The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები საქართველოში (სამართლებრივი ანალიზი)


მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები საქართველოში (სამართლებრივი ანალიზი)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: კაპანაძე ნათია , გოგოსაშვილი მარიამ
თემატური კატალოგი კვლევები
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
თარიღი: 2012
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ეკუთვნის და არ გამოხატავს ა.შ.შ.-ის მთავრობის, USAID-ის ან IREX-ის შეხედულებებს. ასისტენტი: მარიამ გაიპარაშვილი; რედაქტორი: ხათუნა ყვირალაშვილი; ტექ. რედაქტორი: ირაკლი სვანიძე; გამოცემაზე პასუხისმგებელი: თამარ ჩუგოშვილი აიწყო და დაკაბადონდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. ჯ. კახიძის ქ.15 თბილისი 0102 საქართველო (+995 32) 295 23 53, 293 61 01 აკრძალულია აქ მოყვანილი მასალების გადაბეჭდვა, გამრავლება ან გავრცელება კომერციული მიზნით, ასოციაციის წერილობითი ნებართვის გარეშე



1 1. შესავალი

▲back to top


მიეცით ხალხს შესაძლებლობა, იცოდეს ფაქტები და
ქვეყანა უსაფრთხო იქნება

აბრაამ ლინკოლნი

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მედიის წარმომადგენლებსა და საჯარო სტრუქტურებს შორის ურთიერთობებში არაერთი ხარვეზი გამოვლინდა. ჟურნალისტთა ნაწილი მიუთითებდა, რომ პრესცენტრების დანიშნულებად არა კომუნიკაციის გამარტივება, არამედ საჯარო მოხელეებისთვის კომენტარისაგან თავის არიდების დაგეგმვა იქცა.

განსაკუთრებული პრობლემები წარმოეშვათ რეგიონული მედიის წარმომადგენლებს, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში.

ხშირ შემთხვევაში, მედიის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის ხელმისაწვდომი არ იყო ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაგეგმილი შეხვედრისა თუ პრეზენტაციის თაობაზე.

მოხდა მკვეთრი დაყოფა „სახელისუფლებო“ და „არასახელისუფლებო“ მედიად. ყველა კრიტიკულად განწყობილი მედია ორგანიზაცია „არასახელისუფლებო“ მედიად იქნა მიჩნეული. შესაბამისად, ისინი ვერ სარგებლობდნენ ინფორმირებულობითა და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან ინფორმაციის მიღების პრივილეგიით. იმავდროულად, ე.წ. „სახელისუფლებო მედია“ მარტივად ახერხებდა ინფორმაციის მიღებას ორივე წყაროდან. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ წინასაარჩევნო პერიოდისათვის ორივე ტიპის ტელევიზიებში გახშირდა პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანების მხრიდან მიკერძოებული კომენტარებისა და დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენების ფაქტები.1

საქართველოში მედიის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა. გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში ელჩმა აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, მედია ქვეყანაში არსებული პოლარიზებული პოლიტიკური სიტუაციის დამატებითი ნაწილია. ძალიან ხშირად მედიაგამოცემები იძულებულნი არიან, მიეკედლონ ამა თუ იმ პოლიტიკურ სპექტრს და, შედეგად, ხალხის თვალში, ისევე, როგორც ქვეყნის გარეთ და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებში, კონკრეტული მედია საშუალებები ასოცირდებიან კონკრეტულ პოლიტიკურ შეხედულებებთან.“

ელჩის ვარაუდით, ძალიან ხშირია ისეთი სიტუაციები, როდესაც ოფიციალური პირები ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და მათ ღონისძიებებზე დასწრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს იღებენ იმის მიხედვით, თუ ინდივიდუალური მედიაგამოცემა რომელ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირდება.

„მნიშვნელოვანია, მედია საშუალებებს საჯარო შეხვედრებსა და ღონისძიებებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ და გარანტირებულად გამოირიცხოს შერჩევითობის შემთხვევები“.2 აღსანიშნავია, რომ მედიის საქმიანობა განსაკუთრებულად გართულდა 2012 წლის გაზაფხულიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს კონტროლის პალატამ (ამჟამად სახელმწიფო აუდიტის სამსახური) მოქალაქეთა დაკითხვების წარმოება დაიწყო. საქართველოს კონტროლის პალატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2012 წლის 20 მარტს გავრცელდა განცხადება,3 რომ „პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება ფიზიკური პირის - ბიძინა ივანიშვილის მიერ პირადი ანგარიშიდან ააიპ „ქართულ ოცნების“ „პოლიტიკური გუნდის წევრთა უკანონო დაფინანსების ფაქტზე...“ აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყების ხელმძღვანელმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს 2012 წლის 13 მარტს განუცხადა, რომ „ხდება ინფორმაციის დაზუსტება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კანონშესაბამისია რეგიონებში პოლიტიკური პარტიების ხარჯთაღრიცხვა... ხდება ინფორმაციის შემოწმება და შეგროვება, შემდეგ მათი შედარება იმ დეკლარაციებთან, რომლებიც თავიანთი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად პოლიტიკურ პარტიებს კონტროლის პალატაში აქვთ წარმოდგენილი.“ აღსანიშნავია, რომ დაკითხვები საქართველოს სხვადასხვა რაიონში მიმდინარეობდა და, უმრავლეს შემთხვევაში, მოქალაქეებს იბარებდნენ ადგილობრივი გამგეობის თუ მერიის შენობაში. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ადმინისტრაციული წარმოების სახეს ატარებდა, მასზე დასწრების საშუალება ჟურნალისტებს არ ეძლეოდათ. მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი. ჩვენ მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, დეტალურად შეესწავლათ და გამოეძიებინათ საქართველოს კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეთა დაკითხვისას ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტები.4

გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს სხვადასხვა რაიონში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შენობებში გადაადგილების წესი შეიცვალა გამკაცრდა. მოგვიანებით, საიას ადვოკატების ჩარევის შედეგად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის საკრებულოების უკანონო აქტები ძალადაკარგულად გამოცხადდა. 2012 წლის 25 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ხოლო 2012 წლის 25 მაისს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ძალადაკარგულად ცნო აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეთა მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც არეგულირებდა წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოში მოქალაქეთა მიღება-გადაადგილების წესს და უკანონოდ ზღუდავდა მათ თავისუფალ გადაადგილებას.

აღნიშნული აქტები გამოცემული იყო არაუფლებამოსილი პირების მიერ და ისინი არეგულირებდა მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. „ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, დაუშვებელია ნორმატიული შინაარსის მქონე სამართლებრივი აქტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სახით მიღება და ინდივიდუალური შინაარსის სამართლებრივი აქტის ნორმატიული აქტის სახით მიღება. გარდა ამისა, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, ორივე შემთხვევაში, ვრცელდებოდა არა მხოლოდ წარმომადგენლობით, არამედ, ასევე, აღმასრულებელ ორგანოებზეც.

საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებულ ბრძანებაზე მითითებით, 2012 წლის 13 მარტს ჟურნალისტ ნატო გოგელიას შეუზღუდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შესვლის უფლება. შესაბამისად, მან ვერ მოახერხა, კანცელარიაში დაეტოვებინა განცხადება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის თაობაზე. 2012 წლის 16 მარტს იგივე განმეორდა ოზურგეთში ჟურნალისტ ჟანა მეგრელიშვილის მიმართ. მას არ მიეცა გუბერნატორის ადმინისტრაციის კანცელარიაში განცხადების დატოვების საშუალება.

ჟურნალისტებმა სასამართლოში აღძრეს ადმინისტრაციული 5 სარჩელი და მოითხოვეს ზემოაღნიშნული უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. მათ ინტერესებს საიას ადვოკატი იცავდა. ორივე შემთხვევაში, საქმე წარმატებით დასრულდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის გარეშე. როგორც ოზურგეთის, ასევე ჩოხატაურის საკრებულომ, სასამართლოში მათ წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შემდეგ, ძალადაკარგულად ცნეს საკრებულოს თავმჯდომარეთა მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები.5

გასაჩივრებული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების გამო, ჟურნალისტებმა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე გამოიხმეს სარჩელი და უკან დაიბრუნეს საქმის განხილვისთვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

მოგვიანებით, 2012 წლის ივლისში, ქალაქ ქუთაისის მერიაში შეიცვალა გადაადგილების წესი. „ჟურნალისტების მისამართით დაწესებული შეზღუდვები იმაში გამოიხატა, რომ მედიის წარმომადგენლებს დაცვის თანამშრომლები საშვების გარეშე არ უშვებენ. თავის მხრივ, საშვები იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ რესპონდენტი ჟურნალისტის მიღებაზე თანხმობას აცხადებს. ქუთაისის მერიის მთავარი სპეციალისტი პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ქეთი დეისაძე ჯერ განმარტავდა, რომ ქალაქის მერიაში ჟურნალისტების გადაადგილების შემზღუდველი არავითარი ბრძანება არ არსებობდა. მოგვიანებით განაცხადა, რომ შინაგანაწესი შეიცვალა და ჟურნალისტებს თითოეულ რესპონდენტთან მისასვლელად საშვი უნდა აეღოთ,“6 რასაც ადგილობრივი ჟურნალისტების პროტესტი მოჰყვა.

ამდენად, უკანასკნელ პერიოდში გამოვლინდა მედიის საქმიანობის ხელშეშლის არაერთი ფაქტი, რომელიც დაკავშირებული იყო ადმინისტრაციულ შენობებში გადაადგილებისა და რესპონდენტის ჩაწერის წესებთან.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოების მედიასთან ურთიერთობის საკითხი ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა საქართველოში. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საიამ, საქართველოში ეუთოს მისიის ფინანსური მხარდაჭერით,7 2008 წლის 18-19 ოქტომბერს 6 დაბა გუდაურში გამართა პირველი სამუშაო შეხვედრა პრესსამსახურებისა და ჟურნალისტებისათვის ინფორმაციის თავისუფლების თემაზე. აღნიშნული სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ამ სფეროში არსებული პრობლემატური საკითხების გამოკვეთა და მსჯელობა მათი დარეგულირების საშუალებებზე. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის პრესსამსახურების, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოების, ტელევიზიების, რადიოების, გაზეთებისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეების მიერ იდენტიფიცირებულ იქნა შემდეგი ძირითადი პრობლემები:

  • პრესსამსახურების უფლებებისა და მოვალეობების სფეროში ერთიანი სტანდარტის არარსებობა;

  • პრესსამსახურების დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი;

  • ინფორმაციის სრულყოფილად და ოპერატიულად მიწოდების პრობლემა;

  • ძალოვანი უწყებების მიერ ინფორმაციის გაუცემლობა;

  • სამართლებრივი მექანიზმების იშვიათი გამოყენება ჟურნალისტების მიერ;

  • საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაუსაბუთებელი უარის ტენდენცია.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლისათვის ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები კვლავაც აქტუალური იყო.

1.1 კვლევის მეთოდი

▲back to top


კვლევის ფარგლებში, შევეცადეთ, მოგვეხდინა საქართველოში მედიასთან ურთიერთობის სტანდარტის ანალიზი საიას მიერ დაფიქსირებულ ფაქტებსა და სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოდან გამოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით. დასახული მიზნის მისაღწევად, ჩვენ შემდეგი შინაარსის განცხადებით მივმართეთ სამინისტროებს, სასამართლოებსა და რეგიონულ ადმინისტრაციულ ორგანოებს:

1. არსებობს თუ არა თქვენს უწყებაში სპეციალური დოკუმენტი, რომლითაც დგინდება მედიასთან ურთიერთობის (კომუნიკაციების) სტანდარტები. დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შესაბამისი დოკუმენტაცია;

2. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ გვაცნობოთ, 7 სხვა რომელი წესის თანახმად შეუძლია ჟურნალისტს, გადაადგილდეს შენობაში, შეათანხმოს ინტერვიუ, ჩაწეროს მისთვის საინტერესო საჯარო მოხელე. გთხოვთ, მოგვაწოდოთ შესაბამისი წესები;

3. რომელი დოკუმენტის საფუძველზე რეგულირდება თქვენს უწყებაში მოქალაქეთა გადაადგილება. გთხოვთ, მოგვაწოდოთ შესაბამისი დოკუმენტაცია;

4. რომელ განყოფილებას ევალება მედიასთან ურთიერთობა თქვენს უწყებაში (გთხოვთ, მიგვითითოთ საკონტაქტო პირების სახელი და გვარი);

5. რომელ განყოფილებას ევალება მოქალაქეებთან ურთიერთობა თქვენს უწყებაში (გთხოვთ, მიგვითითოთ საკონტაქტო პირების სახელი და გვარი).

კვლევა შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:

შესავალი ნაწილი - მასში აღწერილია მედიასთან ურთიერთობის თვალსაზრისით დაფიქსირებული პრობლემები.

ძირითადი ნაწილი - წარმოგიდგენთ საჯარო დაწესებულებების მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის ანალიზს.

დასკვნა - შესწავლილი კომპონენტების გათვალისწინებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოგიდგენთ პრობლემის გადაჭრის სამართლებრივ მეთოდებსა და რეკომენდაციებს.

_____________________

1. http://qartia.files.wordpress.com/2012/09/report-3part-sept-2012.pdf

2. http://www.epn.ge/?p=110696

3. http://control.ge/news/id/428

4. http://www.gyla.ge/index.php?option=com
content&view=article&id=1231%3A2012-03-14-09-39-34&catid=1%3Alatest-news&Itemid=177&lang=ka

5. http://www.gyla.ge/index.php?option=com-
content&view=article&id=1362%3A2012-07-02-11-32-24&catid=1%3Alatest-news&Itemid=177&lang=ka

6. http://news.ge/ge/news/story/22958-tavisufali- tavisufali-media-shezghudvebis-gareshe

7. http://www.gyla.ge/index.php?option=com-content&view=article&id=427%3A2009-03-09-20-29-44&catid=1%3Alatest-news&Itemid=177&lang=ka

1.2 კვლევის მიზანი

▲back to top


  • საქართველოში მედიასთან ურთიერთობის სტანდარტის კვლევა.

  • არსებული პრობლემების გამოვლენა.

  • საზოგადოების ინფორმირებულობა.

  • გამოვლენილი პრობლემების მოგვარების გზების შეთავაზება

კვლევის ძირითადი მიგნებები

  • ადმინისტრაციულ ორგანოებს შემუშავებული აქვთ მედიასთან ურთიერთობის განსხვავებული სტანდარტები.

  • უმეტეს შემთხვევაში, მედიასთან ურთიერთობა არ წესრიგდება სპეციალური აქტით.

  • არსებული პრობლემები რამდენადმე უკავშირდება გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების დამოკიდებულებას მედიისადმი.

რეკომენდაციები

▪ აუცილებელია, უახლოეს პერიოდში მოხდეს ადმინისტრაციულ ორგანოებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობების სტანდარტის შემუშავება.

▪ საჭიროა, შეიცვალოს დამოკიდებულება/პოლიტიკა მედიის წარმომადგენლების მიმართ.

▪ მნიშვნელოვანია, მედია თავადვე გადავიდეს საქმიანობის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტზე. ნდობის ამაღლების ერთ-ერთი ნაბიჯად კი, გვესახება მედიის მიერ ეთიკური სტანდარტების აღიარება.

2 2. მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები - საიას მიერ გამოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ანალიზი

▲back to top


საჯარო ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიმდინარე წელს იქნა გამოთხოვნილი. უნდა აღინიშნოს, რომ პასუხები მოგვაწოდა ყველა მათგანმა, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მონაცემები არ იყო წარმოდგენილი სრული სახით. უმეტესად, დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადები.

რაც შეეხება მოწოდებული მასალების შინაარსს, აღქმის გამარტივების მიზნით, თითოეული საჯარო დაწესებულების პასუხი ინდივიდუალურადაა წარმოდგენილი:

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აღნიშნული უწყებიდან გვეცნობა, რომ მედიასთან ურთიერთობა და სამინისტროში მოქალაქეთა გადაადგილება რეგულირდება სამინისტროს დებულების შესაბამისად. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის აპარატის დებულების მეორე მუხლი ეხება მინისტრის აპარატის ფუნქციებსა და ამოცანებს. „ე“ და „პ“ ქვეპუნქტების თანახმად, მინისტრის აპარატის ფუნქციებსა და ამოცანებს წარმოადგენს მინისტრის მიერ მოქალაქეთა მიღებისა და მათი აღრიცხვის ორგანიზება და სამინისტროს საქმიანობაში საერთაშორისო პროტოკოლისა და მასმედიასთან ურთიერთობის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების დაცვის კონტროლი.

ამასთანავე გვეცნობა, რომ მედიასთან ურთიერთობა ევალება მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს (თამარ ჩიხლაძე), მოქალაქეებთან ურთიერთობა ევალება მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს და ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (თამარ ჩიხლაძე, გიორგი მაჩიტაშვილი).

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის აპარატის დებულების მეხუთე მუხლის თანახმად, მინისტრის აპარატის შემადგენლობაში შედის მედიასთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის კომპეტენციასაც, სხვა საკითხებთან ერთად, განეკუთვნება: მასმედიასთან ურთიერთობა, სამინისტროში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, საზოგადოების ფართო ფენების ინფორმირება, პრესასა და ელექტრონულ მედიაში გავრცელებული მასალების ყოველდღიური გაცნობა და სამინისტროს ხელმძღვანელებისათვის ამ ინფორმაციის რეზიუმირებული სახით მიწოდება, ასევე, საინფორმაციო გამოშვებების რეგულარული გაცნობა და მათგან იმ ნაწილის აღრიცხვა, რომელიც სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს უკავშირდება.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ უწყებაში მედიასა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სტანდარტები არსებობს, თუმცა, ზოგადი ხასიათისაა და უმჯობესია, თუ ცალკე დოკუმენტით და დეტალურად მოხდება მათი გაწერა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პასუხის თანახმად:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მედიასთან ურთიერთობას კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის კომპეტენციაში შედის სამინისტროს შენობაში ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა, მათ კითხვებზე პასუხების გაცემა, ასევე ინტერვიუებისა და ბრიფინგების ორგანიზება. იუსტიციის სამინისტროში საჯარო ღონისძიებებზე დასწრება ნებისმიერი ჟურნალისტისთვის ხელმისაწვდომია. ასევე, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიგვითითეს ვებ-გვერდი.

2. ჟურნალისტს იუსტიციის სამინისტროში გადაადგილება თავისუფლად შეუძლია. ამასთან, ჟურნალისტის ვიზიტი შეთანხმებული უნდა იყოს სამინისტროს ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან, რათა ჟურნალისტს გაეწიოს მაქსიმალური დახმარება.

3. იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში პირთა დაშვების საკითხი წესრიგდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 ნოემბრის №647 ბრძანებით.

აღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმალური ფუნქციონირების, წესრიგის დაცვის, დისციპლინის განმტკიცებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა შესაძლებელია განხორციელდეს იმ ფიზიკურ პირთათვის, რომელთა მიმართაც იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) სპეციალისტების მიერ გაიცემა ერთჯერადი საშვი (სტუმრის ბარათი), საშვის დაშვებაზე უფლებამოსილ პირთა მიერ შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში საშვის გაცემაზე მოთხოვნის დაფიქსირების და ზემოხსენებულ პირთა მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, პასპორტის ან მართვის მოწმობის წარმოდგენის შემდგომ. ზემოაღნიშნული ელექტრონული პროგრამის გათიშვის შემთხვევაში, საშვის გაცემაზე მოთხოვნა შეიძლება დაფიქსირდეს საშვის დაშვებაზე უფლებამოსილ პირთა მიერ ზეპირი მითითებისა და მათი პირადი კოდის წარმოთქმის შედეგად.

4. იუსტიციის სამინისტროში მედიასთან ურთიერთობა სამინისტროს ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენცია. ამასთანავე, მითითებულ იქნა საკონტაქტო პირი, მისი ტელეფონი და ელ-ფოსტა.

5. იუსტიციის სამინისტროში მოქალაქეებთან ურთიერთობა ევალება იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციას. ამ შემთხვევაში, მითითებულ იქნა საკონტაქტო პირი.

უნდა აღინიშნოს, რომ მოწოდებული ინფორმაციით, დეტალურადაა გაწერილი მოქალაქეთათვის საშვის გამოწერისა და შენობაში შესვლის წესები, სამინისტროში გათვალისწინებულია სპეციალური შტატები. თუმცა, აღნიშნულ უწყებაში არ არსებობს სპეციალური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მედიასთან ურთიერთობას. ამ ფუნქციას ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო.

ჟურნალისტს შენობაში გადაადგილება თავისუფლად შეუძლია, თუმცა, ვიზიტი შეთანხმებული უნდა იყოს სამინისტროს ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან, რათა ჟურნალისტს გაეწიოს მაქსიმალური დახმარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჟურნალისტის თავისუფალი გადაადგილება დამოკიდებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მითითებებზე.

საქართველოს მთავარი პროკურატურა

აღნიშნული უწყებიდან გვეცნობა, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში მედიასთან ურთიერთობას კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის კომპეტენციაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შედის პროკურატურის შენობაში ჟურნალისტებისათვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა, მათ კითხვებზე პასუხების გაცემა, ასევე ინტერვიუებისა და ბრიფინგების ორგანიზება. საქართველოს პროკურატურაში საჯარო ღონისძიებებზე დასწრება ნებისმიერი ჟურნალისტისათვის ხელმისაწვდომია. ამასთანავე, სამმართველოს საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად, გადაგვამისამართეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, თუმცა, არ იქნა მითითებული კონკრეტული ლინკი.

მთავარი პროკურატურიდან ასევე გვეცნობა, რომ ჟურნალისტებს ადმინისტრაციულ შენობაში გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ. ამასთან, მათი ვიზიტი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოსთან, რათა გაეწიოთ მაქსიმალური დახმარება.

მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში პირთა დაშვების საკითხის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, მიგვეთითა საქართველო იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 ნოემბრის №647 ბრძანება, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, აღნიშნული დოკუმენტი არ იქნა მოწოდებული. თუმცა, ეს ბრძანება მივიღეთ იუსტიციის სამინისტროსგან.

საქართველოს მთავარი პროკურატურის პასუხის თანახმად, მედიასთან ურთიერთობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციაა. მოწოდებული იქნა იმ პირების საკონტაქტო მონაცემები, რომლებსაც ევალებათ მედიასა და მოქალაქეებთან ურთიერთობა.

საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქმედი სტანდარტები იდენტურია.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

აღნიშნული უწყებიდან გადმოგზავნილი იქნა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №191 ბრძანება - „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მოქალაქეთა მიღებისა და საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობის შესახებ“ და 2010 წლის 28 ივლისის №23 ბრძანება - „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაცვითი რეჟიმის დამტკიცების შესახებ“.

№191 ბრძანების მე-3 მუხლის თანახმად, სამინისტროს აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს დაევალა:

1. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლების მიღება;

2. სამინისტროს ხელმძღვანელობასა და სხვა თანამშრომლებთან ინტერვიუს ჩაწერაზე შეთანხმება;

3. საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სახელით განცხადების გაკეთება.

სამინისტროდან გვეცნობა, რომ აღნიშნული უწყების დებულებით, მედიასთან ურთიერთობას ახორციელებს სამინისტროს აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო. მოგვაწოდეს საკონტაქტო პირის სახელი და გვარი. მიუხედავად იმისა, რომ ვითხოვეთ, მოეწოდებინათ ის დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდებოდა მედიასთან ურთიერთობის (კომუნიკაციების) სტანდარტები, აღნიშნული დებულება არ მოგვაწოდეს.

№191 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს აპარატი უზრუნველყოფს:

1. მინისტრის მიერ სამუშაო საათებში (მინისტრთან შეთანხმების დროს) მოქალაქეთა მიღებას სამინისტროს კომპეტენციის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

2. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მიერ თავიანთ საკურაციო სფეროებთან დაკავშირებულ საკითხებზე მოქალაქეთა შეუზღუდავ მიღებას სამუშაო საათებში.

ამასთანავე განსაზღვრულია, რომ, საჭიროების შემთხვევაში, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებმა და სამინისტროს სხვა თანამშრომლებმა უნდა უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მოქალაქეთა შეუზღუდავი მიღება სამუშაო საათებში.

№23 ბრძანებით კი, განსაზღვრულია მოქალაქეთა დაშვების წესი სამინისტროში. აღნიშნული ბრძანების მეორე მუხლის თანახმად, მოქალაქეების დაშვება შესაძლებელია საშვის დაშვების უფლების მქონე თანამდებობის პირთა მითითებით საშვთა ბიუროს მიერ გაცემული ერთჯერადი საშვით. ამასთანავე, ბრძანებით განსაზღვრულია, რომ მოქალაქე ვალდებულია, წარადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი, სამხედრო ბილეთი, მართვის მოწმობა ან სხვა ტიპის პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც სახელმწიფო ორგანოს მიერ არის გაცემული. ამავე ბრძანების მე-9 მუხლით, დადგენილია, გამონაკლისის სახით, ერთჯერადი საშვის გარეშე, ავტომანქანით ან ავტომანქანის გარეშე სამინისტროში დაშვების წესები.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შენობაში მოქალაქეთა დაშვება დეტალურადაა გაწერილი. რაც შეეხება მედიასთან ურთიერთობას, მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად იქნეს გაწერილი აღნიშნული საკითხიც.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

აღნიშნული უწყებიდან გვეცნობა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების თანახმად, მედიასთან ურთიერთობას უზრუნველყოფს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომელიც ამ ფუნქციის (აგრეთვე, სამინისტროს თანამშრომლებთან ინტერვიუს ჩაწერის კოორდინაცია) განხორციელებისას, ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, სამინისტროს დებულებით.

მოწოდებულ იქნა საკონტაქტო პირების მონაცემები. მოქალაქეების სამინისტროს შენობაში გადაადგილების საკითხთან დაკავშირებით გვეცნობა, რომ დებულების თანახმად, მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია წარმოადგენს საქმისწარმოების სამმართველოს კომპეტენციას, რომელიც, დაინტერესებულ პირთა მიმართვის საფუძველზე, უზრუნველყოფს შეხვედრების ორგანიზებას სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირებთ14 ან. ასევე გვეცნობა, რომ სამინისტროში უცხო პირების შესვლა ხდება სპეციალური საშვის გამოყენებით. მოწოდებული იქნა აღნიშნული სამმართველოს საკონტაქტო პირების მონაცემებიც.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ჩვენს კითხვებზე პასუხები მოწოდებულ იქნა დოკუმენტების გარეშე. დგინდება, რომ სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სპეციალური დოკუმენტი არ გააჩნია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გვეცნობა, რომ ჟურნალისტის მიერ საჯარო მოხელის ჩაწერა, ინტერვიუს შეთანხმება და შენობაში გადაადგილება შეთანხმებული უნდა იყოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან, ვინაიდან აღნიშნულის განხორციელება, სამინისტროს დებულების მიხედვით, ევალება სწორედ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს. მედიასთან კონტაქტი კი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციაა. მოწოდებულ იქნა შესაბამისი პირების საკონტაქტო მონაცემები.

სამინისტროსგან აგრეთვე გვეცნობა, რომ სამინისტროს შენობაში მოქალაქეთა გადაადგილება რეგულირდება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში საშვის დაშვების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის №1-1/1284 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანების თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში თანამშრომელთა შემოსვლა ხორციელდება საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის საშუალებით, ამასთანავე, განსაზღვრულია შესასვლელი საშვის დაშვებაზე უფლებამოსილი პირები და წესი.

სამინისტრომ აგრეთვე მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებს, მათი შინაარსიდან გამომდინარე, განიხილავენ სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები. ასევე გვეცნობა, რომ მოქალაქეებს სატელეფონო მომსახურებას უწევს სამინისტროს საინფორმაციო სამსახური და მოწოდებულ იქნა საკონტაქტო ნომერი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დეტალურად განსაზღვრავს მოქალაქეებთან ურთიერთობას და შენობაში მათი დაშვების წესს, მედიასთან ურთიერთობის სტანდარტებზე ვერ ვიმსჯელებთ, რადგან ინფორმაციის მოწოდებისას აღნიშნული უწყება მხოლოდ ზოგადი მონაცემებით შემოიფარგლა.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსგან გვეცნობა, რომ უწყებაში მედიასთან ურთიერთობის სტანდარტი არ დგინდება რაიმე სპეციალური დოკუმენტით. ჟურნალისტს, ნებისმიერი საკითხის შესახებ შეუძლია მიიღოს ინფორმაცია და შეათანხმოს ინტერვიუ მისთვის საჭირო საჯარო მოხელესთან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. მოწოდებულ იქნა საკონტაქტო პირის მონაცემები.

მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით კი, სამინისტრომ მოგვაწოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 25 იანვრის №ი-31 ბრძანება, რომელიც არეგულირებს მოქალაქეთა მიღების საკითხებს. ბრძანების თანახმად, დამტკიცებულია სამინისტროს ხელმძღვანელობასთან მოქალაქეთა მიღების გრაფიკი, აგრეთვე, განსაზღვრულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ხელმძღვანელობასთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა მინისტრის აპარატისთვის.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ცალსახაა, რომ არ აქვს დადგენილი მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები. აგრეთვე, არ აქვს გაწერილი მოქალაქეთა გადაადგილების საკითხი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვეცნობა, რომ შს მინისტრის 2012 წლის 17 ივლისის №532 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის დებულების“ საფუძველზე, აღნიშნული დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, რომელსაც ხელმძღვანელობს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი. ასევე გვეცნობა, რომ შს სამინისტროს დაცვის ქვეშ მყოფ ობიექტებზე თანამშრომელთა და უცხო პირთა შესვლის წესი რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არ იქნა მოწოდებული საკმარისი ინფორმაცია. ჩვენ მიერ სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან მოძიებული მასალებით დგინდება, რომ უწყებაში არ არის დეტალურად გაწერილი მედიასა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სტანდარტები.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტრო

აღნიშნული უწყებიდან გვეცნობა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მედიასთან ურთიერთობას კოორდინაციას უწევს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, რომლის კომპეტენციაში შედის სამინისტროს შენობაში ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა, მათ კითხვებზე პასუხების გაცემა, ასევე ინტერვიუებისა და ბრიფინგების ორგანიზება. ჟურნალისტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაადგილება თავისუფლად შეუძლია. ამასთან, ჟურნალისტის ვიზიტი შეთანხმებული უნდა იყოს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან, რათა ჟურნალისტს გაეწიოს მაქსიმალური დახმარება. ასევე მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ საქართველოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მოქალაქეთა გადაადგილებასთან დაკავშირებით რაიმე ინდივიდუალური ან ნორმატიული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი დამტკიცებული არ არის.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მედიასთან ურთიერთობა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კომპეტენციაა. მოგვეწოდა საკონტაქტო პირის მონაცემები.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროში ზეპირი სახით რეგულირდება მედიასა და მოქალაქეებთან ურთიერთობა და გაწერილი სტანდარტები არ არსებობს, რაც, თავისთავად, ეჭვქვეშ აყენებს მათი შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და
იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო

აღნიშნული უწყებიდან გვეცნობა, რომ:

1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში მედიასთან ურთიერთობას კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის კომპეტენციაში შედის სამინისტროს შენობაში ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა, მათ კითხვებზე პასუხების გაცემა, ასევე ინტერვიუებისა და ბრიფინგების ორგანიზება. სამინისტროში საჯარო ღონისძიებებზე დასწრება ნებისმიერი ჟურნალისტისთვის ხელმისაწვდომია.

2. ჟურნალისტს სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში გადაადგილება თავისუფლად შეუძლია, თუმცა, მისი ვიზიტი შეთანხმებული უნდა იყოს მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოსთან, რათა გაეწიოს მაქსიმალური დახმარება.

3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში პირთა გადაადგილება ხდება მოწვეულ სტუმარზე საშვის დაშვებით, სპეციალური პროგრამის მეშვეობით. გვეცნობა, რომ აღნიშნული საკითხი რეგულირდება მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის №90 ბრძანებით დამტკიცებული“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აპარატის შინაგანაწესის“ მე-9 მუხლით, თუმცა, აღნიშნული დოკუმენტი, მოთხოვნის მიუხედავად, არ მოგვაწოდეს.

4. სამინისტროში მედიასთან ურთიერთობა ადმინისტრაციული დეპარტამენტის მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციაა. მოწოდებული იქნა საკონტაქტო პირის მონაცემები.

5. მოქალაქეებთან ურთიერთობას ახორციელებს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი. საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი და გვარი) მოწოდებული არ იქნა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამინისტროში მხოლოდ შინაგანაწესის მე-9 მუხლით და ზეპირი სახით რეგულირდება მედიასთან ურთიერთობა. მედიისათვის გაწერილი სტანდარტები არ არსებობს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გვეცნობა:

1. სამინისტროში, მედიასთან ურთიერთობის სტანდარტების ამსახველი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტი არ არის მიღებული.

2. მედიასთან ურთიერთობა ევალება საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს, საქართველოს მთავრობის 2005 წლის №249 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების“ 186-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მოქალაქეთა გადაადგილების წესები განისაზღვრება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში მოქალაქეთა მიღებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის ორგანიზების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №01-92/ო ბრძანებით.

4. სამინისტროში, მოქალაქეებთან ურთიერთობები ევალება, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს, საქართველოს მთავრობის 2005 წლის №249 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების“186-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად.

ამდენად, სამინისტროში მედიასთან ურთიერთობის სპეციალური წესი მიღებული არ არის.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან გვეცნობა, რომ მედიასა და მოქალაქეებთან ურთიერთობა რეგულირდება ფინანსთა სამინისტროს დებულების შესაბამისად. თუმცა, აღნიშნული დოკუმენტი არ იქნა მოწოდებული.

მედიასთან და მოქალაქეებთან ურთიერთობას უზრუნველყოფს ფინანსთა სამინისტროს ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო, ასევე, ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო და საშვთა ბიურო. მითითებული იქნა საკონტაქტო პირების სახელები და გვარები.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტროში არ არის დეტალურად გაწერილი მედიასა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სტანდარტები.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან გვეცნობა, რომ მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები რაიმე სპეციალური დოკუმენტით არ დგინდება. ხოლო კითხვაზე, რომელი წესის თანახმად შეუძლია ჟურნალისტს შენობაში გადაადგილება, პასუხად გვაცნობეს, რომ ვინაიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უწყება განლაგებულია მთავრობის კანცელარიის შენობაში, სწორედ აღნიშნული უწყებაა უფლებამოსილი, გასცეს საჯარო ინფორმაცია.

აღნიშნულ უწყებაში შიდა ფუნქციური მოვალეობებით განსაზღვრულია პრესსპიკერის (მთავარი სპეციალისტი) თანამდებობა, რომელსაც ევალება მედიასთან ურთიერთობა. მოქალაქეებთან ურთიერთობა ხდება საკორესპონდენციო წერილებით, ასევე, ვებ-გვერდის მეშვეობით. ხოლო, თუ საჭიროება მოითხოვს, მოქალაქესთან ურთიერთობა ხდება საშვის დაშვებით და შესაბამის დეპარტამენტში (ადმინისტრაციული დეპარტამენტი) მიღებით, მოქალაქის საკითხის კომპეტენციის მიხედვით.

ამასთან მიგვითითეს, რომ საკონტაქტო ნომრები მითითებულია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საიტზე.

აღსანიშნავია, რომ სამინისტროს აღნიშნული საკითხები დარეგულირებული არ აქვს.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

აღნიშნული უწყებიდან მედიასა და მოქალაქეებთან ურთიერთობებთან დაკავშირებულ კითხვებზე გვეცნობა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი განთავსებულია მთავრობის კანცელარიის შენობაში და, შესაბამისად, ჟურნალისტებისა 20 და მოქალაქეების გადაადგილება რეგულირდება მთავრობის კანცელარიის მიერ დადგენილი წესებით.

ასევე შეგვატყობინეს, რომ მედიასთან ურთიერთობა ევალება მინისტრის მრჩეველს ნათია ჩიქოვანს, ხოლო მოქალაქეებთან ურთიერთობა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსს თამარ მელაშვილს.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პასუხი ადასტურებს, რომ უწყებას მედიასა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სპეციალური დოკუმენტები არ აქვს შემუშავებული.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

სამინისტროდან გვეცნობა, რომ არ აქვთ შემუშავებული სპეციალური დოკუმენტი, რომლითაც დგინდება მედიასთან ურთიერთობის სტანდარტი. დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, ჟურნალისტი ეკონტაქტება სამინისტროს პრესსამსახურს, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება შენობაში გადაადგილება და ინტერვიუს ჩაწერა.

მოქალაქეების სამინისტროში შესვლა შესაძლებელია საშვის მეშვეობით, რომლის ფორმაც დადგენილია ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №4 ბრძანებით. ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, აღნიშნული ბრძანება არ იქნა მოწოდებული.

მედიასა და მოქალაქეებთან ურთიერთობას ახორციელებს სამინისტროს საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო. თუმცა, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი არ იქნა მოწოდებული.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ცალსახაა, რომ აღნიშნულ უწყებაში არ არის დადგენილი მედიასა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სტანდარტები.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

პასუხში აღნიშნული იყო, რომ მინისტრის აპარატში არ არსებობს სპეციალური დოკუმენტი, რომლითაც დგინდება მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები. ჟურნალისტს, რომელსაც სურს, ჩაწეროს აპარატის მოხელე, უნდა შეათანხმოს მასთან ინტერვიუ, ან აღნიშნულის თაობაზე დაუკავშირდეს მედიასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ პირს თამარ ქოჩორაძეს (საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი).

აპარატი განთავსებულია საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციულ შენობაში. უწყებაში არ შემუშავებულა მოქალაქეთა გადაადგილებასთან დაკავშირებული სპეციალური დოკუმენტი.

მოქალაქეებთან ურთიერთობა ევალება პოლიტიკური ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს (საკონტაქტო პირი ელისო ლომიძე).

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ცალსახაა, რომ აღნიშნულ უწყებაში არ არის დადგენილი მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები. აგრეთვე, არ არია გაწერილი მოქალაქეთა გადაადგილების საკითხი.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სამინისტროს მიერ მოწერილი წერილის მიხედვით, მოსახლეობასა ან/და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის მიზნით, სამინისტროში ფუნქციონირებს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი. საქართველოს საოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 2 თებერვლის №2-23 ბრძანებით დამტკიცდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება. დოკუმენტის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, დეპარტამენტის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე. მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, პრესასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება: პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ორგანიზება, პრესის დაიჯესტის მომზადება, სამინისტროში ჟურნალისტთა აკრედიტაციის უზრუნველყოფა, დაინტერესებულ პირთა შეხვედრების ხელშეწყობა სამინისტროს ხელმძღვანელებთან. სამინისტრო, შიდა აუდიტის მეშვეობით, უზრუნველყოფს სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობას, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბებას, მხარდაჭერას და სხვა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ნათელია, რომ მას აქვს მედიასა და მოსახლეობასთან ურთიერთობის სტანდარტები, თუმცა, დოკუმენტი მხოლოდ ზოგადი ხასიათისაა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტროდან გვეცნობა, რომ:

1. საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 17 ნოემბრის №266 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის წესით“ რეგულირდება მედია საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობის საკითხები. აღნიშნული ბრძანების თანახმად, სამინისტროს ყველა ქვედანაყოფი ვალდებულია, პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტს სისტემატურად მიაწოდოს ინფორმაცია მის კომპეტენციაში შემავალი მიმდინარე საკითხების შესახებ. პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი აწყობს სპეციალურ პრეს-კონფერენციებსა და ბრიფინგებს, აგრეთვე, ათანხმებს ინტერვიუებსა და კითხვებს მედიის წარმომადგენლებსა და მინისტრსა ან მინისტრის მოადგილეებს შორის. გაწერილია ბრიფინგის ჩატარების წესებიც.

2. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შენობაში მოქალაქეთა გადაადგილების პირობები დადგენილია 2009 წლის 24 აპრილის №94 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის წესით.“ ბრძანებით განსაზღვრულია ერთჯერადი საშვის დაშვების წესი და ის პირები, ვისაც დაშვების უფლება აქვთ. ამასთან, მოწოდებულ იქნა აღნიშნულ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებები.

3. საგარეო საქმეთა სამინისტროში მედიასთან ურთიერთობა ევალება პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს: ია მახარაშვილს, ირაკლი ვეკუას, ნინო თინიკაშვილს, მაია აბულაშვილს, ხათუნა დარახველიძეს, ეკა ჯანჯღავას, ბელა გომურაშვილს, მაია შალიბაშვილს.

4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მოქალაქეებთან ურთიერთობას ახორციელებენ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროში დეტალურად არის გაწერილი მედიასა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სტანდარტები.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება:

1. მედიასთან ურთიერთობას კოორდინაციას უწევს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი, რომლის კომპეტენციაში შედის სამინისტროს შენობაში საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა; მასმედიის წარმომადგენელთა დაშვების ორგანიზება სამხედრო ობიექტებზე;

2. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში პირთა დაშვების საკითხი წესრიგდება მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით;

3. მედიასთან ურთიერთობა ევალება სამინისტროს ადმინისტრაციის საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს;

4. მოქალაქეებთან ურთიერთობა ევალება სამინისტროს ადმინისტრაციის საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტს.

საქართველოს მთავრობის კანცელარია

აღნიშნული უწყებიდან გვეცნობა, რომ მედიასთან ურთიერთობის კოორდინირებას, ჟურნალისტებისთვის პასუხის გაცემას, ინტერვიუებისა და ბრიფინგების ორგანიზებას, საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციულ შენობაში ჟურნალისტთა თავისუფლად გადაადგილებას (წინასწარი შეთანხმების პირობებში) უზრუნველყოფს საქართველოს პრემიერმინისტრის აპარატის პრეს-სამსახური (საკონტაქტო პირი: ზურაბ გვენეტაძე - სამსახურის უფროსი).

ჟურნალისტებთან ურთიერთობის სტანდარტები და საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა გადაადგილების წესები სამართლებრივად რეგულირებული არ არის. მოქალაქეთა დაშვებაზე კონტროლს, საქართველოს მთავრობის კანცელარიის შესაბამისი თანამდებობის პირის წინასწარი მითითებით, უზრუნველყოფს დაცვის სპეციალური სამსახური.

მოქალაქეებთან ურთიერთობა ევალება საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამსახურს (საკონტაქტო პირი: ლევან ერიქაშვილი - სამსახურის უფროსი).

საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ცალსახაა, რომ უწყებას არ აქვს დადგენილი მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები. აგრეთვე, არ აქვს გაწერილი მოქალაქეთა გადაადგილების საკითხი, რაც, თავისთავად, პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან პასუხისმგებელ პირს კონკრეტულ შემთხვევაზე თავად უწევს იმის განსაზღვრა, თუ როგორ მოიქცეს. შესაძლებელია, ამან არაერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბება გამოიწვიოს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობას ახორციელებს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ფატი მამიაშვილი (მოგვეწოდა მისი საკონტაქტო მონაცემებიც), ხოლო მოქალაქეებთან ურთიერთობას - ამავე დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს თანამშრომლები, რომელთა საკონტაქტო მონაცემებად სამსახურის ნომრები იქნა მითითებული. ასევე გვეცნობა, რომ მოქალაქეთა ინტერესებისა და მათ მიერ წარმოდგენილი საკითხების გათვალისწინებით, მოქალაქეებთან ურთიერთობას ასევე ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებში პირთა დაშვების წესის განსაზღვრასთან დაკავშირებით, მოგვაწოდეს „საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობის, დროებითი ერთჯერადი, სპეციალური და ავტომანქანების საშვის გაცემის და მათ საფუძველზე საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციულ შენობაში პირთა დაშვების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 25 2009 წლის 3 ივნისის №173/42 ბრძანება და „საქართველოს კონტროლის პალატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 6 ივლისის №84-ორგ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 12 მარტის №38/37 ბრძანება.

აღნიშნული ბრძანებების თანახმად, განსაზღვრულია საშვის დაშვების წესები, აგრეთვე, შემოწმების გავლის წესები, რომელთა შორის ერთ-ერთია აკრძალული ნივთების შენობაში შეტანა, თუმცა, არ მოგვეწოდა ინფორმაცია, თუ რომელი ნივთების შეტანაა შენობაში აკრძალული. აგრეთვე, ხსენებული ბრძანებებით, პირს დაეკისრა ვალდებულება, უფლებამოსილი პირის ზეპირი განკარგულებით, აკრძალულ ნივთებთან ერთად დაცვის სამსახურს ჩააბაროს საკომუნიკაციო და სხვა ტექნიკური საშუალებები შენობაში დროებითი ყოფნის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მედიასთან ურთიერთობის სტანდარტებით „უფლებამოსილ პირს“ მინიჭებული აქვს ფართო დისკრეცია, რაც ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში განსხვავებული სტანდარტის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

ქალაქ თბილისის მერია

მედიასთან ურთიერთობის, შენობაში ჟურნალისტების გადაადგილების, ინტერვიუს შეთანხმების და საჯარო მოხელის ჩაწერის უზრუნველსაყოფად, ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციაში შექმნილია საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახური, რომლის ხელმძღვანელია თამარ ქურხაშვილი. მოქალაქეებთან ურთიერთობას უზრუნველყოფს ქ.თბილისის მერიის ადმინისტრაციაში შექმნილი საორგანიზაციო სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი (განყოფილება), რომლის ხელმძღვანელია ნანა ქაჯაია.

ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში დაშვების წესი განსაზღვრულია ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 22 იანვრის №63 განკარგულებით. აღნიშნულ დოკუმენტში გაწერილია, რომ შენობაში დაშვება ხდება საშვის მეშვეობით. განკარგულებით, დადგენილია ის პირები, რომლებსაც მოქალაქეთა დაშვებაზე ნებართვის მიცემა შეუძლიათ.

ქალაქ თბილისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ცალსახაა, რომ აღნიშნულ უწყებას სპეციალური დოკუმენტით არ აქვს დადგენილი მედიასა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სტანდარტები.

ქალაქ თბილისის საკრებულო

ქ. თბილისის საკრებულოს აპარატმა მოგვაწოდა „ქ.თბილისის საკრებულოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილება და „ქ.თბილისის საკრებულოს შენობაში დაშვების წესის შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსის 2008 წლის 25 ივნისის №642 განკარგულება.

ამასთანავე გვეცნობა, რომ ქალაქ თბილისის საკრებულოში მედიასთან ურთიერთობა ევალება საკრებულოს აპარატის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილებას, ხოლო მოქალაქეებთან ურთიერთობა საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილებას. ასევე, გვეცნობა განყოფილებების უფროსების სახელები და გვარები.

ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილების მე-13 მუხლის თანახმად, საქმისწარმოების განყოფილების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა მოქალაქეთა მიღება, მათი წერილების, განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების რეგისტრაცია და სტატისტიკური მონაცემების მომზადება.

ამავე გადაწყვეტილების მე-15 მუხლის თანახმად კი, საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს საკრებულოს საქმიანობის გაშუქება, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების ინფორმირება საკრებულოში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მომზადება, საკრებულოში ჟურნალისტთა ყოველწლიური აკრედიტაცია, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გაშუქებული მასალების ანალიზი, მასმედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა.

„ქ.თბილისის საკრებულოს შენობაში დაშვების წესის შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსის 2008 წლის 25 ივნისის №642 განკარგულებით, განსაზღვრულია ქ.თბილისის საკრებულოს შენობაში შესასვლელად მოქალაქეთათვის ერთჯერადი საშვის ფორმა და ქ.თბილისის საკრებულოს შენობაში შესასვლელად მოქალაქეთათვის ერთჯერადი საშვის დაშვების უფლებამოსილ პირთა ნუსხა.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ცალსახაა, რომ ქალაქ თბილისის საკრებულოს დადგენილი აქვს მოქალაქეებსა და მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები, აგრეთვე, 27 განსაზღვრული აქვს მოქალაქეთა მიღების წესი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები ზოგად ხასიათს ატარებს, არ არის დაკონკრეტებული, თუ რა იგულისხმება მასმედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლო

საქართველოს უზენაესი სასამართლოდან გვეცნობა, რომ მედიასთან ურთიერთობას უზრუნველყოფს საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახური (მთავარი კონსულტანტი ნანა ვასაძე). აღნიშნული სამსახურის ფუნქციები განსაზღვრულია უზენაესი სასამართლოს რეგლამენტით, რომელსაც შეგვიძლია გავეცნოთ სასამართლოს ვებ-გვერდზე.

ვებ-გვერდზე მოძიებული ინფორმაციის თანახმად, „საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახური საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ეფექტური სისტემის შექმნის მიზნით:

ა) აწყობს ბრიფინგებს, პრესკონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებს;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აკმაყოფილებს პრესისა და სხვა მასობრივ საშუალებათა მოთხოვნებს ინფორმაციის მიწოდებაზე;

გ) ამზადებს პრესრელიზებს, საინფორმაციო ფურცლებსა და სხვა ბეჭდურ მასალას;

დ) კოორდინაციას უწევს სხვა სასამართლოებში მედიისა და სპიკერ- მოსამართლეების ურთიერთობას;

ე) ახდენს ჟურნალისტთა აკრედიტაციას უზენაეს სასამართლოში;

ვ) უზრუნველყოფს ბეჭდური და ელექტრონული მედიიდანინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს.

უზენაესი სასამართლოდან აგრეთვე გვეცნობა, რომ მოქალაქეებთან ურთიერთობა ევალება საერთო განყოფილების საზოგადოებასთან ურთიერთობის სექტორს (მთავარი კონსულტანტი ზვიად ხუჯაძე). სასამართლოს შენობაში საშვის რეჟიმი მოქმედებს მე-4 სართულიდან, ხოლო მოქალაქეებს მათთვის საინტერესო ყველა ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მოქალაქეთა მისაღებში, რომელიც განთავსებულია შენობის პირველ სართულზე.

მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე სპეციალური დოკუმენტი არ არსებობს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან გვეცნობა, რომ საშტატო ნუსხის თანახმად, პრესასა და მედიასთან ურთიერთობა ევალება ამავე სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო განყოფილების პრესმდივანს ხათუნა ომნაძეს. შესაბამისად, სასამართლოს პრესმდივნისა და სპიკერ-მოსამართლის მეშვეობით შესაძლებელია მედიასთან კომუნიკაციის (ინტერვიუს) დაგეგმვა. სასამართლოში მოქალაქეთა გადაადგილებასთან დაკავშირებით მოგაწოდეს ინფორმაცია, რომ ეს საკითხი რეგულირდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის 2012 წლის 1 ივნისის №69 და ამავე წლის 19 ივნისის №83 ბრძანებით, რომლის ასლებიც გადმოგზავნილ იქნა. თუმცა, აღნიშნული ბრძანებებით ძირითადად განსაზღვრულია სასამართლოში ფოტო, კინო, ვიდეოგადაღების და რეტრანსლაციის, სტენოგრაფირებისა და აუდიოჩანაწერების წესები.

ასევე გვეცნობა, რომ მოქალაქეებთან ურთიერთობა ევალება კანცელარიისა და მოქალაქეთა მიმღებ განყოფილებას.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში არ არსებობს მედიასთან ურთიერთობის სტანდარტი, თუმცა, აქცენტი გაკეთებულია ინტერვიუს დაგეგმვაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლოდან მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ საშტატო ნუსხის თანახმად, პრესასა და მედიასთან ურთიერთობა ევალება ამავე სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს პრესმდივანს. 9 აგვისტოს მდგომარეობით, აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური იყო, თუმცა, ამჟამად გაურკვეველია, კვლავ ვაკანტური რჩება თუ არა ეს ადგილი. ასევე გვეცნობა, რომ თავმჯდომარის ბიუროსთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ, სპიკერ-მოსამართლეთა მეშვეობით, შესაძლებელია მედიასთან კომუნიკაციის (ინტერვიუს) დაგეგმვა.

მოქალაქეთა გადაადგილებასთან დაკავშირებით, მოწოდებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის 2012 წლის 31 მაისის №061 &3 ბრძანების ასლი, რომლებშიც ძირითადად განსაზღვრულია სასამართლოში ფოტო, კინო, ვიდეოგადაღების და რეტრანსლაციის, სტენოგრაფირებისა და აუდიო ჩანაწერების წესები.

ასევე გვეცნობა, რომ მოქალაქეებთან ურთიერთობა ევალება კანცელარიისა და მოქალაქეთა მიმღებ განყოფილებას. მოწოდებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ცხელი ხაზის ნომერი.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში არ არსებობს მედიასთან ურთიერთობის სტანდარტი და მხოლოდ ინტერვიუს დაგეგმვით შემოიფარგლებიან. ინფორმაციის გაცემის მომენტში კი, დაუდგენელი იყო მედიასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირის თანამდებობა.

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოდან გვეცნობა, რომ, საშტატო ნუსხის თანახმად, პრესასა და მედიასთან ურთიერთობის სტრუქტურული ერთეული განსაზღვრული არ არის განყოფილების, სამმართველოს ან სამსახურის სახით და მედიასთან ურთიერთობა ევალება ამავე სასამართლოს აპარატის წამყვან სპეციალისტს (პრესმდივანი) ქეთევან ბასილაშვილს და კონსულტანტს პრესასა და მასმედიასთან ურთიერთობის საკითხებში გვანცა მიქუჭაძეს.

ამასთანავე, მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ სასამართლოს პრესმდივანი და მასმედიასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირები ხელმძღვანელობენ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2010 წლის 6 სექტემბრის ბრძანებით, რომლის თანახმად, განსაზღვრულია ამ პირთა უფლება-მოვალეობები. თუმცა, ეს დოკუმენტი არ მოგვაწოდეს.

მოქალაქეთა გადაადგილებასთან დაკავშირებით, გადმოგვეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2012 წლის 1 ივნისის №28-ს &01 და 2012 წლის 19 ივნისის №32-ს&01 ბრძანებების ასლები, რომლებშიც, ძირითადად, განსაზღვრულია სასამართლოში ფოტო, კინო, ვიდეო გადაღების და რეტრანსლაციის, სტენოგრაფირებისა და აუდიოჩანაწერების წესები.

ასევე მოგვეწოდა ცხელი ხაზის ნომერი და საკონტაქტო პირის მონაცემები.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოში არ არსებობს მედიასთან ურთიერთობის სტანდარტი და მხოლოდ ინტერვიუს დაგეგმვით შემოიფარგლებიან. ინფორმაციის გაცემის მომენტში კი, დაუდგენელი იყო მედიასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირის თანამდებობა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდან გვეცნობა, რომ მედიასთან ურთიერთობას არეგულირებს სასამართლოს რეგლამენტის 42-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს პრესმდივანი, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის განმხილველ სხდომამდე არა უგვიანეს 2 დღისა, აფრთხილებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს სასამართლო სხდომის თარიღისა და განსახილველი საკითხის თაობაზე. თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელს სურს სასამართლო სხდომაზე რადიო, ტელე, აუდიო ან ვიდეო ჩანაწერის გაკეთება, იგი სხდომამდე მიმართავს კონკრეტული საქმის განმხილველ სასამართლოს, რომელიც აღნიშნულ საკითხს წყვეტს სასამართლო სხდომის დაწყებამდე. საკონსტიტუციო სასამართლოს პრესმდივანი უზრუნველყოფს საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენელთა წერილობით ინფორმირებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული აქტის თაობაზე, მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში.“ სასამართლოს შენობაში მოქალაქეების გადაადგილებაზე პასუხისმგებელია მანდატურის სამსახური („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 321 მუხლი), მოქალაქეებთან ურთიერთობა ევალება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურს. საკონტაქტო პირი: ლიანა ბაგაშვილი - საორგანიზაციო სამსახურის უფროსი.

უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 321 მუხლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის ამოცანაა სასამართლოს შენობაში და ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა. თუმცა, არაფერია ნათქვამი, რა ღონისძიებებს ახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქეების გადაადგილებასთან დაკავშირებით.

საკონსტიტუციო სასამართლოს არ მოუწოდებია დოკუმენტი, რომლითაც ხელმძღვანელობს, თუმცა, ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით დგინდება, რომ აღნიშნულ უწყებაში გაწერილია მედიასთან ურთიერთობა, მაგრამ დახვეწას საჭიროებას მოქალაქეების გადაადგილებასა და ურთიერთობასთან დაკავშირებული რეგულაციები.

ქალაქ ქუთაისის მერია

„თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის - მერიის აპარატის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №229 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის - მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქ.ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 4 თებერვლის №79 დადგენილების მიხედვით, ქ. ქუთაისის მერიაში მასმედიასთან თანამშრომლობას უზრუნველყოფს ქ.ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. დებულებაში დეტალურად არის გაწერილი აღნიშნული განყოფილების მოვალეობები, მათ შორის:

1. ორგანიზებას უკეთებს ქალაქ ქუთაისის მერიის წარმომადგენლების მონაწილეობას სტუმრებისა და ექსპერტების სტატუსით ტელე-რადიო გადაცემებში;

2. ამზადებს ტექსტურ მასალებს პრესაში გასავრცელებლად;

3. ორგანიზებას უკეთებს პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და პრეზენტაციების მოწყობას;

4. ამზადებს ტექსტურ მასალებს ქალაქ ქუთაისის მერიის ხელმძღვანელობის საჯარო გამოსვლებისათვის ინტერვიუები, ბრიფინგები, პრესკონფერენციები;

5. ორგანიზებას უკეთებს საზოგადოებასთან ურთიერთობის ღონისძიებებს: პრესტურები, ღია კარის დღეები, „მრგვალი მაგიდა“ და სხვა;

6. ამუშავებს ტელე-რადიო პროგრამების, ბეჭდური გამოცემების (წიგნების, ბროშურების, საინფორმაციო ბიულეტენების, ჟურნალების, გაზეთებისა და ა.შ.) პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ქალაქ ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ამოცანების გადაჭრას;

7. ავრცელებს ინფორმაციას დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე, ახდენს ჟურნალისტთა აკრედიტირებას;

8. ამზადებს პრესრელიზებს ქალაქ ქუთაისის მერიის დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ;

9. თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მასმედიის საშუალებებთან, ზრუნავს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე მერიის საქმიანობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

ზემოაღნიშნული ინფორმაციის გარდა, მითითებული იქნა საკონტაქტო პირის მონაცემებიც.

მოქალაქეთა (მათ შორის ჟურნალისტთა) შემოსვლა-გადაადგილება ქალაქ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში რეგულირდება „ქალაქ ქუთაისის მერიის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2010 წლის 15 ოქტომბრის №424 ბრძანებით, რომლის მე-19 და მე-20 მუხლები განსაზღვრავს მოქალაქეთა მიღებისა და ელექტრონული საშვების (პროქსიმიტბარათები) წესებს. წერილობით გვეცნობა, რომ მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას აწარმოებს მოქალაქეთა მიღებაზე პასუხისმგებელი პირი და გვეცნობა მისი საკონტაქტო მონაცემები.

ქალაქ ქუთაისის მერიას დეტალურად აქვს განსაზღვრული მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები. თუმცა, არ არის ერთმანეთისაგან გამიჯნული მოქალაქისა და მედიის წარმომადგენლის დაშვების წესი.

თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულო

ქუთაისის საკრებულოდან გამოგვეგზავნა საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 და 2011 წლის 4 თებერვლის №79 დადგენილებები და საკრებულოს თავმჯდომარის 2007 წლის 1 მარტის №47 და 2010 წლის 15 ოქტომბრის №424 ბრძანებების დამოწმებული ასლები.

საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 დადგენილება, სხვა საკითხებთან ერთად, განსაზღვრავს მოქალაქეთა მონაწილეობას საკრებულოს საქმიანობაში. საკრებულოს თავმჯდომარის 2007 წლის 1 მარტის №47 ბრძანება კი, დეტალურად განსაზღვრავს ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თანამდებობის პირებსა და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების წესს. ამავე ბრძანებაში მითითებულია, რომ საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის სამდივნო სამსახური.

რაც შეეხება სხვა დოკუმენტაციას, რომელიც ქუთაისის საკრებულოდან მივიღეთ, აღნიშნული განხილულია ქუთაისის მერიის საკითხებთან დაკავშირებულ თავში.

ზემოაღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს, ქუთაისის მერიის შესაბამისად, დეტალურად აქვს განსაზღვრული მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები და მოქალაქეთა მიღების წესი.

ქალაქ ბათუმის მერია

ქალაქ ბათუმის მერიის ადმინისტრაციისგან გვეცნობა, რომ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 2 აგვისტოს №43 დადგენილებით, დამტკიცებულია თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ადმინისტრაციის დებულება, რომელიც არეგულირებს უწყებასთან მოქალაქეებისა და მასმედიის წარმომადგენლების ურთიერთობას.

აღნიშნული დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, მასმედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, სხვა საკითხებთან ერთად:

1. ორგანიზებას უწევს მერიის წარმომადგენლების შეხვედრებს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან, უზრუნველყოფს პრესკონფერენციების მოწყობას, ამზადებს პრესრელიზებსა და საინფორმაციო წერილებს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გასავრცელებლად, ახდენს სხვადასხვა უწყებასა და პრესსამსახურთან ურთიერთობის კოორდინირებას;

2. ორგანიზებას უწევს მედიის წარმომადგენლების შეხვედრებს მერიის თანამშრომლებთან, ათანხმებს შეხვედრის დროს და ადგილს, ორგანიზებას უწევს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში მერიის მიერ გადაცემული მასალის გამოქვეყნებას;

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს მედიის საშუალებების მიერ ქ. ბათუმის მერიასთან გაფორმებული შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას;

განცხადების პასუხად, ქალაქ ბათუმის მერიამ მოგვაწოდა მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, პრესსპიკერ ირინა შერვაშიძის საკონტაქტო მონაცემები.

მოქალაქეებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით კი, გვეცნობა, რომ ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის დებულების (მე-11 34 მუხლი) შესაბამისად, საქმისწარმოების განყოფილება საშვთა სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღებას მერიის ცალკეულ ხელმძღვანელ პირებთან. ამასთან, მოწოდებული იქნა მერთან მოქალაქეთა მიღების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის - მერის თანაშემწის ამირან გოგიავას საკონტაქტო მონაცემები. ქალაქ ბათუმის მერიის მიერ მოწოდებული 2011 წლის 20 ოქტომბრის №363 ბრძანების „ქ.ბათუმის მერიაში ერთი სარკმლის პრინციპის ფუნქციონირებისათვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ მე-12 პუნქტის თანახმად, განსაზღვრულია, რომ სწორედ მერის თანაშემწე უზრუნველყოფს მერთან მოქალაქეთა მიღებას. მერის მოადგილესთან მოქალაქეთა მიღებას კი, ორგანიზებას უწევს ქ.ბათუმის მერის მოადგილის რეფერენტი.

ამდენად, სტრუქტურას მედიასთან ურთიერთობის სპეციალური დოკუმენტი არ აქვს.

თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მერია

თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მერიას არ აქვს შემუშავებული დოკუმენტი, რომლითაც დგინდება მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები.

გვეცნობა, რომ საჯარო ინფორმაციის მიღება ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

თვითმმართველ ქალაქის - ფოთის მერიაში მოქალაქეების, მათ შორის, ჟურნალისტების მიღების საკითხი რეგულირდება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/55 დადგენილებით. დადგენილების მე-6 მუხლით გაწერილია მედიასთან ურთიერთობა, მაგრამ დადგენილებაში არაფერია ნათქვამი მოქალაქეებთან ურთიერთობის თაობაზე.

ასევე გვაცნობეს, რომ მედიასთან და მოქალაქეებთან ურთიერთობა ევალება თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს თამარ ჯანაშიას.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ნათელია, რომ დადგენილება არეგულირებს მხოლოდ მედიასთან ურთიერთობის ზოგიერთ საკითხს და არ არის გაწერილი მოქალაქეებთან ურთიერთობის რეგულაციები.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატი

წერილის მიხედვით, საკრებულოში მედიასთან ურთიერთობა და მოქალაქეთა გადაადგილება რეგულირდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ქ. ბათუმის საკრებულოს რეგლამენტითა და საკრებულოს აპარატის დებულებით.

მასმედიასთან ურთიერთობა ევალება საკრებულოს აპარატის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას - განყოფილების უფროსი გურანდა აბულაძე.

მოქალაქეებთან ურთიერთობა ევალებათ: საკრებულოს წევრებს, საკრებულოს სამდივნოდან - თავმჯდომარის თანაშემწეს, იურიდიული განყოფილებიდან - ბაკურ ბოლქვაძეს, საკრებულოს აპარატის ოფიციალური კორესპონდენციის, მოქალაქეთა განცხადებების და კადრების აღრიცხვის განყოფილებიდან - თეა სარჯველაძეს.

საკრებულოს რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტში გაწერილია სხდომაზე დასწრების მსურველი მოქალაქეებისა და მედიის წარმომადგენლების ადგილი, ხოლო სხდომაზე მათი დასწრების უფლება განმტკიცებულია 55-ე მუხლის მე-3 პუნქტით. მე-4 პუნქტის მიხედვით კი, მათ აკრედიტირებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

ბათუმის საკრებულოში არ ხელმძღვანელობენ სპეციალური დოკუმენტით, რომელიც დაარეგულირებს მედიასა და მოქალაქეებთან ურთიერთობას. მოწოდებულ დებულებაში არ არის მითითება შენობაში გადაადგილების წესზე.

თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულო

თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოში მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს დებულებით, თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს აპარატის დებულებით. აღნიშნული დებულებები კი, მხოლოდ ზოგადად ეხება მოქალაქეთა ჩართულობას საკრებულოს საქმიანობაში.

ფოთის საკრებულოში მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობას არეგულირებს საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში შორენა ჩოკორაია.

თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს არ გად36 მოუგზავნია დოკუმენტაცია, რომელიც გამოვითხოვეთ, თუმცა, ჩვენ მიერ მოძიებული მასალებით დგინდება, რომ მედიასთან ურთიერთობის სტანდარტი ამ უწყებაში არ არის დადგენილი, ხოლო მოქალაქეებთან ურთიერთობისა და გადაადგილების საკითხები მხოლოდ ზოგად ხასიათს ატარებს.

სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები)

სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას არ აქვს მიღებული სპეციალური დოკუმენტი, რომლითაც დგინდება მედიასთან ურთიერთობის სტანდარტი. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის №406 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის დებულების“ მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ურთიერთობა, მათ შორის, ინტერვიუს შეთანხმება და ჟურნალისტისთვის საინტერესო საჯარო მოხელის ჩაწერის უზრუნველყოფა, ადმინისტრაციული სამსახურის კომპეტენციაა და კონკრეტულად ევალება სამსახურის მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელს ხათუნა გულიაშვილს.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შენობაში ჟურნალისტის თუ ნებისმიერი მოქალაქის გადაადგილების თვალსაზრისით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სამუშაო პერიოდში, არ არსებობს რაიმე შემზღუდველი წესი. შესაბამისად, ჟურნალისტს, ისევე როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, შეუძლია შენობაში შემოვიდეს და გადაადგილდეს სურვილისამებრ.

„სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის დებულების“ მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოქალაქეებთან ურთიერთობა, კერძოდ, მოქალაქეთა წინადადებებზე, განცხადებებსა და საჩივრებზე მუშაობას წარმართავს ადმინისტრაციული სამსახური. საკონტაქტო პირები - ნათია კაციაშვილი, მარინა გაგანაშვილი, თამთა ბიწკინაშვილი, თეონა ჩაველაშვილი.

სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ცალსახაა, რომ აღნიშნულ უწყებას არ აქვს დადგენილი მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები. აგრეთვე, არ აქვს გაწერილი მოქალაქეთა გადაადგილების საკითხი.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი

მუნიციპალიტეტის წერილის მიხედვით, „ადგილობრივითვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თვითმმართველობა არ არის უფლებამოსილი, რაიმე დოკუმენტით დაადგინოს მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები და დაარეგულიროს მოქალაქეთა გადაადგილება. ნებისმიერ მოქალაქეს და ჟურნალისტს თავისუფლად შეუძლია გადაადგილდეს ადმინისტრაციულ შენობაში და შეხვდეს ნებისმიერ საჯარო მოხელეს.

მედიასთან ურთიერთობა ევალება გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს, ხოლო მოქალაქეებთან ურთიერთობისთვის შექმნილია მოქალაქეთა მომსახურების ბიურო (ბიუროს უფროსი ლელა ბაღათრიშვილი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მედიასა და მოქალაქეებთან ურთიერთობის თაობაზე, არ აქვს დადგენილი სპეციალური რეგულაციები.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ გამგეობაში არ არსებობს სპეციალური დოკუმენტი, რომლითაც დგინდება მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები. არ არსებობს შენობაში ჟურნალისტების გადაადგილებასთან, ინტერვიუს შეთანხმებასა და ჩაწერასთან დაკავშირებული სპეციალური წესები. შენობაში მოქალაქეთა გადაადგილება შეუზღუდავია.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მედიასთან ურთიერთობა ევალება გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების, კადრების, ანალიზისა და ინფორმაციის განყოფილების წამყვან სპეციალისტს თეკლე იანვარაშვილს. მოქალაქეებთან ურთიერთობა ევალება გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილებას (საკონტაქტო პირები: ლელა ბაღათრიშვილი, ლელა ბექაური) და საკრებულოს მოქალაქეთა მომსახურების განყოფილებას (საკონტაქტო პირები: მანანა გიუნაიძე, ნინო ყურშიტაშვილი).

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ცალსახაა, რომ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მედიასა და მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხები ზეპირად რეგულირდება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ახმეტის რაიონული განყოფილება

განცხადების პასუხად გვეცნობა, რომ ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია ახმეტის რაიონულ განყოფილებაში სათანადო სამართლებრივი აქტების არარსებობის გამო. განყოფილებამ ინფორმაციის მისაღებად მიმართა სააგენტოს იურიდიულ დეპარტამენტს, რადგან განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სააგენტო მოქალაქეებთან ურთიერთობას წარმართავს მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით, რომელიც ფუნქციონირებს სამუშაო დღეებში, სრული სამუშაო დროის მანძილზე. საჭიროებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა მისაღების მიერ ხდება მათი გადამისამართება სისტემაში შემავალ სტრუქტურებში ან/და სააგენტოს ფუნქციონალურ დეპარტამენტში. რაიმე შეზღუდვა მოქალაქეთა მიღებისა და კონსულტირების კუთხით, დაწესებული არ არის.

დაინტერესებულ პირებთან სააგენტოს ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. საჯარო ინფორმაციის გაცემის პირობები ვრცელდება მედიის წარმომადგენლებსა და ნებისმიერ პირზე. სპეციალური აქტი, რომლითაც დგინდება მედიასთან ურთიერთობის განსხვავებული პირობები, სისტემაში არ მოქმედებს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ცალსახაა, რომ არ აქვს დადგენილი მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები. აგრეთვე, არ აქვს გაწერილი მოქალაქეთა გადაადგილების საკითხი.

თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის საკრებულო და თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის მერია

თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის მერიის მიერ მოწოდებული მასალებიდან ირკვევა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში ჟურნალისტისა და მოქალაქეების გადაადგილებისათვის რაიმე განსაკუთრებული წესები და შეზღუდვები დადგენილი არ არის. აქედან გამომდინარე, მედიასთან ურთიერთობა განეკუთვნება რუსთავის მერიის პრესსამსახურის უფლებამოსილებას (სამსახურის უფროსი: ნინუცა კორძაია), რომელიც კოორდინაციას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობების თანამდებობების პირების და მოხელეების მედიასთან ურთიერთობას, ინფორმაციის გაშუქებას, ინტერვიუს ჩაწერას და ა.შ. რაც შეეხება მოქალაქეებთან ურთიერთობას, ამ მიზნით, ქალაქ რუსთავის ადგილობრივ თვითმმართველობაში შექმნილია სამოქალაქო მისაღები (განყოფილების უფროსი: ნინო ყარალაშვილი), რომელიც მოქალაქეებს ემსახურება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით. თუმცა, აღნიშნული მომსახურების ფორმა არ აბრკოლებს მოქალაქეებს, შეხვდნენ თანამდებობის პირებს ან რიგით მოხელეებს მათთვის საჭირო საკითხებთან დაკავშირებით.

ქარელის მუნიციპალიტეტი

აღნიშნულ უწყებაში არ არსებობს სპეციალური დოკუმენტი, რომლითაც მოქალაქეების და ჟურნალისტების გადაადგილების საკითხი რეგულირდება. კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ჟურნალისტს აქვს უფლება, შევიდეს ორგანიზაციაში და, პრესსამსახურის მეშვეობით, ჩაწეროს ინტერვიუ ან მიიღოს სხვა საჭირო ინფორმაცია. ქარელის მუნიციპალიტეტში მედიასთან ურთიერთობას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამსახური.

გორის მუნიციპალიტეტი

აღნიშნულ უწყებაში არ არსებობს სპეციალური დოკუმენტი, რომლითაც დგინდება მასმედიასთან ურთიერთობის სტანდარტები. ჟურნალისტი, საჭიროებიდან გამომდინარე, უკავშირდება საკრებულოს ან გამგეობის შესაბამის თანამშრომელს და მათი დახმარებით ეკონტაქტება რესპონდენტებს. მასმედიასთან ურთიერთობა ევალებათ: საკრებულოს მხრიდან - საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის საკითხებში მთავარ სპეციალისტს გიორგი ღვინიაშვილს; გამგეობის მხრიდან - საინფორმაციო პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელს ნათია ხაჩიურს.

კასპის მუნიციპალიტეტი

გვეცნობა, რომ მედიასა და მოქალაქეებთან ურთიერთობა ევალება ადმინისტრაციული სამსახურის მთავარ სპეციალისტს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში დალი კორკომაშვილს, ადმინისტრაციული სამსახურის „სამუშაოთა აღწერილობით“ განაწილებულ ფუნქციათა შესაბამისად.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი იდენტური საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით, მივმართეთ საქართველოს შსს-ს ოზურგეთის სამმართველოს. აღნიშნული განცხადების პასუხად, შსს-ს ადმინისტრაციის უფროსის წერილით გვეცნობა, რომ შს სამინისტროს დაცვის ქვეშ მყოფ ობიექტებზე თანამშრომელთა შესვლის წესი რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით (იხ. კვლევის პუნქტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო).

3 3. დასკვნა

▲back to top


3.1 გამოვლენილი პრობლემები

▲back to top


ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული მასალების დამუშავების შემდეგ ცალსახად გამოიკვეთა, რომ მედიასთან ურთიერთობის სტანდარტი ქვეყანაში ძალიან დაბალია.

საქართველოში მხოლოდ რამდენიმე უწყებას აქვს შემუშავებული სპეციალური დოკუმენტი მედიასთან ურთიერთობის თაობაზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს დოკუმენტები არ მოიცავს ყველა საჭირო საკითხს. მაგალითად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №191 ბრძანება „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მოქალაქეთა მიღებისა და საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობის შესახებ“ და 2010 წლის 28 ივლისის №23 ბრძანება „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაცვითი რეჟიმის დამტკიცების შესახებ“ არეგულირებს მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობის საკითხებს. თუმცა, იმავდროულად აღნიშნულ აქტებში არ არის დეტალურად გაწერილი, თუ როგორ ხდება ჟურნალისტების დაშვება სამინისტროს ტერიტორიაზე და ეს საკითხი მოქცეულია მოქალაქეთა დაშვების სტანდარტებში.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტროში დეტალურად არის გაწერილი მედიასა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სტანდარტები, თუმცა, ამავე დროს ჟურნალისტები აღნიშნულ უწყებას ერთ-ერთ დახურულ სექტორად მიიჩნევენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემუშავებული აქვს მედიასა და მოსახლეობასთან ურთიერთობის სტანდარტები, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტი ზოგადი ხასიათისაა.

ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ცალსახაა, რომ ქალაქ თბილისის მერიას დადგენილი აქვს მოქალაქეებსა და მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები, აგრეთვე, განსაზღვრული აქვს მოქალაქეთა მიღების წესი. თუმცა, მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები ზოგად ხასიათს ატარებს, არ არის დაკონკრეტებული, თუ რა იგულისხმება მასმედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობაში.

ქალაქ ქუთაისის მერიას დეტალურად აქვს განსაზღვრული მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები. თუმცა, დაწესებულებაში ერთმანეთისაგან გამიჯნული არ არის მოქალაქისა და მედიის წარმომადგენლის დაშვების წესი.

თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს მიერ შემუშავებული აქტით, დეტალურადაა განსაზღვრული მედიის წარმომადგენლებისა და მოქალაქეთა მიღების წესი. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ საკრებულოს მიერ მიღებული დოკუმენტი მნიშვნელოვან ცვლილებას საჭიროებს.

უმეტეს შემთხვევაში, სპეციალური დოკუმენტით არ არის გაწერილი მედიასთან ურთიერთობის საკითხები. ამავე დროს, არც ერთ სხვა დოკუმენტში არ გვხვდება მითითებები, თუ როგორ უნდა მოხდეს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებთან ინტერვიუს შეთანხმება, რა ვადაშია შესაძლებელი მედიის ინფორმირება უწყების მიერ დაგეგმილი ღონისძიების თაობაზე. 2012 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით, ასეთი რეგულაციებია ქვემოთ ჩამოთვლილ სამინისტროებში: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; საქართველოს მთავარი პროკურატურა; საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; სახელმწიფო აუდიტის სამსახური; ქალაქ თბილისის მერია; საქართველოს უზენაესი სასამართლო; ქუთაისის სააპელაციო სასამართლო; თბილისის საქალაქო სასამართლო; თბილისის სააპელაციო სასამართლო; თბილისის საქალაქო სასამართლო; ქალაქ ბათუმის მერია; თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მერია; თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატი; თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულო, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები); თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი; თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა; თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის საკრებულო და მერია; ქარელის, გორის, კასპის მუნიციპალიტეტები.

ზემოთ ჩამოთვლილ სტრუქტურებში მხოლოდ ზოგადი ნორმებით რეგულირდება მედიასთან ურთიერთობის საკითხები და, უმეტესად, გაურკვეველია, თუ რა ჩაითვლება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ საქმიანობის არაჯეროვან შესრულებად.

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციის შესწავლის შემდეგ, ნათელია, რომ მიუხედავად ზოგადი ხასიათისა, მედიისა და ადმინისტრაციული ორგანოების ნორმების დონეზე უფრო მეტად დარეგულირებულია, რეალური სურათი კი უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ბევრად უფრო რთული იყო. ეს პრობლემა კი თავის მხრივ შესაძლოა უკავშირდებოდეს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს, განწყობას.

გასათვალისწინებელია, რომ გადამწყვეტი გავლენა ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობისათვის ეკისრება მედიის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას. ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკოსების მიერ გაგზავნილ მესიჯებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საჯარო მოხელეების ქცევაზე. სწორედ ამ საფუძვლიდან გამომდინარე, საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთ გამოსვლას. კერძოდ, 2012 წლის 10 მაისს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის საქმიანობა უარყოფით კონტექსტში მოიხსენია. მისი თქმით, „ალია“, მსგავსი გაზეთები და „მოფაშისტო ელემენტები“ მათ (ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილი) „შეჭამდნენ და შუაზე გაგლეჯდნენ“. სააკაშვილის აზრით, ისინი ქადაგებენ იმას, რასაც ილია „უმეცრების ფათიფუთს“ უწოდებდა. „რა თქმა უნდა, ისინი მარგინალიზებულები არიან და ვერასოდეს დაუბრუნდებიან საზოგადოების მთავარ ნაწილს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მედიის წარმომადგენლების მიერ შემუშავებული პროდუქტის შეფასება მხოლოდ საზოგადოების კომპეტენციაა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი საქმიანობა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან.

დაუშვებლად მიგვაჩნია უმაღლესი თანამდებობის პირის (პირების) მიერ ჟურნალისტებისთვის იმის მითითება, თუ რა სახით და რომელი ინფორმაცია უნდა იქნეს საზოგადოებისთვის მიწოდებული, ასევე, ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიმართულია მედიის წარმომადგენელთა მარგინალურ ჯგუფად ჩამოყალიბებისკენ.1

ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ჟურნალისტებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაღობა სასამართლო სისტემასთან ურთიერთობა და საქართველოს მთავრობის სხდომებზე დასწრებაა, რადგან მთავრობის სხდომები, როგორც წესი, დახურულია და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, მთავრობის გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი, სხდომა გამოცხადდეს საჯაროდ.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეინიშნება მედიის წარმომადგენლების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილება. ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია2 2012 წლის 16 ოქტომბერს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ტუღუშის განცხადება, რომლითაც პირს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ საპატიმრო დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მიენიჭა.3 აღსანიშნავია, რომ აქედან რვა პირი მედიის წარმომადგენელია.

იმავდროულად, წინამდებარე ანგარიშის გამოცემისას, მიმდინარეობდა დისკუსიები სასამართლო პროცესებზე აუდიო-ვიდეო ჩაწერის წესის შეცვლასთან დაკავშირებით. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, შესაძლოა, სასამართლოში ფოტო და ვიდეო გადაღება აღდგეს. კანონპროექტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია, უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიოვიდეო ჩაწერა. უნდა შევიდეს ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში“. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება შეუზღუდავად ექნება საზოგადოებრივ მაუწყებელს. ის უფლებამოსილია, სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო და აუდიო ჩაწერა და ტრანსლაცია შეუზღუდავად განახორციელოს და ეს ჩანაწერები სხვა მედია საშუალებებს მოთხოვნისთანავე გადასცეს.

სასამართლოს თანხმობით, სასამართლოს სხდომის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო და აუდიო ჩაწერის უფლებამოსილება ასევე გააჩნიათ მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. ეს უფლება შესაძლოა, შეიზღუდოს სასამართლოს მოტივირებული განაჩენით“, - ნათქვამია კანონპროექტში.4

საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მედიასთან ურთიერთობის ერთიანი სტანდარტის დამკვიდრება ქვეყანაში იქნება საუკეთესო გამოსავალი ზემოთ ჩამოთვლილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

__________________________

1. http://www.gyla.ge/index.php?option=com-content&view=article&id=1293%3A2012- 05-11-17-16-35&catid=1%3Alatest-news&Itemid=177&lang=ka

2. http://www.media.ge/stories/akamdesadiqavitpatimr

3. http://www.ick.ge/ka/rubrics/main-news/62-bnews/12735------51--.html

4. http://www.liberali.ge/ge/liberali/news/113151/

3.2 ცვლილებებზე მუშაობისას მოსალოდნელი დაბრკოლებები

▲back to top


მოსალოდნელია, რომ ცვლილებებზე მუშაობისას წარმოიქმნას ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიცაა ჟურნალისტის სტატუსის განსაზღვრა. ინტერნეტის განვითარებასთან ერთად, მედია სივრცეში თანდათან გაიზარდა ინტერესი ონლაინ გამოცემების და ბლოგერების მიმართ. მედიის წარმომადგენლების სიმრავლე შესაძლოა მიმავალში გახდეს ადმინისტრაციული ორგანოების პრობლემა. არსებობს საფრთხე, რომ ადმინისტრაციული შენობების ფართიდან გამომდინარე, ყველა დაინტერესებული პირი ვერ შეძლებს საჯარო სხდომებზე დასწრებას. აღნიშნული საკითხის გადაჭრის საშუალებად ასევე შეგვიძლია მივიჩნიოთ ინტერნეტ რესურსი, მაგალითად, შეხვედრების წარმართვა „ლაივ სტრიმ“ რეჟიმში.

გამოკვლეული მასალებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მედიასთან ურთიერთობის სტანდარტის ჩამოყალიბებისათვის საჭიროა ცვლილების შეტანა არაერთ საკანონმდებლო აქტში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ შემუშავდეს ერთიანი დოკუმენტი, რომელშიც ადმინისტრაციული ორგანოებისათვის დეტალურად იქნება გაწერილი მედიასა და მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხები.

თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ მნიშვნელოვანია, მედია თავადვე გადავიდეს საქმიანობის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტზე. ნდობის ამაღლების ერთ-ერთ ნაბიჯად კი გვესახება მედიის მიერ ეთიკური სტანდარტების აღიარება - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისათვის მიერთება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს მედია სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით კანონმდებლობის ფორმირების პროცესში.