ II-თან საგანგებო შეხვედრაში, რომელიც იმ დროს თერგის რეგიონში გაიმართა.
სხვათა შორის, 1914 წელს დაწყებულ პირველ მსოფლიო ომში ვაინახებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს. „ველურ დივიზიაში“ კავკასიელების ეთნოპოლკებში სიმამაცით გამოირჩეოდა ჩეჩნური და ინგუშური პოლკები, რომელთაც გმირობის არნახული მაგალითები აჩვენეს. „ველურ დივიზიაში“ აქტიურად იბრძოდა პანკისელი ქისტი თოი (თედო) ფარეულიძე, რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე. ბრძოლებში გამოჩენილი მამცობისათვის იგი დაჯილდოებული იყო უმაღლესი ხარისხის ორდენით. რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ II პირადად დაასაჩუქრა ავტომობილით, რომელიც ახმეტაში ჩამოიყვანა.
1915 წელს, სულ ნახევარ წელიწადში, მდინარე პრუტთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში სიმამაცისთვის ნიკოლოზ II-ის მიერ „წმინდა რავნოაპოსტოლის პრინცი ვლადიმერის“ მე-4 ხარისხის ორდენით დაჯილდოვებულთა შორის იყო თაფა ჩერმოევიც და „ჩეჩნური პოლკის“ რამდენიმე მებრძოლი - შტაბს-როტმისტრი აბდულ-მეჟიდ კუჟიევი, კორნეტი მაჰომედ თუქაევი და პრაპორშჩიკი მუჰარბი ბერსანოვი. 1916 წლის ბოლოს, ერთერთ ბრძოლაში თაფა სერიოზულად დაიჭრა ფეხში და გადაყვანილ იქნა ჰოსპიტალში. ჰოსპიტალში ყოფნისას მან შეიტყო, რომ 1917 წლის თებერვალში რუსეთის მეფე ნიკოლოზ-II გადადგა.

მთიელთა რესპუბლიკა
დადგა ჩრდილო-კავკასიელებისთვის უაღრესად საპასუხისმგებლო დრო, როდესაც მთის ელიტა და ხელისუფლებაში მყოფი მათი გულშემატკივრები იკრიბებიან ქ. ვლადიკავკაზში და აქტიურად გეგმავენ კავკასიელების შემდგომი ცხოვრების მორიგ ეტაპს, უკვე ახალ პოლიტიკურ გარემოში. არავის გაკვირვებია 1917 წლის მაისში, ვლადიკავკაზში, ჩრდილო კავკასიელთა საერთო ყრილობაზე თაფა ჩერმოევის ჩრდილო კავკასიის მთიელთა კავშირის თავმჯდომარედ ერთხმად არჩევა. მოგვიანებით, 1917 წელს შემოდგომაზე, იგი ხდება მთიელთა რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრი და ბოლოს - 1918 წელს მას ევალება უხელმძღვანელოს მთიელთა კავშირის ოფიციალურ დე ლეგაციას პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, რომელმაც უნდა მოაგვაროს ჩრდილო-კავკასიელთა „მთიელთა რესპუბლიკის“ აღიარების საკითხი. როგორც მთიელთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე და მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი, თაფა ჩერმოევი თავად კისრულობს ყველა ამ საკითხის მოგვარებას. მას ენდობიან და ამაშია მისი უპირატესობა.
მოპოვებულ იქნა პირველი დიპლომატიური გამარჯვებაც - „მთიელთა რესპუბლიკა“ აღიარეს ოსმალეთის იმპერიამ, გერმანიამ და აზერბაიჯანმა, ასევე აღიარებას ჰპირდებოდა ავსტრია-უნგრეთი და საქართველო. მოსაგვარებელი იყო ურთიერთობები ახალ რუსეთთან, რომელიც კავკასიაში წარმოდგენილი იყო, ერთი მხრივ, თეთრგვარდიელი გენერლის ანტონ დენიკინის სახით და მეორე მხრივ კი - წითელი რუსეთი, მისი კომისრებით სერგო ორჯონიკიძითა და იოსებ სტალინით. პრობლემას ძალიან ართულებდა 1919 წლის გენერალ დენიკინის შემოჭრა მთიელთა მიწა-წყალზე, რომელიც ახდენდა მათი ტერიტორიების ოკუპაციას. იმის მაგივრად, რომ მისი არმიის მთლიანი ძალები გადასროლილიყო ჩრდილოეთისკენ ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად, გენერალმა მთელი წელი მოანდომა თავისი ჯარით მთიელთა აჯანყებებისა და წინააღმდეგობების ჩახშობას. ეს ხდებოდა ინგლისისა და საფრანგეთის მთავრობების სრული მხარდაჭერით, ამიტომ თაფამ გადაწყვიტა თავისი ძალებისა და ფინანსური რესურსების კონცენტრირება მოეხდინა დასავლეთის სხვა ქვეყნების სახელმწიფოებებთან მოსალაპარაკებლად, რამდენადაც მათ ომი გერმანიასა და ოსმალეთის იმპერიასაც მოუგეს.

მთიელთა რესპუბლიკის მთავრობა.
შუაში ზის თაფა ჩერმოევი
მთიელთა რესპუბლიკის პარლამენტი ერთხმად ანიჭებს თაფა ჩერმოევს უფლებამოსილებას, მათი სახელით აწარმოოს მოლაპარაკებები მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციაზე, რომელიც პარიზში მიმდინარეობდა. ეს კონფერენცია უფლებამოსილი იყო გა დაეწყვიტა პირველი მსოფლიო ომის დასრულების შედეგად ახლად გაჩენილი ქვეყნების ბედი.
პარიზში თაფა მეუღლესთან ხავარ-ჰანუმთან ერთად გაემგზავრა, მას თან ახლდა დელეგაციის კიდევ ოთხი ოფიციალური წევრი: ხაძარათი, ბამმათი, იბრაგიმბეკოვი და მექქერი. მაშინ თაფა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს მოგზაურობა მას სამშობლოსთან სამუდამოდ დააშორებდა. 1919 თებერვალიდან ვეღარც თავად ჩერმოევი და ვერც მისი მეუღლე ხავა ვეღარასოდეს ნახავენ კავკასიას.
პარიზში ჩასვლისთანავე თაფამ სასწრაფოდ განუცხადა საფრანგეთის ხელისუფლებას, რომ მთიელთა კავშირის დელეგაცია წარმოადგენს ოფიციალურ ხელისუფლებას და არა კერძო პირს და უფლებამოსილია ამ რანგში მონაწილეობა მიიღოს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში. თუმცა, სულ მალე ირკვევა, რომ მთიელთა დელეგაცია დიდი წინააღმდეგობების წინაშე აღმოჩნდა, რამდენადაც მათი საქმიანობის წინააღმდეგ მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართული რუსეთის თეთრგვარდიელები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ მთიელებისა და, ზოგადად, კავკასიელების გამოყოფას ყოფილი იმპერიიდან. ამ გარემოებამ მათ უბიძგა, რეგულარული კონტაქტი დაემყარებინათ საქართველოსა და აზერბაიჯანის დელეგაციებთან. საბოლოოდ, პარიზში კონფერენციის დასრულებამდე დარჩა ეს სამი დელეგაცია, რომელიც შემდგომ გადაიქცა სამი ოფიციალური კავშირის მუშა ორგანოდ. ამ გაერთიანების წევრები კოორდინირებულად, ერთიანი ძალებით მუშაობდნენ ემიგრაციაში (მოგვიანებით მათ სომხეთის დელეგაციაც შეუერთდა).
მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ მთიელების საკითხი აღარ იქნება დღის წესრიგში, რადგან რუსეთის დელეგაციამ შეძლო დაერწმუნებინა საფრანგეთი და ინგლისი კავკასიელებს არ დახმარებოდნენ, გადაწყდა, რომ ყველა, გარდა თაფასი, ბრუნდება სახლში - კავკასიაში და იქიდან ეცდება შემოატრიალოს სიტუაცია, რომელიც უფრო მეტად გართულდა დენიკინის შეტევებით მთიელებზე და 1920 წელს მთელ კავკასიაში ბოლშევიკების ძალების გაძლიერებით. სამშობლოში არდაბრუნების პერსპექტივამ და პარიზში დარჩენის გადაწყვეტილებამ თაფა ძალიან დაამწუხრა. სამშობლოდან მას ხშირად უკავშირდებოდა იმ დროის ერთ-ერთი აქტიური პოლიტიკოსი, ეროვნებით ოსი ალიხან კანტემირი და გამუდმებით სთხოვდა ჩერმოევს და მის თანამებრძოლებს დაბრუნებულიყვნენ, რადგან მიიჩნევდა, რომ თაფას შესწევდა ძალა სიტუაციის შემოტრიალებისა მთიელთა სასიკეთოდ. მათ სჭირდებოდათ ისეთი ავტორიტეტული პიროვნება, როგორიც იყო თაფა ჩერმოევი, მაგრამ თაფას მაინც სწამდა, რომ კავკასიელთა ბედი წყდებოდა პარიზში და არა ჩრდილოეთ კავკასიაში. ამ რწმენამ იძულებული გახადა დარჩენილიყო შორს თავის სამშობლოდან.

ზეინაბ ჩერმოევა - თაფა ჩერმოევის
ძმისშვილი, მთიელთა რესპუბლიკის
საგარეო საქმეთა მინისტრის მეუღლე
ნაკლებად სავარაუდოა, რომ თაფას დაბრუნებით სიტუაცია კავკასიაში რამენაირად შეიცვლებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ მის მეგობრებსა და კოლეგებს ძალიან სწამდათ მისი. ამაზე მეტყველებს თაფა ჩერმოევის დიდი ავტორიტეტი და გავლენა მთელ ჩრდილო კავკასიაში.
თაფა სწრაფად გახდა პოპულარული პარიზშიც. აქ მისი სიკეთით სარგებლობდა ყველა - არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელი რეგიონიდან იყვნენ ისინი - რუსეთიდან თუ კავკასიიდან. მაგალითად, არსებობს წერილები, სადაც აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელი პარიზში ვინმე თოფჩიევი სთხოვს ჩერმოევს დაეხმაროს აზერბაიჯანელი სტუდენტის სწავლის გადასახადის დაფარვაში ევროპის ერთ-ერთ სასწავლებლში და თაფა ეხმარება ამ ახალგაზრდას; ეხმარება არა როგორც ჩრდილოეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელი პარიზში, არამედ როგორც კერძო პირი, რომელსაც სურს დაეხმაროს კავკასიელ სტუდენტს. იგი ეხმარება სამეფო კარის ქალბატონებს, რომლებსაც პირველ ხანებში მატერიალურად ძალიან უჭირდათ, ეხმარება ყველას, ვინც არ იცის, როგორ დააღწიოს სიდუხჭირეს თავი, ეხმარება ყველა კავკასიელს, ვისაც სურს დაიწყოს საკუთარი ბიზნესი პარიზში და დადგეს ფეხზე, ოღონდ იმ პირობით, რომ ისინი მომავალში დაეხმარებიან თავიანთ თანამემამულეებს კავკასიაში.
1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დამხობის შემდეგ, მთიელთა რესპუბლიკის აღდგენის იმედი თაფას აღარ დარჩა. მიუხედავად ამისა, იგი დელეგაციის ხელმძღვანელობას განაგრძობს და მთიელ პოლიტიკოსთა შორის უკვე ყოფილი მთიელთა რესპუბლიკის პარლამენტის უფლებამოსილების ოფიციალური პირია - ანუ, ფაქტობრივად, ჩრდილო-კავკასიელების მთიელთა კავშირის ერთადერთი ლეგიტიმური რგოლია, რომელიც უკვე ისტორიას ეკუთვნის. იგი არ ეჭიდებოდა ამ თანამდებობას, მას ეს საქმე, გარდა ფიზიკური და მორალური ზიანისა და ფულის ხარჯვისა, არაფერს აძლევდა. და როცა პარიზში ჩამოსული ემიგრანტები გამოთქვამდნენ პრეტენზიებს, თაფა მათ ნიშნავს თავის მოადგილეებად მხოლოდ ერთი მიზნით, რომ ისინი თავად გაერკვიონ, თუ რა იმალება დელეგაციის ხელმძღვანელის ტიტულის მიღმა. ყველა უმალ ტოვებს იმ ადგილს, რადგან ხედავენ, რომ ეს თანამდებობა არც პრივილეგიებსა და არც ფულს არ იძლევა. ამდენად, სულაც არაა გასაკვირი, რომ ერთი-ორი წლის შემდეგ არავის გაუგია საყვედური თაფას მიმართ და არც არავინ ამადლიდა მას ამ თანამდებობას. ყველა ხედავდა, რომ დევნილობაში ამ სტატუსის შენარჩუნება მხოლოდ თაფას ავტორიტეტის წყალობით გახდა შესაძლებელი, სხვა დანარჩენებს მხოლოდ საკუთარი ამბიცია აწუხებდათ.
მოგვიანებით, უკვე 20-იან წლებში, მან ოფიციალურად გადასცა სხვებს თავისი ოფისი და წავიდა პოლიტიკური სცენიდან, რათა მოეგვარებინა ოჯახის ფინანსური პრობლემები, რომელიც ემატებოდა ოჯახის წევრების მომატებითა და მათი ხარჯებით, რომლებიც ლონდონში გადასახლების შემდეგ უფრო მეტად გაიზარდა.
თაფა ჩერმოევს ყველგან თავისიანად თვლიდნენ - ქართველები, აზერბაიჯანლები და რუსებიც კი. იგი უყვარდათ და პატივს სცემდნენ, რადგანაც მიაჩნდათ კავკასიური თვისებებისა და ტრადიციების საუკეთესო დამცველად.
1921 წელს მასთან პარიზში თბილისიდან ბევრი ნათესავი ჩავიდა. მათ შორის იყო მისი უფროსი ძმა, აბდულ-მუსლიმი (რომელმაც სულ ერთი წელი იცოცხლა - იგი გარდაიცვალა 1922 წელს) თავის მეუღლითა და შვილებით, მისი ქალიშვილი ზეინაბი მეუღლითურთ ჰაიდარ ბამათთით, რომლის სილამაზეზე ლეგენდები დადიოდა იმდროინდელ ემიგრანტთა შორის, თაფას ბიძაშვილი აბუბაქარ ჩერმოევი, რომელმაც თაფას ძმის ოჯახი ჩამოიყვანა, მათ მოჰყვა მისი დისშვილი დაიდაშ თუქაევი და ძმისწულები მამედი, ოსმანი და დისშვილები დარა და ჯანეტი და მრავალი სხვა ნათესავი. ყველა მათგანის მიღება და საცხოვრისის მოგვარება იყო საჭირო. თაფა თავად ართმევდა ამ ყველაფერს თავს.
პარიზელები თავისი სილამაზით გააოცა თაფას ძმისწულმა დარამ. სილამაზის კონკურსზე, რომელიც 1922 წელს ჩატარდა საფრანგეთის დედაქალაქში, დარა სცენაზე გამოვიდა ჩეჩნური ეროვნული ტანისამოსით და დაატყვევა რა ყველა თავისი განუმეორებელი სილამაზითა და ელეგენტურობით, აიღო პირველი ადგილი (ჟურნალი „ვაინახი“, 1997წ. მოსკოვი).
20-იან წლებში თაფას ფინანსური მდგომარეობა უარესდება, მაგრამ ის არ უჩივის ბედს და ამ ამბავს არ ახმოვანებს. ამიტომაც იყო ყველასთვის მოულოდნელი და გასაკვირი ცნობა, რომლის თანახმადაც ლონდონის სამეფომ სასამართლოს 1933 წლის გადაწყვეტილებით თაფა ჩერმოევი გაკოტრებულად გამოაცხადა.
თაფაზე ყოველთვის ნადირობდნენ ბოლშევიკები, რომლებსაც კარგად ესმოდათ, რა როლს თამაშობდა იგი მთიელთა ემიგრაციაში და რა ავტორიტეტით სარგებლობდა მათ შორის. ალბათ, სწორედ ამიტომ საფრანგეთის პოლიციამ მისცა მას ნებართვა ეტარებინა იარაღი. ეს იარაღი ფიგურირებს ლოზანას პოლიციის მიერ ოფიციალურად გაცემულ ცნობაში იმ დროს, როცა 1937 წელს 27 აგვისტოს, ლოზანას ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროში თაფა ჩერმოევი უცნაურ ვითარებაში გარდაცვლილი ნახეს.
ამ დროს თაფა მხოლოდ 55 წლის იყო. ეს ამბავი გაუკვირდა ყველას, ვინც მას იცნობდა პირადად. მისი სიკვდილის სხვადასხვა ვერსია არსებობდა, თუმცა არავის სჯერო და, რომ იგი გარდაიცვალა ავადმყოფობის შედეგად. ემიგრაცია მიანიშნებდა, რომ ამ საქმეში ბოლშევიკების ხელი ერია, რადგან მას არ ეპატია საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ქმედებები.
თაფას გარდაცვალებით ბოლო მოეღო მთიელთა ოფიციალური დელეგაციის ლეგიტიმურობას ევროპაში. მასთან ერთად წავიდა მთელი ეპოქა, რომელიც სავსე იყო XX საუკუნის პირველ ნახევარში მომხდარი საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენებით. ყველაფერი, რასაც თაფა ჩერმოევმა მიაღწია, მიაღწია თავად - სამართლიანი ბრძოლით, რამაც უზრუნველყო მისი სახელის უკვდავება მის ხალხში. იგი შევიდა ისტორიაში არა როგორც გენერლის შვილი, არც როგორც ნავთობის მაგნატი, არამედ როგორც მებრძოლი, როგორც პატიოსანი კაცი, რომელსაც ყველა ანდობდა თავის სიცოცხლეს, ყველა, ვინც მას ცხოვრების გზაჯვარედინზე გადაჰყრია.
თაფა ჩერმოევი დარჩება ისტორიაში, როგორც ცნობილი ჩეჩენი, თავისი ქვეყნისა და სრულიად კავკასიის ჭეშმარიტი პატრიოტი, მისი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ერთგული მებრძოლი, რომელსაც სურდა თავისი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობა და ყველა ირგვლივ მყოფთან მეგობრობა.
თაფა ჩერმოევი თავისი პოლიტიკური მოღვაწეობითა და ეროვნული თვითშეგნებით მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოსთან, იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა თბილისში, საკუთარ ბინაში, ფლობდა მიწებს გორში.
ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია თაფა ჩერმოევისა და პანკისელი ქისტის, ცნობილი განმანათლებლისა და თეოლოგის უსუფ ადოს ძე მარგოშვილის ურთიერთობები, რომლის შესახებაც ამომწურავ ინფორმაციას გვაძლევს კავკასიოლოგი (უსუფის შვილიშვილი) ბელა შავხელიშვილი წიგნში „რასაც დათეს...“(თბილისი, 2016).

გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან:
„ერთ-ერთი ადგილი, სადაც უსუფს თავისუფლად მიესვლებოდა, იყო თაფა (აბდულმეჯიდ) ჩერმოევის ოჯახი - იმდროინდელი ჩეჩნეთის ნავთობის მაგნატისა, რომელიც შემდგომ „მთიელთა რესპუბლიკის“ პირველი პრემიერ-მინისტრი და მთავრობის მეთაური გახდა. თაფა თავად ცდილობდა ყოველთვის გვერდით ჰყოლოდა ძალიან თავაზიანი, განათლებული და ღირსეული ვაინახი საქართველოდან. საქართველო თაფას ძალიან უყვარდა, აქ მას ბევრი მეგობარი ჰყავდა, თბილისში სახლიც კი ჰქონდა ნაყიდი და ხშირად სტუმრობდა კიდევაც. თაფასა და უსუფის საუბრები ახალგაზრდული გართობადროსტარების ფონზე ძალზე შინაარსიანი და საინტერესო იყო ორივესთვის - და დიდხანს გრძელდებოდა. უსუფი თავის ტოლებში გამოირჩეოდა როგორც თავდაჭერილი, ზრდილი, გაწონასწორებული და ბევრ საკითხში გარკვეული და დაფიქრებული ადამიანი... ვფიქრობ, ამან განაპირობა თაფას უსუფისადმი ისეთი ნდობა, რომ თაფამ ყველაფერი იღონა, რომ თავისი ცოლის დისშვილი, უმშვენიერესი მარიამი უსუფისთვის გაეყოლებინა ცოლად. მარიამი (მას ბეიღაზ მარიამს ეძახდნენ) თანატოლებში გამოირჩეოდა თავისი თავადური იერით, ეშხითა და მთიელი ქალის განსაკუთრებული თავდაჭერილობით. მას ჰქონდა ლამაზი ხმა, უკრავდა ფორტეპიანოსა და გარმონზე და მისი სტატუსის ქალიშვილების შესაფერისი განათლებაც ჰქონდა მიღებული. თავად თაფა დაქორწინებული იყო ხავარ-ხანუმ (ხავა) იბრაჰიმბეკოვაზე - აზერბაიჯანელ მილიონერის ქალიშვილზე, რომელიც ოჯახითურთ სახლობდა ჩეჩნეთში და მშვენივრად ფლობდა ჩეჩნურს. ხავას დაც გათხოვილი იყო ჩეჩენზე და ვფიქრობ, ბევრად უფროსი იყო მასზე, რადგან ჰყავდა გასათხოვარი ქალიშვილი მარიამი. უსუფის და მარიამის ქორწინებას ყველა მიესალმა და მათი ცხოვრების პერსპექტივაც იმ წუთში უღრუბლო ჩანდა.
საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიაში მოვლენები ისე ვითარდება, არავინ იცის, ვის რას უმზადებს მომავალი... ასე მოულოდნელად გროზნოშიც შეტრიალდა დრო - სანქტ-პეტერბურგში მომხდარი რევოლუციის გამოძახილი მკვეთრად გაისმა მთელ კავკასიაში. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ყველას სიცოცხლე, ვინც თუნდაც მცირეოდენ იყო დაკავშირებული ბიზნესთან ან კაპიტალთან. მათგან ერთ-ერთი პირველი თაფა ჩერმოევი იყო, ვინც ინტენსიურად ეძებდა გზებს, რომ როგორმე ქვეყნიდან გასულიყო და ასე დაეღწია თავი კარს მომდგარი უბედურებისგან.
ამ არეულ-დარეულობის შემხედვარე, უსუფი იღებს გადაწყვეტილებას, რომ თავის მეუღლესთან ერთად დაბრუნდეს პანკისში და მშობლებთან განაგრძოს ცხოვრება. ახლად დაოჯახებული წყვილის დანახვამ ოჯახი და მთელი სანათესაო აღაფრთოვანა. ამ სიხარულს დაემატა სიამაყეც, როდესაც მარიამის ოჯახის ვინაობა შეიტყვეს, რამდენადაც ასეთ გვართან დანათესავება დიდი პატივი იყო არა მარტო თავად ოჯახისთვის, არამედ მთელი გვარისთვისაც. ცხოვრება ჩვეული რიტმით მიედინებოდა, თუმცა ამ სიმყუდროვეს არღვევს ჩერმოევებისგან მოულოდნელად მიღებული ამბავი, რომ თაფა გასაჭირშია და უსუფს და მარიამს სთხოვს დაუყოვნებლივ დაბრუნებას გროზნოში. გაირკვა, რომ რუსეთის რევოლუციამ თაფას და მის ოჯახსაც შეუქმნა ძალიან დიდი პრობლემები: თითქმის მთელი ქონება ჩამორთმეულია, თვითონ თაფა იმალებოდა, რამდენადაც მისი სიცოცხლე საფრთხეშია. მას ერთი გზა რჩება - დაუყოვნებლივ დატოვოს ჩეჩნეთი. დიდი ფიქრის შემდეგ თაფა მიდის იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია მიანდოს თავისი სიცოცხლე და დარწმუნებული იყოს მის უღალატობაში, არის უსუფი. ზემოთ აღვნიშნე, რომ თბილისში ჩერმოევებს ჰქონდათ საკუთარი სახლი, რომელიც ვაგზლის მოედნის მიდამოებში მდებარეობდა. იმ სახლში თაფა ინახავდა თავისი ოჯახის ძვირფას ნივთებსა თუ დანაზოგს. გამგზავრებამდე საჭირო იყო როგორმე მათი ჩამოტანა გროზნოში... ეს ძალზე რთული საქმე იყო, რამდენადაც სამხედრო გზა უკვე ზედმიწევნით კონტროლდებოდა რევოლუციის მომხრეების მიერ და ნებისმიერი მცდელობა რამე ფასეულობების გატანისა, სასტიკად ისჯებოდა. თაფა თვლიდა, რომ მხოლოდ უსუფს შეეძლო მას დახმარებოდა, რამდენადაც მან კარგად იცოდა საქართველო-ჩრდილო კავკასიის დამაკავშირებელი გზა-ბილიკები და ქართულ და რუსულ ენებსაც კარგად ფლობდა, რაც სამხედრო კონტროლის არიდების პატარა გარანტი მაინც იყო. აი, ასე აღმიწერა მე პაპამ მოგზაურობა, რომელიც მას კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა: „ღამე გავატარე ფიქრებში, როგორ მომეგვარებინა ეს საქმე ისე, რომ არც ხალხის სასაცილო გავმხდარიყავი და ცოცხალიც დავრჩენილიყავი... ერთი გზა იყო: დაძენძილ ტანსაცმელში გამოწყობილი, თავზე უარესად დაძენძილი ქუდით, უნდა დავმჯდარიყავი თივით დატვირთულ რომელიმე უსახო ცხენის „ტაჩკაზე“ (საზიდარზე) და დავდგომოდი „სამხედრო გზას“... - რა დამრჩენოდა იმის გარდა, რომ უფლის ნებას მივნდობოდი?.. ერთ დღეს, გამთენიისას მეც დავადექი ამ გზას... იმ ხანებში „სამხედრო გზას“ რევოლუციის მომხრე ჯარისკაცები აკონტროლებდნენ და მგზავრებს მკაცრი შემოწმების გარეშე არ უშვებდნენ, თუმცა ჩემნაირებს დიდად არ აკვირდებოდნენ... მე ერთს ვწუხდი - თუ მიპოვეს თბილისის სახლის გასაღები - იქ დამთავრდება ყველაფერი-მეთქი, რადგან მსგავსი გასაღებები ჩემისთანა „ფორმაში“ გამოწყობილი ადამიანების ხელში ეჭვს გამოიწვევდა... როდესაც ერთი-ორჯერ გამაჩერეს, ფიქრებში ვარჩევდი გასაღების პოვნის შემთხვევაში როგორ უნდა მეშველა თავისთვის... ღვთის წყალობით უპრობლემოდ ჩავედი თბილისში. ახლა როგორმე შეუმჩნევლად უნდა მიმეღწია სახლამდე ...ასე უცნაურად ჩაცმული ქალაქშიც ვერ გავიდოდი, ამიტომ საზიდარი ერთ ნაცნობს დავუტოვე, ახლად ნაყიდი სამოსი ჩავიცვი და წავედი სახლის საძებნელად. ბევრი ვეძებე და დაღამებისას, როგორც იქნა, მივაგენი. მე დავალებული მქონდა გამეხსნა სეიფი და ამომეღო ტომარა, რომელშიც ოქროს დანა-ჩანგალი და კოვზები უნდა დებულიყო - აი, ეს უნდა წამომეღო.. ამოვიღე ეს ტომარა, გადავიცვი ისევ ჩემი ძველი სამოსი, ეს ტომსიკა გადავახვიე ძველ და ჭუჭყიან ხილაბანდში და ისევ დავადექი გზას, რომელიც უკან, გროზნოში ჩამიყვანდა...“
უკანა გზაზე სამხედროები უკვე სცნობდნენ ერთხელ ნანახ გაჭირვებულ გლეხს და ყოველგვარი შემოწმებისა და ეჭვის გარეშე უშვებდნენ მას. ასეთ ხიფათიან გზაზე ორი კვირა მიდიოდა პაპა: ერთი კვირა - თბილისამდე და მეორე - უკან, გროზნომდე... გროზნოში კი უკვე უსუფის დაბრუნებაში იმედგადაწურული თაფა ჩერმოევი თავის ოჯახს სასწრაფო გამგზავრებისთვის ამზადებდა და რაოდენ საკვირველი იყო მისთვის, როცა უკუნეთ ღამეში უეცრად გამოჩენილ, დაძენძილ სამოსში ჩაცმულ ადამიანში იცნო უსუფი... მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა!. მეგობრის ერთგულების ფასი, ალბათ, იმ წუთებში იგრძნო თაფამ... მან ტომრიდან ამოიღო ერთი ოქროს კოვზი და თბილისის სახლის გასაღებთან ერთად მადლობის ნიშნად მიაწოდა უსუფს და დასძინა: - ეს კოვზი დაგეხმარება კარგა ხნის განმავლობაში უზრუნველად იცხოვრო და ის თბილისის სახლიც შენია - იცხოვრე და მოიხმარე ბედნიერად... ეს ყველაფერი შენ საჩუქრად ჩემი ოჯახისგან - შენ ეს დაიმსახურეო... პაპა მაშინ სულ ახალგაზრდა იყო და მისი ცხოვრებისთვის ასეთი თავადური ძღვენი ბედის ჯილდო იქნებოდა, მაგრამ ის ხომ ნამდვილი მორწმუნე და კეთილსინდისიერი ადამიანი იყო - როგორც ქისტები იტყვიან „ოეზდ საგ“, ამიტომ ხელს როგორ მოჰკიდებდა შემოთავაზებულ საჩუქარს.
არ ვიცი, როგორ მიიღო თაფამ პაპას ეს უარი, მაგრამ თვითონ კი, მიუხედავად იმისა, რომ ძალზე უჭირდა სამშობლოს დატოვება, მაინც გულდამშვიდებული იყო, რადგან სადაც არ უნდა მოხვედრილიყო, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე იქნებოდა დაცული და ცხოვრებაც ასე თუ ისე უზრუნველი“...
თაფა ჩერმოევს ასევე ურთიერთობა ჰქონდა პანკისელ ქისტ ბათაყა ცათიაშვილთან, რომელსაც პეტერბურგში ჰქონდა გიმნაზია დამთავრებული და ქაქუცას რაზმის შეფიცულიც გახლდათ. ბათაყა ცათიაშვილი ჯერ კიდევ სტუდენტობიდან იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში და მთიელთა რესპუბლიკის აქტიური მხარდამჭერი და წევრი გახდა. უხუცესების გადმოცემით, როცა მთიელთა რესპუბლიკის აქტის გამოცხადება მოხდა ბათუმში, თაფა ჩერმოევს თან ახლდნენ პანკისელი ქისტები უსუფ მარგოშვილი და ბათაყა ცათიაშვილი.
![]() |
4.8 ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქისტი შეფიცულები |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც წინაპართა სამშობლოში (ჩეჩნეთ-ინგუშეთში), ისე საქართველოში პანკისელი ქისტებიც მტრულად იყვნენ განწყობილნი ყოველივე რუსულის მიმართ, თუნდაც მშრომელთა „განმათავისუფლებელი“ რევოლუცია ყოფილიყო. საქართველოში მენშევიკების მხარდასაჭერად, როგორც მათე ალბუთაშვილი წერს: „სოფელში იმართებოდა მიტინგები, ადგენდნენ გვარდიას; დუისსოფელში შედგა მენშევიკების გვარდია, ერთ ზაფხულს კი ქართული სალდათის „ატრიადაც“ იდგა სოფელ ჯოყოლოში, ეს ატრიადა ჩქარა მოხსნეს, რის შემდეგაც გავრცელდა ხმები ბილშევიკების შემოსვლაზე“.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი
1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამ გარკვეული გავლენა იქონია პანკისელ ქისტებზე. სოფლებში იმართებოდა მიტინგები, დუისში შეიქმნა მენშევიკების გვარდია, ისახებოდა გზები და საშუალებები დამოუკიდებელი საქართველოს ნათელი მომავლისათვის. სამი წლის განმავლობაში რევოლუციური განწყობა სუფევდა ქისტ მოსახლეობაში, მაგრამ „ბოლშევიკების განთქმულმა მე-11 არმიამ პანკისამდეც შემოაღწია, ჯარისკაცების წო წოლა წითელ ვარსკვლავიანი ქუდები კარგად დაამახსოვრდა მოსახლეობას. „ბალშენიკების“ მცირე ხნით ყოფნამაც კი შემოინახა მათზე ზიზღიანი მოგონება“ (ხ. ხანგოშვილი, „ქის ტები“)...
პანკისის ხეობაში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ გვარდიელ ქისტებს იარაღი არ დაუყრიათ და აბრაგად გავარდნენ. დუისელი აბდულა დუიშვილი, ბეისარ ბაღაკაშვილი და წოვენარგ გაურგაშვილი, ჯოყოლოელი ჰასეი აჭიშვილი, ომალოელი დათიკო ფარეულიძე, უსუფ გორნაკაშვილი და ზაქრო ანდალაშვილი, ხალაწნელი ბათაყა და ქილაი ცათიაშვილები და ბევრი სხვა პირადად იცნობდნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილს, რომელიც მე-11 წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობისა და მენშევიკური მთავრობის საზღვარგარეთ ემიგრაციის შემდეგ სათავეში ჩაუდგა სა ქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას.
მენშევიკურ გვარდიაში ქისტებიც აქტიურად იბრძოდნენ ბოლშევიკების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მე-11 არმიამ გაიმარჯვა, მენშევიკური მთავრობა საზღვარგარეთ გადაიხვეწა, თუმცა დემოკრატიული საქართველოს ღირსეული შვილები ბრძოლას არ წყვეტდნენ. მათ შორის გამოირჩეოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. მან შექმნა შეფიცულთა რაზმი, რომელიც 1922-1924 წლებში თავდადებით იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. მატანში გაზრდილმა ქაქუცამ მშვენივრად იცოდა პანკისის ხეობისა და იქ მცხოვრები ქისტი მოსახლეობის შესახებ. მათი ძმადნაფიცობის, ერთსულოვანი ბრძოლისა და თავდადების შედეგად ბევრი მწარე დღე გაუთენდათ ბოლშევიკებს.
თავის დოკუმენტურ ნარკვევში „ვეინახები და ქართველი მთიელები“ ხვთისო მამისიმედიშვილი შეფიცულთა რაზმის წევრ ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებებზე დაყრდნობით წერდა, რომ შეფიცულებმა თავდაპირველად ყველაზე საიმედო ადგილად პანკისის ხეობა აირჩიეს, სადაც მრავლად ჰყავდათ ნაცნობებიცა და მოკავშირეებიც.
ალექსანდრე სულხანიშვილი აღტაცებით წერდა პანკისის ხეობისა და იქ მოსახლე ქისტების ერთგულების შესახებ: „იშვიათად ლამაზია პანკისის ხეობა, იმ მიდამოებში ქისტების რამდენიმე სოფელია. ისინი დიდ დახმარებას გვიწევდნენ და ყველანაირად გვეხმარებოდნენ“.
შეფიცულთა რაზმისა და ქისტების მეგობრულ ურთიერთობას ალექსანდრე კარგარეთელი თავის მოგონებაში ასე გამოხატავდა: „იმ საღამოს რომ ავიშალენით, დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრები ადგილზე დარჩნენ, რადგანაც კოტე ანდრონიკაშვილი თავს ძალიან დაღლილად გრძნობდა, ბელადმა მათ ოთხი მებრძოლი დაუტია: ლ. ჯავახიშვილი, ბა ლალაშვილი და ქისტები, რომელნიც ქაქუცასგან იყვნენ წარმოგზავნილნი“... აქედანაც ნათლად ჩანს, რომ სხვა ერთგულ ადამიანებთან ერთად ქაქუცა ჩოლოყაშვილი ქისტებს გულწრფელად ენდობოდა.

დეში მარგოშვილი -
ქაქუცას ქისტი შეყვარებული
ქაქუცა ჩოლოყაშვილი სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში თავისი წინამორბედი ალექსანდრე ბატონიშვილის გზას დაადგა - ცდილობდა, რუსებთან ბრძოლაში ვაინახების სახით მოენახა მოკავშირე და ხევსურეთის ამბოხების (1922წ.) დროს დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა პირიქით ქისტებთან. ცხადია, ამ საქმეში გარკვეულწილად დადებითი ფაქტორი გახლდათ მისი პირადი კონტაქტები პირიქითელ ქისტებთან.
ხევსურები და ქისტები შეთანხმდნენ, ერთად ებრძოლათ საერთო მტრის წინააღმდეგ. აი, რას წერდა ალექსანდრე სულხანიშვილი ქისტების ერთგულების შესახებ: „ქისტებმა გადაწყვიტეს, რაც შეიძლება მალე გაეწიათ დახმარება ხევსურებისათვის, იქვე დანიშნეს ჯარეგოში ჯარის შეკრების დრო შატილში გასამგზავრებლად, საიდანაც პირიქით ხევსურეთისკენ გააგრძელებდნენ გზას.... ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რომ ქისტები ასეთი პატივით მოგვეპყრნენ“.
სწორედ ქისტების შემწეობით პანკისის ხეობა გახდა თავდაპირველი ბაზა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმისა (პანკისის ხეობა იწყება ქაქუცა ჩოლოყაშვილის მშობლიურ სოფელ მატნიდან). ათი-თორმეტი ქისტი გამუდმებით თან ახლდა ქაქუცას, სადაც არ უნდა დასხმოდა თავს ბოლშევიკებს: ქიზიყში, თიანეთში, დუშეთსა თუ ხევსურეთში.
ერთხელ მატანში „...ქაქუცას ადგილსამყოფელი გაიგეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მილიციის დიდმა ძალებმა ალყა შემოარტყეს მღვდლის ოჯახს. ამ დროს პანკისიდან ჩამოსული რამდენიმე შეირაღებული ქაქუცას რაზმელი ქისტი ცხენოსანი ალექსი ფეიქრიშვილის ოჯახში იმყოფებოდა. როცა მილიციელთა განზრახვა გაიგეს მატნელებმა, ქისტებმა და ფშავლებმა მოილაპარაკეს, იერიშით გაერღვიათ ალყა და სამშვიდობოს გაეყვანათ ქაქუცა. მოლაპარაკება და საქმის გაკეთება ერთი იყო. მათ ალყა გაარღვიეს და მთავრობის ხელიდან დახსნილი ქაქუცა პანკისამდე მიაცილეს“, - წერს მუხმად ალდამოვი.

ქაქუცას ქისტი შეფიცულები
1923 წელს ხევსურეთის აჯანყების დროს ქაქუცას გაჰყვნენ პანკისელი ქისტები ომალოდან, ჯოყოლოდან და დუისიდან, რომლებიც მასთან ერთად ებრძოდნენ წითელ არმიას. აჯანყების დამარცხების შემდეგ ქაქუცა გადადის ჩეჩნეთში. შემდეგ კი მისი ემისრები შუამავლობდნენ ქაქუცასა და ჩეჩენ წინამძღოლ ბელადებს შორის ერთობლივი კოორდინირებული ბრძოლისათვის საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.
ბათაყა ცათიაშვილი, იმ დროისათვის საკმაოდ განათლებული (გადმოცემით, ქაქუცასთან ერთად ჰქონდა გიმნაზია დამთავრებული) პიროვნება, ქაქუცას თანამებრძოლი, ხშირად მოგზაურობდა ჩეჩნეთში ქაქუცას დავალებით. სწორედ ასეთი მისიით ჩასული მთიან ჩეჩნეთში ითუმ-ხალში ავად გახდა და გარდაიცვალა. დასაფლავებულია ჩეჩნეთში.
1924 წლის 3 აგვისტოს ანტიბოლშევიკური აჯანყება დამარცხდა. ქაქუცას შეფიცულთა რაზმის ქისტი წევრები ნატახტართან იბრძოდნენ. აჯანყების დამარცხების შემდეგ თიანეთის გავლით დაბრუნდნენ პანკისში. ქაქუცა იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო და უცხოეთში გადახვეწილიყო. მას ბევრი თანამებრძოლი გაყვა ემიგრაციაში, ის ქისტებს სთხოვდა თან გაჰყოლოდნენ, მაგრამ მხოლოდ დუისელი წოვინარგ გაურგაშვილი და ერთიც ბირკიანელი გათუშებული ქისტი დათანხმდა ამ თხოვნას და გაჰყვა მას. როგორც ფშაველმა პოეტმა მიხა ხელაშვილმა ირჩია სამშობლოში აბრაგული ცხოვრება, ასე ქისტებიც (ჰასეი აჭიშვილი, აბდულ დუიშვილი, ჰაასა ალხანაშვილი, ბააცა ღანიშაშვილი, ლევან, ღანიშ და დათიკო ფარეულიძეები, ქოსა იმედაშვილი, უსუფ გორნაკაშვილი, ექა და ზაქრო ანდალაშვილები, ბათირა და მიხაკო მუთოშვილები, მიტო წინწალაშვილი და სხვ.) დარჩნენ სამშობლოში, მაგრამ ბრძოლა როდი შეუწყვეტიათ.
![]()
დათიკო ფარეულიძე
ქისტი აბრაგები პატარა ჯგუფებად გაიყვნენ. უფრო მეტ დროს სოფლებში ატარებდნენ, მილიციელების გამოჩენისთანავე კი ტყეში იხიზნებოდნენ. ერთხელ ზაქრო ანდალაშვილი, დათიკო და ლევან ფარეულიძეები უიარაღოდ გადაეყარნენ მილიციის რაზმს და შეიპყრეს. ჯერ ახმეტაში ჩაიყვანეს, შემდეგ ორი მილიციელის თანხლებით თიანეთის გზას გაუყენეს. ახმეტის თავში, ჩაჩხრიალასთან, „ქისტის წყაროსთან“ (ქისტ ბეშქას გამოყვანილი) დათიკომ წყლის დალევის უფლება სთხოვა მცველებს, როგორც ამხანაგებთან იყო მოლაპარაკებული, მილიციელებს უთხრა, ხელები გამიხსენით, ხომ უნდა დავიხარო წყლის დასალევადო. მილიციელები შეცდნენ: ხელებგახსნილი დათიკო ეძგერა მილიციელებს, ამხანაგებიც მიეხმარნენ, მცველები განაიარაღეს და ხეზე მიაბეს, თავად კი პანკისს მიაშურეს.
ცხადია, ჩეკისტები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ აბრაგების გასანადგურებლად. ზაქროს რამდენიმეჯერ შემოარტყეს ალყა, მაგრამ ყოველთვის უვნებლად უსხლტებოდა მტერს ხელიდან. ჰაასას მდ. ალაზნის ხიდთან მოუწყვეს ჩასაფრება, მაგრამ სროლით გააღწია თავი. მეორედ კი ბააცა ღანიშაშვილთან ერთად სოფ. დუმასტურის შესასვლელთან ჩასაფრებულ მილიციონერებს ვეღარ გადაურჩა. ორი აბრაგი ზურგი ზურგს მიბჯენილი იბრძოდნენ, მოსაფარებელი ადგილი არ ჰქონდათ, სანამ ტყვიები არ გაუთავდათ, ბრძოლა არ შეუწყვეტიათ! დაჭრილი აბრაგები შებორკეს და ჩაიყვანეს თელავში, შემდეგ იქ, გიგოს გორაზე დახვრიტეს.
ლევან ფარეულიძეს, ღამე მძინარეს, თავს დაადგნენ და შეიპყრეს, თელავში ჩაიყვანეს და ისიც დასახვრეტად გიგოს გორაზე გაიყვანეს. განაჩენი სისრულეში ორ მილიციონერს უნდა მოეყვანა. თეთრი პერანგის ამარა ორმოს პირას დააყენეს აბრაგი. ლევანმა სროლას წამით დაასწრო, გვერდზე გადახტა და გაიქცა. მილიციონერებმა სროლა ატეხეს, მაგრამ ლევანმა შამბნარში შეასწრო და ტალახიან ღრმულში ჩახტა, პირაღმა ამოტრიალდა, პირში ჩალის ღერო დაიჭირა და მთლიანად ჭაობში ჩაყვინთა.
მილიციონერებმა ეძებეს, მაგრამ ვერ მიაგნეს აბრაგს, იფიქრეს, მაინც სადმე ჩაძაღლდება დაჭრილიო და წავიდნენ. ლევანი ამოვიდა ჭაობიდან და ღამე იარა სოფ. ვარდისუბნამდე. სოფლის შესასვლელთან ორი ხარ-კამეჩის ურემი იდგა ღვინიანი კასრებით დატვირთული. მგზავრ მეურმეებს იქვე ცეცხლი დაენთოთ და ვახშმობდნენ. თეთრპერანგიანი და ტლაპში მთლიანად ამოვლებული ლევანი მიესალმა მეურმეებს და სთხოვა, რომ თოკით შეკრული ხელები გაეხსნათ მისთვის. მაგრამ მათ უარი უთხრეს - შენ ვიღაც ყაჩაღი ჩანხარ და შენი გულისთვის ჩვენ გაგვაციმბირებენო.
თხოვნამ არ გაჭრა. ლევანმა შებოჭილი ხელები მიუფიცხა ცეცხლს: თოკი დაიწვა და რა თქმა უნდა ხელებიც, მაგრამ ის უკვე თავისუფალი იყო!. მეურმეების სუფრიდან ნახევარი თონის პური აიღო ერთ ბოთლ არაყთან ერთად, მასპინძლებს უსაყვედურა - ვერ ყოფილხართ ვაჟკაცებიო და იქაურობას გაეცალა. იმავე ღამეს სოფ. ალავერდში მეგობრის ოჯახს მიადგა. ძმობილი გაოცებული უყურებდა „მოჩვენებას“, რომელიც მთლიანად ლაფში იყო მოსვრილი, მხოლოდ ნესტოები, თვალები და პირი უჩანდა თეთრად.
მეგობრის ოჯახში დაბანეს, ჩააცვეს, დამწვარი მაჯები შეუხვიეს, ავახშმეს და დააძინეს. მეორე ღამეს ფიჩხოვანის ღელეს აუყვა და ომალოში ავიდა, საკუთარ ოჯახში მივიდა, მაგრამ დიდხანს არ დარჩენილა. როცა გაიგო, რომ ზაქრო ბაწარაში იმყოფებოდა, სასწრაფოდ ავიდა ბაწარაში და მის ჯგუფს შეუერთდა. ბიძაშვილის დაჭერა ძალიან განიცადა ღანიშამ, სოფელში (ომალოში) ჩავიდა და ცდილობდა დაედგინა ლევანის გზა-კვალი, მაგრამ თავად ჩავარდა საფრთხეში: მილიციელთა ალყაში მოქცეულმა მსწრაფლ იარაღი იძრო. მილიციონერებმა იცოდნენ, რომ ცოცხალი თავით ტყვედ არ ჩავარდებოდა და პირდაპირ მოსაკლავად დაუშინეს ტყვია. დაჭრილი აბრაგი წაიქცა, მაგრამ „ნაგანიდან“ მაინც ესროდა მტრებს, შურისუძიებლად არ წავიდა ამ ქვეყნიდან მამაცი ღანიშა; ერთი მილიციელი მოკლა და ერთიც დაჭრა. დათიკო ფარეულიძე ღალატის მსხვერპლი გახდა. ერთ-ერთ სოფელში ქეიფის დროს დაადგნენ თავზე და დააპატიმრეს. დაპატიმრების შემდეგ მისი კვალი დაიკარგა, ვერავინ ვერ გაიგო, სად გააქრეს ჩეკისტებმა.

ზაქრო ანდალაშვილი
ბოლოს მთავრობამ „შეიწყალა“ აბრაგები, შერიგებული ზაქრო უცნაურ ვითარებაში მოკლეს თელავის მახლობლად, რუისპირის რიყეში. მილიციონერებს უთქვამთ, ფაეტონში იჯდა, თოფზე თავდაყრდნობილს ეძინა, ფაეტონის ჯაყჯაყში თოფი გაუვარდა და ტყვიამ თავი გაუხვრიტაო. სხვა ვერსიით, ზაქროს მიერ მოკლული მილიციონერის ქალიშვილმა ესროლა. მაგრამ ყველაზე სავარაუდოა, რომ თავად ჩეკის ტებმა მოკლეს.

ექა ანდალაშვილი
ექა ანდალაშვილი არ ენდო მთავრობის დაპირებას და ტყეში ცხოვრება ირჩია, თუმცა უფრო პანკისის სოფლებში შეიარაღებული დაჯირითობდა და აინუნშიც არ აგდებდა მილიციელებისა და ე.წ. „პარტიზანების“ დევნას. მაგრამ აბრაგს დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია, ტყვია ურმით დასდევს და ბოლოს მაინც ეწევა, სამწუხაროდ ექასაც დაეწია.
„ექამ, რომ დაინახა ალყაში იყო, სროლას სროლითვე უპასუხა, ელვისუსწრაფესად გადახტა სახლის აივნიდან და ალაზნისკენ გაიქცა. თითქმის ყველა ერთდროულად ესროდა, ტყვია კი არ ხვდებოდა. ექამ რიყე გადაკვეთა, ალაზანზე გადებული საცალფეხო ხიდი გადაირბინა და ალაზნის ნაპირს აუყვა, უნდოდა, მუწუსხევის წყალში გასულიყო და ტყეს შეფარებოდა. უკვე მიაღწია მუწუსხევის წყალს. და, აი, მდინარის მეორე მხარეს უნდა გასულიყო, რომ ტყვია დაეწია და მუწუსხევის წყალი წითლად შეიღება ექას სისხლით“, - წერს მ. ალდამოვი.
ლეილა მარგოშვილის მონათხრობით, ქართველ თავადს ქაქუცა ჩოლოყაშვილს არ უთაკილია პანკისის ხეობის ქისტებთან მეგობრობა. მან ქისტებთან უაღრესად კეთილი სული დაიგულა, კაცთმოყვარეობისა და მხარში ამოდგომის დიდი უნარი. ამ თვისებებმა განაპირობა ქაქუცასა და მისი და-ძმების მეგობრობა დუისში მცხოვრები ძმების ბაისარ და ჯანო ბაღაკაშვილების ოჯახებთან. იგი ფიც-ვერცხლით შეფიცული იყო ბაისართან. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა უცხოეთში გამგზავრება რომ გადაწყვიტა, სწორედ ბაისარმა გაუწია დახმარება - მან დააკავშირა იგი ჩეჩნებს და თავისივე ოჯახიდან გააცილა ჩეჩნეთში. ბაისარს მისთვის მეგზურებად ომალოელი ძმები ალხანაშვილებიც გაუყოლებია. მათ ქაქუცა და მისი ორი მეგობარი თუშეთის მთების გავლით გადაუყვანიათ ჩეჩნეთში და სოფელ ათაღის მკვიდრის, შუაიფ მოლას ოჯახში დაუმალავთ. იქ რამდენიმე თვე დაჰყო თურმე ქაქუცამ, მაგრამ ამ ამბავს ბოლშევიკების აგენტურამდე მიუღწევია და იგი იძულებული გამხდარა ჩეჩნეთი დაეტოვებინა. შუაიფ მოლა კი ქაქუცა ჩოლოყაშვილის მასპინძლობისთვის დაუჭერიათ და დაუხვრეტიათ...
ბელა შავხელიშვილის მოგონებებიდან:
„ქართველი თავადებიც ძალიან აფასებდნენ ქისტების ვაჟკაცობას, პრინციპულობას, ერთგულებას, გახსნილობას და უკომპრომისობას. მაგალითად, ჩემი ბებია ძააძეი ბაღაკაშვილი (დედაჩემის დედა) ჰყვებოდა ხოლმე, თუ რა ხშირად სტუმრობდა მის ოჯახს თავადი ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილი. მას ძალიან დიდი მეგობრობა აკავშირებდა მამამისთან, ბაისარ ბაღაკაშვილთან. ბაისარ ბაღაკაშვილი ხეობაში ერთ-ერთ შეძლებულ, გავლენიან და, იმავდროულად, ურთიერთობაში სანდო და ერთგულ პიროვნებად იყო ცნობილი. მას შეეძლო ღირსეულად მიეღო ნებისმიერი რანგის სტუმარი, დახმარება გაეწია ნებისმიერ საკითხში და ყველა მასზე დაკისრებული საქ მე ღირსეულად დაეგვირგვინებინა. ასეთებზე ქისტები ამ ბობებდნენ, „უეზდ საგ ვა“ (ღირსეული კაცია). მათი მეგობრობა გაგრძელდა მანამ, სანამ ქაქუცამ არ დატოვა საქართველო“.
საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ჩოლოყაშვილები, რომლებიც 500 წლის განმავლობაში განაგებდნენ ახმეტისა და თიანეთის რეგიონებს, ხშირად სტუმრობდნენ პანკისს, რამდენადაც ყველა საკანონმდებლო თუ სხვა საქმე მათი ხელდასხმით გვარდებოდა. თავადების ასეთი დამოკიდებულება ერთგვარი მაგალითი იყო მეზობელი მოსახლეობისთვის და ხელს უწყობდა მათ ურთიერთდაახლოებასა და მეგობრობას. მათ მოსწონდათ ქისტების კეთილი ზნე, მხიარული ბუნება და არ ტოვებდნენ შემთხვევას, რომ მიეღოთ მონაწილეობა ქისტების ქორწილებსა თუ სამგლოვიარო ცერემონიაში და ამით გამოხატავდნენ მათდამი კეთილგანწყობასა და პატივისცემას. ალბათ, ამან განაპირობა, რომ დღესაც ქისტები დიდი პატივისცემით ახსენებენ ქაიხოსროს სახელს და არ იღლებიან მასზე ოდესღაც გაგონილი ამბების მოყოლით.
ბაისარასა და ქაქუცას ოჯახური შეხვედრები იმართებოდა როგორც პანკისში, ისე მატანში - ჩოლოყაშვილების სასახლეში და ეს შეხვედრები ისე ხშირი ყოფილა, რომ ბებიაჩემმა ძააძეიმ ქართულიც ისწავლა და მეგობრობდა ქაიხოსროს დებთან. ჩემს ოჯახში დღემდე ინახება საშაქრე და ე.წ. სამოვარი, რომელიც ბააის (ქისტ. ბებია) ჩოლოყაშვილებმა აჩუქეს სამზითვოდ.
ვისერგი გორნაკაშვილის მოგონებებიდან (ქაქუცას ქისტი მოკავშირის უსუბ გორნაკაშვილის ძმის შვილი):
„ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავისი რაზმით ასულა ომალოში და ტყეში დაბანაკებულა. მათ კვებას და ჩაცმა-დახურვას ორგანიზებას უწევდა დათიკო ფარეულიძე, ერთ-ერთი გამორჩეული ვაჟკაცი ქისტებში. როგორც ლაზარე იხსენებდა, ქაქუცას აზიაცკები ეცვა და სიარული უჭირდა, მას შეუთავაზებია ქაქუცასთვის ქალამნებს მოგიწნავო, ქაქუცას უპასუხია, ერთი ბრმა ტყვია რომ მომხვდეს და გამაგორონ, ჩემს გვამს ქალამნებიანს ვერ ვათრევინებო, სახელს ვერ შევარცხვენინებო“.

მიტო წინწალაშვილი
დათიკოს ჰყავდა ალალი დედის ძმიშვილები აბდულა და მაზი ჩოფანიშვილები, რომლებსაც საგზალი აჰქონდათ ქაქუცას რაზმისთვის ტყეში.
ამ პერიოდში პანკისის ხეობაში, სოფელ ომალოში ამოსულა თვით ბერია, რომელიც იმ ჟამად „ყაჩაღების“ წინააღმდეგ მებრძოლი შტაბის უფროსი ყოფილა და დათიკო ფარეულიძესთან პირისპირ შეხვედრა მოითხოვა. შეხვედრა შედგა ხარება ფარეულიძის სახლში. დათიკო კბილებამდე შეიარაღებული მოსულა, ბერიას უთხოვია, ქაქუცა ცოცხალი უნდა ჩაგვიგდო ხელშიო, ამაზე დათიკოს გულიანად გაუცინია და უთქვამს, ამისთვის თუ მოსულხართ, ტყუილად გარჯილხართო, მთელი ხეობაც რომ ამოწყვიტოთ, ღალატი არ იქნებაო. ბერია მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა საუბრის გაგრძელებას. როგორც ამ ბობენ, უკან გაბრუნებისას ქისტების ვაჟკაცობით აღფრთოვ ნებულ ბერიას ოქროს საათი უსახსოვრებია დათიკოსთვის, თუმცა დათიკოს საჩუქარზე უარი უთქვამს.

ქაქუცას ქისტ შეფიცულთა
რაზმის წევრები
ნათელა ცათიაშვილის მოგონებებიდან:
„ჩემს ბავშვობაში ბებიაჩემისაგან გამიგონია, რომ მათ ოჯახთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა „ერთ ლამაზ, ჭკვიან, მოხდენილ, კულტურულ და განათლებულ ქართველ თავადს“, წარმოშობით მატნელს - ქაიხოსრო-ქაქუცა ჩოლოყაშვილს, რომელიც იმ დროს უკვე აღარ იმყოფებოდა საქართველოში. ბებიას საგულდაგულოდ ჰქონდა შენახული ხის ორნამენტიანი ჭურჭელი, რომელიც მისთვის ქაქუცას ოჯახს უსახსოვრებია. სულ მაინტერესებდა, რატომ არ ხმარობდა ბებია ამ ჭურჭელს და ერთხელ ვკითხე, ასე განსაკუთრებით რატომ უფრთხილდები-მეთქი? ბებიამ მიამბო, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილს ფიც-ვერცხლით და-ძმობა ჰქონია შეფიცული ხაზო ბაღაკაშვილთან. ქაქუცა და მისი და-ძმები ბეისარა და ჯანო ბაღაკაშვილების ხშირი სტუმრები ყოფილან. ქაქუცას ულამაზესი ქისტის ქალი დეში მარგოშვილი შეჰყვარებია, მაგრამ სხვადასხვა აღმსარებლობის გამო ქალის მშობლები მათ ქორწინებას არ დასთანხმებიან.
შემდეგ უკვე, როცა ქაქუცამ სხვა ქალთან ერთად გადაწყვიტა ოჯახის შექმნა, მომავალი მეუღლის სანახავად ფაეტონით თან წაუყვანია თავისი დადნაფიცი ხაზო და მისი ბიძაშვილი ძააძი ბაღაკაშვილი - ბებიაჩემი. სხვა ახლობელ ქისტებთან ერთად ქაქუცას ისინი ნიშნობასა და ქორწილშიც გვერდით ჰყოლია. ბებიაჩემის თქმით, ქაქუცა თავისი ცოლ-შვილით თითქმის ყოველ შაბათ-კვირას სტუმრობდა მათ ოჯახს, მოჰქონდათ საჩუქრები და ისინიც, თავის მხრივ, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ხვდებოდნენ, ისე როგორც ოჯახის წევრს. კლავდნენ საკლავს, იმართებოდა ლხინი, ცეკვა-თამაში... და, როგორც გითხარით, ქაქუცას მიერ საჩუქრად მიტანილი ნივთები ბაღაკაშვილის შთამომავლებისათვის დღესაც ოჯახის ძვირფას რელიქვიად ითვლება. სხვათა შორის, როდესაც ქაქუცამ საქართველო დატოვა, მან თავისი კუთვნილი მამულები, რომელიც ალაზნის პირას, დუისის გაღმა ჰქონდა, ქისტებს დაუტოვა, მათ შორის, ბაღაკაშვილების ოჯახსაც. ქაქუცას სამშობლოდან გაცილებაც სწორედ პანკისის ხეობაში, ბაღაკაშვილების ოჯახიდან მოხდა“ (ჟურნალი „საქართველოს ქალი“, თბ. 2006 წ.)
გთავაზობთ საფრანგეთში გადახვეწილი ელიზბარ მაყაშვილის, ქაქუცას თანამებრძოლის ლექსს, სადაც ავტორი უდიდესი სიყვარულით იხსენებს პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტებს:

ქაქუცას შეფიცულები:
უსუფ გორნაკაშვილი, როსტომ ფარეულიძე
შორის ქვეყნიდან
პანკისის ხეობის მოსახლეობას
„მიყვარდა კოხტა პანკისი,
ლამაზ ბუნებით შემკული,
მიყვარდა მათი მცხოვრებნი:
ქისტი, ფშაველი, გინდ თუშნი.
ქისტების ლაღი ცხოვრება
და პურ-მარილი განთქმული,
მათ ვაჟკაცობა, მხნეობა,
პირში თქმა, ძმებად ერთგული.
უშიშარ იყვნენ და ბევრმა
სამშობლოს თავი შესწირა,
თვალწინ მიდგანან ეხლაც კი
იდა, მიხაკო, ბათირა.
ჯოყოლოს ჭალის შიშანი,
ალაზნის ტკბილი დენანი,
ომალოს ვაჟი გმირებიქოსა,
ღანიში, ლევანი,
მიტო, ზაქრო და დათიკო
და ბევრნი სხვანი და სხვანი,
მეც მათთან ვიყავ ძმურადა,
მიყვარდნენ, როგორც ძმანია.
მიწა მიჩანდა ქალამნად,
მაღლა ზეცა კი ქუდათა,
ვსუნთქავდი წმინდა ჰაერით,
თავს ვგრძნობდი თავისუფლათა.
ცხოვრებამ სხვა მხრივ ინება -
უცხოეთს გადმოვიხვეწე,
დავბერდი, ვერ შევითვისე,
უცხო ბუნება, უცხო ზნე.
ალბათ დღეს აღარ არიან
ჩემ მეგობარნი ძველნია,
მაგრამ თქვენ დარჩით ქისტებად,
ვით მამა-პაპა თქვენია.
არ დაივიწყოთ ამაგი
მხნეობა მამა-პაპური,
რადგანაც თქვენში ტრიალებს
ქისტური სული და გული
ხანდახან სიზმრად მეჩვენის,
კოხტა პანკისის ხეობა
მასში მცხოვრები ქისტები,
მათი შნო, მათი მხნეობა.
შორით მოგიძღვნით თქვენ სალამს,
თქვენთან შეზრდილი შვილია,
ღმერთსა ვთხოვ, ბევრი გეზარდოთ
კვლავ სასახელო გმირნია.
მშვიდობით, დუის სოფელო,
ომალო, ჩემო ჯოყოლო
და თქვენსა გამარჯვებასა
ბოლო არ ჰქონდეს არა დროს!
ამას გწერთ შორის ქვეყნიდან
ალაზნის ველის შვილია.
ხანდახან მოიგონიეთ,
ელიზბარ მაყაშვილია.
1982 წელი, 14 თებერვალი, საფრანგეთი

ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის ქისტი წევრების სია:
1. ბათაყა ცათიაშვილი
2. დათიკო ფარეულიძე
3. ბეისარ ბაღაკაშვილი
4. აბდულა დუიშვილი
5. ექა ანდალაშვილი
6. ზაქრო ანდალაშვილი
7. ჰაასეი აჭიშვილი
8. ქოსა იმედაშვილი
9. იდა ბორჩაშვილი
10. მიხაკო მუთოშვილი
11. ბათირა მუთოშვილი
12. ჰაასა ალხანაშვილი
13. სიკო ქავთარაშვილი
14. წოვენარგ გაურგაშვილი
15. მიტო წინწალაშვილი
16. ქილაი ცათიაშვილი
17. უსუბ გორნაკაშვილი
18. ბააცეი ღანიშაშვილი
19. ჯანო ბაღაკაშვილი
20. ლევან ფარეულიძე
21. ღანიშ ფარეულიძე
22. აბდულა ჩოფანაშვილი
23. მაზი ჩოფანაშვილი
24. ჩონქარა დუიშვილი
25. ხაძა ტოხოსაშვილი
26. ფილიპე ბორჩაშვილი
27. თიჩიი ბორჩაშვილი
28. არსენა ანდალაშვილი
29. ლაზარე ქავთარაშვილი
30. ლიეგეი ბორჩაშვილი
31. შიო ბორჩაშვილი
32. მოსე ანდალაშვილი
33. აბესალია გაურგაშვილი

სიკო ქავთარაშვილი
![]() |
4.9 ქისტების ადათობრივი სამართალი |
▲ზევით დაბრუნება |
ქისტების წინაპრების ის ადათ-წესები, როგორებიცაა: გვაროვნული ურთიერთობა, მოსისხლეობა, ფიცი, ძმადგაფიცვა, სტუმარ-მასპინძლობა, ზნეობრივი კოდექსი და სხვა, არსებითი ცვლილებების გარეშე შეინარჩუნეს პანკისში ჩამოსახლებულმა ქისტებმა და დღესაც იცავენ. ცნობილია, რომ ბარად ჩამოსახლებული მთიელები, რომლებიც ახლოს ეცნობიან მათზე მეტად კულტურულ და ცივილიზებულ ბარელებს, ივიწყებენ ან შეგნებულად უარყოფენ ახალ გარემოში პრობლემების შემცველ ჩვეულებებსა და ხდებიან იმ საზოგადოების ორგანული ნაწილი, რომელიც ცხოვრობს სახელმწიფო კანონებით. მაგრამ ეს კანონზომიერი პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობდა ქისტურ საზოგადოებაში, ცხოვრების ბევრ ასპექტს საერთოდ არც შეხებია ცვლილება და ძველი წესებითა და ადათებით განაგრძობს ცხოვრებას.
მედიატორული სასამართლო, რომელსაც ქისტები „ჴეალს“ ეძახიან, ყველაზე სიცოცხლისუნარიანი გამოდგა ქისტურ ადათ-წესებში. ყველა სადავო საკითხი, დაწყებული წვრილმანი ქურდობიდან და დამთავრებული მძიმე დანაშაულობებით, იხილება ადგილობრივ სასამართლოზე.
მოსამართლის რანგში გამოდიან ქისტური სასამართლო კოდექსის მცოდნე, სოფელში ავტორიტეტული, პატიოსანი ადამიანები, უმთავრესად უხუცესები. თანამედროვე პირობებში, როცა საქმე ფინანსებსა და ეკონომიკურ ოპერაციებს ეხება, ახალგაზრდებსაც იწვევენ, ვისაც კარგად ესმით და ერკვევიან ასეთ საქმეებში. „ორი კაცის“, ორი მოსამართლის („ჴელხოი“) გადაწყვეტილებას ყველა ემორჩილება. თითოეული მოდავე თავისი მოსამართლის თანხლებით მოდის, აქ გადახრას და მოსყიდვას ადგილი არ აქვს, შესაძლებელია, კომპრომისზე წავიდნენ დავის აღკვეთის, ან მოდავეთა შერიგების მიზნით.
მოსამართლეებმა იციან, ასე ვთქვათ, ქისტური სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის კოდექსები, დაკითხავენ დავის (დოუ) მხარეებს, მოწმეებს და გამოაქვთ განაჩენი. იშვიათია, რომ მოწინააღმდეგეები განაჩენს არ დაეთანხმნენ და თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, საქმეს მეორედ განიხილავენ.
მისასალმებელია ისეთი ეთნოადათების შენარჩუნება, რომლებიც საზოგადოების ზნეობრივ სიწმინდეს იცავს და მის წინსვლას უწყობს ხელს, ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესებასა და სრულყოფას ემსახურება, მაგრამ ყოვლად გაუმართლებელია ისეთი მავნე ხასიათის გადმონაშთების შენარჩუნება, რომელიც ვნებს საზოგადოების სიჯანსაღეს, ქმნის კონფლიქტებს, როგორც შიგნით, ისე მეზობელ ხალხებთან ურთიერთობაში, ამუხრუჭებს პიროვნების განვითარებასა და თავისუფლებას.
ქისტებმა, მათდა სასიქადულოდ, ქართველებთან ურთიერთობის შედეგად, საქართველოში სწავლა-განათლების მიღების, ქართულ საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობისა და ამ საზოგადოების წარმომადგენელთა მხარდაჭერისა და მეგობრობის დახმარების წყალობით შეძლეს ბევრი მავნე ტრადიციის უკუგდება, დადებითი დასკვნების გაკეთების შედეგად თავიანთი წეს-ჩვეულებების შეხამება ადგილობრივ, მათთვის მისაღებ ახალ წესებთან, ახალი ღირებულებების შეცნობა, წინაპართა ეროვნულ ტრადიციებთან შეხება და სრულიად ახალი ტიპის ეთნოსის ჩამოყალიბება პანკისელი ქისტების სახით. ეს პროცესი მიმდინარეობს ორი საუკუნის განმავლობაში და დღესაც გრძელდება.
![]() |
4.9.1 რეფორმები ქისტურ სამართალში (1965 და 1990 წლების ყრილობები) |
▲ზევით დაბრუნება |
1965 წლის 5 თებერვალს გაიმართა პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტების ყრილობა, სადაც განიხილეს ქისტებში მოქმედ ადათ-წესებში ცვლილებების შეტანის საკითხი და მიიღეს შესაბამისი დადგენილება:
„ჩვენ, პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტების სახალხო კრების რწმუნებით, ქვემოთ და სახელებულმა პირებმა, იგივე სახალხო კრების დავალებით შევიმუშავეთ ჩვენს ქისტ მოსახლეობაში ისტორიულად მოქმედ ადათ-წესებში შემდეგი ცვლილებების შეტანა:
1. მკვლელობა: ე.ი. სისხლის აღებაში მოქმედ წესებში შეტანილი იქნება შემდეგი ცვლილება: თუ კაცმა ჩაიდინა დანაშაული, ე.ი. მკვლელობა, ჭირისუფლისათვის დამნაშავედ, ე.ი. სისხლის აღების პირად ჩაითვალოს მხოლოდ და მხოლოდ მკვლელი. მკვლელის ოჯახმა დაზარალებულის პატრონს უნდა გადაუხადოს შემდეგი:
სამარხი 4 (ოთხი) სული ცხვარი, 2 (ორი) სული ძროხა და 5 (ხუთი) კოდი ხორბალი. დანარჩენი ყოველგვარი გადასახადი გაუქმებულად ჩაითვალოს როგორც დამნაშავის ნათესავების, ასევე მისი ოჯახისთვის;
2. ქურდობა: ქურდობის შემთხვევაში თუ დაზარალებულმა ქურდს მიაყენა (წინასწარ ქურდობაზე) ფიზიკური დაზიანება, დაჭრა, ან მოკლა, ან გადასცა საკანონმდებლო ორგანოებს, რის შემდეგაც იგი პატიმრობაში ყოფნისას მოკვდა ან დაიკარგა, ამ შემთხვევაში დაზარალებული ყოველგვარი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდეს და არავითარ პასუხს არ აგებს;
3. ქორწინება: მშობლებისა და ქალის შეთანხმების გარეშე ყოველგვარი დანიშვნა, ბელგის აღება ჩაითვალოს არაკანონიერად ანუ არასავალდებულოდ;
4. ქალის მოტაცება: ქალის მოტაცების ან ძალადობის შემთხვევაში როგორც ქალი, ისე ქალის მშობლები (პატრონი) უფლებამოსილი არიან მიმართონ კანონს და კანონის მიერ დამნაშავეზე მიღებულ ყოველგვარ ზომებზე, როგორც ქალს, ისე ქალის პატრონებს მოეხსნათ ყოველგვარი ადათ-წესებით გათვალისწინებული სავალდებულო პასუხისმგებლობა;
5. საპატარძლოს დანიშვნის შემთხვევაში დასანიშნად შემოღებული იქნეს 1 (ერთი) სული საკლავი, 1 (ერთი) ჩაფი სასმელი და 20 მანეთი ფული. ურბეთის გადახდა ქალწულზე 200 (ორასი) მანეთი, ქვრივზე - 100 (ასი) მანეთი;
6. კანონად იქნეს მიღებული, პატარძლის სანახავად წავიდნენ მხოლოდ ოჯახის ახლო წევრები, დანარჩენი ნათესავებისათვის, როგორც წესი, აიკრძალოს პატარძლის სანახავად წასვლა;
7. სასიძოს სანახავად წასვლა, როგორც წესი, აიკრძალოს მთლიანად;
8. სიძის ცოლეურებში მისვლა მოხდეს შემდეგი წესით: სიძემ ცოლეურებში უნდა მიიყვანოს 1 (ერთი) სული საკლავი, ამასთან, საჭირო სასმელი, 3 (სამი) საკაბე მატერია;
9. პატარძლის მშობლებისათვის სიძის მიერ მისატანი ქორწილის ხარჯები - 2 (ორი) სული საკლავი და 2 (ორი) ჩაფი სასმელი ჩაითვალოს არასავალდებულოდ და გაუქმდეს.
10. ქორწილში ყოველგვარი შაბაში (ფულადი და ნივთიერი გადალოცვა) მთლიანად მოსპობილ იქნეს;
11. მიცვალებულის შემთხვევაში მატერიების მიტანა აიკრძალოს. დახმარება მსურველის მიერ გაწეული იქნეს მხოლოდ და მხოლოდ ფულად (1 მანეთიდან 5 მანეთის ფარგლებში). თუ დაზარალებული მიიღებს სხვა დახმარებას, მაშინ მისი მიცვალებული მაჰმადიანური წესით არ დაიკრძალოს;
12. მიცვალებულის ორმოცში ყოველგვარი საჭმლის მიტანა აკრძალული იქნეს ყველა ოჯახისათვის, გარდა დებისა და ძმების ოჯახებისა. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მიცვალებული მაჰმადიანური წესით არ დაიკრძალოს;
13. მიცვალებულის წლის ხარჯში ყოველგვარი აღებ-მიცემობა მატერიებისა და სხვა, აკრძალულ იქნეს. მიცვალებულის პატრონმა წლის ხარჯი გადაიხადოს თავისი ოჯახიდან.
შენიშვნა: ყოველგვარი დაუშვებელი დანაშაულის გამო (როგორიცაა მკვლელობა, ქურდობა, ქალის გადაცემა ძალადობით და სხვა) პასუხისგებაში მიცემული პირისათვის ჩატარებული საშეღავათო თათბირი (შინაური მორიგება) და მიცემული ჩვენების შეცვლა ყველა ჩვენი ქისტი ერის პიროვნებისათვის სასტიკად აიკრძალოს.

ქისტური ადათის დაუწერელი კანონი
ზემოთ აღნიშნული ხალხის დადგენილების დამრღვევს შეუწყდეს თანამემამულეებისაგან ყოველგვარი საჭირო დახმარება როგორც ჭირში, ასევე ლხინში. მისი ჭირისა და ლხინის გამზიარებელი ჩაითვალოს ქისტი ერისა და რჯულის მოღალატედ და არც მისი მიცვალებული დაიმარხოს მაჰმადიანური წესით. ყველა ქვემოთ დასახელებული პირები ვალდებული და უფლებამოსილი არიან, მიაქციონ სათანადო ყურადღება ამ დადგენილების ცხოვრებაში სწორად გატარებაზე, როგორც თავიანთ სოფლის მოსახლეობაში, ასევე მეზობელ ქისტ მოსახლეობაშიც.
აღნიშნული დადგენილება ძალაში შედის 1965 წლის 6 თებერვლიდან. აღნიშნული დადგენილება ხალხის ნდობითა და დავალებით ჩვენ მიერ არის შემოღებული და ხელს ვაწერთ:
სოფელ დუისიდან: 1. გაურგაშვილი ლაბაზა; 2. ხანგოშვილი მახამღაზი; 3. გაურგაშვილი მახმად; 4. ბაღაკაშვილი მუსა; 5. მარგოშვილი ჰასეი; 6. ქავთარაშვილი ყადირა; 7. ქავთარაშვილი ლაბაზ ალეგის ძე; 8. მარგოშვილი თავსოლთა; 9. მარგოშვილი დავითი; 10. მარგოშვილი მახმადა თათარას ძე; 11. ბაღაკაშვილი იბრაიმ; 12. დუიშვილი ბოოფი; 13. ალდამოვი აბდულა; 14. ხანგოშვილი მურცალი; 15. ხანგოშვილი აბდულა; 16. მაჩალიკაშვილი ექა; 17. მაჩალიკაშვილი არჩილა; 18. გუმაშვილი სოსო; 19. გაურგაშვილი აბდულა; 20. გაურგაშვილი თათარა; 21. ქავთარაშვილი ლაბაზ მათეს ძე; 22. მარგოშვილი სამადა; 23. ბაღაკაშვილი აბდულა.
სოფელ ჯოყოლოდან: 1. ბორჩაშვილი მახამა; 2. გუმაშვილი ელიოზი; 3. მუთოშვილი მიტო; 4. ცისკარიშვილი ბოოდი; 5. დაქიშვილი გიგა; 6. აჭიშვილი ჰასეი; 7. მუთოშვილი ოზდია.
სოფელ ბირკიანიდან: 1. ცათიაშვილი მუსა; 2. ცათიაშვილი შამილა; 3. ქუშანაშვილი ამეი; 4. ქუშანაშვილი ვისერგი; 5. ფარეულიძე იბო; 6. ფარეულიძე უმახა; 7. ტოხოსა შვილი ზაურბეგი; 8. ცათიაშვილი მუხმადა.
სოფელ ომალოდან: 1. ციხესაშვილი აშირა; 2. გორნაკაშვილი ლაზარე; 3. მუწურაშვილი მახამა; 4. ალხანაშვილი მიხო; 5. წუწაშვილი შამილა; 6. გუნაშაშვილი თოუ; 7. ფხაკალაშვილი თეიმურაზი; 8. თურქოშვილი არჩილი; 9. ღანიშაშვილი ვანო; 10. ტოხოსაშვილი ბესო; 11. წინწალაშვილი ბაშირა.
სოფელ შუა ხალაწნიდან: 1. ცათიაშვილი თუთახა; 2. სვიაკაური იბრაჰიმა; 3. ცათიაშვილი ექა“.
როგორც დადგენილებიდან გამომდინარეობს, ქისტებში ძირითადი საპრობლემო საკითხებია სისხლის აღება, ქალის გატაცება და მიცვალებულის დაკრძალვა. ეს ადათ-წესები დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და აღნიშნული ყრილობაც ცდილობს, გაამარტივოს, მცირე ხარჯებამდე დაიყვანოს ეს პროცესები, მაგრამ ამაოდ, ჯიუტი მოსახლეობა კვლავ მამაპაპურ წესებს უბრუნდება.
ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ყრილობის შემდეგ, პირველ ხანებში, თითქოს სრულდებოდა ყრილობის დადგენილება, მაგრამ გადიოდა დრო, პრინციპული უხუცესები მიდიოდნენ ამა ქვეყნიდან, დადგენილებაც ძალას ჰკარგავდა და დროთა ვითარებაში ყველაფერი კვლავ ძველ კალაპოტში მოექცა.
ცნობილი გარდაქმნის პერიოდში, საქართველოში ეროვნული მოძრაობის აღმავლობის ხანაში, აღნიშნული ყრილობიდან 35 წლის შემდეგ, 1990 წელს, სოფელ დუისში შედგა პანკისის ხეობის ქისტი მოსახლეობის წარმომადგენელთა ყრილობა, სადაც ზუსტად იგივე საკითხები იდგა დღის წესრიგში, რაც წინა ყრილობაზე და ასევე, სათანადო დადგენილება იქნა მიღებული.
ეს პროექტი, რომელიც ყრილობამ უმნიშვნელო ცვლილებებით მიიღო და დაამტკიცა, საგრძნობლად პროგრესულია XX საუკუნის 60-იანი წლების დადგენილებაზე, მაგრამ მთლიანად არ არის გათავისუფლებული ტრადიციული ჩვეულებებისაგან. ეს ლოგიკურიც არის, რადგან ავტორებმა, პროექტის შემდგენელმა კომისიის წევრებმა, რომლებიც უხუცესების, სასულიერო პირებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები იყვნენ, კარგად უწყოდნენ, თუ რა რთულ პრობლემებთან ჰქონდათ საქმე და ცდილობდნენ გამოენახათ ისეთი ვარიანტი, რომლის ცხოვრებაში გატარებაც შესაძლებელი გახდებოდა.
ხასო ხანგოშვილის „ქისტების“ მიხედვით
მე-20 საუკუნის 80-იანი წლების დასასრული... საბჭოთა კავშირში დიდი ძვრები იწყება, „პერესტროიკისა“ და „გლასნოსტის“ კამპანიებმა ხალხი, „საბჭოთა ხალხი“ გააღვიძა, გაჩნდა შანსი, რომ შეიძლება დამყარებული სოციალური წყობის შეცვლა, პარტიის დიქტატორული უღლის გადაგდება და თავისუფლების მოპოვება. ჩვენი ქვეყანა - საქართველო ყოველთვის გამოდიოდა ჰეგემონის როლში სამხრეთ კავკასიაში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, ხოლო ჩრდილო კავკასიაში ამავე როლს ასრულებდა ჩეჩნეთ-ინგუშეთი. 90-იანი წლების დასაწყისისათვის ამ ქვეყნებმა ხმა აღიმაღლეს საბჭოური ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ, რამაც გამოძახილი ჰპოვა პანკისის ხეობაშიც, რადგან ქისტები საქართველოში საუკუნენახევარზე მეტ ხანს ცხოვრობდნენ და სისხლხორცეულად იყვნენ დაკავშირებული ქართველ ხალხთან, ხოლო ჩეჩნეთ-ინგუშეთი მათი წინაპრების სამშობლო იყო, ჩეჩნები და ინგუშები - მათი თანამოძმეები.
„პროტესტის, სამართლიანობის გრძნობა ქისტებში ყოველთვის არსებობდა, პიროვნული დაპირისპირების დროს ყველა ადამიანი ერთნაირად აგებდა პასუხს მამაპაპური ადათ-წესების მიხედვით, რა თანამდებობისა და ქონების პატრონიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ საერთო უბედურების, საერთო სენის წინააღმდეგ გამოსვლას აბრკოლებდა იგივე ადათ-წესები, რომლის მიხედვითაც წინა პლანზე იჭრებოდა კითხვა - შენ პირადად რა დაგიშავე? რით გაზარალე? მთავრობას თუ ვძარცვავ, შენ რა? შენი სახლიდან რა წავიღე? და ა.შ. ადმინისტრაციის მოხელეებს სულაც არ აწუხებდათ, რომ სოფლებში დაგროვდა უამრავი პრობლემა, გახშირდა ქურდობა, დაიწყო ნარკოტიკების შემოტანა და სხვა ათასი რამ, რაც, მოქმედი კანონმდებლობით, მათი გადასაწყვეტი იყო. მათ, პირიქით, აწყობდათ, რომ ყველაფერი თვითდინებაზე იყო მიშვებული, რადგან ასე უფრო იოლი იყო მღვრიე წყალში თევზის დაჭერა. ამას დავუმატოთ ისიც, რომ ქისტებში დიდ სირცხვილად ითვლება ჩივილი, თუნდაც მართალი იყო, არ შეიძლება ზემდგომ ორგანოებს მიმართო საჩივრით, ყველაფერი ადგილზე უნდა გადაწყდეს სამართლებრივი ორგანოების ჩაურევლად“ (ხასო ხანგოშვილი, ქისტები. თბ., 2005).
პანკისში მოინახა საღად მოაზროვნე ძალა, რომელიც მიხვდა, რომ ქისტები ვერ დარჩებოდნენ თამაშგარე მდგომარეობაში, რომ ქისტები უნდა იყვნენ ქართველების გვერდით. ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, დაუკავშირდა უხუცესებს, სასულიერო ლიდერებს, მათთან შეთანხმებით გადაწყვიტეს, შეექმნათ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანიზაცია. პირველ რიგში საჭირო იყო ცვლილებები ქიტურ სა მართალში, რათა უკვე იურიდიული, ყრილობაზე დამტკიცებული სახალხო კანონებით - „მეხქბართ“ (საქვეყნო პირობა) - ებრძოლათ არსებული უსამართლობის წინააღმდეგ. და კიდევ, სიტუაცია, სოციალურ-პოლიტიკური ვითარება ისე სწრაფად შეიცვალა, რომ დღის წესრიგში დადგა რეფორმების აუცილებლობა.
1990 წ. საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელობით სოფ. დუისში ჩატარდა პანკისის ხეობის ქისტი მოსახლეობის წარმომადგენელთა ყრილობა. ხალხი გრძნობდა ცვლილებების აუცილებლობას, მხარს უჭერდა საინიციატივო ჯგუფს და დიდი ენთუზიაზმით ჩაება ყრილობის მუშაობაში.
ყრილობის დღის წესრიგში იყო ერთადერთი საკითხი: „ქისტი ხალხის ადათ-წესებში, ზნე-ჩვეულებებსა და ტრადიციებში შესატანი ცვლილებების შესახებ“. ცხადია, ყრილობაზე წამოყენებული ყველა საკითხის განხილვა ამ პატარა ზომის ნარკვევში შეუძლებელი იქნება, შევეხებით მხოლოდ ძირითად პრობლემას:
1. „ნარკოტიკული ნივთიერების დამზადება, შეძენა, შენახვა-გასაღების მიზნით, ჩაითვალოს ერის ღალატად და მისი დამამზადებელი, შემომტანი, გამსაღებელი მხილებული იქნეს ერის მიერ და ზომების მისაღებად გადაცემულ იქნეს სამართალდამცავ ორგანოებისათვის. ასეთი პირის გადაცემის შემთხვევაში ყოველგვარი პასუხისმგებლობა მოეხსნას დამნაშავე პირის გადამცემ ხალხს“.
უაღრესად პროგრესული გადაწყვეტილება იყო. აქამდე ქისტებს წარმოდგენა არ ჰქონდათ ნარკოტიკებზე, არ იყო ცნობილი არც ერთი ნარკომანი. 90-იანი წლების დასაწყისიდან პანკისში გაჩნდა ეს საშინელი წამალი, გაუთვითცნობიერებელი ახალგაზრდები გულუბრყვილოდ ჩაერთვნენ მოხმარებასა და გასაღებაში. ახალგაზრდობა საშინელი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ყრილობა დათმობაზე წავიდა: ამ სენის წინააღმდეგ ბრძოლაში სამართალდამცავი ორგანოები ჩართეს.
2. „მოსამსახურე პირის მიმართ, განურჩევლად თანამდებობისა, სახალხო კრიტიკისათვის, ან მის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების მხილებისათვის სასტიკად აიკრძალოს გამომსვლელის მიმართ ადათობრივი წესით სასამართლოების მოწყობა“.
ესეც სიახლე იყო. ადათ-წესიდან გამომდინარე, კრიტიკის გამო სამსახურიდან მოხსნილი, ან დაკავებული, ან კიდევ ეკონომიურად დაზარალებული პირი, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკა სამართლიანი იყო, ადათობრივ სასამართლოში იწვევდა საქმის გასარჩევად კრიტიკოსს და ხშირად დავაში იმარჯვებდა კიდეც. ამიტომ ეს საკითხიც ყრილობამ სამართალდამცავ ორგანოებს მიაკუთვნა. სახელმწიფო კანონიც ამას მოითხოვდა.
3. „აიკრძალოს ყოველგვარი დაუშვებელი ქმედებებისათვის, როგორიცაა: მკვლელობა, ქურდობა, ქალის ძალად გატაცება, ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღება-მოხმარებისა და სხვ. დანაშაულისათვის პასუხისგებაში მიცემულ პირთათვის ყოველგვარი დახმარება (სააყა), საშეღავათო თათბირები, შინაური მორიგება და მიცემული ჩვენებების შეცვლა.
ეს მუხლიც სიახლეს შეიცავდა. ერთი შეხედვით, აღნიშნული მუხლებით ქისტური ადათობრივი სამართალი უკან იხევს და ასპარეზს უთმობს სახელმწიფო სამართალდამცავ ორგანოებს. მაგრამ ეს იყო აუცილებლობით გამოწვეული ღონისძიებები, რადგან ადგილობრივ კრიმინალს ხელ-ფეხი გაეხსნა, უხუცესებსა და მოაზროვნე ახალგაზრდებს არ ჰქონდათ სათანადო ბერკეტები, აღეკვეთათ მოსალოდნელი საფრთხე. ხოლო როდესაც მიხვდნენ, რომ სამართალდამცავი ორგანოები შეეკვრნენ კრიმინალს, სახელმწიფო ორგანოებმა პანკისზე დაკარგეს კონტროლი და ხეობა კრიზისში შევიდა, ხალხმა აირჩია უხუცესთა საბჭო და ხელში აიღო ხეობის მართვა.
ამ ყრილობაზე გატარდა სხვა ცვლილებებიც ადათ-წესებში. მაგალითად, რადგან დადგა ეკონომიური სიდუხჭირის პერიოდი, აიკრძალა დაკრძალვის გაზვიადებული ხარჯები. ყრილობამ დაადგინა, რომ „აიკრძალოს მკვდარზე ერთი სული საშუალო წონის მსხვილფეხა პირუტყვის გარდა სხვა სახის პირუტყვის დაკვლა და განაწილდეს თავის უბნის ობლებზე და ხელმოკლე ოჯახებზე“. ეს პუნქტი, სხვათა შორის, შეესაბამებოდა ისლამის დოგმებს.
შემცირდა, აგრეთვე, რელიგიური რიტუალების ხარჯები, მოწესრიგდა დანიშვნის, ქორწინების, ქალის გატაცების, შერიგებისა და სხვა სახის რეფორმები მოქმედ ადათ-წესებში. ცვლილება შეეხო ბინის გაქურდვის არსებულ კანონს - „ბინის გაქურდვის შემთხვევაში ზარალი ანაზღაურდეს ხუთმაგად, სხვა შემთხვევაში სამმაგად“. შემთხვევითი მკვლელობის დროს სისხლის საფასური შემცირდა: „შემთხვევითი მკვლელობის შემთხვევაში განახევრდეს განზრახ მკვლელობაზე დაწესებული ნორმა“.
გამკაცრდა ქალის გატაცებასთან დაკავშირებით დაწესებული ჯარიმები. ჯარიმები სამ კატეგორიად დაყვეს:
1. თუ ქალის გატაცების მომენტში ნათესავებმა მიუსწრეს და წაართვეს, გამტაცებელი იხდის 1000 $-ს;
2. თუ გამტაცებელმა ქალი სოფელს გააცილა, ან ტყეს შეაფარა, მაგრამ დაზარალებულებმა ქალი დააბრუნეს, გამტაცებელი იხდის 2000 $-ს;
3. თუ გამტაცებელმა ქალი გადამალა და დღე-ღამის განმავლობაში ჰყავდა, გამტაცებელი იხდის 3000 $-ს.
სამივე შემთხვევაში ქალის უმანკოებაზე უნდა დაიფიცონ გამტაცებლებმა. წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლით აგებენ პასუხს.
![]() |
4.9.2 2017 წლის ყრილობა |
▲ზევით დაბრუნება |
„დღეს, 21-ე საუკუნეში, მთელ მსოფლიოში გლობალური ცვლილებები მიმდინარეობს და ჩვენ, ქისტები, ერთი პატარა, მაგრამ ისტორიული ხალხი ვერ და არ დავრჩებით თამაშგარეშე მდგომარეობაში და ვერც და არც შევერწყმებით ჩვენთვის მიუღებელ ე.წ. ცივილიზაციას და შევინარჩუნებთ, ალაჰის შეწევნით, თვითმყოფადობას. ვითვალისწინებთ არსებულ სიტუაციას და ჩვენს მოსახლეობას შევთავაზეთ ადათ-წესებში შესატან ცვლილებათა პროექტი განსახილველად. ეს პროექტი შეიცავდა არა მარტო რეფორმისტულ ცვლილებებს, არამედ პანკისელ ქისტებში მოქმედ ადათობრივი სამართლის კანონების ერთობლიობას. რა თქმა უნდა, ამ პროექტს არ ჰქონდა პრეტენზია, რომ ის სრულად მოიცავდა ქისტური სამართლის კანონმდებლობას, მაგრამ ვიმედოვნებდით, რომ მისი საერთო განხილვის შემდეგ მივიღებდით სრულყოფილ სამართალს.
პროექტი დაურიგდა ყველა ქისტურ სოფელს, გვარის (თეიფის) და გვარის განშტოების (ნააყა) უფროსებს. ავტორიტეტიან ადამიანებს, რათა დეტალურად განეხილათ ყველა გვარში და თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები გამოეთქვათ ქისტური სამართლის კოდექსის ყველა მუხლზე.
პროექტის განხილვა მიმდინარეობდა მოსახლეობაში ოთხი თვის განმავლობაში. ყველა გვარის უფროსი თავის გვარში განიხილავდა ქისტური სამართლის კოდექსის მუხლებს და თავიანთ შენიშვნებს აფიქსირებდნენ.
საინიციატივო ჯგუფის წევრები ყველა ქისტურ სოფლებში ხვდებოდნენ მოსახლეობას, გვარის უფროსებისგან ისმენდნენ შენიშვნებს, დისკუსიის შემდეგ შეჰქონდათ ცვლილებები სამართლის პროექტში.
შემდეგ სამართლის პროექტში შეიტანეს ყველა შემოთავაზებული მნიშვნელოვანი ვარიანტი, შეაჯამეს გაწეული მუშაობა და შესაძლებლად ჩათვალეს მისი გატანა ყრილობაზე.
2017 წ. 13 ოქტომბერს გაიმართა პანკისის ხეობის ქისტი მოსახლეობის წარმომადგენელთა ყრილობა. ყრილობაზე წარმოდგენილი იქნა ყველა სოფლიდან 71 დელეგატი. დღის წესრიგში იდგა ერთადერთი საკითხი: „ქისტური ადათობრივი სამართლის („მეხქ ბართ“) კოდექსის განხილვა და დამტკიცება“.
ცხარე სჯა-ბაასისა და კამათის შემდეგ მიღებული იქნა წინამდებარე სამართლის კოდექსი, რომელიც ძალაში შევიდა მიღების დღიდან. 2017 წ. 13 ოქტომბრიდან სავალდებულოა ყველა ქისტისათვის ეს სჯულ-სამართალი. ამ დღიდან ამ კოდექსით იხელ მძღვანელებენ ადათობრივი მოსამართლენი („ჴელხოი“) ყველა სახის დავის გარჩევის დროს“ (ქისტური სამართლის კოდექსი. 2018. რედაქტორისგან.).
ქისტური სამართლის კოდექსი შედგება თორმეტი თავისგან, ესენია: მკვლელობა; დაჭრა მსუბუქი და მძიმე შედეგებით. ქურდობა და ძარცვა; გადაწვა და გაჩეხვა; ვალი და ვახში; საქონლის დასახიჩრება და დახოცვა; ბიზნესი და კომერცია; ნარკოტიკები; ქორწინება და განქორწინება; მემკვიდრეობა; მიცვალებულის დაკრძალვა; ადათობრივ მოსამართლეთა („ჴელხოი“) კორპუსი.
ამ კოდექსის მნიშვნელობა იმაშიც მდგომარეობს, რომ პანკისელი ქისტების წინაპართა სამშობლოში ასე სრულყოფილად ჩამოყალიბებული და ერთ სისტემაში მოქცეული სამართალი არ არსებობს. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩეჩნეთში დღეს ადათობრივი სამართალი არ მოქმედებს, ყველა სახის სამართალი ხელისუფლებამ აიღო ხელში. მართალია, არსებობს უხუცესთა საბჭოები როგორც ჩეჩნეთში, ისე ინგუშეთში, მათ სახელმწიფო აფინანსებს და შესაბამისად ვერ იქნებიან დამოუკიდებელნი. საქართველოს ხელისუფლება არ ერევა უხუცესთა კავშირის საქმიანობაში, პირიქით, თავადაც ფიქრობს მედიატორული სასამართლოების განვითარებას.
ქისტური სამართლის კოდექსი ითარგმნა სამ ენაზე (რუსულ, ინგლისურ და არაბულ ენებზე) და გამოიცა 2018 წელს ოთხ ენაზე. ამდენად, დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომია. საინიციატივო ჯგუფმა წიგნები დაარიგა სოფლებსა და მეჩეთებში (2017 წ. გამოიცა ქართულ-რუსულენოვანი).
ქისტური სამართალი წლების განმავლობაში ეპოქის შესაბამისად იცვლებოდა, ხდებოდა რეფორმები, დრომოჭმული კანონების შეჩერება, ახალი კანონების მიღება. ეს ნორმალური მოვლენაა, ამიტომ ახალ კოდექსში შევიდა წინა მოქმედი კანონები, ზოგიერთში მცირე ცვლილება გატარდა, ზოგიც ახალი დაემატა. აქვე უნდა აღინიშნოს, კოდექსში წარმოდგენილი დანაშაულის ეკონომიკური შეფასება მოქმედებს სამაგიეროს გადაუხდელობით შერიგების დროს.
რამდენიმე თავში ცვლილებები შევიდა:
„მკვლელობის“ თავში:
1. თუ დანაშაული ჩადენილია სისასტიკით, არსებულ 60 ძროხას დაემატება 9 ძროხა და სისხლის საფასური გახდა 69 ძროხა;
2. მოქმედი კანონით 60 ძროხა იყოფა სამ ნაწილად: ა) 20 ძროხა ფეხზე; ბ) 20 ძროხა ფულად; გ) 20 ძროხა სპილენძის სახით, ფულად 1 ძროხა შეფასებული იყო 300 ლარად, დაემატა 200 ლარი და გახდა 500 ლარი. სპილენძმა დღეს დაკარგა პირვანდელი მნიშვნელობა. ერთი სპილენძის ქვაბი, რომელშიც ერთი ცხვარი (ჭედილა) იხარშებოდა, ღირდა ადრე ერთი ჭედილა. ამიტომ ყრილობამ დაადგინა, რომ სპილენძის ნაცვლად გადახდილი იქნას 20 ჭედილა;
3. შემთხვევითი მკვლელობის დროს შურისძიების მიზნით დევნა უნდა შეწყდეს და მოხდეს შერიგება;
4. „მეერი“ (ქისტურად მამაცი) მოქმედი კანონით უნდა იმყოფებოდეს სოფელში, თუ დაკავებულია, მის ადგილს იკავებს უახლესი ნათესავი. ყრილობამ დაადგინა, რომ დაკავებული ითვლება „მეერად“ და სხვა უდანაშაულო ნათესავი არ იკავებს მის ადგილს;
5. ჯგუფური მკვლელობის დროს მკვლელების გვარის უფროსებმა უნდა გამოავლინონ მთავარი დამნაშავე. წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალებული თავად შეარჩევს დამნაშავეს;
6. სხვის ომში (მაგალითად სირიაში) ახალგაზრდის გაგზავნის ორგანიზება ითვლება მძიმე დანაშაულად, ამიტომ ორგანიზატორს დაედება სისხლი და ჩაითვლება „მეერად“;
7. შარვლის ჩახდა მძიმე დანაშაულია, ამიტომ ანგარიში სწორდება ასევე დამნაშავის შარვლის ჩახდით. ამ დროს ხშირად ხდება სისხლიანი კონფლიქტები, მკვლელობებიც. ამიტომ ყრილობამ ასეთი ქმედება შეაფასა 30 ძროხად.
თავში - „ვალი და ვახში“ შევიდა შემდეგი ცვლილებები:
1. სასტიკად აიკრძალა ვახში, ფულის პროცენტით გაცემა და აღება;
2. ამ მუხლს დაერთო შენიშვნა: „ასევე აიკრძალოს ცალად დარჩენილი ცხვრის მონაგები, რაც აბსოლუტურად არ განსხვავდება სარგებლით ფულის გაცემისგან. როგორც გადაუხდელობის გამო ბანკში ყოველწლიურად ემატება პროცენტი ძირის თანხას, ასევე ცხვარიც მრავლდება ყოველწლიურად და მონაგების მოთხოვნა იგივე პროცენტის მოთხოვნაა.
თავში - ბიზნესთან დაკავშირებით დადგინდა, რომ:
1. ბიზნესში და კომერციაში მოტყუება ე.წ. გადაგდება ჩაითვალოს ქურდობად და საქმის გარჩევის დროს გამოყენებული იქნეს ზემოთ აღნიშნული ქურდობასთან დაკავშირებული მუხლები;
2. ასევე მკაცრად დაგმობილია ზომა-წონაში მოტყუება და საქონლეზე ისეთი ფასის დაწესება, რაც არ შეესაბამება მის ღირებულებას და გადაზიდვის ხარჯებს.
თავში - „ნარკოტიკები“ ძალაში რჩება მოქმედი კანონი და დაემატა აფთიაქებში ნარკოტიკის შემცველი წამლების გაყიდვის აკრძალვა. ამ პუნქტში სიახლეა ისიც, რომ ამ შემთხვევაში დასაშვებია პოლიციაში განთავსება. თუ დამნაშავეს სასჯელს მიუსჯიან, აქ მთავრდება კიდეც საქმე: სასჯელის მოხდის შემდეგ დამნაშავეს უფლება არ აქვს, გაასაჩივროს ადათობრივ სასამართლოში.
თავში - „ქორწინება და განქორწინება“ შევიდა ბევრი ცვლილება:
1. ქალის ურბეთი გაიზარდა: ურბეთი 350 ლარი, შესარიგი (თუ ფულით სურთ) 500 ლარი და სიძის ცოლეურებში მისვლა 300 ლარი, სულ ჯდება 1150 ლარი. მოქმედი კანონით 520 ლარი ჯდებოდა;
2. ქალის გატაცების ჯარიმაც გაიზარდა, სამი კატეგორია ძალაში დარჩა, ოღონდ პირველ კატეგორიის დანაშაული 1000 $-ის ნაცვლად შეფასდა 5 ძროხად, მეორე კატეგორია 2000 $-ის ნაცვლად - 10 ძროხად და მესამე კატეგორია 3000 $-ის ნაცვლად - 15 ძროხად;
3. სიახლე შეეხო გატაცების დროს „სიძის“ დამხმარე ახალგაზრდებს. აქამდე არსებული კანონით ისინი ითვლებოდნენ გამტაცებლის მუშებად და მხოლოდ გამტაცებელი აგებდა ხოლმე პასუხს. ახლა ისინი გამოცხადდნენ დამნაშავეებად;
4. გატაცების დროს ქალის თანმხლები პირის ღირსების შელახვაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა გამტაცებელს;
5. სიახლე იყო კანონის მიღებაც, რომელიც კრძალავს 18 წლის ასაკამდე ქალიშვილის გათხოვებას. ტრადიციული ისლამის იმამებმა უარი თქვეს ასეთი ქორწინების რეგისტრაციაზე;
6. ქმარი იხდის კომპენსაციას, თუ სერიოზული მიზეზის გარეშე ცოლს გაუშვებს;
7. ქალ-ვაჟს შორის ტელეფონით საუბარი, მესიჯები და სხვ. არ ჩაითვლება სერიოზულ შეთანხმებად, პირისპირ საუბარი და შეხვედრები აუცილებელი პირობაა ქორწინებისათვის;
8. მცირეწლოვანი ბავშვები მშობლების გაყრის შემთხვევაში დედასთან იზრდებიან, მათ აღზრდაში მონაწილეობს მამაც.
თავში „მემკვიდრეობა“ მიღებული იქნა კანონები, რომლებიც უზრუნველყოფს ქალის უფლებას, წილი ჰქონდეს მშობლების მემკვიდრეობაში:
1. თუ მშობლებს ვაჟიშვილი არ ჰყავთ, მაშინ მშობლების ქონება, სახლ-კარი რჩება ქალს, ქალიშვილებს. მაგრამ თუ ქალიშვილები უპატრონოდ დატოვებენ მოხუც, ავადმყოფ მშობლებს, მაშინ ისინი კარგავენ მემკვიდრეობის უფლებას;
2. ქალიშვილი თუ გაყიდის მშობლების კარ-მიდამოს, პირველ რიგში უნდა მიჰყიდოს ახლობლებს;
3. დაქვრივებულ ქალს, რომელსაც შვილები არ ჰყავს, უფლება არ აქვს გაყიდოს სახლ-კარი, ან ბანკიდან კრედიტი აიღოს და სახლ-კარი ბანკის საკუთრებად აქციოს. მას შეუძლია აიღოს ქმარეულებისგან კომპენსაცია და დაბრუნდეს მამის სახლში. თუ სურს დარჩეს ქმრის სახლში, ქმრის ნათესავებმა უნდა უზრუნველყონ საჭირო პირობებით სიცოცხლის ბოლომდე.
მეხქ ჴეალ
(სახალხო სასამართლოს მოსამართლეები - „ჴელხოი”)
გარდაცვლილები:
1. ქაასა ქავთარაშვილი - (ეზიი ქაას)
2. სუოს (სოსო) გუმაშვილი - (დეგიი სუოს)
3. მუსა ბაღაკაშვილი - (გოი კანეი-მეცნიერ)
4. ექა მაჩალიკაშვილი - (გაქეი იექ)
5. ლაბაზ გაურგაშვილი - (ცოქიი ლაბაზ)
6. როსტომ წუწაშვილი
7. მუსა ცათიაშვილი - (ჯარჯიი მუს)
8. ლაზარე გორნაკაშვილი - (თათეი ლააზარ)
9. ლაბაზ ქუშანაშვილი - (თოოთი ლაბაზ)
10. დაადეი ბორჩაშვილი - (ფასკოჩ დაადეი)
11. სამად მარგოშვილი - (სეიდი სამად)
12. ბუღდან გორგიშვილი
13. სოაიფა ბორჩაშვილი
14. მახმად მარგოშვილი - (მამეი)
15. იუსი ქავთარაშვილი
16. ვისერგი გაურგაშვილი - (ბახეი ვისერგ)
თანამედროვენი:
17. სალმან გაურგაშვილი - (კანეი სალმან)
18. ვისერგი ალხანაშვილი
19. რამზან ფარეულიძე
20. დაუდ მარგოშვილი - (სადულიი დაუდ)
21. სალაუდი მარგოშვილი
22. კაკო (ლეეჩი) ბორჩაშვილი
XX საუკუნეში სადავო საკითხების (მკვლელობა, მსუბუქი და მძიმე დაჭრა, ქურდობა და ძარცვა, ქალის გატაცება და სხვ.) განხილვას აწარმოებდნენ ზემოთ ჩამოთვლილი ადათობრივი მოსამართლენი - „ჴელხოი“. ისინი იყვნენ და არიან ბრძენი, საზოგადოებაში ავტორიტეტის მქონე და გავლენიანი მოხუცები, რომლებიც იღვწიან იმისათვის, რომ მოდავე მხარეები საქმის განხილვაზე დაითანხმონ. სწორედ ეს პროცესი იყო და არის ყველაზე ძნელი, შრომატევადი და უმადური საქმე. აქ ჭკუასთან, მჭევრმეტყველებასთან, ადამიანის დარწმუნების უნართან ერთად საჭიროა დიდი მოთმინება, ერთი და იმავეს სხვადასხვა ფორმითა და კუთხით მიწოდება ჯიუტი, გაბრაზებული და გაღიზიანებული დაზარალებულის დასარწმუნებლად. ცხადია, ამ პროცესში ყოველთვის მონაწილეობდნენ ადათობრივი მოსამართლეებიც, რომლებსაც სხვადასხვა დროს გარჩეული დავების (წარსულში თუ აწმყოში), მათ მიერ წარმოებული საქმეების მაგალითებით უნდა შეერიგებინათ დაპირისპირებული მხარეები.
ქისტები ოდითგან ცხოვრობდნენ წინაპრების მიერ შექმნილი სამართლებრივი კოდექსით. ეს ადათები, წეს-ჩვეულებები და ტრადიციები განაპირობებდნენ ქისტური საზოგადოების სამოქალაქო და სამართლებრივ წესრიგს.
ადათობრივი სამართლის კოდექსი, ნორმატიული აქტები თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა. თავიანთი გამოტანილი განაჩენის სამართლიანობის დასადასტურებლად მოსამართლეებს მაგალითად მოჰყავდათ წინათ მომხდარი მსგავსი, იდენტური საქმეების განაჩენები. უხუცესებს უნიკალური მეხსიერება ჰქონდათ, მათ ზედმიწევნით ახსოვდათ ასეული წლების წინ მომხდარი დანაშაულებები და მათი გარჩევის პროცესები: ამა და ამ დროს, ამა და ამ თეიფში (გვარში) მოხდა ესა და ეს მკვლელობა და სასამართლომ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება და ა.შ.

სახალხო სასამართლო
იშვიათობა იყო „ჴელხოების“ (მოსამართლეების) გადაწყვეტილების უარყოფა მოდავე მხარის მიერ, თუმცა მათ ასევე ჰქონდათ სხვა მოსამართლეების მოწვევის უფლებაც. ქისტური ადათობრივი სასამართლო დემოკრატიულია, თითოეული მოდავე მხარე ირჩევს თავის მოსამართლეს, რომელიც ამავე დროს მისი ადვოკატიც არის. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, მთავარია სამართლიანობა. როცა „ჴელხუო“ თანხმდება მონაწილეობას დავის გარჩევაში, ის მხარეს (მთხოვნელს) ეუბნება, რომ ღვთის წინაშე ვალდებულია, მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, ესიამოვნება ეს თუ არა მას.
მთავარი მაინც მოდავე მხარეების, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მკვლელობას ეხება, საქმის გასარჩევად დათანხმებაა. ეს პროცესი ძალიან მძიმე და ხანგრძლივია. უხუცესებს ათასი დაბრკოლების გადალახვა უწევთ. დაზარალებული გაღიზიანებულია, ჭრილობა ჯერ არ მოშუშებია, აგრესიულად ხვდება შუამავლებს, ჭიშკრის კარებს უკეტავს, უხეშად ელაპარაკება და სხვ. მაგალითად, საარაკო ამბებს ჰყვებიან ეზიი ქაასას (ქაასა ქავთარაშვილი) მოთმინებაზე. იგი ჭიშკარს არ შორდებოდა, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა, ეზოში შედიოდა, მათ აივანზე კარებთან წვებოდა, საჭიროების შემთვევაში ტირილითაც კი ევედრებოდა მოესმინათ მისთვის და ა.შ. ერთი სიტყვით, ყოველგვარ შეურაცხყოფას ითმენდა, ლანძღვა-გინებასაც კი გულმოწყალედ ისმენდა და ბოლოს და ბოლოს ითანხმებდა დაზარალებულს სათემო სასამართლოზე განეხილათ საქმე. ხშირად სისხლის პატიებასაც აღწევდა ხოლმე, მთელი ხეობის მოსახლეობას შეყრიდა და მუხლებზე დაჩოქილები ითხოვდნენ პატიებას.
![]() |
4.9.3 პანკისის ხეობის „უხუცესთა კავშირი“ |
▲ზევით დაბრუნება |
„უხუცესთა საბჭო“ ვაინახების ცხოვრებაში ისტორიულად უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. იგი სახელმწიფოს მმართველობის მთავარ ორგანოს წარმოადგენდა. ამ ისტორიული რეალობის შესახებ კარგად არის გადმოცემული ზ. და ლ. გუმაშვილების ავტორობით გამოცემულ წიგნში „ჩეჩნეთის სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია“, რომელშიც ისტორიული დოკუმენტების მოშველიებით ნაჩვენებია ურარტუს სახელმწიფოსა და შემდგომში უკვე ალბანეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში მყოფი ვაინახების (ჩეჩნებისა და ინგუშების) როლის თაობაზე ამ სახელმწიფოების ფუნქციონირებისა და განვითარების შესახებ, ასევე აღნიშნული პერიოდისათვის „უხუცესთა საბჭოს“ ფუნქციისა და დატვირთვის თაობაზე სახელმწიფოების მმართველობის საქმეში.
საქართველოში ქისტების ცხოვრების 200 წლიანი ისტორიის მანძილზე არსებობდა მსგავსი ორგანო - „უხუცესთა საბჭო“, რომელიც ქისტების ცხოვრების ყველა სფეროს საქმიანობას არეგულირებდა. აქედან მოყოლებული ეს ორგანო არ კარგავს თავის დანიშნულებას და კვლავ აგრძელებს ქისტების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ამ ორგანიზაციამ თვალსაჩინო როლი ითამაშა „პანკისის კრიზისის“ მოგვარების საქმეში. ხელისუფლებისა და „უხუცესთა კავშირის“ ერთობლივი ქმედების შედეგი გახლდათ ის, რომ უსისხლოდ მოგვარდა პრობლემა, რასაც იმ დროისათვის ვერავინ წარმოიდგენდა. „უხუცესთა კავშირის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ცხოვრობენ დღესდღეობით პანკისელი ქისტები. ეს ეხება სამართლის, ქორწილის, დაკრძალვის რიტუალების, შერიგების, სტუმარ-მასპინძლობასა და სხვა მრავალ საკითხს. ეს კანონები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში დღესაც ხელუხლებელია და ხალხი მას ენდობა. აღნიშნულ კანონთა კრებულს წარმოადგენს ქისტების ცხოვრებაში ოდითგან არსებული კანონთა კრებული, რომელიც ადათობრივი სამართლის სახელით არის შემორჩენილი და ადამიანთა შორის ურთიერთობის მოგვარების, მათი მშვიდობიანი თანაარსებობის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. ამ კანონებით ესმევა საბოლოო წერტილი ამა თუ იმ კონფლიქტურ სიტუაციას დღესაც კი. აღსანიშნავია, რომ ქისტების „უხუცესთა კავშირმა“ პირველმა კავკასიის ხალხებს შორის დოკუმენტურად ჩამოაყალიბა და სამართლისათვის დამახასიათებელი ორიგინალური, დახვეწილი და დამუშავებული სახე მისცა ქისტურ ადათობრივ სამართალსა და ოთხ ენაზე თარგმნის შემდეგ წიგნად გამოსცა იგი, რაც პირველი პრეცედენტი გახლავთ კავკასიის მთიელთა ცხოვრებაში.
ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის დახვეწა-რეფორმირება და მოსახლეობის მიერ მისი განხილვა მიმდინარეობდა ოთხი თვის განმავლობაში. ყველა გვარის უფროსი თავის გვარში განიხილავდა და სათანადო შენიშვნების დაფიქსირება ხდებოდა. ოთხთვიანი განხილვის შემდეგ პანკისის ხეობის ქისტური მოსახლეობის წარმომადგენელთა მიერ 2017 წლის 13 ოქტომბრის ყრილობაზე დამტკიცებული იქნა და ძალაში შევიდა ახალი, უკვე რეფორმირებული ადათობრივი სამართალი.
ქისტური ადათობრივი სამართლის რეფორმირების საქმეში თვალსაჩინო როლი შეასრულა პანკისის ხეობის „უხუცესთა კავშირის“ გამგეობამ, რომელიც ამ პროცესებს უძღვებოდა:
1. უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე - ზელიმხან წუწაშვილი (სოფ. ომალო)
2. უხუცესთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე- ზაურ გუმაშვილი (სოფ. ჯოყოლო)
3. გამგეობის წევრი - ხასო ხანგოშვილი (სოფ. დუისი)
4. გამგეობის წევრი - პლატონ გუნაშაშვილი (სოფ. ომალო)
5. გამგეობის წევრი - ომარ ფარეულიძე (სოფ. ბირკიანი)
6. გამგეობის წევრი - ბააცეი წინწალაშვილი (სოფ. ომალო)
7. გამგეობის წევრი - ჯარაფა ხანგოშვილი (სოფ. დუისი)
8. გამგეობის წევრი - ჰასან ცათიაშვილი (სოფ. ხალაწანი)
9. გამგეობის წევრი - შირვან მარგოშვილი (სოფ. დუმასტური)
კოდექსის ტექსტირებისა და რედაქტირების საქმეში უაღრესად დიდი სამუშაო გასწია ხასო ხანგოშვილმა.
თუ „უხუცესთა საბჭოს“ ისტორიას გადავხედავთ, ოფიციალურად რეგისტრირებული ეს ორგანიზაცია 2006 წლამდე არ ყოფილა და ამ ორგანიზაციაში შემავალი წევრები იყვნენ ხეობის გვარის უფროსები, რომელთაც ჭკუა ეკითხებოდათ და გული შესტკიოდათ ხეობის ავ-კარგზე.
„უხუცესთა საბჭოს“ ორგანიზაციის რეგისტრაცია მოხდა 2006 წელს. მართალია, ეს ორგანიზაცია აგრძელებდა ფუნქციონირებას, მაგრამ მისი საქმიანობის ხარისხი დამოკიდებული იყო შემადგენლობაზე; ე.ი. ორგანიზაციის წევრთა პიროვნულ შესაძლებლობებზე. ცხადია, ამიტომაც პერიოდულად ხდებოდა ამ ორგანიზაციის საქმიანობის შესუსტება და გააქტიურება.
2012 წელს, ოქტომბრის თვეში, შედგა „უხუცესთა საბჭოს“ ახალი არჩევნები და ამ ორგანიზაციის სრული რეორგანიზაცია. ორგანიზაციას სახელი შეეცვალა და „უხუცესთა კავშირი“ დაერქვა. კავშირის 30 წევრის შემადგენლობით არჩეული იქნა 10-კაციანი გამგეობა. გაიმიჯნა ფუნქციები „უხუცესთა კავშირისა“ და გამგეობის წევრებისა. კერძოდ, „უხუცესთა კავშირი“ ჩამოყალიბდა, როგორც საკანონმდებლო ორგანო, რომელიც წელიწადში ერთხელ იკრიბებოდა, რათა მოესმინა გამგეობის მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიში. ძირითადი ფუნქცია აღმასრულებელი ორგანოს სახით დაეკისრა „უხუცესთა კავშირის“ გამგეობას, რომელიც საჭიროების მიხედვით ზოგჯერ თვეში ხუთჯერაც იკრიბებოდა. გამგეობის შემადგენლობა გადახალისდა ახალი თაობის წარმომადგენლებით. ხეობაში არსებული ინტელექტუალური რესურსების ძირითადი ნაწილი გამგეობის ამ შემადგენლობაში მოხვდა.
დაიწყო შეხვედრები ხელისუფლებასთან. გამგეობის შემადგენლობის ასეთმა გადახალისებამ და ე.წ. „პრგამატიკოსების“ გამოჩენამ კავშირში ახალი ბიძგი მისცა „უხუცესთა კავშირის“ საქმიანობას. ხელისუფლებამ მასში სერიოზული დასაყრდენი დაინახა და ერთი მეორის მიყოლებით მთავრობის წევრებმა, მინისტრებმა, სახელმწიფო მინისტრებმა დაიწყეს პანკისის ხეობაში ჩამოსვლა და „უხუცესთა კავშირის“ გამგეობასთან შეხვედრები. ეს ღონისძიებები ორიენტირებული იყო ხეობის მომავალზე. ასეთმა შეხვედრებმა ის შედეგი გამოიღო, რომ ხეობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტას ჩაეყარა საფუძველი. კერძოდ, ყველაზე მთავარი, რასაც ხეობის მომავლისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, ეს მაღალმთიანი სტატუსის მინიჭება იყო. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში გამოკვეთილად დიდია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დამსახურება, რომელმაც „უხუცესთა კავშირის“ ხელმძღვანელობის თხოვნით ყურადღება გამოიჩინა ამ საკითხის მიმართ. იუსტიციის მინისტრის პანკისში ვიზიტისას მან კავშირის გამგეობის წევრებს, რომლებთანაც ცალკე შეხვედრა ჰქონდა, მისცა დაპირება საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის თაობაზე და დანაპირები შეასრულა კიდეც. ამას მოჰყვა შემდეგი სხვა გადაწყვეტილებები: ხეობის სოფლების გაზიფიცირება, გზების კეთილმოწყობა, მდინარე ალაზანზე ორი ხიდის მშენებლობა და უამრავი სხვა კეთილმოწყობითი სამუშაოები, რომლებმაც ქალაქის ტიპის დასახლებების სახე მისცა პანკისის ხეობის სოფლებს. „უხუცესთა კავშირის“ გამგეობის დიდი მცდელობით განათლების სამინისტროს მხრიდან 15 ადგილი გამოიყო პანკისის ხეობიდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ აბიტურიენტებზე, ე.ი. სამინისტრომ თავის თავზე აიღო 15 პანკისელი სტუდენტის დაფინანსების საკითხი. ქისტურ სოფლებში შემოღებული იქნა ჩეჩნური ენის სწავლება, ხეობის ტრადიციული ისლამის იმამებს დაენიშნათ ხელფასები და სხვ. ყველა ამ ჩამოთვლილი საკითხიდან აღსანიშნავია მაღალმთიანი ზონის სტატუსის მინიჭება ხეობისთვის, რადგანაც დღესდღეობით საქართველოს ბარის სკოლების მასწავლებლებთან შედარებით პანკისელი მასწავლებლები 35%25-ით მეტ ხელფასს იღებენ, პენსიონერები 20%25-ით მეტს, ხდება ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება სახელმწიფოს მიერ და სხვა უამრავი სიკეთე, რომელიც პირველ ბავშვზე ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარის, ხოლო მეორე და მომდევნო ბავშვზე 200 ლარის ორი წლის განმავლობაში ყოველთვიურად ანაზღაურებას ითვალისწინებს.
„უხუცესთა კავშირის“ ასეთი გააქტიურება და ხელისუფლებასთან შეხვედრები ყოვლად მიუღებელი აღმოჩნდა რაიონული თუ ადგილობრივი ზოგიერთი ხელმძღვანელი მესვეურებისთვის, რადგანაც ცენტრალური ხელისუფლების მთელი აქცენტი „უხუცესთა კავშირის“ გამგეობაზე იყო გადატანილი. თანდათანობით დაიწყო საუბრები გუბერნიასა და მაჟორიტარი დეპუტატების წინაშე, რომ „უხუცესთა კავშირი“ არ არის ლეგიტიმური ორგანო, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამასთანავე, ხეობის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მიერ ვრცელდებოდა გამიზნული ჭორები თითქოს „უხუცესთა კავშირის“ გამგეობა ფინანსდებოდა ხელისუფლების მიერ. ცხადია, ამ ჭორებს არანაირი კავშირი სიმართლესთან არ ჰქონდა. გამგეობის წევრების 90 %25 პენსიონერია და თავიანთი პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ. მიუხედავად ამისა, ხეობის სიკეთისთვის ხდებოდა საკუთარი სახსრებით თბილისსა და სხვა ქალაქებში შეხვედრებსა და ღონისძიებებზე დასწრება იმისათვის, რომ ხეობის მაცხოვრებლებზე შეხედულება ნეგატიურიდან პოზიტიურ ასპექტში გადასულიყო. აღსანიშნავია ასეთი შეხვედრები ქალაქ ბათუმში, ფოთში, გორის უნივერსიტეტში, ქალაქ თბილისში ქართული უნივერსიტეტის მიწვევით, ფოლკლორის ცენტრში, ხელოვნების სახლში, მწერალთა სახლში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ყველა ამ შეხვედრაზე „უხუცესთა კავშირის“ გამგეობის წევრთა მიერ წაკითხული იქნა ლექციები საქართველოში ქისტების დასახლების თაობაზე, ტრადიციებსა და ადათ-წესებზე, ადათობრივ სამართალზე, ქისტურ კულტურაზე, ქართულ-ქისტურ ისტორიულ ურთიერთობებზე. ასეთი შეხვედრების მიზანი იყო ქისტების ცხოვრების პოპულარიზაცია, გაცნობა ქართული საზოგადოებისათვის, რომ ქისტები ჩამორჩენილი, უწიგნური ხალხი კი არა, ამ ცივილიზებული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია.

ქისტი უხუცესები
სამწუხაროდ, როგორც კავკასიური მენტალიტეტისათვის არის დამახასიათებელი, ხეობის ადამიანთა გარკვეული ნაწილისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა „უხუცესთა კავშირის“ ასეთი გააქტიურება, მიუხედავად იმისა, რომ ხეობის ისტორიას არ ახსოვს ამდენი სიკეთე ასეთ მოკლე პერიოდში პანკისის ხეობაში. ამიტომაც ადგილობრივი ხელისუფლებისა და დეპუტაციის ინიციატივით დაიწყეს ალტერნატიული „უხუცესთა საბჭოს“ ჩამოყალიბების პროცესი. რატომღაც უკანასკნელ პერიოდში ხეობაში თითქმის ყველას გაუჩნდა სურვილი „ხეობის მომავალზე“ ზრუნვისა, ძალზე ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ მასაც არანაკლებ შეუძლია პრეტენზია გამოაცხადოს თავკაცობაზე. ასე რომ მომრავლდნენ სხვადასხვა ჯურის ადამიანები, რომელთაც მთელი ცხოვრება პირუტყვის მწემსვაში გაატარეს, ან 2000-იან წლებში ნარკოტიკებით ვაჭრობაში იყვნენ ცნობილები, ან კიდევ ადამიანთა გატაცებაში მონაწილეობდნენ და ფულიც აქვთ აღებული. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მთელი ცხოვრება ბრაკონიერობდნენ და ტყეს ანადგურებდნენ. ასეთმა ადამიანებმა გადაწყიტეს ხმის ამოღება და ხეობის პატრიოტის იარლიყის მიწებება. რატომღაც ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ხალხს მოკლე მეხსიერება გააჩნია და რაც იყო ყველაფერი დავიწყებას მიეცა, რაშიც მწარედ ცდებიან, რადგანაც ხალხი ბრძენია და კარგი მეხსიერებაც აქვთ. ასეთი ადამიანები „პრაგმატიკოსთა“ ალტერნატივას ვერასდროს ვერ შექმნიან და ვერც შექმნეს, თუმცა ჰესის მშენებლობის საკითხის წინა პლანზე წამოწევისას განსაკუთრებით გააქტიურდნენ და პანკისის ხეობაში საზოგადოების პოლარიზაციასა და დაპირისპირებას ხელი შეუწყვეს. ჩამოყალიბდა აზრი, რომ ვინც ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქტიურ მონაწილეობას არ მიიღებდა, ის ხალხის მტერი იქნებოდა. სინამდვილეში მთელი ეს არეულობა ამ მოსახლეობის ხელმძღვანელთა ერთი ნაწილის ინტერესთან იყო დაკავშირებული, ვისაც მართვის სადავეების ხელში აღება და ჰესის მშენებლობის წილში ჩაჯდომა სურდათ. რასაც მოყვა ის შედეგი, რომ მოხდა მკვლელობა და რამდენიმე გვარი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდა ერთმანეთს.
დღესდღეობით პანკისი ერთი შეხედვით მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს. სახეზეა სხვადასხვა ნაწილებად დანაწევრებული ქისტური თემი. ამბობენ, რომ ხელისუფლებისათვის ძალზე მომგებიანია ასეთნაირად დაშლილი თემის მართვა. სამომავლოდ ხეობის ქისტური თემის გამაერთიანებლის ტვირთს ვინ აიღებს თავის თავზე? ეს კითხვა ძალზე აქტუალურია.
„უხუცესთა კავშირის“ გამგეობა
![]() |
4.10 ქალის სახე და როლი ვაინახურ საზოგადოებაში |
▲ზევით დაბრუნება |
ალ. ყაზბეგი, რომელსაც ხანგრძლივი დროის მანძილზე ურთიერთობა ჰქონდა ვაინახებთან,
თავის ნაწარმოებებში „ელისო“ და „მამის მკვლელი“ ამტკიცებს, რომ კავკასიის არც ერთ
ხალხში ქალი ისეთი პატივისცემით არ სარგებლობს, როგორც ვაინახებში.
იშვიათია სამყაროში საზოგადოება, სადაც ქალი ისეთი პატივცემული და დაფასებულია, როგორც ეს ვაინახურ თემში ხდება. მართალია, არსებობს არასწორი წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოსდა ვაინახებში ქალი დაჩაგრულია და არანაირ როლს არ ასრულებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სინამდვილეს არ შეეფერება და, სამწუხაროდ, საზოგადოებაში ამ აზრის ჩამოყალიბებას თავის მხრივ ხელი შეუწყო იგივე მცდარმა წარმოდგენამ ისლამურ სამყაროში ქალის დაჩაგრულობის შესახებ.
ფაქტი კი ის არის, რომ ვაინახი ქალის ფენომენი და როლი ბევრ შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ საზოგადოების სრულყოფილი ჩამოყალიბებისა და არსებობისათვის.

ქისტი ქალი
ილუსტრაციის ავტორი ევა გუმაშვილი
ქალის როლი ვაინახურ ოჯახში ძველად თვალსაჩინო იყო. ამაზე მეტყველებს მისი სახელწოდებაც - „წიინ ნაან“ (სახლის დედა, დიასახლისი). ქალს ყოველთვის დიდი როლი ეკავა მთიელთა ცხოვრებაში, ის მამაკაცთან ერთად ეწეოდა ცხოვრების მძიმე ჭაპანს: ოჯახს უვლიდა, ბავშვებს ზრდიდა და სამეურნეო საქმეებშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა.
ბევრ ლეგენდასა თუ ზღაპარში, პოემასა და სიმღერაში ვაინახი ქალი დახატულია მამაც მეომრად, დიდად პატივცემულ ბრძენად, მისი სახე - ეს არის ამაყი და მომთხოვნი ქალის სახე, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავი დაიცვას.
„მიუხედავად, ერთი შეხედვით, უუფლებო მდგომარეობისა, ქალი თავისი ჭკუითა და ენერგიით თვალსაჩინო როლს თამაშობს ვაინახთა ცხოვრებაში“, - წერდა დალგატი ვაინახი ქალის შესახებ.
ვაინახურ საზოგადოებაში ასაკოვანი ქალები დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ, მათ რჩევას ეკითხებოდნენ და ზოგჯერ სახალხო სასამართლოში მედიატორებადაც კი ირჩევდნენ. ვაინახური საგმირო სიმღერების მიხედვით, ჯიგიტის საზ რუ ნავი ის არის, რომ ცუდი საქციელის გამო გასაკიცხი არ გახდეს შეყვარებული ქალიშვილების მიერ, ხოლო სი ყვა რული კი ჯიგიტებს უბიძგებს კეთილშობილებისკენ, მათი გმირობა შთაგონებულია დედის ან დის, ცოლის ან შეყვა რებულის მიერ და ყოველთვის იღებენ მათ მორალურმხარდაჭერას.

თანამედროვე ვაინახი
ქალები ეროვნულ სამოსელში
ქისტურ საზოგადოებაში ყო ველთვის არსებობდა და არსებობს დედის კულტი, არანაკლებ მნიშვნელოვანია უძმო დისა და ქვრივი ქალის ფენომენი ამ თემში.
ვაინახური საგმირო ეპოსის - „ილლის“ სიუჟეტების ცენტრალური ხაზი მიჰყავს გმირის დედას, რომელიც არის გმირის ჩამოყალიბების, მისი მსოფლმხედველობის მომწიფების, სამშობლოსათვის თავდადების იდეის მთავარი წყარო. დედის სახე საგმირო ეპოსში, ეს არის სახე ქალისა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა ვაინახი ხალხი თავის ცნობიერებაში. ჩეჩენი პოეტი ქალი რაისა ახმატოვა წერს: „კერიის ცეცხლის შენახვა, მთელი ცხოვრების მანძილზე ერთი სიტყვითაც არ აწყენინოს დედას, პატიოსნად იშრომოს, იცხოვროს ღირსეულად - აი, ძალიან მოკლედ ჩამოყალიბებული ღირსების კოდექსი ჩემი ხალხისა, რომელიც პოეტური აზროვნების თანასწორად გვერგო ჩვენ, შთამომავლებს“.
ერთ-ერთი საგმირო სიმღერის თანახმად, სოფლის უხუცესები მიდიან გმირის დედასთან, მისი ერთადერთი ვაჟის სათხოვნელად:
„ვთხოვოთ დედას, ვინც სურხო დაბადა,
რათა დაგვითმოს მან თვისი ვაჟი“.
მოხუცებმა ქუდები მოიხადეს და მუხლი მოიდრიკეს სურხოს კარის ზღურბლზე. თვით ეს ფაქტი მრავალმნიშვნელოვნად მეტყველებს სურხოს დედის ავტორიტეტზე. უხუცესებმა გმირ დედას აუხსნეს, რომ მხოლოდ მის შვილს შეეძლო ამ საგმირო საქმის შესრულება. დედა სიტყვის უთქმელად შევიდა შვილთან, გააღვიძა და უთხრა, რომ აულის უხუცესნი მოვიდნენ, შენი დახმარება მთხოვეს და მე ძალა არ მეყო მათთვის უარი მეთქვა:
„მათ რომ სულიც მოგთხოვონ,
ამოიგლიჯე მკერდიდან და მიეცი!..“
დედის სიტყვები ნათლად წარმოაჩენენ მის სულიერ სიდიადეს, სიმტკიცეს, მაღალ პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე.
სიმღერაში „ილლი უმარზე, ტახას ძეზე“ მოთხრობილია, თუ როგორ დაარიგა ობლად გაზრდილი ერთა დერთი ვაჟიშვილი დედამ და ეს რჩევა მე ტყველებს, თუ როგორ დგას ვაინახი დედა თავისი ხალხის ადათ-წესების სადარაჯოზე. ერთ დღეს უმარს სამი ცნობა მოუვიდა: პირველი - მის მამის მკვლელს თერგზე უნდა გამოევლო და ეძლეოდა შანსი შურისძიებისა, მეორე - მამის მეგობრები იმ ღამეს სტუმრობდნენ ყაბარდოდან და მესამე - მის დანიშნულს, მზეთუნახავ მალხააზის ძალად ათხოვებდნენ.

ძლიერ დაღონდა უმარი, იცოდა, რომ თითოეულ ამ ამოცანას ცალ-ცალკე იგი მოერეოდა, მაგრამ არ იცო და, რომელი იყო ამ სამში ყველაზე საშური და სწორედ აქ, მხსნელად მოევლინა დედა, თავისი რჩევით: მამის მკვლელს კიდევ შეხვდები და შურს იძიებ; საცოლესაც მონახავ, არა ხარ ბებერი; აი, მამის მეგობრები კი სათანადოდ თუ არ მიიღე, მეორედ აღარ გესტუმრებიან.
დედის რჩევამ აღანთო გმირი და შეძლო სამივე ამოცანის გადაჭრა. მართლაც, ძალიან ძნელი იყო ამ სამი, მეტად საჭირბოროტო საქმის აწონდაწონა, თითოეული ცალკ-ცალკე მეტად სერიოზული, ძნელი და საპასუხისმგებლო იყო, მაგრამ ბრძენმა დედამ განჭვრიტა, რომ სტუმარ-მასპინძლობის ადათი ყველაზე მაღლა იდგა და მისი დარღვევით დაირღვეოდა ღირსების კოდექსის ყველაზე მნიშვნელოვანი მუხლი.
როდესაც ერთ-ერთ გმირს სახლში მოყვანილი საცოლე, დაღლილს და მძინარეს, ყაჩაღებმა სახლიდან მოსტაცეს, დედა უმალ აღვიძებს შვილს და მკაცრად უბრძანებს დაიბრუნოს შელახული ღირსება და როგორი ამაყია დედა, როცა ვაჟიშვილი გატაცებულ საცოლეს დაიბრუნებს და გამარჯვებული ბრუნდება შინ.
ეპოსის გმირებისათვის აუცილებელია დედის თანხმობა ამა თუ იმ საქმის შესასრულებლად. ამიტომაც ისინი, სანამ შეუდგებიან გადაწყვეტილების შესრულებას, დედას მიმართავენ და თანხმობას სთხოვენ, რადგან ბავშვობიდანვე ჩანერგილი აქვთ, დედის უსურველი საქმე წარუმატებელია. საერთოდაც, ვაინახებში დედის სახე არის გამორჩეული ფენომენი, რომელსაც მჭიდროდ უკავშირდება გმირის ზნეობრივი და მორალური ჩამოყალიბება, ღირსების კოდექსის ერთგულად დაცვა. დედა ხშირ შემთხვევაში იძლევა რჩევა-დარიგებას, მითითებას, მკაცრად უბიძგებს ვაჟს საგმირო საქმისაკენ და ღირსების დაცვისაკენ, სამაგიეროდ, და და ცოლი, ხშირად საცოლე, განაპირობებენ ზნეობრივ მხარდაჭერას. განსაკუთრებით ფაქიზი დამოკიდებულება აქვთ დისადმი. მეუღლე უმეტეს შემთხვევაში (გამორჩეულად - ფოლკლორში) გვევლინება თავისი ქმრის ერთგულ და მამაც თანამებრძოლად, რომელიც მისთვის მძიმე მომენტში გვერდით უდგას და შეძლებისდაგვარად მხარს უჭერს მას.
ვაინახურ ფოლკლორში, საგმირო ეპოსში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უძმო დას. მასზე მრავალი სიმღერაა შეთხზული. როგორც ცნობილია, ვაინახური საზოგადოება ძირითადად ეყრდნობოდა თეიფურ, გვაროვნულ ინსტიტუტს, რომელსაც არც ამჟამად დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. როგორც ქვრივის ვაჟიშვილი პოულობს თანაგრძნობას ხალხში, უძმო დაც დიდი სიმპათიებით სარგებლობს და მასზე მრავალი ლირიკული სიმღერაა შექმნილი:
„ცამოწმენდილზე ვის უნახავს თქორი და წვიმა,
უძმო ქალწულს კი გული უძგერს, მალ-მალ უტირის“.

მართლაც, ახლგაზრდა ქალწულს დამცველი სჭირდება ძმისა და მამის სახით, აკი უძმო დის სიტყვები კარგად გამოხატავს ამას:
„ნუმც შევსწრებივარ, წყაროსთან მივიდე
და წყაროს თავზე ძმა არ დავლანდო,
ღმერთო, არ მომასწრო, საფიხვნოს შევხედო
და იქ მამაჩემს არ მოვკრა თვალი“.

საოცარია და-ძმის ფენომენი ქისტურ საზოგადოებაში. ერთ-ერთი ბალადა მო გვითხრობს, რომ როდესაც დედა დადგა არჩევანის წინაშე, მას ან ძმა უნდა დაეთმო ან შვილი, ის წამითაც არ დაფიქრებულა, შვილი დათმო და თქვა, რომ ძმა მხოლოდ ერთი ჰყავს ამ ქვეყანაზე, ერთი საფიცარი, ხოლო შვილი შეიძლება კიდევ გააჩინოს, მიუხედავად იმისა, რომ შვილის სიმწარე გულ-ღვიძლს უხრაკავს დედას.

ქალის საოცარ ხასიათზე მეტყველებს პანკისელი ქისტი ქალის ტრაგიზმითა და სულგრძელობით აღსავსე ისტორია, რომლის მსგავსიც იშ ვიათად ახსოვს დედამიწას:

პანკისის ხეობას, სულ ახლო წარსულში მომხდარი ეს მოვლენა ნამდვილად არასოდეს დაავიწყდება. როსტოვის ოლქში სეზონურ სამუშაოზე წასულმა ქისტმა ახალგაზრდებმა სიმთვრალეში ჩხუბის დროს მოკლეს ბირკიანელი ახალგაზრდა. მკვლელობა ძალზედ დიდი სისასტიკით იქნა ჩადენილი. მკვლელმა სიცოცხლით სავსე ახალგაზრდას ყელი გამოსჭრა.
ასეთი სადიზმით ჩადენილი მკვლელობა უპატიებელია და მოკლულის მამა და ახლობლები უარს ამბობდნენ სისხლის პატიებაზე. შერიგების მცდელობა დიდხანს გაგრძელდა, უხუცესები, შუამავლები ყოველ რელიგიურ დღესასწაულზე ვედრებით მიდიოდნენ დაზარალებულის სახლში და პატიებას სთხოვდნენ.

ერთ-ერთი ასეთი თხოვნის პროცესის დროს შეიკრიბა მთელი პანკისის ხეობის მოსახლეობა, დიდი თუ პატარა და მიადგნენ მოკლულის ოჯახს, წესისამებრ ყველამ მუხლზე დაიჩოქა, რიგ-რიგობით ეხვეწებოდნენ და ტირილით სთხოვდნენ, ეპატიებინათ მკვლელისთვის, მაგრამ მამა მტკიცე უარზე იყო.

ჩეჩენი ქალები
ერმაკოვის ფოტოკოლექციიდან
ცხადია, ქისტური მამა-პაპური წესითა და ადათით ოჯახის უფროსის სიტყვა გადამწყვეტი იყო და ახლო ნათესავებიც მის სიტყვას ემორჩილებოდნენ. ამ დროს სახლის აივანზე გამოჩნდა დედა მოკლული შვილის სურათით. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ქისტური წესით ქალი ასეთ რთულ მოვლენაში მონაწილეობას არ იღებს, მაგრამ ის დედა იყო, მას ეთქმოდა თავისი სიტყვა. შავით მოსილმა ქალმა ბოდიში მოიხადა, რომ კაცების წინაშე აპირებდა სიტყვის თქმას და დაიწყო:
„ხალხნო, შეხედეთ ამ ახალგაზრდას (გადიდებული სურათი მაღლა ასწია გაძვალტყავებული ხელებით), ის დედ-მამის მორჩილი, უფროსების პატივმცემელი, უფლის მორწმუნე ახალგაზრდა ბიჭი იყო, იმედით შეჰ ყურებდა მომავალს, ჩვენთვის ყოფა რომ შეემსუბუქებინა, ჯერ კიდევ ყმაწვილი ჩაერთო შრომაში, მაგრამ ბედმა გაწირა, რას იზამ, ღმერთის ნებაა, წინ ვერავინ დაუდგება“.
შემდეგ ქმარს მიმართა: „ყუანახ (ვაჟკაცო), მე გავაჩინე ეს ბიჭი, მე ვაწოვებდი ძუძუს, მე ვათენებდი თეთრად ღამეებს, როცა ის ბავშვობაში ავადობდა. მისი ტკივილი ყველაზე მეტად მე მტკიოდა, მე გავზარდე ის. შეხედე ამ მუხლმოყრილ ხალხს, ისინი შენ გეხვეწებიან პატიებას. მე ვპატიობ პირველ რიგში ალლაჰისა და შემდეგ ამ ხალხის, ჩემი თანამოძმეების ხათრით. არ გაუშვა უკმაყოფილო და გულდაწყვეტილი ეს ხალხი დღეს, არ თქვა უარი! არავინ იცის, ხვალ ჩვენ ვის მივადგებით კარზე ასეთი თხოვნით! მე მიპატიებია ჩემი ღვიძლი შვილის სისხლი, ახლა ჯერი შენზეა“!
ყველა ტიროდა, მძიმე დღე იყო, მაგრამ გამორჩეული და დიდებული იმით, რომ გამოიკვეთა ქისტი ქალის დიდსულოვნება და საოცარი ხასიათი!
მამამ უთქმელად ასწია ხელი, შეხედა ხალხს და თქვა - მიპატიებია!
საოცარი მოვლენა იყო, იმ დღეს უხუცესები წარსულის ამბებს იხსენებდნენ, როცა ქალები, ქისტის ქალები, ვაჟკაცებს უტოლდებოდნენ ჭკუით, გონებითა და ვაჟკაცური სულისკვეთებით. ასეთ ქალებს ქისტები ოთხი სიტყვით ახასიათებდნენ: „დაჯდება ქალია, ადგება - ვაჟკაცი“, - იხსენებს ხასო ხანგოშვილი, ამ ამბის მომსწრე, მონაწილე და თვითმხილველი.
ასი წლის წინ ქისტი ქალის გარეგნობასა და ხასიათს ასე აღწერდა მათე ალბუთაშვილი;
„ტანადობა დედაკაცისა: ტანსარო, წელ-წერწეტი, კუშტი, ამაყი მოსიარულე, დინჯი ხასიათისა, მორცხვი, მოკრძალებული, მორჩილი, გულკეთილი, სტუმრის მოყვარე, ოჯახისთვის თავდადებული.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი საოჯახო საქმე საკაცო-სადედაკაცო, შინ და გარეთ, დედაკაცს აწევს კისერზე, მაინც არ ეტყობა ჯაფისა და შრომის ბეჭედი პირზე და კისერზე. გარე კანიც კი არ აქვს დაღმანჭული, რაც ადამიანს შუახნის მოხუცის იერს აძლევს. თავისი შრომითა და გარჯილობით კიდეც ამაყობს.

ქისტი ქალის სილამაზე, მგონია, ყველას გაუგონია. ბევრ პოეტს მუზა გაღვიძებია მისი სილამაზით, უცხო მნახველი განცვიფრებაში მოუყვანია.
სილამაზესთან შეხამებულია მისი ეროვნული ტანსაცმელიც, რომელიც სიკეკლუცის დამთავრებაა. პირდაუბანელს, ჩაუცმელს მაინც შვენის, პირდაბანილი ხომ წვიმიან ღამეს გამოსულ მთვარეს დაედრება. პირი-სახე ცისარტყელასავით შვიდ ფერად უნათის, როცა ირიბად შეკრული ფართო შავი მანდილის ბოლოები უკან ფრთებივით გადაეყრება. მანდილი წინიდან მცირედ უკან რომ გადაიწევა, მაღალი, თეთრი სპეტაკი შუბლი მთელ მის სახეს გვირგვინად ადგას.
სუფთად დავარცხნილ წაბლისფერ თმას შუა მთვარის სხივივით ზოლი გასდევს. მერცხლის ფრთასავით გადაჭიმული შავი წარბების ქვეშ მთის მაყვალივით შავი თვალები სამაცდუროდ დაიბღვირება. ჯამში რომ აურიო რძე და წითელი ღვინო, მისი ლოყები ჩა ი სახება. მისი სწორი ცხვირი ბევრ რუს გოგოს შურს გაუღვიძებს. ვარდისფრად შეხამებული მრგვალი ყურები, ზედ ეროვნული საყურეები შავი მანდილის ქვეშიდან გამოიყურება.
ნაზ ტუჩებს შიგნით ჩამწკრივებულან ბროლივით თეთრი კბილები, ხანდახან ლაპარაკის დროს, ნაზად გაიღიმებს და როგორც ღრუბლებში ელვის ზოლი, ისეთი ნათელი გამოკრთება. დაკვერცხილი, მრგვალი ნიკაპი მის ფაფუკ ღაბაბს ოდნავ ფარავს, გედივით თეთრ მაღალ ყელს უმშვენებს ცალკე ნაჭრად წაქარგული ნაკერი თეთრი საყელო, რომელიც ქოჩას (გრძელი ფეხებამდე პერანგი) შიგნით აქვს ჩატანებული. ქოჩა წინიდან გულზე ხალვათად ადგას და მის შიგნით აბურცული უმანკო მკერდი თამამად მოჩანს.
მინახავს დილით, ნამიანს მინდვრად ქისტის ქალის ფეხშიშველი, ცივი ნამით გაბანილი ფეხის ტერფები და აქეთ-იქიდან თხილებივით ფეხის კოჭები, ტუხტის ყვავილივით გაფერმკრთალებული გარეული მტრედის ფეხს დამსგავსებია.
მას გარედან ეცვა გრძელი, შავი ლასტიკის ჩახური, გულღია, გრძელი ახალოხი, დაბეზმენტოლი, ზედ ქალური ვერცხლის ქამარი გულსამკაულით. თორმეტ ნაწნავად დაწნული წაბლისფერი თმა, შუადან ყველა ერთად შეწნულ-შეწაპნილი ბოლოში თავდებოდა სათვალღვინჭილით.
ამას თქვენ დაუმატეთ მისი ტანის მოყვანილობა: ზეამართული, წელი-წერწეტი, ამაყი ქცევითა და სიარულით გონების თვა ლით წინ დაგიდგებათ მთელი სურათი ქისტი ქალის“.
მხატვრული სიტყვიერების დიდოსტატია მემატიანე მათე. ის პოეტური ნიჭით დაჯილდოებული კაცია, მხატვრული შედარებების, მეტაფორების, ეპითეტების საჭირო ადგილას გამოყენების ხელოვანი. თუ გავიხსენებთ, რომ ამას წერს საეკლესიო პირი, მღვდელი, პირდაპირ გაოცებას და აღტაცებას ჰგვრის მკითხველს.
ქალისადმი დიდ პატივისცემას გამოხატავს მანდილის სიმბოლო: ორი ვაჟკაცი, ხანჯალშემართული რომ გაიწევს ერთმანეთის მოსაკლავად, მყის დაუშვებენ იარაღს, თუ მათ შორის ქალი მანდილს გადაისვრის. ალბათ, აქედან მომდინარეობს ჩვეულება, რომლის მიხედვით ვაინახ ქალებს უმანდილოდ ვერ ნახავთ.
თუ შურისმაძიებლის მიერ დევნილი ქალის კაბას შეეხებოდა, მაშინ ის სიცოცხლეს ინარჩუნებდა.
ძველი ადათ-წესებით ქალიშვილისა თუ ქვრივი ქალის შეურაცხყოფისთვის დამნაშევე 7 ძროხას იხდიდა, ქმრიანი ქალის შეურაცხყოფისთვის - 10 ძროხას, ქალის მოკვლა უდიდეს დანაშაულად, ცოდვად ითვლებოდა და მკვლელს ორი კაცის საზღაურს ახდევინებდნენ.
პანკისის ხეობაში ქართველებთან ორასწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რა თქმა უნდა, ქისტებს ჩამოუყალიბდათ განსაკუთრებული სახე, რომელიც გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებითა და განსაკუთრებული ზნე-ჩვეულებებით, თავისი ფსიქოლოგიითა და მენტალიტეტით და მეტ-ნაკლებად შეიცვალა ქალის როლიც ქისტურ საზოგადოებაში. ქალი ქისტურ საზოგადოებაში ყოველთვის იყო და არის რიდისა და პატივისცემის ობიექტი.

საკამაოდ მოკრძალებულია ქალ-ვაჟის სიყვარული ქისტურ საზოგადოებაში. ქალიშვილი არასოდეს არ გამოხატავს საკუთარ გრძნობას ვაჟის მიმართ, ეს დიდ სირცხვილად ითვლება. ქისტურ საზოგადოებაში ყოველთვის ვაჟი აქტიურობს. ისინი ოფიციალურად დანიშვნის შემდეგაც კი არ ხვდებიან ერთმანეთს ხალხის თანდასწრებით. ქალ-ვაჟის შეხვედრები ხდება ნათესავის ოჯახში მაჭანკლის მეშვეობით. თუკი ქალი გამოამჟღავნებს თავის გრძნობას ვაჟის მიმართ (ასეთი შემთხვევები ქისტებში თითქმის არ არის) ამ შემთხვევაში ქისტი მამაკაცი იქცევა ღირსეულად და ირთავს მას ცოლად, უყვარს ის თუ არა.
არც ქართველი მწერლები და პოეტები დარჩენილან გულგრილნი ქისტი ქალის საოცარი ფენომენის მიმართ. გაბრიელ ჯაბუშანურის „ბალადა ქვაკაცაზე“ შემდეგს მოგვითხრობს:
აბრაგი ახმედის დედა ფეტიმატი ფრიად პატივცემული ქალი იყო, შრომისმოყვარე, ალალი ლუკმის დამფასებელი. მისი ქმარი და ვაჟიშვილი თერგგაღმა კაზაკებთან ბრძოლაში დაიღუპნენ, მაგრამ ქალი სულიერად არ დაცემულა:
„მკაცრ იყო ზეზიკის ძიძა და გამზრდელი -
დედაი ახმედის ფეტიმატ.
როდესაც გიაურთ ძეი და მეუღლე
მოუკლეს, -
არ გატყდა, არა....“
იგი ღმერთს შესთხოვს, რომ დარჩენილმა ერთადერთმა ვაჟმა ახმედმა ათწილად უზღოს სამაგიერო გიაურებს, ხოლო თუ მისმა ვაჟმა არ გაამართლა მისი იმედები, დე, ისიც მიიღოს უფალმა.
ის უხმოდ დაემხო მუხლებზე და შესთხოვა ყოვლისგამგეს:
„ - ალაჰ!
შენ ხედავ:
ორი მზე ჩამიქრეს ავ რუსთა, -
ერთი მზე,
ერთი ძე
ახმედ
მრჩება და თუ იგი ათწილად არ უზღავს
მაგიერს გიაურთ,
ვახმე!...
გაფიცებ, ალახო, შენს მზეს და დიად წიგნს,
შენს სახელს გაფიცებ დიადს, -
მიიღე ძე ესეც!...“

ვაინახი ქალის საოცარი ბუნების საიდუმლო ნაწილობრივ ახსნა დიდმა ქართველმა პოეტმა გაბრიელ ჯაბუშანურმა, რომელმაც დაქვრივებულ ქისტ ქალს ასეთი ნანა ამღერებინა ჩვილი ვაჟის აკვანთან:

„ყელს შეგაბამ გულში გავლილ ტყვიას,
ეს ის არის, რომ განგმირა მამა,
ემაგ ტყვიით უნდა მოჰკლა მკვლელი...
მაგრამ, შვილო, თუ გამოხვალ ტრელი,
თუ ახარე მოსისხლე და მტერი,
მაშინ შენვე მოგვხდეს ეგე ტყვია“.
რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ვაინახი ქალი, სამყაროს ყველაზე მაღალ გრძნობაზე - დედაშვილობაზე წინ ოჯახის ღირსებას აყენებს.
პოეტი ქისტის ქალებს ბუნების სილამაზეს ადარებს:
„ეს ფერადი ტყეები ფოთოლმოშრიალენი,
ქალებია ქისტისა ფერადთავშლიანები.
ქალებია ქისტისა ცეკვად გამზადებულნი...
მუქი მწვანე ფიჭვები, გრიგალების ნაცემნი,
დგანან, როგორც მღიმარი ქისტის დედაკაცები“.
გაბრიელ ჯაბუშანურის ჰადიშათმა ტრფობის ყველა საზღვარი გაარღვია:
„შენდამი ტრფობა, მიკვირს, სად იშვა,
უცნობს უცნობის ლახვარი მეხო,
ბინდბუნდში გიხმობ, მზეო ჰადიშათ
და ჩემსავ ძახილს მომახლის ექო...
ცა ცრემლებს მაცრის. მთამ არ გადმიშვა,
არ მშორდებიან ნისლის გველები,
აქ აძოვებდი ნახირს, ჰადიშათ,
მზეო, მე ახლაც აქ მეგულები...“

ველად გავარდნილი მთის არწივი მიხა ხელაშვილი, რომელიც ყოველწამიერად უყურებს სიკვდილს თვალებში, ქისტი ქალის სილამაზითა და სიყვარულით იყუჩებს გულს. იგი მზესთან აიგივებს მის მშვენიერებას:
„ქალო, მთის შვილო, ხარ სხვა რჯულისა,
მაგრამ ვერვინ გჯობს ფეროვნებითა,
შენი სახეა შემკული ტურფად
ათი ათასი გემოვნებითა.
შენს სინაზეს და სილამაზესა
მზეც მიითვისებს, უარს არ გეტყვის,
რაც ქვეყანაზე არსი რამეა,
შენ შემოგხარის, ყველა შენ გეტრფის“.
ქისტი ქალის თავმდაბლობასა და მოკრძალებას ლამაზად უმღერა პოეზიის დედოფალმა ანა კალანდაძემ:

ქისტი ქალი
ილუსტრაციის ავტორი
ევა გუმაშვილი
„ჭიჩოზე ნისლის კოტორი
მძიმედ, ნელინელ ქანავსა...
ზემოთ მიიწევს, ღრუბლისკენ,
ქვე არ ჩამოდის, ჭალასა...
თვალებს უხარით ყურება,
გრძნობს, სახეს არცა მალავსა...
ეს თავმდაბლობა უხდების,
როგორც ქისტების ქალასა...“

და კიდევ:
„მასპინძლის ქალი ქისტისა,
შნოს და ლაზათის მქონეო,
რა დაატყობდა, სტუმარსო,
მგონია... მოვეწონეო,
შეჩერდებოდა ცოტა ხნით,
წყალიც ეზიდა თუნგითა
(გულს ცუდი არც ვის რა ედო,
მით არც არავის უკვირდა!):
სირცხვილი იყო გაქცევა, -
ღმერთმა გვაშოროს ესენი...
ბევრია უცხო ბარისთვის
მთის ადათი და წესები“.

მგელიკა ჭინჭარაული რჯულის სხვადასხვაობას არაფრად აგდებს, მთავარია ქისტი ქალის საპასუხო გრძნობა, ის მზად არის გადაიაროს მთები და ჩავიდეს უცხო მხარეში:
„იქავაც წავალ ტერელოს,
ქისტის ქალაის გუმანსა,
ქალ იყვას, რჯული რა არის,
ყურს არას ვუგდებ ყურანსა“.
მას მხოლოდ სატრფოსთან დაშორების შიში აკრთობს:
„კოცნა მაინც გაიმეტე, ქისტის ქალო,
დამახვიე მკლავზე შენი ნაწნავები,
დავშორდებით? ოი! ღმერთმა დამიფაროს,
მოდი, თმებზე დაგაბნიო ვარსკლავები.
მოდი, ახლოს სუნთქვა ვიგრძნო შენი სულის,
ან მაგ მკერდში გული როგორ დაფართხალობს,
მოდი ახლოს, გაგიმხილო სიყვარული,
მოდი ახლოს, გეამბორო, ქისტის ქალო“.
ტარიელ ხარხელაურმა ქისტი ქალის თვალთა ხავერდით საკუთარი ტაძრის ჭერი მოაფარდაგა:
„როგორც გინდა, შენ შენს უფალს ავედრე,
დღეს სხვა მტკივა, ეგ ნაკლებად მადარდებს.
ქისტის ქალო, თვალთა შენთა ხავერდით
ჩემი ტაძრის ჭერი მოვაფარდაგე...“

ამირან არაბული თავისი წიგნის „სულუქცევრად საკითხავნი“ ერთ-ერთ თავში - „ქორძო და ქისტის ქალი“ წერს: „ქორძო წიკლაურს, ბერდიშვილთ აბიკას შვილს, შევარდნოდა თვალი გამრჯე, კეთილ, სტუმართმონდაურ ქისტის ქალზე; შევარდნოდა და რის არხოტიონი იქნებოდა, ლექსად არ ამოეთქვა გულ-გვამში ნაბრუნი სახმილის ალი და ლიღარი:
„ტანის უხდება მიხვრ-მოხვრა,
თავზე მოხვევა შალისა,
დღეს მირჩევ მასთან ბაასი,
არ გათენება ხვალისა...
აქა ვარ, მაგრამ არ ვიცი
ხვალ ჩემი გზა და კვალისა,
ჩვენ შორის მთები ჩადგება,
გადუწვდომელი თვალისა...
ნეტავი რჯულიანიმც გქმნა
ან ჩემი მიწა-წყალისა“.
ხევსური პოეტი მურღვა არდოტელი მზადაა ხამხის (ქისტეთი) ხეობის გრიგალსაც კი ეძმოს, ოღონდ ქისტის ქალს დაუმტკიცოს, რომ არც შურისძიებით არის შეპყრობილი და არც სამტროდ არის მოსული:
„ეხ, ქისტის ქალო, მარეხ, ჯაირახს
მე მირჩევნია ჩემი არდოტი.
ვერ განეშორე ვაჟებს ბაირახს
და ღილღოს ცაზე შენ არ დარდობდი.
იქნებ გგონია, რადგან „ფხია“ ვარ,
მტრად ვარ მოსული და სისხლს დავეძებ...
მაშინ ქისტეთის ამაყ მთებს ჰკითხე,
ხამხის ხეობის გრიგალს რად ვეძმე.
ან გამომჭერი ყელი გიაურს,
ან დამაწყვიტე ქაზდარს ბეჭებით.
ღამდება, მთები ისევ ოხრავენ
და ცა ივსება თეთრი კენჭებით“.
ქისტი ქალის ამოუხსნელ ფენომენსა და ბუნებას თანამედროვეობაში ღრმად სწვდება პოეტი ირაკლი ნადარეიშვილი, რომელიც ასე მიმართავს ქისტ ასულს:

ქისტის ასულო, გულზვიადო, თვალებხატულო,
ვერცხლის ქამარით ფაშატივით შემორახტულო,
მკერდაზიდულო, წარბ-მთვარისებრ გადარკალულო
გრძნობა მეწყერო, კლდის ჩქერებად გადმოღვარულო.
მყინვარწვერიდან ჩამომდნარო წყაროვ მალულო,
მზერაუკმეხო, უკარებავ, ჟინგაგვალულო,
კლდის ციცაბოზე საცალფეხოვ, არ გაკვალულო,
ვნებავ, მღვიმეთა სიღრმეებში გადამალულო...
თავშალიანო, ტანზე ფარჩა შემოტმასნილო,
თვალშარიანო, ვერ ნათქვამო და ვერ ახსნილო,...
ღამევ, ვარსკვლავით მოჭედილო, ხანაც უძილო,
მადლო ხილულო, შესახებო, ხანაც უხილო...
დალალ-ნაშალო, თვალგიშერო, ტუჩ-კბილ ასხმულო,
სულო უდრეკო, სიამაყევ ქვაში ჩასხმულო,
ჰანგო, სალამურ ნაკვნესებო, ზეცად ასულო,
აფერუმ! ვინაც შეგიშნოვებს, ქისტის ასულო...
იოსებ ლონგიშვილმა ესპრომტად შეაფასა ქისტი ქალის სილამაზე:
„გზის პირას დგას ქისტის ქალი,
ყველას მისკენ მისდის თვალი,
მისკენ ცქერით და ყურებით
გამიბრუდდა კისრის ძვალი“.
საერთოდაც, ქართველ პოეტებს არასოდეს დაუმალავთ თავიანთი სიმპათიები ვაინახი ქალის მიმართ და არც ქართული ხალხური პოეზია დარჩენილა გულგრილი ქისტ ქალთან მიმართებაში.
„ქალი ქისტის სჯობს ხევსურსა,
ვაჟი კი - ორსოებლელი (არხოტ-ბლოელი),
სამდევროდ - გუდამაყრელი,
თავის ბან-კარზე - სნოელი“.
ან:
„ქისტეთისაკენ მივდივარ,
კაცნი თქვეს ქონებიანნი,
ბევრანი ხყვანან ცხვარ-ძროხა
და ქალნი ოქროსთმიანნი“...
და კიდევ:

„ქისტის ქალო, შენზე დარდმა დამლია,
შენს ლანდსაც კი დავდგომივარ დარაჯად!“
ვაინახი ქალის როლი არც თანამედროვე ეპოქაში დაკნინებულა, თუმცა ამის მცდელობა დღემდე გრძელდება. ჩეჩნეთში მიმდინარე ბოლო სისხლისმღვრელი ომების შედეგად ჩეჩენი ქალის იმიჯი შეიცვალა და ის შაჰიდი ქალის ეპითეტით შემოსეს. მსოფლიო მედიამ კი ვაინახი ქალის აუხსნელი ფენომენი მხოლოდ რელიგიური ნიშნით ახსნა და შეეცადა დაეჩრდილა ის გამორჩეული ღირსება და სიამაყე ჩეჩენი, ინგუში თუ ქისტი ქალისა, რომელიც საკუთარი ნამუსისა და ოჯახის დასაცავად, ზოგ შემთხვევაში, თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს. გავიხსენოთ არცთუ ისე შორეული ისტორია ერთ-ერთი ჩეჩნური აულის „დაადი იურთის ტრაგედიისა“, როდესაც ორმოცმა ჩეჩენმა ქალიშვილმა ნამუსისა და ღირსების დასაცავად თერგის ტალღებში დაასრულა სიცოცხლე და ყველა მცველი კაზაკიც თან გაიყოლა.

როგორც დავინახეთ, ქალს დიდი ადგილი უჭირავს ვაინახურ საზოგადოებაში, მას კრძალვითა და რიდით ექცევიან და ქისტი ქალი ხშირ შემთხვევაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს გმირის ზნეობრივ და რაინდულ ჩამოყალიბებაში. ვაინახებში ისლამის გავრცელებას არ შეურყევია ოდინდელი საზოგადოებრივი ტრადიციები, ადათ-წესები. ქალმა ურყევად შეინარჩუნა საუკუნეების განმავლობაში შემუშავებული როლი და ფუნქციები ჩეჩენი, ინგუში და ქისტი ხალხის ცხოვრებაში და ეს ამოუცნობი სახე ქისტი ქალისა კიდევ დიდხანს დარჩება სამყაროს საიდუმლოდ.
![]() |
4.11 ქისტები ქართულ ზეპირსიტყვიერებაში |
▲ზევით დაბრუნება |
ვაინახური ტომები (ჩეჩნები, ინგუშები, ქისტები) უხსოვარი დროიდან საქართველოს ესაზღვრებოდნენ და ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების გავლენით ერთმანეთთან სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები ჰქონდათ. ამ ურთიერთობებს განაპირობებდა ისიც, რომ ქართველური მთიელი ტომები (ხევსურები, მოხევეები, სვანები, ფშავ ლები, მთიულები და თუშები) ეთნოგენეზისის თვალსაზრისით ყველაზე ახლო დგანან ვაინახებთან.

ივ. ჯავახიშვილის ცნობით: „სხვა გვარის გაძარცვა, დარბევა და გაქურდვა, თუნდაც ეს ნავარდობა მკვლელობით დამთავრებულიყო კიდეც, ისეთ საქებარ და სასახელო გმირობად მიაჩნდათ, რომ მეკობრეთა ასეთ ვაჟკაცობას ზოგჯერ ლექსითაც შეაქებდნენ ხოლმე“.
როგორც ცნობილია, ხალხი თავის მწუხარებას, სიხარულსა და აღტაცებას ფოლკლორში ასახავს. იქმნება სიმღერები გმირებზე, რომლებმაც თავი ისახელეს მომხდურ მტერთან ბრძოლაში, ანდა ნადავლისათვის თარეშის დროს და ა.შ.
ქისტებთან მეკობრული სახის კონფლიქტებსა და იქ გამოჩენილ ვაჟკაცობაზე მრავალი ხალხური ლექსია შექმნილი. ცხადია, ასეთი სახის საგმირო პოეზია მეტ-ნაკლებად ტენდენციურია. თუმცა, როგორი ტენ დენციურიც არ უნდა იყოს რომელიმე მოქიშპე მხარე, ზეპირსიტყვიერება ხალხის საერთო საკუთრებაა და იქ სიმართლე უმთავრეს შემთხვევაში არ იკარგება. ფოლკლორი ხალხის სულის სარკეაო ნათქვამია და, მართლაც, ზეპირსიტყვიერებაში ხალხის რეალური ცხოვრება ისახება.
საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა ქისტებს ქართულ ფოლკლორში, განსაკუთრებით ხევსურულ, ფშაურ და თუშურ ზეპირსიტყვიერებაში. ქართული ხალხური პოეზიის მეორე ტომის პირველ ნაწილში „ბრძოლა მომხვდურებთან“ 220 ლექსია შესული და დიდზე დიდი უმრავლესობა ამ ლექსებისა ქისტებთან (მაისტელები, მითხოელები, ღილღველები, ხილდიხაროელები, ტერლოელები) შეტაკებებს ეხება.
ერთ ხალხურ ლექსში ასე მიმართავენ ქისტს:
„ქისტო, ვინ ხარი ქისტეთსა,
ქისტო, ვინ ბრუნავ ბანზედა,
აღარც გამოხვალ საამჯნოს,
აღარც დაგვიჯდებ ჯარზედა...
ამოხვედ ნაყაიჩოზე,
სახლებ შეგიყრი მხარზედა;
ჩამოხვედ გუდანთის მთაზედ,
ხელი წაგიდის ხმალზედა“.
ქართველური ტომებიდან ყველაზე მჭიდრო კონტაქტები ქისტებთან ხევსურებს ჰქონდათ და ყველაზე უფრო რეალურად ამ ურთიერთობებს სწორედ ხევსურული ზეპირსიტყვიერება ასახავს. ალბათ, ამით უნდა აიხსნას, რომ ქართველი მწერლები ხშირად ხევსურულ ფოლკლორზე დაყრდნობით ქმნიდნენ თავიანთ საუკეთესო ნაწარმოებებს ქისტების შესახებ.

ადი ქავთარაშვილი

ხევსურებში მრავლადაა თქმულება თუ ლეგენდა ქისტებზე, მათ ადათ-წესებზე, ვაჟკაცობაზე, მათთან მეგობრობასა თუ მტრობაზე. ხევსურულ ფოლკლორში ქისტები მიჩნეულნი არიან ღირსეულ მოწინააღმდეგეებად, ღირსეულ სამეგობრო ხალხად და არსად არ იგრძნობა თავისი უპირატესობის გამოხატვა.
ხევსურულ ხალხურ პოეზიაში ხოტბას ასხამენ არა მარტო ხევსურ გმირებს, რომლებმაც თავი ისახელეს ქისტებთან ბრძოლაში, არამედ ქისტ გმირებსაც, რომლებიც უშიშრად შეხვდნენ სიკვდილს. აქ მთავარია ვაჟკაცობა და გულადობა, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარე გამოხატავს ამას - ქისტური თუ ხევ სურული. რამდენი მაგალითის მოყვანა შეიძლება, სადაც ხევსური აღტაცებას გამოთქვამს ქისტის სიმამაცის გამო:
„ქისტო, დიდგული ყოფილხარ,
ყამ (შიში - მ.ხ.) არ გქონია მტრისაო...“
ან:
„ქისტო, გიცხონდა გამზრდელი,
გულ შენ გდებია მაგარი..“
მაისტში მიმავალ, ქისტეთში სალაშქროდ გამზადებულ ხევსურებს ესმით ამ საქმის სერიოზულობა და სათანადოდ ემზადებიან კიდეც:
„სამაისტლოებს ვაჟებსა ბაკნით ასმიეთ ლუდიო,
დიდია მაისტის თავი, ყმა იქ ვერ ჩავა ცუდიო,
გან იქაც ქალეებია, გადაიმრუდონ ქუდიო?
გამავლენ ქისტის შვილები, ხანჯრით იციან ჩხუბიო“.
ქისტებისა და რუსის ჯარის შეტაკებას ასე აღწერს სახალხო მთქმელი:
„...რუს-ქისტების შუღლს შავესწარ, ჭიუხებს ედგა ბაბანი,
მაისტით ამადიოდა პულიმიოტის კაკანი,
არ შაარცხვინა იბიმა დედაის ნარწებ აკვანი“.
იბი ალხასტოვი იყო 40-50-იან წლებში თავისუფლებისმოყვარე, დევნილი ქისტების ჯგუფის ერთ-ერთი წინამძღოლი. სახალხო მოლექსე ხვთისო ალუდაური აღფრთოვანებულია მამულისათვის თავგანწირული მოყმის სიმამაცით. იგი თავის პოეტურ ნათქვამში სოლიდარობას უცხადებს სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე მდგომ უშიშარ და შეუდრეკელ მებრძოლს:
„მასწავლეს აის ადგილი, სად ქისტებმ ხოცეს ჯარია,
კლდე ტყვიით შაჭრელებული იბაის ნაომარია.
იქ ხოცა მაიორები, წყალში ჩაყარა მკვდარია,
ჭალას გაჰფინა არღუნმა, სამასი რუსის გვამია.
შე ცხონებულო, იბაო, რამდენ კა საქმე ჰქენია,
სამართლიანად ისრევდი, არც თქვენ გზოგავდათ მტერია,
ბევრჯერ დავლიე არაყი, შესანდობარი თქვენია“.

ქისტი აბრაგი
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ქართული საგმირო პოეზიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ქისტებს ეხება. სწორედ ქისტე ბთან ურთიერთობაში ვლინდებოდა ქართველი მთიელების საგმირო თვისებები, ქისტებთან შეტაკებებში იწრთობოდა მათი საბრძოლო სულისკვეთება. ისინი ერთურთს ღირსეულ მეტოქეებად თვლიდნენ და პირადულ მტრო ბას თან ერთად ერთურთის დაფასებაც იცოდნენ. ამიტომ იყო ასე ხშირი ქისტებისა და ქართველების ძმადნაფიცობა, რაც ლეგენდარულ ერთგულებასა და თავდადებაში გადაიზრდებოდა ხოლმე. ერთ-ერთი ხალხური ლექსი გამზრდელს უქებს ქისტ მოწინააღმდეგეს:
„ქისტო, გიცხონდას გამზრდელი,
ზედ მიხვედ შორით გამხტარი,
მხარჩიით გადმაქნეულმა
დაკვრიცნა უბის მასრანი,
მხარზეით ჩამამდინარმა
სისხლმ შაგიღებნა კალთანი“.
ხალხურ ლექსში მთქმელი ფშავლებს მიმართავს და ამცნობს, რომ შატილის გზა არც ისე უსაფრთხოა, რადგანაც იქ შეიძლება ქისტები იყვნენ ჩასაფრებული, რომელთა ტყვიაც იშვიათად სცდება სამიზნეს:
„შატილს ნუ მისდევთ, ფშავლებო, განა ქალაქის გზანია,
არცა სხედს ოქრომჭედლები, არც იწურება რვალია,
იქა სხედს ქისტის შვილები, ტყვიას გამააქვს ჩქამია,
სამს ძმას ერთსავით მაჰკლავენ, არა აქვს სამართალია“.
ერთ-ერთ თუშურ ხალხურ ლექსში „თუშეთს მობრძანდა მოვრავი“ მთქმელი მო გვითხრობს თუშების მოურავის ჯარის შეტაკებას ქისტებთან, ვინც სიკვდილის შიში საერთოდ არ იციან:
„... შენ ქაჩუს როგორ გადახვალ, დღემუდამ ქისტებ დისაო.
მოვრავი გამოაბრუნა, შეკვრა შენ იცი გზისაო.
ჩამოიარა აღმისხევ, ქისტებსაც ჩამოხკრეფდაო,
ფარსმაში ჩამოუდიოდ ერთ ჯარი ქისტებისაო.
ფარსმის შუუბან დაგროვდეს, ხანია შუადღისაო.
ამას ნუ დაენდობითა, ლაბაზანისა შვილსაო,
დამბაჩა დაუმალავის, ყამს არა სიკვდილისაო.
დამბაჩა მოვრავს დაგვიცა, ახლ ხანჯარს წაიწვდისაო,
ხანჯარ იასავლს დაგვიცა, თვითონ ხომ გაიქცისაო“.
თუშურ ხალხურ პოეზიაში, მიუხედავად მტრისადმი დიდი სიძულვილისა, სიმართლეს არ ღალატობენ:
„უცებ გაისმა, - „დადექით“, თან თოფებ გამოსტყვრისაო,
დაბორიალდა ცხენ-ძროხა, გზა ვეღარ გაიღისაო,
ცხენიდან გადმოხტ გიორგი, ქარივით დაბრუნდისაო,
თოფი მოიგდო გვერდზედა, არც არას მოჰფარდისაო,
დაუმიზნ ქისტის ტიღასა, მეხივით გავარდისაო,
მაგრამ დაასწრეს რჯულძაღლთა, დრო არ აცალეს ცდისაო,
გაგმირეს ცხელი ტყვიითა, მოარტყეს გულის პირასო,
ამხანაგებიც დახოცეს, სისხლი ღვარადა დისაო,
არსადა ჩანან პატრონნი, არც მკვდრის, არც ცოცხლებისაო“.
მარცხით დამთავრდა თუშებისა და ფშავლების გალაშქრება მელხისტში (მითხოში), მითხოელებმა ჯერ დატოვეს აულები, სანამ თუშ-ფშავთა ლაშქარი მათ აულებს არბევდა, მოემზადნენ, ჯარეგოს ვიწრო ხეობაში გზები შეკრეს და ჩასაფრდნენ, მოთარეშეები თითქმის ამოწყვიტეს, ამბის ჩამტანის გარდა ცოცხალი არავინ დატოვეს:

„დაუბარებავ მითხოთა:
„მაგყვებით წინას ვალზედა“.
აქ თუ მავიდეს ქისტები,
მკვდარ შაიდების მკვდარზედა.
ახლებო, მაიგონიდით,
ჯარეგას რა დღე გათენდა,
ჩახოცეს თუში, მშაველი,
მკვდარი შეყარეს მკვდარზედა“.
სამშობლოში პრობლემა შექმნილ ფშაველს, იქვე მეზობლად ეგულება ქისტეთი, სადაც თავს შეაფარებს:
„გადამყევ, გადაგიყოლებ,
ქისტეთს დავიდებ ბინასა,
მაჰმადის რჯულზე დავდგები,
სახელად ვიტყვი წიქასა,
ტანზე ჩავიცომ ჩოხასა,
ლუგლუგას, ქისტებისასა...“
ერთ-ერთი მორიგი თარეშის დროს ქისტებმა სამი ხევსური გამოასალმეს სიცოცხლეს. საპასუხო სროლის დროს ერთი ქისტიც დაიღუპა.

ხევსურმა ხმით მოტირლებმა ქისტებისაგან დახო ცი ლი ხევსურები ქება-დიდებით დაიტირეს, ხოლო ქისტების მარჯვე შუღლსა და ვაჟკაცობაზე ერთი სახოტბო სიტყვაც არ დასცდენიათ.
„მოტირალთა შორის იმყო ფებოდა ერთი ხევსურის დიაცი, ცნობილი თავისის პირდაპირობით, სის წორითა და პირში მთქმელობით. ეს დიაცი, გადმოცემის მიხედვით, „სიკვდილის წინ რომ მდგარიყო, მაინც სიმართლეს იტყოდა ტირილშიაც და ისე ლაპარაკშიაც“...

და რაკი ხევსურმა დიაცებმა თავისიანი მკვდრები ქებით ცად აიყვანეს, ქისტები კი ჩალადაც არ ჩააგდეს, მიუკერძოებელი დიაცი გაჯავრდა, წინ გადავიდა და ასე იტირა:
„დედა ვაცხონე ქისტებისაო,
საჯანგეს შამაყრილებისაო,
ხევსურთ გტირიანთ მატირალნიო
დიდის ქებით და დიდებითაო,
ქისტებმა კარგა შაგიფერესთო,
არ დაგხვდესთ ხელდაკონვილებიო,
სამ-სამი ჩამაიღით მკვდარიო,
ღილღველმ კი გადიარნა მთანიო,
სამი თან წაიტანა ხმალიო...“

სიმართლის თქმა გონიერ გამგონთათვის წყლულთა უებარი წამალია, - წერს ამირან არაბული თავის წიგნში „სულუქცევრად საკითხავნი“.
გიორგი ლიქოკელის გადმოცემით: „ერთ ქისტ სახელგანთქმულ ყოფილ მეომრობით, სახელად ბაჩაყი. მაუსომ ბაჩაყს ჴმლისად ჴელი-დ გადასტანებივ ერთად ჩასაფრებულებს შვიდრვა ჴევსურს. გაუქცევავ ეს ხევსურები, ზოგ დაუხოცავა-დ, ზოგ კი გადაშჩომივ ცოცხალი:
„წამაგვიყარნა ბაჩაყმა
ჴევსურნი შვიდი-რვანიო:
მაგვწკეპდის, მაგვაწუხებდის,
მაგვჭყივის: ბაჩაყ ვარიო!
ნეტავინ ჩამაგვიჩინნა
ბაბურაულნი ძმანიო?
აგებაღ ბაჩაყს მახკლევდეს,
მაგვშორდებოდა ღვარიო“.
ღილღველთ ლაშქრის დაცემა ამღასა და ახიელაზე ასე აისახა ზეპირსიტყვიერებაში:


ისაყა ბაღაკაშვილი



„სამშაბათს გათენებადა დიდი დგას ცოდო ბრალია;
იხევის დედამიწაი, ცოდვით ჩამადნეს ქვანია,
ცაზე აყენებს მასკვლავთა არხოტივნების ბრალია,
სიბრალულისგან ქრებოდა ცისკარი ამამჴდარია…
..ახლა დაეცნეს ამღასა, დილა თენების ხანია.
დახკივლეს ქისტისშვილებმა, დაღვედრა ყველამ გვარია.
თოფის ჴმა, ელვა, ქუხილი, სრუ იძვრის მთა და ბარია.
კარში გამავა დავითი, ხოდედიშვილი ჩქარია,
დადგების გაკვირვებული, თან ღგონავ საოცარია.
აიმ დროს წამაეხვივნეს ქისტის შვილების ჯარია.
ნუ მახკლავთ, ქისტის შვილებო, ქვრივის გაზრდილას, ბრალია!
დედა დაშჩების ბებერი, დიაცი ახალზალია“.

ქართველებისა და ვაინახების მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ნათელი დადასტურებაა ორი მოძმე ხალხის ფოლკლორი, სადაც რეალურად აისახა მეზობელი ხალხების ცხოვრება, მათი ადათ-წესები და, რაც მთავარია, ზნეობრივი კოდექსი, რომელიც თითქმის ერთნაირი, გასაგები და მისაღებია როგორც ქართველის, ისე ვაინახისათვის.


![]() |
4.12 ქისტების ქართული საგა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა. აქ საუკუნეების განმავლობაში მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები. ზოგიერთი ეთნოსის საქართველოში ცხოვრების ათვლის წერტილი 26 საუკუნის მიღმიდან იწყება (ებრაელები), ზოგიერთი ეთნოსის რიცხოვნებას ამ ქვეყანაში ნახევარ მილიონამდეც მიუღწევია (აზერბაიჯანლები, სომხები), ზოგი ათასსაც ვერ გასცდა (უდები) და მაინც ყველა ბედნიერად გრძნობდა და გრძნობს თავს ამ უაღრესად თბილ, დალოცვილ და მადლიან მიწაზე.

თუმცა ქართულ მწერლობაში განსაკუთრებული საგმირო საგა მხოლოდ ქისტებზეა (ვაინახები) შექმნილი. ქისტები ყოველთვის სიამაყით აღვნიშნავთ: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 80-ზე მეტი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები ცხოვრობენ, მართლაც განასაკუთრებული სიყვარულითა და სითბოთი გაჟღენთლი პოეზიისა და პროზის ნიმუშების ადრესატები გამორჩეულად ქისტები გახდნენ.
საქართველოში ქისტებს თანაბარი სიყვარულითა და პატივისცემით ხოტბას ასხამს როგორც ხალხური სიტყვიერება, ასევე კლასიკოსები და ბუმბერაზი მწერლები.
ცხოვრების ყველა ეპოქა, ხანგრძლივი თუ ხანმოკლე, მეტად ქარიშხლიანი აღმოჩნდა კავკასიელებისათვის, განსაკუთრებული ბედისწერა ამ მხრივ ჩრდილო კავკასიელებსა (გამორჩეულად ვაინახებს) და ქართველებს ერგოთ. ბოლო 400 წლის განმავლობაში კი შეუსვენებლივ მოუწიათ გაშმაგებულ ურჩხულთან ბრძოლა, თუმცა კავკასიელებს ქედი არ მოუხრიათ და წამიერადაც არ შეუწყვეტიათ ფიქრი და ბრძოლა თავისუფლებისათვის.
მე-20 საუკუნის ფეხდაფეხ კავკასიელებმა კიდევ ერთხელ აიმაღლეს ხმა დამპყრობლის წინააღმდეგ, თავისუფლებისათვის ბრძოლის იარაღი კანონიერ ჩარჩოში ჩასვეს და ერთიანი ძალებით მთიელთა რესპუბლიკა შექმნეს. კიდევ ერთხელ გაცოცხლდა თარგა მოსიანთა გულებში დამოუკიდებლობისა და ერთიანობის იდეა და კავკასიელი ხალხები თავისუფლებისა და ძმობის დროშის ქვეშ გაერთიანდნენ.
ამ პერიოდში ქართველი გენიოსის ვაჟა ფშაველას მიერ უკვე შექმნილია მსოფლიო ლიტერატურის განძი და შედევრი „სტუმარ-მასპინძელი“ და იქმნება პოეზიისა და პროზის სხვადასხვა უკვდავი ძეგლი... თავისუფლების დროშასა და წინააღმდეგობის ძალას სისხლში ახშობენ, პირდაპირ ხვრეტენ თავისუფლებისმოყვარე ლომგულა ვაჟებს და მაინც არ ცხრება ჟინი სიყვარულისა და ძმობისა... იწყება რეპრესიებისა და კაცთა კვლის ხანგრძლივი პროცესი, ხალხს თავისუფლებასა და გაერთიანებაზე ფიქრსაც კი უკრძალავენ და მაინც არ იღლება სამეგობროდ აღმართული ქართული კალამი, ქართველი კლასიკოსები უფრო მძაფრად უმღერიან ერთიანობასა და ძმობას. „გველის მჭამელის“ ფეხდაფეხ ქვიან ბილიკს კვალავს რობაქიძის „ლამარა“ და დიდი კონსტანტინეს „ხოგაის მინდია“... მიღმეთიდან სულთი ჯახოტი გულში იკრავს ციციას და თეთრ რაშზე ამხედრებული ქარაფებზე მიაქროლებს ნანატრ სიყვარულს. იტანჯება ყაზბეგის გული და თავს მხოლოდ იმით იმშვიდებს, რომ მუჰაჯირობის მტანჯველ გზაზე ჩერბიჟანთ ანზორი გულით ლოცავს ვაჟიასა და ელისოს ხანმოკლე ბედნიერებას...

გიგი ხორნაულის ქისტი ბიძა არავის აძლევს ძმის ოჯახის დაჩაგვრის უფლებას და ბოლომდე იცავს მის პატივსა და ღირსებას; „სისხლში ნაწრთობი“ ქისტი და ხევსური ვაჟკაცები კი შველის თხოვნით მისულ მტერსაც ღირსეულად მასპინძლობენ.
გამორჩეული სიმძაფრითა და საოცარი ტრაგიზმით აისახა უსამართლობასთან შერკინებული და ქედმოუხრელი ლომების სამშობლოდან აყრა და უცხო მხარეში გადასახლება გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზიაში, განსაკუთრებულად „დაიტირა“ პოეტმა ვაინახების ბედისწერა ციკლით „ჰოი, ღილღოს დაღრუბლულო ცაო“ და სამარადისო ძეგლი დაუდგა მათ ძმობასა და მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს.
არანაკლბ მძაფრი და ემოციური, მთელ არსებას რომ დაგინაწევრებს და თანალმობით თავბრუს რომ დაგახვევს... სწორედ ისეთია ამირან არაბულის გულისწუხილი და თანაგრძნობა ვაინახების მიმართ ამ ციკლის შესავალში „ღილღოს ნგრეული აულების მოზარე“.
მხოლოდ დიდზე დიდ სიყვარულსა და მართალ გულს შე უძლია ისეთი სისპეტაკითა და აღტაცებით გადმოსცეს მსოფლიო საოცრება „ქისტური ცეკვა“, როგორც ამას ლადო მრელაშვილი აღწერს.

ჩვენ „ქარი გიმღერის ნანათი“ შეგვიყვარდა პოეზიის დედოფალი ანა და რას წარმოვიდგენდი, თუ რა სასიამოვნო და გულისამაჩუყებელი განცდები გველოდა მისი განუმეორებელი პოეზიის ქისტური ციკლიდან: „რაისთვის აქებ ქისტებს, ბერდედავ“, ან „ვაჟკაცის ფასი ჩვენც ვიცოდით და ქისტმაც იცოდა“ და კიდევ მრავალი სხვა.
არც ბათირა და ბაღათერ არაბულებმა უღალატეს გმირი წინაპრების ტრადიციებსა და ღირსეული მტერ-მოყვარეობის საოცარი ბალადები შექმნეს. ბაღათერ არაბული მტკიცე გალავანს ავლებს ქისტების უსამართლოდ დაღვრილი სისხლის სადარაჯოზე და მომავალ თაობას ანდერძად უტოვებს ქისტებსა და ქართველებს შორის ურყევ ძმობასა და მეგობრობას.
არასოდეს რომ არ დატოვებს გულსა და მეხსიერებას, სწორედ ისეთია ეთერ თათარაიძის სამძიმარი მგლოვიარე ქისტებისათვის ოსე პაპას სახელით ნათქვამი. არა, არ გამქრალა დიდი ბერდედას ერთი წვეთი ჩეჩნური სისხლისა, პირიქით, დუღს და ზოგჯერ ცხარე ცრემლებად იღვრება თუში ქალის ვარდისფერ ღაწვებზე...
ვაჟკაცობის, ურთიერთდანდობის, მეგობრობისა და პატივისცემის, ღირსებისა და სიმამაცის საოცარი ბალადაა შოთა არაბულის შემოქმედება. ალბათ მსოფლიო ლიტერატურაში იშვიათად მოიძებნება „მტრების წუთისოფლის“ მკვიდრთა, მგლისფერა ვაჟების ნეთხიჩოელი ელიმარძისა და არხოტიონი მანგიას ღირსეული მტერ-მოყვრობის საოცარი მაგალითი. და არც მოსისხლე მტრის მიერ სამიზნედ ამოღებული ხიზირის ცეცხლოვანი ქისტური ცეკვა დაავიწყდება ისტორიას.

ადამიანთა რეალურ ცხოვრებაში იშვიათი მოვლენაა, როცა ჟამთააღმწერელი უზუსტესად, შელამაზებისა და დამახინჯების გარეშე აღწერს ფაქტებსა და რეალურ ისტორიებს, არსად არ აკნინებს მტრის ღირსებას, არასოდეს წარმოაჩენს საკუთარ უპი რა ტესობასა და ზედმიწევნით რეალურად ასახავს სინამდვილეს. ამის დასტურია ახლახანს მზის შუქზე გამოსული ალექსი ოჩიაურის „მოსისხლეობა და ჭრა-ჭრილობა ხევსურეთში“, ქისტებისა და ხევსურების ღირსეული მტერ-მოყვრობის საოცარი მატიანე, რომელიც ღირსებისა და ზნეობის უმაღლეს მწვერვალზეა ასული.
მამა-შვილი მურმან და მზია რატიანები განსაკუთრებული სიყვარულით, კავკასიური ღირსებითა და დოკუმენტური სიზუსტით აღწერენ ჩეჩენ-კავკასიელ მთიელთა ბრძოლას უსა მართლობის წინააღმდეგ და მამაც აბრაგთა თავგანწირვას ზნეობრივი კოდექსის სადარაჯოზე.
რთულია სევდისა და გოდების, ამავე დროს, სიამაყის გარეშე წაიკითხო გრიგოლ აბაშიძის „უკაცური აული“ და გიორგი გობეჩიას „თავისუფალი არწივი“.
კობა არაბულს ქისტების ძმობაში არც არასოდეს შეპარვია ეჭვი, თუმცა ახლა მისი სადარდებელი და საზრუნავია, მომავალმა თაობამ გაიაზროს, ვინ არიან ქისტები.

თავადაც პანკისელი ვალერიან ჩეკურიშვილი არავის უთმობს „მეზობელი ქისტების“ სიყვარულსა და ქომაგობას.
შეუძლებელია არ დაეთანხმო თინათინ მღვდლიაშვილის უძილობის მიზეზს, მებრძოლ ჩეჩენ არწივებზე ზრუნვითა და დარდით გათანგულსა და დაღლილს, რომ ისევ მათი ბედი აწვალებს ...
მიხეილ ღანიშაშვილი კავკასიელებს მიმართავს, იჩქერიელ მგლებს მიბაძონ, რადგან მათ მონობის უღელზე დაბადებიდანვე თქვეს უარი. რაც შეეხება ქისტი ქალის ფენომენს ქართულ პოეზიასა და პროზაში, ქისტი ქალი ვაჟამ აღაზას სახით მსოფლიო ლიტერატურის შედევრად აქცია, ხოლო გრიგოლ რობაქიძემ ლამარას სახელით სამუდამო ძეგლი დაუდგა. გაბრიელ ჯაბუშანურის ჰადიშათმა ტრფობის ყველა საზღვარი გაარღვია, ხოლო ტარიელ ხარხელაურმა ქისტი ქალის თვალთა ხავერდით საკუთარი ტაძრის ჭერი მოაფარდაგა; ანა კალანდაძე ქისტ ქალს შნოსა და ლაზათს, სიამაყესა და თავმდაბლობას უქებს; ველად გავარდნილი მთის არწივი მიხა ხელაშვილი, რომელიც ყოველწამიერად უყურებს სიკვდილს თვალებში, ქისტი ქალის სილამაზითა და სიყვარულით იყუ ჩებს გულს. იგი მზესთან აიგივებს მის მშვენიერებას. ქისტი ქალის რჯულის სხვაობას არაფრად აგდებს მგელიკა ჭინჭარაული, მას მხოლოდ სატრფოსთან დაშორების შიში აკრთობს…
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გან სა კუთ რებულ აღრთოვანებასა და ემოციას იწვევს ჩვენში დღევანდელი გლლობალური ცვლილებებისა თუ ცივილიზაციის თავისებურ ეპოქაში ახალგაზრდა ქართველი პოეტებისა და მწერლების დამოკიდებულება ქისტების მიმართ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ოდნავადაც კი არ შეცვლილა.
შეუძლებელია აღნიშნო ყველა პოეტისა და მწერლის ღვაწლი და ამაგი, თუმცა ჩვენთვის თითოეული მათგანის, იქნება ეს დიდი გენია თუ რიგითი პოეტი, მწერალი თუ კრიტიკოსი, ყოველი სტრიქონი და ფრაზა ერთნაირად ძვირფასი და მისაღებია, ჩვენს გულებში სამარადჟამოდ ანთებული ძმობისა და სიყვარულის კაშკაშა ჩირაღდანია.
რამდენჯერ აგვატირე შენი განსაკუთრებული დამოკიდებულებით, გულიანო ქართველო!
რამდენი მზიანი დღე და მთვარიანი ღამე გაგვითენეთ საქართველოს ულამაზეს ცისქვეშეთში!
რამდენჯერ ვიამაყეთ, რომ სწორედ თქვენი შვილობა გვარგუნა ბედმა!
რამდენჯერ გავიხარეთ, რომ სწორედ ამ მადლიან მიწაზე დაირწა ჩვენი აკვანი!
რამდენჯერ გაგვითბა გული თქვენი სითბოთი და სიყვარულით!
რამდენი უჩუმარი და გულწრფელი მადლობა გითხარით, ვინ მოთვლის!
და ახლაც ვაგრძელებთ ლოცვას და ყოვლისშემძლეს მთელი არსებით შევთხოვთ, მოწყალების კალთა გადააფაროს ჩვენსა და თქვენს ტკბილ სამშობლოს!
დალოცვილი და ერთიანი ყოფილიყოს ჩვენი საქართველო, დედა კავკასია, ამინ!
და არაერთხელ ეხარებინოს გული და გონება კაცთმოყვარეობის, თანალმობის, ურთიერთდანდობა-პატივისცემისა და მეგობრობის სამარადისო ძეგლს - ქისტების ქართულ საგას ამ მადლიან და დალოცვილ მიწაზე, ამინ!
![]() |
4.13 ქისტები ქართველ კლასიკოსთა შემოქმედებაში |
▲ზევით დაბრუნება |
„ვაჟკაცობის ფასი იცოდნენ ქისტებმაცა და ხევსურებმაც. ამიტომ სხვათაგან გამორჩეულად აფასებდნენ ერთურთს, თუნდაც მტრები ყოფილიყვნენ. ღირსეული მტრის სადღეგრძელო - „კა მტრის დალოცვა“ დღესაც შემორჩენილია ხევსურეთში. მტრის ღირსება-უღირსობასთან დაკავშირებული მთიელთა შეხედულება შესანიშნავად ამოთქვა ვაჟკაცობითა და ნიჭით სახელგანთქმულმა, სამშობლოსათვის თავშეწირულმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმელმა მიხა ხელაშვილმა:
„დედა მომიკლეს ფშავლებმა, სამოც-ოთხმოცი წლისაო,
მტერიც არ შემხვდა მტრისფერი, ვარ უბედური დღისაო,“
არხოტში, ტანიეს, ჯიხვებზე სანადიროდ გადავედი თათარა ოჩიაურთან. მარტო ოჯახს ედგა ცხვარი ქისტეთის საზღვართან. `საშიშროება ხომ არაფერია დაცემისაო? - ვკითხე. არაო, - მითხრა, - მტრობა არაფერი გვაქვს და არ დამეცემიან. ქისტებ სამტროდაც კარგნია და სამოკეთეოდაც. კაებ ძმებივით მივდ-მავდით ერცხვასთან. რაის მტრობა, რაის შიშიო“.

ალექსანდრე ყაზბეგი
მთიელ ქართველთა შორის „ქისტი“ ეპითეტი იყო და არის კარგი, საუკეთესო ვაჟკაცისა. „ქისტივით კაციაო“ როცა ვინმეზე იტყოდნენ, ეს იმას ნიშნავდა, რომ ადრესატი მგელივით სწრაფი იყო და შეუპოვარი, მოქნილი, მუხლადი.
აი, ამ მთიელთა შეხედულებებიდან, ქისტებთან ურთიერთობის საარაკო გადმოცემებიდან თუ ზეპირსიტყვიერებიდან ამოდიოდნენ მთიდან გამოსული ქართველი მწერლები, როცა ქისტებს დიდი სიყვარულით ხატავდნენ თავის შემოქმედებაში. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავნი, რა თქმა უნდა, ალექსანდრე ყაზბეგი და ვაჟაფშაველა არიან. ისინი მთიულური პირდაპირობით ამბობდნენ სათქმელს და სულაც არ იზღუდებოდნენ დემოკრატიული იდეებისა და ჰუმანიზმის, ხალხთა მეგობრობის ყალბი მოთხოვნებით. უღირს მეზობლებს აუგად მოიხსენიებენ, ხოლო ღირსეულს პატივს მიაგებენ“, - წერს გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე და სახელოვანი მწერალი გიგი ხორნაული მ. ხანგოშვილის წიგნის „ვაინახი პერსონაჟები ქართულ მწერლობაში“ წინასიტყვაობაში.
მართლაც, შეუძლებელია არ დაეთანხმო გიგი ხორნაულს, რომ ქართველმა კლასიკოსებმა ალექსანდრე ყაზბეგმა და ვაჟა-ფშაველამ სამარადისო ძეგლი დაუდგეს ქისტურ ღირსებასა და ქისტ-ქართველთა მრავალსაუკუნოვან ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებს.

ვაჟა-ფშაველა
ეს ორი ბუმბერაზი მთის შვილი შეყვარებული იყვნენ მთაზეც, ბუნებაზეც, მთიელებზეც და, საერთოდ, უფლისგან შექმნილ ყველაზე დიდ მშვენიერებაზე - ადამიანზე:
„ვაჟა და ყაზბეგი, ეს ორი პოეტი მივიდნენ მთასთან ხევის დეკანოზებივით, მხოლოდ იმ გარჩევით, რომ ვაჟა „რელიგიით“ მივიდა, ყაზბეგი კი ეთიკით. ვაჟა მთების ჯანყში ხედავდა ლაშარსა და ლოცულობდა, ყაზბეგი კი მთაში კაცს ეძებდა და აფიცებდა ხანჯალსა და ძმობას. აი, აქ ისმის იგივ მორალური ხმა, რომელიც ა. ყაზბეგს ათრთოლებდა ბავშვობიდანვე“.
(„ცხოვრება ალ. ყაზბეგისა“, თბ., 1988).
„შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქართველ მწერლებში ალ. ყაზბეგს ვერავინ შეედრება მშობლიური კუთხისა და მეზობელი ხალხის სიყვარულში. ყოველი მისი ნაწარმოებიდან, ნაწარმოების ყოველი სტრიქონიდან, სტრიქონის ყოველი სიტყვიდან იღვრება ცხოველი სიყვარული, თანაგრძნობა, თანადგომა თავისი მოძმისადმი და ასევე ღრმა სიძულვილი მტრისადმი, რომელმაც დაიპყრო მისი ხალხი და ფეხქვეშ თელავს მისი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან კულტურას, ზნე-ჩვეულებებს, ადათ-წესებს“.
(მ. ხანგოშვილი. ვაინახი პერსონაჟები ქართულ მწერლობაში. თბ., 2007).
მოხევეები ქისტების მეზობლები არიან, მჭიდრო კონტაქტები აკავშირებთ ქისტ-ღილღვებთან როგორც მეგობრული, ისე ნათესაური. ალ. ყაზბეგის წინაპრები, ჩოფიკაშვილები, ქისტური წარმოშობისა იყვნენ. მწერლის მამის პაპა ყაზიბეგი ცნობილი პიროვნება იყო, ერეკლე II კარზე დაახლოებული და თავად მეფის დავალებებს ასრულებდა მთაში და ჩრდილო კავკასიაში, კერძოდ, ქისტებში მეომრების დაქირავებასა და ქართველთა მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში (ვ. კოტეტიშვილი, „ალექსანდრე ყაზბეგი“, „ცისკარი“, თბ., 2016).
ალექსანდრე ყაზბეგი ქვეყანას მოევლინა იმ პერიოდში (1848 წ.), როდესაც მისი მშობლიური კუთხის - ხევის მეზობლად, ჩეჩნეთში მძვინვარებს სასტიკი და დაუნდობელი ომი დამპყრობელ რუ სეთსა და თავისუფლებისმოყვარე ჩეჩნეთს შორის, ეს ის პერიოდია, როდესაც დამარცხებული და სამშობლოდან დევნილი შამილი ჩეჩნებმა შეიფარეს, იმამად გამოაცხადეს და მისი ხელმძღვანელობით დაიწყეს ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის.
ცხადია, იმ ომზე, რომელშიც რუსეთის მთელი იმპერია იყო ჩართული, რომელშიც ყაზბეგის მამასაც ჰქონდა კონტაქტები, როგორც ხევისა და მთიულეთის მმართველს, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორს, ალ. ყაზბეგს ბავშვობიდანვე ესმოდა, ხოლო მისი რუსეთში სტუდენტობის პერიოდში (1867-1870 წწ.) შამილი ტყვედ იმყოფებოდა რუსეთში და ჯერ კიდევ ქუხდა მისი სახელი რუსეთის არისტროკატიულ წრეებში, იქ, სადაც ტრიალებდა ახალგაზრდა ყაზბეგი. ჩეჩნების ბრძოლა თავისუფლებისათვის ჯერაც არ იყო ჩამცხრალი.

ელისო და ჩერბიჟანთ ანზორი

სულთი ჯახოტი და ციცია
როდესაც მწყემსობა გადაწყვიტა, ალ. ყაზბეგი „რამდენჯერმე გადავიდა ჩაჩან-ქისტებში, გამოძებნა შორეული წინაპრები თერგის ოლქის სოფელ მახანურში, ნამგალაები გაიჩინა გუდამაყარში“ (ა. კალანდაძე. ცეკვა ხანჯლებით. თბ., 1988).

ჩეჩენი
თავის მოგონებებში ალ. ყაზბეგის მეცხვარეობის პერიოდის ამხანაგი ანდრია კობაიძე იხსენებს მეცხვარეობის წლებს: „ამ დროს გაიცნო ჩეჩენ-ქისტები და მათ ზნე-ჩვეულებებს ძალიან აკვირდებოდა. იგი მაღლა აყენებდა ჩეჩნებს. ჩეჩნებიც სანდროს დიდ პატივს სცემდნენ. ერთ დროს სანდროს მწყემსები პეტრე გუჯარაიძე და დავით გიგაური შეიპყრეს ჩეჩნებმა და ცხვრის ფარა მთლად გარეკეს. რა შეიტყვეს, რომ ეს ცხვარი კნიაზისა არისო, უკლებლივ დააბრუნეს და ბოდიშს იხდიდნენ, თქვენი არ გვეგონაო. ამიტომაც სანდრო მო გვითხრობს, რაც თვალით ნახა და რაც ეხატებოდა მას თვალწინ“ („ცხოვრება ალექსანდრე ყაზბეგისა“, თბ., 1988).
ყაზბეგის მეცხვარეობის 7 წელი, რომელიც მწერალმა ჩეჩნეთში დაჰყო (ზამთარს ჩეჩნეთის ნაყოფიერ ველებზე ატარებდა), უაღრესად მძი მე პერიოდი იყო ჩეჩენ-ქისტებისათვის. ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, რომელიც 100 წლის გან მავლობაში გრძელდებოდა, რუსების გამარჯვებით დამთავრდა. ჩეჩენ-ინგუშეთის ველები კაზაკური სტანიცებით დაიფარა. უკანასკნელი გაბრძოლება - 1877 წელს, 27 წლის იმამ ალიბეგ-ჰაჯი ალდამოვის აჯანყებაც მარცხით დამთავრდა. ქვე ყა ნა აოხრებული და გა ნად გურებულია, ძარცვა-გლეჯა ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.
ასეთ მდგომარეობაში არათუ ცხვრის ფარებით, მარტოდ სიარულიც კი საშიში იყო, მაგრამ ალ. ყაზბეგს ბევრი მეგობარი-მასპინძელი ჰყავდა ჩეჩნებში და უშიშრად მოძრაობდა. ოღონდ კაზაკურ სტანიცებში გავლა ჯოჯოხეთს უდრიდა მწყემსებისათვის.
ალ. ყაზბეგი „ნამწყემსარის მოგონებებში“ წერს: „მთელი ჩვენი მოგზაურობა მინდორზედ, ვიდრე ბრაგუნს გავიდოდით, ერთგვარად მიდიოდა, ყაზახების ურიცხვი სტანიცების ადგილებზედ ისე არ გაგვივლია, რომ შარი არ მოედოთ და ჩხუბი არ აეტეხათ, მაგრამ მწყემსების სიმარდემ უფრო მეტად დაგვგაკავშირა ერთმანეთს და ზურგი გაგვიმაგრა. თუ საჭიროება მოითხოვდა ხოლმე, ბრძოლით და ჩხუბით ვიკვალავდით გზას, რომელიც სიმართლით ჩვენთვის თავისუფალი უნდა ყოფილიყო. მხოლოდ მაშინ გავიგე, რა მდგომარეობამაც ათქმევინა ჩვენს მწყემსებს: „ღმერთო, გვარიდე ყაზახის შარს“, რადგანაც მშვიდობიანობის დამცველი ყაზახები უშფოთოდ და შარმოუკიდებლად ფეხს არ გვადგმევინებდნენ. მაგრამ რა განსხვავება იყო იმათ და ჩეჩენთ სოფლებს შუა, რომელთა ავკაცობაც, შეუბრალებელი გარეგნული ხასიათი ბავშვობიდანვე ყურში გვქონდა ჩაწვეთებული.
ისინი დაგვხვდებოდნენ თუ არა, ზრდილობიანად სოფლის ბოლოს მოგვესალმებოდნენ, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები არიანო, აიღებდნენ ხელში წკეპლებს და გვშველოდნენ სოფლის გაცილებას, ღიმილით და მზრუნველად გვკითხავდნენ ჩვენს მოსავალზედ, მშვიდობიანობაზედ და საზოგადოდ „გურჯეთის ხაბარზედ“, რომლის შეტყობა ისე უნდოდათ“.
ალ. ყაზბეგი თავის „ნამწყემსარის მოგონებებს“ ჩეჩენ-ქისტებისა და ქართველების მომავალზე შემდეგი წინასწარმეტყველებით ამთავრებს:
„აქ ვწყვეტ ამ წერილებს, რადგანაც, რაც ვნახე და გავიგონე, როგორც ეს ყველა ჩავისმინე და გავიგე, გადავწყვიტე, მოთხრობებად გადმოგცეთ და გაგაცნოთ იმ ხალხის ჩვეულება, ხასიათი და წესები, რომელიც ან საქართველოს ნაწილს შეადგენს, ან არა და იმის აუცილებელს დამოყვრებულს მეზობლებს, რომლებთანაც უფრო მკვიდრი კავშირი არ აგვცდება ჩქარს მომავალში“.
ყაზბეგის, ამ ბრძენი ადამიანის, წინასწარმეტყველება აუხდენელ ოცნებად რომ არ დარჩენილა, არაერთხელ დავრწმუნდით. სხვათა შორის, ჩეჩენ-ინგუშების დეპორტაციის შემდეგ საქართველოს მოსაზღვრე ჩეჩნეთ-ინგუშეთის მთიანი ზოლი საქართველოს შემადგენლობაში გადმოვიდა, რომელიც მან ნებაყოფლობით დაუბრუნა ვაინახებს, როგორც კი ისინი გადასახლებიდან დაბრუნდნენ. 1990-იან წლებში, როდესაც საქართველოს დევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ჩეჩნებმა შეიფარეს და ღირსეულად უმასპინძლეს, ჩეჩნებსა და ქართველებს შორის ურთიერთობები განმტკიცდა, თუმცა ისიც ფაქ ტია, რომ ეს ურთიერთობები მუდმივად საფრთხის წინაშე დგას. არც პროვოკაციები აკლია ამ დალოცვილ ურთიერთობებს, არც პროვოკაციის შემსრულებლები და პროვოკაციას წამოგებულები.
ალ. ყაზბეგის მთელ რიგ თხზულებებში ჩეჩნეთს, ჩეჩენ ხალხსა და მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის დიდი ადგილი უკავია. „ციცია“, „ელისო“, „ელბერდი“, „მამის-მკვლელი“ ყაზბეგის ის ნაწარმოებებია, სადაც ავტორი ჩეჩენ პერსონაჟებს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ხატავს და მკითხველიც მათ ქართველ პერსონაჟებთან ერთად გულით შეიყვარებს.
რთულია უფრო გულისშემძვრელი, უფრო ტრაგიკული სიყვარულისა და ერთგულების მაგალითები მოიძებნოს მსოფლიო ლიტერატურის მასშტაბით, რასაც ყაზბეგის შემოქმედებაში ქისტ-ჩეჩნებისა და ქართველების ურთიერთობა გვაძლევს.
ცნობილი ჩეჩენი კლასიკოსი მწერალი აბუზარ აიდამიროვი წერს: „ალექსანდრე ყაზბეგმა ჩამინერგა რწმენა საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში, რის შემდეგაც გადავწყვიტე მთელი ჩემი ცხოვრება მიმეძღვნა მწერლობისთვის. ალ. ყაზბეგის შემოქმედების ზეგავლენით მე დავწერე ჩემი პირველი მოთხრობა „თავისუფლების სახელით“, რომლის საფუძველზეც შემდეგში შევქმენი იმავე სახელწოდების რომანი. მისი მოცულობით არცთუ დიდი, ტრაგედიით სავსე მოთხრობა „ელისომ“ მიბიძგა აზრისკენ, შემექმნა ისტორიული რომანი „გრძელი ღამეები“ (Тутуев Х. По следам кавказских мифов «Абузар Айдамиров», 2005).

აბუზარ აიდამიროვი
აბუზარ აიდამიროვს მიაჩნდა, რომ ალ. ყაზბეგი, ვაინახებისა და ქართველების ძმობისა და მეგობრობის მომღერალი, დღესაც ხელს უწყობს მოძმე ხალხების დაახლოებას. მის ნაწარმოებებში ქართველი და ვაინახი გმირები ერთმანეთის მხარში დგანან გაჭირვების ჟამს და იბრძვიან საერთო მტრის წინააღმდეგ: „იაგო და კობა მიემართებიან ალმოდებულ ჩეჩნეთში და დგებიან ჩეჩენ მებრძოლთა რიგებში, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისათვის. ჩეჩენი სულთი ჯახოტი სიცოცხლეს უსწრაფებს მხარის უფროსს, თავად აპრაკუნეს, თავისი ძმადნაფიცი ბეჟიას მკვლელს. მოხევე ვაჟია ცდილობს გადაარჩინოს ანზორი და ელისო, რომლებიც თურქეთში გადაასახლეს და მათთან ერთად იღუპება. ალექსანდრე ყაზბეგი ხალხთა მეგობრობის დიადი მომღერალია“.

აღაზა

ვაჟა-ფშაველა, „სტუმარ-მასპინძელი“
აბუზარ აიდამიროვს უერთდება მთელი ვაინახი ერი და თითოეული მათგანის შეგნებაში უკდავების შარავანდედით არიან შემოსილი დიდი ვაჟა და დიდი ყაზბეგი, ღირსეული შვილები მრავალტანჯული კავკასიისა, რომლებიც ისტორიაში ერთიანი და თავისუფალი კავკასიის, ვაინახებისა და ქართველების ძმობისა და მეგობრობის მომღერლებად დარჩებიან სამარადჟამოდ.
რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას, შეუძლებელია რა ბუნებრივი ნიჭითა და გონებრივი შესაძლებლობითაც არ უნდა იყოს და ჯილდოებული მწერალი, სხვა ეთნოსის წარმომადგენლებზე შექმნას ისეთი მსოფლიო მნიშვნელობის შედევრები, როგორიცაა „სტუმარ-მასპინძელი“, „ალუდა ქეთელაური“, „მოკვეთილი“, „სისხლის ძიება“ და სხვ., თუ ახლოს არ იცნობს ამ ეთნოსის გენეტიკას, მენტალობას, ადათ-წესებს, ტრადიციებსა და ღირსების კოდექსს.
ვაჟა კარგად იცნობდა როგორც საქართველოს მოსაზღვრედ მცხოვრებ ჩეჩნებსა და ინგუშებს, ასევე პანკისელ ქისტებსაც. ბევრჯერ არის ნამყოფი პანკისის ხეობაში. ბევრჯერ უქეიფია სოფ. ჯოყოლოში, რომელიც მისი „სტუმარ-მასპინძლის“ მთავარი გმირის ჯოყოლა დარქიზანაშვილის სახელს ატარებს. „ეს ადგილი ადრე ჯოყოლოელების საქეიფო ადგილი ყოფილა, საპატიო სტუმარს კარგ ამინდში აქ მასპინძლობდნენ თურმე. დღესაც აქ გორის ძირში დევს ქვა, რომლის ჩრდილო-აღმოსავლეთის ფასადზე, სადაც ცეცხლს ანთებდნენ, შეიმჩნევა წარწერა: „ლუკა რაზიკაშვილი, 1907 წ.“ (ხ. ხანგოშვილი, ქისტები, თბ., 2005 წ.).
ასევე ცნობილია, რომ პირველი ქისტი განმანათლებელი, მწერალი და ეთნოგრაფი მათე ალბუთაშვილი ახლოს იცნობდა ვაჟა-ფშაველას, ძმები რაზიკაშვილები ხშირად სტუმრობდნენ მას პანკისის ხეობაში.
ცხადია, რომ ქისტებთან ასე ახლო ურთიერთობაში მყოფ ვაჟას ჰქონდა ინფორმაცია ისტორიულ პიროვნება ჯოყოლაზე და შემდეგ კი, როგორც თავადაც ამბობს, „ფანტაზიის ნაჩმახის“ სახით გარდაქმნა მხატვრულ პერსონაჟად და პიროვნული ღირსების, ოჯახის, თემისა და სამშობლოს სადარაჯოზე დააყენა.
როგორც კრიტიკოსებიც ამტკიცებენ, მსოფლიო ლიტერატურაში იშვიათად მოიძებნება ადამიანობისა და ღირსების იმ სიმაღლემდე ასული პერსონაჟები, როგორებიც ვაჟა-ფშაველას ჯოყოლა ალხასტაიძე და ალუდა ქეთელაურია. არანაკლებ საყურადღებოა აღაზას პორტრეტი ვაჟას შემოქმედებაში.
ერთი რამ ცხადზე უცხადესია, რომ ვაჟა-ფშაველას გმირებს ურჩევნიათ პიროვნული ღირსების სანაცვლოდ დათმონ საკუთარი სიცოცხლე, რადგანაც მათ მორალისა და რწმენის დათმობის ხარჯზე შენარჩუნებული ბიოლოგიური არსებობა არაფრად უღირთ.
რადგანაც ვაჟასა და ყაზბეგის შემოქმედება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც (ვაჟასა და ყაზბეგის შემოქმედება თარგმნილია ძალიან ბევრ უცხოურ ენებზე) ფართოდ არის ცნობილი, ჩვენ არ დავიწყებით მათი შემოქმედების მეცნიერულ ანალიზს, თუმცა უდავოდ მიგვაჩნია იმის აღნიშვნა, რომ ამ მთის ორმა მგოსანმა და გენიოსმა, ზეადამიანურობისა და კაცობრიობის კეთილშობილური ცივილიზაციის ზენიტში აიყვანა ქართველ-ქისტთა ურთიერთობები და მარადიულობის შარავანდედით შემოსა.
მწერლობაში უიშვიათეს გამონაკლისს ქმნის „ხოგაის მინდიას“ ფენომენალური სამკუთხედი, რომელიც ქართველ კლასიკოსთა შემოქმედებაში შემდეგნაირად გადანაწილდა: ვაჟა-ფშაველას „გველის მჭამელი“, გრიგოლ რობაქიძის „ლამარა“ და კონსტანტინე გამსახურდიას „ხოგაის მინდია“.
მითს იმის შესახებ, რომ გველის ხორცის ჭამა ადამიანს უხსნის გონებას, სიბრძნეს მატებს, ბუნების საიდუმლოებების ამოცნობის უნარს ანიჭებს, შემოქმედი იყენებს ნაწარმოების სიუჟეტის განსავითარებლად.
ასეთია დედააზრი ვაჟა-ფშაველას „გველის მჭამელისა“, რომელიც ერთ-ერთი საუ კეთესო ფილოსფიური ხასიათის პოემაა, სადაც გველის ხორცით „გამეცნიერებული“ ხოგაის მინდია თავის თანამოძმეებზე მაღლდება, სიკეთით ივსება, ბოროტებას ვერ ეგუება და იტანჯება, რადგან მისი გაგება უბრალო მოკდავთ არ ძალუძთ.

ვაჟა-ფშაველა, „სტუმარ-მასპინძელი“
ამ საკითხით დაინტერესება ქართულ მწერლობაში საკმაოდ დიდი იყო. ვაჟას შემდეგ ეს თემა გაახმოვანა დიდმა ქართველმა კლასიკოსმა გრიგოლ რობაქიძემ თავის დრამაში „ლამარა“, ხოლო შემდეგ განავრცო ქართული მწერლობის კლასიკოსმა კონსტანტინე გამსხურდიამ მოთხრობაში „ხოგაის მინდია“.
ეს თემა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ჩვენში იმით, რომ სამივე ნაწარმოებში სიუჟეტის გახსნაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი ქისტებს, ქისტ პერსონაჟებს უჭირავთ. ეს შემთხვევითი არ არის, თუმცა არც იმითაა გამოწვეული, რომ ვაჟას „გველის მჭამელის“ ზეგავლენით იყოს შექმნილი „ლამარა“ და „ხოგაის მინდია“. სამივე ნაწარმოები დამოუკიდებელი, სხვადასხვა თვალთახედვის ქმნილებაა. თითოეულმა კლასიკოსმა თავისებურად გადაწყვიტა ბოროტებისა და სიკეთის მარადიული დაპირისპირება.

ლამარა
თუმცა გრიგოლ რობაქიძე თავის „ლამარაში“ (მოკლე ბიოგრაფია) წერს: „ვსახავდი მინდიას, თვალწინ მიდგა მისი მომღერალი: ვაჟა. გავბედე ცდა: მგოსანი „ლამარაში“ მისნის თანამედროვედ შემეყვანა, როგორც ისტორიული პიროვნება - თანამედროვე ზეისტორიულის, მითიურისა“...
ლამარას თეატრალურმა გასცენიურებამ უდიდესი გამარჯვება და პოპულარობა მოუტანა კოტე მარჯანიშვილის თეატრალურ დასს, თავად პიესა „ლამარასა“ და მის ავტორს. მოგვიანებით გრიგოლ რობაქიძე წერს: „სახელი „ლამარა“ მოეფინება მთელს საქართველოს. დაარქვეს იგი სადოღე ცხენებს, დაარქვეს ერთ რესტორანსაც ტფილისში. საითგან მოდის ეს სახელი? მოვიგონოთ ერთი წარმართი ღმერთ-ქალი, ცნობილი სახელით „ლაგამარ“ - გავიხსენოთ ლამარია, სახელი სვანთა ერთი პატარა სალოცავისა. ქართველ ქალს არასოდეს რქმევია „ლამარა“. დრამის განფენის შემდგომ ამოციალდნენ მრავალნი „ლამარანი“, ცქრიალი ცირანი. დღეს დაქალებული იქნებიან. ერთი „ლამარა“ ევროპაშიც იმყოფება. ვინაა იგი? ცნობას მოგცემთ პარიზში მცხოვრები თამარ ბერეჟიანი, ქართველი ქალის სილამაზის დედოფლური წარმომადგენელი“. სხვათაშორის აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელი „ლამარა“ რობაქიძის დრამის განსცენიურების შემდეგ პოპულა რული გახდა პანკისელ ქისტებში და იმ პერიოდში მრავალ ქალიშვილს დაარქვეს, არა მხოლოდ პან კისელ ქისტებში, ჩეჩნებიც არქმევდნენ ამ სახელს, ოდნავ შეცვლილი ფორმით „ლამაარ“.

ქისტ ლამარას კი ასე ახასიათებს რობაქიძე: „ქისტი გოგოები გამოჩნდებიან: წყაროსკენ მიდიან, მათ შორის ლამარა: კენარი ტანი, თმა მწიფე, უნაბისფერი, თვალებში ზღვის ტალღის ციალი, ბიჯი ნელი, ამაყი. თვალს ვერ აცილებენ“...
კონსტანტინე გამსახურდიასთან ლამარას პროტოტიპი მზისფერი ხადიშათია: „და შეუყვარდა ძმობილის ქალიშვილი ხადიშათი მინდიას. ხადიშათი იყო მიზეზი აშექალას ათვალწუნებისა. სწორედ ქისტეთში გატარებულმა წლებმა გაირბინა მის თვალწინ. თვალწინ წარმოუდგა „მზისფერი“ ხადიშათი: „ხადიშათ, სადა ხარ ახლა, ხადიშათ, მზისფერო ქალავ?“ (გამსახურდია კ. რჩეული თხზულებანი. ტ. II თბ., 1959 წ. გვ. 180).
მთიელების რაინდულ კოდექსში ხაზგასმულია, რომ მოხუცი, ქალი და ბავშვი პასუხისმგებლობისაგან თავისუფალნი არიან, მათი მოკვლა ან შეურაცხყოფა დაუშვებელია. ეს კარ გად იცის დიდმა კლასიკოსმა და ახდენს ამ თემით სიუჟეტის გახსნას.
ქისტები თავს დაესხნენ ხევსურების სოფ. ჯუთას, ციხეს ცეცხლი წაუკიდეს და სასტიკი, დაუნდობელი ბრძოლა გაჩაღდა: „ძაღლიკა აფთარაულის ალმოდებულ სახლიდან გამოვარდა ოჯახის დიაცი ლელაი, ორი ძუძუთა ბალღი მკერდზე მიეხუტებინა. ფეხშიშველა გამორბოდა თოვლში. წამოეწია ლელაის ქისტი, ვერცხლის ფარაგი წააჭრა, ბალღებს დაუყვავა და გაეცალა“ (გამსახურდია კ. რჩეული თხზულებანი. ტ. II თბ., 1959წ. გვ. 196).
ახლა ხევსურები დაეცნენ ქისტების აულს - „ერთ მიყრუებულ შუკაში დედაკაცს ცალ ხელში ატირებული ბალღი ეკავა, ცალითაც სატევარს უტევდა მუზარადიან ხევსურს. ხევსური უკან იხევდა გაკაპასებული დიაცის პირისპირ“ (გამსახურდია კ. რჩეული თხზულებანი. ტ. II, თბ., 1959 წ. გვ. 217).
სამივე ნაწარმოების მთავარი მოქმედი გმირი ხოგაის მინდია (რობაქიძესთან რაიბულის მინდია) ხევსურია, ხევსურეთის ღვიძლი შვილი და მაშასადამე მეზობელი ქისტების მტერ-მოყვარე. ისტორიულად ცნობილია, რომ ამა თუ იმ ხალხის, ტომის ხასიათზე, ეთნოგრაფიაზე ზეგავლენას ახდენენ მეზობლად მცხოვრები ხალხები. ხევსურებისა და ქისტებისათვის ვაჟკაცობის გამოცდას სწორედ ერთმანეთთან ურთიერთობა წარმოადგენდა და ერთმანეთის ქიშპობა-ჯიბრში იჭედებოდა მათი ხასიათი.
ხოგაის მინდია ხან ქისტების ტყვეობაშია (კ. გამსახურდიას „ხოგაის მინდია“), ხანაც თავად ბარდება ქისტებს ტყვედ (გრ. რობაქიძის „ლამარა“) მაგრამ ყველა შემთხვევაში ტრაგიკულად იღუპება ქისტებთან ბრძოლაში. სწორედ ქისტებთან დაპირისპირებასა თუ დაძმობილებაში ვლინდება გველისმჭამელ მინდიას ტრაგიზმი.
ერთი რამ ცხადია, რომ დიდმა ქართველმა კლასიკოსებმა ვაჟამ, კონსტანტინემ და გრიგოლმა ქისტები და ქისტური გარემო მიიჩნიეს ყველაზე შესაფერისად თავიანთ ეპოქას გასწრებული გმირების სამოქმედო ასპარეზად.

გაბრიელ ჯაბუშანური
„მიმიღე, როგორც მკვიდრი ღილღველი
და ვყაროთ რამლი ჩვენი ხვალისა,
კვლავ თუ მოგვაშთობს მაინც ნაღველი,
ვიმღეროთ საგა ზელიმხანისა“, -
ასე მიმართავდა გაბრიელ ჯაბუშანური „უნჯ სპათაგან“ დაცლილ, ოდინდელ მკვიდრთაგან იძულებით მიტოვებულ, უკაცურობით დაღონებულ კენტ აულს და თავს მოვალედ რაცხდა, უსაშველო დარდი და ვარამი განექარვებინა უკეთური ძალების მიერ შეუბრალებლად აკლებულ-ატიალებული ქისტეთის მიწა-წყლისთვის.
საყოველთაოდ არის ცნობილი, რა ჯოჯოხეთური რისხვა იწვნია ჩეჩენმა და ინგუშმა ხალხმა 1944 წლის 23 თებერვალს. ეს იყო არნახული სისატიკით და მუხანათური დაუნდობლობით დაღდასმული გენოციდის დღე სულით მტკიცე და ბუნებით ამაყ, თავმოყვარე მთიელთა ცხოვრებაში.
ათასობით ქალი და კაცი, ხანდაზმული, ბავშვი და ჭაბუკი ერთ დღე-ღამეში ძალით აჰყარეს მამა-პაპათა მიწიდან და შორეულ ყაზახეთში გა დაასახლეს...“ - წერს ამირან არაბული გაბრიელ ჯაბუშანურის ღილღური ლექსების კრებულის „ჰოი, ღილღოს დაღრუბლულო ცაო“ წინასიტყვაობაში.
გაბრიელ ჯაბუშანურმა ვაინახების ტრაგედიისადმი მიძღვნილ თავისი ლექსების ციკლში დაგვიხატა მკვიდრი მოსახლეობისაგან დაცლილი, ყოველი სულიერისაგან დაცარიელებული ქისტური აულები, რომლებიც თავისი მდუმარებით თავზარს სცემდა პოეტს. სწორედ ამაშია ჯაბუშანურის ნიჭიერება: მან თავის პოეტურ შედევრებში აღადგინა ქისტური აულების ყოფა-ცხოვრება, ქისტური საზოგადოების ზნე-ჩვეულებანი, ადათწესები, ეთიკის ნორმები. კითხულობ მის ლექსებს, ბალადასა თუ პოემას და თვალწინ გიდგება სიცოცხლით სავსე მთის აულები, მთის ფერდობზე გაშლილი ცხვარ-ძროხა, მოჯირითე ჯიგიტები და წყაროზე მიმავალი ფერადთავშლიანი ქისტი ქალიშვილები.
დაცარიელებული, გაპარტახებული და პირქუში აულების ხილვამ მთლიანად შეძრა ჯაბუშანური. მისმა პოეტურმა სულმა ძლიერ განიცადა მოძმე ხალხის შემზარავი ტრაგედია და აღშფოთდა მუხანათური ბედისწერისა და უსამართლობის გამო:

„დაღონებულო, კენტო აულო,
მიტოვებულო და უკაცურო,
მინდა მარტვილი გაგემცნაურო
და შენთან ერთად ცრემლი დავწურო!“
მართალია, გაბრიელ ჯაბუშანურმა იცის, რომ იგი არ არის დამნაშავე ბოროტებაში, რომელიც რუსეთის იმპერიამ ჩაიდინა ვაი ნახების მიმართ, იცის, რომ „ღილღო დაღუპა მისივე სისხლის თავაღებულმა ველურმა შფოთვამ“, მაგრამ როგორც ადამიანი მთლიანად ვერ იხსნის პასუხისმგებლობას, სხვათა მხრიდან ჩადენილი ბარბაროსობის გამო, ეს არ არის შიშველი კოსმოპოლიტიზმი, ეს არის იმ ადამიანის სულიერი განცდა, რომელიც ითავისებს ადამიანის ტკივილსა და მწუხარებას. ასეთი რამ მხოლოდ ერთეულ ადამიანებს ძალუძთ და მათ რიგებში აუცილებლად არის გ. ჯაბუშანური.

17 მწუხარებითა და სევდა-გოდებით აღსავსე წელი გაატარა გაბრიელმა ღილღოში, 17 წლის განმავლობაში ყოველდღიუად იწურებოდა მისი გული, ყოველდღიურად ტანჯავდა ის უსამართლობა, რაც ვაინახებს ხვდათ ბედისწერად და სწორედ ამ თანალმობისა და სიყვარულის დასტურია ის საოცარი ციკლი ღილღოს ცისქვეშ პოეტის მიერ 17 წლის განმავლობაში დაღვრილი რამლისა, რომელიც ისტორიას „ჰოი, ღილღოს დაღრუბლულო ცაოს“ სახით დარ ჩა.
მის სულიერ მდგომარეობასა და ნაღველს ამძაფრებს ღილღოს დაღრუბლული ზეცა, პირქუში აულები და ქისტი ქალისჰადი შათის გაღიმება:
„ამ აულებს ეხლაც ახსოვთ, ზეცავ,
ქისტის ქალის - ჰადიშათის გაღიმება მწირის...
დღეს ის ქალი სად დაგოგავს, ნეტავ?
სად იგონებს მშობელ მთებს და უსასოოდ ტირის...
იქნებ ჩაქრა თვალთა მისთა ღვარი,
გამოაკლდა დობილებს და შეერია ქაოსს...
დააწვიმე მწირ აულებს ცვარი,
ჰოი, ღილღოს დაღრუბლულო ცაო!“

შეუფასებელია გაბრიელ ჯაბუშანურის ღვაწლი და დამოკიდებულება ვაინახების ტრაგედიის მიმართ. ჭეშმარიტად მართალია ამირან არაბული, როცა წერს: „და თუკი ვინმეს გული ეწურვოდა და ეღვენთებოდა ამ ცოდვა-ბრალით აღსავსე წლებში განუკითხავი ძალმომრეობის მორიგ მსხვერპლთა გამო, თუკი ვინმე მართლა გრძნობდა და თავისობდა მშობლიურ ბუდეს ძალით აგლეჯილი და ყაზახეთის უსახურ ველებზე წასხმული ქისტების ზარავანდივით მწარე ხვედრს, ერთი პირ ველთაგანი მათ შორის უსათუოდ გაბრიელ ჯაბუშანური გახლდათ, ხატ-ღმერთის წინაშე პირსწორი კაცი და ჭეშმარიტი პოეტი, ვინც ყოვლის-შემძლე განგებისა თუ წერა-მწერლის ნებით საკუთარი სიცოცხლის თითქმის მესამედი ღილღოს პარტახ აულებში გახარჯა“ (გ. ჯაბუშანური. „ჰოი, ღილღოს დაღრუბლულო ცაო!“, თბ., 1991 წ.).

მშობლიური მიწა-წყლიდან აყრილი ვაინახების ბედ-იღბალზე მოზარე გაბრიელ ჯაბუშანურის მსგავსად, სხვა ქართველი მწერლებიც გამოეხმაურნენ ამ შემზარავ მუხანათობას საბჭოთა წყობილების მხრიდან. მათ შორის პირველი თუ არა, მეორე იყო დიდი ქართველი მწერალი გრიგოლ აბაშიძე. მისი მოთხრობა „უკაცური აული“ ენათესავება გაბრიელ ჯაბუშანურის ლექსების თემას და იდეას, მსგავსად პოეტისა, მწერალიც მწარედ განიცდის ბედკრული ხალხის ჭირ-ვარამს, მაგრამ გრ. აბაშიძე საკითხს განიხილავს პოლიტიკურ ჭრილში, ააშკარავებს საბჭოთა ხელისუფლების, მისი ხელმძღვანელის ანტიხალხურ, დესპოტურ პოლიტიკას.
ამ მოთხრობის („უკაცური აული“) ქვესათაურია „მეომრის ნაამბობი“, იგი დაწერილია ჩეჩენ-ინგუშების დეპორ ტა ციის დროს, მაგრამ გამოქვეყნდა 1981 წელს ჟურნალ „ცის კარში“. ქართველი მეომარი ყვება ქისტ ყასბულათ თუთაევის თავგადასავალს, რომელსაც მეორე მსოფლიო ომში ჰოსპიტალში გაეცნო და მალევე დაუმეგობრდა, გამოჯანმრთელების შემდეგ გადაწყვიტეს, ჯილდო - შვებულება ჯერ ინგუშეთის მთებში, ყასბულათის მშობლიურ აულში გაეტარებინათ, შემდეგ საქართველოში, ქართველი მეომრის მშობლებთან.
ქართველი მეომრის ნაამბობის მიხედვით, ყასბულათი განათლებული პიროვნება არის:
„ყასბულათს უმაღლესი სასწავლებელი მოსკოვში დაემთავრებინა, საკვალიფიკაციო შრომის თემად ინგუშური ფოლკლორის შესწავლა აერჩია და დისერტაცია მოსკოვშივე დაეცვა ბრწყინვალედ.

ჰადიშათი
შემდეგ მშობლიურ მხარეს დაბრუნებია და ომის დაწყებამდე საოლქო გაზეთის რედაქტორად უმუშავია. პირველი დღიდანვე ფრონტზე მოხალისედ წასული ყასბულათი ბოლოს პოლკის პოლიტხელი გამხდრა...
მთიელი ვაჟკაცი მარტო სიტყვით კი არა, მამაცობითა და მეომრული თავდადებითაც მაგალითის მიმცემი გამხდარა მთელი პოლკისთვის.
ამაზე თავად არაფერს ამბობდა, მაგრამ პოლკოვნიკის გიმნასტურაზე მბრწყინავი საბჭოთა კავშირის გმირის ვარსკვლავი და საბრძოლო ორდენები მჭევრმეტყველურად ადასტურებდნენ პოლიტხელის ვაჟკაცობასა და თავდადებას“.
(გრ. აბაშიძე. უკაცური აული. ჟურნალი „ცისკარი“. თბ., 1981)
ყასბულათს მამაც მეომარი ჰყავდა, სამოქალაქო ომის მონაწილე იყო, ახლოს იცნობდა იოსებ სტალინს, მისგან ნაჩუქარ რევოლვერის ტარზე ეწერა: „რამზან თუთაევს ი. სტალინისაგან“. ეს იარაღი მამამ შვილს აჩუქა ფრონტზე წასვლის წინ და დააბარა, ღირსეულად ეტარებინა. მამა-შვილი თავდადებული კომუნისტები იყვნენ, სჯეროდათ კომუნისტური იდეალებისა და როგორ მწარედ მოტყუვდნენ...
ყასბულათს ეჩქარებოდა მთებში ასვლა, მშობლებისგან წერილი კარგა ხანია არ მიეღო, ორჯონიკიძეში არ გაჩერებულან და მანქანით შეუდგნენ მთებს მიხვეულ-მოხვეული გზებით. მეგობრებს თვალში ეცათ, რომ სოფლები დაცარიელებული იყო, კანტი-კუნტად ხვდებოდათ გზაზე ქალი თუ კაცი, მაგრამ ჩაცმულობით და იერით არ ჰგავდნენ მთიელებს და ეს უკვირდათ.
„სოფლები თითქმის ცარიელი, იყო. აქა-იქ თითო-ოროლა კაცი რომ გამოჩნდებოდა, არც ერთს მაღალი ფაფახი არ ეხურა და წელზე ხანჯალი არ ეკიდა. ქალი და კაცი ჩაცმულობითაც და შეხედულებით „უფრო ბარის მცხოვრებთ ჰგავდნენ, ვიდრე მკვიდრ მთიელებს“. მხოლოდ ერთხელ დალანდეს ნაბდიანი ცხენოსნები. „გზა ტყეში დაიკლაკნა, რამდენჯერმე ცხენის ფეხის ხმა მომესმა. თვალი მოვკარი ხეებს იქით მოლანდებასავით გაქროლილ ცხენოსნებს. ერთხელ სულ ახლოს გაიქროლეს და გზაზე ქვები ჩამოაშვავეს.

დეპორტაცია
ყასბულათს მათკენ არც გაუხედია, ფიქრში წასულს, ალბათ, არც ცხენების თქარა-თქური გაუგონია. საჭეს გაოგნებული უჯდა და ამ ქვეყნისა არაფერი ესმოდა“.
ავიდნენ მეგობრები ყასბულათის მშობლიურ სოფელში, მაგრამ აული ადამიანთაგან დაცლილი იყო, სამარისებური სიჩუმე სუფევდა, თავზარდამცემი, შიშისმომგვრელი სიჩუმე იდგა მიტოვებულ, დანგრეულ-დაქცეულ სახლებში. მეომრებს, რომელთაც გადამწვარი, ყუმბარებისგან გადათხრილი, დანგრეული უამრავი სოფელი ჰქონდათ ნანახი, მაგრამ იქ ადამიანები იყვნენ, ცოცხლები, მკვდრები, პირუტყვი იყო, ძაღლები, მაგრამ აქ მხოლოდ სიჩუმე სუფევდა, სამარისებური და შიშისმომგვრელი.
საღამოს ხუთი შეიარაღებული ცხენოსანი გამოეცხადა სასოწარკვეთილ მეომრებს, მათ მეთაურ ზაურბეგს ყასბულათი იცნობდა და მისგან გაიგეს დაზაფრულმა მებრძოლებმა, თუ რა მოხდა:
„ყასბულათმა საბრალობლად შეხედა ზაურბეგს და გაბზარული ხმით ჰკითხა:
- ხალხი სად არის, სოფელს რა მოუვიდა?
- სოფელი აჰყარეს ... გადაასახლეს.
- აჰყარეს? რათა, რისთვის?
- რისთვის და არაფრისთვის, - თქვა ზაურბეგმა და სახე კიდევ უფრო მოექუფრა. - ჩვენს ხალხს სტალინისა და ქვეყნის ღალატი დასწამეს, მოულოდნელად ჯარი ჩამოგვიყენეს და მთავრობის ეს დადგენილება გამოგვიცხადეს. ერთ საათში დიდიან-პატარიანად მანქანებზე დაგვსხეს და შორეულ გზას გაგვიყენეს.
- ჩემი მოხუცებულებიც? და-ძმაც?
- ყველანი უკლებლივ, აგვყარეს და შორეულ ყაზახეთის გზას გაგვიყენეს“.
ყასბულათი გაოგნებულია, ვერაფრით დაუჯერებია, რომ ასეთ უსამართლობას ჩაიდენდა ხელისუფლება, რომლის დასამკვიდრებლად და დასაცავად სისხლი დაეღვარა მამამისს, მას და მრავალ მის თანამოძმეს. ზაურბეგი ყასბულათის ეჭვზე - ნუთუ სტალინიც იყო ამ დანაშაულის მონაწილე, მკაცრად ეუბნება:
„ - შენც მამაშენის შვილი ხარ! - მუხლზე დაირტყა ხელი ზაურბეგმა, - თავად სტალინის ხელმოწერილი დადგენილებით აგვყარეს და გადაგვასახლეს და მაინც, სადღაც, კიდევ იმის იმედითა ხარ! ალბათ, შენი ასეთი ერთგულების ჯილდოა, რომ სტალინს შენზე განსაკუთრებული მითითება მოუწერია: საბჭოთა კავშირის გმირს - ყასბულათ თუთაევს უფლება აქვს, სადაც ისურვებს, იქ იცხოვროსო.
- მადლობელი ვარ მაგ წყალობისთვის! - მწარედ ჩაიცინა ყასბულათმა და ნათქვამს გრძელი ოხვრა მოაყოლა“.
ყასბულათმა ნაბოძებ ჯილდოზე უარი თქვა და თავი მოიკლა. ის არ ჩადგა ზაურბეგისნაირი გმირების რიგებში, რომლებიც მოსახლეობისგან დაცლილ მშობლიურ მიწაწყალს პატრონობენ და როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ, შურს იძიებენ მტერზე. ყასბულათის შეკითხვაზე, რას აკეთებთო, უპასუხა:
„- ტყეში ვიმალებით, ჩვენს დამღუპველებს ვუსაფრდებით და, სადაც წავეწევით, ვუსწორდებით, - უპასუხა ზაურბეგმა და უცებ ქისტურზე გადავიდა.
ზაურბეგს პრეტენზია აქვს ქართველი სამხედროების მიმართ:
„ერთხანს ყველანი ვდუმდით. მერე ზაურბეგმა ჩემკენ მოიხედა და იკითხა:
- ეს შენი ამხანაგი სადაურია?
- ქართველია, თბილისელი.
- გურჯი? - მოეღუშა სახე ზაურბეგს: - გურჯებიც მონაწილეობდნენ ჩვენს აყრაში. შამილის დროსაც ეგენი მოუძღოდნენ ჩვენს დამპყრობლებს.
- მაგას ნუ ამბობ, ეგ რა შუაშია! - ხმადაბლა შეუწყრა ყასბულათი“.
მაგრამ ქართველი მეომარი ისევე განიცდიდა მომხდარს, როგორც ყასბულათი და ქართველების მომდურავი ზაურბეგი, უფრო მეტადაც, რადგან მან უფრო ღრმად ჩაიხედა ამ ტრაგედიაში და იგრძნო საბჭოთა წყობილების სისტემის არსი - ბოროტების იმპერიის არსი:
„რა საცოდავი უნდა იყოს ეს სამშობლოსა და სტალინისათვის თავდადებული ვაჟკაცი ახლა, როცა სიცოცხლის აზრად ქცეული მისი რწმენა ხელის ერთი მოსმით ხუხულასავით დაანგრია და მოსპო მანვე, ვის საქმესაც რამზან თუთაევმა მთელი სიცოცხლე შესწირა, ვის მიმართ ერთგულება და სიყვარული რამზანის შვილმა, ყასბულათმა თავის ცხოვრების უპირველეს მოწოდებად და გამართლებად დასახა.
სტალინის მიერ ჩეჩენ-ინგუშეთის აყრა ყასბულათისთვის მარტო ეროვნული ტრაგედია არ არის, სტალინმა ამ ნაბიჯით ერთბაშად დაამხო და შეურაცხყო რწმენა ყოველივე იმისა, რასაც სიყრმიდანვე შეჰხაროდა ყასბულათი, რასაც მთელი თავისი შეგნებული ცხო ვ რება მიუძღვნა და რის დასაცავადაც დღეს ასე თავგამოდებით იბრძვის გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ“.
ასეთ იდეურ მსხვრევას ვერ გაუძლო ყასბულათმა, ამ გმირმა ვერ შეძლო გამოენახა თავის თავში ახალი რწმენა - ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ - როგორც ეს შეძლო მისმა თანამემამულემ, კომკავშირელმა ქალმა ლაისათ ბაისაროვამ, რომელმაც იარაღი აიღო ხელში, აბრაგებს შეუერთდა და იბრძოდა საძულველი საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ. სიმბოლურია ისიც, რომ ყასბულათმა თავი მოიკლა სტალინის ნაჩუქარი იარაღით. სტალინმა დაუმსხვრია მას რწმენა და სიცოცხლეც წაართვა.

ლაისათ ბაისაროვა
ცოტა ხნით ისევ ხევსურებსა და ქისტებს დავუბრუნდეთ.
ქისტებსა და ხევსურებს შორის მეტოქეობა ყოველთვის იყო, მტრობაც იცოდნენ და მეგობრობაც, როგორი ურთიერთობაც არ უნდა ჰქონოდათ ერთმანეთში, წინა პლანზე ღირსება იდგა, ღირსებისათვის სიცოცხლეს სწირავდნენ. ღირსეული ვაჟკაცი მტრის ღირსებას აფასებდა, ამით ის თავის ღირსებასაც წარმოაჩენდა. მამაც და უშიშარ მტერს პატივისცემით ეპყრობოდნენ. ამის უამრავი მაგალითი არსებობს - ქართველი მწერლები თავიანთ შემოქმედებაში სწორედ ღირსეულ ვაჟკაცებს უმღეროდნენ, მათ სიმამაცეზე, ურთიერთდანდობაზე ქმნიდნენ შედევრებს. ხალხურ პოეზიაში ასეულობით ლექსია გამოთქმული ქისტების ვაჟკაცობაზე, მამაცობაზე, ღირსებაზე, მეგობრობაზე:
„ახადს, გოდერძის ციხეო, ქვამც ნუ გდებია ქვაზედა!
მოგიხდნენ ქისტის შვილები, ალი აგხვიეს ტანზედა,
გამაიყვანეს ლამაზი, მაატირებენ გზაზედა“.
ან კიდევ:
„ქისტო, გიცხონდას გამზრდელი!
ზედ მიხვედ შორით გამხტარი,
ხელუკუღმ გადმოქნეულმა
დაგიჭრან უბის მასრანი,
გულზეით გადმონადენმა
სისხლმ შაგიღებნა კალთანი“.
ამ ურთიერთობებში უპირველესი ვაჟკაცობისა და ღირსების პატივისცემა, ურთიერთდანდობა და ერთგულება იყო, რასაც ასე უფრთხილდებოდნენ მთიელები. სწორედ ამ ურთიერთობების ნიადაგზე შექმნილმა ხალხური სიტყვიერების ნიმუშებმა დაუდო სათავე დღეს მსოფლიო მნიშვნელობის ფრაზას: „ვაჟკაცობისას ამბობენ, ერთურთის დანდობისასა“.. ვაჟკაცობისა და ურთიერთდანდობის ღირსეულ და საოცარ ტრადიციას აგრძელებს კიდევ ერთი ქართველი მწერალი გიგი ხორნაული თავის მხატვრულ ნაწარმოებში „სისხლში ნაწრთობი“, რომელსაც ქვეშ აწერია „ნამდვილი ამბავი“.
მთიელმა, მთაში გაზრდილმა, უკეთ იცის მთის მკაცრი, მაგრამ ღირსეული ტრადიციების შესახებ, გმირი წინაპრების სახელოვანი ისტორია, ის ღირსეული მტრობა და შუღლი სხვადასხვა ტომის მთიელებს შორის, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, მამაცობისა და ღირსების გამოცდა იყო. სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება ცნობილი ქართველი მწერალი და ფოლკლორისტი გიგი ხორნაული, ვისმა კალამმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ „ვაჟკაცის ფასი ჩვენც ვიცოდით და ქისტმაც იცოდა“.
გიგი ხორნაულის მოთხრობა „სისხლში ნაწრთობი“ განთიადის პეიზაჟის აღწერით იწყება და მოთხრობის დასაწყისშივე, საჯიხვეში, სანადიროდ მიმავალი ორი ხევსურის ვაჟკაცური ბუნება იკვეთება: „სახეზე ორივეს დაძაბულობა ეტყობოდა, ყოველ მოსაფარში შეიძლებოდა მჯდარიყო ქისტი, ყოველწამს შეიძლებოდა ეწივლა ტყვიას. მოთვალთვალე მტერმა არ თქვას, ეშინიათო, თავს არ იბრუნებდნენ აქეთ-იქით, თვალებს კი მგლებივით აცეცებდნენ და ჩუმად ზვერავდნენ მიდამოს“.

აქვე ჩანს მოსისხლე მტრის ღირსების დაფასებაც: ხომ შეიძლებოდა, ქისტთა განთქმული ვაჟკაცი ღაზი ყოფილიყო, მის მომკვლელს კი სახელი გაუვარდებოდა მთაში. ქალები ლექსად დაამღერებდნენ.
„ტერღის განთქმულ საჯიხვეებს ვერ სთმობდნენ ქისტები და არხოტელები, გადაეყრებოდნენ სადმე და ან ტყვიას დააზელდნენ, ან ხანჯლებით ჩეხავდნენ ერთურთს. ბევრ დედას ჩამოუტანეს მკერდნატყვიარი ვაჟკაცი, ყორნებისაგან გამოხრული ან მარჯვენა მოჭრილი“.
ჯიხვზე ნადირობისას ერთ-ერთ მონადირეს - ადუას მარცხი მოუვიდა და თავისზე უფროს და გამოცდილ ჯამრულს ფეხი ტყვიით დაუზიანა:
„წრიაპი აუცდა, შეტორტმანდა და თოფი გაუვარდა. თვალში გაუელვა ტყვიისაგან შესროლილმა ჯამრულის ფეხმა. ცოფ-მორეულივით მიატრიალა თოფი დაჭრილმა, რაკი გაიგო, ქისტის ტყვია არ მომხვედრიაო, კვლავ შებრუნდა და უკვე შორს მიმავალ ჯიხვებს თოფვა დაუწყო“.
ჭრილობა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, „მუხლიდან თეთრად ამოჩრილ ძვლებს სისხლი შადრევანივით ასხამდა“.
მართალია, ადუამ სისხლის შეჩერება შეძლო, მაგრამ ორივეს კარგად ესმოდა, რომ ჭრილობა საშიში იყო: „ჯამრულს გულს უკლავდა გახეიბრების შიში, ადუას კი - ვაითუ ხელში შემომაკვდესო“. იქვე აღწერილია ხევსურული მტკიცე და ვაჟკაცური ხასიათი, როდესაც ჯამრული მამაცურად იტანს საშინელ ტკივილებს და მეგობარს თავს ისე აჩვენებს, ვითომც აქ არაფერი ხდებაო.
წვალებ-წვალებით, შებინდებისას ძლივს ჩაათავეს კლდიანები, დეკიანებთან შემოაღამდათ კიდეც. ყინვა სულ უფრო ძლიერდებოდა და ჯამრულის გათოშილ სხეულს გრძნობა თანდათან ეკარგებოდა.
სანამ ადუა არხოტს წავიდოდა და ხალხს შეატყობინებდა, მანამ ჯამრული ცოცხლებში აღარ იქნებოდა. აი, ქისტების სოფელში - ნეთხაში ჩასვლას კი მოასწრებდა ადუა, მაგრამ მოსისხლის კარზე მისვლა როგორ იქნებოდა, ეს ვერ გადაეწყვიტა. არც უკან დასახევი გზა ჩანდა სადმე.
„ - ჯამრულო, ნეთხას უნდა ჩავიდე, ქისტებსა ვთხოვო შველა.
ჯამრული შეტოკდა. მრისხანედ მიაშტერდა ადუას.
- ჩვენ მოსისხლეებსა? გონთ ხარა? დაგინახავენ თუ არა, თოფს დაგკრავენ!
- სულ ერთია! არხოტამდე შენ ვერ ჩააღწევ. შენ თუ რამე დაგემართა, მეც ტყვიას ვიკრავ“.
საქმე კი შემდეგში გახლდათ:
„ბევრი ქისტის სისხლი ედო ჯამრულს. მის კვალს დღენიადაგ დასდევდნენ. ნამეტნავად ქისტების განთქმული ვაჟკაცი - ღაზი. ღაზიმ ბევრი ვაჟკაცი მოუკლა არხოტიონთ, თვით ჯამრულსაც ბევრჯერ სდია, მაგრამ ვერაფერს გამორჩა. ვერსად მოიგდეს“.
ხევსურმა კარგად იცის მტრის ღირსება და ძმისწულს ურჩევს: „წადი მაშ, ადუავ, და პირდაპირ ღაზისთან მიდი, თუ დაგვინდობს, ისევ ის დაგვინდობს“.

ადუა ჩავიდა ქისტების სოფელში და პირდაპირ ღაზის სახლს მიადგა. თოფით ხელში გამოსულ ღაზის ძმობა შესთავაზა და დახმარება სთხოვა. ქისტები ეჭვის თვალით უყურებდნენ ხევსურს, მაგრამ ღაზიმ თავისიანები დატუქსა და სტუმარი შინ შეიპატიჟა. განსაკუთრებით ის უკვირდათ ქისტებს, რომ სტუმარი არხოტელი იყო - არხოტელთაგან დახოცილთა საფლავებზე ხომ ჯერ ბალახიც არ იყო ამოსული:
„ღაზი შინ შეუძღვა ადუას და თან რამდენიმე მეზობელიც შეიპატიჟა. უმასპინძლეს და თბილად ჩააცვეს. სიჩქარე არის საჭირო, - განაცხადა ღაზიმ და ცოტა ხნის შემდეგ ღაზი და ადუა მიუძღოდნენ წინ თოფ-იარაღში ჩამჯდარ ათიოდე ქისტს“.
ჯამრული ბოლომდე მაინც არ ენდობა ქისტებს და მისკენ მომავალნი რომ დაინახა, თოფს წასწვდა აჩქარებით, მაგრამ ადუამ შეაჩერა:
„ - გამარჯობა შენი, მგელო! - სიცილით წამოადგა თავს ღაზი.
- გაგიმარჯოს! - მკვახედ გამოსცრა ჯამრულმა და ქისტურ ტანსაცმელში გამოწყობილი ადუა მრისხანედ შეათვალიერა.
ქისტები თვალმოუშორებლივ აშტერდებოდნენ თავის დაუძინებელ მტერს“.
ქისტები მარდად დატრიალდნენ, თან წამოღებული კეტებისა და თოკებისგან საკაცე
შეკრეს, ზედ ნაბადი დააგეს და დიდი პატივისცემითა და მოწიწებით დააწვინეს ჯამრული, თოკებით დააკრეს და ფრთხილად დაუყვნენ დაღმართს.
მაინც ბოლომდე ვერ ენდობოდა ჯამრული ქისტებს, ამ ყველაფერს გამოუცდელობის შეცდომად უთვლიდა ადუას და ისღა ამხნევებდა, რომ ქისტებმა იარაღი არ აჰყარეს. ღაზი კი ბიჭებს სიფრთხილისკენ მოუწოდებდა:
„ - ფრთხილად, თქვენი ჭირიმეთ, ბიჭებო, ფრთხილად! - თვითონაც ხელი შეაშველა უფსკრულის თავზე აწეულ საკაცეს. ადუას ახლოსაც აღარ აკარებდნენ: შენ საკმაოდ გაწვალებულხარო.
გულდამტკბარი იყო ადუა, ისეთი სიფრთხილითა და მოწიწებით მიჰყავდათ ჯამრული, იტყოდა კაცი, მტერი კი არა, თვით მაჰმადი წევს საკაცეზეო. უსწორმასწორო და უგზო სავალმა ჭრილობიანი ფეხი მაინც შეუწუხა: აშლილი ტკივილი გულს მოეხვია ჯამრულს. სიცხისაგან იწვოდა და გონება ეკარგებოდა. ნეთხაში აბოდებული მიიყვანეს“.
ეჭვი არ არის, რომ ღაზის ოჯახში მთის მკაცრი დევიზი მოქმედებდა: „დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“.
ახიელაში კი ამ დროს კალოობა იყო გაჩაღებული. ხევსურის ქალები სამუშაოს ეშურებოდნენ. გამორჩეულად დარდიანი იყო ადუას დედა, ვისაც მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, მონადირეებს ორჯერ მოსვლის ხანი ჰქონდათ და ისინი კი ჯერ არ ჩანდნენ. გული რამე ხიფათს უგრძნობდა.
„ალბათ ქისტებს თუ გადაეყარნენ და ერთურთი ჩახოცესო, ვაითუ, კლდეებში ჩაიჩეხნენო, გულის ხეთქვით მოელოდა ავხმის მაცნეს, ვაითუ, უპატრონოდ არიან და ყვავ-ყორნები ჯიჯგნიანო“.
ასევე შეწუხებული ჩანდა ჯამრულის დიაციც.
უცბად წყნარად დაიკივლა აშექალმა (ადუას დამ) და ადგილზე გაშეშდა. ქისტეთის მხრიდან საჯიხვის კლდიან ბილიკზე ვიღაც თავგამეტებით მოაქროლებდა ცხენს:
„ხვეულებს პირდაპირ სჭრიდა, კლდეს ნალით მოამტვრევდა და ყოველ წამს მოსალოდნელი იყო ცხენ-მხედრის დაგორება. ყველა შეჩერდა და გაოცებით დაუწყო ცქერა. ხევსურებიც კი გააოცა მხედრის სიმამაცემ“.
მხედარმა სოფელში შემოაგდო ცხენი. „ოფლსა და ქაფში ცურავდა შავრა. საფიხვნოსთან მოსწია ლაგამს და ლაშდართხმული ყალყზე შეაყენა. აღვირს მოზიდა, მოაბზრიალა და თავიდან მოვარდნილი ბოხოხი ჰაერშივე დაიჭირა“.
ახლა კი იცნეს ხევსურებმა ქისტი და მაშინვე იარაღს ეცნენ. „ - ხევსურნო, სადარა გამოვიდეს, სადარა!“ - შესძახა ქისტმა. ცხენი ლაგამს ხრავდა და პატრონის გატაცებას ცდილობდა. პატრონი კი რკინის მკლავით უგრეხდა კისერს ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. გაფიცხებულ ცხენს ადგილზე ათოთქროვებდა. მომიზნებული თოფების შავ ტუჩებსა და ხმლებს გულგრილად არიდებდა თვალს და დაღლილობისგან ფერმკრთალ არწივისებურ სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. მოძმეთა მარჯვენებით აყვავებულ სახლ-კოშკის შავ კედელს შეავლო თვალი. ადრინდელები თეთრად ელვარებდა, გვიანდელებს კი ჯერ ისევ შავად შემხმარი ტყავ-ხორცი ჰფარავდა. „სადარას სახლი იქნებაო“ - ამის გაფიქრება და იარაღში ჩამჯდარი ვაჟკაცის გამოჩენა ერთი იყო. იარაღს ეცნენ ხევსურები: მოსისხლე ქისტი როგორ შემობედავდა სოფელში, თუ უკან მტრის ჯარიც არ მოჰყვებაო. სადარა მტკიცე ნაბიჯით მიუახლოვდა ქისტს და თვალი თვალში გაუყარა:
„ - მე ვარ სადარა! რა გინდა?“
ღაზი სადარას გამოემცნაურა და შეატყობინა, რომ ადუას ხელით შემთხვევით დაჭრილი ჯამრული მოგვყავს და მოგვეშველეთო.
„ქუდის მოხდით დაემშვიდობა ყველას, თავი ცხენის კისრამდე დახარა, სოფელში ცხენ-დაცხენ შესვლისათვის პატიება ითხოვა და სადავე მიუშვა - ელვასავით გავარდა სოფლიდან“.
ხევსურები გვიან მოვიდნენ გონს, მოსისხლე მტერს, ნეთხელ ღაზის, ანთებული თვალები გააყოლეს და თოფები შემართეს, მაგრამ სადარას ბრძანებით თოფები ძირს დაუშვეს და როდესაც ღაზის მოსვლის მიზეზი გაიგეს, დაეჭვდნენ, რომ ადუა და ჯამრული ცოცხლები იქნებოდნენ და ქალების წივილ-კივილითა და მოთქმით, მამაკაცების ლანძღვა-გინებით შეუდგნენ აღმართს.
ადუას დედას ბერდედულის შვილის მეტი არაფერი ედარდებოდა. პირველი ავიდა ქისტეთის გადასასვლელზე. „ავიდნენ და ადგილზე გაშრნენ. ენა დაებათ, თვალს არ უჯერებდნენ“.
„საკაცეზე შემოწოლილ ჯამრულს გარს მოსხდომოდნენ ადუა და ცხა-ათიოდე ქისტი. წეკოს აბოლებდნენ, მხიარულად მასლაათობდნენ. ღიმილით წამოიშალნენ ქისტები, ქუდის მოხდით მიესალმნენ ხევსურებს“.
ბერდედული პირველი მიიჭრა შვილთან და გაიგო, რომ სინამდვილეში ქისტებმა გადაარჩინეს სიკვდილს ჯამრული, უმასპინძლეს და ექიმიც დაუყენეს თავზე.
„ბერდედულმა სათითაოდ შეათვალიერა თოფ-იარაღში ჩამჯდარი აშოლტილი ვაჟკაცები. მათი გარეგნობა და ვაჟკაცური იერი ხიბლავდა კაცის თვალს. წამოდგა, ღაზის მიუახლოვდა, კისერი ჩამოხარა და გადაკოცნა.
ამდენს კი ვერ გაუძლო დედროვანთა გულმა, თავსაფრის ბოლოებით დაიწყეს ცრემლების წმენდა. დამუნჯებული მამაკაცები მოწყლიანებულ თვალებს მალავდნენ რკინით გადალესილი ქისტი ვაჟკაცების შემხედვარეს ჟრუანტელი დაუვლიდა ტანში.
იგრძნობოდა, რა ბასრი იყო მათ წელთ ნაბამი ხანჯლები და რა პირმოუცვლელი იყო მათი თოფები. იგრძნობოდა სიმკაცრე ყინულიანი მთებისა“.
ძნელია, წერო კომენტარები და მკითხველს არ აცალო დატკბეს მწერლის მართალი შემოქმედებით. მხოლოდ ნამდვილ შემოქმედს შეუძლია არ გააყალბოს ფაქტები და მტრის ღირსება ღირსეულად გადმოსცეს. გიგი ხორნაულის შემოქმედებაში ქისტი პერსონაჟები ისეთი დიდი სიყვარულით არიან აღწერილნი და ისეთი ვაჟკაცური თვისებებით შემკულნი, რომ გული სიამაყით გევსება, მწერალი არ თაკილობს საკუთარზე წინ დააყენოს მეზობელთა ღირსება, თუმცა ამ შემთხვევაში მისი საკუთარი კი არ კნინდება, პირიქით...
ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია მოთხრობის ფინალისთვის. მწერალი ამას თავად მშვენივრად ახერხებს:
„ქისტებმა სადავეები აუკრიფეს ბალახზე მიშვებულ ცხენებს. ქუდის მოხდით და თავის დაკვრით დაემშვიდობნენ ხევსურებს და უზანგში ფეხის შეუდგმელად მოახტნენ ცხენებს.
- ღაზი! - დაუძახა ჯამრულმა.
- ჰაი, ჯამრულ! - უპასუხა ღაზიმ და ცხენი ჯამრულთან მიაგდო, მქისედ ჩამოხტა და ცალმუხლზე მდგარმა ხელი მიაგება ჯამრულის გამოწვდილ ხელს. ორი დაძარღვული, დაკოჟრილი ვეება თათი ერთმანეთს ჩაეჭიდა.
- როცა მოვრჩები, არაყით გადმოვალ შენთან, ფიცვერცხლი უნდა ვჭამოთ.
ღაზის სახე კიდევ უფრო გაუბრწყინდა და ერთ ხანს უხმოდ დასცქეროდა ჯამრულს.
- ბედნიერი იქნება ჩემი ოჯახი, ჯამრულ, თუკი ამდენად დაგვაფასებთ. ჩემი სახლის კარი ყოველთვის ღია იქნება თქვენთვის.
მერე სწრაფადვე მოახტა ცხენს, შეუერთდა მომლოდინე მხედართა ჯგუფს და მათთან ერთად მოხდენილი ჭენებით გადაეშვა ქისტეთისაკენ“.
* * *
„ერთხელ მეც შეგხვდი, სიკვდილო, ჩაგძინებოდა მთაზედა,
ვიფიქრე, გავუსწორდები, ხელიც ავიკარ ხმალზედა,
მაგრამ ვერ გამოგიმეტე, მზე დაგნათოდა თავზედა,
დავიჩოქე და გაკოცე ნამწაკიდებულ თმაზედა“.
* * *
კითხვა, უფრო სწორად, შემეცნება იმისა, თუ რატომ გაატარეს მთელი სიცოცხლე ურთიერთმტრობასა და სიძულვილში, დაიბადა ხევსურ მანგიასა და ქისტ ელიმარძას შეგნებაშიც, მაგრამ ძალიან გვიან, იმდენად გვიან, რომ სიძულვილმა მოცელა მთელი მათი შთამომავლობა.
შოთა არაბულის 1986 წ. გამოცემულ მოთხრობების კრებულში არის მოთხრობა, რომელიც ასახავს ხევსურებისა და ქისტების ურთიერთობებს არცთუ ძალიან შორეულ წარსულში. მოთხრობის სათაურის ქვეშ ფრჩხილებში ასეც უწერია: ციკლიდან „ხევსურეთის წარსულის ქრონიკები“. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ მოთხრობათა კრებულის სათაურად „მტრების წუთისოფელი“ შეარჩია ავტორმა, რომელმაც, როგორც მთიელმა და ხეუსურების საამაყო შვილმა, კარგად იცის ვაჟკაცობისა და ურთიერთდანდობის ტრადიცია და ფასი მთაში.
მოთხრობაში ასახულია ის პერიოდი, როცა ჯერ კიდევ, როგორც ხალხური ლექსი ამბობს: „ქისტებსა, არხოტივნებსა დღე-შუ სისხლის წყალ უდისა“. მართალია, როგორც არხოტისა და ღილღოს საზღვარზე მოდარაჯე ქორძო ამბობს - „რაც დრო შეიცვალა, თოფიც აღარ გავარდნილა ღილღო-არხოტში, არც ქურდობა მომხდარა“, მაგრამ მისი ამხანაგის, უთურგის პასუხი ნათლად მეტყველებს, რომ მეზობლების ურთიერთობაში ბევრი არაფერი შეცვლილა: „სანამ ეგ დრო ღილღო-არხვატს მოაღწევს, - თქვა უთურგიმ, - ბევრი ღილღველი და არხოტიანი მოკვდების კიდევ ერცხვის ხელით“...
და აი, „ქისტეთისაკენ ჩაწურული არხვატის ხეობის“ ვიწრო ბილიკზე ცხენიანი კაცი გამოჩნდა და ხევსურებმაც იარაღი მოიმარჯვეს. ორ ყარაულ ხევსურს შორის გამართული დიალოგი ნათლად მეტყველებს, რომ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი (ქორძო წიკლაური) უკვე განსხვავებულად უცქერის ქისტებისა და ხევსურების მტრულ ურთიერთობებს:

არხოტი
„ - პირველსავე ტყვიას მასაკლავად ესრევა?! - წამოიძახა ამხანაგის უცაბედი მოქმედებით შემკრთალმა ქორძომ და ისიც საყუჩთან ჩაჯდა თოფმომარჯვებული.
- თუ ქისტია, მასაკლავად! - გამოსცრა უთურგიმ წეკოს წევისაგან ჩაყვითლებული კბილებიდან და თოფს უფრო მოხერხებულად გამოექადლა“.
ქორძოს მოკრძალებულ შენიშვნაზე „იქნებ როგორი ქისტი...“ - უთურგიმ დაცინვით უპასუხა, მაგრამ როდესაც ქორძომ შენიშნა, რომ ქისტი მოხუცი იყო, კმაყოფილებით, მაგრამ გადაჭრით განაცხადა:
„ - მე ბებერ კაცს თოფს არ ვახლი!~
ქისტი მართლაც ბებერი აღმოჩნდა, მაგრამ ახალგაზრდული სიმარდე ჯერ კიდევ შემორჩენოდა და ეტყობოდა, რომ საუკეთესო მხედარი უნდა ყოფილიყო.
ახალგაზრდა ხევსური ქისტის გარეგნობამ აღტაცებაში მოიყვანა:
„ქორძო მონუსხულივით შეჰყურებდა მოხუცი ქისტის გარეგნობას და მორთულობას. თეთრი წვერი, ღრმად ჩამჯდარი ჭკვიანი თვალების ზემოდან ბორჯღოდ გადმოჯამფრებული ხშირი წარბები, თვალებს ირგვლივ წვრილი ნაოჭების გვირგვინი, ქუდსა და წარბებს შორის გამოჩენილი სპილოს ძვლისფერი ტკიცინა შუბლი, უნაგირის ტახტაზე ჩამოწყობილი დამუმიებული და გრძელთითება ხელები არამიწიერ იერს აძლევდა მოხუცს, ამასთან ერთად - მისი შეუვალი სიდინჯე და დამცინავი იერიც, და რასაკვირველია, ბუნებრივი იყო ახალგაზრდა არხოტიონის გაოცება“.
ხევსურები ქისტურად დაელაპარაკნენ მოხუცს, მან კი ქართულად უპასუხა:
„ხევსურები ოდნავ შეცბუნდნენ, მაგრამ ქისტის ქართული არ გაჰკვირვებიათ. ერთმანეთის მეზობლად მცხოვრები ქისტები და არხოტივნები იოლად სწავლობდნენ ერთიმეორის ენას“.
უთურგის მუქარანარევ კითხვებსა და მის საშიშ შესახედაობას მოხუც ქისტზე სულაც არ უმოქმედია, იგი ამღას მიდიოდა, მანგიას უნდა ესტუმროს. ქისტმა უფრო ხნიერ ხევსურს სახეზე შეამჩნია მისადმი მტრული განწყობა: „ავად აბრიალებულ თვალზე შეამჩნია ქისტმა, რომ ხევსური სასიკეთოს არაფერს ფიქრობდა.
- მე არხვატიონთ სისხლი აღარ მმართებს... - თქვა ქისტმა მშვიდ ხმაზე, - ისე კი, თუ სხვა ქისტების ვალსაც მე მომთხოვენ, ჩემს მაკვლაზე არხვატში საკარგყმოს მოგართმევენთ...“
ქორძომ ახლა ქისტს მიმართა, რომ ბებერ კაცს ხევსური თოფს არ ესვრის და მისი დაცვაც თავად ითავა:
„ - შენდროულა კაცს არხვატიონი თოფს არ ახლის! - ვეღარ მოითმინა ქორძომ და ამრეზილ უთურგისა და ცხენზე დაუდევრად მჯდომ ქისტს შორის ჩადგა“.
მოხუცი ქისტი თითქოს ცდიდა ხევსურთა ვაჟკაცობას, დაუდევრად და გამომწვევად, მაგრამ დინჯად და დარბაისლურად ბაასობდა და უცბად ქორძოს პასუხად თავისი ვინაობა გაამჟღავნა, რამაც ხევსურები შეძრა და გააფითრა:
„ - თუ ის კაცი მითხოელი ელიმარძა იქნება?! - თქვა ქისტმა და უნაგირზე შემაღლდა.

ვაინახი უხუცესები
ხევსურები გველნაკბენებივით შეტოკდნენ...
უთურგის თოფის ჩახმახმა საბედისწეროდ გაიჩხაკუნა.
- ცხენის მჭამელო! რამდენი ამღიონის სისხლია შენს კისერზე, - იყვირა უთურგიმ, - რომენ ერთსა შაგწირა?!
- იყო და აღარ არის!.. - მოხუცი კვლავ ზვიადად შემართული, ცალყბად შეღმენილი უყურებდა ბრაზით თვალანთებულ ხევსურებს, რომელთაც ვერ გადაეწყვიტათ თეთრწვერა მოხუცისთვის თოფის დახლა“.
ქისტს სულაც არ შეშინებია, პირიქით, ფრიად კმაყოფილი ჩანდა ხევსურთა აფორიაქებით.
„- ლოგინში სიკვდილს მტრის ტყვიით სიკვდილი უჯობს ელიმარძას, - ჩაილაპარაკა თავისთვის კმაყოფილ კილოზე ქისტმა, - ოღონდ ეგაა, არხოტიონი მანგიას უნახავად წასვლა არ მინდოდა სამზეოდან...“.
ხევსურ მანგიას, ქისტების დაუძინებელ მტერს, ერთადერთი შემორჩენილი ვაჟი თორელიც მოსისხლეებმა მოუკლეს. თორელს ნეთხიჩოელი ელიმარძას ვაჟიშვილი ჰყავდა მოკლული და, რასაკვირველია, ხევსურები გააკვირვა მოსისხლე მტრის სტუმრობამ, მაგრამ, ეტყობოდა, ელიმარძას რაღაც მათთვის გაუგებარი მიზეზი ჰქონდა ამისათვის:
„- ჩემი სულთის მამკლავი თორელი! - წამოიღაღადა მოხუცმა, თან თვალები არხოტისკენ მიაშტერა, - ჩემი არწივის მზის ჩამქრობიც ჩამქრალა...“.
ამღაში თორელის დაკრძალვაზე მითხოელი ელიმარძას გამოჩენამ ხევსურებზე მეხის გავარდნასავით იმოქმედა:
„- ელიმარძა?! - წამოიბუხუნა მანგიამ და ტახტზე წამოჯდა.
მოხუცებიც ფეხზე ადგნენ.
მთელი ჭერხო ასადგომად დაფათურებულ მანგიას შეჰყურებდა.
წუთით მიცვალებული ყველას დაავიწყდა, სიტყვა „ელიმარძას“ ჩურჩულებდა დიდი და პატარა, ქალი და კაცი“.
მიხვდა ხევსური მანგია, რისთვისაც მოსულიყო ელიმარძა: შვილმოკლული, ლოგინად ჩავარდნილი მტრის ნახვა უნდოდა, უნდოდა ენახა, როგორ დაჩაგრა და დააძაბუნა მწუხარებამ. მაგრამ ბებერი მგელი არც ისე ადვილი წასახდენი აღმოჩნდა, სწრაფად დაფაცურდა, ჩაიცვა, სკამი მოატანინა წინგარდაზე და მოემზადა ღირსეულად დასახვედრად.
„კაცი უცბად სულ გამოიცვალა, თავისი უბედურება თითქოს გადაავიწყდა, აკანკალებული ხელებით ვეღარ იცვამდა ჩოხას, მაგრამ მაინც იცვამდა, შემოიკრა ქამარ-ხანჯალიც“.
მითხოელი, როგორც სამძიმარზე მოსულს შეეფერებოდა, ისე შევიდა სოფელში. ყველა ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა თავიანთ დაუძინებელ მტერს, რომლის თარეშებზეც საარაკო ამბებს ჰყვებოდნენ არხოტში:
„სოფლის პირში რომ მოვიდნენ, ქისტი ცხენიდან ჩამოხტა და საფერხე დასადავებული წამოიყვანა.
ყველა სულგანაბული და გაფაციცებული უყურებდა სოფელში შემოსულ დაუძინარ მოსისხლეს, რომლის ბრძოლებზე და შეუპოვრობაზე, წარსულსა და ნამოქმედარზე ზღაპარივით ჰყვებოდნენ ხოლმე ხევსურები არხვატის საფიხვნოებში“.
ადამიანის ბუნების არაჩვეულებრივი ცოდნით აღწერს შოთა არაბული მოსისხლე მტრების შეხვედრას. ამავე დროს, მან საოცრად ღრმად იცის ხევსურებისა და ქისტების ტრადიციები, მათი ზნე-მორალი, რაინდული ხასიათი. საოცრად ლაკონიურად, ზედმეტი ემო ციებისა და მაღალფარდოვანი მეტყველების გარეშე გადმოსცემს ამ ორი მოხუცი ადამიანის მწვავე განცდებს, პირისპირ დგას არა ორი პიროვნება, არამედ ორი ხალხი, თავისი ადათებითა და წეს-ჩვეულებებით. თანაც ორი ხალხი, რომელთაც შორეულ წარსულში ერთი ფესვები ჰქონდათ და ჟამთა ვითარებამ ისტორიის სხვადასხვა არენაზე გამოიყვანა.
აქ მოვიყვანთ იმ შეხვედრის ვრცელ ნაწყვეტს, მკითხველისათვის კომენტარის გარეშეც ყველაფერი ნათელი რომ გახდეს:
„რომ დაიგუმანა ქისტის მოახლოება, მანგია წამოდგა და ბანზე დინჯად, გამართულად გაიარა, თითქოს წინგარდაზე საქორწილო სუფრა ჰქონდა გაშლილი და არა შვილის ცხედარი ესვენა.
ქისტი ნელა უახლოვდებოდა მანგიას ბან-კარს, გამჭვალავი თვალით აკვირდებოდა ყველაფერს, ეზოში რომ შევიდნენ, ცხენის სადავე ქორძოს მიუგდო და ბანზე ავიდა.
მანგია დოინჯშემოყრილი უყურებდა ქისტს.
ქისტი წყნარად მიუახლოვდა ცხედარს, მერე დაიხარა და მიცვალებულის სახეს კარგა ხანს აკვირდებოდა, მის ტანსაც აატარ-ჩაატარა მზერა.
- ღირებულხარ, მანგიას შვილო, თოფსაკრავად! - თქვა მან, - იმ სიბრტყე მკერდი გქონია, რომ დაესწრო, ჩემი სულთი შენ ტყვიას არ აგაცილებდა...

ხევსურები
მერე მანგიასკენ შებრუნდა.
მოხუცები მშვიდად აკვირდებოდნენ ერთიმეორეს, თავიდან ფეხებამდე ათვალიერებდნენ.
- როგორ ფერი აქვს შენთვის დღეს სამზეოს, არხოტიონო? - უთხრა ქისტმა მანგიას მშვიდად, წყნარი ხმით.
- ჩემი ძმის მამკლავი რახელ მახვედ ჩემ კარზე, ცხენის მჭამელო. ის ხომ არ გეგონა, მანგიას მტირალს დაინახავდი?!
- თითქმის ჩურჩულით იკითხა მანგიამ.
- მოვედი, შვილის ქორწილი რომ მოგილოცო, - თქვა ქისტმა და ხანჯლის წვერივით წამახული თითი ცხედარს მიაშვირა.
მანგიამ უცნაურად გაიღიმა, თან ნაბიჯი ცხედრისკენ გადადგა.
- ხო, წევს მანგიას შვილი გველეშაპივით, ლილღველო, სიცოცხლეც უღირდა, სიკვდილიც უღირს!
- გიხარის, რომ მოგიკლეს?!
- მოსისხლემ მოკლა...
- ჰო, ხევსურები იბადებით, რომ ერთიმეორე ხოცოთ...
- ქისტებიც! - თქვა ამაყად მანგიამ.
- სასაფლაოზე დათვალეთ ჩვენი ნათოფარები, - უპასუხა დამცინავად ქისტმა და თეთრ წვერზე დინჯად ჩამოისვა ხელი“.
ბებერი მგლები, რომლებიც ახალგაზრდობაში ერთმანეთის სისხლით ვერ ძღებოდნენ, ახლა, როცა აღარ ძალუძთ, ერთმანეთს იარაღით შეებან, მწარე სიტყვებით ქილიკობენ, ერთმანეთს ცდიან, თითოეულს სურს, დაძაბუნებული იხილოს მეორე.
კამათი ქისტმა დაასრულა, როცა მანგიას სარკასტულ შენიშვნაზე - „შენ არხვატისკე მაშინ წამოხვედი, ჩემი ჩალოგინება რომ გაიგე...“ - უპასუხა, რომ ერთმაც და მეორემაც სიცოცხლე ურთიერთგანადგურებას შესწირეს და საბოლოოდ მარტონი დარჩნენ და დამარცხდნენ კიდეც.
„ - არა! - თქვა ქისტმა და შორს მთებისაკენ სადღაც ჰკიდა ნაღვლიანი მზერა, - ჩემი თავი მებრალებოდა ოხრად დარჩენილი, ჩემი დაუძინებელი მტერიც შემბრალდა გაჩემფერებული, მამაცი მტერი!.. იმიტომ წამოვედი, ჩემი ტკივილი შემომეჩივლა, შენიც მომესმინა...
მანგია ყბაჩამოვარდნილი, დატყვრეცილი თვალებით გაოცებული შეჰყურებდა ქისტს, მეჩვენება, თუ ნამდვილად ეს სიტყვები სთქვა, რაც ჩამესმაო, - აღარავინ თოფავს ერთმანეთს ახლა და არც მოსისხლეობენ, - განაგრძო ქისტმა ნაღვლიანად, - ქისტეთ ჩემ სწორებს შვილბოლოში თავი არ უჩანს, ერთი მე ვარ მარტოხესავით ამოსული... მამაპაპის მაგივრადაც მე გახლიდით ტყვიას, რა შემრჩა...“.
ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ უნებურად გახსენდება ბალადა ვეფხისა და მოყმისა და მოყმის დედის გადაწყვეტილება, მისულიყო ვეფხვის დედასთან და სამძიმარი ეთქვა მისთვის შვილის დაღუპვის გამო. ამ სიტყვებმა კერპივით გაუტეხელ მანგიაზეც ძლიერ იმოქმედა. იგი შეეცადა, რაღაც აზრი მიეცა თავიანთი ნამოქმედარისათვის. კი მიხვდა, რომ უაზრო და არაფრისმომტანი იყო მათი ურთიერთბრძოლა და ხოცვა-ჟლეტა, მაგრამ გამოსავალს ეძებს და სახელს და დიდებას ებღაუჭება წყალწაღებულივით:

ვაინახი უხუცესები
„ - სახელი! - თქვა მანგიამ და ახლოს მიუჩოჩდა ელიმარძას, - სახელი დარჩა, ნეთხიჩოელი ელიმარძის სახელი!..
მერე ელიმარძაზე არხოტელების გამოთქმული ლექსი ჩაილაპარაკა:
„გახსოვდას, ელიმარძაო,
არხვატით წანატანია,
მიხოლ, მიგიდის ტყვეები,
მიგიდის ხაროვანია,
იცოდე, არ შეგრჩებოდა
არხოტივნების ვალია!“
მაგრამ ქისტი შეუვალი იყო თავის მოსაზრებაში. მან მანგიას დაანახვა თავისი მომავალი, შედეგი, რაც მოჰყვა მტრობასა და ბოროტებას:
„ქისტმა ხელი ჩაიქნია და მისკენ წაძაგრულ ხევსურს თვალებში ჩახედა.
- ცოდვიანო არხოტიონო, რამდენ ქისტის ქალს ჩააცვი შავი, რომ მახკვდები, შინაით შანდობის მთქმელი აღარავინ დაგრჩა, არცვინ შენი სახელის მხსენებელი იქნება. წავიდა შენი თორელი, იქ, - მან თითი ცისკენ აიშვირა, - ჩემს არწივთან წავიდა...“
ჩახვდა ქისტის ნათქვამს არხოტიონი, მძიმედ, მაგრამ მაინც ჩაწვდა ელიმარძას სიტყვების მნიშვნელობას, მათს ჭეშმარიტებას და პირველად ამ ორთაბრძოლაში დაიჩივლა:
„ - მძიმე ყოფილა მტრიანი კაცის წუთისოფელი, ნეთხიჩოელო, - თქვა მან ხიხინით, - ძალიან მძიმე. კიდევ კარგი, რო შენ გხედავ... მადლობელი ვარ შენი აქ მოსვლისა... ძალიან დიდი მადლობელი...“
გამოთხოვებისას ქისტი ნამდვილი თანაგრძნობით ეკიდება მანგიას საწუხარს და ამხნევებს:
„ - გამაგრდი, არხოტიონო, - თქვა ელიმარძამ, თან უცნაური ღიმილით გაუნათდა სახე, - თორემ ელიმარძა იფიქრებს, რომ ბოლოს ნასრევი არ აგაცდინე...“
მანგიას არ დაუმალია თავისი დამარცხება, არც უკმაყოფილება გამოუთქვამს, გზა დაულოცა მიმავალს:
„ - ჩათვალე, ცხენის მჭამელო, რომ დამჯალდე, ნასრევი შენი შესაფერისი გამოვიდა... ხელი მოგიმართოს არხოტის ჯვარმა...“
მაგრამ ამჯერად მათ სიტყვებში ბოღმა, სიძულვილი არ იყო. ორი ბებერი მტერი სიძულვილში გატარებულ სიცოცხლეს ნანობდა და ურთიერთპატივისცემას განიცდიდა.
„მრავალი წლის დაუძინებელი მოსისხლეები ერთხელ კიდევ ეკირკიტებოდნენ ერთიმეორეს ლიბრიანი, ბებრული თვალებით, რომლებშიც მტრობის და სიძულვილის ნატამალი არ ჩანდა, პირიქით, მათ გამოხედვაში იხატებოდა უსაზღვრო სინანული და მოკრძალებული ურთიერთპატივისცემა“.
მანგიამ ქორძოს და უთურგის დაავალა სტუმრის გაცილება და უთურგის უკმეხობაზე ისეთმა რისხვამ შეიპყრო, რომ ხევსურები სახტად დარჩნენ:
„ - სტუმარს გაჰყევით სოფლის ბოლომდე! პატივი დასდეთ და ჯვარი დასწერეთ! - ბრძანა მანგიამ.
- პატივი კი არა, ტყვია უნდა მაგ ძაღლს! - ჩაისისინა უთურგიმ.
- რეგვენო! - იფეთ ქა ხევსურების გასა ოცრად მანგიამ, - ეგ ძაღლი არას, ეგ ნეთხიჩოელი ელიმარძაა!.. მაგან ბევრჯელ შემოხკივლა არხვატს არწივივით და შემოგვთოფნა... რამდენიც მავუკალით, მაგვიკლა, ახლა აღარც მაგას ვინ დარჩა მასაკლავი, არც მე... - უცბად ხმა ჩაუწყდა მოხუცს“.
ნამდვილი ჭეშმარიტებაა ის, რომ ვაჟკაცის ფასი ქისტებმაც იცოდნენ და ხევსურებმაც.
აქ ყველანაირი კო მენ ტარი ზედმეტია, მხო ლოდ ერთის თქმა შე იძლება: ღირსება, მტრისა თუ მო ყვრისა, ღირსეულთ შორის მხოლოდ ღირსებით იზომება!

ვაინახი უხუცესები
დასასრულს კი მოვუსმინოთ ლადო მრელაშვილს: „ქისტები ის ხალხია, რომელთაც მარტო ქართველები კი არა, სხვა ტომებიც უნდა სცემდნენ პატივს. ისინი სიკვდილის ჟამს იმ სამასი მეომრის ტოლფარდნი არიან, რომელთაც უკლებლად დასდეს თავი კრწანისზე! ხევსურებსა და მათ შორის მართლაც განუწყვეტლად დიოდა სისხლის წყალი, მაგრამ არასოდეს შეურყვნიათ თავიანთი სახელი არავაჟკაცური საქციელით. თუმცა ხშირად ეცემოდნენ ერთმანეთს, სტაცებდნენ ცხვარსა და საქონელს, მაგრამ ეს ყველაფერი ისეთი ელფერით ხდებოდა, რო არსად იბღალებოდა მათი სიმამაცე და პირდაპირობა, ეს ორი ტომი, - ხევსურები და ქისტები, ის ხალხია, რომელთაც თავიანთდა შეუცნობლად ერთმანეთის საქციელი სხვათა მისაბაძ საქციელად აქციეს: კაცობა და მამაცობა - რაინდობის სიქველე ხმლისა და ხანჯლის წვერით შეუშვეს ერთმანეთის ძარღვებში.... შენ თუ გინახავს დანას დანაზე როგორ ლესავენ? - გინახავს! აი, ეგრე ლესავდნენ ერთმანეთს საუკუნეების განმავლობაში გმირობისათვის... მათი მტრობა არასოდეს გადაზრდილა სიძულვილში. პირიქით! ეს მუდამ იყო თავად მათთვისაც გაუცნობიერებელი, ბოლომდე გაურკვეველი ერთმანეთის სიყვარული, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრისას, სიტყვითა თუ იარაღით თავისებურად გამოხატავდნენ. ღმერთმა ნუ ქნას, რო ეს ორი ხალხი ერთმანეთს დაშორდეს, თორემ უქისტოდ დარჩენილი ხევსური ვეღარ იზამს ხევსურობას. გახარების მაგიერ დაღონდება, დაიბოღმება, უმტროდ დარჩენილი დაჰკარგავს სიფხიზლეს, დაჩლუნგდება, როგორც დანაზე აულესავი დანა და საქართველოსაც მოერღვევა ჩრდილოეთის კედელი! აი, რად მიყვარან ქისტები! (ლადო მრელაშვილის რომანი „და შეჰქმნა ღმერთკაცი“.)
ამინ! უფალმა გისმინოთ!
![]() |
4.14 საქართველო ქისტი პოეტების შემოქმედებაში |
▲ზევით დაბრუნება |
ნაცრისფერი ქალაქის მკვიდრი ვარ... განგებამ ინება თოვლიანი სტეპები მეცნო და ქართული იების სურნელი მეძებნა ყველგან. რამდენ შემოღამებას აუნთია სევდის ლამპარი ჩემში და მხოლოდ საქართველოს ვარსკვლავიანი ზეცის მადლი მომწევია თეთრ ღამეებში...
შენი მერამდენე შვილი ვარ, საქართველოვ? ფერთა პალიტრა ვერ დაიტევს ამდენ ფერს, მაგრამ იტევ... უძლებ და უცინი დრო-ჟამს, საწუთროს უძღებს...
შენს გაზაფხულებს ვერ შეედრება ედემის ბაღი...
შენ ყველა იცნე, ყველა იგრძნე, ყველა იწამე...
შენში შეერთდა ყველას გზა და ყველას სიმართლე....
ქართული ენის გენიას შევვედრი - სიტყვა და აზრი არ მომაკლოს, ენა არ გამიღარიბოს...
ჩემო ლექსებო! საქართველოს სიყვარულში კი იშვით, მაინც ვერ ვუგალობე საკადრისად ქართულ ცას და მიწას, თუმცა ამ მიწისა და ცის მადლი მომყვება დაბადებიდან და ყოველი თვალის გახელისას გილანდებ პირველს...
შენი ვალი მაქვს, საქართველოვ...
შენი დარდი მაქვს...
შენი კვნესამე!
მაია მარგოშვილი
სანკტ-პეტერბურგი
ასე ეტრფიან სამშობლოდან შორს მყოფი ქისტი პოეტები საქართველოს...
ასე უმღერიან დედა საქართველოს...
სადაც არ უნდა იყვნენ, გულით დააქვთ საქართველოს სიყვარული...
მზად არიან საკუთრი სიცოცხლე თვალის დაუხამხამებლად დასთმონ მისი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის...
ხმალჩაუგებლად დგანან პანკისიდან საქართველოს სადარაჯოზე...
არწივისებური მზერითა და რკინისებური გულით გადმოჰყურებენ სპეროზას მთიდან კავკასიას...
უშიშარ არიან ვითარც უხორცონი და სული საქართველოს მზით აქვთ გამთბარი...
სამარადისო ფიცი აქვთ დადებული ერთგულებისა...
არასოდეს კარგავენ ღირსებასა და ზნეობრივ სიდიადეს...
ბურჯად დგანან თორღვა პანკელის ციხესთან...
ეამაყებათ, რომ სწორედ საქართველოს შვილობა არგუნათ ბედმა...
იების კონად კრავენ სიყვარულსა და პანკისიდან ლოცვად უგზავნიან ქართულ ზეცას...
აი, ასეთი, სწორედ ასეთი სიყვარული შეუძლიათ ქისტ პოეტებს (და არა მხოლოდ პოეტებს) ქართული მიწისა და ცისა!
მახმად (ჯოყოლა) გაურგაშვილი
შენს სიტურფეს გული აუთრთოლებია
და სიმღერად მიწვევს შენი მთა-ველი,
შენი სუნთქვა რიონ-თერგის ჩქერებია
და მამულის თვითეული მტკაველი.
ალაზნის ველს კიდით კიდე ფარავს ზვარი
ხარობს მიწა, ფიროსმანის მშობელი!
ქართლის მინდვრებს აპურადებს ლიახვ-მტკვარი,
ვარ კოლხეთის გამარჯვების მთხრობელი.
ხრიოკ სამგორს, უთვალავჯერ მტრისგან თელილს,
რომ იცავდა გმირ გუშაგთა მახვილი,
ვხედავ სივრცით ხშირ ტყეებით მხრებში გაშლილს
და მის ტევრში ისმის ირმის ძახილი.
ენგურჰესი აცისკროვნებს შენს მთა-კორდებს
და არაგვთან მზე იმკვიდრებს საბუდარს
შენი მკერდი მოუქარგავს ია-ვარდებს,
მეც გულწრფელად მით ვაჟღერებ მგოსნის ქნარს!
რომ არ ვიმღერო, არ ძალმიძს,
ილიას ხსოვნას
დასტური მომცა გრძნობამა.
სტვირო, შენ ბანი მითხარი,
ხმა ხმას შევუწყოთ ძმობამა.
სამღერლად ფრთები შემისხა,
თავის სამშობლოს ტრფობამა,
იმისთვის თავდადებული
მამულის შვილთა ცნობამა.
ხან მზერას მთისკენ მივაპყრობ,
გული სიამით ფრთხიალებს,
ფიქრნი აღგზნების აღმძვრელნი,
მატკბობს და გარს მიტრიალებს.
გამარჯვებულის იერით
ცაში არწივი ტრიალებს,
ბუნების ძალთა განჭვრეტა
მაცბუნებს, შემაჟრიალებს.
ხან ძველი მომაგონდება,
ცრემლი მდის შეუშრობელი,
კარგსა ჰკლავს, უღირსს აცოცხლებს,
ვერაგი წუთისოფელი.
რაოდენ კაცთა სახეა,
აუხსნელ-შეუცნობელი?
მახინჯი სულის პატრონთა,
ღმერთო, შენ იყავ მგმობელი!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სამშობლოსათვის შენი ყოველი
სიტყვა პირბასრი, მჭრელი თუ მწველი,
ვით მოწოდება გვრგვინავდა ყველგან
მოყვასისათვის სიმართლის მთქმელი,
უკანასკნელი კაცის სახებაც -
მამულს შესწირე სიცოცხლე შენი.
ვაჟა
„ხანდახან ჟინი ამიღებს,
სიმღერას დავაგუგუნებ“.
მოვედი, ვნახე მიდამო,
ტყე-ველი, ჭალა ფშებითა,
აბორგებული არაგვი,
ირგვლივ დიდრონი მთებისა.
ჩარგლულას ხმა-მოძახილი,
გულში ჩამწვდომი ხმებითა,
ცაში ორბ-არწივთ ნავარდი,
ელვით კლაკნილი გზებითა.
ბექი ბექს ჩასდევს „პირთავქვე“
ხშირი შამბნარით „ფარული“,
დაბლა უფსკრულში ნისლი წევს,
ქვა-კლდეებს მკერდში ჩაკრული,
გორისთავს წყაროს ძახილი,
მოისმის, როგორც მაყრული,
პირიმზეს ჰკოცნის მზის სხივი,
ჭიუხში შემოპარული.
ჩქერალში შეხტა კალმახი,
ტალღას გამოჰკრა მხარული,
ბუნების ფერთა სიუხვე
მგონია ვითარც ზღაპრული.
მამა-პაპათა აჩრდილნი
ფიქრებში მესახებიან,
მამულის ტრფობით დაფერფლილთ
ხსოვნას არ ავიწყდებიან.
შენც მათ კრებულში დაგლანდე,
უფლის ტახტის წინ დამდგარი,
გარს გეხვეოდენ გმირები,
დიდების გზაზე შემდგარნი.
მეც შენებრ ბევრჯერ მომტაცა,
სალმა კლდემ თვალთა მზერანი,
ბევრჯერ ვავლიე ჭიუხში,
ჩემი ოცნების მერანი,
მაგრამ ძნელად თუ გაზარდოს
დედამა შენი ფერანი,
არწივს მივდევდი კვალდაკვალ,
სულში მრჩებოდნენ ძერანი,
შენ დაატყვევე სამუდმოდ
ეს ჩემი გულის ძგერანი!
ჩარგალი-ყვარელი
1978 წელი, ივლისი
ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლთან
დიდხანს მეწადა მენახა
მყინვარი ნისლით ბურვილი,
სპეროზას გავუზიარე
ეს ჩემი გულის წყურვილი.
ვეწვიე მხარეს გმირების,
ამცხადებია სურვილი,
ვნახე კიდიდან კიდემდე
ბუნება გასაკვირველი.
იქ ვეამბორე შენს ძეგლსა
გავხდი მე შენი მხილველი,
შენი ტანჯული სულისთვის
სულ მუდამ ხარკის მწირველი.
ალაზანს მოშორებულმა
თერგსაც მივეცი სალამი,
იმის ნაპირთან გულმართლად
კვნესოდა შენი კალამი.
წინ მიგიძღვოდა კელაპტრად
მთიელთა წმინდა ალამი,
მას შეეწირა სამუდმოდ
შენი სიცოცხლე ალალი.
ყაზბეგი
1964 წ.14 ივლისი
ექვთიმე თაყაიშვილს
ერის შავბედი სულს გიმწარებდა
და ხალხის წყლული წყლულად მიგაჩნდა,
კლდეზე მიჯაჭვულ ამირანივით
დრო ავბედითი მკერდს გიკორტნიდა.
სამშობლოს ურვა ტანჯვა-ტკივილით
თვისტომში შენებრ ვინ განიცადა?
შენი უბადლო გრძნობა-გონება
მძლე საქართველოს მომავალს ჭვრეტდა
და იმ მძიმე ჟამს შენი გენია
ჩვენ მყოობადის ნაყოფს ნერგავდა,
ვინ იცის იმ დღეს, ერისთვის შავ დღეს
შენი ფიქრები რას გვისახავდა.
სამშობლოსათვის მტლად დადებული
უცხო მხარეში ტკეპნიდი მიწას,
ვითარც ხიზანი გზად გადებული
სხვათა მამულში იდებდი ბინას,
შენ საქართველოს შემოუნახე
უფლის ნაბოძი სრუ საგანძური.
ნიკოლოზ ბარათაშვილს
სიცოცხლის დღენი შენი იყო სევდით აღსავსე,
დამწუხრებული შესჩიოდი შენს ბედის ვარსკლავს
და თვით სიკვდილიც-ხვედრი კაცთა ამ საწუთროსი,
სამშობლოს გარეთ გიმზადებდა დატანჯულს საფლავს.
მაგრამ გენია, ვითარც ცეცხლი ჩაუქრობელი,
გარს რომ ეხვია შენს ბრწყინვალე სულს სხივ-კონებად,
უკდავ დიდების გიმზადებდა ადგილსამყოფელს
ცის მნათობს შორის სამარადისოდ გაბრწყინებული.
როს სამშობლოდან გარდახვეწილს შავი აჩრდილი
სასიკვდილოდ დაგტრიალებდა,
უთვისტომოდ ამ წუთისოფელს ეთხოვებოდი
მაგრამ დატანჯულს ბედი ქართლის შენ გაღონებდა.
და თვით მტკვარიც, ბედის მდურავი, გულჩათხრობილი,
ცრემლების ფრქვევით დაგტიროდა მამულის შვილსა;
მთაც მწუხარებით დანისლული მამადავითის
თავის გულმკერდში იხუტებდა შენს მგზნებარ სულსა.
განვლო დრო-ჟამმა, საქართველოს წარმტაც მთა-ველებს
მოევლინაო ბედნიერი ნანატრი ხანა.
და შენც, მგოსანო, შეიმოსე უკდავ დიდებით,
შენსა ღვაწლს მადლით იხსენიებს ივერთ ქვეყანა.
გიორგი (გოგლა) ლეონიძეს
შენმა ნათელმა გონებამ
და ლექსთა შენთა დენამა,
მეც ამიჩქროლა გულ-გრძნობა
ჰანგი ააწყო ენამა.
ათი ათასად იმრავლა
ჩემი შენდამი რწმენამა.
ამ აზრთა განმტკიცებაში
ხელი შემიწყო ზენამა.
კეთილს არ ავნოს ვერცოდეს
ცაში არწივთა ფრენამა,
მუხლმოდრეკილი პატივს გცემ
ჩემი სიცოცხლის ლხენამა.
ვაჟამ წინადვე შეიტყო
ლექსისთვის იყავ მშიერი,
გისურვა ყოფილიყავი
ამაღლებული, ძლიერი.
და არც შემცდარა, იცოდე,
ეს ბუმბერაზი მთიელი,
ძირშივე ამოგეთხაროს
ორგული გადამთიელი.
იღწვი და გარჯას ეწევი
რომ ერი გყავდეს ძლიერი,
არარა საშიშროებას
არ უშინდები ხნიერი.
აგყვავებოდეს სამშობლო
შენგნითაც ნაპოხიერი
ცეცხლის გამჩენი ლექსითა
დათრგუნე ყველა ცბიერი.
ყვარელი
1964 წ.10 მარტი
სულეიმან გუმაშვილი
ოღონდ გათავისუფლდეს!
ქისტი თავს დასდებს ისევ დიდგორზე,
ისევ დაწვება მიწაში ქართლის,
ოღონდ სულს ლევდეს მტერი ქართველის,
მტერი ვერაგი და მუხანათი.
ქისტი დაიჭრის უშიშრად ძარღვებს
და სისხლს გაიღებს, არ დაიბნევა,
ოღონდ დაჭრილი ქართველი დედა
დადგეს გორდა ხმლით მტრის დასარბევად.
ქისტი დაანთებს სანთლებს, ილოცებს,
როგორც ქართველი ხატში, საყდარში,
ოღონდ ჯვარცმული ქართველი დედა
აღსდგეს მტრისაგან აღგვილ მთა-ბარში.
ქისტი ლოცულობს საქართველოის
მზესა და მთვარეს, მაჰმადს და ქრისტეს,
ოჰ, საქართველო გათავისუფლდეს! -
ეს სანუკვარი ნატვრა აქვთ ქისტებს.
საქართველოს
საქართველო რომ არ მაღელვებდეს,
ვით სწორუპოვარ მეფე დავითსა,
მისი ავ-კარგი არ მაწუხებდეს,
ვით სულხან-საბას, ერის მამასა,
დედა სამშობლო ჩემად არ მაჩნდეს,
როგორც ილიას, თერგდალეულსა,
ზურგი გამისკდეს დედამიწისა,
ზღვამ პირი მკიდოს მაშინ წყეულსა!
მამული ჩემი აღარ მიყვარდეს,
ვითარც ბიძინა ჩოლოყაშვილსა,
მისი სვე-ბედი არ მაღონებდეს,
გულისტკივილი პატარა კახისა,
ქართული ლექსი აღარ მომწონდეს,
რაც უთქვამს ტატო ბარათაშვილსა,
მაშინ რადა ვარ ქვეყნად ცოცხალი,
ხატი გამიწყრეს მთის და ბარისა!
სამშობლოს ნახვა აღარ მეღირსოს,
ვით დაბერებულ გურამიშვილსა,
მისი ბუნება არ მახარებდეს,
ვით ფშაველ ლუკა რაზიკაშვილსა,
ქართველთ მეობა თან არა მდევდეს,
როგორც ფარ-ხმალი მძლე წინაპრისა,
მაშინ გამაგდეთ, დამკალით სადმე,
დამაგდეთ სვავთა, ყორანთ საჯიჯგნად!
ქვეყნის სახელი თან არ დამქონდეს,
ვით წიგნი შოთა რუსთაველისა,
მისი ნიავი არ მაცოცხლებდეს,
ვით ფხიას და თუშს-მწყემსს მთა-ველისას,
ქართული ენა არ მადარდებდეს,
ვით პოეტ მუხრან მაჭავარიანს,
მაშინ ქისტი ვარ, მე აღარ მეთქმის
და ჩემი ყოფნაც დასანანია!
ენავ ქართულო
სულზე უტკბესო, უნეტარესო,
ენავ ქართულო, უხვსიტყვიანო,
ბრძოლით მოსულო, სისხლით დაცულო,
დედის მადლივით სისხლხორციანო!
თაფლივით ტკბილო, შვილივით ზრდილო,
აკვნიდან აკვნით გადაცემულო,
ხმალმოქნეულის გულის გამპობო,
გმირთა გულ-მკერდზე ჯავშნად ჩაცმულო.
სიპით ნაგებო, გალავნიანო,
მკვდრეთით აღმდგარო და სისხლნადენო,
მკერდგაპობილის ტუჩზე ჩნეულო,
თალხიანო და მაინც ნათელო,
მტრის თუ მოშურნის დამბრმავებელო,
ურმის კოფოზე მეგზურ-მხლებელო,
ყრმათა აკვნებთან აკოკრებულო,
ციხე-გალავნის გამმაგრებელო.
ხარო და ზვარო, ქედო და ბარო,
გადაჭიმულო მძლე ვეფხვის ტყავო,
კავკასიურო, ნაიბერალო,
ჩვენი ზეობის სიბრძნევ და ხვავო.
ბელაქანიდან პონტოს პირამდე
ქართულ ქურანზე ამხედრებულო,
ლომთა, არწივთა დედავ მშობელო,
სიკეთის მადლით განათებულო!
შენ, ვალმოხდილო, უსესხებელო,
ქართველთ საუნჯევ, ერის სინდისო,
დედ-მამის მიერ ნაანდერძებო,
ჯავარიანო, ტკბილო, სათუთო,
ვინც გიღალატებს, ვინც გაგიდგება,
ღირსი არაა, ერქვას ქართველი,
ჩვენი ვალია, შენს ტკბილ ჰანგებზე
ვამრავლოთ შვილნი - არწივთ მართვენი.
იდიდე მარად, იხარე მუდამ!
ვაშა, დიდებით სახსენებელო!
დამმოყვრებელო, დასაფიცარო,
გამარჯვებულო, მუდამ დღეგრძელო.
სულზე უტკბესო, უნეტარესო,
ენავ ქართულო, უხვსიტყვიანო,
უბით ნატარო, სისხლით დაცულო,
ქართველი დედის სისხლხორციანო!
ვარ შენ ქარქაშით ამოწვდილი ხმალი
მთებს შავი ღრუბელი კუპრისფრად რომ ღებავს,
მსურს, გადავარჩინო სიბნელეს ქვეყანა.
უშენოდ, სამშობლოვ, არ მინდა სიცოცხლე,
ვარ ყმად გაჩენილი, მსახურად შენთანა!
დედავ, როცა გიჭირს, მინდა, გამოგადგე,
შენს სახელს, შენს დროშას არ დავცემ ძირს, არა!
მინდა ხმლად გამჭედონ შენს დიად ქურაში,
მტერს რომ ელდა ეცეს და დაფრთხეს მშიშარა!
ვარ გორდა, მძლე ხმალი, მტრების შემმუსვრელი,
დავლეწო ყოველი აქ შემოვარდნილი!
რად მინდა სიციცხლე, დღეს დაუხარჯველი,
თუკი წაბილწეს უშგული, შატილი.
დიახ, გორდა ხმალი ვარ, ფხაალესილი,
დედავ, ელვისებრ მზედ აელვებული,
ხალიბურ ჯიშის და ხალიბურ ფოლადი,
რომ მტერი თრთოდეს და გარბოდეს ვნებული.
თუკი შენ ცრემლი გდის, რად მინდა მე ლხინი,
რად მინდა სიმდიდრე ან ფული ულევი...
ვარ შენი ქარქაშით ამოწვდილი ხმალი,
მტერზე რომ გამცვითონ, არ გყავდეს მომრევი!
დედაჩემი პანკისი
პანკისი ჩემი დედა, საწყისი
როგორც თოთო ბავშვს, მე მეფერება,
თურმე ინახავს ის ჩემს ბავშვურ წლებს,
ეს არის ჩემი ბედნიერება.
არ მავიწყდება მისი ღიმილი,
ზრუნვა, ამაგი, მეურვეობა,
ვითარცა შვილებს: ოსს, ქისტს და ფშაველს
სულ გვასწავლიდა ქართულ ზნეობას.
და დღესაც ისევ, იმავ დედობით
გველაციცება, თავზე დაგვხარის,
ვინ დაივიწყოს მშობელი დედა,
როდესაც ვყავართ ქართველს ძმასავით.
გულზე მედება დედის ამბორი
და სიყვარული ჩემში შედედდა,
პანკისი არის ჩემი აკვანი,
ხოლო გამზრდელი - ქართველი დედა.
ვწერ ალალ ლექსებს უწრფელეს გრძნობით,
გამრჯე მარჯვენის იმედით ვცხოვრობ...
რაც მიწერია, რაც შემიქმნია,
ჩემს დედა პანკისს მსურს, ვუსახსოვრო!
ქისტის შვილობა
მოსული დილა ისე წავიდა,
ვით მთის ნიავი ნათამაშები,
და მთებს მოედნენ ტყე, ჭიუხები,
ვითარც ბახტრიონს ყიზილბაშები.
სილა გაწნული ამაყ კაცივით
სახტად დამრჩალან სალი კლდეები,
ღამის ხელიდან თავდაღწეული
იკრიბებიან ცხელი დღეები.
მუქთად დაჯდომა აქ არ ეგების,
აქ სინდისია კონტროლიორი,
ვიდრე იდენენ საქართველოში
ალაზანი და მტკვარი, იორი.
მოდის, მოგორავს ეს შემოდგომა,
მოაქვს ბარაქა ვეებერთელა.
ახლა კი ჩავწვდი - ჩემი კახეთი
მტერმა თუ რატომ ვერ გადათელა.
დღეს მე გავიგე, მამულს ვუყვარვარ,
როგორც უყვარან დედას შვილები,
მეც თუ არ მიყვარს ეს საქართველო -
აღარ ვიქნები დასატირები.
ქისტს შვენის მისი დედა-შვილობა,
ვით ჩოხა, ცეკვა, ქამარ-ხანჯალი,
საქართველოს ნუ გაუჭირდება,
კლდეს შემოამტვრევს მგელი ნაგალი!
მუხმად (ბორის) ნაციშვილი
ყველასთან ძმობა მწყურია
მთიდან მოვდივარ ამაყი,
დასვენებული, ფხიანი.
ცხენი მყავს ერთი აშარი,
ლამაზთვალება, ფრთიანი.
ყველასთან ძმობა მწყურია,
აქ სათაკილო რაია?
გულს გახატია სამშობლო? -
ჩემი ძმა ხარ და დაია.
თებერვალი, 2007 წელი.
მერე რაა
მერე რაა, რომ მტერი გვყავს ფლიდი,
მერე რაა, რომ ჩაინგრა ხიდი,
როდის არ გვმტრობდნენ? ჩვენ მაინც ვმკიდით,
მცხეთას და თბილისს ხმლით ხელში ვქმნიდით!
მერე რაა, თუ ჯერ კიდევ ცივა?
მერე რაა, თუ უბერავს ქარი?
ია იღვიძებს, ხეში დგას წყალი,
დოლია, ისევ მრავლდება ცხვარი!
შაშვი სტვენს, ბაღში ბულბულიც გალობს,
ბანზე მერცხალი ჭიკჭიკებს, ხარობს,
დანისლულ მკერდში ტკივილი ზარობს,
შადიმანია, კიდევ რომ გვარობს ...
რა არის მერე, თუკი გაგვძარცვეს,
რა არის მერე, თუკი დაგვჩაგრეს,
ბევრჯერ ყოფილა, ლეკვი შობილა
და საქართველო მთელი ყოფილა.
დიდი თურქობა გადავიტანეთ,
მონღოლთ უღელი შორს მოვისროლეთ,
ურდომ მრავალჯერ გადაგვიარა
და საქართველო მაინც ყოფილა!
მწამს, საქართველო დაფრთიანდება,
მწამს, საქართველო გამთლიანდება,
შორს თეთრი დათვი და მისი თათი!
ერი და ბერი ერთიანდება!
თებერვალი, 2011 წელი.
ჩემი ვალია
მე ამაყი ვარ, ბეჭებზე ქისტი რომ მაწერია!
მე თამამი ვარ, საქართველო ჩემი კერია!
ო, რა ბრალია, თუმცა ალია
და მოფერება ჩვენი ვალია,
წინაპრის ძვლები დამიტირია,
ქართველი არსად გამიწირია!
კავკასიონზე მე ძმობის ლამპრად
ვენთო ბოლომდე, დამიფიცია,
იქით ჩეჩნეთი და ინგუშეთი,
აქ საქართველო დამილოცია!
გულია ჩემი, ღვიძლია ჩემი,
აალებადი ნაპერწკალია,
კავკასიელო, ომახიანო,
უნდა შევეკრათ, ჩვენი ვალია,
რომ მტერი ჩვენი, სისხლისა მსმელი,
ქარს გავაყოლოთ, მავნე მწერია,
თერგი, რიონი, კავკასიონი
ერთად დავიცვათ, ჩვენი ვალია!
მარტი, 2011 წელი.
მე საქართველოს ბედი მაწვალებს
მარად მწამს ღმერთი და საქართველო,
ქართველი კაცის სტუმართმოყვრობა,
მათგან ვისწავლე კაცურკაცობა,
არა ლაჩრობა, კეთილმოპყრობა.
მე საქართველოს ბედი მაწვალებს,
არ მინდა ვიყო, როგორც ზარნაშო,
თვალდავსებული, მივიწყებული,
არ მინდა, გულის კარი დავახშო.
ნეტავ შვილების სიმრავლით ვნახო
კავკასიონი გალაღებული
და ივერთ მხარე, გაბრწყინებული,
ერთა ძმობაში ამაღლებული!
აგვისტო, 2002 წელი.
მე საქართველოს შვილი ვარ
ივერიის ძველ გმირებზე
ლეგენდები ბევრი თქმულა
და სამშობლოს სიყვარულის
სადღეგრძელო მოლზე სმულა.
ვინც ქვეყანას უორგულოს,
ვეფხვის ბრჭყალით დაკაწრულა,
გამყიდველი, მოღალატე
სამუდამოდ განწირულა.
მშობელ ქვეყნის ერთგულთათვის
გზა ღვთისაგან გარანდულა,
მამულზე ფიქრს პირადულზე
რომ არ გაცვლის სულმდაბლურად.
ჩემი ქვეყნის სიყვარულით
გული ცეცხლით დადაგულა,
ზეაღმტაცი გრძნობა ჩემი
არასოდეს გათანგულა.
საქართველოს სიყვარულში
სიტყვა ჩემი დახარჯულა,
მისთვის ვევნო და ვეწამო,
გული მისთვის დატანჯულა.
ვაინახების მოდგმისა
მთაში ბევრი დამარხულა,
პაპისპაპა გადმოსულა
ანდრეზებში შენახულა.
საქართველოს მიწა-წყალზე
დავიბადე მე მის წულად
და სამშობლოდ მიმაჩნია,
სისხლით ჩემით დანამულა.
კავკასიის სანახებში
ქედი ქედზე მიქადლულა,
გული ჩემი, სამარემდე
ივერიას მიჯაჭვულა.
საქართველოს შვილი ვარ და
მყვარებია მე აქ ყველა,
მამა-პაპაც აქ მეგულვის
სიამაყით მსურს გამხელა.
სექტემბერი, 2001 წელი.
დავით პანკელი
ჩვენი სამშობლო
რა ლამაზია ჩვენი სამშობლო,
ეს უკვდავება ბარის და მთისა,
სანატრელია და საოცნებო,
სანაპიროთა ბაღნარნი მტკვრისა.
თბილისს ამკობენ ჩირაღდანები,
ვით ნაპერკწალნი დავითის ხმლისა,
თვით ნარიყალას რომ დაშრიალებს,
ქართველი დედის ნაწნავი თმისა.
ქართველთა წარსულს გვიჩურჩულებენ,
უჯარმის ციხე და მეტეხისა,
გმირი ტაძარნი გმირთ უგალობენ,
ალავერდისა და შუამთისა.
სვეტიცხოველი, გელათი, ჯვარი,
ცად მიბჯენილნი, კლდენი სალისა,
მარად მლოცველნი რკინის მარჯვენის,
მძლეთამძლეველის გორგასალისა.
ვით ნიავქარი გაშლილ ტრამალებს,
თავს დაგვნავარდობს სიმღერა ძმისა,
სამშობლოსათვის თავგანწირული,
გმირი პაატა სააკაძისა.
უკვდავებაა თელავის კალთა,
გამომჭედელი ერეკლეს ხმლისა,
მომავლის რწმენით გზას რომ გვინათებს
სიბრძნე ილია ჭავჭავაძისა.
სხვაგან სად არის ასეთი ზეცა,
ყოვლის მნათე მზე და დედამიწა,
ზღვისპირეთი, თუნდ, პალიასტომი,
ბაზალეთის ტბა და ბროლის რიწა.
მზის საბუდარად გარდაქცეულა,
ყოველი გოჯი მთის და ველისა,
დღესაც თამარის გვირგვინს ამკობენ,
ოქროს თითები რუსთაველისა.
ოდითგან ისმის ბრძოლის ნაღარის
ხმა, მოდუდუნე ზღაპრად ქცეული,
ჰყვავის მზიური დედა სამშობლო,
ბაღთა ბაღნარად გარდაქცეული.
1968 წ. ქ. თბილისი
ფიროსმანი
ფიროსმანის ტივით ვცურავ,
მისი ცეცხლის ალი მათბობს,
ყვავილების ზღვაში ვბრუნავ
ლამაზების ეშხი მათრობს.
უკვდავების გალერეას,
მოსავს ბინდის შავი ნოხა.
ნოხა, როგორც ფიროსმანის
გახუნული შავი ჩოხა.
მტკვრის ნაპირებს მოსდებია,
ცხელი მწვადის ოხშივარი,
არღანს გლოვა მოსწყენია,
განუკურნავს ძველი ბზარი.
მთვარეულში ჯიხვის ყანწით,
ვეძალები ღვინო ოხერს,
ვედარები დარდიმანდით
მუშთაიდის ყარაჩოხელს.
სავსე ტიკით გვერდს მიმშვენებს,
ფროსმანის ლერწმის ტანი,
და წალკოტში მირჩევს ფერებს
მისი ფუნჯის ჩირაღდანი.
ფიროსმნული სიყვარული,
როცა თვალებს ამიალებს,
მიცეკვდება მისებრ გული
და შორიდან ვეტრფი ქალებს.
მტკვრის ტალღებში გახვეული
ვეხუტები დედაქალაქს,
ვუმღერ ღამეგათეული
ავჭალას და ორთაჭალას.
განთიადი ახელს თვალებს,
ნაღვლიანად მღერის ყარა,
ფიროსმანის ტილოს მახვევს,
მეტეხი და ნარიყალა.
წმინდა სულით მთაწმინდაზე
ლექსს კითხულობს ეთიმ გურჯი
და იღვიძებს მის ტკბილ ხმაზე
საქართველოს დედაბურჯი.
ფიროსმანის ტივით ვცურავ,
მისი ლერწმის ციცქნა ღერო
ამ სიმღერას მისთვის ვწურავ,
უკვდავება შეუმღერო.
08. 03. 1996 წ. გროზნო
ზვიად გამსახურდია
ზურგში ხიშტებს გიღერებენ
იმპერიის ვირთხები,
გზის ჩახერგვას გიპირებენ
შექმნეს ლაბირინთები.
ყოველ გრიგალს გაუძლებენ
შენი გემის აფრები,
შენს მიზანს ვერ გაუსწრებენ
სისხლისმსმელი ჩაფრები.
მნათობია ქვეყნისათვის
შენი მრგვალი იდეა,
მტაცებელი კრემლისათვის,
ხელუწვდომი კიდეა.
ფრთიან გრძნობა არეული,
შიდა მტრების ფიქრები,
როგორც ხეზე ახვეული,
ძირმოთხრილი ფითრები.
მწამს მიაღწევს მწვერვალს შენით,
ანთებული სანთელი,
ახალი გზის აღმოჩენით
ბნელს მოჰფინოს ნათელი.
4. 12. 1990 წ. ავჭალა
საქართველო მთლიანობდეს
არ იქნება სიცოცხლეში
ბრმა კომპასით სეირნობდეს,
და აგრეთვე უღრან ტყეში
ცხვარი მგელთან ზეიმობდეს.
ვინ სთქვა, ყვავი მურიასთან
ლეშის გვერდით ყეინობდეს,
ან ქართველი ურიასთან
ვაჭრობაში ხეირობდეს.
როდის იყო, ბატი კლდეზე
არწივისებრ ტახტს რომ ფლობდეს,
ან შევარდნის სიმაღლეზე,
სხვა ფრინველი ნავარდობდეს.
არ ყოფილა, სადმე დათვი,
ეშმაკობით მელას ჯობდეს
საქათმეში შეყოს თათი
და ქათმებთან კარგზე ბჭობდეს.
ვის სმენია გატეხილი
ნამუსი რომ იამზობდეს,
ან ჩვენი ტყე გაჩეხილი
გაზაფხულზე ხმიანობდეს.
დოლა თხა რომ რქიანობდეს,
თავს ვაცებთან იმშვენებდეს,
კაცი დღე-ღამ ყიალობდეს
და მომავალს აშენებდეს.
თარგამაძის სიტყვის წყობა
სიცრუეს არ გვიამბობდეს,
სატანური ბრბოს დამხობა,
ნეტავი არ გვიანობდეს.
პარლამენტის ყველა ხილი
რატომ უნდა ჭიანობდეს?
შევარდნაძის შეძახილი
რომდე უნდა გვზიანობდეს!
პრეზიდენტი ჭკვიანობდეს,
მთავრობა კი მზიანობდეს,
ერი უნდა ხმიანობდეს,
რომ ქვეყანა ფხიანობდეს.
ბარი-ბარად იყო მარად,
მთა ზურმუხტით მთიანობდეს,
მტრის გულბზარად, ჩვენდა დარად
საქართველო მთლიანობდეს!
15.05.2003 წ. ქ. ახმეტა
საქართველოს
საქართველოვ, შენ ხარ ჩვენი თაიგული,
გორგასალის ხმლით მომკილი ყვავილისა.
გმირების და ვაჟკაცების აღმზრდელი ხარ
და გამწრთობი დავით აღმაშენებლისა.
თამარ მეფის გვირგვინს როდი დავივიწყებთ,
ეს ხომ შოთას ოქროს ხელით ნაჭედია.
საქართველოს მშობლიური სიყვარული
ვფიცავთ, ყოველ ქართველს გულზე გვაწერია.
თბილისიც ხომ ააყვავე, შენი გული,
მტკვარი გიმღერს თურქის მთიდან სიყვარულით.
ბაღ-ვენახით დარაზმული სანაპირო,
მიაცილებს ტალღებს ზღვისკენ სიხარულით.
ნარიყალა დასცქერს დინჯად, ნაღვლიანად,
მტკვრის ნაპირზე მოშრიალე ვერხვის ფოთლებს.
თვალწინ უდგას საქართველოს წინაპარნი
და... იგონებს დაჭრილ გმირთა მწარე ოხვრებს.
1969 წ. ქ. თბილისი
ახმეტას
ლაჟვარდებში აზიდულნი
დაგცქერიან მთები,
გაუშლიათ გოლიათებს
აღმაფრენის ფრთები.
შენი ქების და დიდების
მრავლდებიან ხმები,
საოცნებო თაიგულო,
ბაღთა ბაღი ხდები!
გრგვინავს ხე-ტყის გოლიათი,
შენი მტკიცე სული,
ათასგვარი საჩუქრებით
ციდან ჩამოსული.
ისმის ბიო-ქიმიურის,
გუგუნი და ქშენა,
მოვარვარე მის უბეში,
დუღს მშრომელთა რწმენა.
დაგსევიან ვარსკვლავები,
კონსერვებში ფეთქავ,
პურის კომბინატის გულით,
სურნელებას პენტავ.
თამადა ხარ ენატკბილი,
სადღეგრძელოს მთქმელი,
თვით მარანი უძირო ზღვად,
დღეს რომ გარდამქმენი.
შეასწავლე ყოველ მხარეს
სალოცავი ენა,
აამღერე ქართულ ჰანგზე,
ქვეყნის დიდი სცენა.
საოცნებოვ, ეს სახელი,
ვინ გიწოდა ნეტა!
დაილოცოს ის კახელი,
ვინც აგაახმეტა!
თუ არ გაქე, ღირსო ქების,
როგორ ავიტანო,
ამ დიადი ხომალდების
ბრძენო კაპიტანო!
1981 წ. ქ. ახმეტა
ქურა აღმაშენებლის
ისმის, ხალხში როგორ ღელავს
ჰანგი სირმის სიმების,
ამ შფოთვარე გულში ელავს,
ნაპერწკალი იმედის.
გული ვეღარ ითმენს ამდენს,
რომ გზა ტკეპნოს უკუსვლის,
ღმერთო, წაღმა დატრიალდეს,
ჩარხი მნათი მომავლის!
აღმავლობის გზნებით გვწყალობს,
დალოცვილი მადლი ცის,
გაზაფხულდა, ჭერი ხარობს,
დრო დაგვიდგა გამოცვლის.
ქვეყნის ფართო სავალს ამკობს,
ფენა მრავალ ფერების,
სიდიადის ფოლადს აწრთობს,
ქურა აღმაშენებლის.
22. 03. 1987 წ. ქ. თბილისი
გურამ ხანგოშვილი
გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას
გმირო, წამებით მოკლულო,
არ შეირცხვინე გვარია!
ანწუხელიძე გიორგი
არვის გეგონოთ მკვდარია!
ბევრ ცოცხალს დღესაც ჯობია
რუსებთან მეომარია,
სამშობლოსათვის დაეცა,
შემოვკრათ გლოვის ზარია.
რა არ აკადრეს უბედურს,
ზურგზე შეადგნენ წიხლებით.
გმირი გმირულად კვდებოდა,
ალვანში იყო ფიქრებით.
თუშებს უმრავლოს, გიორგი!
ბიჭები შენისთანაო,
იმ დროს ნეტა რას ფიქრობდი,
თუ გაგახსენდა დედაო.
რა მწარე სანახავია
შენი წამების სურათი,
ცოფებსა ჰყრიდნენ ღორები -
თუში რომ შეხვდათ გულადი.
ვერ დაგაჩოქეს, წაქცეულს
რით არ გებრძოდნენ მხეცები
და ვერც გინებამ უშველათ,
ვერც შეგაცდინეს ფერებით.
შენი ქვეყნისთვის გასწირე
თავი, დიდებით მოსილი,
მტრისთვის თავდაუხრელი და
ავაზასავით მოქნილი.
შვილებიც დაიზრდებიან,
არ შეირცხვენენ სახელსა,
დედასაც დააფასებენ
უმამოდ მათსა გამზრდელსა.
მსუბუქი იყოს ის მიწა -
რაც გულზე დაგეყარაო,
უთანასწორო ბრძოლებში
გმირთა სიკვდილი კმარაო!
ჩემი კახელები
ყველა მივდივართ და სადღაც ვიკარგებით,
თუმც არ წაიშლება ჩვენი სახელები,
როგორ მენატრება ჩემი კახეთი და
როგორ მაგიჟებენ დინჯი კახელები.
ეს ხომ სამოთხეა, მართლაც საოცარი,
ყველგან ბეღლები და ღვინის მარნებია,
ვინც კი ქვეყანაზე კარგი ვინმე არის,
მათში კახელები ბევრად კარგებია.
ჩემო კახეთო და ჩემო საქართველოვ,
როგორ მენანებით, ირგვლივ ჭორებია,
მტრები ეცდებიან, თქვენ კი იდღეგრძელეთ,
სანამ ამ მიწაზე ყურძნის ვაზებია.
ნეტა რამ მოქგარგა ასე სიყვარულით,
ანდა ვინ გაგიღო გულის კარებია,
უცხო მნახველები შენზე გიჟდებიან
ჟინით შეპყრობილნი შოკში ვარდებიან.
მიყვარს საქართველო, მიყვარს ქართველები,
მათშიც მირჩევნია ჩემი კახელები,
ბევრჯერ მტრის მახვილით გულში დაჭრილები,
ისევ კახეთისთვის თვალებდათხრილები.
ყველა მივდივართ და სადღაც ვიკარგებით,
თუმც არ წაიშლება ჩვენი სახელები,
როგორ მენატრება ჩემი კახეთი და
როგორ მაგიჟებენ დინჯი კახელები.
***
გული დაგიკოდეს, ჩემო საქართველოვ,
ვეღარ გაიმართე წელში,
კაცი მაინც იყო ამათ განერიდო,
ყაჩაღად გავარდე ტყეში.
რამდენ რამეს იტევს შენი მიწა-წყალი,
რამდენ დარდს, ვარამს და სევდას,
ცისკენ გასაფრენად ძალა რომ არ ჰყოფნის
დაჭრილ არწივს უფრო ჰგავს.
მაგრამ არა უშავს, შენ ხომ მტრობის მეტი
არც კი გინახია რამე,
ისევ გათენდება, ისევ მზე ამოვა,
ისევ გაათენებს მთვარე.
შენ ხომ აღარ იცი შიში რა არის და
ჭირმაც შეჩვევა ხომ იცის,
ხალხის უფრო მჯერა, რადგან მათ იციან
ყადრი მშობლიური მიწის.
მინდა მადლობები ვარდებად ვარიგო,
ვინც კი უანგაროდ დგანან,
დიდსა და პატარას ყველას გენაცვალეთ
კაციც შენ ყოფილხარ, ვარლამ1
განა ამ ქვეყანას თქვენთვის დაიტოვებთ,
ეს ხომ სხვებისთვისაც გინდათ,
ჩვენი საქართველო, ჩვენი საფიცარი,
არის ჩვენთვის ძალზე წმინდა.
შენი რომელია, სხვისი ვინ გამხდარა
ამის გაგებაც კი ღირდა,
ცუდი ყველგან არის, კარგი ვაჟკაცები
ჩვენთან არასოდეს ჭირდა.
ესეც გაივლისო, როგორც დანარჩენი
სიზმარში მოხუცმა მითხრა,
ქისტები ჩვენ გვერდით მუდამ იდექით და
ეხლა სად დგეხართო, მკითხა.
თვალი გამიყარა, თვალში ჩამაშტერდა
გული გამიჩერდა უცბად,
მერე შეტრიალდა, ეს კი გავიგონე
თქვენ ხომ ვაჟკაცობით ჰქუხხართ.
რამეს არ ვუმატებ, მართლა ასე იყო
თქვენც ხომ ამ დღეში ხართ მითხრა,
ხელი ჩაიქნია, არც კი მოუხედავს
მზერით ვაცილებდი დიდხანს.
20.04.2021. პანკისი.
_____________
1. რიონის მცველი (მ. ხ.)
მაია მარგოშვილი
ჩემს საქართველოს
თეთრ ღამეებში დამეკარგა მთვარის ნათელი,
ნისლია ყველგან, იდუმალი, თეთრი ნაღველი,
მღვრიე გრძნობებად მოქსოვილი სული იკივლებს,
უცხო მიწაზე ჩამიქრება შენი სანთელი...
ამ ღმერთგამწყრალი განთიადის ამარა დავრჩი,
შენს ხატოვნებას გამახსენებს სიზმარში არჩვი,
როდის ამენთე, აღარ ვიცი ... ო, არ გამიწყრე,
შენ დაგიტოვე ჩემი ხმა და ტანი სამიწე.
როდის გამათბე, დაგივიწყე, ახლა მანძილებს
ვებრძვი და ვფარავ გზებს დამტვერილს, ფიქრებს ვაწყვილებ,
ეს ერთი გზაა მარადი და ისიც შენამდის,
შენი გულისთვის მიტირია გათენებამდის!
სხვა ვერ ვიწამე, გულში ჩუმად ბევრჯერ გინატრე,
შენ, ჩემო ფეთქვავ, ჩემო ენავ, ჩემო სინათლევ!
ქისტებზე თქმული
დარო, ავდარო ჩემი მთის და ჩემი ბარისა!
გეფიქრებოდეს ერთი მუჭა ხალხის იღბალი,
იცან ტკივილი რუსეთს წასულ ქისტი ქალისა,
გულჯავრიანი ალაზნისა იხმე რჩევანი ...
მიწაში ჩარჩათ მომავალი, როგორც წარსული,
მიწა აპურებთ, მიწა იღებთ, მიწა აწვალებთ ...
ეჭვების ნისლი გაუფანტე ფიქრში წასულებთ,
დრო და ბალახი არ შეახმო მამათ საძვალეს.
დარო, ავდარო ჩემი მთის და ჩემი ბარისა,
გეტირებოდეს ერთი მუჭა ხალხის იღბალი!..
ჩემს პანკისს
თურმე გამოგცდი, თურმე გნახე, თურმე დაგკარგე,
ამ უცნაური წუთისოფლის გზებიც დავთვალე,
სად არ გეძებე, ვის არ ვკითხე, რას არ გადარე,
ხელჩაქნეული, გულდამზრალი ბოლოს დავეცი...
აღარ მელოდი, არ გინდოდი, რას მიშველიდი,
ასე ვფიქრობდი და დაღალულ თვალებს ვხუჭავდი,
შენ არ დამკარგე! მომდევდი და მეფერებოდი...
ახლაც ნათელი დამადგი და წამომაყენე,
იმედის სხივი დამაწურე გამშრალ ბაგეზე!
თვითონ კვნესოდი, მოთმინებას კბილით იჭერდი,
თურმე ტკივილებს შენც ებრძოდი, თეთრი ბელადი!
შენც ეცემოდი, მაინც ჭექდი, მაინც ელავდი
და მივხვდი, მწამდი, როგორც ღმერთი,
გასაჭირშიც შენს ერთს გეძახდი!
კანეი მარგოშვილი
***
მოხეტიალე ქისტი ვარ,
მე ყველა კუთხის ნისლი ვარ,
მე სიყვარულის ფუნჯი ვარ,
ღმერთის წინაშე მუნჯი ვარ,
მე საქართველოს ბურჯი ვარ.
***
სამშობლო - ჩემი კითხვის ნიშანი,
უფლის შობილი, ჩემი მშობელი,
უფალო, თვალწინ გადამიშალე,
მთები მიგულე გვერდით ძმობილი.
ისტორიაში მოსული ქისტად -
შენ კი მიმიღე, როგორც ქართველი,
ტკივილი, ხალხნო, ვისთან გავიყო,
ოდითგან შორს მაქვს ჩემი მთა-ველი.
მის გამო ჭკნება წლები ჩემ თვალწინ
და ბნელ ღამეებს უკუნეთს მატებს,
როდის ვიხილავ თეთრ ღამეს აწი?
როდის მოვთიბავ წინაპრთ სათიბს.
მისთვის არ მიჭირს მომართვა კალმის,
მომმადლეს წერის მცირედი ნიჭი,
მტერს ხმლით ვეკვეთო, ისე ვარ ლამის,
კალმით გასერვა იმდენად მიჭირს.
***
დაიჭექე ზეცის კალთავ,
ისე მაგრად, ისე ძლიერ,
რომ ზეციდან პაპის ცრემლი,
გულზე იად დამაწვიმე.
ჩემს შვილებს და შვილთაშვილებს,
მათთან ერთად ქართველთ მოდგმას,
გევედრები - დაავიწყე,
მტრობა, შური, გლოვა, მოთქმა.
მართალია, სხვაგან იშვა
ჩემი დიდი წინაპარი,
მაგრამ ძირს არ დაუგდია,
შენი დასაცავი ხმალი.
მეც შენი ვარ, შენი პირმშო,
აქ ამღერდა გული ჩემი,
სიყვარული - მთავარია,
მერე ყველა დანარჩენი..
გვაქვს ანდერძად წინაპართა:
- სიყვარული, ძმობა, დობა...
ვინც ამ ანდერძს უღალატოს,
არ ეღირსოს მას შენდობა.
აქ რაკრაკებს ალაზანი,
ქართულ-ვაინახურ ხმაზე,
ჩვენ ერთმანეთს-დანი, ძმანი
სიყვარულში დავემსგავსეთ.
დაიჭექე ზეცის კალთავ,
ისე მაგრად, ისე ძლიერ,
რომ ზეციდან პაპის ცრემლი,
გულზე იად დამაწვიმე!
***
ჩემი გული უფლისთვის მარად მაძგერალია,
სამზეოში ყოველი სწრაფად წარმავალია,
ვიკლავ საქართველოში წყურვილს მონატრებისა,
რადგან შენმა სიშორემ დამამწუხრა ძალიან.
ან როგორ დაგივიწყო, განა ვინ შეგედრება,
კალთა გადმოგაფაროს - ღმერთს შევკადრე ვედრება.
ჩვენ კი მკერდით დაგიცავთ, მტერი ძრწოდეს ტიალი,
ყველა სიტყვას თან ახლდეს უფლის სადიდებელი,
ბაირაღის ფრიალით და მახვილის ტრიალით,
სიამაყით ვიტყვი, რომ ვარ ჩეჩენი.
***
ვეღარ ამოვდე
რითმებს სადავე,
ცას შემოახიეს
პერანგი - ჯაჭვის,
მაგრამ მერანით
დავქრივარ მთებში,
არ მეშინია მე
რუსის ჯარის.
თავისუფალი
ქარივით დავქრი,
თუმც ვით პეპელა,
სამ დღეში ვკვდები,
მე მიწას ვკოცნი
ქართული გვარით,
მისთვის სიკვდილის
სურვილით ვდნები,
ნისლად ვედები
მე ყველა კუთხეს,
არწივის გულით
ვუმღერი ილტოს,
ეს ტყე მიაგავს
ქალწულის სახეს
და მზრუნველობას
შვილივით ითხოვს.
უთქვამი ნათქვამი
საფიქრალში გართულმა
თავი მივუძღვენი ღმერთს,
მუსლიმანად მოსულმა
ფეხი დავაბიჯე მთებს.
მიწას გაცილებულმა
ვუმღერე ვაინახებს
და მუხლზე დაჩოქილმა
პატიება ვთხოვე ღმერთს.
ვინანიებ, თუ რამე
უკეთური ჩემში ჩქეფს,
მომიტევეთ მის გამო,
რა ცოდვილიც ჩემში თვლემს.
ვლოცულობ და გავცქერი
ამ საჯიხვე ქარაფებს
და ვფიცავ, რომ დავიცავ
ჩემი საქართველოს მთებს.
ეკა ქავთარაშვილი
***
„ჩემი სამშობლოს ზეცა გახსენით,
რად სდუმან ნეტავ მთები მამულის“,
ნუ შემადარებთ ფოთოლს ყვავილის,
მე დავიტირებ წუხანდელ ვაჟკაცს,
სამკვდროდ დაჭრილი რომ იწვა მთებში.
ვაჟკაცს ყოველთვის შვენის აბჯარი,
მამაცი გული, ზურგზე საისრე,
ყოველი ქვეყნის ვაჟკაცი არის
სადიდებელი ჰიმნის ბწკარებში.
ჩემი სამშობლო, უფლის წილხვედრი,
გამრთელებული მალე იქნება
ჩემი ყოველი ლექსის სტრიქონი,
სიტყვა, რომელიც ჩემგან ითქმება,
ეძღვნება მამულს, ჩემს საქართველოს,
რადგან მას მუდამ თან სდევს დიდება,
რადგან კრწანისი ისევ ყაყაჩობს!
რადგან მამული კვლავ გაბრწყინდება!
თბილისო
გრძნობათა ტანგო ბობოქრობს სულში,
ორმაგად მღერის გულის არეა,
ბოშური აღკვეთა ჩამდგარა თვალებში,
ფიქრებმა დაჯავშნეს უკვე ადგილი,
სიტყვები მწკრივებში ჯდებიან,
ბაგემ კი დუმილი არჩია,
სიზმარი სცენაზე ყველას როლს ასრულებს,
უფასო ამ დადგმას სუყველა უყურებს.
არ მინდა ბიგ ბენი და არც ეიფელი,
მე მყოფნის მთაწმინდა,
არ მინდა არც სენა, არც ვოლგა,
მე მყოფნის მტკვარი, მდინარე წმინდა,
მე მინდა, თბილისო, სიზმრებშიც გხედავდე
და შენზე სიმღერას ხმამაღლა ვბედავდე.
![]() |
4.15 ქისტები ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში |
▲ზევით დაბრუნება |
„პანკისში არსებული ადმინისტრაციულ-მბრძანებლობითი აპარატი „პერესტროიკისა“ და „გლასტნოსტის“ პერიოდში თავს მშვიდად გრძნობდა, საბჭოთა კავშირში მიმდინარე პროცესებს შეუშფოთებლად ადევნებდა თვალს და ვერც კი წარმოედგინა, რომ კომუნისტურ რეჟიმს რაიმე შეარყევდა. თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ახალახალი პარტიების შექმნა და ბრძოლა ეროვნული დამოუკიდებლობისათვის მას არ ეხებოდა, ძველებურად მართავდა ხეობას და უზრუნველად ცხოვრობდა. მეურნეობისა და სასოფლო საბჭოს ადმინისტრაცია ბატონ-პატრონი იყო მთლიანად პანკისის ხეობისა და ნირშეუცვლელად განაგრძობდა კორუფციულ საქმიანობას“ (ხასო ხანგოშვილი. ქისტები. თბ., 2005).
პანკისელი ქისტები ყოველთვის ყურადღებით აკვირდებოდნენ საქართველოში, მათ სამშობლოში მიმდინარე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებს, მხარს უჭერდნენ ქართველი ხალხის უმრავლესობის გადაწყვეტილებებს და არც ამჯერად გამდგარან განზე.
სოფ. დუისის მოწინავე ინტელიგენციის ნაწილმა, უხუცესებმა და ახალგაზრდობის წარმომადგენლებმა გაიაზრეს მოსალოდნელი მოვლენები და გადაწყვიტეს, მხარი მიეცათ ქართველი ხალხისთვის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.
სოფ. დუისში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, დაუკავშირდნენ ახმეტის რაიონში მოქმედი ეროვნული მოძრაობის ლიდერებს, ესწრებოდნენ სხვადასხვა, მათ შორის, თუშური სოფლების ყრილობებს და შეუდგნენ მუშაობას. ქისტებში ეს საკითხი პრობლემური იყო, ზემოთ აღნიშნული აპარატის მუშაკებს ძლიერად ჰქონდათ გადგმული ფესვები რაიონის რაიკომსა და აღმასკომში. მაგრამ თავიდანვე აღმოჩნდა, რომ პანკისში დაგროვილი პრობლემები აწუხებდა მოსახლეობას და მზად იყვნენ ცვლილებებისათვის. საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ხვდებოდა სოფლის უხუცესებს, ახალგაზრდობის წარმომადგენლებს, მიხვდა, რომ პროტესტის გრძნობა ძლიერი იყო და მხარდაჭერა დიდი იქნებოდა.
1990 წლის 2 მარტს, საინიციატივო ჯგუფის თაოსნობით, დუისში ჩატარდა ყრილობა, სადაც განიხილეს სოფლის თვითმმართველობის საზოგადოების წესდება, სტრუქტურა და პროგრამა. ხალხის მხარდაჭერამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დამსწრეთა მსურველები იმდენნი იყვნენ, კულტურის სახლის სააქტო დარბაზში ვერ დაეტივნენ და გარეთ იდგნენ. ყრილობის ორგანიზატორები იძულებული გახდნენ, დინამიკები დაედგათ გარეთ და მომხსენებლები მიკროფონებით გამოსულიყვნენ სიტყვაში.
ახლა კი შეშფოთდნენ „ხაზეინები“, იმ დღიდან დაიწყეს ბრძოლა საინიციატივო ჯგუფის წინააღმდეგ, ყველა ღონესა და ხერხს იყენებდნენ მათი დისკრედიტაციისათვის, მაგრამ ჯგუფის წევრები სუფთა წარსულის, თავისი ხალხის პატრიოტები იყვნენ და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ მოსახლეობაში. მათ შეარყიეს კიდეც სოფლის ადმინისტრაციული (საბჭოთა მეურნეობა, სასოფლო საბჭო) აპარატის ტახტი.
ხალხში მხარდაჭერა რომ ვერ ნახეს, რაიონის მმართველ აპარატს მიმართეს. მოიწვიეს ტერიტორიული კომპარტიის ორგანიზაციის კრება და თვითმმართველობის, საწყისი საზოგადოების მიზნები დამახინჯებული ფორმით მიაწოდეს რაიონში. მაგალითად, წერდნენ, რომ ეს ორგანიზაცია თესავს შუღლს ქართველ და ქისტ ხალხებს შორის, როცა წესდებაში გარკვევით ეწერა:
„კონსოლიდაციას გაუკეთებს და შეაკავშირებს სოფლის გაჯანსაღებისათვის მებრძოლ მთელ ძალებს - კომუნისტებს, ახალგაზრდებს, უპარტიოებს, პროფესიულ კავშირებს, ქალებს, შრომისა და ომის ვეტერანებს, მორწმუნეებს იმ რწმენით და გაგებით, რომ მეზობელ სოფლებთან, რაიონსა და რესპუბლიკაში მცხოვრებ ქართველებთან და სხვადასხვა ერის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში დუისის საზოგადოების წარმომადგენელთა ამოსავალი დევიზი იქნება საქართველოს ეროვნული განვითარების კონცეფციაში ჩამოყალიბებული პრინციპები და დებულებები“ (2-8 პუნქტი).
ქისტებმა მტკიცედ დაუჭირეს მხარი საქართველოს პოლიტიკურ პარტია „მრგვალ მაგიდას“, რომელმაც არჩევნებში 90%25-იანი ხმები მოაგროვა. ეს მხარდაჭერა შეუმჩნეველი არ დარჩენია საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ ხელისუფლებას და აქამდე არნახული მხარდაჭერა იგრძნეს ქისტებმა. მაგალითად, რაიონში პრეფექტის პირველ მოადგილედ ქისტი ეროვნების, „მრგვალი მაგიდის“ წევრი დანიშნეს, რაც დიდი მოვლენა გახდა ქისტებისათვის, რადგან აქამდე ქისტი ეროვნების წარმომადგენლისათვის უმაღლესი თანამდებობა რაიკომის ინსტრუქტორობით შემოიფარგლებოდა.
მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მთელი რიგი შეცდომები იქნა დაშვებული ხეობის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფის დროს. ოსური და ფშაური მოსახლეობის ლიდერების ძალისხმევით პანკისის საბჭოთა მეურნეობა დაიყო ორ მეურნეობად ეთნიკური ნიშნის მიხედვით. ასევე ორი სასოფლო საბჭოს ნაცვლად შექმნეს ოთხი საკრებულო, ასევე ეთნიკური ნიშნის მიხედვით. ამ საქმეში დიდი როლი ითამაშეს ურაპატრიოტიზმით შეპყრობილმა ნაციონალისტებმა და თავისი გაიტანეს. ეს იყო დიდი შეცდომა, ყოვლად გაუმართლებელი, თვით ქართული, ოსური და ქისტური მოსახლეობისათვის მოუხერხებელი. მაგალითად, სოფ. კაკლიანის მოსახლეს რაღაც ცნობისათვის უნდა გაევლო სოფელი დუისი, კუწახტა და 10-12 კმ-ით დაშორებულ საკობიანოში უნდა ჩასულიყო. ომალოს სოფლის (დუისის შემდეგ ყველაზე დიდი) მცხოვრებს უნდა გაევლო სოფ. დუმასტური, ქვემო ხალაწანი და უნდა ასულიყო სადღაც მიყრუებულ სოფ. ზემო ხალაწანის საკრებულოში, სადაც ათიოდე კომლი ცხოვრობდა.
ყოველივე ამან დაარღვია პანკისში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის ერთიანობა, დაარღვია პანკისის ძმური ოჯახი და დასაბამი მისცა შემდეგში პანკისის კრიზისს. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ დანაშაულებრივი ქმედებების ლიდერები უმთავრესად შეპყრობილნი იყვნენ პირადი ინტერესებით.
ქისტები ყოველთვის იქ იდგნენ, სადაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დროშა ფრიალებდა, სადაც ქართული ეროვნული სული ტრიალებდა, იქ, სადაც საზოგადოებრივი აზრი სახელმწიფოს სასარგებლოდ ყალიბდებოდა.
![]() |
4.16 ქისტები და აფხაზეთის ომი |
▲ზევით დაბრუნება |
XX ს. 90-იანი წლების დასაწყისში ყველასათვის მოულოდნელი პროცესები დაიწყო საბჭოთა კავშირში. ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ საქართველო აქტიურად იწყებს ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის, მას მხარი აუბა ჩრდილო კავკასიაში ჩეჩნეთმა და მოკლე ხანში მიაღწიეს კიდეც დეფაქტო დამოუკიდებლობას. სამხრეთ კავკასიაში თავისუფლებისათვის ბრძოლაში ჰეგემონი საქართველოა, ჩრდილო კავკასიაში - ჩეჩნეთი. ამ ორი ხალხის - ქართველებისა და ჩეჩნების - მრავალსაუკუნოვან ბრძოლას დამპყრობლების წინააღმდეგ სათავეში ჩაუდგნენ ზვიად გამსახურდია და ჯოხარ დუდაევი. გენეტიკურმა და იდეურმა ნათესაობამ ეს ორი ლიდერი დაამეგობრა და დააკავშირა ერთმანეთს.

ზვიად გამსახურდია და ჯოხარ დუდაევი
საქართველოში 1991 წლის მიწურულის პუტჩმა საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იძულებული გახადა, გარიდებოდა ძმათამკვლელ სისხლისღვრას და სომხეთს შეეხიზნა, მაგრამ სომხებმა ვერ გაუწიეს სათანადო მასპინძლობა, რუსეთის შეეშინდათ, მაშინ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ჯოჰარ დუდაევმა თვითმფრინავი გაუგზავნა ერევანში მეგობარს და გრო ზ ნოში ჩაიყვანა, ჩეჩნეთის მთავრობამ და ხალხმა სიყვარულით მიიღო ზვიად გამსახურდია, მან და მისმა ხე ლისუფლების წარმომადგენლებმა თავშესაფარი, ჩეჩნეთის სტუმრების სტატუსი მიიღეს და სათანადო პატივისცემაში იყვნენ.
პუტჩისტები, ზვიად გამსახურდიას ოპოზიცია, მტრულად განეწყვნენ ჩეჩნე ბის მიმართ, მოითხოვდნენ, რა თქმა უნდა, უშედეგოდ, საქართველოს პრეზიდენტის გადაცემას ე.წ. სამხედრო საბჭოსათვის (დროებითი მთავრობა). სწორედ აქედან დაიწყო პუტჩის მთავრობის დაპირისპირება ჩეჩნების მთავრობასთან და, საერთოდ, ჩეჩნებთან.

პანკისელები აფხაზეთის ომში
შემდეგ თ. კიტოვანის (გვარდიის მეთაური), ჯ. იოსელიანის (ორგანიზაცია „მხედრიონის“ხელმძღვანელი) და სიგუას ყოვლად უაზრო გადაწყვეტილებით შეიჭრნენ აფხაზეთში და ისე იქცეოდნენ, როგორც ბარბაროსი ოკუპანტები. მათმა გაუაზრებელმა, სასტიკმა დამოკიდებულებამ აფხაზეთის მოსახლეობისადმი აღშფოთება გამოიწვია ჩრდილო კავკასიის ხალხებში. სწორედ ეს უკმაყოფილება გამოიყენა რუსეთის ხელისუფლების რეაქციულმა ფრთამ და დაიწყო ორგანიზებული ომის მზადება აფხაზეთში. აფხაზები შეაიარაღეს, მოამზადეს აგენტი ლიდერები ჩრდ. კავკასიის ხალხებში და შეუსიეს „ბოევიკები“, დაქირავებული მებრძოლები აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ. აფხაზეთში დაქირავებული მებრძოლების, „ბოევიკების“ მომზადებასა და გაგზავნას ხელმძღვანელობდა კავკასიის კონფედერაცია, პარლამენტის წევრები. პარლამენტარი ჩეჩენი იუსუფ სოსლანბეკოვი ტელევიზიაში, ცბიერი კაცის შესაფერისად, ცრემლებს ღვრიდა და მოუწოდებდა ახალგაზრდებს დაჩაგრული აფხაზი ხალხის დაცვას, ზოგი წამოეგო ანკესს, ზოგიც გამორჩენის გამო, ზოგიც თავის გამოჩენის მიზნით და სხვ. წავიდა აფხაზეთში საომრად.

აფხაზეთის ომის გმირი
ჩეჩნების აფხაზეთში მონაწილეობა გაჟღერდა საინფორმაციო ქსელებში, ვინც რუსულად ლაპარაკობდა, ჩეჩნებად მოინათლა. ყველა დანაშაულებრივი ქმედება ჩეჩნებს მიეწერა. ძნელი გასაგები არ არის, ვინ ეწეოდა ასეთ აგიტაციას, ვის ინტერესებში შედიოდა ეს. ზვიად გამსახურდიას ოპოზიცია ტყავში ძვრებოდა, როგორმე ჩირქი მოეცხო იმ ხალხისთვის, ვინც მასპინძლობდა საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს. სანამ ზვიად გამსახურდია ცოცხალი იყო და თავისუფლებაში, მათი ლეგიტიმაცია გამორიცხული იყო. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი რიგითი ადამიანების აღშფოთება ლოგიკური იყო - ჩეჩნების, ქართველი ხალხის უხსოვარ დროიდან მეზობლად მცხოვრები, გენეტიკურად კავკასიაში ყველაზე ახლო მდგომი ხალხის მათ წინააღმდეგ გამოსვლა ღალატად მიიჩნიეს.

ქისტები აფხაზეთის ომში
„ჩეჩნები შორს იყვნენ, ცხრა მთას იქით, ხოლო მათი „ნაშიერი“ ქისტები აქვე ახლოს, ყურის ძირში ჰყავდათ და ოპოზიციის მთელი რისხვა მათ დაატყდა თავს, მკითხველს არ დავიწყებია მხედრიონელთა თარეში საქართველოში და ადვილად წარმოიდგენს, თუ რა დღეში ჩაცვივდებოდნენ მათ ხელში ქისტები, როცა მხედრიონელები თავისიანებსაც ასე უმოწყალოდ ექცეოდნენ. ყველაზე მეტ გასაჭირში იყვნენ ისინი, რომელთაც ხშირად უხდებოდათ ჩეჩნეთში მგზავრობა“ (ხ. ხანგოშვილი. ქისტები. თბ., 2005).

ქისტები აფხაზეთის ომში
ქისტები საგონებელში ჩავარდნენ, ზვიად გამსახურდიას ოპოზიციონერი ქისტი კომუნისტები ნიშნს უგებენ, საყვედურობენ ეროვნული მოძრაობის მხარდამჭერებს: „ხედავთ, რა ქენით? ყველაფერი თქვენი ბრალია!“ ქისტების მოწინავე ნაწილი ძიებაში იყვნენ, თუ როგორ გამოასწორონ გაუსაძლისი მდგომარეობა, თუ როგორ დაანახონ განრისხებულ მოსახლეობას რეალური სურათი და პოლიტიკური ვითარება. პანკისელ ქისტებს მხსნელად მოევლინა დუდაევის მთავრობაში მომუშავე დუისელი ჯაბრაილ ხანგოშვილი, რომელიც მიკროავტობუსით ჩამოვიდა და განაცხადა, რომ სასწრაფოდ დელეგაცია შეკრიბეთ, გროზნოში ჩავიყვან და პრეზიდენტ დუდაევს შევახვედრებო. ყველა სოფლიდან წარმომადგენლები შეარჩიეს, სულ ათი დელეგატი შეიკრიბა (დუისიდან, ჯოყოლოდან, ბირკიანიდან და ომალოდან), ორიც გროზნოში დაემატა.
ჯ. ხანგოშვილი დუდაევის მთავრობაში მუშაობდა საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელად, ჯ. დუდაევს პირადად იცნობდა და ყოველგვარი გართულების გარეშე მოახერხა პანკისელი ქისტების დელეგაციის მასთან შეხვედრა. შეხვედრა თითქმის ორი საათი გაგრძელდა, დუდაევმა განაცხადა, რომ ისიც წინააღმდეგია ჩეჩნების აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ ბრძოლისა და ეს საჯაროდაც განუცხადებია. მისი ძალოვანი სტრუქტურებიდან არც ერთი კაცი არ მონაწილეობს იმ კონფლიქტში და დაჰპირდა ქისტებს, რომ ყველა ღონეს იხმარდა ამ უმსგავსობის შესაწყვეტად.

ქისტების დელეგაცია ქ. გროზნოში
პირველ რიგში, მარცხნიდან: ვისერგი ალხანაშვილი, ვასილ გორნაკაშვილი, ბუღდან
გორგიშვილი, ჟორა მაჩალიკაშვილი, ჯარაფ ხანგოშვილი
მეორე რიგში, მარცხნიდან: სულეიმან გუმაშვილი, ეელთი ხანგოშვილი, ჯაბრაილ ხანგოშვილი,
შოთა გუმაშვილი, მათე ციხესაშვილი, ხასო ხანგოშვილი
დელეგაციის წევრებმა დუდაევს განუცხადეს: „ჩვენ, ქისტები, ორასი წელია ვცხოვრობთ საქართველოში. ქარ თველმა ხალხმა ძმური ხე ლი გამოგვიწოდა და გა ჭირ ვების ჟამს შეგვიფარა. ჩვენი მოძმეების, ჩეჩნების ბრძოლა ქართ ვე ლებთან გვა იძულებს, და ვბ რუნდეთ ჩვენი წინაპრების მიწა-წყალზე. გამოგვიყავით მიწის ფონდი, აგვიშენეთ საცხოვრებელი სახლები. თქვენ მტრად მოეკიდეთ ქართველებს და ჩვენ, იქ მცხოვრებ ჩეჩნებს, მორალური უფლება არ გვაქვს, ვიცხოვროთ მათ ქვეყანაში!“
ამ განცხადებამ ჩააფიქრა პრეზიდენტი, თქვა: „ნუ აჩქარდებით, ცხადია, თქვენ უფლება გაქვთ, დაბრუნდეთ თქვენი წინაპრების მიწა-წყალ ზე, მაგრამ ჩვენ, ჩეჩნებსა და ქართველებს მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ქართველების პრეზიდენტი ჩვენთან სტუმრად იმყოფება, მასთან განვიხილავთ ამ საკითხს, პანკისი ჩვენთვის უაღრესად სტრატეგიული პუნქტია, მისი დატოვება არ იქნება სწორი, ვინ იცის, როდის გამოგვადგება!“ მართლაც, როგორ გა მართლდა მისი სიტყვები ჩეჩნეთ-რუსეთის ომების დროს, რამდენი ლტოლვილი შეიფარა პანკისმა, განსაკუთრებით, მეორე ომის დროს.

სულთან ქუშანაშვილი
აფხაზეთის ომის გმირი
ქისტებმა გადაწყვიტეს, მონაწილეობა მიეღოთ აფხაზეთის ომში, შეესრულებინათ საქართველოს მოქალაქეთა მოვალეობა. მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა, ვერ შეთანხმდნენ, როგორ ჩაბმულიყვნენ ბრძოლაში. თბილისის სამხედრო წარმომადგე ნელთან შეხვედრისას ქისტებმა აცნობეს თავიანთი პირობები: „უნდა შედგეს ქისტური ეთნიკური ბატალიონი, მეთაური შეიძლება ქართველიც იყოს. იარაღით სახელმწიფომ უნდა აღჭურვოს“.

ომარ გაურგაშვილი
აფხაზეთის ომის გმირი
პოლკოვნიკ კვანტალიანის პირობა ასეთი იყო: ქისტები განაწილდებიან ქართულ ბატალიონებში, იარაღიც თავისი უნდა ჰქონდეთ. ამაზე ვერ შეთანხმდნენ. ჯერ ერთი, ქისტებს იარაღი არ ჰქონდათ, მეორეც, უსაფრთხო არ იყო მხედრიონელებთან და ე.წ. გვარდიელებთან ერთად ბრძოლა, ისინი მტრად მიიჩნევდნენ ქისტებს და ზურგში დაახლიდნენ ტყვიას, იარაღის გულისთვისაც კი კლავდნენ მებრძოლებს.
ცალკეულმა ქისტებმა მაინც მიიღეს ამ ბრძოლაში მონაწილეობა და ბევრი საქართველოს თავისუფლებას ღირსეულად შეეწირა კიდეც, მაგრამ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანდა. ქისტებმა იმ გაჭირვების ჟამს შეაგროვეს თანხა და ამ გზით შეიტანეს თავიანთი წვლილი ამ კონფლიქტში ქართველთა დასახმარებლად. მაგრამ დარჩა გა და უწყ ვეტელი საკითხები, ქისტების დადანაშაულება უმოქმედობაში და ასე თანდათან გაუცხოებამ იმატა. ამას დაემატა შემდგომ წლებში პანკისში უკონტროლობის პერიოდი, რომელიც შემდეგ პანკისის კრიზისში გადაიზარდა.
![]() |
4.17 რუსეთ-ჩეჩნეთის ომების ექო პანკისში |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.17.1 რუსეთ-ჩეჩნეთის 1994-1996 წლების ომი და პანკისელი ქისტები |
▲ზევით დაბრუნება |
დეპორტირებული ჩეჩენ-ინგუშების რეაბილიტაციისა და სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1957 წ. 9 იანვრის ბრძანებულებით ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღდგენის შემდეგ განახლდა 1944 წ. შეწყვეტილი ჩეჩენ-ინგუშებისა და ქისტების ურთიერთობა. 1960-იანი წლების დასაწყისისათვის ქისტებმა დაიწყეს ინტენსიური კონტაქტები წინაპართა სამშობლოში. ახლად ჩამოყალიბებულმა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ხელისუფლებამ ყურადღება მიაქცია საქართველოში მცხოვრებ თანამოძმეებს, მათი დაახლოების მიზნით დაიწყეს ქისტი ახალგაზრდების ქ. გროზნოს პედაგოგიურ ინსტიტუტში უგამოცდოდ მიღება, ქისტი სტუდენტებისათვის შეიმუშავეს ჩეჩნურ-ინგუშური ენისა და ლიტერატურის, რუსული ენისა და ლიტერატურის ე. წ. ნაციონალურ ფაკულტეტზე სპეციალური სწავლების პროგრამა. შემდეგ გახსნეს ქისტებისთვის ერთწლიანი მოსამზადებელი კურსები.

ქისტი ქალიშვილები გროზნოში გასული საუკუნის 60-იან წლებში
ქისტები, რომელთაც უჭირდათ კომუნისტურ, კორუფციაში ჩაფლულ სამშობლოში უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა, ფული კი არ გააჩნდათ, მიაწყდნენ ქ. გროზნოს უმაღლესი განათლების მისაღებად. ზოგი ინსტიტუტებში, ზოგი ტექნიკუმებში, ზოგი სამშენებლო სასწავლებლებში ეწყობოდა. საქართველოში განათლებამიღებული სპეციალისტებიც ჩადიოდნენ სამუშაოდ, რადგან ახლად აღდგენილ რესპუბლიკაში სამუშაო ად გილები თავზესაყრელად იყო. უმაღლესდამთავრებულნიც იქვე რჩებოდნენ.
ქისტებთან ერთად ქართველებიც, ქისტების მეზობლებიც, ჩადიან გროზნოში უმაღლესში მოსაწყობად. თუშებს, როგორც წარმომავლობით ინგუშებს, ნაციონალური ფაკულტეტის ინგუშურ განყოფილებაზე რიცხავდნენ. ერთი სიტყვით, გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ჩეჩნეთ-ინგუშეთში ქისტური დიასპორა საკმაოდ მრავალრიცხოვანია. ჩეჩნეთ-ინგუშეთი 20-30 წლის განმავლობაში არათუ ფეხზე დადგა, არამედ ჩრდილო კავკასიაში ეკონომიური აღმავლობით ყველა რესპუბლიკას გაუსწრო.
მნიშვნელოვნად განვითარდა ჩრდილოვანი ეკონომიკა, რუსეთში სამუშაოდ გასულმა ჩეჩნებმა მყარად მოიკიდეს ფეხი მთავარ ქალაქებში, მოსკოვში ყველა მთავარ ბაზარს ჩეჩნები აკონტროლებენ. რუსეთის ბიზნესი მოექცა ჩეჩენი კრიმინალების კონტროლქვეშ, რუსეთიდან ფულმა დენა დაიწყო ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკაში.
XX ს. 80-იანი წლებიდან, განსაკუთრებით „პერესტროიკისა“ და „გლასტნოსტის“ პერიოდში ჩეჩნეთ-ინგუშეთი აყვავდა, დიდძალმა ფინანსებმა და სიმდიდრემ მოიყარა თავი რესპუბლიკაში, უცხოური ფირმის ავტომობილებით გაივსო ქვეყანა, რუსეთიდან სატვირთო `კამაზებით~ ეზიდებიან ფულს, მსხვილი რუსული ქალაქების ბანკები „ავიზოების“ (ყალბი გადარიცხვები) რეკეტით ფულისგან დაიცალა.

ქისტი სტუდენტები ჩეჩნეთში
ცხადია, საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდში პოლიტიკური პროცესებიც დაიწყო. ჩეჩენი ხალხი რუსების პირველი გამოჩენის დღიდან (XVII ს. დასაწყისი) იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის. იმამ შეიხ მანსურიდან დაწყებული უკანასკნელი იმამ ალიბეგ ალდამოვამდე 100 წლის განმავლობაში ჩეჩნეთი ცეცხლის ალში იყო გახვეული. ეს ბრძოლა განახლდა XX ს. დასაწყისში, რუსეთში სამოქალაქო ომის პერიოდში და არც ჩეჩნეთ-ინგუშეთში საბჭოთა ხელისუფლების „დამყარების“ შემდეგ შეწყვეტილა. ვაინახებში თავიანთი ხელისუფლების განმტკიცება ვერ შეძლო ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ და რესპუბლიკის მოსახლეობა 1944 წ. დედა-ბუდიანად აჰყარა მშობლიური მიწიდან და ყაზახეთის შორეულ სტეპებში გადაასახლა.
ამჯერად ეკონომიურად, ფიზიკურად, დემოგრაფიულად მომძლავრებულმა ჩეჩნებმა კვლავ აღმართეს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროშა. შეიქმნა დემოკრატიული პარტიები, გორბაჩოვის მოწოდება „პერესტროიკისკენ“ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ლოზუნგად აიტაცეს და დაიწყეს მზადება ჩეჩნეთის რესპუბლიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებისათვის.

ჯოხარ დუდაევი
1991 წ. 27 ოქტომბერს ჩეჩნეთში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები და თითქმის ერთხმად აირჩიეს ჩეჩნეთის პრეზიდენტად ავიაციის გენერალი, ეროვნებით ჩეჩენი ჯოხარ დუდაევი. ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს როგორც ჩეჩნეთში ქისტურმა დიასპორამ, ასევე პანკისელმა ქისტებმაც. საქართველოს რესპუბლიკის სააერჩევნო კომისიისა და ჩეჩნეთის საარჩევნო კომისიის შეთანხმებით, პანკისელი ქისტები, რომელთა წინაპრებიც ცხოვრობდნენ ითუმხალის რაიონში (მდინარეების ჭანთი და შაროი არგუნის აუზის ხეობები) შევიდნენ ითუმხალის საარჩევნო ოლქში. არჩევნები ჩატარდა სოფ. დუისისა და ომალოს საარჩევნო უბნებში. ამ არჩევნებში მოსახლეობის ისეთი აქტივობა იყო, რაც არ ახსოვდა არცერთ არჩევნებს. დუდაევმა ხმების 96%25 მიიღო.

ალიბეგ ალდამოვი
ცნობილია, როგორ შე ხვდა რუსეთის ფედერაცია ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებას. 1992 წ. გაზაფხულზე ჩეჩნეთის რესპუბლიკამ მიიღო დამოუკიდებელი სახელმწიფოს კონსტიტუცია, ჰიმნი, გერბი და სხვ. სახელმწიფო ატრიბუტები. ჯოხარ დუდაევის და ჩეჩნეთის რესპუბლიკის მოსახლეობის დაჟინებული მოთხოვნების შედეგად რუსეთის ფედერაცია იძულებული გახდა 1992 წ. ზაფხულში რუსეთის ჯარი გაეყვანა ჩეჩნეთიდან. ჩეჩნეთი პირველი რეგიონი გახდა, საიდანაც რუსები წავიდნენ. ჩეჩნეთის რესპუბლიკა გახდა დე ფაქტო დამოუკიდებელი სახელმწიფო.
ახლა კი დაიწყო შფოთვა სრულიად რუსეთმა. რუსული მასმედია შხამს ანთხევს, კავკასიის ომის დროინდელი რუსი დამპყრობლების შემუშავებული „ბოროტი ჩეჩენის“ სახის დახატვა დაიწყეს, ახლა მთელი ჩეჩენი ხალხი „ბანდიტებად“ მოინათლა. დაიწყო საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება ყაჩაღ, ბოროტ, ბანდიტ ხალხზე. მას მოჰყვა ე.წ. ტერაქტების სერია, სადაც თითქოს ჩეჩნები აწყობდნენ ტერაქტებს რუსების წინააღმდეგ, მაგრამ სიმართლემ მაინც გამოჟონა და მაშინ ელცინის მთავრობამ გადაწყვიტა, ჯ. დუდაევის ხელისუფლების დასამხობად მისივე ოპოზიცია გამოეყენებინა. რუსეთის არმიის იარაღითა და მძიმე ტექნიკით (ტანკებით, ბეტეერებითა და შვეულმფრენებით) შეიარაღებული ოპოზიცია 1994 წ. 26 ნოემბერს, ქალაქის რვა შესასვლელიდან ერთდროულად შეიჭრა ქ. გროზნოში. თუმცა, ჩეჩნებმა რუსული არმიაც და ოპოზიციაც მთლიანად გაანადგურეს.
რუსეთის ავი ზრახვები გამოაშკარავდა და ბორის ელცინის ბრძანებით, 1994 წ. 11 დეკემბერს რუსეთის არმიის ნაწილი შეიჭრა ჩეჩნეთში. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი იქადნებოდა, 24 საათში ავიღებო ქალაქს. არმიის გენერლებიც შეეცადნენ, ახალი წლისთვის მიელოცნათ ა. გრაჩოვისთვის გროზნო, მაგრამ ჯოჯოხეთში ამოყვეს თავი. გროზნოს შესასვლელ აბრაზე ეწერა: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში“. მარტო რკინიგზის სადგურთან ბრძოლაში რუსეთის გვარდიის პოლკი მთლიანად განადგურდა.
ამ ომში ქისტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს, ისინი მობილურ პარტიზანულ ჯგუფებში იბრძოდნენ, შექმნეს, აგრეთვე, ქისტური რაზმიც. ქისტებმა დაამტკიცეს ამ და მეორე ომშიც, რომ ღირსეული წარმომადგენლები არიან ჩეჩნებისა და არაფრით არ ჩა მოუვარდებიან ბრძოლაში მამაცობითა და გამბედაობით. თუ შევადარებთ რიცხობრივ რაოდენობას ჩეჩნებისა და ქისტებისა, აღმოჩნდება, რომ პროცენტულად რუსეთის წინააღმდეგ ომში ქისტები უფრო მეტნი იყვნენ. ამ ომებში მარტო ჩეჩნეთში ქისტური დიასპორა როდი მონაწილეობდა, პანკისიდან მთების ბილიკებით გადადიოდნენ ქისტი ახალგაზრდები და ერთვებოდნენ საბრძოლო ოპერაციებში. ცალკე მუშაობდნენ ჯგუფები იარაღის გატანაში, ცალკე მოხალისეების გადაყვანაში და ა.შ.

ჩეჩნეთში რუსეთის პროვოკაციული ომი, „კონსტიტუციური წესრიგის“ აღდგენის ლოზუნგით დაწყებუ ლი, რუსეთის სამარცხვინო დამარცხებით დამთავრდა. მართალია, 1995 წ. იანვარში ქ. გროზნო აიღეს ფედერალებმა, მაგრამ ისეთი მძიმე დანაკარგი განიცადეს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინის აღებისას რომ არ განუცდიათ. 1996 წ. აგვისტოში ჩეჩენმა მეომრებმა ქ. გროზნოს საგარნიზონო ნაწილები ბლოკადაში მოაქციეს, რუსებმა ვერ გაბედეს ქალაქის დაბომბვა, რადგან თავიანთ მებრძოლებს და ხოცავდნენ.
![]()
რუსები იძულებული გახდნენ კაპიტულაციაზე წასულიყვნენ. 1996 წ. 31 აგვისტოს ხელი მოაწერეს რუსეთ-ჩეჩნეთის სამშვიდობო ზავზე და ომი შეწყდა. ეს ხელშეკრულება გაფორმდა 1996 წ. 23 ნოემბერს რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ჩერნომირდინისა და ჩეჩნეთის არმიის შტაბის უფროსის, მასხადოვის შეხვედრაზე. მსოფლიო განცვიფრებით ადევნებს თვალს ამ მოვლენას, დაირღვა რუსეთის უძლეველობის მითი, ერთმილიონიანმა ჩეჩნეთმა დაამარცხა 150 მილიონანი რუსეთი. ევროპამ შვებით ამოისუნთქა, დასავლეთი გამოვიდა შიშის ზონიდან.
![]() |
4.17.2 ჩეჩნეთი და პანკისი 1994-1996 წწ. ომის შემდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
რუსეთ-ჩეჩნეთის პირველ ომში გამარჯვების შემდეგ, როცა რუსმა ჯარისკაცებმა უკვე მეორედ დატოვეს ჩეჩნეთის ტერიტორია, შეიქმნა რეალური პირობები, ჩეჩნებს მოეპოვებინათ დამოუკიდებლობა. მაგრამ ჩეჩნეთი არ აღმოჩნდა მზად, შეექმნათ სახელმწიფო, ამის არც გამოცდილება ჰქონდათ და არც სათანადო კადრები ჰყავდათ. გამარჯვების ეიფორიით შეპყრობილი საველე მეთაურები, გუშინდელი სოფლის მეურნეობის მუშაკები, მშენებლები და სხვ., პრეტენზიას აცხადებენ სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელ პოსტებზე. მთავარი მოთხოვნა საომარ ოპერაციებში მონაწილეობა იყო ხელმძღვანელ პოსტზე დანიშვნის დროს.

ზელიმხან იანდარბიევი
დაიწყო მზადება საპრეზიდენტო არჩევნებისათვის. ეს იყო შეცდომა, რადგან სწორედ ამ არჩევნებმა გამოიწვია განხეთქილება ერთიან, ომის დროს ერთმუშტად შეკრულ ეთნოსში. რუსეთის ფედერალების ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპული ჯოხარ დუდაევის შემდეგ, პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა ვიცე-პრემიერი ზელიმხან იანდარბიევი. ხასავიურტის ხელშეკრულებით, ჩეჩნეთის სტატუსის დასადგენად, 2001 წ. ჩეჩნეთის რესპუბლიკაში საყოველთაო რეფერენდუმი უნდა ჩატარებულიყო. ამ რეფერენდუმის შემდეგ, როგორც მოითხოვდა საზოგადოების მოწინავე ნაწილი - არჩევნები ჩატარდებოდა.
მაგრამ საველე მათაურებმა, ამბიციურმა პიროვნებებმა, თავისი გაიტანეს და 1997 წ. იანვარში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც გენერალური შტაბის უფროსმა, რუსული არმიის ყოფილმა პოლკოვნიკმა, ასლან მასხადოვმა გაიმარჯვა. ა. მასხადოვი გამოუცდელი დიპლომატი იყო საიმისოდ, რომ რესპუბლიკაში არსებული ურთულესი სიტუაცია გაეკონტროლებინა. მას და უ პი რისპირდნენ თანამებრძოლები, პრეზიდენტობის კანდიდატები (შამილ ბასაევი, მოვლადი უდუგოვი, ზელიმხან იანდარბიევი და სხვ.) და დაიწყო კიდეც არეულობა და ქაოსი რესპუბლიკაში. ოპოზიციას მხარს უჭერდა მეხუთე კოლონა, პრორუსული ელემენტები.
მართალია, 1997 წ. მაისში რუსეთის პრეზიდენტმა ბ. ელცინმა და ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ა. მასხადოვმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას „მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების“ შესახებ, მაგრამ რუსებს ხელი არ აუღიათ ძალის გამოყენებაზე და დაიწყეს მზადება ჩეჩნეთში ახალი შეჭრისათვის.
მასმედიის საშუალებებით დაიწყო მორიგი ანტიჩეჩნური კამპანია, „პარალელურად მუშავდება გეგმა დამოუკიდებლობამოპოვებული ჩეჩნეთის რესპუბლიკაში დესტაბილიზაციის, საველე მეთაურებს შორის განხეთქილების ჩამოგდების, სახელმწიფოს დესტრუქტურიზაციის, საზოგადოებაში მთავრობისადმი უნდობლობის დათესვისა და დე მორალიზაციისათვის. სამი წლის განმავლობაში ეკონომიური და პოლიტიკური ბლო კადის შედეგად რესპუბლიკაში გაბატონდა განუკითხაობა, დამნაშავეობა, განსაკუთრებით გახშირდა ადამიანთა გატაცება გამოძალვის მიზნით“ (ხ. ხანგოშვილი. ქისტები. თბ., 2005).
თავისუფლების სამი წელიწადი (1997-2000 წწ.) ყველაზე რთული პერიოდია ჩეჩენთა ცხოვრებაში. ნანატრი თავისუფლება მოიპოვეს, ზღვა სისხლი დაიღვარა ამისათვის, მაგრამ ბედნიერება არ მოუტანია მათთვის, საზოგადოება გაიხლიჩა სოციალურად, პოლიტიკურად, რელიგიურად. შეიქმნა საეჭვო ჯამაათები, რუსების მიერ დაქირავებული კრიმინალ-პროვოკატორები, რომლებიც ფულის გულისათვის ხოცავენ უცხოელ ექიმებს საზღვრებს გარეშე, ინგლისელ სპეციალისტებს, რომლებიც მობილური კავშირის სისტემის დანერგვისათვის ჩამოვიდნენ, ე. ი. ხოცავენ მათ, ვინც ჩეჩნებს ეხმარება, ქველმოქმედებით საქმიანობას ეწევიან. ჩეჩნეთის მოქალაქეები არ არიან დაცულნი კრიმინალებისგან, რელიგიური რწმენის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რადიკალური ისლამისტები და ტრადიციული მუსლიმები. ყოველივე ამაში რუსული კვალი აშკარაა.
როცა 1998 წ. ქ. გუდერმესში მოხდა შეტაკება ვაჰაბიტებსა და ტრადიციონალისტებს შორის, ტრადიციონალისტებმა, ა. მასხადოვის მომხრეებმა, გაიმარჯვეს. გადარჩენილი ვაჰაბიტები ურუს-მართანში გაიქცნენ და იქ გამაგრდნენ. ტრადიციონალისტები მოითხოვდნენ მათ განდევნას რესპუბლიკიდან, მაგრამ მასხადოვმა მხარი არ დაუჭირა, რაც დიდი შეცდომა იყო, რამეთუ ურუს-მართანში შეიქმნა ანკლავი, მეორე ხელისუფლების ჩანასახი.
ყველაფერი რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს და ამაში დიდი წვლილი მიუძღვით თავად ჩეჩნებს - ამიბიციურ პოლიტიკოსებსა და საველე მეთაურებს. რუსეთი მო ქმედებდა „გათიშე და იბატონეს“ პოლიტიკით და ისე წარმართა საქმე, რომ ჩეჩნეთი გამოიყვანა დამნაშავედ სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევაში. სინამდვილეში ეს ასეც მოხდა: შამილ ბასაევი, 1999 წ. აგვისტოსა და სექტემბერში, ორჯერ შეიჭრა დაღესტანში; მოიწადინა რა შამილის დროინდელი სტრატეგიით ომი რუსეთის წინააღმდეგ, სისხლითა და ოფლით მოპოვებული თავისუფლება დაასამარა.
![]()
ქ. გროზნო ომის დროს

არალოგიკურია, მაგრამ ორ ომს შორის ჩეჩნეთში მიმდინარე პროცესმა საქართველოში, კერძოდ, პანკისის ხეობაში გამოძახილი ჰპოვა. მართალია, იმ მასშტაბით არა, მაგრამ პანკისში განვითარებული პროცესები ძალიან წააგავდა ჩეჩნეთის სცენარს. რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე ქისტები პანკისში დაბრუნდნენ. დახვდათ რა აქაც უკონტროლობა, სწრაფად აუღეს ალღო სიტუაციას და აქ უკვე მოქმედ კრიმინალებთან საერთო ენა გამონახეს, ეს, უმთავრესად, რელიგიურ სფეროში დაიწყო, მაგრამ შემდეგში მათი მოქმედების არეალი გაფართოვდა (ადათ-წესების უგულვებელყოფა, სამართალდამცავი ორგანოების იგნორირება, მეზობელ ქართულ მოსახლეობასთან კონფლიქტები და სხვ.).

ხეობაში ნარკობიზნესი განვითარდა, დაიწყო ქურდობა, ძარცვა, ძალოვნები შეკრულები აღმოჩნდნენ კრიმინალთან. ხეობის საზოგადოების მოწინავე ნაწილი მიხვდა, რომ მორალური მითითებებით ვერაფერს მიაღწევენ და მიმართავენ ხელისუფლებას, რომ მიიღონ ზომები ამ აღვირახსნილობის წინააღმდეგ, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ გა დაწყვიტეს, თავად მოსახლეობას აეღო ხელში ხეობის კონტროლი. სოფ. დუისში შეიქმნა მობილური რაზმები, რომლებიც დღედაღამ აკონტროლებდნენ სოფელს, იცოდნენ, ვინ შემოდის სოფელში და რა მიზნით, მაგრამ თავად ხელისუფლებამ ბოლო მოუღო ამ ინიციატივას: „ვერ დავუშვებთ, რომ სახელმწიფოში სახელმწიფო შეიქმნას!“ აბსურდი.
პანკისშიც ყველაფერი აირია, სრული ქაოსი სუფევს. არადა, რა დიდი იმედები ჩაისახა საზოგადოებაში, როცა 1997 წ. მასხადოვი პირველი ვიზიტით ეწვია საქართველოს (მას დამთავრებული ჰქონდა ქ. თბილისში სამხედრო საარტილერიო სასწავლებელი), როცა საქართველოსა და ჩეჩნეთის პრეზიდენტები ჩამოვიდნენ პანკისის ხეობაში. პანკისელებთან შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა „დაბალ გორაზე“, მეთაურებმა განაცხადეს, რომ ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის იქნება მშვიდობა, განვითარდება ეკონომიური და კულტურული ურთიერთობა და სხვ.
მაგრამ ყველაფერი დაასამარა რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე დამანგრეველი ომის დაწყებამ, რამაც, თავის მხრივ, გავლენა იქონია პანკისში განვითარებულ, ასევე დამანგრეველ კრიზისზე.
![]() |
4.17.3 რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომი და ლტოლვილები პანკისში |
▲ზევით დაბრუნება |
რუსეთის ფედერაციის ძალოვნებმა „სანაქებოდ“ იმუშავეს ჩეჩნეთში: პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები და მსოფლიოს მთელი რიგი სახელმწიფოები დაარწმუნეს, რომ ჩეჩნები ტერორისტები არიან, ბუნებით ბანდიტები, ადამიანთა გამტაცებლები და სხვ. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ასეთი იმიჯის შექმნაში თავად ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ნაწილს, ოპოზიციასა და მეხუთე კოლონას მიუძღოდა ბრალი.
რუსეთმა შეძლო საქმე ისე წარემართა, რომ საზავო ხელშეკრულების დამრღვევი თავად ჩეჩნეთი ყოფილიყო. ბასაევის შეჭრა დაღესტნის მთიანეთში გამოცხადდა, როგორც თავდასხმა რუსეთზე და 1999 წ. 1 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის არმია ხელმე ორედ შეიჭრა ჩეჩნეთში.
ამჯერად რუსეთი მომზადებული იყო ომისათვის, ყველაფერი მოფიქრებული ჰქონდა, შეძლო თავისი ნაცადი პოლიტიკის - `გათიშე და იბატონეს~ უფრო ეფექტურად ამოქმედება. ამ ომს ჩეჩნეთი უკვე აღარ შეხვდა მონოლითური ერთია ნობით, ქვეყანაში მიმდინარე ქაოსით, ბანდიტიზმით, ადამიანის სიცოცხლის დაუცველობით გულგატეხილი ხალხი განზე გადგა, საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე იმ აზრზე იყო, რომ რუსები ქვეყანაში წესრიგს დაამყარებდნენ, მშვიდობიან მო სახლეობას დაიცავდნენ, მაგრამ მწარედ მოტყუვდნენ.

რუსლან აუშევი
ამ ომში არავის ინდობდნენ რუსები: არც ბავშვებს, არც ქა ლებს, არც მოხუცებს. დაიწყო არნახული ე.წ. ხალიჩური დაბომბვები, საბრძოლო თვითმფრინავების პილოტები ეძებდნენ ხალხთა შეკრებებს, სამშობიარო სახლებსა და თვით დაკრძალვაზე მყოფ ხალხს ბომბავდნენ. საბრძოლო თვითმფრი ნავები დღეში 150-180 გაფრენას აწარმოებდნენ, სოფლებსა და ქალაქებში შორსმსროლელი ქვემეხებით ყუმბარებს ყრიდნენ. არ მია, ფაქტობრივად, არ აწარმოებდა კონტაქტურ ბრძოლებს, ჯარისკაცები მაშინ შედიოდნენ დასახლებულ პუნქტებში, როცა მთლიანად მიწასთან იყო გასწორებული და ბომ ბვების შედეგად.
![]()
![]()
22 ოქტომბრის ბრძანებულებით ჩეჩნეთის საზღვრები მთლიანად ჩაიკეტა, ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკამ პირველმა ჩაკეტა საზღვრები, მას მიჰყვნენ სხვა სუბიექტები. მხოლოდ ინგუშეთის რესპუბლიკის პრე ზიდენტი რუსლან აუშევი არ დაემორჩილა ბრძანებას და კარი გაუღო ლტოლვილებს. დამო უკიდებელი ამიერკავკასიის რესპუბლიკებიდან საქართველომ და აზერბაიჯანმა გახსნეს ჰუმანიტარული დერეფანი. ძირითადად საქართველომ იტვირთა ლტოლ ვილების მიღება.
არნახული ბარბაროსული ხოცვა-ჟლეტა გააჩაღეს ფედერალებმა ჩეჩნეთში. 1999 წ. 21 ოქ ტომბერს ქ. გროზნოს ცენტრალურ ბაზარში შუადღისას კასპიის ზღვიდან ისროლეს „ზემლია ზემლიას“ ტიპის რა კეტა, რომელიც ბაზრის შუაგულში ჩამოვარდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 137 ადამიანი, დაიჭრა 200. ინგუშეთში გასაღწევად გასული მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელთაც დაჰპირდნენ, რომ დერეფანს მისცე მდნენ, დააკავეს, სანამ საფრენი ამინდი არ გაუმჯობესდა და ამ დროს დაიწყო თვითმფრინავებიდან დაბომბვა, ბაქო-როსტოვის მაგისტრალზე საცობი შე იქმნა, ხალხმა ვერ მოასწრო გაფანტვა და საზარელი კატასტროფა გამოიწვია. მთელი მაგისტრალი, ერთი კმ-ის მანძილზე გაფატრული, გაგლეჯილი ადამიანთა სხეულებით იყო მოფენილი, აქეთ-იქით ეყარა ადამიანთა სხეულის ნაწილები - თვალები, ფეხები, ხელები.
შეცდნენ ჩეჩნები: რუსები არ არჩევდნენ მშვიდობიანსა და მეომარს, ბრძანება იყო ჩეჩენთა სრული ლიკვიდაციისა, ეს იყო ერმოლოვის საომარი სტრატეგიის განმეორება; „არ არის ცოცხალი ჩეჩენი, არ არის პრობლემა!“ დასახლებულ პუნქტებში სისტემატურად მიმდინარეობდა ე. წ. „ჩისტკა“ (წმენდა), იჭერდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც უგზოუკვლოდ იკარგებოდნენ. დღესაც, 2020 წლისათვის, უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 2800-ზე მეტი ადამიანი, ყოველგვარი მიზეზის გარეშე გატაცებულები. რა არის ეს? რა არის ეს, თუ არა სახელმწიფოს ტერორი თავის ხალხის წინააღმდეგ?! პუტინმა და მისმა ხელისუფლებამ ეს ომი წამოიწყო „ანტიტერორისტული ოპერაციის“ ლოზუნგით და თავად მოევლინენ მსოფლიოს ტერორისტებად, სისხლისმსმელებად და ბანდიტებად.
2001 წ. 11 სექტემბრის ნიუ-იორკის ტერორისტული აქტის შემდეგ ე.წ. „დემოკრატიულმა ევროპამ“ და „დემოკრატიის მამამ“ აშშ-მა თვალი დახუჭეს რუსეთის ზღვარს გადასულ უკანონობაზე, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა საერთაშორისო კანონი ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ და ფედერალებმაც გააგრძელეს პარპაში ჩეჩნეთში.
მოსახლეობამ იცოდა ჩეჩნეთ-საქართველოს შორის გზის მშენებლობის შესახებ და მოაწყდა საქართველოს საზღვრებს. აქაც შეუწყალებელი და ბომბვები მიმდინარეობდა ლტოლვილებისა, გან სა კუთ რებით აქტიურობდნენ რეაქტიული თვითმფრი ნავები. ისინი, ზებგერითი სიჩქარის გამო, მოულოდნელად გამოჩნდებოდნენ და რაკეტებს უშენდნენ თეთრი დროშით მომავალ ლტოლვილებს.
დიდი გაჭირვებით, სიცივით, შიმშილით გასავათებულმა ლტოლვილებმა მოაღწიეს შატილში, სადაც გულთბილი შეხვედრა ელოდათ. კომერსანტმა ქისტებმა იცოდნენ ლტოლვილების საქართველოსკენ მოძრაობის შესახებ, საწვავით უზრუნველყვეს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი მანქანები და დაიწყეს მათი გადმოყვანა პანკისში. ქისტებმა ითავეს ჩეჩენილტოლვილების მიღება, იცოდნენ, რომ საქართველოს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან უამრავი ლტოლვილი ჰყავდათ. სოფლის ბოლოში ხვდებოდნენ ლტოლვილებს და ოჯახებში მიჰყავდათ 5, 10, 15 კაცის ოდენობით, ზოგიერთ ოჯახში 20, 22 ლტოლვილიც კი იყო შეფარებული.
ქისტებმა საკუთარი საცხოვრებელი სახლები დაუთმეს ლტოლვილებს, თავად დროებით საცხოვრებელში გადავიდნენ, საკვებით, ტანსაცმლით უზრუნველყვეს დატანჯული ხალხი, არნახული სტუმართმოყვარეობით შეხვდნენ უბედურ ხალხს. საქართველო, ქართველი ხალხი გვერდში დაუდგა უსამართლოდ დევნილებს.
პანკისში თავი მოიყარა 8000-მდე ლტოლვილმა, აქ ქისტურ მოსახლეობაზე მეტი იყო ლტოლვილი. ჩეჩნებთან ერთად იქ მცხოვრები ქისტებიც ლტოლვილებად იქცნენ. ჯერ ისედაც უმართავი პანკისი ახლა მოთუხთუხე ქვაბად იქცა, რომელსაც ყველა შეშას უკეთებდა და ქაფის მოხდაზე არავინ ზრუნავდა. ლტოლვილებს მოჰყვა, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, კრიმინალიც.
სანამ გაერო და სხვა ჰუმანიტარული საქველმოქმედო ორგანიზაციები პანკისში გამოჩნდებოდნენ, ვითარება საკმაოდ დაძაბული იყო. შემდეგ წამოვიდა ჰუმანიტარული ორგანიზაციები, გაჩნდნენ: „ექიმები საზღვრის გარეშე“, ნორვეგიისა და დანიის ლტოლვილთა საბჭოები, გაერო და უამრავი სახის დახმარება წამოვიდა მსოფლიოს სხვა დასხვა კუთხიდან.
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მეომრები მთებს შეეხიზნენ, დაჭრილები სამკურნალოდ საქართველოში გადმოჰყავდათ, რომლებიც გამოჯანმრთელების შემდეგ პანკისში ამოდიოდნენ. თანდათანობით სხვადასხვა ქვეყნიდან პანკისში ჩამოდიან მოხალისეები, რომელთაც სურთ ჩეჩნეთ-რუსეთის ომში ჩეჩნების მხარეზე მონაწილეობა. ომში დაზარალებული საველე მეთაურებიც გამოჩნდნენ პანკისში, რათა დაასვენონ მეომრები და მოხალისეებით შეავსონ თავიანთი რაზმები. რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან პანკისისკენ მოეშურებიან საზღვრებს გარეთ მცხოვრები ჩეჩნები, სურთ ჩეჩნეთში მოხვედრა და ბრძოლა საუკუნოვანი მტრის წინააღმდეგ.
ერთი სიტყვით, დენიკინის სიტყვებით რომ ვთქვათ (მან სამოქალაქო ომის დროს ჩეჩნეთს „მოთუხთუხე ვულკანი“ უწოდა), პანკისი მოთუხთუხე ვულკანს დაემსგავსა, შეიქმნა ათასი ჯურის ჯამაათები (ჩეჩნური, დაღესტნური, ჩერქეზული, აზერბაიჯანული, არაბული, თურქული და სხვ.), პანკისის ქისტური სოფლები ეთნიკურად ჭრელი გახდა, ამას დაემატა ისიც, რომ ყველა შეიარაღებული იყო და ყოველ ნაბიჯზე სროლის ხმა ისმოდა.

კრიმინალიც „წელში გაიმართა“, ყველა ძებნილმა პანკისში მოიყარა თავი. ნარკოტიკები თავისუფლად იყიდება, დაიწყო ადამიანთა გატაცებები გამოსყიდვის მიზნით, გახშირდა ძარცვა, ქურდობა. გამკითხავი არავინაა, ჩეჩენი მეომრები არ ერევიან საქმეში, ამბობენ, ჩვენ სტუმრები ვართ, თავად მოაგვარეთ თქვენი საქმეებიო. პატიოსან ხალხს ძალა არ შესწევს მდგომარეობის დარეგულირებისათვის.

ჩეჩენი ლტოლვილები პანკისში

პანკისი საკუთარ წვენში იხარშება!
![]() |
4.18 კრიზისი პანკისში |
▲ზევით დაბრუნება |
პუბლიცისტიკაში საბოლოოდ დამკვიდრდა ტერმინი „პანკისის კრიზისი“, რაც მართებული არ არის. კრიზისი, რომელიც დაიწყო პანკისის ხეობაში XX ს. 90-იან წლებში, არ ყოფილა დამახასიათებელი მხოლოდ პანკისისათვის, პანკისის შიდა პროცესებიდან გამომდინარე მოვლენებს არ გამოუწვევია კრიზისი. ის ნეგატიური მოვლენები, რომლებიც განვითარდა ხეობაში, არ ყოფილა ქისტური საზოგადოების ცხოვრების წესიდან წარმოშობილი, შორს იდგა ქისტური მენტალიტეტიდან, წეს-ადათებისგან, ტრადიციებისგან და ცხოვრების წესისგან. ყველაფერი, რაც პანკისში დატრიალდა, გარედან იქნა შემოტანილი და ჩანერგილი ქისტ ახალგაზრდებში. ამ ახალ იდეოლოგიას, სრულიად მიუღებელს ქისტური ღირსების შეგნებისათვის, უაღრესად ნეგატიურად შეხვდა ქისტური ეთნოსის მოწინავე აქტივი და დაუპირისპირდა მათთვის უცხო მოვლენას. მათ დიდი და გადამწყვეტი როლი ითამაშეს ქაოტური სიტუაციის დარეგულირებაში.
აქედან გამომდინარე, მართებული იქნება, თუ XX-XXI სს. მიჯნაზე პანკისში არსებულ მდგომარეობას ვუწოდებთ არა „პანკისის კრიზისს“, არამედ „კრიზისს პანკისში“. ჩეჩნეთიდან დაბრუნებულმა ნაომარმა ქისტმა ახალგაზრდებმა, არაბული სამყაროდან შემოსულმა მუსლიმურმა სექტანტებმა, ჩეჩნეთიდან - ლტოლვილებმა, ჩეჩენმა მემორებმა, სხვადასხვა ქვეყნიდან პანკისში თავმოყრილმა სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის წარმომადგენლებმა და კრიმინალებმა, გარეშე თუ შინაური ძალოვანი სტრუქტურების აგენტებმა, რუსეთის ფედერალებმა და სხვ. დაინტერესებულმა ძალებმა აადუღეს პანკისის ხეობა. დიახ, ეს იყო ხელოვნურად შექმნილი კრიზისი, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია კავკასიაში და ყველაზე მეტად დააზარალა პანკისის ხეობა და ამ ხეობაში მცხოვრები პანკისელი ქისტები.
პანკისის კრიზისზე ბევრი დაიწერა, ბევრი ანალიზი და დასკვნა დაიდო, მრავალი ჰიპოთეზა და ვერსია გაჟღერდა, ათასი ბრალდება წამოაყენეს, მაგრამ ქისტებისთვის ყველაზე მძიმე ბრალდება ის იყო, რომ მთელი ამ ორომტრიალის მიზეზი ქისტები ყოფილან, თურმე ყველა ავაზაკობის, ყაჩაღობის, ქურდობის, ადამიანთა გატაცების, ნარკოტიკების შემოტანისა და გაყიდვის ინიციატორები ქისტები ყოფილან. კი, მართალია, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ უმსგავსოებაში ქისტი ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ მათ მხარს უჭერდნენ პოლიციელები, ჩინოსნები. ეს ის პერიოდი იყო, როცა სახელმწიფო სტრუქტურები მოიშალა, ეკონომიკა ჩამოიშალა, სახელმწიფო ქონების დატაცება ჩვეულებრივი მოვლენა გახდა და ყველას საზრუნავი ის იყო, როგორმე გამოეკვება საკუთარი თავი.
90-იანი წლების დასაწყისში ისეთი რთული ვითარება შეიქმნა, რომ სახელმწიფომ კონტროლი დაკარგა. პანკისის ხეობაში კრიმინალმა თარეში დაიწყო. ხეობის აქტივი, ინტელიგენცია, უხუცესები მიმართავენ ხელისუფლებას, დაამყაროს წესრიგი ხეობაში, ალაგმოს ზოგიერთი თავგასული ახალგაზრდის საქციელი. ხელისუფლებას შეეძლო 24 საათში დაემყარებინა წესრიგი, ამის რეალური შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ყურად არ იღო ხალხის მოთხოვნა და თვითდინებაზე მიუშვა მოვლენები.
მაშინ საზოგადოების მოწინავე ნაწილმა გადაწყვიტა, თავად მიეხედა საქმისათვის. სჯა-ბაასის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ საჭიროა დიდი მობილური საყარაულო ჯგუფები, რომლებიც გააკონტროლებდნენ სოფელს, შეამოწმებდნენ სოფელში შემომსვლელს, ღამე მოსიარულეს. ერთი სიტყვით, კონტროლქვეშ აიყვანდნენ სოფლის დღეღამისეულ ცხოვრებას.
უხუცესებმა გამოიყენეს უკვე მივიწყებული, ქისტების პანკისში პირველი ჩასახლების დროინდელი ყარაულობის სისტემა - როცა ლეკთა თარეშები კახეთზე ინტენსიური იყო და ახალმოშენეებს უხდებოდათ შეიარაღებული დაპირისპირება მტერთან, მაშინ იქმნებოდა მობილური რაზმები, რომლებიც ღამე მორიგეობით მოძრაობდნენ სოფლის გარშემო და იცავდნენ როგორც სოფელს, ისე ბარისკენ, კახეთისკენ მიმავალ გზებსა და ბილიკებს. სწორედ ასეთი მობილური რაზმები შეიქმნა სოფ. დუისში.
სოფელში მცხოვრები თითოეული გვარის უფროსს დაევალა, თავისი მორიგეობის დროს გამოეყვანა 20-25 ახალგაზრდა, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში იმოძრავებდნენ სოფელში, თითოეულ ქუჩას და უბანს გააკონტროლებდნენ 2-3 კაციანი ჯგუფები. სოფლის მოსახლეობა გაფრთხილებული იყო, რომ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეესრულებინათ ყარაულების მოთხოვნები: დაესახელებინა ვინაობა, ვისთან მიდიოდა ან ვისგან მოდიოდა, რა მიზნით არის სოფელში შემოსული და ა.შ.
ამ ღონისძიებამ შედეგი გამოიღო, სოფელში სიმშვიდემ დაისადგურა, შეწყდა ქურდობა, ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვა, მოხმარება. სოფ. დუისის მაგალითი სხვა სოფლებმაც გადაიღო, პანკისში თვითმმართველობა დამკვიდრდა, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან თავად ხელისუფლება გამოდის ამის წინააღმდეგ ლოზუნგით: „სახელმწიფოს შიგნით სახელმწიფოს შექმნას არ დავუშვებთ!“ და ყველაფერი ძველ მდგომარეობას უბრუნდება!
კრიმინალები ზეიმობენ, მათი ზეობის ხანა დადგა. პანკისი უკონტროლო გახდა, ძალოვნები აღარ შემოდიან ხეობაში, თუ შემოდიან, ისიც მხოლოდ კრიმინალების ნებართვითა და ხელშეწყობით. უამრავმა ნარკოტიკმა და იარაღმა მოიყარა თავი პანკისში. ნარკოტიკებს უკვე აშკარად ყიდიან ბარიგები, ნარკობარონები ბატონობენ ხეობაში. თვით თბილისიდან ჩამოდიან წამლისთვის მომხმარებლები, თავად ჩინოვნიკები და ძალოვნებიც არიან ჩართულნი ამ საქმეში.
2000 წლისათვის მდგომარეობა პანკისში უკიდურესად ქაოტური ხდება. 8-9 ათასმა ლტოლვილმა მოიყარა თავი, მათ დაემატა ჩეჩნეთიდან პანკისში გადმოსული მებრძოლები, რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად აღმოსვლეთის სხვადასხვა მუსლიმური ქვეყნებიდან ჩამოდიან მოხალისეები. ქისტურ სოფლებში ქისტური მოსახლეობა არც კი ჩანს, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე შეიარაღებული ხალხი დათარეშობს ხეობაში, ადგილობრივმა და ქვეყნის სხვადასხვა კუთხდან ჩამოსულმა კრიმინალებმა მოიყარეს თავი პანკისში, ადგილობრივი კრიმინალი ზეობს, შესაშური ასპარეზი შეიქმნა მათთვის.
ვითარება უაღრესად რთულია, ქისტების მოწინავე აქტივი, უხუცესები, ქისტი საჯარო მოხელეები, საჯარო მოხელეები კახეთის მასშტაბით ცდილობენ, იპოვონ გა მო სავალი. კვლავ შექმნეს მობილური რაზმები, ამჯერად შეიარაღებული ახალ გაზრდებისგან, დადგეს ბლოკპოსტები, ყველანაირად ცდილობენ სიტუაციის დარეგულირებას. ეწყობა ხალხმრავალი შეხვედრები, იხილავენ სხვადასხვა ვერსიას, რომ გამოავლინონ ადამიანთა გამტაცებლები, მძარცველები, ქურდები. მოპარულ საქონელს პოულობენ, უბრუნებენ პატ რონებს, ავლენენ ბარიგებს, ათავისუფლებენ გატაცებულ ადამიანებს და ა.შ.
მაგრამ ადგილობრივებს არ გააჩნიათ სადამსჯელო ბერკეტები, სახელმწიფო ორგანოები პანკისში არ არსებობენ, ამიტომ იძულებული გახდნენ, მიემართათ ჩეჩენ მეომართა საველე მეთაურებისთვის, მათ ჯერ თანხმობა განაცხადეს, დაიჭირეს კიდეც დამნაშავეები, მაგრამ დასჯაზე უარი თქვეს: ჩვენ სტუმრები ვართ და მასპინძელთა საქმეებში ვერ ჩავერევითო. ის კი აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩეჩენი ლტოლვილები და მეომრები კრიმინალებისგან შორს იდგნენ და ნარკოტიკებსა და სხვა დანაშაულებებში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ.
პრესა ამ დროს „გულაობს“, ზღვა მასალა აქვთ საწერად და გადასაღებად. ყველა ქისტებს გადაემტერა, ყველაფერი, რაც პანკისში და, საერთოდ, საქართველოში ცუდი ხდებოდა, ქისტებს გადააბრალეს. ყველაფერს კადრულობენ, რათა ქისტები ქართველების მტრად გამოაცხადონ, ყველა, ვისაც არ ეზარება, ლაფს ესვრის ქისტებს.
ამ კრიზისში ყველაზე მეტად ქისტები დაზარალდნენ, ისინი განტევების ვაცად აქციეს. ის ზიანი, რომელიც ქისტებს მიაყენა შინაურმა თუ გარეშე მტერმა, დღესაც, XXI საუკუნეში, გრძელდება. მართალია, კრიზისის დაძლევასა და პანკისში მშვიდობის დამყარებაში მთავარი როლი თავად ქისტებმა ითამაშეს, მაგრამ ყველაფერი მაშინდელმა ხელისუფლებამ მიიწერა. დამნაშავედ ისევ ქისტები დარჩნენ, ეს დღევანდლამდე ასე გრძელდება, პანკისში მაშინ ჩადებული ნელი მოქმედების ნაღმები დღემდე არსებობს და საჭიროების შემთხვევაში არც ამოქმედება უჭირთ. ცხადია, არც იმის თქმა შეიძლება, რომ ქისტები ფრთიანი ანგელოზები არიან, მათ თავიანთი შეცდომებიც ეყოფათ, მაგრამ ისიც ხომ ცხადია, რომ ყოველთვის ქართველების გვერდით იდგნენ ჭირშიც და ლხინშიც, ისიც ძალიან კარგად იციან, საიდან მოვიდნენ, სად დგანან და საით მიიწევენ!
პანკისში ამ ბოლო 3 ათეულ წელიწადში იმდენი უსიამოვნო რამ მოხდა ქისტების ცხოვრებაში, რომ მშვიდობიანი თანაარსებობა სანატრელი გახდა. რა იქნება მომავალში? აი, ეს საჭირბოროტო კითხვა დგას ყველა საღად მოაზროვნე ქისტის წინაშე.
დაე, უფალმა გაგვიწიოს მფარველობა!
![]() |
4.18.1 ჩეჩენ-ქისტების საომარი რეიდი აფხაზეთში |
▲ზევით დაბრუნება |
2001 წლის ზაფხულში პანკისში თავი მოიყარეს კბილებამდე შეიარაღებულმა მეომრებმა. მებრძოლების მთავარ ბირთვს შეადგენდა რუსლან (ხამზათ) გელაევის ჯგუფი, რომელიც შედგებოდა რუსეთ-ჩეჩნეთის ომებში გამობრძმედილი მეომრებისგან. თავად გელაევი, ერთ-ერთი გამოჩენილი საველე მეთაური, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მეომრებსა და ხალხში. ქ. გროზნოს ალყის დროს მან შეძლო ალყიდან თითქმის უდანაკარგოდ გამოსვლა და მიაშურა მთებისკენ და შევიდა მშობლიურ სოფელ საადიკუათარში (რუსულად - კომსომოლსკოე).
სოფელი მოსახლეობისგან დაცლილი აღმოჩნდა, სახლები, სათავსოები, სარდაფები დაცარიელებული იყო. გვიან მიხვდნენ, რომ ხაფანგში იყვნენ გაბმულნი. სოფელში შემოსასვლელი გზა თავისუფალი იყო, მთებისკენ და სხვა მხარეს შენიღბული რუსული არმია, ტექნიკით აღჭურვილი, ფხიზლად აკონტროლებდა თითოეულ კვადრატულ მეტრს. ამას დაემატა ისიც, რომ ალყიდან თავდაღწეული მეომრები, გაიგებდნენ თუ არა, გელაევი სოფელში არისო, მისკენ მოიწევდნენ, გელაევი ყველას უკრძალავდა სოფელში შემოსვლას, გზაზე შიკრიკები აფრინა, მაგრამ შიმშილისგან დაუძლურებული მეომრები სოფელში მაინც გროვდებოდნენ.
გამოსავალი არ ჩანდა, გარედან დახმარების იმედი არ იყო, მეომრებმა ალყის გარღვევა მოითხოვეს, შიმშილით სიკვდილს ტყვიით სიკვდილი გვირჩევნიაო და ჩრდილოეთის ფრონტზე შეტევაზე გადავიდნენ. ეს იყო არნახული, გაუგონარი თავგანწირვა, 800-ზე მეტი მეომარი დაეცა ამ ბრძოლაში და გელაევმა მხოლოდ რაზმის მცირე ჯგუფით შეძლო მთებისკენ გაჭრა.
გალაევის გადარჩენილ ჯგუფში ბევრი იყო დაჭრილი და დასახიჩრებული, გადარჩენილი მეომრებით ის ვერ შეძლებდა ბრძოლის გაგრძელებას და საქართველოსკენ წამოვიდა, რადგან მის რაზმში ბევრი დაჭრილი, შიმშილისა და სიცივისგან განაწამები მებრძოლი იყო.
საქართველოს მთავრობამ გამოიჩინა დიდი სულგრძელობა და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ ჩეჩნებს: დაჭრილები და დაუძლურებულები საავადმყოფოებში მოათავსეს და მკურნალობა დაიწყეს. გელაევი მცირე ჯგუფით პანკისში გადმოვიდა, სადაც ჩეჩენი ლტოლვილებიც იყვნენ დაბინავებულები.
ფედერალებმა, რომლებიც რუსეთ-ჩეჩნეთის წინა ომში დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით მოქმედებდნენ, წარმატებას მიაღწიეს საბრძოლო ოპერაციებში და ჩეჩნეთის რესპუბლიკის საველე მეთაურები მთებისკენ შეავიწროვეს. ასეთი სცენარისათვის სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა მასხადოვის სამხედრო შტაბი. რუსებმა გაიმეორეს ავადსახსენებელი გენერალ ერმოლოვის ტაქტიკა, რომელიც მან XIX ს. 20-იან წლებში გამოიყენა ჩეჩნეთის წინააღმდეგ - სოფლების მიწასთან გასწორება, ბაღების, ყანების განადგურება, ტყის გაჩეხვა, მებრძოლებისა და მოსახლეობის მთებში შერეკვა, სადაც შიმშილისგან და სიცივისგან დაღუპვა ელოდათ.
კიდევ რამდენიმე საველე მეთაურიც გადმოვიდა პანკისში, დაჭრილები საავადმყოფოებში მოათავსეს, გადარჩენილები ისვენებდნენ და ძალას იკრებდნენ. მათში ბრძოლის ჟინი არ იყო გამქრალი, გაჩაღებული მზადება მიმდინარეობდა ჩეჩნეთში გადასასვლელად და ბრძოლაში ჩასაბმელად. თანდათანობით პანკისში გადმოდიოდნენ მთებში მიმოფანტული მეომრები რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჩრდილო კავკასიის რეგიონებიდან პანკისისკენ მოისწრაფოდნენ მოხალისე მეომრები.

ოპერაცია „კოდორი - 2001“
2001 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში პანკისში თავი მოიყარა უამრავმა მებრძოლმა, ისინი კარგად შეიარაღებულები იყვნენ და არც საბრძოლო გამოცდილება აკლდათ, საჭირო იყო ბელადი და ბელადიც ჰყავდათ - რუსლან გელაევი. მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთის ბრძოლებში თითოეული საველე მეთაური დამოუკიდებლად მოქმედებდა, პანკისში მათ ლიდერად გელაევი ერთხმად აღიარეს.
პანკისში კულისებს მიღმა ხმა დაირხა: მეომრები ჩეჩნეთში გადასასვლელად ემზადებიანო. ეს ჩუმად მოარული ხმები მაინცდამაინც დამაჯერებელი არ იყო, რადგან უკვე იყო ცალკეული საველე მეთაურების მცირე რაზმების კავკასიონზე გადასვლის მცდელობები, რასაც სავალალო შედეგები მოჰყვა: საქართველოს საზღვრის იქით, სწორედ მათ სამარშრუტო ბილიკებზე ჩასაფრებები მოეწყოთ რუსებს. ისიც ცხადია, რომ პანკისშიც ჰყავდათ შემოგზავნილი ფედერალებს თავიანთი აგენტები და არც მოხალისე მებრძოლები აკლდათ. მაგალითად, ხალდი ხაროელი საველე მეთაური თუშეთის გავლით გადავიდა საზღვარზე. ერთ-ერთი თუში (მისი სახელი და გვარიც ცნობილია), ერთი დღით ადრე გადავიდა ჩეჩნეთში, დაუკავშირდა რუს ფედერალებს და აცნობა ჩეჩენი მეომრების სამარშრუტო ბილიკები. ამის გამო ჩეჩნები ჩასაფრებაში მოყვნენ და ბრძოლაში დაიღუპნენ, მოღალატე თუში კი რუსებმა მოსკოვში ჩაიყვანეს და მისი უსაფრთხოება უზრუნველყვეს.
ამიტომაც იყო, რომ მეომართა მზადებისას გელაევის ორიოდე მებრძოლმა თუ იცოდა, საით აპირებდა მეთაური გამგზავრებას. ისიც გაჟღერდა, რომ საიდუმლო რუკებზე მუშაობდნენ, ქალაქის (შემდეგ გაირკვა, რომ სოხუმის) მაკეტიც ჰქონდათ. პარალელურად დასავლეთ საქართველოში პარტიზანების მოძრაობა შენიშნეს და როდესაც პანკისიდან, გვიან ღამით, კამაზების მოძრაობა და ფიქ სირდა, იეჭვა მოსახლეობამაც, რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა. საიდუმლოების დაცვის მიზ ნით, ან შეიძლება ღალატის შიშითაც, რუსლან გელაევმა ყველა მეომარი როდი წაიყვანა თან (სულ 400 მეომარი), საკმაო რაოდენობის ჯამაათ-ჯგუფები დატოვა პანკისში.

ხამზათ გელაევი კოდორის ხეობაში
რ. გელაევის რაზმში 70-მდე ქისტი მებრძოლი იყო. მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩეჩნეთში მებრძოლ დუისელ ქისტებს, ორი მათგანი მისი ნდობით აღჭურვილი მეომარი იყო. ერთ-ერთი, ომარ დუიშვილი დაღესტნის ოპერაციებში შ. ბასაევთან ერთად იბრძოდა, სწორედ ეს ახალგაზრდა და ნიშნა მან მზვერავთა ჯგუფის ხელ მძღვანელად და ერთ-ერთი პირველი აფეთქდა ნაღმზე სოხუმისკენ რეიდის დროს.
როგორც შემდეგ გაირკვა, რ. გელაევსა და შინაგან საქმეთა მინისტრ თარგამაძეს შორის მოხდა შეთანხმება, რომლის საფუძველზე გელაევის დაჯგუფება მოიერიშე ავანგარდად ითვლებოდა. მისი ვალი იყო დასახლებული პუნქტების დაკავება და მტრისგან გაწმენ და. უკან გაჰყვებოდნენ პარტიზანები (მათთან ერთად გადაცმული ძალოვნები) და დაიკავებდნენ გათავისუფლებულ ტერიტორიას. იარაღი და გან სა ზღვრული რაოდენობის საბრძოლო მასალა გელაევის რაზმს თავისი ჰქონდა, როცა საბრძოლო მასალა შემოელეოდა, ქართულ ნაწილებს უნდა შეევსო, ასევე უნდა მოემარაგებინა პროდუქტებით, ცხედრები და დაჭრილები კი ზურგში უნდა გადაეყვანათ.
იყო თუ არა ეს გეგმა რეალური?! თუ მოვლენები ისე წარიმართებოდა, რომ მოულოდნელობის ეფექტი არ დაკარგულიყო, რეალურად შესაძლებელი იყო სოხუმის დაკავება. გელაევი ხომ სოხუმამდე მივიდა, მაღლობიდან დაჰყურებდა ქალაქს, სულ რაღაც 3-4 კმ. აშორებდა მიზანს, მაგრამ შიმშილისგან, მთებში უგზო-უკვლოდ სიარულისგან გატანჯულ, დაჭრილ მეომრებს არ ეყოთ ძალა სოხუმზე შეტევისა და ქართველი პარტიზანებისა და ძალოვნების ღალატით დაბოღმილმა სარდალმა უკან დაბრუნების ბრძანება გასცა.
რა მოხდა? რატომ ჩაიშალა ასეთი პერსპექტიული გეგმა? საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ჩეჩენი მეომრე ბისა და ქართველი პარტიზანების („თეთრი ლეგიონის“) მოძრაობა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ჟურნალისტებს და ერთი აჟიოტაჟი ატეხეს. ხელისუფლება და ძალოვნები დაფრთხნენ, არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ, გელაევის რაზმი ზუგდიდსა და კოდორში თითქმის ერთი თვე იდგა, უკვე ყველამ გაიგო ამ რეიდის შესახებ. ქართველი პარტიზანები, პირველად საკმაოდ დიდი რაოდენობით რომ შეიკრიბნენ, თანდათან დაიშალნენ, ბოლოს რამდენიმე ათეული სვანი და მეგრელი შემორჩათ.
რ. გელაევი მიხვდა, მეტხანს ლოდინი არ შეიძლებოდა და ყოველგვარი შეთანხმების გარეშე შეიჭრა აფხაზეთში. ის დაეჭვდა, ღალატს ხომ არ უპირებდნენ რუსი და ქართველი ძალოვნები. შემდეგ გავრცელდა კიდეც ვერსია: მოლაპარაკება მიმდინარეობდა საქართველოს `რკინის მინისტრ~ თარგამაძესა და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრ გრიზლოვს შორის გელაევის რაზმის ლიკვიდაციის შესახებ. ეს ხდება მაშინ, როდესაც 11 სექტემბერს ნიუ-იორკში მოხდა გრანდიოზული ტერაქტი და რუსეთის პრეზიდენტმა ისე შეძლო შემოეტრიალებინა მსოფლიო საზოგადოების აზრი, რომ ხელ-ფეხი გაეხსნა, ემოქმედა ჩეჩნეთში ისე, როგორც ტერორისტულ სახელმწიფოში.

ვაინახი მეომრები
რ. გელაევი სოხუმისკენ მთების ბილიკებით მიიწევდა წინ, ვაკეში დასახლებულ პუნქტებში ჩასაფრებულ აფხაზებთან, უფრო სწორად, აფხაზეთში მცხოვრებ სომხებთან და ბერძნებთან უწევდა ბრძოლა. მოსახლეობისგან დაცლილი იყო სოფლები, პროდუქტს ვერ შოულობდნენ მებრძოლები, ტომრებიდან ფქვილს პირდაპირ პირში იყრიდნენ. შეტაკებებში, როგორც შემდეგ რეიდის მონაწილეები ყვებოდნენ, შუახნის მამაკაცები მონაწილეობდნენ. ჩეჩნებს დიდხანს წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ, სროლას ტეხდნენ და გარბოდნენ.

ომარ დუიშვილი
აფზახეთის ომის გმირი
„საველე მეთაურ გელაევს ქისტი მებრძოლები ახასიათებენ, როგორც არაჩვეულებრივ, გამბედავ, საზრიან და მზრუნველ მეთაურს, რომელიც ყოველთვის თავად იღებს მონაწილეობას დაზვერვაში, თავად ამოწმებს მოწოდებულ ინფორმაციებს, თავად ადგენს გეგმასა და უაღრესად ფრთხილად მოქმედებს, რომ ოპერაციის დროს ნაკლები დანაკარგები ჰქონდეს. ბრძოლაში პირველი შედიოდა და უკანასკნელი ტოვებდა ბრძოლის ველს. ტვირთს ისე ეზიდებოდა, როგორც რიგითი მებრძოლი, ჭამდა და სვამდა მათთან ერთად, ეძინა ძალიან ცოტა, სულ მოძრაობაში იყო და ყოველთვის ენერგიით სავსე, ყოველთვის ოპტიმისტი და შეეძლო იოლად ჩაენერგა მებრძოლებში გამარჯვების რწმენა“ (ხ. ხანგოშვილი, ქისტები, თბ., 2005 წ. ).
ჩეჩნურ-ქისტურ-ქართული რეიდის დროს აფხაზეთში დანაკარგი მინიმალური იყო. სულ დაიღუპა 14-15 მებრძოლი. ორი მებრძოლი, პროდუქტის საშოვნელად გასული, ერთ-ერთ სოფელში ჩარჩა და ტყვედ ჩავარდა, ორიც უფსკრულიდან გადაიჩეხა. ტრაგედია დატრიალდა სწორედ მაშინ, როდესაც სამშვიდობოზე იგულეს თავი: კოდორის ხეობაში დაბრუნებულებს პროდუქტიც დახვდათ, შვეულმფრენს ელოდნენ, რომელსაც დაჭრილები უნდა წაეყვანა. ამ დროს, საღამოს ჩრდილოეთიდან შემოფრინდა მზვერავი შვეულმფრენი, რომელიც მებრძოლებმა თავისიანად მიიღეს, მას მოჰყვა საბრძოლო შვეულმფრენები და რაკეტები დაუშინეს. მიუხედავად მეთაურის ბრძანებისა, რომ არავითარ შემთხვევაში ცეცხლი არ დაენთოთ, ჩეჩნურ-ქისტურ ჯგუფში ჩეჩენმა მებრძოლმა განაცხადა, ჩაის აუცილებლად დავლევო. და სწორედ ეს ჯგუფი აღმოჩნდა რუსების სამიზნე - დაიღუპა 4 ქისტი და 6 ჩეჩენი.

ხამზათ გელაევი და პანკისელები
- მანსურ კუშტანაშვილი და
მოვსარ აჭიშვილი (უკანა პლანზე)
კოდორის ხეობაში

ოპერაცია „კოდორი - 2001“
კიდევ ერთი რამ არის ამ ოპერაციაში საყურადღებო: სავარაუდოა, რომ რუსლან გელაევის ჩანაფიქრში ჩადებული იყო ასეთი რამ - ქართულ-აფხაზურ ომში ჩეჩენი დაქირავებული ბოევიკების ბრძოლამ აფხაზთა მხარეზე ბზარი გააჩინა უხსოვარი დროიდან მომდინარე ქართულ-ჩეჩნურ მეგობრულ, და-ძმურ ურთიერთობაში და ამის გამოსწორება სურდა. მან და ჩეჩენმა ლტოლვილებმა დაინახეს, რომ ჩეჩნებს ქართველებმა კავკასიაში ყველაზე ადრე გაუწოდეს მეგობრული ხელი მათი უბედურების ჟამს.
![]() |
4.19 ღირსების კოდექსი |
▲ზევით დაბრუნება |
„ვაჟკაცსა გული რკინისა,
აბჯარი თუნდაც ხისაო“.
ხალხური
„ქისტი კაცი, როგორც ამაყი მთის შვილი, ამაყია, პირდაპირი, თავისუფლებისმოყვარე. თავის სიამაყეს იგი ბოროტად არა ხმარობს - თავმოყვარეობას სხვას არ შეურყევს და არც თავისას დაათრგუნვინებს.
მისი სიამაყე იმდენად თავდაჭერილია, სულ უბრალო სამსახურს იკისრებს და თავს დასდებს ბოლომდე, სამსახურს და უფროსს არ უღალტებს თავის წონა ოქროზე, არ შეუძლია საქმეს, დავალებას უმუხთლოს, ხოლო თუ სიმართლემ არ გაუმართლა და დაისაჯა, მაშინ ყველაფერს იკისრებს.
არ არის ფარისეველი, პირმოთნე, მტერს მტრულად შეხვდება, მოყვარეს - ალერსიანად.
სიღარიბე რომ თავს ართმევდეს, მოსულ სტუმარს ის მაინც ღიმილით შეეგებება და დიდი პატივისცემით დაფაცურდება. თუ საჭმელი რამე სახლში არ აქვს, სოფლიდან იოლად გავა, მაგრამ არ დაიწუწუნებს, არ მოიჩივლებს სიღარიბეს.
რელიგიური ფანატიზმის ზეგავლენა ქისტებში საერთოდ არ არის. ქისტი ჯერ სისხლითა სცნობს, მერე შთამომავლობით, შემდეგ რჯულით. ამნაირი სიყვარულის წყურვილი მუდამ აქვს. საწყლის, დავრდომილის, უძლურის დიდი გულშემატკივარია. მდიდრისა და ძლიერის მოშურნე არ არის.
თუ ვინმემ აწყენინა სულ უბრალოდ, თავის სიცოცხლეში არ დაივიწყებს, ყველას შესჩივლებს, ნამეტნავად თავისიანებს.
ქისტები და მისი შთამომავლობა მტკიცედ ასრულებენ კანონს - „თვალი თვალის წილ - კბილი კბილის წილ“ - მანამ ხსენდებიან ქვეყანაზე.
თუ ვინმემ მოჰპარა, ან უსამართლოდ წაართვა, მანამ მაგიერს არ გადაუხდის, ჯავრი გახეთქავს.
ზედ მოსულ მტერს ზურგს არ შეაქცევს, ვაჟკაცურად შეეგებება, რომ შეუტევს, მაშინვე ხანჯალზე ხელს იტაცებს.
გაჯავრებული დინჯად რომ გელაპარაკებოდეს, მაშინაც მალ-მალე ხელი ხანჯლისკენ მიაქვს.
თავისი ხალხის ჭირსა და ვაებაში დიდი თანამგრძნობია, მაგრამ თუ სისხლი დაემართა, იმას არავის შეარჩენს ცოცხალი თავით.
სარწმუნოებრივი ფანატიზმის მიზეზით ძნელად ითვისებს საერთო ცივილიზაციას. ხალხის საერთო კულტურას ძალიან ჩამორჩენილია ყოველმხრივ.
... ხალხი აქ არც ისე შეუგნებელია და კერპი, იციან გაგონება, ყურის გდება, მამაცია და გაბედული, თუ ისევ მოლების ზეგავლენაში არ მოექცნენ, როგორც წინათ.
ხასიათიც ამაყი აქვთ, გულფიცხი, შეუპოვარი, მრისხანე, მაგრამ გულკეთილი, თავმოყვარე, სტუმრისათვის თავდადებული, ხათრიანი, მოკრძალებული, დაუზარელი, ზოგჯერ ცნობის მოყვარე, ზედგამოჭრილი ჩაჩნელია. როგორც ჩაჩნელი კაცი, ის ცოტა მკვეხარაა, არა სწყინს პირში ქება, დაჯერებულია, თუ დაუფიცებ, ცოტა რამეზე მადლობელიც გახდება და მომდურავიც.
ტანის სიმსუბუქე, ლაღი გული და სიცქვიტე ახალისებს ქისტს. ცხენის ჯირითზე - მხედრობაზე, კლდეში ნადირობაზე, ჯამბაზობაზე, მოსისხლეობა აქეზებს იარაღზე და შურისძიებაზე, ცნობისმოყვარეობა სწავლაზე და სხვ.“
მათე ალბუთაშვილის მიერ
ერთი საუკუნის წინ დაწერილი
საუკუნის განმავლობაში დიდად არაფერი შეცვლილა ქისტი კაცის ბუნებაში.
„გმირობას ჩადიან არა მხოლოდ მომატებული მამაცობის გამო, არამედ
ასე მოქცევის გააზრების შედეგად“
(ვეინახური ხალხური).

ჩეჩენი მამაკაცი
„როგორ ყალიბდება ადამიანი ვაჟკაცად, როგორ ხდება ქისტი „ყუანახი“ (ვაჟკაცი)? ის, ვინც იზრდება ტრადიციულ ქისტურ ოჯახში, ვინც მტკიცედ იცავს წინაპართა ადათწესებს, ზნე-ჩვეულებებს, ტრადიციებსა და იზრდება ქისტურ გარემოში, ის არასოდეს უღალატებს თავის ხალხს, არასოდეს გატეხს სიტყვას, წყენას არავის აპატიებს, ბოროტებას წინ აღუდგება, არ მოითმენს ტყუილსა და ფარისევლობას, შეიძულებს ლაჩრობასა და სულმოკლეობას.

სამშობლოს დამცველი ჩეჩენ არწივთა მართვეები
„ყუანახალ“ შეიცავს პატიოსნებას („სიი“), კეთილშობილებას („უეზდიელ“), ვაჟკაცობას („დუენალ“), მამაცობას („მეირალ“), სიამაყეს („იაჰხ“), სამართლიანობას („ნისხო“), ხელგაშლილობას („ქამერჩალ“) და სხვ. შეიძლება ყველა ეს თვი სება ჰქონდეს კაცს, მაგრამ თუ მასში არ არის თავისუფლების („მარშო“) სიყვარული, ღირსების გრძნობა, მაშინ იგი ვერ ჩაითვლება „ყუანახად“.

თავისუფლება უპირველეს ყოვლისა! - ესაა ყუანახის ლოზუნგი. მაღალ ფაფახსაც იმიტომ ატარებს ქისტი კაცი (ვაინახი), როგორც მაჩვენებელს იმისას, რომ მის ქუდს ზემოთ არა ვინაა, გარდა ღმერთისა. ეს ფაფახი არის სიმბოლო თავისუფლებისა.
„ყუანახის“ მთავარი მიზანია ალაჰის თაყვანისცემა, თავისი ხალხის სამსახური და სამშობლოს დაცვა. ხალხისათვის („ყამ“) და სამშობლოსათვის („დაიმოხქ“) თავდადება ვაჟკაცობის („ყუანახალ“) უმაღლესი გამოხატულებაა. ათასეული წლები ვაინახებმა მომხდურ მტერთან ბრძოლაში გაატარეს. თუ მტერი იმძლავრებდა, ტოვებდნენ ველ-მინდვრებს, მიუვალ მთებს შეეხიზნებოდნენ, ჩაიკეტებოდნენ ქისტურ წოწოლა კოშკებში („ბოუ“) და იქიდან ებრძოდნენ მტერს. როგორც კი დასუსტებულ მტერს ძლევდნენ, კვლავ ეშვებოდნენ ბარისკენ. სწორედ ასეთ ბრძოლებში იკვეთებოდნენ გმირი ყუანახები, მათ ზე ქმნიდა ხალხი მითებსა და ლეგენდებს, სიმღერებში („ილლი“) ხოტბას ასხამდნენ ხალხისთვის, სამშობლოსთვის თავდადებულ ვაჟკაცებს.

ქისტური წოწოლა კოშკები
„ყუანახი“ მზად უნდა იყოს ყოველ წამს სიკვდილისათვის, თუკი ამას მოითხოვს ხალხისა და სამშობლოს კეთილდღეობა. მარადიული არაფერია ამქვეყნად, სიცოცხლეც წარმავალია. ქის ტები იტყვიან: კი, მაგრამ რამდენი წელი უნდა იყო ამქვეყნად, ას წელზე მეტს იცოცხლებ? მეტს ხომ არა და რაღაც ასი წლის გამო ღირსებას როგორ უნდა შეელიოს კაცი! ამ ასი წლიდან ხომ ნახევარი სი ბერეში უნდა გაატაროს კაცმა, მიხრწნილ სიბერეზე საზიზღარი ამქვეყნად არაფერია და წადი იმ ქვეყნად ჯანმრთელი, ახალგაზრდა, ვალმოხდილი, დატოვე ვაჟკაცის სახელი და მარადიულად იცოცხლებ!
ქისტებში იტყვიან, ვაჟკაცმა სამი რამ უნდა გააკეთოს ღირსეულად: პირველი, როცა სახლიდან გადიხარ რაიმე საქმეზე, როცა იწყებ სამზადისს გასამგზავრებლად, პირველ რიგში სიკვდილის თვის მოემზადე, არც ერთმა ადამიანმა არ იცის, როდის დადგება სიკვდილის წამი. მეორე, როცა სხვის სახლში შედიხარ, პირველ რიგში თვალს გაუფრთხილდი, უნდა იცოდე, ვის შეხედო და რას შეხედო. მესამე, სანამ რამეს იტყვი, სანამ ვინ მეს რამეს შეჰპირდები, კარგად დაფიქრდი, შეგიძლია თუ არა სიტყვის შესრულება, სიტყვის გამტეხი კაცი არასდროს იქნება „ყუანახი“.
ქისტები ბავშვებს ასწავლიან წინაპრების საუკეთესო ტრადიციებს, ისტორიას თავისი ხალხისა. ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ 7 წინაპრის სახელი, გვარის (თეიფის) წარმომავლობა, გვარის პატრიარქთა გმირული წარსული. სწორედ ადათ-წესებითა და ტრადიციებზე აღზრდილი ახალგაზრდა ხდება „ყუანახი“, რომელიც პატივს სცემს და უყვარს თავისი ხალხის ისტორია და ასევე პატივისცემას ამჟღავნებს სხვა ხალხების, განსაკუთრებით მეზობელი ხალხის ისტორიის, ადათ-წესებისა და ზნე-ჩვეულებების მიმართ“.
ხასო ხანგოშვილი
„ქისტების ადათ-წესები“
![]() |
4.19.1 ძმადნაფიცობის ინსტიტუტი ქისტებში |
▲ზევით დაბრუნება |
„ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“.
ხალხური
ქისტებში განსაკუთრებით გავრცელებული იყო სხვა ეროვნების ახალგაზრდებთან დაძმობილება. ასეთი სახის ძმადგაფიცვა დიდ დატვირთვას იძენდა, რადგან ის ხელს უწყობდა ეროვნებების დაახლოებას. ძმადგაფიცვა ხდებოდა ქისტებსა და ფშავლებს შორის, ქისტებსა და თუშებს შორის, ქისტებსა და ხევსურებს შორის, ქისტებსა და ოსებს შორის, ქისტებსა და ლეკებს შორის, ქისტებსა და კახელებს შორის. ასეთი სახის დანათესავება მყარი და ხანგრძლივი იყო, ძმადნაფიცების გარდაცვალების შემდეგაც ნათესაობას აგრძელებდნენ მათი შვილები. ქისტებში დიდ პატივად ითვლებოდა მამის ძმადნაფიცის („დეე დოთაღ“) სტუმრობა, მამის ძმადნაფიცის შვილების სტუმრობა და ა.შ.
ძმად გაფიცვის სამი სახე არსებობდა ქისტებში: ფიცი მეგობრებისა და უფროსების თანდასწრებით; სისხლის შერევით (ერთმანეთს ხელებს უსერავდნენ და სისხლის წვეთებს ურევდნენ ერთმანეთში) და ერთი ფიალიდან რძის დალევით, რომელშიც ოქროს ბეჭედს აგდებდნენ (სიმბოლო - მეგობრობა არასდროს უნდა დაიჟანგოს). ერთ-ერთი ასეთი ცერემონიის შემდეგ ერთმანეთს იარაღს უცვლიდნენ, ერთმანეთს ასაჩუქრებდნენ და მართავდნენ ნადიმს ძმადგაფიცვის აღსანიშნავად.
ძმადგაფიცულები ვალდებულნი იყვნენ ალალ ძმებზე მეტად ჰყვარებოდათ ერთმანეთი, ძმებზე უფრო მტკიცედ დაეცვათ მოვალეობები არა მარტო ურთიერთშორის, არამედ მთელი ნათესავების მიმართ. ძმადგაფიცული ხდებოდა სრულუფლებიანი წევრი თეიფისა, რომლის წარმომადგენელიც იყო მისი ძმადნაფიცი და სარგებლობდა თეიფის წევრის სრული უფლებებით. ძმადნაფიცი სისხლის აღების ვალდებულებას იღებდა და, საჭიროების შემთხვევაში, თავიც უნდა შეეწირა. ერთი სიტყვით, ძმად გაფიცვის მომენტიდან ორივე მხარე კისრულობდა, შეესრულებინა ნამდვილი ნათესავების ტრადიციული მოვალეობები.
მე-20 ს. შუა ხანებში სოფ. ჯოყოლოში ცხოვრობდა ბადულ ცისკარიშვილი, განთქმული მოჭიდავე. როგორც გადმოგვცემენ, ტანმორჩილი კაცი იყო, მაგრამ ქართულ ჭიდაობაში ბადალი არ ჰყავდა, ყველა წონაში ჭიდაობდა (მაშინ აწონვა შემოსული არ იყო) და იმარჯვებდა კიდეც. ამ მოჭიდავეს ბიძა ავად გაუხდა, საჭირო იყო ოპერაციის გაკეთება, მაგრამ ბადულმა საჭირო თანხა ვერ იშოვა ქისტებში და თეთრწყლებში ხევსურ ძმადნაფიცს ეწვია, იქნებ ფული მიშოვოსო.
არც ხევსურები იყვნენ ქისტებზე მეტად შეძლებულები, ძმადნაფიცი მიდგა-მოდგა, მაგრამ უშედეგოდ და ძმადნაფიცები თელავში ჩავიდნენ. ხევსურმა აქაც მოინახულა მეგობარ-ნათესავები, მაგრამ საჭირო თანხა ვერ შეაგროვა. საღამოს სასადილოში შევიდნენ პურის საჭმელად, სადაც შენიშნეს მთვრალი რუსი ოფიცერი, რომელსაც დიდი თანხა ჰქონდა ხელზე (ფულის გადახდის დროს ჯიბიდან დაუდევრად ამოიღო მოზრდილი დასტა ფულისა). ბადულას ძმადნაფიცმა მეგობარს უთხრა, აქ დამიცადეო და გარეთ გასულ ოფიცერს გაჰყვა. ხევსურს ქისტიც უკან მიჰყვა. სამხედრო ლეგიონი მაშინ ქალაქისგან მოცილებული იყო, სამხედროთა დასახლებასა და ქალაქს შორის უკაცური ადგილი იყო და ხევსური ხანჯლით გადაუდგა რუს ოფიცერს და ფული მოსთხოვა. მთვრალი ოფიცერი არ შეეპუა და ამ ჭიდილში ხევსურმა მოკლა ოფიცერი, ფული ამოაცალა და გაეცალნენ.
ბადულამ ჩარევა ვერ მოასწრო, ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, მაგრამ ფული, რომელიც ძმადნაფიცმა მისცა, წამოიღო და ჯოყოლოში დაბრუნდა. იგი მკვლელობის ადგილზე, თუ უკან დაბრუნების დროს (ძმადნაფიცები მაშინვე გაიყარნენ) იცნეს და მეორე დღესვე დააპატიმრეს.
სამხილი (ფული) სახეზე იყო, ხელიც დაადეს და ბადულამაც აღიარა მკვლელობა, რომელიც სინამდვილეში არ ჩაუდენია. მან არ გაყიდა ძმადნაფიცი, რომელმაც მისი გულისთვის, მის დასახმარებლად ჩაიდინა მკვლელობა. მას დახვრეტა მიუსაჯეს და ამბობენ, განაჩენის აღსრულებასაც ვაჟკაცურად შეხვდაო.

ძმადგაფიცვის რიტუალი ამღაში ნახევარი საუკუნის შემდეგ - ძმად გაიფიცნენ
ხევსური იმედა ნაროზაული და ქისტი ომარ ხანგოშვილი
საკმაოდ მკაცრი, ვულგარული, დღევანდელი ზნეობრივ-მორალური თვალსაზრისით გაუგებარი საქციელია, მაგრამ ძმადნაფიცები ვალდებული იყვნენ, თავი გაეწირათ ერთმანეთისათვის და ბადულ ცისკარიშვილმაც ძმადნაფიცის ჩაშვებას თავის გაწირვა არჩია. ამ ამბავში მთავარია არა ზნეობრივ-მორალური მხარე, რაც ქისტებისა და ხევსურების წინაპრებისათვის მეორეხარისხოვანი იყო თარეშების დროს, არამედ მეგობრისათვის თავდადების იდეა.
თანამედროვე ქართველი მწერალი, ფილოლოგიის დოქტორი, გიგი ხორნაული მამის ძმადნაფიცის, ომალოელი რეზო ფარეულიძის შესახებ შემდეგ ისტორიას მოგვითხრობს:
„მე და ჩემი ძმა პატარები ვიყავით, როცა მამაჩემი დაიჭირეს. იმ დროს ყველას იჭერდნენ, ვინც კი საბჭოთა წყობილების შესახებ უკმაყოფილებას გამოხატავდა, თუნდაც სიტყვიერად. ცუდ დღეში ჩავვარდით, სოფელში (კაწალხევი, დუშეთის რაიონი) ყველას უჭირდა, ძლივს გაჰქონდათ თავი, ჩვენ პატარები ვიყავით, დედის შრომაზე დამოკიდებულები, ნახევრად მშივრები.
ერთ დილას, ჯერ კარგად გათენებულიც არ იყო, დედამ გაგვაღვიძა, ჩვენს ბუზღუნს ყურადღება არ მიაქცია, ქვეშაგებიდან გადმოგვიყვანა და ჩაცმა დაგვიწყო. როცა ვკითხეთ, სადმე ხომ არ მივდივართო, გვითხრა:
- მამათქვენის მეგობარი ქისტი მოვიდა, თავისთან პანკისში უნდა გადაგვიყვანოს, იქ ვიცხოვრებთ, სანამ მამათქვენი ციხიდან გამოვა.
ჩვენ გაგვიხარდა, ცხენებთან მოტრიალე მაღალ კაცს შევხედეთ, წვერ-ულვაშიანი იყო, თოფ-იარაღში ჩამჯდარი. იარაღიანი ბევრი გვენახა, მამასაც ჰქონდა ორი თოფი, მონადირე იყო და იღბლიანიც, მაგრამ ეს ქისტი სხვა იყო, ის იარაღში იჯდა, ისე შემოსალტოდა ტანზე, თითქოს შეზრდიაო. ღიმილით გადმოგვხედა, დიდ ხურჯინში აქეთ-იქით თვლებში ჩაგვსხა, სადავე დაიჭირა და წინ გაუძღვა ცხენს. დედა უკან მოგვყვებოდა.
ივრის სათავეებზე გადავედით, ღორღიანი ტბათანა გავიარეთ, წინაგორით ბაწარაში ჩავედით, მუწუსხევით ალაზანში გავედით და შეღამებულზე ომალოში (ქისტების ომალო) შევედით. გზაში ხშირად ვჩერდებოდით, რეზოს ხურჯინიდან ამოვყავდით ბავშვები და ხტუნაობას და სირბილს გვაიძულებდა.
ოჯახში ქისტები გულთბილად შეგვხვდნენ, დიდი და პატარა თავს გვევლებოდა. მამის ძმადნაფიცმა ქისტურად დარიგება მისცა ცოლ-შვილს, სანახავად მოსულ ბიძაშვილებს და გამომშვიდობებისას დედაჩემს უთხრა:
- რძალო, დღეიდან ეს შენი სახლია, არაფერი მოგაკლდება, რაც ჩემს ცოლ-შვილს აქვს, შენც გექნება. მე ხანდახან მოგაკითხავთ, ახლა წავალ, თორემ თუ მომისწრეს, ჩემი ძმის გვერდით დამსვამენ, - თქვა ეს და წავიდა.
წელიწადნახევარი ვიცხოვრეთ ომალოში. რეზო გავარდნილი იყო, ტყეს აფარებდა თავს. მამამ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ჩამოგვაკითხა“.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, დღესაც გიგი ხორნაული და რეზოს ძმისწული კარლო ფარეულიძე ნათესაობენ, ერთმანეთში მიმოსვლა აქვთ და მამათა კვალს მიჰყვებიან. გიგი ხორნაული, ხევსური ვაჟკაცი ჯერ კიდევ მხნედ არის, მართალია, თვალისჩინი დაკარგა, ვერაფერს ხედავს, მაგრამ სულით არ დაცემულა, ბედის უკუღმართობას არ დააჩაგვრინა თავი, ისევ ეწევა მეცნიერის უმადურ შრომას და დიდი ღვაწლი შეაქვს ქართული კულტურის განვითარების საქმეში.
![]() |
4.20 ქისტების თვითშეგნებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების პალიტრა |
▲ზევით დაბრუნება |
ვახუშტი ბატონიშვილის ისტორია გვამცნობს, რომ ძურძუკნი არიან თარგამოსის შთამომავალნი და ნათესავნი ქართველიანი:
ძურძუკოსი უწარჩინებულესი ძე იყო კავკასოსის - ქართლოსის ერთ-ერთი ძმის - გონიერი და გულოვანი…
როდესაც ხაზარები მოადგნენ ჩრდილო კავკასიას: „ესე ძურძუკოს ეზრახა ექვსთა ნათესავთა ძმათა… შველად რამე თუ ურთიერთ სიყვარულში იყვნენ…
გარდვიდნენ ქართლოსიანნი მთას აქეთით, და ერთობლივად სძლიეს მტერი, მოწყვიტეს და ჩაუკეტეს დარუბანდის კარი“, - ამის შემდგომ ხაზარები დიდი ხანი აღარ გამოჩენილან.

ვახუშტი ბატონიშვილი
თვით ყრმა ფარნავაზი კავკასიის მთებში ფხოვსა და ძურძუკეთში აფარებდა თავს ალექსანდრე მაკედონელის ექსპანსიის დროს, როდესაც მამა მისი და ბიძა მისი სამარა (რომელიც მცხეთის მამასახლისი იყო) მოიკლნენ აზოს მიერ…
ფარნავაზი კავკასიის მთიანეთიდან (ფხოვიდან და ძურძუკეთიდან) ფრიად გაწვრთნილი მონადირე და მეომარი ჩამოვიდა. მან ჩამოიტანა უცნობი სამხედრო ხელოვნება, მზის ენერგია და იხილა ღვთაებრივი სიზმარი, რომელიც არის მითი და ნათელხილვა, ანუ მომავალი ომის მისტერია…

მეფე ქუჯი
მხატვარი
გიორგი გეგეჭკორი
ფარნავაზმა და ქუჯიმ გაათავისუფლეს სამშობლო ურიცხვ ბარბაროსთაგან და შექმნეს პირველი გაერთიანებული ქართული სახელმწიფო: „ფარნავაზ განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა ქართლსა შინა თვინიერ ქართულის ენისა“…
ეს არის გენიალური მოვლენა! ქართულ ენაზე აღმოცენებული სახელმწიფო და ერი III საუკუნეში ჩვენს ერამდე…
და ამაში თავისი დიდი წვლილი ძურძუკებსაც მიუძღვით…
საქართველოს, ამ გლობალურ სივრცეში, ამ ურიცხვ ტომთა და რასათა, თუ სახელმწიფოთა გარემოცვაში ქისტებზე უკეთესი, ერთგული და გულშემატკივარი მეზობელი არ ჰყავს…
მათ და მხოლოდ მათ, ვეინახების სისხლსა და ჯიშს არ უღალატია საქართ ვე ლოს თვის…
მხოლოდ მათ შეუძლიათ ქართველთა მხარდაჭერა, ქართველებთან ერთად ბრძოლა საერთო ფატალური მტრის წინააღმდეგ ომში.
ქისტმა კარგად იცის, მისი რასის (ტომის) ტრაგიზმს რომ ემგვანება ქართველთა ბედისწერა…
იგი არასოდეს არის უმადური იმ მიწისა და რასის მიმართ, სადაც ცხოვრობს - იგი თვალისჩინივით უფრთხილდება პანკისის მიწა-წყალს, ბუნების ამ მშვენიერ მარგალიტს…
არც ერთ სააუგო, ზედმეტ სიტყვას არ ამბობენ ქართული სახელმწიფოს საზიანოდ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი რამ სწყინთ და სტკივათ…
ჩეჩენ-ინგუშებს ბევრი ზნეობრივი ადათი ძველთაგან გადმოჰყვა, ვიდრე ისლამი იქნებოდა მათი რელიგია.

კობა არაბული
პანკისელი ქისტები იგივე ქართველები არიან და ცოტა უკეთესებიც მე თუ მკითხავთ; მათი ქართულის ცოდნა, მათი პატივისცემა ქართული ტრადიციებისა და კულტურისადმი სრულიად უნიკალურია!
მათი სულიერი-შინაგანი სილამაზე, მათი გარეგნობა ძველ იბერიულ-კავკასიურია.
მათი პატივისცემა და სიმამაცე, მათი პატიოსნება და ღირსება, მათი სტუმარ-მასპინძლობა და უღალატობა - განუმეორებელია!
ჩვენ დავკარგეთ და ვკარგავთ ბევრ რამეს იმ უძველესი კავკასიური ტრადიციებიდან - ქისტებს არ დაუკარგავთ!
ახალგაზრდა ქისტი ვეინახი უფროსთან პაპიროსს არ მოწევს, სიტყვას არ შეუბ რუ ნებს, ფეხზე აუდგება… მათი ქალისადმი პატივისცემა - ნამუსის შენახვა - კავკასიურია, ჩვენი მთიელების ერთიანი მორალის ნაწილია…
ჩეჩენი (და არც ხევსური) მტრის ბავშვს ხელს არ დააკარებდა…, - წერს კობა არაბული თავის ერთ-ერთ სტატიაში „ქისტები და ჩვენ“.
ვფიქრობთ, პანკისელმა ქისტებმა პანკისის ხეობაში ცხოვრების ორასწლოვანი ისტორიით შეძლეს ამ მართლაც საოცარი და სანაქებო სიტყვების დამსახურება.
კითხულობ ამ სტრიქონებს და გული სიხარულით, სიყვარულითა და სითბოთი გევსება, შენს სამშობლოში თუნდაც ერთი ადამიანი რომ ფიქრობს შენს ხალხზე ასე, ეს უკვე დიდი გამარჯვებაა. კობა არაბული ქისტებისადმი ასეთი გულწრფელი და ღირსეული დამოკიდებულებით მარტო არ არის, საბედნიეროდ, ისინი ასე უ ლობითა და ათასეულობით არიან ამ და ლო ცვილ და მადლიან მიწაზე.

გიგი ხორნაული
მოვუსმინოთ მთის ხევისბერს გიგი ხორნაულს.
მოძმე ხალხისადმი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით არის დაწერილი გიგი ხორნაულის მოთხრობა „ქისტეთში“, სადაც მწერალი დაწვრილებით აღწერს თავისი და მეგობრების ნადირობას ვაინახების სამშობლოში, ქისტების შეუდარებელ სტუმარ-მასპინძლობას, ქართველებისადმი მათი მხრიდან გამოხატულ სიმპათიებს, ძმობისა და მეგობრობისათვის მათ მზადყოფნას.
სწორედ მოძმე და მეზობელი ქისტების ადათ-წესების, ტრადიციებისა და სისხლით დაწერილი ისტორიის კარგად ცოდნამ მისცა უფლება მწერალს შემდეგი სიტყვებით დაეტუქსა სანადიროდ ადევნებული „მეგობარი“.
„ - როგორ მოახერხე, რომ ქისტებზე - ჩეჩენ-ინგუშებზე, იმათ ვაჟკაცობაზე არაფერი გაგიგია?
- ვინა ბიჭო, ესენი? გინდა ჩემი ცენტრალით გამოვერიო და მთელი სოფელი წინ გამოვიყარო? (ამბობს ტახის მიერ შეშინებული მონადირე).
- აუჰ, შენთვის მართლაც ვერ უშველია ქალაქს... ესენი, შენ რომ იცოდე, თავის დროზე რუსის ჯარმაც კი ვერ გამოიყარა წინ..., ამათ შენისთანები კი არა, ნაპოლეონის წინააღმდეგობაში ნასახელარი გენერლები გამოიყარეს წინ... გვყავს კიდევ ერთი მწერალი ვაჟა-ფშაველა, იმისი პოემები რომ წაგეკითხა...“.
ასეთი სამართლიანი და შეუპოვარია მწერალი უღირსი მამულიშვილის მიმართ.
მოთხრობის დასასრულს კი ისევ უკომენტაროდ დავტოვებთ:
„მამაცმა ქისტებმა კლდიანი, მიხვეულ-მოხვეული გზა მართლაც რომ თავაწყვეტილი ჭენებით ჩამომაქროლეს. იქ მანქანა რაღაც გააჩერეს, ჩამაბარგეს, ცოტახანს საპატიო ესკორტივით მომაცილებდნენ, მერე ხელის ქნევით კიდევ ერთხელ დამემშვიდობნენ. უცებ შებრუნდნენ და არმხის ხეობაში გაუჩინარდნენ“.
![]()
არც ქართული პოეზიის დედოფალს ანა კალანდაძეს შეუქმნია უსაფუძვლოდ თავისი დიდებული პოეზიის ის ნიმუშები, სადაც ხოტბას ასხამს ქისტ ვაჟკაცებსა და ბერდედისათვის დასმულ კითხვაზე, რაისთვის აქებ ქისტებს ბერდედავ, პასუხსაც შესაბამისს იღებს: „ვაჟკაცებ იყვნესო“.
„ბერდედა ლელა წიკლაური, ღრმად მოხუცი, ბევრი ჭირ-ვარამ ნანახი ხევსურის დიაცი ქისტებს ხშირად ახსენებდა: ქისტსა ჰგავსო, იტყოდა ლამაზ, მოხდენილ კაცზე, - კი, მაგრამ ამდენი მტრობა რომ იყოო ქისტებსა და ხევსურებს შორის, მიწა რომ სავსე აქვთ ხევსურთა ძვლებითო და მაინც ვერაფრით გადავათქმევინეთ, ბერდედა თავს იკლავდა, ვაჟკაცები იყვნენო.. აქ იციან ვაჟკაცობის ფასი, თუნდაც მტერი იყოს...“ („ჩვენი სოფელი“, რეგიონული საზოგადოებრივი ჟურნალი, თბილისი, 2007).
ქისტები თავიანთი აზროვნებით, ცხოვრების წესით, სამშობლოსადმი გულწრფელი დამოკიდებულებით მუდამ ამტკიცებდნენ, რომ ისინი ამ ქვეყნის გამორჩეული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეები არიან. მთელი ორასი წლის განმავლობაში ქვეყნის ღალატი აზრადაც არ გაუვლიათ, ასეთი საშინელება მათ ჯანსაღ გონებაში, საკუთარი მენტალობიდან და ბუნებიდან გამომდინარე, არასოდეს მომწიფებულა. მზად არიან სიცოცხლის ბოლო წვეთამდე ემსახურონ ამ ქვეყანას და ეს არაერთხელ დაუმტკიცებიათ კიდეც.
ბევრჯერ იყო მცდელობა პანკისელი ქისტების პროვაკაციებზე წამოგებისა შინაური თუ გარეშე მტრის მხრიდან, ასეთი კი დღემდე ბევრი ჰყავთ თარგამოსიანებს: მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან ცოტანი (მათი პანკისში ცხოვრების 200 წლიან ისტორიაში 10 000 (ათი ათასზე) მეტი არასოდეს ყოფილან) არიან ამ ვეებერთელა სამყაროში, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო რუკაზე სრული წერტილიც კი არ არის მათი აღმნიშვნელი, მაინც უფორიაქებენ ბევრს ამღვრეულ გონებას, მაინც უკარგავენ მოსვენებას და, რაც მთავარია, არასოდეს გამოდიან ამ გაუგებრობიდან დამარცხებულები და ღირსებააყრილები - რადგანაც მათი ფესვები ჯანსაღი და ძლიერია, რადგანაც მათი გენეტიკური კოდი ზნეობრივ კოდექსზეა აგებული, რადგანაც მათ აკვნებთან დედები ნაღვლიან იავნანებს უმღეროდნენ და აგონებდნენ ჩვილობიდან: „ყელს შეგაბამ გულში გავლილ ტყვიას, ეს ის არის, რომ განგმირა მამა“, რადგან მათ მამები ყრმობაში ასწავლიდნენ, რომ „მონა, ვინც არ იბრძვის მონობიდან უღლის დასახსნელად, იმსახურებს ორმაგ მონობას“ (ჯ. დუდაევი), რადგანაც უკვე ყმაწვილობაში იცოდნენ, რომ მათ ერთი გზა აქვთ - „სიკვდილი ან თავისუფლება“ (ჩეჩნური ჰიმნი), რადგანაც მათ გმირმა წინაპრებმა ანდერძად დაუტოვეს მშობელ დედასავით გაფრთხილებოდნენ იმ მიწას, რომელზეც მყარად უდგათ ფეხი, რადგანაც მამებმა ასწავლეს, რომ სიცოცხლის ბოლო წვეთამდე უნდა იბრძოლონ ამ ქვეყნის თითოეული გოჯისთვის, რადგანაც დედებმა გზა დაულოცეს თავისუფლებისა და ღირსების სადარაჯოზე...

პანკისის ხეობაში დასახლების პირველივე დღიდან საკუთარი ცხოვრების წესით არაერთხელ დაამტკიცეს ქვეყნის ერთგულება, სანდოობა და უღალატობა.
და აი, დღემდე დგანან დევკაცებივით პანკისის თავში, ბევრ გამოცდას, ბევრ ქარტეხილებსა და იმედგაცრუებას გაუძლეს, ბევრჯერ იარეს ბეწვის ხიდზე, ბევრჯერ შეახოცეს ხელები, ბევრჯერ ატკინეს გული, ბევრჯერ გახდნენ უსამართლობის მსხვერპლნი და მაინც არ გატყდნენ გმირი კავკასოსის შთამომავლები.
მათ მაინც ვერ ათქმევინეს ერთი აუგიანი სიტყვაც კი იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც საკუთარივით მიიღო და გულში ჩაიკრა, ვერ წამოაგეს მაღალი დონის პროვოკაციებზეც კი, ვერ წაართვეს სამშობლო, რადგანაც ძალიან კარგად იციან, ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, როგორ მოვიდნენ, დღეს სად დგანან და მომავალში სად უნდა დადგნენ!
ისინი უშიშრად დგანან ქართული სახელმწიფოებრიობის სადარაჯოზე, ღირსეულად იცავენ სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, ყველას ახსენებენ, რომ საქართველო მის იურისდიქციაში შემავალი პანკისის ხეობიდან იწყება და, შესაბამისად, ქისტები კანონმორჩილი და საუკეთესო მოქალაქეები არიან ამ ქვეყნისა. საჭიროების შემთხვევაში, მტერს მედგრად ხვდებიან წინაპართა ლოზუნგით: „ჩვენა არ გავტყდებით, არ ვიტირებთ, არ დავივიწყებთ“! ცოცხალი მაგალითები არიან იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო, როგორ უნდა ფლობდე მის სახელმწიფო ენას და როგორ უნდა ემსახურო ღირსეულად და მუხლჩაუხრელად და, ამავე დროს, არ უნდა დაივიწყო საკუთარი, არ უნდა მოწყდე გენეტიკურ ფესვებს.
დიახ, ასეთები, სწორედ ასეთები არიან ქისტები და ასეთია მათი თვითშეგნებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების პალიტრა.
![]() |
4.21 პანკისის ხეობაში ქისტების ორასწლოვანი ცხოვრების მრავალმხრივი ასპექტები |
▲ზევით დაბრუნება |
პანკისის ხეობაში ქისტების ცხოვრების ორასწლოვანი ისტორია თავისებური ვექტორებითა და მრავალმხრივი ასპექტებით ხასითდება: პირველი და უმთავრესი იყო და არის მათი დამოკიდებულება იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც ისინი ღვიძლი შვილებივით მიიღო და თავისი კალთის ქვეშ შეიფარა, რა თქმა უნდა, არ დაუკარგავთ მათი გენეტიკური ფესვები და კავშირები წინაპართა სამშობლოსთან. „სამშობლო, როგორც უფალი ერთია ქვეყანაზედა“, - მღერიან საქართველოში და ყველა დაუფიქრებლად ვეთანხმებით ამ აქსიომად ქცეულ ფრაზას, თუმცა, ცოტას თუ უფიქრია, რომ მილიონობით ადამიანს ვართმევთ ისტორიულ სამშობლოს: რას ვეუბნებით თურქეთში მცხოვრებ ლაზებს, ირანში მცხოვრებ ფერეიდნელებსა და ბევრ სხვას, რომლებიც დღემდე იტანჯებიან ისტორიული სამშობლოს ნოსტალგიით, რომლებიც საუკუნეების წინ სამშობლოდან წაღებულ მიწას იზოგავენ, რომ სიკვდილის შემდეგ გულზე დააყარონ...

ქისტებიც ასეთ განსაკუთრებულ ყოფას გვაზიარა ბედისწერამ, ჩვენი აზრით, უფალმა გამოგვარჩია კიდეც, რომ ორი სამშობლო გვარგუნა, ორი მშობლიური ენა გვაჩუქა. ჩვენ ენების გრაფაში ვწერთ ქართული-მშობლიური და ჩეჩნური-მშობლიური და ამით ვამაყობთ. დღეს ისტორიულ სამშობლოში ქართველ ჩეჩნებს გვეძახიან და სულაც არ გვწყინს, დიახაც, ქართველებიც ვართ და ყველაზე ჭეშმარიტი ჩეჩნებიც, სწორედ ეს არის ჩვენი სიმდიდრე... ადვილი სულაც არ ყოფილა უცხო გარემოში დამკვიდრება, თანაც ისე, რომ საკუთარიც არ დაგვეკარგა და არც ახალი მიგვეღო ხელაღებით. ქისტებმა შეძლეს ოქროს შუალედის გამონახვა და წარმატებით ეზიარნენ ორი ქვეყნის კულტურასა და ყოფას.
უპირველესი და მთავარი: უნდა იცოდე, ვინ ხარ, საიდან მოხვედი, ახლა სად დგახარ, და მომავალში სად დადგები... საბედნიეროდ, ქისტებმა იციან, ვინ არიან, ვისი გორისანი არიან, საიდან მოვიდნენ. თითოეული მათგანისთვის, განსაკუთრებით მამრობითი სქესის წარმომადგენლისათვის აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რომელ თეიფსა (გვარი) და თუხუმს (ტომი) მიეკუთვნება და მინიმუმ 7 პაპის ვინაობა. აქ არის კიდევ ერთი ნიუანსი, მიუხედავად იმისა, რომ ისლამი არ კრძალავს ნათესაურ კავშირებს, ვაინახებს მკაცრად ევალებათ ამ კავშირების დაცვა და 7 პაპამდე ითვლება ნათესაობა. სხვათაშორის, ფიცის დროსაც შვიდივე პაპას იფიცებენ, წყევლის დროსაც (შენს შვიდივე პაპას მიაკვდეს ძაღლი ან ღორი)...ერთი სიტყვით, შვიდიანი საკრალური რიცხვია ვაინახებისათვის.

მაგალითად მოვიყვანთ პანკისის ხეობაში პირველი მოსახლის დუი დიშნელის გენეალოგიურ სქემას (გვ. 208-211).
ვაინახები (ჩეჩნები, ინგუშები და ქისტები) საუკუნეების მიღმეთიდან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ საკუთარ მსოფლმხედველობას, გენეტიკასა და გარეგნობას.
ყურადსაღები ნიუანსი მამაკაცის ფიზიკური აღნაგობისა იყო სიგამხდრე, რომელსაც ვაინახები მუდმივად დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ვიწრო წელი, ფართო გულმკერდი, სიხმელე აუცილებელი ატრიბუტია „ყუანახისა“ (ვაჟკაცისა), რადგან ბრძოლაში ის მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს. ქართველი პოეტებიც კი ხაზს უსვამენ თავიანთ პოეზიაში ქისტი გმირისთვის დამახასითებელ ამ თვისებას. ცნობილი პოეტი, მურღვა არდოტელი, თავის ერთ-ერთ ლექსში მიმართავს ჩეჩნებს:
„მეც თქვენთან ვიბრძოლებ, თუ ფხია დაგჭირდათ,
ჩეჩენო ბიჭებო, არ დათმოთ მელხისტი!
მამულის დაცვაში მტერი რას დაგჭრიდათ,
ბრძოლაში მგელია, მგელივით ხმელ ქისტი“.
2018 წლის აგვისტოს თვეში მოსკოვის ციხეში წამებით მოკლეს შურისმაძიებელი ჩეჩენი გმირი, იუსუბ ჰაჯი თემირხანოვი, ვინც რუსეთის დედაქალაქის ცენტრში დღისით, მზისით, სიცოცხლეს გამოასალმა რუსი გენერალი, რომელმაც ჯერ გააუპატიურა და შემდეგ ცოცხლად დამარხა 18 წლის ჩეჩენი გოგონა ელზა კუმგანოვა. რუსი სამართალდმცავების მიერ მისჯილი სასაცილო 5 წელი ბოლომდე არც მოუხდია, რადგან ვადამდე ადრე გათავისუფლდა და ვითომცდა აქ არაფერიაო, მშვიდად დასეირნობდა მოსკოვის ქუჩებში. როდესაც იუსუბს სასამართლო პროცესზე ჰკითხეს, თუ რატომ მოიქცა ასე, ის ხომ არც იცნობდა ელზა კუმგანოვას, თანაც მშვენივრად იცოდა, რომ უარს ამბობდა დიდ პროფესიულ კარიერასა და თავისუფალ ცხოვრებაზეც, იუსუბის პასუხი მოკლე და კონკრეტული იყო: „მე ჩეჩენი ვარ“.
ზღვა ხალხი შეიყარა იუსუბის გასვენებაზე, სამძიმარზე მთელი კავკასიიდან მომავალი ხალხის კოლონები არ წყდებოდა... ჩეჩნებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათთვის ღირსებასა და ზნეობრივ პრინციპზე მაღლა, უფლის გარდა, არავინ და არაფერი არ დგას. სწორედ წინაპართა ამ პრინციპებით ცხოვრობდნენ პანკისელი ქისტებიც, მათთვის ამოსავალი წერტილი იყო ვაჟკაცობა და ღირსება. საარაკო ვაჟკაცობის მაგალითებს ჰყვებიან პანკისელ ქის ტებზე. არაფერს ვამბობთ ისეთ ცნობილ ვაჟკაცებზე, როგორებიც იყვნენ: დუი დიშნელი, ჯოყოლა მაისტელი, ალხა ხილდიხ როელი, გებიშ ჰაჯი, ბათაყა ცათიაშვილი და მისი ძმები, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქისტ შეფიცულთა დიდი რაზმი, ბორჩაშვილების გვარის წარმომადგენლები, შურისმაძიებლები კანეი და იბრაჰიმი და ასობით და ათასობით ვაჟკაცები, რომელთა გვარ-სახელები სამწუხაროდ ისტორიამ ვერ შემოინახა, მაგრამ დარჩა ლეგენდები მათ მამაცობასა და გულადობაზე, ქედუდრეკელობასა და ღირსებაზე, რომელსაც ისინი არა ფერზე არ ცვლიდნენ. უშიშარ იყვნენ, ვითარც უხორცონი და გული სიამაყით ჰქონდათ სავსე.
ხანგოშვილების გვარის გენეალოგიური სქემა

დუის შვილიშვილები, რომლებიც დაეწერნენ დუიშვილებად



P.S. ხანგოშვილების გვარს ასევე მიეკუთვნებიან
ალდამოვებიც, რომლებიც დუის შვილიშვილის,
მოჩიგას შთამომავლები არიან.
ქისტები არავის პატიობდნენ თავის სისხლს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მკვლელობა განზრახ იყო ჩადენილი. ვენდეტის პრინციპები უმკაცრესად სჯიდა მკვლელს, მაგრამ თუ ეს შემთხვევითობა იყო, ყოველთვის ხდებოდა სისხლის პატიება და შერიგება.

საი მარგოშვილი და ბააზი ხანგოშვილი
გადაღებულია 1917 წელს
სწორედ ქისტების ღირსეულად განვლილმა გზამ და ცხოვრების წესმა უბიძგა ქართველ მწერლებსა და პოეტებს ასეთი საოცარი საგა შეექმნათ, ქისტების მამაცობისა და ღირსების საგა.
ქისტები, წინაპრების მსგავსად, ყოველთვის გამოირჩეოდნენ იარაღისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ლტოლვით. მამრობითი სქესის უმეტესობა ფლობდა და ფლობს იარაღის ხმარების საუცხოო და მაღალ ხერხებს. ქისტებს ასეთი ტრადიცია ჰქონდათ: როცა ვაჟი ერთი წლის გახდებოდა, დასვამდნენ ხალიჩაზე, ერთ მხარეს დანას დაუდებდნენ, ხოლო მეორე მხარეს პურის ნატეხს, თუ ბავშვი პურისკენ გაიწევდა, ეს ნამდვილი ტრაგედია იყო.
თუ გსურს, რომ ქისტურ საზოგადოებაში თავი დაიმკვიდრო და პატივისცემა დაიმსახურო, უნდა დაიცვა ყველა ის მთავარი წესი და ადათი, რასაც ზნეობისა და ღირსების კოდექსი მოითხოვს. აქ უმთავრესია „უეზდიელ“, რაც, პირველ რიგში, თავის თავში გულისხმობს უფროს-უმცროსობის ტრადიციას. მოხუცი არის ყველაზე პატივსაცემი და დასაფასებელი ქისტურ საზოგადოებაში, როცა მოხუცი შემოდის, ყველა დიდ-პატარიანად ფეხზე დგება, როცა მოხუცი გზაზე მოდის, ახალგაზრდა ჩერდება გზის მარცხენა მხარეს და გზას უთმობს მოხუცს, სანამ ის არ გაივლის და მადლობას არ გადაუხდის პატივისცემისთვის. ახალგაზრდა არასოდეს შემოვა სოფელში ცხენდაცხენ, თუ ეს მოხდა და გზაზე მოხუცს შენიშნავს, მაშინვე ჩამოიქვეითდება, ცხენს ლაგამით გააჩერებს და ასე გამოხატავს პატივისცემას. უმცროსი არასოდეს მოწევს სიგარეტს უფროსის თანდასწრებით და არც სასმელს დალევს. უმცროსი არასოდეს გაუსწრებს წინ უფროსს და არც გზას გადაუკვეთავს, ეს დიდ სირცხვილად ითვლება. როცა ქალი და მამაკაცი ერთად მიდიან, წინ ყოველთვის მამაკაცი მიდის, რადგანაც იღებს ქალის უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებას. ეს ის მცირე ნიუანსებია, რომელთა დაცვა ყველა ქისტს მოეთხოვება.
ქისტებს აქვთ ერთი გამორჩეული თვისება, მათთვის ყველაზე ძვირფასია მშობლების პატივისცემა, განსაკუთრებით ასაკოვანი მშობლებისა, ისინი ხელისგულზე ატარებენ სანუკვარ დედ-მამას, აქ რელიგიაც ეხმარებათ, რადგან ისლამში მშობლების მიმართ დამოკიდებულება უმაღლეს მწვერვალზეა აყვანილი, არის ასეთი დოგმა, რომ „შვილის სამოთხე დედის ფეხქვეშ არისო“, დედის დალოცვის გარეშე შვილს ომში წასვლის უფლებაც კი არ აქვს. ჩეჩენთა სინამდვილეში მსგავსად კლასობრივი დიფერენციის არ არსებობისა, არასოდეს უარსებია მოხუცთა თავშესაფრებსა და სახლებს. მშობლის ამისთვის გამეტება უდიდეს სირცხვილად და უპატიებელ დანაშაულად ითვლება, უშვილო და უპატრონო მოხუცს მთელი სანათესაო და გვარი პატრონობს. ასევე არ ხდება ობლის „გასხვისება“, რო დესაც 2000 წელს საქართველოში უამრავი ჩეჩენი ლტოლვილი და ომის შედეგად დაობლებული ბავშვი შემოვიდა, ბევრმა ქართველმა მოისურვა ჩეჩენი ობოლი ბავშვების შვილად აყვანა, მაგრამ მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ამის მოსურნე ერთი ადამიანიც არ აღმოჩნდა, მთელი ერი კოლექტიურად უვლიდა ობლად დარჩენილ ბავშვებს. აქვე იმასაც დავამატებთ, რომ ქისტები შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებსა და სულით ავადმყოფებს თავად უვლიან და მთელ ერს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ასეთი ადამიანების მიმართ.

ვაინახურ სა ზოგადოებაში განსაკუთრებულ ადგილს იჭერდა და დღესაც იჭერს ქისტების დამოკიდებულება ქალისადმი, გამორჩეულია დედის კულტი, ამაზე უკვე ვისაუბრეთ და აღარ გავიმეორებთ, მხოლოდ ერთ ასპექტს გამოვყოფთ იმის დასამტკიცებლად, თუ როგორ სცემენ ქისტები პატივს ქალს. ქისტების პანკისის ხეობაში ორას-წლოვანი ცხოვრების მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა ქალის გაუპატიურებისა, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, რომელიც განპირობებული იყო ოჯახის შექმნის მიზნით (როდესაც ქალი და ქალის მხარე უარზეა, ბიჭები იტაცებენ ქალიშვილს და მიჰყავთ შორს, რადგან ქალი ამ ყოველივეს მერე იშვიათად უბრუნდება მამის სახლს).
ქალის მკვლელობა უდიდეს ცოდვად ითვლება და მკვლელი ორმაგ საფასურს იხდიდა.
სამწუხაროდ, არის მცდარი წარმოდგენა ვაინახურ საზოგადოებაში ქალის და პანკისელი ქისტები. შუაში - სახათა გაურგაშვილი ჩაგრულობის შესახებ, თუმცა, ჯერ კიდევ ალ. ყაზბეგმა და დიდმა ვაჟამ დაამტკიცეს საპირისპირო, რომ ვაინახებმა ქალის გამორჩეული პატივისცემა იციან.
ქისტმა ქალებმა პანკისის ისტორიაში არაერთხელ დაამტკიცეს, რომ დიახაც დემოკრატი ქალები არიან და საკუთარი თავის დაცვა შეუძლიათ.

ქისტი ქალები
ქისტებში მკაცრად იკრძალება სრულწლოვანებამდე ქალიშვილის გათხოვება და ამ წესს იცავენ კიდეც. იკრძალება ქალიშვილებში და საერთოდ ქალებში თავისუფალი ჩაცმის სტილი, ქალი ქალს უნდა ჰგავდეს და კაცი კაცს; ქალს ასევე ეკრძალება სასმელით თრობა და სიგარეტის მოწევა, შეყვარებულებს შორის ფამილიარული დამოკიდებულება ღიად. ზოგიერთს ეს შეზღუდვები შეიძლება დაჩაგრულობად მიაჩნდეს, მაგრამ საუკუნებმა აჩვენეს, რომ სწორედ ამ ცხოვრების წესმა და კოდექსმა მოიყვანა ასე ღირსეულად დღემდე ქისტური საზოგადოება.
ქისტურ თემში მკაცრად ისჯება სხვა ორიენტაციისადმი მიდრეკილება, ასეთი ადამიანის ადგილი ამ საზოგადებაში არ არის. ქისტებს მშვენივრად ესმით, რომ ზოგ შემთხვევაში ეს დაავადებაა და ამას გვერდს ვერ აუვლიან, მაგრამ ასეთებმა უნდა და მალონ თავიანთი ორიენტაცია და სხვებს თავს არ უნდა მოახვიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ქმედება მკაცრად დასჯადია. პანკისის ქისტურ ისტორიაში და მათ წინაპართა სამშობლოში დიდ ყურადღებას აქცევენ ტრადიციულ ჩაცმულობას და ამაყობენ ამით.

ქისტი ქალები მანდილის ტარების ტრადიციითაც გამოირჩევიან და ღირსეულად იმკვიდრებენ მანდილოსნის სახელს გამორჩეულ ფიზიკურ მონაცემებთან ერთად. ქისტი ქალის დახასიათება ასეთია: მა ღალი, თხელი, თეთრი პირისახე, ოქროსფერი თმები და ზღვის ფერი თვალები (უმეტეს შემთხვევაში), ამაყი გამოხედვა, კდემამოსილება და მოკრძალება, რაც ასე ამშვენებს ისედაც მშვენიერ ქისტის ასულებს. ბევრს უთქვამს, რომ ქისტ ქალებს მათი განსაკუთრებული სილამაზის გამო ყოველთვის გამოარჩევენ სხვა ქალებში... ერთმა თბილისელმა კაცმა ასეთი რამ თქვა: „ახმეტაში რომ ჩავდიოდი, სპეციალურად მივდიოდი აგრარულ ბაზარში, სადაც ქისტი ქალები ყოველთვის მრავლად იყვნენ, მათი ყურებით ვტკბებოდი, თითქოს რძისგან და სისხლისგან იყო მოზელილი მათი პირისახე, ასეთი მასიური სილამაზე მსოფლიოს არც ერთ ერში არ არის“.

ქალიშვილებს დედები აკვნიდანვე ასწავლიან, რომ ქალისათვის ყველაზე მთავარი პატიოსნებაა, ისე უნდა იცხოვრონ, რომ მათ გამო საზოგადოების მხრიდან გასაკიცხი არ გახდნენ, მათი მამა-ძმები და გვარის წევრები.
ქისტ ქალებს ეკრძალებათ სხვა ეროვნებაზე გათხოვება, რა თქმა უნდა, ეს დიდ დისკომფორტს უქმნის ქისტ ქალებზე შეყვარებულ სხვა ეროვნების წარმომადგენელ ვაჟებსა და თვით ქალებსაც, მაგრამ იშვიათი გამონაკლისების გარდა, ქალები ამ ტრადიციის ერთგულები რჩებიან.
ქისტები ყოველთვის გამოირჩეოდნენ, როგორც საუკეთესო მხედრები და კახეთის მასშტაბით გამართულ დოღებსა და შეჯიბრებებში პირველობას არავის უთმობდნენ. ორი-სამი წლის წინ საქართველოს მასშტაბით გამართულ შეჯიბრში ქისტებმა პირველი, მეორე და მეოთხე ადგილი არავის დაუთმეს. ბავშვობიდანვე ავლენენ განსაკუთრებულ სიყვარულს სპორტის ამ სახეობასა და მისი მთავარი ატრიბუტის ცხენის მიმართ. ეს ქისტების ყველაზე საყვარელი ცხოველია და დიდი რუდუნებითა და სიყვარულით ზრდიან და წვრთნიან კიდეც.
განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ ქისტებს მეზობლებთან, მშვენივრად ესმით და ეთანხმებიან ქართულ ანდაზას: „ცუდი მეზობლის ჭირიმე, კარგი რაღა იქნებაო“. ხშირი იყო და არის ძმადგაფიცვის ტრადიციები მეზობლებთან.
ქისტები ბუნებით ძალიან ჰუმანური ხალხია, ამას მოწმობს მათი დამოკიდებულება ბუნებისა და გარეული ცხოველების მიმართ. პანკისის ხეობამ არაერთი განთქმული მონადირე აღზარდა.

წინაპართა სამშობლო
ასეთია ქისტების ღირსებით, ერთგულებითა და ვაჟკაცობით აღსავსე ორასწლოვანი ისტორიის მრავალმხრივი განზომილებები.
და, რაც მთავარია, პანკისის ხეობაში ქისტების ბოლო 200-წლოვანმა ცხოვრებამ ნათლად აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, მათ წიპართა მიწაზე ცხოვრება და საფლავები არ ეღირსათ, არ დაკარგეს თვითმყოფადობა, ენა, სარწმუნოება, ადათ-წესები; იმავდროულად, უერთგულეს იმ მიწასა და ხალხს, ვინც საკუთარივით მიიღო და გულის კარი გაუღო, ანდო სამშობლოს საზღვარი - ჩრდილოეთის მნიშვნელოვანი კარიბჭე და, რაც მთავარია, არც საქართველოში უღალატეს მათთვის უმთავრესს - ღირსებას.
![]() |
5 ფოტოქრონიკა |
▲ზევით დაბრუნება |
„ფოტოგრაფია არის ისტორია, რომლის გადმოცემაც
მე სიტყვებით ვერ შევძელი“.
დესტინ სპარკსი
![]()
წინაპართა სამშობლო

![]()





![]()
![]()








![]() |
5.1 პანკისის ხეობის პეიზაჟები |
▲ზევით დაბრუნება |



![]() |
6 პანკისის რეალური ისტორიები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 მახამღაზ ხანგოშვილის უბის წიგნაკიდან |
▲ზევით დაბრუნება |
ასე ფიქრობდნენ ჩვენი მამები, პაპები, მათი პაპები, პაპის პაპები და ა.შ., რაც დედამიწაზე კავკასია და კავკასიური ურთიერთობები, გენეტიკურად ყველაზე მონათესავე ერები, ვაინახები და ქართველები, გაჩნდნენ. ასე ვფიქრობთ ჩვენც და დიდი იმედი გვაქვს, მიუხედავად დღეს არსებული რთული ვითარებისა და გლობალური გამოწვევებისა, ასე იფიქრებენ ჩვენი შვილები, მათი შვილები, შვილთაშვილები და ასე უსასრულოდ გაგრძელდება ეს უფლის მიერ ხელდებული და დაცული ძმობისა და მეგობრობის უიშვიათესი მაგალითები, რომელსაც ქართულ-ქისტური კავშირები ჰქვია.
ამის ნათელი დადასტურებაა პანკისელი ქისტის, პანკისის ხეობის პირველი მოსახლის, დუი ციცხაშაშვილის შვილთაშვილის, მახამღაზ ხანგოშვილის ჩანაწერები, რომლებსაც ის სიცოცხლის ბოლომდე აკეთებდა.
გთავაზობთ უცვლელად:

„ჩვენ, ქისტების ექვსი გვარი, 1826 წლიდან ვცხოვრობთ საქართველოს მიწა-წყალზე, ჩვენ ვართ სტუმრები ქართველი ხალხის, ჩვენ შეგვინახა, გვიმასპინძლა, გვიპატრონა ქართველმა ხალხმა.

ქართველი ხალხი არის ვაჟკაცი ხალხი, სტუმართმოყვარე ხალხი, სტუმრის შემნახველი ხალხი. ქართველი ხალხი სტუმარს იღებს, როგორც თავიანთ დედ-მამას, გი მას პინძლებენ კარგად“.
„იმ წუთას გაშლიან სუფრას, რომელიც ზოგჯერ ერთი კვირაც კი გრძელდება, სანამ სტუმარი წავა მანამდე, ქართველის წესი და კანონი ასეთი არის. მე მგონია, სტუმართმოყვარეობით ქართველ ხალხს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავიათ.

ქართველებმა ჩვენ, ქისტები შეგვინახა, ოთხი სოფელი, ათასზე მეტი კომლი 1826 წლიდან 1974 (ეს ჩანაწერი გაკეთებულია 1974 წელს - მ.ხ.) წლამდე. აი, სტუმრის შენახვა ეს არის, განა ერთი და ორი კაცი, ათასზე მეტი კომლი თავიანთ მიწა-წყალზე. აი, ამას ქვია სტუმრის შენახვა და პატივისცემა“.

„ჩვენ, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტებს, ფშავლებსა და ოსებს, 1927 წლამდე ერთმანეთთან არ გვქონდა კარგი ურთიერთობა, ხდებოდა სისხლის აღება, დარტყმები, ქურდობა და გლეჯვაც. ახლა საბედნიეროდ კარგად ვართ, ძალიან მოჭკვიანებულები ვართ, ახლა ამ ჩვენმა ოქრო მთავრობამ მოგვაჭკვიანა. ჩვენ სულ ყველა ხალხისთვის, წინათ, ნიკოლოს (ნიკოლოზის მეფობის დროს - მ.ხ.) დროს გათენება არ იყო, სულ ღამე იყო, თითო ოროლა კაცისთვის თენდებოდა მხოლოდ, ისინი იყვნენ ბატონები, მთელი მიწა, ტყე მათი იყო, გლეხები მათი მოჯამაგირეები იყვნენ.
აქამდე ნიკოლოს მთავრობა რომ ყოფილიყო, ნახევარი ჩვენი ხალხისა ცოცხალი არ იქნებოდა. დღევანდელი მთავრობა არის სუფთად ოქროს მთავრობა. ახლა ჩვენ პანკისში მცხოვრები ხალხი 1930 წლიდან მოჭკვიანებულები ვართ“.
„ჩვენ როგორც აქ ვართ, საქართველოში, სხვების მიწა-წყალზე, რომ ვყოფილიყავით დღეს აქ არ ვიქნებოდით, რატომ? როცა ჩვენი ხალხი 1944 წელს გადაასახლეს, ჩვენ აქ ქართველებმა გადაგვარჩინეს, განა არ იცოდნენ ქართველებმა, რომ ქისტები იგივე ჩეჩნები და ინგუშები იყვნენ, ერთი ნაციის ხალხი, ერთი რჯულის, ერთ ენაზე მოსაუბრე, განა არ იცოდა ქართველმა ხალხმა ჩვენ ვინა ვართ, მაგრამ მაინც დაგვტოვა თავის მიწა-წყალზე, ჩაგვთვალა თავის სტუმრებად და ჩვენ ეს კარგად ვიცით“.

„ქართველი ხალხი და ჩეჩენი ხალხი, როგორც მე ვფიქრობ, როგორც მე მგონია, ამ ფაქტებით ერთი სისხლის ხალხი არიან. სამხედროში, რომ იყოს, ერთ ლაგერში (ე.ი. ბანაკში) ათი ნაციის ხალხი, იმ ხალხში ერთი ჩეჩენი და ერთი ქართველიც თუ იქნება, როგორც კი ერთმანეთს დაინახავენ, იმ წუთას ამხანაგები გახდებიან, საცა ერთი მოკვდება, იქ მეორეც მოკვდება, ერთიც და მეორეც ერთად შეჭამს თუ გინდ ციხეში იყოს, თუ გინდ გარეთ, თუ გინდა „გოროდში“ (ე.ი ქალაქში) იყოს, თუ გინდა სოფელში, თუ გინდ გზაში. სადაც არ უნდა შეხვდნენ ამხანაგები იქნებიან“.

„ქართველ ხალხზე გამოდის კაი ხალხი, ჭკვიანი, მარიფათიანი, გამოცდილი ვაჟკაცები, დიდად ნასწავლი ხალხი. სწავლის დარგში არც ერთი ნაციის ხალხი არ ჯობია. აი ფაქტი, ერთი მუჭა ხალხია, მაგრამ სტალინი სად დაჯდა, მთელი სახელმწიფო რუსებისა ერთ მუშტში ჰქონდა, ჭკუა ჰქონდა, მარიფათი ჰქონდა, გამოცდილება ჰქონდა, დაფიქრება შეეძლო, აზრი და შნო ჰქონდა, კიდევ ბევრი რამე იცოდა, აქედან წავიდა „მასკვაში“ (ე.ი. მოსკოვში) და იქ დაჯდა სახელმწიფოს თავში, ეგეთი რამე არ ყოფილა მსოფლიოში. გიორგი სააკაძე როგორ მეომარი იყო, ეგეთი არავინ არ ყოფილა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი (ბოლშევიკების დროს) როგორი ყოჩაღი იყო, ვაჟკაცი, მაგას უნდოდა, როგორც წინათ იყო, ისეთი საქართველო, გაცალკევება (ე.ი. ცალკე, დამოუკიდებელი) უნდოდა, მაგრამ ვერ გავიდა ქაქუცას ვაჟკაცობა, უღალატეს და წავიდა სხვა სახელმწიფოში“.
![]()
„მწერალი შოთა რუსთაველი, როგორი დიდი სახელოვანი იყო, ჩვენს სახელმწიფოში პირველი მწერალი. ესენი ქართველი ხალხია, ეგეთი ხალხი და ლომები რომელ ნაციას ყოლია, ეგეთ პატარა ნაციას კი არა და დიდ ნაციასაც არ ყოლია. ესენი ქართველი ხალხი კი არა და ესენი არის ოქროს ხალხი“.

„ქისტებს სახეზე ხანჯლით ჭრილობას თუ მიაყენებ, დიდიან პატარიანად ათი ძროხა უნდა გადაიხადონ, დანარჩენი სულ ყველაფერი ერთი წესი აქვთ ქისტებსა და ხევსურებს: სისხლის აღება, უფროსის პატივისცემა, მასპინძლობა, დანიშნული თუ წაიყვანა სხვამ - შურისძიება და ა.შ.
ხევსურები (თვით სახელწოდებაა) არის იმ ადგილის სახელწოდება, სადაც ცხოვრობენ, იმ ხევის სახელია, ხევსურები არიან სუფთა ქართველი ხალხი.
ქისტები, ქისტების სახელი არის საცხოვრებელი ადგილის სახელი, ქისტები არიან ჩეჩნები“.

„ერთი გულით და სულით, ერთიმეორის სიყვარულით ჩეჩენი ხალხი ქართველ ხალხს ძალიან მხარს უჭერს და ქართველი ხალხიც მხარს გვიჭერს. ამ ფაქტებით მე ვამტკიცებ, ჩემი აზრით, ქართველების და ჩეჩნების სისხლი უნდა იყოს ერთი.
სვანები ქართველი ხალხია, მთის ხალხი. სისხლის აღება ძალიან მაგრად იციან მაგ სვანებმა. 1935 წლებში დუისისა და ჯოყოლოს საბჭოში „ლესნიკად“ (ე.ი. მეტყევედ) მუშაობდა ოთარ დადეშქელიანი. თავად ჰყავდა კაცი მოკლული, და ამიტომ იყო გადმოხვეწილი, თვითონ მიამბო, ძალიან მაგრად ყოფილა მათში სისხლის აღების წესი.
როგორც ჩეჩენ მელხებს (მითხოელები, ჩეჩნების ერთ-ერთი გვარის, თეიფის წარმომადგენლები) აქვთ მაგარი წესი (სისხლის აღების), სვანებისა და მელხების ზუსტად ერთი კანონია და ერთი წესი არის. მე მგონია ამ ფაქტებით ჩეჩენი და ქართველი ხალხი ერთი ბუდიდან უნდა იყოს გამოსული“.
„ბათუმში ვიყავი და აჭარლების კანონები და წესები, ადათები გავიცანი, სისხლის აღების წესი მაგარი ჰქონიათ: მკვლელობა, დაჭრა, დანიშნულის მოტაცება და სხვ. სტუმარ-მასპინძლობის წესიც ძალიან მომეწონა.

1961 წელს მე დუისიდან მივდიოდი თბილისში ავტობუსით, როგორც წესია ავტობუსში ზოგნი ამოდიოდნენ, ზოგნი ჩადიოდნენ. თელავში ამოვიდა ერთი კაცი, ნასვამი იყო და დაიწყო უხეში სიტყვებით საუბარი. ჩემს წინ მჯდარმა კაცმა უთხრა გაჩერდი, მთელი ხალხი შენ გიყურებსო, მაგრამ ნასვამს შარი უნდოდა და რა შენი საქმეა, ჩემი უფროსი ხომ არ ხარო. წინ მჯდომმა თავი გამანებეო, მაგრამ მთვრალი არ გაჩერდა და დედა შეაგინა, თურმე ფხიზელი აჭარელი ყოფილა და დედის შეგინებაზე გაგიჟდა, ჭკუიდან გადავიდა და დაიწყო შემ გინებლის ცემა, მთელი ავტობუსი ფეხზე დადგა, მაგ რამ აჭარელს მთვრალი ხელიდან ვერ გააგდებინეს, დედა როგორ შემაგინა, დედამ შემინახა, თავის მუცელში ცხრა თვე მატარა, ორი წელი ძუძუ მაჭამა, ზაფხულის მოკლე ღამეში ტკბილი ძილიდან ორჯერ მაინც ხომ ამდგარა ჩემი გულისთვის, ეხლაც დედა მი ნახავს და ამას თავი როგორ უნდა გავანებო, უნდა მოვკლაო. ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, ნამდვილად მოკლავდა კიდეც, გურჯაანში ჩამოვსვით, აჭარელსაც ჩასვლა უნდოდა და ძლივს გავაჩერეთ, კიდევ იძახდა უნდა მოვკლაო. აი, ეს წესი და კანონი, ადათი ძალიან მომეწონა, ჩვენსას გავს ძალიან“.
„ქართველის კარგი წესი: თუ ვინმე კაი რამეს გაა კე თებს, პატარა იქნება ეს თუ დიდი, ან მწერლობაში ან სხვა გეგმაში, ან ხელობაში ან სხვა რამეში, დააფასებენ ერთიორად, აამაღლებენ მე ტად, მიიღებენ ძვირფასად, ეს ხომ საკუთარი ხალხის დაფასება არის, ვაჟკაცური საქციელია, ეს ძალიან კაი წესია. ამაზე კარგი წესი არ არსებობს, მე ძალიან მომწონს ეგ წესი და კანონი.
ქართველთან თუ ამხანაგობა გინდა ან მეგობრობა, ან ნათესაობა, შენ უნდა იყო მართალი კაცი ორ რამეში: არ უნდა უღალატო და ტყუილი არ უნდა თქვა. ტყუილი ერთხელ შეიძლება გეპატიოს, მაგრამ თუ გამეორდა, ამხანაგობა, ნათესაობა გათხელდება...“
![]() |
6.2 პანკისის ხეობის ისტორიისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
პანკისის ხეობაში 1830 წლამდე კაციშვილი არ ცხოვრობდა. აქ პირველად, 1826 წელს ჩეჩნეთიდან, ითომხალეს რაიონიდან, დიშნიდან, სოფ ირღიდან, ქისტი დუი და მისი ძმა ძოძი ციცხაშას ძე ხანგოშვილები (დიშნელები, თეიფი ჩეჩნეთში) ჩამოსხლდნენ თავიანთი შვილებითა და შვილიშვილებით. თავის ისტორიულ სამშობლოში დუი აღიარებული ვაჟკაცი ყოფილა, ჭკუა-გონებითაც გამორჩეული. დუის და მის ძმებს სამშობლოში ჩხუბი მოსვლიათ ჭენთებთან (თეიფი ჩეჩნეთში). ამ ჩხუბში დიშნელების ორი ქალი მოუკლავთ ჭენთებს. დიშნელებმა სისხლი აიღეს და ამ შუღლში 12 ჭენთი შემოაკვდათ ქალიან-კაციანად. ამ დაპირისპირების დროს მტრის ხელში დარჩენილა აკვანში ჩაკრული ჩვილი, დუის შვილიშვილი. დუის ვაჟი ომარი ხმალამოღებული მიჭრილა მოწინააღმდეგის სახლში და სანამ ისინი გონს მოვიდოდნენ, აკვნიდან ჩვილი ელვის სისწრაფით ამოუყვანია და ოჯახისთვის დაუბრუნებია, მაგრამ დიდი სისხლი დადებიათ. ამ ინციდენტის შემდეგ დუიმ გადაწყვიტა ოჯახთან ერთად საქართველოში გადმოსახლება. ასე დაარსდა პირველი სოფელი „დუი იურთ“ (იგივე დუისი, დუის სოფელი) პანკისის ხეობაში, რომელიც დუის პატივსაცემად მის სახელს ატარებს.
რიგით მეორე სოფელი პანკისის ხეობაში არის ომალო, რომელიც ალაზნის მარჯვენა წილში, ნაქერალის ქედის გაყოლებაზე, მუწუს ხევიდან იწყება. დაახლოებით 1950-იან წლებში ხილდიხაროდან სამი ძმა მოსულან პანკისში, დაუთვალიერებიათ ადგილები და საცხოვრებლად სწორედ დღევანდელი ომალო შეურჩევიათ. უფროსი ძმა, უვუმა (უმაი) აქ დასახლებულა, შუათანა ძმა - იჩო ალვანში ჩასულა, ხოლო უმცროსი ძმა ბასი უკან გაბრუნებულა თავის სამშობლო - ხილდიხაროში. შემდეგში ნელ-ნელა უვუმას ნათესავებიც ჩამოსახლდნენ ომალოში საცხოვრებლად და ასე გაშენდა ეს სოფელი, რომელიც სავარაუდოდ მისი პირველი მაცხოვრებლის სახელს ატარებს, თუმცა არსებობს სხვა ვერ სიებიც.
პანკისის ხეობაში მესამე სოფელი არის ყვარელწყალი. 1855 წელს ამ სოფელში უკანა ფშავიდან ჩამოსახლდა დათიკო ცხვირაშვილი. ამ სოფლის შუაში ჩამოდიოდა პატარა ხევი, ხევში კი პატარა წყალი, ცოტა მღვრიე, ყროლი, რის გამოც სოფელს უწოდეს ყროლწყალი, შემდეგში ყვარელწყალი. დათიკოს გადმოსახლების შემდეგ უკანა ფშავლიდან მისი ნათესავები და ნაცნობ-მეგობრებიც გადმოვიდნენ აქ საცხოვრებლად და ასე გაშენდა ეს პირველი ფშაური სოფელი პანკისის ხეობაში.
მეოთხე სოფელი ჯოყოლო დაარსდა 1860-იან წლებში და ატარებს მისი დამაარსებლის, ცნობილი ქისტი ბელადისა და მეომრის, ჯოყოლა დარქიზანაშვილის სახელს, ამ სოფელში ძირითადად ჯოყოლას თანამემამულეები დასახლდნენ, ტუგას და ფუღას თემის წარმომადგენლები. ამ სოფლის მაცხოვრებლები ძალის გამოყენებით გააქრისტიანეს, დიდიან-პატარიანად, ქალიან-კაციანად ყველა შეკრიბეს და ალაზანში მონათლეს. პირველი საყდარი პანკისის ხეობაში სწორედ აქ, ჯოყოლოში, აშენდა 1885 წელს და პირველი სკოლაც ამ სოფელში დაარსდა.
რიგით მეხუთე სოფელი არის ბირკიანი, სადაც პირველად, ძირითადად თუშეთიდან ჩამოსახლებული თუშები და ცოტა რაოდენობით ქისტები დასახლდნენ. ამბობენ, სანამ აქ სოფელი გაშენდებოდა, ბირკის ბალახით ყოფილა ეს ადგილი დაფარული და ამიტომაც უწოდეს ამ სოფელს სახელწოდება „ბირკიანი“. მოგვიანებით ბირკიანიდან თუშების 56 კომლი ალვნებში გადასახლდა. თუშები ძალიან მშრომელი ხალხია, თუშის ქალის დასვენება არ იქნება, თუ დასასვენებლად ჩამოჯდება, მაშინაც კი ხელს არ გააჩერებს და მატყლისგან ან წინდას ან სხვა საჭირო ჩასაცმელს მოქსოვს, მისი მკლავი და მუხლი სულ შრომაშია, მამაკაცები კი სულ ცხვარში არიან. ერთის სიტყვით, ჩემი აზრით, თუშების ნაირი მშრომელი ხალხი მთელს ქვეყანაზე არ იქნებიან.
ახლა მეექვსე სოფელი პანკისის ხეობაში დაარსდა 1875 წელს, სახელად ზემო ხალაწანი, რომელიც არის პანკისის ტყის სიღრმეში შეჭრილი, აქედან იწყება საცალფეხო გზა და სადღაც ორას მეტროში მდებარეობს თორღვას გალავნები. ზემო ხალაწნის გამოღმა არის კიდევ ორი სოფელი შუა და ქვემო ხალაწანი, ამ ორ სოფელს შორის არის ამაღლებული გორა, რომელზე მდებარეობს ძველებური სახლი, რომლის მეპატრონესაც ერქვა ხალა და აქედან წარმოიშვა სოფლების სახელწოდებაც. მეორე ვერსიით ამ სოფლების რთული მდებარეობის გამო შეარქვეს ქისტებმა „ხალ წაა“, რაც ქისტურად „რთულ სახლს“ ნიშნავს.
მეშვიდე სოფელი არის დედისფერული, იგივე კაკლიანი. 1885 წელს აქვე ბაწარიდან გადმოვიდა საცხოვრებლად ფშაველი, ვინმე ბურყვაშვილი. ამ ადგილას კაკლების ხეივანი ყოფილა გაშენებული და ამის გამო დაერქვა კაკლიანი, ადგილობრივი მოსახლეობა მესამე სახელსაც, „ბონიშგას“ ეძახიან ამ სოფელს. ეს არის ყველაზე მცირე კომლიანი სოფელი პანკისში, სულ 9-10 კომლი. ჩემს ახალგაზრდობაში მახსოვს, საქონლის ღამით გარეთ დარჩენის გვეშინოდა, რადგანაც კაკლიანის მთელი ტერიტორია ქვევრებით იყო სავსე და ყოფილა შემთხვევა, რომ ღამე გარეთ დარჩენილი საქონელი ქვევრში ჩავარდნილა. სოფ. კაკლიანიდან სამხრეთით, ამაღლებულ გორაზე, მდებარეობს ბალთაგორის ციხე.
მერვე სოფელი, სახელად კუწახტა, 1887 წელს მდინარე ალაზნის პირას, დასავლეთისკენ გაშენდა ფშავლების მიერ, მოგვიანებით აქ ოსებიც დასახლდნენ ფშავლების ნებართვით.
მეცხრე სოფელი შუა ხალაწანი 1889 წელს ქისტებმა გააშენეს. ამ სოფელში ძირითადად ხორაჯოდან წამოსული ახიელები (ცათიაშვილები) დასახლდნენ.
მეათე სოფელი პანკისის ხეობაში არის დუმასტური, პირველი სოფელი, სადაც ოსები 1900-იან წლებში დასახლდნენ, რომელიც მდებარეობს ალაზნის მარჯვენა მხარეს, სოფ. ჯოყოლოს მოპირდაპირედ, სოფ. ომალოს ბოლოში. გაშენებულია ნაქერალას ქედიდან დასავლეთით დაშვებულ ურთანაულის გორის ძირში (ეს სოფელი „დუმასურის“ სახელწოდებით ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზეც არის აღნიშნული, ოღონდ ცოტა ჩრდილოეთით, დღევანდელი სოფელ ომალოსა და დუმასტურს შუაში, ხოლო დუმასტურის ად გილზე ვახუშტის აღნიშნული აქვს სოფ. ქისტნელი - მ.ხ.). როგორც ირკვევა, ეს სოფელი ძველად დასახლებული ყოფილა, ჰქონია ყველაზე მდიდარი, მსუყე საძოვრები და მისი სახელწოდებაც სწორედ აქედან გამომდინარეობს, „დუმა“, რომელიც ნიშნავს მსუქანს. როგორც პან კი სელი უხუცესები ყვებიან, პანკისში ალაზნის გაღმა, სოფ. ომალოს ბოლოში, ყოფილა ერ თი კარგი ადგილი, ძველი წესით კერძო მებატონის საკუთრება. ეს ადგილი მწყემსებს განსაკუთრებულად უყვარდათ და სულ აქ აძოვებდნენ საქონელს, რად განაც ყუათიანი ბალახი იცოდა, ამიტომაც მწყემსებმა ამ ადგილს „დუმასი“ (შემდეგში დუმასტური) დაარქვეს.
მეთერთმეტე სოფელ ქვემო ხალაწანში ჯავისა და ცხინვალის რაიონებიდან გადმოსული ოსები დასახლდნენ დაახლოებით 1902 წელს.
მეთორმეტე სოფელი არის წინუბანი. 1903 წელს ალაზნის ქვემო წელში, სოფ. ქვემო ხალაწნის მიმდებარედ, ცხინვალიდან ჩამოსული ოსები დამკვიდრდნენ პანკისის კიდევ ერთი სოფელ წინუბანში. აქაც მიწები იჯარით აიღეს ძველი მეპატრონეებისაგან. იმ დროისათვის სოფ. წინუბნის მიწების ნახევარი ქისტების საკუთრებაში ყოფილა. აქ თავდაპირველად სახლებს წინ ბანებით აშენებდნენ და ამიტომაც შეარქვეს ამ სოფელს წინუბანი.
რიგით მეცამეტე სოფელი პანკისის ხეობაში არის ქორეთი, რომელიც სოფ. წინუბნის გაგრძელებაზე, ალაზნის მარჯვენა წილში, აღმოსავლეთით მდებარეობს. 1902-1903 წლებში ოსებმა ქორეთის ძველი მეპატრონეებისაგან შეიძინეს მიწები და დამკვიდრდნენ საცხოვრებლად. როგორც ძველი ხალხი ყვება, ძველად ეს სოფელი გამოირჩეოდა ქორების სიმრავლითა და ამიტომაც შეარქვეს სახელი ქორეთი, სხვათა შორის, ამ სოფლის მიწა პანკისის სხვა სოფლების მიწებთან შედარებით ყველაზე ნაყოფიერია და ტყითა და წყლით არის მდიდარი.

ბალთაგორის ციხე
მეთოთხმეტე სოფელი დაარსდა 1930 წელს, სახელად საკობიანო. ამ სოფელში ფშავლები ჩამოსახლდნენ ძირითადად ხადორიდან, ტოლოშადან და უკანაფშავიდან. თავის დროზე ეს მიწა ეკუთვნოდა პანკისელ მებატონეს, ვინმე კობიაშვილს, რომელმაც შემდეგ მიწა იძულების წესით მიყიდა თუშებს (თუ არ იყიდიდნენ, არ მისცემდა მათ ამ ტერიტორაზე ცხვრის გატარების უფლებას). ძველად ამ სოფელს ერქვა დიდ-მურა.
რიგით მეთხუთმეტე და პანკისის ხეობაში ბოლო სოფელი არის ბაყილოვანი, სადაც ძირითადად ასევე ფშავლები ცხოვრობენ 1934-1936 წლებიდან, თუმცა მანამდე ამ სოფელში ხორაჯოდან ჩამოსული ქისტები დასახლდნენ, რომლებიც დროთა განმავლობაში პანკისის ხეობის სხვადსხვა ქისტურ სოფლებში გადანაწილდნენ. ამ სოფლის ტერიტორიაზე ყოფილა დიდი გუბე, და ბაყაყების ყიყინი იკლებდა იქაურობას, ამიტომაც შეარქვეს სოფელს „ბაყელოვანი“
დასკვნა:
ამ ყველა სოფლის ხალხი ცხოვრობს ქართველი ხალხის მიწა-წყალზე 1820-იანი წლებიდან პანკისის ხეობაში, ოთხი ეროვნების წარმომადგენლები. პირველად დასახლდნენ ქისტები, შემდეგ ფშავლები, მერე თუშები და ბოლოს ოსები. ეს ოთხი ნაციის ხალხი ნახევარი კილომეტრით თუ იქნებიან ერთმანეთისაგან დაშორებულები და მაინც ყველას თავისი ადათ-წესები აქვთ.
![]() |
6.3 თორღვას გალავნებისა და წყლების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |

თორღვას ციხე-გალავანი
„პანკისის ხეობის ზემოთ მთიდან ჩამოდის ნაქერალას გორი, რომელიც ლეჩურს, ომალოსა და დუმასტურს გასდევს და მაღრაანსა და ზემო ხალაწანს შორის მაღლდება, დაახლოებით 500 მეტრი სიმაღლეზე. სწორედ ამ ამაღლებულ ადგილას, წყალგამყოფ ქედზე არის გაშენებული თორღუას გალავნები, უფრო სწორედ ციხე-კომპლექსი, უამრავი გალავნებითა და საცხოვრებელი სახლებით. ეს არის ისტორიული ძეგლი, რომელიც ცნობილი პანკისის ერისთავის, თორღვას სახელს ატარებს, თუმცა, უფრო ადრე, მეათე საუკუნეში უნდა იყოს აშენებული. ამ კომპლექსში, გალავნებიდან 200 მეტრის დაშორებით არის ქვიტკირის ჭიშკარი, თავისი სახლით, ბუხრითა და ჩამკეტი კოჭით, რომელიც ძალიან დიდი სიმაგრისა არის დღესაც კი, და რაც ყველაზე საოცარია, ამ სიმაღლეზე, გალავნებიდან 50 მეტრის მოშორებით, არის წყალი. დიდი საკვირველი ამბავი არის ამ სიმაღლეზე, ამ კლდის თავზე წყლის არსებობა. ამ მაღლობზე კიდევ არის ერთი საინტერესო რგოლისებრი ხვრელი, რომელიც დაახლოებით 80 სანტიმეტრის სიგანისაა და ნახევარ მეტრ სიღრმეში ფართოვდება ორ მეტრამდე, სადაც დაგუბებულია წყალი, ე.ი რგოლის ფორმის, ორნახევარი მეტრი სიმაღლისა და 3 მ. სიგანის ამოშენებულ მრგვალი, ჭის ფორმის შენობაში დგას წყალი, რომელიც წელიწადის ოთხივე სეზონში არც ფორმას იცვლის და არც მოცულობას, ზამთარ-ზაფხულ არ იყინება და არ შრება... ეს არ არის ამოთხრილი ჭა, არც მილით გამოყვანილი წყარო და საერთოდაც 60 მეტრის რადიუსში წყალი საერთოდ არ არის, ნამდვილად საოცარი ისტორიაა ამ წყლის ისტორია, კილომეტრ-ნახევრის სიმაღლის გორაზე მხოლოდ ბილიკი მიდის, ცხენითაც შეიძლება გალავნებამდე მისვლა. აქ მანქანის გზა რომ იყოს, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდოდა, ეს საინტერესო ადგილია ექსკურსიისთვისაც, მნახველების მოსაზიდად აქ აუცილებლად უნდა გაკეთდეს სამანქანო გზა“.
P.S. ამ ჩანაწერების გაკეთებიდან თითქმის 60 წელია გასული, თუმცა, არათუ სამანქანო გზა, არსებული ბილიკიც გავერანებულია და თორღვას გალავნებამდე მისვლა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი და საკმაოდ დიდ ენერგიასა და დროს მოითხოვს. უაღრესად საინტერესო, დიდი ისტორიის მქონე თორღვას გალავ ნები და წყალი, არათუ შესწავლილია, ფიქრის საგანიც არ გამხდარა. არაფერს ვამბობთ იმ ტურისტულ პოტენციალზე, რისი მოზიდვაც ამ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ღირსშესანიშნაობასა და ისტორიულ ძეგლს შეუძლია, თუნდაც პანკისის ხეობის განვითარების თვალსაზრისით.
მახამღაზ ხანგოშვილის გამონათქვამები:
თუ ღირსეული მტერიც გყავს და ძმაკაციც, მაშინ კარგი ვაჟკაცი ხარ, თუ მტერი არ გყავს, მაშინ კარგი ადამიანი ხარ და არა კარგი ვაჟკაცი;
თუ პირველი ბავშვი ცელქი იქნება, დანარჩენებიც ცელქები გამოვლენ;
სოფელში სამი რამ არის მთავარი: ადამიანი, საქონელი და ფრინველი, ფუტკარს ცხოვრების ნიჭი აქვს, სხვა არაფერი.
ჭკუა არის ხუთ-ექვს ნაირი:
1. ნიჭი
2. მიხვედრილობა
3. კარგად დაფიქრება, ღრმად აზროვნება
4. ეშმაკობა
5. ციგნობა
6. აფერისტობა
ხალხი ცხოვრობს წვალებით, ოსტატობითა (ხელობით) და შრომა-გარჯით;
მხოლოდ განთლება ვერ გახდება სიბრძნის საპირწონე;
მდინარეზე ხიდის გამდების სიცოცხლე სიკვდილის შემდეგაც გაგრძელდება;
უფალი დიდ განსაცდელს მხოლოდ რჩეულებს უგზავნის, რადგანაც მათი იმედი აქვს.
![]() |
6.4 ქისტური ერთგულება |
▲ზევით დაბრუნება |
დუისელ საძეის ქმარ მახამას ალავერდელი მეგობარი ჰყოლია, რომელიც ძმასავით უყვარდა. ერთხელაც მეგობარი შეწუხებული მისულა მახამასთან და უთქვამს: ჩემი მატნელი შეყვარებული სხვამ მოიტაცა და დამეხმარეო.

მახამა ქავთარაშვილი
მახამას მაშინვე აუსხია იარაღი და იმ ოჯახში მისულა, სადაც ალავერდელის შეყვარებული - საბედო პატარძლად მიეყვანათ. ოჯახში ქეიფი იყო გაჩაღებული. მახამა იარაღმომარჯვებული შეიჭრა საქორწილო სუფრაზე და საბედოს უბრძანა, ახლავე ადექი და გამომყევი, თორემ აქაურობას ცეცხლის ალში გავხვევო. იარაღის მუქარით გამოყვანილი პატარძალი კი თავის მეგობარს სახლში მიჰგვარა. ამის მერე ეს ამბავი ხელისუფლების ყურამდე მივიდა, საქმეში მილიცია ჩაერია და ქალი მამის სახლში დააბრუნეს.
ცოტა ხანში ამ საქმესთან დაკავშირებით თელავში სასამართლო პროცესი დაინიშნა, სადაც როგორც მთავარი მოძალადე, მახამაც დაიბარეს. სასამართლოსკენ გზად ერთმანეთს შეხვდნენ ფეხით მიმავალი საბედო და მახამა, რომელიც ქალს დაემუქრა, რომ თუ სასამართლო პროცესზე არ იტყოდა, რომ თავისი ნებით წაჰყვა, სახლსაც გადაუწვავდა და გადაუბუგავდა, ყველას მოუკლავდა და მასაც ზედ მიაყოლებდა... საბედომ იცოდა მეზობელი ქისტების ხასიათი. ბევრი გაეგო მათი სამართლიანობის, ერთგულებისა და ღირსების შესახებ, ამიტომაც ყველაფერი ისე თქვა სასამართლო პროცესზე, როგორც დააბარეს და მახამაც განთავისუფლდა. მას შემდეგ ძალიან ბევრჯერ გაშალა გულუხვი სუფრა საბედომ გამორჩეული მაზლის მახამასთვის და სიცოცხლის ბოლომდე ოჯახებით ჰქონდათ ურთიერთობა.
მთხრობელი: ბადიი მარგოშვილი
![]() |
6.5 ქისტი ხევისბერი |
▲ზევით დაბრუნება |
როცა ხეობაში ქისტები პირველად დასახლდნენ, ქართველები მათთან ურთიერთობებს ერიდებოდნენ. სამწუხაროდ, ქისტებს როგორც კაციჭამიებს, ისე უყურებდნენ, მით უმეტეს ქისტი მამაკაცები დღემუდამ იარაღასხმულები დადიოდნენ.
რევოლუციის წინა პერიოდი იდგა, XX ს-ის დასაწყისი, მაშინ სოფელ ჯოყოლოს თავკაცი ლაბეი გუმაშვილი იყო. ქისტებში აგიტაციის ჩასატარებლად თბილისიდან გამოგზავნეს პარტიის წევრი. თბილისელ სტუმარს ახმეტელებმა მეგზურობაზე სასტიკი უარი უთხრეს: იქ ასვლა საშიშია და ვერ გავბედავთ თქვენს იქ აყვანასო. პარტიის დავალების შეუსრულებლობა წარმოუდგენელი იყო და თბილისელი სტუმარი იძულებული გახდა მარტო წასულიყო ქისტებთან. პარტმუშაკი შიშით დაადგა პანკისის გზას.
იმ პერიოდისთვის სოფ. ჯოყოლო ითვლებოდა ხეობის ცენტრად, სკოლაც მხოლოდ ამ სოფელში იყო. სტუმარს სოფლის მამასახლისი ლაბო (ლაბეი გუმაშვილი) დახვდა. მან სტუმრის დასახვედრად ხეობის სხვადასხვა სოფლიდან (დუისი, ბირკიანი, ომალო, ხალაწანი) ხალხი შეკრიბა. სტუმარი გაოცებული და აღფრთოვანებული იყო ადგილობრივი მოსახლეობის თავაზიანობითა და მოკრძალებით, სტუმრის მიმართ გამორჩეული განსაკუთრებული პატივისცემით, თან ეჭვის ჭიაც ღრღნიდა გულისგულში, ეს ყველაფერი მოჩვენებითი ხომ არ არისო.
კრებამ საღამომდე გასტანა, ხალხი დაბინდების შემდეგ დაიშალა და თბილისელი პარტმუშაკი იძულებული გახდა ლაბო გუმაშვილის სტუმარი გამხდარიყო. მასპინძელმა შეხვედრის ადგილიდან სახლამდე სტუმარი (საკმაოდ დიდ მანძილზე) ხელის ლამპით მიიყვანა. სახლში შესულებს ბუხრის გარშემო დამსხდარი ოთხი ჭაბუკი დახვდა, ერთი მეორეზე ახოვნები და ლამაზები (გაბო, ილეი, შავხალა და აბდულა).
სტუმრის დანახვისთანავე ყმაწვილები ფეხზე წამოხტნენ, მიესალმნენ, იარაღი ჩამოართვეს და კედელზე თავის იარაღთან ერთად დაკიდეს. სტუმარი შეცბუნებული ფიქრობდა, ჩემივე იარაღით ხომ არ აპირებენ ჩემს მოკვლასო.
სტუმარს დასაჯდომი ადგილი შესთავაზეს და ერთ-ერთი ახალგაზრდა გარეთ გავიდა. ცოტა ხანში სპილენძის თუნგით, ხის ტაშტით, საპნითა და პირსახოცით შემოვიდა და სტუმარს ხელები დააბანინა. ოჯახის დიასახლისი მხოლოდ მიესალმა სტუმარს, დანარჩენი დრო სამზარეულოში ფუსფუსებდა და სტუმრისთვის, შესაძლებლობის ფარგლებში, საუკეთესო ვახშამს ამზადებდა.
სტუმარს ეჭვები მაშინაც ღრღნიდა, როცა ბიჭების მიერ გაშლილ კოხტა სუფრას მიუჯდა, ისიც გაუკვირდა, რომ შვილები მამასთან ერთად სუფრაზე არ დამსხდარან, ძმებში უფროსი სუფრისაგან მოშორებით იდგა და მამის დავალების მოლოდინში იყო.
ეჭვები არც მაშინ გაუქრა სტუმარს, როცა იმ დროისთვის საკმაოდ დიდ ფუფუნებაში - ქათქათა თეთრეულში ჩააწვინეს, ვინ იცის, ღამე თვალიც არ მოუხუჭავს.
დილით ჩვეულებრივი ქისტური მასპინძლობა გაუწია ოჯახმა სტუმარს, დიდი მოწიწებით და რუდუნებით დაემშვიდობნენ ოჯახის წევრები შორიდან მოსულ სტუმარს, თან იარაღიც გამოუტანეს.
ლაბომ ცხენი „ტაჭკაში“ შეაბა და პარტმუშაკი საკუთარი ურმით უვნებელი ჩაიყვანა ახმეტამდე.
![]() |
6.6 საზრიანი მამასახლისი და ლმობიერი მატნელები |
▲ზევით დაბრუნება |
მე-19 საუკუნის ბოლოს თუშები ხშირად უპირისპირდებოდნენ პანკისელ ქისტებს.

ლაბო გუმაშვილი
1900-იან წლებში ეს დაპირისპირება ისე გამძაფრდა, რომ თუშებმა თიანეთის მაზ რის პოლიციაში განცხადებაც კი შეიტანეს ხეობიდან ქისტების აყრის მოთხოვნით.
ამ პრობლემასთან დაკავშირებით თბილისიდან ჩამოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და მატნის თავში ჩატარდა სახალხო ყრილობა, სადაც მიწვეულები იყვნენ ქისტები, ფშაველები, თუშები და ოსები, მატნელები საკუთარი სურვილით ესწრებოდნენ ყრილობას.
სიტყვაში გამოსული ფშაველები, თუშები და ოსები თავგამოდებით ითხოვდნენ ხეობიდან ქისტების გასახლებას. მიზეზად ჰქონდათ, რომ ქისტები საქონელს იპარავდნენ.
საპასუხო გამოსვლაში მამასახლისმა ლაბო გუმაშვილმა აღნიშნა, რომ ქურდი და თაღლითი ყველგან არის და მას ეროვნება არ გააჩნია, თავისთავად არც ქისტები არიან ამ მხრივ გამონაკლისები და ამ ბრალდებით მოსახლეობის აყრაზე და გასახლებაზე საუბარი მეტად შეურაცხმყოფელი და უადგილოა, მით უმეტეს ქისტებისა, რომელთაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ხეობა და ვისი დახმარებითაც ხეობაში ხელმეორედ აღსდგა ცხოვრება.

სოფელი მატანი
ამ დროს სიტყვით გამოსვლა მოითხოვეს მატნელებმა, რომლებიც წინააღმდეგები გამოვიდნენ ქისტების მი მართ რაიმე მკაცრი ზომების გატარებისა, მათ აღნიშნეს, რომ ძალიან კარგად იცნობდნენ ქისტებს და ამ ხალხის მხრიდან სასტიკი მოქცევისა და ძალადობის მსხვერპლი მატნიდან არავინ გამხდარა, მიუხედავად იმისა, რომ მატნელები უფრო ახლოს ცხოვრობენ ქისტებთან, ვიდრე თუშები.
ქისტების აყრაზე საუბარიც ზედმეტი იყო (ეს მშვენივრად ესმოდათ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, პირიქით, ყველანაირად ცდილობდნენ ქისტების ხეობაში გამაგრებას) და შეხვედრაც შერიგებით დასრულდა.
უკანა გზაზე ბევრი ჩასაფრებული ახალგაზრდა შემოუერთდა ქისტების დელეგაციას, რომელთაც, ყოველი შემთხვევისთვის, მოსალოდნელი თავდასხმისგან ქისტი მოსახლეობის დასაცავად საუკეთესო ბიჭები დაეყენებინათ დარაჯად.
![]() |
6.7 მადლიანი საგზალი მართალი ტუსაღებისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
იმ ავბედით 1944 წელს, ჩეჩნებისა და ინგუშების შუა აზიაში დეპორტაციის შემდეგ, საქართველოში მცხოვრები ქისტები (ლამოროები, რაც მთიელებს ნიშნავს) მუცოდან და ხონედან დიდ-პატარიანად დააპატიმრეს და ჩამოიყვანეს შატილში, იქ ხელ-ფეხიც შეუკრეს და ასეთ მდგომარეობაში გადმოიყვანეს (ხახმატის გამოვლით) ბარისახოში, ხოლო ბარისახოდან დუშეთში.

მუცო
ზოგი დაკითხეს, ზოგი გაასამართლეს, მათ შორის ფასკოჩათ დაადეის, სოაიფა სუხიას ძეს, ჰალიმა ჰაქიმას ძეს და სალამბექ თაჩოს ძე ბორჩაშვილებს მიუსაჯეს სამ-სამი წელი ყოველგვარი განაჩენის გარეშე. შემდეგ ჰალიმა და სოაიფა გააციმბირეს და იქაც დაჰყვეს სამ-სამი წელი.
დაპატიმრებული მას კარხოელები (მუცოელები) შატილიდან მიმავალ გზაზე ხახმატში, ბეწიკურის გომურში დაამწყვდიეს, სულ 56 მამრობითი სქესის წარმომადგენელი, ბორკილდადებულები (თუ ვინმე გაქცევას ეცდებოდა, ნაბრძანები იყო დაეხვრიტათ). ხევსურები ძალიან თანაუგრძნობდნენ მოძმე ქისტებს, მიუხედავად იმისა, რომ ნაბრძანები ჰქონდათ, პატიმრებს არ გაკარებოდნენ.
იმ ღამეს ხახმატელმა გიგიას დედამ და ცოლმა 56 პური გამოაცხვეს საგანგებოდ ტუსაღი ქისტებისათვის, 56 ჴალერბო (ერბოქუმელი) გაამზადეს და თითოეულს ხელში მისცეს. ვინ იცის, სადამდე გაჰყვათ პურისა და ჴალერბოს მადლი და ძალა უსამართლოდ გუბერსკის ციხეში დამწყვდეულებს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით პოეტ ალექსი ჭინჭარაულის დედამ მზექალამ (ჩორეხმა) ლექსიც გამოთქვა:

ხახმატი
„ნეტავი გამაღებინა
ბეწიკურთ ბოსლის კარია,
ვაჟკაცებ გამოვიდოდეს
თითო-ოროლა სალადა.
მიბრუნ-მობრუნავს მოსეი
ალვის ხესავით ტანადა,
გვერდს დასდგომია შამილა,
ბუღა ბუბუნებს ხარიო,
ბისანამ, ბიჯითას მამამ,
მთას შამაავლო თვალიო,
სამუდამოდ გამოგესალმე
გუროვ, გეწერას ჯვარიო!“
სამი დღე-ღამე დაჰყვეს მაისტელებმა ბეწიკურთ გომურში.
ფასკოჩათ დაადეიზე ლეგენდები დადიოდა, ისე ვაჟკაცურად იჯდა ციხეში, ისე გაუტეხლად, რომ სამი წლის განმავლობაში ერთი სიტყვაც ვერ დააცდენინეს, გარდა „არ ვიცისა“. ბევრჯერ უთქვამთ მწვალებლებს, ასეთი რკინის კაცი ჯერ არ შეგვხვედრიაო.
ციხეში სამი წლის მანძილზე არც ერთი ლოცვა და მარხვა არ გაუცდენია დაადეის, არც მისი ზედმეტად მაღალი ხმა გაუგიათ, არც მისთვის უკადრებია ვინმეს ხმის აწევა.
მუცოში დღესაც არის ნანგრევები ციხისა, რომელსაც დაადეის მამას ფასკოჩა ბორჩაშვილს მიაკუთვნებენ.
მთხრობელი: ჰიიჟან ბორჩაშვილი
![]() |
6.8 საუკუნის მეგობრობა... |
▲ზევით დაბრუნება |
ძმები თოუ და თოუბულათ თევდორეს ძე გუნაშაშვილები ომალოში (ქისტების ომალო) ცხოვრობდნენ. უფროს ძმას თოუბულათს შვიდი შვილი ჰყავდა, ხოლო უმცროსს თოუს რვა შვილი - სამი ვაჟი: ბისანა, პლატონი, მუხმადი და ხუთი ქალიშვილი: სოობურა, სონა, ძანუა, ძარეი და თინა. იმ დროს ყველა ხელმოკლედ ცხოვრობდა და, რა თქმა უნდა, რვაშვილიანი ოჯახი სიღარიბის მიღმა იყო. სახლი მთლიანად ორი ოთახისაგან შედგებოდა, ერთში ცოლ-ქმარს ეძინა, მეორეში მათ რვა შვილს.

თოუბულათ გუნაშაშვილი
ეს ის პერიოდია, როცა პანკისში განათლება ახლახანს იკიდებს ფეხს. სოფელ ომალოში მხოლოდ დაწყებითი სკოლა არსებობს და ისიც რომელიღაც ნაქირავებ ორ-სამ ოთახიან სახლშია გახსნილი. ამ სკოლაში განაწილებით მოხვდა ვინმე ლაგოდეხელი ნიკოლოზ გოგოლაძე, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა არც პანკისის ხეობაზე და არც იქ მცხოვრებ ქისტებზე. კითხვა-კითხვით მიაგნო ჯერ ახმეტას და შემდეგ ჯოყოლოს სასოფლო ცენტრს. ჯოყოლოელებმა მიასწავლეს გზა ომალოსკენ, რომელიც წყალგაღმა მდებარეობდა, იქითკენ მიმავალ ურემზე შესვეს და მეურმესაც სთხოვეს სტუმარი დანიშნულების ადგილამდე მიეყვანა. მეურმემ ახალგაზრდა მასწავლებელი სკოლასთან ჩამოსვა, თუმცა სტუმარს სკოლა ცარიელი დახვდა, კითხვა-კითხვით სოფ ლის ცენტრში ავიდა და ცაცხვის ქვეშ მდგარ სკამზე ჩამოჯდა. საღამომდე მჯდარა გამოუცდელი და უცხო სტუმარი ცაცხვის ქვეშ. საღამო ხანს ყანიდან მომავალ თოუს უცხო კაცი შეუნიშნავს და მოსვლის მიზეზი უკითხავს, გაარკვია, რომ სტუმარს სოფელში ბინის ქირაობა უნდოდა, მაგრამ ვერ მოეხერხებინა. თოუს დაბნეული სტუმარი თავის სახლში წაუყვანია, ამაღამ აქ ხომ არ დარჩები, ხვალ ერთად რამეს მოვნახავთო.
თოუს მეუღლე, რვა შვილის გამჩენი და გამზრდელი დედა - ბააზეი, უაღრესად სათნო და კეთილშობილი ქალი ყოფილა, მოსულს ძალიან თბილად შეხვდა, მიუხედავად სივიწროვისა, სტუმარს თავიანთი ოთახი დაუთმო და თვითონ შვილებთან გადმოვიდა საცხოვრებლად. მეორე დღეს თოუს სტუმრისთვის უთქვამს, ამ სოფელს კარგად ვიცნობ და აქ ბინის გამქირავებელიც არავინ არის და ამიტომ სანამ უკეთესი შესაძლებლობა გამოჩნდება, ჩემთან იცხოვრებო. ნიკოლოზსაც რა თქმა უნდა არჩევანი არ ჰქონდა და მასპინძლის შემოთავაზებას დათანხმდა. იმ დღის შემდეგ თოუ გუნაშაშვილის ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატა და მათი სულადობა თერთმეტამდე გაიზარდა.

გუნაშაშვილების დიდი ოჯახი
ნიკოლოზი ომის ვეტერანი იყო და ცოტა კოჭლობდა კიდეც. მან ცხრა წელი იცხოვრა გუნაშაშვილების ოჯახში. როცა ოჯახის შექმნა გადაწყვიტა და მშობლებმა სამი ქალიშვილიდან არჩევანის გაკეთება შესთავაზეს, თოუსთვის უთხოვია, ლაგოდეხში წამომყევი და არჩევანში მომეხმარეო. არც ძმობილი დაზარებია და ცოლადაც თოუს არ ჩეული ქალი მოუყვანია, კბილის ექიმი ვერა. ქორწილიც პანკისში გადაუხადა ნიკოს თოუმ, და აგვისტოს ბოლოს ომალოში ამოყვანილი ვერა მაისის ბოლომდე მათ ოჯახში დარჩა, როგორც პატარძალი. სულ 11 წელი იცხოვრა ნიკოლოზ გოგოლაძემ გუნაშაშვილებთან, და ეს ოჯახი მისი მეორე ღვიძლი ოჯახი გახდა. პანკისიდან წასვლის შემდეგაც ხშირად ამოდიოდა თავის მეორე სახლში. თუ სადმე ქისტურ საუბარს მო კრავდა ყურს, მაშინვე მოიკითხავდა თავისიანებს და სთხოვდა მათთვის მისგან ძღვენი წაეღოთ.

თოუ გუნაშაშვილი
ნიკოლოზს ორი შვილი ჰყავდა - გივი და რიჩარდი, ისინი ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები იყვნენ, სცენაზე თოუს შვილების ნაჩუქარი წინდებითა და ქალამნებით (რომლებსაც მათი თხოვნით უწნავდნენ) გამოდიოდნენ.
გავიდა დრო. თოუს შვილებმა საკუთარი ოჯახები შექმნეს, ვაჟები დაქორწინდნენ, ქალები გათხოვდნენ. მე-20 საუკუნის ბოლოს რთული პერიოდი დაუდგა სრულიად საქართველოსა და გუნაშაშვილებისა და გოგოლაძეების ურთიერთობაც აღარ იყო ისეთი ინტენსიური, როგორც ძველად.
2009 წელს, ნიკოლოზი 100 წლის ხდებოდა, ეს გუნაშაშვილებს კარგად ახსოვდათ და რვავე და-ძმამ გადაწყვიტა ნიკოლოზის მონახულება და მისთვის საუკუნოვანი იუბილეს მილოცვა. საკლავითა და ათასნაირი ძღვენით ხელდამშვენებულები მიადგნენ გოგოლაძეების ოჯახს. ეს ისეთი მოულოდნელი იყო ნიკოლოზისათვის, რომ სიხარულის ცრემლები ღვარღვარად ჩამოსდიოდა სახეზე. ბედნიერებისაგან ენა დაბმოდა.
ლხინის სუფრა გაიშალა ლაგოდეხში. ოჯახის უფროსმა ხორცი კაბალიდან მოატანინა შვილებს, რადგან იცოდა, რომ ქისტები მხოლოდ ჰალალის წესით დაკლულს სჭამდნენ. სრულ ერთ საუკუნეს არ ეღალატნა ნიკოს მეხსიერებისთვის. ცინცხლად ახსოვდა გუნაშაშვილების ოჯახში გატარებული წლები და თითოეული დეტალი.
შუაღამე ჩამოკიდებოდა ყვარლის ქარაფებს, საინგილოს ნელი სიო სახეზე ელამუნებოდა სტუმარ-მასპინძელსა და ლაგოდეხის მთვარე თვალმოუხუჭავად დარაჯობდა ქისტქართველების საუკუნოვან მეგობრობას.
მთხრობელი: ძანუა გუნაშაშვილი
![]() |
6.9 აბრაგის ცეკვა |
▲ზევით დაბრუნება |
ეს ის პერიოდია, როცა ჩეჩნები და ინგუშები შორეულ ციმბირსა და ყაზახეთში გაასახლეს და ველად გავარდნილმა აბ რა გების ნაწილმა ჯერ ხევსურეთს, შემდეგ კი პანკისის მთებს შეაფარეს თავი. ცნობილი აბრაგი ჩოქა ხოჟაევი, რომელიც შემდეგში ქისტების სიძე გახდა (შემორიგების მერე მან ცოლად მოიყვანა პირველი ქისტი პედაგოგი ქალი ბააზეი ბორჩაშვილი), როგორც ნამდ ვილ აბრაგს შეეფერება, ინფორმირებული იყო პანკისის ხეობის თი თოეული ქისტური ოჯახის ყოფითა და ისტორიით.
მან სამეგობროდ აირჩია მაშინდელი მილიციონერის (სერჟანტის ჩინით) შაქრო თურქოშვილის უფროსი ვაჟი შერიფი და ძმად გაეფიცა კიდეც, როგორც ეს მთის წესი იყო: „ჯიბის დანა ამოიღო, შერიფს მარცხენა ხელის ნეკა თითი გადაუსერა, შემდეგ ერთმანეთის თითებიდან სისხლი მოწრუპეს, ერთმანეთს გადაეხვივნენ და შემდეგი სიტყვები წარმოთქვეს:
„ - შენი მშობლები, ჩემი მშობლები, შენი და-ძმები - ჩემი და-ძმები, შენი ცოლი - ჩემი რძალი, შენი ნათესავები - ჩემი ნათესავები, ჩვენი ფიცის მოწმე და მსა ჯული ღმერთია!“ (დავით პანკელი, ხასო ხანგოშვილი „აბრაგები“, თბილისი, 2014).
იმ დღიდან და იმ წუთიდან პანკისელი შერიფ თურქოშვილი და ჩეჩენი აბრაგი ჩოქა ხოჟაევი ღვიძლ ძმებზე უფრო ახლობლები გახდნენ. შერიფი ჩოქას ყველაზე ერთგული და სანდო მასპინძელი გახდა პანკისის ხეობასა და მის შემოგარენში.

ჩოქა ხოჟაევი
„მაშინ 15-16 წლის ქალიშვილი ვიყავი და ჩემს უფროს ძმა შერიფთან და მის მეუღლესთან დაროსთან ერთად ვცხოვრობდი, მიუხედავად ურთულესი ეკონომიური, სოციალური თუ პოლიტი კური მდგომარეობისა, მიუხედავად იმისა, რომ ვშიმშილობდით და ზოგჯერ სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი საშუალება ორღობეში ამოზრდილი ჭინჭარი იყო, მაინც ბედნიერი და ლაღი ქალიშვილობა მქონდა, იმდენად ლაღი, რომ თქვენ წარმოიდგინეთ, აბრაგებთან ურთიერთობის უფლება გვქონდა. შერიფს ბევრ აბრაგთან ჰქონდა ურთიერთობა, ვინ არ ყოფილა ჩვენთან, სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ველად გავარდნილი არწივები: ქააბაი მუს, ჩოქი, სეიდა, მუხმადა და სხვ., - იხსენებს პანკისელი ძარგო თურქოშვილი.
ზაფხულის არდადაგებს სხვა ქისტ და თუშ ახალგაზრდებთან ერთად მთაში ვატარებდით, „ბაბოს ნაჟდარში“. ტკბილად მახსენდება ის დრო, ჯგუფურად დავდიოდით ხან ჭინჭარზე, ხან სოკოზე, ხან სხავადსხვა ბალახ-ბულახზე (ქისტურად: „ხოხორაშ“, „ჩვიერაშ“), ძალიან ფამილიარული ურთიერთობები გვქონდა ქალიშვილებს ქისტ და თუშ ვაჟებთან, მაგრამ ამას არავინ უყურებდა ეჭვის თვალით, რადგან ეს ურთიერთობები მართლაც მთის წყაროსავით სუფთა და ანკარა იყო. ასეთი „ვოიაჟების“ დროს მთაში ხშირად ლანდივით გაიქროლებდნენ აბრაგთა ჯგუფები, ზოგჯერ გამოგველაპარაკებოდნენ კიდეც, გვენდობოდნენ...
რომ შებინდდებოდა, მაშინ მოდიოდნენ აბრაგები ჩვენთან. ისინი იარაღს რომ მოიხსნიდნენ, მთელი კედელი მშვენდებოდა მათი შეუდარებელი თოფ-იარაღით, მთელი ჩვენი პატარა ქოხი ივსებოდა ამ საოცარი არსენალით. მართალია, ჩვენთან მიღებული არ არის მამაკაცზე ამ ეპითეტის ხმარება, მაგრამ ძალიან ლამაზი კაცები იყვნენ, განსაკუთრებით დამამახსოვრდა ცეცხლი, რომელიც მათ თვალებში ელვარებდა... გათენებამდე ქეიფობდნენ ჩვენს სახლში, უალკოჰოლოდ; მოგეხსენებათ, აბრაგები სასმელს საერთოდ არ სვამდნენ, რადგანაც თუნდაც ერთი წუთითაც მოდუნების უფლება არ ჰქონდათ, მუდმივად სიფხიზლის რეჟიმში იყვნენ. ცისკრამდე ტოვებდნენ ჩვენს სახლ-ქოხს ჩვენი და თავისი უსაფრთხოების მიზნით.

ამ ხნის ქალი ვარ, მალე 85 წელს მივაღწევ, ბევრ სხავადსხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის წარმომადგენლებთან მქონია ურთიერთობა, ბებია თიანეთიდან მყავდა, ფშავლის ქალი, სამი და ქისტებზე იყვნენ თიანეთიდან პანკისში გამოთხოვილები; ჩვენს ხეობაში ხომ ოსებიც ცხოვრობდნენ, მაგრამ მსგავსი საოცრება, რაღაც ზებუნებრივი მოვლენა, რასაც აბრაგის ცეკვა („ობურაქან ხელხარ“) ჰქვია, არც მინახავს და არც განმიცდია. ქისტებში გაზრდილს ცეკვისა რა უნდა გამკვირვებოდა, აქ ხომ ყველა ცეკვის ოსტატი და ჯადოქარია, მაგრამ ის სულ სხვა იყო, სულ სხვა... წრეში გადმოხტა ჩოქა, ისედაც ფართო მხრები ისე გაშალა, მეგონა მთელ სამყაროს ამ მხრებზე დაიტევდა, მერე კი ხელები გაშალა წრეს შემოუარა და მაჯების სწრაფი მოძრაობით ხელები ისე მომუჭა, ყველა აღფრთოვანებული მაყურებლის გულისფეთქვა ხელისგულში მოიქცია. ყელი და კისერი მხრებიდან ისეთ სიმაღლეზე იყო, სამყაროს კიბე სჭირდებოდა გონებამდე მისასვლელად; ბრინჯაოსფრად ჩამოქანდაკებულ სახესა და ტანზე ერთი კუნთიც კი არ ენძრეოდა, მხოლოდ ულვაში ცეკვავდა და თვალებიდან კი ისეთი გავარვარებული ცეცხლის ისრები მოდიოდა, რომ ირგვლივ ყველასა და ყველაფერს ცეცხლის ალში ხვევდა. ეს ენით აუწერელი სილამაზე სხვადასხვა ილეთით გრძელდებოდა, თუმცა მსგავსი ილეთი არც მანამდე და არც შემდეგში არ მინახავს, ალბათ იმიტომ, რომ ეს არ იყო მხოლოდ ცეკვა, ეს იყო დატყვევებული არწივის ბრძოლა მონატრებული თავისუფლებისათვის... მახსოვს, რომ თითის ცერებზე, ფართო მკერდზე მიდებული ხელითა და ოდნავ მოხრილი თავით გამიწვია საცეკვაოდ, შემდეგ კი არაფერი მახსოვს, არა, რომც მახსოვდეს, შეუძლებელია ამის გადმოცემა ისე, როგორც გონებაში აღიბეჭდა სამუდამოდ თავისუფლება მოწყურებული აბრაგის ცეკვის სახელით.
მთხრობელი: ძარგო თურქოშვილი
![]() |
6.10 ქისტი დასტაქარი |
▲ზევით დაბრუნება |
თოოჩი (თაჩო) ბორჩაშვილმა როსტომ შეთეკაურის და, ქვითია მოიტაცა. ქააბას (თოოჩისა და ქვითიას შუათანა ქალიშვილი) თქმით ქვითია საკმაოდ შეუხედავი ქალი გახლდათ, კურდღლის ტუჩითა და ტლანქი ნაკვთებით. მისი აზრით, როსტომმა იფიქრა, რომ ასეთი სახელოვანი ვაჟკაცი, როგორიც თოოჩი იყო, მის დას ცოლად არ იკადრებდა, ალბათ, სხვა მიზნით თუ გაიტაცაო და სახლში მიადგა შეიარაღებული მხედართა თანხლებით.
თოოჩიმ გაგათ როსტომს დანათესავება შესთავაზა, უთხრა, რომ მისი დაც ამ მიზნით მოიყვანა სახლში, რაზეც როსტომი ჯიუტად პასუხობდა, რომ მისი და არ იყო თოოჩის შესაფერისი და მიტომაც მის გარეშე სახლში არ წავიდოდა. მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ სისხლის დაღვრის საშიშროება იქმნებოდა. ამ დროს გარეთ გამოსულა თოოჩის უფროსი ცოლი, ხილდიხაროელთა ქალი, ჭკუითა და სილამაზით განთქმული და პირდაპირ როსტომისთვის მიუმართავს: „როსტომ, შეთეკაურთ შორის კი არა და მთელს ხევსურეთში ვაჟკაცობით განთქმულო, ნუთუ, შენი და გენანება იმ სახლში საცხოვრებლად, სადაც მე ვდიასახლისობო,“ - ამ სიტყვებზე როსტომს ისე შერცხვენილად უგრძნია თავი, რომ უსიტყვოდ გაბრუნებულა და თავისი თანმხლებ პირებთან ერთად უკანმოუხედავად წასულა ხონეში.

მიღმახევი
ქააბა ხშირად იხსენებდა მამამისის საექიმო საქმიანობას, იხსენებდა თუ როგორი რუდუნებით აგროვებდა იგი ყოველ სეზონზე ნაირ-ნაირ ბალახეულს, ხის ფოთლებს, ფესვებს. იგონებდა სამედიცინო იარაღებს, რომლებსაც ეს მთიან ჩეჩნეთსა და მთელს ხევსურეთში სახელგანთქმული ქირურგი, ორთოპედი და მკურნალი სხვადასხვა ქირურგიული ოპერაციების დროს იყენებდა.
„ერთხელ, - იგონებდა ქააბა, მამაჩემთან ცხენიანად კლდიდან გადაჩეხილი გულწასული ხევსური მოასვენეს. მახსოვს, ჩვენები ურჩევდნენ, თავზე არ აეღო ამ ცოცხალმკვდრის მკურნალობა - ამის საშველი რომ არ არის, გიჟისთვისაც კი ნათელია, ამათი ამბავი ხომ იცი, მერე ყოველ დათრობაზე აგიშარდებიანო. მამამ მაინც დაიწყო მისი მკურნალობა და ერთ თვეში ფეხზე დააყენა ეს დალეწილი ხევსური, ისე რომ არც დაკოჭლებულა. ის ხშირად იტყოდა ხოლმე, დღევანდელი ექიმების ხელში რომ ყოფილიყო, ან მოკვდებოდა, ან კიდევ კოჭლი და მახინჯი დარჩებოდაო“.
იხსენებდა, თუ როგორ მკურნალობდა თოოჩი ეგზემურ დაავადებებს: წელამდე შიშველ ავადმყოფს მზეზე პირქვე აწვენდა, ხერხემალზე რაღაც წერტილებს პოულობდა, იმ ადგილებში თავისი ბასრი ინსტრუმენტით თითქოს რაღაც ძაფებს ქაჩავდა და წყვეტდა, რაღაცნაირი წკაპუნი გაისმოდა ხოლმე. ეს პროცედურა ზოგჯერ რამდენჯერმე უნდა ჩატარებულიყო საბოლოო განკურნებამდე. რამდენი ბავშვი თუ დიდი მოურჩენია მამაჩემს ამ საშინელი სენისგან, დღეს კი ექიმები არაფრის მაქნის მალამოებს უწერენ საცოდავ ავადმყოფებს, რომლებიც დროებითაც კი ვერ არჩენენ ამ სნეულებებს. თავის ქალის ტრეპანაციას სანამ დაიწყებდა, რაღაც მცენარეულ ნახარშს ასმევდა ავადმყოფს, ცოტა ხანში იგი ძილის ხასიათზე დგებოდა და ასე ნახევრად მძინარეს, თითქმის უმტკივნეულოდ ხდიდა თავის ქალას. ბავშვური ცნობისმოყვარეობით ვუყურებდი, თუ როგორ ფაქიზად ასუფთავებდა მამა ავადმყოფის ქალას, შედედებული მოყავისფრო სისხლისგან, თავისი თლილი ხის პრიალა ინსტრუმენტებით, რისი ხმა ხევშიც კი ისმოდა.
მთხრობელი: მედინა ხანგოშვილი
![]() |
6.11 ძაღლის წილ არშეწირული |
▲ზევით დაბრუნება |
ხაალა (თოოჩის ძმის, ოზდიას ცოლი) შინ ფუსფუსებდა, ვახშამს ამზადებდა ოჯახისთვის, გარეთ მისი მეუღლე და ოთხი წლის ჯაბრაელი ცხვარს აბინავებდნენ. ერთგული ნაგაზი კუდის ქიცინით ეალერსებოდა პატრონსა და პატარას, თან განზე გადენილ ცხვარს უტევდა, პატრონს დანებდით და დაბინავდითო. არც პატარა ჯაბრაელი იშურებდა ძალას, დიდობდა, მამის ძეობას ცდილობდა, დიდი ჯოხი მოემარჯვა და გვერდში ედგა საქმეში გართულ მშობელს. უცებ სროლის ხმა გაისმა, წამებში გამეორდა კიდევ და კიდევ. ელდა ეცა ხაალას, ადგილზე გაქვავდა. გონს როცა მოეგო, კარში გავარდა. სადგომის შესასვლელთან სისხლისგან იცლებოდა მეუღლე, იმ წამს ვაჟიშვილი მოძებნა, მივარდა პაწია სხეულს, ტყვიას თავის ქალა გაეხეთქა პატარასთვის, ტვინი ძაღლის გობში განთხეულიყო. დედამ ხელი სტაცა უსულო პატარას, კალთაში ჩაისვა, ხელით რამდენჯერმე ახვიპა პაწიას ტვინი და მის ქალაში ჩაბრუნებას ცდილობდა. „ჯაბრაელ, გაუხილე დედას თვალები“, - ეძახდა სასოწარკვეთილი ხაალა, მაგრამ ამაოდ. ძაღლის გაავებულმა ყეფამ გამოაფხიზლა, რამდენიმე იარაღმომარჯვებული მხედარი ცხვარს მიერეკებოდა, ამხედრებული ძაღლი წინ ეღობებოდა, არ ანებებდა უცხო მოძალადეს, ღრენითა და ყეფით ცდილობდა მტრის მოგერიებას, უცებ ერთი ნახტომით ზურგზე მოექცა ერთ-ერთ მომხდურთაგანს. გასროლის ხმა და ძაღლი უსულოდ დავარდა ძირს. „მაშველს უნდა მოვუხმო“, გაუელვა ხაალას თავში, „ვინ რაღას მიშველის“, იყო შემდგომი აზრი. თავისი პატარას უსულო სხეული ჩაიხუტა და მიწაზე გაუნძრევლად გართხმულ მეუღლეს ჩვეული მანერით მიუჯდა გვერდით.
გაზაფხულზე გადაწყვიტეს ბორჩაშვილებმა თუშებზე შურისძიება. უკვე გაზაფხულისპირს ჩამოვიდნენ პირიქითა ქისტეთიდან ოზდიას მითხოელი დედიძმისშვილები, პირთამდე იარაღში ჩასხმულნი. კოროთელნი დისწულთა ასეთ დაჩაგვრას არ აპატიებდნენ ვერაგ მტერს. საზაფხულო საძოვრებისკენ დაძრულ თუშებს ჩაუსაფრდნენ, ულმობლად ჩახოცეს და ცხვარ-ძროხაც გამორეკეს. უკან გამობრუნებულთ უცებ გამოეყო გებისი, იქვე ერთ ადგილას, დამალვას მოცადე დედა-შვილისთვის მოეკრა თვალი. ერთი გასროლით დედის თვალწინ ძირს დავარდა ახალგაზრდა გოგო, - „ჯაბრაელის ძაღლის წილ იყოს“, - მიაგება თავისკენ წყევლა-კრულვით გამოქანებულ დედას.

მუცო (მასკ)
„გავიდა ხანი. ჩვენთან მასკში (მუცო) ერთ-ერთი სტუმრობის დროს შევამჩნიე, თუ როგორი ჩაფიქრებული იჯდა გებისი მთის ფერდობზე, ფანდურით ხელში. მორიდებით მივუჯექი გვერდით. „შენ ხარ, ქააბაი“, - შემომხედა ნაღვლიანი თვალებით. „ვიცი, რაც გაღონებს, ბათი და ბაქისათი ჩვენთვისაც მოურჩენელი იარაა გების, ყველანი გაოგნებულები ვართ, ასე უმიზეზოდ ორი, სილამაზითა და სიცოცხლით სავსე გოგონა ერთი მეორის მიყოლებით, როგორ წავიდნენ ამქვეყნიდან“. „მე არ მიკვირს, მამიდაშვილო, - მითხრა მან მშვიდად, ჩემი ქალიშვილების სიკვდილი იმ თუში გოგონას უღვთოდ მოკვლისთვის, ღვთისგან ჩემთვის მოწეული სასჯელია, დედამისი დღესაც ქისტის ერთ ნაგლეჯ ხორცს ნატრულობს თურმე საჭმელად. რა გიკვირს, თუნდაც ახალგაზრდობაში ჩადენილი ცოდვები შერჩენია ვისმეს?! ასეა ბუნების დაუწერელი კანონი“.
მთხრობელი
ქააბა ბორჩაშვილი
![]() |
6.12 ლაფანყურელი გლეხი ძმობისა და ღირსების სადარაჯოზე |
▲ზევით დაბრუნება |
2008 წლის აგვისტოს თვემდე კახეთის უმშვენიერესი მხარე, მხოლოდ თავისი გმირული ისტორიით იყო ცნობილი ქისტებისთვის. მაშინ რას წარმოვიდგენდით, რომ ლაფანყურიცა და ლოპოტას ხეობაც ასეთი ტრაგიკული ისტორიით დაუკავშირდებოდა ვაინახებს, რომ ჩეჩენ-ქისტებსა და სამ ქართველ ახალგაზრდას ვერაგული ღალატითა და მუხანათური სისასტიკით ჩახოცავდნენ ამ ულამაზეს ხეობაში, რომ სიცოცხლით სავსე ბიჭები, ვისაც ჯერ კიდევ პირზე რძე არ შეშრობოდათ, საძილე ტომრებში დაასრულებდნენ სიცოცხლეს.
ამ თემაზე ბევრი ითქვა და ბევრი დაიწერა, თუმცა სრული ჭეშმარიტება მოსახლეობამ დღემდე არ იცის. ფაქტი ერთია: სააკაშვილის ხელისუფლებამ ამ სისხლიანი და მზაკვარი ოპერაციით თავი ვერავის მოაწონა და ახალმა მთავრობამ კი, რომელიც ამ საქმის გახსნის ლოზუნგით მოვიდა ხელისუფლებაში, „ლაფანყურის სპეცოპერაციას“ გრიფით საიდუმლო დაადო და სამუდამოდ შემოდო ცოდვებით დამძიმებულ თაროზე.
დღეს ყველამ კარგად იცის, რომ ამ რაზმს აზრადაც არ ჰქონდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობისათვის რაიმე ზიანის მიყენება, პირიქით, გაერიდნენ წინასაარჩევნო არეულობის მოწყობას და ამ გაუგებრობაში მათ ჩათრევას. დღეს უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ რაზმის ერთადერთი მიზანი საერთო მტრისთვის ზიანის მიყენება იყო. ამისთვის მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ისინი საქართველოში ჩამოჰყავდათ და ამზადებდნენ კიდეც.
ბედისწერის წყალობით სპეცოპერაციას ხუთი მებრძოლი ცოცხალი გადაურჩა, ექვსი დღე-ღამის განმავლობაში ტყეში იმალებოდნენ, ბოლოს შიმშილისგან გაწამებულები, შუაღამეს, ერთ-ერთი ლაფანყურელი გლეხის სახლს მიადგნენ და აუხსნეს, ვინც იყვნენ... ისიც უთხრეს, რომ კარგად უწყოდნენ, თუ რაოდენ დიდი განსაცდელის ქვეშ აგდებდნენ მასპინძელს იმ შემთხვევაში, თუ ის მათ მიიღებდა, თუმცა სხვა გამოსავალი ნამდვილად არ ჰქონდათ და არც ის ეწყინებოდათ, თუ ის მათ უარს ეტყოდა. გაოცებულმა მასპინძელმა უაღრესად რთულ მდგომარეობაში მყოფი მებრძოლები შინ შეიპატიჟა, ისე რომ წარბიც არ შეუხრია. ყველას კარგად მოგვეხსენება სააკაშვილის სასტიკი რეჟიმის პირობებში ეს რამხელა გმირობა და ზნეობრივი სიმაღლე იყო, ფაქტობრივად, მან სტუმრებისთვის თავი გაწირა და არაფრით ჩამოუვარდება ვაჟა-ფშაველას მსოფლიო შედევრის „სტუმარ-მასპინძლის“ გმირებს.
სამი კვირის განმავლობაში უმასპინძლა ლაფანყურელმა ქართველმა ჩეჩენ მებრძოლებს, სამი კვირა ყოველი დღე და ღამე სტუმრებიც და მასპინძლებიც ბეწვის ხიდზე გადიოდნენ... წარმოდგენაც კი რთულია, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო და ქისტები გულწრფელები ვართ აღიარებაში, რომ ლაფანყურელის სიცოცხლე ბევრად უფრო ღირებული იქნებოდა, მაშინაც და არის დღესაც, ყველა საღად მოაზროვნე ვაინახისათვის, ვიდრე იმ გადარჩენილი ჩეჩნებისა... მან ეს ნამდვილად დაიმსახურა! მაგრამ სწორედ ამ ვაჟკაცური საქციელის გამო, უფალმა სიცოცხლე და თავისუფლება შეუნარჩუნა, პირველ რიგში მასპინძელსა და შემდეგ კი მის სტუმრებს.

ლაფანყურში ჩახოცილი ბიჭების
სამუდამო განსასვენებლი
სამი კვირის შემდეგ, როცა ვნებათაღელვა შედარებით ჩაცხრა და ლოპოტის ხეობის მოსახლეობაზე კონტროლიც შესუსტდა, ლაფანყურელმა გლეხმა, გვიან ღამით, სატვირთო მანქანაში დამალა მებრძოლები, ზემოდან ტომრები დააფარა და დაადგა „გოლგოთის“ გზას პანკისის ხეობისაკენ...ისევ უფალმა უდარაჯა ამ მეტად სარისკო გზას და სტუმარ-მასპინძელი შინ მშვიდობით მიიყვანა...
ჩვენ, პანკისელი ქისტები, უზომოდ ბედნიერები და ამაყები ვართ ჩვენი თანამოქალაქით, ლაფანყურელი გმირით, ნამდვილი მამულიშვილითა და ჭეშმარიტი კავკასიელით, რომელმაც ღირსეულად უდარაჯა ქისტ-ქართველთა მრავალსაუკუნოვან ძმობასა და მეგობრობას.
დაილოცოს უსახელო გმირის სახელოვანი გმირობა! ამინ!
![]() |
6.13 „შავი ანგელოზის“ თეთრი საქმენი |
▲ზევით დაბრუნება |
ის ისტორიაში შევიდა, როგორც „შავი ანგელოზი“, თუმცა ასეთი ჭეშმარიტი და ნამდვილი ანგელოზი სამყაროს იშვიათად ახსოვს: მაღალი, ახოვანი, ფართე მხარბეჭითა და თეთრი პირსახით, ცისფერი უძირო თვალებითა და კოხტა ჟღალი წვერით, ღიმილიანი და ჭკვიანი გამოხედვითა და საოცარი სიკეთითა და ნებისყოფით აღსავსე, უფლისგან უდიდესი სიბრძნითა და გამორჩეული ბრძოლის უნარით დაჯილდოებული... მსოფლიო ისტორიებს ახსოვთ ბევრი ცნობილი და სახელგანთქმული მეომარი: ალექსანდრე მა კედონელი და ნაპოლეონ ბონაპარტე, სალადინი და ჰანიბალი, ლეონიდასი და ჩინგიზ ყაენი, რიჩარდ ლომგული და მუსაში მიამოტო, თემურ ლენგი და სულთან სულეიმანი და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი... არანაკლებ გმირული ისტორიები აქვთ კავკასიელ მეომრებსაც: ვახტანგ გორგასალი და დავით აღმაშენებელი, შეიხ მანსური და ბაისანგურ ბენოელი, იმამ შამილი და მურად ბეი, მეფე ერეკლე და ჯოხარ დუდაევი და სხვ. თუმცა სამყაროს იშვიათად ჰყოლია ისეთი ჰუმანური და ადამიანური თვისებებით დაჯილდოებული მეომარი, როგორიც ჰამზათ (რუსლან) გელაევი იყო. თვით ანტიკავკასიური პოლიტიკით გამორჩეული რუსი ანალიტიკოსები და კრიტიკოსებიც კი ვერ მალავენ სიმპათიასა და აღფრთოვანებას, მათ მიერ „შავ ანგელოზად“ მონათლულ, ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაურისა და გენერლის მიმართ.

ჰამზათ (რუსლან) გელაევი
მის თანამებრძოლებთან დამოკიდებულებასა და ურთიერთობაზე, მის სიცოცხლეშივე დადიოდა ლეგენდები. მეომრებს ყოველთვის უკვირდათ, ამ გოლიათ კაცს, ასეთი პატარა და ჩვილი გული როგორ ჰქონდა, პატარა, მაგრამ იმდენ სითბოსა და სიყვარულს იტევდა, ვერაგი მტერიც კი აღფრთოვანებაში მოჰყავდა... სანამ ყველა მეომარი არ დანაყრდებოდა, ჰამზათი ცოცხალი თავით არ დააკარებდა საკვებს პირს. ბრძოლის ველზე მუდამ წინა პოზიციებზე იდგა. იყო უაღრესად მოწყალე და მოკრძალებული. ზედამიანური ფიზიკური ძალის მქონე. აბობოქრებულ და ღრიალით მოვარდნილ შუაგულ მდინარეში ჩადგებოდა და მებრძოლები ისე გადაჰყავდა მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე.
2000 წლის ოქტომბრის თვეში ჰამზათ გელაევის რაზმმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და 18 დღე-ღამის განმავლობაში უსმელ-უჭმელებს, როდესაც ხევსურეთის ერთ-ერთ ნასოფლარს მოადგნენ, გადაადგილების ძალაც აღარ შესწევდათ. ხამზათი თავის წილს ინახავდა და ისევ თანამებრძოლებს უნაწილებდა, სანამ მარაგი მთლიანად არ შემოელია. გზად რაც ბალახ-ბულახი შეხვდათ და შემდეგ კი ფესვებსაც მიეძალნენ მეომრები, მაგრამ შიმშილმა უმოწყალოდ დარია ხელი ამაყ და ქედუდრეკელ ჩეჩნებს... ბელადი დაღონებულ და უიმედო რაზმელებს მათ ეროვნულ ჰიმნს შეახსენებდა:
„იმ ღამეს ვიშვით, როცა ლეკვებს ყრიდა ძუ მგელი,
დილით დაგვარქვეს სახელები ლომის ღრიალში,
მთის არწივების საბუდარში გვზრდიდნენ დედები,
კლდეებზე ჯირითს გვასწავლიდნენ გმირი მამები.
ამ მიწა-წყლისთვის, მამულისთვის გვზარდეს დედებმა
და განსაცდელში ჩვენ სამშობლოს მტკიცედ დავიცავთ,
მთის თავისუფალ არწივებთან ერთად დავზრდილვართ,
სიძნელეები ღირესეულად დაგვიძლევია.
ეს გრანიტის კლდე ტყვიასავით დადნება უმალ,
ვიდრე ბრძოლაში დავკარგავდეთ კაცურ ღირსებას,
უმალ გასკდება დედამიწა მზის სიმხურვალით,
ვიდრე მიწაში ჩავიდოდეთ სულგაყინულნი.
ქედს არ მოვიხრით არასოდეს, არვის წინაშე,
ჩვენ ერთი გზა გვაქვს: სიკვდილი ან თავისუფლება!
ჭრილობებს დები სიმღერებით მოგვიშუშებენ,
ხოლო სატრფონი აღგვანთებენ ისევ საომრად.
ხის ფესვებს დავღრღნით, შიმშილმა თუ შემოგვიტია,
ცვარ-ნამს შევსრუტავთ, წყურვილმა თუ დაგვრია ხელი!
იმ ღამეს ვიშვით, როცა ლეკვებს ყრიდა ძუ მგელი,
უფალს, ჩვენს მოდგმას, ჩვენ მიწა-წყალს ვემსახურებით!“
ამ ყველაფერთან ერთად მთის სიცივეც აცლიდა ღონეს მებრძოლებს, თუმცა რაზმის წინამძღოლი და მეთაური უფლის იმედს არ კარგავდა. და აი, საოცრება! დაღმართისკენ დაძრულმა მეომრებმა ვაკე ადგილას ქოხი შენიშნეს, რამაც მეომრებს უდიდესი სიხარული და ბელადს კი შვება მოჰგვარა.

ჰამზათ გელაევი
თანამებრძოლებთან ერთად
როგორც შემდეგ იხსენებდნენ - სიკვდილამდე მოშიებულ ადამიანზე საზარელი არაფერი ყოფილა, ისე ეცნენ მებრძოლები ქოხში არსებულ სურსათ-სანოვაგეს, თითქოს მათი საკუთრება ყოფილიყო: ვინ ქუმელსა და უმ ფქვილს ჭამდა, ვინ კასრიდან ამოღებულ ყველის ნაჭრებს იტენიდა პირში და ვინ საზამთროდ შებოლილ ხაჭოს კვერებს. უზომოდ ღვთის მადლიერი და ბედნიერი საველე მეთაური კი მეომრებს რჩევებს აძლევდა, რომ ბევრი არ ეჭამათ, რადგანაც ზედმეტი საკვები ამდენი ხნის ნაშიმშილარ კუჭებს აწყენდა. როგორც შემდეგ მეომრები იხსენებდნენ, როცა ყველა დანაყრდა, მხოლოდ მაშინ აიღო ჰამზათმა შებოლილი ხაჭოს კვერი, გვე რ დი მოტეხა და უფალს მადლობა შესწირა ამ მადლისათვის. როცა სული მოითქვეს და გონს მოვიდნენ, მეომრებს სინანული შეეტყოთ სხვისი ქონების „დატაცების“ გამო. ბელადს ესიამოვნა თანამებრძოლების სამართლიანი განწყობა და მეომრები დაამშვიდა: „იმას, არ შევირგებთ, რაც ჩვენთვის არამია“. გულის ჯიბიდან 600 დოლარი ამოიღო და ისეთ ადგილას დადო, რომ პატრონს ქოხში შემოსვლისთანავე შეენიშნა.
ცოტაც დაისვენეს მეომრებმა და წინამძღოლმა ბარისკენ დაშვების გეგმა-გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც ოქტომბრის ღამე მთაში განსაკუთრებულად ცივია და დაბინდებამდე რაიმე თავშესაფარი უნდა მოეძებნათ.
ქოხიდან ნახევარი კილომეტრიც არ ჰქონდათ გავლილი, რომ აღმართზე ამომავალი ქალი და კაცი შენიშნეს, სავარაუდოდ ცოლ-ქმარი. ხამზათი ერთი ასი მეტრით გამოეყო რაზმს, წინ წავიდა და გულზე ხელის მიდებითა და ოდნავ თავის დაკვრით მიესალმა, როგორც თავიდანვე იეჭვეს, ქოხის მეპატრონეებს. ცოლ-ქმარს სულაც არ შეშინებიათ კბილებამდე შეიარაღებული რაზმის, მაშინვე მიხვდნენ, რომ ჩეჩენი მებრძოლები იყვნენ. უდიდესი სიყვარულითა და პატივით მოიკითხეს სამშობლოს სადარაჯოზე უშიშრად მდგომნი. ბელადმა პასუხად დაუბრუნა, რომ მათი წყალობით უკვე კარგად იყვნენ, დიდი მოკრძალებითა და ბოდიშის მოხდით მოუყვა მათ მიერ ჩადენილ „დანაშაულზე“ - საკვების დატაცებასთან დაკავშირებით. ქოხის მეპატრონემ ისე გულწრფელად შეიცხადა, რას ამბობთ, რა დატაცება, რის დატაცება, უდიდესი ბედნიერებაა, თუ კი რამეში გამოგადგათ ჩვენი ნაშრომიო, რომ მებრძოლებს სურვილი გაუჩნდათ მამაკაცურად ჩაეკრათ გულში ეს საოცარი ადამიანი... ამ რაზმის წევრები შემდეგში ყვებოდნენ, რომ არასოდეს დაავიწყდებათ იმ არხოტელი ხევსურის აღშფოთებული და აელვარებული თვალები, როცა ხამზათმა უთხრა, სანოვაგის საფასური ქოხში დაგიტოვეთო. კაცი ლამის მუხლებზე დავვარდა და ევედრებოდა ბელადს, რომ ფული უკან წაეღოთ, რადგანაც მაშინ მისი პატივი არ შეიწირებოდა, თან ცოლს უყვიროდა, გაიქეცი და ფული უკან მოიტანეო. როგორც მებრძოლები იხსენებდნენ, ეს იყო ადამიანად ყოფნის საოცარი და შესაშური შემთხვევა, რომლის მსგავსიც დიდი იშვიათობაა ამ ცოდვილ მიწაზე.
- მიუხედავად ჩვენი მტკიცე უარისა, დარწმუნებული ვართ, ცოლ-ქმარმა დაბინდებამდე გვდიეს უკან, თუმცა რას დაგვეწეოდნენ, მათი საკვების ძალით მგლისმუხლმოკიდებულ მებრძოლებს, - იხსენებდნენ გელაევის მადლიერი მეომრები.
საქართველოში „შავ ანგელოზს“ ბევრი მეგობარი ჰყავდა, დანამდვილებით ვიცით, რომ ძალიან უყვარდა გენეტიკურად მონათესავე და მოძმე ერი, მადლიერი იყო იმ თავშესაფრისთვის, რომელიც საქართველომ მაშინ მისცა, როცა მას საკუთარ სამშობლოში ძალიან გაუჭირდა, იმდენად გაუჭირდა, რომ წინაპართა მიწაზე საერთოდ არ დაედგომებოდა... სწორედ, მაშინ გაუღო საქართველომ ქვეყნისა და გულის კარი ჭეშმარიტ მეომარსა და კავკასიელს. ამიტომაც გადაწყვიტა საქართველოსთვის აფხაზეთის დაბრუნება და ამ მიზანს მიაღწევდა კიდეც, რომ არა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძისა და რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ღალატი. ამ უთანასწორო ომში გე ლა ევ მა თავისი საუკეთესო მებრძოლები დაკარგა, თუმცა მთავარი მიზნის მიღწევა, ამ ჟესტით ნაწილობრივ მაინც მოეხადა აფხაზეთის ომში ჩეჩნების მონაწილეობის ვალი, ვერ შეძლო. კოდორის სისხლიან და მუხანათურ ოპერაციას ბევრი პანკისელისა და ჩეჩენი მეომრის სიცოცხლე შეეწირა.
განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა პანკისის ხეობისა და პანკისელების მიმართ, ამბობდა ყველაზე ჭეშმარიტი ჩეჩნები პანკისში ცხოვრობენო...საოცარი მიდგომა ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, იმ რთულ დროს ხეობაში წესრიგის დამყარების საქმეში მისი როლი ძალიან დიდია... ჩეჩნები პირად ცხოვრებაზე საერთოდ არ საუბრობენ, თუმცა ჰამზათის ცხოვრებაში საქართველო და პანკისი ნამდვილი ნავთსაყუდელი და მისი მემკვიდრეობის გაგრძელების ჩირაღდანი გახდა. სწორედ პანკისში 12 წლის უშვილობის შემდეგ შეეძინათ ჰამზათს და მის მეუღლეს ტყუპი ვაჟი - ჰასანი და ჰუსეინი, რომელთა სიცოცხლეში ერთხელ ნახვის ბედნიერება მონატრებულ მამას არ ეღირსა... თუმცა, დაღესტნის მთებში, მისმა ყველაზე სანდო და ახლო მეგობარმა და მებრძოლმა, პანკისელმა მანსურ კუშტანაშვილმა, რომელიც მასთან ერთად მამაცურად დაეცა დაღესტნის მთებში, ჩაუტანა შვილების ფოტო, რომელზეც არც დაუხედია (ეს ხომ დიდ სირცხვილად ითვლება ვაინახებში), ისე შეინახა უბის ჯიბეში და ვინ იცის, მარტოდ დარჩენილი რამდენს ესაუბრა მისი ჯიშისა და ჯილაგის გამგრძელებლებს და რა ანდერძი გაუგზავნა დაღესტნის მთებიდან პანკისში დარჩენილ არწივის მართვეებს...
თავად კი დაღესტნის მთებში დაიდო სამუდამო ბინა, სიცოცხლის ბოლო წვეთამდე არ დანებდა ვერაგ და დაუძინებელ მტერს, საავიაცო ტყვიებით დასერილი სხეული ძლივს შეათრია გამოქვაბულში, ხელი, რომელიც ტყვიამფრქვევის ჯერს მოეგლიჯა და მოცელილივით ეკიდა მკლავზე, დანით მოიჭრა და სიკვდილს პირდაპირ ჩახედა თვალებში...
„შავმა ანგელოზმა“ სულის მისაბარებლად მისულ თეთრ ანგელოზს გაუღიმა და კიდევ ერთხელ ღრმად შეისუნთქა მთის სუფთა ჰაერი და ვინ იცის, რამდენი დღის მშიერი და დაღლილ-დაქანცული, თავისი ხალხისა და სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი, მშვიდად გადავიდა მარადისობაში.
ეს ამბავი მხოლოდ ოციოდე წლის წინ მოხდა და უკვე ისტორიის კუთვნილებად იქცა.
![]() |
6.14 მგლის ლეკვები |
▲ზევით დაბრუნება |

ასლანდ მასხადოვი
1997 წელი. ჩეჩნეთი, მთელი კავკასია ზეიმობს რუსეთის დამარცხებას ჩეჩნეთ-რუსეთის 1994-1996 წლების ომში. მთელი მსოფლიოც განცვიფრებულია ამ წარმოუდგენელი ამბით, თვალები მოიფშვნიტა, გაიღვიძა, და ინგრა საბჭოთა არმიის უძ ლეველობის მითი. ჩეჩნეთი, ჩეჩენი ხალ ხი ზეი მობს რუსეთთან სამასწლიან ომში გამარჯვებას. ჩატარდა დემოკრატიული არ ჩევნები, თვით რუსეთმაც აღიარა პრეზიდენტის არჩევნების ლეგიმიტურობა, ასლან მასხადოვი გახდა და მოუკიდებელი ჩეჩნეთის რიგით მეორე პრეზიდენტი, ჯოხარ დუდაევის შემდეგ.

ედუარდ შევარდნაძე, ასლან მასხადოვი
და ახმედ ზაქაევი წინანდალში
პირველი მეგობრული ვიზიტი ა. მასხადოვმა განახორციელა საქართველოში. შეხვედრამ თბილისში ე. შევარდნაძესა და ა. მასხადოვს შორის გულთბილად ჩაიარა, საქართველოს პრეზიდენტმა ჩეჩენი კოლეგა წინანდალში დაპატიჟა. ა. მასხადოვმა მოისურვა პანკისელ ქისტებთან შეხვედრა, ჩეჩნური დიასპორის მონახულება, რაზეც შევარდნაძემ თანხმობა განაცხადა და თანხლებაც ისურვა.
ცხადია, ეს პანკისელი ქისტებისათვის მოულოდნელი ბედნიერება იყო. ყველა აღფრთოვანებული იყო, დიდი და პატარა მხოლოდ ამაზე ლაპარაკობდა. ხალხი ცენტრალურ გზაზე იყო გამოსული, სოფ. დუისის ბოლოდან „დაბალ გორამდე“, სადაც მეორე მსოფლიოს ომში დაღუპულთა მემორიალია, სადაც პრეზიდენტებთან შეხვედრა იყო დანიშნული, მოსახლეობა იყო ჩამწკრივებული გზის ორივე მხარეს. დაბალ გორის ამფითეატრი, მიმდებარე ტერიტორია ხალხით იყო გავსებული, თითქმის მთელი ხეობის მცხოვრებლები შეიკრიბნენ, დიდი, პატარა, ქალი, ბავშვი - ყველა საზეიმოდ იყო განწყობილი, ყველა ბედნიერი.
ეს აღმაფრენა ცამდე ასწია პრეზიდენტების სიტყვებმა. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართველებისა და ჩეჩნების მეგობრობა ურყევია, ეს ორი ხალხი ყოველთვის ედგა მხარში ერთმანეთს გაჭირვების ჟამს და შემდგომშიც ასე იქნება.
- ჩვენს ხალხებს მხოლოდ ეს, - მთებისკენ გაიშვირა ხელი, - კავკასიის ქედი გვაშორებს ერთმანეთისგან და ამ ქედსაც გავბურღავთ და ფიზიკურადაც დავუკავშირდებით ერთმანეთს, თუ საჭირო გახდა! - თქვა შევარდნაძემ.
ამ სიტყვებს ტაშის გრიალი მოჰყვა.
ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ისაუბრა ქართველი და ჩეჩენი ხალხების ნათესაურ წარმომავლობაზე, მადლობა უთხრა ქართველ ხალხს პანკისში მოსახლე მის თანამოძმეებზე ზრუნვისთვის. მისმა ბოლო სიტყვებმა ქისტები აღაფრთოვანა და მომავლის იმედი მისცა:
- ჩვენი ორი სახელმწიფოს ურთიერთობა განვითარდება და ეს მოხდება აქ, პანკისში მცხოვრები ჩვენი მოძმეების, ქისტების უშუალო მონაწილეობით!
ქისტმა ახალგაზრდებმა ჩეჩნეთის პრეზიდენტს მგლის ლეკვი მიჰგვარეს საჩუქრად. ა. მასხადოვი მოეფერა ლეკვს, ხელში აიყვანა და შევარდნაძეს უთხრა:
- ჩეჩნეთში რუსებს ვაჩვენეთ, ვინ არიან მგლები! ბრძოლაში ქისტებმა გვიჩვენეს, რომ სანდო და მამაცი მეომრები არიან. იქ, მთების იქით, თუ მგლები ცხოვრობენ, აქ მათი ლეკვები იზრდებიან!
![]() |
6.15 მას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სურდა |
▲ზევით დაბრუნება |
სამშობლო ისეთი უსაშველო ფენომენია, რომელსაც ასაკი არ გააჩნია,
ისევე როგორც დედას და დედასავით მარადიულია.
ნოდარ დუმბაძე
მეოცე საუკუნის დასასრული და ოცდამეერთე საუკუნის გარიჟრაჟი, როგორც ისტორიის დანარჩენი დრო, მეტად ქარიშხლიანი აღმოჩნდა ვაინახებისათვის. დიდმა დათვმა ვერ მოინელა თავისუფლებისმოყვარე ხალხის ლტოლვა დამოუკიდებლობისაკენ და უკვე მერამდენედ გახდნენ გენოციდისა და ჯოჯოხეთის მსხვერპლნი დაუმორჩილებელი ჩეჩნები.

მეფე ერეკლე
კრემლმა კავკასიაში გენეტიკურად ყველაზე მონათესავე და ჰეგემონი ერების ერთმანეთზე გადაკიდების პოლიტიკა წარმატებით აწარმოა, თუმცა უფლის მიერ ხელდებული ურთიერთობის, ისტორიული ძმობისა და მეგობრობის რღვევა ვერ შეძლო; მიუხედავად ურთულესი გამოცდებისა და გაკვეთილებისა, კავკასიელების საღად მოაზროვნე ნაწილს კარგად ესმოდა, რომ კავკასია ერთმანეთის გარეშე ვერ იქ ნებოდა ის ძლიერი და ერთიანი ცივილიზებული სამყარო, რომელსაც ვეშაპის წინაააღმდეგ ბრძოლა ეხელწიფებოდა და არც გამარჯვების მიღწევა იყო შე უძლებელი.

შეიხ მანსური
სწორედ ამ რეალობისა და გენეტიკური ნათესაობის წყალობით საქართველო და ჩეჩნეთი მეოცე საუკუნის დასასრულსა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში კიდევ ერთხელ გახდნენ ერთმანეთისათვის სულისა და სხეულის ნავსაყუდელი. უდიდესი ლეგენდები, რომლებიც თითქოს დაუჯერებელია, ჩვენს თვალწინ იბრძოდნენ და შეეწირნენ კავკასიის ერთიანობასა და დამოუკიდებლობას. ისინი არა მხოლოდ სიმამაცისა და გასაოცარი ბრძოლის უნარით იქცნენ ისტორიის კუთვნილებად, არამედ მათ გვასწავლეს, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორ უნდა შევეხიდოთ, როგორ უნდა გავხდეთ ერთმანეთის ჭირისა და ლხინის მოზიარენი. შეიხ მანსურის, პატარა კახისა და შამილის მიერ თავისუფლებისათვის აღმართული ხმალი და დროშა ძირს არ დახარეს ბაისანგურ ბენოელმა და ქაქუცა ჩოლოყაშვილმა, თორღვა ძაგანმა და თაიმი ბიბოლათმა, მეოცე საუკუნის მიწურულს კი მერაბმა, ჯოხარმა, ხამზათმა და ზვიადმა კიდევ ერთხელ შემოსძახეს კავკასიელებს და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლის შესაშური მაგალითები აჩვენეს შთამომავლებს.

იმამ შამილი
ერთ მუშტად შეკრული კავკასიელების წინააღმდეგ მძლავრი მანქანა ამოქმედდა ჩვეული მეთოდით - „გათიშე და იბატონე“, თუმცა სტუმარ-მასპინძლობის კავკასიურ ტრადიციას არ უღალატა იჩქერიელმა მგელმა ჯოხარ დუდაევმა და მიუხედავად მტრის უდიდესი მცდელობისა, არც საქართველომ ჩაუკეტა ქვეყნის კარი გაჭირვებულ და სამშობლოდან იძულებით დევნილ ათასობით ჩეჩენს. რამდენი მსოფლიო ლეგენდის, აწ უკვე მარადისობაში გადასული ჩეჩენი გმირის, დროებითი ნავსაყუდელი გახდა ქართული ზეცა და მიწა. ვინ მოთვლის, რამდენმა სისხლისგან დაცლილმა სახელოვანმა თუ უსახელო გმირმა მოითქვა სული საქართველოს მზისქვეშეთში, რამდენს მოუკლა წყურვილი საქართველოს მთების ცივმა, ანკარა წყაროებმა და მტლად დაედვნენ მათ დამძიმებულ სულსა და სხეულს...
ქ. თბილისში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის 57 ნომერში მდებარე ოროთახიანი ბინაც არაერთი ვაინახი ლეგენდის დროებითი ნავსაყუდელი გამხდარა. ჩეჩნეთის პირველი და მეორე პრეზიდენტების (ჯოხარ დუდაევისა და ასლან მასხადოვის) ვაჟები, ვახა იბრაგიმოვი, (რომელიც ტრაგიკული აღსასრულისას თან ახლდა ჯოხარ დუდაევს), ჩეჩნეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა იჩქერიის პარლამენტის პირველი თავმჯდომარე ახიად იდიგოვი, იჩქერიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ილიას მუსაევი, იჩქერიის მთავრობის ვიცე-პრემიერი, სოციალური დაცვის მინისტრი, სპეციალური სამხედრო ქვედანაყოფის, „მანსურის“ მეთაური, 1999-2003 წლებში ქ. გროზნოსა და ჩეჩნეთის მთებში წარმოებულ ბრძოლების მონაწილე, ცნობილი ჩეჩენი ფილოსოფოსი, პოეტი, მრა ვალი პრემიისა და ჯილდოს ლაურეატი აფთი ბისულთანოვი, ასევე ცნობილი საველე მეთაურები და გენერლები, თუმცა, მათ შორის ერთი, სრულიად გამორჩეული და ქარიზმატული პიროვნება იყო.

ისა მუნაევი
ისა მუნაევი - ჩეჩენი გენერალი, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის შეიარაღებული ძალების ბრიგადის გენერალი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გროზნოს სამხედრო კომენდანტი, ჩეჩნეთის ომების დროს ხელმძღვანელობდა ოპერაციებს რუსული ჯარების წინააღმდეგ. ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდეგ მუნაევი ხელმძღვანელობდა გროზნოს თავდაც ვის თვის მზადებას. იგი პირადად მონაწილეობდა რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ ჩასაფრებებისა და დივერსიების ორგანიზებაში.
ბოლო წლებში იგი ცხოვრობდა დანიაში, სადაც შექმნა „თავისუფალი კავკასიის“ სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობა, დევნილობაში იყო იჩქერიის მთავრობის გენერალური პროკურორი და ბოლოს, ჯოხარ დუდაევის სახელობის საერთაშორისო სამშვიდობო ბატალიონის მეთაური უკრაინაში, სადაც აღესრულა კიდეც და რაც ყველაზე მთავარია, იგი იყო ჩეჩნეთის ყველა ლეგიტიმური პრეზიდენტებისა თუ სახელმწიფო მეთაურების ნდობით აღჭურვილი პირი.
2001 წელს მუნაევი დაინიშნა სამხრეთ-დასავლეთის თავდაცვის სექტორის მეთაურად. ერთ-ერთი შეიარაღებული ბრძოლის დროს იგი მძიმედ დაიჭრა და ხელში ჩაუვარდა რუს სამხედროებს. რუსმა ბარბაროსმა ჯარისკაცებმა მას ძვალი და რბილი გაუერთიანეს, ცემით სული ამოხადეს, რამდენიმე ტყვიაც დაახალეს და დარწმუნებულებმა, რომ ის სიცოცხლეს გამოასალმეს, იქვე მდგარი უფუნქციო „კამაზის“ ქვეშ შეაგდეს. თუმცა ადამიანის ბედისწერა ზეცაში წყდება და ისა მუნაევი ქუდბედიანი აღმოჩნდა, ადამიანის გონებისთვის წარმოუდგენელი ვითარებიდან ცოცხალი გადარჩა. ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში ჩეჩნეთიდან გაიყვანეს და დანიაში უმკურნალეს, სიცოცხლე შეუნარჩუნეს, გადარჩენილი ოჯახის წევრებიც ჩაიყვანეს დანიაში (ბრძოლის ველზე აღესრულა მისი უფროსი ვაჟი, ხოლო ბრმა ტყვიამ იმსხვრპლა ნაბოლარა, 5 წლის ქალიშვილი) და პოლიტიკური თავშესაფარიც მისცეს.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოში სამთავრობო დონეზე კავკასიური პოლიტიკის განხორციელება დაიწყეს. (როგორც ამბობდნენ, აშშ-ს მითითებითა და დავალებით, თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს). ფაქტია, რომ იმ წლებში ეს პოლიტიკა წარმატებით ხორციელდებოდა, ყველაზე დიდი მოვლენა საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზების გენოციდის აღიარება გახდა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ჩეჩნეთის თემატიკაც, საერთაშორისო დონის კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები იჩქერიელების ჩამოყვანა, ერთიანი და თავისუფალი კავკასიის იდეის გაცოცხლება, მის გარშემო კავ კა სიე ლების გაერთიანება, ამ მიზნით „კავკასიური ფონდის“ დაარსება, რომელიც მრავალმხრივ საქმიანობას ეწეოდა და სხვ.
სწორედ ამ პერიოდში თანამოაზრეებთან ერთად დანიიდან საქართველოში მოიწვიეს ჩეჩენი გენერალი ისა მუნაევი, რომლისთვისაც თბილისში ფეშენებელური სასტუმრო უზრუნველყოფილი იყო, თუმცა მან თანამემამულეებთან ცხოვრება არჩია და ასე გახდა იგი ჩვენი სასურველი სტუმარი და ჩოლოყაშვილის ქუჩის დროებითი ბინადარი.
როგორც კი ისამ ჩვენი სახლის ზღურბლზე ფეხი შემოდგა, შეწუხდა ჩვენი ბინის სივიწროვითა და სტუმართა სიმრავლით, ასეთი რამ თქვა: „ნებისმიერ ქვეყანაში როდესაც ჩავდივარ, ვკითხულობ ჩეჩენი თუ ცხოვრობს და დადებითი პასუხის შემთხვევაში სასტუმროზე უარს ვამბობ“, თუმცა ამ სევდამ მაშინვე გადაუარა, როგორც კი იგრძნო მასპინძლების განწყობა მისი და ამ საკითხის მიმართ.
ისა მუნაევის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი დიადი და საამაყო ოყო, რასაც მუდმივად ხაზს უსვამდა ეს მამის ანდერძი იყო, უაღრესად პატივსაცემი და ძვირფასი მამისა, რომელიც შვილებსა და ახლობლებს არწმუნებდა, რომ საქართველოსა და ჩეჩნეთისთვის მზე ერთად ამოვიდოდა და ერთად ჩავიდოდა... მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირველივე შეხვედრის დროს, რომელიც საქართველოს პარლამენტში, კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელის ნუგზარ წიკლაურის კაბინეტში გაიმართა, ისამ გულწრფელად ისაუბრა საქართველოში მისი ყოფნის მიზეზებსა და მიზნებზე. მან ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში საკუთარი წვლილის შეტანა სურდა, აქვე ისიც დაამატა, რომ ამ საქმის გადადება არ შეიძლება, რომ ამ დიდ და საპასუხისმგებლო საქმეს დღედაღამ ფიქრი და ზრუნვა სჭირდება, დაუშვებელია მოდუნება, დაუშვებელია ამ ფაქტის იგნორირება და განსაკუთრებულად დაუშვებელია სხვის იმედზე ყოფნა. ამ შეხვედრას პირადად მეც ვესწრებოდი. თითოეული მისი სიტყვა დღესაც ყურებში ჩამესმის და თითოეული მისი ჟესტი, მოძრაობა და შინაგანი ემოცია თვალნათლივ მახსოვს.
დიდი ემოციები იყო იმ დღეს საქართველოს პარლამენტში. ზოგიერთს არც კი სჯეროდა, რომ საშუალება ჰქონდა სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეულ, მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს მებრძოლსა და სტრატეგთან შეხვედრის და მასთან ფოტოების გადაღებისა, რასაც ისა მუნაევის პიროვნების უბრალოება და დიდი გული კიდევ უფრო ამძაფრებდა.

ისა მუნაევი (მარჯვნიდან მესამე)
საქართველოს პარლამენტში
მეორე შეხვედრა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, ბატონ იულონ გაგოშიძესთან შედგა. ეს შეხვედრა ყველასათვის დაუვიწყარი გახდა. ბატონი იულონი უბედნიერესი იყო, დიდი სიხარულით გამოხატავდა თავის ემოციებს, ამბობდა, რომ თავი სიზმარში ეგონა. შუა საუბარში სკამიდან ბავშვივით წამოხტა, მეორე ოთახში გავიდა და კონიაკი შემოიტანა, თან ღიმილით აღნიშნა, რომ ეს კონიაკი დიდი შოთას იუბილეზე იყო ჩამოსხმული, თითქმის ნახევარი საუკუნეა ინახავს და დღემდე ვერავისთვის გაიმეტა. კონიაკის ჭიქებში ჩამოსხმაც თავად უნდოდა, მაგრამ ისამ ბოთლი ხელიდან გამოსტაცა და კავკასიური უფროს-უმცროსობის ეტიკეტის დაცვით თავად ჩამოასხა. ერთადერთი სადღეგრძელო დაილია: საქართველოსა და ჩეჩნეთის გამარჯვების და კავკასიის თავისუფლება-ერთიანობისა. მახსოვს ისას წუხილითა და იმედით სავსე სახე და სიტყვები: „თუ ერთი წუთითაც უკან დავიხიო ამ ბრძოლაში, მაშინ არამი ყოფილიყოს თითოეული წუთი ჩემი ცხოვრებისა! - შემდეგ მე შემომხედა, თითქოს ბოდიშს იხდიდა და გააგრძელა, - თითქმის ოცი წელია არანაირ ალკოჰოლურ სასმელს არ გავკარებივარ, თუმცა ამ უხუცესის (ბატონ იულონის) მორთმეულ შხამზეც კი უარს ვერ ვიტყვი, - და კონიაკი წამიერად გადაკრა. ბატონ იულონს თვალებზე ცრემლი მოადგა, და ალბათ ოთახის ყრუ კედლების მიღმაც ისმოდა თითოეული იქ მჯდომის გულის ფეთქვა და საოცარი ემოცია. დიდი დღე იყო, კავკასიელების ძმობისა და სიყვარულის დღე, უთქმელი გრძნობებისა და გაუთქმელი მიზნებით სავსე...
იყო ბევრი სხვა შეხვედრაც. ერთ დღეს ისა პანკისსაც ესტუმრა, ქისტი არწივების საუფლოს, რომელიც ყოველთვის დიდად ეიმედებოდა, სადაც იმ დროს მისი თანამებრძოლის, აწ უკვე მარადისობაში გადასული ხამზათ გელაევის დედა და უფროსი ძმა ცხოვრობდნენ ოჯახებით. დიდი ემოციებით დაბრუნდა ისა ხეობიდან, სულ ხამზათის გმირ დედაზე საუბრობდა (და საერთოდაც, ჩეჩენი დედის ფენომენზეც ბევრი ისაუბრა გრძნობებმომძლავრებულმა), ოთხი შვილი სამშობლოს თავისუფლებას შესწირა და მხრებშიც კი არ მოხრილაო, - თავს აქნევდა და სიკვდილამდე ამაყი იყო.
ამ სამყაროში ისას ყველაზე მეტად დედა ენატრებოდა, რადგან განსაკუთრებულად უყვარდა და მისი სიყვარული ვერავინ შეუცვალა, სულ იმაზე დარდობდა, თუ როგორ ელოდებოდა დედა ყოველი გათენებიდან დაღამებამდე და ამბობდა, სხვა რომც არაფერი, მარტო ამ ნოსტალგიის გამო იძიებს შურს მტერზე, არ აპატიებს დედის თვალიდან დაღვრილ ზღვა ცრემლებს, მის ყოველდღიურ ლოდინს, დარდსა და ვარამს...
საერთოდაც, დედის კულტი და ფენომენი გამორჩეულია ჩეჩნებისათვის, იმ ჩეჩენი დედისა, რომელიც თვალის დაუხამხამებლად აგზავნის შვილს სამშობლოს სადარაჯოზე და თავად ლოდინსა და მონატრებაში ამთავრებს სიცოცხლეს. რამდენი გრძნობამალული იჩქერიელის დედის საოცარი მონატრების მოწმე გამხდარვარ და აფთი ბისულთანოვის დედისადმი მიძღვნილი და მის მიერვე წაკითხული უძირო ლექსის მემატიანენი გამხდარან ამ სახლის კედლებიც:
«Хьо ара ца йолуш йисичахьана,
Хьан 1аса санна со цхьалха ву нана,
Хьо ламаз ца далуш йисичахьана,
Хьан ойла санна со шийла ву нана.
1уьйренан г1айг1а ю стигалан ами,
суьйренан г1айг1а ю хьан беса лами,
вахаран г1айг1а ю хьан къора уьйт1е,
Нана, цу г1айг1анах со къаьстар вуй те?!»
„რაც შინ დარჩი და ვეღარ გადიხარ,
მარტო ვარ, როგორც ხელჯოხი შენი,
ნაანა (დედა) რაც ლოცვებს ვეღარ ასრულებ,
გულს სძლევს სიცივე შენს ფიქრთა სენის.
ცის თაღი მაცრის რიჟრაჟზე სევდას,
მწუხრს, ეულობას კიბე მაყვედრის,
ყრუ ეზოც მიჩანს ჩამქრალ ცხოვრებად,
მოვწყდები სევდას „ნენავ“ ამ ხვედრის?“
ან კიდევ:
„არ მოგკლებია საფლავთ ფერება,
მიყურადება ყრუ გზის, ეულის,
ო, ნაანა, ნაანა, რა უმოწყალოდ
მოგისპო დარდმა გული, სხეული...
ფიქალ მთვარეზე თეთრი ჭაღარა
ღმერთს ევედრება, კავივით ხმელი,
ო, ნაანა, ნაანა მიმოგიფანტეს,
შვილნი ნაზარდნი, ტანჯვით უთქმელი.“
ღაღადებდა დამწუხრებული იჩქერიელი, ჩეჩენი დედის ნაღვლიანი ვაჟიშვილი და ქვადქცეული სახიდან უდიდეს მონატრებას წამიერი სიშმაგე ცვლიდა ზოგჯერ.
საღამოობით ყველანი დიდი მაგიდის ირგვლივ ვიკრიბებოდით, მთელი დღის ემოციებს ვუზიარებდით ერთმანეთსა და ერთმანეთის სიცოცხლითა და სიყვარულით ვტკბებოდით. ამ მაგიდას ის ადამიანებიც სტუმრობდნენ, ვისაც დიდი წვლილი ჰქონდა ისას სიცოცხლის გადარჩენაში: დანიელი უფლებადამცველი ედუარდი, რომლის უშუალო ჩართულობით მოხდა მუნაევის დანიაში გადაყვანა, მკურნალობა და მისთვის პოლიტიკური თავშესაფრის უზრუნველყოფაც, დანიაში მოღვაწე ქართველი ქალბატონი რუსუდან გოგიბერიძე, რომელიც საკუთარ დასავით უყვარდა და ეიმედებოდა ისას და ბევრი სხვა სამშობლოსა და კავკასიაზე უზომოდ შეყვარებული იჩქერიელი თუ იბერიელი.
როცა სუფრას ვემსახურებოდი, მრავალჯერ მიწევდა სამზარეულოდან სასადილო ოთახში შემოსვლა, ჩემს ყოველ შემოსვლაზე, ჩეჩნური ტრადიციის თანახმად, ისა მთელი ტანით ფეხზე დგებოდა, რაც ძალიან მაწუხებდა. ჯერ ერთი, რომ ისა მამაკაცი იყო და ეს უპირველესობა პატრიარქალური მენტალობიდან მოდიოდა ჩემში, მეორეც - ისა ჩემზე უფროსი იყო და თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი. ვემუდარებოდი, რომ სკამიდან წამოწევაც საკმარისი იყო, თუმცა ისამ მკაცრად მითხრა, მაშინ ჩეჩნებიც აღარ ვიქნებითო, თან გამეხუმრა - ისედაც მეტრო ნახევარი ვარ და ფეხზეც რომ არ წამოვდგე, საერთოდ ვერც შემამჩნევენო. მუდმივად ხაზს უსვამდა ჩეჩნური ღირსების კოდექსის - „ნოხჩალლას“ დაცვას ცხოვრების თითოეულ ნაბიჯზე. ზოგჯერ გაბრაზებული მჯიღს ისე ირტყამდა მკერდზე, რომ მისი ემოციები ქუჩის გადაღმაც ისმოდა.
დიდი იმედებით სავსე დაბრუნდა ისა მუნაევი ევროპაში. როცა აეროპორტში ვაცილებდით, ასეთი რამ გვითხრა: „მე არ დავბადებულვარ იმისათვის, რომ ევროპაში, ფუფუნებაში ვიცხოვრო, მით უმეტეს, როცა ჩემს სამშობლოსა და თანამემამულეებს ასე სჭირდებათ შველა. ძალიან მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო კავკასიის გათავისუფლების, უშუალოდ საქართველოს გამთლიანების საქმეში, ამით ნაწილობრივ გამოვისყიდო ჩვენი აფხაზეთში ჩადენილი დანაშაული...იცით ჩემი ბრძოლის უნარის, ტაქტიკისა და გამოცდილების შესახებ, მე დიდი დრო არ მაქვს, თუ არ გამოიყენებთ ჩემს შესაძლებლობებს, როგორც კი რუსების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება მომეცემა, პირველივე შანსს გამოვიყენებ“, - ეს თითქოს გაფრთხილებასავით იყო ჩემთვის და ბევრის მთქმელიც, მაშინვე ვიგრძენი, რომ მას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა...
ევროპიდან თითქმის ყოველი ორი კვირის შუალედით რეკავდა ისა, კითხულობდა, რა ხდებოდა საქართველოში და რას აპირებდნენ სამომავლოდ, ბოლოს უიმედოდ ჩაიქნია ხელი და დიდი სინანულით თქვა - ძალიან ღრმა ძილით ჩასძინებიათ ქართველებსო...
გაუმაძღარი რუსეთი მალე უკრაინაში შეიჭრა და თავისუფლებისმოყვარე ხალხის განადგურება და მორიგი ექსპანსიის განხორციელება დაიწყო. ისამ მაშინვე გადაწყვიტა საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაბმა, ჩაება კიდეც და გმირობისა და სიმამაცის საოცარი ისტორიები დატოვა, თუმცა მუხანათმა იმპერიამ მორიგი სივერაგით კიდევ ერთი დიდი სიცოცხლე დაადუმა სამარადისოდ, შეწყდა ჩვენი დროის ერთ-ერთი უძლიერესი და დაუმორჩილებელი კავკასიელის გულის ფეთქვა, და ჩემთვის თითქოს სამყარო გაჩერდა, დროის ათვლა განულდა და დიდი დროით დასამარდა კავკასიის თავისუფლებისა და ერთიანობის იდეაც.
![]() |
7 ვენდეტა ქისტურად |
▲ზევით დაბრუნება |
„ამ უხეში ჩვეულების წინააღმდეგ პოლიციამ ბევრი სასტიკი
ზომები იხმარა - ოქმები, სამართალში მიცემა, იარაღის ჩამორთმევა,
დარბევა, დატუსაღება და სხვადასხვა, მაგრამ ამაოდ“.
მათე ალბუთაშვილი
ქისტი უხუცესები ამბობენ: „კიდევ კარგი, ქისტებში სისხლის აღების წეს-ჩვეულება დღემდე არსებობს, თორემ ემოციური, ფიცხი და მდუღარე სისხლიანი ქისტები ერთმანეთს ამოხოცავდნენო“.
მართალია, არც ერთი წმინდა რელიგია კაცთა კვლას, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას არ აღიარებს და სასტიკად გმობს, თუმცა კავკასიაში, გამორჩეულად ღრმად მორწმუნე ვაინახებში სისხლის აღების ტრადიციას მკაცრად იცავდნენ და საუკუნეებს უძლებს.
„დიახ, მეფის რუსეთის კანონებმა ვერ შეაჩერეს მოსისხლეობა ქისტებში, ვერც სასტიკმა საბჭოთა კანონებმა, ვერც სასჯელის უმაღლესმა ზომამ - დახვრეტით სიკვდილით დასჯამ.
ბევრი ქისტი დაიხვრიტა შურისძიებისთვის, ბევრიც ციხიდან არ დაბრუნებულა, მაგრამ ეს ადათი ვენდეტასავით მარად ცოცხალია...“ (ხ. ხანგოშვილი, „ქისტების ადათ-წესები“).
სწორედ ის გარემოება, რომ მკვლელობა არ შერჩება, აიძულებს ქისტს, ხელი არ აღმართოს სხვის სიცოცხლეზე. მან კარგად იცის, რომ დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება არა მარტო ის, არამედ მთელი ოჯახი, სანათესაო, საგვარეულო. თუნდაც მოხდეს შერიგება, ეს ისეთი რთული, ხანგრძლივი და დამამცირებელი პროცესია, სიკვდილს უდრის. ამიტომაც არის, რომ ქისტებში მკვლელობა იშვიათად ხდება, განსაკუთრებით კი სისასტიკითა და სადიზმით ჩადენილი მკვლელობა, რომლის პატიება თითქმის შეუძლებელია.
ქისტი კაცი, რომელიც კანონით გათვალისწინებული ნორმით მოიხდის სასჯელს, იმავე მდგომარეობაში რჩება, როგორც მკვლელობის დღეს. ის მოკლულის ნათესავებისგან დევნას განიცდის, თავისუფლად ვერ ივლის, სახლშია ჩაკეტილი ტყვიის მოლოდინში.
მოსახლეობის ადათი დროთა განმავლობაში ცვლილებებს, ახალ ეპოქასთან შეხამების პროცესს განიცდიდა და სახალხო ყრილობებზე უხუცესებს თანამედროვეობასთან შესაბამისობაში მოჰყავდათ, მაგრამ არასოდეს დამდგარა საკითხი მისი გაუქმების შესახებ, რადგან მისი არსებობა აუცილებელია ქისტური ცხოვრების წესის გამო, ქისტურ თემში მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველსაყოფად და ქართულ საზოგადოებასთან მშვიდობიანი თანაარსებობისათვის.
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქისტებში მკვლელობები ხშირია და გენებში აქვთ გამჯდარი სისხლისღვრა და დანაშაულისადმი მიდრეკილება, პირიქით ქისტებში მკვლელობა იშვიათად ხდება, მიუხედავად მათი ფიცხი ხასიათისა და ღირსების თითქმის ავადმყოფური მგრძნობელობისა, თუმცა თავმოყვარეობის შელახვას, უმეტეს შემთხვევაში, ქისტი კაცი სისხლით ჩამოიბანს ხოლმე.
![]() |
7.1 სიკვდილის მკვლელი |
▲ზევით დაბრუნება |
როდესაც გასულ საუკუნეში, 1944 წელს ჩეჩენ-ინგუშების მასობრივი დეპორტაცია მოხდა ციმბირსა და შუა აზიაში, ველად გავარდნილმა აბრაგებმა საქართველოს მთებს შეაფარეს თავი.1950-60-იან წლებში აბრაგების მცირე ჯგუფმა პანკისამდეც მოაღწია. პანკისელმა ქისტებმა გულთბილად მიიღეს სამშობლოდან იძულებით დევნილი მამაცი არწივები, გულში ჩაიკრეს და მიუხედავად მაშინდელი ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან შევიწროებისა, დევნისა, დაპატიმრებებისა, არასოდეს გაუციათ შეფარებული აბრაგები, ბოლომდე უღალატოდ და ღირსეულად ემსახურნენ სტუმარ-მასპინძლობის დაუწერელ კანონს.
აბრაგებიდან ყველაზე ახალგაზრდა, 17-18 წლის ყმაწვილი, უღირსად მოიქცა, მასპინძლის ულამაზესი ქალიშვილი, რომელშიც მამა ხუმრობით 18 ძროხას ითხოვდა, შეაცდინა, დაჰპირდა ცოლად შერთვას. თუმცა, როცა მათი შემორიგება მოხდა და მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდა, მიცემული პირობა არ შეასრულა, დაბრუნდა სამშობლოში და იქ ოჯახიც შექმნა.
გავიდა წლები. გოგონა ჩეჩნეთში გაემგზავრა უმაღლესი განათლების მისაღებად, ქალს ბევრი მთხოვნელი გამოუჩნდა, მაგრამ ის უარზე იყო. ერთხელაც, ქალიშვილის ძმებმა გადაწყვიტეს ულამაზესი ასულის ძალად დანიშვნა, მაშინ ქალიშვილმა გადაწყვიტა, მოეძებნა ნამუსის შემლახველი და პასუხი მოეთხოვა. გაიგო, სადაც ცხოვრობდა და მოსაღამოვებულზე, პისტოლეტით ჯიბეში, მის სახლს მიადგა. მათ შორის საკმაოდ მკაცრი საუბარი შედგა, ქალი ითხოვდა ცოლად შეერთო, თუნდაც ცოტა ხნით, რომ მისი ღირსება არ შელახულიყო. კაცი უარზე დადგა, მაშინ განრისხებულმა და შეურაცხყოფილმა ქალმა იარაღი იძრო, შიგ გულში დაახალა და იქაურობა დატოვა.
დის მიერ ღირსებისათვის ჩადენილი დანაშაული უფროსმა ძმამ საკუთარ თავზე აიღო და ციხეში ჩაჯდა, ქალი კი ერთმა ღირსეულმა ჩეჩენმა შეირთო ცოლად. ასე ტრაგიკულად აღესრულა ამდენ განსაცდელ და ჭირ-ვარამ გადახდილი აბრაგის სიცოცხლე, ქალმა კი უბრალოდ სიკვდილი მოკლა, რადგან ვაინახებში ნამუსშელახული სიცოცხლე სიკვდილზე უარესია.
ეს ამბავი ამით როდი დამთავრდა, ამ ამბიდან ზუსტად ორმოცი წლის შემდეგ მოკლულის დისშვილმა (ვაინახური ადათით, დედის მხრიდან მხოლოდ დისშვილს აქვს ბიძის სისხლის აღების უფლება) დედიძმის სისხლი აიღო და ქალის ძმებს შორის საუკეთესო, სწორედ ის, რომელიც ციხეში იჯდა, ქ. გროზნოში მოკლა.
კიდევ 22 წლის შემდეგ მოკლულის ქალიშვილმა საქართველოში ჩამოიტანა ჩეჩნურ ენაზე ხელმეორედ თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას „სიკვდილის მკვლელი“ ქალის მხარეც ესწრებოდა და გვარის უხუცესსა და მოკლულის ქალიშვილს შორის მოკრძალებული და თბილი საუბარი შედგა. ყველა აღიარებდა, რომ შენდობასა და სიყვარულს დედამიწაზე ანალოგი არ გააჩნია.
![]() |
7.2 უშიშარი შურისმაძიებლები |
▲ზევით დაბრუნება |
მეოცე საუკუნის 80-იანი წლები იდგა პანკისის მზისქვეშ. მერვე კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა ჩემი თანაკლასელის მამა, პატიოსანი და კეთილშობილი მწყემსი მუხმად მაჩალიკაშვილი ჩეჩნეთის მთებში მოკლეს. დღევანდელ დღესავით მახსოვს მისი დაკრძალვა პანკისის ხეობაში, მგლოვიარე ოჯახის სევდა, დაობლებული ბავშვების თვალებში ჩამდგარი შიში და უიმედობა, გამწარებული ქვრივის უხმო ქვითინი და ქისტი ქალების განწირული მოთქმა და გოდება.
გავიდა ხანი. წამოიზარდა მოკლულის ძმისშვილი, რომელიც ჩეჩნეთში გაემგზავრა და ქ. გროზნოში დაიწყო მუშაობა, თუმცა მისი წინაპართა სამშობლოში გამგზავრების ნამდვილი მიზეზი სხვა იყო. გზადაგზა იკვლევდა ბიძამისის მკვლელის ვინაობასა და ადგილსამყოფელს. ერთ ღამესაც უცხო სოფელში მკვლელის სახლს მიადგა, მასპინძელმა კარში გამოიხედა, იკითხა დაუპატიჟებელი სტუმრის ვინაობა და ჭიშკრისკენ წამოვიდა. შურისმაძიებელმა მასპინძლის გვარი და სახელი იკითხა და როგორც კი სასურველი პასუხი მიიღო, მხოლოდ ერთი შეკითხვა დაუსვა - რატომ მოკლა მისი უდანაშაულო ბიძა... - პასუხს არც დალოდებია, ისე გაუხვრიტა შუბლი ბიძის მკვლელს და იქაურობა სასწრაფოდ დატოვა.
სოფელს გამოცდა და იქვე ნაპირას მდგომ ძველ, დანგრეულ სკოლის შენობას შეაფარა თავი. სოფელში განგაში ატყდა, შეიარაღებული ხალხი დაეძებდა სისხლის ამღებს და არავის აზრად არ მოსვლია, შეეხედათ დანგრეულ, ხავსმოდებულ სკოლაში. შუაღამისას, როცა ყველაფერი მიწყნარდა, შურისმაძიებელი სამალავიდან გამოვიდა, რკინიგზის ლიანდაგს გაუყვა და ჩავიდა სოფ. სამაშკაში დეიდასთან, რომელიც ამ სოფელში იყო პანკისიდან გამოთხოვილი.
ერთ-ერთ მდევარს, რომელიც შემთხვევით შეხვდა მოკლულის ნათესავს, ეთქვა: „ვერაფრით ვესროდი თოფს იმ ახალგაზრდას, რომელიც ისეთი მამაცი აღმოჩნდა, მარტო შევიდა ჩეჩნების სოფელში, ნათესავებითა და გვარტომით შემორტყმული კაცი მოკლა და ბიძის სისხლი აიღოო“.
მართლაც მამაცი იყო მუხმადის ძმისშვილი ეელი (ალექსი) მაჩალიკაშვილი, სანაქებო ყუანახი (ვაჟკაცი) დადგებოდა, რომ დაცლოდა, ახალგაზრდა რომ არ წასულიყო ამქვეყნიდან, სამშობლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სადარაჯოზე, რუსის ჯარისკაცებთან შეტაკებაში ტრაგიკულად რომ არ დაღუპულიყო.
მისი მარადიული ხსოვნა კი არასოდეს წაიშლება პანკისის ისტორიიდან!
ხიზირ მარგოშვილი ცნობილი პანკისელი რელიგიური წინამძღოლისა და მორწმუნის, აალცანეი ხანგოშვილის შვილიშვილია, რომელიც მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მამამისი შოაიფ მარგოშვილი მეცხვარე იყო, უაღრესად პატიოსანი, წესიერი, მამაცი და გაბედული, დინჯი და წყნარი კაცი. არავის აუხირდებოდა და არც არავის დააჩაგვრინებდა თავს. ყოველთვის მთაში იყო და, ამავე დროს, კარგ მონადირედაც ითვლებოდა.
ბოლო დროს ისიც ჩეჩნეთში მწყემსობდა, საკუთარი ცხვარი ჰყავდა, ჩეჩენ პარტნიორთან ერთად უვლიდა ცხვარს. ერთხელაც, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ცხვარი უნდა გადაერეკა მთაში. ჩეჩნეთში, სოფ. ზაქი იურთთან წინ გადაუდგა ჩეჩენი ახალგაზრდა, ცხვარს ამ გზით ვერ გადარეკავო. შოაიფს გაუკვირდა, ყოველთვის ამ გზით დადიოდა და ახლა რატომ არ შეიძლებოდა. შეკამათდნენ, უფრო სწორად, შოეიფა უხსნიდა, მაგრამ ჩეჩენი გაჯიუტდა და ცხენს ესროლა.
- რას შვრები, ხომ არ გაგიჟდიო, - უთხრა მწყემსმა და შეიარაღებული ჩეჩენისკენ გაემართა. მან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ცხენის პატრონსაც ესროლა, ტყვია შოაიფს მუცელში მოხვდა და საავადმყოფოში მისვლისთანავე გარდაიცვალა.
ჩეჩენი თავხედურად იქცეოდა, ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად არ მიაჩნდა. საავადმყოფოში მივიდა და სახალხოდ განაცხადა, - „დოუნ და“ (დავის პატრონი), ე.ი. მსროლელი მე ვარო.
იმ დღეს შოაიფს დედა წმინდა ქალაქ მექაში მიემგზავრებოდა, როცა აეროპორტში ეს ამბავი ამცნეს, დედამ გადადო წმინდა მისია, ჩამოასვენა შვილი და მშობლიურ სოფელ დუისში დამარხა.
შოაიფის ერთადერთმა ვაჟიშვილმა ხიზირმა და მისმა ნათესავებმა ჩეჩნეთში დაიწყეს მკვლელის ძებნა და მიაკვლიეს კიდეც, მკვლელი მანქანით მოძრაობდა. ერთხელაც უკან გაჰყვნენ ქ. გროზნოში მოძრავ მის ავტომობილს, როცა გაჩერდა და მკვლელი მანქანიდან გადმოვიდა, შოაიფის ვაჟიშვილი ხიზირ მარგოშვილი მივიდა და შეეკითხა:
- უიარაღო მამაჩემს ესროლე, არა?
მკვლელმა სწრაფად წაიღო ხელი იარაღისკენ, მაგრამ ხელის განძრევაც ვერ მოასწრო, შურისმაძიებლის ტყვიით განგმირული ძირს დავარდა.
![]() |
7.3 „მეერი“ (მამაცი) |
▲ზევით დაბრუნება |
სოფ. ჯოყოლოში მოხდა ასეთი შემთხვევა: გვალვიანი ზაფხული იდგა, სიმინდი მორწყვას მოითხოვდა. ასეთ დროს მთელი სოფელი ფეხზე იდგა, სარწყავი არხები ერთობლივი შრომით წესრიგში მოჰყავდათ, შემდეგ წილისყრით რიგი დგებოდა და ჯერის მიხედვით თითოეული კომლი რწყავდა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთს, მაგრამ წყლის მოპარვა და თავის ნაკვეთში გადაგდება ხშირი იყო, რასაც ჩხუბი და დავიდარება მოჰყვებოდა ხოლმე.
ერთ-ერთი ასეთი დავის დროს, სხვა ვერსიით ეზოდან ეზოში გამავალი ბილიკის გამო, ჩხუბი მოხდა თანასოფლელებს შორის და ხანჯლის დაკვრით ილიკო დაქიშვილმა მოკლა თანასოფლელი სოფრომ იჩოშვილი. ჩამოვარდა მოსისხლეობა ორ გვარს შორის, ქისტური ადათის მიხედვით მოხდა „მეერის“ („მეერი“ ნიშნავს მამაცს, ის სახლში უნდა იყოს გამოკეტილი, დღისით ეზოში გამოსვლის უფლებაც არ აქვს) დასმა. თუმცა მკვლელი ილიკო ყოველთვის სახლში არ იყო ჩაკეტილი, ღამე ჩუმად სოფელში გადიოდა ახლობლებთან.
ასეთი „გასეირნება“ შეუმჩნეველი არ რჩება, დაზარალებულებს ჰყავთ ნათესავები, ნაცნობ-მეგობრები და თვალ-ყური უჭირავთ მკვლელის მოქმედებაზე, მის გადაადგილებაზე, მოძრაობაზე და ა.შ. ერთხელაც სისხლის მაძიებლებმა გაიგეს, რომ იმ ღამეს მკვლელი მეზობელ ქუჩაზე გაივლიდა და ჩაუსაფრდნენ. „მეერი“ ილიკო დაშვებული, მაგრამ ფეხზე შეყენებული თოფით მიდიოდა, თან ახლდა ძმადნაფიცი, რომელიც გვერდიდან არასოდეს შორდებოდა. მოკლულის ძმამ ბობურა იჩოშვილმა თოფი შემართა, მაგრამ ილიკოს ძმადნაფიცმა შენიშნა, თოფის ლულას ხელი სტაცა, თოფმა იქუხა, მაგრამ მკვლელს ტყვია ასცდა. ერთდროულად გავარდა „მეერის“ თოფი და ბობურა ბეჭში დაიჭრა. ის მალევე გარდაიცვალა, სისხლის მოწამვლის დიაგნოზით.
მკვლელს ორი სისხლი დაედო. იჩოშვილებმა ახლა გაორმაგებული ძალისხმევით დაიწყეს დევნა და ერთხელაც მოიმწყვდიეს მეზობლის ფიცრულ სახლში, ალყა შემოარტყეს და დაუწყეს სროლა. შაშხანის ტყვიები ხვრეტდა ფიცრებს, მაგრამ მკვლელი მამაცი და გამოცდილი მებრძოლი გამოდგა: მიწაზე ხანჯლით სანგარივით მოაწყო და თავს ასე იცავდა. იჩოშვილები ცოტანი იყვნენ ჯოყოლოში, ისინი დუისელი მარგოშვილების შტოს წარმოადგენდნენ, ამიტომ მარგოშვილებიც მონაწილეობდნენ ალყაში.
დაქიშვილებიც დუისელი ბაღაკაშვილების თეიფიდან იყვნენ, შეიტყვეს ბაღაკაშვილებმაც და ავიდნენ ჯოყოლოში მოგვარის გადასარჩენად. დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია, ამ დროს მილიციაც გამოჩნდა ბედად, მკვლელი დაიჭირეს, ხელები გაუკრეს, ცხენებს შუა ჩააყენეს და ახმეტისაკენ გაუდგნენ გზას.
შურისმაძიებლები მარცხს როდი შეურიგდნენ, წინიდან და უკნიდან მიჰყვებოდნენ ბადრაგს და მომენტს უცდიდნენ, განზრახვა სისრულეში მოეყვანათ. ილიკოც აცნობიერებდა სიტუაციას, იცოდა, რომ მილიციელთა იმედად ყოფნა მისთვის საბედისწერო იქნებოდა. ჯოყოლასა და დუისს შორის ტერიტორია იმ პერიოდში ჯაგნარითა და ბუჩქნარით იყო მოფენილი, ბალთაგორასთან ხშირი ტყე იწყებოდა. ილიკომ გადაწყვიტა გაქცევით შეფარებოდა ტყეს.
მართლაც დრო იხელთა და როცა ბადრაგსა და შურისმაძიებლებს შორის კამათი ჩამოვარდა, ისკუპა და ჯაგნარისკენ გადახტა, მაგრამ მარგოშვილმა შენიშნა, გაეკიდა და სანამ ტყეს შეაფარებდა თავს, ესროლა და სიცოცხლეს გამოასალმა.
იჩოშვილებმა მალე კიდევ ერთი მოსისხლე მოკლეს დაქიშვილების გვარიდან და გასწორდა ანგარიში. უბრალო კინკლაობამ ოთხი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა.
![]() |
7.4 „თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ“ |
▲ზევით დაბრუნება |
ქისტები იშვიათად მიმართავენ სახელმწიფო სამართალს, ეს მათ მენტალიტეტში არ ზის, ჩივილი დიდ სირცხვილად ითვლება. ამ შემთხვევაში ამბობენ: „კაცობა არ ეყოთ, საკუთარი ღირსება დაიცვან და დიაცებივით სასამართლოს კარზე არიანო“. ისეც ხდება ხოლმე, როცა, იშვიათად და მაინც, სამართლებრივ ორგანოებსაც მიმართავენ.
როგორც კი მკვლელობა მოხდება, ან სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, ან მოხდება კაცის ღირსების შელახვა, ცოლის წართმევა და სხვ. მძიმე დანაშაულობები, ხდება ჭირის გამოცხადება ე.ი. სისხლის დადება.
მკვლელობა ყველაზე მძიმე დანაშაულად ითვლება ქისტურ საზოგადოებაში და დაუყოვნებლივ იწყებს მოქმედებას პრინციპი: „თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ“. მკვლელი და მისი ნათესავები, თითქმის მთელი თეიფი (გვარი) ოჯახებში იკეტება, რათა თავი აარიდონ შესაძლო შურისძიებას.
უპირველეს ყოვლისა მკვლელობაზე პასუხს აგებს უშუალოდ მკვლელი, შემდეგ ძმები, მამა, ბიძები და ბიძაშვილები. დანარჩენი ახლო და შორეული ნათესავები არ წარმოადგენენ შურისძიების ობიექტს, მაგრამ უნდა მოერიდონ მოკლულის ნათესავებს. ამავე დროს კატეგორიულად გამორიცხულია მოკლულის ნათესავებთან რაიმე სახის დავა ან კამათი, თუნდაც მართლები იყვნენ, სანამ მოსისხლეობა გრძელდება, არ უნდა შევიდნენ კონტაქტში მოკლულის თეიფის ახლობლებთან, გამორიცხულია საქორწინო ურთიერთობები და ა.შ.
მკვლელის ნათესავი ქალები, ბავშვები და მოხუცები იმუნიტეტით სარგებლობენ, მათ არავინ შეეხება, ეს დაუწერელი კანონია, მათ თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება, გარე და საშინაო საქმიანობა, მაგრამ წესით მორიდებით უნდა იყვნენ, ამას მოითხოვს ქისტური ეთიკა „უეზდიელ“ (ქცევის კულტურა).
![]() |
7.5 კავკასიელთა ძმობის სადარაჯოზე უღალატოდ მდგომნი |
▲ზევით დაბრუნება |
იგორ ჩხეიძე - მატერიალური რესურსებისა და ვაჭრობის მინისტრი ზვიად გამსახურდიას მთავრობაში, გენერალი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი, ჭეშმარიტი კავკასიელი და ღირსეული მამულიშვილი, კიდევ მრავალი ადამიანური თუ საზოგადოებრივი ჩინის მფლობელი, თუმცა თვითონ ყველაზე მეტად „ექსმინისტრის“ წოდება მოსწონს, ხუმრობს - ამას ვერავინ წამართმევსო.
ჩვენთვის, ვაინახებისთვის ის გამორჩეული ფიგურაა, ქისტების უდიდესი და უღალატო მეგობარი, მუდამ მათზე მზრუნველი და ქისტ-ქართველების ძმობისა და მეგობრობის სადარაჯოზე დაუღალავად მდგომი.
პირველად 1999 წლის გვიან შემოდგომას გავიცანი, როცა ჩეჩენი ლტოლვილების დიდი ნაკადი შემოვიდა საქართველოში. მან საკუთარ სახლში ჯერ 18 ქალი, ბავშვი და მოხუცი შეიფარა და შემდეგ ეს რიცხვი 50-მდე გაიზარდა. სამშობლოდან იძულებით ყველა დევნილს დაუზარებლად ემსახურებოდა თვეების განმავლობაში საკუთარი ძალებითა და ფინანსებით და ამაზე არასოდეს საუბრობდა ხმამაღლა.
შემდეგ კი, როცა საქართველოში როგორც იქნა, კავკასიური პოლიტიკის განხორციელება დაიწყეს (2008 წლის ომის შემდეგ) ჩვენი ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდა, ერთად ვიბრძოდით და დღესაც ვიბრძვით კავკასიის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის.
კარგად გვესმის, რომ ბატონ იგორ ჩხეიძის ამაგსა და საქმიანობას ქება და მადლობა არ სჭირდება და მაინც, სულ ახლახანს, იჩქერიის დამოუკიდებლობის დღეზე, ჩვენ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ჩანახატით გვსურს გადავუხადოთ მადლობა მოძმე ერების სამსახურში დაუღალავი და ერთგული შრომისათვის:
„6 სექტემბერი - მრავალტანჯული და ვერდაჩოქილი იჩქერიის დამოუკიდებლობის დღეა. რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დღესაც ეწირება ამ დიად გრძნობას. რამდენი უსახელო გმირი წევს იჩქერიისა და იბერიის მიწაზე თავისუფლებისთვის ზვარაკად შეწირული. რამდენი ცხელი სისხლი დაიღვარა და უნდა დაიღვაროს კიდეც სამშობლოს სადარაჯოზე. ჭეშმარიტად ბედნიერია ის, ვისაც ამის შესაძლებლობა მიეცა, ვინც გმირულად აღესრულა ღირსეულ წინაპართა ნაანდერძებ გზაზე. დიდება და არდავიწყება მათ!
წელსაც უღიმღამოდ გათენდა 6 სექტემბრის დილა, ვერც წელს შეძლებენ კავკასიელები, ისე იზეიმონ იჩქერიის დამოუკიდებლობის დღე, როგორც ეს გულს უხარია...თუმცა ცისკრის შემობრძანება ჩიტუნებმა ჟივილ-ხივილით მამცნეს. მალე პირველი ზარიც შემოვიდა მობილურ ტელეფონზე, ეს ბატონი იგორ ჩხეიძეა, რომელიც, როგორც ყოველთვის, სულიერი ზეიმის ასპარეზს არავის უთმობს და ჭეშმარიტი იბერიელი, პირველი გვილოცავს ჩეჩნებს, იჩქერიის დამოუკიდებლობის დღეს: - „ჩემო კარგო, გილოცავ იჩქერიის დამოუკიდებლობის დღეს, საკუთარ თავსაც ვულოცავ და სრულიად კავკასიასაც“, - მითხრა ომახიანი და იმედიანი ხმით.
სული გამითბა, სიხარულისგან მთელი არსება დამინაწევრდა... მადლობის თქმაც ვერ მოვახერხე ხეირიანად, ან კი რა საჭირო იყო მადლობა ამხელა მადლისათვის, რას გადაწონიდა, ვერც ვერაფერს...
შემდეგი ზარი სამეგრელოდან შემოვიდა, დიდი ზვიად გამსახურდიას სამშობლოდან, კავკასიის კიდევ ერთი უღალატო და ვერდაჩოქილი შვილი, სოსო თორია გვილოცავდა სრულიად ზუგდიდის სახელით, ენით უთქმელი გახდა ჩემი სულიერი მდგომარეობა...
მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში კი ტრადიციულად თავისუფალი და ერთიანი კავკასიის მებრძოლები და მეხოტბეები უკვე მერამდენედ ზეიმობდნენ იჩქერიის დამოუკიდებლობას, ვინ მოსთვლის...

მარცხნიდან: იგორ ჩხეიძე, სოსო თორია
ამ დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავენ იჩქერიელები, ბედისწერამ ხომ ისინი მთელს სამყაროში მიმოფანტა, თუმცა საქართველო მაინც სულ სხვაა, აქ შენს სამშობლოში, წინაპართა სამშობლოს დამოუკიდებლობას მთელი გულით გილოცავენ და ეს შეუდარებელი შეგრძნებაა!
დღეები ელვის უსწრაფესად მიქრიან, საათები და წუთ-წამებიც ციფერბლატზე გიჟურად ბრუნავენ, დრო მირბის და ცოტავდება ჯოხარ-ზვიადის ერთგულ თანამებრძოლთა სია, ბევრმა სამარადისო სასუფეველი იმ ქვეყნად დაიდო და გული იწურება...
ცოტა შეუძლოდ ვარო, - მითხრა ბატონმა იგორ ჩხეიძემ და გულმა დაიკივლა (ისე ვერ შევკადრებდი), - არც კი გაბედოთ ცუდად ყოფნა, ამის უფლება არ გაქვთ, თქვენ ისეთი საიმედო და ძლიერი საყრდენი ხართ ქართულ-ვაინახური ძმობისა და მეგობრობისა, რომ წამიერი მოდუნებაც კი ვერ წარმომიდგენია.
დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება უფსკრულის პირას მდგომ კავკასიას თქვენნაირი ბრძენი, გამჭრიახი გონების, ერთგული და ჭეშმარიტი მამულიშვილები...
როცა გიყურებთ, უზარმაზარ კლდეს მაგონებთ თქვენი გოლიათური აღნაგობითა და უდიდესი სულიერებით, უზომოდ დიდი გულითა და გაშლილი ხელით, გამორჩეული ინტელექტითა და ჯანსაღი იუმორით, იმ უსაზღვრო ერთგულებითა და პატრიოტიზმით, რომელიც ჭეშმარიტად რჩეულთა ხვედრია... თქვენი წარსული და ღირსეულად განვლილი გზა, რომელსაც დღესაც მტკიცედ ადგეხართ, თავის სათქმელს ყველგან და ყოველთვის იტყვის...
თქვენ, სოსო თორიასთან ერთად, კავკასიის უდიდესი ეპოქის, მეოცე საუკუნის სისხლიანი ეპოპეის მემატიანეები ხართ, ვისაც წილად გხვდათ ბედნიერება, გებრძოლათ კავკასიის სინდის-ნამუსის, კავკასიელი ლომების, დიდი ჯოხარისა და ზვიადის, დიდი მერაბისა და ასლან მასხადოვის, დიდი რუსლან აუშევისა და ზელიმხან იანდარბიევის გვერდით. ეს კი გმირული ისტორიაა, რომელიც ათასწლეულებს გაუძლებს...
კიდევ მრავალჯერ მიგველოცოს ერთურთისთვის ჩვენი ძვირფასი და გმირი სამშობლოების იბერიისა და იჩქერიის, საქართველოსა და ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის დღეები თავისუფალი და ერთიანი კავკასიის ცის ქვეშ!
დიდება სამშობლოს თავისუფლებისთვის დაცემულ გმირებს!
დიდება კავკასიას, ამინ!
სრულიად იჩქერიასა და იჩქერიელებს ამ დიდ დღეს ვულოცავთ სამეგრელოდან ზურაბ ხასაიას ლექსით:
ბორგავს რუსეთი დარჩენილი ხიშტის ამარა,
კავკასიონი - აჯანყებულ ვეფხის კამარა,
ტანკის როხროხი, რუსულ დრუნჩზე ცეცხლის ყვავილი,
დადაღავს კლდეებს დახვრეტილი ვეფხის ხავილი.
ო, კავკასიავ, საფლავებში სისხლი ჩაგიდის,
ელვებში ბრწყინავს ჯოხარ დუდა - ხმალი ხალიბის,
შამილის ლეკვი, ჰაზავათის მითთა ღუღუნი,
ამხტარი ვეფხი, კავკასიის მზით დამდუღრული!
იავნანაა შენთვის, ჯოხარ, მეხის გრიალი,
მოხვრიპე თერგი ქაფიანი, ვეფხის რძიანი!
სისხლის რიჟრაჟი უსპეტაკეს მწვერვალებს ლაქავს,
ურა კვიცივით ხრავს ჯიგიტი სიკვდილის ლაგამს.
კავკასიონი კუბოსავით დაისუდრება,
ჯოხარ, სიკვდილთან იქორწინებს თავისუფლება!
ბორგავს მსოფლიო, კავკასიის ტიტანი კვნესის,
კლდეებს რომ ხრავენ, ვეფხებია შოთაის ლექსის,
შენთან ვართ, ჯოხარ, ვეფხის ლექსით გავგიჟმაჟდებით,
განთიადისას მოვალთ ღვინის გარიჟრაჟებით!
ჩეჩნის მიწაში გვისვენია, ვისაც შევფრინვით,
წევს იგი გამხმარ გრიგალივით, ელვის ქერქივით.
როხროხი ტანკის, რუსულ დრუნჩზე ცეცხლის ყვავილი,
დადაღავს კლდეებს დახვრეტილი ვეფხის ხავილი.
თავისუფლება ვეფხებია, სისხლის ჩქერია,
დაჭრილ ვეფხივით მოქარგული ჩქეფს იჩქერია.
06.09,2021 წ., გვიანი ღამე
![]() |
7.6 სუსტი სქესისანი და მაინც უშიშარნი, ვითარც უხორცონი... |
▲ზევით დაბრუნება |
ალბათ, ცხოვრების მანძილზე ყველა ჩვენგანს მოუსმენია ფრაზა: „მათი სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში“, თუმცა არსებობს ისეთი გასაოცარი სახელები და ისტორიები, რომლებიც ვერც ოქრო-ვერცხლით, ვერც ალმას-ბრილიანტებითა და ვერანაირი ამქვეყნიური სიდიდითა და სიდიადით ვერ გაიზომება.

თაიმასხა გეხოელი
მსოფლიო ისტორიაში საკმაოდ გრძელი და მარავალფეროვანია სუსტი სქესის წარმომადგენელი ძლიერი ქალების სია, თუმცა ჩვენი თაობისთვის მებრ ძოლი და ქედუხრელი ქალები ჟანა დარკთან, ბენაზირ ბჰუტოსა და მალალა იუსფაზასთან ასოცირდება. საქართველოსისტორია კავკასიის მასშტაბით მუდამ გამოირჩეოდა სახელოვან ქალთა სიმრავლით: დაწყებული მედეათი, თამარ მეფითა და ქეთევან წამებულით, რუსუდან და დარეჯან დედოფლებით გაგრძელებული, ქეთევან და თეკლა ბატონიშვილებით დამშვენებული და მაია წყნეთელით, მარო მაყაშვილითა და ნაზი შამანაურით დაგვირგვინებული. თუმცა საქართველოში ძალიან ცოტა იციან, არათუ გმირ ჩეჩენ, არამედ ქისტ ქალებზეც კი.
რაც შეეხება ჩეჩენი მამაცი და მებრძოლი ქალების ცხოვრების მატიანეს, უსასრულოდ გრძელია, თუმცა ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ისტორიით შემოვიფარგლებით. 1819 წელს, როცა გენერალ ერმოლოვის სისასტიკითა და ვერაგობით განთქმული არმია შეიჭრა ჩეჩნეთში და მიწასთან გაასწორა ცნობილი აული „დაადი იურთი“, ამ აულის დამაარსებლის - დაადი წენტოროის ქალიშვილი, დაადი აიბიქა (ე.ი. დაადის აიბიქა) და მისი მეგობარი ამრან ზაზი, სხვა თანასოფლელ მამაც ქალებთან ერთად შეიკრიბნენ სოფლის შუაგულში მდგარი მეჩეთის ეზოში და ჭიანურზე დაკრული ულამაზესი სიმღერებით ამხნევებდნენ მამულის დამცველებს, ხოლო როცა მათ ტყვია-წამალი გაუთავდათ, ხანჯლები იშიშვლეს და მამაკაცებთან ერთად ეკვეთნენ მტერს. ბრძოლა 5 საათს გაგრძელდა. მეფის რუსეთის საარტილერიო დაბომბვების შედეგად მეჩეთის მინარეთის ნანგრევებში მოყვა და ტრაგიკულად აღესრულა ულამაზესი ზაზა (რაც ჩეჩნურად კოკორს ნიშნავს).
როგორც ისტორიაში ცნობილია, დადი-იურთის ფერფლად ქცევის შემდეგ, კაზაკებმა შეიპყრეს ცოცხლად გადარჩენილი 46 ქალიშვილი აიბიქას მეთაურობით. როდესაც ისინი მდინარე თერგზე გადაჰყავდათ, ქალიშვილებმა მოილაპარაკეს და ყველანი ერთად მდინარეში გადაცვივდნენ, ყველა მცველიც თან გაიყოლეს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ადგილას, დღევანდელ ხანგიშ იურთში, 2013 წელს (კადიროვის მმართველობის პერიოდში)
გმირი ქალიშვილების ხსოვნის უკდავსაყოფად ძეგლი დაიდგა. ჩეჩენი გმირი ქალების ისტორიაში კაშკაშა ვარსკვლავად აღიარებულია თაიმასხა გეხოელი, მეფის ცარიზმის წინააღმდეგ მებრძოლი სამხედრო ბელადი და რაზმის მეთაური. 10 წლის განმავლობაში იბრძოდა მეფის ჯარების წინააღმდეგ დაუმორჩილებელი და მოუხელთებელი ჩეჩენი ქალი. თაიმასხამ კარგად იცოდა სამხედრო საქმეები და მისი ჯარისკაცები განთქმული იყვნენ სიმამაცით. ცარიზმის გენერლებმა არაერთხელ სცადეს თაიმასხას რაზმის დამარცხება, მაგრამ ყველა მცდელობა ამაო აღმოჩნდა. მხოლოდ ათი წლის შემდეგ შეძლეს მისი ხელში ჩაგდება. ამ მამაცი და ქედუხრელი ქალის შესახებ დოკუმენტები ინახება ქალაქ თბილისის სახელმწიფო ისტორიულ არქივში.
აღარაფერს ვამბობთ ბოლო რუსულ-ჩეჩნური (1994-1999 წლების საომარი მოქმედებები) ომების მონაწილე გმირ ჩეჩენ ამორძალებზე, რომელთა რიცხვიც ძალიან დიდია და მათი საარაკო გმირობების ისტორიები კი უთვალავი. საბედნიეროდ, მათზე ინფორმაციების მოპოვება დღევანდელი სოციალური ქსელების საშუალებით არის შესაძლებელი.
სიმამაცე და თავისუფლებისათვის ბრძოლის ჟინი პანკისელ ქისტ ქალებსაც გენეტიკურად დაჰყვათ და არასოდეს მოუხრიათ ქედი. პანკისის ხეობამ უამრავი გმირი ქალი და დედა, ცოლი და სატრფო აღუზარდა სამშობლოს. დღემდე ლეგენდად დადის ომალოელი დედის ისტორია, რომლის გასაოცარ გმირობაზე, ქისტი უხუცესები, დღესაც დიდი სიამაყით ჰყვებიან. ქალის გვარი და სახელი უცნობია, თუმცა ანდალაშვილების რძალი იყო და მისი უსამართლობასთან შეურიგებელი ვაჟიშვილი კი იმ დროს ყაჩაღად იყო გავარდნილი. ვაჟი გვიან ღამე აკითხავდა დედას და ზოგჯერ გათენებამდეც რჩებოდა, რაც, რა თქმა უნდა, გარეშე თვალისთვის შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.

დაადი იურთის ტრაგედია
ერთ ღამესაც დედის სანახავად მოსულ ვაჟიშვილს ისე ტკბილად ჩასძინებია დედის კალთაში და მშობელს ისე ენანებოდა მისი გაღ ვი ძება და მასთან განშორება, რომ დრო შეუმჩნევლად გაიპარა და დედა-შვილს შემოათენდა. მშობელი, რაღაც ავმა წინათგრძნობამ შეაწუხა და ფრთხილად, ისე, რომ შვილი არ გაუღვიძებია, გარეთ გავიდა და რას ხედავს, მისი სახლი კბილებამდე შეიარა ღებულ ჯარისკაცებს ალყაში მოუქცევიათ. დედა გველნაკბენივით შებრუნდა სახლში, ვაჟი გააღვიძა და უთხრა: „გადი და ღირსეული პასუხი გაეცი, მათ, ვისაც შენი ოჯახის შეურაცხყოფა და განადგურება განუზრახავთ, და თუ კაცობისა და ღირსების სადარაჯოზე მედგრად არ დადგები, ჩემი ძუძუ არამი იყოს შენთვის“. ამ სიტყვებით გულანთებულმა ვაჟმა სახლიდან უვნებლად გასვლა შეძლო, გარედან შეტევით იარაღი დააყრევინა ალყაშემორტყმულებს და ყველა გაანეიტრალა.
ხმაურზე გაღვიძებული მოსახლეობა ჰყვებოდა, თუ როგორ წელში გამართული და ამაყი, ირონიული ღიმილით კრეფდა დედა ჯარისკაცების მიერ დაყრილ იარაღს. ამასობაში კი გმირი დედის გმირმა ვაჟიშვილმა ტყეს მისცა თავი.
ასევე გამორჩეულია კიდევ ერთი ქისტი ქალის ისტორიაც.
წარმოშობით ხილდიხაროელი და პანკისის ომალოში დაბადებული ოლა ალხანაშვილი ბავშვობიდან გამოირჩეოდა ჯიუტი და მკაცრი ხასიათით, არავის ეპუებოდა, თავისნათქვამა და თავნება იყო. ისეთი უშიშარი ბუნების იყო, ჯერ კიდევ ყმაწვილქალობაში, უკუნეთ ღამეში, ცხენზე შემოჯდებოდა და დაკარგული საქონლის საძებნელად ტყე-ღრეებში მარტო გაქუსლავდა. მით უმეტეს იმ პერიოდში პანკისის ტყეები სავსე იყო ნადირით, ყაჩაღებითა და აბრაგებით.
როგორც საყოველთაოდ ცნობილია, 1944 წელს ჩეჩნებისა და ინგუშების მასობრივი დეპორტაციის შემდეგ, ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ პარტიზანების რამდენიმე ჯგუფი ტყეში გავიდა და მათგან, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, იბი ალხასტოვის ჯგუფი, ხევსურეთის გავლით პანკისში ჩამოვიდა.
პანკისელი უხუცესების მეხსიერებას დღემდე ახსოვს, ემოციებითა და ვაჟკაცობით დატვირთული, ქისტებისა და წინაპართა სამშობლოდან უსამართლოდ დევნილი და თავისუფლებისათვის მებრძოლი აბრაგების საოცარი ურთიერთობები. ასეთი ოჯახები კი, საკუთარი სიცოცხლის საფრთხე ში ჩაგდების ფასად რომ მფარველობდნენ აბრაგებს, მრავლად იყო ხეობაში. მი უ ხედავად მრავალჯერადი დაპატიმრებებისა, წამებისა, უკეთური მოპყრობისა, შანტაჟისა, არც ერთმა ქისტმა არ გასცა აბრაგების ადგილსამყოფელი. ამიტომაც, სამართ ლიანად აღნიშნეს უკვე შემორიგებულმა და სამშობლოში დაბრუნებულმა აბ რა გებმა, როცა ასე შეაფასეს ქისტების თავდადება: „გურჯიინ მახქახ ბეხაჩუ ქისტიშა, ჩიე ჴეებირა თხო“ (საქართველოში მცხოვრებმა ქისტებმა უბეში შეგვინახესო).
იმ ავბედით 1949 წლის ზამთარში, ცნობილი აბრაგის, იბი ალხასტოვის ჯგუფმა გამოზამთრება პანკისის ტყეში, ომალოს თავში მდებარე მუწუსხევში გადაწყვიტა, რადგანაც იქაურ ქისტებს კარგად იცნობდნენ და ეიმედებოდათ კიდეც. აბრაგების ჯგუფი მაშინ ხუთი წევრისაგან შედგებოდა: თავად იბი, მუსა ხუნარიკოვი, კუშტან ნასიპოვი, იბრაგიმ ალფიევი და ადამ ძევგაევი. აბრაგებს გამოსაზამთრებელი ბუნაგი მომზადებული ჰქონდათ და საზამთრო პროდუქტიც მომარაგებული.
იბი ალხასტოვი ძმად გაეფიცა ომალოელ ბაჩი ჩოფანაშვილსა და ლადო ფარეულიძეს და როგორც საკუთარ თავს, ისე ენდობოდა მათ. სტუმრების (მით უმეტეს წინაპართა სამშობლოდან უსამართლოდ დევნილების) და ცვა ბაჩის, როგორც ყველა ჭეშმარიტ ქისტს, თავის პირდაპირ მოვალეობად მიაჩნდა და ღირსეულად ემსახურებოდა კიდეც ამ საპატიო ტრ ადიციას. მეუღლეც შე საფერისი შეარჩია, ოლა ალხანაშვილი, უაღრესად ვაჟკაცური ბუნების, მამაცი და ერთგული ქალი შეხვდა, არა ფ რით ჩამოუვარდებოდა ქისტ მამაკაცებს.
ბაჩი ჩოფანაშვილი აბრაგების უსაფრთხოების მიზნით, ხშირად საკუთარ მეუღლეს, ოლა ალხანაშვილს აგზავნიდა მოსაკითხით (სა ჭირო და აუცილებელი ნივ თებით) იბის ჯგუფის თავშესაფარში. პანკისის ტყეები და მთები მაშინ უშიშროების აგენტებითა და ახმეტის მილიციის „პარტიზანებით“ იყო სავსე. იმ წელს ზამთარი ნაადრევად დადგა და თოვლიც ზომიერად დადო. როგორც პანკისში ამ ამბის მომსწრენი ყვებიან, ოლა ცივ ზამთარში, თოვლზე კვალი, რომ არ დაეტოვებინა, მუწუს ხევში მომავალ მდინარეს მიუყვებოდა თავაღმა (დინების საწინააღმდეგოდ) და ისე მიჰქონდა საჭირო ნივთები და ინფორმაცია აბრაგებისათვის.

ხევსურეთისკენ მიმავალი იბის ჯგუფი
სამწუხაროდ, ერთ-ერთმა აგენტმა შეამჩნია იბის თავშესაფარი და, რა თქმა უნდა, მაშინვე გაეშურა ახმეტისაკენ. საბედნიეროდ, ბაჩიმ და ლადომ დროულად გაიგეს „საქმის გასკდომის შესახებ“ და ელვისუსწრაფესად გაქუსლეს მუწუსხევისაკენ, მათ ფეხდაფეხ მილიციელები და „პარტიზანები“ მიჰყვნენ. აბრაგებმა აიღეს იარაღი, საჭირო ნივთები და წამებში დატოვეს იქაურობა (ამ დროს მათთან არ იმყოფებოდა მუსა ხუნა რიკოვი, რომელიც ყვალაზე ქუდბედიანი იყო აბრაგებს შორის). ისინი ხუთი თი თი ვით იცნობდნენ პანკისის მიდამოებსა და იქაურ მთათა სისტემას და სასწრაფოდ გადალახეს ნაქერალას ქედი, დაეშვნენ ხორაჯოს ხევში, წყალ-წყალ გაყვნენ მდინა რეს და შემდეგ კი ალაზანს აუყვნენ ხადორამდე. მდევარი რომ მიხვდა, იბის ჯგუფი ხელიდან დაუსხლტათ, მიხვდნენ, შორს არ იქნებოდნენ წასულები და კვალში ჩაუდგნენ.
აბრაგები კი ხადორის წყალს აუყვნენ ქოჩადალამდე და ლამაზურის მთის აღმართს შეუდგნენ. გეზი ხევსურეთისკენ აიღეს, ქისტების შემდეგ ყველაზე მეტად ხევსურებს ენდობოდნენ, სხვა გამოსავალი არც ჰქონდათ. ბორბალოს მთას გადალახავდნენ და შემდეგ კი ანდაქის წყალზე ჩავიდოდნენ. ვარაუდობდნენ, ჯერ ხევსურებსა და მუცოში მცხოვრებ ბორჩაშვილებს შეაფარებდნენ თავს, შემდეგ კი ქისტეთში გადავიდოდნენ, სადაც ზამთარში ზომიერი კლიმატია.
როცა მდევარმა ქოჩადალას მიაღწია, აბრაგები ლამაზურის მთის მწვერვალზე იყვნენ და დურბინდში ძლივს ჩანდნენ. მიხვდნენ, დაწევის ყველა ცდა და მცდე ლობა უშედეგო იქნებოდა და ისიც გაიაზრეს, რომ აბრაგებს გეზი ხევსურეთისკენ ჰქონდათ აღებული და ამ მიმართულებით უნდა ემუშავათ.
ბირკიანის შტაბიდან, ახ მეტიდან დუშეთში რადიოკავშირით გადასცეს, რომ იბის ჯგუფი მათკენ მოდიოდა და მთელი დუშეთი ფეხზე დადგა. სასწრაფოდ დაუკავშირდნენ ბარისახოსა და შატილის ანტიაბრაგულ შტაბებს. დაიწყო გამალებული მზადება აბრაგების ლიკვიდაციისათვის, მობილიზებული იქნა ხევსური, მოხევე და სხვა მთიელთა „პარტიზანული“ ჯგუფები, უშიშროებისა და შინაგანი სახალხო კომისარიატის გამოცდილი მებრძოლები გაიგზავნა ხევსურეთში, ანდაქის ხეობა ძალოვნებით გაივსო.
პანკისის ომალოში კი ახმეტის მილიციამ და უშიშროების წარმომადგენლებმა დიდი ცოდობრალი დაატრიალეს. დააპატიმრეს ბაჩი ჩოფანაშვილი და ლადო ფარეულიძე, ცეცხლი წაუკიდეს აბრაგთა სადგომს, ომალოს მოსახლეობა ძალად გამოყრეს სახლებიდან და შანტაჟისა და დაშინების გზით ცდილობდნენ მოსახლეობისაგან მიეღოთ ინფორმაცია, თუ ვინ მფარველობდა აბრაგებს. მაგრამ ვაჟკაცური ბუნების ომალოელებს, თითქოს წმინდა წიგნზე - ყურანზე ჰქონდათ დაფიცული, ხმა ვერავის ამოაღებინეს. ბოლოს ბაჩი ჩოფანაშვილის ოჯახს მიადგნენ და იქ ისეთი სისასტიკე გამოიჩინეს, ამის გადმოცემაც კი რთულია. ოლა ალხანაშვილს სახლის მეორე სართულზე, აკვანში ჩვილი ჰყავდა, ალბათ წლამდე. მილიციელებმა ბავშვი აკვნიდან ამოიყვანეს და დედის თვალწინ ფანჯრიდან აგდებდნენ, ოლამ კარგად იცოდა, რომ ძალოვანებს ეს არ გაუჭირდებოდათ და მაინც წარბი არ შეუხრია...

ოლა ალხანაშვილი
ალბათ, ბუნების ყველაზე დიდი მოვლენის, დედა-შვილობის უდიდეს გრძნობაზე წინ, ოჯახური ღირსებისა და ერთგულების დაყენება, ჩვეულებრივი გონებისთვის მიუწვდომელია და მაინც, ეს არის ამ სამყაროში ადამიანად ყოფნის უდიდესი გამოვლინება.
პანკისელების მეხსიერებაში დღევანდელივით ცოცხლობს მამაცი და ამაყი ქალის, ოლა ალხანაშვილის საოცარი ტრაგიზმითა და ვაჟკაცობით აღსავსე ისტორია, ისტორია, რომელიც ბევრს დააფიქრებს წუთისოფლის წუთიერებაზე და ღირსეულად ცხოვრების მარადიულობაზე და კიდევ ქისტის ქალებიც, როგორც უფლის მიერ ამ სამყაროში მოვლენილი სხვა დანარჩენი ქალები, სუსტი სქესისანი ოლა ალხანაშვილი არიან, მაგრამ უშიშარ არიან, ვითარც უხორცონი და გული სიყვარულითა და სითბოთი აქვთ სავსე...

შემორიგებული აბრაგები
P. S. აბრაგებისათვის კი ის ზამთარი უკანასკნელი აღმოჩნდა, როგორც კი ხევსურეთს მიაღწიეს, მშიერ-მწყურვალნი და გაყინულ-გათოშილნი მიადგნენ ყველაზე სანდო მასპინძლის, შაბურა ზვიადაურის თბილ კერას. შაბურამ ორი ღამე უმასპინძლა ანდაქში თავის სტუმრებს და შემდეგ იმის შიშით, რომ მათი ყოფნა არავის შეემჩნია, რადგან მთელი დუშეთის ძალოვანები ფეხზე იდგნენ, სტუმრებს თავისი საზაფხულო ქოხი - ბოსელი შესთავაზა თავშესაფრად... სამწუხაროდ, აბრაგების კვალს მიაგნეს და ისინი იმ ღამესვე მოაქციეს ალყაში და ჩახოცეს. ასე ტრაგიკულად დამთავრდა იბი ალხასტოვის, ამ თავზეხელაღებული თავისუფლებისმოყვარე არწივის, საბედისწერო ისტორია, რომელიც რუსეთის სადამსჯელო ძალების დიდ ჯგუფებს მრავალი წლის განმავლობაში მუსრს ავლებდა და შიშის ზარს სცემდა ძალოვან სტრუქტურებს მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. იბი ალხასტოვი ისეთი მსროლელი იყო, რომ მისი ერთი ტყვია ერთდროულად რვა ადამიანის ბედისწერაც გამხდარა.
მეორე დღეს შაბურა ზვიადაურმა, როგორც კი აბრაგების ლიკვიდაციის ამბავი გაიგო, ვინმეს რომ არ ეფიქრა ღალატი მისი მხრიდან იყო, თავი მოიკლა. შეუძლებელია ან ენით გადმოსცე ან კალმით აღწერო ის გრძნობა, რაც შაბურა ზვიადაურის ქმედების შეფასებას შეძლებს. მიუხედავად იმისა, რომ არავითარი გამართლება არა აქვს სიცოცხლის ხელყოფას, მით უმეტეს საკუთარისას და მაინც ეს სიკვდილი, უთვალავ სიცოცხლეზე მაღლა დგას, თუნდაც თავისი უმკაცრესი განაჩენით. ეს არის სიკვდილი, რომელმაც ყველა მკვლელი და მოღალატე მოკლა და სამუდამოდ ჩამორეცხა სირცხვილის ლაქა ყველა მდაბიო ქმედებას.
უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს ყველა დროის გამორჩეულ გმირებს, სიკვდილის მკვლელი შაბურა ზვიადაურის მეთაურობით, ამინ!
![]() |
7.7 მოორი |
▲ზევით დაბრუნება |

მოორი
მოორი - ეს ქისტი ქალის სახელია. საოცრად ამაყი, გაუტეხელი და ძლიერი ქალის ისტორია შეეკედლა ამ არქაულ სახელს, მუდამ ბეწვის ხიდზე მავალი ქალის ისტორია, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. მოორი ანუ მაი, როგორც მას შვილიშვილები ეძახდნენ ცნობილი პანკისელი ვაჟკაცისა და საზოგადო მოღვაწის ლაბო გუმაშვილის პირველი ცოლი იყო.
ლაბო (ლაბეი) პანკისის ისტორიაში შევიდა, როგორც თავისი ხალხის დიდი პატრიოტი და მათ განათლებასა და ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციაზე უანგაროდ მზრუნველი, პანკისის ღირსეული შვილი. ლაბო მრავალშვილიანი ოჯახიდან ყოფილა, მამამისს ქაასი (ქაიხოსრო) გუმაშვილს 9 ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყოლია, თუმცა ახალგაზრდა ასაკამდე მხოლოდ სამს: ლაბეის, მის უმცროს ძმას რუუსტუმსა და ერთადერთ საფიცარ დას, ქაალეის მიუღწევია.
მოორი ბორჩაშვილების ქალიშვილი ყოფილა, გამორჩეული გარეგნობითა და ტანადობით, თუმცა მისი ძირითადი მახასიათებელი შტრიხი სიამაყე და პრინციპულობა ყოფილა.
ლაბეის მოორი ცოლად სიყვარულით მოუყვანია, მათ ჯვარი ჯოყოლოს ეკლესიაში დაუწერიათ (იმ პერიოდში პანკისის ხეობის, სოფ. ჯოყოლოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა გაქრისტიანებული ყოფილა). ლაბეისა და მოორის ოთხი შვილი შეეძინათ: ნიკო, ელიოზი, გაბო და იამეი. ეს ის პერიოდია, როცა პანკისის ხეობას, დანარჩენ საქართველოსთან ერთად ეკონომიურად ძალიან უჭირდა და ქალებს დიდი ჯაფა უწევდათ ოჯახის შესანახად. დედაკაცები მთელი ზამთრის განმავლობაში თექისაგან კახურ ქუდებსა და სხვადასხვა სახის ფარდაგებს ქსოვდნენ და გაზაფხულზე გასაყიდად გამოჰქონდათ. ქისტი ქალების ნახელავს განსაკუთრებული ფასი ედო „ალავერდობის“ ბაზრობაზე. მოორი ისეთი ყოჩაღი ქალი ყოფილა, გასაყიდი ფარდაგებითა და ქუდებით სავსე ურემი პირველი მისი ეზოდან გამოდიოდა, ყანაც მისი ითოხნებოდა პირველი და კალოც მისი ილეწებოდა. ერთი სიტყვით მოორის პირველობაში ბადალი არ ჰყავდა.
გაბო და იამეი ბავშვობიდან გამორჩეული სილამაზისანი ყოფილან, ყმაწვილობაში ისე დამშვენებულან, რომ ტბათანიდან (თუშების საზაფხულო აგარაკი) მომავალ თუშ მწყემსს ეთქვა: „ქისტების სილამაზე ვის გაუკვირდება, მაგრამ ლაბეის ქალ-ვაჟი, რომ ვნახე, ენა დამება, ასეთი ზღაპრული სილამაზე ამქვეყნად თუ არსებობდა, ვერც წარმომედგინაო“.
ლაბეი, იმ პერიოდში ხეობის მაცხოვრებლებს შორის, იმ გამონაკლისს მიეკუთვნებოდა, ვინც სწავლა-განათლების ფასი იცოდა და ისიც კარგად მოეხსენებოდათ, რომ მათი ხალხის ხსნისა და ხეობის განვითარების გზა, განათლებაზე გადიოდა. მისი დიდი ძალისხმევის შედეგად პანკისის ხეობიდან 13 ახალგაზრდა, მათ შორის საკუთარი ვაჟიშვილები, თბილისის მთიელთა სკოლა-ინტერნატში (მაშინდელ ნიჭიერთა სკოლაში) ჩაირიცხა და ყველა მათგანი ცხოვრების დიდ გზას დაადგა. უფროს ვაჟიშვილს გაბოს კი ქ. ბაქოს ნავთობის ინსტიტუტი დაამთავრებინა. სტუდენტობის პერიოდში გაბოს თავისი თანაკურსელი, ცნობილი გვარისა და ჩამომავლობის ქალიშვილი შეჰყვარებია. აზერბაიჯანელ ქალიშვილს უფრო დიდი სიყვარულით უპასუხია ქისტი ვაჟისთვის და გაბოს შეყვარებულზე დაქორწინება გადაუწყვეტია. ეს ამბავი ელვის სისწრაფით ჩამოსულა პანკისის ხეობაში. მამამ, როგორც კი შეიტყო, მისი ვაჟი სხვა ეროვნების ქალიშვილზე აპირებდა დაქორწინებას, ჩავიდა ბაქოში და შვილს ეს კავშირი, ქისტური ტრადიციის თანახმად, მკაცრად აუკრძალა.
გაბო, მიუხედავად დიდი სიყვარულისა, მამის წინააღმდეგ არ წავიდა, მის ნებას დაჰყვა, არ უღალატა წინაპართა ადათ-წესსა და მამასთან ერთად პანკისში დაბრუნდა. გაბოს სამშობლოში დაბრუნებიდან ძალიან მოკლე დროში პანკისის ხეობაში შავი ჭირი გავრცელდა.
მოორის არამიწიერი სილამაზის ქალ-ვაჟი, იამეი (რომელიც 15 წლის ასაკში მოიტაცეს და უკვე ქალიშვილიც ჰყავდა) და გაბო (რომელიც იმ დღეს, მეზობელ სოფელ დუისში, მისთვის შერჩეული საცოლის სანახავად უნდა წასულიყო) შავი ჭირით დაინფიცირდნენ. დედამ არ იცოდა, რომელ ცეცხლში ჩავარდნილიყო: ის იყო ამბავი მოუტანეს, ქალიშვილი დამძიმდაო და გულზე ცეცხლმოკიდებულმა მიასწრო და თვალები დაუხუჭა უძვირფასეს, უმშვენიერეს და ერთადერთ ქალიშვილს, რომ ავი ამბის მაცნე კარის ზღურბლზე შემოდგა, - გაბო უკანასკნელ წუთებს ითვლის და სასწრაფოდ უნდა წამოგვყვეო.

მოორი
გონებადაბინდული ქალი კედელს მიყრდნობია და ქალებისთვის უთხოვია: „ჩემი ფითეის თავს ვფიცავარ, ქალებო, სულის იქამდე მიტანა გამიჭირდება, თუ ერთ ლუკმა პურს არ გადამაყლაპინებთო“. მოორის გამხმარი მჭადის ნატეხი გამოუტანეს, ზუსტად ორი ლუკმა ჩაიდო პირში, წელში გასწორდა და საფიცარი ვაჟის ბოლო სუნთქვას მიუსწრო.
ლაბოს ახლობლები დაემდურნენ, იქნებ ბაქოდან რომ არ ჩამოგეყვანა, გადარჩენილიყოო. თუმცა მამას მტკიცედ სჯეროდა თავისი გადაწყვეტილებისა და ყველაფერი ბედისწერას მიაწერა.
სამწუხაროდ, დღემდე არსებობს მითი, თითქოსდა ქისტი ქალები დაჩაგრულები არიან, თუმცა ეს ნამდვილი მითია და ისეთი თავისუფალი (რა თქმა უნდა, ზნეობრივ ჩარჩოებში მოქცეული), დამოუკიდებელი და დემოკრატი ქალები, როგორებიც ვაინახურ საზოგადოებაში არიან, მსოფლიოში ძნელად მოიძებნება.
მოორი იმ ეპოქისათვის მართლაც გამორჩეული, მამაცი და საკუთარი უფლებების მკაცრად დამცველი ქალი იყო, შეიძლება ითქვას, ზედმეტად ამაყიც კი, განსაკუთრებით მეუღლესთან მიმართებაში, ბევრ რამეში ეწინააღმდეგებოდა, რაც ვაინახურ საზოგადოებაში, სადაც პატრიარქალური მმართველობაა დამკვიდრებული, მართლაც მიუღებელია. მეუღლის ურჩობით გაბრაზებულ ლაბეის უთქვამს მოორისთვის, რომ თუ ასე გააგრძელებდა, მეორე ცოლს მოიყვანდა, თუმცა გაჯიუტებულ ცოლს სასაცილოდ არ ეყო ქმრის დაქადნება და შეეპასუხა, - შენც სახელგანთქმული ჲოეი არ გამოგყვესო.
ჲოეი იმ პერიოდში მთელი ხეობის მასშტაბით სილამაზით, გვარ-შვილობითა და ხელობით (ცნობილი მკერავი) სახელგანთქმული ქალიშვილი ყოფილა. ლაბეიმ იმ დღიდან დაიწყო ფიქრი, თუ როგორ დაეთანხმებინა ცოლობაზე ჲოეი.
იმ პერიოდში თუშური შალი განთქმული ყოფილა, თუშები ბევრად უფრო წმინდად ქსოვდნენ შალს, ვიდრე ქისტები. ლაბეი სპეციალურად ალვანში ჩასულა შალის შესაძენად და შემდეგ კი ამ შალით, ვითომდა ახალუხის შეკერვის საბაბით მკერავ იოეის მიაკითხა. ახალუხის შემდეგ ქულაჯას შეკერვა მოიმიზეზა და იმდენ ხანს იარა მკერავთან, სანამ ცოლობაზე არ დაითანხმა.
თავმომწონედ შეაბიჯა იმ დღეს ლაბეიმ საკუთარ ეზოში და იქ მოფუსფუსე ცოლს გასძახა, - „ჰუ ხათ ხუონ მოორი, ქეციი იოეი იოღურგ ეელ ხათეი ხუონ“ (როგორ ფიქრობ მოორი ქეციის იოეი გამომყვება თუ არა)... შემდეგ მოორის ქალებთან ეთქვა, იმ დღეს წელი რომ მომწყდა, დღემდე არ გამმთელებიაო.
შვიდი ურემი მზითევი მოყვა იოეის, მათ შორის ერთი ურემი მთლიანად სპილენძი, რაც მაშინ დიდი სიმდიდრე იყო. მაინც არ გამტყდარა მოორი, ქედი არ მოუხრია, თავს ყველას ისე აჩვენებდა, თითქოს აქ არაფერი მომხდარაო. ქორწილის სამზადისს თავად ხელმძღვანელობდა, ახალდაქორწინებულთათვის ოთახიც თავად მოამზადა... თუმცა ქალებთან ეთქვა: „იმ ღამეს იმდენჯერ ავდექი წყლის დასალევად, გამშრალი ყელისა და გონების დასასველებლად, ბოლოს მომწყინდა წინ და უკან სიარული, დიდი სპილენძის კოკა, წყლით სავსე, სასთუმალთან დავიდგი და ცივი ცისკარი რომ მოადგა ჩემი ოდის სარკმელს, კოკა ცარიელი იყოო. წარმოიდგინეთ ქალებო, ორ უძვირფასეს შვილს თვალები სამუდამოდ რომ დავუხუჭე, იმ ღამეს გათენებისას ხუთი წუთით მაინც ჩამთვლიმა, ამ საბედისწერო ღამეს კი თვალს რული საერთოდ არ მომკარებიაო“.

რა საოცარია ქალური ბუნებისა და ბედნიერების მრავალმხრივი ვექტორები, რომლებიც სიამაყესა და პირად გრძნობებს ირიბად კვეთენ და ცისარტყელას ფერებად იჭრებიან მოღრუბლულ ცაზე. მოჭირხლულ სარკმელში საკუთარ სახესა და განვლილ ცხოვრებას ირეკლავენ და სევდიანად გალობენ დაკარგულ სიყვარულს, ჯადოსნური ძაფებით ცდილობენ დამსხვრეული გულისა და დარღვეული იდილიის შეკერვას, თუმცა...
P.S. როცა იოეიზე დაქორწინდა, ლაბეი უკვე ჭეშმარიტი მუსლიმანი იყო, თურმე თეთრი ცხვრით მისულა „თეთრი გიორგის“ სალოცავში და გამუსლიმანების ვალი მოუხდია.
მოორიზე კი უთქვამს, ჯიბრში რომ არ ჩამდგომოდა, ასე არ გავიმეტებდიო... მოორის, ლაბეის დაქორწინების მერე, მასთან ერთად ერთ ჭერქვეშ არ უცხოვრია, ეზოს ბოლოში მისთვის აშენებულ სახლში გადავიდა შვილებთან ერთად. ცოლებს ერთმანეთთან ურთიერთობა ჰქონდათ, იოეის ეთქვა, ლაბეის ცოლობაზე იმიტომ დავთანხმდი, რომ მან ვაჟკაცურად მითხრა, პირველ ცოლსა და შვილებს მატერიალურად არაფერს მოაკლებდა.
იოეის ერთადერთი ვაჟიშვილი აბდულა ძალიან ახალგაზრდა, 31 წლის ასაკში გარდაცვლილა და დედა დარდით ზუსტად ერთ წელიწადში მიყვა შვილს, ხოლო მოორიმ 85 წლამდე იცოცხლა, მაგრამ ქმართან მოკითხვის გარდა სხვა ურთიერთობა არ ჰქონია. როცა მოორი ლოგინად ჩავარდნილა, ლაბეის რძალს ფეედის (აბდულას მეუღლე) მამამთილისთვის უთქვამს, მე მგონი მოორის დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენია და იქნებ გენახულათო, ლაბეი დათანხმებულა და ერთად წასულან მისი პირველი ცოლის სანახავად. როცა ოთახში შევიდნენ, მოორი კედლისაკენ პირით წოლილა და ნელა სუნთქავდა, ლაბეის უკითხავს, - მოორი როგორ ხარ, ხომ არ გაწუხებს რამეო. მოორი უცბად გამოცოცხლდა და ომახიანად უპასუხა, ღვთის შეწევნით კარგად ვარ და არაფერი მაწუხებსო. ლაბეის წასვლის შემდეგ უფროს რძალს უკითხავს, აქამდე სუსტად იყავი და ლაბეის მოსვლის შემდეგ როგორ გამოცოცხლდიო, - რას ამბობ, მაგას ვაგრძნობინებდი, რომ ცუდად ვარ, - არ გატეხილა სიკვდილის პირას მყოფი მოორი. მეორე დილით გათენებისას მან მშვიდად დატოვა ტანჯვით განვლილი გზა და საიქიოს გადავიდა.
![]() |
7.8 შურისძიება ძალად... |
▲ზევით დაბრუნება |
ფურუშკა ბორჩაშვილი და მისი ძმობილი შარუმა შეთეკაური ხონისჭალაში ერდოზე მსხდარან. შარუმამ ფურუშკასთვის საჩუქრად შვიდსასროლიანი ნაგანი გამოიტანა და ის იყო, გაწმენდას ცდილობდა, რომ უეცრად ხელიდან გაუვარდა და ძმობილი ფურუშკა სასიკვდილოდ დაჭრა.
ფურუშკამ, სანამ სულს დალევდა, ერთის თქმა მოასწრო: „არც ამ ქვეყნად და არც საიქიოს მე უფლებას და ნებართვას არ გაძლევთ ერთი წვეთი სისხლის დაღვრისაც კი, სისხლს თუ აიღებთ, ჩემგან შენდობას ნუ დაელოდებით“.
ბორჩაშვილებმა აპატიეს სისხლი შეთეკაურებს, ამავე დროს, ფურუშკას უფროს ძმას, თაჩოს, შეთეკაურების ქალი, გაგათ როსტომას ქალიშვილი ქვითია ჰყავდა ცოლად და ნათესაური კავშირები უკვე არსებობდა.
სამწუხაროდ, ფურუშკას - ფულეის, როგორც მას ახლობლები ეძახდნენ, ანდერძი ვერ შეუსრულეს, რადგან მის ერთ-ერთ ძმას ბოდოს, უკვე მუცოდან პანკისში ოჯახით საცხოვრებლად გადმოსულს, დააყვედრეს: - შენ რა კაცი ხარ, ძმის სისხლი არ აგიღიაო და ისიც იძულებული გახდა, ეძია შური.
![]() |
7.9 საზრიანი ქისტი ქალები |
▲ზევით დაბრუნება |
ევეი და მისი შვილიშვილი ტასო თიანეთიდან ფეხით ბრუნდებოდნენ პანკისის ხეობაში, თან ათიოდე წლის გოგონაც ახლდათ.

ევეის ქალიშვილები
იმ დროს თიანეთისა და პანკისის ხეობის ტყეებში აბრაგები და ყაჩაღები დათარეშობდნენ. ავაზაკები ბევრჯერ ქალებსაც აყაჩაღებდნენ (ერთ-ერთი ასეთი იყო გოგია ჭიჭოშვილის რაზმი).
უცებ ევეიმ გზად შეამჩნია, რომ ყაჩაღები მათკენ მოაგელვებდნენ ცხენებს, მაშინ ბებიას შვილიშვილისთვის უთქვამს: ეხლა მე ვითომ გული წამივა დადავვარდები და შენ იკივლე. ასეც მოიქცნენ. ყაჩაღები ლმობიერები აღმოჩნდნენ, „გულწასული“ ქალი გონს მოიყვანეს, ცხენზე შემოსვეს და ახმეტამდე ჩამოიყვანეს, ასე გაჭრა საზრიანი ევეის ეშმაკურმა ხერხმა.
![]() |
7.10 პატარა შურისმაძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
პანკისის ხეობის თავში, ნაქერალას მთის უკანა მხარეს, საკმაოდ გრძელ ხეობაში, რომლის წყალიც, სახელად ხორაჯულა, აღმოსავლეთიდან მოედინება და მდინარე ალაზანს ერთვის, მდებარეობდა ორი სოფელი: ხორაჯო და ჩხათანა. ხორეჯულას ნაპირზე მიწიდან სამკურნალო გოგირდის წყალი ამოდიოდა.
პანკისის სათავის ალაზნის ხეობაში, იქ სადაც სპეროზას კლდოვანი მთის ორწვერა ქიმი მთავრდება, მდებარეობდა ფშავლების ძირძველი სოფელი ხადორი, მის ზემოთ ოთხიოდე კილომეტრის დაშორებით კი ფშავლების მეორე სოფელი - ზემო ხადორი, რომელიც ამჟამად ნასოფლარია.
სწორედ ამ ხეობაში, ხორეჯოს ზემოთ, პატარა სოფელ ჩხათანაში, ძველად ცხოვრობდა სახელგანთქმული მონადირე მელიქ ალხანაშვილი. ომალოელი ბერიკაცები ამბობდნენ, მელიქს ოთხასზე მეტი ნადირი ჰყავს მოკლულიო. ბოლოს მელიქი სინანულში ჩავარდნილა, თოფი დაუწვია და დაუფიცია - ნადირს აღარ მოვკლავო.
მელიქს ოთხი ვაჟიშვილი და ერთი ქალიშვილი ჰყავდა.
მელიქ ალხანაშვილის უმცროს ვაჟს, შაქროს, ზემო ხადორში ჰყავდა ძმაკაცი პაპი, მან გადაწყვიტა ძმისწულ, ღანიშის შვილ, 12 წლის სეიდასთან ერთად, ძმაკაცს სტუმრად სწვეოდა, მოკაზმა ცხენი, უკან სეიდა შემოისვა და პაპის ეწვია.
უკვე ბინდი დგებოდა, როცა ბიძა-ძმისწული პაპის სახლთან მივიდნენ. ეზოში უნდა შესულიყვნენ, როცა იქვე მჯდომმა ახალგაზრდებმა უთხრეს - პაპი შინ არ არის, ოჯახის წევრებიანად მეზობლის ქორწილში არის წასულიო. ამასობაში ერთ-ერთი ბიჭი გაიქცა და პაპის სტუმრების მოსვლა შეატყობინა.
პაპის ძალიან ესიამოვნა ძმაკაცის დანახვა, შაქროს ცხენი ჩამოართვა, გრძელი თოკით საბალახოდ დააბა და სტუმრებიანად ისევ ქორწილში წავიდა, თან გზად შაქროს აუხსნა, რომ მოსარიდებელი არაფერი იყო, რადგან მექორწილენი პაპის ძალიან შინაურები იყვნენ.
მექორწილეებს სტუმრების მოსვლა გაეხარდათ, მასპინძლის გვერდით ადგილები მიუჩინეს. გაჩაღდა ლხინი, როგორც ყველა ქორწილში, აქაც მხიარულება გამეფდა. მოკაფიეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, სიმღერა და ცეკვა ერთმანეთს ენაცვლებოდა. ერთმა ახალგაზრდა ფშაველმა იცეკვა და შაქრო საცეკვაოდ გაიწვია, შაქროს კარგი ცეკვა ეხერხებოდა. რხევით ჩამოუარა წრეს. შავი, კოხტად შეკერილი ჩოხა-ახალუხი ლამაზად ედგა ტანზე, წელზე ვერცხლის ქამარ-ხანჯალი ერტყა, ძალიან უხდებოდა მუქი წაბლისფერი კრაველის ქუდიც. ქალი თუ კაცი ყველა მოხიბლა მისმა სილამაზემ, მაგრამ, დახედეთ, ბედისწერის სიმუხთლეს - საშინელება მოხდა... ზომაზე მეტად მთვარალ ღვთისო გედეხაურს თოფი შემთხვევით გაუვარდა და მოცეკვავე შაქროს ტყვიამ გულში გაუარა. შაქრომ მარჯვენა ხელი მკერდზე იტაცა და მოცელილივით დაეცა ძირს.
ახალგაბედნიერებულ ოჯახში უბედურება დატრიალდა, მხიარულება წივილ-კივილმა შეცვალა.
- ეს რა ქენი, ძაღლისშვილო გედეხაურო, სტუმრად მოსული ძმაკაცი რად მომიკალი? - განრისხებული იწევდა ხანჯლით გედეხაურისაკენ პაპი. გამწარებულ მასპინძელს რამდენიმე კაცი ძლივს აკავებდა.
გედეხაურმა თოფი გადააგდო, შაქროს ცხედართან ჩაიმუხლა, თავზე ხელი შემოირტყა და აქვითინდა. ამ არეულობაში დრო იხელთა პატარა სეიდამ, ბიძის წელზე შემორტყმული ხანჯალი ქარქაშიდან ამოიღო და გედეხაურს ტარამდე გაუყარა გვერდში. სანამ ვინმე გონზე მოვიდოდა, გარეთ გავარდა და გაიქცა.
მასპინძლები მხოლოდ ახლა მოვიდნენ გონს, ყმაწვილმა გედეხაური მოკლაო - ატყდა ერთი აურზაური, სეიდას ძებნა დაუწყეს, თუმცა პატარა შურისმაძიებელი თითქოს მიწამ ჩაყლაპა.
ამასობაში, სეიდამ გზიდან გადაუხვია და ტყე-ტყე ირბინა, მდევრები კი გზის ბილიკებზე ეძებდნენ, მაგრამ ვერ იპოვეს და უკან დაბრუნდნენ. ბიჭმა უგზო-უკვლოდ ირბინა ტყე-ღრეში და, დაღლილ-დაქანცულმა, ძლივს გაიკვლია გზა ხორეჯოს ხეობისაკენ.
შაქროს მეუღლემ, ტასომ, იმ ღამეს სიზმარი ნახა, ვითომ შაქრო სტუმრებთან ერთად უახლოვდებოდა მათ სახლს, გამოეღვიძა და იფიქრა - მეუღლე, ალბათ, სტუმრებიანად დაბრუნდებაო და შეუდგა სამზადისს. გამთენიისას გარეთ გავიდა და, რატომღაც, თვალი გზისკენ გაექცა, საიდანაც ოჯახის უფროსს ელოდებოდა, იქიდან კი სირბილით მომავალი პატარა სეიდას ლანდი შერჩა. ტასოს გულმა რეჩხი იყო და შეშფოთებული გაეშურა მაზლისშვილისკენ,
რომელიც ბიცოლას დანახვაზე გაქვავდა და დამუნჯდა. დიასახლისმა პასუხი რომ ვერ მიიღო, შაქრო სად არისო?! - შეძრწუნებულმა იყვირა:
- ზემოთ ხადორში ფშაველმა მოკლა შაქრო ბიძა, - ძლივს ამოღერღა ფერდაკარგულმა სეიდამ.
ტასოს წივილ-კივილზე მთელი სოფელი მოგროვდა, სეიდამ შეძლებისდაგვარად მოყვა ყველაფერი, არც ის დაუმალავს, რომ მკვლელს ფერდში ხანჯალი გაუყარა, - თუმცა, შური ვიძიე თუ არა, ამაში დარწმუნებული არ ვარო, - დაამთავრა თხრობა სეიდამ და თვალცრემლიანმა მწუხარედ ჩაჰკიდა თავი.
სოფლის ახალგაზრდობა სასწრაფოდ შეიარაღდა და გზას გაუდგა. დაუზოგავად მიაჭენებდნენ ცხენებს ფშავლების სოფლისკენ.
ზემო ხადორის მცხოვრებნი დაფიქრდნენ და საგონებელს მიეცნენ. უდანაშაულო სტუმრის მოკვლა სახუმარო საქმე არ იყო. გადაწყვიტეს, კაცები ტყეში გახიზნულიყვნენ, სანამ ქისტები თავის მკვდარს არ წაასვენებდნენ.
- ბედნიერების ღამეს ცუდი ამბავი მომხდარა, რა ვუყოთ, ბედისწერას ვერსაით გავექცევით, სამწუხაროდ, ბედნიერებას უბედურება მოსდევს. თქვენს ნეფე-დედოფალს ღმერთმა ბედნიერება აჩუქოს. კაცებს გადაეცით, დაბრუნდნენ სახლებში და თავიანთ მკვდარს მიხედონ, - თქვა შაქროს უფროსმა ძმამ ექვთიმემ. მან თავისი ვაჟკაცური და ჭკვიანური მსჯელობითა და დიდსულოვნებით ზემო ხადორის მაცხოვრებლები გააოცა. ქისტები ფშავლებს გამოემშვიდობნენ, შაქროს ცხედარი საკაცეზე დაასვენეს და ჩხათანისკენ აიღეს გეზი.
სისხლი სისხლის წილ, ანგარიში გასწორებული იყო. ორივე მხარემ ურთიერთპატივისცემა გამოხატა.
ასეთი ვაჟკაცები იყნენ ძველად.
მთხრობელი მუხმად ალდამოვი
![]() |
7.11 თონის პური |
▲ზევით დაბრუნება |
აბრაგები, ჩოქას ჯგუფის წევრები: მუხმად ტერლოევი, სეიდ ხოჟაევი, მუსა ხუნარიკოვი ჩოქას მეთაურობით უკანა ფშავიდან მილიციელთა ჯგუფთან შეჯახების შემდეგ თიანეთისკენ წამოვიდნენ პანკისში გადმოსასვლელად. გვიანი შემოდგომა იყო, ცივი, წვიმიანი ამინდი იდგა. ჩაბანოს ხევის პირას, სოფელთან მოშორებით ტყეში ღამის გათენება გადაწყვიტეს, უზარმაზარი წიფლის ქვეშ სიმშრალე იყო, სამხედრო მოსასხამებში გაეხვივნენ და დაიძინეს, თავს უშიშრად გრძნობდნენ.

სეიდ ხოჟაევი (მარჯვნივ)
ღამით თოვლი წამოვიდა, თითქმის ოცდაათი სანტიმეტრი დადო. თოვლის ქვეშ თბილოდა და აბრაგებს მშვიდად ეძინათ. ჩოქამ ფხიზელი ძილი იცოდა, თითქოს რაღაც ოდნავ გასაგონი ჩქამი ჩაესმა, გაეღვიძა, თოვლი გადაყარა ზემოდან, წამოჯდა და მიმოიხედა. დამფრთხალი ციყვი, რომელიც წიფლის ქვემოთ ტოტზე დასკუპებულიყო და ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდა უცხო და დაუპატიჟებელ სტუმრებს, დაფრთხა და წიფლის კენწეროსკენ სწრა ფად აცოცდა.
ჩოქა შეშფოთდა, ინტუიციით იგრძნო საფრთხე, სწრაფად წამოდგა, მაუზერი შემართა, გვერდით მწოლარე მუსას ფეხი წაკრა და მიდამო მოათვალიერა. რამდენიმე მეტრის იქით ნაკვალევი შენიშნა, რომელიც თოვლს თითქმის დაეფარა. სწრაფად მივიდა, დაათვალიერა და მიხვდა, რომ რაღაც ნახევარი საათის წინ აქ ადამიანი იდგა და მწოლარე ხალხი შენიშნა, სწრაფად შებრუნდა და გაიქცა. მათკენ მომავალი კვალი ზომიერი ნაბიჯებისა იყო, უკან მიმავალი - მოგრძო, ნახტომისებური.
ჩოქას გვერდით თანამებრძოლები იდგნენ, ისინიც მიხვდნენ ყველაფერს და წუთის შემდეგ აბრაგები მათთვის დამახასიათებელი მგლური ძუნძულით ახმეტისკენ დაეშვნენ. თოვლში სიარული ჭირდა, მაგრამ რაც ახმეტას უახლოვდებოდნენ, ნაკლები იყო თოვლი და ჩაჩხრიალასთან, ილტოს ხეობიდან მატნის გადასახვევთან თოვლი არც იყო. მთელი დღე შეუჩერებლივ იარეს, ილტოს მარცხენა ქედის დასასრულთან ხშირ ტყეში შევიდნენ და დაისვენეს.
ორი დღის უჭმელები იყვნენ, ძალიან შიოდათ, დილით ჩაბანოში აპირებდნენ საჭმლის შოვნას, მაგრამ დაუპატიჟებელმა სტუმარმა, შეიძლება, მონადირეც ყოფილიყო, გეგმები ჩაუშალათ და მშივრები დარჩნენ.
ჩოქა იყო ჯგუფის ხელმძღვანელი და მას ეკისრებოდა აბრაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფაც და კვებაც.
![]()
ჩოქა ხოჟაევი (მარჯვნივ)
- მუსა, მე ახმეტაში ჩა ვალ, საჭმელს მოვიტან, თქვენ აქ დამელოდეთ. თუ დამაგვიანდა, არ დამელოდოთ, პანკისში ადით, დუისში, იქ მოგნახავთ.
- კარგი, შუაღამემდე დაგელოდებით, - უთხრა მუსამ.
ჩოქამ სამხედრო, უსახელებო ლაბადა მოისხა, იარაღი დამალა და ახმეტისკენ მდ. ილტოს ნაპირებზე ჩაუყვა.
იმ დროს, 1951 წ. ახმეტა ჩვეულებრივი სოფლისგან არ განსხვავდებოდა, მაგრამ დაბად იწოდებოდა და რაიონის ცენტრი იყო. ჩოქამ პირველ სახლს ჩაუარა, ახლად გამომცხვარი პურის სუნი იკრა, შიმშილის გრძნობა გაუმძაფრდა და იმ სახლს მიადგა, საიდანაც სუნი მოდიოდა. ეზოში თონესთან დიასახლისი ფუსფუსებდა, თონიდან ამოღებული პურები იქვე გრძელ სკამზე ელაგა.
ჩოქამ კარგად შეათვალიერა სახლი, ეზოში არავინ იყო ქალის გარდა, სახლიც მეზობლებისგან მოშორებით იდგა, კუტიკარი შეაღო და თამამად გასწია თონისკენ. მისი მზერა ყველგან წვდებოდა, უმნიშვნელო წვრილმანსაც არ ჩევდა. ქალმა თავი ასწია, შეხედა, შენიშნა, რომ უცხო იყო, მაგრამ გაუღიმა. ჩოქა სწრაფად მივიდა, ლაბადის კალთა ასწია, ერთი ხელის მოსმით მთელი პურები მოხვეტა და მოსასხამის კალთაში მოაქცია, ერთ პურს ხელი დასტაცა, პირში იტაკა და დიდი ლუკმების ყლაპვა დაიწყო. მოღიმარი თვალებით უყურებდა ქალს, თან პურიანი ხელით ანიშნებდა, ჩუმად ყოფილიყო.
ქალს გაოცებისგან პირი დაეღო, შემდეგ გამოერკვა და წამოიძახა:
- ქა, როგორ მოშივებია საწყალს, ნე ლა ჭამე, საცოდავო, ყელზე არ დაგადგეს.
- ჩოქას არ ესმოდა, რას ეუბნებოდა ქალი, მაგრამ კილოზე შეატყო, რომ არ უბრაზდებოდა, ჯიბიდან ბღუჯა ფული ამოიღო, ქალს ფეხებთან დაუყარა და სწრაფად გავიდა ეზოდან.
- ვაიმე, ფული რა საჭიროა, მოიცა, ყველს გამოგიტან, - წამოიძახა ქალმა და თან ფულის აკრეფა დაიწყო.
ჩოქა უკვე ეზოს გარეთ იყო და სწრაფი, მგლური ნაბიჯებით მიდიოდა ამხანაგებისკენ.
მთხრობელი ხასო ხანგოშვილი
![]() |
7.12 ბედისწერა |
▲ზევით დაბრუნება |
ქისტებში სწამთ, თუ არ გიწერია, ფათერაკს ასცდები, მაგრამ თუ ზეცაში გადაწყვეტილია, ერთ წამს არ გადასცდება მოსახდენი: ტყვიების ქარცეცხლში ისე გაივლი, ნაკაწრს არ მიიღებ, ხოლო თუ ბედისწერაში წერტილია დასმული, მშვიდად მწოლიარე, წამში განუტევებ სულს. ალბათ, ამიტომაა, რომ ქისტები, საერთოდ ვაინახები, სიკვდილს აგდებულად უყურებენ, იტყვიან, რამდენ ხანს უნდა იცოცხლოს კაცმა, დიდი-დიდი 100 წელი, აქედან ნახევარზე მეტი ბებერმა, დაჩაჩანაკებულმა, ზოგჯერ ხალხისგან დავიწყებულმა უნდა გაატარო, შეიძლება ისეთი სენი შეეყაროს კაცს, დღეში ათჯერ სიკვდილი ინატროს. ახალგაზრდა თუ მოკვდა, თანაც ღირსეული სიკვდილით, ერისა და მამულის სამსახურში, ხალხის მეხსიერებაში დარჩება ახალგაზრდა და მამაცი ჯიგიტის სახელით.
ფიჩხოვანის უღელტეხილზე მოკლული ომალოელის შვილები, ნათესავები შურისძიების მიზნით დასდევდნენ ალვნელს, მაგრამ მოურავიძე მოუხელთებელი აღმოჩნდა. ჩიღა ტოხოსაშვილი განთქმული ვაჟკაცი იყო, თან მისი მეგობარი, სრულიად უდანაშაულო კაცი დაჭრეს, რომელიც მკლავს თავისუფლად ვერ ხმარობდა, სამი თვე თელავის საავადმყოფოში მკურნალობდა, 6 ძროხის საფასური დაუჯდა მკურნალობა.
ორივე მხარე ეძებდა ალვნელს, მაგრამ ის ძალიან ფრთხილი კაცი აღმოჩნდა, იშვიათად იყო სახლში, ცხვარსა თუ საქონელში აღამ-ათენებდა, კაცმა არ იცოდა მისი ასავალ-დასავალი. მაგრამ დამსმენი ყოველთვის მოინახებოდა, ან ნათესავი იქნებოდა, ან დავალებული პირი, ანდა ფულით მოსყიდული. გაიყიდა მოურავიძე და ორი დღე ალვნის მიმდებარე ტყეში იმალებოდნენ შურისმაძიებლები, ელოდებოდნენ, როდის მოაკითხავდა ოჯახს მათი მტერი.
ამბავი მოუტანეს, ამ საღამოს სახლში იქნება მეცხვარეო. შუაღამისას ორნი შევიდნენ ეზოში, ორსართულიანი ბინა იყო, ზემოთა სართული გაუმართავი, უკარ-ფანჯრო და სწორედ ამ ოთახში ეძინა ჩიღას მკვლელს.
შურისმაძიებელი ავიდა მეორე სართულზე, ოთახში შევიდა და მოძებნა საწოლი. ბნელოდა, საგნები ბუნდოვნად იკვეთებოდა სიბნელეში და საწოლი, რომელიც უფანჯრო კედელთან იდგა, ძლივს შესამჩნევი იყო. მუხმადა ფრთხილად მივიდა, დააკვირდა, კაცს მშვიდად ეძინა, ზომიერი ფშვინვა გაიგონა, ფრთხილად დაუსვა ხელი საბანზე, თავისი ხელის მოძრაობით კონტურები მონიშნა და ტყვიები დააყარა. „ТТ“ (ტეტე) ძლიერი იარაღია, ტყვია გამჭოლი სიძლიერისაა და მსროლელმა იცოდა, საბანსაც გახვრეტდა, კაცსაც და ქვეშაგებსაც.
წელში გაიმართა, არავითარი მოძრაობა, დარწმუნდა, რომ მოკლა, სწრაფად აივანზე გამოვიდა, კოჭს ჩამოეკიდა და დაბლა ჩამოხტა მიწაზე. ამხანაგი პირველი სართულის ოთახის კართან იდგა, იცავდა მოსალოდნელი საფრთხისგან. დაბლა ოთახში წივილკივილი ატყდა, ორივე ეზოდან გავიდა, ქუჩაში მომლოდინეც შეუერთდა და სასწრაფოდ დატოვეს სოფელი, სანამ მეზობლებში განგაში ატყდებოდა.
საოცრება მოხდა. 5 ტყვიიდან ერთი თუ ორი მოხვდა მკლავში მოურავიძეს და გადარჩა. უფრო დიდი საოცრება კი ის იყო, რომ ტყვიებმა გახვრიტეს იატაკი, ზოგმა ფიცრებს შორის ღრიჭოები გაიარა და პირველ სართულზე მწოლარე დედა-შვილებს შორისაც უვნებლად გაიარა. ალბათ, ბედისწერისა იწამეს ქისტებმა და შურისძიებას მოეშვნენ. თანაც მილიციამაც მიაკვლია, დაიჭირეს, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს, უბრალოდ ქრთამმა, როგორც წესი, გაჭრა.
ხ. ხანგოშვილი, წიგნი - „ქისტები“ (100 ამბავი)
![]() |
7.13 შუამავალი ქალი |
▲ზევით დაბრუნება |
კოლექტივიზაციის კამპანიამ პანკისშიც შემოაღწია. დაიწყო ყბადაღებული გაკულაკების პროცესი, რამაც წელში გატეხა გლეხკაცი. ქისტები ყოველთვის ნეგატიურად უყურებდნენ ყველაფერს, რაც რუსეთიდან მოდიოდა.
XX ს. 30-იან წლებში პანკისელ ქისტებს მიმოსვლა და მჭიდრო კონტაქტები ჰქონდათ წინაპართა სამშობლოსთან, პირიქითა ქისტეთთან, კარგად იცოდნენ, როგორი წინააღმდეგობით შეხვდნენ იქ საბჭოთა წყობილებას და, განსაკუთრებით, თავისუფალ მთიელთა კოლმეურნეობებში ძალით გაერთიანებას.
ქისტები, ვისაც ცხვარ-საქონელი ჰყავდათ, ჩუმად ხოცავდნენ, ხორცს ახმობდნენ და ინახავდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ენანებოდათ ჭირ-ვარამით გაზრდილი პირუტყვი და იმედოვნებდნენ, ეს ყველაფერი დროებითია და შევინარჩუნებთო, მაგრამ სწორად ისინი ჩაცვივდნენ უბედურებაში - კულაკების სიაში აღმოჩნდნენ და ყაზახეთის გზას გაუყენეს.
კულაკების სიაში აღმოჩნდა დუისელი ბახა გაურგაშვილი. დატრიალდნენ გვარის ნათესავები, ყველა ღონე იხმარეს, მაგრამ ვერ შეძლეს „კულაკის“ დახსნა. ბახას მეუღლედ ჰყავდა ხანგოშვილების ქალი, სოსმი, მაღალი, წარმოსადეგი, ჭკვიანი, ბრძენი ქალი, რომელიც როგორც ქალის, ისე კაცის საქმესაც ართმევდა თავს. ასეთ ქალზე იტყვიან ქისტები: „დაჯდება - ქალია, ადგება - კაცი“.
სოსმი ახმეტაში ჩავიდა, მონახა მოხელე, რომელიც განკულაკების საქმეს განაგებდა, მოელაპარაკა, თანხაზე შეთანხმდნენ და სახლში დაბრუნების შემდეგ დაიბარა ქმრეულები და უთხრა:
- საქმე მოგვარებულია, საჭიროა ფული (თანხა დაასახელა), გადით ახლავე და ფული იშოვეთო.

შუამავლი ქალი
მათ მადლობა გადაუხადეს, მთელი ღამე და მეორე დღეც მოანდომეს დუისისა და ხეობის სხვა სოფლების შემოვლას ქისტებში, ფშავლებში, ოსებში ყველა ნაცნობი მოინახულეს, ვისთანაც ფული ეგულებოდათ, მაგრამ უშედეგოდ. სახელმწიფო გადასახადებით შეწუხებულ და კულაკების სიაში მოხვედრით შეშინებულ, ისედაც ღარიბ-ღატაკ მოსახლეობას ყველაფერი გადაემალათ და შიშით ფულის სესხებასაც კი ვერ ბედავდნენ. გაურგაშვილები საღამოს შეიკრიბნენ, მივიდნენ სოსმისთან და უთხრეს, რომ ვერ მოიძიეს საჭირო თანხა.
სოსმიმ მშვიდად მოისმინა ბოდიში, მადლობა გადაუხადა:
- გმადლობთ, რომ შეწუხდით. არაფერია, ღვთის გარეშე არაფერი ხდება, ღმერთი მოწყალეა, დაველოდოთ დილას, რაღაცას ვიღონებთ.
ოთახში შევიდა. სამგზავროდ მოემზადა, სახლში დაიბარა, მამაჩემის სახლში მივდივარ, ღამე იქ დავრჩები, არ დამელოდოთო.
დაბინდებული იყო, როცა სოსმის მამის ბედაური ალაზნის პირზე სამხრეთისკენ შუამავალი ქალი თოხარიკით მიჰყავდა. წინუბნის პირდაპირ ალაზანში შეაგდო ცხენი, გაიარა სოფ. წინუბანი, ფიჩხოვანის უღელტეხილი, ჩავიდა სოფ. ფიჩხოვანში, გადაკვეთა სოფ. ქვემო ალვანი, კვლავ ალაზანში, უკვე მდორედ მავალ მდინარეში შეაგდო ცხენი, სოფ. ოჟიოც აჭრა და თელავის გზას დაადგა.
ვახშმობისას მიადგა თელაველ სომეხ ვაჭარს, რომელიც მათი ოჯახის ხშირი სტუმარი და ბახას მეგობარი იყო და თავისი გაჭირვება გააცნო. თელაველმა უყოყმანოდ გამოიტანა დასახელებული თანხა და უთხრა სოსმის:
- რძალო, ამაღამ აქ დარჩი, დაისვენე, ხვალ ფაეტონით გაგაგზავნი სახლში.
- არა, მაზლო, ამაღამვე უნდა დავბრუნდე. ხვალ შუადღემდე ფული თუ არ ჩავიტანე ახმეტაში, გვიანი იქნება.
- მაშინ გაგაცილებ, მარტოს არ გაგიშვებ, - თქვა ეს და მასპინძელი გამოჰყვა გზამდე.
როგორც კი ეზოს გამოსცდნენ, სოსმი მიუბრუნდა ვაჭარს და ეუბნება:
- მაზლო, გამცილებელი რომ დამჭირვებოდა, პანკისიდან გამოვიყოლებდი, ახლა შებრუნდი სახლში, ფულზე ნუ იდარდებ, მალე დაგიბრუნდება უკან, - თქვა ეს და როცა დაატყო, რომ კაცი ყოყმანობდა და არ უნდოდა მისი მარტო გაშვება, მარდად მოახტა ცხენს, უბიდან შავად მბზინავი რევოლვერი დააძრო და უთხრა:
- აი, გამცილებელი, თანაც სანდო და უტყუარი!
სოსმი გათენებისას სოფელში იყო, სახლში შევიდა, შინაურები გააღვიძა და ვაჟი გაგზავნა, გვარის უფროსი და შენი ბიძები მომგვარეო. როცა დარცხვენილი მამაკაცები მივიდნენ, გარეთ გამოვიდა, მანდილში გახვეული ფული გადასცა და უთხრა:
- წაიღეთ ეს ფული და ახმეტაში ჩეკას უფროსს (სახელი და გვარი დაუსახელა), გადაეცით და უთხარით, სოსმიმ გამოგვატანაო, სხვა არაფერი არ არის საჭირო.
ასე გადაარჩინა ყოჩაღმა ცოლმა ქმარი გაციმბირებას.
მთხრობელი ხასო ხანგოშვილი
![]() |
7.14 სიკვდილი გაუზიარებელი სიყვარულის გამო |
▲ზევით დაბრუნება |
1920 წელს პანკისის ხეობაში, სოფ. ომალოს მკვიდრის, როსტომ ფილიპეს ძე ფარეულიძისა (1885-1923 წწ.) და ელენე ვლადიმირის ასული ლუკავსკაიას (1888-1968 წწ.) ოჯახში დაიბადა ქალიშვილი, რომელსაც იზა დაარქვეს. როსტომს ქისტ მეუღლესთან უკვე ჰყავდა ორი ქალიშვილი. მას სათანადო სწავლა-განათლება მიღებული ჰქონდა და მენშევიკურ გვარდიაში მსახურობდა, 1910-იან წლებში მუშაობდა ახმეტის მილიციაში, ხოლო ელენე რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი იყო, დაჯილდოებული ლენინის ორდენითა და სხვადასხვა მედლებითა და სიგელებით. მათ ახმეტის დღევანდელი კულტურის სახლის ადგილას სახლი იყიდეს და იქ ცხოვრობდნენ. ეს სახლი გასული საუკუნის 70-იან წლებამდე იდგა, ლამაზი სახლი იყო, წინ ბაღით, რომლის შუაგულშიც მავზოლეუმის ტიპის საფლავი იყო ძეგლით, რომელზეც ქალის სურათი იყო დატანილი, საიდანაც იცქირებოდა ახალგაზრდა, 15-16 წლის ულამაზესი ქალიშვილი. ეს გახლდათ როსტომ ფარეულიძის უმცროსი ქალიშვილის, იზა ფარეულიძის საფლავი, უდროოდ და უმიზეზოდ მოკლული უმშვენიერესი ქალიშვილის უკანასკნელი სასუფეველი. დედამ ვერ გაიმეტა საყვარელი ქალიშვილი სასაფლაოზე დასაკრძალად, სურდა, მუდამ თვალწინ ჰყოლოდა.
იზას სამი წლის ასაკში მამა გარდაეცვალა და დედამ როცა გოგონა სასკოლო ასაკისა შეიქმნა, უკეთესი განათლების მიღების მიზნით გადაწყვიტა მისი თბილისში გადაყვანა, თავადაც თბილისში დაიწყო პედაგოგად მუშაობა.
იზა ფარეულიძე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, რომ სილამაზით გამოირჩეოდა ქალაქის ლამაზმანებში და მნახველები აღფრთოვანებაში მოყავდა. 14 წლის ასაკში მას გადაეკიდა ერთი ჯიბგირი, გრიგოლ გოგოლაშვილი, მოსვენებას არ აძლევდა, ცოლად გაყოლას აიძულებდა, დღედაღამ უკან დასდევდა. იზა პასუხობდა, რომ სწავლობდა და ჯერ არ აპირებდა გათხოვებას. ცალსახად ეუბნებოდა ყველას, მხოლოდ ქისტს გავყვებიო ცოლად. ხულიგანი სიკვდილით ემუქრებოდა და დედა იძულებული გახდა, ორჯერ მოეწყვიტა ქალიშვილი სწავლის პროცესსა და პანკისში გადაემალა.„არც ამან გასჭრა, როცა დედამ შვილი ტფილისს დააბრუნა, ეს გოგოლაშვილმა შეიტყო და მიუხედავად უნივერსიტეტისთვის მიცემული პირობისა, სადაც იგი სწავლობდა, ფარეულიძეების ოჯახს აღარ შევაწუხებო, ისევ დაიწყო იზას დევნა და აი, შარშან, აპრილის 11-ს თავისი შეიარაღებული ამფსონებით შუაღამისას დედა-შვილს სახლში მიუხტა, - იზას მოტაცება სურდა. მხოლოდ მეზობლების დახმარებით იქნა გაძევებული უტიფარი ხულიგანი“, - წერს მერი ბურდული იზას შესახებ სპეციალურად გაზეთ „კომუნისტისთვის“ დაწერილ სტატიაში.

იზა ფარეულიძე
გოგოლაშვილი უნივერსიტეტიდანაც გარიცხეს და მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს, დააპატიმრეს კიდეც, მაგრამ ის ციხიდან გაიპარა. შეიპყრეს და ტყვარჩელის კოლონიაში გააგზავნეს, თუმცა იქაც ბევრი ჭირისუფალი გამოუჩნდა: „აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის და, ლენ-რაიონის მოსამართლე კოზაევა ყოველ ღონისძიებას ხმარობდა გახრწნილის, გათახსირებულის, ხალხის შემწუხებლის, წარსულში ოთხჯერ პასუხისგებაში ნამყოფის ხულიგანი ძმის დასაცავად“, - წერს იმავე სტატიაში მერი ბურდული.
გოგოლაშვილმა მოახერხა იზას დედის დარწმუნება, რომ თავს დაანებებდა მისი ქალიშვილს თავისუფლების სანაცვლოდ. ბოდიშის წერილებიც გამოუგზავნა და ელენემ სარჩელი უკან გაიტანა, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკის პროკურატურა არ ეთანხმებოდა გოგოლაშვილის გათავისუფლების განაჩენს, ზომებს იღებდა, ორჯონიკიძის რაისასამართლოს სიფხიზლის მოდუნებაში ამხელდა და დადგენილებას ისევ აპროტესტებდა.
ფარეულიძეებმა შვებით ამოისუნთქეს, ისე, რომ იზა თბილისის ქუჩებშიც კი ბედავდა მარტო გასეირნებას და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მუხანათი გოგოლაშვილი მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდა.
„მიმდინარე წლის 30 აპრილს დილას მასწავლებლებთან ერთად მიმავალ იზას გოგოლაშვილი ვერის ხიდთან წამოეწია და მთელი ძალ-ღონით კეფაში და ზურგში ხანჯლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, თავად კი მიმალვა სცადა, მაგრამ მკვლელი შეიპყრეს.
აი, რა მოყვა სასამართლოს ზოგიერთი ბიუროკრატის უსულგულობას და ნათლიმამობას! დაიღუპა მასწავლებელთა და მოსწავლეთა სიამაყე - იზა ფარეულიძე, ჩაქრა ნიჭით სავსე ნაპერწკალი“, - იუწყება გაზეთი „კომუნისტი“.
ულამაზესი ქისტი ქალიშვილის ვერაგ მკვლელს უზანაესმა სასამართლომ სასჯელის უმაღლესი ფორმა, დახვრეტა მიუსაჯა, განაჩენი საბოლოო იყო და ის გასაჩივრებას არ უნდა დაქვემდებარებოდა, თუმცა, როგორც ცნობილია, ვერაგი მკვლელი სათანადოდ არ დასჯილა, მან მხოლოდ რამდენიმე წელი გაატარა საპყრობილეში. დახვრეტა 25 წლით შეუცვალეს. ქისტები დიდხანს დასდევდნენ, უნდოდათ, ციხეში მოეკლათ, მაგრამ ვერ მოახერხეს. განთავისუფლების შემდეგ მისი კვალი დაიკარგა, მაგრამ ფარეულიძეებმა მიაკვლიეს, შურის საძიებლად ჩავიდნენ კიდეც ახალციხისა თუ ახალქალაქის რაიონში, სადღაც მიყრუებულ სოფელში, მაგრამ მიხრწნილი, დაბეჩავებული მოხუცი ნახეს, იფიქრეს, ამისთვის სიკვდილი შვებააო და ხელი არ ახლეს.

როსტომ ფარეულიძე (მარცხნივ)
აი, რას იუწყებოდა 1936 წლის 30 მაისის გაზეთ „კომუნისტის“ 124-ე ნომერი:
,,...და აი, ამ ლამაზ დილას, როცა ტფილისი უჩვეულოდ მორთული, აბრეშუმ-ფარჩაში გამოწყობილი, დიდ ფუსფუსსა და მზადებაში იყო, როცა მშრომელთ სახეზე ბედნიერი და თავისუფალი ღიმილი დასთამაშებდათ, როცა მხიარული ახალგაზრდობა ცეკვა-სიმღერით საპირველმაისო პარადისთვის ირაზმებოდა, ყოფილ მიხეილის საავადმყოფოში 16 წლის ქისტი გოგონა - იზა ფარეულიძე სიკვდილს ებრძოდა, ნორჩი სიცოცხლის შენარჩუნებას ლამობდა.
მაგრამ ამაოდ! მისი ჭრილობები მძიმე და სერიოზული გამოდგა... პირველი მაისის დილას ცქრიალა გოგონამ სული დალია“.
„მთელი თბილისი ამ საზარელი ფაქტის შესახებ ლაპარაკობდა“, - იხსენებს ექიმი ნინო ნოზაძე, მწერალ ნაირა გელაშვილის დედა და არა მარტო ის.
4,5,6, 8 მაისის გაზეთები იზა ფარეულიძის ნეკროლოგებითა და სამგლოვიარო განცხადებებით იყო სავსე. ხოლო მომდევნო თვის ნომრებში (3, 4, 5, 6, 8 ივნისი, 1936 წელი) მუდმივად შუქდებოდა იზა ფარეულიძის მკვლელობის სასამართლო პროცესები, იბეჭდებოდა იზას სილამაზის, ნიჭისა და უდროოდ შეწყვეტილი სიცოცხლის შესახებ.
„იზა არა მარტო სწავლაში იყო მოწინავე, არამედ ზრდილობითაც განსხვავდებოდა. ის რაღაც თავისებური და ტკბილი ბავშვი იყო, სანატრელი, გულწრფელი, მას ბუნებრივი უპირატესობაც ჰქონდა - ულამაზესი გოგონა იყო. სწავლის შემდეგ თავის მშობლიურ ქისტეთში ექიმად დაბრუნებას აპირებდა“, - წერს გრ. ესებუა, 1936 წლის 3 ივნისს „ახალგაზრდა კომუნისტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, სახელწოდებით „იზა“.
დედამ და ახლობლებმა იზას ცხედარი ახმეტაში ჩაასვენეს და საკუთარ ეზოში დამარხეს. როგორც ამბობენ, იზას დედას, ელენეს დიდი კავშირები ჰქონდა მოსკოვში და ცხედარს ისეთი ნემსი (ბალზამირება) გაუკეთეს, რომ 32 წლის განმავლობაში, სანამ დედა ცოცხალი იყო, შუშის სასახლეში ჩასვენებულ მისი ქალიშვილის ცხედარს თითქოს ეძინა (იზას დედის გარდაცვალების შემდეგ მათი სახლი სახელმწიფომ შეისყიდა). იზას ნათესავი, ხანშიშესული და ამ ამბის თვითმხილველი ქისტი ქალები დღესაც იხსენებენ, როდესაც იზას სასაფლაო გახსნეს მშობლიურ სოფელში გადასასვენებლად და მზის შუქზე ამოიტანეს, ცხედარი ფერფლად იქცა.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ იმ პერიოდში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტმა, ლიტერატორმა გრ. ესებუამ დაწერა პოემა „იზა“, რომელიც დაიბეჭდა 1937 წელს და განკუთვნილი იყო სასკოლო ბიბლიოთეკისათვის და მასში არ არის ასახული იზას ტრაგიკული აღსასრული. პოემა ნათელ ფერებშია წარმოჩენილი და იგრძნობა დიდი სიყვარული და პატივისცემა პანკისში მცხოვრები ქისტების მიმართ.
იზა ფარეულიძის ტრაგიკულ აღსასრულს ლექსი მიუძღვნა ადამ ბობღიაშვილმა (იბეჭდებოდა ადამ ალვნელის ფსევდონიმით), საიდუმლო ორგანიზაცია „სამანის“ წევრმა:
ავდარია ქედებზე
მინაწერი: 1936 წელს თბილისში მოკლეს
ქისტი გოგონა იზა ფარეულიძე
ქარი მთებზე ჯირითობს,
ქარმა ჯანღი დაწეწა,
ჩადგა ღამე ხევებში,
ფრთები მძიმედ დაკეცა.
თალხი ბინდი ჰკიდია
ტყის კენწერო წვერებზე,
ტყდება ელვა დროულად,
ავდრობს ბებერ სერებზე.
ქოხის თავზე იბნევა
წვიმის კრიალოსანი,
შორით მოჩანს კერასთან
შავი მანდილოსანი.
გადალეულ დედის გულს
დღეს ჯანღებმა აუწყეს,
თურმე იმის ობოლას
დანით გული გაუპეს.
ერთადერთი ნუგეში
ბალახივით გადახმა,
თითქოს ტყიურ მოზარედ
ყმუის მგელი გადაღმა.
ავდარია ქედებზე,
დედის გულშიც ქარია,
ბოღმა, ცრემლად ნაჟური
თითქოს ნიაღვარია.
ჭირნახული ღაწვები
ჯავრმა უნდა დაადნოს,
მთაში ქისტი გოგონა
აღარ მოვა არასდროს.
ღამე დაყუდებულა
ქოხის მოწნულ კარებთან,
დედას ბოღმა აწუხებს
ცრემლი ბზინავს თვალებთან.
ავდარია ქედებზე,
ქოხთან ქარი ხრიალებს,
დედის შავი მანდილი
კლდოვან ქიმზე ფრიალებს.
1936 წელი, ივნისი.
მასალა მომზადებულია როსტომ ფარეულიძის
წიგნის - „იზას“ მიხედვით.
![]() |
7.15 ვაჟა-ფშაველა პანკისში |
▲ზევით დაბრუნება |
ფშავლები პანკისის ხეობაში, სოფ. ყვარელწყალში დასახლდნენ. პირველად ეს სოფელი დააარსა თათარა ცხვირაშვილმა, ის უკანა ფშავიდან საზამთროდ გადმოდიოდა პანკისის ხეობაში, გადმოჰყავდა საქონელი და გაზაფხულზე უკან ბრუნდებოდა. შიშიანობის დრო იყო, სადგომიც ისეთი ააშენა, თავდასაცავად რომ გამოდგომოდა.

ვაჟას ხელნაწერი ლოდზე
„ყვარელწყალი ამჟამად (1901 წ.) 60 კომლს ითვლის. დასახლებულია ფშავლებით. ამ სოფლის პირველი დამაარსებელი, როგორც გადმოგვცემენ, იყო ფშაველი თათარა ცხვირაშვილი. ბაბურას გორის გასწვრივ (ბაბურას გორი სოფ. დუისის პირდაპირ დასავლეთით მდებარეობს, სოფ. ყვარელწყლის ჩრდილოეთით) შარა გზის პირად თათარამ გააკეთა სიპი ქვების ოთხკუთხედი მაღალი ბურჯი, ზედ დაადგა ვრცელი ოთახი და გამოვიდა კოშკის მაგვარი სახლი, რომლის წოდება მიიღო შემდეგ სოფელმა“, - წერს მათე ალბუთაშვილი.
ამ სოფელს „კოშკებს“ ეძახდნენ ბოლო დრომდე. დღესაც დროული ხალხი კოშკებს უწოდებს, ქისტები ინტერპრეტაციით „კვეშკიეს“ ამბობენ. რაც შეეხება სახელწოდებას „ყვარელწყალი“, ამ სოფლელი მწერალი ვალერიან ჩეკურიშვილი ყვება შემდეგ ლეგენდას:
ვაჟა-ფშაველა ხშირად სტუმრობდა პანკისს. ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის დროს მას დაულევია ამ ხევის წყალი და უთქვამს: რა საყვარელი წყალიაო. ამის შემდეგ ფშავლებმა თავიანთ სოფელს კოშკები გადაარქვეს და ყვარელწყალი უწოდეს.
მათე ალბუთაშვილის ვერსიით, „ამ ფერდობზე (ბაბურას ფერდობზე) მოჩუხჩუხებდა პატარა ხევები, რომელსაც საყვარელ წყალს უხმობენ. მან შეცვალა სოფლის სახელი, ხან კოშკებია და ხან ყვარელწყალი“.
ამ სახელწოდებასთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი ვერსია, იმ წყალს, რომლის ნაპირზეც სოფელმა ტყისკენ აიწია, „ყორწყალს“ უწოდებდნენ ფშავლები და აქედან წარმოსდგება კიდეც სახელწოდება - ყორწყალი - ყვარელწყალი.
ასეა თუ ისე, ეს სოფელი დაფუძნდა ქისტების პანკისში დასახლების შემდეგ, თათარას სადგომის მეზობლად, ოდნავ ჩრდილო-დასავლეთით. როგორც მათე წერს: „ფშავიდან მას ძმა ჩამოუსახლდა, მეგობარი, ნაცნობი და ნელ-ნელა გაშენდა სოფელი. მაღლა მთაში ნაჩვევმა ფშავლებმა დაბლა ვერ მოისვენეს, მიკაფ-მოკაფეს გარშემო ტყე, გაამინდვრეს ფერდობი სახნავად და გადაინაცვლეს. ერთს მეორე მიჰყვა, მეორეს - მესამე, მოეხსნა თათარას კოშკს მთელი მოსახლეობა, ასე ნახევარი კილომეტრის მოშორებით შეეფინა ბაბურას ფერდობს“.
ვაჟა-ფშაველას ჯოყოლოში ყოფნას ადასტურებს შემდეგი წარწერაც. ჯოყოლოს ჩრდილო დასავლეთით, გორის ძირში არის ადგილი, რომელსაც ქისტები „ტობოხიეს“ ეძახიან, ე.ი. ქვის სამტეხლოს („ტო“ - ქვა, „ბოოხ“ - იღებენ, „ოე“ ადგილის აღმნიშვნელი სუფიქსი. იქ ახლაც გდია უზარმაზარი, სახლისოდენა ქვა, რამდენიმე კაცი თავსდება გადმონაშვერის ქვეშ. აქ ქეიფობდნენ ჯოყოლოელები წინათ და ამ ქვის „ჭერზე“, გამურულ კედელზე იკითხებოდა წარწერა: „ლუკა რაზიკაშვილი. 1907 წ.“).
ისიც ფაქტია, რომ პანკისში დასახლების პირველ პერიოდში ქისტებს, ფშავლებს, თუშებსა და ოსებს შორის ვიწრო კონფლიქტები არსებობდა, განსაკუთრებით, მიწის დავასთან დაკავშირებით. ეს დავები, უმთავრესად, თუშებსა და ქისტებს შორის, თუშებსა და ფშავლებს შორის მიმდინარეობდა. თუშებს საძოვრები ეჭირათ, პანკისში ცხვრის გასადევარ ფართო ზოლებსაც ჩემულობდნენ. ამ დავის დროს ფშავლებს ვაჟა-ფშაველა ჩამოჰყავდათ თავიანთი ინტერესების დასაცავად.
ვაჟა-ფშაველას ქისტებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ქისტებს ახლოს იცნობდა როგორც პირიქითა ქისტეთში, ისე პანკისშიც. ამას მტკიცება არ სჭირდება, მარტო მისი პოემები - „სტუმარ მასპინძელი“ და „ალუდა ქეთელაური“ - კმარა ამისათვის.
მისი სიკვდილის ამბის შეტყობის შემდეგ დაკრძალვაზე გაემგზავრა ქისტების დელეგაცია მათე ალბუთაშვილის ხელმძღვანელობით. მათე პირადად იცნობდა ვაჟას, სწორედ მისი შეგონებითა და წახალისებით დაიწყო მან წერა. მარტო ამისთვისაც დასაფასებელია ქისტების მიერ ვაჟა-ფშაველა, რადგან მისი რჩევით შექმნა მ. ალბუთაშვილმა პანკისის ხეობის უნიკალური ეთნოგრაფიული აღწერა.
აი, რას წერს ამის შესახებ მათე ალბუთაშვილის შემოქმე დების აღმომჩენი და გამომცემელი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმ წიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეც ნიერე ბათა დოქტორი გიორგი ჯავახიშვილი წიგნის - „პანკისის ხეობა“ წინასიტყვაობაში (გამოცემის რედაქტორი):
„მ. ალბუთაშვილის კალამს ეკუთვნის მხატვრული ნაწარმოებებიც, სადაც აღწერილია ქისტების ცხოვრება. ესენია: „მაგდანა“, „გებიშ ჰაჯი“, „მცირეწლოვანი მესისხლე“, „ყინტიერ დეეხინ“, „ნათლია სანდრო“, „გველის თვალი“, „ჭრელი ფარდაგი“, „სათევზაოდ“, „ნათაგური“, საბავშვო შარადები და გამოცანები.
აღნიშნული ნაწარმოებები ყურადღებას იქცევენ საინტერესო სიუჟეტით, ფრაზეოლოგიური და ლექსიკური მრავალფეროვნებით. ჩანს, იგი პირველი ქისტი მწერალი იყო, რომელმაც ქართულ ლიტერატურაში ქისტების თემა ალექსანდრე ყაზბეგისა და ვაჟაფშაველას შემდეგ გააგრძელა და კავკასიელი ხალხების მეგობრობა-ერთიანობა იქადაგა.
ვაჟა-ფშაველასთან მ. ალბუთაშვილს ახლო ურთიერთობა აკავშირებდა. მათ ერთმანეთი თიანეთში გაიცნეს. ამის შემდეგ ისინი ხშირად ხვდებოდნენ თელავში, ახმეტასა და პანკისის ხეობაში“.
ხ. ხანგოშვილი, „ქისტები“ (100 ამბავი).
![]() |
7.16 მიცვალებული პატიმრობაში |
▲ზევით დაბრუნება |
უცნაური კანონები ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლებას: პატიმარს, ცოცხალს ხომ ყველა სახის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა, გარდაცვლილიც კი „იხდიდა“ სასჯელს. თუ დაკავებული არ იყო, იძებნებოდა, მისი სურათი გამოკრული იყო ციხის ადმინისტრაციის შენობაში ისე, როგორც საპატიო დაფაზე გამოაკრავენ ხოლმე მოწინავე ადამიანების ფოტოსურათებს. ციხეში გარდაცვალების შემთხვევაში პატიმარი იმარხებოდა ციხის სასაფლაოზე, რომელიც ისევე იყო დაცული, როგორც ციხე - სათვალთვალო კოშკები, შეიარაღებული დაცვა, ღამის განათება და სხვ.
![]()
ზაურბეგის დედმამიშვილები
1948 წელს, ქალის მოტაცებასთან დაკავშირებით, 7 კაცი დაიჭირეს პანკისში, მამა, სამი ვაჟიშვილი და სამიც ნათესავი ახალგაზრდა. გამტაცებლის უმცროსი ძმა ზაურბეგი ქ. ფოთის ციხეში ავად გახდა, ნაწლავები გადაეხლართა და გარდაიცვალა. როგორც კი შეიტყვეს პატიმრის მძიმე მდგომარეობა, მამის ბიძაშვილი, დედა და და ჩავიდნენ ფოთში. პატიმრის მამის ბიძაშვილმა, მახამღეეზიმ, ზაურბეგის გარდაცვალების შემდეგ, ექიმს ფული მისცა, რათა დაემუშავებინა ცხედარი, რომ ხრწნა არ დაეწყო. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, მოეპარა ციხის სასაფლაოდან ცხედარი და ჩამოესვენებინა პანკისში.

პირველ რიგში, მარცხნიდან
მეორე - მახამღეეზი
„ფოთში, მოგეხსენებათ, წვი მები იცის და არავინ დაე ჭვე ბულა, რომ ციხის სასაფლაოს ახლოს ვიღაც კაცი ზღვიდან გამორიყულ შეშას აგროვებდა. სასაფლაოს ერთი საგუშაგო კოშკი ჰქონდა, საიდანაც პერიოდულად პროჟექტორს მოატარებდნენ სასაფლაოს ირგვლივ. სასაფლაოსაც ეკლიანი მავთუ ლების ღობე ჰქონდა შემოვლებული. კომუნისტები, როგორც ცოცხალ პატიმრებს, ისე მკვდრებსაც დარაჯობდნენ, სახლში არ ატანდნენ ცხედრებს მათ პატრონებს.
მახამღეეზიმ შეისწავლა სასაფლაოს დაცვის განრიგი, მეორე ღამეს შევიდა სასაფლაოზე და დაიწყო საფლავის თხრა. როცა პროჟექტორის მოძრავი სინათლე მიუახლოვდებოდა, იქვე ბუჩქებში პანტა იდგა და იქ იმალებოდა. როგორც კი სინათლის ზოლი გასცდებოდა, ამოთხრას იწყებდა. კუბომდე რომ ჩავიდა, პრობლემის წინაშე აღმოჩნდა - მარტო ვერანაირად ვერ ასწევდა. ხერხს მიმართა: ცალ მხარეს ასწევდა და ქვეშ მიწას ყრიდა, მერე მეორე მხარეს და ასე ამოიტანა ზედაპირზე. ღობის გარეთ გატანა არ გასჭირვებია, ჯერ თავს გასწევდა წინ, მერე ბოლოს და ასე ზიგზაგით გაიტანა გარეთ, სადაც სინათლე არ სწვდებოდა“ (ხ. ხანგოშვილი. ქისტების ადათ-წესები. თბ., 2015).
მანქანა შეპირებული ჰყავდა. დანიშნულ ადგილამდე კუბოს მისატანად მიცვალებულის დედა და და დაიხმარა, რომლებსაც იქვე, ციხის გვერდით, ჰქონდათ ბინა დაქირავებული. გათენებამდე კუბო მოათავსეს მანქანაში, რომელსაც „ემადინს“ ეძახდნენ და მეორე დღის მიწურულს დუისში იყვნენ.
აუცილებელია აღინიშნოს შემდეგი: იმ ღამეს სასაფლაოს გუშაგს დაენახა საფლავის მთხრელი, მაგრამ გაჩუმდა. შემდეგ თურმე ეთქვა: ასეთ ვაჟკაცს თოფს ვერ ვესროდიო; მანქანის მძღოლთან არ ყოფილა მორიგება კუბოს წაღებასთან დაკავშირებით, მაგრამ ისე გაოცდა ამ გაბედულებით, რომ დიდ რისკზე წავიდა და კუბო ჩამოიტანა პანკისში. ხანგოშვილები მადლიერებას არ ივიწყებენ და ფოთელებს დღესაც პატივისცემით იხსენიებენ.
მთხრობელი ძაბაანთ ხანგოშვილი
![]() |
7.17 სააბრაგოდ მაღრანის ტყე სჯობია |
▲ზევით დაბრუნება |

ხარება და გოგია
მაღრაანის ტყე ცნობილი იყო იმითაც, რომ აქ ედოთ ბინა განთქმულ აბრაგებს გოგიას და ხარებას, რომლებიც შიშის ზარს სცემდნენ ჟანდარმებს, ჩინოვნიკებსა და მდიდრებს. კახეთის პოლიციამ ვერაფერი გააწყო გოგიასა და ხარებას ჯგუფთან, დუშეთიდან მოიწვიეს პოლიციელები და მაღრაანის ტყეში ქეიფის დროს ამოხოცეს.
იმ საბედისწერო დღეს მათთან ქეიფობდა დუისელი ქისტი დუიშვილი, რომელსაც ცხვარი მაღრაანში ეყენა. იგი გოგიასთან და ხარებასთან მეგობრობდა და ეხმარებოდა კიდეც. შემდეგში მეცხვარე ყვებოდა:
„გოგიას და ხარებას შუაში ვიჯექი, როცა თოფი გავარდა. გოგიას პირში ინდაურის ბარკალი ჩაედო, როცა ტყვია მკერდში მოხვდა და გვერდზე გადავარდა. ხარებამ ხელი მკრა და ხევში გადამაგდო სიტყვებით: გაიქეცი, ქისტო! ხევი ჩავირბინე, ერთ წაქცეულ, გახიდულ, უზარმაზარ წიფელში შევძვერი და ასე გადავრჩი“.
ნახევარი საუკუნის შემდეგ, XX ს. 50-იანი წლების დასაწყისში მსგავსი ტრაგედია დატრიალდა იმავე მაღრაანის ტყეში. ამჯერად ქისტი აბრაგები მოჰყვნენ ალყაში. ჩეჩენ-ინგუშეთის დეპორტაციის შემდეგ ტყეში გასული აბრაგებიდან შვიდნი შემორჩნენ, მათი ვერც დაჭერა და ვერც ლიკვიდაცია ვერ შეძლეს სამართალდამცავებმა. პანკისსა და ხევსურეთში შექმნილი იყო ანტიაბრაგული შტაბები, მილიციისა და უშიშროების გარდა ჩართული ჰყავდათ ადგილობრივი ქისტი და ხევსური „პარტიზანებიც“, მაგრამ რაიმე შედეგს ვერ მიაღწიეს.
მაშინ გადაწყვიტა მთავრობამ, მიემართა შერიგების პოლიტიკისათვის. ხმა მიაწვდინეს აბრაგებსაც და ისინიც ცდილობდნენ, ნაკლები შეხება ჰქონოდათ მილიციასთან, მაგრამ საბჭოთა ძალოვნებს, მათ ვერაგობას, სიტყვის გატეხას შეჩვეულები იყვნენ. ძირითადად პანკისის ხეობაში ტრიალებდნენ, აქ ადგილობრივებისგან ღალატი არ ახსოვდათ, ერთ ადგილზე კვირაზე მეტს არ ჩერდებოდნენ, ერთად იშვიათად იყვნენ. ამჯერადაც ა. ხუჩბაროვი მაღრაანის ტყეში დაბანაკდა, თავისთან დაიტოვა ფეიზულა, ყველაზე ახალგაზრდა, 21 წლის აბრაგი, რომელიც მის ხელში გაიზარდა და სეიდ ხოჟაევი. მუსა ხუნარიკოვი, ჩოქა ხოჟაევი, აბდულ-ქერიმ ღანიშოვი და მუხმად ისრაილოვი ომალოში გაგზავნა და იქ, მუწუს ხევის სათავეში ბანაკის მოწყობა დაავალა.
როგორც ხშირად ხდება, ბედისწერა-შემთხვევითობა წყვეტს საკითხს: მაღრანის ტყეში სოკოზე წასულმა ბიჭებმა ტყეში, ერთ მიყრუებულ ვიწრო, დაბურდულ ხევში შენიშნეს სამხედრო ფარდაგდახურული ქოხი და მის წინ მჯდომი შეარაღებული კაცები. მაშინვე სოფელს შეატყობინეს, სოფელმა ახმეტის მილიციასა და მილიციის უფროსმა რუბენ ალხაზოვმა შეკრიბა მილიციონერები, გამოიძახა სასწრაფოდ პანკისიდან „პარტიზანები“ და მაღრაანის ტყეს მიაშურა. მათ მოხალისედ გაჰყვა სახანძრო დაცვის უფროსი ამბროსი მეშველიანი, რომელიც შემთხვევითობამ შეახვედრა აბრაგებთან მიმავალ მილიციონერპარტიზანებს.

ახმედ ხუჩბაროვი
„... მკვდრეთის სიჩუმე მეფობდა ტყეში, მხოლოდ წყნარი სიო უხალისოდ არწევდა მწვანე ფოთლებს. ხეებიდან ხეებზე, ტოტებიდან ტოტებზე გაიფრთხიალებდნენ ხოლმე სხვადასხვა სახის ტყის ბინადარი ფრინველები. ტყეში მიმავალნი, რაც უფრო უახლოვდებოდნენ, უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენდნენ, რომ ხმელ ტოტზე ფეხი არ დაედგათ.
ადგილზე რომ მივიდნენ, მაიორმა ანიშნა, ჩამწკრივებულიყვნენ და მუცელზე დაწოლილიყვნენ. თვითონ პირველი მიხოხდა გადასახედთან. დაინახა ხევში კარავი, რომელიც მათ პირდაპირ აღმოჩნდა. მაიორის ხელის ნიშანზე გრძლად ჩამწკრივებული რაზმი მიხოხდა მასთან. მარცხენა ფერდობის თავზე, მარცხენა მხარე საკმაოდ დავაკებულად ჩაუყვებოდა, მარჯვენა ფერდობი კი ძლიერი ციცაბოთი თავდებოდა. ასეთი გარემო რაზმისთვის ხელსაყრელი იყო, მხოლოდ აბრაგებისთვის ორმხრივ ხაფანგს წარმოადგენდა.
ამ დროს კარვიდან გამოვიდა ახალგაზრდა ფეიზულა, რომელიც ხუჩბაროვს შვილივით უყვარდა და ყოველთვის გვერდით ჰყავდა. მან იწყო ხმელი ფიჩხების მტვრევა, რაც ცეცხლის დასანთებად უნდოდა. მაიორმა მარცხენა ხელით ერთი წრეხაზი შემოხაზა, რაც მომზადების ნიშანი იყო. იმ დროს ფეიზულა წელში გასწორდა მკერდით მისკენ, თითქოს მაიორს კარგად დამიზნების საშუალება მისცა. იქუხა მაიორის მაუზერმა. აბრაგმა მარჯვენა ხელი გულის არეში იტაცა, იყვირა, თავს უშველეთო და გულაღმა დაენარცხა.
ალხაზოვმა დაიყვირა:
- კარავს ცეცხლი!
კარავში მყოფმა ა. ხუჩბაროვმა და ს. ხოჟაევმა უსწრაფესად აიტაცეს თოფები და გამოფრინდნენ გარეთ. გაქცეულებმა შეუჩერებელი ცეცხლით უპასუხეს, საიდანაც სროლის ხმა ისმოდა. ხევის მიმართულებით მიფ რი ნავდნენ, უჩინარდებოდნენ გაფოთლილ ძეძვნარებში. ჰაერში გაიელვებდნენ მათი ლანდები, მაგრამ აჩრდილები ისევ უჩინარდებოდნენ. ისე მიფრინავდნენ და უჩინარდებოდნენ, როგორც ღობემძვრალა ჩიტები. მათ რა ტყვია დაეწეოდა და მოხვდებოდა“ (დ. პან კელი, ხ. ხანგოშვილი. აბარაგები. თბილისი, 2014).
მაგრამ აბრაგები როდი გაქცეულან, ხუჩბაროვი ასე უსისხლოდ არ მიატოვებდა თავის ამხანაგს. ის ქვევით გაიქცა, ხევში გაწოლილ წიფლის გვერდით ჩაცურდა და ჩასაფრდა. არც სეიდა გარიდებია შორს, ხევს მაღლა მოექცა, ხვიარა შემოხვეული წიფლის უკან ჩაჯდა. აბრაგები ისე იყვნენ ჩასაფრებული, რომ მათი ხედვის არეში იყო ქოხი, ქოხის შემოგარენი და მოპირდაპირე ფერდობი, სადაც ძალოვნები იყვნენ ჩასაფრებულები.
ამბროსი ახვლედიანი და არჩილ მეშველიანი ჩავიდნენ ხევში, ფეიზულას გვამს კისერზე ქამარი მოაბეს, ხელჯოხს შუაში ქამრის ბოლო დაამაგრეს და როგორც უღელში, აქეთ-იქით ხელი ჩაავლეს და წაათრიეს ჩასაფრებულებისკენ. აჰმად ხუჩბაროვს ყელში სისხლი მოაწვა, დაუმიზნა და ორჯერ დაიქუხა თოფმა. ამბროსი მკვდარი დაეცა, მხარში დაჭრილი არჩილიც წაიქცა.
მილიციონერებმა და პარტიზანებმა თოფები აქუხეს. ისროდნენ უმისამართოდ, ორი გასროლის ხმაზე ბირკიანელი ი. ცათიაშვილი, პარტიზანი, რომელიც ბიძაშვილის, ელიოზ ცათიაშვილის სისხლს იძიებდა, ალაზნის თავში იბის ჯგუფის მიერ მოკლულის, წიფელს ამოფარებოდა და ისროდა. წიფლიდან გამოეშვირა მისი მუხლის თავი, სეიდამ მიზანში ამოიღო, ესროლა და გადაუმსხვრია.
აბრაგებს ტყვიები გაუთავდათ, ორივეს თოფში ოთხ-ოთხი ტყვია ჰქონდა და ამიტომ გაეცალნენ იქაურობას და მთებისკენ წავიდნენ ტყე-ტყე.
მილიციონერებმა და პარტიზანებმა ორი გვამი დაბლა ჩაიტანეს, ორი დაჭრილიც საკაცეებით ჩაიყვანეს მანქანამდე და დაღვრემილები ახმეტისკენ გაემგზავრნენ.
შერიგების შემდეგ სეიდა ბირკიანში შეხვდა ი. ცათიაშვილს, რომელმაც თავის გაშეშებულ მუხლის თავზე მიუთითა და უთხრა:
- ეს შენი ნახელავია, რას იტყვი ამაზე?
- ეს შენს თავს ჰკითხე, ვისი ნახელავია, - უთხრა სეიდ ხოჟაევმა, გაიცინა და გზა განაგრძო.
ხ. ხანგოშვილი, „ქისტები“, (100 ამბავი)
![]() |
7.18 ქისტი მხედარი |
▲ზევით დაბრუნება |
ეს ამბავი 80-იან წლებში მოხდა, მაშინ, როცა ახმეტის რაიკომის მდივანი ზაურ მანიჟაშვილი იყო, ხოლო სრულიად კახეთს თვით მედიკო მეზვრიშვილი მართავდა. ომალოელ (ქისტების ომალო, პანკისის ხეობა) ზურიკო ტოხოსაშვილს მეგობრებთან ერთად ჩეჩნეთიდან, ითომხალეს მეურნეობიდან ცხვარი გაეტაცათ, თუ პანკისისკენ გადმოერეკათ, უცნობია, ის კი ფაქტია, რომ ზუ რიკო კოლმეურნეობის ქონების განიავების ბრალდებით დააკავეს და ახმეტის დროებით იზოლატორში მოათავსეს.
სწორედ ამ პერიოდში დაიგეგმა საქართველოს მასშტაბით დოღი. მედიკო მეზვრიშვილმა ყველაზე სანდო პარტნიორს ზაურ მანიჟაშვილს დაურეკა და ჩვეული ბოხი ხმით ამცნო, რომ გა მარჯვების დროშა მხოლოდ კახეთის უნდა ყოფილიყო, თანაც უპირობოდ! მედიკო მეზვრიშვილის სიტყვა კი მაშინ დაუწერელი კანონი იყო.

ქისტი მხედარი
საფიქრალში ჩავარდა რაიკომის მდივანი, თუმცა გონება მალევე გაუნათდა და გაახსენდა, რომ ქისტი ზურიკო ტოხოსაშვილი უბადლო მხედარი იყო, ძალიან ბევრი დოღის გამარჯვებული. მაშინვე მოიკითხა ზურიკო, მაგრამ სამწუხარო ამბავი შეატყობინეს ტოხოსაშვილის დროებითი თავისუფლების აღკვეთის შესახებ. ბატონმა ზაურ მანიჟაშვილმა, ქისტების ყველაზე საყვარელმა რაიკომის მდივანმა, მათმა დიდმა და ერთგულმა მეგობარმა, საოცარმა პიროვნებამ და მამულიშვილმა, თავის კაბინეტში უმას პინძლა ტოხოსაშვილს. ტუსაღსა და რაიკომის მდივანს შორის გულთბილი საუბარი შემდგარა. ზაურს უთქვამს, იმედი არ გამიმტყუნო და თავისუფლება შენი საჩუქარი იქნებაო, ზურიკოს კი თავი დაბლა დაუკრავს, - გამარჯვების ალამი კახეთის იქნება, ეჭვი არ შეგეპაროთო.
მალე შეჯიბრის დღეც დადგა. დოღი დავით გარეჯის უდაბნოს ტერიტორიაზე გაიმართა. ზურიკო, როგორც თავად მოითხოვა, ერთი დღით ადრე გამოუშვეს „სატუსაღოდან“. წითელი ტრიბუნის თავში თავად მედიკო მდგარა ჩვეული სიდინჯითა და იერსახით, გვერდს ზაურ მანიჟაშვილი და სხვა ჩი ნოვ ნიკები უმშვენებდნენ. ჰორიზონტზე სადოღე ცხენები გამოჩნდნენ. როცა ნიშნულამდე 700-800 მეტრი დარჩა, ერთი მხედარი დიდი მანძილით გამოეყო რაშთა კოლონას. ზაურს გულმა უგრძნო, რომ ეს ზურიკო ტოხოსაშვილი იყო, როცა ფინიშამდე 200 მეტრი დარჩა ქარივით მომავალ ბედაურზე მხედარი მთელი ტანით წამოიმართა და ლაღად წამოვიდა ტრიბუნისაკენ. როცა ცხენოსანმა დროშა ქალბატონ მედიკოს მიართვა, ყველამ იცოდა, გამარჯვებული ქისტი მხედარი იყო.
![]() |
7.19 პატიმრობაში სიკვდილისთვის ვერგამეტებული |
▲ზევით დაბრუნება |
ქისტებში სახელგანთქმული ვაჟკაცი ლევან ლევანის ძე ფარეულიძე (შინაურობაში კაციი) ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, როცა ბირკიანელმა თუშმა მილიციელმა მამა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცული ლევან ფარეულიძე, მოუკლა და დაობლდა. ისედაც რთულ პერიოდში უმამოდ დარჩენილ ოჯახს ლუკმაპურის შოვნა უჭირდა და 10 წლის ლევანმა, ახლობლების დახმარებით, მეგუთნედ დაიწყო მუშაობა.

ლევან ფარეულიძრ
ლევანს, ყმაწვილკაცობაშივე, ჩეჩნეთიდან გადმოსულ მამის ნაცნობებთან ჰქონდა კავშირი, ხშირად ჩეჩნეთშიც გადადიოდა, მამის მკვლელის შესახებაც ჰქონდა ინფორმაცია და ისიც იცოდა, რომ თავის ჩადენილ დანაშაულს მკვლელი სულაც არ ნანობდა.
ერთხელაც ბიძამ ლევანი მეზობელ სოფელ ბირკიანში, ქორწილში წაიყვანა. აღმოჩნდა, რომ ლევანის მამის მკვლელიც ბრძანდებოდა ამ ლხინში, თავი მედიდურად ეჭირა, რომ იტყვიან, ცა ქუდად არ მიაჩნდა, დედამიწა ქალამნად და შეზარხოშებულმა ლევანის აბუჩად აგდება დაიწყო: აუვლიდა, ჩაუვლიდა და 15 წლის ლევანს ჩუმად ეჩურჩულებოდა - „შენ, ბიჭო, ერთ ადგილას არ მესროლოო“. ბიჭმა ვერ გაუძლო ამ დამცირებასა და ფსიქოლოგიურ წნეხს, ბიძას ჩუმად იარაღი მოჰპარა, მამის მკვლელს მართლაც ერთ ადგილას ესროლა და სასირცხვილოდ დაადუმა სამუდამოდ, თავად კი ალაზანი გაცურა და ტყეს შეაფარა თავი.
რამდენიმე წლის განმავლობაში ტყეში ცხოვრობდა, მამის მხრიდან ნათესავები დირიეზი და ილიეზი, მიუხედავად დიდი რისკისა, ეხმარებოდნენ თავის გადარჩენაში. იმ პერიოდში ქაქუცას რაზმის გადარჩენილი შეფიცულები - „ქისტი ტყის ძმებიც“ დაბანაკდნენ პანკისის მთებში, რომელთა რიგებსაც მალევე შეუერთდა ლევან ფარეულიძე. ლევან ლევანის ძის ადგილსამყოფელის გამჟღავნების ჯილდოდ მილიციას დიდი ფულიც ჰქონდა დაწესებული, მაგრამ ქისტების მენტალობა და ადათი გამცემლობისგან შორს იდგა.
ერთხელაც, ლევანი, ხევსურეთიდან პირიქით ქისტეთში გადავიდა და, არღუნის ხეობის გავლით, ითომხალეში ჩავიდა, ნაცნობ-მეგობრები მოინახულა, საქმეებიც მოაგვარა და საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. იგი ნაცნობ ჩეჩენ თააზაბეისთან ერთად დაადგა მთათუშეთისაკენ მიმავალ ურთულეს გზას. ლევანს მარტო წასვლა უნდოდა, მაგრამ თააზაბეიმ მტკიცედ გადაწყვიტა: მეც უნდა გამოგყვე, მარტოს ვერ გაგიშვებ, თან ცუდი სიზმარი ვნახე, ჩემს ეზოში სულ შავ სამოსში ჩაცმული ხალხი იდგა, გული ცუდს მიგრძნობს და სტუმარს მარტოს ვერ გაგიშვებო. სამწუხაროდ, ჩეჩენ მეგზურს ავი სიზმარი გზაშივე აუხდა, ზვავზე ფეხი შედგა თუ არა, ზვავი დაიძრა და ჩაიტანა უფსკრულში, ლევანი კლდე-კლდე ჩაყვა თააზაბეის. ზვავიდან რომ ამოიყვანა, ჯერ კიდევ ცოცხალიც ყოფილა, თუმცა მალევე დალია სული. ლევანს თოფის ლულით და ხელებით გაუთხრია გაყინულ კლდის ეხში საფლავი და ისე მიუბარებია მიწისათვის ჩეჩენი სტუმრის ცხედარი. საფლავის გათხრის პროცესში ლევანს ხელები ისე დაუზიანდა, მთათუშეთს რომ მიაღწია, უკვე მძიმე მდგომარეობაში ყოფილა.
ბედისწერის ფურცელზე კი ლევანს მამის სისხლის საზღაურად მოკლულის დედის მზრუნველობა დაეწერა. სწორედ მის კარზე მიიყვანა დავრდომილი შურისმაძიებელი ბედმა. მკვლელის დედამ სახლისა და გულის კარები ფართოდ გაუღო გაჭირვებულს და ზურგი არც მის მერე შეუქცევია, რაც სტუმრის ნამდვილი ვინაობა გაიგო - შვილის უღირს საქციელს სიკვდილამდე გმობდა ღირსეული თუშის ქალი.
განკურნებული ლევანი ერთხელ ქორწილში ვინმე მელიტონს უცნია. ეს ამბავი მაშინვე მისულა მილიციის ყურამდე, ლევანი დაუპატიმრებიათ და დახვრეტა მიუსჯიათ. სასჯელის აღსრულება ორ რუს ჯარისკაცს დაეკისრა. როცა სიკვდილმისჯილი დასახვრეტად მიჰყავდათ გიგოს გორაზე, იმ ცნობილ, ბევრი სასიქადულო მამულიშვილისა და ვაჟკაცის სისხლით გაჟღენთილ გორაზე, სადაც სულ ცოტა ხნის წინათ ორი უმაგრესი ქისტი ვაჟკაცის, ქაქუცას შეფიცულებისა და ერთგული მებრძოლების, ჰაასა ალხანაშვილისა და ბააცეი ღანიშაშვილის ცხედრებს ქარი დაქვითინებდა, ქორ-შევარდენი და მგელი-ტურა ფლეთდა, მცველებმა ერთმანეთში რუსულად დაილაპარაკეს - ჯერ ორმოში ჩავაგდოთ და მერე ვესროლოთო. ლევანმა რუსული კარგად იცოდა, გაიგო რასაც უპირებდნენ, თან ძალიან მოხერხებული და საოცარი ძალის პატრონი იყო. როგორც კი ორმოსთან მიიყვანეს, ისეთი ძალით დაარტყა თავი ერთს, რომ ჯარისკაცი შეტორტმანდა და იქვე დაეცა, სანამ მეორე იარაღს შეაყენებდა, ისიც იქვე მოცელილი დავარდა, შემდეგ ორივე ორმოში ჩააგდო და იქიდან ელვის სისწრაფით გაიქცა.
![]()
სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივის მკაცრად გასაიდუმლოებული დოკუმენტი
ლევან ფარეულიძის დახვრეტის შესახებ
ბნელ ღამეში ერთ სახლს მიადგა, საიდანაც სინათლის შუქი გამოდიოდა, კარზე დააკაკუნა და ოჯახის უფროსს ხელების გახსნა სთხოვა. მამამ შვილს თვალებით რაღაც ანიშნა, ლევანი მიხვდა, რომ არასაიმედო ოჯახში მოხვდა და მაშინვე გაეცალა იქაურობას, კიდევ ერთხელ სცადა ბედი და ახლა გზაზე დაბანაკებულ მეურმეს სთხოვა ხელების გათავისუფლება. მეურმემ ხელებიც გაუხსნა, წყალიც დაალევინა, პურიც აჭამა და თავისი კიტელიც აჩუქა დაუდეგარ „ყაჩაღს“.
თუმცა ლევან ლევანის ძის თავისუფლება დიდხანს არ გაგრძელებულა, უმალვე შეიპყრეს და მეტეხის ციხეში უკრეს თავი.
მეტეხის ციხის ერთ-ერთ საკანში დამწყვდეული ლევანი მხეცივით მძვინვარებდა და ადგილს ვერ პოულობდა. ბოლოს მასთან თექვსმეტი წლის თიანეთელი ახალგაზრდა პატიმარი შეაგდეს. ლევანმა მალევე გაიგო ახალგაზრდის ვინაობა და, ადამიანური მოპყრობით, მისი გულიც მოინადირა, თავისი თავგადასავალიც მოუყვა და ბიჭი ლევანზე უკვე ფანატიკურად იყო შეყვარებული, მისი გულისთვის წამითაც არ დაფიქრდებოდა, ისე გაწირავდა სიცოცხლეს. ლევანმა, დიდი ფიქრის შემდეგ, უმცროს ამხანაგს გაანდო თავისი განზრახვა - ერთად გაქცეულიყვნენ საპატიმროდან და მალევე შეუდგნენ გეგმის განხორციელებას. საკნის ერთი კუთხის გახვრეტა დაიწყეს ჩანგლის წვერით. ისე შეუმჩნევლად იმუშავეს რამდენიმე კვირა, იმხელა ხვრელი გააკეთეს, რომ შიგ გაძვრომა შესაძლებელი იყო. ერთი უკუნეთი ღამე ამოირჩიეს, ჯერ, როგორც უფროსი, ლევანი გავიდა საკნიდან, მას ახალგაზრდაც მიჰყვა და ორივემ ელვის სისწრაფით დატოვეს წყეული მეტეხის ციხე. ორ-სამ დღეში, სანამ გაოცებული მილიციის უფროსობა გონზე მოვიდოდა და გზების შეკვრას მოახერხებდა, საღსალამათებმა და უვნებლებმა პანკისს მიაღწიეს.
„ტყის ძმების“ გადარჩენილი წევრები დიდი სიხარულით შეხვდნენ ლევანსა და მის ამხანაგს და ომალოს ტყიდან ხორაჯოში, თავიანთ ბინაში წაიყვანეს, ლევანის უმცროს ძმაკაცს სახელი და გვარიც შეუცვალეს - ალექსი ბეჟუაშვილად მონათლეს და თავინთი ჯგუფის სრულუფლებიან წევრად მიიღეს. რვა წელი გაატარა ალექსი ბეჟუაშვილმა დათიკო ფარეულიძის მებრძოლებთან ერთად. ბოლოს მთავრობამ ამინისტია გამოსცა, „ტყის ძმების“ მიმართ „ლმობიერება“ გამოიჩინა, ხელშეუხებლობას დაჰპირდა და ისინიც ოჯახებს დაუბრუნდნენ. ლევანმა ხეობაში განთქმული ვაჟკაცის ძეიცა ციხესაშვილის ქალიშვილი ოლა შეირთო ცოლად. ძეიცა იმ პერიოდში სოფლის მამასახლისი იყო და კარგი შვილების მამაც. ქალიშვილის გარდა ჰყავდა სახელოვანი ვაჟები იჩო და რამაზი.
ლევანმა თავისი ძმადნაფიცის ბედზეც იზრუნა, იყალთოელი ქალი ოლია ყარაულაშვილი შერთო ცოლად, დიდი ქორწილიც გადაუხადა და სიცოცხლის ბოლომდე მფარველობდა. არც უმცროსი ძმობილი დარჩენია ვალში, მთელი ცხოვრება ლევანის სახელს ფიცულობდა და მისი შვილები - მიშა და ნინო ბოლო დრომდე ინარჩუნებდნენ კავშირებს ლევანის ქალიშვილებსა და ნათესავებთან.
ლევანის ბედის ბორბალი კი არ ჩერდებოდა და წაღმა-უკუღმა ტრიალებდა, ვერ შეირგო ოჯახური ბედნიერება და კიდევ ერთხელ მოუწია ციხის კედლების ხეხვა. პატარაობიდან ველსა და ტყე-ღრეში გაზრდილს, ჯანმრთელობა ძალიან პატარა ასაკიდან შეერყა და ციხეში უკვე მძიმედ დაავადდა. ციხეში ყოფნის პერიოდში მან ციხის უფროსობას თავისი ღირსეული და ადამიანური საქციელით ისე შეაყვარა თავი, რომ ციხის უფროსმა მიიღო გადაწყვეტილება: „ისეთი ღირსეული, უშიშარი და ქედუხრელი კაცის სიკვდილი ციხის კედლებში, როგორიც ლევან ლევანის ძე ფარეულიძეა, უდიდესი სირცხვილის გარდა, დანაშაულია, ამიტომ ის იმსახურებს თავისუფლებაში აღსასრულს“, - და ციხიდან გაათავისუფლა.

სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივის მკაცრად გასაიდუმლოებული დოკუმენტი
ლევან ფარეულიძისთვის 10-წლიანი პატიმრობის მისჯის შესახებ
ციხიდან დაბრუნების შემდეგ მძიმედ დაავადებულმა ლევანმა ცოტა დრო დაჰყო სამზეოს. მან არც კი იცოდა, რომ მეუღლე მეორე შვილზე იყო ორსულად. ლევანის მარადისობაში გადასვლიდან ზუსტად 7 თვეში მოევლინა სამყაროს მეორე ქალიშვილი, მის ერთგულ მეუღლეს კი ცისკენ არ აუხედავს, ისე დაიდო სამარადისო ბინა ომალოს სასაფლაოზე.
- „ღიილ - მისგჩვიენ ღო დეშ, ნიისხო ლოოთუოშ, ღელველჩვიენ დაა ვერ, - ბოოხ სა დაა“ (ამბობენ, ღარიბ-ღატაკის დამხმარე, სამართლიანობის მედროშე, დავრდომილის პატრონი იყოო მამაჩემი), - ასე ამთავრებს მამის ისტორიას, თვალცრემლიანი, 80 წელს მიღწეული და მაინც ამაყად მხრებში გამართული სერო ფარეულიძე, ლევან ფარეულიძის უმცროსი ქალიშვილი, რომლის ხილვაც მას სიცოცხლეში არ ეღირსა.
ადამიანები ბევრჯერ ვფიქრობთ ამქვეყნიური ცხოვრების გაგრძელებაზე, მის კავშირს საიქიოსთან და, ალბათ, საპატიმროში სიკვდილისთვის ვერგამეტებული ქისტი ჯიგიტი აუცილებლად შეხვდება და გულში ჩაიკრავს მონატრებულ ქალიშვილებს.
![]() |
7.20 დღეს სტუმარია ეგ ჩემი... |
▲ზევით დაბრუნება |
ამ ამბიდან თითქმის 80 წელია გასული, თუმცა ამ მოვლენის ყველაზე პატარა პერსონაჟს ცინცხლად ახსოვს ყველა დეტალი. პანკისელ ქისტს იბეი ხანგოშვილს, მთხრობელის მამას, კახეთის მასშტაბით დიდი სამეგობრო ჰყოლია. იბეის თელაველი სომეხი მეგობარი, სახელად არტურა, თავისი პროფესიით მჭედელი ყოფილა, დანებსაც ლესავდა და თელავის აგრარული ბაზრის შესასვლელში თავისი ადგილიც ჰქონდა ბოლო დრომდე.
არტურა თავისი სალესით ხშირად სტუმრობდა პანკისელი მეგობრის ოჯახს და თან დანების სალესსაც გამოიყოლებდა და პურის ფულს აკეთებდა. არტურას ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს იბეის უფროსი ქალიშვილი ასე 8-9 წლისა ყოფილა და მამის მეგობრის სტუმრობას, როგორც ყოველთვის დიდი სიხარულით შეხვდა. დილით საქმეზე მიმავალმა იბეიმ ოჯახში დაიბარა სტუმარს სათანადო ყურადღება მიაქციეთო და უფროს ქალიშვილს დავალება მისცა არტურა ძიას გვერდიდან არ მოსცილდეო და რა თქმა უნდა დარიკოც პირნათლად შეუდგა დავალების შესრულებას. როგორც ამბის მთხრობელი ყვება შუახანს გადაცილებული არტურა კისერზე ჩამოიკიდებდა სალეს აპარატს, მას ხელს ჩაკიდებდა და ასე დადიოდნენ ქუჩიდან ქუჩაზე. იმ დღეს მასპინძლის მოგვარემ და მეზობელმა არტურას დანები გაალესინა და როცა არტურმა შრომის საფასური მოითხოვა, მლესავი აბუჩად აიგდო და კუთვნილი ფულიც არ გადაუხადა.
ამ ამბის მომსწრე დარიკომ სახლში დაბრუნებისთანავე დედას, დათეის მოუყვა მეზობლის არაკეთილსინდისიერი საქციელის შესახებ. დედამ ქალიშვილი სასტიკად გააფრთხილა მამასთან რამე არ წამოგცდეს, თორემ ხომ იცი რა ამბები დატრიალდებაო.
როგორც დარიკო ყვება თითქმის საღამომდე ელოდა, ვააქეის კაკლებქვეშ მჯდარი, მამის დაბრუნებას. როგორც კი ალაზნის ხიდზე გადმომავალი მამა შეამჩნია, მაშინვე გაიქცა მასთან და მიუხედავად დედის გაფრთხილებისა მამას ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა. სტუმრის შეურაცხყოფით განრისხებული იბეი სახლში შევარდნილა, ხანჯალი აუღია და პასუხის მოსათხოვად მეზობლის სახლში შეჭრილა. მოგვარეს სასაცილოდ არ ეყო იბეის რისხვა, კიდევ უფრო გამწარებულმა იბეიმ ისეთი სიძლიერით დაუშვა მეზობლის კისერზე (სავარაუდოდ არტურას მიერ კარგად გალესილი ხანჯალი), რომ მსხვერპლს თავი რომ არ გაეწია, აუცილებლად მოსხეპდა, თუმცა კარგი გვარიანი ჭრილობა დატოვა აწ უკვე მოსისხლის კისერზე.
ამ ამბავის გარშემო ერთი აურზაური ატყდა და იბეის, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრისა და საკუთარი ოჯახის ღირსებას იცავდა, სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საფასური დაედო, რომელიც ხორბლის მარცვლით გაიზომა (ჭრილობის ზომა) და საკმაოდ სოლიდური აღმოჩნდა: სამი ძროხა ფეხად, სამი ძროხის საფასური სპილენძი და სამი ძროხის საფასური ფულად. ისედაც გაჭირვებულ იბეის ოჯახს კი არა და გვარსა და ნათესაობასაც კი გაუჭირდა დადებული საფასურის შეგროვება. თუმცა დაზარალებულმა მხარემ ინამუსა და რადგან საქმე სტუმრის შურაცხყოფას ეხებოდა, მხოლოდ დაჭრილის მკურნალობის ხარჯები აიღო მოსარჩლისგან.
ასე დაიცვა სტუმრისა და საკუთარი ოჯახის ღირსება ერთმა რიგითმა პანკისელმა ქისტმა.
![]() |
7.21 „ცეზიშთ თორაშ დიითინ მეთთიგ“ |
▲ზევით დაბრუნება |
„გოგოთ გორგიშვილი დედაჩემის პაპა იყო, 123 წელი იცოცხლა, სიცოცხლის ბოლომდე ცინცხალი გონება ჰქონდა. დინჯი და გაწონასწორებული ხასითით გამოირჩეოდა, წარმოშობით ხილდიხაროელი იყო, როგორც პანკისის ხეობის, სოფ. ომალოს მოსახლეობის უმრავლესობა. მის წინაპრებს სამშობლოში სისხლი („ჭირ“) დადებიათ (შემოაკვდათ ვიღაც), აყრილან და გადმოსულან ჯერ თუშეთში, შემდეგ კი პანკისის ხეობაში დასახლებულან.
მახსოვს, გოგოთ პაპა ყვებოდა - ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, როცა თუშეთში ცხოვრობდნენ და წითელი წვიმა მოსულა თუშეთის მთებში. თუშ ქალებს უთქვამთ, ამ ადგილებში ტყე ამოვაო და მართლაც, ყველგან საოცარი ტყე გაშენებულა.
ისეთი ღრმა მოხუცი იყო, რომ ერთხელ შვილთაშვილი თმას ჭრიდა და შემთხვევით დუქარდს კეფის ტყავი აყვა და სისხლის ერთი წვეთიც არ დასდენია. თბილისიდან ჟურნალისტებიც აკითხავდნენ და მისი გონებამახვილობითა და მეხსიერებით აღტაცებულები ტოვებდნენ ხეობას.

ნაქერალას ქედი
გოგოთ ძალიან საინტერესო ამბებს ყვებოდა, პანკისის ხეობაში ქისტების დასახლების შემდეგ მომხდარი რეალური ისტორიები ახსოვდა ცინცხლად და მეც, ჯერ კიდევ ბავშვი, დიდი ინტერესით ვუსმენდი და დღემდე სულ ახალივით შემორჩა ჩემს გონებას.
მაშინ თვითონ გოგოთ პატარა ყოფილა, ისინი ახალი ჩამოსახლებულები ყოფილან პანკისის ხეობაში. ეს ის პერიოდია, როცა მთელი კახეთი ლეკიანობას ჰყავდა აკლებული. იმ დროს ომალოში ცხოვრობდა განთქმული ვაჟკაცი უამაი (რომლის სახელსაც ეს სოფელი დღესაც ატარებს), როგორც კი კახეთს ლეკები შემოესეოდნენ, საშველად ქისტებს ეძახდნენ. ქისტების პანკისის ხეობაში დასახლების შემდეგ ლეკთა თარეშები არ იყო ინტენსიური, რადგანაც ვინც პანკისზე გაბედავდა გალაშქრებას, ცოცხალი არავინ ბრუნდებოდა შინ, თუმცა ცალკეული დაცემები და საქონლის გატაცებების შემთხვევები მაინც ხდებოდა.
დაღესტნელების ერთ-ერთი ტომი - დიდოელები, ქისტებში ცნობილები „ცეზიი“-ს სახელით, ხილდიხაროელების პანკისში დასახლების მერე დაეცნენ კახეთს, დაზარალებულებმა უამაისთან მაცნე აფრინეს, რომ დიდოელები დატაცებული ნადავლით, ქისტების ომალოსა და ნაქერლის ქედის გავლით, ცდილობდნენ სამშობლოში გადასვლას.
უამაიმ ელვისუსწრაფესად შეკრიბა თავისი რაზმი და ნაქერალასკენ მიმავალი კლდის ქედის ისეთი მონაკვეთი (20-30 მ.) მონიშნა საომრად, რომლის ერთი მხარე შეუვალი კლდე ყოფილა, ხოლო მეორე მხარე თვალუწვდენელი ხევი, საიდანაც გადავარდნილის ცოცხალად ამოღწევა შეუძლებელი ყოფილა.
ამ მონაკვეთის თავსა და ბოლოში უამაიმ სიმამაცითა და ხმლებით ბრძოლის გამორჩეულ ხელოვნებას დაუფლებული ვაჟკაცები (ასეთები კი მაშინ პანკისში ყოველი თუ არა, ყოველი მეორე მაინც ყოფილა) შეარჩია და 50-მდე მებრძოლი ჩაასაფარა. მალე დატაცებული ცხვარ-ძროხითა და საქონლით დატვირთული ცხენების რემა და ბედაურებზე ამხედრებული „ცეზიის“ ტომის ბელადებიც გამოჩენილან მრავალრიცხოვანი ლაშქარით. უამაიმ მტერი ალყაში მოაქცია და ისეთი სასტიკი ბრძოლა გამართულა, ხმლებისა და ხანჯლების ჟღარუნი და ცხენების ჭიხვინი იქაურობას აყრუებდა თურმე, არც მტერი ყოფილა ჯაბანი, თუმცა მეომარი ქისტების მომრევი მაშინ არავინ ყოფილა. უამაის მხოლოდ ერთი დიდოელი დაუტოვებია ცოცხალი, სამშობლოში ამბის წასაღებად. მთელი კლდე სისხლით შეღებილა, სისხლის გუბეები კი კვირის განმავლობაში არ დამშრალა.
ჩემს ბავშვობაში ხშირად დავდიოდით ამ კლდის მოსანახულებლად, რომელსაც მუდამ წითელი ხასხასა ხავსი ჰქონდა მოდებული. უხუცესები ამბობდნენ, კლდის „წვერი“, დაღესტნელების სისხლით მორწყვის მერე გახდა წითელი ფერისო. ამ ადგილს კი დღემდე „ცეზიშთ თორაშ დიითინ მეთთიგს“ ეძახიან, რაც ქართულად „დიდოელების ხმლებით აჩეხვის ადგილს“ ნიშნავს. ჩემს მოზარდობაში თამაშის დროს ხშირად ვხმარობდით გამოთქმას: „ცეზიშთ თორაშ დიითინ მეთთიგე, ჩევ ჲეთთა ბეხნა“ („დიდოელების ხმლებით აჩეხვის ადგილას დათვმა ძროხა დატორა“), - იხსენებს პანკისელი უხუცესი.
მთხრობელი: პლატონ გუნაშაშვილი
22.01.2021 წ. პანკისის ხეობა
![]() |
7.22 კვლავაც მიმღერე ფშავლის ასულო... |
▲ზევით დაბრუნება |
ჯოყოლელი არსენა, თიჩიი, ჩიღ და შიო ველად იყვნენ გავარდნილები, მათი მოხელთება იოლი საქმე არ იყო, მაგრამ ერთხელაც მილიციის მესვეურებმა, თავიანთი აგენტების დასმენის საფუძველზე მათი დაჭერა შეძლეს, ხელები შეუკრეს, ცხენებს უკან მიაბეს და ისე გადაჰყავდათ თიანეთის გზაზე, სადაც მათი დახვრეტა იგეგმებოდა.
ფშავლის ქალი თიანეთის მიდამოებში ცხვრებს მწყემსავდა და თან არც ხელსაქმეს ივიწყებდა, წინდებს ქსოვდა. მისმა ფხიზელმა თვალმა დილიდან შენიშნა, სადღაც შორს, თიანეთის მთის ზოლის ყველაზე მაღალ ადგილას შეირაღებული ხალხის მოძრაობები, მაშინვე მიხვდა, მილიციელები ჩასაფრებისთვის ემზადებოდნენ. ასე შუადღისკენ კი ქვემოდან მომავალი მგზავრები შენიშნა, რომლებსაც აშკარად ტყვეები მოჰყავდათ. როცა მათი სახეების გარჩევა შესაძლებელი გახდა, ფშავლის ქალი მიხვდა, რომ დატუსაღებულები ქისტები იყვნენ.
იმ პერიოდში სამართლიანობის აღდგენის მიზნით ტყეში გავარდნილ და ქაქუცას თანარაზმელ ქისტებზე, მათ მამაცობასა და უღალატობაზე ლეგენდები დადიოდა (სხვათა შორის თიანეთელი ქალების ქისტებში გათხოვების შემთხვევებიც იყო იმ დროს) და მთიელი ქალები დიდი სიმპატიებით იყვნენ განწყობილნი ქისტი ვაჟკაცების მიმართ და ალბათ, არც ქისტი ვაჟები იქნებოდნენ გულგრილნი მთიელი ქალების მიმართ, ამ ყველაფერს ის ფაქტიც მოწმობს, რომ ფშავლის ქალები ჩეჩნურად მღეროდნენ.

თიანეთი
ქალი უშიშრად, წინდის ქსოვითა და ღიღინით მიუახლოვდა და ტყვეების გასაგონად ჩეჩნურად წაიმღერა:
„хьан некъа боца бу хьуна, некъа коьрте бода лаьтташ,
хьан ди чехка белахь, хьо бере майра велахь,
хьо маьрша хир ву хьуна, Iожалла гена йолуш,
хьан буйса кIайн хир ю, ва нохчийн майра кIант!
შენი გზა მოკლეა, გზის თავში სიბნელეა,
თუ ცხენი სწრაფი გყავს, მხედარიც კარგი ხარ,
მშვიდობა შენია, სიკვდილიც შორს წავა,
შავი ღამეც თეთრი გექნება, მამაცო, ჩეჩენო ბიჭო!
ჩიღა მიხვდა, რა უბედურებაც ელოდებოდათ გზის თავში, ფშავლის ქალს თვალებით მადლობა გადაუხადა და მეგობრებს უთხრა, თუ ახლა რამეს არ ვიღონებთ, უეჭველი სიკვდილი გველოდებაო. მცველები დაახლოებით ათი კაცი იყვნენ, თან შეირაღებულები. მთავარი, იყო როგორმე ხელები გაეთავისუფლებინათ, დანარჩენს მოაგვარებდნენ. ჩიღამ მეგობრულად მიმართა ერთ-ერთ მცველს, რომელიც შედარებით გულჩვილი ჩანდა, - თქვენთან, ქართველებში თუ იციან სიკვდილის წინა თხოვნის შესრულება; ვიცით, რომ სიკვდილი ჩვენთვის გარდუვალია, და თუ ამ ერთ თხოვნას შემისრულებ, ჩემი ცოდვა საიქიოს არ გაგყვება.. სამაგიეროდ, გაჩვენებ, როგორ შემიძლია ხის კენწეროში მოკალათებული ქორის ან ყვავის კენჭით ჩამოგდება.
მცველი ყოყმანობდა, მაგრამ ეტყობა მასში სიკეთემ სძლია ბოროტებას და გადაწყვიტა სიკვდილის წინ ერთი სურვილი შეესრულებინა ქისტი „ყაჩაღისთვის“, რაც მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
ქისტმა ტყვემ, როგორც კი ხელები გაინთავისუფლა, მცველებს კენჭის სროლის მასტერ კლასი ჩაუტარა და სანამ პირდაღებული გუშაგები გაოცებას ვერ ფარავდნენ, ჩიღამ ერთ-ერთი მცველის კარაბინი ხელში ჩაიგდო, დანარჩენებს იარაღი აყარა, მეგობრები გა ან თავისუფლა, შემდეგ კი აწ უკვე ყოფილმა ტყვეებმა ყველა მცველს ხელ-ფეხი შეუკრეს, მათ ცხენებზე ელვისუსწრაფესად ამხედრდნენ, მათი იარაღიც მოირგეს და პანკისისკენ გაქუსლეს.
როგორც ამ ამბის მომსწრენი ყვებოდნენ, ველად გავარდნილებს სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდათ მეგობრობა თავიანთ გადამრჩენელ ფშავლის ქალის ოჯახთან.

ლაზარე (ლააზერ) გორნაკაშვილი
P.S. ზოგს შეიძლება ეს ამბავი გადაჭარბებულად მოეჩვენოს, თუმცა, ვინც იცის, თუ როგორი მეომრები და ვაჟკაცები ცხოვრობდნენ იმ პერიოდში პანკისის ხეობაში, ეჭვს არ შეიტანს ამ ამბის რელობაში. მახსოვს 20 წლის წინათ როგორი აღტაცებით მიყვებოდა ამ ამბავს ქაქუცას შეფიცულთა რაზმის წევრის იუსუბ გორნაკაშვილის ალალი ძმისშვილი, ვისერგი გორნაკაშვილი, ვისაც საკუთარი მამისაგან, ლაზარესგან ჰქონდა მოსმენილი ეს ამბავი.
მთხრობელი: ვისერგი
გორნაკაშვილი
![]() |
7.23 ქისტი ძაბაი იქნებოდა... |
▲ზევით დაბრუნება |
ღრმად მოხუცი იდგა თავისი ეზოს ღობესთან და ქარივით გაქროლილ მხედარს ნაღვლიანად გააყოლა თვალი. წარსული დაუდგა თვალწინ, როცა თავადაც გამორჩეული ქალი-მხედარი იყო და გაჭენებულ ცხენზე უკუღმაც ჯდებოდა და მთელი ტანითაც დგებოდა...
დაიბადა მუცოში, ცნობილი შვიდი ძმა ბორჩაშვილიდან, ერთ-ერთის, ბოოდი ბორჩაშვილის ოჯახში. 3 წლის იყო, როცა მამამ, და-ძმებთან და დედა-ბებიასთან ერთად მუცოდან პანკისის ხეობაში ჩამოიყვანა საცხოვრებლად. ბოოდიმ, ჯერ ტოლოშაში (მდებარეობს პანკისის ხეობის ვიწრო ყელში) იყიდა მიწები და იქ დასახლდა ოჯახთან ერთად, ხოლო შემდეგ ხალაწანში გადმოვიდა საცხოვრებლად, სადაც უკვე სახლობდა მისი დეიდაშვილი, თოუბულათ სვიაკაური თავის ოჯახთან და ნათესავებთან ერთად. არც ხალაწანში უცხოვრია დიდხანს, საბოლოოდ ჯოყოლოში დაიმკვიდრა ფეხი ბოოდი ბორჩაშვილმა და სიკვდილის ბოლომდე იცხოვრა.
ის რთული გზა მუცოდან პანკისამდე არ ახსოვდა, თუმცა დედისა და დედ-მამიშვილების მონაყოლიდან შემორჩა მეხსიერებას. დედა ჩვილჩაკრულ აკვნით მხარზე, მამა, ბებია (მამის დედა), სამი ძმა და ორი და, და ორი ობლად დარჩენილი ბიძაშვილები, რომლებსაც დედამისი საკუთარივით ზრდიდა, რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში მოდიოდნენ მთის ბასრ ქარაფებსა და ბილიკებზე... მამა უაღრესად მაკაცრი და ფიცხი ბუნების კაცი იყო, არც თავისი დედა უდებდა ტოლს (ის მითხოელი იყო და ამ ტომის ქალები სიჯიუტითა და სიმკაცრით გამოირჩეოდნენ) და გუოდის (ბოოდის მეუღლეს) არა მხოლოდ ფიზიკური ტვირთის ტარება უწევდა, თავისი სათნო ბუნების გამო, უჩუმრად იტანდა მეუღლისა თუ დედამთილის დაუმსახურებელ პრეტენზიებსა და რეპლიკებს. ოჯახის უფროსი ბრაზობდა, რომ ქალი ჩქარა ვერ დადიოდა საცალფეხო ბილიკებზე აკვნით ხელში... დედა გრძნობდა, რომ ჩვილი ბოლოჯერ ისუნთქავდა მთის სუფთა ჰაერს, ამიტომ მხრიდან აკვანი ჩამოიღო, პირმშოს სამარადისოდ დაუხუჭა თვალები, არ აუტეხია ვაი-ვიში და ოჯახის დანარჩენმა წევრებმა მხოლოდ სახლში დაბრუნების შემდეგ გაიგეს პატარის გზაში გარდაცვალების შესახებ.
ძაბა და-ძმებში უმცროსი იყო, უფროს ძმას ეელი ერქვა, შუათანას - ესქი (რომელიც 18 წლის ასაკში, ციხეში გარდაიცვალა), უმცროს ძმას - მუხმადი, ხოლო ერთადერთ საფიცარ დას - ფეედი (ჩემი დიდედა, რომელიც 23 წლის ასაკში დაქვრივდა და დარჩა სამი ობლით ხელში და სიცოცხლის ბოლომდე პატიოსნად ზიდა ქვრივი ქალის უღელი).
როცა ბოოდი ბორჩაშვილი ოჯახთან ერთად ტოლოშაში დასახლდა, იქ უკვე სახლობდა ფშავლების სამი ოჯახი, ერთ-ერთი ოჯახის უფროსი, გვარად ბერიძე იყო. იქ ასევე ცხოვრობდნენ ობოლი დებიც. ეს ის პერიოდია, როცა პანკისის მთებს ყაჩაღები და ათასი ჯურის კრიმინალები აფარებენ თავს. ძაბა 8-9 წლის ასაკიდან ცხვარ-ძროხას მწყემსავდა და ბუნებით საოცარი ქალაბიჭა იყო. გამორჩეულად უყვარდა თოფ-იარაღი და ცხენით ჯირითი. როცა წამოიზარდა, ერთ-ერთი საუკეთესო მხედარი იყო პანკისის მასშტაბით, თუმცა მამის უჩუმრად, რადგანაც ტრადიციულად, ქალის მხედრობა და ჯირითი დიდად მიღებული არ იყო ქისტებში, თუ ამას აუცილებლობა (მტრის დახვედრა, ომში მონაწილეობა და ა.შ.) არ მოითხოვდა.

ქისტი ძაბაი
ბევრჯერ ყაჩაღების სახელით უსარგებლია ცხენზე ამხედრებულსა და თოფ-იარაღში ჩამჯდარს. ძაბამ იცოდა, რომ ფშაველ დებს კაცები აწუხებდნენ, ყაჩაღებიც და ადგილობრივი მოსახლეობაც. ერთხელაც შუაღამეს, ყაჩაღის ფორმაში, სწორედ მაშინ მიადგა ფშაველი დების სადგომს, როცა მათ უცხო მამაკაცი სტუმრობდა, დაუპატიჟებელი სტუმარი თოფის კონდახით გააგდო კარებში, თან გააფრთხილა, თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებია, აქ მეორედ მოსული არ დაგინახოო. შემდეგ კი დაბნეულ დებს შემოუწყრა - თქვენ რას უდგეხართ გულხელდაკრეფილები, ერბოქუმელი გამიმზადეთო.
ერბოქუმელით სავსე გუდის სახლში მიტანას ვერ გაბედავდა და იქვე ჩირგვებში დაუმალავს, სადაც მამაკაცის ტანისამოსსა და იარაღს მალავდა, მეორე დილით კი ისევ ცხენზე შემჯდარს ცხვარ-ძროხა გაულალია და საფიხვნოზე შეკრებილ დიაცებს დღე მშვიდობისა უსურვა. დები წუხელ თავს გადამხდარ ამბავს ყვებოდნენ „ყაჩაღის სტუმრობასთან“ დაკავშირებით. ძაბას ჩაუღიმია და გზა გაუგრძელებია, ერთ-ერთ ფშაველი ქალი მიმხვდარა და უთქვამს: - ეგ, ღმერთმანი იქნებოდა ქისტი ძაბაი, მაგას სხვა ვერავინ გაბედავდაო...
ბევრჯერ ყაჩაღების მიერ მოპარული და ტოლოშას მიდამოებში (რომლებსაც ძაბა ხუთი თითივით იცნობდა) გადამალული ნადავლი, ჩუმად აუღია და გაჭირვებულებზე გაუნაწილებია, სახლში შეტანას ვერ გაბედავდა.
მეუღლედ სათნო ბუნებისა და კეთილშობილებით სავსე ყაზარ ცათიაშვილი შეახვედრა ბედმა, ოთხი ვაჟი შეეძინათ: ძეემი, ზვიადაურ (ეს სახელი ალბათ ხევსურების სიყვარულით დაარქვეს), ადამი და ზაური. ძალიან გამხდარი და ჩია ტანის ქალი იყო, მაგრამ ისეთი სიძლიერითა და სიყვარულით ჩაგიკრავდა გულში, გეგონა დევგმირი იდგა შენს წინ. უაღრესად სტუმართმოყვარე იყო. მათი სახლი, სოფელ ბირკიანის შესასვლელში, გზისპირას დგას. ძაბა მთელი ცხოვრება, გზაზე ყველა ამვლელ-ჩამომვლელს სახლში ეპატიჟებოდა, მეუღლე თურმე ხუმრობდა: „ისეთი დაჟინებით ეპატიჟება ეს დალოცვილი სტუმარს, თითქოს სახლი სანოვაგით ჰქონდეს სავსე და სუფრა კი გაშლილიო“...
ძაბაი ახალი პატარძალი ყოფილა, როცა მათი ცხვარ-ძროხის სადგომს მგელი დაერია. მაშინ იარაღით სარგებლობა აკრძალული ყოფილა. ძაბა მამაკაცების რეაქციას არ დალოდებია, ეცა „ვინტოვკასა“ და სროლა-სროლით ეზოში გამოვარდა და სადგომისაკენ გაიქცა, თოფის ხმაურზე შეშინებულმა მგელმა გაქცევა იკადრა. ქმარეულები პირდაღებულები შესცქეროდნენ ქაჯანა რძალს.
ყაზარ ცათიაშვილს ერთხელ ბაწარის ტყეში დათვი შეეჩეხა და შეება. კაცმა ხერხი იხმარა და თავი მოიმკვდარუნა, დათვმა ხის ტოტები დააყარა „მკვდარს“ და წავიდა... ყაზარმა იფიქრა, ალბათ დათვი წასული იქნებაო და ტოტებიდან თავი გაინთავისუფლა, დათვმა ეს დაინახა და რამდენიმე ნახტომით გაჩნდა მსხვერპლთან. ისევ მოიმკვდარუნა თავი კაცმა, ახლა ღრმად ჩაფლო მიწაში დათვმა ყაზარი და კარგა ხანს უდარაჯა კიდეც, თურმე ყურს ადებდა მიწას და ისე სინჯავდა, სუნთქავდა თუ არა. თითქმის საათი მოუწია ყაზარს მიწაში გაუნძრევლად წოლა, მაგრამ ცოცხალი გადარჩა, ასეთ შემთხვევაზე იტყვიან ქისტებში: „ოჟალლა ტეხ ჲოლიშ ხილლა“ (ბედისწერამ არ გაწირაო).
85 წელი დარჩა სამზეოს ძაბა ბორჩაშვილი, 80 წელს გადაცილებული, ორ თითს პირში ჩაიდებდა და ისეთი სიძლიერით დაუსტვენდა, ახალგაზრდაც ვერ შეეჯიბრებოდა, დარწმუნებული ვარ, ცხენსაც ისევე ძლიერად გააჭენებდა, როგორც მაშინ... თუმცა ზნეობის დაუწერელი კანონი არ აძლევდა ამის საშუალებას და ამ დიდი ნატვრით გადავიდა საიქიოს.
![]() |
7.24 შატილის ჩუმი ანგელოზები |
▲ზევით დაბრუნება |
„რაც უფრო ბნელია ღამე, მით უფრო კაშკაშებენ ვარსკვლავები;
რაც უფრო ღრმაა სევდა, მით უფრო ახლოს არის ღმერთი“.
დოსტოევსკი
იწვოდა მტრის მიერ ცეცხლის ალში გახვეული ჩეჩნეთი, იწვოდა სოფლები და ქალაქები, იწვოდა ტყე-ველი და მთა-ბარი, იწვოდნენ ადამიანთა გულები და დიდ განსაცდელში იყო ლომების სამშობლო, გადამთიელები დედა-სამშობლოს თავისუფლებას ართმევდნენ და გაშმაგებული გრგვინავდა კავკასიონი. რთული ჟამი ედგა საქართველოსაც. დუშმანის მიერ შევიწროებული მგლები საქართველოს მთებს შეეხიზნენ და ახლა
მოძმე - „გურჯიინ მოხქ“ გახდა ჩრდილოელის სამიზნე.

შატილი
ეს ყველაფერი საუკუნეებისა და ათასწლეულების წინ კი არა, აგერ ჩვენ თვალწინ ხდებოდა, ოცდამეერთე საუკუნის გარიჟრაჟზე და ყოვლისშემძლე და დემოკრატი მსოფლიო დუმდა, დუმდა ლაჩარი კაცობრიობა და სულაც არ ენაღვლებოდათ თავისუფლებისმოყვარე ვაინახების უკიდეგანოდ, უმიზეზოდ დაღვრილი სისხლი და კავკასიელების სულსა და გვამს მოდებული ვაებისა და ვარამის ცეცხლი.
ისევ მთებისა და ბასრი კლდეებისაკენ აიღეს გეზი თავისუფლებამოწყურებულმა არწივებმა, ისევ საიმედო მეზობელი და მეგობარი ირჩიეს დროებით თავშესაფრად, ისევ წინაპრების გზას დაადგნენ, ბოლოს ნახევარი საუკუნის წინ რომ აფარებდნენ თავს ამ მიუვალ ჭიუხებსა და გასაოცარ ქარაფებს. თითქოს ნათლად ესმოდათ იბი ალხასტოვისა და ახმად ხუჩბაროვის ქარივით გაფრენილ ცხენთა ფლოქვების თქარუნი და საკუთარი თვალებით ხედავდნენ ჯერ კიდევ წაუშლელ, ბასრ კლდეებზე ამოტვიფრულ მათ სისხლიან ნაფეხურებს.
![]()
ქ. გროზნო ომის დროს
ყველაზე მეტად ხევსურეთი და ხევსურები ეიმედებოდათ და ახლაც ბრძენი ლიდერების მიერ შატილისკენ სულ ახლახან გაჭრილ გზას შეუყვნენ ფიქრითა და დარდით სულდამძიმებულები.
ხევსურეთის ცას კი დღე და ღამე ზვერავდნენ ავი თვალები, ბოღმითა და შურით აღსავსე გულები, მზაკვრობითა და მუხანათობით დაგესლილი სულთა მფლობელები.

ჩეჩენი მებრძოლები
შატილის მკვიდრ ბინადართა დიდი უმრავლესობა სითბოთი და თანაგრძნობით შეხვდა საკუთარი სამშობლოდან იძულებით დევნილ და უკვე ლტოლვილებად ქცეულ ასეულობით ბავშვს, ქალსა და მოხუცს, საკუთარივით ჩაიკრეს გულში და ლუკმაც გაუყვეს. აი, მეომრები კი ასე საქვეყნოდ ვერ გამოჩნდებოდნენ, ვერც საკუთარ სიცოცხლეს და პირველ რიგში, ვერც იმ ქვეყნისა და კუთხის უსაფრთხოებას ჩააგდებდნენ განსაცდელში, ვინც ამ რთულ დროში, მიუხედავად ყველაფრისა, დახმარების ხელი გაუწოდა.
თითქმის ათი დღის ნაშიმშილარმა და არაქათგამოცლილმა მეომრებმა შუაღამისას ფრთხილად დააკაკუნეს გაგა ჭინჭარაულის კუთვნილ ხის ფიცრული კოტეჯის კარებზე. კარგად იცოდნენ, რომ გაგა, ერთ-ერთი საუკეთესიო შატილიონი ყმა, სულ ცოტა ხნის წინ საიქიოს ბინადარი გახდა. მეომრებიდან ერთ-ერთი მაშინ შატილში იმყოფებოდა და ბარისაკენ ცხვარ-საქონლით გამოსაზამთრებლად მიმავალი, შუა გზაზე გაყინული გაგას ცხედარი სწორედ მან, ხელში აყვანილი, ღრმა თოვლში რამოდენიმე კილომეტრი ატარა ამ კოტეჯამდე. კარგად იცოდნენ, რომ ახლა ამ სახლში გაგას უმცროსი და ბაბულა და მისი მცირეწლოვანი ვაჟი ირაკლი ცხოვრობდნენ. ისიც კარგად ესმოდათ, რომ ვაინახს უკაცო ოჯახში მისვლა ეკრძალებოდა, თუმცა იმ მძიმე წუთებში, როცა ძმის ცხედარი დას სახლში მიუსვენა და მისი სასოწარკვეთილებისა და დიდი მწუხარების მოწმე გახდა, ბაბულას ძმობა აღუთქვა და დღეს ეს ათავისუფლებდა ქისტური ადათის დაუწერელი კანონის პირუთვნელად აღსრულებისგან.

ბაბულა და ირაკლი ჭინჭარაულები
ბაბულამ, როგორც უშიშარმა ხევსურმა ქალმა, მკაცრი ტონით იკითხა შუაღამის სტუმრის ვინაობა და როგორც კი პასუხი მოისმინა, არ დაუყოვნებია კარების გაღება და დიდი სიხარულითა და მორიდებით, ქისტური წესით მიესალმა დაუპატიჟებელ სტუმრებს. 8-9 წლის ირაკლი დიდი კაცივით მიეახლა თითოეულ მათგანს, რამაც ქისტების დიდი აღფრთოვანება და გულწრფელი სიყვარული გამოიწვია. ბაბულამ მაშინვე გაუშალა სუფრა სასურველ, თუმცა საფრთხის შემცველ სტუმრებს. გარეთ კი შუაღამის მთვარე დარაჯობდა ქისტურ-ხევსურულ სტუმარ-მასპინძლობის უმკაცრეს წესსა და ადათს, რომლისთვისაც სამყაროში მიმდინარე გლობალურ ცვლილებებსა და გამოწვევებს დიდად ვერაფერი დაეკლო.
ისეთი მკაცრი ჟამი ედ გათ ხევსურეთის მთე ბსა და თავად ხევსურებს, რომ ეკრძალებოდათ გაჭირვებულის, რომელიც ტერორისტად იყო ჩრდილოელი მტრის მიერ მონათლული, შეხიდება და დახმარების ხელის გაწოდება. 24 საათიან რეჟიმში სერავდნენ და ზვერავდნენ რუსული სამხედრო თვითმფრინავები შატილის აწ უკვე ღრუბლიან ცას. მთელი დღის განმავლობაში აცხობდა ბაბულა მებრძოლებისთვის პურს, ზოგჯერ ღამითაც უწევდა ეს საქმიანობა, თუმცა მხოლოდ ღუმელის ცეცხლის შუქზე, რადგანაც ქოხიდან გამოსული თუნდაც პატარა შუქი მტრის სამიზნე ხდებოდა. პატარა ირაკლი კი, უცხო და ავ თვალს რომ არ შეენიშნა, გაყინული ხელებით, ჩუმად ავსებდა წყლით „კუმგანს“ ქისტი ბიძებისთვის ლოცვის რიტუალის შესასრულებლად.
ერთმანეთის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სტუმარ-მასპინძლები ერთმანეთში თითქმის არ საუბრობდნენ, თვალებით ამბობდნენ სათქმელსა და ქისტური სანდო მზერით უხდიდნენ მადლობას ყოველ ჯერზე. ირგვლივ კი საოცარი და მრავლის მთქმელი სიჩუმე იდგა, რომელსაც უფრთო ანგელოზების, დედა-შვილის აჩქარებული გულისცემა აკრთობდა მხოლოდ. გამომშვიდობებისას, როცა უკვე ჩეჩნეთში, ბრძოლის ველზე ბრუნდებოდნენ თავისუფლება მოწყურებული მგლები, შატილის ანგელოზებს უთხრეს: „უფალმა ინებოს, რომ გადავურჩეთ ამ სასტიკ ომს, რომლის შანსებიც თითქმის ნულის ტოლია და თუ მაინც გადავურჩით, დედამიწის რომელ კუთხეშიც არ უნდა იყოთ, მოგძებნით და არასოდეს გავუშვებთ თქვენს ხელს“... პატარა ირაკლის, როგორც თანატოლს, ისე ექცეოდნენ და უთხრეს, რომ ძალიან ეიმედებოდათ.
![]()
ჩეჩენი მებრძოლები ნამაზის დროს
ირაკლიმ ყველას იმედები გაამართლა და სულ რაღაც 10 წელში დავაჟკაცდა, დედას ცრემლიანი თვალები მოუწმინდა, გული გაულაღა, ცხოვრების მძიმე ტვირთი ლაღად დაიდგა მხრებზე, ყველას შეაყვარა თავი, ჯერ კიდევ სიყმაწვილის ასაკში პატივისცემა და ნდობა დაიმსახურა... არ უღალატა ლეონიძისეულ შეგონებასაც: „ყველა ხევსური ვიცი დანტეა“ და საოცარი ლექსებითაც შეაყვარა და დაამახსოვრა თავი საზოგადოებას.
2014 წელს ჩემი სიყრმის მეგობრის, გაგა ჭინჭარაულის ულამაზეს ოჯახს (რომლებმაც მამის კერა არც მთაში გააციეს) შვილებთან ერთად ვესტუმრე შატილში. მეც იმ ოთახში მეძინა, სადაც დედა-შვილი მოძმე ქისტ მეომრებს შიმშილსა და წყურვილს უკლავდნენ. ჩვენი იქ ყოფნა ათენგენობას დაემთხვა და ბაბულა და ირაკლიც ამოვიდნენ ქალაქიდან. ირაკლი მაშინ პირველად ვნახე. ქისტური წესით მომესალმა, ისეთი მოკრძალებული მზერა ჰქონდა, ქისტების მიმართ გამორჩეული სიყვარულიც დედის პირით გადმომცა, თვითონ მოერიდა, და ისიც დაუყოლებია, თუ ცოცხლები არიან ჩვენი მეგობარი ქისტები, აუცილებლად მოგვძებნიანო.
ყველა სიკეთესთან ერთად მრავალმხრივ ნიჭიერიც იყო, საოცრად უკრავდა ბალალაიკაზე, განსაკუთრებით ქისტურს, და როგორც ყველა ხევსური, ნაღვლიანდ დაამღერებდა ჯაბუშანურის სულის შემძვრელ გოდებას მიტოვებული აულებისადმი და ვაჟკაცი ქისტების საგას.
დიდი იმედი და საყრდენი იყო ირაკლი ჭინჭარაული მთისთვისაც, ბარისთვისაც და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მშობელი დედისთვის, მაგრამ ვაი წუთისოფელო, დიდხანს რომ არავის გაახარებს და ტანჯული დედის ძლივს გაზრდილი შვილი ბედისწერას შეემსხვრა. 2015 წლის ნოემბერში, დედის დაბადების დღეზე (ბედის ირონიაც ამას ჰქვია), საშინელი ავტოავარიის შემდეგ ირაკლის თავის ტვინი დაუზიანდა და ზუსტად ექვს თვეში, ხანგრძლივი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ, მისი გულის ფეთქვა სამუდამოდ შეწყდა - ცოცხლად გარდაცვლილი და დაუმარხავი დარჩა დედის გული...
ვიცი, იქ, მართალ სამყაროში, შეხვდებოდა ქისტ ბიძებს, რომლებიც ცივ ნიავს არ მიაკარებენ სისხლისმიერ ნათესავს და თუ ვინმე ცოცხალია მათგან და ჯერჯერობით ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას, ოდესმე ყველაფერი დალაგდება და ქისტი არწივები მუხლს მოიყრიან ჯერ კიდევ უდროოდ მარადისობაში გადასული ჭეშმარიტი კავკასიელის წინაშე, ვინც დავაჟკაცებაც კი ვერ მოასწრო და ნაადრევად გადავიდა საიქიოს.
შატილის ცაზე კი ჩაუქრობლად ციმციმებს ერთი პატარა ვარსკლავი და მოყვასებს ახსენებს სიყვარულისა და თანაგრძნობის უდიდეს ძალას, რომელსაც ამ სამყაროში ანალოგი არ გააჩნია.
![]() |
7.25 ბარბარე ჭინჭარაულის დღიურებიდან |
▲ზევით დაბრუნება |
დღეს აცეხ ავიარე დედ-მამასთან. ისევ უნდა მოვბრუნდე შატილ, რადგან მამამ დააგვიანა, ქვედაზე გავედი. დღეს ფიჭვნი და აცეხი ცეცხლის ალშია გახვეული. ომს გამოქცეულ და შატილს შემოფარებულ ჩეჩენ ლტოლვილებს ბომბავენ რუსული ვერტმფრენები...
მამას ჯიუტად ფანგისგორ დაუდის საქონი. მაგათი შიშით ჩვენს ადგილზე ვერ გამილალიაო, - ბრაზობს. ვერტმფრენის გუგუნმა შემძრა. უცბად ცეცხლის ალში გაეხვა ფიჭვთ დაბლა ადგილი, სადაც საქონელი ჩანდა, სავარაუდოდ თამროსი.
დურბინდით ვუყურებდი, შიშისგან კინაღამ მოვკვდი. მალე ფანგისგორიდან მამა გამოჩნდა ბილიკზე, ისე ნელა მოერეკებოდა, გავგიჟდი. წყაროსთან მივეგებე, მაგრად ჩავეხუტე, იცინოდა,
- ქალო, გონთ მოდი, მე რამომივაო.
წამოვედი შატილ დაღონებული.
შუაღამის სტუმრები
შუაღამისას კარზე დააკაკუნეს, წამოვხტი, ამ ღამით დედა-შვილი მარტო ვართ.
- ვინ არის? - ვიკითხე.
- სტუმარი ვარ, გთხოვ, გამიღე.
ამ სიბნელეში მიკვირს ჩემი მარტოხელა დედის გამბედაობა.
ფარანი მივანათე, ექვსნი იყვნენ. წინ პატარა გოგო იდგა დედასთან ერთად.
მინავლებული ღუმელი ავანთე.
სულ სველები არიან. ტანსაცმელი ძლივს გაიშრეს. მე ტანსაცმლიანად მივწექი შვილთან.

ჩეჩენი ლტოლვილები შატილში 1999 წ.
მეორე რიგში, მარჯვნიდან მეორე -
ბარბარე ჭინჭარაული
დილით რომ გათენდა, ღუმელი ავანთე. ჩაი ავადუღე, მომეხმარნენ, კარტოფილი ერთად შევწვით. პატარას თმა დავვარცხნე... მალევე წავიდნენ, გაუმართლათ. მადლობები მიხადეს. ნაღვლიანად დამემშვიდობნენ.
ლოცვა
მეორე დილით...
გარიჟრაჟზე, დღისა და ღამის გასაყარზე, სასწაული ხდება ჩვენს ეზოში. ყველა, დიდიან-პატარიანად, კაციან-ქალიანად ლოცვისთვის გამოდის გარეთ.
პატარა ხალიჩებს გაშლიან მდელოზე, მოიყრიან მუხლს და გულმხურვალედ ლოცულობენ...

დილის ლოცვები ჩვენთვისაც 6 საათზე იწყება, თუმცა ჩვენთან, აქ, შატილში არავინ ლოცულობს, ესენი კი ბომბებისა და „მზვერავის“ ქვეშაც არ ივიწყებენ უფლის სამსახურს.
აქ მეუბნებიან, რომ მუსლიმები ჯვარის ყანაში რომ ლოცულობენ, კარგი არ არისო, მე კი ვამბობ, რომ ღმერთი ერთია და ყველა გზა მასთან მიდის.
ჩემი შვილი ხანდახან იმისათვის იღვიძებს, რომ ფანჯრიდან უყუროს მათ საოცარ ლოცვას. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, რომ ღმერთი თავის შვილებს არ დატოვებს.
ჩეჩენი დედა
ეზოში ჩოჩქოლი ატყდა. ყველა გოგის ფინურთან შეგროვდა. ორი ჩემთვის უცხო ახალ გაზრდა დავინახე დილით ფინურთან, რაღაც ამბავი მოიტანეს, როგორც ჩანს.
ასაკოვანი ქალია ესიათი (ასე ეძახიან), უმცროსი ვაჟიც თან ჰყავს, ასე 15-16 წლის. ვეღარ მოვითმინე და ჩუმად მივუახლოვდით მე და ირაკლი.
იქვე მდგომ ქალს მორიდებით ვკითხე, - რა მოხდა-მეთქი?
შვილი გარდაცვლია ომში, უკვე მეორედ, და ეს საზარელი ამბავი ამცნესო მომხდურთ.
მიკვირდა მისი გაქვავებული სახე...
- ვაიმეე, რას ამბობთ, ნათელში იყოს, რა ცოდოა, ცხედარსაც ვერ ნახავს, ვერც დაიტირებს,
- ვერ გავჩუმდი ემოციამოძალებული.
გამომხედა, რაღაც მითხრა გარკვევით, კარგახანს ლაპარაკობდა, მაგრამ ვერაფერი გავიგე, არ იცის ქართული და რუსულიც ისე რაა, ჩემნაირად.
- რას ამბობს ეს საწყალი-მეთქი, - ვიკითხე.
- იმას ამბობს, რომ თუ სამშობლოსთვის მოკვდება ის ორიც, რომელიც დამრჩა, თანახმა ვარო.
გაოცებული დავრჩი, წარმოვიდგინე ჩვენი თაობა და ქართველი დედები.
არ ტირის, რადგან ძლიერი დედაა, ამაყი, ღირსებით სავსე.
ასეთ ხალხს გადაშენება არ უწერია და კიდევაც გამრავლდებიან ასეთი დედის შვილები.

სამშობლოდან დევნილები შატილში
ამიტომაც გაუძლეს საუკუნეებს.
გაოგნებული ვარ მათი სიძლიერით.
კოცონთან...
შემოდგომის ცივ, ბნელ, სევდიან ღამის წყვდიადში დიდ კოცონთან შეკრებილან სიკვდილს გამოქცეული ჩეჩენი ქალ-ბავშვები და მოხუცები, რამდენიმე ახალგაზრდაც ურევია. სველ ტანსაცმელს ტანზე იშრობენ. პატარა ბიჭი ხელებს უშვერს ცეცხლს. გაიზრდება და არასოდეს დაავიწყდება, როგორ მისცეს ცეცხლს მისი სახლ-კარი, რა გზა გამოიარა აქამდე და შეიძლება არც ის დაავიწყდეს, წინდები რომ გავუტანეთ, რათა შიშველი და სველი ფეხები გაეთბო...
უკუნეთი ღამეა, სინათლე გამორთულია, რომ მათი მოძრაობა არ შენიშნონ. აქ, ჭალას ოთხი ფინურია, სამში ჩეჩენი ლტოლვილები არიან, მეოთხეში მე და ჩემი შვილი, ისინი ჩვენთვის უცხო ადამიანები არიან, მაგრამ მე მათი არ მეშინია, ვგრძნობ სულიერ სიახლოვეს მათთან... ბომბებისა და რუსების მეშინია ძლიერ, ჩემი დამტვრეული რუსულით სულ ვაფრთხილებ, ერთ ადგილას არ შეიკრიბონ, სულ ახლოს არის საზღვარი, რომელსაც მუდმივად ბომბავენ, საზღვრიდან შატილამდე კი სულ ორი ნაბიჯია...
ხშირი დაბომბვების გამო სოფელი თითქმის დაიცალა, მხოლოდ კაცები დარჩნენ, ქალ-ბავშვები ბარად გახიზნეს, სკოლაც გაჩერდა დროებით. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, მე აქ ვრჩები, არსად არ მივდივარ, ვერც მშობლებს დავტოვებ, რომლებიც აცეხ არიან და ვერც მესაზღვრე ჩეჩნებს, ვისაც ჩემი გამომცხვარი პური ჰაერივით სჭირდებათ, ასე ვერ მოვექცევი, ასე არ შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დავიღალე, ვიცი, რომ ყოველი წუთი აქ გატარებული სიკვდილთან ახლოს არის და საშიშია, და მაინც, ვერ ვუღალატებ მათ, ვისაც ასე ვეიმედები....
1999 წელი, 8 დეკემბერი
დღეს ბარბარობაა...
დილით ჩვენი საზღვარი დაბომბეს რუსებმა, ცეცხლის ალში გახვიეს აქაურობა. მსუბუქად დაიჭრნენ ჩვენი ბიჭები, აი, ჩეჩნების საზღვარი კი საბოლოოდ წაშალეს, ახლა რუსი მესაზღვრეები დაიკავებენ მათ ადგილს და მერე რა იქნება...წლების, საუკუნეების მეზობლობა-მეგობრობა დასრულდება ნუთუ?!
ახლა ეს მზაკვრები დაეპატრონებიან მამა-პაპისეულ საზამთრო საცხოვრებლებს და ჩიტიც ვეღარ გადაფრინდება...

ჩეჩენი მეომრები
კიდევ კარგი, ჩვენი მესაზღვრეები გადარჩნენ, მსუბუქად დაიჭრნენ და სასწრაფოდ გადაიყვანეს ვერტმფრენით.
გადავწყვიტე ირაკლი გავაყოლო ვერტმფრენს, მისი აქ დარჩენა სახიფათოა.
საღამოს მამა მოვიდა, არ მაძალებს წასვლას, მაგრამ მეუბნება, ჩვენ თუნდაც დაგვხოცონ, ბებრები ვართ, შენ კი შვილი გყავს გასაზრდელიო... როცა ვერტმფრენებმა გადმოიარეს, სიმწრისგან ხელებზე ვიკბენდიო, იარაღი რომ მქონოდა ხელში, აუცილებლად ვესროდიო...
- იარაღით რას დააკლებდი, მამა-მეთქი...
ღმერთო, შენ დაგვიფარე....
საშინელი შეგრძნებაა მარტოობა...
მადლობა უფალს, ეზოც და გვერდითა ფინურებიც ჩეჩნებით არის სავსე, მათ შორის ჩვენი პანკისელი ქისტებიც არიან, რომლებმაც ქართული იციან და ეს მიადვილებს მათთან ურთიერთობას. დღეს ჩეჩნებმა შვილი შემიქეს და დედისთვის ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.
- შენ შვილს კარგად ზრდი და დაგიფასდებაო, - მითხრეს.
- იარაღს აჩვევ ამ პატარა ბიჭს, გიყურებთ, როგორ ტკბილად ფუსფუსებთ დედა-შვილი, სულ გვერდით გიდგას, ზრდილობიანი ყმაწვილია და არც უფროსის პატივისცემა ეშლება, ჩვენზე წინ ნაბიჯს არ გადადგამსო...
გამიხარდა ძალიან...
ღმერთმა ქნას კარგი ვაჟკაცი დადგეს, ჩემი ცხოვრების მიზანიც ხომ ეს არის.
17 დეკემბერი, 1999 წელი
სიკვდილს გამოქცეულები
ომზე საშინელი არაფერია, ყოველდღე ბომბავენ ჩვენს საზღვარს. რამდენ ცოდვას სჩადის რუსის ჯარი, ჯერ იყო აფხაზეთი, უსამართლო ომი...
მტაცებელი და სისხლით გაუმაძღარი რუსეთი ახლა ჩეჩნებს ჟლეტს, რათა მათი მიწა-წყალი მიითვისოს.
შენი მიწა-წყლიდან რომ გაგდებენ, ახლობლებს გიხოცავენ, სახლ-კარს გიწვავენ, ამაზე დიდი ცოდვა და სისასტიკე არ არსებობს.
ქართველებმა დიდი ხნის უკან დაწყებული გზა გახსნეს და ჩეჩენი ლტოლვილები ჩვენი საზღვრის გავლით ამ გზით შემოდიან...
დიდი მეგობრობა ჰქონდა ქართველ და ჩეჩენ მესაზღვრეებს, ახლა რა იქნება?
ყოველდღე ახალ-ახალი ნაკადი შემოდის...

სიკვდილს გამოქცეულების გზა
შატილისკენ
სიკვდილს გამოქცეული ქალ-ბავშვები, მოხუცები...
ის მოაქვთ, რისი აღებაც შეძლეს, ზოგიერთი ჩუსტებით არის სახლიდან გამოსული...
სიცივე... შიმშილი... სიკვდილის მოლოდინი...
მე გული მიკვდება მათი ყურებით...
მათთვის პურის გამოცხობაზე უარს როგორ ვიტყოდი, სიტყვა ბოლომდე არ გამიტეხია და მიუხედავად შატილის ორჯერ დაბომბვისა, ბოლომდე ღუმელზე ვუცხობდი პურს, ლამპის შუქზე, რადგან შუქის ჩართვა არ შეიძლებოდა, მათ გადაადგილებას თუ შეამჩნევდა „მზვერავი“, მაშინვე დაგვბომბავდნენ. სულ რამდენიმე თვე გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა, თუმცა საოცარი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე: ძლიერი, გაუტეხელი, დაუჩოქებელი, ღირსებით სავსე, ზრდილობიანი და კარგი ვაჟკაცები...
დამპირდნენ, ომი რომ დამთავრდებოდა, თუ გადარჩებოდნენ, აუცილებლად მომძებნიდნენ, ამ სიკეთეს არ დამივიწყებდნენ, თუმცა მე უფალს მხოლოდ მათ სიცოცხლეს ვთხოვდი, სხვა არაფერი მინდოდა...
მიუხედავად ასეთი სასტიკი ბედისწერისა და სირთულეებისა, სულ კარგ ხასიათზე არიან, სულ იცინიან და მეც მაცინებენ, პურის წასაღებად რომ მოდიან, არ ეთმობათ ჩვენი სითბო, სულ ვეჩხუბები, დროზე წადით, თორემ ამ სიცილში დაგვხოცავენ-მეთქი, სიკვდილს მხოლოდ სიცილით ვაჯობებთო, - თავაწეულები მიდიან, არ აშინებთ არც რუსული „მზვერავი“ და არც მათი ბომბები, სიკვდილსაც ღირსეულად ხვდებიან, დღეს ამათთან არ დგომა და ღალატი არავის ეპატიება, ისინი ხევსურეთს არიან შეფარებულნი და მათი დაცვა და პატივისცემა თითოეული ჩვენგანის ვალია...
„ვინა თქვა თქვენი სიკვდილი, გული რკინისა გქონიათ“ ...
საოცარი ხალხია ჩეჩნები, უფროსისა და ტრადიციის პატივისმცემელნი, ერთგულნი და დამცველნი.
ჩვენმა ახალგაზრდებმა უფროსის პატივისცემა ცოტამღა თუ შეინარჩუნა.
დღეს დავინახე, ჩეჩენმა ბიჭებმა სალოცავთან ხმელი შეშა შეაგროვეს და წაიღეს, რაც ყოვლად დაუშვებელია. მათ უფროსს ავუხსენით და ბიჭებმა მაშინვე შეშა უკან დააბრუნეს და ბოდიშიც მოიხადეს, თქვეს, რომ მათაც აქვთ ადათ-წესები და მათი დარღვევა წარმოუდგენელიაო.
აქ უფროსის სიტყვა კანონია და ის აწესრიგებს და აკონტროლებს ყველაფერს, არც ნასვამს ნახავთ ვინმეს, სიმთვრალეზე ხომ საუბარიც ზედმეტია.
არაფერი მინდა, არაფერი, ოღონდაც ცოცხლები წავიდნენ და აქ არავინ მოკლან.
რუსეთის ერთმორწმუნეობას ამათი პატიოსნება და ვაჟკაცობა მირჩევნია, ყველაფრის ფასი იციან.
შატილის ეხში ჩაფლული
ისევ დაიბომბა ჩვენი საზღვარი და მათი საგუშაგო...
ისევ ცეცხლის ალში გაეხვია ხევსურეთისა და ჩეჩნეთის ცა და მიწა...
ამჟამად ახალგაზრდა ჩეჩენი მესაზღვრის სიცოცხლე წაიღო გაუმაძღარმა „მზვერავმა“.
გადასვენება შეუძლებელი იყო და აქვე კლდის ქვეშ, კაილის ძირ ჩაფლეს გვიან ღამით, დროებით, სანამ მშობლიურ მიწას მიაბარებენ სამუდამოდ.
თითქმის ყოველდღე მივდიოდი კლდესთან, შორიდან ვუყურებდი და ვამოწმებდი, ნადირმა ხომ არ ამოთხარა მეთქი.
გაზაფხულზე გადაასვენეს პანკისში და ჩემმა გულმა და გონებამაც დაისვენა, მადლობა უფალს!
![]()
უცნობ ჩეჩენ მეომარს
შატილის კლდეში ჩაფლულს
იქნებ გაწუხებს რამე,
იქნება ნატრობ ჩეჩნეთს,
თავის მშობლიურ მხარეს.
არღუნი გიმღერს ნანას,
ყვავ-ყორან გითევს ღამეს,
ბუ გულსაკლავად მოსთქვამს,
მკრთალად ანათებს მთვარე.
სირცხვილს სიკვდილი გიჯობს,
ვაჟკაცის ხვედრი მწარე.
თავის მიწა-წყალს ნატრობ
სხვის სამარეში... ვაჰმე!..
2000 წელი
გმირი შვილის გმირი დედა
ყოველთვის მაინტერესებდა გმირი დედისა და გმირის გამჩენი დედის საოცარი ფენომენი, ცხოვრების გზაზე ბედისწერამ ბევრჯერ შემახვედრა გმირ დედებსა და გმირის გამჩენ დედებს, თუმცა, ალბათ, სამყაროში იშვიათი მოვლენაა, როდესაც ერთ ქალში შერწყმულია ეს ორი უდიდესი ფე ნო მენი - გმირობაც და გმირის დედობაც.
ცხრა ძმა ხერხეულიძის დედის ისტორიის გვერდიგვერდ თავის ადგილს და იკავებს ჩეჩენი დედა, რომელმაც 10 ვაჟი ბრძოლის ველზე დაკარგა და წარბიც არ შე უხრია, ასევე დედა, რომელმაც 6 ვაჟი ერთ დღეს მიაბარა სამარეს და მესამე დღეს მეზობლის ქალებმა საზარელი ამბავი ამცნეს, მეჩეთში მებრძოლების გვამები მოასვენესო, აქამდე გაუტეხელი დედა, იქვე მდგომ ფეხსაცმელს ვერ პოულობდა, დაბნეულმა ხალათიც უკუღმა ჩაიცვა და შიშით გაყვა მეჩეთისკენ მიმავალ ქალებს, რომელთა გულის ბაგა-ბუგი, ალბათ მეორე ქუჩის გადაღმაც ისმოდა. შვიდი ვაჟის გამზრდელ დედას გულს ეჭვი უღრღნიდა, ჩემი ნაბოლარაც აქ არ იყოსო, და როცა დასახიჩრებულ ცხედრებს შორის ყველაზე უმცროსი და ნაბოლარა ვაჟის ცხედარი ამოიცნო, გულში ჩაიკრა და ყურში ჩასჩურჩულა, შენც სამშობლოსთვის მიჩუქნიხარო... ასეთი ისტორიები ძალიან ბევრია, თუნდაც ბოლო 30 წლის ჩეჩნეთის ისტორიაში, ზოგიერთ მათგანთან შეხვედრის ბედნიერებაც მერგო წილად, მაგრამ რომელზეც ახლა ვაპირებ საუბარს, ის სრულიად გამორჩეული ფენომენია ჩეჩენი გმირი დედების ისტორიაში.

სააჟანთ გელაევა
სააჟანთ გელაევა ხამზათ გელაევის დედაა და იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც გმირის დედაც არის და თავადაც გამორჩეული გმირია...ამაში თავადაც დარწმუნდებით, თუ ჩემთან ერთად იმოგზაურებთ ბოლო დროის ერთ-ერთ ტრაგიკულ ისტორიაში.
პირველად 2003 წელს ვნახე, როდესაც ძალიან მომინდა ხამზათ გელაევის ტყუპი ვაჟების ნახვა, თან ჩემს მეზობლად ცხოვრობდნენ და თბილისიდან მამის სახლში ჩასული მათთან მივედი. ლომის ბოკვრები აკვანში არტახებით ძლიერად იყვნენ ჩაკრულები, ერთი (არ ვიცი ჰასანი თუ ჰუსეინი) გაანჩხლებული ტიროდა, მეორეს კი მშვიდად ეძინა, თითქოს აქ არაფერი ხდებოდა. ამ საოცრებით მოხიბლული უკან რომ გამოვბრუნდი, გამხდარ, მაღალ, არქაული სილამაზის დედაბერს შევეფეთე, რომელიც არამიწიერი სთბოთი და სიყვარულით მიღიმოდა და მადლობას მიხდიდა, რომ მათ მოსაკითხად და მოსანახულებლად მივედი. საერთოდ, მოხუცების მიმართ გამორჩეული დამოკიდებულება, მოწიწება და მოკრძალება მაქვს და ყველა მოხუცი, მათხოვარის ჩათვლით, უზომოდ მიყვარს. მაგრამ ამ ქალის დანახვისას მთელი არსება დამინაწევრდა, ასე მეგონა ჩემ წინ სამყაროს დედაბოძი იდგა... მხრები გაშლილი ჰქონდა, თავი ამაყად და ზომიერად მაღლა აწეული (არა მჩატედ) და იგრძნობოდა, როგორი ბასრი იყო მისი სევდით ნალესი გულისფიცრები...
მეორედ ხამზათის სამძიმარზე ვნახე, პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში, სადაც ის თავის დიდ ოჯახთან ერთად დასახლდა, თვითონ გელაევის ცოლთან და შვილებთან ერთად და იქვე მეზობლად უფროსმა შვილმა სალმანმაც მოიწყო ღარიბული ბუდე თავის მეუღლესთან და შვიდ შვილთან ერთად. ოთახში რომ შევედი, პანკისელი მოხუცი ქალებით გარშემორტყმული იჯდა, წელში გასწორებული, ისევ ამაყად თავაწეული, მოტირალ ქალებს ამშვიდებდა: უფალმა მომცა და უფალმა წამართვა...ისიც მეყოფა, რომ ამდენი ხანი მისი დედობის ბედნიერება მქონდა, გული მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება, რომ მისი ცხედარი მშობლიურ მიწას ვერ მივაბარეთ, სხვა არაფერი მადარდებს, თუმცა, ესეც ხომ უფლის განაჩენია, ალბათ ასე იყო საჭირო, ჩვენ ვერაფერს შევცვლით...
ვერაგმა რუსებმა და მათმა ნაძირალა ჩინოვნიკებმა დილიდან საღამომდე ალოდინეს მგლოვიარე დედა 50 000 დოლარით ხელში და საღამოს უარით გამოისტუმრეს: - მაქქა, შვილო, ჩემს მტერს არ ვუსურვებ მსგავს სიმწარეს, ვერაგ და მზაკვარ მტერსაც კი, როცა იქ ვიდექი და 8 საათის განმავლობაში მატყუებდნენ გაიძვერა რუსი გენერლები - აი, ახლა გადმოგცემთ ცხედარს და აი, ახლაო. ისეთი შეგრძნება მქონდა, მე და ჩემი შვილი, როგორც ცოცხალი, ისე ჩავიდოდით მშობლიურ სოფელში, სადაც უამრავი ხალხი გველოდებოდა, რომლებმაც ზუსტად 12 საათში შეკრიბეს მისი ცხედრის გამოსასყიდი თანხა-50 000 დოლარი. ეს იყო ყველაზე მძიმე დღე, თორემ ადამიანი ერთხელ იბადება და როცა ასე გმირულად კვდება, უფლის წინაშე ცრემლის უფლება არ გაქვს, - სევდანარევი ღიმილით მითხრა ხამზათის გაუტეხელმა დედამ. გამაოგნა მისმა სიბრძნემ და ვაჟკაცობამ.
მერე კი ისე მოხდა, ბედმა დაგვანათესავა კიდეც და უფრო შინაურები გავხდით ჩემი უსაყვარლესი „სააჟანთ ნაანის“-თვის. ხამზათ გელაევს ჰყავდა უფროსი ვაჟი რუსტამი, რომელიც რუსი ცოლისგან შეეძინა, როცა ის რუსეთში მსახურობდა. როგორც შემდეგ სააჟანთი მიყვებოდა, ლარისას (ხამზათის რუსი მეუღლე) მამას, რომელიც იმ „ოლქის ნაჩალნიკი“ იყო, სადაც ხამზათი მსახურობდა, ისე შეყვარებია ჩეჩენი ვაჟკაცი, იმდენი გააკეთა, სანამ დროებით მაინც არ გახადა თავისი სიძე.
როდესაც ხამზათი გარდაიცვალა, რუსმა ჟურნალისტებმა მიაგნეს „შავი ანგელოზის“ ვაჟიშვილს. მერე ფსბ-ც მიჰყვა კვალდაკვალ და შეშინებულმა დედამ რუსტამი პანკისში, ბიძასთან და ბებიასთან ჩამოიყვანა. რუსტამს ისეთი ძლიერი ჩეჩნური გენეტიკა აღმოაჩნდა, რომ ძალიან მალე დაეუფლა ჩეჩნურ ენას, მათ ადათ-წესებსა და ღრმად მორწმუნე მუსლიმანიც გახდა.
![]()
რუსტამ გელაევი
სწორედ რუსტამ გელაევს გაჰყვა ცოლად ჩემი უფროსი დის, მედინას უფროსი ქალიშვილი დაგმარი, ჩემი გაზრდილი და ჩემთვის ყველაზე ძვირფასი არსება ამ სამყაროში...
რუსტამის ამქვეყნიური ცხოვრება და ოჯახური ბედნიერებაც ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა, სრული წელიწადი ძლივს იცხოვრეს ერთად ცოლ-ქმარმა. მის სახელზე მხოლოდ ულამაზესი ციფერთვალება ქალიშვილი - სუმაია ამშვენებს დედამიწას, ქალიშვილი, ვისი ნახვაც რუსტამს სიცოცხლეში არ ეღირსა...
2012 წლის 10 აგვისტოს კიდევ ერთმა უბედურების ზარმა ჩამოკრა გელაევების ოჯახში... ეგვიპტეში სასწავლებლად წასული რუსტამი როგორ მოხვდა სირიის ომში, არავინ იცის, თუმცა იმ დღეს ყველსათვის ცნობილი გახდა, რომ სირიაში, ერთ-ერთი მეჩეთის დაბომბვის დროს რუსტამი აღესრულა... თავზარი დაგვეცა, შეუძლებელია იმ ემოციებისა და განცდების გადმოცემა... ჩემთვის ორმაგად მძიმე იყო საყვარელი დისშვილისთვის ამ ამბის შეტყო ბინება და მერე აეროპორტში მათი დახვედრა, ისინი ბელგიიდან ჩამოფრინდნენ, სადაც იმჟამად დაგმარი სწავლობდა და ცხოვრობდა. არასოდეს დამავიწყდება დაგმარის მუდარით სავსე თვალები, რომლებიც მეკითხებოდნენ - ნუთუ ეს სიმართლეა?! თუმცა თვალები, ჩეჩნური წესისამებრ, ცრემლებს მალავდნენ. მაშინ პირველად ვნახე რვა თვის სუმაია, კამკამა ცისფერი თვალებითა და ოქროსფერი თმებით, ისეთი სევდიანი იყო (დღემდე ასეა), თითქოს უკვე ეგრძნო ობლობის სიმწარე...

დაგმარი ქალიშვილთან ერთად
სრულიად პანკისი გლოვობდა გელაევის შვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას. გელაევების ეზო-კარში ნემსი არ ჩავარდებოდა, ზღვა ხალხი ირეოდა, ხამზათის დედა მოვიკითხე... და ის, ისევ პანკისელი ქალებით გარშემორტყმული იჯდა, ისევ ამაყად თავაწეული და მხრებში გასწორებული... შვილთაშვილის დანახვაზე ფეხზე ჩაუქად წამოდგა და პატარა ანგელოზი სათუთად ჩაიკრა გულში, მთხოვა, გვერდით დამიჯექიო. საერთოდ, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენი ოჯახის მიმართ, ანდერძად დაბარებული ჰქონდა ჩემთვის, თუ აქ მოვკვდები (ე.ი. პანკისში) ჩემი სამძიმარი ხასომ უნდა მიიღოსო... რაც ყველაზე მეტად მიკვირდა, არც ერთხელ არ დაუწუწუნია ამ ქალს თავის ბედისწერაზე... არც ახლა იკადრა ჩივილი, მითხრა: - მაქქა, ჩემო შვილო, რვა შვილი გავზარდე, ხუთი ვაჟი და სამი ქალიშვილი, შვიდი ჩემი გაჩენილი და მერვეზე (ალბათ მეუღლისა იყო, არც თვითონ უთქვამს და არც მე ვიკადრე კითხვა), ყველაზე მეტად ვზრუნავდი და ალლაჰია მოწმე, როცა ის გარდაიცვალა, საკუთარ შვილებზე ნაკლებ არ მიგლოვია. ოთხი ვაჟი სამშობლოს თავისუფლებას შეეწირა და ამით ამაყი ვარ; უმძიმესი დღე იყო, როცა ხამზათის ცხედრით მევაჭრებოდნენ, ასე მეგონა, ზურგი და ხერხემალი ათას ადგილას მემტვრეოდა... მაგრამ შვილიშვილი სხვა ტკივილი ყოფილა, გამორჩეული ჭრილობა, თითქოს ზურგის ტვინი მიდუღს და მიდუღს, გაუჩერებლად მითუხთუხებს... ცრემლები ჩამომიგორდა, გულში ჩავიკარი და ზურგზე ნელა ჩამოვუსვი ხელი, - გაგახაროს უფალმა, ოღონდ არ იტირო, გული მიკვდება საყვარელი ადამიანების სახეზე ცრემლებს რომ ვხედავ, - აქეთ მამშვიდებდა ბერდედა.
ცხედრის ჩამოსვენება ერთი დღით დაგვიანდა, რუსტამი მამასავით მაღალი და ახოვანი იყო, თურმე ორ მეტროზე მაღალი ყოფილა და ჩვეულებრივ კუბოში ვერ ჩატიეს ცხედარი და ახალი სპეცშეკვეთა მისცეს...
12 აგვისტოს, 12 საათზე გვამცნეს, რომ ცხედარი მალე პანკისში იქნებოდა. ღელვა და ემოციები იზრდებოდა. ბევრის მნახველმა ბერდედამ ეს იგრძნო და ქალებს სახალხოდ მიმართა: „როცა ცხედარს ეზოში შემოასვენებენ, ძალიან გთხოვთ, ქალებმა წივილ-კივილი და ვაი-ვიში არ ატეხოთ, გარეთ, რომ მამაკაცები დგანან და მისი ერთადერთი ბიძაც მათ შორის, ჩვენზე უფრო გულჩვილები არიან და მეშინია, ამ ემოციების შეკავებით ბიძას გული არ გაუსკდეს, მისი გული ისედაც დასერილია და სამუდამოდ არ გაჩერდეს... ჩემთან კი ბოდიში მოიხადა და მითხრა - სალმანს ვთხოვე, ცხედარი თუ ძალიან დასახიჩრებული და დაშავებული არ არის, ცოლ-შვილს ვანახოთო, იქნებ შვილს დაამახ სოვრდეს-მეთქი და დამთანხმდაო.
როცა ცხედარი შემოასვენეს, ზღვა ხალხის გული წამიერად გაჩერდა და ცრემლების მდინარე წამოვიდა. სააჟანთმა ჯერ თავად ნახა ცხედარი, შემდეგ კი ცოლ-შვილს მისცეს ნება და სხვა მსურველებსაც არ უთხრეს უარი. მე კი ვერ შევძელი, მინდოდა ისეთი დარჩენოდა ჩემს მეხსიერებას, როგორც სიცოცხლეში: ჩუმი, მოკრძალებული და ბავშვივით მიამიტი...და ვინც ნახა, ყველა გაოგნებული იყო, აგვისტოს ცხელ თვეში ცხრა დღე ტყე-ტყე ატარეს ჩეჩენმა მეომრებმა საყვარელი გენერლისა და საველე მეთაურის ვაჟის ცხედარი, სამი დღე თურქეთშიც მოუწია ყოფნა, მას კი თითქოს ეძინა, მხოლოდ ის მხარე ჰქონდა (თავის არეში) დაზიანებული, სადაც ბაძერი („ასკოლკა“) მოხვდა.

სააჟანთი ხამზათის ტყუპ ვაჟებთან ერთად
მარჯვნივ: უფროსი ვაჟი სალმან გელაევი, მის გვერდით - ისა ისლამოვი;
მარცხნივ: ჯოხარ დუდაევის უმცროსი ვაჟი დეგი
ისე, რა საოცარია ღვთის განაჩენი, სადღაც შორეულ რუსეთში გაჩენილმა და გაზრდილმა პანკისში დაიდო სამარადისო ბინა, ერთადერთ ბიძასთან, სალმან გელაევთან ერთად. ისინი გვერდიგვერდ განისვენებენ დუისის სასაფლაოზე.
სააჟანთმა რუსტამის სიკვდილის შემდეგ წელიწადი იცხოვრა პანკისში, შემდეგ კი ჩეჩნეთში ჩავიდა ერთადერთი დის მოსანახულებლად, იქ მძიმე სენი შეეყარა, თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც მალე მთელს ზურგის ტვინს მოედო (ტყულად არ უდუღდა ზურგის ტვინი) და როგორც ამ ამბის შემსწრენი ამბობდნენ, რამდენიმე თვე იწვალა, მაგრამ ისე მშვიდად გადავიდა მარადისობაში, ერთხელ არ დაუკვნესია.
მადლობა უფალს, უფროსი შვილის სიკვდილს მაინც არ მოესწრო. დედის სიკვდილიდან ერთ-ორ წელიწადში სალმანიც მძიმე სენით დაავადდა (ფილტვების ავთვისებიანი სიმსივნე) და სამუდამოდ მიატოვა მის იმედად დარჩენილი საკუთარი და ძმის ოჯახი.
ტყუილად არ უთქვამს ბრძენ ხალხს: „უფალი მის რჩეულ შვილებს უფრო დიდ განსაცდელში აგდებს, რათა მასთან ახლოს იყვნენ“... და „შავი ანგელოზის“ გაუტეხელი და გმირი დედა რომ ნამდვილად უფლის რჩეული იყო, ამას მტკიცება არ სჭირდება.
![]() |
7.26 ფასიხათა |
▲ზევით დაბრუნება |
დედინაცვალი თვალში ნაცარიო, ამბობს ქართული ანდაზა, თუმცა ვაინახურ რეალობაში სულ სხვა დამოკიდებულებაა. აქ დედინაცვალი იწოდება, როგორც მამის ცოლი (ალბათ უფრო მართებულიც არის, რადგან დედის შემცვლელი სამყაროში არ არსებობს) და ქმრის შვილები მას განსაკუთრებული რიდით, პატივისცემითა და მოწიწებით ეპყრობიან. საკუთარ დედას სახელით მიმართავენ, ხოლო დედინაცვალს დედას ეძახიან, დედინაცვლის გაჩენილი შვილების მიმართაც უფრო მეტ ზრუნვას იჩენენ, ასე გამოხატავენ მამის მიმართ გამორჩეულ დამოკიდებულებასა და პატივისცემას ვაინახები.
საბჭოთა კავშირის დროს გარკვეული პერიოდი ძალინ უჭირდათ ხალხს. ასე თუ ისე დალხენილი ცხოვრებაც ჰქონდათ, მაგრამ განსაკუთრებით ჭირდა ომის დაწყებამდე და დამთავრების შემდგომ გარკვეულ ეტაპზე.
გამონაკლისები, რა თქმა უნდა, არც ქისტები იქნებოდნენ, მათაც ისეთივე გაჭირვება ჰქონდათ, როგორც დანარჩენ გარშემო მცხოვრებ მოსახლეობას, მაგრამ იხტიბარს მაინც არ იტეხდნენ, სულიერად არ ეცემოდნენ და ცხოვრებაც ჩვეულ რიტმში მიმდინარეობდა.
![]()
ექა მაჩალიკაშვილი მეუღლესთან -
ფასიხათ ქავთარაშვილთან ერთად
ექა მაჩალიკაშვილიც იმ დროისათვის ერთ-ერთი გავლენიანი პიროვნება და ცნობილი სახე იყო, არა მარტო დუისში, არამედ მთელს ხეობაშიც.
საჭიროების შემთხვევაში, რაიონის ხელმძღვანელობასა და მოსახლებასთანაც საქმეებს აგვარებდა, მედიატორის როლს თამაშობდა და ეს საქმე არცთუ ისე ცუდად გამოსდიოდა.
მის სიტყვას ხალხში ფასი ჰქონდა.
სიტყვას კი ჰქონდა ფასი, მაგრამ ცარიელი სიტყვით თავსა და ოჯახს ვერ შეინახავდა, ამიტომ გადაწყვიტა მესაქონლეობას გაჰყოლოდა, მადა ჭამაში მოდისო ნათქვამია და გზადაგზა ვაჭრობასაც მიჰყო ხელი, ხან უმართლებდა, ხან არა, მაგრამ გლეხი კაცის კვალობაზე სხვებთან შედარებით საწუწუნო არაფერი სჭირდა.
სოფლის ქალიშვილებსაც შეუმჩნეველი არ დარჩათ ეს ჩამდგარი, ჯმუხი, მთასავით ვაჟკაცი. 1932 წელს, ექამ, ცოლად შეირთო ცნობილი მეცხვარის, იმ დროისთვის კარგი მაცხოვრებლის ბათაკა ქავთარაშვილის შვილის, სალახას ქალიშვილი, ფასიხათ ქავთარაშვილი.
თვითონ ბათაკა 110 წლისა გარდაიცვალა მთაში, როცა ცხვარს მწყემსავდა, დაუჯერებელია თითქოს, მაგრამ ფაქტია, დღესაც დიდგვერდის მთაში, სადაც ის გარდაიცვალა, ქვა დგას წარწერით.
ბატონ ექას და ქალბატონ ფასიხათას სულ მალე, 1934 წელს, პირველი შვილი ელო მაჩალიკაშვილი შეეძინათ, შემდეგ კი სამწლიანი სხვაობით დაიბადნენ, ჯერ ნატაშა და შემდეგ ბაშირა. ფასიხათა ჯერ კიდევ ბაშირაზე იყო ფეხმძიმედ, როცა მისმა მეუღლემ ექა მაჩალიკაშვილმა, მეორე ცოლად მოიყვანა, თანასოფლელი ჰალიმათ ხანგოშვილი. მასთან შეეძინა ვაჟები მუხმადა და აშირა. აშირას დაბადებიდან ოთხ თვეში დედამისი ჰალიმათ ხანგოშვილი გარდაიცვალა, უდედოდ დარჩენილი გერების აღზრდა დედინაცვალმა, ფასიხათ ქავთარაშვილმა იკისრა და ეს დედობრივი როლი არცთუ ცუდად გამოუვიდა, არც კი უგვრძნიათ ძმებს მუხმადას და აშირას, რომ ფასიხათა დედინაცვალი იყო და არა დედა. ისინი ამ ყველაფერს მაშინ მიხვდნენ, როცა უკვე დიდები გახდნენ.

მარჯვნივ - ფასიხათა, მარცხნივ - ჰალიმათი
ორი ცოლი ჰყავდა ერთ ჭერქვეშ ექას, მაგრამ ამ ქალბატონებთან ისე ჰქონდა დალაგებული საქმე, ორივეს მამა ზეციერად მიაჩნდათ მეუღლე, სალაპარაკოდ ადვილია ეს, მაგრამ აღსაქმელად ძნელი, მით უმეტეს ქალებისთვის.
ამ ორი ქალბატონის შესახებ ლეგენდებს ჰყვებოდნენ მაშინ, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ და ღვიძლი დებივით იყვნენ ერთმანეთთანო.
ამ დაფასებისათვის ბატონი ექაც ემადლიერებოდა პირველ მეუღლეს.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქალბატონმა ფასიხათამ, როცა საკუთარი შვილი დააქორწინა, სახლი აუშენა და სხვაგან დაასახლა, თვითონ კი გერთან-აშირასთან დარჩა, არ მინდა გული დაწყდეს და იფიქროს, მე რომ დედა მყოლოდა, ალბათ მეც დამტოვებდა დედა თავისთანო.
აი, როგორ ხალხზე იდგა მაშინ ქვეყანა! ძნელად წარმოსადგენია, თუმცა ეს ფაქტი უკვე პანკისის ისტორიის კუთვნილებაა.
მე ხშირად ვსტუმრობდი ამ ოჯახს. მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, აშირასთან ვმეგობრობდი, უფრო პურმარილიანი ოჯახი პანკისის ხეობაში მეორე არ მეგულებოდა. ექა ძია, ოთხმოც წელს მიტანებული მოხუცი, არ გამოგვიშვებდა, სანამ თავისი ხელით მწვადს არ შეგვიწვავდა, ამ ოჯახში გადამეტებული სიტყვა არ მსმენია.
ჯეილობაში, ყურბან ბაირამობის დღეს, მაშინ რელიგიურ დღესასწაულებს იმდენად ყურადღებას არც აქცევდნენ, საერთოდ არავინ ინტერესდებოდა, შენ იცავ თუ არა რელიგიურ დოგმებს, აშირასთან მივედით სახლში ჭურჭელი, უნდა აგვეღო და დასალევად უნდა წავსულვიყავით ბუნებაში.
რომ მივედით, ექა ძიას ცხვარი შეეწირა და ატყავებდა, ჩვენ ავჩქარდით და ვცადეთ, რომ რაც შეიძლება მალე დაგვეტოვებინა იქაურობა, შეგვეხათრა მაინც, მუსლიმებმა იციან, როგორი მძიმე და დასაფასებელი დღეა ყურბან ბაირამობის დღე.
ის კი არა და საკლავის ძვლებს კი არ ყრიან, მიწაში მარხავენ, ძაღლი ან კატა რომ არ გაეკაროს.
მით უმეტეს სასმელი მუსლიმებისთვის საერთოდ აკრძალულია და ცოდვად ითვლება დალევა, იმ ხორცის მიტანებით ხომ წარმოუდგენელი იყო.
რომ გამოვდიოდით, ექა ძიამ დაგვიძახა მოდით თქვენთან საქმე მაქვსო, ჩვენ ვიფიქრეთ ეხლა კი წასულია ჩვენი საქმე, ალბათ უნდა დაგვტუქსოს ასეთ მძიმე დღეს სასმლის დასალევად როგორ მიდიხართო.
მივედით. ცხვრის გატყავებაში ვიღაც ახალგაზრდა ეხმარებოდა, ცოტაღა ეკლდა გატყავებას, ვდგავართ და ხმას არ ვიღებთ - არც ის გვეკითხება რამეს, ვერც ჩვენ ვუბედავთ კითხვას, თან ვფიქრობთ, პაუზას იმიტომ აკეთებს, ალბათ უფრო დიდისთვის ემზადებაო.
ბოლოს ცხვარიც გატყავდა, შიგნეულობაც გამოუშვეს, გულ-ღვიძლიც ამოაცალეს და იქვე ახლოს ლურსმანზე ჩამოკიდეს. ექა ძიამ ბარკლის ჩამოჭრა დაავალა გამტყავებელს და ჩვენ გვითხრა: - მაღალი ღმერთია მოწმე, იმან იცის, მე ეს ცხვარი რატომ და რა გულით დავკალი, ეხლა თქვენ რომ სული და გული ამ ცხვარზე გაქვთ დარჩენილი და თქვენ აქედან ესე უხორცოდ გაგიშვათ, ეს ჩემთვის არავითარი შეღავათი არ იქნება, თვით ალაჰიც არ მიიღებს ამ შესაწირსო და მიუხედავად ჩვენი დიდი უარისა, ბარკალი და გულ-ღვიძლი ჩაგვიდო მანქანაში და კეთილი პურის ჭამა გვისურვა, მაშინ სხვანაირი თაობა ჰყავდა ხეობას.
ბოლო ხანს აშირა გროზნოში დადიოდა და იქ მეცხოველეობას მიჰყო ხელი, იშვიათად უწევდა ჩამოსვლა და მიუხედავად იმისა, რომ ფასიხათას გაჩენილი შვილები ცოცხლები იყვნენ, დედინაცვალმა ანდერძი დატოვა: - მე არ შემხვდეთ იმ ქვეყნად, თუ კი აშირას დასწრების გარეშე დამმარხოთ და მიწა იმან არ დამაყაროს პირველმაო, - შეუსრულეს ანდერძი.
უცხო ადამიანი ვერ მიხვდებოდა, ეს და-ძმები სხვადასხვა დედის გაჩენილები თუ იყვნენ, დღეს მათ შორის სამნი უკვე საიქიოს არიან გადასულები, ექა და ფასიხათიც იმ ქვეყნის სტუმრები არიან, მაგრამ აშირას გულსა და ოჯახში ყოველთვის მოიძებნება ჩარჩოში ჩასმული დედანაცვალის სურათისთვის ადგილი“, - ყვება გურამ ხანგოშვილი.
![]() |
7.27 ქისტ-ხევსურთა ურთიერთობების ისტორიიდან |
▲ზევით დაბრუნება |
როსტომთ წიქას ნაამბობი
როსტომთ წიქა შეთეკაურების იმ დიდი ოჯახის წარმომადგენელი იყო, რომლებიც ღირსეულად ატარებდნენ წინაპართა მიერ სამარადისოდ აწეულ ქისტ-ხევსურთა ძმობისა და მეგობრობის დროშას. როგორც წიქა შეთეკაური იხსენებს, ქისტები ხევსურეთში დიდი ხნის წინ დასახლებულან: „მამაჩემის პაპას - თაძიას შორეული ნაცნობობა აკავშირებდა ლამოროებთან. ბორჩაშვილების დიდ წინაპარს ლამოროს კაცი შემოჰკვდომია და სამშობლოში სისხლი დადებია, რაც სიკვდილის ტოლფასი იყო და ამიტომ უნდა დაეტოვებინა მშობლიური კერა. ამ მძიმე დროს თაძია შეთეკაურს ქისტი ნაცნობისთვის საცხოვრებელი ადგილი შეუთავაზებია მუცოში და, აი, ასე დაიწყო ქისტების ჩასახლება ხევსურეთში. თავიდან ერთი კაცით დაიწყო და შემდეგ 60 კომლამდე გაბევრდა. ისეთი ურთიერთობები ჩამოყალიბდა ჩვენსა და ლამოროს შვილებს (ბორჩაშვილებს) შორის, რომ თუ მეზობელ სოფლელებთან არდოტელებთან და ხახაბოელებთან ჩხუბი მოგვივიდოდა, მაისტლები ჩვენ გვეხმარებოდნენ. ჭირი და ლხინი ერთი გვქონდა, მუსლიმი ქისტები ჩვენს ხატობაში შესაწირით მოდიოდნენ. ერთმანეთის ენაც ვიცოდით და ზნე-ადათიც (თავად წიქა შეთეკაური გამართულად საუბრობდა ჩეჩნურ ენაზე - მ.ხ.). მამაჩემი მუცოდან რომ წამოვიდა 1873 წელს, ბორჩაშვილები ჯერ კიდევ იქ ცხოვრობდნენ, 1925 წელს სოიაიფა ცხოვრობდა ზემო კოშკებში, ის ბოლო მაცხოვრებელი იყო მუცოს.

ნაშხა
განსხვავება ჩვენს შორის მხოლოდ ის იყო, რომ ისინი ჩვენ მიერ ყელგამოჭრილს არ ჭამდნენ, საკლავს კლა ვდნენ ჩვენს ხატში, ოღონდ ყელს თავად აჭრიდნენ; თუმცა ხატობაში ქისტებიც მდგარან და ლუდიც უხარშიათ. მათ ქალებს მანდილის გარეშე ვერ ნახავდით; ქისტის ქალები ტანადობითაც და სილამაზითაც გამორჩეულები იყვნენ. დედის ნამდვილი კულტი იყო ამ ხალხში, საერთოდაც ქალის პატივისცემა განსაკუთრებულად იცოდნენ. შვილი მამასთან ერთად არ დაჯდებოდა და პურს არ გატეხავდა, სმაზე და მოწევაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია; უფროსის პატივისცემა გამორჩეულად იცოდნენ, მოხუცი რომ გამოჩნდებოდა, ყველა, დიდ-პატარიანად, ქალ-რძალიანად ფეხზე წამოიშლებოდა, უდიდესი მოკრძალებით სთავაზობდნენ უფროსს ადგილს; ცხენდაცხენ ქისტი საფიხვნოზე არ შემოვიდოდა; თუ მკვლელობა განზრახ იყო ჩადენილი, თავის სისხლს არავის არჩენდნენ, მაგრამ თუ ეს შემთხვევითობა იყო, პატიების უდიდეს უნარს ამჟღავნებდნენ; ერთი სიტყვით, ღირსეული ხალხი იყო: „დელა ყორანურ ბარა ქურიე, ჲახ იოლუშ კენთი ბორჩიინგორ, ბოყოლ ბოლუ ყუონახი ბარ“ (ღმერთმანი, ამაყი და ღირსეული ბიჭები იყვნენ ბორჩაშვილები, ნამდვილი ვაჟკაცები).
ჭირსა და ლხინში ერთმანეთს გვერდში ვედექით, სათიბ-სამკალიც ერთი გვქონდა, მხო ლოდ სასაფლაოები გვქონდა ცალკ-ცალკე და წესის აგებაც და დასაფლავებაც განსხვავებული: ხევსურები მზის ამოსვლის მხარეს პირით ასაფლავებდნენ, ხოლო ქისტები - პირიქით, მზის ჩასვლის მხარეს, პირით ქააბასკენ.

ქისტი ქალები
ნათესური კავშირები ნაკლებად იყო, რადგანაც სჯულის სხვადასხვაობის გამო ერთმანეთში ქორწინება ულამაზო იყო. მაგრამ თუ ქალ-ვაჟს ერთმანეთი შეუყვარდებოდა, წინ ვერაფერი დაუდგებოდა. ცნობილ ქისტ დასტაქარს, თაჩუ ბორჩაშვილს შეთეკაურების ქალი, ჩემი მამიდა - ქვითია ჰყავდა მეორე ცოლად და ჩვენ შეთეკაურებსაც გვყავდა ქისტის ქალები რძლებად: ბიძურა, ბიძაჩემი ხვთისია ქისტების სიძეები იყვნენ და ეს ნათესაობა დღემდე გრძელდება.
ჭრა-მჭრელობაც იცოდნენ ერთმანეთში, ექიმებიც თავთავიანთი ჰყავდათ ქისტებსა და ხევსურებს: ქისტებს თაჩო ჰყავდათ, ხევსურებს, მიღმახევს - გაგა (ჩემი პაპა, როსტომის მამა).
სჯული ხევისბრებს გამოჰქონდათ: ერთი კაცის თავი ხევსურებში 60 ძროხა ფასობდა, ქისტებში - 120 ძროხა, ქალის თავი ხევსურებში 30 ძროხა, ქისტებში - 60 ძროხა; სახეზე ჭრილობა უფრო ძვირი ღირდა, მის სიდიდეს ხორბლის მარცვლებით ზომავდნენ; შემდეგ მოდიოდა მკლავში გახეიბრება და ბოლოს დიდი თითი 5 ძროხად ფასობდა, მეოთხე თითი - 4 ძროხა, მესამე თითი-სამი ძროხა და ა.შ.

მთიანი ჩეჩნეთი
დღევანდელივით მახსოვს ქისტების გასახლება, 1944 წელს. დღისით გამოატარეს ხონის ჭალას. ერთი კვირა შატილს ჰყოლიათ, მერე დათვისჯვრისას წაუყვანიათ, იქიდან ბარისახოში და მერე ვინ აზიის გზას გაუყენეს და ვინ გუბერსკის ციხეს აზი არეს. ვისაც ქართული გვარები ჰქონდათ, მარგველაშვილის წყალობით გა დაურჩნენ დეპორტაციას; ბევრი უბრძოლია დუშეთის მამასახლისს, ჩემი რაიონის მშვიდობიანი მოსახლეები არიან და ნუ გადაასახლებთო. მათი ცოდ ვით მიღმახევს ქვაც კი ტიროდა, ძალიან განიცადეს ხევსურებმა ქისტების თავს დატრიალებული ეს ჯოჯოხეთი, რამდენმა ლექსად ამოთქვა ეს ვარამი. ერთმა ხევსურმა ქალმა ქისტურადაც კი იმღერა მათი გაუსაძლისი ყოფა, იმედია გავიხსენებ:

ჩინიგ, იესი, ლიედი და ძანეი ბორჩაშვილები
„დაა ვისა შუ ერჟა მორხაშ,
მა ჲერჟან შუ სიინა სიგილ,
დაა ვისა შუ ნოხჩი კენთი
მა დეერჟან შუ დუნიე ჲისთიე.
დაა ვისა ხო წერა ფოშტა
ხო ჰუ ხაბარ დახაშა ჲოღუ,
დაა ვისა ხო ბისან ბიეზამ
ღაიღა - ბაალა ბახაშ ბოღუ“.
„ჰეი, თქვენ, შავო ღრუბლებო,
რას მიმობნეულხართ ცისფერ ცაზე,
ჰეი, თქვენ, ჩეჩენო ბიჭებო,
ვითარ მიმოიფანტეთ მთელს დუნიაზე.
ჰეი, შენ ცხოვრების მატარებელო,
რა ახალი ამბავი მოგაქვს ჩვენთვის,
ვახმე, დაკარგულო სიყვარულო,
დარდ-ვარამი მოგაქვს ნუთუ“.
ქისტების სამშობლოდან აყრისა და გადასახლების შემდეგ, ზოგიერთი ვაინახი, ვინც ამ უსამართლობას არ შეეგუა, ველად გაიჭრა... ვის არ გაუგია ქისტი აბრაგების, იბის, კვიშტანის, ჩოქისა და ხუჩბაროვის შესახებ. ისინი მშვიდობიან მოსახლეობას არ ერჩოდნენ, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მხოლოდ მთავრობის აგენტებსა და გოშიებს მტრობდნენ, მათთვის ხომ ეს თავისუფლებისმოყვარე არწივები ბანდიტები და ყაჩაღები იყვნენ.
ყოფილა შემთხვევები, როცა ქისტებსა და ხევსურებს ერთ კოშკშიც კი უცხოვრიათ და-ძმებივით. ერთი კოშკი აუშენებიათ ქისტებსა და ხევსურებს ზიარად, იქიდან ქვა ჩამოვარდნილა, ქალს დასცემია თავში, რომელიც გარდაცვლილა. ქალის თავის საზღაურის ნახევარი ქისტებს დაედოთ, ნახევარი ხევსურებს. ერთ წელს ქერჩო-ბაღათურანი აძლევდნენ საკლავს - ქალის თავის საფასურს, მეორე წელს - მოსეგანი (ბორჩაშვილები), ბოლოს ადგილები დავუთმეთ და ასე დამთავრდა ქალის თავის ამბავი.

ხონე
დღემდე ყურებში მაქვს ქისტების მრავალხმიანი გალობა, რომლის მსგავსიც იშვიათად მომისმენია, ბევრჯერ მინახავს ქისტების გასვენებაში, ამ გალობის დროს ხევსურის დაჩეხილ ცხვირ-პირზე მდინარესავით ჩამამდინარი ცრემლების ზღვა... აი, ეს იყო და არის ადამიანად ყოფნის ზეიმი, ეს არის ძმობისა და მეგობრობის უტყუარი დასტური...
![]() |
7.28 ქისტაურელი და ქისტები |
▲ზევით დაბრუნება |
ლადო ბუნტური დუშეთის რეგიონში, ახალგორის რაიონის, სოფ. ცხავატში დაიბადა, ცნობილი ხევისბერის, სვიმონა ბუნტურის ოჯახში, რომელიც ხატის წინამძღოლი და მედროშე იყო. ის უდიდესი ძალის პატრონი იყო, მას ზედმეტსახელად ძერიას ეძახდნენ. 1947 წელს სვიმო ნას სახატე ლუდის ხარშვის დროს ადგილობრივი კოლმეურნეობის თავმჯდომარე შემოაკვდა, არ აპატია ლუდის ქვაბის შეურაცხყო ფა, რომელშიც სახატე ლუდი დუღდა. მეორედ რომ გაარტყა, კოლმეურნეობის თავმჯდომარემ ფეხზე წამოდგომა ვერ შეძლო, სვიმონა მიხვდა, რომ დარტყმა საბედისწერო აღმოჩნდა და იმ ღამესვე ცოლ-შვილთან ერთად დატოვა დუშეთის მხარე. მან კახეთის ულამაზეს სოფელ ქისტაურს შეაფარა თავი და მას შემდეგ ჭეშმარიტი ქისტაურელი გახდა.
სვიმონას მემკვიდრეს, ლადო ბუნტურს, მთიულ კაცს, ბუნებაც შესანიშნავი დაჰყვა - კაცთმოყვარე და სტუმართმოყვარე. მის სახლში ქეიფი და დროსტარება არ ილეოდა, ოჯახი ხონე ისე იყო მიჩვეული სტუმრიანობას, ის უფრო უკვირდათ, როცა სტუმარი არ ჰყავდათ. ყოფილი დუშელები და ახლა უკვე ქისტაურელები ქისტებს დიდი პატივითა და სიყვარულით იღებდნენ, ეს ერთ-ერთი გამორჩეული ტრადიცია იყო ამ ნამდვილი ქართული ოჯახისა.

ბუნტური მეუღლესთან ერთად
როცა საბჭოთა ჯარის სავალდებულო სამსახურს იხდიდა, აღმოაჩინა, რომ მასთან ერთად მისი თანამემამულე ქისტები - ვახტანგ წინწალაშვილი და შოთა (ან შალვა) ხანგოშვილიც მსახურობდნენ. მათი სამწლიანი ერთობლივი სამსახური ძმად გაფიცვით დამთავრდა და ეს ძმობა მანამ გაგრძელდა, სანამ ისინი სიკვდილმა არ დააშორა. კავკასიაში ძმად გაფიცვა უდიდეს პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებთან იყო და არის და კავშირებული. ამ ხერხს მხო ლოდ მაშინ მიმართავდნენ, როცა საკუთარ გრძნობებსა და ვალდებულებებში ბო ლომდე იყვნენ დარწმუნებულები. შეძენილი ძმა ღვიძლ ძმაზე მეტად ხდებოდა დასაფასებელი და პატივსაცემი; ამ შემთხვევაში ეს ტრადიცია ორივე მხრემ ღირსეულად დაიცვა.
![]()
ვახტანგ წინწალაშვილი გარმონით ხელში
როგორც ლადო ბუნტურის ქალიშვილი, ცნობილი ადვოკატი ლალი ბუნტური (რომელიც პირნათლად ასრულებს მამის ანდერძს და აგრძელებს ქისტებთან ურთიერთობას და ამბობს ნახევრად ქისტი ვარ, რადგანაც მამაჩემს ქისტების სისხლი ჰქონდა შერეული, მან ხომ ქისტებთან დალია ნალოცი და ნაფიცი ფიცვერ-ცხლი) იხსენებს, დიდი დღესასწაული იყო მათ ბავშვობაში ქისტი ვახტანგი ძიას სტუმრობა ქისტაურში, რომელსაც ზოგჯერ ათ კაცამდე ახლდა ხოლმე: „ერთხელაც შუაღამეს მოგვადგნენ რამდენიმე მანქანით, 10-12 კაცი ნამდვილად იყო, თან ვახტანგი ძია უკვე ხასიათზე იყო და გარმონზე საოცრად უკრავდა (ვახტანგ წინწალაშვილი შესანიშნავი მეგარმონეც ყოფილა). დღევანდელი გადასახედიდან ის მიკვირს, რომ მეზობლები არ წუხდებოდნენ ამ აურზაურით, ისეთი უკიდეგანო იყო ერთმანეთის სიყ ვა რული). კარგად მახსოვს, იმ ღამეს პური საერთოდ არ გვქონდა, მაგრამ, საბედნიეროდ, წინა დღეს კარის მეზობელმა თონეში ჩააკრა დედას პურები, დედა ისე შევიდა მათ სახლში, რომ მეზობლები არ გაუღვიძებია და მათი სახლიდან ათამდე პური გამოიტანა. ყველანი ფეხზე ვიდექით და სულაც არ გვღლიდა ამდენი სტუმრის მომსახურება, ეს იყო ულამაზესი დღეები ჩვენი წარსულისა“, - იხსენებს ქალბატონი ლალი.

ადვოკატი ლალი ბუნტური პანკისის ხეობაში ქისტ
ქალებთან ერთად ახვევს ხინკალს
ლადო ბუნტური ხშირად სტუმრობდა პანკისის ხეობას და ქისტების სასურველი სტუმარი იყო. ერთხელ, ომალოში, შუაღამემდე იქეიფეს და ლადომ მასპინძლების დიდი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, შუაღამისას დატოვა პანკისი (წესად ჰქონდა ღამეს არსად ათენებდა, რაც არ უნდა გვიან ყოფილიყო, სახლში ბრუნდებოდა). იმ ღამეს ალაზანი საშინლად ადიდებულა და პანკისელი ლადო ფარეულიძე თავის ცხენიანად წაუღია. დილით პანკისში ხმა დარხეულა - ლადო ალაზანმა გაიტაცაო, ომალოელები შეშფოთებულან და ცისკრისას ლადო ბუნტურის ოჯახს დადგომიან თავს, ეგონათ ეს უბედურება მათ სტუმარს შეეყარა და გულდამშვიდებულებმა დატოვეს ბუნტურების ოჯახი, როცა შეიტყვეს, რომ ხიფათი მათ სტუმარს არ შეხვდა.
ერთხელაც ლადო ბუნტურის ცხენი და კვიცი დაიკარგა და კვალი ქისტების ომალოში, ერთ-ერთი ცნობილი ქურდის ოჯახში მივიდა. როდესაც ქურდმა გაიგო, რომ მოპარული საქონელი ქისტაურელ ლადო ბუნტურს, წინწალაშვილისა და ხანგოშვილის უფროს ძმას ეკუთვნო და, ისე შეწუხებულა, ცხენ-კვიცის პატ რონისთვის გულწრფელად უთქვამს: „სამწუხაროდ, თქვენი საქონელი უკვე ჩეჩნეთშია და უკან დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ შეგიძლიათ შემობრძანდეთ ჩემს თავლაში და თქვენთვის სასურველი ცხენი და კვიცი შეარჩიოთ“. თუმცა ლადო არ იყო ის კაცი, რომელიც ამ შემოთავაზებას დასთანხმდებოდა და პანკისიდან ხელცარიელი დაბრუნდა.
ლადო ბუნტური ძალიან ადრე გამოემშვიდობა სამყაროს... მან მხოლოდ 46 წელი დაჰყო სამზეოს, თუმცა მის მიერ ვაჟკაცურად განვლილი გზა სანთელ-საკმეველს არ იშურებს ღირსეული შთამომავლებისათვის და ამ წმინდა სანთლის შუქი პანკისის ხეობამდეც ანათებს, ქისტებთან ძმობასა და მეგობრობას ჯადოსნურ სხივებად ეფრქვევა.
P.S. ლადო ბუნტურის შვილიშვილსა და მის მოსახელეს, პირობა აქვს დადებული, თუ მეორე ვაჟიც შეეძინება, პაპის ძმადნაფიცის ვახტანგის სახელს დაარქმევს, უფროს ვაჟს კი ლადო ჰქვია. ქალბატონი ლალი ბუნტური კი თვლის, რომ ძმადნაფიცობა და ნათელმირონობა წმინდა ვალია და მომავალ თაობებშიც უნდა გაგრძელდეს, არ უნდა დაავიწყდეთ, ვისი გორისები არიან და „სირცხვილი იმ გუთნისდედას, მამა-პაპის საფლავს ხნავდესო“.
![]() |
7.29 „მადლი ჰქენი, წინ დაგხვდება“ |
▲ზევით დაბრუნება |
1990-იან წლებში იმედა გამრეკელაშვილი, იგივე „ვაგლახიჩი“, ჯერ კიდევ ყმაწვილი, უკვე პროფესიონალი მძღოლი იყო (მანქანას 8 წლის ასაკიდან მართავდა, საჭეს რომ ვერ წვდებოდა, მუთაქაზე ჯდებოდა და ისე „შოფრობდა“) და საბჭოთა კავშირის მასშტაბით ნებისმიერი ტიპის, მათ შორის „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილებით გადაადგილდებოდა. იმ პერიოდში ნავთობის სფეროში ძალიან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები ჩამოყალიბდა ჩეჩნებსა და ქართველებს შორის, საქართველოს რკინიგზა ძირითადად ჩეჩნეთიდან მომავალი საწვავით დატვირთული ვაგონებით იყო დაკავებული. ამ პროცესში თავის როლს თამაშობდნენ პანკისელი ქისტებიც, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ჩეჩნეთის ნავთობპროდუქტების საქართველოში იმპორტში. და იმედასაც ხშირად უწევდა ჩრდილოეთ კავკასიაში გადაადგილება, ხან მძიმე სატვირთო მანქანით, ხან კი მსუბუქი ავტომობილით.
პანკისელი ფშაველი (წარმოშობით სოფ. დედისფერულიდან), ზაურ ქეშიკაშვილი, 90-იან წლებში ახმეტაში დაფუძნდა. იმედას თქმით, პირველი შეხება ზაურთან მაშინ ჰქონდა, როცა მისი თხოვნით პანკისელი ქისტი მეცხვარის, სოფ. შუა ხალაწნის მკვიდრის, ხიზირ ცათიაშვილის სახლის სარდაფიდან, ზაურ ქეშიკაშვილის თხოვნით თავისი „კამაზით“ ზუსტად 94 ტომარა მაშინდელი რუსული ფული (რომელიც დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტი აშშ დოლარი იყო) ახმეტაში ჩაიტანა. მაშინ ზაურ ქეშიკაშვილი ჩართული იყო ჩეჩნეთიდან საწვავის საქართველოში იმპორტის ბიზნესში და ხიზირ ცათიაშვილს ამ უზარმაზარი თანხის სანაცვლოდ საწვავის შემოტანას დაჰპირდა.
ამ ამბიდან ცოტა ხანში ზაურ ქეშიკაშვილმა ისევ მიაკითხა იმედას და სთხოვა თავისი კუთვნილი მსუბუქი ავტომობილით ჩეჩნეთში ჩაეყვანა ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით. იმედა დასთანხმდა, თუმცა მამამისმა, ვაგლახამ, კარგად იცოდა საკუთარი შვილის ხასიათი, სხვის სამსახურში დროისა და ფინანსური მდგომარეობის შეგრძნებას რომ კარგავდა და გადაწყვიტა, იმედა თავისი მანქანით გაეშვა ჩეჩნეთში და მინდობილობა მხოლოდ სამი დღით გაუფორმა. ფიქრობდა ასე დროულად დააბრუნებდა შვილს სახლში. იმედა დიდი სიხარულით შეხვდა ამ შემოთავაზებას, რადგანაც ვაგლახას ჰყავდა სრულიად ახალი მსუბუქი მანქანა, რომ იტყვიან, ჯერ კიდევ ტაოტიანი „კოლხოზნიკი“, რომელიც ბევრად სჯობდა იმედას კუთვნილ, ნაჯაფ „ნივას“.
ზაურ ქეშიკაშვილმა იმედას უთხრა, რომ მათთან ერთად იმ გზავრებდა მისი თარჯიმანი, ახმეტელი თამაზ ბასილაშვილი, იგივე „ყროლა“. როდესაც ჩეჩნეთის გზას დაადგნენ და „კოლხოზნიკი“ მხეცივით შეუყვა დარიალის ხეობას, იმედამ ზაურს ჰკითხა დიდი რაოდენობით ფული ან სხვა აკრძალული ნივთი ხომ არ მიჰქონდათ, რომ საზღვარზე პრობლემები არ შექმნოდათ. თანამგზავრებმა სასტიკად იუა რეს, თქვეს, რომ მხოლოდ გზის ფული 600-700 დოლარი ჰქონდათ თან. ლარსის საბაჟო მშვიდობიანად გაიარეს. ერთ კოლომეტრში მდებარე ე.წ. „ტეკზე“, საზღვრის დამცველებმა აღმოაჩინეს, რომ ზაურის სამგზავრო ჩანთაში 11 000 (თერთმეტი ათასი) დოლარი ჰქონდა, თუმცა ქეშიკაშვილმა და ბასილაშვილმა ცივი „ატკაზი“ დაარტყეს, ფული ჩვენ არ გვეკუთვნისო, და სხვა რა გზა ჰქონდა, იმედამ ფულის ამბავი საკუთარ თავზე აიღო. „ვაგლახიჩმა“ გაკვირვებაც ვერ მოასწრო, რომ მესაზღვ რეებმა სამივე მანქანიდან გადმოათრიეს, ჯერ კარგად ჟეჟეს და შემდეგ პირქვე დაყარეს.
ეს ყველაზე რთული პერიოდია ყოფილი საბჭოთა კავშირისთვის, როცა სოციალისტური რესპუბლიკების ძალად შეკოწიწებული კავშირი დაშლის პირას არის და სრული ქაოსი და განუკითხაობა არის გამეფებული მთელ ტერიტორიაზე. მსგავსი შემთხვევის წყალობით, როცა იმედა ორი კვირის წინ თანამგზავრებმა გადააგდეს და უღალატეს, სწორედ აქ, სისასტიკით ცნობილ პოსტზე, გაიცნო თბილისელი ოსი თამაზი, ასე 40 წლამდე, რომელმაც, როგორც კი გაიგო, რომ იმედა ქართველი იყო, გამოესარჩლა და თავისი კოორდინატებიც დაუტოვა. უთხრა, - თუ შემთხვევით ამ პოსტზე მოხვდებოდა და ისევ გაუჭირდებოდა, მისთვის მიემართა. იმედა ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, ისევ თუ გაუმართლებდა და გამოჩნდებოდა თუ არა ქართველი ოსი მის საკეთილდღეოდ. ლოდინი დიდხანს არ დასჭირვებია, ნაცრისფერი ვოლგა დიდი სისწრაფით შემოგრიალდა „ტეკის“ ტერიტორიაზე და ოსი თამაზი ახალგაზრდული სიჩაუქით გადმოვიდა მანქანიდან. იმედა ელვის სისწრაფით წამოხტა ფეხზე და სანამ მცველები აზრზე მოვიდოდნენ თამაზისკენ გაიქცა. დაცვა გამოეკიდა, მაგრამ ოსმა ხელის აწევით შეაჩერა მდევარი, მაშინვე იცნო იმედა და ჰკითხა გაჭირვების მიზეზი. იმედამ ყველაფერი ისე მოუყვა, როგორც სინამდვილეში იყო. თამაზმა საზღვრის დაცვის უფროსი თავისთან მოიხმო და უთხრა, რაც გეკუთვნით, იმდენი აიღეთ იმ ფულიდან, დანარჩენი დაუბრუნეთ და ბიჭები საზღვარს გადააცილეთო.
![]()
მთავრობის სასახლე ქ. გროზნოში, 1990-იანი წლები
სასაზღვრო ტეკის გუშაგები იმ დენად დიდ პატივს სცემდნენ თბილისელ ოსს, რომ მხოლოდ ათასი დოლარი მოაკლეს თანხას და დანარჩენი 10 000 დოლარი პირწმინდად დაუბრუნეს იმედას. თან თამაზის ბრძანებით იმედას „კოლხოზნიკი“ მილიციის ორმა მანქანამ „ჩერმენის“ პოსტამდე გააცილა, რომელთაც ლურჯ-წითელი „კანარეიკა“ ამშვენებდა.
საზღვარს გასცდნენ თუ არა და თავი უსაფრთხოდ იგრძნო, იმედამ ფულით სავსე ჩან თას, რომელიც მის გვერდით იდო, ხელი დაადო და უკან მჯდომ, შეშინებულ თანამგზავრებს ჰკითხა: - როგორ ფიქრობთ, ეს თანხა ვის ეკუთვნის ახლა? - გაწბილებული თანამემამულეები დუმდნენ, თითქოს საკუთარი საქციელის რცხვენოდათ, მაგრამ ფული მაინც არ ემეტებოდათ. იმედამ კიდევ ერთხელ გაიმეორა შეკითხვა და რადგან არც ამჟამადაც მიიღო პასუხი, თავად გამოიტანა განაჩენი, რომ ეს ფული მათ ერთობლივ ქეიფსა და დროსტარებაში დაიხარჯებოდა.
როგორც იქნა გროზნოსაც მიაღწიეს. იჩქერიის დედაქალაქში თავისუფლების სუნი ტრიალებდა. ეს ის დროა, ჩეჩნეთი საკუთარ და მოუკიდებლობას რომ აცხადებს და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას სათავეში გენერალი ჯოხარ დუდაევი უდგება. ქუჩაში იმდენი ძვირადღირებული „ინომარკები“ მოძრაობენ, რომ ამდენი ალბათ მთელი კავშირის მასშტაბითაც არ არის. ხალხი ბედნიერი და წელგამართული დადის ქუჩაში... ზაურმა გროზნოში მცხოვრებ ცნობილ ქისტურ ოჯახში, თავისი მეგობრის, პანკისელი ვისერგი მარგოშვილისა (მეტსახელად „პროფესორი“) და მედიკო ქავთარაშვილის სანიმუშო ოჯახში დააბინავა იმედა, თვითონ კი თავის „ადიუტანტთან“ ერთად სხვაგან დაიდო ბინა. რაც მთავარია, ფული იმედასთან იყო და დაიწყო კიდეც გრიალი, ისე, რომ „ვაგლახას“ მიერ სამი დღით მიცემული მინდობილობა შვილის მეხსიერების ერთ უჯრედსაც კი არ იკავებდა.
ძალიან მალე იმედა ჩეჩნეთსა და ჩეჩნებს გაუშინაურდა და ძვირფასი მასპინძლის, პროფესორის ოჯახშიც თავს ძალიან შინ გრძნობდა. თავისი „კოლხოზნიკით“ დაქროდა გროზნოს ქუჩებში, ფული ჰქონდა და თავისი ხელგაშლილობიდან გამომდინარე დროს მშვენივრად ატარებდა.
ზაურ ქეშიკაშვილი იმ დროისათვის ცნობილ „ავიზოების“ (რუსული ბანკებიდან სხვადასხვა მაქინაციით ფულის გათეთრება) საქმეში იყო ჩართული და სხვადასხვა შეხვედრა ჰქონდა, ამ საქმეში მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველ ადგილზე ჩეჩნები იყვნენ.
თითქმის ერთი თვის თავზე იმედამ მასპინძლის მეზობლის, ჩეჩენი სამხედრო პირისა და გენერლის მშვენიერ ქალიშვილთან ფლირტის გაბმა სცადა, თუმცა მედიკომ გააფრთხილა, რომ თუ ამ ურთიერთობას გააგრძელებდა, არა თუ იმედა, მათი ოჯახიც იძულებული გახდებოდა დაეტოვებინა ჩეჩნეთი. იმედა, თავადაც პანკისელი, ასე თუ ისე კარგად იცნობდა ჩეჩნების ადათ-წესებსა და მასპინძლის რჩევა ყურად იღო - მას შემდეგ ქალიშვილს არ შეხვედრია.
ერთ დღესაც იმედა თავისი „კოლხოზნიკით“ გროზნოს ცენტრში მისეირნობდა, ის იყო ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო „კავკაზს“ გაუსწორდა, რომ საშინელი ავარიის მოწმე გახდა, მის წინ მიმავალი „ნოლშესტის“ მარკის ავტომობილი ისე შეეჯახა წინ მიმავალ ძვირად ღირებულ „ინომარკას“, რომ მანქანა თითქმის ნახევარზე გადაჭრა. იმედა ელვის სისწრაფით გადმოხტა მანქანიდან და მიიჭრა „ნოლშესტთან“, ცოცხალ-მკვდარი მძღოლი ხელში აიტაცა, თავის მანქანაში გადაიყვანა და საავადმყოფოსკენ გააქანა. დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. იმედა გარეთ ელოდებოდა ოპერაციის დასრულებას. უცებ სა ავადმყოფოს რამდენიმე შავი ჯიპი მოადგა და იქიდან კბილებამდე იარაღში ჩასმული ბიჭები გადმოცვივდნენ, ისინი დიდი სიჩქარით შეიჭრნენ საავადმყოფოში. როგორც შემდეგში აღმოჩნდა - ავარიის დროს დაჭრილი, ჯოხარ დუდაევის დაცვის უფროსის ალალი ძმა ყოფილა. ცოტა ხანში ერთ-ერთი მათგანი იმედასთან მივიდა და გვარ-სახელი და საცხოვრებელი მისამართი ჰკითხა უცხო მშველელს. იმედა დარწმუნდა, რომ დაშავებული გადარჩა და საავადმყოფოც დატოვა.
![]()
სასტუმრო „კავკაზი“ ქ. გროზნოში
ორი-სამი დღის შემდეგ იმედა თავის ოთახში წამოწოლილი მუსიკით ერთობოდა, რომ კარზე დააკაკუნეს და ოთახში გაფითრებული მედიკო შემოვიდა, თან იმედას საყვედური უთხრა, ხომ გთხოვე, რაიმე შარში თავი არ გაგეხვია, აქ საქართველო არ არის, აქ სხვა კანონები მოქმედებს, გარეთ ვიღაც იარაღიანი ხალხია მოსული და გკითხულობენო. მოსულებმა იმედას იმ დროისათვის ყველაზე ცნობილი რესტორნის მისამართი მისცეს და უთხრეს, ხვალ ამა და ამ საათზე შენ მიერ გადარჩენილის ძმა გელოდებაო. იმედა მიხვდა, რომ ძმას მადლობის თქმა უნდოდა და დაპირებისამებრ დანიშნულ ადგილას მივიდა.
სუფრას ჩიტის რძე არ აკლდა და მადლიერი ჩეჩენი ძმის გადარჩენის სანაცვლოდ ნებისმიერი სურვილის შესრულებას დაჰპირდა იმედას, თუმცა პანკისელი ფშაველი არანაკლები კავკასიელი იყო და უთხრა, რომ სიკეთე იმისთვის არ გაუკეთებია, ამაში საზღაური აეღო. შუაღამემდე იქეიფეს ჩეჩნებმა სტუმარ ქართველთან ერთად, სახლშიც მოაცილეს და უთხრეს - მანამ ისინი ჩეჩნეთში ძალას წარმოადგენენ, იმედას შეეძლო თავისუფლად ევლო და რაც უნდა ის ეკეთებინა მთელი იჩქერიის მასშტაბით.
მართლაც, მეორე დღიდან, „ვაგლახიჩის“ კოლხოზნიკი გენერლის მანქანის უფლებებით სარგებლობდა და არც კომენდანტის საათი მოქმედებდა მასზე, რომელიც ღამის 12 საათიდან შედიოდა ძალაში.
ერთხელაც იმედამ და პანკისელმა ზელიმხან კუშტანაშვილმა შუაღამემდე ისე იქეიფეს, რომ ფეხზე ძლივს იდგნენ. იმედა ზელიმხანის „ნოლდევიატზე“ დაჯდა, თანამეინახე კი საკუთარ მანქანაზე დასვა და ისე ბრუნდებოდნენ შინ. გროზნოს ცენტრში მილიციამ ხელის აწევით გააჩერა მანქანა, რომელსაც იმედა მართავდა და საბუთები მოითხოვა. იმედამ უთხრა საბუთები უკან მომავალ მანქანაში მაქვსო და ის მანქანა მე მეკუთვნისო. ის იყო იმედა მანქანასთან მისვლას აპირებდა საბუთების ასაღებად, მილიციელმა „კოლხოზნიკის“ ნომრები იცნო, იმედა შეაჩერა და უთხრა: - „ქართველო, შენი საბუთი იჩქერიის ტერიტორიაზე ის არის, რომ ჩეჩნების სტუმარი ხარო“, ბოდიში მოუხადეს და გამოუშვეს, მისი „თანამებრძოლი“, პანკისელი ჩეჩენი, ზელიხანი კი 2400 რუსული რუბლით დააჯარიმეს ქალაქში მოქმედი „კარანტინის“ წესის დარღვევის გამო.
სანამ იჩქერიის მთავრობა არსებობდა, მთელი ჩეჩნეთის მასშტაბით იმედა გამრეკელაშვილსთვის ამ ტერიტორიაზე სულ მწვანე ენთო და მისი გაჩერების ან დაჯარიმების უფლება ყველაზე მაღალი ჩინის მქონე მილიციელსაც არ ჰქონდა.
3 დღით ნათხოვები „კოლხოზნიკი“ ვაგლახას 44-ე დღეს დაუბრუნდა უვნებელი, თუმცა კარგად ნარბენი და „გახედნილი“.
დღეს კი ჩეჩნების მხრიდან გამოჩენილ გამორჩეულ დამოკიდებულებასა და პატივისცემას იმედა თავის თანამემამულეებს, პანკისელ ქისტებს, ასმაგად უბრუნებს, დიდი სიყვარულითა და განსაკუთრებული ზრუნვით.
2021 წლის ზაფხულში ის ნახევარ საუკუნეს ჩამოიტოვებს უკან...
![]() |
7.30 ოსური ქელეხი |
▲ზევით დაბრუნება |
„ბევრს უთქვამს, ქელეხი დაილოცოს ოსისაო“.
მათე ალბუთაშვილი
ადამიანი სამშობლოს არ მიატოვებს და სხვა ქვეყანაში არ დაფუძნდება, თუ საამისო სიტუაცია არ შეიქმნა. ასეთი მიზეზი შეიძლება სხვადასხვა სახისა იყოს: მკვლელობა, მოკვეთა, სასჯელის არიდება და სხვ. ხოლო როცა ერთიანად იყრება ოჯახები მშობლიური ადგილებიდან და თავშესაფარს უცხო ქვეყანაში ეძებენ, საამისოდ ორი მიზეზი არსებობს: მოძალადე მტრისგან გაქცევა ან ეკონომიური სიდუხჭირე.
![]()
ოსი მამაკაცები
ოსები, როცა ჯავისა და ცხინვალის რეგიონებიდან პანკისში ჩამოსახლდნენ, ეკონომიურად ძალიან გაჭირვებულები იყვნენ. ერთ-ერთი გადმოცემით, დუმასტურში გადმოსახლებულ ოსურ ოჯახში კაცი გარდაიცვალა, მისი დაკრძალვის ხარჯები არ გააჩნდათ, ფრიად შეწუხებულები იყვნენ, დაუკრძალავი გვრჩება ოჯახის წევრიო. ეს შეიტყვეს ომალოელმა ქისტებმა საკლავით (ძროხით), მჭადებითა და სასმელით (ხილის არყით) ჩამოვიდნენ დუმასტურში და ოსური წესისა და რიგის დაცვით დაკრძალეს მეზობლის მკვდარი.
შუა ხალაწანში, სანამ ცათიაშვილების ლიდერი ბათაყა ცათიაშვილი შეისყიდიდა ქართველი თავადისგან იქაურ ტერიტორიას, ოსების სამიოდე ოჯახი იყო იქ დასახლებული. როცა წასვლა მოუწიათ, ორ ვირს აჰკიდეს თავიანთი ავლა-დიდება და დატოვეს შუა ხალაწანი.
მაგრამ ოსები მშრომელი ხალხი იყო, მიწათმოქმედებაში გარკვეულები და მოკლე დროში შეძლეს წელში გამართვა. სოფ. კუწახტის აღწერისას მათე ალბუთაშვილი წერს, რომ ამ სოფელში „ფშავლები ოსებზე წინ არიან აქ დასახლებულები. ცხოვრების სახსარიც მეტი აქვთ, მაგრამ ოსებზე უკეთესად ვერ ცხოვრობენ და ვერც სხვა სიმარჯვეს დაიკვეხებენ“. მაშასადამე, ოსები შრომისა და გარჯის წყალობით ქონებრივად გაუთანასწორდნენ მათზე ადრე ჩასახლებულ მეზობლებს.

ოსი ქალები
ოსების ქელეხი, ჭირის სუფრა, ხეობაში განთქმული იყო არა მარტო კარგი სამზადისით, არამედ სხვა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვისებებით. ჯერ ერთი, სუფრაზე დიდი ხმაური იდგა, ისეთი ყაყანი, მიცვალებული ვის ახსოვდა. ქისტები, როცა ხალხში ხმაური იყო, იტყოდნენ ხოლმე: „გაჩუმდით, ოსების ქელეხში ხომ არ ხართო“. საინტერესო ის იყო, დაკრძალვაზე ხმამაღლა მოტირალი კაცები, რაღაც საათ-საათნახევარში, რამ გამოცვალა ასე. პირველად რომ ვნახე მოტირალი კაცები, რომლებიც ხმამაღლა მოთქვამდნენ ქალებივით, გაოცებული დავრჩი: ქისტებში კაცის ტირილი დიდი სირცხვილი იყო, არც მინახავს მოტირალი ქისტი კაცი. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს ოსების წესი იყო, ტრადიცია, ადათი და ყველაფერი გასაგები გახდა.
რატომ იყო ასეთი ხმაური ქელეხში? ამან ძალიან დამაინტერესა, თანდათან გავეცანი ამ ჩვეულებას და მიზეზსაც ჩავწვდი: ეს იყო მთვრალი ხალხის ყაყანი. მაგრამ მაშინვე რატომ იწყებოდა ეს ხმაური, სუფრაზე დასხდომისთანავე? ამასაც მოეძებნა თავისი ახსნა: დაკრძალვაზე ოსები იკრიბებოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, სანათესაო ძალიან დიდი ჰქონდათ. ოსი საცოლეს სხვაგან, სხვა სოფელში ეძებს, ნათესაობის ძალიან შორეული, სუსტი ძაფიც რომ აკავშირებდეს, იმ ქალს არ შეირთავს ცოცხალი თავით. თანასოფლელსაც კი არ ირთავს; პანკისის ხეობის ოსებით დასახლებულ სოფელ დუმასტურის სკოლაში ჩემი 28 წლიანი მუშაობის პერიოდში მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსოვს, რომ ახალგაზრდას თანასოფლელი შეერთოს. ისინი, ორივენი ჩემი ყოფილი მოსწავლეები იყვნენ, თვალყური მივადევნე მათ შემდგომ ცხოვრებას - ვერ მო რიგდნენ და გაიყარნენ.
დაკრძალვაზე მოსულ სხვა სოფლელ ოსებს აქ ახლობლები ჰყავდათ, დიდხანს უნახავ ნათესავებს სტუმრობდნენ. ოსებმა კარგი დახვედრა იცოდნენ, პურმარილი იშლებოდა, ღვინო-არაყს სვამდნენ და დაკრძალვის დროს უკვე შეზარხოშებულები იყვნენ. მასპინძლებიც ხომ ნასვამები იყვნენ, დაკრძალვაზე ერთმანეთს ხვდებოდნენ სხვადასხვა სოფლიდან მოსული სტუმრები, მოკითხვა, ხაბარი და ერთი აურზაური იდგა.
მთელი სოფელი მონაწილეობდა საქელეხო სუფრის მზადებაში: ყველა ოჯახს მოჰქონდათ საჭმელ-სასმელი, ქალები ხონჩებით მოდიოდნენ, დოქებით სასმელი მოჰქონდათ, ხაბიზგინები, ბახარაჯინები, ცივად მოხარშული ქათმები და სხვ. ერთი სიტყვით, მეფური სეფე-სუფრა იშლებოდა. მერიქიფეები თავზე ადგნენ, სასმისებს უვსებდნენ. ხორცს ოთხი-ხუთი კაცის გამოყოფით ფიცარნაგზე ყრიდნენ, მესუფრენი ხორცს მგლებივით ეცემოდნენ, რადგან ხორცს იშვიათად სჭამდნენ, უფრო ქელეხებში, ქორწილებსა და დღეობებზე. ზამთარში ერთ ღორს დაკლავდნენ, დაამარილებდნენ, სალას დაამზადებდნენ. არ მახსოვს, ოსურ სოფელში ხორცი გაყიდვაში ყოფილიყო.
ოსები ჯანმრთელი ხალხია. ვფიქრობთ, რომ სისხლის წმინდად შენახვა ქორწინებაში და ინტენსიურად ხორცის უჭმელობა განაპირობებდა ამ ხალხის ჯანმრთელობასა და ფიზიკურ სიძლიერეს.
ოსებმა მიცვალებულის ოჯახის დახმარება იცოდნენ, მაგრამ ამას აკეთებდნენ არაეთიკურად - სუფრას ჩამოუვლიდა ორი ახალგაზრდა, ერთი ფულს იღებდა და თვლიდა, მეორე იწერდა. იხდიდა ყველა, ერთი აურზაური იდგა. ეს წესი ძალიან ემსგავსებოდა ფშაურ ქორწილს, როცა სტუმრები საჩუქარს აწვდიდნენ (უფრო ფულს) მკრეფავს და „მყეფარი“ საქვეყნოდ ამზეურებდა. ქელეხის სუფრაზე ეს პროცესი სუფრის ბოლოს იწყებოდა, მთვრალი ელოდა ფულის გადახდას, ლოდინში ხალხიც ითვრებოდა და ყიჟინიც მატულობდა.
მთხრობელი: ხასო ხანგოშვილი
![]() |
7.31 მიცვალებულთან დამარხული მღვდელი |
▲ზევით დაბრუნება |
საუკუნის წინ სოფ. ჯოყოლოს წმინდა გიორგის ეკლესიის დიაკვანი და სკოლის მასწავლებელი მათე ალბუთაშვილი პანკისელ ოსებზე წერდა: „ქრისტიანობაზე თავს სდებენ, მაგრამ ქრისტიანობისა არაფერი მოსდგამთ, გარდა ველური მამაპაპური წეს-ჩვეულებისა“. მას შემდეგ, რაც ეს სიტყვები დაიწერა, ნახევარ საუკუნეზე მეტი იყო გასული, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, რელიგიური კუთხით არაფერი შეცვლილა, არ შემიმჩნევია, რომ ოსებში ვინმე ჯვარს იწერდეს, ეკლესიაში (ეკლესია მხოლოდ ჯოყოლოში იყო) ვინმე შესულიყო. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში, კომუნისტური იდეოლოგიის - ათეიზმის დროს ეკლესიაში სიარული, რელიგიური აღმსარებლობის აღიარება, რიტუალების შესრულება მოდაში არ იყო, უფრო სწორად, რელიგიურობა სასტიკად იდევნებოდა.
ოსებს ჰქონდათ რელიგიური დღეობები, ქრისტიანული სახელწოდებებით (მთავარანგელოზობა, წმინდა გიორგობა და სხვ.), მაგრამ ეს დღეობები, როგორც დანარჩენ მთის მოსახლეობაში და ბარშიც გადაქცეული იყო დროს ტარების, ქეიფის, ცეკვა-თამაშობებისა და ღრეობების ასპარეზად. ასე იყო ფშავლებში, თუშებსა და ოსებშიც.
ამ მხრივ ქისტები, პანკისელი მუსლიმი ქისტები გამოირჩეოდნენ რელიგიურობით, მტკიცედ მისდევდნენ მუსლიმურ დოგმებს. მიუხედავად კომუნისტური რეჟიმის რეპრესიებისა, ერთგულნი დარჩნენ რწმენისა. ისლამის რწმენის ბირთვი დუისში იყო, თორემ ჯოყოლოელი, ომალოელი და ბირკიანელი ქისტებიც მიჰყვებოდნენ მეზობელ ქრისტიანულ თემებს (ფშავლები, თუშები, ოსები) და მათთან ერთად აღნიშნავდნენ დასახელებულ დღეობებს. შემდგომ, გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დუისელი მუსლიმების ინიციატივით, 90-იანი წლების დასაწყისისათვის, შეძლეს ქისტურ თემში მაჰმადიანობის განმტკიცება.
რაც შეეხება მათე ალბუთაშვილის სიტყვებს - „... ველური მამაპაპური წეს-ჩვეულებისა“ - მიმაჩნია, რომ მამაპაპური წეს-ჩვეულებები ოსებს ველური სულაც არ ჰქონდათ, პირიქით, ძალიან მოსაწონი იყო, რომ წინაპართა ადათებს იცავდნენ. უბრალოდ, მათე მემატიანე ქრისტიანი იყო (ეროვნებით ქისტი), ჯოყოლოს ეკლესიის მღვდელი და ყოველივე არაქრისტიანული, როგორც ოსების, ფშავლებისა და თუშების, ისე ქისტებისაც, ველურ ადათ-წესად მიაჩნდა.
ოსები თავს ქრისტიანებად თვლიდნენ. საერთოდ, რელიგიურობა მიცვალებულის დაკრძალვის რიტუალებში ვლინდება ხოლმე. მათი ქრისტიანობა, ჩემი დაკვირვებით, იმაში გამოიხატებოდა, რომ მიცვალებულს კუბოთი მარხავდნენ და საფლავზე ჯვარსაც აღმართავდნენ. ოსების ოჯახებში ხატი არ მინახავს, არც იესო ქრისტეს და დედამისი მარიამის ხსენებაც არ მახსოვს. მათი ღმერთი „ვატერკე“ იყო და მას მიმართავდნენ შეწევნისათვის.
ერთხელ შევეკითხე ჩემს კოლეგას, მასწავლებელ ვახტანგ შავლოხოვს:
- ქრისტიანები თუ ხართ, რატომ მღვდელი არ მოგყავთ, ქრისტიანული რიტუალების შესრულებით უნდა დაკრძალოთ მიცვალებული?
- რა ვქნათ, რა ჩვენი ბრალია, მღვდელი არ გვეკარება.
- რატომ, სხვაგან ხომ მიდიან, გადაუხადეთ და მობრძანდება.
- არ მოვა. ადრე ერთმა ოსმა ჭირისუფალმა მღვდელი თავის მიცვალებულთან ერთად დამარხა, - სიცილით მეუბნება ოსი.
- რას ამბობ, ეს რაში დასჭირდა? - ვკითხე და მერეღა მივხვდი, რომ ანეკდოტს მიყვებოდა. ისე ჩემთვის გავიფიქრე: „იქნებ რაღაც ჭეშმარიტების მარცვალი არის ამ ამბავში. ხომ ცნობილია, რომ ბნელ წარსულში, წარმართულ ეპოქაში გარდაცვლილს მეუღლეს აყოლებდნენ საფლავში, ან მოახლეს, ან მონას და ა.შ. ხომ შესაძლებელია, იმ ჭირისუფალ ოსს ეფიქრა, რომ საიქიოში მღვდლის თანხლება ჩემს მიცვალებულს წაადგებაო“.
ამ მოსაზრებას მიმტკიცებდა ის ამბავიც, რომ ჩვენი მეზობელი ოსები დიდ პატივს სცემდნენ მიცვალებულს, ძალიან დიდ ხარჯს ეწეოდნენ განსვენებულის სულის მოსახსენებლად. თუმცა, რა თქმა უნდა, მასწავლებლის ეს ნათქვამი უკბილო ხუმრობად ჩავთვალე.
მათეც წერს ოსებზე: „სტუმრის პატივი უყვართ, დღეობაზე და მიცვალებულზე დიდი ხარჯი და მომზადება იციან. სხვადასხვა დროს ნაკლები პურის ჭამა იციან“.
მთხრობელი ხასო ხანგოშვილი
![]() |
7.32 ქისტი დედის ტრაგედია |
▲ზევით დაბრუნება |
პოლონელმა მწერალმა ვოიცეხ იაგიელსკიმ დაწერა მოთხრობა ქისტ დედაზე, რომელმაც ორი ვაჟიშვილი დაკარგა სირიის ომში. მოთხრობაში ასახული ამბავი რეალურია, ლარას პროტოტიპი, ქალბატონ ლეილა ჯოყოლოში ცხოვრობს, შვილების, ძმების დაკარგვამ არ გატეხა და აქტიურ ცხოვრებას ეწევა.

ლეილა აჭიშვილი შვილთან ერთად
მოვიყვანთ ნაწყვეტს ხ. ხანგოშვილის რეცენზიიდან ვოიცეხ იაგიელსკის წიგნზე „ლარას ყველა ომი“ (თბ., 2018).
„ლარამ კარგად გაიცნო შვილის აქაური ცხოვრების წესი, რომლითაც ის ალეპოში ცხოვრობდა და მიხვდა, რომ მისი შვილი თავისთვის ყველაზე ახლობელ ხალხად ახლა მიიჩნევდა მათ, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც თითქმის სულ გვერდით ჰყავდა. კარგად ხედავდა, რომ არა მხოლოდ ის - დედა, არამედ მისი ცოლიც და ბავშვებიც აღარ იყვნენ შამილისთვის უახლოესი ადამიანები. ახლა ასეთებად სხვები ქცეულიყვნენ, რომელთა შესახებაც მას უსასრულოდ შეეძლო ესაუბრა“.
ლარას გაოცება წინ ელოდა. შამილმა უამბო, რომ სამი თვითმკვლელი შეიჭრა საკონტროლო კოშკში, თავი აიფეთქა და მოჯაჰედებს აეროდრომისკენ გზა გაუხსნა. ამას ზეიმობდნენ ბოევიკები. სამი „შაჰიდის“ შურდათ, უხაროდათ ასეთი სიკვდილი. ლარა გაოგნებული იყო, როცა შვილის აღფრთოვანებული სიტყვები მოისმინა. დედა-შვილის დიალოგით ავტორი ნათელს ჰფენს რადიკალური ისლამისტების იდეოლოგიას.
„- გაქანებული ავტომანქანით შეიჭრნენ ასადის ბუნკერში და ჰაერში აფეთქდნენ. ასეთი გმირობა ჩაიდინეს! რა სიხარულია! მოწამეები გახდნენ! შაჰიდები! დღესვე დაისვენებენ სამოთხის ბაღებში. რომ იცოდე, როგორ მშურს მათი!
- აა, თურმე რას ზეიმობდნენ დილიდანვე, - გაიფიქრა ლარამ, გამარჯვებას კი არა, სამი თანამებრძოლის დაღუპვას. თითქოს მათი სიკვდილი სიხარულისა და სიამაყის საბაბი ყოფილიყოს. მწუხარების ნაცვლად - სიხარული!
- რას ამბობ, შვილო! - უთხრა ლარამ და ხელისგული ისე ასწია, თითქოს რაღაცისგან თავის დაცვას ცდილობსო, - ეს როგორ? სიკვდილი შეგშურდა?
- ისინი ალაჰმა მიიხმო თავისთან. ცხოვრებაში იმაზე დიდი ბედნიერება, იმაზე კარგი რა უნდა იყოს, ვიდრე ის, რომ სიცოცხლე რწმენას მიუძღვნა? ნებისმიერი მოჯაჰედი ამაზე ოცნებობს“.
ლარას სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ უაღრესად საღად აზროვნებს, კარგად იცის სირიის ომში ქისტების მონაწილეობის უაზრობა. მას ძალიან კარგად ესმის, რომ ეს ომი ჩვენს სამშობლოს თავისუფლებას არ მოუტანს. აბსოლუტურად არ გვეხება არც ჩვენ და არც ქართველებს. მაშინ, როცა სირიაში მებრძოლთა დედების ნაწილი ცდილობს, გაამართლოს შვილების არჩევანი, აღტაცებას იწვევს სიტყვები ლარასი, რომლის ვაჟიშვილი იბრძვის სირიის ომში. ლარას ამ შეფასებას დიდი სიამაყით მოვიყვანთ:
„ - ეს რომ ჩვენი ომი იყოს, ჩეჩნეთში, კიდევ ჰო, ჩემთვის გასაგები იქნებოდა. საკუთარი სამშობლოსათვის მოკვდე, ებრძოლო მტერს, რომელიც შენი თანამემამულეების დაჩაგვრას ცდილობს... მაგრამ აქ? უცხო მიწაზე? უცხო ხალხში? ეს ხომ შენი ომი არაა. ვერ ხედავ, რომ თქვენ გიყენებენ, ყველაზე ცხელ წერტილებში გაგზავნიან, როგორც მონებს, ისე გყიდიან“.
დიახ, ლარას ორივე ვაჟიშვილი სხვის ომში დაიღუპა, გახდნენ თუ არა ისინი შაჰიდები, ალაჰმა უწყის, ამის გაგება ჩვენთვის არ დაუწესებია უზენაესს. ვისურვებდით, ლარას შვილები სამოთხეში მოხვედრილიყვნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ დედას ეს მაინც ჰქონდეს ნუგეშად.
ხასო ხანგოშვილი
![]() |
7.33 მკვლელობა ძიბახევში |
▲ზევით დაბრუნება |
პანკისის ხეობის სათავეში, სოფელ ძიბახევის თავში, იდგა სამხედრო ნაწილი, სადაც კონტრაქტით მუშაობდნენ ქისტი ახალგაზრდებიც. დასვენების დროს ჯარისკაცები ფეხბურთს თამაშობდნენ და ორ ჯარისკაცს, ქართველსა და დუისელ ქისტს შორის კამათი ატყდა. ხშირად, მსგავსი კამათი, ახალგაზრდებში ჩხუბის მიზეზი ხდება ხოლმე. ამ დროს სოფ. ძიბახევში სტუმრად იმყოფებოდა ოფიცერი, გვარად ბედუკიძე და იმ დროს მობრუნდა, როცა ახალგაზრდები წაკამათდნენ. ოფიცერს კონტრაქტით წამოყვანილი ჰყავდა ნათესავები, ორი თუ სამი ახალგაზრდა და აღმოჩნდა, რომ სწორედ მისი ნათესავი ეჩხუბებოდა დუისელ რამზან დუიშვილს.

დუისის ახალი სასაფლაო,
სადაც განისვენებს რამზან დუიშვილი
ოფიცერმა ნათესავი ჯარისკაცის მხარე დაიჭირა და უხეშად, დამამცირებელი ფორმით მიმართავდა ქისტს. არც ის შეეპუა, ატყდა კამათი და ოფიცერმა ყაზარმის უკან გაიყვანა, იქ გავარჩიოთ საქმეო. ერთმანეთს დაარტყეს, ჯარისკაცი ყოჩაღი აღმოჩნდა და მუშტი-კრივში თავისი უფროსი დაჩაგრა.
დამარცხებული ოფიცერი ყაზარმაში შევიდა, ცოტა ხნის შემდეგ ავტომატით გარეთ გამოვიდა და ეზოში სკამზე მჯდარი ჯარისკაცებისკენ წამოვიდა. მოჩხუბარი ჯარისკაცი წამოდგა და უთხრა:
- რა, უნდა მესროლო?
მან არაფერი უპასუხა, მიუშვირა ავტომატი და მუცელში ესროლა. ჯარისკაცი მოწყვეტით დაეცა. ამხანაგები მიცვივდნენ, ზოგი მანქანისკენ გავარდა, მანქანა მოიყვანეს, ჩააწვინეს და ახმეტისკენ გაქანდნენ. მსროლელისთვის ყურადღება არც მიუქცევიათ, დაბნეულები დაჭრილს დასტრიალებდნენ თავს.
ოფიცერმა კი ამასობაში თავისი ნათესავი ჯარისკაცები შეაიარაღა, სამხედრო სატვირთო მანქანა დაქოქა და ალაზნის პირზე გზას გაუყვა სამხრეთისკენ, რომელიმე სამხედრო შენაერთამდე, ან ბლოკ-პოსტამდე უნდა მიეღწია, სანამ სოფლებში განგაში ატყდებოდა. სოფ. ჯოყოლოს პირდაპირ ბენზინი გაუთავდათ, იქვე მანქანას რეცხავდა ჯოყოლოელი ახალგაზრდა. იარაღის მუქარით წაართვა ავტომობილი და გზა გააგრძელეს. სადღაც ქვემო ხალაწნის პირდაპირ ეს მანქანაც გააფუჭეს, ძალიან ჩქარობდნენ, ფეხით გავიდნენ და ქვემო ხალაწნის ბლოკ-პოსტს შეაფარეს თავი და ასე გავიდნენ სამშვიდობოს.
დაჭრილი ახალგაზრდა გზაში გარდაიცვალა. მკვლელი გაუჩინარდა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ დაიჭირეს და მოკლე დროში კვლავ გაათავისუფლეს. დაზარალებულები ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, დამნაშავე გაქრა, პასუხი რომ მოსთხოვონ, არავინაა, არ იციან, ვინ არის, სადაურია, ვინ არიან მშობლები, ნათესავები. როგორც ქისტები იტყვიან. „კაცი იკარგება“, რაც იმას ნიშნავს, რომ მოკლული შურისძიების გარეშე რჩება.
სხვა გზა არ ჰქონდათ და დაიწყეს სამართლის ძიება სახელმწიფო კანონის თანახმად. მაგრამ სწორედ აქ წააწყდნენ გადაულახავ კედელს; სამართალდამცავებს არ სურდათ თავიანთი წრის კაცის დასჯა. მთელი წელი ეძებდნენ სამართლს დაზარალებული ოჯახის წევრები და ბოლოს მიაღწიეს კიდეც მიზანს, - ოფიცერი დაიჭირეს. სასამართლოზე ისე ბეჩავად გამოიყურებოდა, რომ ერთმა ქალმა უთხრა:
- რა მოგივიდა, ციხემ ეგრე როგორ დაგაბეჩავა. უიარაღო ჯარისკაცს რომ ესროდი, ხომ იყავი მაგარი კაცი, ეხლა კი ქალაჩუნა გამხდარხარ.
დამნაშავეს ოთხი თუ ხუთი წელი მიუსაჯეს, დაზარალებულ ოჯახს ცოტათი გულს მოეფონა. მაგრამ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა და მალევე დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.
თუმცა დღევანდელი გადასახედიდანაც კი ეს ამბავი გასაკვირი არაა, მკვლელებს პრეზიდენტები იწყალებენ! ქისტები ასეთ დროს იტყვიან: „ძაღლი ძაღლის ტყავს არ ხევსო“.
![]() |
7.34 „ფაშისტი“ |
▲ზევით დაბრუნება |
დუისელი ლუეციი (ლორსა) გაურგაშვილი სამამულო ომის დაწყებისთანავე, ბევრ პანკისელთან ერთად, ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. როგორც ყველა მეომარი, იგი მხოლოდ გამარჯვებასა და სამშობლოს თავისუფლებაზე ოცნებობდა, თუმცა ბედისწერა სხვა განსაცდელს უმზადებდა და მალევე მტრის ტყვეობაში აღმოჩნდა.
ტყვეობაც მრავალნაირია, მართალია, თითქმის ყველა ფორმა ტყვეობისა საშინელია, მაგრამ თავისუფლების აღკვეთა სასჯელის უმაღლესი ზომის მოლოდინში განსაკუთრებულად მძიმეა.
სწორედ ასეთ მდგომარეობაში იყო პანკისელი ქისტი კაცი, ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად განადგურებული, თუმცა ცდილობდა მისი შინაგანი განცდები გარშემო მყოფთ არ შეემჩნიათ.
ერთხელ, მორიგი „რეიდის“ დროს, მიკროფონში ქართული ხმა გაისმა, რომელიც კითხულობდა ტყვეებს შორის ვინმე ხომ არ იყო თელავიდან. ლორსა ახმეტელი იყო, თელავსაც თავისად თვლიდა, ის ხომ კახეთის გული და ერთ დროს სატახტო ქალაქი იყო, თუმცა მაინც ვერ გაბედა შეხმიანება. მეორე დღესაც იგივე გამოაცხადეს მიკროფონში, პანკისელმა ისევ დუმილი არჩია, როცა მე სამედაც გამოაცხადეს, ლორსას გულმა არ მოუთმინა და ზედამხედველს უთხრა, რომ თელაველი იყო.
ლორსა კაბინეტში შეიყვანეს, სადაც ახოვანი, კავკასიური გარეგნობის მამაკაცი ჩიბუხს აბოლებდა. ტყვის დანახვაზე ფეხზე წამოდგა, სახე გაებადრა და ქართულად ჰკითხა: - თელაველი ხარ, ბიჭო? ლორსამაც ამდენი ხნის განმავლობაში პირველად გაიღიმა და უპასუხა: - თელაველი არა, მაგრამ ახმეტელი ვარ, პანკისელი ქისტი.

ლორსა გაურგაშვილი - „ფაშისტი“
- თელავი და ახმეტა რამ გაყო შე კაცო, თან პანკისელი ქისტი, სულ ჩვენიანი ყოფილხარ. რამდენი ხანია ქართულის გაგონებას ვნატრობ, შენ აგაშენოს ღმერთმა, შენ გაიხარე, - ემოციებს ვერ მალავდა, ვინ იცის, ბედისწერის რა განგებით, ამ უცხო მხარეში გადმოხვეწილი და თანამდებობრივი ჩინით დაჯილდოებული ქართველი.
უფროსმა მაშინვე უბრძანა ქვემდგომებს ლორსა აბანოში წაეყვანათ, ახალი ტანისამოსიც მიეცათ და განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ ჰყოლოდათ.
როგორც შემდეგში ლორსა გაურგაშვილი იხსენებდა, მხოლოდ მრავალჯერადი ბანაობის შემდეგ გახდა შესაძლებელი მისი სხეულიდან ტილების მოცილება, რომელებსაც ისე ღრმად ჰქონდათ ფესვები გადგმული ტყვეების სხეულში, რომ გულ-ღვიძლამდე აღწევდნენ ლამის.
იმ დღიდან დაწყებული, სანამ ლორსას საბოლოო გათავისუფლება ვერ შეძლო, ქართველი ყოველდღე იბარებდა პანკისელს თავის კაბინეტში და მასთან ქართული საუბრით გულზე მარწუხებივით მოწოლილ ფიქრთა ჯანღებსა და დარდებს ნაწილობრივ იკლავდა.
ლორსა გაურგაშვილი თანამემამულის წყალობით საღ-სალამათი დაუბრუნდა თავის მშობლიურ პანკისის ხეობას, საკუთარ ოჯახს და ღრმა სიბერემდე მშობლიურ სოფელში ცხოვრობდა.
მას პანკისელებმა გერმანელებთან ტყვეობაში ყოფნის გამო „ფაშისტი“ შეარქვეს და ასე იცნობდნენ კიდეც სიცოცხლის ბოლომდე.
![]() |
7.35 სპეცოპერაცია ლოპოტის ხეობაში |
▲ზევით დაბრუნება |
2012 წ. ზაფხულში პანკისის ხეობაში, ქისტურ სოფლებში, სტუმრიანობა შეინიშნებოდა. მართალია, ეს არ იყო ჩვეულებრივი, საჯარო შეხვედრები სტუმრებთან, პურმარილები და გადაპატიჟებები, როგორც ახასიათებთ ქისტებს, მაგრამ უცხო, ჩეჩენი ეროვნების ახალგაზრდების ყოფნა ყურადღების მიღმა არ რჩებოდა. შემდეგ, როგორც ჭორების დონეზე ვრცელდება ინფორმაცია, სტუმრების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ მოსახლეობაში მაინც რჩებოდა განცდა მოლოდინისა, რომ რაღაც ვერ იყო კარგად. მართალია, საიდუმლოება მტკიცედ იყო დაცული, ვაჰაბიტ-სალაფიდები ამ საქმეში შეუდარებლები არიან, მაგრამ მაინც გაჟონა ინფორმაციამ: ჩეჩნეთში გადასასვლელად ემზადება ახალგაზრდების - ქისტ-ჩეჩნების ჯგუფი, რომელთაც ინსტრუქტაჟს უტარებენ ქართველი ძალოვანები.
მოლოდინი გამართლდა: 28 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში დაიწყო სპეცოპერაცია „ჩრდილოეთიდან შემოსული დესანტის“ წინააღმდეგ. ლოპოტის ხეობაში შეიყვანეს ყველა სახის ძალოვანი სტრუქტურები, საბრძოლო ტექნიკა, უწოდეს „ანტიტერორისტული ოპერაცია“, რომელიც სავალალო შედეგით დასრულდა: დაიღუპა 7 ახალგაზრდა - 4 ჩეჩენი და 3 ქისტი და ორი სპეცრაზმელი და ერთიც სამხედრო ექიმი. მაგრამ ამ ოპერაციამ ვერ შეასრულა სააკაშვილის მთავრობის მიზანი: მოეხდინა ამ ჯგუფის (შედიოდა 16 მებრძოლი) ლიკვიდაცია და დაემტკიცათ, რომ ჯგუფი შემოვიდა რუსეთის ტერიტორიიდან და რუსეთი დაედანაშაულებინათ ტერორისტულ საქმიანობაში. ისე, სხვათა შორის რაში დასჭირდათ, ცოტა გაუგებარია, რუსეთს რომ ტერორისტული რეჟიმი მართავს, მსოფლიოსთვის დიდი ხანია, ცნობილია.

ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი
ლაფანყურის ტრაგედიის მსხვერპლი
ქართულმა და მსოფლიო საზოგადოებრიობამ იცის ამ მოვლენების შესახებ, ამ ოპერაციაზე წერდნენ ბეჭდვით მედიაში და უჩვენებდნენ ქართული და საერთაშორისო ტელე კომპანიები, ტყუილი და მართალი უხვად იღვრებოდა მასმედიიდან და ისევ და ისევ ზარალდებოდნენ ქისტები. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სპეცოპერაციის დაწყებისთანავე, ტელევიზიით განაცხადა: დამთავრდა ლეკიანობა და პანკისობა! XVIII ს. ავადსახსენებელი ლეკიანობა შეადარა პანკისს, დაუკავშირა პანკისის კრიზისის დროს პანკისში მიმდინარე მოვლენებს, ე.ი. ქისტებს.
პრეზიდენტმა არ იცოდა საქართველოს ისტორია, მას მიაჩნდა, რომ ის ქმნიდა ისტორიას. არა და, უნდა სცოდნოდა, რომ ქისტები იმიტომ ჩაასახლა პანკისის ხეობაში იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, რათა ჩაეკეტათ ქართული მოსახლეობისგან დაცლილი, იმჟამად ლეკთა მიერ კახეთსა და ქართლზე, სათარეშო დერეფანი და ეს მისია მათ პირნათლად შეასრულეს. ერთი სიტყვით, „ლეკიანობა“ სააკაშვილს და მისნაირებს, რომ არ აწუხებდათ, ეს სწორედ ქისტების დამსახურება იყო.

ბაჰაუდინ ალდამოვი
ლაფანყურის ტრაგედიის მსხვერპლი
სააკაშვილმა კარგად იცოდა სპეცჯგუფის მომზადების შესახებ, რომელიც უნდა გადაესროლათ რუსეთის ტერიტორიაზე (ჩეჩნეთი, დაღესტანი) პარტიზანული წინააღმდეგობის გასააქტიურებლად, მაგრამ როცა შეიტყო, რომ რუსეთის და ზვერვამ გაიგო ჯგუფის შესახებ (ჯგუფში რუსეთის აგენტი იყო ჩანერგილი, დაღესტნელი მეგზური), უარი თქვა მათზე. მაგრამ როცა ჯგუფმა თვითნებურად გადაწყვიტა, ლოპოტის ხეობის გავლით დაღესტანში და იქიდან ჩეჩნეთში გადასვლა, ბრძანა მისი ლიკვიდაცია. ამას ისიც დაემატა, რომ ჯგუფის ლოპოტაში ყოფნა გახმაურდა, ადგილობრივ ახალგაზრდებს წააწყდნენ და მეგზურობა სთხოვეს.

ასლან მარგოშვილი
ლაფანყურის ტრაგედიის ყველაზე
ახალგაზრდა მსხვერპლი
არსებობს მეორე ვერსიაც: დანამდვილებით ცნობილია, რომ ჯგუფს ამზადებდნენ შს სამინისტროს მუშაკები, რომლებიც, სხვათა შორის, სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ. რატომ მაინცდამაინც ისინი და სამხედრო ექიმი? ან სამხედრო ექიმს რა უნდოდა შეიარაღებული შეტაკებების შუაგულში? ექიმი ბრძოლის გარე ველზე უნდა იმყოფებოდეს, მასთან დაჭრილები სანიტრებს მიჰყავთ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ჯგუფი (ჩეჩენ-ქისტების) უნდა გამოეყენებინათ არჩევნების დროს. ეს ის პერიოდია, როცა ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაშია ჩაბმული. ხელისუფლებაში მყოფი ნაციონალები გრძნობენ ძალაუფლების დაკარგვის საშიშროებასა და ყველა ღონეს მიმართავენ მის შესანარჩუნებლად. ისეთი არაკანონიერი გზებით მოქმედებენ, რომ აშკარაა, ყველაფერზე წამსვლელები არიან, ოღონდ არჩევნები მოიგონ. რაში სჭირდებოდათ რუსეთში გადასასროლად გამზადებული მებრძოლთა ჯგუფი, უცნობია. ამაზეც არსებობს სხვადასხვა ვერსია, მაგრამ დაუდასტურებელი ინფორმაციის გაჟღერება მიუღებელია.

გათხრილი და ცხედრების
გარეშე დარჩენილი საფლავები
შეიძლებოდა თუ არა ასეთი მსხვერპლის არიდება? პანკისელები ფიქრობენ, რომ შეიძლებოდა. მოლაპარაკების დროს, როცა იარაღის დაყრა მოითხოვეს, მებრძოლებმა უარი თქვეს (ჯგუფში შედიოდნენ რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე მებრძოლები), - იარაღს დავყრით მხოლოდ პანკისის ხეობაში, მოგვეცით საშუალება მშვიდობიანად დავბრუნდეთ ხეობაში და იარაღს ჩაგაბარებთო, - მაგრამ მათ უარი მიიღეს.
პანკისელმა უხუცესებმა განაცხადეს, რომ მზად არიან მოლაპარაკებაში ჩაერთონ და ამ დაპირისპირებას მშვიდობიანად მოაგვარებდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ დაითანხმებდნენ ახალგაზრდებს, იარაღი ჩაებარებინათ, თავად კი გარანტი იქნებოდნენ მათი უსაფრთხოებისა. ეს მოსაზრება არც განხილულა.
თბილისიდან ლოპოტაში ჩაიყვანეს ზ. ხანგო შვილი და ა. ჩატაევი. პირველი ქისტი იყო, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მებრძოლებში, რუსეთ-ჩეჩნეთის ომების მონაწილე, ცნობილი პიროვნება, ჩეჩნეთის პრეზიდენტ ა. მასხადოვის ნდობით აღჭურვილი პირი. ა. ჩატაევი კი, როგორც შემდეგ გაირკვა, ამ ჯგუფის შექმნის ორგანიზატორი ყოფილა.
მოლაპარაკება მიმდინარეობდა ჯგუფის ხელმძღვანელ ორ ჩეჩენთან. ქისტი არ მიუშვეს ჯგუფთან, თუმცა სურდა ქისტებთან მოლაპარაკება. ჩეჩნები აგრესიულად იქცეოდნენ, იქ მყოფ ანტიტერორისტული დეპარტამენტის მაღალჩინოსან ამირიძეს უტევდნენ. იძულებული გახდნენ, მოლაპარაკებას გაერიდებინათ ძალოვანი.
მოლაპარაკების პერიოდში ძალოვანებმა მოითხოვეს (ტელეფონით ურეკავდნენ), შუამავლებს სასწრაფოდ შეეწყვიტათ მოლაპარაკება და დაბლა ჩამოსულიყვნენ. ზ. ხანგოშვილმა უთხრა ჩატაევს, რომ საჭიროა წასვლა, გუმანით მიხვდა, საამისო გამოცდილება ჰქონდა, რომ რაღაც მუხანათობას ჰქონდა ადგილი. ქისტი წამოვიდა, ჩატაევი დარჩა, თქვა, რომ ესენი ჩემი ხალხია და ვერ მივატოვებო. არ გავიდა რამდენიმე წუთიც და სროლა დაიწყო, დაიწყო ე.წ. ლოპოტის ანტიტერორისტული ოპერაცია.
ვარაუდი ასეთია: სპეცრაზმელებმა მოლაპარაკების პერიოდშიც და უფრო ადრეც დაიწყეს ალყის შევიწროება, ერთი ჯგუფი მოაქციეს ალყაში, რომელიც ისვენებდა, ზოგი საძილე ტომრებში იყვნენ. იფიქრეს, მთლიანად ჯგუფს გავანადგურებთო, აჩქარდნენ და ცეცხლი გახსნეს. მოკლეს 7 მებრძოლი, დანარჩენებმა მიმალვა მოასწრეს.
რამდენიმე კვირის შემდეგ გადარჩენილები პანკისში ჩუმად ჩამოიყვანა ადგილობრივმა მცხოვრებმა, რომელიც მათ ტყეში შემთხვევით შეხვდა. ამბობდნენ, სახლში მიიყვანა, უმასპინძლა და საშიშროების შენელების შემდეგ სატვირთო მანქანით პანკისში ჩამოიყვანაო. შემდეგ კი, ეს უკვე დადასტურებული ფაქტია, ძალოვნებმა თავად გადაიყვანეს თურქეთის საზღვარზე, თავიდან მოიშორეს მოწმეები.
ამ რვა-ცხრაკაციანი ჯგუფიდან უმეტესობა, მათ შორის ადგილობრივი ქისტები სირიის ომში ჩაებნენ და იქ დაასრულეს სიცოცხლე, რამდენიმე ევროპაში დაბრუნდა.
ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას ოთხოვდნენ დაზარალებული ქისტების ოჯახები, რომელთაც მოლაპარაკების გზით (სამძიმარი არ გაუმართავთ) დაიბრუნეს ცხედრები და ღამით დაასაფლავეს. ოთხი ჩეჩენის ცხედარი, უსახელოთა და უპატრონოთა მინდორზე დასაფლავებული, მერე, გვიან ამოასვენეს საფლავებიდან და სოფ. დუისის სასაფლაოზე დამარხეს.
მიუხედავად ახალი ხელისუფლების მხრიდან დაპირებისა, გამოძიება უშედეგოდ დამთავრდა. სახალხო დამცველის აპარატთან შეიქმნა ლოპოტის ოპერაციის შემსწავლელი კომისია, ამ კომისიაში სამი ქისტიც მონაწილეობდა. კომისიამ თი თქმის ერთი წლის განმავლობაში იმუშავა, ობიექტური მასალებიც დადო, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარადგინა კიდეც, მაგრამ... პროკურატურამ ამ საქმეს საიდუმლო გრიფი დაადო, აქაოდა, თუ საქმე გაიხსნა და გასაჯაროვდა, სახელმწიფოს ინტერესები დაზარალდებაო! საუკეთესო გამოსავალი სახელმწიფო დანაშაულის დასაფარად.
![]() |
7.36 ხელყუმბარას შეწირული უდანაშაულო და-ძმის სიცოცხლე |
▲ზევით დაბრუნება |
(ერთი ოჯახის დიდი ტრაგედია)
უამრავი ოჯახური ტრაგედიებისა და მოვლენების მომსწრეა პანკისის ორასწლოვანი ისტორია. ძველ ამბები რომც არ გავიხსენოთ, ჩემი მეხსიერების პალიტრა არაერთ ტრაგიკულ მოვლენას იტევს. სოფ. ჯოყოლოში ნაციშვილების ოჯახში ერთდროულად დასვენებული სამი ძმის, სამი ვაჟკაცის ცხედარი, რომლებსაც სასტიკად გაუსწორდნენ შუა აზიაში; ქავთარაშვილების ოჯახში დატრიალებული ტრაგედია, როცა მსუბუქ მანქანაში მჯდომ და-ძმას კომბაინმა გადაუარა და გაჭყლიტა; სოფ. ძიბახევში ცეცხლ მოკიდებულ სახლში ჩაფერფლილი პატარა ძმების სიცოცხლე; დედის თვალწინ შუ რისმაძიებლების მიერ ავტომატის ჯერით დახვრეტილი ვაჟიშვილი; დუისში საკუთარ სახლში გამაგრებული ბიძაშვილების - გუმაშვილების ცოცხლად დაწვა ძალოვანების მიერ; ექვსი გოგონას შემდეგ ძლივს გაჩენილი ვაჟიშვილის, მუხმად ბორჩაშვილის 16 წლის ასაკში, მდინარე ალაზანში დასრულებული სიცოცხლე; სულ ახლახანს ძალოვანების მიერ საკუთარ ლოგინში მოკლული 18 წლის ახალგაზრდის, თამერლან მაჩალიკაშვილის ჯერ კიდევ გაუხარელი სიცოცხლე და კიდევ რამდენი, ვინ მოსთვლის.
თუმცა ერთი ისტორია მაინც გამორჩეულია.

ცუოციგ და ნაძიი
ჩემი ბავშვობის მოგონებებს ლანდივით შემორჩა ცალხელა კაცი, სიგარეტით ხელში, რომელიც მუდამ ჩაფიქრებული და სევდიანი ბოლთას სცემდა საკუთარ ეზოში. ჩემს მოკრძალებულ სალამზე (ალბათ მესამე კლასის მოსწავლე ვიყავი მაშინ) მოღუშული სახე გაუნათდებოდა და მუდამ თბილ პასუხს მიბრუნებდა. ბავშვობიდან ეს ოჯახი იდუმალებით სავსე მეგონა. უაღრესად თბილი მოხუცებიც ცხოვრობდნენ ამ პატარა ძველებურ სახლში, ცოლ-ქმარი ცუოციგ და ნაძიი, რომლებიც მუ დამ ფუსფუსში იყვნენ, ოჯახის უფროსს თა ვისი სამჭედლო ჰქონდა, სადაც ბავშვები დიდი ცნობისმოყვარეობით შევიპარებოდით და ვათვალიერებდით უძველეს და ჩვენთვის უცნაურ რკინის იარაღებს. ცუოცი პაპა არასოდეს გვიჯავრდებოდა, პირიქით, ჩვენს ბავშვურ კითხვებს დიდი მონდომებით პასუხობდა ხოლმე. ამ სახლში მასთან ერთად ცხოვრობდა მისი უმცროსი ვაჟი, ცალხელა ბექსოლთი, მეტსახელად ცოგო, რომელსაც ჩეჩენი ქალი, კოხტა ქურჟანა ჰყავდა ცოლად და ოთხი შვილი, სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. რადგან ჩეჩნური ლიტერატურული ენა ქისტური დიალექტისაგან ოდნავ განსხვავდებოდა, ყურში უცნაურად გვხვდებოდა ქურჟანას ენა და ბავშვები ჩვენი ჭკუით ჩუმად დავცინოდით კიდეც.
ჩვენ ერთ უბანში ვცხოვრობდით, ერთი დიდი პაპის ჩამომავლები ვიყავით და ესე იგი, ნათესავებიც, ერთად ვიზრდებოდით. ცხოვრება თავისი დინებით მიდიოდა, სანამ ამ ოჯახში ტრაგედია არ დატრიალდა. ერთხელ სიმთვრალეში ცოგომ და მისმა ნათესავმა, საკუთარი მოგვარე სცემეს, რომელიც ხეობაში ცნობილი იყო, როგორც ენის მიმტანი, რაც ყოვლად მიუღებელია ქისტური მენტალობისთვის (მართალია, დაზარალებულს ეს სიმართლის გამომზეურებად მიაჩნდა და მაინც). ეს ჩხუბი ტრაგიკულად დამთავრდა, რაც, რა თქმა უნდა, ცოგოს გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა, მათ მოგვარის სიკვდილი არაფერში არ აწყობდათ, უბრალოდ, თავისი ჭკუით, დაშინება უნდოდათ.
ცოგო და მისი თანამზრახველი გაასამართლეს და რვა-რვა წელი მიუსაჯეს. სასჯელმოხდილ და ციხიდან გამოსულ ცოგოს სულაც არ ახარებდა ეს თავისუფლება, რადგანაც სიკვდილის აჩრდილს მუდამ თან გრძნობდა, მას მამა-პაპათა სამართალის წინაშე ჯერ ვალი არ ჰქონდა მოხდილი და არც სახლიდან და ეზო-კარიდან გამოსვლის უფლება ჰქონდა.
ერთხელ, გამოვიდა საკუთარი ეზოდან და რამდენიმე მეტროში მდგარ სკამზე ჩამოჯდა მეზობლებთან ერთად, რაც საბედსიწერო აღმოჩნდა მისთვის, მოსისხლეებმა არ აპატიეს და ადგილზე მოკლეს. ასე ტრაგიკულად დამთავრდა მისი სიცოცხლე.
ეს ოჯახური ტრაგედია ამით არ დასრულებულა. სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ უფროს ვაჟიშვილს, რუსლანს ჩხუბის გამო, ახალგაზრდობის წლების რუსეთის ციხეში გატარება მოუწია; შუათანა ალი, ყველაზე უშიშარი და მამაცი, ბავშვობიდან ზედმეტად ჩაუქი და ემოციური, 1995 წელს ჩეჩნეთის ომში, გროზნოს ალყის დროს მოკლეს, თან ისე ტრაგიკულად, რომ ორი კვირის განმავლობაში მისი ცხედარი ალყიდან ვერ გამოჰქონდათ. მას მხოლოდ ერთი მცირეწლოვანი ქალიშვილი დარჩა. იმ პერიოდში უმცროსი ვაჟიშვილი ასლანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ერთადერთი ქალიშვილი მაქქა მეზობელ სოფელში გათხოვდა, თუმცა ეტყობა ბედისწერა სახლისკენ უხმობდა და მალევე დაუბრუნდა მამის ფუძეს.
რუსლანი და-ძმებში გამორჩეულად ნიჭიერი იყო, ლექსებს წერდა, საოცარი კალიგრაფია ჰქონდა. თბილისიდან პანკისში, მშობლიურ სახლში ჩასულს ჩუმად მომიტანდა თავის ლექსებს და მაკითხებდა, უნიჭიერესი ახალგაზრდა იყო, გაწონასწორებული, მოკრძალებული, ერთ-ერთი სანიმუშო ჩვენს გვარში. პაპის ხელობა გენეტიკურად გამოჰყვა, ისეთ ირაღებს ჭედავდა, ავი თვალით არ დაინახვებოდა: დანები, ხანჯლები, ხმლები და კიდევ ვინ მოთვლის. როგორც კი ჩეჩენი მებრძოლები პანკისში ჩამოვიდნენ, უფრო თვალსაჩინო გახდა მისი ხელობა. როგორც ამბობენ, ხამზათ გელაევს გამორჩეულად უყვარდა მის მიერ გაკეთებული ხანჯალი, სულ თან ატარებდა. სწორედ ეს ურთიერთობები აღმოჩნდა რუსლანისთვის საბედისწერო. როგორც ეტყობა, მებრძოლებმა ოსტატს ხელყუმბარა (რუსლანი ხელობაში საფასურს არ იღებდა) აჩუქეს.

ხელყუმბარას შეწირული და-ძმა
ერთხელაც რუსლანთან, რომელსაც ცალკე ოთახში ჰქონდა სახელოსნო, მისი ერთადერთი და საფიცარი და - მაქქა შესულა. ამ დროს რუსლანი ხელყუმბარას ათამაშებდა და ეტყობა, მისდა უნე ბურად, საბრძოლო მდგომარეობაში მოუყვანია, ის იყო დას ძმა სადილობაზე უნდა მიეწვია, რომ „ლიმონკა“ რუსლანის ხელში აფეთქდა და და-ძმის სიცოცხლე თან წაიღო. ასე უაზროდ ჩაიფერფლა ორი ულამაზესი და უკარგესი ახალ გაზრდის სიცოცხლე.
მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა ეს ამბავი მთელი ხეობისთვის და ჩემთვისაც. სამძიმარზე მისულს ისე მხნედ დამხვდა ქურჟანა, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩეჩენი დედის საოცარ ფენომენში.
ბოლომდე არ გაწირა ბედმა ქურჟანა და უგზო-უკვლოდ დაკარგული ნაბოლარა შვილი გამოჩნდა. დედამ ამხელა ოჯახიდან გადარჩენილი ერთადერთი შვილიშვილით ჩააკითხა ასლანს ჩეჩნეთში, სადაც მან ოჯახი შექმნა და საცხოვრებლად დედის სამშობლო აირჩია.
შვილიშვილის ფეხზე დაყენებამდე ქურჟანა თავადაც ჩეჩნეთში დარჩა საცხოვრებლად. ცოგოს ნათესავებმა გაუბედურებული კერა არ გააციეს და ამ ტრაგიზმით სავსე სახლიდან ბოლი მაინც ამოდიოდა.
ქურჟანა წლების შემდეგ ისევ დაუბრუნდა ძველ კერას... დღესაც სოფელ დუისის შუაგულში დგას ეს იდუმალებითა და ტრაგიზმით აღსავსე სახლი და გამვლელ-გამომვლელს ბედისწერის სევდიან ამბებს უამბობს.
![]() |
7.37 ჯიჰადი, ქისტი ახალგაზრდები სირიაში და უცხო ომში შვილმკვდარი დედები |
▲ზევით დაბრუნება |
„ჯიჰადი“ სიტყვასიტყვით „ალაჰის გზაზე მუყაითს, მუყაითად მიმავალს“ ნიშნავს და სავსებით გამორიცხავს სხვა რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლას. თავად მუსლიმი თეოლოგების მტკიცებით, მისი ძირითადი არსი პიროვნული თავისუფლების დაცვა-გაფრთხილებაა და გაუმართლებელია რელიგიური დევნა ან კონფესიური შუღლის გაჩაღება ამ სიტყვის საფარქვეშ. მათი აზრით, თავად ისლამის (არაბ. თანხმობა, მშვიდობა, მორჩილება) მიმდევარი ვალდებულია სათნოებით მოეპყრას სხვა რელიგიას და სწორედ ასეთი საქციელით წარმოაჩინოს თავისი რწმენის უპირატესობა.
ნებისმიერი ომი, დედამიწის რომელ კუთხეში და რა სახითაც არ უნდა მიმდინარეობდეს, შემაძრწუნებელია ადამიანური გონებისათვის. სამ წუ ხაროდ, ომი, ნგრევა, სისასტიკე და ბოროტება ყველა ეპოქას თან სდევს და, რა თქმა უნდა, არც მე-20 და 21-ე საუკუნეები იყვნენ ამ მხრივ გამონაკლისები. გამორჩეული ბედისწერა ერგოთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, სადაც საომარმა მოქმედებებმა ფართო ხასიათი მიიღეს სხვადასხვა ასპექტში, იქნება ეს ტერიტორიული, შავი ოქროს, თავისუფლებისა თუ რელიგიის სახელით წარმოებული ომები.
21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე სამყაროს კიდევ ერთი ბოროტება მოევლინა ე. წ. „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით - ერაყისა და შამის/სირიის ისლამური სახელმწიფო, აგრეთვე ცნობილი არა ბული აკრონიმით დაიში/დაეში (არაბ. شعاد), რომელიც 2014 წლის 30 ივნისიდან ოფიციალურად ისლამურ სახელმწიფოდ გამოცხადდა და მისმა ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ მსოფ ლიო ჯიჰადი და სახალიფოს დაარსება გამოაცხადა. ისეთი ძლიერი იდეოლოგიური ფუნდამენტის აღმოჩნდა ეს ვერაგი ძალა, რომ მან არა მარტო მუსლიმები ჩაითრია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არამედ განათლებულმა და დემოკრატმა ევროპელმა ახალგაზრდებმა, დასავლეთისა და ამერიკის მცირე ნაწილმაც აუბა მას მხარი, მათმა იდეოლოგიამ პანკისამდეც მოაღწია, თანაც ისეთი სიღრმეებით, რომ ამ „სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მთავარი მმართველები და გენერლები სწორედ პანკისელები გახდნენ.
როგორც სამყაროს საღად მოაზროვნე ნაწილისთვის, ასევე პანკისელების დიდი უმრავლესობისთვის სრულიად მიუღებელი იყო ამ ბოროტების ისლამთან, ამ წმინდა რელიგიასთან დაკავშირება; იმ აღმსარებლობასთან, რომლის მთავარი დოგმა სწორედ მორჩილება, მშვიდობა და თავისუფლებაა, რომლის თანახმადაც ერთი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს მთელი სამყაროს ხელყოფას, ხოლო ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა - სამყაროს გადარჩენას.
2011 წელს სირიაში დაწყებულმა სამოქალაქო ომმა არა მხოლოდ მთლიანი ქვეყანა, არამედ ახლო აღმოსავლეთი და ლამის მთელი სამყარო ჩაითრია. სირიის მოქმედი რეჟიმი თავის მთავარ მოკავშირე „ჰეზბოლასთან“ ერთად, როგორც ამბოხებულ ოპოზიციას, ისე ისლამისტ ამბოხებულებს ეომებოდა, „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფება კი, რომელმაც სირიისა და ერაყის დიდი ნაწილი დაიმორჩილა, ყველას და ყველაფერს ებრძოდა.
სამწუხაროდ, პანკისის ხეობაში ფესვმოკიდებული ახალი მიმდინარეობა-ვაჰაბიზმის გავლენით, უამრავი ქისტი ახალგაზრდა ჩაება სირიის ძმათამკვლელ ომში, „არაბული გაზაფხული“ პანკისელებისათვის მეტად სუსხიანი აღმოჩნდა, უამრავი ოჯახი დარჩა უფროსის გარეშე, უამრავმა დედამ ჩაიცვა შავები და დღემდე ცხარე ცრემლებით დასტირიან უსაფლავო შვილებს.

„ჟღალი გენერლები“
თარხან ბათირაშვილი და
მურად მარგოშვილი
უამრავი მოსაზრება, კრიტიკა თუ ანალიზი გამოითქვა პანკისელი ქისტების სირიის ომში ასეთი მასობრივი ჩართვის შესახებ, თუმცა, ქისტური მენტალობიდან გამომდინარე, ვაკეთებთ დასკვნას, რომ ქისტების ამ ომში ასეთი ჩართულობა, პირველ რიგში, განაპირობა იდეოლოგიურმა ფაქტორმა, ბოლო 20-30 წლის განმავლობაში რელიგიური კუთხით ხეობაში არსებულმა ცვლილებებმა და ახალი მიმდინარეობის ზეაღმასვლამ. ასევე დიდი როლი ითამაშა პანკისელ ახალგაზრდებში არსებულმა ანტირუსულმა განწყობებმა, მათთვის ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა ასოცირდებოდა პუტინის, კრემლის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლასთან და მასობრივად ჩაერთნენ ამ უცხო ომში. ცნობილია, რომ პანკისელების დიდი ნაწილი შეუერთდა სირიის ქალაქ ლატაკიაში დისლოცირებულ „ემიგრანტთა და დამხმარეთა არმიას“, რომელიც ძირითადად დაკომპლექტებული იყო ჩრდილო კავკასიელი მებრძოლებისაგან. სირიის ომგამოვლილი პანკისელი ახალგაზრდების თქმით, ისინი მოხუცებს, ქალებსა და ბავშვებს იცავდნენ ასადის ვერაგი და სასტიკი რეჟიმისგან, რომლებიც არავის და არფერს არ ინდობდნენ - უმოწყალოდ ჟლეტდნენ და სპობდნენ სამუდამოდ. რა თქმა უნდა, არსებობის უფლება აქვს იმ მოსაზრებასაც, რომ სირიის ომში პანკისელების მონაწილეობა გამოწვეული იყო მატერიალური დაინტერესებით, თუმცა რიგით მებრძოლებამდე ეს თანხა რომ არ აღწევდა, ესეც ფაქტია.
ბრძოლის უმაღლესი ტაქტიკის, შესაშური მამაცობისა და შეუპოვრების მაგალითები აჩვენეს პანკისელმა ქისტებმა სირიის ომში, უფრო მეტიც, ამ ბრძოლაში რამდენიმე ქისტი აღიარებული საველე მეთაური და გენერალი გახდა, რომლებიც შიშის ზარს სცემდნენ ასადის ხელისუფლებას და არა მარტო.
ქალაქ ალეპოს ცენტრალური ციხე, რომელიც ქალაქის სამხრეთით მდებარეობდა, განთქმული იყო თავისი სისასტიკითა და მის აღებას მეამბოხეები თითქმის ერთი წელი უშედეგოდ ცდილობდნენ. მასზე რამდენიმე ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა, თუმცა ყველა მათგანი წარუმატებელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ციხეში 4-დან 6 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ასადის ჯარის მიერ დატყვევებული მრავალი მეამბოხე. სწორედ მათი გათავისუფლება სურდა ოპოზიციის შეიარაღებულ ძალებს, რომელთა ერთ-ერთი ხელმძღვანელი პანკისელი სეიფულა ალ-შიშანი იყო. ოპოზიცია ირწმუნებოდა, რომ ციხეში არიან არა მხოლოდ პატიმრები, არამედ ოპოზიციის რიგებში მებრძოლ პირთა ოჯახის წევრებიც, მათ შორის ქალები და ბავშვები, რომლებიც მმართველ რეჟიმს მძევლად ჰყავდა აყვანილი.

ფეიზულ მარგოშვილი
გარდაიცვალა სირიის ომში
2012 წელს, სწორედ ციხეზე თავდასხმის დროს, ნაღმზე აფეთქდა პანკისელი რუსლან მაჩალიკაშვილი (იგივე სეიფულა ალ-შიშანი), რომელმაც მცირე დროში დიდი ავტორიტეტი მოიპოვა იმ დაჯგუფებაში, რომლის მთავარსარდალიც იყო და სახელიც გაითქვა, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო მებრძოლმა.
„აბუ ომარ ალ-შიშანი, ნამდვილი სახელი თარხან ბათირაშვილი - ჯიჰადისტი საქართველოდან და ჯეიშ-ალ-მუჰაჯირინ ვალ-ანსარის ლიდერი, რომელიც სირიის სამოქალაქო ომში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა,“ - ასე შევიდა ცნობილი პანკისელი ახალგაზრდა მეომარი ვიკიპედიაში, თავისუფალ ენციკლოპედიაში.
ცნობილმა გამოცემამ „უოლ სტრიტ ჟორნალმა“ იმ პერიოდში გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარია სირიაში მებრძოლ ქისტ თარხან ბათირაშვილზე, რომლის საბრძოლო სახელია ომარ ალ-შიშანი, იგივე ომარ ალ-ჩეჩენი, რომელიც „შიშის ზარს სცემს ასადის რეჟიმს, ამერიკასა და რუსეთს“.
ჟღალმა გენერალმა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე „ომის (თავდაცვის) მინისტრის“ თანამდებობას იკავებდა, მსოფლიო გააოცა თავისი საბრძოლო ტაქტიკითა და ხელოვნებით, თავისი სიმამაცითა და შეუდრეკლობით. რაოდენ გულსატკენია, რომ ამ პოტენციალის მეომარი საკუთარმა ქვეყანამ ვერ შეიშნოვა და ბედის საძებნელად უცხოეთს მიაშურა, არადა, მისი საბრძოლო უნარი ყველაზე მეტად სწორედ მის ორ სამშობლოს, საქართველოსა და ჩეჩნეთს სჭირდებოდა, რომელთაც დამოუკიდებლობა და ქვეყნის ტერიტორიები აქვთ დასაბრუნებელი.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აღნიშნავს, რომ: საქართველოს მოქალაქეებმა, პანკისის ხეობის მკვიდრმა სამმა ქისტმა განსაკუთრებულად გამოიჩინა თავი სირიის ომში: „ემირ შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, ამბოხებულების ჩრდილოეთ სექტორის მთა ვარ სარდალი, ე.წ. ერაყისა და ლევანტის არმიის სარდალი. გარდა ამისა, იყო ორი საველე მეთაური, მურად მარგოშვილი იგივე მუსლიმ ალ შიშანი და რუსლან მაჩალიკაშვილი - საიფულა ალ შიშანი, რომლებიც საკამოდ სერიოზული დაჯგუფებების ხელმძღვანელები იყვნენ იგივე არმიაში. მისივე თქმით: „თარხან ბათირაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი იყო, ის მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. სხვადასხვა ინფორმაციით, ჯერ კიდევ 14 წლის იყო, როდესაც რუსლან გილაევთან ერთად იმყოფებოდა აფხაზეთში. თანამშრომლები და თანამებრძოლები საკმაოდ კარგად ახასიათებდნენ, როგორც სულით ხორცამდე მებრძოლს. შემდეგში, როგორც ხდებოდა ხოლმე, ჩვენს თავდაცვის სისტემაში, შარი მოსდეს და ციხეში გამოამწყვდიეს. იარაღის მოპარვა დააბრალეს, რაც აბსოლუტური სიცრუე იყო“.
აბუ ომარ ალ შიშანის მკვლელობამ „ისლამური სახელმწიფოს“ ჩეჩნურ-ქისტურ ფრთაში, ყველაზე გავლენიან საველე მეთაურად - მურად მარგოშვილი, იგივე მუსლიმ ალ შიშანი აქცია, რომელიც სოფელ დუისშია დაბადებული და არანაკლებ ავტორიტეტი და პატივისცემა მოიპოვა ახლო აღმოსავლეთის ბრძოლის ველზე.
![]()
პანკისელები სირიაში
„ჩეჩნეთის ომი რომ დაიწყო, ომში წავიდა. პირველი ომის შემდეგ ემირი და ხატაბის თანაშემწე იყო. ჩეჩნეთის მთებში, ბანაკებში ახალ მოსულებს წვრთნიდა. ხატაბის სიკვდილის შემდეგ აბუ ალ ვალიდის მარჯვენა ხელი გახდა. ჩეჩნეთის მეორე ომის დროს მურადი ცნობილი საველე მეთაური იყო და რუსები დღედაღამ დაეძებდნენ“.
ეძებდნენ და იპოვეს, დააპატიმრეს, აწამეს არაადამიანური და სასტიკი მეთოდებით, როგორც ეს რუსებს სჩვევიათ, როცა „2006 წლის 2 თებერვალს ნაზრანში, უზენაეს სასამართლოში, მარგოშვილის პროცესი შედგა - მას ფრჩხილები და კბილები არ ჰქონდა, საშინლად იყო ნაწამები, სწორედ ამ სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ მურად მარგოშვილი ФСБ-ს თანამშრომლებს ვლადიკავკაზის იზოლატორში ჰყავდათ გამოკეტილი. ის სამი წელი საკნიდან არ გამოუყვანიათ... როდესაც მოზდოკის ტერაქტების სერია მოხდა, ФСБ ცდილობდა, მისთვის ტერაქტების ორგანიზება დაებრალებინა და საამისოდ მისგან ჩვენებას ითხოვდნენ. მარგოშვილი დანაშაულს არ აღიარებდა. როდესაც საველე მეთაური ვერ გატეხეს, რუსებმა ჩვენება ერთ-ერთი ჩეჩენი საველე მეთაურის ქვრივს გამოსძალეს, რომელიც ასევე იზოლატორში იმყოფებოდა. ის წერდა, რომ მოზდოკში, საველე ჰოსპიტლის აფეთქების დროს, მარგოშვილი შემთხვევის ადგილზე შეამჩნია, თუმცა სასამართლო პროცესზე ბრალდების მოწმე ქალბატონმა აღიარა, რომ ჩვენება, მარგოშვილის წინააღმდეგ, ზეწოლის შედეგად მისცა. სასამართლოზე მარგოშვილს დანაშაული არ დაუმტკიცდა და ნაფიცმა მსაჯულებმა ის გაამართლეს („კვირის პალიტრა“, 13.10.2014).
ამის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მარგოშვილს რუსეთში არ დაედგომებოდა, თუმცა, არც მისი „ძმები“ - თანამებრძოლები ჩქარობდნენ მის მიღებას. მურადი საქართველოში შემოვიდა საიდუმლო გზით და მკურნალობა დაიწყო. გამოჯანმრთელების შემდეგ „კავკასიის ემირატს“ დაბრუნება სთხოვა. ერთ დროს ცნობილ საველე მეთაურს ზრდილობიანად მიანიშნეს - ციხეში ხარ ნაჯდომი და არ გენდობითო (თუმცა, იცოდნენ, რომ ციხეში არ გატყდა). მარგოშვილმა, რომელსაც უკვე რუსების წინააღმდეგ პირადი შურისძიება ამოძრავებდა, შემოიკრიბა სანდო ბიჭები და რამდენჯერმე დაღესტანში გადასვლას შეეცადა, მაგრამ ამაოდ.
ამის შემდეგ კი, რუსებზე შურისძიების ერთადერთი გზა ასადის რეჟიმთან ბრძოლაში ნახა. საქართველოდან ჯერ თურქეთში გადავიდა, იქიდან კი სირიაში მოხვდა.
პანკისელი ფეიზულ მარგოშვილი, იგივე გიორგი კუშტანაშვილი, 2012 წელს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი გადარჩენილი წევრია. გავრცელებული ინფორმაციით, კუშტანაშვილი სპეცოპერაციის დროს 17 კაციან ჯგუფს ხელმძღვანელობდა. სპეცოპერაციის შემდეგ კი მან საქართველოს ტერიტორია ვალეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით დატოვა და თურქეთში გადავიდა, ხოლო თურქეთიდან სირიაში.
მანამდე ფეიზული იმ 13 ჩეჩენ მებრძოლთა სიაში იყო, რომლებიც საქართველოს მესაზღვრეებმა 2002 წლის ზაფხულში საზღვრის უკანონო გადმოკვეთისთვის დააკავეს. ხუთი მათგანი რუსეთში იქნა ექსტრადირებული, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ისინი პუტინს დაბადების დღეზე „საჩუქრად მიართვა“. მაშინ კუშტანაშვილი ექსტრადირებას საქართველოში წარმატებული სასამართლო პროცესის შედეგად გადაურჩა.

სირიის ომს შეწირული
მუხმად ხანგოშვილი
ფეიზულ მარგოშვილი, იგივე გიორგი კუშტანაშვილი, იგივე სალაჰაუდინ ალ-შიშანი, თავის დროზე იყო თარხან ბათირა შვილის მიერ შექმნილი დაჯგუფების „ჯეიშ ალ მუჰაჯირინ ვალ ანსარის“ წევრი, ხოლო ბათირაშვილის ხალიფატში გადასვლის შემდეგ, მისი მეთაური. საბოლოოდ მან ეს დაჯგუფება კონფლიქტის გამო დატოვა, თუმცა ასადის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებდა. ბოლოს ის დიდი სამხედრო ოპოზიციური გაერთიანება „ჰაიატ ტახრირ ალ შამის“ რიგებში იბრძოდა. ეს გაერთიანება „ან ნუსრას ფრონტის“ ბაზაზე შეიქმნა და კუშტანაშვილი მისი ერთ-ერთი გავლენიანი საველე მეთაური იყო.
2017 წლის დეკემბერში სირიაში, ჰამასის პროვინციაში, ფეიზულ მარგოშვილი ბრძოლის ველზე ტრაგიკულად აღესრულა. დარჩა ახალგაზრდა მეუღლე და ხუთი შვილი.
ადამ (გურამ) გუმაშვილი, იგივე ფაიზულა ალ-შიშანი პანკისიდან სირიაში 2013 წელს წავიდა და მოგვიანებით, შვილი, 18 წლის სულთან გუმაშვილიც წაიყვანა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა სულთანი სირიაში საომარი მოქმედებების შედეგად, 2016 წლის აგვისტოში დაიღუპა. და ასე უაზროდ შეწყდა მისი ჯერ არშემდგარი სიცოცხლე. თავად კი „ხალიფატის“ გამოცხადების შემდეგ თარხან ბათირაშვილთან ერთად გადავიდა მათ რიგებში და გახდა ე.წ. იუსტიციის მინისტრი ხალიფატის სრულ ტერიტორიაზე. ადამი თანამებრძოლებში სარგებლობდა დიდი ავტორიტეტითა და ნდობით. მის სიტყვას ემორჩილებოდნენ და პატივს სცემდნენ.
2018 წლის ნოემბერში 44 წლის ასაკში ადამ გუმაშვილი უცხო ომში, უცხო მიწაზე აღესრულა და შეწყდა კიდევ ერთი საუკეთესო მებრძოლის სიცოცხლე, რომელიც ასე სჭირდებოდა მისი დიდი სამშობლოს, კავკასიის ერთიანობასა და თავისუფლებას.
კიდევ რამდენიმე პანკისელმა მიაღწია სირიაში საკმაოდ დიდ სამხედრო ჩინსა და თანამდებობას, თავი გამოიჩინეს როგორც საუკეთესო მებრძოლებმა და სტრატეგებმა. მიუხედავად მათი ამ უცხო ომში მოხვედრის ზოგჯერ საპატიო მიზეზებისა, მიგვაჩნია, რომ მათი საბრძოლო მოღვაწეობა მხოლოდ საკუთარი სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე იქნებოდა მისაღები.
როცა ისინი საიქიოს გადადიან, ვამბობთ, უფალმა შეიწიროს მათი ჰაზავათი, ოფიციალურად მათი რიცხვი 40-მდეა. იმ ხეობისთვის, რომლის მკვიდრთა მაქსიმალური რაოდენობა 10 000 მეტი არასოდეს ყოფილა, ეს უდიდესი დანაკლისია, და არა მხოლოდ ხეობისთვის.
მუსლიმთა წმინდა წიგნის „ყურანის“ თანახმად შვილის სამოთხე დედის ფეხქვეშ არის და დედის ნებართვისა და დალოცვის გარეშე, შვილს ომში წასვლის უფლება არ აქვს.
ჩეჩენი დედების ფენომენი ამ მხრივ გამორჩეულია, ისინი წარბშეუხრელად ლოცავენ სამშობლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ომში მიმავალ ვაჟებს, თუმცა უცხო ომში ჩაბმული შვილების დალოცვა ქისტი დედების სურვილის წინააღმდეგ ხდებოდა, ბევრ შემთხვევაში კი შვილები ჩუმად, მშობლების დალოცვის გარეშე დებდნენ საკუთარ სიცოცხლეს სასწორზე და მხოლოდ საკუთარს?! რამდენი შვილმკვდარი დედის სიცოცხლე დამთავრდა შვილების სიცოცხლესთან ერთად, რამდენი ოჯახის თავზე ჩამოწვა შავი ღრუბელი, რამდენი ობოლი დღემდე ელოდება მამის დაბრუნებას, რამდენი კერა გაცივდა სამუდამოდ, და ნუთუ ამ ცოდვა-ბრალის საპირწონე შეიძლება გახდეს უცხო მიწაზე, უცხო ომში დაღვრილი სისხლი?!
![]() |
8 სახელოვანი ქისტების ბიოგრაფიები |
▲ზევით დაბრუნება |
„ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას,
იგი უდიდგვაროდაც დიდია“.
ილია ჭავჭავაძე
* * *
„ყოველივე გაივლის, ყოველივე გაქრება: ძალაუფლება,
გენიოსობა... ყველაფერი მიწად იქცევა, მხოლოდ
მამულიშვილური და კეთილი საქმეა მკვიდრი და
ცოცხალი, იგი მბრწყინავ მშვენიერებაზე დიდ
ხანს ისულდგმულებს“.
ზეიმე იოჰან გოტფრიდი
* * *
ადამიანი უნდა ფასდებოდეს „საქმითა და აღსრულებითა“
- „საქმე სიტყვიანი და სიტყვა საქმიანი“.
სულხან-საბა ორბელიანი
![]() |
8.1 ღვაწლმოსილი წინაპრები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.1.1 დუი |
▲ზევით დაბრუნება |
პანკისის პირველი მოსახლე დუი ციცხაშაშვილი იყო დიშნის თეიფის წარმომადგენელი. დიშნის რეგიონი („დიშნი მოხქ“ - დიშნის ქვეყანა) მდებარეობს ჩეჩნეთში, მდ. არგუნის აუზის შუა წელში, ითუმხალის რა იონ ში. მდ. არგუნს მარცხნიდან უერთდება დიშნის წყალი, რომელიც ქმნის დასავლეთით შეჭრილ ღრმა ხეობას, გარშემორტყმული მთებით. ეს მხარე განთქმული იყო ნოყიერი სახნავი მიწებითა და საძოვრებით. თვით სახელწოდება „დიშნ“ ნიშნავს ნოყიერს. დიშნელები ცხოვრობენ ასევე ვედენოს რაიონში. ამ თეიფის წარმომადგენლები განთქმულნი იყვნენ და არიან დღესაც გამორჩეული მეომრული სულის კვეთებით, ჯერ კიდევ შამილის დროს რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში თავი გამოიჩინეს და XX ს. დასასრულსა და XXI საუკუნის დასაწყისში ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში მოწინავე რიგებში იდგნენ.

დუი
დუი იძულებული გახდა სისხლის მაძიებლებს გარიდებოდა. დიშნოდან ავიდა მაისტში და იქ ცხოვრობდა ათი წელი. მაისტში, დედულებში ის აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა, მაისტელებთან ერთად იღვწოდა მაისტის თავისუფლებისათვის, მონაწილეობდა თარეშებში, ამის დასტურია ისიც, რომ, როცა საქართველოში გადმოსახლება გადაწყვიტა, მაისტელებმა ცხვარ-ძროხით დაასაჩუქრეს. ცხვრის ფარით ხევსურეთში გადმოსვლისას ერთმა ხევსურმა ძმადნაფიცი მაისტელის ცხვარი იცნო, ეგონა, მოპარულიაო და წართმევა დაუპირა. ჩხუბში დუის ხევსური შემოაკვდა. უხუცესები ყვებოდნენ, სისხლის საფასური 80 წლის შემდეგ გადავიხადეთ, ხევსური სისხლს არავის შეარჩენსო.
მაისტში ცხოვრების დროს დუის ხშირი კონტაქტები ჰქონდა ხევსურებთან, ქართული ენა შეისწავლა, გადმოდიოდა თიანეთში, სტუმრობდა ჩაბანოს დუი ხეობაში გადმოსახლებულ ქისტებთან, ურთიერთობას ამყარებდა ქართველებთან. XIX ს. 20-იან წლებში თიანეთი იყო ახმეტა-თიანეთის მაზრის ცენტრი, მაზრის უფროსად ახმეტელი ჩოლოყაშვილების წარმომადგენელი ინიშნებოდა.
დუი დაუკავშირდა მაზრის უფროსს ჩოლოყაშვილს და მისგან მიიღო ნებართვა თიანეთში, კერძოდ, ერწოში დასახლებისა, მაგრამ დუი, როგორც მისი ჩამომავლები, შვილიშვილები ამბობდნენ, დიდხანს არ დარჩენილა თიანეთში. მაზრის უფროსმა შესთავაზა, შეერჩია საცხოვრებელი ადგილი აღმოსავლეთ მთისწინეთში: პანკისის, ლოპოტის, ართანის ხეობებში. რატომ მაინცდამაინც ეს ხეობები? სწორედ ამ ხეობებით ხდებოდა ლეკთა თარეში კახეთზე. პანკისი, ადრე ქართული მოსახლეობით სავსე, სწორედ ლეკთა თარეშის შედეგად მთლიანად დაი ცალა მოსახლეობისგან. XVIII ს. მეორე ნახევრიდან პანკისში სოფლები აღარ არის. 1772 წ. ახმეტაში იმყოფებოდა მოგზაური გულდენშტედტი, რომელიც სოფ. მატანშიც მოხვდა და წერს, რომ მატნის ზემოთ, ჩრდილოეთით სოფლები არ არის.

დუის სასაფლაო პანკისში, სოფელ დუისში
თიანეთის მაზრის უფროსის, ქართველი და რუსი მმართველების მიზანი იყო, ჩაესახლებინათ პანკისში ქისტური მეომარი ტომი, რომელიც ჩაკეტავდა ამ ხეობას და აღკვეთდა ლეკთა თარეშებს. ქისტი ბელადებისთვისაც ხელსაყრელი იყო ნაყოფიერ და მშვიდობიან ქვეყანაში დასახლება. პირიქითა ქისტეთში, ჩეჩნეთში მიმდინარეობდა სისხლისმღვრელი, ვერაგი და დაუნდობელი მტრის - დამპყრობელი რუსების წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლები.
დუი დიშნელმა წამოიყვანა თავისი სისხლით ნათესავები, მაისტელები და დასახლდა პანკისის ცენტრში, სადაც იდგა ნიშაეკლესია, პანკისის მოურავის მიერ აშენებული. სხვადასხვა მიზეზებით (ეკონომიური სიდუხჭირე, შურისძიებასა და დანაშაულს გამორიდება და სხვ.) თანდათანობით ჩამოდიან მთიელი ჩეჩნები ჩეჩნეთის მთიანეთიდან პანკისის ხეობაში.
დუი კონტაქტიანი კაცი ყოფილა, დაუკავშირდა მეზობელ ქართველებს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კავშირი დაამყარა, იბრძოდა მოთარეშე ლეკების წინააღმდეგ.
პანკისის თავში ააგეს საყარაულო ხის კოშკები, პირიქითა ქისტეთში ქვისგან აშენებდნენ საბრძოლო კოშკებს, მაგრამ აქ, პანკისში საამისო მასალა არ იყო და ხისგან ააშენეს. ამ კოშკზე მორიგეობით ყარაულობდნენ, როგორც კი ლეკები გამოჩნდებოდნენ, განგაშს ტეხდა ყარაული. იმ ადგილს, სოფ. დუისსა და ჯოყოლოს შორის მინდორს, რომელიც ადრე ზღმარტლისა და შინდის ხეებით იყო დაფარული და ეწერს წარმოადგენდა, დღესაც „კვეშქოჩს“ (კოშკების მიღმა) უწოდებენ.
უხუცესების გადმოცემით, ყოფილა შემთხვევები, რომ დუი დაღესტანშიც კი მიჰყვებოდა გატაცებულ ტყვეებს (როგორც ქისტ, ისე ქართველ ტყვეებს) და მოლაპარაკებების გზით იბრუნებდა უკან. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული ექსპედიციის შემდეგ დუის მამაცობითა და მისი დიპლომატიური ნიჭით აღფრთოვანებულმა თიანეთის მაზრის უფროსმა დუის აჩუქა ხმალი წარწერით, რომელიც რუსეთ-ჩეჩნეთის ბოლო ომებამდე ინახებოდა გროზნოს სახელმწიფო მუზეუმში და არაერთ პანკისელ ქისტს საკუთარი თვალით უნახავს.
დუი სოფლის მამასახლისიც იყო და საქვეყნო საქმეებსაც განაგებდა. მისი მოღვაწეობის შესახებ დოკუმენტები ინახებოდა დუის შვილიშვილთან აბდულ დუი შვილთან, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი იყო, საბუთებთან ერთად ზემოთ ხსენებული ხმალიც. ამ საბუთების ნაწილი დუის შთამომავალმა მაგეი დუიშვილმა თბილისში ერთ-ერთ ადვოკატს მისცა, რათა მას ეწარმოებინა პენსიის და ნიშვნის საქმე და დაიკარგა, ხმალი და დარჩენილი საბუთები ასევე დუის შთამომავალმა, მახმად დუიშვილმა ჩაიტანა ჩეჩნეთ-ინგუშეთში და ქ. გროზნოს სახელმწიფო მუზეუმს გადასცა. ეს საბუთებიც ჩეჩნეთ-რუსეთის ომის დროს დაიკარგა, მუზეუმი დაიბომბა და გაიძარცვა.
როგორც დუის შვილიშვილები ამბობდნენ, დუი 35 წლის ასაკში დასახლ და პანკისის ხეობაში, პანკისში იცხოვრა 30 წ. გარდაიცვალა 65 წლისა, 1856 წ. გარდაცვალების თარიღი ზუსტია, მაშასადამე, დუი დაბადებული ყოფილა 1791 წ., ხოლო პანკისში ჩამოვიდა 1826 წ. ამ თარიღს ადასტურებს ს. ჩხენკელიც, რომელიც იკვლევდა პანკისის ისტორიას. არის ვერსია, რომ დუიმ მოიარა პანკისი, ლოპოტა, ართანა და არჩევანი გააკეთა პანკისზე, რადგან იმ პერიოდში პანკისი უკაცრიელი იყო და მის სამშობლოსთან ყველაზე ახლოს მდებარეობდა. სავარაუდოა, რომ 1826 წ. ის პანკისში პირველად ჩავიდა იქაურობის შესწავლის მიზნით. ამავე დროს, როგორც უხუცესები ყვებიან, პანკისის ხეობაში პირველი ვიზიტის დროს შემოდგომის პირი ყოფილა და როცა დუის ფაეტონმა კაკლებით სავსე ხეივანში გაიარა, კაკლების მტვრევის ხმამ აღაფრთოვანა დუი, ფაეტონიდან გადმოსულა, პეშვები კაკლებით აუვსია, ჰაერში აუყრია და უთქვამს, ჩემს ხალხს აქ არასოდეს მოშივდებაო.
![]()
მახმად დუიშვილის (დუის შვილთაშვილი) მიერ ქალაქ გროზნოს სახელმწიფო
მუზეუმისთვის დუის ნაქონი საგვარეულო ხმლის გადაცემა
დუი დასაფლავებული იყო დუისის ძველ სასაფლაოზე, ალაზნის პირას, სადაც იდგა პანკისის მოურავის მიერ აშენებული ეკლესია, რომელიც 1903 წელს ადიდებულმა ალაზანმა წალეკა, ამის შემდეგ 1903 წელს დუის ნეშტი გადაასვენეს სოფ. დუისის დასავლეთით ახლად გახსნილ სასაფლაოზე.
მადლიერმა დუისელებმა სოფელ პენგიზს („პენგიზი“ დუიმ უწოდა პანკისის ინტერპრეტაციით) მისი დამაარსებლის, თავიანთი მამასახლისის, პანკისის პირველი მოსახლის დუის სახელი უწოდეს - „დუი იურთ“ (დუის სოფელი), შემდეგ კი სოფელს შემოკლებით დაარქვეს დუისი.
2019 წელს პანკისელებმა ზეიმით აღნიშნეს პანკისში ქისტების ორსაუკუნოვანი ჩამოსახლების ისტორია. დუის საფლავზე შეასრულეს რელიგიური რიტუალი ზიქრი, საფლავზე აღმართეს ძეგლი, გაიმართა დოღი დუის სახელზე და სხვ., რაც ამავე დროს იყო მადლიერების გამოხატვა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც ასე ძმურად მიიღო ქისტები თავიანთ მიწა-წყალზე და აზიარა მაღალგანვითარებულ კულტურას.
დუის შთამომავლები ცხოვრობენ სოფ. დუისში და ორ გვარზე იწერებიან: ხანგოშვილებად და დუიშვილებად. პირველად დუის მოდგმა დუის პაპის - ხენგის სახელზე იწერებოდნენ, შემდეგ ზემოთ აღნიშნულმა პიროვნებამ - მაგეიმ იმ მიზნით, რომ დუის შთამომავლები შეღავათებით ისარგებლებდნენ, 1922 წ. დუის ორი ვაჟის - ხაასეისა და იდეის შთამომავლები დუიშვილებად დააწერინა, ხოლო უფროსი ორი ვაჟიშვილის - უმარის და ბეხოს შთამომავლები ხანგოშვილებად დარჩნენ. ამრიგად, დუის შთამომავლები არიან ხანგოშვილები და დუიშვილები, ერთ გვარად ითვლებიან და ჭირსა და ლხინში ერთად არიან. ამ გვარში შედიან დუის ქალიშვილის ჩამომავლებიც - ალდამოვები. დუის შთამომავლები დღესაც წამყვან როლს თამაშობენ დუის სოფელში.
დღესდღეობით დუი დიშნელის შთამომავლებიდან 145 კომლი ცხოვრობს პანკისის ხეობაში.
![]() |
8.1.2 ჯოყოლა |
▲ზევით დაბრუნება |
ჯოყოლა დარქიზანაშვილი (დეერქიზ ჯუაყალ), მაისტის ბელადი, ცნობილი იყო თავისი პრინციპულობითა და შეუპოვრობით. ჯოყოლა გაშმაგებით იცავდა მაისტის თავისუფლებას, თვით შამილსაც კი არ ეპუებოდა და შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდა. იგი თავს ესხმოდა თუშეთს, იტაცებდა ცხვარ-ძროხას და მოსვენებას არ აძლევდა მოსახლეობას. ადგილობრივი ხელისუფლება ძალით რომ ვერაფერს გახდა, გა და წყვიტა მისი შემორიგება, თავის ხალხთან ერთად საქართველოში გადმოყვანა და პანკისში ჩასახლება. სავარაუდოა, პანკისი იმიტომ შეარჩიეს, რომ ჯოყოლას თანამოძმეები - ქისტები პანკისში უკვე სახლობდნენ. შუამავლობა თუშეთის მოურავ ივანე ცისკარიშვილს დაავალეს, რომელმაც შეძლო ჯოყოლას დათანხმება. როგორც ჩანს, ეს შეთანხმება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, თიანეთის მაზრის უფროსი, ლევან ჩოლოყაშვილი, თბილისში უპატაკებს მეფისნაცვალს, რომ გადმოიბირა განთქმული მოთარეშე ჯოყოლა დარქიზანაშვილი - მაისტის ბელადი.
1848 წელს მუცოელი ქისტი ლამურას მეშვეობით, გერმანელი მოგზაური და მკვლევარი არნოლდ ზისერმანი, ჯოყოლას შეხვდა მაისტში, სოფელ ფუღაში. ზისერმანის გადმოცემით, მაშინ ჯოყოლა ყოფილა 30 წლის, ახოვანი, წარმოსადეგი წაბლისფერი წვერ-ულვაშითა და განთქმული თავისი სიმამაცით. ჯოყოლამ ქისტური სტუმარ-მასპინძლობის გა მორჩეული წესის მიხედვით უმასპინძლა მოგზაურს, სოფ. ტუგაშიც მიიწვიეს, მაისტელები ყველანაირად ცდილობდნენ, პატივი ეცათ უცხოელი სტუმრისათვის.
ზისერმანი აღნიშნავს, რომ ჯოყოლა შამილს უპირისპირდებოდა, წინააღმდეგი იყო შარიათის შემოღებისა მაისტში, მაგრამ არაფერს ამბობს იმაზე, ფიქრობდა თუ არა ჯოყოლა საქართველოში გადმოსახლებას. მათე ალბუთაშვილი წერს, რომ თიანეთის მაზრის უფროსი, ლევან ჩოლოყაშვილი, დაუკავშირდა ჯოყოლას თუშეთის მოურავ ივანე ცისკარიშვილის მეშვეობით და დაითანხმა მისი ხალხით გადმოსახლებულიყო პანკისში. ამ ვერსიას განავრცობს ჩეჩენი მკვლევარი დალხან ხოვჟაევიც, რომლის თანახმადაც ცისკარიშვილისა და ჯოყოლას შეხვედრა მოხდა ამბერჩში (ალაზნის თავში) და შეთანხმდნენ შემდეგზე: ჯოყოლა პანკისში ჩამოასახლებდა თავის თემს, პირველ ორ წელიწადში საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფდა ახალ მოშენეებს სახნავ-სათესით, სანამ მოსავალს მიიღებდნენ, თითოეულ სულზე გაიცემოდა ერთი ჯარისკაცის ულუფა. სამაგიეროდ ჯოყოლა ხელს აიღებდა თუშებზე თავდასხმებზე და დაიცავდა ხეობას ლეკთა თარეშებისგან, რომლებიც პანკისის დერეფნით თავს ესხმოდნენ კახეთსა და ქართლს.
საქმე ისაა, რომ შამილმა თავს იდო თუშეთის დაცვა, სამაგიეროდ, თითოეული მოსახლე კომლი იხდიდა ერთ ვერცხლს. ჯოყოლა, შამილის მტერი, შამილის ჯინაზე თავს ესხმოდა თუშეთს.
1854 წლის აგვისტოში ჯოყოლა ჩამოდის პანკისში, მას თან ახლავს ფუღასა და ტუგას სოფლების მაცხოვრებლები, 50-მდე კომლი. მანამდე ჯოყოლა პანკისში ნამყოფი რომ არ ყოფილა, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ზისერმანთან საქართველოზე საუბრისას მას არასოდეს არ უხსენებია არც პანკისი და არც პანკისში დასახლების სურვილი.

ჯოყოლა
ცნობილია, რომ ჯოყოლა მხოლოდ რამდენიმე წელიწადს დარჩა პანკისში. მთავრობამ არ შეასრულა დანაპირები, ამას თან დაერთო მალარია, მაღალ მთის კლიმატს შეჩვეული ხალხი პანკისის ცხელ, ზაფხულში სულის შემხუთველ სიცხეს ვერ შეეგუა და იღუპებოდა. ჯოყოლა თავისი რაზმით აიყარა პანკისიდან და უკან მაისტისკენ გაემართა. ხელისუფლებამ შეიტყო ჯოყოლას განზრახვა და უკან და ადევნა ასეული ელიზბარიძის მეთაურობით, რათა ჯოყოლა, თავისი ხალხით, პანკისში დაებრუნებინა.
1856 წლის 25 მაისს ქოჩადალას ხეობაში, წიფლოვანის ჭალაში მოხდა შეტაკება, ბრძოლა ჯოყოლას თანარაზმელებსა და კაპიტან ელიზბარიძის ასეულს შორის დილით დაიწყო და შუადღემდე გაგრძელდა. ჯოყოლამ ქალები და ბავშვები წინ გაუშვა და ჩასაფრდა, ბრძოლაში კი ის შეუდარებელი იყო, თოფის ზუსტ და სწრაფ სროლაში ბადალი არ ჰყავდა.
მ. ალბუთაშვილი წერს, რომ კაჟიანი თოფის გასროლის შემდეგ ჯოყოლა ისე სწრაფად ტენიდა თოფს (კაჟიანი თოფი ლულიდან იტენება: ჯერ იყრება თოფის წამალი, მერე თექით იცობა, შემდეგ ტყვია, მერე კვლავ თექა. მერე ჟაკთანაც წამალი უნდა ჩაიყაროს. ამას საკმაოდ დიდი დრო მიაქვს), რომ სანამ პირველი გასროლის ბოლი გაიფანტებოდა, მეორე გასროლას ასწრებდა. თუშების ასეულთან ბრძოლაში მოკლეს კაპიტანი ელიზბარიძე და ორი თუშიც დაიჭრა. თუშებმა რაკი დაატყვეს, რომ ბრძოლით ვერაფერს მიაღწევდნენ, მოლაპარაკება გამართეს და შეთანხმდნენ, რომ ჯოყოლა წაიყვანდა უკან თავის ხალხს, მაგრამ ვისაც სურვილი ჰქონდა, დაბრუნდებოდა პანკისში. ჯოყოლას გაჰყვნენ თანასოფლელები - ფუღოელები, ხოლო ტუგას მაცხოვრებლები დაბრუნდნენ და დამკვიდრდნენ ჯოყოლას მიერ დაარსებულ სოფელში.
ერთხელ მამასთან, დერქიზასთან ერთად სათარეშოდ ყოფილა ჯოყოლა, ცხვარი გადმოურეკავთ, მაგრამ მდევარი დასწევიათ. ჯოყოლას მამისთვის უთხოვია, მე შევაჩერებ მდევარს, თქვენ კი ცხვარი გარეკეთო. მამა დაეჭვდა, ჯერ პატარა ხარო (ჯოყოლა 15-16 წლისა ყოფილა), მაგრამ დაჟინებული თხოვნის შემდეგ ნება მისცა. როცა ცხვარი საიმედო ადგილას გადაიყვანეს, მობრუნდნენ, რათა ჯოყოლას მიხმარებოდნენ და გაოცებულები დარჩნენ: ჯოყოლა ორ სერს შორის აღმა-დაღმა დარბოდა, გზადაგზა ტენიდა თოფს და მდევარს ესროდა, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ორი ჯგუფი ებრძოდა მდევარს. ამის მნახავ დერქიზას უთქვამს: დღეის შემდეგ ჯოყოლა გაგიძღვებათ, ბელადი ის იქნებაო.
![]()
მაისტი. ტუგა. მთიანი ჩეჩნეთი
ჯოყოლა დაბრუნდა უკან მაისტში, კვლავ ჩაება შამილთან ბრძოლაში, ღალატით ტყვედ ჩავარდა და შამილის შვილმა, ყაზი-მუჰამედმა, შარიათის სასამართლოს განჩინებით, თავის მოკვეთა მიუსაჯა. ასე ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე ამ მოუსვენარმა, საზრიანმა, მამაცმა და თავზეხელაღებულმა მაისტელმა ბელადმა. ჯოყოლამ ცოტა ხანს იცხოვრა პანკისში, მაგრამ მისი სახელი სამარადისოდ დარჩა პანკისის ხეობას. ტუგას დარჩენილმა მოსახლეობამ სოფელს ჯოყოლას სახელი დაარქვა. დუისელები კი დღესაც „ტუგაი იურთს“ (ტუგაელების სოფელს) უწოდებენ.
ჯოყოლა, ზისერმანის სტუმრობის დროს, 1848 წელს, 30 წლისა ყოფილა, ე.ი. დაბადებულია 1818 წ. იგი პანკისიდან უკან წავიდა 1856 წ. 26 მაისს. ისიც ცნობილია, რომ პანკისში ის დარჩა 1 წელი და 8 თვე. მაშასადამე, ის პანკისში ჩამოვიდა 1852-1853 წლებში.
ჯოყოლა მაისტელის შთამომავლებიდან პანკისის ხეობაში არავინ დარჩენილა, გარდა ქალიშვილის მხრიდან შორეული ნათესავებისა.
![]() |
8.1.3 ალხა ხილდიხაროელი |
▲ზევით დაბრუნება |
ალხა იყო ხილდიხაროელი, ალხანაშვილების გვარის მეექვსე წინაპარი, რომელიც საქართველოში დაახლოებით 1845-1850 წწ. გადმოსახლდა. ის ხილდიხაროში ცნობილი ბელადი იყო, გამორჩეული მებრძოლი, შეუდარებელი მსროლელი, ფიზიკურად ძლიერი და ახოვანი (2 მ-ზე მეტი სიმაღლის). ყოფილა დიდი ქონების მეპატრონე, ჰყავდა აუარებელი ცხვარ-ძროხა და, გადმოცემის თანახმად, მისი ხილდიხაროდან გადმოსახლების ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევენ მის მატერიალურ სიძლიერეს. იმ დროისათვის მთიელი ჩეჩნების ადათ-წესებში არ იყო მიღებული, რომ ერთ მოსახლეს ჰქო ნოდა სხვებისგან ბევრად განსხვავებული სიმდიდრე. საძოვრებიც თანაბრად იყო განაწილებული. თუ დასაშვებ და დადგენილ ქონებაზე მეტს დააგროვებდა მოსახლე, მას ის უნდა გაენაწილებინა მთელ სოფელზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა დაეტოვებინა აული. ამ პრო ცესს მთაში „ბეითალ ვაჴარს“ ეძახდნენ.

ალხა ხილდიხაროელი
ილუსტრაციის ავტორი
ევა გუმაშვილი
მისი გადმოსახლების მეორე მიზეზად მიიჩნევენ შემდეგ ისტორიას: როგორც ვიცით, რუსეთ-კავკასიის ომების დროს, განსაკუთრებით იმამ შამილის მოღვაწეობისას, ჩეჩენ მთიელებში ნებით და წინააღმდეგობის შემთხვევაში ძალით ხდებოდა შარიათის კანონების დამკვიდრება. ამ მიზნით იმამ შამილმა ხილდიხაროში გაგზავნა 12-კაციანი დელეგაცია.
ადგილობრივებმა წინამძღოლად აირჩიეს ალხა და დაპირდნენ, რომ წინააღმდეგობის გარეშე მიიღებდნენ შარიათის კანონებს. მაშინ იმამ შამილის მაცნეებმა მტკიცებულების ნიშნად მოსთხოვეს ალხას საკუთარი შვილი დაექორწინებინა მისსავე დის შვილზე. რა თქმა უნდა, ეს იყო შეურაცხყოფა და სასტიკად მიუღებელი ჩეჩნების მენტალიტეტისა და ადათ-წესებისათვის, რადგან ჩეჩნებში დღემდე მეშვიდე თაობაშიც კი იკრძალება ერთმანეთზე ქორწინება, ასევე შორეულ მოგვარეზე დაქორწინება. ამაზე ხილდიხაროელებს დავა მოუვიდათ და 11 კაცი მოკლეს, მხოლოდ ერთი გაუშვეს ცოცხალი ამბის მისატანად.
ამის მერე ალხა იძულებული გახდა, მიეტოვებინა საკუთარი მიწა-წყალი და გადმოსახლდა საქართველოს მთიანეთში - თუშეთში, სოფ. გირევში. იქ მას შეეძლო თავისუფლად ემართა საკუთარი ქონება და ჩასახლებისთანავე ააშენა ორი კოშკი.
გირევში მისი ცხოვრების შესახებ არსებობს ასეთი გადმოცემა: იმ დროისათვის თუშები მეტად შეწუხებულები იყვნენ დაღესტნელების თარეშით. ლეკები თურმე მოადგებოდნენ სოფელს და ეკითხებოდნენ: „გყავთ ჩვენთვის დასახვედრი ბუღა?“, რაც იმას ნიშნავდა, შესწევდათ თუ არა თუშებს ძალა, წინააღმდეგობა გაეწიათ მათთვის. ამის მერე არბევდნენ სოფელს, მიჰყავდათ ცხვარ-ძროხა. როგორც ჩანს, ლეკებს ჰყავდათ ძლიერი წინამძღოლი და საჭირო იყო ჯერ მათი წინამძღოლის დამარცხება. თუშებმა ერთხელაც დახმარება სთხოვეს ალხას, ქისტების ბელადმა თავდაპირველად უარი უთხრა დაღესტნელებთან ერთმორწმუნეობის გამო, მაგრამ როცა ხედავდა, რა დღეში იყო სოფელი დარბევის შემდეგ, გულმა ვერ მოუთმინა და თანხმობა განაცხადა.
როცა ლეკები კვლავ მოადგნენ გირევს, მათ უკვე ადგილზე ალხა დახვდათ. გადმოცემის თანახმად, შუადღე მოახლოებული იყო, როცა დაღესტნელების წინამძღოლი და ალხა შეებნენ ერთმანეთს, თხის ბალნისგან დაწნული თოკის სისქეღა აკლდა მთის გორზე მზის ჩასვლას, როცა ალხამ თავი მოჰკვეთა ლეკების ბელადს.
![]()
გირევი
ალხა გაოცებული იყო ლეკის სიძლიერით, მამაცობით და ამიტომ უბრძანა, რომ ცხედარი უვნებელი დაებრუნებინათ მისიანებისთვის. მას მერე ლეკების თარეში შეწყდა და არც გაუბედიათ თავდასხმა, სანამ ალხა ცოცხალი იყო. ამასთან დაკავშირებითაც არსებობს გადმოცემა, დაღესტნელები აღმართავდნენ ხოლმე საკუთარ ალამს, რათა გაეგოთ, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო თუ არა ალხა, რადგან ალხა მაშინვე მათ აღმართულ ალამს საკუთარი კოშკიდან ერთი გასროლით ძირს სცემდა.
ალხას ჰყავდა ხუთი ვაჟიშვილი: ხვიტი, ბააბა, ბეეცი, ჯელი, მელექი და ერთი ქალიშვილი ქუქა. თავის სიცოცხლეშივე იყიდა პანკისში მთიანი ადგილი ჩხათანა. როგორც ჩანს, იცოდა, რომ პანკისში სახლობდნენ ჩეჩნები და არჩია, მის შთამომავლებს, ალხა ნიშვილებს, მისივე ხალხთან ეცხოვრათ. მართლაც, მისი შვილები ყველანი გადმოსახლდნენ ჩხათანაში და შემდგომში ნელ-ნელა ჩამოსახლდნენ სოფ. ომალოში. მაგრამ დღემდე ალხანაშვილებს არ მიუტოვებიათ ჩხათანა და დღესაც, რამდენიმე ოჯახი იქ ცხოვრობს ზაფხულობით.
ალხამ ღრმად მოხუცებულმა, ას წელს გადაცილებულმა, სიცოცხლის ბოლომდე იცხოვრა გირევში და იქვე გარდაიცვალა, სავარაუდოდ, 1920-იან წლებში.
![]() |
8.1.4 გებიშ ჰაჯი |
▲ზევით დაბრუნება |
გებიშ-ჰაჯი, პანკისის პირ ველი მოსახლის, დუი დიშნელის შვილიშვილი, ცხოვრობდა XIX ს. დასასრულსა და XX ს. დასაწყისში. იგი ცნობილი პი როვ ნება ყოფილა, როგორც ქისტურ მოსახლეობაში, ისე ახმეტის რეგიონში. ამაზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ მისი ცხოვრების ერთი პერიოდი, კერძოდ, ახალგაზრდა ქალიშვილზე დაქორწინება და გირევი ამით გამოწვეული კონფლიქტი ასახა მოთხრობაში (ნარკვევში) მისმა თანამედროვე მწერალმა, ქრისტიანმა ქისტმა (სოფ. ჯოყოლოს მასწავლებელ-მღვდელმა) მათე ალბუთაშვილმა, ეს მოთხრობა „გებიში-ჰაჯი“ ხელნაწერის სახით ინახება გებიშ-ჰაჯის შვილიშვილთან, ხასო ხანგოშვილთან.

გებიშ ჰაჯი
გებიშ-ჰაჯი ცნობილი პიროვნება ყოფილა, ერისკაცობაში განთქმული ჯიგიტი, ჭკვიანი, მტკიცე ნებისყოფის, გაბედული და მამაცი. „გებიშა თვითონ შუახნის კაცი არის, ახოვანი და ჭკუიანი, სოფლის ხალხი ბევრს ეკითხება მას. ...თვითონ დარბაისელი კაცია, კაი სახლ-კარისა, შეძლებისა. მიმხედავი და მომვლელიც კარგი უნდა“ (მ. ალბუთაშვილი. გებიშ ჰაჯი. ხელნაწერი.).
„კაცობაში, ანუ ერობაში, გებიშა იყო. როცა სასულიერო პირი გახდა, გებიშ-ჰაჯი დაარქვეს. ქისტი იყო, ცხოვრობდა მეცხრამეტე საუკუნის დამლევს, პანკისში“ (მ. ალბუთაშვილი. გებიშ-ჰაჯი. ხელნაწერი).
გებიშამ მეორე ცოლად შეირთო 18-20 წლის თანასოფლელი, სილამაზით განთქმული ქალი იოეი. „ქისტი ჯიგიტი ბიჭი თუ მეზობლის ქალს თვალში ამოიღებს, რაც უნდა ნაქები ქალი იყოს, მის გულს უსათუოდ მოინადირებს თავისი ჯიგიტობით. ერთ დროს ამისთანა ჯიგიტებში გებიშასაც წილი ედო. თავისი მოხერხებული ჯიგიტობით მან ცოლად შეირთო სოფელში განთქმული იოეი, ლამაზი, მუყაითი, გამრჯე და ყველაფრით შემკული ქალი“ (მ. ალბუთაშვილი. გებიშ ჰაჯი. ხელნაწერი.).
ქალიშვილი წინააღმდეგი იყო ამ ქორწინებისა, მამაჩემის ხნის კაცს ცოლად როგორ გავყვეო, მაგრამ გებიშამ მოახერხა ქალიშვილის მამისა და ძმის დათანხმება და ქალზე მისი თანხმობის გარეშე იქორწინა. ქალიშვილმა ძლიერი ნებისყოფა გამოიჩინა და თავის უფლებებს მტკიცედ იცავდა, ხშირად გარბოდა სახლიდან. მშობლები სახლში არ უშვებდნენ, ქალი ყველგან ეძებდა თავშესაფარს, ხშირად სოფ. ომალოში დადნაფიც ქალთან თავს აფარებდა. იმ ქალის მეუღლე, ასევე ვაჟკაცობით განთქმული ციხეშა გებიშას გაფრთხილებული ჰყავდა, ჩემს მეუღლეს თავშესაფარს ნუ აძლევო, მაგრამ ციხეშამ ყურად არ იღო ეს ამბავი და ამის გამო „იმავ დღეს, შუადღის ხანს - სოფელში ხმა გავრცელდა, დიდი ჩოჩქოლიც შედგა - გებიშას ზემო სოფლიდან მომდინარი ციხეშა გზაში მოუკლავსო!... სინამდვილეში კი მძიმედ დაჭრა (მ. ა.). ქალმა იოეიმ თავისუფლების ლელო გაიტანა, ხუშპა რამ (ქალის ძმა. მ. ა.) 60 თუმანი გადაიხადა და გებიშა ჰაჯიაში (მაჰ მადიანთა იერუსალიმში) წავიდა ცოდვების მოსანანიებლად და მით დაარქვეს გებიშ-ჰაჯი“. - ასე ამთავრებს მათე ალბუთაშვილი თავის დოკუმენტურ მოთხრობას „გებიშ-ჰაჯი“.

გებიშ ჰაჯის საფლავი დუისში
იმავე წელს (1895) გებიშმა გადაწყვიტა არაბეთში, წმინდა ქალაქ მექაში ქააბას მოლოცვა. მან გაყიდა საქონელი, მიწის ნაკვეთები, საკმაო შეძლებაც ჰქონდა და სამგზავროდ საკვები მოიმარაგა. საგზალი (გამხმარი ხორცი, ცხვრის დუმა, ქუმელი და სხვ.) თვე-ნახევრისა უნდა ჰქონოდა მექაში წამსვლელს, წინააღმდეგ შემთხვევაში გზაში შიმშილი ელოდა. მეორე, არა ნაკლებ საშიშროება ელოდათ პილიგრიმებს მოგზაურობისას - უდაბნოში, უკაცრიელ ადგილებში მოგზაურებს ელოდნენ ჩასაფრებული ყაჩაღი ბედუინები, რომლებიც მგზავრებს ძარცვავდნენ, საგზალს და ფულს ართმევდნენ და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ხოცავდნენ.
დღისით ავაზაკები სილაში ორმოს ამოთხრიდნენ, შიგ იმალებოდნენ ისე, რომ სილაში მარტო თვალები უჩანდათ. როგორც კი მლოცველები მიუახლოვდებოდნენ, სილიდან ამოხტებოდნენ, თითქოს ზამბარამ ამოაგდოო და საშინელი ღრიანცელით ეცემოდნენ მსხვერპლს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, თანმხლები აზერბაიჯანელის მონაყოლით, გებიშამ ადრე შენიშნა სილაში თვალი და ხელ-ჯოხი, რომელზეც რუსული შაშხანის ხიშტი ჰქონდა წამოცმული, მძლავრად ჩაჰკრა თვალ ში. ყაჩაღმა საშინლად დაიღრიალა, ისეთი შემზარავი ყვირილი ატეხა, რომ შეშინებული ამხანაგებიც ამოხტნენ სილიდან და მოკურცხლეს.
გებიშ-ჰაჯის მექადან დაბ რუ ნება ძალიან შეაგვიანდა, თითქმის 7-8 თვე გავიდა მას მერე, რაც პანკისიდან გაემგზავრა, ძე არ ჰყავდა, ქალიშვილები გათხოვილები იყვნენ. ნათესავებმა იფიქრეს, რომ ის გზაში მოკლეს ან გარდაიცვალა, ქელეხი გადაიხადეს და გლოვას მიეცნენ. ამ დროს სოფელში მოდის გებიშას თანამგზავრი აზერბაიჯანელი და სასიხარულო ამბავი მოაქვს: გებიშ-ჰაჯი მექადან ბრუნდება, თიანეთის გზით სახლში მოდისო. ეს ამბავი ელვასავით მოედო სოფელს, ხალხი შეიკრიბა, დელეგაცია შეარჩიეს და შესახვედრად გაგზავნეს. იმ პერიოდში წმინდა ქალაქის მოლოცვა და ჰაჯობა დიდი მოვლენა იყო პანკისელ ქისტებში - ის ხომ პირველი ქისტი მუსლიმანი იყო, რომელმაც ფეხით ჩააღწია მექაში და ჰაჯის წოდებით ბრუნდებოდა სახლში. მის მერე მხოლოდ 100 წლის შემდეგ შეძლეს პანკისელმა ქისტებმა თვითმფრინავით მექას მოლოცვა. ამბობენ, თიანეთის გზაზე, ქისტის წყაროსთან, საბუესთან შეხვდნენ გებიშ-ჰაჯის და იქ დაწყებული ხმამაღალი ზიქრით მოაცილეს საკუთარ სახლამდე.
თურმე გზაში ამდენი ხნით დაგვიანება გამოიწვია იმან, რომ უკან მობრუნებული ჯგუფი (ჯგუფში ინგუშებიც შედიოდნენ) მთელი ექვსი თვით შეყოვნდა თურქეთის საზღვართან თურქეთის ხელისუფლების მიერ საზღვრის ჩაკეტვის გამო.

გებიშ ჰაჯის საფლავის წარწერა
მექადან მობრუნებული გებიშ-ჰაჯი სრულიად შეიცვალა. მანამდე, როგორც მათე ალბუთაშვილი წერს, „ჯიგიტობაში წილი ედო“, რომელიც საერო ცხოვრების პერიოდში აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა, მთლიანად თავი მიუძღვნა სასულიერო ცხოვრებასა და პანკისელ ქისტებში მაჰმადიანობის გავრცელებას. მან გვერდში დაიყენა უმცროსი ძმები, თანამოაზრე თანასოფლელები და დაიწყო ბრძოლა მეჩეთის მშენებლობისათვის, კიდეც მიაღწია შედეგს, მაგრამ დუისელმა ქრისტიანებმა იჩივლეს და დაწყებული მშენებლობა თიანეთის მაზრის უფროსმა შეაჩერებინა. მიუხედავად აკრძალვისა, კერძო სახლში ასრულებდნენ პარასკევის ლოცვას და 1902 წლისათვის ააშენეს კაპიტალური შენობა დუისის ცენტრში, რომელიც რეკონსტრუქციის შემდეგ დღესაც დგას და ტრადიციული ისლამის ცენტრია პანკისში.
„1898 წელს დუისელი მუსლიმების ერთმა ჯგუფმა თვითნებურად დაიწყო მეჩეთის მშენებლობა, რასაც შეეწინააღმდეგა ამ სოფლის ქრისტიანული მოსახლეობა გიო ქავთარაშვილის ხელმძღვანელობით. მათ ამის შესახებ შეატყობინეს თიანეთის მაზრის უფროსს თავად ჩოლოყაშვილს. მან კატეგორიულად აკრძალა მშენებლობა“, - წერს ისტორიის დოქტორი ლეილა მარგოშვილი.
პანკისში მაჰმადიანური რელიგიის შესწავლისა და განმტკიცების მიზნით გებიშ-ჰაჯი ჩავიდა ჩეჩნეთში და ჩამოიყვანა მოლავაათა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ გაემგზავრა აზერბაიჯანში და ჩამოჰყავს ზაქათალიდან მოლა, რომელსაც საკუთარი ხარჯებით გაუჩინა ცხოვრებისთვის სახსარი.
„XX საუკუნის დასაწყისში ქისტების სოფლებში თანდათან მომრავლდნენ ადგილობრივი მორწმუნე პირებიც. ამ ხეობაში მაჰმადიანური იდეოლოგიის პირველი მქადაგებლები იყვნენ ძმები: გებიშა, ახიგა და ნონგი ხანგოშვილები.
დუისში ცხოვრების პერიოდში უფროსი ძმა გებიშა ქალაქ მექაში წავიდა, რამდენიმე ხნის შემდეგ მექადან პანკისში დაბრუნებულმა გებიშამ ენერგიულად მოკიდა ხელი მაჰმადიანობის გავრცელებას. ამ რელიგიის გავრცელების მიზნით იმავე ხანგოშვილებმა ჩეჩნეთიდან ჩამოიყვანეს არაბულად განსწავლული ვინმე ვაათა...“ - წერს ლეილა მარ გოშვილი.
გებიშას უფროსი ქალიშვილის ქმარმა, მითხოელმა ბიბოლთი სვიაკაურმა ჩეჩნეთიდან ჩამოიყვანა თავისი 18 წლის დისშვილი და შერთო სიმამრს. სოვღეიმ ხანშიშესულ გებიშჰაჯის გაუჩინა ტყუპი ვაჟები მახამღეეზი და ღეეზმახამი. გებიშ-ჰაჯი გარდაიცვალა 1912 წელს და დაკრძალულია სოფ. დუისის ძველ სასაფლაოზე.
![]() |
8.1.5 მოზღარ მაათ - პირველი ქისტი განმანათლებელი |
▲ზევით დაბრუნება |
მათე ალბუთაშვილი წარმოშობით იყო მელხი (მითხოელი), პაპამისი თეეთი აიაური პირიქითა ქისტეთიდან, მელხისტიდან (სოფ. ჯარეგოდან) გადმოსახლდა თიანეთის მაზრაში, სოფ. ჩაბანოში. იმ დროს, XIX ს. დასაწყისში თიანეთში, კერძოდ, ჩაბანოს ხეობაში ცხოვრობდნენ ქისტები, იმდენად მრა ვალ რიცხოვანნი, რომ თიანეთის მაზ რის ამ რეგიონს „პატარა ქისტეთს“ უწო დებდნენ. მათ სრული ასიმილაცია განიცადეს ქართველ ხალხთან.
მათეს მამა ომანმა ცოლად მოიყვანა ხორბალოელი ქისტის ქალი. ხორბალო მდებარეობს ახმეტის რ-ნში, ბახტრიონიდან ჩრდილოეთით, 2-3 კმ დაშორებით მზის ფერდობზე. 1891 წლის აღწერით ამ სოფელში ცხოვრობს ქისტების 19 ოჯახი.

მათე ალბუთაშვილი
მათე დაიბადა 1863 წლის იანვარში. ქისტები ამ პერიოდში უკვე გაქრისტიანებულები უნდა იყვნენ, რადგან პატარა მათე, როგორც თავად წერს ავტობიოგრაფიაში, მონათლეს 1867 წელს, ხოლო 14 წლის ასაკში: „სოფლის (თიანეთის) სკოლაში გამგზავნეს 1874 წ., იქიდან გამოვიქეცი ცუდი პირობების გამო“.
1877 წლისათვის მათე ალბუთაშვილის ოჯახი ხორბალოშია, ჩანს, ცოლეურებმა მათეს მამა ომანი დაიყოლიეს და გადმოსახლდა სოფ. ხორბალოში. სწორედ აქ დამკვიდრდა აიაურების ოჯახი, წინაპრის ალბათის სახელზე დაეწერნენ და გახდნენ ალბუთაშვილები. მათეს ძმის, დიმიტრის შთამომავლები დღესაც ახმეტაში ცხოვრობენ, ისინი სრულად ასიმილირებულნი არიან ქართველებთან.
1877 წელს მათე სწავლას იწყებს ალვანის სამონასტრო სკოლაში. როგორც თავად წერს, „ერთი წელი ალვანის სკოლაში (სამონასტრო) გავატარე. 1880 წ. მოვხვდი თელავის სასულიერო სასწავლებელში“. თელავის სემინარიაში მ. ალბუთაშვილი 6 წელი სწავლობდა. მას ასწავლიდნენ ის მასწავლებლები, რომელთაც ვაჟა-ფშაველა დადებითად ახასიათებდა. მაგალითად, ვაჟა წერს, რომ „რუ სულის მასწავლებელიც, თუ არ ვცდები, სვიმონ რცხილაძე, კარგად გვასწავლიდა“. ამ მასწავლებლის შესახებ მ. ალბუთაშვილიც აღნიშნავდა: „რუსულს ს. რცხილაძე გვასწავლიდა, გადმოცემა კარგი ჰქონდა, ტკბილი კაცი იყო, გემრიელი ლაპარაკი იცოდა, საერთოდ, სანაქებო მასწავლებელი იყო“.
1886 წელს მ. ალბუთაშვილი სწავლას განაგრძობს თბილისის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც და ამთავრა 1892 წელს. 1893 წელს მათე ალბუთაშვილი გაამწესეს პანკისის სკოლაში. ეს პანკისში ერთადერთი დაწყებითი სკოლა მდებარეობდა სოფ. ჯოყოლოში. ჯოყოლოს მოსახლეობა 1866 წ. გააქრისტიანეს და იმჟამინდელი ხელისუფლების ყურადღებაც ქრისტიანი სოფლისკენ იყო მიმართული.
1894 წ. მათე ალბუთაშვილი აკურთხეს მღვდლად პანკისის სამრევლოში, კერძოდ, ჯოყოლოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში და საღვთო რჯულის მასწავლებლად გაამწესეს და 28 წლის განმავლობაში ეწეოდა საგანმანათლებლო და სასულიერო დარგში მოღვაწეობას პანკისის ხეობაში. აქ ჩამოყალიბდა იგი თავისი ხალხის პატრიოტად, ეთნოგრაფად, მწერლად, განმანათლებლად. მთელი თავისი ცოდნა, ჭკუა-გონება, ენერგია იქითკენ მიმართა, რათა ქისტებში შეეტანა სწავლა-განათლება, რადგან მხოლოდ ამაში ხედავდა ხალხის უმეცრებიდან და გაჭირვებიდან გამოყვანის გზას. მთელმა მისმა ოჯახმა განიცადა სრული ასიმილაცია ქართველებთან, მისმა შთამომავლობამ, შვილიშვილებმა და შვილთაშვილებმა არც კი იცოდნენ და იციან თავისი ქისტური ჩამომავლობის შესახებ, მაგრამ მათე ალბუთაშვილმა არ დაკარგა არც მშობლიური ენა, არც წეს-ჩვეულება და ტრადიციები. იგი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა ქისტად, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანი იყო და ძლიერ განიცდიდა, რომ ქისტები, მისი სამრევლო თანდათან მაჰმადიანობისკენ იხრებოდნენ. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მათე წამოვიდა პანკისიდან, მუშაობდა შილდაში, ალავერდის საეკლესიო ეპარქიებში, მაგრამ ყველგან ქისტი იყო, ამას არ მალავდა და დიდ პრობლემებსაც აწყდებოდა.

მათე ალბუთაშვილის მოთხრობის
„გებიშ ჰაჯის“ ხელნაწერი
1921 წ. მე-11 წითელი არმია შემოვიდა პანკისში, სოფ. დუისში მოლა დაიჭირეს და დასახვრეტად მიჰყავდათ. მოლამ ჩექმის ყელში დამალული ხანჯალი იძრო და აძგერა ორ მებადრაგე წითელარმიელს. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე თელავის საავადმყოფოში. მოლა, ცხადია, ადგილზე მოკლეს. მაგრამ საოცარი ის არის, რომ წითელარმიელთა მკვლელობა დააბრალეს მოძღვარ მათეს (მოზღარ მაათს, მოზღარ - ქისტური ინტერპრეტაციით) და დაიჭირეს. საჩივარი დაწერა დუმასტურელმა ოსმა კაბისოვმა და ფშაველმა ღუბიანურმა, სადაც ცილს სწამებდნენ ქრისტიან მღვდელს, თითქოს ქისტებს აქეზებდა, არ ჩაებარებინათ იარაღი და ებრძოლათ ბოლშევიკების წინააღმდეგ, რომ სწორედ მან მოჰკლა ორი წითელარმიელი და სხვ.
7 თვე იმყოფებოდა გუბერსკის (თბილისის) ციხეში მათე, მხოლოდ დუისელი ახალგაზრდის, ლაბაზ ცუქის ძე გურგაშვილის ჩვენებამ იხსნა, რომელიც თვითმხილველი იყო წითელარმიელებზე თავდასხმისა და განაცხადა, რომ იმ დროს მათე ალბუთაშვილი დუისში არც კი იმყოფებოდა.

მათე ალბუთაშვილი ოჯახთან ერთად
მეორედ 1924 წ. დაიჭირეს მათე, შილდაში მღვდლად მუშაობის დროს. მოკლე ბიოგრაფიაში, უბის წიგნაკში მათეს ჩაწერილი აქვს: „1924 წ. დამიჭირეს გამოსვლების დროს, მერე გამანთავისუფლეს“. ამჯერადაც სერიოზული ბრალდებით დაიჭირეს: 1924 წლის ანტიბოლშევიკური აჯანყების მომზადება და აგიტაცია. მათე თელავის ციხეში იჯდა, ხედავდა, გათენებისას როგორ გაჰყავდათ გიგოს გორაზე მასავით დაჭერილები და ხვრეტდნენ. თავის რიგს ელოდა, უბრალოდ, სიტუაციის შეცვლამ გადაარჩინა - თბილისიდან ბრძანება მოვიდა, დახვრეტები შეაჩერეთო და მათეც გადარჩა.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - მათეს უდანაშაულობას ადასტურებდნენ და თელავის ჩეკას ხელმძღვანელს შუამდგომლობის წერილს უგზავნიან პანკისელი ქისტები, მაჰმადიანები, 270-ზე მეტი კაცი ხელს აწერს განცხადებას, ქრისტიანები კი ცილისმწამებლურ საჩივრებს გზავნიდნენ.
არც შემდგომი წლები ყოფილა მისთვის ბედნიერების მომტანი. 1939 წელს ინსულტი დაემართა. 1947 წელს ალავერდიდან თელავში (თელავში სახლი იყიდა, ცოლ-შვილი თელავში ჰყავდა - ცოლი და ოთხი შვილი - კოლია, პელაგია, საშა, მიშა) მომდინარე ავარიაში მოყვა და ძლივს გადაურჩა სიკვდილს.
მათე ალბუთაშვილი გარდაიცვალა 1953 წ. 90 წლის ასაკში ქ. თელავში. დაკრძალულია თელავის ქართველთა სასაფლაოზე.
პანკისში 30 წელი გაატარა მათე ალბუთაშვილმა, ჯოყოლო იყო მისთვის ფუძე-საყუდარი, აქ გაიზარდა გონებრივად და ზნეობრივად, აქ დავაჟკაცდა, აქ შეისწავლა თავისი ხალხის - ქისტების ყოფა-ცხოვრება, ზნე-მორალი, წეს-ჩვეულებები, ტრადიციები და აქ, პანკისში შეიცნო თავისი, როგორც ადამიანის, დანიშნულება და მოვალეობა.
„XIX საუკუნის მიწურულს ქართული პრესის ფურცლებზე გამოჩნდა ფსევდონიმი „ქისტი ჩობანი“. ამ ფსევდონიმით ხელმოწერილი წერილები და ინფორმაციები ხშირად იბეჭდებოდა გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე. ეს ფსევდონიმი დღემდე სხვადასხვა სახელით არის ახსნილი (იხ. „ქართული გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია“ ტ. VI, ნაკვეთი I), კერძოდ, მისი ავტორი ხან მიხეილს (გვ. 658), ხან კი გიორგის (გვ. 577) სახელით არის მოხსენიებული. რეალურად, იგი იყო ერთი და იგივე პიროვნება - მათე ომანის ძე ალბუთაშვილი“, - წერენ გიორგი და ნიკო ჯავახიშვილები მათ მიერ გამოცემული მათე ალბუთაშვილის „პანკისის ხეობის“ შესავალში (მათე ალბუთაშვილი. პანკისის ხეობა. თბილისი, 2005).
მათეს ეს ნაშრომი გახლავთ პირველი სერიოზული კვლევა პანკისის ხეობაზე და მის მაცხოვრებლებზე. სწორედ აქ გამოვლინდა მათე ალბუთაშვილის მეცნიერული ანალიზის უნარი: პრობლემების დანახვისა და მათი გადაჭრის გზების ძიება, ქისტების ქართველებთან ინტეგრაციის აუცილებლობა და, რაც მთავარია, თარეშებისა და მტაცებლობის გენეტიკური გადმონაშთების აღკვეთა, რაც შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ განათლებითა და შრომა-გარჯით.

მათე ალბუთაშვილის სახლი თელავში
თავის მასწავლებლობის პერიოდში, პანკისში ცხოვრების სამი ათეული წლის განმავლობაში, მან ფეხზე დააყენა და გააფართოვა დაწყებითი სკოლა. სწორედ მისი თაოსნობით აშენდა ქვითკირის შენობა: „შენობა ორპირია 5 ოთახად - დერეფნით. არის საკლასო ოთახი 60 მოწაფისთვის, 2 ოთახი სამზარეულოთი - მასწავლებლისთვის და ღამის გასათევი ოთახი შორიდან მოსული შეგირდებისათვის. ამ სკოლამ 20 წლის განმავლობაში გამოიცვალა 20-ზე მეტი მასწავლებელი, ქალი და მამაკაცი: ოქრომჭედლოვი, მთვარელოვი, არისტოვი, ორი ხუგაშვილი, რამაზაშვილი, ქააძე და სხვ. მხოლოდ ერთი მასწავლებელი და გამგე გ. ალბუთაშვილი შერჩა სკოლას სრული 30 წელი, როგორც ქისტი და შეჩვეული ადგილობრივ პირობებს. სხვა მასწავლებლების ჩქარ-ჩქარა გადასვლა-გადმოსვლაში მ. ალბუთაშვილს უხდებოდა სკოლაში მეცადინეობის ჩატარება ყველა საგანში, მაშინდელი ნამოწაფრები, ახლა ზოგი სამსახურშია - მასწავლებლად, მდივნად, სატყეო განყოფილებაში და ა.შ. ერთი მღვდელია, ზოგიც მთავრობის დახმარებით სწავლას აგრძელებს“. - წერს ამაყი მასწავლებელი.
მთავარი პრობლემა ის იყო, რომ განათლების მნიშვნელობის უცოდინარი და უმეცარი მშობლები ბავშვებს სკოლაში არ უშვებდნენ. მათე კარდაკარ დადიოდა, უხსნიდა მშობლებს სწავლის მნიშვნელობას, არწმუნებდა, ამუნათებდა, მისი ხათრი ჰქონდა მოსახლეობას, უჯერებდნენ, იცოდნენ, რომ ის იყო მათი პატრონი ამ უცხო, მათთვის ჯერ კიდევ უცნობ ქვეყანაში. ყველა დავას მათე ალბუთაშვილის ხელმძღვანელობით აწარმოებდნენ ქისტები, ის იყო მათი ადვოკატიც, ექიმიც, მოდავეების მომრიგებელიც.
ცალკე სასაუბროა მათეს შემოქმედებითი მოღვაწეობა, ამ თემის ამოწურვა აქ შეუძლებელია; მათემ წერა ვაჟა-ფშაველას შეგონებით დაიწყო, მას ეკუთვნის პანკისის ხეობის ეთნოგრაფიულ-ისტორიულ-გეოგრაფიული აღწერა, მოთხრობები პანკისელთა ცხოვრებაზე, ლეგენდები და მითები, აღწერილი აქვს ეროვნული და რელიგიური დღესასწაულები და სხვ. მათე ალბუთაშვილი პირველი ქისტი მწერალია. მისი მოღვაწეობა დაუფასებელია, მან პირველმა გააცნო ქართულ საზოგადოებას ქისტები, როგორც უნიკალური ეთნოსი.
მათე ალბუთაშვილი პირადად იცნობდა ვაჟა-ფშაველას და მისი რჩევითა და წაქეზებით სერიოზულად მოჰკიდა ხელი ქისტი ხალხის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ შესწავლასა და ლიტერატურაშიც სცადა ბედი. „ქისტი ჩობანის“ ფსევდონიმით აქვეყნებდა ის თავის ნარკვევებს. მათეს ლიტერატურულ მოღვაწეობას აგრეთვე ხელი შეუწყვეს ილია ჭავჭავაძემ და ივანე როსტომაშვილმა, რომლებიც გაზეთ „ივერიისა“ და ჟურნალ „მოგზაურის“ გვერდებს უთმობდნენ მის ნაწერებს.
მ. ალბუთაშვილის ეთნოგრაფიული ნაშრომის თავების არასრული დასახელებაც კი მისცემს შესაძლებლობას მკითხველს დაინახოს, თუ რამდენად მეცნიერული მიდგომით შეუსწავლია ავტორს თავისი ხალხის ისტორია. ესენია: „ტერიტორია და საზღვრები პანკისის ხეობისა“, „ფლორა და ფაუნა“, „გზები და ბილიკები“, „სოფლები და მოსახლეობა ხეობისა 1901 წლის აღწერით“, „ტანსაცმელი“, „სახლები და მათი არქიტექტურა“, „ქისტის ხასიათი“, „ზნეობა“, „მოსახლეობის საქმიანობა“, „ენა“, „მკვდრის დამარხვა“, „ქორწინება“, „ბავშვების აღზრდა“, „შურისძიება“, „ფიცი“, „სტუმარ-მასპინძლობა“, „ლეგენდები და თქმულებები“ და სხვ.
ალბუთაშვილმა ასევე შექმნა მხატვრული ნაწარმოებები მშობლიურ (ქისტი ხალხის) თემაზე. იგი ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის შემდეგ, პირველი მწერალია, რომელმაც ქართულ მწერლობაში ქისტური თემა გაახმიანა. მის მოთხრობებში „მცირეწლოვანი მოსისხლე“ და „ყინ ტიერ დეეხინ“ (შერიგება) მოთხრობილია შურისძიებისა და შერიგების შესახებ, ხოლო მოთხრობა „გებიშ-ჰაჯი“ მოგვითხრობს სახელგანთქმულ ქისტ ვაჟკაცზე, რომელმაც იმ რთულ დროს მოახერხა პანკისის ხეობიდან წასულიყო წმ. ქალაქებში მექასა და მედინაში, მოელოცა წმ. ქააბა და დაბრუნებულიყო ჰაჯის წოდებით.
მ. ალბუთაშვილის მოღვაწეობას გ. ჯავახიშვილი ასე ახასიათებს: „მათე ალბუთაშვილი ერთ-ერთი პირველი განათლებული ქისტი იყო, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული პანკისის ხეობაში პირველი ქართული სკოლის გახსნა და მრავალი კულტსაგანმანათლებლო ღონისძიება“.
„ქისტი ჩობანი“ ცნობილი გახდა ქართველ მეცნიერთა წრეში. მასთან ურთიერთობა ჰქონდათ გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებსა და მეცნიერებს.
მ. ალბუთაშვილის დიდ ღვაწლზე ქისტებში სწავლა-განათლების დანერგვის შესახებ წარმოდგენას გვიქმნის ძუნწი, თავმდაბლური ცნობები, რომლებსაც თავად იძლევა ჯოყოლოს სკოლის შესახებ საუბრისას, რომელიც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში გაიხსნა და 1893 წლიდან თავად ხელმძღვანელობდა. 1899 წელს მთის სკოლების ინსპექტორმა, აკადემიკოსმა ე. მამინეიშვილმა, სთხოვა ხსენებულ საზოგადოებას, ზოგს ხეობის მაცხოვრებლებიც შეეშველნენ და ფიცრული სახლი გადაკეთდა ქვითკირად, რომელიც თბილისის გუბერნატორმა სვეჩინმა 300 მანეთად შეაფასა. ასე აშენდა პანკისის ხეობაში პირველი საგანმანათლებლო კერა მ. ალბუთაშვილის ხელმძღვანელობით.
2009 წელს წიგნის ავტორის ინიციატივითა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მათე ალბუთაშვილის მშობლიურ სოფელ ჯოყოლოში, გაიმართა პირველი ქისტი მწერლის გარდაცვალებიდან 55 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო, ჩატარდა მათეს სახელობის დოღი, მოხდა გამარჯვებულების დაჯილდოება.
2018 წლის იანვარში, ასევე წიგნის ავტორისმ ინიციატივითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მწერალთა სახლში ჩატარდა პირველი ქისტი განმანათლებლის, მათე ალბუთაშვილის ხსოვნის საღამო და მისი დაბადებიდან 155 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „მათე ალბუთაშვილის ბიოგრაფიული შტრიხები და შემოქმედება“ და „პანკისის ხეობა დროისა და სივრცის ჭრილში“.
ღონისძიებების ძირითადი მიზანი იყო პირველი ქისტი სასულიერო მოღვაწის, მწერლის, ფოლკლორისტის, ეთნოგრაფისა და პედაგოგის მათე ალბუთაშვილის გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის, მისი, როგორც თავისი ქვეყნისა და ხალხის წინაშე დამსახურებული ადამიანის ხსოვნის უკდავყოფა, აგრეთვე, მისი ფასდაუდებელი ნაშრომების პოპულარიზაცია საზოგადოებაში.
![]() |
8.1.6 გოი ბაღაკაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გოი ბაღაკაშვილი დაიბადა ჩორა ბაღაკაშვილისა და თოეი ბორჩაშვილის ოჯახში. გოი თავის დროზე სახელგანთქმული ვაჟკაცი იყო. მას ჭკუას ეკითხებოდნენ, იყო სამართლიანი და პირდაპირი. იგი დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა ხეობაში.

გოი ბაღაკაშვილი (ზის)
იყო დუისსოფლის მამა სახლისი. მაღალი აღნაგობისა, მხარბეჭიანი, მთასავით შეუვალი და უაღრესად მამაცი. გოი ბაღაკაშვილი, ლაბო გუმაშვილთან და ლაზარე თურქოშვილთან ერთად ხელმძღვანელობდა პანკისელების მიერ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იარაღის მშვიდობიანად ჩაბარების პროცესს. დროული ხალხი ჰყვება, რომ სამ ურემზე მეტი მოგროვდა ნებაყოფლობით ჩაბარებული იარაღი (ხუთსასროლიანი თოფები, შაშხანები, ხმლები და ხანჯლები), რომელიც ზემოხსენებულმა პირებმა, მათე ალბუთაშვილის შუამდგომლობით, ჩაიტანეს ახმეტაში და ჩააბარეს ახმეტის „ჩეკას“ უფროსს.
გოის ექვსი შვილი ჰყავდა ორი ვაჟიშვილი მუსა და ბაასეი და ოთხი ქალიშვილი - იაძეი, მაქეი, შავლაჴა და ძაბა. მისმა შვილებმა საკუთარი წვლილი შეიტანეს და სახელი დატოვეს ხეობის აღმშენებლობისა და განვითარების საქმეში. მუსა - პირველი კოლმეურნეობის თავმჯდომარე, უაღრესად გაწონასწორებული და განათლებული კაცი ყოფილა, მას თანასოფლელებმა „მეცნიერი“ შეარქვეს, ხოლო მისი ქალიშვილი შავლაჴა პირველი დეპუტატი ქალია პანკისის ისტორიაში.
![]() |
8.1.7 ლაბო გუმაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ლაბეი ქაასას ძე გუმაშვილი დაიბადა 1869 წელს, თიანეთის მაზრის სოფ ჯოყოლოში. ბავშვობაში მას წერა-კითხვა ასწავლა ჯოყოლოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმა. ანბანის შესწავლის შემდეგ ლაბო დაეწაფა კითხვას, კითხულობდა ყველაფერს, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდა. მოგვიანებით ჩადიოდა თბილისში, კვირაობით იჯდა საჯარო ბიბლიოთეკაში, კითხულობდა სხვადასხვა წიგნს. წაკითხული ჰქონდა ბუნების კარი, საქართველოსა და სხვა ქვეყნების ისტორიები. ასეთი დიდი მოწადინებით მან მიიღო ბრწყინვალე თვით განათლება, რასაც დაემატა მისი პატიოსნება, კეთილსინდისიერება და მთელს ხეობაში თითით საჩვენებელი პიროვნება გახდა, როგორც განათლების მხრივ, ასევე ჭკუა-გონებითაც.
1895-1896 წლებში ლაბო დაინიშნა პანკისის ხეობის სოფლების ჯოყოლოს, ომალოსა და ბირკიანის მამასახლისად და ამ თანამდებობაზე იმუშავა გასაბჭოებამდე.

ლაბეი გუმაშვილი (ზის მარცხნივ)
ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად
იმ ავბედით პერიოდში, როცა მთელ საქართველოში და განსაკუთრებით კი თიანეთის გზაზე მძვინვარებდა ყაჩაღობა, ძარცვა-გლეჯვა და მკვლელობები, ლაბო ფაიტონით ჩადიოდა თიანეთში და აგვარებდა პანკისელების მიმართ ჩადენილ დანაშაულებებს და ყველა სხვა საჭირბოროტო საკითხს. ამ გზაზე მოკლეს მისი ერთადერთი დის ქმარიც (რ. მუთოშვილი).
ის გამორჩეულად იყო დაინტერესებული პანკისელი ახალგაზრდების სწავლა-განათლებით. თავისი უფროსი შვილი გაბო ჩაიყვანა ქ. ბაქოში და მიაბარა ერთ განათლებულ ოჯახში, რომელიც სათანადო განათლების მიღების შემდეგ ჩაირიცხა ბაქოს ნავთობის ინსტიტუტში.
ლაბო გუმაშვილი ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა ადგილობრივ მაცხოვრებლებში სწავლა-განათლება შეეტანა. იგი ცხენით ჩადიოდა თბილისში (რასაც კვირებს ანდომებდა), ხვდებოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს და სთხოვდა პანკისელი ბავშვებისათვის ადგილები გამოეყოთ მთიელთა სკოლა-ინტერნატში სწავლისათვის, რასაც დიდი ძალის ხმევის შემდეგ მიაღწია კიდეც. მაგრამ წამოიჭრა სხვა პრობლემა: ავის მსურველებმა ხეობაში ხმა გაავრცელეს, თითქოს ლაბო რუსებისთვის გადასაცემად ამზადებს ბავშვებს, რათა თურქებს მძევლად გადასცენო (ეს იყო რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდი). ლაბოს აღებული ჰქონდა 33 ბავშვის ნებართვა და 13 ბავშვი ძლივს შეაგროვა, მათ შორის ორი საკუთარი ვაჟიც ერია. ჭკვიანმა ხალხმა იაზრა, ცუდ ამბავში საკუთარ შვილებს არ გარევდაო და ამიტომაც ანდეს შვილები, ესენი იყვნენ: აბდულ და ელიოზ გუმაშვილები, შაბეი, თათარა და ასხაბ დუიშვილები, ნატაშა ალდამოვი, მახმად მარგოშვილი, ბათაყა ცათიაშვილი, მახმად გაურგაშვილი და სხვები. ისინი გასაბჭოების შემ დეგ კარგ თანამდებობებზე მუშაობდნენ: შ. დუიშვილი საქართველოს მსუბუქი მრეწველობის მინისტრის მოადგილე გახდა; ა. დუიშვილი - ქ. ქუთაისის რკინიგზის სამმართველოს უფროსი; მ. მარგოშვილი - მფრინავი, მეორე სამამულო ომის გმირი; ე. გუმაშვილი - სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე; ნ. ალდამოვი - ახმეტის კოოპერატივის თავმჯდომარე; მ. გაურგაშვილი - მფრინავი, შსს-ს თანამშრომელი და და ა.შ.
ლაბო გუმაშვილი იყო ქართველებსა და ქისტებს შორის გადებული მეგობრობის ხიდი, კახეთში არ იყო არც ერთი სოფელი, სადაც მას მეგობრები არ ჰყავდა: მატანში - ჩოლოყაშვილები, ხოხობაშვილები, ზარგარიანები, ახმეტაში - შაშიაშვილები, ქინქლაძეები, სიმონიშვილები, ქისტაურში - ერისთავები, ფეიქრიშვილები, თელავში - მაჭავარიანები, გურაბანიძეები, როსტომაშვილები, თბილისში - ძმები ცისკარიშვილები (სამედიცინო ინსტიტუტის ლექტორები), აბაშიძეები, დეკანოზიშვილები და სხვები და სხვები. მეგობრობდა აგრეთვე ქართველ თავადებთან: ელ. მაყაშვილთან (რომლის ფოტო დღესაც მის ფუძეზე ინახება), ვ. ჩოლოყაშვილთან, რ. ერისთავთან, ი. ცისკარიშვილთან და ა.შ. მასთან ხშირად ჩამოდიოდა მისი მეგობარი ვაჟა-ფშაველა. დაესწრო ვაჟა-ფშაველასა და რაფიელ ერისთავის დაკრძალვას ქისტურ დელეგაციასთან ერთად.
![]()
ქაასი (ქაიხოსრო) გუმაშვილის
საფლავის ქვა
სოფელ ჯოყოლოში
ლაბო გუმაშვილის სახლის კარი ღია იყო ხეობაში მოსული ყველა სტუმრისათვის, უკან გზაზე საკუთარი ლინეიკით აცილებდა მათ. პანკისის ხეობაში არ წყდებოდა არც ერთი მნიშვნელოვანი და ხეობისათვის საჭირბოროტო საკითხი მისი ჩარევის გარეშე. ხეობის მაცხოვრებლები სადავო საკითხებზე მას მიმართავდნენ და ის ყოველთვის მაღალ დონეზე, სამართლიანად წყვეტდა ყველა პრობლემას. ლაბოს ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ხეობაში კახეთიდან სხვადასხვა კულტურის (ხეხილი, მარცვლეული, ბოსტნეული) შემოტანასა და განვითარებაში.
ლაბო იყო პირველი მაჰმადიანი სოფ. ჯოყოლოში, რომელმაც საკუთარი შვილები გაზარდა, როგორც სწავლა-განათლების მოყვარულები, ასევე მაჰმადიანური სულის კვეთებით, მიუხედავად იმისა, რომ თავად პირველ ცოლთან ჯვარდაწერილი იყო სოფლის ეკლესიაში.
ხეობის გასაბჭოების შემდეგ (გადასახლებას გადარჩენილი) ხალხის სამსახურში იდგა და მუხლმოუხრელად ზრუნავდა ახლა უკვე შვილიშვილების სწავლა-განათლებაზე.
მან ნათელი და ღირსეული კვალი დატოვა, როგორც საკუთარ ხალხზე უანგაროდ მზრუნველმა და მოამაგემ, თავისი ხეობის დიდმა ქომაგმა და სახელოვანმა შვილმა. მისი სახელი, სხვა ღვაწლმოსილ პანკისელებთან ერთად, ოქროს ასოებით ჩაიწერება პანკისის ისტორიაში.
გარდაიცვალა 1956 წლის 1 სექტემბერს 87 წლის ასაკში სოფ. ჯოყოლოში. დაკრძალულია ამავე სოფლის სასაფლაოზე. თავის ავტოგრაფიულ ჩანაწერში პირველი პანკისელი პოეტი და მწერალი მახმად გაურგაშვილი, თავის გამზრდელზე და მამიდის მეუღლეზე ლაბო გუმაშვილზე ასე წერს: „ლაბოს ოჯახი იმ დროს ჯოყოლოში ერთ-ერთ წესიერ ოჯახად ითვლებოდა. თვით ლაბო საზოგადოებაში გასული და ფრიად გავლენიანი პირი იყო. ეს იქიდან ჩანდა, რომ სოფლის ყველა სადავო საკითხის გადაჭრის დროს, მას სათანადო ადგილი ეჭირა და ბევრი პირი მასთან რჩევა-დარიგებისთვის მიდიოდა, რადგან მთის გავლენის ქვეშ მყოფ სოფლებში ჯერ კიდევ თემური ადათ-წესები ბატონობდა. სოფლის მოთავე კაცებს ევალებოდათ, როგორც სოფლის მცხოვრებთა ურთიერთობის მოწესრიგება, აგრეთვე გარეშე სოფლებთან წამოჭრილი დავის წარმოება. ერთი სიტყვით, სოფლის მოთავე კაცები ხან მოსამართლეების როლში გამოდიოდნენ, ხან მოდავეებისა და ხანაც შუამავლების.
ლაბომ ქართული წერა-კითხვაც იცოდა. მის სამაგიდო წიგნს შეადგენდა სქელტანიანი წიგნი „ყარამანიანი“. ბევრჯერ ყური გვიგდია კითხვაში გართული ლაბოსთვის, რომელმაც კითხვა მხოლოდ ხმამაღლა იცოდა, დაგვიზეპირებია ყარამანის გმირების სახელები და ბრძოლის განსაკუთრებული ეპიზოდები. ვიდრე ლაბოს ყოველმხრივ დავახასიათებდე, მინდა აღვწერო მისი ოჯახის წევრები, რადგან მისი მოქმედებისა და ჩვევების გადმოსაცემად მათი გაცნობაა საჭირო.
ლაბოს მამიდაჩემთან შეძენილი ქალ-ვაჟი ჰყავდა - უფროსი იყო ქალიშვილი რეიხათი, უმცროსი ვაჟი - აბდულა. აბდულა ჩემზე წლითა თუ წლინახევრით უფროსი იყო, რეიხათმაც და აბდულამ წერა-კითხვა იცოდნენ. ეს ალბათ მამის მეცადინეობის შედეგი იყო. წინა ცოლთან შეძენილი ორი შვილი, ვაჟი შავხალი და ქალი ხეედი, ხნოვანებით იმათზე უფროსები, წესიერი ყოფაქცევისა და ოჯახის საქმეში გამრჯენი იყვნენ.
ლაბოს ორი ვაჟიშვილი სხვაც ჰყავდა, რომლებიც ცალკე ოჯახად ცხოვრობდნენ დედასთან ერთად. უფროსს ერქვა ნიკო, უმცროსს - ელიოზი, ნიკო ყველაზე უფროსი იყო და მისი დაქორწინებაც ძლივს მახსოვს.
ლაბოს ოჯახში მტკიცე დისციპლინა ჰქონდა დამყარებული. ვაი იმას, ვინც იმის სიტყვას გადაუხვევდა ან რაიმეში ურჩობას გასწევდა, იგი მზად იყო თვით სახრითაც გაეწკეპლა დამნაშავე, ამიტომ მისი ყოველი სიტყვა - დაწყებული მამიდაჩემიდან დამთავრებული ჩემამდის, ყველასთვის კანონი იყო“.
![]() |
8.1.8 იდეი ბორჩაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |

იდეი ბორჩაშვილი შვილებთან ერთად
იდეი (იდა) ნეედირას ძე ბორჩაშვილი დაიბადა 1869 წელს პანკისის ხეობის სოფ. ჯოყოლოში. ჰყავდა 9 შვილი.
წლების განმავლობაში იყო სოფლის თავკაცი, მამასახლისი. იმ დროისთვის საკმაოდ შეძლებული, სხვადასხვა მიწისა და დიდი რაოდენობით საქონლის მფლობელი იდეი ბორჩაშვილი მიეკუთვნებოდა იმ გონიერი ადამიანების რიცხვს, რომელბმაც იციან, რომ ადამიანის განვითარებისა და წინსვლის გზა გადის განათლებაზე და აქედან გამომდინარე, იმ რთულ დროში, საკუთარ 5 შვილს უმაღლესი განათლება მიაღებინა.

ნეედირ ბორჩაშვილის აკლდამის ტიპის
საფლავი პანკისის ხეობაში
ოჯახში ჰქონდათ მოსკოვიდან იდას სახელზე მო სული წერილი, სადაც მადლობას უხდიდნენ, მაგ რამ რისთვის, არ იციან და წერილიც, სამ წუ ხა როდ, დაიკარგა. იდას ოჯახი გაკულაკებას გადაურჩა.
გარდაიცვალა 1947 წელს.
ქისტების მეხსიერებაში დარჩა როგორც სამართლიანი, კეთილშობილი, ხალხზე მოამაგე და მათი დიდი ქომაგი.
![]() |
8.1.9 უსუფ მარგოშვილი - ქისტების განათლების მედროშე |
▲ზევით დაბრუნება |

უსუფ მარგოშვილი
უსუფ მარგოშვილი (ქისტებში მოიხსენიებენ როგორც ოდიი ისუბ) ცნობილი და გამორჩეული პიროვნება იყო. მან ისე განვლო თავისი ცხოვრება, რომ ქისტი ხალხის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. დიდია მისი ღვაწლი თავისი ხალხის განათლების საქმეში, დაუღალავად იღვწოდა ხალხში განათლებისა და კე თილ დღეობის შესატანად. როგორც მის წინამორბედ მათე ალბუთაშვილს მიაჩნდა, ქისტების ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრაცია მხოლოდ სწავლა-განათლებით შეიძლებოდა, ასევე უსუფ მარგოშვილიც თვლიდა, რომ მხოლოდ სწავლის შედეგად შეძლებდა მისი ხალხი ცი ვილიზაციისკენ გზის გაკაფვას. მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ამ მიზანს და შედეგსაც მიაღწია.
ალბათ, ბედისწერის საქმე იყო, რომ მათე ალბუთაშვილი პანკისიდან მიდის XX ს. 20-იანი წლების დასაწყისში და სწორედ ამ დროს ბრუნდება სასულიერო განათლებამიღებული უსუფ მარგოშვილი თავის მშობლიურ სოფელში და აქტიურად ებმება სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობაში. მათე ალბუთაშვილი მოღვაწეობდა სოფ. ჯოყოლოში, ხოლო უსუფ ადოს ძე მარგოშვილი - სოფ. დუისში. ორივეს სასულიერო განათლება ჰქონდა მიღებული: მ. ალბუთაშვილს - ქრისტიანული, უ. მარგოშვილს - მაჰმადიანური. ორი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ერთი საქმის - სწავლა-განათლების დამკვიდრებისთვის იღვწიან ქისტებში. საინტერესო ისიც გახლავთ მათ მოღვაწეობაში, რომ ორივე დიდი პატრიოტები იყვნენ თავისი ხალხისა, მაგრამ მ. ალბუთაშვილი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა სასულიერო მოღვაწედ, ხოლო უ. მარგოშვილმა საერო მოღვაწეობა აირჩია. საერთო მათ შორის ბევრია, მაგრამ არის განსხვავებაც: უ. მარგოშვილმა საბჭოთა ხელისუფლებაში დაინახა მომავალი, ხოლო ალბუთაშვილი ბოლშევიკებმა გააძევეს პანკისიდან, თუმცა თავის ბოლოდროინდელ ნაწერებში ის ხოტბას ასხამს საბჭოთა ხელისუფლებას, რომელმაც, მართლაც, ფუნდამენტურად შეცვალა უკეთესობისკენ პანკისში სწავლა-განათლების საქმე. ამას ვერ და უკარგავ ბოლშევიკებს და ეს დააფასა კიდეც ამ ორმა დიდმა განმანათლებელმა.
უსუფ მარგოშვილი დაიბადა 1894 წ. ადო მაჰმადას ძის მრავალშვილიან ოჯახში. ის იყო ადოს ექვსი შვილიდან ყველაზე უმცროსი და ყველაზე სახელიანიც გახდა. უსუფის მამის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად გაჭირვებული ცხოვრებისა, მან როცა შეიტყო უმცროსი ბიჭის სწავლის სურ ვილი, გადაწყვიტა, სკოლაში მიებარებინა. პატარა უსუფი, როგორც თავად ყვებოდა, სახლიდან იპარებოდა, 2-3 კმ. დაშორებით სოფ. ჯოყოლოში ადიოდა, სკოლის კარებთან აიტუზებოდა და უსმენდა მ. ალბუთაშვილის გაკვეთილებს. მასწავლებელი არ უშლიდა მოსმენას, სკოლაში სიარულსაც სთავაზობდა.
![]()
უსუფ მარგოშვილის მეუღლე
ძააძეი ბაღაკაშვილი
მაგრამ უსუფის მამამ სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღო. XX ს. დასაწყისში სოფ. ჯოყოლოში ქრისტიანი მოსახლეობაა, 8-10 ოჯახია მხოლოდ მუსლიმური. სოფ. ომალოშიც ქრისტიანები ჭარბობენ, ხოლო სოფ. დუისში უმეტესობა მუსლიმურ რწმენას მისდევს. ამ პერიოდში დაიწყო მაჰმადიანური რწმენის აღზევება, დუისში აქტიურად მიმდინარეობს აგიტაცია-პროპაგანდა მაჰმადიანური რწმენის განმტკიცებისათვის და სავარაუდოა, რომ ადომ არჩევანი მაჰმადიანურ განათლებაზე შეაჩერა. ამას, ალბათ, იმანაც შეუწყო ხელი, რომ მედრესეებში სწავლება და კვება უფასო იყო.
1907 წელს უსუფი მიაბარეს ზაქათალის რ-ნის ს. ყანდადის სასულიერო სკოლაში. ამ სკოლაში მეცადინეობა როგორც აზერბაიჯანულ, ისე არაბულ ენებზე მიმდინარეობდა. უსუფმა აქ ორი წლის განმავლობაში შეისწავლა ორივე ენა, თავი გამოიჩინა სწავლაში და 1909 წ. სწავლა გააგრძელა ნუხის რ-ნის სოფ. შაბალეთის სასულიერო სკოლაში, სადაც სწავლა მიმდინარეობდა არა ბულ ენაზე.
1912 წელს უსუფი მიემგზავრება ჩეჩნეთში და შედის გროზნოს ოლქის სოფ. ღოიტის მედრესეში, სადაც სწავლა ასევე არაბულ ენაზე მიმდინარეობდა. ამ სასულიერო სასწავლებელში უ. მარგოშვილმა თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა, ბეჯით მა მოსწავლემ და სას წავლებლის დამთავრების შემდეგ, 1916 წელს ის დატოვეს ამავე სკოლაში არაბული ენის მასწავლებლად, სადაც ორ წელზე მეტხანს მუშაობდა.
უსუფ მარგოშვილმა ს. ღოიტის სასწავლებელში სწავლისა და მუშაობის პერიოდში ავტორიტეტი მოიხვეჭა, როგორც ნიჭიერმა, დახვეწილი ეთიკის მქონე ახალგაზრდამ, გაიცნო იმ დროისათვის განათლებული ადამიანები. მაგალითად, ის მეგობრობდა ნავთობის მაგნატ თაფა ჩერმოევთან, რომელიც შემდეგ გახდა მთიელთა გაერთიანებული რესპუბლიკის მთავრობის მეთაური. როცა ბათუმში მთიელთა რესპუბლიკა გამოაცხადეს, უსუფ მარგოშვილი თაფა ჩერმოევთან ერთად ბათუმში იმყოფებოდა. უსუფმა გაიცნო თაფას ცოლის დის შვილი მარიამი, ცოლად შეირთო და მასთან ქალი შვილიც შეეძინა.
ჩრდილო კავკასიაში რევოლუციის შემდეგ არეულობა დაიწყო. ჩეჩნეთი და ჩეჩნები ყოველ დროს იბრძოდნენ აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ, როგორც კი მომენტი გაჩნდებოდა, აღსდგებოდნენ ხოლმე დამპყრობლის წინააღმდეგ. ცხადია, ბოლშევიკების მომხრეებიც გაჩნდებოდნენ და უსუფმა, როგორც ჭკვიანმა და შორსმჭვრეტელმა ადამიანმა, იგრძნო საფრთხე და საქართველოში გამოემგზავრა. მეუღლე და ქალიშვილი ჩეჩნეთში დარჩნენ.
როგორც კი პანკისში ჩამოვიდა, დაიწყო ზრუნვა იმისათვის, რომ სოფელში სკოლა გაეხსნა. მეფის ხელისუფლება ყურადღებას აქცევდა პანკისში მხოლოდ იმ სოფლებს, სადაც ქრისტიანი მოსახლეობა იყო. სკოლები არსებობდა სოფ. ჯოყოლოსა და სოფ. კოშკებში (დღევანდელი ყვარელწყალი). ჯოყოლოში ქრისტიანი ქისტები ცხოვრობდნენ, კოშკებში ქრისტიანი ფშავლები. პანკისში დაარსებულ პირველ და ყველაზე დიდ სოფელ დუისში სკოლა არ იყო. უსუფმა გარს შემოიკრიბა თანამოაზრეები და დაიწყო ბრძოლა სკოლის დაარსებისათვის, მაგრამ მხოლოდ 1922 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მიაღწია მიზანს.
![]()
უსუფ მარგოშვილი მოსწავლეებთან ერთად
პირველად სკოლა დაქირავებულ სახლში გაიხსნა. უსუფს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რათა დაერწმუნებინა მშობლები, რომ ბავშვები სკოლაში ეტარებინათ. აქამდე დუისში დროგამოშვებით მედრესეები იხსნებოდა, მაგრამ დიდ წარმატებას ვერ აღწევდნენ. უ. მარგოშვილს, განათლებით მოლას, ქართული, ჩეჩნური, რუსული, აზერბაიჯანული და არაბული ენების მცოდნეს, შეეძლო მუშაობა თბილისში და სხვა დიდ ქალაქებშიც. დუისშიც ეცადა მედრესეს გახსნა, მაგრამ ის ხვდებოდა, რომ ქისტებისათვის აუცილებელი იყო საერო განათლების მიღება და ისიც ქართულ ენაზე, მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა მძიმე ცხოვრების გაუმჯობესება.
სწორედ ამ მიზნით ის 1927 წ. მიემგზავრება ჩეჩნეთში და 1928 წელს სწავლა გააგრძელა ქ. გროზნოს ორწლიან პედაგოგიურ სასწავლებელში ჩეჩნური ენისა და რუსული ენის სპეციალობით. ამ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, პრაქტიკის შეძენის მიზნით, დაიწყო მუშაობა შატოის რაიონის სოფ. ვარანდის დაწყებითი სკოლის გამგე-მასწავლებლად.
1930 წელს, უკვე დიპლომიანი და ახალგაზრდა, მაგრამ სტაჟის მქონე მასწავლებელი ბრუნდება მშობლიურ სოფელში და იწყებს გაცხოველებულ მუშაობას დუისში სკოლის ასაშენებლად, მან კვლავ შემოიკრიბა თანამოაზრეები, მოიარეს მთელი სოფელი, ზოგი ხე-მასალით, ზოგი აგურით, ზოგი კრამიტით დაეხმარა მშენებლებს. მარგოშვილმა საკუთარი სახსრებიც არ დაზოგა და 1932 წ. დაწყებული სკოლის შენობა 1934 წ. დასრულდა.
1935-1936 სასწავლო წელს პირველი ზარიც დაირეკა და დუისის საშ. სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო. ეს იყო დიდი წარმატება არა მარტო ს. დუისისათვის, არამედ მთელი პანკისის ხეობისათვის. მოსწავლეთა კონტიგენტი შეივსო შემდეგი სოფლების ბავშვებით: დუისი, ჯოყოლო, ყვარელწყალი, საკობიანო, ბირკიანი, წინუბანი, ხალაწანი, ომალო და დედისფერული. მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან მოდიოდნენ დუისის სკოლაში სამუშაოდ. წლების განმავლობაში ერთადერთი ქისტი მასწავლებელი იყო უსუფ ადოს ძე მარგოშვილი.
![]()
დუისის საშუალო სკოლისთვის
უსუფ მარგოშვილი სახელის მინიჭების ცერემონიალი
„უსუფის განათლებას, ინტელექტსა და ადამიანებთან ურთიერთობის განსაკუთრებულ უნარს დადებითი შედეგიც მოჰქონდა, რამდენადაც მისი საუბრები ისეთ კვალს ტოვებდნენ, რომ ამ შეხვედრების შედეგად მასზე ბევრი საგაზეთო სტატია და წერილი იბეჭდებდა არა მარტო გროზნოში, არამედ საქართველოშიც. ეს ყველაფერი ხელს უწ ყობდა ქართულ-ვაინახური ურთიერთობების გაღრმავებას და ქისტების განათლების საქმეში კი ბევრი სასიკეთო საქმეების განხორციელებას. მაგალითად, როგორც ჩეჩნეთ-ინგუშეთის, ისე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მიუსაფარი ქისტი ოჯახის შვილები ურიგოდ ირიცხებოდნენ სკოლა-ინტერნატებში, ახალგაზრდებისთვის დაშვებული იყო შეღავათები სასწავლო ლიმიტების სახით, სწავლის გასაგრძელებლად კი მიზნობრივ ასპირანტურაში მათთვის გამოიყოფოდა ხოლმე დამატებითი ადგილები და სხვ. შედეგად, პანკისის ქისტებში მრავალი სხვადასხვა დარგის პროფესიონალი, მეცნიერი და საზოგადომოღვაწე აღიზარდა, - წერს უსუფის შვილიშვილი ბელა შავხელიშვილი, უსუფ მარგოშვილის 120 წლისთავისადმი მიძღვნილ თავის წიგნში „რასაც დათეს...“.
შრომა-ღვაწლი დაუფასდა უსუფ მარგოშვილს. მთავრობისგან დაიმსახურა მადლობები და მრავალი ჯილდოც. 1949 წ. დააჯილდოვეს მედლით „შრომითი მამაცობისათვის“. 1956 წ. პენსიაზე გავიდა, მისმა კოლეგებმა, ყოფილმა მოსწავლეებმა, რომლებიც მის კვალს გაჰყვნენ და უმაღლესი განათლება მიიღეს, გახდნენ: ინჟინრები, სოფლის მეურნეობის სპეციალისტები, ექიმები და სხვ. მოუწყვეს გამოსამშვიდობებელი საღამო. 1964 წელს, დაბადებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებით მიენიჭა დამსახურებული მასწავლებლის წოდება. ხოლო მისი 100 წლისთავთან დაკავშირებით 1994 წ. დუისის საშ. სკოლას მიენიჭა უსუფ მარგოშვილის სახელი.
უსუფ მარგოშვილს და მის ქისტ მეუღლეს ძააძეი ბაღაკაშვილს შეეძინათ ხუთი შვილი; ყველამ მიიღო უმაღლესი განათლება: ოსმანი (იურისტი), მარგო (ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი), ლეილა (ისტორიკოს-ეთნოგრაფი, პროფესორი) ზიზი (ეკონომისტი), - ყველა მათგანს ჰქონდა დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო სულთანმა (გიგომ) დაამთავრა ქ. გროზნოს სახელმწიფო უნივერსიტეტი რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. ყველა დაოჯახდა, ამდენად, მათ დარჩათ დიდი მემკვიდრეობა შვილიშვილებისა და შვილთაშვილების სახით.
უსუფ მარგოშვილი 79 წლის ასაკში 1973 წ. გარდაიცვალა, მაგრამ მისი სახელი ცოცხლობს, როგორც თავისი ხალხის კეთილდღეობისათვის მებრძოლი ადამიანისა. ის თავისი პირადი მაგალითით ცდილობდა ქისტი და ქართველი ხალხის ინტეგრაციას, რადგან იცოდა, ქისტების მომავალი ამ ინტეგრაციაზე იყო დამოკიდებული, მაგრამ კავშირს არ წყვეტდა წინაპართა სამშობლოსთან - ჩეჩნეთ-ინგუშეთთან. ყაზახეთიდან დაბრუნების შემდეგ ჩეჩნეთ-ინგუშეთის მთავრობაში მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ მისი ყოფილი მეგობრები, ურთიერთობებიც განახლდა და ქართულ-ვაინახური ურთიერთობის გაუმჯობესებაში უსუფმა თავისი წვლილი შეიტანა.
ამის დასტურია ისიც, რომ მან ქართულიდან ჩეჩნურ ენაზე თარგმნა ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებები: „მამის მკვლელი“, „ციცია“ და „ელისო“. ეს კრებული სათაურით „ხერჯინარშ“ (რჩეული) გამოიცა ქ. გროზნოში 1969 წელს, რომელიც სწრაფად გაიყიდა და ჩეჩენმა მკითხველმა პირველად გაიცნო ქართველი და ჩეჩენი ხალხის მეგობრობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი მწერალი.
2007 წელს ეს კრებული ხელმეორედ გამოსცა ქ. თბილისში „კავკასიურმა სახლმა“. ამ გა მოცემამაც გარკვეული როლი ითამაშა საქართველოში ომს გამორიდებული ლტოლ ვილების ცნობიერებაში.
უსუფ მარგოშვილი იყო ერთადერთი პიროვნება გასული საუკუნის 70 წლამდე, რომელმაც ბრწყინვალედ იცოდა არაბული ენა, წმინდა წიგნი „ყურანი“, ზედმიწევნით იცოდა ისლამის საფუძვლები, მაგრამ არასოდეს ერეოდა ე.წ. თვითნასწავლი „მოლების“ კამათში, დინჯად იჯდა და ისმენდა საუბარს. ხოლო თუ შეეკითხებოდნენ, დინჯად პასუხობდა, თუ არ დაეთანხმებოდნენ, უბრალოდ წყვეტდა საუბარს, არასოდეს აუწევდა ხმას საუბრისას, დინჯად, დალაგებით მეტყველებდა.
ის სოფლის კეთილდღეობისათვის ზრუნავდა, სოფ. დუისი ქაოტურად არის დასახლებული, მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით. მან მოიწადინა ალვნების დარად მშობლიური სოფლის სწორი ქუჩებით მოწყობა, ალვნების დამპროექტებელი ინჟინერი მოიწვია, თავის საღარა ცხენი აჩუქა, მაგრამ ვერ დაიყოლია ვიწრო გლეხური შენჩემობის მენტალიტეტის მქონე თანასოფლელები.
უსუფ მარგოშვილის სახელი სამარადჟამოდ დარჩება იმ ღირსეულ ადამიანთა შორის, ვინც უზარმაზარი წვლილი შეიტანა პანკისის ისტორიის შექმნაში.
![]() |
8.1.10 ფოციი ლაბაზ |
▲ზევით დაბრუნება |
ლაბაზ ფოცის ძე მარგოშვილი დაიბადა 1898 წელს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში. დაწყებითი სწავლა-განათლება მიიღო დუისის საშუალო სკოლაში, სადაც ისწავლა ექვსი კლასის ჩათვლით. სიყმაწვილიდან ჩაება პატიოსან შრომით საქმიანობაში და ჯერ კიდევ ახალგაზრდობაშივე დაიმსახურა თავისი ხალხის ნდობა და კეთილგანწყობა. მისი პიროვნების მიმართ ნდობით აღიჭურვა მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროც, კერძოდ, მასთან თანამშრომლობდნენ შსს-ს მაღალჩინოსნები.
1935 წელს ლაბაზ მარგოშვილმა ოფიციალურად დაიწყო მუშაობა მილიციაში, სადაც მოღვაწეობდა ხუთი წლის განმავლობაში და აქტიურად თანამშრომლობდა მაშინდელი აბრაგების წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის უფროსთან - კვაშალისთან, რომელსაც ძმად გაეფიცა კიდეც.
![]()
ლაბაზ მარგოშვილი (მარცხნივ)
1940 წლიდან გადაიყვანეს დუისის კოლმეურნეობაში თავმჯდომარედ, სადაც იმუშავა სამი წლის განმავლობაში. იმ პერიოდში მძვინვარებდა სამამულო ომი და ჩეჩენ-ინგუშთა შეიარაღებული პარტიზანული ჯგუფები თავს აფარებდნენ საქართველოს მთებს, მათ შორის პანკისსაც. ლაბაზ მარგოშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა მათი მაშინდელ მთავრობასთან შემორიგებისა და უმსხვერპლოდ საკუთარ ოჯახებში დაბრუნების საკითხში.
იყო უბადლო მსროლელი, თავისი მილიციაში მოღვაწეობის პერიოდში არაერთხელ მოახერხა შეიარღებული კონფლიქტების განმუხტვა და მათი მშვიდობიანად დასრულება.
ფოციი ლაბაზ, როგორც მას მოიხსენიებენ დღეს, სარგებლობდა თავისი ხალხის მხრიდან დიდი პატივისცემითა და ავტორიტეტით.
მუშაობის პერიოდში ლაბაზ მარგოშვილი დაავადდა ტიფით და გარდაიცვალა. მან ნათელი კვალი დატოვა თავის ხალხის მეხსიერებაში.
![]() |
8.1.11 თოი ფარეულიძე |
▲ზევით დაბრუნება |

თოი ფარეულიძე
თოი (თედო) ფარეულიძე, წარმო შობით ხილდიხაროელი, ცხოვრობდა პანკისში, სოფ. ომალოში. იგი სხვა ახალგაზრდებთან ერთად სასწავლებლად გააგზავნეს თბილისში, სადაც მოხვდა იუნკერთა სამხედრო სასწავლებელში. 1914 წ. გაიწვიეს პირველ მსოფლიო ომში ფრონტზე და პირველ თვეებშივე გამოჩენილი მამაცობის გამო, ცხენოსანთა პოლკიდან გადაიყვანეს „ველურ დივიზიაში“, კერ ძოდ, ჩეჩენთა პოლკში. „ველურ დივიზიას“ ხელმძღვანელობდა იმპერატორის ძმა მიხეილი, ეს დივიზია პრივილიგებული იყო მთელ რუსულ არმიაში, მასში მოხვედრა შეეძლო მხოლოდ საუკეთესო მოჯირითეს, ცხენოსნობაში გაწაფულ მხედარს, რომელიც უნდა ყოფილიყო თავზე ხელაღებული, მამაცი, იარაღის ხმარების დიდოსტატი.
„ველური დივიზია“ მონაწილეობდა გალიციასა და ავსტრიაში წარმოებულ ბრძოლებში. ამ ბრძოლებში თოი ფარეულიძემ თავი გამოიჩინა მამაცობითა და საბრძოლო ხელოვნებით, დაჯილდოებული იქნა უმაღლესი ხარისხის ორდენებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ველური დივიზიის“ მიერ გერმანელთა განთქმული „რკინის დივიზიის“ განადგურება, „რკინის დივიზია“, მძიმე არტილერიით შეიარაღებული, შიშის ზარს სცემდა მოკავშირეთა არმიებსა და მათ შორის რუსეთის არმიის პოლკებსაც.
![]()
„ველური დივიზიის“ ჩრდილოკავკასიური პოლკი
„ველურმა დივიზიამ“, რომელშიც შედიოდნენ კავკასიელ ცხენოსანთა მსუბუქად შეიარაღებული მხედრები, საათნახევრის განმავლობაში გაანადგურა გერმანელთა „რკინის დივიზია“. ამ არნახული გმირობით აღფრთოვანებული რუსეთის იმპერატორი პირადად უგზავნის ჩრდილო კავკასიის გენერალ-გუბერნატორ ფლეიშერს 1916 წ. 25 აგვისტოს ტელეგრამას (ეს ტელეგრამა ინახება სანკტ-პეტერბურგის არქივში):
„როგორც მთის ზვავი თავს დაატყდა ინგუშური პოლკი გერმანელთა დივიზიას. მას მაშინვე მხარი დაუჭირა ჩეჩენთა პოლკმა. რუსეთის სამამულო ისტორიაში, მათ რიცხვში პრეობრაჟენსკოეს პოლკშიც, არ ყოფილა შემთხვევა ცხენოსანთა მძიმე არტილერიით შეიარაღებული მტრის ნაწილზე შეტევისა: 4,5 ათასი მოკლული, 3,5 ათასი აყვანილი ტყვეობაში, 2,5 ათასი დაჭრილი. 1,5 საათის ნაკლებ დროში არსებობა შეწყვიტა რკინის დივიზიამ, რომელთან შებმისაც ეშინოდათ მოკავშირეთა საუკეთესო სამხედრო ნაწილებს, მათ რიცხვში რუსეთის არმიასაც.
გადაეცით მეფის კარისა და რუსეთის არმიის სახელით ძმური სალამი მამებს, დედებს, დებს, ცოლებსა და საცოლეებს ამ მამაცი კავ კა სიელი არწივებისა, რომელ თაც თავიანთი უკვდავი გმირობით დაუდეს დასაწყისი გერმანელი ურდოების დაცემას.
არასდროს დაივიწყებს ამ გმირობას რუსეთი.
პატივი მათ და ხოტბა!
ძმური სალმით ნიკოლოზ“.
რუსეთი ყოველთვის ივიწ ყებდა სიკეთეს, სიკეთეს ბოროტებით უხდიდა იმპერიაში შემავალ ხალხებს, ამის უამრავი მაგალითი არსებობს. როდესაც იმპერატორს წარუდგინეს შტაბსკაპიტანი თედო ფარეულიძე, მან მსუბუქი ავტომობილი აჩუქა, თოიმ გადაწყვიტა ეს ავტომობილი პანკისში ჩამოეყვანა, საოცარია, როგორ მოახერხა ეს, მაგრამ ფაქტია, რომ მან პირველმა პირველი ავტომობილი ამოიყვანა პანკისში.
ეს ამბავი მოედო ხეობას. თვითმხილველი მოხუცები ყვებოდნენ, როგორ იკრიბებოდნენ ხალხი და ერთმანეთს ეუბნებოდნენ, თოის „უღელშეუბმელი ურემი“ მოჰყავსო.
ომალოელ ქისტებს კიდევ ერთი საოცრება ელოდათ წინ. რა თქმა უნდა, დიდი ხნის უნახავი ნათესავის, თანასოფლელის, უჩვეულო ფორმიანი, ორდენებით მკერდდაფარული თოის ნახვა ყველას უნდოდა, მაგრამ მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა კარებში ჩადგა რუსი ჯარისკაცი („დენშჩიკი“) და არავის უშვებდა. აყალმაყალზე თოი გამოვიდა გარეთ, გაიცინა, ხალხი დააშოშმინა და მსახურს უბრძანა, რომ მნახველები შემოეშვა მასთან, რა დროსაც არ უნდა მოსულიყვნენ.
![]() |
8.1.12 ცათიაშვილების დიდი ოჯახი |
▲ზევით დაბრუნება |

დიბაი ცათიაშვილი
ბათაყა ცათიაშვილი
ბათაყა ცათიაშვილი იყო აჴაელთა ტომის წარმომადგენელი. მისი წინაპარი ცათიაში პირიქითა ქისტეთიდან გადმოსახლდა საქართველოში და პანკისის ხეობის სათავეში, ხორაჯოს ხევში დასახლდა. საინტერესოა მისი მშობლიური ადგილებიდან აყრისა და უცხო ქვეყანაში გადასახლების ისტორია. მისი სტუმარი, ბარელი ჩეჩენი, რომელიც მთაში სავაჭროდ იყო ასული, მოკლა და გაძარცვა თავად ცათიაშის მიერ სტუმრის დამხმარედ მიმაგრებულმა ძმისწულმა. როცა ცათიაშმა შეიტყო ნათესავის მუხანათური ღალატი, მოკლა საკუთარი ძმისშვილი, მოსისხლეებს გაუსწორა ანგარიში და არ ისურვა შერცხვენილი სახელით ეცხოვრა თანამოძმეებში. იგი საქართველოსკენ წამოვიდა.

ნოხაი ცათიაშვილი
ბათაყას მამას თუნქოს სამი ცოლი ჰყავდა და მათგან შეეძინა 15 შვილი - 12 ვაჟიშვილი და სამი ქალიშვილი. პირველ ცოლთან ჰყავდა 7 ვაჟიშვილი - ბათაყა, ზურაბი, თუთახა, დიბაი, წოხაი, აბუა, აიუფა და ერთი ქალიშვილი, რომელსაც ბაბი ერქვა. მეორე ცოლთან თუნქოს შეეძინა ოთხი ვაჟიშვილი - ქილეი, ჯარჯი, ჩოფიკა, ლაზარე და ორი ქალიშვილი. მესამე ცოლთან მხოლოდ ერთი ბიჭი შეეძინა, სახელად რამზანი დაარქვეს, ეს ბიჭი ახალგაზრდობაში ავადმყოფობით გარდაიცვალა. ასევე ახალგაზრდობაშივე თუშმა შურისმაძიებლებმა მოკლეს აბუა, ხოლო აიუფა ასევე სისხლის სანაცვლოდ გამოასალმეს სიცოცხლეს ჯოყოლოელებმა.
ბათაყას დედა - 7 ვაჟისა და ქალიშვილის გამჩენი, ცნობილი დუისელი გებიშ-ჰაჯი ხანგოშვილის და იყო. ჭკვიანი, მკაცრი ხასიათის, ვაჟკაცური თვისებების მატარებელი ქალი. იმდენად დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ოჯახში, რომ ხშირად გაბრაზებული ოჯახიდან ითხოვდა რძლებს და ვერავინ უბედავდა შენიშვნის მიცემასაც კი. ამას აკეთებდა ვაჟების დაუკითხავად, მაშინაც, როცა ისინი შინ არ იყვნენ. თანაც ყველას ერთად უშვებდა სახლიდან და როცა ვაჟი შვილები შინ ბრუნდებოდნენ, ეუბნებოდა, წადით და თქვენი ალქაჯები შინ დააბრუნეთო.
თუნქოს სხვა ორი ცოლი უფრო ხშირად დათხოვნილები იყვნენ ხოლმე და ბათაყას დედა ზრდიდა მათ შვილებსაც. ვაჟი შვილებიც დიდ პატივს სცემდნენ, სამძიმარზე როცა მიდიოდნენ, დედას ცხენზე აამხედრებდნენ და წინ გაიმძღვარებდნენ, როცა ისინი სოფელში გამოჩნდებოდნენ, ჩოჩქოლი ატყდებოდა: „ხორაჯოელები მოდიანო!“ ბრგე ვაჟკაცები იყვნენ ბათაყა და მისი ძმები, ახოვანნი, ღონიერნი, გამბედავნი და იმ დროისათვის საკმაოდ შეძლებულნიც. ბათაყას, მთაში, მიყრუებულ სოფელში გაზრდილ ახალგაზრდას, ბედმა გაუღიმა: ის ბიძამ, დედის ძმამ, გებიშ ხანგოშვილმა ქართველი ნაცნობების, თიანეთის მაზრის მოხელეების ხელშეწყობით გაგზავნა პეტერბურგში, სადაც სახელმწიფო ხარჯზე სამხედრო ხაზით გიმნაზია დაამთავრა.
![]()
დიბაი ცათიაშვილი ოჯახთან ერთად
საქართველოში დაბრუნების შემდეგ სამსახურს ეწევა თიანეთში, სამაზრო ცენტრში. სამსახურში ყოფნის დროს გაიცნო ქაქუცა ჩოლოყაშვილი და განუყრელი მეგობრები და თანამებრძოლები გახდნენ. სწორედ ქაქუცა ჩოლოყაშვილის დახმარებით ბათაყამ დღევანდელი შუა ხალაწინის ტერიტორიაზე მამულები შეიძინა თავადი ნათელაშვილისგან. იქ უკვე დამკვიდრებას აპირებდნენ ოსები, რამდენიმე კომლი უკვე სახლობდა კიდეც, მაგრამ შემდეგ იქიდან წასვლა მოუწიათ. თუმცა შემდეგშიც ცდილობდნენ დაბრუნებას, ერთ-ერთი ცათიაშვილი, ახალმოსახლე ქაასა ოსებმა მოკლეს კიდეც.

ბათაყა ცათიაშვილი
პირველად ახალდა არსებულ სოფელს ხორაჯოს ეძახდნენ, შემდეგ შუა ხალაწანი უწოდეს ოფიციალურად. აქ მხოლოდ ცათიაშვილები, ბათაყას, ბათაყას ძმების - თუთახას, დიბაის, ჩოფიკას, ლაზარეს და მათი ბიძაშვილების შთამომავლობა ცხოვრობს და ორიოდე ოჯახი სვიაკაურებისა. ბათაყა ქაქუცასთან ერთად აქტიურად ჩაება საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. როგორც სამხედრო პირი, იგი 1921 წლიდან არალეგალურად იბრძოდა. როგორც ვიცით, ქაქუცას შეფიცულთა ბაზა პანკისში იყო, პანკისელი ქისტები ბათაყას მეთაურობით გვერდში ედგნენ საქართველოს დამოუკიდებლობი სათ ვის მებრძოლებს. ზემო ხალაწნის ტყეში ბინა ჰქონდათ შეფიცულებს, აქ ერთი კვირით რჩებოდა ხოლმე ქაქუცა. მათ ბათაყა სურსათით ამარაგებდა. ცნობილია, რომ ამ ბრძოლის ავანგარდში კახელი თავადები იდგნენ, რომლებთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბათაყას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდში საკმაოდ ცნობილი და განათლებული პიროვნება ქისტებში ბათაყა იყო და ქაქუცა ყველაზე საპასუხისმგებლო და ვალებას მას ანდობდა. ის რამდენჯერმე იყო ჩეჩნეთში ჩასული ქაქუცას დავალებით დიპლომატიური მისიით და რამდენიმე თემში მზად ჰქონდა თავშესაფარი, თუკი შეფიცულებს მოუწევდათ საქართველოს დატოვება.

ჯაარჯ ცათიაშვილი
ბოლოს, 1924 წ. აჯანყების დამარცხების შემდეგ დადგა საკითხი, აჯანყების მეთაურებს სამშობლო უნდა დაეტოვებინათ. ბათაყა დუისელ წოვენარგ გაურგაშვილთან ერთად გაემგზავრა ჩეჩნეთში, სოფ. ვალერიკში, სადაც ბათაყას ტომელები (აჴაელები) ცხოვრობენ. იქ ავად გახდა და გარდაიცვალა, გეგმა შედგენილი ჰქონდათ: დაღესტნის გავლით უნდა ჩასულიყვნენ ბაქოში, იქიდან თურქეთის საზღვრამდე მიაცილებდნენ ქაქუცასა და მის თანამებრძოლ ლიდერებს და თავად უკან მობრუნდებოდნენ. ბათაყა ვალერიკში დამარხეს და წოვენარგი დაბრუნდა. ქისტებმა ქაქუცა თურქეთის საზღვრამდე გააცილეს, მას ემიგრაციაში ქისტი თანამებრძოლებიდან მხოლოდ წოვენარგ გაურგაშვილი გაჰყვა.

ჯაარჯ ცათიაშვილი ბავშვობაში
ბათაყა სამართლიანი კაცი იყო. ერთხელ, თიანეთიდან პანკისში რომ ბრუნდებოდა, სოფ. დუისის ბოლოს თავშეყრილი ხალხი შენიშნა, მივიდა და ამბავი იკითხა - ადათობრივი სასამართლო მიმდინარეობდა, რაღაც დავას არჩევდნენ მოსამართლენი. უცბად თავისი უმცროსი ძმა შენიშნა, იჯდა და საქმეს არჩევდა. არადა, დიბაი ისეთი კაცი იყო, სამართალს არ მისდევდა, როცა საქმე მას ეხებოდა. საკმაო ქონებაც დაეგროვებინა, ვერცხლის ფულის მბეჭდავი მანქანაც კი ჰქონდა, საკუთარი წისქვილიც წინუბანში. ბათაყა მივარდა, ორივე ბეჭში ჩაავლო ვეებერთელა ძმას ხელები, ასწია, ფაეტონში შეაგდო, თავადაც მიუჯდა და მეეტლეს უბრძანა: გარეკე! ამას „ჴელხოიდ“ (მოსამართლედ) რა უნდაო?!
![]()
ცათიაშვილების დიდი ოჯახი
ქ. ბათუმში მთიელთა რესპუბლიკის გამოცხადებისას ბათაყა ცათიაშვილი თან ახლდა თაფა ჩერმოევს, შემდგომში მთიელთა რესპუბლიკის მთავრობის მეთაურს.
![]() |
8.1.13 შვიდი ძმა ბორჩაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ლეგენდის თანახმად, ბორჩაშვილების დიდი წინაპარი ლოომი „წიეჴალხოს“ (გვარი ჩეჩნეთში)
სისხლს გამორიდებია და უმცროს ძმასთან ერთად „ნაშხიდან“ გადმოსულა „ტუგში“, მესამე ძმა წინაპართა მიწაზე დარჩენილა. მაისტში ცხოვრებისას ლოომი სანადიროდ გადმოსულა ხევსურეთში და იქ ნადირობისას შეხვედრია ვინმე შეთეკაურს (ზოგიერთი გადმოცემით - დაიაურს). სტუმართმოყვარე ხევსურს დაუჟინებია, ამაღამ ჩემი სტუმარი უნდა გახდეო და ნაშხოელი ქისტი მუცოში მოუყვანია. ლოომის ძალიან მოსწონებია მუცო და ხონე. იმ ღამეს ხევსურს ძმად გაფიცებია, მაშინ შეთეკაურს ლოომისთვის შეუთავაზებია საცხოვრებლად ოჯახთან ერთად ხევსურეთში გადმოსვლა, რასაც ლოომიც დათანხმებია და ასე დაიწყო ბორჩაშვილების მოსახლეობა მუცოსა და ხონეში.
როგორც ამბობენ ლოომის მითხოელი ქალი ჰყოლია ცოლად (ზოგიერთი გადმოცემით შატილელი ხევსური) და მასთან სამი ვაჟი შესძენია: ბოხთურ, ბიეჴი და შოობურა. ბოხთურს შვიდი შვილი ჰყოლია, ხუთი ვაჟი: დუგეი, ქერიმ, ჰაქიმ, იილიზბარ, ბოოფი და ორი ქალიშვილი ძანუა და სოსმა, ბიეჴის - ერთი ვაჟი მიუსაგ (მოსე), ხოლო შოობურას ოთხი შვილი, ორი ვაჟი - ქვიირი, ბათა და ორი ქალიშვილი - ბანუა და თაი.
როგორც ამბობენ, დედამიწაზე არსებული ყველა წყალი წელიწადში ერთხელ ერთი წუთით ჩერდება - იძინებს და მას „მძინარე წყალს“ („თჰევსან ხი“ - ქისტურად) უწოდებენ და ვინც მას შეესწრება და სურვილს ჩაუთქვამს, აუცილებლად სრულდება, რა სურვილიც არ უნდა იყოს.
![]()
ბოოდი ბორჩაშვილი და მისი მეუღლე გუედეი
მე-19 საუკუნის ბოლოს „მძინარე წყალს“ წაწყდომია ცნობილი ქისტი ვაჟკაცის, მიუსეგ ბორჩაშვილის (ლოომის შვილიშვილის) მეუღლე და ორი სურვილის ჩათქმა მოუსწრია. თურმე ბრძენმა ქალმა ყოვლისშემძლეს ძლიერი და ჯანსაღი შთამომავლობა შესთხოვა და, მართლაც, უფალმა 11 შვილი აჩუქა: 7 ვაჟი და 4 ქალიშვილი. 2 გოგონა პატარაობაში გარდაცვლილა და ღირსეულმა მშობლებმა 9 შვილი გაუ ზარდეს სამშობლოს. შვიდივე ვაჟი დაადი, უეზდიე, თოოჩი, ჩოქი, ბისიი, ფულეი და ბოოდი სახელგანთქმული ვაჟკაცები იყვნენ, მათზე ლეგენდები დადიოდა.
ისინი ხევსურეთში, კერძოდ, მუცოში (ქისტურად „მასკ“) ცხოვრობდნენ. მამა - მიუსეგ ბორჩაშვილი ღრმად მორწმუნე მუსლიმანი და პატივცემული პიროვნება ყოფილა, ამავე დროს კარგი ექიმიც (იმ დრო ისთვის მედიცინის სფეროში ყველაზე მეტად გარკვეული), ხოლო დედა უფლისგან მომადლებულ გონიერებასთან ერთად, ისეთი ვაჟკაცური ბუნების ქალი ყოფილა, რომ როცა მტერი შემოესეოდა მათ სამშობლოს, შვიდივე ვაჟს იარაღასხმულს გაისტუმრებდა და ქედმაღლურად გაჰყურებდა სალ კლდესავით ალესილ, საომრად მიმავალ რკინისმკვნეტელ ვაჟებს. ნათესავი ქალები თეთრი შურით იტყოდნენ: საამაყო აქვს ასეთი ვაჟკაცების დედას და ამიტომაც არის სიკვდილამდე ქედმაღალიო.
უფროს ძმას დაადის 6 შვილი ჰყავდა, ოთხი ვაჟი: ალცბიექ, ყაურბიექ, ღაირბიექ და მიუესი (პატარა მოსე) და ორი ქალი შვილი: ძაზუა და სანიი.
ძმებიდან თოოჩი გა მორ ჩეულ ვაჟკაცობასთან ერთად ცნობილი დასტაქარი იყო საქართველოს მთიანეთსა და ჩეჩნეთ-ინგუშეთში. თოოჩის ორი ცოლისგან (პირველი ცოლი ხილდიხაროელი ჰყავდა, მეორე ხევსური) 16 შვილი ჰყავდა, 11 ვაჟი: ღამბოლთ, შახბოლთ (გარდაიცვალა 18 წლის ასაკში, ზვავმა ქვეშ მოიყოლა), სოლცბიექ, სალამბიექ, ხონქარ, ჯარაფ, მახმად (გარდაიცვალა პატარა ასაკში), ბურკულუო, სეიდ (დაიღუპა 15 წლის), აზიმი (გარდაიცვალა პატარა ასაკში), მახმუდი და ხუთი ქალიშვილი: აჟუა, ჰალიმათი, მაათი, ქააბი და ესიათი. თოოჩიზე მოთხრობილია „პანკისის რეალურ ისტორიებში“.
ჩოქის სამი შვილი ჰყავდა, ორი ვაჟი: ვისიითა, ოზდია და ქალიშვილი ჯოუჰარი.
ბისიის 11 შვილი - 8 ვაჟი: ბეისარი, ბიჯიი, ხასანი და ხუსეინი (ტყუპები), მოუსარი, მოჩიი, მახმადი და ახმადი (ტყუპები), და 3 ქალიშვილი: ხავა, ძუგუო და შარიბათი.
ოზდია მცირეწლოვან ვაჟიშვილთან ერთად მოკლეს თუშებმა, დარჩა ერთი ქალიშვილი სააჟი (ეს ისტორიაც მოთხრობილია „პანკისის რეალურ ისტორიებში“).
ფულეი (ფურუშკა) შემთხვევით შემოაკვდა ძმაკაც ხევსურსა და სანამ სულს დალევდა, მხოლოდ ერთი წინადადების თქმა მოასწრო, რომ მის სანაცვლოდ სისხლი არ აეღოთ. მას მემკვიდრე არ დარჩენია (მისი ვაჟიშვილი ჯაბრაილი 13 წლის ასაკში გარდაიცვალა, ქალიშვილები ბასირათი და არუჟაც პატარაობაშივე გადავიდნენ საიქიოს), მხოლოდ ორი ქალიშვილი დარჩა, ააზი და საცითა, რომლებიც ბიძის, ბოოდის ოჯახმა საკუთარივით გაზარდა. ძმებიდან ყველაზე პატარა ძმა - ბოოდი დედასთან და ოჯახთან ერთად პანკისის ხეობაში გადმოვიდა საცხოვრებლად, მას ექვსი შვილი ყავდა, ოთხი ვაჟი: ესქი, ეელი, მუხმადი და უმცროსი ვაჟი ჩვილობაში გარდაიცვალა და ორი ქალიშვილი: ფეედი და ძაბა. მათი შთამომავლები დღემდე პანკისის ხეობაში ცხოვრობენ.

მასკ (მუცო)
დღეს მუცოსა და ხონეში ბორჩაშვილები აღარ ცხოვრობენ, მათი ნაწილი პანკისის ხეობაში გადმოვიდა საცხოვრებლად, უფრო დიდი ნაწილი კი წინაპართა სამშობლოში, ჩეჩნეთში დაბრუნდა. ბორჩაშვილები კომპაქტურად ცხოვრობენ ჩეჩნეთის რესპუბლიკის დაბებში: ნესტოროვსკასა და ასინოვკაში.
![]() |
8.1.14 მახამღაზ ხანგოშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
მახამღაზი იყო ცნობილი პი როვ ნების, პანკისელი ქისტის - გებიშ-ჰაჯის შვილი. დედამისი მელხის თეიფიდან იყო. მახამღაზი დაიბადა პანკისში და გაიზარდა ჩეჩნეთში, სოფ. ბამუთში. მამის გარდაცვალების შემდეგ 7-8 წლის ობლები, ტყუპი ძმები მახამღაზი და ღეეზმახამი ბიძამ, დედის ძმამ უსმან ნავრუზოვმა ჩეჩნეთში წაიყვანა, მედრესეში მოვაწყობ და ნასწავლ ხალხად ვაქცევო. მაგრამ ჩაიყვანა ჩეჩნეთში და თავის ცხვარში გაამწესა. იქ 12 წლის ასაკში გარდაიცვალა ტყუპის ცალი ღეეზმახამი. ბიძის ცხვარს 8 წელი მწყემსავდა მახამღაზი.
დუისში, როცა მახამღაზის ბიძაშვილები დავაჟკაცდნენ, ჩავიდნენ და ჩამოიყვანეს მახამღაზი პანკისში. ყველა პატივისცემით ეპყრობოდა მამის ხსოვ ნის გამო, ძალიან ახალგაზრდას შერთეს ცნობილი ოჯახის, გოი ბაღაკაშვილის ქალიშვილი, სილამაზით განთქმული ძაბა, რომელიც ქმარზე 3-4 წლით უფროსი იყო.
მიუხედავად ცხვარში, ობლობაში ბიძის საკმაოდ უხეში აღზრდის მეთოდებისა, მახამღაზი კეთილი, ჭკვიანი და შრომისმოყვარე კაცი დადგა. მალე ფეხზე დააყენა მამის დაქცეული ოჯახი, სადურგლო ხელობა შეისწავლა, ვაჭრობას მისდევდა და საშუალო შეძლების ოჯახი შექმნა. ნიჭიერი კაცი იყო, რასაც ხელს მოჰკიდებდა, გამოსდიოდა. ამავე დროს, რისკზე მიდიოდა ხოლმე: ორი ღერი რუსული იცოდა, მაგრამ გაბედა და ორჯერ წაიღო ვაგონებით ვაშლი რუსეთში. ულიანოვსკში ჩაიტანა და დიდი მოგებით გაყიდა.
სოფლის განაპირას წისქვილი ააგო, წისქვილის წყლისთვის არხი შორიდან გამოიყვანა. ერთ საკმაოდ ჩაღრმავებულ მანძილზე ქვით კირით კალაპოტი ააშენა, მიწით გაავსო და ისე გაიყვანა არხი. მეზობლები ეუბნებოდნენ, ფუჭ შრომაში ხარ ჩაბმულიო, მაგრამ თავისას მიაღწია და წისქვილი აამუშავა. თუმცა დიდხანს არ უმუშავია ამ წისქვილს, საბჭოთა ხელისუფლება ყველა სახის კერძო საკუთრებას ებრძოდა.

მახამღაზ ხანგოშვილი
ერთი კლასიც არ ჰქონდა დამთავრებული, არაბულად წერა-კითხვა იცოდა, ქართული წერა-კითხვა დამოუკიდებლად შეისწავლა, სამაგიეროდ იცოდა სწავლის ფასი და 5 შვილიდან ოთხს უმაღლესი განათლება მიაღებინა. კარგი დამოკიდებულება ჰქონდა მეზობლებთან - ქართველებთან, ოსებთან, თუშებთან, სტუმარი არასდროს აკლდა.

მახამღაზი ოჯახთან ერთად
მ. ხანგოშვილმა მტკიცედ განაგრძო მამის, გებიშ-ჰაჯის დაწყებული საქმე - მაჰმადიანური სარწმუნოების განმტკიცება ქისტებში. სოფლის მეჩეთი ბოლშევიკებმა კოლმეურნეობის საწყობად გადააკეთეს, იქ ინახავდნენ მარცვლეულს, ცხვრისა და ძროხის ყველს და სხვ. როცა მისი შვილი კოლმეურნეობის თავმჯდომარედ აირჩიეს, მახამღაზიმ მიაღწია იმას, რომ მეჩეთის შენობა სოფლის ბალანსზე გადმოეტანა და საწყობი სხვაგან გადაეტანა.
მეჩეთი გაასუფთავეს, რემონტი ჩაუტარეს, იმამად მახამღაზის დისშვილი, აზერბაიჯანში სასულიერო სასწავლებელში ნასწავლი პიროვნება აირჩიეს და მეჩეთმა ფუნქციონირება დაიწყო. ეს, მართლაც, უჩვეულო მოვლენა იყო, XX ს. 60-იან წლებში თვით ჩეჩნეთ-ინგუშეთში არც ერთი მეჩეთი არ იყო, იქ მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა ამის შესაძლებლობა.
მახამღაზმა მეჩეთის ეზოში ააშენა ტრადიციული ისლამის, ქუნთ-ჰაჯის მიმდევრების სარიტუალო სახლი თავისი ხარჯებითა და განამტკიცა კადირიული თარიქათის უსთაზ ქუნთ-ჰაჯის მიურიდების საძმო. მართალია, იქამდეც სრულდებოდა ხმამაღალი ზიქრის და ძიარათის რიტუალები უხმაუროდ, კერძო სახლში, მაგრამ ამ სარიტუალო სახლის აშენებით ქუნთ-ჰაჯის საძმომ ოფიციალური სახე მიიღო.
სიცოცხლის ბოლო წლამდე (გარ დაიცვალა 1974 წ.) მახამღაზი, როგორც მამამისი გებიშჰაჯი, ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას (გზების შეკეთება, სარწყავის სისტემის მოწყობა, სასაფლაოების მოწესრიგება და სხვ.).

მახამღაზ ხანგოშვილის ხელნაწერი
იყო უაღრესად პრინციპული და სამართლიანი ადამიანი, კაცთმოყვარე, თავის ხალხსა და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, მათზე უანგაროდ მზრუნველი და მოამაგე, საქართველოს ქომაგი და დიდი პატრიოტი ამ ქვეყნისა, რაც მის ნაწერებში აშკარად ჩანს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მახამღაზ ხანგოშვილმა საკუთარი ძალებით შეისწავლა ქართული (მშობლიური) ენა. იგი ქართულად წერდა ძალზედ საინტერესო, ისტორიულ და დოკუმენტურ ფაქტებს წინაპრების შესახებ პანკისის ხეობაში დასახლებამდე, გეოგრაფიული თუ ისტორიული ფაქტებისა და ადათ-წესების შესახებ.
მახამღაზ ხანგოშვილი პანკისელ ქისტებში, ნაცნობებსა და მეგობრებში, უდიდესი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობდა. მან ღირსეული კვალი დატოვა პანკისის ისტორიაში.
![]() |
8.1.15 აბდულ გუმაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
აბდულა ლაბოს ძე გუმაშვილი დაიბადა 1908 წელს თელავის რაიონის სოფ. ჯოყოლოში. 1917 წელს მამამ მიაბარა თელავის სკოლა-ინტერნატში (რომელიც შემდეგ პირველ საშუალო სკოლად გადაკეთდა) და დაამთავრა 1928 წელს. სკოლაში სწავლის პერიოდში აბდულა გამოირჩეოდა როგორც უნიჭიერესი მოსწავლე - ასეთი ნიჭის პატრონები საუკუნეების მანძილზე ერთეულები იბადებიან, - ამბობდნენ მასზე. აბდულას თავისი ნიჭით აღტაცებაში მოჰყავდა სკოლის აღმზრდელ-პედაგოგები. იყო შემთხვევები, როცა უფროსკლასელებს გამოცდები ჰქონდათ, საგამოცდო კომისიაში მონაწილეობის მისღებადაც იბარებდნენ აბდულას. განსაკუთრებულად გამოირჩეოდა მათემატიკისა და ფიზიკის ცოდნით... სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფი ზიკის განხრით, რომლის და მთავრებაც ვერ დასცალდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მუშაობდა ფიზიკურ ხელსაწყოებზე. დამზადებული ჰქონდა უამრავი საცდელი ხელსაწყო. შედგენილი ჰქონდა მათემატიკური ცხრილი და კიდევ ვინ იცის, რამდენი რამე, რომლებიც მისი მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ მისმა ხელმძღვანელმა მიითვისა. სკოლის დამთავრებიდან 45 წლის შემდეგ, 1963 წელს, მისი თანაკლასელი ე. მაჭავარიანი იხსენებდა: „სწავლის პერიოდში ყველა თანაკლასელი გამოცდას მისი დახმარებით ვაბარებდით. ერთნაირად გვეხმარებოდა ყველას. უბადლო ნიჭთან ერთად იყო: თავმდაბალი, კეთილშობილი, ჰუმანური და კულტურული ადამიანი. სკოლის დამთავრებიდან 15 წლისთავი გადავიხადეთ, აბდულა და ერთი თუში გვაკლდა. აბდულას სიკვდილმა ძალიან დიდი მწუხარება გამოიწვია ჩვენში“.

აბდულ გუმაშვილი
თელავიდან მომდინარე აბდულა, 1944 წლის იანვარში, ტრაგიკულად დაიღუპა. დარჩა 3 პატარა შვილი და 23 წლის მეუღლე, რომელმაც ყოველგვარი გაჭირვების მიუხედავად, შვილები ღირსეულად გაზარდა და სამივეს უმაღლესი განათლება მიაღებინა. ქისტებში იტყვიან - „დიქ ძუდ ველჩ იის დიქ ჲე (კარგი ცოლი სიკვდილის შემდეგაც კარგია) - მართლაც რომ ასეა.
აბდულ გუმაშვილი ტრაგიკული ბედის ადამიანი იყო. მან თავის ეპოქას, კერძოდ, პანკისის ხეობის XX ს. 30-იანი წლების ეპოქას წინ გაუსწრო. მისი მოღვაწეობა, ტექნიკური რევოლუცია გაუგებარი აღმოჩნდა თანამოძმეებისათვის. თვით მამამ, იმ პერიოდში საკმაოდ განათლებულმა, ჭკვიანმა, დარბაისელმა კაცმა, რომელსაც ხეობაში ჭკუა ეკითხებოდა, ვერ გაუგო, ვერ ჩასწვდა შვილის გენიოსურ აზრებს. მის მიერ კუსტარულად შექმნილ საფრენ თუ თვითმავალ აპარატურას ანგრევდა, უხეშად ეპყრობოდა შვილს, სწავლის გაგრძელების ნებასაც არ აძლევდა. მისი დამოკიდებულება შვილისადმი გამოცანად დარჩა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს უკმაყოფილება მომდინარეობდა იქიდან, რომ აბდულა სასმელს ეძალებოდა. მაგრამ ეს ხომ გენიოსების ხვედრია, იმ ადამიანების ხვედრია, რომლებიც თავიანთი გენიალობით გარიყულნი რჩებიან საზოგადოებისგან, თავიანთი გონებრივი შესაძლებლობის გამოყენებით ასპარეზს ვერ პოულობენ, საკუთარ პიროვნებაში იკეტებიან და გამოსავალს არსებული რეალობიდან მოწყვეტაში ხედავენ.
აბდულა გუმაშვილს მეტსახელად „ტექნიკას“ ეძახდნენ, ე.ი. ხალხმა იცოდა მისი წარმატების შესახებ ტექნიკის დარგში (გადმოცემით მის სახელს უკავშირდება პირველი ისრებიანი სასწორის გამოგონება, რაც მისი სიკვდილის შემდეგ სხვებმა მიითვისეს). ეს საქმიანობა გასული საუკუნის 20-30-იანი წლების პანკისელი ქისტებისათვის გაუგებარი იყო, მათ შეხედულება კაცის ღირსების შესახებ სრულიად სხვაგვარი იყო და ეს ქმნიდა, ალბათ, ისეთ სიტუაციას, რომ ტრაგიკული კონფლიქტი პიროვნებასა და საზოგადოებას შორის გარდაუვალი იყო. დასანანია, რომ ასეთი ნიჭიერი, ქვეყნისათვის გამოსადეგი პიროვნება ასე ნაადრევად წავიდა ამ ქვეყნიდან. ვინ იცის, რა გამოგონებები წაიღო თან და დატოვა აქაც.

აბდულ გუმაშვილი და მისი მეუღლე ფეედი ბორჩაშვილი
ევა გუმაშვილის ილუსტრაცია
თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერში პირველი პანკისელი პოეტი და მწერალი მახმად გაურგაშვილი მამიდაშვილზე, აბდულაზე ასე წერს: „ლაბოს შვილებში ყველაზე ნიჭიერი აბდულა იყო, როგორც ზევით მოვიხსენიე, წერა-კითხვა კარგად იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ექვსი, ექვსნახევარ წელზე მეტი ხნის არ იქნებოდა, ემარჯვებოდა ნახული ხელსაწყო-იარაღის ოსტატურად თვითგაკეთება, ამაში იგი უბადლო იყო, ტოლებშიც და მოზრდილებშიც კი. მე მაშინ განცვიფრებაში მოვდიოდი მისი ზედმიწევნითი ნიჭის გამო. აკეთებდა დანებს, ყველანაირ გასაღებს, სკამებს, „დურბინდებს“, როგორი საიდუმლო საკეტითაც ყოფილიყო ჯიბის პორტმანი გაკეთებული, იგი მას აღებდა. ჯაგიანის და საშლელი ქვის პირველი ოსტატი ხომ აბდულა იყო. მაგრამ მას ჯანმრთელობა ხელს არ უწყობდა, მე პატარა ბავშვიც ვგრძნობდი ამას. მის ნიჭიერ სულს ფიზიკური ავადმყოფობა ჰფლობდა. ჩემი აზრით, იგი შაქრის ავადმყოფი უნდა ყოფილიყო. შუაღამისას წამოხტებოდა ლოგინიდან, უზომოდ ბევრ წყალს სვამდა.
ეს უაღრესი ნიჭის მქონე ადამიანი ოცდაათი წლის ასაკში მაინც სიკვდილმა იმსხვერპლა ფიზიკურად დაძაბუნებული“.
![]() |
8.1.16 კანეი ბაღაკაშვილი და იბრაჰიმ მარგოშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
(ქისტი შურისმაძიებლები)

კანეი ბაღაკაშვილი
როცა მკვლელობა ხდებოდა განზრახ და ამისი მიზეზი იყო არა პირადი, არამედ ეროვნული ინტერესები და რაინდული ეტიკეტის დარღვევა ხდებოდა მთის ადათ-წესებისათვის მიუღებელი მეთოდებით, მაშინ შურისძიება ქისტურ თემში გარდაუვალი ხდებოდა. პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტებსა და ოსებს შორის დაპირისპირება არცთუ იშვიათი იყო მიწასთან და სხვა საყოფაცხოვრებო დავასთან დაკავშირებით, რაც ზოგჯერ მკვლელობითაც მთავრდებოდა. ქისტების დასჯა ითავა ვინმე თომამ, რომელიც ყაჩაღად იყო გავარდნილი და ცხინვალიდან პანკისში ჩამოიყვანეს ქისტებზე განაწყენებულმა ოსებმა.
ქილერი თომა დამქირავებლებს, პანკისელ ოსებს დიდ პატივში ჰყავდათ, სოფლიდან სოფელში დაჰყავდათ, რიგრიგობით ინახავდნენ, როგორც სტუმარს.

იბრაჰიმ მარგოშვილი
გადმოცემის თანახმად, თომამ ჯოყოლოში კა ცი მოკლა, რომელიც ეზოში შეშას ჭრიდა. სანამ ქისტები მკვლელის კვალს მიაგნებდნენ, თომა დუმასტურელ ოსებთან ერთად დაკრძალვას, როგორც სტუმარი, დაესწრო და ქელეხიც მიირთვა.
მკვლელობიდან ცოტა ხანში თომა წააწყდა ორ ქისტს (ბაღაკაშვილი და მარგოშვილი), რომლებიც ალვნიდან ცხედარს მოასვენებდნენ. ქისტები ხანჯლის ამარა იყვნენ, თომამ ერთი (მარგოშვილი) პირველივე გასროლით მოკლა, მეორე (ბაღაკაშვილი) თავს ხანჯლით იცავდა და ქილერს ოთხჯერ მოუწია სროლა, რომ ისიც საიქიოს გაესტუმრა.
საქმის ამდაგვარი წარმართვა, უდანაშაულო ხალხის მკვლელობები მეზობელი ოსების გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა, თომა ამისთვის არც იქნებოდა მოწვეული. მაგ., იმ ხანებში თომამ ხალაწნელ ოსთან ერთად დუისში ამოიარა და ქისტ მწყემსს წააწყდა, რომელიც ხანჯლით ჯოხს თლიდა. თომამ ხანჯალი სთხოვა, მაგრამ ხალაწნელმა ოსმა ქისტს ანიშნა, არ მისცეო და უეჭველ სიკვდილს გადაარჩინა.
ქისტები თომას სახით არ იცნობდნენ, მაგრამ ყოველ ღონეს მიმართავდნენ, როგორმე ხელში ჩაეგდოთ და მოესპოთ საშიში მტერი. თომას მრავალი ქისტი დასდევდა, მაგრამ ის მოუხელთებელი იყო, თანაც მამაცი და გაბედული, ბრძოლაში უკან არ დაიხევდა და მასთან სიფრთხილე იყო საჭირო.
ბევრი დევნის შემდეგ ქისტებმა მოისყიდეს ერთი ქორეთელი ოსი და დუისსა და ხალაწანს შუა ჩასაფრდნენ ორ ადგილას - სოფლებს შორის და დუისის ბოლოში. ცნობა ჰქონდათ მიღებული, რომ იმ ღამეს თომა სოფ. ხალაწნიდან სოფ. ქორეთში უნდა ჩასულიყო. გამცემი თეთრ ჩოხაში იქნებოდა გამოწყობილი.
ოსებმა პირველ ჩასაფრებულებს (კ. ბაღაკაშვილსა და ი. მარგოშვილს) შეუმჩნევლად ჩაუარეს, სოფლის ბოლოში მომლოდინეებმაც გაატარეს, სიბნელეში ვერ გაარჩიეს მკვლელი და გამცემი. ამ დროს მათ შემოუერთდნენ კანეი ბაღაკაშვილი და იბრაჰიმ მარგოშვილი, ვითარებაში გაერკვნენ, დაედევნენ თომას, გვერდი აუქციეს და სოფ. კუწახტის პირდაპირ, ალაზნის პირზე ჩაუსაფრდნენ.
თომამ სამშვიდობოს დაიგულა თავი და თოფი დაშვებული ჰქონდა, როცა პირველი ტყვია მოხვდა. ორივე შურისმაძიბელმა ტყვია სეტყვასავით დააყარა, ისე რომ თომამ გაფართხალებაც ვერ მოახერხა. მოკლულთან პირველი იბრაჰიმ მარგოშვილი მივარდა, ვერცხლის ქამარ-ხანჯალი ააწყვიტა და შაშხანაც დაისაკუთრა.
თომას ქამარ-ხანჯლით დამშვენებული იბრაჰიმ მარგოშვილი სოფელში ამაყად დადიოდა. ერთხელაც თომას მიერ მოკლული ვ. ბაღაკაშვილის და შეხვდა, ხანჯლის და ნახვისთანავე კივილი ატეხა. როცა ი. მარგოშვილი საქმის ვითარებაში გაერკვა (ქამარ-ხანჯალი თურმე განსვენებულ ვ. ბაღაკაშვილს ეკუთვნოდა), მოიხსნა და ჩააბარა მოკლულის ოჯახს.
ასეთი ვაჟკაცები ცოტა არ გაუზრდია პანკისის ხეობას, ვინც საკუთარ სისხლს არავის არჩენდნენ და არც უდანაშაულო ადამიანებს ერჩოდნენ რამეს. კანეი ბაღაკაშვილმა და იბრაჰიმ მარგოშვილმა ღირსეულად დაისაკუთრეს გმირი წინაპრების გვერდით ადგილი და შურისმაძიებლების სახელით დარჩნენ პანკისის ისტორიაში.
![]() |
8.1.17 ელიოზ გუმაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ელიოზ გუმაშვილი დაიბადა 1909 წელს, იმ პერიოდისთვის თიანეთის მაზრის სოფელ ჯოყოლოში. დაწყებითი განათლება ჯოყოლოს სკოლაში მიიღო. ჯოყოლოს სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლას აგრძელებს თელავში. ცხადია, იმ პერიოდისათვის ურთულესი იყო შვილის სასწავლებლად შორს გაშვება, მაგრამ მამამ - ლაბო გუმაშვილმა ყველაფერი გააკეთა სწავლის მსურველი შვილისთვის განათლების მიღების უზრუნველსაყოფად.

ელიოზ გუმაშვილი მეუღლესთან ერთად
1930 წელს იგი ჩაირიცხა სტალინის სახელობის სასოფლო-სამეურნეო უმაღლეს კომუნისტურ უნივერსიტეტში, ზოოვეტერინარიის სპეციალობაზე. ეს იყო ამ უმაღლესი სასწავლებლის პირველი გამოშვება, ხოლო ე. გუმაშვილი იყო პანკისის ხეობიდან პირველი უმაღლესი განათლების მქონე პიროვნება - ვეტექიმის სპეციალობით.
უმაღლესის დამთავრების შემ დეგ ე. გუმაშვილი იგზავნება თელავის კომკავშირის რაიკომში ინსტრუქტორის თანამდებობაზე (პანკისი იმჟამად თელავის რაიონში შედის). სულ მალე, 1935 წელს, იგი გამოიძახა თელავის რაიკომის იმჟამინდელმა პირველმა მდივანმა კარანაძემ და გამოუცხადა, რომ დანიშნულია სოფელ დუისის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ. ეს არის მის მიერ ე. გუმაშვილისთვის მიცემული პარტიული დავალება, რადგანაც დუისის სასოფლო საბჭოში მუშაობა ჩავარდნილია, გეგმები სანახევროდაც ვერ სრულდება. ეძლევა დავალება, რომ უმოკლეს ვადაში გამოასწოროს შექმნილი მდგომარეობა. ელიოზ გუმაშვილი წარმატებით ასრულებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და საქმისადმი პრინციპულმა დამოკიდებულებამ თავისი შედეგები გამოიღო. გეგმები გადაჭარბებით შესრულდა მთელ რიგ დარგებში - სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობაშიც, სიმინდის, კვერცხის, ყველის, ერბოსა და სხვა პროდუქტების წარმოებაში. ეს გეგმები, რა თქმა უნდა, გაჭირვებულ მოსახლეობაზე ბოლშევიკური ძალადობით სრულდებოდა. უკვე თავისი დანიშვნის წლისთავზე ელიოზ გუმაშვილმა თელავის რაიონის სასოფლო საბჭოების სოციალისტურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი მოიპოვა და გარდამავალი წითელი დროშაც სოფელ დუისში ჩამოიტანა. აქედან მოყოლებული ეს დროშა 1945 წლამდე დუისში დარჩა, რადგანაც დუისის სასოფლო საბჭომ ვეებერთელა თელავის რაიონში გამოკვეთილი ლიდერის პოზიციები ხელიდან არ გაუშვა. სულ მალე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. საომარი ურთიერთობების პარალელურად ქვეყანაში ფართო მუშაობა გაიშალა ფრონტის სურსათით უზრუნველსაყოფად.
1945 წელს ელიოზ გუმაშვილი ახალ პარტიულ დავალებას იღებს და ეს პარტიული დავალება ეხება კვლავ მის გადაყვანას შედარებით ჩამორჩენილი ისეთი სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ, როგორიცაა სოფ. ჯოყოლო. საბჭოს თავმჯდომარეს აქაც რადიკალური ზომების გატარება დასჭირდა ვითარების გამოსწორებისათვის, გარდამავალმა წითელმა დროშამ სოფ. დუისის სასოფლო საბჭოდან სოფ. ჯოყოლოს სასოფლო საბჭოში გადმოინაცვლა.
მან 8 შვილი გაზარდა და მის მემკვიდრეთაგან 4 შვილი და ერთი შვილიშვილი მეცნიერებათა დოქტორები გახდნენ სხვა დასხვა დარგში:
სულეიმან გუმაშვილი - ქართული ლიტერატურის დარგში, პირველი ქისტი ორენოვანი პოეტი, ღირსების ორდენის კავალერი;
ლაბაზ გუმაშვილი - გროზნოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კათედრის გამგე, ლომონოსოვის უნივერსიტეტდამთავრებული და იქვე დისერტაციადაცული, 292 სამეცნიერო შრომისა და 22 მონოგრაფიის ავტორი;
სულთან გუმაშვილი - ენათმეცნიერი, არნოლდ ჩიქობავას ბოლო ასპირანტი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი დოცენტი;
ზაურ გუმაშვილი - ისტორიკოსი, პროფესორი, ღირსების ორდენის კავალერი. 2000-იან წლებში მუშაობდა გუბერნატორის მოადგილედ კახეთის რეგიონში;
მალხაზ გუმაშვილი - ეკონომისტი. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ქალაქ მოსკოვში.
![]() |
9 ქისტები რწმენის სადარაჯოზე |
▲ზევით დაბრუნება |
„ყოველ ადამიანს აქვს რწმენის,
აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება“.
საქართველოს კონტიტუცია, მუხლი 16
![]() |
9.1 იმამები პანკისის ისტორიაში |
▲ზევით დაბრუნება |
იმამი - მუსლიმთა სულიერი წინამძღოლი - მოძღვარი, მეჩეთში მლოცველთა ხელმძღვანელი საერთო ლოცვის დროს.

მამაკაცების ზიქრი
პანკისის ხეობაში მუსლიმანური სარწმუნოების დამკვიდრება პანკისში პირველი მოსახლის, დიშნელი დუი ციცხაშაშვილის შთამომავლების დამსახურებაა. სოფ. დუისში, ისტორიკოს მუხმად ალდამოვის მოკვლევით, მეჩეთის ფუნქციონირება 1888 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ჯოყოლოში 1887 წ. ამოქმედდა წმ. გიორგის ქრისტიანული ეკლესია. დღეს არსებული ქვითკირის მეჩეთი აშენდა 1902 წელს. ეს შენობა ააშენა კოშკელმა (ყვარელწყალი) ი. ქისტიშვილმა. მ. ალდამოვის ვერსია, რომ დუისში XIX ს. 80-იან წლებში მეჩეთი არსებობდა, შესაძლებელია, რადგან გადმოცემა არსებობს, რომ პირველად, ხელისუფლებისგან ფარულად, პარასკევის ლოცვას ასრულებდნენ ფიცრულ სახლში.
პანკისის ისტორიაში პირველი იმამი გებიშ-ჰაჯიმ ჩამოიყვანა ჩეჩნეთიდან - ვინმე ვაათა, მისი გარდაცვალების შემდეგ აზერბაიჯანის ზაქათალის რაიონიდან ლეკი მოლა. შესაძლებელია, რომ 1921 წ. ბოლშევიკების მიერ დუისში მოკლული მოლა სწორედ ეს ზაქათალელი მოლა იყო, თუმცა ამისი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს. ის ნამდვილად არის ცნობილი, რომ დასახვრეტად სოფლის განაპირას, ძველ სასაფლაოსთან მიჰყავდათ, მოლამ ჩექმის ყელიდან დააძრო ხანჯალი და ბადრაგის ორი რუსი წითელარმიელი სასიკვდილოდ დაჭრა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე - თელავის საავადმყოფოში. ცხადია, მოლა ად გილზე მოკლეს.
1921 წლიდან მეჩეთი დაიკეტა, მასში კოლმეურნეობის ჩამოყალიბების შემდეგ მოაწყვეს საწყობი, სადაც ინახებოდა ჭირნახული. გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში გებიშ-ჰაჯის შთამომავლებმა შეძლეს მეჩეთისთვის თავისი ფუნქციის დაბრუნება და მრევლმა აირჩია პირველი ქისტი იმამი - დუისელი მაჰმად გაურგაშვილი, რომელსაც მიღებული ჰქონდა სასულიერო განათლება აზერბაიჯანში, იცოდა აზერბაიჯანული ენა, წერა-კითხვა და, რა თქმა უნდა, არაბული წერა-კითხვაც.
მომდევნო იმამი იყო ბირკიანელი აჰმად ფარეულიძე. ამ იმამს სასულიერო განათლება არ ჰქონდა, მხოლოდ არაბულად წერა-კითხვა იცოდა. მისი იმამად არჩევის მოტივი იყო ის, რომ პატიოსანი, მუსლიმური მოთხოვნების აღმსრულებელი და ავტორიტეტიანი პიროვნება იყო.
პანკისის ისტორიაში შემდეგი იმამი გახდა დუისელი ისა მაჩალიკაშვილი, რომელსაც ასევე არ ჰქონდა სასულიერო განათლება, მაგრამ არაბულად წერა-კითხვა შეეძლო, იყო აქტიური, ენერგიული და ავტორიტეტული პიროვნება. ჩეჩნეთის იმამებთან ჰქონდა კონტაქტები და თავისსა და მრევლის ცოდნას იმაღლებდა რელიგიურ საკითხებში. მისი თაოსნობით აშენდა მეჩეთის მინარეთი (ძველი მინარეთი დანგრეული იყო), რომლის მშენებლობაშიც დიდი წვლილი მიუძღვის: კარდაკარ დადიოდა სოფელში, საჭირო მასალას აგროვებდა, მასალის მოსაზიდ ტრანსპორტს უზრუნველყოფდა და სხვ.

აქვე უნდა აღინიშნოს დუისელი ხელოსნის (კალატოზი) ახიად გაურგაშვილის უდიდესი ღვაწლი მინარეთის მშენებლობაში. მინარეთის აშენება ვერავინ ითავა პანკისში, ვინც გაბედა და საძირკველი ჩაყარა, მიხვდა, რომ თავს ვერ გაართმევდა და მიატოვა სამუშაო. ახიად გაურგაშვილი მუშაობდა ჩეჩნეთ-ინგუშეთში მშენებლობებზე, მეჩეთიც ჰქონდა აშენებული, კარგი შემოსავალი ჰქონდა, მაგრამ როცა სთხოვეს თანასოფლელებმა, გადადო ჩეჩნეთში გამგზავრება და დაიწყო მინარეთის მშენებლობა. 40 დღე აშენებდა ხელოსანი დუისის მეჩეთის მინარეთს და შექმნა ულამაზესი ნაგებობა, მისი თაოსნობით ყვარლიდან, დურუჯის რიყიდან ეზიდებოდნენ შავ ქვას, რომელიც არაჩვეულებრივად ეხამებოდა წითელ აგურს.
ახიადს გასამრჯელოდ ერთი კაპიკიც არ აუღია, თავისი შრომა ალალად მიუძღვნა რელიგიურ მრწამსსა და სოფელს. შემდეგ ამბობდა ხოლმე: „ხომ გვიან წავედი გროზნოში, თითქმის სეზონის დასასრულს, მაგრამ იმდენი ფული, რაც მაშინ გავაკეთე, არასოდეს ამიღიაო“. ღმერთმა სამაგიერო გადაუხადა სიკეთისათვის!
ისას შემდეგ ტრადიციული ისლამის (ამ მეჩეთში მხოლოდ სუფისტური მოძღვრების, ყადირიული და ნაყშბანდური თარიქათის მიმდევრები იკრიბებიან) იმამად აირჩიეს შუა ხალაწნელი იდრიზ ცათიაშვილი. იდრიზი დიდად მორწმუნე კაცი იყო, ახალგაზრდობიდან არასოდეს მიუტოვებია ლოცვა-მარხვა, კომუნისტური რეჟიმის დროს საჯარო მოხელე იყო, მაგრამ სისტემატურად ასრულებდა რელიგიურ დოგმებსა და რიტუალებს, მართალია, არც მას ჰქონია სასულიერო განათლება, მხოლოდ არაბულად წერა-კითხვა შეეძლო, მაგრამ თავის მოვალეობას პირნათლად ასრუ ლებდა.

იმამი იდრის ცათიაშვილი და აალცნეი ხანგოშვილი
იდრიზ ცათიაშვილის გარდაცვალების შემდეგ იმამი გახდა დუისელი უმარ ალდამოვი, რომელიც დღესაც უძღვება სასულიერო ლიდერის მოვალეობას, თუმცა, არც მას აქვს სასულიერო განათლება, მისი ცოდნა ამ სფეროში არაბული წერა-კითხვის ცოდნით ამოიწურება, მაგრამ რუსული ენა იცის, ჩეჩნურ ენაზე წერაკითხვაც შეუძლია და ამ ენებზე თარგმნილ სასულიერო ლიტერატურას ეცნობა.
უნდა აღინიშოს ის სიძნელეები, რაც ტრადიციული ისლამის (ეს ტერმინი პირობითია) იმამების წინაშე დგას ბოლო სამი ათეული წლის მანძილზე. საქმე ეხება პანკისში ისლამურ რელიგიაში ახალი მიმდინარეობის - ვაჰაბიზმ-სალიფიზმის იდეოლოგიის გავრცელებას, რომელიც მკვეთრად უპირისპირდება სუფიზმს. უპირველეს ყოვლისა, ახალი მიმდინარეობის ლიდერებს ამ წლების განმავლობაში დიდი დაფინანსება ჰქონდათ არაბული სახელმწიფოებიდან (ვაჰაბისტური იდეოლოგიის სახელმწიფოებისგან), რამაც მიიზიდა ახალგაზრდობა. მეორეც, ქისტმა ახალგაზრდებმა არაბულ ქვეყნებში (საუდის არაბეთი, ეგვიპტე, იორდანია და სხვ.) მიიღეს უმაღლესი განათლება, შეისწავლეს ყურანი, არაბული ენა, სასულიერო (ვაჰაბიტურ-სალაფიდური) იედოლოგიით აღჭურვილები დაბრუნდნენ ხეობაში და დაუპირისპირდნენ ტრადიციულ ისლამსა და ქისტურ ადათ-წესებს, ტრადიციებს და ზნე-ჩვეულებებს. ახალგაზრდობის 80%25 მათკენ გადაიხარა.
დღეს პანკისის ხეობაში 5 ტრადიციული ისლამის მეჩეთია. ვაჰაბიტებმა ცალკე აიშენეს კომფორტული მეჩეთები, მათ ჰყავთ თავიანთი იმამები, ემირები. ცენტრალური მეჩეთი სოფ. დუისშია და მისი იმამი ითვლება ხეობის ვაჰაბიტური იდეოლოგიის ლიდერად. ასევე დუისის მეჩეთის იმამი ითვლება ხეობის იმამად, მას ირჩევს ხეობის ტრადიციული ისლამის მრევლი. ახლად აშენებულ მეჩეთებში პარასკევის ლოცვებსა და ასევე თავიანთი სოფლის მრევლს უძღვებიან ჩამოთვლილი იმამები:
სოფელ ჯოყოლოში - ს. მუზიკაშვილი;
სოფ. ბირკიანში - ო. ფარეულიძე;
სოფ. ომალოში - ი. კუშტანაშვილი;
სოფ. ხალაწანში - ჰ. ცათიაშვილი;
სოფ. დუისში - ო. ალდამოვი.
ომარ ალდამოვი და ჩვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი სოფ. დუისის მეჩეთის იმამები ითვლებიან პანკისის ხეობის ტრადიციული ისლამის იმამებად. ეს იმამები მტკიცედ დგანან და არაფრის გულისთვის არ თმობენ თავიანთ პრინციპებს.

აბდულ-ქერიმ ქავთარაშვილი
აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სალაფიდების ნაწილი გამოირჩევა ზომიერებითა და, რა თქმა უნდა, ამ მიმდინარეობაში არიან განათლებული, ტრადიციული ადათ-წესების დამცველი და უხუცესებისა და უფროსი თაობის პატივისმცემელი იმამებიც. მათ შორის გამორჩეულია დუისელი აბდულ-ქერიმ ქავთარაშვილი, თეოლოგი, რელიგიური დოგმების ურყევად დამცველი, ამავე დროს არის ქავთარაშვილების გვარის უფროსი. აქტიურად არის ჩართული ხეობის ყველა საჭირბოროტო საკითხში, მათ შორის ტრადიციული სახალხო სასამართლოს მიერ წარმოებულ შერიგების პროცესებში, შარიათის კანონებთან შესაბამისად. მან, მიუხედავად თავისი პატარა ასაკისა, პანკისელ ქისტებში მოიპოვა დიდი პატივისცემა და სიყვარული.
![]() |
9.1.1 ქერიმ დუიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ქერიმ დუიშვილი პანკისის პირველი მოსახლე დუი ციცხაშაშვილის (დუი დიშნელის) შვილიშვილია. მამამისი, ხაასეი დუიშვილი მოქეიფე კაცი ყოფილა, მაგრამ მისმა ვაჟიშვილმა ქერიმმა სხვა გზა აირჩია: ის გახდა ერთ-ერთი მტკიცე დამცველი მუსლიმანური სარწმუნოებისა.
ქერიმი იყო მაღალი, თხელი ტანის, მხარბეჭიანი კაცი, სასიამოვნო პირისახისა, კარგი მოსაუბრე, იუმორის მქონე. მიცვალებულის დაკრძალვის დროს ზიქრის შემსრულებელ მიურიდებსა და გარ შემორტყმულ ხალხს შორის გამოირჩეოდა აღნაგობით, ჩაცმულობითა და საოცარი, შთამბეჭდავი ხმით.
მოხუცებულობის დროსაც გამართული სიარული ჰქონდა, ბეჭებში გაშლილი, თავზე მაღალი ფაფახით და თეთრ ჩოხა-ახალუხში დიდებული სანახავი იყო. თანაც როცა ზიქრს ასრულებდა, განუმეორებელი იყო, სასიამოვნო, გულში ჩამწვდომი ხმა ჰქონდა, დიდებული იყო რელიგიური რიტუალების შესრულების დროსაც.
სიცოცხლის ბოლომდე ლიდერი იყო მუსლიმური თემისა, მოვლადის (მოციქულ მუჰამედის ბიოგრაფია) უბადლოდ შემსრულებელი, ერთადერთი სოფ. დუისში, რომელიც ქისტურ (ჩეჩნურ) ენაზე ნაზმის (რელიგიური ხასიათის სიმღერები) მოტივზე გადმოსცემდა მოციქულ მუჰამედის ბიოგრაფია-მოვლადს. სამწუხაროა, რომ მის მიერ შესრულებული მოვლადის სტენოგრაფიული ჩანაწერი დაიკარგა, ყოველ შემთხვევაში, გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ აღარ ისმის მისი შეუდარებელი ხმა.
ქერიმ დუიშვილი ახლოს იცნობდა ცნობილ ჩეჩენ წმინდან ოვდის, რომელიც იყო ოვდის ვირდის (მიურიდების სექტა) უსთაზი. ის ხშირად ჩამოდიოდა პანკისის ხეობაში, სტუმრობდა ქერიმ დუიშვილს. ამ კონტაქტების შედეგად დაიბადა იდეა, შეექმნათ სოფ. დუისში ოვდის ვირდის მიმდევართა ჯგუფი, რო მელსაც სათავეში ჩაუდგა ქერიმ დუიშვილი. ეს მცირერიცხოვანი ვირდი, რომელშიც ძირითადად გაერთიანებული იყვნენ ქერიმის ნათესავები, მოქმედებდა ქერიმის გარდაცვალებამდე. მისი სიკვდილის შემდეგ კი დაკარგა აქტიურობა.

ქერიმ დუიშვილი
ქერიმ დუიშვილი, გადმოცემების მიხედვით, წინასწარმეტყველების უნარით იყო დაჯილდოებული. ხალხში დღესაც არსებობს მოგონებები, თუ როგორ იწინასწარმეტყველა ესა თუ ის მოვლენა ქერიმმა და მისი ეს წინასწარმეტყველება ასრულდა კიდეც. მაგალითად: მის ვაჟიშვილს შირვან დუიშვილს ძე არ ჰყავდა და მამისაგან უჩუმრად მოიყვანა მეორე ცოლი. როცა პატარძალი ეზოში შემოიყვანეს, ქერიმს თავისთვის ჩაულაპარაკია, თუ იმ მიზნით მოიყვანა, რომ გვარის გამგრძელებელს გაუჩენს, ტყუილად გარჯილაო. მართლაც, შირვანის მეორე ცოლმა ექვსი ქალიშვილი გააჩინა და, სამწუხაროდ, შირვანი უძეოდ წავიდა ამ ქვეყნიდან.
ნათქვამია, დიდი პიროვნება თავის ხალხში აღიარებას ვერ პოულობს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქერიმის, როგორც რელიგიური უსთაზისა, ძალიან ბევრს სწამდა..
ჩეჩნეთ-ინგუშეთში, ვაინახ წმინდანებს შორის ირიცხება ქერიმ უსთაზი, როგორც საქართველოს ჩეჩენი წმინდანი. ეს მეტყველებს, რომ ქერიმი, მართლა იყო ღირსეული პიროვნება და დიდი წვლილი შეიტანა პანკისში მუსლიმანური რელიგიის განმტკიცებაში.
ქერიმ დუიშვილი დაკრძალულია დუისის ახალ სასაფლაოზე. მის საფლავზე აღმართეს მოკრძალებული მავზოლეუმი. ჩეჩნეთიდან ჩამოვიდნენ ოვდის ვირდის მიურიდები და თავიანთი ხარჯებით ქერიმის საფლავი მორთეს ისე, როგორც მორთულია ჩეჩნეთში წმინდანების საფლავები.
![]() |
9.1.2 აალცანეი ხანგოშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
აალცანეი არსნაყას (დუის ძმის, ძვიიძის შვილიშვილი) ასული ხანგოშვილი დაიბადა 1921 წელს პანკისის ხეობის სოფ. დუისში ღარიბი გლეხის ოჯახში. მეუღლე ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, დარჩა ორი მცირეწლოვანი შვილი და ერთი მცირეწლოვანი და, რომლებიც მარტომ გაზარდა.
აალცანეი იყო მშვიდი, გაწონასწორებული და ძლიერი ბუნების მქონე ადამიანი, ამავე დროს, ძალიან მორწმუნე, წინაპრების ტრადიციებისა და ადათ-წესების უპირობო და მკაცრი დამცველი.
პანკისის მოსახლეობაში სარგებლობდა უზარმაზარი ავტორიტეტითა და ნდობით. მას ჭკუას ეკითხებოდნენ და ხშირად ტრადიციული სამართლის საფუძველზე, პრობლემური საკითხების განხილვის დროს, უხუცესთა კავშირის წევრებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული გადაწყვეტის პროცესში.
იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ტრადიციული რიტუალების შემსრულებელ ქალთა ჯგუფსა და პატრონობდა პანკისის ტრადიციულ მეჩეთთან არსებულ ქალთა სამლოცველო ოთახს. ხმალამოღებული იდგა საკუთარი ხალხის რწმენის სადარაჯოზე. კომუნისტების პერიოდში, როდესაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ მეჩეთის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, იგი თანამებრძოლებთან ერთად გამაგრდა მეჩეთის შენობაში და გადაარჩინა წმინდა ადგილი განადგურებას.
![]()
აალცანეი ხანგოშვილი
აალცანეი ხანგოშვილი - მარგოშვილისა აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, იყო უაღრესად შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე ადამიანი. ხელმძღვანელობდა სოფ. დუისში არსებულ სამრეწველო გართიანება „სოლანის“ ხალხურ-მხატვრული რეწვის უბანს, სადაც წარმატებულად მზადდებოდა კავკასიური ნაბდები და მთიელთა ფარდაგები. უბნის დახურვის შემდეგ მან ეს რთული საქმიანობა გააგრძელა საკუთარ ოჯახში და ალალი შრომით ლუკმას არ აკლებდა უდროოდ დაღუპული ორი ვაჟიშვილის ობლებს.
აალცანეი იყო საოცრად გაწონასწორებული, კეთილშობილი, სათნო და ბრძენი ქალი, თუმცა, იმავე დროს, უშიშარი და თავისი პრინციპების ერთგული დამცველი. მიუხედავდ ცხოვრებაში უამრავი პირადი თუ რელიგიურ სფეროში შექმნილი წინააღმდეგობებისა, არასოდეს არავის წინაშე მოუხრია ქედი.
1993 წელს აალცანეი მიემგზავრებოდა წმინდა ქალაქ მექაში, მაგრამ შვილის ტრაგიკულმა სიკვდილმა ხელი შეუშალა ამ უწმინდესი მისიისა და ყველა მორწმუნე მუსლიმის სანუკვარი ოცნების ასრულებაში. უფლის შემწეობით, აალცანეი ხანგოშვილი თავის თანამებრძოლ და თანასოფლელ შამსათ ქავთარაშვილთან ერთად, მაინც გაემგზავრა არაბეთის წმინდა მიწაზე და ჰაჯის წოდებით დაუბრუნდნენ მშობლიურ მხარეს. ისინი იყვნენ პირველი ჰაჯი ქისტი ქალები პანკისის ხეობიდან.
ყველაზე დიდი დამსახურება თავის ხალხის წინაშე, ამ წმინდა გზაზე, ალალად და პატიოსნად მავალი ქალისა მაინც იყო ის ურთულესი, მადლიანი და ფასდაუდებელი საქმე, რასაც ცხედრის (ქალის) განბანვა-გაპატიოსნება ჰქვია. იგი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა ამ ურთულეს მისიას (ცხედრის განბანვა, სუდარის შეკერვა, ჩაცმა, მრავალჯერადი სხვადასხვა რელიგიური რიტუალებისა და ზიქრის უანგაროდ შესრულება) და ამიტომაც მან სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა თითოეული მორწმუნე ქისტის გულში და სრულიად პანკისის ისტორიაში.
ალცანეი ხანგოშვილს ქისტმა პოეტმა სულეიმან გუმაშვილმა მიუძღვნა ლექსი და ყველა პანკისელის სათქმელი ჩატია კიდეც. გთავაზობთ ამონარიდს ამ ლექსიდან:
![]()
ქალების ზიქრი
… ჭირია თუ ლხინი ქვეყნად,
აქტიური გახლავთ იგი
და გაკვირვებს,ნუთუ ამ ქალს
მკერდში ძალი უდგას ჯიქის.
სადაც ვინმეს უჭირს,უმძიმს,
უმალ იქვე ის გაჩნდება,
ან თუ ვინმე ცუდად გახდა,
მალამოდ მას დაედება.
ანდა რჩევა ვინმეს უნდა,
უმალ მასვე მიაკითხავს,
გაგაოცებს,მარტოხელა
როგორ ასწრებს ამდენს მყისვე.
მართლა, მოხუცს ძლიერ უყვარს
შრომა, გარჯა და ხელსაქმე,
მუდამ ალაჰს ლოცულობს და
მაჰმადს გალობს დღე და ღამე.
დიდს, პატარას უყვარს, მოსწონს,
პატივს აგებს ყველა ქისტი,
ასეთ ბრძენ ქალს, კეთილშობილს,
ვერ დაჯაბნის ვერც მტრის ხიშტი.
სიკეთე და სიბრძნე ყველას
აძლევს სახელს და ღირსებას,
დიდება მის წმინდა მანდილს,
ყველა ქისტის ძვირფას დედას!
ცნობილმა ქართველმა კინორეჟისორმა ნინო ორჯონიკიძემ 2009 წელს მასზე გადაიღო ფილმი სახელწოდებით „აალცანეი“.
P.S. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, უაღრესად საპატივსაცემო და მადლიანი საქმეა ცხედრის განბანვის პროცედურა, რომელსაც პანკისში, წინაპრების მსგავსად, დიდი რუდუნებით ასრულებენ და საუკუნეების განმავლობაში ამ საქმეს მორწმუნეები უანგაროდ ემსახურებიან. განბანვის რიტუალს პანკისის ისტორიაში ბევრი ქალი და მამაკაცი უნგაროდ ემსახურებოდა, თუმცა მათ შორის გამორჩეულია სანუა მარგოშვილის ისტორია.
სანუას ამ შრომატევადი და მეტად საპასუხისმგებლო პროცედურის ჩატარება იმ რთულ დროში მოუწია, როცა პანკისის ხეობაში შავი ჭირი (ხოლერა და ტიფი) გავრცელდა. სანუა მარგოშვილი იყო ის უშიშარი და უაღრესად მორწმუნე ქალი, რომელიც ამ დაავადებით (ჭირით) გარდაცვლილი ქალების ცხედრებს აპატიოსნებდა.
დღეს, როდესაც მსოფლიო ებრძვის კოვიდ პანდემიას და არაერთი ადამიანი ხდება ამ ტრაგიკული პროცესის მსხვერპლი, ვაინახებმა, მათ შორის ქისტებმა, ისე, როგორც მათ ისტორიულ სამშობლოში - ჩეჩნეთში, ასევე პანკისშიც, ძველი დროისგან განსხვავებით უკვე იციან, რომ კოვიდით გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი არ ექვემდებარება განბანვას და ყოველგვარი რიტუალის გარეშე უნდა მიბარდეს მიწას.
ყველაზე დიდი სასწაული იყო ის, რომ ამდენ დაინფიცირებულ ცხედართან ურთიერთობის მიუხედავად, სანუა მარგოშვილს არ შეხვდა შავი ჭირი და ღრმა სიბერემდე იცო ცხლა.
![]() |
9.1.3 მახამა გაურგაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
მახამა თაეის ძე გაურგაშვილი დაიბადა 1907 წელს პანკისის ხეობის, სოფელ დუისში, ღარიბ და მრავალშვილიან ოჯახში. იგი ბავშვობიდან გამორჩეული ყოფილა. 15 წლამდე სწოვდა ძუძუს. როგორც მისი ქალიშვილი იხსენებს, 14 წლის ასაკში, უკვე მოზრდილი ბიჭი, როცა ნახირს მწყემსავდა, შუადღეს სახლში ბრუნდებოდა ძუძუს მოსაწოვად. იყო უღრესად შრომისმოყვარე, პატიოსანი და ზეფიზიკური ძალის მქონე ადამიანი, რომლის სიმაღლეც 2 მეტრსა და 10 სანტიმეტრს აღწევდა.

მახამა გაურგაშვილი
ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე საოცრად ჭიდაობდა კიდეც. ცნობილ პანკისელ ახალგაზრდას, შაბეი დუიშვილს დუისში, იმ დროისთვის საქართველოს მასშტაბით უძლეველი ფალავანი ჩამოუყვანია და მახამასთვის უთხოვია - ოღონდ ეს დაამარცხე და შენი მონა-მორჩილი ვიქ ნებიო (შაბეის თბილისელ ძმაკაცებთან ნიძლავი ჰქონია დადებული, რომ ამ და უმარცხებელ ფალავანს ქისტები მოუგებდნენ). მახამას პირველივე ცდაზე წაუქცევია მოწინააღმდეგე (ისეთი ილეთი შეიმუშავა, რომელიც მხოლოდ მან იცოდა) და, შესაბამისად, ქისტების ზეიმი რამდენიმე დღეს გაგრძელებულა.
მახამა გაურგაშვილმა 11 (თერთმეტი) შვილი გაუზარდა სამშობლოს, 9 საკუთარი და 2 დის ობლები (მისი ალალი და და ბიძაშვილი ტიფით გარდაიცვალნენ და მახამამ მათი შვილების გაზრდაც საკუთარ თავზე აიღო).
მახამა გაურგაშვილი ფრონტის წინა ხაზზეც იბრძოდა. ერთ-ერთი მორიგეობის დროს მას ფეხის თითები მოეყინა, ფიქრობდნენ, ვერ გადარჩებოდა და გააკომისიეს, თუმცა ბედისწერამ კიდევ მრავალი წელი აჩუქა, რომლებიც უამრავი კეთილი საქმეების კეთებაში განვლო.
და რაც ყველაზე მთავარია, მახამა გაურგაშვილი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება იდგა რწმენის სადარაჯოზე და დაკავებული იყო ცხედრების განბანვის პროცედურითა თუ სხვა დანარჩენი რელიგიური რიტუალების შესრულებით, ჰქონდა საოცარი ხმის ტემბრი და ნაზმის შესრულების დიდოსტატიც იყო.
ცხედრის განბანვის საპასუხისმგებლო საქმეს უანგაროდ ემსახურა ბევრი პანკისელი და დღესაც განაგრძობენ ამ მადლიან მისიას: ქაი მუს, ბაშირა წინწალაშვილი, გრიშა კუშტანაშვილი, რეშით ხანგო შვილი, ანზორ და ხიზირ დუიშვილები; ქალებიდან: ბააზეი ციხე საშვილი, ძარგო და მანია ბაღაკაშვილები, მალიქა მარგოშვილი და მრავალი სხვა. მათი სახელები სამუდამოდ დარჩება ადამიანთა მეხსიერებაში.
![]() |
9.1.4 ძაბურა გაურგაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გაურგაშვილი ძაბურა მახმადას ასული დაიბადა 1947 წლის 26 ივლისს, ახმეტის რაიონის სოფ. დუისში.
1954-1965 წწ. სწავლობდა ახმეტის რაიონის სოფ. დუისის საშუალო სკოლაში.
1966-1970 წწ. სწავლობდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტში (ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
1970-1971 წწ. მუშაობდა პედაგოგად ახმეტის რაიონის სოფ. ძიბახევის დაწყებით სკოლაში.

ძაბურა გაურგაშვილი
1971-1984 წწ. იყო ახმეტის რაიონის სოფ. დუმასტურის საბავშვო ბაღის გამგე.
1984-1989 წწ. მუშაობდა პედაგოგად ახმეტის რაიონის სოფ. ჯოყოლოს საშუალო სკოლაში.
1989 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე მოითხოვა სკოლიდან გათავისუფლება და იმავე წელს გაემგზავრა ჩეჩნეთში.
1989 წელს მუშაობა დაიწყო ქ. გროზნოს „სტარაია სუნჟას“ საშუალო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად.
1990 წლიდან მუშაობს ქ. გროზნოს საგზაო სამმართველოში.
ბავშვობიდანვე წერდა ლექსებს, შემდეგ უკვე დაიწყო წერა რელიგიური კუთხით. წერს რელიგიურ საგალობლებს - ნაზმებს.
ძაბურა გაურგაშვილის ცნობილი ნაზმებია:
1. «Ма сиха дитий тхо Жениета» (რა მალე დაგვტოვე, ჟენიეტა.)
2. «Мерша нах бейуш бу» (უდანაშაულო ხალხს ხოცავენ!)
3. «ДIяхна зама» (ჩაიარა დრომ.)
4. «Мерша нех цIий Iена» (მშვიდობიანი ხალხის სისხლი დაიღვარა.)
5. «Сан деймохк балехь бу» (ჩემი სამშობლო განსაცდელშია!)
6. «Валаро вицвийр вац» (სიკვდილი ვერ დაგივიწყებს.)
7. «Вай Далла хастам бу» (დიდება ჩვენს უფალს!)
8. «Вай Далла деза» (ჩვენ ღმერთს ვუყვარვართ.)
9. «Хьан къинхетаме са тийсу» (შენს წყალობას ვნატრულობთ.)
10. «Мелха дуьне марзделла» (სააქაო ნეტარი გახდა.)
11. «Дуьне марзо ер ю» (ქვეყნის სიყვარული აყვავდება.)
12. «ХIара башха дуьне дисур ду» (ეს მშვენიერი ქვეყანა ყველას დარჩება.)
13. «Дала Хьажийн дин амру» (ღმერთისგან ჰაჯის მოძღვრება.)
14. «Ден-ненан ларам» (მშობლების პატივისცემა);
15. «Кху дуьнена хьайший ду вай» (წუთისოფლის სტუმრები ვართ.)
16. «Юрта моалла» (სოფლის მოლა.)
17. «Iожало витур вац» (ბედისწერა არ დაგვტოვებს.)
18. «ДIакхелханчон къинхетама боъху» (განსვენებულთათვის შენდობას ვითხოვ.)
19. «Дина маршо Дала елла» (სარწმუნოება ღმერთმა გვიბოძა.)
20. «Са бусулба воша» (ჩემო მორწმუნე ძმაო.)
21. «Попар дукха кегобарна» (ტალახის დიდი ხნით ზელვამ.)
22. «Валаран къахъон чам иэца беза» (სიკვდილის სიმწარე უნდა ვიგემოთ.)
23. «Дай баьхна латта» (წინაპართა მიწა.)
24. «Я рабби хьо цхьаъ ву» (უფალო, შენ მხოლოდ ერთი ხარ.)
25. «Кишийи Хьажи» (ქიში ჰაჯი.)
26. «Мухьаммад пейхумар» (მოციქული მუჰამმადი);
27. «Аса даима хьо сехур ву» (მე ყოველთვის დაგელოდები.)
28. «Даггара хьоьга кхойкху» (გულით შენ გეძახი.)
29. «Баланан бозалл Iадина со» (მწუხარებათა სიმძიმემ წელში გამტეხა.)
30. «Я Алахь ун-балах ларде тхо» (ღმერთო, დაგვიფარე უბედურებისგან!)
31. «Сан къоман турпалхоЭ (ჩემო ერის გმირო!)
32. «Сан бусулба ийша» (ჩემო მორწმუნე დაო.)
33. «Мухьаммад дохь кхоъллина вай» (მუჰამედის ლოცვისთვის ვართ დაბადებულნი.)
34, «Дела къинхетаме ву» (ღმერთი მოწყალეა.)
35. «Хьо воцург деха вац» (შენს მეტს ვერ შევავედრებთ.)
36. «Мила ю нана» (ვინ არის დედა.)
37. «РагI Далла хIоттийна» (ჯერი ღმერთისგანაა.) და ა.შ.
(ჩეჩნური ენის ქისტურ დიალექტზე).
![]()
მგალობელ ქალთა გუნდი პანკისიდან
![]() |
10 წარჩინებული სპორტსმენები პანკისის ხეობიდან |
▲ზევით დაბრუნება |
„სპორტში, როგორც კამათში, იბადება
სიმართლე“.
მუჰამედ ალი
„სულის სიმტკიცის შესანარჩუნებლად
აუცილებელია სხეულის სიძლიერის
შენარჩუნება“.
ვიქტორ ჰიუგო
* * *
სპორტი ვაინახებისათვის და, საერთოდ, კავკასიელებისათვის, გამორჩეული მოვლენაა მათ ცხოვრებაში და განსაკუთრებული სიყვარულითა და მონდომებით ეკიდებიან.
პანკისის ხეობის ქისტი მოსახლეობა ყოველთვის გამოირჩეოდა სპორტისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით და ამ პატარა ხეობამ უამრავი ლეგენდარული სპორტსმენი აღუზარდა საქართველოსა და სრულიად კავკასიას. დღევანდელი რეალობიდან ყველაზე გულდასაწყვეტი არის ის, რომ ძალიან ბევრი პანკისელი ქისტი წარმატებული სპორტსმენია და სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ იბრძვის.
მნახველი არაერთხელ მოუყვანია აღფრთოვანებაში პანკისელი ფალავნების ულამაზეს ჭიდაობას. ადამიანთა მეხსიერებას დღემდე შემორჩა ბადულ ცისკარიშვილის, ილო ბორჩაშვილის, მახამა და უსუბ გაურგაშვილების, ბუღდან ბაღაკაშვილის, რამაზ (ხოხია) გაურგაშვილის, ისუბ ბორჩაშვილის, ხარება გუმაშვილის, რიზვან გაურგაშვილის, მუსოლინ გუმაშვილის, უსუბ დუიშვილისა და სხვათა ჭიდაობა, რომლის ანალოგიც ბუნებაში იშვიათად მოიძებნება.
![]()
როგორც უხუცესები ჰყვებიან, საოცარი სანახავი იყო პანკისის ხეობაში, უზარმაზარი კაკლების ხეების ქვეშ, დოლისა და ზურნის საოცარი მელოდიის ფონზე გამართული ქართული ჭიდაობის სცენები. ამ სანახაობებს ვერაფერი შეედრებოდა. გენეტიკურად ბრძოლის ჟინითა და ენერგიით აღსავსე ქისტები ვნებებს ვერ იოკებდნენ და გამარჯვებულს ხშირად ცეცხლოვანი ქისტური ცეკვითა და სიმღერით აჯილდოებდნენ. ზურნის უბადლო დამკვრელები: იმედა ბაღაკაშვილი, მამა-შვილი ისბაილ და დუდარღა ქავთარაშვილები, უმაი დუიშვილი, ვახტანგ ქავთარაშვილი და შეუცვლელი მედოლე მახმად (ობოლ) მარგოშვილი, როგორც ჭიდაობის სცენის მეფეები, ისე დარჩებიან ადამიანთა მეხსიერებასა და პანკისის სპორტის ისტორიას.

ხოხია გაურგაშვილი
საოცარი ლეგენდები დადის ხოხია გაურგაშვილის ჭიდაობაზე. იგი იყო ძლიერი აღნაგობისა და უზარმაზარი ფიზიკური ძალის პატრონი. როგორც უხუცესები ჰყვებიან, ერთხელ ცხინვალში, სადაც ის გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობდა და დიდი ავტორიტეტიც ჰქონდა, მას ჩუმად მოსაკლავად ათი კაცი დაესხა თავს და მან ათივეს სძლია და ცოცხალი გადარჩა. თავადაც ყოფილი მოჭიდავე და ახმეტის მრავალგზის ჩემპიონი მუხმად ქავთარაშვილი იგონებს, რომ კახეთის პირველობაზე ხუთი მონაწილე სამ-სამ წუთში მხრებზე დააწვინა, თავისზე ბევრად მაღალ წონით კატეგორიებშიც კი მოცელილივით აწვენდა ყველას. ის დაუმარცხებელი ფალავანი იყო, ოღონდ ყველანაირი რეგალიისა და წოდების გარეშე. მან სძლია მთელი საქართველოს მასშტაბით დაუმარცხებელ ჩემპიონს ზალიკო (ზაალ) ჩიკვილაძეს. ეს საარაკო გამარჯვება სახალხო დღესასწაული იყო მთელს პანკისის ხეობაში. მუხმადი იმ დღესაც იხსენებს, როცა ცნობილმა მოჭიდავემ ტარიელ ჩხუტიაშვილმა ყველას მოუგო, იგი ბოლოს ხოხიამ წააქცია და თავისი სახელი სამუდამოდ დატოვა ქისტურ სპორტში.

მუსოლინ გუმაშვილი
რიზვან გაურგაშვილზე ამბობენ, კამეჩს რომ წააქცევდა, ისეთი ზებუნებრივი ფიზიკური ძალა ჰქონდა და ისე ლამაზად ჭიდაობდა, რომ აღფრთოვანებაში მოჰყავდა მნახველი. ასეთივე არაბუნებრივი ფიზიკური ძალითა და ჭიდაობის საოცარი ნიჭით იყო დაჯილდოებული მისი ვაჟი ანზორი (ზედმეტსახელად „ბანდიტ ანზორ“), ანზორს მიღწევები ჰქონდა არა მხოლოდ ჭიდაობაში, არამედ სპორტის მრავალ სახეობაში, როგორებიცაა: მძლეოსნობა და ბირთვის ტყორცნა; ფეხბურთი და კალათბურთი; ფრენბურთი და ხელბურთი. ბადალი არ ჰყავდა სირბილში, სიმაღლესა და სიგანეზე ხტომაში; იყო უძლიერესი დამრტყმელი, უშიშარი და მამაცი, მაგრამ, ამავე დროს, იყო ბავშვივით კეთილი, უნიჭიერესი ცეკვასა და სიმღერაში; არ იყო მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელზეც არ უკრავდა. ერთი სიტყვით, მრავალ მხრივ ნიჭიერი ვაჟკაცი იყო და სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ტრაგიკულად გარდაიცვალა, ისეთი სიმაღლიდან გადაეშვა და დაეცა წყალზე, რომ გული გაუჩერდა და დაიხრჩო მდინარე ალაზანში.
![]()
ჩიკვლაძეების ოჯახი
ქისტები არა მხოლოდ ჭიდაობის სხვადასხვა სახეობით იყვნენ დაკავებულნი, მათ თავი გამოიჩინეს სპორტის ისეთ სახეობებში, როგორიცაა, კრივი, ფეხბურთი, მძლეოსნობა და სხვ.
პანკისელი ქისტები სეიდ გუმაშვილი და დათიკო დუიშვილი სახელგანთქმული და უძლიერესი მოკრივეები იყვნენ, კრივში მათ ოსტატობასა და ფიზიკურ ძალაზე ლეგენდები დადიოდა თბილისში; ბესო მარგოშვილი და ელიზბარ ბორჩაშვილი ფეხბურთის დიდოსტატებად დარჩნენ პანკისის ისტორიას.

გამარჯვებული - „ბანდიტ ანზორი“
მართალია, ქისტ ქალებს სპორტში მოკრძალებული ადგილი უკავიათ, მაგრამ მათი მიღწევები აღნიშვნის ღირსია: ეთერ ციხესაშვილის სპორტისადმი მიდრეკილება, კერძოდ, მაგიდის ტენისში მისი სერიოზული შესაძლებლობები ჯერ კიდევ თელავის სპორტსკოლაში სწავლის დროს შეამჩნია მისმა პედაგოგმა. ძალიან ცოტა დროში პანკისელი ქისტი გოგონა საქართველოს ჩემპიონი და „კახეთის პირველი რაკეტის“ მფლობელი გახდა გოგონებს შორის. მას მოყვა მრავალი წარმატება, ეთერზე ხშირად იბეჭდებოდა სტატიები მაშინდელ ჟურნალ-გაზეთებში, მათ შორის „ალაზნის განთიადშიც“.

გოგონათა სამეული
1968 წელს სოხუმში საქართველოს პირველობაზე ეთერმა წარმატებით იასპარეზა და პირველი ტური მოუგო თავის მეწყვილეს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულ, საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონს, გალინა ლევინას. მეორე ტურიც მხოლოდ ერთი ქულით წააგო. ეთერ ციხესაშვილს დიდი მომავალი ჰქონდა სპორტში, თუმცა მამამისმა არ ისურვა ქალიშვილს კიდევ ესინჯა საკუთარი ძალები დიდ სპორტში, ჩათვალა, რომ ეთერი გაიზარდა და ამით წერტილი დაესვა კიდეც მის სპორტულ კარიერას. თუმცა, მან კიდევ ერთხელ გაიბრძოლა ახალგაზრდული ჟინითა და მოგონებებით - 60 წლის ასაკში, პანკისის ხეობაში გამართულ ტენისის შეჯიბრში არავის დაუთმო პირველობა.
პანკისელი ლიზა ხანგოშვილი 1970 წელს ჩაირიცხა გლდანის სპორტულ სკოლა-ინტერნეტში, სადაც მისი უფროსი ძმებიც სწავლობდნენ - თამაზი ბადმინტონს თამაშობდა, ხოლო თემური - ჩოგბურთს. სპორტული ტანვარჯიშის დროს ლიზათი დაინტერესდა ცნობილი მწვრთნელი რობერტ გურგენიძე და მიუხედავად იმისა, რომ თავად ლიზას არ უნდოდა აკრობატიკა, განათლების სამინისტროს უშუალო ჩარევით იგი ტანვარჯიშის სექციაში გადაიყვანეს და მალევე აღიარებაც მოიპოვა.
1976 წელს ლიზას მიენიჭა საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის წოდება.
ლიზა ხანგოშვილმა, მარგარიტა მუმლაძემ და სვეტლანა მკრტიჩიანმა შექმნეს საქართველოში გოგონათა პირველი სამეული, ისინი მრავალგზის გახდნენ საქართველოს ჩემპიონები და უამრავი თასის მფლობელები.
ლიზა ხანგოშვილი არაერთხელ გახდა საბჭოთა კავშირის სპორტ-სკოლების გამარჯვებული, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის სპორტსაზოგადოება „შრომითი რეზერვების“ პრიზიორი, მოსწავლეთა XV საკავშირო სპარტაკიადის - მე-4 და გუნდურის - მე-2 ადგილების მფლობელი.
დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი.
ამჟამად მუშაობს სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესში“ სპორტის პედაგოგად.
პანკისელ ქისტ ასმათ მარგოშვილს დიდი მომავალი ჰქონდა მძლეოსნობის განხრით, მან ჯერ კიდევ მოსწავლეობის პერიოდში დიდ წარმატებებს მიაღწია: 1976 წელს მოსწავლეთა რეკორდი მოხსნა, იყო საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და 1980 წლის ოლიმპიადის კანდიდატი, თუმცა ოჯახის შექმნამ მის კარიერას საბოლოოდ დაუსვა წერტილი, სამაგიეროდ მან ხეობას აღუზარდა შესანიშნავი სპორტსმენები - დავით და ვასილ მარგოშვილები.
ერთი რამ ფაქტია, სპორტი იქნება წამყვანი, საამაყო ძალა პანკისელებისა თვის, სანამ ერთი ქისტი მაინც იცხოვრებს საქართველოს დალოცვილ მიწაზე და ქისტური სპორტი იკაშკაშებს მსოფლიოს მზის ქვეშ.
![]() |
10.1 უსუფ ბორჩაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
უსუფ იდეის ძე ბორჩაშვილი (იდეი ისუბ) დაიბადა 1925 წელს.

უსუფ ბორჩაშვილი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
იყო საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში. უამრავი შეჯიბრის გამარჯვებული და პრიზიორი. მისი ჭიდაობის საოცარ ტექნოლოგიას არაერთხელ მოუყვანია მნახველი აღფრთოვანებაში.
იმ პერიოდის პანკისელ ახალგაზრდებში გამორჩეული იყო თავისი პრინციპული, სამართლიანი და სტუმართმოყვარე ხასიათით.
მის პიროვნებასა და ჭიდაობაზე ლეგენდებს ჰყვებიან არა მხოლოდ პანკისსა და საქართველოში.
იყო ძალიან მამაცი და უშიშარი. ერთხელ ალავერდიდან მეგობრებთან ერთად მომავალს წინ გადაეღობა ცნობილი ყაჩაღი გოგია ჭიჭოშვილი და უბრძანა, ტანსაცმელი გაეხადა. ეს ისეთი თავზარდამცემი იყო უსუფისთვის, მძარცველი მიხვდა, ქისტი ხალიჩის ფალავანი უმალ მოკვდებოდა, ვიდრე ასე შეილახავდა ღირსებას. მისი ვაჟკაცობით აღფრთოვანებულმა ყაჩაღმა სი ცო ცხლე აჩუქა.
გარდაიცვალა 1970 წელს.
მისი გარდაცვალება პანკისის ცაზე მეხის გავარდნასავით იყო.
მთელმა ხეობამ გულით დაიტირა მამაცი და ვაჟკაცი შვილი.
მას მარადისობაში გადასვლას ქართველმა პოეტმა იოსებ ლონგიშვილმა ასე უმღერა:
ქვითინებს პანკისის ხევი,
მოსთქვამს ალაზნის წყალია,
ცრემლად იღვრება ჯოყოლო,
ეს რა ამბავი არია.
ვეღარც არწივნი დაჰქრიან,
დაუკეციათ ფრთანია,
შავსა მიწაში ჩაიფლო
უსუფის კოხტა ტანია.
საფლავის ბალახს შეგირხევს
მთიდან მოსული ქარია,
სიმღერას გეტყვის ყოველდღე
მწუხარე ალაზანია.
ბორჩაშვილების ოჯახში
ისმის გლოვა და ზარია,
ამბობენ, მოკვდა უსუფი,
ვაჟკაცი ვეფხვის დარია.
ადექი, ქისტის ვაჟკაცო,
ხალიჩის ფალავანია,
ცეცხლოვან ჭიდაობითა
კვლავ გაახარე გულია!
ვის ჩააბარე ბატკნები,
სად ბღავის შენი ცხვარია?
ითომხალეში დაგიდის
შენი ნაბღავი ცხვარია.
ვეღარ შევხვდებით ერთმანეთს
ყოფილი ორნი ძმანია,
იოსებ ლონგიშვილი და
უსუფი ბორჩაშვილია.
გიყვარდა ჩემი ლექსები
გარმონზე დასამღერია,
კვლავ ვეღარ გეტყვი „ვოშოსა“1
კოხტა ქისტეთის შვილია.
______________
1. ვოშო - ქისტურად: ძმაო.
![]() |
10.2 აბდულ სვიაკაური |
▲ზევით დაბრუნება |
პანკისის ხეობის სახელოვანი მოჭიდავეების ძველი თაობის ღირსეული წარმომადგენელი აბდულ სვიაკაური, დაიბადა სოფელ ხალაწანში 1928 წელს.
1944 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის რიგებშია.
პირველი სპორტული ნათლობა მიიღო 1950 წელს ქ. გორში გამართულ საქართველოს პირველობაზე ქართულ ჭიდაობაში. მართალია, საპრიზო ადგილი ვერ დაიკავა, მაგრამ სპეციალისტთა ყურადღება მიიპყრო, როგორც მეოთხე ადგილის მფლობელმა პერსპექტიულმა მოჭიდავემ.
იმ პერიოდში ჭიდაობა სამბო ახლად იკიდებდა ფეხს აქტიურ სპორტში. აბდულა სვიაკაურიც იმ პირველ „მოხალისეთა“ სიაში მოხვდა, რომელთაც სურვილი გამოთქვეს საკუთარი ძალები მოესინჯათ ჭიდაობის ამ ახალ სახეობაში.
მისი პირველი მწვრთნელი გახდა შემდგომში ცნობილი სამბისტი ქიტო ნინიაშვილი. მასთან ერთად ვარჯიშობდა მასავით შინაგანი ჯარის წარმომადგენელი, შემდგომში ცნობილი მოჭიდავე და მწვრთნელი ბიძინა მაზიაშვილი.
1951 წელს ა. სვიაკაურმა და ბ. მაზიაშვილმა ორჯერ მიიღეს მონაწილეობა მოსკოვში გამართულ სამბისტთა პირველობაზე (სსრ კავშირის შინაგანი ჯარის წარმომადგენლებს შორის). ა. სვიაკაურმა პირველ შეჯიბრზე („გულამი“) თავის წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო, ხოლო სპორტსაზოგადოება „დინამოს“ საკავშირო პირველობაზე ოთხეულში მოხვდა.
![]()
მარცხნიდან პირველის ზის აბდულ
სვიაკაური ქართველ სპორტსმენებთან ერთად
პანკისელი სამბისტი 1951 წლიდან 1958 წლამდე საქართველოს სპორტსაზოგადოება „დინამოს“ უცვლელი პირველი ნომერი იყო მძიმე წონაში. საქართველოს ღირსებას იცავდა კიევში, ბაქოში, რიგაში, მოსკოვში, კუიბიშევში, ნოვოსიბირსკსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკის ქალაქებში გამართულ პირველობებზე. იგი პრიზიორთა მიღმა თითქმის არასოდეს რჩებოდა.
რაც შეეხება ქართულ ჭიდაობას, გასული საუკუნის 50-იან წლებში რამდენჯერმე იყო თბილისის ჩემპიონი, ორჯერ მიიღო მონაწილეობა საქართველოს აბსოლუტურ ფალავნობაზე.
![]() |
10.3 ბესო მარგოშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბესო (ვისერგი) დაუდის ძე მარგოშვილი დაიბადა 1933 წელს. ბესო 9 დღისა იყო, როცა მისი მშობლები გააკულაკეს და შორეულ ციმბირში, ქ. აქმოლინსკში გადაასახლეს. ბესომ მესამე კლასი აქმოლინსკის საშუალო სკოლაში დახურა, შემდეგ კი ისინი გადასახლებიდან გაათავისუფლეს და სამშობლოში დაბრუნდნენ. პატარა ბესომ სწავლა ქ. თელავის რუსულენოვან სკოლაში გააგრძელა, რომლის დამთავრების შემდეგაც სწავლა თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო ინტიტუტში გააგრძელა რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე და დაამთავრა 1959 წელს.

ბესო მარგოშვილი
ინსტიტუტში სწავლის პერიოდში ბესო გაიტაცა სპორტმა, კერძოდ კი ფეხბურთმა, ის თამაშობდა გივი ჩოხელის გუნდში და მრავალი გამარჯვება და წარმატება მოუტანა საკუთარ გუნდს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო დუისის საშუალო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იმუშავა.
გარდაიცვალა 1981 წელს. დაკრძალულია სოფ. დუისის სასაფლაოზე.
![]() |
10.4 ზვიად (პაცანა) ქუშანაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ომის შემდგომ წლებში ფართო საზოგადოებისათვის ცნობილები გახდნენ პანკისელი ქისტი ფალავნები, მათ შორის, განსაკუთრებული გამოყოფის ღირსია ზვიად (პაცანა) ქუშანაშვილი, რომელიც გახდა საქართველოს პირველი ჩემპიონი XX ს-ის 50-იან წლებში.

ზვიად ქუშანაშვილი
ზვიად გიორგის ძე ქუშანაშვილი დაიბადა 1934 წ. ახმეტის რ-ნის სოფ. ჯოყოლოში მრავალშვილიან ოჯახში, ის ცხრა და-ძმას შორის (ექვსი ძმა და 3 და) ყველაზე უმცროსი იყო. ზვიადი ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, როცა მამა გარდაეცვალა და მთელი ოჯახის მძიმე უღელი დედას დააწვა მხრებზე. დედამ, ელისო ქუშანაშვილმა, ღირსეულად ზიდა ეს ტვირთი, შვილებს შორის ხუთს, მათ შორის ზვიადს, უმაღლესი განათლება მიაღებინა:
ზვიადის ბავშვობის წლებში პანკისის ხეობაში არ ფუნქციონირებდა არანაირი სპორტული სექციები და არც ამ დარგის სპეციალისტები მოიძებნებოდნენ. მათი სავარჯიშო დარბაზი მდ. ალაზნის რიყე იყო, სადაც ზაფხულში „სილის ლეიბზე“ ვარჯიშობდნენ ბანაობის დროს. მწვრთნელებიც უფროსი ასაკის მოჭიდავეები ჰყავდათ. ის, როგორც მისი თანამებრძოლები, სოფლის სახალხო დღესასწაულებზე გამართულ მრავალ შეჯიბრებებში იწრთობოდა და ყალიბდებოდა სპორტსმენად. სწორედ სოფ. დუისში გამართული ასეთი შეჯიბრები ქართულ ჭიდაობაში გახდა ზვიადისთვის ასაფრენი ბილიკი სპორტულ კარიერაში.
ზვიად ქუშანაშვილმა სწავლა თბილისის ფიზიკური კულტურის ტექნიკუმში გააგრძელა, სადაც უკვე სერიოზულად დაეუფლა ჭიდაობის სახეობას - სამბოს. მისმა შრომისმოყვარეობამ, მიზანდასახულობამ და უდრეკმა ხასიათმა თავისი შედეგი გამოიღო და დაიწყო მონაწილეობა შიდარაიონულ, საქალაქო და რესპუბლიკურ შეჯიბრებებში.
სპორტული სიმაღლეების დაპყრობის გზაზე არაერთი წინააღმდეგობა შეხვდა ყოფით თუ სპორტულ ცხოვრებაში, მაგრამ ბრძოლებში ის იწრთობოდა როგორც სპორტსმენი და ყალიბდებოდა როგორც პიროვნება.
არაერთგზის გაიმარჯვა ქართულ ჭიდაობასა და სამბოში.
მაგრამ თავად სპორტსმენს, თავის ყველაზე დიდ მიღწევად მიაჩნდა გამარჯვება საბჭოთა კავშირის მასშტაბით სამბოში, რომელიც გაიმართა 1955 წ. უკრაინის დედაქალაქ კიევში. ზვიად ქუშანაშვილს წილად ერგო დაეცვა საქართველოს ღირსება, რასაც მან ბრწყინვალედ გაართვა თავი. ფინალამდე მას მოუწია შერკინება ბევრ ცნობილ და მასზე ბევრად უფრო გამოცდილ და ტიტულოვან მოჭიდავეებთან, ხოლო ფინალში სძლია საბჭოთა კავშირსა და მსოფლიოში აღიარებულ უძლიერეს სამბისტს ე. გლორიოზოვს, რომელიც დაჭრილი ლომივით ღრიალებდა ხალიჩაზე.
ზვიად ქუშანაშვილი უფრო მეტ სიმაღლეებზე ფიქრობდა და ყველას სჯეროდა კიდეც მისი წარმატებების საკავშირო, ევროპულ და მსოფლიო მასშტაბებით, მაგრამ არაობიექტურმა ჩინოვნიკებმა გზა დაუკეტეს მაღალი კარიერისკენ. ზვიადი არა მხოლოდ ხალიჩაზე იბრძოდა, არამედ პროფესიულადაც მაღლდებოდა. მან დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი. თავისი თხუთმეტწლიანი გამოცდილება გამოიყენა პანკისის სხვადასხვა სკოლასა და სკოლებთან არსებულ სამბოს ჭიდაობის სექციებში მწვრთნელად მუშაობის დროს.
მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ელემენტარული პირობებიც კი არ იყო სპორტული მეცადინეობების ჩასატარებლად, ზვიადმა არაერთი ცნობილი და ღირსეული სპორტსმენი აღუზარდა ქვეყანას.
ზვიადს და მის მეუღლეს შეეძინათ სამი შვილი (ორი ვაჟი და ერთი ქალი). მამა ძალიან დიდ იმედებს ამყარებდა უფროს ვაჟზე, მალხაზზე, რომელმაც ჯერ კიდევ ყმაწვილობაშივე დიდ წარმატებებს მიაღწია სპორტში, ზვიადი საკუთარი, მიუღწეველი მიზნების განხორციელების პერსპექტივას შვილში ხედავდა. ასეთი სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა იშვიათობა იყო, მალხაზი წარმატებით ასპარეზობდა ნორჩ და ახალგაზრდა შეჯიბრებებში და სწრაფად მიიწევდა სპორტული სიმაღლეებისაკენ.
სამწუხაროდ, მალხაზ ქუშანაშვილი 1995 წელს ჩეჩნეთის ომში უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ხოლო უმცროსი ვაჟი 2007 წელს ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა.
ზვიად ქუშანაშვილი გარდაიცვალა 2009 წელს. დაკრძალულია მშობლიური სოფლის ჯოყოლოს სასაფლაოზე.
შოთა გუმაშვილის წიგნის
„ჩეჩნეთის სპორტის ვარსკლავების“ მიხედვით
![]() |
10.5 ბუღდან ბაღაკაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბუღდან მახამას ძე ბაღაკაშვილი დაიბადა 1939 წელს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში. წლისაც არ იყო, მამა რომ გარდაეცვალა. დედამ ოთხი ობოლი უფროსი ვაჟის თანადგომითა და წვალებით გაზარდა. მათი ყურადღება ძირითადად ბუღდანზე იყო გადასული, სურდათ, რომ მისგან „ნასწავლი კაცი“ დამდგარიყო.
სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა წინამძღვრიანთკარის (მცხეთა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში, შემდეგ დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი.
მოხდენილი აღნაგობითა და გარეგნობით გამორჩეულს, სწავლის პერიოდში, ხშირად უხდებოდა საკუთარი უპირატესობის ჩვენება თანატოლებს შორის. აქ გამოადგა ალაზნის პირას, რიყეზე ბიჭებთან ჩხუბის დროს ნასწავლი ილეთები. ასე შეამჩნია მისი თვითნაბადი ტალანტი სახელგანთქმულმა მწვრთნელმა გურამ პაპიტაშვილმა და არც შემცდარა. ბუღდან ბაღაკაშვილმა შეძლო საქართველოს სახელი მის საზღვრებს გარეთ გაეტანა და ბევრი მნიშვნელოვანი გამარჯვების სიხარუ ლით ეზეიმა მის ქვეყანასა და ხალხს.
საქართველოში ჭიდაობით ვერავის გააკვირვებ. საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყანა მდიდარია მსოფლიო დონეზე სახელგანთქმული მოჭიდავეებით. ბუღდან ბაღაკაშვილი იმ მრავალთა შორის იშვიათთაგანია, რომელმაც შეძლო თავის დამკვიდრება, როგორც გამორჩეული სტილის მქონე მოჭიდავემ. ხალიჩაზე შემოსვლა, დგომა, მოძრაობები, ილეთები - ეს ერთობლიობები მისი შესრულებით თვალისმომჭრელი იყო, კი არ ჭიდაობდა, თითქოს ცეკვავდა. მაყურებელი მისი გამარჯვების კი არა, მისი ჭიდაობის სანახავად მოდიოდაო, - იხსენებდნენ მისი მეგობრები. უხუცესები, ვისაც ბუღდან ბაღაკა შვილის ჭიდაობა უნახავთ და მისი სპორტული კარიერის მოწმეებიც გახდნენ, ამტკიცებენ, რომ ასეთი ტექნიკური მოჭიდავე საქართველოს არ ჰყავდა (ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდში ასე იყო) და ამას ყველა აღიარებდა. თვითონ საკუთარ თავზე და წარმატებებზე საუბარი არ უყვარდა. ერთ შემთხვევას კი იხსენებდა ღიმილმორევით: ერთხელ, როდესაც შეხვედრის დაწყების პირველივე წუთზე მორიგი მეტოქე ბეჭებზე დასცა და აღტაცებული, ფეხზე მდგარი მაყურებელი „არის“, „არის“ ძახილით აყრუებდა დარბაზს, შეამჩნია, მაყურებლებიდან ერთ-ერთი როგორ მივარდა მსაჯებთან და არწმუნებდა, რომ ეს არ იყო გამარჯვება და შეხვედრა უნდა გაეგრძელებინათ. „როცა ვიცანი, რომ ის სახელგანთქმული ქისტი ვაჟკაცი, უსუფ ბორჩაშვილი იყო, გულში რაღაც ჩამწყდა, ვერ მოვითმინე, ახლოს მივედი, მოვაბ რუნე და ვკითხე: - „უსუფ, რა ხდება?!“ ის თან მსაჯებს ედავებოდა, თან მე მომმართავდა ქისტურად: - „ბუღდან, გეხვეწები, ხმა არ ამოიღო, ჭიდაობა გააგრძელე, ოღონდ ასე სწრაფად არ წააქციო, შენი ჭიდაობის საყურებლად ამ სიშორეზე ჩამოვედიო“.

ბუღდან ბაღაკაშვილი
გახდა ევროპისა და მსოფლიო სტუდენტური თამაშობების ჩემპიონი ძიუდოში. იყო საბჭოთა კავშირის ძიუდოისტთა პირველი ნაკრები გუნდის წევრი, თანარაიონელებთან ფარნაოზ ჩიკვილაძესა და ანზორ ქიბროწაშვილთან ერთად.
„გამორჩეული“, “ინდივიდუალური“, „ტატამზე კი არ ჭიდაობდა, ცეკვავდა“, „წელში მოხრილი არავის უნახავს“, „ისეთი ღირსეული იყო ხალიჩაზე გამოსული, ქართულ ჭიდაობას შეგაყვარებდა“… ეს ეპითეტები ეკუთვნით იმ ადამიანებს, რომელთაც ჰქონდათ ბედნიერება ხალიჩაზე ეხილათ ქისტი ვაჟკაცის, ბუღდან ბაღაკაშვილის ჭიდაობა. საყოველთაო სახალხო სიყვარული და პატივისცემა ქართველი მაყურებლისა და ჭიდაობის მოყვარულთა მხრიდან მთელი ცხოვრება ასაზრდოებდა და გულს უთბობდა ხალიჩის ფალავანს. იგი ისე წავიდა ამქვეყნიდან, როგორც ქართველ ხალხსა და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი.
სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ბუღდან ბაღაკაშვილი დაუბრუნდა მშობლიურ კუთხეს და იქ გააგრძელა ქვეყნისა და ხალხის სამსახური. მაყვალა მარგოშვილთან ერთად შექმნა სანიმუშო ოჯახი და ოთხი შვილის მამა გახდა: სოფლის სკოლაში ფიზიკის მასწავლებელი, სოფლის საბჭოს თავმჯდომარე, პანკისის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი პანკისის ხეობაში, - ეს მისი საქმიანობის მრავალმხრივი ვექტორებია. ყველაზე მნიშვ ნე ლო ვანი კი მისი ცხოვრების გზაა, რომლის ყოველი დღე სავსე იყო ქისტური ტრადიციებით აღზრდილი ღირსეული ვაჟკაცის განწყობებით, რომ ის თავისი ხალხისა და ქვეყნის შვილია, სახეა ქართველი და ქისტი ხალხის ურყევი მეგობრობისა.
მისი სპორტული მიღწევები არც ისე მწირია:
სსრ კავშირის სპორტის ოსტატი 1961 წლიდან (სამბო);
სსრ კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი 1967 წლიდან (ძიუდო);
საქართველოს აბსოლუტური ფალავანი 1967 წელი (გორი).
ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
1961 წ. - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი;
1961 წ. - პირველი ადგილი, თბილისი, სსრკ-ს პირველობა სამბოში;
1962 წ. - პირველი ადგილი, პ|გუნდური პირველობა,სამბო;
1963 წ. - მეორე ადგილი, სპორტსაზოგადოება „ბურევესტნიკის“ საკავშირო საბჭოს პირველობა, სამბო;
1964 წ. - მეორე ადგილი, საქართველოს პირადი პირველობა, სამბო;
1964 წ. - მესამე ადგილი, სსრ კავშირის პირველობა, სამბო;
1965წ. - პირველი ადგილი, სპორტსაზოგადოება „ბურევესტნიკის“ საკავშირო საბჭოს პირველობა;
1965 წ. - მეორე ადგილი, სსრ კავშირის პირველობა, სამბო;
1965 წ. - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი, ქ. პერმი;
1966 წ. - პირველი ადგილი, სპორტსაზოგადოება „ბურევესტნიკის“ საკავშირო საბჭოს პირველობა, სამბო.
![]() |
10.6 რამზან ბორჩაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
რამზან (ვახტანგ) ნიკოს ძე ბორჩაშვილი დაიბადა 1941 წელს ახმეტის რაიონის სოფ. ჯოყოლოში მრავალშვილიან ოჯახში (ექვს და-ძმას შორის ყველაზე უმცროსი). მამა რომ გარდაიცვალა, რამზანი ჯერ კიდევ პატარა იყო, მაგრამ შრომისმოყვარე და მებრძოლმა დედამ შვილების ფეხზე დაყენება მაინც შეძლო.
რამზანი, როგორც სხვა დანარჩენი მისი თანასოფლელები, გაიზარდა ალაზნის ველზე, საოცარ და ულამაზეს ბუნებაში.
პანკისელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ჭიდაობისადმი განსაკუთრებული სიყვარულით. ყმაწვილები მუდმივად აკაჟებდნენ სხეულს და სინჯავდნენ ძალებს... საკუთარი ძალებით მართავდნენ ე. წ. „ტურნირებს“, სახალხო შეჯიბრებებს ჭიდაობაში და ა.შ. ამ მწირ ნიადაგზე იზრდებოდნენ და შემდეგ ჩემპიონები ხდებოდნენ...
გავიდა წლები და „რიყის ტურნირები“ გადაიზარდა ქართულ ნაციონალურ ჭიდაობაში, რომელიც იმართებოდა შაბათ-კვირას სოფელ დუისში, ულამაზესი კაკლების ხის ქვეშ ზურნისა და დოლის გასაოცარი ხმის თანხლებით.
ვახტანგ ბორჩაშვილი არაერთხელ გამხდარა თავის უფროს ძმებთან ერთად ამ ორთაბრძოლის გამარჯვებული და პანკისის მასშტაბით დიდი ავტორიტეტიც მოიპოვა.
მისით უკვე ინტერესდებიან ამ სფეროს სპეციალისტები. ბორჩაშვილი ხდება ნაციონალური და თავისუფალი ჭიდაობის სპორტის ოსტატი და იკავებს უფრო და უფრო მაღალ სტანდარტს.
მოსწავლეობის პერიოდში ვახტანგმა ბევრ წარმატებას მიაღწია, მათ შორის, საქართველოს პირველობაზე ქართულ ეროვნულ ჭიდაობაში. მან ისეთებსაც აჯობა, ვინც წარმატებებს მიაღწია არა მხოლოდ რესპუბლიკის, არამედ საბჭოთა კავშირის მასშტაბითაც.
სკოლის დამთავრების შემდეგ ვახტანგი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, მსახურობდა ქ. ხაბაროვსკში. მან საბჭოთა არმიაში მხოლოდ რამდენიმე თვე დაყო, ის მძიმე ტრავმის შემდეგ გააკომისიეს და გამოჯანმრთელებამდე სახლში აგრძელებდა წვრთნებს საკუთარი ძალებით.
![]()
რამზან ბორჩაშვილი (მარცხნივ)
ძალიან მალე, თავისი თანამემამულის, ცნობილი მოჭიდავე ბუღდან ბაღაკაშვილის დახმარებით, ჩაირიცხა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში.
1964 წლიდან საქართველოს სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელის, პაპიტაშვილის ხელმძღვანელობით, იწყებს რეგულარულ ვარჯიშებს სამბოში. ამ პერიოდიდან ჯერ კიდევ პირველკურსელი ვახტანგი იცავს თავის ინსტიტუტის ღირსებას, ჭიდაობს სამ სახეობაში: ქართული, ძიუდო და სამბო, ამავე დროს გამოვლინდა, რომ მთელი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მასშტაბით ვახტანგს ქართულ ჭიდაობაში ბადალი არ ჰყავდა, წარმატებას წარმატება მოყვა და ვახტანგი ჩაირიცხა პირველ ქართულ ნაკრებში. ის არაერთგზის გახდა საზოგადოება „ბურევესტნიკის“ გამარჯვებული, საქართველოს ჩემპიონი და 10 წლის განმავლობაში ბევრი წარმატება მოუტანა ჩვენს ქვეყანას საკავშირო და საერთაშორისო ტურნირებში.
1966 წელს ძიუდოს მსოფლიო პირველობაზე პრაღაში ვახტანგ ბორჩაშვილმა მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება 80 კგ-მდე წონით კატეგორიაში სტუდენტებს შორის.
მისი ერთ-ერთი გამორჩეულად დასამახსოვრებელი გამარჯვება გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი სამბოში, რომელიც 1967 წელს ჩატარდა ქალაქ მინსკში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ უძლიერესი სპორტსმენები მთელი ყოფილი კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკის ქალაქებიდან, როგორიც არის: მოსკოვი, ლენინგრადი და სხვ. ამ ჩემპიონატის ფინალში ვახტანგმა დამაჯერებლად დაამარცხა ქვეყნის ორგზის ჩემპიონი, ფავორიტად აღიარებული დ. სტოლბოვი და გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.
1968 წელს სსრკ კავშირის ჩემპიონატის გამარჯვებული სამბოში.
მან ასევე ღირსეულად იასპარეზა სხვადასხვა პრესტიჟულ ტურნირებზე: საფრანგეთი - 1968 და 1970 წწ., იტალია - 1969 წ., იაპონია - 1970 წ., პოლონეთი - 1971 წ.
1971 წლის ივლისში გახდა სსრკ ხალხების საზაფხულო სპარტაკიადის გამარჯვებული ქ. მოსკოვში.
მან მიაღწია ყველა წარმატებისა და აღიარების ზენიტს, რის მიღწევაც იმ პერიოდში იყო შესაძლებელი სპორტის ორ სახეობაში: ქართული სამბო და ძიუდო.
ის არის ერთ-ერთი პირველი ჩემპიონი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ვაინახებს შორის სამბოში და ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი ჩეჩენ ოსტატებს შორის ძიუდოში. დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ - ის მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე მრავალ ორგანიზაციასა და დაწესებულებებში, მაგრამ სპორტის სიყვარულმა ყველაფერს გადააჭარბა და 1978 წლიდან ვახტანგ ბორჩაშვილი არის ქ. გროზნოს ნორჩ ახალგაზრდათა სპორტული სკოლის უფროსი მწვრთვნელი.
ვახტანგ ბორჩაშვილი, როგორც თავისი სპორტული მიღწევებითა და დამსახურებებით, ასევე საუკეთესო ადამიანური, პიროვნული თვისებებით სარგებლობდა და დღესაც სარგებლობს უზარმაზარი პატივისცემითა და სიყვარულით გარშემომყოფთა მხრიდან.
საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი ძიუდოში. სპორტის ოსტატი ქართულ ჭიდაობასა და სამბოში, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ქართულ ჭიდაობასა და სამბოში, სხვადასხვა საერთაშორისო პრესტიჟული ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული ძიუდოში.
შოთა გუმაშვილის წიგნის
„ჩეჩნეთის სპორტის ვარსკლავები“ მიხედვით
![]() |
10.7 იდრიზ გუმაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
იდრიზ ელიოზის ძე გუმაშვილი დაიბადა 1941 წელს, პანკისში, სოფ. ჯოყოლოში მრავალშვილიან ოჯახში. იგი არის საქართველოს მრავალგზის პრიზიორი და ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში. ახმეტის ფალავანი. მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი. უამრავი სპორტული ჯილდოს მფლობელი. სამწუხაროდ, მის ცხოვრებაში დატრიალდა დიდი ტრაგედია - ჩეჩნეთში მიმავალი (ოქტომბრის თვეში) მისი ერთადერთი ვაჟი მთაში გაიყინა, ხოლო უფროს ქალიშვილს, ნერვიულობის ნიადაგზე, ორივე თირკმელი გაუჩერდა. დეპრესიის დროს იდრიზმა მთლიანად გაანდგურა თავისი ბიოგრაფიული ისტორია, თუმცა მისი სახელი, როგორც ღირსეული ვაჟკაცისა და ქისტი ხალხის მამაცი და პატრიოტი შვილისა, არასოდეს წაიშლება პანკისის ისტორიიდან.

იდრიზ გუმაშვილი
გარდაიცვალა 2019 წელს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია მშობლიური სოფლის, ჯოყოლოს სასაფლაოზე.
![]() |
10.8 სულეიმან გუმაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |

სულეიმან გუმაშვილი
სულეიმან ელიოზის ძე გუმაშვილი დაიბადა 1944 წელს სოფელ ჯოყოლოში.
1964 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში.
1965 წელს ჩრდილო კავკასიის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში.
1966 წელს ჩეჩენ-ინგუშეთის პირველი სპარტაკიადის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, მსუბუქ წონაში.
1966 წელს ჩეჩენ-ინგუშეთის სპორტსაზოგადოება „ბურევესტნიკის“ პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში.
![]()
სულეიმან გუმაშვილი
1966 წელს რუსეთის ფედერაციის პრიზიორი, მეორე ადგილი თავისუფალ ჭიდაობაში.
1967 წელს რუსეთის ფედერაციის პრიზიორი, მეორე ადგილი თავისუფალ ჭიდაობაში.
1970 წელს რუსეთის ფედერაციის პრიზიორი, პირველი ადგილი ჭიდაობა სამბოში.
1970 წელს ჩეჩენ-ინგუშეთის პრიზიორი, მეორე ადგილი 74 კგ. წონაში, თავისუფალ ჭიდაობაში.
1970 წელს ჩეჩენ-ინგუშეთის ჩემპიონი 70კგ. წონით კატეგორიაში, თავისუფალ ჭიდაობაში.
![]() |
10.9 შოთა გუმაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ომარ (შოთა) ნიკოს ძე გუმაშვილი დაიბადა 1945 წლის 2 მარტს ახმეტის რაიონის სოფ. ჯოყოლოში.
1963 წელს დაამთავრა წყალტუბოს სკოლა-ინტერნატი. იმავე წელს ჩავიდა წინაპართა სამშობლოში ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ჩაირიცხა ჩეჩნეთ-ინგუშეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (ЧИГПИ) ისტორია-ფილოლოგიის ფაკულ ტეტზე, რომელიც დაამთავრა 1968 წელს.
ინსტიტუტის დამთავრებისთნავე განაწილებით დაიწყო მუშაობა აჩხოი-მართანის მე-2 საშუალო სკოლაში მასწავლებლად.

შოთა გუმაშვილი
![]()
იმავე წლის ნოემბერში გაიწვიეს საბჭოთა ჯარში. როგორც სპორტსმენმა იმსახურა სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოცეულში, რომელიც მდებარეობდა ქ. გროზნოში.
წლების განმავლობაში ვარჯიშობდა სპორტის სხვავდასხვა სახეობაში. გახდა სსრკ-ის სპორტის ოსტატი სამბოში. მუშაობდა სხვადასხვა სპორტულ დაწესებულებასა და ორგანიზაციაში.
1969 წელს დემობილიზაციის შემდეგ დაიწყო შრომითი საქმიანობა: იყო ქ. გუდურმესის ნორჩ-ახალგაზრდათა სპორტული სკოლის მწვრთნელი-აღმზრდელი; ფიზკულტურის მასწავლებელი; ნებაყოფლობითი სპორტული საზოგადოება „უროჟაისა“ და გროზნოს სპორტკომიტეტის თავმჯდომარე; რესპუბლიკის სპორტული საზოგადოება ДФСО-ს პროფკავშირის აგროინდუსტრიის განყოფილების გამგე და სხვ.
1966 წლიდან ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკის სპორტკომიტეტის წამყვანი სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი და განყოფილების გამგეა. შეთავსებით მუშაობდა რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიაში ფიზკულტურისა და სპორტის სფეროში ცნობილი სპორტსმენების, მწვრთნელებისა და ხელმძღვანელების შესახებ მასალების მოძიებისა და შეგროვების დარგში, ჩეჩნეთის სპორტის შესახებ ენციკლოპედიის შექმნის მიზნით.
2000 წელს დაინიშნა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ფიზიკური აღზრდის, სპორტისა და ტურიზმის სამინისტროში მთავარ სპეციალისტად.
კოლოსალური მასალის შეგროვებითა და სანთლის შუქზე გადაწერილი უამრავი გვერდის საფუძველზე შესაძლებელი ხდება დიდი ხნის ოცნების ახდენა, მზის შუქზე გამოდის მისი სქელტანიანი წიგნი „ჩეჩნეთის სპორტის ვარსკლავები“. ავტორი თვლის, რომ ამ წიგნით მან უკვდავყო ის სახელოვანი სპორტსმენები და სპორტის ოსტატები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს არა მხოლოდ ჩეჩნეთის სპორტის განვითარებაში.
ამ წიგნზე მუშაობის პარალელურად ის აგრძელებდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკის სპორტული ენციკლოპედიისათვის ხელმიუწვდომელი მასალების შეგროვებას, გამორჩეულად კრებდა რუსულენოვანი სპორტსმენების შესახებ მონაცემებს, თუმცა ამ მასალების სრულყოფილად მოძიება შეუძლებელი გახდა ბოლო დროს ჩეჩნეთის მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებების გამო და ენციკლოპედიის გამოცემაც გადაიდო.
2008 წელს მას შეუწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება და გაუშვეს პენსიაზე.
ყველა პროფესიულ სიკეთესთან ერთად შოთა გუმაშვილი იყო თავის ერზე უაღრესად შეყვარებული და პატრიოტი, კაცთმოყვარე და დიდი სულიერების მქონე ადამიანი.
გარდაიცვალა 2020 წელს.
![]() |
10.10 ელიზბარ ბორჩაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |

ელიზბარ ბორჩაშვილი
ელიზბარ (განი) სადულას ძე ბორჩაშვილი დაიბადა ახმეტის რაიონის სოფ ჯოყოლოში.
იყო საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორი.
![]() |
10.11 სარდიონ (სარდალა) ბორჩაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
სარდიონ ბორჩაშვილი პანკისის ხეობელი უფროსი თაობის მოჭიდავეთა ღირსეული წარმომადგენელია.
საქართველოს პირველობებისა და ჩემპიონატების მონაწილე ათწლეულების მანძილზე, უმეტესწილად გამარჯვებულიც და პრიზიორიც.
სარდიონ ბორჩაშვილის დიდი დამსახურება ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციის საქმეში იმითაც გამოიხატება, რომ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა და პრიზიორმა თითქმის ნახევარი საუკუნე შეალია ქართული ჭიდაობის სიყვარულს, არა როგორც გულშემატკივარმა, არამედ, როგორც მოქმედმა სპორტსმენმა.
საქართველოს ბოლო ჩემპიონობა სარდიონ ბორჩაშვილმა 60 წლის ასაკში მოიპოვა.
![]() |
10.12 თენგიზ (ვისერგი) გუმაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
„მის ჯანს რა დალევს, რა მოერევაო, იფიქრებდით მისი შემხედვარე. ერთხელ მაინც თუ ნახავდით, არასდროს დაგავიწყდებოდათ, ახოვანი, ძლიერი, გულუბრყვილო, სუფთა გამოხედვით კეთილ გოლიათს რომ ჩამოგავდა, მაგრამ ულმობელია დრო-ჟამი, მიქრის და თან მიაქვს ახალგაზრდობა, სიმკვირცხლე... უკან მოხედვას ვერ მოასწრებ, ისე მოგადგება კარს სიბერე. ზოგს ცოტა ადრე, ზოგს უფრო გვიან შემოეპარება სისუსტე, უძლურება... ის ახლა ჩემს წინ ზის კვლავაც ახოვანი, სტუმრის შესახვედრად საგანგებოდ გამოწყობილი და ისევ სიკეთის სხივი გადაჰფენია სახეზე. ოფიციალურად ვისერგი, საზოგადოებისათვის კი თენგიზ გუმაშვილად ცნობილი კაცი, კაცი, რომლის ცხოვრება იყო სპორტი, სპორტი და კიდევ სპორტი. ის იუბილარია, რამდენიმე დღის წინ მას 70 წელი შესრულდა“, - იუწყება გაზეთი „შირაქი“.
თენგიზ გუმაშვილი დაიბადა 1949 წლის 25 სექტემბერს ახმეტის რაიონის სოფელ ჯოყოლოში ხარება გუმაშვილისა და ზაირა ალხანიშვილის ოჯახში. თენგიზი ხუთი წლის იყო, როცა მამამისს სისხლი დაედო და სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიესაჯა. ოჯახი იძულებლი გახდა საკუთარი ფუძე-კერიდან აყრილიყო და სოფელ ჯაფარიძეში (დღევანდელ სამრეკლოში) ჩამოიყვანა ბედისწერამ. ორი მცირეწლოვანი შვილით მოადგა სოფელს ზაირა ალხანიშვილი, რომელიც შემდგომ ამ სოფლის სავიზიტო ბარათად იქცა თავისი თავდაუზოგავი შრომის, მიღწევებისა და წარმატებების წყალობით. მთაში გაზრდილ ქალს მეცხოველეობაში არაფერი ესწავლებოდა და სამუშაოდაც სწორედ მეცხოველეობის ფერმას მიაშურა. მწველავი იყო და მასზე გაპიროვნებულ პირუტყვს სიყვარულითა და ერთგულებით უვლიდა. ჯანმაგარი ქალი იყო, მასზე ლეგენდები დადიოდა.
![]()
თენგიზ გუმაშვილი (მეორე რიგის ბოლოში, მარჯვნივ)
აღსაზრდელებთან ერთად
ამბობდნენ, რძით სავსე ორმოცლიტრიან ბალონებს რომ დაიჭერდა, ისე შეისვრიდა სატვირთო მანქანის ძარაზე, თითქოს ბამბის ქულები ეჭიროსო. სხვა თუ ერთ სულ მეწველ ძროხაზე წელიწადში 2 000 ლიტრს წველიდა, ის 3 000 აჭარბებდა. დაუფასდა კიდეც გარჯა - სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიანიჭეს. მის მკერდზე ოქროს ვარსკვლავი აკიაფდა. მთელ რაიონს ეამაყებოდა მისი სახელი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გასცდა და არაერთი საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის თუ თავყრილობის მონაწილე გახდა. დრო გადიოდა, ბავშვები იზრდებოდნენ. შიში კი სულ მუდამ გულში ჰქონდა - ეშინოდა, შვილები არ გამხდარიყვნენ შურისძიების ობიექტები და ძუ ვეფხვივით მუდამ შემართული იყო მათ დასაცავად. ჯანმრთელები და ფიზიკურად ძლიერები იყვნენ ვაჟები. თენგიზი პირველ კლასში ჯაფარიძის სკოლაში შევიდა, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით ის სოფელ კარდენახის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. რამდენიმე წელი იქ გაატარა. ამასობაში წითელწყაროს სკოლა-ინტერნატი გაიხსნა და თენგიზი აქ გადმოვიდა. არასრული საშუალო განათლება სწორედ აქ მიიღო და ისევ ჯაფარიძის საშუალო სკოლას დაუბრუნდა, სადაც აიღო სიმწიფის ატესტატი.
ის ყველგან გამოირჩეოდა თავისი სპორტული მონაცემებით და მრავალმხრივი უნარით. ერთდროულად თამაშობდა ფრენბურთს, კალათბურთს, ხელბურთს, მიღწევები ჰქონდა ბადროს ტყორცნასა და ბირთვის კვრაში, რაიონის რეკორდსმენი იყო სიმაღლეზე ხტომაში, ჭიდაობდა კიდეც. არ გაიმართებოდა შეჯიბრი რაიონში, მას რომ მონაწილეობა არ მიეღო და თავისი სიტყვა არ ეთქვა. რაიონის ნაკრების წევრი იყო რამდენიმე სახეობაში. ასეთი ფიზიკური მონაცემების ბავშვისთვის მომავალი განსაზღვრული იყო და ამიტომაც, სკოლის დამთავრების შემდეგ, 1968 წელს დედა ქალაქში ფიზკულტურის ინსტიტუტს მიაშურა. მძლეოსნობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მაშინ უკვე სიმაღლეზე ხტომაში პირველთან რიგოსანი გახლდათ, მაგრამ იქაც მრა ვალმხრივი ნიჭის წყალობით სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებას წარმატებაზე აღწევდა. ის მონაწილეობდა იმ დრო ისთვის სპორტის ისეთ იშვიათ სახეობაშიც კი, როგორიც რაგბია. თვლა არა აქვს მის სიგელებს, დიპლო მებ სა და მადლობის ბა რა თებს. 1971 წელს რესპუბლიკურ სპორტულ V ოლიმპიადაზე ჩემპიონი გახდა ქართულ ჭიდაობაში, მაგრამ, იმის გამო, რომ ქართული ჭიდაობა საკავშირო მნიშვნელობის არ იყო და იგი ეროვნულ სპორტს წარმოადგენდა, ის საქართველოს ნაკრებში აიყვანეს სამბოში.
იშვიათი გამონაკლისი შეიძლება ვუწოდოთ ფაქტს, რომ ბატონ თენგიზს სპორტის ოსტატის წოდება აქვს მინიჭებული ჭიდაობის 4 სახეობაში: სამბოში, ძიუდოში, თავისუფალ და ქართულ ჭი დაობაში. ის საბჭოთა კავშირის სტუდენტური თამაშების ჩემპიონია. 1972 წელს დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და სპორტის დიდი ქომაგის დავით გოგაშვილის მოთხოვნით საკუთარ რაიონში გაანაწილეს. ზემო ქედის არასრულ საშუალო სკო ლაში ფიზკულტურის მასწავლებლად დაინიშნა, მაგრამ ერთი სურვილი არ ასვენებდა: რუსული ენის უკეთ შესწავლის მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც სოფლის სკოლის მასწავლებელს, კანონით სამხედრო სავალდებულო სამსახური არ ეხებოდა, ჯარში წასვლა მოითხოვა. ამიერკავკასიის სამხედრო ნაწილის უფროსი პოლკოვნიკი პრუსაკოვი მის სპორტულ მიღწევებს რომ გაეცნო, გადაირია, ამ განძს სხვას როგორ ჩავუგდებ ხელში, ის საქართველოში დარჩება და ჩვენი დივიზიის ღირსებას დაიცავსო. ასე ჩაიშალა თენგიზის ოცნება რუსული ენის სწავლასთან დაკავშირებით, მაგრამ რუსული ენის ცოდნის გარეშეც მშვენივრად ახერხებდა, დივიზიის სახელი საკავშირო მნიშვნელობის შეჯიბრებაზე საუკეთესო შედეგებით წარმოეჩინა. როგორც უმაღლესი განათლების მქონე პირისთვის, სამხედრო სავალდებულო სამსახური ერთ წელში დაამთავრა და კვლავ მშობლიურ რაიონს დაუბრუნდა. ჯაფარიძის №72 პროფტექნიკურ სასწავლებელში დაიწყო მუშაობა. 1974 წელს ციალა კოტაშვილზე დაქორწინდა. ციალა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა და თენგიზიც დროებით თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. იქ ჯერ სპორტულ მეთოდისტად დაიწყო მუშაობა, შემდეგ სპორტული კლუბის „გამარჯვებას“ თავმჯდომარე გახლდათ. 1985 წელს საბოლოოდ დაბრუნდა რაიონში და სპორტკომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
ბატონმა თენგიზმა მალევე დაატყო თავისი ხელი რაიონის სპორტულ ცხოვრებას. გამკაცრდა კონტროლი სკოლებში ფიზკულტურის სწავლებასთან დაკავშირებით, სოფლებში შეიქმნა სპორტული გუნდები სხვადასხვა სახეობაში, ინტენსიური ხასიათი მიიღო სარაიონო სპორტულმა შეჯიბრებებმა. თენგიზ გუმაშვილი გაზეთ „შირაქის“ შტატგარეშე კორესპონდენტი გახდა და ჟურნალისტ შოთა ბიკაშვილთან ერთად არ ტოვებდა უყურადღებოდ არც ერთი სპორტსმენის წარმატებებს, გაზეთში სისტემატურად ქვეყნდებოდა წერილები სპორტული ცხოვრების შესახებ. ეს კიდევ ერთი სტიმული იყო ახალგაზრდების სპორტში ჩაბმისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების გზაზე. თავდაუზოგავად მუშაობდა თვითონაც და ამუშავებდა მწვრთნელებსა და მასწავლებლებს. 1985 წლიდან 2013 წლამდე ედგა სათავეში რაიონის სპორტულ ცხოვრებასა და შედეგებიც შთამბეჭდავი ჰქონდა.
ეს შრომა და თავდადება დაუფასდა თენგიზს. მას მიენიჭა სპორტის დამსახურებული მუშაკის წოდება, დაჯილდოვდა „ღირსების მედლით“, ხოლო 2017 წელს ის აირჩიეს დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქედ. ახლა ცხოვრობს სოფელ სამრეკლოში დედისეულ კერაზე. ცოტას ავადმყოფობს და თავს ევლება საყვარელ მეუღლეს ქალბატონი ციალა. - ჩემი ექიმი ციალააო, - ამბობს ღიმილით ბატონი თენგიზი და სინანულის ცრემლი ადგება თვალზე, იმ დაულეველი ჯანის პატრონს, ახლა ყავარჯენი რომ სჭირდება, მაგრამ მას აძლიერებენ შვილები და შვილიშვილები.
რაიონის სპორტული ცხოვრების დიდი ქომაგის, წლების განმავლობაში სპორტული სკოლის დირექტორის ელგუჯა თეთვაძის თაოსნობითა და თენგიზის ღვაწლის დამფასებელი სპორტსმენებისა და მწვრთნელების მხარში დგომით, 2019 წლის 25 სექტემბერს, საზეიმოდ აღინიშნა მისი 70 წლისთავი.
ნაირა გორაშვილი
გაზეთი „შირაქი“
![]() |
10.13 თამაზ ბორჩაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
![]()
თამაზ ბორჩაშვილი
თამაზ (ელიზბარ) აბდულას ძე ბორჩაშვილი დაიბადა 1953 წლის 27 მარტს ახმეტის რაიონის სოფ. ჯოყოლოში.
1960-1970 წწ. სწავლობდა ქ. თბილისის სხვადასხვა სკოლაში, დაამთავრა რესპუბლიკის სპეციალიზირებული სპორტული სკოლა-ინტერნატი ფეხბურთის განხრით.
1966-1968 წწ. ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი ხელბურთში.
1970-1974 წწ. სწავლობდა ი. გოგებაშვილის სახელობის ქ. თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე.
1970-1975 წწ. იგი თამაშობდა ქ. თელავის ფეხბურთელთა გუნდში „კახეთი“.
1972 წელს თამაზ ბორჩაშვილის მონაწილეობით გუნდი „კახეთი“ გახდა საქართველოს თასის მფლობელი.
ასევე ჰქონდა წარმატებები სპორტის სხვა სახეობებშიც.
![]() |
10.14 ფეიზულ ხანგოშვილი |
▲ზევით დაბრუნება |

ფეიზულ ხანგოშვილი
ფეიზულ ხანგოშვილი დაიბადა 1955 წელს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში. 1970 წელს, როგორც პერსპექტიული მოჭიდავე, ჩარიცხეს გლდანის სპორტულ სკოლაში. იმავე წელს მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსწავლეთა პირად პირველობაზე ქართულ ჭიდაობაში და მეორე ადგილი მოიპოვა.
1971 წელს ნებაყოფლობითი სპორტსაზოგადოება „კოლმეურნეს“ რესპუბლიკურ პირველობაზე ოქროს მედალი დაისაკუთრა 64 კგ წონით კატეგორიაში.
1973 წელს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ სპარტაკიადის პროგრამით ორგანიზებულ პირად პირველობაზეც ოქროს მედალი დაიმსახურა, ასევე უძლიერესი იყო იმავე წელს გამართულ საქართველოს პირად-გუნდურ პირველობაზე.
1974 წელს კი თბილისის პირად-გუნდური პირველობის გამარჯვებული გახდა 79 კგ წონით კატეგორიაში.
1974 წელს გამართულ პირველობაზე სპორტულ საზოგადოებებს შორის ამჯერად უკვე ჭიდაობა ძიუდოშიც პირველი ადგილი არავის დაუთმო 80 კგ წონით კატეგორიაში.
1976 წელი, საქართველოს სპარტაკიადა ქართულ ჭიდაობაში, ქალაქი ცხინვალი - კვლავ პირველი ადგილი.
1976 წელი, სსრკ სპორტსაზოგადოება „ლოკომოტივის“ ცენტრალური საბჭოს საკავშირო პირველობა ჭიდაობა ძიუდოში, ქალაქი ბაქო - ბრინჯაოს მედალი.
1977 წელი, ჩრდილოეთ კავკასიის პირველობა ჭიდაობა ძიუდოში, ქალაქი ნალჩიკი - ვერცხლის მედალი.
აი, ეს არის არასრული ჩამონათვალი პანკისელი ფალავნის სპორტული ბიოგრაფიიდან.
![]() |
10.15 თამაზ წინწალაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
თამაზ (თემო) ყაბილის ძე წინწალაშვილი დაიბადა 1955 წლის 28 თებერვალს, ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში.
1971 წელს დამთავრა თბილისის № 1 სპორტული სკოლა.

თამაზ წინწალაშვილი
ის არის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი არამხოლოდ პანკისისა და საქართველოს მასშტაბით. მისი სპორტული მიღ წევების ჩამონათვალი არც ისე მწირია:
1970-1971-1972 წწ. საქართველოს სამგზის ჩემპიონი ნორჩ სპორტსმენებს შორის.
1973-1974-1975 წწ. საქართველოს სამგზის ჩემპიონი ახალგაზრდა სპორტსმენებს შორის.
1976-1977-1981 წწ. საქართველოს სამგზის ჩემპიონი ზრდასრულ სპორტსმენებს შორის.
სსრკ-ის თასის მფლობელი.
ევროპის თასის მფლობელი.
ადრიატიკის თასის მფლობელი.
სსრკ-ის პრიზიორი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი და გამარჯვებული (1973წ.)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული იუგოსლავიაში (1977წ.).
ბერძნულ-რომაული ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი რუმინეთში (1979წ.).
თავისი სპორტული კარიერის დამთავრების შემდეგ თემო წინწალაშვილი საცხოვრებლად გადავიდა ჩეჩნეთში, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა მწვრთნელად.
ჩეჩნეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ოჯახთან ერთად დაბრუნდა საქართველოში, მშობლიურ ომალოში, სა დაც საკუთარი ინიციატივით წლების განმავლობაში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე იყო პანკისელი ახალგაზრდების მწვრთნელი.
2008-2012 წლებში მუშაობდა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სოციალურ საკითხების განხრით.
2016 წლიდან მუშაობს ეგვიპტეში მწვრთნე ლად კონტრაქტის საფუძველზე.

თამაზ წინწალაშვილი (შუაში)
„ყაბილიჩმა“, როგორც მას პანკისელები სიყვარულით ეძახიან, ეგვიპტეში მწვრთნელის ამპლუაშიც დიდ წარმატებებს მიაღწია. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მის მიერ დადებული შედეგები 2018-2019 წლებში, როცა მისი აღზრდილები 10 წონით კატეგორიაში გახდნენ 5 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლების მფლობელები, ასევე ეგვიპტის ჩემპიონები სხვადასხვა წონით კატეგორიაში.
ამჟამად ავარჯიშებს ეგვიპტის ნაკრებს ჭაბუკებსა და მოზრდილებში ეგვიპტისა და აფრიკის პირველობისათვის.
ჰყავს მეუღლე, ექვსი შვილი და 15 შვილიშვილი, მათ შორის 11 ვაჟი, რომელთა დიდი უმეტესობა დაკავებულია სპორტით: ორი მათგანი წარმატებით ასპარეზობს საფრანგეთის ნაკრებში, ერთი შვედეთის ნაკრებშია - „ბრძოლა წესების გარეშე“ და ერთიც, ამავე განხრით, წარმატებულად ასპარეზობს რუსეთის ფედერაციაში. ღირსეული პაპის ღირსეული მემკვიდრეები საკუთარი შედეგებით უკვე იმზადებენ წარმატებულ მომავალს.
![]() |
10.16 ტარიელ მუთოშვლი |
▲ზევით დაბრუნება |
ტარიელ ექას ძე მუთოშვილი დაიბადა 1956 წლის 1 აპრილს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოში.
1971 წელს დაამთავრა სოფელ ჯოყოლოს 8-წლი ანი სკოლა და შემდეგ სწავლა გააგრძელა სოფელ დუმასტურის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1973 წელს.
სკოლაში სწავლის პერიოდში აქტიურად ვარჯიშობდა ძიუდოში და 1973 წელს გახდა ჩემპიონი საქართველოს ჭაბუკთა შორის სამბოში;
ამავე წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა გააგრძელა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზკულტურის ფაკულტეტზე.
ვარჯიშობდა ქ. გორში საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელთან - გურამ პაპიტაშვილთან, რომლის აღზრდილებიც არიან ანზორ ქიბროწაშვილი, შოთა ჩოჩიშვილი, თენგიზ ხუბულური, ვახტანგ ბორჩაშვილი, ბუღდან ბაღაკაშვილი და მრავალი სხვ.
![]()
მარცხიდან პირველი - გურამ პაპიტაშვილი, მეორე რიგი
ბოლოში - ტარიელ მუთოშვილი
1978 წელს დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიური ინსტიტუტი. ამავე წელს გადავიდა ქალაქ თბილისში სწავლის გასაგრძელებლად და პარალელურად აგრძელებდა ვარჯიშს.
1978 წელს საბჭოთა კავშირის თასზე დაიკავა მეორე ადგილი.
1987 წელს დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევით ინსტიტუტის ზოოსაინჟინრო ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით ზოოტექნიკოსი.
საქართველოს 1980 წლის პირველობაზე ქართულ ჭიდაობაში დაიკავა პირველი ადგილი და მიენიჭა საქართველოს 1980 წლის აბსოლუტური ჩემპიონის - ფალავნის სახელი.
გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი სტუდენტთა შორის სამჯერ (1976, 1977, 1978 წწ.).
იყო საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ჭიდაობა ძიუდოში, სამბოში და ქართულ ჭიდაობაში.
საქართველოს სამგზის ფალავანი 90 კგ. წონით კატეგორიაში (1976, 1981, 1982 წლები);
1981 წლის საქართველოს აბსოლუტური ფალავანობა - მეორე ადგილი.
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი სტუდენტთა შორის ძიუდოში სამჯერ.
საბჭოთა კავშირის პრიზიორი ახალგაზრდებში ჭიდაობა ძიუდოში.
საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ჩემპიონი ჭიდაობა-ძიუდოში;
მრავალი ტურნირის გამარჯვებული.
სპორტის ოსტატი - ჭიდაობა, ძიუდო, სამბო და ქართული ჭიდაობა.
სპორტის სფეროდან წასვლის შემდეგ გადავიდა კერძო სექტორში და დღემდე ეწევა ბიზნეს საქმიანობას.
1985-1992 წლებში მუშაობდა ახმეტის მეფრინველეობის ფაბრიკაში;
2006-2011 წწ. იყო შპს „კოკოს“ დირექტორი;
2014 წლიდან დღემდე არის კერძო კომპანიის დირექტორი.
ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და ექვსი შვილიშვილი.
![]() |
10.17 ვახტანგ ხანგოშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ვახტანგ (იუსუბ) ხანგოშვილი დაიბადა პანკისის ხეობის სოფელ დუისში. მისი პირველი მწვრთნელი და მასწავლებელი იყო მუხმად მარგოშვილი.

ვახტანგ ხანგოშვილი
შემდგომში ვარჯიშის გასაგრძელებლად ჩავიდა ახმეტაში, სადაც მას ავარჯიშებდა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი გოგი ჩაფურიშვილი.
1969 წელს სწავლის გასაგრძელებლად მიდის თბილისში და ვარჯიშს აგრძელებს სპორტსაზოგადოება „დინამოში“, სადაც მისი მწვრთნელი იყო საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის დამსახუ რე ბული მწვრთნელი ქრისტეფორე ნანიაშვილი.
ვახტანგ ხანგოშვილმა 1970 წელს მონაწილეობა მიიღო საქართველოს პირველობაზე ქართულ ჭიდაობაში და ვერცხლის მედალი აიღო. ერთი წლის მერე კი ცხინვალში გამართულ საქართველოს პირველობაზე ახალგაზრდებს შორის ჩემპიონი ხდება. ასევე, უძლიერესი იყო ქალაქ თელავში გამართულ საქართველოს პირველობაზე ქართულ ჭიდაობაში.
ამ წარმატებებისათვის მას საქართველოს სპორტის ოსტატის წოდება მიენიჭა.
1972 წელს თბილისში გამართულ საქართველოს პირველობაზე მეორე ადგილს იკავებს; იმავე წელს თელავში გამართულ პირველობაზე ჭიდაობა სამბოში სპორტსაზოგადოებებს შორის კვლავ ვერცხლის მედალს ეუფლება.
1972 წელს ტექნიკუმებს შორის გამართულ პირველობაზე ჩემპიონი ხდება.
1973 წელს საგარეჯოში გამართულ საქართველოს პირველობაზე კი ბრინჯაოს მედალს იმსახურებს.
1974 წლიდან მშობლიურ ხეობაში ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეს ემსახურება დღემდე.
![]() |
10.18 ელდარ ბაღაკაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბაღაკაშვილი ელდარი შოთას ძე დაიბადა 1956 წლის 2 თებერვალს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში.

ელდარ ბაღაკაშვილი
1963 წელს შევიდა დუისის საშ. სკოლაში, 1968 წელს გადავიდა თბილისის გლდანის №1 სპეციალურ სპორტულ სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1973 წელს.
1979 წელს დაამთავრა ქალაქ გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი.
1980 წელს მუშაობა დაიწყო ახმეტის რაიონის სოფ. დუმასტურის საშუალო სკოლაში ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად.
1982 წელს აირჩიეს ახმეტის რაიონის პანკისის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობაში კომკავშირის მდივნად.
1984 წელს გადაიყვანეს ახმეტის რაიკომის ინსტრუქტორად, სადაც მუშაობდა 1989 წლამდე.
1994 წლამდე მუშაობდა სხადასხვა კომერციულ ბიზნეს სამუშაოებზე.
1998-99 წლებში - ჩეჩნეთის ტურიზმისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტში, ტურიზმის განყოფილების გამგედ.
არის სსრკ სპორტის ოსტატი ჭიდაობა „ძიუდოში“, „სამბოში“ და სპორტის ოსტატი ქართულ ჭიდაობაში.
სპორტული მიღწევები:
II ადგილი სამბოში. რესპუბლიკური თამაშები, ქ. გორი 1976 წ;
I ადგილი ქართულ ჭიდაობაში. 1976 წ. საქართველოს პირველობა;
I ადგილი „სამბოში“. საქართველოს პირველობა, ქ. ლაგოდეხი, 1976 წ.;
I ადგილი, „მეორე ახალგაზრდული თამაშები“, ქართულ ჭიდაობაში. თბილისი 1977 წ;.
I ადგილი, ქართული ჭიდაობა, საქართველოს პირველობა, 1977 წ. ქ. ბათუმი;
II ადგილი ძიუდოში. საქართველოს თასის გათამაშება;
I ადგილი სამბოში. საქართველოს თასის გათამაშება 16.10.1980 წ.;
I ადგილი ძიუდოში. საქართველოს პირველობა სტუდენტებს შორის. ქ. გორი 1979 წ.;
II ადგილი ძიუდოში. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ახალგაზრდებში სტუდენტებს შორის 04.04.1977წ.;
I ადგილი ძიუდოში. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი „ბურევესტნიკი“ ახალგაზრდებს შორის აბსოლუტურ წონით კატეგორიაში. 04.04.1977წ. ქ. მინსკი;
III ადგილი ძიუდოში. საბჭოთა კავშირის პირველობა, ქალაქი რიგა, 1978 წ.;
II ადგილი ძიუდოში. საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ბაზების პირველობა, ქალაქი კრასნოიარსკი, 1979 წლის მაისი.
![]() |
10.19 ალიკო მუზიკაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
(პანკისის ლომი)
მას პანკისის ლომს უწოდებდნენ. მისით არამხოლოდ პანკისელი ქისტები ამაყობენ, არამედ სრულიად სპორტული ჩეჩნეთი და კავკასიაც.

ალიკო მუზიკაშვილი
ჯერ კიდევ ყმაწვილობიდან გამოირჩეოდა განსაკუთრებული აღნაგობითა და სპორტული მონაცემებით. იყო შრომისმოყვარე, მიზანდასახული, არაბუნებრივი ფიზიკური ძალის მქონე. მან ჯერ კიდევ ყმაწვილმა, 1978 წელს დაიწყო მომზადება თავისუფალ ჭიდაობაში, ოლიმპიური რეზერვის სპეციალიზირებულ ნორჩ სპორტულ სკოლაში „სპარტაკში“. მისი მწვრთნელი იყო სსრკ-ის დამსახურებული სპორტის ოსტატი დეგი ბაგაევი, რომელმაც არაერთი ბუმბერაზი სპორტსმენი აღუზარდა ჩეჩნეთს. ასე დაუკავშირდა სამუდამოდ ალიკო მუზიკაშვილის ბედი თავისუფალ ჭიდაობასა და წინაპართა სამშობლოს დედაქალაქ გროზნოს.
ალიკო მუზიკაშვილი დაიბადა ახმეტის რაიონის სოფ. ჯოყოლოში ანზორ მუზიკაშვილისა და ლამარა მუთოშვილის მრავალშვილიან ოჯახში. ბავშვობიდან გამოირჩეოდა სულგრძელობით, მოკრძალებითა და კეთილიბუნებით. უყვარდა ცხოველები, ისტორია, გეოგრაფია და გამორჩეულად ფიზკულტურა.
იყო უაღრესად შრო მის მოყვარე და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე, ამიტომაც მწვრთნელმა თავიდანვე იწინასწარმეტყველა მისი წარმატებული კარიერა და დიდი შრომა ჩადო კიდევაც მასში.
ყოველდღიურმა თავდაუზოგავმა ვარჯიშებმა, კვების მკაცრმა რეჟიმმა, შესაბამისმა და სვენებებმა პოზიტიურად იმოქმედა ახალგაზრდის ორგანიზმზე და შესაბამისი შედეგიც გამოიღო! მისი სიმაღლე შეადგენდა 194 სმ, ფეხის ზომა 46-ს, იყო ბუმბერაზი ძალისა და აღნაგობის, „ჟიგულის“ მარკის მანქანას მარტო სწევდა ზევით...
1981 წ. ყარაგანდაში სსრკ-ის პირველობაზე, თავისუფალ ჭიდაობაში, ალიკომ ნორჩ სპორტსმენებს შორის 100 კგ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო და ამომავალი ვარსკვლავის სახელიც მიისაკუთრა, იქ დამსწრეებმა ნორჩ გროზნოელს ბრწყინვალე კარიერა უწინასწარმეტყველეს. ამ ჩემპიონატის შემდეგ ალიკო მუზიკაშვილს ჰქონდა შეთავაზებები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ისინი მას ბედნიერ მომავალს ჰპირდებოდნენ, მაგრამ ახალგაზრდა ვარსკვლავმა, წარმატებების ზენიტში მყოფმა, არ უღალატა არც თავის მწვრთნელსა და არც იმ ქალაქსა და ქვეყანას, ვინც ის გაზარდა, როგორც საუკეთესო სპორტსმენი.
სპორტსმენისთვის 1982 წელი განსაკუთრებული იყო, ამ დროისთვის ის უკვე გახდა სრულწლოვანი და მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდებს შორის კავშირის პირველობაში ქ. ტაშკენტში, სადაც გამარჯვებულები იღებდნენ საგზურს მსოფლიო პირველობაში ამერიკის ქალაქ კოლორადო-სპრინგში.
უზბეკეთის დედაქალაქში ალიკო მუზიკაშვილმა ორჯერადი გამარჯვება მოიპოვა და დამსახურებულად დაეუფლა პირველი ხარისხის დიპლომს, ოქროს მედალს, საგზურს მსოფლიო პირველობაზე და, რაც მთავარია, მაყურებლის უზარმაზარი სიმპათია მოიპოვა.
ქალაქ კოლორადო-სპრინგსში (აშშ), სადაც 200-ზე მეტი ნორჩი და წარმატებული სპორტსმენი მოგროვდა სხვადასხვა კონტინენტიდან, რათა განესაზღვრათ საუკეთესო სპორტსმენის მომზადების ხარისხი მსოფლიოს მასშტაბით თავისუფალ ჭიდაობაში, ალიკო მუზიკაშვილმა გერმანიის წარმომადგენელი სუფთად დაამარცხა ხალიჩაზე, ასევე მოუგო პანამერიკული თამაშობების ჩემპიონს კანადელ ათლეტს, რომლის წონაც 140 კგ იყო, ხოლო მუზიკაშვილი 105 კგ-ს იწონიდა. მაყურებლები აღტაცებით უკრავდნენ ტაშს მსოფლიო პირველობაზე გამარჯვებულს, რომელსაც საზეიმო ვითარებაში გადასცეს პირველი ადგილის დამადასტურებელი დიპლომი, ოქროს მედალი და ფასიანი პრიზი.
17 წლის ასაკში ქ. ორჯონიკიძეში ალიკომ შეასრულა ნორმა სსრკ-ის სპორტის ოსტატისა და კიდევ ერთხელ გახდა ჩემპიონი. იმავე წელს ახალგაზრდა სპორტსმენი გახდა გამარჯვებული საერთაშორისო ტურნირისა, არის ოლიმპიური თამაშების ორმაგი ჩემპიონატის პრიზის მფლობელი.
18 წლის ასაკში გაიწვიეს საბჭოთა ჯარში, როგორც უკვე ჩამოყალიბებული სპორტსმენი, გაამწესეს ჯარის სპორტულ კლუბში (ცსკ) ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქში. მსახურობდა ქ. გროზნოში და მისი მწვრთნელები იყვნენ სსრკ-ის სპორტის ცნობილი ოსტატები დეგი ბაგაევი და ალსანბეგ ბისულთანოვი. ალიკოს გამოსვლების გეოგრაფიული არეალი თანდათან ფართოვდებოდა, მას ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო არმიის სხვადასხვა შეჯიბრებებში და ასევე ცსკა-ში (არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი). ერთ-ერთი ასეთი შეჯიბრი ჩატარდა ზაპოროჟიეში (უკრაინა) 140 მონაწილით, სადაც ალიკო მუზიკაშვილმა პირველობა არავის დაუთმო. ჯარში მსახურობის დროს ორჯერ გახდა რუსეთის ჩემპიონი. იყო სსრკ-ის ჩემიონატის პრიზიორი და თასის მფლობელი, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული.
სსრკ-ის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი ალიკო მუზიკაშვილი, რომელიც არაერთგზის გახდა ჩემპიონი, 23 წლის ასაკში წავიდა სპორტიდან, მიუხედავად იმისა, რომ თავისი ფიზიკური და ტექნიკური მონაცემებით შეეძლო, 10-15 წლის განმავლობაში, კიდევ მრავალი წარმატება მოეტანა საკუთარი ხალხისათვის.
1990 წელს ალიკო მუზიკაშვილი დაქორწინდა, მას შეეძინა ქალ-ვაჟი.
1994 წლის 21 ივლისი საბედისწერო აღმოჩნდა მის ცხოვრებაში. ავტოკატასტროფამ მისი ახალგაზრდა სიცოცხლე შეიწირა და გადავიდა მარადისობაში.
მან დატოვა უზარმაზარი კვალი დიდ სპორტში. სამარადისო ხსოვნა მის ნათელ სულს, ამინ!
შოთა გუმაშვილის წიგნის
„ჩეჩნეთის სპორტის ვარსკლავების“ მიხედვით
![]() |
10.20 აბო ქუშანაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
აბო ქუშანაშვილი არის პანკისის ხეობელი ფალავნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი თავისი სპორტული მიღწევებით.
როგორც ყველამ, აბომაც თავისი სპორტული კარიერა ქართული ჭიდაობით დაიწყო და სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწია. ზედიზედ რამდენჯერმე გახდა საქართველოს ჩემ პიონი ქართულ ჭიდაობაში, მერე კი ასეთივე წარმატებებით იასპარეზა ძიუდოსა და სამბოშიც.
მანამდე კი ოქროს მედალი მოიპოვა საბჭოთა კავშირის მოსწავლეთა სპარტაკიადაზე.
საბჭოთა კავშირის მრავალგზის ტურნირების გამარჯვებული ჭიდაობა ძიუდოსა და სამბოში.
მინიჭებული აქვს საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის წოდება ჭიდაობა ძიუდოსა და სამბოში.
აქვს საქართველოს სპორტის ოსტატის წოდება ქართულ ჭიდაობაში.
წლების განმავლობაში მწვრთნელად მუშაობდა მშობლიურ სოფელში და ღირსეულ ცვლას უზრდიდა სახელგანთქმულ პანკისის ხეობელ ფალავნებს.
![]() |
10.21 ბესო ალხანაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბესო ალხანაშვილი დაიბადა 1945 წელს პანკისში. იგი არის საქართველოს ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორი ქართულ ჭიდაობაში, სპორტის ოსტატი სამბოში.
![]() |
10.22 კაკო ცისკარიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
კაკო ცისკარიშვილი დაიბადა 1950 წელს პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოში.
კაკო საქართველოს ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორია ქართულ ჭიდაობაში.
![]() |
10.23 მერაბ ისახაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
მერაბ ისახაშვილი დაიბადა 1950 წელს პანკისში, სოფ. ომალოში. იგი არის საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორი ქართულ ჭიდაობაში, სპორტის ოსტატი.
![]() |
10.24 ტარიელ ცისკარიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |

ტარიელ ცისკარიშვილი
ტარიელ ცისკარიშვილი დაიბადა 1957 წელს პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში.
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი ქართულ ჭიდაობასა და სამბოში, სპორტის ოსტატი ქართულ ჭიდაობასა და სამბოში.
![]() |
10.25 სერგო (შირვან) მარგოშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
შირვან (სერგო) ჰარონას ძე მარგოშვილი დაიბადა 1959 წლის 15 ივნისს, ახმეტის რაიონის სოფ. დუისში. მისი სპორტული ბიოგრაფია ასეთია:
1974 წ. საქართველოს პირად გუნდურ პირველობაზე ქართულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის დაიკავა მეორე ადგილი 52 კგ. წონით კატეგორიაში;
1974 წ. მოსწავლეთა XXVI სპარტაკიადაზე აიღო პირველი ადგილი 56 კგ. წონით კატეგორიაში;
1975 წ. საქართველოს პირველობაზე ჭიდაობა სამბოში დაეუფლა პირველ ადგილს 64 კგ. წონით კატეგორიაში, ქ. საგარეჯო;
1976 წ. საქართველოს ზონალური პირველობაზე ქართულ ჭიდაობაში დაიკავა პირველი ადგილი 68 კგ. წონით კატეგორიაში, ქ. საგარეჯო;
1976 წ. სპორტსაზოგადოება „კოლმეურნეს“ თელავის რაისაბჭოს თასის გათამაშებაში სპორტსმენებს შორის დაიკავა პირველი ადგილი 68 კგ. წონით კატეგორიაში;
1976 წ. სპორტსაზოგადოება „სპარტაკის“ საქართველოს რესპუბლიკური სბჭოს პირად პირველობაზე ახალგაზრდებს შორის ჭიდაობა ძიუდოში დაიკავა პირველი ადგილი 71 კგ. წონით კატეგორიაში;
1977 წ. სპორტსაზოგადოება „სპარტაკის“ საქართველოს რესპუბლიკური საბჭოს პირად პირველობაზე ახალგაზრდებს შორის ჭიდაობა ძიუდოში ქ. თელავში დაიკავა პირველი ადგილი 71 კგ. წონით კატეგორიაში;
1977 წ. საქართველოს მეორე ახალგაზრდული თამაშების კლასიკურ ჭიდაობაში 74 კგ. წონით კატეგორიაში აიღო პირველი ადგილი ქ. გორში;
1977 წ. საქართველოს ზონალური პირველობა ქართულ ჭიდაობაში დაიკავა პირველი ადგილი 73 კგ. წონით კატეგორიაში;
1978 წ. საქართველოს სპარტაკიადის პირველობაზე ჭიდაობა ძიუდოში დაიკავა პირველი ადგილი 71 კგ. წონით კატეგორიაში, ქ. გორში;
1978 წ. საქართველოს სსრ ზონალური პირველობაზე ქართულ ჭიდაობაში დაიკავა მეორე ადგილი 73 კგ. წონით კატეგორიაში;
1978 წ. საქართველოს სსრ საზაფხულო სპარტაკიადაზე ძიუდოში დაიკავა მესამე ადგილი 80 კგ. წონით კატეგორიაში;
1978 წ. ჩეჩნეთის პირად პირველობაზე ჭიდაობა სამბოში დაეუფლა პირველ ადგილს 81 კგ. წონით კატეგორიაში, ქ. გროზნო;
1979 წ. საბჭოთა კავშირის სამხედრო პირველობაზე ჭიდაობა სამბოში გახდა პირველი ადგილის მფლობელი 81 კგ. წონით კატეგორიაში, ქ. ასტრახანი;
1980 წ. ოლქის პირად პირველობაზე ჭიდაობა ძიუდოში აიღო პირველი ადგილი 78 კგ. წონით კატეგორიაში, ქ. ივანოვო;
1980 წ. რსფსრ-ის პირველობაზე ჭიდაობა სამბოში დაიკავა პირველი ადგილი 82 კგ. წონით კატეგორიაში, ქ. ბარნაული;
2012 წ. სპორტულ ფესტივალში „საქართველოს ძიუდოს ვეტერანები“ დაიკავა მეორე ადგილი 90 კგ. წონით კატეგორიაში, ქ. საგარეჯო;
შირვან მარგოშვილი არის საქართველოსა და საბჭოთა კავშირის მრავალჯერად ჩემპიონი, სახვადასხვა თასების, ჯილდოებისა და დიპლომების მფლობელი.
არის სპორტის ოსტატი ძიუდოსა და სამბოში.
ამჟამად არის სოფ. დუმასტურის სკოლასთან არსებული ზურაბ ზვიადაურის სახელობის სპორტული სკოლის მასწავლებელ - მწვრთნელი და ღირსეულად ემასახურება მომავალი თაობის აღზრდის საქმეს.
![]() |
10.26 ბესო იჩოშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბესო იჩოშვილი დაიბადა 1962 წელს პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში.

ბესო იჩოშვილი
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი ქართულ ჭიდაობაში.
![]() |
10.27 ოთარ მუთოშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ოთარ მუთოშვილი დაიბადა 1963 წელს. უფროსი ძმის - ტარიელ მუთოშვილის მიბაძვით, ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ქართული ჭიდაობით.
პირველ წარმატებებს მოსწავლეობის პერიოდში მიაღწია მწვრთნელ გუგული აბრამიშვილის ხელმძღვანელობით.
ოთარი არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი, სპორტის ოსტატი.
![]() |
10.28 ირაკლი ქავთარაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ირაკლი უსუბის ძე ქავთარაშვილი დაიბადა 1964 წ. ახმეტის რაიონის სოფ. დუისში.
1971 წ. შევიდა დუისის საშ. სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1981წ.
1978წ. საქართველოს მოსწავლეთა საგაზაფხულო პირად პირველობაზე ქართულ ჭიდაობაში 52 კგ. წონით კატეგორიაში დაიკავა პირველი ადგილი.
1979 წელს ქ. გორში გამართულ რესპუბლიკურ პირველობაზე ჭაბუკთა შორის აიღო პირველი ადგილი 44 კგ. წონით კატეგორიაში.
1979 წელს მოსწავლეთა შორის კახეთის ზონის პირველობაზე ჭიდაობა „ძიუდოში“ დაიკავა პირველი ადგილი 45 კგ. წონით კატეგორიაში.
1980 წ. საქართველოს 1963-1964 წლებში დაბადებულ ახალგაზრდებს შორის ჭიდაობა „სამბოში“ მოიპოვა პირ ვე ლი ადგილი.
1981 წელს პირად გუნდურ პირველობაზე ჭიდაობა სამბოში დაიკავა პირველი ადგილი 52 კგ. წონით კატეგორიაში.
1982 წ. ზონალურ პირად გუნდურ პირველობაზე ქართულ ჭიდაობაში აიღო პირველი ადგილი 56 კგ. წონით კატეგორიაში.
1982 წ. გაიწვიეს საბჭოთა ჯარში და როგორც მოქმედი სპორტსმენი დატოვეს სპორტულ კლუბ „ცსკაში“.
საქართველოს სსრ 1983 წლის VIII საგაზფხულო სპარტაკიადის ზონალურ შეჯიბრებაზე ქართულ ჭიდაობაში 55 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა პირველი ადგილი.
1983 წ. - პირველი ადგილი სამბოში, ქ. თბილისის პირად - გუნდურ პირველობაზე ჭიდაობა სამბოში 52კგ. წონით კატეგორიაში.
1983 წელს ქ. კაუნასში საჰაერო-სადესანტო ჯარების პირველობაზე სამბოში გამართულ შეჯიბრზე, რომელიც ეძღვნებოდა საბჭოთა არმიისა და შეიარაღებული ძალების 65 წლისთავს, დაიკავა პირველი ადგილი 52 კგ. წონით კატეგორიაში.
1984 ქ. კასპში საქართველოს ჩემპიონობაზე აიღო პირველი ადგილი სამბოში 48კგ. წონით კატეგორიაში.
1984 წელს ქ. საგარეჯოში გამართულ საქართველოს პირად-გუნდურ პირველობაზე ახალგაზრდებს შორის აიღო პირველი ადგილი 52 კგ. წონით კატეგორიაში.
1985 წელს პირად-გუნდურ პირველობაზე ჭიდაობაში პირველი ადგილი დაიკავა 55 კგ წონაში, საგარეჯოს რაიკომი აჯილდოებს ი. ქავთარაშვილს კახეთის ზონის პირველობაზე ჭიდაობა ძიუდოში პირველი ადგილის დაკავებისთვის.
როგორც მონაცემებიდანაც ჩანს, ირაკლი ქავთარაშვილი იყო დიდი მომავლის სპორტსმენი, მუდამ პირველია, რასაც ადასტურებენ ის ადამიანები, თუ ამ დარგის სპეციალისტები, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდათ ეხილათ მისი უნიკალური ჭიდაობის სცენები, თუმცა მიღებულმა ტრამვამ მას არ მისცა შესაძლებლობა სპორტის ამ დარგის ზენიტში ასულიყო.
სპორტიდან წასვლის შემდეგ ირაკლი ქავთარაშვილი ბედის საძებნელად წავიდა წინაპართა სამშობლოში ჩეჩნეთ-ინგუშეთში. წლების განმავლობაში მუშაობდა წამყვან სპეციალისტად „პიშევოი კომბინატში“.
წლების შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ პანკისის ხეობას.
![]() |
10.29 ელდარ გაურგაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ელდარ (დათო) საიდას ძე გაურგაშვილი დაიბადა 1965 წლის 20 იანვარს, ახმეტის რაიონის სოფ. დუისში.
![]()
ელდარ გაურგაშვილი (მარჯვნივ)
1982 წელს დაამთავრა ქ. თბილისის რესპუბლიკური სპორტული სკოლა-ინტერნატი.
1991 წელს დაამთავრა ჩეჩნეთინგუშეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი.
1980 წელს საქართველოს რესპუბლიკური სპარტაკიადის ვერცხლის მედალოსანია ახალგაზრდებს შორის.
1981 წ. - საქართველოს ჩემპიონია ნორჩ ახალგაზრდებს შორის.
1981 წ. - სსრკ-ის ჩემპიონია ნორჩ ახალგაზრდებს შორის.
1982 წ. - სსრკ ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია სპორტულ სკოლა-პანსიონებს შორის.
1984 წ. - რუსეთის ჩემპიონია ახალგაზრდებს შორის.
1984 წ. - სსრკ ჩემპიონატისა და სსრკ სპარტაკიადის გამარჯვებულია მოზარდებში.
1987 და 1988 წლებში საკავშირო ტურნირების ჩემპიონია.
ელდარ მარგოშვილი არის სსრკ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრი, სსრკ სპორტის ოსტატი.
![]() |
10.30 შირვან ცათიაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში
![]() |
10.31 თამაზ მუთოშვილი |
▲ზევით დაბრუნება |

თამაზ მუთოშვილი (მარჯვნივ)
თამაზ (ტერეზა) მუთოშვილი და იბადა 1970 წლის 7 ნოემბერს ახმეტის რაიონის სოფ. ჯოყოლოში.
არის საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი, იაპონიის საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი ჭიდაობა ძიუდოში, სტამბოლის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი ჭიდაობა ძიუდოში, სსსრკ-ის ჩემპიონი შრომის რეზერვებში, სსრკ თასის ვერცხლის მედალოსანი, სსრკ-ს ჩემპიონი სასოფლოსამეურნეო უნივერსიტეტებს შორის, სპორტის ოსტატი.
![]() |
10.32 გივი გაურგაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გივი ელიზბარის ძე გაურგაშვილი დაიბადა 1969 წელს. არის საერთაშორისო სპორტის ოსტატი ძიუდოში. 1985 წელს გახდა რუსეთის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის.

გივი გაურგაშვილი
1989 წელს სსრკ ჩემპიონია ნორჩ ახალგაზრდებს შორის.
1989 და 1992 წლებში ორჯერ გახდა რუსეთის ორმაგი ჩემპიონი მოზრდილებს შორის.
1989 წ. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული.
1990 წელს РСФСР-ის სპარტაკიადის გამარჯვებული.
1990 წ. ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.
1991 წ. სსრკ-ის სპარტაკიადის ვერცხლის პრიზიორი.
1991 წ. ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი.
1992 წელს მსოფლიო ჩემპიონი სამხედროებს შორის.
მრავალი საერთაშორისო ტურნირებისა და ოლიმპიადების გამარჯვებული.
ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდამ დიდი წარმატებებს მიაღწია სპორტში, ჰქონდა დიდი მომავალი, თუმცა მისი სიცოცხლე ძალიან მალე შეწყდა.
1993 წელს იგი ტრაგიკულად მოკლეს რუსეთში, ალბათ, არ აპატიეს კავკსიელობა და პირველობა.
![]() |
10.33 მერაბ ქუშანაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
მერაბ ზვიადის ძე ქუშანაშვილი დაიბადა 1974 წელს ახმეტის რაიონის ს. ჯოყოლოში. არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ახალგაზრდებში თავისუფალ ჭიდაობასა და სამბოში, საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში.
![]() |
10.34 დავით მარგოშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
დავით (დაუდ) ემზარის ძე მარგოშვილი დაიბადა 1980 წლის 11 აგვისტოს ქ. ახმეტაში.
![]()
დავით მარგოშვილი
1997 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 54 საშუალო სკოლა, იმავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2002 წელს.
დავით მარგოშვილი არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი.
1998 წელს მოიგო ევროპის ჩემპიონატი ახალ გაზრდებს შორის რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში.
1999 წელს სამხედროებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ხორვატიაში, ქალაქ ზაგრებში აიღო მესამე ადგილი.
2000 წელს მოიგო თბილისის ტურნირი.
2001 წელს საფრანგეთში, ქალაქ პარიზში, ევროპის ჩემპიონატზე აიღო მეორე ადგილი.
2002 წელს - მეორე ადგილი თბილისის ტურნირზე.
2002 წელს - მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი გუნდურში, შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში.
2003 წელს მოიგო თბილისის ტურნირი.
2003 წელს აიღო მესამე ადგილი მოსკოვის ტურნირზე.
2003 წელს მოიგო გერმანიის ტურნირი ქალაქი ჰამბურგში.
2003 წელს აიღო მეორე ადგილი ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში.
2003 წელს მოიგო ევროპის გუნდური ჩემპიონატი ინგლისში, ქალაქ ლონდონში.
2004 წელს აიღო მეორე ადგილი საფრანგეთში, ქალაქ პარიზში.
2004 წელს - მეორე ადგილი იტალიის ტურნირზე ქალაქ ტორში.
2004 წელს იასპარეზა ოლიმპიურ თამაშებში და აიღო მეხუთე ადგილი საბერძნეთში, ქალაქ ათენში.
2005 წელს თბილისის ტურნირზე აიღო მეორე ადგილი.
2005 წელს ჩეხეთის ტურნირზე, ქალაქ პრაღაში აიღო მეორე ადგილი.
2005 წელს მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ეგვიპტეში, ქალაქ კაიროში აიღო მესამე ადგილი.
2005 წელს ევროპის ჩემპიონატზე ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში აიღო მეორე ადგილი.
არის 2003 წლის მსოფლიოს სუპერთასის მფლობელი, ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, 2004 წლის ათენის საზაფხულო ოლიმპიური თამაშების მონაწილე.
2001, 2003 წელს იყო საქართველოს საუკეთესო სპორტსმენების ათეულში.
2002-2003 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი.
დავით მარგოშვილმა თავის უფროს ძმასთან, ვასილთან ერთად პანკისის ხეობაში ჩამოაყალიბა ძიუდოს კლუბი, რომელსაც შემდეგში დავით მარგოშვილის სახელი მიენიჭა. ამ კლუბში პანკისელი ახალგაზრდები ვარჯიშობენ და დიდი წარმატებით ასპარეზობენ თავიანთ თანატოლებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
5 წელია მუშაობს ეგვიპტეში მწვრთნელად, ამჟამად არის ეგვიპტის ილიმპიური ნაკრების უფროსი მწვრთნელი.
ეგვიპტის ნაკრებმა ამ წლების განმავლობაში დავით მარგოშვილის თაოსნობით უდიდეს წარმატებებს მიაღწია, ასეთი მაღალი შედეგები ჯერ არც ერთ ოსტატს არ დაუდია. მისი ხელმძღვანელობით ნაკრები ემზადება აფრიკის ჩემპიონატზე და სხვა მსოფლიო თასებსა და საერთაშორისო ტურნირებზე, მათ შორის ოლიმპადაზე წარმატებული ასპარეზობისათვის.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
გასაოცარ სპორტულ კარიერასთან ერთად დავითი დაჯილდოებულია საუკეთესო პიროვნული და ადამიანური თვისებებით, არის უაღრესად დიდი პატრიოტი თავისი კუთხის, თავისი ხალხისა და თავისი სამშობლოსი. ძალიან დიდია ძმების - დავით და ვასილ მარგოშვილების წვლილი პანკისელი ნორჩი სპორტსმენების აღზრდის საქმეში. ისინი საკუთარი სახსრებითა და მეგობრების დახმარებით ღირსეულად ემსახურებიან პანკისელი ახალგაზრდების მომავალს სპორტის სფეროში.
![]() |
10.35 დაუდ ქავთარაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
დაუდ ქავთრაშვილი (ადაევი) დაიბადა 1986 წლის 7 ოქტომბერს ქ. მოსკოვში პანკისელი ქისტების ალბერტ ქავთარაშვილისა და ლია გორგიშვილის ოჯახში. 2002 წელს და ამთავრა მოსკოვის №1413 საჯარო სკოლა ინგლისური ენის სიღრმისეული შესწავლით.
![]()
დაუდ ქავთარაშვილი
2005 წელს დაამთავრა პროფესიული გადამზადების №16 კოლეჯი, სამართლისა და სოციალური დაცვის ორ განიზაციის სპეციალობით (იურის ტის კვალიფიკაცია).
2010 წელს წარჩინებით დაამთავრა
მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი (МПГУ) ორ განიზაციის მენეჯმენტის სპეციალობით და მიენიჭა დამატებითი კვალიფიკაცია „ინგლისური ენის თარჯიმანი პროფესიული კომუნიკაციის სფეროში“.
2016 წელს გაიარა ყაბარდო-ბალყარეთის ხ. მ. ბერბეკოვის სახელობის უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამა „ფიზიკური კულტურა და სპორტი“.
მიღწევები პროფესიულ სფეროში:
- რუსეთის ჩემპიონი;
- მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების მედალოსანი;
- რუსული და საერთაშორისო გრეპლინგისა და ჯიუ-ჯიცუს ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული. Checkmat Russia-ს დამფუძნებელი და კურატორი რუსეთში (ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს და გრეპლინგის აკადემია);
- Checkmat-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სკოლის წარმომადგენელი მსოფლიოში, 10 წელზე მეტი სამწვრთნელო გამოცდილებით, რომლის დროსაც შეიქმნა უნიკალური სასწავლო პროგრამა, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულთათვის. ამ პერიოდში აღიზარდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების გამარჯვებულთა რამდენიმე თაობა და შეიქმნა რუსეთის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი.
სპორტული მიღწევები:
- 2010 წ. პანკრატიონში მოსკოვის ჩემპიონატის გამარჯვებული (თასი საუკეთესო ტექნიკისთვის);
- რეგიონული გრეპლინგის FILA 2011 ტურნირის ჩემპიონი;
- 2011 წლის ბრაზილიის ჯიუ-ჯიცუს ღია ევროპის ჩემპიონატის პრიზის მფლობელი;
- 2014 წლის მიუნხენის საერთაშორისო ღია კონკურსის IBJJF-ს გამარჯვებული;
- მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის ADCC 2013 წლის გრეპლინგის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი;
- United World Wrestling 2014, 2015 წლის მოსკოვის ჩემპიონატის პრიზის მფლობელი;
- 2014 წლის რუსეთის გრეპლინგის United World Wrestling ჩემპიონატის პრიზის მფლობელი;
- 2014 წლის Moscow International Open IBJJF-ს ორგზის ჩემპიონი;
- მოსკოვის რეგიონის ჩემპიონი ჯიუ-ჯიცუში;
- რუსეთის ჯიუ-ჯიცუს ჩემპიონი 2014 წ.;
- Paris Open Ne-Waza 2015 პრიზის მფლობელი;
- belgrad International Open 2015-ს ჩემპიონი;
- ევროპის ჩემპიონატის IBJJF No Gi 2015-ის მედალოსანი;
- 2015 წლის ჯიუ-ჯიცუს მსოფლიო ჩემპიონატის პრიზის მფლობელი (ბანგკოკი);
- 2015 წლის რუსეთის ჩემპიონატის პრიზის მფლობელი;
- St. Peterburg International Open 2015-ის ჩემპიონი;
- The Grand Slam Paris 2016-ის გამარჯვებული;
- რომის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული, (Rome Open 2016);
- Munich Open 2016-ის (NoGi) ჩემპიონი და (Gi) პრიზის მფლობელი;
- Spb Open-ის ჩემპიონი (პეტერბურგი) 2016 წ.;
- 2017 წლის სრულიად რუსეთის ჯიუ-ჯიცუს ოსტატობის ტურნირის ჩემპიონი;
- აზიის ჩემპიონატის ACBJJ ASIA 2018-ის მედალოსანი;
- მსოფლიო ჩემპიონატის ACBJJ 2018-ის მედალოსანი;
- მრავალი რუსული ჯიუ-ჯიცუს და გრეპლინგის ტურნირების ჩემპიონი და მედალოსანი;
- შავი ქამარი ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუში ლეონარდო ვიეირასგა;
რუსეთის ჩემპიონი ჯიუ-ჯიტსში, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
![]() |
10.36 ქერიმ მაჩალიკაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ქერიმ ემზარის ძე მაჩალიკაშვილი დაიბადა 1999 წლის 25 აპრილს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში.
![]()
ქერიმ მაჩალიკაშვილი
საქართველოს ნაკრების წევრი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
წვრთნას გადიოდა თბილისში, სა ქარ თ ველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში.
მიხეილ სალაძის სახელობის სა ერ თაშორისო ტურნირის ჩემპიონი 2015 წ.
დავით ბედინაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი - 2016 წ.
ვლადიმერ მაისურაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი 2016 წ.
საქართველოს ჩემპიონი 2016 წ.
ევროპის პრიზიორი 2016 (შვედეთი, სტოკჰოლმი).
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი 2017.
საქართველოს პრიზიორი 2018 წ.
საქართველოს პრიზიორი 2019 წ.
საერთაშორისო ტურნირის ვიცეჩემპიონი 2019 (უკრაინა, კიევი)
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი - 2020 წ.
„ანრი დეგლანის“ სახელობის საერთაშორისო გრან-პრის ვიცე-ჩემპიონი 2020 (საფ რან გეთი, ნიცა).
![]() |
10.37 თარხან ცისკარიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
თარხან ცისკარიშვილი არის ММА-ს (შერეული საბრძოლო ხელოვნება, იგივე ბრძოლა წესების გარეშე) წარმომადგენელი საქართველოში. თავისი პროფესიული კარიერა დაიწყო 2012 წელს. არის მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, როგორიცაა FNG, NMAC, VT და სხვ.
![]() |
10.38 ასლან გორგიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ასლან ვაჟას ძე გორგიშვილი დაიბადა 1990 წლის 22 მაისს პანკისის ხეობის სოფ. ომალოში. 1991 წლიდან 1999 წლამდე, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა რ/ფ-ში (ალტაის მხარე, კემეროვის ოლქი, ქ. ასტრახანი, ქ. გროზნო) და რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის (1999წ.) პერიოდში დაბრუნდა საქართველოში. სწავლობდა თელავის №8 საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 2007 წელს.
![]()
ასლან გორგიშვილი
ქ. თელავში ცხოვრების პერიოდში, კერძოდ 2004 წელს, დაინტერესდა ჭიდაობით და 14 წლის ასაკიდან დაიწყო ვარჯიში ჯერ ძიუდოში, შემდეგ კი თავისუფალი სტილის ჭიდაობაში. სკოლის დამთავრების შემდეგ გააგრძელა სპორტული კარიერა. მონაწილეობდა სხვადასხვა ადგილობრივ ტურნირებში და დაკავებული აქვს არაერთი საპრიზო ადგილი ჭიდაობაში. 2013 წლიდან გადავიდა შერეულ ორთაბრძოლებში (MMA) და ხსენებული მიმდინარეობის უკვეთ შესწავლის მიზნით, 2014 წელს გაემგზავრა დანიის სამეფოში, სადაც ვარჯიშობდა და მონაწი ლე ობდა სხვადასხვა ტურნირში.
2016 წელს, ა. გორგიშვილი დაბრუნდა სამშობლოში და გაწევრიანდა საქართველოში ერთ-ერთ პირველად შექმნილ MMA-ს კლუბ - GFC-ში (GURAM FIGHT CLUB), რომლის დამფუძნებელი არის - გიორგი კაბულაშვილი. ხსენებული ორგანიზაციის მებრძოლები: რაულ თუთარაული, ლევან მაყაშვილი, ვაჟა წიპტაური, ამირან გოგოლაძე და ასლან გორგიშვილი, საქართველოს სახელით გამოდიან სხვადასხვა პრესტიჟულ ორგანიზაციებში.
2022 წლის მონაცემებით, ასლან გორგიშვილის რეკორდი MMA-ში შეადგენს 10 მოგებას და 1 წაგებას. იგი აგრძელებს სპორტულ კარიერას ზემოხსენებულ ორგანიზაციაში.
ასლან გორგიშვილს ჰყავს ორი ძმა: სულთან გორგიშვილი (დასაქმებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში) და ლაშა გორგიშვილი (დასაქმებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში).
P.S. ამ თავში გამოყენებულია საინფორმაციო მასალები შოთა გუმაშვილის წიგნიდან „ჩეჩნეთის სპორტის ვარსკვლავები“ (გროზნო, 2009 წ.) და ომარ მარუქაშვილის წიგნიდან „ახმეტელი ფალავნები“ (თელავი, 2004 წ.), რისთვისაც გამოვხატავთ ჩვენს მადლიერებას. ასევე, გულითად მადლობას ვუხდით ახმეტის სპორტული მუზეუმის დირექტორს, ქალბატონ ნათელა უძილაურს, მასალების მოძიებაში გაწეული დახმარებისათვის.