The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ქისტები, რომლებმაც შექმნეს პანკისის ხეობის ისტორია (ნაწილი II)

ქისტები, რომლებმაც შექმნეს პანკისის ხეობის ისტორია (ნაწილი II)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ხანგოშვილი მექა
თემატური კატალოგი ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემები|ქისტები, რომლებმაც შექმნეს პანკისის ხეობის ისტორია
თარიღი: 2024
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა თბილისი 2024 წიგნში გამოყენებულია სხვადასხვა ავტორის, მათ შორის, ცნობილი ჩეჩენი ფოტოგრაფის აბდულა ბერსაევის მიერ გადაღებული ფოტოები; ასევე, ინტერნეტიდან აღებული ფოტომასალა, რომელთა ავტორებიც, ზოგიერთ შემთხვევაში, უცნობია, რის გამოც მე, როგორც ავტორი, ბოდიშს ვიხდი. © მ. ხანგოშვილი, 2024 წ. © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2024 IშBN 978-9941-8-5754-6 რედაქტორები: ამირან არაბული, ხასო ხანგოშვილი, კორექტორი: იზოლდა ნიბლაძე, იდეის ავტორი, შემდგენელი და მთავარი რედაქტორი: მექა ხანგოშვილი; ილუსტრაციების ავტორები: ნათელა ცათიაშვილი, ევა გუმაშვილი; ფოტომასალის ავტორი: თუმი დიშნი (ნონა ხანგოშვილი); დიზაინი და კომპიუტერული უზრუნველყოფა: ილნარ გორელიშვილი; პასუხისმგებელი რედაქტორი: მარინა ხარხელაური; ტენიკური რედაქტორი: თინათინ ბოლქვაძე ჩემს დიდ წინაპარს, უბადლო ლიდერსა და ჭეშმარიტ მამულიშვილს, ქართველებისა და ქისტების ძმობისა და მეგობრობის მტკიცე ხიდს; მას, ვინც პირველმა დაჰკრა ქისტების სამარადისო ბარი პანკისის მიწაზე. მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას წიგნის გამოცემაში გაწეული ფინანსური დახმარებისთვის მადლობას ვუხდით ქისტ ახალაგაზრდას ბესლან ქავთარაშვილს წიგნის დიზაინისთვის გაწეული ფინანსური დახმარებისთვის



1 ქისტი მეცნიერები

▲ზევით დაბრუნება


განათლება დიდებული საშუალებაა პიროვნების
განვითარებისათვის. სწორედ განათლების
წყალობით შეიძლება გახდეს გლეხის შვილი -
ექიმი, მეშახტის შვილი - შახტის დირექტორი,

ფერმერის შვილი - ქვეყნის პრეზიდენტი.

ნელსონ მანდელა

განათლება ადამიანს ანიჭებს ღირსებას და
მონა იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ ის
მონობისთვის არ არის დაბადებული.

დენი დიდრო

1.1 ლეილა მარგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ეთნოლოგი ლეილა მარგოშვილი - დაიბადა პანკისის ხეობის განმანათლებლის, ს. დუისის სკოლის დამაარსებლისა და ცნობილი საზოგადო მოღვაწის უსუფ მარგოშვილის ოჯახში 1929 წლის 5 ივნისს.

0x01 graphic

ლეილა მარგოშვილი

1947 წელს მან დაამთავრა სოფ. დუისის საშ. სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. 1949 წელს იგი დაოჯახდა. 1952 წელს, უნივერსიტეტის დაამთავრების შემდეგ, მეუღლესთან აბრამ შავხელიშვილთან ერთად (რომელიც სპეციალობით იყო ისტორიკოსი და შემდგომში ცნობილი მეცნიერი) განაწილებით გაემგზავრა თუშეთის სოფ. ომალოში, სადაც მუშაობდა 8-წლიან სკოლა-ინტერნატში ისტორიის მასწავლებლად. მისი შემდგომი პედაგოგიური მოღვაწეობა გაგრძელდა ისევ ახმეტის რაიონის სხვადასხვა სოფელში: 1953-1958 წლებში მუშაობდა პანკისის ხეობის სოფ. დუისსა და ჯოყოლოში სასწავლო ნაწილის გამგედ და ისტორიის მასწავლებლად.

ამთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ ლეილა მარგოშვილმა უბრალო სკოლის მასწავლებლიდან ჩეჩენ-ინგუშეთის განათლების მინისტრის მოადგილეობამდე ძალიან საინტერესო და რთული გზა გაიარა. ამ რესპუბლიკის აღდგენისთანავე (1956 წ.), მეუღლის სამეცნიერო მივლინების წყალობით (აბრამ შავხელიშვილი მაშინ აკად. ნიკო ბერძენიშვილის ასპირანტი გახლდათ), იგი ოჯახითურთ აღმოჩნდა ქ. გროზნოში, სადაც უმალ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაიწყო მუშაობა. სულ სამი წელი იმუშავა ლეილამ მუზეუმში, მაგრამ ეს წლები არა მარტო მისთვის, არამედ ყველა თანამშრომლისთვის ძალიან ნა ყოფიერი იყო, რადგან დროის ამ მონაკვეთში მუზეუმმა სულ თავიდან დაიწყო ეროვ ნუ ლი ისტორიის შექმნა. ამ საქმეს ხელმძღვანელობდა მისი დირექტორი, ძალიან განათლებული და ენერგიული ქალბატონი - ეროვნებით ინგუში ჯანეტა ზიაზიგოვა. მო გეხსენებათ, რა ძნელია ახალი საქმის დაწყება, რადგან დეპორტაციიდან სამშობლოში ახლადდაბრუნებულ მოსახლეობას ისტორიული ფასეულობის მქონე ნივთები არ ჰქონდა. და თუ რაიმე გადაურჩათ, იოლად ვერ იმეტებდნენ, რადგან გადასახლება გა მოვ ლილ და სათუთად წამოღებულ მამა-პაპათა დანატოვარს ხალხი ადვილად ვერ ელეოდა. ბევრი არტეფაქტი პანკისის ქისტებს აღმოაჩნდათ და, უნდა ითქვას, რომ ისინი უფრო ხალისით იძლეოდნენ ამ სიძველეებს, რადგან იცოდნენ, რომ ეს მათი დედა-სამშობლოს ეროვნული საგანძურის შესაქმნელად იყო საჭირო. ამ საქმის ორგანიზება და მუზეუმისთვის ასეთი უნიკალური ექსპონატების შემატება დაევალა ლეილას, რომელიც ძალიან დიდი ერთგულებითა და მონდომებით შეასრულა. ამისთვის მან სიგელი და ფულადი ჯილდოც დაიმსახურა, რადგან მისმა ექსპონატებმა დიდი მოწონება დაიმსახურა მუზეუმებით დაინტერესებულთა შორის.

იმ დროს ჩეჩნეთ-ინგუშეთს, როგორც ახლად აღდგენილ რესპუბლიკას, ეროვნული კადრების დიდი დეფიციტი ჰქონდა, განსაკუთრებით აკლდათ უმაღლესი განათლების მქონე მანდილოსნები. ამდენად, ლეილა მარგოშვილი, როგორც ერთადერთი ვაინახი ქალი, რომელსაც იმ დროისთვის შესაფერისი უმაღლესი განათლება ჰქონდა, 1960 წ. სასწავლებლად გაუშვეს მოსკოვში ორწლიან უმაღლეს პარტიულ სკოლაში. დაბრუნებისთანავე 1962 წ., იგი დაინიშნა რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილედ, რომლის დაქვემდებარებაში იყო სკოლა-ინტერნატები, ბავშვთა სახლები და სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემა. ეს წლებიც არანაკლებ საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა ლეილას ბიოგრაფიაში, რადგან ბევრი რამის გაკეთება შეძლო.

0x01 graphic

ლეილა მარგოშვილი მეუღლესთან
აბრამ შავხელიშვილთან ერთად

პირველი, რაც გააკეთა, ძალიან გააფართოვა ინტერნატების ქსელი. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა: ვაინახებში, როგორც წესი, ბავშვი ობლად არ რჩება (მას თუ მშობლები და ახლობლები არ ჰყავს, გვარი პატრონობს), ამიტომ ინტერნატების რაოდენობის გაზრდით მას ეძლეოდა საშუალება დეპორტაციიდან დაბრუნებული ვაინახების მრავალშვილიან ოჯახებს დახმარებოდა იმით, რომ მათი შვილების სახელმწიფო კმაყოფაზე გადაყვანით მატერიალური შეღავათი მისცემოდათ. ლეილამ ისიც კარგად იცოდა, რომ ამ დაწესებულებებში ბავშვებს არანაირი საფრთხე არ ელოდათ, რადგან ვაინახები ტრადიციულად თავიანთ შვილებს ისე ზრდიდნენ, რომ მამა-პაპურ ცხოვრების წესს არ გადაუხვევდნენ, რა პირობებშიც არ უნდა ჩავარდნილიყვნენ ისინი. რამდენადაც ეს სფერო თავად ლეილას ეხებოდა, იგი არ იშურებდა არც შრომას და არც ენერგიას, რომ ამ აღსაზრდელებისთვის შესაფერისი პირობები შეექმნა. ისე ჩაერთო ამ საქმეში, რომ სრულიად მოულოდნელად მისი ბავშვთა სახლები და ინტერნატები მოვლა-პატრონობით, დისციპლინითა და სწავლით, ყველაზე დაწინაურებული აღმოჩნდა მთელ საბჭოთა კავშირში; პრესაშიც გაშუქდა ეს ამბავი და ტელევიზიაც გამოეხმაურა, რადგან მუშაობის გამოცდილების გასაზიარებლად გროზნოს სხვა რესპუბლიკებიდან მრავალი წარმომადგენელი სტუმრობდა. განსაკუთრებით რეზონანსული იყო ჯერ ბოლომდე არშემდგარ რესპუბლიკაში ამერიკის დელეგაციის ქ. გროზნოში ჩასვლა საკავშირო განათლების მი ნისტრის თაოსნობით, რათა ჩეჩნეთ-ინგუშეთის მაგალითზე ამ სფეროში წარმატებების დემონსტრირება გაეკეთებინათ. ამ ვიზიტის შედეგად ლეილას მიენიჭა წოდება «Отличник народного образования» (სახალხო განათლების ფრიადოსანი) და გადაეცა წარჩინების სამკერდე ნიშანი. აქვე უნდა ითქვას, რომ თავისი შრომითი მოღვაწეობის წლებში მას არაერთი ჯილდო და პრემია აქვს მიღებული.

0x01 graphic

უსუფ მარგოშვილის ქალიშვილები
მარცხნიდან: მარგო, ზიზი და ლეილა

0x01 graphic

უსუფ მარგოშვილი შვილებთან ერთად მარჯვნიდან:
უსუფი, მარგო, ლეილა, ოსმანი და სულთანი

ლეილა მარგოშვილმა სულ 4 წელი იმუშავა განათლების მინისტრის მოადგილის თანამ დებობაზე, მაგრამ ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება მოასწრო არა მარტო რესპუბლიკის მკვიდრთათვის, არამედ პანკისის ხეობის ქისტებისთვისაც: 1. რესპუბლიკაში არ იყო ეროვნული კადრები, ამიტომ მეზობელი რესპუბლიკების უმაღლეს სასწავლებლებში დააშვებინა კვოტები, სადაც ვაინახები უგამოცდოდ ირიცხებოდნენ; 2. საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო განათლებას, რისთვისაც ვაინახი ახალგაზრდებისთვის გამოაყოფინა მიზნობრივი ასპირანტურის ადგილები ყველა სპეციალობაში; 3. მისი გულმოდგინებით სოფლის სკოლებში დაინერგა ჩეჩნურ და ინგუშურ ენებზე სწავლა ჯერ დაწყებით კლასებში, შემდეგ კი მერვე კლასის ჩათვლით. ამ პროექტის განხორციელება არ იყო ადვილი, რადგან სახელ მწიფო მოხელეებმა იცოდნენ რა, რომ ამ საქმით ეროვნულ თვითშეგნებას გააღვივებდნენ, ყველანაირად ერიდებდნენ ახალ „თავსატეხს“. ლეილასთვის კი ეს წამოწყება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ამის გამო არაერთხელ მოუწია მოსკოვში ჩასვლა. თავის თავზე აიღო პასუხიმგებლობა ამ საქმეზე და ბოლომდე პირადად უწევდა ხელმძღვანელობას: შექმნა სახელმძღვანელოების ავტორთა ჯგუფი, უშუალოდ მონაწილეობდა ყოველი სახელმძღვანელოს განხილვაში და მათ გამოცემასაც თავად უზრუნველყოფდა; 4. ბავშვთა სახლებსა და ინტერნატებში სავალდებულო გახადა ეროვნული ცეკვების ჯგუფების გახსნა (თავისი აღჭურვილობით - ჩოხებით, დოლ-გარმონითა და სხვ.). ქალაქის ყველა ღონისძიებაზე, როგორც წესი, ამ დაწესებულებების აღსაზრდელები იყვნენ ყველაზე მეტად წარმოჩენილები; და ერთიც - ლეილას მონდომებითა და დაუღალავი საქმიანობით, ქისტი აბიტურიენტებისთვის გროზნოს უნივერსიტეტსა და პედტექნიკუმში გაიხსნა 10-15 კაციანი ჯგუფები, სადაც ახალგაზრდები უგამოცდოდ ირიცხებოდნენ (ეს ტრადიცია მისი გროზნოდან გადმოსახლების შემდეგაც რამდენიმე წელი გრძელდებოდა).

ბევრი გეგმა ჰქონდა საქართველოსთვისაც: ეროვნულ თეტრში უკვე იყო მოლაპარაკება ალ. ყაზბეგის „მამის მკვლელის“ დადგმის თაობაზე, გარდა ამისა, სკოლის სახელმძღვანელოებში ქართველი მწერლების ნაწარმოებების შეტანას აპირებდა. მან მამის, უსუფ მარგოშვილის მიერ ჩეჩნურად თარგმნილი სპექტაკლის პირველი ნაწყვეტების ხილვა მაინც მოასწრო.

1966 წელს ლეილა მარგოშვილი ოჯახითურთ ქ. გროზნოდან საცხოვრებლად საქართველოში ბრუნდება. საქართველოს განათლების სისტემაში მისი სახელი პრესიდან უკვე ცნობილი იყო, რადგან ჩეჩენ-ინგუშეთში მუშაობისას მასზე არაერთი საქებარი წერილი დაიწერა. ამიტომ, დაბრუნებისთანავე, მუშაობა დაიწყო განათლების სამინისტროში ინსპექტორად. ეს თანამდებობა მას აძლევდა საშუალებას ისევ დახმარებოდა თავის კუთხეს - პანკისს. 1966-1975 წლებში უკვე საქართველოს ინტერნატებში პანკისის ხეობაში გასაჭირში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების შვილები ძალიან ბევრნი იყვნენ - ამის ამსახველი არქივიც არსებობს... ლეილა მარტო მათი ჩარიცხვით არ კმაყოფილდებოდა - ხშირად ამოწმებდა და მშობლებთანაც არ კარგავდა კავშირს. ბეთანიის, კოჯრისა და თბილისის სპორტულ სკოლა-ინტერნატებში ნასწავლმა ბევრმა ქისტმა ახალგაზრდამ უმაღლესი განათლებაც მიიღო და სპორტულ წარმატებებსაც მიაღწია.

ჯერ კიდევ ჩეჩენ-ინგუშეთში ყოფნისას, ლეილა მარგოშვილი ძალიან დაინტერესდა თავისი კუთხის, პანკისელი ქისტების ისტორია-ეთნოგრაფიითა და პარალელურად სამეცნიერო წერილებს აქვეყნებდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში. ამ ინტერესმა თავისი სერიოზული ნაყოფიც გამოიღო და 1971 წელს მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „პანკისის ხეობის ქისტები“. ამ ფაქტმა განაპირობა მისი სამუშაო პროფილის შეცვლაც. 1975 წელს იგი მუშაობას იწყებს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად და ისევ ქისტების ისტორია-ეთნოგრაფიის შესწავლას აგრძელებს.

1991 წელს ლეილა მარგოშვილმა ისტორიის დოქტორის ხარსხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია თემაზე: „საქართველოსა და ჩეჩენეთ-ინგუშეთის კულტურულ-ეთნიკური ურთიერთობანი მე-19 და მე-20 საუკუნეების დასაწყისში (პანკისის ქისტები)“. უნდა აღინიშნოს, რომ ოპონენტთა და საბჭოს წევრთა საერთო დასკვნით, ეს ნაშრომი განსაკუთრებული ღირსებით ხასიათდება, რამდენადაც იგი მიჩნეულია საქართველოში მცხოვრები ვაინახების - კერძოდ, ქისტი ხალხის ერთგვარ ენციკლოპედიად. მასში მრავალი საარქივო წყაროს საფუძველზე, შესწავლილია თითქმის ყველა საკითხი, რაც ქისტების ისტორიასა და ეთნოკულტურას ეხება. არსებობს სამეცნიერო საბჭოს დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს ნაშრომი პანკისელ ქისტებზე შექმნილი პირველი სრულყოფილი ისტორიულ-ეთნოგრაფიულ სამეცნიერო გამოკვლევაა და მისი ავტორი კი პირველი ქალია ვაინახ მანდილოსანთა შორის, რომელმაც დოქტორის ხარისხი მოიპოვა ამ დარგში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პანკისის ქისტების მეცნიერული შესწავლა ლ. მარგოშვილის კვლევებითა და ნაშრომებით დაიწყო. იგი არის ოთხი მონოგრაფიის („ცენტრალური კავკასიის მთიელი ქალის ტანსაცმელი“ - 1980 წ., «Культурно-этнические взаимоотношения между Грузией и Чечено-Ингушетией» - („კულტურულ-ეთნიკური ურთიერთობები საქართველოსა და ჩეჩენ-ინგუშეთს შორის“) - 1990, „ჩაცმულობა, რომელიც მოდას არ დაგიდევთ“ - 1992 წ., „პანკისის ხეობა“ (ისტორიულ-ეთნოგრაფიული გამოკვლევა) - 2002წ. და 50-მდე სამეცნიერო გამოკვლევისა და არაერთი ბროშურის ავტორი. მისი ნაშრომები შესულია ფუნდამენტური კვლევების ნუსხაში, რადგან დაწერილია ცნობილი სასულიერო მოღვაწის, პანკისის „ღვთისმშობლის ეკლესიის“ პირველი მოძღვრის მათე ალბუთაშვილის ხელნაწერებიდან მიღებული წყაროებისა და მამამისთან - უსუფ მარგოშვილთან და სხვა იმდროინდელ ქისტ უხუცესებთან გადამოწმებულ მასალებზე დაყრდნობით და, ამდენად, უაღრესად სანდოა და ინფორმატიული.

ლეილა მარგოშვილი იყო ძალიან დიდი მოამაგე და გულშემატკივარი თითოეული ქისტისა და ზოგადად, თავისი კუთხისა - ყველა საჭირბოროტო საქმე გულთან ახლოს მიჰქონდა და წვრილმან თხოვნებსაც უყურადღებოდ არ ტოვებდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ თუ ლეილას მამამ, უსუფ მარგოშვილმა პანკისელი ქისტები ზოგადად განათლებას აზიარა, ლეილამ - ამ ცოდნას უმაღლესი განათლებისაკენ გაუკვალა გზა; ორივემ ერთად კი - თავიანთი დაუღალავი შრომით, სიბრძნითა და ამაგით კვალი დატოვეს განათლების სფეროში.

ლეილას დედა, ძაძეი ბაღაკაშვილი პანკისელი ქისტი მეცენატის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ძმადნაფიცის ბეისარ ბაღაკაშვილის ქალიშვილი გახლდათ. უსუფისა და ძააძეის ოჯახში ლეილას გარდა, იზრდებოდა კიდევ ოთხი შვილი: ოსმანი (დაბ. 1922წ.), რომელსაც წითელ დიპლომზე ჰქონდა დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; მარგო (დაბ. 1925წ.) - ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, სპეციალობით „ქართული ენა და ლიტერატურა“; სულხან (გიგო) (დაბ.1932წ.) - გროზნოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სპეციალობით „რუსული ენა და ლიტერატურა“ (თუმცა დღეს უკვე ქართველი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებების ჩეჩნურად მთარგმნელი) და ზიზი (დაბ. 1935წ.) - სპეციალობით ეკონომისტი. ყველა მათგანი დაოჯახებული იყო.

ლეილა მარგოშვილის მეუღლე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. აბრამ შავხელიშვილი მუშაობდა ქართველი და ვაინახი ხალხების ურთიერთობებზე, მოყოლებული უძველეს დროიდან მე-20 ს-ის ჩათვლით. მან მოიპოვა ბევრი საინტერესო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალა და ამ ხალხების ისედაც კეთილმეზობლური ისტორიული კავშირები, უფრო თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი გახადა ამ საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.

ლეილას და აბრამს დარჩათ ერთი ქალიშვილი ბელა შავხელიშვილი, ორი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი.

გარდა ნიჭიერებისა და კდემამოსილებისა, ლეილა მარგოშვილი გამოირჩეოდა ლამაზი კავკასიელი ქალის ნატიფი გარეგნობით. იგი არაერთი პოეტის შთაგონების წყაროც გამხდარა - ამის დასტურად ეს პატარა ლექსიც კმარა:

ლეილა მარგოშვილს

შენ შეგისრუტავს სინაზე ქალთა -
თვით ქალნიც შურით სიტყვას გეტყვიან,
ბუნებას თავის სიუხვის კალთა
სულ შენს აკვანთან დაუბერტყია...
ცისკარს მიგიგავს ციმციმი თვალთა,
იქვე წამწამთა ლამაზი ტყეა;
ბუნებას თავის სიკეთის კალთა
სულ თქვენს ოჯახში დაუბერტყია...
და იმართება ჭიდილი ძალთა
და რომ გამიგონ, ვინ რას მეტყვიან,
ბუნებას თავის სიმდიდრის კალთა
მხოლოდ შენს მე-სთან დაუბერტყია...
მე შენ გიწოდებ სულის ინსპექტორს,
რაი ვქნა, თუ სულს ვერ მოვერიე;
თვით გაზაფხულიც ღარიბი დამხვდა -
ვერსად ვპოულონ შენს ფერ-ფერიებს...

(. გოგოლაური, 1968.)

ლეილა მარგოშვილი გარდაიცვალა 2019 წლის 19 თებერვალს.

დაკრძალულია მეუღლის, აბრამ შავხელიშვილის გვერდით, საქართველოს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა საბურთალოს პანთეონში.

1.2 ელდარ ბორჩაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ელდარ აბდულას ძე ბორჩაშვილი დაიბადა 1945 წლის 12 იანვარს ახმეტის რაიონის სოფ. ჯოყოლოში.

0x01 graphic

ელდარ ბორჩაშვილი

1961 წელს დაამთავრა სოფ. დუისის საშუალო სკოლა.

1967 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 1971 წელს - ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა.

1973-2005 წლებში მუშაობდა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლად, უფროს მასწავლებლად, დოცენტისა და პროფესორის თანამდებობებზე. იყო კათედრის გამგე, დეკანი და ბოლო 16 წლის განმავლობაში სასწავლო დარგის პრორექტორი.

1978 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1989 წელს სადოქტორო დისერტაციები, მინიჭებული აქვს პროფესორის წოდება.

ჰყავს მუღლე და ექვსი შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები.

ელდარ ბორჩაშვილი არის ოთხი მონოგრა ფიის, ხუთი ბროშურისა და მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი.

1.3 როსტომ ფარეულიძე

▲ზევით დაბრუნება


როსტომ ივანეს ძე ფარეულიძე დაიბადა 1946 წლის 16 ივლისს ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში. 1962 წელს დაამთავრა იმავე რაიონის სოფელ დუმასტურის საშუალო სკოლა, 1968 წელს - თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილება ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

1965-70 წლებში მუშაობდა ჯოყოლოსა და ომალოს რვაწლიან სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1968-1969 წლებში მსახურობდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში.

1970 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1974 წელს. 1975-1976 წლებში, სხვადასხვა დროს, სახელშეკრულებო წესით მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, ენათმეცნიერების ინსტიტუტში.

1977 წლიდან დღემდე მუშაობს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. გავლილი აქვს გზა უმცროსი მეცნიერმუ შაკის თანამდებობიდან მთავარი მეცნიერმუშაკის თანამდებობამდე.

1986 წელს როსტომ ფარეულიძემ მოიპოვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. მომდევნო წლებში იგი იკვლევდა ზმნის პრობლემურ საკითხებს ჩეჩნურ-ინგუშურ-წოვათუშურ ენებში. 2008 წელს ქ. თბილისში წარმატებით დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. საძიებელი ხარისხი მას მიენიჭა მონოგრაფიისათვის „ჩეჩნური ზმნა“, რომელიც დაიბეჭდა 2008 წელს (ქართულ ენაზე, ერთვის რეზიუმე რუსულ ენაზე).

2007 წლიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მო წვეული თანამშრომელი, 2011 წლიდან კი - ასოცირებული პროფესორი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-კვლევით ინსტიტუტში (ყოფილი კავკასიურ ენათა კათედრა) კითხულობს ლექციებს და ატარებს სემინარებს ჩეჩნურ, ინგუშურ, წოვათუშურ (ე. წ. ნახურ) ენებში. მის ლექციებში დიდი ადგილი ეთმობა ნახურ ენათა შეს წავლის ისტორიას, იბერიულ-კავკასიურ ენათა შედარებითი გრამატიკის საკვანძო საკითხებს, ჩეჩნური ენის დიალექტოლოგიას, ლექსიკას, ონომასტიკას, ნახურ ენათა ადგილს იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში... მოამზადა და გამოსცა სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის „ჩეჩნური ენა“ (2011 წ.). აღსანიშნავია, რომ უმაღლესი სასწავლებლებისათვის სახელმძღვანელო ჩეჩნურ ში დღემდე მხოლოდ ჩეჩნურ და ქართულ ენებზე არსებობს.

მნიშვნელოვანია როსტომ ფარეულიძის ნაშრომი ლექსიკოგრაფიაში. 2003 წელს დაიბეჭდა „ჩეჩნურ-ქართული ლექსიკონი“, რომელიც შეიცავს 7200 სიტყვას. თითოეულ სალექსიკონო ერთეულს ერ თვის მორფოლოგიური კვალიფიკაცია: სახელს - გრამატიკული კლასის ნიშნები ორივე რიცხვში, ძირითად ბრუნვათა ფორმები, მრავლობითი რიცხ ვის ფორმები, ზმნას - გარდამავლობა, ძირითად დროთა ფორ მები. ზმნათა ერთი ჯგუფი სუბიექტს ან ობიექტს მართავს რიცხვში, რაც აისახა ლექსიკონში.

სიახლეს წარმოადგენს მისი ნაშრომი „ინგუშურ-ქართული ლექსიკონი“ (5500 სიტყვა, ელექ ტ რონული ვერსია, 2017 წ.), რომლის და მუ შავებასაც იგი აგრძელებს. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ნაშრომები, რომლებიც ჩეჩნური ენის ქისტური დიალექტისადმი არის მიძღვნილი, მათ შორისაა მონოგრაფია „არსებით სახელთა ბრუნების ძირითადი საკით ხე ბი ჩეჩნურში (ქისტური მეტყველების მიხედვით)“, რომელიც დაიბეჭდა 2014 წელს. გამზადებული აქვს და მალე დაიბეჭდება მონოგრაფია „ჩეჩნური ენის ქისტური დიალექტი“.

0x01 graphic

როსტომ ფარეულიძე

მრავალწლიანი მუშაობის პერიოდში მან თავი მოუყარა ქისტურ ფოლკლორს, რომლის გამოცემასაც ცალკე წიგნად აპირებს. მიაჩნია, რომ ქისტურში მრავალი საინტერესო ფოლკლორული მასალაა დაცული და მისი გამომზეურება საშური საქმეა. ამ საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, უდიდეს წვლილს შეიტანდნენ ქისტურ სოფლებში მოქმედი საჯარო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, ფოლკლორის მოყვარულები. მოპოვებული მასალა, დასაბეჭდად მომზადებამდე, უნდა განთავსდეს ხეობაში არსებულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში (ს. დუისში). ასევე, მისი აზრით, შესაკრებია ქისტური საკუთარი სახელები და მეტსახელები (ე. წ. ანთროპონიმები), ხეობის ადგილთა და ჰიდრონიმთა სახელები (ტოპონიმები), ზოგადად, ონომასტიკა...

როსტომ ფარეულიძეს განზრახული აქვს ქისტური დიალექტის ლექსიკონის შედგენაც. ამ ნაშრომში თავს მოიყრის ჩეჩნური სალიტერატურო ენისაგან ფორმითა და სემანტიკით განსხვავებული ლექსიკა, თითოეულ სიტყვას ექნება მორფოლოგიური კვალიფიკაცია ჩეჩნური შესატყვისით და ქართული თარგმანით, ლათინური ტრანსკრიპციით. ამ მიმართულებით მასალების მოპოვება-დამუშავებას იგი დღემდე აგრძელებს.

არის ათზე მეტი სამეცნიერო მონოგრაფიისა და კრებულის რედაქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალ „კავკასიოლოგიური ძიებანის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი და ექვსი ნომრის რედაქტორი.

გამოქვეყნებული აქვს 5 მონოგრაფია და 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

1.4 თენგიზ ქავთარაშვილი

▲ზევით დაბრუნება


თენგიზ (ნუგზარ) მახმადას ძე ქავთარაშვილი დაიბადა 1951 წლის 20 ივლისს, ახმეტის რაიონის სოფ. დუისში.

1958 წელს შევიდა სოფელ დუისის საშუალო სკოლაში და 1962 წელს დაამთავრა მე-4 კლასი (დაწყებითი განათლება). იმავე წელს, 11 წლის ასაკში, ოჯახთან ერთად გადავიდა რსფსრ-ში, მოსკოვში საცხოვრებლად.

საბჭოთა ჯარი მოიხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქ. ბაქოს სამხედრო გარნიზონში. ასევე დაამთავრა ბალტიისპირეთის სამხედრო სასწავლებელი.

მთელი შეგნებული ცხოვრება გაატარა რუსეთში, სრულყოფილად დაეუფლა რუსულ ენასა და შეისწავლა რუსული კულტურა, თუმცა მთლიანად შენარჩუნებული აქვს ეროვნული თვითმყოფადობა, თავისი ხალხის საუკუნოვანი ტრადიციები და მშობლიური ჩეჩნური ენის ქისტური დიალექტი.

0x01 graphic

თენგიზ ქავთარაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ მან საქართველო ბავშვობაში დატოვა, სრულყოფილად ფლობდა ქართულ ენასა და წერა-კითხვას, კარგად იცოდა საქართველოს ისტორია და ქართული ლიტერატურა. წაკითხული ჰქონდა ბევრი ქართ ველი კლასიკოსის ნამუშევრები (ალექსანდრე ყაზბეგი და ვაჟა ფშაველა მთლიანად). ის ყოველთვის სიყვარულითა და სითბოთი იხსენებდა საქარ თველოს და იმ ფაქტს, რომ დაიბადა საქართველოში, ენა და ფეხი აიდგა მის მიწაზე, პირველად ქართული ანბანი ისწავლა და პირველი წიგნი მის ცხოვრებაში „დედა ენა“ იყო.

დაამთავრა სამხედრო ავიაციის სკოლა და პროფესორ ჟუკოვსკის სახელობის საჰაერო ძალების საინჟინრო აკადემია. მთელი მისი სამსახურეობრივი მოღვაწეობა, პენსიაში გასვლამდე, დაკავშირებული იყო ავიაციასთან. იგი უშუალოდ იყო ჩართული საბრძოლო თვითმფრინავის ახალი მოდელების წარმოებასა და განვითარებაში და საფრენოსნო ავარიების (უბედური შემთხვევების, კატასტროფების) გამოძიებაში.

ის მუდმივად იყო დაინტერესებული თავისი ხალხის-ქისტების (ქართველი ვაინახების) ცხოვრებითა და ყურადღებით ადევნებდა თვალს საქართველოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებს და განსაკუთრებულად აღელვებდა პანკისის ბედი.

თენგიზი იყო პანკისელი ქისტების ქართულ საზოგადოებასა და ქართულ სახელმწიფოებრიობაში ყოვლისმომცველი და ღრმა ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი. მისთვის აბსოლუტური აქსიომა იყო, რომ საქართველოს რესპუბლიკის ყველა მაცხოვრებელმა, განსაკუთრებით კი ქისტებმა (ქართველებთან განსაკუთრებული ისტორიული და გენეტიკური მჭიდრო და კეთილმეზობლური ურთიერთობების გამო), უნდა იცხოვრონ ქვეყნის კანონებისა და კონსტიტუციის შესაბამისად და უნდა იყვნენ მისი ერთგული პატრიოტები.

„მიუხედავადა იმისა, რომ ქისტები და ჩეჩნური ენის ქისტური დიალექტი, როგორც უნიკალური მოვლენა და ეთნო-კულტურული საზოგადოება თავის სიტყვას ამბობს, მათი თვითმყოფადობისა და მშობლიური ენის შენარჩუნებას ემუქრება დიდი საფრთხე“, - ფიქრობდა თენგიზ ქავთარაშვილი.

მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის სიყრმის წლებიდანვე, ნუგზარ ქავთარაშვილი ზრუნავდა საერთო-ვაინახური, უფრო კონკრეტულად, ქისტური ანბანის შექმნაზე, რომელიც მისცემდა საშუალებას ვაინახური სიტყვების ზუსტ წაკითხვას (როგორც იწერება), მიუხედავად ამ ენასთან დაკავშირებული ფონეტიკური სირთულეებისა.

თავდაუზოგავი შრომისა და დიდი მონდომების შედეგად ნუგზარ ქავთარშვილმა შექმნა უნიკალური ნაშრომი „ქისტური ანბანი“, ქართული ასო-ბგერებისა და ზოგიერთი საერთაშორისო ასო-ნიშნების გამოყენებით.

„ქისტური ანბანის“ ავტორს კარგად ესმოდა, რომ დღევანდელ ჩეჩნეთსა და ინგუშეთში და თუნდაც საქართველოში, ამ ანბანის დანერგვა დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

მტკივნეულად განიცდიდა ბოლო 10-20 წლის განმავლობაში პანკისის ხეობაში მიმდინარე არასასიამოვნო პროცესებს, ფანატიზმამდე მისულ ქისტური საზოგადოების ნაწილის, გამორჩეულად ახალგაზრდობის კლერიკალიზაციას. დიდ საფრთხედ მიიჩნევდა და სინანულს გამოთქვამდა ახალი მიმდინარეობის აგრესიულ და შეუწყნარებელ დამოკიდებულებას მამა-პაპური ადათ-წესების, ტრადიციებისა და სხვა აღმსარებლობისა და კონფესიის წარმომადგენლებთან მიმართებაში, რაც საბოლოოდ მიდის კონფრონტაციისაკენ.

2021 წელს თენგიზ ქავთარაშვილი რუსეთში, ქ. მოსკოვში, კორონავირუსით გარდაიცვალა.

იგი სამდამოდ დარჩება ქისტი ხალხის ისტორიაში, როგორც საკუთარ ერსა და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ჭეშმარიტი მამულიშვილი.

1.5 სულთან გუმაშვილი

▲ზევით დაბრუნება


სულთან ელიოზის ძე გუმაშვილი, ენათმეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, დაიბადა 1952 წელს ახმეტის რაიონის სოფელ ჯოყოლოში. 1969 წელს დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა და ჩაირიცხა ქ. თელავის სახელმწიფო ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში აშკარა გახდა, რომ იგი მოწოდებული იყო სამეცნიერო მუშაობისთვის, რადგანაც გამო კვეთილად გამოირჩეოდა სხვებს შორის. ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდგომ, ხელ მძღვანელობამ გადაწყვიტა, იგი ქართული ენის კათედრაზე დაეტოვებინა.

0x01 graphic

სულთან გუმაშვილი

1977 წელს იგი ჩაირიცხა ასპირანტურაში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მისი მეცნიერ-ხელმძღვანელობა თავის თავზე აიღო დიდმა კავკასიოლოგმა, საქართველოში კავკასიური სკოლის დამაარსებელმა არნოლდ ჩიქობავამ, რომელიც აღნიშნული პერიოდისთვის ღრმად მოხუცებული გახლდათ და მისთვის სულთანი იყო ბო ლო ასპირანტი. ურთულეს საკითხს შეეჭიდა სულთან გუმაშვილი: კლას-კატეგორია ჩეჩნური ენის ქისტურ დიალექტში. დისერტაციაც და ასპირანტობაც დასასრულს უახლოვდებოდა და თით ქოს ყველაფერი დაგეგმილი სცენარით მიმდინარეობდა. სულთან გუმაშვილი ბაგების სტუდქალაქში ცხოვრობდა. 1979 წლის 26 მაისის საღამო იყო. სტუდქალაქის ერთ-ერთ ოთახში პურმარილი გაიშალა. ასპირანტებმაც და სტუდენტებმაც სულთანს შესთავაზეს თამადობა. პირველივე სადღეგრძელო 26 მაისის შესაფერისი იყო - საქართველოს დამოუკიდებლობის სადღეგრძელო...

დაიწყო კომუნისტურ უშიშროებაში დაბარებები, დაკითხვები. სულთანის ცხოვრების ჩარხი უკუღმა დატრიალდა. დისერტაციის დაცვის საკითხი შეჩერებულ იქნა. ასპირანტურა დაამთავრა, მაგრამ სამსა ხურ ში დაბრუნება შეუძლებელი აღმოჩნდა, სამართლის ძიება მეტად გართულდა და ამაო გახდა, თუმცა სულთანი იმ ადამიანთა კატეგორიას არ ეკუთვნოდა, რომელიც ასე იოლად დაყრიდა ფარ-ხმალს.

საბოლოოდ ხელისუფლებამ საკითხი განსახილველად ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტიულ ორგანიზაციას გადაუგზავნა. ცხადია, ამ ორგანიზაციაში ხელისუფლების ლაქიები მრავლად იყვნენ, რომელთაც მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს „მეამბოხე“ ახალგაზრდა ასპირანტი, თუმცა მათ შორის გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თანაუგრძნობდნენ და მხარს უჭერდნენ მას. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს უნივერსიტეტის იმჟამინდელი პარტიული კომიტეტის თავმ ჯდომარის გიორგი არსენიშვილის შესახებ, რომელმაც განაცხადა: - ეს ახალგაზრდა, სხვა ეთნოსის წარმომადგენელი, თავისი ქვეყნისთვის გულანთებული გულშემატკივარი ყოფილა და სადღეგრძელოს წარმოთქმის გამო, თუკი მას მომავალს გავუმრუდებთ, მართლები არ ვიქნებით, უპირველესად ერთმანეთის წინაშე. ამიტომაც ვაყენებ საკითხს - არ გავწიროთ იგი და მივცეთ საშუალება, დაიცვას დისერტაცია და თავდადებით იშრომოს თავისი ქვეყნისთვის. მისთვის ეს ორი წელიწადი, უმუშევრობისა და სიმართლის ძიებაში ყოფნის ორი წელი, კარგი გაკვეთილი იქნებაო. პარტიული კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია გადამწყვეტი აღმოჩნდა და სასწორის პინა სულთანისკენ გადმოიხარა. მოიხსნა შეზღუდვა დისერტაციის დაცვასა და სამსახურში - თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაბრუნების საკითხში.

დისერტაციის წარმატებით დაცვის შემდეგ უბრუნდება მშობლიურ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, წლების განმავლობაში კითხულობდა თანამედროვე ქართულს, იყო ინსტიტუტის მეორადი ფაკულტეტის დეკანი და სულ მალე თავლსაჩინო ფიგურა გახდა ინსტიტუტისა. მისი ხელმძღვანელობით ქალაქ თელავში გაიხსნა კერძო ტექნოლოგიური ინსტიტუტი, აქტიურად იბრძოდა კერძო სამედიცინო ინსტიტუტის გახსნისთვის.

ინსტიტუტში საქმიანობის პარალელურად აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში. ეს ის პერიოდი იყო, როცა დასრულდა საბჭოთა პერიოდი და იწყებოდა ახალი ცხოვრება, დამოუკიდებელი საქართველოს მომავალი. ამ ვითარებაში უკვე გამოიკვეთა დიდი სახელმწიფოების ინტერესები სხვადასხვა ფორმით, რომელიც ჩვენი ქვეყნის რეგიონებსაც, მათ შორის პანკისის ხეობასაც შეეხო.

1992 წლის ივნისში, თბილისის გზაზე მომხდარ ავტოავარიაში დასრულდა ამ სრულიად ახალგაზრდა, 40 წლის კაცის სიცოცხლე. მას კიდევ უდიდესი სიკეთის მოტანა შეეძლო თავისი ქვეყნისა და ხალხისთვის.

1.6 ზაურ გუმაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ზაურ ელიოზას ძე გუმაშვილი დაიბადა 1955 წლის 12 ნოემბერს სოფელ ჯოყოლოში. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა 1983 წელს დაინიშნა ჯოყოლოს 8-წლიანი სკოლის დირექტორად. მისი დიდი მცდელობის შედეგად ჯოყოლოს სკოლა საშუალო სკოლად გადაკეთდა.

0x01 graphic

ზაურ გუმაშვილი

2000-იან წლებში, როცა პანკისის ხეობაში განუკითხაობა ბატონობდა, როცა სხვადასხვა ბანდფორმირება დათარეშობდა, როცა კრიმინალური ელემენტები თავმოყრილნი იყვნენ პანკისის ხეობაში, იგი ინიშნება კახეთის გუბერნატორის მოადგილედ და ევალება კახეთის რეგიონში ეროვნებათაშორისი ურთიერთობებისა და პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესების კუ რირება. წინ იყო ხეობაში მიმდინარე ურთულესი პროცესები: დაპირისპირებები კრიმინალურ ელემენტებთან; გატაცებული ადამიანების დახსნისთვის ბრძოლა; ხეობის მოსახლეობის თითქმის ყო ველდღიური ყრილობები ალაზნის პირას.

უკვე 20 წელია ზაურ გუმაშვილი თე ლავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, რომელსაც სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო შრომა, ორი სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის და 6 მონოგრაფია, აქტიურად მუშაობს ქართულ ენაზე ჩრდილო კავკასიის ხალხთა ისტორიის სახელმძღვანელოს შექმნაზე, რომელიც, ფაქტობრივად, სიახლეიქნება ქართულ სინამდვილეში.

მაგრამ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი საქმიანობა ამით არ შემოიფარგლება. იგი არის ამავე უნივერსიტეტში არსებული კავკასიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მთავარი კონსულტანტი და აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, რომლებიც პანკისის ხეობისა და ჩრდილო კავკასიელი ხალხების ისტორიის შესწავლასთან არის დაკავშირებული. მისი ინიციატი ვითა და ხელმძღვანელობით უნი ვერსიტეტში შემოღებული იქნა ახალი საგნები: ბაკალავრიატში - კავკასიის ხელხთა ისტორია, მაგისტრატურაში - ჩეჩნეთისა და დაღესტნის ბრძოლა ეროვნული დამოუკიდებლობისთვის მე-18-მე-19 საუკუნეებში, აგრეთვე მაგისტრატურაში - რუსეთ-ჩეჩნეთის საომარი ურთიერთობები მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები. ამ საგნებს ის თვითონ უძღვება და წარმართავს ლექციებს აღნიშნულ უნივერსიტეტში. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული ეროვნული პრობლემების შემსწავლელი კომისიის წევრი.

1983-1998 წწ. - ახმეტის რაიონის სოფ. ჯოყოლოს საშუალო სკოლის დირექტორი;

1984-1988 წწ. - ასპირანტი, თბილისი.

1998-2000 წწ. - ახმეტის რაიონის სოფ. ჯოყოლოს საკრებულოს გამგებელი;

2000-2004 წწ. - პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახეთის რეგიონში;

2004-2006 წწ. - ახმეტის რაიონის გამგებლის თანაშემწე;

2006-2007 წწ. - ახმეტის რაიონის გამგეობის სამსახურის უფროსი.

არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;

2004 წლიდან დღემდე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

1.7 ალექსი ქავთარაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ალექსი (ეელი) შამილის ძე ქავთარაშვილი დაიბადა 1958 წლის 1-ელ ივლისს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში.

0x01 graphic

ალექს ქავთარაშვილი

1973 წელს, დუისის საშუალო სკოლის 8 კლასის დამთავრების შემდეგ მოეწყო წნორის ზოოვეტერინარულ ტექნიკუმში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1977 წელს. იმავე წელს მოეწყო საქართველოს ზოოტექნიკურ-ვეტერინარულ სასწავლო-კვლევით ინსტიტუტში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1982 წელს ზოოტექნიკის სპეციალობით.

1982-1983 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში (ქ. ჩიტა). გააჩნია რეზერვის უფროსი ლეიტენანტის წოდება.

1983-1985 წლებში მუშაობდა საქართველოს ზოოტექნიკური-ვეტერინარული სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის მეცხოველეობის კათედრის ლაბორანტად.

1985-1988 წლებში სწავლობდა საკავშირო მეფრინველეობის სამეცნიერო-კვლევითი და ტექნოლოგიური ინსტიტუტის და სწრებულ ასპირანტურაში. 1988 წელს ასპირანტურის დამთავრების შემდეგ წარჩინებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1999 წელს - სადოქტორო დი სერტაცია სპეციალობით - კერძო ზოოტექნიკა, მეცხოველეობის პროდუქტების წარ მოების ტექნოლოგია; 2010 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება; 1989 წლიდან მუშაობს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფედერალური სამეცნიერო ცენტრის „რუსეთის მეფრინველეობის სამეცნიერო-კვლევითი და ტექნოლოგიური ინსტიტუტის“ ფრინველის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიის განყოფილებაში. შრომითი მოღვაწეობის გზაზე მუშაობდა - მეცნიერ-მუშაკის, უფროს მეცნიერ-მუშაკის, წამყვანი მეცნიერ-მუშაკის, მთავარი მეცნიერ-მუშაკის, სამეცნიერო განხრით ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის თანამდებო ბებზე. ამჟამად მუშაობს მთავარი მეცნიერ-მუშაკის - კვერცხის წარმოების ტექნოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელის თა ნამდებობაზე. აქვს 35-წლიანი სა მეცნიერო გამოცდილება.

პროფესორმა ა.შ. ქავთარაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მეფრინველეობის დარგის განვითარებაში. იგი არის წამყვანი სპეციალისტი ფრინველის კვერცხისა და ხორცის ინტენსიური წარმოებისა და პროდუქციის ხარისხის ამაღლების ტექნოლოგიების დარგში. მის მიერ დაარსებულ სამეცნიერო სკოლის ძირითადი მიმართულებაა ფრინველის კვერცხისა და ხორცის წარმოებაში ელექტროენერგიისა და რესურსების დაზოგვის ტექნოლოგიების შემუშავება.

ალექსი შამილის ძის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიები დაცულია გამოგონებების 25 საავტორო უფლებების მოწმობებით და პატენტებით, რომელთაც არ აქვთ ანალოგი მსოფლიო პრაქტიკაში. ისინი გამოირჩევა სიახლით, პრაქტიკული მნიშვნელობითა და წარმოებაში ფართო დანერგვით (ქვეყნის მეფრინველეობის ფაბრიკების 90%25-ზე მეტი), ფართოდ გამოიყენება უმაღლესი და საშუალო სპეციალიზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ზოოტექნიკური და ვეტერინარული ფაკულტეტების სტუდენტების და ასპირანტების მომზადებაში; მეფრინველეობის ფაბრიკების სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაში. მეფრინველეობაში შემუშავებული ტექნოლოგიების გამოყენების ეკონომიკური ეფექტი წელიწადში შეადგენს 6,8 მილიონ ამერიკულ დოლარს.

0x01 graphic

ალექსი ქავთარაშვილის
ჯილდოები

ალექსი შამილის-ძე ქავთარაშვილის კვლევის შედეგები მრავალჯერ იქნა მოხსენებული რუსეთისა და საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში (ლიტვა, ვილნიუსი 1988, 1998, 2002; სანქტ-პეტერბურგი 1993; სერგიევ პოსადი 1995, 2009, 2012, 2015; კანადა, მონრეალი 2000; მოსკოვი 2000, 2002, 2004, 2012, 2013, 2017; ივანოვო 2002, 2005; ზელენოგრადი 2003; უფა 2003; ვოლგოგრადი 2006; გელენჯიხი 2007; ბელორუსია, ჟოდინო 2010; ორიოლი 2013, 2014; სომხეთი, ერევანი 2004; ლიტვა, პალანგა 2008; ალუშტა 2003, 2009; სუდაკი 2008, 2013; იტალია, ბერგამო 2013; ნორვეგია, სტავანგერი 2014; ჩინეთი, პეკინი 2016; ესპანეთი, სალოუ 2017; ინგლისი, ედინბურგი 2017; გურზუფი 2017, ხორვატია 2018, თურქეთი 2018), საერთაშორისო გამოფენებზე, სსრკ სახალხოსამეურნეო მიღწევების გამოფენებზე (ВДНХ) რუსეთის საგამოფენო ცენტრში (ВВЦ). მაღალი მიღწევებისთვის ავტორი დაჯილდოვებულია სხვადასხვა მედლით, მათ შორის, სამრეწველო საკუთრების საერთაშორისო სალონის «Архимед-2007»,-2010“ ოქროსა და ვერცხლის მედლებით; საერთაშორისო გამოფენებზე «Агроферма-2013, -2015, -2017, -2019» პირველი ხარისხის დიპლომებითა და თასებით.

ალექსი ქავთარაშვილმა გამოაქვეყნა 410-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი (70-ზე მეტი უცხოურ გამოცემებში), მათ შორის 7 მონოგრაფია, 10 წიგნი და ბროშურა, 24 მეთოდური რეკომენდაცია, ინსტრუქცია და სახელმძღვანელო.

elibrary.ru-ს მონაცემებით მისი ჰირშის ინდექსი 28 ერთეულია, ციტირებების ჯამური რაოდენობა - 2858.

დასრულებული სამეცნიერო კვლევებისა და მათი წარმოებაში მასშტაბური დანერგვისათვის, 2003 წელს მას მიენიჭა რუსეთის მთავრობის პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, 2008 წელს მიენიჭა „მოსკოვის რეგიონის სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკის“ საპატიო წოდება. 2005 და 2013 წლებში იგი დაჯილდოვდა: რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკა დე მიის საპატიო სიგელებით; 2008 წელს - რუსეთის გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა ორგანიზაციის მოსკოვის განყოფილების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებული მედლით; 2010 წელს - მოსკოვის რეგიონალური სათათბიროს მადლობის წერილით; 2011 წელს - რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრე ზი დიუმის დიპლომით „2011 წლის საუკეთესო დასრულებული სამეცნიერო გამოკვლევისთვის“; 2010 და 2013 წლებში - რუსეთის მეფრინველეობის კავშირის საპატიო სიგელებით; 2013 წელს - რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საპატიო სიგელით; რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მადლიერებითა და მადლობის წერილით; რუსეთის მეფრინველეობის კავშირისა და რუსეთის სოფლის მეურნეობის აკადემიის მედლით - „რუსეთის მეფრინველეობის აღო რ ძინებისთვის“; 2017 წელს, რუ სეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით, მიენიჭა საპატიო წოდება - „რუსეთის ფედერაციის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე“.

ქავთარაშვილი ა.შ. აქტიურად მო ნაწილეობს სამეცნიერო კადრების (პერსონალის) აღზრდასა და მომზადებაში. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა 9 კანდიდატი. ის რეგულარულად ატარებს მეფრინველეობის ფაბრიკების სპეციალისტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო და წესებულებათა მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს, მასტერკლასებს აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის. ლექციებითა და მოხსენებებით მონაწილეობს სხვადასხვა სემინარში, ფორუმსა და კონფერენციაში.

ქავთარაშვილი ა.შ. გახლავთ: ფრინველის კვერცხისა და ხორცის წარმოების ტექნოლოგიაში სამეცნიერო კვლევის პროცესის კოორდინატორი რუსეთში; მეფრინველეობის მსოფლიო ასოციაციის წევრი, ხარისხის აკადემიის აკადემიკოსი; რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფედერალური სამეცნიერო ცენტრის „რუსეთის მეფრინველეობის სამეცნიერო-კვლევითი და ტექნოლოგიური ინსტიტუტის“ სადისერტაციო საბჭოს, სამეცნიერო საბჭოს, მეთოდიურ კომისიის წევრი; სასწავლო-მეთოდური კლასების დამფუძნებელი; ჟურნალების «Птица и Птицепродукты» და «Вестник аграрной науки» რედკოლეგიის წევრი. ორჯერ შედიოდა რუსეთის ფუნდამენტური კვლევის ფონდის საექსპერტო კომისიაში და იყო ივანოვის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო აკადემიის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე.

1.8 მათე ციხესაშვილი

▲ზევით დაბრუნება


მათე ალექსის ძე ციხესაშვილი დაიბადა 1960 წლის 2 დეკემბერს ახმეტის რაიონის სოფ. ბირკიანში.

0x01 graphic

მათე ციხესაშვილი

1978-1982 წელს სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე.

1983-1987 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმ წიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა.

1988-1990 წლები კითხულობდა ლექციების კურსს ისტორიაში თსუ-სა და ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში.

პარალელურად მუშაობდა საქართველოს არქეოლოგიის ცენტრში უფროს მეცნიერ თანამშრომლად.

1989 წელს, მისი ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრა.

1991 წელს დაინიშნა ახმეტის რაიონის პირველ ვიცე-პრეფექტად.

1991-1997 წწ. - იყო ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პარლამენტის დეპუტატი.

1998 წელს დაინიშნა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად.

ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი.

* * *

წიგნის მომზადების პროცესში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა პანკისის საამაყო შვილი, მათე ციხესაშვილი. მის მიერ გამოგზავნილი ავტობიოგრაფია ძალიან მწირი და მოკრძალებული იყო, თუმცა მისი ნეკროლოგი ისეთი გამორჩეული, სიყვარულით, პატივისცემით, მწუხარებითა და ტკივილით იყო სავსე, რომ ბევრ მოკვდავს შეშურდებოდა.

მათე ციხესაშვილს, ჩეჩნეთ-რუსეთის მეორე კონფლიქტის შემდეგ, 2011 წელს, ევროპამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა და სიცოცხლის ბოლო წუთამდე ქ. სტრასბურგში ცხოვრობდა, სადაც განუკურნებელი სენით დაავადდა და ქ. სტრასბურგის ერთერთ საავადმყოფოში აღესრულა კიდეც.

აი, რას წერდნენ მისი გარდაცვალების შესახებ ქართულ ბეჭდვით მედიასა და სხვადასხვა სოციალურ ქსელში.

კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟი:

„ძალიან ვწუხვარ მათე ციხესაშვილის გარდაცვალების გამო - ვინც მთელი ცხოვრება თავისუფალი საქართველოსა და თავისუფალი იჩქერიის მსახურებას მიუძღვნა.

გასულ საუკუნეში ინგლისელ მწერალ ქალს, ლესლი ბლანჩს დაწერილი აქვს მონუმენტური რომანი იმამ შამილზე და დიდ კავკასიურ ომზე „The sabers of paradise“ - „სამოთხის მახვილები“. სწორედ აქ აღწერილი მიურიდების მსგავსად ედგა მათე გუშაგად და მცველად მშობლიურ კავკასიას“:

„61 წლის ასაკში ემიგრაციაში, კერძოდ, საფრანგეთში, გარდაიცვალა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ლაბორატორიის დამაარსებელი, ზვიად გამსახურდიასა და ჯოხარ დუდაევის თანამებრძოლი, დამოუკიდებელი ჩეჩნეთის პირველი პარლამენტის დეპუტატი მათე ციხესაშვილი.

0x01 graphic

მათე ციხესაშვილი
ჯოხარ დუდაევთან ერთად

1997-1998 წლებში იყო ჩეჩნეთის წარმომადგენელი შვეიცარიის კონფედერაციაში. 1998 წელს დაინიშნა იჩქერიის საერთაშორისო-სამთავრობო დეპარტამენტის თავმჯდომარედ.

მათე ციხესაშვილი საფრანგეთში ცხოვრობდა, სადაც 2011 წლიდან პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა მიღებული.

ის აქტიურად იყო ჩართული პანკისის ხეობაში „ხადორი 3“ და „სამყურწყალი 2“ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტში“.

ლანა მანველი:

„გუშინ უზომოდ გულსატკენი ამბავი შევიტყვე - გარდაიცვალა საქართველოს ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წევრი, ჩეჩნეთის პირველი პარლამენტის დეპუტატი, ისტორიკოსი მათე ციხესაშვილი...

სად აღარ ატარა მძიმე ცხოვრების გზამ. ულამაზესი მშობლიური პანკისის ხეობიდან საფრანგეთამდე, სადაც ბოლოს პოლიტიკური თავშესაფარი მოიპოვა ოჯახთან ერთად. მანამდე კი იყო ქარცეცხლიანი ბრძოლები, საქართველოს თუ იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის... მოლაპარაკებები, მცდელობები... ტკივილიანი და ცრემლიანი შედეგებით...

მათე ციხესაშვილი იყო ჩემი ლექტორი საქართველოში, ასევე პირველი მასპინძელი და თანამდგომი ემიგრაციის პირველივე წუთიდან. საფრანგეთში ჩამოფრენისთანავე მეც და ჩემს ნილიტასაც, მისი გამოისობით, ბევრი ჩეჩენი დობილი თუ ძმობილი დაგვიდგა გვერდით...

ის არასოდეს ჩიოდა საკუთარ პრობლემებზე, გაუარესებულ ჯანმრთელობაზე... ყოველთვის მოძმეზე ზრუნვით იყო დაკავებული. ის იყო კავკასიის ღირსეული შვილი.

სამწუხაროა მასზე წარსულში ლაპარაკი, მიჭირს ოჯახისთვის, მისი ახლობლებისთვის, ქართველებისთვის და ჩეჩნებისთვის სამძიმრის თქმა...

ძალიან ვწუხვარ და სული მტკივა... კარგი ადამიანები არ კვდებიან, არ ქრებიან, ისინი მუდამ ჩვენთან რჩებიან...

ნინო სამუშია:

„არ მინდა დავიჯერო... ჩვენი მათეეე...

ჩვენი უღალატო, მაგარი კაცი!

დიდი კავკასიელი, დიდი ქისტი, დიდი იჩქერიელი!

ნამდვილი კავკასიელი რაინდი!

ეროვნულ მოძრაობის დამსახურებული და თვალსაჩინო წარმომადგენელი.

სწორედ მან გააცნო ზვიად გამსახურდია და ჯოხარ დუდაევი პირველად ერთმანეთს. ის კავკასიის რეგიონში მშვიდობისთვის ზვიად გამსახურდიას სპეციალურ დავალებებს ასრულებდა.

ბატონო მათე იყო ზვიად გამსახურდიას ჭირისუფალი, ბატონ ჯოხართან ერთად და ქელეხის სუფრის ორგანიზატორი.

ბარაქალა, ყველაფრისთვის, მეგობარო!

დაგვაკლდები, მოგვენატრები, მეგობარო...

სიტყვებით ვერ გამოვხატავ გულისტკივილს...

გაცხონოს ღმერთმა...

გისამძიმრებთ ყველას...

დალოცოს ღმერთმა შენი ოჯახი...“

Téa Mokni:

ჩემი საუკეთესო უფროსი მეგობარი, მამობილი, ძალიან ძვირფასი ადამიანი Mate .... არ მინდა მასზე წარსულ დროში საუბარი...დღეს ის სხვა სამყაროს გამორჩეული მგზავრი გახდა...

კრიტიკული სტატიების და სტატუსების პარალელურად, ის ყოველთვის ჩემ გვერდით იდგა, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ქრისტიანი ვიყავი, ბუდისტი, მუსლიმი თუ ათეისტი.... პატივისცემაც გამორჩეული იცოდა... ყოველთვის, იქაც კი, სადაც არ ვაწუხებდი, თავად გრძნობდა და წუხდებოდა, მიცავდა, მმფარველობდა, ის რჩეულთაგან ნამდვილად ერთ-ერთი იყო, ვისაც უანგარო და დიდი სიყვარული უპირობოდ შეეძლო...

მან ადამიანობაც კი ღირსეულად ინება, რაც დღეს, ვგონებ, იშვიათი ნიჭი უნდა იყოს...

იმასაც როდისმე აუცილებლად მოვყვები, ჯერ კიდევ წლების წინ, სრულიად უპატრონოდ, დიდ ქვეყანაში ჩამოსული ორი პატარა გოგო მისმა ერთმა სიტყვამ როგორ შეგვიფარა და გვიპატრონა სხვა ადამიანის ხელით...

და რას აკეთებდა იმისათვის, რომ მშიერი არ ვყოფილიყავი...

ეს კიდევ არაფერია იმ ყველაფერთან შედარებით, რასაც ის მოიმოქმედებდა ხოლ მე ადამიანებისთვის განურჩევლად რასისა, ეროვნებისა თუ აღმსარებლობისა...

სამძიმარიც განსაკუთრებული ერგო, ჯერ საფრანგეთის მიწაზე ღირსეულად დაიტირა კავკასიურმა ემიგრაციამ, შემდეგ კი მშობლიურ კერაზე, პანკისის ისტორიაში პირველად, მის ცხედარს უზარმაზარი ყვავილების თაიგული ამშვენებდა წარწერით: „ზვიად-ჯოხარის თანამებრძოლსა და კავკასიის არწივს ეროვნული ხელისუფლებისგან“.

წავიდა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე ვალმოხდილი, ორივე სამშობლოს - საქართველოსა და ჩეჩნეთის სიყვარულით გულანთებული, მათი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მუხლჩაუხრელად მებრძოლი. მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის მშობლიური პანკისის მიწა, ამინ!

1.9 თემურ მარგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


თემურ (ხვიჩა) ახმადას ძე მარგოშვილი დაიბადა 1962 წლის 5 იანვარს, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში, მოსამსახურის ოჯახში.

0x01 graphic

თემურ მარგოშვილი

1968-78 წლებში სწავლობდა დუისის საშუალო სკოლაში.

1978 წელს შევიდა საქართველოს სასოფლოსამეურნეო ინსტიტუტში, რომლის სრული კურსი სოფლის მეურნეობის მექანიზაციის სპეციალობით დაამთავრა 1983 წელს. ამავე წელს სწავლა გააგრძელა საქართველოს მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში. მისი დამთავრების შემდეგ, 1986 წელს, ამავე ინსტიტუში დაიწყო მუშაობა. სხვადასხვა დროს ეკავა უმცროსი, უფროსი და წამყვანი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობები.

1989 წელს მოიპოვა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

1993 წლიდან სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. სამეცნიერო საქმიანობის პერიოდში გამოქვეყნებული აქვს ოცამდე ნაშრომი, მათ შორის ერთი მონოგრაფია და ორი მეთოდური სახელმძღვანელო. მიღებული აქვს ორი საავტორო მოწმობა გამოგონებაზე.

1996-1999 წლებში მუშაობდა ჩეჩნეთის სამართლისა და საერთშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტში პრორექტორის თანამდებობაზე. პარალელურად ამავე უნივერსიტეტში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.

1999 წლიდან დღემდე მუშაობს სააქციო საზოგადოება ახმეტის „სოფლტექსერვისის“ დირექტორის თანამდებობაზე.

2002-2003 წლებში მონაწილეობა მიღო თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიერ ევროსაბჭოს მხარდაჭერით ორგანიზებულ სემინარებში - „დემოკრატიული ინსტიტუტები და სამოქალაქო საზოგადოება“. მათი დასკვნითი ნაწილი გაიმართა იტალიასა და სტრასბურგში - ევროსაბჭოს შტაბბინაში. მიღებული აქვს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის - ვალტერ შვიმერის ხელმოწერით დადასტურებული სათანადო სერტიფიკატი.

2003 წლის 8 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის № 387 განკარგულებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით( № 06090 ).

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

თავისი თავმდაბლობით, პატიოსანი ცხოვრების წესითა და ჰუმანური ბუნებით საკუთარ ხალხში მოიპოვა დიდი სიყვარული და პატივისცემა.

1.10 მედინა ხანგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


მედინა ხასოს ასული ხანგოშვილი დაიბადა 1968 წლის 24 მაისს, ახმეტის რაიონის სოფ. დუისში, პედაგოგების ოჯახში.

0x01 graphic

მედინა ხანგოშვილი

0x01 graphic

მედინა და მექა ხანგოშვილები
სტუდენტობის წლებში

1985 წელს წარჩინებით დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა.

1991 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტე ტი არაბისტიკის განხრით.

1991-1994 წწ. - მუშაობდა ჩეჩნეთის მინისტრთა კაბინეტის დიასპორებთან ურთიერთობის განყოფილებაში და პარალელურად ასწავლიდა არაბულ ენას ჩეჩნეთის პედაგოგიური უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე.

1994 წელს წარმატებულად დაასრულა ასპირანტურა გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში.

1996-1999 წწ. - ასწავლიდა არაბულ ენას მოსკოვის დისტანციური უნივერსიტეტის გროზნოს ფილიალში.

1998 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ვეინახური დიასპორები სირიასა და იორდანიაში“.

2002-2004 წწ. - მუშაობდა ინგუშეთის სახელ მწიფო უნივერსიტეტში.

2008 წელს დაამთავრა გენტის უნივერსიტეტთან არსებული ნიდერლანდური ენების შემსწავლელი კურსები.

სრულყოფილად ფლობს ექვს ენას: ჩეჩნური, ქართული, რუსული, არაბული, ინგლისური, ნიდერლანდური.

თარგმნის სხვადასხვა ენიდან. თარგმნილი აქვს ცნობილი ჩეჩენი პოეტისა და პუბლიცისტის - აფთი ბისულთანოვის პოეზია ჩეჩნურიდან ქართულ ენაზე.

არის პირველი აღმოსავლეთმცოდნე ქისტებში.

ამჟამად ცხოვრობს ბელგიაში, ჰყავს მეუღლე, ოთხი შვილი და ოთხი შვილიშვილი.

ბელგიაში მცხოვრებ ჩეჩნებსა და ყველა მსურველს უანგაროდ ასწავლის ჩეჩნურ და არაბულ ენებს.

1.11 მექა ხანგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


მექა ხასოს ასული ხანგოშვილი დაიბადა 1969 წლის 30 მაისს ახ მეტის რაიონის სოფ. დუისში, პედაგოგების ოჯახში.

1986 წელს წარჩინებით დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა.

0x01 graphic

მექა ხანგოშვილი

1987-1992 წწ. - სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტ ში, ფიზიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკოსისა და ბიოფიზიკის სპეციალობით.

სხვადასხვა დროს მუშაობდა:

1993-1994 წწ. გროზნოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიოფიზიკის კათედრაზე ასისტენტად;

1999 წლიდან დღემდე - ჩეჩენი ლტოლვილებისა და პანკისელი ქისტების უფლებადამცველად;

1996-1998 წწ. სხვადასხვა ჟურნალგაზეთის - „ახალი 7 დღე“, „დილის გაზეთი“, „ახალი ეპოქა“ და ა.შ. სპეციალურ კორესპონდენტად;

1998-2008 წწ. - საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის, „კავკასიური სახლის“ ჩეჩნურინ გუშური სექტორის ხელმძღვანელად, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად;

2000 წლიდან დღემდე - ექსპერტი კავკასიის საკითხებში.

0x01 graphic

2002-2003 წწ. - პოლიტიკური მოძრაობა „მშვიდობიანი კავკასიის“ გამგეობის წევრი;

2003 წელს პარტიული სიით (რიგით მეორე) კენჭს იყრიდა სა ქარველოს პარლამენტში.

2003 წლიდან დღემდე - არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ფედერაცია კავკასიელ ქალთა კონგრესის“ თავმჯდომარე.

2003-2006 წწ. - შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტ-მაძიებელია ფოლკლორის განხრით.

2004-2006 წწ. - კავკასიის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში კითხულობდა სალექციო კურსს: „კავკასიის ხალხთა ისტორია“.

2004-2007 წწ. - საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა-სემინარიაში (თსუ) უცხოელებს ასწავლიდა ჩეჩნურ ენას.

2004-2008 წწ. იყო კავკასიოლოგიური უნივერსიტეტის ჩეჩნური ენის პედაგოგი.

2007 წ. ეროვნული უმცირესობების შესახებ ფონდ „ჰორიზონტის“ პროექტის ფარგლებში იყო ტელეკომპანია „იმედის“ პროგრამა - „ჩვენი ქვეყნის“ წამყვანი.

2008 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ვაინახური საგმირო ეპოსი“ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

2008-2014 წწ. მუშაობდა რეინტეგრაციის სა კით ხებში სახელმწიფო მინისტრის აპა რატის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს მთა ვარ სპეციალისტად.

2009 წლიდან დღემდე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შექმნილი სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის წევრია.

2012 წლიდან დღემდე - საერთაშორისო საზოგადოებრივკულტურული მოძრაობა „ერთიანი კავკასიის“ გამგეობის წევრი და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი.

2014 წლიდან დღემდე - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარი მრჩეველი.

2017-2021 წწ. იყო საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონ სულტაციო საბჭოს წევრი.

0x01 graphic

მექა ხანგოშვილი მრავალი მრგვალი მაგიდის დელეგატი და ასეულობით კონფერენციის, სემინარისა და სამეცნიერო კონგრესის მონაწილეა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ (ჩეჩნეთი, ინგუშეთი, აზერბაიჯანი, ბელგია, გერმანია, რუმინეთი და სხვ.), წაკითხული აქვს მრავალი საჯარო ლექცია სხვადასხვა თემაზე, არის სხვადასხვა ვორკშოპისა და ტრენინგის მონაწილე.

გამოქვეყნებული აქვს ასეულობით სამეცნიერო სტატია საქართველოს ბეჭდურ მედიასა და მის ფარგლებს გარეთ. არის ათეულობით მონოგრაფიისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

მექა ხანგოშვილი არის ქართულ-ვაინახური ურთიერთობების, ასევე, პანკისის ხეობის კულტურული ისტორიის წარმოჩენისა და განვითარების კუთხით ორგანიზებული ასეულობით ღონისძიების ორგანიზატორი და წამყვანი. ორ ათეულ წელზე მეტია, რაც მექა ხანგოშვილს ქართულ და უცხოურ მედიაში იწვევენ ექსპერტის სახით, არის ათეულობით გადაცემისა და სხვადასხვა პოლიტიკური თოქშოუს სტუმარი.

განსაკუთრებულია მისი წვლილი პანკისელი ახალგაზრდების სწავლა-განათლებისა და მათი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის საქმეში. წლების განმავლობაში მისი თაოსნობით საქათველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწვალებელში უგამოცდოდ ირიცხებოდნენ პანკისელი ახალგაზრდები.

ის იშვიათი გამონაკლისია იმ საჯარო მოხელეებს შორის, რომელიც ყოველთვის დგას სიმართლის მხარეს, უარს არ ამბობს მორალურ პრინციპებზე და მედგრად იცავს სახელმწიფო ინტერესებს, პანკისის ხეობასა და მის მოსახლეობას.

მიღებული აქვს სიგელები და ჯილდოები:

2004 წელს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მიერ დაჯილდოვდა სპეციალური მედლით ქალთა პრობლემებზე წარდგენილი პროექტების გამო, რომელიც საზეიმო ვითარებაში გადაეცა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ.

2010 წლის მარტში გადაეცა კავკასიის ცივილიზაციის, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ინსტიტუტის „კავკასიონის“ საპატიო დიპლომი საჯარო აღიარებით - კავკასიის ცივილიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო.

2013 წლის 23 თებერვალს დაჯილდოვდა აფხაზეთის კონფლიქტში დაღუპულთა ოჯახების შერიგებისა და თანადგომის ჰუმანიტარული მომსახურების კავშირი „დიოსკურია - 2005“ ის მიერ მშვიდობის ვარსკლავითა და დროშით კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარების საქმეში შეტანილი წვლილის გამო.

2015 წლის ოქტომბერში მიენიჭა დავით აღმაშენებლის აკადემიის საპატიო პროფესორის წოდება.

2016 წლის თებერვალში საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გადაეცა საპატიო სიგელი მშობლიური ჩეჩნური ენის (ქისტური დიალექტის) დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი გამორჩეული წვლილის გამო.

2016 წლის ივნისში გახდა საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებული ზეპირსიტყვიერების დარგში (შემკრები).

2017 წლის სექტემბერში გადაეცა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მადლობის სიგელი ქართულ-ვაინახურ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

2018 წელს საერთაშორისო ფესტივალის FIESTALONIA MILENIO (ესპანეთის სამეფო) და ქალაქის საბჭოს LLORET DE MAR (ესპანეთის სამეფო) მიერ დაჯილდოვდა სპეციალური დიპლომით საქართველოსა და ესპანეთს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

2022 წელს საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაჯილდოვდა სპეციალური დიპლომით მშობლიური ენის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

2023 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გადაეცა მადლობის სიგელი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში წარმატებული საქმიანობისთვის.

წიგნის - ახმეტის თანავარსკვლავედის მიხედვით

1.12 ლია მუთოშვილი

▲ზევით დაბრუნება


ლია ხანგოშვილი-მუთოშვილისა დაიბადა 1971 წლის 13 სექტემბერს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში.

0x01 graphic

ლია მუთოშვილი

1977-1988 წწ. - სწავლობდა დუისის საშუალო სკოლაში.

1996 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი.

2013 წელს დაამთავრა ასპირანტურა შემდეგი მიმართულებით 06.06.01 - „ბიოლოგიური მეცნიერებები“, სპეციალობა 03.02.11 - „პარაზიტოლოგია“ (სოფლის მეურნეობის სამინისტრო რუსეთის ფედერაცია ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი განათლების ვიატკის სახელმწიფო სასოფლო აკადემია, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საბიუჯეტო საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი განათლების ჯანდაცვის სამინისტროს კიროვის სამედიცინო აკადემია).

2015 წლიდან არის სრული წევრი პროფესიული საზოგადოების „სამეცნიერო სამედიცინო საზოგადოება ანატომიკოსები, ჰისტოლოგები და ემბრიოლოგები“.

2015 წელს გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო კურსები - „თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიები“.

2017 წლის 25 იანვარს მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. ქ. მოსკოვი.

0x01 graphic

2017 წელს გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო კურსები - „სასწრაფო დახმარების პირველადი დახმარება“.

2018 წელს გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო კურსები - „საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განათლებაში“.

2019 წელს გაიარა კვალიფი კაციის ასამაღლებელი სასწავლო კურსები - „უმაღლესი განათლების პედაგოგიკა და ფსიქოლოგია“.

2018 წლამდე მუშაობდა ვიატკის სახელმწიფო სასოფლო აკადემიაში დიაგნოსტიკის, თერაპიის, მორფოლოგიისა და ფარმაკოლოგიის კათედრაზე ანატომიისა და ჰისტოლოგიის მასწავლებლად.

2014 წლიდან დღემდე მუშაობს კიროვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჰისტოლოგიის, ემბრიოლოგიისა და ციტოლოგიის კათედრაზე, დოცენტი.

გამოქვეყნებული აქვს 55 სამეცნიერო ნაშრომი.

1.13 ლელა მახაური

▲ზევით დაბრუნება


ლელა მიხეილის ასული მახაური დაიბადა 1977 წლის 25 იანვარს ახმეტის რაიონის სოფ. ჯოყოლოში, მოსამსახურეების ოჯახში.

1994 წელს დაამთავრა ჯოყოლოს საშუალო სკოლა.

1995 წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახე ლობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფა კულ ტეტზე, არაბული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ბაკალავრიატი (არაბული და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, თარჯიმნის კვალიფიკაციით) და სწავლა გააგრძელა მაგისტრატურაში, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა 2001 წელს.

1999-2000 წწ. უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიარა ენობრივი სტაჟირება ეგვიპტის არაბულ რესპუბლიკაში. სწავლობდა კაიროს არაბული ენის ინსტიტუტში, რომელიც განკუთვნილია უცხოელთათვის, სადაც დაამთავრა უმაღლესი საფეხური და მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატი.

2001-2004 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში. 2003 წელს, როგორც ასპირანტი, იმყოფებოდა ეგვიპტეში, კაიროს უნივერსიტეტის არაბული ენის სწავლების ცენტრში ერთთვიან საკვალიფიკაციო კურსებზე. აქვე, კაიროს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში (راد مولعلا - მეცნიერებათა სახლი) და კაიროს ამერიკის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოიპოვა არაბულენოვანი სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურა.

0x01 graphic

ლელა მახაური

2002 წელს სწავლობდა ქ. ვიურცბურგში (გერმანია) გერმანული ენის შემსწავლელ კურსებზე უცხოელთათვის და ამავე ქალაქის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოიპოვა სპეციალური გერმანულენოვანი სამეცნიერო ლიტერატურა.

2005 წელს დაიცვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომი „არაბული მარსია“1 და მისი პარალელები კავკასიურ ფოლკლორში“. სპეციალობა 10.01.06 - მახლობელი აღმოსავლეთის ხალხთა ლიტერატურა. ნაშრომი შესრულდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სემიტოლოგიის კათედრაზე (სამეცნიერო ხელმძღვანელი: ფილოლოგიის მევნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა ფურცელაძე).

სადისერტაციო ნაშრომი მიზნად ისახავდა არაბული მარსიის სხვადასხვა ეტაპზე შესწავლასა და შედარებას, მისი არსებითი ნიშნების გამოვლენას, არაბული მარსიის, ქართული და ჩეჩნური ხმით ნატირალის („თიიჟამ“) შედარების საფუძველზე მათი ტიპოლოგიური მსგავსების, საერთო მოტივებისა და თემების გამოვლენას და აგრეთვე განმასხვავებელი, სპეციფიკური ნიშნების წარმოჩენას.

2005 წელს სემიტოლოგიის კათედრაზე კითხულობდა ლექციების კურსს არაბული ენის ეგვიპტურ დიალექტში.

2010 წელს გამოსცა „ქართულ-რუსული სასაუბრო“ («Русско-грузинский разговорник»), ქ. მოსკოვი, გამომცემლობა „ტოლმაჩ სტ“.

2013-2017 წლებში მუშაობდა ქ. მოსკოვში გაეროს წარმომადგენლობის პარტნიორ ორგანიზაციაში (БФ «Здоровье и жизнь») არაბული და ინგლისური ენის თარჯიმნად.

2015 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. მოსკოვში გაეროს წარმომადგენლობის პარტნიორ ორგანიზაციაში (МОБО «Вера, Надежда, Любовь») თარჯიმნად.

მშობლიური ჩეჩნური და ქართული ენების გარდა ფლობს არაბულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

____________________

1. „მარსია“ არაბული გლოვის ლექსია. გლოვის ჟანრი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უძველესი ჟანრია. ეს ჟანრი არაბული ლიტერატურის კლასიკურ ჟანრს წარმოადგენს, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ ისლამამდელ პერიოდში იღებს. გლოვის ჟანრი დასტურდება აგრეთვე კავკასიის ხალხთა ფოლკლორშიც, მათ შორის ქართულსა და ჩეჩნურ ფოლკლორში.

1.14 ნინო ბორჩაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ნინო ელდარის ასული ბორჩაშვილი დაიბადა 1977 წლის 25 თებერვალს ახმეტის რაიონის სოფ. ჯოყოლოში.

0x01 graphic

ნინო ბორჩაშვილი

1993 წელს დაამთავრა ჯოყოლოს საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ჩეჩნეთის სახე ლ მწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტზე.

2003 წელს დაამთავრა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის სრული კურსი სამკურნალო საქმის სპეციალობით.

2003-2006 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში. 2007 წლის მარტში მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარადგინა შემდეგი დისერტაცია: „ურეტალური მიკრობული ბიოცენოზის თავისებურებები რეპროდუქციული ასაკის ქალებში“.

ამჟამად ცხოვრობს ბელგიაში, ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

1.15 მალხაზ გუმაშვილი

▲ზევით დაბრუნება


მალხაზ ლაბაზას ძე გუმაშვილი დაიბადა 1977 წლის 29 ნოემბერს ახმეტის რაიონის სოფელ ჯოყოლოში.

1999 წელს დაამთავრა დაღესტნის სახელმწიფო უნივერსიტეტი „ფინანსები და კრედიტის“ სპეციალობით.

უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ სწავლას აგრძელებს ქალაქ მოსკოვში პლეხანოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში და პარალელურად მუშაობს კომპანია „ნეოკონში“, ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტში, მთავარ კონსულტანტად.

2005 წელს იცავს სა დოქტორო დისერტაციას და ინიშნება პლეხანოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო კვლევების ლაბორატორიის გამგედ, ხოლო 2006 წლიდან ამავე უნივერსიტეტში იწყებს ლექციების კურსს საბანკო საქმეთა კათედრაზე.

2013 წლიდან შპს «ДЛК» ფედერალური ლოჯისტიკის ოპერატორის გენერალური დირექტორია. პარალელურად აგრძელებს ლექციების კითხვას. მის მიერ წაკითხული ლექციები საყოველთაო ინტერესის საგანი ხდება.

2017-18 წლებში არის ქ. მოსკოვის „ჯიტი გრუპის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ხოლო 2018-2019 წლებში მოსკოვის „თრეიდინგ პარტნიორსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.

2019 წლის მარტიდან მუშაობს ქალაქ კალინინგრადში ბალტიისპირეთის გემთმშენებელი ქარხნის „იანტარის“ დირექტორის თანაშემწედ, ხოლო ორი თვის შემდეგ კი ამავე გემთმშენებელი ქარხნის გენერალური დირექტორის მოადგილედ, რომლის ქარხანაშიც დასაქმებულ მუშათა რაოდენობა 5000 ადამიანს შეადგენს.

ფლობს ჩეჩნურ, ქართულ. რუსულ, ინგლისურ და ებრაულ ენებს.

1.16 რუსლან მარგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

რუსლან მარგოშვილი

რუსლან იზნაურის ძე მარგოშვილი დაიბადა 1980 წლის 8 იანვარს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში.

1997 წ. დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა.

1999-2002 წ. დაამთავრა საუდის არაბეთის დედაქალაქ ელრიადში არსებული მეფე საუდის უნივერსიტეტის არაბული ენის ფაკულტეტი.

2002-2003 წ. დაეუფლა უმაღლეს დიპლომს არაბული ენის სპეციალობით.

2003-2008 წ. დაამთავრა მეფე საუდის უნივერსიტეტის პედაგოგიის ფაკულტეტი.

2016 წ. დაამთავრა ისტორიის ფაკულტეტი მაგისტრის ხარისხით.

2017 წლიდან მეფე საუდის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტის დოქტორანტია.

2017 წ. გამოცემული აქვს ისტორიული წიგნი არაბულ ენაზე სათაურით: „ოსმანეთ-სეფიანთა ურთიერთობები საქართველოსა და აღმოსავლეთ კავკასიის შესახებ“. ამჟამად მუ შაობს სადოქტორო თემაზე: „კავკასიისა და რუსეთის თათრების კულტურული კავშირები დასავლეთ საუდის არაბეთთან“.

რუსლან მარგოშვილს წაკითხული აქვს საჯარო ლექციები სხვადასხვა დარგში ისტორიული განხრით.

მონაწილეობა აქვს მიღებული საუდის არაბეთის ტელე და რადიო გადაცემებში. არის სამეცნიერო სტატიების ავტორი.

1.17 ადლან მარგოევი

▲ზევით დაბრუნება


ადლან რამზანას ძე მარგოშვილი დაიბადა 1994 წელს ქალაქ არკადაკში, სარატოვის ოლქში. არის პანკისის ხეობის სოფელ დუ ისში პირველი განათლების კერის-სკოლის დამფუძნებლის, უსუფ მარგოშვილის პირდაპირი შტოს წარმომადგენელი.

2005 წლიდან მისი ოჯახი საცხოვრებლად გადადის ქ. მოსკოვში და ადლანი 11 წლის ასაკიდან ცხოვრობს რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში.

2010 წელს მან ოქროს მედლზე დაამთავრა სკოლა ქ. მოსკოვში.

არის იგორ მოისეევის სახელობის სახელმწიფო აკადემიური ხალხური ცეკვის ანსამბლის სტუდია - სკოლის კურსდამთავრებული.

2011 წელს, როგორც ქორეოგრაფიული სკოლის წევრი, მან ესპანეთის დედოფლის თანდასწრებით შესანიშნავად იცეკვა „ფლამინგო“.

2012 წელს ჩაირიცხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში (МГИМО). ფლობს ინგლისურ და სპარსულ ენებს, მშობლიური ჩეჩნურსა და რუსულ ენებთან ერთად.

2015 წელს მან დაასრულა ენის სწავლება (სტაჟირება) თეირანში, ხოლო დიპლომის-შემდგომი პრაქტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. არის სპარსული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადების პრიზიორი სრულიად რუსეთის (2015 წ.) და საერთაშორისო (2016 წ.) მასშტაბით.

2015-2016 წლებში იყო მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (МГИМО) სამეცნიერო სტუდენტური საზოგადოების თავმჯდომარე.

2016-2018 წლებში სწავლობდა მაგისტრატურაში ორმაგი ხარისხის პროგრამის ფარგლებში МГИМО-სა და მონტერეის საერთაშორისო კვლევების მიდლბერის ინსტიტუტში (კალიფორნია, აშშ), ორივე დიპლომი დაიცვა წარჩინებით.

არის ირანისტიკის სპეციალისტი, გლობალური უსაფრთხოებისა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებში.

2017-2019 წლებში იგი იყო კვლევითი პროგრამის „რუსეთი და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა“ დირექტორი, ამ საკითხის წამყვანი რუსეთის არასამთავრობო ექსპერტთა ცენტრის, რუსული სამეცნიერო კვლევითი სპეციალიზირებული ცენტრის ხელმძღვანელი, ხოლო 2020 წლამდე - ყოველთვიური ბიულეტენის „ბირთვული კონტროლის“ მთავარი რედაქტორი.

0x01 graphic

ადლან მარგოევი

კოორდინაციას უწევდა რუსულ-ამერიკული საექსპერტო ჯგუფების მუშაობას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებში.

2019 წლიდან ის მუშაობს ანალიტიკოსად და მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს МГИМО-ს საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის სტრატეგიული განვითარების სფეროში. ახორციელებს საერთაშორისო ურთიერთობების სამეცნიერო კვლევას მრავალმხრივი ანალიზის მეთოდების გამოყენებით.

მისი სამეცნიერო შრომები ქვეყნდება წამყვან სამეცნიერო და საექსპერტო პუბლიკაციებში“ (ბრიტანული ჟურნალი „Caucasus Survey“, რუსული ჟურნალი „პოლიცია. პოლიტიკური კვლევები“, გაეროს განიარაღების ოფისის არაპერიოდული გამოცემის სპეციალური გამოცემა და სხვ.), გაზეთებში („კო მერსანტი“, „იზვესტია“).

კომენტარს აძლევს რუსულ და უცხოურ მასმედიას, იწვევენ ექსპერტის სახით რადიოსა და ტელევიზიებში.

ადლან მარგოევი არის რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს ახალგაზრდა საერთაშორისო ჟურნალისტთა კონკურსის ფინალისტი (2016).

2020 წლიდან იგი იარაღის კონტროლის მოლაპარაკებების აკადემიის კონსულტანტია, ასევე რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის დაქვემდებარებაში მყოფი რუსეთის მეცნიერთა კომიტეტის ახალგაზრდული ფილიალის წევრი.

ადლანი ლექციებს კითხულობდა რუსეთის პირველი პრეზიდენტის ბორის ელცინის სახელობის ურალის ფედერალურ უნივერსიტეტში (УРФУ), ეროვნულ კვლევითი ბირთვულ უნივერსიტეტში (МИФИ), ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში (ВШЭ), პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში (СПБГУ) და ჩრდ. ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში (СОГУ).

მისი ჰობია მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო, ნამყოფია გობის უდაბნოსა და კურილიის კუნძულებზე, ბორანებით იმოგზაურა არქტიკულ და წყნარ ოკეანეებში. მოგზაურობს მთებში - ზღვის დონიდან 5300 მეტრ ნიშნულს მიაღწია ელბრუსზე. სრიალებს სამთო თხილამურებზე. იღებს დოკუმენტურ სამეცნიერო - პოპულარულ ფილმებს. უნივერსიტეტის პერიოდში ტყვიის სროლაში გამოსცადა საკუთარი თავი - აიღო II კატეგორია.

2020 წლიდან დაკავებული იყო მხატვრული ტანვარჯიშით. უყვარს ჯაზი.

1.18 თინა ფარეულიძე

▲ზევით დაბრუნება


თინა ნუგზარის ასული ფარეულიძე დაიბადა 1994 წლის 8 ივლისს სოფელ ბირკიანში. 2012 წელს დაამთავრა სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლა და სწავლა გააგრძელა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულებაზე.

0x01 graphic

თინა ფარეულიძე

2016 წელს ჩააბარა იმავე უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე კავკასიოლოგიის განხრით და ამჟამად არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის დოქტორანტი. მისი საკვლევი თემაა „პანკისი თანამედროვე საქართველოს ჩრდილოკავკასიურ პოლიტიკაში (1991 წლიდან დღემდე)“.

2018 წელს თინამ, თავის რამდენიმე მეგობართან ერთად, დააარსა ა(ა)იპ „ახალგაზრდები პანკისის განვითარებისათვის“.

თინა 2019 წლიდან მუშაობს USAID-ის პანკისის სათემო კავშირში, თემის მობილიზატორად, 2023 წლიდან დღემდე კი საქართველოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის კოორდინატორია.

არის პანკისის მომავალი თაობის აქტიური და წარჩინებული სახე.

აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქ ტიც, რომ თინა ფარეულიძე არის, ერთ-ერთი სანიმუშო პანკისელი პედაგოგისა და ღირსეული მოქალაქის, ნაზი ბორჩაშვილის ერთადერთი ქალიშვილი.

ნაზი ბორჩაშვილი სტუდენტობის წლებიდან დღემდე აქტიურად იბრძვის პანკისის ხეობის უკეთესი კუთხით წარმოჩენისა და განვითარებისათვის, არის გამორჩეული საზოგადოებრივი ფიგურა, რომელიც აქტიურად არის ჩართული პანკისელი ახალგაზრდების აღზრდისა და მათ ქართულ სა ზო გადოებაში ინტეგრაციის საპასუხისმგებლო საქმეში, გამოირჩევა სახელმწიფოებრივი აზროვნებითა და პატრიოტული სულისკვეთებით.

1.19 ქისტი პედაგოგები

▲ზევით დაბრუნება


განათლებულსა და გაუნათლებელ ადამიანს შორის
ისეთივე განსხვავებაა, როგორიც
მკვდარსა და ცოცხალს შორის“.

არისტოტელე

ნამდვილი პედაგოგი არ არის ის, ვინც მუდმივად
გწვრთნის, არამედ ის, ვინც გეხმარება, გახდე
საკუთარი თავი“.

ა. სვეტლოვი

0x01 graphic

დუისის საჯარო სკოლის პედკოლექტივი.
1964 წელი

0x01 graphic

დუისის საჯარო სკოლის პედკოლექტივი

1.20 ბააზეი ბორჩაშვილი - პირველი ქისტი ქალი პედაგოგი

▲ზევით დაბრუნება


ბააზეი იდეის ასული ბორჩაშვილი დაიბადა 1920 წელს ახმეტის რაიონის სოფ. ჯოყოლოში. დაამთავრა სოფ. ჯოყოლოს საშუალო სკოლა, შემდეგ სწავლა გააგრძელა თელავის პედაგოგიურ ტექნიკუმში. სწავლის დამთავრების შემდეგ ბააზეი უბრუნდება მშობლიურ სოფელსა და იწყებს დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობას. ის არის პირველი ქისტი პედაგოგი ქალი პანკისის ისტორიაში. სარგებლობდა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ხეობის მოსახლეობაში.

0x01 graphic

ბააზეი ბორჩაშვილი

ბააზეი ბორჩაშვილი ცოლად გაჰყვა შემორიგებულ აბრაგს ჩოქა ხოჟაევსა და მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა წინაპართა სამშობლოში - ჩეჩნეთში.

გარდაიცვალა 2018 წელს.

1.21 მარიამ დაქიშვილი

▲ზევით დაბრუნება


მარიამ (მარუსა) სიმონის ასული დაქიშვილი დაიბადა 1922 წელს სოფ. ჯოყოლოში. დაამთავრა ჯოყოლოს შვიდწლიანი სკოლა და შემდეგ სწავლა გააგრძელა თელავის პედაგოგიურ ტექნიკუმში. ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ სოფელს და მუშაობა დაიწყო ჯოყოლოს შვიდწლიან სკოლაში დაწყებით კლასების მასწავლებლად.

პარალელურად მუშაობდა ასაკოვან მოსახლეობასთან, ვისაც წერა-კითხვის შესწავლის სურვილი ჰქონდა, ასწავლიდა ქართულ ანაბანსა და წერა-კითხვას.

მინიჭებული აქვს დამსახურებული მასწავლებლის წოდება.

გარდაიცვალა 2004 წელს.

1.22 ბისოლთი მარგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


ბისოლთი სეიფანტის ძე მარგოშვილი დაიბადა 1923 წელს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში.

1940 წელს დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორიის ფაკულტეტზე.

1945 წელს, ინსტიტუტის დამთავრებისთანავე, მუშაობა დაიწყო თავის მშობლიურ სკოლაში ისტორიის მასწავლებლად.

1953 წლიდან მუშაობა გააგრძელა პანკისის ხეობის სოფ. დუმასტურის რვაწლიანი სკოლის დირექტორად.

1954 წელს ინიშნება სოფ. დუისის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ.

1956 წლიდან მუშაობას აგრძელებს ახმეტის პარტიის რაიკომის ინსტრუქტორად.

იმ წლებში ბისოლთი მარგოშვილი აქტიურად იყო ჩართული ჩეჩენ-ინგუში აბრაგების შემორიგების საკითხებში, იყო ცნობილი აბრაგ ახმად ხუჩბაროვის თარჯიმანი.

1959 წლიდან მოსახლეობის მოთხოვნით ხელმეორედ ინიშნება სოფელ დუისის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ.

1962-1964 წწ. მუშაობდა ქ. გროზნოში, ჩეჩნეთინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის მშენებლობის სამინისტროში, მინისტრის პირველ მოადგილედ. მიუხედავად ასეთი თანამდებობისა და კარიერული პერსპექტივისა, ის უბრუნდება მშობლიურ მხარეს.

0x01 graphic

ბისოლთი მარგოშვილი

1965 წელს ამთავრებს ქ. თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინტიტუტს, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. იმავე წელს მუშაობას იწყებს სოფელ დუისის საშ. სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. იყო ორგანიზატორი აღმზრდელობით დარგში.

იყო თავისი ხალხის დიდი პატრიოტი, აქტიურ მონაწილეობას იღებდა პანკისის ხეობის ყველა საჭირბოროტო საკითხში, გამოირჩეოდა სიბრძნითა და აღმზრდელობითი ნიჭით.

1979 წელს მიენიჭა სსრ კავშირის წარჩინებული განათლების მუშაკის წოდება. დაჯილდოებულია სამკერდე ნიშნითა და დიპლომით.

12 წლის განმავლობაში იყო პერსონალური პენსიონერი.

გარდაიცვალა 2012 წლის სექტემბერში, 89 წლის ასაკში.

1.23 შოაიფ ხანგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


შოაიფ რაჟაფას ძე ხანგოშვილი დაიბადა 1926 წელს პანკისის ხეობის სოფელ დუისში.

0x01 graphic

შოაიფ ხანგოშვილი

1933-1943 წწ. სწავლობდა დუისის საშუალო სკოლაში.

1945-1950 წწ. მიიღო უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა ფიზიკოსის კვალიფიკაციითა და ამავე დროს მიიღო ოფიცრის წოდებაც.

1951-1957 წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში სამხედრო საზღვაო გემზე ქ. სევასტოპოლში, სადაც მიიღო კაპიტნის წოდება.

1958 წლიდან მუშაობა დაიწყო დუისის საშუალო სკოლაში. ასწავლიდა ფიზიკასა და ასტრონომიას.

წლების განმავლობაში მუშაობდა დუისის საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ.

როგორც დუისის პედკოლექტივში, ასევე სრულიად პანკისის მოსახლეობაში სარგებლობდა უდიდესი ავტორიტეტითა და სიყვარულით. იყო უაღრესად პატიოსანი და გაწონასწორებული ადამიანი, შრომისმოყვარე და კეთილშობილი.

ჰყავდა სანიმუშო ოჯახი, მეუღლე და ხუთი შვილი.

0x01 graphic

კაპიტანი შოაიფ ხანგოშვილი

გარდაიცვალა 1973 წელს. თანამემამულეებმა გულმხურვალედ დაიტირეს ტრაგიკულად დაღუპული, საიქიოში უდროოდ გადასული შვილი. შოაიფ ხანგოშვილი დღემდე ცოცხლობს არა მხოლოდ ოჯახის წევრებისა და ახლობლების გულებში, არამედ მთელი ხეობის მოსახლეობა დიდი პატივითა და მოკრძალებით იხსენებს ჭეშმარიტი მამულიშვილის სახელს.

ლაბაზ ქავთარაშვილი

ლაბაზ ჩიღოს ძე ქავთარაშვილი დაიბადა 1928 წლის 25 მაისს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში.

0x01 graphic

ლაბაზ ქავთარაშვილი

მამა ჩიღო მადაის ძე ქავთარაშვილი, დაბადებული 1888 წელს და დედა ელისო ბაღაკაშვილი, დაბადებული 1894 წელს, დუისის კოლმეურნეობის წევრები იყვნენ,

პირველი დაწყებითი სწავლა-განათლება მიიღო დუისის საშუალო სკოლაში, სადაც სწავლობდა 1934 წლიდან 1944 წლამდე - დუისის საშ. სკოლის პირველი გამოშვება.

1944 წელს აღნიშნული სკოლის სრული კურსის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის, ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1946 წელს.

1946 წლის 20 აგვისტოდან მუშაობას იწყებს დუისის საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

1947 წლის სექტემბრიდან სწავლა გააგრძელა ქ. თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. იყო ცნობილი ქართველი მეცნიერის აკაკი შანიძის წარჩინებული სტუდენტი.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1949 წლის აგვისტოში გაანაწილეს საქართველოს სსრ ქლუხორის რაიონის სოფ. ბარის რვაწლიან სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

1953 წლის აგვისტოდან მშობლიურ სკოლაში ბრუნდება ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად.

იყო პიონერული და კომკავშირული ორგანიზაციების ხელმძღვანელი.

1961 წელს საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს მიერ დუისის საშუალო სკოლის ღვაწლმოსილი, ნიჭიერი და გამოცდილი პედაგოგი ლაბაზ ქავთარაშვილი ჯილდოვდება საქარ თვე ლოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 40 წლისთავთან და კავშირებით საპატიო სიგელითა და სპეციალური ორდენით.

1985 წელს კი საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს ბრძანებულებით ხანგრძლივი, ნაყოფიერი და კეთილსინდისიერი მოღვაწეობი სათვის იგი ჯილდოვდება „შრომითი მამაცობის მედლით“.

თავისი ხანგრძლივი პედაგოგიური მუშაობის მანძილზე ლაბაზ ქავთარაშვილი კიდევ მრავალჯერ იყო დაჯილდოებული ქებისა და ღირსების სიგელებითა და მედლებით.

ლაბაზ ქავთარაშვილს პედაგოგიური მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდა, ითვლებოდა საუკეთესო ფილოლოგად არა მხოლოდ მშობლიურ რაიონში, არამედ მთელი საქართველოს მასშ ტა ბით. იყო წამყვანი სპეციალისტი ახმეტის რაიონში, თავის სპეციალობას დაუფლებული იყო მეცნიერულ დონემდე.

განათლების სამინისტროს მიერ, სხვადასხვა დროს, მიწვეული იყო პედაგოგიური უმაღლესი სასწავლებლის მისაღებ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის მიმღები კომისიის წევრად.

იყო საუკეთესო პედაგოგი და აღმზრდელი. თავისი ხალხის დიდი ქომაგი, მასზე მზრუნველი და მოსიყვარულე. დიდი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობდა სკოლასა და მოსახლეობაში.

თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის ბოლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილი იყო საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდებაზე. სამწუხაროდ, ვერ მოესწრო ამ ჯილდოს მიღებას.

გარდაიცვალა 1998 წლის 28 აგვისტოს.

პანკისის ხეობის მოსახლეობა თავის ღირსეულ შვილსა და საუკეთესო აღმზრდელს შემდეგი სიტყვებით დაემშვიდობა: „ძვირფასო ჭირისუფალნო, ქალბატონებო და ბატონებო! ლაბაზა მასწავლებელი იყო ღირსეული ოჯახისა და კარგი შვილების აღმზრდელი მამა, მეგობრის - კარგი მეგობარი, სტუმართმოყვარე, დიდი ნებისყოფის, ღრმა ცოდნის, ზეპროფესიონალიზმის, გამჭრიახი გონების, ჰუმანური ბუნების, დისციპლინიანი, კეთილშობილური თვისებებისა და მაღალი ზნეობისა და მორალური პრინციპების მატარებელი ადამიანი და, რაც ყველაზე მთავარია, თავისი ქვეყნისა და ხალხის დიდი პატრიოტი... მსუბუქი იყოს მისთვის მშობლიური პანკისის მიწა“ (ამონარიდი მის დაკრძალვაზე წაკითხული გამოსამშვიდობებელი სიტყვიდან).

1.24 ოლია მარგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


ოლია დუბაის ასული მარგოშვილი დაიბადა 1934 წლის 28 ნოემებერს ახმეტის რაიონის, სოფ. დუისში, მარავალშვილიან გლეხის ოჯახში.

1942 წელს შევიდა დუისის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1953 წელს.

1953 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩი ნე ბით დაამთავრა 1958 წელს.

1958 წელს დაიწყო მუშაობა მშობლიურ დუისის სა შუალო სკოლაში ქიმიის მასწავლებლად. 1961 წელს ჩაირიცხა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რიგებში.

0x01 graphic

ოლია მარგოშვილი

1963 წელს დააწინაურეს ამავე სკოლის დირექტორის თანამდებობაზე. იმ დროისთვის დუისის სკოლა იყო ერთადერთი საშუალო სკოლა მთელი პანკისის ხეობის მასშტაბით. სკოლაში ირიცხებოდა 800-მდე მოსწავლე.

სკოლასთან არსებობდა სასკოლო ინტერნატი, სადაც სხვა სოფლებიდან მოსული ბავშვები ცხოვრობდნენ.

სკოლასთან არსებობდა საღამოს სკოლაც. ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა პირველი დირექტორი ქისტი ქალი, ოლია მარგოშვილი. მას უხდებოდა ზემდგომ ორგანოებთან მუდმივი კონტაქტები ადგილზე არსებული მდგომარეობის გაცნობასთან დაკავშირებით. მისი მრავალჯერადი მიმართვებისა და თხოვნების შედეგად მოხდა სკოლის უკვე არსებული შენობისთვის ახალი შენობის მიშენება, ასევე სასკოლო ინტერნატის მშენებლობის დაწყებაც, რომელიც 2 წელიწადში დასრულდა.

1975 წლიდან მუშაობა გააგრძელა რიგით მასწავლებლად.

მისი მოსწავლეები მუდმივად იღებდნენ მონაწილეობას რაიონულ და რესპუბლიკურ ღონისძიებებში. წლების განმავლობაში ხელმძღვა ნელობდა რაიონის ქიმიის მასწავლებელთა მეთოდურ გაერთიანებას, მინიჭებული ჰქონდა უფროსი მასწავლებლის წოდება.

ახმეტის რაიონის ხელმძღვანელობის წარდგენით ხშირად იღებდა მონაწილეობას ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის აბიტურიენტთა მისაღებ გამოცდებში.

მრავალჯერ იყო არჩეული რაიონული და ადგილობრივი საბჭოების დეპუტატად.

0x01 graphic

დუისის საშუალო სკოლის მოსწავლეები
ქიმიის გაკვეთილზე

ოლია მარგოშვილი თავდაუზოგავად მუშაობდა პანკისელი ახალგაზრდების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციისა და მათი მოტივაციის ამაღლებისათვის. დიდია მისი წვლილი საკუთარი ხალხის განათლების საქმეში.

მისი დაუღალავი შრომა, მუდმივი ზრუნვა პანკისელი ახალგაზრდების განათლებაზე და 35 წლიანი პედაგოგიური მუშაობა მრავალჯერ დაფასდა. იგი დაჯილდოებულია მედლებით, სხვადასხვა საპატიო სიგელებითა და ჯილდოებით.

ჰყავს ორი შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები.

1.25 რუსუდან გუმაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ძანუა (რუსუდან) აბდულას ასული გუმაშვილი დაიბადა 1940 წლის 12 ოქტომ ბერს ახმეტის რაიონის სოფ. ჯოყოლოში.

0x01 graphic

რუსუდან გუმაშვილი

დაწყებითი განათლება მიიღო ჯოყოლოს რვაწლიან სკოლაში, შემდეგ სწავლა გააგრძელა დუისის საშ. სკოლაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა1958 წელს.

1958 წელს ჩაირიცხა ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფიზიკა-მათემა ტიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1963 წელს და მიენიჭა საშუალო სკოლის მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია.

1963 წელს იწყებს მუშაობას სოფ. დუისის საშუალო სკოლისა და სოფლის ახალგაზრდობის საღამოს საშ. სკოლის ფიზიკა-მა თე მატიკის მასწავლებლად.

პედაგოგად მუშაობის პერიოდში რუსუდან გუმაშვილი იყო რაიონის განათლების მედალოსანთა ნაწერების გასწორების კომისიის წევრი. პარალელურად მუშაობდა რაიკომის საზოგადოებრივი ცოდნის გასავრცელებლად.

1980 წლის 10 სექტემბერს იგი დაინიშნა დუისის საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილედ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში.

მეუღლესთან, პედაგოგ მუხმად ქავთარაშვილთან ერთად, ის მრავალი წლის განმავლობაში ღირსეულად ემსახურა მომავალი თაობის აღზრდის მეტად საპასუხისმგებლო საქმეს, რითაც თავის ხალხში დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა.

დაუღალავი და კეთილსინდისიერი შრომით მიღწეული წარმატებისათვის, სსრკ-ის პრეზიდიუმის სახელით, პრეზიდიუმის უმაღლესი საბჭოს ბრძანებით, 1988 წლის 22 ივნისს ძ. გუმაშვილი დაჯილდოვდა შრომის ვეტერანის მედლით.

წარმატებული მოღვაწეობისათვის და პანკისელი ახალგაზრდების უამრავი თაობის ღირსეული აღზრდისათვის, ძ. გუმაშვილი 2007 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის №1081 განკარგულებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

1.26 ვალიკო მუთოშვილი

▲ზევით დაბრუნება


ვალიკო (ვანია) დიმიტრის ძე მუთოშვილი დაიბადა 1940 წლის 21 ნოემბერს სოფ. ჯოყოლოში.

0x01 graphic

ვალიკო მუთოშვილი

1958 წელს დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა.

1963 წელს ჩაირიცხა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ქ. გროზნოს პედაგოგიურ ინსტიტუტში რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე განაწილებით მოხვდა ითუმხალის რაიონის სოფ. ჭიშკის საშუალო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, სადაც მალევე დანიშნეს ამავე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ. დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობდა 2 წლის განმავლობაში.

1970 წელს დაბრუნდა საქართველოში, კერძოდ, პანკისის ხეობაში და იმავე წელს დაინიშნა ახმეტის რაიონის სათიანოსა და ჟალურის რვაწლიან სკოლებში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, შემდეგ გადაიყვანეს ჟალურის სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ, სადაც იმუშავა 7 წლის განმავლობაში.

1978 წელს მუშაობდა ახმეტის რაიონის სოფ. საკობიანოს საშუალო სკოლაში ორგანიზატორად.

1982 წელს პანკისის ხეობის, სოფ. დუმასტურში დაინიშნა სასწავლო ნაწილის გამგედ, სადაც იმუშავა 1991 წლამდე.

1991 წელს დაინიშნა ჯოყოლოს საკრებულოს გამგედ.

1998 წელს პირადი განცხადების საფუძველზე გადაიყვანეს ჯოყოლოს საშუალო სკოლის დირექტორად. ეს თანამდებობა ეკავა პენსიაში გასვლამდე.

გარდაიცვალა 2020 წელს. დაკრძალულია მშობლიური სოფლის სასაფლაოზე.

1.27 მარიამ ხანგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


მარიამ (ძანუა) ხანგო შვი ლი დაიბადა 1941 წლის 14 ივლისს, პანკისის ხეობის სოფ. დუისში. „ძეი ბაბო“ (მარიამის დედა) იტყოდა, ომი რომ დაიწყო, იმ წელს დაიბადა, თიბათვეშიო. ასე ვარაუდით ჩა უწერეს 14 ივლისი.

0x01 graphic

მარიამ ხანგოშვილი

მარიამი ორი თვის ყოფილა, მამამისი მახამა ხანგოშვილი მეორე მსოფლიო ომში რომ გაიწვიეს და ომიდან აღარ დაბრუნდა, ბევრ სხვა პანკი სელთან ერთად უგზო-უკვლოდ დაიკარგა... ძეი ბაბო ხელმოკლე ოჯახიდან ყოფილა, ამიტომ ვერ შეძლო მარტოს გაეზარდა შვილი და ჯოყოლოში გამოთხოვდა. მუთეი ბორჩაშვილი სახელგანთქმული მონადირე ყოფილა. პირველ ცოლს შვიდი ბავშვი გაუჩენია, მაგრამ შვიდივე გარდაეცვალათ. მოლასთან რომ მისულა, უთქვამს, სანამ ნადირობას თავს არ დაანებებ, შვილი არ გეყოლებათო და ასე დაუნებებია თავი მონადირული ცხოვრებისათვის. მას შემდეგ, რაც ქალიშვილი ეყოლათ, მეუღლე მალევე გარდაცვლილა. ასე საერთო ბედის მქონე ძეი ბაბო და მუთეი შეხვდნენ ერთმანეთს. შვიდი შვილი გაუჩნდათ.

მარიამ ხანგოშვილის მოგონებებში, განსაკუთრებული ადგილი ეკავა მამინაცვალს. ხშირად იხსენებდა მას, როგორც კეთილი, სამართლიანი და ჭკვიანი ადამიანის მაგალითს. ამბობდა ხოლმე: „ძნელბედობის ჟამს, როცა ერთი მჭადის კვერი უნდა გაგვენაწილებინა 9 და-ძმას, პირველს მე მინაწილებდა და მერე თავის შვილებსო“.

მარიამი სკოლის დამთავრების შემდეგ მამეულებმა წაიყვანეს სასწავლებლად ქ. გროზნოში. მან მეორე კურსიდან თბილისში გადმოიტანა საბუთები და საქართველოში მიიღო უმაღლესი განათლება. პროფესიით დაწყებითი განათლების მასწავლებელი იყო. 24 წლის ასაკში დაქორწინდა.

მარიამის მეუღლე ძაურბექი ინჟინერი იყო და ძირითადად ახმეტაში მუშაობდა სამშენებლო საქმეთა მწარმოებლად (ზედამხედველად).

ობლად გაზრდილს შვილების სიობლეც არგუნა ბედმა, 37 წლის ასაკში გარდაეცვალა მეუღლე და დარჩა სამ ვაჟთან ერთად. უფროსი ვაჟიშვილი 11 წლის ყოფილა მამის სიკვდილისას, უმცროსი 5 წლის - „ერთი სახლი აგვიშენა და ასე მარტოები დაგვტოვა. განათლება რომ არ მქონოდა, როგორ გავზრდიდი შვილებსო“, - იტყოდა ხოლმე დაქვრივებული მარიამი.

46 წელი იმუშავა მარიამ ხანგოშვილმა ჯოყოლოს სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად. 2010 წელს სკოლებში რეფორმების პერიოდში დატოვა სკოლა: „ჯობია მან ასწავლოს, ვინც შეძლებს სწავლების თანამედროვე მიდგომების ათვისებასა და გამოყენებას, მე კი გამიჭირდებაო“. ასეთი პასუხისმგებლობით უდგებოდა თავის პროფესიას და სწორი არჩევანი გააკეთა ცხოვრების მთავარი საქმიანობისთვის თავის დანებების დროსაც.

„არასოდეს ამოივსება ის სიცარიელე, რასაც ძვირფასი ადამიანების წასვლა გვიტოვებს... მხოლოდ ტკივილის მოშინაურებასა და მასთან ერთად ცხოვრებას ვიწყებთ, იმ განსხვავებით, რომ არც ჩვენ ვრჩებით იგივე, რაც მათთან ერთად ვიყავით,“ - წერს მისი შვილიშვილი ლუიზა მუთოშვილი, ერთ-ერთი აქტიური, საზოგადოებისათვის ცნობილი და გამორჩეული ახალგაზრდა, რომელიც ბებიის კვალს გაყვა და საზოგადოებრივ საქმიანობას პედაგოგის რთულ პროფესიასაც წარმატებით უთავსებს.

1.28 ვერა ფარეულიძე

▲ზევით დაბრუნება


ვერა ივანეს ასული ფარეულიძე დაიბადა 1942 წლის 3 მარტს ამეტის რაიონის სოფ. ომალოში.

1949 წელს შევიდა ომალოს დაწყებით სკოლაში.

1953 წელს სწავლა გააგრძელა დუმასტურის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1959 წელს.

სკოლის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო შუა ხალაწნის სკოლაში დაწყებითი სკოლის მასწავლებლად.

0x01 graphic

ვერა ფარეულიძე

1962 წელს ჩაირიცხა თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, და წყებითი განათლების, პედაგოგიგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით დაუსწრებელ განყოფილებაზე და იმავე წელს მუშაობა დაიწყო ომალოს დაწყებით სკოლაში მასწავლებლად. აღნიშნული ინსტიტუტი დაამთავრა 1967 წელს.

2018 წლამდე მუშაობდა თავისი პროფესიით ომალოს საშუალო სკოლაში.

0x01 graphic

ვერა ფარეულიძე მომავალი თაობის აღზრდას 58 წლის განმავლობაში მუხლჩაუხრელად ემსახურა და თავისი ხალხისა და ხელისუფლების მხრიდან ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა.

1968 წელს დაჯილდოვდა ღირსების სიგელით.

1988 წელს სსრკ პრეზიდიუმის უმაღლესი საბჭოს ბრძანებით, განათლების სფეროში გაწეული კეთილსინდისიერი შრომისთვის დაჯილდოვდა „შრომის ვეტერანის“ მედლით, 2000 წელს - ღირსების მედლით.

1.29 თინა გუმაშვილი

▲ზევით დაბრუნება


თინა (კატო) ელიოზას ასული გუმაშვილი დაიბადა 1946 წლის 25 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფ. ჯოყოლოში, მოსამსახურის ოჯახში.

0x01 graphic

თინა გუმაშვილი

1962 წელს დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა, 1968 წელს კი თელავის ი. გოგებაშვილის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

1968-1973 წლებში მუშაობდა პანკისის ხეობის სოფ. დუმასტურის საშუალო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

1973-2014 წლებში მუშაობდა დუისის საბავშვო ბაგა-ბაღის გამგედ.

სკოლამდელი აღზრდის დარგში თავისი 40 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე თინა გუმაშვილი გამოირჩეოდა კეთილსინდისიერებითა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით, იყო უაღრესად პატიოსანი, შრომისმოყვარე და სანიმუშო ადამიანი. მისი სათნოება და კეთილშობილება სამაგალითოა დღემდე მთელი რაიონის მასშ ტაბით. ამიტომაც შეიყვარა ის ხალხმა გამორჩეულად და ვერავითარმა ოჯახურმა თუ გარეშე სიძნელეებმა ვერ შეძლო მისი ავტორიტეტისა და მისდამი პატივისცემის შესუსტება.

იყო ყველა გაჭირვებულისა და დავრდომილის ქომაგი, მთელი ცხოვრება უვლიდა მეუღლის სულით ავადმყოფ ნათესავს, რომელიც, მიუხედავად ყველა ნათესავისა თუ გულშემატკივრის თხოვნისა, არ ჩააბარა სულით ავადმყოფთა თავშესაფარში და სიცოცხლის ბოლომდე მასთან ერთად იყოფდა სიბერის ლუკმას.

მუშაობის პერიოდში გამოჩენილი თავდაუზოგავი და კეთილსინდისიერი შრომის გამო უამრავჯერ არის დაჯილდოებული ქებისა და ღირსების სიგელებით.

აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თინა გუმაშვილი იყო ერთ-ერთი საუკეთესო ფილოლოგი რაიონის მასშტაბით, გამოირჩეოდა ქართული ენისა და ლიტერატურის უბადლო ცოდნით, იყო პოეზიის ქომაგი, ზეპირად იცოდა ბევრი ლექსი და პოემა, მათ შორის, აკაკი წერეთელის „გამზრდელი“, რაფიელ ერისთავის „თამარიანი“, ვაჟას პოემები და „ვეფხისტყაოსნის“ დიდი ნაწილი. იყო პირველი ქისტი ქალი, თანამდებობის პირი (ბაღის გამგე), სკოლამდელ აღმზრდელობით საქმიანობაში.

გარდაიცვალა 2022 წელს. დაკრძალულია დუისის სასაფლაოზე.

1.30 ლამარა მარგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


ლამარა ბისანას ასული მარგოშვილი დაიბადა 1948 წლის 24 აპრილს ახმეტის რაიონის, სოფ. დუისში.

0x01 graphic

ლამარა მარგოშვილი (მარჯვნივ)

1955 წელს შევიდა დუისის საშუალო სკოლაში, რომლის სრული კურსი დაამთავრა 1966 წელს.

1973 წელს დაამთავრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. იმავე წელს მუშაობა დაიწყო დუისის სასკოლო ინტერნატში აღმზრდელად, ხოლო1976 წლიდან ისტორიის მასწავლებლად.

მასწავლებლთა ატესტაციის შედეგად დაჯილდოებულია განათლების სამინისტროს ქების სიგელით.

1987 წელს დააჯილდოვეს საბჭოთა კავშირის განათლების სამინისტროს სამკერდე ნიშნით, ამავე წელს აირჩიეს და გააგზავნეს საქართველოს მასწავლებელთა ყრილობაზე დელეგატად.

თითქმის ნახევარი საუკუნე ხდება, რაც ლამარა მარგოშვილი მუხლჩაუხრელად ემსახურება პანკისელი მოსწავლეების აღზრდასა და განათლებას, მათ სრულყოფილ პიროვნებებად, სრულუფლებიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.

პანკისელ მოსწავლეთა მრავალ თაობებს, ამ წიგნის ავტორის ჩათვლით, არასოდეს დაავიწყდებათ ლამარა მასწავლებლის მიერ ჩატარებული უმაღლესი დონის სიმამაცის, პოეზიისა და ღია გაკვეთილები, სხვადასხვა შემოქმედებითი ღონისძიება, კაფე-საღამოები. ასევე, აღნიშვნის ღირსია მისი პატრიოტული სულისკვეთება და გამოკვეთილი სახელმწიფოებრივი აზროვნება, რომელიც ნამდვილად ერთეულთა და რჩეულთა ხვედრია.

ლამარა მარგოშვილი გამოირჩევა ორატორული ნიჭით, იგი იყო ინიციატორი და ორგანიზატორი ქისტებისთვის გამორჩეული პოეტის, ქართული პოეზიის დედოფლის, ანა კალანდაძის პანკისის ხეობაში მასპინძლობისა.

ყველასათვის საყვარელ ლამარა მასწავლებელს შრომა და ღვაწლი ხელისუფლების მხრიდანაც დაუფასდა და 2022 წელს მას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

1.31 რახმად მარგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


რახმად სოლცას ასული მარგოშვილი დაიბადა 1952 წლის 28 ნოემბერს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში.

1959-1969 წწ.სწავლობდა დუისის საშუალო სკოლაში.

0x01 graphic

რახმად მარგოშვილი

1971 წელს ჩაირიცხა ქ. თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინტიტუტში ფიზიკა-მატემატიკის ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი დაამთავრა 1976 წელს.

1976 წელს მუშაობა დაიწყო ახმეტის რაიონის სოფ. მატნის საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად, საიდანაც მალევე გადავიდა დუისის საშუალო სკოლაში იმავე საგნის პედაგოგად.

რახმად მარგოშვილს სკოლაში ხანგრძლივი მუშაობის პერიოდში მიღებული აქვს უამრავი სიგელი - მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდისა და განათლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

მათემატიკის სწავლებაში მიღწეული შედეგების გამო მიღებული აქვს მადლობის ბარათი.

1995 წლიდან დღემდე მუშაობს დუისის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილედ.

2003 წელს პრეზიდენტის ბრძანებით დააჯილდოვეს ღირსების მედლით.

1.32 ელო ქავთარაშვილი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ზის (მარცხნიდან მეორე)
ელო ქავთარაშვილი

ელო რამაზის ასული ქავთარაშვილი დაიბადა 1953 წლის 21 იანვარს ახმეტის რაიონის სოფ დუისში.

1959-1969 წწ. საშუალო განათლება მიიღო დუისის საშუალო სკოლაში.

1970 წელს ჩაირიცხა ქ. თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინტიტუტში ისტორიის ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი დაამთავრა 1974 წელს.

1974-1976 წწ. მუშაობდა ომალოს 8-წლიან სკოლაში ისტორია-გეოგრაფიის მასწავლებლად.

1996 წლიდან დღემდე მუშაობს დუისის საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად.

2003 წელს პრეზიდენტის ბრძანებით დააჯილდოვეს ღირსების მედლით.

1.33 ლილი სვიაკაური

▲ზევით დაბრუნება


ლილი აბდულას ასული სვიაკაური დაიბადა 1960 წლის 12 აპრილს ახმეტის რაიონის სოფელ შუა ხალაწანში.

0x01 graphic

ლილი სვიაკაური

1977 წელს დაამთავრა სოფელ დუისის საშუალო სკოლა.

1980-1984 წლებში სწავლობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, ხოლო 1993 წელს დაამთავრა თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი.

1985-2007 წლებში მუშაობდა სოფელ ჯოყოლოს საშუალო სკოლაში მასწავლებლად.

2003 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოვდა ღირსების მედლით.

2006 წელს მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ დირექტორების შესარჩევ კონკურსში და 2007 წელს არჩეულ იქნა სოფელ ბირკიანის საჯარო სკოლის დირექტორად.

2011 წელს გადაიყვანეს სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის დირექტორად, სადაც დღემდე მუშაობს.

1.34 აზა გუმაშვილი

▲ზევით დაბრუნება


აზა შაბეის ასული გუმაშვილი-ხანგოშვილისა დაიბადა 1965 წ. 22 იანვარს ახმეტის რაიონის ს. ჯოყოლოში, მრავალ შვილიანი მოსამსახურის ოჯახში.

1971 წ. შევიდა ჯოყოლოს რვაწლიან სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1979 წ. შემდეგ სწავლა გააგრძელა ს. დუმასტურის საშუალო სკოლაში და დაამთავრა 1981 წელს. იმავე წელს ჩაირიცხა ჩეჩენ-ინგუშეთის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, პარალელურად მუშაობდა არასრულწლოვანთა ინსპექციაში, ასევე დაეუფლა სამოქალაქო ექთნის პროფესიასაც.

0x01 graphic

აზა გუმაშვილი

უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა 1986 წელს. ოცნებობდა გამხდარიყო სამხედრო მოსამსახურე, თუმცა, მამის თხოვნით, 1986 წელს უფროს დასთან ერთად მუშაობა დაიწყო გროზნოს რაიონის სოფელ სა დოვოეს საშუალო სკოლაში.

1988 წელს დაბრუნდა საქართველოში.

1988-1993 წწ. მუშაობდა ს. ჯოყოლოს რვაწლიან სკოლაში.

1993 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ჩეჩნეთში და ქ. გროზნოს 42-ე სკოლაში დაიწყო მუშაობა.

1994 წელს დაიწყო ჩეჩნეთ-რუსეთის ომი. ეს იყო მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდი, ომი პირადად შეეხო მის ოჯახს...

1999 წელს დაიწყო მეორე ომი და იძულებული გახდა დაეტოვებინა ჩეჩნეთი. იგი მცირეწლოვანი შვილებით ჩამოვიდა საქართველოში და დღემდე, შვილებთან ერთად, სამშობლოში ლტოლვილად იქცა. აქ იგემა უსახსრობა, გაჭირვება, გადაწყვიტა სხვა ლტოლვილ-მასწავლებლებთან ერთად მისულიყო დუისის საშუალო სკოლაში და ეთხოვა სამსახური, რადგან იმ პერიოდში ამ სკოლაში 630 მოსწავლე-ლტოლვილი იყო სახეზე. მაშინდელმა სკოლის დირექტორმა, ვახტანგ მარგოშვილმა დიდი შრომა გაწია, რათა ლტოლვილ მოსწავლეებს ჰქონოდათ სწავლის შესაძლებლობა და მასწავლებლებს კი სამუშაო. შემდეგში ბატონი ვახტანგი გახდა მისი მოტივაციის წყარო, რომელმაც დიდი როლი იქონია მის პროფესიულ განვითარებასა და მასწავლებლად ჩამოყალიბებაში. დირექტორმა მასში დიდი პოტენციალი დაინახა და ჯერ კიდევ მაშინ, ამხნევებდა, ბევრ დავალებებს აძლევდა და, რაც მთავარია, მისი სჯეროდა. ასე გაიარა წლებმა, ძალიან ბევრი იწვალა, იშრომა, ისწავლა, გახდა უფროსი მასწავლებელი, უამრავ ტრენინგებში, აქტივობებსა და სხვადასხვა პროექტში მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთი ასეთი იყო სასკოლო პროექტი: „ნიკო კეცხოველის პრემია 2020 წ.“, რომელსაც აზა ხანგოშვილი ხელმძღვანელობდა.

ჩატარებული 660 აქტივობისა და პროექტების ფონზე, დუისის საჯარო სკოლამ ამ პროექტში აიღო საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი და მოიპოვა 8000 ლარი, რითაც სკოლაში გაიხსნა თავისუფალი სივრცე - ეკოჰაბი, სადაც მოსწავლეები ატარებენ აქტივობებს, პრეზენტაციებს, მსჯელობენ მიმდინარე მოვლენებზე.

შემდეგი იყო პროექტ „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკში“ წარდგენილი იდეა, რომელშიც აზა ხანგოშვილის ხელმძღვანელობით სკოლამ კვლავ აიღო პირველი ადგილი და დასაჩუქრდა პრიზებითა და სერთიფიკატებით.

2021 წელს აზა ხანგოშვილი აქტიურად ჩაერთო კონკურსში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მოსაპოვებლად. ამ კონკურსში ის გახდა ჯერ ათეულის, ხოლო შემდეგ ხუთეულის წევრი, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ფინალისტი. დაჯილდოვდა ფულადი პრიზით, დიპლომით, სამკერდე ნიშნით. ამავე წელს, პარალელურად, აზა ხანგოშვილი ჩაერთო მსოფლო კრეატიულ-აქტიურ ქალთა კონკურსში, რომელშიც მოიპოვა ოქროს მედალი.

აზა ხანგოშვილი აქტიურად ჩართულია პანკისელი ახალგაზრდების განათლებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის პროექ ტებში, თვითონაც გახლავთ მრავალი პრო ექტის ავტორი. დღესდღეობით მრავალი მემორანდუმი აქვს გა ფორმებული სხვა დასხვა სკოლასთან თანამშრომლობის თვის, აქვს ამბიცია, კიდევ მრავალ კონკურსსა თუ პროექტში მიიღოს მონაწილეობა.

0x01 graphic

ამინა ხანგოშვილი

არის მრავალშვილიანი დედა, ჰყავს მე უღლე, ხუთი შვილი და ხუთი შვილიშვილი.

აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ აზას ქალიშვილი ამინა ხანგოშვილი არის დუისის საჯარო სკოლის ოქროს მედალოსანი. 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტი საქართველოს მასშტაბით, ქულათა რეიტინგული სიის პირველ ნომერი, თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პირველი კურსის სტუდენტი, რომლის დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან შეადგენს 7000 ლარს სრულად, რაც უდავოდ დიდი წარმატებაა არა მხოლოდ პანკისის ხეობისთვის. ამინა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ასაკში არის მრავალი ბიზნეს და საგანმანათლებლო პროექტის ავტორი. ოცნებობს, გახდეს პროფესიონალი უფლებადამცველი და ემსახუროს მშობლიურ პანკისს.

1.35 ბაბულია ფარეულიძე

▲ზევით დაბრუნება


ბაბულია ფარეულიძე დაიბადა 1932 წელს ახ მეტის რაიონის სოფელ ომალოში. პირველი სწავლა-განათლებაც იქვე მიიღო. სკოლაში ნიჭიერ და ბე ჯით მოსწავლედ ითვლებოდა. თანატოლებში გამოირჩეოდა სასწავლო პროგრამის ათვისების მაღალი უნარით.

ბ. ფარეულიძის მოწაფეობის პერიოდში მწიგნობარი და თვით წიგნი სანთლით საძებარი გახლდათ პანკისის ხეობის მკვიდრთათვის, რის შედეგადაც ნაკლებად იცნობდნენ სწავლა-აღზრდის კერებისა და განათლებული ადამიანის უპირატესობის შესახებ. სწორედ აქედან გამომდინარეობდა ის მწვავე წინააღმდეგობა, რომელსაც აწყდებოდა ბაბულია ახლობლებისაგან: - „ქალი ხარ, შენი საქმე არ არის სოფლიდან სოფელში, სკოლაში სიარული, ჩვენი სოფლის ქალებიდანაც არავინ დადისო“. მიუხედავად ამისა, მათ ვერ გადაიბირეს სწავლას მოწყურებული, ნათელი გონების ყმაწვილი ქალი.

ბაბულია მასწავლებელებს თაყვანს სცემდა, გამორჩეულად უყვარდა ფილოლოგები. შრომამ და სიყვარულმა თავისი შედეგი გამოიღო: დუმასტურის რვაწლიანი და დუისის საშუალო სკოლები წარჩინებით დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ იგი აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაში.

1956 წელს სოფელ ომალოში ბიბლიოთეკის გახსნა გადაწყვიტეს და ბაბულია ფარეულიძე მიავლინეს თბილისში კურსებზე კვალიფიკაციის ასამაღლებლად. სათანადო ცოდნას დაუფლებული ჩამოვიდა სოფელში. ომალოში წიგნთსაცავი იმავე წელს დაარსდა ნაქირავებ კერძო ბინაში, სადაც ბიბლიოთეკის გამგედ დაინიშნა ბ. ფარეულიძე, რომელმაც იმუშავა 1986 წლამდე. ბინა პატარა, ვიწრო გახლდათ, რის შედეგადაც ახალგაზრდა სპეციალისტს ხელი ეშლებოდა მუშაობაში; რაიონიდან წიგნები და ჟურნალ-გაზეთები ქვეითად ამოჰქონდა სამკითხველოსთვის, კიდევ სხვა მრავალმხრივ დაბრკოლებებს აწყდებოდა. მიუხედავად ამისა, იგი მხნედ განაგრძნობდა მუშაობას. პერიფერიული, მივარდნილი სოფლის მოსახლეობიდან ბევრისათვის იმჟამად უცხო იყო ბიბლიოთეკარის როლი და ფუნქცია. წიგნსაცავზე ფიქრობდნენ - სავაჭრო ობიექტიაო. გატანილ წიგნს დროზე არ აბრუნებდნენ, არ უფრთხილდებოდნენ მას. ბაბულია ამოჭრილ ფურცლებს ფაქიზად აწებებდა და ზოგჯერ ნემსსა და ძაფსაც დაიხმარებდა, რათა უფრო დიდი ხნით დაებრუნებინა სიცოცხლე ძველი წიგნებისთვის. თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებულ ბაბულიას, თავდაპირველად, დიდი მუშაობა დასჭირდა ამ დაბრკოლებათა აღმოსაფხვრელად - თემატურად მრავალფეროვანი ღონისძიებების ჩატარებით, მან მასების დიდი ნაწილი თანადროულობის ნათელი ცხოვრების გზას აზიარა. მას სამართლიანად თვლიდნენ სოფლის დედაბოძად! არა მარტო თავის მშობლიურ სოფელში, მთელს პანკისის ხეობაში კარგად იცნობდნენ, ემადლიერებოდნენ და გარჯას უქებდნენ.

0x01 graphic

ბაბულია ფარეულიძე

ბ. ფარეულიძე ხშირად ატარებდა მასობრივ აქტუალურ ღონისძიებებს; ბიბლიოთეკაში ჩატარებული აქვს მრავალი შეხვედრა იდეურპოლიტიკურ და აღმზრდელობით საკითხებზე, თემატური საღამოები, მხატვრული კითხვები, საუბრები და სხვა ღონისძიებები; ხშირად ხვდებოდა სოფლის მშრომელებს, მათთვის აწყობდა შინაარსიან ღონისძიებებს.

ახმეტის რაიონის ომალოს სასოფლო ბიბლიოთეკას, სწორედ მისი დიდი შრომის შედეგად, მიღებულ ჰქონდა I ხარისხის დიპლომი. კულტურის კერაში მოწყობლი ჰქონდა კარგი გემოვნებით გაფორმებული ფოტოსტენდები - „დიდი სამამულო ომის გმირები“, „ქართველი რევოლუციონერები“ და სხვა. იყო აგრეთვე, მწერლების, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო დიდებისა და სხვა კუთხეები.

ბ. ფარეულიძის მონდომებამ და აქტიურობამ იმხელა შედეგი გამოიღო, რომ იმ პერიოდში ბიბლიოთეკაში წიგნების რაოდენობა შეადგენდა 5000 ეგზემპლარს და სამკითხველოს წლიურ მკითხველთა რიცხვი ექვსასს აჭარბებდა.

გარდაიცვალა 1993 წელს. დაკრძალულია მშობლიური სოფლის სასაფლაოზე.

1.36 თამარ თურქოშვილი

▲ზევით დაბრუნება


პანკისელი წიგნის მცველი

პანკისის ხეობის მკვიდრმა, თამარ თურქოშვილმა, სოფელ ომალოს ბიბლიოთეკაში მუშაობა 1987 წელს დაიწყო. 20 წლის შემდეგ, 2007 წელს ომალოს ბიბლიოთეკა ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით დახურეს, ბიბლიოთეკარი კი გაათავისუფლეს.

9 წლის განმავლობაში თამარ თურქოშვილი წიგნებს უსასყიდლოდ უვლიდა.

თამარის აზრით, წარმოუდგენელია ადამიანის ცხოვრება და განვითარება წიგნის გარეშე, ამიტომაც მას მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება წიგნთან კავშირი არ გაუწყვეტია.

0x01 graphic

თამარ თურქოშვილი

2016 წლის 30 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თამარ თურქოშვილი, როგორც წიგნის მცველი, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

* * *

0x01 graphic

პანკისელი პედაგოგი რამაზ ხანგოშვილი
მოსწავლეებთან ერთად

2 ქისტები ჯანმრთელობის დაცვის სადარაჯოზე

▲ზევით დაბრუნება


ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ
ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე - არაფერია.

სოკრატე

ჯანმრთელობა ცხოვრებაში პირველი
მოვალეობაა.

ოსკარ უაილდი

არსებობს უამრავი ავადმყოფობა,
ჯანმრთელობა კი ერთადერთია.

შნიცლერი

ერთადერთი მშვენიერება, რაც ვიცი,
ჯანმრთელობაა.

ჰ. ჰაინე

2.1 სახელოვანი ქისტი ექიმები, ვეტექიმები, ექთნები

▲ზევით დაბრუნება


ალბათ მსოფლიო მედიცინის ისტორიაში იშვიათად მოიძებნება მსგავსი ანალოგი, რასაც ქისტი ექიმების ფენომენი ქმნის. არ ვსაუბრობთ ქისტი მედიკოსების ნიჭიერებასა და სახელზე, რაც მათ მართლაც დაიმსახურეს, თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ქისტი ჯანდაცვის გუშაგების დიდზე დიდი ნაწილის უანგარო და ერთგული სამსახური თავისი ხალხის მიმართ. როგორც ასაკოვანი ხალხი ყვება, მთელი რაიონისა და რეგიონის მასშტაბით აღიარებული და ცნობილი ქისტი ექიმები დაუღალავად იდგნენ პანკისის ხეობის მოსახლეობის ჯანდაცვის სადარაჯოზე და თითოეული მათგანი, 24 საათის განმავლობაში, უანგაროდ ემსახურებოდა ხეობის მაცხოვრებლებს.

0x01 graphic

იო გუმაშვილი (მარჯვნივ)

ამ წიგნის მომზადების პერიოდში ჩვენს ოჯახს ესტუმრა თავის დროზე ცნობილი პანკისელი (ფშაველი) ფეხბურთელი ნიკო ჯაბანიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული და მაინც არ წყვეტს ურთიერთობას მეზობელ და მეგობარქისტებთან. მან საუბარისას ასეთი რამ მოყვა: „მთელი ცხოვრება ბეწვის ხიდზე ვიარე, ჩემს ცხოვრებას ახლა მითუმეტეს არ აქვს არანაირი აზრი, თუმცა ეს უფლის გადასაწყვეტია და არა ჩემი... ჩემი სიცოცხლე ისედაც ქისტების დამსახურებაა... ძალიან პატარა დავობლდი, თან ისე დავობლდი, რომ პატრონი აღარ დამრჩა მეზობელ სოფელში გათხოვილი მამიდის გარდა, რომელიც თავის ოჯახსაც ძლივს უვლიდა და ჩემთვის დრო ძალიან ცოტა რჩებოდა და მეზობელებისა და კეთილი ადამიანების დამსახურებით მედგა სული. ერთხელაც, ალბათ ვიქნებოდი 6 წლის, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს, ისე ცუდად გავხდი, სიკვდილის პირას ვიყავი. მეზობლებმა მეორე თუ მესამე დღეს გაიგეს ჩემი ამბავი, გარეთ რომ ვერ მნახეს, სახლში მომაკითხეს, შარდის შეკავება მქონდა და ძალიან მძიმედ ვიყავი. როცა მამიდას შეატყობინეს და მოიყვანეს, მე უკვე ისეთი დასიებული ვიყავი, მამიდამ ჩემს დანახვაზე თავში შემოირტყა და ტირილი მორთო. მეზობლებსაც უკვე გამოგლოვილი ვყავდი, ეჭვობდნენ, ახმეტამდე სულს ვერ მივიტანდი. სწორედ ამ დროს ჩვენთან შემოიარა მამაჩემის მეგობარმა, ცნობილმა ქისტმა ექიმბაშმა იო გუმაშვილმა, რომელზეც ლეგენდები სიცოცხლეშივე დადიოდა. მამიდა ვაივიშით მივარდა იოს და შეევედრა, ერთადერთი მემკვიდრე განსვენებული ძმისა გადამირჩინეო. იომ გასინჯა პატარა პაციენტი და თავი უკმაყოფილოდ გადაიქნია, ამდენი ხანი სად იყავითო, მაშინვე მიხვდა, რაც მჭირდა, თან აღნიშნა, რომ ახმეტაში გადაყვანა შეიძლება ლეტალური აღმოჩნდესო, ამიტომ ადგილზე უნდა ჩავუტარო ოპერაციაო. ახმეტის საქმეები გადადო და მამიდას უთხრა: ახლა ჯოყოლოში ავალ, იარაღებს მოვიტან და თუ უფალიც მოგვეხმარება, იქნებ გადავარჩინოთო. მალევე დაბრუნდა იო თავისი იარაღებით, გადამარჩინა კიდეც და სამუდამოდ მოიხადა ვალი თავისი მეგობრის, განსვენებული მამაჩემის წინაშე“.

იო ხვიტის ძე გუმაშვილი (1872-1961 წწ.) თვითნასწავლი კაშკაშა ვარსკვლავი ოყო ქისტურ მედიცინაში, ამავე დროს, თვითნაკეთი იარაღების ოსტატი, რომელიც სასწაულებს ახდენდა. კაცი, რომელსაც ბედმა არ არგუნა ჰიპოკრატეს ფიცი სახალხოდ და ოფიციალურად დაედო, თუმცა მან აღთქმა უფლის წინაშე დადო, ყველაზე ძლიერი და ზემაღალი ფიცი ამ სამყაროში და ღირსეულად ემსახურა კიდეც ბოლო ამოსუნთქვამდე:

0x01 graphic

პანკისის ხეობის მედიცინის მუშაკები

„იო თვითნაკეთი ხელსაწყოებით ოპერაციებს აკეთებდა, დანით ჭრიდა დაზიანებულ თავის ტყავს, გამოაჩენდა ქალას და თუ თავის ქალის ხორცით დაფარული ადგილი დაჩირქებული იყო, დანით წმენდდა. თუ ძვალი იყო დაჩირქებული, მას სპეციალური, მოღუნული დანის ფორმის ხელსაწყოთი (ქისტურად „გაამ“) ასუფთავებდა ძვალს და ხურავდა ჭრილობას. თუ ძვლები დამსხვრეული იყო, დიდი რუდუნებით იღებდა სათითაოდ, გაწმენდდა ჩირქისაგან თუ სისხლისაგან, კარგად დაამუშავებდა და გაკერავდა. მაგრამ თუ ტვინის აპკი იყო დაზიანებული, ამუშავებდა მატერიაში გახვეული სამკურნალო მცენარეების ფხვნილით, ზოგჯერ ტუჩებითა და ენის წვერითაც ასუფთავებდა ჭრილობას...

იო სწორუპოვარი ქირურგი და ექიმი იქნებოდა, სათანადო განათლება რომ ჰქონოდა. თანაც იგი მედიცინას, როგორც მეცნიერებას, საერთოდ არ იცნობდა, ყველა ავადმყო ფობას მკურნალობდა ათასნაირი ბალახბულახით, პაციენტებიც მრავლად ჰყავდა, რადგან მაშინ ის პანკისში ერთადერთი იყო, ვისაც უფლის შემდეგ შეეძლო ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.

...იო გუმაშვილი უსასყიდლოდ მკურნალობდა თანამემამულეებს, ღარიბულად ცხოვრობდა, თანასოფლელებივით მუშაობდა და გაჭირვებით ინახავდა ოჯახს. მაგრამ მუდამ სუფთად, კოხტად ეცვა, საშუალო სიმაღლის თხელი მოხუცი იყო, თბილი იუმორით უყვარდა საუბარი. ხელგაშლილი კაცი იყო. ისეთი ხელგაშლილი და გულიანი, რომ ერთხელ მეზობელ სოფელში ქორწილში მიმავალ თანასოფლელს, რომელიც გზად შეხვდა და მის აზიაცკებს (დაჭმუჭნილყელიანი ჩექმები) ხარბი თვალებით უყურებდა, ფეხსაცმელი დაუთმო და თავად ფეხშიშველი დაბრუნდა სახლში.

...ერთხელ იოს ბიძაშვილის მეუღლე ვაშლის ხიდან ჩამოვარდა და ფეხი მოსტყდა: წვივის ძვალი ამოჩრილიყო ხორციდან. შეიყარა ხალხი, ჯოყოლოს საავადმყოფოდან ექიმი ნიკოლოზიშვილი მოიყვანეს, შემდეგში ახმეტის საავადმყოფოს მთავარი ქირურგი, ამ დროს იოც მოვიდა. ექიმმა ჭრილობას შეხედა თუ არა, ცუდად გახდა, ვერ გაბედა ხელის მოკიდება. იოს უთხრეს:

- რას დგახარ გულხელდაკრეფილი, ჩქარა მიხედე ქალს!

- ჯერ ეს ექიმი წავიდეს, უხერხულია, დიპლომიანი ქირურგია და პროფესიაში ხომ ვერ შევეჯიბრები.

იომ ძვლები ერთმანეთს დაუპირისპირა, ფეხი არტახებით შეკრა, ბალახებისაგან დამზადებული წამლებით უმკურნალა და ერთ თვეში ფეხზე დააყენა. სხვათაშორის, სამკურნალო ბალახები ეზოში ეთესა, მთებიდან ჩამოჰქონდა და ეზოში რგავდა...“

იო გუმაშვილს ქისტეთშიც იწვევდნენ სამკურნალოდ - ჩამოდოდნენ პანკისში და გადაჰყავდათ პირიქითა ქისტეთში. მასზე დიდი მოთხოვნა იყო მთელი კახეთის მასშტაბით, ის არავის ეუბნებოდა უარს და ყველას უანგაროდ უწევდა სამედიცინო დახმარებას. მას თბილისშიც მრავლად ჰყავდა ნაცნობ-მეგობრები, ხშირად კვირაობით რჩებოდა კიდეც ქალაქში. მისი ნაცნობები სთხოვდნენ თბილისში დარჩენას და იქ სამკურნალო ოთახის გახსნას, რაც მას დიდ შემოსავალს მოუტანდა, მაგრამ იოს თვითმიზანი ეს სულაც არ იყო, ის ერთ კვირაზე მეტხანს ვერ ძლებდა უცხო მხარეში და ბრუნდებოდა მშობლიურ პანკისში, სადაც მფარველ ანგელოზად ევლინებოდა ყველა გაჭირვებულს, განურჩევლად მათი ეთნიკური თუ რელიგიური აღმსარებლობისა. მისი უანგარო მსახურება და დიდი ნიჭი პასუხის გარეშე არ დარჩენილა, პანკისელი თვითნასწავლი დასტაქარის იო გუმაშვილის სახელი სამუდამოდ დარჩა პანკისის მედიცინის ისტორიას.

დიპლომიანი ექიმების ისტორიებს კი მათი ბიოგრაფიები მოგვითხრობენ.

2.2 ალექსანდრე ცათიაშვილი

▲ზევით დაბრუნება


სამხედრო ექიმი, ქირურგი

ცათიაშვილი ალექსანდრე (ალი) დიბაის ძე დაიბადა 1926 წლის 15 დეკემბერს, ახმეტის რაიონის სოფ. შუა ხალაწანში. 4 თვის ასაკში გარდაეცვალა მამა, გაზარდა დედამ უფროს და-ძმასთან (ანო და აჰმადი) ერთად.

1933 წელს სწავლა დაიწყო დუისის დაწყებით სკოლაში, რომელიც 2 წლის შემდეგ გადაკეთდა არასრულ საშუალო სკოლად და 1940 წელს დაამთავრა წარჩინებით.

1940 წელს შევიდა თელავის მეოთხე საშუალო სკოლაში, მერვე კლასში, რომლის დამთავრების შემდეგ გადავიდა ახმეტის საშუალო სკოლის მეცხრე კლასში, დაამთავრა 1943 წელს წარ ჩინებით.

1943 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1948 წელს. იმავე წელს ახალგაზრდა ექიმთა გამანაწილებელმა კო მისიამ გაგზავნა თურქმენეთის დიმბირის რკი ნიგზაზე და დაიწყო მუ შაობა სადგურ აიაგუზში (სემიპალატინსკის ოლქი, ყაზახეთის სსრ) რკინიგზის საავადმყოფოს გაერთიანების თერაპიული განყოფილების ექიმ-ორდინტორად და პოლიკლინიკის თერაპევტად, სადაც იმუშავა 19/09/48 წლი დან 5/01/50 წლამდე, შემდეგ გაიწვიეს საბჭოთა არმიაში.

0x01 graphic

ალექსანდრე ცათიაშვილი

1950 წლის 21 იანვარს თურქესტანის სამხედრო ოლქის სარდლის ბრძანებით დანიშნეს 42-ე ცალკე საავტომობილო პოლკის ექიმად (სადგურ სარი-ოზეკი-ტალდუკურგანის ოლქი, ყაზახეთის სსრ).

1951 წელს შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის სარდლის ბრძანებით იმსახურა 49-ე ტყვიამფრქვევ საარტილერიო არტ-დივიზიონის ექიმად (კრასნოე სელო, ქვემო ამურის ოლქი, ხაბაროვსკის მხარე).

1953 წელს ორგანიზაციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით გააგზავნეს საპარაშუტო ბატალიონის ექიმად, 217-ე გვარდიულ - საპარაშუტო სადესანტო პოლკის მე-13 გვ. საჰაერო სადესანტო დივიზიაში (სადგური კუიბიშევკა, ვოსტოჩნა ამურის ოლქი, შორეული აღმოსავლეთი).

1955 წელს დანიშნეს 176-ე მედიკო-სანიტარული ბატალიონის (98-ე გვარდიის საჰაერო სადესანტო დივიზია) ექიმ-ტოქსიკოლოგად. საჰაერო-სადესანტო ჯარის ნაწილებში სამსახურის გამო, წელიწადი წელიწად-ნახევრად ჩაეთვალა (თვითმფრინავიდან და აეროსტატიდან დღისით და ღამით 30 გადმოხტომა პარაშუტით).

1956 წელს, ორგანიზაციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, გადაიყვანეს და დანიშნეს 26-ე საარტილერიო პოლკის სამედიცინო ოლქის უფროსად (63-ე მსროლელი დივიზია, შორეული აღმოსავლეთი, იაპონიის ზღვის პირას).

1957 წელს ორგანიზაციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დანიშნეს ბატალიონის ექიმად (35-ე ცალკე ბატალიონი, 1-ელი მსროლელი ბრიგადა).

1958 წელს გადაიყვანეს ამი ერ კავკასიის სამხედრო ოლქში და დანიშნეს 242-ე სამხედრო სააღმშენებლო რაზმის ექიმად (წყალტუბო).

1960 წელს ახალციხის მე-15 სამედიცინო-სანიტარული ასეულის, მე-10 გვარდიის სამთო-მსროლელი დივიზიის მიმღებ-გადამხარისხებელი განყოფილების უფროსი ექიმქირურგია.

1961 წელს დანიშნეს ექიმ-რენტ გენოლოგად 96-ე მედიკო-სანიტა რუ ლი ბატალიონის 145-ე მექ ანი ზატორულ მსროლელ დივიზიაში (ბათუმი).

1967 წელს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის ბრძანებით გადაიყვანეს გარნიზონის სამხედრო ჰოსპიტალის რენტგენოლოგიური განყოფილების უფროსად (ახალქალაქი).

1968 წელს გააგზავნეს საზღვარგარეთ (გერმანია) და დანიშნეს გარნიზონის სამხედრო ჰოსპიტლის რენტგენოლოგიური განყოფილების უფროსად, სადაც იმსახურა 6,5 წელიწადი (ქ. შვერინი).

1975 წელს გავიდა პენსიაზე, სამხედრო წოდებით - პოდპოლკოვნიკი.

1975 წლის თებერვალში პენსიაზე გასვლის შემდეგ მუშაობა დაიწყო დუისის საუბნო საავადმყოფოს ექიმ-რენტგენოლოგად, ხოლო 1975 წლის ივნისიდან - ახმეტის რაისანეპიდსადგურის მთავარ ექიმად.

1977 წელს დანიშნეს დუისის საუბნო საავადმყოფოს მთავარ ექიმად და ამ თანამდებობაზე იმუშავა 1995 წლამდე, შემდეგ დუისის ამბულატორიის მთა ვარ ექიმად. სამსახურეობრივი კვალიფიკაცია აიმაღლა: 1949 წელს მოსკოვში, 1955 წელს - ქალაქ ხაბაროვსკში, 1960 წ. - ქ. თბილისში, 1965 წ. - ქ. ლენინგრადში (სამხედრო სამედიცინო აკადემია),1977 წ. - ქ. თბი ლისში, 1984 წ. - ქ. თბილისში.

0x01 graphic

თავისი ავტობიოგრაფიის დასასრულს ალი ცათიაშვილი (როგორც ქისტები მას უწოდებდნენ „ლვარ ალი“ - ექიმი ალი) წერს:

„მყავს ცოლ-შვილი. ვაჟი ვალერი - ავიაკონსტრუქტორი, სააქციო საზოგადოება „პერმავიას“ პრეზიდენტი, ქ. პერმი.

ვაჟი - ალექსანდრე, ინჟინერი მშენებელი, თბილისი.

ვაჟი - ოლეგი, მფრინავ-გამომცდელი, 31 საავიაციო ქარხანა, დაიღუპა 23.12.1994 წელს, ЯK 58 თვითმფრინავის გამოცდის დროს.

ქალიშვილი შორენა - შუა ხა ლა წანი, ახმეტის რაიონი;

მეუღლე ნათელა ბორჩაშვილი - პედაგოგი, შუა ხალაწანი.

0x01 graphic

ეს არის ჩემი ბიოგრაფია ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ექიმის ფიცის, ოპტიმიზმის, პატიოსნების ცნების ზეგავლენით შრომისა და შესაძლებლობების დაუზოგავად განვლილი ცხოვრებისა. ბევრჯერ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში ვაგდებდი, თუმცა ღმერთის ძალით ვაღწევდი ყველა წარმატებას.

განვლილი პერიოდი, ნახევარი საუკუნე, ყოველი წელი, თვე და დღე იყო აღსავსე წარმატებითა და წარუმატებლობით, შექმნილი სიძნელეების გადალახვით. ასევე იყო ასეულ ათას ადამიანთან ურთიერთობის, სხვადასხვა პროფსიის, ერისა და ეროვნების წარმომადგენლებთან მჭიდრო კავშირის. ამ პერიოდში ვიყავი მრავალჯერ წახალისებული სახელმწიფო ჯილდოებით, სამხედრო სარდლობის საპატიო სიგელებითა და მადლობებით. 2000 წელს საქართველოს პრეზიდენტმა დამაჯილდოვა ღირსების ორდენით“, - წერს ალი ცათიაშვილი თავისი ბიოგრაფიის დასასრულს.

ალექსი (ალი) ცათიაშვილი იყო ქისტი ხალხის საამაყო და ღირსეული შვილი, რომელიც სარგებლობდა დიდი ავორიტეტითა და სიყვარულით ყველგან, სადაც მას მუშაობამ მოუწია.

იყო დიდი პატრიოტი თავისი ხალხისა და იცხოვრა გამორჩეული პატიოსანი ცხოვრებით. ერთხელ მას მეგობარმა იუმორით უთხრა - ჯიბეში ფულს რომ ჩაგიდებენ, ხანდახან შეგიძლია დაიტოვოო. ბავშვივით გაოცებულმა ალიმ აღელვებით უპასუხა:

- რას ამბობ, ეგ ფული ჯიბეში რომ დამრჩეს, ისეთი შეგრძნება მექნებოდა, თითქოს გველი მეჯდეს ჯიბეშიო.

გარდაიცვალა 2019 წლის 8 აგვისტოს, დაკრძალულია მშობლიური სოფლის სასაფლაოზე.

2.3 ძმები ალექსი და თენგიზ ბორჩაშვილები

▲ზევით დაბრუნება


ალექსი მახამას ძე ბორჩაშვილი დაიბადა 1929 წლის 26 ოქტომბერს პანკისის ხეობის სოფ. ჯოყოლოში, უაღრესად განათლებულ და კულტურულ ოჯახში.

0x01 graphic

ძმები ალექსი (მარცხნივ) და თენგიზ ბორჩაშვილები

ალექსის მამა მახამა იდეის ძე ბორჩაშვილი იყო იმ დროისთვის უცვლელი საბჭოს მდივანი, ხოლო პაპა იდეი (იდა) ნეედირას ძე ბორჩაშვილი იყო ცნობილი პიროვნება მთელი კახეთის მასშტაბით, იყო ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე და მარეგულირებელი მამა-პაპათა ადათ-წესებისა და ტრადიციებისა. მას თელავის მაზრიდან ხშირად მიმართავდნენ წერილობით: „ბატონო და მეუფეო იდავ ნადირას ძეო, გთხოვთ, დაგვეხმაროთ ამა და ამ საქმის მოგვარებაში“.

დაამთავრა ჯერ ჯოყოლოს 8 წლიანი სკოლა, შემდეგ დუისის საშუალო სკოლა და 1947 წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტულ ფაკულტეტზე, რომელიც 1951 წელს წარმატებით დაამთავრა.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ის განაწილებით მოხვდა მაღალმთიან თუშეთში, სოფ. ომალოში, ორი წლის მერე გადმოიყვანეს თელავის რაიონის, სოფ. იყალთოს აფთიაქის გამგედ, ბოლოს კი გაამწესეს მშობლიური სოფლის ჯოყოლოს აფთიაქის გამგედ, სადაც მოღვაწეობდა 30 წლის განმავლობაში.

თენგიზ მახამას ძე ბორჩაშვილი დაიბადა 1935 წლის 15 აგვისტოს მრავალშვილიან ოჯახში. დედა ჰყავდა იმერელი, სათნო ქალბატონი - ცხადაძე ნატო. მამა ქისტი, მახამა ბორჩაშვილი, სოფლის საბჭოს მდივანი. თენგიზი სკოლაში გამორჩეული მოსწავლეიყო, დუისის საშუალო სკოლა წარჩინებით დაამთავრა და 1953 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, ფარმაციის ფაკულტეტზე.

1957 წელს გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური.

1958 წელს წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი და მიენიჭა პროვიზორის კვალიფიკაცია. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, ყაზახეთში წავიდა სამუშაოდ.

1962 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო იყალთოში აფთიაქის გამგედ.

1966 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში გაირა დახელოვნების ციკლი აფთიაქის მმართველის პოზიციაზე.

1968 წლის ბოლოს დაინიშნა ახმეტის რაიონული საავადმყოფოს მთავარ პროვიზორად. იყო მედიცინის მუშაკთა პროფკავშირების წევრი და შემდეგ თავმჯდომარე. იყო საქართველოს სსრ საზოგადოების „ცოდნა“ წევრი.

1973 და 1975 წელს დამსახურებული მუშაობისთვის და ფარმაციის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის მიენიჭა შრომის ორდენი და წოდება „სოციალისტური შრომის გმირი“.

1987-2000 წლებში მუშაობდა ახმეტის ცენტრალური აფთიაქის მმართველად. იყო პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრი, გვარის უფროსი, საზოგადოების აქტიური წევრი.

0x01 graphic

თენგიზ ბორჩაშვილი

თენგიზ ბორჩაშვილს საქართელოს პრეზიდენტმა შევარდნაძემ მიანიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება.

1965 წელს თენგიზ ბორჩაშვილმა შექმნა ოჯახი ლეილა დაქიშვილთან ერთად, ორივენი მედიცინის სფეროში მოღვაწეობდნენ. შეეძინათ ოთხი შვილი.

2000 წელს თენგიზი დაუბრუნდა მშობლიურ ჯოყოლოს და გახსნა აფთიაქი. სოფლის თვის ეს დიდი შეღავათი იყო, წამლისთვის ხალხს რაიონში ჩასვლა აღარ უხდებოდა. ხშირად გაჭირვებული ავადმყოფი რომ მიადგებოდა, წამლებს უსასყიდლოდ ატანდა, გაჭირვებულს მარტო არ დატოვებდა. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად ზარალით ასრულებდა თვეს, სოფელს აფთიაქი სიცოცხლის ბოლომდე შეუნარჩუნა. ერთგულად ემსახურა თავის პროფესიას და ძვირფას ხალხს.

თენგიზ ბორჩაშვილი ბუნებით გამორჩეული პიროვნება იყო, კარგი მეოჯახე, მშვიდი და გაწონასწორებული, კეთილშობილი, მართალი სიტყვის კაცი. პატრიოტი საკუთარი ქვეყნისა და პანკისის დიდი გულშემატკივარი. უაღრესად ტოლერანტი ბუნების ადამიანი, ქართველისა და ქისტის დღეგრძელობას ერთად იტყოდა და არასდროს განასხვავებდა. უყვარდა ადამიანებთან უშუალო ურთიერთობა, ამიტომაც არის, რომ ყველა სიყვარულით და სითბოთი მოიხსენიებს.

2009 წლის პირველ აგვისტოს უეცარი სიკვდილით გარდაიცვალა. მთელმა ხეობამ გულით დაიტირა საყვარელი შვილი. დაკრძალულია მშობლიური სოფლის ჯოყოლოს სასაფლაოზე.

ძმები ალექსი და თენგიზ ბორჩაშვილები, ფარმაციის პირველი მამამთავრები პანკისის ხეობაში, ხალხთა მეხსიერებაში დარჩებიან, როგორც ალალმართალი, პატიოსანი, თავის ხალხსა და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები. მათი სახელები სამარდჟამოდ დარჩება არა მხოლოდ პანკისის ისტორიაში.

2.4 ლამარა ბორჩაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ლამარა აბდულას ასული ბორჩაშვილი დაიბადა 1936 წლის 3 მარტს ახმეტის რაიონის სოფ. ჯოყოლოში.

წარჩინებით დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა.

ჩაირიცხა ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში, რადგან ავადმყოფობის გამო ვერ მოასწრო საბუთების შეტანა სამედიცინო ინსტიტუტში. თუმცა, რადგანაც მისი და მამამისის დიდი სურვილი იყო, ექიმი გამხდარიყო, სამედიცინო ინსტიტუტში გადავიდა და გახდა პირველი ქისტი ქალი ექიმი პანკისის ისტორიაში.

მისი საექიმო კარიერა დაიწყო ჯოყოლოს საუბნო საავადმყოფოს მთავარი ექიმის პოზიციით. თუმცა სტუდენტობის ბოლო წლებში მუშაობდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის თანაშემწედ.

1969 წელს იგი იწყებს მუშაობას ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში მეან-გინეკოლოგად.

1970 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მივლინებულ იქნა ლენინგრადში მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტში 6 თვიან სასწავლო კურსზე თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების მიზნით.

0x01 graphic

ლამარა ბორჩაშვილი

მშობლიურ რაიონში დაბრუნების შემდეგ მრავალი ათეული წელი ემსახურა ქალთა ჯანმრთელობას. ბევრი გადარჩენილი სიცოცხლის, და უღალავი შრომის, პროფესიონალიზმის გამო დაიმსახურა ხალხის პატივისცემა და მადლიერება, როგორც ყველაზე სანუკვარი ჯილდო. მინიჭებული აქვს დამსახურებული ექიმის წოდება.

გარადაიცვალა 2017 წლის 10 აგვისტოს. დაკრძალულია სოფელ დუისში.

2.5 ანზორ ალხანაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ქირურგი

ანზორ ალხანაშვილი დაიბადა1939 წლის 28 აგვისტოს, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში.

0x01 graphic

ანზორ ალხანაშვილი

ანზორის მამა ექა ალხანაშვილი მოქმედ არმიაში გაიწვიეს, მაშინ მისი მეუღლე თოაი ფეხმძიმედ იყო ანზორიზე. ექა ფრონტიდან არ დაბრუნებულა და დედამ მარტოხელამ გაზარდა გაჩენამდე დაობლებული შვილი.

ანზორმა წარჩინებით დაამთავრა სოფელ დუმასტურის საშუალო სკოლა.

1960 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, სამკურნალო ფაკულტეტზე.

1966 წელს, სწავლის დამთავრებისთანავე, ქვემო ალვანში დაიწყო მუშაობა ქირურგად.

1968 წელს მუშაობა განაგრძო ქ. ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში.

1975-1977 წლებში გაიარა სპეციალური ორდინატურა თბილისში.

თბილისიდან დაბრუნების შემდეგ, 2012 წლამდე მუშაობდა ახმეტის ჰოსპიტალში.

2012 წელს მედიცინის სფეროში გაწეული ღვაწ ლისათვის იგი დაჯილდოვდა „ბრწყინვალების ორდენით“. ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.

მთელი ცხოვრება დაუღალავად და უანგაროდ ემსახურა თავის ხალხს. ანზორი ექიმის სახელი სამუდამოდ დარჩება პანკისელი ქისტებისა და არა მხოლოდ ქისტების გულში. მისი თავმდაბლობა, ჰუმანურობა, გაჭირვებულის გვერდში დგომა, ავადმყოფისათვის დახმარების აღმოსაჩენად მზადყოფნა ნამდვილად დასაფასებელი და საარაკოა.

გარდაიცვალა 79 წლის ასაკში, 2019 წლის 7 იანვარს.

2.6 გივი იმედაშვილი

▲ზევით დაბრუნება


მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, უროლოგი

გივი იმედაშვილი დაიბადა 1942 წლის 25 ივლისს ახმეტის რაიონის სოფ. ომალოში (პან კისის ხეობა). 7 წლის რომ გახდა, მისი ოჯახი გა დასახლდა სოფ. ზემო ალვანში საცხოვრებლად.

1961 წელს ზემო ალვნის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ქ. დონის როსტოვის სამედიცინო უნივერსიტეტში, სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა უროლოგიის სპეციალობით.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ (1967 წ.), განაწილებით სამუშაოდ გააგზავნეს ჩეჩენ-ინგუშეთში, სოფ. ურუს-მართანის რაიონულ საავდმყოფოში ექიმ-ქირურგად.

0x01 graphic

გივი იმედაშვილი ვაჟიშვილებთან ერთად

1969 წელს სწავლა გააგრძელა ქ. მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის უროლოგიის კათედრაზე, პარალელურად 2 წლის განმავლობაში ეწეოდა მეცნიერულ მუშაობას.

1971 წელს დაბრუნდა ქ. გროზნოში უროლოგიური განყოფილების ექიმ-რეანიმატოლოგად. 1973 წლიდან მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის უროლოგიისა და ნეფროლოგიის ინსტიტუტში მორიგე ექიმად.

1982 წელს ქ. ტაშკენტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.

1980 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისის III უროლოგიური განყოფილების გამგედ.

ჰყავს 4 შვილი და 9 შვილიშვილი.

არის საუკეთესო უროლოგი და თავისი ხალხის დიდი პატრიოტი.

ფლობს ქართულ, ჩეჩნურ და რუსულ ენებს.

2.7 ვისერგი მარგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


ზოგადი ქირურგი

ვისერგი (შერიფ) დუბაის ძე მარგოშვილი დაიბადა 1944 წლის 23 თებერვალს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში. მის მშობლებს 5 ქალიშვილი ჰყავდათ და მამამ მეორე ცოლი მოიყვანა იმ მიზეზით, რომ ვაჟი არ ჰყავდათ. და აი, სასწაული, მათ ვაჟი შეეძინათ (დე და მასზე ფეხმძიმე აღმოჩნდა გაყრისას). დედის დაუღალავი შრომის საფასურია, რომ უფროსი ქალიშვილის სოობურას გარდა, ყველამ უმაღლესი განათლება მიიღო: ოლია, ძარეი, თინა და ისმი ოთხივე ხეობის საამაყო პედაგოგები გახდნენ. შერიფ მარგოშვილის სამედიცინო განათლებაში უდიდესი წვლილი ოლია მარგოშვილს მიუძღვის.

0x01 graphic

ვისერგი მარგოშვილი

1950 წელს ვისერგი შევიდა დუისის საშუალო სკოლაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1961 წელს. იმავე წელს ჩაირიცხა ქ. თბილისში საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში. ორი კურსის დახურვის შემდეგ გადავიდა სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, ქირურგიულ ფაკულტეტზე.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ახმეტის რაისაავადმყოფოს ქირურგად.

1972 წელს დაქორწინდა და იმავე წელს ჩადის ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და იწყებს მუშაობას ნადტერეჩნი რაიონის საავადმყოფოში მთავარ ქირურგად.

1973 წელს ქ. ორჯონიკიძეში გაიარა ორდინატურა და მას შესთავაზეს ქ. გროზნოს ცენტარალურ საავადმყოფოში მთავარი ექიმის ადგილი, ის უკვე წარმატებული და ცნობილი ექიმი იყო და სახელიც დაიმკვიდრა, მას შეეძლო კარიერული სიმაღლეების დაპყრობა, მაგრამ საქართველოში დაბრუნება არჩია, ჯერ იმიტომ, რომ დედამისმა უარი თქვა ჩეჩნეთში ჩასვლაზე და მეორეც, ძალიან უყვრდა საქართველო, მშობლიური პანკისი და თავისი ხალხი.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო მუშაობა დუისის საავადმყოფოში მთავარ ექიმად. შემდეგ გადავიდა ახმეტის რაისაავადმყოფოში და რიგით ქირურგად დაიწყო მუშაობა.

საბჭოთა წყობილების დროს ექიმებს მიზერული ხელფასი ჰქონდათ, ამიტომ დიდზე დიდი უმეტესობა პაციენტებისაგან ფულს (ე.ი. ქრთამს) იღებდა. ვისერგი ამ მხრივ იყო გამონაკლისი, რადგან მას არასოდეს არავისგან არ აუღია ფული, ის პატიოსნად ასრულებდა ჰიპოკრატეს ფიცს, რამაც უდიდესი ავტორიტეტი შესძინა მოსახლეობაში. იყო საოცრად კაცთმოყვარე, უაღრესად ზრდილობიანი, მამა-პაპათა ტრადიციებისა და ეთიკის ზედმიწევნით დამცველი. არასოდეს დაიზარებდა გაჭირვებულის დახმარებას, მეგობრებში მოქეიფე, მაშინვე ტოვებდა სუფრას და ავადმყოფთან მიდიოდა. კარგად ესმოდა ექიმის საპასუხისმგებლო პროფესიისა და მეგობრებს ეუბნებოდა, შვილებს არ ურჩიოთ სამედიცინოზე ჩაბარებაო: „მართალია, ექიმობა უაღრესად კეთილშობილური და მადლიანი საქმეა, მაგრამ ურთულესი და ძალზედ საპასუხიმგებლო, ხომ ხედავთ, როგორ ნაადრევად გავჭაღარავდი, ადამიანის სიცოცხლის სადარაჯოზე დგომა მძიმედ მოქმედებს ექიმზე“, - ამბობდა ვისერგი.

ბოლო წლებში მძიმე ავადმყოფი შეიქნა: ჯერ გულის ოპერაცია ჩაუტარდა, შემდეგ მალევე ფილტვის სიმსივნე აღმოაჩნდა და ამ საშინელმა სენმა შეიწირა კიდეც მისი სიცოცხლე, რომელიც ასე სჭირდებოდა მის ხეობასა და იქ მცხოვრებ ხალხს.

ვისერგი (შერიფ) მარგოშვილი გარდაიცვალა 2012 წელს. მისი სპეტაკი სახელი სამუდამოდ დარჩება ქისტი ხალხის ისტორიაში.

2.8 ლეილა დაქიშვილი

▲ზევით დაბრუნება


ზოგადი თერაპევტი, გინეკოლოგი

ლეილა დაქიშვილი დაიბადა 1946 წლის 26 თებერვალს სოფელ ჯოყოლოში. მამა აბდულა დაქიშვილი, პროფესიით ზოოტექნიკოსი, დარბაისელი ბუნების, კეთილშობილი კაცი იყო. დედა ნაზო დაქიშვილი პედაგოგი და კოლმეურნეობის ბუღალტერი. განათლებული, სათნო ქალი.

0x01 graphic

ლეილა დაქიშვილი

ლეილას ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, ექვს შვილიან ოჯახში პირველი შვილი იყო, ორ ძმასთან და სამ დასთან ერთად იზრდებოდა. შვიდი კლასი ჯოყოლოს საშუალო სკოლში დაამთავრა. თორმეტი წლის იყო, როცა ბიძაშვილმა, ჟენია დაქიშვილმა, სასწავლებლად გროზნოში ჩაიყვანა. იმ დროს ლეილამ რუსული არ იცოდა, მაგრამ ბეჯითად მეცადინეობდა და პირველივე წელი უმაღლესი შეფასებით დაასრულა.

ლეილას კარგად ახსოვდა მის მშობლიურ სოფელში, როცა ადამიანს ექიმი დასჭირდებოდა, მრავალი კილომეტრი უნდა გაევლო დახმარების მისაღებად. ამიტომ ბავშვობიდანვე ოცნე ბობდა ექიმი გამხდარიყო და თავის სო ფელში დაბრუნებულიყო ადამიანების სამკურნა ლოდ. თუმცა, ექიმობისკენ მიმავალი გზა საკმაოდ გრძელი და რთული აღმოჩნდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ მან წარმატებით ჩააბარა ორჯონიკიძის სამედიცინო სახელმწიფო ინსტიტუტში. უკვე მესამე კურსელი, მშობლიურ ჯოყოლოში არდადეგებზე ჩამოვიდა და ბედი დაუკავშირა პანკისის გამორჩეულ ახალგაზრდას - თენგიზ ბორჩაშვილს. ისინი დაოჯახდნენ და ლეილა მშობლიურ მხარეში დაბრუნდა საცხოვრებლად.

სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში სამკურნალო მიმართულებით რუსულ სექტორზე. პანკისიდან თბილისში ყოველ კვირას უწევდა ჩასვლა და ორი მცირეწლივანი შვილის სახლში დატოვება. სტუდენტობა თავისი სირთულეებით იყო დატვირთული, თუმცა 1969 წელს წარმატებით დაამთავრა ინსტიტუტი და ბავშვობის ოცნება აიხდინა. მშობლიურ სოფელში ექიმად დაბ რუნდა და სოფელ ჯოყოლოს ამბულატორიაში თერაპევტად დაიწყო მუშაობა.

განსაკუთრებული ზრუნვითა და სიყვარულით ემსახურებოდა პაციენტებს. ის არა მხოლოდ ექიმის მოვალეობას ასრულებდა მშობლიურ მხარეში, არამედ ცდილობდა, ყოფილიყო მხარდამჭერი, მესაიდუმლე და იმედის მიმცემი პაციენტებისთვის. მოგვიანებით ლეილა სოფელ დუისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც თხუთმეტი წელი მეან-გინეკოლოგად იმუშავა. ამ პერიოდის პანკისში ქალების უმრავლესობა ბინაზე მშობიარობდა. შესაბამისად, მაღალი იყო ქალთა ავადობა და ჩვილის ლეტალობა. ქალებს ნაკლებად ჰქონდათ ინფორმაცია ექიმთან კონსულტაციისა და სამედიცინო კონტროლის მნიშვნელობაზე. ლეილა ექიმი ფეხით შემოივლიდა ხოლმე სოფელს. თავის ექთანთან, თინა ნარუსლაშვილთან ერთად თი თო ეულ პაციენტს სახლში აკითხავდა, უხსნიდა ექიმთან კონსულტაციის საჭიროებას და არწმუნებდა საავადმყოფოში მისულიყვნენ. ყველა შესაძლო ღონეს ხმარობდა ქალების ექიმამდე მისაყვანად. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი განსაკუთრებული ზრუნვა პანკისელ ქალებზე. მაშინ, როცა 1985-იან წლებში დაიხურა დუისის საავადმყოფო, ქისტ ქალებს ახლა უფრო გრძელი გზის გავლა უწევდათ ექიმთან მოსახვედრად. ლეილა ექიმიც ახმეტის გინეკოლოგიურ კლინიკაში გადავიდა გამგედ, შემდეგ ახმეტის საავადმყოფოში მეან გინეკოლოგად. ხშირად სავადმყოფოდან დაბრუნებული სახლში აგრძელებდა უსასყიდლოდ პაციენტების მიღებას. როცა ავადმყოფი და გაჭირვებული საავადმყოფომდე ვერ მიდიოდა, მათი მთავარი იმედი ადგილობრივი, პანკისელი ექიმები იყვნენ. ლეილა ექიმთან ყველას ადვილად მიესვლებოდა, რადგან მუდამ მზად იყო პაციენტის მისაღებად. ის ითავსებდა გინეკოლოგის, პედიატრის, თერაპევტის ფუნქციებს. ოჯახში იღებდა და ბინაზე აკითხავდა ავადმყოფებს. როგორც თვითონ იხსენებს, ხან ფეხით მიდიოდა, ხან სატვირთო მანქანით, ხან ცხენით გადადიოდა ალაზანზე, თავად სიცხიანიც ხშირად მისულა ავადმყოფთან.

ბინაზე იღებდა კრიტიკულ პაციენტებს და სასწრაფო დახმარებას ადგილზე უწევდა. მრავალი სიცოცხლე გადაურჩენია სახლში მოწყობილ უბრალო ტახტზე. წამლებით მეუღლე, თენგიზ ბორჩაშვილი ამარაგებდა, იქვე სოფელში არსებული საკუთარი აფთიაქიდან, საჭირო წამლების მარაგი აფთიაქში ინახებოდა და გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა შესაძლებელი ხდებოდა. გასამრჯელოს აღებაზე ორივე უარს ამბობდა, თუმცა პაციენტებისგან ყველაზე დიდ საჩუქარს, გულწრფელ სიყვარულსა და მადლიერებას იღებდნენ.

პანკისის ხეობაში როცა 1999-იან წლებში ჩეჩენი ლტოლვილები გადმოვიდნენ, საჭირო გახდა დამატებითი სამედიცინო მომსახურების ცენტრის გახსნა. ცენტრი პროფესიონალი ექიმებით დაკომპლექტდა. ლეილა ექიმი მთავარ გინეკოლოგად მუშაობდა. პაციენტები იყვნენ ადამიანები, რომელთაც თავი დააღწიეს სასტიკ ომს, მძიმე ტრაგედიებითა და მოგონებებით დამძიმებულნი გადმოვიდნენ სამშვიდობოს. ჩეჩენ ლტოლვილებთან მუშაობა მეტ ძალისხმევას, გულისხმიერებასა და პასუხიგებლობას საჭიროებდა. ლეილა ექიმი აქ სამი წელი ყოველდღიურად მუშაობდა, სანამ ცენტრი ფუნქციონირებდა. შემდეგ კი, ჩვეულებისამებრ, სახლში აგრძელებდა მათ მიღებასა და კონსულტაციებს.

პარალელურად მრავალი წელი ჯოყოლოს ამბულატორიაში გამოძახებაზე დადიოდა და პაციენტებს ასევე უსასყიდლოდ იღებდა. ქვეყანაში რთული პერიოდი იდგა, ხელფასები გაყინული იყო, თუმცა ექიმი ყველას სჭირდებოდა. ლეილა ექიმიც თავისი პაციენტების სამსახურში იდგა და მათ მიღებაზე უარი არასდროს უთქვამს.

ლეილა დაქიშვილი პანკისელი ექიმების პირველი თაობის წარმომადგენელია. ის ემსახურა ყველაზე ჰუმანურ პროფესიას და მისი ცხოვრების მთავარი დევიზი იყო გაჭირვებული ადამიანის სამსახურში ყოფნა. ის ამბობდა - ღმერთმა ერთი სიცოცხლე მომცა და მინდა ეს დრო სიკეთის კეთებას მოვახმაროო. არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა სხვა ადგილზე გადასვლისა და კარიერის გაუმჯობესებისა, თუმცა არასდროს უფიქრია ამის გაკეთება, რადგან გრძნობდა, თუ რამდენად სჭირდებოდა მის ხალხს და პაციენტებს.

ლეილა ექიმი 48 წელი ღირსეულად ემსახურა თავის პროფესიას. 2015 წელს დაასრულა პროფესიული მოღვაწეობა და, ცხოვრებაში პირველად, მთელი თავისი დრო ოჯახს მიუძღვნა. ჰყავს ოთხი შვილი და თორმეტი შვილიშვილი. ცხოვრობს მშობლიურ ჯოყო ლო ში.

2.9 ელდარ დუიშვილი

▲ზევით დაბრუნება


სამხედრო ექიმი, კარდიოლოგი

ელდარი ესქის ძე დუიშვილი დაიბადა 1946 წლის 11 მაისს, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში.

0x01 graphic

ელდარ დუიშვილი

1953-1964 წწ. - დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა ოქროს მედალზე.

1964-1970 წწ. - წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სა მედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1970-1972 წწ. - მსახურობდა სამ ხედ რო ექიმად.

1972-1974 წწ. - დაამთავრა თბილისის კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის ორდინატურა.

1974 წლიდან დღემდე მუშაობს რუსთავში კ. მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში თერაპიული განყოფილების გამგედ.

1982 წლიდან მინიჭებული აქვს უმაღლესი კატეგორიის ექიმის წოდება. 30 წლის მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას რუსთავის სამედიცინო ინსტიტუტისა და კოლეჯების სტუდენტებთან.

არის ქისტი ხალხის დიდი პატრიოტი და გულშემატკივარი. მთელი ცხოვრება პანკისსა თუ რუსთავში უანგაროდ ემსახურება გაჭირვებულსა და ხელმოკლე ადამიანებს.

ჰყავს მეუღლე, 4 შვილი და 7 შვილიშვილი.

2.10 ლამარა ქავთარაშვილი

▲ზევით დაბრუნება


თერაპევტი

ლამარა (ჟენია) ქავთარაშვილი (დიდიგოვა) დაიბადა 1946 წლის 1 მაისს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში გავლენიანი და ავტორიტეტის მქონე პანკისელი ქისტის იუსუფ მადას ძე ქავთარაშვილის ოჯახში.

1952-1962 წწ. დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა.

1956-1962 წწ. საშუალო მუსიკალური სკო ლა, ქ. თელავი, საქ. სსრ (ფორტეპიანოს კლასი).

1962-1968 წწ. დაამთავრა თბილისის სახელ მწ იფო სამედიცინო ინსტიტუტი.

1968-1969 წწ. მუშაობდა დუისის სასოფლო პოლიკლინიკაში (საუბნო თერაპევტი).

0x01 graphic

ლამარა ქავთარაშვილი

1969-1975 წწ. მუშაობდა დუისის სასოფლო კლინიკური საავადმყოფოში მთავარი ექიმად.

1975 წელს დაოჯახდა და სამუდამოდ საცხოვრებლად გადავიდა ქ. გროზნოში, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

1975-1976 წწ. მუშაობდა ქ. გროზნოს, №7 პოლიკლინიკაში, საუბნო თერაპევტად.

1976-1990 წწ. იყო ქ. გროზნოს №3 პოლიკლინიკის თერაპევტი.

1985-1990 წწ. დაამთავრა მოსკოვის მარქსიზმისა და ლენინიზმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ფაკულტეტი: სსრკ-ს კომუნისტური პარტიის მართვის სისტემა), ქ. მოსკოვი.

1990-2010 წწ. მუშაობდა ქ. გროზნოს, №3 პოლიკლინიკაში, მთავარი ექიმად.

1995-1996 წწ. არჩეული იქნა პარლამენტის დეპუტატად, ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახალხო კრების საკანონმდებლო პალატის წევრად (კულტურის, ჯანდაცვისა და განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე).

1995-1996 წწ. - დაინიშნა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩევლად მედიცინისა და ჯანდაცვის საკითხებში.

სხვადასხვა დროს იყო:

2010-2011 წწ. - ქ. გროზნოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე (ქ. გროზნოს მთავარი თერაპევტი);

2011-2017 წწ. - მთავარი ექიმის პირველი მოადგილე სამკურნალო ნაწილში ქ. გროზნოს №5 საქალაქო კლინიკურ საავადმყოფოში;

2017-2018 წწ. - სამედიცინო კლინიკა „ოჯახის ექიმის“ მთავარი ექიმი ქ. გროზნოში.

2000 წლიდან მუშაობდა ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამედიცინო ფაკულტეტზე (ექსტრემალური მედიცინა), შემდგომ ჩეჩნეთის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში 2010 წლის ჩათვლით.

2019 წლიდან პერსონალური პენსიონერია.

ლამარა ქავთარაშვილის სახელმწიფო ჯილდოები და დამსახურებები:

1. რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის წარჩინებული ექიმი;

2. ჩეჩნეთის რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი;

3. 1994 წლიდან აქვს ექიმ-თერაპევტისა და ჯანდაცვის ორგანიზატორის უმაღლესი კატეგორია (უმაღლესი 1-ელი კატეგორიის ექიმი);

4. დაჯილდოებულია ჩეჩნეთის პრეზიდენტის საპატიო სიგელით;

5. მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის მინისტრის მადლობის წერილი (დიდი მიღწევებისთვის);

6. დაჯილდოებულია ჩეჩნეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის საპატიო სიგელით;

7. დაჯილდოებულია ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის საპატიო სიგელით სამედიცინო მომსახურებისა და ჯანდაცვის სფეროში მაღალი მაჩვენებლებისთვის;

8. ქ. გროზნოს მერიის საპატიო სიგელი (ქ. გროზნოს საუკეთესო მთავარი ექიმი 2008 წ.);

9. რუსეთის ფედერაციის სამედიცინო სამსახურის ვიცე-პოლკოვნიკი თადარიგში;

10. შრომის ვეტერანი.

2.11 იოსებ გორნაკაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ბავშვთა ქირურგი

იოსებ (იუსუბ) ლაზარეს ძე გორნაკაშვილი დაიბადა 1946 წლის 11 ივლისს ახმეტის რაიონის, სოფ. ომალოში. დაწყებითი განათლება მიიღო ომალოს სკოლაში.

0x01 graphic

იოსებ გორნაკაშვილი

1962 წელს დაამთავრა სოფ. დუისის საშუალო სკოლა.

1963 წელს მისაღები გამოცდები ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსიც დაამთავრა 1969 წელს.

1969 წელს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თხოვნით მუშაობა დაიწყო მესხეთის მაღალმთიან რაიონში - ადიგენში რაიპედიატრად, ბავშვთა განყოფილების გამგედ და ბავშვთა ქირურგად, სადაც იმუშავა 1971 წლამდე.

1972-1973 წწ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრაზე კლინიკური ორდინატურა.

1974-1975 წწ. მუშაობდა ქ. თბილისის ბავშვთა მე-19 კლინიკაში ბავშვთა ქირურგად.

1976-1981 წწ. მუშაობდა ქ. თბილისის ბავშვთა მე-2 კლინიკაში ბავშვთა ქირურგად.

1985-87 წწ. კონტრაქტის საფუძველზე მუშაობდა ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქ. ანაბაში ბავშვთა ქირურგად, საუნივერსიტეტო ცენტრის უროლოგიურ განყოფილებაში.

ალჟირიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობა გააგრძელა ქ. თბილისის ბავშვთა მე-2 კლინიკაში.

1994-1999 წწ. მუშაობდა ჩეჩნეთში, ქ. გროზნოში ქალაქის ბავშვთა მე-2 საავადმყოფოში ბავშვთა ქირურგად. გაიარა ომის ქარცეცხლში უშიშრად, ერთი წუთითაც არ უღალატია ჰიპოკრატეს ფიცისათვის და ერთგულად ემსახურა იმ პერიოდში ჩეჩნებისათვის უმნიშვნელოვანეს სფეროს, ბავშვთა ქირურგიას.

ჩეჩნეთიდან დაბრუნების შემდეგ 1999 წლის 25 სექტემბრიდან მუშაობა გააგრძელა ქ. თბილისის ბავშვთა მე-2 კლინიკაში ბავშვთა ქირურგად.

მის ავტობიოგრაფიაში წერია: „მყავს ოჯახი, მეუღლე, შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვემსახურებოდი ჩემს ძვირფას ქისტებს სრულიად უანგაროდ, იქნებოდა ეს პანკისში, თბილისში, ჩეჩნეთსა თუ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში“.

ამჟამად პენსიონერია. თავისი ცხოვრების წესის, თავისი ხალხის მიმართ პატრიოტიზმის გამო ხალხში სარგებლობს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით.

2.12 გივი (რომი) წინწალაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ქირურგი

გივი (რომი) კამოს ძე წინწალაშვილი დაიბადა 1950 წლის 12 ივლისს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში.

0x01 graphic

გივი წინწალაშვილი

1969 წელს დაამთავრა ქალაქ თელავის რუსული სკოლა;

1976-1982 წწ. წარჩინებით დაამთავრა სერგეი გეორგიევსკის სახელობის ყირიმის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ქირურგის კვალიფიკაციით;

1982-1983 წწ. უკრაინის ხერსონის ოლქში გაიარა ორწლიანი კლინიკური ინტერნატურა ზოგადი ქირურგიის სპეციალობით;

1983-1986 წწ. მუშაობდა უკრაინის ქ. კახოვკის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში;

1986-1995 წწ. და 2001-2011 წწ. მუშაობდა ქ. თელავის ცენტრალურ (რაიონულ) საავადმყოფოში;

1995-2001 წწ. მუშაობდა უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ პერვომაისკის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში;

2001-2011 წწ. მუშაობდა ქ. თელავში კლინიკა „სალბუნში“.

გარდაიცვალა 2011 წლის 21 იანვარს ქ. თელავში.

თავისი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში გივი (რომი) წინწალაშვილმა არაერთ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე და უსასყიდლოდ ემსახურებოდა სოციალურად დაუცველ და მოხუცებულ ადამიანებს.

იყო უდიდესი პატრიოტი თავისი ხალხისა და ქვეყნის, გამოირჩეოდა ყველა იმ ზეადამიანური თვისებითა და ხასითით, რაც რჩეული ადამიანების ხვედრია და დიდი კვალი დატოვა პანკისის ისტორიაში.

0x01 graphic

გივი (რომი) წინწალაშვილისათვის მიძღვნილი ლექსში გამოხატულია მისი განსაკუთრებული დამსახურება ქისტი ერის წინაშე:

სხვის გასაჭირზე ფიქრობდი მუდამ,
სხვისი წუხილით გტკიოდა გული,
გულწრფელი არის, ძვირფასო გივი,
შენს მიმართ ხალხის ეს სიყვარული.

სანამ სპეროზას მზის სხივი ხვდება,
ესალბუნება ალაზანს ქარი,
მანამ პანკისის ხეობა სუნთქავს,
სახელი შენი უკვდავი არის.

მზია ბექაური

2.13 მანია ბაღაკაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ექთანი

მანია ისახას ასული ბაღაკაშვილი და იბადა 1952 წელს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში.

0x01 graphic

მანია ბაღაკაშვილი

1969 წელს დაამთავრა სოფ. დუისის საშუალო სკოლა.

1973 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე-4 სამედიცინო სასწავლებელი ფერშლის წოდებით.

1976 წელს მუშაობა დაიწყო ჯოყოლოს საექიმო ამბულატორიაში ექთნად, ხოლო 1977 წლიდან დუისის საუბნო საავადმყოფოში.

2005-2006 წწ. თბილისში გაიარა საოჯახო მედიცინის კურსები და აიღო სერტიფიკატი ოჯახის ექთნის წოდებით.

2006 წლიდან მუშაობს დუისის სასოფლო ამბულატორიაში ოჯახის ექთნის თა ნამ დებობაზე.

2018 წლიდან მუშაობს რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი „დუისის“ გადაუდებელ განყოფილებაში.

მას პანკისის ხეობაში ყველა იცნობს, როგორც ექთან მანიას. ის მთელი ცხოვრება უანგაროდ ემსახურება თავის ხალხს, არის ყველა ოჯახის პირადი ექთანი, ყველა გაჭირვებულის ქომაგი და დამხმარე, უაღრესად თავმდაბალი და პატიოსანი ადამიანი.

ნათელა ალდამოვი

ექთანი

ნათელა ახიადას ასული ალდამოვი დაიბადა 1953 წელს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში.

0x01 graphic

ნათელა ალდამოვი

1961-1971 წლებში სწავლობდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკის ქ. გროზნოს სკოლა-ინტერნატში. იმავე წელს ჩაირიცხა სამედიცინო სასწავლებლის მედდა-მეანობის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1975 წელს.

სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ურუს-მართანის რაიონულ საავადმყოფოში, სამშობიარო გნყობილებაში მედდად.

1976 წელს შექმნა ოჯახი სოფ. დუისში.

1979 წელს დაიწყო მუშაობა დუისის სასოფლო საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების ბრიგადაში, სადაც მუშაობდა მის გაუქმებამდე.

1999 წელს მუშაობდა „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციაში.

2009-2018 წლებში მუშაობდა დუისის საშუალო სკოლაში მედდად.

2018 წლიდან დღემდე მუშაობს ჯანმრთელობის რეგიონალური ცენტრის დუისის ამბულატორიაში, გინეკოლოგიის განყოფილებაში ბებიაქალის პოზიციაზე.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

2.14 ასმათ გორნაკაშვილი

▲ზევით დაბრუნება


პედიატრი

ასმათ ვისერგის ასული გორნაკაშვილი დაიბადა 1954 წლის 3 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფ. ომალოში.

1971 წელს დაამთავრა ახმეტის პირველი საშუალო სკოლა.

1972 წელს ჩაირიცხა საქართველოს სამედიცინო სახელმწიფო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1978 წელს. იმავე წელს გაიარა ერთწლიანი ინტერნატურა.

0x01 graphic

ასმათ გორნაკაშვილი

1979 წლიდან მუშაობა დაიწყო ახმეტის რაიპოლიკლინიკის უბნის პედიატრის თანამდებობაზე. პერიოდულად მუშაობდა სტაციონარის პედიატრის თანამდებობაზეც, ბავშვთა ინფექციონისტად და რაიპედიატრად.

2007 წელს გაიარა ოჯახის ექიმის კვალიფიკაცია და არის ლიცენზირებული ოჯახის ექიმი.

2012 წლიდან დღემდე მუშობს ქ. ახმეტის „ევექსის“ კლინიკაში ბავშვთა პედიატრად.

ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი.

მოსახლეობასა და პაციენტებში სარგებლობს დიდი პატივისცემითა და სიყვარულით.

2.15 ლალი მაჩალიკაშვილი

▲ზევით დაბრუნება


პედიატრი

ლალი ჟორას ასული მაჩალიკაშვილი დაიბადა 1956 წლის 4 იანვარს ქ. ახმეტაში.

1972 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა.

იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით და ამ თავრა 1978 წელს.

1978-1979 წწ. გაიარა ინტერნატურა და მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის ბავშვთა მე-19 პოლიკლინიკაში პედიატრად.

2017 წელს მიიწვიეს პედიატრად ქ. თბილისის „ევექსის“ კლინიკაში, სადაც მუშაობს დღემდე.

თავისი მრავალწლიანი წარმატებული მუშაობის განმავლობაში ლალი მაჩალიკაშვილს მიღებული აქვს უამრავი საპატიო სიგელი და ჯილდო. თუმცა მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო არის ის ზღვა სიყვარული და პატივისცემა, რასაც მუდმივად გრძნობს პაწია პაციენტებისა და მათი მშობლების მხრიდან.

0x01 graphic

მარინე ალდამოვი

მისი ქალიშვილიც დედის პროფესიას გაჰყვა და ერთ-ერთი წარმატებული ექიმია საქართველოში და საზღვრებს გარეთაც. არის მედიცინის დოქტორი და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ლალი მაჩალიკაშვილი თავის ავტობიოგრაფიაში წერს: „ყოველთვის ვამაყობ, რომ ვარ ქისტი, ძალიან მიყვარს ჩემი ხალხი და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ღირსეული და მამაცი ერის შვილობა მარგუნა ბედმა“.

2.16 მარინე ალდამოვი

▲ზევით დაბრუნება


მეან-გინეკოლოგი

0x01 graphic

ლალი მაჩალიკაშვილი

მარინე მუხმადას ასული ალდამოვა დაიბადა 1960 წლის 12 დეკემბერს ახმეტის რაიონის, სოფ.დუისში.

1977 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ახმეტის საშუალო სკოლა.

1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი - სამკურნალო საქმე.

1991 წელს დაამთავრა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი, მეანობა-გინეკოლოგიის სპეციალობით.

2002 წელს მიიღო სახელმწიფო სერტიფიკატი - ნებადართული სპეციალობა: მეანობა-გინეკოლოგია.

2007 წელს გაიარა ჯანდაცვის სერვისის მენეჯერების გადამზადების სასწავლო პროგრამა (საქ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №182/ო).

მისი სამუშაო გამოცდილება არცთუ ღარიბია:

1986-1987 წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, ექიმი-ინტერნი.

1987-1991 წწ. ახმეტის რაიონული საავადმყოფოს ჯოყოლოს საექიმო ამბულატორიის მთავარი ექიმი.

1991-1997 წწ. ახმეტის რაიონის სოფ. დუისის საუბნო საავადმყოფო, ექიმი გინეკოლოგი.

1997-2000 წწ. ჩეჩნეთის რესპუბლიკის ქ. გროზნოს მე-5 პოლიკლინიკა, ექიმი გინეკოლოგი.

2000-2002 წწ. ახმეტის რაიონის სოფ. დუისის საექიმო ამბულატორია, ექიმი მეანგინეკოლოგი.

2002-2006 წწ. - ახმეტის ჯ/დ რაიონული ცენტრი, მეან-გინეკოლოგი; ქალთა კონსულტაციის ექიმი-გინეკოლოგი.

2006-2011 წწ. - შპს ახმეტის სამშობიარო სახლი, მეან-გინეკოლოგი; ახმეტის რაიონის სოფ. დუისის საექიმო ამბულატორია, ექიმი გინეკოლოგი.

2011-2019 წწ. - შპს „კახეთის უნიმედი“, ახმეტის სამედიცინო ცენტრი, მეანგინეკოლოგი.

2019 წლიდან დღემდე - სს „ევექსის კლი ნი კების“ ახმეტის კლინიკა, მეან-გინეკოლოგი.

2017-2020 წწ. - `ევექსის კლინიკები“, ივ. ბოკერიას სახ. ჰოსპიტალი, მეან-გინეკოლოგი.

2018 წლიდან დღემდე რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი. დუისის სამედიცინო დაწესებულება, მენეჯერი.

მარინე ალდამოვას მიღებული აქვს მონაწილეობა უამრავ პროფესიულ სემინარსა და კონფერენციებში, ტრენინგებსა და ვორქშოფებში.

მიღებული აქვს უამრავი საპატიო სიგელი და ჯილდო.

სრულყოფილად ფლობს ჩეჩნურ, ქართულ და რუსულ ენებს, ხოლო ინგლისურსა და გერმანულ ენებს საშუალო დონეზე.

ჰყავს სამი შვილი, რომელთაგან ორი ქალ-ვაჟი დედის პროფესიას გაყვნენ და ექიმობა აირჩიეს: რემზი მარგოშვილი ზოგადი ქირურგია, ხოლო ელისო მარგოშვილი - კარდიოლოგი.

მოსახლეობაში სარგებლობს დიდი ავტორიტეტით. თავისი მოკრძალებული, მშვიდი ხასიათისა და პაციენტების მიმართ გამორჩეული დამოკიდებულების გამო, გარშემომყოფთა მხრიდან დიდი სიყვარული დაიმსახურა.

2.17 ქეთინო ქავთარაშვილი

▲ზევით დაბრუნება


პედიატრი

ქეთინო რამაზის ასული ქავთარაშვილი დაიბადა 1960 წლის 1 სექტემბერს ახმეტის რაიონის, სოფ. დუისში.

0x01 graphic

ქეთინო ქავთარაშვილი (მარჯვნივ)

1977 წელს წარჩინებით დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა.

1982-1989 წწ. - სწავლობდა ქ. ტიუმენის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ ფაკულტეტზე.

1989-1993 წწ. - მუშაობდა ოზერნინსკაიას რაიონის საავადმყოფოში პედიატრად.

სხვადასხვა დროს იყო:

1994-2009 წწ. - ტიუმენის ბავშვთა პოლიკლინიკის პედიატრი; შემდეგ, 2010-2011 წლებში - ტიუმენის მე-8 პოლიკლინიკის ბავშვთა განყოფილების უფროსი; ხოლო 2012-2015 წლებში - ტიუმენის №1 ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს რაიონული პედიატრი;

2016-2017 წწ. - გროზნოს ბავშვთა №4 პოლიკლინიკის მთავარი ექიმის მოადგილე.

2018 წლიდან დღემდე ქ. მოსკოვის №10 ბავშვთა პოლიკლინიკის პედიატრია.

2011 წელს გახდა „ტიუმენის საუკეთესო ექიმი-პედიატრის“ ტიტულის მფლობელი.

2.18 მაყვალა ალდამოვი

▲ზევით დაბრუნება


თერაპევტი

მაყვალა (შარიათ) რამზანას ასული ქავთარაშვილი-ალდამოვი დაიბადა 1961 წლის 21 აპრილს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში.

0x01 graphic

მაყვალა ალდამოვი

1981 წელს დაამთავრა დუისის საჯარო სკოლა.

1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, თერაპევტის წოდებით.

1993-1999 წწ. მუშაობდა პანკისის ხეობის, სოფ. დუმასტურის საექიმო ამბულატორიაში მთავარი ექიმისა და თერაპევტის თანამდებობაზე.

1998-2000 წწ. მუშაობდა დუისის საუბნო საავადმყოფოში პედიატრის თანამდებობაზე, ხოლო 2000-2005 წწ. იმავე საავადმყოფოში მთავარ ექიმად.

2002 წელს მიიღო ჯილდო - წლის საუკეთესო მედიცინის მუშაკი.

2005-2006 წწ. გაიარა საოჯახო მედიცინის კურსები და მიიღო ოჯახის ექიმის წოდება.

2006 წლიდან მუშაობდა დუისის საექიმო ამბულატორიაში თერაპევტისა და შემდეგ სოფლის ექიმის თანამდებობაზე.

2017 წელს სოფ. დუისის ამბულატორიამ მიიღო სიგელი - პაციენტისადმი კეთილგანწყობილი კლინიკა. საქართველოს მასშტაბით მოხვდა თერთმეტ საუკეთესო დაწესებულებას შორის.

2018 წლიდან მუშაობს რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრ „დუისის“ გადაუდებელ განყოფილებაში.

2020 წელს გაიარა კურსები გადაუდებელ მედიცინაში.

ჰყავს ერთი ვაჟი. მისი მეუღლე, სანიმუშო პანკისელი ახალგაზრდა ავთო ბაღაკაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში.

მაყვალა ალდამოვს პანკისელები სიყვარულით „ექიმოს“ ეძახიან, ის ყველა ოჯახის პირადი ექიმია, ყველა გაჭირვებულის ქომაგი და მკურნალი, ჭეშმარიტად ერთგული დარაჯი ჰიპოკრატეს ფიცისა.

2.19 ქეთევან ფარეულიძე

▲ზევით დაბრუნება


ქეთევან (ქეთო) იჩოს ასული ფარეულიძე დაიბადა 1961 წლის 15 აპრილს ახმეტის რაიონის სოფ. ბირკიანში.

0x01 graphic

ქეთევან ფარეულიძე

1968 წელს შევიდა სოფ. ბირკიანის დაწყებით სკოლაში (4 წლიანი), სწავლა გააგრძელა ჯოყოლოს რვაწლიან სკოლაში და 1978 წელს დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა.

1986-1992 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა თერაპევტის სპეციალობით.

1992 წლიდან მუშაობს სოფ.ჯოყოლოს საექიმო ამბულატორიაში სოფლის ექიმად.

ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი. ვაჟი დედის კვალს გაყვა და ქირურგად მუშაობს ქ. ბათუმში, სამედიცინო კლინიკა „მედინაში“.

2.20 დავით ცისკარიშვილი

▲ზევით დაბრუნება


ქირურგი, ფიტოთერაპევტი

დავით (დათო) ელიზბარის ძე ცისკარიშვილი დაიბადა 1963 წლის 27 ივლისს ახმეტის რაიონ სოფ. ჯოყოლოში.

0x01 graphic

დავით ცისკარიშვილი

1981 წელს წარმატებით დაამთავრა ქ. თელავის მე-8 საშ. სკოლა და სწავლა სმოლენსკის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე განაგრძო.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ სასწავლებლად გადადის ქ. მოსკოვის სემაშკოს სახელობის სამედიცინო ინსტიტუტში და ეუფლება ექიმ-ქირურგის სპეციალობას.

1996 წლიდან ქ. სანკტ-პეტერბურგის №122 სამედიცინო-სანიტარული ნაწილისა და საოლქო საავად მყოფოს მკურნალი ექიმი იყო.

2017-2020 წწ. დავით ცისკარიშვილი მშობლიურ პანკისში დაბრუნდა და კლინიკურ ცოდნა-გამოცდილებასთან ერთად ჰომეოპათიას, ფიტოთერაპიასა და მანუალურ თერაპიას უანგაროდ და სიყვარულით ახმარდა ხალხის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.

დავით ცისკარიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა 2020 წლის აპრილში პანდემიისა და გამოცხადებული საგანგებო ვითარების პირობებში. მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ხალხმრავლობისა და შეკრებების აკრძალვისა, მის გასვენებაში ზღვა ხალხი მივიდა და გულით დაიტირეს პანკისის ღირ სეული შვილი.

მისდამი მიძღვნაში ბატონი ზაურ გუმაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ალბათ ბუნებაში ძნელია მონახო ადამიანი, რომელმაც თანამედროვე ცხოვრებაში, საკუთარი სურვილით, უარი თქვა ფუფუნებით ცხოვრებაზე, რადგანაც ეს არ იყო საკმარისი შენი სულიერი სამყაროსათვის, რადგანაც ეს სულიერი სამყარო სხვაგან მიილტვოდა და სისხლის ყივილი არ აძლევდა ნებას მშვიდად, მორჩილად მიჰყოლოდა ცხოვრების დინებას. სწორედ ამიტომ დაუბრუნდი მშობლიურ პანკისსა და ბოლო წლებში აქ ყოფნით მოიოხე შენს გულში ღრმად დაგუბებული უსაზღვრო სიყვარული პანკისისა და შენიანთა მიმართ“.

დარჩა ერთგული მეუღლე, პირველი ქისტი პოეტი ქალი მაია მარგოშვილი და ქალ-ვაჟი.

2.21 ნონა ალდამოვი

▲ზევით დაბრუნება


მეან-გინეკოლოგი

ნონა ალდამოვი-ჯაფარიძე მედიცინის დოქტორი, მეან-გინეკოლოგი.

0x01 graphic

ნონა ალდამოვი

დაიბადა 1965 წელს, ქ. ახმეტაში. სახელი მამამ შეურჩია, ჭადრაკის დიდმა მოყვარულმა და მცოდნემ, პანკისის საამაყო შვილმა მუხმად ალდამოვმა, იმ დროისთვის უკვე მსოფლიო ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილისადმი პატივისცემის ნიშნად.

1982 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. ახმეტის მე-2 საშუალო სკოლა.

1983 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა1990 წელს და მიენიჭა ექიმის კვალიფიკაცია. შემდეგ თბილისის სამედიცინო აკადემიაში გაიარა დიპლომის შემდგომი განათლების კურსი მეანობა-გინეკოლოგიაში. მისი საექიმო პრაქტიკა დაიწყო ომის ვეტერანთა ჰოსპიტალში ექიმ-ინტერნის პოზიციაზე; გაგრძელდა მეანობა-გინეკოლოგიით თბილისის მე-2 სამშობიარო სახლში, სადაც მივლინებული იყო ახმეტის სამშობიარო განყოფილებიდან ერთი წლით.

უკიდურესად მძიმე წლებში იმუშავა ახმეტაში, მიიღო სერიოზული პრაქტიკული გამოცდილება. ამის შემდეგ მიდის თბილისში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა კლინიკაში მეან-გინეკოლოგის პოზიციაზე მუშაობს, ასევე თერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან არსებული უმაღლესი სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტის პოზიცია უკავია. ამჟამად მუშაობს კავკასიის მედიცინის ცენტრში, ამავე ცენტრის საბურთალოს პოლიკლინიკასა და კლინიკა „მედიჰელფში“ გინეკოლოგის პოზიციაზე.

თავის ავტობიოგრაფიაში ნონა ალადამოვი წერს: „და მოვიდა დრო, როცა პოლიტიკაში შეგნებულად შევდგი ფეხი! 1999 და 2003 წლებში მონაწილეობა მივიღე საპარლამენტო არჩევნებში, როგორც ახმეტის რაიონის დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა. ეს ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო: მარცხისთვის წინასწარ განწირული სტერეოტიპების დანგრევის მცდელობა, იმ პერიოდის მანკიერი წრიდან თავის დაღწევის სურვილი. პანკისის მოსახლეობისთვის იმ შესაძლებლობის ჩვენება, რომ ქისტმა, თანაც ქალმა, შეიძლება იბრძოლოს და წარმატებას მიაღწიოს. 2003 წელს თანამოაზრეებთან ერთად დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიელ ქალთა უფლებების დაცვის ასოციაცია“. ორგანიზაციის პირველივე პროექტი „თანადგომა პანკისელ ქალებს“, რომელიც დააფინანსა ფონდმა „ღია საზოგადოება-საქართველო“, განვახორციელეთ წარმატებით. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა პანკისელ ქალთა იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება, სოციოლოგიური კვლევა, საგანმანათლებლო სემინარები - ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის ბავშვთა, ქალთა, ეთნიკური უმცირესობათა უფლებების გაცნობისა და ამ ცოდნის პრაქტიკულ ცხოვრებაში გამოყენების უნარების გამომუშავების მიმართულებით. ასევე, დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობის გაცნობიერება და, ზოგადად, სამოქალაქო აქტივობის დანერგვა პანკისელებში“.

2005 წელს საქართველოში ამერიკის საელჩოს მიწვევით საქართველოში მცხოვრებ სხვა ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ს პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს, ასევე იმყოფებოდა პოლონეთში, სადაც შეხვედრები ჰქონდა პოლონეთის ხელისუფლების, არასამთავრობო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.

2009 წელს უკრაინაში, ყირიმში მიიღო მონაწილეობა საინტერესო პროექტში, რომლის ფარგლებშიც გაეცნო ყირიმელი თათრების მშობლიურ მიწაზე დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროცესს.

განხორციელებული აქვს სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები არასამთავრობო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად.

ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი.

2.22 მალხაზ ალდამოვი

▲ზევით დაბრუნება


ქირურგი

მალხაზ მუხმადას ძე ალდამოვი დაიბადა 1966 წელს ქ. ახმეტაში.

0x01 graphic

მალხაზ ალდამოვი

1983 წელს წარჩინებით დაამთავრა ახმეტის მე-2 საშუალო სკოლა.

1985 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში.

1985-1987 წწ. მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური.

1993 წელს დაამთავრა სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და მიენიჭა ექიმის კვალიფიკაცია.

1993-1994 წლებში გაიარა ინტერნატურის კურსი რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიის განყოფილებაში.

1994-1997 წლებში მუშაობდა ქ. გროზნოში ქირურგად.

1997-1999 წწ. გაიარა ორდინატურის კურსი რუსეთში, ქ. ირკუტსკის ქირურგიის ინსტიტუტში.

2000-2007 წწ. მუშაობდა ქ. ახმეტაში ქირურგად, მათ შორის 2004 წლიდან იყო ახმეტის რაიონის ქირურგიული სამსახურის უფროსი.

2008-2010 წლებში მუშაობდა ქ. გროზნოს №1 საავადმყოფოში ქირურგად.

2010 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. გროზნოს №3 საავადმყოფოში ქირურგად.

ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი.

2.23 მაგომედ გაურგაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ზოგადი ქირურგი

მაგომედ ვისერგის ძე გაურგაშვილი დაიბადა 1967 წელს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში.

0x01 graphic

მაგომედ გაურგაშვილი (მარჯვნივ)

1975-1985 წწ. დაამთავრა სოფ. ასინოვსკის საშუალო სკოლა (ჩეჩნეთ-ინგუშეთი).

1985-1987 წწ. გაწვეული იყო საბჭოთა ჯარში.

1988-1994 წწ. დაამთავრა ქ. ვორონეჟის სამედიცინო აკადემია.

1994-1996 წწ. დაამთავრა კლინიკური ინტერნატურა ქ. გროზნოში.

1997-1999 წწ. დაამთავრა კლინიკური ორდინატურა ქ. როსტოვში.

1994-2000 წწ. მუშაობდა გროზნოს რესპუბლიკურ საავადმყოფოში და პარალელურად სწავლობდა ორდინატურაში.

2000-2013 წწ. გახდა სამედიცინო კომპანია „ჰიპოკრატეს“ დირექტორი (ქალაქ ახმეტაში). 2013 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თელავის რეფერალურ საავადმყოფო „ევექსში“ უროლოგ-ქირურგად.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

2.24 ლეილა ხანგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


ფარმაცევტი

ლეილა ახიადას ასული ხანგოშვილი დაიბადა 1968 წლის 17 ოქტომბერს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში.

1985 წელს დაამთავრა სოფელი დუისის საჯარო სკოლა.

1988 წელს ჩაირიცხა ტიუმენის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ფარმაცევტულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1993 წელს.

იმავე წელს დაიწყო მუშაობა ქ. გროზნოს ცენტრალურ აფთიაქში ფარმაცევტ-ანალიტიკოსად.

1994 წელს გადაიყვანეს ფარმაცევტ-ტექნოლოგად.

1994 წელს საომარი მოქმედებების და წ ყებასთან დაკავშირებით დროებით დატოვა ჩეჩნეთი.

1995-1996 წწ. ქ. ტიუმენში აიმაღლა კვალიფიკაცია, 1997 წელს დაბრუნდა ჩეჩნეთში და დაიწყო მუშაობა ცენტრალური აფთიაქის სამმართველოში, კადრების განყოფილებაში ფარმაცევტ-ინსპექტორად.

1998 წელს გადაიყვანეს ორგანიზაციულ ფარმაცევტულ განყოფილებაში ფარმაცევტრევიზორად.

1999 წელს, რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე კონფლიქტის დაწყების გამო, დატოვა ჩეჩნეთი და 2000 წელს გაემგზავრა ქ. თბილისში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

იმავე წელს დაიწყო ქ. ახმეტის ერთ-ერთ აფთიაქში მუშაობა.

2005 წელს დაბრუნდა ქ. გროზნოში და დაიწყო მუშაობა სახელმწიფო ცენტრალური სააფთიაქო საწყობში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების განყოფილების გამგის მოადგილედ, სადაც მუშაობს დღემდე.

აქვს სამუშაო გამოცდილების უწყვეტი 28 წლიანი სტაჟი.

არის უმაღლესი კატეგორიის ფარმაცევტი. რეგულარულად იღებს მონაწილეობას პროფესიული განვითარების კუთხით ქ. ტიუმენსა და ქ. პიტიგორსკში, ფარმაცევტის კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე, როგორიცაა: ფარმაცევტი-ტექნოლოგი, ორგანიზაცია და ეკონომიკა ფარმაციაში და ა.შ.

მიღებული აქვს მრავალი ქების სიგელი და ჯილდო.

2.25 ლელა მარგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


პედიატრი, ოტორინოლარინგოლოგი

ლელა ელიზბარის ასული მარგოშვილი-ალდამოვა დაიბადა 1969 წლის 10 მარტს პრიმორიის მხარის სოფ. პოგრანიჩნოეში, რუსეთის ფედერაციაში.

0x01 graphic

ლელა მარგოშვილი

1986 წელს დაამთავრა ქ. ირკუტსკის მე-19 ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა.

1988 წელს ჩაირიცხა ქ. ირკუტსკის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1994 წელს.

1994-1996 წლებში ლელა მარგოშვილმა გაიარა ორდინატურა ქ. ირკუტსკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყელ-ყურის დაავადებათა კათედრაზე.

1997 წელს იგი მუშაობდა პედიატრად საქართველოში, ახმეტის რაიონის სოფ. დუისის ამბულატორიაში.

1998-2000 წლებში მუშაობდა ოტარინოლარინგოლოგად (ყელ-ყურის ექიმი) რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთ ციმბირის ფილიალის პოლიკლინიკაში.

2000 წელს ლელა მარგოშვილი ოჯახთან ერთად გადმოსახლდა საქართველოში.

2000-2004 წლებში მუშაობდა პედიატრად ახმეტის რაიონის სოფ. დუისის ამბულატორიაში.

ამავე დროს შეთავ სებით მუშაობდა არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცი -

აში `ექიმები საზღვრებს გარეშე~, რომელიც სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფდა

პანკისში ჩეჩნეთიდან ლტოლვილებს, რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დროს.

2004-2007 წლებში მუშაობდა ყელ-ყურის ექიმად ქ. ახმეტის რაიონულ პოლიკლინიკაში.

2007 წლის დეკემბერში იგი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ჩეჩნეთში, ქ. გროზნოში, სადაც 2008 წლის ბოლომდე მუშაობდა ყელ-ყურის ექიმად ქ. გროზნოს მე-5 კლინიკური საავადმყოფოს მე-9 პოლიკლინიკაში.

2009-2019 წლებში იგი მუშაობდა ქ. გროზნოს მე-2 პოლიკლინიკაში.

2014 წელს ლელა მარგოშვილმა მიიღო ექიმი ოტარინოლარინგოლოგის უმაღლესი კატეგორია.

2019 წელს დაჯილდოებულ იქნა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამკერდე ნიშნით - „ჩეჩნეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სანიმუშო მოსამსახურე“.

2019 წლიდან ლელა მარგოშვილი-ალდამოვა მუშაობს სამედიცინო კლინიკაში „ბერს“ ქ. გროზნოში.

სარგებლობს დიდი ავტორიტეტით, როგორც მაღალკვალიფიციური პროფესიონალი ექიმი და უაღრესად გულისხმიერი ადამიანი.

2.26 დაისი ალხანაშვილი

▲ზევით დაბრუნება


თერაპევტი

დაისი (ვისელი) ბექ სოს ასული ალხანაშვილი დაიბადა 1969 წლის 9 სექტემბერს ახმეტის რაიონის, სოფ. ომალოში.

0x01 graphic

დაისი ალანაშვილი

ომალოს საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სამედიცინო სასწავლებელში თერაპიის სპე ციალობაზე.

შემდეგ სწავლა გააგრძელა ჩეჩნეთ-ინგუშეთში, ქ. გროზნოს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში.

პირადი პრობლემებისა და რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დაწყების გამო მან სწავლის დამთავრება ვერ შეძლო ჩეჩნეთში და 1996 წელს საბუთები გადმოიტანა თბილისის სახელმწიფო სამდიცინო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა თერაპევტის სპეციალობით.

2000-2018 წწ. 18 წლის განმავლობაში იმსახურა თერაპევტად მშობლიურ სოფელში.

დაისი ექიმი დიდი სიყვა რულითა და ავტორიტეტით სარგებლობდა მშობლიური სოფლისა და ხეობის მოსახლეობაში.

მეუღლის ავადმყოფობის გამო მოუწია მშობლიური პანკისის დატოვება. ამჟამად ცხოვრობს გერმანიაში ოჯახთან ერთად.

aq modis teqsti

2.27 saTauri21

▲ზევით დაბრუნება


ლეილა ქავთარაშვილი

პედიატრი, დერმატოლოგი

ლეილა მუხმადას ასული ქავთარაშვილი დაიბადა 1971 წლის 15 ოქტომბერს ახმეტის რაიონის სოფ.დუისში.

0x01 graphic

ლეილა ქავთარაშვილი

1987 წელს წარჩინებით დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა.

1990 წელს ჩაირიცხა ვოლგოგრადის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში, რომელიც 1997 წელს დაამთავრა წარმატებით და მიიღო ექიმის კვალიფიკაცია პედიატრის სპეციალობით.

2000-2001 წწ. დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო პედიატრიული მედიცინის აკადემიის კლინიკური ინტერნატურა „დერმატოვენეროლოგიის“ სპეციალობით.

2001 წელს სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო აკადემიის კათედრაზე დიპლომისშემდგომი განათლების ამაღლების მიზნით გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი „ბავშვთა და მოზარდთა სექსოლოგიაში“.

2001 წელს ჩაირიცხა სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო პედიატრიული მედიცინის აკადემიის ორდინატურაში „დერმატოვენეროლოგიის“ სპეციალობაზე, რომელიც 2003 წელს დაამთავრა წარმატებით და მიიღო ექიმის დიპლომი და სერტიფიკატი დერმატოვენეროლოგიაში.

2003-2004 წწ. მუშაობდა ქ. გროზნოს სახელმწიფო საბიუჯეტო კლინიკის №7 საავადმყოფოში მთავარი ექიმის მოადგილედ სამკურნალო დარგში.

2004-2006 წწ. მუშაობდა ქ. გროზნოს სახელმწიფო საბიუჯეტო კლინიკის №3 საავადმყოფოში მთავარი ექიმის მოადგილედ სამკურნალო დარგში.

2003-2013 წწ. მუშაობდა ქ. გროზნოს „რესპუბლიკის კანისა და ვენეროლოგიის დისპანსერში“ დერმატოლოგად.

2014 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. გროზნოს სახელმწიფო საბიუჯეტო საავადმყოფოს „რესპუბლიკის კანისა და ვენეროლოგიის დისპანსერში“ №1 დერმატოლოგიური განყოფილების გამგედ.

მიღებული აქვს მრავალრიცხოვანი საპატიო ჯილდოები, სიგელები და დიპლომები ჩეჩნეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სისტე მაში შეტანილი კეთილსინდისიერი შრომისა და ღვაწლის გამო.

2006 წელს დაჯილდოვდა რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს საპატიოსიგელით, იმავე წელს მიიღო სიგელი ჩეჩნეთის რესპუბლიკის, ქ. გროზნოს ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ.

2007 წელს დაჯილდოვდა ქ. გროზნოს ადმინისტრაციის მიერ საპატიო სიგელით.

2012 და 2014 წლებში სტაროპრამისლოვსკის რაიონის პრეფექტურის მიერ დაჯილდოვდა საპატიო სიგელით.

2012 წელს გადაეცა ჩეჩნეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატის თავმჯდომარის სამადლობელო წერილი და ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის მიერ დაჯილდოვდა საპატიო სიგელით.

2015 წელს რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ჯანდაცვის სფეროში შეტანილი წვლილისა და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი შრომისათვის დაჯილდოვდა საპატიო სიგელითა და სპეციალური დიპლომით.

2020 წელს რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან დაჯილდოვდა სპეციალური სამკერდე ნიშნით „ჯანდაცვის ფრიადოსანი“.

0x01 graphic

ლეილა ქავთარაშვილის ჯილდოები

დაჯილდოებულია საპატიო სიგელითა და მედლით ჩეჩნეთის რესპუბლიკის მოსახლეობის ჯანდაცვის სფეროში კეთილსინდისიერი შრომისა და მაღალი პროფესიონალიზმის გამო.

ასევე მიღებული აქვს საპატიო ჯილდო „ურუს-მართანის რაიონის ხელმძღვანელობის“ მხრიდან სამუშაოს მიმართ კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისა და მასზე დაკისრებული მოვალეობების სანიმუშოდ შესრულების გამო, ასევე პაციენტების მიმართ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობითა და გამორჩეული მიდგომის გამო.

სპეციალური მედლის გადაცემისთვის წარდგენილ მის დახასიათებაში წერია: „ლ. მ. ქავთარაშვილი ყოველთვის გამოირჩევა ავადმყოფების მიმართ ყურადღებითა და მკაფიო დამოკიდებულებით. შეუძლია გამონახოს საერთო ენა დაავადებულთან. ავადმყოფისათვის მაქსიმალური კომფორტისა და სიმშვიდის შექმნა და სამედიცინო მომსახურების მაღალპროფესიულ დონეზე აღმოჩენა არის იმ განყოფილების მთავარი მიზანი, რომელსაც ხელმძღვანელობს ქალბატონი ლეილა. ის ცნობილია კოლეგების მიმართ ყურადღებით, პატივისცემითა და ტაქტით, ყოველთვის იჩენს ყურადღებას უფროსი კოლეგების მიმართ, ამიტომაც კოლექტივში სარგებლობს პატივისცემითა და ავტორიტეტით. აქვს განსაკუთრებული უნარ-ჩვევები სამედიცინო სფეროში. არის შრომისმოყვარე, შრო მის უნა რიანი, დიდია მისი წვლილი დისპანსერის წარმატებულ საქმიანობაში“.

2.28 მზია გუმაშვილი

▲ზევით დაბრუნება


კარდიოლოგი

მზია იდრიზას ასული გუმაშვილი-ლაბოევა დაიბადა 1972 წლის 17 აგვისტოს ახმეტის რაიონის, სოფ. ჯოყოლოში.

0x01 graphic

მზია გუმაშვილი

1990 წელს დაამთავრა თელავის № 8 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.

1992 წელს სწავლა გააგრძელა დაღესტნის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში, სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1997 წელს.

1997-1998 წწ. გაიარა ინტერნატურა საერთო თერაპიაში, ქ. გროზნოს 4 საქალაქო საავადმყოფოს ბაზაზე.

1998-1999 წწ. გაიარა პირველადი სპეციალიზაცია კარდიოლოგიის განხრით, რეს პუბლიკის კარდიოლოგიურ დისპანსერიაში, ქ. გროზნო.

1998-2000 წწ. მუშაობდა ქ. გროზნოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ექიმ-კარდიოლოგად.

2000-2001 წწ. მუშაობდა ახმეტის რაიონის სოფ დუისის ამბულატორიაში ექიმკარდიოლოგად.

2001-2004 წწ. მუშაობდა ახმეტის რაიონის სოფ. დუისის ამბულატორიაში ექიმ-თერაპევტად.

2005-2007 წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურა ფთიზიოპულმონოლოგიაში, რუსეთის სახელმწიფო სამედიცინო უნი ვერსიტეტის ფთიზიოპულმონოლოგიის კათედრაზე, ქ. მოსკოვში.

2007-2014 წწ. მუშაობდა რუსეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფთიზიოპულმონოლოგიის კათედრაზე ასისტენტად (ქ. მოსკოვი).

2014 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. მოსკოვის №29 კლინიკური საავადმყოფოს ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ექიმად.

2.29 მანანა ცათიევა

▲ზევით დაბრუნება


თერაპევტი

მანანა (რაისა) ჯარაფის ასული ცათიევა დაიბადა 1973 წელს ახმეტის რაიონის სოფელ შუა ხალაწანში.

0x01 graphic

მანანა ცათაევა

5 წლიდან მამიდის სურვილით ჩაიყვანეს ჩეჩნეთში, სადაც იზრდებოდა 14 წლამდე.

1979-1988 წწ. სწავლობდა ჩეჩნეთში, კერძოდ, აჩხოი-მართანის რაიონის სოფ. სამაშკის საშუალო სკოლაში.

1988 წელს სამაშკის სკოლის 9 კლასის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ბიძებთან ესტონეთში და სწავლა დაიწყო ტალინის სამედიცინო კოლეჯში, საექთნო ფაკულტეტზე. რაღაც დროის შემდეგ ისევ ბრუნდება ჩეჩნეთის სამედიცინო კოლეჯში, რომელსაც ამთავრებს 1991 წელს.

იმავე 1991 წელს, მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარებით ბიოლოგიაში (კოლეჯის წითელი დიპლომის საფუძველზე) ხვდება ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების სიაში.

1994 წელს რუსეთ-ჩეჩნეთის ომის გამო იძულებული გახდა ჩეჩნეთიდან გადასულიყო დაღესტანში და სწავლა გააგრძელა დაღესტნის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 1998 წელს.

1998-1999 წწ. გაიარა ინტერნატურა ჩეჩნეთში, გროზნოს ახალ რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში, ექიმის ასისტენტად, პარალელურად მუშაობდა გროზნოს სამედიცინო კოლეჯში ლექტორად.

1999 წელს რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ხელახალი დაწყების გამო ოჯახთან ერთად დაბრუნდა საქართველოში (ლტოლვილის სახით).

2000-2001 წწ. მუშაობდა ახმეტის რაიონის სოფელ დუისში თურქულ-არაბულ ჰუმანიტარულ სამედიცინო ცენტრში ექიმ-თერაპევტად.

2002-2004 წწ. დაღესტანში, მახაჩკალას რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში გაიარა ორდინატურა თერაპიაში, კონკრეტულად, გასტროენტეროლოგიაში.

2005 წელს ისევ დაბრუნდა საქართველოში.

2006 წელს თბილისში ჩააბარა გამოცდა და აიღო სახელმწიფო სერტიფიკატი „შინაგანი სნეულებები“.

2006-2007 წწ. მუშაობდა ვაკის „ლეჩკომბინატში“ თერაპევტად.

2009 წ. მუშაობდა თბილისში, სამედიცინო ცენტრში „მერამედი“.

2011-2012 წწ. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში გაიარა კურსები და აიღო სერტიფიკატი სპეციალობით „საოჯახო მედიცინა“.

2012-2016 წ. მუშაობდა კლინიკა „მედიქლაბჯორჯიაში“.

ამავე წლებში მუშაობდა კონსულტანტად სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრში, ზაჰესში.

ამჟამად შვილებთან ერთად ცხოვრობს გერმანიაში, მუშაობს ქ. ბერლინში ექიმად.

2.30 ელისო გუმაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ბავშვთა ოფთალმოლოგი

ელისო იდრიზას ასული გუმაშვილი-ლაბოევა დაიბადა 1975 წლის 11 დეკემბერს ახმეტის რაიონის სოფ. ჯოყოლოში.

1993 წელს დაამთავრა თელავის №8 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ჩეჩნეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე.

1995 წელს, ჩეჩნეთში საომარი მოქმედებების დაწყების გამო, სწავლა გააგრძელა დაღესტნის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში, სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2000 წელს.

2005-2006 წწ. გაიარა ინტერნატურა სპეციალობაში „ოფთალმოლოგია“.

2007-2014 წწ. მუშაობდა ბავშვთა რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ექიმ-ოფთალმოლოგად (ბავშვთა).

2014 წლიდან დღემდე მუშაობს ქალაქ მოსკოვის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ბავშვთა №15 პოლიკლინიკაში“ ბავშვთა ოფთალმოლოგად.

2.31 დავით დუიშვილი

▲ზევით დაბრუნება


კარდიოლოგი

დავით ელდარის ძე დუიშვილი დაიბადა 1976 წლის 6 აპრილს ქ. რუსთავში.

0x01 graphic

დავით დუიშვილი

0x01 graphic

1993 წელს წარჩინებით დაამთავრა რუსთავის მე-17 სკოლა.

1994-2001 წწ. სწავლობდა ქ. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში „საქართველო“.

2002 წელს ჩაირიცხა ქ. მოსკოვის რუსეთის საერთაშორისო კარდიოლოგიური კომპლექსის ა. ლ. მიასნიკოვის სახელობის კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის სისტემური ჰიპერტონიის განყოფილების ორდინატურაში.

2004-2007 წწ. დაამთავრა იმავე დაწესებულების ასპირანტურა და 01.11.2007

წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მედიცინის მეცნიერებაში, თემაზე: „ჰიპერტენზია და მეტაბოლური სინდრომი“ პროფესორ ი.ე. ჩაზოვოს ხელმძღვანელობით.

2008 წელს დაბრუნდა სამშობლოში და იმავე წელს დაინიშნა რუსთავის კლინიკის კარდიოლოგიის განყოფილების გამგედ.

2009 წელს ოჯახთან ერთად წავიდა ემიგრაციაში ესტონეთში.

2009-2012 წლებში მუშაობდა ქ. იიგევას რაიონულ საავადმყოფოში კარდიოლოგად.

2012-2018 წლებში მუშაობდა North Estonia Medical Centre-ის კარდიოლოგიურ განყოფილებაში.

2018 წლიდან დღემდე მუშაობს East Tallin Central Hospital-ის კარდიოლოგიის გულის ცენტრში.

დავით დუიშვილი გახდა ესტონეთის ექსპერტი კარდიოლოგიის ევროპულ საზოგადოებაში - პროფილაქტიკურ მედიცინასა და ათეროსკლეროზში. არის 40-ზე მეტი პუბლიკაციისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. კითხულობდა ლექციების კურსს ქ. ტალინის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TalTech).

ცხოვრობს ესტონეთში, ქ. ტალინში. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

არის არაოფიციალური დესპანი ყველა კავკასიელისა ესტონეთში, გამორჩეულად საქართველოს მოქალაქეების. დიდი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობს კოლეგებსა და პაციენტებში.

2.32 მადინა ქავთარაშვილი

▲ზევით დაბრუნება


პედიატრული ენდოკრინოლოგი, თერაპევტი

მადინა გურამის ასული ქავთარაშვილი-გაცაევა დაიბადა ახმეტის რაიონის სოფ. დუისში. წლისაც არ იყო, როცა მამა ტრაგიკულად დაეღუპა და დედამ უფროს ძმასთან ერთად ობლობაში გაზარდა.

0x01 graphic

მადინა ქავთარაშვილი

2003 წ. წარჩინებით დაამთავრა დუისის საჯარო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მოსამზადებელ კურსზე.

2009 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, „ზოგადი მედიცინის“ განხრით;

2011-2012 წწ. ინტერნატურა - თერაპია, „ჩსუ“ ქ. გროზნო;

2015-2017 წ. ორდინატურა - ენდოკრინოლოგია, BSMU, ქ. უფა;

2016 წ. გაიარა გადამზადება ულ ტრა ბგერით დიაგნოსტიკაში, ქ. უფა;

2017 წ. წინასწარი ტრენინგი თერაპიაში, ქ. უფა;

2019 წ. გადამზადება - პედიატრიული ენდოკრინოლოგია - FGBU NMITS (ენდოკრინოლოგიური კვლევის ცენტრში) ქ. მოსკოვი;

2012-2019 წწ. მუშაობდა გროზ ნოს რაიონული საავადმყოფოში;

2019 წლიდან მუშაობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიურ ცენტრში, ქ. გროზნო.

სპეციალობა: ენდოკრინოლოგი; პედიატრული ენდოკრინოლოგი; თერაპევტი; ულტრაბგერითი ექიმი.

2.33 მადინა ხანგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


ფსიქოლოგი და ექოსკოპისტი

მადინა ხანგოშვილი-ლაგიევა დაიბადა 1985 წლის 3 სექტემბერს ქ. ტიუმენში, პანკისელი ქისტების ხიზირ ხანგოშვილისა და ქეთევან ქავთარაშვილის ოჯახში.

0x01 graphic

მადინა ხანგოშვილი

2008 წელს დაამთავრა ტიუმენის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია ზოგადი მედიცინის სპეციალობით.

2009 წელს დაასრულა სტაჟირება თერაპიაში და დაიწყო თავისი კარიერა, როგორც რაიონის თერაპევტმა.

2010 წელს გაიარა პროფესი ული გადამზადება სპეციალობით „ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა“ და მუშაობდა ულტრაბგერითი ექიმად ქ. ტიუმენის კარდიოლოგიის ცენტრში.

2013-2016 წლებში მუშაობდა ქ. ტიუმენის № 15 რეგიონულ საავადმყოფოში დღის საავადმყოფოს უფროსად, ასევე ექოსკოპიის ექიმად.

2016 წელს მან შექმნა ოჯახი და გადავიდა ქ. გროზნოში საცხოვრებლად, სადაც გააგრძელა მუშაობა ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ექიმად.

ამ დროისთვის იგი იღებს მეორე უმაღლეს განათლებას ფსიქოლოგკონსულტანტის სპეციალობაში.

2.34 ნისო მარგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


ნისო შალვას ასული მარგოშვილი დაიბადა 1995 წელს პანკისელი ქისტისა და ცნობილი ჩეჩენი ქირურგის ქალიშვილის ოჯახში.

0x01 graphic

ნისო მარგოშვილი

2011-2012 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. გროზნოს საშუალო სკოლა.

2012 წელს ჩაირიცხა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო-სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა 2018 წელს.

2018-2020 წლებში პეტერბურგის პავლოვის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ორდინატურაში სწავლისას აქტიურად მონაწილეობდა ექიმ-ორდინატორთა სამეცნიერო კონფერენციებსა და კონგრესებში.

ორდინატურის ბრწყინვალედ დამთავრების შემდეგ იყო სანკტ-პეტერბურგში ალმაზოვის სახელობის გულ-სისხლძარღვთა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექიმი-ქირურგი, სადაც გულ-სისხლძარღვებზე ჩატარებულ ინოვაციურ და მაღალ რისკიან ოპერაციებზე გამოჩენილ გერმანელ და რუს ქირურგებთან ერთად მთავარ დამხმარე ასისტენტად იდგა.

2021 წელს ჩეჩნეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიწვევით დაბრუნდა ჩეჩნეთში, ქ. გროზნოში და პეტერბურგელი ქირურგი-კოლეგებიც დაუკავშირა მშობელი ხალხის ჯანმრთელობის საკითხებს.

ცოდნა კვლავ ცოდნას მოითხოვს, რომ ყო ველ დღიური შეუპოვარი ბრძოლა ადამიანთა სიცოცხ ლისათვის გამარჯვებით დამთავრდეს, ამიტომაც ასპირანტურა პირველი ეტაპია ნისო მარგოშვილის სამეცნიერო ასპარეზზე.

2021 წლის სექტემბერში რუსეთის სამედიცინო საზოგადოების პალატისა და ჩეჩნეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ნისო მარგოშვილი ვიკიპედიაში წარდგენილია, როგორც პირველი ვაინახი (ქისტი, ჩეჩენი) ქალი ენდოვასკულარული ქირურგი.

3 ვეტექიმები

▲ზევით დაბრუნება


პანკისმა უამრავი ვეტექიმი გაუზარდა ხეობას. დღემდე ხალხის მეხსიერებას ახსოვს ცხოველთა დამცველების სახელები, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმითა და დიდი რუდუნებით ეკიდებოდნენ ამ საპასუხისმგებლო საქმეს, თავგამოდებით ზრუნავდნენ უენო პაციენტებზე, მათი სახელები სამუდამოდ დარჩება პანკისის ვეტერინალურ ისტორიას, ასეთები იყვნენ: უსუბ ქუშანაშვილი, რამაზ გუმაშვილი, რუბენ ქავთარაშვილი, ძმები რამაზ და ელდარ ხანგოშვილები, შალვა და შალიკო გუმაშვილები და პირველი ვეტექიმი ქალი ეთერ ბორჩაშვილი, ზოგიერთი მათგანის ბიოგრაფიას (რომლის მოძიებაც შევძელით), გთავაზობთ აქვე.

3.1 ელდარ ხანგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


ელდარი (ეელთიე) ისას ძე ხანგოშვილი დაიბადა 1939 წელს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში, მრავალშვილიან ოჯახში, რიგით მესამე (რამზანისა და სულთანის შემდეგ) ვაჟიშვილი.

0x01 graphic

ელდარ ხანგოშვილი

მამა - ისა ხანგოშვილი მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ძაღლმა დაკბინა, რომელიც გაურთულდა და ომის დაწყების დროს კიდევ კოჭლობდა და მისი გაკომისიება თავისუფლად იყო შე საძლებელი, მაგრამ თავისი ავადმყოფობა დამალა, გამოცხადდა კომისარიატში და სამშობლოს დასაცავად საკუთარი სურვილით წავიდა. მეოთხე ვაჟი ოსმანი, მამის ომში წასვლის მერე მოევლინა ქვეყანას.

1942 წელს ისას ოჯახმა სევასტოპოლიდან სამკუთხა ბარათი მიიღო ისა ხანგოშვილის უგზოუკვლოდ დაკარგვის შესახებ, და დედას ომის უმძიმეს წლებში მარტოხელას მოუწია ოთხი ობლის გაზრდა.

1945 წელს ელდარი დუისის საშუალო სკოლაში შეიყვანეს, სადაც მან წარჩინებით ისწავლა 1953 წლამდე. სკოლის პერიოდში იყო გამორჩეულად ბეჯითი და დისციპლინირებული მოსწავლე, მას წავ ლებლებს გამორჩეულად უყვარდათ და ხშირად წიგნებითაც ასაჩუქრებდნენ, რომლებიც ძვირფასი პედაგოგების წარწერებით დღემდე ინახება მის საოჯახო არქივში.

1953 წელს, 8 კლასის დამთავრების შემდეგ, ელდარ ხანგოშვილი ჩაირიცხა მაჩხაანის ზოოტექნიკურ სასწავლებელში, სადაც თავი გამოიჩინა, როგორც წარჩინებულმა და სანიმუშო სტუდენტმა და მადლობის სიგელებიც დაიმსახურა.

1959 წელს წარჩინებით დაამთავრა ზემოხსენებული სასწავლებელი „ზოოტექნიკის“ სპეციალობით.

1960-1963 წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ყაზახეთში, კასპიის ზღვის მახლობლად, სადაც ასევე დაიმსახურა ქება სანიმუშო დისციპლინისა და პიროვნული თვისებების გამო.

1964 წელს ჩაირიცხა საქართველოს ზოოტექნიკურ ინტიტუტში, სავეტერინარო ფაკულტეტზე სპეციალობით „ვეტერინარია“, რომელიც 1970 წელს დაამთავრა წარჩინებით.

1969 წელს შექმნა ოჯახი.

1980-იან წლებში მეორე უმაღლესი განათლებაც მიიღო.

წლების განმავლობაში მუშაობდა დუისის საბჭოთა მეურნეობაში სხვადასხვა თანამდებობაზე.

1991 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენებმა თავი იჩინა პანკისის ხეობაშიც, გაუარესდა კრიმინალი, რომელთან ბრძოლაც მოსახლეობამ საკუთარი ძალებით გადაწყვიტა. ყველა გვარმა აირჩია თავისი უფროსი. ხანგოშვილებმა, დუიშვილებმა და ალდამოვებმა (რომლებიც ერთ გვარად ითვლებიან) ერთხმად აირჩიეს ელდარი, როგორც პატიოსანი და ავტორიტეტული პიროვნება.

2000 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ელდარმა უარი თქვა გვარის უფროსობაზე, ჩათვალა, რომ ამ საპასუხისმგებლო მისიას, უფრო ახალგაზრდა, ენერგიული და გამოცდილი პიროვნება უნდა ჩადგომოდა სათავეში.

წლების განმავლობაში ებრძოდა ისეთ სასტიკ დაავადებებს, როგორიცაა დიაბეტი, ჰიპერტონია და პარკინსონი, თუმცა ბოლო დროს მის ორგანიზმში განვითარებული სიმსივნე „მელანომა“ საბედისწერო აღმოჩნდა და გარდაიცვალა 2019 წელს.

იყო შესანიშნავი მეუღლე, მამა და პაპა.

მან ნათელი კვალი დატოვა პანკისისა და პანკისელების ისტორიაში.

დაკრძალულია მშობლიური სოფლის სასაფლაოზე.

3.2 შალვა გუმაშვილი

▲ზევით დაბრუნება


შალვა (შალიკო) ნიკოს ძე გუმაშვილი დაიბადა 1939 წელს ახმეტის რაიონის სოფელ ჯოყოლოში.

0x01 graphic

შალვა გუმაშვილი

1962 წელს დაამთავრა დუმასტურის საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრებისთანავე გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. მსახურობდა ყარაბახში, ქალაქ სტეფანოკერტში. იმ პერიოდისთვის სავალდებულო სამსახური სამწლიანი იყო. ჯარიდან დაბრუნებულმა შალვამ გამოცდები ჩააბარა ქ. წნორის ზოოვეტერინალურ ტექნიკუმში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1970 წელს.

იმავე წელს დაიწყო ვეტფერშლად მუშაობა. მუშაობის პერიოდში საქმისადმი ერთგულებითა და დიდი ცოდნით მიიქცია უფროსობის ყურადღება. მუშაობდა მომთაბარე ვეტფერშლად შირაქში, მთაში, ბარში, ხეობაში. ის არ დაგიდევდა, მის სამსახურებრივ არეალში იყო თუ არა ესა თუ ის დახმარების მთხოვნელი, ყველას ეხმარებოდა, მთელი პანკისის ხეობის მოსახლეობა იცნობდა, პატივს სცემდა და მისი მადლიერი იყო.

საველე მდგომარეობაში ცხოველებზე ჩატარებული ოპერაციები წარმატებით სრულდებოდა. როდესაც მოგვიანებით სოფელ ჯოყოლოში გაიხსნა ამბულატორია, ოთხივე სოფლის მოსახლეობამ (ჯოყოლო, ბირკიანი, ომალო, დუმასტური) მოითხოვა ვეტექიმად შალვა გუმაშვილი და იგი ამ თანამდებობაზე მუშაობდა საბჭოთა კავშირის დაშლამდე. დამოუკიდებელ საქართველოში ამ სისტემამ ამ სახით არსებობა შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, ის მაინც აგრძელებდა მომსახურებას თავისი სპეციალობით, სრულიად უსასყიდლოდ.

შალვა გუმაშვილი მოსახლეობასაც მკურნალობდა ეგზემას, ფსორიაზს, რიგ სხვა კანის დაავადებებს. იყო შემთხვევები, როდესაც მედიცინის ოფიციალური მუშაკების მიერ ამპუტაციისთვის განწირული ავადმყოფები მისი წყალობით გამორჩენილან და ზოგიერთი მათგანი დღესაც ცოცხალია.

შალვა გუმაშვილს ჰქონდა სამხედრო კაპიტნის წოდება. მას შესათავაზეს სკოლაში სამხედრო მომზადების საათები. იგი მუშაობდა ახმეტის №2 საშუალო სკოლაში და ჯოყოლოს საჯარო სკოლაში ამ საგნის პედაგოგად. მიუხედავად ამისა, მთელი სიცოცხლე არ შეუწყვეტია შინაური საქონლის მკურნალობა უსასყიდლოდ.

3.3 ეთერ ბორჩაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ეთერ (მაყვალა) აბდულას ასული ბორჩაშვილი დაიბადა 1939 წლის 5 მაისს, ახმეტის რაიონის სოფ. ჯოყოლოში მრავალშვილიან ოჯახში (ხუთი ძმა და ორი და). მამა აბდულ ფილიპეს ძე ბორჩაშვილი იყო ხე-ტყის დამზადების უფროსი ინსტრუქტორი, დუისის საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, სოფ. ჯოყოლოსა და ბირკიანის კოლმეურნეობის თავმჯდომარე, ხოლო დედა - ძააძეი ექვთიმეს ასული ალხანაშვილი - დიასახლისი.

0x01 graphic

ეთერ ბორჩაშვილი

1956 წელს დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა. სკოლაში სწავლის პერიოდში ეთერი გამოირჩეოდა ნიჭიერებითა და სწავლისადმი დიდი ინტერესით. ცხადია, მშობლები დიდ ყურადღებას უთმობდნენ შვილების ნამდვილ ადამიანებად ჩამოყალიბებასა და მათი სწავლა-განათლების საკითხს. მამის საღმა აზროვნებამ და ინტელექტუალურმა შესაძლებლობებმა დიდი ზეგავლენა იქონია შვილების მომავალზე, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო დედის როლიც ბავშვების აღზრდაში, რამაც თავისი დადებითი შედეგი გამოიღო და შვილებმა უკლებლივ ყველამ მიიღო უმაღლესი განათლება.

ეთერ ბორჩაშვილი გამორჩეულ პიროვნულ თვისებებთან ერთად იყო ძალიან ენერგიული, შრომისმოყვარე და მებრძოლი ბუნების ადამიანი. მის შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. სკოლის დამთავრების შემდეგ ის ჩაირიცხა ქ. თბილისის საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში. ეთერმა მონდომებისა და შრომის წყალობით ინტიტუტი წარმატებით დაამთავრა.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ეთერი უბრუნდება მშობლიურ პანკისის ხეობას და თავის ბედს უკავშირებს პანკისელ პედაგოგ რამაზ ქექას ძე ხანგოშვილს, მათ შეეძინათ ოთხი შვილი, სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.

ეთერ ბორჩაშვილმა პანკისში დაბრუნების შემდეგ მუშაობა გააგრძელა თავისი პროფესიით. ის იყო პირველი ვეტერინარი ექიმი ქალი პანკისის ისტორიაში. მან ბრწყინვალედ გაართვა თავი ქალისათვის საკმაოდ მძიმე პროფესიას. 40 წელი ერთგულად ემსახურა პანკისის მოსახლეობას და მოიპოვა დიდი ავტორიტეტი და სიყვარული თავის ხალხში.

გარდაიცვალა 2015 წლის 4 ივნისს.

4 * * *

▲ზევით დაბრუნება


პანკისის ხეობას თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ერთგულად ემსახურნენ და დღესაც ემსახურებიან ქისტი სტომატოლოგები, რომელთა მაღალკვალიფიციური პროფესიონალიზმი და და საოცარი ხელობა არა მხოლოდ პანკისის ისტორიას დარჩება სამუდამოდ. პანკისელი გრიშა გუმაშვილი (პირველი ქისტი სტომატოლოგი პანკისის ისტორიაში), ანზორ ქავთარაშვილი და ელიზბარ მარგოშვილი სტომატოლოგიის ლეგენდებად დარჩებიან პანკისის ისტორიას. დროული ხალხი ამბობს, რომ მათ მიერ გაკეთებული პროთეზები ზოგჯერ 35 წელიც კი ემსახურნენ პაციენტებს, როცა დღეს თბილისში ძვირად ღირებულ კლინიკებში ძვირად ჩამოსხმული პროთეზი ზოგჯერ წელიწადსაც ვერ ძლებს. დიდია პატარა პანკისის ხეობისათვის გამოჩენილი და სახელოვანი ექიმების ღვაწლი, იმ ექიმებისა, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობისა და ზოგჯერ სიცოცხლის ფასადაც კი ასე ერთგულად და დაუღალავად ემსახურნენ თანამემამულეებს.

სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ზოგიერთი ექიმის ბიოგრაფიის მოძიება: იუსი ქუშანაშვილი, სარდალა ბორჩაშვილი ამ წიგნში შევიდა, როგორც მოჭიდავე, თუმცა მისი მთავარი პროფესია ექიმობა იყო. ქალბატონი მერი დაქიშვილი ასევე ჰიპოკრატეს ფიცის ერთგული დარჩა მთელი ცხოვრება.

როზა (მარინა) ქავთარაშვილი 30 წელიწადზე მეტია, რაც პირნათლად ემსახურება ფარმაცევტის მეტად საპასუხისმგებლო პროფესიას წინაპართა სამშობლოში. მიღებული აქვს უამრავი სიგელი, დიპლომი და ჯილდო.

საამაყოა ის ფაქტიც, რომ პანკისელი ახალგაზრდა სტომატოლოგი ზეზვა ცათიაშვილი ინგუშეთის დედაქალაქ ნაზრანში ამუშავებს საკუთარ კერძო კლინიკას, სადაც ახალგაზრდა ქისტი ექმებიც ჰყავს დასაქმებული.

პანკისი დიდი იმედით უყურებს მომავალ თაობას, ასეთების რიცხვი კი არც ისე მცირეა ხეობის ისტორიაში:

თინა გორგიშვილი - ექოსკოპისტი;

ლია მარგოშვილი - სტომატოლოგი;

რემზი მარგოშვილი - ზოგადი ქირურგი;

ლეილა მარგოშვილი - ზოგადი თერაპევტი;

ნინო ქავთარაშვილი - სტომატოლოგი;

გია მუთოშვილი - ქირურგი;

ნატა იმედაშვილი - ბავშვთა ენდოკრინოლოგი;

ელისო მარგოშვილი - კარდიოლოგი;

მაკა ალდამოვი - სტომატოლოგი;

ასლან ქავთარაშვილი - ოფთალმოლოგი;

ლეილა ფარეულიძე - პედიატრი;

იდრიზ დუიშვილი - ქირურგი;

ჯამბულათ ქავთარაშვილი - ონკოლოგი

და კიდევ მრავალი სხვა.

5 ქისტები სამართალსა და იურისპრუდენციაში

▲ზევით დაბრუნება


„ამ სამყაროში შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი
უფლებები მხოლოდ სხვა ადამიანთა უფლებების დაცვით“.

კლარენს დარე

5.1 ოსმან მარგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


ოსმან მარგოშვილი დაიბადა 1923 წლის 15 ივნისს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში. იგი იყო პირველი შვილი უსუფ მარგოშვილისა და ძააძეი ბაღაკაშვილის მრავალშვილიან ოჯახში. ოსმანის მამა - პან კისის ხეობის განმანათლებელი და დამსახურებული მასწავლებელი იყო. მისი ინიციატივითა და ძალისხმევით, სოფ. დუისში აშენდა პირველი საჯარო სკოლა. შემდგომში, უსუფ მარგოშვილის დაბადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, ამ სკოლას მისივე სახელი მიენიჭა (1994 წ.).

0x01 graphic

ოსმან მარგოშვილი და ნატაშა ალდამოვი -
დუისის კოლმეურნეობის თავმჯდომარე (1943-
1946 წწ.) გადაღებულია 1942 წელს

ოსმან მარგოშვილი ამ სკოლის მოსწავლეთა პირველ გამოშვებას ეკუთვნის. სწავლის დასრულებისთანავე (1945 წ.) იგი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და სტუდენტთა შორის ერთ-ერთი გა მორ ჩეული იყო, მისი სურათი ამშვენებდა წარჩინებულთა დაფას სწავლის მთელი 5 წლის განმავლობაში, იმავ დროულად, იგი სტალინის სახ. სტიპენდიანტიც გახლდათ. ოსმანის „წითელ დიპლომს“ დღესაც სათუთად ინახავენ მისი შთამომავლები.

ოსმანის წარმატება ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ ფაკულტეტის პედაგოგებს, რადგან „სისხლის სამართლის“ კათედრაზე მას სალექციო კურსის წაკითხვა შესთავაზეს, რადგან მყარი ცოდნის გარდა იგი გამოირჩეოდა შესაშური მჭევრმეტყველებითაც. ამ შესაძლებლობაზე უარის თქმას იგი ხშირად დიდი სინანულით იხსენებდა ხოლმე.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ (1950 წ.) ოსმანი დაუბრუნდა მშობლიურ სოფელ დუისს და დაინიშნა პანკისის ხეობის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ. თუმცა სულ მცირე დროში ამ სამსახურს თავი დაანება, რადგან სპეციალობით მუშაობა უფრო იზიდავდა. სურვილის ასრულებამაც არ დააყოვნა და მალევე სამსახური განაგრძო მილიციაში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ჯერ ახმეტის და შემდეგ გურჯაანის მილიციის უფროს გამომძიებლად მუშაობდა. ოსმანი საუკეთესო პროფესიონალად ითვლებოდა როგორც კახეთში, ისე საქართველოს სხვა კუთხეების პროფესიულ წრეებშიც. სამსახურებრივი წარმატებებისთვის მას არაერთი სიგელი და ფულადი პრემია აქვს მიღებული.

1987 წლიდან, პენსიაზე გასვლამდე ცოტა ხნით ადრე, ოსმანი საცხოვრებლად სოფ. დუისში გადავიდა და სიცოცხლის ბოლომდე სოფლის მეურნეობის იურისტად მუ შაობდა.

მისი მეუღლე იყო თამარ ბეიტრიშვილი, სპეციალობით პედაგოგი, რომელმაც მთელი თავისი მოღვაწეობა მიუძღვნა ახმეტის №1 საშუალო სკოლას, სადაც ქიმიასა და ბიოლოგიას ასწავლიდა.

ოსმანსა და თამარს შეეძინათ ორი ვაჟი.

0x01 graphic

ოსმან და ახიად მარგოშვილები

ოსმან მარგოშვილი და მისი და-ძმა პანკისის ქისტების იმ პირველი ინტელიგენციის თაობას მიეკუთვნება, ვინც შემდგომ თაობებს გზა გაუკვალა უმაღლესი განათლების მისაღებად.

ოსმან მარგოშვილი 1993 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია სოფ. დუისში.

5.2 შოთა ბაღაკაშვილი

▲ზევით დაბრუნება


შოთა მადაის ძე ბაღაკაშვილი დაიბადა 1927 წელს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში.

0x01 graphic

შოთა ბაღაკაშვილი

დუისის საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიიღო უმაღლესი განათლება იურისპრუდენციაში.

იყო პირველი მოსამართლე პანკისის ისტორიაში. ცოტა ხნით მუშაობდა ახმეტაში მოსამართლედ. იყო უაღრესად პატიოსანი და მიმტევებელი, ამიტომ დიდი ხნით ვერ შეძლო განაჩენის გამოტანა თუნდაც დამნაშავისთვის, უთქვამს: „მე ის კაცი არ ვარ, გინდ დამნაშავე იყოს, ადამიანის დასჯა შევძლოო“.

წლების განმავლობაში შოთა ბაღაკაშვილი მუშაობდა ახმეტის კომკავშირის რაიკომის პირველ და მეორე მდივნად, რაიკომის მდივნად.

ასევე მუშაობდა დუისის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ, საბჭოთა მეურნეობის მთავარ აგრონომად, დირექტორის მოადგილედ.

შოთა ბაღაკაშვილი იყო პანკისელი ქისტების მრჩეველი, იურისკონსულტანტი და ყველა საჭირბოროტო საკითხის მომგვარებელი. ამავე დროს, გამოირჩეოდა თავისი თავმდაბლობით, გაწონასწორებული ხასიათითა და სიბრძნით. იყო ძალიან კონტაქტური და, შესაბამისად, თავის ხალხში უზარმაზარი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობდა.

მიუხედავად თავისი კომუნისტური წარსულისა, იგი აქტიურად ჩაერთო მიწის პრივატიზაციის კომისიაში და თავის თანამოაზრეებთან ერთად დიდი როლი ითამაშა ამ საქმის წარმატებაში.

ჰყავდა სანიმუშო მეუღლე ძარეი მარგოშვილი, დუისის საშ. სკოლის წარმატებული პედაგოგი და ქალ-ვაჟი.

გარდაიცვალა 1993 წლის 14 დეკემბერს.

დაკრძალულია მშობლიური სოფლის სასაფლაოზე.

5.3 ლია გუმაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ლია (ლამარა) ადამას ასული გუმაშვილი დაიბადა 1945 წლის ქ. თელავში.

0x01 graphic

ლია გუმაშვილი

1962 წელს დაამთავრა ქ. თელავის მე-3 საშუალო სკოლა და თელავის სამუსიკო სკოლა.

1962 წელს ჩაირიცხა ქ. თელავის სამუსიკო სას წავლებელში, რომელიც დაამთავრა 1966 წელს და მიენიჭა ვიოლინოს მასწავლებლის კვალიფიკაცია.

1964 წელს ლამარა გუმაშვილმა ქ. ახმეტის მუსიკალურ სკოლაში გახსნა პირველი სავიოლინო კურსი და ახმეტელი ახალგაზრდები კახეთის ისტორიაში პირველმა აზიარა კლასიკური მუსიკის სავიოლინო ხელოვნებას.

1966 წელს ჩაირიცხა ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1972 წელს.

1975-1981 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე და მიიღო იურისტის კვალიფიკაცია.

1975-1993 წლებში მუშაობდა ქ. თელავის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოში იურისტ-კონსულტანტად.

წლების განმავლობაში მუშაობდა ქ. ახმეტის, ქ. თელავისა და ქ. გურჯაანის სამუსიკო სკოლებში ვიოლინოს მასწავლებლად.

მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები და ქების სიგელები.

ლამარა გუმაშვილის ერთადერთმა ვაჟმა, ზვიად ელიზბარაშვილმა დედის პროფესია აირჩია, სამართლის სფეროში მიიღო უმაღლესი განათლება და სადოქტორო დისერტაცია „ბანდიტიზმში“ დაიცვა.

არის პირველი მევიოლინე ქალი პანკისის ისტორიაში.

ლამარა გუმაშვილი ამჟამად პენსიონერია.

5.4 ლაბაზ გუმაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ლაბაზ ელიოზის ძე გუმაშვილი დაიბადა 1949 წლის 21 მაისს ახმეტის რაიონის სოფელ ჯოყოლოში.

0x01 graphic

ლაბაზ გუმაშვილი

1966 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა.

1968-70 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.

1971 წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. ერთი წლის შემდეგ, როგორც გამოკვეთილად ნიჭიერი და წარჩინებული სტუდენტი, წარგზავნილი იქნა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1976 წელს.

1976-79 წლებში სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში, დასწრებულ განყოფილებაზე.

1980 წელს დაიცვა დისერტაცია და მოიპოვა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

1980-84 წლებში მუშაობდა ქალაქ თბილისში, მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის ფილიალში დოცენტის თანამდებობაზე. ამ თანამდებობაზე იგი მოწვეულ იქნა უმაღლესი სკოლის ფილიალის ხელმძღვანელობის მიერ, რადგანაც ჩვენი ქვეყანა იმ პერიოდში კრიმინალისტ-კიბერნეტიკის სპეციალისტის დეფიციტს განიცდიდა.

ვინაიდან დაპირება ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის თაობაზე დაპირებად დარჩა და უმაღლეს სკოლაში კი კორუფციული პროცესები უმაღლეს დონეზე ვითარდებოდა, ლაბაზ გუმაშვილისთვის ყოვლად მიუღებელი აღმოჩნდა აღნიშნული ვითარება. იგი თავს ანებებს მუშაობას და გადადის ქალაქ გროზნოში, სადაც მუშაობას იწყებს გროზნოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ უფროს მასწავლებლად, შემდეგ დოცენტად, ბოლოს კი სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის კათედრის გამგედ. სულ მოკლე ხანში ლაბაზ გუმაშვილის მაღალი ხარისხის ცოდნა აშკარად გამოიკვეთა არა მარტო ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, არამედ რუსეთის სამეცნიერო წრეებში. ფაქტობრივად მისი უშუალო პრაქტიკული შესრულებით დაიწერა ჯერ ჩეჩნეთის რესპუბლიკა „იჩქერიის“, ხოლო შემდეგ კი თანამედროვე პერიოდის ჩეჩნეთის რესპუბლიკის კონსტიტუციები. მარტო კონსტიტუციური სამართლის საკითხებზე მას გამოქვეყნებული აქვს 75 სამეცნიერო ნაშრომი, ხოლო მთლიანობაში მის მეცნიერულ მოღვაწეობას ეკუთვნის 290 სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 180 სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნებულია „ვაკ“-ის გამომცემლობებში. ამ ნაშრომებს შორის არის 22 მონოგრაფია. აღსანიშნავია, რომ ეს პიროვნება თავისი შინაგანი ბუნებით პრინციპული და შეუპოვარი გახლდათ, სიმართლისა და სამართლიანობისათვის დაუდეგარი მებრძოლი, წრფელი და სპეტაკი ბუნების ადამიანი, რომლისთვისაც მიუღებელი იყო თბილისში მილიციის უმაღლეს სკოლაში და ქ. გროზნოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში (მას ერთდროულად რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში უხდებოდა მუშაობა) გამეფებული კორუფციული და ბიუროკრატიული ბარიერები. იგი იყო პირდაპირი და შეუდრეკელი პიროვნება, რის გამოც უამრავი პრობლემა ექმნებოდა ცხოვრებაში. სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამოძახილი გახლდათ ის ვითარება, რომ ჩეჩნეთში, როდესაც სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა დაჯილდოება ხდებოდა, იმ ადამიანებს აჯილდოვებდნენ, რომელთაც წლის განმავლობაში ორი სამეცნიერო სტატიაც კი არ ჰქონდათ გამოქვეყნებული. საკითხისადმი ასეთი მიდგომის გამო თვით ჩეჩნური სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს უამრავჯერ გამოუთქვამთ პროტესტი.

ლაბაზ გუმაშვილი 2006 წლიდან მუშაობდა გროზნოს პედაგოგიურ უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობაზე, 2009 წლიდან კი სამართლის კათედრის გამგედ. პარალელურად მუშაობას აგრძელებდა ჩეჩნეთის მეცნიერებათა აკადემიაში - ეკონომიკისა და სამართლის განყოფილების წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად.

66 წლის ასაკში, როცა კიდევ უამრავი სამეცნიერო ნაშრომის შექმნის გეგმები და კონტურები ისახებოდა მის აზროვნებაში, უკურნებელი სენით დაავადდა და გარდაიცვალა.

2015 წელს. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ჯოყოლოში.

2019 წელს გროზნოში, ხოლო 2020 წელს საქართველოში ჩატარდა ლაბაზ გუმაშვილის დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები.

5.5 ლაბაზ დუიშვილი

▲ზევით დაბრუნება


ლაბაზ (ლადო) მათეს ძე დუიშვილი დაიბადა 1953 წლის 4 იანვარს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში.

0x01 graphic

ლაბაზ დუიშვილი

1970 წელს დაამთავრა ახმეტის რაიონის სოფელ დუისის საშუალო სკოლა.

1971-1973 წწ. მოიხადა საყოველთაო სამხედრო სავალდებულო სამსახური.

1975 წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის სრული კურ სი დაამთავრა 1981 წელს.

1982 წლიდან 1987 წლის 3 დეკემბრამდე მუშაობდა ახმეტის სატყეო კომბინატში იურის კონსულტანტად;

1987 წლის ბოლოდან 1999 წლის 15 მაისამდე - რაიონული პროკურატურის გამომძიებლად; შემდეგ, 1999 წლის 15 მაისიდან 2009 წლის ოქტომბრამდე - რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

2009 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის 4 იანვრამდე მუშაობდა თელავის რაიონული (თელავისა და ახმეტის გაერთიანებული) სასამართლოს მოსამართლედ.

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

5.6 ისიდორე ბორჩაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ყაზახეთის დამსახურებული მოღვაწე, ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებული მუშაკი, ყაზახეთის საპატიო იურისტი, ყაზახეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - ამ ტიტულებიდან ერთიც საკმარისია იმი სა თვის, რომ პანკისმა იამაყოს თავის უბეში გაზრდილი შვილის წარმატებებით, თუმცა, როდესაც აცნობიერებ, რომ ამ წარმატებებს ისიდორე ბორჩაშვილმა მიაღწია უცხო ქვეყანაში, უცხო ხალხში, გაოცება და მისი პიროვნებით აღფრთოვანება ერთნაირად გიპყრობს.

ისიდორე (ისა) შამილის ძე ბორჩაშვილი დაიბადა 1954 წლის 20 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ჯოყოლოში, მრავალშვილიან ოჯახში. 12 წლისამ დატოვა პანკისის ხეობა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში გადავიდა, მაგრამ საქარ თველო მის ცნობიერებაში დარჩა, როგორც მშობლიური, ერთადერთი და დაუვიწყარი.

0x01 graphic

ისიდორე ბორჩაშვილი

1972 წელს სკოლის დამთავრებისთანავე გაიწვიეს ჯარში. ვადის მოხდის შემდეგ ის რჩება ყაზახეთში და მუშაობას იწყებს რიგით პოლიციელად.

1976-1980 წლებში ქ. ყარაგანდაში წარჩინებით დაამთავრა მილიციის უმაღლესი სკოლა და იქვე მიიწვიეს პედაგოგად.

1981-1984 წლებში მან დაამთავრა ქ. მოსკოვში სსრკ შსს-თან არსებული ასპირანტურა და გახდა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

წლების განმავლობაში ის ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქ. ყარაგანდის მილიციის სკოლაში და იურიდიულ ინსტიტუტში (კათედრის გამგე). ის პირველი იყო მილიციის სკოლის კურსდამთავრებულებს შორის, რომელმაც 1996 წელს ქ. მოსკოვში დაიცვა დისერტაცია და გახდა სამართლის პროფესორი.

ისიდორე ბორჩაშვილს შრომატევადი და ნაყოფიერი სამეცნიერო კარიერა აქვს. დღემდე მას გამოქვეყნებული აქვს ორასამდე სამეცნიერო ნაშრომი, არის ოცი მონოგრაფიის ავტორი, ყაზახეთის ისტორიაში პირველად მისი ხელმძღვანელობით კათედრამ გამოსცა კრიმინოლოგიის კოდექსის კომენტარები ორ ტომად.

2014 წელს ყაზახეთის რესპუბლიკაში ძალაში შევიდა სამართლის ახალი კოდექსი. ახალი სამართლის კოდექსი დაამუშავა და კომენტარები ოთხ ტომად გამოსცა უშუალოდ ისიდორე ბორჩაშვილმა.

მისი მაღალი პროფესიონალიზმი და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება შეუმჩნეველი არ დარჩა და ის სახელმწიფოს საპატიო ჯილდოების მფლობელი გახდა მრავალგზის. სახელმწიფოს მხრიდან მაღალი ნდობის გამოხატვა იყო მისი მიწვევა მნიშვნელოვან და საკვანძო თანამდებობებზე:

2009-1012 წწ. - შსს-ს იურიდიული აკადემიის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო განხრით.

2012 წ. - სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორი იუსტიციის სამინისტროში.

2013-2017 წწ. - „სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის“ დირექტორი, იუსტიციის სამინისტრო.

2018 წლიდან დღემდე თანამედროვე სამართლის ინსტიტუტის დირექტორი.

სამეცნიერო მოღვაწეობის გარდა იგი აქტიურად არის ჩართული ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. არის პარლამენტთან არსებული კანონშემოქმედი სენატის წევრი, კონსტიტუციის საკონსულტაციო საბჭოს წევრი, უმაღლეს სასამართლოსთან არსებული საკონსულტაციო-სამეცნიერო საბჭოს წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის ექსპერტთა საბჭოს წევრი, ყაზახეთის სახალხო ასამბლეის წევრი და სხვ.

ისიდორემ არა მარტო განათლებითა და პროფესიონალიზმით მიაღწია წარმატებას უცხო ქვეყანაში, არამედ იშვიათი პიროვნული თვისებებითაც მოხიბლა ყაზახი ხალხი. გამორჩეული სიყვარული და სითბო ბევრჯერ დაუდასტურა მას საზოგადოებამ. ისიდორე რამდენჯერმე იყო ხმათა უმრავლესობით არჩეული დეპუტატი ყარაგანდის ოლქის პარლამენტში, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

ყაზახები მას „რჩეულ შვილს“ ეძახიან, უყვართ და ეამაყებათ, ის ხშირად არის სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემის სტუმარი თავის ოჯახთან ერთად. მისი მეუღლე და ქალ-ვაჟი მამასთან ერთად დიდი პოპულარობით სარგებლობენ ყაზახეთში, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ის მაინც ახერხებს წელიწადში ერთი თვე გამონახოს საქართველოში ჩამოსასვლელად. პანკისელებიც დიდი სიყვარულით ელოდებიან. ისიდორე აქ ყველას ძმა და მეგობარია, ყველას უყვარს და პატივს სცემენ.

0x01 graphic

ისიდორე ბორჩაშვილის ჯილდოები

ამ ზღვა წარმატებებისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობის ფონზე გამორჩეული მისი ერთი თვისებაა ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნება. ხანდახან გიკვირს კიდეც, როგორ იტევს ერთი ადამიანის გული ამხელა სიყვარულსა და სითბოს, რომელსაც ყველას მიმართ ავლენს. მატერიალურ თანადგომაზე საუბარი არ უყვარს. ქველმოქმედება ღმერთის სახელით ხდება და მას გაშუქება არ სჭირდებაო, ამბობს ხოლმე.

ისიდორე დღესაც აგრძელებს აქტიურ სამეცნიერო მუშაობასა და საზოგადო მოღვაწეობას ყაზახეთში. მისი ცხოვრების გზა აერთიანებს საქართველოს, ჩეჩნეთ-ინგუშეთისა და ყაზახეთის მიმართ თავდადებასა და სიყვარულს, თუმცა პანკისის ხეობას გამორჩეული ადგილი უკავია და შეუცვლელად რჩება დღემდე მის მშობლიურ კერად. მან ჯოყოლოში ააშენა საცხოვრებელი სახლი, პანკისში დამკვიდრდა, შვებულებას ყოველთვის პანკისში ატარებს, საბოლოოდ სამშობლოში - საქართველოში დაბრუნებას აპირებს.

5.7 ნოდარ დუიშვილი

▲ზევით დაბრუნება


ნოდარ მახმადას ძე დუიშვილი და იბადა 1952 წლის 6 ივნისს, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში.

0x01 graphic

ნოდარ დუიშვილი

0x01 graphic

დუისის საშუალო სკოლის 1-ელი კლასის დამთავრების შემდეგ ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ჩეჩნეთ-ინგუშეთში, სადაც დაამთავრა ქ. გროზნოს სკოლა-ინტერნატი. ამის შემდეგ გაიწვიეს საბჭოთა ჯარში და მსახურობდა უნგრეთში, მიღებული აქვს ოფიცრის წოდება.

1973 წელს ქ. მოსკოვში მუშაობა დაიწყო წითელი მოედნის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის განყოფილებაში.

1978-1982 წწ. დაამთავრა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1981-1990 წწ. მუშაობდა სხვდასხვა ორგანიზაციაში იურიდიული განყო ფი ლების უფროსად.

1990 წელს გახდა მოსკოვის ადვო კატთა პალატის ადვოკატი, სადაც მუშაობს დღემდე.

მონაწილეობას იღებდა მაღალ რეზონანსულ და გახმაურებულ საქმეებში, როგორც ჩრდილო კავკასიაში, სომარი მოქმედებების პერიოდში, ისე ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.

მიღებული აქვს უამრავი საპატიო ჯილდო და სიგელები, მათ შორის სამკერდე ნიშნები მაღალკვალიფიციური საადვოკატო მომსახურებისა და კანონისა უზენაესობის დაცვის სფეროში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის დარგში მიღწეული უამრავი წარმატებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის.

2015 წელს დაჯილდოვდა სპეციალური სამკერდე ნიშნით მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა კანონიერი ინ ტერესებისა და უფლებების დაცვის სფეროში მიღწეული წარმტებებისა და აქტიური უფლებადაცვითი საქმიანობის განხორციელებისათვის.

2014 წელს მიღებული აქვს პლევაკოს სახელობის ვერცხლის მედალი ადვოკატირების სფეროში.

შესულია რუსეთის ფედერაციის მასშტაბით საუკეთესო ადვოკატთა ათეულში.

თავისი ადვოკატური საქმიანობის პერიოდში ჰქონდა ახლო ურთიერთობები ისეთ ცნობილ ჟურნალისტებთან, როგორებიც არიან: ანა პალიტკოვსკაია, ვიაჩესლავ იზმაილოვი, ელვირა გორიუხინა, ელენა მილაშინა და სხვ.

მისი უფროსი ვაჟი ვახტანგი თავისი პროფესიით ეკონომისტია, ხოლო უმცროსი თემური - ფოტოგრაფი, კინოოპერატორ-მონტაჟიორი, რუსეთის ფოტომხატვრების კავშირის წევრი.

5.8 თამილა გორნაკაშვილი

▲ზევით დაბრუნება


თამილა გორნაკაშვილი დაიბადა 1966 წლის 6 სექტემბერს ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში, პედაგოგების ოჯახში.

0x01 graphic

თამილა გორნაკაშვილი

მამა - ვასილ ლაზარეს ძე გორნაკაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ომალოს საშუალო სკოლის დირექტორად, ხოლო შემდეგ ათეული წლების განმავლობაში - ახმეტის სპორტსკოლის დირექტორად. მოსახლეობაში სარგებლობდა უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით.

დედა - ზაირა მახამღაზის ასული ხანგოშვილი ასევე წლების განმავლობაში ეწეოდა აღმზრდელობით საქმიანობას ჯერ ქ. ახმეტაში, ხოლო შემდეგ პანკისის სოფ. ომალოში.

1983 წელს დაამთავრა ახმეტის №2 საშუალო სკოლა.

1984 წელს დაამთავრა პროფესიული სასწავლებელი ტექნოლოგიის განხრით.

1986-1991 წლებში სწავლობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში დაკონსერვების ტექნოლოგიის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია.

1998-2003 წლებში სწავლობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2003-2008 წლებში მუშაობდა კომპანიაში შპს „იურისტი 2003“ ადვოკატის თანამდებობაზე.

2008-2012 წლებში მუშაობდა შპს „კონტროლში“ იურისტის/ადვოკატის თანამდებობაზე.

ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები.

2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სა მართ ლის სპეციალიზაციით.

2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

2006 წლიდან დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

2012 წლიდან დღემდე მუშაობს სს „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთ“-ის საქართველოს ფილიალში, მთავარი იურისტის თანამდებობაზე.

არის პირველი ქისტი ადვოკატი ქალი პანკისის ისტორიაში.

ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი. ვაჟიშვილი მოღვაწეობს ინგლისში, ხოლო ქალიშვილმა დედის პროფესია აირჩია და წარმატებით ხელმძღვანელობს მის მიერვე მეგობრებთან ერთად დაარსებულ იურიდიულ კომპანიას.

6 ქისტები მწერლობასა და ჟურნალისტიკაში

▲ზევით დაბრუნება


6.1 მუხმად ალდამოვი

▲ზევით დაბრუნება


მუხმად უნუზას ძე ალდამოვი დაიბადა სოფ. დუისში 1930 წელს, როცა მამა, პანკისსა და ჩეჩნეთში ცნობილი მუშაითი, უნუზი გარდაიცვალა, მუხმადი ათი დღისა იყო. ჰყავდა 5 წლით უფროსი ძმა და ორი და. დედა შავლაჴი დუისში და პანკისში ცნობილი კაცის გოი ბაღაკაშვილის, „დიდი გოის“ შვილი იყო, ყოჩაღი, გამრჯე, ჭკვიანი დიასახლისი. შვილები ისე აღზარდა, ობლობა არ აგრ ძნობინა, ტანსაცმლის კერვითა და ნაბდის ქუდების დამზადება-გაყიდვით ოჯახს ინახავდა.

0x01 graphic

მუხმად ალდამოვი მეუღლესთან ერთად

მუხმადმა სწავლა დუისის საშ. სკოლაში დაიწყო. ის ბეჯითი, ნიჭიერი მოსწავლე იყო, ჯერ იყო და მამის ხელობის შესწავლა დაიწყო, ამაში მემკვიდრეობითი ნიჭიც გამოიჩინა, მაგრამ ერთ-ერთი მარცხის დროს თოკი გაწყდა, სიმაღლიდან დაეცა და ტრავმებს ბეწვზე გადაურჩა. ამის შემდეგ ამ საქმეს მოეშვა და სწავლას დაეწაფა.

1949 წელს დუისის საშუალო სკოლა წარმატებით დაამთავრა და საბუთები სწავლის გასაგრძელებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე შეიტანა, მაგრამ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო გამოცდებზე გამოცხადება. მეორე წელს, 1950 წ. საბუთები გამოიტანა ეკონომიკის ფაკულტეტიდან და ისტორიის ფაკულტეტზე შეიტანა. ამ ფაკულტეტზე კონკურსი დიდი იყო, მუხმადმა გამოცდები წარმატებით ჩააბარა, განცხადებით მიმართა უნივერსიტეტის რექტორ ნიკო კეცხოველს და მან ექსტერნის წესით ჩარიცხა უნივერსიტეტში. პირველი სემესტრის გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ძირითად კონტინგენტში ჩაირიცხა ისტორიის ფაკულტეტზე.

1955 წ. დაამთავრა უნივერსიტეტის სრული კურსი, დიპლომი მიიღო და გაანაწილეს ახმეტის რაიონში ისტორიის მასწავლებლის სტატუსით, მაგრამ ვაკანტური ადგილი არ აღმოჩნდა და დუისის საღამოს 8-წლიანი სკოლის დირექტორად დანიშნეს. მან შეძლო უდისციპლინო, ქაოსურად მიშვებული საღამოს სკოლის ნორმალურ სკოლად გადაქცევა, დღის სკოლის დირექტორმა შენიშნა ისტორიის მასწავლებლის ცოდნის დონე და მოსწავლეებთან ურთიერთობის მეთოდიკა და დღის სკოლაში შეუთავსა ისტორიის საათები.

ახალგაზრდა მასწავლებლის სკოლაში წარმატების ამბავი რაიონის ხელმძღვანელობისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. 1958 წ. იგი პარტიაში მიიღეს და გადაიყვანეს პარტიის ახმეტის რაიკომში ინსტრუქტორად. ინსტრუქტორად მუშაობის დროს გაიცნო ჯოყოლოელი ლამარა ბორჩაშვილი, რომელიც სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა. ახალ გაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინდნენ, შექმნეს ქისტებში სანიმუშო ოჯახი, თავიანთი შრომითა და გარჯით სახლიც ააშენეს, შვილებს - მარინას, ნონას და მალხაზის - შეუქმნეს პირობები სწავლისათვის, სამივე დედის კვალს გაჰყვნენ, ექიმები გახდნენ და დღესაც ეწევიან დაუღალავ შრომას ადამიანთა ჯანმრთელობისათვის.

მუხმადი ინსტრუქტორად მუშაობის დროს მიხვდა, რომ საბჭოური წყობის დროს ქისტისათვის თანამდებობის ზედა ზღვარი რაიკომის ინსტრუქტორობა იყო და გადაწყვიტა, ჩეჩნეთ-ინგუშეთში, ახლად რეაბილიტირებულ ავტონომიურ რესპუბლიკაში ეცადა ბედი. იგი ჩავიდა გროზნოში, შეხვდა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს გაირბეკოვს, რომელიც დაპირდა დახმარებას, მაგრამ შედეგი ვერ დადგა, რადგან მუხმადმა ვერ შეძლო დასახელებულ პირთან შეხვედრა.

მუხმადი მეორედ ჩადის გროზნოში. ამჯერად დედის ნათესავის დახმარებით შეხვდა საოლქო კომიტეტის მეორე მდივან ჩახქიევს, რომელმაც კარგად მიიღო და შესთავაზა კურჩალოის რაიონში პარტიული კაბინეტის გამგის თანამდებობა. ამ რაიონში რაიკომის მესამე მდივნად მუშაობდა პანკისის ხეობის მკვიდრი, ჯოყოლოელი ჟენია დაქიშვილი, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ჩეჩნეთში.

1962 წ. მუხმად ალდამოვი ჩეჩნეთ-ინგუშეთის პარტიის საოლქო კომიტეტმა გაგზავნა ქ. დონის როსტოვის უმაღლეს პარტიულ სკოლაში, რომელიც მან 1964 წელს წარჩინებით დაამთავრა. მისი პარტიული კარიერის პლაცდარმი მომზადებული იყო: დასაწყისისათვის პარტიის ჩეჩნეთ-ინგუშეთის საოლქო კომიტეტმა შესთავაზა სეასანის, ქურჩალოისა და ნოჟაი-იურთის საოლქო კომიტეტის ინსპექტორ-პარტორგანიზატორის თანამდებობა; შემდეგი საფეხური რაიკომის მდივნობა იყო, მაგრამ, ლოგიკის საწინააღმდეგოდ, მუხმადი ტოვებს ჩეჩნეთ-ინგუშეთს და ბრუნდება მშობლიურ კუთხეში. მიზეზი - ოფიციალურად დედის ავადმყოფობა და მეუღლის, ლამარას ჯოყოლოს საავადმყოფოში მუშაობის დაწყება - ასე კლავს დიდ კარიერას საწყის პოზიციაზევე და პარტიის ახმეტის რაიკომის ინსტრუქტორად იწყებს მუშაობას.

1965 წელს მუხმად ალდამოვი დაინიშნა ახმეტის სკოლა-ინტერნატის დირექტორად. ამ თანამდებობაზე საკმაოდ დიდხანს, 1972 წლამდე მუშაობდა, მისი დირექტორობის პერიოდში ეს სკოლა ითვლებოდა მოწინავედ.

1972 წ. მუხმადი გადაიყვანეს გაზეთ „ბახტრიონის“ რედაქციაში ჯერ სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ, ხოლო შემდეგ პარტიული განყოფილების გამგედ და რედაქტორის მოადგილედ. ეს იყო ნაყოფიერი პუბლიცისტური მუშაობის პერიოდი მუხმადის ცხოვრებაში. ის გაზეთ „ბახტრიონში“ და რესპუბლიკის სხვა ცენტრალურ გაზეთებში აქვეყნებდა სტატიებს ქისტების ადათ-წესებზე, წინაპართა - ჩეჩნების ისტორიაზე, თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირებზე და ა.შ.

ამავე დროს, მტკიცედ იცავდა ქისტების უფლებებს, აქვეყნებდა და აშუქებდა ხეობის პრობლემებს, ემსახურებოდა სიმართლეს. როცა მწერალმა ვ. ჩეკურიშვილმა გამოაქვეყნა წერილი „კოცონი კაკლიანთ გორაზე“, სადაც ვიწრო ნაციონალური პრინციპით გააშუქა „დაბალ გორაზე“ აშენებული მემორიალი, მუხმად ალდამოვმა საპასუხო წერილით დაამტკიცა, რომ მწერლის წერილში მოყვანილი შეხედულებები საფუძველს მოკლებული იყო. ამისათვის მას, ასევე ვიწრო ნაციონალიზმით შეპყრობილმა ახმეტის რაიკომის ბიურომ სასტიკი საყვედური გამოუცხადა პირად საქმეში შეტანით.

მუხმად ალდამოვი მტკიცედ დადგა გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში ეროვნული მოძრაობის გვერდით. იგი აქტიური წევრი გახდა სოფ. დუისში ჩამოყალიბებული საინიციატივო ჯგუფისა, რომელმაც დააარსა სოფ. დუისის თვითმმართველობის საზოგადოება „ვეინახი“, რომლის წესდებისა და პროგრამის შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა. იყო დიდი ერუდიციის მქონე პიროვნება, პატიოსანი, პატრიოტი და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მოსახლეობაში.

საზოგადოება „ვეინახი“ მხარს უჭერდა „მრგვალ მაგიდას“, მის ლიდერ ზვიად გამსახურდიას და მიუხედავად პარტაქტივის მძაფრი წინააღმდეგობისა და პროვოკაციებისა, ყოველ არჩევნებში იმარჯვებდნენ. ამაში მუხმად ალდამოვის ღვაწლი დიდია.

გარდაიცვალა 2006 წ. დაკრძალულია მშობლიური სოფლის სასაფლაოზე.

6.2 სულხან (სულთან) მარგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


სულთან (გიგო) უსუფის ძე მარგოშვილი დაიბადა 1933 წლის 1-ელ ივლისს, ახმეტის რაიონის სოფ. დუისში.

0x01 graphic

სულხან მარგოშვილი

1954 წელს დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა. იმავე წელს გაიწვიეს საბჭოთა ჯარში. მსახურობდა პო ლო ნეთში, სადაც დაამთავრა საავიაციო-ტექნიკური სასწავლებელი.

1957 წელს სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში.

1958 წელს ჩავიდა წინაპართა სამშობლოში ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ჩაირიცხა ჩეჩნეთ-ინგუშეთის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში.

1969 წელს გადავიდა დაუსწრებელ განყოფილებაზე და დაიწყო მხარეთმცოდნეობის მუზეუმში უფროს მეცნიერ თანამშრომლად მუშაობა.

1963 წელს გადაიყვანეს დაჩა-ბორზოევის რვაწლიანი სკოლის დირექტორად.

1965 წელს დაინიშნა ალხან-იურთის საშუალო სკოლის დირექტორად.

1969 წელს დაუბრუნდა მშობლიურ პანკისის ხეობას და დაიწყო მუშაობა ახმეტის რაიონის, სოფ. დუმასტურის საშუალო სკოლის დირექტორად.

1983 წელს აირჩიეს სოფელ ჯოყო ლოს საბჭოთა მეურნეობის თავმჯდომარედ.

1991 წლიდან ისევ დაბრუნდა წინაპართა სამშობლოში.

სულთან მარგოშვილი არის იმ გამონაკლისებს შორის, ვინც მაღალ პროფესიულ დონეზე მოღვაწეობს თარგმანის ურთულეს სფეროში. ის თარგმ ნის ქართულიდან ჩეჩნურ ენაზე და პირიქით.

სულთან მარგოშვილმა ქართული ენიდან ჩეჩნურად თარგმნა ისეთი კლასიკოსები, როგორებიცაა: ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, აკაკი წერეთელი, ნოდარ დუმბაძე, გალაკტიონ ტაბიძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი და მრავალი სხვა. აღნიშნული თარგმანები პერმანენტულად იბეჭდება ჩეჩნეთის სახვადასხვა ბეჭდურ მედიაში.

არის რუსეთის მწერალთა კავშირის წევრი.

მრავალმხრივი ადამიანური და გონებრივი შესაძლებლობებით დაჯილდოებული სულთან მარგოშვილი წერს ლექსებს, მოთხრობებსა და პოემებს ჩეჩნურ და რუსულ ენებზე.

ის ღირსეულად აგრძელებს სახელოვანი მამის ჭეშმარიტ გზას.

6.3 სადულ მარგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


სადულ (ვისერგი) თოუბეის ძე მარგოშვილი დაიბადა 1940 წლის 3 სექტემბერს პანკისის ხეობის სოფ. დუისში.

0x01 graphic

სადულ მარგოშვილი

1971-1976 წწ. სწავლობდა ჩეჩნეთ-ინგუ შეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტში (ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი) რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.

1976-1990 წწ. მუშაობდა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ახმეტის რ-ნ სოფ. წინუბნის რვაწლიან სკოლაში.

ჰყავდა მეუღლე და ოთხი შვილი.

სადულ მარგოშვილი თავისი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე აგროვებდა ქისტების შესახებ ფოლკლორულ მასალებს, ყველაფერს იწერდა საკუთარი ხელით დიდ საკანცელარიო ჟურნალებში. შეგროვილი აქვს დასახელებები პანკისის ხეობის მთაგორების, ჭალების, ხეობების, წისქვილების, წყაროების, ასევევ ქისტი ქალისა და მამაკაცის სახელები. ჩაწერილი აქვს ჩეჩნური ენის ქისტური დიალექტით ქისტური იგავ-არაკები, თქმულებები, გადმოცემები.

გარდაიცვალა 2000 წელს. დაკრძალულია მშობლიური სოფლის სასაფლაოზე.

სადულ მარგოშვილის მიერ შეგროვებული უნიკალური ფოლკლორული მასალები ჯერ არ არის გამოცემული. მისი შვილები ახლო მომავალში გეგმავენ ამ მასალების წიგნად გამოცემას.

6.4 ხასო ხანგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


ხასო მახამღაზის ძე ხანგოშვილი დაიბადა 1943 წ. 5 იანვარს სოფ. დუისში. 1949 წ. სწავლა დაიწყო დუისის საშ. სკოლის პირველ კლასში. 1959 წელს სწავლა გააგრძელა სოფ. დუმასტურის საშ. სკოლაში, რომელიც იმავე წელს წარმატებით დაამთავრა.

0x01 graphic

ხასო ხანგოშვილი

1960 წელს მიემგზავრება წინაპართა სამშობლოში, ჩეჩნეთ-ინგუშეთში და სწავლას იწყებს ქ. გროზნოს ტექნიკურ სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1962 წ. სწავლას აგრძელებს ჩეჩნეთ-ინგუშეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე.

1963 წ. სწავლა გააგრძელა საქართველოში, ქ. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორიაფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1967 წ. დაამთავრა ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებლის სპეციალობით და მუშაობას იწყებს დუმასტურის საშ. სკოლაში პედაგოგად.

1967 წ. დაქორწინდა თელავის პედინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის სპეციალობით კურსდამთავრებულ სონა (დარიკო) გუმაშვილზე, რომელიც მუშაობას იწყებს დუისის საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად. ხასო ხანგოშვილი პედაგოგიურ მუშაობას ეწევა 28 წლის განმავლობაში, ხოლო მისი მეუღლე პანკისელი ახალგაზრდების აღზრდას 48 წელი ემსახურა. მათი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით აღბეჭდილი მოღვაწეობა არის ერთ-ერთი გამორჩეული, სანიმუშო და წესიერებით აღსავსე სახალხო საქმიანობა პანკისის ხეობაში.

სკოლაში მუშაობის პერიოდში ხ. ხანგოშვილი გამოირჩეოდა თავისი საგნების სწავლებაში სხვადასხვა ინოვაციური მეთოდის დანერგვით, რომელთა გამოყენებითაც აღწევდა წარმატებებს სწავლების პროცესში, რის გამოც მიენიჭა მეთოდისტი მასწავლებლის წოდება.

0x01 graphic

ხასო ხანგოშვილი მოსწავლეობის
დროს 1951-1952 წლები

1994 წ. ხ. ხანგოშვილი გადის დამსახურებულ პენსიაზე და თავის შემდგომი ცხოვრების წლები მიუძღვნა საზოგადოებრივ საქმიანობას, რასაც დღესაც აგრძელებს. 1989 წელს ჩაება ეროვნულ მოძრაობაში, გაიაზრა რა, რომ ქვეყანაში იწყება ძირეული ცვლილებები და მისმა ხალხმა, ქისტებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა მიმდინარე მოვლენებში.

ეს იყო მძიმე პერიოდი, როცა ძველი ქისტური მენტალიტეტი საშუალებას არ აძლევდა ინდივიდს, გაეკრიტიკებინა საჯარო მოხელეები, რომლებიც პანკისის ხეობის ბატონპატრონად თვლიდნენ თავს, არაფრად აგდებდნენ მოსახლეობის მძიმე მდგომარეობას, მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებისათვის იღვწოდნენ.

ხ. ხანგოშვილმა თავის გარშემო შემოიკრიბა მეგობრები და ახალგაზრდები, შექმნა საინიციატივო ჯგუფი, დაიწყეს შეკრებები, თუ როგორ შეეცვალათ ცხოვრება. საჭირო გახდა გამოცდილი, განათლებული, ცხოვრების პრაქტიკის მქონე უფროსი თაობის წარმომადგენლების ჩართვა ახალ ორგანიზაციაში. აღმოჩნდნენ ავტორიტეტიანი უფროსი თაობის საბჭოთა წყობილების პერიოდში მომუშავე სხვადასხვა დარგის მუშაკები, რომლებიც გვერდში დაუდგნენ ახალგაზრდებს. მუხმად ალდამოვი, მახმად ბიბინას ძე მარგოშვილი, ჟორა მაჩალიკაშვილი, შოთა ბაღაკაშვილი, ელმარძი ხანგო შვილი, რამაზ ქავთარაშვილი, ელთი ხანგოშვილი, მუხმად ქავთარაშვილი, აპოლონ გაურგაშვილი და სხვ. მათმა მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საინიციატივო ჯგუფის შემდგომ წარმატებაზე.

სოფელმა მხარი მისცა ახალი იდეების მქადაგებელ ჯგუფს, რომელიც დაუკავშირდა რაიონის ეროვნული მოძრაობის ლიდერებს: ზაქრო ქინქლაძეს, ნუგზარ ზვიადაურს, ქათამაძეს, ექვთი მი შვილსა და სხვ. და დაიწყეს ერთობლივი მუშაობა. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს ახა ლი საზოგადოება „ვაინახის“ წესდება და პროგრამა, მოიწვიეს სოფ ლის ყრილობა, სადაც საზოგადოების დაფუძ ნება დამტკიცდა, იმსჯელეს სოფლის საჭირბოროტო საკითხებზე, პრობლემების გადაჭრის თაობაზე. სა ზოგადოება „ვაინახმა“ იტვირთა სოფლის თვითმმართველობა.

0x01 graphic

ანსამბლ ვაინახის მოცეკვავე
ხასო ხანგოშვილი

სასოფლო საბჭოს, საბჭოთა მეურნეობის აპარატი, ტერიტორიული პარტიული ორგანიზაცია მძაფრად დაუპირისპირდა ხ. ხანგოშვილსა და საინიციატივო ჯგუფს. რაიონის ხელმძღვანელობა, კომუნისტური მმართველები ყველანაირად ცდილობდნენ ხელის შეშლას, ებღაუჭებოდნენ საბჭოურ წყობილებას, მაგრამ არჩევნებში დუისელებმა და ხეობის ქისტებმა მრგვალ მაგიდას დაუჭირეს მხარი და პანკისის მომავალმა გაიმარჯვა.

ხ. ხანგოშვილი დეპუტატების ფრაქციას ხელმძღვანელობდა, სათავეში ედგა სოფელში მიმდინარე ცვლილებებს. ყრილობაზე აირჩიეს მიწის საპრივატიზაციო კომისიის თავმჯდომარედ და აქტიურად შეუდგა მუშაობას, მაგრამ თანდათან გამოვლინდა, რომ გამარჯვების შემდეგ ეროვნული მოძრაობის ლიდერები, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებაში გავიდნენ, ნაციონალური იდეებისკენ გადაიხარნენ. დიდი წინააღმდეგობა შეხვდა საინიციატივო ჯგუფს მიწის პრივატიზაციასთან დაკავშირებით, მიზეზად მეზობელი სახელმწიფოს (რუსეთის) საზღვართან სიახლოვე მოიყვანეს, რაც აბსურდი იყო. შემდეგ შეეცადნენ ჯოყოლოს ს/საბჭოს გაუქმებას, მაგრამ როცა წინააღმდეგობას შეხვდნენ, ორი საკრებულოს ნაცვლად 4 საკრებულო შექმნეს, თანაც ეთნიკური ნიშნით. ამასაც არ დასჯერდნენ და პანკისის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობა ორად გაყვეს, ესეც ეთნიკური ნიშნის მიხედვით.

ყოველივე ამის შემდეგ ხ. ხანგოშვილი თავს ანებებს პოლიტიკურ მოღვაწეობას და ერთვება საზოგადოებრივ საქმიანობაში. ეს ის პერიოდია, როცა პანკისში იწყება უკონტროლობის ხანა, როცა კრიმინალი აღზევებას იწყებს, როცა სოფლის მართვა საჭირო ხდება თავად სოფლის მიერ. უხუცესებმა და ახალგაზრდებმა ხელში აიღეს სოფლის დაცვა კრიმინალებისა და ნარკობარონების პარპაშისგან, მაგრამ აქაც კვლავ ხელისუფლება ჩაერია აბსურდით - სახელმწიფოს სახელმწიფოში ვერ მოვითმენთო.

1999 წ. ივლისში ხ. ხანგოშვილმა მიიღო ხერხემლის მძიმე ტრავმა და საწოლს მიეჯაჭვა. წლები დასჭირდა, სანამ შეძლებდა ყავარჯნებით გადაადგილებას, მაგრამ უბედურებას არ შეუდრკა და კვლავ დაიწყო აქტიური მოქმედებები საზოგადოებრივ საქმიანობაში. პანკისის კრიზისმა და ქისტი ხალხის ქართველების მტრად დახატვამ არაკეთილმოსურნე ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიერ, გადააწყვეტინა, ხელი მოეკიდა კალმისთვის და დაეწერა ქისტების ისტორია: ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, სად დგანან და საით მიიწევენ. ასე შეიქმნა სქელტანიანი წიგნი „ქისტები“, რომელიც დაიბეჭდა 2005 წ.

წიგნ „ქისტებს“ მოჰყვა „აბრაგები“, „საღვთო წიგნები“, „ქისტური ადათ-წესები“, „მონადირის მოგონებები“, „ქისტები“ (100 ამბავი). ხ. ხანგოშვილი აქტიურად არის ჩართული უხუცესთა საქმიანობაში, არის „უხუცესთა კავშირის“ გამგეობის წევრი. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია დიდ როლს ასრულებს ქისტური თემის ცხოვრებაში, ადათობრივ სამართალზე დაყრდნობით აწესრიგებს ქისტურ საზოგადოებაში არსებულ კონფლიქტებს, აქტიურად მუშაობს ხელისუფლებასთან ხეობის პრობლემების გადაჭრაში.

ხ. ხანგოშვილის თაოსნობითა და რედაქტორობით ქისტური სამართლის კოდექსი წერილობით ტექსტად ჩამოყალიბდა. ეს კოდექსი ქართულ, რუსულ, ინგლისურ და არაბულ ენებზე გამოიცა ერთ წიგნად. ეს ნაშრომი უნიკალური ძეგლია, ასეთი სახის ჩამოყალიბებული კოდექსი არ არსებობს არც ჩეჩნეთში და არც ინგუშეთში.

ხასო ხანგოშვილი, მიუხედავად მძიმე ფიზიკური ტრავმისა, ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული პანკისის ხეობის ყველა საჭირბოროტო საკითხის გადაჭრაში, ყველა არასახარბიელო ვითარების დადებითად გადაწყვეტაში. იგი იყო და არის ხეობაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი მოვლენისა თუ ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი.

ხასო ხანგოშვილი არის მაგალითი, თუ როგორ უნდა ემსახუროს პიროვნება საკუთარ ხალხსა და სამშობლოს ისე, რომ უარი არ თქვას ზნეობრივ პრინციპებსა და კაცურ ღირსებაზე; თუ როგორ უნდა აზროვნებდეს მოქალაქე სახელმწიფოებრივად, მიუხედავად ურთულესი პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა; თუ როგორ უნდა ემსახუროს საკუთარ ხალხს ყველანაირი ანგარების გარეშე და, ბოლოს, მთელი შენი ცხოვრების წესით თუ როგორ უნდა იყო ცოცხალი მაგალითი მომავალი თაობებისათვის.

ხასო ხანგოშვილს
წიგნის „აბრაგების“ პრეზენტაციაზე

ქარი შავს ღრუბლებს გადმოშლის,
მთათა სველს მკერდზე წვებიან,
რა უნდა ხასო ხანგოშვილს?
რის თქმა, რა დაჰვიწყებია?
მგელი მგლობას არ მოიშლის,
ჰყეფს, ტანს იმშრალებს მზეზედა,
რა სტანჯავს ხასო ხანგოშვილს -
მგელი რად წამოზეზევდა.
ვერ გატყდა, წლებით არ მოლბა,
გულზე გულის ჯავრს გიპკურებს,
ვერც ვერას ვაქნევთ სამშობლოს,
ვერც არას ჟამის სიყრუვეს.
ტანზე წევს ნაფერმკრთალები,
ვარსკვლავთ შუქად რომ დაცვარეს,
ლომო, გაცვდება ბრწკალები
თუ მტრის სილაღე გაბღავლებს.
სამშობლო, გვერდზე მიკრული,
ვიდრე ვართ, უნდა ვატაროთ!
ვიბორგოთ, მგელო, ვიყმუვლოთ,
ძილს ნუ მივაჩვევთ სამყაროს!
რაღა უნდა ჰქნან ამ მთებმა,
ფრთა თუ დაკეცეს ორბებმა,
თუ მგელი დაგვიწყნარდება,
თუ სისხლი დაგვიობდება.
საწუთროს, ისეც მინავლულს,
სითბო ნელ-ნელა აკლდება,
ვინ თავს უკვდება, ვინ მამულს,
ვინ კი ორივეს ნაკლებად.
ნისლი გაჰფინა მყინვარმა
და სველ თვალებში გამკიცხოს,
რა ჰქნას ან ხასომ მგმინავმა,
რა ვქნა, აღარც მე არ ვიცი.
ჯერ კიდევ ვამზღვლევთ სამზეოს
შეთეთრებული წვერებით,
არც აქ, მიწაზე, არც ზევით
არავის მოვესვენებით.
დავდივართ წუთისოფლისგან
ღვთისგანაც განწირულები,
გვეშლება ქვეყნის ვარამით
შემოჭირხლული გულები.
ვაგლახ, რომ დროის სიყრუვე,
სხეულს გვიკაწრავს ბზარები,
სერს იქით ხასო იყმუვლებს,
სერს აქეთ - ავეჩქამები.
ჰყეფს მგელი, მგლობას არ მოშლის,
სველ ტანს იმშრალებს მზეზედა,
რა სტანჯავს ხასო ხანგოშვილს,
ლომი რად წამოზეზევდა?

ტარიელ ხარხელაური
რამაზ ბორჩაშვილი

6.5 რამაზ ბორჩაშვილი

▲ზევით დაბრუნება


რამაზ დაადეის ძე ბორჩაშვილი დაიბადა1952 წლის 10 დეკემბერს ახმეტის რაიონის სოფ. ჯოყოლოში.

0x01 graphic

რამაზ ბორჩაშვილი

1972 წელს დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრებისთანავე გაიწვიეს საბჭოთა ჯარში ქ. ვლადივოსტოკში.

სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ 1975 წელს ჩაირიცხა თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინტიტუტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გახდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

0x01 graphic

რამაზ ბორჩაშვილი მუშაობის
პროცესში

წლების განმავლობაში რამაზ ბორჩაშვილი დაკავებული იყო პუბლიცისტიკითა და ჟურნალისტური მოღვაწეობით, წერდა ლექსებს, ნოველებს, მოთხრობებს. ასევე მუშაობდა სხვადასხვა გაზეთსა და ჟურნალში კორესპონდენტად: ახმეტის რაიონულ გაზეთ „ბახტრიონში“, „სოფლის ცხოვრებასა“ და „ალაზანში“ და სხვ.

ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც, თარგმნიდა ჩეჩნურიდან ქართულ ენაზე.

1983 წელს საქართველოს ჟურნალისტთა ექსპედიციასთან ერთად მონაწილეობას იღებდა გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის საზეიმო აღნიშვნაში.

1990-იან წლებში გაემგზავრა წინაპართა სამშობლოში - ჩეჩნეთში.

წერდა წიგნს ინგუშეთ-ოსეთის კონფ ლიქტსა და 1992 წელს პროგოროდნი რაიონში ინგუშებსა და ოსებს შორის წარმოებულ საშინელ ომზე.

იყო უაღრესად დიდი პატრიოტი თავისი ხალხისა და ქვეყნის. მისი კალამი მუდამ იბრძოდა სიმართლისათვის. მან ნათელი კვალი დატოვა პანკისის ისტორიაში.

1996 წლის 6 თებერვალს მოულოდნელად გარდაიცვალა ინგუშეთში. დაკრძალულია მშობლიური სოფლის - ჯოყოლოს სასაფლაოზე.

6.6 თინა (აჟუა) გაურგაშვილი

▲ზევით დაბრუნება


თინა აბდულას ასული ჯაბრაილოვა, იგივე აჟუა გაურგაშვილი დაიბადა 1962 წელს საქართველოში, კერძოდ, ახმეტის რაიონის სოფ დუისში.

0x01 graphic

თინა გაურგაშვილი და ასლან მასხადოვი

1967-1976 წწ. დაამთავრა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამაშკის საშუალო სკოლა.

1988-1993 წწ. დაამთავრა ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ეს ის პერიოდია, როდესაც თავი სუფლებისმოყვარე კავკასიელებს გმირი, ღირსებით აღსავსე პრეზიდენტების, ჯოხარ დუდაევისა და ზვიად გამსახურდიას თაოსნობით თავისუფლე ბისთვის ბრძოლა აქვთ დაწყებული იმპერიის წინააღმდეგ და თინას, როგორც დამწყებ ჟურნალისტსა და თავისი ხალხის პატრიოტს, უკეთესი შანსი არ ექნებოდა საკუთარი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მონაწილეობის.

1993 წელს უნივერსიტეტის და მთავრებისთანავე პროფესიული საქმიანობა დაიწყო ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელვიზიის პო ლი ტი კურ რედაქციაში და პარალელურად სასაზღვრო-საბაჟო დეპარტამენტის პრეს სამსახურის უფროსად.

1994 წელი - მის ცხოვრებაში არის წელი, რომელმაც მისი, როგორც ადამიანისა და ჟურნალისტის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. თუ 1994 წლამდე მშვიდობიან გარემოში უწევდა ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელება, როგორც კი ომი დაიწყო, ფრონტის წინა ხაზზე ყოფნა მისთვის ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. უდანაშაულო მსხვერპლი, ათასობოთ დაღუპული ბავშვი, ზრდასრული ასი ათასობით მოქალაქე, რომლებიც მხოლოდ იმის გამო ისჯებოდნენ, რომ თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაში სურდათ ცხოვრება. პარალელურად რუსული იმპერიული პროპაგანდისტული მანქანა უსირცხვილოდ მუშაობდა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მსოფლიოსთვის ჩეჩენი ხალხის, იჩქერიის ლეგიტიმური მთავრობის მართალი ხმის მიწვდენა და მოვლენების ობიექტურად გაშუქებაა.

თინა ჯაბრაილოვას იჩქერიის პრეზიდენტებისა და მთავრობების მხრიდან სრული მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია ჰქონდა გამოცხადებული. საბრძოლო მოქმედებების დროს პირადად რამდენჯერმე იყო დაჭრილი და მის სიცოცხლეს ბევრჯერ შექმნია საფრთხე.

0x01 graphic

თინა გაურგაშვილის
ჯილდოები

1996 წელს ჩეჩნეთის პირველი ომის დამთავრებიდან ცოტა ხანში, იჩქერიის სამხედრო ხელმძღვანელობისა და საველე მეთაურების ინიციატივით, ჩატარდა ომის მონაწილე მანდილოსნების საპატივსაცემოდ მიძღვნილი საღამო, სადაც ყვავილებითა და სამადლობელო სიტყვით დასაჩუქრდა ჩეჩნეთის თავისუფლებისთვის მებრძოლი ყველა ქალბატონი. დამოუკიდებელობისთვის ბრძოლაში გაწეული ღვაწლისა და პროფესიული საქმიანობის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის ერთადერთ ქალბატონს, თინა ჯაბრაილოვას მიენიჭა „ვაჟკაცი ქალის“ წოდება და დასაჩუქრდა „მაკაროვი“ სისტემის პისტოლეტით.

1996-1997 წლებში ასლან მასხადოვის ლეგიტიმური მთავრობის პერიოდში პროფესიული საქმიანობა გააგრძელა ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელევიზიაში. უძღვებოდა რუბრიკას სამხედრო თემაზე.

1997 წელს სამშობლოს წინაშე გაწეული ვალისა და დამსახურების გამო იჩქერიის მთავრობის მიერ ერთდროულად მიენიჭა 4 ორდენი. მათ შორის: „ყოომან თურფალ“ (ერის გმირი), რომელიც უშუალოდ გადასცა ასლან მასხადოვმა; „დამოხქან იახ“ (სამშობლოს ნამუსი) და ამასთან ერთად მაიორის სამხედრო წოდება.

ასევე წოდება „ღაზუათან თურ“ (სიმართლის ხმალი) მინიჭებული აქვს ხუნქარ-ფაშა ისრაფილოვის მიერ.

1999 წელს, როგორც კი დაიწყო რუსეთის შეჭრა ჩეჩნეთში, მე-2 სამხედრო კამპანია, იჩქერიის ლეგიტიმური ხელისუფლების უშუალო დავალებით, გადმოვიდა საქართველოში, რათა გაეშუქებინა და დაეფიქსირებინა ჩეჩნეთ-რუსეთის სამხედრო ბატალიები, ჩეჩენი ლტოლვილების ყოფა საქართველოში, იმპერიის მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდის ამსახველი ყოველი კადრი თუ ფოტომასალა. პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს სხვადასხვა მოვლენების გასაშუქებლად ხშირად უწევდა შატილის გავლით ფრონტის წინა ხაზზე გამოჩენა. ასევე თბილისში მდებარე ჩეჩნეთის წარმომადგენლობაში სხვა ქვეყნის წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური კორპუსისთვის მართავდა პრესკონფერენციებს, რათა მსოფლიოსთვის მიეწვდინა ხმა რუსეთის იმპერიალისტური მანქანის მიერ ჩეჩნეთში დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ. საქართველოში ათწლიანი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შემდეგ 2010 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ავსტრიაში, სადაც დღემდე სარგებლობს ლტოლვილის სტატუსით.

თინა ჯაბრაილოვა არის ჩეჩნეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლის პირველი მოადგილე ემიგრაციაში. კურირებს და ორგანიზებას უწევს ჩეჩნეთის დევნილი მთავრობის მიერ უცხოეთში ორგანიზებულ კულტურულ და საინფორმაციო ღონისძიებებს.

მისი მეუღლე 1995 წელს ჩეჩნეთის პირველ ომს შეეწირა. ჰყავს სამი შვილი, რომლებიც ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ცხოვრობენ ლტოლვილებად.

6.7 ნონა ხანგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


თუმი დიშნი
(შემოქმედებითი ფსევდონიმი)

ნონა ხასოს ასული ხანგოშვილი დაიბადა 1976 წლის 1 იანვარს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში პედაგოგების ოჯახში.

0x01 graphic

თუმი დიშნი (ნონა ხანგოშვილი)

1982-1993 წწ. სწავლობდა დუისის საშუალო სკოლაში.

1998 წ. ჩაირიცხა ქ. გროზნოში, იჩქერიის რესპუბლიკის სახელმწიფო საერთაშორისო ინსტიტუტში, საერთაშორისო ურთიერთობისა და სამართალის ფაკულტეტზე.

2001-2007 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

2008-2009 წწ. გაიარა აკრედიტებული სახელმწიფო სარეზიდენტო პროგრამა თერაპიულ სტომატო ლოგიაში.

2011-2012 წელს გაიარა სახელმწიფო აკრედიტირებული პროგრამა ქირურგიულ სტომატოლოგიაში.

2007-2008 წწ. სწავლობდა ფრანგული ენის კურსებზე ალ. დიუმას ცენტრში.

2008 წ. აიღო ფონდ „ტასო“-ს გრანტი პროექტისათვის: „ძველებური კავკასიური სამკაულების მოდერნიზაცია“ და გახსნა არტ-სალონი პანკისის ხეობაში.

2008-2011 წწ. იყო TV PIK-ის თანამშრომელი, გადაცემა - „კავ კასიური პორტრეტის“ ასისტენტი.

2009-2011 წწ. იყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ (პირველი არხი) ოფის-მენეჯერი.

2008 წლიდან არის სათემო კავ შირის „პანკისის კეთილდღეობისათვის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

2010 წლიდან არის საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წევრი.

0x01 graphic

2009-2010 წწ. მოეწყო მისი ნამუ შევრების გამოფენა თბილისში, რუსთავსა და ზუგდიდში.

2013 წ. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყო მისი ხელნაკეთი სამკაულების პერსონალური გამოფენა.

2013 წ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანადგომითა და ფინანსური მხარდაჭერით გამოსცა წიგნი-ალბომი „ვეინახების ქართული საგა“.

2015 წლიდან არის საქართველოს ქალთა საბჭოს წევრი.

2016 წ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანადგომითა და ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა მისი მეორე წიგნი-ალბომი „ვაინახური ხელოვნება“ ქართულ, ინგლისურ და რუსულენაზე.

0x01 graphic

ნონა ხანგოშვილის
ხელნაკეთობები

2018 წ. საქართველოს მეცნიერების, განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანადგომითა და ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა მისი მესამე წიგნი-ალბომი „პანკისი და ქისტები“ ქართულ და ინგლისურ ენაზე.

არის წიგნების : „ქისტების ადათ-წესები“ (ხ. ხანგოშვილი); „ქისტების სამართლის კოდექსი“ (ქისტ უხუცესთა საინიციატივო ჯგუფი); „თეთრი ღამეების კავკასიური სონატა“ (მ. მარგოშვილი) დიზაინერი და „ქისტური ტაბლას“ (ქისტური სამზარეულოს შესახებ) (USAID) შესავლის ავტორი.

ნაშრომის „ვაინახების დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება“ ავტორი, რომელიც გამოქვეყნდა რუსულენოვან სამეცნიერო კრებულში „ხელოვნება - კულტურათა დიალოგი“ (ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი). ქ. გროზნო. 2017 წ.

ნაშრომის - (Научная ВАК статья) „პანკისელი ქისტები“ ავტორი, რომელიც გამოქვეყნდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო რუსულენოვან ჟურნალში „მოამბე“ (ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემია). ქ. გროზნო. 2020 წ.

ნაშრომის - „სწავლა-განათლების დამფუძნებლები პანკისის ხეობაში“ ავტორი, გამოქვეყნდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო მასალების კრებულში - „ჩეჩნური ენისა და ლიტერატურის აქტუალური პრობლემები: ისტორია და თანამედროვეობა“, ქ. გროზნო, 2021 წ.

2010-2022 წწ. მონაწილეობდა ქართული სატელევიზიო არხების გადაცემებში შემდეგი თემებით: ქართულ-ვაინახური ურთიერთობები; ვაინახების ისტორია და მათი ბრძოლა ეროვნული დამოუკიდებლობისათვის; ვაინახების ეთნოგრაფია, კულტურა და ხელოვნება.

2023 წელს საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაჯილდოვდა სპეციალური დიპლომით მშობლიური ენის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

6.8 ქისტები ხელოვნებასა და კულტურაში

▲ზევით დაბრუნება


სიცოცხლე ხანმოკლეა, ხელოვნება
კი - მარადიული.

ძველი რომაული აფორიზმი

ცივილიზაცია არის ძალაუფლება მთელ
სამყაროზე, კულტურა არის
სიყვარული სამყაროს მიმართ.

ენტონი კამპინსკი

0x01 graphic

0x01 graphic

ქისტური ცეკვა

ვაინახები არა მხოლოდ კავკასიის, არამედ, თამამად შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც გამოირჩევიან საოცარი მუხტით, ენერგიითა და ბრძოლის ჟინით, რაც განსაკუთრებულად გამოიხატება ხოლმე მათ ცეცხლოვან ცეკვებში. როგორც ხელოვნების კრიტიკოსები და ამ დარგის მოყვარულები ხშირად აღნიშნავენ: „ჩეჩნური ცეკვა არა მხოლოდ ცეკვაა ცეკვისთვის, არამედ მთელი ხელოვნება. ეს არის სიამაყისა და თავისუფლებისადმი ლტოლვის მკაფიო გამოხატულება, მისი თითოეული ილეთი, ეს არის ბრძოლა ღირსებისათვის და საოცარი ჟინი სიცოცხლის სიყვარულისა, ეს არის განუმეორებელი გრაცია, რომელსაც აღფრთოვანების ზენიტში აყავხარ და იქიდან დაშვება არ გსურს...ერთი სიტყვით „ჩეჩნური“ საოცარი ფენომენია მსოფლიო ხელოვნების ცივილიზაციაში“ (ვანესა რედგრეივი, ინგლისელი მსახიობი).

ვაინახები ხელოვნების ამ დარგში დანარჩენი მსოფლიოსაგან იმითაც განსხვავდებიან, რომ სამყაროში არ არსებობს არც ერთი ჩეჩენი, ვისაც არ უყვარს ცეკვა და ვინც არ იცის ცეკვა. ყოველი ჩეჩენის დაბადებისას მასში იდება ცეკვის განსაკუთრებული გენეტიკური კოდი და ერთი ერის მასშტაბით ცეკვის ამდენი პროფესიონალი და სრულყოფილად შემსრულებელი ბუნებაში, უბრალოდ, არ არსებობს.

მოვუსმინოთ ქართველ მწერლებს:

„არსენა კი ტყე-მინდორზე და ლურჯას ზურგზეა გაზრდილი. იატაკზე სიარულიც კი არ ეხერხება, მას უფრო ჩაჩნური მოსწონს და ყველაფერს ათამაშებს - ფეხებს, თეძოებს, მხრებსაც, თავსაც, თვალებსაც და ულვაშსაც“.

მიხეილ ჯავახიშვილი, არსენა მარაბდელი

„დოღსა და ჭიდაობაზე მეტად ბიჭს ცეკვა-თამაში იტაცებდა: დაძუნძულებდნენ ღვინო-არყით გაჟღენთილი ხევსურნი, ბობღინის დროს ლაჯებში ეჩრებოდათ თითბირით ნაზიკი ფრანგულები და ჭრელი შიბით გაწყობილ „ბაჭიჭიან“ ფეხებს მიწაზე წაღმა - უკუღმა უძაგუნებდნენ. თუშები უფრო გულისყურიანად ცეკვავდნენ. დროდადრო ისე დაიჭყივლებდნენ და დაზანზარდებოდნენ ვეება ტანებით, ფეხებს ისე ოსტატურად ხლართავდნენ და მერე ისეთი სისწრაფითა და სილამაზით შლიდნენ, მიწის ზევით არ აგახედებდნენ. „ლეკურში“ ამოსული ლეკები და ოსები ლამის ფეხებით ქარს აყენებდნენ, მაგრამ ქისტურ ცეკვას არაფერი ჯობდა: გადმოხტებოდა წრეში ქისტი, კეფიდან წამოღებულ ფაფახს შუბლზე წამოიქორავდა, ნაქანდაკევ სახეზე კუნთს არ შეატოკებდა. აშხვართულ ტანს კიდევ უფრო აიწურავდა და გაშლილ ხელებს მაჯებში ლამაზად მოხრიდა. მშვილდის ლარივით გაჭიმული, გარმონის წიკწიკსა და დოლის ბრაგუნს აყოლილი, ჯერ უკან-უკან წავიდოდა მოხდენილად, მერე შემობრუნდებოდა და ასეთივე მოძრაობით კვლავ უკან-უკან წამოვიდოდა. შემდეგ ასე ნელ-ნელა, ყელკისერაღერილი შუაში გამოვიდოდა, ერთი დაიჭყივლებდა: „ტაში ჩეჩენ, დოღნა ჩუაო!“ - და უცებ წრეში გრიგალი ამოვარდებოდა. რა ნავარდი იყო, რა ილეთები, რა სისწრაფე, რა სილამაზე! დროდადრო შეხტებოდა ქისტი და ცალი ფეხის წვერით შუაში ბოძივით დაერჭობოდა, გეგონებოდათ, ბრინჯაოსგან ჩამოუსხამთ და ქვეყნის დაქცევამდე აქ დარჩება ეგრე უძრავადო. მაგრამ უცებ გაქვავებული უცებვე მოსწყდებოდა ადგილს და ისევ გრიგალი დადიოდა წრის შიგნით...

უცქეროდა და მერე ნატვრისაგან გული ეწურებოდა, ერთი ეგეთი ცეკვა მასწავლა და მეორე ალავერდობამდე მაცოცხლაო...

სწორედ შარშან გაიწვია ქისტმა საცეკვაოდ ლიანა. ქისტი ქისტურად ცეკვავდა, ლიანა - ქართულად. ქისტი ცეკვის „ნაიბი“ ჩანდა და თითქმის მხოლოდ ლიანასთვის შესამჩნევი ხელის მოძრაობით „ქისტურად“ აწესრიგებდა ქალის მიმოხვრას. მაღალი, წერწეტი, შეკრული ქისტი ოდნავ გაშლილი საჩვენებელი თითით ავლებდა მუსიკით ჯადოქმნილ ჰაერში უხილავ ხაზს და ლიანაც მონუსხული ჩიტივით თვალმიციებული, ნებისყოფაგამოცლილი და ქარს აყოლილი ფოთოლივით ამსუბუქებული მორჩილი გოგმანით მიუყვებოდა მიხვეულ-მოხვეულ საცეკვაო გზებს. მოულოდნელად დაიჭყივლებდა ქისტი, ელვის უმალ მოიხდიდა ფაფახს, ცეკვა-ცეკვით მუხლებზე დატრიალებული ლიანას წელს ირგვლივ შემოავლებდა, მერე ასეთივე სისწრაფით თავზე დაიხურავდა და ფეხზე წამოვარდნილი კვლავ მბრძანებლურად დააყირავებდა გაშლილი ხელის საჩვენებელ თითს. და ისევ მორჩილად აგოგმანდებოდა მონუსხული ჩიტი - ლიანა!“

ლადო მრელაშვილი, მუცოს, თორღვაის კარზედა, თბილისი, 1988 .
(ნაწყვეტი რომანიდანოლოლებიგვ. 638-640).

0x01 graphic

„კავკასიელები მოძრაობის რიტმითა და ცხოვრების წესით გამოირჩევიანო, ნახეთ, ჩერქეზი როგორ დადის, პანტერასავითო. ბელორუსი წვიმით გაჟღენთილ ცხვარს ჰგავსო... ხევსურებს არ აქვთ რიტმი მოძრაობაში, ცუდად დადიან. ქისტები მოძრაობით გამოირჩევიან. შეადარე გინდაც ჩეჩენი და რუსი. ჩეჩენის ცეკვა მტაცებლის გრაციაა. ეს სანდრო ახმეტელმა იგრძნო. იმის თეატრში დადიოდნენ კავკასიურად...“

„... ერთხელ ბერდედა წავიყვანე კინოში. „მთის კანონი“ გადიოდა. ბესტაევი იყო ოსი, ის თამაშობდა. უცბად ბერდედამ დაიწყო: „ოოო, რაჴე მართალი აი ქისტი!“ ყველა მოტრიალდა. ვერ ვაჩერებ... აგე, ქისტი, აუ, აუ, აუ!...“ ეს მსახიობი დადიოდა რიტმულად, მოხდენილად... ის მოეწონა...

არხოტში ხო კულტი იყო ქისტებისა!“

გოგი ოჩიაური

0x01 graphic

„ცნობილი ხევსური ვაჟკაცი გაგა ბერდიშვილი ქისტეთს წავიდა სისხლის ასაღებად. ის მხოლოდ გვარში საუკეთესოს კლავდა ხევსურთა სისხლის სანაცვლოდ. ეს კარგად იცოდნენ ქისტებმაც და მას ღირსეულ მეტოქედ თვლიდნენ. იმ დღეს ქისტეთში დის ქორწილი ჰქონდა სახელოვან ვაჟკაცს, ცალთვალა თემურყოს ვაჟს ხიზირს:

„ჯერ ოცდახუთისაც არ იყო ხიზირი, მაგრამ ჯირითობაში ბადალი არ ჰყავდა.

მთელ ქისტეთში ვერავინ ედრებოდა ვერც ცხენით ჯირითში, ვერც თოფის სროლასა და ხმლის ხმარებაში.

„მოკლულზე თქვიან: შიგ გულში სჭირსავ, შიგ შუბლში სჭირსავ, - ხიზრის ნასრევ იქნებისავ“!

სილამაზით განთქმულ დას, აისათს ათხოვებდა ხიზირი.

დილიდან ციხე-სიმაგრის ირგვლივ მოვლებულ წინგარდაზე გამოფენილი ქისტის ქალ-ვაჟები შევარდნებივით დაქროდნენ საცეკვაო წრეში. ქისტური გარმონისა და ტაშის ხმა მთელ ხართის ხეობას აყრუებდა.

0x01 graphic

წითელი სკლატის ჩოხაში გამოწყობილი, ვერცხლის ქამარ-ხანჯლებით დამშვენებული ხიზირი ქორწილის სული და გული იყო, მაგრამ მისი დედის, ალდის ჭკვიანი თვალი მაინც ამჩნევდა შვილის სახეზე მიმალულ იდუმალ კაეშანს.

რა იცოდა დედამ, რომ ამ დილით მთებიდან ჩამოსულმა მწყემსებმა ხიზირს საიდუმლოდ ამცნეს, გაგა ბერდიშვილი ქისტეთშიაო გადმოსული.

კარგად იცოდა ხიზირმა, რანაირი მეომარიც იყო გაგა ბერდიშვილი. ქისტეთში იშვიათად იქნებოდა სოფელი, რომ გაგას ნათოფარი ქისტი არ ყოფილიყო.

რამდენი არხოტიონიც ქისტებმა მოკლეს, იმდენის სისხლი გაგა ბერდიშვილმა აიღო.

არხოტიონების სისხლი ემართა ხიზირის გვარსაც. გაგა ბერდიშვილი კი მხოლოდ გვარში გამორჩეულს თოფავდა.“

„...ბუნებით უშიშარ და მამაც ვაჟკაცს თავქარიანობა და აჩქარება ჩვეულებად არ ჰქონდა, არც ბრმა სიმამაცე მიაჩნდა ვაჟკაცის შესაფერ ჩვეულებად. იცოდა ნამდვილი გულადობის ყადრი და სახელიც დიდი ჰქონდა გავარდნილი ქისტეთში. ამიტომაც არ უნდოდა მტრის ბრმა ტყვიის მსხვერპლი გამხდარიყო დაუდევრობის გამო.

წინგარდაზე კი ქისტური გარმონი მოცეკვავეებს ხელ-ფეხზე ცეცხლს უკიდებდა და ცერებით გადაჩიჩქნილ ბანს მტვრის ბუღი ასდიოდა.

პატარძლის გაცილების დრო ახლოვდებოდა, ხიზირი ციხის კიდეს ბეჭებით მიბჯენილი იჯდა და ტყეს გაჰყურებდა. უცებ შეამჩნია, რომ თოფის ლულას პირდაპირ მიზანში ჰყავდა ამოღებული:

„ხიზირი მოსისხლეს დააკვირდა და ბრაზისგან გააჟრჟოლა. გაგა ბერდიშვილი დამცინავად იღიმებოდა, თითქოს მიზანში ამოღებულ მტერს ეუბნებოდა: სიცოცხლის წუთებს ვიმეტებ შენთვის და ამაზედაც მადლობელი იყავიო.

ყოველ შემთხვევისთვის ხიზირმა ასე იფიქრა. უცბად გადაიხარხარა, მკლავები გაშალა და მტრისკენ მკერდმიშვერილი სხარტად წამოდგა, თან მთელი ხმით დას ჭექა:

- დაუკარით! ტაში!

ქისტებმა იცოდნენ, რომ ხიზირი ძალიან იშვიათად ცეკვავდა და ყველას აღფრთოვანების კივილი ამოხდა. გარმონმა ხმა გაიორკეცა, დიდ-პატარამ ყველამ ტაში დასცხო.

არწივივით მხრებგაშლილი და ცერებზე შემდგარი ხიზირი რხევა-რხევით წავიდა მოცეკვავეთა წრისაკენ, თან ალმაცერი და ამაყი მზერა ტყისკენ ჰქონდა გაისრული.

დაიწყო ცეკვა და ქარიშხალი დატრიალდა წრეში.

საფარში ჩამჯდარი ხევსური ჯერ დამცინავად თვალგაწვრილებული უყურებდა წინაგარდაზე არწივივით მქროლავ ქისტს, მის ამაყ კივილზე და წითელი ჩოხის კალთების ფრიალზე ცალყბად ეღიმებოდა, მერე და მერე დამცინავი ღიმილი უნებურმა აღფრთოვანებამ შეუცვალა, აღფრთოვანება კი ბოლოს გაოცებაში გადაეზარდა.

ქისტი თვალს არ აცილებდა ლოდებში ჩასაფრებულ მოსისხლეს. უფრო და უფრო მჭექარედ სცემდა ყიჟინას, მოხდენილად შლიდა მკლავებს და ცერებზე შემდგარი ფრინველივით დაქროდა წრეში.

ტაშისა და გარმონის ჟრუანტელის მომგვრელი ტკრციალი ათასი არწივის სტვენა-ყაშყაშად ეჩვენებოდა საფარში ჩამჯდარ ხევსურს და, ამ ხმებით საოცრად მოჯადოებულს, აღარც ახსოვდა, რისთვის მოვიდა აქ.

მოსისხლე ქისტი გამომწვევად იშვერდა მისკენ მკერდს, სწორედ ამ დროს დასცემდა ყიჟინას და გახელებული მეგარმონის ხელში გარმონიც ცეკვის ტაქტებად დაწყვეტილ-დანაწევრებული ჟრიალით ასრულებდა მოცეკვავის ბრძანებამოწოდებას.

0x01 graphic

ცეკვა ქისტური

ცეკვავდა ქისტი და თავის მიხრა-მოხრით, ბეჭებისა და მკლავების თამაშით ახელებდა მოწინააღმდეგეს, უმტკიცებდა, რომ არარად აგდებდა მის შურისძიებას და სიკვდილიც ფეხებზე ეკიდა.

ხიზირი უცბად გაქვავდა. შემართული ხელები დაუშვა და ხევზე გადებულ მორებზე გამომავალ გაგა ბერდიშვილს ანთებული თვალებით მიაშტერდა.

გაოცებულმა ქისტებმაც იქით გაიხედეს.

- ფხია!

- ფხია! - წამოიძახეს ქისტებმა და დაფაცურდნენ, მაგრამ ხიზირმა ბრძანებით ასწია ხელი და ქისტები ადგილზე გაქვავდნენ.

გაგამ ხიდი გამოათავა, პატარა ბილიკი ამოიარა ეზომდე და ქვის კიბით წინგარდაზე ამოხდა. უყურებდა ბანზე ამაყად დოინჯშემოყრილ ხიზირს, თოფი კი მხარზე წვერჩაღმა ჰქონდა ჩამოკიდებული.

- ქორწილი ნუ მოუშალოს თემურყოს სახლს მაღალმა ღმერთმა! - თქვა მტკიცე ხმით და წინგარდაზე წრედ ჩამომდგარ ხალხს გადაავლო თვალი.

ხიზირმა ოდნავ დაუკრა თავი.

ამ დროს დერეფნიდან ხიზირის დედა ალდი გამოჩნდა, შეხედა თუ არა ხიზირის წინ მდგომ ჭრელჩოხიან ხევსურს, სასოწარკვეთით იკივლა:

- გაგა ბერდიშვილი!

... ხიზირის დედა გონს მოეგო და ხევსურს სასოწარკვეთილი თვალები შეანათა.

- რად არ სთოფე ჩემი ხიზირი, გიაურო? - იკითხა ქალმა ყველას გასაოცრად და შიშსა და ვედრებასთან ერთად მის ხმაში სიამაყემაც გამოჟონა.

- ჩემი შვილის გულმკერდი ფართოა, რად არ მითოფე?!

აისათმა ამ დროს გაგას თასი მოართვა.

გაგამ პატარძალს თასი მშვიდად ჩამოართვა, თოფი მეორე მხარზე გადაინაცვლა და ხიზირის დედისკენ დაიხარა.

- იმიტომ არ გითოფე, ბებერო, რომ გაგა ბერდიშვილის თოფდანამიზნები სხვა ქისტი ეგეთ ქისტურს ვერ ითამაშებს!“

შოთა არაბულის მოთხრობა „ქისტურის“ მიხედვით.

6.9 ნიკო ღანიშაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ნიკო მურთაზას ძე ღანიშაშვილი პანკისის ისტორიაში დარჩა ცეკვის ჯადოქრად, ვისაც მისი „ქისტური“ ახსოვს, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ეს იყო ხელოვნების უმაღლესი მწვერვალი.

0x01 graphic

ნიკო ღანიშაშვილი

როგორც დროული ხალხი იხსენებს, ნიკოს ცეკვა არამიწიერი საოცრება იყო, ცეკვის ასეთი ხელოვნებით იშვიათად ჯილდოვდებიან ადამიანები და ისინი ერთეულები არიან. ვიწრო წელითა და გამორჩეული გარეგნობის ნიკო საცეკვაო მოედანზე შემოსვლისთანავე იპყრობდა მნახველის გულსა და გონებას, არასოდეს იმეორებდა ილეთებს, თითოეული ილეთი კი ხელოვნების ნიმუში იყო.

ნიკო ღანიშაშვილმა სიყვარულით შექმნა ოჯახი, ჰყავდა ულამაზესი მეუღლე აგლო ფარეულიძე, რომელიც მეხუთე შვილის მშობიარობას გადაყვა და ნიკო ღანიშაშვილი არის ის იშვიათი გამონაკლისი, ვინც თავად გაზარდა ხუთივე შვილი.

ის ძალიან ახალგაზრდა წავიდა ამქვეყნიდან, მაგრამ ნათელი კვალი დატოვა პანკისის ისტორიაში.

6.10 იოსებ ცათიაშვილი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოში, პანკისის ხეობაში, სოფ. ბირკიანში (ყოფილი თელავის, ამჟამად ახმეტის რაიონი) ღარიბი გლეხის ოჯახში 1917 წლის 25 დეკემბერს დაიბადა იოსებ ჯორჯის ძე ცათიაშვილი.

0x01 graphic

იოსებ ცათიაშვილი

შეამჩნია რა შვილს ნიჭიერება მამამ, დედით ობოლი, ექვსი წლის იოსები სწავლა-განათლების მისაღებად თელავის საშუალო განათლების სასწავლებელში შეიყვანა. მეხუთე კლასში მამაც გარდაეცვალა და მისი მოვლა-პატრონობა უფროსმა დამ სონა ცათიაშვილმა, მამის თელაველმა ძმადნაფიცმა ვანო აფრიამოვმა და მისმა დედამ იკისრეს. ასე დაუკავშირდა პატარა იოსების ცხოვრება იმდროინდელი თელავის საზოგადოების ცხოვრების რიტმს.

საშუალო სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ, 1935-1936 წწ., სწავლას აგრძელებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

სწორედ 1936 წელს, პირველი კურსის სტუდენტი იოსებ ცათიაშვილი შენიშნეს მოცეკვავე კონსტანტინე (კოწო) მანჯგალაძემ (უხუცესმა ქორეოგრაფმა, პედაგოგმა და საზოგადო მოღვაწემ), ქორეოგრაფმა ჯანო ბაგრატიონმა, რომელმაც იოსები მიიწვია უნივერსიტეტის ცეკვის წრეში, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა.

0x01 graphic

მარგო მარგოშვილი

1936 წელს ჩარიცხეს სანდრო კავსაძის ეთნოგრაფიულ გუნდში მოცეკვავედ, სადაც ის ითვლებოდა წამყვან სოლისტად და მთიელთა ცეკვების ვირტუოზ შემსრულებლად, ხოლო თავისი საკუთარი ცეკვა - „ქისტურის“ შესრულების უბადლო ოსტატად, რომლის მუსიკისა და ცეკვის ავტორიც თავად იყო. ქისტმა იოსებმა თავისი თვითმყოფადი ჩვეული მრავალფეროვანი ილეთებით, მაღალი საშემსრულებლო კულტურით, ცეკვის ჯადოსნური ოსტატობით გაამდიდრა ქართული ხალხური საცეკვაო ხელოვნება, რის გამოც საპატიო ადგილი დაიკავა ქართულ ეროვნულ ხალხურ ქორეოგრაფიაში. მისი ცეკვის ნახაზი, ილეთები, მუსიკა გამოყენებულია ქართულ მხატვრულ ფილმებში: „ალავერდობა“, „მაია წყნეთელი“, „წარსული ზაფხული“, „ცისკრის ზარები“, „ადამიანთა სევდა“, „განაჩენი“ და სხვა. დღესაც პატივისცემითა და სიამაყით იხსენებენ იოსებ ცათიაშვილს ქართველი ქორეოგრაფები, თავიანთ საცეკვაო რეპერტუარებში კვლავინდებურად შეაქვთ დიდი ხელოვანის მიერ მათთვის დატოვებული საცეკვაო ფოლკლორის შეუფასებელი თვალ-მარგალიტები. საამაყოა, რომ საქართველოს, ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას ჰყავს ბევრი მართლაც დიდებული ხელოვანი, მათ შორის, პანკისელი ქისტი იოსები, რომლებიც ხელისგულზე სატარებლები იყვნენ თაობების მიერ, იოსებ ცათიაშვილი სცენაზე რადგან ისინი თავის შემოქმედებით ქართულ-ხალხურ ეროვნულ განძს წარმოადგენდნენ და დღესაც წარმოადგენენ.

0x01 graphic

იოსებ ცათიაშვილი სცენაზე

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი მონაწილე იყო მოსკოვის 1937 წლის საქართველოს ქართული ეროვნული კულტურისა და ხელოვნების დეკადის, სადაც სანდრო კავსაძის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი ასრულებდა საკუთარ ცეკვა - „ქისტურს“ ქალბატონ ტანია ზალიკანიან-ფილიშვილთან ერთად. ცეკვამ დიდი გამოხმაურება, საყოველთაო მოწონება და აღიარება ჰპოვა. ალბათ, დღესაც კარგად ახსოვთ საქართველოს იმდროინდელ კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებს, ამ ცეკვის შემდეგ როგორ ადიოდნენ სცენაზე რუსეთის მაღალი საზოგადოებისა და ხელოვნების წარმომადგენლები, სახალხო არტისტები, აღტაცებას ვერ მალავდნენ და ცეკვა ქისტურს „ისტორიულ მოვლენას“ უწოდებდნენ. ასეთი აღტაცებით ხვდებოდნენ მის ცეკვას რიგი გასვლითი კონცერტების დროს, როგორც მშობლიურ საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში, ერევანში, ჩრდილოეთ ოსეთში, ჩეჩნეთ-ინგუშეთში, უკრაინაში, ლენინგრადში, მოსკოვსა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. 1936 წლიდან 1941 წლამდე ცეკვავდა ზემოთ აღნიშნულ ანსამბლში. დაიწყო ომი და წავიდა ჯარში, მადლობა უფალს, რომ ცოცხალი დაუბრუნდა მშობლიურ კუთხეს.

0x01 graphic

იოსებ ცათიაშვილი ოჯახთან ერთდ

1948 წელს იგი მუშაობას იწყებს მშობლიურ რაიონში, ახმეტაში, მათემატიკის მასწავლებლად. ამავე წელს ქორწინდება ულამაზეს და უმშვენიერეს ქისტ ასულზე მარგო მარგოშვილზე, რომელიც თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

1948 წელს სექტემბერში გადაყვანილი იქნა ყვარლის რაიონის შილდის საშ. სკოლის დირექტორის მოადგილედ, 1963 წლიდან კი იმავე სკოლის დირექტორად.

1964 წლის იანვრიდან იოსებ ცათიაშვილი გადაჰყავთ ახალსოფლის საშ. სკოლის დირექტორად და მათემატიკის მასწავლებლად, იგი პენსი აზე გასვლამდე მუშაობდა ზემოაღნიშნულ სკოლაში დირექტორად.

ი. ცათიაშვილი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა კოლეგებსა და მოსწავლეებს შორის, პატივს სცემდა სრულიად მთელი რაიონი და სოფელი, სა დაც კი მოღვაწეობდა.

„დიდი იოსები“, „ლეგენდა რული მოცეკვავე“, „ისტორიული მოვლენა“, „მთიელთა ცეკვების ვირტუოზი შემსრულებელი“, „ცეკვა - კლასიკა“, „ქართული განათლების ქურუმი“ და სხვ. - ასე მოიხსენებენ ქართული ეროვნული ხალხური ქორეოგრაფიის კორიფეები, განათლებისა და კულტურის მოღვაწეები ქისტ კაცს, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრებით, რწმენით, მრწამსით ერთგულად, უანგაროდ, თავდადებით, სპეტაკად და რუდუნებით ემსახურა მისთვის პატივსაცემ საყვარელ ქისტ და ქართველ ხალხს, საქართველოს ეროვნულ კულტურას, ხელოვნებასა და განათლების სისტემას.

1991 წლის 3 მარტს, 73 წლის ასაკში, გულით ხანმოკლე ავადმყოფობის გამო, მოულოდნელად გარდაიცვალა ქისტების საამაყო შვილი - იოსებ ცათიაშვილი. მადლიერმა ქართველმა საზოგადოებამ გულწრფელად დაიტირა ღვაწლმოსილი დიდი ხელოვანი და ჭეშმარიტი პედაგოგი. იგი მშობლიურ ახმეტის რაიონში, სოფ. ხალაწანში საგვარეულო სასაფლაოს მიაბარეს. დღეს კი იოსებ ცათიაშვილის სიცოცხლეს აგრძელებენ მისი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები.

მამას

(ი. ცათიაშვილს)

ვაჟკაცი იყავ, ვაჟკაცად დარჩი,
ნამუსის ქუდი გახურავს მუდამ,
ამ-იმქვეყნიურ ტკივილის ნარვალს
ფიქრით დაღარულ გულზე კვლავ ფუთავ.

…………….................................................

უხმოდ, უსიტყვოდ, სახის მიმიკით
ქისტურს ცეკვავდი მთელი ცხოვრება,
ქალს მოგოგმანეს გარს ევლებოდი
არ შეხებოდა ნიავი ქალღმერთს,
ოცნებებს, მიზნებს ცეკვად ხატავდი
წარსულს და აწმყოს უნთებდი სანთლებს.
სცენის ჩამოვლას, ჯადოსნურ ღიმილს
ჯილდოდ რგებია მქუხარე ტაში,
მაყურებელთა გულების გუგუნს
ბანს აყოლებდა დარბაზის თაღი.
შენს ხელოვნებით ბევრი დამტკბარა
მოცილებია დარდი და სევდა,
ალბათ იმიტომ გიწვევდნენ ყველგან,
რათა ენახათ არწივის ცეკვა.
დღეს ყველა ცეკვავს - დიდი, პატარა,
ირგვლივ სიმღერის ჰანგი ჰფენია,
მაგრამ სადღაა ის სილამაზე,
შენ რომ ცეკვისთვის ჩაგიფრქვევია.
ადრე გიცნობდნენ ცეკვის ჯადოქრად,
დღეს ვინც არ გიცნობს, გაგიცნოს ისევ,
კომპოზიტორთა მოგონებებში
აბობოქრდები და ქრები ისევ,
ქრები? არ მითქვამს, ცუდად გამიგო,
სახელს ღირსეულს მზე დაჰფენია,
ცეკვას, რომელიც მოვლენა იყო,
გადაშენება არ უწერია.
მთების მშვენებას არწივი ერქვა,
მოდგმაც ასევე მოდგმადა რჩება,
ხალხმა მოგნათლა მთიელ არწივად
და შენი ცეკვაც ლეგენდად რჩება.

ნ. ცათიაშვილი
5. 04. 2003 წ.

6.11 ქისტური ცეკვის ამაგდარი

▲ზევით დაბრუნება


„ცეკვა „ქისტურის“ იმ სიმაღლეზე შესრულებას, როგორსაც იოსებ ცათიაშვილი ასრულებს, სხვა ვერავინ შეძლებს“.

ილიკო სუხიშვილი

„ჯანო ბაგრატიონი, ბევრის მნახველი და ბევრის მცოდნე ქორეოგრაფი, გაშტერებული მისჩერებოდა უცნობ მოცეკვავეს. თითქმის მის თვალწინ იქმნებოდა რაღაც სრულიად ახალი, გასაოცრად უშუალო, ჭეშმარიტად ხალხური ცეკვა, რომელშიც ჩანდა ფოლკლორისთვის დამახასიათებელი პირველყოფილი სიწმინდე და თვითმყოფადობა. მოცეკვავეც ხალხური უშუალობითა და თანდაყოლილი ოსტატობით ასრულებდა ცეკვას. სწორედ იოსებ ცათიაშვილს მიუძღვნა ჯანო ბაგრატიონმა ცეკვა „ალვანური“.

ვახტანგ გოგოლაშვილი

0x01 graphic

„ვისაც ერთხელ მაინც უნახავს, არასოდეს დაავიწყდება იოსებ ცათიაშვილის „ქისტური“, ქალთან ერთად შესრულებული. ბუნებრივი, ყოველგვარ ზედმეტობას მოკლებული ცეკვა მუდამ ერთსულოვან აღტაცებას იწვევდა. იოსებს „მთის არწივს“, ხოლო მის ცეკვას ისტორიულ მოვლენას უწოდებდნენ“.

გრიგოლ ხერხეულიძე

0x01 graphic

„იოსების მოქმედებაში განსაკუთრებით გამოიკვეთებოდა ქალთან დამოკიდებულება და ქალთან ცეკვის მომენტი. თითქოს სულ სხვანაირად მიჰყვებოდა გვერდით. არწივივით იფარავდა. რა ელემენტებსაც აკეთებდა ცეკვის დროს, გზადაგზა სულ ცვლიდა ახლით. მოიხდიდა ქუდს, თითქოს უგრძელდებოდა მკლავები, ამ ქუდს ქალს ლამაზად და ფაქიზად შემოატარებდა წელზე და ასე გადაჰქონდა ხელიდან ხელში. ამ ილეთის შესრულებისას ერთხელაც კი არ ყოფილა შემთხვევა, რომ ის ან ქალს, ან მის კაბას შეხებოდა. შემდეგ მობრუნდებოდა ერთგვარი მოკრძალებით. ქალთან დამოკიდებულების კულტურა ჰქონდა შეუდარებლად იდეალური.

... იოსები ჩვენს ანსამბლში 1941 წლიდან გამოდიოდა. მის შემდეგ მე ბევრს ვხედავ შემსრულებლებს ამ ცეკვისას (რადგან იოსები ქისტი იყო, ამ ცეკვას „ქისტური“ დაერქვა). ცუდად როდი ცეკვავენ, მაგრამ ეს ცეკვა თანდათანობით გადასხვაფერდა, გადაკეთდა, მოერგო დღევანდელობას და ოდნავ ფერი იცვალა.

მე კი ისევ ის ცეცხლი მენატრება, იოსებ ცათიაშვილის „ქისტურით“ სცენაზე დანთებული ცეცხლი“.

კონსტანტინე (კოწო) მანჯგალაძე
ქორეოგრაფი

0x01 graphic

„სცენაზე იოსების გამოჩენა თუ მისი ერთი შემოვლა, მაყურებლის პირისპირ წამით შეყოვნება, არწივისებურ მზერასთან ერთად სახასიათო ღიმილით, ქუდზე ხელის შეხებით მაყურებლისადმი წამიერი მისალმება საკმარისი იყო, რომ საერთო აღტაცება, მქუხარე ოვაცია გამოეწვია, რომელსაც შესანიშნავად იგებდა და კითხულობდა მაყურებელი ქისტი ხალხის წიაღიდან გამოსული იოსების ღვთით ნაბოძები ნიჭიერებიდან. მისი ცეკვა ყოველთვის ყველასაგან განსხვავებული იყო უჩვეულო მუხტით აღსავსე მუსიკასთან ერთად.

იოსები არ ყოფილა მარტოდენ მოცეკვავე მსახიობი, ის იყო ნამდვილი გენიოსი. ამის დასადასტურებლად მარტო მისი ცეკვა „ქისტურიც“ კმარა, რომლის მუსიკა, ცეკვის ელემენტები და ილეთები გამოყენებულია არაერთ ქართულ მხატვრულ და დოკუმენურ ფილმში, დანერგილია სახელმწიფო ანსამბლების რეპერტუარებში“.

ქეთევან მიქელაძე
სანდრო კავსაძის გუნდის მომღერალი

„ალბათ ოდესმე დაიწერება ქართული ქორეოგრაფიის ისტორია, სადაც იოსებ ცათიაშვილის სახელი გამორჩეულად შევა. გამორჩეულად გავიხსენებთ „ქისტურს“, რომლითაც მან ქართული ეროვნული საცეკვაო რეპერტუარი გაამდიდრა...

თითქმის ორი საუკუნეა, რაც ვაინახები (ჩეჩნები, ინგუშები და ქისტები) ქართულ მიწაზე ცხოვრობენ, ქართული ენა და წეს-ჩვეულებანი გაითავისეს, ქართულ სკოლებში სწავლობენ, ოღონდ მშობლიური ენა და ადათი არ დაუკარგავთ. ის, რაც კარგია, აწმყოსაც სჭირდება და მომავალსაცო. ამის დასტური იყო იოსებ ცათიაშვილის ხელოვნებაც. მისი მასწავლებელი ხალხი იყო, თვალშეუდგამ მთებში, უძირო უფსკრულებსა და გაუვალ ჭიუხებში რომ ხვეწდა თითოეულ მოძრაობას.

...ფრიად დასანანია, იოსებ ცათიაშვილის შემოქმედებაზე ერთი კინოფირიც რომ არ დარჩენილა...სამწუხაროა, სანამ ცათიაშვილი ასე დიდებულად ცეკვავდა, დოკუმენტური კინოს არც ერთ ოსტატს აზრად არ მოსვლია ფირზე გადაეღო მისი ხელოვნება და მომავალი თაობებისათვის დაეტოვებინა.“

ლევან ფრუიძე
ისტორიკოსი, პროფესორი

0x01 graphic

ჩეჩნური ცეკვის მსოფლიო ლეგენდა
მახმუდ ესემბაევი

„იოსების გახსენებისას ახლაც ვერ ვმალავ აღტაცებას, წერილებიც მაქვს დაწერილი მისი ცეკვის შესახებ. იოსები სხვებისგან განსხვავებიათ უხმაურო, კლასიკური მოცეკვავე იყო. ყველა ცეკვას ხომ ბრწყინვალედ ასრულებდა, მაგრამ უბადლო და განუმეორებელი იყო საკუთარ ცეკვა „ქისტურში“. ეს იყო კაცი, რომელიც თავისი ხელოვნებით, თავისი განუმეორებელი „ქისტურით“ მთელ თბილისს აღაფრთოვანებდა“.

მირიან დედანაშვილი
ქორეოგრაფი

„დღეს ქართული ხალხური ქორეოგრაფია და ქართველი ქორეოგრაფები ბატონი იოსებ ცათიაშვილით ვართ მყარად ფეხზე. მხედველობაში მაქვს მთიელთა ცეკვები...“

ჯანო ჯანიაშვილი
ქორეოგრაფი

„მახსოვს, ბათუმში კურსებზე ყოფნისას, კოწო მანჯგალაძე გვიყვებოდა: ერთხელ ძველი ფილარმონიის დარბაზში მიდიოდა გენერალური რეპეტიცია. ყველას უნდა გამოევლინა თავისი ტალანტი. როდესაც იოსების გამოსვლის ჯერი დადგა, თბილისელები ვინც კი ვიყავით, ყველამ მოვილაპარაკეთ, ცათიაშვილის გამოსვლის დროს დავუსტვინოთო, მასხრად უნდა აგვეგდო ვითომ, მაგრამ მოხდა პირიქით.

იოსები სცენაზე გამოჩნდა თუ არა, სასტვენად პირში ჩადებული თითები გაგვიშეშდა. ერთი უბრალოდ გადაიტანა მუხლურა ილეთი, დარბაზისაკენ გამოიხედა არწივისებური თვალებით და თანდათან შევიდა ცეკვის ეშხში, მისი რიტმის გაძლიერებასთან ერთად გრიალებდა ტაში.

...ჩვენი სასტვენად გამზადებული თითები კი ტაშის დაკვრით დაიღალა“.

მირიან მამაიაშვილი
ქორეოგრაფი

„ქორწილი იყო და როგორც ქორწილებს ახასიათებთ, განსაკუთრებით ქისტების ქორწილს, ცეკვა-თამაში იყო გაჩაღებული. მოგეხსენებათ, ქისტებში ასიდან ოთხმოცდაათი ცეკვავს, დიდი პატიჟი არ სჭირდებათ და, ამჯერადაც, ახალგაზრდებს ეზოში დიდი წრე შეეკრათ, წინ ბავშვები იყვნენ ჩაცუცქულები, უკან მოზარდები იდგნენ, დოლ-გარმონით სისხლაჩქარებულთა ჟრიამული იქაურობას აყრუებდა. უცბად ხმა გავარდა: „ჯაარჯი იუსუბ ხელხ ვოოლ! (უსუბ ჯარჯის ძე იცეკვებსო!). ხალხი მოაწყდა მოცეკვავეთა წრეს, სუფრაც აიშალა, მერიქიფეებმაც მიატოვეს საქმე და ყველა გამოიქცა უსუბის ცეკვის საყურებლად. ყველა ცდილობდა წრეში შეეღწია, რათა უკეთ დაენახათ განთქმული მოცეკვავე-თამადა.

იოსები წრეში შემოვიდა, უფრო სწორად, შემოუფრინა წრეს და დამკვრელების წინ აცეკვდა. ცეკვავდა არაჩვეულებრივად, სწრაფად. ხელ-ფეხს რიტმულად, გრაციოზულად აყოლებდა მუსიკას. ქისტური ცეკვა ერთი თავისებურებით გამოირჩევა - მოძრაობს ფეხები, მკლავები და ხელები, ხოლო ტანი და თავი უძრავია. უსუბი ხელ-ფეხს ისე მართავდა, რომ ტანთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა.

უსუბი ლამაზად ცეკვავდა. ერთსა და იმავე ილეთს კი არ იმეორებდა, არამედ ერთი ილეთიდან მეორეზე ისე გადადიოდა, მაყურებელი ვერც კი ასწრებდა თვალის მიყოლებას. ის პარტნიორ ქალს ისე ახლოს მიჰყვებოდა, თითქოს ზედ ეკვრისო, მაგრამ დისტანციას იცავდა. საოცარი ის იყო, ასეთი სწრაფი ილეთების შესრულების დროს როგორ ახერხებდა შუალედის დაცვას. მახსოვს ქალს სხეული უთრთოდა შიშისგან, არ მომეკაროსო. მართალია, ვაჟკაცი ჯადოქარივით გარს ეხვეოდა, მაგრამ მათ შორის სივრცე იყო შიშველი ხანჯალივით გაწოლილი.

ეს იყო მოცეკვავის უმაღლესი ხელოვნება. ქისტებში მოცეკვავე ამით ფასდებოდა და ფასდება კიდეც!“

ხასო ხანგოშვილი
ფილოლოგი, ისტორიკოსი

„ჩემი ცეკვის მუსიკა, რომელიც არასოდეს შემიცვლია, ჩემი საკუთარი მელოდიაა, რომელსაც, რაც თავი მახსოვს, ფანდურზე ვუკრავდი. ეს მელოდია მივუძღვენი ჩემს ბავშვობაში ერთ ცნობილ და სახელგანთქმულ ქისტ ვაჟკაცს, რომელიც გმირულად დაიღუპა. შემდეგ კი მუსიკა ჩემი ცეკვისთვის გამოვიყენე. „ქისტურსაც“ მუდამ ამ მუსიკის თანხლებით ვცეკვავდი.

თუკი ხელოვნება სინამდვილის ასახვაა მხატვრულ სახეებში და ქორეოგრაფია ხელოვნების ერთ-ერთი დარგი, ცეკვა არის მთელი ჩემი ცხოვრება, შინაგანი გრძნობების გამოხატვა პლასტიკისა და მუსიკის თანხლებით.

ჩემი წარსული, უდედოდ გატარებული ბავშვობის დაუვიწყარი წლები უკავშირდება ჩემს მამას (იოსების მამა არის თორმეტი ძმა ცათიაშვილებიდან, ერთ-ერთი ძმა - ჯაარჯ), და-ძმას, ნათესავებს, ბავშვობის მეგობრებს, ჩემს ქისტ და ქართველ ხალხს“.

იოსებ ცათიაშვილი

ჩემს უახლოეს მეგობრებს - მარგო
მარგოშვილსა და იოსებ ცათიაშვილს

შენ გგონია, შავთვალებავ...
მწყემსი რომ ვარ, განა მიტომ
სიყვარული მე არ ვიცი?
დაიჯერე, უფრო მეტად
მწყემსის აღთქმა, მწყემსის ფიცი?
მწყემსი რომ ვარ, რა მაკლია
ქალავ, ჩემო თაიგულო,
ჩემი ფარა მთა-ბარს ფარავს,
მსურს შენ ჩემად დაგიგულო,
არწივების ფრთების ჩრდილქვეშ
მოლს დაგიგებ, დაგაძინებ,
შენს გარშემო ახლად შლილი
ყვავილები იბიბინებს.
იავნანას სიო გიმღერს,
ვარდონანას ცელქი წყარო,
შურიან თვალს ვერსად ნახავ,
ყველა გეტყვის მიყვარხარო.

პოეტი ილო ბეროშვილი

6.12 ალდამოვები

▲ზევით დაბრუნება


მოცეკვავეების ოჯახი

როგორც აღვნიშნეთ, არაერთი ცეკვისა და სიმღერის ქისტი ლეგენდა აღუზარდა პანკისის ხეობამ საქართველოსა და მსოფლიოს. პანკისის ისტორიაში ცეკვის ლეგენდებად დარჩნენ ალდამოვები. ცნობილ მოცეკვავეთა პლეადას განეკუთვნებოდნენ არსნაყ ალდამოვი, მისი შვილები და შვილიშვილები.

0x01 graphic

იუინუზ და ისრაელ ალდამოვები

არსნაყ ალდამოვი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში იჩქერიიდან დაღესტნისა და ჭარ-ბელაქანის გავლით მოხვდა პანკისის ხეობაში, დაქორწინდა პანკისის პირველი მოსახლის დუის შვილიშვილზე მოჩიგაზე და დაფუძნდა პანკისის ხეობაში. შეეძინათ ექვსი ვაჟი - ჰასანი, მუსა, უსუფი, ესქი, იუნუ ზი, თუთახა და ერთი ქალიშვილი ჯოვ ჰარი. არსნაყი იყო უბადლო მოცეკვავე, ის ახალგაზრდობაში დაეუფლა მუშაითსა და აკრობატიკას და მის ხელოვნებას არაერთხელ მოუყვანია აღფრთოვანებაში მნახველი მთელი საქართველოს მასშტაბით. ექვსივე ვაჟი საოცარი მოცეკვავეები იყვნენ, შემდეგ კი ამ ხელოვნებას მათი შვილებიც დაეუფლნენ.

იუნუზის უფროსი ვაჟი, ახიადი, ახალგაზრდობიდანვე გამოირჩეოდა ცეკვისადმი განსაკუთრებული ლტოლვითა და მიდრეკილებით, შემდეგში კი პროფესიონალ მოცეკვავედ ჩამოყალიბდა. მან დუისის საშუალო სკოლის ბაზაზე შექმნა ცეკვისა და სიმღერის გუნდი, რომელიც პირველი ოფიციალური განაცხადი იყო ამ მიმართულებით. არაერთი სახელოვანი მომღერალი და მოცეკვავე აღუზარდა ახიადმა პანკისის ხეობას. მისი აღზრდილები შემდეგში ცეკვავდნენ ისეთ ანსამბლებში, როგორიცაა: სუხიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ან სამბლი „ვაინახი“ და მრავალი სხვა.

საერთოდ, იუნუზის ოთხივე შვი ლი, ვაჟებიც და ქალიშვილებიც, საოცრად ფლობდნენ ცეკვის ხელოვნებას. როგორც ამ ოჯახის წევრი და უმცროსი ვაჟი მუხმად ალდამოვი თავის წიგნში „ცხოვრების გზა“ წერს: „ახიადი, მუხმადი და მედეა კარგად ცეკვავდნენ და სკოლის დაწყებითი კლასებიდან მოკიდებული, თელავისა და ახმეტის რაიონულ ანსამბლებთან ერთად ხშირად მონაწილეობდნენ ხალხური თვითშემოქმედებების დათვალიერებებზე, რაიონულ და რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე“.

ახმეტისა და თელავის კულტურის სახლსა და თეატრში გამართულ კონცერტებზე, არაერთ ქისტ ახალგაზრდას მოუყვანია აღფრთოვანებაში მაყურებელი და დიდი აღიარებაც მოუტანია ქისტური ცეკვა-სიმღერისთვის.

ქისტური ცეკვის უბადლო შემსრულებლები და-ძმა ახიად და მედეა არაერთხელ გახდნენ სხვადასხვა კონცერტისა და ზეიმის გამარჯვებულები. 1957 წელს ახიად და მედეა ალდამოვები წლის რესპუბლიკური დათვალიერებების ლაურეატები გახდნენ, მათ გააოცეს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მაყურებელი და მაშინ ყველა ხმამაღლა აღიარებდა, რომ ქისტურ ცეკვას ანალოგი მსოფ ლიოშიც კი არ გააჩნდა.

ახიად ალდამოვის დაწყებული დიდი საქმე ძმებმა გოგია და ხარება ბაღაკაშვილებმა გააგრძელეს.

* * *

როგორც აღვნიშნეთ, არაერთი ცეკვისა და სიმღერის ლეგენდა აღუზარდა პანკისის ხეობამ საქართველოსა და სრულიად კავკასიას. მოცეკვავეებს შორის გამორჩეულები იყვნენ: ციქიი მოუსარ, ნიკო და იჩო ღანიშაშვილები, უსმან გორგიშვილი, ყურეი ცათიაშვილი, მამა-შვილი ირაკლი და რობიზონ გუმაშვილები, მამა-შვილი იაყუფ და ოსმან მარგოშვილები, მამა-შვილი მუხმად (ტაივან) და ვაჟა ბაღაკაშვილები, რამაზ (პაპაშ) ქავთარაშვილი, მამა-შვილი შოთა და ელდარ ბაღაკაშვილები, მამული გუმაშვილი, მამა-შვილი აშირ და რამზან მაჩალიკაშვილები, სულეიმან, იდრიზ და მუსოლინ გუმაშვილები, ზელიმხან წუწაშვილი, ანზორ გაურგაშვილი (ბანდიტ ანზორ), ჯაბრაილ ბაღაკაშვილი, გელა იმედაშვილი, ხასო, ზაინდი და მუხმად ხანგოშვილები, ზურიკო ტოხოსაშვილი, ჯარჯი და ბესლან ხანგოშვილები, მუხმად ანდალაშვილი და ბევრი სხვა.

ქალებიდან: ანისათ და ნაბისათ ბაღაკაშვილები, ჰალიმათ გაურგაშვილი, ისეითა და ძანო ბაღაკაშვილები, მედი და ნელი მარგოშვილები, ხადიშათ და ნინეი მარგოშვილები, თამარ და თამთა ხანგოშვილები.

ცეკვის ქისტ ჯადოქრებს არც მომღერლები ჩამორჩებოდნენ. ქისტი ვაჟები და დიაცები გამოირჩეოდნენ გარმონსა და ფანდურზე (ბალალაიკაზე) დაკვრის საოცარი ხელოვნებითა და ხმის უიშვიათესი ტემბრით. ქისტი მომღერლების უპირატესობა იმაშიც მდგომარეობდა, რომ ისინი თანაბარი ოსტატობით ასრულებდნენ და ასრულებენ დღესაც როგორც ჩეჩნურ, ასევე ქართულ ენაზეც, რადგან მათთვის ორივე ენა მშობლიური არის. მათი სახელები არც ისე ცოტაა. დავიწყებასაა მიცემული ისეთი ძლიერი შემოქმედების სახელები, რომლებიც ერთ დროს აცოცხლებდნენ პანკისის კულტურას. უხუცესების მეხსიერებას შემორჩა თათარ აალცბიექ, რომელიც საოცრად ფლობდა ჭიანურზე დაკვრის ხელოვნებას, ცნობილი მეგარმონეები და მომღერლები: მურთაზ, ნიკო, თედორეი, ტასო, ესტატეი, პელა, თოეი, ასმართ, ქიქილა წინწალაშვილი, ილიკო თურქოშვილი, არსენა (ბეესა) გორგიშვილი, ფირდოუს თურქოშვილი, ლალი კუშტანაშვილი და კიდევ სხვა მრავალი.

0x01 graphic

დუისის პირველი ქორეოგრაფიული
ანსამბლის წევრები: ხადიშათ, ჰაასეი
და ნინეი მარგოშვილები
(დაარსა უსუფ მარგოშვილმა)

0x01 graphic

ხანდაზმულთა ანსამბლი პანკისი

0x01 graphic

სოფელ დუისის საშუალო სკოლის მოცეკვავეთა გუნდი
ხელმძღვანელი ბისოლთ მარგოშვილი, 1949 წელი.

0x01 graphic

მარიამ ბაღაკაშვილი

წარსული წარსულად და არც დღევანდელობაში ივიწყებენ ქისტები ცეკვასა და სიმღერას, რადგანაც მათ ეს სისხლში აქვთ გამჯდარი და მათი გენეტიკა ამ კოდის გარეშე წარმოუდგენელია. პანკისის ისტორიის ხელოვნებისა და კულტურის დარგში მათ დამსახურებულად დაიკავეს თავიანთი ადგილები და, ამავე დროს, მსოფლიოსაც გააცნეს ეს საოცარი ხელოვნება. შალვა და გულო გუმაშვილები, ქეთო მუთოშვილი, მამული გუმაშვილი, დები რაისა და ტაისა ალხანაშვილები, დედა-შვილი ნადია და ლეილა აჭიშვილები, თალიკო მუთოშვილი, ოსმან (ჩეკ) მარგოშვილი, ძმები სულთან და ბესლან ბორჩაშვილები, ელდარ და მოუსარ აჭიშვილები, რიტა ქავთარაშვილი, იზარდი გუმაშვილი, მაკა ცათიაშვილი, ლელა ხანგოშვილი, იჩი მუთოშვილი, ომარ ნაციშვილი, ალაუდინ გაურგაშვილი, დები - თეა, თამთა და თამარ ხანგოშვილები. დები ლანა და ლინდა გუნაშაშვილები და ბოლოს პანკისის კაშკაშა ვარსკლავი მარიამ ბაღაკაშვილი, რომელიც 2 წლის ასაკიდან სცენაზე დგას და აღფრთოვანებაში მოჰყავს მსმენელი. ზოგიერთმა მათგანმა საქართველოს ფარგლებს გარეთაც შეძლო საკუთარი ადგილის დამკვიდრება, მაგალითად, ჯოყოლოელმა სოსო დაქიშვილმა, ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკაში შექმნა საკუთარი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი, რომელსაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ბოლო წლების განმავლობაში ხელახლა აღორძინდა ანსამბლი „პანკისი“, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბელა მუთოშვილი და ქისტური კულტურა და ხელოვნება კიდევ ერთხელ გაიტანეს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ასევე ამ დარგში მოზარდების აღზრდა-განათლებას ემსახურებიან მაყვალა ალდამოვი, ნაზო გაურგაშვილი და მზევინარ ბაღაკაშვილი (გოგია ბაღაკაშვილის ქალიშვილი).

6.13 მაყვალა მარგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მაყვალა მარგოშვილი

მაყვალა ბისანას ასული მარგოშვილი, ასევე ცნობილი ბადიის სახელით, დაიბადა 1938 წლის 5 დეკემბერს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში. დედა არუჟ ალდამოვი დარბაისელი ქალი იყო. მამა - ბისანა მარგოშვილი განათლებული კაცი, კოლმეურნეობის ბუღალტრად მუშაობდა. ოჯახი განსაკუთრებული სტუმართ მოყვარეობით გამოირჩეოდა, აქ იკრიბებოდნენ სტუმრები საქართველოს ყველა კუთხიდან. მაყვალა ოთხ დედ მამიშვილთან ერთად იზრდებოდა, ბავშვები მღეროდნენ და უკრავდნენ სხვადასხვა ინსტრუმენტზე. ქალბატონი მაყვალა ბავშვობის წლებს ასე იხსენებს: „მახსოვს ცნობილმა მსახიობებმა პიერ კობახიძემ, ვახტანგ ჭაბუკიანმა, მედეა ჩახავამ და სხვებმა სოფელ დუისში ჩამოიტანეს თოჯინების თეატრი, სუფრა ჩვენს ოჯახში გაიშალა. მედეა ჩახავამ იმღერა „სად გაგათხოვო ქალაუ“ და შემდეგ მე და ჩემმა დამ, ზაირამ ვიმღერეთ სტუმრებისთვის. ვახტანგ ჭაბუკიანი და პიერ კობახიძე მამას მიუბრუნდნენ და დაჟინებით სთხოვდნენ - ეს ორი გოგო გაგვატანეთ და ცნობილ არტისტებად გამოვზრდითო. მამა ყურად არ იღებდა მათ სიტყვებს და ღიმილს შეაგებებდა ხოლმე.“

მაყვალა ბავშვობიდან სკოლის ფოლკლორულ ანსამბლში მღეროდა და მონაწილეობას იღებდა ახმეტის რაიონისა და თბილისის მასშტაბით სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში.

1959 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო სასწავლებელი და მუშაობა დაიწყო ჯოყოლოს საავადმყოფოში პალატის მედდად. ასევე სკოლაში ამზადებდა სანიტარულ ჯგუფებს სასწრაფო დახმარების საკითხებში.

მაყვალას მეუღლე გახლდათ გამოჩენილი მოჭიდავე ბუღდან ბაღაკაშვილი, საქართველოს ფალავანი და მსოფლიო პრიზიორი ძიუდოსა და სამბოში. შემდგომში მეურნეობის დირექტორი პანკისის ხეობაში. აქაც მუდმივი სტუმრიანობა მათი ოჯახის ჩვეულებად იყო ქცეული, მასპინძლების მთავარი მისია კი დანარჩენი საქართველოსთვის ქისტების სტუმართმოყვარეობის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა იყო. მაყვალა ოჯახისა და სამსახურის მიღმა აქტიურად იყო ჩართული პანკისის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ხეობას აღიქვამდა, თავის დიდ მშობლიურ ოჯახად და აღელვებდა ყოველი გასაჭირი, რაც მის თავს ხდებოდა.

როცა რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომი დასრულდა, ქისტებისა და ჩეჩნებისათვის დადგა მძიმე პერიოდი. დაიწყო მათ შესახებ ანტი-პროპაგანდა და ნეგატიური ინფორმაციის ტირაჟირება. ამ მოვლენების ფონზე მაყვალამ მიზნად დაისახა ქისტების რეალური სახის გაცნობა მსოფლიოსთვის. 1995 წელს შეკრიბა სიმღერისა და ცეკვის ნიჭით დაჯილდოებული ადგილობრივი ახალგაზრდები, დაიწყო მათი სისტემატური მომზადება სიმღერასა და ცეკვაში. ხან სახლში იკრიბებოდნენ, ხან მიტოვებულ კულტურის სახლში გამონახავდნენ სივრცეს. სოფლიდან სოფელში ფეხით დადიოდნენ, ერთმანეთს ამხნევებდნენ და თანდათან ხვეწავდნენ სასცენო ნომრებს. მაყვალას ამ წამოწყებას ბევრი ახირებას უწოდებდა, კრიტიკა და განსჯაც მრავლად იყო, თუმცა შრომამ და მოწადინებამ შედეგი გამოიღო, ასე დაარსდა ქისტების ფოლკლორული ანსამბლი „დაიმოხქ“, რაც ქართულად ნიშნავს სამშობლოს. ანსამბლის მთავარი მისია იყო ქისტური კულტურის პოპულარიზება და საზღვრებს გარეთ გატანა. პირველი გასვლა თურქეთში ჰქონდათ, ეს იყო პირველი გამარჯვება და დიდი დღესასწაული. საქართველოში ანსამბლმა ლაურეატის წოდება მიიღო.

0x01 graphic

ანსამბლი აზნაშ

შემდეგ კი „აზნაშის“ სახელით ქისტების ფოლკლორულმა ანსამბლმა ევროპის მრავალი ქვეყანა მოიარა და დღესაც აგრძელებს ამ ტრადიციას. მაყვალას მიზანი შესრულდა, მსოფლიოს მისწვდა ქისტური სიმღერის ჰანგები. მისი განსაკუთრებული თვისება იყო კრეატიულობა. მუდმივად ახალი იდეების გენერირებას ახდენდა და ძალ-ღონეს არ იშურებდა მათ რეალობაში მოსაყვანად.

ხშირად მის გარშემო ადამიანებს წარმოუდგენლად მიაჩნდათ მისი წამოწყებები, თუმცა მაყვალა არ ეგუებოდა სხვათა პესიმიზმსა და იტყოდა - „შეუძლებელი არაფერია, მთავარია მოწადინება.“ მას არ ჩვეოდა სხვისი გაკეთებულის გამეორება. პირიქით, ჩარჩოებს გაარღვევდა, რაღაც ახალს წამოიწყებდა და სხვებსაც მაგალითს მისცემდა. მის მოღვაწეობას ერთი უცნაურობაც ახასიათებდა. თუ დასაწყისში მის იდეებს უნდობლად ხვდებოდა საზოგადოება, დროთა განმავლობაში ირწმუნებდა, თავადაც გადაიღებდა და მავანი ხშირად დაისაკუთრებდა კიდეც ავტორობას. მართალია, ეს ზოგჯერ გულს ხვდებოდა, თუმცა, რადგან მისი მთავარი მიზანი იყო პანკისის ხეობის განვითარება და ქისტე ბის კეთილდღეობა, ისევ ბედნიერების განცდა გადაწონიდა, სიხარული და კმა ყოფილება შეიპყრობდა, რომ მისმა შრომამ ნაყოფი გამოიღო, გავრცელდა და სხვათა დაინტერესებაც გამოიწვია.

0x01 graphic

ანსამბლი აზნაში
გასტროლებზე საფრანგეთში

მაყვალას მუდმივი გულისტკივილი იყო კავკასიაში მიმდინარე ომები და ამ ომებს შეწირული უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეები. მან, როგორც ერთმა კავკასიელმა ქალმა, გადაწყვიტა ხმა აემაღლა ომის წინააღმდეგ. ვინაიდან, პანკისში ტრადიციად იყო უხუცესი ქალების დაფასება და მათი სიტყვის პატივისცემა, მან შემოიკრიბა ქისტი უხუცესი ქალები, რომლებიც რელიგიურ რიტუალს „ძიქრს“ ასრულებდნენ და „ნაზმებს“ გალობდნენ. თუ აქამდე „ძიქრი“ და „ნაზმი“ რელიგიური რიტუალი იყო, მაყვალამ ის სცენაზე გამოიტანა და ფართო საზოგადოებას გააცნო. ასე ჩამოყალიბდა ქისტი უხუცესი ქალების მოძრაობა ლოზუნგით - „ძირს ომი, მშვიდობა მსოფლიოს“.

მაყვალამ შეარჩია სპეციალური სამოსი ქალებისთვის. მწვანე კაბებითა და თეთრი მანდილით შემოსილი ქისტი უხუცესი ქალების გალობა არის რიტუალი სცენაზე, სადაც ისინი ღმერთს შესთხოვენ მშვიდობის დამყარებას კავკასიასა და მსოფლიოში. „ძიქრი“ მსოფლიოს მასშტაბით გახდა ცნობადი და ქისტური კულტურის სავიზიტო ბარათად იქცა. კულტურის სფეროში მოღვაწეობის მიღმა მაყვალა აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებასაც ეწეოდა. მან 1999 წელს დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქისტ ქალთა საქველმოქმედო ფონდი „მარშუა კავკაზ-მშვიდობა კავკასიას“. აქაც მთავარი მიზანი იყო მშვიდობის დაცვა. პანკისში 2000-იანი წლებიდან იწყება ეგრეთწოდებული „პანკისის კრიზისი“ და ხეობის უარყოფით კონტექსტში გაშუქება. სწორედ პანკისის იმიჯის გადასარჩენად და პანკისელი ახალგაზრდების უკეთესი მომავლის შესაქმნელად მაყვალამ გადაწყვიტა პანკისში ტურისტების მოზიდვა. მან კარგად იცოდა, რომ პანკისში ჩამოსული სტუმარი სულ სხვა, დადებითი წარმოდგენით, ქისტებზე შეყვარებული ბრუნდებოდა ხოლმე უკან და ამიტომ სჯეროდა, რომ მეტი ადამიანის შემოსვლა პანკისში იყო ხეობის გადარჩენის შესაძლებლობა. პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია „კულტურათშორისი ურთიერთობის განვითარების ფონდთან“ თანამშრომლობით დააარსა პირველი საოჯახო სასტუმრო პანკისში და სხვა პანკისელებსაც მოუწოდებდა ამ საქმიანობის დაწყებას. 2006 და 2010 წლებში პოლონეთში წაიყვანა პანკისელების თხუთმეტკაციანი ორი ჯგუფი, სადაც მათ აგროტურიზმის თემაზე ჩაუტარდათ ტრენინგები. შემდეგ მრავალი წლის მანძილზე მინიმალურ ფასად და ხშირად უსასყიდლოდ ემსახურებოდა ტურისტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა მეტი ტურისტი მოეზიდა ხეობაში და პანკისის ტურიზმის პოპულარიზაცია გაეწია.

0x01 graphic

ქისტური ცეკვის ჯადოქარი
მამული გუმაშვილი

მაყვალა მარგოშვილმა 75 წლის ასაკში პოლონელ პარტნიორებთან ერთად ფეხით მოიარა პანკისის ხეობა და მიმდებარე მთები: ტბათანა, ლამაზური, ქოჩადალა და სხვა პანკისის ტურისტული მარშუტების შესაქმნელად. მათი პროექტის ფარგლებში შეიქმნა პირველი ტურისტული საიტი პანკისის შესახებ www.pankisi.org აქ განთავს და ტურისტისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია პანკისის შესახებ. მაყვალას მოღვაწეობის მთავარი მიზანი იყო მშობლიური პანკისის თანადგომა, ახალგაზრდა თაობის გაძლიერება, ქისტების კულტურისა და ტრადიციების პოზიტიური წარმოჩენა და, რაც მთავარია, მშვიდობის მხარდაჭერა კავკასიასა და მსოფლიოში.

0x01 graphic

ქისტი მგალობელი ქალები
რუსთაველის თეატრში

მაყვალას აღნიშნულ გზაზე ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა, თუმცა მისი ოჯახი იყო მისი მუდმივი გულშემატკივარი. მაყვალას ჰყავდა ოთხი შვილი, ცხრა შვილიშვილი და შვილთაშვილები. სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა მშობლიურ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში.

პანკისელების საყვარელი ქალბატონი ბადი უდიდესი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა პანკისის მოსახლეობასა და სრულიად საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, რომელსაც არ უბრძოლია საკუთარი კეთილდღეობისათვის, პირიქით, უანგაროდ მოღვაწეობდა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება და საკუთარ სახსრებს დებდა ძვირფასი ხალხისა და ხეობის გადარჩენა-განვითარებაში.

სამწუხაროდ, 2021 წელს, წიგნის მომზადების პერიიოდში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა და გადავიდა მარადისობაში ქისტების საამაყო და საყვარელი ქალბატონი მაყვალა მარგოშვილი.

6.14 გოგია და ხარება

▲ზევით დაბრუნება


ტყუპი ძმები გოგია და ხარება ბაღაკაშვილები დაიბადნენ 1940 წლის 15 მარტს გვიირგი (გიორგი) ბაღაკაშვილის ოჯახში. ძმები ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, სიმაღლე, ტანადობა, წონა მისხალ-მისხალ მსგავსი ჰქონდათ, ერთნაირად იცვამდნენ, თმას და ულვაშსაც ერთნაირად იყენებდნენ. ერთი სიტყვით გარეშე პირები კი არა და საკუთარი დედაც კი ვერ ანსხვავებდა ტყუპებს ერთმანეთისგან.

ერთხელ ხარება გოგიაზე ადრე დაბრუნდა სახლში. დედამ წინ ხინკლიანი თეფში დაუდგა. ხარებას ეცოტავა, დედამ კი უთხრა, სწორედ ამდენი შენს ძმას შევუნახეო. ხარებამ მიირთვა ეს ხინკალი, ქუჩაში გავიდა, რაღაც 15-20 წუთის შემდეგ შემობრუნდა სახლში და დედას ეუბნება: მაჭამე რამე, მგელივით მშიერი ვარო. დედამ გოგიასთვის შემონახული ხინკალი გამოუტანა, დაუდგა წინ: ეს შენი წილია, ხარებამ უკვე მიირთვაო. ხარებამ ძმის ულუფაც შეჭამა და წავიდა, გოგია, რომელიც მერეღა მო ვიდა შინ, ხინკლის გარეშე დარჩა.

0x01 graphic

ტყუპი ძმები გოგია და ხარება.
შუაში - ძანო ბაღაკაშვილი

ტყუპები ჯანიანი, ჩაფსკვნილი ბიჭები იყვნენ, იუმორით დაჯილდოებულნი, ზრდილობიანები და უფროსი ხალხის დიდად პატივმცემელები იყვნენ, სოფელსა და ხეობაში ყველას უყვარდნენ. სიყვარულმა იმატა, როცა ძმები კარგი დამკვრელებიც აღმოჩნდნენ (ხარება გარმონს უკრავდა, გოგია მედოლე იყო), კარგად მღეროდნენ და პანკისში იშვიათად ჩაივლიდა ქორწილი ან ლხინი, რომ ძმები იქ არ ყოფილიყვნენ. ერთი სიტყვით, სამხიარულო სუფრის სული და გული იყვნენ, მეგობრების მოყვარულნი, ნათესავების ერთგულნი და თავისი კუთხის პატრიოტები.

0x01 graphic

გოგია და ხარება ბაღაკაშვილები

ორივე ძმამ, განსაკუთრებით გოგიამ, დიდი წვლილი შეიტანა პანკისში კულტურის, კერძოდ, ქორეოგრაფიის განვითარებაში. თბილისში ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გოგია დაუბრუნდა მშობლიურ სოფელს და ჩაუდგა სათავეში იმ პერიოდში თითქმის მინელებულ ცეკვისა და სიმღერის კულტურის აღორძინებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა სკოლის მოსწავლეებს შორის. მის მიერ შექმნილმა მოსწავლეების ანსამბლმა ორჯერ მოიპოვა ოქროს მედალი საქართველოს მოსწავლეთა ფესტივალებზე, თითქმის ყოველთვის პირველ ადგილს იკავებდა რაიონული და რეგიონული დონის ფესტივალებზე.

განსაკუთრებით მოიხვეჭა სახელი ხანდაზმულთა ცეკვის ანსამბლმა, რომელმაც, ასევე, ქ. თბილისში ჩატარებულ ფესტივალში პირველი ადგილი აიღო და ოქროს მედალი დაიმსახურა. ეს ანსამბლი შედგებოდა პანკისის ხეობის ქისტურ სოფლებში მცხოვრები უხუცესებისგან და თითქმის ყველა მოცეკვავე ცეკვის დროს ასრულებდა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ძველებურ ილეთებს. ეს მრავალფეროვნება მოცეკვავეთა გუნდს თავისებურ, დაუვიწყარ ელფერს ანიჭებდა. დასასრულს ცეკვას აგვირგვინებდა მეგარმონე-მედოლე ტყუპების ცეკვა, თან უკრავდნენ, თან ცეკვავდნენ და ბრწყინვალე ნომერი იქმნებოდა.

წიგნის ავტორის მეხსიერებას სინათლის სხივივით შემორჩა ძმების გოგიასა და ხარებას საოცარი „ქისტური“, განსაკუთრებით, როცა შუბლზე სუფრიდან აღებულ თეფშს მიიკრავდნენ და ისე ცეკვავდნენ ცეცხლოვან ჩეჩნურს.

ნაადრევად წავიდნენ ძმები ამა სოფლიდან. ჯერ კიდევ ახალგაზრდები, ჯან-ღონით სავსენი, უეცარი სიკვდილით გამოეთხოვნენ წუთისოფელს. ჯერ ხარება გარდაიცვალა ინფარქტით, ხოლო წლების შემდეგ გოგიაც იმსხვერპლა იგივე საშინელმა სენმა.

6.15 გოგი გიორგის ძე ბაღაკაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ანსამბლ „პანკისის“ დამფუძნებელი

0x01 graphic

გოგი ბაღაკაშვილი

გოგი ბაღაკაშვილი 1967-1970 წლებში სწავლობდა თბილისის ს. ზაქარიაძის მხატვრული თვითმოქმედების კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში, ქორეოგრაფიის განხრით. 1970 წელსვე დაიწყო მუშაობა დუისის კულტურის სახლის დირექტორად. გოგი ბაღაკაშვილი აქტიურად მუშაობდა და ძალიან დიდ ენერგიას დებდა პანკისის ხეობაში კულტურის პოპულარიზაციაში. კულტურის სახლში მუშაობის დაწყების დღიდან მან გახსნა ცეკვისა და ფოლკლორის წრეები, სადაც ბავშვები უსასყიდლოდ სწავლობდნენ ქისტურ და ქართულ ტრადიციულ ცეკვა-სიმღერებს. ყველაზე კრიზისულ პერიოდშიც კი, როცა არამცთუ დაფინანსება და ხელშეწყობა, საერთოდ, ხელოვნება არავის ახსოვდა, ანსამბლი სხვადასხვა ქვეყანაში კულტურული ტრადიციების გატანას მაინც ახერხებდა ცეკვის, სიმღერებისა და საგალობლების სახით.

0x01 graphic

ხანდაზმულთა ანსამბლი პანკისი

ძველი თაობის ხელმძღვანელმა გოგი ბაღაკაშვილმა 2002 წლის 2 მაისს ხელახლა ჩამოაყალიბა უკვე ახალგაზრდა თაობისგან დაკომპლექტებული, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი „პანკისი“. მისი პირველი საჩვენებელი გამოსვლა დაემთხვა პანკისის ხეობაში ქისტების დასახლების 175 წლისთავს.

2004 წელს ანსამბლი მიწვეულ იქნა ქ. სტამბულში, კონცერტის ჩასატარებლად.

ამ გუნდთან ერთად ქისტური ცეკვის ხელოვნებას ეზიარებოდა ილიკო სუხიშვილი. იგი 15 დღის განმავლობაში იწერდა და ფირზე აფიქსირებდა ქისტურ ხელოვნებას. სწორედ მაშინ დაიბადა სტუდიის შექმნის იდეაც. პანკისის ხეობაში გაიხსნა ი. სუხიშვილის სახელობის ცეკვის სტუდია. 2004 წლის 6 სექტემბერს, ი. სუხიშვილის ნაციონალური ცეკვისა და ბალეტის ანსაბლის დაარსების 60 წლისთავისადმი მიძღვნილ ფესტივალზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით.

0x01 graphic

ანსამბლი პანკისი დღეს

2004 წელს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ფესტივალზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით.

2005 წლის 5 სექტემბერს ფესტივალზე „ჩვენ ვეძებთ ტალანტებს“ დაჯილდოვდა ოქროს მედლით.

2005 წელს ფესტივალზე - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ღიმილი“ - ოქროს მედალი დაიმსახურეს.

2005 წ. „ხობის საერთაშორის ფესტივალი“ ვერცხლის მედლით დაამშვენეს.

2005 წლის აგვისტოს თვეში ანსამბლი აქტიურად ემზადებოდა ქობულეთში გასამართი ფესტივალისთვის. ფესტივალამდე 2 დღით ადრე, 26 აგვისტოს უეცარი სიკვდილით გარდაიცვალა ანსამბლის ხელმძღვანელი გოგი ბაღაკაშვილი. ანსამბლი ფესტივალზე ოქროს მედლებით დაჯილდოვდა.

ფესტივალებზე ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა გოგიას ხანდაზმულთა ანსამბლმა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა მაყურებელში. ამ ანსამბლმაც დაიმსახურა თბილისის ფესტივალზე ოქროს მედლები.

6.16 მუხმად ქუშანაშვილი

▲ზევით დაბრუნება


მუხმად ხადიზის ძე ქუშანაშვილი დაიბადა 1954 წელს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში. ზოგადი განათლება მიიღო დუისის საშუალო სკოლაში. ჯერ კიდევ დაწყებითი კლასების მოსწავლე იყო, როცა ცეკვისადმი დიდი ინტერესი და ბუნებრივი ნიჭი გამოამჟღავნა.

1970-1974 წწ. დადიოდა დუისის საშუალო სკოლასთან არსებულ ცეკვის ანსამბლში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ახიად ალდამოვი. მოსწავლეობის პერიოდში საქართველოს ოლიმპიადისა და ფესტივალების ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა, ასევე მრავალჯერ გახდა I ხარისხის დიპლომის ლაურეატი და სხვადასხვა წოდების მფლობელი.

0x01 graphic

მუხმად ქუშანაშვილი ანსამბლის
წევრებთან ერთად

1981-1987 წწ. ქართული ქორეოგრაფიის მამამთავრის ილიკო სუხიშვილის მიწვევით ცეკვავდა სუხიშვილისა და რამიშვილის მიერ დაარსებულ საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში.

მის პროფესიონალ მოცეკვავედ ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის ანსამბლ „პანკისის“ ხელმძღვანელს, ცნობილ პანკისელ ქორეოგრაფს გოგია ბაღაკაშვილს.

ვისაც ერთხელ მაინც უნახავს და დამტკბარა მუხმად ქუშანაშვილის სრულიად უნიკალური, თვითმყოფადი და გამორჩეული ცეკვის ხელოვნებით, ის უცილოდ მიხვდებოდა, თუ რატომ ცეკვავს „ქისტურში“ ულვაშიც კი.

6.17 ჯარაფ ხანგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


ჯარაფ აბდულას ძე ხანგოშვილი დაიბადა 1954 წლის 18 თებერვალს, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში.

1961 წელს შევიდა დუისის საშუალო სკოლაში.

1966 წელს გადავიდა ქ. რუსთავის ქიმიის გაძლიერებულ სკოლა-ინტერნატში, რომელიც დაამთავრა 1971 წელს. სკოლაში სწავლის პერიოდში მონაწილეობდა სკოლის მხატვრულ დრამ-წრეში. 1970 წელს სკოლის დრამ-წრემ მოსწავლეთა რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე აიღო საპრიზო ადგილი.

სკოლის დამთავრებისთანავე ჩააბარა ქ. თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, ქორეოგრაფიის განხრით, რომელიც დაამთავრა 1974 წ. ამავე წელს დაინიშნა სოფ. ჯოყოლოს სასოფლო კლუბის გამგედ, სადაც მისი ხელმძღვანელობით შექმნილმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა წარმატება მოიპოვა რესპუბლიკურ ოლიმპიადებში.

1975-1977 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში, სადაც ჩამოაყალიბა ცეკვის ანსამბლი, რომელიც ხშირად გამოდიოდა ბალტიისპირეთის სხვადასხვა ქალაქში.

1978 წ. მუშაობა დაიწყო ჩეჩენ-ინგუშეთის სახელმწი ფო ანსამბლ „ვაინახში“. ერთი წლის შემდეგ ქ. გროზნოს სახელმწიფო ფილარმონიაში ჩამოყალიბდა ჩეჩენ-ინგუშეთის ისტორიაში პირველი საესტრადო ანსამბლი „ორფეი“, სადაც გამოცხადდა კონკურსი საესტრადო ცეკვებში. ჯარაფმა ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, გაიმარჯვა და დაამტკიცეს ანსამბლში ესტრადის მსახიობად. ანსამბლის ხელმძღვანელი იყო მაშინდელი საბჭოთა კავშირის კულტურის დამსახურებული მოღვაწე ანატოლი გოლდინსკი, რომელიც შემდეგ მუშაობდა ცნობილი საბჭოთა ესტრადის ვარსკვლავის სოფია როტარუს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად. მან ანსამბლთან ერთად მოიარა საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკა და ყველა ცნობილი ქალაქი. ანსამბლის დაშლის შემდეგ ჩეჩენ-ინგუშეთის კულტურის სამინისტრომ ჯარაფ ხანგოშვილს მისცა მიმართვა ქ. კრასნოდარის სახელმწიფო ინსტიტუტში სასწავლებლად.

0x01 graphic

ჯარაფ ხანგოშვილი

1980 წ. ჯარაფ ხანგოშვილმა წარმატებით ჩააბარა ინსტიტუტში მისაღები გამოცდები და ჩაირიცხა კულტ-საგანმანათლებლო განყოფილებაზე ქორეოგრაფიის განხრით, სწავლობდა მსოფლიოს ხალხთა ცეკვებს. ინსტიტუტი დაამთავრა 1984 წელს და დაბრუნდა საქართველოში. იმავე წელს დაინიშნა ახმეტის სარაიონო კულტურის სახლის დირექტორად, შემდეგ გადაიყვანეს რაიონის უფროს მეთოდისტად კულტურის დარგში. 1989 წ. ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. იყო „მრგვალი მაგიდის“ წევრი.

1991 წ. 19 აპრილს აირჩიეს დუისის საკრებულოს თავმჯდომარედ.

2006 წ. აირჩიეს ახმეტის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ, სადაც მუშაობდა 2014 წლამდე.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

6.18 ნაზო გაურგაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ნაზო რამაზის ასული გაურგაშვილი დაიბადა 1959 წელს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში, დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა.

ბავშვობიდან იტაცებდა სპორტი და აქტიურად იყო ჩართული სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ასევე ძალიან უყვარ და ცეკვა და სიმღერა. ყოველთვის იღებდა მონაწილეობას რაიონში ჩატარებულ ცეკვისა და სიმღერის ოლიმპიადებში.

„მერვე კლსის მოსწავლე ვიყავი, როდესაც ახმეტაში ოლიმპიადა ტარდებოდა, სადაც მეც ვიღებდი მონაწილეობას. იმ დღეს ჩამოსულები იყვნენ თბილისის კინოსტუდია „ქართული ფილმის“ გადამღები ჯგუფი და ეძებდნენ გოგონას ფილმ „ფერმა მთაში“ ლელას მთა ვარი რო ლისათვის. ფილმის რე ჟისორი ლიანა ელიავა იყო. ბევრ გოგონებს გადაუღეს სურათები სინჯისათვის და ბოლოს ისე მოხდა, რომ მე დამამტკიცეს ლელას როლზე. გადაღებები მიმდინარეობდა მთათუშეთში, სოფ. შენაქოში. ამ ფილმში დედის როლს ზინაიდა კვერენჩხილაძე, ხოლო მამის როლს ყველასათვის საყვარელი მსახიობი თენგიზ არჩვაძე ასრულებენ. ფილმის მხატვარი იყო თენგიზ მირზაშვილი, იგივე „ჩუბჩიკა“. მეათე კლასში ვიყავი, როცა გიორგი შენგელაიამ მიმიწვია „თოვლას“ მთავარ როლზე, ფილმში „ქვიშანი დარჩებიან“. ამ ფილმის გადაღების დროსაც მომიწია ისეთ დამსახურებულ ადამიანებთან და მსახიობებთან ურთიერთობა, როგორებიც იყვნენ სოფიკო ჭიაურელი, გიორგი შენგელაია, გურამ ფირცხალავა, რევაზ გაბრიაძე, მერაბ ელიოზიშვილი და სხვები. ამას მოყვა რეჟისორ ნანა მჭედლიძის ფილმი „გასეირნება თბილისში“, რომელიც ნოველებისაგან შედგება. მე და გია ფერაძე ვართ ერთ-ერთ ნოველაში, სახელწოდებით „ბიძია მალხაზი“, ამის შემდეგ იყო ეპიზოდური როლები ლეილა აბაშიძის ფილმებში „თბილისი, პარიზი, თბილისი“ და „გვადი ბიგვა“, - წერს თავის ავტობიოგრაფიაში ნაზი გაურგაშვილი.

0x01 graphic

ნაზო გაურგაშვილი

დაამთავრა ქ. თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელი. სტუდენტობის დროს ნაზო გაურგაშვილი მიიწვია კრასნოდარის კინოსტუდიამ, სამწუხაროდ, ოჯახიდან არსებული წინააღმდეგობის გამო, ნაზო იძულებელი გახდა უარი ეთქვა ამ შემოთავაზებაზე.

და, საერთოდაც, ასე ხანმოკლე აღმოჩნ და ნაზო გაურგაშვილის შემოქმედებითი ცხოვრება, ქისტური მენტალობიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ის საკუთარი ნების წინააღმდეგ იძულებული გახდა უარი ეთქვა წარმატებულ სამსახიობო კარიერაზე.

1978 წლიდან მუშაობს კულტურის სფეროში. ამჟამად არის დუისის კულტურის სახლის სპეციალისტი და ქორეოგრაფი, ასევე ხელმძღვანელობს დუისში მცხოვრები მოზარდებისთვის საკუთარი ინიციატივით დაარსებულ ქორეოგრაფიულ სტუდიასა და თეატრალურ წრეს. იგი დიდი მონდომებითა და სიყვარულით ემსახურება მომავალი თაობის აღზრდა-განათლებას.

ნაზო გაურგაშვილი არის პირველი მსახიობი ქალი პანკისის ისტორიაში.

6.19 თემო ალხანაშვილი

▲ზევით დაბრუნება


თემურ (გივი) ოთარის ძე ალხანაშვილი დაიბადა 1965 წლის 7 ნოემბერს, ახმეტის რაიონის, სოფ. ომალოში.

1972-1980 წლებში სწავლობდა ქ. თე ლა ვის №2 სკოლა-ინტერნატში.

1980-1983 წლებში სწავლა გააგრძელა ჩეჩნეთ-ინგუშეთის კულტსაგანმანათლებლო სას წავლებელის ქორეოგრაფიის განყო ფი ლე ბაზე.

სხვადასხვა პერიოდში სწავლობდა ქ. ორჯონიკიძის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქ. პერმის კულტურის ინტიტუტში.

1983 წლიდან მოღვაწეობს მსოფლიოში აღიარებულ, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ვაინახში“.

0x01 graphic

თემო ალხანიშვილი

1984-1986 წლებში მსახურობდა გერმანიაში, სადაც მოღვაწეობდა მე-20 არმიის სამხედრო პროფესიონალურ ცეკვისა და სიმღერის ანსამბლში.

2000 წლის მაისში ჩეჩნეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო მოუწია თურქეთში მიგრაცია.

2001 წელს, თურქეთის მოქალაქე შამილ ოზვართან ერთად (რომელიც ჩეჩენი მუჰაჯირების შთამომავალია) ქ. სტამბოლში დააფუძნა „მსოფლიო ერების ცეკვის თეატრი“. მათ პარალელურად დააარსეს საერთაშორისო ხალხური ცეკვისა და სიმღერის ფესტივალებისა და კონკურსების ფედერაცია, სადაც გაერთიანებული არის 30 კომიტეტი და დღესაც ფუნქციონირებს. თემო ალხანაშვილი დღემდე აგრძელებს მჭიდრო კავშირსა და მუშაობას კულტურისა და ხელოვნების განვითარების ამ სფეროში.

0x01 graphic

2015 წელს, მშობლების ავადმყოფობის გამო, თემურ ალხანაშვილმა დროებით დატოვა სამსახური, ცოლ-შვილი, დაუბრუნდა მშობლიურ პანკისსა და ღირსეულად ემსახურა დედამიწაზე გამორჩეულად საპასუხისმგებლო და საამაყო მისიას - მშობლების მოვლა-პატრონობას. ის არის იშვიათი გამონაკლისი, რომელიც მშობლების სიცოცხლის ბოლომდე არ მო ს ცი ლებია მათ სასთუმალსა და შესაბამისად, ქისტმა ხალხმა დამსახურებულად შეიყვარა, ჯერ როგორც ღირსეული და სამაგალითო შვილი მშობლებისა, ხოლო შემდეგ - როგორც პროფესიონალი მოცეკვავე.

2019-2020 წლებში მუშაობდა ქ. გრო ზნოში, რესპუბლიკის ხელოვნების ცენტრში მთავარ ქორეოგრაფად.

2020 წლის გაზაფხულზე აპირებდა თურქეთში გამგზავრებასა და ქორეოგრაფიული მოღვაწეობის გაგრძელებას, თუმცა პანდემიამ დროებით შეაფერხა მისი სამომავლო გეგმები.

0x01 graphic

მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება თავდაუზოგავად ემსახურება მომავალი თაობის აღზრდას ხელოვნებისა და კულტურის დარგში.

თავისი ქორეოგრაფიული მოღვაწეობის მრავალწლიან გზაზე (1983 წლიდან დღემდე, თითქმის, 38 წელი), თემურ ალხანაშვილმა მიაღწია უამრავ წარმატებასა და დაჯილდოებულია მრავალი დიპლომით, ქების სიგელებითა და ორდენ-მედლებით.

6.20 სულთან ბორჩაშვილი

▲ზევით დაბრუნება


სულთან იზნაურას ძე ბორჩაშვილი დაიბადა 1977 წლის 3 სექტემბერს ახმეტის რაიონის სოფ. ჯოყოლოში. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სიმღე რისა და სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის განსაკუთრებული ნიჭით.

0x01 graphic

სულთან ბორჩაშვილი

საშულო განათლების მიღების შემდეგ სულთანმა გარკვეული პერიოდი გაატარა წინაპართა სამშობლოში და ეზიარა ვაინახების უნიკალურ კულტურასა და ხელოვნებას. ის თანაბარი ოსტატობით დაეუფლა როგორც ქართულენოვან, ასევე ჩეჩნურ და რუსულენოვან შემოქმედებას.

პანკისელი სულთან ბორჩაშვილი არა მხოლოდ უნიკალურ ხმის ტემბრითა და სხვადასხვა საკრავზე დაკვრის საოცარი ხელოვნებით გამოარჩია ბუნებამ, არამედ მას წილად ერგო ქართველებსა და ვაინახებს შორის მესამე ძალის გავლენით, ქისტების სახით ხელოვნურად შექმნილი მტრის ხატის ნგრევის მონაწილეც ყოფილიყო. მან თავისი უნიკალური ხელოვნების საშუალებით მოინადირა უამრავი ქართველისა და კავკასიელის გული.

სულთან ბორჩაშვილმა ჩამოაყალიბა საზოგადოებრივ-კულტურული მოძრაობა „სპეროზა“ და ბოლო წლების განმავლობაში თსუ-ის სააქტო დარბაზში მისი ინიციატივითა და ორგნიზებით ტარდებოდა „ქისტური ფოლკლორის“ საღამოები. ეს არ იყო უბრალოდ შემოქმედებითი ღონისძიებები, ეს იყო სიყვარულისა და ძმობის გამოხატულება ფოლკლორის საშუალებით. ამ სა ღა მოებზე ნემსიც კი არ ჩავარდებოდა. განსაკუთრებით მისასალმებელი იყო ის ფაქტი, რომ ღონისძიების დამსწრე საზოგადოება ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რაც უკეთესი მომავლის დასტურიც არის. საღამოებში მონაწილეობას იღებდნენ ფოკლორული შემოქმედებითი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები, როგორც პანკისის ხეობიდან, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით. იყო შემთხვევები, როდესაც ამ საღამოებში მონაწილეობა მიიღეს ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსულმა სტუმრებმა, მსოფლიო მასშტაბით აღიარებულმა ხელოვანებმა.

ეს საღამოები გახდა არა მხოლოდ ქისტური ფოლკლორისა და ხელოვნების პოპულარიზაციის საშუალება, არამედ ამ საღამოებმა დიდად შეუწყვეს ხელი ქისტი ახალგაზრდების ქართულ სივრცეში ინტეგრაციასა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებას.

სულთან ბორჩაშვილი არის რამდენიმე მუ სი კალური ალბომის ავტორი.

2012-2015 წლებში გამოიცა მისი სიმღერების დისკ-ალბომი სახელწოდებით: „მთიელთა ძმობის ჰანგები“.

არის უამრავი სიმღერისა და ლექსის ავტორი. მისი სიმღერები ძირითადად პატრიოტულ და თავი სუფლების თემაზეა შექმნილი.

0x01 graphic

სულთან ბორჩაშვილი
და
გელა დაიაური

სულთან ბორჩაშვილი აგრძელებს ქისტებსა და ქართველებს შორის ისტორიული, მრავალსაუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის აღდგენა-განვითარებას. იგი თავისი უნიკალური შემოქმედების წყალობით მყარ ნიადაგს უქმნის ამ შესანიშნავ ტრადიციას.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

* * *

პანკისელმა ქისტებმა დიდი ნიჭიერება გამოიჩინეს ხელოვნების სხვა დარგებშიც, ისინი გამორჩეულები არიან ხეზე კვეთასა და ჭრაში.

0x01 graphic

ხეზე კვეთა - მახამღაზ და რამაზ ხანგოშვილები, ისრაილ ფარეულიძე, შოთა ცათიაშვილი, ახიად მახამას ძე გაურგაშვილი, მუხმად ბაღაკაშვილი, შერიფ მარგოშვილი, მამა-შვილები: სალმან გაურგაშვილი, მუხმად და ახიად გაურგაშვილები, მამა-შვილი: ბაშირ და ვაალიდ მაჩალიკაშვილები, ჯუმბერ ცისკარიშვილი, აბდულ ბაღაკაშვილი, ასლანბექ ბაღაკაშვილი და სხვ. ქვაზე მომუშავეები: რამაზ და ხიზირ მარგოშვილები. ნაბდებისა და თექის ოსტატები: ზიზი (სუზან) ქავთარაშვილი, ჟენია გუმაშვილი, ნათელა და ზაირა მარგოშვილები, ასმათ და ეთერ ბაღაკაშვილები, ბელა მუთოშვილი, ძახო აჭიშვილი, ესმა ფარეულიძე, ესმა და თამილა გაურგაშვილები და მრავალი სხვ.

7 ქისტი მხატვრები

▲ზევით დაბრუნება


7.1 რამაზ მარგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


რამაზ ლაბაზას ძე მარგოშვილი დაიბადა 1948 წლის 1 ივლისს ახ მეტის რაიონის სოფ. დუისში.

1955-1966 წწ. დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა.

1970-1973 წწ. დაამთავრა თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი ქვის მხატვრული ჭრის სპეციალობით.

0x01 graphic

რამაზ მარგოშვილი

1973-1991 წწ. მუშაობდა პანკისის ხეობის სოფლების ჯოყოლოს, ომალოსა და დუმასტურის საშუალო სკოლებში ხაზვა-ხატვის მასწავლებლად.

ამჟამად პენსიონერია.

ჰყავს მეუღლე, სამი შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები.

7.2 ნათელა ცათიაშვილი

▲ზევით დაბრუნება


პირველი ქისტი მხატვარი ქალი პანკისის ისტორიაში.

0x01 graphic

ნათელა ცათიაშვილი

ნათელა იოსების ასული ცათიაშვილი დაიბადა 1952 წლის 20 აპრილს ყვარლის რაიონის სოფ. შილდაში, ლეგენდარული პანკისელი მოცეკვავის იოსებ ცათიაშვილისა და პედაგოგის მარგო მარგოშვილის ოჯახში.

1968 წელს დაამთავრა შილდის საშუალო სკოლა.

1969 წელს ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსიც დაამთავრა 1974 წელს.

1975 წელს ნათელა ცათიაშვილი დაოჯახდა და პროფესიული განხრით მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის ფეხსაცმელების ფაბრიკა „ნარიყალაში“, ბავშვთა განყოფილებაში.

1985-2019 წწ. მუშაობდა ქ. თბილისის მე-3 ექსპერიმენტულ ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების/შრომითი სწავლების პედაგოგად. აქვს პედაგოგიური მოღვაწეობის 34 წლიანი სტაჟი.

სკოლაში მუშაობის პარალელურად თანამშრომლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან. მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა პროექტში.

ამჟამად არის პენსიონერი, ჰყავს სამი შვილი და სამი შვილიშვილი.

თუმცა, მისი ყველაზე დიდი დამსახურება თავის ერის წინაშე, არის ის გამორჩეული ხელწერა და საოცარი ნიჭი ქისტი პერსონაჟების შესრულებისა, რაც მხოლოდ ჭეშმარიტ პატრიოტებსა და ხელოვანებს შეუძლიათ.

ნათელა ცათიაშვილის ნახატები შესულია შემდეგ გამოცემებში:

1. ცენტრალური კავკასიონის მთიელი ქალის ტანსაცმელი, ლ. მარგოშვილი, გამომცემლობა მეცნიერება, 1980 წ. ქ. თბილისი;

2. ჩაცმულობა, რომელიც მოდას არ დაგიდევთ, ლ.მარგოშვილი, გამომცემლობა მეცნიერება, 1992წ. ქ. თბილისი;

3. რასაც დათეს...(უსუფ მარგო შვილი - 120), ბ. შავხელიშვილი, გამომცემლობა მერიდიანი, 2016 წ. ქ. თბილისი;

4. ვაინახური საბავშვო ზღაპრები, მ. ხანგოშვილი, გამომცემლობა „სეზანი“, 2017 წ. ქ. თბილისი;

5. ქისტური ცეკვის ამაგდარი, ნ. ცა თიაშვილი, თბილისი, 2016;

6. АБАТ (ჩეჩნური დედაენა), თბილისი, 2022;

7. «Дешархочун тептар», მ. ხანგოშვილი, თბილისი, 2023;

8. „ძმებს ვაინახებს“, თბილისი, 2023.

წინამდებარე წიგნი გაფორმებულია ნათელა ცათიაშვილის უნიკალური შემოქმედებით.

7.3 ევა გუმაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ა. ქუთათელიძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, არქიტექტურის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი.

0x01 graphic

ევა გუმაშვილი ალაზნის პირას
ქისტურ ეროვნულ სამოსში

0x01 graphic

ევა გუმაშვილის
ნახატები

8 ქისტები ეკონომიკისა და მრეწველობის განვითარების სათავეებთან

▲ზევით დაბრუნება


8.1 შაბეი დუიშვილი

▲ზევით დაბრუნება


შაბეი (შალიკო) ჩუაფალას ძე დუიშვილი (1908-1971 წწ.) უაღრესად ნიჭიერი ახალგაზრდა გამოდგა, შეისწავლა საფეიქრო საქმე და, შეიძლება თამამად ითქვას, რომ არის საქართველოში მსუბუქი მრეწველობის შემქმნელთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპეციალისტი. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, სწორედ მისი მონაწილეობით ხდებოდა დამარცხებული გერმანიიდან საფეიქრო ფაბრიკების მონტაჟი და საქართველოში, კერძოდ, თბილისში გადმოტანა და ხელახალი დამონტაჟება. იგი მსუბუქი მრეწველობის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მასთან მხოლოდ განსაკუთრებული საშვით შეიძლებოდა შესვლა.

0x01 graphic

შაბეი დუიშვილი (მარჯვნივ)

შალიკო დუიშვილი იყო განათლებული პიროვნება, თავის ნიჭის, გონიერების წყალობით მიაღწია წარმატებას. ქ. თბილისში კომფორტულ ბინაში ცხოვრობდა, მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, მაგრამ პირად ურთიერთობებში იყო უბრალო, თავაზიანი, არასოდეს დაუკარგავს კავშირი თავის კუთხესთან, თავის ხალხთან, ნათესავებთან. მუდამ ამაყობდა თავისი ქისტური წარმოშობით. არ ივიწყებდა მშობლიურ ენას, ნებისმიერ ქისტს თავის სახლში იღებდა სტუმრის უმაღლეს რანგში. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ცოლს, ქისტ ქალს გაეყარა, შეირთო სხვა ეროვნების ქალი - შვილები, და-ძმა, თავისთან აღზარდა და უმაღლესი განათლება მიაღებინა.

შალიკო დუიშვილი კარიერის კიბეზე უფრო მაღლა აიწევდა, მაგრამ მას ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ძმა დათიკო, ტყვეობიდან გაქცეული, საფრანგეთში დარჩა, დაუკავშირდა საქართველოს გასაბჭოების შემდეგ საფრანგეთში გადახვეწილ ქართველ ემიგრანტებს. შალიკომ, როგორც კი ძმა დაუკავშირდა, კონტაქტები გააგრძელა. მიუხედავად „კაგებეს“ მკაცრი კონტროლისა და წინააღმდეგობისა, მან შეძლო ჩამოეყვანა საფრანგეთიდან ძმისწული და მთელმა ხეობამ უმასპინძლა ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც გააოცა, გააკვირვა და აღაფრთოვანა მამეულების მხრიდან ასეთმა მიღებამ.

შალიკოს არ ეღირსა დიდი ხნის უნახავი საყვარელი ძმის ხილვა, თუმცა კი ბევრს ეცადა და თავის შემდგომ კარიერას ზიანიც მიაყენა. სამაგიეროდ, თავის არაქისტ ცოლთან შეძენილი ვაჟიშვილი თენგიზი ისე აღზარდა, რომ ძალიან შეაყვარა პანკისის ხეობა, ნათესავები, ქისტები. ის უფრო იყო ქისტების მოყვარული, ვიდრე მამით ძმა, რომელსაც დედაც ქისტი ჰყავდა. თენგიზი ბიძის კვალს გაჰყვა, დატოვა საბჭოთა კავშირი და აშშ-ში, კერძოდ ქ. ლოს-ანჟელესში დამკვიდრდა.

შაბეი (შალიკო) დუიშვილი ქ. თბილისში გარდაიცვალა და იქვე დაასაფლავეს, მეუღლემ და პირველი ცოლის შვილებმა ნება არ მისცეს ნათესავებს, ჩამოესვენებინათ პანკისში და სოფ. დუისში მამა-პაპათა გვერდზე დაესაფლავებინათ. განაწყენებული ნათესავები მაინც დაესწრნენ დაკრძალვას, სასაფლაოზეც წავიდნენ. თურმე სხვა მიზანი ჰქონდათ: მესამე ღამეს ამოთხარეს ცხედარი, ჩამოასვენეს მამის სახლში, ქისტური წესით სამძიმარი შედგა და დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს. მისი ცხედარი დაკრძალვის წინ მეჩეთში დაასვენეს, რაც პატივისცემის დიდი გამოხატულება იყო.

8.2 ასხაბ დუიშვილი

▲ზევით დაბრუნება


ასხაბ (საბა) აბდულას ძე დუიშვილი დაიბადა 1915 წელს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში მრავალშვილიან ოჯახში. მამამისს აბდულ (ბიილეი) დუიშვილს ცხრა შვილი ჰყავ და. ვისერგი, შერიფი, მახმადა, ასხაბა, ანზორი, რიზვანი, საარეი, ისეითა და სარიჟა. ასხაბა პატარაობაში დაობლდა (დედა გარდაეცვალა). საბედნიეროდ ის მოხვდა იმ ცამეტ პანკისელ ყმაწვილთა შორის, რომლებიც ჩაირიცხნენ თბილისის მთიელთა სკოლა-ინტერნატში, სწორედ ამან გადაწყვიტა კიდეც თითოეული მათგანის წარმატებული ცხოვრების გზა.

0x01 graphic

ასხაბ დუიშვილი

ასხაბ დუიშვილმა მთიელთა სკოლა-ინტერნატის დამთავრების შემდეგ გაირა ურთულესი გზა რიგითი სპეციალისტიდან რკინიგზის სამმართველოს უფროსამდე. ეს ნამდვილად არ იქნებოდა იოლი, მით უმეტეს იმ დროს, თუმცა მან დამოუკიდებლად შეძლო ამ წარმატების მიღწევა, რაც ყოვლად წარმოუდგენელი იყო ქისტი კაცისთვის.

სამწუხაროა, რომ მისი ბიოგ რა ფიის დიდი ნაწილი დაკარგულია და არ ვიცით იმ წარმატებებისა და სიმაღლეების შესახებ, რომელთა დაპყრობაც ერთმა პანკისელმა ობოლმა ყმაწვილმა უფლის დახმარებით შეძლო.

საბედნიეროდ, მისი წარმატებების მაუწყებლად დარჩა ფოტო, რომელზეც ასხაბ დუიშვილს უამრავი ორდენი თუ მედალი ამშვენებს და გვაუწყებს, რომ ის წარმატების ზენიტში ნამდვილად იყო.

გარდაიცვალა 1987 წელს. ასხაბ დუიშვილი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ცხოვრობდა ქ. ქუთაისში და დაკრძალეს ქუთაისში. თუმცა, ნათესავებმა ჩუმად ამოთხარეს მისი ცხედარი და გადმოასვენეს მშობლიური სოფლის სასაფლაოზე.

მისმა ერთადერთმა ქალიშვილმა, თამილა დუიშვილმა წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და რიგაში, ქ. ვილნიუსში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხიც მიიღო.

8.3 ჟორა მაჩალიკაშვილი

▲ზევით დაბრუნება


გიორგი (ჟორა) უმაის ძე მაჩალიკაშვილი დაიბადა 1926 წლის 25 მარტს პანკისის ხეობის სოფ. დუისში.

0x01 graphic

ჟორა მაჩალიკაშვილი

დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისში, საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში, ზოოტექნიკურ ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ახმეტის ავტოსატრანსპორტო საწარმოში, მთავარ ზოოტექნიკოსად.

შემდეგ გადაყვანილ იქნა ახმეტის რძის ქარხანაში დირექტორად, სადაც იმუშავა ქარხნის დახურვამდე 26 წლის განმავლობაში.

აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში.

სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქ. გროზნოში.

გარდაიცვალა 1997 წლის 28 აგ ვისტოს, დაკრძალულია მშობლიური სოფლის სასაფლაოზე.

იყო ძალიან თბილი, კეთილი და მო სიყვარულე ადამიანი, ამავე დროს, უაღრესად ვაჟკაცური ბუნების მთიელი. ცხოვრობდა ზნეობრივი პრინციპების დაცვით. ერთხელ, რუსეთში, მისი ძმის -შვილი დააპატიმრეს. ჟორა პირდაპირ შევიდა პროკურორის კაბინეტში და ძმისშვილის თავისუფლების სანაცვლოდ სოლიდური თანხა დაუდო ბრალმდებელს მაგიდაზე. პროკურორს მოგზავნილი ეგონა, დილიდან შუადღემდე იფიქრეს, იმსჯელეს და დააპატიმრეს. მისი ადვოკატი იყო ცნობილი ჩეჩენი იურისტი აბდულა ხამზაევი, რომელსაც თავის დაცვის ქვეშ მყოფზე ეთქვა: „ჩემი მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში მსგავსი შემთხვევა არ მქონია, ასეთი გაუტეხელი, თავისნათქვამა და უშიშარი ბუნების ადამიანი იშვიათად შემხვედრიაო“...

ერთხელაც ჟორა მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილთან, ხასო ხანგოშვილთან და იმდროინდელი რაიაღმასკომის თავმჯდომარე სერგო სალაძესთან ერთად, რომელიც ქისტების სიძე იყო და ჟორას ალალი ბიძაშვილი, ისეითა მაჩალიკაშვილი ყავდა ცოლად, მიდენილან ახმეტის გზაზე. მათ წინ მიმავალი ჟიგულის მარკის ავტომობილის მძღოლი გამეტებით სცემდა მეუღლეს, რომელიც გვერდით ეჯდა. ამის დანახვაზე ჟორას მგლისფერი დაედო, ჟიგულს გზა გადაუჭრა, მძღოლი ელვის სისწრაფით გადმოათრია მანქანიდან და ცემა დაუწყო. გაშმაგებით ურტყამდა და თან უყვიროდა: „შე ცხოველო, ქალზე ხელი რა უფლებით აღმართეო“... ქალი ევედრებოდა უცნობ დამხმარეს - გაუშვი, შემოგაკვდებაო. ამ დროს სერგო სალაძეც მოვიდა გონს და ცოლისძმას მივარდა - მე მაინც ნუ დამღუპავ, აქ რომ მილიციამ მოგვასწროს, ყველას ერთად დაგვაპატიმრებენო. ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან გააფთრებულ ჟორას „საცოდავი“ კაცი.

ჟორა მაჩალიკაშვილი იყო თავისი ხალხის დიდი პატრიოტი და გულშემატკივარი, ყველა გაჭირვებული ადამიანის გვერდში მდგომი და ქომაგი, უაღრესად ხელგაშლილი და ჭეშმარიტი მამულიშვილი. მან ნათელი კვალი დატოვა პანკისის ხეობის ისტორიაში.

ჟორა მაჩალიკაშვილს ჰყავდა მეუღლე ვენერა ეჯიბაძე, რომელთანაც შეეძინა სამი ქალიშვილი: ლალი - ბავშვთა პედიატრი, ლია - ფარმაცევტი, ხოლო მზია - რუსული ენის ფილოლოგი. მისი მონაგარი საამაყოა, როგორც ქისტებისათვის, ისე ქართველებისთვისაც.

0x01 graphic

თამთა აზრუმელაშვილი

უფროსი შვილიშვილი თამთა აზრუმელაშვილი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია, თსსუ ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს კარდიოვასკულარული და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის ხაზინადარი, თომას ჯეფერსონის უნივერსიტეტთან აფილირებული ულტრაბგერითი განათლების ცენტრის პედაგოგი.

ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ასაკში (36 წელი) არის 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი.

0x01 graphic

მარიამ კუბლაშვილი

უმცროსი შვილიშვილი მარიამ კუბლაშვილი, საქართველოს მასშტაბით 10 საუკეთესო ადვოკატთა სიაში ყოველწლიურად ხვდება. ამჟამად არის ადვოკატთა ასოციაციის მმართველი-აღმასრულებელი საბჭოს წევრი. იგი არის მის მიერვე დაფუძნებული „მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისის“ 100%25 წილის მფლობელი, მიღებული აქვს ჯილდო - მედიავარსკვლავი და სხვადასხვა ქებისა და ღირსების სიგელები.

მონაწილეობას იღებდა ჩეჩენი რეჟისორის მურად მაზაევის მიერ ჩეჩნეთის ომების თემაზე საქართველოში გადაღებულ ფილმში, სახელწოდებით „მარშო“ (თავისუფლება).

არის სატელევიზიო შოუ „ცეკვავენ ვარსკლავების“ გამარჯვებული. გამორჩეული გარეგნობის გამო გახდა სხვადასხვა ცნობილი კოსმეტოლოგიური ბრენდის სახე.

პროფესიულ საქმიანობასთან ერთად არის წარმატებული ბიზნეს-ლედი, აქვს საკუთარი სამედიცინო-კოსმეტოლოგიური ცენტრები თბილისსა და რეგიონებში.

პანკისელებისათვის ის გამორჩეული ფიგურაა, რადგან ყველა გაჭირვებული პანკისელი ქისტის ადვოკატია, თანაც უანგაროდ და უშურველად ემსახურება იმ საპასუხისმგებლო მისიას, რასაც დედეულების უფლებების დაცვა ჰქვია, ყოველთვის იქ არის, სადაც ქისტებს დახმარება და ყურადღება სჭირდებათ.

8.4 მახმად მარგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


მახმად ბიბინას ძე მარგოშვილი (ბიბინოვიჩი) დაიბადა 1927 წლის 25 იანვარს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში. მას მამა მცირე ასაკში გარდაეცვალა და მარტოხელა დედამ ნათესავებისა და კეთილი ადამიანების დახმარებით გაზარდა 4 შვილი.

0x01 graphic

მახმად მარგოშვილი მეუღლესთან ერთად

1948 წელს დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა.

1962 წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში დაუსწრებელი სწავლების მებაღე-მევენახეობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა1969 წელს.

დუისის საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე იწყებს მუშაობას. სხვადასხვა დროს არის:

1948-1950 წწ. დუისის ფოსტის გამგე;

1950-1953 წწ. დუისის საშუალო სკოლის მმართველი;

1953-1957 წწ. დუისის საშუალო სკოლის ბუღალტერი;

1957-1963 წწ. დუისის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე;

1963-1965 წწ. დუისის კოლმეურნეობის თავმჯდომარე;

1965-1967 წწ. ახმეტის №5 ტექნიკური უბნის ელექტრომექანიკოსი.

1974-1985 წწ. დაინიშნა ქ. თბილისის ხალხური მხატვრული რეწვის გაერთიანება „სოლანის“ ახმეტის საწარმოო უბნის უფროსად.

1990 წელს დაინიშნა „კავშირთეატრის“ თელავის საწარმოო უბანში შინ მომუშავეთა ბრიგადირად, შემდგომ გადაყვანილ იქნა სოფ. დუისში ოსტატად. მალევე დანიშნეს მრავალდარგოვანი კომერციული ფირმა „თეატრონის“ ახმეტის შინ მომუშავეთა უბნის უფროსად.

1952 წელს მახმადა მარგოშვილს ბრძანებით გამოეცხადა მადლობა მასზე დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისათვის.

სსრ მხატვართა კავშირის მიერ მას მიენიჭა სახალხო ოსტატის წოდება.

აქვეყნებდა საგაზეთო სტატიებს პანკისის ხეობის პრობლემებზე, წერდა ლექსებს.

2003 წელს მისი ინიციატივით პანკისის ხეობაში დაარსდა ურთიერთდახმარების ფონდი, რომელიც განსაზღვრულ იქნა თითოეულ კომლზე და გამოიყენებოდა საჭიროებების მიხედვით. ის წლების განმავლობაში იყო პანკისის სათემო ორგანიზაცია „უხუცესთა კავშირის“თავმჯდომარე. მისი ინიციატივით მოხდა „უხუცესთა კავშირის“ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებაც.

აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში.

იყო უაღრესად პატრიოტი ქისტი ხალხისა და თავისი ხეობისა. მთელი ცხოვრების მანძილზე აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იყო შრომისმოყვარე და კეთილსინდისიერი ადამიანი, საკუთარ ხალხზე მზრუნველი და მოამაგე. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სწავლა-განათლების საკითხს. საკუთარ მეუღლესა და ხუთივე შვილს მიაღებინა პროფესიული განათლება ოცნებად დარჩა ქისტ ქალთა საბჭოს შექმნა.

გარდაიცვალა 2009 წლის14 აგვისტოს.

მახმად მარგოშვილმა ნათელი კვალი დატოვა ხეობის ისტორიაში.

სიკვდილის წინ მას აქვს გაკეთებული ასეთი ჩანაწერი: „მე ყოველთვის ვცდილობდი ღვთის ბოძებული ნიჭი და უნარი ჩემი ერის საკეთილდღეოდ გამომეყენებინა. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე შეცდომებიც მქონდა და ჩემი პირდაპირობით ზოგიერთებს გულიც ვატკინე, რისთვისაც პატიებას ვითხოვ“.

8.5 ომარ ხანგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


ომარ მახამღაზის ძე ხანგოშვილი დაიბადა 1928 წელს პანკისის ხეობის სოფ. დუისში.

0x01 graphic

ახალგაზრდა ომარ ხანგოშვილი

1946 წელს წარჩინებით დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა.

1947 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1952 წელს ასევე წარჩინებით დაამთავრა და მუშაობა დაიწყო ახმეტის სააღრიცხვო ბიუროში ინსპექტორად.

1954 წლიდან პანკისის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის დაარსებამდე მუშაობდა სოფ. ჯოყოლოს კოლექტიური მეურნეობის თავმჯდომარედ. შემდეგ - დუისის, ჯოყოლოსა და ბირკიანის გაერთიანებული კოლმეურნეობის თავმჯდომარედ.

0x01 graphic

ახიად ქავთარაშვილი და ომარ ხანგოშვილი
(მარჯვნივ)

პანკისის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის დაარსების შემდეგ გადაყავთ მეურნეობის დირექტორის მოადგილედ და დუისის განყოფილების გამგედ.

1960-1963 წწ. მუშაობდა ახმეტის რაიკომის პარტიის მთავარ ინტრუქტორად.

1976-1978 წწ. იყო სო ფ ლების ქორეთისა და წინუბნის განყოფილების გამგე.

1979 წლიდან 1986 წლამდე პანკისის მეურნეობის დამზადების დირექტორი.

დაჯილდოებულია ლენინისა და შრომის პირველი ხარისხის ორდენით.

თავისი ხანგრძლივი მუშაობის პერიოდში მიღებული აქვს უამრავი საპატიო სიგელი და დიპლომი, და, ყველაზე დიდი ჯილდო - ხალხის მხრიდან უდიდესი სიყვარული და პატივისცემა.

1986 წელს გახდა შეუძლოდ და, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 1996 წელს გარდაიცვალა ჰყავდა მეუღლე ჟუჟუნა ბისანას ასული მარგოშვილი, თსუ-ს კურსდამთავრებული, გეოგრაფიისა და გეოლოგიის სპეციალისტი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი და ორი ვაჟი შვილი.

8.6 გრიშა იმედაშვილი

▲ზევით დაბრუნება


იმედაშვილი გრიშა დაიბადა 1928 წლის 16 სექტემბერს ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში. 1938 წლიდან 1944 წლამდე სწავლობდა კოჯრის საბავშვო სახლში, 1944 წლიდან 1946 წლამდე ახმეტის რაიონის სოფ. ჯოყოლოს სკოლაში, რომელიც 1946 წელს დაამთავრა წარჩინებით.

0x01 graphic

გრიშა იმედაშვილი (მარჯვნივ)
და ჟორა მაჩალიკაშვილი

1947 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც 1953 წელს დაამთავრა წარჩინებით, საავტომობილო მეურნეობის სპეციალობით და მიენიჭა საავტომობილო ინჟინრის წოდება.

1953 წლიდან 1958 წლამდე მუშაობდა ახმეტის რაიონის სოფ. ქვემო ალვანის კოლმეურნეობაში მთავარ მექანიკოსად.

1958-1975 წწ. - იყო ახმეტის ავტოსატრანსპორტო საწარმოს დირექტორი.

1975-1981 წწ. - მუშაობდა ახმეტის რძის ქარხანაში უფროსის მოდგილედ.

1981-1991 წწ. - იყო ახმეტის ავტოვაზ ტექმომსახურების სადგურის უფროსი.

გარდაიცვალა 2012 წელს.

8.7 ღოისოლთ მარგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


მარგოშვილი ღოისოლთ (გივი) შაბურას ძე დაიბადა ახმეტის რაიონის სოფელ დუისში, 1931 წლის 15 აპრილს, მრავალშვილიან ოჯახში. იყო მშობლების მეათე შვილი. ჰყავდა ექვსი და და სამი ძმა (ისუბ, იუსი, შავხალ, ნაზო, სეიხათ, რეიხათ, ნასიხათ, ძეიფეი, ესიათ). მამა მისდევდა მეცხვარეობას, დედა დიასახლისი იყო. ღოისოლთის დაბადების დროს - მისი ორი და და ერთი ძმა უკვე დაოჯახებულები იყვნენ. შვიდი წლის ასაკში უეცრად გარდაეცვალა მამა და ოჯახის რჩენა დააწვა დედას, იაძეი ბაღაკაშვილს, რომელმაც ღოისოლთის და-ძმებთან ერთად შეიფარა და გაზარდა ობლად დარჩენილი და-ძმა, თოაი და მაცა, რომლებიც დააოჯახა და გაამზითვა, როგორც საკუთარი შვილები. ასე რომ, ღოისოლთის დედამ გაზარდა 12 შვილი.

0x01 graphic

ღოისოლთ მარგოშვილი

ღოისოლთი სწავლობდა სოფელ დუისის საჯარო სკოლაში 1937-1948 წლებში. მან წარჩინებით დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა.

1948 წელს ჩააბარა მისაღები გამოცდები და ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკის ფაკულტეტზე და წარჩინებით დაამთავრა 1953 წელს. სასწავლებლიდან სამუშაოდ განაწილებით გაიგზავნა თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში, ვარდისა და გერანის ეთერზეთების წარმოების ქარხანაში, ეკონომისტის თანამდებობაზე.

დაოჯახდა 1955 წელს, ცოლად შეირთო ძულეი ჩიღოს ასული ქავთარაშვილი, რომელიც შემდგომში იმავე ქარხანაში მუშაობდა ლაბორანტად. ღოისოლთი ცხოვრობდა და მუშაობდა სოფელ ნაფარეულში 1962 წლამდე. 1956 წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი, 1958 წელს - ვაჟიშვილი. სოფელ ნაფარეულში ღოისოლთი და მისი ოჯახი სარგებლობდა ადგილობრივების დიდი სიყვარულით, პატივისცემითა და მათი მეგობრობა შემდგომ წლებშიც გრძელდებოდა.

1962 წელს ღოისოლთ მარგოშვილი გადაყვანილ იქნა ახმეტის რაიონული აღრიცხვისა და სტატისტიკის სამმართველოს უფროსად, ქალაქ ახმეტაში, სადაც მუშაობდა 1968 წლამდე.

1968 წელს ღოისოლთი დააწინაურეს და გადაიყვანეს ახლად დაარსებული პანკისის მევენახეობისა და მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობაში, მთავარი ეკონომისტის თანამდებობაზე, სადაც მუშაობდა მანამ, სანამ მეურნეობის ლიკვიდაცია არ მოხდა. ღოისოლთი პატივისცემით სარგებლობდა თანამშრომლებსა და ნაცნობ-მეგობრებში.

გარდაიცვალა 2016 წლის 27 მარტს, 85 წლის ასაკში, დაკრძალულია მშობლიური სოფლის სასაფლაოზე.

8.8 ლაბაზ მარგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


ლაბაზ თათარას ძე მარგოშვილი დაიბადა 1932 წლის 1 თებერვალს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში.

0x01 graphic

ლაბაზ მარგოშვილი

1953 წელს დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა.

1956 წლის მარტში, ჯერ კიდევ აბიტურიენტი, შეუერთდა ქართველი ახალგაზრდობის ამბოხს თბილისში: საპროტესტო ანტისაბჭოთა მიტინგ-დემონსტრაციებს და სასწაულად გადაურჩა სისხლიან რეპრესიებს.

1957 წელს ჩაირიცხა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის საბუღალტრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1962 წელს. სწავლის პერიოდში, როგორც სახელობითი სტიპენდიანტი და ინსტიტუტის სტუდენტთა პროფკავშირების თავმჯდომარე, სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობდა ყაზახეთში ყამირი მიწების ათვისებაში, იყო სტუდენტური აგრარული პროექტების ავტორ-ინიციატორი.

ლაბაზ მარგოშვილი, როგორც ახალგაზრდა დიპლომირებული სპეციალისტი, 1963 წლის იანვრიდან სოფ. დუისის ვოროშილოვის სახელობის კოლექტიური მეურნეობის მთავარი ბუღალტერი ხდება.

1968 წელს იქმნება პანკისის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობა, რომელშიც ერთიანდება მრავალი კოლექტიური მეურნეობა. ახმეტის რაიონის ხელმძღვანელობა მსხვილი აგრარული ორგანიზაცია-კონგლომერატის მთავარ ბუღალტერად ლაბაზ მარგოშვილს ამტკიცებს. ამ საპასუხისმგებელო თანამდებობაზე ლაბაზ მარგოშვილი 1997 წლამდე მუშაობდა.

1997 წელს თბილისში აგრძელებს პროფესიულ მოღვაწეობას და 2000 წლამდე კომპანია „ბერიდა“-ს მთავარი ბუღალტერი იყო. დღეს, როგორც ხანდაზმული და ღვაწლმოსილი პროფესიონალი, ცოდნა-გამოცდილებას უანგაროდ უზიარებს მშობლიური კუთხის ახალგაზრდებსა და თავის მთავარ საგანძურად სამ შვილსა და 6 შვილიშვილს თვლის.

8.9 მუხმად მარგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


მუხმად მარგოშვილი დაიბადა 1934 წლის 1 მარტს, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში, მოსამსახურისა და დიასახლისის, ბისანა მარგოშვილისა და არუჟა ალდამოვის ოჯახში.

0x01 graphic

მუხმად მარგოშვილი

1952 წელს დაამთავრა დუისის საშ. სკოლა და სწავლა გააგრძელა ქ. თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტში ფიზიკური აღზრდის პედაგოგის სპეციალობით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო დუისის საშ. სკოლაში ფიზკულტურის პედაგოგად. მასწავლებლად მუშაობის პერიოდში, უამრავი წარმატება და აღიარება მოუტანა დუისის საშ. სკოლას რაიონის, რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით, სკოლებს შორის სპორტულ შეჯიბრებებში.

1986 წელს იგი სამუშაოდ გადავიდა ხალხური რეწვის ორგანიზაცია „სოლანის“ დუისის ფილიალში. „სოლანში“ მუშაობისას დიდად შეუწყო ხელიხალხური რეწვის ნიმუშებში ქართული და ჩეჩნური ორნამენტების გამოყენებასა და მათ გავრცელებას საზოგადოებაში.

სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა სოფ. დუისის გამგებლად. მისი გამგებლობის პერიოდს დაემთხვა რუსეთ-ჩეჩნეთის ომი, რის შედეგადაც პანკისის ხეობას ათიათასობით ჩეჩენი ლტოლვილი მოაწყდა. მუხმადას დიდი წვლილი მიუძღვის მათ დაბინავებასა და დაპურებაში. იგი ხშირად თეთრად ათენებდა ღამეებს ქალებისა და ბავშვების დახმარებაში. თავისი საკუთარი სახლი მთლიანად დაუთმო ლტოლვილებს, თვითონ კი თავისი ოჯახით ერთ ოთახში შესახლდა. მის ოჯახში წლობით იცხოვრეს ლტოლვილებმა.

მუხმად მარგოშვილი, 2000 წელს, 66 წლის ასაკში, მძიმე დაავადებით გარდაიცვალა. მას დიდი პატივი მიაგეს ჩე ჩენმა ლტოლვილებმა. ის დიდი ავტო რიტეტით სარგებლობდა საზოგადოებაში - იყო სტუმართმოყვარე, გა ჭირ ვებულთა და დავრდომილთა დიდი ქომაგი.

8.10 სოლცა ქავთარაშვილი

▲ზევით დაბრუნება


სოლცა (სოსო) ქავთარაშვილი დაიბადა 1928 წლის 14 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში, საშუალო გლეხის ოჯახში. მშობლები მოჩუყ ქავთარაშვილი და ზეინაბ ნაციშვილი ოქტომბრის რევოლუციამდე მისდევდნენ წვრილ-კერძო მეურნეობას, ხოლო კოლექტივიზაციის შემდეგ საკოლმეურნეო საქმიანობას.

0x01 graphic

სოლცა ქავთააშვილი

მამა მოჩუყ ქავთარაშვილი 1941 წელს სამამულო ომში წავიდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

1940 წელს შევიდა დუ ი სის საშუალო სკოლის I კლასში, რომელიც დაამთავრა 1951 წელს. სკოლის დამ თავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო დუისის კოლმეურნეობაში რიგით მუშად.

1956 წელს ჩაირიცხა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, ეკონომიურ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1963 წელს. აღნიშნული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო დუისის კოლმეურნეობაში რიგითი ბუღალტრის თანამდებობაზე.

0x01 graphic

1958 წელს შექმნა ოჯახი, შეეძინა ოთხი შვილი.

1964-1973 წლებში მუ შაობდა უფროს ეკონომისტად, საქსოფლტექნიკის ახმეტის განყოფილებაში.

1973-1975 წლებში ინიშნება დუისის პურის საცხობში, ცვლის უფროსად.

1975-1988 წლებში მუშაობს პანკისის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობაში, დირექტორის მოადგილედ სამეურნეო დარგში.

1988 წლის 24 აგვისტოს გავიდა პენსიაზე.

პენსიაზე გასვლის შემდეგ დაიწყო ზრუნვა სოფლის კეთილდღეობაზე. 90-იან წლებში, როგორც მთლიან საქართველოში, ასევე პანკისის ხეობაშიც დაიწყო ყაჩაღობა, ძარცვა და ნარკოტიკებით ვაჭრობა. ხშირი იყო ხეობიდან წვრილი და მსხვილფეხა პირუტყვის გადინება, ამ უკანონობის წინააღმდეგ საბრძოლველად სოლცა ქავთარაშვილმა, თანამებრძოლებთან ერთად, შექმნა ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფი, რომელთა მიზანი ამ პრობლემის აღმოფხვრა იყო, რამაც უდიდესი შედეგი გამოიღო. ამ ჯგუფის დაუღალავი შრომის შედეგად, ხეობაში დანაშაული შემცირდა.

2003 წლის 20 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სოლცა ქავთარაშვილი „ღირსების მედლით“ დააჯილდოვა.

დიდია სოლცა ქავთარაშვილის როლი, პანკისელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლის, დაბალ გორაზე მდებარე, შინმოუსვლელთა ტყე-პარკის, დიდების მემორიალის, გადარჩენისა და მისთვის კულტურული სტატუსის მინიჭების საკითხში. პანკისელი უხუცესი წლების განმავლობაში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე უვლიდა, დარაჯობდა და იცავდა ამ ისტორიულ ძეგლს.

2013 წელს დაინიშნა უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარედ, სადაც უხუცესების ერთობლივი მუშაობით ბევრი საჭირბოროტო საკითხი დადებითად გადაიჭრა, მათ შორის: ხეობის გზების მოასფალტება და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, სპორტული დარბაზის განახლება, ხეობის გაზიფიცირება, შინმოუსვლელთა ტყე-პარკისთვის სტატუსის მინიჭება, საზოგადოებრივი ცენტრისა და პოლიკლინიკის მშენებლობა და ა.შ.

იგი მონაწილეობას იღებდა პანკისის ხეობაში ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებში.

2015 წელს ჩეჩნეთის რესპუბლიკის უხუცესთა საბჭომ ჩეჩნეთში მიიწვია სოლცა ქავთარაშვილი და შემდეგ მადლობის წერილიც გამოუგზავნა გაწეული ღვაწლისთვის.

სოლცა ქავთარაშვილი გარდაიცვალა 2018 წლის 13 მაისს, 90 წლის ასაკში, დაკრძალულია მშობლიურ სასაფლაოზე.

8.11 ლორსა ალხანაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ლორსა ბეარსას ძე ალხანაშვილი დაიბადა 1951 წლის 1 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფ. ომალოში.

0x01 graphic

ლორსა ალხანაშვილი

1957 წელს შევიდა ომალოს საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1968 წელს.

1968-1970 წწ. მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური.

1970 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1976 წელს.

1976-1987 წწ. მუშაობდა ახმეტის რაიკოოპერატივის გამგეობაში. მუშაობა დაიწყო, როგორც მომმარაგებელმა და 1983 წელს დაინიშნა კოოპერატივის თავმჯდომარედ.

1988-1994 წწ. მუშაობდა ქ. არკადაკში (რუსეთი, სარატოვის ოლქი) ძეხვეულის ქარხნის დირექტორად.

გარდაიცვალა 2000 წლის 21 ნოემბერს.

და კრძალულია მშობლიური სოფლის სასაფლაოზე. თავის ხალხში სარგებლობდა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით.

8.12 უსუფ აჭიშვილი

▲ზევით დაბრუნება


უსუფ (ისობა) ჰაასას ძე აჭიშვილი დაიბადა 1937 წლის 8 თებერვალს ახმეტის რაიონის სოფ. ჯოყოლოში.

უსუფის მამა ჰაასეი აჭიშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი იყო, სახელოვანი ვაჟკაცი, გარდაიცვალა 104 წლის ასაკში.

1961 წელს დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა.

სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სოფ. ჯოყოლოს საავადმყოფოში სამნეო განყოფილების გამგედ.

შემდეგ სწავლა გააგრძელა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა ისტორია-საზოგადოებათმცოდნეობის სპეციალობით.

სხვადასხვა დროს მუშაობდა მილიციის ინპექტორად ქ. ყვარელში, უბნის უფროსად ახმეტის ადგილობრივი მრეწველობის კომბინატში, სოფ. ჯოყოლოს საბჭოს თვმჯდომარედ, ახმეტის სატყეო კომბინატში დირექტორის მოადგილედ. იყო რაიკომის წევრი.

0x01 graphic

უსუფ აჭიშვილი

უსუფ აჭიშვილის საბჭოში მუშაობის პერიოდში (10 წელი) ხეობის ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით ჩატარდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის: აშენდა სოფ. ჯოყოლოს ადმინისტრაციული შენობა, სოფ. ომალოს სასოფლო კლუბის შენობა, სოფლების ომალოსა და ბირკიანის დამაკავშირებელი ხიდი მდინარე ალაზანზე, ასევე აშენდა ხალაწნის დაწყებითი სკოლის შენობა, დამონტაჟდა ბოგირი სოფ. ბირკიანის თავში, საბჭოში შემავალ ყველა სოფელში შეკეთდა შიდა საუბნო გზები და ა.შ.

მუშაობის პერიოდში მიღწეული წარმატეტებებისა და კეთილსინდისიერი შრომის გამო უსუფ აჭიშვილი რაიონის ხელმძღვანელობის მხრიდან არაერთხელ და ჯილდოვდა ქების სიგელებითა და დიპლომებით.

2003 წელს საქართველოს პრეზიდენტმა უსუფი დააჯილდოვა ღირსების მედლით.

ყველა ზემოაღნიშნული სიკეთეების გარდა უსუფ აჭიშვილი დაჯილდოებულია გამორჩეული პიროვნული თვისებებით, ადამიანების მიმართ გამორჩეული თანალმობითა და სულგრძელობით. ცნობილია, როგორც ადამიანი, ვინც არც ერთ მგზავრს არ ტოვებს გზად და საკუთარი ავტომობილით ემსახურება უანგაროდ.

არის საუკეთესო მამა და პაპა. ჰყავს ოთხი შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები.

9 პანკისის ხეობის ცნობილი ენერგეტიკოსები

▲ზევით დაბრუნება


მას მერე, რაც პანკისის ხეობაში, ქისტების ოჯახებში, თანამედროვე ცივილიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანმა ელემენტმა - დენის წყარომ შემოაღწია, ხეობის ისტორიამ ბევრი არა მხოლოდ კარგი ელექტრიკოსის, არამედ თავის ხალხზე მზრუნველი და უშურველად მოამაგე ადამიანების სახელები ჩაიწერა.

შერიფ ალდამოვი პანკისელების მეხსიერებაში დარჩა, როგორც კარგი სპეციალისტი და საუკეთესო ადამიანი, რომელიც თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე უშურველი ენერგიით ემსახურა თითოეული ოჯახის კეთილდღეობას, მათი ელექტროენერგიით უზრუნველყოფასა და, სამწუხაროდ, თავისი პროფესიული დავალების პირნათლად შესრულების დროს აღესრულა კიდეც.

პანკისის მოსახლეობას და, მათ შორის, ამ წიგნის ავტორსაც ჰქონდა ბედნიერება „მანტიორ თენგიზასთან“ ურთიერთობისა. თენგიზ ნარტყოევი, პანკისელი ოსი, ცხოვრობდა მდინარე ალაზნის გაღმა მდებარე სოფელ ქვემო ხალაწანში და დიდი ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობდა ხეობის მაცხოვრებლებში. ყოფილა შემთხვევა, რომ თენგიზი დილით ალაზნის გამოღმა გადმოსულა პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად, საღამოს კი ალაზანი ადიდებულა, ხიდი წაუღია და სახლში ვერ დაბრუნებულა, თუმცა, ნებისმიერი ქისტის ოჯახი უდიდესი პატივისცემით მასპინძლობდა მათ საყვარელ „მანტიორს“ და ეს საოცარი ურთიერთობები მანამ გაგრძელდა, სანამ თენგიზი საიქიოს ბინადარი არ გახდა.

0x01 graphic

ამირან გაურგაშვილი

თანამედროვეობაში, როცა ელექტროენერგიამ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა და ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტები დაემატა ინტერნეტისა და სხვა კომუნიკაციების სახით, დენის წყარო მეტად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში და ბევრად უფრო საპასუხისმგებლო გახდა „მანტიორის“ როლიც.

დღეს პანკისის ხეობაში ამირან გაურგაშვილს ყველა იცნობს - დიდიც, პატარაც, ქალიც და ბავშვიც. ის თანაბრად ემსახურება პანკისის ხეობაში მცხოვრებ ყველა ეთნოსის წარმომადგენელს, ამიტომაც ყვე ლა პანკისელი, იქნება ეს ქისტი, ოსი თუ ფშაველი, ყველა ერთნაირი სიყვარულითა და პატივისცემით არის განწყობილი მის მიმართ.

0x01 graphic

ამირანი მართლაც რომ ყველაზე რთულ და გამოუვალ ვითარებაშიც ამირანობს, მისთვის არ არსებობს დღე და ღამე, დარსა თუ ავდარში მედგრად დგას პანკისელების ელექტროენერგიით მომარაგების სადარაჯოზე.

ეს საოცარი პიროვნება ისეთი დიდი გულის პატრონია, რომ შუაღამეც რომ იყოს, არავის და ზარ დება სიკეთის გაკეთებაში, თავის უწყინარი ტრანსპორტით (ველოსიპედით) გამოცხადდება დაზარალებულთან და უშურველად, მაღალპროფესიულად მოემსახურება მას.

და სანამ ბუნებაში ასეთი ადამიანები არსებობენ, სანამ ხეობის ელექტროენერგიას ასეთი მზრუნველები ჰყვანან, პანკისის მიწას გლობალურ ცივილიზაციებთან შეჭიდებაც არ გაუჭირდება.

9.1 ნანა იმედაშვილი

▲ზევით დაბრუნება


პირველი ტრაქტორისტი ქისტი ქალი პანკისის ისტორიაში.

0x01 graphic

ნანა იმედაშვილი

10 ქისტები მეორე მსოფლიო ომში

▲ზევით დაბრუნება


* * *

პანკისის ხეობიდან მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს 585 კაცი, აქედან სხვადასხვა საპატიო სიგელით, ორდენითა და მედლით დაჯილდოვდა 233 მებრძოლი, მათ შორის, „წითელი ვარსკვლავის“ მფლობელი ამ პატარა ხეობიდან რამდენიმე ქისტი გახდა. საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა ან დაიკარგა თითქმის ნახევარი - 252 ადამიანი.

რთულია და თითქმის შეუძლებელი თითოეული მათგანის წვლილისა და დამსახურების აღნიშვნა, თუმცა შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვეცდებით იმ ქისტების სახელების უკდავყოფას, ვინც სამშობლოს თავისუფლებას დაუფიქრებლად შესწირეს საკუთარი სიცოცხლე, მათი რიცხვი კი არც ისე მცირეა.

0x01 graphic

დიდების მემორიალი პანკისის ხეობაში

უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ:

მარგოშვილი ისა კონსტანტინეს ძე (1916 წ.);

მარგოშვილი შერიფი ახაის ძე (1915 წ.);

ხანგოშვილი ლორსა მახმადას ძე (1912 წ.);

ქავთარაშვილი თათარა ვჟერგიევის ძე (1909 წ.);

ალხანაშვილი ექა ანდრეის ძე (1914 წ.);

ციხესაშვილი უსუფი კვერნეის ძე;

ციხესაშვილი აბო შავხალის ძე (1914 წ.);

მაჩალიკაშვილი ფორე ძიეგეის ძე (1912 წ.);

მაჩალიკაშვილი სადულ დაბოს ძე (1916 წ.);

დუიშვილი დავითი ჩუფალას ძე (1912 წ.);

ქავთარაშვილი ალექსანდრე როსტომის ძე (1919 წ.);

მარგოშვილი თავსვალთ გონეის ძე (1908 წ.);

მარგოშვილი სერგო ვისერგის ძე (1919 წ.);

ხანგოშვილი მაჟითა ყურბანის ძე;

ხანგოშვილი მახამა დუძეის ძე (1917 წ.);

ხანგოშვილი ცვეზდნა არსენის ძე;

გაურგაშვილი იუსიი უსუფის ძე;

ბორჩაშვილი ესქი მიხაილის ძე (1908 წ.);

ბორჩაშვილი აბდულ ანთანოვის ძე (1917 წ.);

გაურგაშვილი ჩუზა ციქის ძე (1912 წ.);

გაურგაშვილი მახმად ქაბურის ძე (1919 წ.);

ბორჩაშვილი ხაიდარ ათაბეის ძე (1919 წ.);

ბაღაკაშვილი რამაზი ბიჩიის ძე (1919 წ.);

ბაღაკაშვილი ახმად ქამოს ძე (1919 წ.);

ქავთარაშვილი ედიკ ომარის ძე (1920 წ.);

ხანგოშვილი ისა მოჩუყას ძე;

0x01 graphic

ნეესიბ მაჩალიკაშვილი

ქავთარაშვილი მახმათი ქაასეის ძე (1918 წ.) - დაიღუპა ბრძოლის ველზე, უმცროსი ლეიტენანტი, დაჯილდოებულია სიმამაცის მედლით;

გაურგაშვილი ვასილი ყურბანის ძე (1919 წ.) - ჩავარდა ტყვედ ბელიავკაში, კრეჩუნეშტის ბანაკში;

ბაღაკაშვილი ხასანი მურზას ძე, რიგითი - დაიღუპა სევასტოპოლში;

მარგოშვილი თესმაილი ვისაითის ძე (1916 წ.), რიგითი - დაიღუპა სევასტოპოლში, ტყვეობაში;

მარგოშვილი მიხაილი (1914 წ.) - ჩავარდა ტყვედ ვილნიუსში, დაიღუპა ტყვეობაში, უფროსი ლეიტენანტი.

0x01 graphic

ისუბ გაურგაშვილი

პანკიის ხეობაში დღემდე ლეგენდები დადის მსოფლიო ომში ქისტების მიერ გამოჩენილ მამაცობასა და მათ მიერ წარმოებულ ბრძოლებზე.

დროული ხალხის მეხსიერებაში მუდამ იცოცხლებს წითელი ვარსკვლავებით, ორდენებითა და მედლებით დაჯილდოებული ქისტები: ეედი ქავთარაშვილი, შერიფ დუიშვილი და ბევრი სხვ.

10.1 მახმად მარგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


მახმად კონსტანტინეს ძე მარგოშვილი დაიბადა 1912 წლის 18 სექტემბერს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში.

0x01 graphic

დაწყებითი განათლება მიიღო დუისის საშუალო სკოლაში, ხოლო საშუალო განათლება - მთიელთა სკოლა ინტერნატში, ქ. თბილისში.

0x01 graphic

მახმად მარგოშვილი მეუღლესთან,
ნატაშა ალდამოვთან ერთად

1934 წელს ჩაირიცხა და 1937 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ფეხოსანთა სკოლა ქ. თბილისში, სადაც მიიღო უმცროსი ლეიტენანტის წოდება.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ავიაციის სფეროში, სამედიცინო კომისიის მიერ შეირჩა 5-6 კაცი, მათ შორის მახმადიც და 1938 წელს გაგზავნეს რუსეთში, ქ. ორენბურგში, ყაზახეთის საზღვართან ახლოს, სადაც ჩაირიცხა საფრენოსნო-საავიაციო სკოლაში. ერთი წლის შემდეგ იგი ავიაციის შტურმანის ხარისხით ბრუნდება სამშობლოში.

1939 წელს აგზავნიან ქ. ორიოლში მფრინავ-დამკვირვებლად, სადაც მუშაობდა ავიაციის შტურმანად „შორ მანძილზე ბომბდამშენ თვითმფრინავზე“.

სსრკ-ფინეთის ომის დროს 1940 წლის თებერვალ-მარტში მახმად მარგოშვილი ლეიტენანტის ხარისხით გადაყავთ ქ. კურსკში.

1941 წლის ივნისიდან, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, იგი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბომბდამშენია სსრკ-ის მასშტაბით. მის ბიოგრაფიულ მონაცემებში წერია: „1941 წელს, როგორც კი სამშობლოს ცაზე შავი ღრუბელი ჩამოწვა, როცა ფაშისტური ურდოები ვერაგულად, ომის გამოუცხადებლად თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, მახმადა - ავიაციის ლეიტენანტი, გამარჯვების რწმენით, ომის პირველივე დღიდან უყოყმანოდ ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში.

0x01 graphic

მახმად (მიხეილ) მარგოშვილი
გადაღებულია ორენბურგში
1938 .

შეასრულა 128 საბრძოლო გაფრენა. ჩამოაგდო მტრის არაერთი თვითმფრინავი. მრავალჯერ გამოიყვანა მწყობრიდან მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკა, ძვირფასი დანადგარები და სამრეწველო მოწყობილობა, რისთვისაც მრავალჯერ იქნა დაჯილდოებული მადლობის სიგელებით, ორდენებითა და მედლებით“.

1941 წლის 26 ივნისს ერთ-ერთი სამხედრო დავალების შესრულებისას ვილნიუსსა და მინსკს შორის, მახმადის თვითმფრინავს მოულოდნელად დაესხა თავს მტრის ორი მესერი და ტყვიამფრქვევის ცეცხლით რამდენიმე მცდელობის შემდეგ მოწინააღმდეგეებმა ჩამოაგდეს მისი თვითმფრინავი პოლონეთის მიწაზე, ქ. ლომჟიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით და მახმადი ტყვედ ჩაიგდეს გერმანელებმა: ის მძიმედ იყო დაჭრილი, დამტვრეული ჰქონდა ხერხემალი, ჩატეხილი ნეკნები და 8 თვის განმავლობაში ჰოსპიტალში მკურნალობდა.

1942 წლის ოქტომბერში გამოწერეს საავადმყოფოდან. ვილნიუსში ყოფნისას, მახმადის გადაბირებისთვის, ვის არ უშვებდნენ მასთან ჰოსპიტალში, მოლასა და დიაკვანის ჩათვლით, აგიტაცია-პროპაგანდის მიზნით.

ერთხელაც სამუშაოს შესასრულებლად წაიყვანეს ტყვეები, საიდანაც მახმადმა ერთ უზბეკ მეგობართან ერთად გაქცევა მოახერხა, თუმცა გერმანელებმა განგაში ატეხეს და ისინი ისევ დააკავეს.

1943 წლის 10 იანვარს მან ხელმეორედ სცადა გაქცევა ტყვეობიდან და თავი შეაფარა მოხუც პოლონელ ცოლ-ქმარს, მაგრამ ეს თავისუფლება დიდ ხანს არ გაგრძელებულა - ცოლ-ქმარმა უღალატეს მახმადს და დააბრუნეს ტყვეობაში. ამჯერად, გერმანელებმა ის სასიკვდილო კამერაში მოათავსეს. 12 დღე-ღამის განმავლობაში უჭმელ-უსმელი, თითქმის მომაკვდავი გადაჰყავთ ტყვეთა ბანაკში, სადაც პოლონელი ექიმის დახმარებით მოეწყობა სამუშაოზე, მაგრამ მახმადი, თავისი გენეტიკური მენტალობიდან გამომდინარე, არ ეპუება ტყვეობას და მუდმივად ფიქრობს თავისუფლებაზე. რამდენიმე კვირის შემდეგ ის ისევ გაიქცევა ბანაკიდან და, ერთი თვის უგზო-უკვლო ხეტიალის შემდეგ, შეურთდება პარტიზანულ ჯგუფს ბელორუსიაში. თუმცა პარტიზანები მას არ ენდობიან და მახმადმა რთული გზა გაიარა, სანამ თანამებრძოლებს ერთგულება არ დაუმტკიცა. პარტიზანულმა რაზმმა მოსკოვთან კავშირის დამყარების შემდეგ, მახმადის ინიციატივით ბელორუსიის ტყეში გახსნეს აეროდრომი, რომელიც პარტიზანებს ამარაგებდა საკვები პროდუქტებითა და ტყვიაწამლით.

1943 წლის 8 მარტს გერმანელებმა გაიგეს გაქცეულების ადგილმდებარეობა და დაბომბეს. მახმადი ისევ დაიჭრა, დაკარგა მარცხენა ნეკა თითი, მაგრამ მოახერხა ალყის გარღვევა და საბოლოოდ შეუერთდა საბჭოთა არმიის რიგებს.

1944 წელს სტალინის ბრძანებით დააბრუნეს ქ. მინსკში.

1946 წელს კურსკში ყოფნისას მას ჩააკითხა მეუღლემ ნატაშა ალდამოვამ და შეძლო მახმადის დათანხმება მშობლიურ მხარეში დაბრუნებაზე.

1962 წლამდე მუშაობდა დაბა თიანეთში, ხოლო სიცოცხლის ბოლომდე ქ. ახმეტის აეროდრომის უფროსად.

0x01 graphic

მახმად მარგოშვილი და
ძაბურ ხანგოშვილი

სამწუხაროდ, მახმად მარგოშვილს ულამაზეს და უმამაცეს ნატაშა ალდამოვთან შვილები არ ეყოლა და ის ხელ მეორედ დაქორწინდა მშვენიერ დუისელ ქალიშვილზე - ძაბურა ხანგოშვილზე, რომელთანაც ხუთი ვაჟი შეეძინა. ხარობდა თავისი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ვალმოხდილი მფრინავი, მაგრამ ნაადრევად დააძაბუნა სამამულო ომის იარამ. 1970-იან წლებში მახმად მარგოშვილის ჯანმრთელობა გაურესდა, თავი იჩინა ბრძოლის ველზე შეძენილმა ჭრილობებმა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა მისთვის. გარდაიცვალა 1972 წელს, დაკრძალულია მშობლიური სოფლის, დუისის, სასაფლაოზე.

დიდ სამამულო ომში გამოჩენილი თავდადებისა და მამაცობისათვის იგი დაჯილდოებულია:

„წითელი ვარსკლავის“ ორდენით;

„1-ლი ხარისხის სამამულო ომის პარტიზანის“ მედლით;

1941-45 წლებში დიდ სამამულო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების მედლით.

„არა, არ მომკვდარა თავისი ხალხისა და ქყვეყნის გულანთებული პატრიოტი და მამაცი შვილი, არ მომკვდარა, რადგანაც მან ჩვენი უღრუბლო ცისთვის, ჩვენი დღევანდელი დღისთვის გასწირა საკუთარი სიცოცხლე და მარადიულ სევდად შემორჩა ძვირფასი ხალხისა და ახლობელთა გულებს“, - ფიქრობენ მადლიერი პანკისელები.

10.2 ხუნქარ ქავთარაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ხუნქარ (შაქრო) ადოს ძე ქავთარაშვილი დაიბადა 1914 წელს პანკისის ხეობის, სოფ. დუისში. მამა ძალიან პატარას გარდაეცვალა და პირველადი განათლების მისაღებად შეიყვანეს კოჯრის სკოლა-ინტერნატში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ქ. თბილისის სამეთაურო (ე. წ. ოფიცერთა) სკოლაში სახმელეთო განხრით.

0x01 graphic

ხუნქარ ქავთარაშვილი

1937 წელს წარჩინებით დაამთავრა სამეთაურო სკოლა და გააგზავნეს საბჭოთა ჯარში, შორეულ აღმოსავლეთში, ქ. ვლადივოსტოკში. საბ ჭოთა ჯარში მსახურებისას ხუნქარ ქავთარაშვილმა მონაწილეობა მიიღო ხასანის ბრძოლებში, რომელიც ისტორიაში შესულია როგორც „ბრძოლები ჰასანის ტბაზე“ (1938 წლის 29 ივლისი - 1938 წლის 1-ელი აგვისტო). ეს იყო კონფლიქტი რუსეთს, იაპონიასა და ჩინეთს შორის. ამ ბრძოლაში ხუნქარმა ლეიტენანტის წოდება მიიღო.

1938 წლის 29 ივლისს მდინარე ხანხილგოლთან გამართულ ბრძოლებში ხუნქარმა დიდი წარმატებით დაიცვა საბჭოთა არმიის ინტერესები და თავი ისახელა.

1939 წლის მაისში, რუსეთ-იაპონიის ომში, უკვე კაპიტნის ჩინით, ფხიზლად იდგა საბჭოთა კავშირის საზღვრების სადარაჯოზე. სსრკ-ს კი მაშინ ხილული თუ უხილავი მტერი მრავლად ჰყავდა. ამ ბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცისა და ერთგულებისათვის ხუნქარი მრავალჯერ იქნა დაჯილდოებული ქებისა და მადლობის სიგელებით, მედლებითა და ორდენებით.

1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყების პირველი დღეებიდან, ხუნქარი ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა, სადაც შორეული აღმოსავლეთის ძალები იყო მობილიზებული ფაშისტურ გერმანიის წინააღმდეგ. ხუნქარმა თავისი რაზმით სიმამაცისა და ვაჟკაცობის არნახული მაგალითები აჩვენა ბრძოლის ველზე და დიდი წვლილი შეიტანა ვერაგ მტერზე ცალკეულ გამარჯვებებში. ერთ-ერთი ბრძოლის დროს იგი მძიმედ დაშავდა და მიღებული ჭრილობების შედეგად ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა, დაავადდა ტუბერკულოზით და მოხდა ფრონტიდან მისი დემობილიზაცია.

1943 წელს იგი სამშობლოში დააბრუნეს. ჯერ სოხუმში მკურნალობდა, ხოლო შემდეგ თელავში, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. სამწუხაროდ, ექიმების უამრავი მცდელობა მისი სიცოცხლის გადასარჩენად, უშედეგო აღმო ჩნ და.

მაიორის წოდებით დაჯილდოებული, მძიმე სენით დაავადებული ხუნქარი დაუბრუნდა მშობლიურ პანკისის ხეობას. იმდენად დიდი იყო სიცოცხლის წყურვილი, რომ მან კიდევ რამდენიმე წელს შეძლო ეცოცხლა.

გარდაიცვალა 1947 წელს, დაკრძალულია მშობლიური სოფლის სასაფლაოზე.

ხუნქარ ქავთარაშვილის სახელი სამუდამოდ დარჩება სამშობლოს შეწირულ და მის წინაშე ვალმოხდილ გმირ მებრძოლთა სახელებს შორის, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად გაწირეს ძვირფასი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. პანკისის ხეობა კი მუდამ იამაყებს მათი სწორუპოვარი გმირობითა და მამაცობით.

10.3 მახმად გაურგაშვილი

▲ზევით დაბრუნება


მახმად ხუშპარას ძე გაურგაშვილი დაიბადა 1914 წ. 18 სექტემბერს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში. ჯერ კიდევ ძალიან პატარა დაობლდა და მამიდამ გაზარდა. შვიდწლედი დაამთავრა პანკისის ხეობაში. სწა ვ ლობდა ქ. თბილისის „მთიელთა სკოლა-ინტერნატში“ (იმდროინდელ ნიჭიერთა სკოლაში). იგი ნიკო კეცხოველის წიგნში მოხსენიებული იყო, როგორც ერთ-ერთი უნიჭიერესი და საუკეთესო მოსწავლე.

0x01 graphic

მახმად გაურგაშვილი

სკოლა-ინტერნატის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ფეხოსანთა სკოლაში, რომელიც ასევე წარმატებით დაამთავრა.

1938 წელს დაამთავრა ქ. ორიოლის საავიაციო სასწავლებელი და მიენიჭა ლეიტენანტის წოდება.

1941 წელს გაიწვიეს სამამულო ომში მფრინავ-ბომბარდირად. ომის პერიოდში გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, საქმისადმი ერთგული და პასუხისმგებლიანი მიდგომით.

1943 წელს ბომბდამშენი თვითმფრინავი, რომელსაც მახმადი მართავდა, ჩამოვარდა.

მახმადი დაშავდა, რის შედეგადაც გააკომისიეს და დაბრუნდა სამშობლოში.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ თბილისიდან გაანაწილეს შინსახკომის უშიშროების სამსახურის გამოძიებლად ჯერ ქ. თელავში, ხოლო შემდეგ ქ. ყვარელში. ის ასევე მუშაობდა მონკავშირის უფროსად, სატყეო მეურნეობის ბუღალტრად და ბევრ სხვა თანამდებობაზე.

დაჯილდოებული იყო მრავალმხრივი ნიჭით, არის პირველი ქისტი პოეტი, რომელიც ოფიციალურად იბეჭდებოდა მაშინდელ ბეჭდვით მედიაში, ასევე, წერდა ნოველებსა და მოთხრობებს. უფლისგან მომადლებული ჰქონდა ხატვის ნიჭიც.

მას სამი მეუღლისგან ხუთი შვილი დარჩა: სამი ვაჟი და ორი ქალიშვილი. მთელი მისი შემოქმედება შუათანა ვაჟმა, თამაზმა (კვირიამ), ჩეჩნეთში წაიღო გამოსაცემად, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს, კვირიას სახლი დაიბომბა და მამის მთელი შემოქმედებაც იქ ჩაიფერფლა.

გარდაიცვალა 1985 წ. დაკრძალულია სოფ. დუისის სასაფლაოზე.

10.4 სეიდა ღანიშაშვილი

▲ზევით დაბრუნება


სეიდა შაქროს ძე ღანიშაშვილი დაიბადა 1915 წელს პანკისის ხეობის სოფ. ომალოში არის პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.

0x01 graphic

სეიდა ღანიშაშვილი

ომის დაწყებიდან დასრულებამდე ფრონტის პირველ ხაზზე იბრძოდა. ომის პერიოდში დაჯილდოებულია მრავალი ორდენითა და მედლით.

მონაწილეობდა რაიხსტაგზე დროშის აღმართვაში და დაჯილდოებულია წითელი ვარსკვლავით.

10.5 აშირ ალხანაშვილი

▲ზევით დაბრუნება


აშირ ალხანაშვილი დაიბადა 1915 წელს, კახეთის რეგიონის სოფელ ჩხათანაში. მშობლები - კობე ხუტის ძე ალხანაშვილი და მაგდა მუცალის ასული ფარეულიძე მშრომელი და პატიოსანი გლეხები იყვნენ.

0x01 graphic

აშირ ალხანაშვილი

საქართველოს გასაბჭოების შემდგომ, 1926 წელს ოჯახი ჩამოსახლდა სოფელ ომალოში. დაწყებითი განათლება მიიღო ქალაქ ახმეტაში, სადაც ფეხით უწევდა სიარული სოფელ ომალოდან (პანკისის ომალო). უსახსრობის გამო, ერთი წყვილი ფეხსაცმელი, რომელიც მას გააჩნდა, მთელი გზა მხარზე გადაკიდული მიჰქონდა და მხოლოდ სკოლასთან იცვამდა.

0x01 graphic

სწავლა გააგრძელა ქალაქ თელავის სკოლა-ინტერნატში, რომლის დამთავრების შემდეგაც ჩაირიცხა ქალაქ თელავის „პედაგოგიური სასწავლებელში“, რომელიც დაამთავრა წარჩინებით.

0x01 graphic

1938 წელს გაიწვიეს ჯარში, საიდანაც 1939 წელს მოხვდა „სსრკ-ფინეთ“-ის ომში. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა მოუწია პოლონეთშიც.

1940 წლის ბოლოს დაბრუნდა საქართველოში და დაოჯახდა. ცოლად შეირთო თამარ ლევანის ასული დიღმელიშვილი, რომელიც მუშაობდა სოფ. ომალოს სკოლაში მასწავლებლად.

სამამულო ომის დაწყებისთანავე 1941 წელს გაიწვიეს ომში. იბრძოდა სტალინგრადისა და უკრაინის ფრონტებზე ოფიცრის ჩინით. ერთი წელი მოუწია გერმანული ჯარის გარემოცვაში ყოფნა. სადაც რამდენიმეჯერ სასწაულით გადაურჩა დახვრეტას. მისივე თქმით, გერმანელები მას პატივისცემით ეპყრობდნენ, სავარაუდოდ, მისი პიროვნული თვისებების გამო.

1944 წელს საბჭოთა ჯარების ერთ-ერთი შეტევისას მან შეძლო გადაეკვეთა ფრონტის აქტიური ხაზი და დაბრუნებულიყო საბჭოთა არმიის რიგებში.

1946 წელს, ირანში ბაზირებული საბჭოთა არმიიდან, მშობლიურ მხარეს დაუბრუნდა უამრავი გამარჯვებით, ორდენებითა და მედლებით მკერდდამშვენებული.

დასახლდა თელავის რაიონის სოფელ კონდოლში. მუშაობდა სოფელ ომალოს კოლმეურნეობის თავმჯდომარედ. ასევე, 12 წლის განმავლობაში - სოფელ კონდოლის საბჭოს თავმჯდომარედ.

გარდაიცვალა 88 წლის ასაკში. ჰყავს სამი შვილი, რვა შვილიშვილი და 16 შვილთაშვილი. დაჯილდოებულია, სამამულო ომის ორი ორდენით და შვიდი მედლით.

მისი შვილიშვილი კობა ალხანაშვილი (დიდი პაპის მოსახელე) ევროპაში აქტიურად მოღვაწეობს რეჟისორისა და პუბლიცისტის ამპლუაში.

10.6 ადამ გუმაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ადამ რუსტუმას ძე გუმაშვილი დაიბადა 1918 წელს, პანკისის ხეობის, სოფ. ჯოყოლოში.

სკოლის დამთავრების შემდეგ, 1939 წელს ჩაირიცხა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, აგრონომიის ფაკულტეტზე.

ადამ გუმაშვილი მე-2 კურსის სტუდენტი იყო, როცა 1941 წელს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და გაიწვიეს ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ომში.

0x01 graphic

ადამ გუმაშვილი

1944 წელს ადამი საბრძოლო მოქმედებების დროს მძიმედ დაიჭრა, გააკომისიეს და დაბრუნდა მშობლიურ სოფელში.

გამოჯანმრთელების შემდეგ სწავლა გააგრძელა ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგაც მუშაობა დაიწყო ქ. თელავში, მანქანა-ტრაქტორების სადგურში (МТС) აგრონომის თანამდებობაზე. იგი გამოირჩეოდა საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებითა და შრომისმოყვარეობით, იყო უაღრესად ნაკითხი და გონიერი ადამიანი, გარშემომყოფებს შორის სარგებლობდა პატივისცემით.

ადამ გუმაშვილს სამი ქორწინებიდან დარჩა ხუთი შვილი.

გარდაიცვალა 1990 წელს, ქ. გროზნოში.

10.7 მიხეილ მუთოშვილი

▲ზევით დაბრუნება


მიხეილ (ბიექი) ბაგრატის ძე მუთოშვილი დაიბადა 1919 წელს პანკისის ხეობის სოფ. ჯოყოლოში. მიხეილი ორი კვირის ყოფილა, როცა მამა გარდაეცვალა, მალევე ერთადერთი დაც საიქიოს გადავიდა, დედამ ამდენ ტრაგედიას ვერ გაუძლო და 12 წლის მიხეილი მანაც მიატოვა.

0x01 graphic

მიხეილ მუთოშვილი

მარტოდ დარჩენილი ყმაწვილი ნათესავების დახმარებითა და საკუთარი ძალებით ცდილობს თვითგადარჩენას - უვლის სხვის საქონელს და ლუკმაპურს ამით შოულობს.

მიუხედავად ცხოვრებისეული სირთულეებისა, დაამთავრა ჯოყოლოს 8 წლიანი სკოლა.

1937 წელს მიხეილი გაიწვიეს საბჭოთა ჯარში სამხედრო ვალდებულების მოსახდელად, სადაც იმსახურა 3 წელი.

ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, ერთ წელიწადში, იწყება პირველი მსოფლიო ომი და მიხეილიც მაშინვე მიდის ფრონტის წინა ხაზზე. იგი გმირობისა და მამაცობის საოცარ ისტორიებს ტოვებს. საბჭოთა კავშირის საზღვრების სრულ გათავისუფლებამდე და იმ ტერიტორიების დაბრუნებამდე, რომლებიც გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული, მიხეილი 7 წლის განმავლობაში ომიდან არ დაბრუნებულა. ის იბრძოდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთაც.

1948 წელს მიხეილ მუთოშვილი უბრუნდება მშობლიურ პანკისს ღირსების ორდენებითა და მედლებით მკერდდამშვენებული. მის მკერდს წითელი ვარსკლავიც ამშვენებდა.

შექმნა ოჯახი. შეეძინა შვიდი შვილი: ორი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი.

წლების განმავლობაში მუშაობდა სოფლის სამხედრო საქმის გამგედ.

გარდაიცვალა 1991 წელს. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში.

მშობლიურ მხარეში სარგებლობდა უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით.

10.8 მაჟით ხანგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


მაჟით (ვასილი) ხანგოშვილი დაიბადა 1920 წელს სოფელ დუისში. მას და მის ძმას აბდულს მამა ადრეულ ასაკში დაეღუპათ. მამის დაღუპვიდან მალევე დედა გაუთხოვდათ სოფელ ჯოყოლოში. ობლად დარჩენილი ძმების მეურვეობა ითავა მათმა ბევრად უფროსმა ძმამ რაჟაფ ხანგოშვილმა, რომელიც იმ დროსათვის იყო ცოლ-შვილიანი. ძმები იზრდებოდნენ უკიდურეს სიღარიბეში, რადგან რთული დრო იყო და ხალხს ძალიან უჭირდა. მათ მთელი ბავშვობა და სიყრმე შრომასა და ჯაფაში გაატარეს.

0x01 graphic

მაჟით ხანგოშვილი (მარჯვნივ)

მაჟით ხანგოშვილმა ცხენების რემის მწყემსობით დააგროვა ფული, წავიდა კოჯრის საბავშვო სახლში და წარმატებით დაამთავრა სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ გადავიდა ჩრდილო კავკასიაში, კერძოდ ქ. ორჯონიკიძეში. იქ ჩააბარა პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომლის წარმატებით დამთავრების შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ კუთხეს.

მაჟითმა დაიწყო დუისის საშუალო სკოლაში მუშაობა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ზუსტად ამ დროს მოუსწრო დიდმა სამამულო ომმა. იგი პირველივე დღეებში ჩადგა მოხალისეთა რიგებში და წავიდა ომში. მან საბჭოთა ჯარებთან ერთად გაიარა მთელი ევროპა. მაჟითი იყო ულამაზესი ვაჟკაცი. პოლონეთში იგი შეუყვარდა გენერლის ქალიშვილს, რომელთანაც ცხოვრობდა გარკვეული დროის განმავლობაში (ზუსტი დრო არ არის ცნობილი) და მასთან შეეძინა ვაჟი. სიკვდილის წინ მან თავის ძმას, აბდულას გაუმჟღავნა თავისი ოჯახის ამბავი და უთხრა: „თუ ცოცხალი დავრჩი, ჩამოგიყვანთ ჩემს ცოლ-შვილს, თუ არადა, თქვენ, ალბათ, ვერ შეძლებთ მათ მონახულებასა და ჩამოყვანასო“.

0x01 graphic

მაჟით ხანგოშვილი
თანამემამულეებთან
ერთად

მაჟით ხანგოშვილი იყო ოფიცერი, მინიჭებული ჰქონ და კაპიტნის წოდება, იგი ჩავიდა ბერლინამდე. 1945 წელს ომის დამთავრების შემდეგ მან საბჭოთა ჯარებთან ერთად გააგრძელა ბრძოლა იაპონიის წინააღმდეგ. ერთ-ერთი ბრძოლის დროს მის გვერდით აფეთქდა ყუმბარა და ყველა ჩაიმარხა მიწაში. ერთი დღე-ღამის განმავლობაში იყვნენ ჩამარხულები. შემდეგ საბჭოთა მაშველებმა აღმოაჩინეს და ამოიყვანეს, ყველა დაღუპული იყო, მხოლოდ მაჟით ხანგოშვილი იყო ცოცხალი და გრძნობადაკარგული, რა თქმა უნდა, გადაიყვანეს ჰოსპიტალში. როცა გონზე მოვიდა, მას აღარაფერი ახსოვდა და მეტყველების უნარიც დაკარგული ჰქონდა. მაჟითს გამოგზავნილ წერილებს აკითხებდნენ. იგი თვეების განმავლობაში იყო ჰოსპიტალში (ზუსტი დრო არ არის ცნობილი) და 1946 წელს, გამოჯანმრთელებული დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ თან დაჰყვა გულის გაურკვეველი დაავადება. მისთვის არ შეიძლებოდა მთის მაღალ ჰაერზე ყოფნა, მაგრამ იმ ზაფხულს, მეგობრების ხათრით, მთაში ავიდა დასასვენებლად. მისმა ავადმყოფმა გულმა ვერ გაუძლო მთის ჰაერს, მალევე ჩამოიყვანეს ბარში და გადაიყვანეს თბილისის ერთ-ერთ საავადმყო ფოში. იქ მას უამრავი თბილისელი ქალბატონი აკითხავდა მოსაკითხით - თურმე საავადმყოფოს მომსახურე პერსონალს გაუტანია ქალაქში ამბავი, იშვიათი სილამაზის პანკისელი ვაჟკაცი წევს ამა და ამ პალატაშიო. შემდეგ მნახველები სხვებს უყვებოდნენ მის ამბავს, ისინიც ინტერესდებოდნენ და ეს იყო მიზეზი მნახველთა დიდი ნაკადისა.

სამწუხაროდ, 26 წლის მაჟით ხანგოშვილი თბილისის საავადმყოფოში გარდაიცვალა. იგი დუისის მშობლიურმა მიწამ მიიბარა.

10.9 თათარა დუიშვილი

▲ზევით დაბრუნება


თათარა (დათიკო) ჩუფალას ძე დუიშვილი (1900-1980 წწ.) სრულიად განსხვავებული ხასიათის ახალგაზრდა იყო. თბილისში სწავლის დროს გამოირჩეოდა აგრესიული ხასიათითა და ჩხუბისკენ მიდრეკილებით. კრივში, ქუჩურ ჩხუბში ისე გაიწაფა, რომ იმ უბანში, სადაც ცხოვრობდა, ფავორიტად ითვლებოდა. ძველ თბილისში ქუჩური კრივი დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ყველა უბანს თავისი ჩემპიონი ჰყავდა და ხშირად უბნებს შორის არსებული კონფლიქტები მათი ფალავნების შერ კი ნებით წყდებოდა. დათიკო ამ შეჯიბრში იმარჯვებდა და მოკლე ხანში ქალაქის ჩემ პიონი გახდა, განსაკუთრებით ჰქონდა ათვისებული თავური დარტყმა. მის თავით დარტყმას ვერავინ უძლებდა, მისი თანამედროვენი ჰყვებოდნენ, რომ ჩხუბის დროს ერთდროულად მოქმედებდა თათარას მუშტები, თავი და ფეხები, თან ისე სწრაფად, რომ თვალს ვერ მიადევნებდი. ყოფილა შემთხვევა, რომ ქ. როსტოვიდან ქურდებს ჩამოუყვანიათ თათარასთან საჩხუბრად მოკრივე, რომელიც უგონო მდგომარეობაში წაუღიათ მტკვრის სანაპიროდან.

0x01 graphic

თათარა დუიშვილი

დათიკო დუიშვილი სოფელში ბრუნდება და მას ირჩევენ კოლმეურნეობის თავმჯდომარედ. მან მოკლე ხანში კოლმეურნეობა მოწინავეთა რიგებში დააყენა, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მოსახლეობაში და რაიონულ ხელისუფლებაში. შეირთო ხეობაში სილამაზით განთქმული ქალიშვილი, „კვესტიე ხადიშათ“ (კვესტიეს ქალიშვილი ხადიშათი) და ცოლ-ქმარი, ეს უბადლო წყვილი იმედით შეუდგა ცხოვრებას, მაგრამ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, რომელმაც მილიონობით ოჯახი დაღუპა.

თათარას შეეძლო სახლში დარჩენა, მას მოწინავე კოლმეურნეობის თავმჯდომარის ჯავშანი იცავდა, მაგრამ არ ისურვა დამალვა: ჩემს მეგობრებს არ გამოვაკლდები, დიაცების კალთას ამოფარებული ვერ ვიჯდებიო და მოხალისედ წავიდა ომში. ფრონტზე ტყვედ ჩავარდა, უნგრეთის საკონცენტრაციო ბანაკიდან გაიქცა და იტალიაში ჩააღწია. იქიდან დიდი წვალებისა და ტანჯვის შემდეგ ჩავიდა საფრანგეთში, იქ გაიგო, თუ როგორ ექცეოდნენ საბჭოთა კავშირში ტყვედ ჩავარდნილ თავიანთ ჯარისკაცებს (ასამართლებდნენ და ციმბირის საკონცენტრაციო ბანაკებში 25 წლით აგზავნიდნენ) და გადაწყვიტა, უარი ეთქვა დაბრუნებაზე.

საფრანგეთში ბედად შეხვდა ქართ ველ ემიგრანტს, რომელმაც გააცნო სხვა ქართველი ემიგრანტები, ქისტების მეგობრები: ელიზბარ მაყაშვილი, ალექსანდრე კარგარეთელი, ანდრონიკაშვილები და სხვა ქაქუცას „შეფიცულთა რაზმის“ წევრები. ქართველებმა შვილივით მიიღეს, მოაწყვეს „რენეს“ საავტომობილო ქარხანაში, სადაც მან თავისი მტკიცე ხასიათით, ორგანიზაციული ნიჭით დიდი ავტორიტეტი დაიმსახურა და თავისი ადგილი დაიმკვიდრა ფრანგულ საზოგადოებაში.

სახლში მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად თვლიდნენ. მეუღლეს, რომელსაც ქალიშვილი შეეძინა, არ სჯეროდა მისი სიკვდილისა და ელოდა. წლები გავიდა, ქალიშვილი გაიზარდა, გათხოვდა, მაგრამ ხადიშათი ისევ ელოდა ქმარს... და აი, მოხდა საოცრება: სოფელში ხმა გავარდა, თათარა ცოცხალია და საფრანგეთში ცხოვრობსო.

თბილისის ფეხბურთის გუნდ „დინამოში“ თამაშობდა თელაველი გივი ჩოხელი. „დინამოს“ შეხვედრა ჰქონდა საფრანგეთში და თამაშის დამთავრების შემდეგ მასთან მივიდა ერთი ფრანგი და წერილი გადასცა. წერილში, რომელიც გამართული ქართულით იყო დაწერილი, უცნობი პანკისელი ითხოვდა მასთან შეხვედრას. გასახდელის წინ, როგორც გივიმ აღწერა, მას ელოდებოდა შუახნის ჩასხმული, კავკასიური შეხედულების კაცი და ქართულად მიესალმა. სწორედ ამ თელაველმა ფეხბურთელმა ჩამოიტანა ამბავი პანკისში დათიკოს შესახებ. ამის შემდეგ დამყარდა კავშირი მასთან.

0x01 graphic

და-ძმა ხადიშათ და ისა მარგოშვილები

მართლაც ძალიან მძიმეა დათიკოსა და მისი ჯოყოლოელი მეგობრის ვისერგი მუთოშვილის მიმოწერა. სწორედ საფრანგეთიდან გამოგზავნილი წერილები გვამცნობს სამშობლოდაკარგული კაცის სევდასა და ნოსტალგიას. მოვიყვანთ რამდენიმე ნაწ ყვეტს, რომელთა წაკითხვაც კაცს დააფიქრებს, თუ რა არის სამშობლო და როგორ უნდა ემსახურო მას. 1980 წელს ვისერგი მუთოშვილის თვის გამოგზავნილ წერილში დათიკო აფასებს ძმისწულის, თენგიზის ემიგრაციაში წასვლას. დათიკო ძმისწულს ამერიკაში გამგზავრების წინ იტალიაში, ქ. რომში შეხვდა. აი, რას წერს ის ამ მოვლენასთან დაკავშირებით:

„თენგიზმა მკითხა, - ბიძაჩემო, როგორ აფასებ ჩემს არჩეულ გზას? - აბა, ვისერგი, რა უნდა ვუთხრა, ეს კითხვა უკვე გვიანია. წინათ რომ ეკითხა, მე მას არ ვურჩევდი ამ გზას, არავის ვურჩევ სამშობლოს და კარგვას. მე ჩემი თავი მეყოფა უბედური ამ უცხოეთში! თუ გინდა ვინმე დაწყევლო, უნდა უთხრა, სამშობლო დაგაკარგვინოსო! მე მგონია, ამაზე დიდი წყევლა არ არ სებობს. როცა ახალგაზრდაა, კიდევ ჰო, მაგრამ რომ დაბერდება ჩემსავით, ძილშიაც სულ სამშობლო ედგმევა თვალწინ“.

ძალიან მძიმეა სამშობლოდაკარგული კაცის ხვედრი. დათიკომ ბევრს მიაღწია საფრანგეთში, კარგი ცხოვრება მოაწყო, არაფერი აკლდა, მაგრამ მაინც უბედური იყო:

„ჩემო საყვარელო ვისერგი, მე აქ არაფერი მაკლია, ყოველ ცხრა თვეში ვიცვლი ავტომობილს, ნეტავი შეგეძლოს, მნახო, მაგრამ უსამშობლო კაცი არაფერი არ არის, სამშობლოს დაკარგვას სჯობია სიცოცხლე დაკარგო. ეგ რომ მცოდნოდა, ამდენს არ ვიწვალებდი სიცოცხლის გადასარჩენად, ახლა გვიანაა, თავს ვერ მოვიკლავ. აქ ჩემს სარდაფში, გარდა ღვინოებისა, არანაკლებ ასი ბოთლი შამპანურია, მაგრამ მე მერჩივნა, ისევ თქვენთან მჭადით ჟიპიტაური არაყი მესვა, მე თქვენ მაკლიხართ, მე თქვენ ყველანი მესიზმრებით, სულ მინდა, რომ იქ, თქვენთან, სამშობლოში დავიმარხო, თუ შევძელი. არ მინდა, საფრანგეთის მიწაზე დავიმარხო“, - წერდა 1982 წ. გამოგზავნილ წერილში დათიკო, მაგრამ მას არ ეღირსა მშობლიურ მიწაზე საფლავი.

0x01 graphic

დათიკო დუიშვილის ერთადერთი ქალიშვილი
თამარი უფროს ვაჟიშვილთან ერთად

დათიკო დუიშვილი გარდაიცვალა 1987 წელს და დაიმარხა საფრანგეთის მიწაში. მისი გარდაცვალების შეტყობინების შემდეგ მეუღლე ხადიშათი ლოგინად ჩავარდა და ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. არ ეღირსათ მეუღლეებს ერთი წელიც ერთად ცხოვრება და არც საფლავები გვერდიგვერდ.

საფრანგეთში ყველაზე ახლო მეგობარი დათიკოსი იყო იყალთოში დაბადებული და ახმეტაში მცხოვრები ელიზბარ მაყაშვილი. ელიზბარი იყო ქისტების, ქაქუცას თანამებრძოლი ქისტების უახლესი მეგობარი, ჯოყოლოში მუშაობდა ემიგრაციაში წასვლამდე. მას ქისტებზე რომანიც ჰქონია დაწერილი, ქისტებისადმი მიძღვნილი ლექსებიც გამოუგზავნა ვისერგის. ამ ლექსებში სიყვარულით ჰყავს დახატული პანკისი და პანკისელები:

ვუძღვნი ჩემს უმცროსს ძმასა და მეგობარს
დათიკო დუიშვილს (ფშაური)

სიზმარი ვნახე წუხელის,
სიზმარი მშვენიერია.
ჩემი სამშობლო ლამაზი,
მის ხალხი, მისი ერია.
ლურჯა ცხენს ვიჯექ ამაყი,
მთლად იარაღში მჯდარია,
ქორთა ბუდედან დავეშვი,
ხუოდა ალაზანია.
ქილაის სახლსა მივადექ,
შევაღე ჭიშკრის კარია,
შემომეგება ქილაი,
არ დაახანა ხანია.
გადამეხვია ძმურადა,
შემიპატიჟა სახლშია,
მომართო ხაჭაპურები,
არაყიც ჯიხვის რქაშია.
ომალოსაკენ წამოველ,
ცხენ ვაგდე ალაზანშია,
შემომეგებნენ ძმობილნი,
ჩამსხდარნი იარაღშია.
წინ მოუძღოდა ქოსაი,
ღიმილი ეკრა პირზედა,
გვერდს უმშვენებდა დათიკო,
პაჭიჭიც შვენდა წვივზედა.
ზაქროც თან ახლდა ვაჟკაცი,
სატევარ ეკრა წელზედა,
უკან ლევანიც მოსდევდა
უფროს-უნცროსის წესზედა.
ჩიღაც თან ეხლდა ბიჭებსა
პირმცინარ, მომღიმარია,
მაგარი, როგორც სალი კლდე,
ვეფხვს და ლომს შესადარია.
აგერ, არსენაც გამოჩნდა,
დამშვენებოდა ტანია,
მიტოც მოსჩანდა ვაჟკაცი,
ბევრ რამის გადამტანია.
შემომხვდნენ, გადამეხვივნენ,
როგორც რომ ღვიძლი ძმანია,
გაისმა სოფლის ყიჟინი
დაბრუნდა ელიზბარია.
ქოსაის სახლში შევედით,
დაგვიხვდა სუფრა გრძელია,
ხონჩას დაყრილი ხინკალი,
ღვინით ხელადა სველია.
დავლოცე მასპინძლის სახლი,
დავლოცე ჩვენი ერია,
ღმერთო, პანკისის ხეობას
შენ მოუმართე ხელია.
იმ ღამეს იქავე დავრჩი
გაშლილ სუფრასთან მჯდარია,
თასით ვადიდეთ ლომისი,
ვადიდეთ ლაშრის ჯვარია.
ზედ დაგვათენდა მეჯლისში,
სწრაფად გავიდა ხანია,
გარიჟრაჟს ცხენსა მოვახტი,
კიდევ ხომ მქონდა გზანია.
თანაც გამომყვნენ ძმობილნი
ჩიღა, ქოსა და ლევანი,
ისმოდა ჩემ გზის დალოცვა,
ჩემკენ მოძღვნილი ქებანი.
მზეც ამოვიდა თვის შუქით,
მოჰფინა მთა და ბარია,
ჯოყოლოს კანცელარიას
მივაგდე ცხენი ჩქარია.
კარზე დამიხვდა ლეგაი
მომღიმარ, მოცინარია,
ერთი შეხედვით ვერ მიცნო
და მომაშტერა თვალია.
უცებ გაშალა ხელები,
სახეს ავარდა ალია,
ღმერთისმამ, ვეღარ გიცანი,
ყოფილხარ ელიზბარია.
შიო და თიჩიც გამოჩნდნენ,
გადამეხვივნენ ძმურადა,
„როგორ ხარ, ჩვენო ელიზბარ,
გული ხომ გიდევ გულადა“.
იდაცა ვნახე, მიხაკოც
მოხუცი ჩვენი ბათირი,
მთელი ხეობის მრჩეველი,
უყვარდა ტკბილი თათბირი.
არც იქ გამიშვეს უჭმელად,
სუფრა გაშლილი, ლხინია,
ყველამ მიმიღო ძმურადა
დაბრუნებული შვილია.
მელექსე მოსე სუყველგან
ამომჯდომია გვერდშია,
მეფანდურეა მოსეი,
განთქმული მთელსა ხევშია.
მიმღერის შამილის ვარამს
ჩავარდნილ რუსთა ხელშია,
უკანონობის მებრძოლსა,
განთქმულ გმირს მთა და ველშია.
შემდეგში ფშავლებს ვესტუმრე,
იმედაც ვნახე ღვთისკაცა,
ლუდი, სულადის არაყიც
იქაც გადავკარ თითოცა.
მივადექ დუისოფელსა,
იქაც ხომ მყავდნენ ძმანია,
ძმები ლაზარე და სიკო
დევებსაც შესადარია.
აბდულა, ლაღი ჩონქარაც,
წოვენარგ, აბესალია,
შემოვიარე მთლიანად
დუიშვილების გვარია.
ლაღ სამოთხეში მეგონა,
სიზმარში ჩემი თავია,
გათავდა ტკბილი სიზმარი,
რომ გავახილე თვალია.
ლოგინს წამოვჯექ, მდიოდა
თავ-ტანზე ოფლის ღვარია,
თავლებს ვიფშვნეტდი, სად გაქრა
სიზმარი სანეტარია...

ელიზბარ მაყაშვილი
საფრანგეთი,1982 წ.

10.10 ზელიმხან ბორჩაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ზელიმხან იდეის ძე ბორჩაშვილი დაიბადა 1922 წელს პანკისის ხეობის სოფ. ჯოყოლოში. სწავლა ქ. თელავის საშუალო სკოლაში დაიწყო. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, ჩხუბის გამო, სკოლიდან გარიცხეს, თელავის რაიონის არც ერთ სკოლაში არ მისცეს სწავლის გაგრძელების უფლება და გომბორში დაამთავრა 10 კლასი.

0x01 graphic

ძმები ბორჩაშვილები - მარცხნივ უსუფი,
მარჯვნივ - ზელიმხანი

სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს ჯარში. დაინტერსებული იყო გეოგრაფიით და ამ კუთხით აპირებდა სწავლის გაგრძელებას, თუმცა, იმ დროს ჯარის მოხდის გარეშე არ შეეძლოთ სწავლის გაგრძელება.

1941 წელს სამხედრო ვალდებულებას იხდიდა, როცა დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და აღმოჩნდა ფრონტის ხაზზე, სადაც მალევე ჩავარდა ტყვედ. ომის დამთავრებამდე ნორვეგიაში ტყვეთა ბანაკში იმყოფებოდა, ბევრჯერ გახდა არაადამიანური წამების ობიექტი, მაგრამ სულიერად არ დაცემულა.

1945 წელს რუსების მოთხოვნით დააბრუნეს საბჭოთა კავშირში. მოსკოვში გაასამართლეს და ორი წელი იძულება მისცეს. მუშაობდა ქიმიურ ქარხანაში. ოჯახს მკვდარი ეგონა. შემთხვევით გაიგეს, რომ მოსკოვში იყო.

სამამულო ომიდან დაბრუნების შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიის ფაკულტეტზე.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ჯოყოლოს სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად.

წლების განმავლობაში იყო ჯოყოლოს კოლმეურნეობის თავმჯდომარე.

შემდეგ წლებში პენსიაზე გასვლამდე იმუშავა ჯოყოლოს სკოლის დირექტორად.

მისი დირექტორობის პერიოდში ჯოყოლოს საშუალო სკოლა ერთ-ერთი საუკეთესო ოყო ახმეტის რაიონის სკოლებს შორის

გარდაიცვალა 2008 წელს, დაკრძალულია მშობლიური სოფლის სასაფლაოზე.

როგორც პანკისის მაცხოვრებლები ამბობენ, ზელიმხან ბორჩაშვილისნაირი ჰუმანური ბუნების ადამიანი პანკისის ისტორიას არ ახსოვს. უზომოდ იყო შეყვარებული პანკისის ხეობასა და თავის ხალხზე. მთელი ცხოვრება იბრძოდა, რომ პანკისელებს უკეთესი მომავალი, მის ხალხს კი ღირსეული ადგილი ჰქონოდა საზოგადოებაში.

მან ადამიანობისა და კაცთმოყვარეობის საოცარი სახელი დატოვა პანკისის ისტორიაში.

10.11 ნამდვილი ამბავი (ომის საბედისწერო ლაბირინთებში)

▲ზევით დაბრუნება


გთავაზობთ უცვლელად

სანთელ-საკმეველი გზას არ კარგავს...

- ამბავი, რომელიც უნდა მოგიყვეთ, არის ომგამოვლილი მამაჩემის, სადულ ჩიღოს ძე მუთოშვილის ნაამბობი, რომელიც მას პირადად ბრძოლის დროს გადახდა თავს. ამას ვწერ მისი შვილი, 70 წელს გადაცილებული, თინა სადულას ასული მუთოშვილი. მე ამჟამად ვცხოვრობ ახმეტის რაიონის სოფ. ჯოყოლოში.

პატარაობისას დიდი ინტერესით ვუგდებდი ყურს და დღემდე ჩამრჩა მეხსიერებაში.

1941 წელს, როცა დაიწყო დიდი სამამულო ომი, მამაჩემსაც, სამშობლოს დასაცავად გულანთებულ ბიჭებთან და ხეობის ახალგაზრდებთან ერთად, მოუწია ომში წასვლა.

ომის სისასტიკე და ვერაგობა ყველამ ვიცით, ამიტომ ბიჭებმაც და დედებმაც, რომლებმაც თვალცრემლიანებმა გააცილეს შვილები, კარგად იცოდნენ, რომ უკან დაბრუნების შანსი ცოტა იყო. ბევრს დარჩა ოცნებები აუხდენელი და გაუმხელელი, ზოგს დანიშნული დარჩა, ზოგს პატარა ობლები, ზოგიც ახალი დაქორწინებული იყო, ზოგმა დაქორწინებაც ვერ მოასწრო. აირია მონასტერი, მხოლოდ სამკუთხა ბარათი გახდა იმედი მომავლისა. მომლოდინე დედებმა გზისკენ ყურებაში დატოვეს წუთისოფელი, ნატვრით - ეგება გამოჩნდნენო.

არც მეუღლეები იყვნენ უკეთეს დღეში, მაგრამ ზრდიდნენ უპატრონოდ დარჩენილ შვილებს, დღე-ღამეს ასწორებდნენ, რომ პატარებს უმამობა არ ეგრძნოთ.

ბრძოლის დროს მეომრებს უხდებოდათ ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადაადგილება, ზაფხულის ცხელი დღე ყოფილა, როცა ეშელონი ლვოვისკენ მიემართებოდა, სადღაც მატარებელი გზაზე გაუჩერებიათ, რომ დაღლილ-დაქანცულ, მომშეულ და მოწყურებულ მეომრებს სუფთა ჰაერი ჩაესუნთქათ, თან დრო ჰქონიათ მიცემული - 10 წუთში უნდა გამოცხადებულიყვნენ.

0x01 graphic

სადულ მუთოშვილი

წყლის ძებნაში მამაჩემსა და მასთან ერთად ხუთ ქართველ ბიჭს ცოტა შეაგვიანდათ და ეს შემთხვევა მათთვის საბედისწერო გამოდგა - გაპარვა გინდოდათო, დეზერტირობა დააბრალეს და გადასცეს იქვე ახლოს ფორმირებულ სამხედრო ნაწილს.

სამხედრო ტრიბუნალმა კი ყველას სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა გამოუტანა, რომელიც გათენებამდე, დილის ექვსი საათისათვის უნდა მოეყვანათ სისრულეში.

სხედან ბიჭები, ჩაფიქრებულები, იციან, რომ ეს ბოლო ღამეა მათვის, ხვალ შეიძლება აღარც კი იყვნენ... იხტიბარს არ იტეხენ ლომგულა კავკასიელი ვაჟკაცები და ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ ოცნებებსა და ფიქრებს.

ღამის სამი საათი ყოფილა, როცა მთთან შესულა უფროსი, რომელსაც დავალებული ჰქონდა ბიჭებისთვის განაჩენის აღსრულება. მან იქვე მყოფებს გადახედა და იკითხა, - აბა, ახმეტის რაიონიდან რომელი ხართო? მამაჩემმაც იფიქრა, ალბათ ჩემიდან უნდა დაიწყოს განაჩენის აღსრულებაო, ადგა, ბიჭებს უხმოდ გამოემშვიდობა და გაჰყვა იმ რწმენით, რომ ის ბოლო და უკანასკნელი შეხვედრა იყო მათთანაც და მის ოჯახთანაც.

მისი სიცოცხლის დასაწყისისა და დასასრულის ბოლო წამები უკვე ათვლილი იყო.

უფროსმა შეიყვანა თავის კაბინეტში და სიკვდილმისჯილს შემდეგი ამბავი მოუყვა:

ეს ადრე ყოფილა, მაშინ, ალბათ, მამაჩემიც პატარა იქნებოდა, არც ეს ამბები ეხსომებოდა. ეს უფროსი, გვარად წერეთელი, სამხედრო მისიით, თავისი ჯარით ყოფილა პანკისის ხეობაში დაბანაკებული, ჯოყოლოს განაპირას არის ადგილი, რომელსაც ჩადუნიანთ ჭალას ვეძახით. დამდგარა მკაცრი ზამთარი, მოსულა დიდი თოვლი, უგზოობის გამო შეჩერებულა ყოველგვარი მოძრაობა და გადაადგილება.

ჯარს შიმშილით ამოწყვეტა ემუქრებოდა. ეს რომ დაინახეს ჯოყოლოს მცხოვრებლებმა, ისეთი ადამიანობა და სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეს, რაც რამ ებადათ, მიჰქონდათ ჯარისკაცებისთვის, ქისტებმა თავიანთვის მოიკლეს ყველაფერი და ჯარს დაუდგნენ გვერდით, ყველაფერს უნაწილებდნენ, რაც ჰქონდათ და არ ჰქონდათ, გაუჩენელს აჩენდნენ, მათთვის საკლავებსაც კი ხოცავდნენ.

ასე გადააგორებინეს სუსხიანი ზამთარი სტუმრებს და გადაარჩინეს ჯარი შიმშილს.

ზუსტად იმ ჯარის ყოფილი უფროსი წერეთელი შეხვდა აქ უფროსად მამაჩემს.

როცა ამოიკითხა - ახმეტის რაიონის სოფ. ჯოყოლოდანო, მოსვენება დაუკარგავს წერეთელს, ძარღვებში სისხლი გამეყინაო, - უთქვამს, ტანში ჟრუანტელმა დამიარაო.

განაჩენის სისრულეში მოყვანამდე, ღამით თავის კაბინეტში გამოიძახა და განუცხადა: - რაც თქვენმა ხალხმა დამანახეს სიკეთე და ადამიანობა, მაშინ მე რა კაცი ვიქნები, შენ, მათი სისხლი და ხორცი, სასიკვდილოდ გაგიმეტოო. სხვანაირად ვერც გადავუხდი მაგ ხალხს ამაგს და იმ სიკეთის საზღაურად, ქისტ ხალხს, შენს სიცოცხლეს ვჩუქნიო.

- ბრძოლის წინა ხაზზე გაგიშვებ, იქ შენი სიცოცხლე ღმერთის ხელშია, ეცადე თვითონაც თავი არ დაიღუპოო.

მართალია, მამაჩემი ომიდან დაინვალიდებული დაბრუნდა, მაგრამ ბევრი წლები იცოცხლა. ამიტომ არის ნათქვამი - კარგი ჰქენი, ქვაზე დადე, გაივლი და წინ დაგხვდებაო“.

თინა მუთოშვილი

11 ქისტები ძალოვან სტრუქტურებში

▲ზევით დაბრუნება


11.1 აბდულ სვიაკაური

▲ზევით დაბრუნება


აბდულ თავბოლთის ძე სვიაკაური დაიბადა 1928 წელს ახმეტის რაიონის სოფელ შუა ხალაწანში. 1947 წელს დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა.

0x01 graphic

აბდულ სვიაკაური

1950-1953 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში (გორი).

1954-1955 წლებში დაამთავრა ქალაქ თბილისის მილიციის სკოლა.

1951-1958 წლებში იყო სპორტსაზოგადოება „დინამოს“ უცვლელი ლიდერი ჭიდაობა სამბოში.

1955-1960 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა ახმეტის რაიონულ განყოფილებაში.

1960-1963 წლებში მუშაობდა ხალაწნის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ. რადგანაც აღნიშნული პერიოდისთვის ხალაწნის კოლ მეურნეობა ყველაზე ჩამორჩენილ კოლმეურნეობა იყო, რის გამოც რაიონის ხელმძღვანელობამ მიიღო გა დაწყვეტილება აბდულ სვიაკაურის აღნიშნული კოლ მეურნეობის თავმჯდომარედ დანიშვნის თაობაზე. სამი წლის შემდეგ, როცა მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და გამოსწორდა, კვლავ დადგა დღის წესრიგში პანკისის ხეობაში საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების აუცილებლობა და აბდულ სვიაკაურს, რომელმაც კოლმეურნეობის ჩავარდნა გამოასწორა, კვლავ მოუხმეს თავის ძველ სამსახურში და იგი პანკისის ხეობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნების შესრულებას შეუდგა. აღსანიშნავია, რომ 1970-იან წლებში პანკისის მოსახლეობა დაახლოებით იმდენი იყო, რამდენიც

დღეისთვის - 2020 წლისთვის არის, რადგანაც 2000-იანი წლების დასაწყისიდან და უფრო ადრეც პანკისის მოსახლეობის მიგრაცია მოხდა. იმჟამად პანკისის ხეობაში მართლწესრიგის დაცვას ემსახურებოდა 1 ადამიანი - აბდულ სვიაკაური. ცხადია, ფიზიკურ მონაცემებთან ერთად საჭირო იყო ადამიანური, კაცური მონაცემები იმისათვის, რომ თავი გაერთვა ისეთი რთული საკითხისათვის, როგორიც პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარებაა. საბედნიეროდ, აბდულ სვიაკაურმა შეძლო მოეპოვებინა ნდობა და ავტორიტეტი ადამიანებში. რთულია ამ სამსახურში სამართლიანი კაცის იმიჯის შექმნა და შემდეგ შენარჩუნება, რაც ძალზე მაღალ დონეზე შეძლო აბდულმა. სწორედ ამის გამოხატულებაა სამინისტროს მიერ გაცემული ორგანოს წარჩინებული მუშაკის მოწმობა.

1975 წლიდან იწყებს მუშაობას მუხროვანის კოლონია-დასახლებაში უფროსის თანაშემწის თანამდებობაზე.

1981 წელს გავიდა პერსონალურ პენსიაზე და იცოცხლა 2004 წლამდე. დაკრძალულია მშობლიური სოფლის სასაფლაოზე.

11.2 ალექსი ციხესაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ალექსი (ნაძო) სოსის ძე ციხესაშვილი დაიბადა 1930 წლის 16 ივნისს, ახმეტის რაიონის სოფ. ომალოში.

0x01 graphic

ალექსი ციხესაშვილი

საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 1951 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში.

1954 წელს მუშაობა დაიწყო ახმეტის მილიციაში სერჟანტად, სადაც თავდაუზოგავად იმუშავა თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, პენსიაში გავიდა უფროსი სერჟანტის ჩინით.

0x01 graphic

ალექსი ციხესაშვილის ჯილდოები

ალექსი ციხესაშვილი კეთილსინდისიერი და წარმატებული მუშაობისა და სხვადასხვა დამსახურებისათვის (15 და 20-წლიანი წარმატებული მუშაობა) მრავალჯერ დაჯილდოვდა ქების სიგელებით, მედლებითა და ორდენებით.

დაჯილდოებულია სპეციალური ორდენით „თავდაუზოგავი მუშაობისათვის“.

1968 წლის 30 სექტემბერს დაჯილდოვდა საიუბილეო მედლით: „საბჭოთა მილიციის 50 წელი“, ხოლო 1981 წელს - „შრომის ვეტერანის“ მედლით.

ალექსი ციხესაშვილი არის იშვიათი გამონაკლისი მილიციელთა იმ მრავალრიცხოვან არმიას შორის, ვინც საუკეთესო ავ ტორიტეტით დატოვა თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა პოლიციის დარგში და არასოდეს უბრძოლია კარიერული წინსვლისთვის.

ჰყავდა სანიმუშო ოჯახი, თავის ქვეყანას რვა ღირსეული და სამაგალითო მამულიშვილი აღუზარდა და ნათელი კვალი დატოვა ქისტი ხალხის ისტორიაში.

გარდაიცვალა 2019 წლის 16 იანვარს, დაკრძალულია მშობლიური სოფლის სასაფლაოზე.

11.3 სულთან ცათიაშვილი

▲ზევით დაბრუნება


სულთან (ფეიზულ) ზაურბეგის ძე ცათიაშვილი დაიბადა 1940 წლის 12 ნოემბერს პანკისის ხეობის სოფ. ხალაწანში.

1957 წელს ჩაირიცხა ქ. გატჩინოს (ლენინგრადის ოლქი) სამხედრო-ქიმიურ სასწავლებელში.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ განაწილებით გააგზავნეს ლენინგრადში.

1975 წელს გაამწესეს ესტონეთში, სადაც საბჭოთა ჯარში იმსახურა 1987 წლამდე.

0x01 graphic

სულთან ცათიაშვილი

წლების განმავლობაში მსახურობდა ავიაციაში, საიდუმლო ქიმიურ განაყოფებს კურირებდა და ახლო ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის არმიის გენერალ ჯოხარ დუდაევთან. სულთანი ბალტისპირეთში, ქ. ტაპაში მსახურობდა, სადაც დღესდღეობით ნატოს ყველაზე დიდი ბაზაა, ჯოხარი კი ქ. ტარტუში მსახურობდა.

სულთან ცათიაშვილმა ჩერნობილში წასვლაზე უარი თქვა და ვადაზე ადრე გავიდა პენსიაში.

პენსიაში გავიდა კაპიტნის წოდებით.

გარდაიცვალა 2004 წლის 4 აპრილს.

დაკრძალულია მშობლიური სოფლის სასაფლაოზე.

11.4 ბექსო ალხანაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ბესო (ბექსო) აბდულას ძე ალხანაშვილი დაიბადა 1945 წლის 15 მაისს პანკისის ხეობის სოფ. ომალოში.

0x01 graphic

ბექსო ალხანაშვილი
მეუღლესთან ერთად

1962 წელს დაამთავრა სოფ. დუმასტურის საშუალო სკოლა.

1964 წელს ჩაირიცხა გროზნოს პედაგოგიურ ინტიტუტში ისტორიის ფაკულტეტზე.

პირველი კურსიდან გაიწვიეს საბჭოთა ჯარში, 3-წლიანში, თუმცა პირველი ადგილი აიღო ჭიდაობაში და სამხედრო სამსახურიდან დროზე ადრე გაათავისფლეს (იმსახურა 2 წელი).

ჯარიდან დაბრუნების შემდეგ გროზნოდან საბუთები გადმოიტანა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმავე ფაკულტეტზე.

0x01 graphic

შუაში - ბექსო ალხანაშვილი

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში პარალელურად დაიწყო მუშაობა ქ. თბილისის ოქტომბრის (დღევანდელ დიდუბე-ჩუღურეთის) რაიონის პოლიციაში.

1972 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი და მიიღო ლეიტენანტის წოდება და სამუშაოდ გადაიყვანეს დიღმის მასივის პირველი მაისის რაიონის პოლიციაში ბავშვთა ოთახის ინპექტორად. მალევე ის გახდა უფროსი ლეიტენანტი და გადმოვიდა ლენინის რაიონის პოლიციაში უბნის ინპექტორად.

მონაწილეობდა აფხაზეთისა და ცხინვალის ომებში. ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და დავალების პირნათლად შესრულებისათვის დააჯილდოვეს სპეციალური ორდენით.

ომიდან დაბრუნების შემდეგ ბექსო ალხანაშვილი მუშაობას იწყებს გლდანი-ნაძალადევის სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილებაში, რა დროსაც მას დამსახურებლად ანიჭებენ მაიორის წოდებას. ამ წოდებით გავიდა კიდეც პერსონალურ პენსიაში.

იყო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.

ყველგან, სადაც უმსახურია, გამორჩეულად თავის ხალხში, სარგებლობდა დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით.

დარჩა ერთგული მეუღლე პედაგოგი ეთერ ანადალაშვილი, ოთხი შვილი და შვილიშვილები.

11.5 ანზორ ცათიაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ცათიაშვილი ანზორ ზაურბეგის ძე და იბადა 1945 წლის 25 მაისს ახმეტის რაიონის სოფ. შუა ხალაწანში, გლეხის ოჯახში.

მამა - ცათიაშვილი ზაურბეგ ჩოფაკას ძე, და ბადებული 1909 წელს, იყო სოფ. შუა ხალაწნის სერგო ორჯონიკიძის სახელობის კოლ მე ურ ნეობის თავმჯდომარე, მისი და არსების დღიდან. 1943-1954 წლებში მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების შემადგენლობაში. გარდაიცვალა 1988 წელს.

დედა - ცათიაშვილი სონია თათარას ასული, დაბადებული 1911 წელს, იყო დიასახლისი. გარდაიცვალა 2002 წლის სექტემბერში.

0x01 graphic

ანზორ ცათიაშვილი

ანზორ ცათიაშვილი 1952 წელს შევიდა შუა ხალაწნის დაწყებით სკოლაში, სწავლა გააგრძელა სოფ. დუმასტურის რვაწლიან სკოლაში, შემდეგ გადავიდა დუისის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1962-1963 სასწავლო წელს.

იმავე წელს სწავლა განაგრძო სამტრედიის რაიონის სოფ. დიდი ჯიხაიშის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში, რომლის სრული კურსიც დაამთავრა 1964 წელს.

1964-1967 წლებში თელავის გაერთიანებული ქალაქის სამხედრო კომისარიატის გაწვევით მსახურობდა საბჭოთა არმიის შეიარაღებული ძალების რიგებში.

1968 წლის მარტიდან აგვისტომდე მუშაობდა უკრაინის სსრ-ში, ტერნოპოლი, ავტოკოლონია №2224 ნორმადარი.

1968-1972 წწ. იყო ახმეტის სამხედრო კომისარიატის სამხედრო ვალდებულთა აღრიცხვისა და სახალხო მეურნეობაზე დაჯავშნის უფროსი ინსტრუქტორი.

1972-1975 წწ. იმიერბაიკალეთის სამხედრო ოლქის, № 06903 სამხედრო ნაწილის, სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცერი, მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა;

1975-1978 წწ. ყაზბეგის რაიონის სამხედრო კომისრის მოადგილე;

1978 წელს ჩაირიცხა ბაქოს უმაღლესი საერთო საჯარისო, წითელდროშიან სამეთაურო სასწავლებელში, სადაც გამოსაშვები გამოცდები ჩააბარა ექსტერნად;

1979-1987 წწ. ქ. თელავის რაისამხედრო კომისარიატის მე-2 ქვეგანყოფილების უფროსი;

1980-1085 წწ. სწავლობდა თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინტიტუტში, ისტორიის ფაკულტეტზე;

1887-1989 წწ. ქ. გურჯაანის რაიონის სამხედრო კომისარი;

1989-1992 წწ. ქ. თელავის რაიონის სამხედრო კომისარი;

1993-1994 წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგანი ჯარების ცალკეული ბატალიონის მეთაური;

1995-1998 წწ. კახეთის გუბერნატორის მრჩეველი სამხედრო საკითხებში;

1998-2001 წწ. თელავის რაიონის სამხედრო კომისარი, ასევე კახეთის რეგიონის სამხედრო კომისარიატების სასაწავლო ცენტრების უფროსი და ოფიცერთა ღირსების სასამართლოს თავმჯდომარე;

2001-2005 წწ. საქართველოს კაზაკთა კავშირის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი;

2005-2009 წწ. ინგუშეთის რესპუბლიკის კაზაკთა კავშირის ფედერაციის, რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე; რუსეთის კაზაკთა კავშირის მთავარი სამმართველოს უფროსის მრჩეველი.

ამჟამად იმყოფება პერსონალურ პენსიაზე.

11.6 ელიზბარ მარგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


მარგოშვილი ელიზბარი (დუდარღ) დაიბადა 1946 წლის 3 მარტს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში, მარგოშვილი ახმად თათარის ძისა (დაბ. 1928 წ.) და ხანგოშვილი შარიათ რაჟაფის ასულის (დაბ.1928წ.) ოჯახში.

0x01 graphic

ელიზბარ მარგოშვილი

1963 წელს დაამთავრა სოფელ დუისის საშუალო სკოლა და ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის უმაღლეს საარტილერიო სასწავლებელში, რომელიც 1966 წელს ლეიტენანტის წოდებით დაამთავრა. უმაღლესი საარტილერიო სასწავლებლის დამთავრებისთანავე, ელიზბარ მარგოშვილი განაწილებულ იქნა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილში, რომელიც განლაგებული იყო პრიმორიის მხარის სოფელ პოგრანიჩნოეში, უშუალოდ ჩინეთის საზღვარის მახლობლად.

1972 წლამდე იგი მსახურობდა შორეულ აღმოსავლეთში, ქ. ბლაგოვეშენსკში (სსრკ), 1972-1976 წლებში ჩეხოსლოვაკიის სოციალისტურ რესპუბლიკაში, 1976-1978 წლებში ჩიტის რეგიონში (სსრკ).

1969-1972 წლებში ქ. სვობოდნოეში და ამთავრა უმაღლესი პარტიული სკოლა. ელიზბარ მარგოშვილმა სსრკ-ის შეიარაღებულ ძალებში სამსახური დაიწყო ოცეულის მეთაურად და დაასრულა საარტილერიო დივიზიონის მეთაურის რანგში.

1979 წელს იგი განამწესეს ქ. ირკუტსკის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამხედრო ტაქტიკის კათედრაზე, სადაც კითხულობდა ლექციებს, კურირებდა სამხედრო ბანაკებში სტუდენტების პრაქტიკული მეცადინეობების კურსს. იგი მრავალჯერაა დაჯილდოებული მედლებითა და სიგელებით სსრკ-ის შეიარაღებულ ძალებში სანიმუშო სამსახურისთვის.

1984-1990 წლებში დაუსწრებლად დაამთავრა ქ. ირკუტსკის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი ავტოინჟინერის სპეციალობით.

1991 წელს ელიზბარ მარგოშვილი გავიდა პენსიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკის წოდებით.

2001 წელს იგი გადასახლდა ქ. სტავროპოლში, ჩრდილოეთ კავკასიაში.

ამჟამად მეუღლესთან, თინა თოუს ასულ გუნაშაშვილთან ერთად, რომელთანაც ქორწინებაში იმყო ფება1967 წლიდან, ცხოვრობს მშობლიურ სოფელ დუისში. ჰყავს ორი შვილი, ორივე წარმატებული: ვაჟიშვილი - ინჟინერი, ოჯახთან ერთად ცხოვრობს მოსკოვში და ქალიშვილი - ცნობილი ექიმი, მსახურობს ქ. გროზნოში.

11.7 ჯუმბერ ტოხოსაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ნეესიბ (ჯუმბერ) ბესოს ძე ტოხოსაშვილი დიბადა 1951 წლის 10 მარტს ახმეტის რაიონის, სოფ. ომალოში.

0x01 graphic

ჯუმბერ ტოხოსაშვილი

1957 წელს შევიდა ომალოს საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1968 წელს.

1968 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, გერმანიაში.

1970 წელს სამხედრო სამსახურიდან დაბრუნებისთანავე, ჩააბარა ქ. თბილისის მილიციის სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1974 წელს და იმავე წელს დაიწყო მუშაობა ახმეტის მილიციაში.

ჰქონდა მილიციის კაპიტნის ჩინი.

გარდაიცვალა 1993 წლის 3 თებერვალს, დაკრძალულია მშობლიური სოფლის სასაფლაოზე.

11.8 დავით ცათიაშვილი

▲ზევით დაბრუნება


დავით ახიადას ძე ცათიაშვილი დაიბადა 1959 წლის 21 აპრილს ახმეტის რაიონის სოფელ ბირკიანში. 1966 წელს შეიყვანეს ბირკიანის დაწყებით სკოლაში, სადაც დაამთავრა სამწლედი და სწავლა გააგრძელა ახმეტის რაიონის სოფელ ჯოყოლოს რვაწლიან სკოლაში.

0x01 graphic

დავით ცათიაშვილი

სკოლის პერიოდში აქტიურ მონაწილეობას იღებდა სპორტის თითქმის ყველა სახეობაში, განსაკუთრებით ჭიდაობაში. მრავალჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული სოფელ დუისში ჩატარებულ შეჯიბრებებში ქართულ ჭიდაობაში. მისი მწვრთნელი იყო იუსუფ ხანგოშვილი. მეურნეობის პირველობაზე აქვს აღებული პირველი ადგილი და მრავალი სიგელი. 1960 წელს ახმეტის სპორტკომიტეტის თავმჯდომარის, გოგი ჭიღიტაშვილის რჩევით, გადაიყვანეს თბილისის სპორტ სკოლაში, სადაც გააგრძელა სწავლა და ვარჯიში. რამდენიმეჯერ გახდა ქალაქის ჩემპიონი.

ერთ-ერთ შეჯიბრზე მიიღო ტრავმა და დროებით შეწყვიტა ვარჯიში, რა დროსაც დაუბრუნდა მშობლიურ რაიონს და სწავლა გააგრძელა ახმეტის რაიონ სოფელ დუმასტურის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1976 წელს.

1979 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებლო სამსახურში, რომელიც მოიხადა 1981 წელს.

1982 წელს ჩააბარა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკური კულტურის ფაკულტეტზე და კვლავ გააგრძელა ჭიდაობა. იყო თელავის ნაკრების გუნდის წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოსა და საბჭოთა კავშირის მრავალ რესპუბლიკაში გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში.

გახდა სპორტის ოსტატი ჭიდაობა სამბოში.

1986 წელს დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და ჭიდაობის გასაგრძელებლად გადავიდა რუსეთში, კერძოდ, ქალაქ სვერდლოვსკში და იქ გააგრძელა სპორტული მოღვაწეობა. ამასთანავე, ჩააბარა მილიციის უმაღლეს სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1990 წელს და განაწილებით გამოაგზავნეს საქართველოში.

მუშაობა დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონულ განყოფილებაში, რის პარალელურადაც, 1995-2000 წლებში ჩააბარა გროზნოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, დაუსწრებელ განყოფილებაზე.

მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე: დაწყებული უბნის ინსპექტორიდან, თელავის პოლიციის უფროსის მოადგილით დამთავრებული.

მონაწილეობა აქვს მიღებული 1992-1993 წლების აფხაზეთის ომსა და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში.

პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიერ, მხედრული მამაცობისთვის, დაჯილდოებულია მედლით. 1998 წლიდან 2010 წლამდე იყო პანკისის პოლიციის უფროსი.

არის პოლიციის პოლკოვნიკი. ჰყავს მეუღლე, ორი ქალიშვილი და ორი შვილიშვილი.

11.9 ოლეგ ცათიაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ცათიაშვილი ოლეგი ალექსანდრეს ძე დაიბადა 1961 წლის 16 იანვარს ქ. წყალტუბოში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში (მშობლები ექიმები).

0x01 graphic

ოლეგ ცათიაშვილი

პირველ კლასში სწავლა დაიწყო ქ. ბათუმში, გააგრძელა გერმანიაში (ქ. შვერინი) 1968 წლიდან 1975 წლამდე, შემდგომ დაბრუნდა ქ. ბათუმში და დაამთავრა სკოლა 1978 წელს.

1978 წელს ჩაირიცხა ქ. ეისკის (კრასნოდარის მხარე) სამხედრო მფრინავთა უმაღლეს სასწავლებელში, ავიაგამანადგურებელი-ბომბდამშენის ფაკულტეტზე.

1982-1987 წწ. იმსახურა ამიერბაიკალის მხარეში თავისი სპეციალობით.

1988 წელს გადმოყვანილ იქნა უკრაინის სამხედრო ნაწილში №78530, სადაც იმსახურა 2 წლის განმავლობაში.

1990 წელს შევიდა ქ. მოსკოვის სამხედრო საჰაერო საავიაციო აკადემიაში, რომელიც 1992 წელს დაამთავრა წარმატებით და გადმოგზავნილ იქნა ამიერკავკასიის სამხედრო საავიაციო ნაწილში. ვინაიდან სამხედრო საავიაციო ნაწილის ხელახალი დისლოკაცია მოხდა, თავისივე ინიციატივით გავიდა თადარიგში.

შემდგომში მოეწყო ქ. თბილისის 31 საავიაციო ქარხნის მფრინავ-გამომცდელად. აქ გამოიჩინა კარგი პროფესიული ცოდნა, გამბედაობა. კარგად აითვისა ქარხანაში არსებული სამხედრო საავიაციო ტექნიკა, თვითმფრინავი СУ-25. მასზე მრა ვალ ჯერ შეასრულა უმაღლესი საჩვენებელი ილეთები. გადაამზადა სამოქალაქო პილოტთა ჯგუფი სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავ СУ-25-ზე. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ავიაქარხნის პირველი სამოქალაქო თვითმფრინავი ЯК-58-ის გამოცდასა და ათვისებაში.

0x01 graphic

ოლეგ ცათიაშვილი
ოჯახთან ერთად

1994 წლის 23 დეკემბერს, ქ. მარნეულის მახლობლად, საცდელი თვითმფრინავის, ЯК-58-ის გამოცდის დროს, მოხდა ავიაკატასტროფა და აქ დასრულდა ამ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა, პერსპექტიული მფრინავის სიცოცხლე. მის პატივსაცემად, ტრაგედიის ადგილზე, ქ. თბილისის 31-ე საავიაციო ქარხნის მიერ დადგმულია საპატიო კონსტრუქცია.

იყო უაღრესად პატრიოტი თავისი ქვეყნისა და ხეობის. მან რამდენჯერმე გადაუფრინა სათაყვანებელი პანკისის ცას. მის მოულოდნელ და ტრაგიკულ სიკვდილზე ქისტები ლეგენდებსაც კი ჰყვებიან, ასე ამბობენ: არ დასცალდა, ჩეჩნეთის ომში აპირებდა მონაწილეობის მიღებას თავისი პროფესიის შესაბამისად, თავისი კოლეგის, მფრინავი გენერლის, ჯოხარ დუდაევის მხარდამხარო...

დარჩა ერთგული მეუღლე და ქალ-ვაჟი.

11.10 იური გუმაშვილი

▲ზევით დაბრუნება


იური სტეფანეს ძე გუმაშვილი დაიბადა 1961 წლის 7 ნოემბერს ახმეტის რაიონის სოფელ საკობიანოში.

1978 წელს დაამთავრა საკობიანოს საშუალო სკოლა.

1980-1982 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.

1982-1986 წლებში დაამთავრა ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო ინსტიტუტი, დაწყებითი სამხედრო მომზადების სპეციალობით.

1986-1990 წლებში მონაწილეობას იღებდა სპიტაკის მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებსა და ცხინვალის საყოველთაოდ ცნობილ მოვლენებში.

0x01 graphic

იური გუმაშვილი

1992 წელს ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში დაინიშნა ახმეტის სამხედრო კომისარიატში II განყოფილების უფროსად. 7 წლის განმავლობაში, ქვეყანაში არსებულ უკი დურესად მძიმე ვითარებაში, როდესაც კანონი და კანონიერება რთულად მისაღწევი და სათუო იყო, კარგად და დამაჯერებლად ახერხებდა გაწვევასთან დაკავშირებული გეგმების შესრულებას. სწორედ აქტიური და წარმატებული მუშაობის შედეგი იყო ის ფაქტი, რომ 1999 წელს ახმეტის რაიონის სინამდვილეში, რაიონის სამხედრო კომისრად პირველად დაინიშნა ქისტი კაცი და მას მიენიჭა ვიცე-პოლკოვნიკის წოდება.

2002-2003 წლებში იგი მუშაობდა ყვარლის სამხედრო კომისრად.

2018 წლიდან დღემდე აგრძელებს მუშაობას ახმეტის სამხედრო კომისარიატის კომისრის მოადგილედ და თავის გამოცდილებას უზიარებს ახალგაზრდებს, რომელთაც ეს მართლაც სჭირდებათ.

11.11 იოსებ სვიაკაური

▲ზევით დაბრუნება


იოსებ (იუსუბ) აბდულას ძე სვიაკაური დაიბადა 1963 წლის 2 თებერვალს სოფელ შუა ხალაწანში.

0x01 graphic

იოსებ სვიაკაური

1980 წელს დაამთავრა სოფელ დუისის საშუალო სკოლა.

1981-1983 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის სავალდებულო სამსახურში, ქალაქ ჩიტაში.

1983 წელს დემობილიზაციის შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს შსს-ში, ქალაქ თბილისის წყალმომარაგების ნაგებობათა დაცვის ლეგიონში მილიციონერად.

1986 წელს ჩააბარა საბჭოთა კავშირის შსს-ს მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი დაამთავრა 1990 წელს, რის შემდეგაც განაწილებით მუშაობა დაიწყო ახმეტის რაიონულ განყოფილებაში.

1991 წელს მივლინებულ იქნა რუსეთის ფედერაციის ჩეჩნეთ-ინგუშეთის შსს-ს ქალაქ გროზნოს უბნის ინსპექტორის თანამდებობაზე, ხოლო შემდგომ სისხლის სამართლის უფროს ინსპექტორად, სადაც იმუშავა 1999 წლამდე. მონაწილეობა მიიღო რუსეთ-ჩეჩნეთის ორივე ომში.

2000 წელს ჩეჩნეთის მეორე ომის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.

2001 წელს მუშაობა დაიწყო შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში განსაკუთრებულ დავალებათა ინსპექციის ინსპექტორად, სადაც იმუშავა 2006 წლამდე.

2006 წლიდან დღემდე მუშაობს შსს-ს ახმეტის რაიონული სამმართველოს დუისის განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად.

2008 წელს მონაწილეობა მიიღო რუსეთ-საქართველოს ომში და არის ომის ვეტერანი. ასევე დაჯილდოებულია საბჭოთა მილიციის ფრიადოსანთა სამკერდე ნიშნით. არის პოლიციის მაიორი.

ახალგაზრდობის პერიოდში იოსებ სვიაკაური დაკავებული იყო სპორტით, კერძოდ კი ჭიდაობით, არის უამრავი ტურნირის გამარჯვებული და ჩემპიონი.

11.12 ანზორ მარგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


ემზარ (ანზორ) დუდარღას ძე მარგოშვილი დაიბადა 1965 წლის 3 დეკემბერს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში.

0x01 graphic

ანზორ მარგოშვილი

1974-1982 წწ. სწავლობდა დუისის საშუალო სკოლაში.

1983-1985 წწ. მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური.

ჯარიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო დუისის სოფლის მეორნეობაში მძღოლად. სოფლის მეურნეობის დაშლის შემდეგ გადავიდა სოფელ დუისის სამხედრო მაგიდის გამგედ. 1996-2018 წწ. მუშაობდა შსს ახმეტის რაონულ განყოფილებაში სხვადასხვა თანამდებობაზე.

2003 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

მიღებული აქვს უამრავი ქებისა და მადლობის სიგელი.

2019 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციაში.

არის საქართველოს თავდაცვის შეიარაღებული ძალების მაიორი.

ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი.

11.13 ***

▲ზევით დაბრუნება


ზურა ფარეულიძე
მაიორი

ჯემალ ალხანაშვილი
კაპიტანი

ზელიმხან გუმაშვილი
კაპიტანი

ზეზვა მაჩალიკაშვილი
კაპიტანი

12 ქისტები საჯარო სამსახურში

▲ზევით დაბრუნება


12.1 შავლაჴა ბაღაკაშვილი

▲ზევით დაბრუნება


პირველი დეპუტატი ქალი პანკისის ხეობიდან

შავლაჴა ბაღაკაშვილი ცნობილი პანკისელის, გოი ბაღაკაშვილის უფროსი ქალიშვილია. იგი უაღრესად შრომისმოყვარე და ჭკვიანი ქალი იყო. ძალიან ხელგამრჯე და მოხერხებული. ხშირად რჩევისთვის კაცებიც კი აკითხავდნენ. მთელ თავის სანათესაოს, დედისა და მამის მხრიდან, ქალებსაც და კაცებსაც, ის უკერავდა ტანისამოსს. ყიდულობდა და ამუშავებდა მატყლს. ამზადებდა თუშურ ქუდებს, ფარდაგებს, მეცხვარის ნაბდებსა და სხვადასხვა ქისტური ორნამენტებით დამშვენებულ თექებს.

0x01 graphic

შავლაჴა ბაღაკაშვილი

ის ცოლად გაყვა იუნუზ ალდამოვს, რომელიც პანკისში ცნობილი იყო, როგორც საუკეთესო აკრობატი და მოცეკვავე. მეუღლე ძალიან ახალგაზრდა, 35 წლის ასაკში გარდაეცვალა (1930 წელს). იგი უმცროსი ძმის სამძიმარზე გაცივდა, ფილტვების ანთება დაემართა და, მიუხედავად იმისა, რომ თელავში გერმანელმა ექიმმა ოპერაცია გაუკეთა, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შავლაჴა ბაღაკაშვილსა და იუნუზ ალადამოვს ოთხი შვილი შეეძინათ: იაზანუო, ახიადა, მედეა და მუხმადი. მუხმადი, ცნობილი პანკისელი პუბლიცისტი, მწერალი და ჟურნალისტი, 10 დღის იყო, მამა რომ გარდაეცვალა. შრომისმოყვარე და ვაჟკაცური ბუნებით დაჯილდოებულმა დედამ შვილებს ობლობა არ აგრძნობინა და, იმ რთულ დროს, ყველას უმაღლესი განათლება მიაღებინა.

უფროსი ქალიშვილი იაზანუო პანკისის ხეობაში სახელგანთქმული უჭკვიანესი და უმამაცესი ვაჟკაცის, კონსტანტინე მარგოშვილის უმცროს ვაჟიშვილზე - ახიადზე გათხოვდა.

უფროსმა ვაჟმა, ახიადმა, პედაგოგიური ტექნიკუმი დაამთავრა და დუისის საშაულო სკოლის დაწყებით კლასებს ასწავლიდა. პარალელურად დაამთავრა ქ. თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი, იყო ცნობილი მოცეკვავე.

უმცროსი ქალიშვილი, მედეა, ტექნიკური განათლების მიღების შემდეგ, ძირითადად უფროს ძმასთან ახიადთან ერთად ცეკვავდა და მნახველი აღფრთოვანებაში მოჰყავდა. იგი არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა ოლიმპიადის ლაურეატი და გამარჯვებული.

მიუხედავად იმისა, რომ შავლაჴ ბაღაკაშვილი კარგად ვერ ფლობდა ქართულ ენას და წერა-კითხვაც უჭირდა, არჩეულ იქნა თელავის რაიონული საბჭოს დეპუტატად.

შავლაჴ ბაღაკაშვილი არის პირველი დეპუტატი ქალი პანკისის ისტორიაში. მან ნათელი კვალი დატოვა თავისი ხალხის მეხსიერებაში. იგი პანკისის იატორიას შემორჩა მებრძოლი და მამაცი ქალის სახედ, რომელიც დაბრკოლებებს არ უშინდება და მედგრად დგას თავისი ხალხის უკეთესი მომავლის სადარაჯოზე.

12.2 მუსა ბაღაკაშვილი

▲ზევით დაბრუნება


მუსა გოის ძე ბაღაკაშვილი დაიბადა 1891 წელს, სოფელ დუისში. 7 წლის ასაკში სასწავლებლად შევიდა სოფ. ჯოყოლოში მათე ალბუთაშვილის მიერ დაარსებულ სასულიერო სასწავლებელში. მან მხოლოდ სამი კლასი დახურა და მამამ ოჯახური მდგომარეობის გამო სკოლიდან გამოიყვანა. მათ სასოფლო-სამეურნეო მიწების საკმაოდ დიდი ფართობები ჰქონდათ და მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას მისდევდნენ, მუსაც ბავშვობიდან ამ საქმიანობაში ჩაერთო.

0x01 graphic

მუსა ბაღაკაშვილი

1918 წლიდან იყო სკკპ წევრი.

1921 წელს, როდესაც მოხდა ბოლშევიკური პარტიის რიგების გაწმენდა, ქისტებს შორის მხოლოდ მუსა ბაღაკაშვილი და სარელ ქავთარაშვილი (დარეიჩის მამა) დატოვეს ამ რიგებში.

მუსას პირველი მეუღლე ბააზეი დუიშვილი, სოფელში გავლენიანი ოჯახის ქალიშვილი იყო. მათ 4 შვილი - სამი გოგონა და ერთი ბიჭი შეეძინათ. ნაბოლარა ძანო ბაღაკაშვილი სამი წლის იყო, როცა მუსას მეუღლე ტიფით გარდაეცვალა. მძიმე გახდა მუსას ცხოვრება მეუღლის გარეშე. მან მეორედ იქორწინა და კიდევ ორი შვილი - ქალ-ვაჟი შეეძინა.

0x01 graphic

მუსა ბაღაკაშვილი სახალხო კრებაზე

1940-იან წლებში იგი სოფ. დუისის საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობდა, ხოლო როდესაც სოფელ დუისში მოხდა კოლექტივიზაცია და შეიქმნა სოფელ დუისის ორი კოლმეურნეობა, მუსა ბაღაკაშვილს ზემოთა უბნის კოლმეურნეობა ჩააბარეს. მუსამ საკმაოდ დიდი ხანი იმუშავა ამ თანამდებობაზე. იგი სამართლიანობითა და პრინციპულობით გამორჩეული ხელმძღვანელი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მუსა ბაღაკაშვილს არა ჰქონდა ოფიციალურად მიღებული სათანადო განათლება, იგი იყო დიდი მჭევრმეტყველი, დაკვირვებული და მახვილი გონების ადამიანი, რის გამოც თანასოფლელებმა მეტსახელად „მეცნიერი“ შეარქვეს.

1971 წელს მუსა ბაღაკაშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მის შთამომავლობას დღესაც „მეცნიერის“ ჩამომავლობას ეძახიან.

12.3 კობე მუთოშვილი

▲ზევით დაბრუნება


მუთოშვილი კობე ბათირას (ბაათი) ძე დაიბადა 1911 წელს სოფ. ჯოყოლოში. მიღებული ჰქონდა დაწყებითი განათლება. მონაწილეობას იღებდა დიდ სამამულო ომში. ომიდან დაბრუნებულს ჩააბარეს პანკისის 7 სოფელი, რომელთაც პატრონობდა 30 წლის განმავლობაში.

0x01 graphic

კობე მუთოშვილი

მას ძალიან უყვარდა თავისი ხალხი. პატიოსნად და პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას. იმ პერიოდში მის პიროვნებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე ბევრი იწერებოდა. გაზეთ „კომუნისტში“ კობე მუთოშვილზე გამოქვენდა დიდი წერილი, სადაც ავტორი, ვინმე შიოშვილი, მას მოიხსენიებს, როგორც „პანკისის ბერმუხას“.

კობე მუთოშვილი ზრუნავდა პანკისელი ახალგაზრდების განათლებაზე, ვინაიდან კარგად ესმოდა ცოდნის ფასი. იგი ცდილობდა, უფრო მეტი განათლებული ადამიანი ჰყოლოდა ქისტურ საზოგადოებას. იყო ობლების ქომაგი, გაჭირვებულისა და დაჩაგრულის დამცველი და დამხმარე. თანასოფლელებმა მას მადლიერების ნიშნად „იურთან ქუც“ (სოფლის ლაზათი) შეარქვეს.

გარდაიცვალა 1983 წელს.

12.4 ნატაშა ალდამოვი

▲ზევით დაბრუნება


ნატაშა ალდამოვი დაიბადა სოფ. დუისში 1916 წელს. ბავშვობაში დროს მეტწილად თანატოლ ნათესავ ბიჭებთან ატარებდა და მათ არაფერში ჩამორჩებოდა. ასეთმა ურთიერთობამ, ეტყობა, მის ხასიათში ძლიერი მამაკაცური ინსტიქტები განავითარა, რაც გამოვლინდა კიდეც ცხოვრების ასპარეზზე გამოსვლის შემდეგ.

ნატაშა, სხვა ახალგაზრდებთან ერთად, გაგზავნეს ქ. თბილისის მთიელ ბავშვთა სკოლა-ინტერნატში. ამ სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბრუნდება მშობლიურ მხარეში და იწყებს აქტიურ საქმიანობას საჯარო სამსახურში.

0x01 graphic

ნატაშა ალდამოვი

„მუშაობდა ყვარელწყალში ბუღალტრად, დუისში კოლმეურნეობის თავმჯდომარედ, წუღა-მესტები და ტყავის პალტო ეცვა, პაპიროს „ყაზბეგს“ ეწეოდა (ერთადერთი ქისტის ქალი, რომელიც სიგარეტს ეწეოდა, თანაც საჯაროდ), ცეცხლსასროლი იარაღი ეკიდა და ომიანობისა და შემდგომ წლებში ტყეში გასულ ყაჩაღებს არ ეპუებოდა. ცხენით ასწრებდა ყველგან მისვლას, როგორც ნათესების შემოვლას, ისე მთასა და ბარში მეცხვარეობისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმების დათვალიერებას, მათ მომარაგებას საჭირო პროდუქტებითა და ინვენტარით.

დუისში თავმჯდომარეობის შემდეგ ნატაშა თიანეთის რაიონის საფინანსო განყოფილებაში მუშაობდა. ბოლოს ახმეტის რაიკოოპერატივში დამზადების კანტორის დირექტორად დანიშნეს. მისი მუშაობის წლებში ახმეტის რაიონი მოწინავეთა რიგებში იყო მატყლის, ყველისა და სხვა პროდუქციის დამზადების დარგში. ნატაშა ჩრდილოეთ კავკასიაშიც ამზადებდა მატყლს, სადაც ზოგიერთ პანკისელ ქისტსა და ალვანელ თუშს ზამთარ-ზაფხულ ჰყავდათ ცხვარი. იგი ყიზლარის ველებშიც მიდიოდა ხოლმე და დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა“ (მუხმად ალდამოვი. ცხოვრების გზა. თბ., 2006).

საზოგადოებრივ ცხოვრებაში ასე წარმატებულ, მტკიცე ნებისყოფის, ვაჟკაცური ბუნების, სილამაზით გამორჩეულ ქალს პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა. იგი ცოლად გაჰ ყვა მასავით ცნობილ პიროვნებას, მფრინავ მახმად მარგოშვილს, რომელმაც დაამთავრა ქ. კურსკის საფრენოსნო სკოლა, სადაც ინსტრუქტორად დატოვეს. მაგრამ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და პირველი დღეებიდანვე ჩაება საბრძოლო მოქმედებებში.

მ. მარგოშვილი ირიცხებოდა ბომბდამშენ ესკადრილიაში. იარაღის ქარხნების დაბომბვის დროს, გერმანულმა საზენიტო ქვედანაყოფმა მისი თვითმფრინავი ჩამოაგდო. ხერხემალ დაზიანებულ მფრინავს გერმანელებმა უმკურნალეს და საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს, საიდანაც ორჯერ გაიქცა და, ბოლოს, ბელორუსიის პარტიზანთა შენაერთს შეუერთდა.

დუისში, მახმადის ესკადრილიის უფროსისგან ცნობა მოვიდა, რომ მ. მარგოშვილი საბრძოლო გაფრენის შემდეგ აეროდრომზე არ დაბრუნებულა, ჩამოაგდეს ვილნიუსთან. სახლში დაღუპულად ჩათვალეს, მაგრამ ნატაშამ არ დაიჯერა, განცხადებებს წერდა კომისარიატში, ითხოვდა ზუსტ ინფორმაციას და გაიმარჯვა კიდეც მისმა ნებისყოფამ, გაარკვია, რომ იბრძოდა ბელორუსიაში. იმდენი ქნა, რომ ჩავიდა ბელორუსიაში და ქმართან ერთად დაბრუნდა.

ცოლ-ქმარს შვილი არ უჩნდებოდა. ბევრი მკურნალობის შემდეგ ექიმებმა დაადგინეს, რომ ნატაშა უნაყოფო იყო. როგორც ითქვა, ნატაშა ძლიერი ქალი იყო, ქისტურ ტრადიციებზე აღზრდილმა, არ ისურვა, რომ ქმარი უშვილოდ გადაგებულიყო და გაეყარა. მართლაც, მახმადმა სხვა ქალი შეირთო და 5 ვაჟიშვილი შეეძინა.

„ვიდრე ახმეტაში რაიკომის მდივნად შაქრო უზუნაშვილი მუშაობდა, ნატაშა ალდამოვის საქმე კარგად მიდიოდა. შემდეგში შაქრო სხვა რაიონში გადაიყვანეს. ახმეტაში რაიკომის მდივნად წინანდელი ალექსი ბატიაშვილი მოვიდა. როგორც ჩანს, იგი ნატაშასგან უფრო მეტ და მეტ ფულს თხოულობდა, ნატაშას კი გადახდის საშუალება არ ჰქონდა. მდივანმა თავიდანვე აითვალწუნა იგი და გადაემტერა. სხვებიც აუმხედრა, თანამშრომლებსაც საჩივრები დააწერინა. ბოლოს ნატაშა სამსახურიდან მოხსნეს და პასუხისგებაში მისცეს, თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს რამდენიმე წლით.

ნატაშა ვაჟკაცურად შეხვდა ამ მორალურ შეურაცხყოფას. საქმე ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში გაასაჩივრა. ამასობაში რამდენიმე წელი გავიდა. ბოლოს გამართლდა და გამოვიდა ციხიდან, მაგრამ ნერვიულობის ნიადაგზე მძიმედ დაავადდა, დაემართა ათეროსკლეროზი, გულის იშემია, ჰიპერტონიული დაავადება“. (მუხმად ალდამოვი. ცხოვრების გზა, თბ., 2001).

ნატაშას ჯანმრთელობა გაუარესდა, ლოგინად ჩავარდა და ქისტების ჭეშმარიტი შვილი 1980 წელს გარდაიცვალა. ის უკანასკნელ გზაზე გულმხურვალედ გააცილეს პანკისელებმა, მთელმა რაიონმა გულით დაიტირა საამაყო თანამემამულე, ქართული სოფლებიდან და ახმეტიდან ბევრი დაესწრო მის დაკრძალვას, უკანასკნელი პატივი მიაგეს სახელოვან ქალს.

12.5 ძანო ბაღაკაშვილი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ძანო ბაღაკაშვილი

ძანო ბაღაკაშვილი დაიბადა 1934 წელს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში მოსამსახურის ოჯახში. მამა მუსა ბაღაკაშვილი დუისის კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო, დედა ბააზეი დუიშვილი - დიასახლისი. ოთხშვილიან ოჯახში ძანო ყველაზე პატარა იყო. 3 წლის იყო, როცა დედა ტიფით გარდაეცვალა. მძიმე იყო უდედოდ დარჩენილი ძანოს ბავშვობა. ძმისა და ძმის ცოლის დიდი ძალის ხმევითა და გვერდში დგომით ძანომ 1951 წელს წარმატებით დაამთავრა დუისის საშ. სკოლა და სწავლა გააგრძელა ქ. თბილისის კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებელში. სასწავლებლის წარმატებით დამთავრების შემდეგ, თავისი ბედი დიდი სიყვარულით დაუკავშირა თანასოფლელს - მუხმად მარგოშვილს. პანკისის ხეობაში ეს იყო პირველი საქვეყნო (მეხქ) ქორწილი, სადაც პატარძალს თეთრი საქორწინო კაბა ეცვა. მათ ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინათ. გათხოვების შემდეგ ძანომ დედამთილის თანადგომით სწავლა გააგრძელა ქ. თბილისის ა. პუშკინის სახელობის ინსტიტუტში ბიბლიოთეკარის სპეციალობით.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სოფელ დუისის სასოფლო ბიბლიოთეკაში. ამ პერიოდში დიდი როლი შეასრულა სოფლის მოსწავლე ახალგაზრდების კულტსაგანმანათლებლო ღონისძიებებში მომზადებასა და ჩართვაში. მის მიერ მომზადებული ბავშვები მონაწილეობას იღებდნენ სოფლის თუ რაიონის თითქმის ყველა სადღესასწაულო ღონისძიებებში.

1979 წლიდან ძანო ბაღაკაშვილი გადაიყვანეს პანკისის საბჭოთა მეურნეობაში პარტორგანიზაციის მდივნად, ხოლო 1985 წლიდან ახმეტის რაიონული კომიტეტის პარტკაბინეტის გამგედ.

1954 წლიდან ძანო იყო საბჭოთა კავშირის კომპარტიის წევრი.

1970 წელს მთავრობის მიერ კეთილსინდისიერი მუშაობისთვის დაჯილდოებული იქნა ლენინის ორ დენით, ხოლო1966 და 1977 წელს შრომის ორდენებით.

1977 წელს იყო სასოფლო საბჭოს დეპუტატი. რაიონულ კომიტეტში მუშაობის პერიოდში, 1985 წლიდან 1992 წლამდე, იყო რაიკომის ბიუროს წევრი.

0x01 graphic

ძანო ბაღაკაშვილის ჯილდოები

იყო უაღრესად სათნო და კეთილშობილი ადამიანი, თავისი ხალხისა და ხეობის დიდი პატრიოტი და კეთილმოსურნე, პირველი პანკისელი ქისტი ქალბატონი, რომელმაც დიდ წარმატებებს მიაღწია საჯარო სამსახურში.

ძანო ბაღაკაშვილი 2017 წელს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

12.6 რამაზ ბაღაკაშვილი

▲ზევით დაბრუნება


რამაზ მახმადას ძე ბაღაკაშვილი დაიბადა 1955 წლის 1 მაისს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში.

0x01 graphic

რამაზ ბაღაკაშვილი

1962 წელს დაიწყო სწავლა თელავის რუსულ სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1972 წელს.

1974-1976 წლებში მსახურობდა საბჭოთა ჯარში გერმანიაში.

1977 წ. ჩააბარა მოსკოვში რკინიგზის საინჟინრო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1983 წელს.

იმავე წელს დაიწყო მუშაობა თელავის რკინიგზის სადგურში სპეციალისტად. 1986 წლიდან აგრძელებს მუშაობას რკინიგზის სადგურის უფროსის მოადგილედ, 2005-2008 წლებში იყო თელავის რკინიგზის სადგურის დირექტორი, 2008 წლიდან 2012წლამდე იყო ამავე სადგურის უფროსი სპეციალისტი.

2013 წელს აირჩიეს სოფლების დუისი-წინუბნის მაჟორიტარ დეპუტატად. 2017 წელს კი, იმავე სოფლების მაჟორიტარ დეპუტატად არჩეული რამაზ ბაღაკაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა.

ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და 11 შვილიშვილი.

12.7 თამარ მარგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


თამარ (მედი) მუხმადას ასული მარგოშვილი დაიბადა 1960 წლის 26 მაისს ახმეტის რაიონის, სოფ. დუისში.

0x01 graphic

თამარ მარგოშვილი

1977 წელს წარჩინებით დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა.

იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომლის სრული კურსიც წითელ დიპლომზე დაამთავრა 1982 წელს.

2015 წელს წარმატებით ჩააბარა საჯარო მოხელისათვის ჩანიშნული გამოსაცდელი ტესტები და დაინიშნა ახმეტის მუნიციპალიტეტის დუისის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლად.

ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და თორმეტი შვილიშვილი.

არის მერის წარმომადგენელი (რწმუნებული) პირველი ქისტი ქალი პანკისის ისტორიაში.

თამარ მარგოშვილი არის თავისი თავისი ერისა და ქვეყნის უდიდესი პატრიოტი და თავდაუზოგავად იბრძვის ქისტი ხალხის უკეთესი მომავლისთვის.

12.8 მათე ქავთარაშვილი

▲ზევით დაბრუნება


მათე ლაბაზას ძე ქავთარაშვილი დაიბადა 1967 წლის 20 ივლისს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში.

0x01 graphic

მათე ქავთარაშვილი

1973-1984 წლებში დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა, იმავე წელს გადავიდა საცხოვრებლად შუა აზიაში, კერძოდ, თურქმენეთის რესპუბლიკის დედაქალაქში - აშხაბადში.

1984 წელს დაიწყო მუშაობა ფირმა „ხიზმატში“ მუშის პოზიციაზე.

1985 წელს ჩააბარა შუა აზიის რკინიგზის ინსტიტუტში სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტზე, იმავე წელს გაიწვიეს საბჭოთა კავშირის სავალდებულო ჯარში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

1987 წელს დაბრუნდა ჯარიდან „სტარ შინის“ წოდებით.

1987 წელს გააგრძელა სწავლა, პარალელურად დაიწყო მუშაობა ენერგეტიკის საპროექტო ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის წამყვან ინჟინრად, სადაც მუშაობდა 1989 წლამდე.

1989-1994 წლებში მუშაობდა თურქმენეთის ენერგეტიკის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის მთავარ ინჟინრად, ავტო-სატრანსპრტო საშუალების რემონტისა და ექსპლუატაციის დარგში.

1993 წელს დაამთავრა სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ინსტიტუტი მშენებელ-ინჟინრის სპეციალობით.

1994 წელს გადავიდა საცხოვრებლად ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დედაქალაქ გროზნოში.

1994 წელს დააფუძნა სამშენებლო კომპანია „ვეჟარი“ (რაც ჩეჩნურად „ძმებს“ ნიშნავს).

1996-2001 წლებში მუშაობდა „ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის არაოფიციალური გენერალური წარმომადგენლობა საქართველოში“ - გენერალური წარმომადგენლის პირველი მოადგილის პოზიციაზე.

2001-2012 წლებში ეწეოდა სხვადასხვა სამეწარმეო საქმიანობას.

2012-2017 წლებში მუშაობდა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის პოზიციაზე.

მათე ქავთარაშვილი განეკუთვნება საჯარო მოხელეთა იმ იშვიათ კატეგორიას, რომლებიც შეუპოვრად ზრუნავენ საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე და არასოდეს ეპუებიან სიძნელეებს.

ჰყავს მეუღლე და 4 შვილი.

13 სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას შეწირულები

▲ზევით დაბრუნება


მხოლოდ ის არის ღირსი თავისუფლების,
ვინც ყოველდღიურად იბრძვის ამისათვის“.

გოეთე

***

ვაინახი ერის პირველი და ყველაზე ღირსეული მახასიათებელი სამშობლოს გამორჩეული სიყვარული და მისთვის თავდადებაა. ალბათ, არც ერთ ერს მსოფლიოში არ ჰყავს სამშობლოსთვის შეწირული იმდენი გმირი, როგორც ეს ჩეჩნებშია. თითქმის 400 წელია, რაც ვაინახები განუწყვეტელ ბრძოლას აწარმოებენ რუსული იმპერიის წინააღმდეგ და ამხელა ურჩხულმა ქედი ვერ მოახრევინა და ვერ დააჩოქა თავისუფლებისმოყვარე არწივები.

რუსი მწერალი, პუბლიცისტი და საბჭოთა დისიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1970წ.), ავტორი ტრილოგიისა „არქიპელაგი გულაგი“ - ალექსანდრე სოლჟენიცინი, მის დოკუმენტურ ფილმში «Архипелаг ГУЛАГ» - აზიაში დეპორტირებული ხალხების ჩამოთვლისა და თითოეული მათგანის მოკლე დახასიათების შემდეგ აღნიშნავს: „მაგრამ, იყო ერთი ერი, რომელიც ფსიქოლოგიურ მორჩილებას არ გამოხატავდა - არა ერთეულები, ან მეამბოხეები, არამედ მთელი ერი. ესენი არიან - ვაინახები“.

0x01 graphic

ა. სოლჟენიცინი წერს, რომ ვაინახებს ჯიუტად არ სურდათ ბედთან შეგუება, მისი გარდაუვალობად მიღება. ის წერდა:

„მე ვიტყოდი, რომ ყველა ემიგრანტიდან ერთადერთმა ვაინახებმა გამოიჩინეს თავი, როგორც მსჯავრდებულებმა. მას შემდეგ, რაც ვერაგულად მოსწყვიტეს სამშობლოს, უკვე აღარაფრის არ სჯეროდათ. მათ აიშენეს ქოხები - დაბალი, ბნელი, საცოდავი, ისეთი რომ, თითქოს, ფეხის ერთი მირტყმით ჩამოიშლებოდა. ასეთი იყო მათი ყოფა დევნილობაში - ამ ერთ დღეს, თვეს, წელს, რაიმე მარაგის ან შორეული განზრახვის გარეშე. ისინი ჭამდნენ, სვამდნენ, ახალგაზრდები კიდევ ტანსაცმლით იმოსებოდნენ. გადიოდა წლები და მათ ისევ არაფერი ჰქონდათ, როგორც დეპორტაციის პირველ დღეს. არც ერთი ჩეჩენი არ ცდილობდა სადმე ფეხის მოკიდებას ან მმართველობისთვის თავის მოწონებას: ყოველთვის ამაყად ეჭირათ თავი მათ წინაშე და ხშირად ღიად გამოხატავდნენ თავიანთ მტრულ განწყობილებას“.

„ჩეჩენი ხალხის ფსიქოლოგიისა და სულიერი სამყაროს გასაგებად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მათი ხალხური ეპოსის ყველა გმირი რუსეთს ებრძვის და ყველა მოტივი რუსეთის იმპერიასთან ბრძოლას ეხება. ყოველ ხალხურ გადმოცემაში, ნოველაში, ლეგენდასა თუ სიმღერაში ამ 250 წლიანი განუწყვეტელი ბრძოლის რომელიმე მომენტია აღწერილი“, - წერს ბესარიონ გუგუშვილი მოგონებებში „ჩემი ჩეჩენი ბიძიები“.

წინაპართა გზას არც ქისტებმა უღალატეს, მთელი ცხოვრება ძირს არ დაუგდიათ სამშობლოს დასაცავად აღმართული ხმალი, იქნებოდა ეს საქართველო თუ ჩეჩნეთი.

ჯერ კიდევ გასაბჭოების წლებიდან დაწყებული, უამრავი ქისტი ვაჟკაცის სიცოცხლე შეეწირა სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. შემდეგ იყო ბოლშევიზმი და მენშევიზმი, იყო პირველი და მეორე მსოფლიო ომები, რუსეთ-იაპონიისა თუ რუსეთ-თურქეთის ომები. სად და რომელ ომში არ მიუღიათ მონაწილეობა ქისტებს, ისინი ყოველთვის ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ და სიმამაცისა და ვაჟკაცობის საარაკო მაგალითებს აჩვენებდნენ.

ქისტები საკუთარი ინიციატივით ჩაებნენ 90-იან წლებში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და ბევრმა მათგანმა საკუთარი სიცოცხლე თვალისდაუხამებლად შესწირა ძვირფას სამშობლოს.

არც გაჭირვებაში მყოფი წინაპართა სამშობლო მიატოვეს ქისტებმა ბედის ანაბარად, ორივე რუსეთ-ჩეჩნეთის ომებში პირნათლად მოიხადეს თავისი ვალი და ბევრი მათგანი ისტორიული სამშობლოს მიწაზე გმირულად დაეცა.

ისტორია არასოდეს დაივიწყებს თავის ჭეშმარიტ შვილებს, რომლებმაც თავი შესწირეს წინაპართა სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას: ვისერგი ლაბოს ძე ხანგოშვილი სოფელ დუისიდან, ომარი ამირანის ძე ბორჩაშვილი სოფელ ჯოყოლოდან, შამსუდი მიშას ძე გახუტიშვილი სოფელ ბირკიანიდან, ბერდო ისახაშვილი სოფელ ომალოდან, ხალიდ კუშტანაშვილი, როლანდ (ახმად) ალხანაშვილი, ალბერტ გორნაკაშვილი, რუსლან თურქოშვილი (სოფ. ომალო), ხიზირ მარგოშვილი (სოფ. დუისი) და მანსურ კუშტანაშვილი (სოფ. ომალო) გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე.

მე-20 საუკუნის ბოლოს, ჩეჩნების მიერ აფხაზეთის ომში ქართველების წინააღმდეგ ბრძოლის საბედისწერო შეცდომის გამოსწორება გადაწყვიტა ცნობილმა ჩეჩენმა საველე მეთაურმა ხამზათ გელაევმა (მეტსახელად „შავი ანგელოზი“). იგი თავის რაზმთან (რომელშიც შედიოდნენ ქართველები და ჩეჩენები) ერთად 2001 წლის 4 ოქტომბერს, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში კოდორის ხეობიდან შეიჭრა. შეტაკებების შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა.

შენაერთს, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ჰამზათ გელაევის რაზმის 400-500 მებრძოლი, შინაგანი ჯარებიდან - 30, „მონადირე“ - 7, „თეთრი ლეგიონი“ - 5, „ტყის ძმები“ - 5 (აქედან ერთი იყო უკრაინელი, რომელმაც შვეულმფრენი ჩამოაგდო) დაევალა სოხუმის აღება.

ფაქტობრივად, ეს შენაერთი სრულიად ამოსაწყვეტად იყო განწირული. მიუხედავად უამრავი ღალატისა, ხაფანგისა, შენაერთმა მაინც შეძლო სოხუმამდე ბრძოლით ჩაღწევა და დიდი ზიანი მიაყენა რუსეთის ჯარს. როდესაც მაშველი არ მოუვიდათ, მათ დატოვეს დაკავებული ტერიტორიები და დაბრუნდნენ უკან.

ამ ოპერაციას ემსხვერპლა პანკისის ხეობიდან ხუთი მეომარი - უმარ დუიშვილი, ომარ გაურგაშვილი, მურად ქავთარაშვილი, სულთან ქუშანაშვილი, მოვსარ აჭიშვილი.

13.1 უმარ დუიშვილი

▲ზევით დაბრუნება


უმარ (ომარ) დუიშვილი პანკისის ხეობის პირველი მოსახლის, სახელგანთქმული დუი დიშნელის პირდაპირი შთამომავალი იყო. ის აფხაზეთში საქართველოს დასაცავად წავიდა და შაჰიდი გახდა!

უმარი 14 წლის, მერვე კლასის მოსწავლე იყო, როდესაც რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომი დაიწყო. სკოლის მერხიდან მან სამშობლოს დასაცავად ომში წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ასაკის გამო მას არც ერთ რაზმში არ იღებდნენ...

0x01 graphic

უმარ დუიშვილი
(დგას მარცხნიდან პირველი)

თუმცა დედამისმა დაჟინებით მოით ხოვა: „მიუხედავად იმისა, რომ ასაკით პატარაა, მე მზად ვარ მან სა კუთარი სამშობლოსთვის იბრძოლოს“. ამის მერე ის ერთ-ერთ რაზმში ჩაირიცხა. თავგანწირვით იბრძოდა ჩეჩნეთ-რუსეთის პირველ და მეორე ომში ჯოხარ დუდაევისა და ჰამზათ გელაევის გვერდით.

უმარ დუიშვილი ხამზათ გელაევის ნდობით აღჭურვილი პირი იყო, მისი პირადი მზვერავი. როგორც მებრძოლები ამბობდნენ, გამორჩეულად უყვარდა ხამზათს უმარი და ენდობოდა, როგორც საკუთარ თავს. სხვათა შორის ხამზათ გელაევს არაერთხელ უთქვამს, რომ ყველაზე ჭეშმარიტი ჩეჩნები პანკისში ცხოვრობენო.

უმარი აფხაზეთის ომში ჰამზათ გელაევს თან ახლდა და მისი რაზმის ერთ-ერთი ლიდერი და მზვერავი იყო. ის მუდამ წინახაზზე იყო და ერთ-ერთი ოპერაციის დროს აღესრულა კიდეც - სწორედ ამ ომში, 24 წლის ასაკში, ის ეროვნული გმირი გახდა.

მან საკუთარი სამშობლო საქართველოსთვის თავი გაწირა!

მისი სახელი სამუდამოდ დარჩება სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას შეწირული გმირების ისტორიაში!

13.2 ვისერგი ხანგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


ვისერგი ლაბაზას ძე ხანგოშვილი დაიბადა 1973 წლის 4 იანვარს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში. მამამისი - ლაბაზ (ლაბო) განთქმული მონადირე და სა უკეთესო პიროვნება იყო მთელი ხეობის მასშ ტაბით.

0x01 graphic

ვისერგი ხანგოშვილი

1990 წელს დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა.

ბავშვობიდან გამოირჩეოდა მტკიცე ხასიათითა და უშიშარი ბუნებით, ამავე დროს, იყო კეთილი და თბილი, სიმართლის მოყვარული.

ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდამ შექმნა ოჯახი და შეება ოჯხის რჩენის უღელში.

მე-20 საუკუნის ბოლოს ვისერგი ოჯახთან ერთად გადადის წინაპართა სამშობლოში, ჩეჩნეთში საცხოვრებლად.

როგორც კი რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო, პირველი დღიდანვე ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ძალიან მალევე, თანამებრძოლებში, თავისი მამაცი და სამართლიანი ბუნებიდან გამომდინარე, დიდი ავტორიტეტი და პატივისცემა მოიპოვა. ასევე, ალღო აუღო ბრძოლის სტრატეგიასაც და ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად და ტაქტიკოსად ჩამოყალიბდა.

მთელი ოთხი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდა და მუხლჩაუხრელად იდგა წინაპართა სამშობლოს სადარაჯოზე, სიმამაცის არნახული მაგალითები აჩვენა თანამებრძოლებთან ერთად სამშობლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მძიმე გზაზე. წარბი არ შეუხრია, ისე ვაჟკაცურად შეხვდა ვერაგ სიკვდილსაც, რომელიც ბარბაროს მტერთან უთანასწორო ბრძოლის ველზე ელოდებოდა.

2004 წელს ის სასტიკ მტერთან ბრძოლაში ვაჟკაცურად აღესრულა და სამუდამო განსასვენებელში გადავიდა.

ვისერგი ხანგოშვილი წინაპართა სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი განისვენებს მრავალტანჯული ჩეჩნეთის მიწაში და მისი სახელი ისტორიის კუთვნილება გახდა სამშობლოს შეწირულ უამრავ გმირთან ერთად.

დარჩა სამი შვილი და ერთგული მეუღლე.

დიდება გმირებს!

13.3 იბრაჰიმ დუიშვილი

▲ზევით დაბრუნება


სრულიად ახალგაზრდა პანკისელი იბრაჰიმ დუიშვილი ჩეჩნეთის ომში რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ იბრძოდა და გმირობისა და სიმამაცის არნახული მაგალითი დაუტოვა მომავალ თაობებს. პარტიზანულ ომებში ჩართული და ტყეში გახიზნული ახალგაზრდები ზოგჯერ სოფლად ჩამოსვლასა და დასვენებას ახერხებდნენ. ერთხელაც, როცა იბრაჰიმი პოზიციაზე ბრუნდებოდა, აღმოჩნდა, რომ რუს სამხედროებს უკანა გზაზე ბლოკ-პოსტი ჩაედგთ. იბრაჰიმს გამცილებელიც ახლდა (მეტი უსაფრთხოებისათვის ქალბატონი), რომელიც გულისფანცქალით აკვირდებოდა შეძლებდა თუ არა მებრძოლი პოსტის მშვიდობიანად დატოვებას, რაც ამ შემთხვევაში მართლაც სასწაულთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.

იბრაჰიმ დუიშვილმა მშვიდად მოიხმო თავისთან რუსი ჯარისკაცი, გახსნა თავისი შინელის ღილები და აჩვენა საკუთარ სხეულზე მიმაგრებული იარაღის არსენალი, მათ შორის ხელყუმბარა და უთხრა, თუ აქედან ყოველგვარი ხმაურის გარეშე არ გაიყვანდა, ორივე ბლოკ-პოსტთან ერთად აფეთქდებოდნენ. მშვიდად გაუყარა ხელმკლავი რუს ჯარისკაცს და მშვიდობიანად დატოვა დამპყრობელთა ხაფანგი.

13.4 ზელიმ დიშნი

▲ზევით დაბრუნება


„მე საქართველოში მტრები არ მყავს. რაც შეეხება რუსული სპეცსამსახურების მოტივებს, არასდროს დამიმალავს, რომ რუსეთ-ჩეჩნეთის ომში ვიბრძოდი და ჩემი მეორე სამშობლოს ინტერესებს ვიცავდი. ამასთან, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს გავწიეთ ორგანიზება, შევ კ რიბეთ ქისტები და მზად ვიყავით საომრად. იქ, სადაც რუ სეთის ინტერესების წინააღმდეგ და ჩემი ქვეყნის ინტერესების დასაცავად შემიძ ლია ბრძოლა, ამას მომავალშიც გავაკეთებ, ბუ ნებრივია, ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე. შესაბამისად, მე მათი ინტერესების დამაბრკოლებელი ფიგურა არა, მაგრამ ჭანჭიკი მაინც ვარ“, - ეს ზელიმხან ხანგოშვილის სიტყვებია, რომელიც მან 2015 წელს საქართველოში ყოფნისას „აქცენტთან“ ინტერვიუს მიცემისას განაცხადა.

0x01 graphic

ზელიმხან ხანგოშვილი

ზელიმხან ხანგოშვილი ეროვნებით ქისტი (ჩეჩენი), ჩეჩნეთის ეროვნული დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი, გამორჩეული ისტორიული ფიგურა ჩეჩნეთსა და საქართველოში, პანკისის ხეობის მკვიდრი, საქართველოში დაბადებული და გაზრდილი, რომელსაც ყველა იცნობდა „ზელიმ დიშნის“ სახელით, 2019 წლის 23 აგვისტოს მუხანათურად მოკლეს გერმანიაში, ქ. ბერლინის მოაბიტის რაიონში. დღი სით, მზისით, პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიმავალს, გამვლელმა ველოსიპედისტმა „ქილერმა“ თავში ესროლა და 40 წლის სიცოცხლით სავსე ახალგაზრდამ ასე ტრაგიკულად დალია სული უცხო მიწაზე.

მკვლელმა სამჯერ ესროლა, ორჯერ თავში. ამის შემდეგ ველოსიპედი, მკვლელობის იარაღი - პისტოლეტი Glock-ი და პარიკი მდინარეში მოისროლა, ეს ორმა თინეიჯერმა დაინახა და სწორედ მათ შეატყობინეს პოლიციას. აქედან რამდენიმე წუთში პასპორტის მონაცემებით რუსეთის მოქალაქე ვადიმ სოკოლოვი დააპატიმრეს.

რუსული საგამოძიებო მედია პლატფორმის, Insider-ისა და ბრიტანული Bellingact-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ხანგოშვილის მკვლელობისთვის დაკავებული პირი გერმანიაში რუსეთის ფედერაციის პასპორტით ჩავიდა. პასპორტი ვადიმ სოკოლოვის სახელზეა გაცემული. პასპორტი სოკოლოვმა 19 ივლისს, მკვლელობამ დე დაახლოებით ერთი თვით ადრე, მიიღო. მისი მიღებიდან 10 დღის შემდეგ სოკოლოვმა საფრანგეთის ვიზა მოითხოვა, რომელიც იმ დღესვე მისცეს და 31 ივლისს საფრანგეთში გაემგზავრა.

სოკოლოვის პასპორტი არ იყო რეგისტრირებული რუსეთის სახელმწიფოს არცერთ მონაცემთა ბაზაში, ე.ი. რუსეთის სპეცსამსახურების ხელშეწყობის გარეშე ის რუსეთის საზღვრებს ვერ დატოვებდა. ასევე, უცნობია, როგორ მიიღო სოკოლოვმა საფრანგეთის ვიზა უმოკლეს დროში. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ანკეტაში არარსებული მისამართი იყო მითითებული.

0x01 graphic

ზელიმხან დიშნი ჩეჩენ
მებრძოლებთან ერთად

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ ინფორმაციით, ხანგოშვილის მკვლელობიდან მალევე გამოძიებამ ანონიმური წერილი მიიღო. წყარო იტყობინებოდა, რომ ხანგოშვილის მკვლელობისთვის დაპატიმრებული პირი, რომელსაც ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტი აღმოაჩნდა, სინამდვილეში რუსეთის მილიციის ყოფილი მაიორი ვლადიმერ სტეპანოვია.

ამავე წყაროს ინფორმაციით, სტეპანოვს რუსი ბიზნესმენის ელენა ნეშერეტის მკვლელობისთვის 2005 წელს 24 წლიანი პატიმრობა მიესაჯა და ის ამ დროისთვისაც ციხეში უნდა იმყოფებოდეს. როგორც ირკვევა, ვადაზე ადრე სტეპანოვი სწორედ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის მიზნით გაათავისუფლეს.“ ელენა ნეშერეტის სასამართლოს საქმის ჩანაწერებში წერია, რომ სახლიდან გასულს სტეპანოვმა იმ დანით მიაყენა მრავლობითი ჭრილობები, რომელიც ჩეჩნეთის ომში მონაწილეობისათვის ჯილდოდ მიიღო.

ივნისში გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ დაკავებულს ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლებამ დაუკვეთა, დეკემბერში გერმანიამ ამის საპასუხოდ საკუთარი ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა.

შემდგომი ძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ მკვლელობის ორგანიზებაში ფიგურირებდა კიდევ ერთი პირი, რომელიც ევროკავშირში გაემგზავრა სლოვაკეთის ვიზით. BBჩ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სლოვაკეთმა საპასუხოდ სლოვაკეთის რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი გააძევა. „სლოვაკეთის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, მათი საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა, - ამის გარდა, ადგილი ჰქონდა სანქტ-პეტერბურგში მდებარე სლოვაკეთის გენერალური საკონსულოდან გაცემული ვიზების ბოროტად გამოყენების ფაქტს, რასაც ევროკავშირისა და ნატოს კიდევ ერთი წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი მძიმე დანაშაული უკავშირდება“.

ზელიმხან ხანგოშვილი პირველად 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში, მირზა გელოვანის ქუჩაზე მანქანაში დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ 8 ტყვია ესროლეს, ოთხი ტყვია მას მკლავისა და მხარის არეში მოხვდა, მაგრამ რუსეთ-ჩეჩნეთის ომში მიღებული გამოცდილება დაეხმარა, აეცდინა სასიკვდილო ტყვიები და სასწაულად გადარჩა. თავისი ფეხით მივიდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზელიმხან ხანგოშვილის დაჭრის ფაქტზე გამოძიება სხეულის დაზიანების მუხლით დაიწყო, მაგრამ საქმე გამოუძიებელი დარჩა. მეტიც, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, ქუჩაში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები წაიშალა. ჯერ კიდევ მაშინვე ზელიმხან ხანგოშვილი მასზე თავდასხმას რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირებდა და ეჭვობდა, რომ მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციას ქართველი ძალოვანები აწვდიდნენ. ეჭვი უფრო გაუღრმავდა, როცა სამართალდამცავების მხრიდან არ ყოფილა მცდელობა, მიუხედავად რიგი მტკიცებულებებისა, მოეძიათ ან დაეკავათ დამნაშავე. თავდასხმამდე ზელიმხანს ჰქონდა ინფორმაცია, მისი და ორი ქართველი გენერლის ლიკვიდაციის გეგმასთან დაკავშირებით, შემდგომში ხელთ ჩაუვარდათ ვიდეომტკიცებულებები, თუ როგორ დაიგეგმა ეს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

0x01 graphic

ზელიმ დიშნი და ასლან მასხადოვი

ამის მერე ზელიმხან ხანგოშვილი იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო. უსაფრთხოების მიზნით ზელიმხან ხანგოშვილი ჯერ უკრაინაში გაემგზავრა, მოგვიანებით კი გერმანიაში გადავიდა. მაგრამ გამგზავრების მერე მიიღო ინფორმაცია, რომ მის ოჯახს ემუქრებოდა საფრთხე, მეუღლემაც მიიღო მუქარის შემცველი შეტყობინებები და გადაწყვიტა ცოლ-შვილიც გაეხიზნა საზღვარგარეთ: „როდესაც ჩემი ოჯახი ტოვებდა საქართველოს, დაახლოებით 1 საათით გაუგებარი მოტივით დააყოვნეს აეროპორტში. ახსნა-განმარტებით თავი არავის შეუწუხებია, დარბოდნენ საბუთებით, საბოლოოდ კი ქვეყნის დატოვების უფლება მისცეს. ჩემი ოჯახი რამდენიმე დღით ჩემთან გაჩერდა, შემდეგ კი უკვე ევროპულ ქვეყანაში გაემგზავრა (იქ ახლობლები გვყავს და ვფიქრობდი, რომ ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე იზრუნებდნენ), ქვეყანაში ჩასულებს კი ვიზები გაუქმებული დახვდათ. აბსოლუტურად გაუგებარი რამ მოხდა. ჩემი ოჯახის მომწვევს მოწვევა არ გაუუქმებია, უკვე გაცემული ვიზები კი გაუქმდა. ცხადია, საკონსულოს საქართველოს ძალოვანი უწყებიდან მიაწოდეს რაღაც ინფორმაცია, რამაც ეს განაპირობა. ალბათ უთხრეს, ტერორისტები არიან, ან რამე მსგავსი. საბოლოოდ, იძულებულები გავხდით თავშესაფარი მეორე ევროპულ ქვეყანაში გვეთხოვა. საფრთხე რომ რეალურია, ამის მტკიცებულებები არსებობს და იმ ქვეყანაშიც საქმეს გულდასმით მოეკიდნენ.

გერმანიაში გადასვლის შემდეგ ზელიმხანმა თავშესაფარი ითხოვა. თავშესაფრის თხოვნაზე ხანგოშვილს უარი უთხრეს, თუმცა მკვლელობის მომენტში ხანგოშვილს გადაწყვეტილება უკვე გასაჩივრებული ჰქონდა. მიუხედავად უარისა, გასაჩივრებისას, გერმანული კანონმდებლობით, ხანგოშვილის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი გერმანიის სახელმწიფო იყო. გერმანიაში თავშესაფარზე თანხმობისთვის ითხოვდნენ ექსპერტიზის დასკვნას, მტკიცებულებას, რომ ზელიმხანს საქართველოში ემუქრებოდა საფრთხე. ამისთვის ზელიმხან ხანგოშვილის ადვოკატთან ნატალია წიკლაურთან ერთად მივმართეთ სახალხო დამცველის სახელმწიფო აპარატს და თავად სახალხო დამცველს ბატონ უჩა ნანუაშვილს. ბატონი უჩა ყველანაირად ეცადა დაგვხმარებოდა, მიმართა სახელმწიფო უწყებებს, ასევე პროკურატურას, მაგრამ იყო ერთი და იგივე პასუხი, ძიება მიმდინარეობს და ექსპერტიზის დასკვნის დადებას ვერ შევძლებთ ძიების დამთავრებამდე. მაგრამ არ მიმდინარეობდა არავითარი ძიება, მიუხედავად რიგი მტკიცებულებებისა, საქმე იყო თაროზე შემოდებული. უჩა ნანუაშვილის გადადგომის შემდეგ თანამდებობაზე ახლად დანიშნულ ქალბატონ ნინო ლომჯარიას მივმართეთ იგივე თხოვნით, მაგრამ ამაოდ.

ზელიმხან ხანგოშვილი დაიბადა 1979 წელს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში. 1990-იან წლებში ზელიმხანი უფროს ძმასთან, ზურაბ ხანგოშვილთან ერთად გაემგზავრა ჩეჩნეთში. რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომში ზელიმხანი ჩეჩენ მებრძოლებს შეუერთდა და აქტიურად ჩაება რუსეთის წინააღმდეგ ომში. იყო საველე მეთაური, პრეზიდენტის ასლან მასხადოვის ნდობით არჭურვილი პირი, თავისი ერთგული ბუნებიდან გამომდინარე სარგებლობდა ნდობითა და დიდი სიყვარულით, როგორც ლიდერებში, ასევე რიგით მებრძოლებში.

ზელიმხან ხანგოშვილის სახეს ყოველთვის ამშვენებდა კეთილშობილი ღიმილი, ყველაზე მძიმე ჟამსაც კი, როცა ტყვიები ესროლეს, მაშინაც კი მის სახეს ღიმილი არ მოშორებია, მხოლოდ ნათელი გადმოსდიოდა სახიდან. არ მახსოვს, მას სიძულვილით ან კრიტიკულად ესაუბროს რომელიმე პიროვნებაზე, იმ მკვლელებზეც კი, ვისაც მის სიკვდილს უკვეთავდნენ, მათზეც არ შეეძლო რამე უხამსი ეთქვა. მისთვის მტერი მხოლოდ რუსეთი იყო, რომელმაც სამშობლო წაართვა და სამშობლოს კი თავისუფლება. ის საოცრად კაცთმოყვარე და გულ მოწყალე იყო, შეეძლო ნებისმიერი გაჭირვებულისთვის გაეწვდინა დახმარების ხელი, ახლობლების საოცარი მოფერება და დაყვავება იცოდა. ცდილობდა მისი ყოველი ნაბიჯი და მისი გაწვდილი ხელი მხოლოდ სიკეთეს და სინათლეს მომსახურებოდა. იცოდა მოსმენა, პატივს სცემდა ყოველთვის უფროსებს, ტრადიციებსა და ადათ-წესებს, ცდილობდა ყოველთვის ისლამის ფუნდამენტურ საფუძვლებთან მათ შესაბამისობაში მოყვანას. მაშინაც კი როცა რამეს არ ეთანხმებოდა, დიდი სიფრთხილით არ ჩევდა სიტყვებს, რომ მის სიტყვებს უნებ ლიე წყენა ან გულის ტკენა არ გამოეწვია.

ზელიმხანის მეგობარი მუსა გოდერძიშვილი წერს: „ალბათ ორი თვე იქნება, სიზმარში ვნახე ჩვენი ძმა ზელიმხანი, ალლაჰმა სამოთხის ყველაზე მაღალ საფეხურზე დაამკვიდროს მისი სამყოფელი, ამინ! ოთახის შუა ცენტრში, ტახტზე იწვა, ისე, როგორც გარდაცვალების შემდეგ ვიხილეთ მისი ფოტოები. თვალები დახუჭული ჰქონდა, გაუნძრევლად იწვა, მაგრამ ოთახში მყოფ ორ ადამიანს გველაპარაკებოდა და ამბობდა: ადამიანი, არჩეულ სწორ გზას რომ დაადგება, ამ გზიდან არ უნდა გადაუხვიოს, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდესო. მათ ჩემი ტვინი მოკლეს, ენა კი არაო! ზელიმხანი იყო ადამიანი, რომელიც შეპყრობილი იყო თავისი ერისა და ქვეყნის თავისუფლების იდეით. ის იყო უაღრესად თბილი, თავმდაბალი, მიმტევებელი და შემწყნარებელი ადამიანი.ზელიმხანი არასოდეს იქცეოდა ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე, მისი ხედვა ყოველთვის იყო გლობალური, რომელიც მისი ერისა და ქვეყნის სიყვარულს - თავისუფლებას ემსახურებოდა.“

რუსეთის მხრიდან ჩეჩნეთის ოკუპაციისა და ჩეჩნეთში რუსეთის გავლენების ძალადობრივი დამყარების შემდეგ ზელიმხან ხანგოშვილი საქართველოში დაბრუნდა. საქართველოში დაბრუნებული ცდილობდა არსებული გავლენებისა და შესაძლებლობების ფარგლებში მხარი დაეჭირა ჩეჩენი მებრძოლებისთვის, რომლებიც ტყეში გახიზნულები შემორჩენილი ძალებით იბრძოდნენ. მაგრამ საქართველოში ჭრილობებით დაბრუნებულ ზელიმხანს უკვე რუსეთის მხრიდან ძებნილის სტატუსი ჰქონდა.

რუსეთი ხანგოშვილს ტერორიზმში ადანაშაულებდა, თავად ვლ. პუტინმა 2019 წლის 9 დეკემბერს, პარიზში, „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საჯაროდ განაცხადა: „ეს სისხლიანი ადამიანი მონაწილეობდა სასტიკ ოპერაციებში რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის მოსკოვის მეტროში მომხდარ აფეთქებაში“. მართალია, ზელიმხანი მონაწილეობდა, ოღონდ არა რუსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ, არამედ რუსეთის მიერ ჩეჩნების წინააღმდეგ მიმართულ სასტიკ ოპერაციებში და იცავდა ჩეჩნეთს „რუსული ტერორიზმისგან“, მაგრამ ზელიმხანის კავშირი ტერორისტების მიერ ორგანიზებულ რომელიმე ტერაქტთან არც ერთ ეტაპზე არ დადასტურებულა.

0x01 graphic

დაკრძალვისწინა ლოცვა
ზელიმ დიშნის სულისთვის

საქართველოში დაბრუნების შემდეგ რუსულმა სპეცსამსახურებმა საქართველოშიც გააგრძელეს ხანგოშვილის დევნა. საქართველოს ანტი-ტერორისტული ცენტრის მაშინდელი უფროსის, ზურაბ მაისურაძის „ნიუ-იორკ ტაიმსისთვის“ მიცემული ინტერვიუს მიხედვით რუსული სპეცსამსახურები ხანგოშვილის ნეიტრალიზაციას პირველად 2006 წელს შეეცადნენ.

ზელიმხან ხანგოშვილი იძულებული გახდა ახალი პასპორტი აეღო და ის უკვე თორნიკე ქავთარაძის სახელით და გვარით ცხოვრობდა საქართველოში. ზელიმხან ხანგოშვილმა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის სამხედრო აგრესიის პერიოდში, რამდენიმე ათეული პანკისელი შეკრიბა და მზად იყო რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩასართავად, თუმცა, საბოლოოდ ამის საჭიროება აღარ გახდა.

ზელიმხანი ასევე მედიატორის როლს ასრულებდა 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს. ის ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებთან სანდრო ამირიძესთან და ზურა მაისურაძესთან ერთად ცდილობდა დაეთანხმებინა ლაფანყურის ხეობაში მყოფი შეიარაღებული ჯგუფის წევრები, დაეყარათ იარაღი და ჩაბარებოდნენ ხელისუფლებას. ხანგოშვილთან ერთად აჰმედ ჩატაევიც იღებდა მონაწილეობას მოლაპარაკებებში. მაგრამ, როგორც ვიცით, ყოველი ცდა უშედეგო აღმოჩნდა, ახალგაზრდა მებრძოლები არ წამოვიდნენ მოლაპარაკებაზე, უარი თქვეს ჩაბარებაზე.

ზელიმხანმა დიდი როლი შეასრულა პანკისიდან ქისტი ახალგაზრდების სირიაში გადინების შეჩერებაში, როდესაც ისინი სირიაში პრეზიდენტ ბაშარ-ალ ასადის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის სამოქალაქო ომში მონაწილეობას იღებდნენ, იყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში, რომელსაც წარმოშობით პანკისელი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი ედგა სათავეში. ამ პიროვნების მონაწილეობა და მისი ავტორიტეტი თავისებური ბიძგი და მაგალითი გახდა იმ ქისტი ახალგაზრდებისათვის, რომელთაც ჯერ კიდევ ჩეჩნეთის თავისუფლებისთვის ბრძოლის ჩაუმცხრალი ჟინი და იმედი სირიის ომის აგიტაციაში დაინახეს, სადაც ადგილზე შეკრებილი ჩრდილოკავკასიელები ირწმუნებოდნენ, რომ სამომავლოდ ისინი შეძლებდნენ რუსეთის საბოლოო გაძევებას კავკასიიდან. მაგრამ რეალობა და შედეგები იყო ძალიან სავალალო, ქისტებში რჩეული ახალგაზრდები, ფაქტობრივად, „ჯიხადის“ სახელით მიდიოდნენ სასაკლაოზე. ზელიმხანის სიტყვამ და შეგონებამ თანამოაზრეებთან ერთად (სირიის ომის მიზეზები, ადგილზე არსებული რეალური ვითარება, რამდენად შეიძლებოდა ეს ყოფილიყო საღვთო ომი და ა.შ.), გამომდინარე იქიდანაც, რომ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა სალაფიტურ თემში, დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდებზე.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი ყველანაირი გზით ანადგურებს ყოფილ ჩეჩენ სამხედრო ლიდერებს, რომელთაც ჩეჩნეთის მეორე ომის დასრულების შემდეგ დროებით შეაფარეს თავი ევროპის ქვეყნებში, თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა თუ გაერთიანებულ სამეფოში. რუსეთის სპეცსამსახურებს ხელი ყველგან მიუწვდებათ. ბოლო წლებში რუსეთის პოლიტიკურ რეჟიმთან დაპირისპირებულები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ხან საეჭვო და ხანაც სრულიად ცხად ვითარებაში იღუპებიან. დიდი პოლიტიკური გამოხმაურება მოჰყვა ბოლო დროს სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის ნერვულ-პარალეპტიკური გაზით მოწამვლას. რუსეთს დააკისრეს სანქციები და სხვადასხვა სახელმწიფოდან 100-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებითაც როგორც საქართველოში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდა ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლების მხარდამჭერი აქციები. დიდი მხარდაჭერა იყო საერთაშორისო მედიის მხრიდან. მრავალი სტატია და ლექსი მიეძღვნა ზელიმხანს უცხოელისა თუ ახლობლის, ნაცნობისა თუ უცნობის მიერ დაწერილი. ასე გამოხატეს საკუთარი თანაგრძნობა და პროტესტი რუსეთის იმპერიის უსამართლობის წინააღმდეგ.

მართალია, რუსეთის იმპერია ყოველ დროში ყველანაირი სასტიკი მეთოდით ცდილობს, განსაკუთრებით ჩეჩენ ერში ჩაკლას თავისუფლებისადმი სიყვარული, მაგრამ ისინი დღემდე ვერ ხვდებიან, რომ ჩეჩენისათვის თავისუფლების წართმევა სიკვდილის ტოლფასია. ჩეჩნები როცა ხედავენ, რომ ამოწყვეტის გზაზე არიან, უკან იხევენ, მაგრამ მათში ყოველთვის ცოცხლობს სამშობლოს თავისუფლებისადმი სწრაფვა და როგორც კი მოძლიერდებიან, ისევ იწყებენ ბრძოლას თავისუფლებისთვის. ამ საუკუნოვან, უსაშველოდ გრძელ, გენოციდით და თავგანწირული ბძოლებით სავსე გზაზე თეთრი ბაიარღებივით ჩნდებიან საკუთარი ხალხისთვის თავგანწირული გმირები. მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად შეინარჩუნეს სამშობლოს ღირსება საკუთარი ღირსებასთან ერთად, უკვდავი სახელით იმედის და სიყვარულის შუქურად რჩებიან მომავალი თაობების გულებში და გზას უჩვენებენ სამშობლოს სიყვარულის, თავისუფლების, ღირსებისა და ნათელი მომავლისაკენ.

ალაჰმა სასუფეველი დაუმკვიდროს მათ სულებს!

ავტორი თუმი დიშნი

13.5 უმარ დაქიშვილი

▲ზევით დაბრუნება


უმარ შოთას ძე დაქიშვილი დაიბადა 1974 წლის 22 აპრილს, ახმეტის რაიონის სოფ. ჯოყოლოში.

1991 წელს წარმატებით დაამთავრა ჯოყოლოს საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ჩეჩნეთში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო დაამთავრა 1997 წელს.

0x01 graphic

უმარ დაქიშვილი

უმარი მთელი გულით განიცდიდა ჩეჩნეთში მიმდინარე უთანასწორო ბრძოლას და აქტიურ მონაწილეობას იღებდა კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში.

ის ჩართული იყო პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტი ხალხის საზოგადოებრივ და სოციალურ ცხოვრებაში, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, გამოირჩეოდა მკვეთრი გონებამახვილობითა და აზროვნებით, ასევე ფლობდა დიპლომატიური ურთიერთობების უდიდეს ტექნოლოგიებს.

გამორჩეული პიროვნული თვისებებით ის ახერხებდა მტრულად განწყობილი მხარეების შერიგებას, რაც ურთულესი პროცესია ამ თემში.

უმარ დაქიშვილმა ძალიან მოკლე დროში მოახერხა თავის ხალხში პატივისცემისა და ავტორიტეტის მოპოვება, მას ენდობოდნენ და რიგ შემთხვევა ში ჭკუასაც ეკითხებოდნენ. უმარი განსაკუთრებული პატივისცემითა და მოკრძალებით ეპყრობოდა უხუცესებსა და ძალიან მოკლე დროში, საპასუხოდ, მათი ნდობაც დაიმსახურა.

ის აქტიურად მონაწილეობდა მომავალი თაობის სულიერ და ზნეობრივ აღზრდაში და დიდი პატივისცემით სარგებლობდა მოზარდებში. იყო პანკისელი ახალგაზრდების კავშირის ლიდერი, მისი გამორჩეული პიროვნული თვისება გახლდათ ღვთისმოსაობა და ჰუმანურობა, იყო კეთილშობილი და ხელგაშლილი. ის მატერიალურად ეხმარებოდა ქვრივ-ობლებს, ავადმყოფებსა და გაჭირვებულებს.

0x01 graphic

13.6 ჩელე

▲ზევით დაბრუნება


2002 წლის 22 ოქტომბერს ტრაგიკულად აღესრულა წინაპართა სამშობლოს თავისუფლებისთვის წარმოებული ბრძოლის ველზე, 28 წლის ასაკში.

წლების შემდეგაც უმარ დაქიშვილს პანკისის ხეობაში იხსენებენ, როგორც გონიერ და ხელგაშლილ ახალგაზრდას, თავის ხალხსა და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ ჭეშმარიტ მამულიშვილს, რომლის ხსოვნაც სამარადისო იქნება მისი ხალხის გულებში.

მას ყველა ჩელეთი იცნობს, ფიზიკურადაც გამორჩეულია, 2 მ. სიმაღლის, ახოვანი გარეგნობისა და ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ასაკიდან მთლიანად ჭაღარა. მისი ჭაღარა ქისტებში არავის უკვირს. ჩელეს ისტორია განსაკუთრებული შემთხვევაა - მასზე ვსაუბრებთ წინამდებარე წიგნის შემდეგ თავში: „სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას შეწირულები“. მართალია, ის ცოცხალია, თუმცა ნამდვილად შეწირულია, სიცო ცხლეშივე სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას შეწირული...

ჭეშმარიტი პატრიოტიზმის გამო, თავისუფლებააღკვეთილმა, რუსული სასტიკი ციხის მიწისქვეშა კარცერში 7 წელი და 7 თვე ისე გაატარა, რომ დღის შუქი არ უნახავს. მიუხედავად იმ ჯოჯოხეთური ყოფისა, რაც მან გამოიარა, ერთი წუთითაც არ შეცვლია განწყობა და არც მის მიერ არჩეული იდეისადმი ერთგულება დამდგარა ეჭვქვეშ, რაც ასე ძვირად დაუჯდა.

იმდენად ძლიერი ნებისყოფისა და ფიზიკური შესაძლებლობების აღმოჩნდა, რომ ციხიდან, როგორც კი დღის შუქზე ამოიყვანეს, თავად აიყვანა საკუთარი თავისთვის ადვოკატი და იმდენ ხანს იბრძოლა, სანამ თავისუფლებას არ მიაღწია.

მთლიანობაში 12 წელი ხეხა ციხის ცივი და ბნელი კედლები.

მიუხედავად უმკაცრესი განაჩენისა და ურთულესი ბედისწერისა, იგი არ გამტყდარა, არ გაბოროტებულა, არ უღალატია ზნეობრივი პრინციპებისთვის. პირიქით, კიდევ უფრო მაღალი შეგნებითა და ადამიანური ღირსებით დაუბრუნდა მშობლიურ ხეობას და დღესაც თავაწეული ემსახურება საკუთარ ხალხსა და სამშობლოს.

ბედნიერია ის, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას შესწირა. ჭეშმარიტად სამართლიანია გალაქტიონი თავის განაცხადში:

დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს,
ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა.
მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს.

14 ქისტი კოლექციონერები

▲ზევით დაბრუნება


14.1 რამაზ გუმაშვილი

▲ზევით დაბრუნება


რამაზ შავხალას ძე გუმაშვილი დაიბადა 1932 წლის 22 იანვარს, ახმეტის რაიონის სოფ. ჯოყოლოში. დაამთავრა ჯერ ჯოყოლოს 8 წლიანი, შემდეგ კი დუისის საშუალო სკოლა.

0x01 graphic

რამაზ (მარჯვნივ) და
მუსოლინ გუმაშვილები

1952-1957 წწ. სწავლობდა ქ. თბილისში, საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო - სამეცნიერო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა წარმატებით, წითელ დიპლომზე.

1961 წლიდან საცხოვრებლად გადადის წინაპართა სამშობლოში ჩეჩნეთ-ინგუშეთში.

რამაზ გუმაშვილის მოღვაწეობაზე ინფორმაცია არის თავში „ქისტი მეცენატები“, აქ მისი საქმიანობის სხვა ქვაკუთხედზე გვსურს ყურადღების გამახვილება.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ რამაზ გუმაშვილმა კოლექციონერობას მიჰყო ხელი, ის არის პირველი კოლექციონერი პანკისის ისტორიაში. ვინც ერთხელ მაინც არის ნამყოფი, ქ. თბილისში, ნინოშვილის 23 ნომერში მდებარე მის ბინაში და ქ. თელავის ბინაში (რომელიც მუზეუმად ჰქონდა გადაკეთებული), არასოდეს დაავიწყდება ის საოცარი კოლექცია, რომელიც მუსლიმთა წმინდა წიგნის - ყურა ნის, ხანჯლების, ათასობით სხვა დასხვა საკრავის, საათისა და კიდევ უამრავი უძველესი ნივთისგან შედგებოდა.

გამორჩეულ ნიჭიერებასთან ერთად ის იყო უიშვიათესი გარეგნობის მამაკაცი (2 მ. სიმაღლის) და თბილისის ქუჩებში ჩეჩნური ჩოხით, წელზე ხანჯლითა და ბოხოხში გამოწყობილი დადიოდა. მნახველი თვალს ვერ წყვეტდა. ერთხელ ის საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან შესახვედრად მივიდა და შესასვლელში ელოდებოდა. მდივანმა ხანჯლის მოხსნა სთხოვა, რამაზი განრისხდა, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო... ხმაურზე თავად ზვიადი გამოვიდა და მდივანს მკაცრად უთხრა: ქისტები იარაღს არ იხსნიანო!

ერთხელაც, თელავის პოლიციის განყოფილებაში რამაზი ჩვეული ჩაცმულობით მისულა, მუზეუმთან დაკავშირებულ პრობლემასთან დაკავშირებით. ახალგაზრდა გამომძიებელმა, რომელიც კიბეზე არბოდა, თვალი ჰკიდა თუ არა ხანჯალს, უკანავე ჩამოირბინა, მისულა რამაზთან და უკითხავს, - ამ ხანჯლის პასპორტი გაქვთო? - კი, მაქვს, - დამცინავად უპასუხა რამაზმა, - სად? - თავის ჭკუით დაკითხვა გააგრძელა ახალბედამ. რამაზს ცალი წარბი აუწევია და ირონიულად უთქვამს - ქარქაშში არისო. გაწბილებული გამომძიებელი უსიტყვოდ გაბრუნებულა.

როგორც რამაზის ბიძაშვილები იხსენებენ: „რამისნაირი (რამი - ასე ეძახდნენ ახლობლები) კეთილშობილი, ხელგაშლილი და ვაჟკაცური ბუნების ადამიანი იშვიათად ამშვენებს სამყაროს, ქალები პეპლებივით ეხვეოდნენ გარს, ამიტომ ყველა ეროვნების ცოლი ჰყავდა: ჩეჩენი, ხევსური, ოსი, რუსი... ერთხელ ქ. თბილისში რიყეზე ძველი ნივთების გამოფენა ყოფილა, ამ გამოფენაზე რამაზ გუმაშვილს მხოლოდ საკრავი ინტრუმენტები გამოუტანია. ეს ისეთი საოცრება იყო, - იხსენებს პანკისელი უხუცესი, თვალებს ვერ ვუჯერებდით (ამ გამოფენასთან დაკავშირებით სპეციალური რეპორტაჟი გასულა საინფორმაციო გამოშვება „მოამბეში“). ჟურნალისტს, რომელიც რამაზს საკრავების რაობაზე ესაუბრებოდა, ბოლოს უკითხავს, რომელიმე საკრავზე ხომ არ უკრავთო? - აქ, რამდენ საკრავსაც უყურებთ, ყველაზე ვუკრავ, - უთქვამს რამაზს და ყველა საკრავზე ისე ოსტატურად დაუკრავს, ჟურნალისტს გაკვირვებისგან ყბა ჩამოვარდნია.

ის ადამიანები, ვინც ერთხელ მაინც არიან მასთან ნამყოფი თელავსა და თბილისში, აღტაცებას ვერ მალავენ იმ უნიკალური კოლექციით, რისი შეგროვებაც მან საკუთარი ძალებით შეძლო.

90-იან წლებში რამაზ გუმაშვილმა, ქ. თელავში მდებარე, თავის საკუთრებაში მყოფ სამოთახიან ბინაში გახსნა მუზეუმი, რომელიც იმ განუკითხაობის წლებში რამდენიმეჯერ გაქურდეს. რამაზმა გადაწყვიტა მუზეუმისათვის რკინის კარების დაყენება და თბილისში დაამზადებინა.

სამწუხაროდ, 1991 წელს თბილისიდან ფურგონით მომავალი რამაზ გუმაშვილი, რომლითაც თელავის მუზეუმისათვის დამაზადებული კარები მოჰქონდა, გომბორის უღელტეხილზე ავარიის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა და აუხდენელი დარჩა ოცნება საკუთარი უზარმაზარი კოლექციის დაბინავებისა, რომელთა შეკრებასაც უამრავი წელი და ენერგია დაახარჯა. მთელი ეს უნიკალური კოლექცია თელავსა და თბილისში, „მხედრიონის“ პერიოდში გაიძარცვა და განადგურდა.

ყველა სიკეთესთან ერთად, რამაზ გუმაშვილი წერდა ლექსებს, მისი ბიძაშვილის მეხსიერებამ შემოინახა პოეზიის ერთი ნიმუში, რომელსაც, რამაზის სიყვარულით, წლების განმავლობაში, გულითა და გონებით ატარებდა:

ვის არ იტაცებს, იხილოს
კავკასიონის მშვენება,
ხევები, იალაღები,
აყვავებული ბუნება.
მთაში გაშლილი ცხვარ-ძროხა,
ჟივილ-ხივილი ბატკნისა
და სალამურის ღიღინი,
შორს მოტანილი ქარისა.
ლურჯი კლდეები ფრიალო,
თავის წყარონის შხეფითა
და ჭიუხებში შურთხის ხმა,
ჯიხვთა ჭიდილი რქებითა.
სპეროზა ცამდე აწვდილი,
ხორაჯო თავის წყლებითა,
დაბლა პანკისიც ამშვენებს
თავის ლამაზი ველითა.
ზევით საქისტო, რკინის მთა,
ხევები წიფლოვანისა,
ბორბალო მაღლით დაჰყურებს
სათავეს ალაზანისა“.

ელიზბარ მარგოშვილი

ელიზბარ მარგოშვილი დაიბადა ახმეტის რაიონის სოფ. დუისში, მოსამსახურეების მუხმად მარგოშვილისა და ძანო ბაღაკაშვილის ოჯახში.

პირველი ოთხი კლასი დაამთავრა დუისის საშუალო სკოლაში, შემდეგ სწავლა გააგრძელა სამგორის ბავშვთა სახლში, სადაც დაამთავრა 8 კლასი.

0x01 graphic

14.2 ელიზბარ მარგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


1974 წლიდან სწავლა გააგრძელა ქ. თელავში, 1976 წელს დაამთავრა რუსული სკოლა და აიღო საბაზო, ზოგადი განათლების ატესტატი.

იმავე წელს ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სპეციალობით სამშენებლო მასალების, ნაკეთო ბათა და კონსტრუქციების საწარმოთა მექანიკური მოწყობილობა, რომელიც 1981 წელს დაამთავრა წითელ დიპლომზე.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიაშურა ქ. გროზნოს და დაიწყო მუშაობა მექანიკოსად, მეტალოინდუსტრიის ქარხანაში (სა წარმოო გაერთიანება „საამშენებლო ინდუსტრია“, ჩეჩენ-ინგუშეთის სამშენებლო მმართველობა). შემდგომ დააწინაურეს და მუშაობდა სარემონტო-მექანიკური ქარხნის მმართველად.

რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის დაწყების შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ მხარეს. მოგვიანებით, რუსეთში სამუშაოდ წასულმა, დაიწყო საკუთარი ბიზნესის მართვა. მოსკოვში გატარებული მთელი ამ წლების განმავლობაში, არაერთი წარმატებული კომპანიის მართვა მოუწია, რომლებიც შემდგომ მის მფლობელობაში გადავიდა.

უკვე ათ წელზე მეტია, რაც ელიზბარ მარგოშვილი გაიტაცა ხელოვნებამ, კერძოდ კი, ფერწერამ და დიდი მონდომებით მოჰკიდა ხელი ტილოების შეძენა-შესყიდვას. დღეს მისი კოლექცია ითვლის 2000-მდე ნამუშევარს, რომელთა ავტორები გახლავთ ცნობილი ქართველი მხატვრები: ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ავთო ვარაზი, ირაკლი ფარჯიანი, თენგიზ მირზაშვილი, ომარ ჩხაიძე, ზურაბ ნიჟარაძე, გოგი ჩაგელიშვილი, ალბერტ გოგუაძე, ჯემალ კუხალაშვილი, გივი თოიძე, ედმონდ კალანდაძე, ჯოვანი და ბრუნო ვეფხვაძეები (მამა-შვილი) და სხვ. კოლექციის ძირითად ნაწილს შეადგენს ქართველი მხატვრების ნამუშევრები, თუმცა, აქ ნახავთ სხვა ეროვნების მხატვრების ნამუშევრებსაც. აღნიშნული კოლექცია შეფასებულ იქნა არაერთი ექსპერტისა და საზოგადო მოღვაწის, მათ შორის, რუსეთის ხელოვნების აკადემიის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს ზურაბ წერეთელი.

0x01 graphic

გალერეა „ერზი“

2016 წელს „მხატვრის ცენტრალურ სახლში“, ქ. მოსკოვში, ელიზბარ მარგოშვილმა გახსნა გალერეა „ერზი“ (ქისტურად არწივი), რომელიც წარმატებით ფუნქციონირებდა რამდენიმე წლის განმავლობაში. რომ არა „მხატვრის ცენტრალური სახლის“ დაკეტვა, ქართული მხატვრობის ერთი ნიმუში გალერეა „ერზიში“ გალერეა დღესაც იმუშავებდა. დღეს გალერეა „ერზი“ ფუნქციონირებს დისტანციურად; გალერეას აქვს ვებ-გვერდი, სადაც მსურველებს შეუძლიათ დაათვალიერონ კოლექცია: www.erzi-gallery.ru, გალერეას ასევე აქვს გვერდი ინსტაგრამზე: erzi_gallery.

ელიზბარ მარგოშვილი აქტიურად არის დაკავებული შესაბამისი ფართის ძიებით, რათა ხელახლა შთაბეროს სული გალერეა „ერზის“.

15 ქისტი მეცენატები

▲ზევით დაბრუნება


ქველმოქმედება თავისთავად დიდი განძია,
განსაკუთრებით მაშინ, თუ ის თავისუფლების
მოპოვების საწინდარიცაა.

ჯონ დევისონ როკფელერი

მხოლოდ ქველმოქმედებას ძალუძს
აღაფრთოვანოს ყველა სულიერი, რადგან ეს
საქმე უფლისგან არის დალოცვილი.

დედა ტერეზა

* * *

ქველმოქმედება, გაჭირვებულის დახმარება
და გვერდში დგომა ვაინახების გენეტიკური თვისებაა და ამ საქმეში
ვერც ერთი ერი ვერ შეედრება

მთიანი ჩეჩნეთიდან (პირიქითა ქისტეთიდან) ქისტების პანკისში მიგრაცია ერთ საუკუნეზე მეტხანს (მე-19 ს. 20-იანი - მე-20 ს. 30-იანი წლები) მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში, პანკისში დასახლებულ ქისტებს, კონტაქტები ჰქონდათ წინაპართა სამშობლოსთან, მიმოსვლა, ნათესაური დამოკიდებულება არ შეუწყვეტიათ. მაგრამ ჩეჩნებისა და ინგუშების 1944 წ. თებერვლის დეპორტაციის შემდეგ ეს ურთიერთობა შეწყდა, ვინაიდან ჩეჩნურ ენაზე მოლაპარაკე არათუ ვაინახი, ვინმე სულიერიც კი არ მოიძებნებოდა გროზნოსა და ნაზრანის ოლქებში.

სამშობლოდან 15-წლიანი გაძევების შემდეგ ჩეჩენ-ინგუშები ბრუნდებიან სამშობლოში. მიუხედავად მათ სახლებში ჩასახლებული უცხოტომელების მძაფრი წინააღმდეგობისა და საბჭოთა ხელისუფლების უმოქმედობისა, ვაინახები მკვიდრდებიან თავიანთ სამშობლოში და ქისტებიც იწყებენ დაკარგული კონტაქტების აღდგენას.

დაბრუნების პირველ წლებში, რო ცა მოხდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავ ტო ნომიური რესპუბლიკის რეაბილიტაცია, ვაინახებს ძალიან შეზღუდული რაოდენობის კადრები ჰყავდათ და მაღალ თანამდებობაზე ოცნებაც განწირული იყო. სწორედ საჯარო მოხელეების დაინტერესება საქართველოში, პანკისში მცხოვრები თანამოძმეების მიმართ, პირველი რიგის ამოცანა იყო და ეს საქმე გააკეთეს ერთეულმა ქისტებმა, რომლებიც მე-20 ს. 60-იანი წლების ბოლოს ჩადიან ჩეჩნეთ-ინგუშეთში.

სოფ. ჯოყოლოს მკვიდრმა რამაზ გუმაშვილმა წითელ დიპლომზე დაამთავრა ქ. თბილისის ზოოვეტინსტიტუტი ვეტექიმის პროფესიით. იგი სამუშაოდ გაანაწილეს რუსეთში, კერძოდ ქ. კურსკში. მან როგორც კი შეიტყო ჩეჩნებისა და ინგუშების სამშობლოში დაბრუნების ამბავი, მიატოვა სამუშაო, ჩავიდა ქ. გროზნოში, სოვეტსკოეს (შატოეს) რაიონში და თავისი პროფესიით დაიწყო მუშაობა.

რ. გუმაშვილის დედა ბილავზეი მითხოელი იყო, მე-2 მსოფლიო ომის წინ ჯოყოლოში სტუმრად იმყოფებოდა, იქ გაიცნო შავხალ გუმაშვილი და ცოლად გაჰყვა. ამით ის გადაურჩა გადასახლებას, ხოლო მისი მამის ოჯახიდან 18 სული გადასახლებაში მოჰყვა და არც ერთი არ დაბრუნებულა, ყველა დაიღუპა.

წინაპართა სამშობლოში რ. გუმაშვილმა მონახა დედეულები, რომლებიც ჩეჩნეთის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობდნენ. ზოგიერთი მათგანი სახელმწიფო დაწესებულებებში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საზოგადოებაში. რამაზ გუმაშვილმა, პირადი თვისებებიდან გამომდინარეც, დიდი გავლენა მოიპოვა ჩეჩნეთში. ამას ისიც დაემატა, რომ აქტიურად ჩაება მთის რეგიონებში, შატოესა და ვედენოს რაიონებში ჩასახლებულ ლეკებთან დაპირისპირებაში, რომლებიც, როგორც ოსები, არ უბრუნებდნენ საკუთარ სახლებს გადასახლებიდან მობრუნებულ ჩეჩნებს. ეს დაპირისპირება მწვავე იყო, შეიარაღებულ შეტაკებებამდე მიდიოდა და თითქმის 2-3 წელი გრძელ დებოდა. ეს იყო მძიმე წლები, 1957-1959 წლები, როცა ჩეჩნებსა და ინგუშებს საკუთარ მიწა-წყალზე დამკვიდრებისათვის ბრძოლა უხდებოდათ.

რ. გუმაშვილმა ქ. გროზნოში ბინა მიიღო. მისი სახლის კარები ღია იყო ყველასთვის, ვინც პანკისიდან ჩადიოდა. თანამემამულეები მას შატოეშიც სტუმრობდნენ. რამაზის პირველი მეუღლე, რუსი ეროვნების ექიმი, გამორჩეული დიასახლისი იყო. იგი, ჩეჩენი ქალების მსგავსად, სტუმართმოყვარე, ქმრის ნათესავების მოყვარული და პატივისმცემელი გახლდათ.

რ. გუმაშვილმა კონტაქტი დაამყარა პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორთან, ასევე, თანამდებობებზე მყოფი ნათესავების საშუალებით, დაუკავშირდა განათლების მინისტრს და მიაღწია შეთანხმებას, რომ პანკისელი ქისტი ახალგაზრდები მიეღოთ ჩეჩნეთის უმაღლეს და ტექნიკურ სასწავლებლებში. თანხმობის მიღების შემდეგ ზრუნავს პანკისელი საშუალო განათლების მქონე ახალგაზრდების წინაპართა სამშობლოში ჩაყვანაზე.

სასწავლებლად ჩასული ახალგაზრდების ნაწილი, რომელთაც იცოდნენ რუსული ენა, უგამოცდოდ ჩაირიცხნენ, ვინც გასაუბრებაში ვერ მიიღო სათანადო ქულა, პედაგოგიურ და სამედიცინო ტექნიკუმებში განაწილდა. ეს პროცესი გაგრძელდა წლების განმავლობაში.

ამ პერიოდში, ქ. გროზნოში, ჩადის სოფ. ომალოდან მოვსარ ციხესაშვილი, სპეციალობით მეღვინე და იწყებს მუშაობას ღვინისა და კონიაკის კომბინატში. მ. ციხესაშვილი განათლებული, ინტელექტუალური პიროვნება იყო, კონტაქტიანი, გამორჩეულად ხელგაშლილი და სტუმართმოყვარე, მოკლე ხანში გაიცნო ადგილობრივი რაიონის ხელმძღვანელობა, მათი მეშვეობით ქალაქისა და რესპუბლიკის მაღალი თანამდებობის პირები.

ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკის აღდგენის პერიოდში, როგორც წესი, ასეთ დროს კორუფცია და ჩრდილოვანი ეკონომიკა ვითარდება, ფული იოლად იშოვება. მოვსარ ციხესაშვილმა ღვინისა და წვენების ქარხნების შექმნა დაიწყო, ამაში ეხმარებოდნენ ადრე აქ დამკვიდრებული ქართველი მეღვინეები, ბიზნესმენები. მათი საშუალებით საქართველოშიც გაიცნო კოლეგები, ხელისუფლებაშიც თანამდებობის პირებთან დაამყარა კონტაქტები.

0x01 graphic

მოვსარ ციხესაშვილი

პანკისის ხეობიდან წინაპართა სამშობლოში ჩასულებს ასევე პატრონობდა მოვსარ ციხესაშვილი. ყველა პრობლემას ის აგვარებდა, ყველა მისი სტუმარი იყო, ყველას მატერიალურად ეხმარებოდა. ვაჟკაცური ბუნების კაცი იყო, პრინციპული, საქმე როცა კაცის უფლებებს, ღირსებას ეხებოდა, უკან არ დაიხევდა. ხშირად ქისტებს ჩეჩნებთან და ინგუშებთან კონფლიქტები მოსდიოდათ. ყველა ასეთ უთანხმოებას მოვსარი აწესრი გებდა, მისთვის არ არსებობდა ღარიბი და მდიდარი, ბეჩავი და ქედმაღალი, ყველას ერთნაირად უყუ რებდა.

თვით ქისტმა მეცხვარეებმაც გადაინაცვლეს ვაინახების სამშობლოში, იქ თავისუფალი მთები და საზამთროდ ნოყიერი ველები ეგულებოდათ. მართლაც, ჩეჩენ-ინგუშეთი ამ კუთხით მთელ კავკასიაში გამოირჩეოდა, ისეთი ნოყიერი მიწები ჰქონდათ, მოსავლის წელიწადში ორჯერ მოყვანა შეიძლებოდა.

ჩასულ ქისტებს ადგილობრივი მოხელეები და მილიცია ავიწროებდა, ყველსა და მატყლს ართმევდნენ, საძოვრებში დიდ საფასურს ახდევინებდნენ. მეცხვარეებმა არ იცოდნენ კანონმდებლობა, საკუთარი უფლებები და უცხო მიწაზე მყოფნი იჩაგრებოდნენ. ქისტი სტუდენტებისათვის ქისტი მეცხვარეების გროზნოში ჩასვლა დღესასწაული იყო, რადგან ისინი სტუდენტებს გულუხვად უმასპინძლდებოდნენ და მატერიალურად ეხმარებოდნენ. სახელი გაითქვეს ისეთმა ხელგაშლილმა მეცხვარეებმა, როგორებიც იყვნენ ომალოელები - ერთილო ალხანაშვილი, იზნაურ ფხა კა ლაშვილი, მისი შვილი იდრიზ ფხაკალაშვილი, ბირკიანელი - ანზორ ბორძიკაშვილი, ჯოყოლოელი - ანზორ მუზიკაშვილი, დუისელი - ლორსა გაურგაშვილი, ელიზბარ ბაღაკაშვილი, ვისერგი (ფორე) გაურგაშვილი და სხვ. ამ მეცხვარეებსაც მოვსარ ციხესაშვილი პატრონობდა, მათ საქმეებსაც ის აგვარებდა.

0x01 graphic

თამაზ (კვირია) გაურგაშვილი

მე-19 ს. 60-იან წლებში გროზნოში ჩადის მეღვინეობისა და კვების პროდუქტების ახალგაზრდა სპეციალისტი თამაზ (კვირია) გაურგაშვილი და ისიც მოვსარის დახმარებით, საკუთარი ნიჭითა და ენერგიით, მალე თვალსაჩინო ბიზნესმენი ხდება. თამაზი უაღრესად ნიჭიერი, ხელგაშლილი, კონტაქტური პი როვნება აღმოჩნდა. სრულიად ახალგაზრდამ ისეთი ინიციატივა გამოიჩინა, რომ დიდი წარმატება და აღიარება ხვდა წილად. მან ერთ-ერთი უმსხვილესი რაიონის ცენტრში, ურუს-მართანში ააგო და ექსპლუატაციაში გაუშვა პურპროდუქტების კომბინატი, წვენებისა და ღვინის ქარხანა, ლიმონათის ჩამოსასხმელი საამქრო და ასე შემდეგ.

მოკლე ხანში გაიცნო რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელები, ძალოვანი სტრუქტურების უფროსები. მის სახლში, დღე-ღამის განმავლობაში აულაგებელი სუფრა იყო გაშლილი. ადგილობრივ სტუმრებს ემატებოდა პანკისიდან ჩასულები. ისეთი სტუმრები ხვდებოდა სახლში, ადრე თვალითაც რომ არ ენახა, არც კი ჰკითხავდა, ვინ ხარო, პირველი კითხვა იყო: - ხომ არაფერი გიჭირს? - და დასახმარებლად მზად იყო.

საოცარი მეუღლე ჰყავდა, ჩეჩენი ქალი, დღემუდამ ფეხზე იდგა. უაღრესად ენერგიული და მხნე ბუნების, შუბლშეკრულს ვერ ნახავდა კაცი, დაღლილობისგან წაქცევაზეც რომ ყოფილიყო. 2020 წელს გარდაიცვალა, კოვიდვირუსმა იმსხვერპლა, მთელმა ხეობამ განიცადა მისი სიკვდილი, უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს!

თამაზ გაურგაშვილი დღესაც აგრძელებს სამრეწველო საქმიანობას. ურუს მართანის კომბინატი ხელახლა ააშენა, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა და წარმატებით აგრძელებს მუშაობას. ომებმა და ბევრმა დავიდარებამ, ბიზნესის ჩავარდნამ და სხვა პრობლემებმა ვერ გატეხა დუისელი ქისტი და ვერც ხასიათი შეუცვალა: ყოველთვის, მდიდარიც და უქონელიც (ომი ხომ ბიზნესის მტერია) ერთ ხასიათზე იყო, იგივე ხელგაშლილი, სტუმართმოყვარე და ქისტების პატრონი ვაინახების ქვეყანაში.

ისლამის აუცილებელ მოთხოვნებს შორის არის ზაქათის (შემოსავლის გადასახადის) გაღება, რაც ევალება ყველა მუსლიმს და თავის ყოველწლიური შემოსავლის 6 პროცენტი უნდა დაურიგოს სოციალურად დაუცველებს, ქვრივ-ობლებსა და გაჭირვებულებს. ვაინახები ბუნებით ძალიან მორწმუნე ხალხია და ისლამის ამ მოთხოვნას გადაჭარბებულად ასრულებენ კიდეც.

როგორც ვიცით, ვაინახებს, უმეტეს შემთხვევაში, მრავალშვილიანი ოჯახები აქვთ, არის შემთხვევები, როცა ოჯახის წევრების რაოდენობა 10-18 ადამიანამდე მერყეობს. მათ აქვთ სისხლში გამჯდარი წესი, რომ ოჯახის ყველა წევრი თანაბარი შესაძლებლობების უნდა იყოს. როცა ოჯახიდან ერთ-ერთს გაუმართლებს და მდიდრდება, ის ჯერ თავის დედმამიშვილებს უქმნის საცხოვრებელ პირობებს და მხოლოდ ამის შემდეგ ზრუნავს საკუთარ ოჯახზე.

პანკისის მაგალითზე რთულია ამ კონტექსტში საუბარი, რადგანაც აქ მდიდრები თითქმის არ არიან და არც ყოფილან, ძირითადად საშუალო ფენა დომინირებს, თუმცა ერთმანეთის დახმარება და გაჭირვებულის გვერდში დგომა გამორჩეულად იციან, არ დაუკარგავთ წინაპრების ეს სანიმუშო ტრადიცია, ან როგორ დაკარგავდნენ, ის ხომ გენეტიკაში ზის.

15.1 ქუშეი ისს

▲ზევით დაბრუნება


დუისელი ისა მაჩალიკაშვილი, პანკისელებისთვის ცნობილი, როგორც „ქუშეი ისს“, ქისტების მეხსიერებაში სამარადჟამოდ დარჩება ერთ-ერთ საუკეთესო ქველმოქმედად პანკისის ისტორიაში.

0x01 graphic

ქუშეი ისს

მდინარეზე ხიდის გადება ყოველთვის ითვლებოდა მადლიან საქმედ და ეს მადლი ორჯერ იზრდებოდა, თუ ხიდი ორი სოფლის მოსახლეობას აკავშირებდა ერთმანეთთან. ისას მიერ გადებული უამრავი ხიდი კი არა მხოლოდ ორ სოფელს, არამედ ალაზნის მარცხენა და მარჯვენა ნაწილს აერთებდა და პანკისის ხეობის უამრავ სოფელს ერთმანეთთან აკავშირებდა. ალაზნის გაღმა მდებარე ომალო, დუმასტური, ზემო, ქვემო და შუა ხალაწნები ამ ხიდით უკავშირდებოდა ალაზნის გამოღმა მდებარე სოფლებს: დუისს, დედისფე რულს, ჯოყოლოს, ბირკიანსა და ძიბახევს. როგორც კი ალაზანი ადიდდებოდა (ეს კი წელიწადის განმავლობაში მინიმუმ ოთხჯერ-ხუთჯერ მაინც ხდებოდა), დიდი წვალებითა და რუდუნებით გადებულ ხიდს ადიდებული მდინარე გაიტაცებდა და პანკისელი ქველმოქმედი უდიდესი ნებისყოფითა და უშურველი სიკეთით იწყებდა ხისგან ახალი ხიდის გამოთლას, რომელიც მინიმუმ 20 მეტრას აღწევდა და ხისავე მოაჯირიც ამშვენებდა. წიგნის ავტორს, როგორც პანკისის დანარჩენ მოსახლეობას, არაერთხელ უსარგებლია აღნიშნული ხიდითა და გულით დაულოცავს მისი გამკეთებელი. თუ დილით ხიდით გადმოსულ მოსახლეს საღამოს ხიდი წაღებული ხვდებოდა, ალაზნის გამოღმა მცხოვ რებთან შეაფარებდა თავს.

ისა მაჩლიკაშვილი ისეთი დიდი ბუნების ქველმოქმედი იყო, რომ პანკისის გარშემო მდებარე ტყეებში პანტისა და მაჟალოს ველურ ხეებზე ამყნობდა შინაური ჯიშის ვაშლსა და მსხალს, რგავდა შინდისა და თხილის ნერგებს, რომ ტყეში წასულ, დაღლილ და შემთხვევით გზასაცდენილ ადამიანებს საკვები ჰქონოდათ.

0x01 graphic

მაჩალიკაშვილის მიერ მდინარე ალაზანზე
გადებული ერთ-ერთი ხიდი

სიცოცხლის ბოლო წლებში, ღრმად მოხუცებულმა, ალაზნის პირას გააშენა ულამაზესი ბაღი (რომელიც ცნობილია ქუშეი ისას ბაღის სახელით), აკაციის ხეივნით გარშემორტყმული, სხვადასხვა ხილითა და ყვავილით დამშვენებული. ბაღის შუაგულში გათხარა ჭა, საკუთარი სახსრებით შეიძინა ჭისთვის აუცილებელი ყველა ატრიბუტი, რომ მოწყურებული ადამიანისთვის წყურვილის მოკვლის საშუალება გამხდარიყო. ცოტა მოშორებით კი დადგა ტუალეტი, რომ შორი გზიდან მომავალ მგზავრს ესარგებლა. 80 წელს გადაცილებული ულამაზესი მოხუცი, თეთრი წვერითა და სპეტაკი შუბლით, ცინცხალი მეხსიერებითა და უზომო კეთილშობილებით აოცებდა გარშემომყოფებს. იცხოვრა არა მხოლოდ საკუთარი თავისა და ოჯახისთვის, არამედ მთელი ხეობის მოსახლეობისათვის და ნათელი კვალი დატოვა პანკისელების მეხსიერებაში.

15.2 ქისტი მუსოლინი

▲ზევით დაბრუნება


პანკისის ისტორიაში ვაჟკაცობის, წესიერების, ხელგაშლილობის, მოყვასთა თანადგომისა და თანალმობის საოცარ მაგალითად დარჩება ჯოყოლოელი მუსოლინ გუმაშვილი - ცნობილი და სახელოვანი პაპის ლაბეისა და პანკისელი გენიოსის, აბდულას ერთადერთი მემკვიდრე, ვინც 5 წლის ასაკიდან ობლობაში გაზარდა დედამ, ღირსეულმა ქისტის ქალმა ფეედი ბორჩაშვილმა.

0x01 graphic

მუსოლინ გუმაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ რამდენიმე წელი არის გასული, პანკისის ხეობაში თითქმის ყველამ იცის მუსილონ (როგორც ქისტები ეძახდნენ) გუმაშვილის დიდი ადამიანობისა და გა მორ ჩეული ქველმოქმედების შესახებ. წლების განმავლობაში მუსოლინი სურსათის მაღაზიის მეპატრონე იყო და ძალიან ბევრ გაჭირვებულ პანკისელს შეუმსუბუქა ეკონომიური ყოფა. ამ მაღაზიის შემოსავალი მხოლოდ წაგება იყო და თვიდან თვემდე ნისიების რაოდენობა იზრდებოდა...

ერთ-ერთი ოჯახის ნისია წლები გაგრძელდა და მუსოლინი იმ ოჯახში მივიდა ვალის მოსაკითხად... დიასახლისმა ტირილით აუწყა მაღაზიის მეპატრონეს, რომ ოჯახის უფროსი რუსეთში იყო საზაფხულო სამუშაოზე წასული და ოჯახი შიმშილის ზღვარზე იყო. მუსოლინი ისე შეწუხდა, დიასახლისს უთხრა, რომ მისი ვალი ჩამოწერა და არ ენერვიულა, თვითონ კი მაღაზიაში დაბრუნდა, თავისი სატვირთო მოტოციკლი სასურსათო პროდუქტით დატვირთა და გაჭირვებულ ოჯახს საკუთარი ხელით მიართვა შესაწირის სახით.

ასეთი ქველმოქმედება არაერთხელ გაუწევია მართალ კაცს მუსოლინ გუმაშვილს და არაერთი ადამიანის გულწრფელი მადლობა და სიყვარული გაჰყვა საიქიოს საგზლად.

თანასოფლელებს არაეთხელ გაუწოდეს დახმარების ხელი ძმებმა ახმად (ბუშტა) და ახიად გუმაშვილებმა, რომლებიც მუსოლინის ალალი ბიძაშვილები და ჯოყოლოელები არიან და შეასძლებლობის ფარგლებში პერმანენტულად ზრუნავენ პანკისელებზე.

ქველმოქმედების დიდ საქმეს არ უღალატა ჯოყოლოელმა ელიზბარ ცისკარიშვილმა და მეცენატობა პანკისის ხეობასა და ქისტებზე დაწერილი წიგნების დაფინანსებით გამოხატა.

0x01 graphic

ელიზბარ ცისკარიშვილი

უაღრესად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან საქმედ ითვლება ვაინახებში სასაფლაოების მოვლა-პატრონობა. ამ კუთხით დიდ ქველმოქმედთა შორის სამუდამო ადგილი დაიმკვიდრეს დუისელმა თამაზ ბექაურმა და ჯოყოლოელმა ბესიკ მუთოშვილმა, რომლებმაც მშობლიური სოფლების სამუდამო განსასვენებელი ადგილი მშვიდ სასუფეველად დაუმკვიდრეს ხეობის განსვენებულებსა და მაცხოვრებლებს. თამაზ ბექაურმა კიდევ მრავალი ქველმოქმედება გასწია ხეობისა და მისი მაცხოვრებლების საკეთილდღეოდ, ამიტომაც, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში, დიდი ავტორიტეტი და სიყვარული მოიპოვა თანამემამულეებში, ქისტ ხალხში.

0x01 graphic

თამაზ ბექაური

სოფელ ჯოყოლოს უძველესი სასაფლაო, რომელიც სოფლის შუაგულში მდებარეობს, რამდენიმე ასპექტით გამოირჩევა: გარდა იმისა, რომ აქ აკლდამის ტიპის სასაფლაოებიცაა, მშვიდად განისვენებენ ჯოყოლოელი ქრისტიანი და მუსლიმი ქისტები (ე.ი. არის შერეული სასაფლაო). სასაფლაო შემოსაზღვრულიც არ იყო და დიდ დისკომფორტსა და გულისტკივილს უტოვებდა მანახველსა და მის ახლო-მახლო მცხოვრებლებს. წარმატებულმა ქისტმა ახალგაზრდა ნაზი დაქიშვილმა, პროექტის ფარგლებში, იზრუნა სასაფლაოს კეთილმოწყობაზე, რაც ნამდვილად დიდ ქებას იმსახურებს.

პანკისელ ელიზბარ მარგოშვილზე ამ წიგნში საუ ბარი იყო, როგორც კოლექციონერზე, თუმცა, ახლა გვინ და წარმოვაჩინოთ მისი სხვა ადამიანური კუთხე, რაც ქველმოქმედებით გამოიხატება და ამ სამყაროში ადამიანად ყოფნის ყველაზე დიდი განძია. ელიზბარ მარგოშვილმა სოლიდური თანხა გაიღო მშობლიური, დუისის საჯარო სკოლის საჭიროებებისათვის, ასევე დააფინანსა პანკისის საბავშვო ბაღები სათამაშოებით და წლების განმავლობაში ხელფასს უხდიდა პანკისელ მწვრთნელებს, ვინც ქისტ ახალგაზრდებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში ავარჯიშებდნენ.

0x01 graphic

დავით გორნაკაშვილი

ნავთობის სფეროში მოღვაწე ბიზნესმენმა დავით (დათო) გორნაკაშვილმა, რომელიც ძალიან ახალ გაზრდა ასაკში შეიწირა ავტოკატასტროფამ (მან მხოლოდ 36 წელი დაყო სამზეოს), მოასწრო და სამუდამო ადგილი დაიკავა თავის ხალხის გულებში, როგორც უაღრესად კეთილშობილმა, ხელგაშლილმა, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დამხმარემ და მოსარჩლემ. როდესაც ჩეჩენი ლტოლვილების კოლონა მოაწყდა საქართველოს საზღვარს, დათომ 10 ტონა საწვავი საჩუქრად გადასცა იმ კომპანიას, ვინც ლტოლვილების პანკისში ჩამოყვანას ხელმძღვანელობდა, ასევე, შესაძლებლობის ფარგლებში, შესაწირის სახით, თანასოფლელებსაც ამარაგებდა საწვავით. მატერიალურად ეხმარებოდა და თანადგომას უწევდა ნათესავებსა და ახლობლებს.

15.3 ჯაბრაილ ხანგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


ცნობილი ბიზნესმენი და მეცენატი ჯაბრაილ აბდულას ძე ხანგოშვილი დაიბადა 1951 წელს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში.

1967 წელს დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა.

ჯაბრაილი ბავშვობიდან გამოირჩეოდა სამსახიობო და მუსიკალური ნიჭით, ამიტომაც საშუალო განათლების მიღების შემდეგ, მან გადაწყვიტა აესრულებინა ბავშვობის სანუკვარი ოცნება - სკოლის დამთავრებისთანავე ჩამოვიდა თბილისში და ჩააბარა თბილისის თეატრალურ ინტიტუტში. მისაღებ გამოცდებზე საოცარი ნიჭიერებით გამოირჩა და, ერთი რიგითი პანკისელი ახალგაზრდა, საკუთარი გონებისა და მონდომების წყალობით, ჩაირიცხა თეატრალურ ინსტიტუტში. თუმცა ტრადიციებისა და ადათების მიმდევარმა მამამ ეს ამბავი როგორც კი შეიტყო, ჩამოვიდა თბილისში და მისი საბუთები უკანვე გაიტანა. ასე დარჩა ჯაბრაილის სამსახიობო ოცნება ოცნებად.

ამის შემდეგ ჯაბრაილმა ბედი წინაპართა სამშობლოში სცადა. თვითნასწავლმა მუსიკოსმა, რომელმაც ერთი ნოტიც კი არ იცოდა, 1972 წელს წარმატებით ჩააბარა ქ. გროზნოში, ჩეჩნეთ-ინგუშეთის მუსიკალურ ტექნიკუმში ვოკალური ხელოვნების განხრით. პარალელურად მუშაობდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის სახელმწიფო ანსამბლ „ვაინახში“. სწორედ ამ პერიოდში ქ. ლენინგრადში გაიმართა საკავშირო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად 300 მუსიკოსს შორის, ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან, სსრკ-ის დამსახურებულმა არტისტმა, კონსერვატორიის რექტორმა პაველ სერებრიაკოვმა შეარჩია ორი მონაწილე, რომელთაგან ერთი სწორედ ჯაბრაილ ხანგოშვილი იყო.

შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. საოპერო ხელოვნების მოტრფიალემ დიდი მონდომებისა და შრომის შედეგად ტენორის სიმაღლეებს მიაღწია.

0x01 graphic

ჯაბრაილ და ია ხანგოშვილები

1991 წელს კვლავ დაბრუნდა ჩეჩნეთში და მუშაობა გააგრძელა გროზნოს სახელმწიფო ფილარმონიაში. მალევე ბედი სამრეწველო სფეროში სცადა და დიდ წარმატებებს მიაღწია კიდეც - იგი ერთ-ერთი მსხვილი მრეწველი გახდა მთელი ჩრდილოეთ კავკასიის მასშტაბით.

როგორც ვიცით, იმ პერიოდში ჩეჩნეთი იბრძვის დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის და ქვეყნის სათავეში მოდის რუსეთის არმიის გენერალი, ჩეჩენი ერის საამაყო შვილი - ჯოხარ დუდაევი. ჯაბრაილ ხანგოშვილი ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის დუდაევის ბრძანებით ინიშნება მთავრობის საგარეო კომიტეტის, ხალხთა საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსად. იმ პერიოდში ჯაბრაილმა ლიტვაში, ყაზახეთში, თათრეთში, მოსკოვსა და ლენინგრადში ჩეჩნეთის წარმომადგენლობები ჩამოაყალიბა და აქტიურად იბრძოდა ჩეჩნეთის საერთაშორისო აღიარების მოპოვებისათვის.

ჩეჩნეთის პირველი ომის დაწყებამდე ცხრა თვით ადრე შექმნა ნავთობის კომპანია „ვიტოლმი“, რომელიც ჯაბრაილმა საქართველოს რკინიგზაზეც გადმორთო და რკინიგზის შემოსავლების 50-60 პროცენტი საქართველოში ამ ფონდიდან შემოდიოდა.

როდესაც საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო და ვითარება კრიზისში შევიდა, ჯაბრაილ ხანგოშვილმა უხელმძღვანელა იმ დელეგაციას, რომელიც ჯოხარ დუდაევის დავალებით, სპეცრეისით, თბილისში მოლაპარაკებების გამართვის მიზნით ჩამოფრინდა. ჯოხარის გადაწყვეტილება ასეთი იყო: ვალდებულნი ვართ შევარიგოთ ორად გაყოფილი ქართველობა.

0x01 graphic

ბუდიონოვსკის ტრაგედია.
მარცხნიდან პირველი - ჯაბრაილ ხანგოშვილი

მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ბუდიონოვსკის სპეცოპერაციას უკავშირდება. როდესაც ცნობილმა ჩეჩენმა საველე მეთაურმა შამილ ბასაევმა ალყაში მოაქცია ბუდიონოვსკის ცენტრლური საავადმყოფო, 2500-მდე ადამიანი მძევლად აიყვანა და განაცხადა, თუ რუსეთი არ შეწყვეტდა ჩეჩნეთში საომარ მოქმედებებს და ჯარს არ გაიყვანდა, ყველა მძევალს დახვრეტდა. ერთადერთი ადამიანი იმ რთულ მდგომარეობაში, ვისთან მოლაპარაკებასაც ბასაევი დათანხმდა, სწორედ ჯაბრაილ ხანგოშვილი იყო. იმის დასადასტურებლად, რომ მზად იყო რუსებთან მოლაპარაკებისათვის, ბასაევმა დაავალა თავის მოადგილეს მოეყვანათ 22 ფეხმძიმე ქალი და ისინი გაათავისუფლა ტყვეობიდან. ფოტომ, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ გამოჰყავს ხელჩაკიდებული ფეხმძიმე ქალები ჯაბრაილ ხანგოშვილს ალყაშემორტყმული საავადმყოფოდან, მთელი მსოფლიო შემოიარა.

ქველმოქმედება ჯაბრაილ ხანგოშვილმა 1992 წლიდან, აფხაზეთის მოვლენების დროს დაიწყო. ჩეჩნეთის რესპუბლიკის - იჩქერიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააფორმა ხელშეკრულება იჩქერიის ხელმძღვანელობასთან აფხაზეთიდან ლტოლვილებისათვის ჰუმანიტარული დახმარების შესახებ. 1993 წელს საკუთარი სახსრებით აფხაზეთიდან ლტოლვილებს გადასცა 12 მილიონი რუსული რუბლი.

მან აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს არმიის ჩამოყალიბების საქმეში. კერძოდ, საქართველოს თავდაცვის უწყებას აჩუქა 10 ყველგანმავალი ავტომანქანა, უფრო მეტიც, 2010 წელს ჯაბრაილმა ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს.

მსოფლიო კრიზისის დროს ბათუმში მეუღლესთან, ბიზნესლედი ირის (ფატიმა) ბორჩაშვილთან ერთად ააშენა დიდი მნიშვნელობის ჰოსპიტალი და სასტუმრო, ამისათვის მან საქმეში ჩადო არა მარტო საკუთარი სახსრები, არამედ დიდი რაოდენობის საბანკო კრედიტები. ასევე, ბათუმში ავადმყოფებს ემსახურება მისი მეუღლის თაოსნობით აშენებული სამედიცინო ცენტრი „მედინა“.

ჩეჩნურ-ინგუშურ-ქართული მეგობრობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების გამყარებისა და განვითარების საქმეში უდიდესი წვლილის, ასევე კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად გამოჩენილი სამსახურის გაწევისათვის დაჯილდოებულია ოქროს მედლით „იმამ შამილი“.

15.4 ზურაბ ალხანაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ზურაბ (ჯაყო) გრიშას ძე ალხანაშვილი დაიბადა 1959 წლის 13 მაისს ახმეტის რაიონის სოფ. ომალოში.

0x01 graphic

ზურაბ ალხანაშვილი

1986 წელს საცხოვრებლად გადავიდა ჩეჩნეთში და ცხოვრობდა 2015 წლამდე.

იყო ბიზნესმენი ჩეჩნეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკაში და წლების მანძილზე ეწეოდა ქველმოქმედებას. საქართველოდან ჩეჩნეთში საცხოვრებლად გადასულ თავის თანამემამულეებს ეხმარებოდა ადგილზე დამკვიდრებაში, ასაქმებდა შეძლებისდაგვარად და გზას უკვალავდა ბიზნესის წამოწყებაში. აფინანსებდა პანკისელი ახალგაზრდების განათლებას სხვა დასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

იგი ხშირად ასრულებდა ქისტების მხრიდან მედიატორის როლს ჩეჩნეთის სახალხო სასამართლოში.

ჰქონდა ახლო კონტაქტები დამოუკიდებელი ჩეჩნეთის რესპუბლიკის იჩქერიის ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან და ასევე იმდროინდელ მოწინავე სასულიერო პირებთან. საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ჩეჩნეთში ყოფნის პერიოდში მასპინძლობდა თავის მეგობარ და ნათესავ, პანკისელ თემურ წინწალაშვილთან ერთად საქართველოდან ჩასულ დელეგაციებს. ასევე 90-იან წლების მძიმე პერიოდში, აფხაზეთის ომის დროს ქართულ მხარეს ამარაგებდა ნავთობპროდუქტებით.

რუსეთ-ჩეჩნეთის ორივე ომში დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ლიდერებს მხარში ედგა და ეხმარებოდა საჭიროებისდაგვარად.

როდესაც რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომი დაიწყო, მისი ბრძანებით დაწვეს ორი საერთო რვეული, სადაც ეწერა მის მიერ თანამემამულეებისათვის ნისიად გაცემული თანხა, რომელიც ათასე ულებს აღწევდა.

ბელგიაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ჩეჩენმა ქალმა როცა გაიგო, საქართველოდან ვიყავით, ასეთი ამბავი მოგვიყვა: „დარწმუნებული ვარ, პანკისელები ყველანი იცნობთ მას, რადგანაც, როგორც მაშინ ამბობდნენ, ის ყველა პანკისელს, როგორც საკუთარი ოჯახის წევრს, ისე ეხმარებოდა. ეს იყო 90-იანი წლები, უეცრად გარდამეცვალა მეუღლე და დავრჩი ხუთ არასრულწლოვან შვილთან ერთად. ჯერ კიდევ შოკიდან არ ვიყავი გამოსული, რომ უფრო უარესს მდგომარეობაში ჩავვარდი, რადგანაც აღმოჩნდა, რომ ჩემს მეუღლეს ჰქონდა 5000 აშშ დოლარი ვალად აღებული და ეს სესხი სასწრაფოდ უნდა დამეფარა. საგონებელში ჩავვარდი, ჩემს თავს დამტყდარი უბედურება არც მახსოვდა... მეზობელს შევჩივლე ჩემი გასაჭირი და მან ასეთი რამ მირჩია: ჩვენს მეზობლად ცხოვრობს ჩვენებური კაცი, ჩეჩენი ბიზნესმენი საქართველოდან და ყველა გაჭირვებულს ეხმარება, მართალია, ეს თანხა საკმაოდ დიდი თანხაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შეძლებისდაგვარად დაგეხმარებაო. მუხლების კანკალით მივედი ზურაბ ალხანაშვილის სახლში. თავად დამხვდა, გულისყურით მომისმინა, სიტყვისამოუღებლად გავიდა მეორე ოთახში, გამოიტანა 5000 დოლარი, გადმომცა და მითხრა: არ ინერვიულო, სესხი დაფარე, თუ მომავალში გექნება შესაძლებლობა, დამიბრუნებ, თუ არა და, ალალი იყოს შენზე“.

ყველანაირი კომენტარი, ალბათ, ზედმეტია.

15.5 ცისკარ და ცეზარ ცისკარიშვილები

▲ზევით დაბრუნება


როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, სოფელი ჯოყოლო იყო განათლებისა და ქრისტიანობის გავრცელების პირველი კერა პანკისის ხეობაში: აქ ხეობის მასშტაბით პირველად გაიხსნა სამრევლო სკოლა და პირველი ეკლესიაც (1887 წელს) აქ აშენდა. მეჩეთის აშენება სოფელ ჯოყოლოში პანკისელმა ქისტებმა თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ ძლივს მოახერხეს. მართალია, სოფელში არსებობდა სამლოცველო სახლი, სადაც ტრადიციული ისლამის მიმდევარი მუსლიმები ზიქრსა და ისლამის სხვა რელიგიურ რიტუალებს აღავლენდენენ, მაგრამ მათთვის სო ფელში მეჩეთის არსებობა პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო.

მე-20 საუკუნის ბოლოს ტრადიციული ისლამის მიმდევრებმა სოფ. ჯოყოლოში ააშენეს მეჩეთი არაბი მეცენატი ქალის დახმარებით, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ამისი საჭიროება იყო, შესაძლებლობის ფარგლებში აფინანსებდა მუსლიმი მრევლისთვის მეჩეთების მშენებლობას. შემდეგ სხვადასხვა კერძო პირისა და ქველმოქმედთა დახმარებით, მორწმუნე ახალგაზრდების უანგარო შრომით, მეჩეთი დასრულდა და ფუნქციონირება დაიწყო.

თუმცა, სამწუხაროდ, პანკისის ხე ო ბაში ბოლო დროს ფეხმოკიდებულმა, ე.წ. ვაჰაბიზმის მიმდინარეობის ზოგიერთმა რადიკალურმა წარმომადგენელმა და ტრადიციული ისლამის მიმდევრებმა ვერ გამონახეს საერთო ენა, ახალ მიმდინარეობას შეკედლებულმა ახალგაზრდებმა, დაივიწყეს წინაპრების ყველაზე მთავარი - უფროს-უმცროსობის ტრადიციები და უხუცესების წინააღმდეგ გაილაშქრეს. ბრძენმა უხუცესებმა არ იკადრეს მათთან კონფლიქტში შესვლა, არ აჰყვნენ პროვოკაციებსა და უზომოდ გულდაწვეტილები განზე გადგნენ.

სწორედ ტრადიციული ისლამის მრევლისთვის ამ უაღრესად მძიმე პერიოდში, საოცარი ქველმოქმედებით გამოჩნდნენ ძმები ცისკარ და ცეზარ ცისკარიშვილები, რომლებმაც ჯოყოლოელი ტრადიციული ისლამის მიმდევრებისთვის საკუთარი სახსრებით ააშენეს მეჩეთი თავისი სამლოცველო სახლითა და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს აქსიომა, რომ სამყარო დგას კეთილ ადამიანებზე.

ძმებმა ცეზარ და ცისკარ ცისკარიშვილებმა მეჩეთისა და სამლოცველო სახლის მშენებლობის გარდა, არაერთხელ გაიღეს ქველმოქმედება თანასოფლელებისათვის, მრავალჯერ დაეხმარნენ მათ საყოფაცხოვრებო საჭიროებებით.

სხვათაშორის, პანკისელებს აქვთ ერთი საოცარი თვისება, ისინი არასოდეს არ არჩევენ თანამემამულეებს ეთნიკური და რელიგიური ნიშნითა და ხეობის ყველა გაჭირვებულს ეხმარებიან. 2000 წელს, როცა პანკისის ხეობა ჩეჩენი ლტოლვილებით გაივსო და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ლტოლვილებისათვის ჰუმანიტარული დახმარება შემოიტანეს ხეობაში, ჩეჩნებმა თავიანთი კუთვნილი დახმარება პირველ რიგში ხეობის ყველაზე გაჭირვებულ მაცხოვრებლებს, სოფ. დედისფერულის (კაკლიანის) ფშაურ მოსახლეობას დაურიგეს და შემდეგ ადგილობრივ ქისტ მოსახლეობას.

16 ქისტი ინჟინრები

▲ზევით დაბრუნება


16.1 აბდულ ბორჩაშვილი

▲ზევით დაბრუნება


აბდულ ბორჩაშვილი დაიბადა 1914 წელს ფილიპე ბორჩაშვილისა და მაქეი ბაღაკაშვილის ოჯახში. იგი ერთ-ერთი პირველი ქისტია, რომელმაც დაამთავრა თბილისის მთიელთა გიმნაზია წარჩინებით.

0x01 graphic

აბდულ ბორჩაშვილი

1934 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სატყეო ტექნიკურ ინსტიტუში ხის მექანიკური დამუშავების სპეციალობაზე. იყო გამორჩეული სტუდენტი. ინსტიტუტი დაამთავრა 1939 წელს და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია.

0x01 graphic

ძააძეი ალხანაშვილი

სტუდენტობის პერიოდში იქორწინა ძააძეი ალხანაშვილზე და ინსტიტუტის დამთავრებისას უკვე სამი შვილის მამა იყო.

მალევე გაემგზავრა რუსეთში. დაინიშნა მოსკოვის ოლქის ერთ-ერთ სამხედრო ქარხანაში დირექტორად.

1941 წელს დაიწყო სამამულო ომი. ასეთი საპასუხისმგებლო სამსახურის მიტოვება და საქართველოში დაბრუნება შეუძლებელი იყო. ამ პერიოდში მან თავისი ბედი დაუკავშირა უკრაინელ მარია იაიჩუკოვას. შეეძინათ ვაჟი - ავთანდილ ბორჩაშვილი - რომელიც მომავალში გახდა ექიმი-პედიატრი.

1943 წელს აბდულ ბორჩაშვილი ჩამოვიდა საქართველოში, დაუბრუნდა ოჯახს და პირველ მეუღლესთან შეეძინა კიდევ 4 შვილი.

სხვადასხვა წლებში აბდულ ბორჩაშვილი მუშაობდა პანკისის სატყეო უბნის უფროსად, დუისის საშუალო სკოლაში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად, ახმეტის რაიკომის ინსტრუქტორად, ახმეტის სატყეო მრეწველობის კომბინატში საამქროს უფროსად და 1955 წლის 1-ელ ივნისამდე, მის მუხანათურ მკვლელობამდე, ჯოყოლო-ბირკიანის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ. ამ ტრაგედიამ შეძრა სრულიად პანკისის ხეობა, რაიონი და თბილისიც, სადაც აბდულს უამრავი მეგობარი ჰყავდა როგორც სახელისუფლებო, ისე სამეცნიერო წრეებში.

აბდულა ბორჩაშვილმა თავისი მოღვაწეობითა და მონაგარით დიდი წვლილი შეიტანა პანკისის ისტორიის შექმნაში.

0x01 graphic

აბდულ ბორჩაშვილის შვილები

ლამარა ბორჩაშვილი - პირველი ქალი ექიმი პანკისის ისტორიაში;

ალბერტი ბორჩაშვილი - ინჟინერ-მშენებელი;

ეთერი (მაყვალა) ბორჩაშვილი - პირველი ვეტექიმი ქალი პანკისის ისტორიაში;

ავთანდილ ბორჩაშვილი - ექიმი-პედიატრი;

ელდარ ბორჩაშვილი - პირველი პროფესორი;

ამირან ბორჩაშვილი - და-ძმებში გამორჩეული ვაჟკაცობითა და მართალი სიტყვით;

ელიზბარ ბორჩაშვილი - ფეხბურთელი, თელავის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული;

მარგო ბორჩაშვილი - დიასახლისი.

16.2 ალექსი ხანგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


დაიბადა 1927 წ. სოფ. დუისში. ის იყო და-ძმებიდან უფროსი შვილი, მშობლებს ეხმარებოდა სამეურნეო საქმიანობაში და 2 წლის დაგვიანებით, უმცროს ძმასთან ერთად, სწავლა დაიწყო დუისის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1947 წ.

ალექსი იყო მაღალი ტანის, ფიზიკურად ძლიერი, პრინციპული ხასიათის, სიმართლის დამცველი, მეგობრებისა და ნათესავების მოყვარული. ის თბილისში მისაღები გამოცდების ჩაბარებისთვის ემზადებოდა, როცა ბიძამ თავისი ვაჟიშვილისათვის ქალის გატაცებაში მიაღებინა მონაწილეობა. ალექსი დაიჭირეს და ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

სასჯელს იხდიდა კახეთის პატიმართა „ლაგერებში“. ჯერ კონდოლის „ლაგერში“ მოხვდა, შემდეგ გადაიყვანეს ხირსის „ლაგერში“. პატიმრებში ალექსი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, ის იცავდა მათ ინტერესებს. ხირსის „ლაგერში“ ბატონობდნენ ქურდები, მათ ხელში იყო ყველაფერი. მნახველების პატიმრებისათვის მოტანილი სანოვაგის საუკეთესო ნაწილი მათ მიჰქონდათ, ქალებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. მათ არავინ ეხებოდა, შეკრულები იყვნენ „ლაგერის“ ადმინისტრაციასთან.

0x01 graphic

ალექსი ხანგოშვილი

ალექსი დაუმეგობრდა მასავით სამართლიანობისათვის მებრძოლ ქიზიყელ მეგობრებს, ზემო მაჩხაანელ რამან ტოკლიკიშვილს, არბოშიკელ გარსო სეფაშვილს და დაიწყეს მზადება ამბოხისათვის.

ამბოხი საღამო ხანს, პატიმრების სამუშაოდან მობრუნების შემდეგ დაიწყო. ქურდების ლიდერმა ჭიაბრიშვილმა და მისმა ამალამ შეიტყო ამბოხის შესახებ, შეტაკებისთვის მომზადებული ჯოხები, რკინის ნაჭრები ამოიღეს, ყარაულად და ტოვებული პატიმარი სა სიკვ დილოდ სცემეს.

პატიმრები, სამუშაოზე დაღლილები და მშივრები, მოუმზადებელნი შეხვდნენ ქურდების შემოტევას. ბრძოლის ბედი ალექსისა და ჭიაბრიშვილის ორთაბრძოლამ გადა წყვიტა. ჭიაბრიშვილმა იცოდა ალექსის როლი ამბოხის მზადებაში და პირველი მას დაესხა თავს. სანამ ალექსი გონს მოეგებოდა, ხელსა და ბეჭში დაჭრა, ერთდროულად თავიც ატაკა, მაგრამ ვერ წააქცია. ალექსიმ მხარში ისე ძლი ერად ჩასცა ბებუთი, რომ ამოღება ვეღარ შეძლო და მუშტები დააყარა. ქურდი წაიქცა. პატიმრებმა იხუვლეს და დაუწყეს დანებით ცემა. იმდენად დიდი იყო მათი სიძულვილი, რომ მხოლოდ მაშინ დაანებეს თავი, როცა იფიქრეს, მოკვდაო. მაგრამ ღამის პერიოდში, როცა მიმდინარეობდა „ლაგერში“ მიმოფანტული და დამალული ქურდების ძებნა, აღმოაჩინეს, რომ ჭიაბრიშვილი ცოცხალი იყო და ხელმეორედ თითქმის აკუწეს. ქურდი არგაგონილი სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა და სიკვდილს გადაურჩა.

მთელი ღამე მიმდინარეობდა ამბოხი, „ლაგერის“ უფროსი მძევლად ჰყავდათ, რომელიც მათ ნებას უსიტყვოდ ასრულებდა. სიღნაღისა და წნორის მილიცია მობილიზებული იყო, ციხე ალყაში იყო, გამუდმებული სროლა მიმდინარეობდა ჰაერში, მაგრამ პატიმრებიდან გაქცევას არავინ ცდილობდა, ყველგან მძვინვარედ ეძებდნენ ქურდებს. ზოგს საწყობში კარტოფილებში შემძვრალს პოულობდნენ, ორნი სადურგლოში შეიკეტნენ, ნაჯახებით იგერიებდნენ პატიმრებს, მაგრამ ორივე მოჰკლეს: სახურავი ახადეს, აგურებით დაუჩეჩქვეს თავები.

ამბოხის ლიდერებს თითო წელი დაუმატეს, მუხლი 10 წელს ითვალისწინებდა, მაგრამ ისეთი დიდი იყო ამ საქმეზე გამოხმაურება, ფულიც დიდი ჩაყარეს და დიდ სასჯელს გადაურჩნენ.

სასჯელის მოხდის შემდეგ ალექსიმ ქ. თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა მისაღები გამოცდები და ჩაირიცხა. პატიმრობაში სამშენებლო ბრიგადას ხელმძღვანელობდა და ეს პროფესია მოსწონდა, მაგრამ აქაც ბედმა უმტყუნა: ჩხუბში, მართალია, პირველად ის დაჭრეს, მაგრამ მის მიერ მიყენებული ჭრილობა უფრო მძიმე აღმოჩნდა და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ამჯერად ალექსიმ სასჯელი მოიხადა რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, სადაც სასჯელი ნახევრდებოდა და 3 წელიწადში განთავისუფლდა, კვლავ მიმართა პოლიტექნიკურ ინსტიტუტს და დაუსწრებლად ჩააბარა გამოცდები საინჟინრო ფაკულტეტზე, სამოქალაქო და სამთო ნაგებობების სპეციალობაზე.

ალექსიმ მუშაობა დაიწყო ახმეტის სარემონტო სამმართველოში, შემდეგ გადაინაცვლა გზების მშენებლობაზე, მან გაიყვანა სამანქანო გზები ტოლოშას ხეობაში, მუწუს ხევში, ხადორისა და ქოჩადლის ხევებში.

1970 წ. მუშაობა დაიწყო ალაზანმშენის №3 სამმართველოში. მუშაობდა სხვადასხვა უბანზე: ქისტაურისა და ხოდაშნის მონაკვეთებში, გაიყვანა ალაზნის პირზე გზა ახმეტიდან ძიბახევამდე, სოფ. დუისამდე ბეტონის ფილებით გაამაგრა ნაპირები, ხოლო დუისიდან ძიბახევამდე ბეტონის ბლოკების დამბებით. პარალელურად ააშენა ხიდი კურტანაძეულის ხევზე და მდ. ალაზანზე, ასევე 80-მეტრიანი ხიდი სოფ. ქორეთთან.

0x01 graphic

ალექსი ხანგოშვილი მეუღლესთან,
თინა მარგოშვილთან ერთად

ბოლო დროს, გარდაცვალებამდე (გარდაიცვალა 1989 წ.) საინჟინრო-სამშენებლო სამუშაოებს ატარებდა აღმოსავლეთ კახეთის მასშტაბით. მადლიერ გავაზელებს დღემდე ახსოვთ ალექსი ხანგოშვილის სახელი.

მუშაობის პერიოდში თითქმის ყოველთვის ასაქმებდა ადგილობრივ მოსახლეობას. დიდი ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობდა როგორც ქისტ, ისე ქართველ ხალხში, იყო ძალიან ხელგაშლილი და ქველმოქმედი ადამიანი.

ალექსი ხანგოშვილს ჰყავდა სანიმუშო ოჯახი: მეუღლე თინა დუბაის ასული მარგოშვილი, პედაგოგი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ასწავლიდა დუისის საშუალო სკოლაში ისტორიას. მათ ოთხი შვილი გაუზარდეს სამშობლოს, ოთხივეს მიაღებინეს უმაღლესი განათლება. უფროსი ვაჟი მამის პროფესიას გაჰყვა.

16.3 აბდულ გუმაშვილი

▲ზევით დაბრუნება


აბდულ უმახას ძე გუმაშვილი დაიბადა 1928 წლის 1-ელ ივნისს, ახმეტის რაიონის სოფ. ჯოყოლოში.

1935-1946 წლებში სწავლობდა დუისის საშუალო სკოლაში.

1953-1958 წწ. სწავლობდა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, მიწათმოწყობის ფაკულტეტზე, რომელიც წარ ჩი ნებით დაამთავრა 1958 წელს.

0x01 graphic

აბდულ გუმაშვილი

1958 წელს, როგორც წარჩინებული სტუდენტი გაანაწილეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში. აღნიშნულ სამინისტროში მუშაობდა 1965 წლამდე.

1965 წელს დაუბრუნდა მშობლიურ კუთხეს და მუშაობა დაიწყო სოფ. დუისში ალაზნის სარწყავი სისტემის მშენებლობაზე მშენებელ-ოსტატად, სადაც მუშაობდა 1969 წლამდე. ამ პერიოდში მისი ხელმძღვანელობით აშენდა სოფ. დუისის ბოლოში საცხოვრებელი კომპლექსი, ჩამოსული მუშა-მოსამსახურეებისთვის, რომელიც შემდეგში გადაკეთდა დუისის საავადმყოფოდ.

1969-1989 წლებში მუშაობდა პანკისის საბჭოთა მეურნეობაში მშენებელ-ინჟინრად. მეურნეობაში მუშაობის პერიოდში აშენებული აქვს პანკისის ხეობის ინფრასტრუქტურისათვის მნიშვნელოვანი მრავალი შენობა-ნაგებობა და საჭირო ობიექტი, მათ შორის აღსანიშნავია დაბალგორის ტყე-პარკი, რომლის წარმატებული დაპროექტებისა და მშენებლობისათვის, მაშინდელმა ახმეტის რაიკომის პირველმა მდივანმა, ზაურ მანიჟაშვილმა, აბდულ გუმაშვილი დააჯილდოვა მსუბუქი ავტომანქანით.

1989 წელს გავიდა პერსონალურ პენსიაზე.

აბდულ გუმაშვილმა და მისმა მეუღლემ ნაზო ღანიშაშვილმა შექმნეს სანიმუშო ოჯახი და გაზარდეს ხუთი შვილი, ოთხი ვაჟიშვილი და ერთი ქალიშვილი. ხუთივეს მიაღებინეს უმაღლესი განათლება. უფროსმა ვაჟმა ელიზბარმა მამის პროფესია აირჩია და გახდა წარმატებული ინჟინერი, ხოლო ქალიშვილმა ქეთევანმა წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ვაჭრობის ეკონომიკისა და საქონელმცოდნეობის ფაკულტეტი და წლების განმავლობაში მუშაობდა ახმეტის რაიკავშირში რევიზორ-ინვენტარიზატორად.

გარდაიცვალა 2022 წელს, 94 წლის ასაკში.

16.4 შაბეი გუმაშვილი

▲ზევით დაბრუნება


შაბეი შავხალას ძე გუმაშვილი დაიბადა 1933 წლის 25 აგვისტოს პანკისის ხეობის სოფ. ჯოყოლოში.

0x01 graphic

შაბეი გუმაშვილი

დაამთავრა ჯერ ჯოყოლოს 8-წლიანი, შემდეგ კი დუისის საშუალო სკოლა

1954-1959 წწ. სწავლობდა საქართველოს შრომის წითელი დროშის ორდენოსანი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტზე. ის იყო პირველი ქისტი, ვინც ამ სფეროში მიიღო უმაღლესი განათლება.

იყო უაღრესად პატიოსანი და წესიერი პიროვნება. მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება უანგაროდ ემსახურა საკუთარ ხალხს.

გარდაიცვალა 1998 წელს.

16.5 ახმად მარგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


დაიბადა 1935 წლის 27 მარტს, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში, კოლმეურნე გლეხის, უსუბ მახამას ძე მარგოშვილისა და დოგი ბათოს ასული ცათიაშვილის ოჯახში.

1943 წლიდან სწავლობდა დუისის საშუალო სკოლაში, რომელიც 1954 წელს დაამთავრა ვერცხლის მედალზე.

0x01 graphic

ახმად მარგოშვილი

1954 წელს შევიდა საქართველოს შრომის წითელი დროშის ორდენოსანი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი დაამთავრა 1959 წელს.

1959-1961 წლებში მუშაობდა დუისის კოლმეურნეობაში ინჟინერ-მექანიკოსად.

1961-1968 წლებში მუშაობდა „საქსოფლტექნიკის“ახმეტის რაიონულ განყოფილებაში სხვადასხვა თანმდებობაზე.

1968 წელს დაინიშნა ახლადშექმნილი პანკისის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის მთავარ ინჟინრად. 1973 წლიდან კვლავ „საქსოფლტექნიკის“ ახმეტის რაიონულ განყოფილებაშია, ჯერ მთავარი ინჟინრის, ხოლო 1978 წლიდან უკვე მმართველის თანამდებობაზე. 1994 წელს აღნიშნული ორგანიზაცია გარდაიქმნა სააქციო საზოგადოება ახმეტის „სოფლტექსერვისად“ და ამ დღიდან სიცოცხლის ბოლომდე იმუშავა ამ ორგანიზაციის გენერალურ დირექტორად.

1961 წლიდან იყო საქართველოს კომპარტიის წევრი. მიღწეული შრომითი წარმატებებისათვის სხვადასხვა დროს მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. ამის ერთგვარი დადასტურებაა ის, რომ 1991 წელს, საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა, რუბრიკით მოწინავეთა გამოცდილება, გამოაქვეყნა ბროშურა მისი წარმატებების შესახებ - „კარგ სპეციალისტს შრომა და მონდომება ქმნის“.

მოსახლეობაში სარგებლობდა უდიდესი ავტორიტეტით, სიყვარულითა და პატივისცემით.

გარდაიცვალა 1999 წლის 27 მაისს. დაკრძალულია მშობლიურ სასაფლაოზე.

16.6 ალბერტ ბორჩაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ალბერტ აბდულას ძე ბორჩაშვილი დაიბადა 1938 წლის 14 აპრილს ახ მეტის რაიონის სოფ. ჯოყოლოში.

წარჩინებით დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა.

0x01 graphic

ალბერტ ბორჩაშვილი (მარჯვნივ) და
ელიზბარ ცისკარიშვილი

1955 წელს ჩაირიცხა სახელ მ წიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

დაამთავრა სამრეწველო და სამოქალაქო მშენობლობის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია. წლების განმავლობაში მუშაობდა სპეციალობით თბილისსა და თელავში.

მისი მეუღლე ელენე ვისერგის ასული მუთოშვილი, 1957-1961 წლებში სწავლობდა თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში დაწყებითი სწავლების პედაგოგიკა-მეთოდიკის ფაკულტეტზე. მიენიჭა პედაგოგის კვალიფიკაცია.

1961 წლიდან 2007 წლამდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ჯოყოლოს საჯარო სკოლაში.

2004 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

მათი შვილები, ოთხივე უმაღლესი განათლებით, ცხოვრობენ და შრომობენ პანკისის ხეობაში.

გარდაიცვალა 2010 წლის 21 აგვისტოს.

დაკრძალულია მშობლიური სოფლის სასაფლაოზე.

16.7 ერმალო ბაღაკაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ერმალო ბაღაკაშვილი დაიბადა 1949 წლის 9 მაისს, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში. ერმალოს მამა, ვისერგი ბაღაკაშვილი კალატოზი იყო, დედა სოობურ მარგოშვილი - მკერავი.

0x01 graphic

ერმალო ბაღაკაშვილი

1968 წელს დაამთავრა სოფელ დუისის საშუალო სკოლა.

1969 წელს ჩაირიცხა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტზე.

სტუდენტობის წლებში იყო სტიპენდიანტი და წარჩინებით დაამთავრა ინსტიტუტი.

1975 წელს, უმაღლესის დამთავრებისთანავე, სამუშაოზე განაწილების პროგრამის ფარგლებში გააგზავნეს რუსეთში, ქ. ვოლოგდაში.

1975-1994 წლებში ქ. ვოლოგდაში მუშაობდა ინჟინრად. აშენებდა გზებს, ქარხნებს, სახლებს, ხიდებსა და სხვადასხვა სამშენებლო ობიექტს. ამ პერიოდში დაოჯახდა და შეეძინა 3 შვილი.

1994 წელს ჩამოვიდა წინაპართა სამშობლოში, ქ. გროზნოში ოჯახთან ერთად, სადაც თავისი პროფესიით 1998 წლამდე მუშაობდა. ჩეჩნეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაიწვა მისი საცხოვრებელი სახლი და დაბრუნდა საქართველოში ოჯახთან ერთად.

1998-2006 წლებში მუშაობდა ქ. მოსკოვში ინჟინერ-მშენებლად, სხვადასხვა ორგანიზაციასთან დადებული კონტრაქტებით.

2006 წელს დაბრუნდა საქართველოში და დღემდე ცხოვრობს პანკისის ხეობაში.

ჰყავს მეუღლე ლეილა ბექაური, პედაგოგი, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურება პანკისელი ახალგაზრდების აღზრდა-განათლებასა და სამი შვილი. მისი ვაჟიშვილი, დავით ბაღაკაშვილი, გამორჩეული ახალგაზრდა არქიტექ ტორია პანკისის ხეობაში.

16.8 ელიზბარ გუმაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ელიზბარ აბდულას ძე გუმაშვილი დაიბადა 1951 წლის 23 ნოემბერს, ახმეტის რაიონის სოფ. დუისში.

1958-1970 წწ. სწავლობდა დუისის საშუალო სკოლაში.

0x01 graphic

ელიზბარ გუმაშვილი

1971-1977 წწ. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

1978-1980 წწ. მუშაობდა პანკისის მევენახეობის საბჭოთა მაერნეობაში, სამშენებლო ბრიგადის ბრიგადირად.

1981-1983 წწ. მუშაობდა ტრესტალაზანმშენის №3 სამმართველოში, მშენებელი ოსტატის თანამდებობაზე.

1984-1989 წწ. მუშაობდა ახმეტის მმკ №60-ში სამუშაოთა მწარმოებლის თანამდებობაზე. ამ პერიოდში ელიზბარ გუმაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა ახმეტის სპორტსკოლა.

წლების განმავლობაში წასული იყო რუსეთში, კერძოდ, კოსტრომის ოლქში, სადაც მუშაობდა მშენებელ-ინჟინრად.

2002-2005 წლებში მუშაობდა ხადორში მშენებელ-ინჟინრად, მისი უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა ჩინელების ოფისი, ალაზნის ხიდი და გაბიონები.

ამჟამად პენსიონერია, ჰყავს მეუღლე, პედაგოგი ხეედი მარგოშვილი, ორი ვაჟიშვილი და შვილიშვილები.

16.9 ნოდარ მარგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


ნოდარ ბისანას ძე მარგოშვილი დაიბადა 1953 წლის 4 დეკემბერს, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში. ნოდარის მამა ბისან დაუთის ძე ცნობილი პედაგოგი იყო და თითქმის ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ემსახურა პანკისელი ახალგაზრდების სწავლ-განათლების წმინდა საქმეს.

საშუალო განათლება მიიღო ქ. თბილისში, დაამთავრა გლდანის სპორტული სკოლა-ინტერნატი.

1970 წელს ჩაირიცხა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სამრეწველო და სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა.

1976 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემ დეგ, როგორც „თბილგორსტროის“ ტრესტის 14 ნომერი, გააგზავნეს გროზნოში, ძმური რესპუბლიკის დახმარების მიზნით, მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად.

0x01 graphic

ნოდარ მარგოშვილი

მშენებელთა მცირე ჯგუფმა, რომელშიც შედიოდა ახალგაზრდა კურსდამთავრებული ნოდარ მარგოშვილი, ჩეხური პროექტის მიხედვით, გროზნოში ცნობილი „მინუტკის“ მოედანი განაახლეს, თავისი 9-სართულიანი შენობებით, რომლებიც რუსეთ-ჩეჩნეთის ომებამდე ცნობილი იყო, როგორც „ქართული სახლები“.

მოგვიანებით, ნოდარი სამუშაოდ «Чечинг-сельстрой»-ს ტრესტში გადადის, სადაც მისი უშუალო პროექტირებითა და ხელმძღვანელობით აშენდა სკოლები სხვადასხვა საინჟინრო დაწესებულებაში და ხიდები ჩეჩნეთის შორეულ მთიან რეგიონებში.

ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მომხდარი ცნობილი სამხედრო მოვლენების შემდეგ ნოდარი და მისი ოჯახი 1995 წელს საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ.

მისი უნარები, ნიჭი და შესაძლებლობები სასარგებლო აღმოჩნდა მოსკოვში მიმდინარე ისეთი გარანდიოზული მშენებლობებისთვის, როგორიც იყო: სკოლკოვოს მსოფლიო სკოლა, სასტუმრო „ინტერკონტინენტალი“ (ყოფილი სასტუმრო „მინსკი“), მრავალ-ბინიანი კორპუსები, ცნობილი ხიდები და გვირაბები მოსკოვში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობა და მრავალი სხვ.

ამჟამად არის პენსიაში. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ექვსი შვილიშვილი.

სამწუხაროა, რომ ნოდარ მარგოშვილის დიდი შესაძლებლობები ინჟინერიაში ჩვენმა ქვეყანამ ვერ გამოიყენა. პანკისელები კი ამაყობენ პროფესიული კარიერის მწვერვალზე ღირსეულად ასული თანამემამულით.

17 ქისტები პოეზიის ქარტეხილებთან

▲ზევით დაბრუნება


პოეზია მადლია, ნიჭია, რომელიც ეძლევა
კაცთა, ღვთივ რჩეულთა.

ილია ჭავჭავაძე

17.1 ლექსად მონაფერები სამშობლო

▲ზევით დაბრუნება


პანკისის ხალხის თვითმყოფადი კულტურა ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია, პოეზია კი მისი ერთ-ერთი ელვარე წახნაგი.

ამ თავში, ქართველ მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა, გაეცნოს ამ კუთხის უნიკალურ პოეზიას, მის შემართებულ თუ ლირიულ სტრიქონებს, აგრეთვე გამორჩეულ პოეტურ სახეებს.

პოეზიით განებივრებული ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება ლექსები, რომლებიც ქისტ პოეტთა მიერ ქართულ ენაზეა დაწერილი. დიახ, პანკისელთათვის ქართული ენა არა მხოლოდ საკომუნიკაციო, არამედ პოეტური განცდის გადმოცემის ენაც არის.

მანამდე ჩვენი მკითხველი ძირითადად თარგმანებით იცნობდა ნოხჩის (ჩეჩნების) ულამაზეს პოეზიას და ორმაგად მეამაყება, რომ ეს ლამაზი, კეთილშობილი და გაუტეხელი ხალხი ქართულ ენაზეც ცდის პოეტურ კალამს და მისთვის დამახასიათებელი წრფელობითა და უშუალობით მოაქვს სათქმელი ჩვენს მკითხველამდე.

კობა ჭუმბურიძე

17.2 ჯოყოლა (მახმად) გაურგაშვილი

▲ზევით დაბრუნება


რომ არა ამ წიგნის შექმნის იდეა, რომ არა პანკისელი ქისტების, რომლებმაც ამ ხეობის ისტორია შექმნეს, ღვაწლის წარმოჩენისა და უკდავყოფის უდიდესი სურვილი, რომელიც წლების განმავლობაში ჩემს გულსა და გონებას მოსვენებას არ აძლევდა, ჩრდილქვეშ დარჩებოდა მახმად ხუშპარას ძე გაურგაშვილის - პირველი პოეტის სახელი პანკისელი ქისტების ისტორიაში… ის მწერალიც არის, მხა ტ ვარიც, ბუნების ქომაგიც, გამომძიებელიც, ბუღალტერიც და მფრინავ-ბომბდამშენიც. დამეთანხმებით, ასეთი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები არა მხოლოდ მცირერიცხოვანი ეთნოსების ისტორიაში, მრავალმილიონიანი ერების თვისაც დიდი იშვიათობაა.

0x01 graphic

სამწუხაროდ, მისი შემოქმედებიდან ძალიან ცოტა რამ გადარჩა, თუმცა ეს ცოტაც ბევრს ამბობს მის მრავალმხრივ ნიჭიერებაზე.

მისმა ვაჟიშვილმა კვირიამ (თამაზ გაურგაშვილმა, წიგნში შესულია, როგორც მეცენატი), რომელიც ჩეჩნეთის დედაქალაქში ცხოვრობს და სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, გადაწყვიტა მამის შემოქმედება წიგნად გამოეცა. მისი ხელნაწერებითა და ნახატებით სავსე სკივრი, რომელიც ქ. ყვარელში, უმცროს ვაჟთან - ფრიდონთან ინახებოდა, ჩეჩნეთში წაიღო. საუბედუროდ, მალევე დაიწყო ჩეჩნეთის ომი, დაიბომბა კვირიას სახლი და მახმად გაურგაშვილის უნიკალური შემოქმედება ფერფლად იქცა... თუმცა, უფლის ნება იყო, რომ ძალიან მცირედი ამ დიდი შემოქმედებისა გადარჩენილიყო და პანკისელი ქისტების ისტორიის კუთვნილება გამხადარიყო.

მხოლოდ ერთი საერთო რვეული და რამდენიმე გაზეთში დაბეჭდილი ლექსი შემოინახა მისმა ქ. ყვარელში მდებარე საცხოვრებელი ბინის კედლებმა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა მისი მწერლური ნიჭის აღმოსაჩენად.

0x01 graphic

მახმად გაურგაშვილი 6 წლის იყო, როცა ის მამით და დედითაც დაობლდა და მისი პატრონობა საკუთარ თავზე აიღო მამიდამ და მამიდას მეუღლემ, ცნობილმა პანკისელმა ქისტმა ლაბო გუმაშვილმა, რომელმაც საკუთარი შვილივით გაზარდა და უმაღლესი განათლებაც მიაღებინა. ამ ყველაფერზე ის თავად ჰყვება თავის ავტობიოგრაფიულ მცირე ჩანახატში, რომელიც, სამწუხაროდ, მხოლოდ ნაწილობრივ არის შემორჩენილი.

მახმადი 1940-იანი წლებიდან წერდა ლექსებს, ის იბეჭდებოდა ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში და მისი პოეზია (როგორც მისი ნაცნობები იგონებენ) დიდი მოწონებით სარგებლობდა. იბეჭდებოდა „ჯოყოლასა“ და „სპეროზაა“ ფსევდონიმებით.

მახმადს ერთი საოცარი ანდერძის მაგიერი აქვს ლექსად დაწერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ჩემს მომავალ მკვლევარს

(ანდერძმაგი)

თუ ჩემს ნაწერებს ბედმა არგუნა,
განხილვის საგნად ოდესმე იქცეს,
ნუღარ დამინდობს ჩემი მკვლევარი
გინდ მტრის მახვილი ჩემზე მოიქცეს.
ჩხრიკოს, იკვლიოს, როგორცა სურდეს,
მაგრამ სამართალს ვერსად გაექცეს.
ვიყავ ბუნების მუდამ ტრფიალი,
შევტრფოდი იმის ღვთიურ დიდებას,
მაგრამ არასდროს ქედამაღლებით
არ მივცემივარ მე განდიდებას.
განდიდებისთვის არც მქონდა ლელო
ყველა ცდილობდა ჩემს დაბრიყვებას.
ბევრჯერ მუზამაც ფრთები მიმტვრია,
პოეტურ გზნებას ფარავდა ჩრდილი,
სევდის მორევში ვცურავდი მარტო
ვითარც ზმანება, ვითარც აჩრდილი,
მაგრამ ბოროტთა ზარსა-ზეიმსა
არ შევხვედრივარ მე თავდახრილი,
ისტორიული ჟამთა მსვლელობა
არ იყო ჩემთვის ნაყოფიერი,
ამ ქვეყნად მხოლოდ ნებივრობს ვინაც,
ქონებით, რანგით არის ძლიერი,
ვერ გაუტოლდი მძიმე - ამხანაგს,
ვიყავი მუდამ გუდამშიერი.
ჩემი ანდერძი არის შემდეგი:
მკვდარი მახსენონ პოეტთა შორის,
რადგან ცოცხალი ვიყავი მუდამ
უთავბოლოთა საგანი „სპორის“,
აღსდგეს სიმართლე შეურყეველი,
ჩამომერეცხოს ლაქები ჭორის.

ჯოყოლა გაურგაშვილი
29.06.1964 წ. ყვარელი

ალბათ უდიდესი პატივია ამ სტრიქონების მკვლევრად ყოფნა და ამ აღმოჩენას უფლის დიდ საჩუქრად მივიჩნევ, თუმცა პრეტენზია ჭეშმარიტ მკვლევრობაზე არ მაქვს. უბრალოდ, უდიდესი პასუხისმგებლობის მიუხედავად, დიდი სურვილი მაქვს მისმა ლექ სებმა შე საბამისი ადგილი დაიმკვიდროს პოეზიის დიდ ქარტეხილებში.

„ანდერძიდან“ ვიგებთ, რომ პოეტი სიმართლეს არსად გაურბის და მზად არის მიიღოს იგი, თუნდაც ძალიან მწარე იყოს და აქვე იმასაც ჩივის, რომ ფართო შემოქმედებისთვის ლელო არ მიეცა და მეტოქეც ბევრი გამოუჩნდა პოეზიისა და მწერლობის ასპარეზზე. თუმცა, მიუხედავად ბევრი უსამართლობისა, მიუხედავად მატერიალური სიდუხჭირისა, მიუხედავად ზოგჯერ მუზის სიმწირისა და გაჯიქებისა, ქედი არ მოუხრია, ფარ-ხმალი არ დაუყრია, ქისტური სიჯიუტით მიიწევდა წინ და თავისი წილი ლელო ღირსეულად გაიტანა. ანდერძად მხოლოდ იმას გვიტოვებს, რომ ის პოეტებს შორის მოიხსენიონ.

აქ მისი შემოქმედების განხილვას არ ვაპირებთ, იმედია, მისი გადარჩენილი ნაწერები ცალკე წიგნად გამოიცემა თანდართული მხატვრული ანალიზით. მხოლოდ იმის თქმა გვინდა, რომ მახმად (ჯოყოლა) გაურგაშვილმა ნამდვილად დაიმკვიდრა ადგილი საქართველოს პოეტებს შორის და, უფრო მეტიც, ის არის პირველი პოეტი პანკისელი ქისტების ისტორიაში.

მექა ხანგოშვილი

ჩანგი მოვმართე სამღერლად

ჩანგი მოვმართე სამღერლად,
დამატკბო სხივთა ჟღერამა,
ანაზდად ფიქრი მომტაცა
ამ ჩემი გულის ძგერამა.
სითბო მშობლიურ კლდე-ღრეთა
ვეღარ მოსხლიტა ვერრამა,
მარად ჰყვაოდეს, იცოცხლოს
რუსთველის გმირთა კერამა.
ნიჭი სარკეა არსისა,
არრისგან დაუჩრდილავი,
ის მონებს კაცთა, ვინცაა
ზენაით გულთამხილავი.
მზის ნათელს, აბა, რას აკლებს
წყვდიადი, შუქის მჩრდილავი,
ზღვა დედა არის მდინარეთ
ღვთიურის ძალით მქშინავი.
ვინ მოსთვლის წელთა სიმრავლეს,
რაც ქვეყნად კაცი ცოდვილობს,
ერი მოწმეა ჟამთა სვლის,
თავის რჩეულთა ცნობილობს,
მთის თხემზე ირმის გაფრენას
თვით შემოქმედიც ტყობილობს.

ეს გაზაფხულიც მოვიდა

ეს გაზაფხულიც მოვიდა
ჟუჟუნა წვიმის დენითა,
იამაც სახე გაბადრა,
მთის კორდზე მეტის ლხენითა.
მიდამო შეახმიანა,
ბულბულმა თავის სტვენითა:
კალთას გვიბერტყავს ბუნება,
ათი ათასის ძღვენითა.
ღელეში წყარო აჩქამდა,
ზამთრის ყინვისგან ძლეული,
მისწი-მოსწია გულმკერდი,
აამოძრავა სხეული.
აღარ ბობოქრობს ქარბუქი,
გულის მომკვლელი, წყეული,
სითბო მკერდს ულბობს მიწასა,
ციდან ძირს გადმოსრეული.
ტყე-ჭალა მწვანეს იცმევდა,
კვირტში სიცოცხლე ჩნდებოდა,
დრო-ჟამის დამბერებელი
თოვლი პირმზითში დნებოდა,
სიცოცხლის უკვდავებაზე,
ნიავი არაკს ჰყვებოდა,
ამ საოცრების ცქერითა
თვალი არ-რისად ძღებოდა.

ფიქრი დედაზე

(ბავშვობის მოგონებებიდან)

როცა ოთახში ვზივარ მარტოკა
და ირგვლივ მეფობს წყვდიადი ბნელი,
შორს გამიტაცებს ოცნება ჩემი,
ფიქრი მაწვება მე საშინელი.
ამ დროს ოთახის ვიწრო სარკმლიდან
მთვარე მდუმარედ სხივებს მომაფენს
და ჩემი სახე, ვითარც სანთელი,
ირგვლივ უცნაურ მნათ სხივებსა ჰფენს.
წარმომიდგება ჩემი წარსული
და გაგონილი დედ-მამის სახე,
გული მწუხარედ შემეკუმშება,
ნეტავი ერთხელ მაინც ვენახე.
აგერ ბურანმა მომიცვა უცბად,
შორს გამიტაცა მე შთაგონებამ
და უცაბედი განგების ძალით
შემიპყრო მძლავრად მითურმა გრძნებამ.
ვუყურებ, ჭერზე იფეთქა შუქმა,
სხივი მომფინა მე, დამწუხრებულს,
და დედის ლანდი, მტირალ თვალებით,
თავს დამდგომია ობოლ წამებულს.
დედავ! - ვყვირივარ გულაჩუყებით,
უდროოდ ობლად რატომ გამწირე,
ნუთუ, აღარ გწამს შენი შობილი
და შენის ცრემლით აღარ მიტირე.
და ამ სიტყვებთან მე დედისაკენ
ხელებგაშლილი მივემართები,
რომ საუკუნოდ მას ჩავეკონო,
ვფიცავ, არასდროს არ მოვშორდები.
მაგრამ ვაიმე, ამას რას ვხედავ,
ან გულით ეს მე ვით დავიჯერო,
დედა მე ახლოს არ მეკარება -
შვილო, ადრეა - მომძახა - ჯერო!
ავტირდი მძიმედ და ცრემლის ღვარი
გადმოენთხია ჩემს თვალებიდან,
და გულწასული, უგრძნობი, ვით ქვა,
ძირს გადმოვვარდი ჩემი სკამიდან.
უცბად შემკრთალი, ელდანაცემი,
მე გამოვფხიზლდი მწარე ფიქრთაგან,
ვხედავ, ძირს ვგდივარ მე ფერწასული,
და ცივი ოფლით ვარ გათანგული.

2 აპრილი, 1941 წელი,
ქ. თბილისი

სიმღერა მთაზე

შენ, ჰეი, მგზავრო, გიმგზავრია ჟამსა გაზაფხულს,
ცად აყუდული მთებისაკენ კლდოვან ბილიკით,
გადაგილახავს შენ საზღვარი ტყიან ქედების
და მთის კალთების შეგიგრძნია სითბო და ძალი?
შენ, ჰეი, მგზავრო, გინახია არყ-ნეკერჩხალნი,
ტყისა და მთისა შუაზღვარზე ამაყად მდგარნი
და მგზავრობისგან დაღალულსა, დასვენებისთვის,
იკალათებდი იმათ ჩრდილში გულგანახარი.
შენ, ჰეი, მგზავრო, მათ ჩრდილში მჯდარს არა გსმენია
აზვირთებული ჩანჩქერების მძლე ღრიანცელი.
ან შორს ცისკიდურს არწივების აღარ გინახავს
ელვისებური ფრთათა სწრაფი კორიანტელი?
შენ, ჰეი, მგზავრო, გინახია მთათა მწვერვალნი,
თავზე ყინულის მუზარადით ამაყად მდგარნი,
მზის ელვარების ანარეკლებს გარს რომ ჰფანტავენ,
ზღაპრულ დევებად ცის სივრცეში ზე გადმომდგარნი?
ან აღარ გისვამს ცივი წყარო ყინვით ნაკვეთი,
სალი ტინიდან მონაჟური ცვარ-მარგალიტად,
მკერდგაღეღილი არა მჯდარხარ იმის ნაპირზე,
ტკბილი ოცნებით გრძნობამთვრალი, ვნებააშლილი?
ან არ გსმენია დაბლა ხევში აბობოქრებულ
მდინარის ბრძოლა სალ კლდეებთან, გულშემზარავი
და ტყეთ ძახილი, ატეხილი გაღმით-გამოღმით,
თითქოს შეძრულა დასამსხვრევად მთის კარიბჭენი?
ან მთების ნისლი - მარად მისი ფიქრ-სამოსელი,
რარიგად ახვევს საბურველში თხემებს კლდიანებს,
წუთი და ისევ ნისლი ხევში გადაეშვება,
შავ კლდის თავზე კი შუნთა ჯოგი გაიხმიანებს.
თუ არ გინახავს არყ-ნეკერჩხლით დამშვენებული,
ყვავილთ სურნელით გაჟღენთილი მთების კალთები,
მაშ ნუღარ იტყვი, რომ გიგრძვნია სიმშვენიერე,
მომადლებული და სპეტაკი დიად ბუნების.
რა ზვიადი ხარ და ამაყი, მთაო მაღალო,
ლაჟვარდ სივრცეში წამომდგარხარ შენ წმინდათ-წმინდა,
შენსა წიაღში მე შევიცან ჭეშმარიტების
სითბო და ძალი, რაც რომ კაცს ხდის სულით უმანკოს.

გასაუბრება ალაზანთან

მთების ღიმილი გატყვია პირზე,
მთის რისხვას თესავ ხანგამოშვებით,
ნეტა მიჩვენა შენი მშობელი,
როცა ის გმოსავს სიცოცხლის ფრთებით.
ბარად მდორე ხარ, ჩაფიქრებული,
შენი დუდუნი ატკბობს ველ-მინდორს,
მთაში მაჩვენა ლომური ღრინვა
შენი ტალღისა, რომ ტოვებს ამბორს.
აქ შენ მხარს გიმკობს გაბმული ჭალა,
ამღერებული ხოხბების გუნდით,
ალბათ იქ, მაღლა შურთხნი, როჭონი,
გულმკერდს გიმკობენ მთის იაგუნდით.
აქ შენს ველს ამკობს კაცის მარჯვენით
დაპურებული ყანები, ზვრები,
აქ მზე ბანაობს შენს ზვირთებს შორის,
დაკიდებული ცის თაღზე მხრებით.
მითხარ, გეთაყვა, იქ მაღლა მთებში,
რა საოცრებით ტკბები ან ძღები.
იგი მომიგებს - პირველი ჩემი,
მთაა მშობელი და სანუკვარი,
მაგრამ როგორც მთის, ისევე ბარის
სისხლი მიდგია მკერდში გამთბარი.
იქ სალი კლდენი მგეშავენ ყრმასა,
ვეფხურს მიდგამენ მჭექარე ხმასა,
ხან თუ ჭიდილში ამატირებენ,
ხან მამშვიდებენ, ვით ალალ ძმასა;
ხან თუ ნატყორცნი ციური მეხი,
შუბლზე მიტრუსავს აქოჩრილ თმასა,
ისევე მისი გამჩენი დედა -
ელვა მინათებს ხევ-ხუვში გზასა.
ხან მთა მშვენდება, როგორც ედემი,
აყვავდებიან მასზე იანი,
შეიბურება მწვანე სამოსლით
ჩემ ირგვლივ კლდენიც მკერდხავსიანი.
იქნებ არ იცი, რა სიამეს ვგრძნობ,
მთების წალკოტში რომ ვიდგამ ენას,
ბროლის ნაკადად ტანზე მომდინარს,
ნიავი ატკბობს ჩემს ყურთასმენას;
ირგვლივ ჭიუხნი ჯავშნიანები,
იზიარებენ ჩემს აღმაფრენას,
აყეფდებიან ცაში არწივნი,
მოუხშირებენ ჩემ ირგვლივ ფრენას,
ფრიალო კლდეზე მოდგება არჩვი,
გულმედიდურად დამიწყებს სტვენას,
აი, ამ მრავალ გარემოს ხილვით,
ვივიწყებ ყველა გადახდილ წყენას.
ხანდისხან ღამით პირქუში ნისლი
დაბლა უფსკრულში უჩინარდება,
ცაც მოირთვება ვარსკვლავთ კრებულით,
მთვარეც ქედს იქით ამოგოგდება,
მე ვფხიზლობ მაშინ, ჩემი ზვირთები
ციურ მნათობებს ეშაირება,
ვდარაჯობთ ერთად მძინარ ბუნებას,
ვიდრემდის ღამეს დღე შეეყრება.
ბორბალოს კუდში ირმებს ვაპურებ,
სპეროზას ჯიხვნი მეგებებიან,
როგორც კი ბარში გადავივაკებ,
ჩემი ტალღებიც ინაბებიან.

უცნობ ქალიშვილს

რუსთველზე გნახე, ხეთა ჩრდილში მიიჩქაროდი,
ვარდისფერ სახეს გიმშვენებდა ოქროს თმის ჩქერი,
ხშირ წამწამთ შორის შურთხისებრი მზირალი თვალით
ზვერავდი ქუჩას უმანკო და ტანმშვენიერი.
წინ შეგეყარე მთების შვილი ბარს ჩამოსული,
უცბად მომხიბლა ტანმა შენმა სუროვაზისამ.
გამზირს ამკობდი, ვით გაზაფხულს ია ლამაზი,
მთაში კი, ალბათ, შუქს დაღვრიდი ლამაზი მზისა.

ფუტკარი

ვიშ, ვიშ, ქაჯან! ძლივს არ სტყორცნა
ამ ჩვენ სარკმელს მზემ სხივები,
შეხეთ ტყემალს, გულზე თეთრი
მიიბნია მან მძივები.
ამ ზამთარმა, სწორედ გითხრათ,
შეგვაღონა შრომის ჯარი,
სიცივისგან მძინარ მწერებს,
დახურული გვქონდა კარი.
ახლა დროა ვინახულოთ
სანატრელი მინდორ-ველი,
მოვიკითხოთ დობილები
და სალამი ვუძღვნათ წრფელი, -
მათ მზადა აქვთ უკვე ჩვენთვის
ტკბილზე ტკბილი თაფლის წვენი, -
დაშაქრული სარაჯების
უნდა ვუძღვნათ ბავშვებს ძღვენი.
ყვავილების გულუხვობით
გვაქვს ცხოვრება მონაშენი,
უმაგათოდ განა სადმე
იქნებოდა მოდგმა ჩვენი?
გავამზადეთ რიგიანი
ქვევრები და საწნახელი;
ამთავითვე ვზრუნავთ ყველა,
რომ მსუქანი გვქონდეს რთველი.

1954 წ. 16 აპრილი

ჯიხვმა სთქვა

ჯიხვმა სთქვა, სალი კლდეები
პირმშოა ჩემი გვარისა,
საცა უვალი ტინია,
იქ ბინა არის ხარისა.
ჩემსა სავანეს ვინ ნახავს,
გარდა მზისა და მთვარისა,
სპეროზა გვიცავს, ზვიადი,
კავკასიონის მხარისა.
ის არის ჩვენი პატრონი
დიდის თუ მაწოვარისა,
ყველას გულს გვილხენს დანახვა
იმ ჩვენი სანუკვარისა.

9/IV, 1954 წ. ს. ყვარელი

გაზაფხული

დილის სიომ შრიალითა
შესძრა რტონი ალუბლების,
ჩიტ-ბეღურებს ეჯიბრება
სიმღერაში ზვირთნი წყლების.
აგერ ია, მოლხენილი,
კოხტა კაბით იპრანჭება,
მიწას სითბო შეემატა,
თოვლს კი თვალი ეხუჭება.
ნუ შემოჰკრავთ ხის ტოტს ნაჯახს
ამ ადრიან გაზაფხულსა,
თორემ ცრემლად დაიღვრება
და ვნახავთ მას დაჩაგრულსა.
შეხეთ, შეხეთ ვაზის ნაზ კვირტს,
თუ რა მალე შლის ის გულსა,
ჩქარა გავსხლათ რქა თამამი,
ჩხას მოიბამს არნახულსა.
მთამ კალთები დაიბერტყა,
კლდემაც გახსნა ბასრი პირი,
გაზაფხულის სადიდებლად
ნაკადულის მოსთქვამს სტვირი.
შენ დიდება, გაზაფხულო,
კეკლუცო და სანეტარო,
შენ ხარ გრძნობის ამაღლების
არ ნახული, მძლავრი წყარო.

3 აპრილი, 1954 წ. ს. ყვარელი

კუდიგორასთან

მთა კუდიგორა - ატეხილი, ხშირი, ტყიანი,
მხნე გუშაგივით ალაზნის ველს დასცქერს ზევიდან,
დურუჯს მარად შავს, იმ შავი კლდის ნაჟურს და გიჟმაჟს,
მოაქვს ულევლად ქვიშის ღვარი ყვარლის მთებიდან.
რომ ძალა მისცეს ვაზის ძირებს, გააძღოს მიწა,
რომ ხვავ-ბარაქის უშრეტ წყაროს ვხვეტდეთ ზვრებიდან,
რომ ქინძმარაულს ძოწის ნაფერ გულში ჩაუდგას
ძალა მთებური კუდიგორის შავ ყამირიდან.
კახეთის დაბლობს მზე დაჰხარის და ნისლის ბადე
გულში ეხვევა ალაზნის ჩქერს, ზეიმობს კლდეცა,
გაბმულ ჭალებში მამალ ხოხბის ისმის ყივილი
და შორს, სივრცეში, ბრგე არწივმა ფრთები დაკეცა.
მინდვრებს ამშვენებს ზღვა ჯეჯილის მღერა ნარნარი,
გულის აღმგზნები გაზაფხულის სიო მეც მეცა,
რა სანეტარო, ხარ კახეთო, იმ შენ მხარეში
ხარობს და ყვავის ერთნაირად კაციც და ხეცა.
სელის ბარდებში რკინის ხარი მუხებს შებმია
და სამების ცერს ალისფერი ნათელი მოსავს,
დინჯი კახელი ბუნაგს ანგრევს ნაყაჩაღართა,
სადაც დურუჯი ფაფრიანი ზღვაურად ღელავს.
უწინ ყაჩაღთა თავშესაფარს ეცვალა სახე,
კუდიგორასთან შრომის დროშა ტრაქტორზე ელავს,
შენ გაიხარე, ვაზის ძირო, აღელდი ყანავ,
დაე, შეემკოს ეს მთა-ბარი კახთა ნახელავს.

30 მარტი, 1954 წ. ს. ყვარელი

17.3 სულეიმან გუმაშვილი

▲ზევით დაბრუნება


სულეიმან ელიოზის ძე გუმაშვილი დაიბადა 1944 წლის 23 თებერვალს პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, მრავალშვილიან ოჯახში. მის მშობლებს რვა შვილი ჰყავდათ - 6 ვაჟი შვილი და 2 ქალიშვილი. პირველდაწყებითი განათლება მშობლიურ სოფელში მიიღო და სწავლა გააგრძელა ჯერ ბეთანიის სკოლა-ინტერნატში, ხოლო შემდგომ - წყალტუბოს რაიონის ბროწეულას სკოლაში.

0x01 graphic

სულეიმან გუმაშვილი

1963-1964 წლებში სულეიმან გუმაშვილი სწავლობდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, რის შემდეგაც მიენიჭა ჩეჩნური ენისა და ლიტერატურის, აგრეთვე რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია.

ინსტიტუტის დამთავრებიდან 1970 წლამდე ის პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ჩეჩნეთის სხვადასხვა სკოლაში, ბოლო წელს მუშაობდა ურუსმართანის რაიონის სოფელ მართანჩუს რვაწლიან სკოლაში მასწავლებლად.

1970 წლიდან დაუბრუნდა მშობლიურ მხარეს და მუშაობა დაიწყო ახმეტის რაიონის სოფელ მატნის მეორე საშუალო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. მალე იგი გადაიყვანეს ჯერ ომალოს საშუალო სკოლის (1979-1991 წწ.), ხოლო შემდეგ ბირკიანის საშუალო სკოლის (1991-1995 წწ.) დირექტორად.

1995 წელს სულეიმან გუმაშვილი მიიღეს ჩეჩნეთის მწერალთა კავშირის წევრად. ის ლექსებს წერდა როგორც ჩეჩნურ, ისე ქართულ ენაზე. ჩეჩნურად გამოცემული აქვს საკმაოდ ვრცელი ლექსების კრებული „ჩემი ჩეჩნეთი“, რომელიც 2001 წელს გამოიცა ქართულ ენაზეც. მისი ლექსები ქვეყნდებოდა ჩეჩნურ ლიტერატურულ ჟურნალ „არღუნსა“ და გაზეთ „დაიმოხქში“.

0x01 graphic

1999 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა. აქვე დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ვაინახური ტრადიციების ასახვა ალექსანდრე ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში“ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

2002 წელს გამოიცა მისი მეორე წიგნი (ლექსების კრებული) „ჩემო საქართველო“ (ქართულ ენაზე).

2003 წელს გახდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

2003 წელს, პანკისის ხეობაში კრიმინალებთან აქტიური ბრძოლისათვის, დაჯილდოვდა „ღირსების ორდენით“.

1999-2007 წწ. კითხულობდა ლექციათა კურსს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიღნაღის ფილიალში.

თავის პოეზიაში სულეიმან გუმაშვილი მთავარ ადგილს საქართველოსა და ჩეჩნეთის მეგობრობას უთმობს. მან ჩეჩნურ ენაზე თარგმნა ვაჟა-ფშაველას უკდავი პოემები „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“ და „გველის მჭამელი“, აგრეთვე, დრამა „მოკვეთილი“, გაბრიელ ჯაბუშანურის წიგნი „ჰოი, ღილღოს დაღრუბლულო ცაო“ და აკაკი წერეთლის პოემა „გამზრდელი“, მიხეილ ღანიშაშვილის პოემა „იჩქერია“, თინათინ მღვდლიაშვილის ლექსი „ვაინახები“ და სხვ. მრავალი ქართული პოეზიისა და პროზის ნიმუშები.

სულეიმან გუმაშვილმა სამშობლოს რვა შვილი გაუზარდა.

წიგნის მომზადების პერიოდში, ჩეჩნებისთვის უმძიმეს დღეს, სამშობლოდან მათი ძალისმიერი და სასტიკი მეთოდებით აყრისა და გასახლების დღეს, მოევლინა ქვეყანას და დეპორტაციიდან 77-ე წლისთავზე, იმავე დღეს დატოვა სამყარო. იცხოვრა ნამუსის ქუდით, ღირსებით სავსემ და მართალი და ჭეშმარიტი მამულიშვილის სახელით გადავიდა საიქიოს. სულეიმან გუმაშვილი არის პირველი ორენოვანი პოეტი პანკისის ხეობაში.

17.3.1 ერთიანი საქართველოსათვის სათქმელი სიტყვა

▲ზევით დაბრუნება


ისტორიულმა ძნელბედობამ ქართულ მწერლობას ერის წინამძღოლის ფუნქცია დააკისრა.

მრავალსაუკუნოვანი ქართული ლიტერატურა ღირსეულად ატარებდა ამ უღელს. მხატვრული სიტყვის ჭეშმარიტი ოსტატები მკითხველში აღვიძებდნენ ეროვნული თვითშეგნებისა და გადარჩენისათვის ბრძოლის წყურვილს. ასე მოვედით ოცდამეერთე საუკუნემდე, რომელმაც ახალი სატკივარი გაუჩინა ჩვენს ერს.

0x01 graphic

ბატონი სულეიმან გუმაშვილი წარმოშობით ვაინახია, მაგრამ დაბადებული და გაზრდილია საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ჯოყოლოში. მისი წინაპრები XIX საუკუნის 30-იან წლებში ჩამოსახლებულან მთიანი ჩეჩნეთიდან, მითხოს თემიდან. ისინი მალე შეჰგუებიან ქართულ გარემოს.

სულეიმან გუმაშვილმა სწავლა-განათლება ქართულ ენაზე მიიღო. იგი ქართულ კულტურაზე აღიზარდა. თითქმის ზეპირად იცის მთელი ქართული პოეზია. მეგობრულ სუფრაზე თუ სხვა თავყ რილობაზე ხშირად შემოგვაშველებს მოხდენილ სტრიქონს ვაჟა-ფშაველას ან ილია ჭავჭავაძის ლექსიდან. იგი მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწევა. ჩეჩნურ ენაზე თარგმნის ქართული პოეზიის ნიმუშებს. ამ მხრივ, მას ღირსეული წინამორბედი ჰყავს იუსუფ მარგოშვილის სახით, რომელმაც ჩეჩნურად თარგმნა და 1969 წელს ქ. გროზნოში გამოსცა ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებები.

დღევანდელი საქართველოს მდგომარეობა გურამიშვილის ეპოქას მაგონებს. „ქართლის ჭირი'' დღესაც ისეთივე მძიმე და აუტანელი გამხდარა, როგორც მაშინ - მე-18 საუკუნეში. დიდი ქართ ველი პოეტების შემოქმედებითი მემ კვიდ რეობიდან სულეიმან გუმაშვილმა „მართლის თქმის“ პრინციპი აირჩია. მას, როგორც საქართველოს მოქალაქეს, გულს უღრღნის ქვეყნის ბედუკუღმართობა, დაუნდობლობა, ამხელს ჩვენში ფეხმოკიდებულ მანკიერ თვისებებსა და პოეტური სიტყვით იღწვის საქართველოს ერთიანობის განმტკიცებისათვის:

ხალხს ისეთ ლოცვას გავუგზავნიდი,
რომ ყველას მისწვდეს ჩემი ხეობით,
ყველას გულებთან ძმად მივიდოდი,
გავახარებდი, შინ ვეწვეოდი.
გადამივლიდა დარდი, ზიანი,
გამამხნევებდა გულთა კავშირი,
მე საქართველო მინდა მთლიანი,
ქართულ მხარ-მკლავით ფართოდ გაშლილი.

კეთილი იყოს მისი შემოსვლა ქართულ პოეტურ სამყაროშიც.

ტრისტან მახაური

17.3.2 სულეიმან გუმაშვილი - პოეტი და მოღვაწე

▲ზევით დაბრუნება


საბედნიეროდ, არიან, იპოვებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით, ღირსებით, თანდაყოლილი უნარებით, განსაკუთრებულ კვალს ტოვებენ, როგორც ცალკეული ადამიანების, ისე საზოგადოების მეხსიერებაში. ისინი ჭეშმარიტი მოღვაწეები არიან, რადგან მათ გარკვეული წვლილი შეაქვთ მაღალი სულიერი ფასეულობებისა და სტანდარტების დამკვიდრებაში. თავისი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ადამიანებთან ურთიერთობითა და კეთილშობილური თვისებებით. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პიროვნება იყო ქისტი პოეტი სულეიმან გუმაშვილი.

სულეიმან გუმაშვილი, 1995 წელს, პანკისის ხეობაში, ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა - ტრისტან მახაურმა გამაცნო. სულეიმანი ტრისტანს მუდამ თავის ახლობლად და ნათესავად მიიჩნევდა, რადგან მახაურების ერთ ნაწილს, ფშავის გარდა, ოდესღაც მითხოშიც, სულეიმანის თავდაპირველ სამშობლოშიც უცხოვრიათ. ვაინახებთან თავისი წინაპრების კავშირს ტრისტანი არც ადასტურებდა და არც უარყოფდა, რადგან იცოდა, რომ სულეიმანი ყველა კარგ, ღირსეულ ადამიანს თავის მეგობრად და ახლობლად მიიჩნევდა.

სულეიმან გუმაშვილი მრავალი ადამიანური ღირსებით შემკული, მეტად საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა. მან პირველი გაცნობისთანავე მოახდინა დიდი შთაბეჭდილება და იმ დღიდანვე დავმეგობრდით. ის იყო უაღრესად კომუნიკაბელური, სასიამოვნო მოსაუბრე. მან უამრავი ძველი ამბავი და ფოლკლორული ისტორია იცოდა, რომლებსაც საინტერესოდ გადმოსცემდა. განსაკუთრებით გატაცებული იყო ტოპონიმიკით, თუმცა, ასე მგონია, რომ სულეიმანს პოეტურად შეფერადებული საკუთარი ტოპონიმიკური წიაღსვლების ბოლომდე მაინცდამაინც არ სჯეროდა. მას მხოლოდ ის სურდა, რომ საქართველოსა და ვაინახურ სამყაროს შორის, რაც შეიძლება, მეტი სიახლოვე დაენახვებინა მსმენელისთვის.

სულეიმანი სუფრაზე შეუდარებელი რიტორი იყო. ის სადღეგრძელოებს განსაკუთრებული ემოციით, სიყვარულითა და მდიდარი ენით წარმოთქვამდა. პანკისის ხეობას თუ მაღალი რანგის საპატიო სტუმარი ეწვეოდა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, სულეიმანს უეჭველად თამადად ირჩევდნენ. როცა ის საუბრობდა, სუფრასთან ასზე მეტი ადამიანიც რომ ყოფილიყო, ყველა ყურადღებით უსმენდა მის მოზომილ სიტყვას, რომელიც აუცილებლად გემოვნებითა და ასევე ზუსტად შერჩეული ლექსით მთავრდებოდა.

ქართული პოეზიის სიღრმისეული ცოდნითა და მჭევრმეტყველებით მას არაერთხელ გაუოცებია ქართული სიტყვის არაერთი ცნობილი ოსტატი. სულეიმანს უყვარდა ადამიანები, უყვარდა პოეზია, უყვარდა ქართული ენა, საქართველო. სწორედ ამ ნიჭმა, უნარმა და სიყვარულმა შეაძლებინა ასე ღრმად და საფუძვლიანად ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლა. მან ზეპირად იცოდა ქართული პოეზიის თითქმის ყველა შედევრი. განსაკუთრებით უყვარდა ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, მირზა გელოვანის, ლადო ასათიანის, გაბრიელ ჯაბუშანურის, მუხრან მაჭავარიანისა და შოთა ნიშნიანიძის ლექსები. ის საოცარი სიყვარულითა და ემოციით წარმოთქვამდა ქართველ კლასიკოსთა პოეზიის ნიმუშებს.

იმ დროს, როდესაც მე სულეიმანი გავიცანი, მას ჩეჩნურ ენაზე უკვე გამოცემული ჰქონდა ლექსების კრებული «Бехийл хъо, сан хьоме Даймохк» („იხარე, წინაპართა ძვირფასო მიწავ“), რომელიც მოგვიანებით ქართულ ენაზეც გამოსცა სახელწოდებით „ჩემო ჩეჩნეთო“. მისი ლექსები, რომლებიც ჩეჩნურ ენაზე ადრიდანვე იბეჭდებოდა სულეიმანმა თავისი წინაპრების სამშობლოს მიუძღვნა. იგი ეფერება სალ კლდეებსა და მთის მწვერვალებზე აღმართულ ციხე-კოშკებს, ხოტბას ასხამს ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ყველა კუთხის მცხოვრებთ. „- ჩეჩნეთის მთებში ძილი დავკარგე,“ - აღნიშნავს იგი ერთ-ერთ ლექსში. სულეიმან გუმაშვილის ლექსების პირველი კრებული მთლიანად ჩეჩნეთისა და ღილღოს სიყვარულით არის შთაგონებული. თავდაპირველ სამშობლოსთან მას მშობლიური ენა, წეს-ჩვეულებები და წინაპართა ხსოვნა აკავშირებდა. ამიტომაც განსაკუთრებული გრძნობით წერდა ჩეჩნეთზე:

ჩეჩნეთს რომ დალოცავს - ეს ჩემი გულია,“
ჩეჩნეთის გარეშე არ ვიცი სამოთხე“.

სულეიმან გუმაშვილმა ლექსების მთელი ციკლი უძღვნა ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციას. იგი არ ივიწყებს აგრეთვე გაბრიელ ჯაბუშანურს, ღილღოს დაცარიელებული და დამწუხრებული აულების ჭირისუფალს და ერთ-ერთი ვრცელი ლექსი უძღვნა მას იმ თანაგრძნობისთვის, რომელიც ხევსურმა პოეტმა სამშობლოდან ერთიანად ძალით აყრილი და შუა აზიაში გადასახალებული ღილღველების მიმართ გამოხატა. სულეიმანი განსაკუთრებით აფასებს ხევსური პოეტის მოქალაქეობრივ პოზიციას, თანაგრძნობას მეზობელი ხალხისადმი და ასეთ სტრიქონებს უძღვნის გაბრიელ ჯაბუშანურს:

ღილღოს მოზარე დიდი პოეტი
მაცხოვარივით დგას პირნათელი.“

თავის ვრცელ ლექსში სულეიმან გუმაშვილი თითქოს წინაპართა ნაცვლად მადლობას უხდის ხევსურ პოეტს დარდისა და ტკივილის გაზიარებისთვის:

აქ პოეტს გული გადაუშლია,
უტარებია დარდი ამ მთისა,
აქ თურმე კალმით ხატავდა ღილღოს
და უმღეროდა ლამაზ ჰადიშათს.“

სულეიმანის ლირიკაში განსაკუთრებით ჭარბობს მიძღვნითი ლექსები. ის ხოტბას ასხამს ღირსეულ ადამიანებს, რომლებმაც საზოგადოებას თავიანთი საქმიანობით მრავალი სიკეთე მოუტანეს. გაბრიელ ჯაბუშანურისადმი მიძღვნილი სულეიმანის ლექსი მთლიანად შთაგონებულია ხევსური პოეტის ლექსების კრებულით „ჰოი, ღილღოს დაღრუბლულო ცაო“.

ქართულენოვანი მკითხველი განებივრებულია მაღალი რანგის პოეზიით. როგორც გ. დოჩანაშვილი წერს: „ჩვენი პაწია საქართველო მსოფლიოს პოეზიურ რუკაზე ერთ-ერთი დიადი, ძლევამოსილი სახელმწიფოა“. ქართველ მკითხველს თანამედროვე პოეტი საკუთარი პოეზიით ძნელად გააკვირვებს. სულეიმან გუმაშვილის ლექსებში მკითხველმა შეიძლება ვერ აღმოაჩინოს ტროპული მეტყველების უიშვიათესი ნიმუშები და პოეტური ხელოვნების იდუმალი სიღრმეები, მაგრამ, როგორც იტყვიან, მან თქვა გულწრფელად, რისი თქმაც უნდოდა. მან ასე, შეულამაზებლად გამოხატა თავისი ალალი გრძნობები, რომლებიც ხალხთან და ქვეყანასთან აკავშირებდა.

მართალია, სულეიმან გუმაშვილმა საკუთარი ლექსების პირველი წიგნი წინაპრების სამშობლოს უძღვნა, მაგრამ იმავე კრებულში იგი არ ივიწყებს საქართველოს და სიყვარულით მიმართავს:

პანკისის ველზე გაზრდილი ქისტი
სპეროზის მთიდან მადლობას გიხდი.“

ვინ მოსთვლის, რამდენი ლექსი უძღვნა მან ქართულ ენასა და საქართველოს! სულეიმან გუმაშვილი იყო საქართველოსა და ჩეჩნეთის მწერალთა კავშირის წევრი. მისი პოეტური კრებულები გამოცემულია ქართულ და ჩეჩნურ ენებზე. 2002 წელს ტრისტან მახაურის წინასიტყვაობით მან გამოსცა ლექსების კრებული „ჩემო საქართველო“.

იგი ადამიანის უმაღლეს ღირებულებად ქვეყნის ერთგულ სამსახურს მიიჩნევდა. სწორედ მაშინ, როცა 2000-2002 წლებში ხეობაში უმართავი სიტუაცია შეიქმნა, სულეიმან გუმაშვილი პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს ჩაუდგა სათავეში და წესრიგის აღსადგენად ძალ-ღონეს არ იშურებდა. ის ლექსებში თავის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზეც ამახვილებდა ყურადღებას:

მაწევს მე კისერზე მამულის უღელი,
ვეწევი მის ჭაპანს ნაჯაფარ ხარივით,
შვებას ღვთისგან ველი, უტყვი და უთქმელი.“

თავისი ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისთვის, საზოგადოებრივი და საქვეყნო ინტერესების წინა პლანზე დაყენებისა და განსაკუთრებული პიროვნული წვლილისთვის, 2003 წელს, სულეიმან გუმაშვილი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

0x01 graphic

სულეიმან გუმაშვილი
მოსწავლეებთან ერთად

სულეიმან გუმაშვილი იყო სამაგალითო პიროვნება, რომელიც ქისტი ხალხის საუკეთესო თვისებებს განასახიერებდა. იშვიათად შემხვედრია ასეთი კეთილი, ხელგაშლილი და გულისხმიერი ადამიანი. სულეიმანმა ზეპირად იცოდა ვაჟა-ფშაველას პოემები. ის ვაჟას მიერ წარმოდგენილ ზნეობრივ-მორალურ ფასეულობებსა და პრინციპებს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც იცავდა. როდესაც სულეიმანი გავიცანი, მივხვდი, რომ სწორედ ის იყო ჯოყოლას - „სტუმარ-მასპინძლის“ ქისტი პერსონაჟის - ნამდვილი ორეული და ამაში არაერთხელ დავრწმუნებულვარ.

იმ დროს, როდესაც ქისტურ ზეპირსიტყვიერებას ვსწავლობდი და პანკისის სოფლებში ფოლკლორულ გადმოცემებს ვიწერდი, ხეობაში უაღრესად დაძაბული სიტუაცია იყო. თუმცა სულეიმანი უყურადღებოდ ერთი წუთითაც არ მტოვებდა. მან განსაკუთრებული დახმარება გამიწია პანკისის ხეობაში ხალხური სიტყვიერების ნიმუშების ჩაწერის საქმეში. გასაოცარი იყო მისი მეხსიერება. მან ზედმიწევნით კარგად იცოდა ქისტი ხალხის წარსული, გადმოცემები თავის წინაპრებზე, ძველ სალოცავებზე, წეს-ჩვეულებებზე. სულეიმანმა პანკისის ხეობაში გამაცნო ბრძენი და სახელოვანი ქისტები, საპატიო უხუცესები, როგორებიც იყვნენ ზელიმხან ბორჩაშვილი, სოლცა ქავთარაშვილი, ირაკლი დაქიშვილი, ვისერგი ბაღაკაშვილი (მუსას ძე), ესქი დუიშვილი და სხვები. ასევე შემახვედრა ქისტი ქალების სულიერ ლიდერს ალცანეი ხანგოშვილს; სოფელ ჯოყოლოში ქისტური ფოლკლორისა და ხალხური წეს-ჩვეულებების უბადლო მცოდნეს ძარგო ბაღაკაშვილს, რომელმაც ჩამაწერინა გვალვის დროს ალაზანში გუთნის გაყვანისა და მდინარის მოხვნის რიტუალი, ამინდის გამოსათხოვნელად დარ-ავდრის გამგებელ სიელასა და ღმერთ დელასადმი აღვლენილი ქისტური საგალობლები. სულეიმანმა ომალოში გამაცნო ხმით ნატირლების საუკეთესო შემსრულებელი ჰავა გაურგაშვილი, რომელმაც სულეიმანის თხოვნით არაერთი ნატირალი შეასრულა.

განსაკუთრებით დამამახსოვრდა სულეიმანის ნათესავი ირაკლი გუმაშვილი, რომელმაც უაღრესად მნიშვნელოვანი ისტორიები მიამბო იმ ჩეჩენ ამბოხებულებზე, რომლებმაც 1944 წლის დეპორტაციის შემდეგ თავი პირიქითა ხევსურეთის მთებს შეაფარეს. ირაკლი გუმაშვილი არა მხოლოდ პირადად იცნობდა იბი ალხასტსა და მისი დაჯგუფების წევრებს, არამედ მათთან მეგობრობდა კიდეც. სწორედ იმ ბნელ ღამეს, როცა იბი ალხასტი და ირაკლი გუმაშვილი ქისტური წეს-ადათის მიხედვით ძმებად გაიფიცნენ, ჩეკისტებმა ჩეჩენი ამბოხებულების რაზმი ანდაქში მთლიანად გაანადგურეს, მათ შორის მოკლეს იბი ალხასტიც. იმ ტრაგიკულ მოვლენებზე ირაკლი გუმაშვილის მონათხრობი იყო უაღრესად ემოციური, ცოცხალი, თვითმხილველის თვალით დანახული.

სულეიმან გუმაშვილმა პანკისის ხეობის სოფლებში დამასწრო საკულტო რიტუალებს, სადაც პოეტური და მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები საოცარი რელიგიური გზნებით აღავლენდნენ ქისტურ საგალობლებს. არასოდეს დამავიწყდება ტაისა და რაისა ალხანაშვილების მიერ ქისტურ ენაზე აღვლენილი პოეტური ნაზმები, რომლებიც უძველეს ხალხურ მუსიკალურ და რელიგიურ ტრადიციებს ემყარებოდა.

საბოლოოდ, სულეიმან გუმაშვილის დახმარებით პანკისის ხეობაში მნიშვნელოვანი ფოლკლორული, ეთნოგრაფიული და ონომასტიკური მასალა შევკრიბე. მისი ნაწილი ინახება ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორის არქივში, ნაწილიც, შესაბამისი წყაროს მითითებით, სამეცნიერო სტატიებსა და მონოგრაფიებში აისახა.

სულეიმან გუმაშვილი ფოლკლორული მასალის შეკრების დროს ყველგან გვერდში გვედგა, პანკისის ხეობის ყველა სოფელში: ჯოყოლოში, დუისში, ძიბახევში, ბირკიანში, ხალაწანში, ომალოში. მას ყველგან ჰყავდა ნათესავები, ახლობლები, მეგობრები და მოკეთეები, რომლებიც მუდამ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ეგებებოდნენ. თუ მოხდებოდა ისე, რომ სულეიმანს თვითონ არ ეცალა, ხალხური ტექსტების მთხრობელებთან თავის ერთ-ერთ შვილს, ან ნათესავს მაინც გვაახლებდა. თუ საღამოს სახლში დროულად არ დავბრუნდებოდით, უჩვეულოდ ღელავდა და დარწმუნებული ვარ, გათენებამდეც თვალს არ მოხუჭავდა და ისე დაგველოდებოდა თავისი ლამაზი სახლის აივანზე.

რამდენჯერ გვისარგებლია სულეიმანის მეგობრებს მისი გულუხვი და უანგარო მასპინძლობით! ვინ მოთვლის, რამდენჯერ გადაუდია გვერდზე თავისი დიდი ოჯახის უამრავი საქმე და სტუმრებს მომსახურებია! რამდენი რამე ვისწავლეთ მისგან! მართლაც, საოცარია, ჩვენს საუკუნეში, როცა გულები გაცივდა და ადამიანები გაუცხოვდნენ, როგორ უხაროდა მას სხვების დახმარება, სხვების წარმატება და სიხარული! სულეიმანი ყველას, ვინც კი მას იცნობდა, თავისი ცხოვრების წესით პირად მაგალითს უჩვენებდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ღირსეული პიროვნება.

სულეიმანი იყო დიდი ადამიანური სიკეთის განსახიერება. ასეთ ადამიანებს კი ამქვეყნად გაკეთებული სიკეთე საიქიოს გზას უნათებს და დავიწყება არ უწერიათ.

ხვთისო მამისიმედიშვილი

17.3.3 გახსოვდეთ მუდამ, ვინ არის ქისტი

▲ზევით დაბრუნება


I

თუ გაჰყოლიხართ კახეთის შარას,
შემოგხვდებოდათ პანკისი ყინჩი,
ნახავდით სოფლებს ალაზნის პირას,
მიმობნეულებს სპეროზის ძირში.

გარს აკრავს სოფლებს ამწვანებული,
ტყით მობურული ლაღი ქედები.
მიმოგრეხილი მაღალი კლდენი
მოსჩანან, როგორც კოშკთა ხედები.

ხეობებს შუა შოლტის ტყლაშუნით
მოიწევს ჩქარი ალაზანია,
მთას ეთხოვება მძლავრი ქოშინით,
ვაკდება ბარად მიმავალია.

დაუხმაურებს თანშეზრდილ ქედებს,
მერე შრიალით სოფლებს აფხიზლებს,
ფრთხილად ჩაუვლის პანკისის ბაღებს
და კახეთისკენ განიბნევს ტალღებს.

II

ცოტა ხნის წინათ ამ ხეობაში
მგლის მუხლა ქისტი დასახლებულა,
შუმერთ ქვეყნად და ურარტუს დროში
მათ ცხოვრებაზე ბევრი რამ თქმულა.

საიდან გაჩნდნენ, როგორ მოვიდნენ,
სისხლის ამღებნი, სიტყვის კაცები,
ამ სალკლდოვანას როგორ შეეწყვნენ
მტრის შემმუსვრელნი, დუშმანთ დამცემნი.

მათ ჭირ-ვარამი გამოიარეს,
რომ ეხსნათ ენა, ადათ-ჩვევები,
მტკაველ მიწისთვის მედგრად იბრძოლეს
და შერჩათ მხოლოდ ერთგული მთები.

მრავალი ტომის გარემოცვაში
ხმლის ქნევით შეძლეს თვის გადარჩენა,
ბოლოს მოადგნენ ამგვარ ყოფაში,
ფარად იფარეს ეს სალკლდოვანა.

III

მოდით, იცანით ჩვენი პანკისი,
დღეს სანიმუშოდ დამშვენებულა,
იხილეთ ქისტის ადათი, წესი
განმტკიცებულა, განახლებულა.

ქისტური ქცევა, ადათ-ზრდილობა
საუკუნეთა ნაბოძარია.
არ დაგავიწყდეთ, ქისტის შვილები
ახალ ცხოვრების შვილნიც არიან.

სულ მარდად ყოფნა, ლხენა, ქეიფი,
აქ წესისამებრ ხორცშესხმულია,
ჯირითი, სროლა, ცეკვა, დაფდაფი
პაპისპაპიდან წესად თქმულია.

სტუმრის მიღება, ძმადნაფიცობა
ძველთაძველიდან შემორჩენიათ,
მამაცობა და გამბედაობა
მეგობრებივით შემოსჩვევიათ.

ამაყი ბიჯი, არწივის ხედვა
ქისტზე ნათელი შესამჩნევია.
ფეხმარდობა და ზრდილი მოქცევა
ქისტის წინაპარს ადრეც სჩვევია.

მოხუცის რიდი, პატივისცემა
მამა-პაპური მტკიცე წესია.
ტკბილი სალამი, ფეხზე ადგომა
ქისტ ბრძენ წინაპარს დაუთესია.

დარბაისლობა, უდრეკელობა
გმირული ჟამის ნახელავია,
წინდახედული სჯა და ბაასი
იმ ძველ წარსულის შენაზავია.

ხანჯლის და თოფის ხშირი ტარება
დევ-გმირთა წმინდა საჩუქარია.
ცხვრისა და ცხენის ეგზომ ყვარება
მშრომელ პაპათა სანუკვარია.

ცეკვა, ფაფახი, ჩოხა, ხანჯალი
შუმერთ ქვეყნიდან გადმოსულია.
ძალ-ღონის სინჯვა, ვაჟკაცთ ჭიდილი
ქისტი ჯიგიტის ზნე და სულია.

ჭორვა, დაცინვა და ქილიკობა
არასდროს წესად ქისტს არ ჰქონია,
მას მლიქვნელობით და თაღლითობით
თავი არვისთვის მოუქონია.

ღალატი, ავი ენის მიტანა
უძველეს დროდან არავის ახსოვს,
პირდაპირობა, თავის გატანა
მოძმეს და მტერსაც დღესაც კი აქვსო.

ალალი ხალხი, მართალი ხალხი
მრავალ ბრძოლაში გამობრძმედილა.
კეთილი გულით, პურადი პურით,
ახალ ცხოვრებით გამოჩენილა.

IV

თუ გსურთ, დარწმუნდეთ მათ სიყვარულში,
მოდით, იხილეთ ჩვენი ქისტობა,
ყოველი ქისტი სიტყვა-პასუხში
და ზრდილობაში კარგად იცნობა.

მობრძანდით, ნახეთ ჩვენი პანკისი
თავის ნაშობი ბოკვერებითა,
ღმერთმა გვარგუნა ჩვენ ეს სალკლდენი
მეგობარს შევხვდეთ მოფერებითა.

გახსოვდეთ, ქისტი შენი ძმა არის,
შენ, ჩემო ძმაო, არ დაივიწყო.
ხელი არა ჰკრა სახლიდან წასულს,
უთხარი გულით: „შინ დაბრუნდი-თქო“.

არ დაივიწყო, ვინ არის ქისტი,
შენახული ძმა საქართველოში,
ჩეჩნური ენით, პაპების წესით
მუხისებრ მდგარი პანკისი თავში.

გახსოვდეთ მუდამ, ვინ არის ქისტი,
მოჭირნახულე ივერთა ჯიშის,
უდრეკი, როგორც ხალიბის ხიშტი,
მდგარი ქართველთან სპეროზის ძირში.

17.3.4 მიყვარს პანკისი

▲ზევით დაბრუნება


მიყვარს პანკისი, ეს ჩემი მხარე,
მდებარე მწვერვალ სპეროზის ძირში,
გაღმით, გამოღმით ალაზნის არე,
დამშვენებული სალოცავ ნიშით.

მომწონს ქისტების საღი სოფლები:
ბირკიანი და ჯოყოლო ჩემი,
ხალაწანი და დიდი დუისი,
ძიბახევი თუ ომალო მშვენი.

მცირეა ჩემი პანკისის მხარე,
სხვას შევადაროთ, ზღვაში წვეთია,
მაგრამ, ჩემთვის კი საბაღ-სახარე -
რა უნაპირო ზღვა-ხმელეთია!

მომწონს და მიყვარს ეს ჩემი ხალხი -
ვაინახი თუ ქართველი კაცი,
ძვირფასი არის ჩემთვის სუყველა,
რადგან ვარ მათი სისხლი და ხორცი.

დიდი გული აქვს პატარა ჩემს ხალხს,
მოსულს სიკეთით, სილაღით, რწმენით;
დიდი სული აქვთ ჩემს ქისტის შვილებს,
ასე ცხოვრობდნენ პაპანი ჩვენნი.

ვეთაყვანები ქისტურ ადათებს:
სისხლის აღებას - კაცურ კაცობას,
ძველ მამა-პაპურ ლაღურ ცხოვრებას,
ჯირითს და ცეკვებს, ფეხზე ადგომას.

რა დამავიწყებს ჩემს დედა ენას,
სადაც პირველად გავიგე „ნანა“,
ჩიტების ჭიკჭიკს, ბულბულის სტვენას,
საიდუმლოთა მძლე ანაბანას.

მე დღეს მივიჩნევ ჩემად და ქისტად
ისეთ ქალსა და ისეთ კაი კაცს,
ვინც კი ხმას გამცემს ძმურად და წმინდად
და ადღეგრძელებს ჩემს ხალხს ვაინახს.

შანთით დამდაღონ, ხმლებით დამსერონ,
სახრჩობელაზე რომ გამიყვანონ,
მაშინაც ვიტყვი: „ძე ვარ ქისტების,
და მისთვის მზად ვარ, თუნდაც დამადნონ!“

ვიცი, ჩემ შემდეგ ნამდვილი ქისტი
მე მომიგონებს ტკბილად, თბილ გულად,
ან დამიტირებს ჩემი და ქისტი,
გულდადაგული ძმაზე ქისტურად.

დავიწყებული არ არის ქვეყნად,
ვინც თავი დასდო, ვინც სისხლი დაღვარა,
ვინაც სამშობლოს ჭირი და ლხინი
არ დაივიწყა, არა და არა!

მიყვარს პანკისი, ეს ჩემი მხარე,
მდებარე მწვერვალ სპეროზის ძირში,
გაღმით, გამოღმით ალაზნის არე,
დამშვენებული სალოცავ ნიშით.

17.3.5 გაბრიელ ჯაბუშანურს

▲ზევით დაბრუნება


გავყურებ ღილღოს მთებსა და კლდეებს,
რომ უჭერიათ ხელთ აულები
და ვხედავ კოშკებს თავჩაქინდრულებს
და ნირწამხდარი ვესაუბრები.

ცით დაკიდული ჩანჩქერი, წყარო
წყლულებს უბანენ დასერილ ღილღოს,
მარად მგრგვინავი ასა, არამხი
ერის ჭრილობის კურნებას ცდილობს.

მზემ გადაიძრო დაღრუბლული ცა,
მიწამ აკლდამებს პირი ახადა,
და, ღმერთო ჩემო, რას ხედავს თვალი -
ძველთაძველი დრო დამიდგა ცხადად.

აგერ გამოჩნდა ნანატრი ხედი
და შორეული გადასახედი,
რამდენი წყალი, რამდენი ჟამი
სრბოლით ჩავლილი იყო ასეთი?!

აქ ჩანს სურათი ძველთუძველესი:
ეს თარგამოსი აღმდგარა მკვდრეთით,
აქ სულ სხვა ხმაზე მღერის ღილღველი
და ღილღო მიდის ბილიკით ღმერთის.

ისმის ღილღველის სიტყვა „მარჯი ია!“
და არაბული ლოცვა ალაჰის,
პაპა ბანს აძლევს უხსოვარ დროდან,
მრავალ ჭირ-ვარამ გადანალახი.

მოჩანს აქედან წინაშუმერი,
ერიდუ, ური, ურარტუ, მარი.
მოჩანს ქართი და არიანქართლი,
დაიოხი და კოლხი მაგარი.

აგერ ჩანს ღილღოს მგოსანთა დასი:
არბი, მაჰომედ, ჯემალდინ-ლომი,
მათ გზას უხსნიან ლექსის ღმერთები:
შოთა, ვაჟა და გალაკტიონი.

თურმე რა ყოფა, სჯა-მასლაათი,
გასაოცარი, რა სასწაული...
ისმის გალობა, აღვლენა ლოცვის,
მარადი დროის დღესასწაული.

ხმა მესმის მზის და მთვარის მფიცართა,
ვხედავ ძველ კერპებს და მათ მლოცველთა,
ცეცხლის ალს წარმართთ ჩრდილები რკალავს,
ხატებთან უფლის მადლი მოწვეთავს.

აქ წინაპრები მუხლებს იყრიან,
მეჩეთში ლოცვით მოღლილა მოლა,
აქ მართალ ღილღველთ გადასახლებას
მოერთვის ხალხის ზიზღი და ძრწოლა.

აქ დანდობილა ჯაბუშანური,
აქ შესწრებია ღილღოს გათელვას,
ქვეყნის გულ-მკერდი სისხლით მოურწყავს
მტარვალი რუსის შემოკრულ წკეპლას.

აქ პოეტს გული გადაუშლია,
უტარებია დარდი ამ მთისა,
აქ თურმე ფუნჯით ხატავდა ღილღოს
და უმღეროდა ლამაზ ჰადიშათს.

აქ უპატრონო ციხე-კოშკებს და
პარტახ აულებს მხნედ დარაჯობდა,
საბჭოთა რისხვას გადარჩენილი
თავის გულის ფიქრს ლექსებს ანდობდა.

ჟამს ღილღოს ტყავი ისე დაუხრავს,
რომ გარეთ ჟონავს გულის ნათელი,
ღილღოს მოზარე დიდი პოეტი
მაცხოვარივით დგას პირნათელი.

აქ უწერია წრფელი ლექსები,
აქ გაუწვრთნია სიტყვა მართალი
და დაუდია თავი მათ მსხვერპლად,
რომ აღმდგარიყო ღილღველთ ნაგრამი.

ახლაც გასძახის ის ციხე-კოშკებს,
წირვას აღავლენს გაცოცხლებული.
გულში იხუტებს, ვით შვილი მშობელს
ღილღო აღმდგარი, ღილღო ქებული.

და დგას ღმერთებთან და წინაპრებთან
მარადიული გასხივოსნებით,
ლოცვა-კურთხევას არ მოაკლებენ
ვარამნახადი ჩვენი მგოსნები.

ისმის ნამაზი მუჰამედის და
ლოცვის აღვლენა ქრისტე ღმერთისა
და ღილღოს ცაზე ჩნდება ვარსკვლავი
ჯაბუშანურის მძლე სვე-ბედისა.

17.3.6 მინდა, დავეცე შენი გულისთვის

▲ზევით დაბრუნება


ვარ შენი მიწის ამაყი ქისტი,
შენი ლხენით და ჭირით ნაკვები,
გულს მახატიხარ, ვით ნამდვილ ქართველს
ჩემი დედაც ხარ, მეამაყები.
აკვნიდან მათოვს შენი მზე, ვიცი,
შენ მიწილადებ ცხელ გულის სითბოს,
ამაზე მეტი სიმდიდრე არ მსურს,
ან სხვა საუნჯე რა არის თითქოს.
მოვდივართ ერთად ქართველი, ქისტი,
არა გვქონია გზა გასაყარი,
მტერს ერთად ვცემდით ხმლითა და ხანჯლით,
მხარში ვედექით ძმები სადარი.
ჩვენ ერთი გვედგა საძილე ტახტი,
ლუკმას ვიყოფდით ერთი ჯამიდან,
წყურვილს ვიკლავდით სულ ერთი პეშვით,
მე სხვა სამშობლო, სხვა გზა არ მინდა.
ერთ ჭერქვეშ გვქონდა მუდამჟამს ბინა,
ტოლად ვიყოფდით ჭირსა და ლხინსა,
ეს ყოველივე შუბლზე ხატია
უბერებელ ლომს - კავკასის შვილსა.
ვხანით და ვფარცხეთ ქისტმა, ქართველმა,
მე ვიყავ მეხრე, ის გუთნისდედა,
შენ რომ გეცოცხლა და გაგეხარა -
რამდენი ციხე ვაშენეთ ერთად.
რომ გაგეშალა არწივის ფრთები,
მტერი გყოლოდა ძირს დავარდნილი,
რომ არასოდეს შერცხვენილიყო
შენი კაცობა, შენი მანდილი.
ერთად მოვედით, წინ მივალთ ასე
შეფიცებული ძმები ფიც-ვერცხლით,
დღეს ჩვენ გავითქვით სახელი შრომით,
მტკიცედ ნაწრთობმა ბრძოლების ცეცხლით.
წარსულზე გეტყვის გმირი დიდგორი,
შენი მარაბდა და ბახტრიონი
და სიახლეზე მოგიყვებიან
ზეცის დამპყრობნი ახალი დრონი.
შენს კაცობაზე ამღერებულან,
ჩეჩენ-ინგუში ძმა შენთან არის,
გეპატიჟება მუცო, ტერელო,
მითხო-ჯარეგა - ძმად ნაფიცარი.
გეხმიანება სპეროზის მთიდან
პანკისის ქისტი, შენი მქებარი,
მაღმერთებელი შენი სიცოცხლის,
შენი მზისა და მთვარის მფიცარი.
ვინ თქვა, ვინ გაყო ქართველი, ქისტი,
ძმათა სახელი მუდამ ერთია,
როდის მოაჭრა ძმამ ძმას მარჯვენა,
ძმათა გულების შემწე ღმერთია.
აგერ პანკისში, სპეროზის თაღქვეშ,
ძმები ბუღისებრ ჩხვერავენ მიწას
და ამ გაფრენილ ალაზნის ტალღებს
ისინი ფარად იხვევენ იმ წამს.
ღმერთივით ადგათ სპეროზა თავზე,
ბოკვერებს ლოცავს ხევისბერივით,
თმადავარცხნილი შენი პანკისი
გადაგხვევია ყელმოღერილი.
ამ დღეს ფსალმუნზე მღერის ჯოყოლა,
მას გვერდს უმშვენებს ზვიადაური,
მარჯვენას უქებს ყველა ქისტ მუცალს,
ლაღობს ალუდა ქეთელაური.
მზისფერი ქალი, ქისტი ჰადიშა
ხევსურ მინდიას გაჰყვა რა ხანი,
ფარჩოს და სულთის ეწვივნენ სტუმრად
კობა, იაგო, ბეჟია - ძმანი.
დღეს ქორწილს იხდის ხევში ბეჟია,
და ჯვარს დაიწერს ქისტ ელისოზე,
და შერცხვენილი მუსა, გირგოლა
ბოდიშს იხდიან, ხრავენ გისოსებს.
თავზე ეღვრებათ შენი მზე ცხელი,
ლოცავს, იხუტებს შენი მთა-ველი
და ბორბალოდან დაგორებული
ალაზნის ტალღა გრგვინავს უძლევი.
მეც შენი სისხლის ერთი წვეთი ვარ
და შენი ხორცის ერთი უჯრედი,
რა მაღალი გაქვს სახელ-პატივი
და შორეული გადასახედი.
უფალმა ნახვა ნუ მომიშალოს
შენი თბილისის და ქუთაისის,
ამერ-იმერის, უღრუბლო ცის და
კავკასიონის რიჟრაჟ-დაისის.
მე შენ გიმღერი, ვით დედას შვილი,
დღეს შენს ენაზე ამღერებული,
ნუღა დამძრახავ, რომ ვაღიარო
შენდამი გრძნობა გამეტებული.
მიყვარს შენი ცა და შენი მიწა,
მიყვარს არაგვი და ალაზანი,
შენი თერგი და ეგ ცხენისწყალი,
მტკვარი, არღუნი, რიონი, ქსანი.
შენი კახეთი, ყურძნით ნაკურთხი,
შირაქის პური, ნოსტეს იები,
შენი თუშეთი, ცხვრით დაფარული,
ფშავ-ხევსურეთის ლექს-კაფიები.
მახარებს შენი მყინვარწვერი და
ტებულო, ცივი, უშბა, თეთნულდი.
ზე აღმიტაცებს შენი გელათი,
სვეტიცხოველი, ნათლით შემკული.
შენი ქართლი და მხნე იმერეთი,
შენი მესხეთი და ჯავახეთი,
გურია, რაჭა და სამეგრელო,
ცაში აჭრილი შენი სვანეთი.
ფიც-ვერცხლნაჭამი ძმა აფხაზეთი,
შავი ზღვის შვილი აჭარა შენი
და, ვინღა მოთვლის, რამდენი დარჩა: -
მოკეთე, დედა, შვილი, მოძმენი.
გლოცავს თურქეთი და არაბეთი,
ძველი სპარსეთი და მონღოლეთი.
ვერ წაგაქციეს და ვერ მოგნათლეს,
რადგან იყავი ლომი ერთ-ერთი.
შენი წარსულით მართლაც ლომი ხარ,
მუდამ გყოლია ძენი სადარი,
მსურს ქისტს, ვილოცო შენზე ქართულად,
დავიწვა შენთვის, როგორც ღადარი.
ვიცი, სიკვდილი გარდუვალია,
არავის ინდობს პირდაღებული,
დაბადებიდან შენ დაგიწერა
ღმერთმა სიცოცხლე ამაღლებული.
სანამ ვარ ღირსი ვატარო ქუდი,
ვიცოცხლო შენი დიდებისათვის
და, თუ სიკვდილი საჭირო გახდა,
მინდა, დავეცე შენი გულისთვის.

17.3.7 არავის ვუსურვებ

▲ზევით დაბრუნება


არავის ვუსურვებ, მტრის წინ დამხობილი
ხვეწნით და მუდარით ითხოვდეს სიცოცხლეს,
ან ბორკილგაყრილი მტერს ჰყავდეს ტუსაღად
და ამუშავებდეს, ვით მონას, მოახლეს.
არავის ვუსურვებ, რომ მტერს მხარი მისცეს
და ერს უღალატოს, მოყვარეს განუდგეს,
ან დაიმსახუროს ღალატით მტრის ჯილდო
და მტარვალ ქვეყანას ერთგულ ყმად დაუდგეს.
არავის ვუსურვებ, უდანაშაულო
კაცი კაცმა მოკლას და ხელყოს ქონება,
ან ძარცვით სიმდიდრე იხვეჭოს ფარულად,
ფიქრობდეს, მომავალს მით მოეგონება.
არავის ვუსურვებ, კაცი კაცს ჩაგრავდეს,
დაჩაგრულს, დავრდომილს არ ეხმარებოდეს,
ან მუდამ ილოთოს, უსაქმოდ იაროს,
ხალხსა და ქვეყანას თვალში ესობოდეს.
არავის ვუსურვებ, რომ ავს და ცუდს შეხვდეს,
არ ჰქონდეს სიკეთე და ბედნიერება,
სუფევდეს მძლეთამძლე შვილობა, ერთობა
და თანასწორობა, არა კადნიერება.
არავის ვუსურვებ, კაცთა სიძულვილით,
ერთურთთან გულით არ მიესვლებოდეს,
ან ადამიანი - ღვთის მომადლებული
სიკეთეს არ თესდეს, ცუდ საქმეს შვრებოდეს.
არავის ვუსურვებ, ისეთ ბედს, რომელიც
კაცს ჩვენს ცხოვრებაში არ გამოადგება,
წმინდა საქართველოს და ჩეჩნეთს არ არგოს
და თუნდაც მაღალ ღმერთს არ გამოადგება.
არავის ვუსურვებ ღვთის რისხვას, მუქარას,
მხოლოდ კარგს ვუსურვებ, ყველას ვენაცვლები,
ან ამ ჩემს ცხოვრებას რა ფასი ექნება,
თუ ქისტებს, ქართველებს მე არ ვეყვარები?!

17.3.8 საყვარელ პანკისს

▲ზევით დაბრუნება


სად არ ვიარე, სულ თან მდევდი, რას დამკარგავდი,
არეულ ჟამში წუთისოფელს სად არა ვყავდი,
სად არ ვიბრძოდი, დამჭრეს ასჯერ, მაგრამ ვდგებოდი,
რამეთუ ყველგან დასტაქარი თავს მევლებოდი.
დიახ, წუთები მედგა თავზე მახვილით ხელში,
უნდოდა სული უზოგველი, მაჭერდა ყელში,
როგორც ყოველთვის გაჩნდებოდი, ვით ანგელოზი,
ამოხოცავდი მწარე დღეებს საქართველოსას.
არ მიძებნიხარ არასოდეს, რადგან თან მახლდი
და სხვაგან სულაც სიმდიდრისთვის არ გადავსახლდი,
არც ცხოვრებაზედ ნაწყენს ხელი ჩამიქნევია,
თუმც მიხდებოდა მუდამ ბრძოლა, რაიც მჩვევია.
არ მომიხრია ქედი მტრის წინ სიკვდილის გამო,
ვიწამე ქვეყნად ლოცვა შენი, თბილი საამო,
ტანზე მაგლიჯეს ადათები ავაზაკებმა,
მაინც შემომრჩა, მოვალ შენთან, მეამაყება.
მელოდებოდი, ვით გინდოდი და გჭირდებოდი,
ასე მეჯერა, შენი რჩევით დავჯერდებოდი,
რამდენი რამე დაკარგულა, თავად ნახავდი,
დრო-ჟამს, არავის არ ვდევდი, არც დამკარგავდი.
იმედი შენი მედგა გვერდში, ვით წინაპარი
მაგ შენს ქურაში მწედ ნაწრთობი ხმლითა და ფარით.
ვინ მამაძაღლი დამჩაგრავდა მე ასეთ გაზრდილს.
აჰა, მოვედი შენი შვილი, გული გიცემდა,
სხვაგან, სხვა დედა შენს სიყვარულს რაღას მომცემდა,
მსოფლიოს ნახვა ჭეშმარიტად ვის არ სდომია,
შენზე ლამაზი და ძვირფასი სხვა არ მგონია.

17.3.9 დედა სამშობლოს - ჩეჩნეთს

▲ზევით დაბრუნება


ბევრგან ვიყავი, ვიხილე ბევრი,
ბევრსაც წიგნებით გავემცნაურე,
მაგრამ როს გნახე, ჩემად გიცანი,
მუხლზე დავეცი, გაგესაუბრე.
მშობელ ენაზე ხმა რომ გამეცი
და დედობრივად მომესალბუნე,
მაშინ ვიგრძენი, რომ შენ ხარ დედა,
დაფრენილ შვილთა დღეს მომლოდინე.
სად არ გეძებე და არ გიკითხე,
ფეხით თუ ფრენით შენთან მოვსულვარ,
მოვდექ პარმაღზე, დედავ, ვედრებით,
გთხოვ, შემიფარო, შენი შვილი ვარ.
მოვსულვარ შენთან საქართველოდან,
შენს გურჯ განაყარს შეხიზნებული
და მოგიტანე დაფრენილ შვილთა
ჩვენი ქისტური ფიქრი გზნებული.
გიყურებ, გხედავ, აღზევებულხარ,
დოინჯმოყრილი დგახარ ამაყად,
ახალი რწმენით, ვაინახთ ჩვევით
გადახვევიხარ მეგობრებს ლაღად.
ვამაყობ შენით, რადგან დღეს შენ ხარ
ვაინახური ახალი კერა,
აქ ყველაფერი ჩვენებურია,
ჩვენებურია საქმე და ენა.
დამილოცნიხარ შენი წარსულით,
ბაბილონიდან ზედ რომ გემჩნევა,
და გადღეგრძელებ შენი სიახლით,
მარად ატარე ვაინახთ ჩვევა!

17.3.10 იხაროს ჩემმა სამშობლომ!

▲ზევით დაბრუნება


„იხაროს ჩემმა სამშობლომ!“ -
მოვალ, დიდი ხმით გავყვირი,
რადგან მსურს ვიყო ერთგული
ყრმა, ჩემი ქვეყნის მახვილი.
ვეფერო მამულს, ვით დედას
და ვით მამას, ვცე პატივი,
დღედაღამ მას ვუდარაჯო,
დავიცვა ანდამატივით.
არ მაქვს მასზე რამ ძვირფასი,
საჩუქრად ღმერთმა მიბოძა
და დაანათლა „ჩეჩნეთი“,
მას ზედ აკურთხა მითხოს ცა.
მე ვარ ჩეჩენი დედ-მამით,
ვალი მაქვს ჩემი ქვეყნისა,
ღვთის განძი უძვირფასესი,
წამალი უკვდავებისა.
„იხაროს ჩემმა სამშობლომ!“ -
მოვალ, დიდი ხმით გავყვირი,
რადგან ჩვენ ორნი მოვდივართ:
ჩეჩენი დედა და შვილი.

17.3.11 ჯოხარ დუდაევს

▲ზევით დაბრუნება


ჯოხარ, შენ ხარ ის ღმერთკაცი,
კავკასიურ სახლს რომ ქმნიდა
და ეწადა კავკასია
ყოფილიყო მძლე და წმინდა!
შენზე დიდი ერისკაცი
არ მგონია, ვინმე არი,
შენ შემორჩი ისტორიას
ვით უბადლო მეომარი.
ჩეჩნეთის მზე არ დამცხრალა,
შენ შეაბი მამულს კარი
და მარადის იელვარებს
შენი სახე სანუკვარი!

17.4 მუხმად ნაციშვილი

▲ზევით დაბრუნება


მუხმად (ბორის) ნასიბას ძე ნაციშვილი დაიბადა 1942 წლის 1 იანვარს, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში. მუხმადის მამას ოჯახი ახალშექმნილი ჰქონდა, როცა ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ომში ჩაება და დატოვა ფეხმძიმე მეუღლე. ის ომიდან არ დაბრუნებულა და მუხმადის საფიცარმა დედამ, ქალბატონმა ბუჯეიმ, მარტოხელამ გაზარდა ერთადერთი სანუკვარი ვაჟი და სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა მეუღლეს.

0x01 graphic

მუხმად ნაციშვილი

1960 წელს დაამთავრა სოფელ დუისის საშუალო სკოლა.

1962-1968 წლებში მუხმად ნაციშვილი სწავლობდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში დაწყებითი კლასების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით. სწავლის პერიოდში იგი იყო თელავის რაიონის უცვლელი ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში, საქართველოს მრავალგზის პრიზიორი. ამავდროულად, ხატავდა პეიზაჟებსა და პორტრეტებს, რომლებიც გამოფენილი იყო თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ერთ-ერთ დარბაზში.

0x01 graphic

ქისტური პოეზიის საღამოზე

1966-1973 წლებში მუხმად ნაციშვილი იყო ახმეტის რაიონის სოფელ წინუბნის რვაწლიანი სკოლის მასწავლებელი;

1973-1974 წლებში - ომალოს რვაწლიანი სკოლის პედაგოგი.

1975-2005 წლებში მუხმად ნაციშვილმა მუშაობა გააგრძელა ქვემო ხალაწნის დაწყებით სკოლაში ჯერ მასწავლებლად, შემდეგ - გამგე მასწავლებლად.

გამოცმული აქვს ლექსების რამდენიმე კრებული: „მზის მოლოდინში“ (2004 წ.), „მზის ამოსვლა“ (2006 წ.), „მზე ღრუბლებში“ (2011 წ.), „ერთი ზაფხული მთაში“ (2017 წ.)

მუხმად ნაციშვილს ჰყავს მეუღლე, ოთხი შვილი და შვილიშვილები.

ეს არის ადამიანი-პოეტი, ვინც თვალისჩინი დაკარგა, თვალთა სხივი მოაკლდა, თუმცა გული და გონება სინათლითა და სიყვარულით აქვს სავსე.

17.4.1 ჩემი ძმაა და დაია

▲ზევით დაბრუნება


ალაზნის ხეობაში მცხოვრები პანკისელი ქისტები ისე ორგანულად არიან ჩართულ-შექსოვილნი ქართულ ეთნო-კულტურულ გარემოში, რომ მათი მორიგი პოეტური წარმომადგენლის ახალი წიგნის გამოსვლა აღარც კი უნდა გაუკვირდეს ჩვენს მკითხველ საზოგადოებას. უკვე ათეული წლებია, რაც ისინი აქ, საქართველოში, ცხოვრობენ, აქაურ სკოლებში სწავლობენ, აქ იღებენ უმაღლეს განათლებას და ქართული ენა, ჩეჩნურთან ერთად, მათთვის მეორე მშობლიურ ენად, ხოლო ქართული ლიტერატურა და კულტურა მათი მსოფლაღქმის უმთავრეს წყაროდ და საფუძვლად ქცეულა.

სწორედ ზემოაღნიშნული რეალობის მკაფიო გამოხატულებად უნდა განვიხილოთ მუხმად ნაციშვილის ამ პოეტური კრებულის გამოცემაც, რომელიც, ვფიქ რობ, კიდევ ერთ საინტერესო ფანჯარას გამოხსნის პანკისურ-ქისტური პოე ზიის სამ ყაროში.

ქისტი კაცის, მუხმად ნაციშვილის ლექსები ჩვენი გარემომცველი სამყაროს პოეტი სე ული ხედვა და აღქმაა. მისი საფიქრალი თავს დასტრიალებს ისეთ უკვდავ თემებს, როგორიცაა: სამშობლო, პატრიოტიზმი, სიყვარული, მეგობრობა, ადამიანური ჰუმანიზმი, ბუნება, მამაპაპური ტრადიციები და ადათი.

იგი გულწრფელად და შეულამაზებლად უმღერის ამ ღირებულებებს, გვიჩვენებს თავის ალალ დამოკიდებულებას მათდამი და ცდილობს მომავალი თაობებისთვის დაუვიწყარ, სამაგალითო მხატვრულ დებულებებად აქციოს. თემატურად მრავალფეროვანი მისი შემოქმედება, ძირითადად, კლასიკურ და ხალხურ სალექსო ზომებში მოქცეული, მიუხედავად ზოგჯერ ფორმალური ზიგზაგებისა, მაინც იოლად იკვლევს გზას ადამიანის გულისაკენ და თავის კუთვნილ ადგილს იკავებს.

აბა, როგორ შეიძლება, რომ სამართლიანი და ობიექტური შემფასებელი გულგრილი დატოვოს ასეთმა სტრიქონებმა?

ყველასთან ძმობა მწყურია,
აქ სათაკილო რაია?
გულს გახატია სამშობლო? -
ჩემი ძმა ხარ და დაია.

ან ასეთმა:

მუხლმოდრეკილი გულით ვლოცულობ,
უწმინდესო და ყოვლის მმართველო,
ო, გევედრები, რომ დაიფარო,
ჩემი ჩეჩნეთი და საქართველო.

ან ასეთმა:

მე ამაყი ვარ, ბეჭებზე ქისტი რომ მაწერია,
მე თამამი ვარ, რომ საქართველო ჩემი კერია.

და კიდევ:

იქეთ ჩეჩნეთი და ინგუშეთი,
აქ, საქართველო დამილოცია.
გულია ჩემი,
ღვიძლია ჩემი,
აალებადი ნაპერწკალია.
კავკასიელო,
ომახიანო!
უნდა შევიკრათ, ჩვენი ვალია.
ან ასეთმა მომუხამბაზურომ:
ბარის შემდეგ მთაში ავალ,
მეგობრობის ფიცით დავალ,
საქართველოს სადიდებლად
მგალობელთა ბაღში ჩავალ.

ან ასეთმა გულიანმა ნათქვამმა, ნებისმიერი ჭეშმარიტი პოეტი რომ მოაწერდა ხელს:

მერე რაა, რომ მტერი გვყავს ფლიდი,
მერე რაა, რომ ჩაინგრა ხიდი,
როდის არ გვმტრობდნენ? ჩვენ მაინც ვმკიდით,
მცხეთას და თბილისს ხმლით ხელში ვქმნიდით.
………………………………………………
მწამს, საქართველო დაფრთიანდება!
მწამს, საქართველო გამთლიანდება!
შორს თეთრი დათვი და მისი თათი!

მუხმად ნაციშვილის ლექსის ვაჟკაცურსა და ომახიან ჰანგებს ზოგჯერ უკიდურესად ლირიული მინორები ენაცვლებიან, ხანაც საბავშვო ტაეპების ბგერები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ მისი სახით ნამდვილი პოეტური სუნთქვის პიროვნებასთან გვაქვს საქმე და ჩვენი მოვალეობაა, გზა დავულოცოთ მის სიტყვასა და წიგნს მკითხველისაკენ!

მიხეილ ღანიშაშვილი
2011 წელი, 15 დეკემბერი

17.4.2 დედას

▲ზევით დაბრუნება


შენ აკვანზე ცრემლის მძივებს
რომ მაყრიდი, დედაო,
სიყვარულით რომ მათბობდი,
გულში ლამპრად რჩებაო.
დაკოდილ სულს ვინ უწამლებს,
მკერდში დარდი ჯდებაო,
ო, უცალოდ დამიბერდი,
საყვარელო დედაო.
მწუხარება მეუფლება,
თვალში ნისლი ხვდებაო,
სევდის ცრემლი მომაწვება,
სანატრელო დედაო.
გულისცემა მინელდება,
როცა დარდით გხედავო,
მინდა წყლული დაგიამო,
ჩემო ტკბილო დედაო.
შენს დაღარულ სახეს ვხედავ,
დილა მეწამლებაო,
მეც, ხომ ხედავ, დავითოვლე,
მუხლიც რომ მეღლებაო.
უნუგეშო ფიქრებს მივდევ,
ფიქრი როდი წყდებაო,
სამზეოში, თუ რამ ხდება,
ღმერთის ნებით წყდებაო.

2008 . იანვარი

17.4.3 თავს მახსენებენ

▲ზევით დაბრუნება


კავკასიონი ანკარა წყლებით,
ძლივსღა იგრილებს ჩასიცხულ მუხლებს,
სპეროზას მთასთან, ბუდეში მჯდომართ,
თავს დასტრიალებს არწივი ბახლებს.
ხადორჰესიდან სიო ფეხდაფეხ
ასდევნებია ალაზნის ტალღებს,
მთის მონაბერი, ბარს ჩახვეული
სახეს უგრილებს სოფლის ანც ბალღებს.
მუდამ მდუმარე, უღრუბლო მთები
დგას თავშიშველი, თაკარა მზეზე,
ღვთის მოქარგული, ჟამთა მნახველნი
სევდას მიჩენენ მიმავალს გზაზე.
როცა შევყურებ აშვერილ ქედებს,
ღრმა ფიქრით ვწვდები ფუაღოს კოშკებს,
სადაც შობილან პაპანი ჩემი
იქ მოვუყარო, მსურს, მუხლი კუშტებს.
მთა მიმზიდველი, მთა სანუკვარი
ფუნჯით ნახატი თვით მძლავრთა მთათა,
სიწმინდე ცისა, ხიბლი მთებისა,
სულს მაგიურად ატყვევებს კაცთა.
ჩემთვის უცნობი, პაპათა სულებს
სევდიან ფიქრით დავემგზავრები,
მსურს, წუთით მაინც დავხედო, სადაც
ძვლებს წინაპართა გადავეყრები.
დღეს უხილავი ძალა მკარნახობს,
რომ თაყვანი ვცე მთის ზღაპრულ ფერებს,
იცოცხლე მარად, სურვილით სდიე,
მშვიდობის ზარებს, უხუნარ ფერებს.

17.4.4 მაპატიე

▲ზევით დაბრუნება


მაპატიე, მაპატიე ყველა კოცნა,
შენი ბაღის ბინადართა ნაზი „ჯვარცმა“,
არ იფიქრო, რომ გულიდან გამიფრინდი,
გეფიცები, ვერასოდეს გამექცევი ...
მაპატიე, ოცნებებით ანაშენი
ცათამბჯენი კოშკები რომ დაგინგრიე,
სიყვარული, გულში ლამპრად ანთებული
არ ჩამქრალა, ისევ ღვივის, მაპატიე!..
მაპატიე, შენს სურვილს რომ არ ავყევი,
ზედ კარებთან, გული ჩუმად ამიმხედრდა,
ვნანობ, მაგრამ ვიცი, უკვე გვიანია,
ნაზი კოცნა რომ ვიკმარე, მაპატიე!
შავი ხნული, თეთრი თესლი დათესილი,
იქნებ ყვავილს ეთქვა რამე, სასურველი?
მაპატიე, ყველა კოცნა მაპატიე,
არ გეგონოს, რომ გულიდან გამიფრინდი!

17.4.5 ჩამისახლდი, თუშო, გულში!

▲ზევით დაბრუნება


„აყვავდება, ვიცი, ნუში“,
გალაღდება თევზი რუში,
მთის ფერდობზე ფარას გავშლი,
გავიხსენებ ლამაზს თუშის.
ჩამისახლდი, თუშო, გულში,
ჩავდგებოდი შენთვის ხნულში,
არასოდეს დაგკარგავდი,
არ გაგცვლიდი ულევ ფულში.
როდი მინდა, მოვხვდე გალში,
გავიარო ან ცხინვალში,
როცა ასე მენატრები,
მეგულები აქ, ალვანში.
გულს იმედად ეხატები,
ნეტავ მყავდე ჩემთან, მთაში,
თეთრ ნაბადზე გუდა გავხსნა,
ქარს მივდევდე დიდგვერდს, ტბაში.
ჟამს არწივი, ცალთან ერთად
ნავარდობდეს ლაჟვარდ ცაში,
ხევს გაღმიდან თავს გვიკრავდეს
ყელქედანა დათვი, ტაშით.

17.4.6 მაინც შენ გეძებ!

▲ზევით დაბრუნება


ღრუბლის ნაფლეთი, მთით ასხლეტილი,
ცივგომბორიდან დაიძრა ნელი,
შემიჟღარუნა შენზე ფიქრები,
გულის ფრიალი აღმიძრა ძველი.
გადაიარა ალაზნის ველი,
ხორაჯოს მთაზე ჯოგს ჯანღში გახვევს,
გულზე ნაღველი მომეძალება
და შენზე ფიქრი ბურანში გამხვევს.
გულს ნისლი ადევს, არარას გალობს,
წარსულ სიყვარულს მივყვები ისევ,
თუ გამოსცურა გულმა ჩემამდე,
გადაგეყრები, მტრედებს მოგისევ.
შენი თვალები, ცასავით ღია,
როგორც წარსულში, ისე მალაღებს,
ვით საფერავის თრობელა წვენი,
შენი შეხედვა მათრობს, მამაღლებს.
დილის მზის სხივზე შაშვი ლაღობდა
და გაზაფხულის ისმოდა ფეთქვა,
მაისის წვიმა მკერდს გინაბავდა.
ლამარალ გულს ჩემსას, რა უნდა ეთქვა?
ცისარტყელაზე შვიდი ფერია,
ჩემს გულში ორჯერ შვიდით მეტია,
სიუხვე ფერთა შენ ჩამიღვარე,
ეს გული შენთვის გამიმეტია.
შენს კეთილ გულში, წამწამთა ჩრდილში
აღმოგაჩინე ძველი ნაღველი,
ეტყობა - დარდმა დადაღა გული,
აგიქოთქოთა ფიქრთა ბეღელი.
არწივის ფრთებზე მიძინებული
მაინც შენ გეტრფი, ჩემო ფერია.
ვერა, ვერ ვპოვე მე სხვა სამოთხე,
ჩემთვის სხვა შუქი ყორნისფერია.

17.4.7 ბაღს ვარდად დამხვდი

▲ზევით დაბრუნება


ვიდკამერა ვარ? - ეკრანად დამხვდი,
თუ ვარ საწერი? - ქაღალდად დამხვდი,
ვარ თუ ღრუბელი, წვიმად ვიქცევი,
ჩემს გასახარად ბაღს ვარდად დამხვდი.

მე თუ ალი ვარ? - შენ იყავ ლალი,
თუ ვარ მე ზალი? - შენ გახდი დალი,
გაზქურა თუ ვარ? - ტაფა შენ იყავ,
მსურს ჩემი იყო, შეგინთო ალი.

ხარირემი ვარ? - ტყეს შველად დამხვდი,
ანკესი თუ ვარ - კალმახად დამხვდი,
თუ ვარ ფენიქსი? - ფენიქსი იყავ
სიკვდილის მერმეც რომ ერთად აღვსდგეთ.

2007 . აპრილი

17.4.8 ერთადერთი ხარ

▲ზევით დაბრუნება


ერთადერთი ხარ, დაუსაბამო,
ყველას შემქმნელი და შემოქმედი,
შენ საწყისი ხარ ყოველივესი,
ხილულისა და უხილავისა.
მარადიული და უსასრულო,
კაცის გონებით მიუწვდომელი,
აბსოლუტური, განუსაზღვრელი
და უმაღლესი გამოუთქმელი.
მუხლმოდრეკილი გულით ვლოცულობ,
უწმინდესო და ყოვლის მმართველო,
ო, გევედრები, რომ დაიფარო,
ჩემი ჩეჩნეთი და საქართველო.

2007 . ოქტომბერი

17.4.9 ქალი მიყვარს

▲ზევით დაბრუნება


ქალი დედა, ქველი, წყნარი, ხან ქარბუქი ქართა ველი,
ქარბორბალა, ტაიფუნი, ხან კი მეცხრე ტალღა მგველი.
მიყვარს ქალი შვილთა მზრდელი, ღვთისმოყვარე უბის მცველი,
შვილთ აკვანთან მგალობელი, სითბო უდევს ულეველი.

ქალი მიყვარს გონიერი, მშვენიერი, გულთამწველი,
ქმრის მოყვარე, ოჯახური, სულით სრული საკვირველი,
სულ ერთია: ქართლელია, ხევსური თუ თუშ-ფშაველი,
ქისტი, ოსი, იმერელი, აფხაზი და თუნდ ხეველი.

17.4.10 ღმერთო, გვიბოძე!

▲ზევით დაბრუნება


ფიქრებს მივყვები, გულს ვაწვალებ წარსულის ჭექვით,
შუბლი მეხსნება, მეტირება, ხან მეღიმება,
ხან გადავსერავ მიუნდობელს ოცნების რაშით,
ხანაც ცრემლიანს გაშლილ ნოხზე გამეღვიძება.

წითელ თევზსა ვთხოვ, ზღვის ფსკერისკენ დავემგზავრები,
ხარ-ირმის რქებზე ჩაფრენილი მთებს გადავლახავ,
ღრუბლებში ავალ, თეთრი წერო მხრებზე შემისვამს,
დახმარებისთვის მიმელის მე, როგორ გავლახავ.

მეფის ასულის მწევარ სარკეს არ ვემალები,
მე ანგელოზებს სამშობლოზე მსურს ვეთათბირო,
რომ ყოვლისშემძლეს შეავედრონ ქვეყანა ჩემი,
სხვათა მჩაგვრელის მომიშალოს მან სათათბირო.

ღმერთმა განსაჯოს დამპყრობელი, გულქვად ქცეული,
სხვათა ბეღლისკენ მუდამ ურცხვად თვალმიქცეული,
კუჭავსებული, მაგრამ მაინც მუდამ მშიერი,
ღვთის სახლისაკენ, ურწმუნობით ზურგშექცეული.

სადაც ვშობილვართ, გაგვივლია, აგვიდგამს ფეხი,
სად მამა-პაპის დამარხულა ნაჯაფი ძვლები,
ესაა შენი საფიცარი და საწუხარი,
ღმერთო, გვიბოძე, მიგვანიშნე სარწმუნო სვლები.

2009 . მაისი

17.4.11 რომ დაგკარგო, მეძნელები

▲ზევით დაბრუნება


ბარის შემდეგ მთაში ავალ,
მეგობრობის ფიცით დავალ,
საქართველოს სადიდებლად
მგალობელთა ბაღში ჩავალ.

ვარდი მიყვარს, შენ - იები,
მას კი, ალბათ ენძელები,
ამის გამო, მეგობარო,
რომ დაგკარგო, მეძნელები.

შენ ილოცე შენი რწმენით,
მეც დავშვრები ნოხზე გზნებით,
ღმერთი ყველას ერთი გვიზის -
გამკვალავი ყველა გზების.

კაცი იყავ კაცურიო,
ნუ იქნები მაცდურიო,
გწამდეს ღმერთი, ერთადერთი,
ხარ, იქნები დაცულიო.

2009 . სექტემბერი

17.4.12 შემოდგომა

▲ზევით დაბრუნება


შემოდგომაა, ჯერ ისევ თბილა
გულს ახალისებს ბაღჩის ფერები,
დახუნძლულ ხეთა დახრილ ტოტებში
მინაბულ ვაშლებს მოვეფერები.
ჩათავდა რთველი, ააგეს მწვადიც,
თეთრი ღრუბელი ირევა ცაში,
სიცივისაგან შეწუხებული
მწყემსები ბჭობენ დათოვლილ მთაში.
მერცხლები უკვე გაფრინდნენ ცაში,
ბევრი უმწეო დარჩება გზაში,
მე კი მიმაფრენს უფლის ნაბოძი
მუხლმოუღლელი ოცნების რაში.
ჩავიძირები წარსულის ზღვაში,
კიბეს ავყვები მერმისის ცდაში,
აწმყომ დამკარგა, მომავალს მოვსწყდი.
არმკეთებელი როდი სწამთ სკაში.

2009 . ოქტომბერი

17.5 დავით პანკელი

▲ზევით დაბრუნება


ვისერგი თურქოშვილი, იგივე დავით პანკელი, დაიბადა 1940 წლის 14 ნოემბერს ახმეტის რაიონის სოფ. ომალოში, მრავალშვილიან ოჯახში. ის რიგით მეათე შვილი იყო ზაქარია (შაქრო) და დარო თურქოშვილების ოჯახში. ვისერგის შვიდი და-ძმა (ოთხი ვაჟიშვილი და სამი ქალიშვილი) ბავ შ ვო ბაში გარდაიცვალნენ და „ვისარგის“ დარქმევაც, რაც ქისტურად ნიშნავს „გადარჩის“ სწორედ ამ რეალობით იყო ნა კარ ნახევი, თუმცა დაბადების მოწმობაში პაპის სახელი „დავითი“ ჩაუწერეს.

0x01 graphic

დავით პანკელი

დავითის მშობლები ჯერ კიდევ მის ბავშვობაში გაიყარნენ. დედამ ის დებსა და უფროს ძმასთან ერთად ძალიან დიდ გაჭირვებასა და სიღარიბეში გაზარდა. როგორც დავითი თავის ავტობიოგრაფიაში წერს, მან სოფ. ჯოყოლოს რვა წლედი დახეული ქალამნებით დაამთავრა.

0x01 graphic

დავით პანკელი დედასთან ერთად

სწორედ სიღარიბის გამო ვერ შეძლო საშუალო განათლების მიღება და ხადორის უღრან ხეობაში მოჯამაგირედ დაიწყო მუშაობა. შემდეგ სამხედრო ვალდებულება ერევანში მოიხადა, იყო ოცეულის მეთაური.

ვისერგის კარგი წარმატებები ჰქონდა ჭიდაობა სამბოში.

1969 წელს მუშაობა დაიწყო ჩეჩნეთ-ინგუშეთის ფილარმონიაში, ქ. გროზნოში. ის მღეროდა ეროვნულ ვოკალურ ჯგუფში.

მატერიალური სიდუხჭირის გამო სამუშაოდ გადავიდა ყალმუხეთში და იკიბურულის რაიონის სოფელ ზულტურგანის კულტურის ხელმძღვანელობა ჩაიბარა, სადაც თავადაც მღეროდა და ცეკვავდა კავკასიურს.

1976 წელს ქართველი მწყემსის ნაბინავარში გაიარა და შემთხვევით ქართულ გაზეთში ამოიკითხა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას შესახებ, რომლებიც, როგორც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ლიტერატურის გამავრცელებელნი, დააკავეს, გაასამართლეს და მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა. იმ დღიდან დავითი მათ გზას დაადგა და ეს განსაკუთრებულად აისახა კიდეც მის პოეზიაში.

1986 წელს დავითი დააპატიმრეს კანონსაწინააღმდეგო ქმედების ბრალდებით. მიუსაჯეს 6 წელი. სასჯელს იხდიდა ავჭალის კოლონიაში. ეწეოდა იატაკქვეშურ მოძრაობას. წერდა ლექსებს კომუნისტური წყობის წინააღმდეგ. კოლონიაში დაუახლოვდა მაიორ დათო ჯაშს. მას საიდუმლოდ გაჰქონდა ლექსები და ავრცელებდა მომიტინგეებში, ასევე, ეგზავნებოდა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას.

1994 წლის ჩეჩნეთ-რუსეთის ომის პირველი დღიდან 1996 წლის მაისამდე, ე.ი. პირველი ომის დამთავრებამდე, საკუთარი თვალით ხედავდა ჩეჩენთა თავგანწირულ ბრძოლას და ნანახი ფურცლებზე გადაჰქონდა ლექსების სახით.

როცა დავითი ავჭალიდან აგზავნიდა ლექსებს, საშიში იყი მისი ნამდვილი გვარის გამხელა და ამიტომ შეარჩია ფსევდონიმი „დავით პანკელი“.

თბილისის სუკ-ის მაშინდელი მუშაკები გაცხარებულნი ეძებდნენ გამრავლებული ლექსების ავტორს, მაგრამ ამაოდ.

2010 წელს გამოვიდა მისი ლექსების კრებული „სიყვარული და ერთიანობა“, ხოლო 2015 წელს, მისი და ხასო ხანგოშვილის თანაავტორობით გამოვიდა წიგნი „აბრაგები“.

გარდაიცვალა 2013 წელს.

* * *

ავტორის ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ თქვენთვის გასაგები გახდება, რა ურთულესი გზა გამოიარა ქისტმა ვაჟკაცმა, მაგრამ ცხოვრების ავბედითობამ მის სულში ვერ ჩაკლა ღვთით ბოძებული ნიჭი შემოქმედებისა.

ჟამთა სვლამ დავით პანკელს წლები და ჭაღარა შემატა, მის ლექსებს კი მხატვრული სიტყვის ოსტატისთვის დამახასიათებელი აღმასვლა ერგო წილად ლექსიდან ლექსამდე, სტროფიდან - სტროფამდე.

დავით პანკელის გასაოცარი პოეზია რეალური ცხოვრებიდან იღებს სათავეს, მორაკრაკებს, როგორც პიტალო კლდის უბიდან გამოვარდნილი ანკარა წყარო. ფანტაზიასთან საერთო არაფერი აქვს. მის ლექსებს ცხოვრებისეული გამოცდილებისა და შემოქმედის ასაკისათვის დამახასიათებელი სიბრძნე ახლავს თან.

დავით პანკელის პოეზია მრავალფეროვანია: პოემები, ლექსები, შენიშვნები და, რაც მთავარია, აფორისტული სტილის შეუდარებელი ფორმა. მისი აფორიზმები წარმოადგენს „სიბრძნის წყაროს“.

სიტყვების სიღრმით მოუწოდებს მომავალ თაობას, რაც, თავის მხრივ, გონის გამაფართოებელი სარკეა.

გზა დაელოცოს ქისტ ვაჟკაცს, გვიან აღმოჩენილ პოეტს, დავით პანკელს ქართველი პოეტების თანავარსკლავედში.

ომარ მარუქაშვილი
ჟურნალისტი, გაზეთ „ბახტრიონის“ რედაქტორი

17.5.1 ჩემო პანკისო

▲ზევით დაბრუნება


აქ დავიბადე მე, შენს გულმკერდზე
და ტკბილი ძუძუს ვიგრძენი გემო,
დედასთან ერთად მირწევდი აკვანს
ო... საყვარელო, პანკისო ჩემო.
თვით ალაზანმა ძირს მოდუდუნემ,
თაფლოვანი ხმით მიმღერა ნანა,
წყნარი მტრედივით მე მოღუღუნე,
ქისტი, ქართულმა მზემ გამაბანა.
ბორბალოს მთიდან ჩანჩქერის ქუხილს
მე აქ პირველად მოვკარი ყური!
ფეხი ავიდგი წინაპრის ენით
და აქ ვიგემე ძვირფასი პური.
აქ განმიცდია ხშირ მაყვალ-ბარდში
ჭინჭრების მწარე ჩქმეტა და კბენა,
აქ მიყნოსია სურნელი ვარდში
და მისმენია ბულბულის სტვენა.
შენ შემასმინე, შენს ლამაზ მკერდზე
ტკბილი გუთნური, სახნისის კვნესა,
შენვე ამკიდე ეს ტვირთი მხრებზე
და შთამაგონე სინდისის თესვა.
აქ გავეფიცე არწივებს მოყვრად,
ჯიხვმა მასწავლა კლდეებზე ხტომა,
ქისტური რწმენით გულგადაღეღილს,
შენ შთამაგონე სტუმართან ხვდომა.
მივირწევ ბედის ოკეანეში,
ვერ ვწვდები ნაპირს, ვითარცა ნემო,
ჩემთა წინაპართ წმინდა სავანევ,
დაგიბრუნდები, ომალოვ ჩემო!

22.05.1988 წ. ქ. ხონი

17.5.2 შენი მუხა და ჭადარი

▲ზევით დაბრუნება


ისმინე, ჩემო სამშობლოვ,
სიმღერა იორ-არაგვის,
ასეთი ტკბილი სიმთ ჟღერა
არსად სმენია არავის.
ოძელაშვილის გაწვრთნილნი,
გვიმრავლოს შვილნი მარაბდის,
კახური გულით და სულით
ილხინე მარად-მარადის.
არასდროს დავიშრიტებით,
როგორც დინება ალაზნის,
ბორბალოს ძუძუს მწოველნი,
შვილნი მლოცველნი ალლაჰის.
ქისტებს ოდითგან გვჩვევეია
ბრძოლა კარამდე სამარის,
დავიცავთ პატარა მიწას,
დიდი შოთას და თამარის.

15.12.1993. . ახმეტა

17.5.3 ტირის ტირიფი

▲ზევით დაბრუნება


ოქტომბრის დღეებს აფერმკრთალებენ
ათრთოლებული ნეკერჩხალები,
დედამიწაზე ეფინებიან
ტრიალ-ფრიალით ოქროს ხალები.
დუღს ქაოსი და მძვინვარებს ომი,
ყველაფერს დაჰკრავს სიკვდილის ფერი,
მზე შავ თექაში გამოხვეულა,
რწყავს გროზნოს სისხლის და ცრემლის თქორი.
დღედაღამ ისმის გოდება მრავლად,
ტყვიამფრქვევების მძაფრი კაკანი,
მთვარის ნაღველში ინთქმება ღვარად,
დამწუხრებული ხალხის ყაყანი.
საბედისწერო გარიჟრაჟია,
სიმშვიდეს ცელავს შიშის კანკალი,
ჭურვის ნამსხვრევთან ერთად მიწაზე
ხრიალით ცვივა ნიგვზის კაკალი.
ვერხვის ქვეშ სისხლში ცურავს მებრძოლი,
ბინდში შთაინთქა მისი საშველი,
წამში ჩახერგა ბრმა ბოროტებამ
მის სამზეოზე გამოსასვლელი.
სუნჟის ნაპირზე ტირის ტირიფი,
ცრემლები ტალღებს ეხუტებიან,
თავჩაქინდრულნი დგანან ფიჭვები,
თავის ბედ-იღბალს ებუტებიან.
უბედურებას დასჩხავის ყვავი,
ასწია მკრთალი სახე ვარდმა ზე,
შეშფოთებულს და ენაჩავარდნილს,
ბულბულს გული აქვს ამოვარდნაზე.
ბორგავს, ტორტმანებს შავი ქალაქი
უსულო დროის გარემოცვაში.
რამე გზა თუა გადასარჩენი,
ეს არის მხოლოდ ღმერთის ლოცვაში.

14.10.1995, . გროზნო

17.5.4 მთის არწივი

▲ზევით დაბრუნება


ჯოხარ დუდაევს

ვინც მიწაზე, როგორც მძივი,
დაანარცხა რუსის დევი,
იგი გახლავთ მთის არწივი
გენერალი დუდაევი.
იბომბება და იწვება გროზნო,
ქალაქი შავი სუდარით წვება,
მაგრამ ჩეჩენის ფოლადის გული,
ცეცხლში არასდროს არ ჩაიწვება.
ვით აზვირთებულ ზღვაში ხომალდი,
გარემო ცეცხლის ტალღებში ბორგავს,
სამშობლოს მცველის ანთებულ რწმენას,
ურჩხულის ძალა ვერაგზით ბორკავს.
როგორც სვავები დამშეულები,
ბომბდამშენები სერავენ ზეცას,
მხოლოდ არწივი, ცით მოფრენილი,
ძირს დანარცხებულს ბრჭყალებით კეცავს.
ისმის ქალაქში და ქალაქგარეთ,
გამაყრუები ქვემეხის ბათქი,
ტანკის ფოლადის მუხლუხთა ღრჭიალს,
ფარავს შენობის მიწაზე ზათქი.
მთა ჩამოსძახის თავის აღზრდილებს,
გწამდეთ ბოლომდე, რაც ფიცი აღთქვით,
სამშობლოს თავისუფლებისათვის,
იმპერიის წრე გალეწეთ, დაფქვით.
სამშობლოს მცველნი, დადებულ ფიცზე,
ჩაუქრობელი ღიმილით დგანან.
ბუზის გაფრენის ტოლად რომ თვლიან,
ციდან რაკეტის მიწაზე დგარანს.
დღე და ღამ ისმის ჭექა-ქუხილი,
მეფობს გროზნოში ჭურვების ქარი.
გუშინ თუ იყო დედაქალაქი,
დღეს უნდა ითქვას ნაქალაქარი.
მთის ჩანჩქერები აქუხდნენ ბარად,
ხალხის სხეულში ღვივდება ძმობა,
სანამ ჩეჩენი ერთიც სუნთქავდეს,
არ დაემხობა თავისუფლება.
ორასს პირისპირ ეკვეთა ერთი,
ეს ისტორიას საქებრად ჰყოფნის.
ურჩხულის თავი განსაცდელშია,
სხეული შერჩა უძირო ქოთნის.
ალლაჰუ აქბარ ისმის ბრძოლებში,
ალლაჰი გმირებს სიმხნევეს მატებს,
იარაღს იყრის მტერი შემცბარი,
ვერ გარკვეულა, ვის ვისი მართებს.
სამშობლოსათვის თავგანწირულთა,
მზის ამობრწყენა მთიდან იწყება,
და მწვერვალებზე მარად იქუხებს,
გმირთა დიდების არდავიწყება.
ციდან მოფრენილ ჯოჰარ დუდაევს,
ფრთები არასდროს მოეკეცება.
ვინც სხვის მიწაზე ხელს აფათურებს,
მახვილით თავი მოეკვეთება.

17.5.5 საკინკლაოდ არ გვაქვს მოცლა

▲ზევით დაბრუნება


დროა უკვე, დანო-ძმანო,
რომ მოვიხმოთ გონი სრული,
მომავალის თაოსანნო,
ჰქონდეს მტრობას დასასრული!
იქ, სადაც მტრის ხანძარია,
არ შეუქმნათ მოძმეს ღრმული!
საქართველო ტაძარია,
ყოველ კუთხით დანაღმული.
შეწყდეს ერში მიხლა-მოხლა,
გვაწუხებდეს ერთი წყლული.
მხოლოდ ერთმა ტყვიამ მოკლა,
წიწამურში ქვეყნის გული.
თუ არ გაგექლიშა მხრები,
არ გეთქმის რომ ხარ მეურნე,
სხვის მკურნალი ვერ იქნები,
თვითონ თუ არ განიკურნე.

5.12. 1990 . ავჭალა

17.5.6 მერაბ კოსტავას არდავიწყება

▲ზევით დაბრუნება


იღვწოდი ქვეყნის გზის გასაკვალად,
გულით ზიდავდი ბობოქარ ხანძარს,
სამშობლოს ბედი გეკიდა ვალად,
ჰგავდი ბრძოლებში ალესილ ხანჯალს.
ბნელ ჯურღმულებში ებრძოდი ტანჯვას,
სნეული ერის მკურნალი სულით,
აწრთობდი წმინდა ილიას აბჯარს,
თვითონ სნეული, მამულის წყლულით.
ბუმბერაზ რაინდს თავს დაგათოვა
მწუხარების და წამების ფიფქმა,
შენმა იდეამ რაც დაგვიტოვა,
ხიდად გაიდო თაობის ფიქრმა.
წინ წაიმძღვარა შენი სახელი,
ქართველი ერის ყველა წვეულმა,
შენი გმირობის გამომსახველი,
ატაროს დროშა ათასეულმა.
მნათობი შენი ამომავალი,
ერს განუკურნავს გულის იარებს,
გზადალოცვილი შთამომავალი
შენს უკვდავებას გაიზიარებს.
სული შთაბერე მდუმარე მთავარს,
წახვედი ერის თვალთ ამხილველი,
დიდი სანთელი მოაკლდი ტაძარს
მერაბ კოსტავას წმინდა სახელით.
დაატყდა მამულს დღეს ქარტეხილი,
სადაც დიდების ნავსაყუდია,
დარჩა საჭესთან მხარმოტეხილი,
ძმა შენი, ზვიად გამსახურდია.
გოდებს ძაძებში დედა სიონი,
ერის სამრეკლოს გაუჩნდა ბზარი,
განგაშით მთების კავკასიონის,
წმინდათა სულებს ეწვიე მგზავრი.
გადაგაფარებს ღვთისმშობლის კალთას,
მძლავრი დემონი, სიკეთის მთესველს.
თუნდ მიანარცხოს გრიგალმა მთა-მთას,
ვერ ამოძირკვავს შენს გადგმულ ფესვებს.
წინ გაუძღვები აპრილის გმირებს,
ნათელი რწმენით ჩვენთან იქნებით,
ხვალ ალამაზებთ თქვენს დანაპირებს,
არც სამარეში გარდაიქმნებით.
ამ უკვდავების მემორიალთან
ვემთხვევით წმინდა შენს ქანდაკებას,
მარადისობის მანათობელთან
სანთლით გიგალობთ არდავიწყებას.
კვალში დაგდევდა ცხოვრება შავი,
გაკურთხა ბედმა წამების ბერად.
რადგან სამშობლოს შესწირე თავი,
შენ ბედნიერი ყოფილხარ, მერაბ!

19. 10. 1989 . ავჭალა

ნუგზარ მარგოშვილი

ნუგზარ უსუბას ძე მარგოშვილი დაიბადა 1950 წლის 1 მარტს, ახმეტის რაიონის სოფ. დუისში, კოლმეურნის ოჯახში.

0x01 graphic

ნუგზარ მარგოშვილი

1966-67 წელს დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა.

1968 წელს სწავლის გასაგრძელებლად შევიდა ბორჯომის სატყეო ტექნიკუმში მეტყევეინჟინრის სპეციალობაზე, რომელიც დაამთავრა 1973 წელს.

1974 წელს მუშაობას იწყებს ახმეტის სატყეო მეურნეობაში, ილტოს სატყეო უბნის მეტყევე-ტექნიკოსად. შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ გადმოდის მშობლიურ კუთხეში, პანკისის სატყეოს უფროსად, სადაც დაასრულა კიდეც პროფესიული კარიერა. აქვს ორმოცი წლის მუშაობის სტაჟი და გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში, კეთილსინდისიერი და მაღალკვალიფიციური მუშაობის გამო, მრავალჯერ დაჯილდოვდა ქების სიგელებითა და დიპლომებით.

თავის ავტობიოგრაფიაში ნუგზარ მარგოშვილი წერს: „ვარ ცოლ-შვილიანი, მყავს ოთხი შვილი და ცხრამეტი შვილიშვილი. ამჟამად ლოგინად ვარ ჩავარდნილი, დიაბეტიანი, პენსიონერი, თუმცა წერის სურვილი არასოდეს გამნელებია, ბევრჯერ აზრად მომივიდა დამეწერა ჩემი განვლილი ცხოვრების შესახებ, თავს გადამხდარი კურიოზები და ეპიზოდები.

არასოდეს მიღალატია არც პროფესიული საქმიანობისთვის, არც ჩემი ხალხისათვის და არც იმ ხეობისთვის, ვინ გამზარდა და ცხოვრებაში კაცად გამომიყვანა.“

გარდაიცვალა 2021 წელს. დაკრძალულია მშობლიურ სასაფლაოზე.

ნუგზარ მარგოშვილი პანკისელებში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა.

17.6 მგოსან ვაჟას

▲ზევით დაბრუნება


პანკისის ხილვა ეღირსა,
ვაჟას ქისტები უქია,
ხეობის სუნთქვა ერისა
მისი ლექსების შუქია.
ფშაველს მთა-ბარი უყვარდა,
ფლორა-ფაუნით სუნთქავდა,
ბუნებას სულით კურნავდა,
დაჩაგრულებზე ზრუნავდა.
მგოსანი იყო ხმიანი,
თავისი ლექსით მზიანი,
მტერთან დამხვდური ხმლიანი
და უდრეკელი ფხიანი.
ის უგალობდა ჩანჩქერებს,
ნაქუხარს ღვარად ბროლისა,
არწივს კლდის თავზე აძგერებს,
სალი კლდის ჟინი სრბოლისა.
ატარებდა ვერცხლის ქამარს,
ადიდებდა ნადირს ფრთოსანს,
მახსენებენ ამაყს, თამამს
და ბუნების უჟანგ მგოსანს.

4. 04. 1978 წ.

17.7 დუისი ჩემი ლამაზი მხარე

▲ზევით დაბრუნება


დუისი ჩემი ლამაზი მხარე,
ამომავალი მზეცა და მთვარეც,
არსად მინახავს ტკბილიც და მწარეც
ჩემი სალოცი ღვთის არემარე.
მთები მაღალი, კლდენი ლამაზი,
ნადირით უხვი, მწვანე ტყიანი,
დიადი ხალხი, ჯიქურ თამამი,
სტუმართმოყვარე, ღიმილიანი.
ახალგაზრდობა დიდად ჭკვიანი,
გონებით, განსჯით მახვილიანი,
სპორტში ჩართულნი, არწივ-ფრთიანნი
გამოსაჩენნი, იმედიანნი.
მიყვარს პანკისი და ჩემი ერი,
სამშობლოს დიდი სიყვარული მაქვს,
ამიტომ ვამბობ, ვარ მე ძლიერი,
ვიცავდი ტყეს და პანკისის მთა-ბარს.
გამოვიარე ტკბილი ბავშვობა,
მქონდა მე ბევრი მოსაგონარი,
უნეტარესი ახალგაზრდობა,
არის პირველი მონაპოვარი.
სპეროზას მთაზე სხივი იჭრება,
ბილიკზე გარბის ჯიხვი კლდისანი,
მის კვალს სიგრძეზე მძივი მიყვება,
ნამია სიპზე მაღლა ცისანი.
ტრადიციულად, როგორც ქისტებში,
ჯიხვის რქის ყანწით ღვინის დალევა,
შემწვარი ჯიხვის მწვადი მაყალში,
არ მოხდეს მხოლოდ სუფრის არევა.
დუისი არის ყვავილთა ბაღი,
დიდი ღირსებით და ნატვრისთვალი,
სიზმრად ნანახი სამოთხე ლაღი,
ისეთი ტკბილი, როგორც მაყვალი.

10.02. 2021 წელი

17.8 ვის არ სმენია ბაწარა

▲ზევით დაბრუნება


ვის არ სმენია ბაწარა,
მისი ქება და დიდება,
მიღიმის, სახემზიანობს,
სული მშვენდება, იზრდება.
ტყეთა ზღაპრული სიტურფით
რომ ვაქო, სიტყვაც არ კმარა,
ვინც კი მოსულა მნახველი,
მოხიბლულა და დამტკბარა.
მაღლა დაჰყურებს ამაყად
თუშთა ლამაზი „ტბათანა“,
სიყვარული და სილაღე,
საგზლად რომ გამომატანა.
სპეროზას მთაზე, შეხედეთ,
კოხტად გაშლილა ცხვარია,
სალამურს უკრავს მეცხვარე,
რა ტურფა სანახავია...
დგას უთხოვარი ტყეებში
საუკუნეთა ფარაჯით.
მე ვარ ამ ხეთა დამცველი,
მათი სიცოცხლის დარაჯი,
რომ იშრიალოს დღე-მუდამ,
სიფხიზლეს დავეწაფები,
თუ სიტყვას გადავუხვიე
სინდისს სად დავემალები.

1988 წელი

17.9 ბუნება ძილშიც რატომ მწყურია

▲ზევით დაბრუნება


ბუნება ძილშიც რატომ მწყურია,
სხვისი დიდება არა მშურია,
კაცის შეცნობა მეტად რთულია,
სამშობლო - ჩემი სიყვარულია.
ყვირილი ისმის ტყიდან ირმების,
ქარი მოქრის და სისინებს,
ღელვაში ლურჯი ზვირთების
ნაკრძლის სტუმარი იძინებს.
მზიან დღეს ყვება უამინდობა,
მიღიმის მთები, თოვლით ნალესი,
ბუნებას ახლავს ცვალებადობა
და მაგონდება მე ვაჟას ლექსი.
სიცოცხლე ჩვენი მიყვება ნელა,
ფიქრი სათუთი, როგორც ხატება,
შორით მიცინის ციცინათელა,
კვლავ დაიწყება ახლით ნათება.
მახსოვს მე შენი თვალების ცრემლი,
გაზაფხულისა იყო დღე მწველი,
გარემო იყო სურნელის მცველი,
საღამო - ველის პეპლებით ჭრელი.
მე ძველ სიყვარულს დავედევნები,
ავედევნები, როგორც თოლია,
მალე მოგნახავ, შემოგევლები,
შენსავით კარგი ჯერ არ მყოლია.

26. 01. 2021 .

18 გურამ ხანგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


გურამ სარელას ძე ხანგოშვილი დაიბადა 1956 წელს, ახმეტის რაიონის სოფ. დუისში.

0x01 graphic

გურამ ხანგოშვილი

1977-1979 წლებში მსახურობდა საბჭოთა ჯარში.

სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ გურამი ნაყოფიერ და საზოგადობრივ შრომას ეწეოდა ჯერ პანკისის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობაში, შემდეგ, ახმეტის ხილისა და ბოსტნეულის დამზადების კანტორაში, შემდგომი წლები მუშაობდა ახმეტის საზოგადოებრივი კვების ცენტრში.

1987-1993 წლებში მუშაობდა ახმეტის საკონსერვო ქარხანაში, შემდეგ ჩართული იყო მცირე ბიზნესში.

1999-2001 წლებში ჰქონდა საწვავის ბიზნესი ქ. ახალციხეში.

2002-2007 წლებში მუშაობდა დუისის საკრებულოში, ჯერ მოადგილედ, ხოლო შემდეგ გამგებლად.

2007 წლიდან არის ინდმეწარმე.

ამჟამად არის პენსიონერი.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გურამ ხანგოშვილის უანგარო ზრუნვა სამშობლოდან შორს მყოფ თანამემამულეებზე. მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება დაკავებული იყო პანკისიდან სხვადასხვა მიზნით წასული ქისტების პრობლემების მოგვარებით, იქნებოდა ეს ყოფითი თუ სხვა ხასიათის (მაგალითად: პატიმრებზე ზრუნვა, გარდაცვლილების გაპატიოსნება და ჩამოსვენება მშობლიურ კუთხეში, მოდავე მხარეების შერიგება და ა.შ).

ამ მიზნით მოვლილი აქვს თითქმის მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია. მას პანკისელებმა მადლიერების ნიშნად „პანკისის საგარეო საქმეთა მინისტრიც“ კი შეარქვეს.

წლების განმავლობაში მედიატორად იწვევდნენ პანკისის სახალხო სასამართლოში - „მეხქ ჴეალ“.

გურამ ხანგოშვილი არის შეუცვლელი თამადა პანკისის ისტორიაში, ცნობილია, როგორც მჭევრ მე ტყველი, ენამახვილი და ჯანსაღი იუმორის მქონე პიროვნება.

გურამ ხანგოშვილის პოეტური ნიჭი გამოჩნდა სოციალურ ქსელში, მის მიერვე გამოქვეყნებული ლექსებით. მართალია, ის თავს პოეტად არ თვლის, უფრო მეტიც, უხერხულადაც კი გრძნობს თავს ამ ამპლუაში, თუმცა მისი ლექსები დიდი პატრიოტული ჟინითა და სამართლიანობის დაცვით გამოირჩევა და ეხმაურება პანკისში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. ამიტომაც, მისი სურ ვილის წინააღმდეგ, ვაშუქებთ მისი ლექსების ძალიან მცირე ნა წილს.

აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ მას წერის ნიჭი ახალგაზრდობაშივე აღმოაჩნდა, მისი ლექსები და მოთხრობები იბეჭდებოდა ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოებში, როგორიც იყო „ბახტრიონი“ და „სოფლის ცხოვრება“.

18.1 ჩემო პანკისო

▲ზევით დაბრუნება


შენ სხვებში გამორჩეულო,
ჩემო პანკისის მხარეო,
მე შენზე კარგი ხეობა
სხვაგან ვერსად ვერ ვნახეო.

განსხვავებული ყველაფრით
მთით, ბუნებით და ჰაერით,
ყელზე დამდგარი ალაზნით
კასპის ზღვამდეც კი გავედით.

რა ტურფა სანახავი ხარ,
ქისტების ნავსაყუდელო,
ამ სილამაზის მონა ვარ,
პანკისის ველო და მდელო.

მკვდარიც შენი ვართ, ცოცხლებიც
არსად არა ვართ წამსვლელნი,
ზუსტად აქედან ვიქნებით
გაღმა მარილზე გამსვლელნიც.

მადლობას გიხდი, პანკისო,
აქამდე გვერდში დგომისთვის,
ყოველი წუთი წამისთვის
ამ ბუნებაში ჯდომისთვის.

ბევრსა შურთ ჩვენი, რაღა ვქნათ,
აღარც კი გაემტყუნებათ,
ბევრსა აქვთ დღესაც, პანკისო,
შენი დაჯაბნვის ცდუნება.

მაგრამ მერწმუნე, არასდროს
მტერს აქ არ დაედგომება,
თუ სიყვარულით მოსულა,
კაცურად ჩაგეკონება.

ნებისმიერი მობრძანდეს
სტუმარი არის ღვთისაო,
მასპინძლობა კი ქისტებსა
არც გვღლიდა, არცა გვღლისაო.

შენი ცუდი არ გაგვეგოს
დღითი დღე უფრო ჰყვაოდე,
მგლები მგლობას არ მოშლიან,
ყვავები გინდაც ჩხაოდნენ.

10. 04. 2021. პანკისი

18.2 * * * (უსამართლობის სასახლეს,)

▲ზევით დაბრუნება


* * *

უსამართლობის სასახლეს,
სამართლის ქოხი გერჩივნოს,
ტყუილს, რომელიც შემარცხვენს
სიკვდილი თუ არ მერჩივნოს.
რად მინდა - თუ შემცდარი ვარ
ვინც გამამართლებს ტყუილად,
ასეთი ადამიანის
პასუხსაც ჩავთვლი ბზუილად.
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ შენი სიტყვის კაცი ხარ,
რად გინდა მაშინ სიცოცხლე
თუ კაცად აღარ ვარგიხარ.
თავისას არვინ არ ხედავს,
სხვისია მუდამ საჩინო,
უნდა ეცადო დღედაღამ
კაცობა გამოაჩინო.
შენ უნდა იყო სხვის ჭირის
და ლხინის გულთან მიმტანი,
ჩემი გითხარით სათქმელი,
ტყუილი რა ვთქვი, მითხარით.

18.3 თემირლან მაჩალიკაშვილს

▲ზევით დაბრუნება


არ გაცალეს დაღვინება, არ გაცალეს,
შუაღამეს - ვახ, რა მაგრად გაგამწარეს,
ტერორისტად მოგნათლეს და გაგიმეტეს,
სისხლის გუბე ტვინთან ერთად დაახვავეს.
რაღა დარჩა, შენ რომ აღარ დაგაბრალეს,
ჯერ მოგკლეს და ლაზარეთსა გაგაქანეს,
გაგაწვალეს, აქეთ-იქით გატარეს და
უსირცხვილოდ მკვდარი სახლში მოგაბრძანეს.
არ გაცალეს დამაჭრება, არ გაცალეს,
ჩაკვდა კერა, ჩაიფერფლა სახლის ფუძე.
დედას გული ამოუღეს, ცოცხლად მოკლეს,
მამა ველად გავარდნილა აბრაგივით.

18.4 * * * (ჩეჩნური ენის დღესთან დაკავშირებით)

▲ზევით დაბრუნება


ენა, მამული, სარწმუნოება -
ეს არის ჩემი ერის საუნჯე,
ამქვეყნიური ამაოება,
ვერდაჩოქილის გზანი გვაუწყე.
ჩვენ ვაჟკაცობა ოდითგან მოგვდევს,
ამას ვერავინ ვეღარ წაგვართმევს,
ჩვენ შეიძლება გაგვანადგურონ,
მაგრამ გატეხილს ვერავინ გვნახავს.
რა აღარ ნახეს ჩვენმა თვალებმა
სევდა, წუხილი, დარდი, ვარამი,
გადასახლება, ჩამოსახლება,
გენოციდი თუ სისხლი არამი.
არავის აღარ დავემონებით,
არც არავისი გვინდა მონობა,
დამისახელეთ ვინმე ამქვეყნად,
ვინც ჩეჩენივით გულით ომობდა.
ვაინახები სულით უდრეკი,
როგორც ფოლადი გამოწრთობილი,
ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ვერ მივხვდი
რისგან ვართ მაინც გამოკვეთილი.
პატარა ერის დამორჩილება
შეუძლებელი გახდა ბოლომდე,
შენი სამშობლო თუ გიხარია,
ვაინახივით უნდა ომობდე.
ოცდახუთ აპრილს არის ჩეჩნების
დაუვიწყარი დიდი ენის დღე,
ღმერთო, დალოცე ჩემი ქვეყანა,
არ ჩაასვენო გმირი ერის მზე!

18.5 * * * (მე ბედნიერი ვიქნები მაშინ)

▲ზევით დაბრუნება


მე ბედნიერი ვიქნები მაშინ
თუ ბედნიერი იქნება ყველა,
მე თუ შევძელი ამ სამყაროში
დაუყვედრებლად ვიღაცის შველა.
ნეტა მანახვა დიდი, პატარა,
სიხარულისგან უზომოდ მთვრალი,
ცრემლის გარეშე მანახა დედა -
გალაღებული მანახა ქალი.
მერე თუ გინდა გადამასახლონ
და დამასახლონ უცხო მხარეში,
ოღონდ გამჩენმა არ დამანახოს
უაზროდ ჩემი ერის თარეში.
ისევ სჯობია მე ვიწანწალო
ვინემ ვარამი ჩემი ხალხისა,
ათასჯერ მოვკვდე, ის მირჩევნია,
ვიდრე დავიწყო სხვების გაცემა.

18.6 * * * (როცა შენიანი მტრის გვერდზე დადგება,)

▲ზევით დაბრუნება


როცა შენიანი მტრის გვერდზე დადგება,
დაბმული ძაღლივით გათრევს,
მაშინ სიცოცხლესაც აზრი ეკარგება,
იმედს მომავლისაც გართმევს.
მუხლი გეკვეთება, სისხლი გეყინება,
ბოლოს სულმთლიანად აგრევს,
ღმერთო! რად არ ჩქარობ, რატომ არ მიუზღავ,
ჩვენი საქართველოს ამრევს.
სხვა რომ გიერთგულებს, შენი გემტერება,
უცხო - სამშობლოდან გაგდებს,
შენი სიკეთისთვის სიცოცხლე მემეტება,
დარდი საგონებელში მაგდებს.

17. 04. 2021. შაბათი, პანკისი.

18.7 * * * (მაპატიე, ის ცოდვები მაპატიე,)

▲ზევით დაბრუნება


მაპატიე, ის ცოდვები მაპატიე,
რაც ოდესმე ჩავიდინე შენთან,
არ მეგონა თუ კი ასე მოხდებოდა,
მისასვლელი პირი არ მაქვს ღმერთთან.
მაპატიე, კიდევ ერთხელ მაპატიე,
აზრი თუ აქვს პატიებას ეხლა,
სიყვარულში ერთხელ კიდევ გამახვიე,
განშორება რომ ვერ შევძლო შენთან.
მაპატიე, სულგრძელობა მაპატიე,
უგულობაც მაპატიე ერთხელ,
რა ძნელია, როცა ბედი გელოდება,
შენ კი სადღაც სიბნელეში შეხველ.
მაპატიე, მუხლმოდრეკით გევედრები,
დაჩოქილი შენს ფეხებთან ვდგევარ,
რა ძნელია, თავის ფასი რომ არ იცი,
სინდის-ნამუს გაყიდული წევხარ.

18.8 * * * (სიცოცხლეს ტაში დავუკრათ,)

▲ზევით დაბრუნება


სიცოცხლეს ტაში დავუკრათ,
ტაშითვე შევხვდეთ სიკვდილსაც,
ნუ დავაყენებთ ცრემლის ტბას,
თუ ვნახავთ მიწა მიყრილსაც.
უნდა ვიცოდეთ სულყველამ -
ძმები არიან ორივე,
სიცოცხლე დროებითია,
სიკვდილი დაგვარონიებს.
თავის ჭკუაზე გვატარებს,
მერე კი წაგვიყოლიებს,
მუდმივად სხვაგან ყოფნაზე
უთქმელად დაგვიყოლიებს.

18.9 ზვიადს და ჯოხარს

▲ზევით დაბრუნება


სამშობლოს სიყვარულისთვის
ზვარაკად შეწირულნო,
მარცვლის ჩაგდების გარეშე
ამოვსებულო ხნულო.
მტერს არ ვუსერვებ ისეთ ბედს -
თქვენ ორივეს რომ გერგოთ,
ქართველი ქართველს თუ არა -
სხვას როგორ უნდა ენდოს.
არ ვიცი, რაღა დავწერო
შესაფერისი თქვენი,
ჯალალედინს არ ჰყოლია,
თქვენ რომ გყოლიათ მტერი.
ერთი რუსებმა მოგვიკლეს,
ერთი მოვკალით თვითონ,
რად ჩავიდინეთ მკვლელობა,
ამით გვეშველა, ვითომ?!
ჩვენ ასე ვიცით ყოველთვის -
ვკლავთ, ვტირით ცხარე ცრემლით,
სანამდე არ გავისტუმრებთ
არაფრით არ ვეშვებით.
ძმები არ იყვნენ ეს ორნი,
ძმებივით იდგნენ ერთად,
ამ ორმა გმირმა ღალატი
არ გაიხადეს წესად.
ბუმბერაზების სამეფო
როგორ დაშალეს მტრებმა,
თქვენს შორის ვინა სტყუოდა
იქ გაირჩევა ღმერთთან.

19 მაია მარგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


მაია ლაბაზის ასული მარგოშვილი დაიბადა 1966 წლის 1 თებერვალს, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში.

1983 წელს წარჩინებით დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა.

1984 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე,

რომელიც 1989 წელს წარჩინებით დაამთავრა ფიზიკური ქიმიის სპეციალობით. ამავე წლებში ერთდროულად სწავლობდა მეორად ფაკულტეტზე კინომცოდნეობის განხრით.

1992-1996 წლებში მოსკოვში ეკოლოგია - პოლიტოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტში სწავლისას დაეუფლა სარეკლამო მარკეტინგის სპეციალობას.

1997 წელს გადადის საცხოვრებლად სანკტ-პეტერბურგში, სადაც 2005 წლიდან იწყებს ტელევიზიაში მუშაობას. 2006 წლიდან მუშაობს «Триикс Медиа» („ტრიიქს მედია“) კერძო პროდიუსერულ კინოკომპანიაში, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს კინოკომპანიად ითვლება.

მაია მარგოშვილი ქალ-ვაჟის დედაა.

* * *

მაშ ასე, მაია მარგოშვილის ლექსები - ახალი წიგნი, ახალი ავტორი და მარადიული კითხვა - ვინ მოვიდა?!

დღეს, როცა ასე გაადვილდა წიგნის გამოცემა და ახალ-ახალი პოეტური თუ პროზაული კრებულები ლამის ყოველდღიურად ჩნდება წიგნის მაღაზიათა თაროებზე, ლიტერატურულ კრიტიკას აშკარად უჭირს ამ მარადიულ კითხვაზე პასუხის გაცემა - ვინ მოვიდა?! რა თავისებურებები მოიტანა?! რით არის იგი საინტერესო?!.

არადა, ლიტერატურული პერიოდიკის უმთავრესი დანიშნულება სწორედ ეს არის და ახალბედა ავტორისთვისაც უაღრესად მნი შვ ნელოვანია, მოისმინოს კომპეტენტური აზრი თავის შემოქმედების შესახებ, რაც მას პროფესიონალ მწერლად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

0x01 graphic

მაია მარგოშვილი

ნათქვამი მეტ-ნაკლებად მაია მარგოშვილსაც ეხება და, ვფიქრობ, მისი შემოქმედებით აუცილებლად დაინტერესდებიან კრიტიკოსები.

ამ მცირე ბოლოთქმაში კი მხოლოდ ის გვინდა, მკითხველს ჩვენი პირველი შთაბეჭდილება გავუზიაროთ. აქვე იმასაც აღვნიშნავთ, თუ რით არის საინტერესო ამ ავტორის წიგნი, რა არის მთავარი ნერვი მისი პოეზიისა და აქ გამოჩენილი რა ყლორტები იძლევიან სამომავლო იმედს.

უმთავრესი ალბათ ის არის, რომ მაია მარგოშვილი ქართულ პოეზიაში თავისი სათქმელით არის მოსული, არ მიმართავს ლიტერატურულ კლიშეებს და მის ნაწერებში არ ისმის „სხვათა ხმა“, ამავე დროს, საოცრად გვხიბლავს მისი ლექსების გულწრფელობა და სიხალასე.

მაიას პოეზიაში ტკივილი და სევდა ძალავს ყველა სხვა გრძნობას. ავტორი საქართველოში, პანკისში აღზრდილი ქისტია და ლექსებშიც თანამედროვე ქისტურ-ჩეჩნური ჭრილობები შიშვლდება, იბერიელ კავკასიელთა საერთო კვნესა ისმის:

* * *

„ცას მიეჭრა სულის ტკივილი
და მე ტირილში სტრიქონს ავაგებ“.

* * *

„გარდაცვლილიყო მწვანე მინდორი“.

* * *

„ქარს გავატანე დაფერფლილი ჩემი ფიქრები,
ასე მგონია, დღეის შემდეგ სულ სხვა ვიქნები“.

* * *

„ერთხელ ჩემთვისაც დაიღალე,
ფიქრები ტკივილად დაანთხიე“.

* * *

„პეპლები აგებდნენ ნატვრის სასახლეებს
და ვნებების ნარჩენებს მიშენებდნენ“.

როგორც იტყვიან, ასეთი სტრიქონები ციდან არ ცვივა და ისინი მაია მარგოშვილის ნიჭიერებაზე და გულწრფელობაზე მეტყველებენ.

დაბოლოს, ავტორის ბიოგრაფია ჩემთვის უცნობია. მხოლოდ ის ვიცი, რაც მისივე ლექსებიდან ჩანს: - მაია მარგოშვილს ქალ-ვაჟი ჰყავს; გოგონას მირანდა ჰქვია, ვაჟს - დევი. გვარად ცისკარიშვილები არიან. მოდით, ეს მცირე ბოლოთქმაც ლოცვით დავასრულოთ: - ღმერთმა დიდი დღე მისცეს ქალბატონ მაიას ოჯახსა და მის ლექსებს.

მამუკა წიკლაური

19.1 ჩემს ქისტეთს

▲ზევით დაბრუნება


თურმე გამოგცდი, თურმე გნახე, თურმე დაგკარგე,
ამ უცნაური წუთისოფლის გზებიც დავთვალე,
სად არ გეძებე, ვის არ ვკითხე, რას არ გადარე,
ხელჩაქნეული, გულდამზრალი ბოლოს დავეცი...
აღარ მელოდი, არ გინდოდი, რას მიშველიდი,
ასე ვფიქრობდი და დაღალულ თვალებს ვხუჭავდი,
შენ არ დამკარგე! მომდევდი და მეფარებოდი...
ახლაც ნათელი დამადგი და წამომაყენე,
იმედის სხივი დამაწურე გამშრალ ბაგეზე!
თვითონ კვნესოდი, მოთმინებას კბილით იჭერდი,
თურმე ტკივილებს შენც ებრძოდი, თეთრი ბელადი!
შენც ეცემოდი, მაინც ჭექდი, მაინც ელავდი
და მივხვდი, მწამდი, როგორც ღმერთი,
გასაჭირშიც შენს ერთს გეძახდი!

19.2 * * * (რა მაბადია ბედშავ სტუმარს ამ წუთისოფლის,)

▲ზევით დაბრუნება


რა მაბადია ბედშავ სტუმარს ამ წუთისოფლის,
რა დაგიტოვოთ, რა გაჩუქოთ, რას გამოგართმევთ?
მადლობა უფალს, ქვეყნად ყოფნის ყოველი დღისთვის,
თურმე ვყოფილვარ დროისათვის ერთი მოსახლე ...
ერთი ლანდი და მოგონილი წუთი ვყოფილვარ,
რატომ მოვედი, რად ვიცხოვრე, რისთვის ვიწვალე?!
ნუთუ ყველანი წამოვედით ერთი სოფლიდან
და ყველა მხარეს მთვარე დაგვდევს - ჩვენი მოზარე.
ამ დაღამებას, როგორც დილას, ყველანი ვუცდით,
დაგვცინის ბედი, ნატანჯ სხეულს მაინც მივათრევთ!
როს დასრულდება ნაბიჯები, კენტიც და ლუწიც,
ცაში სიჩუმედ აგიტაცებს თეთრი სინათლე ...
მადლობა უფალს, ქვეყნად ყოფნის ყოველი დღისთვის,
ჩვენ რომ გვაცხოვრებს და თვითონვე ჩვენზე მეტს იღვწის,
რომ გვაძინებს და კვლავ გვაღვიძებს რბილ სასთუმალზე,
დასაწყისიდან ამ სიცოცხლის დასასრულამდე!

19.3 ამ გაზაფხულზე

▲ზევით დაბრუნება


ამ გაზაფხულზე მხოლოდ ერთი კოცნა გაჩუქეთ,
მეტი რომ მთხოვოთ, ეწყინებათ ამაყ ალუჩებს,
ამ გაზაფხულზე დავივიწყე ყველა სიავე
და დაკარგული დავუბრუნდი ადამიანებს.
ამ გაზაფხულზე მე პირველად შევდექ ბელტებზე
და დავინახე ნავში მჯდარი ძველი მეთევზე ...
ამ გაზაფხულზე შემომიჩნდა სიშლეგე მუნჯი,
ჩემი პანკისი ვერ დავხატე მეტყველი ფუნჯით!
ქარს გავატანე დაფერფლილი ჩემი ფიქრები,
ასე მგონია, დღეის შემდეგ სულ სხვა ვიქნები!
ამ გაზაფხულზე მე ვიყიდე იების კონა,
იმდენად ბევრი, რომ გამყიდველს ლოცვა აღმოხდა!
იმდენად ბევრი, რომ მე გავხდი იების მონა
და დაბნეულმა დავამსხვრიე ცისფერი „ტოლჩა“.
ამ გაზაფხულზე არ დაგიგდეთ არავის ყური
და ახლა ვწევარ შეცივნული, თან ისე მაგრად,
ბებიაჩემის გამომცხვარი ეგ შოთი პური
მომეჩვენება ჭიით დახრულ უძველეს ტაბლად!
ამ გაზაფხულზე თუ ვიქეცი სინათლის მძივად,
მოდით და ყველამ მომაფრქვიეთ ღიმილი მწველი,
დამეფინება უამრავი გვირილა ციდან
და გავვარდები ველზე, როგორც დამფრთხალი შველი!

19.4 ჩეჩენ ვაჟკაცებს

▲ზევით დაბრუნება


თქვენ რა მოგღალავთ, უტეხ ლომკაცებს,
თვით ისტორიას წერდით ბრძოლაში ...
ნისლად დიოდა სულის ამბოხი,
სიკვდილს ხვდებოდით ღმერთის ლოცვაში.
ცამ დაგათოვათ, დარდად და სევდად აგორდა ჭურვი,
მოკლულნი ვაჟნი გიდებდნენ ბილიკს, უხმობდნენ არწივთ ...
სიკვდილთ მძებნელნი სიცოცხლეს ჰფიცავთ,
მამების მიწას არ უთმობთ არვის!
იდექით ასე! ტკივილშიც იცნეთ რიტმი და გული ცეკვით დაალბეთ,
ო, ეს ველური განთიადები ...
ნეტავ მეც თქვენი ლოცვა მფარავდეს.
მუხლდაჩოქილნი ვის მოენატრეთ?
ვინ ვერ გაიგო თქვენი ყმუილი,
თავისუფლება გეცვათ ნაბადად,
სიყვარულს თქვენი სუნი სდიოდა,
ტყვიის წვიმაში „ვაი, ნაანა“ (ვოი, დედავ)
ხმა იცნეთ და ხმამ თუ გაგახელათ,
კავკასიონიც როგორ გაავდა,
დღემდე გრძელდება თქვენი „მარაბდა“!..
ჰე, ავაზებო, ჯიქნო, ლომებო,
ამდენ ჭრილობებს როგორ იშუშებთ?
სიკვდილ-სიცოცხლე დაამეგობრეთ,
თქვენ რა მოგქანცავთ, მეამბოხენო?!
თვით გამარჯვება, როგორც მეკობრეს, თვალზე გაკვრიათ!..
სულში გინთიათ ყველა პირიმზე,
თქვენი მთისა და მიწის ჭირიმე!

19.5 იჩქერიის უკანასკნელი პრეზიდენტის უკანასკნელი მონოლოგი

▲ზევით დაბრუნება


მე სისხლმჩქეფარე ჭრილობების ტკივილად ვიქეც,
კიდევ ერთ ლანდად შევერიე მამათ საძვალეს,
ობოლთ ტირილად, დედის დარდად, ძახილად მიცნეთ,
სიზმრებში მნახეთ, უქარქაშო ხმლებად მახარეთ!
თუ მაპატიებთ დაცემულთა, ჩამქრალთა თვალებს,
დედებო, თქვენი ღირსეული შვილნი გავწირე,
კი არ დავტოვე, შევუერთდი მათ წილხვედრ ღამეს
და ბოლო მზერა შევაგებე ცაში არწივებს...
განა დავმთავრდი, თუ დავეცი, გულს ახლაც მიჭრის
კავკასიონის მოდარაჯე ვაჟკაცთა ბოღმა
და დაეწევა ჩემს ტანჯულ სულს ყვირილი ბიჭის,
ვისაც ბავშვობა იჩქერიის მთებიდან მოჰყვა...
არ შემიცოდოთ, არ მიტიროთ, არ დამივიწყოთ,
მარხვის თვის ლოცვას ვინატრებდი მკვდარი ღიღილო!..

19.6 * * * (დამიზამთრდა და ბილიკებს წლები ლოკავს...)

▲ზევით დაბრუნება


დამიზამთრდა და ბილიკებს წლები ლოკავს...
მთებო, ახლა ჩემი შველა გვიანია,
არ იზამდა, ამას ქარი არ იზამდა,
ფოთოლცვენა უქაროდაც მინახია.
და თუ მრჩება რამე ქვეყნად
ბედის მიერ დამალული,
სულ პატარა სინანული,
მუშტისტოლა სიხარული
სწორედ ქარმა მომიტანოს!
გულო, შენღა გიხარია
ჩვენი მთები ნისლიანი,
სადაც ყველა გაღიმება
ზვავია ან ცისკარია ...
დამიზამთრდა
და ბილიკებს წლები ლოკავს...
მთებო, ახლა ჩემი შველა გვიანია,
არ იზამდა, ამას ქარი არ იზამდა,
ფოთოლცვენა უქაროდაც მინახია.

19.7 * * * (თენდება სადღაც,)

▲ზევით დაბრუნება


თენდება სადღაც,
ღამდება სადღაც,
მახსენებს ვიღაც,
ვიხსენებ რაღაცას,
ფიქრებში ახლაც,
ფერებით ახლაც
ყოველ სტრიქონში
ჩემს ტკივილს ვხატავ.
მიტიროს წვიმამ,
შემინდოს ქარმა
თუ წუთისოფელს
ვაჩუქე გამა,
თქვენც მაპატიეთ,
გამიგებთ, ალბათ,
თუ ყველა ლექსში
ტკივილებს ნახავთ.
დავდივარ ნისლად,
დავდივარ დარდად
და მარტოობის უფლება დამაქვს.

19.8 * * * (ვსვამ სიანკარეს - შემოდგომის თავნება ქარებს,)

▲ზევით დაბრუნება


ვსვამ სიანკარეს - შემოდგომის თავნება ქარებს,
მაწვდიან ზეცას - სათნოების უდიდეს ნაჭერს...
კვლავ მინორულად აჟღერდება სექტემბრის მთვარე,
თან ისევ წვიმად...
და ვვედრი უფალს, ანცი ფერებით მომიხატოს ნიღაბი - სახე,
ჩემში რომ ჰპოვო სიყვარულის ძახილი წმინდა...

19.9 * * * (უკან მოხედვის გეშინია, უკან წარსული ძევს...)

▲ზევით დაბრუნება


უკან მოხედვის გეშინია, უკან წარსული ძევს...
შენ გზა რომ გეგონა, ეგ ხიდია, ცრემლით გაჟღენთილი მზე...
უკვე შემოდგომის ყივილია, ნატვრა სინანულად დარჩა,
შენ დღე რომ გეგონა, ეგ ბინდია, დარდით დაქარგული ფარჩა...
მე კი მიკივლია, შენთვის მიტირია, ჯავრით გაწყვეტილა ლექსი...
ჭაღარა წლებია და დიდი ტკივილია ჩვენი დაქანცული ღმერთი...
რა არ გდომნია და რა არ გიდევნია, მთვარე გაგიცვლია მზეზე...
სინათლეს თუ იცავ, სადღაც იმედია, ნუთუ გიყვარვარ და მეძებ?!

19.10 * * * (ხურდა ფულივით ვაჩხრიალებ ჯიბეში ლექსებს,)

▲ზევით დაბრუნება


ხურდა ფულივით ვაჩხრიალებ ჯიბეში ლექსებს,
ალაზნის ხიდთან შემომხვდება ჩემი მელექსე,
ავკრეფ წინ დაყრილ სველ სტრიქონებს და გავგიჟდები
იქვე ამოსულ გვირილაზე, კბილებმეჩხერზე.
ჰაუ, მომდევენ ჩემი მთა და ჩემი ველები,
წინ შემხვედრ სტრიქონს ისე უცბად გავალამაზებ,
მე არასოდეს არაფერში განვმეორდები,
მე მხოლოდ ერთხელ ავტირდები, ვიდრე გნახავდე!
იის სურნელით დაბნედილი, დავიჟანგები,
მაგრამ შენს სურვილს ჩემს ლექსებში მაინც გავიტან,
ჰოი, მელექსევ, ნუღარ მომდევ, წადი, დაბრუნდი,
ხედავ, რითმები მომძახიან ჩემი სახლიდან...
ხედავ, პწკარები ანთებულან და ფერფლს მატანენ,
ჰოდა, მივდივარ, ვაჩხრიალებ სულ ახალ ლექსებს,
მეგზურად ჩემი მეგობარი ღამე მომყვება,
ამოუყრიათ ძლივს ფოთლები პაწია ლექსებს!
ჰოი, მელექსევ, გეუბნები: წადი, დაბრუნდი!
წადი, დაბრუნდი, სანამ რამე მომაგონდება...

19.11 * * *

▲ზევით დაბრუნება


ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ბევრის შემოქმედებას გავცნობივარ, ბევრის ნააზრევი შემხარბებია... შემხარბებია სამყაროში მოგზაურის სითამამე, მომწონებია სამშობლოსადმი ერთგულებაც, მაგრამ ყოველთვის მრჩებოდა იმის განცდა, განსაკუთრებით ემიგრანტულ მწერლობაში, რომ რაღაც აკლდა, კიდევ რაღაც სჭირდებოდა, გარდა მონატრებისა და ტკივილისა; ცოცხალი მაგალითები, როცა სამშობლო კი არ გეჩვენება, არამედ მუდმივად გიხმობს... სწორედ ასეთი მაგალითების სიმრავლემ და დამაჯერებელმა თხრობამ გამაოცა. ვაჟასი არ იყოს - მეც ამატირა ბევრჯერა, შენს თვალზე ცრემლის დენამა...

აქ იმდენად გულწრფელი ვარ, იმათაც კი არ შეეპარებათ ეჭვი, ვის მუდმივ საქმიანობასაც სხვათა ნამოქმედარის ჩხრეკა წარმოადგენს, ამის საბაბს მაიას შემოქმედება არ იძლევა.

0x01 graphic

მაია მარგოშვილი პოეტ ტარიელ ხარხელაურთან
ერთად წიგნის პრეზენტაციაზე

ყოველთვის ვფრთხილობ, სიტყვა „შემოქმედება“ ნაკლებად შევაწუხო, რათა მერე ბოდიშების მოხდა არ მომიწიოს, თუმცა, არც იმის განცდა მაქვს - ჩემს ასეთ ხმამაღალ განცხადებას მოწინააღმდეგენი არ გამოუჩნდებიან. ამჯერად ეს ყველაზე ნაკლებად მადარდებს, რადგან ჩემ წინ დგას ავტორი და, მომიტევოს ყველამ, თუ მხოლოდ ავტორთან მომიწევს საუბარი; ავტორთან, რომელთანაც ბევრი რამ მაახლოებს, თუნდაც ჩემეული განცდა სამშობლოსი...

ძნელია ისაუბრო იმაზე, რაც ჩემი თვალის გადავლებით ასე აკლია ახლანდელ დროში ჩაკეტილ მწერლობას და არა მხოლოდ მწერლობას, ამ შემთხვევაში კი მე ერთ ჩვეულებრივ რიგითს, უზომო ტკივილამდე შეყვარებულს სამშობლოზე, მაია მარგოშვილზე მოვიწადინე მესაუბრა... მადლობა, რომ ჩემი წუთისოფლის მიმწუხრისას - სამშობლოს სიყვარულში ისეთი თანამოზიარე გამომიჩნდა, რომელიც მთელი არსებით გაგრძნობინებს, თუ როგორ უნდა გიყვარდეს, როგორ უნდა გრძნობდე, როგორ უნდა გტკიოდეს, როგორ უნდა გენატრებოდეს სამშობლო...

მადლობა კიდევ ერთხელ, ქისტის ქალო! ჩვენი მამულის იმ დაუყვედრებელი სიყვარულისათვის, რომელიც შენს შემოქმედებას ესოდენ მძაფრს ხდის...

ჩემი მიზანი არ არის იმ ღირებულებებზე საუბარი, რაც მაია მარგოშვილის შემოქმედებას ახასიათებს, ამას ჩემს დაუხმარებლადაც იოლად იგრძნობთ, იოლად გაერკვევით და უფლება კი თქვენია, გაიზიარებთ თუ არა ჩემს თუნდაც სუბიექტურ შე ხე დულებებს.

ტარიელ ხარხელაური

* * *

ისე მოხდა, რომ ცხოვრების ადრეული წლები პოეზიამ მიითვისა, აწმყო კი პროზაული აღმოჩნდა...

* * *

ზამთრის სუსხიანი დღეა, ნამდვილი დეკემბრული... აქაური სიცივე კანქვეშ ძვრება და ტანს უცერემონიოდ ეკვრება, სინათლის ტოტალური სიმცირის გამო დღეც უძინარს ჰგავს, ნაცრისფერ მარადისობას შეჩვეული პერსონაჟები ავსებენ ქალაქურ პანორამას და ყოველდღიურობაში იბადება სიცოცხლის რაფსოდია „ტრიუმფალური თაღი“. ჩრდილოეთში ყველაფერი მოზომილია და გათვლილი, დისტანციურია და პრაგმატული, ჩუმია და ცივი, გულჩაკეტილია და მომჭირნე. კლიმატმა და ნიადაგმა შეიწირა ადამიანური სითბო და ღიმილი, ემოცია და რიტმი.

პეტერბურგი ჩრდილოეთის დედოფალი ქალაქია, სითბოსა თუ სულიერებას ყოველთვის კულტურული განვითარების მაღალი დონითა და თავაზიანობით გამოხატავდა, თანამედროვეობას კი გაცრეცილი ფორმა შერჩა - უფროს-უმცროსობა, ქალის მიმართ გალანტურობა, მოხუცის პატივისცემა, ყურადღება და ზრუნვა ლამის არქეტიპად იქცა მხოლოდ კანონის ამარად დარჩენილ საუკუნეში. ურბანიზაციამ და მიგრაციამ ბევრი რამ შეცვალა და გაამუქა. დღევანდელი მიგრანტების უმრავლესობა მაქსიმალურად ცდილობს შეეხამოს და მოუხდეს ქალაქს, შეჰმატოს ნათელი სპექტრი. ეს პეტერბურგის მაგიაა, განსაკუთრებულად იმოქმედოს „შვილობილზე“, დადებითი ასიმილაციით დაასრულოს შუააზიური, მომთაბარე გენის მოქალაქეობა. კავკასიურ გენთან სულ სხვა „რომანი“ აქვს პეტერბურგს: - „თერგდალეული“ ბუმბერაზებიდან მოყოლებული, აფხაზეთისა და ჩეჩნეთის ომებს გამოღწეული, გადარჩენილი სიცოცხლის მიმართ; თითქოსდა იცის ამ გენის უნიკალურობა, დიდსულოვნად უყურებს ჩრდილოეთისთვის უცხო ხასიათს და გულის სიღრმეში მოკრძალებასაც კი განიცდის...

სუსხიან დილას სამუშაო დღის სტარტი ჰქვია და მეტროთი გასავლელი გრძელი გზით იწყება. მეტროპოლიტენის სადგურთან წინასაახალწლო მინიბაზრობა აზიური დირიჟირებით უკვე ხმებსა და ფერებშია; თითოეული ხილის ეპითეტი-შეფასება იარლიყადაა წარმოდგენილი და ხორაგის ბიენალეს წააგავს; ძვირფასი ქვებივით მიღიმიან გახლეჩილი ბროწეულები; მანდარინების მრავალსახეობა ოქროსფერ ვარაყს ჰგავს, ოღონდ სხვადასხვა „საამქროში“ შექმნილს. მაროკო, ესპანეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი - უკურკო და კურკიანი, თხელკანიანი და ტკბილი, პატარა და დიდი... მყიდველი გადაწყვეტს, რა არის მისი გემოვნებისთვის შესაფერისი... ყუთებში კვერცხებივით ჩაბრძანებულ მანდარინებზე, გაბღენძილები რომ იყურებიან, ნაკლებადაა მოთხოვნა, თუ აფხაზური მანდარინია ახლომახლოს - დახლებზე გროვად დაყრილი, ფოთლებიან-ტოტებიანად დაუნდობლად მოგლეჯილი, მშობლიურ მიწას მოხლეჩილი და გადამყიდველის ტყვეობაში... და მაინც, ყველაზე გემრიელი, არომატული და საყვარელი... ტკივილნარევ სიყვარულს წააგავს მისი გემო, ოდნავი სიმჟავე ჟრუანტელივით სდევს სიტკბოსა და სამოთხისეულ სურნელს საქართველოსას.

ნატვრას თბილისამდე მიჰყავხარ, შარდენის ქუჩამდე... იქ, გამოფენაზე, პანკისელი ქალები თავიანთი ხელით მოწეულ და შექმნილ პროდუქციას სთავაზობენ თბი ლისელებს, იყიდება რუდუნებით, გემოვნებით, ხარისხიანად შექმნილი ნაწარმი, იგრძნობა ბოსტან-ბაღების ბარაქა, დადებითი ენერგეტიკა და არომატი... მშობლიური, დაუვიწყარი, რჩეული... შრომისა და ნიჭის რეზულტატი ქისტური სულით.

რეალობა მაფხიზლებს. ესკალატორით მიწისქვეშეთში ვეშვები. ელმავალი მიჰქრის, მაგრამ ვაგონში რწევა იგრძნობა. უმრავლესობა კითხვას ჩემსავით წყვეტს და თავის თავში იძირება... მოპირდაპირე მხარეს ახალგაზრდები სხედან, ორი თვლემს, ორი სა უბ რობს, ერთი მუსიკას უსმენს, განაპირას მჯდომი კი მე მათვალიერებს რაღაცნაირი ცნობისმოყვარეობით, თითქოს იმის გაგება უნდა, ვინ ვარ... გაჩერებაზე ჩინელი ტურისტები შემოვიდნენ, ხანდაზმული ქალები, როგორც სჩვევიათ - ზურგჩანთებით. დგანან, ჟღურტულებენ თავიანთ ენაზე, ქურთუკები მოიღეღეს. ვაგონში ცხელა. მჯდომარე მამაკაცები ჯიქურ არ ამჩნევენ ზურგჩანთიან ბებიებს, გარდა „განაპირა“ ბიჭისა, ნამეტანი თავდაჯერებულობა რომ აწერია სახეზე და თამამი მზერა აქვს. ის მაშინვე წამოდგა, ყველაზე ჩია ბებოს ფრთხილად შეეხო მხარზე და ანიშნა - დაჯექიო, თან ზურგჩანთის მოხსნაში დაეხმარა. ჩინელ ბებიას სახე გაუნათდა, მოხერხებულად მოკალათდა და ბიჭს გაუღიმა. ის იყო მეც დავაპირე ერთ-ერთისთვის ადგილი დამეთმო, ბიჭი უკვე დანარჩენ ახალგაზრდებს ძალით აყენებდა: - «Вставайте, уступите место пожилым... Живее... Дома поспите»... მკაცრი გაუხდა ტონი... ეჭვის ნატამალიც არ დამრჩა - ბიჭი აშკარად ჩეჩენი იყო. მთვლემარე თუ მღვიძარე ახალგაზრდები ადგნენ, ზლაზვნით, ბურტყუნით, მოღუშული სახეებით, „მოძალადეს“ თვალებით შეუკურთხეს, მაგრამ ხმა არ ამოუღიათ. აშკარად გრძნობდნენ, რომ უხილავ ძალასთან ჰქონდათ საქმე, მათთვის უცხო სული გაფართოებული ნესტოებითა და შეკრული წარბებით დემონსტრირებდა. ჩინელები თოჯინებივით დასკუპდნენ, გამხიარულდნენ, სმარტფონები დააძრეს და რა ასაკი - კომპიუტერულ თამაშებში ჩაერთვნენ... გამეცინა... ბიჭი მათი გუშაგივით იდგა, ზემოდან დაჰყურებდა ჭყეტელა „დისპლეებს“ და ცდილობდა, გამოეცნო, რას თამაშობდნენ მოხუცი „ბავშვები“.

«Невский проспект»-ის გაჩერებაზე ჩინელები წამოცვივდნენ, კოლექტიური ღიმილით გამოემშვიდობნენ ბიჭს და გავიდნენ. ვაგონი საგრძნობლად დაცარიელდა, უმეტესობა ამ სადგურზე ჩამოვიდა. ჩემს გვერდით ადგილიც გათავისუფლდა, თუმცა წუთით - ბიჭი ჩამოჯდა. ძალიან მინდოდა შემექო, თან მერიდებოდა. გავბედე და ჯერ რუსულად შევეკითხე - ჩეჩენი ხარ? გაოცებულმა შემომხედა - კიო. უკვე ჩეჩნურად ვუთხარი - კარგად აღზრდილი ბიჭი ხარ, ღმერთი იყოს შენი მადლობელი-მეთქი. სახე გაებადრა და ეგ არაფერია, ვალდებულებააო - მიპასუხა, თან კითხვა მოაყოლა - ქართველი მეგონე, როცა დაგინახე, საიდან იცი ჩეჩნურიო. ვუთხარი - ვაინახი ვარ, ქისტი საქართველოდან. სიხარულისგან აღელდა - ძალიან მიყვარს საქართველო, პანკისი, 5 წლის ვიყავი, ომს გამოვექეცით და საქართველომ მიგვიღო, შეგვიფარა, დუისში ინტერნატის შენობაში ვცხოვრობდითო. ახლა პეტერბურგში ვსწავლობ, იურიდიულზე, ბოლო კურსზე ვარ. ოღონდ ახლა ვარჯიშზე მივდივარ, უნდა ჩავიდე ამ გაჩერებაზე, მაპატიეთ, რომ ვწყვეტ საუბარს, ღმერთმა დაგლოცოთ და ხელი მოგიმართოთო... წამოვდექი, რახან ბიჭი წამოდგა... ვაინახურად დავემშვიდობეთ ერთმანეთს და უცბად თავში დამკრასავით - ჩანთაში ხომ დილით ნაყიდი აფხაზური მანდარინები მეყარა - ჩემი საგზალი. ხელში შევაჩეჩე რამდენიმე ცალი - ქართულია, გემრიელი, ვარჯიშის მერე მიირთვით-მეთქი. მადლობებით დავშორდით ერთმანეთს.

ორი გაჩერების მერე, ჩემს სადგურზე ამოვედი და «Каменоостровский проспект»-ს რომ გავუყევი, მაშინღა გამახსენდა დიდი ხნის წინანდელი ისტორია, თითქოსდა წინამორბედი დღევანდელი უწყინარი ამბისა.

ის დრო იყო, ჩეჩნეთის მეორე ომი ვითომდა დამთავრებულად რომ ითვლებოდა. ჩეჩნები ნათესაობასა და მეგობრობას წმინდად იცავენ და აფასებენ, ამიტომაც თითოეული ჩეჩნური ოჯახი პეტერბურგში ცდილობდა, შეეფარებინა და მაქსიმალურად დახმარებოდა თანამემამულეეებს. იმ პერიოდში ჩეჩენი ბავშვები მრავლად იყვნენ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, უმაღლეს სასწავლებლებში კი ნაკლებად. მოვლენებს წინ გავუსწრებ და ვიტყვი, რომ ჩეჩენთა უმეტესი ნაწილი აქ აღარ ცხოვრობს, ბევრი ევროპაში წავიდა, საკმაოდ მნიშვნელოვანმა ნაწილმა კი სამშობლოში დაბრუნება არჩია. ომის საშინელება, ტრაგიზმი და დარდი სევდად იდგა მათ მზერაში, მაგრამ დათრგუნვასა და სასოწარკვეთას ვერ იგრძნობდით, ვერ შეამჩნევდით და ვერ ნახავდით - პირღია ჭრილობის ხანძარს წააგავდა მათი ემოციური ფონი. მილიციონერებს დიდი პრობლემა ჰქონდათ, ვერ არჩევდნენ „საშიშ ელემენტებს“, ანთროპოლოგიურად ჩეჩნები «Лицо кавказской национальности», უფრო ბალტიისპირელებსა და გერმანელებს ჰგვანან. აბა, როგორ უნდა მოეძებნათ და დაესაჯათ ცნობილი ატრიბუტით «брюнет», როცა ჩეჩნებს ასეთი ნიშნით თითქმის ვერ იპოვიდნენ. სინამდვილეში, ჩეჩენს ბრბოშიც კი გამოარჩევ ერთი დამახასიათებელი ნიშნით, რომელზეც გენიალურად თქვა გერმან სადულაევმა თავის ნაწარმოებში - „ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს“ («Одна

ласточка ещё не делает весны») «Чеченец всегда держит себя так, как будто сегодня ему принадлежит весь мир, а завтра его все равно убьют...»

სიხარულითა და სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ქსენოფობური და კრიმინალური კატაკლიზმები ქალაქმა აიცდინა, პეტერბურგის თავისებურება კვლავ დამტკიცდა. მაშინაც ცივი დღე იყო, ახლობელი მოვინახულე საავადმყოფოში და მეტროთი ვბრუნდებოდი სახლში. სადგურ «чёрная речка»-სთან გამხდარი ბიჭი და შავებში ჩაცმული ქალი შემოვიდნენ მძიმე ჩანთებით. რომ დასხდნენ, ქალმა ისე მძიმედ ამოისუნთქა, თითქოს სული ამოაყოლა. დაღლისგან და სიმძიმის თრევისგან არა ქათგამოცლილი ბიჭიც მძიმედ სუნთქავდა. შევამჩნიე, თვალი სტკიოდა, რადგან მოჭუტულივით ჰქონდა და დროდადრო ჩამომდინარ ცრემლს ფრთხილად იწმენდდა. ეტყობა დასცხა, ტყავის ქურთუკი გაიხადა და მუხლებზე დაიდო. ქალმა ქართულად უსაყვედურა: - ოფლიანი ხარ, გაცივდები დედა, უბერავს აქ, მხრებზე მაინც წამოიხურეო. ბიჭმა თავი გაუქნია იმის ნიშნად, რომ არ შესცივდებოდა, მერე საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. ქალმა თვალი მოავლო ვაგონს, მგზავრები შეათვალიერა, მერე თითქოს დაფიქრდა. კვლავ მძიმედ ამოისუნთქა და ჩანთებში რაღაცის ძებნა დაიწყო. მივხვდი, მეტროს სადგურებთან რომ ყიდიან გადაბრუნებულ ყუთებზე დაწყობილ მწვანილებს, სუნელებს, აჯიკას, საწებლებს, დაფნის ფოთოლსა და ნიორს, ხანდახან შებოლილ სულგუნსა და ღერღილს, ლიმონსა და მანდარინებს შავებით მოსილი ქართველი ქალები, ესაც ერთ-ერთი მათგანი იყო. გვერდით მჯდომმა მოხუცმა კაცმა, ეტყობა, ჩემსავით აღიქვა რეალობა და თითქოს თავისთვის, ან შეიძლება ჩემს გასაგონადაც, ჩაილაპარაკა - Человек не должен так страдать, тем более женщина. თითქმის ყველა მგზავრი იჯდა. ქართველ ბიჭს უკვე ეძინა, გამხდარი სახე კეხიან ცხვირს ამჟღავნებდა, მტკივანი თვალიდან მსხვილი ცრემლი მოჟონავდა. ქალმა ჩანთიდან რაღაც წამალი ამოიღო, გაღეჭა, დაიჭმუხნა, კვლავ მძიმედ ამოისუნთქა და ჩათვლემა სცადა. გაჩერებებზე, სადგურების ვესტიბიულებში, ჩანდნენ პეტერბურგის საფეხბურთო კლუბის „ზენიტის“ გულშემატკივრები. მხიარულობდნენ, გაჰყვიროდნენ და ამაყად აფრიალებდნენ „ზენიტის“ ემბლემიან ატრიბუტიკას. ესე იგი, მოიგო „ზენიტმა“; ნეტავ ვის მოუგო?! - პასუხი ჩემს კითხვას მაშინ გაეცა, როცა შემდგომ გაჩერებაზე მოსკოვის „სპარტაკის“ სამი ფანატი შემოვიდა - შემოგლიჯინდა დაუფარავი აგრესიით... სისხლჩამდგარი თვალები, ალკოჰოლის მძაფრი სუნი და ხელებში ჩაბღუჯული ჯაჭვები კარგს არაფერს გვიქადდა. შემდგომ გაჩერებამდე გრძელი ინტერვალიც საბედისწეროდ დაემთხვასავით, სად უნდა წავსულიყავი. „სპარტაკელები“ უშვერი სიტყვებით ილანძღებოდნენ, უფრო სწორად გვლანძღავდნენ, ერთმა ბოთლში ჩარჩენილი ალკოჰოლი კარებთან ახლოს მყოფ მგზავრებს მიასხურა დემონური სიცილის თანხლებით; დანარჩენები ჩვენს მხარეს წამოვიდნენ. მე სუნთქვა შევწყვიტე და თავდახრილი საკუთარ ჩექმის წვერებს დავაშტერდი, ვგრძნობდი, როგორ მეყინებოდა ფეხის თითები. დახრილი მზერით დავინახე, თუ ჯერ ღრიალი მომესმა, არ მახსოვს, რაღაცნაირი ბოროტების ბურანში კი აღმოვჩნდით. ერთმა დეზებიანი „ბოტინკა“ დაუნდობლად ჩაარტყა ქართველ ბიჭს წვივში, ჯერ კიდევ ძილისაგან გამოუფხიზლებელს, მერე დაუღრიალა - «Езжай в свой Биробиджан» (რატომღაც!), ბიჭი ტკივილისაგან დაიჭმუხნა და მოიხარა. ფანატმა ხელში მყოფი ბოთლი ბიჭის დახრილ თავზე დასარტყმელად ის იყო მოიმარჯვა, რომ ქალი გადაეფარა ბიჭს კივილით - Не надо! не бейте... Он болеет... Не надо, нееет!

იმის გამო, რომ ხელი შეუშალეს, გამძვინვარებულმა ფანატმა ბოთლი იატაკს მთელი ძალით დაახეთქა, მერე ახტა და ორივე ფეხით ქალის ჩანთას რამდენჯერმე დაახტა. დანარჩენი ორი ხარხარებდა და ჯაჭვებს ჰაერში გამომწვევად იქნევდა. ქალი კვლავ აკივლდა, როცა შვილის შარვლიდან ჩამომდინარი სისხლი იატაკს დაეწვეთა.

- ხმა ჩაიგდე, თორემ ჩაგაგდებინებთო, - დაუღრიალა ერთ-ერთმა ჯაჭვიანმა და მორიგი სამიზნე მსხვერპლისთვის გზა ვაგონის სიღრმეში განაგრძო. ცოტათი გაგვცდნენ, ქალს და ბიჭს გვერდით მჯდომები ძალიან ფრთხილად ეხმარებოდნენ, ვინაიდან ეშინოდათ, მათკენ არ შემოტრიალებულიყო ბოროტება. რადგან გამცდნენ, თავი ავწიე და მზერით დავწყევლე. წამში მოხდა ყველაფერი - ვიღაცამ ფეხი იმ დროს გამოწია (რა თქმა უნდა, სპეციალურად), თავში ავარდნილი ბოროტმოქმედები გინებით რომ ჭერს ურახუნებდნენ, წინ მდგარმა წაიბორძიკა და ჯაჭვი ხელიდან გაუვარდა.

- მამათქვენი მიაკვდა ღორს სულში! - საომარი მარშივით გაისმა ჩეჩნური გინება და თან უნისონად დავარდნილი ფანატის კვნესა მიჰყვა. წარბებამდე ჩამოფხატულ სპორტულქუდიანმა ბიჭმა დაუნანებლად დაარტყა ფეხი დავარდნილ ფანატს, სახეში, მხრებზე ჯაჭვი არ დაზოგა. თითქოსდა სპეციალურად, ვაგონი მიწისქვეშ გაჩერდა, დანარჩენი ორი იერიშზე გადავიდა, ჯაჭვი ერთ-ერთს ჰქონდა.

კაცის აღწერილი ჩხუბი და ქალის მოთხრობილი განსხვავებულია, მე აქ შევჩერდები. იმას კი ვიტყვი, რომ წარბგახეთქილი, ქურთუკდახეული და ხელნაღრძნობი ჩეჩენი სისხლმოთხვრილი იდგა და მაშინაც იღიმებოდა - გარსშემოხვეულები ჩვენს მხსნელს მდგომარეობას რომ ვეკითხებოდით. ორი ბარბაროსი მესამემ ძლივს გაათრია-გაიტანა ვაგონიდან, ტვინის შერყევა და დალეწილი ტანი წაიღეს ავტოგრაფად. მესამეს არ უბრძოლია, ისე დანებდა. ქართველ ბიჭს ჭრილობა ჰქონდა წვივზე, დეზმა გაუჭრა ძარღვი და მეტროს სადგურის სამედიცინო პუნქტში გაუწიეს პირველი დახმარება. მახსოვს როგორ მოსთქვამდა ქართველი დედა - За что? Почему? В чем мы виноваты. მერე მივარდა ჩეჩენ ბიჭს, ცდილობდა სისხლი მოეწმინდა, დახეულ ქურთუკს უსინჯავდა, ტანის სიმთელეზე ეკითხებოდა; ჩანთასთან დაბრუნდა, ბოთლებსა და ქილებს შუა რამდენიმე მთელი ქართული მანდარინი ამოარჩია, თავშლით გაწმინდა და ჩეჩენს შეაჩეჩა ხვეწნით ხელში. ისიც მახსოვს, როგორი გაოგნებული იყო ყველა, როგორი დაზაფრული და უმოქმედო, სანამ ბოროტება ცდილობდა დამკვიდრებას. ყველაზე მეტად კი მახსოვს გვერდით მჯდარი მოხუცის სიტყვები - თავის კანტურით მივიდა ჩეჩენთან, ხელი ჩამოართვა და ჰკითხა - Кто вы по нации смелый человек?.. - Чеченец - უპასუხა ბიჭმა. მოხუცი შემოტრიალდა და გაფრთხილებასავით თქვა - Запомните, этот народ никогда не отступает! - მერე ისევ ჩეჩენს შეხედა - Если вас будут обвинять, то я ваш свидетель!»

ჩეჩენი ბიჭი რამდენიმე თვის შემდეგ შემხვდა, უფრო სწორად, ვიცანი, გახეთქილი წარბი ნაიარევად დარჩენოდა. მარხვის თვის დასრულების აღსანიშნავად კონცერტი ტარდებოდა „შრომის სასახლეში“ და იქ ვნახე. ველური ჟინით ცეკვავდა, როგორც ყველა დანარჩენი. გულს ცეკვით იოხებდნენ, ცეცხლოვანი რიტმით სიცოცხლის უსაზღვრო სიყვარულს გამოხატავდნენ, მტრის ჯინაზე ცეკვავდნენ, სიკვდილის ჯინაზე. არ შევეხმიანე, შორიდან ვუყურებდი. მას მერე აღარ მინახავს. სამაგიეროდ ფილმი „მანდარინები“ ვნახე უამრავჯერ... დღესაც ვნახავ... ისევ ვიტირებ და განუწყვეტლად ვიამაყებ...

მაია მარგოშვილი

20 კანეი მარგოშვილი

▲ზევით დაბრუნება


კანეი მარგოშვილი დაიბადა პანკისის ხეობის სოფელ დუისში 1996 წლის 15 აგვისტოს.

2014 წელს დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა.

2014 წელს იყო პოეტური ფესტივალის დელეგატი, რომელშიც მონაწილეობდნენ 8 ქვეყნისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ახალგაზრდა პოეტები. ამავე წელს მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში, რომლებიც ტარდებოდა ქსნის ერთ-ერთ უძველეს ნაქალაქარში.

0x01 graphic

კანეი მარგოშვილი

2015 წელს მონაწილება მიიღო სალიტერატურო კონკურსში და გახდა მესამე ადგილის მფლობელი.

2015 წელს ქ. ბათუმის სალიტერატურო ჟურნალმა დაბეჭდა მისი ლექსები. იმავე წელს რუსულად თარგმ ნილი მისი ლექსი „ჰუგ მერთ“ დაიბეჭდა ერთ-ერთ კრებულში, რომელიც გამოდის სანკტ-პეტერბურგში.

2016 წელს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოსცა კრებული „საქართველო ჩემი სამშობლოა“, სადაც თავმოყრილი იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა პოეზია და, მათ შორის, კანეი მარგოშვილის ლექსებიც.

2016 წელს კანეი მარგოშვილმა განახორციელა კავკასიური კულტურის ფესტივალი, რომელშიც 4 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ამავე წელს დაამთავრა „მრავალფეროვნების სკოლა“.

2016 წლის გაზაფხულზე განახორციელა პროექტი „საქართი“, რომლის მიზანი იყო ქართული კულტურის პოპულარიზაცია ეთნიკურ უმცირესობებში და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროექტის განმავლობაში მან გადაიღო ფილმი და მოაწყო მისი ჩვენება ოთხ ქალაქში.

„მიყვარს პოეზია, მიყვარს წერა და წერისადმი სიყვარულმა მომცა უფლება და შესაძლებლობა გამომეხატა ჩემი ქვეყნისა და კუთხის სიყვარული და ეს უზარმაზარი გრძნობა გადამეტანა ქაღალდზე“, - წერს კანეი მარგოშვილი.

21 * * * (მოხეტიალე ქისტი ვარ,)

▲ზევით დაბრუნება


მოხეტიალე ქისტი ვარ,
მე ყველა კუთხის ნისლი ვარ,
მე სიყვარულის ფუნჯი ვარ,
ღმერთის წინაშე მუნჯი ვარ,
მე საქართველოს ბურჯი ვარ.

22 * * * (მე მივატოვე მუზების დედა,)

▲ზევით დაბრუნება


მე მივატოვე მუზების დედა,
ქარს გავატანე რითმების ხედვა
და აღარ ვიცი, რა მსურს, რა მინდა,
თითქოს გაჩერდა კვლავ დედამიწა.
არ ვიცი, როდის გამოიდარებს,
მთვარეს ვუყვები სევდიან ამბებს,
თითქოს ჩემს განცდებს რაღაცა ანგრევს,
მაგრამ ამ კალამს ვერვინ წამართმევს.
მიტოვებული ჩემი სამარე,
მოძალებული ცრემლები მწარე,
გულში რაც მქონდა, ვეღარ დავმალე
და სასიკვდილოდ გავწირე მთვარე...
კვლავ მივატოვე მუზების დედა,
ქარს გავატანე რითმების ხედვა,
და აღარ ვიცი, რა მსურს, რა მინდა,
თითქოს გაჩერდა კვლავ დედამიწა.

23 * * * (ისე მიყვარხარ, გპირდები,)

▲ზევით დაბრუნება


ისე მიყვარხარ, გპირდები,
მკვდარსაც არ დამავიწყდები,
გულიც მოგყვება, ფიქრებიც,
ჩემგან შორს როცა იქნები.
და როცა მოგაგონდები,
ვიცი, შენც დამიღონდები,
მაგრამ ჩემ გვერდით იქნები,
ფიქრებშიც არ გაგიქრები.

24 * * * (გადარჩენისთვის არ მყოფნის ძალა,)

▲ზევით დაბრუნება


გადარჩენისთვის არ მყოფნის ძალა,
ვიცლები, როგორც საათი ქვიშის,
წამოდი ჩემთან, გველის ვალჰალა…
ღვთიურ წრეში ხარ, დამძლევი შიშის.

25 * * * (ჯიხვი გადმომდგარა კლდეზე,)

▲ზევით დაბრუნება


ჯიხვი გადმომდგარა კლდეზე,
ლოცულობს დამდგარი თხემზე,
ილტოს მიჰყვება კალმახი,
თითქოს თან მისდევს არმაზი.

ღამეს სიყვარული აუხსნა
მთვარემ, ცერებზე შემდგარმა,
ღრუბელმა ცის კიდეს აუწყა -
ჩამოვარდაო მზე დაბლა.

მიღიმის ციხე პანკელის,
გულზე მეიავარდება,
მგლის ლეკვი ვიყავ მე მაშინ,
როცა მიშვილა ქართველმა.

ძიძიშვილობას მიწევდა
არწივი, მსრბოლი ზეცაზე,
ყველა მართალი ვაჟკაცი
არის ლამპარი ბნელ გზაზე.

26 * * * (შესავალი ყველაფრის,)

▲ზევით დაბრუნება


შესავალი ყველაფრის,
დარჩენილი არაფრით...
გზას ვაგრძელებ,
ხან მთვარეს ვუყვები ამბავს,
ხანაც გულისთქმას ვაჩერებ,
გარშემოც თითქოს არაფერი არ ჩანს.
როცა ყველა დროს ერთადერთი ღმერთი მართავს
და ასე იქნება მუდამ!
ჩვენ კი ამ დროს ადამიანურობას ვკარგავთ,
უაზრობაში ძვირფას წამებს ვხარჯავთ.
საკუთარ თავებს სხვების ზიზღით ვტანჯავთ,
სხვის შეცდომებს ვლანძღავთ...
და ყველაფერ ამას ბოლოს მიწა შთანთქავს...
ახლა სიკვდილი არ მსურს,
ჰოდა, სიცოცხლეს ვეძებ
და მარტს ვუტოვებ წარსულს.
ბოდიში, პასუხს ვერ გცემთ!
ბედნიერი ვარ ამ წუთს,
რომ არ ვეკუთნი წარსულს.
ჰგავს ეს ცხოვრება დადგმულს.
ვერავინ ხვდებით რა მსურს,
აღარ დავხუჭავ თვალებს,
მზეს ამოვაცლი წარბებს,
ასე ცხოვრება არ მსურს
და თქვენი ცქერაც მაწამებს.
მე ყველაფერი შევწირე,
და არაფერი დავწერე.
იწყება ახალი ეპოქა!
გაჩერდი, გაჩერდი, გეყოფა!

27 * * * (აფოფრილ ტყეში ვირბინო მინდა,)

▲ზევით დაბრუნება


აფოფრილ ტყეში ვირბინო მინდა,
რადგან ტირილი არ შემიძლია,
უეცრად, ჩემს წინ, სულ ერთი ციდა,
ტოტზე შემოჯდა ჩიტი ნიბლია.

28 მთებზე, გოროზებზე...

▲ზევით დაბრუნება


მთებზე, გოროზებზე,
ვითარცა ცაზე ვარსკვლავები,
სხედან ყვავილები...
გულშიაც ყვავილი გაშლილა,
თითქოს დაკარგული იპოვნე ბავშვი და
გავსებს სიხარული...
ის დრო გაპარულა,
როდესაც სინდისი ფასობდა
და თავისუფლების გემო რომ გვახსოვდა.
ნუ ბზინავთ, ჰე, მთებო,
გულო, ნუ ენთები,
ნუ დაგდით ცრემლები!..
როდი დავილევით
ხალხის და მამულის მცველები.
ხოლო მთის კალთები
კვლავ აელვარდება
ჭრელი ყვავილებით.

29 ეკა ქავთარაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ეკა ქავთარაშვილი დაიბადა 1997 წლის 10 ივნისს, ახმეტის რაიონი, სოფ. დუისში. 2015 წელს დაამთავრა დუისის საჯარო სკოლა.

0x01 graphic

ეკა ქავთარაშვილი

სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ფერაძის ბუღალტერიის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 2016 წელს. იმავე წლის სექტემბერში ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინჟინერიის ფაკულტეტზე.

2016 წელს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაბეჭდა კრებული „საქართველო ჩემი სამშობლოა“, სადაც თავმოყრილი იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა პოეზია და, მათ შორის, ეკა ქავთარაშვილის ლექსებიც.

აქვს საკუთარი ბიზნესი - ტურისტული კომპანია, რომელიც საკმაოდ წარმატებულია. „ეს არ არის ჩემთვის მხოლოდ ბიზნესი, ეს არის შესაძლებლობა, ხელი შევუწყო ჩემი ქვეყნის პოპულარიზაციას, როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ასევე უცხოელებში. მინდა ყველამ გაიცნოს ჩემი პატარა და ლამაზი საქართველო და იმედი მაქვს, ამაში მეც შევიტან მცირეოდენ წვლილს“, - ამბობს ეკა.

29.1 ჩემი სამშობლო

▲ზევით დაბრუნება


„ჩემი სამშობლოს ზეცა გახსენით!“
რად სდუმან ნეტავ მთები მამულის?
ნუ შემადარებთ ფოთოლს ყვავილის,
მე დავიტირებ წუხანდელ ვაჟკაცს,
სამკვდროდ დაჭრილი რომ იწვა მთებში.
ვაჟკაცს ყოველთვის შვენის აბჯარი,
ზურგზე საისრე, მამაცი გული.
ყოველი ქვეყნის ვაჟკაცი არის
ჰიმნის ბწკარებში განდიდებული.
ჩემი სამშობლო, უფლის წილხვედრი,
გამრთელებული მალე იქნება!
ჩემი ყოველი ლექსის სტრიქონი,
სიტყვა, რომელიც ჩემგან ითქმება,
მუდამ ეძღვნება ჩემს საქართველოს,
რადგან ყოველთვის თან სდევს დიდება,
რადგან კრწანისში ჰყვავის ყაყაჩო,
რადგან მამული კვლავ გაბრწყინდება!

29.2 * * * (დახიეთ ყოველი წერილი მოსული ჩემგან,)

▲ზევით დაბრუნება


დახიეთ ყოველი წერილი მოსული ჩემგან,
ცხოვრებამ უკვე გაყინა ფიქრი,
გრძნობებიც გაქრნენ უდაბურ ტყეში,
სიჩუმე ჩადგა სულის უბეში.
დადუმდა ირგვლივ ყოველი სული,
სევდა თვალებში ახვევს ლაბირინთს,
მე კი ამაოდ ველი სინანულს...
დახიეთ ყველა ჩემი წერილი,
ჩარაზეთ სულის ყოველი კარი,
დაუთმეთ სიკვდილს ნუგეშის რიგი,
მოხაზეთ ცაში სიცოცხლის რკალი,
დახუჭეთ თვალი, გაითბეთ გული,
სცენაზე - ისევ სიცოცხლე ჩქარი...
გაფანტეთ სევდა ჩემგან მოსული
და მიიხურეთ მშვიდობის კარი!

29.3 * * * (დაივიწყე,)

▲ზევით დაბრუნება


დაივიწყე,
უბრალოდ გადაივიწყე,
შეეჩვიე ცხოვრებას და
გადამალე ცრემლები.
სევდით ნაზავ სიტყვებს
ღია კარი უჩვენე,
ფიქრებში რომ გაჩერებს,
ის ნაღველიც გააქრე.
გპატიობენ? აპატიე,
მიტევებაც მადლია.
ცხოვრებას ხომ ყველაფერი
ზომიერი არგია.

29.4 * * * (ღამემ მოისხა შავი ატლასი,)

▲ზევით დაბრუნება


ღამემ მოისხა შავი ატლასი,
ფიქრი უაზროდ კვდება სივრცეში,
ბნელმა სხეულმა შებოჭა იგი
და სიმარტოვეს შეესხა ფრთები.
უგზო-უკვალოდ ფიქრში წასულის
მზე მოანათებს პატარძლის რაფას
და ყოველ წვიმას, აპრილში მოსულს,
დეკემბრის სუსხი მაინც თან ახლავს
და ფრენას ცაში ისევ გაბედავს
ურჩი თვალების თამამი მზერა.

29.5 * * * (ამაოება იქარგება ტკივილის ძარღვში,)

▲ზევით დაბრუნება


ამაოება იქარგება ტკივილის ძარღვში,
დაბინდებისას გულის პულსი ათასსაც სცდება,
რადგან სიმართლის გრძნობის სუნიც აღარ ტრიალებს,
რას წარმოვადგენთ, რისკენ ვისწრაფვით,
ნეტავ ვინ იცის?
გადავუნგრიეთ ყოველი ძვალი სიმართლის წარსულს,
ყოველი ფერი ჩამოახიეთ ცხოვრების სიფათს.
თუკი მრუშობა დღეს გვირგვინია ადამიანის,
გთხოვთ, არ დამინდოთ უგვირგვინოდ მსურს განსვენება,
თვითგანდიდება თუკი ომია კაცობრიობის,
მაშინ მიბოძეთ, დარაბებიდან მსურს განშორება.

29.6 * * * (სულის გაწყვეტამდე კვნესის ტკივილები,)

▲ზევით დაბრუნება


სულის გაწყვეტამდე კვნესის ტკივილები,
ფიქრებს გზა მიეცათ ჩემიდან შენამდის,
ცრემლით შენ მიშუშებ ობლობის ნაიარევს,
სულის სიძლიერეს შენვე შთამაგონებ,
თუკი ცხოვრებისაგან ისევ დამიმიზნეს,
ვიცი, გადაღობილს შენს თავს დავინახავ,
ვიცი, გაზაფხულზე შავ ფერს შენ მიქარწყლებ,
შუბლზე ფერების რკალს სულით მომიქარგავ,
სულის გაწყვეტამდე კვნესის ტკივილები...
ია აყვავილდა ზამთრის ჩარდახის ქვეშ,
სულში გაზაფხული შენი ღიმილია...
სულის გაწყვეტამდე კვნესის ტკივილები,
ცისფერ თვალებშია ჩემი გადარჩენა...

29.7 * * * (წუხელ სიზმრად მომევლინე, დედი,)

▲ზევით დაბრუნება


წუხელ სიზმრად მომევლინე, დედი,
დუმდი, ცრემლებს მიმალვადი,
მე მიკვირდა ღრუბლებს მიღმა
შენს სახეზე ცრემლის ნახვა.
გამოწვდილ ხელს შევაშველე ხელი,
ლურჯ ბილიკზე ნაკვალევი შენი
ღაჟღაჟებდა თვალწარმტაცად, დედი.
თითქოს ზეცამ მომიყვანა შენთან,
ტკივილი რომ შეგეჩვევა ძმურად,
ვეღარ გრიყავს უკუქცევა გერად,
შენმა მონატრებამ წლებში განვლო, დედი.
იცი, გავიზარდე, ბავშვიც აღარ მქვია,
ხშირად დაგიძახე გზა-ბილიკს გაყოლილმა,
ბევრჯერ წავიქეცი ფიქრად დავიფერფლე,
მაგრამ წამოდგომას მაინც ვახერხებდი,
რადგან თანადგომას შენგან ძლიერ ვგრძნობდი,
დედი, გიყურებ და ვგრძნობ, რომ რაღაც გიჭირს.
დედი, გევედრები, თუკი გაწყენინე,
დუმილს ნუღარ მესვრი, ვეღარ გადავიტან.
ვიცი, შენი მოსვლით სულ სხვა რამე გტკივა,
დედი, მე არ მძალუძს შენი თვალებიდან სევდის ამოკითხვა,
დედი, გამიმხილე შენი გულის სევდა, ვიცი, სიზმარში ვარ,
გულიც ამაზე წუხს, ვიცი, ქვიშის საათს ქვიშა ენანება,
შენმა ბაგის მზერამ ზეცას ამახედა, ზეცამ გამიმხილა...
ზეცამ ამატირა, დედი, შვილზე მეტად ღმერთი გყვარებია,
ნუთუ ასე ძლიერ ამან დაგამუნჯა,
დრომ რომ წაგვიშალა ყველა კაცობრივი,
რაც კი არსებობდა, ღვთისგან ბოძებული.
დედი, მაპატიე ეხლა რასაც გეტყვი,
მაგრამ სიმართლეა, არა ჩემგან თქმული,
დედი, ის რაც იყო, უკვე აღარ დარჩა,
ბრძოლა წყარო გახდა, მართლაც გადარჩენის,
აღარც წყალი ვარგა კოკის ასავსებად.
დედი, იმ მანდილსაც ფასი აღარა აქვს,
დედი, სიმართლისთვის უკვე აღარ ვბრძოლობთ,
ჩვენთვის იდილია მწვანე ფერი გახდა,
უკვე აღარ მიკვირს, დედი, არაფერი.
ეხლა ცხოვრებაა დიდი გამოცანა,
თვითონ გვათამაშებს როლებს გამეტებით.
დედი, მეც ვთამაშობ, სხვა გზა აღარ დამრჩა,
ბედმა ფათერაკმა დროში დაგვამონა,
დროში ჩაგვცხრილა და იქვე ჩაგვიტოვა,
დედი, გათენდება, მართლა გათენდება,
სული სიზმრისაგან მართლა გაიქცევა,
დედი, დამიჯერე გულში ისევ მჯერა,
მგელი უკვალოდ რომ არა კვდება.
დედი, დამიჯერე, მე მწამს გამჩენელის,
შურუქს აბრეკის ხმას ისევ გავიგონებთ.
დედი, ნუღარ ტირი, ცრემლი შეიმშრალე,
აქ ხომ ყველაფერი დროის საკითხია,
დედი, წუთი არის ჩვენთვის ეს სოფელი,
მაღლა მიებარე უფალს სამეფოში,
თუმცა გარემოს აქვს მაინც შენი სუნი.

29.8 * * * (დიდი ხანია წერას შევეშვი,)

▲ზევით დაბრუნება


დიდი ხანია წერას შევეშვი,
სულში მკვდარია ყოველი რითმი,
გარდაიცვალა იგი...
მუზების ფარდებს შემოვხსნი იალქანებს,
ზღვის ტალღებს ვუცქერ,
ცოტა ნიავმაც იცეკვოს, ტანგო მსურს,
რომ დავმშვიდდე...
ყოველი სიტყვა ჩუმად ნათქვამი
მინდა ლამაზად ლექსად დავღვარო...

29.9 * * * (უცხო სურნელი ზღვის ტალღებიდან)

▲ზევით დაბრუნება


უცხო სურნელი ზღვის ტალღებიდან
თვალებს ენამა, უჩუმრად ჩემგან.
მომაგონდება ყოველ წამიერ,
პანკისის მთების იასამანი,
მომაგონდება სპეროზას მზერა,
შორით მიმავალს შინ რომ გაბრუნებს.

30 მარიამ დუიშვილი

▲ზევით დაბრუნება


მარიამ დუიშვილი დაიბადა 1995 წლის 6 მარტს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში.

საშუალო განათლება მიღებული აქვს დუისის საჯარო სკოლაში, 2001-2013 წლებში. სწორედ აქ ჩაუნერგეს სიყვარული წერისა და ლიტერატურის მიმართ.

2013-2017 წლებში სწავლობდა თბი ლისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით. აქ განსაკუთრებით შეუყვარდა დასავლეთ ევროპული ლიტერატურა, უფრო კონკრეტულად კი მისი ინგლისური და ფრანგული მიმართულება.

0x01 graphic

მარიამ დუიშვილი

„შექსპირის სონეტების ორიგინალში გარჩევამ კი სხვა სამყაროში შემიხსნა კარი. ამ სამყაროს ვერ აღვწერ, ის თქვენ თვითონ უნდა შეიცნოთ“, - ამბობს მარიამი.

ყოველთვის განსხვავებული ინტერესები ჰქონდა. აქამდე საკუთარი თავი გამოსცადა ინგლისური ენის კერძო რეპეტიტორად, ტურისტულ გიდად. წერის სიყვარულმა საკუთარი ბლოგიც შეაქმნევინა.

ერთვებოდა სხვადასხვა მოხალისეობრივ პროექტში, სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში.

2019 წელს გაიარა სასწავლო კურსი „როგორ დავიწყოთ ბიზნესი“, სადაც მეგობართან ერთად მიიღო დაფინანსება და რამდენიმე თვის მანძილზე მართავდა პიცერიას ხეობაში, სახელწოდებით - „Friend's Pizza“, რომელიც, სამწუხაროდ, პირადი მიზეზების გამო დაიკეტა. ბოლოს კი საბანკო საქმით დაინტერესდა და 2019 წლიდან დღემდე „კრედო ბანკის“ თანამშრომელია.

აინტერესებს ასევე ტანსაცმლის დიზაინი და სამომავლოდ ამ მხრივ განვითარებას აპირებს.

„არ ვიცი, ხვალ სად ვიქნები, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყო, თან აუცილებლად მექნება კალმისტარი და ქაღალდის ნაგლეჯი, ამაში დარწმუნებული ვარ“, - ამბობს ახალგაზრდა ქისტი პოეტი, რომელსაც დღევანდელი მისწრაფებებით უნარი აქვს თამამად შეაბიჯოს პოეზიის ჯადოსნურ შრეებში.

30.1 გაზაფხულამდე თუ გავძელით

▲ზევით დაბრუნება


შემომეჩვია შემოდგომის გულგრილობა,
გრძნობებს ვალაგებ აბდაუბდა ხის მკვდარ ფოთლებზე,
დაველოდები მოთმინებით ხეთა სერობას,
შრიალს მორთავენ მალე, ვიცი, ქარის ზუზუნზე.

დამჭკნარ ფოთლებთან ერთად ჩემი ათასი გრძნობა,
მიმოფანტული დამიხვდება მინდორ-ველებზე,
ბოლოს მომიღებს მერე ალბათ ეჭვიანობა,
კრეფას დავუწყებ გაგიჟებით ხელისგულებზე.

ამასობაში მომეწევა ზამთრის სიცივე,
ქარით დაღლილი ვერ გავუძლებ ყინვას, ვიცი მე,
რომ დავემხობით ერთად - მე და თოვლის ფიფქები,
თბილი მექნება, ალბათ მარტო ხელისგულები.

გაზაფხულამდე თუ გავძელით...
მე და პეპლებმა, ხელისგულებმა...
გაზაფხულამდე თუ გავძელით...
გაზაფხულამდე თუ გავძელით...

30.2 ქარი არავი და სხვა არავინ

▲ზევით დაბრუნება


აღარ მაქვს უკვე წვიმის ფობია,
ჩემ გარდა ყველა საწვიმრით დადის,
ჩემს და მზეს შორის დიდი ომია,
მე რომ მჭირდება, მაშინ რომ ჩადის.

ღრუბლის ფენებთან ბრძოლა მწყურია,
დილის ათინათს მართმევს და მიდის,
მეწყება მგონი შავის ფობია,
ვერ ვიხდენ, ანდა, არ მესმის - მოდის.

რენესანსს ვეძებ ჩემში წლებია,
ვგრძნობ, ბალანსს კარგავს საათი ქვიშის,
დროსთან ჭიდილი ჩემი ჰობია,
ბრძოლაში ჩართულს არ მესმის შიშის.

გემზე ასულმა დავკარგე ჰალსი,
კვლავ მომიწია ჩაგდება ღუზის,
ზღვასთან ვიცეკვე მე ნელი ვალსი,
დავრჩი ამარა მე ჩემი მუზის.

სხვა ყველაფერი ყოფილა ფარსი,
ვთქვი, მივეძალე კვლავ ეპიგრამებს,
ცხოვრების გნიასს არა აქვს არსი,
უკვე კარგად ვცნობ მის ფონოგრამებს.

აქ, შორიახლოს დათარეშობს ქარი არავი,
დროდადრო მოდის, მინიავებს სიცხით დაღლილ მხრებს,
და ის ისეთი ერთგულია, როგორც არავინ,
ვგრძნობ, ჩემთან ერთად ხშირად როგორ ამოიოხრებს.

დრო აღარ იცდის, უნდა ვპოვო მე ავგაროზი,
თორემ გარშემო ბინას იდებს ღრმა ტარტაროზი,
თუმც რკინასავით გავძლიერდი, გავხდი გოროზი,
ყელში მაქვს უკვე ამ ყველაფრის აპოთეოზი.

30.3 შედარება

▲ზევით დაბრუნება


ქარია ცივი, ღამეა ბნელი,
მზე არის ცხელი, წყალი კი სველი,
ფიქრები შორი, ოცნება გრძელი,
ბედი მოძრავი, სიკვდილი ნელი.
წვიმა შხაპუნა, თოვლი კი თეთრი,
ფერი ათასი, სული კი ერთი,
მიწა ურყევი, ღრუბელი თეთრი,
ზეცა მაღალი, ღმერთი კი ერთი.
სევდა მტანჯველი, განცდა კი ძნელი,
სარკე ნათელი, სიმართლის მთქმელი,
ცეცხლი ბოროტი, ფერები ჭრელი,
სული დიადი, მთვარე კი ბნელი...

30.4 მშვიდობით შემოდგომავ

▲ზევით დაბრუნება


ჩაწყნარდა ქართა ესტაფეტა, ფოთოლთა გმინვა,
გაძარცულ ხეებს შერჩენიათ ძველი დიდება,
ბებერ ფოთოლთა ქარავნებმა გაასწრეს ყინვას,
მათ მორჩილებით არ სჩვევიათ თვითგანდიდება.

გაუვალ სტეპებს დაემსგავსა გოლგოთას გზები,
გაქცეულ ფოთლებს სათითაოდ ადებენ ბორკილს,
ირგვლივ გაისმის ბოროტ სულთა მგმინავი ხმები,
ღრუბლის ფენები კვლავ ითხოვენ დღე-ღამის ქორწილს.

გამა სხივები თავს დაესხნენ ფატა-მორგანებს,
ყინულის მეფე გვირგვინს ითხოვს და ძველ დიდებას,
ყრუ ჯალათები ამზადებენ მფრინავ ყორღანებს,
ხმელეთმა ზეცას ნიშნისგებით უწყო რიდება.

ედელვაისებს ამზადებენ მეფის კარისთვის,
რევოლუციის პათოსშია ღრუბელთა გროვა,
თეთრი საბნები დაურიგეს მთებს სიწყნარისთვის,
ბებერ ფოთოლთა ბანაკებში გაისმის გლოვა.

ჩაწყნარდა ქართა ესტაფეტა, ფოთოლთა გმინვა,
გაძარცულ ხეებს შერჩენიათ ძველი დიდება,
ბებერ ფოთოლთა ქარავნებმა გაასწრეს ყინვას,
მათ მორჩილებით არ სჩვევიათ თვითგანდიდება.

30.5 ვერ დავამარცხე

▲ზევით დაბრუნება


ვერ დავამარცხე, დღე გავიდა, ოხ მერამდენე,
მე შინაგანი უტოპია და მოვიგონე,
რომ ღვთაებრივმა მრისხანებამ მსხვერპლად შემწირა,
როგორც კასანდრა, როგორც ფედრა, როგორც ელენე.

ხმალი აღვმართე, საკუთარ თავს დუელში ვიწვევ,
ღვთის სამსჯავროზე გადაწყვიტონ ჩვენში მართალი,
მე დავმარცხდები, ვიცი, მაგრამ უკან ვერ ვიხევ,
მას თუ მორალი აძლიერებს, მე - სამართალი!

სარკევ, მითხარი, შენ ხომ მიცნობ, როგორც არავინ.
რამდენჯერ გული მოვიოხე შენ წინ გოდებით,
რამდენჯერ თავი მოგაწყინე მძიმე როლებით,
პროზით რაც ვერ ვთქვი, ვაღიარე მწარე ოდებით.

ხმები ჩამესმის ანტიგონეს და ოაკასტეს,
შორს მიმიხმობენ, უსასრულო ქვეყნის შვილები,
ვერ მოვერევი ასე მალე ამდენ სისუსტეს,
ვერ მოვუშუშე საკუთარ თავს დღემდე წყლულები.

...

ვერ დავამარცხე, დღე გავიდა, ოხ მერამდენე,
მე შინაგანი უტოპია და მოვიგონე...

როგორც კასანდრამ,
როგორც ფედრამ,
როგორც ელენემ...
გთხოვ, გამიგონე.

30.6 ექსპრომტი

▲ზევით დაბრუნება


უთქმელობა მიზეზია,
სიტყვა აზრის წამალია,
სათქმელს მხოლოდ კალამს ვანდობ,
ჩემში ჭარბობს პოეზია.
ართქმულ სიტყვებს თან წავიღებ,
სხვა არვისთვის არ გავიღებ,
დამამძიმებს, ქარს გავატან,
გამოსთხოვე, თან წაიღე.
სული ჩემი სამარეა,
შენ წინ მუდამ მდუმარეა,
დრო არ იცდის, დრო არ გვიცდის,
მაგრამ, ალბათ, ჯერ ადრეა.
ბედს ვეძებდი, გზები ვთელე,
გზაზე შემხვდა მწვანე ღელე,
ღელეს ჩიტი ჩამხრჩვალიყო,
ვეცადე და, ვერ ვუშველე.
ბევრი ვწერე, ბევრიც ვხიე,
სანამ მუზად შემეწიე,
მერე ლექსი გასცდა საზღვარს,
მერე ჩემს თავს დავეწიე.
სულს სწადია მწარე მოთქმა,
ბევრი ისმის მითქმა-მოთქმა,
დრო ყველაფრის მკურნალია
უკვე მოხდა, უკვე ითქვა.
ხარბი არის კაცის გული,
ამიტომ აქვს ბევრი წყლული,
ვერ ერევა საკუთარ თავს,
მოერევა გრძნობას რული.
მარტოობის სიმყუდროვე
შემიყვარდა, თავს ვადროვე,
ბედისწერას კვლავ ჩამოვრჩი,
დაგეწევი, გთხოვ, მადროვე.

30.7 * * * (შემოუტიეს ქალაქს ქარებმა,)

▲ზევით დაბრუნება


შემოუტიეს ქალაქს ქარებმა,
ცაში ფრანების იწყო ზეიმი,
სადღაც კივილი მორთეს ზარებმა,
სადღაც სიცოცხლეს კარგავს ლეილი.

მძიმედ სუნთქავენ დღეს აივნები
და თავბრუსხვევა ეწყოთ კორპუსებს,
სადღაც ხარობენ კვლავ ხეივნები,
სადღაც სიმშვიდე კვლავ დაფუსფუსებს.

გარშემო სევდის ქუხს პანდემია,
პირბადეების იწყო კრიზისი,
სადღაც შორს, ვიცი, რომ ედემია,
სადღაც იმედებს აქვთ გენეზისი.

შემოუტიეს ქალაქს ქარებმა,
ცაში ფრანების იწყო ზეიმი,
სადღაც კივილი მორთეს ზარებმა,
სადღაც სიცოცხლეს კარგავს ლეილი.

30.8 თვალები

▲ზევით დაბრუნება


მე გაზაფხულის სველ სიმშრალეს ვადარებ თვალებს,
ცრემლით დაცლილებს და მაინც თბილებს.
შემოსჩვევია მწუხარება ქუთუთოს ფენებს,
ალბათ ის არის, ამ თვალებს რომ ასე ამშვენებს.

კვლავ კეკლუცობა შერჩენიათ დარდით დაღლილებს,
კვლავ ასხივებენ იასამნებს და გვანან ილებს,
მათ ამ სიგიჟეს ბევრი სულის ძახილად იღებს,
სულის ძახილს კი ყრუ ხმაურში ვერავინ იგებს.

30.9 მე და ჩემი მე

▲ზევით დაბრუნება


მე ხშირად მწადდა მესთან ერთად მარტო დარჩენა,
მე მასთან ერთად ფიქრი მიყვარს და ლაპარაკი,
მე მხოლოდ ვიცი „მეს“ ტკივილი, სევდა და წყენა,
სხვას არ უყვება, უთქმელია და ხშირად წყნარი.
მე ყოველ დილით ჩემს მეს ვხედავ დაღლილ სარკეში,
ის მე ისე მგავს, ამას მხოლოდ ერთი მე ვამჩნევ,
მე ხშირად მითხრეს, არ გავხართო შენ და შენი მე,
შეცდნენ, ალბათ მე შეეშალათ სხვა ვინმეს მეში.
მე ყველა მიცნობს, ჩემს მეს კი ცნობს ბევრი არავინ,
მეს გული სწყდება, რომ ჩემს გვერდით ზის უცხოსავით,
მე მომიკითხავს თითქმის ყველა შემხვედრი სახე,
მეს კი ამბავსაც არ ჰკითხავენ იქვე გვერდით მდგომს.

მე თავს უცხოდ გრძნობს მკვდარ ფერებში და ფერმკრთალ ხალხთან,
მეს რაღაც სტკივა, ამ ტკივილს კი წამალი არ აქვს.

31 ქისტი ქალები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ქისტი ქალი

სადაც ქალები წახდებიან, იქ ვაჟკაცები აღარ
იზრდებიან.

ვაინახური ხალხური

ქალები რომ მართავდნენ მსოფლიოს,
არ იქნებოდა ომები.

რობინ უილიამსი

თუ ქალის მართვა შეგიძლია, ესე იგი,
სახელმწიფოსაც მართავ.

ონორე დე ბალზაკი

ქალები ზნეობას ქმნიან,
მამაკაცები კი - კანონებს.

კურტ ტუხოლსკი

ღამე ბრწყინვალებას აძლევს ვარსკვლავებსა
და ქალს.

ბაირონი

ქისტი ქალები

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

32 ქისტური ფოლკლორის მარგალიტები

▲ზევით დაბრუნება


* * *

ფოლკლორი ერის სულიერი სარკეა, მისი კულტურული იდენტობის ფუნდამენტური ნაწილი. ხალხური სიტყვიერება, სიბრძნე და შემეცნება, საუკუნეების განმავლობაში შენახული და გადმოცემული, მეტად მნიშვნელოვანია გამორჩეულად იმ ეთნოსებისთვის, რომლებსაც საკუთარი დამწერლობა არ გააჩნიათ. სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნებიან ვაინახები (ჩეჩნები, ინგუშები, ქისტები), რომელთა ზეპირსიტყვიერება უმაღლეს დონეზეა განვითარებული და მათ გმირულ ისტორიასა და რეალობას არის შესისხლხორცებული.

ვაინახების ტრაგიკული ბედის, მათი მრავალტანჯული ისტორიისა და ომის ქარცეცხლში გახვეული ეპოქების გამო, ვერ მოხერხდა იმ ზღვა ფოლკლორული მასალის შენახვა და გადარჩენა, რომლითაც, მიუხედავად ისტორიული ძნელბედობისა, ყოველთვის გამოირჩეოდა მათი სინამდვილე.

პანკისში ჩამოტანილი და შენახული ქისტური ფოლკლორი კი, მიუხედავად სიმცირისა, საოცარი თვითმყოფადი ელემენტია უზარმაზარი კავკასიური ფოლკლორისა... რაც ყველაზე მთავარია, წინაპართა სამშობლოსთან შემაკავშირებელი ჯადოსნური ძაფია, რომელიც არასდროს არ წყდება და მარგალიტებად ასხია ქისტი ვაჟკაცების უბადლო მამაცობისა და გმირობის საოცარი ისტორიები, ქისტი მანდილოსნების სინდის-ნამუსი და ქისტი ბერიკაცების ღირსების ქუდი, რომლის ზემოთაც მხოლოდ უფალია.

32.1 ქისტების მიერ წინაპართა სამშობლოდან პანკისში ჩამოტანილი და შენახული ფოლკლორული მასალები

▲ზევით დაბრუნება


თვიირი, თვიირი

თვიირი, თვირიი დახან ბოოხუ,
სიინა სიგილ დელლა ბოოხუ,
მალხან ძენარშც ლევძინ ბოოხუ,
ბეთთან ნურუო ყოოგეინ ბოოხუ,
მახაც, დარცაც ყოვსდელ ბოოხუ.
თვიირი, თვირიი დახან ბოოხუ,
ლეჴიჩ გენ ტი ხენა ბოოხუ,
ბერგიშ ბოცჩუნ დეინა ბოოხუ,
ქვიგიშ დოცჩუ ლესთა ბოოხუ
ქუგიშ ბოცჩუ ლეელინ ბოოხუ,
ბაგა ჲოცჩუ დიინ (ჴელინ) ბოოხუ.

ზღაპარი,ზღაპარი

ზღაპარი, ზღაპარი გაპარულაო,
ცისფერ ცაში უნავარდიაო,
მზის სხივებთან უთამაშიაო,
მთვარის შუქზე უბრწყინიაო.
ქარს და ქარბუქს შერკინებიაო.
ზღაპარი, ზღაპარი გაპარულაო,
მაღალ ტოტზე შემომჯდარაო.
ბრმას შეუნიშნავსო,
უხელოს შეუპყრიაო,
უფეხო გაჰკიდებიაო,
უპიროს შეუყლაპავსო.

მთქმელი გუუდეი ბორჩაშვილი
1977 წელი, პანკისის ხეობა, სოფ. ჯოყოლო

* * *

თვიირი, თვიირი ხილარ ბოოხ,
თურ თაამიშ ხილარ ბოოხ,
თურ თვეხნ ვუოჟეირ ბოოხ,
შად თვეხნ ღოთეირ ბოოხ.

* * *

ზღაპარი, ზღაპარი ყოფილაო,
ხმალი საოცარი ჰქონიაო,
ხმლის ერთი დარტყმით ძირს დაუგდია,
მათრახის ტარით აუყენებია..

ქვაგ, ქვაგ, ქვიირინა ქვაგ

ქვაგ, ქვაგ, ქვიირინა ქვაგ,
ქვიერახა ქვეი დაახა ბინა,
ნეყარახ სერჩ ლეხქა ბინა.
ქვაგ, ქვაგ, ქვიირინა ქვაგ,
დეძი დუხარ დუხუშ ლელლა,
ელან მეთთა ბიჟან ქვაგ.
ქვაგ, ქვაგ, ქვიირინა ქვაგ,
წყუნალ თვეხნა ბეხბინ ქვაგ,
ბეი ტი ჰ ~ეჴნა წანბინ ქვაგ.
ქვაგ, ქვაგ, ქვიირინა ქვაგ,
მეხცი ჲუიხინ ხაზბინ ქვაგ,
კარახ ბუიხინ ძიზბინ ქვაგ.
ქვაგ, ქვაგ, ქვიირინა ქვაგ,
სენჩუ ბაი ტი შერშუო ბინა,
ხაზჩუ მახქარც ლავზუო ბინა.
ქვაგ, ქვაგ, ქვიირინა ქვაგ,
დერრიგ დუნიე ჴესთუო ბინა,
ლეჴიჩ სიგილ ლიელა ბინა.
ქვაგ, ქვაგ, ქვიირინა ქვაგ,
დერა ჩერჩიხ ლიეთა ქიიჩა
ჩეხქა გოვრაშ ხეხქა ბინა.
ქვაგ, ქვაგ, ქვიირინა ქვაგ,
დაიმოხქა ლარუო ბინა,
ხალყანა ქარუო ბინა.
ქვაგ, ქვაგ, ქვიირინა ქვაგ,
მოსთაღახა ლათა ბინა,
დოათაღაცა ლაათა ბინა,
ქვაგ, ქვაგ, ქვიირინა ქვაგ.

ფეხო, ფეხო, ქორის ფეხო

პატარა ბავშვის ფეხს ხელში იჭერენ, ათამაშებენ და მღერიან

ფეხო, ფეხო, ქორის ფეხო,
სარკმლიდან ვაცების გამოსაყვანად შობილო,
კარებიდან ხარების გამოსარეკად გაჩენილო!
ფეხო, ფეხო, ქორის ფეხო,
ძვირფასი ტანისამოსით შემოსილო,
თავადის ლოგინში მონებივრე ფეხო!
ფეხო, ფეხო, ქორის ფეხო,
ტალახში გასვრილო ფეხო,
მოლზე გაწმენდილო ფეხო.
ფეხო, ფეხო, ქორის ფეხო,
წუღით დამშვენებულო ფეხო,
ჩუსტით გალამაზებულო ფეხო.
ფეხო, ფეხო, ქორის ფეხო,
მწვანე მდელოზე სასრიალოდ გაჩენილო,
ლამაზ ქალიშვილებთან საცეკვაოდ მოვლენილო!
ფეხო, ფეხო, ქორის ფეხო,
მთელი სამყაროს შემოსავლელად შექმნილო,
მაღალ ცაში საფრენად გამზადებულო!
ფეხო, ფეხო, ქორის ფეხო,
მრისხანე დევებთან შესაბმელად მზადმყოფო,
რაშების საქროლველად გაწვრთნილო.
ფეხო, ფეხო, ქორის ფეხო,
სამშობლოს დასაცავად შობილო,
ხალხისთვის დაბადებულო,
ფეხო, ფეხო, ქორის ფეხო,
მტრის დასახვედრად გაზრდილო,
მეგობართან დაძმაკაცებულო.
ფეხო, ფეხო, ქორის ფეხო!

მთქმელი სანუა გუმაშვილი
1991 წელი, პანკისის ხეობა

* * *

ვაა ვეძიინ დეელი, ვოჴჴა დეელი, ჲალლაჰ დეელი,
ჰ~აი ყინხეთამ ბელხა ბიეჰ~ა ჴუ სა ჯომა მალეიქიშნა,
ჰ~აი ყინხეთამ მა იეშბილაჰ~ ჴუ სა ხოვხა ჯომ დეგნიშთა,
ჰ~აი ყინხეთამ ბოჴჴა ბიეჰ~ა ჴუ სა ხაზა მახქარიშნა,
ჰ~აი ყინხეთამ ბიექა ბიეჰ~ა ჴუ სა მერჩა ჴოჴანიშთა,
ჰ~აი ყინხეთამ ბუოსა ბიეხ~ა ჴუ სა დიექიშ ჭიეყარგიშთა,
ხ~აი ყინხეთამ ბოჴჴა ბიეჰ~ა ჴუ სა ჯიმა ჲოყარიშთა.
დიეხა ჰ~ვიეგა ვეძიინ დეელი, ვოჴჴა დეელი, ჰ~ვიეგა დიეხა! ამინ!

* * *

უფალო ზეციერო, ყოვლისშემძლე ალაჰო ჩვენო,
შენი მოწყალება დააწვიმე ამ ჩემს პაწია ანგელოზებს,
შენს დიდ წყალობას ნუ მოაკლებ ამ ჩემს ნორჩ გულებს,
შენი მოწყალება დიდი ქმენი ამ ჩემი ლამაზი გოგონებისთვის,
შენი წყალობა ღუღუნებდეს ჩემი მშვიდობიანი მტრედებისთვის,
შენი მოწყალება მოუვლინე ამ ჩემს მოჭიკჭიკე მერცხლებს,
შენი მოწყალების კალთა გადააფარე ჩემს პაწაწუნებს,
გევედრები, ზეციერო ჩვენო! ამინ!

მთქმელი ფეედი ბორჩაშვილი
1985 წელი, ახმეტა, ტბათანა

* * *

დადიჟალახ ბაი კუორიგ,
დადიჟალახ ბაი ჯომ დვაგ,
ხა ნაან ჲოღ ხუონ ჩეხქი ბუოლარც,
ხა და ვოღ ხუონ ქვიირინ ქვიეგაც,
დადიჟალახ ბაი კუორიგ,
დაჲიჟალახ ბაი ხაზ ჲოყ.

* * *

დაიძინე, ბებოს პაწაწინავ,
დაიძინე, ბებოს ნორჩო გულო,
დედაშენი მოდის ჩქარი ნაბიჯებით,
მამაშენი მოდის ქორის ფეხით,
დაიძინე, ბებოს პაწაწინავ,
დაიძინე, ბებოს ლამაზო.

მთქმელი მაყვალა მარგოშვილი
პანკისის ხეობა, 2002 წელი

* * *

თვიირანახა ვიცუშ ხილლა,
ქისტიე ბერიე, მეირა კანთა,
ბერდიი ბასნეჰ~ ნიყ ცა თილლა
მააჟარ თვიეფაც ლოლუშ რასხა.
ლეჴა ლამჩუ ჲეხაშ ხილლა,
ელან ჲიოყა, ხაზა მართა,
მეირა კანთან ილლი ელლა,
შიე დაგ ტიერა ბიეზამ-ღეიღა:
„გუო ბეჴინა ლამ ბუ აალა,
ცუ ლაამანახ სო ჲუ აალა,
სო ჲეზაჩუ ჯომჩუ კანთიე,
სო დაჲიგა ვუოლა აალა“.

* * *

ზღაპრის გმირად რომ ყვებოდნენ,
ქისტ მხედარზე, მამაც ვაჟზე,
ბასრ კლდეებზე მიფრინავდა
ბედაურით, მხარზე თოფით.
მაღალ მთებში ბინადრობდა,
ლამაზმანი, მართა ქალი,
გულად ყმაწვილს მან უმღერა
და გაანდო გულის დარდი:
„ირგვლივ მთები დარაზმულან
და იმ მთებში მე ვბინადრობ,
თუ კი გინდა შენი გავხდე,
მაგ ქურანით მომიტაცე“.

მთქმელი ძაბა ბორჩაშვილი
1982 წელი, ტბათანა

* * *

ჰ~ა ქოჩ დარიე ჲელაჰ~ა,
ჰ~ა ფიეყა მეხალ ჲელაჰ~ ა,
ჰ~ა ქავ-ქართ ხაზა ჲელაჰ~ა,
ჰ~ა წიენო დოჴა დელაჰ~ა
ჰ~ა ჴააჩა ჩოომულ ბელაჰ~ა,
ჰ~ა ხაბარ მერზა დელაჰ~ა,
ჰ~ა ოილა ქურა ჲელაჰ~ა,
ჰ~ა სიი ქოართანიგ და ჰ~უანა
ჰ~აი თერქულ ლარდეშ ჲახალაჰ~.

* * *

აბრეშუმითაც რომ შეიმოსო,
ძვირფასი ჭურჭლით რომც იამაყო,
ეზოში ვარდებმაც რომ გაიხარონ,
სახლი და დარბაზი ჭერამდე თბებოდეს,
ტაბლა რომ გემოსთან ზვავობდეს,
და ენა სიტკბოთი მზაობდეს,
ფიქრთა ჭიდილები ზეცამდე წვდებოდეს,
გახსოვდეს, ნამუსი უპირველესია,
მანდილის ტარების უფლებით იცხოვრე!“

ქისტური ხალხური

* * *

აციგ, ბიციგ, ბიწანწალიგ,
შოოშ ხიეგა, ლამ წიეჩა,
წიეჩ ბუნა, ბუნ ეშგა,
ჭერ ბურა ჭყიშთ~.

* * *

ატატაა-ბატატაა,
სამი რუსი ერთადაა,
ერთი მოკვდა, ერთი გასკდა,
ერთიც წყალში ჩავარდაა.

* * *

თვიირი თვიირი თუნქულიგიშ,
მალიქ კეგ ტეხიშგ ფუშთურიგიშ,
ჯოხარუო ღაჯ თვეხნ ჲოტყენარგიშ,
მარიამუო მოთთ ჰ~ეჴნ წანჲინარგიშ.

ზღაპარი, ზღაპარი ზღაპრულაო,
მალიქას ტაკოზე ფურუნკულაო,
ჯოხარს ჯოხით გაუხეთქავსო,
მარიამს ენით გაუწმინდავსო.

ბავშვებში ენით გაწმენდის პროცესი არავის მოსწონს და ამიტომ სახელების მონაცვლეობას ითხოვენ, მეორე ვარიანტი იქნება:

მარიამს ჯოხით გაუხეთქავსო,
ჯოხარს ენით გაუწმენდავსო.

რასაც ჯოხარის პროტესტი აუცილებლად მოჰყვება, რადგანაც გოგოები სიცილს დააყრიან.

* * *

საგილგ ბოღუ, მეძილგ ბოღუ,
მეძილგ ბოღუ, ღალიგ ბოღუ,
ღალიგ ბოღუ, საგილგ ბოღუ,
ღალა, ღალა, ღალა, ღალა...

* * *

რწყილი მოდის, ტილი მოდის,
ტილი მოდის, ქინქლი მოდის,
ქინქლი მოდის, რწყილი მოდის,
ღალა, ღალა, ღალა, ღალა.

* * *

საგილგ ბოღუ, მეძილგ ბოღუ.
მიჩარ ბოღუ? გეენირ ბოღუ,
მიჩახ ჴეშთა? ქუეგად ჴეშთა.
საგილგ ბოღუ, მეძილგ ბოღუ.
მიჩარ ბოღუ? გეენირ ბოღუ,
მიჩახ ჴეშთა? გვანტი ჴეშთა.
საგილგ ბოღუ, მეძილგ ბოღუ.
მიჩარ ბოღუ? გეენირ ბოღუ,
მიჩახ ჴეშთა? ძორხუნდ ჴეშთა.
საგილგ ბოღუ, მეძილგ ბოღუ.
მიჩარ ბოღუ? გეენირ ბოღუ,
მიჩახ ჴეშთა? ნეჴად ჴეშთა.
საგილგ ბოღუ, მეძილგ ბოღუ.
მიჩარ ბოღუ? გეენირ ბოღუ,
მიჩახ ჴეშთა? ქვერთად ჴეშთა,
თხერა ხუნ ჩუ ყეილაბელლა.

* * *

ბავშვებს ფეხის გულებიდან უწყებენ ღიტინს და (თავში) თმებში ხელებს უცურებენ სიცილ-კისკისით:

რწყილი მოდის, ტილი მოდის,
საიდან მოდის? შორი გზიდან,
სადამდეა? ფეხებამდის.
რწყილი მოდის, ტილი მოდის,
საიდან მოდის? შორი გზიდან,
სადამდეა? მუხლებამდის.
რწყილი მოდის, ტილი მოდის,
საიდან მოდის? შორი გზიდან,
სადამდეა? მუცლამდისა.
რწყილი მოდის, ტილი მოდის,
საიდან მოდის? შორი გზიდან,
სადამდეა? მკერდამდისა.
რწყილი მოდის, ტილი მოდის,
საიდან მოდის ? შორი გზიდან,
სადამდეა? თავამდისა,
შეერია ხშირსა ტყესა.

* * *

როცა ბავშვი ფეხით გავლას ცდილობს, ბავშვს ცალი ხელით იჭერენ და უმღერიან:

შიე, შიე ეშგალ ჭოოღოხ,
შიე, შიე ეშგა ბოოღა,
შიე, შიე ბაინა ლეთთიშ,
შიე, შიე ეშგალ ჭოოღა.

თვითონ, თვითონ, რკინაზე მაგარი,
თვითონ, თვითონ, რკინის ბოძი,
თვითონ, თვითონ ბებოსთვის დგას,
თვითონ, თვითონ რკინაზე ძლიერი.

ქისტებში, საერთოდ, ვაინახებში, იკრძალება 6 წლამდე ბიჭის დატუქსვა, შეშინება ან ცემა. ის აუცილბელად უნდა გაიზარდოს თავისუფალი, უშიშარი და დაუმორჩილებელი. ამიტომაც საჭიროა, ბავშვი მშვიდ და კარგ გარემოში აღიზარდოს.

* * *

ჰეიდარ-ბეიდარ ბოაშთოლგ,
ქეენა ჲალა წინთოალგ,
წა მა ჴააჩა წორანგიშ,
ნეღდა ჲისა პენდარგიშ.

* * *

ჰეიდარ-ბეიდარ ბოაშთოლგ,
მატყლი, „მოისხი“ ბატკანო,
სახლამდე ნუ მოაღწევთ დავარდნილებო,
გზაში დარჩით ნეკნებდამჩნეულნო.

* * *

ჰ~ერა აათა ოოთილ ჰ~ო,
ბორძა ბერა ჰ~ოოჯეილ ჰ~უონ,
ცოცანაც ლავსეილაჰ~,
ფეშხაცა ჴვასეილაჰ ~.

* * *

წისქვილში დაგფქვან,
მგელმა თვალი გიბრიალოს;
საცერით გაგცრან,
ფეშხათი გისროლონ.

* * *

ჰ~ერა ჴიერა ჰ~ავძალაჰ~,
ჯარჯ დუჴა ბააჴალაჰ~,
მუეშაკ სიხა ჲუძალაჰ~,
ჩეხქა, ჩეხქა ჰ~ავძალაჰ~.

* * *

წისქვილის ქვავ, დატრიალდი,
ღერღილი ბლომად დაფქვი,
ტომარა ჩქარა გაავსე,
სწრაფად, სწრაფად დატრიალდი.

* * *

ტარღა, ტარღა ბიებალაჰ~,
ლაამ სანნა ლაჴლიილაჰ~,
ტარღა ცალხა ბაალალაჰ~,
თხა მოთთ-ღეიბა კაადლიილაჰ~.

* * *

მატყლო, მატყლო გაბევრდი,
მთასავით გორა დაიდგი,
მატყლო, კარგად დაიწმინდე,
ჩვენო ლოგინ-ბალიშო, დარბილდი.

* * *

ცოცა-ცოცა ლასთალაჰ~,
აჰ~არ ჩეხქა ლავსალაჰ~,
წი ჰ~ო სიხა ლათალაჰ~,
სასქალ ხაზა ჲათალაჰ~.

* * *

საცერო-საცერო, დაბზრიალდი,
ფქვილი სწრაფად გაცერი,
ცეცხლო, ჩქარა აინთე,
მჭადო, ლამაზად გამოცხვი.

* * *

დიგ ჰ~ო ირა ხილალაჰ~,
ნაჯახ ნიისა ჴიეთალაჰ~,
ნაჯ ჰ~ო ჩეხქა დუოჟალაჰ~,
დიგ ჰ~ო ქადიე ჰ~ოვზალაჰ~.

* * *

ცულო, ბასრი იყავი.
მუხას სწორად ჩაეცი,
მუხავ სწრაფად დაეცი,
ცულო, ყოჩაღად დატრიალდი.

* * *

ურც, ურც, ირა ურც,
ნაანი ქვიგ მა ხოოდეილაჰ~,
ნაანა მექირ მა ხილაჰ~,
დაყა დოჴჴა დააჴალაჰ~.

* * *

დანავ, დანავ, ბასრო დანავ,
დედის ხელი არ გაჭრა,
დედავ, ძუნწი ნუ იქნები,
წილი დიდი დაჭერი.

* * *

თუქარგ ჩეხქა დულალიე,
ნიისა, ხაზა ხოოდაჲიე,
თეი ჰ~ო მეეხა დვალალიე,
ტორ ჰ~ო ტელგა ბვალალიე,
ჰ~ინარ ქვიგიშ, ქადიე ქვიგიშ,
ბედირ თიეგა დუალალიე.

* * *

მაკრატელო, ჩქარა გასრიალდი,
სწორად ლამაზად გაჭერი,
ძაფო, ჩქარა ნემსს გაეყარე,
სათითევ, შენ თითს წამოეცვი,
შემძლე ხელებო, ყოჩაღო ხელებო,
ტანსაცმლის კერვა დაიწყეთ.

* * *

დოახქ, დოახქ დადალაჰ~,
ბერძი ურგა ეჴჴალაჰ~,
ჩეი წოგ დოღუ ჰ~უონ,
ჩეხქა ნოვყა დალალაჰ~.

* * *

„ნისლო, ნისლო, გაიქეცი,
მგლის ბუნაგში ჩავარდი,
დათვის კუდი მოგდევს,
ჩქარა გზას გაუდექი.“

მთქმელები:
ძაბა ბაღაკაშვილი, ბილავზი გუმაშვილი,
ფეედი ბორჩაშვილი, აიშათ მაჩალიკაშვილი
1980-ანი წლები, პანკისის ხეობა

* * *

ცჰ~ა მალეიქ დუ ბოოხა ცუ სენჩა სიგილაჰ~,
მეეჟდიგ დოოცუჩაჰ~ დუუსურგ დააც ბოხუშ,
ეზ ვოშა ვუ ბოოხუ ბ~ოხუჩუ ბეერიეშცა,
ოეზდიეშ ბოოცუჩუ სოცურგ ვააც ბოოხუშ.
ჰ~ვიეც ჲაჰ~ ჲა ჰ~უონა ჲურთარ ჲოვსარი,
ჲაჰ~ ჩაჴ მა ჲაილაჴ ჲურთ ჲოვსარი.
ჰ~ო დინად ხოვჩხენა ლით ლიეცური,
ჰ~ვიეცა ჲაჰ~ ჲა ჰ~უონა ჲურთარ ჲოვსარი,
ჲაჰ~ ჩაჴ მა ჲაილაჴ ჲურთ ჲოვსარი.
ჰ~ო ხიხ ვოოლუჩხენ ტეი დეხგური,
ჰ~ვიეც ჲაჰ~ ჲა ჰ~უონა ჲურთარ ჲოვსარი,
ჲაჰ~ ჩაჴ მა ჲაილაჴ ჲურთ ჲოვსარი.
ჰ~ო ბუეხ ვუედიჩხენ ჰ~უონ ტეჰ~ლეთარი
ჰ~ვიეც ჲაჰ~ ჲა ჰ~უონა ჲურთარ ჲოვსარი,
ჲაჰ~ ჩაჴ მა ჲაილაჴ ჲურთ ჲოვსარი.
ჰ~ო ბოვჩუ ჭააღლუჩ ხეენ ნეყ ყოვლარი,
ჰ~ვიეც ჲაჰ~ ჲა ჰ~უონა ჲურთარ ჲოვსარი,
ჲაჰ~ ჩაჴ მა ჲაილაჴ ჲურთ ჲოვსარი.

* * *

ერთი ანგელოზი არისო იმ ლურჯ ცაში,
სადაც მეჩეთი არ არის, იქ არ დავეშვებიო,
ის ძმა არისო მებრძოლი მხედრების,
უღირს ვაჟებთან ვერ გავჩერდებიო.
შენი შურთ, იცოდე, სოფლის კაცუნებს!
შურმა დააბრმავოს სოფლის კაცუნები!
როს ცხენზე ამხედრდები, ლაგამის დამჭერებს
შენი შურთ, იცოდე, სოფლის კაცუნებს
შურმა დააბრავოს სოფლის კაცუნები!
როს წყალს გადადიხარ, იქ ხიდის გამდებთ,
შენი შურთ, იცოდე, სოფლის კაცუნებს!
შურმა დააბრმავოს სოფლის კაცუნები!
როს საომრად მიხვალ შენს მეომრებს,
შენი შურთ, იცოდე, სოფლის კაცუნებს!
შურმა დააბრმავოს სოფლის კაცუნები!
როს კოშკში მაგრდები (საბრძოლველად)კარის ჩამკეტებს,
შენი შურთ, იცოდე, სოფლის კაცუნებს!
შურმა დააბრმავოს სოფლის კაცუნები!

მთქმელი ბილავზეი მუთოშვილი
1965 წელი, პანკისის ხეობა

ქალ-ვაჟის სატრფიალო

ჲოყა:

ჰ~ო ჰუნა ჰ~ვიეჯა სა დიეღა ბ~ერიგ,
ბაყ ბაზარ ქვიზგა ცა დეინეი ჰ~უონა?
ჰ~ო ჰუნა ჰ~ვიეჯა სა დიეღა ბ~ერიგ,
ლიეყანა ფეიშ ცა დეინეი ჰ~უონა?
ჰ~ო ჰუნა ჰ~ვიეჯა სა დიეღა ბ~ერიგ,
წუუნუხ ჰ~ალბეელ წუუნ სერგ ცა ბეინეი ჰ~უონა?

ქალი:

რარიგ მიყურებ თვალმოუშორებლად,
ნამდვილ ბაზარში სარკე არ გინახავს?
რარიგ მიყურებ თვალმოუშორებლად,
მწყრის ნაზი კვერცხები ნუთუ არ გინახავს?
რარიგ მიყურებ თვალმოუშორებლად,
წნორზე ამოსული წნორის სარი ნუთუ არ გინახავს?

კანთა:

ბაყ ბაზარ ქვიზგა დეინიერა სუონა,
ნაახ ჰ~იისინ დე ელლა ცა იეცუშ იერა.
ლიეყანა ფეიშ დეინიერა სუონა,
ლიისინ და ელლა ცა დაჰ~იშ ვიერა.
წუუნუხ ჰ~ალბეელ წუუნ სერგ ბეინერა სუონა,
შანდ ბოლუშ ბე ელლა ცა ბოჴუშ ვიერა.

ვაჟი:

ნამდვილ ბაზარში სარკე მინახავს,
ბევრმა რომ ჩაიხედა, მიტომ არ ვიყიდე.
მწყრის კვერცხიც ვნახე,
გაფუჭებულია-მეთქი, ზედ არ შევხედე.
წნორზე ამოსული წნორის სარიც ვნახე
შანდიანი (ზადიანი) არის მეთქი, არ მოვწყვიტე~.

მთქმელი
ბილავზეი მუთოშვილი

* * *

ჲოყა:

ჰ~ა ფიინახ ოლლუშ დეჩიგ ფონდურ ბეეცეჰ~,
ჰ~ა ქვიერიე ჲეედიშ დაარიე ფარდიეშ ჲეეცეჰ~,
საგათდელჩ ხახქა ჲორღა გავრ ჲეეცეჰ~,
მა აალა ხაზ კანთ სვიეგ, ჰ~უოგა ჲუოლა.

კანთა:

სა ფიინახ ოლლუშ დეჩიგ ფონდურ ბეელეჰ~,
სა ქვიერიე ჲეედიშ დაარიე ფარდიეშ ჲეელეჰ~,
საგათდელჩ ხახქა ჲორღა გავრ ჲეელეჰ~,
სო ჰუ და ვოოლურ ჰ~ო საინა ჲოოლინა.

* * *

ქალი:

შენი ოთახის კედელს თუ ფანდური არ ამშვენებს,
შენს ფანჯარას თუ აბრეშუმის ფარდა არ უხდება,
სევდის დროს საქროლად იორღა ცხენი თუ არ გყავს,
არ მითხრა, ლამაზო, ცოლად გამომყევი.

ვაჟი:

ჩემი ოთახის კედელს თუ ფანდური დაამშვენებდა,
ჩემს ფანჯარას თუ აბრეშუმის ფარდა მოუხდებოდა,
დარდის დროს საქროლად იორღა ცხენი თუ მეყოლებოდა,
აბა, შენი ცოლობა რაღაში დამჭირდებოდა.

* * *

ჲოყა:

ქვიგიშ მა ხაზა ლიელადო,
ქუუგიშ მა ხაზა შერჩაბო,
ჰ~უო ჴიევინჩუ ჰ~აი ნაანინა,
ხაზა ნუსგულ დოოლადიეჰ~ა.

კანთა:

ქვიგიშ ხაზა ლიელუორ დუ,
ქუუგიშ ხაზა შერჩუორ ბუ,
სუო ჴიევინჩუ საი ნაანინა,
ხაზა ნუსგულ დოოლურ დუ.

* * *

ქალი:

ხელებს რა ლამაზად ათამაშებ,
ფეხებს რა ლამაზად ასრიალებ,
შენს გამზრდელ ძვირფას დედას
პატარძალი მიგვარე.

ვაჟი:

ხელებს ლამაზად ვათამაშებ,
ფეხებს ლამაზად ვასრიალებ,
ჩემს გამზრდელ ძვირფას დედას
ლამაზ პატარძალს მივგვრი.

* * *

ლი-ლა-ლი-ლა-ლა ლეჴა ვუ
ლეჴა ხილარცა ოვდალ ვუ,
ლიელა ცა ხეიჩა ფეიდა ბააც,
დათესინ ვითარ მე დარბა დაც.

* * *

ლი-ლა-ლი-ლა-ლა მაღალია,
სიმაღლესთან ერთად სულელიცაა,
მოქცევა თუ არ იცის, ვერაფერს გახდები,
ნებაზე მიშვების გარდა, სხვა საშველი არ არის.

* * *

ხაზა ვინა, ხაზა ხილჩა,
დიქა ვინა, დიქა ხილჩა,
აალა ჰუმა შოი ცა ხილჩა,
თხა ჲურთარა ვააც მა ეელი.
ვოო დეელა, ხილა ველარ,
ვოო დეელა, ხილა ველარ,
ხაზა ხეთჩა, ვეძნა ველჩა,
თხა ჲურთარა ხილა ველარ.

* * *

რადგან ლამაზი გაჩნდა,
რადგან მშვენიერიც გახდა,
სათქმელი რომ არაფერი დარჩათ,
ჩვენი სოფლიდან არ არისო, თქვეს.
ოო, ღმერთო, ყოფილიყო,
დიდო ღმერთო, ყოფილიყო,
რადგან უკვე შემიყვარდა,
ჩემ სოფლიდან ყოფილიყო.

* * *

ქვიერახა ქვარ მა ცა იეშა,
ნეყერახ ნეყ მა ცა იეშა,
ში ძუდ ჲოლჩუ კანთა ქერთა,
ლათა ჯელა მა ცა იეშა.
ცჰ~ა ჲოყა საგ ძუდა ჲა ჰ~ა,
ცჰ~ა ჩვიე ჲუძნა დიეძულ ბა ჰ~ა,
ჲიეჩა ჲიგა ვოოლერეი ჰ~ო,
ეჰ~ ცა ხიეთა ჰ~ა ბერგაშნა.
სეი მაამიხა ჲოოლილა სო,
სეი დაადიხა ჲოოლილა სო,
ხი ეშჩა მეე ხიდა ჲოღეეჰ~,
ჰ~ო ვეიჩა მეე დაგა ვოღეჰ~.

* * *

როგორც ფანჯარას შუშა არ მოაკლდება,
როგორც საკარეს კარი არ მოაკლდება,
ისე, ორი ცოლის პატრონს
ეზოში მყეფარი ძაღლი არ მოაკლდება.
ერთი თავი ცოლიცა გყავს,
სახლიც სავსე გაქვს ოჯახით,
ჩემს ცოლობაზეც უარს არ ამბობდნენ,
ეგ შენი უსირცხვილო თვალები.
ვფიცავ, განვეშორო ჩემს დედიკოს,
ვფიცავ, განვეშორო ჩემს მამიკოს,
წყაროზე მხოლოდ წყლის მოსატანად მივდივარ,
შენ კი მხოლოდ დანახვისას მახსენდები.

* * *

ვიენა შუ ქვიერიე სო დაჴეჩიჩ,
ღიილი ჩოაჰ~ ჲოგუშ ლამფა ჲეიჩი,
ჰ~ო ჩუ ჲოოციილა საინა ხეიჩი,
თუოხა დელირჴა ქიირირა დვაგ.
სვირიენიე ყა ხილარნა ცა ჴიერეი ჰ~ო,
უირიენიე ყა ხილარნა ცა ჴიერეი ჰ~ო,
ჰ~ო ჩუ ხილარიე სათისუშ ვოლჩუ,
სა ყა ხილარნა ცა ჴიერეი ჰ~ო.

* * *

რუდუნებით შენს სარკმელთან მოსულს,
თუ არ დამხვდა მოციმციმე ლამპის შუქი,
როს გავიგე, შენ არ იყავ სახლში,
გადმოვარდნა დამიპირა გულმა.
ამ საღამოს ცოდვის ნუთუ არ გეშინია,
ან ამ დილის ცოდვის მართლა არ გეშინია,
შენი სახლში დახვედრის ლოდინით დაღლილს
ჩემი ცოდვის ნუთუ არ გეშინია.

მთქმელები:
ფეედი ბორჩაშვილი, ბილავზეი მუთოშვილი
და სანუა გუმაშვილი

32.2 სერი-დერი სალაღაზ ფიზდერი ფალაღაზ

▲ზევით დაბრუნება


სერი-დერი სალაღაზ ფიზდერი ფალაღაზ ბოოხუშ წი ჲოლუშ ცჰ~ა ნენა (ბოსტანა) ხინ ტეხ ბეელ დაბუედიშ ხილლა. მოოთოლიშგ შიენა ცა ხავშ ხოთალა ბუეჟანა. ცუ ხეენ გუჩ ბეელლა დახგ.

- ვაა, დახგ, - ელლა სერი-დერი სალაღაზ ფიზდერი ფალაღაზუო, - ა სო ჴუ ხვათალარ ჰ~ალბეჴეჰ~, დვაშ ლო ას ჰ~უონ, ჰ~ვიეგ მეერიე ჲოღურგ მა ჲეს ეელ.

- სოობურ დიილაჰ~, - წყა ჰ~ალდოლიჩ სეგან ნოჩხან ქითახ ლათ ბიეძ შიე, - ელლა დახგუო.

ბედდ ბახანიჩ ცუო, ჰ~ალდოლიჩ სეგან ნოჩხან ქითახ Qურგ დეეჴინ, ბუძძალაც ნეჩხა ჲენა, ბარსთაბერსთან, ბედდა სერი დერი სალღაზ ფიზდერი ფალაღაზ ჲოლიჩ დაბახანა.

შიე ხირქ დინ ყა ჰ~იიგირ დახქო ტიხიიძ ჲოყ ხოთთალარ ჰ~ალაჲაჴა ელლ: წყა ცა ქვაგ ჰ~აუძეინ მისგინიე ეზ ჰ~ახედანა, ჲუხ შოლოღ ქვაგ უეძეინ, ეზე ჰ~ახედანა. ბიე ქვიგანა ეზე ხილლა, ტეხიე სერი-დერი სალაღაზ ფიზდერი ფალაღაზ ეხირთ დაბიირძინა. ცეერ ხილლ დიეძიშ დოლ ჰ~ოლჩაღ ციგ დაჩაჴ დელლა.

32.3 სერი-დერი სალაღაზ ფიზდერი ფალაღაზ

▲ზევით დაბრუნება


სერი-დერი სალაღაზ ფიზდერი ფალაღაზ სახელის მქონე ერთი ჭია (ბოსტანა) წყლის გაღმა გავიდა და გზას განაგრძობდა, რომ უცებ ტალახში ჩავარდა. ამ დროს გამოჩნდა თაგვი.

- ოი, თაგვო, - უთხრა სერი-დერი სალაღაზ ფიზდერი ფალაღაზმა, - შენ თუ ამ ტალახიდან ამომიყვან, პირობას გაძლევ, ცოლად გამოგყვებიო.

- მოიცადე, - უთხრა თაგვმა, - ჯერ მდიდარი კაცის ყველიან გუდას უნდა ვუმტროო.

გაიქცა თაგვი, ერთი მდიდარი კაცის ყველიანი გუდა გახვრიტა, გაძღომამდე ყველი მიირთვა, გასუქდა და სერი-დერი სალაღაზ ფიზდერი ფალაღაზთან მიირბინა (მიცუნცულდა).

რაც შეეძლო, იწვალა თაგუნამ საცოლის ტალახიდან ამოსაყვანად, ჯერ ერთი ფეხი გამოსწია საცოდავ ჭიას და მოწყვიტა, მერე მეორე, ასე დაემართა ოთხივე ფეხს და საცოდავმა სერი-დერი სალაღაზ ფიზდერი ფალაღაზმა სულიც განუტევა.

ქორწილი, რომელიც მათ შორის უნდა შემდგარიყო, იქვე დასრულდა.

მთხრობელი მაყვალა მარგოშვილი
პანკისის ხეობა, დუისი, 2015 .

32.4 ბრძნული გამონათქვამები

▲ზევით დაბრუნება


სიტყვის გამტეხი ვაჟკაცობასაც კარგავს;

ვინც სოფელსა და მშობელ მიწას არ გამოადგება, ის კაცი არ არის;

ვისაც ობლობა არ გამოუცდია, ის ობლობის გემოს ვერ გაიგებს, და ვისაც მიწა და მამული არ მონატრებია, ის ვერც სამშობლოს სიყვარულს შეიგრძნობს;

ნურც დაიბადება უღირსი ვაჟი, და თუ დაიბადება, ნუმც გაიზრდება;

უღირსი კაცი მისთვის გაკეთებულ სიკეთეს ვერ დაინახავს;

თუ ვაჟკაცი ხარ, პირველ რიგში, შენი სარწმუნოება, ხალხი, სამშობლო და დედა ენა უნდა დაიცვა;

ვინც დედას პატივს არ სცემს, ის ღმერთსაც არ უყვარს;

უხეირო ქალი გათხოვებიდან მალევე შინ ბრუნდება, როგორც ნათხოვარი ქვაბი, სანამ საკუთარ ძაღლს დაავიწყდება და ქმარეულების ძაღლი გაიცნობს;

ვინც მიზეზს ეძებს, ის ყოველთვის პოულობს;

როცა სახლიდან გადიხარ, სიკვდილისთვის მზად უნდა იყო;

სიცოცხლეზე მეტად სიკვდილს უნდა ბედიო;

სხვის ქონებას ნუ შეიყვარებ, შენი ქონების პატრონი იყავი;

ქვეყანაზე (დუნიაზე) შერცხვენილ ყოფნას მიწაში წოლა ჯობია;

უვარგისი კაცი არც თავისი სიცოცხლით შემატებს რამეს სამყაროს და არც მისი სიკვდილით დააკლდება რამე;

ცხრა უღელი ხარი რომ ვერ გასწევს, იმხელა საქმის კეთება შეუძლია შნოიან ქალს;

უბედურება დაძახებით არ მოდის;

სიკეთის მქმნელს სიკეთეს ნუ დაუგვიანებ;

ვისაც ქუდი ახურავს, ყველა ვაჟკაცი როდია;

დედაკაცსაც და მამაკაცსაც კაცობა უნდა ჰქონდეთ;

კარგი ქალი ქმრის სიკვდილის შემდეგაც შეინახავს ნამუსს;

როცა ზის - ქალია, ადგება და - ვაჟკაცია;

დედმამიშვილი და საკუთარი შვილი (შენი გაჩენილი) წელს გწყვეტსო;

ვაჟიშვილი, რაც უნდა უვარგისი იყოს, ფიცის დროს გამოდგებაო (სათვალავში ჩაჯდება);

ვინც თავისი ცუდი საქციელის (დანაშაულის) სუნს ვერ გრძნობს, ის პატარა კაცია;

მაძღარს ჯარიც მაძღარი ეგონა, მშიერს კი ჯარიც მშიერი;

მამის სახლისთვის კარგი ქალი და დაა, ქმარეულებისთვის კარგი რძალიო;

ყველა დედის ქალიშვილი კარგია და დედამთილებს ცუდი რძლები საიდან ჰყავთო?

ვირს რაც ზედ ტვირთი კიდია, ყველაფერს თვითონ კი არ ჭამს;

ბუმბულგაპუტულ, გაშიშვლებულ, დაბრმავებულ და მშიერ ყვავს უთქვამს: ცოლეურებში ზედსიძედ მისულ სიძეზე დიდი ფასი და პატივი ახლაც მაქვსო;

სამი რამის გადადება არ შეიძლება: სტუმრის მიღება, მკვდრის დამარხვა და ქალიშვილის გათხოვება;

მიწა, რომელზეც დაიბადეთ, თაფლზე უფრო ტკბილია;

ნათესაობა მათია, ვინც იცავს;

თუ ფული გაქვს, ყურძენს მთაშიც იშოვი.

32.5 ქიცანიშ (ანდაზები)

▲ზევით დაბრუნება


დიქ ვოშ-ღაალ, ვუო ვოშ-ბაალ.
კარგი ძმა-ციხესიმაგრე, ცუდი ძმა-დარდი და ვარამი.

დიქ ძუდ - მოაძ, ვუო ძუდ - ბოარძ.
კარგი ცოლი-თაფლი, ცუდი ცოლი-ძუ მგელი.

დიქ ლოოლხუო - თეშამ, ვუო ლოოლხუო-ეშამ.
კარგი მეზობელი - სანდოობა, ცუდი მეზობელი - დანაკლისი.

ვო იჩ სეგან დვაშ, ჯომჩუე ეყალახ თველლა.
მოხუცის სიტყვამ პატარის (ახალგაზრდის) ჭკუას აჯობაო.

არამ ჰუმანახ ბერქათ ხირ დააც.
არამი ბარაქას ვერ მოიტანსო.

დეყაძა დენა ვოყ ვიჩა, ეულა დველლა.
უბედურ მამას შვილი რომ შეეძინა, აულში ჭირი მაშინ გავრცელდაო.

ბერთიე ჲინ ჩოვ ცა ჲიირძინა, თვიეფუო-თურიე ჲინარგ ჲირძინა.
ენით მიყენებული ჭრილობა ვერ მორჩა (განიკურნა), ხმალ-თოფით მიყენებული კი მორჩაო.

ააშ ჰუსამ ბერქათ დე.
სტუმარი ოჯახის ბარაქაო.

ლააც მა ლააც დეე მაჯ, ლესთჩ მა ხიეც.
ნუ დაიჭერ მამის წვერს, თუ კი მაინც დაიჭერ, არ გაუშვაო.

გოვრახ ცა ვეჰ ინარგ, ნივრახ ლეთთა.
ვინც ცხენს ვერ მოერია, უნაგირს ეჭიდებოდაო.

ელლინიჩ ბარძალ ლელლ ტურ თველლა.
მწოლიარე მგელს მოსიარულე ტურამ აჯობაო.

ციქერგ ბაგ ჲულიინ, ციქერგ ლიეხუშ ლელლა.
სიგარეტი პირში ჰქონდა და სიგარეტს ეძებდაო.

ხიხ ვედდა ერ კელ ინა.
წყალს გაექცა და ზვავში ჩავარდაო.

ბეერი დუ ბოლიჩ დი აალხ ბელლა.
ვისაც მეტი მხედარი (გულშემატკივარი) ჰყავს, ცხენიც მისი იმარჯვებსო.

ვოშ ცა ველჩუო, ვოშ ველჩვუეგ ქოდამ მა ბიე.
ვისაც ძმის სიკვდილის სიმწარე არ გამოუცდია, იმან ძმამკვდარს სამძიმარი არ უნდა უთხრასო.

სიხ დახან ხი ჰუურდუხ ცა ეთთა.
ჩქარამავალი წყალი ზღვას ვერ შეუერთდაო.

უუზტყ ჲეთთ-უსთხ ბერგ კელ ვისანა, ჲოშ-ვოშ დერგ კელჰ არ ველლა.
სამოცი ცხვარ-ძროხის პატრონი ვერ გადარჩა, სამი და-ძმის (ნათესავის) პატრონი კი გადარჩაო.

ვა' მა ვოილვა ჲახ ჰოოც კანთ, ვიჩა მა ვუსიილა.
ნურც დაიბადება უღირსი ვაჟი, ვაი და თუ მაინც დაიბადა, ნუ გადარჩებაო.

ყა დელიჩ ლუომახ ფჰ ხილლა.
ბებერი ლომი ძუ ძაღლად გადაიქცევაო.

აალხ დაალ დველლ ეერძ ტეჰ დისან.
არწივი, რომელიც წინ გასწრებას ცდილობდა, უკან ჩამორჩაო.

ვირაც ლეეთთინ ჲეთთ ტერდიე ხილლ.
ვირთან ნადგომი ძროხა კუიანი გამოდგაო.

სიხ ცა ვეელჩუოხ ვოყ' ცა ხილლა, ნაანას ცა ვინჩუოხ ვოშ ცა ხილლა.
თუ თავად არ გააჩენ, შვილად არ გამოგადგება, თუ დედაშენის გაჩენილი არ არის, არც ძმად ივარგებსო.

ვოყ'ან ჰუ ხაათ, ჲოყ'ან ცუ ხაათ.
ვაჟისთვის ჯიში (გვარიშვილობა) მოიკითხე, ქალისთვის ქუმელიო (საშუალება, ქონება).

' ნაახან და მელლ ლო მეე, დაალ უონა ლურგ დააც.
რასაც შენი ხალხისთვის გასცემ, უფალი დაგიბრუნებსო.

ვუძიჩ მაცლურგ ვა ეელ ცა ხოთ, მაცველჩ ვუძერგ ეელ.
მაძღარს არ ჰგონია, რომ მოშივდება და მშიერს, რომ გაძღებაო.

დიქიჩ დინან შად ცა ეშნა, ხაზიჩ ჲოყ'ან აალა დოაშ.
როგორც კარგ ცხენს მათრახი არ სჭირდება, არც ლამაზ გოგოს მოაკლდება გამკილავი სიტყვაო.

ყეენ ველლ ყა დისან, ააშ ვახან ეჰ დისან.
მოხუცი მოკვდა და ცოდვა დარჩაო, სტუმარი წავიდა და სირცხვილი დარჩაო.

ჲალ ეეხინ ბოარძ გუუდ ჲელლა.
წერას ატანილი მგელი გორაზე შემოდგაო.

მერძიჩ დაშუო ლე ლაამ ბოშეინ.
ტკბილმა სიტყვამ მაღალი მთა გაადნოო.

მეეხჩ ეელჩ ბოლდიშ ვეშახ იეთ, შიჩ ეელჩ გეენ დოოლ.
ბიძაშვილთაშვილის წარმოთქმისას ტუჩები ერთმანეთს ეხებაო, ბიძაშვილის წარმოთქმისას კი შორდებაო.

'ინიე ცა 'იენ ჩუონ, ჲაზიე ცა ჲაზჲინარგ ხილლა.
უმიზეზოდ ატეხილს დაუწერელი დაემართაო.

ცა დაა ვოოცუშ ჯელა'დიქ დააც.
უპატრონო ძაღლიც არ ვარგაო.

ჲურთან, მახქან ქორუოშ ვოცურგ ყუონახ ვააც.
ვინც სოფელს და მშობელ მიწას არ გამოადგება, ის კაცი (ვაჟკაცი) ვერ იქნებაო.

ჯომ ვერგ ვოცუჩ, ვო ვერგ ცა ხილლა.
სადაც პატარა არ არის, იქ დიდიც ვერ იქნებაო.

სივ ცა ხილჩა, წი ცა ჲოლუ.
თუ ნაპერწკალი არ იქნა, ცეცხლი არ გაჩნდებაო.

დუაგ მა დიილხიმე ბერგ ცა ბელხა.
თუ გული ტირის, თვალიც მაშინ ტირისო.

ნეეხ დეთთანახ თეშნა ხუდარ მა დიე.
სხვისი ერბოს იმედით ფაფას ნუ გააკეთებო.

ვოშას ჲოშ მა გუ არ შიენ ბეეხინ, ჲოშას ვეშიი უნ ჲალას.
ძმა ამბობდა, დამ არ დამინახოსო, და კი - ძმის ჭირი მეო (გენაცვალეო).

წაა დოოგეჰ წი თველლა, აა დოოგეხ მალხ თველლა.
სახლიც რომ იწვოდეს, ცეცხლი ჯობიაო, გვალვაც რომ იდგეს, მზის სითბო უკეთესიაო.

სოობურ დუ ხილარ, ეეყილ დო ხილარ დე.
უსაზღვრო მოთმინება დიდი ჭკუის მაჩვენებელიაო.

სიხალე სა დიი', სოობურიე ლაამ ბიი'.
სულსწრაფობამ სული გაანადგურა, მოთმინებამ კი მთა დააქციაო (შეჭამა).

დუძ დველ ოოძიგ დეეტყანა.
ჩიტმა მეტისმეტად გაძღომა მოინდომა და გასკდაო.

ლეეთინიჩ შუნ ააშ ცა ეშნა, ჲეეღინიჩ ჲოყ'ან კანთ ცა ეშნა.
როგორც გაშლილ სუფრას სტუმარი არ მოაკლდება, ისე გასათხოვარ ქალიშვილს მთხოვნელიო.

მა დიეძარ ცა ხილჩა, მა ხილარ ხილეით დიეძ.
თუ ისე არ ხდება, როგორც შენ გინდა, თავის ნებაზე უნდა მიუშვაო.

ტიერ ტეი ოხ ცა იერეჰ , კელარ ხი ოხ იერა.
ხიდო-შენი არ მეშინია, წყალო-შენი კი მეშინიაო.

უო ბორძ ჲელეჰ ქა თუოხ, უო ჲეცეჰ სა თუოხ.
თუ მგელი ხარ, იმტაცებლე, თუ არადა, მოითმინეო.

ჲოცუჩუეგარ ისს ტი ეთჩა ცა ჲეე ინ ხეჩი.
ვისაც არ აქვს, ცხრაც რომ თავს დაესხას, შარვალს ვერ გახდიანო.

და ცა დიეძარგ დინ ჩვიეგ, დაა ცა დიეძარგ დიენა.
ვინც საძრახის საქმეს ჩაიდენს, ცუდი დღე ეწევაო.

აალხ ვახან ჩუ ინ, ტეჰ ვახან კელარ ვეელა.
ვინც წინ წავიდა, ორმოში ჩავარდა, უკან მიმავალი კი გადარჩაო.

ეხქი აა იიხქინიჩ, ენახ ჲეი იიხქინ.
ზაფხულში ვისი ტვინიც დუღდა, ზამთარში იმისი ქვაბიც დუღდაო.

საგ აახ დას-ნაანას ვო, აახ დუხარუო.
კაცად ნახევრად დედ-მამა გაქცევს, ნახევრად კი ჩაცმულობაო.

შიენ ვოოცურგ, ნაახანა ხირქ ვააც.
ვინც თავისთვის არ ვარგა, ის არც სხვისთვის ივარგებსო.

აალხ ააჯე მე ქვაგ მა ლავძ, ტეჰ ააჯე მე დვაშ მა აალ.
წინდაუხედავად ნაბიჯს ნუ გადადგამ, უკანმოუხედავად სიტყვას ნუ იტყვიო.

წა ვოღუშ ვოოცურგ, ველლარგ ცჰ ვე.
ვინც საკუთარ კერას არ უბრუნდება, მკვდრის ტოლფასიაო.

ნიწყ ოოლცამ, ტინგირ ნიის.
ღონე უხვად, მუცელი (საჭმელი) თანაბრადო.

უო ვახანიჩერ ქუი თილლა ბიეძა.
სადაც წახვალ, ქუდიც იქაური უნდა დაიხუროო.

ქვიირთჩუ ეეყილ ცა ხილჩა, ქუუგიშა ნიყ ბო.
თუ თავში ჭკუა არ გაქვს, ფეხები დიდ მანძილს გადიანო.

სა ვალარიე ოოჯუშ დე ველხარ.
შენი ტირილი ჩემი სიკვდილის შესაფერისიაო.

ვალანძ დეელ ვოცურგ საგ ვარქ ვააც.
სიკვდილს უფლის გარდა ვერავინ გადაურჩებაო.

ხაძანჩუოხ მა თიეშ, დეინარგ მა დიიც.
მოსმენილს ნუ დაუჯერებ, ნანახი შეინახეო (ნუ გაასაჯაროებ).

ყინუოხ ცა იერარგ, დეელახა იერერგ ვააც.
ვისაც ცოდვის არ ეშინია, იმას არც ღმერთის ეშინიაო.

დაალ ირიზ ლოიჰ , შიილიჩ იერ ტი ვეხარგ ვე.
თუ ღმერთი ბედს მოგცემს, ცივ ქვაზეც დასახლდებიო.

დიქ დინჩუონ ვუო დალალც, მა ლაილვ სო.
სიკეთის გამკეთებელს სანამ ცუდად არ გადავუხდი, მანამ ნუ მოვკვდებიო.

დეშ დერგ ევლა ჲინ მეემ და ცა დიეძ.
ჯერ იფიქრე და მერე გააკეთეო.

ყეერ ბიინ დუი ვორჰოლოღიჩ ნოხალ ბახან ბოოხ.
ცრუ ფიცი მეშვიდე თაობას დაეწიაო.

ვუოჩუენგა ეეჯან, ვუო ხილ ცა ვიეძ.
ცუდის გამკეთებელს არ უნდა მიბაძო.

კეედ ჩუოხ მა თიეშ, მაას ჩუოხ მა იერ.
წყნარს ნუ ენდობი, ფიცხის ნუ შეგეშინდებაო.

უო ყუონახ ველლეჰ ყიე-მისგიჩ ნაყვასთ ხილ ვიეძ.
თუ ვაჟკაცი ხარ, ღარიბ-ღატაკის ძმობილი უნდა იყოო.

ჰუმ დააც ეელ ოჰ ააჯ ცა ვიეძ, დუ დე ეელ ალ ააჯ ცა ვიეძ.
უპოვარი ვარო, არ უნდა იჯავრო (მიწას უყურო), მდიდარი ვარო, არ უნდა იამპარტავნოო (ზევით არ უნდა იყურო).

დუი ბიინ დვათთაღალ, წვიეც ვოშალლა ლე ლეთთა.
ძმადნაფიცობა ღვიძლ ძმობაზე მაღლა დგასო.

ბაჰ ან ლიეხუშ ლიელჩუონ ქოროდო.
ვინც მიზეზს ეძებს, ის ყოველთვის პოულობს კიდეცო.

დერსთანარგ ბართან ხოვრგ დე, დო დერგ ქვიგან დევძარგ დე.
მსუქანს პირი გაიგებს, დიდს - ხელიო.

შიეჩუონ ქორუოშ ვოცურგ, ნაახანა ქორუორგ ვააც.
ვინც შინაურს (თავისას) არ გამოადგება, ის არც ხალხს გამოადგებაო.

ვუოჩ საგან ვუო დვაშ ოოლუშ, დეთთაღახ ცერგ თუხუშ სანნა ხათიშ ხილლა.
ცუდ კაცს ცუდი სიტყვის თქმა ნუგბარის ჩაკბეჩა ეგონაო.

ეხქ ჲეელიჩ ბარძუო ბერდიიხ ბერთიშ დეეხინა.
ეხში გადაჩეხილი მგელი კლდეს კოცნიდაო.

დიქ ჩუოხ ცა ეთთარგ, ვუოჩუოხ ეთთა.
ვინც კარგის ფასი არ იცის, ცუდს გადაეყრებაო.

ნიისდერგ ოოლჩვიენგ ქეჩბინ ლეთთიშ დი ხილლ ბიეძ.
სიმართლის მთქმელს რაში გამზადებული უნდა ჰყავდესო.

დიქ ძუდ ველჩ ჲისა დიქ ჲე.
კარგი ცოლი სიკვდილის მერეც კარგიაო.

შიე ქუორთამ ძუნგათუო ოობ.
თავისთავს ჭიანჭველაც ინახავსო.

გეენარიჩ ჲოშ-ვოშალ, ულავრ ლოოლხუო თველლა.
შორეულ ნათესავს ახლოს მყოფი მეზობელი გერჩივნოსო.

გუშ ბერძიე, ხაძიშ ყორიე ხილ ცა ვიეძ საგ.
არ შეიძლება ხედავდე და თვალი დაიბრმავო, გესმოდეს და ყურები დაიხშოო.

ვირიე ნივრ ცა თოუ.
ვირს უნაგირი არ უხდებაო.

ჰუმ და ცა ლავჩ საგან, მასავ დი დეი დე.
უქნარა კაცისთვის ყველა დღე უქმეაო.

ვუო მა დიე, ვუონახ მა იერ.
ცუდს ნუ ჩაიდენ და ცუდის ნუ შეგეშინდება.

ერაჰ ში იერ ევძაჩ, აჰ არ ცა ოჰ.
ორივე ქვა თუ დატრიალდება, წისქვილი ფქვილს ვერ დაფქვავსო.

სოგალ ცა ხილჩ, დვინალ ჲაც.
კაცობის გარეშე სიცოცხლეს აზრი არ აქვსო.

ყაჰ არიჩ ყუნუო ვუელუშ დინა ყამელ, აჰ ფიჩ ძუდჩუო ჲელხიშ.
გამოქექილი ქურდი სიცილით ლაპარაკობდა, წამხდარი ქალი კი ტირილითო.

ცჰ ავერგ შიენ კორილგ, ნახან კეხილგ ვე.
ზოგი თავისთვის ნახშირია, სხვისთვის კი ნაკვერჩხალიო.

დეელიჩ დაშან ხეხქინ დი, ვიისიჩ თუოფ ტეჰ იურგ ჲაც.
წამომცდარ სიტყვას ვერც გაჭენებული ცხენი და ვერც ნასროლი ტვყვია ვერ დაეწევაო.

ბუჰ იგ ეებინიჩ ბართ ბუო, ბუო ეებინიჩ ბართ წვიენ.
ციკნის გამზრდელს პირი ცხიმიანი აქვს, ობლის გამზრდელს კი სისხლიანიო.

ხირქ დოლიჩ კუორიგუო, ფეეჩუ დოოლიშეჰ წივ-წივ დო.
ნამდვილი წიწილა ჩანასახშივე (კვერცხში ყოფნისას) იძახის წია-წიასო.

ოოჯუო ვოოვინარგ, დაალა ვოოვინა.
კენჭისყრისას დამარცხებული უფალსაც ავიწყდებაო.

ყეენიჩ გოვრუო ჲორღ ცა ჸოომა ჲო.
ბებერი ცხენი იორღას ვერ ისწავლისო.

დეენ ბოლხ დაგბეელინ, ბალხაჩუონ დაარ.
სახლის პატრონი სამუშაოზე დარდობდა, მუშა კი - საჭმელზეო.

ბერგ ბელჩ, წაწყამ დიიძინ.
თვალი რომ ჩაუსვეს, წამწამიც მოინდომაო.

ვააღარახ ვაახარ ცა ხვილ.
ჯდომით ცხოვრება ვერ გაკეთდებაო (მოეწყობა).

ეზირნიეხ ცჰ ვინარგ, ცჰ ანიეხ ეზირ ვინარგ დეელ ვე.
ათასისგან ერთიც უფალმა შექმნა და ერთისგან ათასიცო.

ენგირიი გუოთ ჲახანა, ონეი გუოთ ცა ჲახანა.
ერთი ქმრის ორი ცოლის გუთანმა ერთად გაწია და მაზლების ცოლებისამ ვერაო.

ბერგუო დე'ნა, ქუგუო-მოაძ.
თვალმა ნეხვი ჭამა, ხელმა კი თაფლიო.

ჲუურღ მელ დე მეე, ქვაგ და მა ბახეით.

ფეხი იმხელაზე გაწიე, რამდენსაც საბანი გაწვდებაო.

ვეხინარგ, ველლარგ ცჰ ' ვე.
მთვრალი და მკვდარი ერთი და იგივეაო.

ხოვჩუო ში' მელლა, ცახავჩუო ცჰ ' ცა მელლა.
მცოდნემ ორი დალია, უცოდინარმა ვერც ერთიო.

არამჩუოხ ლარლიე, ონალჩუონ ტეჰ იე.
არამს ერიდე, ალალი ეძებეო.

სასგალიშ ვოხეინარგ მალარუო ვოხეინჩვალ ვუუხ ვე.
საკვებით მთვრალი (ე. ი. მდიდარი) ღვინით მთვრალზე უარესიაო.

32.6 ქისტური იუმორი

▲ზევით დაბრუნება


* * *

ხეობიდან ერთ კაცს რამდენიმე ცოლი მოუყვანია. თავისი აზრით, საბოლოოდ მოყვანილ ცოლს უთხრა: - კარგად მომისმინე, მე ცოლს ადვილად ვუშვებ, ამიტომ უნდა დამემორჩილო. როცა სტუმრები მოვლენ და შემოგხედავ, დაიმახსოვრე, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ სტუმრებს სუფრა გაუშალო.

ცოლმა ყურადღებით მოუსმინა და უპასუხა:

- და, მე რომ თავს გავაქნევ, შენც იცოდე, რომ ეს უარის ნიშანი იქნება.

* * *

ერთხელ დუისელი გაბისა ტელევიზორს უყურებდა. სიმპატიურ დიქტორს ახალი ამბები მიყავდა. უცებ ცოლთან გაარშიყება მოუნდა და იქვე მჯდომს მიუბრუნდა:

- შეხედე, შამქო (ცოლის ზედმეტი სახელი), რა ქალია, ძაან კი გგავს შენო.

შამქო არ დაიბნა და მიუგო:

- ჩემო გაბის, ამ ქალს არც ქმარი ეყოლება შენნაირიო.

* * *

ოთხმოციან წლებში დუისელი სარელა და მისი ვაჟიშვილი, გურამი პანკისის ხეობიდან ჩეჩნეთში გაემგზავრნენ. მამამ შვილი წინა დღეს გააფრთხილა, სასმელს არ გაკარებოდა, თუმცა, გზად პოლიციელმა აღმოაჩინა, რომ გურამი ნაბახუსევი იყო და ჯარიმაც გამოუწერა. გაბრაზებულმა მამამ შვილს სასტიკი საყვედური უთხრა და დაამატა: - ასეთი მუცელი რომ მქონოდა, ყასაბს გავაჭრევინებდიო.

დამდურებულმა მამამ და შვილმა გეზი ისევ ჩეჩნეთისკენ, წინაპართა სამშობლოსკენ აიღეს. ნაბახუსევ გურამს მამის ზედმეტად განაწყენება არ უნდოდა და ხელმოცარვისგან „იამკებში“ ჩავარდნილი მანქანა ნელ-ნელა, ოსტატურად ამოყავდა.

ერთ-ერთი ასეთი „გამარჯვების“ მერე მამას თავმომწონედ გადახედა და უთხრა:

- ჰა, ბათაყიჩ, როგორი ბიჭი გყევარ?

მამამ თავი გააქნია:

- თავიდან ფეხებამდე ოქროსი ყოფილიყავი, ოღონდ ჩემი არა, სხვისაო.

32.7 უშიშარი მონადირე (მითი)

▲ზევით დაბრუნება


ერთხელ ერთმა უშიშარმა მონადირემ გადაწყვიტა, სანადიროდ პანკისის ხეობიდან მთების გავლით ჩეჩნეთში გადასულიყო. ის იყო ცხენზე ამხედრებულმა საქართველოსა და ჩეჩნეთის საზღვარს მიაღწია, რომ უცებ უკნიდან ქალის ხმა მოესმა, რომელიც სთხოვდა, თუ შეიძლება, დაგემგზავრებიო.

მონადირემ თანხმობა უთხრა და უკან მოიხედა, რათა ქალს უნაგირზე დაჯდომაში მიხმარებოდა. მართალია, ის ძალიან მამაცი კაცი იყო, თუმცა, დანახულმა მაინც შეაკრთო, ის საშინელი სანახაობის მოწმე გახდა: მის წინ იდგა საზარელი შესახედაობის ქალი, რომელსაც ერთი ფეხი ჯერ კიდევ მიწაზე ედგა, როცა მეორე ფეხით ცხენს უკან შემოაჯდა.

- მამაცო მონადირევ, - მიმართა ქალმა შეცბუნებულ მხედარს და უთხრა, - „უნ ნაან ე შიე“ (შავი ჭირის დედა ვარ), ახლაც ერთ-ერთ აულში ჭირის გასავრცელებლად ვიყავი წასული, სამწუხაროდ, მთელი სოფლის გარშემო სისხლის გუბეები იდგა (ალბათ შესაწირი დაკლეს, რათა აულში ჭირი არ გავრცელებულიყო), იმ გუბეების გადაცურვა ვერ შევძელი და ახლა სხვა აულში მივდივარ, რომ იქ გავავრცელო ეს უხსენებელი ჭირი. რადგან კეთილი სამსახური გამიწიე, ამის უთქმელობა შენთვის არ შემეძლო.

- ახლა კარგად მომისმინე! - ხმაში სიმკაცრე დაეტყო საზარელ არსებას, - გაფრთხილებ, სადაც მიდიხარ, იმ აულში და არემარეში დღე-ღამეზე მეტხანს არ დარჩე, თორემ ამ საშინელი სენის მსხვერპლი გახდებიო, სწორედ იმ სოფელში ჭირის გასავრცელებლად დაგემგზავრეო, - ეს უთხრა და აულს როგორც კი მიუახლოვდნენ, უნაგირიდან ისე გაქრა, მხედარმა ვერც კი შენიშნა.

უშიშარი მონადირე როგორც „ჭირის დედამ“ დაარიგა, ისე მოიქცა, მხოლოდ დღე-ღამის განმავლობაში ინადირა ჩეჩნეთის ტყეში და უკან გამობრუნდა.

ამბობენ, მართლაც ისეთი საშინელი ჭირი გავრცელებულა იმ სოფლებში, რომ მოსახლეობა თითქმის გაწყვეტილა.

მთხრობელი ბადიი მარგოშვილი
პანკისის ხეობა, სოფ. დუისი
2015 წლის 12 აგვისტო

32.8 მანდილი (ლეგენდა)

▲ზევით დაბრუნება


როგორც ამბობენ, დასაქორწინებელი ვაჟისა და ქალის სულები სხეულებთან ერთად ხვდებიან საიქიოში. ასე, ერთი მშვენიერი ჭაბუკი ადრიანად განრიდებია სამყაროს და საიქიოში დაუდვია სამარადისო სასუფეველი. ერთხელაც ცაში მონავარდე ჭაბუკს მიწაზე ერთი ლამაზი ქალი შეუნიშნავს, თვალისმომჭრელი მკლავის სიმსხო ნაწნავებით წელამდე, რომელიც კიდევ უფრო ამშვენებდა ქალიშვილს. ნეტავ მიწაზე რომ ჩავიდე და პირისპირ შევხვდე, ისეთივე ლამაზი იქნება, როგორც ციდან ჩანს, გაიფიქრა ვაჟმა. ჭაბუკმა უფალს სთხოვა, ცოტა ხნით დედამიწაზე ჩასვლის უფლება მიეცა. ღმერთმა ნებართვა მისცა. ცის გადმოსახედიდან ნანახზე ათასჯერ უფრო ლამაზი აღმოჩნდა ქალიშვილი, ასევე საოცრება იყო მისი ნაწნავებიც.

0x01 graphic

ჭაბუკი უფალთან დაბრუნდა და შეევედრა, ქალიშვილიც ზეცაში აეყვანა მასთან.

- მას როგორ ამოვიყვან ცაში, ის ხომ ცოცხალი არსებაა? სანამ მისი დრო არ მოვა, საიქიოში როგორ გადავიყვან? - იუარა ღმერთმა. ვაჟიშვილი ძალიან განაწყენდა, უფალს შეეცოდა ჭაბუკი და უთხრა: - ჩადი და თუ დაგთანხმდება, ამოიყვანე ქალიშვილი ზეცაში. ვაჟი მიწაზე ჩავიდა და, ზეცაში წამომყევიო, შეევედრა ქალიშვილს. მაგრამ ქალიშვილი არ დათანხმდა.

მაშინ, ზეცაში უკან დასაბრუნებელ გზაზე ასვლა რომ დაიწყო, ჯიბიდან ამოიღო და მანდილი დააფარა ქალიშვილს თავზე, - თუ ჩემი არ იქნები, შენს სილამაზეს სხვაც ვერ დაინახავსო.

მას შემდეგ ქისტ ქალს მანდილის გარეშე ვერ ნახავთ.

P.S. წიგნში გამოყენებული ტექსტები ჩეჩნური ენიდან (ჩეჩნური ენის ქისტური
დიალექტიდან) ქართულ ენაზე და პირიქით თარგმნა მექა ხანგოშვილმა.

33 ქისტური საკუთარი სახელები

▲ზევით დაბრუნება


33.1 მამაკაცის საკუთარი სახელები

▲ზევით დაბრუნება


- არსნაყ, ალბას, ´აბდულ, აათბი, ააცი, აალხ, აბუო, აალცბიექ, ´ალავდი, აახეი, აიუფ, ასჰ~აბ, ჲაყუფ, აჰ~ჲიად, აჰ~დან, ´ადლან, ანზორ, არსენ, აადამ, ასლან, ახმად, აბესალიე, ´ადო, ´ადულა, ამიგ, ახაგ, ანზორ.

- ბაათ, ბიჯიი, ბეისარ, ბიეხო, ბათაყ, ბაშლამ, ბიეჴი, ბისიი, ბოოდი, ბურკულუო, ბასეი, ბაცეი, ბისან, ბეესა, ბურცაგ, ბიექი, ბადრუდინ, ბაჰაუდინ, ბექსოალთ, ბუექეი, ბერს, ბაას, ბაასნაყ, ბეეთირ, ბაჰ~, ბიისოლთ, ბოოფ, ბიისეი, ბესლან, ბილა, ბიილეი, ბუღდან, ბუეძიგ, ბიჩიი, ბაადურ, ბეთიი, ბირინგ, ბიიბოლთ, ბიეყეი, ბუღაი, ბაისანგურ.

- გებიშ, გოი, გიო, გეეზიგ, გარა, გააქ, გაბის, გაქეი, გეეზიგ, გაქირ, გაი, გონეი, გიელეი, გაულ.

- დუი, დაადეი, დაარაჰ, დასხუალგ, დაუთეი, დააუდ, დულაა, დოუთ, დუგეი, დარაა, დიბაი, დაადიგ, დუდარღ, დუდ, დოოგი, დუბეი, დარეი, დუდაი, დუღეი, დაგო, დონდა.

- ეედი, ელმარძ, ჲესქი, ¢ეელი, ერთილო, ეელთიე, ელბერდ

- ვუგეი, ვისიით, ვაათ, ვისარგ, ვაახ, ვოვიგ, ვუევერგ

- ზელიმხან, ზაინდი, ზაურ, ზურაბ, ზურო, ზვიადაურ,ზეითხან.

- თუნქო, თა'ი, თოუ, თემრუზ, თოუბუალთ, თოოთი, თოთრაშ, თიჩიი, თოოჩი, თუთაჴ, თათარ, თედორე, თაუბეი, თოვსვალთ, თეფსი, თარხან, თურფალ, თააზაბეი, თათეი, თასმაილ, თაუქა.

- იგვიგ, ინალ, იდეი, იექ, იახია (ჲაჰ~ჲა), ¢ისა, იდრიზ, იბი, იზნაურ, ისრაფილ, იბრაჰიმ, იბეი, იჩო, ისუბ, ილიეზ, ისრა~ილ, იო, ითი, იდა, ისმა~იილ, იილიზბარ, იესი.

- კინტო, კანეი, კვესტიე, კუშტან, კვერნეი.

- ლოომი, ლუარს, ლაბაზ, ლომიე, ლიეგეი, ლოამ ´ეელ, ლეეჩი.

- მუესიგ, მაჰ~, მაათეი, მაჰ~ამ, მაგეი, მუსა, მუსილონ, მაჰ~ამღეეზ, მაჰ~მად, მაჰ~ად, მუჰ~მად, მურცეელ, მააც, მუესი, მადაი, მოუსარ, მურთაზ, მანსურ, მუსლიმ, მოჩუყ, მაჟიით, მურად, მოჰ~ეი, მაჰ~დი, მუხეი, მაცაა, მაჰ~აი, მიიქეი.

- ნოონგ, ნეედირ, ნადეი, ნოდიი, ნიკელეი, ნეესიბ, ნადა, ნოხაი, ნაძო, ნუნუო.

- ოეზდიე, ოორც, ოდი, ოი.

- პატეი, პიპილო, პაპაშ.

- ჟორაა.

- რამზან, რეშით, რუსლან, რაჟაფ, რიზვან, რუუსტუმ, რუთიი.

- სოლცბიექ, სალამბიექ, სეიდ, სალმან, სეიფანტი, სა ¢იიდ, საალიმ, სა¢დულ, სულთან, სეიდახმად, სუაჟახმად, საარელ, საარდალ, სუხიგ, სულეიმ, სამად, სუასეი, სიელხეეშქ, სალამ, სა'ეი, სუნახ, სუხეი.

- ტოტიე, ტაივან, ტიტო.

- 'უმარ, 'უსმან, 'უსამ, უვეის, უეზდიე, უსუფ, უნაი, უაციგ, უმი, უნახქ, უნუზ, უეძიგ, უაქ, უმახ.

ფ - ფულეი, ფურუშკ, ფასკუოჩ, ფიდეი, ფიდო, ფითეი, ფოციი, ფაცო, ფორე, ფეიზულ.

- ქილეი, ქვიირი, ქაასი, ქამუო, ქეციი, ქუქა, ქუქ, ქერიმ, ქუშეი, ქოობურ, ქორთალიკ, ქუოჩალ.

- ღამბოალთ, ღიშქ, ღუდ, ღეეზმაჰ~ამ, ღეენიშ, ღაირბიექ, ღოისოლთ, ღეეზი.

- ყაბილ, ყურეი, ყაურბიექ, ყაზარ, ყურბან.

- შაბეი, შაამი, შერიფ, შოაიფ, შავხალ, შემილ, შახბოლთ, შოობურ, შირვან, შაამ, შეიხო.

- ჩიღ, ჩორა, ჩუოფალ, ჩოქი, ჩუარ, ჩონქარ, ჩუოფეი, ჩიჩუე, ჩოხელა, ჩიემეი, ჩუონთა, ჩორიგ.

- ციცხაშ, ციქიი, ცოქიი, ცოსკარ, ცუოციგ, ცოგო, ცაგაა, ციხიი, ციცაა, ცვეზდნა, ციქო, ცუეცეი.

- ძიგ, ძეიც, ძვიიძი, ძამბიექ, ძაურბიექ, ძოძიი, ძვანძიგ, ძიეგეი, ძვანძეი, ძინგა, ძეემი, ძეელმახ.

- წოვენარგ, წიწაა, წოხაი, წიწკო, წინთუო, წოი.

- ჭილაგ, ჭუაგეი.

- ხეენგ, ხასუო, ხონქარ, ხუშპარ, ხაასეი, ხაალიდ, ხიზირ, ხვიტიი, ხაძ, ხოხიე, ხუტ, ხუნარიქ, ხაძაგ.

- ჯაბრაილ, ჯარაფ, ჯაარჯ, ჯაბო, ჯაი, ჯოხარ, ჯუოყალ.

- ჰაარუონ, ჰაქიმ, ჰიტინ, ჰუნარიკ.

- ჰ~ასან, ჰ~აამიდ, ჰ~უსეინ, ჰ~აასეი, ჰ~ამზათ, ჰ~ამეი, ჰ~ეიდარ.

- ჲუზგარ, ჲუნუზ, ჲუსუბ.

33.2 ქალის საკუთარი სახელები

▲ზევით დაბრუნება


- აალცანეი, არუჟ, ანისათ, ახსირათ, ახჩაღაზ, არავღაზ, 'აბდათ, აზიიხ, 'აიშათ, აზიი, ალფათუო, აღაზა, აზნათ, აჟუო, არუსათ, ააზანეი, ააზეი.

- ბანუო, ბაბაქ, ბააშხ, ბასირათ, ბააზეი, ბეისიეთ, ბუჯეი, ბეიღაზ, ბაბი, ბიიქათუო, ბილავზეი, ბოო, ბათთაღაზ, ბუჩეი, ბაქისათ, ბუშ.

- გაქეი, გოვზეი, გუეგეი, გუოდეი, გადიშეი, გოგო.

- დაი, დოდეი, დეში, დოგიი, დაშუო, დაგმაარ, დარო, დათეი, დაქაშ.

- ეესიეთ, ესიმეთ, ელზა, ეზიჰ~ათ, ელის, ელიი, ეთიი

- ვინარი, ვა'ი, ვაიდათ.

- ზარიხ, ზუხრა, ზაირო.

- თოეი, თამაარ, თაიბათ, თუმიიშ, თოეით, თაუქა, თა'ი.

- იილეი, ისმი, ინზა, იზარდი.

- კაჰ~ო.

- ლალეი, ლოვძარ, ლოლო.

- მარიემ, მედინათ, მოორი, მაქქა, მოჩიგ, მაქეი, მართა, მალიქა, მაარიეთ, მასლაჰ~ათ, მარხა, მარუსა, მალიქათ, მედიი.

- ნანეი, ნასიჰ~ათ, ნაბისათ, ნანუო, ნაიდაშ, ნუურა, ნაძიი, ნოსურათ, ნაანეი, ნასი, ნაი.

- ოლა.

- პელა.

- ჟენიე.

- რაჰ~იმათ, რაჰ~მად, რეიჰ~ათ, რუმიის, რუყეი, რაბი´ყათ.

- სარიიჟ, საჰ~ათ, საძეი, სიირაღაზ, სირჟან, სერო, სეიჰ~ათ, სებიჰ~ათ, სანუო, სოობურ, სუოსმ, სააჟი, საციით, სიუ, სეიბათ, სენიბათ, სალიჰ~ათ, სუენეი, სერეი, საარეი, სოვღეი, საიხა.

- ტასო, ტაისა.

- ფასიჰ~ათ, ფალეი, ფაადამ, ფალუოშკ, ფეედი, ფაათუო, ფეეტიმათ, ფაადამ, ფირდოუზ, ფერიზ, ფად, ფუჩურ.

- ქაალი, ქალიმათ, ქასირათ, ქოვსი, ქააბეი, ქასიი, ქიქილა, ქილსაან, ქასიჰ~ათ, ქალი.

- ყიბიი.

- შარიჸათ, შარიბათ, შავლაჴ, შამსაათ, შუშან, შიექი.

- ჩიილაღაზ.

- ციილეი, ცაცო, ცარო.

- ძაბ, ძაბურ, ძააძეი, ძაჰ~ეი, ძარაშ, ძააძი, ძულეი, ძუდაშ, ძარეი, ძეი, ძეინაფ, ძაბაანთ, ძა'აი, ძეიფეი, ძეიჰ~, ძარო, ძაახუო, ძანუო, ძააბეი, ძუგეი, ძარიბათ, ძარუო, ძარგო.

- წოვძ.

- ხადიშათ, ხეედი, ხადიი, ხაზუო, ხავლეი.

- ჯოვზან, ჯოუჰარ, ჯული, ჯეინეი.

- ჰიიჟან, ჰოშქულ.

- ჰ~ულიი, ჰ~ულიმათ, ჰ~ურმათ, ჰ~ავა, ჰ~ანი.

- ჲამეი, ჲისეით, ჲოჸეი, ჲააძეი, ჲანუო, ჲითეი, ჲაზანუო, ჲაბეი, ჲანეი, ჲაზუო.

- ჴოჴუ.

34 ეპილოგის მაგიერ

▲ზევით დაბრუნება


ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს“.
იოჰან ვოლგფანგ ფონ გოეთე

როგორც სრულყოფილი ბედნიერება და სრულყოფილი სიცოცხლე არ არსებობს ამ სამყაროში, ასევე, შეუძლებელია ბოლომდე სრულყოფილი საქმე. ამ მიზნისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ადამიანების ყოველდღიური მცდელობა თუ შრომა ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმის მისაღწევად, ვფიქრობთ, გამართლებულია.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მიუხედავად ჩემი უდიდესი მცდელობისა და უზარმაზარი სურვილისა, ეს წიგნი ბოლომდე ამართლებს მიზანს, თუმცა, ფაქტია, რომ ამ დიდი და საშვილიშვილო საქმისათვის არც ენერგია, არც შრომა და არც მონდომება არ დამიშურებია.

და რაც ყველაზე მთავარია, ეს წმიდათაწმიდა საქმე, რასაც შენი ხალხის ისტორიის შენახვა-გადარჩენა, სახელოვანი და ღირსეული წინაპრების სახელის უკვდავყოფა ჰქვია, უდიდესი მოვალეობაა, რომელიც ყოველთვის ყოველგვარ კეთილდღეობაზე მაღლა იდგა და დგას დღესაც.

წიგნის შექმნის პროცესი არ ყოფილა იოლი, თუმცა, იმდენად დიდი იყო სურვილი იმისა, რომ ისტორიაში ქისტების პანკისში ცხოვრების ორასწლოვანი მატიანე დარჩენილიყო, რომ ამ რთულ გზას, წლების განმავლობაში, ბილიკ-ბილიკ ვლაშქრავდი.

აღარ დავიწყებ წიგნის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე საუბარს, რადგანაც ამას მკითხველი ნაშრომის გაცნობისას თავად შეიგრძნობს, თუმცა, თავს ვალდებულად ვთვლი, ვისაუბრო იმ სირთულეებსა და უარყოფით შედეგებზე, რომლებმაც თავი იჩინა წიგნის შექმნის პროცესში.

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ წიგნის ავტორის მთავარი მიზანი იყო სიმართლის წერა, რაც უნდა მტკივნეული და არასასიამოვნო ყოფილიყო ეს სიმართლე. ვთვლი, რომ ისტორიის გაყალბების თუნდაც მცდელობა არის უპატიებელი ცოდვა, რაც ეწინააღმდეგება ვაინახებისა და, პირადად ჩემი, როგორც წიგნის ავტორის მსოფლაღქმას, ფასეულობებს, ღირებულებებსა და, რაც ყველაზე მთავარია, მორალურ თუ ზნეობრივ პრინციპებს.

სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა!

ამიტომაც ვერ მოხერხდა ვაჟკაცობის, მამაცობის, ღირსებისა და ადამიანობის იმ უამრავი მაგალითის გადმოცემა, რომელიც ქისტების პანკისში დასახლებიდან თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში ვითარდებოდა ხეობაში. სამწუხაროდ, ვერ შევძელი ზოგიერთი სწორუპოვარი მეომრის გმირობის ამბის აღწერა. ისინი ხომ მედგრად იცავდნენ პანკისის ხეობის კარიბჭეს ყველა მომხდური მტრისაგან და ერთგულად დარაჯობდნენ ძვირფას სამშობლოს.

სრულად ვერ აღვწერე ქისტების პანკისის ხეობაში დასახლების შემდეგ ქართველებსა და ქისტებს შორის ჩამოყალიბებული მეგობრული თუ გმირული რეალური ისტორიები, თითო-ოროლა შემთხვევის გარდა.

თუმცა, ყველაზე მტკივნეული და შემაშფოთებელი იყო ის გარემოება, რომ, მიუხედავად ჩემი მრავალჯერადი და გულითადი მცდელობისა, ვერ მოვიძიე პანკისის ზოგიერთი ღირსეული და სახელოვანი შვილის ბიოგრაფია და ვერ მოვახერხე მათი მარადიულობაში სრულყოფა. ბევრ შემთხვევაში, თავად ოჯახის წევრებმა, შვილებმა, შვილიშვილებმა, შვილთაშვილებმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა, უამრავი თხოვნისა და ხვეწნა-მუდარის (რაც არ მითაკილია) მიუხედავად, არ მომაწოდეს მასალა, და, ამდენად, მათ სინდის-ნამუსზე იქნება წინაპრების ამაგის უგულებელყოფაც.

სამწუხაროდ, მიუხედავად დიდი სურვილისა, ვერ მოვიძიე ერთ-ერთი ცნობილი ქისტური ოჯახის სახელოვანი ქალიშვილის - ჟენია დაქიშვილის ბიოგრაფია. მისმა ვაჟიშვილმა, ვინც დღემდე არ წყვეტს ნათესაურ კავშირებს დედეულებთან და ხშირად აკითხავს პანკისის ხეობას, უარი განაცხადა დედის ბიოგრაფიის წიგნში შეტანაზე. ამთავითვე უნდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი ქვეყნის სახელოვანი და ღირსეული შვილი არ არის მხოლოდ ოჯახის საკუთრება. ისინი არა მხოლოდ ოჯახს და თეიფ-თუხუმს, ჩვენს შემთხვევაში ორივე სამშობლოს, ჩეჩნეთსაც და საქართველოსაც, ეკუთვნიან და ზოგჯერ კიდევ უფრო ფართოა სამყაროს მიერ მათთვის გაღებული კარი.

დუდარა დაქიშვილის ოთხმა შვილმა წარმატებული კარიერა გაიკეთა, თუმცა, ჟენია დაქიშვილი ყველაზე წარმატებული ქალი იყო პანკისის ისტორიაში, ვინც საქართველოში მიიღო განათლება და წინაპართა სამშობლოში საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი გახდა. იგი 1960-იან წლებში ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქურჩალოის პარტიის რაიკომის მდივანი იყო, ცოლად გაჰყვა საკმაოდ ცნობილ და სახელოვან ჩეჩენს, თუმცა, მთელი ცხოვრების მანძილზე, საქართველოსთან ურთიერთობა არ შეუწყვეტია. მეუღლესთან ერთად მუდმივად ეხმარებოდა პანკისის ხეობიდან ჩასულ თანამემამულეებსა და ნათელი კვალი დატოვა თავისი ხალხის მეხსიერებაში. დროული ჩეჩნები მას დღემდე ისე იხსენებენ, როგორც სანიმუშო მანდილოსანს, რომელიც თავისი ღირსებითა და ქმედებებით არ ჩამოუვარდებოდა მამაკაცებს.

მისი ძმა, სოსო დაქიშვილი, კულტურის სფეროში მოღვაწეობდა - ცეკვისა და სიმღერის ანსამბლს ხელმძღვანელობდა. როგორც მისი თანამედროვენი იხსენებენ, საუცხოოდ უკრავდა გიტარაზე, ფანდურზე, ბალალაიკაზე, გამორჩეულად მღეროდა და ცეკვავდა კიდეც.

ჟენიას დებმა - მერიმ და მანიამაც მიიღეს უმაღლესი განათლება. მერი ჰიპოკრატეს ფიცის ერთგული დარჩა სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო მანია კეთილსინდისიერად ემსახურა მომავალი თაობის აღზრდის მეტად საპასუხისმგებლო საქმეს.

ანზორ ექას ძე ცათიაშვილი არის პირველი პანკისელი ქისტი, ვინც წინაპართა სამშობლოში, ქ. გროზნოში, დააფუძნა უმაღლესი სასწავლებელი - „ჩეჩნეთის რესპუბლიკის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტი“ და წლების განმავლობაში იყო რექტორი. გარდა ამისა, იგი არის საშუალო პროფესიული განათლების არასახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულების - `სამართლებრივი და სახალხო ეკონომიკის კოლეჯის“ დამფუძნებელი, ასევე რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ქისტური დიასპორა „აღორძინების“ გენერალური დირექტორი და სხვა მრავალი. სამწუხაროდ, ვერც მისი სრული ბიოგრაფიული მონაცემების მოძიება მოხერხდა, მიუხედავად მრავალჯერადი სატელეფონო კავშირისა მისი ოჯახის წევრებთან.

ელიზბარ (განი) ბორჩაშვილი ამ წიგნში ძალიან მცირე ბიოგრაფიით არის შესული, როგორც სპორტსმენი, მისი მიღწევები კი ბევრად უფრო ფართო და მასშტაბურია. იმის შიშით, რომ რაიმე უზუსტობა არ გაპარულიყო და ვერც თავად ელიზბართან მოხერხდა კონტაქტი, შევიტანე მხოლოდ ის მონაცემები, რომლებიც ბატონ ომარ მარუქაშვილის წიგნში იყო დაბეჭდილი. ელიზბარი ოჯახთან ერთად ცხოვრობს ყაზახეთის რესპუბლიკაში, მისი ვაჟი არის მაღალი თანამდებობის პირი ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების დარგში. მაღალ თანამდებობას იკავებს ელიზბარის ქალიშვილიც. სამწუხაროდ, მათი სრული ბიოგრაფიების მოძიება ვერ მოხერხდა.

გულდასაწყვეტია ის ფაქტიც, რომ ვერ მოვიძიე ცნობილი ქისტი ინჟინრების: ზელიმხან (ძაურბიექ) მუთოშვილის, ახიად ქავთარაშვილის; ხელოვანების დარგში მოღვაწე ადამიანების, მათ შორის მხატვრების: გერმანე მუთოშვილის, ხიზირ მარგოშვილისა და სხვათა ბიოგრაფიები; ასევე ვერ მოხერხდა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა თუ ვეტერანების ბიოგრაფიებისა და ფოტომასალის სრულად მოძებნა, ჩრდილქვეშ დარჩა სამშობლოს (საქართველოსა და ჩეჩნეთის) თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას შეწირული უამრავი ქისტის გმირული ისტორიაც.

დიდ სინანულსა და გულისტკივილს იწვევს ჩემში ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიის, პედაგოგიკის დარგის არასათანადო წარმოჩენა. ვერ აღვნიშნე ყველა მასწავლებლის ღვაწლი და დამსახურება, ასეთი კი ძალიან ბევრია.

აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოს მასშტაბით, სოციალური ქსელის დახმარებით, რამდენიმეჯერ მივმართე თანამემამულეებს, გამოეგზავნათ საკუთარი ან ახლობლების ბიოგრაფიები და ფოტომასალა, თუმცა, ქისტი ხალხის მსოფლაღქმიდან, მათი მოკრძალებული ხასიათიდან გამომდინარე, დიდმა უმრავლესობამ არ ჩათვალა თავი ღირსად, ისტორიის საკუთრება ყოფილიყო, რამაც კიდევ უფრო რთული გახადა ხეობის მოსახლეობის ცხოვრებისა და საქმიანობის სრულყოფილი გადმოცემა.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ წიგნში არ შედის დღეს პანკისის ხეობაში არსებული ვითარება, აქ მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა, ასევე წარმატებული და საამაყო ახალგაზრდების ბიოგრაფიები, რადგანაც ეს უკვე ცალკე წიგნის მასალაა და მხოლოდ ფოტომასალით შემოვიფარგლე, რომელსაც პირობითად დავარქვი - „პანკისი გუშინ და დღეს“.

შეგნებულად არ შევეხე ბოლო წლების განმავლობაში პანკისის ხეობაში, სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა და სხვა მრავალი, განხორციელებულ უამრავ პროექტსა და ღონისძიებას, მათ მნიშვნელობაზე პანკისის ხეობის განვითარების კუთხით; ასევე არ ვსაუბრობ ხეობაში დღეს არსებულ უამრავ პრობლემაზე, გამორჩეულად კი პანკისის თითოეული მოქალაქის სიცოცხლის უსაფრთხოებაზე, რომელიც დღემდე დიდ გამოწვევად რჩება ქისტი მოსახლეობისათვის.

მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა და სირთულისა, მიუხედავად არასრული ისტორიებისა და ბიოგრაფიებისა, მიუხედავად ზოგ შემთხვევაში სპეციალურად წაშლილი და განადგურებული ან შეგნებულად თუ უნებლიედ დაკარგული საარქივო მასალებისა, მიმაჩნია, რომ წიგნი მაინც ამართლებს იმ დიდ მიზანს, რასაც ქისტი ხალხის პანკისის ხეობაში ორასწლოვანი ღირსეული ცხოვრების მარადისობაში სრულყოფა ჰქვია.

დაბოლოს, ამ წიგნის შექმნა არ არის მხოლოდ გარეკანზე მითითებული ერთი ადამიანის - ავტორის დამსახურება. ამ მეტად რთულ პროცესში უამრავი ადამიანი იყო ჩართული და თითოეულ მათგანს ვუხდი გულითად მადლობას გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იმსახურებს პერსონალურ მადლობას, იმის შიშით, რომ ვინმე არ გამომრჩეს, თავს შევიკავებ.

P.S. ჩემი, როგორც ავტორის, გულწრფელი სურვილია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს წიგნი უანგარო შრომით შეიქმნა, მატერიალური ანაზღაურების გარეშე ისევე, როგორც ყველა სხვა საქმე, რომელიც ჩემი ხალხის კეთილდღეობას, განვითარებასა და უკეთეს მომავალს ემსახურება. მიუხედავად უამრავი პროექტისა თუ ღონისძიებისა, არასოდეს მიმოქმედია ფინანსური დაინტერესებით. განა შესაძლებელია ეს შრომა და თუნდაც ის უდიდესი სიამოვნება და სიხარული, რასაც შენი ხალხის ისტორიის შექმნა-შენახვა და გადარჩენა ჰქვია, რამე ფინანსურმა სარგებელმა გადაწონოს?!

სურვილი მაქვს, წლების შემდეგ, ისევ გამოჩნდეს ადამიანი, ვინც პანკისის დღევანდელობას თუ ხვალ არსებულ მდგომარეობას ისტორიის კუთვნილებად აქცევს.

ვიმედოვნებ, რომ წინამდებარე წიგნი მას გაუიოლებს გზას პანკისის სრულყოფილი ისტორიის შექმნაში.

გვწყალობდეს უფალი ყველა კეთილსინდისიერ და საპასუხისმგებლო საქმეში! ამინ!

35 პანკისი გუშინ და დღეს (ფოტოქრონიკა)

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

0x01 graphic

პანკისი გუშინ ...

0x01 graphic

ცნობილი ჩეჩენი სპორტსმენი მსოფლიოს,
ევროპისა
და საბჭოთა კავშირის მრავალგზის
ჩემპიონი
სალმან ხასიმიკოვი სტუმრად პანკისის ხეობაში.
1980-იანი წლები

0x01 graphic

ინგუშური დელეგაცია პანკისში

0x01 graphic

ჩეჩენ მეცნიერთა დელეგაცია პანკისის ხეობაში

0x01 graphic

იურიდიული მომსახურების ცენტრის გახსნა პანკისის ხეობაში

0x01 graphic

ლილო-მოლის მიერ გარემონტებული ბირკიანის საბავშვო ბაღის გახსნა

0x01 graphic

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა პანკისის ხეობაში

0x01 graphic

ახალი ამბულატორიის გახსნა სოფელ დუისში

0x01 graphic

პანკისელები 21 აპრილს დაშავებულ
ახალგაზრდა სპეცრაზმელს
ჭრილობას უმუშავებენ

0x01 graphic

დედაშვილობა

0x01 graphic

პანკისელი ქისტი ახალგაზრდების ლოცვა

0x01 graphic

ლოცვა პანკისში

0x01 graphic

გიგი ხორნაულის 80 წლის იუბილე პანკისის ხეობაში

0x01 graphic

ხასო ხანგოშვილი და ამირან არაბული
ფოლკლორის საღამოზე - `ლექსო, არ დაიკარგები~

0x01 graphic

ხასო ხანგოშვილი და ამირან არაბული ვაინახების დეპორტაციის
70 წლისთავისადმი მიძღვნილ ხსოვნის საღამოზე თბილისში

0x01 graphic

გიორგი სოსიაშვილის წიგნის
გოდების კედლის
პრეზენტაცია პანკისში

0x01 graphic

პანკისელი პედაგოგები ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრის შემდეგ

0x01 graphic

პანკისელი ახალგაზრდები მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში

0x01 graphic

წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალი პანკისის ხეობაში

0x01 graphic

პანკისელი ახალგაზრდები კავკასიურ სახლში

0x01 graphic

ჯოყოლოს საჯარო სკოლის გუნდი მწვანე ქუჩის ხულიგნები შემეცნებით-ინტელექტუალური
თამაშის - რა, სად, როდის? გამარჯვებული გახდა

0x01 graphic

შემეცნებით-ინტელექტუალური კონკურსის ეტალონის გამარჯვებული
მარიამ მარგოშვილი

0x01 graphic

ხასო ხანგოშვილის წიგნების წარდგენა ბარისახოს საზოგადოებრივ ცენტრში

0x01 graphic

ხასო ხანგოშვილის წიგნების წარდგენა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში
მარცხნიდან: გივი შაჰნაზარი, მელქისედეკ (ელიზბარ) დიაკონიძე, ელგუჯა ბურდული,
გიგი ხორნაული, ხასო ხანგოშვილი, იგორ ჩხეიძე

0x01 graphic

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრი დავით სერგეენკო პანკისში

0x01 graphic

პროექტის - წიგნის მოვლის კულტურა პრეზენტაცია დუისის საჯარო სკოლაში

0x01 graphic

ქისტი და ქართველი პოეტების შეხვედრა პანკისის ხეობაში

0x01 graphic

შემეცნებით-ინტელექტუალური კონკურსის ეტალონის წამყვანი
გოჩა ტყეშელაშვილი სატუმრად პანკისის ხეობაში

0x01 graphic

ქისტი ახალგაზრდები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ
ილია მეორესთან შეხვედრაზე

0x01 graphic

სამი ჭეშმარიტი კავკასიელი - მეუფე ზენონი, ხასო ხანგოშვილი, ტარიელ ხარხელაური

0x01 graphic

პანკისელი და ინგუში უხუცესები სტუმრად მთის ფესტივალზე - ამღის გადასარჩენად

0x01 graphic

პანკისელი უხუცესების ვიზიტი ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ
უნივერსიტეტში პანკისის თემაზე გამართულ კონფერენციაზე

0x01 graphic

პანკისელმა მარხა ნაციშვილმა და ფერიდე ქავთარაშვილმა 2018 წლის ეროვნულ
გამოცდებში სწავლის 100-პროცენტიანი გრანტები მოიპოვეს

0x01 graphic

დუისის საჯარო სკოლა ქუთაისში სპექტაკლით - ღია შუშაბანდი

0x01 graphic

სან დიეგოს უნივერსიტეტის ორი მომავალი სტუდენტი პანკისიდან - ასლან
მარგოშვილი და სულეიმან მუთოშვილი, აშშ-ის საელჩომ
სპეციალური სტიპენდიით (30 000 $) დააჯილდოვა

0x01 graphic

ახალგაზრდა პანკისელი აქტივისტები საზოგადოებრივ ცხოვრებაში

0x01 graphic

ვაინახური კულტურის კვირეული . გორში

0x01 graphic

ვაინახური კულტურის დღეები . ფოთში

0x01 graphic

პანკისელი ქალები დღეს

0x01 graphic

ქართველი და ქისტი ახალგაზრდების ერთობლივი დოღი

0x01 graphic

მრავალფეროვანი საქართველო პანკისში. 2017 წელი

0x01 graphic

წიგნის ვაინახური ხელოვნება პრეზენტაცია პანკისში

0x01 graphic

ბავშვთა დაცვის დღე პანკისის ხეობაში

0x01 graphic

გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ხელმძღვანელი, დოქტორი ღასან ხალილი
პანკისელ ბავშვებთან ერთად

0x01 graphic

გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით პანკისის ხეობას სხვადასხვა საელჩოსა
და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესტუმრნენ

0x01 graphic

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები პანკისში

0x01 graphic

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა
ახვლედიანმა სოფელ დუმასტურის სპორტულ დარბაზს გაეროს ბავშვთა ფონდის
ხელმძღვანელის მოადგილე ემი კლენსთან ერთად, საჩუქრად უახლესი, საერთაშორისო
სტანდარტის ძიუდოს ტატამი გადასცა

0x01 graphic

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი
ქეთევან ციხელაშვილი პანკისელ უხუცესებს შეხვდა

0x01 graphic

ტარიელ ხარხელაურის 70 წლის იუბილე პანკისში

0x01 graphic

ეთერ თათარაიძის 60 წლის იუბილე პანკისის ხეობაში

0x01 graphic

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სტუმრად პანკისის ხეობაში

0x01 graphic

აშშ-ის ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი პანკისის ხეობაში

0x01 graphic

ნიდერლანდების ელჩი მააიკე ვან კოლდამი სტუმრად
პანკისის ხეობაში ქისტ ქალთა საბჭოს ხელმძღვანელ
გულიკო ხანგოშვილთან ერთად

0x01 graphic

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
თამარ სანიკიძე სტუმრად პანკისის საჯარო სკოლებში

0x01 graphic

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიხეილ გიორგაძე სტუმრად პანკისში

0x01 graphic

პანკისელი და ჩრდილოკავკასიელი (ვაინახი) მეცნიერები საქართველოს
მეცნიერებათა აკადემიაში

0x01 graphic

თიანეთობაზე

0x01 graphic

პანკისელი მოსწავლე

0x01 graphic

ქისტი ახალგაზრდა

0x01 graphic

წარმატებული ახალგაზრდა მოჭიდავეები პანკისის ხეობიდან

0x01 graphic

დავით მარგოშვილის სახელობის ძიუდოს კლუბი პანკისის ხეობაში
ხელმძღვანელი - დავით ჭიკაიძე (ზის ზოლებიან საჭიდაო ჩოხაში)

0x01 graphic

საფეხბურთო თერაპია და ძმები არველაძეები პანკისის ხეობაში

0x01 graphic

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეები სტუმრად
პანკისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში

0x01 graphic

პანკისელი აბიტურიენტები
კამპუსში

0x01 graphic

პანკისელები ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში

0x01 graphic

პანკისელი ბავშვები ბორჯომში, მეუფე სერაფიმეს მიწვევით

0x01 graphic

საქართველოს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია სტუმრად პანკისის
ეთნოგრაფიულ მუზეუმში

0x01 graphic

ქართული ფოლკლორის საღამო დუისის საჯარო სკოლაში

0x01 graphic

0x01 graphic

ნორჩი მომღერლები და მოცეკვავეები

პანკისიდან

0x01 graphic

მუსიკალური გადაცემა ეთნოფორის წარმომადგენელი სტუმრად პანკისელ
მგალობელ ქალებთან

0x01 graphic

ქისტი უხუცესები ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში
ბატონებთან - გურამ პეტრიაშვილსა და ჯემალ ჭკუასელთან ერთად

0x01 graphic

ქისტი ავტორების - ხასო და ნონა ხანგოშვილების წიგნების პრეზენტაცია
ხელოვნების სასახლეში

0x01 graphic

ქისტი პოეტის, მაია მარგოშვილის წიგნის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

0x01 graphic

პრეზიდენტის სასახლეში პანკისელი ბავშვების ფოტოგამოფენა მოეწყო

0x01 graphic

ტელეშოუს - ჩემი სამზარეულოს წესები
გამარჯვებული პანკისელ ქალთა
გუნდი გახდა

0x01 graphic

პანკისელი კერამიკოსი ქალი თამილა გაურგაშვილი

0x01 graphic

ქისტური კუთხე გამოფენაზე
მანსურ ხანგოშვილის ნამუშევრები

0x01 graphic

ქისტური ხელნაკეთობების
გამოფენა . თბილისში

0x01 graphic

პანკისელი ბავშვები
კულინარიის მეთოდების სწავლის პროცესში

0x01 graphic

პანკისელი ბავშვები სპექტაკლზე

0x01 graphic

0x01 graphic

ქისტი ბავშვები პანკისის ცის ქვეშ

0x01 graphic

სისხლის პატიების რიტუალი პანკისის ხეობაში

0x01 graphic

ქისტური ფოლკლორის საღამო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სააქტო დარბაზში

0x01 graphic

ჩეჩნურ ენაზე თარგმნილი ვეფხისტყაოსნის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

0x01 graphic

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პარლამენტის პირველი თავმჯდომარე ახიად იდიგოვი
(დგას მარჯვნიდან მეორე), ჯოხარ დუდაევის ქვრივი ალა დუდაევა და ითუმხალის
რაიონის ყოფილი პრეფექტი მოუსარ ბატუკაევი (დგას მარჯვნიდან პირველი)
სტუმრად პანკისის ხეობაში

0x01 graphic

ჩეჩენ-ინგუშების დეპორტაციისადმი მიძღვნილი მდუმარე აქცია საქართველოს
პარლამენტის წინ

0x01 graphic

პანკისის სოლიდარობის აქცია მთავრობის სახლის წინ

0x01 graphic

ქალი მინისტრები პანკისის ხეობაში
მარჯვნიდან: ქეთევან ციხელაშვილი, მაია ცქიტიშვილი და ლიკა გიგაური

0x01 graphic

საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა პანკისის ხეობაში
სტუმრად რადიო WAY-ის ოფისში

ქისტი პატარძლები

0x01 graphic

0x01 graphic

პანკისელი ქისტები

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ქისტი ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში

0x01 graphic

წიგნის - ლარას ყველა ომის - პრეზენტაცია თბილისში

0x01 graphic

პანკისის ხეობის საჯარო სკოლებში მწერლობაში ჩატარებული ინტელექტუალური
ვიქტორინის ფინალურ შეჯიბრში გამარჯვებულები

0x01 graphic

კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის საქმიანობა პანკისში
(მარჯვნიდან პირველი - ფონდის ხელმძღვანელი თამარ ბექაური)

0x01 graphic

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მიერ სოფელ ომალოს
საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გამართული შეხვედრა საქართველოს დასავლური
ინტეგრაციის საკითხებზე

0x01 graphic

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქისტური ტრადიციების შესახებ რეპორტაჟი მოამზადა

0x01 graphic

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტის, პანკისელი პედაგოგის აზა ხანგოშვილის
პროექტის ფარგლებში გამართული მორიგი სკოლათაშორისი კონფერენცია
განათლება გარემოს მდგრადი განვითარებისთვისმარტვილის, გორის, დუისისა
(პანკისი) და სკოლა-ლიცეუმპრომეთესმოსწავლეებისთვის

0x01 graphic

პანკისელი პედაგოგი მედეა ბორჩაშვილი მასწავლებლის ეროვნული პრემიის
ერთ-ერთი მფლობელი გახდა

0x01 graphic

პანკისელი ახალგაზრდები სტუმრად საქართველოს პარლამენტის ეროვნულ
ბიბლიოთეკაში

0x01 graphic

პანკისელი პედაგოგები და მოსწავლეები სტუმრად რონდელის ფონდში

0x01 graphic

ხასო ხანგოშვილის წიგნი ქისტები -100 ამბავი 2021 წელს ლიტერატურულ პრემია
საბაზე საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის კატეგორიაში
ფინალში გავიდა

0x01 graphic

ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე მამა-შვილი ისა და ხამზათ ასხაბოვები
სტუმრად პანკისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში

ქისტი ქალიშვილები

0x01 graphic

უკომენტაროდ

0x01 graphic

0x01 graphic

36 რუკები

▲ზევით დაბრუნება


36.1 პანკისის ხეობის ვახტანგისეული რუკა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

36.2 პანკისის ხეობის რუკა XX საუკუნე

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

36.3 პანკისის ხეობის რუკა დღეს (მოსახლეობის მიხედვით)

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic