The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

კავკასიური ენების ხორუმი


კავკასიური ენების ხორუმი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბარბაქაძე კარლო
თემატური კატალოგი ლიტერატურა|ენათმეცნიერება
საავტორო უფლებები: © ბარბაქაძე კარლო
თარიღი: 2007
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: თბილისი 2007



1 * * *

▲back to top


ვუძღვნი აფხაზურ-ქართულ და ოსურ-ქართულ ეთნოკონფლიქტებში დაღუპულთა ნათელ ხსოვნას, რომელთა სანუკვარი ოცნება იმ ქვეყანაში, უსათუოდ აღნიშნული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება იქნება და თუ ეს პატარა წიგნი ამ საკითხში თავის მოკრძალებულ წვლილს შეიტანს, მე ნაწილობრივ ვალმოხდილად ჩავთვლი თავს მათ წინაშე.

კარლო ბარბაქაძე

აქამდე გაწეული შრომა, დაკვირვება და ანალიზი უფლებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ქართველთა, სინდ-ღლიღვ-ლეკ-ალბანელების შორეული წინაპრები ღვიძლი მოძმე ტომები ყოფილან, რომელთაც მონათესავე და თავდაპირველად ერთი ენაც კი უნდა ჰქონოდათ.

ივანე ჯავახიშვილი.

(X ტომი. დასკვნები. გვ. 622)

2 წინათქმა

▲back to top


თოთხმეტ წელზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ოსურ-ქართული და აფხაზურ-ქართული შეიარაღებული ეთნოკონფლიქტების შედეგად სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებიდან დევნილი ასეული ათასობით მკვიდრი მოსახლეობა ლტოლვილის სტატუსით იმყოფება სხვადასხვა ქვეყნებში და მოუთმენლად ელის თავთავიანთ მშობლიურ კერაზე დაბრუნებას. ეს დაუსრულებელი ლოდინი, რომელიც მხოლოდ სიზმარშია ხორცშესხმული და ისიც მეორეხარისხოვანი მოქალაქის როლში, ბევრმა დევნილმა სამარეში თან ჩაიტანა და ძნელი სათქმელია თუ რას განიცდიან ახლა ისინი იქ. ასეთი მოლოდინის განცდა უცხო ხილია აღნიშნული კონფლიქტების გამჩაღებლებისა და უსიტყვო შემსრულებლებისათვის იმიტომ, რომ მათი მსოფლმხედველობა, ძირითადად, მომხვეჭელობით შემოიფარგლება. დღეს მათთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია მოხვეჭილის უარყოფა, რის გამო აღნიშნული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების ყოველ მცდელობას ისინი ბლოკირებას უკეთებენ. უწინ, ძველ დროში, ძალას ძალა უპირისპირდებოდა და მოძალადეს ამის შიში ჰქონდა. დღეს, ეგრეთწოდებულ დემოკრატიულ სამყაროში, მოძალადეს დემოკრატიული პრინციპები იცავს შურისძიებისაგან და ამიტომ მას არაფრის აღარ ეშინია. ამის აშკარა გამოვლენაა აფხაზი და ოსი სეპარატისტებისა და მათი დამქაშების მიერ საერთაშორისო სოლიდური დემოკრატიული ორგანიზაციების გადაწყვეტილებათა იგნორირება.

არსებული ეთნოკონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების დღემდე გამოყენებული მეთოდები საკმარისი არ აღმოჩნდა მათ დასარეგულირებლად, ამიტომ საჭიროა დამატებითი, უფრო ქმედითი, ზომების მიღება. ერთ-ერთ ასეთ ქმედით ზომად ჩვენ დაპირისპირებულ მხარეთა ფართო საზოგადოების კონფლიქტის მოგვარებაში ჩართვა გვესახება. ამის მოთხოვნილება იმ შემთხვევაში გაუჩნდება მათ, თუ ისინი თავიანთი და მოწინააღმდეგე მხარის ხალხების ისტორიულ და გენეტიკურ კავშირებში დარწმუნდებიან. მშრომელი მოსახლეობა ომს არასოდეს არ იწყებს, ომში მათ ყოველთვის უსაქმური მომხვეჭელები ითრევეენ, რომლებიც, ხშირად, ამა თუ იმ აგრესიული ქვეყნის ან აგრესიული რელიგიური სექტის ინტერესებს ემსახურებიან. პატიოსანი მშრომელი მოსახლეობა დაპირისპირებულ მხარეთა შორის გამართულ კონსტრუქციულ დიალოგს ყველთვის მიესალმება.

წინამდაბარე ნაშრომის შექმნის ძირითად მიზანს აფხაზებისა და ოსების ქართველებთან ნათესაობის დამადასტურებელი მასალების მოძიება წარმოადგენს, რის შესახებ ისტორიული, ეთნოგრაფიული და უბრალო ყოფიერებითი ცნობები მიგვანიშნებენ. ამ მხრივ საინტერესო გამოდგა აფხაზური და ოსური ენების შესაბამისი არსებითი სახელების, ეთნიკური სახელების და რეგიონალური სახელების ლინგვისტიკური კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვით აღნიშნული სახელების დიდი ნაწილი ქართული ლექსიკიდან მომდინარეობს. ეს შედეგები გვაფიქრებინებს, რომ თანამედროვე აფხაზური და ოსური ენები ან ქართული ენის არქაულ განშტოებებს წარმოადგენენ, ან სამივე მათგანი ერთი საერთოკავკასიური ენის დიალექტებია. ორივე შემთხვევაში აფხაზები, ოსები და ქართველები, არც თუ ისე შორეულ წარსულში, ერთი ეთნოსის ხალხი იქნებოდა, ერთი საერთო ენითა და ქვეყნით. ეს ქვეყანა სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელით იყო ცნობილი, ვახუშტი ბატონიშვილის მოღვაწეობის პერიოდში (XVIII საუკუნეში) კი მას საქართველო ეწოდებოდა.

ამ წიგნში წარმოდგენილ მასალას აუცილებლად უნდა გაეცნოს როგორც აფხაზი, ოსი და ქართველი, ასევე რუსი, ჩრდილოეთკავკასიელი და სხვა რეგიონების მოსახლეობის ფართო ფენები, რომლებსაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები ჭეშმარიტად აინტერესებთ.

დასასრულს, დიდი მადლაბა მინდა გადავუხადო ჩემს თანაკურსელს, კოლეგასა და მეგობარს, თსუ სოხუმის ფილიალის საუნივერსიტეტო კომპიუტერული ცენტრის უფროსს, თენგიზ წულაიას, რომლის უანგარო ინტელექტუალური და ტექნიკური დახმარების გარეშე გამიჭირდებოდა ამ პატარა წიგნის შექმნა და გამოცემა.

კარლო ბარბაქაძე

20.05.2005 წ.

3 1. ენის ელემენტური აგებულება

▲back to top


3.1 § 1.1 ცნობები ენის ელემენტური აგებულების შესახებ

▲back to top


სამეტყველო ენა თავისი განვითარების პირველ ეტაპზე, გერმანელი ენათმეცნიერის ვილჰელმ ჰუმბოლდტის აზრით, «... состоял из одних «корней», т.е. слова не имели ни префиксов, ни суфиксов, ни окончаний. Этот язык был богат словами, был способен описать любую конкретную ситуацию. Однако со временем отдельние слова присоединяютсья к найболее существенным «корням», теряя свое самостоятельное «вещественное» значение. Такие слова стали выполнять роль вспомогательных словообразовательных (префиксы и суфиксы) или словоизменительных (окончания) показателей.»[1, გვ.18-19].

სამეტყველო ენა, ნიკო მარის აზრით, «... не начался с отдельных слагавшихся в слова звуков. Он начался с цельных слов, представлявших собой каждое один целый диффузный звук.» [2, გვ.21].

ჰუმბოლდტის „სიტყვის ძირებს“ და მარის „მთელ დიფუზიურ ხმებს“ ჩვენ დღეს ენობრივ ელემენტებს ვუწოდებთ და ამით ენის ელემენტურ აგებულებას ვაღიარებთ.

ენის ელემენტური აგებულება ნიკო მარის შემოქმედების მთავარ ორიენტირს წარმოადგენდა, ამიტომ მას მთელი თავისი მეცნიერული ძალისხმევა ენობრივი ელემენტების მოძიებაზე ჰქონდა მიმართული. მარმა მოიძია ოთხი ელემენტი სალ, ბერ, იონ, როშ და განაცხადა: „ყველა ენის ყველა სიტყვა, რამდენადაც ისინი არიან ერთი შემოქმედებითი პროცესის პროდუქტი, შედგება ოთხი ელემენტისგან, - ყოველი სიტყვა ერთი ან ორი, იშვიათად სამი ელემენტისგან; რაგინდარა ენის ლექსიკურ შემადგენლობაში არ მოიპოება სიტყვა, რომელიც შეიცავდეს რაიმე ისევ და ისევ იმ ოთხი ელემენტის გარეშე“ [3, გვ.280].

ნიკო მარის ეს აქსიომალური კონცეფცია ოთხელემენტოვანი ანალიზის სახელით არის ცნობილი. მარმა იგი თავს მოახვია საბჭოთა ენათმეცნიერებს, რისთვისაც მარი იოსებ სტალინმა სამართლიანად გააკრიტიკა იმიტომ, რომ მარმა თავისი ელემენტების მეშვეობით ვერცერთი სიტყვის ეტიმილოგიური მნიშვნელობა ვერ დაადგინა. ამის მიზეზია ის, რომ მარის ელემენტები არ არიან ჭეშმარიტი ენობრივი ელემენტები და ამიტომ ვერ ასრულებენ მათ ფუნქციებს. მარმა თავის ელემენტებად ეთნიკური სახელები შეარჩია რაც დაუჯერებელია თუნდაც იმიტომ, რომ პირველყოფილი ადამიანების სამეტყველო ენაში, როდესაც ეთნოსები ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულიყვნენ, ეთნიკური სახელების ბაზაზე სიტყვების წარმოქმნა შეუძლებელი იქნებოდა. მიუხედავად ამისა მარის მიერ ენობრივი ელემენტების შემოღება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ენათმეცნიერებაში იმ თვალსაზრისით, რომ მან ყველა ენას ერთიდაიგივე დასაბამი მიუჩინა და ამით ისინი ერთმანეთთან დააკავშირა.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მარი გაანალიზებული სიტყვების მნიშვნელობებს ხშირად მზეს უკავშირებს [4, გვ.280; 5, გვ.8], რითაც იგი თავის ელემენტებს, ფაქტიურად, მზის სხვადასხვა სახელის სახით წარმოგვიდგენს. ამ ფაქტისა და მარის აქსიომალური კონცეფციის გათვალისწინებით ყველა სამეტყველო ენა „მზის ენა“ უნდა იყოს, მზის რომელიღაც სახელის ბაზაზე უნდა იყოს წარმოქმნილი, რასაც ერთელემენტოვან ანალიზამდე მივყავართ. ერთელემენტოვანი ანალიზი არის, ფაქტიურად, ნიკო მარის შემდეგ გამონათქვამში აღიარებული: «... современная палеонтология языка нам дает возможность дойти в его исследовании до эпохи, когда в распоряжении племени было только одно слово для применения во всех значениях, какие тогда осознавало человечество» [6, გვ.217].

ნიკო მარი, რა თქმა უნდა, ხედავდა თავისი ელემენტების უსუსურობას მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ პოულობდა, ან უნდა დაეცვა თავისი ელემენტები მანამ, სანამ ახალს, უფრო სრულყოფილ ელემენტებს არ მოიძიებდა, ანდა უარი ეთქვა სიტყვის ელემენტური აგებულების პრინციპზე, რაც მიუტევებელი შეცდომა იქნებოდა. მარის აზრით სიტყვის ელემენტური აგებულების პრობლემას გადაჭრის ის, «... кто найдет путь, теоретические искания и сродные материалы связать неразрывными узами.» [4, გვ.57].

საინტერესოა აგრეთვე თურქი ენათმეცნიერების ერთელემენტოვანი ანალიზი [7, გვ.240-255]. ეს ელემენტია „აღ“, რომელიც სინათლეს ნიშნავს თურქულად, სინათლე კი მზისგან მომდინარეობს, ამიტომ მის შესაბამის ენას თურქმა ავტორებმა „გიუნეშ-დილ“ (მზის ენა) უწოდეს და განაცხადეს: „ენის მთავარი სემანტიკური საფუძველი, ჩვენი თეორიის თანახმად, არის მზე, - პირველი ობიექტი, რომელიც შენიშნა პირველყოფილმა ადამიანმა. მზის თვისებები, მისი მოძრაობანი, თავდაპირველად კონკრეტული, შემდეგ გარდაიქმნა განყენებულ მცნებად - ფსიქიკური, სოციალური და ინტელექტუალური რიგისა“ [7, გვ.246].

თურქი ენათმეცნიერების ერთელემენტოვანი ანალიზი-ც წინგადადგმული ნაბიჯი იყო ენათმეცნიერებაში იმ თვალსაზრისით, რომ მასში ყველა სამეტყველო ენის წარმოქმნა ერთ ელემენტთან არის დაკავშირებული, რომელიც მზის უძველეს სახელად იქნა მიჩნეული. მისმა ავტორებმა უსათუოდ ღრმად გაანალიზეს მარის შემოქმედება, ჭეშმარიტად ირწმუნეს ენის ელემენტოვანი აგებულება, კრიტიკულად შეაფასეს მარის ელემენტების ფორმალური და მატერიალური საფუძვლები, კარგად გაითვითცნობიერეს პირველყოფილი ადამიანების ყოფიერება მკაცრ გარემომცველ ბუნებრივ პირობებში და მათ საფუძველზე მზე შეარჩიეს იმ ობიექტად, რომელიც შეიძლება ყოფილიყო პირველყოფილი ადამიანების უპირველესი ტოტემა, მზის სახელი კი - ადამიანების მიერ შექმნილი პირველი სიტყვა. მათი მიდგომა დასმული საკითხისადმი ლოგიკურია. რაც შეეხება აღ ბგერათკომპლექსის პირველ ენობრივ ელემენტად გამოცხადებას ეს, რა თქმა უნდა, არარეალურია თუნდაც იმიტომ, რომ ღ ბგერა საკმაოდ ძლიერი და მკაფიოდ გამოხატულია, რომლის ბაზაზე დანარჩენი ბგერების შექმნა წარმოუდგენელია.

3.2 § 1.2 ენის ელემენტური თეორიის არსებითი ნაწილი

▲back to top


ჩვენი დაინტერესება სამეტყველო ენის წარმოქმნის პრობლემით ერთმა არაორდინალულმა მოსაზრებამ განაპირობა - სიტყვის სტრუქტურა და წარმოქმნის მექანიზმი ჩვენ ქიმიური ნივთიერების სტრუქტურასა და წარმოქმნის მექანიზმს მივამსგავსეთ [8, გვ. 13-14].

ქიმიაში მარტივი ნივთიერება ქიმიური ელემენტია, რთული ნივთიერება კი - ქიმიური ელემენტების შენაერთი. რთული ნივთიერება ერთ რომელიმე მთავარ ქიმიურ ელემენტს და ერთს ან უფრო მეტ აქტიურ ქიმიურ ელემენტს (მაგალითად: ჟანგბადს, წყალბადს, გოგირდს და სხვა) შეიცავს.

მარტივი სიტყვა, ქიმიური ელემენტის მსგავსად, ერთ ენობრივ ელემენტს შეიცავს, რთული სიტყვა კი - ორს და უფრო მეტს. რთულ სიტყვაში ერთი ენობრივი ელემენტი მთავარია, რომელიც სიტყვის ფუძეს წარმოადგენს, დანარჩენები კი აქტიური ენობრივი ელემენტებია - აფიქსებია. მარტივი სიტყვის არსებით მნიშვნელობას მისი შესაბამისი ენობრივი ელენენტი განსაზღვრავს, რთული სიტყვის არსებით მნიშვნელობას კი - მისი ფუძეელემენტი, რომელიც იმ მატერიალური ობიექტის ან სუბიექტის სახელი უნდა იყოს, რომელსაც რთული სიტყვა ასახავს. რთული სიტყვის შემადგენელი დანარჩენი ენობრივი ელემენტები ანუ აფიქსები აღნიშნული ობიექტის ან სუბიექტის ეპითეტები იქნება.

როგორც ნივთიერებათა ანალიზით გახდა ქიმიური ელემენტების მოპოვება შესაძლებელი, ასევე სიტყვების დეაფიქსაციით უნდა მოხდეს ენობრივი ელემენტების მოძიებაც, რაც ზოგადი (ყველა ენის მომცველი) აფიქსების გამოყენებით შეიძლება იქნას მიღწეული. ასეთი აფიქსები არ არის ცნობილი და მათი მოძიება რთული პრობლემაა იმიტომ, რომ სხვადასხვა ენას სხვადასხვა აფიქსები გააჩნია, ან ერთი და იგივე ფონეტიკური სტრუქტურის მქონე აფიქსი სხვადასხვა ენაში სხვადასხვა მნიშვნელობისაა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც შევეცადეთ ზოგადი აფიქსების შერჩევას სიტყვის ქიმიურ ნივთიერებასთან მიმსგავსების პრინციპით.

ქიმიკოსები იცნობენ აქტიურ ელემენტებს, რომელთა რაოდენობა შეზღუდულია და უცნობი ნივთიერების ანალიზის დროს, კერძოდ მისი შემადგენელი უცნობი ელემენტის მოძიებისას, ადვილად გამოყოფენ მათ საცდელი პრეპარატისგან სათანადო რეაქტივების გამოყენებით. ანალოგიური მოქმედება ენაშიც შეიძლება იქნას განხორციელებული. თუ ავიღებთ სახელებს ენციკლოპედიიდან და ფონეტიკურად გავაანალიზებთ ვნახავთ, რომ მათ შემადგენლობაში ხშირად ერთი და იგივე , შ, ზ, რ, ლ, ნ, თ, დ თანხმოვანი ბგერების და ხმოვან ბგერებთან შედგენილი კომპლექსები ფიგურირებენ. ეს კომპლექსები აფიქსებად გამოიყენება სხვადასხვა ენებში (მაგალითად, ბგერის შემთხვევაში ქართული ენისთვის დამახასიათებელი სა-, სი-, -ისა, -ის, -ს, -ის, -ისა აფიქსები), ამიტომ ჩვენ ისინი ზოგად აფიქსებად მივიჩნიეთ და სიტყვების ძირების მოძიება მათი ჩამოცილებით განვახორციელეთ. წინასწარ, დეაფიქსაციის დაწყებამდე, სიტყვის შემადგენელი და ხმოვანი ბგერები მათი შესატყვისი უა და ია კომპლექსებით ჩავანაცვლეთ. ამ გზით მოვახდინეთ ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიიდან ამოღებული დაახლოებით 500 სახელის დეაფიქსაცია და შევუდექით დეაფიქსაციის შემდეგ დარჩენილი ბგერათკომპლექსების სისტემატიზაციას.

აფიქსების ჩამოცილების შემდეგ დარჩენილი ბგერათკომპლექსების დიდი რაოდენობა სამბგერიანი აღმოჩნდა [8, გვ.15]. უმეტეს მათგანში პირველი ბგერა თანხმოვანი იყო, მეორე - ბაგისმიერი ან ბგერა, მესამე კი - ბგერა. გრამატიკის ზოგიერთი კანონის გამოყენებით სხვა დარჩენილი ბგერათკომპლექსებიც აღნიშნულ სამბგერიან ბგერათკომპლექსის სტრუქტურით გამოისახა და გარკვეული დაშვებების შედეგად [8, გვ.14-17], ყველა განხილული ბგერათკომპლექსი ერთ ჰუა ფუძეში გარდაისახა. ვფიქრობთ, ამ ფუძიდანაა ისინი წარმოქმნილი. მათი წარმოქმნა ბგერის თანხმოვანი ბგერებით და ბგერის ბგერითა და ბაგისმიერი ბგერებით ჩანაცვლების გზით უნდა მომხდარიყო. ეს პროცესი, მათემატიკის ენით, და ცვლადი არგუმენტების შემცველ ივბ ფუნქციის, ამ არგუმენტების მნიშვნელობათა მიხედვით გაშლას ნიშნავს, რაც ცხრილ №1.1-ში წარმოდგენილი სიტყვების ფუძეთა პერიოდული სისტემის სახით გამოისახება.

ცხრილი 1.1

სიტყვების ფუძეთა პერიოდული სისტემა

0x01 graphic

სტყვების დეტალურმა ანალიზმა საშუალება მოგვცა დაგვედგინა აღნიშნული პერიოდული სისტემის დამახასიათებელი კანონები და მისი შემადგენელი ელემენტების სავარაუდო მნიშვნელობები. მიღებული შედეგების მიხედვით ცხრილ №1.1-ის ელემენტებიდან მარტივ სიტყვებს მისი პირველი და მეშვიდე სტრიქონების და პირველი სვეტის ელემენტები წარმოადგენენ, რომელთა მიერ წარმოქმნილი სისტემა ცხრილ №1.2-ის სახით გამოისახება.

ცხრილი №1.2

ენობრივი ელემენტების სისტემა

0x01 graphic

ვფიქრობთ, ამ სისტემის ელემენტები წარმოადგენენ ვილჰელმ ჰუმბოლდტის „სიტყვის ძირებს“ და ნიკო მარის „მთელ დიფუზიურ ხმებს“.

ენობრივი ელემენტების სისტემის გამოყენებით არის ყველა სამეტყველო ენის სიტყვები შექმნილი, ამიტომ იგი მათი გასაღებია, მისი შემადგენელი ელემენტები კი მარტივ სიტყვებს წარმოადგენენ, რომელთა მიზანმიმართული შერწყმით არის რთული სიტყვები წარმოქმნილი. ყველა ენობრივი ელემენტი ჰუა-ს გარდასახვით არის მიღებული ამიტომ, ისინი ჰუა-ს მრავალსახეობას წარმოადგენენ. ჩვენი გამოკვლევების მიხედვით ივბ მზის უძველესი სახელი იყო [8, გვ.22-23], ნიკო მარის ზემოთ მოყვანილ ციტატასაც თუ გავითვალისწინებთ, იგი თავდაპირველად ყველას და ყველაფრის სახელი იქნებოდა, რასაც მისი მრავალსახეობა ადასტურებს. აღნიშნულის გათვალისწინებით ენის ელემენტური თეორია ფაქტიურად ერთელემენტოვან ანალიზს წარმოადგენს. ეს ელემენტია ივბ, ამიტომ ენის ამ თეორიას ჩვენ, საწყის ეტაპზე, ჰუა ფრნომენი ვუწოდეთ.

გამოკვლევების შედეგად მოვიძიეთ ენობრივი ელემენტების სავარაუდო მნიშვნელობები და მათგან სიტყვის წარმოქმნის წესები, რამაც საშუალება მოგვცა დაგვედგინა მრავალი სიტყვის ეტიმოლოგია და მათი ანალიზით შეგვესწავლა ენობრივი ელემენტების სისტემის დამახასიათებელი თვისებები.

ენობრივი ელემენტების სისტემის სვეტის შემადგენელი ელემენტები მათ შემცველ სიტყვებს ასაკობრივ და სივრცობრივ კატეგორიებს ანიჭებენ, კერძოდ: ელემენტი ჰვა - ახალშობილის ასაკს, უმდაბლესს და შორეულ აღმოსავლეთს; ელემენტი ჰბა - ბავშვის ასაკს, პატარა სიმაღლეს და ახლო აღმოსავლეთს; ელემენტი ჰფა - ჭაბუკის ასაკს, საშუალო სიმაღლეს და ცენტრალურს; ელემენტი ჰმა - ყმის ასაკს, მაღალს და ახლო დასავლეთს; ელემენტი ჰპა კი - მოხუცის ასაკს, უმაღლესს და შორეულ დასავლეთს.

ენობრივი ელემენტების სისტემის ქვედა სტრიქონის ელემენტები მატრიარქალური კატეგორიის სიტყვებს აწარმოებენ, ზედა სტრიქონის ელმენტები კი - პატრიარქალური კატეგორიის სიტყვებს. მატრიარქალური სიტყვების მაწარმოებელ ზოგად ძირს ორელემენტიანი ჰუარუა კომპლექსი წარმოადგენს, პატრიარქალური სიტყვების მაწარმოებელ ზოგად ძირს კი - ორელემენტიანი ჰიარია კომპლექსი. სრული (შეუკვეცავი) მატრიარქალური სიტყვები არ შეიცავენ ერთზე მეტი რაოდენობის ბგერას ან ბგერას (გამორიცხულია აგრეთვე ერთდროულად ორივე მათგანის შემცველობა), სრული პატრიარქალური სიტყვები კი - პირიქით, აუცილებლად შეიცავენ ორი და უფრო მეტი რაოდენობის ბგერას, ან ბგერას (აუცილებელია აგრეთვე მინიმუმ თითო და ბგერების ერთდროული შემცველობა მაინც).

სიტყვის ეტიმოლოგიური მნიშვნელობა მისი მაწარმოებელი კომპლექსის მნიშვნელობით განისაზღვრება, ამიტომ სიტყვის წარმომავლობის დადგენისათვის აუცილებელია მისი მაწარმოებელი კომპლექსის აღდგენა. ამ პრინციპს კარგად ეხმიანება ნიკო მარის შემდეგი გამონათქვამი: „... სიტყვების დაშლის გარეშე მასში წარმოდგენილ ელემენტებად, - ერთ, ორ ან სამ ელემენტად, - არ შეიძლება ვაწარმოოთ შედარება, ასეთი ანალიზის გარეშე შედარებით მეთოდს ძალა არ აქვს“ [3, გვ.280].

რთული სიტყვის მაწარმოებელი კომპლექსი ორიდან შვიდ ენობრივ ელემენტამდე შეიცავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი გარკვეული კომპლექსისაგან უამრავი სიტყვა მიიღება, რომლებიც, როგორც ფონეტიკურად ასევე სემანტიკურად განსხვავდებიან ერთმანე-თისაგან. მათ ამ განსხვავებას სიტყვის სემანტიკა განაპირობებს, რისი გათვალისწინებითაც სიტყვის მაწარმოებელი კომპლექსის მორფოლოგიური გარდაქმნა ხორციელდება.

3.3 § 1.3 რთული სიტყვის ფორმირება

▲back to top


რთული სიტყვა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ორი და უფრო მეტი რაოდენობის ენობრივი ელემენტისაგან შედგენილი კომპლექსის მორფოლოგიური გარდაქმნით მიიღება. მისი ფორმირება ეტაპობრივად ხორციელდება. პირველ ეტაპს ენობრივი ელემენტებისაგან სიტყვის მაწარმოებელი კომპლექსის შედგენა წარმოადგენს, მეორე ეტაპს კი - ამ კომპლექსის მორფოლოგიური გარდაქმნა.

I. ენობრივი ელემენტებისაგან სიტყვის მაწარმოებელი კომპლექსის შედგენა სიტყვის ფუძეელემენტის აფიქსაციით ხორციელდება [8, გვ.29-34]. ქვემოთ წარმოდგენილია მატრიარქალური და პატრიარქალური სიტყვების მაწარმოებელი კომპლექსების შედგენის წესები.

1. მატრიარქალური სიტყვების მაწარმოებელი კომპლექსების ფუძეელემენტია ჰუა, დანარჩენი ენობრივი ელემენტები კი ცხრილ №1.2-ის ქვედა სტრიქონიდანაა ძირითადად აღებული. ზოგიერთ მატრიარქალურ სიტყვაში ცხრილ №1.2-ის სვეტის ელემენტი გამოიყენება, ზოგში - ჰია ენობრივი ელემენტი, ან მისი შესაბამისი სტრიქონის რომელიმე სხვა ელემენტი, ზოგში კი - ორივე ერთად, რომლებიც მას ასაკობრივ კატეგორიას და უზენაესობის ხარისხს ანიჭებენ შესაბამისად.

ჰუა ფუძეელემენტის შემცველი ისტორიული პერიოდის ერთაფიქსიანი კომპლექსი ჰუარუა არის, რომელიც მატრიარქალური სიტყვების მაწარმოებელ ზოგად ძირს წარმოადგენს. მისი მნიშვნელობებია [8, გვ.30] ღვთაება მზე; ღვთაება წყარო; მზის სხეული და მზის წყარო. ჩვენ მას ღვთაება მზის სახელით მოვიხსენიებთ შემდგომში. ჰუარუა კომპლექსისაგან ბევრი მნიშვნელოვანი სახელია ნაწარმოები, მათ შორის ჰარა, ჰორა და გურა (ამ სახელებისა და პირველ ეტაპში მოყვანილი სხვა სახელების ფორმირების წესები მეორე ეტაპში იქნება წარმოგიდგენილი).

ჰუა ფუძეელემენტის შემცველი ერთ-ერთი ორაფიქსიანი კომპლექსი ჰუარუაჰია არის, რომელიც ღვთაება მზე უზენაესს ნიშნავს. იგი მატრიარქალური სიტყვების მაწარმოებელ მთავარ ძირს წარმოადგენს, რომლისგან ბევრი მნიშვნელოვანი სახელია ნაწარმოები, მათ შორის ჰარი, ჰარალე, არია და გური.

ჰუა ფუძეელემენტის შემცველი ერთ-ერთი სამაფიქსიანი კომპლექსი ჰუარუაჰიათუა არის, რომელიც ღვთაება მზე უზენაეს ნათელს ნიშნავს. იგი მატრიარქალური სიტყვების მაწარმოებელ კიდევ ერთ მთავარ ძირს წარმოადგენს, რომლისგან ისეთი მნიშვნელოვანი სახელებია ნაწარმოები როგორებიცაა ღვთაი, დალი, ოდოია და ჰართი->ქართი.

ანალოგიური გზით შეიძლება ცხრილ №1.2-ის ქვედა სტრიქონის ელემენტების აფიქსებად შერჩევა და მათი გამოყენებით ოთხი და უფრო მეტი აფიქსიანი კომპლექსის შედგენა.

მოყვანილი კომპლექსებისაგან წარმოქმნილი სახელები მათი შესაბამისი ობიექტების სქესობრივ კატეგორიებს არ გამოხატავენ, არადა ამის საჭიროება უსათუოდ იქნებოდა. ეს პრობლემა სახელის მაწარმოებელ კომპლექსისათვის შუა ან სუა ენობრივი ელემენტის დართვით არის გადაჭრილი [8, გვ.30]. მაგალითად, შუაჰუარუაჰიათუა კომპლექსი ქალ ღვთაება მზე უზენაეს ნათელს ნიშნავს, რომლისგან კომპოზიტი შუა ღვთაი (ქალღვთაება) და ტოპონიმი შაქართველო მიიღება; სუაჰუარუაჰიათუა კომპლექსი კი კაც ღვთაება მზე უზენაეს ნათელს ნიშნავს, რომლისგან კომპოზიტი სუა ღვთაი (კაცღვთაება) და ტოპონიმი საქართველო მიიღება.

მოყვანილი კომპლექსებისგან წარმოქმნილი სახელები მათი შესაბამისი სუბიექტების ან ობიექტების ასაკს და სივრცობრივ მდებარეობას არ გამოხატავენ, არადა ამ პარამეტრების ცოდნა ყველა სულიერი და უსულო საგნის გამოსახატავად იქნებოდა საჭირო. ეს პრობლემა სახელის მაწარმოებელ კომპლექსთან ცხრილ №1.2-ის სვეტის ერთ-ერთი ჰვა, ჰბა, ჰფა, ჰფა, ჰმა ან ჰპა ენობრივი ელემენტის პრეფიქსად დართვით იქნა გადაჭრილი [8, გვ.31]. ამ მოქმედების შედეგად წარმოქმნილი კომპლექსის გარდაქმნით მიღებული სახელი მისი შესაბამისი სუბიექტის ან ობიექტის როგორც ასაკობრივ, ასევე სივრცობრივ მდგომარეობას გამოხატავს. ასაკობრივი დიფერენციაციის გამომხატველ ზოგად წევრად ჰმა ენობრივი ელემენტის შემცველი კომპლექსი არის შერჩეული, რომელშიც, საჭიროებისდა მიხედვით, ჰმა ელემენტი ჰვა, ჰბა, ჰფა ან ჰპა ენობრივი ელემენტით ჩაინაცვლება. მაგალითად, სახელი ღვთაი-ს ასაკობრივი დიფერენციაციის გამომხატველი ზოგადი წევრი ჰმაჰუარუაჰიათუა კომპლექსი იქნება, რომელიც მაღალ (მამა) ღვთაება მზე უზენაეს ნათელს ნიშნავს. ამ კომპლექსისგან სახელები ღმართი (ღმერთის მნიშვნელობის ქართული მატრიარქალური სახელი იქნებოდა) და ღომორთი (ღმერთი, ზანურად) მიიღება, ხოლო მისგან წარმოქმნილ ღვთაემა, უმარი და მათრი ბგერათკომპლექსებისაგან, სათანადო გადაბგერებებით, სახელები ღვთაება, უფალი და პადრი მიიღება შესაბამისად.

ერთობლივი ასაკობრივი და სქესობრივი დიფერენციაციებით სამაფიქსიან ჰუარუაჰიათუა კომპლექსისგან შუაჰმაჰუარუაჰიათუა და სუაჰმაჰუარუაჰიათუა კომპლექსები წარმოიქმნება, რომლებიც ქალ მაღალ ღვთაება მზე უზენაეს ნათელს და კაც მაღალ ღვთაება მზე უზენაეს ნათელს ნიშნავს შესაბამისად. ამ კომპლექსებისგან ბევრი მნიშვნელოვანი სახელია ნაწარმოები, მათ შორის ჯორჯიან და არმაძი (არმაზითა) შესაბამისად.

2. პატრიარქალური სიტყვების მაწარმოებელი კომპლექსების ფუძეელემენტია ჰია, დანარჩენი ელემენტები კი ცხრილ №1.2-ის ზედა სტრიქონიდანაა ძირითადად აღებული. ზოგიერთ პატრიარქალურ სიტყვაში ცხრილ №1.2-ის სვეტის ელემენტი გამოიყენება, რომელიც მას ასაკობრივ კატეგორიას ანიჭებს; ზოგში - ქვედა სტრიქონის ელემენტი; ზოგში კი - ორივე ერთად. აღნიშნული კატეგორიის სიტყვის მაწარმოებელი კომპლექსი მინიმუმ ორ ენობრივ ელემენტს მაინც უნდა შეიცავდეს ზედა სტრიქონიდან.

ჰია ფუძეელემენტის შემცველი ისტორიული პერიოდის ერთაფიქსიანი კომპლექსი ჰიარია არის, რომელიც პატრიარქალური სიტყვების მაწარმოებელ ზოგად ძირს წარმოადგენს. მისი მნიშვნელობებია [8, გვ.33] უზენაესი მზე; მზე მავალი და უზენაესი მავალი. ჩვენ ამ კომპლექსს უზენაესი მზის სახელით მოვიხსენიებთ შემდგომში. მისგან ბევრი მნიშვნელოვანი სახელია ნაწარმოები, მათ შორის ერი, გიორგი და გიორგია.

ჰია ფუძეელემენტის შემცველი ერთ-ერთი ორაფიქსიანი კომპლექსი ჰიარიათია არის, რომელიც უზენაეს მზე მნათობს ნიშნავს. იგი პატრიარქალური სიტყვების მაწარმოებელ მთავარ ძირს წრმოადგენს, რომლისგან ბევრი მნიშვნელოვანი სახელია ნაწარმოები, მათ შორის ერთი, ჰერეთი, თერგი და აიეტი.

ჰია ფუძეელემენტის შემცველი სამი და უფრო მეტი აფიქსიანი კომპლექსები ანალოგიური გზით მიიღება.

მოყვანილი კომპლექსებისაგან ნაწარმოებ სახელებს სქესობრივი და ასაკობრივი მნიშვნელობები არ გააჩნიათ. მათთვის ამ მნიშვნელობების მინიჭება ზემოთ მოყვანილი შემთხვევების ანლოგიურად ხორციელდება. მაგალითად ჰიარიათა კომპლექსის სქესობრივი დიფერენციაციით წარმოქმნილ შუაჰიარიათა და სუაჰიარიათა კომპლექსებისაგან ტოპონიმები ჯიორიჯია და საქაირთველო მიიღება შესაბამისად, ასაკობრივი დიფერენციაციით წარმოქმნილ ჰბაჰიარიათია, ჰმაჰიარიათია და ჰპაჰიარიათია კომპლექსებისგან - ტოპონიმები იბერიათია, იმერიათია და პითია შესაბამისად, ერთობლივი ასაკობრივი და სქესობრივი დიფერენციაციებით წარმოქმნილ ჰმაჰიარიათია და სუაჰმაჰიარიათია კომპლექსებისგან კი - ეთნონიმი ჯიოროჯოან და ტოპონიმი საქართველნე შესაბამისად.

ზემოთ მოყვანილი კომპლექსების შემადგენელი ენობრივი ელემენტების ადგილების მონაცვლეობით უამრავი სახელი მიიღება, რომლებიც ფონეტიკური სტრუქტურით და სემანტიკით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

II. რთული სიტყვის ფორმირების მეორე ძირითად ეტაპს მისი მაწარმოებელი კომპლექსის მორფოლოგიური გარდაქმნა (დამუშავება) წარმოადგენს, რომელიც გარკვეული წესებით ხორციელდება. ეს წესები წინარე ენის გრამატიკის ერთერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი იქნებოდა (ზოგიერთი მათგანი დღესაც გამოიყენება ზოგად ენათმეცნიერებაში). აღნიშნული წესების ფუნდამენტური შესწავლა სხვადასხვა ენების სპეციალური კომპლექსური ანალიზით არის შესაძლებელი. ამ პუნქტში ჩვენს მიერ გამოვლენილ წინარე ენის გრამატიკის მორფოლოგიურ კანონებს [8, გვ.34-39] და მათი მოქმედების ამსახველ კონკრეტულ მაგალითებს წარმოგიდგენთ.

1. მორფოლოგიური გარაქმნების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ცხრილ №1.2-ში მოყვანილი ენობრივი ელემენტების შეუზღუდავი გარდასახვა თავთავიანთ შესაბამის კომპონენტებში [8, გვ.17-18], რომლებიც ცხრილ №1.3-ის სახით არის წარმოდგენილი.

ცხრილი 1.3

0x01 graphic

0x01 graphic

სიტყვის მაწარმოებელი კომპლექსის შემადგენელი ბგერების მეტათეზისი ყველა ენაში ვლინდება, რის შედეგად ძალიან იზრდება კომპლექსისგან წარმოქმნილი სიტყვების რაოდენობა.

2. ცხრილ №1.2-ის ზედა და ქვედა სტრიქონების შემადგენელი ელემენტების ურთიერთკავშირი.

ა) ზედა და ქვედა სტრიქონების შესაბამისი ენობრივი ელემენტები შემდეგნაირადაა ერთმანეთთან დაკავშირებული:

ჰუაჰია=ჰია; ხუაჰია=ხია; ქუაჰია=ქია;...

ბ) ზედა და ქვედა სტრიქონების შესაბამისი ელემენტები და მათი კომპონენტები, წინა პუნქტის გათვალისწინებით, შემდეგნაირადაა ერთმანეთთან დაკავშირებული:

გია=გუაჰია->გოია (გუია, გაია); გი=გიო (გუი, გაი)

3. სიტყვის წარმოქმნისა და წაკითხვის ძირითადი წესები.

ა) ხმოვანი ბგერებისგან შედგენილი სიტყვა ბგერაზეა შეკვეცილი (ჰიაჰუა->ჰიჰო->იო).

ბ) ხმოვანი ბგერით დაწყებულ სიტყვას ხშირად თავკიდურა ბგერა აქვს მოკვეცილი (ჰუარუაჰია->ჰურია->ურია), ზოგჯერ კი ხმოვანი ბგერა მეტათეზისით არის სიტყვის თავში მოქცეული (ჰანი//ჰანე->აჰნე. სახელები ჰანი და აჰნე წინაპარს ნიშნავენ ქართულად და გერმანულად შესაბამისად).

გ) თანხმოვანი ბგერებისაგან შედგენილი სიტყვა, რომელიც ბაგისმიერ ბგერას არ შეიცავს, მატრიარქალურ კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წაკითხვა ა, უ და ხმოვნების გამოყენებით არის შესაძლებელი (გხრ=გაუხურა; გახარა; აგხრა).

დ) თანხმოვანი ბგერებისაგან შედგენილი სიტყვა, რომელიც ერთ ან რამოდენიმე ბაგისმიერ ბგერას შეიცავს მატრიარქალურ კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წაკითხვა ა, უ და ბგერების გამოყენებით არის შესაძლებელი (კბლ=კაბალა; კუბლა; კობლა)

ე) თანხმოვანი ბგერებისგან შედგენილი სიტყვა, რომელიც ერთ ან რამოდენიმე ა, უ ან ბგერას შეიცავს მატრიარქალურ კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წაკითხვა ა, უ და ო ბგერების გამოყენებით არის შესაძლებელი (ქართ=ქართა; ქურთა; ქართუ; ქორთუ).

ვ) თანხმოვანი ბგერებისგან შედგენილი სიტყვა, რომელიც ან ბგერას შეიცავს, პატრიარქალურ კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წაკითხვა და ბგერების გამოყენებით არის შესაძლებელი (ქრთი=ქირით; ქერით; ქერეთი).

ზ) თანხმოვანი ბგერებისგან შედგენილი კომპლექსებისა და მათი დამაკავშირებელი თითო ხმოვანი ბგერის ერთობლიობით წარმოქმნილ სიტყვაში ყოველი ხმოვნის მოქმედების არეალი მის წინამდებარე თანხმოვნიდან იწყება და შემდეგი ხმოვნის წინამდებარე თანხმოვნამდე ვრცელდება. გამონაკლისს პირველი კომპლექსის უკანასკნელი თანხმოვნის წინამდებარე ბგერები წარმოადგენს, რომლებიც პირველი ხმოვნის არეალში არიან მოქცეულნი. იმ შემთხვევაში, როცა აღნიშნული სტრუქტურის სიტყვა ხმოვანი ბგერით იწყება, ან მისი პირველი კომპლექსი ერთ თანხმოვან ბგერას შეიცავს, ეს წესი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე სამართლიანია. ამ წესის მიხედვით სიტყვები ხრახნილის და იხრახნა ხუარუახუანიალიასია და ჰიახიარუახუანუა კომპლექსების სახით აღდგება შესაბამისად.

თ) ბაგისმიერი თანხმოვნები ზოგჯერ ბ ბგერასთან წარმოქმნილი კომპლექსების სახით ფიგურირებენ სიტყვებში (მაგალითად: ბალღი, ტურფა, მაღალი, პარკი), ზოგჯერ კი - ბგერის გარეშეც (მაგალითად: ხომლი, ურემი, ბგერა, ფიქრი, ხეპრე), რომელიც მათგან მოკვეცილია. ასეთი სიტყვის მაწარმოებელი კომპლექსის აღდგენისას ჯერ წინა ქვეპუნქტებით უნდა ვისარგებლოთ და მისი შეკვეცილი ხმოვნები აღვადგინოთ, შემდეგ კი - ბაგისმიერისაგან მოკვეცილი ბგერა (მაგალითად: ხომლი->ხომალი; ურემი->ჰურემჰი->ჰურემაჰი; ბგერა->ბჰგერა->ბაჰეგერა; ფიქრი->ფჰიქრი->ფაჰიქირი; ხეპრე->ხეპერე->ხეპაჰერე).

4. ბგერასთან დაკავშირებული გარდაქმნები.

ა) სიტყვის ი ბგერაზე შეკვეცა: ხუაჰუარუაჰია->ხაჰარი->ხჰარი->ხარი. ამ შემთხვევაში სახელი ხარი ეტიმოლოგიით მამრ ღვთაება მზე უზენაესს ნიშნავს.

ბ) სიტყვის შემადგენელი ბგერის (ქ, გ, ღ, ყ, კ) ბგერით ჩანაცვლება: ჰუარუაჰია->ჰარია->ჰარი->ხარი. ამ შემთხვევაში სახელი ხარი-ს ეტიმოლოგიური მნიშვნელობა პირველი შეხედვით ღვთაება მზე უზენაესი გამოდის, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ჰარი->ხარი გადაბგერების პროცესი ხჰარი->ხარი გარდაქმნის სახით უნდა იქნას წარმოდგენილი, რაც სახელი ჰარი-ს მაწარმოებელ ზოგად ჰუარუაჰია კომპლექსში დამატებით ხუა ენობრივი ელემენტის შეტანის ტოლფასი იქნება და მისი გათვალისწინებით სახელი ხარი-ს ეტიმოლოიური მნიშვნელობა წინა შემთხვევის შესატყვისი გახდება.

გ) სიტყვის შემადგენელი ი ბგერის მეზობელ ბგერაში ასიმილირება: ხუაჰუარუაჰია->ხეჰირი->ხეხირი->ხერიხი->ხერხი.

დ) სიტყვის შემადგენელ ი ბგერათა მეზობელ ბგერებში ასიმილირება: ხუაჰუარუაჰია->ხაჰარაჰი->ხახარარი->ხარახარი->ხარხარი.

ე) სიტყვის შემადგენელ ბგერათა ერთ-ერთ რომელიმე მეზობელ ბგერაში ასიმილირება: ჰმაჰუარუაჰია->მაჰარაჰია->მამარამია->მამარმია->მამამია.

5. ბგერასთან დაკავშირებული გარდაქმნები.

ა) სიტყვის შემადგენელი ბგერის ბგერით ჩანაცვლება: გუაჰუარუაჰია->გუჰურუჰი->გურჰი->გური->გული.

ბ) სიტყვის ფორმირების პროცესში წარმოქმნილ ბგერის დისიმილაცია: ჰუარუაჰია->ჰარაჰე->ჰარარე->ჰარალე.

გ) სიტყვის ბგერაზე შეკვეცა: ღუაჰუარუაჰმა->ღაჰარამა->ღჰრმა->ღრმა->ღმა.

6. ბაგისმიერი ბგერების კომბინაციები.

ა) სიტყვის შემადგენელი ბგერის ბგერით ჩანაცვლება: ჰმაჰიარია->მაჰირი->მაირი->ნაირი. ანალოგიურად შეიძლება იქნას ბგერა ვ, ბ, ფ და ბგერებით ჩანაცვლებული.

ბ) სიტყვის ფორმირების პროცესში წარმოქმნილ ბგერის დისიმილაცია: ჰმაჰუარუა->მაჰარაჰი->მამარაი->მარამი->მარანი;

გ) სიტყვის შემადგენელი ბგერისა და სიტყვის ფორმირების პროცესში წარმოქმნილი ბგერის დისიმილიაცია: ჰმაჰუარუაჰია->მაჰარაჰი->მამარაი->მამრი->მამი->ვანი (ბანი, ფანი, პანი)

ჰუარუაჰია->ჰარაჰემ->მარამემ->მარმემ->ბარმენ; პარმენ და სხ.

დ) სიტყვებში ბაგისმიერი ბგერების ურთიერთმონაცვლეობა: ავაზგ->აბაზგ; აპხაზ->აბხაზ->აფხაზ და სხვა.

7. სიტყვის ბგერაზე შეკვეცა.

ა) ნჯირა->ჯირა (წოლა, მეგრულად); განწყრა->გაწყრა; აქუნს->აქუს; წოვნა->წოვა; ქინ->ქი (ჩვენ, ლაზურად).

ბ) ქართული სიტყვების ბოლოკიდურა ნი მარცვალი მრავლობითობის სუფიქსად მოისაზრება, რომლის შემადგენელ ბგერაზე შეკვეცით მათი ძირეული სახელები მიიღება, მაგალითად: კაცნი->კაცი; ხალხნი->ხალხი; დედანი->დედაი; მოჩვენებანი->მოჩვენებაი.

8. სიტყვის თ (დ, ტ) ბგერაზე შეკვეცა.

ა) ზემო->ზემო; ალბანეთი->ალბანია; კარგად->კარგა; მაკედ->მაკე; ტიკინჩხა->იკინჩხა; .(სამშაბათი ჭანურად); ტლაკვა->ლაკვა

ბ) ქართული სიტყვების ბოლოკიდურა თა მარცვალი სახელების მრავლობითი ფორმის ნათესაობითი ბრუნვის მაწარმოებელ ნიშნად მოისაზრება (მაგალითად: კაც(ი)თა=კაცების; ხალხ(ი)თა=ხალხების; დედათა=დედების), რომლის მოკვეცით აღნიშნული სიტყვების შესაბამისი სახელები მიიღება (კაცი; ხალხი; დედა).

9. სიტყვის ფონოლოგიური შეკუმშვა თანხმოვანი ბგერების აფრიკატიზაციით.

გრძელი სიტყვის მოკლედ გამოსახვა, თანხმოვანი ბგერების აფიკატიზაციის ხარჯზე, ყველა ენას ახასიათებს. ამ მოქმედებაში ცნობილი აფრიკატები: ჩ=თშ, ც=თს, ჯ=დჟ, ხ=დზ, ჭ=ტშ, წ=ტს არის გამოყენებული. ჩვენი გამოკვლევებით [8, გვ.56-64], და ბგერებიც აფრიკატებია, კერძოდ, =შჰ და =სჰ. გარდა ამისა და აფრიკატები უთ და უტ! ბგერათკომპლექსებს კი არა ტშ და ტს ბგერათკომპლექსებს შეესატყვისებიან შესაბამისად (ჭ=ჩჰ, წ=ცჰ). აღნიშნული აფრიკატები შემდეგნაირად წარმოიქმნება.

ა) ბგერის შემცველი აფრიკატები: შუაჰა->შუჰა->შჰუა->ჟუა; შუაჰია->შაჰი->შჰია->ჟია; თუაშუა->თუშა->თშუა->ჩუა; თუაშუაჰია->თუშუჰა->თუშჰუა->თუჟუა->თუჟა->თჟუა->ჯუა; თუაშუაჰუა->ჩუაჰუა->ჩუჰაძჩჰუაძ->ჭუა; თუაშია->თუაშუაჰია->თაჟია->თაჟი->თჯია->ჯია; თუაშია->თუაშუაჰეა->ჩუაჰია->ჩაჰი->ჩჰია->ჭია.

ბ) ბგერის შემცველი აფრიკატები: სუაჰუა->სუჰა->სჰუა->ზუა; სუაჰ->საჰ->სჰ->ეა; თუასუა->თუსა->თსუა->ცუა; თუასუაჰუა->თუსუჰა->თუსჰუა->თუზუა->თუზა->თზუა->ძუა; თუასუაჰუა->ცუაჰუა->ცუჰა->ცჰუა->წუა; ასი->თუასუაჰია->თაზია->თაზი->თზია->ძია; თუასია->თუასუაჰია->ცუაჰია->ცაჰი->ცჰია->წია.

10. დეაფრიკატიზაცია.

ა) ჩვილი->შვილი; ჩააყოლა->შააყოლა; ცობა->სობა; ცუნდი->სუნდ (ცვარი, მეგრულად).

ბ) ჯი->ჟინი; ჯორჯ->ჟორჟ; ძღარბი->ზღარბი; ძროხა->ზროხა აღნიშნულის გათვალისწინებით ტოპონიმი საქართველო, რომელიც სუაჰუარუათუაჰია კომპლექსისგანაა ნაწარმოები, ტოპონომების გრუძეა, ვრაცია, ცარცია, ლაძია, აძია და სხვა სახით შეიძლება წარმოვადგინოთ.

4 2. ქვეყნებისა და მათი შესაბამისი ხალხების ეთნიკური სახელები ფორმირება

▲back to top


უძველესი ენის ლექსიკა მცირე რაოდენობის სიტყვებს შეიცავდა, რომლებიც მრავალი მნიშვნელობით გამოიყენებოდა. ერთ-ერთ ასეთ პირველ სიტყვად ჩვენ მატრიარქალურუი კატეგორიის სიტყვების მაწარმოებელი ზოგადი ჰუარუა ძირისაგან ნაწარმოები სახელი ჰარა (ჩვენ, აფხაზურად) მიგვაჩნია, რომელიც, თავდაპირველად, ქვეყნისა და მისი შესაბამისი ხალხის ეთნიკური სახელი იქნებოდა. ჰარა-ს საფუძველზე ბევრი ასეთი სახელი წარმოიქმნა შემდეგში, მათ შორის ქვეყნის სახელი ჰარია და მისი შესაბამისი ხალხის ეთნიკური სახელი ჰარი. ეს სახელები ჰარა ჰია კომპოზიტის შერწყმით წარმოქმნილ ჰარაჰია კომპლექსის გამარტივებით არის მიღებული. ამ კომპლექსის კიდევ უფრო გამარტივებულ სახეს კოლხეთის ერთ-ერთი უძველელესი სახელი აია წარმოადგენს, რომელიც, ფაქტიურად, ტოპონიმების ჰარია-სა და არია-ს მნიშვნელობის სახელია. ანალოგიური გზით არის ქართული ტოპონიმი გურია და მისი შესაბამისი ეთნიკური სახელი გური მიღებული, რომელიც დღეისათვის ეთნიკური სახელით გურული არის ჩანაცვლებული. მათ ძირეულ ნაწილს სახელი გურუ წარმოადგენს, რომლის ჰია ენობრივ ელემენტთან შერწყმის შედეგად წარმოქმნილ გურუჰია კომპლექსის მორფოლოგიური გარდაქმნით არის სამივე მათგანი მიღებული. ამავე კომპლექსისგან სახელები გურუჲ და გურუი (გურგ, гуры) მიიღება. მათგან гуры გურუები-ს ანუ გურები-ს მნიშვნელობის სახელია, ამიტომ, შესაძლებელია, ძველი ქართული სახელების ბოლოკიდურა ჲ ბგერა მრავლობითობის მაწარმოებელი სუფიქსი იყო ოდესღაც ქართულში. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს ეთნიკური სახელების მრავლობითობის ფორმის მაწარმოებელი ძველბერძნული სუფიქსები -αι (Σκυθαι) და -οι (Κωλοι), რუსული სუფიქსი -ы (колы) და ქართული სუფიქსი -ხი (კოლხი). მათგან αι-სა და οι-ს შემადგენელი ι ბგერა და ы (уи)-ს შემადგენელი и ბგერა ჰია ენობრივი ელემენტის შეკვეცილ ფორმებს წარმოადგენენ, ხი კი ხია ენობრივი ელენენტის შეკვეცილ სახეს წარმოადგენს, რომელიც ჰია->ხია გარდაქმნით არის მიღებული, ჰია-საგან კი - (იჰ) ბგერა მიიღება.

ქვეყნებისა და მათი შესაბამისი ხალხების თანამედროვე ქართული სახელები განსხვავებული პრინციპით არის ფორმირებული, რომელთა მოძიება ჩვენ აღნიშნული სახელების ანალიზით განვახორციელეთ. მიღებული შედეგების მიხედვით ქვეყნების სახელები -თბ სუფიქსის გამოყენებით არის ნაწარმოები, ეთნიკური სახელები კი - ან სუფიქსის გამოყენებით. მათ შორის უმეტესობა ერთ-ერთ აღნიშნულ სუფიქსთაგანს შეიცავს მაგრამ, არსებობენ ისეთი სახელებიც, რომლებიც ერთდროულად ორივე მათგანს შეიცას. ქვემოთ მოყვანილია მათი წარმოქმნის საჩვენებელი მაგალითები.

ჰარა ხალხის შესაბამისი ქვეყნის ერთაფიქსიანი სახელი ჰარათა იქნებოდა, ჰარი, ხალხის შესაბამისი ქვეყნის ერთაფიქსიანი სახელი კი - ჰარითა, რომლის გამარტივებულ ფორმებს ჰარათი და ჰართი წარმოადგენენ. ანალოგიურად, ჰარა ხალხის შესაბამისი ერთაფიქსიანი ეთნიკური სახელი ჰარაან იქნებოდა, ჰარი ხალხის შესაბამისი ერთაფიქსიანი ეთნიკური სახელი კი - ჰარიან, რომლის გამარტივებულ ფორმას ჰარანი წარმოადგენს. -თა და -ან სუფიქსების ერთდროული შემცველობის შემთხვევაში ჰარანი ხალხის შესაბამისი ქვეყნის სახელი ჰარანითა იქნებოდა, რომლის გამარტივებულ ფორმებს ჰარაანთი და ჰარანათი წარმოადგენენ, ჰარათი ქვეყნის შესაბამისი ხალხის ეთნიკური სახელი კი ჰარათიან იქნებოდა, რომლის გამარტივებულ ფორმებს ჰარათანი და ჰართნი წარმოადგენენ.

თანამედროვე ქართული მატრიარქალური კატეგორიის ტოპონიმებისა და ეთნონიმების ანალიზმა დაგვარწმუნა იმაში, რომ მათ ძირეულ ნაწილს ჰუარუაჰია კომპლექსი წარმოადგენს, რომელიც ზოგად ჰუარუა ძირთან ჰია ენობრივი ელემენტის შერწყმით არის მიღებული. ამ დასკვნამდე მათ შემადგენლობაში ან ბგერის შემცველობამ მიგვიყვანა. ის სახელი, რომელიც ერთ-ერთ ამ ბგერათაგანს არ შეიცავს, ჩვენი აზრით, ან შეკვეცილია მასზე, ან ძალიან ძველი (სუფთა მატრიარქალური კატეგორიის) სახელია, კერძოდ იმ პერიოდისაა, როდესაც მის ძირეულ ნაწილს ჰუარუა კომპლექსი წარმოადგენდა. ამ ფაქტს ჩვენ ქვეყნისა და ეთნიკური სახელების მაწარმოებელი -თა და -ან სუფიქსების შემოღებას ვუკავშირებთ, რომლებმაც ჰია ენობრივი ელემენტს ჩამოართვეს ქვეყნისა და ეთნიკური სახელების მაწარმოებელი ფუნქციები (გავიხსენოთ: ჰარაჰია->ჰარია; ჰარაჲ) და ამით ხელი შეუწყვეს სიტყვის ძირეულ ნაწილში მის დაფუძნებას. აღნიშნულის მიხედვით მატრიარქალური სიტყვების მაწარმოებელი ზოგადი ჰურუა ძირის ნაცვლად ჰუარუაჰია ძირი იქნა ქართულ სიტყვაწარმოებაში შემოღებული, რომლის მორფოლოგიური გარდაქმნით მიღებული სახელისგან, მაგალითად ჰარი-საგან, ტოპონიმი ჰარითა და ეთნიკური სახელი ჰარიან წარმოიქმნა. ამ სახელების გამარტივებული ფორმების ჰარათი-სა და ჰარანი-ს შემადგენელი ბოლოკიდურა ბგერა სახელობითი ბრუნვის ნიშანი კი არა, მათი ძირეული ნაწილია, რის კარგ მაგალითს ბერძნული ტოპონიმი კოლხიდა წარმოადგენს, რომლის შესატყვისი ქართული ტოპონიმის კოლხათი-ს ბოლოკიდურა ბგერა სახელობითი ბრუნვის ნიშნად არის ქართულ ენაში მიჩნეული.

აღნიშნულის მიხედვით ჰარი ხალხის ქვეყნის მნიშვნელობის ორაფიქსიანი სახელი სიტყვით ჰარიანთა გამოისახება, რაც ჰარიან ხალხის კუთვნილს ნიშნავს, ჰარი ხალხის ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელობის ორაფიქსიანი სახელი კი - სიტყვით ჰარითაან->ჰართნი, რაც ჰართი ქვეყნის მოსახლეობას ნიშნავს. მათგან ტოპონიმ ჰარიანთა-საგან ჰ->რ გადაბგერებისა და მეტათეზისის გამოყენებით ტოპონიმები არრანითა და არანითა მიიღება, რომელთა შესაბამისი ხალხების ეთნიკური სახელები არრანი და არანი იქნება. არრანი და არანი, ქართულ ისტორიულ ლიტერატურაში, მდინარეების მტკვარისა და არაქსის შესართავთან განთავსებული პროვინციის სახელებად მოიხსენიება, რომლებიც ქვეყნის სახელის მაწარმოებელ -თა სუფიქსზეა შეკვეცილი.

ბევრი ქვეყნის თანამედროვე სახელი თ, ტ ან ბგერას არ შეიცავს იმიტომ, რომ ისინი მასზე შეკვეცილია (შეკვეცის მიზეზს, ძირითადად, აღნიშნული ბგერების მრავლობითობის მაწარმოებელ სუფიქსად გამოყენება წარმოადგენს [4, გვ.6]). ეს პრობლემა შედარებით კარგად არის ქვეყნების ქართულ სახელებში მოგვარებული, რომელთა

საწარმოებლად ბგერის შემცველი სუფიქსები -ათი (მატრიარქალური კატეგორიის სახელებში, მაგალითად: კახათი, მასხათი, სვანათი, მარათი და სხვა) და -ეთი (პატრიარქალურ კატეგორიის სახელებში, მაგალითად: კახეთი, მასხეთი, სვანეთი, მერეთი და სხვა) გამოიყენება.

იგივე პრობლემა უფრო კომპლექსურადაა ევროპული ქვეყნების სახელებში გადაჭრილი. მათ საწარმოებლად სუფიქსი -ლანდია გამოიყენება, რომელიც ერთდროულად სიტყვის მაწარმოებელი ძირის შემადგენელ ბგერათკომპლექსს რა (ლა), ეთნიკური სახელის მაწარმოებელ სუფიქსს -ან და ქვეყნის მატრიარქალური სახელის მაწარმოებელ ქართულ სუფიქსს -ათი შეიცავს.

იგივე პრობლემა უფრო კომპლექსურადაა ქვეყნების მუსლიმანურ სახელებში გადაჭრილი. მათ საწარმოებლად სუფიქსი -სტან გამოიყენება (მაგალითად, უზბეკისტან), რომელიც ქვეყნის სახელის მაწარმოებელ ბგერისა და ეთნიკური სახელის მაწარმოებელ ბგერის გარდა სქესკატეგორიის მაწარმოებელ ბგერასაც შეიცავს.

5 3. აფხაზებთან დაკავშირებული პრობლემატიკური საკითხები saTauri21

▲back to top


5.1 § 3.1 აფხაზურ-ქართული ლექსიკური შეხვედრები

▲back to top


აფხაზები, ქართულ ცნობიერებაში, ისეთივე ქართველურ ხალხად მოისაზრება, როგორც სვანები, მეგრელები, იმერლები, ქართლელები, კახელები და სხვა. ამ მოსაზრებას ისინი უარყოფენ და თავიანთ თავს ადიღეველების უახლოეს მონათესავე ხალხად მიიჩნევენ. იმასთან დაკავშირებით, რომ ორი ხალხის ნათესაური სიახლოვის განმსაზღვრელ ერთ-ერთ მთავარ ნიშანს მათი სამეტყველო ენების სიახლოვე წარმოადგენს, საჭიროდ მიგვაჩნია მოვიყვანოთ მთის კავკასიელ ხალხთა ენების ორი უდიდესი მკვლევარის, პეტრე უსლარისა და ნიკო მარის მოსაზრებები აფხაზური ენის შესახებ.

პეტრე უსლარის აზრით, «Языки абхазскიй, убыхскიй и адыгскიй составляютъ одно семейство, но взаимная разница между ними более значительна, чем напр. между русскимъ и португальскимъ» [10, გვ..14].

ნიკო მარის აზრით, «... изъ всехъ наличныхъ яфетическихъ языковъ сванскიй наиболее близко стоитъ к абхазскому, какъ вообше, такъ въ частности въ склоненიи» [11, გვ.10].

აფხაზურ ენას ნიკო მარი რამოდენიმე იაფეტური ენის შეჯვარების გზით მიღებულად მიიჩნევს და ასკვნის: «Въ яфетическомъ его слое три наслоенიя, одно тяготетъ къ картской группе, другое - къ тубал-кайнской (წინარე ჭანურ-მეგრული ენა. კ. ბ.), третье, наиболее проникающее абхазскიй языкъ, проявляетъ тесное родство съ сванскимъ и доарიйскими переживанიями въ обоихъ языкахъ Арменიи, ჰайкскомъ и армянскомъ» [იქვე, გვ.43]. ეს დასკვნა მან აღნიშნული ენების შემადგენელი სიტყვების შედარების გზით გააკეთა.

ნიკო მარის აზრს, აფხაზურ და ქართულ ენებს შორის არსებული ნათესაური კავშირის შესახებ, კარგად ეხმიანება აფხაზი მკვლევარის ს. აშხაცავას შემდაგი გამონათქვამი: «Несмотря на кажушееся, с первого взгляда, не сходстве абхазского языка с теперешным грузинским - сходство громадное, как по структуре, так и по корню» [12, გვ.38].

სამეტყველო ენების გენეტიკური სიახლოვის დადგენა რთული პრობლემატიკური საკითხია იმიტომ, რომ იგი ამ ენების სემანტიკურად შესატყვისი სიტყვების წარმომავლობის განსაზღვრას მოითხოვს, რაც სიტყვის წარმოქმნის ზოგადი კანონების გამოყენებით ჩატარებული ლინგვისტიკური ანალიზით არის შესაძლებელი. ამ საკითხის შესწავლა, აფხაზურთან მიმართებით, ჩვენ თანამედროვე აფხაზური ენის ძირითადი ლექსიკური ფონდის შემადგენელი სიტყვების ანალიზით დავიწყეთ. ანალიზი ენის ელემენტური თეორიის გამოყენებით ვაწარმოეთ [8, გვ.8-67], რამაც საშუალება მოგვცა საკვლევი მასალის წარმომავლობა დაგვედგინა.

აფხაზური სიტყვების წარმომავლობისა და წარმოქმნის მექანიზმის დასადგენად ჩვენ, ძირითადად, აფხაზურ-ქართული ლექსიკონით [13] ვისარგებლეთ იმიტომ, რომ მასში მოყვანილ აფხაზურ და მათ შესატყვის ქართულ სიტყვებს შორის შედარებით ადვილად მჟღავნდება გენეტიკური კავშირი. ამ ლექსიკონში აფხაზური სიტყვები ქართული შრიფტით (ჳ-[ვი], ჲ-[იჰ]) და -[უი] ასონიშნების ჩათვლით) და მის ბაზაზე შექმნილი სპეციალური აფხაზური ასონიშნებით დо-[დვ], თо -[თვ], ჟо-[ჟვ], ტо-[ტვ], შо-[შვ], ცо-[ცვ], წо-[წვ], ჟ-[ჟა], შ-[შა], ჩ-[ჩა], ჭ-[ჭა], ჯ-[ჯა] არის გამოსახული, რომელთაგან о ინდექსის შემცველი ბგერები ლაბიალურ თანხმოვნებს წარმოადგენენ, ინდექსის შემცველიბი კი - მაგარ თანხმოვნებს. ეს ლექსიკონი საყურადღებოა აგრეთვე იმითაც, რომ მასში მოყვანილი აფხაზური სიტყვების აბსოლუტური უმრავლესობა მახვილით არის წარმოდგენილი, ზოგიერთი მათგანის სემანტიკა კი მახვილის ადგილმდებარეობით არის ურთიერთგამიჯნული (მაგალითად: ა-გარა´ - წაღება, ა-გა´რა - აკვანი; ა´-ხუ - ფასი, ა-ხუ´ - თმა). თანამედროვე რუსულ-აფხაზურ ლექსიკონებში აფხაზურ სიტყვებს საერთოდ არ გააჩნიათ მახვილი, ზემოთ მოყვანილი აფხაზური სიტყვების განსხვავებული რუსული მნიშვნელობები კი ერთიდაიგივე აფხაზური სიტყვებით არის წარმოდგენილი (მაგალითად, [14]-ში: нести - агара, люлка - агара; цена - аху, волос - аху). ამ ფაქტით აფხაზური ენის ლექსიკა მნიშვნელოვნად არის გაღარიბებული.

იმის გამო, რომ ამჟამინდელი აფხაზური დამწერლობა რუსული შრიფტის ბაზაზე არის შექმნილი, თანამედროვე აფხაზური ლიტერატურის მკითხველის მოთხოვნილების გათვალისწინებით, რუსულაფხაზური ლექსიკონების [14, 15] ზოგიერთი სიტყვაც გავაანალიზეთ. მათში გამოყენებული აფხაზური შრიფტის სპეციალური აფხაზური

0x01 graphic

ენის ელემენტური თეორიის მიხედვით აფხაზური სიტყვები მატრიარქალური კატეგორიის ენებს მიეკუთვნება, ქართული კი - პატრიარქატული კატეგორიის ენებს. ქართულმა ენამ დიდი ხნის წინ დატოვა მატრიარქალური ენების ოჯახი და პატრიარქალურში გადავიდა. ქართული სიტყვები აფხაზურში მატრიარქალური კატეგოტიის ენისათვის დამახასიათებელი სტრუქტურული ფორმით არის მოდიფიცირებული, მათი შემადგენელი და ხმოვნები კი, ხშირ შემთხვევაში, , ან ასონიშნით არის მათ შესატყვის აფხაზურ სიტყვებში ჩანაცვლებული, ან საერთოდ ამოგდებულია ისინი ამ სიტყვებიდან.

აფხაზურ ლექსიკაში ბევრი ქართული სიტყვა იდენტური მნიშვნელობით არის დამკვიდრებული. ზოგი მათგანი უცვლელად ან უმნიშვნელო სახეცვლილებით არის შესული, რომელთა იდენფიკაცია არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს (მათი შესაბამისი მაგალითების მოყვანა საჭიროდ არ მიგვაჩნია), ზოგი მათგანი კი - მნიშვნელოვანი სახეცვლილებით. ასეთი სიტყვები, მათი შესაბამისი ლექსიკონური მნიშვნელობები და ძირეული ქართული სიტყვები, რომელთაგანაც ისინი არის მიღებული, მაგალითების სახით ცხრილ №3.1-ში არის მოყვანილი.

ცხრილი №3.1

0x01 graphic

0x01 graphic

ზოგი ქართული სიტყვა ისე არის აფხაზურში მოდიფიცირებული, რომ მის აღდგენას სერიოზული ლინგვისტიკური ანალიზი ესაჭიროება. ასეთი სიტყვები და მათი შესაბამისი ლექსიკონური მნიშვნელობა და ეტიმოლოგია (წარმოქმნის მექანიზმი), მაგალითების სახით, ცხრილ №3.2-ში არის მოყვანილი.

ცხრილი №3.2

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ქართული სიტყვის მოდიფიცირებით მიღებული აფხაზური სიტყვის ბაზაზე, ხშირ შემთხვევაში, ახალი აფხაზური სიტყვებია წარმოქმნილი, რის თვალსაჩინო მაგალითს მუშაობის მნიშვნელობის აფხაზური სიტყვა ა-უსუ´რა (მიღებულია ქართული სიტყვის აუსრულა-ს მოდიფიცირებით) და მის საფუძველზე შექმნილი აფხაზური სიტყვები წარმოადგენს, რომლებიც ცხრილ №3.3-ში არის წარმოდგენილი.

ცხრილი №3.3

0x01 graphic

აფხაზური სიტყვების საკმაოდ დიდი ნაწილი კომპოზიტური წარმომავლობისაა, რომლებშიც კომპოზიტებად, ძირითადად, ქართული სიტყვებია გამოყენებული. ასეთი სიტყვები, მათი შესაბამისი ლექსიკონური მნიშვნელობები და მათი შემადგენელი ქართული სიტყვები, მაგალითების სახით, ცხრილ №3.4-ში არის მოყვანილი.

ცხრილი №3.4

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

აფხაზური სიტყვების უმრავლესობა ავტოქტონური წარმომავლობისაა, რომლებიც, ძირითადად, აფხაზური და ქართული სიტყვებისგან შედგენილ კომპოზიტებს წარმოადგენს. ბევრი მათგანი ერთმარცვლიან და ორმარცვლიან ქართულ სიტყვებს შეიცავს თავთავიანთი იდენტური ქართული მნიშვნელობებით. ეს სიტყვებია: არა, არი, კლა, კრა, რია, სვლა, სრა, ქია, ღია, ღრა, ყია, ღრა, ყია, ყრა, შვა, შრა, შლა, ცა, ცვა, ძრა, წვა, წია, წრა, ხია, ხრა და სხვა. ზოგიერთი ამ სიტყვათაგანი რამოდენიმე მნიშვნელობით არის გამოყენებული, რომლებიც, ძირითადად, მის ქართულ მნიშვნელობებს შეესატყვისება (კომპოზიტების შემადგენელი ბევრი აფხაზური სიტყვაც მათ საფუძველზეა წარმოქმნილი). ავტოქტონურ აფხაზურ სიტყვებში გამოყენებულია აგრეთვე აფხაზური ენისათვის დამახასიათებელი აფიქსები, რომელთაგან მრავლობითობის მაწარმოებელი -თა, -თ, -რა და -რ სუფიქსები ქართულშიც ანალოგიური მნიშვნელობით გამოიყენება. ბევრი ავტოქტონური აფხაზური სიტყვა მარტივი წინადადებასავით იკითხება, რომლთა ქვემდებარედ მათი შემადგენელი ძირეული სიტყვა მოისაზრება (ეს ფაქტი კარგად ეხმიანება ენის ელემენტურ თეორიაში განსაზღვრულ სიტყვის რაობას [8, გვ.49]). ასეთი სიტყვები და მათი შესაბამისი ლექსიკონური და ეტიმოლოგიური მნიშვნელობები, მაგალითების სახით, ცხრილ №3.5-ში არის მოყვანილი.

ცხრილი 3.5

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

საინტერესოა აგრეთვე ფიზიკურ შრომასთან დაკავშირებული ზოგიერთი აფხაზური სიტყვის წარმომავლობა. ეს სიტყვებია:

0x01 graphic

რუსულ-აფხაზური ლექსიკონებიდან [14, 15] შერჩეული ზოგიერთი აფხაზური სიტყვის ქართული წარმომავლობის საჩვენებელი მაგალითები ცხრილ №3.6-ის სახით არის წარმოდგენილი. ცხრილის პირველ სვეტში მოყვანილია რუსული სიტყვა, მეორე სვეტში - მისი შესატყვისი აფხაზური სიტყვა, მესამე სვეტში კი - აფხაზური სიტყვის წარმომავლობა.

ცხრილი №3.6

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

მოყვანილი მასალის საფუძველზე ცალსახად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ აფხაზურ ლექსიკაში ქართული სიტყვების საკმაოდ სქელი შრე არის დაფენილი, რაზეც ნიკო მარიც მიუთითებდა.

5.2 § 3.2. აფხაზეთის რეგიონალური სახელების წარმომავლობა.

▲back to top


ანტიკური ცნობებით დიოსკურიასთან, მთებში, ძვ. წ. ა. VI საუკუნეში Κωλοι (კოლები) და Κοραξοι (კორაქსები) ცხოვრობდნენ, რომელთა შესაბამის ქვეყნებს Κωλικη და Κοραξίκη ეწოდებოდათ [16, გვ. 2]. ეს ხალხები ქართულ ისტორიოგრაფიაში აფხაზების ისტორიულ წინაპრებად მოისაზრება.

ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნის ბერძნულ წერილობით წყაროებში თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე Αψιλαι (აპსილები) და Αβασκοι (აბასკები) მოიხსენიება [16, გვ. 222], V საუკუნის ბერძნულ წერილობით წყაროებში კი ეთნიკურ სახელ Αβασκοι-ს პარალელურად მისი ორეულიც Αβασγοι (აბასგები) მოიხსენიება [16, გვ. 276]. მათ შესაბამის ქვეყნებს Αψιλια, Αβασκια და Αβασγια ეწოდებოდათ.

აღნიშნული ეთნიკური სახელები ბევრმა მკვლევარმა ლინგვისტიკურად გაანალიზა და გარკვეული დასკვნები გააკეთა. მათ შორის გამოვყოფდით ნიკო მარისა და თამაზ გამყრელიძის გამოკვლევების შედეგებს.

ნიკო მარის აზრით [17, გვ. 44-52] ზოგიერთ სიტყვაში მ->ნ ბგერათმონაცვლეობა არის განხორციელებული; აფხაზურ ეთნიკურ სახელებში - პ->ბ->ფ ბგერათმონაცვლეობა; ეთნონიმი აბხაზ მას და ბას ძირების შემცველ ქვეყნებისა და ხალხების სახელებისგან მომდინარეობს (მაგალითად ნბტყ, ცბტჯბო); ეთნონიმი აფსუა კი - ფას ძირის შემცველ ქვეყნებისა და ხალხების სახელებისგან (მაგალითად ფასის, ფასიან).

თამაზ გამყრელიძის აზრით [9, გვ. 581-590] ეთნიკური სახელი აბხაზ პირველადია, Αβασκοι - მეორადი; ეთნიკური სახელი აფსუა კი ეთნიკურ სახელს აბხაზ არ უკავშირდება, იგი ეთნიკურ სახელისაგან აბაზა მომდინარეობს.

ჩვენ არ ვაპირებთ ამ დასკვნების კომენტირებას, აღვნიშნავთ მხოლოდ იმ ფაქტს, რომ მათ ავტორებს და ბგერების ურთიერთკავშირი არასწორად ესმოდათ, რის გარეშე სახელების აბსუა, აბაზა, აბასგია და აბხაზია შედარება არადამაჯერებლად მიგვაჩნია.

დასმული საკითხის შესწავლა ჩვენ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხსენიებული ისტორიული ქვეყნების სახელების ანალიზით დავიწყეთ. ზოგიერთი მათგანი მატრიარქალური კატეგორიის სიტყვებს წარმოადგენს (მაგალითად, Αβασκια და Αβασγια), ზოგიერთი კი - პატრიარქალურს (Κωλικη, Κοραξικη და Αψιλια). სრულყოფილი ანალიზისათვის ჩვენ აღნიშნული ტოპონიმების როგორც მატრიარქალურ, ასევე პატრიარქალურ ვარიანტებს გავაანალიზებთ.

ეთნიკური სახელის Kωλοι ძირეულ ნაწილს სიტყვა კოლ წარმოადგენს, რომელიც კუაჰუარუა კომპლექსის სახით აღდგება. ეს კომპლექსი ასტრალურად მზის კურკას ნიშნავს, ეთნოლოგიურად კი ბიჭი ჰარა იქნება [8, გვ. 23]. მისგან ბევრი მნიშვნელოვანი სახელია ნაწარმოები, მათ შორის: კოლა (მდინარე მტკვარის სათავეებში განთავსებული ისტორიული ქართული პროვინციის სახელი); კალა (ქალაქ თბილისის ისტორიული სახელი); კურა (მდინარე მტკვარის ისტორიული სახელი); ქორ (სახლი, სვანურად) და ქურა (გახურებული ქურის ზედა მრგვალი ღია თავი მზის კურკასთან არის მიმსგავსებული).

კოლების ქვეყნის მატრიარქალური კატეგორიის სახელი, საწყის ეტაპზე (მე-2 თავში წარმოდგენილი მასალის მიხედვით), კუაჰუარია კომპლექსის სახით გამოისახებოდა, რომლის მორფოლოგიური გარდაქმნით არსებითი სახელი ქოხი და ტოპონიმები აქაია, ქარია, ქორახია და კოლხია მიიღება. ამ ტოპონიმების შესაბამისი ხალხების ეთნიკური სახელები აქაია, ქარი, ქორახი და კოლხი იქნებოდა. უფრო გვიან, როდესაც ქვეყნის მატრიარქალური სახელის საწარმოებლად -თა სუფიქსი იქნა შემოღებული, მისი აღნიშნულ ეთნიკურ სახელებთან დართვის შედეგად წარმომნილი კომპლექსების გამარტივებით ტოპონიმები აქათი, ქართი, ქორხითა და კოლხიდა იქნა მიღებული შესაბამისად, რომელთაგან კოლების ქვეყნის მატრიარქალური სახელი კოლხიდა იქნებოდა. ეს ტოპონიმები კუაჰუარუაჰიათუა კომპლექსის სახით აღდგება რომლის ერთ-ერთი მნიშვნელობა ბიჭი ჰარათი იქნება (ჰარათი მატრიარქალური კატეგორიის სიტყვების მაწარმოებელი მთავარი ძირია, რომელიც თეოლოგიურად ხვთაჲ-ს ნიშნავს, ასტრალურად - ღვთაება მზე მნათობს, ეთნოლოგიურად კი - ჰარა ხალხის ქვეყანას).

კოლების ქვეყნის პატრიარქალური სახელი Κωλικη (კოლიკე) კოლიკეთი სახით აღდგება, რომელიც ბიჭი ჰერეთი-ს მიშვნელობის კუაჰუარიათა კომპლექსისგან არის ნაწარმოები (ჰერეთი პატრიარქალური სიტყვების ერთ-ერთი მთავარი ძირია, რომელიც თეოლოგიურად ხჳთაჲ-ს ნიშნავს, ასტრალურად - უზენაეს მზე მნათობს, ეთნოლოგიურად კი - ჰერი ხალხის ქვეყანას). ამავე კომპლექსისგან ტოპონიმები კოლხეთი, Εκρακτικη (კოლხეთი-ს შესატყვისი ძველბერძნული სახელი Εκρηκτικη [16, გვ. 241] არასწორადა არის ჩაწერილი), Κυταια (ქალაქ ქუთაისის ძველბერძნული სახელი), კახეთი და ქჲართილ (ქართლი, ოსმალურად [9, გვ. 269]. მისი შესატყვისი ქართული ტოპონიმი ქარითლი იქნება) მიიღება.

კორაქსების ქვეყნის მატრიარქალური სახელი Κοραξια -თა სუფიქსზეა შეკვეცილი, რომლის აღდგენით წარმოქმნილი სრულყოფილი ტოპონიმი კორაქსიათა (Κοραξιαδα, ბერძნულად) ვაჟიშვილი ჰარათი-ს მნიშვნელობის სუაკუაჰუარუაჰიათუა კომპლექსისგან არის ნაწარმოები (სკუა ვაჟიშვილს ნიშნავს მეგრულად). ამავე კომპლექსისგან ტოპონიმები საქართველო, Κολχιδος, ლაზიკათა და კავკასიათ მიიღება, რომელთა ეტიმოლოგიური მნიშვნელობა თეოლოგიურად ვაჟიშვილი ღვთა იქნება, ეთნოლოგიურად კი - ვაჟიშვილი ჰარათი და მამრი (კაცი) კოლხიდა.

კორაქსების ქვეყნის პატრიარქალური სახელი Κοραξικη ტოპონიმ კორაქსეთი-ს შეკვეცილ სახეს წარმოადგენს, რომელიც ვაჟიშვილი ჰერეთი-ს მნიშვნელობის სუაკუაჰიარიათია კომპლექსისგან არის ნაწარმოები. ამავე კომპლექსისგან ტოპონიმები საქაირთვრლო, Λαζικη, კოლხეთისი, Διοσκουροι, ქუთაისი, Σκυθια და Καυκασιτη (კავკასია [16, გვ. 261]) მიიღება, რომელთა მნიშვნელობა ეტიმოლოგიურად ვაჟიშვილი ღთა იქნება, ეთნოლოგიურად კი - ვაჟიშვილი ჰერეთი და მამრი (კაცი) კოლხეთი.

ტოპონიმები Αβασκια და Αβασγια, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთიდაიგივე ქვეყნის ორი განსხვავებული სახელია, რომლის მესამე სახელად ტოპონიმი Αβασχια მოიხსენიება (იგი ეთნიკურ სახელს Αβασχοι [9, გვ. 571] შეესაბამება). ამ ტოპონიმების განმასხვავებელი κ, γ და χ ფონემები მათი ძირეული კი არა, მეორადი, h->κ, ჰ->γ და ჰ->χ გადაბგერებით მიღებული ასონიშნები იქნება ისევე, როგორც ეთნიკური სახელის კოლხი-ს შემადგენელი ბგერა. მათი ძირეული ნაწილი, ტოპონიმ Κοραξια-საგან განსხვავებით, ბგერის ნაცვლად ბგერას შეიცავს, რომლის შესაბამისი ენობრივი ელემენტი ჰბა, კუა ენობრივი ელემენტის მსგავსად, პატარის (ბავშვის, ბიჭის, ვაჟიშვილის) მნიშვნელობის სიტყვებს აწარმოებს (ამის მაგალითებია ვაჟიშვილი-ს მნიშვნელობის აფხაზური სუფიქსი -ба [18, გვ. 403] და ბავშვი-ს მნიშვნელობის აფხაზური სიტყვა ა´-საბი [13], რომელიც, ფაქტიურად, მეგრულ სკუა-ს შეესატყვისება).

ტოპონიმების Αβασκια, Αβασγια და Αβασχια შესაბამისი სრული მატრიარქალური კატეგორიის სახელები, აღნიშნულის გათვალისწინებით, ვაჟიშვილი ჰარათი-ს მნიშვნელობის სუაჰბაჰუარუაჰიათუა კომპლექსისგან ნაწარმოები სიტყვები ჰაბასკიათა, ჰაბასგიათა და ჰაბასხიათა იქნება. ამავე კომპლექსისგან ბევრი მნიშვნელოვანი სახელი არის მიღებული, მათ შორის აბაზგიათა (აბაზგეთი), აბხაზიათა (აბხაზათი), აბაზიათა (აბაზათი), აბაძგია, აბაძაჲ, აბაძახგ, აბსარათი, ბასხათი და Abzoae (აბაზები - პირველ საუკუნეში აზოვისა და კასპიის ზღვებს შორის მოსახლე ხალხების კრებითი ეთნიკური სახელი [19, გვ. 184]). მისგანვე ბავშვი გრუძიას მნიშვნელობის კომპოზიტი ბა გრუძია (საქართველო-ს შესატყვისი ეტიმოლოგიური მნიშვნელობის სახელი გრუძია კი არა გრუძია და გრუზიათა არის), ბავშვი საქართველოს მნშვნელობის კომპოზიტი ბა საქართველო, ბავშვი ხვთის მნიშვნელობის აფხაზური კომპოზიტი ა´-საბი ახდაუ („აფხაზებს ბევრი ღმერთები და ანგელოზები ჰყავთ, ხოლო ჭეშმარიტი ღმერთი კი ერთია და მას ჰქვიან ახდაუ” [20, გვ. Ãე]), ხვთის ბავშვის მნიშვნელობის სიტყვა ხვთაჲსბა, ხვთა ბავშვის კუთვნილის მნიშვნელობის სიტყვა ხვთაჲბას ბავშვების კუთვნილი-ს მნიშვნელობის აფხაზური სახელი ა´-საბითა, ერთ-ერთი დიდი ფრიგიული კაცღმერთის სახელი საბაძიოს და ქართული წარმართული ღმერთის სახელი ლბდცბტჯმბ მიიღება.

ტოპონიმების Αβασκια, Αβασγια და Αβασχια შესაბამისი პატრიარქალური კატეგორიის სახელები ვაჟიშვილი ჰერეთი-ს მნიშვნელობის სუაჰბაჰიარიათია კომპლექსისგან ნაწარმოები ტოპონიმები აბასკეთი, აბასგეთი და აბასხეთი იქნება. ამავე კომპლექსისგან ტოპონიმები აბსილეთი, ბასხეთი, ბასილეთი, აბაზგეთი, აბხაზეთი, აბაზეთი, ბზიფთა (მდინარე ბზიფის სრული სახელი) ბესლეთი, წებელდა და ბერეთისა; ეთნიკური სახელები აბაძეხი, აბაძები, ძიხები, иберцы და სიტყვა ხთაჲბას მიიღება, რომლის მიხედვით, აღნიშნული ტოპონიმების შესაბამისი ტერიტორიები ვაჟიშვილი თა-ს წილხვედრი ქვეყნები იქნება ისევე, როგორც ტოპონიმი აბსარათი არის ვაჟიშვილი ღვთაი-ს წილხვედრი ქვეყანა. მისგანვე ვაჟიშვილი საქაირთველო-ს მნიშვნელობის კომპოზიტი ბა გჳგრძია (საქაირთველო, ოსურად [21]) და ეთნიკური სახელი ძიგები მიიღება (ეთნიკურ სახელს ჯიქები ტოპონიმი აბშილეთი შეესაბამება).

აპსილების ქვეყნის სახელი Αψιλια, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პატრიარქალური კატეგორიის სიტყვა არის, რომელიც ტოპონიმ აპსილეთი-ს შეკვეცით იქნება მიღებული, აპსილეთი კი მოხუცი კაცი ჰერეთი-ს მნიშვნელობის სუაჰპაჰიარიათა კომპლექსისგან არის ნაწარმოები. ამავე კომპლექსისგან ტოპონიმები სასპერეთი, პელასგეთი და Pityus (ბიჭვინთა, ბერძნულად [19, გვ. 179]); კოლხეთის მითოლოგიური მეფის აიეტი-ს ვაჟიშვილის სახელი Αψυρτη, იალბუზის მთაზე მიჯაჭვული ღმერთის სახელი პრომეთეოსი და მათი სვანური ეკვივალენტი ასპათი მიიღება.

ტოპონიმ ასპილეთი-ს შესაბამისი მატრიარქალური კატეგორიის სახელი ასპარათი იქნება, რომელიც მოხუცი კაცი ჰარათი-ს მნიშვნელობის სუაჰპაჰიარიათა კომპლექსისგან არის ნაწარმოები. ამავე კომპლექსისგან ღმერთების სახელები Псатха [22, გვ. 344] და Апсати [23, გვ. 96]; ტოპონიმი პელასგთა და აფხაზური ენისათვის დამახასიათებელი სტრუქტურის მქონე სიტყვები აპსუართა, აპსუარა, აპსუათა, აპსუა, აპსთა, აპსგთა და აპსგ მიიღება. მათგან Псатха (ფსათჰა) ადიღეური პანთეონის ერთ-ერთი დიდი კაცრმერთის სახელია, რომელიც ადამიანის სულებს განაგებს, ბუნებაზე ზემოქმედებს და იალბუზის მწვერვალზე გამართულ ღმერთების წვეულებებს ხელმძღვანელობს; Апсати (აფსათი) სვანური პანთეონის თეთრწვერა მოხუცი კაცღმერთის სახელია, რომელიც კავკასიონის მაღალ მწვერვალზე გამოქვაბულში ცხოვრობს და გარეულ ნადირს და ნადირობას მფარველობს [24, გვ. 90]; სიტყვა აპსგ კი აფხაზური სიტყვის ა´-ფსგ-ს ანალოგია, რომელიც სულს და მიცვალებულს ნიშნავს აფხაზურად [13].

სულს ბერძნულად psyche (პსიქე) ეწოდება, რომელსაც ქართველები ფსიქე-დ მოვიხსენიებთ, რაც არამართებულია. ბგერა უმაღლესის, მოხუცის, მიცვალებულის და დასავლეთის მნიშვნელობის სიტყვებს აწარმოებს [8, გვ. 24], რისი მაგალითებია: პიკი, პაპა, დაიღუპა და запад შესაბამისად. მათ შორის სიტყვა დაიღუპა თვთაჲპა-საგან არის თ->დ გადაბგერებით მიღებული, რითაც მზის დედამიწის ზედაპირზე დაშვება და დაღუპვა არის გამოხატული. მოხუცი მზე, უძველესი კავკასიელი ხალხების წამოდგენით, შავ ზღვაში იღუპებოდა, მისი სული იქ თავისუფლდებოდა სხეულისაგან ამიტომ, სულისა და წყლის სახელებთან ჭაბუკის მნიშვნელობის სიტყვების მაწარმოებელი ბგერა [8, გვ. 24] კი არ იქნებოდა დაკავშირებული, როგორც ეს თანამედროვე აფხაზურ ენაშია წარმოდგენილი, არამედ ბგერა (ზღვებისა და ოკეანეების განმგებელი უმაღლესი ღმერთის სახელი ფოსეიდონი კი არა პოსეიდონი არის, წყლის ღმერთის ძველინდური სახელი კი - Āpas [23, გვ. 91]). ამ ფაქტების გათვალისწინებით ადიღეური და სვანური პანთეონების ღმერთების სახელები ფსჰათა და აფსათი სინამდვილეში პსათჰა და აპსათი იქნებოდა ჯერ ერთი იმიტომ, რომ ორივე მათგანი კავკასიონის უმაღლეს მწვერვალთან იყო დაკავშირებული და კიდევ იმიტომ, რომ პირველი მათგანი სულებს განაგებდა, მეორე კი თეთრწვერა მოხუცი იყო. ბგერის ბგერით მონაცვლეობა, ზემოთ განხილულ სახელებში, შესაძლებელია პჰ//ფ ეკვივალენტობით არის გამოწვეული, რამაც მათი ეტიმოლოგიური აღრევა გამოიწვია. ამ მოსაზრების გასამტკიცებლად დავუბრუნდეთ ისევ სუაჰპაჰუარუათია კომპლექსს და ვაჩვენოთ მისგან და ბგერების შემცველი აღნიშნული ღმერთების სახელების წარმოქმნმის მაგალითები.

სუაჰპაჰუარუათია//სუაჰპაჰუარუათუაჰია->საპაჰარათაჰი->სპაჰართაჰი->პჰსართჰაი->პჰსათჰაი->პსათჰაი//ფსათჰაი->პსათაი//ფსათაი->ასპათი//აფსათი.

მისგანვე ტოპონიმები აპხაზათი, აფხასათი, აპაზგათი, აფასგათი, აფაზათი და მათი შესაბამისი ეთნიკური სახელები აპხაზა, აფხასა, აპაზგ, აფასგ, აფაზა მიიღება.

პჰ->ფ გადაბგერება ქართულ ლექსიკაშიც ფართოდ არის გამოყენებული, მაგალითად, ტოპონიმში ფოთი. ქალაქი ფოთი კავკასიის რეგიონის უკიდურესი დასავლეთი პუნქტია, ამიტომ მისი სახელის საწარმოებლად ბგერა კი არა ბგერა იქნებოდა გამოყენებული. აღნიშნულიდან გამომდინარე ტოპონიმი ფოთი ჰპაჰუარუათია კომპლექსის სახით აღდგება, რომლისგან სახელები პორთი//პორტი, პოთი//პოტი და ფოთი მიიღება. ქალაქი ფოთი ერთ-ერთი უძველესი სანაოსნო პუნქტი იქნებოდა მსოფლიოში, რაზეც აპოლონიოს როდოსელის არგონავტიკა მიგვანიშნებს, ამიტომ არსებითი სახელის პორტი წარმომავლობა რომ მასთან იყოს დაკავშირებული გასაკვირი არ უნდა იყოს.

აღნიშნულის მიხედვით კავკასიის რეგიონის შავიზრვისპირა სექტორის ტოპონიმები და მოსახლეობის ეთნიკური სახელები ბგერის გამოყენებით იქნებოდა ნაწარმოები, რასაც: შავი ზღვის ისტორიული სახელი Ποντο [16, გვ. 264]; ბიჭვინთა-ს ბერძნული სახელები Pityus [19, გვ. 179] და Πιτυουντα [16, გვ. 135]; მდინარე ბზიფი-ს ერთ-ერთი ძველი სახელი კაპპეტი [20, გვ. 310]; აზოვის ზღვისპირა რეგიონის ისტორიული დედაქალაქის სახელი Ποντικαπιον [16, გვ. 133]; სამხრეთაღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მდებარე ისტორიული დასახლებული პუნქტების სახელები ტრაპზონი, პითია, ოპიზა, პარხალი და არსებითი სახელი პიხტა (სოჭი, თანამედროვე ქართულში. პიხტა-ს ბაზაზე უნდა იყოს სახელი Πιτυς - ფიჭვი, ბერძნულად - წარმოქმნილი) ადასტურებენ. ბგერის ბგერით მონაცვლება ჩრდილოეთ აღმოსავლეთ შავიზრვისპირა რეგიონის ონომასტიკაში, შესაძლებელია ქართლის მეფის საურმაგის (III ს. ძ.წ.ა.) მიერ იბერული ტომების აღმოსავლეთ კავკასიონის მთის რეგიონებიდან დასავლეთ კავკასიონის მთის რეგიონებში გადასახლებასთან იყოს დაკავშირებული [25, გვ. 26-37]. ვფიქრობთ, ამ ფაქტს უნდა ასახავდეს I საუკუნის ბერძენი გეოგრაფის სტრაბონის ცნობა: «. . . западные ибери переселились въ местности, лежащიя выше Понта и Колхиды» [16, გვ. 98].

კოლხიდას ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე იბერების ჰეგემონიის დამკვიდრებაზე უნდა მიგვანიშნებდეს ეთნიკური სახელების Αψιλαι-ს Absilae-თ [16, გვ. 179], მალყარი-ს ბალყარი-თ და ტოპონიმების კუმანი-ს კუბანი-თ [26, გვ. 165] და კაპპეტი-ს ბზიბი-თ მონაცვლეობა. Αψιλαι->Absilae მონაცვლეობა აპსილეთი->აბსილეთი მონაცვლეობით იქნებოდა განპირობებული, რაც ´პსუა->ა´ბსუა (Абсуа [26, გვ. 181]) მონაცვლეობის საწინდარი გახდებოდა. ბ->ფ და პ->ფ გადაბგერებებს დასავლეთკავკასიის რეგიონის ონომასტიკაში ჩვენ, იქ ქრისტიანული სარწმუნოების დამკვიდრებას ვუკავშირებთ.

ტოპონიმი აფხაზეთი ახალი წელთარიცხვის VIII საუკუნის მოვლენებთან დაკავშირებით არის ქართულ ისტორიულ ლიტერატურაში პირველად მოხსენიებული (ამ პერიოდში იქნა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ქართული ქრისტიანული ეკლესია დამკვიდრებული). მისი ანალოგი აბხაზეთი ისტორიულ ლიტერატურაში მოხსენიებული არ არის. შესაძლებელია ტოპონიმ აბხაზეთი-ს შეკვეცილ სახეს რუსული ტოპონიმი Абхазия წარმოადგენს (იგი ამ შემთხვევაში ქვეყნის სახელის მაწარმოებელ -та (-თა) სუფიქსზე იქნება შეკვეცილი, რომლის აღდგენით მისი შესატყვისი უფრო სრული სახელი Абхазети წარმოიქმნება).

აფხაზეთის მნიშვნელობის აფხაზური სახელი апсны (Апснν [28, გვ. 183]) უფრო ადრე სახელით Абсне მოიხსენიება [27, გვ. 181], რომელიც, შესაძლებელია, მამა სვანი-ს მნიშვნელობის კომპოზიტ აბ სუანი-ს შერწყმით არის მიღებული (აბსუანი->აბსაანი->აბსანე->აბსნე). ამავე კომპლექსისგან აბხაზეთი-ს მნიშვნელობის აფხაზური სახელი აბსნგ (Абсны) და სიტყვა აბსუანი მიიღება. აბსუანი მრავლობითობის -ნი სუფიქსის გათვალისწინებით აბსუა ხალხის მნიშვნელობის სიტყვა იქნება, რომელსაც ეთნიკური სახელი ´ბსუა შეესაბამება. ჩვენს ამ მოსაზრებას კარგად ეხმიანება სვანების თვითდასახელება მუშუან [29, გვ. 283], რომლის თავსართი მუ მამა-ს ნიშნავს სვანურად, ძირეული ნაწილი შუან [იქვე] - სვანეთი-ს, მუშუან კი მამა სვანეთი იქნება. მუშუან-ის აფხაზური ანალოგი აბშიანგ´ იქნება (შიანგ´-სვანეთი, აფხაზურად), რომლის გამარტივებით სახელები აბშუან და აბშანგ´ მიიღება. მათგან აბშუანი აბშუა ხალხის მნიშვნელობის სახელი არის, რომელსაც ეთნიკური სახელი აბშუა შეესაბამება, აბშნგ´ კი - ტოპონიმ აბსნგ´-ს ანალოგი. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ტოპონიმი შიანგ´ და ბგერებზე არის შეკვეცილი, რომელთა აღდგენითა და ში//შვ და გ//უი შესატყვისობების გათვალისწინებით წარმოქმნილ სიტყვა შვანუიართა-ს გამარტივებით ტოპონიმი შვანარითა მიიღება, მაშინ სიტყვა აბშიანგ´-საგან ტოპონიმი აბშარინთა აღდგება, რომელსაც ეთნიკური სახელი აბშარნი შეესაბამება. ანალოგიური გარდაქმნით ეთნიკურ სახელ აბშუან-ისაგან უ//ვი და ა//აი შესატყვისობების გათვალისწინებით, როგორც ტოპონიმი აბშილნითა და მისი შესაბამისი ეთნიკური სახელი აბშილნი, ასევე ეთნიკური სახელი აბშილეთიან და მისი შესაბამისი ტოპონიმი აბშილეთი მიიღება. მისგანვე ტოპონიმები ბაშიანეთი (ბასიანეთი-ს ანალოგი), ბიჭვინთა, აბშნგეთი და ქართული სიტყვა ბიჭნი მიიღება.

ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიული სახელი მისი ისტორიული მოსახლეობის უდიდესი ღმერთის სახელთან არის დაკავშირებული და რომელია მათ შორის პირველადი სადაო საკითხია (ძნელია ახლა იმის მტკიცება ტოპონიმი ჰართი უფრო ადრე იქნა ჩამოყალიბებული თუ მისი შესაბამისი ღვთის სახელი ჰვთაჲ). უფრო გვიან, როდესაც სამეტყველო ენის განვითარების საკითხს რელიგიური ცენტრები წარმართავდნენ, ამოსავალი უდავოდ ღვთის სახელი იქნებოდა, არა მარტო იმიტომ, რომ იგი უზენაეს არსებას ასახავდა, არამედ იმიტომაც, რომ საკითხისადმი ასეთი მიდგომა უფრო მოსახერხებელი აღმოჩნდა - სახელი ჰვთაჲ-ს ასაკობრივი და სქესობრივი დიფერენციაციებით ღვთის მნიშვნელობის უამრავი სახელი იქნა მიღებული, რომლებიც ქვეყნებისა და ხალხების სახელებს დაედო საფუძვლად. ერთ-ერთ ასეთ სახელს ტოპონიმი აბხაზეთი წარმოადგენს, რომელიც მამრი ბავშვი ხთა-ს მნიშვნელობის სუა ჰბა ხჳთაჲ კომპოზიტის შერწყმითა და მორფოლოგიური გარდაქმნით მიიღება. იგივე კომპოზიტი ხჳთაჲ ჰბა სუა სახითაც ჩაიწერება, რომლისაგან ხჳთაჲ ბავშვის კუთვნილის მნიშვნელობის სიტყვა ხჳთაჲბას მიიღება.

ახლა დავუბრუნდეთ ზემოთ აღნიშნულ ბ->ფ გადაბგერების საკითხს, რომელსაც ჩვენ აბხაზეთის ტერიტორიაზე ქრისტიანული სარწმუნოების დამკვიდრებას ვუკავშირებთ.

სიტყვა ხჳთაჲბა ხჳთაჲ ბავშვის (ბიჭის) მნიშვნელობის სახელია, რომელიც ასაკობრივად იესო ქრისტე-ს არ შეესაბამება იმიტომ, რომ იგი ბავშვი კი არა ჭაბუკი იყო, რომლის დამახასიათებელ ასონიშანს ბგერა წარმოადგენს. ამ ფაქტს ყმაწვილი-ს მნიშვნელობის აფხაზური არსებითი სახელი ´რფგს [13, გვ. 53] და ვაჟიშვილის მნიშვნელობის მეგრული და ოსური სახელები ფსქი (fsqi [4, გვ. 24]) და фырт [30] შესაბამისად ადასტურებენ. იესო ქრისტე სიტყვით ხჳთაჲფა გამოიხატებოდა, მისი კუთვნილის მნიშვნელობის სიტყვა კი - ხჳთაჲფას იქნებოდა, რომლის გარდაქმნით ტოპონიმი აფხაზეთი მიიღება (ბ->გ გადაბგერება, ამ შემთხვევაში, ბიჭი ღმერთის მორწმუნე ხალხის ჭაბუკი ღმერთის მორწმუნე ხალხად მოქცევას ნიშნავს). აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ არსებითი სახელები ´რფგს და ფსქი სუაჰფაჰიარიათია კომპლექსის სახით აღდგება, რომლისგან ტოპონიმები აფსილეთი და აფხაზეთი მიიღება. ამ კონტექსტში საინტერესოა ვაჟკაცი-ს მნიშვნელობის აფხაზური სტყვა -фგრხა´წა და ქართული სიტყვა ფიცხი, რომელებიც ეტიმოლოგიურად ტოპონიმს აფხაზეთი შეესატყვისებიან.

ზოგიერთი ოპონენტი შეიძლება შემოგვედაოს და გვითხრას, რომ არსებითი სახელი აბ მამა-ს ნიშნავს აფხაზურად, ამიტომ ტოპონიმი აბხაზეთი მამა ხთას კუთვნილ ქვეყნად და მამა გჳგრძია (საქაირთველო)-დ შეიძლება იქნას გააზრებული. ამ შემოდავებას მხარ უჭერს სვანური ეთნიკური სახელი მუშუან, რიმლის ეტიმოლოგიური მნიშვნელობა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მამა სვანეთი უნდა იტყოს. ტოპონიმი აფხაზეთი, ამ შემთხვევაში, ვაჟიშვილი ხჳთაჲს კუთვნილი ქვეყნის მნიშვნელობის სახელი იქნება (ა-ფა´ ვაჟიშვილს ნიშნავს აფხაზურად [13]) და ბ->ფ გადაბგერება მამა ხჳთაჲს მორწმუნე ხალხის ვაჟიშვილი ხჳთაჲს მორწმუნე ხალხად მოქცევას ნიშნავს. ამ მოსაზრებით აფხაზური ეთნიკური სახელების ´´ფსუა-სა და აფხაზი-ს შემადგენელ ბგერაში იესო ქრისტე უნდა იგულისხმებოდეს, რასაც აღდგომის მნიშვნელობის აფხაზური სახელი ა´´-მშააფ [13] ადასტურებს (ა´´-მშა დღე, აფხაზურად; აფ კი ა-ფა´´-ს შეკვეცილ ფორმას წარმოადგენს). არსებითი სახელის ა´-მშააფ ეტიმოლოგიური მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში, ვაჟიშვილის დღე იქნება, რეალური მნიშვნელობა კი იესო ქრისტეს ამაღლების დღე არის, ამიტომ მის შემადგენელ ბგერაში ძე ღმერთი უნდა იგულისხმებოდეს. ამ მოსაზრებას კარგად ეხმიანება აღდგომის მნიშვნელობის მეგრული სახელი თანუაფა, რომელიც კომპოზიტის თანუა (თენე-ბა) ფა შერწყმით არის მიღებული და რეალურად ქრისტესთვის ღამის თევას ნიშნავს. აქვე გვინდა მოვიყვანოთ ქალაქ ბიჭვინთა-ს ერთ-ერთი ძველი სახელი Σωτηροπολις [31, გვ.7], რომლის შესახებ ნათქვამია: «Оченъ можетъ быть, что храмъ въ Пицунде былъ посвященъ Христу Спасителю, и отъ этого городъ сталъ называться Сотирополь, въ буквальномъ переводе Спасителеградъ» [31, გვ.14].

ანალოგიური გზით უნდა იყოს ტოპონიმი ტფილისი-ც წარმოქმნილი, რასაც V საუკუნის ქართლის მეფეს ვახტანგ გორგასალს მიაწერენ. ვახტანგ გორგასალი, თავისი რელიგიური მრწამსითა და სახელმწიფო მოღვაწეობით, ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული მეფე იყო ისტორიული საქართველოსი, ამიტომ მის მიერ დაფუძნებული ქართლის ახალი სატახტო ქალაქის სახელი რომ ოესო ქრისტესთან იყოს დაკავშირებული გასაკვირი არ უნდა იყოს. იმდროინდელი ქართლის სატახტო ქალაქის სახელი მცხეთა მამა ხჳთაჲს კუთვნილი-ს მნიშვნელობის სიტყვა არის (ხჳთაჲმას->მცხეთა), ტოპონიმი ტფილისი კი - ვაჟიშვილი ჰჳრთაჲს კუთვნილი-ს მნიშვნელობის (ჰჳრთაჲფასი->თფირისი//ტფილისი სახელ ჰჳრთაჲ-საგან არის სახელები ჳრთაჲ, ჳრთაჲ, ჳთაჲ და ჳთაჲ მიღებული). ამ კონტექსტში საინტერესოა ქართული სიტყვა ფიცი რომელიც ეტიმოლოგიურად უფალი ღმერთის მნიშვნელობის სახელს ჳთაჲფას და ტოპონიმებს აფხაზეთი და თფილისი შეესატყვისება.

5.3 § 3. 3 თანამედროვე აფხაზების ეთნიკური წარმომავლობის შესახებ

▲back to top


აფხაზები თავიანთ წარმომავლობას ძველი წ. ა. XII საუკუნის ასურულ წერილობით წყაროებში მოხსენიებულ სამხრეთაღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მცხოვრებ ხალხს აბშელა-ს [32, გვ.84-85] უკავშირებენ და მიიჩნევენ, რომ მათი ერთ-ერთი ეთნიკური სახელი апшил (აფშილი) აბშელა-ს მოდიფიცირებულ ფორმას წარმოადგენს. ამ მოსაზრებას კარგად ეხმიანება ისტორიული ცხუმი-ს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პროვინციის ქართული სახელი აფშილეთი, რომელიც საქართველოში მურვან ყრუს ლაშქრობის ამსახველ ქართულ მატიანეშია მოხსენიებული [25, გვ.235].

აფშილეთი-ს მოსახლეობა I საუკუნის ერთ-ერთ ბერძნულ ლიტერატურულ წყაროში სახელით Absilai (აბსილები) მოიხსენიება [16, გვ.179]. ეს სახელი სინამდვილეში, აბშილები-ს სახით უნდა იქნას წაკითხული (ბერძნულ დამწერლობას ბგერა არ გააჩნდა და ბგერას იყენებდა მის მაგივრად), რაც Absilai-სა და აბშელა-ს შორის გენეტიკური კავშირის არსებობის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ასეთი კავშირის არსებობაზე, როგორც ღმერთის მნიშვნელობის აფხაზური სახელი Анчва [33, გვ.27], ასევე მნიშვნელოვანი აფხაზური ტოპონიმები და გვარისსახელები მიგვანიშნებენ, რომლებიც, ძირითადად, თ ბგერას შეიცავენ, ზოგიერთი მათგანი ცხადად, ზოგიერთი კი - ჟ, ჩ, ჭ, ჯ აფრიკატების სახით.

აბშელა ქაშქების ქვეყნის შემადგენელი ერთ-ერთი ტომის სახელი იყო, რომლის სინონიმად აბეშლაია მოიხსენიება [34]. აღნიშნული ქვეყანა მდინარე ჰალისის სათავეებში მდებარეობდა, რომელსაც ჩრდილოაღმოსავლეთიდან ძველი ქართული პროვინცია დიაუეხი ესაზღვრებოდა. ქაშქების ქვეყნის სახელი, ეთნონიმ ქაშქი-დან გამომდინარე, სიტყვებით ქაშქითა (მატრიარქალური კატეგორიის) და ქაშქეთი (პატრიარქალური კატეგორიის) გამოიხატება, რომლებიც შუაკუაჰუარუათია და შუაკუაჰიარიათია კომპლექსების სახით აღდგება შესაბამისად. პირველი მაგანისაგან ტოპონიმები ქურჯგ (საქართველო, ადიღეურად [35, გვ.20]), შაქართველო, Euskald (ბასკების ქვეყნის მატრიარქალური კატეგორიის სახელი) და კორაქშიათა (შესაძლებელია ბერძნული Κοραξια სინამდვილეში კორაქში იყო) მიიღება, მეორისაგან კი - ტოპონიმები °გრჯგ (საქართველო, ადიღეურად [9, გვ.320]), ჯიქეთი, ქაჯეთი, კლარჯეთი (და არა კლარჯეთი), Euskadi (ბასკების ქვეყნის თანამედროვე ბასკური სახელი) და კორაქშეთი. საკუთრივ სახელი ქაშქი შუაკუაჰუარუაჰია კომპლექსის სახით აღდგება, რომლისგან ტოპონიმი ქურჟია და ეთნონიმი ქურჟი მიიღება (ეს სახელებიც საქართველოსა და ქართველის მნიშვნელობის სიტყვებს წარმოადგენენ შესაბამისად).

ეთნიკური სახელი აბშელა შესაძლებელია მატრიარქალური კატეგორიის სიტყვა არის, რომლის შესაბამისი ტოპონიმი ბცფთმბUბ! თვბიცბივბსვბUჯბ კომპლექსის სახით აღდგება. ამ კომპლექსისგან ტოპონიმები აბშარათი, აბჟუარათი, ბაშლათი, შატბერდი (სავანე, ისტორიულ კლარჯეთში), ბერდუჯი (მდინარე, ისტორიულ ქართლში. თანამედროვე დებედა [20, გვ.40], სომხეთში); ეთნონიმები აბშგუა, აბჟგუა, აბშარ, აბშუა, აბჟუა, აბაშ და კომპოზიტები აბ ჯორჯია (მამა ჯორჯია) და ბა ჯორჯია (მამა ჯორჯია, ბავშვი ჯორჯია და ახლოაღმოსავლეთ ჯორჯია) მიიღება. ეთნიკური სახელი აბშელა შესაძლებელია მისი სინონიმის აბეშლაია-ს შეკვეცილ სახეს წარმოადგენს. მაშინ იგი უსათუოდ პატრიარქალური კატეგორიის სიტყვა იქნება, რომლის შესაბამისი ტოპონიმი აბეშლაიათა (აბეშლაეთი) შაუჰბაჰიარიათია კომპლექსის სახით აღდგება. ამ კომპლექსისგან ტოპონიმები აბაშეთი, აბშილეთი, აბაჯეხთა, ჯიხებთა ეთნონიმი ჯიქები და კომპოზიტები აბ ჯიორჯია (მამა ჯიორიჯია), ბა ჯიორჯია (მამა ჯიორიჯია, ბავშვი ჯიორიჯია და ახლოაღმოსავლეთ ჯიორიჯია) მიიღება.

ღმერთის აფხაზური სახელი, ლიტერატურულ წყაროებში, სიტყვით анцеа გამოიხატება, რომელსაც, ძირითადად, ანცვა´-დ კითხულობენ, მაგრამ არსებობს მისი განსხვავებული წაკითხვებიც, მაგალითად Анчва [33, გვ.27] და ანჩვა´ [36, გვ.156]. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელი анцеа-ს წარმომავლობა დღემდე დაუდგენელია და არც მისი მნიშვნელობაა განსაზღვრული. მაგალითად, ნიკოლოზ ჯანაშია სახელს анцеа დედა ღვთაებების მნიშვნელობის სიტყვად მოისაზრებდა, სახელს анацеа კი მამა ღვთაების მნიშვნელობის სიტყვად [37, გვ.23].

სახელი ანცვა´, ენის ელემენტური თეორიის მიხედვით, სუაჰმაჰუარუათუაჰია კომპლექსის სახით აღდგება, რომლის მორფოლოგიური გარდაქმნით ტოპონიმები საქართველონი და Гурзианта; ქართული სახელები საღმრთე, მაცხოვარი, არმაძი, მამაკაცი და აფხაზური კომპოზიტები ა´-მრა ანცვა´ (ა´-მრა - მზე [13]), ა´-მრა ა-ხა´წა (ა-ხა´წა - კაცი [იქვე]) და ან ა-ხა´წა (ან - დედა [იქვე]) მიიღება.

სახელი ანჩვა´ შუაჰმაჰუარუათუაჰია კომპლექსის სახით აღდგება, რომლის გარდაქმნით ეთნონიმები გურჯნი და ჯორჯიან; წარმართული ღმერთის სახელი ითრუჯან [25, გვ.106-107]; ქართული კომპოზიტები და სიტყვები მამა აჭარაი, ნანა აჭარაი, ჰანი აჭარა, მამა რაჭაი, ნანა რაჭაი, ანჩა ხატი, ჰანი ჩურა, ანჭარაჲ, რაჭანი, ჭანკი, ჭანი, ოჩანი (ოჩანი ზარმაცის კი არა დედალის მნიშვნელობის სიტყვა არის) და აფხაზური კომპოზიტები ა´-მრა ა´-აჩაშა (áчша - самка [28, გვ.190]) და ან ა´-აჩაშა მიიღება.

წარმოდგენილი მასალიდან ჩანს, რომ სახელი ანცვა კაცღმერთი-ს მნიშვნელობის სიტყვა არის, სახელი ანჩვა´ კი - ქალღმერთი-ს მნიშვნელობის სიტყვა.

ზემოთ მოხსენიებული სახელი ჰანი, სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, მამა დედათ მშობელს (ისტორიულ მშობელს, წინაპარს) ნიშნავს, რასაც მისი სომხური მნიშვნელობაც ადასტურებს. მას ხშირად იყენებენ საუბარში ჯავახლები და ზემო აჭარლები გაკვირვებისა და ძიების გამოსახატავად. ჰანი-ს შეკვეცილი სახე ჰან ჩვენი დედა-ს ნიშნავს აფხაზურად, ჰანი-ს მოდიფიცირებული სახე ныха კი - წმინდანი-სა და ხატი-ს მნიშვნელობის აფხაზურ სიტყვას წარმოადგენს. ჰანი-ს ეს მნიშვნელობები კარგად ეხმიანება ტოპონიმ ანაკოფია-ს წარმომავლობას, რომელიც კომპოზიტ ჰანაი კოფა-ს შერწყმით უნდა იყოს მიღებული [38] და დედაღვთაების თავს (ხატს) ნიშნავდეს (ისტორიული ცნობებით ღვთისმშობლის ხატი ანაკოფიაში, ივერიის მთის თხემზე არსებულ ეკლესიაში იყო განსვენებული [25, გვ.235]). თვით სახელი ჰანი ჰმაჰუარუაჰია კომპლექსის სახით აღდგება, რომლისგან უამრავი მნიშვნელოვანი სახელია ნაწარმოები, მათ შორის: ეთნიკური სახელები მარი; იმარ; რანნი; ღვთის მშობლის სახელები მარია და მარიამ; ქართული სიტყვები მამრი, მამაჲ და დედის მნიშვნელობის სახელები: маманя, мамай, ნანაი და ნანაჲ (აქ მოყვანილ სახელებს, ისევე როგორც სახელს ჰანი, სქესი არ გააჩნიათ, პირობითად აქვთ მათ მამრი-სა და მდედრი-ს გამომხატველი მნიშვნელობები მინიჭებული). აღნიშნულის მიხედვით ზემოთ მოყვანილი კომპოზიტი ჰანი ჩურა მითოლოგიური დედის მნიშვნელობის სახელი იქნება, რომლის შეკვეცილ ფორმებს სახელები ანჩვა´ და ანჩა (ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ისტორიულ ჭანეთში) წარმოადგენენ.

აფხაზური ტოპონიმების აბსოლუტური უმრავლესობა ბგერის გამოყენებით არის წარმოქმნილი, მათ შორის მთების სახელებიც ანჩხა და აფიანჩა, რომლებიც ანჩვა´-ს ბაზაზე უნდა იყოს მიღებული (მნიშვნელოვანი მთები ძველ დროში ღმერთებთან იყო გაიგივებული).

ანალოგიურ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე აფხაზურ გვარისსახელებშიც, რომელთა შორის ცნობილი სამი გვარი ანჩაბაძე, ჭანბა და შერვაშიძე გვინდა გავაანალიზოთ.

ანჩაბაძე გადაქართულებული აფხაზური გვარი ანჩაბა იქნება, რომელიც ანჩას ვაჟიშვილი-ს მნიშვნელობის სიტყვა უნდა იყოს (სუფიქსი -ба, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვაჟიშვილის მნიშვნელობის სიტყვებს აწარმოებს აფხაზურში [18, გვ.403]).

ჭანბა ჭანის ვაჟიშვილი-ს მნიშვნელობის სიტყვა იქნება, რომელიც ჩაჰანბა სახით აღდგება და მისი გამარტივებით სახელი ანჩაბა მიიღება (შესაძლებელია სახელი ჭანი-ს მოდიფიცირებით არის სახელი ანჩა მიღებული).

შერვაშიძე ჩვენ შერვაშიჯე-ს მოდიფიცირებულ ფორმად მიგვაჩნია, რომელიც შუაჰიარიათია კომპლექსის სახით აღდგება. ამ კომპლექსისგან ბევრი მნიშვნელოვანი სახელია ნაწარმოები, მათ შორის ჯგირაგე, ჯეგე (გიორგი-ს მნიშვნელობის სახელებია), ჯიორჯია და ჯიქი მისგანვეა მეგრული გვარები ჯიქია და ჯეჯელავა მიღებული.

აქ მოყვანილი მასალით ჩვენ არ ვაპირებთ იმის მტკიცებას, თითქისდა ბგერის შემცველი სიტყვების რაოდენობა მცირე იყოს აფხაზურ ლექსიკაში. მეგრულიც შიშინა ენად ითვლება ( ბგერის გამოყენებით არის მისი ლექსიკის დიდი ნაწილი შექმნილი), მაგრამ ბევრია მასშიც ბგერის შემცველი სიტყვები, ქართული კი პირიქით - სისინა ენად ითვლება და მასშიც ბევრია ბგერის შემცველი სიტყვები. და ბგერების შემცველი სიტყვების ურთიერთ დაპირისპირება, ფაქტიურად, სქესობრივ დაპირისპირებას წარმოადგენს, რომელიც ზოგ შემთხვევაში რელიგიურ დაპირისპირებად გვევლინება, მაგალითად: ითრუჯან - არმაზი(თა), შიიტ - სუნიტ; ზოგ შემთხვევაში კი - ეთნიკურ დაპირისპირებად, მაგალითად: ჭანი - ზანი [38, გვ.19], ჩაღმა - წოვა (თუშები). ასეთი დაპირისპირება ისტორიულ აფხაზეთშიც იყო აბშილეთი-სა და აბაზგეთი-ს შორის, რასაც მათი შესაბამისი ღმერთების სახელების ანჩვა´-სა და ანცვა´-ს ერთდროული ფუნქციონირება ადასტურებს.

აფხაზური ტომების კრებითი სახელი азега [27, გვ.180] ტოპონიმ აზეგათა-საგან უნდა მომდინარეობდეს, რომელიც კაცი ქართი-ს მნიშვნელობის სუაჰუარუათუაჰია კომპლექსის სახით აღდგება. ამ კომპლექსისგან ბევრი მნიშვნელოვანი სახელია ნაწარმოები, მათ შორის ტოპონიმები საქართველო, გურძია, გურზიათა, Λαζια [40, გვ.41], ლაზიათია, азыхута, აძგგა, დურძუკი და კავკასიათა. მათი გათვალისწინებით აზეგა, ლაზია და გრუზია ერთიდაიგივე ეტიმოლოგიური მნიშვნელობის ეთნიკური სახელები იქნება, რომელთაგან გურზია, ფონემური შემადგენლობითა და სტრუქტურული ფორმით, პირველადი სახელი უნდა იყოს, აზეგა და ლაზია კი უფრო გვიან ნაწარმოები.

აფხაზური ტომების კრებითი სახელები იყო აგრეთვე Абадзэ და Абаза [41, გვ.7]. მათგან სახელი Абадзэ კომპოზიტ აბ აზეგთა-ს შერწყმით უნდა იყოს მიღებული აბ აზეგთა->აბათაზაგე->აბათაზაჰე->აბათზჰე->აბადზე), რომელიც მამა აზეგათა-ს (მამა აზეგა ხალხის ქვეყანა-ს) ნიშნავს (გარდაქმნის მეორე საფეხურისგან ტოპონიმი აბაზგიათა მიიღება, რომელიც აბაზგი ხალხის ქვეყანა-ს ნიშნავს), სახელი Абаза კი - კომპოზიტ აბ აზეგა-ს შერწყმით (აბ აზეგა->აბაზიაგა ->აბაზაგია->აბაზაჰია->აბაზაჲ->აბაზა), რომელიც მამა აზეგა-ს ნიშნავს (გარდაქმნის მეორე საფეხურისგან სახელი აბაზგია წარმოიქმნება, რომლის ეკვივალენტად ბერძნული Αβασγια არის მიჩნეული, გარდაქმნის მეოთხე საფეხურისგან კი - ტოპონიმი აბხაზია->აბაზაჰია->აბაზჰია->აბაზხია->აბხაზია).

ჩრდილოეთკავკასიელი აფხაზების ჩერქეზული სახელი Басхνгّ (Басхыря) [28, გვ.72] და აფხაზების უბიხური სახელი Басхыг (Басхыя) [42, გვ.353] ტოპონიმებისაგან ბასხათი (მატრიარქალური კატეგორიის) ან ბასხეთი (პატრიარქალური კატეგორიის) უნდა მომდინარეობდეს. ჩვენ ორივე მათგანს განვიხილავთ.

ტოპონიმი ბასხათი ჰბასუაჰუარუათია კომპლექსის სახით აღდგება, რომლისგან, როგორც წინა პარაგრაფში აღვნიშნეთ, ბევრი მნიშვნელოვანი სახელია ნაწარმოები, მათ შორის: ბასხათი, Αβασγιαδα, ბაცბი, აბხაზიათა, ზაბახაეთა, ხიზაბავრათა და აბაძახგ. მისგანვე კომპოზიტები ჰბასუა ჰუარუათია და ჰბა სუაჰუარუათია წარმოიქმნება. პირველი მათგანის გარდაქმნით კომპოზიტი ბასუა (აბსუა) ჰართი (ქართი) მიღება, რომლის მნიშვნელობა მამა კაცი ქართი იქნება (ამ შემთხვევაში ბა ბაბა-ს შეკვეცილ სახედ არის მიჩნეული, რომელიც მამა-ს ნიშნავს ლაზურად), მეორის გარდაქმნით კი კომპოზიტი ბა საქართველო მიიღება, რომლის მნიშვნელობა მამა საქართველო, ბავშვი საქართველო და ახლოაღმოსავლეთ საქართველო იქნება ( ბგერა ასაკის შემთხვევაში ბავშვის მნიშვნელობას ანიჭებს მის შემცველ სიტყვას, მდებარეობის შემთხვევაში კი - ახლოაღმოსავლეთის მნიშვნელობას [იხ. §1, 2.]).

ტოპონიმი ბასხეთი ჰბასუაჰიარიათია კომპლექსის სახით აღდგება, რომლისგან, როგორც წინა პარაგრაფში აღვნიშნეთ, ბევრი მნიშვნელოვანი სახელია ნაწარმოები, მათ შორის ტოპონიმები ბასხეთი, ბზიბთა, აბასხეთი, აბხაზეთი და ეთნონიმი აბაძეხი მისგანვე კომპოზიტები ჰბასუა ჰიარიათა ჰბა სუაჰიარიათია წარმოიქმნება. პირველი მათგანის გარდაქმნით კომპოზიტი ბასუა (აბსუა) ჰერეთი (ქარითლი) მიიღება, რომლის მნიშვნელობა მამა კაცი ჰერეთი (ქარითლი) იქნება, მეორის გარდაქმნით კი - კომპოზიტი ბა საქაირთველო, რომლის მნიშვნელობა მამა საქაირთველო, ბავშვი საქაირთველო და ახლოაღმოსავლეთ საქაირთველო იქნება.

გარდა ამისა, ტოპონიმები ბასხათი და ბასხეთი ტოპონიმების მასხათი-სა და მასხეთი (მესხეთი, მზიმთა)-ს ანალოგია, რომლებსაც ეთნიკური სახელები მასხი და მესხი შეესაბამებათ. ამ უკანასკნელების გათვალისწინებით ტოპონიმს ბასხათი ეთნიკური სახელი ბასხი უნდა შეესაბამებოდეს, ტოპონიმს ბასხეთი კი - ბესხი. მათგან ბასხი აბასხი-ს, აბაზაი-ს, Abzoae-სა და обез-ის (ასე მოიხსენიებოდა XII-XVI საუკუნეების რუსულ ლიტერატურულ წყაროებში ქართველი [9, გვ.286]) შესატყვისი ეტიმოლოგიური მნიშვნელობის სახელია, ბესხი კი - эбзе-სი (ასე ეძახიან ყაბარდოელები და ბალყარლები სვანებს [9, გვ.466]).

დავუბრუნდეთ ისევ ეთნიკურ სახელს Басхνг, რომლის წარმომავლობა, ისტორიულ ლიტერატურაში, თანამედროვე ბაქსანის ხეობას უკავშირდება [27, გვ.181]. ეს ხეობა ქართულ ისტორიულ ლიტერატურაში სახელით ბასიანი მოიხსენიება. სიტყვა ბასიანი ფონემური შემადგენლობითა და სტრუქტურული ფორმით ეთნიკური სახელია, რომელსაც ტოპონიმი ბასიანეთი შეესაბამება. ბასიანეთი პატრიარქალური კატეგორიის სიტყვა არის. იგი ბასჰიარნეთი და ბასჰიარნეჰეთა კომპლექსების სახით აღდგება, რომელთა გარდაქმნით მნიშვნელოვანი ტოპონიმები და ეთნონიმები მიიღება, მათ შორის: ბასილეთიან (ბასილეთი, ბასილი); აბისლნთა (აბსილნი, აბსილი) აბსილეთიან (აბსილეთი, აბსილი) ბასხირღიანთა (ბასხირღ); ბასკეთიან (ბასკეთი, ბასკი); ბასხეთიან (ბასხეთი, ბასხი); აბხაზეთიან (აბხაზეთი, აბხაზია, აბხაზი); აბაზგეთიან (აბაზგეთი, აბაზგია, აბაზგი); აბაზიანთა (აბაზინ, აბაზაი) და აბაძეხნთა (აბაძეხნი, აბაძეხი). მათგანვე ტოპონიმი ბაუსინეთი მიიღება, რომლის შესაბამისი ეთნიკური სახელი ბაუსინ ბასკების ერთ-ერთ თვითდასახელებას წარმოადგენს („ბასკები თავიანთ თავს „ბაუშინ“ უწოდებენ“ [24, გვ.100]. ბგერა ბასკურში ბგერის ჟრერადობით გამოითქმის, ბასკური ენა კი, ცნობილი ბასკოლოგის იან ბრაუნის განცხადებით, მხოლოდ ძველ ქართულ ენასთან ამჟღავნებს ახლო გენეტიკურ კავშირს).

ეთნიკური სახელების ´აფსუა-სა და აფხაზი-ს ურთიერთობასთან დაკავშირებით საინტერესო ფაქტს სვანური პანთეონის გარეულ ნადირთა და ნადირობის ღმერთის ორი განსხვავებული სახელი აფსათ და აფხზათ [43, გვ.68] წარმოადგენს, რომლებიც ფონემური შემადგენლობითა და სტრუქტურული ფორმით ტოპონიმებს აფსარათა და აფხაზათი უკავშირდება. ეს სახელები არა მარტო სემანტიკურად, არამედ ეტიმოლოგიურადაც ერთიდაიგივე მნიშვნელობის სიტყვებია და თანაც აფსათ-ი აფხაზათ-ის შეკვეცილ სახეს წარმოადგენს (სახელი აფხზათ აფჰსჰათ სახით აღდგება, რომლის ბგერაზე შეკვეცით სახელი აფსათ მიიღება). აღნიშნული კაცღმერთი, ლიტერატურულ წყაროებში, სახელით აფსათი მოიხსენიება, რომლის შემადგენელი ბგერა, ჩვენი მტკიცებით, -> გადაბგერებით არის მიღებული. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ზემოთ აღნიშნული ღმერთების სახელები აფსათ და აფხზათ აპსათი და აპხზათი სახით აღდგება, რომლებსაც ქვეყნების სახელები აპსარათი (აპსგუართა) და აპხაზარათი (პელასხთა) შეესაბამებათ. ამ ქვეყნების შესაბამისი ხალხების ეთნიკური სახელები აპსარი (აპსგუა) და აპხაზი (პელასხ) იქნებოდა, რომელთა შორეული წინაპრები ერთი წარმომავლობის, კერძოდ კოპალე ღმერთის თაყვანისმცემელი, ხალხი უნდა ყოფილიყო (კოპალე ღმერთს მორიგე ღმერთმა სასროლეთი შავი ზღვის პირას მიუჩინა [44, გვ.167]). ეს ხალხი დროთა განმავლობაში მრავლდებოდა, ტომობრივ დიფერენციაციას განიცდიდა და მისი ჭარბი მოსახლეობა დედამიწის სხვადასხვა რეგიონებში სახლდებოდა, რაზეც მათი ისტორიული ეთნიკური სახელების დამახასიათებელი ასონიშანი მიუთითებს, მაგალითად შოტლანდიელების წინაპრების ეთნიკურ სახელში Pichti, რომელიც ეტიმოლოგიურად ტოპონიმ პითია-სა და ღმერთის სახელს პრომეთე უკავშირდება. ამ გზით წარმოქმნილი ეთნიკური სახელები აპსარი (შორეულდასავლეთ კავკასიონის მთის რეგიონების მოსახლის სახელი) და აპაზგი (პელასგ) (კავკასიის შავიზღვისპირა რეგიონნების მოსახლის სახელი), ზემოთ აღნიშნული პ->ბ გადაბგერებით, აბსარი-სა და აბაზგი-ს სახელებით გამოვიდა შესაბამისად ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისის ისტორიულ სარბიელზე.

ყველა სამეტყველო ენა დროთა განმავლობაში მეტ-ნაკლებად ვითარდებოდა - მათი გრამატიკა ახალი მიმართებებით მდიდრდებოდა, ლექსიკური ფონდი კი - ახალი სიტყვებით. ენათა განვითარების პროცესს ხალხებს შორის არსებული კომუნიკაციების საშუალებები (დაქირავებული შრომა, ვაჭრობა და ომები) ხელს უწყობდა. ამ მხრივ ბარისა და მთის რეგიონები განსხვავებულ პირობებში აღმოჩნდა. ბარში, სადაც აღნიშნული კომუნიკაციები ადვილად ხორციელდებოდა, ენის განვითარება შედარებით სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა, მთაში კი პირიქით - რაც უფრო მეტად იყო მთის რეგიონი გარე სამყაროსგან მოწყვეტილი, მით უფრო ნაკლებად ვითარდებოდა მისი მოსახლეობის სამეტყველო ენა. ამ ფაქტის შედეგები დღევანდელ საქართველოშიც შეინიშნება, მისი მთის რეგიონების მოსახლეობის სამეტყველო ენებს ძველი - მატრიარქალური ელფერი გადაჰკრავს, ბარის რეგიონების მოსახლეობის სამეტყველო ენებს კი შედარებით ახალი - პატრიარქალური ელფერი. ყველაზე არქაული მათ შორის სვანური ენა არის, რომლის შესაბამისი მოსახლეობის განსახლების ძირითადი კერა, - მდინარე ენგურის ხეობის მთის რეგიონი - როგორც მტრისთვის, ასევე მოყვარისათვის შეუღწევადი იყო.

ანალოგიურ პირობებში იმყოფებოდა მდინარე ბზიფის ხეობის მთის რეგიონის ფსხუს ისტორიული მოსახლეობაც, რომლებსაც სტრაბონი სვანებად მოიხსენიებს [16, გვ.138] (ისტორიული სვანები მთელ კავკასიონის ქედზე იყვნენ განსახლებულნი, რაზეც მათი შესაბამისი ღმერთების სახელები: ღერბეთი - ახლოაღმოსავლეთ კავკასიონის სვანების, ღერმეთ - ახლოდასავლეთ კავკასიონის სვანების და აპსათი - შორეულდასავლეთ კავკასიონის სვანების, მიგვანიშნებენ. მათი განსახლების არეალი კავკასიონის ქედის როგორც სამხრეთ, ასევე ჩრდილოეთ მთის რეგიონებს მოიცავდა, მათ შორის ფსხუ-ს მიმდებარე ჩრდილოეთკავკასიის რეგიონსაც, რომლის სახელი ახჩიფსხოი ეტიმოლოგიურად ტოპონიმს აფშილეთი შეესატყვისება). ბზიფისა და ენგურის ხეობების სვანები კოდორის ხეობაში გამავალმა ისტორიულმა სავაჭრო გზამ საბოლოოდ გათიშა ერთმანეთისაგან. ამ გზას ქალაქ დიოსკურია-ს მმართველი ელიტა, სავაჭრო ქარავნების დაყაჩაღებისაგან დაცვის მიზნით, აუცილებლად გააკონტროლებდა - არასანდო ადგილობრივ მოსახლეობას ხეობიდან გააძევებდა, ენგურისა და ბზიფის ხეობებთან დამაკავშირებელ უღელტეხილებს კი საგულდაგულოდ ჩაკეტავდა. აღნიშნულის გამო ფსხუს არც თუ ისე დიდი რეგიონი კიდევ უფრო მოწყვეტილი აღმოჩნდებოდა გარე სამყაროსგან და მისი მოსახლეობის სამეტყველო ენა ვერანაირად ვერ განვითარდებოდა.

უწინ, სამეტყველო ენის საკითხებით, ძირითადად, რელიგიური ცენტრები იყო დაკავებული. ასეთი ცენტრები, ისტორიულ საქართველოს მცხეთა, ქუთაისი, არტანუჯი და პიტიუნდი (ბიჭვინთა) იქნებოდა. თანამედროვე ქართული ენის ლექსიკური ფონდის დიდი ნაწილი ამ ცენტრებში იქნება ჩამოყალიბებული, რომელთა მიმდებარე რეგიონების მოსახლეობა, მათ შორის აბაზგეთი-საც, ქართულენოვანი იქნებოდა (სიტყვამ ქართული ზოგიერთი მკითხველი რომ არ გააღიზიანოს, გვინდა მათ შევახსენოთ, რომ ყველა ისტორიული ქვეყნის მატრიარქალური კატეგორიის სახელის მაწარმოებელ ძირს ჰუარუათია კომპლექსი წარმოადგენს, რომლის გარდაქმნით მიღებული სიტყვა ჰარათი და ჰართი ქართი-სა და ქართლი-ს ეკვივალენტია). ამ მოსაზრებას, როგორც წინა პარაგრაფში წარმოდგენილი ჩვენი გამოკვლევების შედეგები, ასევე არნოლდ ჩიქობავასა [45, გვ.166] და ქეთევან ლომთათიძის [46, გვ.137-139] ლინგვისტიკური გამოკვლევების შედეგებიც ადასტურებენ.

თანამედროვე აფხაზური ენა, აფხაზი მეცნიერების მტკიცებით, აფსარების ენის საფუძველზეა შექმნილი, რომელთა განსახლების ერთ-ერთი კომპაქტური რეგიონი ფსხუ იყო. ფსხუ თანამედროვე გუდაუთის რაიონის (ისტორიული აბაზგეთის) მიმდებარე მთის რეგიონს წარმოადგენს, რომელთანაც იგი მდინარე ´აფსთა-ს ხეობაში გამავალი საცალფეხო გზით არის დაკავშირებული. აფხაზების ისტორიული წინაპრები, ერთერთი აფხაზური თქმულების მიხედვით [42, გვ.169], ფსხუს რეგიონიდან არიან შავიზღვისპირა რეგიონში ჩამოსახლებული. მიუხედავათ იმისა, რომ ფსხუს რეგიონის მოსახლეობა, ბუნებრივი პირობების გამო, მოწყვეტილი იყო შავიზღვისპირა რეგიონის მოსახლეობისგან, აუცილებელი ცხოვრებისეული მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით ისინი მაინც ახერხებდნენ მათთან ურთიერთობას, რასაც თანამედროვე აფხაზური და ქართული ენების ლექსიკური შეხვედრები ადასტურებს.

აფხაზეთის შავიზღვისპირა რეგიონების მოსახლეობა (მათ შორის აბაზგეთი-საც) II საუკუნის ბერძენი ისტორიკოსის, კლაუდიოს პტოლემაიოსის, ცნობით [16, გვ.239], ეთნიკურად სვანოკოლხებს წარმოადგენდა, რაშიც ძნელია მას არ დაეთანხმო იმიტომ, რომ მთის რეგიონების ჭარბი მოსახლეობის ბარში ჩამოსახლების პროცესი დღემდე გრძელდება, რის შედეგად სვანურ-იმერული, სვანურ-ქართლური, აჭარულ-მესხური, აჭარულ-კახური და სხვა დასახლებები წარმოიქმნება. მთიდან ბარში ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩამოსახლებული ხალხი, უმეტეს შემთხვევაში, ბარის მოსახლეობის შედარებით მაღალგანვითარებულ სამეტყველო ენასა და ცხოვრებისეულ წესებს ითვისებს და თუ გარეშე დესტრუქციული ძალები არ ჩაერევა მათ ურთიერთობებში, დროთა განმავლობაში დამხვდურ მოსახლეობაში ასიმილირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ისტორიული აბაზგეთის სამეტყველო ენა, სახელმწიფო დონეზე, კოლხური იქნებოდა, რომელიც იმდრიონდელ საერთოქართველურ ენას წარმოადგენდა. ამას აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული მატერიალური ძეგლებიც ადასტურებენ.

ზემოთ მოყვანილი მასალის უფრო სრულყოფილად აღქმის მიზნით, ენის ელემენტური თეორიიდან გამომდინარე, კავკასიის რეგიონში განვითარებული უძველესი ისტორიული პროცესების მოკლე ანალიზი გვინდა წარმოგიდგინოთ.

ისტორიულ კავკასიაში ერთიდაიგივე წარმომავლობის სამი ტომი მოსახლეობდა, რომელთა შესაბამისი ქვეყნების სახელები ქართი, კოლხათი და უდი ეტიმოლოგიურად ერთ-ერთ შუმერულ ისტორიულ წყაროში მოხსენიებულ ქალაქი-სახელმწიფოს სახელს არათა [47, გვ.27] უკავშირდება (ამ ქვეყნებს, უფრო ადრე, ერთნაირი ან ერთიდაიგივე ძირისაგან ნაწარმოები შედარებით მარტივი სახელები ერქმეოდათ). აღნიშნული ქვეყნების განსახლების არეალი სამხრეთისა და ჩრდილოეთის მიმართულებებით შეუზუდავი იყო, ამ მიმართულებებით მათი ჭარბი მოსახლეობა თავისუფლად მიგრირებდა.

სამეტყველო ენას ნაზიარები ხალხების განსახლების საწყისი და ერთ-ერთი ძირითადი კერა, ჩვენს ხელთ არსებული ლინგვისტიკური, ეთნოლოგიური და მითოლოგიური მასალების ანალიზის შედეგების მიხედვით, კავკასიის რეგიონი იქნებოდა. ამ მხრივ აღსანიშნავია კავკასიის ტერიტორიის ზონალურად დაყოფის პრინციპი (აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, მზის ასაკის - ზემდგომობის - მიხედვით), რომელთა შესაბამისი რეგიონების განმასხვავებელი ვ, ბ, ფ, მ, პ ბაგისმიერი ბგერები დროთა განმავლობაში, კავკასიის ფარგლებში ტომობრივობის მაჩვენებელ ასონიშნებად ჩამოყალიბდა, კავკასიის ფარგლებს გარეთ კი - ეთნიკურობის მაჩვენებელ ასონიშნებად (თუ ქვეყნის ან ხალხის სახელში ორი და უფრო მეტი ბაგისმიერი ბგერა არის გამოყენებული, მისი ტომობრივობის ან ეთნიკურობის მაჩვენებელი პირველი ბაგისმიერი იქნება). ანალოგიური მოსაზრება ნიკო მარსაც აქვს ეთნიკური სახელების მრავლობითობის ფორმის მაწარმოებელი სუფიქსების შესახებ გამოთქმული, რომლებიც ერთ-ერთ ბაგისმიერ ბგერათაგანს შეიცავს. ასეთი სუფიქსებია, მაგალითად: -ევი, -ები, -ეფი, -ენი და -ეპი, რომელთა შემადგენელი ბაგისმიერი ბგერები, ნიკო მარის აზრით, ტომობრივ განმასხვავებელ ასონიშნებს წარმოადგენენ [4, გვ.25-29] (სუფიქსი ენი-ს შემადგენელი ბგერა მ->ნ გადაბგერებით არის წარმოქმნილი). აღნიშნული სუფიქსები კავკასიის რეგიონალური სახელების ივერია, იბერია, იფერია (მისი ანალოგია ფხოეთი) იმერია და იპერია (მისი ანალოგია პითია) ბაზაზე არის მიღებული. მათ კავკასიურ წარმომავლობას, არა მარტო საქართველოს რეგიონალური სახელები, არამედ ამირანის თქმულებაც ადასტურებს. ამ პრინციპით წარმოქმნილი ტოპონიმები, ეთნონიმები და სხვადასხვა კატეგორიის სახელები და სიტყვები მსოფლიოს ყველა რეგიონშია გავრცელებული, რაც მათი მომხმარებელი ხალხების კავკასიურ წარმომავლობაზე მიგვანიშნებს. ამ კონტექსტში საინტერესოდ მიგვაჩნია კომპოზიტი სუა ფხოეთი, რომლის გარდაქმნით ტოპონიმი აფხაზეთი მიიღება (სუაფხოეთი->სუაფახუაჰეთი->საფახაჰეთი->აფახასჰეთი->აფახაზეთი->აფხაზეთი). ფხოეთი-ს მოსახლეობა - ფხოელნი VII საუკუნის სომხურ ანონიმურ გეოგრაფიაში სახელით ფასხ მოიხსენიება [9, გვ.616], რომლის შესაბამისი ქვეყნის მატრიარქალური კატეგორიის სახელი ფასხათი ტოპონიმ აფხაზეთი-ს სახით აღდგება, პატრიარქალური კატეგორიის სახელი ფასხეთი კი - აფხაზეთი-ს სახით (ფასხეთი->ფასხაჰეთი->აფხასჰეთი->აფხაზეთი). ეს ფაქტები ტოპონიმ აფხაზეთი-ს წარმომავლობას ცენტრალურ კავკასიონთან აკავშირებენ, აფხაზი ხალხის წარმომავლობას კი - ფხოელებთან (ფშავ-ხევსურებთან).

აფხაზების ეთნიკური წარმომავლობა მათი ქვეყნის უფრო ადრინდელი სახელის აბხაზეთი-ს წარმომავლობით უნდა იქნას დადგენილი.

ტოპონიმი აბხაზეთი, როგორც წინა პარაგრაფში აღვნიშნეთ, ვაჟიშვილი ხჳთაჲ-ს მნიშვნელობის სიტყვა არის, რომელსაც, ეტიმოლოგიურად, ტოპონიმები ბერეთისა, ბესლეთა, ბზიბთა, ბსხუეთი, სობღისი(ძველი ციხე ბსხუ->ფსხუ-ს რეგიონში [25, გვ.235]), ბიწვინთა (მისი ანალოგია ტოპონიმი ბიჭვინთა, რომელიც ფიჭვების ადგილს კი არა ბიჭების ადგილს ნიშნავს), Басхыя (აფხაზების უბიხური სახელი [42, გვ.353], რომლისგან ტოპონიმები სობღისი, ბასხეთი და აბხაზეთი აღდგება) და ეთნიკური სახელი иберцы შეესატყვისება. მათგან ბერეთისა ბიჭის ქვეყნის კუთვნილს (ბერე ბიჭი, ლაზურად; ბერეთი - ბიჭის ქვეყანა; ბერეთისა - ბიჭის ქვეყნის კუთვნილი) და იბერიას კუთვნილს (ბერეთისა->იბერიასთა->იბერიას) ნიშნავს, иберцы კი - იბერიელ ხალხს. აღნიშნულის მიხედვით აბხაზები იბერიული წარმომავლობის ხალხი უნდა იყოს, რაც საურმაგის მიერ იბერიული ტომების აღმოსავლეთ კავკასიონის სექტორიდან დასავლეთ კავკასიონის სექტორზე გადასახლების ფაქტს კარგად ეხმიანება. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს აგრეთვე აფხაზური ენის ნაცვალსახელი hарт (ჰართ - ჩვენ, აფხაზურად [27, გვ.71]), რომელიც, ეტიმოლოგიურად, ეთნიკურ სახელს ქართ შეესატყვისება, ქართი კი იბერია-ს ადრინდელი სახელი იყო.

კავკასიის ამჟამინდელი აბორიგენი მოსახლეობა, მიუხედავად მათი განსხვავებული სამეტყველო ენისა, კულტურისა და რელიგიური მრწამსისა, გენეტიკურად ერთი წარმომავლობის ხალხია, რისი შეგნება მათ თვითცნობიერებაში, დღემდე არის შემონახული. ამ მხრივ საინტერესოა ადიღეველებისა და ქართველების გენეტიკური კავშირების მოძიება იმიტომ, რომ თანამედროვე აფხაზები თავიანთ წარმომავლობას ადიღეველებს უკავშირებენ.

ტოპონიმი ადიღეი ჰიარიათა კომპლექსის სახით აღდგება, რომლისგან ყირიმის ძველი სახელი Ταυρικη, კიმერიელების ძველი სახელი Τρηρ [16, გვ.98], კოლხიდას მითოლოგიური მეფის სახელი Αιητ და ტოპონიმი ჰერეთი მიიღება. თანამედროვე ადიღეველები ისტორიული კიმერიელები-ს მემკვიდრეებია, რომელთა ეთნიკური სახელი Κιμμερι ეტიმოლოგიით კომპოზიტს კუა იმერელი (ბიჭი იმერელი) შეესატყვისება, ქვეყნის სახელი Κιμμερια (მისი შესატყვისი სრული სახელი Κιμμεριαδα იქნებოდა) კი - კომპოზიტს კუა იმერეთი (ბიჭი იმერეთი). ტოპონიმი ადიღეი გაცილებით უფრო ადრინდელი პერიოდის სახელია ვიდრე ტოპონიმი Κιμμερια. მათი შესაბამისი შუალედური ტოპონიმი მერეთი იქნებოდა, რასაც აზოვის ზღვის ისტორიული სახელი Meoti, ადიღეიში გავრცელებული სახელების მაწარმოებელი ძირეული სიტყვა мерет და აიეტის ქალიშვილის სახელი მედეია ადასტურებს. მერეთი-ს ბაზაზე არის ტოპონიმები ყირიმი და Крым ნაწარმოები. ადღეიში გავრცელებულია აგრეთვე სახელების მაწარმოებელი მეორე ძირეული სიტყვა ант [48, გვ.21], რომლისგან ტოპონიმი ნართი და მისი პროტოტიპი მარათი აღდგება მარათი მერეთი-ს შესაბამისი მატრიარქალური კატეგორიის სახელია).

ტოპონიმი ნმარათი მამა ქართი-ს მნიშვნელობის ჰმაჰუარუათია კომპლექსის სახით აღდგება, რომლისგან ტოპონიმები იმართა, ტამანი, ტმუტარაკანი, არმავირთა, მაიკოპთა და კუმანითა მიიღება (კუმანი მდინარე კუბანი-ს ადრინდელი სახელი იყო [26, გვ.165]). ადიღეველებისა და ქართველების გენეტიკურ კავშირზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ ბევრი ადიღეური სიტყვის წარმომავლობა, რომელთა ეტიმოლოგია დღემდე დაუდგენელია, ჩვენი წინასწარი გამოკვლევებით, ქართულ ენას უკავშირდება.

ჩრდილოეთკავკასიელი ხალხების სამხრეთკავკასიელ თანამემამულეებთან დაპირისპირებას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს, რასაც ყველა მათი დამპყრობელი ქვეყანა მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებდა. ეს დაპირისპირება ოსმალეთის იმპერიამ, ჩრდილოეთკავკასიელი ქრისტიანების ისლამის სარწმუნოებაზე მოქცევით, განსაკუთრებულად გააღრმავა და რელიგიურად გაუცხოებული ჩრდილოეთკავკასიელები ქართველებს სამკვდრო-სასიცოცხლოდ მიუსია. ამ საკითხთან დაკავშირებით აფხაზი ხალხის სასიქადულო შვილის დიმიტრი გულიას მოსაზრება ასეთია:

«Для претворения в жизнь своих кровавых замыслов бессовестные турецкие правители в качестве опорного пункта наметили среди других Сухуми и вообше Абхазию. С этои стороны предпринимались многократные попытки довести до конца турецкие планы полного порабощения всей Грузии. Продажные сухумские паши, наряду с ахалцихскими или батумскими, были заядлыми носителями черного знамени турецкой агресии и влияния» [49, გვ.17].

საქართველოში მფარველი მეგობრის სტატუსით შემოსულმა მეფის რუსეთის იმპერიამ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმებისა და ქართველი ხალხის გარუსების მიზნით, შემოსვლის პირველსავე დღიდანვე ფარული ომი გააჩაღა ქართველი ერის წინააღმდეგ. ეს ფაქტი კავკასიის რეგიონში წარმოებულმა რუსეთ-თურქეთის ომის შედეგებმა საბოლოოდ გამოამჟღავნა (ამ ომში რუსეთის არმიის ერთერთ მთავარ შემტევ ძალას ქართველი მეომრები წარმოადგენდა). ოსმალეთის მპყრობელობისაგან განთავისუფლებული ტერიტორიების, მაგალითად აფხაზეთის, მკვიდრი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთმა დამნაშავედ გამოაცხადა და თურქეთში გადაასახლა, მათ საცხოვრისზე კი ქართველების დასახლება სასტიკად აკრძალა და რუსეთიდან სპეციალურად ჩამოყვანილი რუსები და სხვა ეროვნების ხალხები ჩაასახლა. უფრო გვიან (1907 წელს) რუსეთმა არადეპორტირებული აფხაზები შემოირიგა და ქართველებს ეთნიკურად დაუპირისპირა, რასაც დღემდე წარმატებით აგრძელებს. როგორც ოსმალეთის იმპერია ებრძოდა საქართველოს, აფხაზეთის ტერიტორიიდან, აფხაზების სახელით, ასევე რუსეთის იმპერია ებრძვის საქართველოს, აფხაზეთის ტერიტორიიდან, აფხაზების სახელით. ოსმალეთის იმპერია თუ ქართველების რელიგიურ მრწამსს ებრძოდა, რუსეთის იმპერია 200 წელზე მეტია რაც ქართველების ეროვნულ თვითმყოფადობას ებრძვის, მისი ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტის - ქართული ენის - ამოძირკვას ცდილობს. ამის უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება როგორც შორეული წარსულიდან ასევე დღევანდელი მდგომარეობიდან.

6 4. ოსებთან დაკავშირებული პრობლემატიკური საკითხები

▲back to top


6.1 § 4.1 ოსურ-ქართული ლექსიკური შეხვედრები

▲back to top


ოსები, სამეცნიერო ლიტერატურაში, ირანულენოვანი ხალხის სახელით არის დამკვიდრებული, რომელთა წინაპრებად, ძველი ბერძენი გეოგრაფის დიოდორე სიცილიელის ერთ-ერთ ცნობაზე დაყრდნობით [50, გვ.17] ისტორიული მიდიელები მოისაზრებიან. ამ ცნობის მიხედვით მიდიელები სკვითებმა მდინარე დონის რეგიონში ჩაასახლეს, რომელთაგან, მეცნიერთა აზრით, ოსების ისტორიული წინაპრები სარმატები და ალანები მომდინარეობენ.

ოსები, ანტროპოლოგიური და ეთნოგრაფიული გამოკვლევების მიხედვით, კავკასიელ ხალხთა ოჯახს მიეკუთვნება, ოსეთის რეგიონის ტოპონიმიკა კავკასიური ტოპონიმიკის ანალოგიურია, ოსური ენის ძირითადი ლექსიკური ფონდი კი კავკასიელი აბორიგენებისათვის დამახასიათებელი რთული ბგერების (აფრიკატების) გამოყენებით არის აგებული. ეს ფაქტები ოსების კავკასიურ წარმომავლობაზე მიგვანიშნებენ, რის შესახებ არაერთ ცნობილ მეცნიერს განუცხადებია. ამასთან დაკავშირებით გვინდა მოვიყვანოთ ცნობილი ოსი ეთნოლოგის ვასილ აბაევის ერთ-ერთი გამონათქვამი:

«Как бы то ни было, действительный научный, историко-этнологический интерес осетинской этнической номенклатуры, в том числе и термина ir, в том, что она вскрывает связи кавказского народа осетин с их кавказскими же соседями. В таких терминах, как ir, digor, twal и пр., бесполезно было бы искать каких-нибудь иранских реминисценций. Они уходят корнями в кавказский этнокультурный мир и только в рамках этого мира могут найти себе истолкование» [51, გვ.247].

ოსების კავკასიურ წარმომავლობას ჩვენი გამოკვლევების შედეგებიც ადასტურებენ, რომლებიც ოსური სიტყვების ანალიზით იქნა მოძიებული. გამოკვლევები ენის ელემენტური თეორიის გამოყენებით ვაწარმოეთ, რამაც საშუალება მოგვცა საკვლევი მასალის წარმომავლობა დაგვედგინა. საკვლევ მასალას ოსური სიტყვები წარმოადგენდა, რომლებიც ოსურ-რუსული [30] და რუსულ-ოსური [52] ლექსიკონებიდან შევარჩიეთ. მათში გამოყენებული სპეციალური ოსური ასოები შემდეგნაირად იკითხება: æ-[ა, მაგარი], гъ-[ღ], дж-[ჯ], дз-[ძ], къ-[ქ], хъ-[ყ], цъ-[წ], чъ-[ჭ]. ვისარგებლეთ აგრეთვე ქართულ-ოსური ლექსიკონით [21], რომელშიც ოსური სიტყვები ქართული ასონიშნებით (მათ შორის п-[უი], -[ვი], -[იჰ]) არის შედგენილი. ამ ლექსიკონში წარმოდგენილი ოსური სიტყვების შემადგენელი ჳ ბგერა

ოსურ-რუსულ და რუსულ-ოსურ ლექსიკონებში ბგერით არის ჩანაცვლებული (ანალოგიურადაა ძველი ქართული სიტყვების შემადგენელი ბგერაც ახალ ქართულში ჩანაცვლებული), რაც ჩვენ სერიოზულ შეცდომად მიგვაჩნია. ბგერა ვი ბგერათკომპლექსის ტოლფასია და იგი, ენის ელემენტური თეორიის მიხედვით, ბგერით კი არა ბგერით შეიძლება იქნას ჩანაცვლებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი პატრიარქალური სიტყვა მატრიარქალურად გადაიქცევა და მათი ჭეშმარიტი წარმომავლობა დაიკარგება.

ოსური ენის ლექსიკა დიდი რაოდენობის ქართულ სიტყვებს შეიცავს. ზოგი მათგანი უცვლელად ან უმნიშვნელო სახეცვლილებით არის მასში შეტანილი, რომლებზეც ყურადღების გამახვილება საჭიროდ არ მიგვაჩნია, ზოგი კი - მნიშვნელოვანი სახეცვლილებით, რაც მათი ოსურ ენასთან მორგების მიზნით იქნა განხორციელე-ბული (ქართული და ოსური სიტყვები სტრუქტურულად განსხვავდაბიან ერთმანეთისაგან. ოსურ სიტყვებს, ისევე როგორც სვანურსა და ბევრ სხვა მთის კავკასიელ ხალხთა ენების შესაბამის სიტყვებს, მატრიარქალური ფორმა აქვს შენარჩუნებული, რომელიც ძველი ქართულისთვისაც იყო დამახასიათებელი). მოდიფიცირებული (სახეშეცვლილი) ქართული სიტყვებისაგან წარმოქმნილი ოსური სიტყვები ორ კატეგორიად შიეძლება იქნას დაყოფილი.

პირველი კატეგორიის მოდიფიცირებული ოსური სიტყვების წარმომავლობის დადგენა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ასეთი სიტყვები, მათი შესაბამისი ლექსიკონური მნიშვნელობები და ძირეული ქართული სიტყვები, რომლებისგანაც ისინი არის მიღებული, მაგალითების სახით, ცხრილ №4.1-ში არის მოყვანილი.

ცხრილი №4.1

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

მეორე კატეგორიის მოდიფიცირებული ოსური სიტყვები სერიოზული მორფოლოგიური გარდაქმნით არის მიღებული. ასეთი სიტყვვები და მათი შესაბამისი ლექსიკონური მნიშვნელობა და ეტიმოლოგია, მაგალითების სახით, ცხრილ №4.2-ში არის მოყვანილი.

ცხრილი №4.2

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ოსური ენისათვის დამახასიათებელია მოდიფიცირებული ქართული სიტყვისგან ახალი ძირეული სიტყვის წარმოქმნა. ამის მაგალითია ავადმყოფის მნიშვნელობის ოსური სიტყვა рынчын, რომელიც ქართული სიტყვის Xჯსჯბოჯ-ს მოდიფიცირებით არის მიღებული (ჭირიანი->ჩუჰირიანი->ჩუირიანიჰ->ჩუირიანინ->ჩუირიუნუინ->რუინუიჩუინ->რგნგჩგნ->რგნჩგნ->рынчын). მისი პირველი ნაწილი рын ოსებმა ახალ ძირეულ სიტყვად, მნიშვნელობებით: болезнь; эпидемия; мор, დააფუძნეს და მის ბაზაზე ავადმყოფობასთან დაკავშირებული ახალი სიტყვები შექმნეს, მაგალითად: рынвыст - поправившися после эпидемической болезни (выст - выздоровился, ალბათ); фыдрын - эпидемия (силный болезнь, фыд - очень, ოსურად).

ოსური სიტყვების დიდი ნაწილი ძირისა და აფიქსების შერწყმით არის მიღებული. მათგან განსაკუთრებულ ყურადღებას ერთმარცვლიანი ძირების შემცველი სიტყვები იმსახურებს. მათი ძირი ერთი- და ორმარცვლიანი ქართული სიტყვებისგან არის მიღებული. ასეთი ძირები და მათი შესაბამისი ქართული სიტყვებია: кæл-კლა; сар-სრა; æтæр-ტარა (მაგალითად, ა-ტარა); тых-ტეხა; уын-ვინ; фæл-ფლა; хай-ხია; хæд-ხვდა (მაგალითად, მიხვდა); хæл-ხლა; хæр-ხრა; цæл-ცლა; цæр-ცრა და სხვა. ამ ძირების გამოყენებით ბევრი ქართული სიტყვა არის ნაწარმოები.

აღნიშნული ოსური სიტყვების აფიქსებიც ქართული სიტყვების მოდიფიცირებით არის მიღებული. ასეთი აფიქსები და მათი შესაბამისი ქართული სიტყვებია: аг г)-აქ; ар-არა; гаг (гæг)-გაქ; гай-გადი; гæнæг-განაგო; гæс-გარს; дзаг-ძეგა; дзид-ზიდა; дзинад-წინათ; кæнын-ქენი; конд (гонд)-ქონდა; уаг-იგუა და სხვა. მოყვანილი ძირებისა და აფიქსების შერწყმით წარმოქმნილი ზოგიერთი ოსური სიტყვა და მისი ენციკლოპედიური და ეტიმოლოგიური მნიშვნელობები ცხრილ №4.3-ში არის მოყვანილი.

ცხრილი 4.3

0x01 graphic

ოსური სიტყვების აბსოლუტური უმრავლესობა კომპოზიციური წარმომავლობის არის, რაც სიტყვის წარმოქმნის ზოგად პრინციპს კარგად ეხმიანება. მათი ერთი დიდი ნაწილი მოდიფიცირებული ქართული სიტყვების შერწყმით არის მიღებული. ასეთი სიტყვები და მათი შესაბამისი ლექსიკონური და ეტიმოლოგიური მნიშვნელობები, მაგალითების სახით, ცხრილ №4.4-ში არის მოყვანილი.

ცხრილი №4.4

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

აღნიშნული ოსური სიტყვების მეორე დიდი ნაწილი მოდიფიცირებული ქართული სიტყვებისა და ოსური სიტყვების შერწყმით არის მიღებული. ასეთი სიტყვები და მათი შესაბამისი ლექსიკონური და ეტიმოლოგიური მნიშვნელობები, მაგალითების სახით, ცხრილ №4.5-ში არის მოყვანილი.

ცხრილი №4.5

0x01 graphic

0x01 graphic

ოსურ ლექსიკაში, როგორც ვნახეთ, დიდი რაოდენობის ქართული სიტყვები და ქართული სიტყვების მაწარმოებელი ძირებია დაფუძნებული. ეს ფაქტი ოსური და ქართული ენების ხანგრძლივი მჭიდრო ურთიერთობებით აიხსნება. მომავალ კვლევებში, ოსურისა და ქართულის მცოდნე სპეციალისტების ჩართვით, გაცილებით უფრო მეტი საერთო სიტყვები და სიტყვების ძირები იქნება ოსურ და ქართულ ენების შორის მოიძიებული.

6.2 § 4.2 ოსეთის რეგიონალური და ოსების სახელების წარმომავლობა

▲back to top


ოსების ქვეყანა ძირითადად მისი ქართული სახელით ოსეთი არის მსოფლიოში ცნობილი. ეს სახელი, ენის ელემენტური თეორიის მიხედვით, სუაჰიარიათია კომპლექსის სახით აღდგება, რომლისგან ბევრი მნიშვნელოვანი სახელია ნაწარმოები, მათ შორის გჳგრძია (საქართველო, ოსურად. სახელი გჳგრძია ოსურად ნიშნავს ქართველი [21], მისი ძირეული გჳგრძია კი საქართველო-ს მნიშვნელობის სიტყვა არის) საქაირთველო, ხევსურეთი, იახსარეთი (იახსარის ქვეყანა. იახსარეთი-საგან არის ქარული წარმართული ღმერთის სახელი იახსარი მიღებული), ხჳგცაჳ (ღმერთი, ოსურად [21]) და ღჳთაისა (თის კუთვნილი).

ტოპონიმს ოსეთი ეთნიკური სახელი ოსი შეესაბამება, რომლის მნიშვნელობით ძველ ქართულ მატიანეში ეთნიკური სახელი ოვსი ფიგურირებს. ოვსი ტოპონიმ ოსეთი-ს შესაბამის მატრიარქალურ სახელ ოვსათი-საგან უნდა მომდინარეობდეს, რომელიც სუაჰუარუათუაჰია კომპლექსის სახით აღდგება. ამ კომპლექსისგან ბევრი მნიშვნელოვანი სახელია ნაწარმოები, მათ შორის ტოპონიმები საქართველო, გრუძია (გრუზიათა) და ცარცი («... в нагорной части нынешней Юго-Осетии, до водворения осетин, жил неизвестный народ, который осетины называют «царциата» или «царцата» (в единственном числе «царци» или «царца»”) [53, გვ.4]).

ოსეთი-ს მნიშვნელობის ოსური სახელი ირისთონ როგორც მარტივი (უაფიქსო), ასევე რთული (აფიქსის შემცველი: ირისთ+ონ ან ირი+სთონ) სიტყვა შეიძლება იყოს. პირველ შემთხვევაში იგი სუაჰმაჰიარიათია კმპლექსის სახით აღდგება, რომლისგან ბევრი მნიშვნელოვანი სახელია ნაწარმოები, მათ შორის სვანეთი, მესხითა, საქართველნე, ძიორიძიან, Συρματια და осетин. მეორე შემთხვევაში მისი ძირეული სიტყვა ირისთა იქნება, რომელთანაც ოსური კუთვნილებითი სუფიქსის -ონ შერწყმით სახელი ირისთონ წარმოიქმნება. მისი ძირეული სიტყვა ირისთა სუაჰიარიათია კომპლექსის სახით აღდგება, რომლისგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტოპონიმი ოსეთი მიიღება, ირისთონ კი ოსი-ს (осетин-ის) მნიშვნელობის ეთნიკური სახელი იქნება. მესამე შემთხვევის სუფიქსი -სთონ (-სტან) ქვეყნის მნიშვნელობით მოისაზრება და ირისთონ ოსების ქვეყნის მნიშვნელობის სახელი იქნება.

თანამედროვე ოსეთის რეგიონების ოსური სახელები Дыгур, Кыртат (ქგრთათ), Тагат (თაგათ) და Туалтæ (თუალთა) ეტიმოლოგიით ტოპონიმს ქართი შეესატყვისება. მათგან ტოპონიმის Туалтæ შესაბამისი ტერიტორია დვალეთი-ს სახელით არის ქართულ მატიანეში ცნობილი (იხ. ყდის III გვერდი), რომელიც ფარნაოზის მეფობის დროიდან (III საუკუნე ძ.წ.ა.) XVIII საუკუნის ჩათვლით ქართლის შემადგენელი ნაწილი იყო [54, გვ. 108], კავკასიაში მეფის რუსეთის იმპერიის დამკვიდრების შემდეგ კი, იმდროინდელ რუსულ ლიტერატურულ წყაროებში, ოსეთის შემადგენელ სამხრეთ ტერიტორიულ (და არა ადმინისტრაციულ) ნაწილად მოიხსენიება:

«Осетины живутъ въ центре Кавквзскихъ горъ, на югъ до передовыхъ горъ Грузიи, къ северу - на скатахъ и въ долинахъ Терека и его приклонахъ до равнины Кабарды. Такимъ образомъ сама природа делитъ Осетიю на две части: северную, съ населенიемъ 46.802 душъ, и южную, съ населенიемъ въ 19.324 душъ» [55, გვ.101].

უფრო გვიანდელი პერიოდის რუსულ ლიტერატურულ წაყაროებში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიულ ერთეულად დვალეთი კი არა მისი მიმდებარე საქართველოს ტერიტორია - სამაჩაბლო მოიხსენიება, რომელიც ყოფილმა საბჭოთა კავშირმა საქართველოს შემადგენელ სამხრეთ ოსეთი-ს ადმინისტრციულ ერთეულად გამოაცხადა. სამაჩაბლო დღეს რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ოსების სახელით მის წაგლეჯას აპირებს. ასე თუ გაგრძელდა რუსები, ახლო მომავალში, სახელწოდებას Южная Осетия ბორჯომის რეგიონს მიაკუთვნებენ და ოსების სახელით მის წაგლეჯასაც შეეცდებიან.

დვალეთი-ს მოსახლეობის დვალების-ს წარმომავლობა ერთ-ერთ საკვანძო საკითხს წარმოადგენს ოსურ-ქართულ ურთიერთობებში.

XVII საუკუნის სომხური გეოგრაფიის ავტორი «... называет двалов среди грузин-горцев, дагистанцев и четко отделяет двалов от алан» [57, გვ.113].

XV საუკუნის თემურ-ლენგის ისტორია «... в числе восьми языков Картли называет двальский, осский, имеретинский, мегрельский, абхазский, сванский, грузинский, месхетский ...» [57, გვ.114].

ოსური ტოპონიმი თუალთა, თავისი მნიშვნელობით, ქართულ სიტყვას დუალთა შეესატყვისება, რომელიც დუალები-ს ქვეყანად დუალეთი (მატრიარქალური კატეგორიის) და დუალეთი (პატრიარქალური კატეგორიის) მოისაზრება. ამ ტოპონიმების შესაბამისი ეთნიკური სახელის დუალი (დვალი) ნომინალური მნიშვნელობა, დედა მშობელი და წყალის მშობელი იქნება. დუალი-საგან არის სვანური პანთეონის ერთ-ერთი დიდი წარმართული ქალღვთაების სახელი დალი მიღებული, რომელიც მდინარე კოდორის ხეობის სახელიც არის. შესაძლებელია საურმაგის მიერ გადასახლებული დვალები მდინარე კოდორის ხეობაში ჩასახლდნენ და მას დალის ხეობა უწოდეს. ამაზე ოსური ტოპონიმი Туалгом მიგვანიშნებს, რომელიც დვალის ხეობის (გომურის, ქვაბულის) მნიშვნელობის სახელია და ქართულ ტოპონიმს დვალეთი შეესაბამება. ისტორიული დვალები, ისევე როგორც კავკასიონის მთის სხვა აბორიგენები, მათ შორის ოსები და სვანები, ერთი წარმომავლობის ხალხია, რასაც XVI-XVII საუკუნეების რუსული სახელმწიფო საბუთებიც ადასტურებენ:

«Однако для русских источников XVI-XVII вв. это не единственное название средневековых осетин. В документах той же эпохи известно другое этническое имя этого народа - сони, сонские кабаки, сонские земли» [57, გვ.106]. ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა ვასილ აბაევის მოსაზრებაც:

«... сванский чанг с его осетинским и абхазским двоиниками, может по праву занять свое место в ряде тех языковых и фольклорных паралелей, которые свидетельствуют о прошлой близости и тесных культурных сношениях этих трех народов Кавказа» [50, გვ.308].

ოსებისა და სვანების ახლო ნათესაობას მათი შესაბამისი ეთნიკური სახელების სიახლოვეც ადასტურებს: ოსნი->სონი->სუანი->სვანი, სვანებისა და აფხაზების ნათესაური კავშირების შესახებ კი წინა თავში მოგახსენეთ. აქვე გვინდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ გურული, კახელი, ქართლი, იმერელი, მეგრელი, აჭარელი, სვანი, მოსხი და სხვა ქართველური ხალხი ბევრს, ისევე, როგორც აკადემიკოს ანდრეი სახაროვი, სხვადასხვა ეთნოსებად მიაჩნია, ალბათ იმიტომ, რომ ჩამოთვლილი სახელები ფონემურად მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. სინამდვილეში ისინი საქართველოს რეგიონალური სახელებისაგან მომდინარეობენ, რომელთა ძირძველი მატრიარქალური დასახელებები ერთიდაიგივე ჰუარუათუაჰია კომპლექსის ბაზაზე არის ნაწარმოები, რომლის ერთ-ერთ გამარტივებულ სახეს ჰართი->ქართი წარმოადგენს. ამ კომპლექსთან სუა (მამრი), შუა (მდედრი), ჰმა (მამა) და სხვა ანალოგიური ენობრივი ელემენტების დართვით წარმოქმნილი ახალი კომპლექსების გამარტივებით არის რეგიონალური სახელები: გურულითა, კახითა, ქართი, აჭარაჲ, იმართა, მარგალითა, სვანითა და მოსხითა მიღებული, რომელთა ეტიმოლოგიური მნიშვნელობა გოგო ქართი, ბიჭი ქართი, მამა ქართი, ქალი ქართი და მამაკაცი ქართი იქნება ამიტომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სახელების შესაბამისი ხალხი ერთიდაიგივე (ქართული) წარმომავლობისაა.

VII საუკუნის ანონიმურ სომხურ წყაროში მოხსენიებული ერთ-ერთი ოსური ტომის სახელი აშ-დიგორ [56, გვ.9] შუაჰუარუათია კომპლექსის სახით აღდგება, რომლისგან ტოპონიმები ოვშათი, გურჯი, ჯორჯია, შაქართველო და საკუთარი სახელი შთანაი მიიღება. მათი ეტიმოლოგიური მნიშვნელობა ქალი ქართი და ქალი ღვთაი იქნება.

ოსეთის რეგიონალური სახელების ტოპონიმ ქართი-სთან კავშირი და ოსური ენის ქართულ ენასთან სიახლოვე ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ისტორიული ოსეთი, რომელიც ცენტრალური კავკასიონის მთის ჩრდილოეთ სექტორსა და მის მიმდებარე ბარის რეგიონებს მოიცავდა, ისტორიული ქართი-ს შემადგენელი ნაწილი იყო. ამის

დასტურია ისც, რომ ოსეთის ტერიტორია XVIII საუკუნის მეორე ნახევარშიც კი საქართველოს ტერიტორიის შემადგენელი ნაწილი იყო [54, გვ.107-120].

ოსების ქვეყნის კიდევ ერთ სახელად, ისტორიულ ლიტერატურაში, ალანია მოისაზრება, რომლის შესაბამისი ეთნიკური სახელი ალანი (ალან) ოსი-ის მნიშვნელობით ფიგურირებს. არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც:

«В связи с именем алан не менее интересно напомнить о втором названии южных абазин-медовеевцев - аланеты, - встречаемом в письменных источниках 30-х годов прошлого столетия. Ф.А. Коленати называет аланетами часть абазин (басхег), занимавших горные долины южных склонов Кавказского хребта. На карте Кавказа, составленной в 1834 г. аланеты показаны между бибердовцами и карачаевцами. С юга это племя граничило с Цебельдой» [57, გვ.108].

სახელები ალანეთი და მედოვეი ეტიმოლოგიურად ტოპონიმს მერეთი შეესატყვისება, მერეთიჯ-ს კი - ეთნიკური სახელი იმერი (ალანები-სავით მეომარ ხალხად იყო Ηνιοχοι -ჰენიოხები - ცნობილი, რომელთა ეთნიკური სახელი ჰენიოხი ტოპონიმ ჰენიოხთა-საგან მომდინარეობს, სიტყვა ჰენიოხთა კი, ეტიმოლოგიურად, ტოპონიმს მერეთი შეესატყვისება).

ტოპონიმი ალანია ქვეყნის სახელის მაწარმოებელ ბგერაზე არის შეკვეცილი, რომლის აღდგენით მისი შესაბამისი სრულყოფილი სახელი ალანათი (მატრიარქალური კატეგორიის) ან ალანეთი (პატრიარქალური კატეგორიის) წარმოიქმნება. ალანეთი-ს შესახებ უკვე მოგახსენეთ, ალანათი კი ჰმაჰუარუათუაჰია კომპლექსის სახით აღდგება, რომლისგან ტოპონიმები მარათი, იმარალთა, იმართა, ამარანტი, ამირანთა, ნართი, ანტი, ალანიათა და ალანათი მიიღება. მათგან მარათი მერეთი-ს შესაბამისი მატრიარქალური კატეგორიის სახელია, რომელსაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეტიმოლოგიურად ტოპონიმი ალანეთი შეესაბამება. ალანების ძირითად საცხოვრისად დასავლეთკავკასიონის მთის რეგიონი და მდინარე ყუბანის ხეობა მოისაზრება, რომლებიც იმერული ტომების განსახლების არეალს წარმოადგენდა. ოსებისა და იმერლების ახლო ნათესაურ კავშირზე ღვიძლი ძმის მნიშვნელობის ოსური სიტყვა æфсымар მიგვანიშნებს, რომელიც, ეტიმოლოგიურად, ჭაბუკ ვაჟ იმარ-ს ნიშნავს.

ოსები-ს მნიშვნელობის ოსური სახელი ირ ჰიარია კომპლექსის სახით აღდგება, რომლის გარდაქმნით ქართული ეთნიკური სახელი ჰერი, ქართული არსებითი სახელი ერი, კავკასიელ ხალხთა წარმართული ღმერთის სახელი გიორგი და საქართველოს მნიშვნელობის საერთასორისო სახელი გიორგია მიიღება. მათგან გიორგია სრულყოფილი ტოპონიმი არ არის, იგი ტოპონიმების მაწარმოებელ ბგერაზეა შეკვეცილი, რომლის აღდგენით გიორგი-ს ქვეყნის მნიშვნელობის სახელი გიორგეთი მიიღება. გიორგეთი-ს ერთ-ერთ მოდიფიცირებულ ფორმას გერგეთი წარმოადგენს, რომელიც გერგეს-ს კუთვნილს (ქვეყანას) ნიშნავს, გერგე კი გიორგი-ს მნიშვნელობის მეგრული სახელია. მყინვარწვერის ერთ-ერთი დიდი მყინვარის სახელი გერგეტი კომპოზიტ გერგე რია (დაიტია)-ს შერწყმით იქნება მიღებული და გერგე-ს სადგომს ნიშნავს (გერგეტი, ჩვენი აზრით, მყინვარწვერის ადრინდელი სახელი იქნებოდა). ტოპონიმ გერგეთა-საგან ტოპონიმი ჰერეთი და ოსი-ს მნიშვნელობის ყარაჩაული სახელი თეღეი (тегъей [57, გვ.117]) აღდგება. მისგანვე სიტყვა ჰერჰეთა-ც აღდგება, რომელიც ჰიჰირითა სახით ჩაიწერება, ამ უკანასკნელის

გამარტივებით კი სიტყვა ჰიირითა მიიღება. ჰიირითა ჰიირი ხალხის ქვეყნის მნიშვნელობის სახელია, ჰიირი კი ოსი-ს მნიშვნელობის ჩეჩნური და ინგუშური სახელის хIири-ს ანალოგია [55, გვ.8]. ოსები-ს მნიშვნელობის ოსური სახელი ირ ჰიირი-ს გამარტივებით იქნება მიღებული, რაც, სამწუხაროდ, არასწორად არის ჩატარებული (ჰერი-საგან სიტყვები იირი, იირ და იიირა მიიღება).

ოსი-ს მნიშვნელობის ოსური სახელი ირონ, ვასილ აბაევის მოსაზრებით, ოსების-ს მნიშვნელობის ოსური სახელის ირ-ისა და სუფიქს -ონ-ის შერწყმით არის მიღებული. ამ მოსაზრებისა და ირ-ის ჭეშმარიტი მნიშვნელობის იირი-ს გათვალისწინებით, ოსი-ს მნიშვნელობის ოსური სახელი იირი+ონ->იროინი->ირგნი->ირგნ (ирын) იქნება.

მთის კავკასიელ ხალხთა ეპოსის ნართი-ს ერთ-ერთ შემომქმედად ოსები ითვლება, რომელთა ისტორიული წინაპრების ეთნიკური სახელი, ეპოსის გმირების ეთნიკური სახელის ანალოგიურად, ნართი იქნებოდა. ნართების საცხოვრისზე (მდინარე ყუბანის ხეობაში), ეპოსის მიხედვით, უფრო ადრე გოლიათი გუმირები (гумирытæ, ოსურად) ცხოვრობდნენ, რომლებიც არასრულყოფილების გამო ნართებთან ბრძოლაში გადაშენებულან [58, გვ.2].

ეთნიკური სახელი ნართი მ->ნ ბგერათმონაცვლეობის გათვალისწინებით მართი სახით აღდგება, რომელიც მამა ქართი-ს მნიშვნელობის კომპოზიტ მა ჰართი-ს შერწყმით არის მიღებული. მართი-ს უფრო სრული (შეუკვეცავი) სახე მარათი იქნება (მარა მზის ადრინდელი აფხაზური სახელი იყო [59, გვ.137]), მარათიკი ტოპონიმ მერეთი-ს შესატყვისი მატრიარქალური კატეგორიის სახელია, რომლის მოდიფიცირებით წარმოქმნილ სიტყვა ჰიმერეთა-ს ბაზაზე ტოპონიმები იმერეთა (იმერთა), გიმირითა (გიმირთა), კიმერეთა (კიმერთა) და მათი შესაბამისი ეთნიკური სახელები იმერი, გიმირი და კიმერი მიიღება. მარათი რომ იმერეთი-ს ადრინდელი სახელი იყო ამას ბერძნული ეთნიკური სახელი Αμαραντοι Амаранты. Колхидское племя, изъ страны которого течётъ Фасидъ» [17, გვ.254]) ადასტურებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით ნართების ეპოსში მოხსენიებული ეთნიკური სახელი гумирытæ (გუმირები, ოსურად) სინამდვილეში гымирытæ (გგიმირები, ოსურად) იქნებოდა, რომლის შესაბამისი ხალხის სახელი гымиры კიმერი-ს სინონიმს წარმოადგენს. ეთნიკური სახელები კიმერი, გიმირი და იმერი ჰიმერი-საგან მომდინარეობენ, ამიტომ მათი შესაბამისი ხალხები ერთი ეთნოსის წარმომადგენლები იქნებოდნენ, რომელთა ისტორიული ქვეყნის სახელი, მაგალითად, აიეტის-ს მეფობის დროს, კოლხიდა კი არა, როგორც ეს არგონავტიკაშია მოხსენიებული, მერეთი იქნებოდა. ამ ფაქტს იმერელი-ს მნიშვნელობის ჩერქეზული სახელი მარათინ (მერეთინ) ადასტურებს [60, გვ.96]. ტოპონიმ მერეთი-ს მოდიფიცირებით უნდა იყოს საკუთარი სახელი Medeia, აზოვის ზღვის ისტორიული სახელი Meoti და ქვეყნის სახელი Media (მიდია) მიღებული.

ისტორიული ცნობების მიხედვით, ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებში მეოტი-ს ზღვის მიმდებარე რეგიონებში კიმერიელები ცხოვრობდა, საიდანაც ისინი სკვითებმა განდევნა. ვფიქრობთ, ეს ფაქტია ნართების ეპოსში გიმირებთან დაკავშირებით აღნიშნული. ნართების გიმირების საცხოვრისზე დამკვიდრება, როგორც ეს ეპოსშია აღწერილი, ერთი ეთნოსის მეორით მონაცვლეობა არ იქნებოდა იმიტომ, რომ ეთნონიმები გიმირი და ნართი ერთიდაიგივე ხალხის ორი განსხვავებული სახელია. შესაძლებელია გიმირიების ერთმა ნაწილმა, სკვითებთან განცდილი მარცხის შემდეგ, თავიანთი ძველი ეთნიკური სახელი მარათი (ნართი) დაიბრუნა და ეს ფაქტია ეპოსში დაფიქსირებული. გიმირიების ძირითადი მემკვიდრეები ადიღეველები იქნებოდნენ,

რომელთა ქვეყნის სახელი ადიგე ეტიმოლოგიურად ტოპონიმს ეგრითი შეესატყვისება, ხალხის სახელი ადიგენი კი - ეთნიკურ სახელს ეგრენი.

ნართების ეპოსის მთავარი გმირის სახელი სათანა (საითანა [58, გვ.165]; სათანაი, ეპოსის აფხაზურ ვარიანტში) კაცი ნართი-ს მნიშვნელობის კომპოზზიტის სუა ნართი-ს შერწყმით არის მიღებული (სუანართი->სანართი->სანარათი->სათანრაი->სათანაი). იგი, ენის ელემენტური თეორიის მიხედვით, მატრიარქალური კატეგორიის უმაღლესი რანგის სიტყვების მაწარმოებელ სუაჰმაჰუარუათუაჰია კომპლექსის გარდაქმნით არის მიღებული, რომლისგან მიღებულია აგრეთვე კავკასიელ ხალხთა მითოლოგიური მამამთავარის სახელი თარგამოსი (ნართების დედამთავარის სახელი სათანა კი არა შათანა იქნებოდა, რაზეც ვასილ აბაევიც მიუთითებს [61, გვ.7]), ტოპონიმები სვანათი, ოვსნი (შესაბამისი ეთნიკური სახელებით ოვსთანი, ოვსათინ), საქართველნო, მასხათი და სხვა. მათგან ოვსათნი-სა და საქართველნო-ს ეთნიკური სახელების მაწარმოებელ ბგერაზე შეკვეცით ტოპონიმები ოვსათი და საქართველო მიიღება, რომლებიც კაცი ქართის და კაცი ღვთა-ს მნიშვნელობის სახელებია. აქვე გვინდა ის ფაქტიც აღვნიშნოთ, რომ ნართები ეპოსი მთავარი მირე სახელები კავკანიურ რეგიონალურ ელებ შეესატყვი, ამიტომ აღნიშნული ეპოსი ჩვენ კავკასიელ ხალხთა ისტორიის ფოლკლორულ ვარიანტად მიგვაჩნია.

ისტორიული ცნობა სარმატების (მიჩნეულია ალანების წინაპრებად) მიდიურ წარმომავლობაზე, რომლის სამართლიანობა ბევრ მკვლევარს საეჭოდ მიაჩნია, ჩვენი აზრით, არასწორადაა გააზრებული. ამის მიზეზია კიმერიელებისა და იმერები უგულებელყოფა, რომელთა ნაკვალევი, ტოპონიმიკის სახით, დღემდე უხვად არის მდინარე ყუბანის ხეობასა და აზოვის ზღვის მიმდებარე რეგიონში შემორჩენილი.

7 გამოყენებული ლიტერატურა

▲back to top


1. Якушин Б.В. Гипотезы о происхождении языка. М., 1984

2. Язык и история. №1. Ленинград, 1936

3. ჩიქობავა ა. ზოგადი ენათმეცნიერება II. თბილისი, 1983

4. Марр Н. Я. Избранные работы, т. V. Ленинград, 1935

5. Марр Н. Я. Грузинский язык. Сталинир, 1949

6. Марр Н. Я. Избранные работы, т.I. Ленинград, 1935

7. იბერიულ კავკასიური ენათმეცნიერება, ტ.3. თბილისი, 1952

8. ბარბაქაძე კარლო. ენის ელემენტური თეორია. თბილისი, 2003

9. საქართველოს და ქართველების აღმნიშვნელი. თბილისი, 1993

10. Усларъ П.К. Этнографიя Кавказа. Языкознанიе II, Чеченскიй языкъ. Тიфлис, 1888

11. Марръ Н.Я. Къ вопросу о положенიи абхазскаго. . С.- Петербургъ, 1912

12. Ашхацава С.М. Пути развития абхазской истории. Сухуми, 1925

13. ჯანაშია ბ. აფხაზურ-ქართული ლექსიკონი. თბილისი, 1954

14. Бгажба Х.С Русско-абхазский словарь. Сухуми,1964

15.Шакрыл Е.П. Русско-абхазский обшественно ... Сухуми, 1991

16. Латышевъ В.В. Известიя древныхъ писателей ... т.1, в.1. С.-Петербургъ, 1893

17. Марр Н.Я. О языке и истории абхазов. М-Л, 1938

18. Инал-Ипа Ш. Д. Абхазы. Сухуми, 1965

19. Латышевъ В.В. Известიя древныхъ писателей . . .т.1I, в.1. С.-Петербургъ, 1904

20. ჯანაშვილი მოსე. საქართველოს გეოგრაფია ვახუშტი ბატონიშვილისა. ტფილისი, 1904

21. ქართულ-ოსური ლექსიკონი. სტალინირი, 1940

22. Мифы народов мира т.2. Москва, 1988

23. Мифы народов мира т.1. Москва, 1987

24. გელოვანი აკაკი. მითოლოგიური ლექსიკონი. თბილისი, 1983

25. ქართლის ცხოვრება ტ. I. თბილისი, 1955

26. Этнонимы. Москва, 1970

27. Люлье Л. ЗОРКО, кн. IV. Тифлисъ, 1857

28. Усларъ П.К. Этнографიя Кавказа. Языкознанიе. Абхазскიй языкъ. Тифлисъ, 1857

29. ფენრიხ ჰ., სარჯველაძე ზ. ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი. თბილისი, 1990

30. Осетинско-русский словарь. Орджоникидзе, 1962

31. Мелксетъ-бековъ Л.М. Древнейшая Пицунда ... Одесса, 1914

32. Дьяконов И.М. История Мидии. М-Л, 1950

33. Дубровин Н.Д. История войны и владичество ... т. 1, кн. II. С.-Петербургъ, 1871

34. ქ.ს.ე. ტ. I.

35. რატიანი ზურაბი. წყაროთა ღაღადი ანუ პირიქითა საქართველო. თბილისი, 1995

36. ქართულ-აფხაზური სასაუბრო. თბილისი, 2000

37. Джанашиа Н.С. Статьи по этнографии Абхазии. Сухуми, 1960

38. აფხაზეთის ხმა №12, 1999

39. სიხარულიძე იური. ჭანეთი. ბათუმი, 1977

40. გეორგიკა, ტ. 1. თბილისი, 1961

41. Генко А.Н. Абазинский язык. Москва, 1955

42. Инал-Ипа Ш. Д. Вопросы этно-културной истории абхазов. Сухуми, 1976

43. თოფურია ვარლამ, ქალდანი მოსე. სვანურ-ქართული ლექსიკონი. თბილისი, 2000

44. ჩიქოვანი მიხეილი. ქართული ეპოსი წ.II. თბილისი, 1965

45. ენიმიკის მოამბე ტ.12. 1942

46. მნათობი №12, 1956

47. კრამერი ნ. სემიუელ. ისტორია იწყება შუმერიდან. თბილისი, 1988

48. НогмовШ.Б. История адыгского народа. Нальчик, 1947

49. Гулиа Д. О моей книге «История Абхазии». Сухуми, 1951

50. Ванеев З. Избранные работы по истории … т.1, Цхинвали, 1989

51. Абаев В. И. Осетинский язык и фолклор т.1. М-Л, 1949

52. Русско-осетинский словарь.М.,1970

53. Чурсин Г.Ф.Осетины. Тифлис, 1925

54. ვახუშტი ბატონიშვილი. საქართველოს გეოგრაფია. თბილისი, 1997

55. Надеждинъ П. Природа и люди на Кавказе и за Кавказомъ. С.-Петербургъ, 1869

56. ითონიშვილი ვახტანგი. ქართულ-ოსურ ურთიერთობათა ისტორიიდან. თბილისი, 1995

57. Волкова Н.Г. Этнонимы и племенные названия ... Москва, 1973

58. ნართები. სტალინირი, 1947

59. ჯავახიშვილი ივანე. ქართველი ერის ისტორიის . . . ტ.1, 1950

60. ჯანაშია სიმონ. შრომები, ტ.IV. თბილისი, 1968

61. Абаев В.И. Нартовский эпос осетин. Цхинвали, 1982

62. იოსებ სტალინი. მარქსიზმის შესახებ ენათმეცნიერებაში. თბილისი, 1950

8 ბოლოთქმა

▲back to top


ეს ნშრომი ენის ელემენტური თეორიის გამოყენებით არის შექმნილი, რომლის არსებითი ნაწილი - სიტყვების ფუძეთა პერიოდული სისტემა - 1996 წელს ცნობილ ქართველ ენათმეცნიერებს გავაცანი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თეორია 1998 წელს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ ნიკო მარის ოთხელემენტოვანი ანალიზის ანალოგად იქნა შეფასებული, 2003 წელს კი იგი წიგნის სახით გამოვეცი და მისი 100-ზე მეტი ეგზემპლარი ცნობილ ენათმეცნიერებს, ფილოლოგებს, ისტორიკოსებს და სხვა სპეციალისტებს დავურიგე, მისდამი მეცნიერული ინტერესი დღემდე არავის არ გამოუმჟღავნებია, არც ავი და არც კარგი მის შესახებ არავის არ გამოუთქვავს. არადა ენის ელემენტური თეორია ჭეშმარიტად ქმედითუნარიანია, კარგად მუშაობს, სიტყვის წარმომავლობასა და მის წარმომავლობით მნიშვნელობას ადვილად განსაზღვრავს, რაც სხვა ცნობილი ენის თეორიებისათვის მიუღწევადია. ამ თეორიის გამოყენებით ბევრი ისტორიული, ეთნოგრაფიული, ფოლკლორული და სხვა საინტერესო საკითხი გადავჭერი, რომლებიც შესაბამისი დარგის ცნობილმა სპეციალისტებმა ჩემთან საუბარში საინტერესოდ მიიჩნიეს და არ შემწინააღმდეგებიან, მაგრამ მათ საჯარო განხილვაზე უარი მითხრეს. ამის ერთ-ერთ მაგალითს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისადმი მიწერილი ჩემი წერილის (№9724; 20. 07. 2007 წ. ეს ნაშრომი მისი ერთ-ერთი დანართი იყო) პასუხი ( №1302900; 15. 10. 2007 წ. თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფარულ ექსპერტთა საბჭო) არის, რომელსაც მთლიანად წარმოგიდგენთ:

„ბატონ კარლო ბარბაქაძის ნაშრომში ზოგადი ენათმეცნიერების, ენათა წარმოშობისა და ისტორიის, ეტიმოლოგიის, სტრუქტურული ლინგვისტიკისა და სხვა არაერთი საინტერესო საკითხია განხილული, მაგრამ, სამწუხაროდ, ავტორის მეთოდოლოგია და ამათუიმ საკითხისადმი მიდგომა სცილდება პროფესიონალურ, მეცნიერულ ანალიზს და ხშირ შემთხვევაში ხალხურ ეტიმოლოგიებს უტოლდება.

შესაძლოა, კ. ბარბაქაძის ნაშრომში ზოგიერთი კონკრეტული საკითხი არასწორად არ იყოს გაშუქებული, მაგრამ მთლიანობაში სამეცნიერო დისკუსიასა და მსჯელობას არ ექვემდებარება, ვინაიდან ლოგიკურ მეცნიერულ არგუმენტაციას მოკლებულია.

ემპირიული მასალის კვლევა არ არის შემოფარგლული და არავითარ ფონეტიურ კანონზომიერებას არ შეესაბამება.

ავტორის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია მეცნიერულ კრიტიკას ვერ უძლებს და არ ექვემდებარება ამგვარ განხილვას“.

ამ პასუხის კომენტარისაგან თავს ვიკავებ, იგი მკითხველისათვის მიმინდია. მის ალტერნატიულ პასუხად იოსებ სტალინისა და არნოლდ ჩიქობავას გამონათქვამები მინდა მოვიყვანო:

„უნდა ვიფიქროთ, რომ თანამედროვე ენის ელემენტები შეიქმნა ჯერ კიდევ უძველეს დროში, მონობის ეპოქაზე ადრე. ეს იყო არართული ენა, რომელსაც მეტად მცირე ლექსიკური ფონდი გააჩნდა, მაგრამ ჰქონდა თავისი გრამატიკული წყობა, მართალია პრიმიტიული, მაგრამ მაინც გრამატიკული წყობა“ [62, გვ.27].

„მარტივ ფუძედ (ძირად) მიგვაჩნია ის, რაც არ იშლება ამჟამად: თანამედროვე ქართულის თვალსაზრისით; ხმარ, ნათელ დაუშლელი მონაცემებია (ეს მონაცემები მან სიტყვების სამომხმარებლო და განათლებული დეაფიქსაციით მიიღო შესაბამისად. კ.ბ.), მარტივი ფუძეა, ძირია; მაგრამ ისტორიული განვითარების წინა საფეხურის გათვალისწინება დაგვანახვებს, რომ შეუძლებელი არაა მათი დაშლა, მათში აფიქსის თუ აფიქსების გამოყოფა და ახალი ძირეული კომპლექსის დადგენა“ [3. გვ.241].

ამ გამონათქვამებს ენის ელემენტური თეორია ადასტურებს, რომელსაც, როგორც §1.3-ში ვაჩვენეთ,! თავისი საკუთარი გრამატიკა გააჩნია. ეს გრამატიკა არის იოსებ სტალინისა და არნოლდ ჩიქობავას გამონათქვამებში ნაგულისხმევი, მისი გამოყენებით არის ყველა სამეტყველო ენის ლექსიკური ფონდი შექმნილი.

კარლო ბარბაქაძე