The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

გრიგოლ ორბელიანის წერილები


გრიგოლ ორბელიანის წერილები



გორდელაძე კოტე

გრიგოლ ორბელიანის წერილები

1 გვერდი V

▲ზევით დაბრუნება


გრიგოლ ორბელიანის წერილები მის ახლობელ ნათესავ-მეგობრებთან, მიუხედავად მათი კერძო ხასიათისა, საზოგადოებრივ-ლიტერატურულ მნიშვნელობას მოკლებული არ არის, მეტადრე თანამედროვე მკითხველისათვის. ეს კერძო წერილები იძლევა მდიდარ ისტორიულ მასალას არა მხოლოდ მწერლის პირადი ცხოვრებისა და მისი იდეური განწყობილების შესასწავლად, არამედ ამავე დროს ისინი შეიცავენ საუკეთესო ისტორიულ წყაროს იმ ეპოქის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ ვითარების გაცნობისათვის.

გარდა ამისა, ამ წერილების გამოქვეყნებით საბოლოოდ გამოირკვა საკითხი გრიგოლ ორბელიანის ლიტერატურული შემოქმედების ხასიათის შესახებ. ერთხელ კიდევ დასაბუთებული იქნება ის გარემოება, რომ გ. ორბელიანის შემოქმედებაში ადგილი არ ჰქონია არავითარ გაორებას, როგორც ამას ზოგიერთი კრიტიკოსი ამტკიცებს.

ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ გრიგოლ ორბელიანის კერძო წერილები იძლევა მდიდარ მასალას იმ თავგანწირული და გმირული ბრძოლის ისტორიის შესწავლისათვის, რომელსაც 30 წლის განმავლობაში აწარმოებდენ მთიულები, თავისუფლების შენარჩუნების მიზნით, გმირი მეამბოხის დიდი შამილის მეთაურობით რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ.

სწორი არ არის ზოგიერთ ლიტერატურულ მკვლევარის აზრი, თითქოს გ. ორბელიანს ქართულ ლიტერატურაში არავითარი კვალი არ დაემჩნიოს. რასაკვირველია, ასეთი შეხედულება წარმოადგენს ერთგვარ რეაქციას მეორე უკიდურესობის მიმართ, რომელსაც გ. ორბელიანი მეტის მეტად დიდ სიმაღლეზე აჰყავდა. სხვა რომ არა იყოს გ. ორბელიანი ავტორია: „მუშა ბოქულაძის“, „მუხამბაზის“, „სადღეგრძელოს“, „კინტოს სიმღერის“ და სხვ., ამასთან ერთად ისიც უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ გ. ორბელიანი მე-19 საუკუნის მანძილზე „მამათა“ ლიტერატურულპოლიტიკურ მიმართულების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. ამიტომ, რასაკვირველია, მან ქართულ მწერლობაში სათანადო კვალი მასტოვა, რომელსაც ჩვენის მხრივ სწორი გაშუქება, მისგან უარყოფითი მოტივების უკუგდება და კრიტიკული ათვისება ესაჭიროება.

გორდელაძე გულიკო

2 გვერდი VI

▲ზევით დაბრუნება


როგორც აღვნიშნეთ, გ. ორბელიანის კერძო წერილები ყოველგვარ ნიადაგს აცლიან მისი პიროვნების გაორების თეორიას. ამ თეორიის წარმომადგენლები არიან: კიტა აბაშიძე, ვახტანგ კოტეტიშვილი და სხვ. ორბელიანის ლექსების კრებულის წინასიტყვაობაში ვახტანგ კოტეტიშვილი სწერს: ... „გრიგოლ ორბელიანი გაბზარული სახით გამოიყურება, უფრო მეტიც, ის ორად არის განკვეთილი, ორი მეობა არის მასში დასადგურებული ახალგაზრდობიდან დაწყებული სიბერემდე“. ამ დებულებას მისი ავტორი იმითაც ასაბუთებს, რომ გ. ორბელიანი 1832 წლის შეთქმულებასთან დაკავშირებით დატუსაღებული იყო, რომ მან ლიტერატურული მოღვაწეობის დასაწყისში სთარგმნა რილეევის აკრძალული ლექსი „ნალივაიკოს აღსარება“ და სხვ.

გამოდის რა ამ შემცდარ დებულებიდან იგი ჰყოფს გ. ორბელიანის ლიტერატურულ შემოქმედებას ორ, ერთიმეორის საწინააღმდეგო, პერიოდად. პირველ პერიოდს სთვლის.პროგრესიულად, მეორეს რეგრესიულად. ასე მაგალითად, ვ. კოტეტიშვილი სწერს: „გ. ორბელიანის ცხოვრებიდან ჩვენ ორი მომენტი აღვნიშნეთ. პირველი პროგრესიული, მეორე — რეგრესიული. პირველ პერიოდში ის პროტესტანტული სულით იყო აღვსილი, მეორეში კი იმათ ამალას შეუერთდა, ვის წინააღმდეგაც ოდესღაც მხედრდებოდა. გრიგოლ ორბელიანის პოეზიაშიც ორი მომენტი არის აღსანიშნავი: ეროტიკა და მოქალაქეობრივობა“.

რასაკვირველია, სწორი არ იქნებოდა გვეთქვა, რომ 50 წლის მანძილზე გ. ორბელიანის ლიტერატურული შემოქმედება აბსოლუტურ იგივეობას წარმოადგენდა, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ თითქოს მისი ლიტერატურული შემოქმედება ასე მკაფიოდ იყოფებოდა ერთიმეორისაგან დიამეტრულ მოწინააღმდეგე პერიოდებად — პროგრესიულად და, რეგრესიულად. ეს შემცდარი შეხედულება იმის ნაყოფიც არის რომ 1832 წლის შეთქმულების კლასიურ-პოლიტიკური ხასიათი სწორად არ არის გაგებული. ეს შეთქმულება არ ყოფილა ხალხური, მასიური, დემოკრატიული მოძრაობა რუსეთის ცარიზმის წინააღმდეგ. მონაწილეთა კლასიური შემადგენლობით და მათი პოლიტიკური მიზნების მიხედვით 1832 წლის მოძრაობა იყო წმინდა წყლის მონარქიული და ამიტომ რეაქციული მოძრაობა. მართალი არის ამხანაგი ფ. მახარაძე, რომელმაც თავის მოხსენებაში პირველ საკავშირო მარქსისტ-აგრარნიკების კონფერენციაზე აღნიშნა, რომ 1832 წლის შეთქმულება „იყო წმინდა მონარქისტული თავადაზნაურობის შეთქმულება, უკანასკნელი ცდა ქართველი მეფის დინასტიის სამეფო ტახტზე აღდგენისა“.

რასაკვირველია, მარქსიზმ-ლენინიზმი მხარს უჭერს ჩაგრული ერების ნაციონალურ განმათავისუფლებელ მოძრაობას მჩაგვრელი ერების დიდმპყრობელურ პოლიტიკის წინააღმდეგ, მაგრამ ასეთი მოძრაობის ერთ-ერთ ძირითად პირობას, მშრომელი მასების, პირველ რიგში გლეხური მასიური მოძრაობა წარმოადგენს, რომელიც ერთ და იმავე დროს მიმართულია, როგორც უცხო ერის კოლონიურ ბატონობის წინააღმდეგ, ისე საკუთარი ეროვნული მჩაგვრელების წინააღმდეგაც.

სურმავა ნინო

3 გვერდი VII

▲ზევით დაბრუნება


ადვილი გასაგებია, რომ ასეთ მოძრაობასთან არაფერი საერთო არა აქვს 1832 წლის მსხვილი ფეოდალური არისტოკრატიის, ქართველი მეფის საგვარეულოს, წარმომადგენლების შეთქმულებას. ის თავისი სოციალური ხასიათით განსხვავდება, როგორც შამილის მოძრაობისაგან, აგრეთვე იმ დემოკრატიულ მოძრაობისაგან, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში. განსაკუთრებით 1832 წლის კახეთის აჯანყებას, 1819 — 20 წლის იმერეთის მოძრაობას, სამეგრელოს გლეხების აჯანყებას, გურიის გლეხობის 1841 წლის აჯანყებას და სხვ.

სწორედ 1832 წლის შეთქმულების კლასიურ ხასიათს და მის პოლიტიკურ მოტივებს ივიწყებენ ისინიც, ვინც მას ქართულ „დეკაბრიზმად“ აღიარებენ. მაგალითად, დ. გოზალიშვილი „1832 წლის შეთქმულების“ მასალების კრებულის შესავალში ამბობს: „წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ეს მოძრაობა განმეორება თუ არა, უეჭველი გამოძახილია მაინც სა– ერთოდ იმ დროის ევროპაში გავრცელებული ლიბერალური იდეებისა, კერძოდ კი რუსეთის დეკაბრისტების მოძრაობის უახლოესი შედეგია“. ასეთ დებულებას იცავს ის მიუხედავად იმისა, რომ მის სასარგებლოდ არც ერთი საბუთი ხსენებულ კრებულში არ ლაპარაკობს. _ რასაკვირველია, 1832 წლის შეთქმულების ამათუიმ მონაწილეს შეიძლება ჰქონდა ლიბერალური მიდრეკილება, მაგალითად, სოლომონ დოდაშვილს და სხვ., მაგრამ მოძრაობის საერთო მიმართულება კი წმინდა რეაქციული იყო. ქართველი გლეხისათვის არავითარ პრინციპიალურ განსხვავებას არ წარმოადგენდა, თუ ვინ „გააძრობდა მას ტყავს“, ქართველი მემამულე, თუ ცარიზმის მოხელე. - იმ შემთხვევაშიც, რომ 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის მიღება იძლეოდეს გ. ორბელიანის შეფასების საკითხში ზემოთ აღნიშნულ დასკვნების რაიმე საბუთს, როგორც ვ. კოტეტიშვილი და სხვები აღიარებენ, ეს მაინც შეუძლებელი იქნებოდა გაგვევრცელებია გ. ორბელიანზე. ის იმდენად პასიურ ელემენტს წარმოადგენდა ამ მოძრაობაში, იმდენად დაშორებული იყო მისგან, რომ უდიდეს გაუგებრობად სთვლიდა მის დროებით, რამდენიმე თვით პატიმრობას ამ შეთქმულებასთან დაკავშირებით.

გ. ორბელიანს თვითმპყრობელობის მიმართ არც ერთი გრამი საყვედურისა არ გამოჰყოლია საპყრობილიდან. აი რას წერს იგი თავის ძმას — ზაქარია ორბელიანს ციხიდან გასვლისას: „საშინელისა უბედურებისაგან, რის გამო ვიყავ ამდენხან შეპყრობილ, თუმცა გავთავისუფლდი, მარამა მთავარმართებლის ბრძანებით ლინიაზე უდა წავიდე რომელსამე პოლკში პრიკომანდიროვად დრომდის. — მთავარმართებელი ფრიად კეთილი და მზრუნველია საქართველოსათვის“ (11 სექტემბერი 1833 წელი). ასე მსჯელობდა მთავარმართებლის შესახებ „რევოლუციონერი“ გ. ორბელიანი.

გაჟალოვა ანტონინა

4 გვერდი VIII

▲ზევით დაბრუნება


აქედან ის დასკვნა უნდა მივიღოთ, რომ გ. ორბელიანის ლიტერატურულ შემოქმედებაში არავითარ გაორებას ადგილი არ ჰქონებია, ის მთლიანი პიროვნებაა და მისი ლიტერატურული შემოქმედების მთლიანობა წარმოადგენს მის კლასიურ და პოლიტიკურ მდგომარეობის ანარეკლს. მისი პოეზიის სოციალური მოტივი არის ფეოდალური საქართველო ე. ი. თავად-აზნაურობა, მისი ბატონობა, მისი დაცვისა და მარადიულობისა– თვის იგი მზად არის იბრძოლოს არა მხოლოდ პოეზიის საშუალებით, არამედ ხმლის საშუალებითაც. გ. ორბელიანი, როგორც მწერალი და სარდალი ერთ მთლიანობას წარმოადგენს.

მისთვის ქართველი ხალხის ბედნიერება ქართველ თავად-აზნაურობის ბედნიერებას უდრის, თავად-აზნაურობას აღიარებს საქართველოს ისტორიის ქვაკუთხედად, მისი გადაგვარება, ან მოსპობა ქართველი ხალხის და ქართული კულტურის მოსპობად მიაჩნია. ერთს თავის კერძო წერ:ლში ლორის-მელიქოვისადმი სწერს: „ჰქრება ის სახელოვანი თავად-აზნაურობა, რომელიცა ათასი წლის განმავლობაში მამაცობით ებრძოდა მთელს აზიასა ქრისტეს სარწმუნოებისა და მამულის დასაცუელადა. საქართველო მრავალჯერ გაოხრებულა, მონღოლთაგან, სპარსთაგან, თურქთაგან, ლანგთემურ-შაჰაბაზისაგან, მაგრამ დაემორჩილა მხოლოდ რუსთ ხელმწიფესა იმ იმედით, რომ მისს მფარველობის ქვეშე ეღირსება მშვიდობიანად და კეთილდღეობით ცხოვრებასა. ახლა რასა ვხედავ? ასე დაცემული სულითა არ ყოფილა არაოდეს: გაუძლებელი სიგლახაკე და უიმედობა გვიბნელებს გონებასა, შეგვიპყრა სასოწარკვეთილებამ, მოველით რა დღე-დღე, რომ გამოგურეკენ სახლიდან, მამულიდან: გულზე გუაწევს სიმძიმე ვაებისა, მწუხარებისა და ესრეთი უნუგეშო მდგომარეობა რამდენსამე ათასის სულისა, მგონია არ იყოს კარგი თუთ ხელმწიფესათვისაცა. ღრაფო, მოგვეშველეთ, შეგვეწიეთ, მოიხმარეთ, რაც ძალი და ღონე გაქუს, გამოიხსენით ესენი პრიკაზის ტყვეობისაგან, თქუენის სახელის სადიდებლად, რომ მთელი საქართველო საუკუნოდ იყოს მლოცველი და მაკურთხებელი თქუენი, და საქართველო გამოიხსნას ისევ საქართველოს შვილმავე და სხუარა ვისმე ნუ მიეცემა ესა დიდება“. - გ. ორბელიანი ვერ ურიგდება იმ გარემოებას, რომ ქართველი თავადაზნაურობა ჰკარგავს თავის პოლიტიკურ ბატონობის ეკონომიერ საფუძველს. ის გოდებით დასტირის ქართველ თავად-აზნაურობის წარსულ დიდებას. იგი ოცნებობს მხოლოდ იმაზე, თუ როგორ შეაჩეროს ამ რღვევის პროცესი თუ მთელი კლასის მიმართ არა, ყოველ შემთხვევაში თავის საკუთარი ოჯახის მიმართ მაინც. ამიტომ იგი „პრიკაზის“ ვალების გადახდევინებას არ ივიწყებს თავისუფლებისათვის მებრძოლ მთიულების, ლეკების და სხვ. აოხრების მომენტშიაც კი. 1849 წელს თავის ძმას ილიას სწერდა: „მაგ წყეულს პრიკაზში კიდევ გამოვგზავნე დღეს ფორტით 430 რუბლ. სიქა მანათი, ამას წინათაც 500, რომელიცა იქმს ჯამი 930. — ახლა ჩემო ილიკო, შენ უნდა მიხვიდე და გამოართვა კვიტაცია და გამოიხსნა ჩვენი ყმა და მამული. თობაა, თობაა, რომ ვალის სახსენებელი უნდა გაწყდეს ჩვენთვის“. ასე ებღაუჭებოდა გ. ორბელიანი თავის ფეოდალურ მფლობელობას, რადგან მას საერთოდ აღიარებდა საქართველოს ბედნიერების ქვაკუთხედად.

სანიკიძე ნათია

5 გვერდი IX

▲ზევით დაბრუნება


ამიტომ ადვილი გასაგებია მისი მტრული განწყობილება გლეხთა „განთავისუფლებისადმი“. იგი იმდენად რეაქციონერი იყო თავის მეხედულებით, რომ 60-იან წლების. გლეხური რეფორმებიც მისთვის მიეღებელი იყო, მათ იგი უდიდეს რევოლუციურ მოვლენად აღიარებდა. ამავე დრო ის ხედავს, რომ გლეხობის უკმაყოფილება ყოველგვარ საზღვარს სცილდება და სცდილობს წალეკოს ფეოდალების ბატონობა. ამიტომ გრიგოლ ორბელიანი მზად არის „შეამსუბუქოს“ გლეხების მდგომა– რეობა, ოღონდ არ იფიქრონ ბატონყმობისაგან განთავისუფლება. როდესაც მან გაიგო, რომ ფეოდალების ინტერესების დამცველი თვითმპყრობელობა თავად-აზნაურობას აძლევს გლეხობის „განთავისუფლების“ საკომ– პენსაციოდ განსაზღვრულ თანხას, იგი მზად არის ეს თანხა მოახმაროს „საწყალ“ გლეხობას, რათა ისინი კვლავ დარჩენ ბატონების ყურმოჭრილ მონებად. ამ რეფორმასთან დაკავშირებით გ. ორბელიანი სწერდა თავის ძმას ილიას 1843 წელში: „ჩემი აზრი იქნება, რომ ამ ფულებიდან გლეხკაცთა დაურიგონ და ისე შეიჯერონ, რომ საწყლები უბრალოდ არ აიღუპნენ, და ამგვარ მდგომარეობამ არ აჩივლოს განთავისუფლებისათვის“.

ამავე დროს იგი სწერდა თავის ძმას შეიძინოს ყმები და ააშენოს ახალი სოფელი, რომ ამით აღადგინოს თავისი ფეოდალური გვარეულობის, თავისი ფეოდალური ოჯახის შელახული ავტორიტეტი. 1847 წელში თავის ძმას ილიას იგი სწერდა: „ილიკო, არ იქნება, რომ ელისავეტო„პოლიდამ, ანუ ყაზახიდამ გადმოასახლო ხალხი და ერთი კარგი სოფელი საკუთრივ აიშენო — მგონია, მაშინ უფრო შეიძლო, როდესაც გამოხვალ მაგ თანამდებობისაგან, რომ აღარა სთქვან, რომ ნაჩალნიკი იყო და ხალხით დააცარიელა უეზდიო — ჰაა, რას იტყვი“.

ამის შემდეგ ადვილი გასაგებია ის სიმკაცრე, რომელსაც გრიგოლ ორბელიანი ერთნაირად იჩენდა, როგორც რუსეთის თვითმპყრობელობის მიმართ აჯანყებულ მთიულების დასამორჩილებლად, ისე ქართველ თავადაზნაურობის ბატონობის წინააღმდეგ აჯანყებულ ქართველ გლეხების მიმართ. ზოგიერთები ფიქრობენ, რომ გ. ორბელიანმა ასეთი არა ადამიანური სიმკაცრე აჯანყებულ ლეკების მიმართ იმიტომ გამოიჩინა, რომ ამით ცდილობდა „სისხლი აეღო“ ლეკებისაგან კახეთის შევიწროვების გამო. რასაკვირველია, ამ შემცდარი მოტივითაც შეიძლება ხელმძღვანელობდა გრიგოლ ორბელიანი, მაგრამ ეს არ იქნებოდა მთავარი, იგი ამ მოტივის გარეშეც ისევე სიმკაცრეს გამოიჩენდა, რადგანაც მას ამოძრავებდა პირველ ყოვლისა თვითმპყრობელობის, თავად-აზნაურობის და ფეოდალური ურთიერთობის არსებობის დაცვის ინტერესები. ეს სიცხადით მტკიცდება მისი მოქმედებით, რაც გამოიხატა ტფილისის ხელოსანთა და წვრილ ვაჭართა აჯანყების ჩაქრობაში.

იობაშვილი ციცო

6 გვერდი X

▲ზევით დაბრუნება


ამრიგად გ. ორბელიანი ბოლომდის ფეოდალი იყო, და თანამიმდევრობით იცავდა ფეოდალურ ურთიერთობის ხელუხლებელ არსებობას, სარა მხოლოდ ეკონომიკის დარგში, არამედ პოლიტიკის და კულტურის მხრი– ვაც. გ. ორბელიანი შეესისხლხორცა რუსეთის ცარიზმს, რუსეთის თვითმპყრობელობას ისე, როგორც მთლიანად მას შეეხორცა ქართველი თავადაზნაურობა. რუსეთის მეფისა და მისი წარმომადგენლის საქართველოში მოღვაწეობა მას საქართველოს ბედნიერებად მიაჩნია. სხვანაირად თუ ვიტყვით, სახელმწიფოებრივი მართვა-გამგეობის ერთადერთ ფორმად ის თვითმპყრობელობას აღიარებს. მისი ეროვნული პატრიოტობა მეტის მეტად საეჭვო გამოდგა, მან იგი სრულებით დაივიწყა და არაფერს არ ზოგავდა რუსეთის მეფისადმი ერთგულების დამტკიცებისათვის. ამით აიხსნება, რომ მან დროებით მთავარმართებლის თანამდებობაც კი მიიღო, რაც უსათუოდ მეფისაგან უდიდესი ნდობის გამოცხადებას ნიშნავდა. გ. ორბელიანი იყო პირველი ქართველი მთავარმართებლის როლის ამსრულებელი. იგი სრული ნდობით ეპყრობოდა მთავარმართებლებს, მეფის მოხელეების მოღვაწეობას უკავშირებდა ქართველი ხალხის ბედნიერებას. 1842 წელში თავის ძმას ზაქარიას სწერს: „საქართველო დიდი ბედნიერი არის, რომ ხელმწიფემ ინება გამოგზავნა ამ კაცებისა, ესე იგი ჩერნიშოვისა და პოზენისა, რომელთაცა გულით სურთ კეთილდღეობა ამა მხარისა — ღმერთმა ადღეგრძელოს ხელმწიფე, და მას უკან ესენი“.

სეთივე კონსერვატორი არის გ. ორბელიანი კულტურის დარგშიც. იგი ვერ ითმენს ენის, ლიტერატურის ახალ სახეებს. იგი ყოველგვარი „ნოვატორობის“ წინააღმდეგი არის. იგი იმდენად განწყობილია ყოველგვარი ახალი მოვლენის წინააღმდეგ, რომ თითქოს იბრძვის ქართული ენის სიწმინდისათვის, რომელსაც მისი აზრით ემუქრებიან „თერგ-დალეულები“, მაგრამ ვერ ამჩნევს, თუ რამდენად ქართული ენა სწორედ თავისი სიწმინდისათვის საჭიროებდა განთავისუფლებას „რუსიციზმიდან“, რო– ლითაც ასე დატვირთული იყო მისი ქართული ენაც. „თერგ-დალეულთა“ ფრთაშეკვეცილი ლიბერალიზმიც კი გ. ორბელიანისათვის იყო მიუღებელი. მისთვის, როგორც კონსერვატორისათვის, „თერგ-დალეულთა“ მოძრაობა რევოლუციას უდრიდა საზოგადოებრივ ურთიერთობისა და კულტურისა სფეროში. ნამდვილად კი „თერგ-დალეულებ:“ გ. ორბელიანიდან გავირჩეოდენ მხოლოდ იმით, რომ მათ ალღო აუღეს ისტორიულ განვითარების ობიექტურ პროცესს, სწორად იცნეს ფეოდალიზმის არსებული უმსგავსო ფორმების შეცვლის აუცილებლობა უკეთესი უფრო კულტურული ფორმებით, რომ მათ დაღუპვისაგან გადაერჩინათ თავისი საკუთარი კლასი. მათ პოლიტიკურ იდეალს ფეოდალიზმის მშვიდობიანი ევოლუცია წარმოადგენდა კაპიტალიზმის განვითარების გზით. სხვანაირად თუ ვიტყვით, „თერგ-დალეულები“ იყვნენ ფეოდალური კლასის იმ ნაწილის წარმომად: გენლები, რომელნიც ისტორიული განვითარების ზეგავლენით კაპიტალიზმის „გაბურჟუაზიების“ გნას დაადგენ. „თერგ-დალეულები“ იყვნენ ევოლუციონისტები, ლიბერალები და არა ბურჟუაზიული რევოლუციონერები.

შარმიაშვილი ქეთი

7 გვერდი XI

▲ზევით დაბრუნება


მიუხედავად ამისა გ. ორბელიანისათვის ისინი მაინც მიუღებელი იყვნენ სწორედ იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშნეთ, იგი ვერ ეგუებოდა. ვერავითარ ცვლილებებს, ფეოდალიზმის არსებული ფორმების ვერავითარ ევოლუციას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები არ გულისხმობდენ. თავისთავად ფეოდალიზმის პრინციპიალურ უარყოფას, მის აუცილებელ მოსპობას. „თერგ-დალეულებმა“ თავის უახლოესი სოციალ-პოლიტიკური, ამოცანა გადაჭრილად აღიარეს 60-იან წლების გლეხური რეფორმების გატარების შემდეგ და ბევრმა მათგანმა 60-იან წლების ფუorgშეჭრილ ლიბერალიზმზედაც უარი განაცხადა და კონსერვატიზმში გადავიდა. ეს გასაგებიც არის, რადგან მათ პოლიტიკურ იდეალს შეადგენდა ფეოდალიზმის მშვიდობიანი ევოლუცია კაპიტალიზმის გზით, რომლის პირობებს 60-იანი წლების რეფორმები ნაწილობრივად ყოველ შემთხვევაში მაინც ჰქმნიდენ.

გ. ორბელიანი კი 70-იან წლებში სევდით ივსება, მისი პანგი ნაღვლიანი ხდება, ის დასტირის წარსულ ფეოდალურ დიდებას, აღშფოთებას გამოსთქვამს იმ ცვლილებების გამო, რომელიც 60-იანი წლების გლეხურმა რეფორმებმა გამოიწვია საზოგადოებრივ ურთიერთობაში, კერძოდ კი ქართველ ფეოდალურ თავად-აზნაურთა ეკონომიურ ვითარებაში. ამიტომ ის წინააღმდეგი არის, როგორც 60-იანი წლების რეფორმის ისე „თერგდალეულთა“ მოძღვრების და მათი მოძრაობის. ის ვერ ითმენს იმ გარემოებას, რომ გლეხობამ ფორმალური თავისუფლება მოიპოვა 60-იან წლების რეფორმებიდან. წერილში ლორის-მელიქოვისადმი, ის სწერს: „ 16-10 anp. 1881 წ. პეტერბურღს. თქუენო ბრწყინვალებავ ღრაფ მიხეილ ტარიელიჩ — ლორის-მელიქოვსა... რა ნახეს საქართველოში როცა პირუელად მოვიდნენ რუსნი. იყო მეფე მომაკუდავი; იყო თავადობა; იყო პატრიახ-ეპისკოპოზობა. ამ სამთა სოსლოვიმა - რუსულად ვამბობ — ეჭირათ საქართველო; ესენი იყუნენ სარდლები; ესენი შეადგენდენ მეფის“ კრებასა; ესენი უყუნენ მდივანბეგები, ანუ მსაჯულნი, ჰსჯულის დამაწე სებელნი; უამათოთ ვერარა განკარგულება მოხდებოდა მეფისაგან სამეფოში; ესენივე შეადგენენ ჯარსა გარდაიცუალა მეფე; გაჩნდა მანიფესტი იმპერატორისა, რომლითა საქართველო შეერთდა რუსეთსა და გამოეცხადა სხუათა და სხუათა მოწყალებათა შორის, ესეცა, რომ ყოველივე საკუთრება შეუხებელია. მერე გავიდა ათი თუთხმეტი წელიწადი და გამოვიდა უქაზი, რომ მღუდელნი, ვითარცა ღ-თის მსახურნი უნდა უყუნენ თავისუფალნი თავადებისაგან. განთავისუფლდენ მღუდელნი, თუმცა კი მაშინაც ისევ ისე იყუნენ, როგორცა ეხლა, — მაგრამ მღუდლებთან წაიღეს და დაჰსდეს საეკლესიოდ თავადებისა ის ყმები და მამულები, რომელთა

არჯევნიშვილი ზურა

8 გვერდი XII

▲ზევით დაბრუნება


შემოსავლიდამ თავადები ინახავდენ მღუდელთა, მგალობელთა, დიაკუნებსა, ჯუარსა, ხატებსა და სხუათა და სხუათა, ათასი საჩივარი წავიდა -ამაზე სენატში, მაგრამ პასუხიც არ აღირსეს. გავიდა კიდევ ათი თუთხმეტი წელიწადი და გამოვიდა უქაზი „როგორ იქნება რომ თავადთა ჰყუანდეს აზნაურნი“. მეფე თავადსა უწყალობებდა მის დიდ ნამსახურებისათვის აზნაურსა მამულით. განთავისუფლდენ აზნაურნი და თან წაიღეს, არა თუ მამული, მეფისაგან აზნაურთან ნაწყალობევი, არამედ ისიცა, რაცა თავადს მიეცა თავისი მხრით. აზნაურისათვის — ამაზედაც იყო დიდი ჩივილი, მაგრამ ესეცა დარჩა უპასუხოდ. გავიდა კიდევ ათი თუთხმეტი წელიწადი და გამოვიდა უქაზი: ყოველი გლეხი არის თავისუფალი და უნდა თავადებისაგან მიეცეთ მათ მიწა და აღსრულდა ესეცა. და აბა, ახლა წარმოი– დგინე, რაღა უნდა დარჩენოდათ თავადებსა და რაც დარჩათ, სულ აქა-იქ ნაწყვეტ-ნაწყვეტი მიწა, ასეთ რომ დიახ იშვიათსა აქუს ასი დესეტინა ერთ ალაგსა. პირუელი მიზეზი ჩუენისა საზოგადო დაცემისა, ამასთანა იყო სამოცი წელიწადი ბრძოლა, და ამ ბრძოლაში ყოველთვს მსახურობდენ თავად-აზნაურნი თავ-განწირულები, რომელი ოჯახი არის, რომ არ ჰყუანდეს რამდენიმე დაჭრილ, დახოცილნი ომში და რასაკურველია ყოველთვის პახოდობაში ყოფნა მოითხოვდა დიდს ხარჯსა. ახლა ამასთანა შეიცუალა ცხოვრებაცა, და ჩუენც ახლისა ცხოვრებისათვს, არ ვიყავით შემზადებულნი, ესე იგი არა გუქონდა ფული: ვიღებდით ვალსა 40 კაპეიკად; კახეთში ოღონდა ფული ესესხათ, თავადიშვილი ას თუმანში ფეშქა– შად აძლევდა ერთს ურემს ღვინოს სარგებლის გარდა.

აი ჩემო ბატონო, საიდამ დაიწყო ჩუენმა გაღარიბებამ, ჩუენმა აწინდელმა მდგომარეობამ, რომელშიაცა მწუხარების მეტი აღარა სუფევსრა, ახლა თუ მოვჰთუალოთ სუდები, ადვოკატები, მეჟევანიე, აჰპელაციები, ძალიან შორს წავა“.

გ. ორბელიანი გაკვირვებას გამოთქვამს იმ „მარცხის“ გამო, რომელიც თავად-აზნაურობამ განიცადა, რადგან მას არ ესმის ამ მარცხის მიზეზი, მას არ ესმის იმ „უჩინარი“ ძალის მოქმედება, რომელსაც კაპიტალი ეწოდება და რომელიც ძირს უთხრის ფეოდალურ ურთიერთობის არსებობას, როგორც სარდალი და მეომარი იგი თავის თავს გრძნობს უდიდეს ძალის წარმომადგენელად. იგი იხსენიებს საქართველოს წარსულ ისტორიიდან მრავალ შემთხვევებს, როდესაც საქართველო გადაურჩა მოღოლების, ირანელების, თურქების და სხვ. შემოსევას და გაოცებას ეძლე“ ვა, როდესაც ქართველ თავად-აზნაურობას ეკონომიურ გაღატაკების და გაჩანაგების გზაზე შემდგარს ჰხედავს. ხოლო რადგან ამისი ნამდვილი მიზეზი მისთვის გამოუცნობელი იყო, ამიტომ მთელი გესლი გადაჰქონდა გლეხობაზე, რომელსაც იგი აღიარებდა ამის მიზეზად. ამიტომ ის მზად იყო აჯანყებულ გლეხთა სისხლიც კი დაელია.

ბიწკინაშვილი ხათო

9 გვერდი XIII

▲ზევით დაბრუნება


ამავე მიზეზის გამო ის ვერ ითმენდა „თერგ-დალეულებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინიც მისი კლასიდან გამოსულები იყვნენ. გ. ორბელიანი თავის ლექსში „პასუხი შვილთა“, ასე მიმართავდა „თერგ-დალეულებს“ და მის მამამთავარს ილია ჭავჭავაძეს:

 

...ოსმალ-სპარსები,

დაღისტნის მთები,

ქებით გეტყვიან დიდთა მათ საქმეთ!

მათ დაიფარეს,

სისხლით დაიცვეს

სისხლ-შემოსილი მამული თვისი,

და სასო ღვთისა,

მცველი ერისა,

ენა საყდარი, სარწმუნოება!..

 

 

 

...მოვიდენ... და რა?

სულ ჩაგვამწარა...

ვაი ჩვენს იმედს... ვაი თქვენს მოსვლას!..

 

 

*  *  *

 

სტამბით  მოჰფინონ სწავლა მამულსა!..

აღჩნდნენ  მწერლები,  

სტამბით – ბეჭდვით (იგულისხმება ჟურნალ-გაზეთები, წიგნები).

აღჩნდნენ – გამოჩნდნენ.

ჟურნალისტები,

ვაი საბრალოს... ვაი ჩვენს ენას!..

მათ უსწავლელთა,

ცრუ რუსთაველთა,

სრულ წაგვიბილწეს ენა მდიდარი,

 
 

*  *  *

ჰე, სასურველო

გმირთა მამულო,

ნუთუ შენ მართლად ესრედ დამცირდი,

რომ შენსა ბედსა,

შენსა იმედსა,

დაეხელმწიფნენ ცრუ პოეტები?

ცრუ ლიბერალნი,

პატრიოტები,

მ[ე]ს[ხ]ი, მეველე,

მელიქ აღები.    

მესხი – სერგეი მესხი, XIX ს-ის მოღვაწე დროების რედაქტორი. მეველე – დავით მიქელაძე, XIX ს-ის მოღვაწე. მელიქ აღები – სტეფანე მელიქიშვილი – დროების  გამომცემელი

 

ასეთი იყო გ. ორბელიანი, როგორც სარდალი და პოეტი. ცხადია რომ არავითარ გაორებას აქ ადგილი არ ჰქონია. გ. ორბელიანი მისი შემოქმედებით ფეოდალური კლასის ღვიძლი შვილია. იგი თავიდან ბოლომდე კონსერვატორი და რეაქციონერია. ამის შემდეგ ადვილი გასაგებია მისი ისეთი „დემოკრატიული“ ლექსების ხასიათი, როგორიც არის ,მუშა ბოქულაძე“ და სხვ., „მუშა ბოქულაძეს“ ჩვენ არ უარვყოფთ, როგორც იმდროინდელი მუშის საზოგადოებრივი ვითარების ნაწილობრივად ამსახველ ლექსს, მაგრამ ეს კიდევ არ ნიშნავს, თითქოს ამ ლექსის დაწერით გ. ორბელიანი თავისი შემოქმედებით დემოკრატიული ხალხური მიმართულების ყოფილიყოს. ამ ლექსში მან დაგვიხატა იმდროინდელი მუშის მდგომარეობა

ყურაშვილი თიკო

10 გვერდი XIV

▲ზევით დაბრუნება


მისი საკუთარი გაგებით და დამახასიათებელია, რომ მუშა ბოქულაძე, არ აქვს შეგნებული მისი კლასიური მდგომარეობა, იგი მოკლებულია ბრძოლის უნარს იმ პირობების მოსასპობად, რომელთა ზეგავლენით იგი ასეთ მდგომარეობაში იმყოფება. ეს გასაგებიც არის, რადგან გ. ორბელიანს არ ჰქონია მხედველობაში „მუშა ბოქულაძის“ სახით მოეცა მშრომელი ხალხის რევოლუციური ბრძოლის სურათი. ის აღწერს „მუშა ბოქულაძის“ უმწეო და უნუგეშო მდგომარეობას, მხოლოდ იმისათვის რომ ამით გადაგვარების გზაზე შემდგარ თავის კლასს აჩვენოს, რა მო ლის მას იმ შემთხვევაში, თუ იგი არ იბრძოლებს მისი წარსული დიდების უკან აღდგენისა და დაბრუნებისათვის.

ამრიგად, გ. ორბელიანის მსოფლმხედველობა სრულებით სხვა იყო, ვინემ არა პირდაპირ ეს მოცემული არის ამ ლექსში, მაგრამ თვით რეალური სინამდვილის ზეგავლენით მან არა სრულად, მაგრამ ნაწილობრი. ვად მაინც იმდროინდელი მუშის ვითარება გადმოგვცა. სოციალისტური რეალიზმი სწორედ მოითხოვს. მას, რომ მექანიკურად არ იქმნეს გაგებული მწერლის მსოფლმხედველობის და რეალური სინამდვილის დიალექტიკური ურთიერთობა. იგივე სოციალისტური რეალიზმი ჩვენ გვიკარნახებს შევისწავლოთ ისეთი კონსერვატორული მწერლის კერძო წერილებიც კი, როგორიც გ. ორბელიანი იყო.

როგორც აღვნიშნეთ, გ. ორბელიანის კერძო წერილებს დიდი მნიშვნელობა აქვს და დარწმუნებული ვართ, მისი გამოცემა სავსებით იქნება გამართლებული. ეს წერილები არის ერთ-ერთი საუკეთესო წყარო ყველა ისტორიკოსის და ლიტ ატურულ მკვლევარისათვის მე-19 საუკუნის საზოგადოებრივი ურთიერთობის შესწავლის საქმეში.

ლაბაძე თამარ