The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ძალადობა ოჯახში

ძალადობა ოჯახში


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ძალადობა
საავტორო უფლებები: © ქალთა საკონსულტაციო ცენტრი „სახლი”
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 გენდერული დამოკიდებულებების კვლევა

▲ზევით დაბრუნება


შესავალი

ოჯახში ძალადობის საკითხი იმ მოვლენათა რიგს განეკუთვნება, რომელიც ყველა დროსა და საზოგადოებრივი განვითარების ყველა ეტაპზე ტაბუირებულ საკითხად აღიქმება. ზოგი ამ საკითხს მოდურ ან არარსებულ პრობლემად მიიჩნევს, ზოგი ადამიანური ურთიერთობების ერთერთ თანმდევ მოვლენად განიხილავს. პოზიციათა სხვადასხვაობა განპირობებულია არა მხოლოდ საკითხის ტაბუირებულობით, არამედ საზოგადოებრივი ცნობიერებითა და ზოგადად განათლების დონით. რაც უფრო მაღალგანვითარებულია საზოგადოება, მით უფრო დიდი ყურადღება ექცევა ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების სრულყოფისათვის მის წინა პლანზე წამოწევას. ამდენად არ არის გასაკვირი, რომ ჩვენს ქვეყანაში არც თუ ისე დიდი ხანია (რამოდენიმე წელია) სამთავრობო თუ არასამთავრობო დონეზე. ეს საკითხი განხილვის საგნად იქცა.

ჩვენი ორგანიზაცია ქალთა საკონსულტაციო ცენტრი „სახლი”, ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელმაც საქართველოში ოჯახში ძალადობის საკითხს ყურადღება მიაქცია და ამ მიმართულებით აქტიური საკონსულტაციო მუშაობა წარმართა. „სახლი” ფუნქციონირებს 1997 წლიდან და მის გამოცდილებაში დაგროვდა ოჯახური ძალადობის გამოვლენის უამრავი ფაქტი. კერძოდ, ყოველწლიურად „სახლს” აკითხავს 270-300 ბენეფიციარი, რომელთა ძირითადი პრობლემა ოჯახურ ძალადობას უკავშირდება. საკითხის აქტუალობა ნათლად აისახა იმ ბენეფიციართა ემპირიულ მონაცემებში, რომელთაც ცენტრის ხელმძღვანელი რ. ფხაკაძე 1980 წლიდან ფსიქოლოგიურ კონსულტირებას უწევდა სხვადასხვა ორგანიზაციებსა და პროგრამებში მუშაობისას, იქნებოდა ეს ონკოლოგიური საავადმყოფო, კრიზისული დახმარების ცენტრი „ნდობა” (ნდობის ტელეფონი-მოზრდილთა და საყმაწვილო არხები), დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანთა დახმარების პროგრამები და სხვა. აქედან გამომდინარე ცენტრის მუშაობა, რომელიც შესაძლებელი გახდა ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია ოქსფამის მხარდაჭერით, წარიმართა იმ საერთო და ზოგადი პრობლემების გათვალისწინებით, რაც აერთიანებდა კონსულტაციაზე მოსულ ყველა იმ ადამიანს, რომელთა ცხოვრებაშიც ადგილი ჰქონდა ისეთ სერიოზულ ოჯახურ პრობლემებსა და კონფლიქტებს, რომელიც მათ ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ აძლევდა.

ამჟამად თბილისში უკვე ფუნქციონირებს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და ასევე კოალიცია, რომელიც უშუალოდ ოჯახური ძალადობის საკითხზე მუშაობს. რასაკვირველია, ამ საკითხის მოგვარება შეუძლებელია სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერისა და თანადგომის გარეშე. მსოფლიოში არსებული გამოცდილების მიხედვით, ოჯახური ძალადობის სახელმწიფო პროგრამები პრობლემის დაძლევისათვის ფართო მასშტაბიანი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. იგი თავის მხრივ ეფუძნება ოჯახური ძალადობის საკითხში სამართალდამცავ ორგანოთა კვალიფიკაციას, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და შესატყვისი სამსახურების არსებობას.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონპროექტი „ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის გეგმა (2000-2002წწ)”, ზოგიერთი სამთავრობო და ძირითადად არასამთავრობო სტრუქტურებისთვის საშუალებას იძლევა ფორმალური ბრძანებულებიდან ქმედით დოკუმენტად გადაქცევისა. თუმცა, ჯერ-ჯერობით არ არსებობს რეალური ნაბიჯები ოჯახური ძალადობის საკითხის სერიოზულ პრობლემად განხილვისა.

ქალთა საკონსულტაციო ცენტრი „სახლი” განაგრძობს თავის მუშაობას როგორც კონსულტაციების გაწევით, ასევე საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიმართულებით, ვინაიდან საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია სწორი ფსიქო-სოციალური კორექციის მეთოდიკის შემუშავება.

2 კვლევის მიზანი

▲ზევით დაბრუნება


კვლევის მიზანს წარმოადგენდა ოჯახური ძალადობის მიმართ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, არსებული სტერეოტიპების გამოვლენა გენდერული ასპექტის გათვალისწინებით, დამოკიდებულების დადგენა ისეთი კონკრეტული სფეროების მიმართ, როგორიცაა ქალთა უფლებრივი საკითხები, ძალადობის მაპროვოცირებელი ფაქტორები, ძალადობის სუბიექტ-ობიექტი, ძალადობის დაძლევის საზოგადოებისათვის მისაღები და მიუღებელი ფორმები, რისი გათვალისწინებაც საშუალებას მოგვცემდა დაგვედგინა თუ რამდენად გაცნობიერებული თემაა ოჯახური ძალადობა საზოგადოებისათვის.

3 კვლევის მეთოდი

▲ზევით დაბრუნება


კვლვისთვის სპეციალურად შემუშავებულ იქნა კითხვარი, რომელიც 21 კითხვას შეიცავდა. აღნიშნული კითხვები დაყოფილ იქნა შემდეგ ბლოკებად:

I. №1. დამოკიდებულება ქალის უფლებრივი პრობლემის მიმართ. ოჯახური ძალადობა, როგორც სოციალური პრობლემა.

II. №2. ძალადობის მაპროვოცირებელი ფაქტორები.

III. №3. ოჯახი, როგორც ძალადობის სიტუაცია.

IV. №4. ოჯახში ძალადობის სუბიექტები და ობიექტები.

V. №5. რეაგირება ძალადობაზე.

VI. №6. ძალადობის დაგმობის საზოგადოებისათვის მისაღები ფორმები.

კვლევა ჩატარდა 400 რესპოდენტის შემთხვევით შერჩევაზე, სადაც გამოყოფილ იქნა ცალკეული ჯგუფები შემდეგი ფაქტორების მიხედვით:

სქესი, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, განათლება და პირადი შემოსავლის ოდენობა.

რესპოდენტთა რაოდენობის პროცენტული მაჩვენებელი ჯგუფების მიხედვით იყო შემდეგი:

სქესი; 1. ქალი-50.5%; 2. მამაკაცი - 49.5%

ასაკი: 1. 23-35 - 39.8%; 2. 35-50 - 39.0%; 3. 50-ზე მეტი - 21.3%

განათლება: 1. უმაღლესი - 85.5%; 2. დაუმთავრებელი უმაღლესი - 5.8%; 3. საშუალო სპეციალური - 6.8%; 4. დაუმთავრებელი საშუალო - 0.3%

ოჯახური მდგომარეობა: 1. ქორწინებაში მყოფი - 57.8%; 2. განქორწინებული - 7.8%; 3. დაუქორწინებელი - 29.3%; 4. ქვრივი - 5.3%

პირადი შემოსავალი: 1. 50 ლარამდე - 17.3%; 2. 50-100 ლარი - 19.3%; 3. 100-200 ლარი - 16.0%; 4. 200-ზე მეტი - 32.8%; 5. პირადი შემოსავლის გარეშე - 14.8%

მიღებული შედეგები დამუშავდა სპეციალური სტატისტიკური პროგრამით (SPSS). წინამდებარე ნაშრომში განხილულია ჩვენი ძირითადი ინტერესის, ოჯახური ძალადობის მიმართ გენდერული დამოკიდებულების კვლევის, ამსახველი მონაცემები. თუმცა აღნიშნული საკითხისადმი დამოკიდებულების კვლევა მიმდინარეობდა სხვადასხა პარამეტრების - ასაკის, განათლების, ოჯახური მდგომარეობისა და შემოსავლის ოდენობის მიხედვითაც, რაც ამ შემთხვევაში აუცილებელ, მაგრამ არა ძირითად მიზანს წარმოადგენდა.

4 კვლევის შედეგების ანალიზი

▲ზევით დაბრუნება


კვლევის შედეგები გაანალიზებულია რესპოდენტთა მთლიანი შერჩევის როგორც ზოგადი მონაცემების, ასევე კონკრეტული პარამეტრების მიხედვითაც. კერძოდ, თითოეულ კითხვაზე ჯგუფის საშუალო მონაცემი პროცენტულად არის გამოსახული, ხოლო ქალთა და მამაკაცთა ჯგუფების მაჩვენებლები კი გრაფიკულად. როგორც აღვნიშნეთ, კითხვები ბლოკებად არის დაყოფილი და თითოეულ ბლოკზე მიღებული მონაცემები ზოგადი დასკვნის სახით არის წარმოდგენილი.

I. №1 ბლოკი - დამოკიდებულება ქალის უფლებრივი პრობლემის მიმართ. ოჯახური ძალადობა, როგორც სოციალური პრობლემა

კითხვაზე რა მიგაჩნიათ ძალადობად, რესპოდენტთა პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

1. ცემა - 94.8%; 2. სქესობრივი კონტაქტის თავსმოხვევა - 64.0%; 3. მუქარა - 43.3%; 4. სიტყვიერი შეურაცხყოფა - 55.5%; 5. ურთიერთობების კონტროლი და აკრძალვა - 46.8%; 6. ფინანსური კონტროლი - 23.5%; 7. ეჭვიანობა -0.3%; 8. ადამიანის ნების საწინააღმდეგო ქმედება -0.3%

ძალადობად პირველ რიგში ფიზიკური, სექსუალური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა განიხილება, შემდგომ კი დანარჩენი სხვა.

ძირეული სხვაობები ამ მხრივ მამაკაცთა და ქალთა ჯუფების მონაცემებს შორის არ აღინიშნა, ანუ ქალთა (94.1%) და მამაკაცთა (95.5%) უდიდესი უმრავლესობა ძალადობად პირველ რიგში ცემას აღიარებს. თუმცა უნდა აღინიშნოს მცირედი განსხავება იმ პარამეტრის მიხედვით, რომელიც ურთიერთობების კონტროლსა და აკრძალვას ეხება. ქალებისათვის იგი ძალადობრივი ქცევის გამოვლენის უფრო მწვავე ფორმაა (53.5%) ვიდრე მამაკაცებისათვის (39.9%).

0x01 graphic

2. რაც შეეხება ქალის უფლებების დაცვის საკითხს, ზოგადი მონაცემების მიხედვით პასუხების განაწილება შემდეგნაირია:

1. ქალს საქართველოში არაფერი სჭირს დასაცავი - 20.8%25; 2. ქალი საჭიროებს დაცვას ყველა სფეროში - 63.5%25; 3. ქალი მხოლოდ ოჯახში საჭიროებს დაცვას - 6.3%25; 4. მიჭირს პასუხის გაცემა - 9.5%25

ერთი და იგივე დებულების მიმართ გენდერული ასპექტით განსხვავებული დამოკიდებულება გამოვლინდა. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჯგუფისათვის ქალის დაცვა ყველა სფეროში ყველაზე აქტუალური აღმოჩნდა, ქალებისათვის იგი მაინც ბევრად უფრო მნიშვნელოვნად აღიქმება (76,2%25) ვიდრე მამაკაცებისათვის (51%25), ხოლო ქალს რომ არაფერი სჭირს დასაცავი, ამას მხარს უჭერს მამაკაცთა ბევრად დიდი პროცენტი (36%25), ვიდრე ქალებისა (6%25). აღნიშნული ტენდენციები ყველა სფეროში ქალთა დაცვის საკითხის აქტუალობაზე მიუთითებს და მათში არსებული დაუცველობის სინდრომის მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს.

0x01 graphic

3. კითხვა არის თუ არა ქართულ ოჯახში ძალადობა, საშუალებას გვაძლევს უფრო დავაკონკრეტოთ საზოგადოების დამოკიდებულება ოჯახური ძალადობის მიმართ, რომელიც შემდეგი სახისაა:

1. დიახ - 31.5%25; 2. არა - 8.3%25; 3. ზოგჯერ - 57.3%25; 4. მიჭირს პასუხის გაცემა - 3.0%25

საგულისხმოა, რომ როგორც მამაკაცებმა (62.1%25), ასევე ქალებმა (52.5%25) პასუხს „ზოგჯერ” პირველი ადგილი მიანიჭეს. რაც შეეხება დადებით პასუხს, ანუ ქართულ ოჯახში ძალადობის არსებობის აღიარებას, ქალები უფრო დაეთანხმნენ ამ დებულებას (41.2%25), ვიდრე მამაკაცები (21.2%25). ამ მაჩვენებელს გარკვეულწილად აძლიერებს ოჯახური ძალადობის უარყოფის ძალიან დაბალი მაჩვენებელი ქალთა ჯგუფში (4.0%25) მამაკაცთა ჯგუფის მონაცემთან (12.6%25) შედარებით.

0x01 graphic

4. რაც შეეხება ოჯახური ძალადობასთან დაკავშირებით კანონის მიღების მიზანშეწონილებას, მონაცემთა ზოგადი სურათი შემდეგნაირია:

1. დიახ - 60.6%25; 2. არა - 15.5%25; 3. არ ვიცი - 16.3%25

გამოკითხულთა უმრავლესობამ კითხვას დადებითი პასუხი გასცა, ანუ მიზანშეწონილად ჩათვალა კანონის მიღება.

უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულ ქალთა უფრო მაღალი პროცენტი (78.9%25) მამაკაცებთან შედარებით (50.3%25) მიზანშეწონილად მიიჩნევს ამ კანონის მიღებას. ხოლო მათ შორის, ვინც აღნიშნული კანონის მიღებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს, მამაკაცები უფრო მეტია (28.3%25), ვიდრე ქალები (6.7%25).

აღნიშნული ვითარება თანხვდება წინა კითხვებზე მიღებულ შედეგებს, რომლის მიხედვით ძალადობის არსებობასა და ყველა სფეროში ქალთა დაცვის საჭიროებას ქალთა საკმაოდ მაღალი პროცენტი აღნიშნავს.

0x01 graphic

დასკვნა

ამრიგად, პირველ ბლოკში შემავალ კითხვებზე მიღებული პასუხების ანალიზის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ ძალადობა ოჯახში არ არის გააზრებული როგორც აქტუალური სოციალური პრობლემა. თუმცა ამ საკითხზე კანონის მიღებისა და ქალთა დაცვის საჭიროებას გამოკითხულთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. აღნიშნულ ვითარებაში უკეთ გარკვევის საშუალებას იძლევა მონაცემთა ანალიზი ქალთა და მამაკაცთა ჯუფების მიხედვით, რაც გვაფიქრებინებს, რომ ქალებისათვის ოჯახური ძალადობის, ქალთა დაცვისა და შესატყვისი კანონის მიღების საკითხები ბევრად უფრო აქტუალურია, ვიდრე მამაკაცებისათვის.

II. №2 ბლოკი - ძალადობის მაპროვოცირებელი ფაქტორები

5. კითხვაზე რა განაპირობებს მეუღლის ძალადობას მეუღლის მიმართ მონაცემთა ზოგად სურათში პასუხების შემდეგი განაწილება მივიღეთ:

1. სოციალური გარემოცვა, რომელიც არ უქმნის მეუღლეს პირობებს თავისი შესაძლებლობის გამოსავლენად - 23.8%25; 2. ქართული მენტალიტეტი, რომლის მიხედვითაც ვინმე მთავარია ოჯახში -23.5%25; 3. მეუღლის ხასიათი - 52.8%25

გამოკითხულთა მონაცემების შედარებამ ქალთა და მამაკაცთა ჯგუფების მიხედვით მოგვცა მცირე, მაგრამ საგულისხმო განსხვავება. ოჯახურ ძალადობას ინტერპერსონალურ დონეზე განაპირობებს პიროვნული მახასიათებლები, ისეთი როგორიცაა მეუღლის ხასიათი და არა სოციალურ-კულტურული ფაქტორები - არც მენტალიტეტი და არც სოციალური გარემოცვა არ წარმოადგენს ძალადობის მაპროვოცირებელ მნიშვნელოვან ფაქტორს. თუმცა მამაკაცების მხრიდან უფრო სოციალური გარემოცვა ითვლება ძალადობის მაპროვოცირებელ ფაქტორად, ხოლო ქალებისათვის კი - მენტალიტეტი, რაც გარკვეულ ტენდენციებზე უნდა მიუთითებდეს, კერძოდ, ქალები უფრო ღრმად ხედავენ პრობლემას, მათთვის საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ვინაიდან ოჯახის ყოველდღიურ, ყოფით საკითხებში, ქალი უფრო კომპეტენტურია, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის მართვა - არსებითი გადაწყვეტილებების მიღება, მამაკაცის პრეროგატივად რჩება.

0x01 graphic

6. ოჯახში მამაკაცის აგრესიულობის მაპროვოცირებელ სოციალურ მიზეზებად დასახელებულია შემდეგი:

1. ეკონომიური სიდუხჭირე - სიღარიბე - 45.0%25; 2. დაუსაქმებლობა - 45.3%25; 3. უპერსპექტივობა სამსახურეობრივ კარიერაში - 14.3%25; 4. არაეკლესიურობა - 15.0%25; 5. სხვა (ხასიათი - 4.0,აღზრდა - 1.5%25 გაუნთლებლობა-0.8%25,)

მონაცემთა ზოგადი სურათი და ცალკეული ჯგუფის მონაცემები თითქმის მსგავსია, ანუ ეკონომიკური პრობლემები, სამსახურის უქონლობა და სამსახურეობრივი უპერსპექტივობა, ზოგადად აღიარებულია მამაკაცის აგრესიულობის მიზეზებად. იგივე შედეგი გვაქვს ქალთა და მამაკაცთა ჯგუფებშიც, თუმც განსხვავება მაინც შეინიშნება. კერძოდ, ქალები (18,8%25) მამაკაცებთან შედარებით (11.1%25) არაეკლესიურობას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ. თუმცა ეს მონაცემი ზოგად სურათს არ ცვლის.

0x01 graphic

7. თავისთავად ნაგულისხმევ მიზეზებში, რის გამოც ქალი ვერ ანგრევს ოჯახს, ზოგადი მონაცემების მიხედვით ძირითად მიზეზებად როგორც მამაკაცები, ასევე ქალები ასახელებენ შემდეგს:

1. ოჯახი არ უნდა დაინგრეს - 38,0%25; 2. შვილები - 44,5%25; 3. კაცი ოჯახში მთავარია - 9,5%25; 4. სხვა (მიჩვევა 4%25, შიში 2,5%25; მამაკაცზე ეკონომიური დამოკიდებულება 1,5%25; არ ვიცი 1,5%25)

ამ ზოგად დამოკიდებულებებს მოვლენებისადმი ცალ-ცალკე იზიარებს ორივე ჯგუფი, თუ არ ჩავთვლით იმ მცირედ განსხვავებებს, რომელსაც ადგილი აქვს მათ მიერ მიღებულ მონაცემებში. კერძოდ, ქალებისათვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს შვილების ფაქტორს (49%25) და შემდეგ ოჯახის მთლიანობას (39,1%25) ვიდრე მამაკაცებისათვის, რომლებისთვისაც ორივე ფაქტორი ერთი და იგივე მნიშვნელობისაა (ოჯახი არ უნდა დაინგრეს 39,9%25 და შვილები 39,9%25).

0x01 graphic

8. ინტერპერსონალურ ურთიერთობებში ოჯახური ძალადობისათვის მაპროვოცირებელ ნიადაგს ორივე ჯგუფისათვის ქმნის ისეთი ფსიქოლოგიური ფაქტორები როგორიცაა:

1. მეუღლის მიმართ მორჩილება - 18.5%25; 2. საკუთარ თავზე დაბალი წარმოდგენა -26,0%25; 3. ქმარზე (ცოლზე) სრული დამოკიდებულება-მიჯაჭვულობა - 40.5%25; 4. სხვა (არ ვიცი-4.3%25, შიში-2.0%25, შეუთავსებლობა-2.0%25, სიჯიუტე-2.0%25, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა-1,3%25)

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჯგუფის მონაცემი ზოგადად კვლავ ემთხვევა ერთმანეთს, გარკვეული პარამეტრების მიხედვით განსხვავებები მაინც აღინიშნება: ქალების უმრავლესობა (35.1%25) მამაკაცებისაგან განსხვავებით (16.7%25), ოჯახური ძალადობის მაპროვოცირებელ ფაქტორად საკუთარ თავზე დაბალ წარმოდგენას მიიჩნევს. ხოლო მამაკაცები უფრო მეუღლის მიმართ მორჩილებაში ხედავენ ძალადობის მაპროვოცირებელ მიზეზს, რაც განსხვავებულ ტენდენციებზე მეტყველებს. კერძოდ, ქალები უფრო ინტერნალურ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ საკითხის მიმართ, ხოლო მამაკაცები ექსტერნალურს. ანუ ქალები საკუთარ თავში ხედავენ მიზეზს, მამაკაცები კი გარეგან მოვლენებში (გარემოში და ა.შ.).

0x01 graphic

დასკვნა:

ოჯახური ძალადობის მაპროვოცირებელ ფაქტორად დასახელებულ იქნა როგორც გარეგანი (სოციალური, მენტალური, ეკონომიკური), ასევე შინაგანი - ქარაქტეროლოგიური ასპექტები. ზოგადი მონაცემების მიხედვით მიღებული შედეგები ძირითადად ემთხვევა საზოგადოებაში მიღებულ სტერეოტიპულ წარმოდგენებს ამა თუ იმ ფენომენის მიმართ - იქნება ეს სოციო-კულტურული თუ ქარაქტეროლოგიური მახასიათებლები. თუმცა, ამ უკანასკნელს წამყვანი როლი ენიჭება ოჯახური ძალადობის გამომწვევ მიზეზებს შორის, როგორიცაა მეუღლის ხასიათი ან მეუღლეზე სრული დამოკიდებულება-მიჯაჭვულობა და სხვა.

საკითხის უფრო დეტალური ანალიზის შედეგად იკვეთება ზოგჯერ მცირე, მაგრამ სტატისტიკურად სანდო მონაცემები, რომლებიც დამახასიათებელია თითოეული ჯგუფისათვის. კერძოდ, ქალებისათვის, მამაკაცებისგან განსხვავებით, დაბალი თვითშეფასება წარმოადგენს ოჯახური ძალადობის მაპროვოცირებელ ფაქტორს. თუ გავითვალისწინებთ მიღებულ შედეგებს, რომლის მიხედვითაც ქალებისთვის შვილების ინტერესი უფრო მაღლა დგას, ვიდრე მამაკაცებისთვის, რომელთათვისაც ოჯახის მთლიანობის შენარჩუნება და შვილების ინტერესები თანაბარი ღირებულებისაა, მაშინ შეიძლება დავასკვნათ, რომ ქალს მამაკაცისგან განსხვავებით პიროვნულ დონეზე დათრგუნული აქვს საკუთარი ინტერესები. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ ქალებს გაცნობიერებული აქვთ ეს ფაქტი, რაც მუდმივი ფარული უკმაყოფილებისა და კონფლიქტის წყარო შეიძლება იყოს. არსებული სტერეოტიპების მიხედვით, ოჯახურ სტაბილურობაზე ზრუნვა, უფრო მეტად ქალის ფუნქციად მოიაზრება ვიდრე მამაკაცისა, რაც პარტიარქალური აზროვნების ნიშანდობლივ მახასიათებლად გვევლინება.

III. №3 ბლოკი - ოჯახი, როგორც ძალადობის სიტუაცია

9. ზოგადად რესპოდენტთა მიერ ოჯახი აუცილებელ და მნიშვნელოვან ფაქტორად იქნა აღიარებული

1. დიახ - 77,8%25; 2. არა -10.0%25; 3. მიჭირს პასუხის გაცემა - 12,3%25.

ქალთა და მამაკაცთა ჯგუფების მონაცემები სრულად ემთხვევა მონაცემთა ზოგად სურათს, ანუ არსებული სტერეოტიპების მიხედვით, ოჯახი მნიშვნელოვან ღირებულებასა და ნორმატულ აუცილებლობას წარმოადგენს.

0x01 graphic

10. ზოგადი მონაცემების მიხედვით ცოლ-ქმარს შორის კონტროლის უფლების საკითხი შემდეგნაირად განაწილდა:

1. ცოლი ქმარზე - 0.3%25; 2. ქმარი ცოლზე - 10.5%25%25; 3. ცოლ-ქმარი ერთმანეთზე - 36.0%25; 4. არცერთს არ აქვს კონტროლის უფლება - 53,3%25.

ზოგადად აქაც საზოგადოებაში მიღებულმა ნორმატულმა წარმოდგენებმა იჩინეს თავი. კერძოდ, ის, რომ არცერთს არ აქვს კონტროლის უფლება ან ორივეს აქვს ამის უფლება. თუმცა ქალებისგან (1%25) განსხვავებით, მამაკაცების უფრო დიდი ნაწილი თვლის რომ კონტროლს უნდა ახორციელებდეს ქმარი ცოლზე (20,2%25), რაც შეეხება ცოლის მხრიდან ქმარზე კონტროლის განხორციელებას, ამ დებულებას არ დაეთანხმა არც ერთი მამაკაცი და რაც ფრიად საინტერესოა, ქალების მხოლოდ 1%25. ანუ ქალის მხრიდან განხორციელებული კონტროლი ეწინააღმდეგება საზოგადოებაში მიღებულ ნორმატულ წარმოდგენებს, რომელიც გენდერული ასიმეტრიის პრინციპს ეფუძნება.

0x01 graphic

11. ზოგადი მონაცემი იმ მიზეზებისა, რის გამოც ქმარი ცოლს მუშაობას უკრძალავს, შემდეგია:

1. უყვარს და არ უნდა მუშაობით დატვირთოს - 11.8%25; 2. ეჭვიანობს - 27.0%25; 3. ვერ მოახერხებს ცოლის ქცევის თავისუფლად კონტროლს -24.0%25; 4. ოჯახის მომსახურებისთვის ცოლს დრო მოაკლდება - 45.5%25.

დებულებას - „ოჯახის მომსახურეობისათვის ცოლს დრო მოაკლდება” წამყვან მიზეზად ასახელებენ როგორც მამაკაცები (48,5%25), ასევე ქალები (42,6%25). მამაკაცები, ქალებისაგან განსხვავებით, ეჭვიანობასა (24,2%25) და სიყვარულს (20,7%25) უფრო სერიოზულ მიზეზად თვლიან, ვიდრე ქცევების გაუკონტროლებლობას (14,1%25). ხოლო ქალები, თავის მხრივ, კონტროლის შესუსტებასა (33.7%25) და ეჭვიანობას (29.7%25) აძლევენ უპირატესობას. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მამაკაცებისაგან განსხვავებით, ქალები სიყვარულს მუშაობის აკრძალვის მიზეზად თითქმის არ ასახელებენ (3.0%25). როგორც ჩანს, კონტროლის მიზეზების ჩამოთვლაშიც ვლინდება მნიშვნელოვნად განსხვავებული გენდერული დამოკიდებულებები.

0x01 graphic

12. იმ მიზეზთაგან, რის გამოც, ქალს უჭირს კონფლიქტური ოჯახის დანგრევა, პროცენტული მაჩვენებლები გადანაწილდა შემდეგნაირად:

1. შვილების პრობლემა - 77.8%25; 2. ეკონომიური მიჯაჭვულობა ოჯახის წევრ მამაკაცზე - 48.8%25; 3. ბინის პრობლემა - 27.5%25; 4. პასუხისმგებლობა საკუთარი და შვილების მომავლის გამო - 50.5%25; 5. შეჩვევა - 25.8%25; 6. მარტო დარჩენის შიში - 37.5%25; 7. კიდევ გათხოვების დაბალი შანსი - 7.3%25; 8. განქორწინებული ქალის დაბალი სტატუსი - 17.5%25

9. სხვა (სიყვარული-2.35, არ ვიცი-2.0%25, შიში-0.3%25).

მონაცემთა ზოგადი სურათი ზუსტად აისახა თითოეული ჯგუფის შედეგებშიც. კერძოდ, შვილები ორივე ჯგუფისათვის, როგორც ქალების (72.3%25), ისე მამაკაცების (82.3%25) აზრით წარმოადგენს იმ ძირითად მიზეზს, რის გამოც ქალს უჭირს კონფლიქტური ოჯახის დანგრევა. ხოლო ქალისათვის შემდეგ მნიშვნელოვან მიზეზად ეკონომიკური მიჯაჭვულობა დასახელდა (55.4%25), რაც მამაკაცების მიერ დასახელებულ მიზეზს - პასუხისმგებლობა საკუთარი და შვილის მომავლის გამო - გაუტოლდა (54.0%25).

ზოგადად, ჯგუფების მონაცემები ზუსტად ასახავენ საზოგადოებაში არსებულ დამოკიდებულებას კონფლიქტური ოჯახის შენარჩუნების მიზეზების მიმართ.

0x01 graphic

13. ზოგადი მონაცემით მიზეზები, რის გამოც მამაკაცს უჭირს კონფლიქტური ოჯახის დანგრევა, შემდეგნაირად განაწილდა:

1. შვილები - 84.8%25; 2. ბინის პრობლემა - 29.0%25; 3. პასუხისმგებლობა ერთხელ აღებული ოჯახური ვალდებულებების წინაშე - 58.8%25; 4. შეჩვევა - 44.8%25; 5, მარტო დარჩენის შიში- 32.8%25; 6. ხელმეორედ ოჯახის შექმნის სირთულე - 32.5%25; 7. სხვა (არ ვიცი-8.5, პრობლემისათვის თავის არიდება-0.8%25)

თითოეული ჯგუფის მონაცემმა გარკვეული განსხვავება მოგვცა. კერძოდ, მონაცემთა მიხედვით, მამაკაცთა მაჩვენებლები საგრძნობლად მაღალია შვილებისა (91.9%25) და ოჯახის წინაშე ერთხელ აღებული პასუხისმგებლობის მიმართ (73.2%25), ვიდრე ქალების მაჩვენებლები იგივე პარამეტრებით, რაც საზოგადოებაში დაკანონებული მამაკაცური როლის კიდევ ერთ დამადასტურებელ ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს. ვინაიდან პასუხისმგებლობა საკუთარ ქცევებზე და ვალდებულებებზე მასკულინურ საზოგადოებაში უფრო მეტად მამაკაცის პრეროგატივად არის აღიარებული.

0x01 graphic

დასკვნა

ბლოკში წარმოდგენილი შეკითხვები ეხებოდა ოჯახს, ძალადობის სიტუაციად მოაზრებულს და არკვევდა დამოკიდებულებებს ძალადობის კონტროლის ფორმებისა და მიზეზების დადგენას გენდერული დამოკიდებულებების გათვალისწინებით, ასევე კონფლიქტური ოჯახის შენარჩუნების მიზეზებსაც. როგორც ცნობილია, ოჯახური ძალადობა დაფუძნებულია ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვების მექანიზმზე. მიღებულმა შედეგებმა დაადასტურეს მათი აშკარა თუ ფარული გამოვლინებების სპეციფიკა და ოჯახის ყოლის აუცილებლობა, სადაც მამაკაცებს ენიჭებათ ძალაუფლებისა და კონტროლის ფლობის პრივილეგია, ხოლო ქალები ფარულად თუ აშკარად აპროტესტებენ ამგვარ დამოკიდებულებას, თუმცა არ უარყოფენ ეკონომიკურ დაქვემდებარებულობას მამაკაცზე. ამგვარი ვითარება კიდევ ერთხელ ამტკიცებს მამაკაცის მიერ ძალაუფლებისა და კონტროლის ფლობას და ქალის მასზე დამოკიდებულების ტენდენციებს.

IV. №4 ბლოკი - ოჯახში ძალადობის სუბიექტები და ობიექტები

14. კითხვაზე „ვინ არის მოძალადე ოჯახში?“ ასეთი პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

1. უფრო ხშირად ქმარი - 54.5%25; 2. უფრო ხშირად ცოლი - 5.3%25; 3. ქმარიც და ცოლიც ერთნაირად - 40.3%25.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ მამაკაცებიც, ისევე როგორც ქალები, პირველ რიგში მოძალადედ ქმარს მიიჩნევენ. ორივე ჯგუფში ოჯახში ძალადობის სუბიექტად აღიარებულია მამაკაცი, თუმცა, ქალთა ჯგუფის მონაცემი (62.9%25) ამ პარამეტრით მამაკაცების მონაცემზე (46.0%25) ბევრად უფრო მაღალია. მოძალადის როლში ორივეს ერთად, ასახელებს მამაკაცთა 43.9%25, და ქალთა 36.6%25-ი. რაც შეეხება ცოლის მოძალადედ აღიარებას, იგი ნაკლებ დადასტურდა როგორც მამაკაცების (10.1%25), ასევე ქალების (0.5%25) მხრიდან. ეს გვაფიქრებინებს მოძალადის სტატუსის მიმართ ფსიქოლოგიური დამოკიდებულების უფრო ღრმა კვლევის საჭიროებას.

0x01 graphic

15. კითხვაზე - „ოჯახში დაძაბული ურთიერთობები უფრო ხშირად რომელ წყვილშია” გამოკითხულთა პასუხები ასე განაწილდა:

1. ცოლ-ქმარი -86.0%25; 2. დედა-ვაჟიშვილი - 39.3%25; 3. მამა-ვაჟიშვილი -41.8%25; 4. დედა-ქალიშვილი - 38.8%25; 5. მამა-ქალიშვილი - 33.3%25; 6. რძალ-დედამთილი - 92.3%25; 7. რძალ-მამამთილი - 40.8%25; 8. სიძე-სიდედრი - 72.8%25; 9. სიძე-სიმამრი - 38.0%25.

ანალოგიური სურათი გვაქვს ქალთა და მამაკაცთა ჯგუფის მონაცემების მიხედვითაც, ანუ ყველაზე კონფლიქტურ წყვილებად პირველ სამ ადგილზე სახელდება რძალ-დედამთილი, შემდეგ ცოლ-ქმარი და სიძე-სიდედრი. მიღებული შედეგის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ოჯახური კონფლიქტების წარმოქმნაში მთავარ მაპროვოცირებლად ქალია მიჩნეული, თუმც გააჩნია ქალის სტატუსს ოჯახში. კერძოდ, თუ იგი არის რძალი, დედამთილი, ცოლი ან სიდედრი - იგი ითვლება კონფლიქტის წყაროდ, ხოლო რაც შეეხება ქალს, როგორც დედას, იგი ნაკლებ კონფლიქტურ პიროვნებად არის მიჩნეული.

0x01 graphic

16. კითხვაზე „თქვენი აზრით, ოჯახური ძალადობა საქართველოში რამდენად სტაბილური მოვლენაა” - რესპოდენტთა პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

1. სტაბილური, მუდმივი მოვლენაა - 19.8%25; 2. არ არის სტაბილური მოვლენა ზოგჯერ კი ხდება, მაგრამ „ცოლ - ქმრის ჩხუბი, რეგვენს მართალი ეგონაო” - 55.8%25; 3. საყოველთაო, გლობალური მოვლენაა - ოჯახში ვიღაც მაინც იჩაგრება, ისე ოჯახს ვერ შეინარჩუნებ -24.5%25.

ქალთა და მამაკაცთა ჯგუფების მონაცემებშიც საერთო მდგომარეობა აისახა. ორივე სქესის წარმომადგენელთათვის ქართულ ოჯახში ძალადობა არ არის აღიარებული სტაბილურ მოვლენად, თუმც უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცთა უფრო დიდი რაოდენობა (65.7%25), ქალებთან შედარებით (46.0%25), ამ მოვლენას არასტაბილურ, შემთხვევით მოვლენად მიიჩნევს, ხოლო ქალების მეტი პროცენტი (31.7%25), მამაკაცებთან (17.2%25) შედარებით, ოჯახურ ძალადობას გლობალურ და სტაბილურ მოვლებად აღიარებს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოჯახური ძალადობის საკითხის მიმართ, მამაკაცებთან შედარებით, ქალების უფრო მაღალ მგრძნობელობას.

0x01 graphic

დასკვნა

მონაცემების მიხედვით, რომელიც მიზნად ისახავდა ოჯახში ძალადობის სუბიექტ-ობიექტის გამოვლენას, მამაკაცები ერთხმად არიან აღიარებულნი მოძალადედ როგორც თავისი, ასევე ქალების მხრიდანაც. ყველაზე კონფლიქტურ წყვილად ოჯახში დასახელდა რძალ-დედამთილი, ცოლ-ქმარი და სიძე-სიდედრი. ერთის მხრივ მამაკაცის და მეორეს მხრივ ქალის, როგორც რძლის, დედამთილის, ცოლის ან სიდედრის მოძალადედ აღიარება, ხაზს უსვამს ოჯახში მოძალადის სუბიექტ-ობიექტის გამოვლენას, რომელიც იცვლება კონტექსტის მიხედვით. ცოლ-ქმრის შემთხვევაში მოძალადე ქმარია, ხოლო დანარჩენ ორ შემთხვევაში თვითონ წყვილი მოიაზრება ერთ მთლიანობად, სადაც მოძალადისა და მსხვერპლის ფუნქციები იცვლება სიტუაციის შესაბამისად (რძალ-დედამთილი, სიძე-სიდედრი).

მონაცემები ადასტურებს ქართულ კულტურაში არსებული დედის კულტის ფენომენს. კონფლიქტის მაპროვოცირებლად მიჩნეულია ცოლი, დედამთილი, სიდედრი და მხოლოდ დედის ხატი წარმოადგენს გამონაკლისს, ვინაიდან იგი ხელშეუხებელ და იდეალურ ხატად რჩება ჩვენს ცნობიერებაში., რასაც, რასაკვირველია, თავისი ძირები და ისტორიული წანამძღვრები გააჩნია.

V. №5 ბლოკი - რეაგირება ძალადობაზე

17. რესპოდენტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში ოჯახური ძალადობისას დახმარებისათვის ძირითადად მიმართავენ:

1. მეგობრებს - 83.0%25; 2. ნათესავებს - 80.3%25; 3. მედიკოსებსა და ფსიქოლოგებს -13.0%25; 4. პოლიციას - 14.8%25; 5. სასამართლოს - 30.0%25; 6. სპეციალურ საკონსულტაციო ცენტრებს - 8.3%25; 7. არცერთს - 47.3%25.

როგორც ქალები, ასევე მამაკაცებიც, ძირითადად მიმართავენ მეგობრებს, ნათესავებს ან არცერთს. ცალკეულ ჯგუფთა მონაცემების შედარებისას გაირკვა, რომ მეგობრებს ქალები (88.6%25) უფრო აქტიურად მიმართავენ ვიდრე მამაკაცები (77.3%25), ხოლო ნათესავების მიმართ დამოკიდებულება, როგორც მშველელისა, ორივე სქესისათვის იდენტურია.

რაც შეეხება სახელმწიფოებრივ სტრუქტურებს - პოლიციას, სასამართლოსა და სპეციალურ საკონსულტაციო ცენტრებსა თუ ექიმებს, მათი რეიტინგი ბევრად დაბალია ზემოთაღნიშნულ პარამეტრებთან შედარებით. ანუ, ოჯახური კონფლიქტის შემთხვევაში გამოკითხულთა უდიდესი უმრავლესობა ირჩევს ნათესავებსა და მეგობრებს და პრობლემის მოსაგვარებლად ნაკლებად მიმართავს ოფიციალურ სტრუქტურებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ოჯახური ძალადობა პირად, ოჯახურ პრობლემად განიხილება, რომელიც არ საჭიროებს ოფიციალური სტრუქტურების ჩარევას.

0x01 graphic

18. საკითხზე, რომელიც ეხება ოჯახურ ძალადობაზე რეაგირების ფორმებს რესპოდენტთა პასუხები შემდეგნაირად განაწილდა;

1. შევიდოდი და ვეცდებოდი მათ დაშოშმინებას - 33.5%25; 2. პოლიციაში დავრეკავდი - 1..8%25; 3. არ შევიმჩნევდი, მაგრამ მეორე დღეს მოძალადეს გავკიცხავდი - 15.0%25; 4. არ ჩავერეოდი საერთოდ - 44.8%25; 5. სხვა (ახლობლებთან ჩავერეოდი-4.3%25, ძალადობის ფორმას გააჩნია-0.5%25, თუ თვითონ მთხოვდნენ დახმარებას-0.3%25).

ქალთა და მამაკაცთა ჯგუფებში მიღებული მონაცემები გამოკითხულთა მთლიანი შერჩევის მონაცემთა ზოგადი შედეგის ანალოგიურია. კერძოდ, ოჯახურ კონფლიქტებში ჩაურევლობა პრევალირებს ყველა სხვა პასუხზე, როგორც მამაკაცთა (44.9%25) ისე ქალთა (44.6%25) ჯგუფში. პოლიციის დახმარება, ორივე ჯგუფისათვის, ჩარევის ყველაზე მიუღებელ ფორმად ითვლება (0.5%25 და 0.3%25), რაც სამართლებრივი ორგანოების მიმართ უნდობლობის გამოხატვის ერთერთ ფორმად შეიძლება ჩაითვალოს.

0x01 graphic

19. ჯგუფური მონაცემების მიხედვით პასუხები კითხვაზე თუ რა შეამცირებდა ოჯახურ ძალადობას შემდეგნაირად განაწილდა:

1. მეტი ურთიერთგაგება და პატივისცემა მეუღლეებს შორის - 72.0%25; 2. საკუთარი უფლებების გაცნობა- 0.5%25; 3. მეუღლეთა ეკონომიკური დამოუკიდებლობა - 22.0%25; 4. სხვა (ნდობა და სიყვარული-0.3%25, ყველაფერი ერთად-0.8%25)

ანალოგიური მონაცემები გვაქვს ჯგუფების მიხედვითაც, კერძოდ მეუღლეებს შორის ურთიერთგაგება და პატივისცემა ოჯახში ძალადობის შემცირებისათვის ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება, როგორც მამაკაცებისთვის (76.8%25), ასევე ქალებისათვის (67.3%25). ეკონომიკურ დამოუკიდებლობის როლს ძალადობის შემცირებაში მამაკაცებთან (17.7%25) შედარებით, ქალთა უფრო მეტი პროცენტი (26.2%25) აღიარებს. რაც შეეხება უფლებრივი საკითხების გაცნობის მნიშვნელოვნებას ოჯახური პრობლემების მოგვარებაში, გამოკითხულთა ძალიან უმნიშვნელო ნაწილი აღნიშნავს მის საჭიროებას, კერძოდ მამაკაცთა 3.5%25, ხოლო ქალთა მხოლოდ 0.4%25 ე.ი. ოჯახური ძლადობის შემცირებას რესპოდენტთა აზრით, ხელს შეუწყობს უფრო მეტად ინტერპერსონალური დამოკიდებულებების მოგვარება და ეკონომიური დამოუკიდებლობის მოპოვება, ანუ პიროვნულ მახასითებლებს ბევრად უფრო დიდი როლი ენიჭებათ ოჯახური ძლაადობის მოგვარების საკითხში, ვიდრე ეკონომიკურსა და სამართლებრივს. ეს თავისთავად საკითხში გაუთვითცნობიერებულობასა და სტერეოტიპული ხედვის არსებობაზე მეტყველებს.

0x01 graphic

დასკვნა

ძალადობაზე რეაგირების საკითხის კვლევისას გაირკვა, რომ ოჯახური ძალადობა საზოგადოებისათვის რჩება ტაბუირებულ პრობლემად, ვინაიდან დებულება „ჩემი ოჯახის საქმე მხოლოდ ჩემი საქმეა”, კვლავ აქტუალურია. გამომდინარე ამ ზოგადი დამოკიდებულებიდან, სავსებით გასაგებია ძალადობის შემთხვევაში რატომ მიმართავენ მეგობრებსა და ნათესავებს და არა სამართლებრივ სტრუქტურებს. თუ მიღებული შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, მათი ჩარევა ოჯახურ პრობლემების მოგვარების საქმეში, ჩვეულებრივ არ არის აღიარებული. საქართველოში ოჯახის კულტია, მისი ავტონომიურობა ჩამოყალიბებულია ისტორიულად თვითდაცვისა და თვითშენახვის ფუნქციების საფუძველზე. ნათესავები, მეგობრები, ახლობლები და ა.შ. - ახლობელთა ეს წრე აღიქმება არა ოჯახისაგან მოწყვეტილად, არამედ მასთან გაიგივებულად და ამდენად მასზედაც ვრცელდება ჩაურევლობისა და ხელშეუხებლობის პრინციპები.

VI. №6 ბლოკი - ძალადობის დაგმობის საზოგადოებისათვის მისაღები ფორმები

20. რესპოდენტთა აზრი ოჯახური ძალადობის საზოგადოებრივი მსჯელობის საგნად გადაქცევის საჭიროების შესახებ ასეთია:

1. დიახ, ვეთანხმები მის საზოგადოებრივი მსჯელობის საგნად გადაქცევას-48.3%25; 2. მიჭირს პასუხის გაცემა - 26.0%25; 3. არ ვეთანხმები - 25.8%25.

ოჯახური ძალადობის საკითხის საზოგადოებრივი მსჯელობის საგნად გადაქცევას გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (48.3%25) უჭერს მხარს, ხოლო მეორე ნახევარს ან გაუჭირდა ამაზე დათანხმება (26.0%25), ან არ დაეთანხმა (25.8%25). აღნიშნულ მდგომარეობას აქვს ადგილი ქალთა და მამაკაცთა ჯგუფების მონაცემების მიხედვითაც, ანუ გამოკითხული ქალებისა (51.0%25) და მამაკაცების (45.5%25) ნახევარი ეთანხმება დებულებას და დანარჩენი პასუხებიც მსგავსად განაწილდა. ქალების 25.7%25-სა და მამაკაცების 26.3%25-ს გაუჭირდათ პასუხის გაცემა. ასევე მისი საჯარო განხილვის საგნად მოაზრება (23.3%25- 28.3%25).

შედეგების ასეთი განაწილება ოჯახური ძალადობის საზოგადოებრივი მსჯელობის საგნად გადაქცევის საკითხისადმი, ერთგვარ გაორებულ დამოკიდებულებას ავლენს და საზოგადოებრივი აზრის მოუმწიფებლობის მაჩვენებელად შეიძლება ჩაითვალოს.

0x01 graphic

21. ძალადობის პრობლემის გასაშუქებელ ყველაზე ეფექტურ საშუალებად გამოკითხულთა მთლიანი შერჩევისათვის ითვლება:

1. პირადი მაგალითის საჯარო განხილვა - 11.5%25; 2. დოკუმენტური მასალის ჩვენება ტელევიზიით - 32.5%25; 3. ხელოვნების ნაწარმოების შექმნა - 40.5%25; 4. სხვა (არ ვიცი-6.8%25, სწორი აღზრდა-1.8, პუბლიცისტური მასალები-1.3%25, აზრი არა აქვს-1.0%25,…).

მამაკაცთა ჯგუფში პასუხების პროცენტული მაჩვენებლებითა და მნიშვნელოვნების მიხედვით განაწილება ჯგუფური მონაცემის ანალოგიურია, ანუ მათთვის ყველაზე ეფექტური ფორმაა ხელოვნების ნაწარმოების შექმნა (46.5%25), შემდეგ დოკუმენტური მასალის ჩვენება ტელევიზიით- (28.8%25). ქალთა ჯგუფში კი უმრავლესობა (36.1%25) დოკუმენტური მასალის ტელევიზიით ჩვენებას მიიჩნევს ყველაზე ეფექტურად, ხოლო შემდეგ დანარჩენ საშუალებებს. პირადი მაგალითის საჯარო განხილვა ორივე ჯგუფისათვის მიუღებლად ითვლება (ქალები - 12.9%25, მამაკაცები - 10.1%25). გამოკითხულთა მიერ პრობლემის გაშუქების საშუალებებად (თუმც დაბალი პროცენტული მაჩვენებლებით) ასევე დასახელდა პუბლიცისტური მასალების გამოქვეყნება, ფსიქოლოგიური სამსახურების სიმრავლე, სატელევიზიო გადაცემები ფსიქოლოგის მონაწილეობით, საგანმანათლებლო მუშაობა და სხვ.

0x01 graphic

დასკვნა

ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძალადობის დაგმობისათვის საზოგადოებისათვის მისაღებია ირიბი, შეფარული და არა პირდაპირი საშუალებები, კერძოდ, პირადი მაგალითის საჯარო განხილვა მიუღებელია, ხოლო დოკუმენტური და მხატვრული ნაწარმოებებისათვის პრიორიტეტის მინიჭება შეიძლება ჩავთვალოთ ძალადობის საკითხის მიმართ საზოგადოებაში არაერთმნიშვნელოვანი პოზიციის არსებობის მაჩვენებლად. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახური ძალადობა ზოგადად რჩება მიუღებელ, ტაბუირებულ საკითხად, რაც მიღებულმა შედეგებმაც ცხადყო.

ასაკი, განათლება, ოჯახური მდგომარეობა, შემოსავლის ოდენობა

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ოჯახური ძალადობის საკითხის კვლევა მიმდინარეობდა არა მხოლოდ გენდერული ასპექტით, არამედ სხვადსხვა პარამეტრების - ასაკის, განათლების, ოჯახური მდგომარეობისა და შემოსავლის ოდენობის მიხედვითაც, რომელთა მონაცემებიც თავისთავად საინტერესოა.

აღნიშნული პარამეტრებით მიღებული შედეგები იმეორებენ იმ ძირითად ტენდენციებს, რომელიც გამოვლენილ იქნა გენდერული დამოკიდებულებების ანალიზისას. თუმცა კი გამოიკვეთა თითოეული პარამეტრისათვის დამახასიათებელი ნიშანდობლივი ტენდენციები.

ასაკი

ასაკობრივი პარამეტრის მიხედვით, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, რესპოდენტები სამ ასაკობრივ ჯგუფს შეადგენდნენ, კერძოდ:

I - 23-35 წწ.; II - 35-50 წწ.; III -50წ-ზე მეტი.

ძირითადი სხვაობები ოჯახური ძალადობის საკითხის მიმართ გამოვლინდა ახალგაზრდებისა და ასაკოვნების ჯგუფებს შორის. თუმცა კი ძალადობის არსებობის ფაქტს ქართულ ოჯახში ყველაზე მეტად საშუალო ასაკის ჯგუფის წარმომადგენლები აღიარებენ(I.25.1%25,II.-48.4%25 III.26,5%25). ახალგაზრდები ამ მოვლენას არასტაბილურ, შემთხვევით მოვლენად მიიჩნევენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით კანონის მიღებას მიზანშეწონილად თვლიან.

ასაკოვნებისაგან განსხვავებით, ახალგაზრდები მამაკაცის აგრესიულობის მოთმენის მიზეზად ოჯახის შენარჩუნების საჭიროებას ასახელებენ, ასაკოვნები კი შვილებს. აქედან გამომდინარე, კონფლიქტური ოჯახის დანგრევის სირთულეს ახალგაზრდები ეკონომიკურსა და ბინის პრობლემას უკავშირებენ, ხოლო ასაკოვნები, შვილებსა და ოჯახურ პასუხისმგებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის სუბიექტად ყველა ასაკობრივ ჯგუფში მამაკაცი დასახელდა, ასაკოვანთა რაოდენობა (III.47.1%25, II.35.4%25, I.30.9%25) მეტია იმათ შორის, ვინც ქალსაც და მამაკაცსაც ერთნაირად ასახელებს ძალადობის სუბიექტად. ძალადობის ინციდენტში ჩარევას ასაკოვნები მიიჩნევენ საჭიროდ, ხოლო ახალგაზრდები ჩაურევლობას უჭერენ მხარს.

ოჯახური ძალადობის საკითხის საზოგადოებრივი მსჯელობის საგნად გადაქცევას, ახალგაზრდები უფრო უჭერენ მხარს, ხოლო ასაკოვნები ეფექტურად მიიჩნევენ ხელოვნების ნაწარმოების შექმნას. რაც შეეხება მეორე ჯგუფის წარმომადგენლებს ისინი პრობლემის გასაშუქებლად დოკუმენტური მასალისა და პირადი მაგალითის განხილვის საჯაროობას უჭერენ მხარს.

ასევე ამ ჯგუფის მონაცემი განსხვავდება I და III ჯგუფის მონაცემებისაგან ოჯახის ყოლის აუცილებლობის საკითხზე. თუ I (88.2%25) და III (80.5%25) ჯგუფებისათვის ეს აუცილებელია, II ჯგუფის წარმომადგენლები ნაკლებად ეთანხმებიან ამ აზრს (69.2%25).

დასკვნა

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ ოჯახური ძალადობის საკითხი ახალგაზრდების მიერ არ არის აღიარებული აქტუალურ პრობლემად, ხოლო საშუალო ასაკისა და ასაკოვნების მიერ პრობლემა სავსებით გაცნობიერებულია. ახალგაზრდების მიერ ოჯახური ძალადობის თემა, მისი მაპროვოცირებელი ფაქტორების აღქმა, ძირითადად მიმართულია გარეგან ფაქტორებზე - იქნება ეს კანონის მიღება, ეკონომიური და საბინაო პირობები, ოჯახის ყოლის აუცილებლობა თუ ძალადობის საკითხის საზოგადოებრივი მსჯელობის საგნად გადაქცევა. ხოლო რაც შეეხება საშუალოსა და ასაკოვნების ჯგუფს, მათი ხედვა შინაგან ფაქტორებზეა მიმართული - იქნება ეს მეუღლეებს შორის პატივისცემისა და ურთიერთგაგებისათვის უპირატესობის მინიჭება, შვილებისა და ოჯახური პასუხისმგებლობის ფაქტორის გათვალისწინება თუ ხელოვნების ნაწარმოების შექმნა აღნიშნულ თემატიკაზე. ოდნავ განსხვავებულ ტენდენციებს ავლენს საშუალო ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები., რომელთაც ძალადობის დაძლევის ყველაზე ეფექტურ გზად პირადი მაგალითის საჯარო განხილვა მიაჩნიათ და ოჯახის ყოლის აუცილებლობას ნაკლებ პრიორიტეტს ანიჭებენ.

განათლება

ამ ფაქტორის მიხედვით გამოყოფილ იქნა შემდეგი ჯგუფები:

I. უმაღლესი; II. დაუმთავრებელი უმაღლესი; III. საშუალო სპეციალური; IV. დაუმთავრებელი საშუალო.

ზოგადი ტენდენციების გამოვლენის გაადვილების მიზნით აღნიშნული ჯგუფები გაერთინებულ იქნა ორ ჯგუფად, კერძოდ: უმაღლესი და საშუალო.

უმაღლესი განათლების მქონე რესპოდენტები (30.7%25), საშუალო განათლების ჯგუფთან შედარებით (43,4%25), ოჯახურ ძალადობას პრობლემად არ აღიარებენ, მათგან განსხვავებით საშუალო განათლების მქონე ჯგუფი (88.3%25), უმაღლესი განათლების მქონე ჯგუფთან შედარებით (61.4%25)ქალთა უფლებების დაცვის საჭიროებას მეტად ეთანხმება. რაც შეეხება ძალადობის გამომწვევ მიზეზებს აქაც არის განსვლა მონაცემებს შორის. კერძოდ, უმაღლესი განათლების მქონე ჯგუფისათვის (უმაღ.გან.52.6%25-საშ.გან37.0%25) მეუღლის ხასიათი აპროვოცირებს ძალადობას, მაშინ როცა საშუალო განათლების მქონე ჯგუფი (საშ.გან.42.9%25-უმაღ.გან23.4%25) სოციალურ გარემოცვაში ხედავს ოჯახური ძალადობის მიზეზს. აქედან გამომდინარე ლოგიკურია, რომ საშუალო განათლების მქონე ჯგუფი ძალადობის შეწყნარების მიზეზად სტერეოტიპებს ასახელებს: „ოჯახი არ უნდა დაინგრეს”, „კაცი ოჯახში მთავარია” და სხვა. ხოლო უმაღლესი განათლების მქონე ჯგუფისათვის კონფლიქტური ოჯახის შენარჩუნების მთავარ მიზეზად შვილები სახელდება (უმაღ.გან.44.2%25-საშ გან.28.6%25) .

მოძალადედ ზოგადად ქმარია აღიარებული, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ საშუალო განათლების მქონე ჯგუფი ბევრად უფრო ეთანხმება ამ დებულებას (85.7%25), ვიდრე უმაღლესი განათლების მქონე ჯგუფი (54.1%25), რომელიც ორივეს ერთნაირად სთხოვს პასუხისმგებლობას კონფლიქტურ ურთიერთობებზე. ამდენად, კონფლიქტის შემცირების გზას უმაღლესი განათლების მქონე ჯგუფი მეუღლეებს შორის, მეტ ურთიერთგაგებასა და პატივისცემაში ხედავს, ხოლო საშუალო განათლების მქონე ჯგუფი მეუღლეთა ეკონომიკურ დამოუკიდებლობას ასახელებს.

ოჯახური ძალადობის საკითხის საზოგადოებრივი მსჯელობის საგნად გადაქცევას საშუალო განათლების მქონე ჯგუფი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. თუმცა კი პრობლემის გასაშუქებლად ისინი უფრო დოკუმენტური მასალის ჩვენებას უჭერენ მხარს (საშ გან71.4%25-უმაღ.გან 31.9%25), ხოლო ხელოვნების ნაწარმოების შექმნა უმაღლესი განათლების მქონე ჯგუფისათვის უფრო მისაღები აღმოჩნდა (უმაღ.გან.40.1%25-საშ.გან14.3%25).

დასკვნა

მიღებული შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ საშუალო განათლების მქონე რესპოდენტები ოჯახურ ძალადობას აღიარებენ პრობლემად, ეთანხმებიან ქალთა უფლებების დაცვის საჭიროებას, ძალადობის მაპროვოცირებელ ფაქტორად მიიჩნევენ სოციალურ გარემოცვას, მენტალიტეტს და ამავე დროს ეთანხმებიან ამ საკითხის საჯარო განხილვის საგნად გადაქცევას.

უმაღლესი განათლების მქონე ჯგუფის წარმომადგენლები არ აღიარებენ ოჯახური ძალადობის პრობლემის არსებობას, მის მაპროვოცირებელ ფაქტორად ქარაქტეროლოგიურ თავისებურებებს - მეუღლის ხასიათს მიიჩნევენ და ამავე დროს მხარს უჭერენ პრობლემის საჯარო განხილვას განსხვავებული ფორმით. კერძოდ, არა დოკუმენტური მასალის ჩვენებით, არამედ ამ თემაზე ხელოვნების ნაწარმოების შექმნით.

მიუხედავად ზოგადი დებულებებისა, რომლის თანახმადაც ოჯახური ძალადობა არის უნივერსალური პრობლემა, რომელიც გვხვდება ნებისმიერი სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობისა და განათლების მქონე ჯგუფებში, შეინიშნება ტენდენცია, რომლის მიხედვითაც ოჯახური ძალადობა საშუალო განათლების მქონე ჯგუფის წარმომადგენელთათვის უფრო აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს.

ოჯახური მდგომარეობა

ოჯახური მდგომარეობის მიხედვით, როგორც აღინიშნა გამოყოფილ იქნა შემდეგი ჯგუფები:

I. ქორწინებაში მყოფი - 57.8%25; II. განქორწინებული - 7.8%25; III. დაუქორწინებელი - 29.3%25; IV. ქვრივი - 5.3%25

კვლევაში გამოვლენილი ზოგადი ტენდენციები მოცემულ ჯგუფებშიც დადასტურდა, თუმცა გარკვეული განსხვავებული მონაცემები აქაც აღინიშნება.

მნიშვნელოვანია II ჯგუფის (განქორწინებული) მონაცემები, რომელიც განსხვავდება დანარჩენი ჯგუფების მონაცემებისაგან. ქალის უფლებების დაცვის საჭიროებას სხვა ჯგუფებთან შედარებით (61.2%25, 65.0%25, 57.1%25) ამ ჯგუფის უმრავლესობა (74.2%25) აღიარებს, ისევე როგორც ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით კანონის მიღების აუცილებლობას ( I-63.3%25, III-64.2%25, IV-67.4%25). რაც შეეხება მეუღლის ძალადობას მეუღლის მიმართ, დანარჩენი ჯგუფებისაგან განსხვავებით, განქორწინებულები ამის მიზეზად სოციალურ გარემოცვასა და მენტალიტეტს აღიარებენ, საინტერესოა II ჯგუფის მონაცემების თანხვედრა IV (ქვრივი) და III (დაუქორწინებელი) ჯგუფების მონაცემებთან. კერძოდ, როგორც განქორწინებულები, ასევე ქვრივები იზიარებენ აზრს იმის შესახებ, რომ მეუღლის ხასიათის ისეთი თვისება, როგორიცაა მასზე სრული დამოკიდებულება-მიჯაჭვულობა, ქმნის საფუძველს ძალადობისათვის ოჯახში. ხოლო ოჯახური ძალადობის შესამცირებლად უპირატესობას ეკონომიურ დამოუკიდებლობას ანიჭებენ, რაშიც მათ დაუქორწინებლებიც ეთანხმებიან.

ასევე მსგავსი პოზიციები აქვთ ოჯახური ძალადობის საზოგადოებრივი მსჯელობის საგნად გადაქცევის საკითხში დაუქორწინებლებსა და განქორწინებულებს. კერძოდ, ისინი თვლიან (50.4%25, 58.1%25,), რომ ოჯახური ძალადობის საკითხის მსჯლობის საგნად გადაქცევა აუცილებელია. ამას არ ეთანხმება ქვრივების ჯგუფი (28.6%25). III (დაუქორწინებელი) და IV (ქვრივი) ჯგუფის წარმომადგენლები ძალადობაზე რეაგირების საკითხში იდენტურ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ. კერძოდ, ისინი სხვა ჯგუფებთან შედარებით ჩარევას ჩაურევლობას ამჯობინებენ (43.7%25, 52.1%25).

დასკვნა

ოჯახში ძალადობის საკითხი მნიშვნელოვანია ოჯახური ცხოვრების გამოცდილების მქონეთათვის, ხოლო უფრო მეტად აქტუალური ხდება მათთვის, ვისაც კონფლიქტური ოჯახური ცხოვრების გამოცდილება მეტი აქვს - ისინი მწვავედ გრძნობენ დამცავი სტრუქტურების არსებობისა და საზოგადოების მხარდაჭერის აუცილებლობას.

შემოსავალი

შემოსავლის ოდენობის მიხედვით რესპოდენტები ხუთ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი:

I. 50 ლარამდე - 17.3%25; II. 50-100 ლარი - 19.3%25; III. 100-200 ლარი - 16.0%25; IV. 200-ზე მეტი - 32.8%25; V. პირადი შემოსავლის გარეშე - 14.8%25.

აღსანიშნავია, რომ პირადი შემოსავლის არ მქონეთა ჯგუფის გარდა არცერთი სხვა ჯგუფი, ოჯახურ ძალადობას სოციალურ პრობლემად არ აღიარებს. მხოლოდ ისინი უჭერენ მხარს ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით კანონის მიღების აუცილებლობასა და ძალადობის ინცინდენტში ჩარევის საჭიროებას.

ძალადობის მაპროვოციებელ ფაქტორად, II ჯგუფი I ჯგუფთან ერთად (დაბალი შემოსავლის მქონენი), ხასიათის იმ თავისებურებას ასახელებენ, რომელიც მეუღლეზე სრულ მიჯაჭვულობაში გამოიხატება.

დასკვნა

შემოსავლის არ მქონეთა ჯგუფის წარმომადგენლებმა ყველაზე მეტად აღიარეს ოჯახური ძალადობის საკითხის სიმწვავე, შესატყვისი დამცავი მექანიზმების არსებობის აუცილებლობა და ეკონომიური მიჯაჭვულობის მავნე შედეგები ისეთ ინტერპერსონალურ ურთიერთობებისათვის, როგორიცაა ოჯახი და ცოლ - ქმრობის ინსტიტუტი.

5 ძირითადი დასკვნები

▲ზევით დაბრუნება


ქალთა საკონსულტაციო ცენტრმა „სახლმა” განახორციელა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა ოჯახში ძალადობის საკითხისადმი დამოკიდებულების გამოვლენას და საჭირო რეკომენდაციების შემუშავებას მომავალი საქმიანობისათვის. კვლევა მნიშვნელოვანია, როგორც ძალადობის ფორმებისა და გამოვლინებების დადგენის თვალსაზრისით, ასევე გენდერული პარამეტრების გათვალისწინებით სარეაბილიტაციო საქმიანობის მიმართულების შემუშავებისათვის.

ვინაიდან ოჯახური ძალადობა ყველაზე მეტად ეხება ცოლ - ქმარსა და მშობლებსა და შვილებს, იგი განსხვავდება სხვა სახის ძალადობისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით. ოჯახური ძალადობა სცილდება ოჯახის ფარგლებს და საშიშ სოციალურ პრობლემად გადაიქცევა, რადგან ოჯახში დანერგილი ძალადობის მოდელი მოიცავს არა მხოლოდ კონფლიქტურ წყვილს, არამედ მთლიანად ოჯახის წევრებს. მიუხედავად მათი უშუალო ჩაურევლობისა, ისინი ძალადობის პასიური მსხვერპლნი ხდებიან. ყველაზე მეტად კი ზიანდება მომავალი თაობა - ბავშვები, რომელთათვისაც ძალადობა ხდება ადამიანებთან და გარემოსთან ურთიერთობის მისაღები ფორმა. ოჯახური ძალადობის მოდელი ბავშვობაში თუ ესკიზური სახით აისახა ფსიქიკაში, მოზრდილობაში, დამოუკიდებლობის მიღწევისას, იგი აქტიურ მიმართულებასა და ბიძგს აძლევს პიროვნების ყველანაირ ქცევას, ვინაიდან თავიდანვე პიროვნებაში არ არის ჩამოყალიბებული ალტერნატული, თანამშრომლობითი ქცევის მოდელი.

ამდენად, ოჯახური ძალადობა არ წარმოადგენს კერძო, ინტიმური სახის პრობლემას, არამედ იგი სოციალური პრობლემაა და ამას საზოგადოება იმდენად აღიარებს, რამდენადაც განვითარების მაღალ საფეხურზე იმყოფება. ანუ, რამდენად უწევს ანგარიშს პიროვნების ფაქტორს ამა თუ იმ ქვეყნის კულტურა და რამდენად ზრუნავს საზოგადოება და სახელმწიფო მისი უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე.

დღესდღეობით, ჩვენთან საქართველოში, როგორც კვლევამაც დაადასტურა, მიუხედავად საზოგადოების გარეგნული ემანსიპირებულობისა, ოჯახური ძალადობა არ აღიქმება სოციალურ პრობლემად, რაც დაღს ასვამს ძალადობაზე საზოგადოებრივი აზრის შემუშავებას. იგი კვლავ პირად საქმედ არის მიჩნეული.

ამრიგად, კვლევის შედეგებმა გვაფიქრებინა, რომ ოჯახური ძალადობა არ აღიქმება როგორც დასაგმობი, მიუღებელი მოვლენა, რადგან მოძალადის ხატი ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება პატრონის, მფლობელის ხატს, რაც საზოგადოებაში სრულიად მისაღებ და აღიარებულ ფენომენს წარმოადგენს. ეს კი მასკულინურ, ტრადიციული დამოკიდებულების ერთერთ ნიშან-თვისებად არის ჩამოყალიბებული. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ჩვენის აზრით, მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ძალადობის ფენომენის კვლევის შემდგომი მიმართულების განსაზღვრას.

ამრიგად, კვლევის “ძალადობა ოჯახში - გენდერული დამოკიდებულებების კვლევა” მონაცემები შეიძლება შემდეგ დებულებებად ჩამოყალიბდეს:

  • ოჯახური ძალადობა საზოგადოების მიერ არ არის გააზრებული როგორც აქტუალური საზოგადოებრივი პრობლემა. ძალადობა ოჯახში, მისგან დაცვისა და შესატყვისი კანონის მიღების საკითხები, მამაკაცებთან შედარებით, ბევრად უფრო აქტუალურია ქალებისათვის. ამრიგად, ოჯახური ძალადობის საკითხი ქალებისათვის უფრო გაცნობიერებულ ფენომენს წარმოადგენს, ვიდრე მამაკაცებისათვის;

  • ოჯახში ძალადობის მაპროვოცირებელ ფაქტორად მიჩნეულია უფრო ქარაქტეროლოგიური, პიროვნული მახასიათებლები, ვიდრე სოციო-კულტურული ფაქტორები;

  • კონფლიქტური ოჯახის შენარჩუნებას განაპირობებს საზოგადოებაში არსებული ნორმატული შეხედულება ოჯახის ყოლის აუცილებლობაზე;

  • ოჯახში ძალადობის სუბიექტად მამაკაცი, ხოლო ყველაზე კონფლიქტურ წყვილად პირველ რიგში რძალ-დედამთილი, შემდეგ ცოლ-ქმარი და მერე სიძე-სიდედრია აღიარებული;

  • ოჯახურ ძალადობაზე რეაგირება და მასში აქტიური ჩარევა საზოგადოებისათვის მიუღებელად არის მიჩნეული;

  • ოჯახური ძალადობის დაგმობის საზოგადოებისათვის მისაღებ ფორმებად პირდაპირ საშუალებებზე მეტად ირიბი, ფარული მეთოდებია უფრო მისაღები;

  • გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, რომ ოჯახში ძალადობას ადგილი აქვს განათლების, ასაკის, სოციალური მიკუთვნებულობისა და ეკონომიური მდგომარეობისაგან დამოუკიდებლად, კვლევის შედეგებმა აჩვენეს, რომ ოჯახური ძალადობის ფენომენის მიმართ დამოკიდებულების შემუშავებასა და მის შეფასებაში დიდ როლს ასრულებს ასაკის, განათლების, ოჯახური მდგომარეობისა და შემოსავლის ოდენობის ფაქტორები.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ოჯახური ძალადობის საკითხებზე მომუშავე მკვლევარებმა ოჯახში ძალადობის შემცირებისაკენ მიმართულ მუშაობას შეიძლება რეკომენდაციები გაუწიოთ შემდეგი მიმართულებებით:

1. კანონმდებლობის დახვეწა - საკანონმდებლო საკითხებთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანას წინ უნდა უსწრებდეს სხვადასხვა სპეციალისტთა (ფსიქოლოგების, იურისტების, სოციოლოგების, პოლიციელებისა და ჟურნალისტების) მიერ ჩამოყალიბებული საერთო პოზიცია.

2. საგანმანათლებლო მუშაობა - დასაწყის ეტაპზე ოჯახურ ძალადობაზე მსჯელობასა და საკითხის პროპაგანდას უნდა ახორციელებდნენ კვალიფიციური სპეციალისტები, რომელთაც გააჩნიათ პროფესიული გამოცდილება ან მუშაობის სტაჟი.

3. ქსელური მუშაობის განვითარება - ოჯახური ძალადობის საკითხზე მომუშავე ცენტრებისა და ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობა, ერთობლივად შემუშავებული სტრატეგიული გეგმის საფუძველზე.

4. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება - ოჯახური ძალადობის საკითხზე არსებული ლიტერატურის გავრცელება, მასმედიის როლის გააქტიურება, მოსახლეობის ინფორმირება საკონსულტაციო ცენტრებისა და პრევენციული საშუალებების არსებობის შესახებ.

6 BASIC CONCLUSIONS

▲ზევით დაბრუნება


The Women's Advice Center „Sakhli“ has carried out the study/research, aimed at revealing the attitude towards domestic violence and developing recommendations for future activities. The research is very important from the point of view of defining forms and manifestations of violence, as well as for developing trends of rehabilitation activities on the basis of gender parameters.

As domestic violence mainly occurs in the family, between married couple - husbands and wives and parents and children, it differs from other forms of violence by its closed space and repeated character. Domestic violence oversteps the limits of family and turns into terrifying social problem, as the violence model, developed in the family, involves not only conflict couple, but all members of the family. In spite of direct non-interference in the conflict, all family members become passive victims of violence. Young generation-children suffer most of all, as violence becomes for them an acceptable form of relationships with others and with environment. If domestic violence affects the psychic in the childhood, later it is reflected in all behaviors of the adult person, as alternative, cooperative behavior model was not developed in the personality from the very beginning.

Hence, domestic violence is not a private, intimate problem. It becomes a social problem and the recognition of its urgency depends on to what extent the individual factors are taken into consideration by the culture and human rights are protected by the society and state.

According to the carried out research, in Georgia domestic violence is not regarded as a social problem in spite of the seeming emancipation of the society. This has great impact on the development of the public opinion on domestic violence. It is still considered as a private concern.

Having considered results of the research, the following conclusions were made: domestic violence is not considered as disapproving, unacceptable phenomenon. The violators image is identified with the image of a patron, owner- rather acceptable and acknowledged phenomenon for the society. This is one of the characteristic features of masculine, traditional attitude. Such approach to the issue will greatly affect defining further trends of investigation violence phenomenon.

Findings of the „Domestic Violence - Study of Gender attitudes“ could summarized as follows:

  • Domestic violence is not considered as the pressing problem by the society. Domestic violence, protection against violence and issues of elaboration of relevant laws are more important for women than for men. Hence, issue of domestic violence is more realized by women than men;

  • Characterological, personality features are considered as provoking factors of domestic violence rather then socio-cultural factors;

  • Preservation of a conflictual family greatly depends on the normative attitude of the society regarding indispensability of having a family;

  • Men are considered as violators in the family; The most conflict couple are daughter-in- law - mother-in-law, husband-wife and son-in-law - mother-in-law respectively;

  • Reaction on and active interference in domestic violence is unacceptable for the society;

  • Indirect methods rather than direct censure of domestic violence is more acceptable for the society;

  • In spite of the opinion, that occurrence of domestic violence does not depend on the level of education, age, social or economic status, results of the study proved the contradictory: attitude towards domestic violence and its evaluation greatly depend on the age, education, family status and economic condition.

Taking into consideration all the above said, specialists working on domestic violence issue can give the following recommendations:

1. Refining legislation bases.

Introduction of legislative changes should be preceded by elaboration of the common position towards the problem by different specialists (psychologists, lawyers, sociologists, police staff and journalists)

2. Educational activities.

At the initial stage discussion on domestic violence and promotion of the problem should be carried out by qualified specialists with adequate professional and work experience.

3. Developing of networking.

Centers and organizations, working on the issue of domestic violence should coordinate their activities on the basis of the jointly elaborated strategic plan of action.

4. Raising public awareness.

Dissemination of the literature on domestic violence, activation of the role of mass media, informing public on the existence of the consulting centers and preventive measures on domestic violence.

7 კითხვარი

▲ზევით დაბრუნება


საპასპორტო მონაცემები:

A. სქესი:

კაცი;
ქალი.

B. ასაკი:

23-35;
35-50;
50-ზე მეტი.

C. ოჯახური მდგომარეობა:

ქორწინებაში მყოფი;
განქორწინებული;
დაუქორწინებელი.

D. პირადი შემოსავალი:

50 ლარამდე;
50-100 ლარი;
100-200 ლარი;
200-ზე მეტი ლარი;
პირადი შემოსავლის გარეშე.

კითხვარის გასაღები:

ბლოკები:

I. № 1. დამოკიდებულება ქალის უფლებრივი პრობლემის მიმართ. ოჯახური ძალადობა, როგორც სოციალური პრობლემა.

II. № 2. ძალადობის მაპროვოცირებელი ფაქტორები.

III. № 3. ოჯახი, როგორც ძალადობის სიტუაცია.

IV. №4. ოჯახში ძალადობის სუბიექტები და ობიექტები.

V. №5. რეაგირება ძალადობაზე.

VI. №6. ძალადობის დაგმობის საზოგადოებისათვის მისაღები ფორმები.

№1. დამოკიდებულება ქალის უფლებრივი პრობლემის მიმართ.
ოჯახური ძალადობა, როგორც სოციალური პრობლემა.

1. რა მიგაჩნიათ ჩამოთვლილთაგან ძალადობად (აღნიშნეთ 3 პასუხი)

1.1 ცემა;

1.2. სქესობრივი კონტაქტის თავსმოხვევა;

1.3. მუქარა;

1.4. სიტყვიერი შეურაცხყოფა (გინება, ლანძღვა, დამამცირებელი სიტყვებით მიმართვა);

1.5. კონკრეტულ ადამიანებთან ურთიერთობების კონტროლი და აკრძალვა;

1.6. ფინანსური კონტროლი;

1.7. სხვა.

2. თქვენი აზრით, საქართველოში დგას ქალის უფლებების დაცვის პრობლემა?

2.1. საქართველოში ქალს დასაცავი არაფერი სჭირს;

2.2. ქალი საჭიროებს დაცვას ყველა სფეროში;

2.3. ქალი მხოლოდ ოჯახში საჭიროებს დაცვას;

2.4. მიჭირს პასუხის გაცემა.

3. თქვენი აზრით, ქართულ ოჯახში არის ძალადობა?

3.1.დიახ;

3.2. არა;

3.3. ზოგჯერ;

3.4. მიჭირს პასუხის გაცემა.

4. (იმათთვის ვინც არ უპასუხა 3.2).
მიზანშეწონილად მიგაჩნიათ კანონის მიღება ოჯახური ძალადობასთან დაკავშირებით?

4.1. დიახ;

4.2. არა;

4.3. არ ვიცი.

№2. ძალადობის მაპროვოცირებელი ფაქტორები.

5. თქვენი აზრით, რა განაპირობებს მეუღლის ძალადობას მეუღლის მიმართ?

5.1. სოციალური გარემოცვა, რომელიც მეუღლეს არ უქმნის პირობებს თავისი შესაძლებლობების გამოსავლენად;

5.2. ქართული მენტალიტეტი, რომლის მიხედვითაც ვინმე ოჯახში მთავარია;

5.3. მეუღლის ხასიათი.

6. თუ შეიძლება, აღნიშნეთ ის სოციალური მიზეზები, რაც თქვენი აზრით აპროვოცირებს მამაკაცის აგრესიულობას ოჯახში:

6.1. ეკონომიური სიდუხჭირე-სიღარიბე;

6.2. დაუსაქმებლობა (სამსახურის უქონლობა);

6.3. უპერსპექტივობა სამსახურეობრივ კარიერაში (ან ბიზნესში);

6.4. არაეკლესიურობა;

6.5. სხვა.

7. თუ შეიძლება, აღნიშნეთ თავისთავად ნაგულისხმევი” ის მიზეზები, რის გამოც, თქვენი აზრით, საქართველოში ითმენენ მამაკაცის აგრესიულობას (უხეშობას) ოჯახში:

7.1. „ოჯახი არ უნდა დაინგრეს”;

7.2. შვილები;

7.3. „კაცი ოჯახში მთავარია”;

7.4. სხვა.

8. თქვენი აზრით, მეუღლის ხასიათის რომელი თავისებურება ქმნის საფუძველს ძალადობისთვის ოჯახში?

8.1.მეუღლის მიმართ მორჩილება;

8.2.საკუთარ თავზე დაბალი წარმოდგენა;

8.3. ქმარზე (ცოლზე) სრული დამოკიდებულება-მიჯაჭვულობა;

8.4. სხვა.

№3. ოჯახი, როგორც ძალადობის სიტუაცია.

9. როგორ ფიქრობთ, ოჯახის ყოლა აუცილებელია?

9.1. დიახ;

9.2. არა;

9.3. მიჭირს პასუხის გაცემა.

10. თქვენი აზრით, ოჯახში კონტროლს უნდა ახორციელებდეს:

10.1. ცოლი ქმარზე;

10.2. ქმარი ცოლზე;

10.3 ცოლ-ქმარი ერთმანეთზე;

10.4. არც ერთს არა აქვს კონტროლის უფლება.

11. როგორ ფიქრობთ, როცა ქმარი ცოლს მუშაობას უკრძალავს, ეს ხდება იმიტომ, რომ:

11.1. უყვარს და არ უნდა მუშაობით დატვირთოს;

11.2. ეჭვიანობს;

11.3. ვერ მოახერხებს ცოლის ქცევის თავისუფლად კონტროლს;

11.4. ოჯახის მომსახურებისთვის ცოლს დრო მოაკლდება.

12. აღნიშნეთ 3 ძირითადი მიზეზი, რის გამოც, თქვენი აზრით, ქალს უჭირს კონფლიქტური ოჯახის დანგრევა:

12.1. შვილების პრობლემები;

12.2. ეკონომიური მიჯაჭვულობა ოჯახის წევრ მამაკაცზე (ქმარი, მამამთილი);

12.3. ბინის პრობლემა (ან საკუთარი ბინის უქონლობა);

12.4. პასუხისმგებლობა საკუთარი და შვილების მომავალი ცხოვრების გამო;

12.5. შეჩვევა;

12.6. მარტო დარჩენის შიში;

12.7. კიდევ გათხოვების დაბალი შანსი;

12.8. განქორწინებული ქალის დაბალი სტატუსი საზოგადოებაში;

12.9. სხვა.

13. აღნიშნეთ, 3 ძირითადი მიზეზი, რის გამოც, თქვენი აზრით, მამაკაცს უჭირს კონფლიქტური ოჯახის დანგრევა:

13.1. შვილები;

13.2. ბინის პრობლემა;

13.3. პასუხისმგებლობა ერთხელ აღებული ოჯახური ვალდებულებების წინაშე;

13.4. შეჩვევა;

13.5. მარტო დარჩენის შიში;

13.6. ხელმეორედ ოჯახის შქმნის სირთულე;

13.7. სხვა.

№4. ოჯახში ძალადობის სუბიექტები და ობიექტები.

14. თქვენი აზრით, ვინ არის მოძალადე ოჯახში?

14.1. უფრო ხშირად ქმარი;

14.2. უფრო ხშირად ცოლი;

14.3. ქმარიც და ცოლიც ერთნაირად.

15. როგორ ფიქრობთ, ოჯახში დაძაბული ურთიერთობები უფრო ხშირად რომელ წყვილშია (გთხოვთ, აქტუალობის მიხედვით, მიუწეროთ ციფრები 1”2” და ა.შ.)?

15.1. ცოლ - ქმარი;

15.2. დედა - ვაჟიშვილი;

15.3. მამა - ვაჟიშვილი;

15.4. დედა - ქალიშვილი;

15.5. მამა - ქალიშვილი;

15.6. რძალ - დედამთილი;

15.7. რძალ - მამამთილი;

15.8. სიძე - სიდედრი;

15.9. სიძე - სიმამრი.

16. თქვენი აზრით, ოჯახური ძალადობა საქართელოში:

16.1. სტაბილური, მუდმივი მოვლენაა;

16.2. არ არის სტაბილური მოვლენა, ზოგჯერკი ხდება, მაგრამ „ცოლ-ქმრის ჩხუბი, რეგვენს მართალი ეგონაო”;

16.3. საყოველთაო, გლობალური მოვლენაა- ოჯახში ვიღაც მაინც იჩაგრება, ისე ოჯახს ვერ შეინარჩუნებ.

№5. რეაგირება ძალადობაზე.

17. თქვენი აზრით, ვის მიმართავენ დახმარებისთვის საქართველოში ოჯახში ძალადობის შემთხვევაში (აირჩიეთ 3 მნიშვნელოვანი პასუხი)?

17.1. მეგობრებს;

17.2. ნათესავებს;

17.3. მედიკოსებს და ფსიქოლოგებს;

17.4. პოლიციას;

17.5. სასამართლოს;

17.6. სპეციალურ საკონსულტაციო ცენტრებს;

17.7. არცერთს.

18. როგორ მოიქცეოდით, მეზობლის ოჯახში ძალადობის შემთხვევაში?

18.1. შევიდოდი და ვეცდებოდი მათ დაშოშმინებას;

18.2. პოლიციაში დავრეკავდი;

18.3. არ შევიმჩნევდი, მაგრამ მეორე დღეს მოძალადეს გავკიცხავდი;

18.4. არ ჩავერეოდი საერთოდ;

18.5. სხვა.

19. როგორ ფიქრობთ, რა შეამცირებდა ოჯახში ძალადობას?

19.1. მეტი ურთიერთგაგება და პატივისცემა მეუღლეებს შორის;

19.2. საკუთარი უფლებების გაცნობა;

19.3. მეუღლეთა ეკონომიური დამოუკიდებლობა;

19.4. სხვა.

№6. ძალადობის დაგმობის საზოგადოებისათვის მისაღები ფორმები.

20. როგორ ფიქრობთ, ძალადობა ოჯახში უნდა გახდეს საზოგადოების მსჯელობის საგანი?

20.1.დიახ;

20.2. არა;

20.3. მიჭირს პასუხის გაცემა;

21. რა ფორმა მიგაჩნიათ ეფექტურად ძალადობის პრობლემის გასაშუქებლად?

21.1. პირადი მაგალითების საჯარო განხილვა;

21.2. დოკუმენტური მასალის ჩვენება ტელევიზიით;

21.3. ხელოვნების ნაწარმოებების შექმნა (თეატრალური დადგმები, მხატვრული ფილმები);

21.4. სხვა.