The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

როგორ მივიღოთ ლიცენზია კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოებაზე

როგორ მივიღოთ ლიცენზია კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოებაზე


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სამართალი|კომერციული სამართალი
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: გზამკვლევი თბილისი 2005



1 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


„კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად გაუქმდა ნებართვა, როგორც ამ სფეროში სამეწარმეო საქმიანობის წარმართვის ერთ-ერთი საფუძველი. კანონში გახორციელბეულმა ცვლილებებმა განაპირობა გზამკვლევის „როგორ მივიღოთ ლიცენზია კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოებაზე“ მეორე გამოცემის შემუშავება.

გზამკვლევი შედგენილია „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“, „კვების პროდუქტების და თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გაცემის შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონებისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით.

გზამკვლევი განკუთვნილია მეწარმეებისა და სხვა დაინტერესებულ პირებისათვის. მასში მოცემულია ინფორმაცია სფეროში მოქმედი ნორმატიული ბაზის, ლიცენზიის მისაღებად საჭირო პირობებისა და პროცედურების, ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის, მისი შეჩერების, გაუქმებისა და გასაჩივრების საფუძვლების შესახებ.

გზამკვლევი მომზადებულია „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ მიერ, „IRIS-საქართველოს“ მხარდაჭერითა და კვების პროდუქტების წარმოებაზე ლიცენზიების გამცემი სამსახურების აქტიური მონაწილეობით.

გზამკვლევი წარმოადგენს კანონთა კომენტარებს და დაზღვეული არ არის შეცდომებისაგან. ყველა დასაბუთებული და საქმიანი შენიშვნა მხედველობაში იქნება მიღებული.

გზამკვლევი მომზადებულია საქართველოს ნორმატიული აქტების საფუძველზე 2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.

გისურვებთ წარმატებებს.

2 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების სფეროში სამეწარმეო საქნიანობა ექვემდებარება ლიცენზირებას. სამეწარმეო საქმიანობად ითვლება კანონით ნებადართული არაერთჯერადი საქმინობა, რომელიც ხორციელდება ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მოგების მიღების მიზნით.

ლიცენზია მეწარმე სუბიექტს აძლევს უფლებას დაიწყოს კვების პროდუქტების წარმოება.

ლიცენზირებას არ ექვემდებარება საზოგადოებრივი კვების ობიექტების საქმიანობა.

საზოგადოებრივი კვების ობიექტების (რესტორნების, სასაუზმეების და ა.შ.) საქმიანობაა არა კვების პროდუქტების წარმოება, არამედ - მომსახურება.

კვების პროდუქტების წარმოების ლიცენზირებით სახელმწიფო ორგანოების კონტროლის ქვეშ ექცევა აღნიშნული სფეროს მეწარმეების საქმიანობა. გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ ლიცენზიის გამცემ სამსახურებს ენიჭებათ მეწარმეების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის უფლება.

3 ტერმინთა განმარტება

▲ზევით დაბრუნება


ლიცენზია - სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილი დაწესებულების მიერ პირისთვის მინიჭებული უფლება განახორციელოს ამ სფეროში სამეწარმეო საქმიანობა. ლიცენზია გაიცემა ერთჯერადად და იგი უვადოა.

სალიცენზიო პირობები - კანონით დადგენილი მოთხოვნების ამომწურავი ნუსხა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირი ლიცენზიის მისაღებად; აგრეთვე წესების, ნორმებისა და მოთხოვნების ერთობლიობა, რომელთა დაცვაც მოეთხოვება ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით განსაზღვრული სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად.

ლიცენზიის მაძიებელი - ნებისმიერი ფიზიკური1 ან იურიდიული პირი2, ასევე სხვა ორგანიზებული წარმონაქმნი3, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს.

სალიცენზიო მოსაკრებელი - ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ბიუჯეტში, რომელსაც ლიცენზიის მისაღებად კანონით დადგენილი ოდენობით იხდის მაძიებელი.

___________________

1 იგულისხმება ინდივიდუალური მეწარმე.

2 „მეწარმეთა შესახებ“ კანონით განსაზღვრული იურიდიული პირები, ასევე არასამეწარმეო იურუდიული პირები (კავშირები, ფონდები), რომელთა დამატებითი საქმიანობაა კვების პროდუქტების წარმოება სამეწარმეო მიზნით. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე შეიძლება გაცემულ იქნეს ლიცენზია, თუ მათ წესდებაში მითითებულია კვების პროდუქტების წარმოების შესახებ.

3 სამოქალაქო სამართლის ამხანაგობა, არარეგისტრირებული კავშირი და ა.შ.

4 ლიცენზირების სისტემის საკანონმდებლო რეგულირება

▲ზევით დაბრუნება


სალიცენზიო სახეები, ლიცენზიის გამცემი ორგანოები და ლიცენზიის გაცემის საფუძვლები დადგენილია „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ კანონით, რომელიც განსაზღვრავს შემდეგ ძირითად პრინციპებს:

  • აკრძალულია ისეთი ლიცენზიის დაწესება, რომელიც კანონით არ არის გათვალისწინებული;

  • რაიმე საქმიანობაზე შინაარსობრივად სალიცენზიო რეჟიმის დაწესება დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე.

  • ლიცენზიას დაქვემდებარებული კონკრეტული საქმიანობის ჩამონათვალი და ლიცენზიის მისაღებად საჭირო პირობები განისაზღვრება მხოლოდ კანონით1.

სალიცენზიო მოსაკრებელი განსაზღვრულია „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონით.

„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“, კანონიდან გამომდინარე მირებულ იქნა „კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კანონი, რომლითაც განისაზღვრა აღნიშნულ სფეროში ლიცენზირებადი წარმოების სახეები და დამატებითი სალიცინზიო პირობები.

___________________

1 სალიცენზიო პირობები არ შეიძლება დადგენილ იქნას პრეზიდენტის ბრძანებულებით, მინისტრის ან სხვა თანამდებობის პირის ბრძანებით.

5 ლიცენზია

▲ზევით დაბრუნება


5.1 სალიცენზიო სახეები, შესაბამისი მოსაკრებლები და ლიცენზიის გამცემი ორგანოები

▲ზევით დაბრუნება


კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების სფეროში სახეების მიხედვით ლიცენზიას გასცემს შემდეგი სახელმწიფო ორგანოები:

  • ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის წარმოება - საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი - „სამტრესტი“;

სალიცენზიო სახე

მოსაკრებელი

1

ყურძნის გადამუშავება და ღვინომასალების დამზადება

200 ლარი

2

მშრალი ღვინის დამზადება ან/და ჩამოსხმა

200 ლარი

3

სუფრის ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი და
ტკბილი ღვინოების დამზადება ან/და ჩამოსხმა

200 ლარი

4

ნატურალური ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი და
ტკბილი ღვინოების დამზადება ან/და ჩამოსხმა

200 ლარი

5

ცქრიალა ღვინის დამზადება

200 ლარი

6

შუშხუნა ღვინის დამზადება

200 ლარი

7

შემაგრებული და არომატიზებული ღვინოების
დამზადება ან/და ჩამოსხმა

200 ლარი

8

ბრენდის სპირტის გამოხდა ან/და დავარგება

200 ლარი

9

ბრენდის დამზადება ან/და ჩამოსხმა

200 ლარი

10

ნედლი სპირტის დამზადება

200 ლარი

11

სპირტი რექტიფიკატის დამზადება

200 ლარი

12

არყის დამზადება ან/და ჩამოსხმა

200 ლარი

13

ლიქიორის, ნაყენებისა და მაგარი სასმელების
დამზადება ან/და ჩამოსხმა

200 ლარი

14

ეთილის სპირტის გამოყენებით დაბალალკოჰოლიანი
სასმელების დამზადება ან/და ჩამოსხმა

200 ლარი

15

ხილკენკროვანი ღვინოების დამზადება ან/და ჩამოსხმა

200 ლარი

16

ძმრის დამზადება ან/და ჩამოსხმა

200 ლარი

  • ლუდის, უალკოჰოლო სასმელებისა და წყლის, მათ შორის, მინერალური წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოება - სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - მინერალური წყლების, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტი - „საქმინხილწყალი“;

სალიცენზიო სახე

მოსაკრებელი

1

ლუდის წარმოება

200 ლარი

2

ალაოსა და სვია პროდუქტების წარმოება

200 ლარი

3

ბურახის წარმოება

200 ლარი

4

წყლის წარმოება

200 ლარი

5

მინერალური წყლის წარმოება

200 ლარი

6

უალკოჰოლო სასმელების წარმოება

200 ლარი

7

ვაჟინებისა და უალკოჰოლო სასმელების
ნახევარფაბრიკატების წარმოება

200 ლარი

8

ნახშირორჟანგის წარმოება გაზირებული
სასმელებისათვის

200 ლარი

  • ყველა სხვა სახის კვების (მათ შორის, ბავშვთა კვების) პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოება - სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახური.

სალიცენზიო სახე

მოსაკრებელი

1

ჩაის გადამუშავება ან/და დაფასოება

200 ლარი

2

ყავის გადამუშავება ან/და დაფასოება

200 ლარი

3

ფქვილის წარმოება ან/და დაფასოება

200 ლარი

4

ბურღულეულის წარმოება ან/და დაფასოება

200 ლარი

5

მაკარონის ნაწარმის წარმოება ან/და დაფასოება

200 ლარი

6

პურ-ფუნთუშეულის წარმოება ან/და დაფასოება

200 ლარი

7

მარცვლეულისა და მარცვლოვანი პარკოსნების
დაფასოება

200 ლარი

8

შაქრის წარმოება ან/და დაფასოება

200 ლარი

9

თაფლის გადამუშავება ან/და დაფასოება

200 ლარი

10

სახამებელ-ბადაგის წარმოება ან/და დაფასოება

200 ლარი

11

შაქროვანი საკონდიტრო ნაწარმის წარმოება ან/და
დაფასოება

200 ლარი

12

ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმის წარმოება ან/და
დაფასოება

200 ლარი

13

ხილის გადამუშავება ან/და დაფასოება

200 ლარი

14

ბოსტნეულის და სოკოს გადამუშავება ან/და დაფასოება

200 ლარი

15

კაკლოვანი კულტურის გადამუშავება ან/და დაფასოება

200 ლარი

16

ხორცის გადამუშავება ან/და დაფასოება

200 ლარი

17

ხორცის პროდუქტების წარმოება ან/და დაფასოება

200 ლარი

18

ხორცისა და ხორც-ბოსტნეულის კონსერვების წარმოება

200 ლარი

19

კვერცხის პროდუქტების წარმოება ან/და დაფასოება

200 ლარი

20

რძის პროდუქტების წარმოება ან/და დაფასოება

200 ლარი

21

ცხოველური ცხიმების წარმოება ან/და დაფასოება

200 ლარი

22

ნაყინის წარმოება ან/და დაფასოება

200 ლარი

23

ყველის წარმოება ან/და დაფასოება

200 ლარი

24

მცენარეული ზეთების (ზეთი, მარგარინი, მაიონეზი)
წარმოება ან/და დაფასოება

200 ლარი

25

თევზისა და ზღვის სხვა პროდუქტების გადამუშავება
ან/და დაფასოება

200 ლარი

26

საგემოვნო პროდუქტების წარმოება ან/და დაფასოება

200 ლარი

27

საკვებდანამატების წარმოება ან/და დაფასოება

200 ლარი

28

თამბაქოს გადამუშავება ან/და დაფასოება

200 ლარი

29

ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება ან/და
დაფასოება

200 ლარი

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლიცენზიებს გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - კვების პროდუქტების ექსპერტიზის, მონიტორინგისა და ლიცენზირების აჭარის სამსახური1.

_____________________

1 სამსახური ლიცენზიებს გასცემს „საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების ნორმატიული აქტების ამოქმედების შემდეგ.

5.2 განცხადება ლიცენზიის მისაღებად. სალიცენზიო პირობები

▲ზევით დაბრუნება


ლიცენზიის მისაღებად მაძიებელი განცხადებით (იხ. დანართი 1) მიმართავს შესაბამისს გამცემ ორგანოს.

განცხადებაში აღინიშნება:

  1. ლიცენზიის გამცემი ორგანოს დასახელება, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;

  2. განმცხადებლის ვინაობა და მისამართი:

    • ინდივიდუალური მეწარმისთვის - სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები;

    • იურიდიული პირისთვის - სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები;

    • სხვა ორგანიზებული წარმონაქმნებისთვის, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს - სახელწოდება, მისამართი, წევრები, ხელმძღვანელი პირი.

  1. რომელი ლიცენზიის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი (სალიცენზიო სახეობის მითითება);

  2. განცხადებაზე თანდართული საბუთების ნუსხა;

  3. განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა.

განცხადებას თან უნდა დაერთოს:

  • სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

  • წარმომადგენლის მიერ განცხადების შეტანის შემთხვევაში სათანადო წესით გაფორმებული რწმუნებულება (იხ. დანართი 2).

  • ინფორმაცია საწარმოო ობიექტის ადგილმდებარეობის შესახებ;

  • ინფორმაცია ტექნოლოგიურ პროცესებზე პასუხისმგებელი პირების კვალიფიკაციის შესახებ;

  • ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ;

  • ინფორმაცია პროდუქციის შიდასაწარმოო კონტროლის სისტემის არსებობის შესახებ - გასაზომ-საკონტროლო აპარატურა და გამოცდის მეთოდების ერთობლიობა, ან/და ხელშეკრულება შესაბამისი პროფილის აკრედიტირებულ ლაბორატორიასთან;

  • ინფორმაცია მეწარმის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესახებ (საქონლის მახასიათებლები და მათთან დაკავშირებული გადამუშავებისა და წარმოების მეთოდები);

  • სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის მიერ გაცემული დოკუმენტი ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე (იხ. დანართი 3).

ლიცენზიის მისაღებად სხვა პირობების დაწესება აკრძალულია.

ლიცენზიის მიღების პროცესში ან ლიცენზიის მიღების შემდეგ ლიცენზიის მისაღებად დადგენილი სალიცენზიო პირობების ცვლილების შემთხვევაში, პირი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.

  • ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაცემის შემდეგ სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე.

5.3 ლიცენზიის გაცემის წესი

▲ზევით დაბრუნება


კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების სფეროში ლიცენზია გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. საქმის წარმოება იწყება წერილობითი განცხადებისა და მასზე თანდართული მასალების წარდგენით ლიცენზიის გამცემ ორგანოში, რომლის რეგისტრაციასაც ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურის კანცელარია.

  • ლიცენზიის გამცემი ორგანო ვალდებულია განცხადება რეგისტრაციაში გაატაროს მიღებისთანავე და დაუსვას მას რეგისტრაციის თარიღი და ნომერი, ხოლო განმცხადებლის მოთხოვნისას - დაუყოვნებლივ გასცეს ცნობა განცხადების რეგისტრაციაში გატარების შესახებ.

  • ადმინისტრაციულ წარმოებაში ნებისმიერი ვადის ათვლა იწყება მომდევნო დღიდან ანუ დოკუმენტის წარდგენის ან ვადის განსაზღვრის მომდევნო დღიდან1.

  • ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადების ათვლა წარმოებს კალენდარული დღეების შესაბამისად, რომელშიც მიეთვლება ასევე უქმე და დასვენების დღეები2. ვადების ათვლის ეს წესი გამოიყენება მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოებისას (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე გამართულ წარმოებაზე) და არა სხვა შემთხვევაში, მაგ., საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას. სხვა შემთხვევაში ვადის ათვლისას არ მიეთვლება უქმე და დასვენების დღეები3.

ლიცენზიის გამცემი ორგანო განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს წარდგენილი განცხადებისა და მასზე თანდართული მასალების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან (ლიცენზიის მისაღებ სალიცენზიო პირობებთან)4. შესაბამისობის შემოწმებისას შესაძლოა ადგილი ქონდეს შემდეგ გარემოებებს:

  1. განცხადების, ან მასზე დართული მასალების წარდგენა. საქმისწარმოება ლიცენზიის გამცემ ორგანოში მიმდინარეობს სახელმწიფო (ქართულ) ენაზე და ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია ყველა დოკუმენტი წარადგინოს ქართულ ენაზე. თუ რომელიმე დოკუმენტი სახელმწიფო ენაზე არ არის წარდგენილი, ლიცენზიის გამცემმა ორგანომ ლიცენზიის მაძიებელს უნდა მისცეს ვადა დოკუმენტის თარგმნისა და მისი სანოტარო წესით დადასტურებისთვის, რომელიც არ შეიძლება იყოს 3 დღეზე ნაკლები.

    • სანოტარო წესით დადასტურებული დოკუმენტის წარდგენამდე საქმისწარმოების ვადა შეჩერებულია.

    • თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ანდა დასვენების დღეს, მაშინ ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე5.

  1. განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ლიცენზიის გაცემა ეკუთვნის სხვა ორგანოს უფლებამოსილებას. ამ შემთხვევაში სახელმწიფო უწყება ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე თანდართული საბუთები უფლებამოსილ ორგანოს, რომლის შესახებაც 2 დღის ვადაში შესაბამისი დასაბუთებით აცნობებს განმცხადებელს;

  2. საქმისწარმოების ვადის გაგრძელების აუცილებლობა. თუ წარდგენილი დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებისას აღმოჩნდება, რომ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელა ერთთვიან ვადაში, იგი შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვემდე. უნდა აღინიშნოს, რომ ვადის 3 თვემდე გაგრძელება არის მაქსიმუმი (მასში მიეთვლება ერთთვიანი ვადაც).

  • ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული ადმინისტრაციული აქტის (მაგ.: ბრძანების) ფორმით, რომლის გამოცემისთვის ცალკე ადმინისტრაციული წარმოება არ იმართება.

ადმინისტრაციული აქტი უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ რატომ გახდა აუცილებელი ვადის გაგრძელება და იგი მიიღება განცხადების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 7 დღის ვადაში. ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციული აქტის მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს6 უნდა ეცნობოს ლიცენზიის მაძიებელს, რომ ვადა გაგრძელებულია და გადაეცეს მას ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციული აქტის ასლი;

  • ვადის გაგარძელების შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი ორგანო უფლებამოსილია გააგრძელოს მოსაზრებების წარდგენის ვადა.

  1. დოკუმენტების არასრულად წარდგენა. ამ შემთხვევაში ლიცენზიის გამცემმა ორგანომ უნდა მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს აუცილებელი დოკუმენტები და ამისათვის განუსაზღვროს ვადა რომელიც არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.

  • დოკუმენტების წარმოსადგენად განსაზღვრული ვადა უნდა იყოს გონივრული, ე.ი. ლიცენზიის გამცემმა ორგანომ მიახლოებით უნდა გათვალოს, თუ რა ვადაში შეძლებს მაძიებელი დოკუმენტების წარდგენას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს რეალური ვითარება და თუ შესაძლებელია, მოსმენილ იქნეს მაძიებლის პოზიციაც იმის შესახებ, თუ რა ვადაში შეუძლია მას აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა.

მოთხოვნაში კონკრეტულად უნდა მიეთითოს თუ რა დოკუმენტი ან ინფორმაცია უნდა წარადგინოს მაძიებელმა. ამ ვადაში დოკუმენტების წარუდგენლობისას, ლიცენზიის გამცემ ორგანოს უფლება აქვს (მაგრამ არ არის ვალდებული) განმცხადებლის მოთხოვნით, მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 15 დღით დამატებით გააგრძელოს დოკუმენტების წარდგენის ვადა.

  • დამატებით მიცემულ ვადაში მოთხოვნილი დოკუმენტების წარუდგენლობა იწვევს ლიცენზიის მოთხოვნის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვებას.

  • განუხილველად დატოვების შემდეგ შესაძლებელია გასული ვადის აღდგენა, თუ ვადის გასვლა მოხდა საპატიო გარემოებების გამო.

  • განცხადების განუხილველად დატოვების შემთხვევაში გადახდილი მოსაკრებელი იკარგება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხდა გაშვებული ვადის აღდგენა.

დოკუმენტების წარსადგენად განმცხადებლისთვის მიცემული დამატებითი ვადა არ მიეთვლება საქმისწარმოების საერთო ვადას, ე.ი. მოცემულ შემთხვევაში საქმისწარმოება შეჩერებულია. ვადის დინება განახლდება შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან (და არა დამატებითი ვადის ამოწურვიდან);

  1. ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობა. ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც წამოიჭრება ისეთი საკითხები, რომლებიც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს და გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი ხდება, ლიცენზიის გამცემი ნიშნავს ექსპერტიზას.

ექსპერტიზის დანიშვნის აქტში კონკრეტულად უნდა ჩამოყალიბდეს ის კითხვები, რომელზეც ლიცენზიის გამცემ უწყებას სურს პასუხის მიღება. ექსპერტიზა ძირითადად ინიშნება მეცნიერების, ტექნიკის ან/და მედიცინის სფეროში ამა თუ იმ საკითხის გასარკვევად. დაუშვებელია ექსპერტიზა დაინიშნოს სამართლებრივ საკითხებზე;

ლიცენზიის გამცემი ორგანო ვალდებულია განცხადების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებიდან 3 დღის განმავლობაში უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

  1. ექსპერტიზის დანიშვნის აქტი, განცხადება და თანდართული მასალის ასლები უნდა გადაეგზავნოს ექსპერტს დასკვნის წარმოსადგენად. ექსპერტი დასკვნას წარმოადგენს მასალების მიღებიდან ორი კვირის ვადაში. ექსპერტიზის მიმდინარეობისას ვადის დინება შეჩერებულია.

  2. უნდა გამოაქვეყნდეს ცნობა საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ (იხ. დანართი 4). ცნობაში უნდა მიეთითოს:

  • ლიცენზიის გამცემი ორგანო, რომელშიც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება და მისი მისამართი;

  • ლიცენზიის მოთხოვნით წარდგენილი განცხადების მოკლე შინაარსი;

  • ლიცენზიის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ვადა;

  • ნებისმიერი პირის მიერ საკუთარი მოსაზრების წარდგების ვადა;

  • ნებისმიერი პირის უფლება, მოსაზრების წარდგენისას არ დაასახელოს თავისი ვინაობა;

  • ცნობის გამოქვეყნების თარიღი.

საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობა უნდა გამოქვეყნდეს ლიცენზიის გამცემი ორგანოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. თუ ლიცენზიის გამცემ ორგანოს არა აქვს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, მაშინ ცნობა ქვეყნდება იმ ბეჭდვით ორგანოში, რომელიც ვრცელდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც. ცნობის ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების შეუძლებლობისას, ლიცენზიის გამცემი ორგანო ვალდებულია, ცნობა განათავსოს სამსახურის ოფიციალურ დაფაზე, სადაც ნებისმიერ პირს ექნება შესაძლებლობა დაუბრკოლებლად გაეცნოს მას.

ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით ადგილზე შეამოწმოს სალიცენზიო პირობები, რის შედეგადაც ფორმდება დასკვნა წერილობითი ფორმით. თუ ადგილზე დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება ლიცენზიის მაძიებლის მიერ მითითებულ სალიცენზიო პირობებს, ეს ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.

საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში ნებისმიერ პირს7 უფლება აქვს ლიცენზიის გამცემ ორგანოში გაეცნოს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებსა და სხვა დაინტერესებული პირების8 მოსაზრებებს, ასევე საქმეში არსებულ სხვა მასალას, გააკეთოს ამონაწერები, საკუთარი ხარჯით გადაიღოს ასლები და წარადგინოს საკუთარი მოსაზრება წერილობით და დაესწროს ზეპირ მოსმენას.

  • მოსაზრების წარდგენა შეუძლია არა მხოლოდ განმცხადებელს, არამედ სხვა ნებისმიერ პირსაც, რომელსაც უფლება აქვს დარჩეს ანონიმურად.

ნებისმიერი პირი მოსაზრებას წარადგენს საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში და უფლება აქვს მხოლოდ დაესწროს ზეპირი მოსმენის სხდომას, ხოლო დაინტერესებულ პირს ენიჭება დამატებით უფლება ახსნა-განმარტებით გამოვიდეს ზეპირი მოსმენის სხდომაზე.

  • განმცხადებელს ან/და მის წარმომადგენლს უფლება აქვს დაესწროს ზეპირ მოსმენას.

ნებისმიერი პირის მიერ მოსაზრების წარმოდგენის ვადის გასვლიდან (ანუ საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ) 5 დღის ვადაში იმართება საქმის ზეპირი მოსმენა, რომლის გამართვის შესახებ მაძიებელს უნდა ეცნობოს 7 დღით ადრე მაინც და მოწვეულ უნდა იქნეს ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად. მოსაწვევ უწყებაში უნდა მიეთითოს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება - საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს დაინტერესებული მხარის მონაწილეობის გარეშეც.

  • ლიცენზიის გამცემი ორგანო ვალდებულია განუმარტოს განმცხადებელს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი და ვადა, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომის შესახებ.

განმცხადებელს ლიცენზიის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემამდე წერილობითი სახით შეუძლია აცილება განუცხადოს (იხ. დანართი 5) ლიცენზიის გამცემი ორგანოს თანამდებობის პირს, რომელსაც კანონის შესაბამისად არა აქვს უფლება მონაწილეობას იღებდეს ადმინისტრაციულ წარმოებაში. საქმის ზეპირი მოსმენის სხდომაზე აცილების თაობაზე შუამდგომლობა შეიძლება დაყენებულ იქნეს ზეპირადაც.

ლიცენზიის გამცემი ორგანო ლიცენზიის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე, რომლის ხანგრძლივობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს ერთ სამუშაო დღეს. ლიცენზიის გამცემმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს ყველა წარდგენილი დოკუმენტი, მოუსმინოს განმცხადებელსა და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე სხვა დაინტერესებულ პირს, განიხილოს მაძიებლის ან/და მისი წარმომადგენლის მიერ დაყენებული შუამდგომლობები (აცილების, მტკიცებულებათა წარდგენის და ა.შ). თუ ექსპერტიზა ჰქონდა დანიშნული, უფლება აქვს სხდომაზე გამოიძახოს ექსპერტი და კითხვები დაუსვას მის მიერ წარდგენილ დასკვნასთან დაკავშირებით. ექსპერტისთვის კითხვის დასმის უფლება აქვს მაძიებელსა და საქმეში ჩართულ დაინტერესებულ პირსაც. სხდომაზე შეიძლება გამოძახებულ იქნენ მოწმეები ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად.

ზეპირი მოსმენის სხდომა საჯაროა და ნებისმიერ პირს აქვს უფლება დაესწროს მას, თუმცა სხდომაზე გამოსვლის უფლებით სარგებლობენ მაძიებელი და დაინტერესებული პირი. სხდომაზე დგება ოქმი, სადაც აღინიშნება საქმის მიმდინარეობა, განხილვის დრო და ადგილი, სხდომაზე მონაწილე მხარეები, ექსპერტებისა და მოწმების ვინაობა, განსახილველი საკითხის მოკლე აღწერა. ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიიღება საქმეზე ყველა გარემოების დადგენის, მტკიცებულებების გამოკვლევის, შეფასებისა და წარმოდგენილი არგუმენტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის სახით განცხადების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან 1 თვის ვადაში, ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 დღის ვადაში. ადმინისტრაციული აქტი შეიძლება გამოიცეს ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სახით. ადმინისტრაციული აქტი გამოიცემა წერილობით და ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან. გამოქვეყნების მიმართ გამოიყენება იგივე წესები, რაც საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნებისათვის არის დადგენილი.

ლიცენზიის თაობაზე მიღებული აქტის გამოქვეყნება სავალდებულოა.

კონკრეტულად თუ რა სახით იქნება ადმინისტრაციული აქტი გამოცემული (ბრძანების, განკარგულების, დადგენილების და ა.შ.), ეს დამოკიდებულია ლიცენზიის გამცემი ორგანოს დებულებაზე. სალიცენზიო მოწმობა გაიცემა ადმინისტრაციული აქტის გამოცემიდან 3 დღის ვადაში.

ინფორმაცია ლიცენზიის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემიდან 10 დღის ვადაში ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მოკლე წერილობით პუბლიკაციას, სადაც აღნიშნული იქნება ლიცენზიის მფლობელის ან იმ პირის სახელწოდება, რომელსაც უარი ეთქვა ლიცენზიის გაცემაზე (ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმის მითითებით, ასეთი სუბიექტის არსებობის შემთხვევაში, მაგ., ინდ. მეწარმე, შპს, სს, სპს,), გამცემი ორგანოს დასახელება, ბრძანების ნომერი და თარიღი, რომლითაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, გაცემის შემთხვევაში ლიცენზირებული საქმიანობის სახეობა და ლიცენზიის მოქმედების ვადა.

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის, ასევე ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის, მისი მოქმედების შეჩერების ან განახლების ან/და გაუქმების შესახებ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) ადმინისტრაციული აქტის სახე (მაგ., ბრძანება №);

ბ) გამომცემ ორგანოს დასახელება;

გ) ადმინისტრაციული აქტის სათაური (მაგ., ბრძანება № ლიცენზიის გაცემის შესახებ ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ);

დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარი, სახელი და ხელმოწერა;

ე) გამოცემის დრო და ადგილი;

ვ) ადმინისტრაციული აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებულ

სარეგისტრაციო ნომერი;

ზ) ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ამ აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა (მაგ., „ბრძანება ლიცენზიის გაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში სამინისტროში, შემდეგ მისამართზე...“).

  • ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმად, რომლის გასაჩივრებაც შესაძლებელია.

ადმინისტრაციული წარმოებისას დარღვეული ანუ გაშვებული ვადის აღდგენა შესაძლებელია, თუ ვადის გაშვება მოხდა საპატიო გარემოებების არსებობისას, როგორიცაა დაუძლეველი ძალა (მიწისძვრა, წყალდიდობა ან ა.შ.), ლიცენზიის მაძიებლის ავადმყოფობა ლიცენზიის გამცემი ორგანოს ბრალი ან/და სხვა საპატიო მიზეზი. ეს წესი გამოიყენება წარმოების ნებისმიერი გაშვებული ვადის მიმართ, რომელიც შეიძლება იყოს დოკუმენტების წარმოსადგენად დამატებით განსაზღვრული ვადა და ა.შ.

გაშვებული ვადის აღდგენისთვის ლიცენზიის მაძიებელმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საპატიო გარემოებების აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 15 დღეში და უნდა დაადასტუროს საპატიო გარემოებების არსებობა განცხადებაზე ავადმყოფობის ცნობის დართვით და სხვა. გაშვებული ვადის აღდგენისთვის ლიცენზიის მაძიებელმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საპატიო გარემოებების აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 15 დღეში და უნდა დაადასტუროს საპატიო გარემოებების არსებობა განცხადებაზე ავადმყოფობის ცნობის დართვით და სხვა.

  • გაშვებული ვადის აღდგენისას აღდგება მხოლოდ ის ვადა (დღეები), რომლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა საპატიო გარემოებას და არა მთლიანი ვადა.

ლიცენზიის გამცემი ორგანო გაშვებული ვადის აღდგენის განცხადებას განიხილავს 5 დღის ვადაში და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას (ადმინისტრაციული აქტის ფორმით): ვადის აღდგენის ან ვადის აღდგენის დაუშვებლობის შესახებ.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოება
ლიცენზიის გაცემის თაომაზე
სქემა

0x01 graphic

_____________________

1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი.

2 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილი.

3 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-15 მუხლი.

4 ადმინისტრაციული წარმოების ეს საფეხური გულისხმობს განცხადების შესაბამისობის დადგენას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე, „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლისა და „კვების პროდუქტების და თამბაქოს წარმოების სფეროში ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კანონის მე-21 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.

5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

6 „სამეწარმეო საქმიანობის ლივენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი.

7 ნებისმიერი პირი არის ისეთი პირი, რომლის უფლებებზე და ინტერესებზე ლიცენზიის გაცემა უშუალო გავლენას არ ახდენს, მაგრამ სურს გამოხატოს თავისი პოზიცია.

8 დაინტერესებული პირი არის ისეთი პირი, რომლის უფლებებზე ან კანონიერ ინტერესებზე ლიცენზიის გაცემა ახდენს პირდაპირ და უშუალო გავლენას; დაინტერესებულ პირად ითვლება ასევე ლიცენზიის მაძიებელი;

5.4 ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

▲ზევით დაბრუნება


ლიცენზია არ გაიცემა, თუ:

  • წარდგენილი დოკუმენტაცია ან/და წარმოების ფაქტობრივი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს სალიცენზიო პირობებს. ფაქტობრივი მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს ადგილზე შემოწმების ოქმით;

  • მაძიებელი მოითხოვს ისეთ ლიცენზიას, რომელიც მას გაუუქმდა და გაუქმებიდან არ გასულა 6 თვე;

  • მაძიებელს შეუჩერდა ლიცენზიის მოქმედება და არ აღმოფხვრილა მისი შეჩერების საფუძველი.

  • აკრძალულია ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმა გასაცემი ლიცენზიის რაოდენობის შეზღუდვის მოტივით.

  • გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში

5.5 სალიცენზიო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება

▲ზევით დაბრუნება


სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის გამცემს მიმართავს წერილობითი განცხადებით სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.

  • სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად საჭიროა მხოლოდ წერილობითი განცხადება.

განცხადების მიღებიდან 2 დღეში ლიცენზიის გამცემი გასცემს სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს. დუბლიკატის გაცემისთვის მოსაკრებელი შეადგენს 10 ლარს.

  • სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.

  • აკრძალულია ლიცენზიის სხვა პირისთვის გადაცემა.

5.6 ლიცენზიის მოქმედების შეჩერება

▲ზევით დაბრუნება


ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ, თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს სალიცენზიო პირობებს.

ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას გამცემი იღებს ლიცენზიის გაცემისთვის დადგენილი წესით (იხ. გაცემის წესი გვ. 12).

გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება დადგენილი ვადის დაუცველად და ამის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ლიცენზიის მფლობელს.

ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს, რომელი სალიცენზიო პირობაა დარღვეული. თუ ლიცენზიის მფლობელი 3 თვის განმავლობაში გამოასწორებს დარღვეულ სალიცენზიო პირობას, იგი მიმართავს ლიცენზიის გამცემს ლიცენზიის მოქმედების განახლების მოთხოვნით. განცხადებაში მეწარმე უფლებამოსილია დასვას შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ლიცენზიის მოქმედების განახლების თაობაზე გადაწყვეტილების გამოცემის შესახებ.

  • გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან განახლების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.

5.7 ლიცენზიის გაუქმება

▲ზევით დაბრუნება


ლიცენზიის გაუქმება გულისხმობს მის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებას. ბათილად ცნობისას ლიცენზია გაუქმებულად ითვლება მისი გაცემის დღიდან, ხოლო ძალადაკარგულად გამოცხადებისას კი, ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან.

ლიცენზიის გაუქმების საფუძველია, თუ:

  • ლიცენზია გასცა არაუფლებამოსილმა ორგანომ ან პირმა;

  • იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

  • არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ლიცენზიის გამცემს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციული აქტი და ლიცენზიის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს. ამ შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეს, რომელსაც ზიანი მიადგა, მისი მოთხოვნის საფუძველზე მიეცემა ანაზღაურება.

  • ლიცენზიის მფლობელის მიერ არ სრულდება ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულებები;

  • გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ლიცენზიის გამცემს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი. ამ შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეს, რომელსაც ზიანი მიადგა, მისი მოთხოვნის საფუძველზე მიეცემა ანაზღაურება;

  • ამას მოითხოვს ლიცენზიის მფლობელი;

  • სახეზეა ლიცენზიის მფლობელის გარდაცვალება (დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან ქმედუუნაროდ ცნობა) ან/და ლიკვიდაცია;

  • გავიდა ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ვადა და ამ ვადაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი.

6 გასაჩივრების წესი

▲ზევით დაბრუნება


6.1 გასაჩივრება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში

▲ზევით დაბრუნება


ლიცენზიის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ, მისი მოქმედების შეჩერების, განახლების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება (ადმინისტრაციული აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს.

  • ლიცენზიის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას, თუ, ზემდგომი ორგანო (თანამდებობის პირი) ან სასამართლო არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.

ადმინისტრაციული აქტის გარდა, დამოუკიდებლად გასაჩივრებას ექვემდებარება ლიცენზიის გამცემი ორგანოს თანამდებობის პირების ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა). უმოქმედებასთან მაშინ გვექნება საქმე, როდესაც ლიცენზიის გამცემ ორგანოს თანამდებობის პირებს ევალებათ რაიმე მოქმედების განხორციელება და ისინი ამას არ აკეთებენ. უმოქმედობის კლასიკური მაგალითია, როდესაც გავიდა ლიცენზიის გასაცემად დადგენილი ვადა და ლიცენზიის გამცემმა ორგანომ არ მიიღო არც ლიცენზიის გაცემის და არც ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილება. აღნიშნული შემთხვევა ითვლება ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმად, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ადმინისტრაციული აქტი არ გამოცემულა.

გასაჩივრებისთვის დადგენილია 1 თვიანი ვადა:

1) გადაწყვეტილების შემთხვევაში - ლიცენზიის თაობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით მხარისთვის გაცნობის (გადაცემის) დღიდან;

2) ქმედების შემთხვევა - იმ დღიდან, როცა საჩივრის შემტანისთვის ცნობილი გახდა რაიმე კანონშეუსაბამო მოქმედების ან უმოქმედობის შესახებ.

  • დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობისას გასაჩივრების 1 თვიანი ვადა, რომელიც გავიდა და პირმა საჩივარი ვერ შეიტანა, შეიძლება აღდგეს.

ადმინისტრაციული საჩივარი (იხ. დანართი 6) შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ადმინისტრაციული ორგანოს (ან ზემდგომი თანამდებობის პირის) დასახელება, რომელშიც შეიტანება საჩივარი;

  • საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი;

  • იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციული აქტი ან ქმედება საჩივრდება;

  • გასაჩივრებული გადაწყვეტილების (ქმედების) დასახელება;

  • მოთხოვნა;

  • გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;

  • საჩივარზე თანდართული საბუთების ნუსხა, ასეთის არსებობის შემთხევაში.

ადმინისტრაციულ საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ადმინისტრაციული აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ერთეულის ზემდგომი თანამდებობის პირი. საქმის განხილვაში მონაწილე ორგანიზაციულ-ტექნიკური ფუნქციის შემსრულებელი პირების ქმედება საჩივრდება ლიცენზიის გამცემი სამსახურის უფროსთან; ლიცენზიის გამცემი სამსახურის უფროსის ქმედება ან გადაწყვეტილება (მათ შორის, ლიცენზიის თაობაზე) საჩივრდება სამინისტროში.

  • განმცხადებელს უფლება აქვს ადმინისტრაციული საჩივრის ზემდომ ორგანოში ან თანამდებობის პირთან წარდგენის გარეშე პირდაპირ მიმართოს სასამართლოს სარჩელით.

ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ:

  • არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოცემულ საქმესთან დაკავშირებით;

  • სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

  • არსებობს ამ ორგანოს ან ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილება იმავე საკითხზე;

  • ზემდგომ ორგანოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება იმავე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით;

  • საჩივარი შეიტანა ქმედუუნარო პირმა;

  • საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

  • გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა (ერთთვიანი ვადა).

  • საჩივრის განმხილველი საჩივარს წარმოებაში იღებს წარდგენიდან 5 დღის ვადაში.

  • საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმამდე საჩივრის განმხილველი ვალდებულია, რომ საჩივრის წარმდგენ პირს მისცეს მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა.

საჩივარი და მასზე თანდართული დოკუმენტაციის ასლი საჩივრის განმხილველის მიერ გადაეგზავნება იმ ორგანოს, რომლის გადაწყვეტილებაც არის გასაჩივრებული. დოკუმენტაციის გადაგზავნა ხდება საჩივრის წარდგენიდან 5 დღის ვადაში. ეს უწყება დოკუმენტაციის მიღებიდან 5 დღის ვადაში უგზავნის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ ყველა მასალასა და საჩივართან დაკავშირებით თავის მოსაზრებას წერილობითი ფორმით.

საჩივრის განმხილველი საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 1 თვის ვადაში. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენისთვის აუცილებელია 1 თვეზე მეტი, საჩივრის განმხილველი უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. ამ გადაწყვეტილებას საჩივრის განმხილველი იღებს საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 7 დღისა და ვადის გაგრძელების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს საჩივრის შემტანს (არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა). საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელება დასაშვებია არაუმეტეს 1 თვით.

  • დაუშვებელია ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტაში მონაწილეობა მიიღოს იმ თანამდებობის პირმა, რომელიც მონაწილეობდა გასაჩივრებული აქტის მომზადებაში ან გამოცემაში.

საჩივრის განმხილველი ვალდებულია საჩივრის განხილვის პროცესში ჩართოს საჩივრის შემტანი და მისცეს მას საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების, მტკიცებულებათა წარდგენისა, ექსპერტთა, სპეციალისტთა მოწვევისა და მოწმეთა გამოძახების შესაძლებლობა. საჩივრის განხილვისათვის უნდა დაინიშნოს ზეპირი მოსმენა1, რომელის გამართვამდე მინიმუმ 5 დღით ადრე წერილობითი ფორმით მოიწვევა საჩივრის შემტანი და ის პირები, რომელთა გადაწყვეტილებაც (ქმედება) გასაჩივრდა. საჩივრის განხილვის სხდომაზე საჩივრის შემტანს უფლება აქვს გამოვიდეს ახსნა-განმარტებით, რომელიც უნდა დაფიქსირდეს სხდომის ოქმში.

საჩივრის შემტანი საკუთარ მოსაზრებას წერილობითი ფორმითა და სხვა მტკიცებულებებს წარადგენს ზეპირი მოსმენის გამართვამდე 5 დღით ადრე მაინც.

ზეპირი მოსმენის სხდომა ღიაა და ნებისმიერ პირს უფლება აქვს დაესწროს მას.

საჩივრის განმხილველმა საჩივრის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ყველა წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რის შედეგადაც მიიღება ერთ-ერთი გადაწყეტილება:

  1. საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;

  2. საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;

  3. საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად საჩივრის განმხილველის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს.

დაუშვებელია დაწესდეს სახელმწიფო ბაჟი ან რაიმე გადასახდელი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისათვის.

__________________

1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 198-ე მუხლი.

6.2 სასამართლოში გასაჩივრება

▲ზევით დაბრუნება


ლიცენზიის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, ასევე ლიცენზიის გამცემი ორგანოების ქმედება შეიძლება პირდაპირ გასაჩივრდეს სასამართლოში. ადმინისტრაციული აქტი, რომელიც ლიცენზიის თაობაზე იყო გამოცემული (მაგ., ბრძანება), სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან 6 თვის ვადაში.

თუ ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ მაძიებელს უარი ეთქვა ლიცენზიის გაცემაზე, უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ლიცენზიის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნით (ადმინისტრაციული სარჩელი).

სარჩელი (იხ. დანართი 7) შეიტანება იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, ვისი გადაწყვეტილებაც საჩივრდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის საოლქო სასამართლოში. ფიზიკური პირი სარჩელის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟს იხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

1. მან არ ისარგებლა ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლებით და პირდაპირ შეიტანა სარჩელი სასამართლოში;

2. მისთვის ცნობილი იყო გარემოებები, რომლებიც აშკარად მეტყველებენ მისი სარჩელის უსაფუძვლობაზე.

  • სასამართლო გადაწყვეტილების ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გასაჩივრების დროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სავალდებულოა.

  • სარჩელის შეტანისას ფიზიკური პირის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა არ დააბრკოლებს საქმის განხილვასა და გადაწყვეტას (პროცესის დამთავრება).

სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. სასამართლოს დასახელება, რომელშიც შედის სარჩელი;

2. მოსარჩელის სახელი, გვარი და მისამართი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - მისი სახელწოდება და ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი);

3. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება და მისამართი, რომლის აქტიც საჩივრდება;

4. მოსარჩელის მოთხოვნა;

5. გარემოებები, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა;

6. მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს;

7. სარჩელზე თანდართული საბუთების ნუსხა.

სასამართლოთა კოორდინატები

„სამტრესტის“ შემთხვევაში - მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლო

ქ. თბილისი 0103, ქ. წამებულის №1

„საქმინხილწყალის“ შემთხვევაში - მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლო

ქ. თბილისი 0103, ქ. წამებულის №1

„კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის“ შემთხვევაში - ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლო

ქ. თბილისი 0179, არაყიშვილის №3. ტელ.: 22-45-82

ადმინისტრაციულ საჩივარზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის საოლქო სასამართლოში.

ქ. თბილისი 0159, გ. რობაქიძის გამზ. №7, ტელ.: 53-09-16

ქ. ბათუმი 6015, საქალაქო სასამართლო; უმაღლესი სასამართლო; ჯავახიშვილის №5, ტელ.: 7-52-81

7 პასუხისმგებლობა ლიცენზიის გარეშე საქმიანობისთვის

▲ზევით დაბრუნება


ლიცენზიის გარეშე სამეწარმეო საქმიანობისთვის შეიძლება დადგეს ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლება აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს, რომელსაც ბრძანებით განსაზღვრავს სოფლის მეურნეობის მინისტრი. ლიცენზიის გარეშე სამეწარმეო საქმიანობისას დანაშაულის ნიშნების არსებობისას ძიებას აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტი. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის საკმარისია მხოლოდ ლიცენზიის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის ფაქტის არსებობა, ხოლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის დამატებით საჭიროა შემდეგი სპეციალური გარემოებების არსებობა - ლიცენიის გარეშე საქმიანობის შედეგად უნდა იყოს გამოწვეული „მნიშვნელოვანი ზიანი“ ან ლიცენზიის გარეშე საქმიანობას თან უნდა ახლდეს „დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“

7.1 ადმინისტრაციული ჯარიმა და მისი დაკისრების წესი

▲ზევით დაბრუნება


კვების პროდუქტების ლიცენზის გარეშე წარმოებისთვის დადგენილია შემდეგი ოდენობის საჯარიმო სანქციები შემდეგი სახეობების მიხედვით:

1. ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის წარმოება ლიცენზიის გარეშე - 2000 ლარი.

2. ლუდის, უალკოჰოლო სასმელებისა და წყლის, მათ შორის, მინერალური წყლის, სასაქონლო პროდუქციის წარმოება ლიცენზიის გარეშე - 2000 ლარი.

3. ყველა სხვა სახის კვების (გარდა ბავშვთა კვების) პროდუქტების წარმოება ლიცენზიის გარეშე - 1000 ლარი.
იგივე ქმედება განმეორებით - 2000 ლარით.

4. ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება ლიცენზიის გარეშე - 2000 ლარი.

5. თამბაქოს წარმოება ლიცენზიის გარეშე - 2000 ლარი.

ლიცენზიის გარეშე მოქმედი სუბიექტის გამოვლენისას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეული ადგენს სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც ეგზავნება იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც აქვს აღნიშნულ სუბიექტს ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი).

  • ლიცენზიის გარეშე მოქმედი მეწარმის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენისას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურული ერთეული ვალდებულია საქმე გადასცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტს.

7.2 სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

▲ზევით დაბრუნება


ლიცენზიის გარეშე ან/და ლიცენზირების პირობების დარღვევით კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოება გამოიწვევს სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას, თუ ამ საქმიანობის შედეგად გამოწვეულია „მნიშვნელოვანი ზიანი“ ან ამ საქმიანობას თან ახლავს „დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.

„მნიშვნელოვანი ზიანი“ ან „დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“ წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას და ის უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. მნიშვნელოვანი ზიანის განსაზღვრისას ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ მომენტზე, რომ ზიანი შეიძლება მიადგეს არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ნებისმიერ ორგანიზაციას თუ კერძო პირს. დიდი ოდენობით შემოსავლის განსაზღვრისას გადამწყვეტია შემოსავლის მიღების ოდენობა.

ლიცენზიის გარეშე ან/და ლიცენზირების პირობების დარღვევით კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოებისათვის გათვალისწინებულია შემდეგი სასჯელები: ჯარიმა ან ტუსაღობა ვადით 4 თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით 2 წლამდე. სასჯელს განსაზღვრავს და უფარდებს სასამართლო.

იგივე ქმედება ჩადენილი:

  • ჯგუფურად;

  • არაერთგზის;

  • ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ,

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე. სასჯელს განსაზღვრავს და უფარდებს სასამართლო.

8 სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი

▲ზევით დაბრუნება


ლიცენზიის გაცემის შემდეგ სალიცენზიო პირობების შემოწმება ითვლება სამეწარმეო საქმიანობის კონტროლად და მისი განხორციელება ლიცენზიის გამცემ ორგანოს (მაკონტროლებებლი ორგანო) შეუძლია სასამართლო ბრძანების საფუძველზე.

  • კონტროლს არ წარმოადგენს ლიცენზიის გაცემის პროცესში სალიცენზიო პირობების შემოწმება.

იმისათვის, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ განახორციელოს კონტროლი მეწარმის საქმიანობაზე, იგი რეგისტრირებული უნდა იყოს მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეესტრში. მათ რეგისტრაციას ახდენს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

  • აკრძალულია სამეწარმეო საქმიანობაზე კონტროლი განახორციელოს იმ ორგანომ, რომელიც არ არის რეგისტრირებული მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეესტრში.

ლიცენზიის გამცემ ორგანოებს უფლება აქვთ განახორციელონ მეწარმის საქმიანობაზე კონტროლი მხოლოდ სალიცენზიო პირობებთან დაკავშირებით; კერძოდ, იმ წესების, ნორმებისა და მოთხოვნების ერთობლიობის შესრულებაზე კონტროლი, რომელთა დაცვაც მოეთხოვება ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას.

შემოწმების დაწყებამდე ლიცენზიის გამცემი, როგორც მაკონტროლებელი ორგანო, ვალდებულია მოიპოვოს შემოწმების შესახებ ბრძანება იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოსაგან, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც გააჩნია მეწარმეს ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი).

გამონაკლის შემთხვევაში, როცა შესაძლებელია საფრთხე შეექმნას სახელმწიფო უშიშროებას, ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ან/და მტკიცებულებებს, მაკონტროლებელ ორგანოს უფლება აქვს სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე შეაჩეროს მეწარმის საქმიანობა შემოწმების საგნის ნაწილში და ამის შემდეგ დაუყოვნებლივ (იმავე დღეს ან თუ ეს ვერ ხერხდება არაუგვიანეს მომდევნო დღისა) მიმართოს მოსამართლეს შემოწმების შესახებ ბრძანების მისაღებად. თუ საწარმოს საქმიანობის შეჩერება შეუძლებელია ან ეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მეწარმეს ან/და შეჩერების წინააღმდეგია მეწარმე, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია დაიწყოს მეწარმის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით დაწყებული შემოწმების კანონიერად ცნობისა და შემოწმების შესახებ ბრძანების გაცემის თხოვნით.

მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს მაკონტროლებელი ორგანოსა და მეწარმის თანდასწრებით და იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში. შუამდგომლობის განხილვისას მეწარმეს ან/და მის წარმომადგენელს ეძლევა შესაძლებლობა მისცეს განმარტებები.

თუ არ არსებობს მეწარმის საქმიანობის ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება მეწარმის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მეწარმის საქმიანობის შემოწმება სასამართლოსადმი მიმართვამდე დაწყებული იყო და მოსამართლე გამოიტანს დადგენილებას მეწარმის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ, მაშინ მეწარმის შემოწმება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ასეთ შემთხვევაში მეწარმეს უფლება აქვს მოსთხოვოს მაკონტროლებელ ორგანოს შემოწმებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

მოსამართლის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილება და მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ ბრძანების მიღება არ არის მაკონტროლებელი ორგანოს მიერ კონტროლის ავტომატურად დაწყების საფუძველი; ამისათვის საჭიროა მოსამართლის მიერ მიღებული ბრძანება შევიდეს კანონიერ ძალაში ანუ უნდა გავიდეს ბრძანების გასაჩივრების ვადა. ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის ძალაში შესვლას. მოსამართლის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მხარის მიერ შესაბამის საოლქო სასამართლოში ბრძანების ასლის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. საოლქო სასამართლო საქმეს განიხილავს საჩივრის შეტანიდან 3 დღის განმავლობაში.

თუ მოსამართლის მიერ მიღებულია დადგენილება მეწარმის შემოწმებაზე უარის თქმის შესახ, მაშინ მაკონტროლებელ ორგანოს იგივე ვადაში და წესით შუძლია ეს დადგენილება გაასაჩივროს საოლქო სასამართლოში.

  • საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და იგი არ გასაჩივრდება უზენაეს სასამართლოში.

  • მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულია ყოველი წლის 25 იანვრამდე წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს ანგარიში გასული წლის განმავლობაში ბრძანების გაცემის შესახებ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანებების რაოდენობისა და მოსამართლის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული შემოწმების შედეგების შესახებ.

9 სალიცენზიო რეესტრი

▲ზევით დაბრუნება


სალიცენზიო რეესტრის მეშვეობით იქმნება ერთიანი საინფორმაციო ბაზა ლიცენზირებული საწარმოების შესახებ. სალიცენზიო რეესტრში შეტანილი მონაცემები განეკუთვნება საჯარო ინფორმაციის კატეგორიას და ნებისმიერ პირს შეუძლია თავისუფლად გაეცნოს მას.

სალიცენზიო რეესტრის სახეებია:

  1. უწყებრივი რეესტრი, რომელსაც აწარმოებს ლიცენზიის გამცემი ორგანო;

  2. სახელმწიფო რეესტრი, რომელსაც აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში ლიცენზიის გამცემი ვალდებულია უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეიტანოს მონაცემები ლიცენზიის გაცემის, მისი შეჩერების, განახლების, გაუქმების ან/და დუბლიკატის გაცემის შესახებ. რეესტრში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები: სუბიექტის სახელწოდება და მისამართი, სალიცენზიო სახეობა, გადაწყვეტიელების (ადმინისტრაციული აქტის) მიღების თარიღი და ნომერი. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანილი მონაცემები 10 დღის ვადაში ეგზავნება სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრს. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მისი შეჩერების ან/და გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებიდან 10 დღის ვადაში.

  • ყველას აქვს უფლება, გაეცნოს სალიცენზიო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ლიცენზიებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია.

ინფორმაციის მისაღებად პირი შესაბამის უწყებაში წარადგენს წერილობით განცხადებას (იხ. დანართი 8). სავალდებულო არ არის განცხადებაში მიეთითოს ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი და მიზანი.

  • აკრძალულია დაწესდეს რაიმე საფასური ინფორმაციის გაცემისთვის, ასლის გადაღებისთვის აუცილებელი საფასურის გარდა.

  • რეესტრის სამსახური მოთხოვნილ ინფორმაციას (მონაცემებს) გასცემს დაუყოვნებლივ.

ინფორმაციის გაცემის ვადა შეიძლება გაიზარდოს 10 დღემდე, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:

  1. სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;

  2. მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;

  3. სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.

    • თუ ინფორმაციის გაცემისთვის საჭიროა 10 დღიანი ვადა, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადების შეტანისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს შესაბამისი დასაბუთებით.

    • საჯარო ინფრმაციის გაცემაზე უარის შესახებ პირს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.

    • რეესტრის მწარმოებელი სამსახური ვალდებულია საჯარო ინფრმაციის გაცემაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს იმ უწყების შესახებ, რომელთანაც მიმდინარეობდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ.

10 კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების სფეროსთან დაკავშირებული სახელმწიფო უწყებათა კოორდინატები

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახური

მისამართი: ქ. თბილისი, 0186, მინდელის ქ. № 5;
საბანკო ანგარიში: ეროვნული ბანკი, 000141107, კოდი: 1636.

  • ლიცენზირების, ექსპერტიზისა და მონიტორინგის ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფის განყოფილება - ტელ.: 32-14-35;

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტისამტრესტი

მისამართი: ქ. თბილისი, 0123, მ. კოსტავას ქ. №41.
საბანკო ანგარიში: ს.ს. „საქართველოს ბანკი“, კოდი: 220101502, ანგარიშის №: 007609474;
ტელ.: 93-13-26;

  • მეღვინეობის რეგულირებისა და ლიცენზირების სამმართველო - ტელეფონი: 33-37-01;

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - დეპარტამენტი საქმინხილწყალი

მისამართი: ქ. თბილისი, 0123, მ. კოსტავას ქ. №41.
საბანკო ანგარიში: ეროვნული ბანკი, 000141107, კოდი: 1843.
ტელ.: 33-32-51;

  • ლიცენზირების სამმართველო - ტელ.: 33-50-81;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურენობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების კვების პროდუქტების ექსპერტიზის, მონიტორინგის და ლიცენზირების აჭარის სამსახური

მისამართი: ქ. ბათუმი, 6017, გოგებაშვილის ქ. №46.
ტელ.: (8-88 222) 7-51-20;

საქართველოს ეროვნული ბანკის კოდი: 220101107, ბათუმის არასაგადასახადო შემოსავლების სატრანზიტო ანგარიშის №502121670, სახაზინო კოდი:

  • ალკოჰოლიანი სასმელები - 4004;

  • უალკოჰოლო სასმელები - 4005;

  • კვების სხვა პროდუქტები - 4006.

11 დამატებითი ინფორმაცია

▲ზევით დაბრუნება


სერტიფიცირება
-----------------------------------------------------------------------------

ლიცენზიის გარდა წარმოებული პროდუქციის რეალიზაციისთვის მოქმედებს შესაბამისობის დადასტურების (სერტიფიცირების) სისტემა.

სერტიფიკატი წარმოადგენს პროდუქციის ხარისხის განმსაზღვრელ და დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელსაც გასცემენ „საქსტანდარტის“ მიერ აკრედიტირებული სასერტიფიკაციო ორგანოები.

პროდუქციის სერტიფიცირება ორგვარია - სავალდებულო და ნებაყოფლობითი. სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხა დამტკიცებულია უწყებათა ერთობლივი ბრძანებით1 (იხ. დანართი 9).

მინერალური წყლებისათვის კატეგორიის მინიჭება
-----------------------------------------------------------------------------

მინერალური წყლების სასაქონლო პროდუქციისთვის აუცილებელია სათანადო წესით2 მინიჭებული ჰქონდეს შესაბამისი კატეგორია:

  1. ნატურალური მინერალური წყალი;

  2. სამკურნალო მინერალური წყალი;

  3. წყაროს წყალი;

  4. სუფრის წყალი.

ამასთანავე აუცილებელია სარეალიზაციო პროდუქციის ეტიკეტირება3.

ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტირება
-----------------------------------------------------------------------------

ამ სასაქონლო პროდუქციისთვის აუცილებელია ეტიკეტის ესკიზის წარმოდგენა და შეთანხმება სამტრესტში4 (იხ. დანართი 10).

----------------

1 „ვაზისა და ღვინის“ შესახებ საქართველოს კანონის (მუხლი 332) მიხედვით ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტები ექვემდებარება სერტიფიცირებას, რომელსაც ახორციელებს „სამტრესტი“;

2 „წყლის შესახებ“ კანონი, მუხლი 56, მე-2 პუნქტი;

3 „წყლის შესახებ“ კანონი, მუხლი 58, პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი;

4 „ვაზისა და ღვინის“ შესახებ კანონი, მუხლი 31.

12 დანართი

▲ზევით დაბრუნება


დანართი 1

ნიმუში

ლიცენზიის გამცემი ორგანოს დასახელება
---------------------------------------

---------------------------------------
(განმცხადებელი)

განცხადება

თხოვთ მოგვცეთ------------------------------------------------------
ფგდფგდგდგფგფგფგგსალიცენზიო სახე

-----------------------------------------------------------------------------
გგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგ(სალიცენზიო სახე)

ლიცენზია;

ლიცენზიის მაძიებლის იურიდიული მისამართი: --------------------------------
ინდ. მეწარმის ან იურიდიული პირის შემთხვევაში:
მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება: --------------------------------------
რეგისტრაციის ნომერი და თარიღი: --------------------------------------------
ფიზიკური პირის შემთხვევაში:

დაბადების ადგილი და თარიღი: -----------------------------------------------
სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართი: --------------------------------
სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისთვის სახელწოდება, მისამართი, წევრები, ხელმძღვანელი პირი. ---------------------------------------------------------
საკონტაქტო ტელეფონი: ------------------------------------------------------

განცხადებას თან ერთვის: -----------------------------------------------------
გგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგთანდართული საბუთების ნუსხა

პატივისცემით,

განმცხადებელი: ----------------------------/-------------------/
გგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგხელმოწერა გგგგგგგგფსახელი, გვარი

„-------“--------------- 200 წ.

დანართი 2

ნიმუში

ორგანიზაციის სატიტულო ფურცელი
-----------------------------------------------------------------------------

რწმუნებულება

ეს რწმუნება ეძლევა ,------------------------------------------------------
ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ(გვარი, სახელი)

რათა მან წარმოადგინოს და დაიცვას -------------------------------------------
ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ(ორგანიზაციის დასახელება)

ინტერესები -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ლიცენზიის გამცემი უწყების დასახელება)

ლიცენზიის/ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში და ისარგებლოს მაძიებლისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით, მათ შორის, გაასაჩივროს ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებები, დაიცვას მარწმუნებლის ინტერესები ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან/და სასამართლოში.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი: ---------------------------/-------------------/

ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰხელმოწერა ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰსახელი, გვარი

„-------“--------------- 200 წ.

-----------------------------------------------------------------------------
შენიშვნა:

ინდ. მეწარმის მიერ გაცემული რწმუნებულება დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ.

წარმომადგენლის დანიშვნის წესი

წარმომადგენელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი. წარმომადგენლობის დროს სავალდებულოა ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარდგენილი იყოს კანონის შესაბამისად გაცემული და გაფორმებული რწმუნებულება (მინდობილობა). ფიზიკური პირის (საქართველოს მოქალაქის, უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის) მიერ გაცემული რწმუნებულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. რწმუნებულებას იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციის სახელით გასცემს ხელმძღვანელი ან ის პირი, რომელსაც წესდებით ენიჭება ასეთი უფლებამოსილება.

წარმომადგენლად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ფიზიკური პირი.

დანართი 3

საქართველოს სანიტარიული კოდექსი
(ამონაწერი)

თავი VII
ობიექტისა და პროდუქციის ჰიგიენური
სერტიფიკატის გაცემის პროცედურა

მუხლი 39. ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის პროცედურა

1. ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის პროცედურით გათვალისწინებულია:

ა) ობიექტის ჰიგიენური შეფასება (საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული გამოცდის, კვლევის მეთოდების გამოყენება) და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა;

ბ) ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა.

2. ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკაციისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) ეპიდემიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობიექტის სანიტარიული მინიმუმის ჩაბარებას დაქვემდებარებულ მუშაკთა ჩამონათვალი;

გ) ობიექტის პროექტი (საჭიროების შემთხვევაში);

დ) ტექნოლოგიური პროცესის (მომსახურების) ნორმატიული და ტექნიკური დოკუმენტაცია;

ე) პროდუქციაზე ეროვნული ან მეწარმე სუბიექტის სტანდარტი; ვ) ობიექტზე გამოყენებული ადამიანის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საშიში მასალის, ნივთიერების, ნაკეთობის, მოწყობილობის, დანადგარის, ხელსაწყოებისა და სამუშაო ინსტრუმენტების უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტები (ჰიგიენური სერტიფიკატი, ჰიგიენური დასკვნა და სხვა), რომლებიც გაცემულია პროდუქციის დამამზადებელი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

3. ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მოთხოვნით დასაშვებია ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკაცია და ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა ობიექტის ნაწილზე (საამქრო, განყოფილება, კაბინეტი, ლაბორატორია და ა.შ.), რომელსაც აქვს ტექნოლოგიის (მომსახურების) განცალკევებული და დასრულებული ციკლი.

4. ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა (ან გაცემაზე უარი ითქმება) მისი მფლობელის (მესაკუთრის) მიერ სანიტარიული სამსახურის დაწესებულებაში განცხადების წარდგენიდან 15 დღეში, ხოლო თუ ობიექტის შესწავლა საჭიროებს ლაბორატორიული გამოცდის, კვლევის მეთოდების გამოყენებას - 30 დღეში.

5. ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში სანიტარიული სამსახურის დაწესებულება ვალდებულია ობიექტის მფლობელს (მესაკუთრეს) წერილობით აცნობოს:

ა) სანიტარიული ნორმებითა და სხვა ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებსაც არ აკმაყოფილებს ობიექტი;

ბ) სანიტარიულ-ტექნიკურ, პროფილაქტიკურ სანიტარიულ-ჰიგიენურ და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომელთა შესრულების შემდეგ შესაძლებელია განმეორებით დადგეს ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის საკითხი.

6. ობიექტის მფლობელი (მესაკუთრე) ვალდებულია დაიცვას ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატით ობიექტისათვის დადგენილი საქმიანობის პროფილი და სიმძლავრე, პროდუქციის ასორტიმენტი და რაოდენობა (მოცულობა).

7. ობიექტის მფლობელი (მესაკუთრე) პასუხისმგებელია მის მიერ ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტაციის სისრულესა და ობიექტურობაზე.

8. ობიექტის მფლობელის (მესაკუთრის) მიერ ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის ან შეცვლის შემთხვევაში ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატი ექვემდებარება გაუქმებას ან შეჩერებას სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

9. ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატი განმეორებით გაიცემა, თუ:

ა) გათვალისწინებულია ობიექტის საქმიანობის პროფილის ან/და გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტის შეცვლა;

ბ) გათვალისწინებულია ობიექტის სიმძლავრის ან/და გამოშვებული პროდუქციის რაოდენობის (მოცულობის) გაზრდა;

გ) განხორციელდა ობიექტის რეკონსტრუქცია (ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება);

დ) ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატის გაუქმების შემდეგ შესრულდა სანიტარიული სამსახურის დაწესებულების მიერ დასახული სანიტარიულ-ტექნიკური, პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო

ღონისძიებები.

მუხლი 40. პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის პროცედურა

1. პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის პროცედურით გათვალისწინებულია:

ა) პროდუქციის სინჯის (ნიმუშის) ჰიგიენური შეფასება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა;

ბ) პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა.

2. პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიკაციისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება;

ბ) პროდუქციის ნორმატიული დოკუმენტები (ეროვნული ან მეწარმე სუბიექტის სტანდარტი, ტექნოლოგიური ინსტრუქცია);

გ) პროდუქციის სინჯი (ნიმუში), რომელიც აღებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. იმპორტულ პროდუქციაზე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) მოწმობა პროდუქციის ხარისხის შესახებ;

ბ) უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი (ჰიგიენური სერტიფიკატი, ჰიგიენური დასკვნა და სხვა), რომელიც გაცემულია პროდუქციის დამამზადებელი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ;

გ) დოკუმენტაცია პროდუქციის გამოყენების (მოხმარების) პირობების მითითებით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიკაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაცია უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე და დამოწმდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. მწარმოებელი (იმპორტიორი) ვალდებულია დაიცვას პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიკატით განსაზღვრული სანიტარიული ნორმები და სხვა ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

6. პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში სანიტარიული სამსახურის დაწესებულება ვალდებულია პროდუქციის მწარმოებელს (იმპორტიორს) წერილობით აცნობოს დასაბუთებული პასუხი მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

7. პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის (ან გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში) ვადა განისაზღვრება კონკრეტული პროდუქციის ლაბორატორიული გამოცდის, კვლევის სახეობისა და მოცულობის გათვალისწინებით და იგი არ უნდა აღემატებოდეს სანიტარიული სამსახურის დაწესებულებაში განცხადების წარდგენიდან 15 დღეს, ხოლო ახალშემუშავებული პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიკაციისას - 30 დღეს.

8. პროდუქციის მწარმოებელი (იმპორტიორი) პასუხისმგებელია პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად თავის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისრულესა და ობიექტურობაზე.

9. მწარმოებლის (იმპორტიორის) მიერ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისას პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიკატი ექვემდებარება გაუქმებას სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

დანართი 4
ნიმუში

ცნობა
საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების
წარდგენის შესახებ

-----------------------------------------------------------------------------
(ლიცენზიის გამცემი უწყების დასახელება)

მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის გაცემის თაობაზე.

-----------------------------------------------------------------------------
(ლიცენზიის გამცემი უწყების მისამართი, ოთახის №, ტელეფონი)

ლიცენზიის მაძიებელი: -------------------------------------------------------
გგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგ(სახელწოდება, მისართი)

ითხოვს ----------------------------------------------------------------------
ფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფ(სალიცენზიო სახეობა)

ლიცენზიას.

ლიცენზიის თაობაზე ადმინისტრაციული აქტი გამოიცემა ----------- დღის ვადაში.

ნებისმიერ პირს შეუძლია წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება წერილობითი ფორმით 20 დღის ვადაში ამ ცნობის გამოქვეყნების დღიდან. მოსაზრების წარმდგენს უფლება აქვს არ დაასახელოს თავისი ვინაობა (დარჩეს ანონიმურად).

პასუხისმგებელი პირი: -----------------------------/-----------------/

ფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფხელმოწერა ფფფფფფფფსახელი, გვარი

„----“ „------------“ 200-წ.

დანართი 5

აცილების საფუძვლები

განმცხადებელს ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე წერილობითი სახით შეუძლია აცილება განუცხადოს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, რომელსაც კანონის შესაბამისად არა აქვს უფლება მონაწილეობას იღებდეს ადმინისტრაციულ წარმოებაში. დაუშვებელია ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას იღებდეს ის თანამდებობის პირი, რომელიც:

  • თვითონ არის საქმეში დაინტერესებული მხარე;

  • საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია (მოცემულ შემთხვევაში ნათესავად ითვლება: პირდაპირი ხაზის ნათესავი; მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები);

  • საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;

  • იყო ექსპერტი მოცემულ საქმესთან დაკავშირებით;

  • შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან;

  • თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს;

  • საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია.

შენიშვნა:

აცილების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით.

დანართი 6

ნიმუში

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს

----------------------------------------------
(განმცხადებელი)უუუუუუუუუ

----------------------------------------------
(მისამართი)უუუუუუუუუუ

ადმინისტრაციული საჩივარი

მოგახსენებთ, რომ ------------------------------------------------------------
გგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგ[ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება]

გადაწყვეტილებით (მოქმედებით/უმოქმედობით) --------------------------------

-----------------------------------------------------------------------------
(ადმინისტრაციული აქტის დასახელება, ნომერი და თარიღი ასეთის არსებობის შემთხვევაში)

არ დაკმაყოფილდა ჩვენი განცხადება -------------------------------------------
დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ(მოთხოვნის არსი)

თაობაზე.

მოგმართავთ თხოვნით, განიხილოთ ჩვენი განცხადების დაკმაყოფილების საკითხი -

-----------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------

ჩვენი მოთხოვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს ----------------------------------

-----------------------------------------------------------------------------

თანდართული საბუთების ნუსხა:

ფფფფფფ---------------------------------------------------------------------
(დოკუმენტები, რომლებიც საჩივრის საფუძვლიანობას დაადასტურებენ)

განმცხადებელი: --------------------------/-----------------/

სსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსხელმოწერა სსსსსსსსსსსსახელი, გვარი

„-------“--------------- 200 წ

დანართი 7
ნიმუში

-------------------------------- სასამართლოს

ფგგგგგგგგგგგგგგგგგ(სასამართლოს დასახელება)

მოსარჩელე: ------------------------------------------------------------------
გგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგ(სახელწოდება, მისამართი)

მოპასუხე: --------------------------------------------------------------------
ფფფფფფფფფფფფფფ(ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, მისამართი)
-----------------------------------------------------------------------------

ადმინისტრაციული სარჩელი

მოგახსენებთ, რომ ------------------------------------------------------------
ფფფფფფფფფფფფფფფფფ(ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, მისამართი)

გადაწყვეტილებით -----------------------------------------------------------
ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ(ადმინისტრაციული აქტის სახელწოდება და თარიღი)

არ დაკმაყოფილდა ჩვენი განცხადება ლიცენზიის --------------------------------
---------------------------------------------------- შესახებ.

გთხოვთ, განიხილოთ ჩვენი სარჩელი, გააუქმოთ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტი ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და დაავალოთ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ჩვენი მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: -----------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------

აღნიშნული გარემოებები დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით: --------------
-----------------------------------------------------------------------------

სარჩელს თან ერთვის:
----------------------------------------------------------

(დოკუმენტები (მტკიცებულებები), რომლებიც სარჩელის საფუძვლიანობას ადასტურებენ)

მოსარჩელე:--------------------------/-------------------/

სსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსხელმოწერა სსსსსსსსსსსახელი, გვარი

„___“ „______________“ 200-წ.

შენიშვნა: ადმინისტრაციული სარჩელი და მასზე თანდართული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს იმდენ ეგზემპლარად, რამდენიც მოპასუხეა.

დანართი 8

ნიმუში

-----------------------------------------

(საჯარო დაწესებულების დასახელება)

-----------------------------------------

------------------------------------------

(განმცხადებელის ვინაობა და მისამართი)

განცხადება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 37-ე მუხლების საფუძველზე მოგმართავთ თხოვნით, რათა მოგვცეთ შემდეგი საჯარო ინფორმაცია

-----------------------------------------------------------------------------
(მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება)

-----------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------

პატივისცემით,

-------------------------------------------------------

(გამნცხადებლის სახელი, გვარი)sssssssssssssssssssssssხელმოწერა

შენიშვნა:
განმცხადებელი არ არის ვალდებული დაასახელოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი და მიზანი.

დანართი 9

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის, საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთობლივი

ბრძანება №230

2002 წლის 8 აგვისტო ქ. თბილისი

საქართველოში სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის დამტკიცების შესახებ

სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საკვები პროდუქტების ჩამონათვალი

საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის სასაქონლო
ნომენკლატურა (სეს სნ)
ნომენკლატურა

პროდუქციის დასახელება

პროდუქციის
სტატისტიკური
კლასიფიკაცია
საქმიანობის
მიხედვით სეკ (CPA)
002-99

1

2

3

ჯგუფი 02 ხორცი და ხორცის სუბპროდუქტები

0202

ხორცი საქონლის
გაყინული

151112

0203

ხორცი ღორის გაყინული

151114

0204

ხორცი ცხვრის ან თხის გაყინული

151116

151117

0205

ხორცი ცხენის გაყინული

151118

0206

კვებითი სუბპროდუქტები
მსხვილფეხა პირუტყვის,
ღორის, თხის, ცხვრის
გაყინული

151119

0207

ხორცი და კვებითი
სუბპროდუქტები შინაური
ფრინველის გაყინული

151212

ჯგუფი 03. თევზი და თევზის პროდუქტები, მოლუსკები და სხვა
უხერხემლოები

0303

თევზი გაყინული

152012

0304

თევზის ფილე და თევზის
სხვა ხორცი გაყინული
ფარშის ჩათვლით

152012

0305

თევზი გამომშრალი,
დამარილებული ან
მარილწყალში. თევზი
ცივად ან ცხლად
შებოლილი

152013

0306

კიბოსნაირნი
გამოშიგნული ან
გამოუშიგნავი, გაყინული,
მშრალი დამარილებული
ან მარილწყალში

152015

ჯგუფი 04. რძის პროდუქტები, კვერცხი ფრინველის, თაფლი ნატურალური,
კვების პროდუქტები ცხოველური წარმოშობის

0401

რძე და ნაღები
შეუსქელებელი და შაქრის
ან სხვა დამატკბობელი
ნივთიერებების დამატების
გარეშე

155111
155112

0402

რძე და ნაღები
შესქელებული შაქრის ან
სხვა დამატკბობელი
ნივთიერებების
დამატებით. რძის
ფხვნილი

155151

0403

დო, რძე აჭრილი და
ნაღები, იოგურტი, კეფირი
და სხვა ფერმენტირებული
ან შედედებული რძე და
ნაღები, შესქელებული ან
შეუსქელებელი შაქრის ან
სხვა საგემოვნო-
არომატული
დანამატებით, ხილის,
კაკლის ან კაკაოს
დამატებით ან მათ გარეშე

155152

0405

ნაღების კარაქი და რძის
სხვა ცხიმები, რძის
პასტები

155130

0406

ყველი და ხაჭო

155140

0407

კვერცხი ფრინველის
ნაჭუჭით, კვერცხის
ფხვნილი

012420

0409

თაფლი ნატურალური

012522

ჯგუფი 09. ყავა, ჩაი და სანელებლები

0901

ყავა მოხალული,
მოუხალავი კოფეინით ან
კოფეინის გარეშე. ყავის
შემცვლელები, რომელიც
შეიცავენ ყავას ნებისმიერი
პროპორციით

158611
158612

0902

ჩაი საგემოვნო
არომატული დანამატებით
ან მათ გარეშე

011332
158613

11 ფქვილ-ბურღულეული მრეწველობის პროდუქცია, ალაო, სახამებელი,
ინულინი, ხორბლის წებოვანა

110100

ფქვილი ხორბლის ან
ხორბალ-ჭვავისა

156121

1102

ფქვილი სხვა
მარცვლეულის. გარდა
ხორბლის ან ხორბალ-
ჭვავისა

156122

1103

ბურღული, ფქვილი
უხეშად დაფქული და
მარცვლეულის გრანული

15613

1104

მარცვლეული,
დამუშავებული სხვა
მეთოდებით

156133

1107

ალაო მოხალული ან
მოუხალავი

159710

1108

სახამებელი, ინულინი

156222

1109

ხორბლის წებოვანა,
მშრალი ან ტენიანი

156222

ჯგუფი 15. ცხიმები და ზეთები ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის,
ცხიმები საკვები

1501

ცხიმები ღორის,
გადამდნარი, მუცლის
ქონის ჩათვლით და ცხიმი
შინაური ფრინველის

151130

1502

ცხიმები მსხვილფეხა
რქოსანი პირუტყვის,
ცხვრის, თხის

151130

1504

ცხიმები, ქონები და მათი
ფრაქციები თევზის ან
ზღვის ძუძუმწოვრებისაგან,
არარაფინირებული ან
რაფინირებული მათი
ქიმიური შემადგენლობის
შეუცვლელად

150218

1507

ზეთი სოიასი და მისი
ფრაქციები
არარაფინირებული ან
რაფინირებული მათი
ქიმიური შემადგენლობის
შეუცვლელად

154211

1508

ზეთი არაქისი (მიწის
თხილი) და მისი
ფრაქციები
არარაფინირებული ან
რაფინირებული მათი
ქიმიური შემადგენლობის
შეუცვლელად

154211

1509

ზეთი ზეითუნის, მისი
ფრაქციები
არარაფინირებული ან
რაფინირებული მათი
ქიმიური შემადგენლობის
შეუცვლელად

154211

1511

ზეთი პალმის, მისი
ფრაქციები
არარაფინირებული ან
რაფინირებული ქიმიური
შემადგენლობის
შეუცვლელად

154212

1512

ზეთი მზესუმზირის და
ბამბის და მათი ფრაქციები
არარაფინირებული ან
რაფინირებული ქიმიური
შემადგენლობის
შეუცვლელად

154212

1513

ზეთი ქოქოსის მისი
ფრაქციები
არარაფინირებული ან
რაფინირებული ქიმიური
შემადგენლობის
შეუცვლელად

154212

1514

ზეთი რაფსის ან მდოგვის
და მათი ფრაქციები
არარაფინირებული ან
რაფინირებული ქიმიური
შემადგენლობის
შეუცვლელად

154211

1515

ზეთი სიმინდის

15421

1517

მარგარინი და მსგავსი საკვები
ცხიმები

154310

ჯგუფი 16. ხორცის, თევზის ან კიბოსნაირების, მოლუსკების ან სხვა წყლის
უხერხემლოების მზა პროდუქტები

1601

ძეხვები ან ანალოგიური
პროდუქტები ხორცის,
ხორცისსუბპროდუქტებისაგან
ან სისხლისაგან; მზა საკვები
პროდუქტები დამზადებული
მათ საფუძველზე

151312

1602

დაკონსერვებული
პროდუქტები ხორცისა,
ხორცის სუბპროდუქტების ან
სისხლისაგან

151312

1604

თევზი დაკონსერვებული,
ხიზილალა,
ზუთხისნაირებისა (შავი
ხიზილალა) და ხიზილალის
შემცვლელები დამზადებული
სხვა თევზის ქვირითის
მარცვლებისაგან

152014

1605

კიბოსნაირები, მოლუსკები და
წყლის სხვა უხერხემლოები,
დაკონსერვებული

152016

ჯგუფი 18. კაკაო და მისი პროდუქტები

1803

კაკაოს პასტა

158411

1804

კაკაოს ზეთი, კაკაოს ცხიმი

158412

1805

კაკაოს ფხვნილი შაქრის ან
სხვა დამატკბობელი
ნივთიერებების
დაუმატებლად

158413

1806

შოკოლადი და კვების
პროდუქტები, კაკაოს
შემცველი

158421
158422

ჯგუფი 19. მზა პროდუქტები პურის მარცვლისაგან, სახამებლის ან რძისაგან,
საკონდიტრო ნაწარმი ფქვილისაგან

190110

ბავშვთა კვება დაფასოებული
საცალო ვაჭრობისათვის

158810

ჯგუფი 20. ხილის, ბოსტნეულის, კაკლის ან მცენარეების სხვა ნაწილების
გადამუშავების პროდუქტები

2001

ბოსტნეული, ნაყოფი, ხილი
და სხვა მცენარეები
დაკონსერვებული ძმრის და
ძმარმჟავას გამოყენებით

153315

2002

პომიდორი დაკონსერვებული
ძმრის ან ძმარმჟავას გარეშე

153314

2003

სოკოები დაკონსერვებული ძმრის ან ძმარმჟავას გარეშე

153314

2005

ბოსტნეული
დაკონსერვებული ძმრის ან
ძმარმჟავას გარეშე

153314

2009

წვენები ხილის (ყურძნის
ბადაგის ჩათვლით) და
ბოსტნეულის,
დაუდუღებელი და სპირტის
დანამატის გარეშე შაქრის ან
სხვა დამატკბობელი
ნივთიერების დამატებით და
მათ გარეშე

153210

ჯგუფი 21. კვების სხვა პროდუქტები

2101

ექსტრაქტები, ესენციები და
კონცენტრატები: ყავის, ჩაის
ან მატესი (პარაგვაის ჩაი) მზა
პროდუქტები და მათ
საფუძველზე მოხარშული
ექსტრაქტები

158614

2103

მზა საწებელები, მდოგვი

158712

2105

ნაყინი

155210

ჯგუფი 22. ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები და ძმარი

2201

წყალი მინერალური:
ნატურალური ან ხელოვნური
დამზადებული შაქრის ან სხვა
დამატკბობელი, საგემოვნო-
არომატული ნივთიერებების
დამატების გარეშე

159811

2202

წყალი მინერალური გაზიანის
ჩათვლით, შაქრის ან სხვა
დამატკბობელი ან საგემოვნო-
არომატული ნივთიერებების
დანამატების შემცველობით,
სხვა უალკოჰოლო სასმელები

159812

2203

ლუდი ალაოსი

159610

2204

ღვინო, ყურძნის
ნატურალური შემაგრებული
ღვინოების ჩათვლით,
ყურძნის ტკბილი

159311

2205

ვერმუტი და ყურძნის სხვა
ნატურალური ღვინოები

159510

2206

სიდრი და ხილის სხვა
ღვინოები

159410

2207

არადენატურირებული
ეთილის სპირტი, სპირტი
შემცველობით 80%25 და მეტი; ეთილის სპირტი და სხვა
დენატურირებული სპირტები
ნებისმიერი სიმაგრის

159211

2208

არადენატურირებული
ეთილის სპირტი 80%25-ზე
ნაკლები, სპირტები,
ლიქიორები და სხვა
სპირტიანი სასმელები,
ღვინის ბრენდის სპირტი

159212

2209

ძმარი და ძმარმჟავიდან
მიღებული მისი შემცველები

158711

ჯგუფი 24. თამბაქოს ნაწარმი

2401

თამბაქოს ნედლეული

011140

2402

სიგარები, სიგარელები
(თხელი სიგარები),
სიგარეტები თამბაქოსა და
თამბაქოს შემცველებისაგან

160011

ნაწილი II. პროდუქცია, რომლის შესაბამისობა შეიძლება
დადასტურდეს დეკლარაციით შესაბამისობაზე

საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის საქონლის
ნომენკლატურა (სეს სნ)
კოდი

პროდუქციის დასახელება

პროდუქციის
სტატისტიკური
კლასიფიკაცია
საქმიანობის მიხედვით
სეკ (CPA) 002-99

1

2

3

ჯგუფი 02. ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები

0210

ხორცი და ხორცის საკვები
სუბპროდუქტები,
დამარილებული,
მარილწყალში, გამომშრალი
ან შებოლილი; საკვები
ფქვილი ხორცის ან ხორცის
სუბპროდუქტებისაგან

151311

ჯგუფი 08. საკვებად ვარგისი ნაყოფი (ხილი) კაკალი, ციტრუსების ან ნესვების
ქერქი და კანი

0813

ნაყოფები გამხმარი

153325

ჯგუფი 09. ყავა, ჩაი და სანელებლები

090500000

ვანილი

011340

ჯგუფი 10. პურეული მარცვლოვანები

100110

ხორბალი მაგარი

011111

100190

ხორბალი რბილი

011112

100200

ჭვავი

011116

100200

ჭვავი

011116

100300

ქერი

011115

100400

შვრია

011116

1005

სიმინდი

011113

1006

ბრინჯი

011114

1008

წიწიბურა

011117

ჯგუფი 17. შაქარი და საკონდიტრო ნაწარმი შაქრისაგან

1701

შაქარი ლერწმის ან ჭარხლის
და ქიმიურად სუფთა
საქაროზა, მყარ
მდგომარეობაში

15831

1702

შაქარი სხვა სახეობებისა

158313

1704

საკონდიტრო ნაწარმი
შაქრისაგან, თეთრი
შოკოლადის ჩათვლით,
რომელიც არ შეიცავს კაკაოს

158423

170410

საღეჭი რეზინი შაქრით
დაფარული ან დაუფარავი

ჯგუფი 18. კაკაო და პროდუქტები მისგან

80100000

კაკაოს მარცვალი მთელი ან
დამსხვრეული, ნედლი ან
მოხალული

011334

ჯგუფი 19. მზა პროდუქტები პურეული მარცვლოვანების მარცვლის, ფქვილის,
სახამებლის ან რძისაგან, ფქვილეული საკონდიტრო ნაწარმი

1902

მაკარონის ნაწარმი თბური
დამუშავებით ან თბურად
დაუმუშავებელი

15851

1905

პური, ფქვილოვანი
საკონდიტრო ნაწარმი,
შაქარლამა, ნამცხვარი და
სხვა პურფუნთუშეული და
ფქვილოვანი საკონდიტრო
ნაწარმი

158111
158112
158211
158213

ჯგუფი 20. ბოსტნეულის, ხილის, კაკლის ან მცენარეთა სხვა ნაწილების
გადამუშავების პროდუქტები

2007

ჯემი, ხილ-კენკროვანი ჟელე,
მარმელადი, ხილ-ენკროვანი
ან პიურე, ხილკენკროვანი
კაკლის ან პასტა, თბურად
დამუშავებული, მათ შორის
ან სხვა დამატკბობელი
ნივთიერებების დამატებით.

153322

დანართი 10

კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ამონაწერი

პროდუქციის ეტიკეტირება

მუხლი 31.

1. სარეალიზაციო ჭურჭელში ჩამოსხმული პროდუქციის ეტიკეტი უნდა შეიცავდეს შემდეგ აუცილებელ აღნიშვნებს:

ა) პროდუქციის სახელწოდება;

ბ) ნომინალური მოცულობა;

გ) ფაქტობრივი სპირტშემცველობა;

დ) სუფრის ღვინის შემთხვევაში - „სუფრის ღვინო“;

ე) მხარის ღვინის შემთხვევაში - „მხარის ღვინი“;

ვ) ადგილწარმოშობის დასახელებისა და ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინოების შემთხვევაში - წარმოშობის ადგილის დასახელება და სახელმწიფო გამოცდის ნომერი;

ზ) ქართული ღვინო;

თ) ცქრიალა, შუშხუნა, შემაგრებული და არომატიზებული ღვინოების შემთხვევაში სიტყვას „ღვინო“ დაემატოს შესაბამისად სიტყვები „ცქრიალა“, „შუშხუნა“, „შემაგრებული“, „არომატიზებული“;

ი) მწარმოებლის დასახელება;

კ) ჩამომსხმელი პირის დასახელება, როდესაც პროდუქციის მწარმოებელი და ჩამომსხმელი სხვადასხვა პირია.(04.07.2002 №1635).

2. ბრენდის ეტიკეტზე აღინიშნება აგრეთვე კუპაჟში გამოყენებული სპირტების საშუალო ასაკი.

3. შუშხუნა ღვინის ეტიკეტზე დაეწერება - „შუშხუნა ღვინო“..

4. ცქრიალა ღვინის ეტიკეტირება უნდა მოხდეს მისი დამზადების ადგილზე. აკრძალულია ცქრიალა ღვინის ნებისმიერი აღნიშვნისას (ეტიკეტზე, ყუთზე, დოკუმენტებსა და სხვ.) ტერმინების - „შამპანური“, „დამზადებულია შამპანიზაციის მეთოდით“ გამოყენება.

5. პროდუქციის ექსპორტირებისას ეტიკეტზე უნდა იყოს აღნიშვნა - „დამზადებულია საქართველოში“.

მუხლი 32.

1. პროდუქციის ეტიკეტზე, კონტრეტიკეტსა და საყელოზე ნებადართულია აღინიშნოს:

ა) პროდუქციის ფერი;

ბ) ვაზის ჯიშის ან ჯიშების დასახელება, თუ პროდუქცია (ღვინო, ბრენდი და ა.შ.) დამზადებულია აღნიშნული ჯიშის ან ჯიშების ყურძნის სულ ცოტა 85%25-ის გამოყენებით;

გ) ყურძნის მოსავლის წელი, თუ ღვინის სულ ცოტა 85%25 დამზადებულია აღნიშნულ წელს მოწეული ყურძნისაგან;

დ) პროდუქციის ტრადიციული დასახელება, თუ იგი არსებობს და გამოიყენება მისი წარმოების ზონაში და ძირითადი ნედლეულის (ყურძნის) სახელწოდების სინონიმი, თუ იგი მოცემული ზონისათვის ტრადიციულია;

ე) პროდუქტის შაქრიანობა გრ/დმ3 (04.07.2002 №1635).

ვ) პროდუქციის ხარისხის კონტროლის სარეგისტრაციო ნომერი (სამარკო პროდუქციისათვის), რომელსაც პროდუქციას ანიჭებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

ზ) ბოთლებში ჩამოსხმული ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქციის რაოდენობა; (04.07.2002 №1635)

თ) დაზუსტებები, რომლებიც შეეხება პროდუქციის დამზადების მეთოდს, ფერს, შემადგენლობაში შემავალ ინგრედიანტებს და ა.შ., და რომლებიც რეგლამენტირებულია მოცემული პროდუქციის დამზადების ტექნოლოგიური ინსტრუქციით;

ი) ინფორმაცია;

ი.ა) პროდუქციის, მწარმოებლისა და პროდუქციის რეალიზაციის მონაწილეთა შესახებ;

ი.ბ) იმ ძირითადი ნედლეულის (ყურძნის, სპირტისა და ა.შ.) წარმოების ბუნებრივი და ტექნოლოგიური პირობების შესახებ, რომლისგანაც დამზადებულია მოცემული პროდუქცია;

ი.გ) ამოღებულია (04.07.2002 №1635)

ი.დ) პროდუქციის მიერ მიღებული ჯილდოების შესახებ;

ი.ე) მწარმოებელთა ან რეალიზატორთა (დისტრიბუტორთა) იმ ჯგუფის (გაერთიანების) შესახებ, რომელთანაც დაკავშირებულია მოცემული პროდუქციის მწარმოებელი, თუ ეს ინფორმაცია ხელს შეუწყობს პროდუქციის პრესტიჟის ამაღლებას;

ი.ვ) პროდუქციის წარმოების ზონაში არსებული ისტორიული ადგილის (ძეგლის) შესახებ.

2. ექსპორტისთვის განკუთვნილი პროდუქციის გაფორმების ელემენტებზე დასაშვებია დამატებითი ან განსაკუთრებული ინფორმაცია იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობის ან იმპორტიორი პირის მოთხოვნის შესაბამისად.

მუხლი 33.

1. საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის ეტიკეტზე წარწერები უნდა იყოს ქართულ ენაზე ან ქართულთან ერთად ერთ-ერთ უცხო ენაზე.

2. იმპორტიორი პირის მოთხოვნით, ქართულთან ერთად ორი უცხო ენის გამოყენება დასაშვებია მხოლოს პროდუქციის სახელწოდების აღსანიშნავად. (04.07.2002 №1635)

მუხლი 331

ეტიკეტირების კონტროლის წესს განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. (04.07.2002 №1635)