![]() |
«ვეფხისტყაოსნის» ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი |
![]() |
1 გვერდი 275 |
▲back to top |
თ. სახოკიაა
«ვეფხისტყაოსნის» ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი
ჩვენც განვიზრახეთ ჩვენის ძალღონისდა კვალად, ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ საქმეში. შევადგინეთ ლექსიკონი “ვეფხისტყაოსნიდან» ამოკრეფილ ფიგურალურ ანუ სურათ-ხატოვან ცალკეულ სიტყვათა და თქმათა, რომელნიც, თუ ხმარებულ იქნენ თავიანთის პირდაპირი მნიშვნელობით, თანამედროვე მკითხველს აზრსმოკლებულად, უკეთეს შემთხვევაში, გაუგებრად ეჩვენება. ასეთია, მაგ., ხმარება სიტყვისა თავშიშველი, ან ფრაზა: ფუ მიყავ წვერთა და სხვ.
ასეთის სიტყვების ახსნა-განმარტებას ჩვეულებრივ ლექსიკონებში მკითხველი ამაოდ დაუწყებს ძებნას. მათი განმარტება კი, მათი გადატანითი მნიშვნელობის მიწოდება მკითხველისათვის დიაღაც საჭიროა.
ასეთი ლექსიკონი შემდეგში გამოცემულ “ვეფხისტყაოსნის” ლექსიკონებში უნდა შევიდეს, როგორც მათი აუცილებელი ორგანული და შემავსებელი ნაწილი.
დასასრულ, ჩემ სასიამოვნო მოვალეობად მიმაჩნია აქ მადლობა გამოვუცხადო სოლ. იორდანიშვილს, რომელმაც რამდენიმე საცილობელი და სათუო ადგილი განმარტა და ნათელჰყო.
ამ ლექსიკონში შესულია განმარტება 208 სიტყვისა და თქმისა. შიგ ნამოწმები ადგილები ამოღებულია „ვეფხისტყაოსნის» 1937 წლის აკადემიური გამოცემიდან. ყოველ ნამოწმებ ადგილის გვერდით მიწერილი ციფრი უჩვენებს «ვეფხისტყაოსნის» ტაეპს, სადაც მოთავსებულია ესა თუ ის ციტატა.
შემოკლებანი: პრდ. ნიშნავს პირდაპირს, ე. ი. სიტყვისა თუ თქმის პირდაპირს მნიშვნელობას. გდტ. გადატანითს, ე. ი. სიტყვისა თუ თქმის გადატანითს, ფიგურალურს, სურათ-ხატოვან ხასიათს. შეად. „ შეადარეს, ე. ი. შეამოწმე ციტირებულ ფრაზასთანაო.
გოჩიტაშვილი ქეთევან
![]() |
2 გვერდი 277 |
▲back to top |
ა.
ალმასი ( იგივე ანდამატი)
პრდ.
ძვირფასი თვალი, წარმოშობილი წმინდა ნახშირის კრისტალიზებისაგან. მინერალებში ყველაზე ბრწყინვალე, ყველაზე მაგარი და ყველაზე გამჭვირვალეა. მისი გადნობა არცერთს ქიმიურ აგენტს არ შეუძლია; შეუძლია დანაზოს, დაფხაჭნოს ყოველი სხეული და მისი დახაზვა- კი არცერთს შეუძლია. ალმასის გასათლელად მისსავე საკუთარს მტვერსა ხმარობენ. ფუფუნებისა და შესამკობი საგანია მისი ბრწყენისა და იშვიათობისათვის. იპოება ინდოეთსა, ავსტრალიასა, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში.
გდტ.
მაგარი, მტკიცე ურყეველი.
ბ.
ბარგი
პრდ.
სიმძიმე, ტვირთი.
გდტ.
ტანისამოსი.
1364
(ა) ქვაბისა კარსა ასმათი მარტო ზის, არ-ბარგოსანი.
მეგრულში დარჩენილია სიტყვა ბარგი ორის მნიშვნელობით: ტვირთისა ან სიმძიმისა და ტანისამოსისა. ესეცაა, რომ ტანისამოსის აზრით ბარგსა ხმარობენ უფრო ზუგდიდისა და სამურზაყანოსკენ. სხვაგან სამეგრელოში ამ მნიშვნელობით ბარგს აღარ ხმარობენ ისევე, როგორც საქართველოს სხვა ნაწილებშია იგი დავიწყებული.
ბედის მოქცევა
პრდ.
ბედის აცილება, ბედისგან შორს დატოვება.
გდტ.
გაუბედურება, გასაცოდავება.
845
(გ) ვის გმორჩილებენ ციერნი ერთის იოტის წამისად,
(დ) ბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად!
ბინდი
პრდ.
სინათლე, რომელიც წინ უძღვის მზის ამოსვლას, ან მოსდევს ჩამავალ მზეს; სუსტი სინათლე ან სუსტი სიბნელე.
გდტ.
კლება, ცნრომა, ძალის წართმევა, დაუძლურება:
718
(დ) მის მოყვრისა მოშორვება კვლა აბინდებს, არ ადილებს.
ბინდით ცისკ რამდის
პრდ.
საღამოდან დილამდე.
გდტ.
მთელი ღამე.
![]() |
3 გვერდი 278 |
▲back to top |
პრდ.
უსინათლობა.
გდტ.
საეჭვო მდგომარეობა, სავსებით უცოდინარობა, რაც საზოგადოებამ არ იცის, დარდი, მწუხარება, ბოროტება, სიავე.
289
(გ) ასმათი სულსა უღებდა სიტყვითა საკვირველითა:
(დ) „თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელიქმთ მზესა თქვენითა ბნელითა“.
817
(გ) ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა,
ბნელი გული
პრდ.
უსინათლო, დამალული გული.
გდტ.
უცნობი, დაღონებული, დადარდიანებული, ნაღვლით სავსე.
1011
(დ) შევიქეც, ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა ბნელითა.
ბნელის განათლება ( ან გათენება)
პრდ.
სიბნელის შეცვლა სინათლით.
გდტ.
მწუხ არების გადაქცევა მხიარულებად; შარდ- ნაღველის განქარვება.
385
(დ) მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე!“
398
(გ) ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა
ბ უკის კვრ ა
პრდ.
სამუსიკო ინსტრუმენტზე დაკვრა.
გდტ.
აყვირება, გახმიანება რისამე, ქვეყნისთვის შეტყობინება, საიდუმლოს დაუმალაობა; მხიარულება.
47
(ბ) დალოცეს (თინათინ) და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა,
(გ) ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა
ბუკი
სამუსიკო ინსტრუმენტია, რომელსაც მხიარულების დროს უკ» რავენ; აგრეთვე აყვირებენ განგაშისათვის, რომ ყველას შეატყობინონ ხოლმე მოახლოებული საშიშროება.
ბურთი და მოედანი
პრდ.
მრგვალი რამე ბალნისა გინა ტყავისა, სათამაშოდ, და ადგილი, სადაც ამ ბურთით თამაშობენ.
გდტ.
ვაჟკაცობის, გინა სხვა რამ სასახელო საქმის გამოსაჩენი ასპარეზი; გამარჯვება; წადილის მიღწევა; სიხარული.
ძველად საქართველოში მობურთალნი მოედანზე ორად იყოფოდნენ და მოედნის იქით- აქეთ ორივე ბოლო ლელოებად ითვლებოდა. რომელი მხარეც ლელოს გადააცილებდა ბურთს, გამარჯვებულიც ის იყო და იტყოდნენ ხოლმე: ლელო გაიტანაო.
გ.
გ აბასვ რა
პრდ.
მჭრელი მახვილით განგმირვა.
გდტ.
უპატივოდ ქმნა, შერცხვენა, გალანძღვა, გაკიცხვა.
) სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა, გაბასრულა”.
1084
(დ) მათთა ცოლთა მოიძულვნეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად.
ერაძე ზვიად
![]() |
4 გვერდი 279 |
▲back to top |
გადრეკა
პრდ
მოხრა, სწორი მდგომარეობის გამრუდება, სიმძიმის ქვეშ ზურგის გაზნექა.
გდტ.
გულის მოლბობა, დამორჩილება, მებრძოლთა განმზადება გასაქცევად, ჭირსა და განსაცდელში გულის გატეხა, მოუთმენლობა.
გათავისწინება
პრდ.
თავის თავის წინ, პირდაპირ დარჩენა.
გდტ.
მარტოდ დარჩენა, მარტოობა, მხოლოობა, უგარეშოდ, უსხვაპიროდ დარჩენა, განმარტოება.
შეად.
გათრევა
პრდ.
წაქცეულის თავის უკან გაწევა, გაჭირებით ცვლევინება ადგილისა.
გდტ.
გალანძღვა, შეურაცხყოფა, კიცხვა, აუგის თქმა.
გარდასვლა
პრდ.
სივრცეზე რაზედმე გადაბიჯება, ერთი ადგილიდან მეორეზე ამოყოფინება თავისა.
გდტ.
დაბერება, ახალგაზრდობიდან სიბერეში გადასვლა, ხანში შესვლა. გარდასრული–დაბერებული, ხანში შესული.
გასვრა
პრდ.
გაჭუჭყიანება, გაბინძურება, ტალახის მოცნება, ლაფში ამოვლება.
გდტ.
შერცხვენა, სახელის გატეხა, გაუპატიურება. სააუგო საქშის ჩადენა, უკაცრაულობა, უნამუსობა.
გველნაკბენი (ვითა გველნაკბენია)
პრდ.
თითქოს გველს ეკბინოს.
გდტ.
უზომოდ გამწარებულივით.
გზეთი
პრდ.
გზიანი ადგილი.
გდტ.
ადამიანით დასახლებული, არა-უდაბური, კარგი სამყოფელი.
გზის შეკვრა
პრდ.
გზაზე რამე საბრკომის დადება. წინ გადაღობება.
გდტ.
თავისუფალი მოქმედების შეუძლებლობა, წინააღმდეგობა, ხელის შეშლა, არგაკეთებინება.
გოლიათი
პრდ.
სახელი ფილისტიმელთა ბუმბერაზისა.
გდტ.
ბუმბერაზი, მეტად დიდის ტანისა და ღონის კაცი.
1543
(ბ)
მათ
სამთავე
გოლიათთა მზისა
ფერად ღაწვნი
ღებნეს,
ღლონტი თამარ
![]() |
5 გვერდი 280 |
▲back to top |
გორის დადგმა
პრდ.
გორის ამართვა,
გდტ.
დიდის ხვავის დაყენება, დაზვავება რისამე, ბლომად თავის მოყრა ერთს ალაგას.
გულამოხვინჩვით ტირელი
პრდ.
სიმწარის განცდის გამო დიაფრაგმის სპაზმური შეჭმუხვნა, რომელსაც მოჰყვება გულმკერდში დაგროვილი ჰაერის პირიდან გამოსვლა.
გდტ.
დიდი სიმწარე, უზომო გაჭირება.
გულზ ე ბინდის დაცემა
პრდ.
ჩამობნელება გულის არეში.
გდტ.
დადარდიანება, დანაღვლიანება, ჭმუნვა, წუხილი
368
(ა) „მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა,
გულზე დანის დაცემა
პრდ.
გულის განგმირვა დანითა.
გდტ.
თავის მოკვლა.
523
( ა) „ მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად.
გულის გული
პრდ.
გული გულისა, შუა ადგილი გულისა.
გდტ.
საყვარელი, ძვირფასი, სანატრელი, სასურველი.
გულის დაბმა
პრდ.
გულის გაჩერება ერთ სამე ადგილას.
გდტ.
თვალისა და გო ნების მოუშორებლობა მშვენიერ სანახაობისაგან. სურვილი განიადაგებით ჭვრეტისა უცხო რამ ადამიანისა ან საგნისათვის.
გულის დაღება
პრდ.
მაღლიდან ქვეშ ჩამოღება გულისა.
გდტ.
მონდომება მხნეობა, სურვილი, დამშვიდება.
გულის დაჭრა
პრდ.
ნაჭრებად გადაქცევა გულისა, ან დაწყლულება გულისა მახვილით.
გდტ.
სიკვდილი, სიცოცხლის მოსპობა.
923
(ბ) უთხრა: „დათმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი, და-!
გულის მოფხანა
პრდ.
თითის ფრჩხილებით სხეულზე გულისფიცარის აქავებული ადგილის მოფხაჭნა.
გდტ.
სანუგეშო, კარგის რისამე გაგება, გულიდან სადარდებლის მოშორება, ჯავრის ამოყრა ვისიმე, სიამოვნება. გულის მოსაფხანი--სანუგეშო, გულიდან დარდის გადამყრელი, სასიამოვნო.
რევიშვილი ოთარ
![]() |
6 გვერდი 281 |
▲back to top |
427
(გ) მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია:
1120
დ) ბეჭედი ჩემი აცვია, მას გვედრებ მოსატანელად
გულის ტკენა
პრდ.
გულისათვის ტკივილის გრძნობის განცდევინება.
გდტ.
წყენინება, გაჯავრება, ცუდ გუნებაზე დაყენება.
30
(დ) რა ჰგავა, თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს!
გულის წაღება
პრდ.
უგულრდ დატოვება, გულის მითვისება.
გდტ.
ტანჯვის, დიდი განცდის მიყენება.
34
(გ) მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული,
გულმოკლული
პრდ.
გულისათვის სიცოცხლე წართმეული.
გდტ.
დაჩაგრული, დაღონებული, გამწარებული,
42
(დ) საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად!
გულს დანა მასვია
პრდ.
გულში დანა მაქვს ჩარჭობილი, გული დანითა მაქვს განგმირული.
გდტ.
დიდი უბედურება დამატყდა თავს, დიდს მწუხარებას განვიცდი, ვკვდები.
398
(ბ) მოეწერა: „გიბრძანებსო, ვისი მესვა გულსა დანა.
დ.
დამარხვა — მიწის მიყრა.
მიცვალებულის დაკრძალვისათვის ქართველი ხალხის მიერ შემუშავებულ წესებში მთავარი ადგილი უჭირავს მიცვალებულის მიბარებას მიწისათვის, მისს დაფლვას (დამალვას ადამიანის თვალთაგან. იხ. მეგრული ფულუა, რაც უდრის. დამალვას). დიდ ცოდვად ითვლებოდა მიცვალებულის დარჩენა დაუმარხავად. ამიტომ დამმარნველი მიცვალებულისა ამ უკანასკნელისათვის დიდ მოკეთედ ითვლებოდა, თვით სიტყვა დამმარხველი საალერსო, სანვეწარ სიტყვად არის გადაქცეული ქართულს ენაში. მეგრელებს ერთი სატრფიალო ლექსი აქვთ, რომელშიაც ვაჟი ქალს ემუდარება; როცა მოვკვდე, დამიტირე, საფლავი გამითხარე და დამმარხეთ:
დობღურა და
დომინგარი, |
ოდეს მოვკვდე, დამიტირე,
შენ მშვენიერ ხელფეხითა |
დამმარხველი
პრდ.
ვინც მიცვალებულს საფლავს გაუთნის და მიწაში დაჰფლავს.
გდტ.
გამაპატიოსნებელი, საუკუნოდ დამვალებელი, უდიდესი სამსახ. ნურის გამწევი, ძვირფასი, ფასდაუდებელი მოამაგე,
1009
(დ) ჰკლავს სურვილი და ვერ-ჭვრეტა მისისა დამმარხველისა.
1335,
(დ) და-ცა-გვმარხენო ხელითა, ჩვენითა დამმარხველითა“.
მიწის მიყრა
მიცვალებულის დაკრძალვისათვის ქართველი ხალხის მიერ შემუშავებულ წესებში
მთავარი ადგილი უჭირავს მიცვალებულის მიბარებას მიწისათვის, მისს დაფლვას
(დამალვას ადამიანის თვალთაგან. იხ. მეგრული ფულუა, რაც უდრის. დამალვას). დიდ
ცოდვად ითვლებოდა მიცვალებულის დარჩენა დაუმარხავად. ამიტომ დამმარნველი
მიცვალებულისა ამ უკანასკნელისათვის დიდ მოკეთედ ითვლებოდა, თვით სიტყვა
დამმარხველი საალერსო, სანვეწარ სიტყვად არის გადაქცეული ქართულს ენაში.
მეგრელებს ერთი სატრფიალო ლექსი აქვთ, რომელშიაც ვაჟი ქალს ემუდარება; როცა
მოვკვდე, დამიტირე, საფლავი გამითხარე და დამმარხეთ:
ხომერიკი თედორე
![]() |
7 გვერდი 282 |
▲back to top |
დობღურა და
დომინგარი, |
ოდეს მოვკვდე, დამიტირე,
შენ მშვენიერ ხელფეხითა |
დამხობა
პრდ.
ვისიმე ან რისამე პირქვე დაცემა ძირს.
გდტ.
მოსპობა, განადგურება, მოკვლა, დაზარალება
დატირება
პრდ.
ჭირისუფლის მიერ მიცვალებულის ტირილი.
გდტ.
პატრონობა, ყურისგდება, გულშემატკივრობა, შველა, დახმარება (იხ. დამმარხველი).
დატკეპნა
პრდ.
ფეხით გათელვა, ზედ სიარულით გამაგრება ნიადაგისა,
გდტ.
მრავალ ადგილების მოვლა, მთა და ბარის მოვლა.
659
(დ) გავიჭერ, სრულად დავტკებნენ ქვე მინდორნი
და ზე მთანი.
დაქოლვა (იგივე ჩაქვავება)
პრდ.
პოლ. ქვების მიყრა.
გდტ.
საჯაროდ დასჯა (ქვების მიყრით).
აღმოსავლეთში ძველად ბევრგანა ჰქონდათ ჩვეულებად ზნეობის კანონების დამრღვევნი
საჯაროდ დაესაჯნათ წოლმე ჩაქოლვით, ქვების დაკრებით. ძველსა და ახალ აღთქმაში
ხშირადაა ნახსენები ეს სახე დასჯისა (იხ. მაგ.: გამოსვლათა 19; 13; იოანე 8,
7).
საქართველოშიაც იცოდნენ ასეთის სასჯელით დასჯა. გამოიყვანდნენ დამნაშავეს
სადმე, იტყოდნენ საჯაროდ მის დანაშაულს, აღიარებდნენ ჩაქოლვის ღირსად და
მოუწოდებდნენ ყველას ქვები აეღოთ და დაეკრიბნათ. პირველად ესროდნენ ისინი, ვინც
მოწმენი იყვნენ ჩასაქვავებლის მიერ ჩადენილ დანაშაულისა. მთელი ბექობი
გაკეთდებოდა ქვისა, რომლის ქვეშ ცოცხლად დაიფლობოდა კაცი. ამ ბექობს საქოლავი
ერქვა. შემდეგ ვინც გამოივლიდა საქოლავთან, ვალდებული იყო თითო ქვა მიემატებინა
და ესრეთ დაემტკიცებინა, რომ იზიარებდა საერთო განაჩენს, რომ ისიც მომხრე იყო
დამნაშავის ჩაქოლვისა.
კვირჩილაძე შოთა
![]() |
8 გვერდი 283 |
▲back to top |
ერთის ჩაქვავების ამბავი დატრიალებულა ქართლის სოფ. ჩოჩეთში (კავთისხევთან) XIX
საუკუნის ოცდაათიან წლებში. ერთ ქალს თავისი ნათლია შეჰყვარებია. აღშფოთებულს
სოფელს დაუდგენია ასეთის მძიმე დანაშაულის ჩამდენი ჩაექვავებინა. ეკლესიის
ზარის რეკვის ხმაზე ხალხი შეკრებილა ერთს ალაგას, გამოუყვანიათ ქალი, საჯაროდ
გამოუცხადებიათ მისი დანაშაული და ხალხისათვის მოუწოდებიათ ჩაექვავებინათ.
ყველას უსროლია თითო ქვა ქალისათვის, ასე რომ მთელი ყორე დამდგარა ქვებისა.
ეკლესიაზე გამოუცხადებიათ, ვინც გაივლიდა იმ ყორესთან, უეჭველად თითო ქვა
მიეგდო. ამ ამბის თავის თვალით მხილველი და მონაწილეც ყოფილა მაშინ ახალგაზრდა
იოსებ ყავრიშვილი, რომლის ნათქვამი გადმოგვცა მისმა შვილმა ნიკოლოზ
ყავრიშვილმა,
კახეთში ადამიანის ჩაქვავება სულ უკანასკნელ ხანამდე სცოდნიათ. 1905 წელს შიგ
თელავში ჩაუქვავებით ერთი ყმაწვილი ქურდობისათვის (გ. ჩხუბიანიშვილის
ნაამბობი).
დაყრით დადგომა
პრდ.
მთელი სხეული რომ ძირს დაუშვა, ხელები და ყურები დაბლა მიმართო.
გდტ.
გულის გატეხა, უიმედობა, შეშინება, უღონობა, უძლურება.
გ
ა, საწყინარსა
მოხსენებად შეჰმართა,
)
მოქარავნენი
ზღვის
პირსა დგეს, დაყმუნვებულნი.
დაძვირება
პრდ.
დიდის ფასის დადება რისთვისმე.
გდტ.
იშვიათად მიცემა ან გამოჩენა რისამე, ძნელად პოვნა.
შეად.
) ვჰგმობ მუხთალსა აწუთროსა, უხვსა, ზოგჯერ ძვირსა.
) „ მიღმა ვუთხრა, ვა თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს!
დაწვა.
პრდ.
ცეცხლის მიერ მოსპობა.
გდტ.
რაიმე გრძნობის მწვავედ განცდა, ტანჯვა.
) ვითა მე შენთვის დამწვარ ვარ, აგრევ შენ ჩემთვის დნებოდი!“
დედის მუცლით გამოყოლა (რისამე)
გდტ. მემკვიდრეობით დარჩენა, დიდისხნიდანვე შეძენა, დაპატრონება.
) დედის მუცლით გამომყვა? მბოძებია მეო.
მამალაძე მარიკა
![]() |
9 გვერდი 284 |
▲back to top |
დედის მუცლითგანვე
პრდ.
დედის მუცელში
ჩასახვის დროიდან.
გდტ.
ჩემის არსებობის დასაწყისიდანვე, დიდი ხნიდანვე.
დიაცურად
პრდ.
დიაცის მსგავსად.
გდტ.
მხდალურად, მშიშრად,. ჯაბნად.
დღე
გდტ.
ცხოვრება, ყოფა, მდგომარეობა, სიცოცხლის ხანი; ნათელი. ადვილად დასანახავი..
(დ) მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!
დღეკრული
გდტ.
უბედური, საცოდავი.
დღისით-მზისით
პრდ.
როცა დღეა და მზე ანათებს.
გდტ.
აშკარად, ყველას დასანახავად, ცხადად, გამოჩინებით, ადვილად, დაუბრკოლებლივ.
ე.
ენის მოცემა
პრდ.
ენის დაპატრონება, უკან დაბრუნება.
გდტ.
ხელახლა ალაპარაკება.
ეშმაკის ძმობა
პრდ.
ძმად გახდომა ეშმაკისა.
გდტ.
შეთვისება ეშმაკის ზნეთა, გაუკეთურება, გაბოროტება.
974
(ბ) რას გარგებს მოკლვა თავისა? ეშმა ძმად თუ-რე
გძმობია!
ვ.
ვარდისმკრეფობა
პრდ.
ვარდის ყვავილების მოწყვეტა და მოგროვება.
გდტ.
მხიარულება, სახეზე სიამოვნების დაჩენა, შვება, მოლხენა, უდარდელობა.
627
(გ) დაღრეჯით ვიყავ,
ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდთა
მკრეფობით,
განმარტება თეიმურაზ ბატონიშვილისა: „მხიარულებასა შინა პირი გაუწითლდება სასიამოვნოდ კაცსა მშვენიერსა, და ვინაიდგან ჩვეულება არის, ვინცა მხიარულებაში მშვენიერი გაწითლდება, მას ეტყვიან — ვარდი მოგიკრეფიათო“.
ტუღუში ირაკლი
![]() |
10 გვერდი 285 |
▲back to top |
ზ.
ზარის მიერ აღება
შეზარვა, შეშინება.
1369
რა ნახა უსტარი, ცნა მისი დანაწერობა, , ზარმან აიღო, , ვითა ხელობა,
ზენარის გატეხა
დარღვევა ფიცისა, ფიცს გადასვლა.
855
() მან გატეხა ზენარისა შეჰმართა, ვით გაპირდა?
ზღვათა შესართავი
პრდ.
რაც ზღვას უნდა შეემატოს.
გდტ.
ბევრი.
)
ქალი
ატირდა
ცრემლითა
ზღვათაცა
შესართავითა
თ.
თავზე დაყრა
პრდ.
თავს ზემოდან გადაბნევა.
გდტ.
ბევრის მიცემა, უხვად დასაჩუქრება.
1470
( ბ) გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები,
( გ) ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები,
( დ) თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები.
ძველად, დიდის
ზეიმის დროს, განსაკუთრებით ქორწილში, ზეიმისა თუ ქორწილის მიზეზს, მაგ.
ნეფე-დედოფალს, შესაწევრად აძლევდნენ, სხვათა შორის, ფულს, რომელსაც თავზე
აყრიდნენ. ეს სიტყვა დღეს დარჩენილია სამეგრელოს საქორწილო ტერმინოლოგიაში.
ქორწილის დროს მოტანილ შესაწევარს ჰქვიან: დუდიშგინაიცოთამალი - თავზე
გადასაგდები. ქორწილში ერთი მოწესრიგეთაგანი იძახის: მავანმა ამდენი და ამდენი
თავზე გადასაგდები (დედოფლის) მოიტანაო. აქედან წარმოებულია თავსაყრელი,
რაც ნიშნავს მრავალს, ბლომას. ძველად, ალბათ, თავზე აყრიდნენ შესაწევარს.
მაგრამ ახლა მხოლოდ სიტყვით ამბობენ ამას.
თავის დადება
გდტ.
სიკვდილი, თავის განწირვა, სხვის გულისათვის საკუთარი თავის დავიწყება.
1478
( ა) „ ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება,
თავისი სისხლის მხვრეტი
გდტ.
თავის თავის
დამღუპველი, თავის სისხლის დამღვრელი, სიკვდილამდე მიმყვანი თავისი თავისა,
თავის გაუფრთხილებელი.
1115
( დდ) მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.
თავის წაგება
პრდ.
დაკარგვა, მოშორება თავისა.
გდტ.
სიკვდილი, სიცოცხლის შეწყვეტა.
573
( დ) მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე.
კვინიკაძე ლევან
![]() |
11 გვერდი 286 |
▲back to top |
პრდ.
მოწევინება (რისთვისმე) თავისა.
გდტ.
შველა, დახმარება,
გასაჭირისაგან ხსნა.
440
( დ) აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ.
თავშიშველი (უქუდო)
პრდ.
ქუდით დაუფარავი თავი.
გდტ.
შერცხვენილი, არამამაკაცი, აუგიანი.
71
( ბ) იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს,
( გ) ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს:
( დ) „ ვინცა იყოს უარესი, თავ- შიშველი სამ დღე ვლიდეს!“
361
( ბ) ახარებდეს: „ წამოჯდაო“, დედოფალი გამორბოდა;
( გ) მეფე მორბის თავ- შიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა,
ქართველებში ძველად მამაკაცობის, ვაჟკაცობის ემბლემა– ქუდი იყო, ხოლო დედაკაცობისა–ლეჩაქი ანუ მანდილი. მამაკაცისათვის თავშიშველი, უქუდოდ სიარული არ ეგებოდა, როგორც არ ეგებოდა დედაკაცისათვის ულეჩაქობა, ლეჩაქმოხდილობა. ერთისა და მეორისათვისაც-ორივე დიდი შერცხვენის ნიშანი იყო,
ქართლ-კახეთში ჯერ კიდევ ამ ოცდაათ-ორმოცი წლის წინათ, როცა რაიმე დანაშაულისათვის (ქურდობა, უნამუსობა, ცოლქმრული ღალატი) სოფელი საჯაროდ სჯიდა მამაკაცს, ქუდს მოხდიდა, როგორც მისი ტარების უღირსს, პირუკუღმა ვირზე შესვამდა, სოფელ-სოფელ ჩამოატარებდა, და ყველა თავზე ლაფს ასხამდა, არცხვენდა, ჰნერწყვავდა.
ქართულის თანამედროვე ლაპარაკში ახლახან გადავარდა ხმარება თქმისა, როცა
უნდოდათ ვისიმე გალანძღვა: ქ უ დ ი ა რ ა გ ხუ რ ა ვ ს ო, ე, ი. კაცი არა ხარ,
მოკლებული ხარ ყოველგვარ კაცურ ღირსებას, პატიოსნებას, სინიდისს, ვაჟკაცობასაო,
ქმრის მოღალატე ქალზე იტყოდნენ ხოლმე: ქმარს ქუდიმოხადაო.
თავში ცემა
პრდ. თავში
ხელების რტყმა.
გდტ.
მწუხარება, დარდი, ნაღვლობა.
882
( გ) აწ დამეხსენ, სიკვდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე.
ტირილის დროს დარდისა და მწუხარების უმეტესად გამოსახატავად
ქართველებს ჩვეულებად ჰქონდათ თავში ეცათ ხოლმე ხელები.
თვალთა მილის დადება
პრდ.
ცრემლების სადინელის გაკეთება.
გდტ.
განუწყვეტელი ტირილი, თვალთაგან დაუსრულებელი დენა ცრემლისა.
795
( გ) მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანასგან ნუ იქმ ქმნილსა,
( დ) ამაზედა იტირებდი, დაიდებდი თვალთა მილსა!“
1467
( დ) აღარა ვსტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა“.
თვალთა შედგმა
პრდ.
თვალების მიყენება.
გდტ.
თვალების მიჩერება.
ქენქაძე მაია
![]() |
12 გვერდი 287 |
▲back to top |
პრდ.
თვალის დანუკვა.
გდტ.
დაბრმავება.
1544
( ბ) დაუყვნა თვალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან;
1546
( ბ) ვით მზემან, დაყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა;
თვალის მოკიდება
პრდ.
თვალის შეხება, მობმა.
გდტ.
დანახვა, შესწრება.
1402
( გ) ასრე გავიდი საბელსა, რომ თვალი ვერ მომკიდიან,
თვალის მოწყვეტა (ვისთვისმე ან რისთვისმე)
პრდ.
თვალის მოგლეჯა, მოშორება.
გდტ.
მზერის შეწყვეტა, ყურებას რომ შეაჩერებს,
1581
( ბ) ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი;
თხა და მგელი ერთად სძოვდეს
პრდ.
თხა და მგელი ერთმანეთის გვერდით იყვნენ და ისე სძოვდნენ ბალანს.
გდტ.
მშვიდობა, სიყვარული, ურთიერთის გატანა.
1657
( დ) შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთგან ძოვდეს.
თითით ხვეწნა
პრდ.
თითის საშუალებით თხოვნა, აჯა.
გდტ.
დიდის მორიდებით თნოვნა, უზომო თავის დამდაბლება, მორჩილება.
237
( დ) ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა.
675
( ა) ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა, ზენარით ეუბნებოდა,
( ბ) მუხლთა უყრიდა, ტიროდა, თითითა ეხვეწებოდა,
თითს, და განსაკუთრებით მარჯვენა ხელის სალოკ თითს, როგორც ხელის მთავარს ნაწილს, დიდი როლი ჰქონდა პირველყოფილი ადამიანის არსებობაში. სალოკი თითი იყო მოლაპარაკისათვის რომლისამე საგნის მაჩვენებელი (ლათინური index); სალოკი თითი, როგორც თვით მისი საწელი გვიჩვენებს, იყო მოთხელო საჭმლის ამღები ჭურჭლიდან პირში ჩასაშვებად. როცა მორჩილება, თავისი უძლურება, უმწეობა უნდა გამოეცხადებინა მორეულს მომრევისათვის, სალოკ თითს მოიკაკვავდა; როცა ვინმე ვისმე რასმე ეხვეწებოდა, როცა ცდილობდა მისი გული მოეგო, მისგან შესაძენი შეეძინა, მარჯვენა ხელს გაიშვერდა ისე, რომ ხელის ზურგი ქვევით ყოფილიყო, ხოლო გული ზევით, სალოკ თითს გარდა ოთხივე თითი ხელის გულზე დაკეცილი. ყოფილიყო, თვით სალოკი მთნოვნელისაკენ მიხრილი, თითქო უჩვენებს, ვისგანაც წყალობას მოელის, თავისს სისაწყლეს, სიბეჩავეს, დამდაბლებას და უჩვენებს, თუ ვისკენ უნდა მიჰმართოს თავისი წყალობაო. ასეთი წესი თხოვნისა დარჩენილია სამეგრელო-სვანეთში და უნდა იყოს აგრეთვე ფშავ-ხევსურეთშიც.
თეიმურაზ ბატონიშვილის განმარტებით, თითით მახვეწარი სახვეწნელ პიროვნებას თითით ცას ანიშნებს და ეუბნება: იმის (ღმერთის, რომელიც ცაზეა) მადლსა, ნუ დაგვაგდებ გაუკითხველადო.
მგალობლიშვილი სესილი
![]() |
13 გვერდი 288 |
▲back to top |
პრდ.
თავზე ძალით თმის მოშორება ხელით.
გდტ.
მეტად გამ წარებული, სასოწარკვეთილი ყოფნა, უსაზღვრო მწუხარება.
959
(ა) გაიყარნეს (ტარიელი და ავთანდილი) ტირილითა, პირსა ხოკით, თმათა გლეჯით,
მიცვალებულის ტირილის დროს ჩვენში დიდის მწუხარებისა და გლოვის ნიშნად მამაკაცი თმასა და წვერს იგლეჯდა, ხოლო დედაკაცი- თმას.
ი
იოტა
პრდ.
ბერძნული ანბანის ასო.
გდტ.
ერთი კიკნა ნაწილი რისამე, სულ უმცირესი რამ, თითქმის არაფერი.
845
(გ) ვის გმორჩილებენ ციერნი ერთის იოტის წამისად,
იოტა — სახელია ბერძნულ ანბანის ასო.ი-სა; მთელს ანბანში ყველაზე პატარაა. აქედან დაერქვა გადატანითად. ყველაზე უმცირეს რასმე ეს სახელი.
კ
კვალწმინდად
პრდ.
უკვალოდ, კვალი რომ არ ემჩნეოდეს ისე.
გდტ.
სრულიად, სავსებით.
101
(ა) კვალი ძებნეს და უკვირდა ვერ-პოვნა ნაკვალევისა,
(ბ) აგრე კვალ-წმიდად წახდომა კაცისა, ვითა დევისა;
კვერთხი
პრდ.
ჯოხი ანუ ყავარჯენი მეფის სატარებელი, როგორც ემბლემა ხელმწიფობისა, ნიშანი ხელისუფლებისა, უფროსობისა.
გდტ.
დასაყრდენი, შეძლება, იმედი, ძალა, ბურჯი, ღონე.
1205
(ა) „მონათა მიჰხვდა სიხარბე მის
საჭურჭლისა ძვირისა,
(დ) ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!
კიდეგანია გზა
პრდ.
ნაპირას მდებარეა, ჩემგან შორსაა.
გდტ.
სულ სხვაა, განსხვავებულია, სხვებისას არა ჰგავს.
1202
(ა) „არ
ვარგვარ
თქვენად
დედოფლად,
ჩემი
გზა კიდეგანია;
კიდით-კიდე
პრდ.
ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.
გდტ.
ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე, ყველგან, ერთგან რომელისამე ადგილის დაუტოვებლად.
132
(დ) შენ გენუკვი მონახვასა, კიდით კიდე მოჰლახო ცა.
კიდის პირობა
პრდ.
ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში ყოფნა.
გდტ.
ერთმანეთის დაშორება, ერთიმეორისაგან შორი-შორს ყოფნა.
1496
(დ) თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდის-კიდობა!
მეტრეველი გოგა
![]() |
14 გვერდი 289 |
▲back to top |
პრდ.
დაბერებული კიტრის მოკრეფა.
გდტ.
უვარგისის, საზარალო საქმის კეთება, უვიცობა, მიუხვედრელობა.
794
(ა) „მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვკრეფ კიტრად ბერად,
(ბ) ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად;
იხ.
ტაეპის
განმარტებანი
კიტრი კარგი საჭმელია, როცა ქორფაა, როცა შუშა კიტრის სახელი აქვს. დაბერებული კიტრი უგემურია და სათესლედ თუ-ღა ვარგა.
კლდე
პრდ.
ციცაბო ამართული, მოსხლეტილი.
გდტ.
სიმბოლო გულქვაობისა, უგრძნობლობისა; ხოლო კარგის აზრით: სიმაგრე, სიმტკიცე, გულგაუტენლობა.
1230
(ა) „დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე ვითა, ლოდია,
ლ.
ლახვრის სობა გულში
პრდ.
ლახვრის შერჭობა გულში.
გდტ.,
სიმწარე, დარდი, ნაღველი, ტანჯვა, სიკვდილი.
4.
(დ) ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.
1026
(ბ) ვიცი, რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის;
ლომი
პრდ.
ყველაზე ღონიერი ოთხფეხი ხორციჭამია, კატის ჯიშისა.
გდტ.
ღონიერი, გულადი და შემმართებელი.
1450
(ა) ზღვათა მეფე მოახსენებს: „ხელმწიფეო, ლომო, ქველო,
(ბ) მოახლეთა სიცოცხლეო, ვერა-მჭვრეტთა შორით მკლველო,
1501
(ა) ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი, იგი მზენი,
მ
მასპინძლობა-კვეთა
პრდ.
საჭმელ-სასმელის მირთმევა, ხორცის მოჭრა.
გდტ.
პატივისცემა.
1505
(ბ) ასმათს უც ხორცი ირმისა, იქმს მასპინძლობა-კვეთასა.
ამ სიტყვის ხმარება იმდროიდანაა, ოდეს სუფრაზე დანა ხორცის მოსაჭრელად იშვიათი იყო და ერთი-ღა თუ მოეპოვებოდა მასპინძელს ხორცის მოსაჭრელად და სტუმართათვის შესათავაზებლად.
მახის დაგება (ვისთვისმე)
პრდ.
მახის მოწყობა შიგ ვისიმე გასაბმელად.
გდტ.
ღალატი, ხიფათში ჩაგდება.
445
(ბ) ვთქვი, თუ: „მოვა რამაზ მეფე; ჩემთვის უდგამს თუცა მახე,
ქუშაშვილი ნინო
![]() |
15 გვერდი 290 |
▲back to top |
პრდ.
მე და ჩემი ცხენი ვართ.
გდტ.
ჩემის ცხენის იმედითა ვარ, ის მეყოფა, იმის მეტი არაფერი მინდა.
1064
(დ) რა გინდ რა მომცეთ, რას ვაქმნევ? მე ვარ და ჩემი ცხენია!
მზე
პრდ.
ცენტრალური შუქმფენარე მნათობი ჩვენი სამყაროსი.
გდტ.
სიცოცხლე, ბედნიერება, სინათლე, ჭეშმარიტება, სიმართლე, მშვენიერება.
757
(დ) ვიტყვი, მოვკვდე, არა მგამა, ჩემი მზემცა თქვენ მოგხვდების!“
1127
(ა) რა ფატმანისსა შევიდა ლომი, მზე, მოყმე წყლიანი,
(ბ) უბრძანა: „მოვკალ, მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი,
მზე — წყაროა სინათლისა და სითბოსი, მზე — მასაზრდოებელია ჩვენს პლანეტაზე ყოველგვარი ორგანული არსისა, უმზეოდ სიცოცხლე ერთს წუთსაც არ არის წარმოსადგენი. პირველყოფილ ადამიანს დიაღაც შეგნებული ჰქონდა ეს მნიშვნელობა მზისა. ბუნებასა და გარშემო პირობებთან ბრძოლაში, ჯერ სუსტსა და უძლურს, მთელი იმედი მზეზე ჰქონდა დამყარებული. და სრულიად ბუნებრივია, რომ გონებრივად დაბალ საფეხურზე მდგარ ადამიანს ამ მნათობისათვის თავისივე თვისებები მიეკუთვნებინა, იგი დაესანა არსებად, რომელსაც სჩვევია ყოველი დადებითი და უარყოფითი ხასიათი ადამიანისა: სიყვარული, მოწყალება, წყრომა, მომადლიერება, სიყვარული მორჩილებისა, თაყვანისცემისა. და ჩვენმა პირველყოფილმა წინაპარმა, მზის შიშითა და ძრწოლით გამსჭვალულმა, მზის მოსამადლიერებლად, მის გულის მოსაგებად იგი თაყვანისცემის საგნად გაიხადა, გააღმერთა.
ქართული მეტყველება აუარებელ მასალას იძლევა ჩვენში ერთ დროს მზის თაყვანისცემის არსებობისას. „ვეფხისტყაოსანი» განსაკუთრებით მაჩვენებელია ამისა. ტაეპი იშვიათად გამოერევა, რომ შიგ ქება არ იყოს მზისა, სხვადასხვა ეპითეტებით არ იყოს შემკობილი ეს მნათობი.
სასაუბრო ქართულში ხომ ყოველ ნაბიჯზე გვესმის: ჩემმა მზემ — ჩემს სიცოცხლესა ვფიცავ, მზე დაუბნელდა — მოჰკვდა; დღისით მზისით — ნათლად, ცხადად; დედას შვილზე მზე და მთვარე ამოსდის
მზესა და მთვარესავით ძვირფასია დედისათვის შვილის სიცოცხლე; მეგრული ფიცი: უშულადუ ბჟაშ მარ დიმე – დაუღალავ (სიარულით) მზის მადლმა; მზია — სახელი ქალისა; მზეთა-მზე — მეტად ლამაზი ქალი. ან კიდევ სასიმღერო ლექსი: მზე-შინაო, მზე-გარეთა, მზე, შინ შემოდიო! მზეჭაბუკი — სახელი ვაჟისა, და ბევრი სხვაც.
მზეს მიხდომა
პრდ.
მზეს მოშორება, უმზეოდ დარჩენა.
გდტ.
სიკვდილი.
452
(გ) კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს მზესა,
მზის ამოსვლა
პრდ.
ცისკიდურზე გამოჩენა მზისა.
გდტ.
გაბედნიერება, სასიხარულო ამბის შემთხვევა, გამარჯვება.
იხ. ზემოთ მზე და იქვე განმარტება: „მზე და მთვარე ამოსდის დედას შვილზე“.
პრდ.
ცენტრალური შუქმფენარე მნათობი ჩვენი სამყაროსი.
გდტ.
სიცოცხლე, ბედნიერება, სინათლე, ჭეშმარიტება, სიმართლე, მშვენიერება.
757
(დ) ვიტყვი, მოვკვდე, არა მგამა, ჩემი მზემცა თქვენ მოგხვდების!“
1127
(ა) რა ფატმანისსა შევიდა ლომი, მზე, მოყმე წყლიანი,
(ბ) უბრძანა: „მოვკალ, მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი,
მზე — წყაროა სინათლისა და სითბოსი, მზე — მასაზრდოებელია ჩვენს პლანეტაზე ყოველგვარი ორგანული არსისა, უმზეოდ სიცოცხლე ერთს წუთსაც არ არის წარმოსადგენი. პირველყოფილ ადამიანს დიაღაც შეგნებული ჰქონდა ეს მნიშვნელობა მზისა. ბუნებასა და გარშემო პირობებთან ბრძოლაში, ჯერ სუსტსა და უძლურს, მთელი იმედი მზეზე ჰქონდა დამყარებული. და სრულიად ბუნებრივია, რომ გონებრივად დაბალ საფეხურზე მდგარ ადამიანს ამ მნათობისათვის თავისივე თვისებები მიეკუთვნებინა, იგი დაესანა არსებად, რომელსაც სჩვევია ყოველი დადებითი და უარყოფითი ხასიათი ადამიანისა: სიყვარული, მოწყალება, წყრომა, მომადლიერება, სიყვარული მორჩილებისა, თაყვანისცემისა. და ჩვენმა პირველყოფილმა წინაპარმა, მზის შიშითა და ძრწოლით გამსჭვალულმა, მზის მოსამადლიერებლად, მის გულის მოსაგებად იგი თაყვანისცემის საგნად გაიხადა, გააღმერთა.
ქართული მეტყველება აუარებელ მასალას იძლევა ჩვენში ერთ დროს მზის თაყვანისცემის არსებობისას. „ვეფხისტყაოსანი» განსაკუთრებით მაჩვენებელია ამისა. ტაეპი იშვიათად გამოერევა, რომ შიგ ქება არ იყოს მზისა, სხვადასხვა ეპითეტებით არ იყოს შემკობილი ეს მნათობი.
სასაუბრო ქართულში ხომ ყოველ ნაბიჯზე გვესმის: ჩემმა მზემ — ჩემს სიცოცხლესა ვფიცავ, მზე დაუბნელდა — მოჰკვდა; დღისით მზისით — ნათლად, ცხადად; დედას შვილზე მზე და მთვარე ამოსდის
მზესა და მთვარესავით ძვირფასია დედისათვის შვილის სიცოცხლე; მეგრული ფიცი: უშულადუ ბჟაშ მარ დიმე – დაუღალავ (სიარულით) მზის მადლმა; მზია — სახელი ქალისა; მზეთა-მზე — მეტად ლამაზი ქალი. ან კიდევ სასიმღერო ლექსი: მზე-შინაო, მზე-გარეთა, მზე, შინ შემოდიო! მზეჭაბუკი — სახელი ვაჟისა, და ბევრი სხვაც.
ჭანკვეტაძე ნინო
![]() |
16 გვერდი 291 |
▲back to top |
735
(ა) ვაზირმან ცნა, გაეგება: „ჩემსა მზეა ამოსრული,
(ბ) ამას თურე მახარებდა დღეს ნიშანი სახარული!“
პირველყოფილ ადამიანისათვის საშინელებაა მზის ჩასვლა, მისი ჰორიზონტს უკან დამალვა, ბნელში გახვევა ქვეყნიერებისა, რომლის ნაწილს ის შეადგენს, განსაკუთრებით თუ ეს ზამთარშიცაა, როცა სიბნელესთან სიცივეს უნდა ებრძოლოს ამ ბრძოლისათვის არც ტანისამოსით და აღარც ბინით სრულებით შეუიარაღებელი ადამიანი! დიაღაც სასიხარულო, უსაზღვრო ბედნიერების მომნიჭებელი და ცათაფრენის შემყენებელი უნდა ყოფილიყო მისთვის სითბო-სინათლის მომნიჭებელ მნათობის მზის ამოსვლა, ჰორიზონტზე გამოჩენა. ძველად სამეგრელოში პერანგისამარა, ფეხშიშველა ბავშვები სიმღერის ხმაზე ასეთი ლექსით მიჰმართავდნენ და ღომითა და ყველით ახარბებდნენ ხოლმე ზამთრის სიცივეში დილით ამომავალ მზეს:
„ჩხანა, მორთია, ჩხანა, მორთია... ღუმ დო ვალის რჩანქია“...
|
„მზეო, ამოდი, მზეო, ამოდი... ყველსა და ღომს გაჭმევო“... |
მზის დაბნელება
პრდ.
მზისათვის სინათლის წართმევა.
გდტ.
სიმრავლე რისამე, მზეზე გადმოფარებულისა; მოკვლა, სიცოცხლის წართმევა.
289
(გ) ასმათი სულსა უღებდა სიტყვითა საკვირველითა:
დ) „თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელ-იქმთ მზესა თქვენითა ბნელითა“.
მზის მიფარება
პრდ.
მზის დამალვა, უმზეოდ დარჩენა.
გდტ.
გაუბედურება, სიკვდილი.
711
(დ) ჩემი თქვი, რა ვქმნა ბნელ-ქმნილმან, მზე მიმეფაროს, მი-, ცისა?
მზის ფიცი
პრდ.
საფიცრად მზე რომ აქვთ გამხდარი.
გდტ.
ფიცი, საბუთი სიმართლისა.
67
(ბ) (მეფემ) ფიცა მზე თინათინისი, მის მზისა მოწუნარისა.
ძველად, მნათობთ-თაყვანისცემის (ასტროლატრიის) ჟამს, მთავარი ღმერთი და, მაშასადამე, საფიცარი იყო მზე. აქედანაა დარჩენილი: ჩემმა მზემ, ჩემს მზესა ვფიცავ და სხვ.
მზის ჩასვენება
პრდ.
მზის დამალვა ჰორიზონტს უკან, უმზეოდ დარჩენა.
გდტ.
სიცოცხლის გათავება, სიკვდილი, მოსპობა.
36
დ) მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვჭვრეტთ ღამესა ჩვენ უმთენაროსა.
მდინარაძე რუსუდანი
![]() |
17 გვერდი 292 |
▲back to top |
მთვარე
პრდ.
თანამგზავრი პლანეტა დედამიწისა, რომლის გარშემო იგი ტრიალებს და რომელსაც ღამ-ღამობით ანათებს.
გდტ.
ლამაზი, მშვენიერი, საყვარელი, საღმერთებელი.
644
(ა) „ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი, რომელთაცა კვლა უვლია,
მოგვინახონ იგი მთვარე (ნესტან-დარეჯანი), ვისთვის ჭირი არ გვაკლია... მთვარე — წყარო სინათლისა, რომელიც ეფრქვევა დედამიწას ღამით და ჰფანტავს სიბნელეს. პირველყოფილმა ადამიანმა მზესავით მთვარეც: გააღმერთა და კვირიაკის მეორე დღე, ორშაბათი, ანუ მეგრული თუთაშ-. დღა (რომაელთა Luna dies) მთვარის თაყვანისსაცემლად დანიშნა.
ბუნებრივია, რომ ამ მნათობის სახელით (რომელსაც ჩვენი ხალხური ზეპირსიტყვაობა ქალად და მზის ცოლად სახავს) ჩვენს წინაპარს განესახიერებინა და სალოცავად გაეხადნა ყოველი ძვირფასი ადამიანი, განსაკუთრებით ტრფიალების საგანი — ქალი, ამასვე ვხედავთ რუსთაველის პოემაში, სადაც ასეთის აღტაცებით არის გამოხატული, მთვარის სახით, პოემის უმთავრესი გმირი-ქალი, ნესტან-დარეჯანი.
მთვრალი
პრდ.
ვისაც ტვინი ამღვრეული აქვს ღვინით ან სხვა რამ მაგარი სასმელით.
გდტ.
გონებაარეული რაიმე ვნებათა ღელვით.
935
(გ) კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთრვალისა,
(დ)
არ-დავიწყება,
მოყვრობა
მოყვრისა წარმავალისა.
იხ.
ტაეპის
განმარტებანი
მინდობა სისხლისა
პრდ.
თავსდება სისხლისა, კისრება სისხლისა.
გდტ.
უზრუნველყოფა სიცოცხლისა, პასუხისგება მშვიდობით გადარჩენისათვის.
1044
(გ) მე მივინდობ სისხლითა თქვენთა, შემოვისხამ, და-ცა-მწვთების!
(დ) ვინცა გებრძვის, ხრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვთების.“
მიწა მყოს
პრდ.
მიწად ვიქცე, მიწამ მჭამოს.
გდტ.
მოვკვდე, ცოცხალი ნუღარ ვიქნები, თუ...
1484
(დ)
ღმერთმან მუნამდის მიწა
მყოს, ვირ მეფე
იყო ცნობილი!
იხ.
ტაეპის
განმარტებანი
მიწის აკვანება
პრდ.
აკვნად გადაქცევა მიწისა.
გდტ.
სიკვდილი, მიწაში დამარხვა, მიწად ქცევა.
166
(ბ) რაგვარა ვქმნა პატრონობა? რამც გიფერე, რამც გიგვანე?
(გ) შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე!
312
(დ) მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე“.
მიწის მიერ პირის დაყოფა (ვისთვისმე)
პრდ.
მიწის
მიერ
პირის
დაღება. (მიწის
გათხრა)
მიცვალებულის
მისაბარებლად.
გდტ.
სიკვდილი.
422
(გ) შენთა შუქთა შემომადგამ, გულსა ბნელსა ზედა მჭვირსა,
(დ) შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა“.
ღარიბაშვილი მაია
![]() |
18 გვერდი 293 |
▲back to top |
მიწის მიყრა (მიცვალებულისათვის)
პრდ.
მიწის მიბნევა, მიწის ქვეშ მოყოლება, დათვლა მიწაში.
გდტ.
პატივისცემა, სიკეთის ქმნა, მფარველობა.
891
(დ) მო, მოყვარეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით!
შეად.
1009
(დ) ჰკლავს სურვილი და ვერ-ჭვრეტა მისისა დამმარხველისა.
ქართველი ხალხის მიერ მიცვალებულისათვის შემუშავებულ წესებში დამარხვა და მიწის მიყრა საფლავისათვის – მთავარი ნაწილია დასაფლავების პროცედურისა. მიცვალებული უეჭველად უნდა იქმნეს დამარხული, მიწამიყრილი, რომ მისი გვამი ისე არ დარჩეს მიწის ზედაპირზე, ნადირის შესაჭმელად. მიწის მიყრის პროცესს გამოვხატავთ დღეს, როცა სამარეში ჩაშვებულის კუბოს მიცვალებულისას პეშვით მიწას მივაყრით ხოლმე. ეს აშკარადაა გამოხატული ზემოთმოყვანილ მეგრულ სატრფიალო ლექსში, რომელშიაც ვაჟი ქალს ემუდარება:
„რო მე მოვკვდე, დამიტირე,
გამითხარე მე საფლავი,
შენ მშვენიერ ხელ-ფეხითა
მიწა ზედა დამაყარე“.
მკვახე (სიტყვა)
პრდ.
უმწიფარი, შემოუსვლელი.
გდტ.
უმეცრული, უზრდელი, რეგვნული.
212
(დ) მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა!
297
(ბ) ქურდნი ვნახენ, რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა;
მკლავ-მაგარი
პრდ.
მაგარის მკლავის პატრონი.
გდტ.
ღონიერი, ძლიერი.
452
(ბ) მუნ მივჰმართე მკლავ-მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა;
მომდედრეგა
პრდ.
მდედრის
ანუ
ქალის
მსგავსად
გახდომა,
გდტ.
მორბილება, მოლმობიერება, აჩვილება.
164
(დ) ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე!“.
მოსალამე
პრდ.
დასასველებელი.
გდტ..
ბევრი, მოსარწყავი.
223
(დ) მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, მინდორთა მოსალამენი.
ლამე (სველის აზრით) დღეს მეგრულში დარჩენილა და ნიშნავს: არც მეტად სველს და არც მეტად მშრალს. მოტანილ წინადადებაში მოსალამე ნახმარია ბევრის მნიშვნელობით: თვალთაგან იმდენი ცრემლი სდიოდათ, რომ მინდვრებს ეყოფოდათ მოსარწყავადო.
ლობჟანიძე გიორგი
![]() |
19 გვერდი 294 |
▲back to top |
პრდ.
ღორს მიმსგავსება.
გდტ.
მოტყუება, შეცთენა, გაცრუება.
1201
(ბ) მოღორებულხართ, დამცთარხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა,
(გ) დამცთარა თქვენი პატრონი, ჩემსა თუ ჰლამის სძლობასა,
ამ სიტყვას თეიმურაზ ბატონიშვილი ასე განმარტავს: „როდესაც ღორის დაკვლა უნდა, მოვა პატრონი დაუყრის ცოტ-ცოტა საჭმელს ან სიმინდს, ან ქერს, ან ესე გვარს რასმე ცოტ-ცოტათი უყრის გზაზე და ისიც მისდევს ჭამით. ამას სახლში შეიტყუებს; და სახლში რომ შეიყვანს, დაუყრის კიდევ, და ჭამას რომ დაუწყებს ღორი, მაშინ პატრონი კარებს მიუხურავს და დაიჭერს ღორსა. მოღორება მოტყუებას ამისათვისა ჰქვიან“. მეგრულად ღორება მოტყუებას ნიშნავს, ალბათ ეს იყო ქართველთა სიტყვა მოტყუების გამომხატველი.
მტრის დამხობა
პრდ.
პირქვე დაცემა მტრისა.
გდტ.
დამარცხება, მორევნა, ჯობნა, მოსპობა.
1026
(გ) წადი, ღმერთი გიწინამძღვრებს, შენი მტერი დაემხობის,
მძიმე
პრდ.
რაც ბევრს იწონის, ძნელი წასაღები, გაჭირვებით შესანქრევი.
გდტ.
მდიდარი, შეძლებული, ძვირფასი; მოწიწებითი; აუჩქარებელი.
61
(ა) „დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო.
(ბ) მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო,
აქედან მომდინარეობს გამოთქმები: მძიმე სალამი-მოწიწებითი სალამი; მძიმე-მძიმე ლაპარაკი — აუჩქარებლად ლაპარაკი, ცდა სიბრძნის გამოხატვისა; მძიმე შავებში მყოფი — დიდად მგლოვიარე, დიდად, უზომოდ დამწუხრებული.
მხიარული
პრდ.
ვინც მოწყენილი, დაღონებული არ არის.
გდტ.
ფერი ტანისამოსისა, საფერი არა მგლოვიარეთა და ახალგაზრდათა.
839
(ბ) მერმე ბრძანა: „მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი,
მიცვალებულზე მგლოვიარობის გათავების შემდეგ სამგლოვიარო (შავებს; ტანისამოსს იხდიან და იცვამენ „სამხიარულოს“ — „მხიარულ ფერს“.
ნ.
ნადიმის დადება
გდტ.
ნადიმის გამართვა, გაწყობა.
1135
(დ) კვლა დავიდევით ნადიმი, დავსხედით ამოდ შვებულნი.
ნათურქალი
პრდ.
ადგილი, სადაც თურქი მდგარა, საგანი, რაც თურქებს ჰკუთვნებიათ ერთ დროს.
გდტ.
ანაოხრები, აკლებული, იავარყოფილი, მოსრვილი, ნაბრძოლები, ნატყვევნი.
56
(ა) ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა,
ჭიჭინაძე თამრიკო
![]() |
20 გვერდი 295 |
▲back to top |
ნამუსის შენახვა
პრდ.
ნამუსის დაფარვა, დაცვა.
გდტ.
საიდუმლოს გაუმჟღავნებლობა, საიდუმლოს დაცვა.
1067
(დ) თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა!”
ნატუსალი
პრდ.
დამწვარი, ნატრუსი.
გდტ.
ყველაფრის დამკარგველი, უარაროდ დარჩენილი.
1354
(ა) უცნობო-ქმნილი ტარიელ ძევს მსგავსად ნატუსალისად.
ნაღველი
პრდ.
მწარე სითხე მომწვანო - ყვითელი ფერისა, რომელსაც გამოყოფს ღვიძლი და რომელიც ნაწლავებში მოქმედობს, როგორც საჭმლის მონელების აგენტი.
გდტ.
ბრაზი, გულის მოსვლა, დარდი, ფიქრი, მწუხარება.
1575
(დ) არაბთა მეფე მათითა (ავთანდილ-ტარიელ-ფრიდონი) გაყრითა ნავღელ-ჭმულია.
ნიშანი სიხარული
პრდ.
სახარელ ამბის მანიშნებელი.
გდტ.
ბედნიერება, ხელის მომართვა.
735
(ბ) ამას თურე მახარებდა დღეს ნიშანი სახარული!“
ო.
ოთხ.ახმით
პრდ.
ოთხისავე ფეხის ამოღებით, ზევით აწევით.
გდტ.
ჭენებით, ჩქარა.
183
(ა) ავთანდილ იგი მინდორი ოთხ-ახმით გარდაიარა,
ამ სიტყვაში ნაგულისხმებია ცხენის ოთხისავ ფეხის ჩქარის ტემპით, ერთსა და იმავე დროს მოძრაობა.
ოტას დასხმა (თავზე)
პრდ.
მტვრის დაყრა თავზე.
გდტ.
თავის დამცირება, უღირსება, მორჩილების გამოცხადება, ერთგულება.
617
(ა) „მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა, მაგრა ცოტასა;
(ბ) გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხმიდეს მისთვის ოტასა,
თეიმურაზ ბატონიშვილი ასე განმარტავს ამ თქმას: „აზიური ძველი ჩვეულება იყო, თუ მეფენი ლაშქრიდამ, როგორც ფრიდონს შეემთხვა, მობ. რუნდებოდნენ და თვისსა სატახტო ქალაქსა მოვიდოდეს, ხალხი გაეგებებოდა და მის ნასიარულევის ადგილიდან მტვერს აიღებდნენ და თავზე გარდაიყრიდნენ. ეს იყო ნიშანი გულითა მხურვალითა ერთგულებისა მათისა. ოთას აისხემდეს ამას ნიშნავს — თავზე მტვერს გადაიყრიდესო“.
კაკაბაძე ვალერი
![]() |
21 გვერდი 296 |
▲back to top |
პ.
პასუხის დაყრა
გდტ.
პასუხის თქმევინება, პასუხის გაცემა, პასუხის მიღება.
1168
(ა) „ვერა დავჰყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა:
პირი
გდტ.
პირობა, თანხმობა, პირობის სიმტკიცე, დადგენილება, სიტყვა; მჭრელი მხარე იარაღისა; გარეთა მხარე ქსოვილისა.
71
(გ) ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს:
529
(ა) „მიბრძანა, (ნესტანმა ტარიელს): „მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა,
პირის დაპირება
პრდ.
პირად გახდომა პირისა.
გდტ.
პირობის, სიტყვის რისამე მიცემა, დადგენა, გადაწყვეტა რისამე.
141
(ა) კვლა შეჰფიცეს (თინათინმა და ავთანდილმა) ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი,
პირის მოშლა (შეშლა)
პრდ.
პირის წარხოცვა.
გდტ.
დადებული პირობის გაუქმება.
529
(ა) „მიბრძანა, (ნესტანმა ტარიელს): „მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა,
პირის მხმეჭელი
პრდ.
ვინც პირს იღმელს, ვინც იჭყანება.
გდტ.
მშიშარა, გაუბედავი, შემდრკალი, შეწუხებული.
807
(ა) „რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა,
შეად.
959
(გ) ვირე უჩნდა ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით;
ს.
საბელი ყელისა
პრდ.
ყელზე მისაბმელი თოკი (ვისიმე დასაჭერად).
გდტ.
დასამორჩილებელი, ურჩობაზე ხელის აღების საშუალება.
(ა) „აწ, დაო (ასმათ), შენთა ხელთაა ჩემი საბელი ყელისა,
(ბ) სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აპყრობა ხელისა;
ძველად დამნაშავეს ან მონას ყელზე საბელს მოაბამდნენ და ისე დაჰყავდათ თავის ნებაზე, ან თუ დახრჩობა უნდოდათ, იმავე სახლის წვერის მოჭერით ახრჩობდნენ. საბელი ერთი სახე იყო დასასჯელ, დასამორჩილებელ იარაღისა.
საგოგმანები
პრდ.
სახტუნავი, ხელითი-ხელად სატაცებელი ანუ საჩვენებელი, ხელში სათამაშო.
გდტ.
მშვენიერი, იშვიათი, საუცხოო.
8
(ა) ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,
(ბ) ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები,
ნანობაშვილი დავით
![]() |
22 გვერდი 297 |
▲back to top |
პრდ.
მიშვება აღვირისა, მიკუთვნება აღვირისა.
გდტ.
თავისუფლების მინიჭება, თავის ნებაზე მიშვება.
1004
(გ) რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ხრმალთა,
(დ) ცხენსა მისცა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა.
სანთელივით დნობა
პრდ.
სანთლის მსგავსად სითხედ გადაქცევა.
გდტ.
განდომა, დამვლევება,
847
(ა) ამას მოსთქმიდის, იწვოდის, ვითა სანთელი, დნებოდის,
სატანას წაუღიხარ
პრდ.
სატანა დაჰპატრონებია შენს თავს.
გდტ.
დაღუპულხარ, სულის წასაწყმენდი საქმე გიქნია.
883
(დ) რად სატანას წაუღიხარ? რად მოიკლავ ნებით თავსა?
სატანა - საღმრთო წერილით, უფროსია ეშმაკებისა.
საყელოთა გარდახევა
პრდ.
ტანისამოსის საყელოების დაფხრეწა,
გდტ.
მწუხარება, გლოვა.
877
(ბ) ახლოს მყოფი სიკვდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა,
(გ) საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა,
ქართველებში მგლოვიარობის ნიშანი იყო, სხვათა შორის, საკინძის ჩამოგლეჯა, საყელოთა გარდახევა.
საყურად ნატერფალი
პრდ.
ყურში გასაყრელად ფენს ანაყოლი მიწა.
გდტ.,
მონობა, დამცირება, დამორჩილება, სიმდაბლე, უღირსება.
1562
(დ) ხამს, ყურსა გვეგდოს საყურად ჩვენ თქვენი ნატერფალია.
თეიმურაზ ბატონიშვილი ასე განმარტავს ამას: „ძველთა შინა დროთა მონათა პატრონნი მათნი ყურთა საყურესა გაუყრიდნენ, ანუ ტყვედ მოყვანილთა, რომელნიც ნიშანნი მონებისა იყო“. მაშასადამე, ჩვენ უღირსნი ვართ თქვენი იმდენად, რომ შესაფერი იქნება საყურეებად ყურში გავიკეთოთ თქვენს ფეხებს მიკრული და მერე ჩამოვარდნილი ტალანიო.
სახმილის დავსება
პრდ.
გახურებულის ღუმელის ჩაქრობა, ცეცხლის განელება.
გდტ.
დარდ-მწუხარების შეწყვეტა, დასრულება.
962
(ბ) ვერ დაივსებდა სახმილსა, (ავთანდილ)იწვის ცეცხლითა ხშირითა,
1278
(ბ) ფიცხლა დამივსე სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა,
სახმილის მოდება
პრდ.
დიდ ცეცხლში გახვევა.
გდტ.
დიდი დარდ-მწუხარება, უზომო ნაღველი.
1166
(ბ) ვჰკადრეთ, თუ: „მზეო, სახმილი გვედების შენგან ალისა!
წერეთელი დიანა
![]() |
23 გვერდი 298 |
▲back to top |
გდტ.,
მოჩვენება, ამაო წარმოდგენა.
387
(გ) მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია!
(დ) სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია“.
შეად.
1658
(ა) გასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა.
სიკვდილის მიერ დავიწყება (ვისიმე მოკვლისა)
პრდ.
სიკვდილს რომ არ მოაგონდება ვისიმე მოკვლა.
გდტ.
დიდხანს სიცოცხლე, დიდხანს არმოკვდომა.
862
(დ) დავვიწყებივარ სიკვდილსა, ნახეთ ნაქმარი ბედისა!
შეად.
290
(დ) მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ, ვარ მისგანცა გაწირული“.
ხალხის ძველებური რწმენით, სიკვდილი არსებაა, რომელიც ჩამოუვლის. ხოლმე ადამიანებს და როცა დროა, ჰხოცავს და მიჰყავს სულეთში. მონდება ვითომც, რომ სიკვდილს ავიწყდება ადამიანის მოკვლა და ადამიანი იმაზე მეტს, ხანს ცოცხლობს, რაც უნდა ეცხოვრნა დედამიწაზე. ამ რწმენის გადმონაშთია გამოთქმები: სიკვდილს დაავიწყდა მავანიო, სიკვდილს მოსძულებიაო. ან როცა უნდათ დალოცონ ვინმე და დღეგრძელობა უნატრონ, ეტყვიან: სიკვდილსაც დაჰვიწყებიხარო! ამასვე ეტყვიან კაცს, რომლისათვის რისამე მისაცემის მიცემა ან გასაკეთებელის გაკეთება დაავიწყდებათ ხოლმე.
სიკვდილის ძებნა
პრდ.
ცდა სიკვდილის სადმყოფობის გაგებისა, სურვილი მისის ნახვისა.
გდტ.
სურვილი მოკვდომისა, სიცოცხლის დაუფასებლობა, უკრძალველობა სიკვდილისა.
254
(გ) კვლა უთხრა: „დაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების;
(დ) ესეცა იცი, სიკვდილსა თვით ეძებს, არ ეკრძალების.
სინათლის დაყოფა
პრდ.
სინათლის დახურვა, დახშობა.
გდტ.
უსინათლობა, დაბნელება.
1358
(გ) დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა.
სისხლის ხვრეტა ვისიმე
პრდ.
ვისიმე სისხლის დალევა.
გდტ.
მტრობა, შეუბრალებლობა, უგულობა, ულმობელობა, მოკვლა.
717
(დ) იტყვის: „ვერ გაძღა სოფელი, ვა, სისხლთა ჩემთა ხვრეტითა!“
სოფელი
ქვეყანა, ცხოვრება, ხალხი.
37
(ა) მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია,
(ბ) დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია;
960
(ა) ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა?
(ბ) ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სოფელი ასე მქნელია
პრდ.
სოფელი ასე შვრება, სოფლის წესი ასეთია.
გდტ.
ცხოვრებაში სიტკბოსთან სიმწარეც არის, ცხოვრების კანონი ასეთია.
37
(ა) მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია,
(ბ) დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია;
ძიძიგური აკაკი
![]() |
24 გვერდი 299 |
▲back to top |
პრდ.
ამ ქვეყანას იქით გადასვლა.
გდტ.
სიკვდილი, გარდაცვალება, სააქაო ცხოვრების დატოვება,
877
(დ) მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა.
სულად მოქცევა
პრდ.
სულისაკენ მობრუნება.
გდტ.
მოსულიერება, უგრძნობელისა გრძნობაზე მოყვანა.
330
(ა) ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა;
(გ) ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა.
354
(გ) რა სულად მოვე, შემესმა ხმა ტირილისა და ვისა:
სულთა ამოხდენა
პრდ.
სულის ამოღება სხეულიდან.
გდტ.
დაბნდა, რა სახელის ხსენებასა. უზომოდ ტანჯვა, მოკვლა, მოსპობა, წამება.
939
(დ) თქვენ
ერთმანერთი
არ
მოგხვდეს, მე სულნი
ამომხადენით!
იხ.
ტაეპის
განმარტებანი
სულთა გაყრა
პრდ.
სულის მოშორება, უსულოდ დარჩენა.
გდტ.
სიკვდილი.
სულთაგაყრილი – მკვდარი, უსულოდ დარჩენილი; სულთა გაუყრელი – ცოცხალი, სულ-შერჩენილი.
404
(ბ) ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა,
882
(ა) უთხრა: „ძმაო, არ გიტყუე, გიყავ, რაცა შემოგფიცე,
(ბ) გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე;
სულისა და ხორცთა გაყრა
გდტ.
დიდი გაჭირვება, სიკვდილი.
279
(გ) ვის ძალ-უც პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ-მოსრულისა?
(დ) ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა.
სულის გაქცევა
პრდ.
სულის სწრაფად გაშორება სხეულისაგან.
გდტ.
სიკვდილი, სიცოცხლის მოსპობა.
1349
(გ) სულნი გაექცეს, მოდრიკნა თავნი გიშრისა ტალამან.
სულის დადება
პრდ.
სულის ძირს დაშვება.
გდტ.
დამშვიდება, დაწყნარება. გაჩუმება, გატრუნვა, სულღებული — გატრუნული.
(გ) ასმათი სულსა უღებდა (ტარიელს) სიტყვითა საკვირველითა:
824
(გ) მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხან სული,
904
(დ) რაგვარ გიყვარს? რაგვარ გიღირს? თქვი, დავიღო მერმე სული!“.
სულის დგმა
გდტ.
ოდნავ არსებობა, ძლივს ცხოვრება, გაჭირვებით ყოფნა, სიცოცხლე.
416
(დ) მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა!
922
(ბ) სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად გიკვირდა!
დონაძე ლელა
![]() |
25 გვერდი 300 |
▲back to top |
პრდ.
სულის გაბოძება, სელის მიკუთვნება ვისთვისმე.
გდტ.
ვისთვისმე თავის მოკვლა, სხვისათვის სიცოცხლეს გამოთხოვება, სხვისათვის თავის გაწირვა.
1477
(ბ) „არს გული თქვენი საჩემოდ უფროსი ძმისა სრულისა,
(გ) არ
გემუქფების სიცოცხლე,
არცა
მოცემა
სულისა,
იხ.
ტაეპის
განმარტებანი
სულის წაწყმედა
პრდ.
სულის დაღუპვა, საიქიოში ჯოჯოხეთში ჩაგდება სულისა.
გდტ.
დიდი ბოროტების ჩადენა, ავკაცობა.
968
(გ) ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა!
სულმძიმობა
პრდ.
არსიმსუბუქე სულისა, მძიმედ გახდომა სულისა.
გდტ.
ცოდვის, მძიმე ბოროტების, უსამართლოების ჩადენა, რაიცა სულს წაწყმედს, დაჰღუპავს.
1496
(ბ) მძულს გაუწყვედლად კუშტობა და სულ-მძიმობა, დიდობა;
სულწასრული
პრდ.
ვისაც სული მოშორებული აქვს, ვინც უსულოდაა დარჩენილი.
გდტ.
მოუთმენელი.
1084
(გ) ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულ-წასრულად;
სურვილმან და მზემან მისმან
პრდ.
მისმა სურვილმან და მზემ იცისო.
გდტ.
ვფიცავ მის სურვილსა და მის მზეს (სიცოცხლეს).
1152
(ბ) სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მისი შუქი!
(გ) ჩამოვჰბურე მრავალ-კეცი სტავრა მძიმე,
არ
სუბუქი;.
იხ.
ტაეპის
განმარტებანი
მზემან მისმან ანუ მისმა მზემ უდრის ჩვენს ახლანდელს ფიცს ღმერთმანი-ს ანუ (ღმერთმან+ი) ღმერთმან იცის, ე. ი. ღმერთია მოწამე იმისა, რომ ეს ასეა, რომ მართალს ვამბობ. თვითონ შენმა მზემ შემოკლებული თქმაა — შენმა მზემ (სიცოცხლემ) იცისო.
სუფევითმცა ხართ
პრდ.
მეფობდეთ!
გდტ.
კარგად ბრძანდებოდეთ, არაფერიგევნოსთ, იცოცხლეთ.
817
(დ) სუფევითმცა ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!“
ტ.
ტანი
პრდ.
სხეულის ნაწილი მხრებიდან მენჯის ძვლამდე.
გდტ.
ადამიანი; მოცულობა, რაოდენობა.
2
(ა) ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,
1378
(ა) კიდობანი გახსნეს, პოვეს მუნ აბჯარი სამი ტანი,
(ბ) რასაცა ვით შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი:
პირველ მაგალითში ტანი ადამიანსა ნიშნავს, ე. ი. შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ადამიანისაო. მეორეში ნათქვამია — სამი ხელი აბჯარი იპოვესო.
თოთიაური ნინა
![]() |
26 გვერდი 301 |
▲back to top |
პრდ.
ფეხის ქუსლიდან თავამდე.
გდტ.
მთელი ტანის სიმაღლეზე, სულ.
(გ) ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა
ტირილის დაგდება
გდტ.
ტირილის მიტოვება, ტირილის შეწყვეტა, უტრლობა.
1369,
(გ) ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა,
ფ.
ფიცის გატეხა
გდტ.
დაშლა პირობისა, შეუსრულებლობა მოცემული პირობისა. ფიცის გამტეხელი — დადებული პირობის დამრღვევი.
531
(გ) შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება.
ფრთების დაჭრა (ფრინვლისათვის)
პრდ.
ფრინვლისათვის საფრინავ ნაწილის მოშორება დანით.
გდტ.
გამარჯვება, საქმეში წარმართვა, ტროფეი.
989
(გ) შესტყორცა (ავთანდილმა) და ჩამოაგდო,(ორბი) დაეცა და სისხლი სდინდა,
(დ) გარდახდა და ფრთენი დასჭრნა, წყნარად შეჯდა, არ აქშინდა.
თეიმურაზ ბატონიშვილის განმარტება: „მონადირენი ფრინველს (იშვიათს) მოჰკვლენ, ფრთებს დააჭრიან და თავში ქუდზედ ჯიღასავით გაიკეთებენ“.
ფუ მიყავ წვერთა
პრდ.
წვერზე მომაფურთხე.
გდტ.
შერცხვენილი ვიყვე
1110
(გ) ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად,
(დ) დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად!
ფუ უდრის ფუი-ს, ე. ი. ხმაურობას, რომელსაც გამოიღებს ადამიანის ტუჩები გადაფურთხების დროს. ამ შემთხვევაში თუ გამოსთქვამს იმ აზრს, რომ შენი წვერი, გამომხატველი შენის ნამუსიანობისა, შენის ვაჟკაცობისა ნერწყვის ღირსია, ე. ი. არაფრად ვარგაო. ქართველ კაცისათვის წვერ-ულვაში მამაკოცობის, პატიოსნების ნიშანი იყო, რამე ბაასის დროს ერთი მეორეს, მობაასეს, ეტყვის და თავის ნათქვამის დასამტკიცებლად წვერ-ულვაშზე ხელს მოისვამს: თუ ეს ჩემი ნათქვამი) მართალი არ გამოდგება, ეს წვერულვაში შემირცხვეს, ზედ დამაფურთხეო
ქ.
ქართული
პრდ.
ქართველი ერის სალაპარაკო ენა.
გდტ.
საერთოდ ლაპარაკი, უბნობა.
14
(ა) მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა,
(ბ) რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა,
(გ) არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა,
საბანაძე ანუკი
![]() |
27 გვერდი 302 |
▲back to top |
როგორც ჩანს, ჩვენში „ლაპარაკს“ ქართული ერქვა, და ქართველი სხვათა ენას, რომელიც მას არ ესმოდა, აზრის გამოსახატავ, ლაპარაკისათვის გაჩენილ საშუალებად არა თვლიდა. სლავიანებმა, მაგალითად, ყველა დასავლეთ ევროპელს, განსაკუთრებით გერმანელს, როგორც უშუალო მეზობელს, რომელიც რუსულს არ ლაპარაკობდა, ნემეცი (немец, წარმოებული სიტყვა немой-საგან) — მუნჯი დაარქვეს. ეს სახელი გერმანელთათვის რუსებს დღესაც უქვიათ.
ქაჯეთის ციხე
პრდ.
ქაჯების საცხოვრებელ ადგილის ციხე.
გდტ.
მიუვალი, ადამიანისაგან ხელშეუვალი ადგილი, უძლეველი ხალხის საცხოვრებელი ადგილი.
1396
(ა) „ქაჯეთს ერთხელ კვლაც ყოფილვარ, ჰნახავთ, თქვენცა გემაგრების:
(ბ) ყოვლგნით კლდეა, გარეშემო მტერი ვერსით მოადგების;
ქაჯეთის ციხე — ციხე-სიმაგრე ზღაპრულ არსებათა -– ქაჯთა, საცა დამწყვდეული იყო „ვეფხისტყაოსნის” გმირი ქალი ნესტან-დარეჯანი და საიდანაც ის გამოიხსნეს ტარიელმა, ავთანდილმა და ფრიდონმა.
ქვევითი
პრდ.
რაც ქვეით არის, რაც ძირს იმყოფება.
გდტ.
ფეხით მიმავალი.
574
(ა) „გამოჩნდეს ორნი ქვეითნი, მე მივეგებე წინა-რე.
აქ ქვეითი უპირისპირდება ცხენოსანს, ანუ ცხენის ზურგზე მომჯდარს და ისე ცხენის საშუალებით მიმავალს.
ქორი
პრდ.
მტაცებელი ფრინველი.
გდტ.
წამგლეჯი, მტაცებელი; სწრაფი, მარდი.
453
(ა) „შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი
ღ.
ღამე
პრდ.
იმ დროის განმავლობა, როცა მზე ჩვენის ჰორიზონტის ქვეშაა; სიბნელე, რომელიც გამეფებულია ამ ხნის განმავლობაში.
გდტ.
უცოდნელობა, გაურკვევლობა, უბედურება, სიკვდილი.
966
(დ) მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!
ღარიბი მარგალიტი
პრდ.
უპოვარი, უქონელი მარგალიტი.
გდტ.
იშვიათი, მსხვილი მარგალიტი.
1381
(ა) ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები,
ღვთის მტერი
პრდ.
ღვთის მოძულე, ღვთისადმი მტრულად განწყობილი, ღვთის ავის მდომი.
გდტ.
უკეთური, ბოროტი, ავის მომქმედი.
582
(ა) „დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან:
ხეცაშვილი გიორგი
![]() |
28 გვერდი 303 |
▲back to top |
პრდ.
პერანგის საკინძე შეუკვრელი.
გდტ.
მგლოვიარე, დამწუხრებული, დაძმარებული.
313
(ა) ღილ-ჩახსნილი საამბობლად დაჯდა, მხარნი ამოყარნა;
მიცვალებულის ტირილისა და საერთოდ მგლოვიარობის დროს პერანგის ღილს. ჩაიხსნიდნენ და ტიტველ სორცს გამოაჩენდნენ იმის ნიშნად, რომ არ არიან იმის ღირსნი, რომ ხორცი დაფარული ჰქონდესთ, ცოცხლებში ერივნენ, მხიარულობდნენ.
ღმერთმან მოგვხედნა
პრდ.
ღმერთმა ზევიდან ქვევით მოგვაპყრო თვალები.
გდტ.
ღმერთი შეგვეწია, გვინსნა გაჭირვებისაგან, საქმე წარგვიმართა.
1380
(ბ) ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, ზეგარდმო მონახედითა“.
ღრუბელიცა ვერ მიჰხვდეგის
პრდ.
ღრუბელიც ვერ მივა.
გდტ.
ადამიანისათვის მიუსვლელი, მიუწვდომელი ადგილი, მეტად შორი.
255
(გ) ღრუბელიცა ვერ მიჰხვდების, მე მისრულვარ სადა, მი-, სად!
ყ.
ყელზე წნელის მობმა
პრდ.
დაგრეხილი წნელის შემოვლება კისერზე.
გდტ.
დამორჩილება, თავის მონობის აღიარება; განწირულება, უსახსრობა.
428
(გ) ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი,
ძველად მონებს, მორჩილების ნიშნად, ყელზე წნელს აბამდნენ ხოლმე, ასე რომ თქმა — ყელზე წნელის მობმა გადაიქცა მონობის, მორჩილების გამომხატველ თქმად. ამავე შინაარსისაა: ყელის საბელი, აგრეთვე დასახრჩობ კაცს თოკს რომ მოაბამდნენ ხოლმე კისერზე.
ყელმოტეხით
პრდ.
ყელის განზე გადაწევით, თითქო მოტეხილიაო.
გდტ.
სუსტად, თავისი უძლურების ჩვენებით.
551
(გ) ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკვდომა,
ყორანთა დასაყიმარად გახდომა
პრდ.
ლეშის საჭმელად ყორნები ყორნებს რომ უხმობენ.
გდტ.
უპატრონოდ დარჩენა, დაღუპვა.
1317
(გ) შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასაყივარად,
ყურთა შეხედვა
პრდ.
რკინის დაჭედვა ყურთა შიგნიდან ისე, რომ ჰაერივეღარ შედიოდეს შიგ.
გდტ.
ყურების დანდობა, ყურების დაცმა, სმენისწართმევა.
764
(გ) მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს!
ალასანია ირმა
![]() |
29 გვერდი 304 |
▲back to top |
პრდ.
ყურის მიშვერა.
გდტ.
მოსმენა მოლაპარაკის ნათქვამისა.
52
(ა) ამა მამისა სწავლასა ქალი (თინათინ) ბრძნად მოისმინებდა,
(ბ) ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა;
როცა კარგად გაგონება გვინდა რისამე, ყურს ახლო მივუშვერთ ხოლმე მოლაპარაკეს.
შ.
შავი
პრდ.
ყველაზე ბნელი ფერი და საგნები ამ ფერისა, ჭუჭყიანი, უსუფთაო,
გდტ.
უბედური, საშინელი, საზარელი.
769
(ა) ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა;
შენი კბილით შენი შვილები დაგაჭამო
პრდ.
შენვე შეგაჭამო შენის შვილების ხორცი.
გდტ.
დიდი უბედურება შეგამთხვიო, საშინელი სატანჯველი მოგაყენო.
1110
(გ) ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად,
1117
(დ) თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა”.
შესუდრვა
მიცვალებულის შენვევა თეთრ ტილოში.
810
(ბ) ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან,
(გ) ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან,
მიცვალებულის „გაპატიოსნების“ (კუთვნილ პატივის მიგების) პროცედურაში ერთი ნაწილი ეჭირა მიცვალებულის დაბანას, თეთრ ქსოვილში რაშიმე — სუდარაში გახვევას და ისე ჩასვენებას კუბოში. დიდ ცოდ. ვად ითვლებოდა უსუდაროდ დასაფლავება მიცვალებულისა. სუდარა მიცვა - ლებულისათვის იხმარება და ერთგვარი სიმბოლოა სიკვდილისა. წყევლა:. შენი სუდარა მე ნანოს უდრის: შენი თავი მკვდარი მენახოსო.
შორი-შორ ჩავლა
პრდ.
შორს მოვლა რომელსამე საგანზე გინა ადგილზე
გდტ.
მორიდება, უნახველობა.
1449
(გ) მერე, აგვავსენ მრავლითა ტურფა ფერითა ძღვენითა,
(დ) ვიცი, შორი-შორ არ-ჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ვქმენითა“.
შუა კედელი
პრდ.
ორ რისამე ან ვისსამე შორის მდებარე კედელი.
გდტ.
გამ.ყოფელი, გამშორებელი, შეერთებულის რისამე გამაცალკევებელი.
548
(ბ) დიდსა სისხლსა ვერ შეგაქმნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად!
შოთა რუსთაველამდე სიტყვა შუა კედელი, ორის რისამე ერთმანეთისაგან გამაცალკევებელის აზრით ნახმარი, გვხვდება ახალ აღთქმაში (ეფესელთა, 11, 14).
სიხარულიძე რუსუდან
![]() |
30 გვერდი 305 |
▲back to top |
ჩ.
ჩალად მიჩნევა (რისამე)
გდტ.
არაფრად ჩაგდება, გაუფასურება, ყოველისავე ღირსების აცილება.
247
(გ) ჩალად მიჩს ყოვლი სოფელი, მისთვისვე შემიწონია.
1036
(დ) ჩალად უჩს ყოვლი ქვეყანა, მისვე ჩალისა წონითა.
1509
(გ)
მტერი
ყოვლი
ჩალად გიჩანს, ვინმცა
იყო ვითა
კეტი?
იხ.
ტაეპის
განმარტებანი
ჩემს ქედზე (იყოს)
პრდ.
ჩემს კისერზე იყოს.
გდტ.
პასუხისმგებელი მე ვიყო, ვალი მე მომეთხოვოს, მე დამბრალდეს.
870
(დ)
მოვკვდე,
თავი
არ მეწყალვის,
სისხლნი
ჩემნი
ჩემსა ქედსა!
იხ.
ტაეპის
განმარტებანი
ეს თქმა უდრის: ჩემს კისერზე იყოს. რაიმე მოვალეობა გინა პასუხისმგებლობა წარმოდგენილია როგორც რამ ტვირთი, რომელიც ხარებს უღლის საშუალებით კისერზე, ქედზე აწევს ხოლმე.
ამ შემთხვევაში, თეიმურაზ ბატონიშვილის განმარტებით, ლაპარაკია მებრძოლის მტრის სიკვდილის შესახებ, რომლის სისხლის დაღვრა (მოკვლა) ცოდვად არ შეირაცხება და ყველას შეუძლია იკისროს, თავის „ქედზე“ აიღოს.
ჩინეთის ქვაზედ დაწერა
პრდ.
წერის ნიშნებით გამოხატვა ჩინურ ქვაზედ.
გდტ.
კეთილზნეობის წესების დახსომება.
863
(ა) „ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია:
(ბ) „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია”.
ბატონიშვილი თეიმურაზ ამ თქმას ასე განმარტავს: „ქვეყანასა ჩინეთისასა არს ჩვეულება ზნეთსწავლულებისა სიტყვებსა ქვებზე დასწერენ და გარეთ მოედანზე ანუ ხალხი საცა ხშირად შეიყრება, იქ დააწყობენ იმ ქვებსა, რომ ყველამ კაცმა წაიკითხონ და კეთილი ზნეობა ანდომდეთ“.
ც.
ცათა დატყდომა (თავზედ)
პრდ.
ცანი რომ დაემხობიან ვისმე თავზე.
გდტ.
დიდი უბედურება, სიკვდილი, განადგურება, მოსპობა.
429
(გ) ქვეყანა ჩვენი არ აწყდეს, რისხვით არ დაგვტყდენ ცანია;
1181
(დ) ესე მესმა, დამტყდეს ცანი, რისხვა ღმრთისა ეცა გორთა.
ცეცხლი (უნელებელი)
პრდ.
ერთსა და იმავე დროს გაჩენა სითბოს და სინათლისა, რომელიც მოსდევს ზოგიერთ ნივთიერებათა (ხე, ნახშირი, ნამ ჯა და სხ.) წვას.
გდტ.
უბედურება, ტანჯვა უსაზღვრო, საშინელება; სიფიცხე, სიმარჯვე, გულსმოდგინება.
ძიძიგური გულქან
![]() |
31 გვერდი 306 |
▲back to top |
42
(გ) ნახის (ავთანდილნა თინათინ), ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად.
357
(დ) სამ დღემდის ვიყავ უსულო, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.
ცეცხლის დავსება
პრდ.
ცეცხლის ჩაქრობა, წვის შეწყვეტა.
გდტ.
დამშვიდება, დაწყნარება, ნუგეშისცემა, დარდის მოშორება, გაჭირვებისაგან ხსნა.
159
(ბ) ხამს მეფეთა ერთგულება, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად, -
(გ) მერმე, ცეცხლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად.
ცეცხლის მოდება
პრდ.
ცეცხლის ალში გახვევა.
გდტ.
დატანჯვა, ძალიან გაჯავრება, გაანჩხლება, დაღუპვა, მოსპობა.
29
(გ) არსით აჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს,
(დ) მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.
368
(ბ) სხვამან ვერავინ შემატყვა დება ცეცხლისა ცხელისა;
ცეცხლი უშრეტი — გაუქრობელი ცეცხლი. იხ. ცეცხლი.
პრდ.
ერთსა და იმავე დროს გაჩენა სითბოს და სინათლისა, რომელიც მოსდევს ზოგიერთ ნივთიერებათა (ხე, ნახშირი, ნამ ჯა და სხ.) წვას.
გდტ.
უბედურება, ტანჯვა უსაზღვრო, საშინელება; სიფიცხე, სიმარჯვე, გულსმოდგინება.
ცნობის მინდომა
პრდ.
ცნობის გაშორება.
გდტ.
უცნობრობა, გამოშტერება.
841
(დ) უჭვრეტდის, თვალნი
ვერ
მოჰხსნნის, თუ
მოჰხსნნის, მიჰხდის
ცნობასა.
იხ.
ტაეპის
განმარტებანი
ცული ვერ გაჰყრის
გდტ.
მაგრადაა შეკრული, შედუღაბებულია.
1459
(გ) ნესტან-დარეჯანს მოეჭდო (ასმათი), რომე ვერ გახსნის ცულები,
ცხრა
გდტ.
მრავალი, ნაირ-ნაირი.
419
(დ) გეცრუო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!
1198
(ა)
„უბრძანა
ცხრათა ხადუმთა დადგომა
მცველად
კარისად,
იხ.
ტაეპის
განმარტებანი
ველურების თვლა განისაზღვრება ზოგჯერ ოთხით, ზოგჯერ ხუთით, ხუთს იქით — ბევრია. ქართველთა სულ შორეულ წინაპრებს, უნდა ვიფიქროთ, ცხრამდე შეეძლოთ თვლა და თვით ცხრა უკვე ბევრის, მრავალფერის აღმნიშვნელ ცნებად მიაჩნდათ.
ამის სამოწმებელი მაგალითები ქართულ მეტყველებაში აუარებელია. დავიწყოთ ზემოთნამოწმებ მაგალითიდან.
„უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომა მცველად კარისად,აქ ცხრა იმ მნიშვნელობით კი არ არის, ვითომც კარის მცველად მხოლოდ ცხრა მოახლე მიეყენებინოს, არამედ ცხრა გამოხატავს ცხრაზე მეტს სიმრავლეს.
თანამედროვეთა ლაპარაკში ცხრა ძალიან ხშირად იხმარება, როცა გვინდა გამოვხატოთ ცხრას გადაცილებული სიმრავლე, მრავალფერობა, მაგ.: ცხრამთას იქით ნიშნავს – ძალიან შორს. ანდაზაა: „ღორსა სიმინდი — გინდა ქეჩოზე, გინდა ცნ რ ა-მთას იქითო“; ცხრაწვენა — სამარხო საჭმელი, რომელშიც შედის სხვადასხვა სახელწოდების მასალა: ხორბალი, ბრინჯი, ქერი, სისირი, სიმინდი და სხვ. (ხარშავენ შობის წინა დღეს); დიდიხნის, ბევრის რასამე მნახველს და გამოცდილს კაცზე იტყვიან:
ჯიღაური ნინო
![]() |
32 გვერდი 307 |
▲back to top |
ძ.
ძირი
პრდ.
მცენარის ნაწილი, რომლითაც მცენარე მიწასთანაა მიმაგრებული და რითაც მიწიდან საკვები ამოაქვს; რაიმე საგნის ქვედა ნაწილი, რომელიც ნიადაგშია დაფარული.
გდტ.
დასაწყისი, კავშირი, ჩამომავლობა, წარმოშობა.
1205
(ა) „მონათა მიჰხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა,
(დ)
ნახეთ,
თუ
ოქრო
რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა
ძირისა!
იხ.
ტაეპის
განმარტებანი
ძოწეულის გაფლასება
პრდ.
წითელის, სამხიარულო ფერის ტანისამოსის შეცვლა შავ, შეურაცხ, სამგლოვიარო ფერის ტანისამოსად.
გდტ.
მხიარულების, ლხენის შეცვლა მწუხარებად, გლოვად, დარდ-ნაღველად.
546
(ბ) ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ,
წ.
წასვლა გვიანი
პრდ. ვინც წასვლას აგვიანებს.
გდტ. ზოზინა, თავიძვრენია, ვერგარდამწყვეტი საქმისა.
806
( დ) რა უარეა მამაცსა სულ- დიდსა, წასლვა- გვიანსა!
წაღმა ბიჯის წადგმა
პრდ. წინისაკენ ნაბიჯის მოცვლა.
გდტ. განძრევა, სიარული.
78
( დ) მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წადგმიდეს.
წვერთა ფუ მიყავ
პრდ. წვერზე მომაფურთხე.
გდტ. შერცხვენილი ვიყვე
1110
( გ) ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად,
( დ) დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად!
ფუ უდრის ფუი- ს, ე. ი. ხმაურობას, რომელსაც გამოიღებს ადამიანის ტუჩები გადაფურთხების დროს. ამ შემთხვევაში თუ გამოსთქვამს იმ აზრს, რომ შენი წვერი, გამომხატველი შენის ნამუსიანობისა, შენის ვაჟკაცობისა ნერწყვის ღირსია, ე. ი. არაფრად ვარგაო. ქართველ კაცისათვის წვერ- ულვაში მამაკოცობის, პატიოსნების ნიშანი იყო, რამე ბაასის დროს ერთი მეორეს, მობაასეს, ეტყვის და თავის ნათქვამის დასამტკიცებლად წვერ- ულვაშზე ხელს მოისვამს: თუ ეს ჩემი ნათქვამი) მართალი არ გამოდგება, ეს წვერულვაში შემირცხვეს, ზედ დამაფურთხეო,
წითელი
გდტ. ოქროს ფული.
747
( დ) ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო.“
ძველად ოქროს ფულისათვის ერქვათ წითელი, ისევე, როგორც ვერცალის ფულისათვის, თავის ფერის მიხედვით, ერქვათ თეთრი.
წყალი
პრდ. სითხე გამჭვირვალე, უგემო, უფერო, ქიმიურად შენაერთია ორწილ წყალბადისა და ერთ წილ მჟავბადისა.
გდტ. მოხდენილი, მშვენიერი, საამო, გაჭირებისაგან მხსნელი, შვება- ლხენის მიმნიჭებელი.
დოღონაძე ქათევან
![]() |
33 გვერდი 308 |
▲back to top |
33
( ა) იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
( დ) თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.
შეად.
107
( ა) ხანი გამოხდა, იკითხა: „ ნეტარ, რასა იქმს ქალიო,
( ბ) ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?“
1127
( ა) რა ფატმანისსა შევიდა ლომი, მზე, მოყმე წყლიანი,
უხსოვარ დროს, ქართველთა სულ პირველ სამოსახლო ადგილში, წყლის. ნაკლებობა ყოფილა, იგი მარად საძებარი, მარად ნატვრის საგნად გვქონია. გადაქცეული. ამას ამტკიცებს ჩვენს ენაში დარჩენილი ამდენი სიტყვა, წარმოებული წყლისაგან და თვით ის უდიდესი მნიშვნელობა, წყალს რომ: ბუნებრივად მიჰნიჭებია. მაგ.: წყალობა, მოწყალება ( პირდაპირ: წყლის მიცემა, გაბოძება) — სიკეთის ქმნა, მფარველობა, გულკეთილობა, სვიანობა, ლმობიერება; უწყალო ( პირდაპირ: ვისაც წყალი არ ემეტება. მისაცემად) — ულმობელი, შეუბრალებელი, გულქვა; პირის წყალი — ( პირდ. პირში მდგარი წყალი) — სინიდისი, კეთილშობილება, ნამუსი; წყლიანი სიტყვა - სინიდისიანი, ლამაზი სიტყვა; წყლიანი სახე– ლამაზი, მშვენიერი, საამური სახე; წყლიანი თვალები - ლამაზი თვალები; საწყალი ( პირ დ.: ვისთვისაც წყალია საჭირო) — შესაცოდარი, უპოვარი, უქონელი, შეწყალება ( პირდ. წყლის მიცემა) — გაკითხვა, გაჭირვებისაგან ხსნა, მიცემა საჭიროსი; შემიწყალე ( პირ დ.: წყალი მომეცი) — შემიბრალე, მომხედე, მიხსენ გაჭირვებისაგან; პირ წყალგასაწყვეტი — წყევლა: უნამუსოდ დასარჩენი; თვალს წყალი დავალევინოთ — გავმხიარულდეთ, სასიამოვნო რამე ვნახოთ; წყლიანად მოუბარი — ლამაზად მოლაპარაკე და სხვ. და სხვ.
ჭ.
ჭრელიპრდ. სხვადასხვა ფერი, სხვადასხვა დრო.
გდტ. დაუნდობელი, მტრად. დასასანი, ორპირი; ტყუილი.
1497
( გ) რადმცა
რა
ვჰკადრე მეფესა თხრობა
რასაცა
ჭრელისა!
იხ.
ტაეპის
განმარტებანი
ხ.
ხადილიპრდ. წვეულება, ნიშნობა.
გდტ. მხიარულება, დროს ტარება.
614
( დ) ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქმნევ ხადილსა!“
ხელი
პრდ. ადამიანის სხეულის კიდური, რომელიც იწყება მაჯასთან და თავდება თითის ბოლოს.
გდტ. უფლება, ძალა; ოსტატობა; იღბლიანობა; ოდენობა, კარის გასაღები და მისახური; წარმოებული:— ლამაზიხელი — ლამაზი წერის ცოდნა; კარგი ხელი — იღბლიანი ხელი; ხელყოფა — დაწყება რისამე; ხელის დაბანა რა ზედმე — განცხადება მონაწილეობის მიუღებლობისა რაშიმე; ერთი xელი ტანისამოსი — ტანისამოსი, რაც ერთ კაცსა სჭირია; ხელქვეითი — მორჩილი, ბრძანების ამსრულებელი; ხელმწიფე ( პრდ. მეტად ძლიერის ხელის პატრონი, ყოვლად ძლიერი) — მეფე, უზენაესი მბრძანებელი და სხვ. და სხვ.
ცხადაძე თამარ
![]() |
34 გვერდი 309 |
▲back to top |
1233
( ა) „ გვითხრა მისთა ხელისათა: „ წავალ, თანა წამომყევით!“
( ბ) წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით.
ხელის აღკვრობა
პრდ. ხელის მაღლა აწევა.
გდტ. დახმარება, შველა, პატრონობა, ხელის მიშველება.
97
( ბ) მან, გლახ, იგინი დახადნა მტერთაცა ჰკრა ერთმანერთსა, დახოცნა თავსა ხელ- აუპყრობელად,
262
( ა) „ აწ, დაო, შენთა ხელთაა ჩემი საბელი ყელისა,
( ბ) სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აპყრობა ხელისა;
იხ. ტაეპის განმარტებანიხელის ხდომა
პრდ. ხელით გაკეთება.
გდტ. გამოყენება, გამორჩომა, რგება.
521
( დ) თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვჰხდიდითა!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
911
( დ) არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?
ხელის-ხელ საგოგმანები პრდ.
ხელში სათამაშო, ხელიდან ხელში გადასასვლელი.
გდტ.
საფერებელი, საალერსო, მშვენიერი, სრული, ძვირფასი.
8
( ა) ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,
( ბ) ვით მარგალიტი ობოლი, ხელის- ხელ საგოგმანები,
( გ) ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები,
ხელწმინდად
პრდ. წმინდა ხელით.
გდტ. მეტად წმინდად, უნაკლულოდ.
1375
( ბ) მუნ იდვა რიყე თვალისა, ხელ- წმიდად განათალისა,
ხმალი გვაბია
პრდ. ტანზე ხმალი გვაქვს დაკიდებული, ხმალს ვატარებთ.
გდტ. მებრძოლები ვართ, მზადა ვართ საომრად.
446
დ) აწ შევებნეთ ხატაელთა, ხრმალნი ცუდად რას გვაბიან! იხ. ტაეპის განმარტებანიხმელი
პრდ. მშრალი, უწყლო ან ცოტა წყლიანი.
გდტ. მიწა, სამყარო.
121
( ა) მონათა ჰკადრეს: „ მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით,
( ბ) მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით,
ხრმლისა ქნევა
პრდ. ხრმლის იქით- აქეთ მოძრაობა.
გდტ. ომი, ბრძოლა, ხოცვა ხალხისა, სიმარჯვე ბრძოლაში.
552
( ბ) ჩემთა მტერთა დავაცადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა;
ხრმლის ღირობა
პრდ. ხრმლის ჩვენება, ქნევა.
გდტ. მუქარა, შეშინება.
1410
( გ) ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ხრმალთა ღირობა;
კილასონია ნატო
![]() |
35 გვერდი 310 |
▲back to top |
პრდ. ხმლის დაკიდება წელზე.
გდტ. ღონის, შემმართებლობის, გულადობის ნიშანი
571
( დ) სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხრმალია?!
იხ. ტაეპის განმარტებანი
ჯ.
ჯავარიპრდ. ადგილი ხისა, სადაც წვრილი ძარღვები ერთმანეთს დაღვლარჭნილად გადაეხლართვის და წარმოადგენს სურათს რასმე.
გდტ. სიმშვენიერე, სილამაზე.
107
( ა) ხანი გამოხდა, იკითხა: „ ნეტარ, რასა იქმს ქალიო,
( ბ) ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?“
ჯაჭვთა მანის აფოლხვება
პრდ. მოჭერილი ჯაჭვის მოშვება.
გდტ. გაჭირვების, შესუსტება, ტანჯვის დაამება.
398
( ბ) მოეწერა: „ გიბრძანებსო, ვისი მესვა გულსა დანა.
( გ) ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა,
ჯიქი
პრდ. ერთგვარი ცხოველი ვეფხვის მსგავსი. აგრეთვე ერთი ტომი კავკასიის მთიელთა, ჯიქეთში მცხოვრები.
გდტ. ჯიუტი, ულმობელი, შეუპო. ვარი, კერპი, უწყალო.
19
( გ) იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;
ჯორი
პრდ. ულაყი ვირისა და ჭაკი ცხენის ჩამომავალი.
გდტ. ჯიუტი, გაქირი ადამიანი.
15
( გ) განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი- შორი,
( დ) მაგრა იტყვის: „ ჩემი სჯობსო“, უცილობლობს ვითა ჯორი.
კილასონია ზურაბი