![]() |
დიდგორის ომი |
გამომცემლობა
„განათლება“
თბილისი
19982 წიგნი ეძღვნება დიდგორის ომს, რომელიც XII საუკ. საქართველოს
ისტორიის ერთ-ერთი უბრწყინვალესი მოვლენაა. დიდგორის ომში თურქ-სელჯუკთა ჯარის სასტიკი განადგურებით ქართველი ხალხი
განთავისუფლდა თურქთა საუკუნოვანი მოძალეობისაგან და დასაბამი მიეცა საქართველოს
პოლიტიკურ და სამეურნეო აღორძინებას. " ნაშრომში ფართოდაა გაშუქებული საქართველოს
მაშინდელი სოციალურ-პოლიტიკური ვითარება, ქართველი ხალხის ბრძოლა გაერთიანებისა და
დამოუკიდებლობისათვის, დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა, მისი ბრძოლა გარეშე
მტრებისაგან საქართველოს განთავისუფლებისა და ქვეყნის გაერთიანებისათვის.
![]() |
1 სარგის კაკაბაძე |
▲ზევით დაბრუნება |
გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე სარგი (სერგო)
ნესტორის ძე კაკაბაძე დაიბადა იმერეთის სოფელ კუხში (წულუკიძის რაიონი). ჯერ კიდევ გიმნაზიის მოწაფემ, 16 წლის სარგისმა, „ფსევდონიმით Homio Novus,
გამოაქვეყნა ვრცელი წერილი „ქართველთა რიცხვი ასი წლის წინათ“ (გაზ. „ივერია“,
1902 წ. # 254, გვ. 3). მას მოსე ჯანაშვილმა „საგულისხმიერო გამოკვლევა“
უწოდა („ივერია“, 1902 წ., # 256, გვ. 2), ეჭვი არ შეპარვია, რომ თანატოლზე
წერდა. სარგისის თანაგიმნაზიელი, შემდეგში, დიდი მეცნიერი დიმიტრი უზნაძე იგონებდა:
გიმნაზიაში ოთხ პირველთაგან ჩვენს შორის უპირველესი იყო სარგის კაკაბაძე.
მაშინდელი მისი რეფერატები ისტორიის საკითხებზე, გამოკვლევებს
წარმოადგენდაო. სარგისმა წარჩინებით დაამთავრა გიმნაზია 1905 წელს და ვენის უნივერსიტეტის
ფილოსოფიური ფაკულტეტის ისტორიის განყოფილების სტუდენტი გახდა (1905—1907
წლები). შემდეგ იგი გადმოვიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური
ენების ფაკულტეტის სომხურ-ქართულ განყოფილებაზე. აქ მან 1909 წელს, ჯერ
კიდევ სტუდენტმა, საკონკურსო ნაშრომი თემაზე „ივანე და ზაქარია
მხარგრძელების მოღვაწეობა წყაროებისა და სომხურ-ქართული წარწერების
მიხედვით“, ვერცხლის მედალი დაიმსახურა. მომდევნო წელს ს. კაკაბაძემ წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი. ნიკო მარმა
ს. კაკაბაძის სადიპლომო ნაშრომის თაობაზე აღნიშნა, რომ იგი არის ფრიად
სერიოზული გამოკვლევა და ავტორის რუსული ენის სტილიც კი ბევრ მეცნიერს
შეშურდებოდაო. ს. კაკაბაძე 1910 წელს ბრუნდება თბილისში და იწყებს დამოუკელfბელ
სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1911—1919 წლებში იგი ასწავლიდა მესამე
გიმნაზიაში, ლექციებს კითხულობდა ქალთა უმაღლეს კურსებზე და ამიერკავკასიის
სახალხო უნივერსიტეტში; აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, საქართველოს საისტორიო და
საეთნოგრაფიო საზოგადოებისა და სხვათა საქმიანობაში, სისტემატურად
იბეჭდებოდა ქართულსა და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში, აქვეყნებდა წიგნებსაც. ს. კაკაბაძე 1918—1932 წლებში წამყვანი თანამშრომელი იყო მაშინდელი რუსეთის
მეცნიერებათა აკადემიის კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტისა. ს. კაკაბაძე 1918 წელს დაამტკიცეს თბილისის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტად,
ხოლო შემდეგ მას პროფესორობაც მიანიჭეს. 1934 წლიდან 1952 წლამდე ს.
კაკაბაძე კითხულობდა საქართველოს ისტორიის სხვადასხვა კურსს ქუთაისის,
ბათუმისა და სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში, ამავე დროს მუშაობდა
თბილისის ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში. პენსიაზე გასვლის შემდეგ, კონსულტანტობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის
ისტორიის კათედრასა და სახელმწიფო მუზეუმს, თანამშრომლობდა საქართველოს
სახელმწიფო მუზეუმსა და ცენტრალურ არქივში. სარგის კაკაბაძე 60-ზე მეტი წლის განმავლობაში ეწეოდა მრავალმხრივ
სამეცნიერო-კვლევითს, სამეცნიერო-ორგანიზაციულსა და პედაგოგიურ მუშაობას.
მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა „არაჩვეულებრივი ნებისყოფით, დიდი
ნაყოფიერებით, კვლევა-ძიების დამოუკიდებლობითა და ორიგინალობით. „ს.
კაკაბაძე წარმატებით აგრძელებდა წინამორბედების საშვილიშვილო საქმიანობას
საისტორიო ძიებებში, დიპლომატიკის, არქეოგრაფიის, პალეოგრაფიის,
ტექსტოლოგიისა და კლასიკური ლიტერატურის პრობლემებსა და საკითხებზე, ეწეოდა
ისტორიულ-ლიტერატურული ძეგლების პუბლიკაციას. ს. კაკაბაძემ 200-მდე საკუთარი დოკუმენტი დაუდო საფუძვლად მისი ინიციატივით
დაარსებულ საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივს, რომელსაც მეცნიერი
უძღვებოდა 1921—1926 წლების განმავლობაში. 1924–1934 წლებში ს. კაკაბაძე, სიძველეთა დაცვის ხელმძღვანელი იყო და
უთვალავი საისტორიო ძეგლი, ძვირფასი სამუზეუმო ნივთი, ნუმიზმატიკური
კოლექცია და დოკუმენტი გადაარჩინა დაღუპვისაგან“ (გაზ. „კომუნისტი“, 1967
წლის 5 აპრილი). ს. კაკაბაძის 300-ზე მეტი სახელწოდების ნაშრომთა ბიბლიოგრაფიაში ირიცხება
„ისტორიული საბუთების“, წიგნი I—IV (1913 წ.), „დასავლეთი საქართველოს
საეკლესიო საბუთები“, წიგნი I—II (1921 წ.) და სხვ. ს. კაკაბაძის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტური მასალები (განსაკუთრებით —
სიგელ-გუჯრები) შეიცავენ ფეოდალური საქართველოს სოციალური, პოლიტიკური,
ეკონომიკური, ისტორიული გეოგრაფიის, პალეოგრაფიისა და ქართული კლასიკური
ლიტერატურის უამრავ საკითხებს. მეცნიერულ მნიშვნელობას ინარჩუნებენ ს. კაკაბაძის გამოავლენე „წერილები და
მასალები საქართველოს ისტორიისათვის“ (197 წ.), „საისტორიო ძიებანი“
(1924), „შტუდიები“ და მთელი რიგი სტატიებების მიერვე დაარსებულსა და
ნარედაქტორებ გამოცემებში „საისტორიო კრებული“, წიგნი I—IV (1928—1929),
„საისტორიო მოამბე“ (I—IV (1924-1925) და სხვ. ს. კაკაბაძე იყო ერთ-ერთი გამოჩენილი წყაროთმცოდნე; ბევრი დაკარგული
საბუთის მის მიერ გადაწერილი პირი უკვე დედნის როლს ასრულებს. ს. კაკაბაძის „საქართველოს ისტორია“. „ახალი საუკუნეების ეპოქა“ (1920 და
1922 წლების გამოცემები) 1923 წლამდე იყო ძირითადი სახელმძღვანელო
რესპუბლიკის საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში. სამოქალაქო ისტორიის გარდა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მნიშვნელოვანია ს.
კაკაბაძის ღვაწლი ქართული კლასიკური მხატვრული ლიტერატურის ძეგლების
პუბლიკაციისა და ქართული ფილოლოგიის საკვანძო და სხვა საკითხების გაშუქების
მხრივ. მან ორ-ორგზის გამოსცა „ვეფხისტყაოსანი“ (1913-1927), ჩახრუხაძის
„თამარიანი“, შავთელის „აბდულმესიანი“ (1913–1937), ერთხელ
„ამირანდარეჯანიანი“ (1939), თავისი გამოკვლევებით, კომენტარებითა და
შენიშვნებით. ამათ გარდა, გამოაქვეყნა საფუძვლიანი მონოგრაფია „რუსთაველი
და მისი ვეფხისტყაოსანი“ (1966) და სხვ. ს. კაკაბაძეს გამოუცემელი დარჩა
საქართველოს ისტორიის მრავალტომი, ქართულ
და რუსულ ენებზე, მონოგრაფიები („ვახტანგ გორგასალის ეპოქა“, „კრწანისის
ბრძოლა“), „ქართული საისტორიო საბუთები“ (IX— XI ს. 1000 გვ. და სხვ. ) წინამდებარე ნაშრომი დაწერილია 1966 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, ავტორის
მიერ მისივე „ქართველი ხალხის ისტორიის“ გამოუქვეყნებელი ნაწილის
საფუძველზე და დიდგორის მიდამოების დათვალიერება-შესწავლის შედეგად. ახალგაზრდა სარგისის მოღვაწეობას ადრევე წამახალისებლად გამოეხმაურა
მხცოვანი პოეტი და ერის მრავალმხრივი მოამაგე აკაკი წერეთელი (გაზ. „თემი“,
1913 წ. 1 აპრილი); ს. კაკაბაძის მეცნიერულ-საზოგადოებრივ საქმიანობას
შემდეგაც თანაგრძნობით ეპყრობოდა ჩვენი საზოგადოებრიობა და მით უფრო
აფასებს მას თანადროულობა. |
![]() |
2 დიდგორის ომი |
▲ზევით დაბრუნება |
დიდგორის ომი დიდგორის ომს (1121 წლის აგვისტო) ჩვენი ხალხის ისტორიაში უდიდესი შედეგი ჰქონდა:
საქართველო განთავისუფლდა გარეშე ძალთა (უმთავრესად მომთაბარე თურქთა)
მძლავრობისაგან, რასაც მოჰყვა XII ს. საქართველოს სოციალური, პოლიტიკური და
კულტურული აღორძინება. დიდგორის ომში გამარჯვების გარეშე ჩვენს ხალხს არც თამარ
მეფის ხანა ექნებოდა, და, ალბათ, არც შოთა რუსთაველი ეყოლებოდა. ამიტომ დიდგორის
ომის ჯეროვნად შესწავლას ჩვენი ხალხის ისტორიისათვის თვალსაჩინო მნიშვნელობა აქვს.
ამ მხრივ კი ძლიერ ცოტაა გაკეთებული. ჯერ ის ადგილიც არაა გამორკვეული, სადაც ეს
გრანდიოზული ომი მოხდა, თუმცა ქართველი ხალხი, მოყოლებული XII ს-დან მტკიცედ იცავს
ხსოვნას ამ ომის შესახებ და ყოველწლიურად უქმობს „დიდგორობას“ სოფელ დიღმის თავზე,
სოფელ თელოვანის დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით გაშლილ ვრცელ (2X5 კმ) ველზე,
ცალკე კიდევ პატარა დიდგორობას — დიღმის წყლის სათავის ზემოთ, დიდგორის მთის სწორ
ზეგანზე. წინამდებარე ნაშრომის მიზანია ფაქტობრივი მასალების მიხედვით წარმოადგინოს დიდგორის
ომის სურათი. |
![]() |
3 ლიტერატურა დიდგორის ომის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტერატურის მიმოხილვა დიდგორის ომის შესახებ პირველად მარი ბროსემ დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ უცხოური ცნობები
დაურთო „ქართლის ცხოვრების“ თავის ფრანგული თარგმანის გამოცემას წიგნში Additions
et éclaircissements à l'Histoirede la Géorgie, SPb,. (1851, გვ. 223-234,
236-241). მ. ბროსემ თავი მოუყარა კერძოდ დიდგორის შესახებ იმ დროისათვის ცნობილ
ყველა უცხოურ წყაროს. ამ წყაროთა ავტორები იყვნენ: სომეხი ისტორიკოსი მათე ედესელი,
რომელიც (რომელიც როგორც თავის დროზე მიხ. ჩამჩენი ფიქრობდა დაიღუპა 1144 წელმა
მაჰმადიანების მიერ ქალაქ ედესის დაპყრობის დროს, არაბი ავტორი იაკუტი (გარ. 1228
წ.), აბულ-ფარაჯი (გარდ. 1288 წ.), ელ-აინი (გარდ. 1460 წ.).
მ. ბროსეს აგრეთვე მოკლედ აქვს მოხსენებული გოტიეს ცნობაც (იქვე, გვ. 229, შენ. 4),
მაგრამ გამოტოვებული აქვს იბნ-ალ-ასირის ცნობა, დეფრემერის მიერ 1849 წელს
მოცემული, თუმცა დეფრემერის ამ შრომას ის იხსენიებს (Histoire de la Géorgie, I,
1849, | გვ. 367, შენ. 3).
მ. ბროსეს მიერ დაგროვილი ხსენებული ცნობები გამოიყენა დიმ. ბაქრაძემ (ვახუშტის
„საქართველოს ისტორიის“ 1885 წლის გამოცემის შენიშვნებში, გვ. 181-183). დიდგორის ომს შეეხნენ: ნ. ხიზანიშვილი მონოგრაფიაში „მეფე დავით აღმაშენებელი და
მისი დრო“ (1894 წ.) და მ. ჯანაშვილი თავის „საქართველოს ისტორიაში“ (1895 წ.). იბნ-ალ-ასირისა და ალ-ჯოზის დეფრემერის მიერ ფრანგულად გადათარგმნილი ცნობები
დიდგორის ბრძოლის შესახებ ქართულად გამოაქვეყნა ა. მაჭავარიანმა ჟურნალ „მოამბეში“
(1898 წ., # 1 და 2). დიდგორის ომს ყველა დასახელებული მასალის გამოყენებით ეხებოდა დ. კარიჭაშვილი თავის
წიგნში „საქართველო XII საუკუნეში“ (1902 წ.). ამ ბრძოლას სხვადასხვა დროს, ასე თუ
ისე, სხვა ავტორებიც შეეხენ. დიდგორის ბრძოლის შესახებ ივანე ჯავახიშვილი თავის „ქართველი ერის ისტორიაში“ წერს:
„თურქების სულტანმა შემოიერთა არაბეთის მეფე, სხვა მაჰმადიანი მთავრებიც და
საქართველოსაკენ უზარმაზარი ჯარი გამოგზავნა. დავითმა არჩია მტრისთვის დაესწრო
ბრძოლის დაწყება, თავისი ჯარი _ მაჰმადიანებს დიდგორის მთაზე, მანგლისის მახლობლად,
შეაგება და ეკვეთა თურქებს. თუმცა თურქები რიცხვად ბევრად უფრო მეტი იყვნენ, მაგრამ
დავითის ბრწყინვალე სამხედრო ნიჭმა და სამშობლოს დამცველების მხნეობამ გაიმარჯვა.
მაჰმადიანთა უზარმაზარი ლაშქარი სასტიკად დამარცხდა და ქართველებს აურაცხელი
:იმდიდრე ჩაუვარდათ ხელში. დიდგორის ბრძოლა მოხდა 1121 წლის აგვისტოში, მან
დააამტკიცა, რომ საქართველო ეხლა აღმოსავლეთის ერთი უძლიერესი სახელმწიფოთაგანი
იყო“. „საქართველოს ისტორიის“ სახელმძღვანელოს 1946 წლის (მეორე) გამოცემაში პარაგრაფი
დავით აღმაშენებლის შესახებ დაწერილია ს. ჯანაშიას მიერ. მას დიდგორის ბრძოლა _ ასე
აქვს აღწერილი. თურქები 400—600 ათასი კაცის რაოდენობით წამოვიდნენ საქართველოსკენ.
„მტრის ჯარმა სწრაფად იარა. მოულოდნელად შემოიჭრა საქართველოში, მხარმარჯვნივ
დასტოვა თბილისი და 1121 წლის 12 აგვისტოს მიადგა ქალაქ მანგლისს. თურქებს
განზრახული ჰქონდათ ამ რაიონში გადაელახათ თრიალეთის ქედი და მოეწყვიტათ დავით მეფე
დასავლეთ საქართველოში მდებარე მისი ძირითადი ბაზებისაგან. დავითმა დიდი სისწრაფით
ატარა თავისი სამოცდაათ ათასიანი ლაშქარი და მანგლისის ჩრდილოეთით დიდგორის მთაზე
შეაგება იგი თურქებს. დიდგორის ბრძოლა მოხდა 1121 წლის 15 აგვისტოს. იგი დიდხანს არ
გაგრძელებულა. ქართველთა ჯარს გამოეყო და მტრის ბანაკისაკენ გა- ემართა 200
მხედარი. თურქებს ისინი მათ მხარეზე გადასული მოღალატენი ეგონათ და დაუბრკოლებლივ
მიუშვეს რაზმი შუაგულ ბანაკამდე. მაგრამ გულადმა ქართველმა მეომრებმა უეცრად ხმლები
იშიშვლეს და დაერივნენ გაოცებულსა და დაბნეულ თურქებს. დავითმა ისარგებლა მტრის
არევდარევით და ელვისებურად ეკვეთა მისი ლაშქრის ფრთებს. მაჰმადიანთა უზარმაზარი
ჯარი სასტიკად დამარცხდა. თურქებმა ბრძოლის ველზე დატოვეს დიდძალი მოკლული და
დაჭრილი და გაქცევით უშველეს თავს. ქართველებმა დიდხანს სდიეს ლტოლვილ მტერს და
აურაცხელი სიმდიდრე და მრავალი ტყვე ჩაიგდეს ხელში. დავითის ბრწყინვალე სამხედრო
ნიჭმა და სამშობლოს დამცველთა მხნეობამ სრული გამარჯვება მოუპოვა საქართველოს“. ნ. ბერძენიშვილი დიდგორის ომს აღწერს შემდეგნაირად (საქართველოს ისტორია. 1.
დამხმარე სახელმძღვანელო, 1958, გვ. 160–161): „შევიწროებულმა თურქებმა სპარსეთში
მჯდარ თურქთა სულტანს სთხოვეს ქართველების წინააღმდეგ დახმარება. სულტანმა საფრთხე
სწორად შეაფასა და კოალიციური ლაშქრის თადარიგი დაიჭირა. მაჰმადიანთა გასაჭირის
ლოზუნგით მან მრავალი მაჰმადიანი მეფე-მთავარი აღძრა და საქართველოს უზარმაზარი
ჯარი შემოუსია: „დავითი მტერს სავსებით მომზადებული დაუხვდა. მან ქართველთა
ლაშქრის შემადგენლობა ამ ომისათვის საგანგებოდ შეარჩია. ქართველთა და ყივჩაყთა
გარდა ამ ომში მონაწილეობდა დასავლეთ ევროპულ ჯვაროსანთა ათასი მეომრისაგან
შემდგარი რაზმი. „დავითი თავისი ჯარით თვით გაეგება მტერს და იქ აიძულა მას ომის დაწყება, სადაც
ქართველთათვის იყო ხელსაყრელი. ომი მოხდა თრიალეთ-მანგლისის მხრიდან შიდა
ქართლისაკენ მომავალ გზებზე, უმთავრესად კი დიდგორის მიდამოებში. ამ ვიწროებში
მტერმა თავისი რიცხობრივი სიჭარბე ვერ გამოიყენა და სასტიკადაც დამარცხდა. მრავალი
ათასი ტყვე და აურაცხელი სიმდიდრე დავლად დარჩათ ქართველებს. მტრის ვეება ჯარის
მცირე ნაწილმაღა უშველა თავს გაქცევით. ეს მოხდა 1121 წლის აგვისტოში“. |
||
1965 წელს გამოქვეყნდა შ. მესხიას მონოგრაფია „დიდგორის ომი“*. | * 1972 წელს გამოქვეყნდა შ. მესხიას მონოგრაფია „ძლევაჲ საკვირველი“. დიდგორის ბრძოლა და თბილისის შემოერტება.“ | |
ახალი სიტყვა დიდგორის ბრძოლის შესახებ, — რომ ეს ბრძოლა ქართველებმა მოიგეს მძიმედ შეიარაღებული რაინდების წყალობით, — ნათქვამი იყო ჩემს მცირე წერილში „დავით აღმაშენებლის ორი დიდი ომი“ (ქუთაისის პედინსტიტუტის შრომები, IV, 1942, გვ. 206–217). ამ მეტად მოკლე წერილში ნათქვამი იყო, რომ დავითს ჯერ კიდევ ერწუხის ომში (1104 წ.) „უკვე ჰყავდა გაწვრთნილი მხედრობა ცხენიან-საჭურვლიანი, ე. ი. მძიმედ შეიარაღებულნიც. დავითის მხედრობა შედგებოდა, როგორც მემატიანის სიტყვებიდან ჩანს, „მცირედისა ლაშქრისა და განწირულისა ერისაგან“. მთავარ ტაქტიკურ ძალას წარმოადგენდა სწორედ ეს „მცირედი ლაშქარი“, რომელიც უნდა ყოფილიყო მძიმედ შეიარაღებული რაინდული მხედრობა“ * |
შ. მესხია. „ძლევაჲ საკვირველი“. დიდგორის ბრძოლა და თბილისის შემოერტება.“. თ. 1972. გვ. 208 | |
იქვე სანიმუშოდ მომყავდა ჯვაროსნების მიერ 1998 წელს ახლად (1097 წ.) აღებულ ანტიოქიის შესანარჩუნებლად ცნობილი ომი თურქ ამირა კერბოგის ლაშქართან. აქ ფრონტის დაახლოებით 2-4 ათასი ნაბიჯის სიგრძეზე (საშუალოდ, მაშასადამე, ორი კმ-ის მანძილზე) საბრძოლო ხაზი ეკავა ორი ათას რაინდ-მხედარს. რაინდების წინ იდგნენ ქვეითნი, რომელნიც თვით ბრძოლის დროს რაინდების უკან დადგნენ. „ჯვაროსან-რაინდებმა შედარებით ადვილად დაამარცხეს ამირა კერბოგის არმია და გააქციეს იგი. მთელი ამ ომის სიმძიმე, ამგვარად, გადაიტანეს მხედარ-რაინდებმა, რომელთა მძიმე შეიარაღებას ვერ დაუმაგრდა თურქების არმია და დამარცხდა.* |
შ. მესხია. „ძლევაჲ საკვირველი“. დიდგორის ბრძოლა და თბილისის შემოერტება.“. თ. 1972. გვ. 208, 209 | |
„ასევე იყო დიდგორის ომშიც, სადაც ქართველებმა გამარჯვება მოიპოვეს მძიმედ შეიარაღებული რაინდების მეოხებით. გოტიე წერს, რომ დავითმა თავისი ჯარის სათავეში დააყენა ორასი ფრანკი (ევროპელი) მეომარი, რომელთაც შეუტიეს თურქებს და დაამარცხეს ისინიო“. „ეჭვს გარეშეა, ვწერდი მე (იქვე, გვ. 217), აქ იგულისხმებიან ევროპელი რაინდები, რომელნიც დავითის სამსახურში იმყოფებოდნენ და რომელნიც მოქმედებდნენ ქართველ რაინდებთან ერთად, რომელთა (ე. ი. ქართველი რაინდების, ხოლო ევროპელი რაინდების რაოდენობა 200 კაცი უკვე ნაჩვენები იყო. — ს. კ.) რიცხვი რამდენიმე ასი და, შესაძლებელია, ერთი-ორი ათასი უნდა ყოფილიყო (იგულისხმებიან მძიმედ შეიარაღებული და საუკეთესოდ გაწვრთნილი რაინდები). მართლაც, სავსებით შესაძლებელია, რომ დიდგორის ბრძოლაში ამ მძიმედ შეიარაღებულ რაინდებს (ე. ი. არა მხოლოდ 200 ფრანკს, არამედ მათთან ერთად 1-2 ათას ქართველ რაინდს. — ს. კ.) გადამწყვეტი როლი შეესრულებინათ“*. |
შ. მესხია. „ძლევაჲ საკვირველი“. დიდგორის ბრძოლა და თბილისის შემოერტება.“. თ. 1972. გვ. 208,209 | |
მიუხედავად იმისა, რომ ამ წერილის აზრი სავსებით გასაგები უნდა ყოფილიყო, 1943 წ. დეკემბერში გაზ. „კომუნისტის“ No 264-ში მ. კრავეიშვილის ფსევდონიმით გამოვიდა შემდეგი ტენდენციური სათაურის მქონე წერილი — „უპასუხისმგებლობა თუ ისტორიული ფაქტების ფალსიფიკაცია“. ამ წერილის ავტორი ამტკიცებდა, თითქოს ჩემს წერილში მე ვამბობდი, რომ დიდგორის ომის ბედი ორასმა ევროპელმა რაინდმა გადაწყვიტა*. მე კი ვწერდი, რომ ამ ომში გადამწყვეტი როლი შეასრულეს მძიმედ შეიძლებლმა რაინდებმა, რომელთაგან ორასი ევროპელი იყო და 1-2ათასი ქართველი მეთქი“. |
* იგივე აქვს გამეორებული შ. მესხიას მონოგრაფიაში „დიდგორის ბრძოლა“, თბილისი, 1965 წ. | |
„კომუნისტის“ (მ. კრავეიშვილის) წერილში ზემოთ მოყვანილი ციტატა ჩემი წერილიდან წარმოდგენილია დამახინჯებით: „აქ იგულისხმებიან ევროპელი რაინდები, რომელნიც დავითის სამსახურში იმყოფებოდნენ და რომელნიც მოქმედებდნენ ქართველ რაინდებთან ერთად. მათი (!) რიცხვი რამდენიმე ასი და შესაძლებელია ერთი-ორი ათასი ყოფილიყო (იგულისხმებიან მძიმედ შეიარაღებული და საუკეთესოდ გაწვრთნილი რაინდები) და სხვ. სიტყვა „რომელთა“, რომელიც მიეკუთვნება გამოთქმას „ქართველი რაინდები“, აქ შეცვლილია სიტყვით „მათი“ და აზრი დამახინჯებულია. ფრანგი რაინდები დიდგორის ომში იყვნენ არა უმეტეს ორასი კაცისა (რაც მე იქვე მაქვს აღნიშნული), აქ კი ლაპარაკი იყო დამატებით კიდევ ერთ-ორ ათას ქართველ რაინდზე. ქართველი რაინდობა წარმოადგენდა მეტად საინტერესო მოვლენას ფეოდალურ საქართველოში, სადაც მას საუკუნეების მანძილზე წამყვანი მნიშვნელობა ჰქონდა. მე არ მომეცა მაშინ შესაძლებლობა მ. კრავეიშვილის წერილს გამოპასუხებოდი და ეს გაუგებრობა პრესაში გამერკვია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ორასმა მძიმედ შეიარაღებულმა ფრანგმა კი არა, საქართველოს ლაშქრის თავგანწირვამ, მოლაშქრეთა მარჯვედ მოქნეულმა ხმალმა, ქართველი გლეხისა და ხელოსნის მარჯვენამ და მამაცი ლაშქრის გონიერმა ხელმძღვანელობამ უზრუნველყო დიდი გამარჯვება დიდგორის გადამწყვეტ ბრძოლაში. (ხაზგასმა ავტორისაა). უნდა კატეგორიულად ითქვას, რომ საშუალო საუკუნეებში ფეოდალური წყობილების განვითარებისა და წარმატების ხანაში წამყვანი და გადამწყვეტი მნიშვნელობა სამხედრო საქმეში ჰქონდა მძიმედ შეიარაღებული რაინდების ჯარს. მოვიყვან ერთ ციტატას: „რაც უნდა დიდი ყოფილიყო დახმარება, რომელსაც რაინდებს უწევდნენ დამხმარე ჯარები, განსაკუთრებით მშვილდით მსროლელნი და ქვეითი შუბოსნები, მაინც არ უნდა დავივიწყოთ, რომ მათ ჰქონდათ მხოლოდ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა. ლაშქრის ბედის გადამწყვეტ ძალას წარმოადგენდნენ რაინდები. ეს რჩება ძირითად ფაქტად. გაუზვიადებლივ შეიძლება წამოყენებულ იქნეს დებულება, რომ საშუალო საუკუნეებში საუკეთესო და იდეალურ ჯარად დიდხანს ითვლებოდნენ მძიმედ შეიარაღებული, წმინდა რაინდული მეომრები... წვრილ მფლობელთა და დინასტიების, აგრეთვე ქალაქების შინა ბრძოლების დროს მეომრების ძირითად მასას შეადგენდნენ დამხმარე ჯარები, რადგანაც მათ შეეძლოთ მძიმედ შეიარაღებული მეომრების, და მით უმეტეს, ნამდვილი რაინდების გამოყვანა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით. მაგრამ მეფეების მსხვილი, გადამწყვეტი ომები არის წმინდა მხედრულ-რაინდული... ასეთ ბრძოლათა აღწერილობაში არა იშვიათად (წყაროებში) ხაზგასმულად მოხსენებულია, რომ იქვე მყოფ ქვეით ჯარს ბრძოლაში არც ასაქმებდნენ“ (Ганс Дельбрюк, История военного искустваб перевод немецкого, МЮ, 1938 стр. 198-199). ამასთანავე უნდა ითქვას, რომ საქართველოში ფეოდალურ ლაშქარში ფართო მასიდან გაჰყავდათ მხოლოდ სრული ფუძის მქონე და, მაშასადამე, ძირმაგარ გლეხებიდან თითო ფუძეზე თითო კარგად გაწვრთნილი და სათანადოდ აკაზმული მხედარი (თითო ფუძეზე ხშირად რამდენიმე კომლი იყო) და ისიც მხოლოდ მსუბუქ დამხმარე ცხენოსან ჯარში. სხვანაირად მაშინ არც შეიძლებოდა, რადგანაც რაინდულ აკაზმულობას დიდი ანუ კარგი შეძლება უნდოდა და, გარდა ამისა, მძიმედ შეირაღებულ რაინდს უნდა ჰყოლოდა მეაბჯრენი, მსახურნი და თავისთვის პირადად, ლაშქრობის დროს, არა ნაკლებ სამი ცხენისა (ცალკე საომარი და ცალკე კიდევ „სატალახე“ ცხენები). არც ისე ადვილი იყო ასეთ პირობებში ღარიბი გლეხებისა და ხელოსნების სამხედრო საქმეში დასაქმება და, კერძოდ, XII ს-ნის ფეოდალურ ჯარში მათ მიერ ხმლის მოქნევა. გაუწვრთნელად და მოუზადებლად ჯარში მათი გაყვანა კი გამოიწვევდა უსარგებლოდ მათ დაღუპვას და ამიტომ ეს არც ხდებოდა. ღარიბ გლეხს და ხელოსანს თავისი საქმე ჰქონდათ. როგორც ქვემოთ დავინახავთ, დიდგორის მთავარ ბრძოლაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს სწორედ მძიმედ შეიარაღებულმა რაინდებმა (რომელთა შორის მცირედ ევროპელებიც იყვნენ). სხვაგვარად, ამ ბრძოლაში თურქების ორას ათასიანი ლაშქრის ქართველების სამნახევარჯერ ნაკლები ჯარის მიერ კატასტროფული განადგურების ახსნა შეუძლებელია. დიდგორის ომი, რომელშიც 1121 წ. ორივე მხარედან (ქართველებისა და თურქების მხრივ) სამასი ათასი მეომარი იყო ჩაბმული, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. ამ ომმა გადაწყვიტა საქართველოს ძველი დედაქალაქის თბილისის ბედი. VIII ს-ნის დასაწყისიდან თბილისი მაჰმადიანთა ხელში იყო. ამის შემდეგ თბილისსა და მის მხარეს, დაწყებული დიღომიდან, ვიდრე ლელვარის ქედამდის, ე. ი. მთელ ქვემო ქართლს განაგებდნენ ხალიფატის მიერ დანიშნული მმართველები, სახელწოდებით ამირები (არაბული სიტყვა „ამირ“ ნიშნავს უფროსს, მმართველს, ხელმწიფეს). დაახლოებით 800-იანი წლებიდან ორასი წლის განმავლობაში თბილისის ამირებად იყვნენ ჯა– ფარიანთა დინასტიის წევრნი, მემკვიდრეობის წესით. ეს დინასტია, სარწმუნოებით აგრეთვე მაჰმადიანური, თითქოს სპარსული წარმოშობისა იყო, რადგანაც განსაკუთრებით ამის შემდეგ ქართველები თბილისისა და მისი მხარის მმართველობას სპარსელების სახელით იცნობდნენ. |
![]() |
4 2. ქართული ცნობები დიდგორის ომის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
2. ქართული ცნობები დიდგორის ომის შესახებ ქართველი მემატიანე ამ ომის ისტორიას აგვიწერს შემდეგნაირად: ქართველების თარეშებისა და თავდასხმებისაგან „შეიწროებულნი თურქმანნი და კვალად ვაჭარნი განძელ-ტფილელ-დამანელნი წარვიდეს სულტანსა წინაშე, და ყო ველსა სპარსეთსა. შეიღებნეს შავად რომელთამე პიონი და რომელთამე კელები, და რომელნიმე სრულიად. და ესოთ, მიუთხრეს ყოველნი ჭიონი, მოწევნულნი მათ ზედა. -არარსე:f] (მათ ისინი) წყალობად თვსად და იქმნა გლოვა ფრიადdIgEJ. რის მათსა. „მაშინ სულტანმა მოუწოდა არაბეთისა მეფესა დურბეზს (უნდა იყოს: დუბეისს), სადაყას ძესა, და მისცა ძე თვსი მალიქი და ყოველი ძალი მისი. და აჩინა სპასალარად ელღაზი, ძე არდუხისი, კაცი დაჰმანი (ე. ი. დაჰიმ-ის მქონე; სპარსულად „დაჰიმ“ ნიშნავს ძალაუფლებასა და მრავალღონე. და უბრძანა თურქმანობასა, სადაღაცა ვინ იყო, დამასკოთ და ჰალაბითგან (ალეპოდან) ამოღმართ, ყოველსა მხედრობად (ე. ი. ცხენზე ომად) შემძლებელსა, (და) ამათ თანა ათაბაგსა განძისასა მისითა ძალითა (სომეხი ისტორიკოსი ვარდან დიდი ამ ათაბაგს ეძანის განძაკის, ე. ი. თავრიზის სულთან მსლინ-ს). და ყოველთა ამირათა სომხითისათა. ქრონიკონი იყო სამას ორმოცდაერთი (1121 წელი). — შეკრბეს ესე ყოველნი, შეითქუნეს, შეიმტკიცნეს სიმრავლითა ვითარცა ქვიშა ზღვა, რომლითა აღივსო ქვეყანა, და აგვისტოსა ათვრამეტსა (ვარიანტი: ათორმეტსა) მოვიდა თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა, რომელ თვთ ფერთა ზედა ვერა ეტეოდეს ამათ ადგილთა“. თვით ომის მიმდინარეობას ქართველი მემატიანე აგვიწერს ასე: „ხოლო მეფემან დავით, უშიშმან და ყოვლად უძრავმან გულითა, თუ ვითარ წინა განაწყო სპა მისი და თუ ვითარ ყოველი საქმე შუენიერად და ღონიერად ჰყო, რაბამ (როგორ) რამე წყნარად. უშფოთველად და გამოცდილებით და ყოვლად ბრძნად განაგო. და თუ ვითარ თვსნი სპანი დაიცვნა უვნებელად, ამათ ყოველთათვს ვგონებ, რომელ ყოველთა ბრძენთა სოფლისათა ენა ვერ შემძლებელ არს მითნრობად ზედა მიწევნით ყოველსავე. რამეთუ პირველსავე ომსა იოტა ბანაკი მათი და ივლტოდა... ვითარითა ღონითა მოსრნა - სახელოვანნი იგი მებრძოლნი არაბეთისანი და ანუ მეოტთა (გაქცეულთა) ვითარ სიმარჯვთ და განკრძალულად (სიფრთხილით) სდევნა და მოსრნა, რომლითა აღივსნეს ველნი, ურანი და ღელენი მძორებითა. |
||
|
||
„ხოლო სპანი ჩვენი და უფროსად ყოველი სამეფო-აღივსო ოქროთა და ვეცხლითა, არაბულითა ცხენებითა, ასურულითა ჯორებითა, კარვებითა, სრა-ფარდაგებითა, სხჳთა — უცხოთა ჭურჭლებითა, საბრძოლელთა თჳთო სახეთათა, ქოსთა (საბას სიტყვით „ქართულად სპილენძ-ჭური ჰქჳან“) და ფილაქავანთათა (საბას მიხედვით იარაღი, „დიდის ლოდის სასროლად ციხის შესამუსრავად“), საბანელთა და სამზარეულოთათა, — (რიცხვი) რაოდენმან ქარტამან (ქაღალდმა) და მელანმან დაიტიოს აღწერად. და რამეთუ გლეხთა, იხილემცა ოდეს არაბთა მეფენი მოჰყუანდეს ტყუედ და სხვათა - გოლიათთათვის რადღა რამცა გვინდოდა თქმად“ *. |
* ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნა წერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, I, თბილისი, 1955, გვ. 340—342. | |
დავითის მეფობის ქართველი მემატიანე არის დავით მეფისვე მოძღვარი მისი სიცოცხლის უკანასკნელი ათი წლის მანძილზე, სახელით არსენი ბერი. მისი ნაწარმოები „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ დაწერილია 1130 წლის ახლოს და შეიცავს მრავალ ზუსტ და მეტად მნიშვნელოვან ცნობას დავით აღმაშენებლის ხანის შესახებ. დიდგორის ომის დროს თითქოს არსენი, მწიგნობართ-უხუცესთან ერთად, სამართებოში (ახლანდელი ტერმინოლოგიით შტაბში) უნდა მჯდარიყო. ამ გარემოებამ ვერ დააზღვევა ის ერთი შეცდომისაგან — მელიქ-თოღრული მას სულთანის შვილად ჰყავს მოხსენებული, მაშინ, როდესაც ის სულთანის ძმის შვილი „იყო. მაგრამ მაშინდელ პირობებში ასეთი შეცდომა ადვილი გასაგებია. |
||
მეტად მნიშვნელოვან ცნობებს დიდგორის ომის შესახებ და, საერთოდ, დავით აღმაშენებლის ხანაზე შეიცავს „აბდულ-მესიანი“, რომლის ავტორად მიჩნეულია შავთელი. „აბდულმესიანი“ დაწერილი უნდა იყოს 1123 წელს, როგორც დავით აღმაშენებლის შესხმა და მასში მოცემულია დიდგორის ომის ზოგიერთი დეტალიც*. თვით შესხმის სახელიც „აბდულ-მესიაანი“ პირდაპირ გულისხმობს დავით აღმაშენებელს, როგორც ქრისტეს მოყმეს, ქრისტეს მონას (აბდულ-მესია არაბულად ნიშნავს „მესიას“, ე. ი. „ქრისტეს მონას“; იხ. ქვემოთ. |
* შავთელის „აბდულმესიანი“, მოხსენებული „ვეფხისტყაოსნის“ ეპიე ლოგში, წარმოშობის დროის მხრივ იწვევდა და იწვევს აზრთა დიდ სხვადასხკაობას, ნ. მარი (1902 წელს) მას მიაკუთვნებდა დავით აღმაშენებლის ხანას და თვით აბდულ-მესია, როგორც შესხმის სუბიექტი, მიაჩნდა დავით აღმაშენებლად. ადრე მე ვთვლიდი ამ შესხმას XIV ს-ნისად (1911 წელს) ულუ დავითის დროისად (1913 წელს), დავით აღმაშენებლის შვილიშვილის დავით V-ის დროისად (1927 წელს). ყოველივე ამის შესახებ იხ. „ვეფხისტყაოსნის“ 1927 წლის გამოცემა და შესხმის 1937 წლის ჩემი გამოცემის ტექსტი. კ. კეკელიძე ასაბუთებდა, რომ შესხმა დაწერილია თამარ მეფისა და დავით სოსლანის მიმართ. ყველა მოსაზრება აქ არ მოგვყავს. უკანასკნელად ივ. ლოლაშკილი (ძველი ქართველი მეხოტბენი. II, თბილისი, 1946) ასაბუთებდა, რომ შავთელის „აბდულმესიანში“ შექებულია თამარ მეფე, დავით სოსლანი და ძე მათი — გიორგი ლაშა. შესხმა დაწერილია 1204 —1206 წლებშიო. ამ ვერსიას ის იმით ასაბუთებს. რომ თითქოს შავთელი მას უწოდებს ქრისტეს სასძლოს (დასახ. ნაშრ., გვ. 95). ასევე ესმოდა გამოთქმა „ქრისტეს სასძლო“ უფრო ადრე კ. კე. კელიძეს, რომელსაც აგრეთვე ეს სიტყვები მიაჩნდა როგორც თამარ მე. ფის პატივსაცემად მოხსენებული. მაგრამ აქ ცხადი შეცდომაა, რადგან, ქრისტეს სასძლოდ ჩვეულებრივ იწოდებოდა ქრისტიანული ეკლესია, და მაშასადამე, ამ სიტყვებს არავითარი კავშირი არ აქვს თამარ მეფის სახელთან. |
![]() |
5 3. გოტიეს ცნობა დიდგორის ომის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
3. გოტიეს ცნობა დიდგორის ომის შესახებ
მთავარ წყაროს დიდგორის ომის შესახებ წარმოადგენს გოტიეს ცნობა, რომელიც დაწერილია ამ ომის მონაწილეთა მიერ ავტორისთვის მიწოდებული ცნობების საფუძველზე. ავტორი არის დიდგორის ომის თანამედროვე, ანტიოქიის ჯვაროსანთამეთაური როჯერის კანცლერი ანუ მთავარი მწიგნობარი. თავის ლათინურად დაწერილ ქრონიკაში Bella Antioche[na („ანტიოქიის ომები“) გოტიე ამბობს, რომ ელღაზს ამ ომისათვის ჰყავდა თურქმანებისა და არაბების დიდი ჯარი, რომლითაც ის გაემართა დავით მეფის წინააღმდეგ, რათა მისი მოსპობით უზრუნველყო თავისი მფლობელობა ანტიოქიასა და იერუსალიმში. მასთან იყო ხორასანის სულთანიც (Soldanus Chorocensium) და 600 ათასი მეომარი. დავითის ჯარი შედგებოდა აფხაზთა და ქრისტიანთაგან, და უდედა 80 ათას კაცს. აი, გოტიეს ცნობა სიტყვა-სიტყვით: |
||
ალაბით (ე. ი. ალეპოდან) წამოსულმა (ელღაზმა) შეაგროვა თურქმანების (თურქების) და არაბების ურიცხვი ჯარი და როდესაც მან ნახა შეკრებილი (ჯ არის) სიმრავლე, უაღრესად ამპარტავნობით თავწასულმა გადაწყვიტა მოეწყო ერთ ხორასნელ სულთანთან ერთად ლაშქრობა დავით მეფის წინააღმდეგ აფხაზეთში*. (მიზანი მისი იყო), რათა მისი (დავითის) დაღუპვის ან განდევნის შემდეგ თავისუფლად და სრულიად დაუბრკოლებრივ) შეუდგეს იერუსალიმის და ანტიოქიის დამორჩილებას და ქრისტიანთა ამოწყვეტას. მაგრამ მას, (ასეთი) სიამაყით მოლაშქრეს, წინ ედგა ღვთის რისხვა. იმავე დღეს, როდესაც სულთანი და თვით ელღაზი ექვსასი ათასი მეომრით საომრად შევიდნენ დავით მეფის ქვეყანაში, წმიდა ჯვრის ნიშნით აღჭურვილი დავითი ოთხმოცი ათასი აფხაზთა (ე. ი. ქართველთა) და ქრისტიანე (ე. ი. იგულისხმება ფრანგ) მეომრით აწყობს (ცალკე) რაზმებს (agmina) და დგება ერთს ველზე, რომელიც მდებარეობს უხშირესი ჭალაჯაგნარით მოცულ ორ მთას შორის. (ამ ველის) მიმართულებით, როგორც ხმები იყო, მტრები აპირებდნენ შეტევას. (დავითი) დადგა და წარმოსთქვა ასეთი (სიტყვა): „აჰა, ქრისტეს მოყმენო (milites)! თუ ჩვენ წესიერად ვიბრძოლებთ სარწმუნოების დასაცავად, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართ, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხjბთ. ერთი რჩევა მაქვს, რომელიც კარგი იქნება ჩვენი პატიონბისათვის და (აგრეთვე ჩვენი) სარგებლიანობის თვალსაჩი სით (სახელდობრ ის, რომ ჩვენ ყველამ ხელების ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივსცეთ, რომ მისდამი სიყვარულის გამო ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდევაც რომ მოვინდომოთ, შევკრათ ამ ველ-მინდორის გადმოსასვლელები, რომლებითაც შემოვსულვართ, ხეების უხშირესი ხორგებით და როცა მტრები ჩვენზე იერიშის მოსატანად მოგვიახლოვდებიან, შევუტიოთ მათ სასტიკად“. მეტი რა ითქვას? ასეთი ფასოვანი მეფის, ამ ჭეშმარიტის და სრულის ქრისტიანის ეს აზრი მოწონებულ, მიღებულ და კიდეც შესრულებულ იქნა. |
* ე. ი. საქართველოს სამეფოში. ლათინურად დაბეჭდილ ტექსტში აქ ნათქვამია:
in Medicam — მედიაში. მაგრამ ზურ. ავალიშვილმა დაამტკიცა, რომ აქ უნდა
იგულისხმებოდეს სახელწოდება აფხაზეთი. ამ ტექსტის ლათინურ ხელნაწერებში ამ
ადგილას უაზრო ტერმინია: in Exetiani, ფრანგულ გამოცემაში არის Mediam,
გერმანულ გამოცემაში კი - Iberiam, მაგრამ ორივე ეს წაკითხვა მხოლოდ
პირობითია. ზ. ავალიშვილს (ჯვაროსანთა დროიდან. პარიზი, 1929, გვ. 70) აღნიშნული აქვს,
რომ დავითი ერთს იმდროინდელ ნაწერში მოხსენებულია როგორც Averia rex. ამ
სახელის ზემოთ მოხსენებულ Eveti-სთან შედარების შედეგად ზ. ავალიშვილი
სამართლიანად დაასკვნის, რომ გოტიეს ტექსტში ზემოთ ნახსენებ ადგილას
თავდაპირველად უნდა ყოფილიყო in Averia ე. ი. აფხაზეთი (აფხაზეთის სამეფოდ
მაშინ იწოდებოდა საქართველოს სამეფო). |
|
„არც დააგვიანა. მეფემ თვითოეული სოლი (acies) ცალცალკე დააწყო, ხოლო ორასი ფრანგი
რაინდი, რომელნიც მას ჰყავდა, დააყენა წინ პირველ დაკვრათა მისაცემად (ad primos
ictus interendosante possil). უცბად ველ-მინდორის მეორე ნაწილში ანუ წინა მხარეზე
(მტრები) გამოჩნდებიან ადამიანთა ძლიერი ყიჟინით, ცხენების და აბჯრების უკიდურესი
ხმაურობით, ბოროტ-საძაგელთა საომარი ალმებით და იმავე დროს მთები ველებითურთ ხმას
აძლევენ სხვადასხვაგვარი საკრავების ხმაურობას. მაგრამ მეფე დავითი ასეთი
(სიმრავლის) კადნიერებას ქრისტიანული თავმდაბლობით შეჰყურებს, თავისიანებს
აღტყინებს მამაცი სულით და ანუგეშებს (ამხნევებს) მათ. უმტკიცებს (თავისიანებს),
რომ ურჯულოთა განლაღებული სიმრავლე, წმიდა ჯვრის ძალით და შეწევნით დაითრგუნება
ნაკლების და მცირე ძალითო. და არა დიდი ხნის შემდეგ ეს ურიცხვი სიმრავლე, ქრისტეს
თაყვანისმცემელთა დანახვისას ამპარტავნობის სულით აღტყინებული, საშინელი ყვირილით
თავს დაესხა მათ. მაგრამ პირველ თავდასხმისთანავე ღვთის მოწყალებით დაბრმავებულნი
ისინი ეცემიან ძირს ფრანგების ხელისაგან და უწესრიგოდ იფანტებიან. მოკლედ, ღვთის
გადაწყვეტილებით ეს ურწმუნონი გახდნენ ქრისტეს თაყვანისმცემელთა და აფხაზების (ე.
ი. ქართველების) მახვილისაგან ამოწყვეტის მსხვერპლნი, როგორც ვგებულობთ, ომში
გამორკვეულ (ამბავთაგან), ვითარცა სერიოზულს (სანდოს), გაქცევის კა: მოდევნების)
დროს, რომელიც სამს დღეს გაგრძელდა. მეფის, მახვილისაგან მოისპო ოთხასი ათასი კაცი.
თვით ელღაშიც; თავში დაჭრილი, თითქმის ყველა თავისიანების ტექნ4:f) თვითმხილველი,
ღვთის ნებართვით გადარჩება. მცირე პირთა თანხლებით და უიარაღო და დამშეული დაბრუნდა
თავის ქვეყანაში არაბთა მეფის დახმარებით“. გოტიეს ცნობის ზ. ავალიშვილისეულ თარგმანში (იქვე, გვ. 68–69) არის შემდეგი
შეცდომები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ (წვრილ უზუსტესობებს არ
აღვნიშნავთ): 1) სიტყვა miles ზ. ავალიშვილი თარგმნის როგორც „მეომარს“, ნიშნავს კი რაინდს,
მოყმეს (XII ს-ნეში miles სწორედ ამას ნიშნავდა). 2) acies გადათარგმნილია „რაზმად“ უნდა იყოს „სოლი“. ეს ლათინური სიტყვა ნიშნავს „მწვეტს“ და აქ ის იხმარება სოლისებურად მცირე ჯგუფებად
რაინდების დაწყობის აღსანიშნავად. 3) გოტიე ხმარობს სიტყვებს christianus და christecolis - სხვადასხვა მნიშვნელობით:
ქრისტიანები ეს არიან ჯვაროსნები და ჯვაროსანი მეომრები, claristocolus კი არის
ქრისტეს მოსავი, და ამ სიტყვით ის იხსენიებს ქართველებს. ზ. ავალიშვილის თარგმანში
ეს ორი ცნება არეულია. 4) vallis რამდენიმეჯერ გადათარგმნილია ხეობად, რაც ამახინჯებს აზრს. ნიშნავს
„მინდორ-ვაკეს“, „მინდორ-ველს“. 5). nemus ნიშნავს ჭალა-ჯაგნარს და არა ტყეს. ბრძოლის ადგილის ახლოს მთები დაფარული
ყოფილა უხშირესი ჭალაჯაგნარით და არა ტყეებით, ახლაც ასეა). |
6) გოტიეს ნათქვამი აქვს statique in altera parte vel fronte vallis — „დიდის
ყვირილით თურქების ჯარი გამოჩნდაო“. ზ. ავალიშვილს ეს ადგილი თარგმნილი აქვს:
„მყისვე ხეობის მეორე ნაწილში ანუ ფრონტზე“. უნდა კი ასე: „მაშინვე ველ-მინდვრის
მეორე ნაწილში ანუ წინა მხარეზე“ თურქების სიმრავლე გამოჩნდა და სხვ. გოტიეს ზუსტად
აქვს დიდგორწინის ველის ტოპოგრაფია მოცემული, თარგმანში კი ეს ადგილი გაუგებარია. 7) Visis cristicolis infinita multitudo, superbiae exagitata, cum immensis
clamoribus in eos irruit. თარგმნილია ასე: „დაინახეს რა ურიცხვი ბრბო, ქრისტეს.
მსახურნი, ამაყის სულით გატაცებულნი, უაღრესი მენიუ: თავს დაესხნენ მათ“ (ე. ი.
ქრისტეს მსახურნი ანუ ქართველები დაესხნენო). სინამდვილეში აქ სულ სხვა წერია:
„ქრისტეს მმოსავთა დანახვისას (ურწმუნოთა) ეს ურიცხვი სიმრავლე, ამაყის სულით
აღტაცებული, უდიდესი ყვირილით თავს დაესხა“ (კონტექსტით იგულისხმება, რომ დაესხნენ
ფრანგ რაინდებს, რომლებიც ყველაზე წინ იდგნენ. თავდამსხმელები აქ იყვნენ თურქები და
არა ქრისტეს მოსავნი, ე. ი. ქართველები. 8) გოტიეს აქვს pro serio exestentium in conflictu didicimus, რაც თარგმანში
წარმოდგენილია ასე: „გავიგე ამ ომის მნახველთაგან“. უნდა იყოს ასე: „როგორც
ვგებულობთ ომის (შესახებ) გამორკვეულ (ამბავთაგან) ვითარცა სერიოზულს (სანდოს)“.
გამოდის, რომ გოტიეს შეაქვს თავის თხრობაში ამ ომის ისეთი ამბები, რაც გარკვეულია
ვითარცა სერიოზული ანუ სანდო. მაშასადამე, გოტიეს სპეციალური მუშაობა ჩაუტარებია,
რომ დიდგორის ომის შესახებ სერიოზული და სანდო ცნობები მიეღო, თუმცა ის ანტიოქიაში
ბინადრობდა. რჩება შთაბეჭდილება, რომ გოტიეს ინფორმატორი უნდა ყოფილიყო ერთი ან ორი ქართველი,
ომის მონაწილე. ჯერ ერთი, არაქართველს გაუჭირდებოდა დავითის ორი სიტყვის ასე
დაწვრილებით გადმოცემა და გარდა ამისა, ინფორმატორი ძლიერ კარგად იცნობს ბრძოლის
ველის ტოპოგრაფიას. ის ზის ქართველების ლაშქრის სამართებოში, რადგან ის
ინფორმირებულია თურქების მხრივ დიდგორის ველზე თავდასხმის გეგმის არსებობის
შესახებ, რაც მაშინ მხოლოდ ხელმძღვანელ პირთ ეცოდინებათ.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ თუ გოტიე თავისი თხრობის ბოლოში აღნიშნავს, რომ
ილღაზი ამ ომში მიღებული ჭრილობისაგან მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ გამოკეთდაო,
იგულისხმება იმდენად გამოკეთება, რომ მას შეძლებოდა ომში მონაწილეობის მიღება.
აქედან ჩანს, რომ დიდგორის ომის შესახებ გოტიეს თავისი თხრობისათვის , დაქცია
გაკეთებული აქვს (1121+7=) 1128 წლის შემდეგ. |
![]() |
6 4. სხვა ცნობები დიდგორის ომის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
4. სხვა ცნობები დიდგორის ომის შესახებ XII ს. თანადროული სომეხი ისტორიკოსის მათე ედესელის სემეკა ვით, 570 წ. სომხური
სათვალავით (ე. ი. 19 თებ. 1121 წ. — 13 თებ. 1122 წ.) „განძაკის ქვეყნის ამირამ
ღაზიმ, რომელიც იყო კაცი სისხლის მსმელი, უსირცხვო, ბოროტი და კაცის მკვლელი,
მოინდომა ცუდი საქმე. ის იყო ქართველების (ქვეყნის) მეზობელი, ქართველების
ხელმწიფის მეგობარი და მომსმინო. მაგრამ მან შეკრიბა 30 ათასი თურქი, შეიჭრა
ქართველების ქვეყანაში, დაატყვევა მცხოვრებთა ნაწილი და მოგლიჯა ისინი თავიანთ
კერას. შემდეგ ის დაბანაკდა თავის ქვეყანაში. „დავითმა ამ ცნობის მიღებისთანავე გაგზავნა თავისი ჯარი თურქების დასასჯელად. ეს
ჯარი გაემართა ჩუმად, (მოულოდნელად) თავს დაესხა თურქებს და ამოსწყვიტა მათგან 30
ათასი კაცი. ქართველებმა შეიპყრეს მათი ცოლები, შუილები, ცხვრის ფარები და
დაბრუნდნენ დიდძალი ნადავლით დატვირთულნი. თურქებმა, რომელთაც კი გადაარჩინეს თავი
ქართველების ხმალს, დამწუხრებულთ გარემოების ასე შეტრიალებით, შემოიგლიჯეს თავისი
ტანისამოსი და დაიყარეს თავს ნაცარი. ჩაცმულნი ძაძებში და თავ-შიშველა, ისინი
წავიდნენ განძაკს საჩივლელად თავიანთ სულთან მელიქთან, ტაფარის ძესთან, და ტირილით
თხოვდნენ მას შებრალებას მათს მდგომარეობაში. სხვები გაემართნენ არაბებთან
კარმიანის მხარეს ამირა ღაზისთან, არდუხის ძესთან, და მწარე ტირილით მოუთხრეს მას
მომხდარი უბედურება. |
||
„ელღაზმა, როგორც ძლიერმა და ამპარტავანმაც, ბრძანება გასცა 'შეეკრიბათ” დიდი ჯარი და მოეწვიათ ყველა თურქი დაწყებული საბერძნეთიდან (ბიზანტიიდან), ვიდრე აღმოსავლეთამდის, აგრეთვე კარმიანის ქვეყნიდანაც მან აღრიცხა თავისი მეომრები, რომელნიც 150 ათასამდის აღმოჩნდნენ. მან გაგზავნა კაცები სამხრეთისაკენ არაბებში მათი მეფის საღას (სადაკას) ძის ტუპაის* მიწვევის მიზნით რომელიც მართლაც მივიდა მასთან ათC ათასი კაცით. ეს ხელიწიფე მამაცი მეომარი იყო. მას დაერბია ქალაქი ბაღდადი და სამჯერ კარგი შედეგით შებრძოლებოდა სპარსელების სულთანს ტაფარს. ის ყო წარმოშობით რავატელი (მაჰმადიანთა ერთი სექტის მიმდევარი. ეს სექტა სპარსეთში გადაიქცა ე. წ. შიიზმადღ), მაჰეადისა და მისი სჯულის მკიცხველი. მას თავისი კარვები გამლილი ჰქონდა ეთიოპიასა და ინდოეთს შუა (ე. ი. არაბეთიL ნახევარკუნძულის სამხრეთ მხარეში). ეს საღა (სადაკა) მოვიდა და შეირთო ცოლად ამირა ღახის ქალი. ამ წელს ამირა ღაზი მოვიდა განძაკს დიდძალი ჯარით და გამოემართა საქართველოსაკენ. |
* დედანშია: მეფის საღას (სადაას) ტუპაის ძის მიწვევის მიზნით. |
|
„იმავე დროს განძაკის სულთანი მელიქიც 400 ათასი გამოცდილი ცხენოსნით
წამოვიდა (საქართველოსკენ). მას მოჰყავდა უზარმაზარი სიმრავლე და ისე
შემოიჭრა ქართველების ქვეყანაში, ქალაქ თბილისის მხარეში, მთაში, რომელსაც
ჰქვია დეკორ (ე. ი. დიდგორი). ამ ცნობის მიღებისთანავე ბაგრატის ძის
გიორგის ძე მეფე დავითი მოვიდა ბრძოლის მისაცემად თურქებისათვის 40 ათასი
მამაცი, გამოცდილი და გაწვრთნილი მეომრით. მას ჰყავდა კიდევ 15 ათასი
მამაცი, გამოგზავნილი ყივჩაღთა მეფის მიერ, 500 ალანი და ასი ფრანგი“. „13 (ვარიანტით 15) აგვისტოს ღვთისმშობლის მარხვაში, ხუთშაბათს, მოხდა
სასტიკი ომი ორს მთას შორის, რომელნიც ხმას აძლევდნენ მებრძოლთა ხმაურს.
ღმერთი შეეწია ქართველებს, რომელთაც თავისი მამაცობით სრულებით მოშალეს
თურქების ლაშქარი და საშინლად ამოსწყვიტეს ის. მდინარეები, ხევები და
მთების ქარაფები აივსო გვამებით. ამოწყვეტილ იქნა ორმოცი ბევრი (400 ათასი;
რიცხვი გაზვიადებულია, ს. კაკაბაძე). 30 ათასი ტყვედ იქნა წაყვანილი.
ველ-მინდორთა ზედაპირი დაფარული იყო იარაღით და ცხენების ლეშით. ქართველები
განაგრძობდნენ დამარცხებულთა დევნას რვა დღის განმავლობაში ვიდრე ანისის
ქალაქის საზღვრამდის. სპარსთა სულთანი მალიქი და ღაზი შუბლდარცხვენილი
სწრაფად გაიქცნენ მათ ქვეყანაში ისე, რომ ათასიდან ძლივს მიჰყავდათ ასი
კაცი (ვარ.: არ გადარჩენილა სულ არც 20 ათასი)“.
მათე ედესელის ამ ცნობაში შეინიშნება აშკარა წინ მდეგობა. ჯერ ნათქვამია,
რომ ალ-ილღაზმა შეკრიბა 157 ათასი+10 ათასი ჯარი, შემდეგ კი მოცემულია
ანბა-რომ გარდა ამისა განძაკის სულთანმა მელიქმა წამოუყენაჟინერმა თველოზე
400 ათასი მხედარიო. ცხადია, რომ ეს მეორე რიცხვი სხვა წყაროდანაა აღებული
და შემდეგ ჩამატებული მათეს ტექსტში. არაბი ავტორი ალ-ფარიკი (1116–1176 წწ.) XII ს-ნის შუა ხანებში გადმოგვცემს:
„515 წ. ტფილისის მცხოვრებთ გაუგზავნეს ნაჯიმ ად-დინ ილღაზის მოწვევა, რომ
მას ჩააბარებენ ტფილისს... ნაჯიმ (ად-დინი) წამოვიდა. ნაჯიმ ადდინს წამოყვა
მისი ქალიშვილის ქმარი სეიფ ადაულა დუბიეს იბნ-სადაკ ალ-მაზიადი, აგრეთვე
ყაზი ელ-ად-დინ იბნალჯაბრ და მისი შვილი აბულ-ფათჰ, რომელიც ახლა მარდინის
ყაზია და კიდევ ვაზირი ტამმამ იბნ-აბდუნ. ყველანი ესენი ჩავიდნენ არზან
არრუმში (არზრუმში). აქ ყაზი და ვაზირი წაიჩხუბნენ. ხოლო თვით ნაჯმ ად-დინი
ჯარებით გაემართა ყარსისაკენ (კოჯრისკენ?) და მივიდა იქ თრიალის-ის (თრიალეთზე)
გავლით. დაგროვდა დიდი ჯარები: სულთან ტოღრული მივიდა ჯანზის (განჯის)
მხრიდან, ხოლო ფაჰრ ად-დინ ტუგან არსლან კუზიანი დუვინის (დვინის) მხრიდან.
ეს ჯარები წინ მიდიოდნენ, სანამ მათ და ტფილისს შორის დარჩა მთები —
ნახევარი დღის გზის მანძილზე. დავით მეფე გამოვიდა დასავლეთის მხარედან,
ხოლო შვილი მისი დიმიტრი დაეცა მოწინაღმდეგეს მთის სიმაღლიდან მაშინ,
როდესაც მოწინააღმდეგე იმყოფებოდა მთის ძირობაში. აქ მოხდა დიდი ომი.
დაიხოცა მაჰმადიანების ურიცხვი რაოდენობა. დამარცხდა და ტყვედ წაყვანილ
იქნა მაჰმადიანების და არაბების უამრავი რიცხვი. ქართველებმა მოიპოვეს
მდიდარი ნადავლი და აქამდის მათთან არის მაშინ წაყვანილ ტყვეთა ნაწილი...“ |
||
„როდესაც მაჰმადიანები განადგურებულ იქნენ, ნაჯიმ ად-დინი დუბეისთან ერთად ოცი ცხენოსნით დაბრუნდა თავის ქვეყანაში. ვინც მასთან იყვნენ, წავიდ-წამოვიდნენ. თვითონ კი დაბრუნდა მაიაფ არიკინში მას შემდეგ, რაც მაჰმადიანთა ჯარები დამარცხდნენ, აფხაზთა (ქართველთა მეფე დაბრუნდა, შეჩერდა ტფილისთან და ალყა შემოარტყა მას.* |
* Труды Института истории АН Азерб. ССР, XII, 1957, стр. 222—223. | |
ალ-ფარიკის ცნობა წყვეტს საკითხს დიდგორის ომისი ადგილმდებარეობის შესახებ.
სულთან თოღრულის და ტუგან არსლან კუზიანის ჯარები, როგორც ეს ქართული
წყაროებისა და სხვა წყაროების მიხედვითაც ჩანს, მონაწილეობას იღებდნენ
დიდგორის ომში, ასე რომ მოღწეული ტექსტი აქ მცირედ დამახინჯებულია.
იგულისხმება, რომ ამათი ჯარები წინ მიდიოდნენ, სანამ მთებსა და თფილისს
შორის დარჩა ნახევარი დღის გზა. დიდგო? ის წვერის ძი ჩობასა და დიღმის გზით
ვიდრე მაშინდელ თფილისს შორის არის 12—13 კმ, ე. ი. სწორედ ნახევარი დღის
სავალი გზა. მე ვნახე ეს ბრძოლის ველი, გადმოგვცემს ალ-ფარიკი, როდესაც შევედი
ტფილისშიო 548 წ. (1153 წ. მარტი — 1154 წ. თებერვალი). მე, აფხაზთა მეფის
დიმიტრის სამსანურში ვიყავიო. „გავემართე ტფილისისკენ. — გადმოგვცემს ის.
აქედან ჩვენ (ე. ი. მეფემ და ალ-ფარიკმა) ვიმგზავრეთ ერთ ვილაიეთში,
რომელიც დაახლოვებით 70 დღის სავალი იყო. მეფემ განვლო ალ-ბალან-ისკენ და
დერბენდის მხრისაკენ“. ცხადია, რომ ალ-ფარიკი თბილისში მიდიოდა შიდა ქართლიდან. მას აინტერესებდა
დიდგორის დიდი ბრძოლის ველის ნახვა და განგებ დიდგორის წვერი ახლოს
გადასვლით ჩავიდა დიდგორწინის ველსა და დიღმის ველზე. აქედან ის ჩავიდა
თბილისში, საიდანაც ის შემდეგ წაჰყვა დიმიტრი მეფეს დარუბანდისკენ. შემს-ედ-დინ იუსეფ, იგივე სიბტ იბნ ალ-ჯოზი, VIII ს. ავტორი, რომელიც
სარგებლობდა უფრო ძველი წყაროებით, გადმოგვცემს შემდეგს: „ილღაზი და
დოპაისი გაემართნენ ლაშქრად. დობაისი იყო პირველის სიძე — მან შეირთო (მისი
ასული) კეპარ-ხათუნი. ილღაზიმ მისწერა წერილები სხვადასხვა პროვინციებში,
მაგალითად, შემს ედ-დოვლა თოგანს, რომელიც იყო არზენის და ტფილისის მოავარი,
აგრეთვე სულთან თოღრილს და სხვებს. ტფილისის კარი დანიშნული იყო
ერთმანეთთან შესახვედრად. მაგრამ ზოგი მოკავშირე არ გამოცხადდა. ილღაზი
მივიდა ტფილისის ახლო მხარესთან, დაბანაკდა ასე ნახევარი დღის სავალზე ამ
ქალაქიდან. არც ერთი მაჰმადიანი ლაშქარი მეზობლობიდან არ იყო მოსული. დავით
მეფე ჩამოვიდა თავისი მთებიდან და გაემართა მტრების წინააღმდეგ დიდი
ლაშქრის სათავეში. მან დააამარცხა მოწინააღმდეგენი, გაძარცვა მათი სიმდიდრე
და აიღო მნიშვნელოვანი ნადავლით. ილღაზი და დობაისი გაიქცნენ“. იბნ ალ-კეთირის (მოკვდა 1372 წ.) სიტყვით, „514 წ. (შეცდომაა, უნდა იყოს
ჰიჯრის 515 წ.) იყო ომი-ბრძოლა ქართველებსა და მაჰმადიანებს შორის ტფილისის
ახლოს. ქართველებმა, გაძლიერებულებმა ყივჩაღების მიერ, დახოცეს ბლომად,
მაჰმადიანები, წაიღეს ნადავლი და შეიპყრეს 4 ათასამდის ტყვე, გაძარცვეს
ქვეყნები და ჩაიდინეს სასტიკობანი; რამდენიმე ხანი მათ ალყა ჰქონდათ
შემორტყმული. ტფილისისათვის და აიღეს ის“. ეს ცნობა, ცხადია, გულისხმობს დიდგორის პირველ ომს, რომლის შედეგად ტყვედ
წაყვანილ მაჰმადიანთა რიცხვი 4 ათასი ყოფილა. 514 წელს, უფრო სწორად მეორე ცნობით 515 წ. ჰიჯრით (1121 წ. მარტი -- 1122
წ.), გადმოგვცემდნენ არაბულად დამწერნი იბნ ალ-ასირი (1160—1232) და ამის
მიხედვით ელ-აინიც (გარდ. 1460 წ.), „ქართველები გამოვიდნენ მაჰმადიანების
წინააღმდეგ. ამ ქვეყანას ისინი წინათაც ძარცვავდნენ. მაგრამ სულთან
მელიქ-შაჰის (მელიქ-შაჰ II, 1104— 1105 წწ.) და სულთან მაჰმუდის მეფობის
(1105—1118 წწ.) განმავლობაში შორს ეჭირათ თავი. ამ წელს კი გამოვიდნენ, და
მათათნ ერთად ყივჩაღნიც და სხვა მეზობელი ხალხები, და გააქციეს სულთანის
ჯარები და არე-მარეს მოსახლეობაც. მეზობელი ქვეყნების ამირები (ასეთი
საფრთხის წინაშე) შეერთდნენ ერთმანეთთან. ესენი იყვნენ: ამირა ილღაზი,
მარდინისა და ალეპოს მფლობელი, დობეის, ძე სადაკაჰისა, წინათ ჰილლეჰის (ქალაქი
იყო ევფრატზე) მფლობელი, რომლისთვის ეს ქალაქი (1120—1121, წლების მიჯნაზე)
წაერთმია სელჯუკიან სულთანს მაჰმუდს, რის შემდეგ ის ილღაზს შეხიზნოდა,
მელიქი თორღულ, ძე სულთან მაჰმუდისა, არრანის და ნახჭევანის მხარის
მფლობელი, ვიდრე მდ. არეზამდი, და მისი ათაბაგი კენ-ტოღდი. ხსენებული
მთავრობი გაერთიანდნენ და გაემართნენ, ვიდრე ტფილისის სანახებამდის. ისინი
იყვნენ ძლიერ მრავალრიცხოვანი. მალე მიოწინააღმდეგენი შეხვდნენ ერთმანეთს
საბრძოლველად. ბრზოლის დროს 200 ყივჩაღი (ქართველების ჯარიდან) წინ გამოეყო
და წამოვიდა მაჰმადიანებისაკენ, რომელთაც ისინი მიიჩნიეს თავისკენ
გადმომსვლელებად და ამიტომ არ მოერიდნენ მათ. წინ წამოსულმა ამ ყივჩაღებმა
დააყარეს ხელშუბები და ისრები მაჰმადიანებს და არიეს მათი წყობა. ამით
გამოწვეული არევდარევა მიჩნეულ იქნა გაქცევის დაწყებად. და მართლაც,
მაჰმადიანები გაიქცნენ და ერთი მისდევდა მეორეს. არევა შეიქმნა საერთო, ასე
რომ გამოკიდებისას ერთი აგდებდა მეორეს. მაჰმადიანთა დიდი რაოდენობა
დაიღუპა. ურჯულონი (ქართველები) სდევდნენ მათ 10 ფარსანგის მანძილზე,
ხოცავდნენ მაჰმადიანებს და ტყვედ იპყრობდნენ მათ. სულ მაჰმადიანთაგან
დახოცილ იქნა უმეტესობა, 4ათასი კაცი კი წაყვანილ იქნა ტყვედ. მელიქ
თოღრილი, ილღაზი და დობეისი კი გადარჩნენ. ქართველებმა უკან დაბრუნებისას
მოაოხრეს მაჰმადიანთა ქვეყანა და ალყა შემოარტყეს ტფილისს“. |
![]() |
7 5. თურქ-სელჯუკები |
▲ზევით დაბრუნება |
5. თურქ-სელჯუკები XI ს-ის დასაწყისში არაბთა სახალიფოს უზარმაზარი იმპერია, რომელიც წინათ
მოიცავდა დიდძალ ქვეყნებს, დაწყებული ინდოეთის ჩრდილოეთი ნაწილიდან, ვიდრე
აფრიკის ჩრდილოეთი ქვეყნების გავლით პირენეის ნახევარკუნძულამდის ჩათვლით,
ფაქტიურად უკვე დაქსაქსული იყო ცალკე სახელმწიფოებად. ხალიფას, რომლის
რეზიდენცია ბაღდადში იყო, ჰქონდა შემორჩენილი უმთავრესად მხოლოდ
მაჰმადიანთა რელიგიური მეთაურის მდგომარეობა. ასეთ ვითარებაში იმპერიის
მხსნელად გამოჩნდნენ შუა აზიის მომთაბარე თურქი ტომები, რომელნიც
გაერთიანებული იყვნენ სელჯუკის დინასტიის ხელქვეით. სელჯუკი იყო თურქმანთა წარმოშობის ერთ-ერთი მთავართაგანი, რომელმაც
წამოიყვანა ყირგიზეთიდან მთელი თავისი ტომი და დაბინავდა ბუხარის ქვეყანაში.
მისი შვილიშვილები ჩაღრა-ბეკი და თოღრულ-ბეკი უკვე საკმაოდ ძლიერი
ხელმწიფენი იყვნენ. თოღრულ-ბეკმა თურქ ტომებზე დაყრდნობით თანდათან დაიპყრო
აღმოსავლეთი სპრეფე. (ხორასანი) და შემდეგ ირანის მეტი ნაწილიც, ქალაქები
ისპაანის და ჰამადანის ჩათვლით, ხოლო 1055 წ. მან დაიკავა ხალიფას სატახტო
ქალაქი ბაღდადი, სადაც ის გამოცხა– დებულ იქნა სულთანად. ამას მოყვა თურქთა
ახალ-ახალი მომთაბარე, მაგრამ ომის მოყვარული ტომების გადმოსვლა შუა
აზიიდან წინა აზიაში. ასე, ჩამოყალიბდა თურქთა დიდი სახელმწიფო, დაწყებული
ავღანეთიდან, ვიდრე ბიზანტიის იმპერიის საზღვრამდის მცირე აზიის დასავლეთ
ნაწილში. |
![]() |
8 6. თურქების მიერ საქართველოს აოხრება და დაპყრობა |
▲ზევით დაბრუნება |
6. თურქების მიერ საქართველოს აოხრება და დაპყრობა ახლად დაარსებული თურქების ე. წ. სელჯუკიანთ სახელმწიფო ცდილობდა თავისი ჩრდილოეთი საზღვარი მიებჯინა ბუნებრივი მიჯნისათვის, რომელსაც წარმოადგენდა კავკასიონის ქედი. ამიტომ 1065 წელს თურქების სულთანი დიდძალი ჯარით (ზოგიერთი ცნობით თითქოს 500 ათასი კაცით) გამოემართა საქართველოსკენ. კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართანი მივიდა სულთანთან, გადავიდა მაჰმადიანობაში და აღუთქვა მას ერთგული სამსახური. სულთანსვე მიეხმარნენ თბილისის ამირა და ამათი თანხლებით სულთანი შემოვიდა ქართლში. სულთანმა ყველგან გაუშვა მარბიელი რაზმები, რის გამო მთელი ქართლი და ნაწილობრივ იმერეთიც საშინლად აოხრდა, რადგან შემოსევა იყო შუა ზამთარში, დეკემბერში. და ამიტომაც იმათ გარდა, ვინც ადგილზევე დახოცილ ან ტყვედ წაყვანილ იქნა, უმეტესობა დაიღუპა ზამთრის სიცივეების გამო, განსაკუთრებით ისინი, ვინც გაიხიზნა მთებში. თურქების ჯარმა ქართლში დაყო 6 კვირა, და ეს დრო სრულებით საკმარისი იყო მოსახლეობის საშინლად დასაზარალებლად. ბაგრატმა გამოგზავნა ელჩები მოლაპარაკების გასამართავად, მაგრამ სულთანმა ზამთრის სისასტიკის გამო არ დაიცადა და საქართველოდან წავიდა თავისი ჯარით. შემდეგ წლებში სულთანი თხოულობდა საქართველოსაგან ხარაჯას (ხარკს), მაგრამ არც ბაგრატ IV და არც, მისი სიკვდილის შემდეგ, მისი შვილი გიორგი II არ თანხმდებოდნენ ამაზე და კმაყოფილდებოდნენ იმით, რომ სულთანის მთავრობას მდიდრული ძღვენის „გაგზხავნით აშოშმინებდნენ. ამას მოჰყვა შედეგად უკვე გიორგი II-ის დროს, 1080 წელს, თურქების მეორე დიდი შემოსევა. თურქები ამ შემოსევის დროს დაეცნენ თავს გიორგი მეფის ჩვეულებრივ ბანაკ", ე. ი. მეფეს თავისი ვახირებით, დიდებულებით, ხელისუფლებით «და სხვ. (მეფის ბანაკი საშუალო საუკუნეებში ზოგ სხვა ქვეყანაშიც ჩვეულებრივ გადადიოდა ერთი ადგილიდან მეორე ადგილას). ბანაკი სავსე იყო ყოველგვარი მუდმივ სახმარებელი მდიდრული ნივთებით. თუმცა ბანაკში ბლომად იყო შეიარაღებული ჯარი, მაგრამ თურქების მოულოდნელ თავდასხმას ვერ გაუძლეს და ამიტომ მთელი ეს სიმდიდრე დარჩა თავდამსხმელებს. ამას მოჰყვა სხვა თურქების ჯარის შემოსევა, რამაც ააოხრა მთელი საქართველო, ვიდრე ჭყონდიდის რაიონამდის (მაშასადამე ცხენისწყალის დასავლეთ მხარემდის). აუარებელი ხალხი ტყვედ იქნა წაყვანილი, ქუთაისი და არტანუჯი გადამწვარ იქნა ერთსა და იმავე დღეს. თურქებმა დაჰყვეს საქართველოში იმ წლის ივნისის თვი–- დან ივლისის მოსვლამდის. მაგრამ შემდეგ წლებშიც თურქების მარბიელი თარეშები განაგრძობდნენ საქართველოს ცალკე კუთხეების აოხრებას. ქვეყანა დაცარიელდა იმდენად, რომ ბევრი წინათ დამუშავებული ადგილი გადაიქცა ტყედ. განსაკუთრებით დაცარიელდა ტაო-კლარჯეთ-არტაანი და ქართლ-კახეთი. თბილისი ახლა უკვე თურქების მიერ დაყენებული ამირას ხელში იყო (არაბ. „ამირი“ - გეთაური, წინამძღოლი). ასეთ მდგომარეობაში, საქართველო იძულებული იყო. მოწინააღმდეგესთან მოლაპარაკება დაეწყო. გიორგი _II თვითონ წავიდა თურქების სულთან მელიქ-შაჰთან, იკისრა ხარკის გადახდა და ამით გამოითხოვა მშვიდობა. მაგრამ თურქების წვრილ-წვრილი თარეშები ამის შემდეგაც არ შეწყვეტილა. ქვეყნის ასეთმა კატასტროფულმა მდგომარეობამ გაამწვავა შიქნით ურთიერთობა, რასაც შედეგად მოჰყვა გიორგი II-ის ტახტიდან გადადგომა და მის მაგივრად მისი 16 წლის შვილის დავითის მეფედ გამოცხადება (1089 წ.) ამგვარად, 1081 წლიდან როგორც საქართუელოს მეფე. ისე ჰერეთ-კახეთის მეფე გახდნენ თურქების სულთნის მოხაოკენი თურქებმა თბილისის საამიროს სათავეში დააყენეს ერთ-ერთი თურქული ტომას მეთაური ოჯასი. მომთაბარე თურქული ტომები თავიანთი კარვებით და პირუტყვით გაშლილი იყვნენ თბილისის მიდამოებში –– კახეთმი და ნაწილობრივ ქართლშიც. საქართველოში ჩამოსახლებული თურქები განსაკუთრებით ფეხმოკიდებული იყვნენ კახეთის მეტ ნაწილში (მტკვრის მარცხენა ნაპირას) და, გარდა ამისა, მათ ხელში იყო ქართული სომხითიც, სამშვილდესთან ერთად, ე. ი. მდ, ქცია-ხრამის ხეობის მთელი ქვედა ნაწილი. ეს მხარეები ძლიერ მოსახერ- ხებელი იყო მესაქონლე თურქული ტომებისათვის. ზამთრობით აქ პირუტყვისათვის ბლომად იყო ბალახი და უხვად წყალი და შეშა. აქ იყვნენ მოკალათებულნი მომთაბარე თურქები თავიანთი ოჯახებით და თავიანთი პირუტყვით - ცხენებით, ჯორ-აქლემებით, ცხვრით. მისდევდნენ მესაქონლეობის გარდა ნადირობას და, ამასთანავე, ჩშირად აწყობდნენ თავდასხმებს ქართულ ქეეყნებზე, საიდანაც მიჰქონდათ . ნადავლი და მიჰყავდათ გასაყიდად ტყვეები. მათ ჰქონდათ თავიანთი სავაჭრო საბახო ადგილებიც („ქალაქები“). ხოლო რადგანაც ეს მხარეები ზაფხულობით ცხელი იყო და ციებიანიც, ამიტომ გაზაფხულიდან თურქები თავიანთი პირუტყვით ზიდიოდნენ საზაფხულოდ სამხრეთის და არარატის მთებისაკენ, ხოლო შენოდგომისათვის კვლავ ბრუნდებოდნენ. თურქები ვერ ახერხებდნენ ხსენებული მხარეებიდან შიდა ქართლში და კახეთ-ჰერეთში ფეხის მოკიდებას, "რადგანაც იქ. სახამთრო საძოვარი ადგილები არ იყო: იორ-ქციას მხარეში ჩამოსახლებული თურქნი იმდენი იყვნენ, როზ ქართველებზე ეს სტოვებდა შთაბეჭდილებას, თითქოს მთელი ქვეყნის თურქობა ·აქ არისო. ასე სწერს ჩამოსახლებული თურქების შესახებ დავით აღმაშენებლის. მე– მატიანე, მისი მოძღვარი არსენი („ქართ. ცხოვრება",:' I, · გვ. 332). ამიტომაც თანადროულ ქართველობას არც“ ჰქონდა ამ თურქების განდევნის იმედი. დიდგორის ომმა კი ეს” საკითხი გადაწყვიტა ქართველების სასარგებლოდ. |
![]() |
9 7. დავით აღმაშენებლის ცხოვრების ქრონოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
7. დავით აღმაშენებლის ცხოვრების ქრონოლოგია.
მემატიანის მიხედვით, დავითი 16 წლის იყო, როდესაც 309 ქრონიკონს ის დალოცეს მეფედ. გარდაიცვალა ის 345 ქრე ნიკონს 24 იანვარს 53 წელსა. მეფობდა 36 წელიწადს. თანადო გაანგარიშებით და ქრონიკონის დაწყების ჩათვლით წინა წლის 1 სექტემბრიდან, მივიღებთ ასეთ თარიღს.. დავითი დაიბადა 1971 წლის, დაახლოებით, სექტემბერში მეფედ დალოცეს 1088 წლის მაისში, როდესაც ის იყო სრული 16 წლისა და გადასული იყო 17-ე წელიწადში. გარდაიცვალა ის 1125 წლის 24 იანვარს, როდესაც ის იყო 53 წლის და გადასული იყო 54-ე წელში.
![]() |
10 8. დავით აღმაშენებლის მეფობის პირველი ხანა |
▲ზევით დაბრუნება |
8. დავით აღმაშენებლის მეფობის პირველი ხანა
დავითს თავისი მეფობის პირველ ხანებში სჭირდებოდა ხელმძღვანელი, რომელიც ფაქტიურად გაუძღვებოდა სახელმწიფო საქმეებს. ასეთი უნდა ყოფილიყო გიორგი ბერი, რომელიც შემდეგ ცნობილია მწიგნობართ-უხუცესის, ე. ი. პირველი ვაზირის თანამდებობით. ეს გიორგი დავითს მიაჩნდა მამის მონაცვლედ. ამიტომ მისი სიკვდილი (1118 წ.) დავითმა თავისი ოჯახითურთ იგლოვა მამის სიკვდილის მსგავსად და მეტადაცო, წერს დავითის მემატიანე არსენი ბერი („ქართ. ცხოვრება“, I, გვ. 337). შეიძლება ამიტომ ვიფიქროთ, რომ გიორგი უნდა ყოფილიყო თავიდანვე პატარა დავითის აღმზრდელი. როდესაც დავითი დავაჟკაცდა, ე. ი. მაშინდელი შეხედულების მიხედვით გახდა 22 წლის, ის თვითონვე შეუდგა სახელმწიფო საქმეების განმგებლობას (1095 წ.). მწიგნობართ უხუცესი გიორგი კი ამის შემდეგაც სახელმწიფო საქმიანო– ბაში პირველ როლს ასრულებდა.
გამოვლილ აოხრებათა შედეგად საქართველო ამ დროს მეტად ცუდ მდგომარეობაში იყო. სამეფოს ფაქტიური საზღვარი აღწევდა ლიხის მთამდის. ქართლი მოოხრებული იყო იმდენად, რომ ციხეებს გარდა არსად მოსახლე არ იყო. ქართლის ჭალები სავსე იყო ირმებითა და ეშვებით. თრიალეთი და კლდეკარი ეჭირა ლიპარიტ ბაღვაშს, რომელსაც მეტად ორჭოფულად ეჭირა თავი. ასევე შეიძლება ითქვას სხვა დიდებულთა შესახებ. ერთ მათგანს სახელად ძაგანს, მაგალითად, ჯერ კიდევ დავითის მამის გიორგი II-ის დროს მიეღო ზედაზნის ციხე, მუხრანის ველი. ამის შემდეგ თვითონ ძალით დაეკავებინა შიომღვიმის მონასტერი, წილაში და სხვა საეპისკოპოსოს მამულები და უკვე იმდენად გაძლიერებულიყო, რომ მეფეს სრულებით არ ეპუებოდა. არეულმა დრომ, მოსახლეობის დიდად შემცირებამ ხელისუფლების დასუსტებამ კიდევ უფრო დამოუკიდებელ°დაშიგომელი გახადა მაგარ ციხეებში გამაგრებული დიდებულები. სამხედრო ძალა სრულიად დაქსაქსული იყო. ჯარი იყო მცირერიცხოვანი, ცუდად შეიარაღებული („უცხენო-უსაჭურვლო“, აღნიშნავს მემატიანე) და თურქებთან ბრძოლებში მრავალჯერ დამარცხების გამო მთლად იმედგატეხილი. ასეთ პირობებში დავითი და მისი მართებლობა ცდილობენ, უპირველეს ყოვლისა, მიწათმფლობელი კლასის მდგომარეობის გაუმჯობესებას. აქამდის გლეხი, უმეტეს შემთხვევაში, არ იყო მტკიცედ მიმაგრებული მიწის მეპატრონეზე. გლეხი მიწათსარგებლობისათვის განსაზღვრულ ბეგარას იხდიდა მეპატრონის სასარგებლოდ და მისი ვალდებულება უმთავრესად ამით ამოიწურებოდა.
გლეხი რომ რამდენიმედ მაინც ყოფილიყო დაკავშირებული მიწის მეპატრონესთან, შემოღებულ იქნა ახალი გადასახადი. დიდ უქმეებზე გლეხს უნდა მიეტანა მეპატრონისათვის ძღვენი. გლეხს თავისუფლად შეეძლო ერთი მეპატრონისაგან მეორე მეპატრონესთან გადასვლა, მაგრამ ძღვენი მას მაინც წინანდელ მეპატრონესათვის უნდა მიეტანა. ეს უკვე იყო მეპატრონესთან გლეხის იურიდიულად მიმაგრების დაწყება. გლეხი ხდებოდა განსაზღვრული მეპატრონის ყმა, მაგრამ ეს კანონი თანასწორად სასარგებლო იყო ყველა დიდებულისათვის, როგორც დარბაზის (ე. ი. მსახურელ), ისე თემის დიდებულებისათვის. თემის დიდებულები კი ხშირად მეფის უფლების საწინააღმდეგო ძალას წარმოადგენდნენ. მართებულობამ ამიტომ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი. უპირველეს ყოვლისა, მტკიცედ დასაყრდნობი ძალის მოსაპოვებლად. ამ მიზნით შემოღებულ იქნა სამეფო მამულებიდან ნაკვეთების გაცემა ისეთ პიროვნებებზე, რომელთაც შეეძლოთ მოლაშქრის სამხედრო ვალდებულება ეკისრათ. ეს მოასწავებდა საკარგავების სისტემის რეორგანიზაციას.
![]() |
11 9. საკარგავების სისტემის რეორგანიზაცია |
▲ზევით დაბრუნება |
9. საკარგავების სისტემის რეორგანიზაცია
ხსენებული დებულების შემოღება მოხდა თურქ-სელჯუკიანთა სახელმწიფოს მსგავსად. სელჯუკიანთა სახელმწიფოში სამხედრო ნაკვეთების სისტემა გატარებულ იქნა სულთან შაჰის ვაზირის ნაზიმ ულ-მულკის მიერ დაახლოებით 1082 წელს.
ამ ეპოქის ძირითადი ისტორიული წყარო „ტარიღი ალსელჯუკ“ („სელჯუკთა ისტორია“), შედგენილი იმად უდ-დინ ისფაჰანელის (ისპაანელის) მიერ, რომელიც ჩვენამდის მოწევნილია ალ-ბუნდარის მიერ შემოკლებული ვერსიით, გადმოგვცემს შემდეგს:
„ქალაქები დაღარიბდნენ და გაძლიერდა უსამართლობა და ცალკე ოლქები აღდგნენ სხვა ოლქების წინააღმდეგ. მაშინ სულთანმა ბრძანა სამართლიანობა აღედგინათ და გა– ეუმჯობესებინათ ოლქების ცხოვრება. ჩვეულებად იყო, რათა მხარეებიდან შეეკრიბათ ფული და შემდეგ ის მიეცათ მეომრებისათვის. მანამდის წესად არ იყო იკტაების (ლენების, გაცემა. მაგრამ ნიზამ ულ-მულკმა დაინახა, რომ არეულობათა მიზეზით ფული (ალ-ამულ) მხარეებიდან არ იკრიბება და რომ შემოსავალი მხარეებიდან არაა უზრუნველყოფილი, ამ ქვეყნებში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო. ამიტომ მან გაჰყო მხარეები მეომართა შორის იატაებად და მისცა მათ მიწებისაგან აღებული შემოსავალი“.
საქართველოში მანამდისაც იყო, ნაწილობრივ მაინც, სა– კარგავებად საშემოსავლო რენტის გაცემა მიწებიდან, ანდა რაიმე საიჯარო საქმიდან. ბაგრატ IV-ის დროის სიგელში (1058 წლის ახლოს იხსენიება „აზნაურნი მემამულენი და მოსაკარგავენი“, ე. ი. აზნაურნი, რომლებიც თავის მამულს ფლობდნენ სამკვიდროდ (99 წლის ვადით მაინც, რომლის გასვლის შემდეგ სათანადო ერთდროული თანხის შეტანით მფლობელობის ახალი 99 წლის ვადა კვლავ ახლდებოდა), და აზნაურნი, რომელთაც ჰქონდათ საკარგავები გარკვეული შემოსავლის აღების უფლებით. მუხრანის მხარედან გაქცეული დამარცხებული განჯის ამირა ფადლონი ეუბნება ერწოში ერთ იქაურ მსოფლიონს, რომელმაც იცნო ის: „მიიღე ჩემგან ოქრო და ვეცხლი დიდძალი და საკარგავნი მრავალნი, და ნუ შემიწამებ (ნუ გამამხელო)“. საკარგავად აქ, ცხადია, იგულისხმება საშემოსავლო ობიექტებზე დადებული რენტა. მემატიანე არსენი დიდ დამსახურებად უთვლის დავითს, რომ მან „განათავისუფლა არა მონასტერნი და ლავრანი მოსაკარგავეთა მაჭირვებელთაგან, არამედ ხუცესნიცა სამეფოთა შინა მისსა ყოვლისა ჭირისა და ბეგრისაგან, რათა თავისუფალთა საღმრთო მსახურება მიუპყრან ღმერთსა“ (გვ. 353).
აქ ლაპარაკია უფრო ეკლესიის მსახურთა შეუვალობაზე. რაც შეეხება მონასტრებს და ლავრათ, აშკარად ჩანს, რომ მათ მამულებს და გლეხებს ედვათ გარკვეული საგადასახადო ვალდებულებანი სახელმწიფოს წინაშე და მოსაკარგავებზე ისინი გაცემული ყოფილა რენტის მსგავსად. ამასი, ანავე მო| საკარგავენი ამ რენტის აღების დროს ყოფილან „მაჭირვებელნი“, ე. ი. ბუნებრივია, ისინი ცდილობდნენ თავიანთი რენტის სრულად მიღებას და თუ ეს რენტა ნატურით იყო, ეცდებოდნენ მიეღოთ საუკეთესო ხარისხისა. ეს უკვე შემა– წუხებელი იყო მონასტრებისათვის.
ამგვარად, ეჭვს გარეშეა, რომ საქარგავი XI ს. წარმოადგენდა ფეოდალურ რენტას, გაცემულს გარკვეულ პირებზე • სათანადო სახელმწიფო ვალდებულებათა და, ხშირად კიდევ, სამხედრო სამსახურის შესრულების პირობით. რასაკვირველია, რენტის გაცემის პარალელურად წარმოებდა მამულების გაცემაც ასევე გარკვეული (უფრო სამხედრო) სამსახურის შესრულების პირობით. „აზნაურნი მემამულენი“, მოხსენებულნი ბაგრატ IV-ის დროს, სწორედ ასეთ პირობებში უნდა ყოფილიყვნენ. მოღწეულია დავითის ბრძანება, მიცემული 1110 წლის ახლოს ვეძისხეველ (ჰერეთში, კახეთის მიჯნისაკენ) ნიანიას შესახებ, შემდეგი შინაარსისა: „სახელითა ღმრთისათა დავითისაგან, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა მეფისა. აწღა მოვიდა ჩუენ წინაშე არიშიანი და გუეაჯა, რათამცა გაუშვით და გავათავისუფლეთ ნიანია გრიგოლ მოოკრებულის შვილი მისითა მამულითა ვეძისევითა, ვინადგან ადგილიცა ზითვად ჰქონებოდა და ჩუენიცა დიდად ნამსახური და ბევრი ვალი იყო, ლაშქრობა აღარ შეეძლო. აწ გაუშვი ნიანია მისითა მამულითა, ზითვად ნაქონებითა ვეძისხევითა და გაგვითავისუფლებია ყოვლისა გამოსავლისა და შესავლისა საკელმწიფოისა და სათხოვრისაგან ყოვლისა“.
ამ დროს, როგორც ეტყობა, მოსაკარგავენი გადასული იყვნენ რენტის მაგივრად მამულის მიღებაზე. მაგრამ როდესაც მემკვიდრე მემამულენი მიწასა და სამფლობელოს ღებულობდნენ 99 წლის ვადით, მოსაკარგავეთ მამულები და გლეხები ეძლეოდათ მხოლოდ სიცოცხლის მანძილზე, ანდა სანამდის მათ საკარგავით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესრულება შეეძლოთ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ „ვისრამიანის“ ქართულ ვერსიაში, რომელიც სპარსულიდან გადმოღებულია 1090—1100 წლების ახლოს. საქარგავი ნახმარია ერთგან სპარსულ ტექსტთან შეუსაბამოდ, მაგრამ – სპარსული „თიმარის“ შესატყვისად. „თიმარი“ კი (სიტყვა — ბერძნული წარმოშობისაა) უფრო გვიან ოსმალეთში დადასტურებულია როგორც სამხედრო ლენის აღმნიშვნელი. ქართულ „ვისრამიანში“ ნაგულისხმევ ადგილას ტერმინი „საკარგავი“ იხმარება მამულის, სამფლობელოს მნიშვნელობით.
იქვე უფრო ქვემოთ ნათქვამია, რომ რამინმა (იგულისხმება საკარგავებად) „თვითო ქვეყანა თვითოსა აზნაურსა მისცა და თვითო ქალაქი — თვითოსა ყმასა“ (ყმა აქ ნიშნავს აზნაურზე ოდნავ დაბლა მდგომ ვასალს, ჩვეულებრივ გლეხზე ბევრად მაღლა მდგომს).
ამგვარად, დავითის დროს გატარებული ყოფილა საქარგავების რეფორმა, რენტის მაგივრად მოსაკარგავებზე მამულების გაცემით. ვფიქრობ, რომ ეს რეფორმა 1100—1105 წლისათვის უკვე დამთავრებული უნდა ყოფილიყო.* |
* ტერმინს „საკარგავს“ სამხედრო ლენის მნიშვნელობით მე ვხმარობდი 1928 წლიდან საშუალო სკოლისათვის საშუალო საუკუნეების (ევროპის) ისტორიის მოსამზადებელ თათბირებზე, და ესევე დებულება შეტანილია თბილისის უნივერსიტეტის ლიტერატურული ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ჩემს მიერ შედგენილ პროგრამაში 1930 წლიდან და შემდეგ ყველგან უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც მე ვკითხულობდი ლექციებს. დებულება (დავით აღმაშენებლის დროს ნიზამ ალ-მულკის მიბაძვით) სამხედრო ლენების (მამულების შემოღების შესახებ საქართველოში პირველად დაიბეჭდა ჩემს Из социально-экономических вопросов средневековой Грузия, 1928, 1928, და აგრეთვე ჩემს Краткий очерк истории Грузия, Сухуми, 1941, გვ. 22—23 (აქ ნახმარია ქართული ტერმინი „მოსაკარგავენი“ (სამხედრო ლენების მფლობელთა აღსანიშნავად). 1956 წლიდან ეს დებულება, ზემოთ თქმულის თანახმად, შეტანილია საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მიერ შედგენილ „საქართველოს ისტორიის“ მაკეტში (თბილისი, 1956) და სახელმძღვანელო წიგნებში (1958–1962 წწ.).
შემდეგში, 1950 წლიდან, დებულება საკარგავების შესახებ
ჩემს მიერ შესწორდა და „საკარგავი“ მიჩნეულ იქნა ფეოდალურ რენტად, რომელიც პირობით
იცემოდა ამა თუ იმ პირზე (ის. ამის შესახებ: სარგის კაკაბაძის „ვახტანგ გორგასალი“).
თბილისი, 1959, (გვ. 42–48).
მე სწორად მქონდა (1911 წელს) აღნიშნული, რომ მამულიანი ბენეფიციუმები ჩვენში
შემოვიდა XII ს-ნიდან. ამ წელს თბილისის ქალთა უმაღლეს კურსებზე ჩემს მიერ წაკითხულ
საქართველოს ისტორიის კუსის დასაკავებლად სასინჯ ლექციაში სხვათა შორის ნათქვამი
იყო. «В XII столетии в Грузии мы впервые встречаем явленне, аталогичное
западно-европейскому beneficium. Царь отдавал в пожизневное владение деревни,
крестьян и даже крепость. Обыкновенно это пожизненное владение было связано с
какою-нибудь придворную или административною должностью. Если должностное лицо
перемещалось на другое место, бенефиший переходил по преемству к новому
должностному лицу» (Черты феодального строя и крестьянские повинности в Грузии в
конце средних веков, Тифлис, 1912, стр, 8. |
სამხედრო ნაკვეთების (ქართულად საკარგავების გაცემა გამოიხატება იმაში, რომ ცალკე მეომარს ეძლეოდა განსაზღვრული დასახელებული, ანდა დამუშავებული მამული რომლის სამაგიეროდ ის მუდამ მზად უნდა ყოფილიყო... ლაშქროდ ცხენითა და იარაღით და ჯაჭვ-ჯავნით გასასვლელად.
საგადასახადო ერთეულად მანამდის საქართველოში ითვრიში კვლავ არსებობს, მაგრამ იმავე დროს თან უმატებენ. რომ მოცემულ შემთხვევაში ეს ფუძე შედგება 2–3 კომლისაგან. ზოგადი გაანგარიშებით ცხადი ხდება, რომ საგადასახადო ვალდებულება თითო კომლის ანგარიშზე გადასვლით უნდა მომხდარიყო დავითის მართებულობის დროს გატარებულ სამხედრო რეფორმასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება თვით სამხედრო რეფორმას, მისი არსი ირკვევა შემდეგნაირად.
როგორც არსებული საბუთების შედარებიდან ჩანს, ამიერიდანაც დიდებულნი და მემამულე აზნაურები კვლავ გაბატონებულ კლასს შეადგენდნენ. მაგრამ ამათ ქვემოთ მოდიოდნენ, წინანდელ მოსაკარგავეთა შესატყვისად ოთხმიზდურნი, იგივე დარბაზის ერნი, იგივე მონასპა, თავადნი და მოყმენი. აქ იგულისხმება მეომართა ის კონტიგენტი, რომელიც ჩამოყალიბდა დავით აღმაშენებლის დროს. ტერმინის „მოსაკარგავის“ შენარჩუნება ამტკიცებს, რომ ახალ ლაშქარსაც საფუძვლად ედვა საკარგავების გაცემის წესი. ტერმინი „ოთხმიზდური“, რომელიც იხსენიება სოციალური მნიშვნელობით თამარ მეფის დროს, ნიშნავს ოთხი „მიზდის“ (სპარსული სიტყვაა სარგოს, ხელფასის მნიშვნელობით) მქონეს. ვფიქრობ, რომ აქ უნდა იგულისხმებოდეს ოთხი კომლის გადასახადის სარგოდ მიცემა აზნაურ მეომრისათვის.
1260-იანი წლების საბუთში, რომლითაც საეკლესიო კრება ემუქრებოდა მეფის კარს სამღვდელოების გაფიცვით, აზნაურების შემდეგ მოხსენიებული არის „დარბაზისერი“ (მხოლობით რიცხვში). ეს ტერმინი „ვეფხისტყაოსანშიც“ არის მოხსენებული: ფატმანი ეუბნება თავის ქმარს უსენს — მეფის „დარბაზს დაგხვდების დარბაზის ერი მთვრალები“-ო. შედარებიდან ჩანს, რომ ეს დარბაზის ერი არის უმთავრესად იგივე ოთხმიზდური. თამარის პირველი მემატიანე გიორგი III-ის სიკვდილის შესახებ თხრობაში იხსენიებს სპებს და მონასპებს (სპა, სპარსული „სიპა“ — უმთავრესად ცხენოსანი ჯარი). იყო, მაშასადამე, ჩვეულებრივი სპა და კიდევ მონა სპა.მონა სპა შედგებოდა სამეფო მსახურთაგან, რომელნიც მონებადაც იწოდებოდნენ, თუმცა მონები არ იყვნენ. დავითის მეფობის ბოლოში ისინი (დიდგორის ომის წინ) შეადგენდნენ ხუთი ათას მეომარს. მონასპა იყო უშუალოდ და პირადად მეფის განკარგულებაში. მონასპის მსახურ-მეომარი (იგივე მონა) იმავე მდგომარეობისა იყო, როგორც წინა აზიაში ამ დროს სპარსული ტერმინით ცნობილი ულამები (სპარსულად ნიშნავს მსახურს, მონას).
ამგვარად, დავითის მიერ ჩატარებული რეფორმა მიზნად ისახავდა საკარგავების სისტემის გაღრმავებით და ფართოდ გაშლით კარგი ხარისხის მრავალრიცხოვანი ლაშქრის შექმნას. დიდებულთა და აზნაურთა გარდა, რომელნიც ჯარში მთავარ წამყვან და ხელმძღვანელ ძალას წარმოადგენდნენ, იყვნენ კიდევ ბლომად ოთხმიზდურნი, მონასპანნი.
თამარის დროინდელი ცნობის მიხედვით, მოსაკრებელი გლეხზე მოსავლის 1/4-ს შეადგენდა, უფრო ადრე კი, ადარნასეს დროინდელი კანონით, დაწესებული იყო მოსავლის 1/3. როგორც ჩანს, ეს ცვლილებაც დავითის დროს მოხდა.
ოთხმიზდურობის დაწესებისას, საფიქრებელია, ანგარიშობდნენ, რომ მეომარს უნდა უზრუნველყოფილი ჰქონოდა გლეხის ჩვეულებრივი კომლის ის გამოსავალი, რომელიც დაწესებული იყო მისი მეპატრონის სასარგებლოდ (სახელმწიფო, საერისთავო, სახელისუფლო, საეკლესიო გადასახადების გარდა). ოთხი კომლის გამოსავალი მოსავლის მეოთხედობის ანგარიშზე უდრის ერთი კომლის სრულ გამოსავალს. ოთხ კომლ გლეხზე მოდის ამგვარად ერთი მოლაშქრე, რომელიც, გლეხის პირობაზე საკმაოდ უზრუნველყოფილი, მთლიანად სამხედრო საქმით უნდა ყოფილიყო დაკავებული (ხშირი ვარჯიში, მუდამ მზად ყოფნა, საყარაულოდ გასვლა და სხვ.).
თავისთავად იგულისხმება, რომ მართებლობას შეეძლო • საკარგავები გაეცა მხოლოდ სამეფო გლეხებიდან. დიდებულთა და აზნაურთა გლეხებს ის ვერ შეეხებოდა, რადგანაც მაშინ თვით ეს დიდებულ-აზნაურნი არ იქნებოდნენ უზრუნველყოფილნი და თავის მოვალეობას ვერ შეასრულებდნენ.
თითო კომლზე ამ ხანაშიც, საშუალოდ, საანგარიშებელია, 10 სული ორივე სქესისა (XIII ს-ნეშიც 25 ქულიან ფუძეზე ჩვეულებრივ 2-3 კომლი ისხდა): საფიქრებელია, რომ მოსაკარგავენი ზემოხსენებულად უზრუნველყოფილნი, იარაღის ტარების უნარის მქონენი (ე. ი. 18–50 წლის ასაკის) ყველა ლაშქრობავალდებული იქნებოდა. ამიტომ ერთ კომლ (10 სულ) მოსაკარგავეზე საფიქრებელია 1,9 მეომარი (თითქმის ორი მეომარი). აქედან გამოდის, რომ მოსაკარგავე მოლაშქრენი თავიანთი ხელქვეითი გლეხების მიმართ კომლეულად შეადგენდნენ 1/5-ს. ეს ვარაუდი ადასტურებს ზემომოყვანილ მოსაზრებას ოთხმიზდურთა შესახებ, რომ ოთხი კომლის გადასახადი სარგოდ ეძლეოდა ერთ კომლ მოსაკარგავეს..
საფიქრებელია, რომ დიდებულნი და აზნაურნი მათ მიერ, გამოსაყვან მეომართა მიხედვით და აგრეთვე გათვალისწინებით იმისა, რომ მათ სხვა ვალდებულებანიც ედვათ, უკეთესად უნდა ყოფილიყვნენ უზრუნველყოფილნი. ეს ნიშნავს, რომ რადგანაც დიდებულნი და აზნაურნი, აგრეთვე II14133ულებრივ ომში იარაღის ტარების უნარის მქონენი, დაახლოებით 18–50 წლის ასაკისა, ყველანი გადიოდნენ (მაშასადამე, თავიანთი კლასის დაახლოებით 19%), თითო კომლ (10 სულ) დიდებულ-აზნაურზე მოდიოდა აგრეთვე 1,9 მეომარი, რომლებსაც თავის ხელქვეით უნდა ყოლოდათ (მოსაკარგავეთა დაგვარად, ზემომოყვანილი ვარაუდის გათვალისწინებით, რომ ოთხი კომლი გლეხი უზრუნველყოფდა ერთ მოლაშქრეს), სულ ცოტა 7,6 კომლი ანუ 76 სული გლეხი. ეს არის მაშინდელ დიდებულთა და აზნაურთა გლეხთმფლობელობის მინიმუმი. ხოლო, რადგანაც დიდებულთა და აზნაურთა ჯარი ჩვეულებრივ მოსაკარგავეთა უკეთესი უნდა ყოფილიყო, ამიტომ მათი უზრუნველყოფა და, მაშასადამე, გლეხთმფლობელობა ამაზე მეტიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ საშუალოდ ბევრად მეტი არ იქნებოდა.
ამგვარად ცხადი ხდება, რომ ახალი რეფორმის შედეგად ლაშქარში შეყვანილ იქნა ბლომად დაწინაურებული გლეხები, მოსაკარგავეთა სახით. რადგანაც მეფის კარზე ყოველთვის იყვნენ ტაძრეულნი და მონასპანი, ამიტომ ამით გლებობა უკვე აქტიურად ებმებოდა კარის საქმიანობაში. უშუალო მწარმოებელი გლეხების ინტერესებისათვის ანგარიშის გაწევა ახლა პირდაპირ საჭიროებას წარმოადგენდა, რადგანაც უამისოდ დაზარალდებოდა ლაშქრის მხედრული სული და შინაგანი მთლიანობა.
როგორც ჩანს, დავითისავე დროს, მოსაკარგავეთ ხშირად სამემკვიდრეოდ უმტკიცდებათ მათზე გაცემული მამულები თუ სხვა შემოსავალი. მემატიანე ამბობს, რომ დავითმა გაათავისუფლა მონასტრები მათი შემაწუხებელი მოსაკარგავეებისაგან, რომელნიც, საფიქრებელია, სარგებლობდნენ მონასტრების მიწა-მამულებით. მაგრამ სამაგიეროდ მმართველობას ამ მოსაკარგავეთათვის უნდა მიეცა რაიმე კომპენსაცია. საკარგავების სამკვიდროდ განმტკიცება კი ნიშნავდა მათ დაკარგვას სახელმწიფოსათვის. ამიტომაც ამ დროიდან იწყებს ტერმინი „დაკარგვა“ თავისი მნიშვნელობის შეცვლას, სახელდობრ, მან შეცვალა მანამდის არსებული ტერმინი „წარჴვდომა“. თამარის დროს შოთა უკვე ჩვეულებრივ ხმარობს ტერმინს „დაკარგვა“, დაკარგულის ამ ახლად 1832 მიღებული მნიშვნელობით, თუმცა მან იცის ამ სიტყვის წინანდელი მნიშვნელობაც.
![]() |
12 10. ჯვაროსნული ომების დასაწყისი და საქართველო |
▲ზევით დაბრუნება |
ამ დროს, ერთი მხრივ, ცენტრალური და დასავლეთი ევროპა და, მეორე მხრივ, წინა აზია მოქცეული იყო ერთმანეთთან დიდ წინააღმდეგობაში, რასაც საფუძვლად ედვა ეკონომიკური მიზეზები. ცენტრალური და დასავლეთი ევროპა ეძიებდა ახალ შესაძლებლობებს თავისი ახლა საკმაოდ განვითარებული სახელოსნო ნაწარმთა გასასაღებლად და თავისთვის საჭირო ნედლეულის მოსაპოვებლად, რაც მოითხოვდა სავაჭრო ურთიერთობათა გაძლიერებას წინა აზიის ქვეყნებთან. ამიტომ ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში იწყება მისწრაფება წინა აზიის ქვეყნების მიმართულებით. ხოლო, რადგანაც ფეოდალურ ხანაში იდეოლოგიის სფეროში მთავარი მნიშვნელობა ჰქონდა სარწმუნოებას, ამიტომ ეკონომიკური მიზეზებით გამოწვეული მოძრაობანი ხშირად ღებულობდნენ სარწმუნოებრივი კონფლიქტებისა და თვით ომების ხასიათს. მართლაც, ევროპაში ამ დროს გაახსენდათ, რომ იერუსალიმი, ქრისტიანებისათვის წმიდა ქალაქად მიჩნეული (ასევე წმიდა ქალაქად ის მიაჩნდათ თავისთვის ებრაელებსაც). უკავიათ მაჰმადიანებს. აქედან წარმოიშვა ეგრეთ წოდებული ჯვაროსანთა მოძრაობა და ჯვაროსანთა ომები. მაჰმადიანთაგან ქრისტეს საფლავისა და იერუსალიმის გასანთავისუფლებლად რომის პაპი და სამღვდელოება იყენებდა ქრისტიანობის ემბლემას — ჯვარს, რომლის სახელის გარშემო ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ხალისით რაზმავდნენ თავიანთ ძალებს მეფე-მთავრები და ფეოდალები. კერძოდ, რაინდები მიისწრაფოდნენ ახალ ქვეყნებში თავისი ცხოვრების უკეთ მოწყობისათვის. საქალაქო პირებიც, საერთაშორისო ვაჭრობის გაძლიერების იმედით, ამ მოძრაობის მომხრენი იყვნენ. თანაუგრძნობდა მას ხალხის, რომელიც ამით თავისი ეკონომიკური მდგომარეობის მცირე მაინც გაუმჯობესებას იმედოვნებდა.
ევროპელთა პირველი ჯვაროსნული ომი წინა სამფ036), მაჰმადიანების წინააღმდეგ, სპეციალურად იერუსალიმის"45 მისი მიმდებარე მხარეების დასაპყრობად, შედგა 1996 წელს. იერუსალიმი ჯვაროსნებმა წაართვეს თურქ-სელჯუკებს და პალესტინასა და სირიაში მოეწყო ევროპელთა ფეოდალური მცირე სახელმწიფო-სამფლობელოები. ევროპისა და წინააზი ურთიერთობაში იწყებოდა ახალი ხანა.
ჯვაროსნები შედგებოდნენ დასავლეთ ევროპის ქვეყნე| ბის ხვადასხვა ხალხთაგან, ფეოდალური წრეებისაგან, უმთავრესად რაინდთაგან. დასავლეთ ევროპის ფეოდალურ წრეებში კი იმ ხანაში და შემდეგშიც ინტერნაციონალურ ენად მიღებული იყო ეგრეთ წოდებული ძველი ფრანგული ენა. ამ ენაზე ლაპარაკობდნენ შემდეგშიც ინგლისის მეფის კარზე, აგრეთვე იტალიის წამყვან ფენებში. ასევე, შემდეგში ფრანგული ენა იცოდნენ ეგვიპტის სულთანის კარზედაც. ბუნებრივია, რომ ძველი ფრანგული ენის მცოდნენი XII—XV ს. უნდა ყოფილიყვნენ ქართველთა შორისაც.
ძველი ფრანგული ენის ასეთი მნიშვნელობის გამო, ქართველებისათვის, საერთოდ, ევროპელები (უფრო დასავლეთ ევროპელები, საკუთრივ ფრანგები, გერმანელები, იტალიელები, ესპანელები, ინგლისელები) იწოდებოდნენ ფრანგებად. ასე უწოდებდნენ მათ სომხებიცა და სპარსელებიც.
ჯვაროსნული ომების დასაწყისიდანვე ურთიერთობა და| სავლეთ ევროპასთან, შედარებით წინანდელ დროსთან, თვალსაჩინოდ გაძლიერდა. მთელი რიგი ფაქტები ამას მოწმობს.
თითქოს ამ დროიდან უნდა იყოს ქართულში შემოსული და ფოლკლორში დადასტურებული გამოთქმა „ფრანგული ხმალი“, რომელიც დასავლეთ ევროპიდან შემოსულ ხმალს ეწოდებოდა. თურქების შემოსევათა და მათთან ბრძოლების ხანაში უკეთესი ხარისხის იარაღის საკითხი, რასაკვირველია, მწვავედ იდგა და ამიტომ ევროპული იარაღიც შეიძლებოდა ყოფილიყო, კერძოდ, საქართველოში იმპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი.
შავთელისეულად მიჩნეულ დავით მეფის შესხმაში მოხსენებულია ჰონორის დუქსი (ჰერცოგი ან მთავარი ჰონორი), რომელსაც პოეტი პირშავად იხსენიებს. ჰონორი უეჭველად დასავლეთ ევროპელი მაღალხარისხოვანი რაინდია რომელიც თითქოს წინამძღოლობდა ფრანგების ჯარს დიდგომ ომში და შესაძლებელია შემდეგაც იმყოფებოდა საქართველოს სამსახურში. მისი „პირშავობა“ გამოჩნდა, ალბათ, ომის შემდგომ დროში (იხ.§40).
დასავლეთ ევროპაში რაინდების განმასხვავებელ ნიშანს, სხვათა შორის, შეადგენდა დეზები. მოსკოვის მეფის ელჩი ნიკ. ტოლოჩანოვი 1651 წელს გადმოგვცემს, რომ იმერეთში ყველანი (იგულისხმებიან თავადები და აზნაურები) დადიან (ცხენით თუ ქვეითად) დეზებითო (а на лошадях сидят и пеши ходят все с острогами).
დასავლეთ საქართველოში XIX ს. შუახანებშიც თავადაზნაურობა ხმარობდა დეზებს, რაც ძლიერ უკვირდა განათლებულ ა. ნ. მურავიოვს, რომელიც საქართველოსა და სომხეთში მოგზაურობდა 1846 წელს. ის წერდა: Странно, откуда этот рыцарский обычай мог проникнуть на Черное поморье, когда в соседней (Восточной) Грузии и Армении никто не носит шпор»*. | * Грузия и Армения, III, СПб., 1848, стр. 242. | |
საყურადღებო ცნობა აქვს ამ მხრივ კ. ბოროზდინს. ის გადმოგვცემს, რომ ოდიშში 1850-იან წლებშიც სამთავრო აზნაურები ხდებოდნენ თავადებთან ერთად, რომელნიც მათ მიმართავდნენ სიტყვით „ძმაო“. ისინი ატარებდნენ ორ დეზს და, არაიშვიათად ირთავდნენ თავადიშვილის ქალებსაც. საეკლესიო აზნაურები უკვე ვერ სხდებოდნენ თავადებთან ერთად, ნებართვის გარეშე. მათ ჰქონდათ დეზი მხოლოდ ერთ ფეხზე. სათავადო აზნაური კი ყოველთვის ფეხზე იდგა და, ეტყობა, მას არც დენის ტარების უფლება ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ კ. ბოროზდინი არას ამბობს*. | *. К. А. Бороздии. Закавказские воспитания, Минпрелия и Свакетия с 1854 по 1861 год, СПб., 1885, стр. 315. |
ვახტანგის კანონებში (§31) მესამე ხარისხის აზნაური მიწოდება ცალ-მოგვ (ე. ი. ცალ ჩექმიანი) აზნაურად, იგულიხმება ვისაც ჩექმაზე მხოლოდ ცალი დეზის ტარების უფლება ჰქონდა. ცხადია, დანარჩენი აზნაურები, და მით უმეტეს თავადები, დეზს ატარებდნენ ორივე ფეხზე. მაგრამ XIX ს_ ნეში დეზის ხმარება აღმოსავლეთ საქართველოში გადავარდნილი იყო, დასავლეთ საქართველოში კი ის ამ დროს ჯერკიდევ შემორჩენილია.
რადგანაც დეზების ხმარება დასავლეთ ევროპაში (ფეოდალურ ხანაში) განკუთვნილი იყო მხოლოდ კეთილშობილთათვის და ასე ყოფილა, ხსენებული რემინისცენციის მიხედვით, საქართველოშიც, ამიტომ ეს გარემოებაც უნდა ჩაითვალოს დასავლეთ ევროპის, განსაკუთრებით ფრანგების ზეგავლენის შედეგად, ფეოდალიზმის აღმავლობის ხანაში, კიდევ უფრო დავით აღმაშენებლის დროიდან. -
„ამირან-დარეჯანიანში“ (X-XI ს-ის მიჯნის ახლოს), სადაც ჭაბუკთა საქმენი საგმირონია ასახული, დეზი სრულებით არ იხსენიება. არ იხსენიებს დეზს სტეფანოს ორბელიანიც, როდესაც აგვიწერს 1040-იანი წლებისათვის ერისთავთ ერისთავის ლიპარიტის აკაზმულობას. მაგრამ „ვეფხისტყაოსანში“ მოყმე ავთანდილი უკვე დეზს ატარებს. როდესაც ტარიელის მაძებარი ავთანდილი გაექცა სანადიროდ გამოსულ სამ ძმას, მან „ცხენი გაქუსლა დეზითა“.
„დეზი“ ძველისძველი ქართული სიტყვაა. ს.-ს. ორბელიანი მას იხსენიებს დაბადების ტექსტში (საქმე, 9,5), თუმცა მის მიერ მინიშნებულ ადგილას ეს სიტყვა არაა ებრაულ ტექსტში. თავისთავად ქართული სიტყვა „დეზი“ წარმომდგარი უნდა იყოს ბერძნული „დექსის“-ისაგან („კბენა“), ყოველ შემთხვევაში, ერთი ძირისაა მასთან. როგორც ზემოთ მოტანილ, თუმცა მეტად მცირე მასალიდან ჩანს, დეზი როგორც ცხენის საჩხვლეტი საშუალება XII ს-ნეში იხმარებოდა მოყმეთა წრეში. იყო თუ არა საქართველოშიც დეზის ხმარების მხრივ ისეთივე განსხვავება, როგორც დასავლეთ ევროპაში, სადაც რაინდები ხმარობდნენ ოქროს დეზებს, ხოლო მეაბჯრეები და სხვანი მათნი კეთილშობილნი თანმხლენი — ვერცხლის დეზებს, ეს არ ჩანს. |
ჯვაროსნული ომები გავლენას ახდენდა საქართველოს ვითარებაზეც, თუმცა საქართველოს ცალკეული ნაწილები ქართლი, მესხეთის სამხრეთი მხარეები) სავსებით აოხრებული იყო. თურქ-სელჯუკიანთა სახელმწიფო განიცდიდა არევ-დარევას. სულთანობის პრეტენდენტთა შორის ხშირად იყო შინაური ომები. ქართველები ემზადებოდნენ თურქმადიანებთან, ადგილობრივ, თავისებური ჯვაროსნული' ომის დასაწყებად. მაგრამ ამისათვის საჭირო იყო უპირველეს ყოვლისა, შინაგანი ძალების გაერთიანება. ნიადაგი ამისთვის უკვე საკმაოდ მომზადებული იყო.
საქართველოში XI ს. საკმაოდ განვითარდა საქალაქო კხოვრება. მაგ., ქუთაისი ბაგრატ III-ის დროიდან ვრცელ ქალაქს წარმოადგენდა, თავისი დიდი ციხით. ქუთაისის მოქალაქენი შეადგენდნენ მეტად მნიშვნელოვან ძალას. მათ ემორჩილებოდა მდ. რიონისა და ცხენისწყალს შუა ქუთაისის ქვემო მხარე, რომელსაც სამოქალაქო ეწოდებოდა. ცხადია, რომ ქუთაისის მოქალაქეები მისდევდნენ სახელოსნო წარმოებას, რომლის საჭიროებისათვის, კერძოდ, ნედლეულისათვის, მათ თავის ხელში ჰქონდათ ხსენებული საკმაოდ ვრცელი ტერიტორია. შემდეგდროინდელი ფაქტების მოშველიებით თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისის მოქალაქეთა ეკონომიკაში მთავარ როლს ასრულებდა მეაბრეშუმეობა ქართული აბრეშუმის ნაწარმი XII ს. გაჰქონდათ კონსტანტინოპოლში და, ალბათ, უფრო შორსაც).
მნიშვნელოვან საგზაო პუნქტს XI ს. წარმოადგენდა ხუფათი, ახლანდელი ბათუმის ადგილას. ეჭვს გარეშეა, რომ მას ასეთი მნიშვნელობა ჰქონდა თავისი ბუნებრივი ნავთსადგურის გამო.
XI ს. მართებლობა ღებულობდა სპეციალურ ზომებს მცირე ქალაქების გასაშენებლად. ბაგრატ IV-მ ატენში (შიდა ქართლი) გააშენებინა თავის ზვარში ქალაქი. ააშენეს დარბაზი, სახლები და ქულბაგები (უკანასკნელნი ხელოსანთა და ვაჭართათვის).
ყოველივე ამის მიხედვით, საქართველოშიც გარკვეული საქალაქო სავაჭრო-სახელოსნო წრეები და მათთან დაკავშირებული ხალხის ფართო მასა და აგრეთვე გაბატონებული მმართველი ფენები დაინტერესებული იყვნენ, რათა ამიერკავკასიაში შექმნილიყო მოზრდილი სახელმწიფო რომელიც შეძლებდა შინაური მშვიდობიანობის უზრუნველყოფას და სავაჭრო ურთიერთობის გაფართოებას. საქართველოს მართებლობა დავით VI-ის ხელმძღვანელობით ამ მოთხოვნილებას ენერგიული ღონისძიებებით უპასუხებდა. მიზნად იყო დასახული საქათველოს გაერთიანება, თბილისის საამიროს დაპყრობა და საქართველოს თბილისთან ასე თუ ისე დაკავშირებული მხარეების შემოერთება. გადაწყდა პირველ რიგში კახეთ-ჰერეთის სამეფოს გაუქმება.
![]() |
13 11. კახეთ-ჰერეთის სამეფოს შემოერთება |
▲ზევით დაბრუნება |
კახეთის უკანასკნელი მეფე აღსართანი შეიპყრეს (როგორც ჩანს, დავითის მმართველობისავე წაქეზებით), ჰერეთის დიდებულებმა — არიშიანმა, ბარამმა და ქავთარ ბარამიძემ და ჩააბარეს დავითს. კახეთის საშველად, კახეთის დიდებულებისავე თხოვნით, გაემართნენ განძის (განჯის) ათაბაგი და სულთანის სხვა ჯარები, რომლებთანაც დავითს მოუხდა დიდი ომი ერწუხს. აქ გამოირკვა დავითის როგორც დიდი სამხედრო ნიჭი, ისე აგრეთვე პირადი მამაცობაც. მეფე, არა როგორც ჩვეულებრივ ხდება, ამბობს მემატიანე, ზურგით უდგ თავის ლაშქარს ანდა შორიდან უძახებდა (ბრძანებებს), არამედ თვითონ პირველი მიდიოდა ჯარის სათავეში, ლომივით მაღალი ხნით შესძახებდა და გოლიათსავით მიემართე| ბოდა მტრისაკენო („ქართლის ცხოვრება“, I, 329).
განძის ათაბაგისა და კახელ დიდაზნაურობის შეერთებული კარი დამარცხდა, და ამან გადაწყვიტა კახ-ჰერეთის სამეფოს ბედი მისი დაკავების მხრივ (1105 წ.).
არსენ ბერის მიერ დაწერილი მატიანე „ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი“ მოგვითხრობს
ჯერ კაზ-ჰერეთის მეფის კვირიკეს გარდაცვალებას 321 ქრონიკონს (1 სექტემბერი 1101 წ.
— 31 აგვისტო 1102 წ.) და მის მაგივრად მისი ძმისწულის გამეფებას. შემდეგ მას
მოთხრობილი აქვს რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ამბავი (1103 წ.). შემდეგ,
ჩვენამდე მოღწეული ტექსტი აშკარად არეულად გადმოგვცემს: „რამეთუ ესე აღსართან კახთ
მეფედ ხსენებულ იყო, შეიპყრეს ჰერთა დიდებულთა არიშიანან და ბარამ“ და სხვ.შემდეგ
მოთხრობილია ერწუხის ომის ამბავიც, ხოლო მის შემდეგ ლაპარაკია გელათის მონასტრის
აშენების დაწყების შესახებ, რაც 1106 წ. მოხდა, რუის-ურბნისის კრების განჩინებაში
კი დავითი მოხსენებულია, როგორც აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა
თვითმპყრობელი“.
ცხადი ხდება, რომ დავითის მატიანის მოღწეული ტექსტი მოდის ერთი ისეთი ხელნაწერიდან,
რომელშიც, ამ ადგილას, ერთი ამოვარდნილი ფურცელი გადაუწერიათ მეორე ეს მაგივრად და
ტექსტი არეულა. ამიტომ მატიანის ტექსტი აქ უნდა. შესწორდეს შემდეგნაირად: თხრობა
კახეთ-ჰერეთის მეფის, კვირიკეს სიკვდილის შესახებ; ამას უშუალოდ უნდა მიყვეს თხრობა
კახთა მეფის აღსართანის შეპყრობისა და ერწუხის ომის შესახებ. შემდეგ მიჰყვება
თხრობა რუის-ურბნისის კრებოს შესახებ, რასაც უნდა მიჰყვებოდეს ცნობა გელათის
მონასტრის აშენების შესახებ.
კახეთ-ჰერეთის შემოერთებით საქართველოს სამეფო თვალსაჩინოდ გაძლიერდა. ჰერეთის
აღმოსავლეთი საზღვარი VIII—XI ს-ში აღწევდა საკმაოდ შორს, შამახის მიმართულებით,
ვიდრე მდ. თეთრწყლამდის, ასე რომ კახეთ-ჰერეთი ერთად მოიცავდნენ საკმაოდ დიდ
ტერიტორიას.
ამ თეთრი წყლის მდებარეობა ირკვევა შემდეგნაირად. მონღოლთა ბატონობის დროინდელი
მემატიანე (ჟამთა აღმწერელი) გადმოგვცემს, რომ ილხანი ულო (ჰულაგუ) ყაენი
(1256—1265 წწ.) ოქროს ურდოს ყაენის ბერქას (1256 — 1266 წწ.) წინააღმდეგ ლაშქრით „წარვიდა
ქვეყნად შარვანშასა, საზღვართა საქართველოსათა, ადგილსა, რომელსა უწოდიან
ჩაღან-უსენი, ესე იგი არს თეთრი წყალი“ („ქართლის ცხოვრება“, II, გვ. 251).
ევლია ჩელებიm 1647 წ. ერევნიდან, განჯაზე გავლით, ბაქოსკენ მიმავალმა გაიარა ძველი ნუხპატისა და შაქის მხარეები (შაქის სახელი ამაზე წინ ქალაქ ნუნას ჰქონდა შერქმეული) შემდეგნაირად: მან განვლო მდ. მტკვარი და მივიდა ქალაქ არეშში, შემდეგ მივიდა შექის (შაქის), ე. ი. ნუხის ციხე-ქალაქს. შაქის ციხეს ჰქონდა ორი კარი — განჯისა და შირვანის. ციხე საქართველოში მდებარეობსო. ციხის აღმოსავლეთით ევლია ჩელებიმ გავლო მდ. კანოტ, რომელმც ერთვოდა მდ, ზანგს (ახლანდელ აგრისს, თურქულად აგრი-ჩაის). შემდეგ მან გაიარა მდ. კაბორზე მდებარე ხიდი და ძმის შემდეგ მივიდა მდ. აკსუსთან, ე. ი. თურქულად თეთრ წყალთან. ირანელები ამ მდინარეს უწოდებენ გილან–ჩაისო.” ( მდ. კაბორი არის ახლანდელი აჯიგან, ხოლო აკსუ (იგივე გილანე) არის ახლანდელი ტურიანი. ევლია ჩელები იხსენიებს გილანების ცალკე ტომს. აქედან ევლია მივიდა ქალაქ ნაიზ-აბადში, ხოლო შემდეგ სოფელ ტილ-ჩაიში, რომლის მდინარეს გიოკ–სუ ერქვაო. ქალაქი გოკ-ჩაი (ჩაი და სუ წყალს, მდინარეს ნიშნავს) ახლაც არის იმავე სახელწოდების (დინარეზე, ტურიან-ჩაის ახლოს, აღმოსავლეთით და შამა- ხიდან დასავლეთით 75 კილომეტრზე.
აქედან, ცხადია, რომ საქართველოს საზღვარი დავით აღმაშენებლის დროიდან და შემდეგში
— XII—XV ს. — შირვანის მიმართულებით გადიოდა მდ. თეთრ წყალზე, რომელიც იწოდებოდა
სპარსულად გილანად, ხოლო თურქულად აკ-სუდ და მონღოლურად ჩაღან-უსუნად. სახელები აკ–სუ
და ჩაღან-უსუნ დასახელებულ ენებზე ნიშნავს აგრეთვე თეთრ წყალს. ეს
თეთრი წყლის მონღოლური სახელის — ჩაღან-უსუნის მოხსენიება ჟამთააღმწერლის მიერ
ამტკიცებს, რომ ულუ– ყაენის დროს საქართველო — შირვანის საზღვარზე უკვე მოთავსებული
იყო მონღოლთა საოკუპაციო ულუსი; ცალკე ტომის სახით. ეს მტკიცდება იმითაც, რომ
აქედან ოთხი საუკუნის შემდეგაც ევლია ჩელები იხსენიებს მდ. გილან-ჩაიზე (ე. ი. თეთრ
წყალზე) თურქმანებით და ოგიუზებით (ესენიც თურქ-თურქმანები იყვნენ) დასახლებულ
სოფელს და აგრეთვე ჩამორჩენილი და უცნაური ჩვევების მქონე იტტილებს, რომელნიც არ
ჰგავდნენ მეზობელ ტომებს და თითქოს მოწღოლებიდან წარმოშობილად იგულისხმებოდნენ.
ევლია ამავე მხარეში (კავკასიონის მთებისაკენ) იხსენიებს სხვა ადგილობრივ ტომებთან
შედარებით უცნაურ და ტლანქი გარეგნობის მქონე ყაიტაკებს, რომელთაც მონღოლური
წარმოშობისად თვლიდა.
საქართველოში გადმოსულ ყივჩაღთა მეტი ნაწილი დავითის დროს და მის შემდეგაც, როგორც
ეტყობა, განლაგებული იქნენ ჰერეთის საერისთავოს აღმოსავლეთ ნაწილში რამაც გამოიწვია
ამ მხარის თანდათან გათურქებაც.
![]() |
14 12. სავაზირო და მწიგნობართუხუცესი |
▲ზევით დაბრუნება |
თურქ-სელჯუკების წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისათვის ფეოდალური მაღალი საზოგადოებისა და ხალხის ფართო მასების ძალების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, სახელმწიფოს სჭირდებოდა ეკლესიის ავტორიტეტის აწევა. ამით აიხსნება, რომ დავითმა მწიგნობართუხუცესად დანიშნა თავისი აღმზრდელი ბერი გიორგი. გადმოცემით კი დავითი იზრდებოდა რუისში აზნაურ მამაცაშვილის სახლში. ამიტომ შესაძლებელია, რომ გიორგი მამაცაშვილი ყოფილიყო. მემატიანე არსენ ბერის სიტყვით, ეს გიორგი იყო „კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და კორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმზრახი (ე. ი. მრჩეველი), სვიანი (ე. ი. კარგი ბედის მქონე) და ფრთხილი. თანააღზრდილი აღმზრდელი პატრონისა (ე. ი. დავით აღმაშენებლისა) და თანაგანაკაფული ყოველთა გზათა საქმეთა და ღუაწლთა მისთა“ („ქართლის ცხოვრება“, I, გვ. 336).
მწიგნობართუხუცესად მანამდის (მაგალითად, გიორგი II-ის დროს) იყვნენ ერისკაცები. მწიგნობართუხუცესის თანამდებობა კვლავ წამყვანი მნიშვნელობისა იყო. მაგრამ მისი ახალი თავისებურება გამოიხატებოდა იმაში, რომ გიორგი, როგორც სასულიერო პირი, ვალდებული იყო თავისი მდგომარეობა გამოეყენებინა ეკლესიის ძალისა და ავტორიტეტის ასამაღლებლად. ამასთან ერთად, ამით მეფის ხელისუფლებას შესაძლებლობა ეძლეოდა ჩართულიყო ეკლესიის საქმეებში. ასეთივე ვითარება იყო საქართველოს ცხოვრებაში უფრო გვიანაც, რაც ჩანს შემდეგიდან.
თამარ მეფე თავისი გამეფების პირველსავე წელს იწვევს საეკლესიო კრებას, რომელსაც მიმართავს ასეთი სიტყვებით: „წმიდანო მამა-ნო, თქვენ ღმრთისა მიერ განჩინებულ ხართ მოძღურად ჩუენდა და მმართებელად წმიდისა ეკლესიისა და თანა გაც სიტყჳსა მიცემა სულთათჳს ჩუენთა. გამოიძიეთ ყოველი კეთილად და დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განჴადეთ გულარძნილი. იწყეთ ჩემ ზედა, რამეთუ შარავანდი ესე მეფობისა არს და არა ღმრთის ბრძოლობისა. ნუ თუალ-ახუამთ მთავართა სიმდიდრისათჳს, ნუცა გლახაკთა უდებ-ჰყოფთ სიმცირისათჳს. თქუენ სიტყჳთა, ხოლო მე საქმით... ზოგად ჴელი მივსცეთ დაცვად სჯულთა საღმრთოთა შეუგინებლად, რაჲთა არა ზოგად ვიზღჳვივნედ: თქუენ ვითარცა მღდელნი, ხოლო მე ვითარცა მეფე, თქუენ ვითარცა მნენი, ხოლო მე ვითარცა ებგური“. (ე. ი. დარაჯი)“ („ქართლის ცხოვრება“, II, გვ. 118).
მწიგნობართუხუცესის მოვალეობას შეადგენდა მწიგნობრების მეშვეობით ცალკე უწყებათა განმგებლობაზე თვალყურის დაჭერა და, გარდა ამისა, სამხედრო საქმის ხელმძღვანელობა. ის, როგორც ბერი, ბრძოლებში უშუალო მონაწილეობას არ ღებულობდა. მაგრამ მას ეკითხებოდა სამხედრო საქმის „მართებანი და განსაგებელნი“. ფაქტიურად ის იყო, ახლანდელი ტერმინოლოგიით, სამხედრო შტაბის უფროსი, როგორც მშვიდობიანობის, ისე ომის დროს. მაგალითად, ლიპარიტის მთავარ ციხეს, კლდე კარს ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ ბრძოლის დროს იცავდა მისი მწიგნობართუხუცესი ანომარი. ასევე, დავით აღმაშენებლის დროს — ახალი მწიგნობართუხუცესი გიორგი, თუმცა ის ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი იყო, ხშირად ხელმძღვანელობდა სამხედრო საქმეებს და ციხეების აღებას, ასე, მისი ხელმძღვანელობით 1118 წელს ქართველებმა აიღეს სამშვილდის ციხე და სხვ. | დიმიტრი I-ის დროს იოანე მწიგნობართუხუცესი მიდიასა და ეკბატანაზე ლაშქრობის დროს მეფესთან ერთად იხსენიება, როგორც მისი უახლოესი მრჩეველი და არსებითად ლაშქრობის ფაქტიური ხელმძღვანელიც.
ასეთივე მდგომარეობა არის გიორგი III-ის დროსაც. ხსენებული
მწიგნობართ-უხუცესი-იოანე, თან ახლავს გიორგი III-ს ქალაქ ანისის შესანარჩუნებლად
წარმოებული ომის დროს და იძლევა სამხედრო რჩევებს.
როგორც მემატიანე გადმოგვცემს, მწიგნობართუხუცეს ანტონის აღდგენის შესახებ, რომ
თამარი, გიორგი რუსის სასარგებლოდ მოწყობილი დიდი აჯანყების შემდეგ, „იგონებდა, თუ
ვის მიანდოს დავით (თავისი ქმარი) და სპა თვსი, და განსაგებელი სახლისა თვსისა...
და მიმოიხილა ყოველთა ზედა სამეფოსა თვსისა მთავართა და განიცადა თუალითა
გონებისათა... მოიყუანა ანტონი გლონისთავის ძე გარეჯით და დასუეს ვაზირად, მისცეს
ჭყონდიდი, სამთავისი, კოსის-რგო და მწიგნობართ-უხუცესობა“ („ქართლის ცხოვრება“, II}
. გვ. 122 — 123).
მხოლოდ ათაბაგობის შემოღებით, 1212 წელს, მწიგნობართ-უხუცესმა თითქოს დაკარგა თავისი ფუნქციები სამხედრო საქმეში.
ფეოდალურ ხანაში ეპისკოპოსები აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ ომებში. დასავლეთ ევროპის მიმართ ეს ცნობილია, დაწყებული კარლოს დიდის დროიდან. ბრძოლა 955 წელს ქალაქ აუგსბურგთან ითვლება გერმანელების პირველ ნაციონალურ ბრძოლა გარეშე მტრის, ამ შემთხვევაში უნგრელების, წინააღმდეგ. ამ ბრძოლის დროს ეპისკოპოსი ულრიხი ამხნევებდა თავის მებრძოლთ ქადაგებით დავითის ფსალმუნის თემაზე და ქალაქის გალავნიდან რაზმის ერთ-ერთი გამოხტომის დროს მიჰყვებოდა მეომრებს საეპისკოპოსო შესამოსელში, უჩაფხუტოდ და უჯავშნოდ.
1214 წელს მოხდა დიდი ბრძოლა საფრანგეთის მეფე ფილიპე II-სა და გერმანიის იმპერატორ ოტტონ IV-ს შორის (გერმანელების ჯარში იყვნენ ინგლისელებიც). ორივე მხრიდან ომობდა 150 — 210 ათას კაცამდე (რაინდები, მსუბუქი ცხენოსანი და ქვეითი ჯარი). ფილიპე II-ის შტაბის უფროსი იყო ეპისკოპოსი გარენი. მან შეიმუშავა ფრანგების ჯარის დისპოზიცია და ხელმძღვანელობდა ამ ჯარს ბრძოლის დროს, თუმცა ფილიპე II თვითონაც იმყოფებოდა ბრძოლის ველზე. ფრანგების მხრივ დიდ აქტივობას იჩენდა ეპისკოპოსი ბოვე, თავისი მილიციით. ეს ეპისკოპოსი შეიარაღებული იყო ლახტით, რათა, კანონიკური წესდების მიხედვით, ადამიანის სისხლი ხმლით არ დაეღვარა. მან შეუტია ინგლისელების რაზმს, რომელთაც აყენებდა საშინელ დარტყმებს ლახტით — მარჯვნივ და მარცხნივ. ვერავინ შეძლო მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. თავისი დარტყმით მან მოკლა ინგლისელი რაინდების მემშვილდეებისა და ცხენოსნების უფროსი — სა ლისბერი და ტყვედ შეიპყრო გრაფი ბულონი. ფრანგებმა გაიმარჯვეს, მაგრამ დაკარგეს თავისი ლაშქრის 25 — 28 % , ანუ 15 ათასი კაცი, მათ შორის ათასი რაინდი. მათი მოწინაღმდეგის ზარალი იყო 25 - 35% ანუ 35 ათასი კაცი.* |
*. Михневич, История военного искусства, СПб., 1896, стр. 127— 131. | |
1262 წ. ქალაქ სტრასბურგის რაინდები და მოქალაქენი, მაშინდელ გერმანიაში თავს იცავდნენ ეპისკოპოსის რაინდებისაგან. ეპისკოპოსი, რომელიც თვითონაც წარმოშობით რაინდებისაგან იყო, როგორც „კეთილმორწმუნე რაინდი“ მონაწილეობას ღებულობდა ბრძოლაში. მას მოუკლეს ჯერ ერთი ცხენი, გადაჯდა მეორე ცხენზე. ესეც მოუკლეს, და მაშინ უკვე საბოლოოდ დამარცხებულმა ეპისკოპოსმა ძლივს გადაირჩინა თავი მესამე ცხენზე*. |
*. Г. Дельбрюк, История военного искусства, III, стр. 264. | |
სასულიერო პირთა, სახელდობრ ეპისკოპოსების, მონაწილეობა სამხედრო საქმიანობაში საქართველოში დადასტურებულია XI ს. ბაგრატ IV-ის მეფობის დასაწყისში ბიზანტიელების მიერ საქართველოზე მოწყობილი ლაშქრობის დროს, სუმბატის სიტყვით, „აღაშენა სიმაგრე საბა მტბევარ ეპისკოპოსმან მახლობელად ტბეთის ეკლესიასა და სახელსდვა მას სუეტი. და შეკრიბა მაშინ მან ერი (ე. ი. ჯარი) თვსი და შევიდეს მას შინა თვთ საბა მტბევარ ეპისკოპოსი და ეზრა ანჩელ ეპისკოპოსი, და შავშეთის აზნაურნი. და განძლიერდა მას შინა“ („ქართლის ცხოვრება“, I, გვ. 386). საბა მტბევარმა გაუძლო ბიზანტიელების იერიშებს და გადაარჩინა შავშეთი ბერძნების მიერ დაპყრობისაგან. ამის შედეგად ტბეთის ეპისკოპოსი გახდა შავშეთის ერისთავად. |
||
ხელმწიფის კარის გარიგებაში ვკითხულობთ: „მტბევარსა ზე და (სამეფო) დარბაზს, მისსა
საჯდომსა უკანით მისსა მოლარეთ-უხუცესსა ფარი და ხმალი აქუს უკანით, ამად რომე
ერისთავიც არის შავშეთისა“ *. ბუნებრივია, რომ როგორც შავშეთის ერისთავი, ტბეთის
ეპისკოპოსი შავშეთის მხედრობა-ჯარსაც წინამძღოლობდა. კახეთში XVI — XVIII ს. პირველ ნახევარში სამხედრო სადროშოების სათავეში, მეფის
სადროშოს გარდა ეპისკოპოსები იყვნენ (ბოდბის, რუსთავის და ნეკრესის), მაგრამ ასეთი
ვითარება მოდის უფრო ძველი დროიდან. ეს ჩანს შემდეგიდან. ვახუშტი აღნიშნავს, რომ
„ბოდბელი არს პირველი ეპისკოპოზი კახეთისა პატივისათვის წმიდის ნინოსი“. მაგრამ,
ამასთანავე, ნათქვამი აქვს, რომ ალავერდს 1466 წელს „ყვეს ეპისკოპოზი... და
უპირველეს კახთა ეპისკოპოზად“. მართლაც, 1466 წლიდან, ვიდრე XIX ს-ის დასაწყისამდე,
ალავერდელი ითვლებოდა კახეთის პირველ ეპისკოპოსად, თუმცა სადროშო მას არ ჰქონდა.
ბოდბელის პირველობა და მისთვის სადროშოს მიკუთვნება უნდა მიეწეროს 1466 წელზე
ადრინდელ დროს, XIII — XV ს. და მაინც თუ არა უფრო ადრინდელ ხანას. უფრო სწორი
იქნება, თუ ორგანიზაციულად კახეთის ეპისკოპოსების სამხედრო საქმეში ფაქტიურ
სპასპეტებად ჩაბმას მივაწერთ დავით აღმაშენებლის დროს მაინც, თუ. მტბევარი
ეპისკოპოსის მსგავსად, უფრო ადრეულ ხანას არა. |
*.
იხ. ქართული სამართლის ძეგლები, II, ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები
დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, თბილისი, 1965, გვ. 91. ჩემი აზრით, „ხელმწიფის კარის გარიგება“ ძირითადად შედგენილია დავით აღმაშენებლის დროს, 1106 —1109 წლების ახლოს, და, არსებითად, იმ დროის ვითარებას ასახავს. ამ განაწესის ჩვენამდე მოღწეული ტექსტი გადაკეთებულია და ახლად რედაქტირებულია საქართველოს მეფე ვახტანგ დავით ნარინის ძის დროს 128_1292 წლებს შუა, უფრო 1290 წლის ახლოს. მიღებული აზრით, „ხელმწიფის კარის გარიგება“ შედგენილია XIV — ს-ის პირველ ნახევარში, გიორგი ბრწყინვალის დროს. |
ეპისკოპოსები მონაწილეობას ღებულობდნენ ჯიქების წინააღმდეგ ომში, რომელიც ოდიშისა და გურიის მთავრებმა წამოიწყეს 1533 წელს
ცნობილია, რომ ქართლის მეფის ლუარსაბის მიერ, 1557 - წელს სპარსელების წინააღმდეგ ომში, რომელშიც დაიღუპა თვით ლუარსაბი, ქართველი ეპისკოპოსები იბრძოდნენ ლახტებით. "
ბანძის ომში, 1658 წელს, იმერლების ჯარიდან აზნაურმა იოსელიანმა ტყვედ შეიპყრო ოდიშარ-გურულთა ჯარში შემოსილად მყოფი დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი ილარიონი.
კახეთის ეპისკოპოსები, თავიანთი რაზმებით, მონაწილეობას ღებულობდნენ ლაშქრობებში, ვიდრე 1754 წლამდისის, შემდეგ კიდევ ცოტახანს, მაგრამ უკვე იშვიათად (ვახტანგ ბატონიშვილის ცნობა).
ხელმწიფის კარის გარიგებაში (§ 9) ვკითხულობთ „გელათისაგან კიდე საყდარნი და სხვანი
მონასტერნი და ეკლესიანი, ხუცესნი და მონაზონნი და, რაც საეკლესიონი დასნი არიან, —
ყველა ჭყონდიდლის და საწოლის მწიგნობრის საკელოისა“ (ქართული სამართლის ძეგლები,
II, გვ. 82). ეპისკოპოსნი, მონასტრები და ეკლესიები ხომ კათალიკოსს ემორჩილებოდნენ.
ჭყონდიდელის მიმართ რა მორჩილება უნდა იგულისხმებოდეს აქ? ხსენებული გამოთქმა უნდა
გულისხმობდეს, რომ განათლების საქმის მხრივ საეპისკოპოსო საყდრები და მონასტრები
ჭყონდიდლის ხელქვეით იმყოფებოდნენ. გელათის საყდარი ცალკეა გამოყოფილი, რადგანაც ის
უშუალოდ მოძღვართ-მოძღვარს ემორჩილებოდა. მოძღვართ-მოძღვარი იყო გელათის
მონასტერში, ვიდრე იმერეთის მეფის ბაგრატ III-მდის (1510—1565 წწ.), რომლის დროს
მოძღვართ-მოძღვრის მაგივრად გელათში დასმულ იქნა ეპისკოპოსი.
ამგვარად, მწიგნობართუხუცესის ხელთ იყო საეკლესიო განათლების მეთვალყურეობა და ხელმძღვანელობა თითქმის მთელ საქართველოში. მხოლოდ მოძღვართ-მოძღვარი არ ემორჩილებოდა მას.
![]() |
15 13. რაინდობა დასავლეთ ევროპაში |
▲ზევით დაბრუნება |
X ს-ნის დასაწყისში გერმანიის მეფე ჰენრიხ I-მა, ზედმეტ სახელად ფრინველების დამჭერმა (919 — 936 წწ.), მოახდინა სამხედრო საქმის რეორგანიზაცია. მანამდის ყოველი ჰერცოგი და გრაფი, თავთავის ვასალებით, ბრძოლის ველზე გამოდიოდა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე, რაიმე საერთო სამოქმედო მიზნის გარეშე. სამხედრო დისციპლინის გაგება არ არსებობდა. ამის ნაცვლად ჰენრიხ I-ის დროს დაწესდა სამხედრო თემის ან ძმობისდაგვარი ორგანიზაცია, რომლის წევრები ვალდებული იყვნენ დამორჩილებოდნენ გარკვეულ კანონებს, ეომათ სარწმუნოებისათვის, განრიდებოდნენ უპატიოსნო ქცევას და მთელი თავისი სიცოცხლე შეეწირათ ღირსებისა და სიმართლის მიზნებისათვის. ყოველ პირს, თავისუფალს დაბადებით, შეეძლო ყოფილიყო ამ ძმობის წევრი და თავისი საქმიანობით დაწინაურებულიყო კიდეც ასეთი ორგანიზაციის წყალობით შესაძლებელი შეიქმნა ფეოდალური, არისტოკრატიული წარმოშობის მძიმედ შეიარაღებული მეომრებისა და მათ ხელქვეით პირთა გარკვეული კონტროლის ქვეშ დაყენება და მათ შორის ურთიერთსაბრძოლო კავშირისა და დისციპლინის დამყარება.
არისტოკრატიული მეომრებისა და მათ მიმყოლთა შესაკავშირებლად დიდი მნიშვნელობა
ჰქონდა სავარჯიშო ტურნირების შემოღებას, რასაც პირადად ჰენრიხ I-ის ინიციატივას
მიაწერენ. ტურნირებზე ხდებოდა მძიმედ შეიარაღებული რაინდების, როგორც ცალკეულ პირთა,
ისე ჯგუფების, საჯარო შებრძოლება, რჩეული საზოგადოების დასწრებით, ქალების
ჩათვლით. ქალების დასწრება განსაკუთრებით აძლიერებდა მეომრების პატივმოყვარეობის
გრძნობას.
სამხედრო საქმეში ჩატარებულ ღონისძიებათა წყალობით, რამაც ასწია მძიმედ
შეიარაღებული მეომრების პასუხისმგებლობა ომის საქმეში, ჰენრიხ I-მა შეძლო
გერმანიისათვის დამოუკიდებლობის მოპოვება. ჰენრიხ I-ის შემდეგ, X ს-ნის შუა ხანებში
ჩამოყალიბდა რაინდობის წოდება, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ევროპის
ისტორიისათვის ფეოდა– ლიზმის ხანაში..
„რაინდების მთავარ ძირითად პრინციპებს, წერდა ამერიკელი მეცნიერი დენისონი, შეადგენდა: მაღალი პატიოსნება, ზრდილობა ყველას მიმართ, შეურაცხყოფილთათვის თავგამოდება და სრული სამართლიანობისადმი მისწრაფება. თუ ამ მოთხოვნათა წარმოშობას მივიჩნევთ რაინდობის დასაწყისად, მაშინ ის უნდა მიეკუთვნოს X ს. შუა პერიოდს. ამ საკითხის ერთ-ერთ საუკეთესო ავტორიტეტს წარმოადგენს La Curne de Ste Palaye. ამის ერთ-ერთი გვიანდელი გამოცემის Mémoires sur l'Ancienne Chevalerie-ს წინასიტყვაობაში რაინდობის წარმოშობის შესახებ ნათქვამია: „X ს. რამდენიმე ღარიბმა აზნაურმა, რომელნიც შეწუხებულნი იყვნენ სიუზერენების ძლიერების სულ უფრო მეტი ზრდით, გულთან მიიღო შევიწროვების განმცდელი ხალხის ტანჯვა და ცრემლები. მათ ღვთის და წმ. გიორგის სახელით ფიცი დასდეს, რომ ყოველთვის დაიცავდნენ ჩაგრულთ და თავისი ხმლის საფარველი ქვეშ აიყვანდნენ ყველა სუსტებს. ისინი იცავდნენ უბრალოებას ტანისამოსის მხრივ. ზნეობაში იყვნენ მკაცრნი, მიღწევის დროს თავმდაბალნი, იყვნენ სულით მტკიცენი უბედურების დროს და ყველაფერი ამით მათ მალე დაიმსახურეს არაჩვეულებრივი სახელი. ხალხის მადლიერებამ მიაწერა მათ სასწაულიანი საქმეები და არაჩვეულებრივი მამაცობის გმირობანი, ხოლო ლოცვებში მათ იხსენიებდნენ წმინდანების სახელებთან ერთად“ *. |
* Г. Дельбрюк, История военного искусства, III, стр. 200, 205, 207, 213. |
ციტირებულ ცნობაში მოხსენებულია, რომ X ს-ნის სარაინდო ორგანიზაციაში მთავარ წმინდანად მიღებული იყო წმ. გიორგი. დასავლეთ ევროპაში რაინდად დალოცვა ჩვეულებრივ ხდებოდა ღვთის, წმ. მიქელ მთავარ ანგელოზის და წმ. გიორგის სახელით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკლესიაში ძლიერ მიღებული იყო მიქელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა და წმ. გიორგის კულტი, განსაკუთრებით ეს უკანასკნელი. შემთხვევითი არაა, მაშასადამე, რომ დავით აღმაშენებელს ჰქონდა წმ. გიორგის გამოსახულების დროშა და ეს დროშა უძღვებოდა წინ რაინდების წყობას დიდგორის ომში (არსენის ცნობა, „ქართლის ცხოვრება“, I, გვ. 341).
![]() |
16 14. ფრანგი რაინდები ჯვაროსანთა პირველ ხანაში |
▲ზევით დაბრუნება |
გოტიეს სიტყვით, დავითს ჰყავდა დიდგორის ომში ducentos milites Francigenas — ორასი ფრანგი რაინდი (miles ამ დროს უფრო რაინდს ეწოდებოდა). დავითს ამ ხანაში უფრო ფრანგებთან ჰქონდა საქმე. ზ. ავალიშვილის მიერ დამოწმებული ლიტერატურისა და წყაროებიდან ჩანს (ზ. ავალიშვილი. ჯვაროსანთა დროიდან. პარიზი 1929, გვ. 70), რომ დავით აღმაშენებელი ხშირად საჩუქრებს უგზავნიდა იერუსალიმის ჯვაროსანთა მეორე მეფეს — ფრანგ ბოლდუინ II-ს (ლერუსალიმის პირველი ქრისტიანი მეფე იყო ფრანგი ბოლდიუნ I, 1100 — 1118 წწ., ხოლო ამის შემდეგ იყო მისი ბიძაშვილი ბოლდუინ II, 1118 — 1131 წწ.). გამოდის, რომ დიდგორის ომის წინ, 1118 — 1119 წლებში, დავითს განსაკუთრებით, ხშირი ურთიერთობა ჰქონდა იერუსალიმის სამეფოსთან, რომელმაც დაახმარა კიდეც მას ორასი რაინდი მაგრამ ისეთი ურთიერთობა იერუსალიმის ქრისტიანულ სიმბოლოებისადმი დავითს თავიდანვე ექნებოდა, ე. ი. ჯვაროსნების მიერ იერუსალიმის 1099 წელს აღების დროიდან, რის მაჩვენებელია ამ სამეფოს არსებობის პირველ წლებშივე მიზგითად გადაქცეული ქართული მონასტრის (ჯვარის მონასტრის) დავითის მიერ კვლავ აღდგენა და განახლება.
რადგანაც ჯვაროსან ფრანგებთან საქართველოს სამეფოს დავითის დროს ჰქონდა საკმაოდ ახლო ურთიერთობა, ამიტომ საჭიროა მოკლედ გავეცნოთ თუ რა წესზე იყო აგებული ჯვაროსანთა ფრანგული ლაშქარი.
ჯვაროსანთა ბრძოლების აღწერისას, გოტიე გადმოგვცემს ატარიბთან 1119 წელს მომხდარი ომის შესახებ, რომ „წმინდა პეტრეს სოლი (acies) გამოდიოდა ყველაზე წინ მარჯვნივ. ეს იყო სოლი (acies), რომელსაც მიკუთვნებული ჰქონდა უფლება ყველაზე წინ მიმავლებულიყო და პირველი თავს დასხმოდა მტერს“. მათ მიყვებოდა უკან გოტფრიდის და გვიდოს სოლები (acies), მაგრამ ისინი არ ეხმარებოდნენ პირველი სოლის შეტევებს, არამედ დარწმუნდნენ რა მის წარმატებაში, უტევენ სხვა მოწინააღმდეგეთ, და იმარჯვებენ მათზე. გერმანელი მკვლევარები ჰეერმანი, კელერი და დულბრიუკი ფიქრობდნენ, რომ ხსენებული სამი რაზმი-სოლი ერთი მეორის უკან ეშელონებად იყვნენ განლაგებულნი.
ამ აზრის სისწორე დასტურდება იმით, რომ ჯვაროსანთა რაინდების ერთ-ერთი მძლავრი, სახელდობრ ტამპლიერების (ტაძროსანთა ანუ ტაძრეულთა) ორდენის (დაარსდა 1119 წელს) სტატუტის 161-ე მუხლით, ტამპლიერები ეწყობოდნენ ეშელონებად en echielle, ე. ი., რადგანაც ეს სიტყვა არსებითად კიბეს ნიშნავს, მაშასადამე, კიბის მსგავსად. სოლისებურად. ამ ორდენის რაინდს ჰყავდა ორი მეაბჯრე, რომელთაგან ერთი ყოველთვის უნდა ყოფილიყო რაინდის ახლოს, მეორე კი დადიოდა სურსათის და ფურაჟის მოსაპოვებლად ($ 149). ლაშქრობის დროს მეაბჯრენი საჭურველით მიდიან რაინდის წინ, ხოლო ვისაც ცხენები მიჰყავს (ყოველ რაინდს ჰყავდა თან 3 — 4 ცხენი), ის უკან მიყვება (§ 162)*. |
* Г. Дельбрюк, История военного искусства, III, стр. 200, 205, 207, 213. |
ჯვაროსანთა ომების დაწყებისას ფრანგების ჯარის ძირითად ბირთვს შეადგენდნენ მძიმედ (ჯავშნიანი, თავიდან ფეხებამდე) შეიარაღებული რაინდები. ასეთ მძიმედ შეიარაღებულ რაინდს ესაჭიროებოდა დამხმარე პირები, რომელნიც ბრძო- ლის დროს ასევე შეჯავშნულ საომარი ცხენზე სხდებოდნენ, (რადგანაც ჯავშან-საჭურველის სიმძიმის გამო რაინდი ცხენზე თვითონ ვერ შეჯდებოდა, ის უნდა შეესვათ ცხენზე და მიეცათ მისთვის ხელში შუბი, რომელიც მისი მთავარი საბრძოლო იარაღი იყო. წელზე მას ერტყა ფართო და ორპირლესული მძიმე ხმალი, ჰქონდა მძიმე ლახტიც. ხოლო შვილდისარი მისთვის საჭირო არ იყო, რადგან მას, სულერთია, ვერ მოიხ- მარდა.
რაინდს თან ჰყავდა ორი კარგად და მძიმედ შეიარაღებული ცხენოსანი მეაბჯრე (ჟანდარმები, gens d'armes, hommes d,armes, ე. ი. იარაღის მქონე კაცი), რომელნიც მას იცავდნენ ორივე მხრიდან. ჟანდარმები კარგი ჯავშნით იყვნენ აღჭურვილნი და ისხდნენ კარგ, მაგრამ არა შეჯავშნულ ცხენზე. შეიარაღებულნი იყვნენ ისინი შუბით, ორპირლესული. მძიმე მახვილითა და ლახტით. ჟანდარმებს მიყვებოდნენ ეგრეთ წოდებული ტრაბანტები ანუ სატელლიტები (traban, პირადი მცველი), რომელნიც წარმოადგენდნენ მსუბუქად შეიარაღებულ ცხენოსნებს. ისინი იწყებდნენ და ამთავრებდნენ კიდეც ბრძოლას. ტრაბანტები იყვნენ სხვადასხვა კატეგორიის პირნი:
მემშვილდეები, რომელთაც შეეძლოთ დაწინაურება ჟანდარმად და თვით რაინდებადაც; 2) écuyers — მეჯინიბენი, იგულისხმებიან უფროსი მეჯინიბეები; 3) guisarmiers — ჩვეულებრივი მეომრები; 4) coutilliers — მეხანჯლეები, უმთავრესად ხანჯლებით შეიარაღებულნი; 5) pages, valets — პირადი მოსამსახურენი; ეს უკანასკნელნი იყვნენ ქვეითები, მაგრამ ასე თუ ისე მაინც შეიარაღებულნი. მეაბჯრენი და მემშვილდეები ოცნებობდნენ გამხდარიყვნენ რაინდები, სხვები კიდევ ცდილობდნენ მიეღწიათ თუნდაც მემშვილთა მდგომარეობამდის.
სრულად შეიარაღებული რაინდი, თავისი მეაბჯრე-მსახურებით, შეადგენდა ერთ სრულ შუბს (lance …) ერთ ერთეულში (შუბში) იყო 3 — 14 მხედარი, ქვეითი მონასპა მოსამხურეების გარდა. ბრძოლის დროს რაინდი იბრძოდა პირველ რიგში, მეაბჯრე-ჟანდარმები მას იცავდნენ გვერდებიდან, ხოლო სხვა ცხენოსანი მსახურნი შეადგენდნენ მსუბუქ რაზმს ბრძოლის გახსნისათვის და მის დასამთავრებლად. მცირე შეძლების „დაბალ“ რაინდს pas chevalier ანდა baclieTier-ს თან ახლდა სულ ცოტა სამი ცხენოსანი. დაბალი რაინდები, რომელთაც ჰქონდათ დროშისდაგვარად სამკუთხიანი ნიშანი, უფროსობდნენ რამდენიმე შუბს. სრულყოფილ, ეგრეთ წოდებულ დროშიან რაინდებს ეწოდებოდათ ბანერეტები bankieret — „დროშიანი“ bannière — „დროშა“) მათ ჰქონდათ ოთხკუთხიანი ნიშანი დროშაზე. ისინი უფროსობდნენ 25 — 50 „შუბს“ 150 — 160 ცხენოსანის შემადგენლობით.
![]() |
17 15. ჯვაროსან რაინდების წყობის წესი |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც ზემოთ აღნიშნული იყო, ფრანგ ჯვაროსნებს შორის (და, მაშასადამე, სხვა ჯვაროსნებს შორისაც) იმ ხანაში გავრცელებული იყო ბრძოლისათვის რაინდების დაწყობა სოლებად. ნ. მიხნევიჩი წერდა: „B крестовых походах окончательно выработался тип средневекового рыцаря-Вона с его понятиями, вооружением, снаряжением и образом действия в бою. Тяжелое предохранительное вроружение покрывало как рыцаря, так и главные части ero лошади. Наступательным оружием служили длинное колье, и тяжелый обоюдоострый меч. Метательное оружие рыцари не употребляли, так как поражать противника издали считалось трусостью. Атака производилась в карьер — на коротко“.
«В бою рыцари в первое время строились в несколько масс клином, располагая их обыкновенно в три линии для последовательного повторения удара. Случаи же употребления третьей линии в виде резерва, для охвата или для фланговой атаки были очень редки ე. ი. მესამე ხაზის სოლებსაც, ჩვეულებრივ, ხმარობდნენ ბრძოლისათვის და არა გვერდიდან დასაკვრელად).
«С дальнейшим развитием рыцарских понятий фK- / IIpocrpaHA.Tock rocrpoeAlte «en hage» (ფრანგული მეტყველე ნიშნავს ღობეს და ადამიანების, მეომრების ორმა 1785641192 где все рыцари располагались в одной разомкнутой шеренге, имея позади себя оруженосцев и конных слуг во второй и третьей шеренгах, причем бой обращался в ряд единоборств между рыцарями. Построение для боя совершалось по указанию маршала, но управления боем не было совсем. Преследование после побеты производилось редко.
«Лагерем становились в шатрах без особых правил: большей частью каждый денный
владетель располагался вместе со своими вассалами; иногда лагерь окружали
плетнем или рогатками. Правильного продовольствия армий не было»!.
![]() |
18 16. ქართული ფეოდალური ლაშქარი |
▲ზევით დაბრუნება |
16. ქართული ფეოდალური ლაშქარი
თუ როგორ იყო ქართული ფეოდალური ჯარი მოწყობილი, ეს ჩანს შემდეგი ფაქტებიდან.
სტეფანოს ორბელეანი აგვიწერს, თუ როგორ იყო შეიარაღებული ერისთავთ-ერისთავი ლიპარიტი თურქ-სელჯუკების ჯარის პირისპირ (1048 წ.). ის იჯდა არაბულ ცხენზე, მხარს უკან მას გადაგდებული ჰქონდა ოქრო-შემკული ფარი, მარცხენა ხელში ეკავა მოკლე ხელშუბი, მარჯვენაში კი — ორლესული ფართო ხმალი, ხოლო უნაგირზე მიბმული ჰქონდა უზარმაზარი ლახტი, რომელიც მჭედლის უროს, ანდა ქვისმთლელის მოღუნულ ჩუგლუგს მიაგავდა. ამ აღწერილობაში იგულისხმება, რომ ლიპარიტს ჯავშანიც ეცვა. მის ცხენს „კი ჯავშნიანი საფარი თითქოს არ ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში, მოხსენებული არაა.
უკვე ვახტანგ გორგასალის დროისათვის ჯუანშერი იხსენიებს თოროსანი ცხენების მყოლ ქართველ მოლაშქრეთ (ბერძნული „თორაქს“ ნიშნავს ჯავშანს; „ქართლის ცხოვრება, I. გვ. 155). ამიტომ საომარი ცხენების ჯავშნით დაცვა XI ს-ნეში ქართველებისათვის სავსებით ცნობილი საქმე იყო, მაგრამ შეიძლება ამ წესს ყოველთვის არ მისდევდნენ რადგანაც ზოგ ომში, სადაც სწრაფი მანევრირება იყო საჭირო თოროსანი ცხენი დაბრკოლებასაც წარმოადგენდა:
იმავე სტეფანოს ორბელეანის სიტყვით, ხსენებული ლამქრისათვის 1048 წელს ლიპარიტს მიჰყავდა 700 დიდაზნაური („დიდი-დიდი აზატები“), რომელნიც მის საკუთარ ყმებს მეადგენდნენ, და 16 ათასი მხედარი, სულ, მაშასადამე, 16700 კაცი. გარდა ამისა, მეფეს მან გამოართვაო 10 ათასი კაცი სამეფო ლაშქრიდან. იქვე სტეფანოსი აღნიშნავს, რომ ლიპარიტს სამეფოს ნახევარი ემორჩილებოდა. მაშასადამე, სამეფო ლაშქარს ამ დროს თითქოს შეადგენდენ (700x2=) 1400 დიდ-აზნაური და 32 ათასი მხედარი. - მაგრამ იგივე სტეფანოსი აღნიშნავს, რომ ორბელებს თავის ხელქვეით ჰქონდათ 12 დროშა, თითო დროშის ქვეშ ათასი მეომრით. სულ მათ ჰყავდათ. მაშასადამე, 12 ათასი მეომარი და არა 16700 მხედარი, როგორც ეს სხვა ადგილას აღწიშნული აქვს სტეფანოსს. შესაძლებელია, ეს იყოს სხვადასხვა წყაროებიდან ამოღებული ცნობა განსხვავებული დროის შესახებ. მართლაც, სტეფანოსი მოგვითხრობს თურქების მიერ სხვა ლიპარიტის მოკვლის შესახებ დავით მეფის დროს. ორბელთა გვარის შესახებ ის ამბობს, რომ მათ ემორჩილებოდათ 12 დროშის ჯარები, რასაც მისდევს თხრობა მანდატურთ-უხუცესის კვერთხის შესახებ, ხოლო შემდეგ მოთხრობილია, იმავე დავით გიორგის ძის დროს (1121 წლის თარიღით); რომ დიდმა მხედართ-მთავარმა ივანე ორბელმა აიღო ტფილისი და მთელი რიგი სხვა ციხეებიო. ამიტომ ცნობა, რომ ამირსპასალარს საქართველოში ემორჩილებოდა 12 სადროშო, დავით აღმაშენებლის ხანას უნდა ახასიათებდეს.
1110 წელს დავითს უკვე ჰყავდა 1500 ტაძრული (იხ § 12), რომლებითაც მან დაამარცხა დიდძალი შემოსული თურქობა. მემატიანე ამბობს: „მას (1110) მოვიდა ძალი სულტანისა და ყოველი თურქობა, კაცი ვითარ ასი ათასი, უგრძნეულად სიმარჯჳთა, ხოლო მეფე დგა ნაჭარმაგევს ტაძრეულითა. ცნა რა მიმწუხრი მოსლვა მათი თრიალეთს, ღამე ყოველ წარვიდა მასლათა კაცითა ათას ხუთასითა, რამეთუ ესეოდენნი დახუდეს მას წინაშე. ცისკარს მოვიდეს თურქნი და იქმნა ბრძოლა ფიცხელი მას დღესა, და შეწევნითა ღმრთისათა იძლია ბანაკი მათი. და მიდრეკასა დღისასა [333] მიდრკეს სივლტოლად ესეოდენ ზარგანჴდილნი და მოსწრაფნი, ვიდრემდის არცა თუ კარავთა მათთა და ჭურჭელთა მიხედნეს ყოვლად, არამედ მოსწრაფებასა პატივსცეს ფერჴთა მათთა უფროს საქონლისა მათისა, და ესრეთ განიბნივნეს თჳსთა ქუეყანათა. („ქართლის ცხოვრება“, I, გვ. 332 — 333).
ეს იყო ასიათასიან თურქთა ჯარის მხოლოდ ნაწილი. ქართველები არ გამოკიდებიან გაქცეულთ, „რამეთუ ხვალისა ომი ეგონა“ (იქვე, გვ. 333), ე. ი. მეორე დღეს ისევ მოელოდნენ ომს. მაგრამ ნუთუ შეიძლებოდა ასე ადვილად თუნდაც 10 და 15 ათასი თურქის დამარცხება ათასხუთასი კაცით. ეს _ აიხსნება იმით, რომ ეს ათასხუთასი კაცი წარმოადგენდნენ ტაძრეულთ, ე. ი. მოყმეებს თავიანთი კაცებითურთ. ნამდვილი მძიმედ შეიარაღებული მოყმე (წარჩინებული თუ მცირე რაინდი) იქნებოდა დაახლოებით სამასი კაცი. იმ ღამეს ეს — რაზმი, თავიანთი მეაბჯრე-მსახურებით, ჯავშნითა და სხვ. გადასროლილ იქნა საჩქაროდ „სატალახე ცხენებით“. მეორე დღეს კი ტაძრეული მოყმენი თავიანთ დასვენებულ ცხენებზე, მეაბჯრეებისა და სხვა მსახურების მხარის დაჭერით, შეებნენ თურქებს, რომელთა შორის ბევრი ყოფილა ფეხოსანიც (გაქცევისას მათ „პატივ სცეს ფერხთა მათთა უფროს საქონლისა მათისა“). რასაკვირველია, სამას მძიმედ შეიარაღებულ მოყმეს თავიანთი მეაბჯრე-მსახურების მხარის დაჭერით შეეძლო მოწინააღმდეგის 10 და 15 ათასი კაცი დაემარცხებინა, თუ ესენი ნაწილობრივ ფეხოსნები იყვნენ და ნაწილი მხოლოდ მსუბუქად შეიარაღებული ცხენოსნები.
ამით დასტურდება, რომ დავითს 1110 წლისათვის უკვე ჰყავდა მძიმედ შეიარაღებული რაინდების საკმაოდ საგრძნობი ძალა.
![]() |
19 17. ქართველი რაინდები ორგანიზაციის თვალსაზრისით |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც ვნახეთ, სტეფანოს ორბელეანრს ცნობის მისედვით, დავით აღმაშენებლის დროს ქართველი რაინდების ლაშქარი 12 სადროშოდ იყო დაყოფილი. აქ მთელი ლა'შქარი იგულისხმება, რომელიც ემორჩილებოდა ამიო“პასალარ იოანე ორბელს. ვარაუდით კი ქართველი რაინდების რაოდეზობა ამ დროს უნდა ყოფილიყო დაახლოებით 2200, ე. ი. ერთი მესამედით მეტი, ვიდრე ვარაუდითვე და მრგვალი რიცხვითაც აღნიშნულია 1048 წლისათვის.
დავით აღმაშენებელის დროს ამირსპასალარად და თითქოს მანდატურთუხუცესად იყო იოანე ორბელი, ბაღვამთა გვარის ახალი შტოს დამწყები.
დასავლეთ ევროპაში, რაინდობის ხანაში, ბევრგან მიღებული იყო რაზმების დაყოფა ათეულებად და ასეულებად. ქართულ სინამდვილეშიც, კერძოდ, ასისთავი დადასტურებულია XII –– XIII ს-ნის წარწერაში ზემო კრიხში (რაჭაში). რასაკვირველია, სახელწოდება ასისთავი და ათასისთავი არ სად არ გულისხმობდა, რომ სათანადო რაზმში ზუსტად ამდენი მხედარი იყო, მაგრამ მიახლოებით ეს სახელწოდებანი მაინც ასახავდნენ სინამდვილეს. სტეფანოს ორბელეანის ხსენებული ცნობა ნიშნავს, რომ დავით აღმაშენებლის დროს ამირ: სპასალარის ხელქვეით იყო რაინდების შუბები (ერთეულები) თორმეტე ათასი კაცის შემადგენლობით და თორმეტი ათასისთავით სათავეში.
ხსენებული თორმეტი ათასეულიდან დაახლოებით ნახევარი იქნებოდა 8 –– 12 ცხენოსანი და ქვეითი ყმა-მსახურით,მეორე ნახევარი კი, საგულისხმებელია, მცირე. (ღარიბ) რაინდთაგან 3--6 ყმა-მოსამსახურით (საფრანგეთში პირველხარისხოვანი რაინდებისათვის განკუთვნილი იყო 12 – 14 მხედარი და ქვეითი მსახური): ამ ვარაუდით პირველ ექვს ათასეულში, საფიქრებელია, 600 რაინდი-მოყმზე, დაახლოებით 6 ათასი მეაბჯრე-მსახურით, ხოლო მეორე ექვს ათასეულში ორნახევარჯერ მეტი, 1400 –– 1500 რაინდი–მოყმე, ასევე დაახლოებით 6000 მეაბჯრე-მსახურით. სულ ამ ვარაუდით, ამირსპასალარის ბელქვეით მყოფ ქართველ რაინდ-მოყმეთა რაოდენობას მივიღებთ 2000 - 2100 კაცამდის. მაგრამ საქართველოს ზეფე დავითს რაინდები პირად განკარგულებაშიც ჰყავდა.
„ხელმწიფის კარის გარიგებიდან“ ირკვევა, რომ პირადად მეფის განკარგულებაში იყო „მესაწოლე“, ე. ი. მეფის საწოლთან (იგივე კაბინეტთან, როგორც ახლა ვიტყეით) მიმაგრებული 700 შუბოსანი, რომელთაგან მხოლოდ რვა იყო გლეხი (იგულისხმება შეძლებულ გლეხთაგან გამოსული მსახური), დანარჩენები კი ახნაურნი იყვნენ. იმავე დროს, მატიანედან ცნობილია, რომ დავითს 1119 –– 1120 წლების” ახლოს ხუთი ათასი მონა-სპა ჰყავდა („ქართლის ცხოვრება“, I, გვ. 3ე7), თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ შვიდასი შუბოსანი და 5 ათასი შინა მსახურ-მეომარი ერთმანეთს ფარავდნენ: შვიდასი შუბოსანი აზნაურ-მოყმენი არიან, ხოლო § ათასი კაცი –– ამ შუბოსან აზნაურ-მოყმე მეომართა და მათ მეაბჯრე-მსახურთა მთელი რაოდენობის მაჩვენებელია.
ეს მონა-სპის ჯარი მთელი თავისი შემადგენლობით (უფროსი ანუ დიდი მოყმეები, მცირე ანუ უმცროსი მოყმეები,ყველანი მათი მეაბჯრე-მსახურებით) იმყოფებოდა პირადად როგორც ეტყობა, ამ შვიდასი შუბოსანი რაინდის ჩათვლით მოყმეთა საერთო რაოდენობა საქართველოში დავითის დროს (უფრო „დიდგორის ომის წინ, ე. ი. ქართველი ჯარის მაქსიმალური რაოდენობის დროს) აღწევდა, ვარაუდით, X2000–2100–+-700=>) 23-24 ათას კაცს. მეფის განკარგულებაში.
შავთელს „აბდულმესიანში“ (1123 წელს) აქვს ასეთი ცნობა:
„გუნდ-მწყობრი დასი მას (ე. ი. დავითს) ბევრ-ათასი
ჰყავს დიდებულთა, დიდგვარ თავადთა“ (სტროფი 46).
ამის მიხედვით ქართველებს ჰყავდათ (იგულისხმება რაინდების ანუ მოყმეთა) გუნდების მწყობრნი, რომელნიც შეადგენდნენ დასებს.
თამარ მეფის მატიანეებიდანადც ჩანს, რომ ქართველების ჯარი (იგულისხმება პირველ. რიგში მოყმეებიე) შედგებოდა დასთაგან („ქართლის ცხოვრება“, II, გვ. 7). დასის შემადგენელ ნაწილად კი იგულისხმება გუნდი. გამოდის, რომ რაინდული ჯარის ყველაზე დაბალ ერთეულად საქართველოში იყო „შუბოსანი“, თავისი თანმხლე მეაბჯრე-მსახურებით. ასევე იყო, როგორც მოხსენებული იყო, მაგალითად, საფრანგეთშიც, სადაც ასეთ ერთეულს ერქვა „შუბი“.
საქართველოში ამ შუბოსან რაინდებს შორის მეტად მცირედ ყოფილან გლეხები, იგულისხმება დაწინაურებული და კარგად შეძლებული მსახურნი. „ხელმწიფის კარის გარიგების“ მოყვანილი ცნობის მიხედვით (700 შუბოსანზე მოდიოდა 8 გლეხი) გლეხ-მსახურნი შუბოსნები შეადგენდნეჯ ყველა რაინდის 1,1 %-–ს.
შუბოსნებისაგან, ე. ი. ცალკეული რაინდებისაგან შედგებოდნენ გუნდები რომელთა სათავეში საგულისხმებელნი არიან ასისთავები. გუნდები, მაშასადამე, თეორიულად შეადგენდნენ ასეულებს, რომლებშიც (თითოეულში) საგულისხმებელია „დაახლოებით 10-25 შუბოსანი, დიდი და პატარა, ე. ი. მდიდარი და ღარიბი. გუნდის (ასეულის) უფროსს, როგორც ეს იყო დასავლეთ ევროპაში, ექნებოდა თავისი გამასხვავებელი ნიშანი.
გუნდის შემდგომი და უფრო მაღალი ერთეული იყო (თეორიულად სავარაუდებელი) ათი ასეულის შემცველი დასი.დასად უნდა იგულისხმებოდეს სტეფანოს ორბელეანის მიერ მოხსენებული ათასეული, 100--250 რაინდის (მოყმის) შემცველი. ათასეულის, ე. ი. დასისს უფროსს ჰქონდა დროშა (იმავე სტეფანოსის ცნობა), როგორც ეს იყო საფრანგეთში, სადაც დროშის მქონე უფროსს ეწოდებოდა ბანერეტი.
საქართველოს ლაშქრის დაახლოებით ნახევარი შედგებო: და სამეფო სახლის ხელქვეით მოსაკარგავე (ე. წ. სასახლის)დიდებულთაგან და სამეფო ფუძეებიდან გამოყვანილი მსუბუქად შეიარაღებულ ცხენოსანთაგან. ხოლო მეორე ნახევარი, დაახლოებით, შედგებოდა მემკვიდრე დიდებულთაგან გამოსული მოყმეებისაგან და მათივე ხელქვეითი ფუძეებიდან გამოყვანილი მსუბუქი ცხენოსანი ჯარისაგან.
მძიმედ შეიარაღებული მოყმის ბრძოლის დროს მისი თანმხლე დაახლოებით 10 მხედარი მეომრისა «და კიდევ ქვეითი მოსამსახურეების ჩათვლით, სურსათით უზრუნველსაყოფად საჭირო იყო სულ ცოტა 19 ფუძის გლეხის (დაახლოებით 50-მდე კომლის ანუ 500-მდე სულის ორივე სქესისა) გამოსავალი –– რენტა. თითო სამთავრო-სადიდებულო გვარში საგულისხმებელი არის სულ ცოტა ორი-სამი და მეტი ასეთი მოყმე. მაშასადამე, ასეთი გვარის მარტო სამხედრო პიროვნულ ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად საჭირო იყო დაახლოებით 60 ფუძე (150 კომლი ანუ 1500 სული) გლეხის გამოსავალი –– რენტა. მაგრამ პირველხარისხოვან მოყმეთა მომცემ გვარეულობებს ხომ სხვა ვალდებულებანიც ეღვათ (ციხისა და საგვარეულო მონასტრის შენახვა და სხვანიც), რაც აგრეთვე გულისხმობდა დამატებით რენტა-გამოსავლის საჭიროებას.
ამასთანავე, დიდებულთა გვარს გამოჰყავდა კიდევ მეორე და მესამე ხარისხის (რიცხვით 10 ––- 15) მოყმენი, რომელთაც ნაკლები უზრუნველყოფა ჰქონდათ. გარდა ამისა, ფუძეებიდან გამოდიოდნენ კიდევ მსუბუქად შეიარაღებული მხედრები- ფუძეზე ერთი მხედარი (შეად. § 26).
![]() |
20 18. ტერეინი ,მოყმე« და „თავადი“ |
▲ზევით დაბრუნება |
18. ტერეინი ,მოყმე« და „თავადი“
ჯვაროსანთა ხა– ნაში წამოყენებული იდეების გავლენით სამხედრო საქმიანობა დავით აღმაშენებლის დროს მკვეთრად დაემორჩილა ქრისტიანულ- რელიგიურ პოსტულატებს. ამას ხელს უწყობდა ისიც, რომ ქართველებსაც, ჯვაროსნებთან ერთად, ჰყავდათ საერთო მტერი, რომელიც მაჰმადიანობის ლოზუნგებით «(დილობდა ქრისტიანობის განადგურებას. ქრისტეს სახელი ახლა შეი1ნა ქართველებისათვის უფრო დაახლოვებული და იხტიძური. ყველაფერი კეთდებოდა ახლა ქრისტეს სახელით. თვით დავითი აცხადებს თავის თავს ქრისტეს მხედრად (ქრისტეს მონად). მისი ჯარის კვალიფიციური ნაწილი, რომელიც რაინდთაგან, ანუ მაშინდელი ტერმინოლოგიით, ჭაბუკთაგან შედგებოდა, იცვლის სახელს: იგი ახლა შედგება მოყმეთაგან.
ტერმინი „მოყმე“ ნიშნავს ყმების მყოლს. ყმებად კი ამ ხანაში იწოდებოდნენ რაინდების თანმხლები მხედრები, არა გლეხები. „ვის-რამიანში|, რომელიც 1090 --1100 წლების ახლოს უნდა იყოს ქართულად გადმოთარგმნილი, მოყმე, საერთოდ, ვაჟკაცს ნიშნავს, ის იქ ჯერჯერობით არ «ცვლის „ჭაბუკს“,
„მოყმე“, როგორც ჩვეულებრივი ტერმინი ცნობილია შავთელისათვისაც (1123 წ.) მაშასადამე, მის მიერ შესხმის დაწერის დროს ეს ტერმინი უკვე განმტკიცებული და საყოველთაოდ მიღებული ყოფილა. გოტიეს გადმოცემით, დავითი დიდგორის ბრძოლის დაწყების წინ მიმართავს ქართველ რაინდებს სიტყვით, რომელიც იწყება ასე: „ქრისტეს მოყმენო (Eia christi milites). შავთელის შესხმის სახელია „აბდულმესია“, რაც არაბულად ნიშნავს „მესიის ანუ ქრისტეს მონას“, ამ შემთხვევაში მოყმეს (ქართულში მაშინ ადამიანის დამორჩილებული მდგომარეობის აღსანიშნავად არ არჩევდნენ სიტყვას „მონას“ „ყმისა“ და „მოყმისაგანი).
მთაში ზოგან ეს ტერმინი შემორჩენილი იყო ბოლო დრომდის, და ამიტომ ფშავლები თავის თავს ლაშარის ჯვარის მოყმეებად (ე. ი. სახატო მონებად) მიიჩნევდნენ (დოკუმე§ნტურად XVIII ს. ვიდრე ბოლო დრომდე).
თამარის მატიანეებში, ჩახრუხაძის პოეზიამი და „ვეფხისტყაოსანში“ „მოყმე“ ჩვეულებრივი ტერმინია რაინდის აღსანიშნავად. მონღოლების დროიდან ტერმინი „მოყმე“ ქართულ ფეოდალურ მაღალ წრეებში ქრება და მის ადგილს იკავებს ტერმინი „თავადი“.
როგორც ვნახავთ, ტერმინი „თავადი“ ახალი მნიშვნელობით იხმარება შავთელის მიერაც. შავთელი მას, როგორც ეტყობა, ხმარობს რაინდის ქვეჯგუფების ეგრეთ წოდებული გუნდების “უფროსების აღსანიშნავად. გუნდში "შემავალ რაინდებს და მათ თანმხლებ პირებს (მხედრებს და მოსამსახურე ქვეითებს) ესაჭიროებათ თავიანთი გუნდების უფროსები –– თავადები, რაც არსებითად მეთაურს, უფროსს ნიშნავს, მაგალითად, „გამოთქმა მატიანეში, რომ ლიპარიტის შვილი ივანე ბაგრატ IV-ის დროს იყო „თავადთა (ე. ი. მეთაურ– თა) თანა ამის სამეფოსათა და სპასალარ სიკეთითა თვსითა“-ო (ქართლის ცხოვრება“, I, „გვ. 305).
გუნდის უფროსი ან თავადი, ზემოთ თქმულის მიხედვით, იყო ასეულის მეთაური, მაგრამ იმის მიხედვით, თუ ასეული შედგებოდა პირველხარისხოვან -ან მეორე და მესამეხარისხოვან აზნაურთაგან, შეიცავდა დაახლოვებით 8-10 თუ 25 მოყმეს (შუბოსანს), და მათი სათანადო რაოდენობა მეაბჯრე –– მემშვილდე –– მოსამსახურეთ, სულ მიახლოვებით ასიოდე კაცს.
ამგვარად, თავადი „გადაიქცა მხედრების უფროსად. შემდეგ კი, ნაწილობრივ უკვე XIV ს. პირველი ნახევრიდან, ტერმინს „თავადს“ მიეცა წოდებრივი მნიშვნელობა, რომელიც შერჩა მას შემდგომ საუკუნეებშიც.
![]() |
21 19. იყო თუ არა საქართველოში სარაინდო ორგანიზაცია –– ორდენები? |
▲ზევით დაბრუნება |
რადგანაც ქართველების სარაინდო ინსტიტუტი, ზოგადად, პგავდა დასავლეთ ევროპის ანალოგიურ ინსტიტუტებს, ამიტომ სარაინდო ორდენების ან ამისდაგვგარი ორგანიზაციისს არსებობა ჩვენს ქვეყანაშიც არის სავარაუდებელი. ამას თითქოს უჩვენებს შემდეგი გარემოება.
საისტორიო ტექსტებში არის ასეთი გამოთქმანი: არჩილ მეფემ (660-იანი წლების ახლოს), როგორც ამას გადმოგვცემს ჯუანშერის გამგრძელებელი (IX ს. პირველი ნახევრის ახლოს), „ყოველთა ტაძრულთა მისთა მიუბოძა კახეთი და აზნაურ ყვნა იგინი“ „ქართლის ცხოვრება", I, გვ. 243). გ სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებით, გიორგი ჩორჩანელი VI. ს. „მრავალთა ტაძართა და კარავთა შინა იქცეოდა (ცხოვრობდა)“. ტაძარი, მაშასადამე, VI ––VII ს სასახლეს ნიშნავდა. ტაძრეული ამიტომ არჩილის „ცხოვრებაში“ ნიშნავს სასახლის მსახურს, არა აზნაურს. შემდეგ კი ამ ტერმინის მნიშვნელობა თითქოს შეიცვალა. X ––- XII ს. და შემდეგაც ტაძარი უკვე ნიშნავდა არა სასახლეს, არამედ საყდარს და მნიშვნელოვან ეკლესიას (მონასტრისას). სამეფო «სასახლეს უკვე დარბაზი და პალატი ეწოდებოდა. სიტყვა „ტაძრის“ მნიშვნელობის ასეთი შეცვლა მოხდა VIII –– IX ს. მანძილზე.
ბაგრატ კურაპალატის კანონებში (§ 150) იხსენიებიან “აზნაურნი „ტაძრობილნი თუ უტაძრო“. ტაძრობილი უნდა ნიშნავდეს ტაძრობა გავლილს ან ტაძრობის წევრს. რადგანაც 7II ს. და უფრო ადრე ტაძრად იწოდებოდა კარგი საეკლესიო შენობა-საყდარი და მონასტერი, ამიტომ ტაძრობილი უნდა ყოფილიყო ისეთი აზნაური, რომელსაც ტაძარში გაელილი ჰქონდა რაღაც საზეიმო ცერემონიალი. დასავლეთ ევროპის წამყვან ქვეყნებში რაინდი ღებულობდა სარაინდო კურთხევას და დალოცვას ეკლესიაში, სათანადო წესით. ამის მიხედვით, ტაძრობილი აზნაურნი უნდა იყვნენ ეკლესიური წესით რაინდად ნაკურთხ-დალოცვილნი, უტაძრო. კი, ვინც ეკლესიის მიერ არ იყო ნაკურთხი.
ბექას კანონებში ნათქვამი: „თუ დიდებულმა ანზაური მოკლას ასეთი, რომე საპატიღ პატრონს კარგად ჰყვეს და კარგი იყოს, და ანუ ტაძრული აზნაური იყოს, ციხოსან-მონასტროსანი და მამული დიდი, მისი სისხლი ოცი ათასი თეთრი იყოს და იგი დაუურვოს“ (§ 2). „თუ მას ქვეშეთი მოკლას ასეთი, რომე ანუ ჟამისაგანნ მამული დამცრობოდეს, ეციხო, უმონასტრო იყოს, თორმეტი ათასი თეთრი დაუურვოს ამავე ზემოთ წესითა“ (§ 3).
უკეთუ აქაც ტაძრულ ახნაურად «დალოცვილ-ნაკურთხი რაინდი იგულისხმება, მაშინ გამოდის, რომ დიდებული, თავისთავად, რაინდიც ყოფილა, და, მაშასადამე, უამისოდ ის დიდებული ვერ გახდებოდა. ხოლო აზნაურთაგან მოყმე რაინღად იყვნენ მხოლოდ ციხოსან–მონასტროსანნი და დიდი მამულის მქონენი. მცირე აზნაურები კი მოყმეებად არ შეიძ-., ლება ყოფილიყვნენ.
მაგრამ ამ ერთი ახსნის გარდა, შეიძლება ძირითადი ტერმინის „ტაძრობილის“ სხვაგვარი ახსნაც. „ტაძრობა4“ შეიძლება ნიშნავდეს იმ ერთეულს, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ცალკე ტაძრობილები, მაგალითად ისე, როგორც აზნაურობას შეადგენდნენ ცალკე ახნაურები გლეხობას –– ცალკე გლეხები და სხვ. ტერმინი „ტაძრეული“ კი ამ ტაძრის ცალკე ინდივიდთათვის უნდა იყოს წარმომდგარი ანდა ძველი ტერმინის „ტაძრეულის“ რემინისცენციით.
აღნიშნულის მიხედვით, შესაძლებელია, რომ ქართველი ჭაბუკები და, შემდეგ, მოყმეები გაერთიანებულნი ყოფილიყენენ ტაძრობებად.
დიდგორის ომში, ქართველი სამეფო მოყმეების. რიგებში ფრიალებდა დროშა წმ. გიორგის გამოსახულებით. იმასთან დაკავშირებით, რომ დავით აღმაშენებლის „დროშა წმ. გიორგის გამოსახულებით შემდეგში შერჩა იმერეთს და, ალბათ, თავიდან გელათის მონასტერში ინახებოდა, შეიძლება გახსენებულ იქნეს ასეთი ფაქტი. ქვემო იმერეთის მთიან მხარეში XVIII ს. შემორჩენილი იყო ცალკე სამხედრო-რელიგიური ორგანიზაცია სახელწოდებით „ფიცის კაცნი“, რომელნიც მოიცავდნენ მთელ რიგ სოფლებს და რომელთა სათავეში იდგა თავადი ლორთქიფანიძე. ფიცის კაცნი განსაკუთრებულ ფიცს სდებდნენ ქრისტიანობისა და მეფის ერთგულებაზე. მგონი,რომ ფიცის კაცთა ორგანიზაციას გენეტიურად რაღაც კავშირი უნდა ჰქონოდა დავით აღმაშენებლის ხსენებულ წმ. გი–- ორგის დროშასთან და, მაშასადამე, ძველ ტაძრობასთანაც.
როგორც მოხსენებული იყო, დავითის დროს უნდა იყოს ქართველი რაინდებისათვის შემოსული ტერმინი „მოყმე“. რას ნიშნავს მოყმე, ვის ყმად, უპირველეს ყოვლისა, უნდა იგულისხმებოდეს ამ წოდების მქონე? როგორც აღვნიშნეთ, ისინი იყვნენ ქრისტეს მოყმენი. ჭაბუკი ამ მხრივ განუპიროვნებული იყო. ქრისტეს მოყმე (შემდეგ უბრალოდ, მოყმე) წარმოადგენდა გარკვეული შინაარსის ტერმინს. ამით ხახგასმული გამოდიოდა რაინდობის რელიგიურ-პოლიტიკური ხასიათი. რაინდები, როგორც ქრისტეს მოყმენი, იბრძოდნენ ქრისტიანული სარწმუნოებისათვის, „ურჯულო“ მაჰმადიანობის წინააღმდეგ.
ყურადღებას იქცევს კიდევ შემდეგი „გარემოება. დავითის მემატიანეს აღნიშნული აქვს, რომ დავითი განსაკუთრებულ ყურადღებას აჭცევდა ქრისტეს საფლავის ტაძარს იერუსალიმში და დიდ შეწირულებას აგზავნიდა იქ: „ლავრანი და საკრებულონი და მონასტერნი არა თვსთა ოდენ სამეფოთა, არამედ საბერძნეთისნიცა, მთაწმიდისა და ბორღალეთისანი, მერმეცა ასურეთისა და კვპრისა, შავისა მთისა, პალესტინისანი, აღავსნა კეთილითა, უფროსღა საფლავი უფლისა: ჩუენისა იესო ქრისტესი, და მყოფნი იერუსალიმისანი თვთო ფერთა მიერ შესაწირავთა განამდიდრნა“ და სინას მთაზე მონასტერი აღაშენაო („ქართლის ცხოვრება“, I, გვ. 352 –– 353).
ამიტომ ვფიქრობ, რომ თვით ტერმინი „ტაძრობილიშ“, „ტაძრეული“ დავითის დროს ქრისტეს საფლავის იერუსალიმურ ტაძრის სახელთან უნდა იყოს დაკავშირებული.
1119 წელს იერუსალიმში დაარსდა ეგრეთ წოდებული ტემპლიერთა ანუ, ფრანგული გამოთქმით, ტანპლიერთა ორდენი (ლათინურად VXIIIII0§ (ციი1)) რომელიც იყო რელიგიურ-სამხედრო ორგანიზაცია. მისი დამაარსებელი იყო ფრანგი რაინდი ჰუგო. დე-პენი (C8VM5) თავისი შვიდი ამხანაგით. იერუსალიმის ჯვაროსანთა მეფემ ბოლდუინ II-მ მისცა ამ ორგანიზაციას ციხე-კოშკი იმ ადგილის ახლოს, სადაც ოდესღაც გადმოცემის მიხედვით, აშენებული იყო ისრაელთა მეფის სოლომონ ბრძენის ტაძარი. ტამპლიერთა ორდენი, თავისი რაინდებითა და ბერებით, „გადაიქცა შემდეგ მეტად მძლავრ ორგანიზაციად, რომელსაც დიდძალი მამულები და განყოფილებები ჰქონდა დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვე– ყანაში. XIL V-ნეში, სანამ იერუსალიმი ჯვაროსანთა ხელში იყო, ეს ორდენი „გვრგვინავდა, შეზდეგ კი დაეცა და 1307 წელს საფრანგეთში ის გაუქმებულ იქნა მის მეთაურთა ცეცხლში დაწვით (ორდენს ბრალდებოდა რელიგიური მწვალებლობა, ე. ი. კათოლიკური ეკლესიისაგან მკაცრად განდგომა).
ტამპლიერების (ტაძრეულების) ორდენის წევრების შესახებ ამ ორდენის ერთ-ერთი დამაარსებელი ბერნარ კლერვოსელი წერდა 1125 წელს: „ისინი არიაინ თავმდაბალნი როგორც შინ, ისე ბრძოლის ველზე. მორჩილებას მათში დიდი დაფასება აქვს. ისინი მიდი-მოდიან დამრიგებლის ნებართვით.: ისინი იცვამენ იმ ტანისამოსს, რომელსაც ეს დამრიგებელი აძლევს მათ და არავისგან სხვისგან არ ღებულობენ არც ტანისამოსს და არც საჭმელს. ისინი გაურბიან ზედმეტს რამეს როგორც ტანისამოსის, ისე საჭმელის მხრივ და ზრუნავენ მხოლოდ მცირე მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის. ცხოვრობენ ისინი ერთმანეთთან შეხმატკბილებულად და თავშეკავებულად, უცოლოდ და უბავშვებოდ და, სახარისებური სრულმყოფობის მიბაძვით, უქონებოდ, ერთ სახლად, ერთ სულად, მშვიდობისა და თანხმობისაკენ მისწრაფებით, ასე რომ თითქოს ყველა მათ უცემდეს ერთი გული და ჰქონ დეს მათ ერთი სული. ისინი არასოდეს არ. სხედან უსაქმოდ და არც დადიან ირგვლივ ცნობის მოყვარეობის მიხეზით. როდესაც ისინი ურჯულოებთან ბრძოლებისაგან თავისუფალნი არიან, რაც იშვიათად ხდება, მაშინ ისინი, რომ პური მუქთად არ ჭამონ, თავის დაზიანებული ან გაცვეთილი ტანისამოსისა და იარაღის შეკეთებას აწარმოებენ. ჭადრაკის და ნარდის თამაშს უყურებენ ზიზღით. ნადირობას მხეცებზე და აგრეთვე სხვებისთვის ასე სანუკვარ ნადირობას ფრინველებზე გულგრილად ეპყრობიან. მათ სძულთ ჯამბახები, ქუჩის მოგღერლები, აღგზნების გამომწვევი ყოველგვარი სიმღერა და ყოველგვარი მსახიობები, აგრეთვე საერთო ცხოვრების გაწამაწია და სისულელე. ბრძოლას ისინი იწყებენ არა აჩქარებით და მოუფიქრებლად, არამედ სიფრთხილით და წინდახედულად, როგორც ისრაელის ნამდვილი შვილები. მაგრამ როგორც კი იწყება ბრძოლა, ისინი უშიშრად და აგდებით თავს ესხმიან მოწინააღმდეგეს როგორც ცხვრებს. რაც უნდა ცოტანი იყვნენ, მათ არ იციან არავითარი შიში და იმედს ამყარებენ ღმერთ საბაოთზე. ამიტომ ხშირად ერთი რაინდი გააჭცევდა მთლიანად ათას კაცს და ორი რაინდი კიდევ ათი ათასს. ამგვარად ისინი ერთსკ და იმავე დროს არიან თიკნებზე უფრო წყნარნი და ლომებზე უფრო მრისხანენი, ასე რომ ვყოყმანობ –– დავარქვა მათ ბერები თუ რაინდები. მაგრამ ისინი იმსახურებენ ორსავე სახელს, რადგანაც აღჭურვილნი“ არიან ბერების თავმდაბლობით და რაინდთა მამაცობით“*. |
* Г. Дельбрюк, История военного искусства, III, стр. 162 |
ტამპლიერების ორდენის ასეთ ხასიათს ერთგვარად ეხმაურება ქართველი მემატიანის ცნობა იმის შესახებ, რომ დავითის დროს „საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი, და „გინება ღმრთისა საძულელი, და ყოველი უწესობა მოსპობილ იყო ლაშქართა შინა მისთა და ურიცხუსა მას შინა სიმრავლესა ენათა ნათესავთასა, ვითარცა ცათა შინა მჟყჟოთრთა შორის“ („ქართლის ცხოვრება“, I, გვ. 352).
«დავითის ეს „განკარგულება „გამოსულა მაშინ, როდესაც საქართველოს ლამქარში „ენათა ურიცხვი სიმრავლე“ იყო, ე. ი. ყივჩაღთა ჯარის მოწვევის შემდეგ, მაშასადამე, 1118 წლის შემდეგ, ე. ი. ქრონოლოგიურად ეს ამბავი ხვდება ტამპლიერების ორდენის დაარსებას იერუსალიმში.
ყურადღებას იქცევს ისიც, რომ ტამპლიერებმა თავისი სახელი მიიღეს სოლომონის უკვე არარსებული ტაძრის მიხედვით, ქრისტეს საფლავის ტაძრისათვის გვერდის ავლით, ხომ არ იყო ეს გამოწვეული იმით, რომ ქრისტეს საფლავის ტაძრის სახელი ქართველების მიერ უკვე იყო გამოყენებული იმავე რელიგიურ-სამხედრო მიზნით და ამიტომ ახალი ორდენის დამაარსებელთ არჩიეს სოლომონის არარსებული ტაძრის სახელის გამოყენება.
რასაკვირველია, მთელი ამ საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა ახალი“მასალებისა და ახალ დაკვირვებათა გარეშე შეუძლებელია. ყველა ზემოთ თქმულს აქვს, მაშასადამე, ჯერჯერობით მხოლოდ სამუშაო პიპოთეზის ხასიათი.
![]() |
22 20. შეიარალება |
▲ზევით დაბრუნება |
20. შეიარალება.
შავთელს თავის შესხმაში დავითის მიმართ ჩამოთვლილი აქვს ქართველი ლაშქრის შეიარაღების შემდეგი დარგები: ჩაფხუტ-ჯაჭვ-ჭური (სტრ. 27), ჯაჭვ-სა- ჭურველი (სტრ. 36), პური (სრ. 29), აბჯარ-კრმალი (სტრ. 34), მახვილი (სტრ. 30), ჯაღა (სტრ. 35), ვრმალი (სტრ. 36), ჰოროლი (სტრ. 27, 80). არის შეიარაღების სპეციფიკური საწყობიც.
მე-1.“ სტროფში ეკითხულობთ: „მშვილდთა მაზრაკა” უქმნა (დავითმა) მტერთ რაკა გულსა უწყალოდ ანაგებითა“. სიტყვები: არაბულ-სპარსულად. „მიზრაკ“ - ხელშუბი,საბასთან „მუზრაკი ბერძნულია, შუბს ჰქვიან“. „არაბ. „რაკი“ - დარტყმა, შეწყლვა.
თარგმანი: „მშვილდების მოკლე ხელშუბებით მიაყენა მტერს შეწყლვა უწყალოდ გულში ჩაცემით".
აქ იგულისხმება სპეციალური. მშვილდი, რომელიც ისროდა ხელმუბებს. ეს შეესატყვისება დასავლეთ ევროპის საშუალო საუკუნეების ეგრეთ წოდებულ არბალეტს, ფრანგულად arbalète (ლათინური arcus – „მშვილდი“ balista ––„სასროლი მანქანა“). ამის ფარდია ქართული „ლიბარდა“,რომელსაც საბა განმარტავს: „რომაულად შუბს ეწოდება“. ამ სიტყვის მეორე ქართული ფორმაა „ლიბარდაკი“, საბათი,„მოკლე შუბი სასროლი“, რომელიც იხსენიება უკვე ბერძნულიდან გადმოთარგმნილ 2 მეფ. წიგნში, 18, 14 (IV –– V ს-ნეთა მიჯნის ახლოს). ებრაულიდან გადმოთარგმნილ უფრო ძველ ქართულ ტექსტში ამ ადგილას იხმარება მარტივად –– „ისარი“,
დასავლეთ ევროპაში არბალეტის ხმარება განსაკუთრებით გავრცელდა XIს. უფრო ამ საუკუნის მეორე ნახევარში,ჯვაროსნები XI ს. დასასრულს, პირველი ჯვაროსნული ლაშქრობისას, უკვე ხმარობდნენ არბალეტებს. ხოლო რადგანაც.არბალეტი წარმოადგენდა მშვილდის დიდად გაუმჯობესებულ ძლიერ იარაღს და თავისი წვეტიანი ხელშუბებით დიდ სიკვ- · დილიანობას იწვევდა, ამიტომ რომის პაპმა ინოკენტი II-მ 1137 წელს ლატერანის საეკლესიო კრებაზე აკრძალა მისი რომში ხმარება ქრისტიანების წინააღმდეგ და ნება დართო გამოეყენებინათ ის მხოლოდ ურწმუნოების მიმართ. საფრანგეთში ამის შემდეგ არბალეტს არ ხმარობდნენ. მაგრამ როდესაც ინგლისის მეფემ რიჩარდ ლომგულმა (1189-1199 წწ.) საფრანგეთში გალაშქრების დროს კვლავ იხმარა არბალეტი, ამის შემდეგ ის შემოღებულ იქნა ევროპის ყველა ლაშქარში და იხმარებოდა XVI ს. სანამ თოფის შემოღებამ არ განდევნა ის.
დავითს, როგორც ეტყობა, თავს ჯარში, ჯვაროსანთამსგავსად, შეუქმნია ლიბარდებით შეიარაღებული სპეციალური რაზმები, რომელნიც მონაწილეობას ღებულობდნენ დიდგორის ომში.
„აბდულმესიანის“ 35-ე სტროფი იკითხება „სე:
„ხარ კეისარი! ზარკე ისარი,
სისდიდრით ლაღი, ჯიმშედ(რ) მფლობელი,
მოსიმახოსა მოსი მახოსა
მახვილი თქვენი მტერთა მწყობელი.
ჯაღაც ისეფქევ, მოსრვით ასე ფქევ,
ბრჭალი ჰქმენ მათხედ მეოტ მჰყრობელი.
პვირ მამენდ მეხი ავად რა მეხი
ორგულთა ექმენ დასამვობელი4“.
<სიტყვები: მოსიმახო –– განთქმული მოისრე ალექსანდრე მაკედონელის დროს (მოხსენებული გიორგი ამარტოლის „ხრონოგრაფიაში“ და კარგად ცნობილია XI–- IXII I ს-ნეთა ქართული მატიანეების ავტორებისათვის).
<მოსი, სპარს. მუსი –– უსამართლო, ბოროტი.
მახო, ბერძნ. μaxos –– საალყო მანჭან,ა ლათინ. –– Mashina ჯაღა, სპარს. „ჯეღე“ –- ჩაფხუტი. სეფქა-სა–ბ– აისთარიია „ფრთემაღალი, გრძელი, რკალ- შემობმული არს“.
ჯაღა, სპარს. „ჯეღე“ –- ჩაფხუტი.
სეფქა-სა–ბ– აისთარიია „ფრთემაღალი, გრძელი, რკალ-შემობმული არს“.
პვირ მამენდ, ბერძნ. nupós ცეცხლი და ბერნულივე Μεμαws, Qen. μεματος- მძლიერად თავდამსხმელი.
თარგმანი: „ხარ (შენ, დავით), კეისარი, შეაგროვე ხარკად “ისრები, ჯიმშედსავით სიმდიდრის ლაღად მფლობელი (ჯიმშედი ძველი სპარსეთის ძლიერი მეფე, მოხსენებულია „შაჰნამეში“), ბოროტების მომაყენებელი მანქანის მახვილი მოსიმახოსი დააწვენს თქვენს მტრებს. სეფქით (გრძელი და შორსმსროლელი ისრით) მოსრავ და გაქცეულს ბრჭალს .დააჭერ შესაპყრობად. შემტევი ცეცხლი, თქვენი ორგულთა დასამხობელი, მეხივით მათ ავად დაარტყი“.
თარგმანი: „ხარ (შენ, დავით), კეისარი, შეაგროვე ხარკად “ისრები, ჯიმშედსავით სიმდიდრის ლაღად მფლობელი (ჯიმშედი ძველი სპარსეთის ძლიერი მეფე, მოხსენებულია „შაჰნამეში“), ბოროტების მომაყენებელი მანქანის მახვილი მოსიმახოსი დააწვენს თქვენს მტრებს. სეფქით (გრძელი და შორსმსროლელი ისრით) მოსრავ და გაქცეულს ბრჭალს დააჭერ შესაპყრობად. შემტევი ცეცხლი, თქვენი ორგულთა დასამხობელი, მეხივით მათ ავად დაარტყი“.
უკანასკნელ ტაეპში იგულისხმება ცეცხლის ი მსროლელი მანქანა. ეს მანქანა ნავთის მეშვეობით ისროდა ცეცხლოვან სითხეს. შემოღებულ იქნა ის IV ან უფრო VII ს-ნეებში. ბიზანტიის იმპერატორ ალექსი I კომნენის (10––8 1111 8 წწ.) დროს ქალაე პიზას წინააღმდეგ “ბრძოლისას ბიზანტიის ფლოტის ზოგიერთ ჯემს, :1110 წლის ახლოს, შეეძლო ბერძნული ცეცხლის მეშვეობით ლითონის ფართო მილებიდან დიდი ქვების სროლა. საქართველოს მეფეს, კახეთ-ჰერეთის სამეფოს შემოერთების შემდეგ, ჰქონდა ნავთის საკუთარი -საბადო ახლანდელი შირაქის ველზე. უფრო ამ საბადოს უნდა გულისხმობდეს მარკო პოლო, როდესაც ამბობს, რომ საქართველოში არის თავისთავადი ზეთი, რომელიც საჭმელად არ ვარგა და მას ასანთებად ხმარობენო.
"ამგვარად, კახეთ-ჰერეთის შემოერთების შემდეგ, ქართფუელებს ნავთის საკუთარი საბადოს გამოყენებით შეეძლოთ „მეხი“ ესროლათ ველზე თავისი მტრეგბისათვის. ამიტომ შესაძლებელია, რომ შავთელის ხსენებული გამოთქმა გულისხმობდეს ბიზანტიელებისაგან გადმოტანილი ქვის სასროლი მანქანის არსებობას, რომელიც მეხივით „ორგულთა ექმნა დასამხობელად“. ყოველ შემთხვევაში, ცეცხლის სასროლი მანქანა აქ უეპველად უნდა იგულისხმებოდეს, და ქართვე- ლებს ასეთი რამ იმ დროს მართლაც შეიძლებოდა ჰქონოდათ. ამგვარად, დიდგორის ომში ქართველებს ჰქონდათ რიგი ტექნიკური გაუმჯობესებანი. 1) მშვილდ-მაზრაკა, რომელიც უდრიდა ფრანგების არბალეტს; 2) მშვილდ-მახო, ასევე არ- ბალეტის თავისებური სახე, ისროდა ფრთე-მაღალ (გრძელ ისრებს მჭრელი წვეტებით, რომლებიც ატანდა შიგნით ჩაფხუტს და ალბათ ნაწილობრივ ჯავშანსაც; 3) მანქანა, რომელიც ცეცხლით ისროდა დიდ ქვებს.
ქართველებს ექნებოდათ აგრეთვე ფილაკავანები (სპარს. ბელკ––ე ქნვი ს სასროლი მანქანა), ციხის კედლების დამნგრევი მანქანა. ასეთები ქართველებს ჰქონდათ ბაგრატ IV-ის დროსაც. ბაგრატ IV 1070 წლის ახლოს „მოადგა ქალაქსა შანქორსა, დაუდგნა ფილაკავანნი და მცირედითა დღეთა დალეწნა ზღუდენი შანქორისნი“ („ქართლის ცხოვრება“, I, გვ. 280). ამიტომ ფილაკავანები ქართველებს დიდგორ. ოიმშსიც შეიძლებოდა ჰქონოდათ, მაგრამ ისინი არ მოუტანიათ, ან თუ მოუტანიათ, არ გამოუყენებიათ (ყოველ შემთხვევაში შავთე– ლი მას არ იხსენიებს), რადგანაც ბრძოლა წარმოებდა გაშლილ „ველზე, რომელზედაც არავითარი ციხე არ იყო.
თურქებს კი თან პქონდათ ფილაკავანები, რომელნიც აგრეთვე გამოუყენებელი დარჩა და დავლად ერგო ქართველებს (ნადავლ ფილაკავანებს იხსენიებს არსენი ბერი; იქვე,გვ. 341).
თურქების (და არაბებისაც) ჯარები. შეიარაღებული იყვნენ წესისამებრ, როგორც მძიმედ შეიარაღებული რაინდები, ისე მსუბუქი ცხენოსნებიც. ჰქონდათ თუ არა თურქებს ფილაკავანების გარდა სხვა რამე საბრძოლო მანქანა, არ ჩანს. ალბათ,ასეთები არც ჰქონდათ, თორემ შავთელი ამას მოიხსენებდა.
![]() |
23 21. ფინანსური ღონისძიებანი |
▲ზევით დაბრუნება |
21. ფინანსური ღონისძიებანი
დავითის მართებლობა არ ერიდებოდა მკაცრ ღონისძიებებს სახელმწიფოს ფინანსების გასაუმჯობესებლად და ხანდახან მიმართავდა ისეთ ზომებსაც, რომლებიც მაშინდელი თვალსაზრისით დიდ ცოდვად ითელებოდა. მაგალითად, დავითმა, მატიანის სიტყვით, „გაამწარა“ ბევრი მონასტერი („ქართ. ცხოვრება“, I, გვ. 351), იგულისხმება სამონასტრო მამულებისა და გლეხების 'საკარგავად გაცემით ან სხვა სახით. თავისი მმართველობის ბოლო ხანებში, სახელმწიფოს ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების შემდეგ, დავითმა, მართალია, „გაათავისუფლა მონასტერნი მოსაკარგავეთა მაჭირვებელთაგან“ (იქვე, გვ. 353), მაგრამ ეკლესია, როგორც ჩანს, მისტიროდა წინანდელ ზარალს და ამით უნდა აიხსნებოდეს, რომ დავითი თავის ანდერძში განკარგულებას ტოვებს, რათა ატენის საჭურჭლის დახინის) ფულადი მარაგი მთლიანად ან სანპხევროდ მაინც დაურიგდეს იმ მონასტრებს რომელნიც კიღევ '„გულნაკლულნი იყვნენ.
წინა აზიაში და, მასთან ერთად, საქართველოშიც XLI ს. მეორე ნახევრიდან შემოდიოდა, შედარებით წინანდელ ხანასთან, დიდძალი საქონელი, რომლის ეკვივალენტად წინა ახიიდან და საქართველოდან «ადიოდა მაშინ ვალიუტის საფუძვლად მიჩნეული ვერცხლის საფასე. წინა აზიის ქვეყნებში მყოფი ვერცხლის საბადოები (რომელნიც ისედაც მცირედ იყო) ვერ აკმაყოფილებდნენ ვერცხლის ზოდებზე თუ ვერცხლის ლითონზე საერთაშორისო ვაჭრობის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს, რის გამო ვერცხლის მარაგი შინაგან ბაზრებზე კატასტროფულად მცირდებოდა. საქართველოში ვერცხლის მდიდარი საბადოები იყო ჩათახში, თურქული სახელწოდების ახლანდელ გუმიშ-ხანეში (ტრაპიზონის მხარედან სამხრეთით), მაგრამ ის იმ დროს ბიზანტიას ეკუთვნოდა. ეს იყო ე. წ - ვერცხლის კრიზისის ხანა, რომელიც წინა ახიაში და საქართველოშიც გრძელდებოდა XII ს. მანძილზე და XIII ს. პირველ მეოთხედშიც მონღოლების ხანის დაწყებამდე. იმ ხაწაში ვერცხლის ფული წინა აზიაში და საქართველოში არ იჭრებოდა.
ამგვარად, დავით აღმაშენებლის დროს სავაჭრო ბალანსი დასავლეთ ევროპასთან საქართველოსთვისაც თავიდანვე ძალზე პასიური იყო: შემოდიოდა იქიდან ბევრად მეტი საქონელი, ვიდრე გაჰქონდათ. მართებლობა სიძნელიდან გამოსვლის მიზნით ერთ ხანს მიმართავდა თავისებურ დევალვაცი- ას––- ამცირებდა ვერცხლის საფასის (თეთრის) წონას. ამ მოვლენას ჩვენ ვხედავთ დავითზე ადრეც, მთელი XI ს. მანძილზე. დავით კურაპალატის ვერცხლის სრულწონიანი დრამა X ს. ბოლოში იწონიდა 3,05 –– 3, 1 გრამს, ბაგრატ IV-ის დრამა კი 1,73 გრამს, გიორგი 1I-ისა 1.04 გრამს და დავით აღმაშენებლისა –- ჯერ 0,87 გრამს და შემდეგ 0,51 გრამს*. ხოლო დავითის მართებლობის ბოლოს ვერცხლის საფასე სულ არ იჭრებოდა. |
* Д. Капанадзе. Грузинская пумизматика, Тбилиси, 1955, стр. 55-56. Е. П. Хомов. Монеты Грузии. Спб, 1910, стр. 19. |
ალ–ფარიკი (XII ს.) გვაცნობებს, რომ დავითმა მოაჭრევინა ფული, რომლის ერთ მხარეზე ეწერა ხალიფასა და სულთანის სახელები, ხოლო მეორეზე ლ და და მოციქულის, კიდეზე კი თვით მისი, დავითის სახელი იყო. მართლაც,მოღწეულია დავითის დროინდელი სპილენძის ფული არაბული წარწერით და გვირგვინიანი ცხენოსნის გამოსახულებით. საფასე, კიდეზე დავითის სახელით, ჯერ არაა ალმოჩენილი, თუმცა დიმიტრი დავითის ძის სპილენძის ფულები არაბული წარწერით და ქართული ასომთავრული „დ“-თი (დემეტრე) არსებობს. დაახლოებით ასეთივე იქნებოდა დავითის საფასე არაბულად, თანადროული ხალიფასა და სულთანის სახელებით; ასეთი ფული დავითს შეეძლო მოეჭრა დიდგორის ომისა და თბილისის აღების შემდეგაც რადგანაც უამწარწეროდ მისი საფასე გასავალს მეზობელ ქვეყნებში ვერ ნახავდა.
ამგვარად, დავითის „დროს ვერცხლის თეთრი შედარებით ნორმალურ ძველ წონასთან უკვე ექესჯერ იყო შემცირებული სპილენძის საფასეზე გადასვლის შემდეგ თეთრის ერთეული კიდევ უფრო შემცირდებოდა. (სახელი „თეთრი“ რჩეებოდა სპილენძის ფულისთვისაც, როგორც ეს ჩანს თამარ მეფის დროინდელ სპილენძის მონეტებიდან, რომელთაც წარწერა აქვთ –– ეს ვერცხლიაო, ე. ი. ვერცხლი).
საფასის ერთეულის ასეთი დე:ალვაცია საერთაშორისო ბა– ზარს ვერ მოატყუებდა. საერთაშორისო და შინაგანი ვაჭრობის დროს ასეთ მონეტებს ღებულობდნენ ლითონის რაობისა და წონის მიხედვით. მაგრამ შიგნით ნაკლები წონის მონეტების ყოველი გამოშვებისას, მართებლობას თავის ვალდებულებათა ასეთი წონაშემცირებული საფასით განაღდება აძლევდა თვალსაჩინო მოგებას, რასაკვირველია, მოსახლეობის ხარჯზე, რომელიც ამ შემთხვევაში ერთდროულად ყოველთვის წაგებული რჩებოდა, რადგანაც ფასების შესწორებას მონეტის წონის შემცირებასთან მაინც სჭირდებოდა ერთგვარი, თუნდაც ძლიერ მცირე, ჯრო.
საფასის ასეთი ხშირი შემცირება ბუნებრივად იწვევდა ანგარიშსწორებისათვის მყარი სამონეტო ერთეულის საჭიროებას. ასეთ ერთეულად საქართველოში XII ს-ნეში მიღებული იყო მონეტა ბოტინატი, რომლის სახელი წარმომდგარია ბიზანტიის იმპერატორის ნიკიფორე III ბოტინატის (1071 –– 1078 წწ.) სახელიდან. ვფიქრობ, რომ სახელი „ბოტინატი“ ქართველებში შემორჩა ნიკიფორე III-ის დროინდელ სამმაგ დრამას. ეს იყო ძველი სრულწონიანი დრამა, რომელიც XII ს-ნეში ანგარიშსწორებისათვის დამკვიდრდა, როგორც მუდმივი ერთეული.
ასეთ ღონისძიებს დავითის მართებლობა მიმართავდა» თურქ-სელჯუკიანთაგან თავდაცვისათვის სათანადო სახსრების მოსაპოვებლად. როგორც ეტყობა, დავითს ადრევე (არა უგვიანეს 1110 წლისა) უკვე ჰყავდა თავის სამსახურში ევროპელი ჯვაროსანი რაინდები, უმთავრესად ფრანგები, რომელთაც დავალებული ჰქონდათ ქართველ მოყმე-რაინდთა ჯარის შექმნა დასავლეთ ევროპულ წესთან მიაპხლოვებით (შეად. § 16). დიდგორის ომში ეს აშკარად გამოჩნდა.
რა პირობით უნდა ყოფილიყვნენ საქართველოში ჩამოსული ფრანგი რაინდები და რამდენი ჯდებოდა მათი შენახვა? მოღწეულია ხელშეკრულება, დადებული 1113 წელს ინგლისის მეფე ჰენრიხ I-სა და ფლანდრიის გრაფ რობერტს “თორის. გრაფი ვალდებულებას კისრულობდა მიეცა ინგლისის მეფისათვის ყოველ წელს ათასი რაინდი, თითო ორ-ორი ცხენით, 400 მარკად-წელიწადში. ინგლისის მეფე ვალდებული იყო უზრუნველეყო ეს დაქირავებული რაინდები სურსათით და აენახღაურებინა მათთვის შესაძლებელი ზარალი თავისი საკუთარი ამალის (familia) მსგავსად. 1163 წელს ეს ხელშეკრულება განახლებულ იქნა იმ პირობით, რომ ინგლისის მეფეს უნდა გადაეხადა ფლანდრიის გრაფისათვის წელიწადში ყოველ ათ რაინდზე 30 მარკა.
საფრანგეთის მეფე ფილიპე ავგუსტი (11--8 1022 3 წწ. ყოველ დაქირავებულ რაინდს უხდიდა თვეში 3 ოქროს, წელიწადში 36 ოქროს. ამის მიხედვით დაქირავებული რაინდი თავისი მეაბჯრეებით და მოსამსახურეებითა და ცხენებით- დაჯდებოდა სულ ცოტა 81 (თითო მისხლიანი) ოქრო წელიწადში.
ამიტომ საქართველოში მყოფი ორასი ფრანგი რაინდის დაქირავება წელიწადში ეღირებოდა დაახლოებით 16 ათასი ერთმისხლიანი ოქრო, სურსათ-სანოვაგის გარდა. ამასთანავე, დავით ბეფეს უნდა გადაეხადა იერუსალიმის (მეფისათვის ამ: რაინდების გამოსაშვებად რაღაც თანხა (არა დიდი).
რა რესურსები ჰქონდა ამ დროს „საქართველოს, არა» ცნობილი. მემატიანე არსენი გადმოგვცემს რომ „დავითმა ერთხელ მისცა „თვსსა მოძღვარსა იოვანეს დრაჰკანი ვითარ ოცდაოთხი ათასი, რათა განუყოს ·გლახაკთა“ („ქართ. ცხოვრ. I, გე. 353). არსენი, ამასთანავე, აღნიშნავს, რომ ეს თანხა დავითს გაუღია არა „ველოსანთაგან მორთმეულისგან ან საჭურჭლით“ (ე. ი. მოხელეთაგან შემოსულიდან ანდა ხახინიდან,არამედ ველთა თვსთა ნადირებულითა4. მაგრამ ეს უნდა იყოს მხოლოდ არამნიშვნელოვანი დეტალი. ისე კი დავითს ამ შემთხვევაში უნდა 'აეღო სახელმწიფოს მიერ საქველმოქმედო მიზნებისათვის განკუთვნილი ·მთელი შემოსავლის ათისთავი (მეათედი).
ამის მიხედვით, ფულადი შემოსავალი სახელმწიფოს უნდა ჰქონოდა (24 ათასი X 10==) 240 ათასი ოქრო. დავითის მოძღვრად იოანე იყო არსენზე ადრე, ე. ი. 1114 წლის წინ. ხსენებული ცნობა ·ამიტომ უნდა ეკუთვნოდეს 1110--1113 წლების ახლო დროს. შემდეგში სახელმწიფოს ფულადი მემოსავალი მეტიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ამასთან ერთად, ხარჯებიც მატულობდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოში გადმოყვანილ იქნა ყივჩაღთა ჯარი. დიდგორის ომში ხომ ოსების დაქირავებული რაზმიც ღებულობდა მონაწილეობას. დავითი ანდერძად უტოვებს თავის შვილს დემეტრე მეფეს, რომ რაც მე მონასტრები გამიმწარებია, შენ აუნაზღაურე მათ ზარალიო, ცხადია, რომ დავითი იძულებული გამხდარა მონასტრების მამულებს შეხებოდა განსაკუთრებით 1118 წლიდან, როდესაც ის უკვე შეუდგა მზადებას თურქების წინააღმდეგ მოსალოდნელი დიდი ომის საწარმოებლად.
![]() |
24 22. ბიზანტიის გავლენისაგან განთავისუფლება |
▲ზევით დაბრუნება |
აქამდის საქართველოს მმართველი წრეები განიცდიდნენ ბიზანტიის იმპერიის ერთგვარ გავლენას. კონკრეტულად ამ გავლენის ერთ-ერთი გამომხატველი იყო ის გარემოება, რომ საქართველოს მეფეები აქამდის ატარებდნენ ბიზანტიის იმპერატორის მიერ ბოძებულ მაღალ ხარისხებს. ბაგრატ III იყო კურაპალატი. ბაგრატ IV ჯერ იყო კურაპალატი, შემდეგ სევპსტოსი და შემდეგ კიდევ ნოველისიმოსი; გიორგი II-ს პქონდა კიდევ უფრო მაღალი ხარისხი კესაროსისა, ხოლო თვით დავითი ჯერ კიდევ მემკვიდრედ ყოფნის დროს, ბავშვობისას (1082 წელს) ატარებდა კურაპალატის წოდებას. გიორგი II მოკვდა 1112 წელს და დავით მეფე უკვე აღარ თხოულობს ბიზანტიის იმპერატორისაგან რაიმე ახალ საპატიო წოდებას. ამიერიდან საქართველოს მეფეები არც ატარებენ ბიზანტიურ რაიმე საპატიო ხარისხს. დავითმავე შემოიღო მეფის ხარისხის აღსანიშნავი ახალი გვირგვინი ბიზანტიურისდაგვარად მარგალიტების ორი კავით შემკული. ამით უნდოდათ აღენიშნათ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სრული დამოუკიდებლობა და მდგომარეობით მისი მიახლოვება ბიზანტიის იმპერატორის მდგომარეობასთან.
ქართული ფული, რომელიც მანამდის იჭრებოდა, ააშკარავგებდა ბიზანტიურ ფულთან ერთგვარ მსგავსებას. ამიერიდან ეს მსგავსებაც მოისპო და ქართულმა ფულმა მიიღო თავისებური ხასიათი.
![]() |
25 23. ახალი სასელმწიფო დროშა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს სახელმწიფო დროშა ვახტანგ გორგასალის დროიდან იყო თეთრი ფერის, წითელ არშია შემოვლებული. ამ დროშას ინახავდნენ დიღი სიფრთხილით. ის XII ს-ნეშიც დიდ ლაშქრობათა დროს მიჰქონდათ ჯარის წინ. დავითმა დამატებით შემოიღო კიდევ ახალი სახელმწიფო დროშა, მწვანე ფერისა, წმ. გიორგის გამოსახულებით. ეს დროშა, რომელიც იწოდებოდა სეფედროშად, ამიერიდან წინ უძღვებოდა საქართველოს” ლაშქარს. X11I ს-ნემში ეს დროშა დაიტოვა დასავლეთ საქართველოს მმართველმა მეფემ დავით რუსუდანის ძემ და შემდგომში ის იმერეთის მეფის პირადი დროშა გახდა. ის (დროშა) დაიღუპა 1811 წელს, ახალციხის გარემოცვის დროს, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა რუსების მიერ გამოწვეული «მერლების რაზმი.
ამ დროშის შემოღებას დავითის დროს ის მნიშვნელობაც ჰქონდა, რომ მასზე წმ. გიორგის გამოსახულების გამო ბიზანტიის ბერძნებში სალაპარაკო ენაზე და მათგან დასავლეთით-ევროპელებშიც ფეხი მოიკიდა ქართველების ახალმა სახელმა – გეორგიელები.
![]() |
26 24, თბილისის საამიროს სტრუქტურული ხასიათი |
▲ზევით დაბრუნება |
X ს. არაბი ავტორების ცნობებიდან ჩანს, რომ თბილისის საამიროს სათავეში იდგნენ ამირა და შეიჟები (მოხუცნი, უფროსები). განჯის საამიროში ამირასთან მყოფ დარბაზისელთ XI ს. ქართველი მემატიანე „თავადებად“ (ე. ი. მეთაურებად, უფროსებად) იხსენიებს („ქართ. ცხოვრება“, I, გვ. 312). თბილისის ამირასთან კი ქართველივე მატიანის დამოწმებით იყვნენ ეგრეთ წოდებულნი „ქალაქის ბერნი“ (იქვე, გვ. 299). „ბერი“ ნიშნავდა მოხუცებულს, უხუცესს «და, მაშასადამე, უფროსსაც. ქართულ ტერმინს „ბერი“ კავშირი აქეს იმავე მაიშვნელობის სპარსულ „პირ („ფირ"ი-თან და არის არაბული შეიხის პირდაპირი შესატყვისი. მმართველი ფენა საამიროში X-XI ს-ნეებშიც შედგებოდა არაბ–სპარს მაჰმადიანთაგან. სახელწოდება „ტფილელნი ბერნი“ (ასეა „ქართლის ცხოვრების“ ანა დედოფლისეულ ნუსხაში; „ქართ. ცხოვრ.“, I, გვ. 299, სქოლიო) ქართული წარმოშობისა უნდა იყოს და უნდა მოდიოდეს არაბების წინადროიდან. იბნ-ფაკიჰი (XII ს.) იხსენიებს 1062 წლისათვის განჯის და არრანის ამირას აბუ-ლ-ასვარს, რომელთანაც გამოცხადდა თბილისის „კეთილშობილთა“ (არაბულად - აიან) ჯგუფი და მიიწვია ის თბილისის ციხის დასაკავებლად. ესევე პირნი იმავე ავტორს მოხსენებული ჰყავს წარჩინებულთა სახელით.
თამარის მატიანეში, XIII ს. დასაწყისის კმბებთან დაკავშირებით, მოხსენებული არიან „ყადნი, ხოჯანი (სასულიერო პირნი) დარვეშნი (მწირნი) და ყოველნი თავადნი თავრეზისანი“ („ქართ. ცხოვრება“, 1I, გვ. 106). იქვე კიდევ. თავრიზის ეს „თავადნი“ მოხსენებულნი არიან როგორც „წარჩინებულნი“ (იქვე, გვ. 105).
ამასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ, რომ აბულასანი 1184 წელს თამარის პირველი მემატიანის მიერ იხსენიება, როგორც „მკჳდრი ტფილისისა“ და „თავადი“ „მეფეთ მეფისაგან (იგულისხმება გიორგი III-ის მიერ) წყალობა ჴელდასხმული და ამირა ქართლისა და ტფილისისა“ (იქვე, გვ. 36).
არავითარი ეჭვი არაა, მაშასადამე, რომ თბილისის საამიროშიც XI ს. ქართული ტერმინით მოხსენებული ტფილელნი ბერნი არიან იგივე კეთილშობილნი და წარჩინებულნი უფროსები (თავადები). ესენი შეადგენდნენ, მაშასადამე, ბატონური მდგომარეობის მქონე მაჰმადიანურ ფეოდალურ მაღალ წრეს. მათ ჰქონდათ მიცემული იკტაები, ხოლო იკტა „სიასეთ-ნამეს” (XI ს.) მიხედვით, ნიშნავდა ფეოდალურ რენტას, რომელიც გამოიხატებოდა გარკვეულ გლეხებზე თუ სოფლებზე სახელზწიფოს მიერ განსახღვრული მიწისა და სხვა გადასახიდების თავის სასარგებლოდ აღების უფლებაში. იკტას მფლობელს ერქვა მუკტ-ი. ამისი პირდაპირი შესატყვისი ქართული ტერმინი იყო, როგორც ეს XI ს. ქართული მატიანიდან ჩანს, საკარგავი, რომლის მფლობელს ერქვა მოსაკარგავე.
ცხადია, რომ ამირას ხელქვეით მყოფ მაჰმადიანურ ბატონურ წრეს, მუკტებისაგან შემდგარს, ფეოდალური ექსპლუატაციის ქვეშ ჰყავდა უმეტესად თბილისის საამიროში შემავალი ქართული სოფლები.
ალ–ფაკიჰის ცნობიდან „ჩანს, რომ განჯის საამიროში ამირას შემდეგ (იგულისხმება ყადის გამოკლებით) პირველი პირი იყო ეჯიბი. ეს ძველისძველი ტერმინია და მოდის ასურული სამყაროდან, თუმცა იყო არაბულშიც. ვახტანგ გორგასალის დროს საქართველოში სპასპეტი და ეჯიბი, მეფის შემდეგ, მთავარი მმართველები იყვნენ. XI ს. ანჯის საამიროში ეჯიბი უნდა ვიგულისხმოთ იმავე ვაზირად, და ასე უნდა ყოფილიყო თბილისის საამიროშიც, მაგრამ მისი ტიტული აქ, როგორც ეტყობა, იყო ამირი.
ზოგი რამ შეიძლება გარკვეულ იქნეს თბილისის საქალაქო შინაგანაწესის შესახებ წინა აზიის სხვა ქალაქების მსგავსად. თბილისი XI–XII ს. თავისი შინაგანი აღნაგობით, ზოგადად მოიცავდა იმავე ელემენტებს, რომელნიც ახასიათებდნენ სამფლობელოთა მთავარ ქალაქებს ამიერკავკასიის სხვა ნაწილებში და, საერთოდ, წინა აზიაში. რასაკვირველია, თბილისს ჰქონდა მთავარი ციხეც, რომელსაც ერქვა სპარსული სახელი. ციხეში რეზიდენცია ჰქონდა ამირას. ციხის მიმდებარე ადგილებში "ცხოვრობდნენ ქალაქის წარჩინებულნი (ბერნი ანუ თავადები). ბახარი, როგორც ეს ჩანს XIII ს. დასაწყისის სპარსული ავტორის ცნობიდან, მოთავსებული იყო ხიდთან და მის არეში. აქვე იყვნენ მაშასადამე ვაჭარ–ხელოსნები, როგორც ეს იყო შემდგომ საუკუნეებში და თვით XIX ს. დასაწყისშიც. ქალაქის განაპირა ადგილებში ცხოვრობდნენ მიწის მუშაკნი – გლეხები.
თბილისში ციხისა და მისი გალავნის გარეთ მდებარე ადგილები ეკავა სავაჭრო და სახელოსნო საქმიანობით დაკავებულ მოსახლეობას. ხელოსნები შეკავშირებული იყვნენ ასნაფებად (არაბული ტერმინია), იგივე ჰამქრებად (სპარსული ტერმინია), რომელთა სათავეში განჯაში იყვნენ რაისები. ასე იყო, როგორც ჩანს, თბილისშიც რადგან გიორგი III-ის 1170 წლის სიგელში თბილისის მიმართ იხსენიება „საამირო, საამიდო, სარაისო და სამუსტასიბრო“ გადასახადები. ეს გადასახადები, საფიქრებელია, იქნებოდა XI ს. არაბებისა და თურქების დროს, მით უმეტეს, რომ ალ-ფარიკის სიტყვით, მის დროს, 1154 წელსაც, თბილისის მაჰმადიანებს პქონდათ ის პრივილეგიები, რომელნიც მათ დაუტოვა დავით აღმაშენებელმა 1122 წელს თბილისის აღების შემდეგ (იხ. § 41). ჩანს, რომ XII .ს. შინაგანი სტრუჭტურაც ქალაქ თბილისის მოსახლეობისა, ზოგადად, წინანდელი სახით იყო დარჩენილი, იმის გარდა, რომ ახლა მმართველ და ხელმძღვანელ ფენას ქალაქმი და ქალაქთან დაკავშირებულ ტერიტორიაზე მეტ წილად თურქების მაგივრად ქართველები შეადგენდნენ. სპარსულ-არაბული მოსახლეობა კი დარჩა იმ პირობებში, რომელშიაც იმყოფებოდა 1081 –1121 წლებში, თურქი ამირების დროს.
გიორგი III-ის სიგელში, 1170 წელს, თბილისის მოსახლეობისათვის არსებულ გადასახადთაგან საამირო, ცხადია, 83 განკუთვნილი იყო. ამირას (გიორგი 1II-ის დროს უკვე ქართველი ამირას) სასარგებლოდ. საამიდო გადასახადი კი ამირას შემდგომი პირველი პირისათვის რჩება. კიდევ გასარკვევია სარაისო და სამუსტასიბო გადასახადები.
სარაისო გადასახადი, ცხადია, განკუთვნილი იყო რაისისათვის (არაბ. „რაის“ მეთაური) რომელიც ცალ–ცალკე ჰყავდა ყოველ ასნაფს. ალ-ფაკიჰის მიხედვით განძაში (განჯაში) ზოგ რაისს ჰყავდა „კხენოსანი მსახურნიც. თუნდაც რომ ეს მსახურნი თვით ასნაფების მიერ ყოფილიყვნენ მიცემულნი, ცხადია, რომ რაისებს ძალაც ექნებოდათ და „გავლენაც. საფიქრებელია, რომ რაისები უახლოვდებოდნენ დიდ ვაჭართა კონტინგენტს და, შესაძლებელია, ზოგი მათგანი თვით დიდ ვაჭართა წრეს მიეკუთვნებოდა.
„ვეფხისტყაოსნიდან“ ჩანს, რომ «(დიდ ვაჭრებს ჰყავდათ თავისი ვაჭართ უზუცესი, რომელიც მათ გაუძღვებოდა მეფის ღარბასში მისალოცად რომელიმე დიდი უქმის (მაგალითად, ახალწლის) დღეს. ვაჭართ უხუცესის ცოლი კი ასეთ დღეს უძღვებოდა დიდ ვაჭართა ცოლებს.
ანალოგიური მდგომარეობა იქნებოდა თბილისის საამიროშიც, სადაც რაისების ზემოთ იქნებოდა ვაჭართ უხუცესიც. ვაჭართ უხუცესის სასარგებლოდ გადასახადი არ იყო დადებული. რაც შეეხება მუსტასიბს (არაბულივე ტერმინია, ნიშნავს წესრიგის მეთვალყურეს), ეს იყო საპოლიციო საქმის უფროსი და სამუსტასიბო გადასახადი, ცხადია, განკუთვნილი იყო მისთვის და მის მოხელეთა სასარგებლოდ.
ასეთი იყო მოკლედ თბილისის საამიროს სტრუქტურა XI ს, როგორც ვხედავთ, ის წარმოადგენდა ტიპურ ფეოდალურ სამფლობელოს მთავარი ციხით, მთავარი და შემოსავლიანი ქალაქით, ფეოდალური მფლობელობით, გლეხებით და საქალაქო ვაჭარ–-ხელოსნებით.
იკტა-ებად (საკარგავებად. გაცემული იყო არა მარტო გლეხები და სოფლებიც, არამედ ქალაქის საიჯარო შემოსავლებიც (ეს ჩანს განჯის მაგალითზე, სადაც 957 წლის ახლოს ქურთების გარეშე ტომის ერთ-ერთ მეთაურს, ალ ფადლას, განჯაში დამკვიდრების პირობით ქალაქის კარების საბაჟო შემოსავალს პირდებოდნენ).
წინა აზიის თურქი დამპყრობლები თავიანთი სოციალურეკონომიკური და კულტურული განვითარებით მათ მიერ დაპყრობილ ხალხებზე დაბლა იდგნენ. ისინი იმ დროს, უმეტეს წილად, ეწეოდნენ მომთაბარულ ცხოვრებას. მიქაელ სირიელი, რომლის ცნობა ეხება 1180-იან წლებს, მაგრამ ასახავს ამიერკავკასიისა და მისი მეზობელი თურქების წინანდელ ვითარებას XI –XII ს. გადმოგვცემს შემდეგს: „თურქმანების ღიდი ხალხი ცხოვრობს კარვებში, ზამთრობით ისინი ჩამოდიან სირიის სამხრეთით მდებარე ოლქში იმ ველებზე, სადაც არაა თოვლი და ყინული, მაგრამ არის საძოვრები. გახაფხულზე კი ისინი ადიან ჩრდილოეთისკენ, სადაც პოულობენ საქოვრებს თავისი საქონლისათვის. ამ ასვლისა და ჩასვლის პერიოდში გზები ავსებულია მათი მრავალრიცხოვანი პირუტყვით“.
თურქების წყობილება იყო ადრეულ-ფეოდალური, რომელშიც შერწყმული იყო ფეოდალური წყობილების ძირითადი საფუძვლები საზოგადოებრივი ურთიერთობის პატრიარქალურ ფორმებთან გვაროვნული გადმონამთების შენარჩუნებით. ნაწილობრივ ისინი ამ დროს ხდებოდნენ ბინადარ ხალხად, მაგრამ ეს პროცესი მიდიოდა ძლიერ ნელა. მიწის მფლობელობა იყო საგვარო (გვაროვნულ) პრინციპებზე. ამიტომ ბატონყმური გვარის ყოველი ბატონიშვილი მოითხოვდა თავისთვის საუფლისწულოს და ღებულობდა კიდეც მას.
თურქებში არსებობდა მონობაც, რომელიც საოჯახო ხასიათისა იყო. მათ ჰყავდათ თავდასხმების შედეგად ბევრი ტყვეები, რომელთაც ყიდდნენ მონებად თავიანთ ბინადარ მეზობლებზე.
მომთაბარენი ბინადარ მოსახლეობაზე უფრო მეტად საჭიროებდნენ ვაჭრობის გაძლიერებას და ეს, თავის მხრივ, აპირობებდა მომთაბარეთა შორის ეკონომიკური და, ამასთან დაკავშირებით, სოციალური დიფერენციაციის ზრდას*. |
* თურქული ტომების შესახებ იხ.: .Р. Гусейнов. К истории тюрок XI-XII BB., руды Института истории Азерб. ССР, ХІ, стр. 110—114 Л. Потапов, о сущности патриархально-феодальных отношений у кочевых народов Средней Азии и Казахстана, Вопросы истории, 1954, No 6, cnp. 89 |
თბილისის ამირას, არაბების დროს, და, მით უმეტეს, თურქების დროს ისე, როგორც სხვა მბრძანებელთ და ამირებს, თან ახლდნენ მისი ტომის პირნი, თავიანთი ოჯახებით. ამის მიხედვით თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ თბილისს 1081 წლიდან სათავეში ედგა ერთი რომელიმე თურქმანი თავისი ტომის ნაწილით. ასეთი ტომი შიგნით იყო უკვე დიფერენცირებული. მაშასადამე, ამირასთან (ამ შემთხვევაში თბილისის თურქმან ამირასთან) იქნებოდნენ დაწინაურებულნი ანუ წარჩინებულნი თურქმანები და ჩვეულებრივი რაზმელებიც. ყოველ შემთხვევაში, ამ დროს თბილისში შეიქმნა თურქმანთა დიფერენცირებული ფენა, რომლის ზედა ნაწილი შეადგენდა თურქ-ამირას დარბაზს, დარბაზის ერს.
რაც შეეხება წინანდელ დარბახის ყმათ, მათგან ახლა დგებოდა ცალკე რახმი (ჯარი), როგორც ეს იყო განჯაში. შემდეგ მიდიოდნენ ქვეშევრდომნი რომელთაგან პირველი ადგილი ეკავათ დიდ ვაჭართ. დიდ ვაჭრებად იწოდებოდნენ როგორც მსხვილი კომერსანტები, ისე აგრეთვე მსხვილ სახელოსნო საწარმოთა მქონენი. მაგრამ რადგანაც სახელოსნო • წარმოება მაშინდელი ტექნიკის ბაზაზე ჩვეულებრივ წვრილი • იყო, ამიტომ მსხვილი სპხელოსნო წარმოებანი იშვიათობას წარმოადგენდნენ. ქართველი მემატიანე 1121 წლისათვის თბილისში, განჯაში და ღმანისში სულთანის ორიენტაციის ფენებად იხსენიებს თურქმანებს და ვაჭრებს (იგულისხმება დიდ ვაჭრებს) „ქართლის „ცხოვრება“, I, გვ. 340). მმართველი ფენა შედგებოდა თურქმანებისაგან. შ. მესხიას ახრით, მას შემდეგ, რაც თურქ-სელჯუკიანებმა „დაიკავეს თბილისი და შიდა ქართლიც, იწყება თბილისის საქალაქო კომუნის არსებობა და გრძელდება 40 წელიწადი,1081 –1121წწ., ვიდრე ქართველების მიერ თბილისის აღებამდე. ის ამტკიცებს, რომ ჯაფარიანთა დინასტიის გადასვლის თუ „გაუქმების შემდეგ თბილისს 40 წელიწადი განაგებდნენ ქალაქის მცხოვრებნი, რომელთაგან თითოეული მმართველობას სათავეში ედგა თითო თვეო*. მაგრამ ცნობა ამ სახით, ძნელი დასაჯერებელია, რომ 40 წლის მანძილზე თითო თვე ახალ-ახალი მმართველნი პირნი ყოფილიყვნენ ქალაქის სათავეში როგორც ქვემოთ ნაჩვენები იქნება, ეს ცნობა სხვადასხვა დროს ეხება და სხვაგვარად უნდა იქნეს გაგებული (აქ იგულისხმება 1116 – - 1121 წლების ვითარება). | * შ. მესხია, საქალაქო კომუნა შუა საუკუნეების თბილისში. თბილისი, 1962, გვ. 67 და შემდეგ. |
ცნობილია რომ, როდესაც 1080 წელს თურქ-სელჯუკებმა საშინლად ააოხრეს საქართველო და ძლიერ დააზარალეს ქართლი, 1081 წლიდან საქართველოს სამეფოს საზღვარი გადიოდა ლიხის მთაzე. ქართლის მოსახლეობის დიდი უმეტესობა ამოწყდა. მომთაბარე თურქმა (თურქმან) ტომებმა, როგორც მოხსენებული იყო, თავიანთი საქონელ-პირუტყვით მოიცვეს შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და კუხეთი მდ. იორის ხევის ჩათვლით. მაშინ თურქებმა დაიკავეს თბილისიც. როგორც ჩანს, თბილისის ამირად ჯაფარიანთა წინანდელი დინასტია სწორედ 1080-1081 წლის ამბების შედეგად გაჰქრა. ამის ზემდეგ, დავით აღმაშენებლის მემატიანე დავითის დროს თბილისსა და მის მხარეს ყოვლთეის თურქების ხელში მყოფად იხსენიებს.
ამგვარად, 1081 წლიდან ქართლის მეტ ნაწილზე დამყარდა თურქების ბატონობა. ცნობილია, რომ თურქებში, რომელნიც მეტ წილად მესაქონლეობით ცხოვრობდნენ; ძლიერი იყო გვაროვნულ-თემობრივი და ტომობრივი ცხოვრების ნორმები, რომელნიც შერწყმულნი იყვნენ ფეოდალური წყობილების ნორმებთან. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ, მაგალითად, ცალკეულ თურქ ტომებს და თემებსაც, თავიანთი საჭიროებისათვის გარკვეული პირობებით ეძლეოდათ საძოვრებად განსაზღვრული ტერიტორიები. თემებისა და ტომების მეთაურები ითვისებდნენ ფეოდალურ მებატონეთა უფლებებს და სხვ.
ბუნებრივია, რომ თურქ-სელჯუკიანთა სასულთნომ მოაწყო ახალი ფეოდაური სამფლობელო თბილისსა და მის მხარეში, მის სათავეში თურქების დაყენებით. ეს იქნებოდა ტომი თუ რამდენიმე თეზი, რომელთა სათავეში თავთავისი მეთაურები იდგნენ. ალ-ჯოზის ცნობის გათვალისწინებით გამოდის, რომ თბილისის საამიროს სათავეში ჩაუდგა რომელიღაც თურქელი ტომის თავისთავითი მეთაური ანდა სულთანის მიერ დაყენებული წარჩინებული თურქი. ამ ტომის მიერ უზრუნველყოფილი იყო თბილისისა და მისი მხარის დასაცავად საჭირო მუდმივი ძალის გამოყვანა. წინანდელი დარბაზის ყმანი ახლა თვალსაჩინოდ, თუ მთლიანად არა, შეცვლილ იქნენ თურქებით.
რაც შეეხება ვაჭრებს და ხელოსნებს, ისინი, ქრისტიანების (ქართველებისა და სომხების) და აგრეთვე ებრაელების გარდა, მეტწილად შედგებოდნენ სპარს-არაბებისაგან (მცირედ შეიძლება მათში იყვნენ თურქმანებიც). ამგვარად, ზოგადად, ამ ხანაში მმართველი ფეხა განირჩეოდა ვაჭარ«ხელოსანთა უმეტესობისაგან რელიგიური ერთიანობის მიუხედავად, ტომობრივად და, მაშასადამე ენობრივადაც თუმცა უხდა აღინიშნოს, რომ კულტურული ურთიერთობის ენად სელჯუკიანთა სახელმწიფოში ითვლებოდა სპარსული ენა. განსაკუთრებით ეს გამოჩნდა დავით მეფის მიერ თბილისის აღებისას, 1112 წელს. მათე ედესელის სიტყვით, დავითმა: ამ დროს დახოცა ხუთასამდის კაცი თბილისის დამცველი. ცხადია, ესენი იქნებოდნენ დიდად დიდი უმეტესობით თურქმა- ნები. ამავე დროს, ალ–ფარიკის სიტყვით, დავითი მოურიგდა თბილისის მაჰმადიანებს და შეუქმნა მათ რიგი პრივილეგიები. ცხადია, დავითი, რომელიც გაშმაგებით ებრძოდა თურქმანებს, პრივილეგიებს აძლევდა არა მათ, არამედ თბილისის ძველ მობინადრე სპარს-არაბთა მოსახლეობას (იხ. § 40 – 41).
თურქების ძალადობის გამო ქართლში განსაკუთრებით მძიმე იყო მდგომარეობა პირველ 12 წელიწადს, 1081––1092 წლებში. ამის შემდეგ მდგომარეობამ იწყო გაუმჯობესება, უფრო 1098 – 1099 წლიდან, როდესაც დავითს უკვე 'დიდი რაოდენობით ჰყავდა ახალი ჯარი, რომელზედაც დამყარებით მან შეწყვიტა ხარკის მიცემა თურქებისათვის. ამასთანავე, დავითმა განდევნა მომთაბარე თურქები ქართლის მეტი. ნაწილიდან. „თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს (შიდა) ქართლს“, დავითის მემატიანეს სიტყვით („ქართლის ცხოვრება“, I, გვ. 326). როგორც მემატიანის ცნობიდან ჩანს, ისინი ავჭალას და დიღომს ჩრდილოეთით ზამთრობით თავიანთი ფალანგებით ვეღარ გადმოდიოდნენ. მდგომარეობა გაუმჯობესდა იმდენად, რომ 1103 წელს უკვე შესაძლებელი შეიქნა საეკლესიო კრება რუის-ურბნისს არეში მოწყობილიყო. ქართველებმა 1110 წელს ჯერ აიღეს სამშვილდე და ძერნა, შემდეგ 1116 წელს აიღეს რუსთავიც.
![]() |
27 25. თბილისის საამიროს მდგომარეობის გაუარესება თურქების ხელში. |
▲ზევით დაბრუნება |
რუსთავის დაკარგვის გამო, მემატიანის სიტყვით, „დიდად წყენა შეექმნა თურქთა და რიდობა საზამთროთა ადგილთა დგომისა. რამეთუ მოიმსტვარნის (მოათვალიერა) მეფემან რომელთა მოსრვა ეგებოდის, და უგრძნეულად დაესხმის და მოსწყდნის. და ესე არა ერთგზის ანუ ორგზის, გინა სამ, არამედ მრავალგზის, ვითარცა აწ ერთი ითქვას“ („ქართ. ცხოვრება“, I. გვ. 333).
რუსთავის დაკარგვის შემდგომ, 1116 წელს თურქები თავიანთი ხარგებით (კარვებით) წამოვიდნენ საქართველოს საძოვრების დასაკავებლად დიდძალი რაოდენობით, სულ დედაწულიანად (ასე უნდა გავიგოთ მემატიანის სათანადო ცნობა, იქვე, გვ. 333), თითქმის ორასიათას სულამდე. მაგრამ დავითმა დაამარცხა თურქები ჯერ კიდევ სამხრეთ საქართველოში და გაჰფანტა ისინი. ამის შემდეგ თურქების მდგომარეობა ქართლში სასოწარკვეთილი შეიქნა მათ მხოლოდ თბილისი ეკავათ ქალაქის სამხრეთით მცირეოდენი ტერიტორიითურთ. აი ასეთ პირობებში ალ-ფარიკის სიტყვით, თბილისის „მცხოვრებთ“ მიმართეს დახმარების თხოვნით სულთან მუჰამედ-შაჰის შვილის თოღრილს, რომელიც ამ დროს განსჯას და აროანს განაგებდა (მუჰამედ-შაჰი მოკვდა 1118 წელს, ხოლო ეს თოღრილი შემდეგ, 1132 –1133 წლებში, ერაყის მბრძანებელიც იყო). ალ-ჯოზი ამ ამბავს სხვაგვარად გადმოგვცემს დეფრემერის ფრანგული თარგმანით. თოღრილისთვის დახმარების თხოვნით მიუმართავთ, არა თბილელებს, არამედ თბილისის თავადებს (მეთაურებს). ცხადია რომ ეს ცნობა, ისე, როგორც ცნობა ძველების (მოხუცების, სიკვდილისა და ახალგაზრდების მიერ მათი შეცვლის შესახებ ალ-ჯოზის სხვა წყაროდან აქვს ამოღებული. ცნობა გულისხმობს არა ჯაფარიანების გაქრობას 1080 –1081 წლებში, არამედ 1116 წლის. ახლოს თურქთა გვარიდან იმ ძველების (ე. ი. უფროსების) სიკვდილს, რომელთა შემცვლელად მათი ახალგაზრდა შვილები დარჩენილან (უფრო ჯეელნი ამ გვარიდან არ იყვნენ). ეს იმას ნიშნავს, რომ 1081 წლიდან 1116 წლამდე თბილისის საამიროს განაგებდნენ სათანადო გვარის ერთი მეთაურები, რომელთაც უკანასკნელად ერთი მეორის შემდეგ მიჰყვა, ვთქვათ, ორი-სამი ძმა. მხოლოდ ამათ, 1110 ––1116 წლებში, "დარჩენიათ, ვთქვთ სამი-ოთხი ვაჟი, რომელნიც ყველანი ახალგაზრდები ყოფილან. აი „ამ ახალგაზრდა მთავრებმა, რომელნიც ყოველ თვე რიგრიგობით ცვლიდნენ ერთმანეთს, მიმართეს დახმარების თხოვნით სულთანის შვილს, განჯისა და არრანის მფლობელს თოღრილს.
თოღრილმა, ალ–ფარიკის და ნაწილობრივ ალ-ჯოხის სიტყვით, გაუგზავნა მათ თავისი შიჰნე (მეთვალყურე, მმართველი). მაგრამ ამითაც არაფერი გამოვიდა. მაშინ თბილისის საამიროს თუქმანების ხელისუფლება იძულებული გახდა საქართველოს მიმართ დათმობაზე წასულიყო. დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად თბილისის საამირო საქართველოს მეფის სასარგებლოდ იხდიდა წლიურად ათი ათას დინარს (ერთმისხლიან ოქროს ფულს). ლოცვა მეჩეთებში ხდებოდა ხალიფასა და სულთანის სახელზე. სულთანის წარმომადგენელი შიჰნე თბილისში რჩებოდა, მაგრამ მხოლოდ ათი მხედრის თანხლებით. გადასახადები, იგულისხმება საამირო, უნდა ყოფილიყო მაჰმადიანებზე წელიწადში სამი დინარი, ებრაელებზე - ოთხი დინარი და ქართველებზე – 5 დინარი*.
*ალ-ფარიკი ქართველებზე, ებრაელებზე ღა მაჰმადიანებზე დანიშწულ ამ გადასახადს მიიჩნევს, როგორც დავითის მიერ თბილისის მცხოევრებლებზე დადებულ გადასახადს მასს შემდეგ, რაც თბილისი ქართველებმა აიღეს, 1122 წელს. მაგრამ ყურადღებას იქცევს ის, რომ ქართველები ამ ცნობის მიხედვით დაჩაგრული გამოდიან. სახელდობრ, ისინი მაჰმადიანებზედაცე მეტ გადასახადს იხდიან (5 დინარს ალბათ თითო კომლზე). ეს კი შეუძლებელია ასე ყოფილიყო, როდესაც ქალაქი უკვე საქართველოს ეკუთვნოდა ქართული მმართველობა, პირიქით, ეცდებოდა ქართველებისათვის რაიმე პრივილეგიის შექმნასაც, რათა მათი დასახლება და დასაქმება თბილისში გაადვილებული •ყოფილიყო. ამიტომ ხსენებული ცნობა ალ-ფარიკს არეულად უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი და” შეცდომით შეტანილი სულ სხვა ადგილას. სინამდვილეში ეს ცნობა უნდა ეკუთვნოდეს იმ დროს, როდესაც თბილისის საამირო გახდა საქართველოს მოხარკე, მაგრამ შიგ სულთანის მუღმივი წარმომადგენელი (რიჰნე) იმყოდებოდა. ჩანს, მანამდის არამაჰმადიანებზე თბილისში კიღევ უთფრო მეტი გადასახადი იყო დადებული და იმჟამად (ხსენებული ხარკის გაღახდის უზრუნველსაყოფად) საქართველოს მართებულობა დათანხმდა ხარკის მისაღებად ხსენებული გადასახადის “შეკრებაზე. საქართველოს მართებულობა, რომელსაც, ცხადია, შექმნილი მღგომარეობა მიაჩნღა როგორც დროებითი, მიისწრაფოდა თბილისის სავსებით შეერთებისაკენ, რაც ' უომრად, მაშინდელ პირობებში, ძნელი განსახორციელებელი იყო, ღა ამიტომ არც იყო დაინტერესებული რომ თბილისში ქართველები ბლომად ყოფილიყვნენ. ცნობაში ამასთანავე, გადასახადის მომცემად სომხები სრულებით არ არიან დასახელებულნი მაშინ, როდესაც თბილისის მაჰმადიანთათვის ახალი პირობების შექმნისას (ალბათ 1122 წელსავე ან 1123 წელს აქ უკვე დასახელებულნი არიან სომხებიც, რომელთაც ისე როგორც ქართველებს და ებრაელებს, აკრძალული ?ბქონდათ მაჰმადიანთა აბანოთი სარგებლობა. აქედან ისიც ირკვევა, რომ თურქების დროს თბილისში სომხები არ ყოფილან, ხოლო როგორც კი თბილისი გადავიდა მართველების ხელში, მაშინვე იე სომხებიც მოსულან და დასახლებულან.
ამგვარად, თბილისის საამირო ნომინალურად ისევ სულთანის ხელქვეითად დარჩენილა, რასაც ამტკიცებს შიჰნეს იქ ყოფნა და აგრეთვე სულთანის სახელზე მეჩეთებში ლოცვების წარმოთქმა. მაგრამ ფაქტიურად საამირო საქართველოს მოხარკედ ითვლებოდა. ასეთი მდგომარეობა ალ-ფარიკის სიტყვით, კარგა ხანს გაგრძელდა და მას, უნდა ვიფიქროთ, 1116-1121 წლებში ჰქონდა ადგილი. მართლაც, ქართველი მემატიანე აღნიშნავს დავითის დროს ისეთ ხანას, როდესაც თბილისი „ჯერეთ არა სრულიად შე-. მოყვანებულ იყო უღელსა ქუეშე მორჩილებისასა ვითარცა აწ“, ე, ი. 1130 წლის ახლოს, როდესაც არსენი ბერი წერღა დავით აღმაშენებლის ისტორიას („ქართლის ცხოვრება“, I, გვ. 349). მაშასადამე, თბილისი ერთ ხანს არა სავსებით, არამედ მხოლოდ ნაწილობრივ , ემორჩილებოდა საქართველოს. ე. ი. მაშინ, როდესაც თბილისის სააძირო მხოლოდ ხარკს აძლევდა დავით მეფეს.
![]() |
28 26. მოსახლეობის დაახლოებითი რაოდენობა საქართველოში დავით აღმაშენებლის დროს |
▲ზევით დაბრუნება |
საქართეელოს მიერ თურქ-სელჯუკიანთათვის წინააღმდეგობის უნარიანობის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხს რაოდენობას მაშინდელი ქართული სახელმწიფოს ფარგლებში (ქართველი ტომები მაშინ განლაგებულნი იყვნენ ამ ფარგლებს გარეთაც ტრაპიზონის მიმართულებით და იმის იქითაც, აგრეთვე იმიერტაოში და თორთუმის მხარეში). სათანადო მასალების უქონლობის გამო ამ საკითხის სიზუსტით გადაწყვეტა შეუძლებელია, მაგრამ ზოგადი სურათის წარმოსახვა მაინც შეიძლება. დასავლეთ ევროპაში მსხვილ ფეოდალურ გვარეულობათა უმცროსი წევრები ირიცხებოდნენ მცირე რაინდებად, რადგანაც ყველასათვის არ იყო სახსრები და მოსამსახურე ადამიანთა კონტიგენტი იმ რაოდენობით, რომელიც საჭირო იყო პირველხარისხოვანი რაინდების ეკიპირებისათვის ეჭვს გარეშეა, რომ ასევე იქნებოდა საქართველოშიც, სადაც საშუალო და მცირე რაინდების რიგებში იქნებოდნენ დიდებული თავადების (მეთაურების) ოჯახსა და გვარის წევრნი. ამიტომაც შავთელი წერს მეფე დავითის შესახებ, რომ მას ჰყავსო „გუნდ-მწყობრი დასი, ბევრ ათასი, დიდებულთა დიდგვარ თავადთა“. მოყმენი შესდგებოდნენ მეტწილად დიდებულთა გვართაგან, მხოლოდ ზოგნი მათგანნი იყვნენ პირველხარისხოვანნი, მეაბჯრეთა და მსახურთა საკმაო რაოდენობის მყოლნი, და სხვანი კიდევ იყვნენ საშუალო და მცირე რაინდები.
საფიქრებელია, რომ 23/4 ათასი რაინდიდან რომელნიც თითქოს იყვნენ დავითის დროს, უმეტესობა, ორი ათასამდის მაინც, იქნებოდნენ „დიდებულთა დიდგვარ თავადთა“ ოჯახებიდან. ახნაურნი იყვნენ მეაბჯრეებად და სხვა თანმხლებ პირებად, იყვნენ აგრეთვე მსახურნიც ცხენოსანნი და მცირედ ქვეითნიც, ეს ყველანი თვითეულ რაინდ-მოყმესთან.
XIV -–XVI ს. სამცხეში აღრიცხულია 20 სათავადო გვარეულობა. ხოლო, რადგანაც XIII ს-ნის შუა ხანებში მოსახლეობის მხრივ სამცხე საქართველოს სამეფოს საკუთრივ ქართული ქვეყნებს (სომხური პროვინციების ჩაუთვლელად ერთ მეხუთედს უდრიდა, ვღებულობთ ამ ქვეყნებისათვის სულ ას სათავადო, ანუ მაშინდელი ტერმინოლოგიით, დიდებულთა გვარეულობას. (XVIII ს. მეორე ნახევარში, მაგალითად, იმერეთში ზოგი სათავადო გვარეულობა მოიცავდა 50 ოჯახს). ამის მიხედვით, სათავადო გვარზე XII ს. საშუალოდ 20 პირველხარისხოვანი, საშუალო და მცირე რაინდის გამოყვანა სავსებით შესაძლებელი იყო. მაშინდელ პირობებში ამისთვის საკმარისი იყო 10–15 კომლ-ოჯახი: როგორც გთქვით, ასეთ გვართაგან მოყმეებად გადიოდნენ 18 50 წლის ყველა მამაკაცი, ე. ი. ერთ კომლზე, 1,9 მეომარი (იხ. § 9). ამგვარად, დავითის დროს რაინდ-მოყმეების მომცემი იყო დაახლოებით ასიოდე გვარი „დიდებულთა დიდ-გვარ თავადთა“, თავისი ათასი-ათასხუთასი ოჯახით ანუ 10-15 ათასი სულით.
როგორც მათე ედესელის ცნობიდან ჩანს, დავითს ქართველებიდან გამოჰყავდა 40 ათასი მეომარი, რომელთაც უნდა მიემატოს დაახლოებით ის 20 ათასი ქართველი მეომარი, რომლებიც უფლისწულ დიმიტრის ჯარში იყვნენ ზემო დიდგორთან (იხ. § 36) სულ გამოდის დაახლოებით 60 ათასი ქართველი მეომარი. აქედან 12 ათასი იქნებოდნენ მოყმერაინდები, თავიანთი აზნაურ-მსახურებით (ქვეითი მსახურებით 14-16 ათასი კაცი). რჩება დაახლოვებით 45 ათასი მეომარი, რომელთა შორის მცირე რაოდენობით (დაახლოებით 3 ათასი) იქნებოდნენ აზნაურნი (გარდა მათი მსახურებისა) და დანარჩენი (დაახლოებით 40 ათასი კაცი) ფუძეებიდან გამოყვანილი ცხენოსანი მეომრები (თითო ფუძეზე თითო მხედარი). რადგან ფუძე შეიცავდა (იხ. § 9) 2-3 კომლს ანუ დაახლოებით 25 სულს ორივე სქესისას, ამიტომ 40 ათას ფუძეზე შეიძლება ვიანგარიშოთ 1 მილიონი სული, ორივე სქესისა.
ამავე ანგარიშით, რაინდების დაახლოებით 10 ათას მოსამსახურე პირთა და 3 ათას სხვა აზნაურ-მეომართა მიმართ უნდა ჩაითვალოს 325 ათასი სული ორივე სქესისა და დიდებულ-თავადნი 10-15 ათასი, ხოლო აზნაურნი 60 –70 ათასი, ორივე სქესისა.
სულ უმიწაწყლო და დეკლასირებულ პირთა ჩაუთვლალად (1,4 მილიონი სული, ორივე სქესისა ხოლო მთელი მოსახლეობა, სამღვდელოებისა და ბოგანოთა ჩათვლით, გამოდის 1,5 მლნ სულამდის, ორივე სქესისა, ზოგადად, ეს გაანგარიშება უნდა უახლოვდებოდეს სინამდვილეს.
![]() |
29 27. ყივჩაღების მოწვევა |
▲ზევით დაბრუნება |
ამ დროს ყივჩაღებში, რომელთაც რუსები პოლოვცებს უწოდებდნენ, ატყდა შინაური უთანხმოება, ყივჩაღების ნაწილი, თავისი მეთაურის ათრაკას წინამძღოლობით, აიყარა დონის აუზიდან და გადმოვიდა თავისი ბარგითა და პირუტყვით, სამთაბაროდ, ჩრდილოეთ კავკასიაში. თურქული მოდგმის ყივჩაღები, როგორც მომთაბარენი, იყვნენ საუკეთესო მეომრები და ცხენოსნები. ქართველები როგორც ჩანს, იცნობდნენ ყივჩაღებს საფიქრებელია, რომ თუმცა მცირედ იყო ქარავნებით სავაჭრო მიმოსვლა. ჩრდილოეთ კავკასიასთან, ყოველ შემთხვევაში, დავითმა შესაძლებლად ჩათვალა ყივჩაღების გამოყენება საქართველოს ინტერესებისათვის და გადაწყვიტა დამოყვრებოდა მათ მეფეს.
რა ბედი ეწია დავითის პირველ ცოლს, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ დავითი თავის მიერ დაწერილ „სინანულის გალობაში“ იხსენიებს თავის ცოდვებს და, სხვათა შორის, ამბობს, რომ მან რაღაც დიდი „უსამართლობა ჩაიდინა თავისი ცოლის მიმართ. ასე იყო თუ ისე, დავითმა მეორე ცოლად შეირთო ყივჩაღების მეფის ასული გურანდუხტი („ქართ. ცხოვრება“, I, გვ. 336). ეჭვს გარეშეა, რომ ამ ქორწინებას ჰქონდა პოლიტიკური სარჩული. დავითმა მიმართა თავის ახალ სიმამრს თხოვნით, გადმოესახლებინა საქართველოში ყივჩაღების ერთი ნაწილი. სათანადო მოლაპარაკების შემდეგ დავითი თვითონ გაემართა ჩრდილოეთ კავკასიაში შეუთანხმდა ოსებს ყივჩაღებისათვის გზის მიცემის შესახებ და, ამგვარად, 1118 წელს გამოიყვანა „წყობ,დ განმავალი რჩეული ორმოცი ათასი“ ყივჩაღი თავიანთი ოჯახებით გადმოსულ ჯარს გადმოჰყვნენ დავითის სიმამრი და ცოლის ძმებიც. 1123 წელს ყივჩაღნი კვლავ „აღთვალულ იყვნეს მაშინ, და იყო შებმული. კაცი ორმოცდაათი ათასი“ („ქართლის ცხოვრება, I“, გვ. 337, 343), საგულისხმებელია, უმეტესი ცხენოსანი და ნაკლები კი ქვეითი.
ამგვარად, შესაძლებელი შეიქნა ამ ახალი ძალების გამოყენება სამხედრო ოპერაციებისათვის.
საჭიროა გარკვეულ იქნეს, თუ რა უნდა იგულისხმებოდეს დავითის მემატიანის არსენის ამ ცნობაში, 40 ათასი ყივჩაღის გადმოყვანის შესახებ საქართველოში. მალე, ამის შემდეგ, როდესაც თურქ-სელჯუკთა წინააღმდეგ ბრძოლისათვის დავითს დასჭირდა მთელი თავისი ძალების მობილიზება, ყივჩაღი მეომრები (იგულხსხმებიან რჩეულნი) 15 ათასზე ცოტათი მეტი აღმოჩნდა (მათე ედესელის ცნობით, დიდგორწინის ომში მონაწილეობდა 15 ათასი ყივჩაღი და ყივჩაღების რაზმი შედიოდა უფლისწულ დიმიტრის ჯარში). ამიტომ ცნობაში 40 და 50 ათასი ყივჩაღის შესახებ უნდა იგულისხმებოდეს მამრობითი სქესის პირნი 10 წლიდან 60 წლამდის (ასევე ანგარიშობდნენ უფრო გვიან, როდესაც მონღოლ-თურქთა მიერ 1254 წელს საქართველოში და მთელს წინა აზიაში ჩატარდა საყოველთაო აღწერა). ამის მიხედვით, საქართველოში დავითის დროს იქნებოდა თავდაპირველად 110 ათასი ყივჩაღი, ხოლო შემდეგ, 1123 წელს –135 ათასი.
![]() |
30 28. თურქების ჯარის ხასიათი |
▲ზევით დაბრუნება |
„სიასეთ–ნამეს“ სათანადო თავი სასახლის ღულამების (მონა-მსახურთა) სააღრიცხვო ერთეულად აღიარებს კარავ-ვისაკს რომელშიც იგულისხმებოდა ოთხი ღულამი. ამ ოთხი ღულამის მფლობელი რაინდი იწოდებოდა ვისაკბაშად*. (შეად. ქართული „ოთხმიზდური“; იხ. ზემოთ, § 9). რასაკვირველია, რაინდს ცხენოსანი ღულამების გარდა ეყოლებოდა ერთი-ორი ქვეითი მსახურიც, როგორც ეს იყო ყველგან, ამ ეპოქის ფეოდალურ ლაშქარში. |
* Сясет-намеб стр, 325, прим. 177 |
ცნობილია, რომ თურქებს, როგორც ამ დროს ჯერ კიდევ უმეტესად მომთაბარე. ხალხს, ჰყავდათ მსუბუქი ცხენოსანი ჯარი, მაგრამ ჰყავდათ ქვეითი ჯარიც. მძიმედ შეიარაღებული რაინდები მათ მცირე ჰყავდათ. ფეოდალური ხანის რაინდების ინსტიტუტი შემუშავდა და მუშავდებოდა დასავლეთ ევროპაში. თურქულ ტომებში რაოდენობა ასეთი სახით არ არსებობდა. ამიტომ ვისაკ-ბაშები, ჩანს, ჩვეულებრივი მხედრები იყენენ, მაგრამ რამდენადმე უკეთესად და უფრო მდიდრულად შეიარაღებულნი.
„სიასეთ-ნამე“ - § 19) აღნიშნავს, რომ სულთანის კარზე. 200 სრული შეიარაღებული მხედარი და 4 ათასი ქვეითი. ამ ქვეითთაგან ათასი რჩეული მეადგენდა სულთანის განსაკუთრებულ ჯარს, ხოლო დანარჩენ სამ ათასს შეეძლო საჭიროების დადგომამდე ემსახურათ ამირებისა და სიპაჰ-სალარების (სპასალარების) რაზმებში.
სალაშქრო ჯარების სურსათით მომარაგების შესახებ შეიძლება ზოგადად ითქვას შემდეგი:
ამ ხანის არაბულ წყარო „კამელ არრევარიხ“-ში წერია, რომ როდესაც ქართველების მიერ თბილისის აღების შემდეგ ილღაზი ფრანგების წინააღმდეგ კრებდა თურქმანების ჯარებს, „მხოლოდ სიხარბე აიძულებდა თურქმანებს მისი დროშების ქვეშ შეყრილიყვნენ, როგორც ყველა ხედავდა, ისინი მოდიოდნენ ხურჯინით რომელშიც იყო ფქვილი და ერთი გამხმარ-შებოლილი ცხვრის ხორცი ნაჭრებად. ილღაზი იძულებული იყო საათობით ეთვალა დრო ლაშქრობის შესახებ. მიზეზი იყო ის, რომ თუ ლაშქრობა გაგრძელდებოდა, თურქმანები დაიქსაქსებოდნენ, რადგანაც მპს არ ჰქონდა მათთვის მისაცემი ფული“.
ერთი გამხმარ-შებოლილი ცხვარი მეომარს შეიძლებოდა ყოფნოდა ოციოდე დღე. შემდეგ ვინმეს. რამენაირად, უნდა ეზრუნა ჯარის შენახვისათვის. მხედველობაში მისაღებია, რომ ცხენოსან ჯარს ლაშქრობის დროს არ შეეძლო დღეში საშუალოდ 30 --35 კილომეტრზე მეტის გავლა, ხოლო სამხრეთიდან თბილისზე სხვადასხვა მიმართულებით მომავალ თურმქთა ლაშქარს ამიერკავკასიაში გასავლელი ჰქონდა დაახლოვებით 250 კილომეტრი ან ოდნავ ამაზე მეტიც. ამიტომ სურსათის მინიმუმი თურქების ჯარს თავიდ:ნვე თან უნდა ჰქონოდა,
მომარაგების ანალოგიური სისტემა უნდა ჰქონოდათ ქართველებსაც. დიდგორის ომისათვის ქართველების ჯარი გამოყვანილი იქნებოდა უკვე 1 აგვისტოდან და 15 აგვისტოსთვის 'მას თავისი სურსათი ჯერ კიდევ საკმაო ექნებოდა.
![]() |
31 29. თურქების დიდი გამოლაუკრება საქართველოს წინააღმდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
1118 წელს გარდაიცვალა სელჯუკიანთა საბრძანებლოს სულთანი მუჰამედი, მეორე სახელით ტიფარი (1105-–1118 წწ.), რომლის ადგილი დაიკავა მისმა ძმამ სინჯარმა (1118 – 1157 წწ). ეს სინჯარი სულთანად გამოცხადებამდის (ოცი წელიწადი) იყო ხორასანის, ე. ი. აღმოსავლეთ “პროვინციის მმართველად. სულთანად გახდომის შემდეგ ის დაკმაყოფილდა, ხორასანის გარდა, თურქ–სელჯუკიანთა სახელსმწიფოს აღმოსავლური პროვინციებით. ემორჩილებოდა მას აგრეთვე ღახნელთა სახელწიფო ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში. მაგრან თავისი მმართველობის პირველ ხანებში ის თვალყურს ადევნებდა თურქ-სელჯუკიანთა საბრძანებლოს დასავლეთ ქვეყნებსაც და მათ ბედზე მას ერთგვარი გავლენაც ჰქონდა. მხოლოდ შემდეგ, ეს დასავლეთი ქვეყნები გახდნენ ფაქტიურად დამოუკიდებელნი. ასე, რომ სინჯარის დროსვე, სელჯუკიანთა იმპერიამ დაიწყო დაშლა –ცალკე მხარეებში გაჩნდნენ დამოუკიდებელი ან თითქმის დამოუკიდებელი სულთანები, იმავე დინასტიის ცალკე “შტოთაგან. კერძოდ, ზემოთ დასახელებული სულთან მუჰამედ ტაფარის უფროსი შვილი, ჯერ კიდევ ყმაწვილი, მაჰმუდი გახდა ერაყისა და ადარბადაგანის, გილანის და არრანის, მაშასადამე, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მბრძანებლად, სულთანისავე ტიტულით. მას ჰყავდა ძმა მელიქ-თოღრულ, რომელიც 1121 წელს თორმეტი წლისა იყო. მისი ფაქტიური ხელმძღვანელი იყო მისივე ათაბაგი (აღმზრდელი) ქენ-თოღდა. მელიქ-თოღრულმა, უკეთ, მისმა ათაბაგმა, დაიკავა ადარბადაგანი და თავის რეზიდენციად გამოაცხადა განძაკი (ახლანდელი თავრიზი), ხოლო მის ათაბაგს ქენ-ლთოღდის ეკუთვნოდა გინძა და მისი მხარე. ეს თოღრული ამ ათაბაგ ქენ-თოღდის მეოხებით აუჯანყდა თავის ძმას, ერაყის სულთან მაჰმუდს და ეომებოდა მას. ამიტომაც სელჯუკიანთა სახელმწიფოში შინაური არევ-დარევა და დაშლის პროცესი მეტად შესამჩნევი შეიქნა.
ამით აიხსნება დავით მეფის მოქმედების გაძლიერებული აქტივიზაცია თურქების წინააღმდეგ მაშინვე, სულთან მუჰამედ ტაფარის სიკვდილის შემდეგ, 1118 წელს. როგორც გოტიეს ცნობიდან ჩანს (ის ხორასნელ სულთანს იხსენიებს საქართველოზე ლაშქრობის წამომწყებად), თბილელ–დმანელ ვაჭრების დეპუტაცია 1120 წელს გამოცხადდა ჯერ ხორასანში, უფროს სულთან სინჯართან, სადაც გადაწყდა საქართვლოს წინააღმდეგ დიდი ლაშქრობის მოწყობა, ხოლო ამის შემდეგ, თითქოს იგივე დეპუტაცია, მივიდა ერაყში სულთან მაჰმუდთან. მაგრამ წინასწარ საჭირო იყო შინაგანი ერთიანობის აღდგენა და მომავალი ლაშქრობისათვის მთავარსარდლის დანიშვნა. რელიგიური მაჰმადიანური ფანატიზმისა და სელჯუკიანთა დინასტიის ღირსების დაცვის საფუძველზე მალე მოხდა მორიგება სულთანმა. სინჯარმა ლაშქრობის ნომინალურ უფროსად დანიშნა თავისი ძმისშვილი გარდაცვალებულ სულთან მუჰამედ ტაფარის მეორე შვილი, თორმეტი წლის თოღრული, ამიტომ მის მაგივრად ფაქტიურად მოქმედებდა მისი აღმზრდელი ათაბაგი ქენ-თოღდი.
ქართველი მემატიანე ამ თოღრულს იხსენიებს მალიქის სახელით და გამოჰყავს სულთანის (იგულისხმება სულთან სინჯარი) ძედ („ქართლის ცხოვრ.“, I, გვ. 340). მაგრამ მალიქი აქ სახელი არ არის. მელიქის (მალიქის) ტიტულს ამ ხანებში და შემდეგშიც ატარებდნენ სელჯუკიანთა სახელმწიფოს მგართველი დინასტიის უფლისწულები. ისტორიკოსი იბნ ალ–ასირი (XIII ს. პირველი ნახევარი) ჩვეულებრივ მელიქის წოდებულებას უმატებს სელჯუკიანთა დინასტიის უფლისწულთა სახელებს. მაშასადამე, როდესაც ქართველი მემატიანე (და მათე ედესელი) თოღრულს მელიქის სახელით იხსენიებენ, მოულოდნელი აქ არაფერია. უნდა აღინიშნოს მხოლოდ, რომ ქართველი მემატიანე ცდება, როდესაც ამ მელიქს სულთანის შვილად ასახელებს: როგორც აღვნიშნეთ, ის იყო სულთან სინჯარის ძმისშვილი.
თურქების ლაშქრობა გვესახება შემდეგნაირად.
სულთანმა სინჯარმა დაგზავნა ბრძანება-მიმართვანი ყველგან, დაწყებული ხორასანიდან, ვიდრე სირიამდე, ჯარების. შეკრებისა და თბილისზე დიდი ლაშქრობის მოწყობის შესახებ. როგორც აღნიშნული იყო, ლამქრობის სათავეში სულთანის მიერ ნომინალურად დაყენებული იყო ერაყ–განძაკის სულთან მაჰმუდის ძმა მელიქ-თოღრულ, რომელიც თავის ათაბაგ ქენთოღდისთან ერთად მართლაც ღებულობდა მონაწილეობას ლაშქრობაში. ხოლო ფაჭტიურ მთავარსარდლად (სპასალარად) დანიშნულ იქნა ნეჯმ-ად-დინ ილღაზი.
ეს ითლღაზი (1108 – 1122 წწ) იყო თურქ ორთუკთა ჩამომავალი, ათაბაგების დინასტიის დამაარსებელი (ათაბაგები იყვნენ სხვადასხვა მხარეებში დანიშნული სულთანის ნაცვალნიც), ბაღდადის და ალეპოს მმართველ-მფლობელი, მისი რეზიდენცია იყო ქალაქ მარდინში. 1117 წელს ილღაზიმ ჯვაროსნებს წაართვა ალეპო (სირიაში) ხოლო 1121 წელს ერაყისა და განძაკის სელჯუკიანმა სულთანმა მაჰმუდმა (1118-–1131 წწ.) დანიშნა ის თავის მოადგილედ მაიაფარიკინში (დიარბექირში).
ილღაზს თავისი ასული გათხოვილი ჰყავდა არაბული ბენე-ასდის, უმთავრესად მომთაბარე ტომის ამირას სადაკ I-ის (1086 –1108 წწ.) შვილზე, შემდგომში ამირაზე – ნურ-ადდაულა დუბეის IIL-ზე (ეს ტომი XI ს-ის დასაწყისში გადმოვიდა არაბეთიდან და გაიშალა მდ. ტიგროსის მარცხენა სანაპირო მხარედან, ეფრატამდე, ჩათვლით) მთავარი ქალაქი იყო ხილლი, რომლის ადგილზე. მანამდის იყო ქალაქი ჯამაანა.
ნათქვამიდან ჩანს რომ ილღაზი სავსებით შესაფერის პირს წარმოადგენდა მთავარსარდლის თანამდებობისათვის. მას თვალსაჩინო გამოცდილება ჰქონდა მოპოვებული ჯვაროსნებთან ომებში, და ამ მხრივაც ის, სელჯუკიანთა სახელმწიფოს ხელმძღვანელთა თვალსაზრისით, მომენტისათვის შესაფერისი იყო.
ილღაზი გაემართა განძაკს (თავრიზს) და აქ, სულთან მაჰმუდის კარზე, შემუშავებულ იქნა ჯარების მობილიზებისა და, საერთოდ, ლაშქრობის გეგმა.
ილღაზიმ, როგორც მთავარსარდალმა, შეაგროვა 161 ათასი კაცი თურქთ და არაბთაგან, მცირედ სპარსთაგანაც შემდგარი ცხენოსანი ჯარი –ათი ათასი ცხენოსანი ამათგან დუბეი II-ისა იყო). არზრუმის მხარეში და, საერთოდ, საქართველოსკენ მსვლელობისას ილღაზხს შეუერთდა კიდევ 60 ათასამდის, უუმთავრესად თურქთაგან შემდგარი ჯარი (ჯარების • რიცხვის შესახებ იხ. ქვემოთ, § 30).
ამავე დროს წარმოებდა ჯარების შეგროვება აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში (განჯაში) და სამხრეთით კიდევ დვინში. განჯაში ჯარი გროვდებოდა ერაყის სულთანის მაჰმუდის შვილის –მცირეწლოვან თოღრილის მომავლი სულთანის 1132 –1133 წწ.) სახელით და არრანის განჯის ათაბაგის ქენთოღდის ფაქტიური ხელმძღვანელობით. დვინშიც ჯარი იკრიბებოდა ბითლისისა და არზანის (არზრუმის) თურქ ამირა თუღან-არსლანის მეთაურობით. ესენი უნდა ჩასულიყვნენ თბილისში და იქიდან შეერთებოდნენ ილღაზის ლაშქარს,
სათანადო მზადების შემდეგ, ჯარები 1121 წლის ივნის-ივლისში დაიძრნენ საქართველოსკენ შემდეგი მიმართულებით: თვითონ ილღაზი მთავარი ძალებით სირიიდან გაემართა არზრუმის მიმართულებით და იქიდან საქართველოსკენ. დაახლოებით 8 აგვისტოსათვის ეს ჯარი უკვე იმყოფებოდა თრიალეთ-მანგლის-კოჯრის გზაზე •და თავს იყრიდა დიდგორების ძირობისაკენ (არსენას ცნობის მიხედვით, „ქართ. ცხოვრება“, I, გვ. 341). მსვლელობისას ჯარს ეკავა გზა დაახლოებით 60–65 კილომეტრის სიგრძეზე. ვერეს წყლის ხეობაზე გასვლისას 30 ათასი ცხენოსნისაგან შემდგარი ჯარი გაემართა დიღმის წყლის ხეობისაკენ და გავიდა დიღმის წყლის სათავიდან დიდგორზე, სადაც იყო გადასასვლელი ხეკორძის და ძეგვის მიმართულებით.
სულთან მელიქ-თოღრულიც, ათაბაგ ქენ-თოღდისთან ერთად, ლაშქრით გაემართა (განძაზე გავლით) თბილისისაკენ. მაგრამ მან, როგორც ამირა არსლანმა, დვინიდან მიაღწია თბილისს ნახევარი დღის სავალის მანძილზე (მაშასადამე, დაახლოებით 15 კილომეტრზე). როგორც ეტყობა, ამ ჯარმა აქ დაიცადა, სანამ არაბ-თურქთა მთავარი ძალები დიდგორის მიმართულებით გადმოვიდოდნენ. როდესაც ეს მოხდა, მაშინ ხსენებული ამირებიც დაიძრნენ, თბილისზე გავლით, დიდგორის ველისაკენ.
![]() |
32 30. მოწინააღმდეგეთა ძალების რაოდენობა |
▲ზევით დაბრუნება |
წყაროები სხვადასხვანაირად აღნიშნავენ საქართველოზე მაშინ წამოსული ჯარების რაოდენობას - 600 ათას კაცს (გოტიე), 400 ათასს (მათე ედესელის ტექსტში ჩამატებული სხვა ცნობა), 150 ათასს (მათე ედესელი). ყველაზე სანდო ამ ცნობათაგან უნდა იყოს მათე ედესელის ცნობა.
ის აღნიშნავს, რომ ილღაზს ჰყავდა თავდაპირველად 150 ათასი კაცი. ეს რიცხვი, ნაწილობრივ, მოცემულია თვალზომით. იგი დარგვალებულად გამოხატავს ილღაზის ხელქვეით მყოფ ჯარების რაოდენობას. ამას ემატება კიდევ არაბეთის მფლობელის საღას (საღაკის) ჯარი (10 ათასი კაცი). მაგრამ მათე ედესელი შემდეგსაც აღნიშნავს. სახელდობრ, ამ ტექსტის „პირველ ვარიანტში (ვაღარშაპატის გამოცემა, 1898 წ., გვ. 350), ნათქვამია, რომ დიდგორის ომის შემდეგ თურქთა ჯარისგან ყოველ ათასიდან ასიც არ გადარჩენილაო (ე. ი. გადარჩენილა დაახლოვებით 9%). იმავე ტექსტის მეორე ვარიანტით კი (იერუსალიმის გამოცემა, 1869 წ.) ეს ცნობა გვაუწყებს, რომ დიდგორის ომის შემდეგ თურქების ჯარისაგან „ოცი ათასიც არ დარჩენილაო“, ე. ი., ვთქვათ, გადარჩა 19 ათასი. ამ ორი ცნობის შედარება (გადარჩენილი 19 ათასი კაცი შეადგენდა მთელი ჯარის მეცხრედს) იძლევა ჯარის საერთო რაოდენობას დარგვალებულად -–210 ათას კაცს. აქედან ილღაზს თავდაპირველად ჰყავდა 150 ათასი (მათე ედესელის ცნობა), +10 ათასი (არაბეთის მფლობელის ჯარი) - 160 ათასი. დანარჩენი (210 ათასი-–160 ათასი=) 50 ათასი მოუყვანიათ მელიქ თოღრულ-ათაბაგ ქენ-თოღდის და დვინელ ამირას არსლანს* |
* საყურადღებოა, რომ XIII ს. სომეხი ისტორიკოსის სპარაპეტ სუმბატის სიტყვით, ილღაზს საქართველოზე ლაშქრობისას 150 ათასი კაცი ჰყავდა. ეტყობა, სუმბატი ეყრდნობა და იყენებს მათე ედესელის ცნობას. |
საფიქრებელია, რომ ამ უკანასკნელთ უნდა მოეყვანათ მნიშვნელოვნად მეტი მებრძოლი. მაგრამ ირან-ერაყის ტერიტორიაზე არასრული სიმშვიდის მიზეზით, თვით სმართველ პირთა შორის არ იყო ერთსულოვნება. ამიტომაც სხვადასხვა ქეეყნებიდან დიდძალი ჯარების მსვლელობის ზუსტად კოორდინირების სიძნელის გაზო, ჯარის დროზე შეკრების გეგმა გერ შესრულდა და ამიტომ თურქების სარდლობას უკანასკნელ მომენტში თბილისის არეში აღმოაჩნდა იმაზე ნაკლები, რაც შესაკრებლად იყო განზრახული.
ამ ლაშქრიდან დასავლეთ დიდგორის ომში, ძეგვის მიმართულებით, სოფელ ბევრეთის ზემოთ მდებარე საწკეპელას მთასთან, იბნ-ალ-ასირის სათანადო ცნობით, ჩაბმული უნდა ყოფილიყო 30 ათასი კაცი, რომლებიც ილღაზის 160 ათასი კაციდან იქნებოდა გამოყოფილი.
მათე ედესელის ნაწარმოებში, ცნობა შეტანილია ანონიმური წყაროდან, რომ განძაკის სულთანმა მელიქმა მოაწყო საქართველოზე. ეს ლაშქრობა 400 ათასი მხედრის რაოდენობით, რაც ცხადყოფს, რომ საქართველოზე 1121 წელს მომავალი ჯარი თითქმის მთლიანად ცხენოსანთაგან შედგებოდა. ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგანაც თურქების სარდლობას განზრახული ჰქონდა სწრაფი დარტყმით ბოლო მოეღო საქართველოსათვის. ქვეითნი იქნებოდნენ მეტად მცირე, და მხოლოდ საბარგულო საქმის სამსახურისათვის.
ანტიოქიასთან ბრძოლის დროს მოსულის სულთანს კერბოგს 1098 წელს ჰყავდა 100 ათასი ცხენოსანი და 300 ათასი ქვეითი მეომარი. სხვა ცნობით, მისი ჯარი თითქოს აღწევდა 600 ათას კაცს. ორივე ცნობა გადამეტებული უნდა იყოს. მთელ ლაშქარში მძიმედ აღჭურვილი მხედრები და ლახტით შეიარაღებულნი იყვნენ (400 ათასიდან) 3 ათასი კაცი, რაც შეადგენდა საერთო. ლაშქრის 0,75%-ს.
სხვა: მასალის უქონლობის გამო, შეიძლება ასეთივე პროპორცია ვივარაუდოთ ილღაზის ლაშქრის შემადგენლობის დასადგენად. მაშინ მივიღებთ, რომ ილღაზის ხელქვეით მყოფ 210 ათასიდან მძიმედ შეჭურვილი რაინდები, ლახტების მქონენი იქნებოდნენ 1600 კაცამდის საერთოდ, ამ ხანაში მძიმედ შეჭურვილი მხედრები თურქებს (და არაბებსაც) მცირე ჰყავდათ.
დიდგორის ომის თანამედროვე, მათე ედესელი გადმოგვცემს, რომ თბილისის აღების შემდეგ დავითმა მოაწყო სასტიკი ამოწყვეტა, რის დროსაც დახოცილ იქნა „500 სრაჰანგი“.
ამ ცნობაში საყურადღებოა ტერმინი „სრაჰანგ“. მალხასეანის სომხური ენის განმარტებითს ლექსიკონში ეს სიტყვა ახსნილია, როგორც „მეომართა უფროსი, სპაი“ და დაკავშირებულია სპარსულ sarahang-თან. აქ იგულისხმება სპარსული სიტყვა „სარჰანგ“ – რაზმის უფროსი, ჯარისკაცების პატარა უფროსი. სიტყვაც „სპაი“ ნიშნავს მეთაურს, ოფიცრის რანგის უფროსს. გამოდის, რომ დავითის განკარგულებით დაუხოცავთ თურქული ვისაკ-ბაშების ტოლი რაინდები. ვფიქრობ, რომ თვით ტერმინი „სრაჰანგ/“ უნდა იყოს დამახინჯებული ფრანგული სერჟანტი (sergent), ლათინური servisus– მსახური. სერჟანტი მეაბჯრის როლს ასრულებდა. ამისი ფარდი ტერმინი დასავლეთ ევროპაში საშუალო საუკუნეებში იყო ლათინური scutarius – ფაროსაი (scuturum - ფარი). გამოდის, რომ თურქებს თბილისში ჰყოლიათ არა მძიმედ შეჭურვილი რაინდები, არამედ მხოლოდ საშუალოდ შეჭურვილი მეომრები, რომელნიც დაახლოებით ედრებოდნენ დასავლეთ ევროპის წამყვანი ქვეყნების (და ამ ხანაში ქართველებისაც) მცირე რაინდებს. დაახლოებით. ასეთივე მდგომარეობა უნდა ყოფილიყო ილღაზის მთელ ლამქარში.
ქართველების ჯარის შესახებ იგივე მათე ედესელი გადმოგვცემს, რომ ის შედგებოდა კარგად „გაწვრთნილი“ მეომრებისაგანო. სიტყვა „გაწვრთნილი“ თითქოს უნდა ნიშნავდეს, რომ ქართველების ჯარი დიდი უმეტესობით შედგებოდა ცხენოსნებისაგან და ქვეითი ჯარი იქ ცოტა იყო.
ქართველების ჯარის რაოდენობა დიდგორის ომში, მათე ედესელის ცნობით, ასეთია: 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაღი, 500 ალანი და 100 ფრანგი, სულ, მაშასადამე, 55600 კაცი. ხოლო, რადგანაც ფრანგი რაინდები თავიანთი თანმხლე მეაბჯრე-მსახურებით ორი ათას კაცამდე არიან საგულისხმებელნი, ქართველების ჯარში ბრძოლის დაწყებისას სულ 57,5 ათასი კაცია სავარაუდებელი.
ხოლო გოტიე, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, ქართული სამართებოდან მომდინარე ცნობებით უნდა სარგებლობდეს, ქართველების ჯარს ანგარიშობს 80 ათასი კაცის რაოდენობით. ამის მიხედვით უნდა ვივარაუდოთ, რომ უფლისწულ დიმიტრის ჯარში, რომელიც დიდგორწინის ველზე არ იმყოფებოდა, თავიდანვე უნდა ყოფილიყო (80 ათასი - 57,5 ათასი=)22,5 ათასი კაცი. უფლისწულ დიმიტრის, როგორც ვნახავთ, ზემო დიდგორიდან ვერეს წყლის ხეობით უნდა შეესრულებინა მძლავრი საფლანგო დარტყმითი ოპერაცია.
![]() |
33 31. დიდგორის ომის თარიღი |
▲ზევით დაბრუნება |
1121 წლის აგვისტო არის დიდგორის ომის თარიღი. სადავოა მხოლოდ, თუ როდის მოხდა მთავარი ომი - 12 აგვისტოს (ქართველი მემატიანე, „ქართლის ცხოვრების“ მარიამ დედოფლისეული, მაჩაბლისეული და „მცხეთის“ ნუსხები; მათე ედესელი, რომელიც უჩვენებს, რომ ომი მოხდა ღვთისმშობლის მარხვის ხუთშაბათს, რაც აგრეთვე იძლევა 12 აგვისტოს), თუ, იმავე მათე ედესელის ცნობით, 13 აგვისტოს (ერთი ხელნაწერით) ან 15 აგვისტოს (მეორე ხელნაწერით). ყველაზე სანდო ამ მხრივ ქართველი მემატიანის (არსენის) ცნობაა „შეითქუნეს, შეიმტკიცნეს სიმრავლითა ვითარცა ქვიშა ზღჯსა რომლითა აღივსო ქუეყანა, აგკსტოსსა თორმეტსა (ვარიანტი იძლევა წაკითხვას: აგკსტოსსა თურამეტსა,'' მაგრამ ეს აშკარა დამწერლობითი შეცდომაა) მოვიდეს თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა, რომელ თპვთ ფერკთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა“ (გვ. 340-341). ამგვარად, „თურქები 12 აგვისტოს იყვნენ გაჭიმულნი. თრიალეთსა, მანგლისის მხარესა და დიდგორებში. ავანგარდი იყო დიდგორებთან, იგულისხმება ძეგვის წყლის სათავის არე, საიდანაც, როგორც ეტყობა, თურქების მთელი ლაშქარი ფიქრობდა შეჭრას შიდა ქართლში. ლაშქარი იყო, მაშასადამე, გზაში, დაწყებული თრიალეთიდან დაახლოებით არა ნაკლებ 60 კილომეტრის სიგრძეზე. მოწინავე ჯარს ძეგვის წყლის სათავის გადასასვლელზე შეხვდა ქართველების ჯარი თვით დავით მეფის წინამძღოლობით და სასტიკად დაამარცხა ის. თურქები აქ იყვნენ 30 ათასი ცხენოსნის რაოდენობით, მათ დაკარგეს 4 ათასი კაცი ტყვედ • ჩავარდნილთა და, ალბათ, ამდენივე ან მეტი მოკლულთა სახით. ეს მოხდა 12 აგვისტოს (ამ თარიღს უჩვენებს დავითის მემატიანე და მათე ედესელის მითითება, რომ ომი მოხდა ღვთისმშობლის მარხვის ხუთშაბათს). “ ამ დამარცხებამ ცხადყო ძეგვის წყლის სათავის მიდამოებიდან შიდა ქართლში შეჭრის შეუძლებლობა. ამასთანავე, საჭირო იყო განძიდან თბილისზე მომავალ თურქ ჯარებთან კონტაქტის დამყარება და მის სარდლობასთან ერთად მოქმჰედების საერთო გეგმის შემუშავება. 60 კილომეტრხე გაჭიმული ჯარების თავმოყრა ახალი მიმართულებით და თბილისსე მომავალი თურქი ჯარების გადაყვანა დიღმის ველზე, მოითხოვდა დროს, და, საერთოდ, ამ უდიდესი მასების გასაშლელად გეგმის შემუშავება და მისი განხორციელება შეუძლებე804 ლია ორ დღეზე ადრე მომხდარიყო. ამიტომ 13 და 14 აგვისტო მოუნდებოდა წინასწარ სამზადისს. და თვით დიდგორის მთავარი ბრძოლა შეიძლებოდა მხოლოდ 15 აგვისტოს მომხდარიყო, როგორც ამას მართლაც აღნიშნავს მათე ედესელის წიგნის ერთი ვარიანტი.
![]() |
34 32. პირველი ბრძოლა თურქებთან დიდგორის ზეგანზე |
▲ზევით დაბრუნება |
ძეგვის ხევის მიმართულებით. იმას, რომ ქართველებს დიდგორწინის დიღი ბრძოლის გარდა ილღაზის ლაშქართან ან მის ნაწილთან კიდევ სხვა ბრძოლა ჰქონდათ, ამტკიცებს მემატიანე არსენის ასეთი სიტყვები, „მეფისა დავითისი ესეოდენთა (ე. ი. თურქთა) მიმართ წინაგანწყობა სამ ჟამადმდე იყო, და ვერცა პირველსა კუეთებასა (ვარ.: ომსა) შეუძლეს წინადადგომად“ (გვ. 342). მაშასადამე ყოფილა. ორი ომი – პირველი ომი, სადაც აგრეთვე თურქებმა ვერ შეძლეს „წინადადგომა“ და დამარცხდნენ, და მეორე კიდევ ის, სადაც თვითონ დავითი ხელმძღვანელობდა „წინაგანწყობას“ მთელი სამი საათის მანძილზე, თურქების საბოლოო დამარცხებამდე. პირველი ომი იგულისხმება დიდგორის ქედზე დავითისავე ხელმძღვანელობით, ძეგვის ხევისა და დიღმის წყლის სათავეებს შუა (საწკეპელას ზეგანზე) და მეორე კიდევ – მთავარი ომი – მის აღმოსავლეთით ათიოდე კილომეტრზე დიდგორწინაზე, დავითისავე განკარგულებით.
მართლაც, დიდგორის მთაზე, ხალხური გადმოცემით, აღნიშნულია ორი ბრძოლა: პირველი ბრძოლა დასავლეთ (ზემო) დიდგორზე დიღმის წყლის სათავეების არეში გადმოყუდებული მთის თვით ფართო და გრძელ ზეგანზე და მეორე კიდევ ამის აღმოსავლეთით ათიოდე კილომეტრზე, დიღმის გადამყურე დიდგორის მთის ძირობაში მდებარე ფართო ველზე, ე• წ. დიდგორწინზე. ორივე ადგილას არის იმ ნიშების ნაშთები, რომელთა აშენებს მაშინდელი ხალხური გაღმოცემა აკავშირებს ამ ადგილებში მომხდარ დიდ ბრძოლებთან. ამ ბრძოლათაგან, მთავარი ყოფილა დიღმის მიმართულებახე დიდგორწინიდან” ხოლო სოფელ ბევრეთისა და დიღმის წყლის სათავის აღმა დიდგორის: ზეგანზე, საწკეპელასთან მომხდარ ბრძოლას ჰქონდა მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა. ეს გარემოება იძლევა როგორც თურქების, ისე ქართველების საოპერაცკიო გეგმების გარკვევის შესაძლებლობას.
აშკარა ხდება, რომ თურქების სარდლობას მიზნად ჰქონდა დასახული თრიალეთ-მანგლისის მხარედან შეჭრილიყო შიდა ქართლში და ამით სასიკვდილო ლახვარი ჩაეცა აღსოსავლეთ საქართველოსათვის. მაგრამ რადგანაც არ იყო ცნობილი, თუ სად დაარტყამდნენ თურქები, ამიტომ ქართველების სამართებოს (შტაბს, როგორც ახლა ვიტყვით) თავისი ჯარის მეტი ნაწილი გაშლილი ჰყავდა დიდგორის ქედზე, ალბათ მანგლისიდან ძეგვის ხეობასე გადასასვლელი ზეგნის ახლოს (ეს იყო დიდგორის ქედის მთავარი გადასასვლელი). მაგრამ, როგორც ეტყობა, თურქების სარდლობამ დიდგორის ქედის ფორსირება გადაწყვიტა მოუხერხებელ და, ამიტომ ქართველებისათვის მოულოდნელ ადგილას – საწკეპელას ზეგანის მიმართულებით. ამ ოპერაციის შესასრულებლად გაგზაენილ იქნა ძლიერი რაზმი 30 ათასი ცხენოსნის რაოდენობით. მაგრამ ქართველებმა ეს რაზმი დაამარცხეს ზემო დიდგორის მიდამოებში, სადაც ამჟამად ძველი ნიშის ნაშთია. იბნ–ალ-ასირის წყაროში აღნიშნულია, რომ თურქების ჯარის დიდი რაოდენობა დაიღუპა, 4 ათასი კაცი ტყვედ იქნა: წაყვანილი, მოკლულთა რაოდენობა დაახლოებით 16 ათასი კაცია საგულისხმებელი, რადგან გადარჩა მთელი ლაშქრის მხოლოდ ერთი მესამედი. მოკლულთა რაოდენობის სიდიდე ამტკიცებს, რომ ქართველებს გამოუყენებიათ თავიანთი' მაღალი ტექნიკა -არბალეტები და ცეცხლის სასროლი მანქანებიც. მხოლოდ ასეთ პირობებში ხდება გასაგები იბნ–ალ-ასირის წყაროს ცნობა რომ თურქები პანიკურად გაქცევის. დროს, ცხადია, მთის ფერდობებზე ერთი მეორეს ხრამში აგდებდნენ და ღუპავდნენო. ამგვარად, ამ მიმართულებით დიდგორის ქედის გადალახვისა და აქედან შიდა ქართლში შეჭრის გეგმა თურქებისათვის ჩაიშალა. როგორც ნათქვამი იყო, ეს უნდა მომხდარიყო 1121 წლის 12 აგვისტოს.
![]() |
35 33. თურქების მზადება დიდგორის დიდი ომისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
ამ დროს სულთან თოღრილის 40 ათასიანი ლაშქარი უკვეე მიახლოებული იყო თბილისს. ამ ჯარს, თბილისზე გავლით, შეეძლო შეერთებოდა ილღაზის ლაშქარს მხოლოდ დიღომ-ვეძისის ხაზზე.
მიზნად უნდა ყოფილიყო დასმული შიდა ქართლში გადასვლა. მაგრამ თურქების დიდი ჯარების ამოძრავება მტკერის გაყოლებით, ბაგინეთ-არმაზის ხევის ნაპირის გავლით, შეუძლებელი იყო, რადგანაც არა თუ საშუალო საუკუნეებში, არამედ XVIII ს. ბოლოსაც აქ გზა არ იყო გაყვანილი. არტემ არარატელის სიტყვით ბაგინეთის კიდურზე – მტკვრის ნაპირას 1795 წელს მიდიოდა მხოლოდ ბილიკი. უკეთესი მდგომარეობა ამ მონაკვეთზე არც XII ს. იქნებოღა. ეს გარემოება კი შეუძლებელს ხდიდა თურქების მრავალრიცხოვანი ჯარი მტკვრის ნაპირიდან შიდა ქართლისაკენ გაჭრილიყო.
ამიტომაც, ილღაზის სამართებომ შეიმუშავა ახალი გეგშმა – სულთან თოღრილის ჯართან ერთად, მთელი ძალღონით ვეძის-დიღმიდან დიდგორწინზე გავლით და იქიდან, დიღგორის ქედზე არსებული სხვადასხვა ბილიკების გადავლით, შიდა ქართლში შეჭრისა. ამის შესაბამისად შედგენილი იქნებოდა ლაშქრის ცალკე ნაწილების დისპოზიციის გეგმა ახალი შემმტევი ოპერაციების შესასრულებლად. როგორც გოტიეს ცნობიდან ჩანს, ქართველების საომარ სამართებოს დროზე ჰქონდა მიღებული ცნობა ამ გადაწყვეტილების შესახებ, სახელდობრ, რომ თურქები ემზადებიან დიდგორწინის ველზე წამოსასვლელად, ქართველების ცოცხალი ძალის მოსასპობად, თუ ისინი შეეცდებოდნენ წინააღმდეგობის გაწევას, თუ არა და ამ გზით შიდა ქართლისკენ გზა მათთვის ხსნილი იქნებოდა.
თურქების სარდლობას ისიც ეცოდინებოდა, რომ დავითს საქართველოს მთელი ძალა ჯერ კიდევ არ ჰყავდა შეკრებილი და, რომ მას შეეძლო თავისი ლაშქარი გაეძლიერებინა როგორც ქართველებით, ისე საქართველოში მყოფი ყივჩაღებით, საერთო ანგარიშით სულ ცოტა 50 ათასი კაცით.
თურქების წინ წასულმა ძალებმა, როგორც ეტყობა, 13 და 14 აგვისტოს დაიწყეს თავმოყრა, საფიქრებელია, სოფელ ვეძისისა და დიღმის არეში. როდესაც თურქების სარდლობის საოპერაციო გეგმა ცხადი შეიქნა, ქართველების მთელი ჯარი, სხვებთან ერთად, მთლიანად დაგროვდა დიღმის ველის პირდაპირ დიდგორის წვერის ზეგანზე და, ალბათ, 14 აგვისტოს გადმოეშვა ქეევით (ველად) დიდგორის ძირობაზე.
როგორც ეტყობა, თურქების ჯარები, მანგლისის მხარედან გადმოსულნი, იწყებენ შეგროვებას დიღმის წყლის ხეობაში დაახლოებით წოდორეთ-ვეძისისა და ნაბაჭურის სერის ხაზზე, და მათ ახლო-მახლო. აქედან მაშინდელ თბილისამდე დაახლოებით 15 კილომეტრი, ე. ი. სწორედ 1/2 დღის სავალია, როგორც ეს სიბტ-იბნ-ალ-ჯოზის აქვს აღნიშნული. ამ არესა და თბილისს შუა იყო ნენავის მთა. წინა დღეს მათ ალბათ შეუერთდა საწკეპელას მხრიდან დიღმის წყლის სათავეებში და სოფელ ბევრეთზე გამომავალი თურქების ის ჯარი, რომელმაც 12 აგვისტოს დიდგორის ზეგანზე განიცადა დამარცხება. შემდეგ მთელ ამ ჯარს შეუერთდა სულთანის ძმისშვილის, მელიქისა და განძის ათაბაგის ჯარები, დაახლოებით 50 ათასი კაცი, რომელნიც თბილისზე გავლით 'ზოვიდნენ აგრეთვე დიღმის წყლის ხეობაში.
ამის საწინააღმდეგოდ, ქართველების ჯარი ქვედა დიდგორის ბილიკებზე გადმოსვლით გროვდებოდა დიდგორწინის ველზე. ეს ადგილი მოსახერხებელი იყო იმ თვალსაზრისით, რომ თურქებს შესაძლებლობას არ მისცემდა, თუნდაც ნაწილობრივ, ბაგინეთ-არმაზისკენ წასულიყვნენ, რადგანაც მაშინ ქართველების ჯარი მდ. მტკვრისაკენ ხუთიოდე კილომეტრით წაწევის შემდეგ მათ ზურგში მოექცეოდა. ამიტომაც, ძალაუნებურად, თურქებმა იწყეს შეგროვება ვეძის-დიღმის ხაზზე, ხოლო აქედან თურქების სარდლობამ დაიწყო თავისი უზარმაზარი ჯარის დალაგება და დაწყობა შემტევი ბრძოლისათვის.
თურქების ბრძოლის წესი ამ პერიოდში იყო ასეთი. ისინი ბრძოლისათვის ეწყობოდნენ გარკვეულ დიდ ჯგუფ-ერთეულებად მარაოს მსგავსად, უმეტეს ნაწილად ოთხ ხაზად: 1) მეწინავენი, 2) ამათ უკან, მარჯვნივ და მარცხნივ, მარჯვენა და მარცხენა ფრთის წინწაწეულნი მეწინავენი, 3) კიდევ ამათ უკან, მარჯეენა და მარცხენა ფრთები, ასევე წინწაწევით (მარაოსდაგვარად) და 4) ყველა ამათ უკან (ცენტრში) – დანარჩენი ძალები, რომელნიც არსებითად მძლავრ რეზერვს წარმოადგენდნენ. ბრძოლაში ჩაბმული იქნებოდნენ, თანდათან და ერთი მეორის მიყოლებით, პირველი სამი ხაზის ძალები, რომელთაც საჭიროების დროს (უკეთუ მოწინააღმდეგე არ დამარცხდებოდა და არ გაიქცეოდა) ბრძოლაში მიჰყვებოდნენ მეოთხე საზის მეომრების გუნდებიც.
თურქების მხრიდან მძიმედ შეიარაღებული რაინდები, რომელნიც შედარებით ცოტანი იყვნენ, იბრძოდნენ მეწინავეთა რიგებში. დანარჩენები კი იყვნენ მსუბუქად შეიარალებული ცხენოსნები, რომელნიც ჯგუფდებოდნენ, დაახლოებით, ათას-ათას სამხედრო ერთეულებად. ეს ერთეულები, რომელნიც დგებოდნენ რამდენინე ხაზად, ჯერ იბრძოლებდნენ მშვილდ-ისრით, შემდეგ კი გადავიდოდნენ მძლავრ შეტევაზე და გაანადგურებდნენ მოწინააღმდეგეს. როგორც მოხსენებული იყო, შეტევისათვის ჯარი ეწყობოდა მარაოს მსგავსად, ე. ი. ცენტრი დგებოდა შუაში, ფლანგები კი წინწაწეულნი იყვნენ, ასე რომ ისინი ყოველთვის ემუქრებოდნენ მოწინააღმდეგის ფრთებს*. |
*შეად. Н. П. Михневич. История военного искусства, стр. 132-136. |
დისციპლინა თურქების ჯარში საკმაოდ მტკიცე იყო.
ჯარების განლაგებას მოუნდებოდა 14 აგვისტო და 15 აგვისტოს მთელი დილა. თურქების მარცხენა ფრთა, ალბათ, მიებჯინა საკოს გვერდის სერს და ნაოქიანის გორას, რომლის წვერები არის ზემოდან ქვემოთკენ 1193, 1082 და 857 მეტრის სიმაღლისა ზღვის დონიდან, მარჯვენა ფრთაზე თურქების ჯარებმა დაიკავეს საკმაოდ გრძელი ნაბაჭურის სერი და უახლოვდებოდნენ განგრები სერსაც. ნაბაჭურის სერი იყო სიფართით საშუალოდ 700 მეტრი და სიგრძით, ვიდრე დიღმამდის, დაახლოებით 4 კილომეტრი. ამის ჩრდილოეთით არის განგრების სერი, დაახლოებით 1 კილომეტრ სიგრძეზე.
თბილისის სიმაღლე მტკვრის ნაპირას აღინიშნება 404 მეტრი ზღვის დონიდან, ნავთლუღი 432 მეტრი, მახათა 658, მთაწმინდა 727 მეტრი. ამასთან შედარებით დიღომში მტკვრის სანაპიროს სიმაღლე ზღვის დონიდან არის 420 მეტრი, ხოლო სოფელ დიღომში – 502 მეტრი. სოფელ დიღმის ხაზიდან დიდგორწინისაკენ ვაკე თანდათან მაღლდება, სულ დიდგორის მთის ძირობამდის დაახლოებით 250 მეტრის სიმაღლეზე, მაშასადამე, ზღვის დონიდან დაახლოებით 750 მეტრამდის. განსხვავება ზღვის დონიდან, სიმაღლის ზხრიე, თბილისსა და დიდგორწინს შორის არის დაახლოებით 350 მეტრი (750 – 400). ამით აიხსნება, რომ თუმცა განგრების სერი დიდგორწინში ზღვის დონიდან 809 მეტრის სიმაღლისაა, მაგრამ ის მაინც დაბალი სერია (სულ რაღაც 50-60 მეტრის სიმაღლეზე). ასევე დაბალი მოჩანს ადგილზე ნაბაჭურის სერი, თუმცა ის ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლაა, დაახლოებით 750 მეტრი. თვით დიდგორის მთის წვერი ამ ადგილას არის 1289 მეტრი ზღვის დონიდან.
მთავარი ბრძოლის ველი მოთავსებული იყო დიდგორწინზე, დიდგორის მთის ძირობიდან განგრების სერსა და ნაბაჭურის სერამდის ჩრდილო-აღმოსავლეთით და თვით ნაბაჭურის სერზე, ვიდრე სამხრეთ-დასავლეთით ნაოქიანის საკმაოდ მაღალ გორამდის, რომელიც გაჭიმული იყო ძეგვის გადასასვლელის წვერიდან, ვიდრე სოფელ ვეძისის მისადგომამდის, დაახლოებით 5 კილომეტრზე. აღმოსავლეთით ეკვროდა არცთუ მაღალი და მოკლე განგრების სერი და უფრო გრძელი ნაბაჭურის სერი„ სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ კი გაჭიმული იყო დიდგორწინის ველი, დაახლოებით 4X3 კილომეტრი ფართობით. ეს ველი სამხრეთისკენ თანდათან ეშვებოდა. აქ ის გადაბმული იყო ვეძის–დიღმის ველებთან, რომლებიც ადგილ-ადგილ მცირე გორაკებიანი იყო. ხოლო აღმოსავლეთით კიდევ ასეთივე ველი იყო გადაბმული სწორ და ვრცელ დიღმის ველთან, ვიდრე მდ. მტკვრამდის. რადგანაც დიდგორწინის ველსა და დიღმის მთელ ფართობს ერთგვარი დაქანება ჰქონდა სამხრეთისკენ, ქართველებმა თავშივე დაიკავეს დიდგორწინის ველის ჩრდილოეთი ნაწილი. ეს ადგილი, ბრძოლის მხრივ, მათთვის უფრო ხელსაყრელი იყო, ვიდრე სამხრეთიდან მომავალ თურქთა ჯარისათვის: ამრიგად, სამხედრო ტაქტიკის თვალსაზრისით ქართველებს ჰქონდათ ერთგვარი უპირატესობა თურქებთან შედარებით. ქართველების სარდლობის მიერ ძლიერ კარგად იყო აგრეთვე შერჩეული სამართებოს ადგილი იქ, სადაც ახლა არის ძველი ნიშის ნაშთი (ნიში დაინგრა ამ ოცდაათიოდე წლის წინათ) რადგან აქედან კარგად ჩანდა მთელი ველის ზედაპირი და განკარგულებათა გაცემა იქიდან მეტად მოსახერხებელი იყო.
![]() |
36 34. ქართველი ჯარის განლაგება |
▲ზევით დაბრუნება |
ზემოთ თქმულის (იხ. § 14) მიხედვით, ცხადი ხდება, თუ როგორ უნდა ყოფილიყო დაწყობილი ქართველების ლაშქარში მყოფი ორასი ფრანგ რაინდისაგან შემდგარი რაზმი. ორასი ფრანგი რაინდი ნიშნავდა ორას „შუბს“, რომელიც მთლიანად მოიცავდა დაახლოებით 2000 კაცს, მათ შორის 300-400 ქვეით მოსამსახურეს, ყოველი შემთხვევისათვის აგრეთვე შეიარაღებულს მსუბუქი იარაღით. ბრძოლის დროს თითო „შუბი“ დალაგდებოდა სოლისებურად. თუ სოლი შედგებოდა, მეთაურის ჩაუთვლელად, სამი ეშელონისაგან, მაშინ თითო სოლში მოხვდებოდა (1+3+3=)7 რაინდი, იგულისხმება თავისი მეაბჯრემსახურებით. ხოლო თუ თითო სოლი შემდგარი იქნებოდა. ოთხი ეშელონისაგან, რის შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტად არის საფიქრებელი, თითო სოლში იქნებოდა 9 რაინდი, დაახლოებით 90 მეაბჯრე-მსახურით. ეს უკვე თითქმის ასი კაცია, რაც მეტად მოსახერხებელი იყო ლაშქრის მაშინდელი გაანგარიშების დროს -–ასეულებად და ათასეულებად. ოცი ასეთი სოლისგან გამოყვანილი იქნებოდა ათასეულთა ორი რაზმი, თავთავისი ბანნერეტებით, ე. ი. დროშის მქონე უფროსებით. დროშა მიჰქონდა ცალკე აზნაურ-მედროშეს. დროშას იცავდნენ სპეციალურად ამისათვის გამოყოფილი მეომრები. რაზმს თან ჰქონდა, დროშის დაღუპვის შემთხვევაში, სათადარიგო დროშაც.
როგორც ზემოთ იყო მოხსენებული, ტერმინ ათასეულის ხმარება არ ნიშნავს იმას, რომ სათანადო რაზმში აუცილებლად ათასი კაცი იყო. შეიძლებოდა ნაკლებიც, მაგრამ ერთეულს მაინც ათასეული ერქვა.
ამგვარად, ფრანგების ჯარი დიდგორის ომში შედგებოდა. ორი ათასეულისგან და დაახლოებით ოცი სოლისაგან. თითო სოლზე საშუალოდ 35 მეტრის ანგარიშით ფრანგების ჯარს ეკავა 700-800 მეტრი ფართობი, ე. ი. მთელი საფრონტო ხაზის დაახლოებით 40%
მეწინავე ადგილი, ალბათ, წინდაწინ დადებუბული პირობის თანახმად, ეკუთვნოდა ორას ფრანგ რაინდს, მათი კაცებითურთ. ამ ორას ფრანგს, რომელნიც მეაბჯრე-მსახურებით ორ ათასეულს შეადგენდნენ, ეყოლებოდათ თავიანთი ორი უფროსი (მარშალი), რომელნიც ეზრუნველყოფდნენ მათ დაწყობას სათანადო სოლებად. შავთელის ცნობიდან ჩანს, რომ ერთი მარშალთაგანი იყო ონორი დუქსი (იხ. § 40).
მეწინავეობა ქართველებშიც პრივილეგიას შეადგენდა გარკვეული მხარეებიდან გამოსული რაზებისათვის. ჟანთააღმწერელი გარნისის ომის (1225 წ.) აღწერის დროს გადმოგვცენს, რომ „ივანე ათაბაგმან განაწყო სპანი მეფისანი, იმიერნი და ამიერნი, და აჩინა წინამბრძოლად თორელნი და ძმანიცა იგი ორნი ახალციხელნი, შალვა და ივანე, სახელოვანნი იგი მბრძოლნი, ვითარ წესად არს სახლისა მათისა წინამბრძოლობა. („ქართ. ცხოვრება, II, გვ. 169). აქედან ჩანს, რომ თორელებს თავიანთი მოყზე-რაზმებით პქონდათ საქართველოში ბრძოლების დროს წინაპბრძოლობის პრეროგატივა.
თამარის მეორე მემატიანე წერს, ბოლოსციხის (ბასიანში) ბრძოლის შესახებ, რომ იქ „წინამებრძოლად იყო ზაქარია მხარგრძელი ამირსპასალარი, და ორნიცა იგი ძმანი ახალციხელნი, შალვა და ივანე, დაღათუ შალვა მანდატურთ-უხუცესი იყო, ჭიაბერი და სხუანი თორელნი“ (იქვე, გვ. 95). და შენდეგ: „წინამებრძოლად იყო ზაქარია მხარგრძელი ამირსპასალარი და ახალციხელი შალვა და ივანე, და სხუანი თორელნი; და ერთ-კერძო (ე. ი. მარჯვენა ფრთაზე) აფხაზნი და იმერნი, ერთ-კერძო (ე. ი. მარცხენა ფრთაზე) ამერნი და ჰერკახნი“ (იქვე, გვ. 96).
ასეთივე წესი იყო გვიან, XVI ს-ნეშიც. 1545 წელს სოხოისტასთან (ბასიანში) ოსმალების წინააღმდეგ ომის წინ, მესხებმა მოსთხოვეს ქართლის მეფეს ლუარსაბს და იმერეთის მეფეს ბაგრატ III-ს გაეშვათ ისინი, ძველი წესის თანახმად, მეწინავედ („ძუელითგანვე მეწინაობად მისვლა მესხთათჳს განწესებულ არს“). მაგრამ მეფეები ამაზე არ დათანხმდნენ, რადგანაც მესხეთის ათაბაგობის პრეტენდენტი ოსმალების სერასკირის ბანაკში იმყოფებოდა. მესხებმა ეს იწყინეს, განზე გადგნენ და ომში მონაწილეობა არ მიიღეს (იქვე, გვ. 499). ძველი გადმოცემა ამ გარემოებას მიიჩნევდა ჭართველების მიერ სოხოისტას ომის წაგების მთავარ მიზეხად, რასაც შედეგად მოჰყვა მესხეთის მეტი ნაწილის დაპყრობა ოსმალეთის მიერ.
ფრანგების თითო სოლის ოთხი საფეხურის ანგარიშზე ხვდებოდა 9 რაინდი, დაახლოებით 30-35 მეტრის ფართობზე. ბრძოლის ასპარეზის ფართობი დიდგორწინის ველზე იყო დაახლოებით ორი კილომეტრი, პირველ ხაზს დაიკავებდა, მაშასადამე, ფრანგების გარდა, მათ მარჯვნივ და მარცხნივ დაახლოებით 500 ქართველი მოყმე, თავიანთი ამალებით, სულ დაახლოებით, თანმხლეთა ჩათვლით, 5 ათასი კაცი.
მეორე და მესამე ხაზზე მოხვდებოდნენ საშუალო და მცირე რაინდები. დავითი, საფიქრებელია, იქნებოდა მეორე ხაზზე. აქ ცალკე გამოყოფილი იქნებოდა, სხვა ქვეყნების მსგავსად, რჩეულ მოყმეთა ჯგუფი (20-40 კაცის შემადგენლობით) თვით მეფის დასაცავად. დავითი ამ დროს 50 წლის იყო და ამიტომ მას ყოველთვის არ მისცემდნენ მტერთან პირისპირ შებრძოლების ნებას.
საშუალო საუკუნეების დასავლეთ ევროპის წყაროებში ლათინური acies („წვეტი“) და cuneus („სოლი“) იხმარებოდა მოწინააღმდეგის მიმართ ღრმად დაწყობილი კოლონის აღსანიშნავად (იხ. დელბრიუკის დასახ. ნაშრ., III, გვ. 205). საყურადღებოა, რომ გოტიე განასხვავებს ერთმანეთისაგან, ქართველი სარდლობის განკარგულებას ორ მთას შორის მდებარე ველზე ჯარების ცალკე ნაწილებად agmina) განლაგების შესახებ, რაინდების. სოლებად დაწყობისაგან. აქ ხმარებული ტერმინი agmina სწორედ ცალკეულ რაზმებს აღნიშნავს. განკარგულება ამის შესახებ დილასვე (ალიონზე) იქნებოდა გაცემული, წინა საღამოსა და ღამე შემუშავებული დისპოზიციის მიხედვით. შემდეგ დავითმა სიტყვა წარმოთქვა ხელმძღვანელებისა და პირველი რაინდების წინაშე. ამას მოჰყვა, „დაუგვიანებლივ“, ახალი განკარგულება ცალ-ცალკე სოლებად (acies) განლაგების შესახებ. აქაც, რასაკვირველია, წინასწარ შემუშავებული დისპოზიციის თანახმად. აქედანაც ცხადია, რომ ერთი იყო მთელი ლაშქრის (56 ათასი კაცის) გაშლა და მეორე კიდევ, რაინდების, თავთავიანთი მსახურებით, სოლებად განლაგება.
ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ დასავლეთ ევროპის სარაინდო სოლისებური წყობა თავისუფლად ეთაესებოდა ხაზობრივ წყობას, როდესაც რაინდები ეწყობოდნენ ერთ ხაზად (მათ უკან იდგნენ წესისამებრ მათი მეაბჯრენი და მსახურნი). ამ წყობას ძველ–ფრანგულად' ერქვა en haye. თუმცა სოლისებურ და ხაზობრივ დაწყობას შორის დიდი პრინციპული განსხვავება იყო, მაგრამ მაინც ორივე ფორმა შეიძლებოდა ერთსა და იმავე დროს არსებულიყო და გამოყენებულიც ყოფილიყო ერთსა და იმავე ბრძოლაში. რომ ქართველებს ნაწილობრივ მაინც ჯვაროსნებისგანნ ჰქონდათ ათვისებული რაინდების სოლისებური წყობა, ეს ჩანს გოტიეს ცნობიდან, რომ დავითმა დააწყო თავისი ჯარი სოლებად (acies).
ამგვარად, მეწინავედ პირველი ხაზის ცენტრში, ოც სოლად, იყო 200 ფრანგი, სულ თავიანთ მეაბჯრე-მსახურებით ორ ათას კაცამდე. ქართველი რაინდებიდან პირველ რიგში განლაგებული იქნებოდა 500 პირველხარისხოვანი მოყმე თავიანთი მეაბჯრე-მსახურებით, დაახლოებით 50 სოლად, სულ 5 ათას კაცამდის.
ქართველი რაინდების მეორე რიგში შეიძლება ას სოლად განლაგებულიყო ექვსასამდის მეორე და მესამე ხარისხოვანიმოყმე, სულ თავიანთი მეაბჯრე-მსახურებით 3 ათას კაცამდის.
ქართველი რაინდების მესამე რიგში განლაგებული იქნებოდნენ დაბალი რაინდები აგრეთვე სოლებად ანდა, ერთი ფრონტალური ხაზით, რიცხვით დაახლოებით 800 კაცი, რაც თავიანთი მეაბჯრე-მსასხურებძთ იძლეოდა სამი ათას კაცს. ესენი იქნებოდნენ რეზერეში.
სულ კი, ქართველი რაინდები დიდგორწინის ველზე გამოდის 1800 – 1900 კაცამდის, ხოლო მეაბჯრე-მსახურებით სულ, დამრგვალებულად 12 ათას კაცამდის.
ქართველი რაინდების დანარჩენი 300 – 400 კაცი დარჩენილი იქნებოდნენ უფლისწულ დიმიტრის ჯარში, ზემო დიდგორის ზეგანზე, საწკეპელასთან.
მთელი ეს გაანგარიშება მხოლოდ საორიენტაციოა და ემყარება საშუალო საუკუნეების სარაინდო ჯარის წყობის შესახებ არსებულ მასალებს, იმ მონაცემებთან შეფარდებით, რომელნიც ჩვენ შეგვიძლია ზოგადად ვივარაუდოთ იმდროინდელ ქართველ მოყმეთა კონტიგენტის შესახებ*. |
*რაც შეეხება რაინდების განლაგების სიმჭიდროვეს, ეს დასავლეთ ევროპაში დამოკიდებული იყო დროსა და გარემოებაზე. ბრძოლაში ვორინგეგთან, 1288 წლის 5 ივნისს, მთავარმა ლიდერკერკემ დაუყვირა რაინდებს: „მტრის ჯარი გაიჭიმა განზე გვერდებისკენ, ასე რომ, ისინი სანამდის ჩვენ უკან მოხედვას მოვასწრებთ, გარს შემოგვერტყმიან. კარგი იქნება ჩვენც გავიწიოთ სიგანეზე, რომ ჩვენი რაზმი არ იყოს ასე მჭიდროდ და ღრმად". მაგრამ რაინდმა ლიბრეხტ დე-დორძელმა ამის საპასუხოდ გაცოფებით დაიყვირა: „მჭიდროდ, რაც შეიძლება მჭიდროდ და ვიწროდ. თვითეული დადგეს მეზობელთან რაც შეიძლება ახლოს და მაშინ დღეს ჩვენ ვასახელებთ ჩვენს თავს“. მაშინ ყველამ დაიყვირა: „რაც შეიძლება მჭიდროდ და რაც შეიძლება ახლოს ერთმანეთთან“. |
მოყმეთა რიგების უკან საგულისხმებელია სამართებოს ადგილი. სამართებოს შემადგენლობას განაგებდა მწიგნობართუხუცესი ბედიელ-ალავერდელი მთავარეპისკოჰოზი სვიმონ გულაბერის ძე. სამართებოს ევალებოდა ბრძოლის პროცესში დამატებით განკარგულებათა გაცემა და ჯარების მოძრაობის ხელმძღვანელობა. ეს ჯარები იყო სამართებოს ხაზზე. მის უკან განლაგებული იყო მსუბუქი ცხენოსანი ჯარი.
![]() |
37 35. ბრძოლის დაწყება. თურქების მთავარი შემოტევა და ქართველთა კონტრშეტევა |
▲ზევით დაბრუნება |
ადრე დილას, 1121 წლის 15 აგვისტოს, ქართველებს ეკავათ ადგილი დიდგორის ძირობაზე, დიდგორწინში. მათ აღმოსავლეთით იყო განგრების სერი. განგრების სერსა და დიღმის წყლის ხევს შორის არის დაახლოებით 2 კილომეტრი. დიდგორის ძირობასთან, ე. ი. დიდგორწინში, სადაც ახლაც არის ძველი ნიშის ნაშთი იყო, საფიქრებელია, ქართველების ჯარის ცენტრალური სარდლობის ადგილი, სამართებო. ქართველების ჯარს ეკავა ძირობის ველის ჩრდილოეთი ნაწილი, რომელიც დასავლეთის კიდურ ნაწილში ებჯინებოდა ნაოქიანის გორას, დაახლოებით 11/2 კილომეტრის ხაზზე.
ქართველების ჯარის განლაგების სიღრმე დიდგორის ძირობისკენ იყო დაახლოებით, 500 მეტრი. მთელი ველის სიგრძე. დიდგორის ძირობიდან (დიდგორწინიდან სამხრეთაღმოსავლეთის მიმართულებით) არის დაახლოებით 4-5 კილომეტრი. ამ ველს შუაზე ჰყოფს ნაბაჭურის სერი. ამის შემდეგ ეს ველი ეშვება დიღმის მიმართულებით სოფელ დიღომისკენ და მისი ვრცელი ველისაკენ.
დროის შესახებ შეიძლება წამოვაყენოთ ასეთი ვარაუდი. 15 აგვისტოს თბილისში მზე ამოდის 6 საათსა და 21 წუთზე, ალიონი, მამასადამე, იწყება 5 საათზე და ცოტა უფრო ადრეც. იმავე დღეს მზე ჩადის საღამოს 8 საათსა და 2 წუთზე. ღამდება, მაშასადამე, დაახლოებით საღამოს 91/2 საათზე. განსხვავება ალიონიდან სრულ დაღამებამდე არის 141/2 საათი. საფიქრებელია, რომ დიდგორის ველზე ქართველების ჯარი დილის 7 საათისათვის უკვე განლაგებული იქნებოდა. ბრძოლა დაიწყებოდა დილის 71/2–8 საათზე და გათავდებოდა სამი საათის შემდეგ, დაახლოებით 11 საათზე. ამის შემდეგ დაიწყო დევნა და ბრძოლები დიღმის ველზე (ამაზე ქვემოთ).
თურქების ჯარმა იწყო გაშლა ქართველების ჯარის სამხრეთით ნაოქიანის გორის ბოლო ძირობიდან, ვიდრე აღმოსავლეთით განგრების სერისა და ნაბაჭურის გორას მისადგომამდის, დაახლოებით 21/2 კილომეტრ ფართობზე.
ადრე დილას, ალიონზევე სამართებოსთან შეგროვილი იქნებოდნენ მეთაურები –მწიგნობართ-უხუცესსი მთავარ ეპისკოპოსი სვიმონი, ამირსპასალარი იოანე ორბელი, ხელმძღვანელი სამხედრო პირები, რაინდთა რაზმების ათასის თავები (თავადები) და სხვანი. საჭირო იყო წინა საღამოს შემუშავებული დისპოზიციის განხორციელება. ცნობა იყო მოსული (გოტიეს მიხედვით), რომ მტრის ლაშქარი განლაგებულია ველის მისადგომებთან (მაშასადამე დიღომ-ვეძისის ხაზზე) და დიდ ფაცა-ფუცშია დავით მეფემ მიმართა იქ დამსწრე ხელმძღვანელთ სიტყვით, რომელიც მოჰყავს გოტიეს და რომელიც იწყებოდა ასე: „ქრისტეს მოყმენო“. დავითმა ხაზი გაუსვა, რომ წინამდებარე ომი არის სამკვდრო-სასიცოცხლო, ყველამ უნდა იბრძოლოს თავგანწირვით და ამიტომ საჭიროა, რომ უკან დასახევი გზები შეკრულ იქნეს ხორგებით.
ყველა დაეთანხმა ამ აზრს. მხედართმთავრები დავითის მეთაურობით გაეშურნენ დისპოზიციით დანიშნულ თავთავის ადგილას, ჯარის დასაწყობად. პარალელურად დაიწყო უკან დასახევი გზების მაგრად ჩახერგვა ხეებითა და ქვებით. გზების ჩახერგვის საქმეს შეასრულებდნენ ლაშქრის უკანა ნაწილში მყოფი ქვეითი მეომრები, რომელნიც ლაშქარს სხვადასხვა მომსახურებისათვის მიჰყვებოდნენ. სამხედრო მნიშვნელობა კი ამ მოსამსახურეებს ჰქონდათ მეტად მცირე, ან თითქმის არავითარი.
ჯარის განრიგს, გოტიეს ცნობით, ხელმძღვანელობდა თვითონ დავითი. მთავარი, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა რაინდების განლაგებას.
ანალოგიური მუშაობა, რასაკვირველია, მიდიოდა თურქების უზარმაზარ ბანაკშიც, მაგრამ ამის შესახებ არავითარი ცნობა არ შემონახულა. როდესაც ქართველების ხელმძღვანელობამ დაამთავრა თავისი ლაშქრის განლაგება, თურქების ჯარიც განლაგებული იყო დიღომ-ვეძისის მიდამოებში. აქედან თურქების ჯარმა, როგორც გოტიეს ცნობიდან ჩანს, საკრავების დიდი ხმაურითა და ყიჟინით იწყო გადმოსვლა დიდგორის ველზე. საკრავების ეს ხმაური და, საერთოდ, ყიჟინი ისეთი მძლავრი იყო, რომ, გოტიეს ინფორმატორის სიტყვით, მთა და ბარი ამ ხმას ბანს აძლევდა. როგორც ეტყობა, წინ მოდიოდნენ თურქების ჯარის მძიმედ შეიარაღებული რაინდები, თავიანთი კაცებით, და, ალბათ, ერთ ხაზ-წყობად, რადგანაც სოლებად დაწყობა მათში არ იყო მიღებული.
ამის შემდეგ დაიწყო ბრძოლა. შეტევას იწყებდნენ ჯერ თურქების რაინდები, რომელნიც თავს დაესხნენ მეწინავედ მყოფ ფრანგ რაინდებს (გოტიეს ცნობა) ხოლო რადგანაც მეწინავე ფრანგებს წინა ადგილი მხოლოდ ცენტრის პირდაპირ ჰქონდათ, ხოლო თურქები კი, ბუნებრივია, მთელი ხაზით უტევდნენ, ამიტომ ქართველი რაინდების პირველი ხაზის მარჯვენა და მარცხენა ფრთაც მაშინვე გახდებოდა თურქრაინდების დარტყმის ობიექტი.
პირველი ხაზის ორას ფრანგ და პირველი ხაზის ხუთას ქართველ რაინდს (მათი მსახურებით მეტი არ დაეტეოდა) უტევდა დაახლოებით 11/2 ათასი თურქი რაინდი. ბრძოლა მიდიოდა თურქებისათვის არახელსაყრელ პირობებში. ფრანგები და ქართველები სოლებად იყვნენ დაწყობილნი, თურქები კი უტევდნენ გაშლილი ფრონტით. თურქი რაინდები ფრანგ-ქართველ რაინდთა ორ-ორ სოლს შორის ყვებოდნენ და, ცხადია, ორი მხრიდან დარტყმის შედეგად, იღუპებოდნენ. თავიანთი წყობის ასეთი უპირატესობის მეოხებით ფრანგ და ქართველ რაინდებს მეტად მცირე ზარალი ექნებოდათ, თურქი რაინდები კი დიდ ზარალს განიცდიდნენ. ამასთანავე, ქართველების მხარეზე რაინდები (რაინდების განლაგების სამივე ხაზის ჩათვლით), თურქებთან შედარებით, თითქმის ერთი ორად მეტნი იყვნენ. ამიტომ, როდესაც თურქი რაინდების მწყობრმა შეთხელება იწყო, შეტევაზე გადმოვიდნენ თურქ მსუბუქ ცხენოსანთა რაზმები. მაგრამ ასეთი ცხენოსნების შეტევა მძიმედ შეიარაღებული რაინდების წინააღმდეგ ბევრს არაფერს მოიტანდა, ახალ-ახალ მძიმე მარცხების გარდა.
მძიმედ შეიარაღებული ქართველი „მოყმეები” შეტევას გულისხმობს შავთელი 34-ე სტროფში:
34
აბჯარ-ჴრმალითა, ვეფხებრ მკრჩხალითა
მეხ ექმნა მტერთა ცით მოსალოდნი.
მიჰხვდეს სიბრმესა, დაჴდეს სიღრმესა
ორგულთა ერნი, ვითარცა ლოდნი.
აქარავანი აქ არა ვანი
მეგობართაგან მათთვის საწოდნი.
ვადიდებ ჴელსა ბრძენსა, არ ხელსა,
რომ სცა მათ ნიშნად ბოლოდ საცოდნი.
ი. ლოლაშვილის განმარტებით (იხ. მისი: ძველი ქართველი მეხოტბენი II, 1965, გვ. 195), „მკრჩხალი“ ნიშნავს მოღრიალეს. მთელი სტროფი ახლანდელი ქართულით იკითხება ასე:
„დავითი აბჯარ-ხმალით (ე. ი. თავისი აბჯარ-ხმლიანი რაზმით) ვეფხისებრ ღრიალით ციდან დაცემული მეხივით მოევლინა მტერს. მტრის ჯარი („ორგულთა ერნი“) მიეცნენ სიბრმავეს და ლოდივით დაეშენენ სიღრმეში (უფსკრულში). აბა ეს რა გასაჩერებელი ადგილია, ეს არაა მათი მეგობრების მიერ მათთვის საწადი სადგომი ვადიდებ დავითის ბრძნულს არა გიჟურად აჩქარებულს (ხელმძღვანელობას), რომ მათ მიანიჭა ნიშნად საცოდავი დასასრული”.
ამ სტროფიდან ჩანს, რომ გარკვეულ მომენტში, მძიმედ შეიარაღებული ქართველი რაინდები, რომლებსაც სათავეში დავითი ედგა, ვეფხვებრ ყვირილ-ღრიალით გადასულან შეტევაზე და მტერთაგან ბევრი მეომარი გადაუყრიათ ხევხუვში. პირველი შემტევნი, გოტიეს ცნობით, იყვნენ თურქები, ასევე ღრიალით, ყვირილით და ხმაურით. როდესაც ეს შეტევა გათავდა თურქების მარცხით, მაშინ მძიმედ შეიარაღებული ქართველი რაინდები, დავითის ხელმძღვანელობით, გადასულან კონტრშეტევაზე, დიდი წარმატებით.
ამის მიხედვით ირკვევა, რომ დავითი ამ შეტევის დროს ქართველი რაინდების მარცხენა ფრთაზე მდგარა. მაშასადამე, მას შემდეგ, რაც ფრანგ-ქართველი რაინდების პირველ ხაზზე თურქების შემოტევა დამარცხდა, დავითი, ალბათ სამართებოს მითითებით, გადასულა მარცხენას ფრთაზე, საიდანაც მეორე და მესამე ხაზის რაინდებით შეუტია გვერდიდან ნაოქიანის გორას მხრიდან მოწოლილი თურქების მსუბუქი ცხენოსანი ჯარის რაზმებს და გააქცია ისინი. ნაწილი კი ხევხუვში გადაცვივდნენ.
![]() |
38 36. დავითის შეტევა არაბების ჯარის წინააღმდეგ ნაბაჭურის სერზე |
▲ზევით დაბრუნება |
დავითი, ცენტრიდან მოყმეებით ასე ხერხიანად წარმოებული შეტევის შემდეგად მთელ ამ ხაზს, ალბათ, ამირსპასალარ იოანე ორბელს უტოვებს, ხოლო თვითონ უძღვება მსუბუქად შეიარაღებული ცხენოსანი ჯარის ნაწილს ნაბაჭურის სერზე, სადაც განლაგებული იყო არაბების ამირას დუბეისის ათი ათასიანი ჯარი, და სასტიკად შეუტია მას (შავთელის ცნობა, სტროფი 32). ამ ადგილას დავითმა გამოიყენა თავისი ტექნიკა რომლის შესახებ ზემოთ იყო ნათქვამი (ე. ი. არბალეტები, ნავთის ცეცხლით სასროლი ქვა-ყუმბარები და სხვ.) დუბეისის არაბთა ჯარი საუკეთესო იყო თურქების მთელ ლაშქარში. ეტყობა, სერზე თავდასხმა კომბინირებული იყო სხვადასხვა მხრიდან, რის გამო მტერმა განიცადა დიდი ზარალი. ეს საკმაოდ გრძელი ხაზი (არანაკლებ კილომეტრისა) მოწინააღმდეგის მკვდრებით და მძიმედ დაჭრილებით დაიფარა ქართველების ჯარი „უწყალოდ" იქცეოდა.
ქართველი მემატიანე (მოძღვარი არსენი) ასე გადმოგვცემს არაბების ჯარის წინააღმდეგ დავითის მიერ განხორციელებულ ამ შეტევას: პირველსავე ომსა იოტა ბანაკი მათი და ივლტოდა, რამეთუ ჴელი მაღლისა შეეწეოდა, და ძალი ზეგარდამო ჰფარვიდა მას, და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად, და ყოველთა სახილველად წინა-უძღოდა მას, და მკლავითა თჳსითა მოსრვიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა- მათ წარმართთა, რომელ თჳთ იგი უსჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს, და მოგვითხრობდეს სასწაულსა ამას მთავარ-მოწამისა გიორგისსა. და ვითარითა ღონითა მოსრნა სახელოვანნი-იგი მებრძოლნი არაბეთისანი, და ანუ მეოტთა ვითარ სიმარჯვითა და განკრძალულად ჰსდევნნა და მოსრნა. რომლითა აღივსნეს ველნი, მთანი და ღელენი, მძორებითა.“ (ქართ. ცხოვრება“, I, გვ. 341).
ამგვარად, საომარ ხაზზე დავითი თვითონ წინაუძლოდა თავისს ჯარს ახალი სახელმწიფო დროშით, რომელზედაც გამოსახული იყო მდგომარე (და არა ცხენზე მჯდომი) წმიდა გიორგი. დავითი „მკლავითა თჳსითა“ ხოცავდა მტრის შემომტევ მეომრებს. მაშასადამე, იყო მომენტი, როდესაც არაბი მეომრები თავს •დაესხნენ ქართველებს იქ, სადაც იყო მთავარი დროშა და დავითიც, რომელიც იძულებული გამხდარა კრიტიკულ მომენტში თვით ჩაბმულიყო ხელჩართულ ბრძოლაში. შემდეგ ჯარში გავრცელდა ხმა წმიდა გიორგის რაღაც სასწაულებრივი აქციის შესახებ, ქართველების სასარგებლოდ. ყოფილა, მაშასადამე, მეტად კრიტიკული მომენტი, რომლის დაძლევა, ზოგიერთის თვალსაზრისით, სასწაულებრივი საშუალებით შეიძლებოდა ახსნილიყო. ამ ვერსიას საფუძვლად დაედო, როგორც ჩანს, ცეცხლის სასროლი იარაღის ამოქმედება დრომაზე შემომტევი არაბების წინააღმდეგ, რამაც შესაძლებელი გახადა მათი დახოცვა და მოგერიება.
მტერი შეიქნა „უძალო". დუბეისმა და სხვებმა გაქცევით უშველეს თავს, „გლახაკებრ ძონძთა მოფენით“ („აბდულმესიანი”, სტროფი 32). მოწინააღმდეგემ დასტოვა მთელი თავისი ბარგი, ბევრი „შიშით და ძრწოლით“ ნებდებოდა ტყეედ (იქვე, სტრ. 33). მტერი მთლად დაიქსაქსა და დაიბნა. „რამეთუ გლეხთა იხილემცა, ოდეს არაბთა მეფენი მოჰყუან დეს ტყუედ და სხუათა გოლიათთათს რადღა რამცა გუნდოდა თქმად“ (მემატიანე, „ქართლ. ცხოვრება“, I, გვ. 341-–-342). გლეხებსაც (იგულისხმებიან მსახურნი გლეხნი, რომელნიც თან ახლდნენ მოყმეებს) კი მოჰყავდათ ტყვედ არაბთა ამირები (მათ ქართველი ავტორი მეფეებს უწოდებს), ხოლო პირველხარისხოვან რაინდებზე („გოლიათებზე“) რაღა საჭიროა ლაპარაკიო.
დიდგორის ომის უკანასკნელი ეპიზოდები უნდა იგულისხმებოდეს შავთელის შემდგომ სტროფებში.
30
მტერთა მახვილნი იქმნეს, ვით ცვილნი,
მახითა მითვე, რომელ დაარწყვეს,
ექმნა წარმართსა და ერსა მართსა
განსახრწნელ, რომელ სრულ პყრობილ იყვნეს.
რა მარზაპანთა და სპათა მათთა
შეჰრისხდა ლომი, თვით ნანვად იწყეს.
მაშინ დავით, მათ მაშინ დავით მათ
მრჩობლად სხეულთა სული განიყვეს.
31
იყვის რა ზმითა, ურიცხვ რაზმითა
გულის-მდებელად თვისთა სპათათვის,
გორგასლიანი, დავითიანი
დროშა იახლის მსრველად მტერთათვის.
არ ვეჭვ, ეგზომი ბრძოლა და ომი
სხვასმცა ძალ-ედვის მისგან მიმართ ვის?
მებრძოლთა გუნდნი ყოვლად ყვნის ცუდნი
ჴმა როსტომითა უმჴნე ძალთათვის
32
ვჴმობ ვამეყ-ვისსა, ართუ მეყვისსა,
როს იავარ-ყო იამან ქვეყნით,
აღმოფხვრა სული - ძე და ასული:
რაც უყო, თქმევად ვის ძალ-უც ენით?
ვნახეთ ა სერი: მაზედა სერი -
მჴეცნი, მფრინველნი უწყლად მისევნით!
ექმნა უწყალოდ, თვით ქმნა უძალოდ
მეფე გლახაკებრ ძონძთა მოფენით
აქ იგულისხმება დუბეის II, არაბთა ტომის ბენუ-მაზიადის მეთაური (მეფე). შავთელი გადმოგვცემს, რომ იემენიდან (სამხრეთ-დასავლეთი არაბეთიდან) ხსენებული ტომი იავარ უყვია, ე. ი. ბევრის ამოწყვეტით განუდევნია ვამეუვისს. ახლა კიდევ დიდგორის ველზე ამ ტომის .ამირას (მეფეს დუბეისს ეკავა სერი. არაბები გაიქცნენ ისე, რომ მათ მეფეს შერჩა „გლახაკებრ მხოლოდ ძონძები“. სერი დაფარული იყო მკვდრებით, რომელთაც მხეცნი და ფრინველნი ძიძგნიდნენ. ქართველი მემატიანეც გადმოგვცემს, რომ დიდგორზე გამარჯვების შედეგად „აღივსნეს ველნი, მთანი და ღელენი მძორებითა“ (გვ. 341). ხსენებული სერი უნდა იყოს საბრძოლო ველის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდურზე მდებარე ნაბაჭურის საკმაოდ გრძელი •სერი. ჩანს, ეს სერი ეკავა ამირა დუბეისის ჯარს.
„აბდულმესიანის“ 33-ე სტროფი შინაარსით წინანდელი სტროფის გაგრძელებაა:
33.
თვით სულ იმონა კიდე ლიმონა,
მით გამოსცდიდა ლომისა მკლავთა:
ალაგა მითა - ა ლაგამითა
ცქაფად იჴმარნეს ეტლთა მბრუნავთა.
ვინ რისხვით უჴმო, უტყვ-იქმნეს, უჴმო
შიშით და ძრწოლით მომრთმევად თავთა.
ბნელ-ჰყოფს ყოველთა ქვეყნის მპყრობელთა
ვით მზე დაჰფარავს სხვათა ვარსკვლავთა.
სიძნელეს იწვევს პირველი სტრიქონის გაშიფრვა. მგონი, რომ „კიდელი მონა“ უნდა ნიშნავდეს: კიდელი არის იგივე კიდური, ხოლო „მონა“ – არაბულად მავნ – საჭირო საცხოვრებელი მარაგი (იგულისხმება პროდუქტები, მოწყობილობა და სხვ.). აზრი, მაშასადამე, ისაა, რომ დავითი სავსებით დაეუფლა („თვით სულ იმონა“) კიდურ მარაგს. მტერმა კი ისწრაფა იმ ალაგიდან, ცხენის ლაგამის ამოქმედებით, თავისი ბედის მობრუნება. ბევრი თვითონ დანებდა და სხვ. მაშასადამე, ხსენებულ სერზე მტრის დამარცხებასა და მის გაქცევას შედეგად მოჰყვა ქართველების მიერ მთელი სურსათ-სანოვაგის მარაგისა და ბარგის ხელში ჩაგდება, ტყვეების წამოყვანა.
![]() |
39 37. ქართველების თავდასხმა თურკებზე ნენავის მთიდან და ზურგში |
▲ზევით დაბრუნება |
დიდგორის ომში ყურადღებას იქცევს ის, რომ მოწინააღმდეგე, თავისი სიმრავლის მიუხედავად, განადგურდა კატასტროფულად: ლაშქრის 90% დაიღუპა სიკვდილით ან ტყვედ ჩავარდნით, ფრონტალური იერიშით ეს არ შეიძლებოდა მომხდარიყო. ცხადია, ქართველების სარდლობამ მოაწყო რაღაც მანევრირება და ამის შედეგად მოხლა მტრის ჯარის უმეტესი ნაწილის გარემოცვა, რამაც შესაძლებელი გახადა მოწინააღმდეგის განადგურება.
ამ თვალსაზრისით ყურადღებას იქცევს ალ-ფარიკის ცნობა უფლისწულ დიმიტრის თავდასხმის შესახებ იმ მთიდან, რომლის ძირობაში თურქების ჯარი იყო განლაგებული. ეს ცნობა ალ-ფარიკს ადგილზე ექნებოდა ქართველებისგან გაგონილი.
დიდგორწინის ველს ჩრდილოეთ მხარეზე აკრავს ცალკე გორა-სერები და არა მთები. ამიტომ ალ-ფარიკის ეს ცნობა უნდა გვიჩვენებდეს, რომ დასავლეთ დიდგოოსე, საწკეპელას მთის ზეგანზე, მომხდარი ომის შემდეგ იქ უფლისწული დიმიტრი დიდი ჯარით იმყოფებოდა დიდგორწინზე ომის წინა დღესაც (ე. ი. 14 აგვისტოს), რადგანაც მოწინააღმდეგის საოპერაციო გეგმა გარკვეული არ იყო და ილღაზის კვლავ შეეძლო ძეგვის ხეობის მიმართულებით გადასასვლელად ახალი ძალები გამოეგზავნა. ამიტომ მიზანშეწონილად იქნა ცნობილი, რომ უფლისწული დიმიტრი თავისი ჯარით კვლავ დარჩენილიყო საწკეპელას მიდამოებში, სანამ მოწინააღმდეგის გეგმა გამოაშკარავდებოდა. ხოლო იმის შემდეგ. როდესაც ეს გამოირკვა, ალიონზე, 15 აგვისტოს, უფლისწული დიმიტრი დაიძრა საწკეპელას ზეგანიდან, საიდანაც მან სვლა იწყო დიღმის წყლის ხეობით, წოდორეთის მიმართულებით. დიმიტრის ჯარში ამ დროს, ზემო დიდგორზე გადახდილი ომის შემდეგ, საეჭვოა, რომ ფეხზე მდგომი 20-21 ათას კაცზე მეტი ყოფილიყო (თავიდან მას ჰყავდა, როგორც აღვნიშნეთ, 22500 კაცი). რასაკვირველია, ამ მსვლელობის დროს, დიმიტრის მუდმივი ცოცხალი კავშირი ექნებოდა დიდგორწინში მყოფ სამართებოსთან, საიდანაც ის, ბუნებრივია, ღებულობდა მითითებებს, თუ საითკენ უნდა წარემართა თავისი მსვლელობა.
იმის გასაგებად, თუ რა მოხდა შემდეგ, საჭიროა გავითვალისწინოთ წყაოოების შემდეგი მონაცემები.
გოტიეს ცნობით, თურქების ჯარის რაოდენობა თითქოს 600 ათას კაცს აღწევდა, ხოლო გაქცევის დროს სამი დღის განმავლობაში, მისი სიტყვით, თურქებმა 400 ათასი კაცი დაკარგეს. გამოდის, რომ დიდგორწინის ველზე თურქებმა დაკარგეს დახოცილთა და ტყვედ ჩავარდნილთა სახით, თავისი ჯარის მესამედი. მაგრამ თურქების ჯარის სრული რაოდენობა, როგორც ვნახეთ, 210 ათასი კაცი უნდა ყოფილიყო. მაშასადამე, თურქებმა დიდგორწინის ველზე დაკარგეს 70 ათასი კაცი და რომ პირველი დიდი დამარცხების შემდეგ და პირველი გაქცევისას თურქებს დარჩათ (210-70) 140 ათასი კაცი. საბოლოოდ კი გადარჩა დაახლოებით 19 ათასი კაცი. მაშასადამე, უკვე გაქცეული ჯარიდან შემდეგ დაღუპულა თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე პირველი გადამწყვეტი ომის დროს დიდგორწინის ველზე. ცხადია აქედან, რომ გაქცევას მოყვა ახალი დიდი ომი უკვე თითქმის გარშემორტყმულ, ყოველ შემთხვევში გზებჩაკეტილ მდგომარეობაში მყოფ თურქთა დაქსაქსულ და დემორალიზებულ ჯარებთან.
ეს რომ ასე იყო, ჩანს კიდევ შემდეგიდან. გოტიეს სიტყვით, ქართველები სდევნიდნენ გაქცეულ თურქების ჯარს სამი დღის განმავლობაში, ხოლო იბნ-ალ-ასირის წყაროს მიხედვით 10 ფარასანგის მანძილზე. 10 ფარასანგი კი ძველი საზომით უდრის 53 კილომეტრს. სამი დღის განმავლობამი მდევარი ჯარისთვის, როდესაც მოწინააღმდეგე მთელი სისწრაფით გარბის, 53 კილომეტრი მეტად ცოტა მანძილია. უამისოდაც ცხადია, რომ 140 ათასი თუნდაც დაქსაქსული, ლაშქარი შეეცდებოდა გზადაგზა შეჩერებულიყო წინააღმდეგობის გასაწევად, თუნდაც თავისი უკანდახევის წესიერად უზრუნველსაყოფად. ამიტომ დიდგორწინის ველზე დამარცხების შემდეგ თურქების ჯარი უნდა შეჩერებულიყო დიღმის ველზე. რატომ უნდა გაჩერებულიყვნენ თურქები დიღმის ველზე? ეს გაჩერება უნდა ყოფილიყო იძულებითი, რადგან მათ უკან დასახევი გზები გადაჭრილი ჰქონდათ, როგორც ეტყობა დიმიტრი უფლისწულის მიერ. ის თავისი 20-21 ათასი ცხენოსანი ლაშქრით ჩაკეტავდა დიღმის წყლის ხეობიდან ნენავის მთაზე და მის გაგრძელებაზე გადასასვლელ ბილიკ-გზებს და, რაც მთავარია, დიღმის ველიდან სამხრეთით საბურთალოსკენ მიმავალ გზა–ბილიკებსაც.
იბნ-ალ-ასირისა და ალ-ფარიკის ცნობათა მიხედვით, უფლისწული დიმიტრი, რომელსაც თავის ჯარში ყივჩაღებიც ჰყოლია, ზურგში მოექცა თურქებს შუა ბრძოლაში, მაშასადამე, ზემოთ მოცემული გაანგარიშებით, დაახლოებით დილის 9I/2 საათზე. ზემოთ თქმულის მიხედვით, ეს უნდა მოჭხდარიყო სოფელ დიღმის არეში, ან იქვე მის აღმოსავლეთით, სადაც თურქებს დატოვებული ექნებოდათ თავისი ბანაკი, მცირერიცხოვანი რაზმით.
მთაზე გადმოსული ქართველების ჯარიდან ქვემოთ ჩამოეშვა ორასი ყივჩაღი, ვითომდა თურქების მხარეზე გადასასვლელად, როგორც ეს მოთხრობილი აქვს იბნ-ალ-ასირს. თურქებმა ისინი ახლოს მიუშვეს თავიანთ რიგებთან. მაშინ ყივჩაღებმა უცბად დაიწყეს ისრების სროლა და შემდეგ გადავიდნენ ხმლით იერიშზე. ამასობაში მათ მოეშველა ნენავის მთიდან გადმომდგარი ქართველების სხვა ჯარიც, უფლისწულ დიმიტრი მეთაურობით (უფრო საგულისხმებელია ქართველებთან ერთად ყივჩაღების ჯარის ნაწილიც), რომელიც ჩაება ბრძოლაში. იბნ-ალ-ასირის წყაროს ცნობით, ყივჩაღებმა დაუშინეს თურქებს ხელშუბები და ისრები. აქ უნდა იგულისხმებოდეს მაზრაკა-არბალეტები რომლებითაც შეიარაღებული იყვნენ 200 ყივჩაღის უკან მიმავალი ქართველყივჩაღთა რაზმები რადგანაც შთურქებს არბალეტები არ ჰქონდათ, ამიტომ მათ ბანაკს ამ ხაზზე თავზარი დაეცემოდა.
ამგვარად, თურქებს დიდი დარტყმა მიაყენეს მარცხენა ფრთაზე და ზურგში, და ისიც ისე მძლავრად, რომ •ამან საბედისწერო შედეგი იქონია მათზე.
![]() |
40 38. თურქების ლაშქრის სრული განადგურება |
▲ზევით დაბრუნება |
ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს დიდგორწინის ველზე თურქების გამლილი ლაშქრის სარდლობაზე და ლაშქარზე. ამით აიხსნება ალბათ, რომ თურქების სარდლობა და ჯარი მოიცვა პანიკამ, რის შედეგი იყო დიდგორწინის ველზე მათი სასტიკი დამარცხება.
გაქცეული ჯარი გამოვიდა დიღმის ველზე. მას გამოედევნა ქართველების ჯარი, ფრანგებთან და ყივჩაღებთან ერთად. დამფრთხალი და დემორალიზებული თურქები, არაბებითურთ, ვერ ახერხებდნენ მწყობრად დალაგებას. ქართველი მემატიანე გაკვირვებით აღნიშნავს, თუ როგორ დავითმა „მეოტთა (გაქცეულთა) ვითარ სიმარჯკთ და განკრძალულად სდევნნა და მოსრნა, რომლითა აღივსნეს ველნი, მთანი და ღელენი მძორებითა“ (გვ. 341). მთავარი დანაკლისი თურქების ჯარმა სწორედ ამ დევნის დროს განიცადა, ეს ხდებოდა მეტწილად იმის გამო, რომ თურქების ჯარის საუკეთესო ნაწილი, რაინდების სახით, უკვე შეაკვდა ქართველ-ფრანგი რაინდების რიგებს.
თვით მთავარსარდალი ილღაზი მძიმედ დაიჭრა თავში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებდა პანიკას. 1154 წ. ეს ადგილები ინახულა ალ-ფარიკმა, რომელიც ამ ომის შესახებ მიღებული ცნობების საფუძველზე როგორც მოხსენებული იყო, წერდა: „დაიხოცა მაჰმადიანების ურიცხვი რაოდენობა, ტყვედ წაყვანილ იქნა მაჰმადიანებისა და არაბების უაზრავი რიცხვი“-ო. ქართველებმა აიღეს მდიდარი ნადავლი, ხოლო მაშინ წაყვანილი ტყვეების ნაწილი ახლაც, ე. ი. 1154 წელს, მათთან არისო.
დიღმის ველიდან თურქ-არაბები, ვინც მოასწრო, გაიქცნენ სამხრეთისკენ, როგორც ეტყობა თბილისისათვის გვერდის ავლით. მათე ედესელი გადმოგვცემს: ქართველები დამარცხებულთ და გაქცეულთ სდევნიდნენ 8 დღის განმავლობაში, ეიდრე ანისის საზღვრამდისო. ეს არის 180-200 კილომეტრი. აქედან, პირველი სამი დღის განმავლობაში, როგორც აღვნიშნეთ, იბნ-ალ-ასირის ცნობით, სდევნიდნენ 50-ოდე კილომეტრის მანძილზე. სამი დღე ამ შედარებით მცირე მანძილს იმიტომ მოუნდა, რომ საჭირო იყო გზების კარგად დაზვერვა და, გარდა ამისა, სიფრთხილეც), რადგან გაქცეულები ადგილ-ადგილ თავის გადასარჩენად წინააღმდეგობების გაწევასაც შეეცდებოდნენ. დანარჩენი ხუთი დღის განმავლობაში დევნა გრძელდებოდა, დღეში 25-30 კილომეტრის მანძილზე.
თვით დავითი დევნის ორგანიზების შემდეგ დაბრუნდებოდა თავის ბანაკში. ალბათ, ბანაკში დარჩენილი გამარჯვებულნი (ბრძოლის დღესვე, 15 აგვისტოს) საღამო ხანს შეუდგნენ სამხრობას, რომელიც ნადიმში გადაიზარდა, ხალხური გადმოცემა უჩვენებს ნიშის ნანგრევებს იმ ადგილზე, სადაც უნდა ყოფილიყო ბრძოლის სამართებო და სადაც ხალხის ხსოვნა აღნიშნავს საბოლოო გამარჯვების შემდეგ გადახდილ სამხრობა-ნადიმს. გამარჯვებულთ, როგორც აღვნიშნეთ, დარჩათ დიდძალი ნადავლი. მაშინ არსებული წესით, ნადავლის მეხუთედი იყო მეფისა და მეათედი კი ეკლესიას გადაეცემოდა, საქველმოქმედო მიზნებისთვის. დანარჩენი კი რჩებოდა ჯარს. თამარის მატიანე (1196 წ.) აღნიშნავს, რომ თამარის მამის პაპას, ე. ი. დავით აღმაშენებელს, თავის დროზე „წარეგზავნა მოძრც ლი ქედისაგან დორბეზე (უნდა იყოს: დუბიეს (სადაყაის ძისა, ჟამთა დიდგორთა გაქცევისათა, მანიაკი, ოქროსა, შემკული თუალებითა ძჳრფასითა" („ქართ. ცხოვრება“, II, გვ. 74). ე. ი. გელათში ხახულის ღვთისმშობლის ხატისათვის დავითს გაუგზავნა ომის შემდეგ დუბეის სადაყაის ძის ყელიდან მოხსნილი ყელსაბამი („მანიაკი“, საბას სიტყვით, არის „საყელო მოთვალულ-მომარგალიტებული”). ამირა დუბეისის ეს ძვირფასი მანიაკი აღმოჩნდებოდა მის ბარგში, რომლის წაღება მისმა კაცებმა, კატასტროფიული დამარცხების გამო ვერ მოახერხეს.
დიდგორის ბრძოლის აღსანიშნავად XII ს-ნეშივე აშენდა ნიშები თვით დიდგორწინის ველზე იმ ადგილას, სადაც იმყოფებოდა ბრძოლის სამართებო, საწკეპელას მთა-ზეგანზე, და აგრეთვე დიდგორის წვერზე, საიდანაც უმაღლესი სამღვდელოება ბრძოლის დროს ლოცვას აღავლენდა გამარჯვებისათვის. ამ წვერზე უძველესი დროიდან იდგა ფალლოსის, როგორც გამანაყოფიერებელი ძალის, ქვის გამოსახულება*. ამ გამანაყოფიერებელი ძალის ქვის გამოსახულების აღმნიშვნელი დღესასწაული უძველესი დროიდან სრულდებოდა 20 მაისს, სახელად. მას ერქვა როგორც ეტყობა, დიდგორობა. XII ს. ამ დიდგორობას დაუკავშირდა თურქებზე მოპოვებელი დიდი გამარჯვების უქმობაც. არსებითად, ხალხი, როგორც გადმოცემებიდან ჩანს, დიდგორობის უქმობაში ახლა წინანდელ გამანაყოფიერებელ ძალაზე მეტ მნიშვნელობას ამ დიდი გამარჯვების აღნიშვნას ანიჭებდა სახალხო დღეობა, ღამის თევით, დაწესებულ იქნა, აგრეთვე საწკეპელას მიდამოებში 2 სექტემბერს. ორივე ამ დღეობაზე ახლაც ფეხით მოდიან მლოცველები ალგეთიდან, მანგლისის მხარიდან. და ყველაზე მეტად –ვერეს ხეობიდან. | * ეს გამოსახულება, დამტვრეული სახით, 1940 წელს გადმოიტანეს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. |
![]() |
41 39. მხარეთა ზარალი |
▲ზევით დაბრუნება |
ქართველების ზარალის გამოანგარიშება მიახლოებით შეიძლება შემდეგნაირად.
როგორც ზემოთ იყო მოხსენებული, ქართველი რაინდების ჯარი, მეაბჯრეებითა და სხვა მომსახურე პირების ჩათვლით, სტეფანოს ორბელიანის მიერ შემონახული ცნობის მიხედვით, შეადგენდა მიახლოებით 12 ათას კაცს. შავთელი კი, 1123 წელს, თავის შესხმაში იხსენიებს რომ დავითს ჰყავდა „ბევრ ათასი“ დიდებულნი და დიდგვარი თავადნიო. იგულისხმება მათი ხელქვეითი რაინდებისა ღა მათი მომსახურე პირების ჩათვლით. „ბევრი“ ირანული წარმოშობის სიტყვაა და ქართულად, სომხურად და სპარსულად ნიშნავდა 10 ათასს, ხოლო „ბევრ ათასი“ უნდა ნიშნავდეს 11 ათასს. მაშასადამე დიდგორის ომში ქართველ რაინდებს და მათ თანმხლებ პირებს დაკლებია ათასი კაცი ანუ 8,3%. სულ დიდგორის ომში ფრანგების, ყივჩაღებისა და ოსების ჩათვლით ქართველებს ჰყავდათ დაახლოებით 57 ათასი კაცი. თუ აქაც ზარალს იმავე რაოდენობით 8,3% ვივარაუდებთ, მიგიღებთ ქართველების მთელი ჯარის ზარალს დიდგორის ომში – 5 ათასამდე კაცს.
დიდგორის ორსავე ბრძოლაში თურქებმა დაკარგეს ტყვედ ჩავარდნილთა სახით: სულ 34 (5 და 30) ათასი კაცი. უკან დაბრუნდა მთელი ლაშქარიდან 20 ათასი კაცი ან ცოტა ნაკლები, ხოლო დანარჩენი, 210 ათასიდან, მაშასადამე 156 ათასი კაცი, დაიღუპა ან, პირველი ხანებისთვის მაინც, უგზოუკვლოდ დაიკარგა.
ასეთი ბრწყინვალე გამარჯვება ქართველებმა მოიპოვეს თავისი სამხედრო ძალების, განსაკუთრებით რაინდების საუკეთესოდ ორგანიზაციითა და სარდლობის მაღალხარისხოვანი მოქმედებით.
![]() |
42 40. თბილისის აღება ქართველების მიერ |
▲ზევით დაბრუნება |
დიდგორის ომს შედეგად მოჰყვა თბილისის საკითხის გადაწყვეტა. თბილისის აღება ქართველების მიერ დიდგორის გრანდიოზული ეპოპეის უკანასკნელი აკორდი იყო. მოძღვარი არსენი ამ ფაქტს, რომელსაც ესოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ისტორიაში, მოკლედ აღნიშნავს: „ხოლო მეორესა წელსა (დიდგორის ომიდან) აიღო მეფემან (დავით) ქალაქი ტფილისი პირველსავე ომსა, ოთხას წელ ქონებული სპარსთა, და დაუნკუდრა შვილთა თვსთა საჭურჭლედ და სახლად თჳსად საუკუნოდ. ქრონიკონი იყო სამას ორმოცდაორი“ (გვ. 342).
იბნ-ხალდუნი (გარდაიცვალა 1405 წელს) გადმოგვცემს, რომ ქართველებმა აიღეს თბილისი ერთი წლის გარემოცვის შემდეგო. ელ-სეჰების (გარდაიცვალა 1347 წელს) სიტყვით კი, თბილისის ალყა ქართველების მხრივ ორ წელს გაგრძელდა, რის შემდეგ ქალაქი აღებულ იქნა. ეს ორი წყარო გვიანდელია და ამიტომ მათ ეს ცნობა დამახინჯებით აქვთ მოცემული.
საკითხს წყვეტს შემდეგი ცნობები.
მათე ედესელის სიტყვით, თბილისი აღებულ იქნა სომხური სათვალავის 570 წელს (19 თებერვალი 1121 – 18 თებერვალი 1122. წელი). ალ–ფარიკის სიტყვით თბილისი ქართველებმა აიღეს ჰიჯრის 515 წელს (22 მარტი 1121 – 10 თებერვალი 1122 წელი).
იბნ–ალ-ასირი, რომელიც ძველ და სანდო წყაროებს ემყარება, გადმოგვცემს, რომ დიდგორის ომის მოგების შემდეგ როდესაც მელიქთოღრილი, ილღაზი და დუბეისი გაიქცნენ „ქართველებმა შეწყვიტეს გაქცეულთა დევნა. მათ ხელი მიჰყვეს მაჰმადიანთა ქვეყნების ძარცვას და ალყა შემოარტყეს თფილისს მათი თავდასხმები სატანჯველი იყო ქალაქის მცხოვრებთათვის და ალყაშემორტყმულთა მდგომარეობა სამძიმო შეიქნა. გარემოცვა გაგრძელდა, ვიდრე 515 წლამდის (იგულისხმება ამ წლის ბოლომდის). მაშინ ქართველებმა ძალით აიღეს ქალაქი. როდესაც ქალაქის მცხოვრებნი უკიდურეს მდგომარეობამდის მივიდნენ, მათ გაგზავნეს ქართველებთან ქალაქის ყადი (მოსამართლე) და ქალაქისვე ქათიბი (მქადაგებელი) მთავარი ჯამესი და ითხოვეს ქალაქის ჩაბარება, უვნებლობის პირობით. მაგრამ ქართველებმა ამ პირთა მოსმენა არ მოისურვეს და თვით ისინი (ყადი და ქათიბი) ცოცხლად დასწვეს ისინი შევიდნენ ქალაქში და შეუდგნენ ქალაქის გაძარცვას“.
მათე ედესელი გადმოგვცემს, სომხური წელთაღრიცხვის იმავე 570 წელს, რომელშიც მოხდა დიდგორის ომი, ქართველების მეფემ დავითმა წაართვა თბილისი სპარსელებს და შეუბრალებლად ამოწყვიტა ქალაქისს მცხოვრებლები. „ხუთასმა კაცმა სრაჰანგმა (ნაცემმა) კეტებით, გამოთრეულთ ტანჯვით დალიეს სული“*. |
* მ. ბროსემ ეს ადგილი ასე თარგმნა: (David) en fit empaler 500 en état de porter l'épée' qui moururent miserablement. „დავითმა ქალაქის მცხოვრებთაგან სარზე ჩამოაცმევინა ხმლის ტარების უნარიანი 500 კაცი, რომელნიც საცოდავად დაიხოცნენ“. ხოლო მ. დულორიე თარგმნიდა ასე: il (David) fit enfiler et einpaler l'un sur l'autre 500 hommes. „მან (დავითმა) ჩამოაცმევინა სარებზე ერთი მეორეზე 500 კაცი“. |
აქედან ირკვევა, რომ თბილისი დავითმა აიღო არა უგვიანეს 1122 წლის თებერვლისა უფრო საფიქრებელია, ამ წლის იანვარში.
როგორც ზემოთ (§30) იყო აღნიშნული, „სრაჰანგები“ იყვნენ ვისაკ-ბაშებსს ტოლი რაინდები მაშასადამე თბილისში, მისი გარემოცვის დროს, სულ ცოტა 500 ვისაკ-ბაში უნდა ყოფილიყო. ეს რიცხვი არ შეიძლება მთლად ზუსტი იყოს. ჯერ ერთი, თბილისის ვისაკ-ბაშების ნაწილი ბრძოლებში დაიხოცებოდა. ქართველების მიერ დახოცილთა რიცხვი – 500 კაცი შესაძლებელია გადამეტებულიც იყოს. მაგრამ სხვა წყაროთა უქონლობის გამო, რიცხვი 500 თბილისის დამცველ ვისაკ-ბაშთა რაოდენობის მაჩვენებლად, მიახლოებით, შეიძლება მიღებულ იქნეს.
თითო ვისაკ-ბაშს ჩვეულებრივ ჰყავდა ოთხი მეაბჯრე და სახური •(იხ. § 16). ამის მიხედვით, სულ ვისაკ-ბაშები მათი მეაბჯრე-მსახურებით მოიცავდნენ ორი ათას კაცს, მაგრამ თბილისს ეყოლებოდა სხვა სახეობის ჯარებიც (მსუბუქად შეიარაღებული მხედრები და ქვეითებიც), რომელთა განსაზღვრა მიახლოებითაც კი, მასალების უქონლობის გამო, ჯერჯერობით შეუძლებელია.
ზოგი წყარო აღნიშნავს, რომ ქართველების მიერ თბილისის აღების დროს ძლიერ დაზარალებულა მოსახლეობის დაბალი ფენა. აბულ-ფარაჯი (გარდაიცვალა 1288 წელს) წერს, რომ ქართველებმა ხმლით გასწყვიტეს თბილისის მცხოვრებნიო. აბულ-ფედას (1315 წლის ახლოს) სიტყვით, ქართველებმა თბილისის აღების შემდეგ გაძარცვეს და დახოცეს იქაური მაჰმადიანების მნიშვნელოვანი ნაწილიო. იბნ-კეზირის (გარდაიცვალა 1372 წელს) სიტყვით, ქართველებმა თბილისში დახოცეს იქაური მცხოვრებნი ანდა ტყვედ წაიყვანეს მათი ოჯახები და დაიტაცეს მათი ქონებაო. იბნ-ხალდუნის სიტყვით, ქართველებმა თბილისის აღების შემდეგ გაძარცვეს ქალაქი. ელ-აინიც (გარდაიცვალა 1460 წელს) ადასტურებს რომ თბილისის აღების შემდეგ ქართველებმა იქ საშინელი ხოცვა მოაწყვეს.
ამ ცნობების მიხედვით თუმცა ისინი გვიანდელ ავტორებს ეკუთვნით, ქართველებს ძლიერ დაუზარალებიათ თბილისის მაჰმადიანური მოსახლეობა – მამაკაცები დაუხოციათ, ოჯახები ტყვედ წაუყვანიათ და ქალაქი გაუძარცვიათ.
თბილისის აღება შავთელის შესხმაში მოხსენებულია 74 და 75-ე სტროფებში.
74
ვხედავთ: სფეროთა სამისფეროთა
საქმეთა მქნელად ვალს სიფიცხენით;
ცის საქანელნი გარდმომდენელნი
მადლისა ცვართა ექმნეს მას ზენით.
თვით მის აქაზის ნაცვლად აქა ზის
ახოვნებისა სვეტნი მტკიცენით.
ონორის დუქსა პირს ავად უქსა
მყის შერისხვითა, მსწრაფლ სიმკვირცხენით.
75
დრო შამოიგდო: დროშა მოიგდო,
მტერნი დაჴოცნის აოჴრებითა,
ბუკ-ტაბლაკობით საარაკობით
მედგრად იბრძოდის გამწყაზრებითა;
განცბუნებულნი, განწბილებულნი
უღონოდ შექმნნის აბჯართ აჴდითა.
გამეხებული, გამარჯვებული
იყო, იშვებდა ფუფუნებითა.
გამეხებული, გამარჯვებული
იყო, იშვებდა ფუფუნებითა.
აქ მოხსენიებული აქაზი იყო იუდეების მეთერთმეტე მეფე VIII ს-ნეში ჩვ. ერამდე და ცნობილი იყო როგორც თავგამოდებული წარმართი, რომელმაც გაანადგურა იერუსალიმის ტაძრის ნივთები, დაამტვრია ისინი ნაწილ-ნაწილ. მანვე წარმართ ღმერთებს დაუდგა იერუსალიმის ყოველ კუთხეში სალოცავები და სხვ. ასეთ აქაზად აქ იგულისხმება თბილისის უკანასკნელი ამირა, რომლის მაგივრად ახლა „აქა (ე. ი. თბილისში) ზის ახოვნებისა სვეტნი“, ე.ი. დავით აღმაშენებელი.
ეს სტროფი საინტერესოა იმით, რომ მასში მოხსენებულია ონორი დუქსი. ლათინური dux – წინამძღოლი, ფრანგულად ძსC გერმანული ტერმინით ჰერცოგი. ცხადია, ის არის დავით მეფის ლაშქარში მყოფი ფრანგი ჯვაროსანი რაინდების მეთაური (ონორი დუქსი, ლათინურად Honorius dux).
როგორც ჩანს, ეს ონორი დიდგორის ომის შემდეგ უშუალო მონაწილეობას ღებულობდა თბილისის გარემოცვაშიც. აქ დავით მეფეს მასთან მოსვლია რაღაც კონფლიქტი, რომელიც ფიცხი შერისხვის შემდეგ ლიკვიდირებულ იქნა.
შერჩეულ დროს დავითს თბილისი აუღია იერიშით („ბუკ-ტაბლაკობით“) „საარაკო“ მძიმე ბრძოლის შემდეგ. დავითს მტერთაგან ბევრი დაუხოცია, ოჯახების აოხრებით (მათე ედესელის სიტყვით ხომ ხუთასი კაცი სიკვდალით დასჯილ იქნა). შეპყრობილთ აბჯარი ახადეს. თვითონ დავითი „გამეხებული“ ყოფილა.
სტეფანოს ორბელიანის სიტყვით, თბილისი აიღო ამირსპასალარმა იოანე ორბელმა, ქართული წყარო კი ამას თვით დავით მეფეს მიაწერს როგორც ეტყობა, ამირსპასალარი იოანე ორბელი უძღვებოდა თბილისის ციხისა და ქალაქის გარემოცვას მთელი 51/2 თვის განმავლობაში, დაწყებული 1121 წლის აგვისტოს მეორე ნახევრიდან როდესაც დაიწყო ეს გარემოცვა, ვიდრე თბილისის აღებამდის 1122 წ. იანვარი.რადგან ალყა ჭიანურდებოდა, ამიტომ დავითმა როგორც ჩანს, გადაწყვიტა თვითონ ეხელმძღვანელა თბილისზე იერიშისათვის და „პირველსავე ომსა“, როგორც ამას გადმოგვცემს მოძღვარი არსენი, მან აიღო თბილისი, სხვა რაიმე დეტალი ამის შესახებ არაა ცნობილი.
![]() |
43 41. პრივილეგიები თბილისის მაჰმადიანთათვის |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც მოხსენებული იყო, დავითი სასტიკად მოექცა თბილისში მყოფ თურქებს, მაგრამ, ეტყობა მხოლოდ თურქებს. რაც შეეხება თბილისის მკვიდრ არაბულ-სპარსული წარმოშობის მაჰმადიანებს დავითის მართებლობამ მათ, მათთან შეთანხმებით, შეუქმნა სპეციალური პირობები ალ-ფარიკი ამის შესახებ წერს: დავითმა „მისცა ტფილისის მოსახლეობას. ამანი (პატიება) და კეთილად მოეპყრა მათ. დავითმა დაუდვა მათ ისეთი პირობები, რომელიც თვით მათ აირჩიეს. ეს პირობები იყო შემდეგი: ქალაქის იმ მხარეს, სადაც ცხოვრობდნენ მაჰმადიანები არ უნდა ჰყოლოდათ ღორები და არც უნდა დაეკლათ ის მათთან. დავითმა მოუჭრა მათ დირჰემი, რომლის ზედაპირზე იყო ხალიფასა და სულთანის სახელი. დავითმა მისცა მათ აზანისა და ლოცვის აშკარად შესრულების უფლება და დაუდვა პირობა, რომ ისმაილის აბანოში არ შევიდოდა არც ქართველი, არც ებრაელი და არც სომეხი. პარასკევ დღეს კათედრაზე მოხსენებულ იქნებოდა ხოლმე ხალიფა და სულთანი, და არა ის (ქართველთა მეფე)... მან დადვა პირობად, რომ ვინც ავნებდა მაჰმადიანს, მისი სისხლი განუსჯელად უნდა დაღვრილიყო მაჰმადიანის სასარგებლოდ. ის ძლიერ კარგად მოეპყრო მაჰმადიანთ, (მათი) რელიგიის მსახურთ, მეცნიერთ და სუფიებს. ასეთი პატივისცემა მათ არ ჰქონდათ თვით მაჰმადიანთა შორის. მე ვნახე ყველა ეს პირობა, რომელიც დღემდის აქვს მაჰმადიანებს როდესაც მე შევედი მათთან თბილისში 548 (=1153) წელს. ამ წელს (უნდა ვიფიქროთ, ეს იყო გაზაფხული, ან ადრე შემოდგომა). მე ვნახე მეფე დიმიტრი. ის გაემართა ტფილისისაკენ და დარჩა იქ რამდენიმე დღეს. პარასკევ დღეს მეფე შევიდა მეჩეთში და დაჯდა ქვის სკამზე, კათედრის და მქადაგებლის პირდაპირ. მან მოისმინა მთელი ქადაგება და დარჩა იქამდის, სანამ ხალხმა არ ილოცა. როდესაც ის გამოვიდა, მან მეჩეთის სახელით იმ დღეს გასცა 200 წითელი (ე. ი. ოქრო) დინარი. მე ხშირად ვხედავდი მის კეთილგანწყობილებას რელიგიის მსახურთადმი, მეცნიერთადმი, სუფიებისა, მქადაგებლებისა და წარჩინებულთადმი, რომელნიც მასთან მიდიოდნენ. ის კეთილად ექცეოდა მაჰმადიანებს, პატივსცემდა მათ და აძლევდა მრავალ საჩუქარს“.
სხვა არაბულივე წყარო გადმოგვცემს, რომ „დავითი თვითონ შევიდა პარასკევს ჯამეში (მთავარ მეჩეთში) თავისი შვილით დიმიტრით. მან მოისმინა ქადაგება და ყურანის ტექსტი და დაურიგა ბლომად ოქრო ქათიბს (მქადაგებელს) და მუეზზინებს. მან ააშენა რიბატები (ქარვასლები, სასტუმროები) სტუმრებისა და სუფიების მისაღებად, აგრეთვე სასტუმროები მქადაგებელთათვის, სუფიებისა და პოეტებისათვის. უმართავდა მათ საზეიმო მიღებას. როდესაც მათ უნდოდათ ტფილისიდან წასვლა, აძლევდა ამის ნებას და მნიშვნელოვან თანხასაც სამგზავროდ. საერთოდ ის ეპყრობოდა მაჰმადიანებს მეტი ყურადღებით, ვიდრე თვით მაჰმადიანი ხელმწიფეები"*• |
* Defrémérg Fragments... პარიზი, 1849, გვ. 34 |
როგორც ეტყობა, დავითი და მისი შვილიც დიმიტრი განასხვავებდნენ ერთმანეთისაგან თურქებსა და არაბ მაჰმადიანებს. ომი თურქებთან თბილისის გამო, გათავდა, ხოლო არაბ-სპარსული წარმოშობის თბილისელ მაჰმადიანებს, რომელნიც უმთავრესად ვაჭრობა-ხელოსნობას მისდევდნენ, დავითი და დემეტრე ეპყრობოდნენ კარგად და ცდილობდნენ მათი, როგორც საქართველოს: ეკონომიკისათვის, სასარგებლო ელემენტების, სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოყენებას.
ამგვარად, თბილისი კვლავ გადაიქცა საქართველოს დედაქალაქად. მაგრამ თბილისის ეპოპეა, თვით დავითისავე დროს, ამით არ დამთავრებულა.
![]() |
44 42. თურქ-სელჯუკიანთა სულთანის გამოლაშქრება საქართველოს მიმართულებით |
▲ზევით დაბრუნება |
იბნ-ალ-ასირი გადმოგვცემს, რომ ქართველების მიერ თბილისის აღების შემდეგ, ქალაქიდან ლტოლვილები ჩავიდნენ ბაღდადში დახმარების გამოსათხოვრად, 516 წელს, მაგრამ იქ მათ გაიგეს, რომ სულთანი მაჰმუდი ჰამადანშიაო. ისინი გაემართნენ ჰამადანისაკენ სულთანისაგან დახმარების სათხოვნელად. სულთანი გაემართა აზერბაიჯანში, სადაც დაჰყო რამადანის თვე (1122 წლის 3 ნოემბერი – 2 დეკემბერი), (ამის შემდეგ) სულთანმა გაგზავნა ჯარი საქართველოზე*. 1123 წლის მაისში სულთანი ჯარით შემოვიდა ამიერკავკასიაში. |
* იხ. დეფრემერის დასახ. წიგნი, გვ. 28. |
ამ ცნობიდან ჩანს, რომ ჰიჯრის 515 წლის ბოლოში, ქართველების მიერ თბილისის აღების შემდეგ, ქალაქის ზოგი მეთაური ლტოლვილი ჰიჯრის 516 წლის დასაწყისში ჩასულა ბაღდადში (ჰიჯრის 516 წელი იწყებოდა 1122 წლის 11 თებერვალს). ამ წლის ნოემბერში სულთანი ჯერ კიდევ თავრიზში იყო. ქართველების მიერ თბილისის საამიროს დაკავებამ მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა თურქმანების ხელმძღვანელობაზე. ამის შემდეგ სულთანი შეუდგა მზადებას საქართველოზე გამოსალაშქრებლად, რაც განახორციელა 1123 წლის მაისში.
სულთანი დიდი ჯარით შემოვიდა შირვანში. აიღო ქალაქი შამახა და შეიპყრო თვით შირვანშაჰიც. აქედან მან სპეციალური დესპანი გაუგზავნა დავითს და მოსთხოვა მისთვის ძღვენის მირთმევა. ამის საპასუხოდ დავითმა გარდა ქართველთა ლაშქრისა, შეკრიბა 50 ათასი ყივჩაღი და გაემართა შამახასკენ სულთანს მისი ვაზირი ურჩევდა უკან დახევას, მაგრამ სულთანი არ დათანხმდა. მისდა საბედნიეროდ ქართველების ჯარში ქართველებსა და ყივჩაღებს შორის ატყდა უსიამოვნება, ჩხუბი, რის გამოც ყივჩაღების მეტი ნაწილი უკან დაბრუნდა. ამ დროს, შამახაში მომწყვდეული სულთანი სურსათის ნაკლებობის გამო ითხოვდა. გზის მიცემას. მის საშველად მიმავალი ოთხი ათასი კაცისაგან შემდგარი ჯარი ქართველებმა დაამარცხეს, რის შემდეგ სულთანი საჩქაროდ და მალულად გაბრუნდა უკან თბილისი დარჩა საქართეელოს მფლობელობაში.
ამის შემდეგ იწყება ფეოდალური წყობილების წარმატებითი ხანა საქართველოში. ამ ხანას აგვირგვინებს თამარ მეფის დროინდელი მართებლობა, მწერლობაში კი – შოთა რუსთაველის პოეზია.
![]() |
45 დასკვნა |
▲ზევით დაბრუნება |
დიდგორის ბრძოლას უდიდესი მნიშვენელობა ჰქონდა ქართველი ხალხის ისტორიაში. თბილისი, რომელიც ოთხ საუკუნეზე მეტხან უცხო დამპყრობთა ხელში იყო, დაუბრუნდა საქართველოს. ხოლო რადგანაც თბილისს თავისი მდებარეობით ამიერკავკასიის ცენტრში უდიდესი ეკონომიკური და სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, ამით ძალზე გაიზარდა და გამაგრდა საქართველოს პოზიციები მეზობელი ქვეყნების მიმართ. ამის მიღწევა შესაძლებელი შეიქნა იმ დიდი ორგანიზაციულობის შედეგად, რომელიც გამოიჩინა საქართველოს სახელმწიფომ და ქართველმა ხალხმა, საერთოდ, დავით აღმაშენებლის ხანაში. ჩატარებულმა რეფორმებმა და სამხედრო შესაძლებლობათა სწორად გამოყენებამ მოუპოვა საქართველოს თურქ-სელჯუკიანთა აგრესიულ სახელმწიფოსთან დიდგორის ველზე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ბევრად უფრო მრავალრიცხოვან და დიდად საშიშ მოწინააღმდეგეზე ბრწყინვალე გამარჯვება.
დავითი, როგორც უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე და როგორც ბრწყინვალე მხედართმთავარი, ჯერ კიდევ სათანადოდ შეფასებული არ არის. XII ს-ნის ქართველებმა დავითი შეამკეს დიდისა და აღმაშენებლის ეპითეტით.
ეს მონოგრაფია მიზნად ისახავს ამ ეპითეტის რამდენადმე მაინც გახსნას.
დავითთან ერთად მოხსენებული და სათანადოდ გამოვლენილი უნდა ყოფილიყვნენ მისდროინდელი დიდი ქართეელი სახელმწიფო მოღვაწენი და უახლოესი თანამებრძოლნი – მწიგნობართუხუცესი გიორგი ჭყონდიდელი და, მისი სიკედილის შემდეგ, მისი შემცვლელი მწიგნობართუხუცესი სვიმონ გულაბერის ძე, ორივე სასულიერო პირი (მთავარეპისკოპოსები), უნდა მოხსენებულ იქნეს აგრეთვე ამირსპასალარი იოანე ორბელი, თბილისის გარემოცვის ხელმძღვანელი, ამ პირთა მიერ ქართველი საზოგადოების უნარიანმა, მაღალნიჭიერად გაძღოლამ და თვით ხალხისა და მისი ძალების ეფექტიანად დარაზმვამ მოუპოვა საქართველოს უდიდესი შედეგების მქონე გამარჯვება, რომლის მნიშვნელობა თავს იჩენდა და ცოცხლობდა საუკუნეების მანძილზე.