![]() |
შოთა რუსთაველი (ბიოგრაფიული ესკიზები) |
ინგოროყვა პავლე
შოთა რუსთაველი (ბიოგრაფიული ესკიზები)
ფედერაცია 1938 ტფილისი
![]() |
1 გვერდი 5 |
▲ზევით დაბრუნება |
შოთა რუსთაველი
არის ერთგვარი მსგავსება საშუალ-საუკუნეთა უდიდესი პოეტური გენიის შოთა რუსთაველის ბედსა და ახალი ეპოქის უდიდესი გენიოსის შექსპირის ბედს შორის.
შექსპირი თითქმის ჩვენი თანამედროვეა, მაგრამ მისი ვინაობის საკითხი მაინც სადაოდ არის ქცეული, და დღემდე გრძელდება კამათი იმის შესახებ, თუ ვინ იყო უკვდავი შემოქმედი ჰამლეტისა, — მსახიობი სტრატფორდიდან, რეტლენდი, ბეკონი, თუ კიდევ სხვა ვინმე. მკვლევართა შორის მეტი თანხმობაა, მაგალითად, უძველესი ხანის მეორე ხარისხოვან ანგლოსაქსონელ მწერლებზე, ვიდრე ბრიტანეთის უდიდეს გენიაზე შექსპირზე, რომლის ცხოვრება თითქმის ჩვენ დროს, უახლოეს საუკუნეებს, ბეჭდვითი სიტყვის ხანას ეკუთვნის.
ანალოგიურია რუსთაველის ბედი.
შოთა რუსთაველი თუმცა ადრინდელი მწერალია შექსპირთან შედარებით, მაგრამ რუსთაველის ცხოვრება ეკუთვნის საქართველოს ძველი ისტორიის ყველაზე ბრწყინვალესა და ამასთან ყველაზე ცნობილ ხანას, მე-12-13 საუკუნეებს, ეპოქას, რომელიც საქართველოს ძველს ისტორიაში „ოქროს ხანის“ სახელით არის ცნობილი. მართალია, მე-12—13 საუკუნეთა შემდეგ საქართველომ რამდენჯერმე განიცადა პოლიტიკური კატასტროფა და ამის გამო ძველი საქართველოს კულტურული და სალიტერატურო მემკვიდრეობა ნაწილობრივ ფრაგმენტარულის სახით არის მოღწეული; მაგრამ მაინც ამ ეპოქაზე, მე-12-13 საუკუნის საქართველოზე, შედარებით მეტი ვიცით. მთელი რიგი ჩვენ დრომდე გადარჩენილი ისტორიულ-ლიტერატურული ძეგლები გვაძლევს საშუალებას ახლო გავითვალისწინოთ ისტორიული გარემო, აღვადგინოთ ეპოქის სურათი.
მაგრამ უდიდესი ადამიანი ამ ეპოქისა — შოთა რუსთაველი — დღემდე ჩრდილში იყო დარჩენილი. ცნობები მის შესახებ ცოტა შენახულა (ანუ, უფრო სწორეთ, ცნობები თუმცაღა მოიპოვება, მაგრამ ეს ცნობები არ იყო სათანადოდ ამოცნობილი; ეს ცხადი გახდება შემდეგი მიმოხილვიდან). ეს ისევე, როგორც დასავლეთის ლიტერატურაში არსებობს „შექსპირის საკითზი“, ქართულ ლიტერატურაში არსებობდა და ეხლაც არსებობს „რუსთაველის საკითხი“. ვეფხის-ტყაოსნის ავტორის ვინაობა, და ამასთან დაკავშირებით ზოგიერთი სხვა ძირითადი საკითხიც პოემის შესახებ, საკამათოდ არის ქცეული.
უეჭველია, შექსპირის საკითხი არ დარჩება ასე ღიად და მიიღებს საბოლოო გადაჭრას ან ახლად აღმოჩენილი მასალების ჩვენებათა მიხედვით, ან უკვე
ბრეგაძე ლევან
![]() |
2 გვერდი 6 |
▲ზევით დაბრუნება |
ცნობილი მასალების გაღრმავებული ინტერპრეტაციის საფუძველზე. რაც შეეხება რუსთაველს, ჯერ თუმცა ნაადრევია საუბარი რუსთაველის პრობლემის მთელი კომპლექსის გადაჭრის შესახებ (—ეს ჯერ კიდევ მოითხოვს რუსთაველის ეპოქის ხანგრძლივსა და გაღრმავებულს კვლევით მუშაობას — ), მაგრამ მაინც რიგი საკითხებისა, და კერძოდ ავტორის ვინაობის საკითხი, ძირითადში უკვე ამოხსნილად უნდა ჩაითვალოს. რუსთაველი აღმოჩენილ იქმნა მას შემდეგ, რაც შესაძლო გახდა ამოშიფრვა იმ ცნობებისა, რომლებიც დაცულია ერთს ძველ-ქართულ საის ტორიო ძეგლში („ჟამთა-აღმწერელობა“), რამაც მოგვცა დასაყრდენი რუსთაველის პიროვნების ამოსაცნობად.
ცნობები ამ ძირითადი საისტორიო წყაროსი, მე-14 საუკუნის საისტორიო ძეგლისა, და ამის გვერდით ის ჩვენებანი, რომლებსაც იძლევა ვეფხის-ტყაოსნის პროლოგი და თვით პოემის ტექსტის რეალიები, აგრეთვე მთელი რიგი ფრაგმენტარული ცნობებისა, რომლებიც შერჩენილა სხვადასხვა ძველ-ქართულ ძეგლებში, — ყველა ამ წყაროების ჩვენებანი ეთანხმებიან და ავსებენ ერთი-მეორეს. ანალიზი ამ წყაროებისა იძლევა საშუალებას ამოვიცნათ პოეტის ვინაობა, — აღვადგინოთ ძირითად ხაზებში პოეტის ბიოგრაფია, და გადავწყვიტოთ თვით ნაწარმოების შესახები ისტორიულ-ლიტერატურული საკითხები. არ გადავდივართ 'რა რუსთაველის ბიოგრაფიის საკითხების განხილვაზე, მკითხველისათვის გასაგები უნდა იყვეს, რომ რამდენადაც რუსთაველის პრობლემა კამათის საგნად იყო ქცეული, ჩვენ აქ გვერდს ვერ აუვლით წმინდა კვლევითი ხასიათის ექსკურსებს. რასაკვირველია, ამ ზოგადი ხასიათის წერილში უადგილო იქნებოდა შევჩერებულიყავით ვიწრო სპეციალური ხასიათის კითხვებზე, მაგრამ მაინც ზოგიერთ საკითხთა გამო ჩვენ აქ ძალაუნებურად მოგვიხდება წარმოვადგინოთ პირველწყაროთა ანალიზი, რადგან ამის გარეშე დადგენა პოეტის ბიოგრაფიისა და გაშუქება პოემის შესახები ძირითადი საკითხებისა, შეუძლებელი იქნებოდა.
1. პოეტის სახელი და ზედწოდება
პირველი კითხვა, რომელზედაც აქ მოგვიხდება შევჩერდეთ, ეს არის პოეტის სახელი და ზედწოდება.
ვეფხის-ტყაოსნის ავტორს, როგორც ირკვევა, ერქვა შოთა რუსთველი (ანუ, რაც იგივეა რუსთველი). შოთა სახელია პოეტისა, ხოლო რუსთველი ანუ რუსთაველი ზედწოდება.
ზედწოდება რუსთაველი (რუსთველი) ნაწარმოებია გეოგრაფიული პუნქტის სახელიდან — რუსთავი. შოთა, როგორც ირკვევა, ყოფილა მფლობელი რუსთავისა და აქედან მიუღია ეს სახელწოდება — რუსთველი.
რომელი რუსთავი იყო შოთას სამშობლო? საქართველოში, როგორც ცნობილია, რამდენიმე პუნქტი არსებობდა, რომელსაც „რუსთავი“ ეწოდებოდა. და ისევე, როგორც ჰომიროსის შესახებ რამდენიმე ქალაქი იჩემებდა პატივს ყოფილიყო ჰომიროსის სამშობლო, შოთას შესახებაც სხვადასხვა გადმოცემა არსებობს, თუ საქართველოს რომელი მხრიდან იყო განთქმული ქართველი პოეტი.
შანავა თამარ
![]() |
3 გვერდი 7 |
▲ზევით დაბრუნება |
მაგრამ კითხვას პოეტის ვინაობის შესახებ, თუ ვინ იყო იგი წარმოშობით, ჩვენ ქვემოთ დავუბრუნდებით. აქ კი ჯერ აღვნიშნავთ, რომ დამოუკიდებლად იმისგან, თუ ვინ იყო პოეტი წარმოშობით, თვით ის ფაქტი, რომ ვეფხისტყაოსნის ავტორს ეწოდებოდა „შოთა რუსთველი“, არ იწვევს არავითარ ეჭვს. ამას ადასტურებს ძველ-ქართულ ლიტერატურაში დაცული, უძველესი ხანიდან მომდინარე ტრადიცია. ძველი ქართული მწერლობის ძეგლებში, რომლებიც ეხებიან ვეფხის-ტყაოსანს, ყველგან და ყოველთვის ავტორად შოთა რუსთველი მოიხსენება. სხვა ტრადიცია ძველმა ქართულმა მწერლობამ არ იცის.
ზედწოდება პოეტისა „რუსთველი“ მოიხსენება ვეფხის-ტყაოსნის პროლოგისა და ეპილოგის პირვანდელ ინტერპოლაციებში, რომლებიც მე-13—15 საუკუნეებიდან მომდინარეობენ.
ამას გარდა, ზედწოდება „რუსთველი“ დამოწმებულია ვეფხის-ტყაოსნის ხელნაწერების ზედწერილებში. რუსთველის სახელი, როგორც ირკვევა, მოჰყვება ვეფხისტყაოსნის ხელნაწერებს უძველესი დროიდან, და არ არსებობს არც ერთი ხელნაწერი პოემისა, რომელიც არ ეთანხმებოდეს რუსთველის ავტორობის ტრადიციას.
ამას გარდა, „რუსთველს“ ასახელებენ ვეფხის-ტყაოსნის ავტორად ყველა ძველი ქართველი მწერლები, რომლებიც კი შეხებიან ვეფხის-ტყაოსანს: სერაპიონ სოგრატისძე (1440-1512), იოსებ-ზილიხანიანის პირველი პოეტი (მე-16 საუკ.), ქაიხოსრო (16–17 ს.), თეიმურაზ I, მამუკა თავაქალაშვილი, ნოდარ ციციშვილი, სულხან თანიაშვილი, ფეშანგი, არჩილი, იოსებ ტფილელი (17 ს.) და სხვ.
პოეტის სახელი შოთა, ზედწოდება რუსთველთან ერთად, სჩანს აგრეთვე მომდინარეობს ვეფხის-ტყაოსნის უძველეს ხელნაწერთა ზედწერილებიდან (ასე, იხ. წარწერა პოეტის მინიატიურისა, დაცული ვეფხის-ტყაოსნის უძველეს თარიღიან ხელნაწერში). ამას გარდა, პოეტის სახელი შოთა დამოწმებელია აღორძინების ხანის მწერლობის ძეგლებში.
2. ვეფხის-ტყაოსნის თარიღი
როდის ცხოვრობდა შოთა რუსთაველი? როდის არის დაწერილი მისი პოემა? ამ კითხვებზე გარკვეული პასუხი გვაქვს.
შოთა რუსთაველი, როგორც ირკვევა, მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში და მე-13 საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა; ვეფხისტყაოსანი დაწერილია მე-12-13 საუკუნეთა მიჯნაზე, დაახლოვებით 1184—1207 წლებს შორის.
რომ პოემა ამ ხანას, მე-12-13 საუკუნის საზღვარს ეკუთვნის, ამას ადასტურებს თვით პოემაში დაცული რეალიები. აღვნიშნავთ აქ ზოგიერთს ძირითადს დამათარიღებელ მაჩვენებელს.
ა. ვეფხის-ტყაოსნის პროლოგის ჩვენებათა მიხედვით, ავტორს თავისი პოემა მიუძღვნია მეფე თამარისათვის, რომელსაც იგი მიჰმართავს როგორც ცოცხალ თანამედროვეს. ხოლო ვინ იგულისხმება თამარ მეფის სახელით, ეს არ შეიძლება იწვევდეს არავითარ ეჭვს. ერთად-ერთი მეფე საქართველოს ისტორიაში, რომელიც ატარებდა თამარის სახელს, ეს იყო ცნობილი მეფე თამარ დიდი. თამარი გამეფდა 1184 წელს, გარდაიცვალა 1213-ს.
გაგა ნახუცრიშვილი
![]() |
4 გვერდი 8 |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. გარდა იმისა, რომ ვეფხის-ტყაოსანში ჩვენ გვაქვს მითითება გარკვეულ ისტორიულ პიროვნებაზე, — თამარ მეფეზე, — თვით ვეფხის-ტყაოსნის მოთხრობის ტექსტი შეიცავს ნიშანდობლივ დამათარიღებულ მაჩვენებლებს.
ასე, ვეფხის-ტყაოსნის მოთხრობაში ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ აქ „ხვარაზმი“ წარმოდგენილია, როგორც ძლიერი სახელმწიფო; „ხვარაზმი“ პოემაში გაიგივებულია ირანთან „ხვარაზმი“ და ირანი ავტორის წარმოდგენით ერთსა და იმავეს ნიშნავს. ხოლო ასეთი მდგომარეობა, როდესაც ხვარაზმის მფლობელთა ხელში გაერთიანებული იყო ირანი, და ხვარაზმი წარმოადგენდა ირანის სინონიმს, მეტად ხანმოკლე დროის მანძილზე გაგრძელდა. ამას ადგილი ჰქონდა სწორედ ამ ხანაში, მე-12-13 საუკუნის მიჯნაზე.
გ. რომ ვეფხისტყაოსანი ამ ხანას, მე-12 — 13 საუკუნის საზღვარს ეკუთვნის, ამას ადასტურებს აგრეთვე ის გარემოებაც, რომ პოემაში, რომლის დიაპაზონი მოიცავს მთელს იმ-დროინდელს აღმოსავლეთის მსოფლიოს, არ მოიპოვება არავითარი ჩვენება მონგოლთა მსოფლიო იმპერიის შესახებ. როგორც ცნობილია, მონგოლთა მფლობელობა გავრცელდა ახლო აღმოსავლეთზე მე-13 საუკუნის პირველი მესამედიდან, კერძოდ საქართველოში მონგოლები ჩნდებიან უკვე 1221 წელს, ხოლო მე-13 საუკუნის 30-იან წლებიდან მონგოლები საბოლოოდ იპყრობენ საქართველოს. ვეფხის-ტყაოსანში არ მოიპოვება. არავითარი ნიშან-წყალი იმისა, რაც უჩვენებდეს, რომ პოეტი მონგოლთა მსოფლიოს იცნობდა.
რომ ვეფხისტყაოსანი დაწერილია მონგოლთა ხანის უწინარეს, ე. ი. არა უგვიანეს მე-13 საუკუნის პირველი მესამედისა, ამას ეთანხმება აგრეთვე ვეფხის–ტყაოსნის ენის თვისებები. კერძოდ პოემაში არ გვხვდება ლექსიკური მონგოლიზმები, რომლებიც მკვიდრდება ქართულს ენაში მე-13 საუკუნიდან.
დ. ვეფხის-ტყაოსნის თარიღის საკითხისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ვეფხისტყაოსანი, როგორც ლიტერატურული ნაწარმოები, ყველა თავისი მონაცემებით ორგანიულ კავშირში იმყოფება მე-12—13 საუკუნის საქართველოს კულტურულ გარემოცვასთან. ვეფხის-ტყაოსანს. აკავშირებს ამ ეპოქასთან ყველაფერი, პოემაში ასახული გარემო, ისტორიული რემინისცენციები, და თვით ლიტერატურული სტილიც პოემისა, რომელიც თამარის ეპოქის სხვა ძეგლებთან ერთადერთ სკოლას, ერთ ლიტერატურულ ტრადიციას წარმოგვიდგენენ.
ე. დასასრულ, ვეფხის-ტყაოსნის თარიღის დაზუსტებისათვის საჭიროა აგრეთვე აღინიშნოს შემდეგი: და ვეფხის-ტყაოსნის პროლოგში, როგორც აღვნიშნეთ, მოიხსენება თამარ, ხოლო არ მოიხსენება თამარის ძე ლაშა-გიორგი, რომელიც თამარმა თავი სიცოცხლეშივე დასვა მეფედ. გიორგი-ლაშა მეფედ იქმნა აღიარებული და თანამმართველი გახდა თამარისა 1207 წლიდან. ხოლო თუ ჩვენ გავითვალისწინებთ საშუალ-საუკუნეთა ეტიკეტს, ძნელი წარმოსადგენია, რომ შოთას პროლოგის ოფიციალურ მიმართვაში არ დაესახელებია ლაშა-გიორგი, თუკი იგი ამ დროს საქართველოს მეფე და თამარის თანამმართველი ყოფილიყო. ამის მიხედვით, ვეფხის-ტყაოსნის თარიღი 1207 წლის უწინარეს დროს უნდა მიეკუთვნოს.
ბაკურაძე თეონა
![]() |
5 გვერდი 9 |
▲ზევით დაბრუნება |
ასეთია ის ძირითადი ქრონოლოგიური მაჩვენებლები, რომელთა მიხედვით შესაძლო ხდება ვეფხის-ტყაოსნის თარიღის დადგენა. როგორც ვხედავთ, ყველა ეს ცნობები ეთანხმება ერთმანერთს, და მათი შეფარდებიდან გამომდინარეობს ის დასკვნა, რომ ვეფხისტყაოსანი დაწერილია მე-12—13 საუკუნეთა საზღვარზე, დაახლოვებით 1184 — 1207 წლებს შორის.
3. შოთა რუსთაველის არ-მოღწეული პოეტური თხზულებანი:
ა. რომანი იოსებ მშვენიერზე .
ბ. „ქებანი“
შოთასაგან ჩვენ დრომდე მარტო ვეფხისტყაოსანი მოღწეულა. იყო იგი ერთად-ერთი თხზულება ჩვენი პოეტისა? როგორც ირკვევა, არა.
და აქ საჭიროა შევნიშნოთ, რომ თუნდაც არ შენახულიყო ცნობები შოთას სხვა თხზულებათა შესახებ, ჯერ მარტო თვით ვეფხის-ტყაოსნის განხილვას უნდა მივეყვანეთ იმ დასკვნამდე, რომ ვეფხისტყაოსანი არ არის შოთას პირველი ნაწარმოები. მართლაც, ვეფხის-ტყაოსანში შოთა ჩვენ გვევლინება, როგორც დასრულებული არტისტი. ვეფხისტყაოსანი ჯერ მარტო წმინდა ფორმალურ მიღწევების მხრით წარმოადგენს უნაკლო შედევრს, აქ ყველაფერში იგრძნობა გამოცდილი ხელოვანის ხელი, და რასაკვირველია ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი სრულქმნილი ხელოვნების ძეგლი შოთას შეექმნა პირველის ხელშეხებით. სჩანს, ვეფხისტყაოსანი არ არის შოთას პირველი პოეტური ცდა, ვეფხის-ტყაოსნის შექმნას, სჩანს, წინ უსწრებდა სხვა ნაწარმოებნი ჩვენი პოეტისა.
და მართლაც, ირკვევა, რომ შოთას ვეფხის-ტყაოსანზე ადრე გამოქვეყნებული ჰქონია ორი თხზულება: რომანი იოსებ მშვენიერზე და «ქებანი». ის - ეს ორი ადრინდელი ნაწარმოები შოთასი დაკარგულია და ჩვენ დრომდე არ მოღწეულა, ისევე როგორც დაკარგულია ათეული სხვა თხზულებანი კლასიკური ხანის ქართული პოეზიისა.
აქ ჩვენ შევჩერდებით ამ ძეგლებზე და განვიხილავთ ცნობებს, რომლებიც ამ დაკარგულ თხზულებათა შესახებ მოიპოვება.
ა. რომანი იოსებ მშვენიერზე
ჯერ სიუჟეტის საკითხზე.
ბიბლიური ლეგენდა იოსებ მშვენიერზე, როგორც ცნობილია, დიდის პოპულარობით სარგებლობდა საშუალ-საუკუნეთა მწერლობაში. სხვადასხვა ქრისტიანულ ლიტერატურებში შენახულა“ მოთხრობა-აპოკრიფი იოსების და ასანეთის (იოსების მიჯნური-ქალის) შესახებ. ბიბლიის პოეტური ლეგენდა მოთხრობა-აპოკრიფში გავრცელებულია და შევსებული ახალი რომანტიული დეტალებით. უ ეგევე ლეგენდა იოსებ მშვენიერზე განსაკუთრებულის პოპულარობით სარგებლობდა მუსულმანურ მწერლობაში. ასე, ირანულ ლიტერატურაში ეს სიუქეტი პირველად დაამუშავეს მე-10-11 საუკუნეებში აბულ-მუვაიდ-ბალხელმა,
თარგამაძე
![]() |
6 გვერდი 10 |
▲ზევით დაბრუნება |
ბახტიარ აჰვაზელმა და ირანის უდიდესმა გენიამ ფირდოუსიმ. მე-12
საუკუნეში ამავე სიუჟეტს ამუშავებს ჰამაყ ბუხარელი. შემდეგშიაც ამ სიუჟეტისათვის
არა, ერთგზის მიუმართავთ ირანელ პოეტებს, მათ შორის სპარსეთის უკანასკნელს დიდ
კლასიკოსს ჯამის. სულ ცნობილია 13 ირანული რომანი-პოემა იოსებ მშვენიერზე.
ირანულსა და სხვა მუსულმანურს ვერსიებში იოსებ მშვენიერის
რომანი ცნობილია სახელწოდებით: იოსებ და ზულეიხა; ხოლო ქრისტიანულ ვერსიებში,
როგორც მოხსენებული გვქონდა, რომანს ეწოდება: იოსებ და ასანეთ (ე. ი.
გმირი ქალის სახელი ასანეთ მუსულმანურ თქმულებაში შეცვლილია სახელით ზულეიხა).
აი ეს განთქმული რომანტიული სიუჟეტი იოსებ მშვენიერზე, როგორც ირკვევა,
დაუმუშავებია შოთა რუსთაველსაც. ცნობა შოთას ამ თხზულების შესახებ დაუცავს მე-16
საუკუნის პირველი ნახევრის ერთს ქართველს პოეტს. რადგან ეს ცნობა დღემდე არ
ყოფილა განხილვის საგანი სპეციალურს ლიტერატურაში, ამის გამო ჩვენ აქ მოგვიხდება
მასზე უფრო დაწვრილებით შევჩერდეთ. - ამ ქართველ პოეტს, რომლის სახელი უცნობია, და
რომელიც, როგორც ირკვევა, მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა, ეკუთვნის
ახალი პოემა იოსებ მშვენიერზე. ეს პოემა მოღწეულა უნიკალურს ხელნაწერში, რომელიც
ამავე ეპოქაში, მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში არის გადაწერილი (ხელნაწერი
საქართველოს მუზეუმისა S—1283). ი მე-16 საუკუნის ამ ქართველი პოეტის ახალ პოემას
იოსებ მშვენიერზე. დართული აქვს შესავალი, რომელშიაც ავტორი გადმოგვცემს
ბიბლიოგრაფიულ ცნობას ამავე თქმულების წინათ. არსებული ძველი ქართული ტექსტის
შესახებ. ეს ძველი ტექსტი, „ამბავი ადრინდელი“, მის დროს, ე. ი. მე-16 საუკუნეში
უკვე დაზიანებულად ყოფილა წარმოდგენილი, მისგან მხოლოდ ნაწყვეტი ყოფილა გადარჩენილი
(„ცოტა იყო დანარჩომი“-ო, გადმოგვცემს ავტორი). აი ეს ძველი ტექსტი, როგორც ეს
ირკვევა მე-16 საუკუნის ავტორის ჩვენებიდან, შოთა რუსთაველს ჰკუთვნებია,
რუსთაველის „ნასაქმი“ ყოფილა. სრული ტექსტი შოთას ამ თხზულებისა, სჩანს დაღუპულა იმ
„ჟამთა სიავის“ საუკუნეებში, რომელიც თან მოჰყვა მონგოლთა მფლობელობის დამყარებას
საქართველოში, და მე-16 საუკუნეში უკვე აღარ მოიპოვებოდა. ჩიღვინაძე თამარ
აი ამ გარემოებით, შოთას სრული ტექსტის დაკარგვით— ყოფილა გამოწვეული მე-16
საუკუნის პოეტის ეს ახალი შრომა. მე-16 საუკუნის პოეტს განუზრახავს იმავე სიუჟეტის
ხელახლა დამუშავება, იოსებ მშვენიერის ამბავის სრულის სახით აღდგენა, რისთვისაც მას
უსარგებლია ამ თქმულების მუსულმანური ვერსიით (სახელდობ ჯამის ტექსტით). მე-16
საუკუნის პოეტი ამის გამო მოკრძალებით მოგვითხრობს პოემის შესავალში, რომ საქმე,
რომელიც მან იკისრა, ძნელი გასაბედავია, რადგან მას უხდება — ლექსად თქმა („დაჯრა“)
იმავე ამბავისა, რომელიც ძველად დაუმუშავებია ისეთს უდიდეს ხელოვანს, როგორიც
რუსთაველი იყო; ამიტომაც იგი მოკრძალებით შესთხოვს რუსთაველს, რომ მისცეს „ნება
თქმისა“.
![]() |
7 გვერდი 11 |
▲ზევით დაბრუნება |
პოეტი შემდეგი სიტყვებით მიმართავს რუსთაველს:
„აწ, რუსთველო, გეთხოვები, რომე მომცე ნება თქმისა,
არ გასწერე და არ ამიკლო, თხოვნა მე მაქვს ამ ჰოქმისა,
რომე გკადრე უკადრომა დაჯრა თქვენის ნასაქმისა.
თქვენვე იცით, სხვაზე არგებს დასნეულდეს არ აქიმსა.
რომ თანამედროვე მკითხველისათვის სავსებით ნათელი იყვეს ამ სტროფის შინაარსი, აქ
საჭირო იქნება ზოგიერთი განმარტება.
ა. „დაჯრა“ პირდაპირის მნიშვნელობით ნიშნავს მიწყობას. ხოლო პოეტიკაში „დაჯრა“
ნიშნავდა ლექსად თქმას, ე. ი. ძვირფასი თვალის დაჭრა-მიწყობას. (ასე იხ.
ვეფხის-ტყაოსანში: „მარგალიტი წყობილი“ ე. ი. ლექსი. შეადარეთ ანალოგიური თქმა:
„მით მიჯრით მიწყობილისა“ ამრიგად მე-16 საუკუნის პოეტის სიტყვები: „დაჯრა თქვენის
ნასაქმისა“ — ნიშნავს: „ლექსად თქმა თქვენის (რუსთველის) ნასაქმისა“.
ბ. განმარტებას საჭიროებს აგრეთვე უკანასკნელი ტაეპი: „თქვენვე იცით, სხვავე არგებს
დასნეულდეს რა აქიმსა“. მე-16 საუკუნის პოეტი აქ იგონებს რუსთაველის ერთს
სენტენციას. რუსთაველი ვეფხისტყაოსანში ერთ ადგილას ამბობს:
667
(ა) „რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი,
(ბ) მან სხვა იხმოს მკურნალი და მაჯასისა შემტყვებარი;
(გ) მას უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი:
(დ) სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.
მე-16 საუკუნის ქართველი პოეტი რუსთაველს ადარებს განთქულ ექიმს, რომელიც დასნეულებულა. რუსთაველი სნეულად იმის გამოა წარმოდგენილი, რომ მისი თხზულება, იოსებ მშვენიერის ამბავი, დაზიანებულად იყო მოღწეული, ნაწყვეტის სახით იყო გადარჩენილი. ხოლო თავის თავს მე-16 საუკუნის ეს ქართველი პოეტი ადარებს უბრალო მკურნალს, რომელსაც უხდება უწამლოს განთქმულ აქიმს რუსთაველს, ე. ი. მოახდინოს რესტავრაცია რუსთაველის დაზიანებული ნაშრომისა. აი ამიტომ არის, რომ მე-16 საუკუნის პოეტი, რომელმაც გამოიჩინა კადნიერება და გაჰბედა რუსთაველის ძველი „ნასაქმის“ განახლება, იმავე ძველი ამბავის ხელახლა თქმა, მოკრძალებით მიმართავს რუსთაველს და თავის გასამართლებლად მოაგონებს მას: თქვენვე, რუსთაველო, იცით, სხვავე არგებს, რა ექიმი დასნეულდესო.
გარდა იმისა, რომ მე-16 საუკუნის ამ ქართველ პოეტს დაუცავს საყურადღებო ცნობა შოთა რუსთაველის არ მოღწეულ თხზულებაზე იოსებ მშვენიერის შესახებ, მე-16 საუკუნის ამ პოეტის პროლოგი ყურადღებას იქცევს იმ მხრივაც, რომ გვიჩვენებს, თუ რა განუზომელი ავტორიტეტით სარგებლობდა შოთა ძველ-ქართულ პოეზიაში: შოთა მიჩნეული იყო პოეზიის უდიდეს'და უცთომელ მეტრად. იმავე პროლოგში, მე-16 საუკუნის ეს პოეტი ამბობს რუსთაველზე:
„მელექსენო, ნუ გგონიათ თავი რუსთვლის დასადარი,
რომე აღძრნეთ უმეცურად, თავსა ირქვათ მისი დარი,
ლექსთა ბოლო შემოგაკლდესთ და შეიქმნათ სიტყვა მცდარი.
მას მეუფემ განგებითა წყალობისა დასცა დარი!“ — ჩვენ ამით დავასრულებთ მე-16
საუკუნის პოეტის ცნობების განხილვას.
რუსთაველზე. ამ-რიგად ირკვევა, რომ შოთას დაწერილი ჰქონია რომანი-პოემა
იოსებ მშვენიერზე, რომელიც ჩვენ დრომდე არ მოღწეულა და რომლისაგან მე-16 საუკუნეში ნაწყვეტები ყოფილა გადარჩენილი.
რა სახით იყო დამუშავებული შოთას თხზულებაში ეს ლეგენდა, ამის შესახებ ცნობები არ შენახულა. შესაძლოა მხოლოდ დავასკვნათ, რომ შოთას, როგორც სჩანს, უმთავრესად უსარგებლია იოსებ მშვენიერის ლეგენდის ქრისტიანული და არა მუსულმანური ვერსიით.
ვეშაპელი ირაკლი
![]() |
8 გვერდი 12 |
▲ზევით დაბრუნება |
ეს შემდეგის მიხედვით ირკვევა. თამარის ეპოქის საისტორიო
ძეგლში—თამარის პირველ ისტორიაში „ისტორიააზმანნი შარავანდედთანი“ — რომელიც
დაწერილია 1196 წელს, მოთავსებულია იმ დროს ცნობილი ქართული რომანების პერსონაჟების
სია და მათ შორის მოიხსენება იოსებ მშვენიერის რომანის პერსონაჟებიც: „იოსებ და
ასანეთ“. აქ, როგორც ეს დასტურდება თარიღების შეხვედრიდან, იგულისხმება შოთას
რომანი. ხოლო რაკი რომანის გმირ-ქალს რქმევია ასანეთ, როგორც ეს ქრისტიანულ
ლეგენდაშია, და არა ზულეიხა— მუსულმანურის მსგავსად, ამის მიხედვით საფიქრებელი
ხდება, რომ ამ რომანის დამუშავების დროს შოთას უმთავრესად უსარგებლნია ლეგენდის
ქრისტიანული და არა მუსულმანური ვარიანტით.
ამას გარდა ირკვევა ისიც, რომ შოთას ეს რომანი-პოემა იოსებ მშვენიერზე დაუწერია
ვეფხის-ტყაოსნის უწინარეს. საქმე ის არის, რომ თამარის პირველ ისტორიაში, სადაც
უკვე მოხსენებულია იოსებ მშვენიერის რომანის პერსონაჟები, ვეფხის-ტყაოსანი ჯერ
კიდევ დასახელებული არაა. ამის მიხედვით ვეფხის-ტყაოსანი ამ დროს ჯერ კიდევ არ
ყოფილა ცნობილი. შოთას იოსებ მშვენიერის რომანი სჩანს ვეფხის-ტყაოსანზე ადრე
გამოუქვეყნებია და მას თამარის მეფობის პირველ ათეულში უკვე პოპულარობა ჰქონია
მოპოვებული.
აი ყოველივე ის, რაც ჯერჯერობით შესაძლოა ითქვას შოთა რუსთაველის ამ დაკარგული
თხზულების—იოსებ მშვენიერის რომანის «შესახებ.
ბ. „ქებანი“
შოთას ეს მეორე თხზულება „ქებანი“, რომელიც აგრეთვე არ მოღწეულა ჩვენ დრომდე,
მოხსენებული აქვს თვით შოთას ვეფხის-ტყაოსნის პროლოგში. „ქებანი“ შოთას
გამოქვეყნებული ჰქონია ვეფხის-ტყაოსანზე ადრე, და მიძღვნილი ყოფილა მეფის
თამარისადმი, ისევე, როგორც მეორე პოემაც „ვეფხის-ტყაოსანი“— თამარს ეძღვნის. -
ვეფხის-ტყაოსნის პროლოგში შოთა რამდენჯერმე უპირისპირებს ერთმანერთს ამ ორ
ნაწარმოებს — თამარის ახალ „ქებას“ (ე. ი. ვეფხის-ტყაოსანს) და ადრინდელ
ნაწარმოებს, რომელიც აგრეთვე თამარის ქებას შეიცავდა. - ასე პროლოგის ერთ ადგილას
შოთა სწერს:
4
(ა) თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული,
(ბ) ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ ავად გამორჩეული.
(გ) მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნაი რხეული,
(დ) ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.
ახალ-ქართულზე სიტყვა-სიტყვით თარგმანში ეს ტექსტი შემდეგს აღნიშნავს:
„მეფე თამარის ქებას ვიწყებ („თამარს ვაქებდე“) —მე დამაფრქვეველი სისხლისა
ცრემლთა. თამარის ქებანი მე უწინაც მითქვამს („ვთქვენი“), და იგი ქებანი არ იყო
ცუდად შერჩეული: მელნად მე მაშინ მქონდა გიშრის ტბა (ე.ი. თამარის თვალები), ხოლო
კალამი თვით მე ვიყავ, რხეული ლერწამი („ნაი რხეული“)! ვინც მოისმენს (იმ პირველ
ქებათა), მისი გული ლახვარით განიგმირება“.
ვეშაპელი გიგი
![]() |
9 გვერდი 13 |
▲ზევით დაბრუნება |
რომ შოთა აქ
თავის ადრინდელ ნაწარმოებზე ლაპარაკობს, რომელიც პოეტს ვეფხის-ტყაოსანზე ადრე
დაუწერია, ეს უდავოა: პოეტი მის შესახებ) წარსულ დროში ლაპარაკობს: „ვთქვენი“ — ე.
ი. უწინ მითქვამს, წარსულში ვთქვიო.
და როდესაც შოთა ამ ადრინდელი ნაწარმოების მოგონების შემდეგ თვით ვეფხის-ტყაოსანზე
გადადის, იგი ვეფხის-ტყაოსანს წარმოგვიდგენს, როგორც ახალი პოეტური შთაგონების
საგანს:
10
(ა) თვალთა, მისგან (ე.ი. თამარისგან) უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა;
შოთა პროლოგის სხვა ადგილასაც უპირისპირებს ერთმანეთს თამარის ახალ „ქებას“ (ე. ი.
ვეფხის-ტყაოსანს) და ადრინდელ ნაწარმოებს, რომელიც ასევე თამარის „ქებას“ შეიცავდა,
და ამბობს: 19 (ა)
ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას
ვაქებ,
ვინცა
მიქია; ამრიგად, თვით შოთას
ამ ჩვენებათა მიხედვით ცხადი ხდება, რომ შოთას ვეფხის-ტყაოსანზე ადრე დაწერილი
ჰქონია სხვა პოეტური ნაწარმოები, რომელიც, ვეფხის-ტყაოსნის მსგავსად, თამარისადმი
ყოფილა მიძღვნილი, თამარის „ქებას“ შეიცავდა. თოთლაძე ლია
საკითხავია ამის შემდეგ, თუ რას წარმოადგენდა შოთას ეს პოეტური ნაწარმოები
„ქებანი“. ე იგი, შესაძლოა ყოფილიყო ან ოდების, ლირიკული ლექსების კრებული, ან
პოემა, ე. ი. იმავე ფორმის ნაწარმოები, როგორიც არის ვეფხის-ტყაოსანი. უნდა
ვიცოდეთ, რომ ძველ-ქართულ მწერლობაში ტერმინი „ქება“, „ქებანი“, „საქებელნი“
მიემართება განურჩევლად ორივე ფორმის პოეტურ ნაწერებს, როგორც ოდას, ისე პოემას.
ასე, პოემა ვეფხის-ტყაოსანსაც ეწოდება ხოლმე „საქებელნი“ (— ქებანი), „ქება“; თვით
შოთა თავის პოემა ვეფხის-ტყაოსანს გაგვაცნობს, როგორც თამარის „ქება“-ს ანუ „სამთა
ფერთა საქებელნი“.
და თუმცა ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი ჩვენება იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენდა
შოთას ეს პირველი „ქებანი“, იყო იგი ლირიკულ ლექსთა კრებული, თუ პოემა, მაგრამ
მაინც ზოგიერთ მოსაზრებათა გამო საფიქრებელი ხდება, რომ „ქებანი“ წარმოადგენდა
სწორედ პოემას, ისეთივე ფორმის ნაწარმოებს, როგორიც არის ვეფხის-ტყაოსანი. მ ამას
გვაფიქრებინებს, სხვათა შორის, შოთას ar's poetica, რომელიც მოთავსებულია
ვეფხის-ტყაოსნის იმავე პროლოგში. შოთა აქ, — როგორც ცნობილია, — „ცოტა“ ლექსებს,
ლირიკის პატარა ფორმებს, აღიარებს პოეზიის მდაბალ დარგად. ნამდვილ პოეტს, შოთას
შეხედულების თანახმად, შეეფერება მხოლოდ მონუმენტალური ეპიური შემოქმედება.
მოვიგონოთ, თუ რას ამბობს შოთა ars poetica-ში:
![]() |
10 გვერდი 14 |
▲ზევით დაბრუნება |
13
(ა) ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,
(ბ) მობურთალსა - მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,
(გ) მართ აგრევე მელექსესა - ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა,
(დ) რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა,
16
(ა) მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა,
(ბ) არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა,
(გ) ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა:
(დ) დიდსა ვერ მოჰკლვენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა.
17
(ა) მესამე ლექსი კარგი არს სანადიმოდ, სამღერელად,
(ბ) სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათნეველად;
(გ) ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად.
(დ) მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად.
ამ-რიგად შოთა, როგორც ვხედავთ, „ცოტა“ ლექსებს, ლირიკის პატარა ფორმებს, არც კი სთვლის ღირსად ნამდვილი პოეზიის სახელისა.
ხოლო ამავე დროს თავის პირველ ნაწარმოებს „ქებანი“ შოთა აგვიწერს სრულებით
საწინააღმდეგო ხაზებით, ვიდრე ლირიკულ ლექსებს. შოთა თავის) პირველ „ქებათა“
შესახებ შემდეგს ამბობს:
4
(ბ) ვთქვენი ქებანი ვისნი [თამარისნი] მე არ ავად გამორჩეული.
(დ) ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.
მკითხველმა მიაქციოს ყურადღება ცალკე დეტალებსაც. შოთამ მrs poetica-ში აღნიშნა,
რომ ლირიკაში, ცოტა ლექსების ფორმაში—შეუძლებელია — „სრულქმნა სიტყვათა გულისა
გასაგმირეთა“...
ხოლო შოთას „ქებანი“, თვით მისივე სიტყვით, წარმოადგენდა სრულებით სხვას; აქ იყო
სწორედ ის, რაც შოთას აზრით მიუწვდომელია ლირიკის მცირე ფორმებში: მხატვრული
სრულქმნა, რომელსაც ძალუძს განგმირვა გულთა. _(„ვინცა ისმინოს“ — ამბობს შოთა თავის
პირველ ნაწარმოებზე — „დაესვას ლახვარი გულსა ხეული“).
ამ-რიგად, ყოველივე იმის შემდეგ, რაც აქ იყო აღნიშნული, საფიქრებელი ხდება, რომ
„ქებანი“, რომელიც შოთას დაუწერია ვეფხის-ტყაოსანზე ადრე და რომელიც,
ვეფხის-ტყაოსნის მსგავსად, თამარისადმი ყოფილა მიძღვნილი, სჩანს წარმოადგენდა არა
ლირიკულ ლექსებს, არამედ ეპიურ ნაწარმოებს, პოემას, იმავე ფორმის ნაწარმოებს,
როგორიც ვეფხის-ტყაოსანია.
დასასრულ, დაგვრჩენია აღვნიშნოთ შემდეგიც. რომ შოთას ვეფხის-ტყაოსანზე ადრე არა
ერთგზის უცდია პოემა-რომანის ფორმა, ამას გვაფიქრებინებდა თვით ვეფხის-ტყაოსნის
სტილი. უდიდესი მიღწევა ვეფხის-ტყაოსნის ხელოვნებისა — ეს არის პირველ ყოვლისა
პოემის შინაგანი ფორმა, ე. ი. სიუჟეტის განვითარება, ამბის არტისტიული გაშლა. შოთა
ჩვენ გვევლინება როგორც უცთომელი ხელოვანი სწორედ პოემა-რომანის ფორმისა. ასეთი
არტისტიულად შეზომილი უნაკლო ხელოვნება, რასაკვირველია, არ იბადება თავიდანვე
სრულქმნილი, როგორც ათენა ზევსის თავიდან. ამის მიხედვით ისედაც საფიქრებელი იყო,
რომ ვეფხის-ტყაოსანი არ უნდა ყოფილიყო შოთას პირველი ცდა პოემა-რომანის ფორმისა, და
როგორც გამოირკვა — არცა ყოფილა.
თოთლაძე ელენე
![]() |
11 გვერდი 15 |
▲ზევით დაბრუნება |
4. შოთა და თამარი
გადავდივართ შოთა რუსთაველის ბიოგრაფიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეპიზოდზე. მხედველობაში მაქვს — შოთას და თამარის რომანტიული ისტორია
* * *
ქართულ ლიტერატურაში სახელები შო თასი და თამარისა ისეთივე იდეალური ამაღლებული მიჯნურობის შარავანდედით არის შემოსილი, როგორც დასავლეთის პოეზიაში სახელები დანტესი და ბეატრიჩესი.
24
(ა) მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;
შოთა, პოეტი ვეფხის-ტყაოსნისა, — ამბობს ძველი ლიტერატურული
გადმოცემა, — იყოო შეპყრობილი უიმედო მიჯნურობით მშვენიერის მეფის თამარისადმი,
ისევე, როგორც ტარიელი არის მიჯნური ნესტან-დარეჯანისა.
ამის შესახებ მოგვითხრობენ ვეფხის-ტყაოსნის მე-13—14 საუკუნეთა
ინტერპოლატორ-კომენტატორები და უფრო გვიანი დროის აღორძინების ხანის პოეტებიც. •
ასე, მე-15—16 საუკუნის ქართველი პოეტი სერაპიონ სოგრატისძე, თავის პოეტურ
გაბაასებაში რუსთაველთან, წარმოათქმევინებს რუსთაველს შემდეგ სიტყვებს თამარის
შესახებ:
„აშიკი ვარ თვალ-წარბისა, ვინ სოფელი დააშვენა!“
აღორძინების ხანის მეორე განთქმული პოეტი თეიმურაზ I აგრეთვე წარმოგვიდგენს რუსთაველს თამარის მიჯნურად („ხელად“) და გადმოგვცემს რუსთაველის შესახებ:
„თვითცა ხელობდა, მის გამო კელ-ყოფდა მათსა ქებასა.
სწვევდა სახმილი უშრეტი პირმზისა თამარ მეფისა,
ვითა ფოლადი მაღნიტსა თვალნი საჭვრეტლად ეფისა,
მაგრამ მან მზემან სინათლე მიჯნურს არ უიეფისა,
არად შესწონდა ზახილი ვარდსა ბულბულთა ყეფისა!“
ძველ სალიტერატურო გადმოცემებს შოთასა და თამარის მიჯნურობის
შესახებ, გადმოცემებს, რომლებიც თვით პოეტის უახლოეს ხანამდე აღწევს, ჩვენ ისევ
დავუბრუნდებით. ჯერ კი მივმართოთ თვით პოემა ვეფხის-ტყაოსანს.
მკითხველს, რასაკვირველია, მოეხსენება, რომ შოთას და თამარის მიჯნურობის შესახებ
მოგვითხრობს არა მხოლოდ ძველი სალიტერატურო ტრადიცია, არამედ ამაზედ მოგვითხრობს
თვით პოეტი შოთა რუსთაველი ვეფხის-ტყაოსნის პროლოგში. მკითხველს, ცხადია, ახსოვს
ვეფხის-ტყაოსნის პროლოგის სტროფები, რომლებიც მიძღვნილია თამარისადმი. ეს სტროფები
თამარზე სრულებით არ არის უბრალო ტრუბადურული შექება დედოფლისა, არამედ ნამდვილი
სიყვარულის გამომჟღავნებაა, იგი შთაგონებულია უიმედო მიჯნურობის ტრაღიკული
გრძნობით. პოეტი მოგვითხრობს თავისი სიყვარულის შესახებ „სისხლისა ცრემლი დახეული“;
პოეტი ამბობს თამარზე:
![]() |
12 გვერდი 16 |
▲ზევით დაბრუნება |
3
(ა) ვის ჰშვენის, - ლომსა, - ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,
(ბ) მეფისა მზის-თამარისა, ღაწვ-ბალახშ, თმა-გიშერისა,
(გ) მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე-, რისა,
(დ)
მისთა
მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ, მიშერისა.
იხ.
ტაეპის
განმარტებანი
10
(ა) თვალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა;
(ბ) აჰა, გული გამიჯნურდა, მიჰხვდომია ველთა რბენა!
(გ) მიაჯეთ ვინ, ხორცთა დაწვა კმარის, მისცეს სულთა ლხენა.
(დ) სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა.
19
(ა) ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;
(ბ) ესე მიჩს დიდად სახელად, არ თავი განმიქიქია!
(გ) იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;
(დ) მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია.
რომ თანამედროვე მკითხველისათვის ბოლომდე ნათელი იყიის შინაარსი ამ
სტროფებისა, მოგვყავს მათი თარგმანი ახალ-ქართულზე, მეტაფორების
მნიშვნელობის გახსნით
„მეფის თამარის ქებას ვიწყებ მე — დამაფრქვეველი სისხლისა
ცრემლთა! თამარის ქებანი მე უწინაც მითქვამს, და იგი ქებანი არ იყო ცუდად
შერჩეული: მელნად მე მაშინ მქონდა გიშრის ტბა [ — თამარის თვალები, რომლის
ხილვას იმ დროს ღირს ვიყავ]; ხოლო კალამი თვით მე ვიყავ, რხეული ლერწამი
[გალეული ლერწამის მსგავსად მიჯნურობის სევდით]. ვინც მოისმენს (იმ პირველ
ქებათა) მისი გული ლახვარით განიგმირება.
„ჩემს თვალებს, რომელთაც აღარ უნათებს (მზე-თამარ], ვით არ მოენატროს მისი
ახლად ხილვა. აჰა გული მოიცვა მიჯნურობამ და მე ხვედრად მერგო ველად გაჭრა!
მითხოვეთ მისგან [მზე-თამარისგან], რომელსაც აქვს ძალი დასწვას [თავისი
სხივებით) სხეული, მიანიჭოს (მისი სახის ხილვით] ლხენა სულს. [ახალი
ზეშთაგონება] — ქება „სამთა ფერთა“ — ლამის მოითხოვს თვით ლექსთა (ზენით]
გარდამოვლენას. „ჩემი აწ სცანით ყოველმან, მე ვაქებ მასვე, ვისაც ვაქებდი, — თამარს. ეს
არის სამარადისო ძეგლი სახელისა, აქ არ არის შეურაცხება. იგია ჩემი
სიცოცხლე, უწყალო ვით ჯიქი, [შეუბრალებელი მშვენიერი ვეფხი]! მისი სახელი
შეფარვით არის დასახული და ნაქები ქვემორე [— ვეფხის-ტყაოსანში]“. |
;ვიძლევით აქ განმარტებას მეტაფორებისა, და აგრეთვე ნაკლებ ცნობილი ცალკეული სიტყვებისა და გამოთქმებისა:
a. მეტაფორა „გიშრის ტბა“ აღნიშნავს შავს თვალებს. (კონტექსტის მიხედვით აქ იგულისხმება თამარის თვალები, რომლის ხილვასაც პოეტი ღირს იყო, როდესაც იგი სწერდა თავის პირველს ნაწარმოებს „ქება“-ს, მიძღვნილს თამარისადმი). b. „ნაი“
ნიშნავს ლერწამს. „ნაი რხეული“ — მერხევი ლერწამი. შოთა, როგორც აქ
პროლოგში, ისე პოემის ტექსტში „მერხევ ლერწამთან“ ყოველთვის ადარებს
მიჯნურს, რომლის სხეული გალეულია ლერწამის მსგავსად მიჯნურობის სევდისაგან.
საჭიროდ ვთვლით ამასთან შევნიშნოთ, რომ სწორ რკალებში [ ] ჩასმული გვაქვს მეტაფორების მნიშვნელობა, და აგრეთვე ის სიტყვები, რომლებიც იგულისხმება კონტექსტით. |
ხუტაშვილი ელისაბედ
![]() |
13 გვერდი 17 |
▲ზევით დაბრუნება |
შოთა ადარებს თამარს ჯიქს, მშვენიერს, მაგრამ შეუბრალებელ ვეფხს, და გამიჯნურებული პოეტი კადნიერად ამბობს თამარის შესახებ:
19
(გ) იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;
მაგრამ შოთა ამბობს ამაზე მეტსაც. პოეტი გადმოგვცემს, რომ თვით ვეფხის-ტყაოსანი შთაგონებულია თამარის სიყვარულით და რომ ქვემორე, ე. ი. პოემაში განსახიერებულია ეს სიყვარული:
19
(ა) ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;
(გ) იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;
(დ) მისი სახელი შეფარვით ქვემორე [ე.ი. პოემაში] მითქვამს, მიქია.
შედარება თამარისად ვეფხთან ხსნის ვეფხის-ტყაოსნის სიმბოლიკას.
მკითხველმა, რასაკვირველია, კარგად იცის, თუ ვინ არის წარმოდგენილი პოემაში ვეფხის
სახით: ეს არის პოემის გმირი ქალი ნესტან-დარეჯანი, alter ego თამარისა. პოემის
მთავარი შინაარსი ეს არის ამბავი ნესტან-დარეჯანის და ტარიე
ლის მიჯნურობისა და „შემოსვა ტარიელისაგან ვეფხის-ტყავისა“. ტარიელი
თავის მიჯნურს ნესტანდარეჯანს წარმოიდგენს ვეფხის სახით და მისი სიყვა"რულის ნიშნად
ვეფხის-ტყავს ატარებს.
ამ რიგად, ვეფხის-ტყაოსნის პროლოგში შოთა ხსნის პოემის
შიფრს. შოთა. იგივეობის ნიშანს ატარებს თამარსა და ნესტან-დარეჯანს შორის. შოთა
აცხადებს თავის-თავს თამარის მიჯნურად, ისევე, როგორც ტარიელი იყო მიჯნური
ნესტანდარეჯანისა, და როგორც ნესტანდარეჯანს, ისე თამარს, ვეფხის სახით.
წარმოგვიდგენს.
5. ვეფხისტყაოსნის ისტორიულობის პრობლემა
შოთას და თამარის რომანტიული ისტორია, რომელზედაც მოგვითხრობს ვეფხის-ტყაოსნის პროლოგი, ინტერესს წარმოადგენს არა მხოლოდ როგორც ეპიზოდი შოთას ბიოგრაფიიდან.
ეს ცნობა ვეფხის-ტყაოსნის პროლოგისა განსაკუთრებულს ინტერესს
წარმოადგენს იმ მხრით, რომ იგი შუქს ჰფენს თვით შოთას პოემას, იგი იძლევა
ვეფხის-ტყაოსნის პრობლემის ნამდვილს გასაღებს. ვეფხის-ტყაოსანი, როგორც ირკვევა,
ისტორიული შიფრის შემცველი ნაწარმოები ყოფილა. თვით შოთა — როგორც ვნახეთ — პოემის
პროლოგში გადმოგვცემს, რომ ვეფხის-ტყაოსანში არის ავტობიოგრაფიული ელემენტი, რომ
ვეფხის-ტყაოსანში განსახიერებულია. თამარისა და თვით შოთას მიჯნურობის ამბავი.
ეს, რასაკვირველია, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ვეფხის-ტყაოსანში უბრალოდ
მოთხრობილია შოთას და თამარის ბიოგრაფია. _ ეს ნიშნავს, პირველ რიგში იმას, რომ
პოემის იდეალური პერსონაჟები განასახიერებენ მათ გრძნობებსა და განცდებს.
ეს ნიშნავს აგრეთვე იმას, რომ პოემის იდეალურ გმირებზე სჩანს გადატანილია ცალკეული
ხაზები თამარისა და შოთას ცხოვრებიდან.
აი ასეთ ასპექტში ისმის საკითხი ვეფხის-ტყაოსნის ისტორიულობის შესახებ.
ვეფხის-ტყაოსანი რასაკვირველია არის Dichtung, პოეზია, მაგრამ ამასთან
ერთად, როგორც ირკვევა, პოემაში მოცემულია Wahrheit, სინამდვილის ანარეკლი.
ცუცქირიძე თამაზ
![]() |
14 გვერდი 18 |
▲ზევით დაბრუნება |
ამოცნობა ვეფხის-ტყაოსნის ისტორიული შიფრისა — ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა პოემის სხვა საკითხთა შორის, ვიდრე ჩვენ არა გვაქვს სწორი ინტერპრეტაცია ვეფხის-ტყაოსნის ისტორიული ელემენტებისა, ვიდრე არ არის ამოცნობილი ვეფხის-ტყაოსნის ისტორიული ქარგა, მანამდე საძნელო ხდება სწორი გადაჭრა ვეფხის-ტყაოსნის შესახები მთელი რიგი სხვა ძირითადი კითხვებისა.
ამ დიდს პრობლემას, ვეფხის-ტყაოსნის ისტორიულობის საკითხს, ვეფხისტყაოსნის ისტორიულ ქარგას, — ჩვენ ქვემოთ სპეციალურად დაწვრილებით შევეხებით.
ხოლო ვიდრე შევუდგებოდეთ ვეფხის-ტყაოსნის ისტორიული ქარგის განხილვასა და ამოცნობას, ჩვენ აქ წინასწარ მოგვიხდება ჩავატაროთ დეტალური ძიება შოთას ბიოგრაფიის საკითხთა გამო, და გამოვარკვიოთ, თუ ვინ იყო შოთა რუსთაველი, ავტორი ვეფხის-ტყაოსნისა.
6. შოთა რუსთაველის ვინაობის საკითხისათვის
ვინ იყო ვეფხის-ტყაოსნის ავტორი?
ქართულ ლიტერატურაში მოიპოვება ცნობა, რომ შოთა პატრიციანული წრიდან, მთავართა
გვარეულობიდან იყო.
ასე, ქართველ მწერალს თეიმურაზ ბატონიშვილს დაცული აქვს გადმოცემა, რომ შოთა
ეკუთვნოდა ჰერეთის ერისთავთა (მთავართა) გვარეულობას. ეს გადმოცემა, როგორც შემდეგ
გამოირკვევა, სინამდვილეს შეეფერება.
რომ შოთა მაღალ ფეოდალურ წრიდან იყო, ამას გვიჩვენებს თვით პოეტის სახელწოდება
„რუსთველი“: აქ ჩვენ გვაქვს იმ ტიპის სახელწოდება, რომელსაც ღებულობდნენ
არისტოკრატიული მფლობელი გვარები მათი საპატრონო ციხე-ქალაქებიდან. რუსთავი, როგორც
ეს ქვემოთ იქნება გამორკვეული, საპატრონო ციხე-ქალაქს წარმოადგენდა, და
ძველ-ქართული წყაროების ჩვენების თანახმად „რუისთვისა და შვიდთა მთეულეთთა
პატრონი“, ანუ „რუსთველი“, უმაღლეს ფეოდალურ წრეებს ეკუთვნოდენ.
* * *
შოთას ვინაობის გამოსაცნობად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ნიშანდობლივი თვით
ვეფხის-ტყაოსნის პროლოგის ჩვენება.
მართლაც-და ვინ უნდა ყოფილიყო რუსთაველი, რომელიც ვეფხის-ტყაოსნის პროლოგში ასე
თავისუფლად, შეიძლება ითქვას პირდაპირ კადნიერად საუბრობს თამარის, დედოფლის
შესახებ, მიმართავს თამარს — როგორც თანასწორი თანასწორს? ვინ უნდა ყოფილიყო
რუსთაველი, რომელიც აცხადებს, რომ იგი შეპყრობილია თამარის სიყვარულით ტარიელის
მსგავსად, და რომ თამარი არის მისი სიცოცხლე, შეუბრალებელი ვით ვეფხი:
გიორგობიანი კახაბერ
![]() |
15 გვერდი 19 |
▲ზევით დაბრუნება |
რომ შოთა სამეფო გვარეულობას ეკუთვნოდა, ამის შესახებ მოიპოვება ერთგვარი მითითება ერთ ინტერპოლაციაში, რომელიც ეკუთვნის მე-13 საუკუნეს, ან მე-14 საუკუნის დასაწყისს, და რომელიც ჩართულია ვეფხის-ტყაოსნის მოღწეულ ხელნაწერებში მე-13 — 14 საუკუნის, ეს ინტერპოლატორი, რომელიც რუსთაველისაგან იმდენად მცირე დროის მანძილით არის დაშორებული, რომ მას ცხადია პირდაპირი გადმოცემა უნდა ჰქონოდა პოეტის ვინაობის შესახებ, (ვეფხის-ტყაოსნის იდეალურ პერსონაჟებში ხედავს ისტორიული სინამდვილის ანარეკლს და იგივეობის ნიშანს ატარებს უფლისწულ ტარიელსა და რუსთაველს შორის. ეს ინტერპოლატორი რუსთაველს წარმოათქმევინებს შემდეგ სიტყვებს:
9 (ა) მე, რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი (ე.ი. ტარიელის დარი), (ბ) ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი; |
რომ ეს ინტერპოლაცია, რომლის შესახებაც ქვემოთ გვაქვს საუბარი, არაა უგვიანესი მე-13 საუკუნისა, ან ყოველ შემთხვევაში მე-14 საუკუნის დასაწყისისა, ამას ადასტურებს მთელი რიგი ჩვენებათა:
1. ეს ინტერპოლაცია უკვე მოიპოვება ვეფხის-ტყაოსნის ვახტანგისეულ დედანში, რომელიც ჩამოყალიბდა მე-14 — 15 საუკუნეთა საზღვარზე; 2. ვახტანგისეულ დედანში მოიპოვება არა მარტო ეს ინტერპოლაცია, არამედ ამ ინტერპოლაციის შემდეგ-დროინდელი საპასუხო სტროფები, რაც გვიჩვენებს, რომ ეს ინტერპოლაცია ვახტანგისეული დედნის ჩამოყალიბებაზე უფრო ადრინდელია; 3. ამ ინტერპოლაციას უკვე იცნობს მე-14 საუკუნის ნახევრის პოეტი სარგის მცირე თმოგველი (— ეს დასტურდება თმოგველის ინიციალებით წარწერილი სტროფებიდან ვეფხისტყაოსნის H —2074 ხელნაწერში). |
ინტერპოლატორი წარმოგვიდგენს რუსთაველს, როგორც უფლისწულ ტარიელის „დარს“, სწორს, ტარიელის ორეულს, ისევე, როგორც დედოფალი თამარ არის „დარი“, alter ego დედოფალ ნესტან-დარეჯანისა.
* * *
ამ-რიგად ყველა მასალები სრულის თანხმობით იძლევიან მითითებას იმის შესახებ. რომ შოთა ეკუთვნოდა სამეფოს უმაღლეს არისტოკრატიას, ანუ უფრო ზედმიწევნით — სამეფო გვარეულობის ამა თუ იმ შტოს. ხოლო რაკი ეს ასეა, ამის შემდეგ პოეტის აღმოჩენა, მისი ვინაობის გამორკვევა, არ უნდა წარმოადგენდეს სიძნელეს.
ჩიქოვანი გეგა
![]() |
16 გვერდი 20 |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენამდე მოღწეულა მთელი წყება მე-12—13 საუკუნის ქართველ ისტორიკოსთა და ქრონისტებისა, რომლებიც უმთავრესად აqწრეს ენებიან. ამას გარდა ამავე ეპოქიდან მრავალი საარქივო ისტორიული საქ-Hმიანი დოკუმენტები შენახულა.
A priori საფიქრებელია, რომ რაკი პოეტი ამ ეპოქაში, მე-12 — 13 საუკუნეებში ცხოვრობდა, სადმე უნდა შერჩენილიყო რაიმე ცნობა ან პირადად მასზე, ან ყოველ შემთხვევაში, მისი გვარისა და სადაურობის შესახებ. საქმე ის არის, რომ ჯერ მარტო თვით სახელი შოთა იმდენად სპეციფიკურია, რომ აქ შეუძლებელია არ ამოვიცნათ იმ ტიპის საგვარეულო სახელი, რომელიც ახასიათებდა თვითეულ პატრიციანულ გვარს ამ ეპოქაში. ამ-რიგად, სხვა ჩვენებაც რომ არ აღმოჩნდეს, ჯერ მარტო თვით სახელმა „შოთა“ უნდა მიგვაგნებინოს. პოეტის ვინაობა და მისი გვარის სადაობა.
და მართლაც, მე-12 — 13 საუკუნისა და მომდევნო ხანის საისტორიო წყაროების ანალიზი ჩვენ დაგვანახვებს, რომ პოეტის აღმოჩენა შესაძლებელია.. ისტორიული წყაროების განხილვიდან ირკვევა, რომ ვეფხის-ტყაოსნის ავტორის შესახებ ფრაგმენტარულის სახით მრავალი ცნობა შენახულა. საჭიროა მხოლოდ მათი ახსნა, ეპოქის რეალიების ამოცნობა, მოვლენათა რკალის აღდგენა.
7. შოთა რუსთაველი და „ვინმე მესხი“
ვიდრე შევუდგებოდეთ შოთა რუსთაველის ვინაობის გამორკვევას, თავდაპირველად უნდა
შევეხოთ ერთ შემცდარ შეხედულებას, რომელიც აბნელებდა საკითხს და შოთას ვინაობის
ამოცნობას ხელს უშლიდა. ამ სახელდობ გავრცელებული იყო შეხედულება, რომ შოთა
რუსთაველი — ავტორი ვეფხის-ტყაოსნისა, და „ვინმე მესხი მელექსე“, რომელიც
მოინსენება ვეფხის-ტყაოსნის დამატებაში, ერთი და იგივე პირია. სინამდვილეში კი ეს
ასე არ არის, და როგორც დადასტურდა, აქ გაუგებრობასთან გვქონია საქმე.
ვეფხის-ტყაოსნის ტექსტის ფილოლოგიურმა შესწავლამ საბოლოოდ ცხადჰყო, რომ ვინმე მესხი
მელექსე“ არის გამგრძელებელი ვეფხის-ტყაოსნისა, და ამ-რიგად მას არაფერი აქვს
საერთო შოთა რუსთაველთან, ვეფხის-ტყაოსნის. ავტორთან.
რა ეკუთვნის ამ „ვინმე მესხ მელექსეს“?
ვეფხის-ტყაოსნის გარშემო საუკუნეთა განმავლობაში, როგორც ცნობილია, შეიქმნა
ერთგვარი ციკლი. მთელი რიგი გვიანდელი ავტორებისა სწერდენ ვეფხის-ტყაოსნის
სხვა-და-სხვა გაგრძელებას. (ამ გაგრძელებათა ჯგუფს ეკუთვნის: ინდო-ხატაელთა ამბავი,
ხვარაზმელთა ამბავი, სხვა-და-სხვა ანდერძები; ომაინიანი და სხვ.).
ერთ-ერთი ასეთი გაგრძელება შეიცავს მოთხრობას ვეფხის-ტყაოსნის გმირთა სიკვდილის შესახებ.
ვეფხის-ტყაოსანში შოთა რუსთაველი-როგორც ცნობილია — არას გვეუბნება პოემის გმირთა გარდაცვალებაზე და პოემა იმით არის დამთავრებული, რომ გმირები მიაღწევენ დიდებისა და ბრწყინვალების ზენიტს.
ავალიანი ინგა
![]() |
17 გვერდი 21 |
▲ზევით დაბრუნება |
ვეფხის-ტყაოსნის მოთხრობა, რასაკვირველია, შეგნებულად არის
დამთავრებული ამ რიგად; თვით პოეტი შემდეგის სიტყვებით აღნიშნავს იმ იდეას, რომელიც
მოცემულია ვეფხის-ტყაოსნის ფინალის სახით:
1370
(დ) ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!“
პოემის უკანასკნელი ნაწილი ეს არის თავიდან ბოლომდე სინათლის გამარჯვების ჰიმნი და
პოეტი თავის მოთხრობას იმით ამთავრებს, რომ პოემის ნათელ გმირებს დიდებისა და
ბრწყინვალების შარავანდედით შემოსავს.
შემდეგი დროის ინტერპოლატორი ვერ მიმხვდარა პოემის დედა-აზრს. ის გარემოება, რომ პოემაში არაა აწერილი ვეფხის-ტყაოსნის გმირთა დასასრული, ერთ გვიანდელ პოეტს დეფექტად მიუჩნევია და დაუწერია ვეფხის-ტყაოსნის გაგრძელება. ეს გაგრძელება 20-მდე სტროფს შეიცავს. აქ მოთხრობილია, რომ ტარიელ — ნესტან-დარეჯანს და ავთანდილ-თინათინს შვილები მიეცემათ, მიაღწევენ ღრმა სიბერეს და შემდეგ გარდაიცვლებიან. მათ დასატირებლად მოვა ფრიდონი, რომელიც ამის შემდეგ ბევრს ვეღარ იცოცხლებს და მეგობართა დასაფლავების შემდეგ სახლში დაბრუნებისას გარდაიცვლება. ამრიგად პოემის გმირთა ამბავი „გასრულდება ვითა სიზმარი ღამისა“. ისინი „გარდახდებიან“ და „განვლიან სოფელს“. ასეთია ეს გაგრძელება ვეფხის-ტყაოსნისა.
აი, ამ გაგრძელების ნაწილს წარმოადგენს ის სტროფი, სადაც საუბარია ს -„ვინმე მესხის“ შესახებ და სადაც ჩვენ ვკითხულობთ:
1658
(ა) გასრულდა (=ე. ი. ვეფხის-ტყაოსნის გმირთა ამბავი) მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა.
(ბ) გარდახდეს, გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა!
(გ) ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა.
(დ) ვწერ ვინმე მესხი მელექსე, მე, რუსთველისად ამისა.
რასაკვირველია არაა საჭირო სიტყვის გაგრძელება იმის შესახებ, რომ ეს სტროფი არ ეკუთვნის ვეფხის-ტყაოსნის ავტორს:
1. სტროფის უკანასკნელ სტრიქონში პირდაპირ აღნიშნულია, რომ იგი დაწერილია არა რუსთაველის მიერ, არამედ „რუსთველისად ამისა“, ე. ი რუსთველის დამატებად. სიტყვა-სიტყვითი შინაარსი ამ სტრიქონისა ასეთია: „ვწერ მე ვინმე მესხი მელექსე ამა რუსთველისად“ ე. ი. რუსთველისთვის, რუსთველის თქმულის დამატებად.
2. ამას გარდა ამ სტროფის თითონ შინაარსიდანაც ცხადია, რომ იგი ნაწილია არა ვეფხის-ტყაოსნისა, არამედ ვეფხისტყაოსნის გაგრძელებისა, რომელიც პოემის გმირთა გარდაცვალებაზე მოგვითხრობს. ეს სტროფი არის ფინალი ამ გაგრძელებისა პოემის გმირთა გარდაცვალების შესახებ, და ამიტომაც ამ სტროფში აღნიშნულია, რომ პოემის გმირნი გაჰქრენ „ვითა სიზმარი ღამი-სა“, რომ მათ „გარდახდეს, განვლეს სოფელი“ და ამიტომაც ინტერპოლატორი ჩივის „ჟამის სიმუხთლის“ გამო.
ცაგარელი ეკა
![]() |
18 გვერდი 22 |
▲ზევით დაბრუნება |
ასეთია ის დასკვნები, რომლებსაც უნდა დავადგეთ იმ ხანგრძლივი დის კუსიის შედეგად, რომელიც ამ სტროფის გამო წარმოებდა რუსთაველოლოქl გიურ ლიტერატურაში. ვეფხის-ტყაოსნის ტექსტის ფილოლოგიური კრიტიკი |jბ. შედეგად საბოლოოდ დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ „ვინმე მესხი მე-9 ლექსე“ არის არა შოთა რუსთაველი, ავტორი ვეფხის-ტყაოსნისა, არამედ ვეფხის-ტყაოსნის გამგრძელებელი.
რუსთაკის სამფლობელო
საშუალ საუკუნეთა ისტორიკოსი სტეფანოს ორბელიანი (მე-13 საუკ. ბოლო) თავის სივნიეთის ისტორიაში აღნიშნავს, რომ ქართველი დიდგვარიანი ფეოდალური მფლობელი გვარები ღებულობდენ საგვარეულო სახელწოდებას. მათი სამფლობელო რეზიდენციების მიხედვით. იგი სწერს: „ივერიელთა ხალხს წესად აქვს უწოდონ თავიანთ თავადებს სახელები მათი ადგილების მიხედვით“. .
ამ გვარად არის ნაწარმოები ძველი საქართველოს დიდგვარიან მფლობელ გვარეულობათა სახელწოდებანი: თმოგველი — თმოგვის ციხე-ქალაქიდან, ორბელი — ორბეთიდან, თორელი — თორიდან, ჩორჩანელი — ჩორჩანიდან, გაგელი — გაგიჟდან, სურამელი— სურამიდან და სხვ.)
შოთა, როგორც ეს გვიჩვენა ვეფხის-ტყაოსნის პროლოგის განხილვამ, ეკუთვნოდა დიდგვარიან პატრიციანულ წრეს, რომელიც ახლო იდგა სამეფო კართან და თვით მეფე თამართან. სახელწოდება „რუსთველი“ აღნიშნავს: შოთას სამფლობელო რეზიდენციას რუსთავის ციხე-ქალაქს.
* * *
რომელი რუსთავიდან წარმოსდგა პოეტის სახელწოდება რუსთაველი. | საქართველოში ორი „რუსთავი“ იჩემებს პატივს იყოს სამშობლოს განთქმული ქართველი პოეტისა: რუსთავი ჰერეთისა, და რუსთავი ახალციხისა.
გავეცნოთ ცნობებს ორივე რუსთავის შესახებ.
ა. რუსთავი ჰერეთისა.
პირველი რუსთავი ანუ რუსთავი ჰერეთისა მდებარეობდა ტფილისის მიდამოებში, ძველი ქართული პროვინციის ჰერეთის სანაპიროზე. (რუსთავის ნაქალაქევი დაშორებულია ტფილისიდან 20 კილომეტრის მანძილზე პირდაპირი ხაზით). _ ეს ჰერეთის რუსთავი მეტად მნიშვნელოვან პუნქტად ითვლებოდა უძველესი დროიდან მოკიდებული. იგი ყოველ შემთხვევაში არსებობდა უკვე მე-4 -5 საუკუნიდან ჩვენი წელთაღრიცხვისა, რა დროსაც ქართული საისტორიო წყაროები მიაკუთვნებენ აქ საეკლესიო აღმშენებლობის დაწყებას და საეპისკოპოსო კათედრის დაარსებას.
აბზიანიძე ეკა
![]() |
19 გვერდი 23 |
▲ზევით დაბრუნება |
რუსთავს არ დაუკარგავს მნიშვნელობა ამ უძველესი დროიდან დაწყებული, ვიდრე თამარის ეპოქამდე. ამ ხნის მანძილზე რუსთავის სახელი არ შორდება ქართულ მატიანეთა ფურცლებს და მას მოიხსენებს თითქმის ყველა საშუალსაუკუნეთა ქართველი ისტორიკოსი.
რუსთავის ასეთი დიდი მნიშვნელობა
დამოკიდებული იყო იმაზე, რომ იგი წარმოადგენდა პირველხარისხოვან სტრატეგიულ პუნქტს,
სადაც იყრებოდა ტფილისზე მომავალი გზები. ამას გარდა რუსთავში გაშენებული იყო
ქალაქიც. რუსთავი მოხსენებულია როგორც მნიშვნელოვანი ქალაქი კერძოდ მე-12
საუკუნეში, თამარის მეფობის დროს. - რუსთავის ქალაქის არსებობა ბევრი ხანი აღარ
გაგრძელებულა თამარის შემდეგ; მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში, როცა საქართველოში
მონგოლთა მფლობელობა დამყარდა, რუსთავი და მისი მიდამოები — მტკვრისა და ივრის -
სანაპიროები — განადგურდა მონგოლთა ხანის ბერქას შემოსევის დროს. ქალაქი შემდეგ
აღარ განახლებულა, თუმცა მე-18 საუკუნეში ქართველ მეფეებს აქ ჰქონდათ სასახლე.
ბ. რუსთავი ახალციხისა.
მეორე რუსთავი მდებარეობს ახალციხის მხარეში, ასპინძის რაიონში. -
გამორკვეულია, რომ ეს მეორე რუსთავი საშუალ-საუკუნეებში არ წარმოადგენდა რაიმე
მნიშვნელოვან პუნქტს. იგი იმდენად უმნიშვნელო ერთეული ყოფილა, რომ არავითარი ცნობა
მის შესახებ არც ერთხელ არ გვხვდება საშუალო საუკუნეთა ისტორიულ წყაროებში.
ახალციხის რუსთავი არ მოიხსენება არათუ შედარებით ძველი ეპოქის ისტორიულ ძეგლებში,
როგორიცაა ქართლის ცხოვრების მატიანეები, არამედ იგი არ არის დასახელებული არც
მესხური დავითნის ქრონიკაში შედარებით გვიანდელი ხანისა, მე-16 საუკუნისა. ხოლო
მესხური ქრონიკის აღწერილობა ეხება სამცხე-საათაბაგოს სწორეთ იმ სექტორს, სადაც
მდებარეობს რუსთავი, და აქ მოხსენებულია ყველა ცოტად-თუ ბევრად მნიშვნელოვანი
პუნქტი ამ რაიონისა.
* * *
რომელი. რუსთავიდან იყო შოთა?
რომ სახელწოდება „რუსთველი“ არ არის წარმომდგარი ახალციხის რუსთავიდან, ამას ადასტურებს მთელი რიგი გარემოებათა. აქ აღვნიშნავთ ერთერთ ამის ნიშანდობლივს მაჩვენებელს.
ჩვენამდე მოღწეულა სამცხის მფლობელი გვარების სია მე-12–13 საუკუნეებისა.
შედარება ამ დოკუმენტისა საშუალ-საუკუნეთა სხვა ქართულ საისტორიო საბუთებთან
გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ, რომ ახალციხის მხარის ის სექტორი, სადაც
მდებარეობს რუსთავი, მე-12-13 საუკუნეში შეადგენდა ღობიერთა გვარეულობის
სამფლობელოს. სამფლობელო ამ გვარეულობისა იწყებოდა სოფ. ღობიეთიდან
(ასპინძის რაიონში) და აღწევდა სოფ. ყვიბისამდე (ბორჯომის რაიონში).
რეზიდენცია ამ სამფლობელოსი იყო არა რუსთავი, არამედ ღობიეთი, საიდანაც
ადგილობრივი მფლობელნი ატარებდენ საგვარეულო ზედ-წოდებას „ღობიერი“.
დემეტრაძე მადინა
![]() |
20 გვერდი 24 |
▲ზევით დაბრუნება |
ამ-რიგად ჩვენ გვაქვს პირდაპირი ჩვენება იმის შესახებ, რომ სახელწოდება „რუსთველი“ არ არის წარმომდგარი ახალციხის რუსთავიდან. თუ კი შოთა მართლაც ყოფილიყო მფლობელი ახალციხის მხარის იმ კუთხისა, სადაც მდებარეობს რუსთავი, მაშინ მისი სახელწოდება იქნებოდა „ღობიერი“ და არა რუსთაველი.
* * *
როდესაც ჩვენ ვეცნობით საშუალ-საუკუნეთა ქართულ საისტორიო წყაროებს, უეჭველი ხდება,
რომ შოთა ჰერეთის რუსთავიდან უნდა ყოფილიყო. - მართლაც საისტორიო წყაროებიდან
შემდეგი ირკვევა:
ა. საშუალ-საუკუნეთა საქართველოში არსებულა რუსთავის სამფლობელო, რომლის ცენტრიც ყოფილა ჰერეთის ციხე-ქალაქი რუსთავი. მფლობელნი ამ ციხე-ქალაქისა და თემისა-იწოდებოდნენ: „რუსთველი“ ანუ „რუსÁთვისა და შვიდთა მთეულეთთა პატრონი“ ბ. საჭიროა ამასთან ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას,
რომ რუსთავის სამფლობელო ერთი იყო და „რუსთველის“ სახელწოდება შესაძლოა მიღებული
ყოფილიყო მხოლოდ აქ მოხსენებული ჰერეთის ციხე-ქალაქ რუსთავიდან. სხვა რუსთავის
სამფლობელო საშუალ-საუკუნეთა საქართველოში არ არსებობდა. |
ტიტულატურა „რუისთვისა და შვიდთა მთეულეთთა “პატრონი“ წარმოდგენილია მე-12 საუკუნის დასასრულის ეპიგრაფიულ ძეგლში (იხ. A., IV, გვ. 149-150). რომ ამ თემის მფლობელნი ატარებდენ ტიტულს „რუსთველი“, ეს დადასტურებულია მე-10—13 საუკუნეთა მთელ რიგ წყაროებში (იხ. ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული ტექსტები დავით გარეშჯელის შესახებ, მე-10—13 საუკუნეებისა)
აღვნიშნავთ ამასთან, რომ ფრესკა ერთ-ერთი რუსთაველისა დაცულია დავით-გარეშჯაში რომელიც, როგორც ცნობილია, რუსთველის სამფლობელოს ფარგლებში იყო მოქცეული. |
დემეტრაძე ქეთევან
![]() |
21 გვერდი 25 |
▲ზევით დაბრუნება |
ეს გადმოცემა, რომ შოთა ჰერეთის რუსთავიდან იყო, დასტურდება აგრეთვე უფრო ძველი სალიტერატურო წყაროების მიხედვითაც.-დამთხვევა იმ ცნობებისა, რომელსაც გადმოგვცემს ერთის მხრით დავით მეფის გუჯარი 17220 წლისა, ხოლო მეორეს მხრით მე-15—16 საუკუნის ქართველი პოეტი სერაპიონ სოგრატის-ძე (1440—1512 წ), — გვიჩვენებს, რომ ეს გადმოცემა შოთას ჰერეთის რუსთავიდან შთამომავლობის შესახებ— შეიცავს უძველეს ტრადიციას რუსთაველზე, და რომ ეს გადმოცემა საშუალ-საუკუნეებიდან მომდინარეობს.
9. შოთა ჰერეთის ერისთავი, მფლობელი რუსთავისა
ყოველივე იმის შემდეგ, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, გამორკვეულად ჩაითვლება შემდეგი:
შოთა, ავტორი ვეფხის-ტყაოსნისა, იყო ჰერეთის რუსთავის მფლობელი.
განვაგრძოთ ამის შემდეგ ისტორიული ძიება და ვიკითხოთ: ვინ იყვნენ „რუსთავის
მფლობელნი — „რუსთველები“ — თამარის ეპოქაში, და ხომ არ გვხვდება მათ შორის შოთა. .
საისტორიო წყაროების განხილვიდან ირკვევა შემდეგი:
1. რუსთავის თემი მე-12 საუკუნის განმავლობაში სხვადასხვა გვარეულობათა საფლობელოში
შედიოდა, ხოლო მე-12 საუკუნის ბოლოს იგი გადასულა ჰერეთის მთავართა (ერისთავთა)
განმგებლობაში. ჰერეთის მთავართა სამფლობელო ამ დროიდან მოკიდებული შეიცავდა
ტერიტორიას „ტფილისითგან აღმართ ვიდრე მთამდე შამახიისა“ — რუსთავის
თემის ჩათვლით.
2. მე-12 საუკუნის უკანასკნელ ათეულში (1191 —1196 წლების ახლო)
რუსთველად (რუსთავის თემის მფლობელად) დაუდგენიათ შოთა, ჰერეთის მთავართა
გვარეულობის წევრი. შოთა ყოფილა რუსთავის მფლობელად მე-12 საუკუნის დასასრულსა და
მე-13 საუკუნის დასაწყისში. ხოლო უფრო გვიან, მე-13 საუკუნის ათეული წლების შემდეგ,
შოთას, როგორც ჰერეთის მთავართა გვარის მეთაურს, მიუღია ერისთავობა მთელი ჰერეთის
მხარისა, და ამ დროიდან მოკიდებული იგი ოფიციალურ წყაროებში მოიხსენება ჰერეთის
ერისთავის ტიტულით.
* * *
საკითხავია ამის შემდეგ, არის თუ არა ეს ისტორიული პირი შ ო თ ა რუსთაველი ჰერეთის
ერისთავი — იგივე პოეტი შოთა რუსთაველი, ავტორი ვეფხის-ტყაოსნისა? არის..
ამას ადასტურებს მთელი რიგი გარემოებათა:
ა. ჯერ ერთი, ამ პირთა იგივეობას, როგორც ვხედავთ, ადასტურებს თვით
თარიღების ზუსტი შეხვედრა. შოთა, ჰერეთის მთავარი ყოფილა რუსთველად მე-12 საუკუნის
დასასრულსა და მე-13 საუკუნის დასაწყისში. ხოლო ვეფხისტყაოსანი, როგორც ეს უკვე
გამორკვეულია, დაწერილია ზედმიწევნით ამავე დროს მე-12 და მე-13 საუკუნეთა მიჯნაზე.
ამ-რიგად აქ გვაქვს სრული სინქრონიზმი. (ამ წლების მანძილზე შეუძლებელია ყოფილიყო
სხვა რუსთაველი, გარდა აქ მოხსენებული შოთასი, რადგან რუსთავის სამფლობელო ერთი
იყო).
სოხაძე დალი
![]() |
22 გვერდი 26 |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. შოთა ჰერეთის მთავრის შესახებ დაცულია უაღრესად
საყურადღებო ცნობა. ერთ საისტორიო ძეგლში დამოწმებულია, რომ შოთა ჰერეთის მთავარი
ითვლებოდა ქრისტიანობიდან განდგომილად, იგი მანიქეველი, მანის მოძღვრების მიმდევარი
ყოფილა. ამის მიხედვითაც აგრეთვე დასტურდება, რომ შოთა ჰერეთის მთავარი და შოთა
რუსთაველი, ავტორი ვეფხის-ტყაოსნისა, ერთი და იგივე პირია. ვეფხის-ტყაოსნის ავტორი,
როგორც ამას გვიჩვენებს პოემის რეალიების განხილვა, შეუძლებელია ყოფილიყო ორთოდოქსი
ქრისტიანე. უფრო მეტი: ვეფხის-ტყაოსანში, როგორც ირკვევა, ჩვენ გვაქვს მანიქეური
ფილოსოფიური მოძღვრების გავლენის კვალი. – ამ საგანს ჩვენ ქვემოთ დაწვრილებით
ვეხებით.
გ. ჩვენ მოხსენებული გვქონდა ზემოთ, რომ რეალიები, რომლებიც მოიპოვება
ვეფხის-ტყაოსნის ავტორის შესახებ, მიგვითითებენ, რომ შოთა სამეფო გვარეულობის წევრი
უნდა ყოფილიყო. და მართლაც ჰერეთის მთავართა სახლი, რომელსაც ეკუთვნოდა შოთა,
სამეფო გვარეულობის გვერდის შტოს წარმოადგენდა.
როგორც ცნობილია, საქართველოს სამეფო სახლი ბაგრატიონთა გვარეულობა – რომლებიც
შთამომავლობით მესხები იყვნენ (– მათი ძირითადი სამშობლოა მესხეთის სანაპირო თემი –
სპერის პროვინცია), რამდენიმე შტოდ განიყოფებოდა. ძირითადი შტო იყო საკუთრივ
მესხეთის ბაგრატიონები, რომლისაგანაც წარმოსდგა გაერთიანებული საქართველოს
დინასტია. ხოლო ჰერეთის მთავართა გვარი, როგორც გამორკვეულია, წარმოადგენდა
მესხეთის ბაგრატიონთა გვერდის შტოს.
დ. ირკვევა ამასთან შემდეგი, უაღრესად საყურადღებო გარემოება, რომელ საც
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შოთას ვინაობის საკითხის გარკვევისათვის საქმე ის
არის, რომ ვეფხის-ტყაოსნის ცალკეულ ადგილებში ჩვენ გვქონია ანარეკლი შოთას
საგვარეულო ისტორიისა.
რომ ვეფხის-ტყაოსანში უნდა იყვეს ავტობიოგრაფიული ელემენტები, ამის შესახებ ჩვენ
უკვე გვქონდა საუბარი: ეს დადასტურებულია თვით ვეფხის-ტყაოსნის პროლოგის ჩვენებით.
მაგრამ მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო, თუ ავტობიოგრაფიზმი შოთას პოემაში ასე შორს
მიდიოდა. სინამდვილეში შოთას პოემა, როგორც ირკვევა, გაჟღენთილი ყოფილა ისტორიული
რემინისცენციებით.
ასე, მაგალითად, ის – რაც ვეფხის-ტყაოსანში მოთხრობილია პოემის გმირის ტარიელის
საგვარეულო ისტორიაზე, სავსებით უდგება იმას, რასაც ჩვენ ვგებულობთ საისტორიო
წყაროებიდან თვით შოთას საგვარეულო ისტორიის შესახებ. ეს შეხვედრა შოთას საგვარეულო
ისტორიისა ვეფხის-ტყაოსნის ცალკეულ ადგილებთან იმდენად ზედმიწევნითია, აქ ჩვენ
გვაქვს სრული იდენტივობა ისეთს ნიშანდობლივს ხაზებში, რომ ამის შემდეგ გასაგები
ხდება, თუ რისთვის ატარებდა ანალოგიას ტარიელსა და შოთას შორის ვეფხის-ტყაოსნის
მე-13–14 საუკუნის ინტერპოლატორი-კომენტატორი. (ხოლო მე-13–14 საუკუნის ეს
ინტერპოლატორი იმდენად მცირე დროის მანძილით იყო დაშორებული შოთას ეპოქას, რომ მას,
ცხადია, უშუალო გადმოცემა უნდა ჰქონოდა, და როგორც ირკვევა – ჰქონია კიდეც, შოთას
ვინაობისა და შთამომავლობის შესახებ).
ისტორიული სინამდვილის ანარეკლს ვეფხის-ტყაოსანში ჩვენ სპეციალურად ვეხებით ქვემოთ,
როდესაც განვიხილავთ შოთას ბიოგრაფიას (იხ. ქვემოთ, თავი მე-19).
კურდღელაშვილი ლალი
![]() |
23 გვერდი 27 |
▲ზევით დაბრუნება |
ე. რომ შოთა, ავტორი ვეფხის-ტყაოსნისა, ჰერეთის მთავართა
გვარეულობას ეკუთვნოდა, ამის შესახებ არსებულა ძველი სალიტერატურო გადმოცემა,
რომელიც დაუცავს თეიმურაზ ბატონიშვლს (იხ. ამის შესახებ ზემოთ გვ. 24)
ამასვე ეთანხმება აგრეთვე ცნობა ძველი ქართველი მწერლის სერაპიონ სოგრატის-ძისა (14
40 — 1512 წ.), რომელიც, როგორც ირკვევა, შოთას სამფლობელოდ ჰგულისხმობდა ჰერეთის
მთავართა სამფლობელო ციხე-ქალაქს რუსთავს. ჰერეთის მთავართა გვარში ასეთი საგვარეულო
სახელი არის შოთა. ეს სახელი ჰერეთის მთავართა გვარის გარეშე არც ერთხელ არ
გვხვდება საშუალსაუკუნეთა მანძილზე— მე-8 საუკუნიდან მოკიდებული ვიდრე
მე-13 საუკუნემდე ხოლო ჰერეთის მთავართა გვარში სახელი შოთა მიღებულია
საგვარეულო. სახელის სახით. ასე, მე-12 საუკუნის მანძილზე ეს სახელი ამ გვარში.
სამჯერ გვხვდება (შოთა I– უკანასკნელი დამოუკიდებელი მფლობელი ჰერეთის სამეფოსი
1117 წელს; შოთა II, რომელიც მონაწილეობას იღებდა დემნას აჯანყებაში და სიკვდილით
დასაჯეს 1177 წელს; შოთა III, რომელიც რუსთველად იყო დადგენილი მე-12 — 13
საუკუნეთა საზღვარზე, ავტორი ვეფხის-ტყაოსნისა).
აღსანიშნავია, რომ ჰერეთის მთავართა ძირეულ სამფლობელოში
სახელისაგან შოთა ნაწარმოებია გეოგრაფიული სახელებიც კი (ასე, სოფელი შოთავარი).
შოთას ვინაობის გამორკვევის შემდეგ ჩვენ შევუდგებით პოეტის
ბიოგრაფიის შესწავლას.
ვ. დასასრულ დაგვრჩენია აღვნიშნოთ შემდეგიც. რომ შოთა, ავტორი ვეფხის-ტყაოსნისა,
ჰერეთის მთავართა გვარეულობას ეკუთვნოდა, ამას ადასტურებს, სხვას რომ თავი
დავანებოთ, ჯერ მარტო თვით სახელი შოთა. სახელი შოთა ეს არის საგვარეულო სახელი
ჰერეთის მთავართა გვარისა. როგორც ეს კარგად არის ცნობილი, ძველ საქართველოში,
თვითეულ პატრიციანულ დიდ გვარში მიღებული იყო ისეთი სპეციფიური სახელები, რომელიც
სხვა გვარში ჩვენ არ გვხვდება. ასეთია, მაგალითად, დადიან-გურიელთა გვარში (ეს ერთი
გვარი იყო) სახელები: მამია, ცოტნე, სამცხის მფლობელთა გვარში სახელი
ყვარყვარა, თორელთა გვარში სახელი კახა, ჩორჩანელთა
გვარში სახელი თორნიკე, და ასე ყველა დიდ ფეოდალურ გვარებში. ეს სახელები
წარმოადგენენ ნიშანდობლივს საგვარეულო სახელებს.
ასეთია ის მაჩვენებლები, რომელთა მიხედვით ირკვევა, რომ შოთა რუსთაველი ჰერეთის
მთავარი, რომელიც რუსთაველად ყოფილა დადგენილი მე-12—13 საუკუნეთა საზღვარზე, არის
იგივე შოთა რუსთაველი, ავტორი ვეფხის-ტყაოსნისა.
10. მონგოლთა ხანის ქართველი ისტორიკოსი „ნამთა-ჟაღმწერელი“
შოთა ჰერეთის მთავრის შესახებ, რომელიც, როგორც გამოირკვა, არის იგივე
შოთა რუსთაველი, ავტორი ვეფხის-ტყაოსნისა, დაცულიასაყურადღებო
ცნობები ძველ-ქართულ საისტორიო თხზულებაში, რომელსაც ეწოდება „ჟამთა-აღმწერელობა“
(ხრონოღრაფია). ავტორი ამ ნაწარმოებისა „ჟამთა-აღმწერელის“ სახელით არის ცნობილი.
ბადრიძე ხათუთა
![]() |
24 გვერდი 28 |
▲ზევით დაბრუნება |
საყურადღებო ცნობები ძველ-ქართულ საისტორიო თხზულებაში,
რომელსაც ეწოდება „ჟამთა-აღმწერელობა“ (ხრონოღრაფია). ავტორი ამ ნაწარმოებისა
„ჟამთა-აღმწერელის“ სახელით არის ცნობილი.
ვიდრე განვიხილავდეთ ჟამთა-აღმწერელის ცნობებს შოთას შესახებ, საჭიროა ჯერ გავაცნოთ
მკითხველს, თუ რას წარმოადგენს თვით ეს ისტორიული ნაწარმოები „ჟამთა-აღმწერელობა“,
ვინ იყო და როდის ცხოვრობდა მისი ავტორი, როგორია მისი მსოფლ-მხედველობა და რა
ტენდენციებს შეიცავს მისი თხზულება.
ჟამთააღმწერელობაში გადმოცემულია საქართველოს ისტორია მონგოლთა მფლობელობის დროს
მე-13 საუკუნის პირველი მეოთხედიდან ვიდრე მე-14 საუკუნის დასაწყისამდე.
თვით ავტორი მომსწრე ყოფილა მონგოლთა მფლობელობისა და მისი თხზულება დაწერილია
მე-14 საუკუნეში.
ავტორი ამ საისტორიო თხზულებისა ფართედ განათლებული მწერალია. კერძოდ იგი ახლო
იცნობს აღმოსავლეთს. მისი თხზულების ადგილებიდან სჩანს, რომ მან იცოდა ირანული,
მონგოლური და უიღურული ენები და ლიტერატურა. ამას გარდა იგი სჩანს ბერძნულის
მცოდნეც უნდა ყოფილიყო.
ჟამთა-აღმწერელის თხზულება ძველი ქართული საისტორიო მწერლობის საუკეთესო
ნაწარმოებთა რიცხვს ეკუთვნის. იგი შეიცავს უმდიდრეს მასალას მე-13-14 საუკუნის
ისტორიისათვის. ამასთან ავტორი დიდი 6წერალიცაა, მი[ი თხზულება დიდი ლიტერატურული
ღირსებებითაა აღბეჭდილი. - მაგრამ ამავე დროს „ჟამთა-აღმწერელობას“, როგორც
ისტორიულ ნაწარმოებს, აქვს თავისი ნაკლიც. საქმე ის არის, რომ ამ თხზულებას გასდევს
გარკვეული კლერიკალური ელფერი, რის გამო ისტორიული მოვლენების გაშუქება აქ ბევრ
შემთხვევაში ტენდენციურია. ავტორი ჯერ ერისკაცი ყოფილა, იგი როგორც სჩანს
სახელმწიფოს მმართველ წრეებთან დაახლოვებული პირი იყო და თვითაც სახელმწიფო მოღვაწე
უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ თხზულების დაწერის დროს იგი ბერად არის შემდგარი და თვით
თხზულებაც ყველა ნიშნებით მონასტერშია დაწერილი.
ამით აიხსნება, რომ ავტორი სარწმუნოების საკითხებში დიდ მიკერძებას იჩენს, იგი დიდი
სიძულვილით მოიხსენებს მე-13 საუკუნის დასაწყისის საერო კულტურას. საქართველოს
უბედურების მიზეზად მას მიაჩნია საერო ხასიათის ჰუმანიტარული მსოფლმხედველობა,
რომელიც გაბატონებული იყო მე-12-13 საუკუნის განათლებულ წრეებში, და რომელიც მას
ქრისტიანობიდან გადადგომად მიაჩნია.
და საერთოდ რელიგიური პიეტეტის სფეროში ავტორი შეურიგებელია და მოურიდებელი. იგი არ
ინდობს არა თუ უბრალო სახელმწიფო მოღვაწეებს, არამედ თვით მეფეებსაც. ასე, იგი
ტენდენციურად წარმოგვიდგენს ლაშა-გიორგის პიროვნებას, და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ
ლაშა ყოფილა წევრი რომელიღაც არა-ქრისტიანული ფილოსოფიური თავისუფლად მოაზროვნეთა
ორდენისა — „რინდოთა“ წრისა. ავტორს თვით ის კატასტროფაც ქართული
სახელმწიფოებრივობისა, რომელიც მოხდა მონგოლთა მფლობელობის დროს, მიაჩნია ღვთაებრივ
სასჯელად იმ უსჯულოებათა გამო, რომელსაც ვითომ ადგილი ჰქონდა მე-12—13 საუკუნის
საქართველოში. ^
ამ-რიგად, ჟამთა-აღმწერელის თხზულებაში ჩვენ გვაქვს ჩვეულებრივი კონცეპცია
საშუალ-საუკუნეთა საეკლესიო ხრონოღრაფებისა
სარკიაშვილი ლილიკო
![]() |
25 გვერდი 29 |
▲ზევით დაბრუნება |
ბიოგრაფიული ცნობები შოთას შესახებ, დაცული „ჟამთა-აღმწერელის“ თხზულებაში ასე. ისტორიკოსს მოთხრობილი აქვს, რომ მე-13 საუკუნის ოცდაათიან
წლების დასასრულში, როცა აღმოსავლეთი საქართველო საბოლოოდ დაიპყრეს მონგოლებმა,
სახელმწიფო თათბირზე გადაწყდა ზავის ჩამოგდება მონგოლებთან; მოლაპარაკების
საწარმოებლად გაგზავნილ იქმნენ ოთხი ქვეყნის მოთავე მთავრები: შოთა, და
მასთან ერთად სამი ვაზირი: ავაგ ათაბაგი (პირველი ვაზირი), შანშე ამირ-სპასალარი
(სამხედრო მინისტრი), და ვარამ გაგელი მსახურთუხუცესი (ვაზირი სამეფო კარისა).
ამის შემდეგ ისტორიკოსი გადმოგვცემს, რომ შოთამ და სხვა
ქართველმა დიდებულებმა წაიყვანეს მონგოლთა ურდოში საქართველოს მემკვიდრე დავით
ნარინი (რუსუდან მეფის ძე), რათა გამოეთხოვათ მონგოლებისაგან საქართველოს სამეფო
ტახტის აღდგენა და დავით ნარინის საქართველოს მეფედ დამტკიცება. კოხტის-თავის დიდი შეთქმულება, როგორც ცნობილია, შემდეგ
პირობებში მოეწყო. 1240 წლის ახლო ხანებში საქართველო განსაკუთრებით კრიტიკულ
მდგომარეობაში მოექცა. ცენტრალური სახელმწიფო ხელისუფლება საქართველოში ფაქტიურად
მოისპო. რუსუდან მეფე გადახვეწილი იყო იმერეთს, ხოლო დავით ნარინი (რუსუდანის ვაჟი)
მონგოლებმა გაგზავნეს ყარაყორუმში (შიდამონგოლეთში), დიდი ყაენის წინაშე. დაწყებული
ანარქიისა და მონგოლთა თარეშის გამო ქვეყანა განსაცდელის პირას იყო მისული.
ჟამთა-აღმწერელის თხზულება, როგორც აღვნიშნეთ, იწყება მე-13 საუკუნის პირველი
მეოთხედიდან და ამიტომ აქ დაცულია ცნობები შოთას ცხოვრების უკანასკნელი პერიოდის
შესახებ. ამ ცნობების მიხედვით ჩვენ გვაქვს საშუალება გავითვალისწინოთ ბიოგრაფიული
ფაქტები შოთას ცხოვრებისა თამარის ასულის რუსუდანის მეფობის დროს (1222–1245 წ.წ.).
ჟამთა-აღმწერელის ამ ცნობებიდან ჩვენ ვგებულობთ, რომ რუსუდანის მეფობაში, როდესაც
საქართველოში უკვე მონგოლთა მფლობელობა დამყარდა და ქვეყანა სრულმა ანარქიამ
მოიცვა, შოთა ამ დროს ახლო მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო საქმეებში. იგი
ეკუთვნოდა იმ თავდადებული პატრიოტების ჯგუფს, რომლებიც მოთავეობდენ საქვეყნო
საქმეებს ამ კატასტროფიულ წლებში.
ქამთა-აღმწერელის თხზულებაში შოთა მოხსენებულია როგორც ერთ-ერთი მთავარი
ხელმძღვანელი და მონაწილე ყველა მნიშვნელოვან სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტის
დროს.
შოთა აგრეთვე ერთი მთავარი მონაწილე და ხელმძღვანელი ყოფილა კოხტის-თავის
შეთქმულებისა, რომელიც მოაწყვეს ქართველმა პატრიოტებმა მონგოლების წინააღმდეგ. ჩვენ
უფრო დაწვრილებით შევჩერდებით ამ ჰეროიკულ ეპიზოდზე, რომელიც ჩვენ გვინათებს ძველი
საქართველოს ისტორიის ფურცლებიდან და რომელიც შოთას სახელს მამულიშვილური
თავდადებისა და გმირობის შარავანდედით ჰმოსავს.
ნინო ვაჩეიშვილი
ვაჩეიშვილი ნინო
![]() |
26 გვერდი 30 |
▲ზევით დაბრუნება |
შეთქმულობის მოთავენი, და მათ შორის შოთა, ჯერ კიდევ კოხტის-თავზე იყვნენ გაუყრელნი და ელოდნენ ჯარის დამზადებას, როდესაც მონგოლებმა ეჭვი აიღეს, რომ ქართველები აჯანყებას აწყობენ და მოულოდნელად თავს დაესხნენ კონტის-ციხეს. რაკი ლაშქარი ჯერ კიდევ არ იყო შემოკრებილი, წინააღმდეგობის გაწევას, რასაკვირველია, ყოველგვარი აზრი ეკარგებოდა. ამიტომ შეთქმულებს აღარ გაუწევიათ წინააღმდეგობა. შეთქმულობის მონაწილენი, და მათ შორის მოხუცი შოთა, შეიპყრეს მონგოლებმა და წაასხეს ანისში, მონგოლთა სარ დლობის წინაშე.
ანისში დატყვევებული აჯანყების მოთავენი დაჰკითხა მონგოლთა ნოინმა,,
მაგრამ შეთქმულთა გატეხა ვერ შესძლეს.
რაკი შეთქმულნი ვერ გატეხეს, ამის შემდეგ მონგოლებმა მიმართეს ველურ სასჯელს. შეთქმულებს გახადეს სამოსელი, შეუკრეს მხრები და შიშველნი და მხარდაკრულნი დასხეს ისინი ქალაქის მოედანზე აუტანელ სიცხეში. ყოველ დღე სწარმოებდა მათი დაკითხვა ამ დამამცირებელ პირობებში, მაგრამ ვერც სატანჯველით და ვერც სიკვდილის მუქარით ვერ შესძლეს შეთქმულების გატეხა. შეთქმულებს მოელოდათ სიკვდილით დასჯა, მაგრამ ისინი იხსნა შეთქმულობის ერთ-ერთმა მონაწილემ ცოტნე დადიანმა.
შოთას კოხტის-თავის შეთქმულობის შემდეგ სჩანს ბევრი ხანი აღარ უცოცხლია. შოთა უკანასკნელად მოხსენებული ჰყავს ჟამთა-აღმწერელს 1244 45 წლ. ახლო, როდესაც იგი, სხვა ქართველ დიდებულებთან ერთად შეხვდა ტყვეობიდან დაბრუნებულს საქართველოს მეფის ლაშა-გიორგის ძეს ულუ-დავითს. გარდაცვლილა შოთა, როგორც ირკვევა, 1245 წლის ახლო ნანებში, როდესაც იგი ღრმა მოხუცებას ყოფილა მიწევნილი.
12. შოთას მანიქეველობა („მანისა ფერომა“)
ჩვენ გავაცანით მკითხველს ყველა ის ცნობა, რომელსაც გადმოგვცემს ჟამთა-აღმწერელი
შოთას შესახებ. შოთა, როგორც ეს სჩანს ჟამთა-აღმწერელის მოთხრობიდან, თავდადებული
პატრიოტი და დიდად დამსახურებული) სახელმწიფო მოღვაწე ყოფილა.
მაგრამ ჟამთა-აღმწერელის თხზულებაში ჩვენ გვხვდება ერთი უცნაური, პირველის შეხედვით
აუხსნელი წინააღმდეგობა. ერთის მხრით ჟამთა-აღმწერელი–როგორც ვნახეთ–დიდის
მოწიწებით აგვიწერს შოთას და მის თანამშრომელთა თავდადებულ მოღვაწეობას საქართველოს
განსაცდელის წლებში. და ამავე დროს ეს ისტორიკოსი განსაკუთრებულის სიძულვილით არის
გამსჭვალული. პირადად შოთას მიმართ. ასე, ერთ ადგილას ჟამთა-აღმწერელი-შოთას
შესახებ სრულიად მოულოდნელად და დაუსაბუთებლად ამბობს, რომ შოთა იყოო?-მოკლებული
ყოველგვარი ადამიანურ ღირსებას!
ზურაბაშვილი ბარბარე
![]() |
27 გვერდი 31 |
▲ზევით დაბრუნება |
ეს განცხადება ჟამთა-აღმწერელისა პირდაპირ გასაოცარია. ჟამთა-აღმწერელის
მოთხრობიდან სჩანს სრულებით საწინააღმდეგო. შოთა— თითონ ჟამთააღმწერელის
სიტყვით“ღირსეულად მოთავეობდა საქართველოს საქმეებს ქვეყნის უკიდურესი განსაცდელის
დროს და საქართველოს გულისათვის იგი კიდეც ტანჯეს მონგოლებმა.
მაშ რაშია საქმე, რა გზით უნდა შევარიგოთ ასეთი წინააღმდეგობა ჟამთააღმწერლის
თხზულებაში? რით აიხსნება ასეთი სრულიად გაუგებარი მიკერძებითი სიძულვილი ამ
ისტორიკოსისა შოთასადმი — რომელიც თვით მისივე მოთხრობით ასეთი დამსახურებული და
ქვეყნისათვის თავდადებული მოღვაწე ყოფილა?!
ეს ჩვენთვის გასაგები გახდება, თუ მოვიგონებთ ჟამთა აღმწერელის მსოფლმხედველობას და
კლერიკალურ ტენდენციას. ცხადია, შოთა მიუღებელი უნდა ყოფილიყო მისთვის, როგორც
ავტორი ვეფხის-ტყაოსნისა, როგორც უდიდესი გამომსახველი იმ საერო კულტურისა, რომელიც
მას ქრისტიანობიდან გადადგომად მიაჩნდა; ამ საერო კულტურას იგი, როგორც აღვნიშნეთ,
საქართველოს დაღუპვის მიზეზად სთვლიდა.
ამნაირად ჟამთა-აღმწერელის სიძულვილი შოთასადმი ჩვენთვის გასაგები ხდება ჯერ მარტო
იმიტომ, რომ შოთა ვეფხის-ტყაოსნის ავტორი იყო. მაგრამ ირკვევა ამაზე მეტიც:
ირკვევა, რომ კლერიკალური წრეების განსაკუთრებულ
სიძულვილს შოთას მიმართ სხვა საფუძველიც ჰქონია: შოთა, როგორც ეს პირდაპირ
დადასტურებულია, ორთოდოქსალური ქრისტიანობიდან განდგომილად ითვლებოდა; შოთა ყოფილა
მანიქეველი, მიმდევარი მანის ფილოსოფიურ-რე" ლიგიური მოძღვრებისა.
ცნობა ამის შესახებ დაცულია ჟამთა-აღმწერელის თხზულებაშივე.
ჟამთააღმწერელი გადმოგვცემს, რომ შოთას „კუპრობით“ ე.ი. სარწმუნოებიდან
განდგომილობით უწოდებდენო. ამავე დროს ჟამთა-აღმწერელს პირდაპირ აღნიშნული აქვს
ისიც, რომ შოთა მანის მოძღვრების მიმდევარი ყოფილა.
მოგვყავს აქ სათანადო ტექსტები ჟამთა აღმწერელიდან:
პირველ ტექსტში ნათქვამია:
„შოთაი, რომელსა მანისა ფერობისათვის (= მანის მიმდევრობისათვის) კუპრობით (=
სარწმუნოებიდან განდგომილობით) უხმობდეს (= ე. ი. უწოდებდნენ)“.
მეორე ტექსტში:
„არარათა ზნეთა სამამაკაცოთა მქონებელი (= მოკლებული ყოველგვარს ადამიანურ
ღირსებას) შოთა კუპრი (= სარწმუნოები2 დან განდგომილი)“.
რაკი ამ-რიგად ირკვევა, რომ შოთა მანის მიმდევარი ყოფილა, ქრისტიანობიდან
განდგომილად ითვლებოდა, გასაგები ხდება ამის შემდეგ, თუ რად არის ჟამთა-აღმწერელი
განს თრებული მტრობით გამსჭვალული შოთახადმი, თუმცა ჟამთა-აღმწერელი ვერ არყოფს,
რომ შოთა დიდად დამსახურებული) და ქვეყნისათვის თავდადებული მოღვაწე იყო, მაინც,
შოთას ქრისტიანობიდან განდგომილობის გამო, იგი კიცხვით მოიხსენებს ი სახელს
შარაშენიძე ეკატერინე
![]() |
28 გვერდი 32 |
▲ზევით დაბრუნება |
* * *
ჟამთა-აღმწერელის ტექსტთან დაკავშირებით გამოსარკვევი რჩება ერთი საკითხი, სახელდობ
— თუ რა სახის იყო შოთას მანიქეველობა: განისაზღვრებოდა შოთას მანიქეველობა იმით,
რომ იგი ზოგადად იზიარებდა მანის ფილოსოფიურ მოძღვრებას, თუ შოთა ამავე დროს მანის
ორდენის ორგანიზაციაში შედიოდა.
ამ კითხვაზე გარკვეული პასუხი არა გვაქვს. საკითხის გადაწყვეტას აძნელებს ის
გარემოება, რომ ჟამთა-აღმწერელის ცნობა შესაძლოა გაგებულ იქმნას ორნაირად.
ჟამთა-აღმწერელი, როგორც მოხსენებული გვქონდა, სწერს, რომ შოთას „მანის
ფერობისათვის“ სარწმუნოებიდან განდგომილს ეძახოდნენ.
გამოთქმა „მანის ფერობა“ შესაძლოა გაგებულ იქმნას ორნაირად:
1) სიტყვა „ფერი“–(ირანული ტერმინი) როგორც ცნობილია არის ჩვეულებრივი სახელწოდება,
რომელიც მიღებული იყო ფილოსოფიურ-რელიგიურ სუფიურ ორდენებში: „ფერი“ ერქვა ორდენის
მეთაურებს. შესაძლოა ეს სიტყვა „ფერი“ ამ მნიშვნელობით აქვს ნახმარი ჟამთა
აღმწერელს და გამოთქმა „მანის ფერი“ უნდა გაგებულ იქმნას, როგორც „მანის ორდენის
მეთაური“. თუ ეს ასეა, მაშინ მთელი ტექსტი ჟამთა-აღმწერელისა ასე უნდა განიმარტოს:
„შოთა, რომელსა მანისა ფერობისათვის (=მანის ორდენის მეთაურობისათვის) -
სარწმუნოებიდან განდგომილობით უწოდებდნენ“.
2) მაგრამ სიტყვა „ფერობა“ შესაძლოა გაგებულ იქმნას, როგორც ნაწარმოები, არა
ირანული ტერმინისაგან „ფერი“ (ორდენის მეთაური), არამედ ქართული სიტყვისაგან
„ფერობა“, რაც საშუალ-საუკუნეთა ქართულში ნიშნავდა: „შეფერება, შეფარდებულობა,
მიკერძება, მიმდევნობა“.
(შეად. ვეფხის-ტყაოსანში:
791
(გ) ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდე ვინმც მეფერა
თუკი სიტყვა „ფერობა“ ამგვარის მნიშვნელობით აქვს ნახმარი ჟამთააღმწერელს, მაშინ
მთელი ტექსტი შემდეგნაირად უნდა განიმარტოს:
„შოთა, რომელსა მანისა ფერობისათვის (= მანისადმი მიკერძებისათვის, მანის
მიმდევრობისათვის) სარწმუნოებიდან განდგომილობით უწოდებდნენ“.
რომელი განმარტებაა სწორი, პირველი თუ მეორე, ამის გადაჭრით თქმა ძნელჩია. მაგრამ
ყოველ შემთხვევაში, როგორადაც არ გავიგოთ ტექსტი, ერთი რამ ცხადია, რომ შოთა მანის
მიმდევარი ყოფილა, დამოუკიდებლად იმისგან, იყო იგი ორდენის, წევრი თუ არა.
13. ვეფხის-ტყაოსნის დევნა. პოლემიკა რუსთაველთან
შოთას განუცდია ჩვეულებრივი ხვედრი დიდი ნოვატორებისა. შოთას გენიალური პოემა, როგორც ირკვევა, დევნის საგანი გამხდარა კლერიკალურადგანწყობილი წრეების მიერ.
აბესაძე ქეთი
![]() |
29 გვერდი 33 |
▲ზევით დაბრუნება |
ცნობილია, რომ გვიან ეპოქაში, ასე მე-18 საუკუნეში, შოთას
პოემის გარშემო შექმნილი იყო დიდი ოპოზიცია. თითონ განათლებულმა ანტონ კათოლიკს,
კოზმაც კი გაილაშქრა შოთას წინააღმდეგ, აუტო-და-ფე გაუმართა შოთასს პოემას, და
თავის „წყობილ-სიტყვაობაშიაც“ არ დაავიწყდა აღენიშნა, რომ შოთა „ამაოდ დაშვრა,
საწუნ არს ესე!“.
ჩვეულებრივ ჰფიქრობდენ, რომ ვეფხის-ტყაოსნის ეს დევნა ახლო ხანებში დაიწყო. მაგრამ
ვეფხის-ტყაოსნის ინტერპოლაციების განხილვიდან ირკვევა, რომ ეს მტრული
დამოკიდებულება შოთას პოემისადმი ძველი დროიდანვე მოდის. ასე, ერთი მე-13-14
საუკუნის ინტერპოლატორი შოთას შესახებ სწერს:
31
„ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა!“
პოემა სჩანს დიდს პროტესტსა და გულისწყრომას იწვევდა კლერიკალურად განწყობილ
წრეებში უკვე თვიე მე-13 — 14 საუკუნეებიდან. ამ რიგად ის ოპოზიცია პოემის გარშემო,
რომელსაც ჩვენ ვხედავთ მე-18 საუკუნეში, ეს არის მხოლოდ ნაგვიანევი გამოძახილი იმ
დევნისა, რომელსაც პოემა წინა საუკუნეებში განიცდიდა. - რით იწვევდა პოემა ასეთ
დევნას? ,
ჩვეულებრივ ჰფიქრობდენ, რომ შოთას პოემის გარშემო შექმნილი ოპოზიცია იმით იყო
გამოწვეული, რომ ეს პოემა საერო ხასიათის ნაწარმოებს წარმოადგენდა. მაგრამ ასეთი
ახსნა, როგორც ირკვევა, მოკლებულია საფუძველს.
და მართლაც განა ვეფხის-ტყაოსანი ერთად-ერთი საერო ხასიათის თხზულება იყო ქართულ
მწერლობაში? საერო პოეზია არ დაწყებულა და არ დასრულებულა შოთას პოემით; შოთაზე
ადრე და შოთას შემდეგ ქართულს ენაზე მრავლად მოიპოვებოდა საერო მწერლობის ძეგლები,
მაგრამ მათ არ გამოუწვევიათ ასეთი დევნა. ვეფხის-ტყაოსანი თავისი კეთილშობილი
იდეალებით ყოველ შემთხვევაში უფრო მისაღები უნდა ყოფილიყო ორთოდოქსალური
წრეებისათვის, ვიდრე მაგალითად მე-11-12 საუკუნის ცნობილი რომანი „ვის-რამიანი“,
რომელიც სრულებით უცხო იდეოლოგიას გამოხატავდა და უცხო მორალის მქადაგებელი იყო,
მაგრამ ამ უკანასკნელსაც კი არ გამოუწვევია ასეთი საცთური და ცილობა.
ან-და თვით იმ „განახლების“ პერიოდში, მე-17-18 საუკუნეებში, როცა. ვეფხის-ტყაოსანს
აუტო-და-ფეს უმართავდენ, ქართულს ენაზე იქმნებოდა მთელი წყება საერო ძეგლებისა,
მაგრამ არც მათ გამოუწვევიათ ასეთი ხასიათის პროტესტი და ოპოზიცია ორთოდოქსი
წრეებისა. პირიქით, თითონ ის კათოლიკოზი ანტონი, რომელიც აუტო-და-ფეს უმართავდა
ვეფხის-ტყაოსანს, და რომელიც შოთას შესახებ სწერდა „ამაოდ დაშვრა“-ო, დიდ ქებას
ასხამს საერო პოეტებს, და მათ შორის განახლების პერიოდის საერო პოეზიის თვით
მამათმთავარსა და ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელს თეიმურაზ I-ს.
საკითხავია ამის შემდეგ, თუ რითღა უნდა აიხსნას ეს ოპოზიცია შოთას პოემის გარშემო,
რომელსაც ჩვენ ვხედავთ მთელი საუკუნეების განმავლობაში, დაწყებული თვით შოთას
ეპოქიდან ვიდრე მე-18 საუკუნემდე.
ბორჩხაძე ქეთევან
![]() |
30 გვერდი 34 |
▲ზევით დაბრუნება |
ეს გასაგები გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოირკვა შოთა რუსთავე- . ლის ვინაობა. რაკი შოთა რუსთაველი მანიქეური მოძღვრების მიმდევარი ყოეფილა, ქრისტიანობიდან განდგომილად ითვლებოდა და „ურწმუნოს“ სახელით ოფილა ცნობილი, გასაგებია ამის შემდეგ, რომ მისი ნაწარმოები სარწმუნოე- ბრივ საცთურად იქმნა აღიარებული და დევნის საგანი გამხდარა. კლერიკალურ წრეებს, ცხადია, ვერ უპატივებიაშოთა რუსთაველისათვის მისი თავისუფალი მოაზრეობა, რომ შოთა „მწვალებლურ“ (ერეტიკულ) მოძღვრებას მისდევდა და არ სცნობდა ქრისტიანული ეკლესიის ავტორიტეტს.
პოლემიკა რუსთაველთან
აქ საჭიროა აღვნიშნოთ აგრეთვე, რომ გარდა ამ საერთო ჩვენებისა, რომელსაც იძლევა
შოთას „ერეტიკოსების“ და თავისუფალი მოაზრეობის შესახებ ვეფხის-ტყაოსნის დევნა,
ძველ-ქართულ სალიტერატურო წყაროებში შოთას წინააღმდეგ პირდაპირ წამოყენებულია
ბრალდება მისი ქრისტიანობიდან განდგომის შესახებ.
ასე, ერთ პოლემიკურ დამატებაში, რომელიც ჩართულია ვეფხისტყაოსნის ყველა ჩვენ დრომდე
მოღწეულ ხელნაწერებში, აღნიშნულია, რომ ვეფნისტყაოსანი არ არის ქრისტიანული
ნაწარმოები, რომ აქ გადმოცემულია არაორთოდოქსალური სწავლა — „სპარსული“ მოძღვრება.
კეთილმორწმუნე ინტერპოლატორი აფრთხილებს მკითხველებს, რომ ვეფხის-ტყაოსანში არ არის
ხსენება სამებისა და რომ მისი გადაკითხვა წაწყმედას უდრის. ინტერპოლატორი სწერს:
„პირველ თავი დასაწყისი ნათქვამია იგი სპარსულად,
ეს პოლემიკური დამატება, მიმართული რუსთველის წინააღმდეგ, დაახლოვებით მე-14
საუკუნით თარიღდება. არაა ინტერესს მოკლებული აღვნიშნოთ, რომ მე-14 საუკუნის ამ
ავტორს სჩანს ჯერ კიდევ კარგად სცოდნია, რომ შოთა მანიქეველი იყო. შოთას
არა-ქრისტიანული მოძღვრება აქ მონათლულია „სპარსული“ მოძღვრების სახელით. და
მართლაც მანიქეიზმი, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი სახე იყო ნეოფარსიზმისა.
*. ასე, „თეიმურაზისა და რუსთველის გაბაასებაში“
აღნიშნულია, რომ შოთას არა სჯერა დოგმატი ქრისტეს ქალწულისაგან შობის
შესახებ. შემდეგ თეიმურაზი, მოაგონებს რა შოთას უკანასკნელი განკითხვის
დღეს, ასეთის სიტყვებით მიმართავს მას:
ანგელოზთ დასი მოჰყვება, გვიჩვენებს დიდებას მისსა...
წინასწარ მეტყველთ ექნებათ წიგნები მათი ხელთაო,
ეს ამისთვის ვთქვით, გერწმუნათ, რად არ ირწმუნეთ ხელთაო!“ ადეიშვილი ავთო
უხმობთ ვეფხის-ტყაოსნობით, არას შეიქმს ხორცს არ სულად,
საეროა, არ ახსენებს სამებასა ერთ-არსულად,
არას გვარგებს საუკუნოს, რა დღე იქმნას აღსასრულად“.
გადმოცემა იმის შესახებ, რომ შოთა არ იყო ორთოდოქსი ქრისტიანი, ჩვენ გვხვდება უფრო
გვიან ხანაშიაც. ამ გადმოცემას მე17— 18 საუკუნემდეც მოუღწევია. ასე პოეტ არჩილს
(მე-17 საუკ.) პოემაში „თეიმურაზისა და რუსთველის გაბაასება“ აღნიშნული აქვს, რომ
შოთა ქრისტიანულ დოგმატებს არ იზიარებდა.*
„კვალად მოვიდეს იესო, მუნ აღსასრული ჟამისა,
![]() |
31 გვერდი 35 |
▲ზევით დაბრუნება |
სრულიად გარკვეულის ბრალდებით მიმართავს შოთას ცნობილი მწე--
რალი და მოგზაური ტიმოთე გაბაშვილი (18 საუკ.). იგი შემდეგს სწერს შოთას შესახებ:
„ესე იყო მთქმელი ლექსთა ბოროტთა, რომელმან ასწავა ქართველთა სიწმიდისა წილ
ბოროტი ბილწება და განრყუნა ქრისტეანობა. ხოლო უწინარეს ჩუენთა საღმრთოდ თარგმნეს
ბოროტი ლექსი მისი“.
14. რუსთაველის ფილოსოფიური მსოფლმხედველობა
მანიქეიზმისა, ნეოპლატონიზმის და ქართული
ფილოსოფიური სკოლის გავლენები
შოთას ბიოგრაფიის განხილვიდან ამ-რიგად გამოირკვა უაღრესად მნიშვნე„ლოვანი
გარემოება, რომ შოთას სდევნიდა ეკლესია, რომ შოთა მანიქეური
ფილოსოფიური მოძღვრების მიმდევარი ყოფილა და ქრისტიანობიდან განდგომ სად ითვლებოდა.
ასეთი კითხვა იბადება იმის გამო, რომ ცნობა შოთას მანიქეველობის
შესახებ ეხება შოთას ცხოვრების ბოლო წლებს. ცნობა შოთას მანიქეველობის შესახებ ეკუთვნის მე-13 საუკუნის 30—40-იან წლებს,
როდესაც პოეტი უკვე ღრმა მოხუცებაში იმყოფებოდა. რომ შოთა მანიქეველი უნდა ყოფილიყო ჯერ კიდევ ახალგაზრდობის
წლებში, როდესაც შოთა ვეფხის-ტყაოსანს სწერდა, ამის სასარგებლოდ თითქოს ის
ლაპარაკობს, რომ შოთას ვეფხის-ტყაოსანი დევნას განიცდიდა. მაგრამ მარტო ეს ვერ
ჩაითვლება ამის საბუთად. შესაძლოა ასეც მომხდარიყო, რომ ვეფხის-ტყაოსანი დაიწერა
შოთას მანიქეველობამდე, ხოლო უფრო გვიან, როდესაც შოთა მანიქეველობას მიემხრო და
ქრისტიანობიდან განდგომილად იქმნა ცნობილი, დევნის საგანი გახდა ყველაფერი, რაც კი
შოთას მიერ იყო დაწერილი. აქ შესაძლოა ადგილი ჰქონდა საშუალ-საუკუნეთა შეურიგებელს
პრინციპს. მწვალებლის ხელიდან შეუძლებელია გამოსულიყო მართლმორწმუნისათვის
მისაღები. გიორგაძე შორენა
აქ საჭიროა პასუხი გავცეთ დამატებით კიდევ ერთ საკითხზე, სახელდობ კითხვაზე, თუ
როდის გახდა შოთა მანიქეველი; იყო თუ არა შოთა მიმდევარი მანის მოძღვრებისა,
როდესაც იგი ვეფხის-ტყაოსანს სწერდა? არა
ამიტომაც შესაძლოა აღიძრას საკითხი: იქნებ შოთა მანიქეიზმს მიემხრო უფრო გვიან,
მოხუცების დროს? ასეთი შესაძლებლობა, რასაკვირველია, გამორიცხული არაა. მოვიგონოთ
თუნდ ახლო მაგალითი: ტოლსტოი, „ომისა და ზავის“ ავტორი, სხვაა, ვიდრე ტოლსტოი
„აღსარების“ ავტორი.
ამ-რიგად როდის გახდა შოთა მანიქეველი, იზიარებდა თუ არა იგი მანის მოძღვრებას,
როდესაც იგი ვეფხის-ტყაოსანს სწერდა, — ამის პასუხი უნდა მოგვცეს თვით პოემის
განხილვამ.
![]() |
32 გვერდი 36 |
▲ზევით დაბრუნება |
* * *
როდესაც ჩვენ ვეცნობით ვეფხის-ტყაოსნის მსოფლმწედველობას, ჩვენ უნდა გვავიწყდებოდეს
აგრეთვე ის გარემოება, რომ ვეფხის-ტყაოსანი პოეტური ნაწარმოებია, და არა
ფილოსოფიური ტრაქტატი. ამის გამო სრულებითაც არაა აუცილებელი, რომ
ვეფხის-ტყაოსანში ჩვენ შეგვხვდეს მანიქეური ფილოსოფია ყველა თავისი ატრიბუტებით.
ვეფხის-ტყაოსანი მხატვრული ნაწარმოებია par exelence, იგი ჩვენ მხატვრული
სახეებით გვესაუბრება და არა განყენებული ფორმულებით. განა რამდენი თხზულებაა
დაწერილი მართლმორწმუნე ქრისტიანისა და მართლმორწმუნე მუსულმანის მწერლის მიერ,
რომლებშიაც ჩვენ ვერ ვპოულობთ მუსულმანური და ქრისტიანული მოძღვრების სპეციფიკას.
ან-და კიდევ უფრო ახლობელი მაგალითი. მე-8 საუკუნის მეორე ნახევარში არაბეთის
ხალიფატში ქ. ბასრაში, როგორც ცნობილია, არსებობდა მანიქეველ მწერალთა ლიტერატურული
კლუბი ჰამდად აჯრადისა, რომელშიაც შედიოდენ მთელი რიგი გამოჩენილი პოეტები
და მწერლები. ამ მწერალთა შორის ზოგი ორთოდოქსი მანიქეველი იყო, ზოგიც
მანიქეიზმისადმი მიდრეკილი. ამ სალიტერატურო კლუბის შესახებ ჩვენ სხვა ადგილას
გვაქვს საუბარი. და აი ამ მწერალთა ნაწერები, რამდენადაც ისინი ჩვენ დრომდე
მოღწეულა, ან რამდენადაც მათ შესახებ ცნობებია დაცული,-უმრავლეს შემთხვევაში
სპეციფიურ (მანიქეურს ან არას შეიცავენ, ან ძლიერ ცოტას, და თუკი ჩვენ არ გვქონოდა
გამორკვევა საძნელო იქნებოდა.
* * *
ამ წინასწარი შენიშვნების შემდეგ, გადავდივართ ვეფხის-ტყაოსნის განხილვაზე. რა
სურათს წარმოგვიდგენს შოთას პოემა, არის აქ გავლენა მანიქეიზმის იდეებისა? უეჭველად
არის. ირკვევა, რომ შოთა, როდესაც იგი ვეფხისტყაოსანს სწერდა, უკვე დაშორებული
ყოფილა ქრისტიანულ იდეოლოგიას, არ იზიარებდა ქრისტიანულ დოგმატებს; ირკვევა
ამასთან, რომ შოთას ფილოსოფიურ მსოფლმხედველობაზე გავლენა ჰქონია მანიქეიზმის
ფილოსოფიურ მოძღვრებას. ბენია თამუნა
ჩვენ აქ ადგილი არ გვაძლევს ნებას დაწვრილებით შევეხოთ შოთას ფილოსოფიური
მსოფლმხედველობის საკითხებს მთელის მოცულობით. ეს სპეციალური მონოგრაფიის საგანია,
ამის შესახებ დაწვრილებით სხვა ადგილას გვაქვს. საუბარი. მის
აქ კი ჩვენ შევჩერდებით ვეფხის-ტყაოსნის ორ ადგილზე — ნესტან-დარეჯანის წერილზე და
ავთანდილის მნათობთა ლოცვაზე, რომელთა მიხედვით შესაძლო ხდება წარმოდგენა
შევადგინოთ შოთას ფილოსოფიური მსოფლმხედველობის ძირითად ნიშანდობლივ მხარეებზე.
![]() |
33 გვერდი 37 |
▲ზევით დაბრუნება |
ნესტან-გარეჯანის წერილი
ნესტან-დარეჯანის წერილში, რომელიც ერთი უდიადესი ფურცელია ვეფხის-ტყაოსნისა, შოთა
გადმოგვცემს თავის შეხედულებას მსოფლიოზე, ადამიანის ბუნებაზე და მეტემფსიხოზზე.
მოვიგონოთ ჯერ, თუ რა პირობებში იწერება ეს წერილი.
ნესტანდარეჯანი დატყვევებულია ქაჯეთის ციხეში. რაკი არავითარი იმედი ტყვეობიდან
გამოხსნისა არ არის, ნესტან-დარეჯანი გადასწყვეტს გადმოვარდეს ქაჯეთის ციხის მაღალი
კლდეებიდან და თავი მოიკლას. და აი წერილში, რომლითაც იგი მიმართავს თავას მიჯნურ
ტარიელს, ნესტანდარეჯანი სწერს:
1312
(ა) „შენმან მზემან, უშენოსა არვის მიჰხვდეს მთვარე შენი!
(ბ) შენმან მზემან, ვერვის მიჰხვდეს, მო-ცა-ვიდენ სამნი მზენი.
(გ) აქათ თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი.
(დ) სული ჩემი შეივედრე, ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი!
1313
(ა) „ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა,
(ბ) ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა,
(გ) მომცნეს ფრთენი და ავფრინდე, მივჰხვდე მას ჩემსა ნდომასა,
(დ) დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.
1314
(ა) „მზე უშენოდ ვერ იქნების, რათგან შენ ხარ მისი წილი.
(ბ) განაღამცა მას ეახელ მისი ეტლი, არ თუ წბილი!
(გ) მუნა გნახო, მადვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი,
(დ) თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკვდილიმცა მქონდა ტკბილი!
1315
(ა) „მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რათგან სულსა,
აქ წარმოდგენილი ფილოსოფიური კონცეპცია სრულებით ეწინააღმდეგება ქრისტიანიზმის
თეოსოფიას.
ჯერ ერთი ქრისტიანული მოძღვრებისათვის სრულიად უცხოა მეტემფსიქოზის იდეა. შოთას
შეხედულების თანახმად ადამიანი სიკვდილის შემდეგ შესაძლოა კვლავ განმეორებით
განხორციელდეს, კვლავ ჩამოიჭრას „სოფლის შრომაში“, შეისხნას სხეული და შეიძერწოს
ბუნების ოთხი ელემენტისაგან: ცეცხლისა, წყალისა, ჰაერისა და მიწისგან
(ქვეყანისგან).
ამას გარდა, ქრისტიანობისათვის ასევე უცხოა სოლარიზმი, მოძღვრება „მზის წილ“ სულთა
შესახებ, რომლებიც სინათლის — „მზის“ ემანაციას წარმოადგენენ. მომდინარეობენ
მზისაგან და ბრუნდებიან მზეში.
საიდან მომდინარეობს ეს ფილოსოფიური კონცეპცია ჩვენი პოეტისა?
გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ შოთას ეს შეხედულება ვითომც შეეთვისებინოს
ნეოპლატონიკოსებისაგან. მაგრამ ეს არ არის სწორი. სათავე შოთას ფილოსოფიური
კონცეპციისა არის მანიქეიზმი.
რომ ეს ასეა, ამისათვის დავიმოწმებთ თვით შოთას ეპოქის ძეგლს.
მე-12 საუკუნეში განთქმულმა ქართველმა ნეოპლატონიკოსმა იოანე ფილოსოფოსმა (პეტრიწი)
სთარგმნა ქართულად ბერძენი ნეოპლატონიკოსი ავტორის ნემესიოს ემესელის თbზულება.
შოთა, როგორც დადგენილია სპეციალურ ლიტერატურაში, კარგად იცნობდა იოანე პეტრიწის
ნაშრომებს და კერძოდ ამ ძეგლსაც.
თარაშვილი თეა
![]() |
34 გვერდი 38 |
▲ზევით დაბრუნება |
და აი ამ ნეოპლატონიკოსი ავტორის ნემესიოსის თხზულებაში,
რომელიც ქართულად გადმოუღია ნეოპლატონიკოს იოანე პეტრიწის, მოიპოვება
კრიტიკამანიქეიზმის ფილოსოფიურ დებულებათა; და ჩვენ ვხედავთ, რომ ნეოპლატონიკოსი
ავტორი ნეოპლატონიზმის პოზიციებიდან აკრიტიკებს მანიქეიზმის სახით სწორედ იმ
შეხედულებას, რომელიც წარმოდგენილია შოთას ზემოთ მოყვანილ ტექსტში.
აი რას სწერს მანიქეიზმის შესახებ ნეოპლატონიკურად მოაზროვნე ფილოსოფოსი:
„განვიხილოთ ეხლა შეხედულება მანიქეველთა, რომელიც მათ აქვთ სულის შესახებ.
„ისინი (მანიქეველნი) ამბობენ, რომ სული უკვდავია და უხრწნელი, რომ იგი (სული)
ერთია ყოველთათვის (ე. ი. ერთია მთელ მსოფლიოში), და რომ ეს ერთი სული განყოფილია
და დაჭრილი ცალკეულს სხეულებში, როგორც სულიერში, ისე უსულოში. რომ ზოგიერთ
სხეულებს მეტი აქვთ იგი (სულიერება), ზოგს კი ნაკლები; მეტი აქვთ— სულიერ სხეულებს,
ნაკლები — (ეგრეთ-წოდებულ) უსულო სხეულებს, ხოლო ყველაზე მეტი აქვთ ციურ სხეულებს,
მნათობებს. ამრიგად (მანიქეველთა აზრით) ერთი საყოველთაო სულის ნაწილები დაყოფილია
ცალკე სულებად.
. „და თუ კი ისინი ამბობდენ, რომ იგი (ერთი საყოველთაო სული) განიყოფება
განუყოფელად, ისევე, როგორც ხმა მსმენელთა შორის, ეს არ იქნებოდა ისეთი ბოროტება.)
" „მაგრამ ისინი ამბობენ, რომ განყოფილი არისო თვით არსება სულისა. ხოლო ყველაზე
უბოროტესი ის არის, რომ ისინი ფიქრობენ, თითქო სული იმყოფებოდეს შენაწევრებული
(შეძერწილი) ოთხ ელემენტთან (ცეცხლსა, წყალსა, ჰაერსა და მიწასთან), რომ სული
მათთან (ოთხ ელემენტთან) ერთად გაუნაწილდება სხეულებს მათი სხეულების) შექმნის
დროს, და ისევ თავის-თავს უბრუნდება სხეულთა გახრწნის დროს, როგორც წყალი განყოფილი
და ხელახლად შერეული. ისინი ამტკიცებენ, რომ წმინდა სულები აღისწრაფვიან სინათლეში,
ვინაიდან თვით არიან სინათლე, ხოლო მატერიისაგან შებღალული სულნი ჩამოისწრაფვიან
ოთხ ელემენტში (ცეცხლსა, წყალსა, ჰაერსა და მიწაში) და ელემენტების გზით
მცენარეებსა და ცხოველებში.
„ამ-რიგად ისინი დასჭრიან მის (სულის) არსებას, სთვლიან სულს სხეულოვანად, მიაწერენ
მას ვნებას (ტანჯვას), ხოლო ამავე დროს სულს უკვდავად სთვლიან! მაგრამ ამით ისინი
წინააღმდეგობაში ვარდებიან. ვინაიდან ისინი ამბობენ, რომ შებღალულნი სულნი
შეენაწევრებიან (შეეძერწებიან) ოთხ ელემენტებსო (ცეცხლსა, წყალსა, ჰაერსა და
მიწასა), და ერთ-ურთში აღირევიანო, და მათთა შეცდომათა შესაბამისად დაისჯებიანო ამ
სოფლად განმეორებით განხორციელების სახითო“.
ამრიგად მანიქეიზმის შეხედულება, რომელსაც აკრიტიკებს ნეოპლატონიკოსი ავტორი,
იგივეა, რაც გამოთქმული აქვს შოთას ვეფხის-ტყაოსანში. შოთა,როგორც ვხედავთ,
გადმოგვცემს მანიქეურ ფილოსოფიურ კონცეპციას კოსმიური სინათლისა, ადამიანის სულის
ბუნებისა და მეტემფსიხოზის შესახებ.
ადეიშვილი ნინო
![]() |
35 გვერდი 39 |
▲ზევით დაბრუნება |
ძირითადი სხვაობა ნეოპლატონიზმსა და მანიქეიზმს შორის იმაში მდგომარეობს, რომ, როგორც ეს კარგად არის ხაზგასმული ნემესიოსის ტექსტში, მანიქეიზმის სწავლა სინათლის შესახებ არსებითად მატერიალისტურ ხაზებში არის გაშლილი, იმ დროს როდესაც ნეოპლატონიზმი ტრანსცენდენტალური იდეალიზმის პოზიციებზე სდგას.
ავთანდილის ლოცვა შვილთა მნიშვთა მიმართ
მანიქეური ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც აღმოცენდა ძველი ირანული ზოროასტრიზმის საფუძველზე, ამავე დროს შეიცავდა ძველი ბაბილონური ასტრალიზმის ტრადიციებს. (მანი, როგორც ცნობილია, წარმოშობით ბაბილონიდან იყო, და მისი ოჯახი დაკავშირებული იყო საბეიზმის აღმსარებელ წრეებთან, რომლებიც ძველი ბაბილონური ასტრალური კულტის ტრადიციებს აგრძელებდენ. ასტრალიზმი, მნათობთა კულტი-–სრულს ჰარმონიაში იმყოფება დედაარსთან მანიქეური მოძღვრებისა, რომელიც, როგორც ზევით გვქონდა აღნიშნული, თავისებურს სინათლის მატერიალიზმს ჰქადაგებდა და პანთეისტურ ელემენტებს შეიცავდა.
რუსთაველის პოემაში, როგორც ცნობილია, მოიპოვება ლოცვა შვიდთა მნათობთადმი, რომელსაც წარმოსთქვამს ავთანდილი, პოემის გმირი, რომელიც რუსთაველის ფილოსოფიურ იდეათა გადმომცემია. მნათობთა ეს ლოცვა, სადაც რუსთაველი ლეგენდარული ორფეოსის მსგავსად გააცოცხლებს მთელს ბუნებას, სადაც რუსთაველის საზეიმო ლექსი მოისმის როგორც ნამდვილი სიმფონია, - ეს ლოცვა ავთანდილისა, ნესტანდარეჯანის წერილთან ერთად, მსოფლიო პოეზიის უდიადეს შედევრთა რიცხვს ეკუთვნის.
მნათობთა ლოცვა
ავთანდილისა მთლიანად გამსჭვალულია მანიქეურ-ბაბილონური ასტრალიზმის სულით.
მნათობთა ამ ლოცვაში წარმოდგენილია კოსმიური კრებული შვიდთა მნათობთა (მზე, მთვარე
და ხუთი პლანეტი). შვიდ მნათობთა ეს კრებული რუსთველის პოემაში წარმოდგენილია
როგორც ღვთაებრივი ძალის შემცველი და ავთანდილი მიმართავს მათ ლოცვით, როგორც
აღმსარებელი მათი ღვთაებრივი ძალისა.
რომ ბოლომდე გასაგები გახდეს ამ ლოცვის
ფილოსოფიური კონცეპცია, საჭიროა მოვიგონოთ, რომ მანიქეური მოძღვრების თანახმად,
ღვთაება წარმოდგენილი იყო როგორც წმინდა შეურევნელი სინათლე, ხოლო ზეციერი
მნათობები-როგორც უშუალო გამოვლინება ღვთაება-სინათლისა. მანიქეური სწავლის
თანახმად „ბუნება ნათლისა ერთია (ერთ-არსია) მარტივი და ჭეშმარიტი“, და, ამის გამო
ზეციერი მნათობები, როგორც სინათლის შეურევნელი განსახიერება, ცნობილი იყვნენ,
როგორც ღვთაებრივობის მატარებელნი. შვიდ მნათობთა კრებულის სათავეში მანიქეველნი
ათავსებენ მზეს, რომელსაც ადიდებდნენ როგორც „ღვთაების ნათელს“ და „უდიადესს ნათელს
არსებას“.
მივმართოთ ამის შემდეგ ავთანდილის ლოცვას.
კვაჭანტირაძე ირინა
![]() |
36 გვერდი 40 |
▲ზევით დაბრუნება |
პირველ ყოვლისა აქ ყურადღებას იქცევს მნათობთა რიგი. ავთანდილის ლოცვა შესდგება შვიდი სტროფისაგან, თვითეული სტროფი თვითეული მნათობისათვის არის მიძღვნილი. მნათობები ჩამოთვლილია შემდეგის თანამიმდევრობით: 1. მზე; 2. სატურნი (ზუალი); 3. იუპიტერი =მუშთარი); 4. მარსი (=მარიხი); 5. ვენერა (= ასპიროზი); 6. მერკური (=ოტარიდი); 7. მთვარე.
აქ ჩვენს წინაშე წარმოდგენილია მნათობთა რიგი განთქმული ასტრონომის პტოლომეოსის
სისტემის თანახმად, რომელი სისტემაც მიღებული იყო როგორც ანტიურ მსოფლიოში, ისე
საშუალ-საუკუნეებში.
აქ არის მხოლოდ ერთი, მაგრამ რადიკალური განსხვავება: იმ დროს, როდესაც პტოლომეოსის
სისტემაში მზეს უჭირავს მეოთხე ადგილი, რუსთაველის ტექსტში მზეს პირველი ადგილი
აქვს მიკუთვნებული.
შეცვლა რუსთაველის მიერ მნათობთა იმ რიგისა, რომელიც დადგენილი იყო პტოლომეოსის სისტემაში, და რომელიც მიღებული იყო საშუალ-საუკუნეებში, გაუგებარი რჩებოდა, ვიდრე არ გამოირკვა შოთას მანიქეველობა. მნათობთი რიგი შოთას პოემაში შეცვლილია მანიქეური მოძღვრების თანახმად, რო. მელიც შვიდ მნათობთა სათავეში მზეს ათავსებდა.
შოთა მანიქეური ფილოსოფიის საფუძველზე სდგას, როდესაც იგი მზეს წარმოგვიდგენს
როგორც წყაროს კოსმიური წყობისა. მზე, შოთას წარმოდგენით, არის მნათობთა უფალი (-
ანუ, როგორც პოემაშია ნათქვამი — „მნათობთა უზეშთესი“), მზეზე არის დამყარებული
მსოფლიო ჰარმონია და მზეს ემორჩილება ყველა მნათობი:
845
(გ) ვის გმორჩილებენ ციერნი ერთის იოტის წამისად,
ამის გამოა, რომ რუსთაველის პოემაში მნათობთა ლოცვა იხსნება
მზის ახელით. პოეტი ასე აგვიწერს ავთანდილის ლოცვის დაწყებას:
966
(ა) მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა:
(ბ) „აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა,
როგორც ვხედავთ, რუსთაველი აქ მზეს პირდაპირ უწოდებს ღმერთს. მზე — ღმერთი, მზე „უმძლეთა მძლეთა მძლე“, ეს არის მზე, წყარო ღვთაებრივი კოსმიური სინათლისა, რომელიც ყოველდღიურად ახლდება და იმარჯვებს ბნელზე, invictus sol! რუსთაველი აქ აღუვლენს მზეს ლოცვას, როგორც ჭეშმარიტი მანიქეურ-ბაბილონური ასტრალური კულტის აღმსარებელი.
* * *
ამ-რიგად
ზემოთ-აღნიშნულის შემდეგ დადგენილად ჩაითვლება, რომ შოთას ფილოსოფიურ
მსოფლმხედველობაში არის მანიქეიზმის მოძღვრების ელემენტები.
მაგრამ ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს შემდეგიც.
თუმცაღა შოთას ფილოსოფიური მსოფლმხედველობა მანიქეური მოძღვრების ელემენტებს
შეიცავს, მაგრამ ჩვენ შემცდარი ვიქნებოდით, თუ რომ შოთას ფილოსოფიურ
მსოფლმხედველობის წრეს მარტოოდენ მანიქეიზმით განვსაზღვრავდით. ვეფხის-ტყაოსნის
დაკვირვებული შესწავლიდან ცხადი ხდება, რომ მანიქეიზმიდან მომდინარე იდეებისათვის
დიდ პოეტს–მოაზროვნეს თავისი გე-ნიის ბეჭედი დაუსვამს.
მჭედლიშვილი ანი
![]() |
37 გვერდი 41 |
▲ზევით დაბრუნება |
ხოლო მთავარი აქ ის არის, რომ შოთა სკოლური ფილოსოფოსი კი არ
არის, არამედ იგი პირველ ყოვლისა პოეტია და მხატვარი. მხატვრული გაფორმების
პროცესში ფილოსოფიური იდეები ახალს სულს იდგამს, ახალს სიცოცხლეს ღებულობს.
ამას გარდა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მანიქეიზმის გვერდით, შოთას ფილოსოფიურ
მსოფლმხედველობაზე გავლენა მოუხდენია ბერძნულ ნეოპლატონურ ფილოსოფიას, თუმცაღა არა
იმდენად ფართე მასშტაბით, როგორც ამას დღემდე ჰფიქრობდენ. შოთას პოემაში ჩვენ
გვაქვს დაკავშირება მანიქეური ფილოსოფიური იდეებისა ნეოპლატონიზმის ცალკეულ
ელემენტებთან. და ეს ბუნებრივიცაა. განახლებულ მანიქეიზმს, ისევე, როგორც
საშუალ-საუკუნეთა თავისუფალი მოაზროვნეობის მიმდევარს ყველა სკოლას, ჰქონდა
შეხვედრითი ხაზები ნეოპლატონურ ფილოსოფიასთან. ბერძნული ანტიური ფილოსოფიიდან
პირველ რიგში ნეოპლატონიკოსები ითვლებოდენ ძირითად კლასიკოს-ფილოსოფოსთა რიცხვში,
რომელთა იდეებსაც განსაკუთრებულ ანგარიშს უწევდენ..
დასასრულ აღვნიშნავთ, რომ
შოთას პოემაში ჩვენ გვაქვს შეხვედრა მე-12 საუკუნის ქართულ ფილოსოფიურ სკოლასთანაც.
.
ასე, შოთას პოემის ზოგიერთ ადგილებში არის შენვედრის შემთხვევები ქართველ
ფილოსოფოსთან იოანე პეტრიწისთან (იხ. იოანე პეტრიწის „განმარტება პლატონურისა
ფილოსოფიისათვის და პროკლესთვის დიადოხოსისა“). ო.
ამას გარდა შოთას პოემაში ჩვენ გვაქვს გამოძახილი მე-12 საუკუნის ქარ-თველი
ავტორის (ანონიმის) თხზულებისა, რომელსაც ეწოდება „სიბრძნისაგან პლატონ
ფილოსოფოსისა“. ამ თხზულებას ანტიურ პლატონთან აკავშირებს მხოლოდ შორეული შეხვედრის
თითო-ოროლა ხაზი, ისე კი ეს თხზულება არის მე-12 საუკუნის ქართველი ავტორის
ორიგინალური ნაწარმოები, რომელიც ამოფარებია ძველი ფილოსოფოსის პლატონის
ავტორიტეტს, და თავისი თხზულება პლატონის სახელის ზედწარწერით გამოუქვეყნებია. ეს
ნაწარმოები შეიცავს დიდაქტიური ხასიათის მაქსიმებს, სენტენციებსა და აფორიზმებს. ამ
ნაწარმოების გავლენის კვალი შეინიშნება ვეფხის-ტყაოსნის ცალკეულ ადგილებში, კერძოდ
ავთანდილის ანდერძში.
ასეთია ზოგად ხაზებში შოთა რუსთაველის ფილოსოფიური მსოფლმხედველობის ამოსავალი
საფუძვლები.
შოთას ფილოსოფიური მსოფლმხედველობა, როგორც ირკვევა, რთული მოვლენაა. იგი
განაყოფიერებულა როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის, და აგრეთვე ქართული
ფილოსოფიური სკოლის მოწინავე ფილოსოფიური იდეებით.
პოეტის ცხოვრების მიმოსილვა
შოთას ვინაობის დადგენისა და შოთას ფილოსოფიური მსოფლმხედველობის საკითხის განხილვის შემდეგ, ჩვენ შევუდგებით პოეტის ცხოვრების მთლიან მიმოხილვას.
ბაცანაძე ანა
![]() |
38 გვერდი 42 |
▲ზევით დაბრუნება |
წინასწარ ჩვენ აქ მოგვიხდება მოკლედ გავეცნოთ შოთას საგვარეულო ისტორიას, ჰერეთის მთავართა გვარის თავგადასავალს. ეს განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს იმ მხრით, რომ იგი ერთგვარად შუქს ჰფენს თვით შოთას პოემას. ვეფხის-ტყაოსნის ცალკეულ ადგილებში, როგორც ეს შემდეგ იქნება გამორკვეული, ჩვენ გვაქვს ანარეკლი პოეტის საგვარეულო ისტორიიდან, რაც იძლევა ვეფხის-ტყაოსნის ზოგიერთი ძირითადი საკითხის გასაღებს.
15. პოეტის საგვარეულო ისტორიიდან
ისტორია ბაგრატიონთა გვარეულობისა, რომლის შტოსაც
წარმოადგენდა ჰერეთის მთავართა სახლი, კარგად არის ცნობილი საისტორიო წყაროებში.
შთამომავლობით ბაგრატიონთა გვარი მესხები იყვნენ. მათი სამშობლო არის მესხეთის
სანაპირო თემი, სპერის პროვინცია. აქ არის მათი პირვანდელი საგვარეულო სამფლობელო
და მესხეთის ამ სანაპირო თემიდან ვრცელდებიან ისინი შიდა-საქართველოში.
ბაგრატიონთა გვარეულობის ამაღლება საქართველოში იწყება მე-6 საუკუნიდან, ხოლო
განსაკუთრებით ძლიერდებიან ისინი მე-8–9 საუკუნეთა საზღვარზე. ამ დროს, არაბთა
მფლობელობის შესუსტების შედეგად, თანდათან ყალიბდება აღმოსავლეთ საქართველოში
რამდენიმე დამოუკიდებელი სამეფო, რომელთასათავეში მოექცა ერთი და იგივე ბაგრატიონთა
გვარი.
ამ დროიდან ჩნდება საქართველოში რამდენიმე შტო ბაგრატიონებისა. პირველი, ძირითადი
შტოა მესხეთის ბაგრატიონები, საიდანაც შემდეგ წარმოსდგა გაერთიანებული საქართველოს
დინასტია. ამის გვერდით არსებობდა ამავე გვარის რამდენიმე გვერდის შტო.
ერთ-ერთი
გვერდის შტო მესხეთის ბაგრატიონთა ამ დიდი გვარეულობისა გამეფდა ჰერეთში. ესენი
არიან ჰერეთის ბაგრატიონები, შოთას წინაპრები.
ჰერეთი, როგორც ცნობილია, ერქვა საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციას. ჰერეთი
საკმაოდ დიდი მოცულობის მხარეს წარმოადგენდა (დასავლეთი საზღვარი ჰერეთისა იყო
ქალაქ ტფილისისა და ციხე-ქალაქ რუსთავის სექტორი; აღმოსავლეთი საზღვარი— ქალაქ
გიშის სექტორი).
დამოუკიდებელი სამეფოს დაარსება ჰერეთში და ბაგრატიონთა გვარის შტოის გამეფება აქ,
გადმოცემული აქვს ორ ქართველ ისტორიკოსს: ანონიმს მე-8 საუკუნისა და სუმბატ
დავითის-ძეს მე-11 საუკუნისა! ჰერეთის სამეფოს ჩამოყალიბება, როგორც ირკვევა, მე-8
საუკუნის მეორე ნახევარში მომხდარა.
ამის მომდევნო ეპოქაში, დაწყებული მე-9-10 საუკუნიდან ვიდრე მე-12 საუკუნემდე,
სწარმოებს საქართველოს ცალკეული სამეფოებისა და სამთავროების თანდათანი გაერთიანება
ფეოდალური მონარქიის სახით. ეს პროცესი დასრულდა მე-12 საუკუნის დასაწყისში, რა
დროსაც საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში გაერთიანდა არა მარტო საქართველოს თემები,
არამედ კავკასიის
დიდი ნაწილი შავი ზღვიდან კასპის ზღვამდე და შეიქმნა ძლიერი სახელმწიფო. რომელიც
მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მე-12-13 საუკუნეებში ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ
ცხოვრებაში
ოხანაშვილი სოფიო
![]() |
39 გვერდი 43 |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს თემებიდან გაერთიანებულ საქართველოს სახელმწიფოში
ყველაზე გვიან შევიდა ჰერეთის სამეფო. ჰერეთის დამოუკიდებელმა არსებობამ გასტანა
სამ-საუკუნე ნახევრის მანძილზე, მე-8 საუკუნის მეორე ნახევრიდან მე-12 საუკუნის
დასაწყისამდე. ჰერეთის სამეფოს დამოუკიდებელი არსებობა დასრულდა 1117 წელს, როდესაც
იგი გაერთიანებულ იქმნა საქართველოსთან.
რა პირობებში მოხდა ეს. გაერთიანება, ამის შესახებ დაწვრილებითი ცნობები არ
შენახულა. თანამედროვე ისტორიკოსი მე-12 საუკუნისა არაფერს ამბობს ომების შესახებ
და მხოლოდ გადმოგვცემს ცნობას, რომ 1117 წელს საქართველოს მეფემ დავით
აღმაშენებელმა დაიმორჩილა ჰერეთის უკანასკნელი დამოუკიდებელნი მფლობელნი გრიგოლის
ძენი ასათ და შოთა.
როგორც სჩანს, ჰერეთის
მფლობელნი იძულებული გამხდარან ეცნათ სუვერენიტეტი გაძლიერებული საქართველოს
მეფეებისა და უომრად დამორჩილებოდენ სრულიად საქართველოს ხელისუფლებას.
ჰერეთის შემოერთებას, როგორც ირკვევა, არ მოჰყოლია პოლიტიკური გართულება. ჰერეთის
ბაგრატიონები თუმცა ჰკარგავენ ამის შემდეგ სუვერენი მფლობელის უფლებას
(„კეისარობა“-ს), მაგრამ ჰერეთის ბაგრატიონებისათვის „საპატრონოდ“ დაუტოვებიათ
მათივე ძველი სამფლობელო ჰერეთში. ჰერეთის ბაგრატიონთა გვარისათვის მიუნიჭებიათ
თანამდებობა მხარის „ერისთავისა“, და ეს თანამდებობა რჩება ამ გვარში და
მემკვიდრეობით გადადის გვარის უფროსზე მე-12 და მე-13 საუკუნეთა განმავლობაში.
„ერისთავობა“ ცალკე მხარეებისა, და მით უფრო იმ ქვეყნებისა, რომლებიც წინათ
დამოუკიდებელ სამეფოებს წარმოადგენდენ, უმნიშვნელოვანეს თანამდებობად ითვლებოდა
საშუალო საუკუნეთა საქართველოში. ყოფილ სამეფოთა ერისთავები, რომლებიც ატარებდენ
ტიტულს „მეფეთა ადგილს მჯდომი“–სახელითაც და ფაქტიურადაც ნამდვილი მეფისნაცვალნი
იყვნენ. ერისთავის ხელში იყო მხარის ადმინისტრატიული მართვა-გამგეობა და ნაწილობრივ
მასვე ეკითხებოდა სამართალი და ეკლესიის საქმეები. ამას გარდა, ერისთავი ითვლებოდა
თავისი მხარის „სპასალარად“ (სარდლად). ომის დროს მხარის მოსახლეობა ერისთავის
ხელქვეით და მისი დროშის ქვეშ გადიოდა ბრძოლის ველზე.
მხარის ერისთავი განსაკუთრებული პატივის გარეგან ნიშნებსაც ატარებდა. კერძოდ,
როდესაც მხარის ერისთავი ესწრებოდა სახელმწიფო თათბირს („დარბაზობას“),
განსაკუთრებულ მოხელეს — მოლარეთ-უხუცესს“ერისთავის საჯდომის უკან, საგანგებო
პატივის ნიშნად, ხმალი და ფარი ეჭირა ხოლმე.
* * *
ქართული საისტორიო წყაროები გვაძლევს საშუალებას აღვადგინოთ სრული გენეალოგიური შტო
ჰერეთის ბაგრატიონთა, დაწყებული ჰერეთის უკანასკნელი მეფეებიდან — ვიდრე შოთა
რუსთაველამდე.
მხეიძე ქეთი
![]() |
40 გვერდი 44 |
▲ზევით დაბრუნება |
მოგვყავს აქ ეს გენეალოგიური
ტაბულა გრიგოლ I (დამოუკიდებელი
მეფე
ჰერეთისა, 11-12
საუკ.
საზღვარზე) |
,
ასათ I
უკანასკნელი დამოუკიდებელი მეფე ჰერეთისა 1117 წლამდე)
შოთა I
(თანა-მეფე ასათ I-ისა 1117 წლამდე)
|
|
გრიგოლ II
(1109-1177 წ.) ართავაჩე
| | ასათ
II
(1128—1191 წ.)
შოთა II
(მონაწილეობა მიიღო დემნას აჯანყებაში და დასჯილ იქმნა 1177 წელს)
|
გრიგოლ III
(1147 —1210 წ.) |
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
|
|
შოთა III რუსთაველი, ავტორი „ვეფხის-ტყაოსნისა“
ტბელი (მოიხსენება თამარის მეფობაში
1184-1213 წლებში)
(1166—1245 წ.)
16. ჰერეთის მთავართა სახლი მე-12 საუკუნეში. შოთას ოჯახი
გადავდივართ შოთას გვარის უახლოეს ისტორიაზე მე 12 საუკუნის განმავლობაში და გავეცნობით იმ ოჯახურ წრეს, სადაც დაიბადაჯდა იზრდებოდა პოეტი.
შოთა — როგორც ეს ირკვევა წყაროების სინქრონიულ ჩვენებათა მიხედვით, დაიბადა მე-12 საუკუნის სამოციან წლებში, 1166/9 წლების ახლო ხანებში (იხ. ქვემოთ).
ამ დროს, მე-12 საუკუნის 60-იანი 70-იანი წლების მანძილზე ჰერეთის მთავართა გვარმა და შოთას ოჯახმა რამდენჯერმე განიცადა პოლიტიკური ბედის ცვალებადობა, ამაღლება და ჩამომცრობა.
აქ საჭირო იქნება შევჩერდეთ ამ ხანის, ზოგიერთ პოლიტიკურ ამბებზე.
ბირკაძე ნანა
![]() |
41 გვერდი 45 |
▲ზევით დაბრუნება |
მე-12 საუკუნის 60-იან წლებში ჰერეთის ბაგრატიონთა გვარის უფროსმა ერისთავმა გრიგოლ II-ემ (1109—1177 წ.) დიდი სამსახური გაუწია სახელმწიფოს იმ დიდი ომების დროს, რომლებსაც აწარმოებდა საქართველო წინააზიის დიდი მუსულმანური კოალიციის წინააღმდეგ, ქალაქ ანისისა და სომხეთის პროვინციების შესანარჩუნებლად. ეს მძიმე და ხანგრძლივი ომი, რომელიც ოთხი წელი გაგრძელდა (1161 — 1164 წ.), როგორც ცნობილია, სწარმოებდა ცვალებადის ბედით და დასრულდა საქართველოს გამარჯვებით: ანისის პროვინცია შენარჩუნებულ იქმნა საქართველოს მიერ, როგორც ვასალური სახელმწიფო. ერისთავი გრიგოლ II, როგორც სარდალი თავის მხარის ჯარისა, მონაწილეობას იღებდა ამ ომში. ისტორიკოსის ვარდან დიდის ცნობების მიხედვით. ირკვევა, რომ ამ ომის ერთ-ერთ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ანისის მთავარი სადუნი გადაუდგა საქართველოს და მიემხრო მუსულმანურ კოალიციას, იგი დაამარცხა და თვით სადუნიც შეიპყრო ერისთავმა გრიგოლ II-ემ (1163 წელს), რასაც ომის საქართველოს სასარგებლოდ დასრულებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
ეს დამსახურება იყო მიზეზი ჰერეთის ბაგრატიონთა სახლის მნიშვნელობის გაძლიერებისა. ასე, ამის შემდეგ, ჰერეთის ბაგრატიონთა სამფლობელო ტერიტორია საგრძნობლად იქმნა გადიდებული. 1163 წლამდე ჰერეთის ბაგრატიონთა სამფლობელოს შეადგენდა ძველი ისტორიული ჰერეთის მხოლოდ ერთი ნაწილი, სახელდობრ ის ტერიტორია, რომელიც შეუერთდა საქართველოს 1117 წელს და რომელშიაც არ შედიოდა ძველი ჰერეთის დასავლეთი პროვინციები. ხოლო 1163 წლიდან ჰერეთის ბაგრატიონების მფლობელობის ქვეშ გაერთიანებულ იქმნა მთელი ჰერეთი ძველ ისტორიულ ფარგლებში, დასავლეთის პროვინციების მიმატებით. ჰერეთი ამ გაერთიანებულ ფარგლებში წარმოადგენდა დიდი მოცულობის მხარეს, ერთგვარ პატარა სამეფოს.
ჰერეთის ბაგრატიონთა გვარის ძლიერებამ გასტანა ამის შემდეგ 13 წელი, 1163-დან 1177 წლამდე. ხოლო 1177 წელს (როდესაც შოთა, ავტორი ვეფხის-ტყაოსნისა 8 — 11 წლის ყმაწვილი უნდა ყოფილიყო), ჰერეთის ბაგრატიონთა სახლმა დიდი პოლიტიკური მარცხი განიცადა.
1177 წელს, როგორც ცნობილია, მოხდა აჯანყება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს მეფის გიორგი III-ის ტახტიდან გადაყენებას და მის მაგიერ მისი ძმისწულის დემნას გამეფებას. მთავარი როლი ამ აჯანყებაში ეკუთვნოდა ორბელიანებს (ქართლის ფეოდალებს) და ჰერეთის ერისთავს გრიგოლ II-ეს.
რით უნდა ყოფილიყო გამოწვეული, რომ აჯანყების ერთ-ერთ მეთაურად გამოდის გრიგოლ II,
რომელიც სწორედ საქართველოს მეფის გიორგი III-ის მიერ იქმნა დაწინაურებული? ამის
შესახებ პირდაპირი ცნობები ოფიციალურ ისტორიას არ დაუცავს.
აჯანყებამ, როგორც ცნობილია, ფართე ხასიათი მიიღო. გრიგოლმა ფეხზე დააყენა მთელი
მისი სამფლობელო. მან გამოიყვანა ბრძოლის ველზე არა მარტო ჰერეთის ჯარი, არამედ
დაღისტნელები და კავკასიის სხვა მთიელები, რომლებთანაც გრიგოლი კავშირში ყოფილა.
მაგრამ გრიგოლის ლაშქარი დამარცხდა მთავრობის ჯარებთან ბრძოლაში.
გრიგოლ II და მასთან ერთად აჯანყების სხვა მეთაურები (აქ ერივნენ ჰერეთის მთავართა
სახლის სხვა წევრებიც, მათ შორის შოთა II, ძე ართავაჩესი, არა პოეტი, არამედ მისი
თანამოგვარე, რომელიც პოეტს პაპის ბიძაშვილად მოხვდებოდა) — შეიპყრეს და მოჰგვარეს
მეფეს ტფილისში. აჯანყების ყველა ეს მოთავენი, როგორც, ირკვევა სიკვდილით დაუსჯიათ.
არჩუაძე თამარ
![]() |
42 გვერდი 46 |
▲ზევით დაბრუნება |
ამის შემდეგ ხდება ჰერეთის ბაგრატიონთა სახლის გამომცირება. ჰერეთის ბაგრატიონთა გვარისათვის ჩამოურთმევიათ ჰერეთის ერისთავის თანამდებობა და გადაუციათ მეორე მეტოქე ფეოდალური გვარისათვის (კოლონკელის– ძეთა სახლისათვის).
ჰერეთის ბაგრატიონთა ეს ჩამომცირება ხანმოკლე გამოდგა. შვიდი წლის შემდეგ, 1184 წელს, გარდაიცვალა საქართველოს მეფე გიორგი III. ჰერეთის ბაგრატიონთა გვარის მეთაური ასათ II (1128 — 1191/6 წ.), პაპა შოთასი, მოახდენს გადატრიალებას ჰერეთში, დაამარცხებს მეფის მიერ დადგენილს ერისთავს (კოლონკელისძეს) და ხელში ჩაიგდებს ჰერეთის ერისთავობას. ცენტრალური მთავრობა ურიგდება მომხდარ ფაქტს და ერისთავობას ძველებურად ჰერეთის ბაგრატიონთა სახლს უმტკიცდება.
ამის შემდეგ ისევ იწყება ამ გვარის ხელახალი ამაღლება. მოხსენებული ასათ II, ჰერეთის ერისთავი, დიდის გავლენით სარგებლობს სამეფო კარზე და ახლო მონაწილეობას იღებს სახელმწიფო საქმეებში. მისი გავლენის მაჩვენებელია თუნდ ისიც, რომ თვით ომის საკითხები –-როგორც გადმოგვცემს თანამედროვე ისტორიკოსი, მისი „წვევით“ წყდებოდა."(ასე, თანამედროვე ისტორიკოსის ცნობით, ასათის „წვევით“ გადაწყდა და მოწყობილ იქმნა დიდი ლაშქრობანი არანის ქვეყანაში და არაქსის სანაპიროებზე არარატამდის).
1191 წლის ახლო ხანებში ჰერეთის მთავართა გვარეულობას მოუმატეს ახალი სამფლობელო — რუსთავის თემი, რომელიც ამის შემდეგ რჩება ჰერეთის მთავართა მფლობელობაში მე-12 და მე-13 საუკუნეთა მანძილზე. ასათ II ჰერეთის ერისთავი ამ დროს უკვე მოხუცებული ყოფილა და ამის შემდეგ სჩანს ბევრი ხანი აღარ უცოცხლია. ჰერეთის მთავართა გვარის მეთაურად მე-12 საუკუნის 90-იანი წლებიდან საისტორიო წყაროებში მოიხსენება გრიგოლ III ჰერეთის ერისთავი (1147 — 1210), მამა შოთასი.
გრიგოლის, შოთას მამის, სახელმწიფო მოღვაწეობა მთლიანად ეკუთვნის თამარის ეპოქას (1184 — 1213 წ.).
გრიგოლ აგრეთვე გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწე ყოფილა და
დაახლოვებული პირი სამეფო კარისა. 1195 წელს გრიგოლი მოხსენებულია თამარის კა
რის წარჩინებულთა და „შინაურთა“ შორის. ამასთან, თანამედროვე ისტორი• კოსის ცნობის
თანახმად, გრიგოლი ითვლებოდა შეუდარებელ მოყმე-რაინდად,
რომლის სახელი განთქმული იყო მთელს საქართველოში.
1206 წელს, თანამედროვე მატიანის ცნობით, გრიგოლი, სხვა ქართველ
მთავრებთან ერთად, მონაწილეობას იღებდა ბასიანის ომში. 1206 წლის შემდეგ გრიგოლ
საისტორიო წყაროებში აღარ მოიხსენება; იგი სჩანს გარდაცვლილა
თამარის მეფობის უკანასკნელ წლებში. კი
ასეთია ის ცნობები, რაც ჩვენ მოგვეპოვება შოთას საგვარეულო ისტორიისა და იმ ოჯახური წრის შესახებ, რომელსაც ეკუთვნოდა პოეტი. აქ ჩვენ გვაქვს იგივე კულტურული გარემო, რაც ვეფხის-ტყაოსანში. შოთას ეს უახლოესი წინაპრები თითქოს ვეფხის-ტყაოსნიდან ამოღებული პერსონაჟები არიან.
მურჯიკნელი შოთა
![]() |
43 გვერდი 47 |
▲ზევით დაბრუნება |
17. შოთას ასლგაზრდობის წლები. განათლება
შოთა, როგორცა სჩანს, უფროსი შვილი იყო ჰერეთის ერისთავის
გრიგოლისა, რადგან ჰერეთის ერისთავობა შოთაზე გადავიდა.
შოთა, როგორც ირკვევა, დაიბადა მე-12 საუკუნის 60-იან წლებში, 1166/9 წლების ახლო,
არა უგვიანეს 1169 წლისა (თარიღის დადგენა შესაძლებელი ხდება ერთი ცნობის მიხედვით,
რომელიც დაცულია გრიგოლის ძეთა შესახებ მე-12 საუკუნის საისტორიო ძეგლში
„ისტორია-აზმანნი შარავანდედთანი“).
შოთას ბავშვობისა და სიჭაბუკის წლების შესახებ პირდაპირი ცნობები არ შენახულა.
შოთას ჩვენ ვხვდებით თამარის კარზე მე-12 საუკუნის ბოლო ათეულში, როდესაც იგი უკვე
დავაჟკაცებულია და სალიტერატურო ასპარეზზე გამოსული.
თუ სად და როგორი განათლება მიიღო ჩვენმა პოეტმა, არც ამის შესახებ მოღწეულა
პირდაპირი ცნობები. მაგრამ შოთას, როგორც უმაღლესი ფეოდალური წრეების
წარმომადგენელს, რასაკვირველია, შეეძლო მიეღო ფართე და მრავალმხრივი განათლება და,
როგორც ირკვევა, მიუღია კიდეც. შოთა, როგორც ამას გვიჩვენებს თვით მისი პოემა
ვეფხის-ტყაოსანი, სდგას მთელი მისი თანამედროვე კულტურის სიმაღლეზე. — და თუმცა
ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი ცნობები შოთას აღზრდის შესახებ, მაგრამ მისი პოემის
მიხედვით შესაძლოა წარმოვიდგინოთ საერთო ხასიათი შოთას განათლებისა.
არაა ზედმეტი, გავითვალისწინოთ აქ, თუნდაც ზოგადად, ის სურათი, რომელსაც იძლევა
შოთას განათლების შესახებ პოემის რეალიების განხილვა.
* * *
პოეტს, ჯერ ერთი, ცხადია საფუძვლიანი ქართული განათლება უნდა ჰქონოდა მიღებული და
ჰქონია კიდეც. პოეტი აღზრდილია ძველი ქართული საერო მწერლობის ტრადიციებზე, და
ბუნებრივია, რომ ვეფხის-ტყაოსანში მთელ რიგ შემთხვევებში ჩვენ გვაქვს ამ საერო
მწერლობის ძეგლთა ნაკითხობის კვალი.
იოგრგაცნობილი ყოფილა ქრისტიანულ
მწერლობასაც. ასე, პოემაში ჩვენ გვხვდება რამდენიმე სახე და შედარებანი აღებული
ბიბლიიდან. მაინც, რაკი პოეტი არ ყოფილა ორთოდოქსი ქრისტიანი, ბუნებრივია, რომ მისი
სიმპათიები ქრისტიანულ სასულიერო მწერლობას დაშორებული უნდა ყოფილიყო და ყოფილა
კიდეც. ამით აიხსნება, რომ პოეტი ასე ძუნწად იყენებს ქრისტიანული მწერლობის
მემკვიდრეობას, ისიც სრულიად ნეიტრალურ შემთხვევებში. პოემაში არც ერთხელ არ
მოიხსენება ქრისტე, არ იგრძნობა ქრისტიანული მსოფლიოს სპეციფიკური და საეკლესიო
სული. პოემაში მხოლოდ ერთხელ მოიხსენება „მოციქულნი“, და ისიც არა როგორც
წმინდანები, არამედ როგორც მწერლები, რომლებიც სხვა ფილოსოფოსებთან ერთად
ჰქადაგებდენ სიყვარულის სიმაღლეს.
ახვლედიანი ნაირა
![]() |
44 გვერდი 48 |
▲ზევით დაბრუნება |
შოთა, როგორც
ირკვევა, იცნობდა დასავლეთის მსოფლიოს, ბერძნულ ლიტერატურას, პირველ რიგში
ფილოსოფიას. ასე შოთას მოხსენებული ან ნაყili გულისხმევი ჰყავს ბერძენი
ნეოპლატონიკოსები: პროკლე დიადოხოსი. ნემესიოს I ემესელი, დიონოსი არეოპაგელი, ენოს
ალექსანდრიელი. ამ ბერძენ ნეოპლატონიკოსთა თხზულებანი მე-12 საუკუნეში ქართულ
ენაზედაც არსებობდა (პირველ რიგში ქართველი ფილოსოფოსების იოვანე პეტრიწისა და
ეფრემ მცირის თარგმანების სახით), და შოთას, როგორც ირკვევა, ეს ავტორები ქართულ
თარგმანებში ჰქონია წაკითხული. ამის მაჩვენებელია ის გარემოება, რომ შოთას
შენარჩუნებული აქვს ქართული თარგმანების სპეციფიკური ტერმინოლოგია.
იცნობდა თუ არა შოთა ბერძნულ მწერლობას თვით ორიგინალებში, — არა სჩანს. ყოველ
შემთხვევაში ბერძნულის ცოდნა გამორიცხული არაა.
არაა ინტერესს მოკლებული აღვნიშნოთ, რომ შოთას ლიტერატურულ იდეალად მიაჩნდა
ბერძნული მწერლობა, „ათენის ბრძენთა“ ნათქვამი. ერთ ადგილას პოეტი ამბობს:
699
(დ) მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა, ხამს, აქებდეს ენა ბევრი!
გარდა იმისა, რომ შოთას საფუძვლიანი ქართული განათლება ჰქონია
მიღებული, გარდა იმისა, რომ შოთა სჩანს იცნობდა დასავლეთის, ბერძნულ მსოფლიოს, შოთა
ამავე დროს ახლო ყოფილა გაცნობილი აღმოსავლეთის კულტურას, ირანულ-არაბულ მწერლობას.
აღმოსავლური კულტურა შოთასათვის ისევე ახლო და მშობლიური ყოფილა, როგორც საკუთრივ
ქართული.
შოთას პოემაში მოხსენებული ჰყავს „მოაბადინი“. თვით ტერმინის „მოაბადი“-ს სადაურობა
გვიჩვენებს, რომ აქ იგულისხმება აღმოსავლეთის ფილოსოფიურ-რელიგიური თხზულებანი.
შოთა, როგორც მანიქეიზმის ფილოსოფიის მიმდევარი, ცხადია ახლო იცნობდა აღმოსავლეთის
სათანადო ფილოსოფიურ ლიტერატურას.
შემდეგ: შოთა საფუძვლიანად გაცნობილი ყოფილა აღმოსავლურ, არაბულ მეცნიერებას.
პოეტის გეოგრაფიული და კოსმოლოგიური წარმოდგენები არაბული მეცნიერების ცოდნას
მიუთითებენ.
პოეტი, თავის-თავად ცხადია, ახლო იცნობდა აღმოსავლეთის, ირანულსა და არაბულს მხატვრულ მწერლობას. ვეფხის-ტყაოსანში მოხსენებულია ან ნაგულისხმევი აღმოსავლური ირანულ-არაბული პოეზიის ძეგლები: ფირდოუსის „შაჰნამე“, ფახრედინ გურგანელის „ვისი და რამინ“, ნიზამის „ლეილა და მეჯნუნი“, უცნობი ირანელი პოეტის რომანი „სალამან“, არაბი პოეტის ეზროს დივანი.
პირველი ოთხი ნაწარმოები (შაჰ-ნამე, ვისი და რამინ, ლეილა და მეჯნუნი, სალამან) შოთას ეპოქაში უკვე თარგმნილი იყო ირანულიდან ქართულად.
შოთა, ცხადია, იცნობდა ამ ნაწარმოებთა ქართულ თარგმანებსაც. (ესსჩანს, სხვათა შორის, იმის მიხედვითაც, რომ ნიზამის პოემის ლეილ-მეჯნუნის მთავარი გმირი შოთას მოხსენებული ჰყავს არა იმ სახელით, რომლითაც იგი ცნობილი იყო ირანულ ორიგინალში, არამედ იმ შეცვლილი სახელით, რომლითაც იგი ცნობილი ყოფილა ძველ-ქართულ თარგმანში).
ხავთასი მაიკო
![]() |
45 გვერდი 49 |
▲ზევით დაბრუნება |
მაგრამ ამავე დროს უეჭველი ხდება ისიც, რომ შოთა იცნობდა ამ ნაწარმოებთა ირანულ ორიგინალებსაც. ეს დოკუმენტალურად დასტურდება შემდეგის მიხედვით. შოთას პოემაში ხშირად მოიხსენება „ვის-რამიანის“ გმირები, ამას გარდა შოთას პოემაში რამდენჯერმე გვხვდება მოგონება გურჯანელი პოეტის მხატვრული სახეებისა. და ერთ შემთხვევაში შოთა დამოკიდებულია “ვისრამიანის არა ქართული თარგმანიდან (ქართულ თარგმანში ეს ადგილი შეცვლილია), არამედ უშუალოდ ირანული ორიგინალიდან.
შოთა, ირანულს გარდა, ორიგინალებში იცნობდა არაბულ მწერლობასაც, ამას ცხად-ჰყოფს ეზროს დივანის დასახელება, რომლის წაკითხვა ავტორს მხოლოდ არაბულ ენაზე. შეეძლო.
და საერთოდ ვეფხის-ტყაოსნის შესწავლა არ სტოვებს არავითარ ეჭვს, რომ შოთა უახლოესად იცნობდა აღმოსავლეთს, და რომ მან კარგად იცოდა აღმოსავლეთის კულტურული ენები — ირანული და არაბული. (შოთას მიერ ირანულისა და არაბულის ცოდნას ადასტურებს კერძოდ ის გარემოება, რომ პოემაში რამდენსამე ადგილას ხაზგასმულია არაბული და ირანული ეტიმოლოგიური ნიუანსები საკუთარ სახელთა მნიშვნელობისა).
ასეთია ის რეალიები პოემისა, რომელთა მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ზოგადი წარმოდგენა
შევადგინოთ შოთას განათლების საერთო ხასიათის შესახებ. ამ-რიგად შოთა, გარდა იმისა,
რომ მას საფუძვლიანი ქართული განათლება ჰქონია მიღებული, ახლო ყოფილა გაცნობილი
როგორც დასავლეთის, ისე განსაკუთრებით აღმოსავლეთის მწერლობას, ფილოსოფიას,
მეცნიერებას.
18. შოთა და თამარი
პოეზია და სინამდვილე ვეფხის-ტყაოსანში
შოთას, როგორც მოხსენებული გვქონდა, ჩვენ ვხვდებით მე-12 საუკუნის ბოლოს მეფის
თამარის კარზე. პოეტი ამ დროს უკვე დავაჟკაცებულია და სალიტერატურო ასპარეზზე
გამოსული. პირველი ნაწარმოები „ ქებანი“, რომელიც შოთას „ვეფხის-ტყაოსანზე“. ადრე
დაუწერია, ისევე, როგორც თვით ვეფხის-ტყაოსანი, თამარისადმი ყოფილა მიძღვნილი.
როგორი იყო პირადი ცხოვრება პოეტისა? ჩვენ ამის შესახებ ცოტა ვიცით. მაგრამ ვიცით
მთავარი, რამაც საბედისწერო როლი ითამაშა პოეტის ბედში და რამაც წარუშლელი ბეჭედი
დაასვა პოეტის შემოქმედებას: ეს არის ტრაგიკული სიყვარული პოეტისა თამარისადმი..
ამ ტრაგიკულ სიყვარულზე მოგვითხრობს შოთას პოემა.
* * *
ვეფხის-ტყაოსანი, როგორც ეს ზევითაც გვქონდა აღნიშნული, პირველ რიგში
რასაკვირველია არის Dichtung, პოეზია; მაგრამ ამასთან ერთად აქ, როგორც ირკვევა,
არის Wahrheit, სინამდვილის გამოძახილი.
ეს რასაკვირველია, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ვეფხის-ტყაოსანში უბრალოდ
მოთხრობილია თამარისა და რუსთაველის ბ
აფია. ეს ნიშნავს პირველ რიგში იმას, რომ პოემის იდეალური პერსონაჟები განასახიერებენ მათ გრძნობებს. ეს ნიშნავს აგრეთვე იმას, რომ პოემის იდეალურ გმირებზე სჩანს გადატანილია ცალკეული ხაზები თამარისა და შოთას ცხოვრებიდან.
ახვლედიანი ირმა
![]() |
46 გვერდი 50 |
▲ზევით დაბრუნება |
სად თავდება ვეფხის-ტყაოსანში Dichtung-პოეზია, და სად იწყება Wahrheit— სინამდვილე? ეს არის ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე ვეფხის-ტყაოსნის პრობლემისა, რომლის განხილვაზედაც ეხლა გადავდივართ.
19.
ვეფხის-ტყაოსნის ისტორიული ქარგა
იმისათვის, რომ
ამოვიცნათ ისტორიული სინამდვილე ვეფხის-ტყაოსანში, - ისტორიული ქარგა
ვეფხის-ტყაოსნისა, თავდაპირველად საჭიროა გავარკვიოთ, თუ პოემის რომელ პერსონაჟებში
არის განსახიერებული პორტრეტები შოთასი და თამარისა.
ამ საგანზე ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი გაკვრით ზემოთაც, და იქ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ
პოემის გმირი ქალი ნესტან-დარეჯანი წარმოგვიდგენს პოეტურ ასპექტში თამარს,
ხოლო გმირი ტარიელი თვით შოთას. აქ საჭირო იქნება ამ საგანზე უფრო
დაწვრილებით შევჩერდეთ.
ჩვენ უკვე მოხსენებული გვქონდა, რომ ვეფხის-ტყაოსნის ტექსტში შეტანილია ერთი სტროფი
- ინტერპოლაცია, რომელიც ეხება შოთას მიჯნურობის ისტორიას. ეს ინტერპოლატორი შოთას
წარმოათქმევინებს შემდეგს სიტყვებს:
9
(ა) მე, რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი;
(ბ) ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი;
(გ) დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,
(დ) ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.
ეს სტროფი, როგორც აღნიშნული გვქონდა, დაწერილია მე-13
საუკუნეში ან მე-14 საუკუნის დასაწყისში და მეტად მცირე დროით არის დაშორებული
რუსთაველის დროიდან; აქ გადმოცემულია ის შეხედულება, რომელიც არსებობდა შოთას და
მისი პოემის შესახებ შემდეგს თაობაში. და აი ამ უძველესი ტრადიციის თანახმად
რუსთაველის თავგადასავალი იგივე ყოფილა, რაც ვეფხის-ტყაოსანშია მოთხრობილი („ვიქმ
საქმესა ამა დარი“), და რომ პოემის „ხელი“ გმირი ე. ი. ტარიელი წარმოადგენს თვით
შოთას პორტრეტს.
მივმართოთ ამის შემდეგ ვეფხის-ტყაოსნის ნამდვილს პროლოგს, რომელიც თვით რუსთაველის
კალამს ეკუთვნის. მკითხველმა უკვე იცის, რომ შოთა პოემის პროლოგში გადმოგვცემს, რომ
ვეფხის-ტყაოსანი შთაგონებულია თამარის მიჯნურობით, რომ პოემაში ასახულია ამ
მიჯნურობის ამბავი, რომელზედაც პოეტი „სისხლისა ცრემლ-დათხეული“ მოგვითხრობს.
ხოლო ვეფხის-ტყაოსნის რომელ პერსონაჟებში არის წარმოდგენილი განსახიერება თამარის
სახისა და თამარის მიჯნურობით შეპყრობილი პოეტისა, ამას პირდაპირ გვეუბნება პოეტი,
როდესაც იგი თამარს წარმოგვიდგენს „ჯიქის“ — ვეფხის სახით:
10
(((ა) თვალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა;
(ბ) აჰა, გული გამიჯნურდა, მიჰხვდომია ველთა რბენა!
19
(ა) ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;
(გ) იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;
(დ) მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია.
ბოხუა ანა
![]() |
47 გვერდი 51 |
▲ზევით დაბრუნება |
ეს სიმბოლიკა თამარ ვეფხი-ჯიქი ხსნის პოემის იდეალური
პერსონაჟების ვინაობას.
მკითხველმა, რასაკვირველია, კარგად იცის, თუ ვინ არის წარმოდგენილი პოემაში ვეფხის
სახით: ეს არის პოემის გმირი ქალი ნესტან-დარეჯანი. პოემის მთავარი შინაარსი ეს
არის ამბავი ნესტან-დარეჯანისა და ტარიელის მიჯნურობისა და „შემოსვა ტარიელისაგან
ვეფხის ტყავისა“. ტარიელი თავის მიჯნურს ნესტანდარეჯანს წარმოიდგენს ვეფხის სახით
და მისი სიყვარულის ნიშნად ვეფხის ტყავს ატარებს.
ეს სახე: ნესტანდარეჯან, მშვენიერი, მაგრამ განრისხებული, შეუბრალებელი ვეფხი,
ანათებს მთელს პოემას, და პოეტი ლეიტმოტივის მსგავსად უბრუნდება ამ სახეს პოემის
მთელ რიგ ადგილებში.
მოვიგონოთ ჯერ ერთი ადგილი პოემისა, სადაც პოეტი გენიალურ სიმბოლიკაში
გვაგრძნობინებს იმ ტრაგიკულ გრძნობას, რომლითაც შთაგონებულია პოემა.
ტარიელს მისი მეგობარი ავთანდილი პოულობს ველად; ტარიელი ცნობადაკარგულია, ერთკენ
უძევს მოკლული ლომი, მეორე-მხრივ ვეფხი. მეგობარი დიდის სისათუთით და ბრძნულის
შეგონებით გრძნობაზე მოიყვანს ტარიელს, რომელიც ამ ქვეყანას უკვე აღარ ეკუთვნოდა.
და ტარიელი, მღელვარებით შეპყრობილი უამბობს მეგობარს, თუ რა მოხდა:
(ა) „რა წამეკიდა,ყველაი წვრილად გიამბო ენითა,
(ბ) მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა;
(გ) შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა,
(დ) ქვაბს ვეღარ გავსძელ, მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა.
916
(ა) „იმა ქედსა გარდავადეგ, შამბნი ისი მომეარნეს;
(ბ) ერთი ლომი, ერთი ვეფხი შეკრბეს, ერთგან შეიყარნეს.
(გ) ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს,
(დ) მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს.
918
(ა) „პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს:
(ბ) თვითო ტოტი ერთმანერთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დაჰრიდნეს;
(გ) გამოჰრიდნა ვეფხმან – გული დედათამცა გამოჰრიდნეს!
(დ) ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.
919
(ა) „ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: „არა ხარ ცნობასა,
(ბ) შენ საყვარელსა რად აწყენ? ფუ მაგა მამაცობასა!“
(გ) ხრმალ-გამოწვდილი გავუხე, მივეც ლახვართა სობასა,
(დ) თავსა გარდავჰკარ, მო-ცა-ვკალ, დავხსენ სოფლისა თმობასა.
920
(ა) „ხრმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა,
(ბ) მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა,
(გ) მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭკალითა სისხლთა მღვრელითა,
(დ) ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა.
921
(ა) „რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერათ დავამშვიდე,
(ბ) გავგულისდი, მოვიქნივე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე,
(გ) მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე;
(დ) სულნი სრულად არ ამომხდეს, რად გიკვირს, თუ ცრემლსა ვღვრიდე!
922
(ა) „აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა;
(ბ) სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად გიკვირდა!
(გ) სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა “.
(დ) ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულთქვნა, ა-ცა-ტირდა.
ზაალიშვილი მაია
![]() |
48 გვერდი 52 |
▲ზევით დაბრუნება |
ეს გენიალური სტროფები წარმოადგენს პოემის ნამდვილს გულს, სადაც
ჩვენ გვესმის პოეტის გრძნობათა ფეთქა, და განვიცდით იმ ტრაგიულ სიყვარულს,
რომელითაც შთაგონებულია პოემა.
პოემის სხვა ადგილას, ზემოთ-მოყვანილი ეპიზოდის უფრო ადრე, ტარიელ მოეთხრობს თავის
მეგობარს ავთანდილს მისი მიჯნურობის ამბავს დაამთავრებს შემდეგი სიტყვებით:
(ა) „აჰა, ძმაო, მაშინდლითგან აქა ვარ და აქა ვკვდები,
(ბ) ხელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები,..
662
(ა) „რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს,
(ბ) ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს;
როგორც ვხედავთ, აქ ჩვენ გვაქვს სრული pendant იმისა, რასაც შოთა გადმოგვცემს თავის მიჯნურობის შესახებ თამარისადმი:
4
(ა) თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული,
* * *
10
(ა) თვალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა;
(ბ) აჰა, გული გამიჯნურდა, მიჰხვდომია ველთა რბენა!
19
(გ) იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;
(დ) მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია.
ამ-რიგად, ამ
გამჭვირვალე ჩვენებათა მიხედვით ცხადი ხდება, რომ ნესტანდარეჯანი წარმოგვიდგენს
პოეტურ ასპექტში თამარს, ხოლო ტარიელი თვით პოეტს შოთას.
არ შეიძლება არ შევნიშნოთ ამასთან, რომ ეს ძირითადი სახე ვეფხისტყაოსნისა, შედარება
თამარ-ნესტან-დარეჯანისა მშვენიერ, მაგრამ განრისხებულ ვეფხთან, სჩანს წარმოადგენს
პოეტის პირადი ტრაგედიისა და ამასთან უაღრესად ინტიმური მოგონების ნაყოფს. პოეტსა
და მის ჯირეულს ტარიელს თანა სდევს როგორც განუყრელი აჩრდილი, მწარე მოგონება თავის
მიჯნურთან უკანასკნელი შეხვედრისა, როდესაც იგი განრისხებული ვეფხის სახით
წარმოუდგა:
528
(ა) „ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული,
დ) მერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი, გარისხებული.
921
(ა) „რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერათ დავამშვიდე,
(ბ) გავგულისდი, მოვიქნივე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე,
(გ) მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე;
(დ) სულნი სრულად არ ამომხდეს, რად გიკვირს, თუ ცრემლსა ვღვრიდე!
აი ამ შეხვედრის შემდეგ, რომელსაც მოჰყვა მიჯნურთა განშორება და როდესაც ტარიელმა თავისი მიჯნური გამწყრალი ნახა, მას აღარ ასვენებს ეს უკანასკნელი მოგონება და ამის შემდეგ იგი მუდმივ ელანდება მას მშვენიერი, მაგრამ განრისხებული ვეფხის სახით:
* * *
19
(გ) იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;
გორგიშელი ია
![]() |
49 გვერდი 53 |
▲ზევით დაბრუნება |
* * *
განვაგრძოთ ამის შემდეგ პოემის განხილვა.
ირკვევა, მაშასადამე, რომ ნესტან-დარეჯან წარმოგვიდგენს პოეტურ ას„პექტში თამარს,
ტარიელ — შოთას. პოემის ამ იდეალურ გმირებზე, როგორც ირკვევა, გადატანილია ცალკეული
ხაზები თამარისა და შოთას ცხოვრებიდან.
ამის შემდეგ ჩვენ შევუდგებით ვეფხის-ტყაოსნის ისტორიული ქარგის ამოშიფრვას.
ჯერ ტარიელის შესახებ.
ა. (ტარიელის და შოთას საგვარეულო ისტორიის იგივეობა
ტარიელი, ორეული შოთასი, შემდეგნაირად იწყებს მოთხრობას თავისი ქვეყნისა და
საგვარეულო თავგადასავალის შესახებ:
316
(ა) „ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი:
(ბ) ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი,
(გ) უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი,
(დ) ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი.
317
(ა) „მამა-ჩემი ჯდა მეშვიდედ, მეფე მებრძოლთა მზარავი,
(ბ) სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი;
სარიდან ეკუთვნოდა იმავე გვარეულობას, რომელსაც ეკუთვნოდა ინდოეთის მეფეთ-მეფე
ექვსი სამეფოს მფლობელი ფარსადანი.
სარიდან, მფლობელი ინდოეთის მეშვიდე ნაწილისა ანუ მეშვიდე სამეფოსი, გამოითხოვს
ინდოეთის მეფეთ-მეფის ექვსი სამეფოს მფლობელის ფარსადანის მფარველობას და აღიარებს
მის სიუზერენიტეტს.
ამ გზით მოხდება ინდოეთის შვიდი სამეფოს გაერთიანება. სარიდან, ყოფილი მეფე
ინდოეთის მეშვიდე ნაწილისა, მიღებული იქნება სრულიად ინდოეთის მეფეთა-მეფის
ფარსადანის კარზე და მას მეფეთ-მეფე მიანიჭებს ამირბარის თანამდებობას. ამავე დროს
იგი მიიღებს როგორც ვასალი თავისი ყოფილი სამეფოს განმგებლობას. და სარიდან თუმცა
აღარ ითვლება ამის შემდეგ სუვერენ მფლობელად, მაგრამ მეფის შემდეგ პირველი პირია
თავის ძველ სამფლობელოში:
845
(დ) სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.
ის, რასაც მოგვითხრობს ტარიელი თავისი ქვეყნისა და გვარის ისტორიის შესახებ,
წარმოგვიდგენს იმავე სურათს, რაც ჩვენ ვიცით შოთას საგვარეულო ისტორიისა და მისი
სამშობლო მხარის პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ.
აქ საჭიროა ჯერ მოვიგონოთ, რომ საქართველოს ფეოდალური მონარქია მე-12-13
საუკუნეებში იწოდებოდა „შვიდი სამეფო“-ს გაერთიანებად. ამ ეპოქის ქართულ საისტორიო
ძეგლებში საქართველოს ჩვეულებრივი სახელია: „შვიდნი სამეფონი“.
ასე, მე-12 საუკუნის ქართველი ისტორიკოსი, „ისტორია-აზმანთა“ ავტორი, გიორგი III-ის
გამეფების გამო (1156 წელს) სწერს:
„იპყრა შარავანდედი მეფობისა შვიდ სამეფოდ განწესებული“.
ყურაშვილი თიკო
![]() |
50 გვერდი 54 |
▲ზევით დაბრუნება |
თამარის გამეფების
გამო (1184 წ.) ისტორიკოსი აღნიშნავს:
„შემოკრბეს შვიდთავე სამეფოთა დიდებულნი, რომელნიცა ღირს იყვნენ განზრახვად და
გამორჩევად...“
თამარს--ისტორიკოსის სიტყვით მისი გამეფების დროს,თაყვანი სცქ0 და დალოცეს და
ადიდეს სპათა შვიდისავე სამეფოსათა“.
მე-13 საუკუნის დასაწყისის ქართველი მემატიანე ლაშა-გიორგის (1212—1222) უწოდებს
„შვიდთა სამეფოთა მეფე“.
ამ-რიგად, სამშობლო შოთასი და მისი alter ego ტარიელისა ერთგვარად იწოდება შვიდი
სამეფოს გაერთიანებად.
მაგრამ საქმე არ თავდება ამ ზოგადი ანალოგიით; ანალოგია ამ შემთხვევაში სრულ
იდენტივობამდე მიდის. მართლაც, მკითხველმა მოიგონოს შემდეგი:
1. როგორც ცნობილია, საქართველოს შემადგენელი ქვეყნებიდან („შვიდნი სამეფონი“)
გაერთიანებული მონარქიის ფარგლებში ყველაზე გვიან შევიდა შოთას სამშობლო მხარე
ჰერეთის სამეფო („მეშვიდე სამეფო“).
2. ვიდრე მოხდებოდა შემოერთება ჰერეთისა („მეშვიდე სამეფოსი“), საქართველოს
დანარჩენი ქვეყნები („ექვსი სამეფო“) ამაზე ადრე უკვე გაერთიანებული იყო
ბაგრატიონთა დინასტიის მფლობელობის ქვეშ. ხოლო მეშვიდე, დამოუკიდებლად არსებულს
ჰერეთის სამეფოში მეფობდა იმავე ბაგრატიონთა გვარის გვერდის შტო — ჰერეთის
ბაგრატიონები (შოთას გვარეულობა, პოეტის უშუალო წინაპარნი).
როგორც ვხედავთ. აქ ჩვენ გვაქვს სავსებით იგივე სურათი, რაც ტარიელის სამშობლო
ქვეყანაში: 1) იქაც შვიდი სამეფოდან ექვსი სამეფო უკვე გაერთია- . ნებული იყო ამაზე
ადრე, ხოლო მეშვიდე სამეფო, სამშობლო ტარიელისა, ყველაზე გვიან შედის ამ სამეფოთა
კავშირში; 2) როგორც შეერთებულ ექვსსამეფოში, ისე დამოუკიდებლად არსებულს მეშვიდე
სამეფოში მეფობს ერთი და იმავე გვარეულობის დინასტია.
მაგრამ მსგავსება ამაზედაც არ სრულდება..
ვეფხის-ტყაოსნის თანახმად, როგორც აღნიშნული გვქონდა, შემოერთება.. ამ მეშვიდე
სამეფოსი ხდება პოლიტიკური გართულების გარეშე. ყოფილი მეფე. მეშვიდე სამეფოსი
მიღებულია გაერთიანებული ქვეყნის მეფეთა-მეფის კარზე; იგი მიიღებს თავისი ყოფილი
სამეფოს განმგებლობას. და თუმცა იგი ამის შემდეგ აღარ ითვლება სუვერენ მფლობელად,
მაგრამ მეფის შემდეგ პირველი პირია თავის ძველ სამფლობელოში:
845
(დ) სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.
ასეთივე მდგომარეობა დამყარდა საქართველოში ჰერეთის შემოერთების შემდეგ. ჰერეთის
ყოფილ მეფეთა გვარეულობა ისევ რჩება მათი ძველი სამფლობელოს ჰერეთის გამგებელად,
მხარის ერისთავის ტიტულით. მათ უმაღლესი მდგომარეობა უჭირავთ სახელმწიფოში, ისინი
მიღებული არიან სამეფო კარზე. მხარის ერისთავი ფაქტიური მეფის ნაცვალია ძველ
სამფლობელოში, იგი ითვლება „მეფეთა ადგილს მჯდომად“ და „სხვად პატრონია, მართ ოდენ
არა აქვს. კეისარობა“.
ამრიგად, როგორც ვხედავთ, ვეფხის-ტყაოსანში ტარიელის საგვარეულო ისტორიის სახით
მოთხრობილია შოთას საგვარეულო ისტორია.
დარჩიაშვილი ლიკა
![]() |
51 გვერდი 55 |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. ნესტანდარეჯანი და თამარი
მსგავსება ისტორიული თამარისა და ვეფხის-ტყაოსნის ნესტანდარეჯანისა იმდენად ახლოა,
რომ პოემის დაკვირვებულ მკვლევართ არ დარჩენიათ ეს შეუმჩნეველად და არა ერთგზის
ყოფილა აღნიშნული, რომ ნესტან-დარეჯანში პოეტს განსახიერებული უნდა ჰყავდესო
თამარი. ნესტანდარეჯანის შესახებ ვეფხის-ტყაოსანში მოთხრობილია:
ნესტან-დარეჯანის მამა მეფე ფარსადანი, ინდოეთის შვიდთა სამეფოთა მფლობელი, კარგა
ხნის განმავლობაში უშვილოა და იგი მწუხარებით არის შეპყრობილი, რომ უმემკვიდროდ
რჩება. შემდეგ მას მიეცემა ქალი ნესტან-დარეჯანი. რაკი ფარსადანს ვაჟიშვილი არა
ჰყავს, იგი გადაწყვეტს ქალის გამეფებას. მაგრამ ამას მოჰყვება პოლიტიკური გართულება
და თვით ნესტან-დარეჯანიც განსაცდელში ჩავარდება.
ანალოგიურია თამარის ისტორია.
თამარის მამა მეფე გიორგი III, რომელიც ფარსადანის მსგავსად „შვიდთა სამეფოთა“
მფლობელად იწოდება, აგრეთვე კარგა ხნის განმავლობაში უშვილო იყო. შემდეგ მას
მიეცემა ქალი თამარი. თამარი — ნესტანის მსგავსად ერთადერთი მემკვიდრეა გიორგი
III-ისა. რაკი მეფეს ვაჟიშვილი არა ჰყავს, იგი გადასწყვეტს ქალის გამეფებას. მაგრამ
ამას მოჰყვება პოლიტიკური გართულება, და თვით თამარის პირადი ბედიც მისი სურვილის
საწინააღმდეგოდ ეწყობა.
ამ-რიგად, როგორც ვხედავთ, ნესტან-დარეჯანის იდეალურს პორტრეტში განმეორებულია
ცალკეული ხაზები თამარის ბიოგრაფიისა.
გ. ტარიელ—შოთა ტახტის მემკვიდრე
დავუბრუნდეთ ამის შემდეგ ისევ ტარიელს.
როგორც გამოირკვა, ვეფხის-ტყაოსანში ტარიელის საგვარეულო ისტორიის სახით
მოთხრობილია შოთას საგვარეულო ისტორია. - მაგრამ ვეფხის-ტყაოსნის ისტორიზმი ამაზე
არ სრულდება. მთავარი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ თვით შოთას,
ისევე როგორც ტარიელს, ტახტის მემკვიდრეობაზე უფლებები ჰქონდა.
მდგომარეობა აქ სავსებით ანალოგიურია.
მოვიგონოთ ჯერ ვეფხის-ტყაოსნის მოთხრობა.
როგორც იცის მკითხველმა, ინდოეთში, ვეფხის-ტყაოსნის მოთხრობის თანახმად, ერთი და
იმავე სამეფო გვარეულობის ორი შტო იყო. პირველი ძირითადი შტო ესენი არიან
მეფეთა-მეფენი სრულიად ინდოეთისა (რომელიც შვიდი სამეფოს კავშირს წარმოადგენდა).
ხოლო მეორეა ამავე გვარის გვერდის შტო,— სახელდობრ ინდოეთის მეშვიდე სამეფოს ყოფილი
მფლობელები.
ზუმბაძე ნანა
![]() |
52 გვერდი 56 |
▲ზევით დაბრუნება |
და აი ინდოეთში
პირველი ძირითადი შტოის მამრობითი ხაზი შეწყდა. სრულიად ინდოეთის მეფეთ-მეფეს
ფარსადანს ვაჟი არა ჰყავს. ამის შემდეგ სრულიად ინდოეთის ტახტი, ბუნებრივი
მემკვიდრეობის წესით უნდა გადავიდეს ამავე გვარეულობის მეორე გვერდის შტოზე, ე.ი.
ინდოეთის მეშვიდე სამეფოს ყოფილ მფლობელებზე, რომლის წარმომადგენელია ტარიელი.
და როდესაც უფლებრივი საკითხი ისმის, ტარიელი შემდეგი სიტყვებით მიჰმართავს
ფარსადანს:
570
(ა) „იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია!
(ბ) ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, - ყველაი თქვენ მოგხვდომია:
(გ) ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია;
(დ) სამართლად ტახტი უჩემოდ არვისად მისახვდომია!
571
(ა) „ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ-მართალია:
(ბ) ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გივის ერთაი ქალია,
(დ) სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხრმალია?!
სავსებით
ანალოგიურია ის ვითარება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ მე-12 საუკუნის საქართველოში.
როგორც იცის მკითხველმა, საქართველოში ამ დროს ერთი და იმავე სამეფო გვარეულობის —
ბაგრატიონთა გვარის — ორი შტო იყო: პირველი — ძირითადი შტო-ესენი იყვნენ მეფენი
სრულიად საქართველოსი (რომელიც „შვიდი სამეფოს“ გაერთიანებას წარმოადგენდა); ხოლო
მეორე შტო —ჰერეთის მთავრები (მეშვიდე სამეფოს ყოფილი მფლობელები).
სრულიად საქართველოს მეფეთ-მეფეს გიორგი III-ეს ვაჟი არა ჰყავდა. ამავე დროს
ძირითადი შტოის ერთად-ერთი მემკვიდრე მამრობით ხაზით -დემნა ბატონიშვილი იღუპება.
ამ-რიგად სამეფო გვარეულობის ძირითადი შტოის მამრობითი ხაზი შეწყდა. ამის შემდეგ
სრულიად საქართველოს ტახტი, ბუნებრივი მემკვიდრეობის წესით, უნდა გადასულიყო ამავე
გვარეულობის მეორე გვერდის შტოზე, ჰერეთის მთავართა სახლზე, რომლის წარმომადგენელიც
იყო შოთა.
ამ-რიგად მდგომარეობა ტარიელისა და შოთასი სავსებით ანალოგიურია.“ . შოთა, ისევე
როგორც ტარიელი, ტახტის კანონიერი მემკვიდრენი იყვნენ.
* * *
მაგრამ განვაგრძოთ ძიება.
ვეფხის-ტყაოსანში მოთხრობილია ტარიელისა და სამეფო ოჯახის დამოკიდებულების შესახებ
შემდეგი.
რაკი ინდოეთის „შვიდთა სამეფოთა“ მეფე ფარსადანი უშვილო იყო და ტახტი უმემკვიდროდ
რჩებოდა, ფარსადანმა გადასწყვიტა შვილად აეყვანა და თავის მემკვიდრედ გაეზარდა
ტარიელი, რადგან ისიც „ჩემივე გვარისა არისო.
ტარიელი მოგვითხრობს:
323
(ა) „ძე არ ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა,
(ბ) ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა.
(გ) ვა, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა!
(დ) მეფემან თქვა: „შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა“.
324
(ა) „მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად,
(ბ) საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად,
(გ) ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად;
ლომიძე კობა
![]() |
53 გვერდი 57 |
▲ზევით დაბრუნება |
როდესაც ტარიელი ხუთი წლისა შესრულდა, მეფეს ეყოლა ქალი ნესტანდარეჯანი. ტარიელი და
ნესტან-დარეჯანი ერთად იზრდებიან.
ტარიელი გახდება თორმეტი წლისა, ნესტანდარეჯანი შვიდია. მეფე გადასწყვეტს თავის
ქალი გახადოს მემკვიდრედ და აღზარდოს მეფედ. ხოლო ტარიელს, რაკი მას სამეფოდ აღარ
ზრდიან, — დაუბრუნებენ მამას.
331
(ა) „მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი.
(ბ) შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი,
332
(ბ) მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა,
(გ) მამასავე ხელთა მიმცეს...
შოთას ახალგაზრდობის წლების შესახებ ცნობები არ შენახულა, მაგრამ ზოგიერთ გარემოებათა გამო საფიქრებელია, რომ შოთას თავგადასავალი ბავშვობის წლებში იგივე უნდა ყოფილიყო, რაც ტარიელისა.
გიორგი III გამეფდა 1156 წელს. იგი ათეულ წელიწადზე მეტი უშვილო იყო. გიორგის, ბუნებრივია, უნდა ეფიქრნა ტახტის მემკვიდრეზე. დემნა ბატონიშვილი, შვილი მისი ძველი მეტოქის დავითისა, ცხადია მიუღებელი იყო გიორგისათვის. (ამ ორ ოჯახს შორის ძველი მტრობა იყო და უფრო გვიან დემნა დაიღუპა კიდეც გიორგის ხელიდან). და რაკი სამეფო გვარეულობის ძირითადი შტოის მამრობითი ხაზის წარმომადგენელი სხვა არავინ იყო, გიორგის მემკვიდრე უნდა აერჩია ბაგრატიონთა გვარის გვერდის შტოიდან, — ჰერეთის ბაგრატიონთა გვარიდან.
და მართლაც, როგორც ეს ზევითაც გვქონდა გამორკვეული, მე-12 საუკუნის 60-იან წლებში იწყება ჰერეთის ბაგრატიონთა გვარის ამაღლება და გიორგი III მათ წყალობით უცქერის. 1163 წელს, იმ სამსახურისათვის, რომელიც გაუწიეს სახელმწიფოს ჰერეთის ბაგრატიონებმა, გიორგი III მათ სამფლობელოს ერთი-ორად გაადიდებს. ეს მოხდა 1163 წელს.
ამის ახლო ხანებში, 1166 წლის ახლო (11669 წლებში) დაიბადა შოთა. უშვილო და უმემკვიდრო გიორგიმ, საფიქრებელია, შოთა იშვილა და აღსაზრდელად აიყვანა იგი.
არაა ინტერესს მოკლებული აღვნიშნოთ ამასთან, რომ ვეფხის-ტყაოსნის ცნობით ტარიელი უფროსი იყო ნესტანზე ხუთი წლით. შოთაც აგრეთვე დაახლოებით ხუთი წლითვე იყო უფროსი თამარზე.
1170/1 წლ. მანამდე უშვილო გიორგი III-ეს ეყოლა ქალი თამარი. როდესაც თამარი
წამოიზარდა, გიორგი III-ემ გადასწყვიტა თავისი ქალი გამოეცხადებია მემკვიდრედ და
სამეფოდ აღეზარდა. შოთა ამის შემდეგ უნდა დაებრუნებიათ თავისი მშობლებისათვის.
1170/1 წლ. მანამდე უშვილო გიორგი III-ეს ეყოლა ქალი თამარი. როდესაც თამარი წამოიზარდა, გიორგი III-ემ გადასწყვიტა თავისი ქალი გამოეცხადებია მემკვიდრედ და სამეფოდ აღეზარდა. შოთა ამის შემდეგ უნდა დაებრუნებიათ თავისი მშობლებისათვის. |
* რომ თამარ 1170/1 წლებში დაიბადა, ეს ირკვევა თამარის მატიანეებში დაცული სინქრონიული ცნობებიდან . 1184 წელს, როდესაც გამეფდა თამარი, იგი ჯერ კიდევ არა-სრულწლოვანი „ყრმა“ ყოფილა. |
გუგუბერიძე იზა
![]() |
54 გვერდი 58 |
▲ზევით დაბრუნება |
და მართლაც, რომ 70-იან წლებში მომხდარა განხეთქილება გიორგი
III-ეს. და ჰერეთის ბაგრატიონთა სახლს შორის, ეს ცხადი ხდება მომდევნო Jპოლიტი კური
ამბებიდან. ჰერეთის ბაგრატიონები 70-იანი წლებიდან ოპოზიციაში უდ-” გებიან გიორგი
II-ეს (თუმცაღა, როგორც ვნახეთ, ისინი სწორედ გიორგი III-ის მიერ იყვნენ
დაწინაურებულნი). და 1177 წელს, როდესაც მოეწყო აჯანყება გიორგი III-ის წინააღმდეგ,
ჰერეთის ბაგრატიონებს ჩვენ ვხედავთ გიორგი III-ის მოწინააღმდეგე ბანაკში.
ჰერეთის ბაგრატიონებმა, როგორც ვნახეთ, აჯანყების დროს დიდი ბრძოლა გაუმართეს
გიორგი III-ეს და აამხედრეს მის წინააღმდეგ არა მარტო ჰერეთი, არამედ მოკავშირე
დაღისტანი და კავკასიის მთიელები. გიორგი III-ის ბედი, ჰერეთის ბაგრატიონთა
განდგომის გამო, სასწორზე იდო.
დ. ვეფხის-ტყაოსნის დანარჩენი პერსონაჟები
გარდა იმისა, რომ ვეფხის-ტყაოსნის მთავარ პერსონაჟებზე ტარიელსა და ნესტანზე,
აგრეთვე ფარსადანზედაც, გადატანილია — როგორც ირკვევა - ზოგიერთი ხაზები შოთასი,
თამარისა და გიორგი III-ისა, პოემის დანარჩენ პერსონაქებშიაც შესაძლოა ამოცნობილ
იქმნას ისტორიულ პირთა მოგონება.
ასე ხვარაზმშა, მოწვეული ნესტანის საქმროდ, რომელიც უბედურად იღუპება,
პოეტურ ასპექტში წარმოგვიდგენს თამარის საქმროდ მოწვეულ გიორგი რუსს, რომელსაც
თანამედროვე საისტორიო წყარო „სვე-უბედურს“ უწოდებს.
ნიშანდობლივ შესაძლოა ამოცნობილ იქმნას დავარ, მამიდა და აღმზრდელი
ნესტან-დარეჯანისა, რომელიც სჩანს არის რუსუდანი, მამიდა და აღმზრდელი თამარისა.
რუსუდანი, ქართველთა და სპარსთა დედოფლად წოდებული, ირანში იყო გათხოვილი და
დაქვრივების შემდეგ იგი საქართველოში დაბრუნდა. რუსუდანი უდიდესი გავლენით
სარგებლობდა საქართველოში, როგორც აღმზრდელი თამარისა, და თამარის ახალგაზრდობის
დროს რუსუდანი ფაქტიური რეგენტი იყო სახელმწიფოსი.
საისტორიო წყაროები რუსუდანს წარმოგვიდგენს, როგორც უაღრესად დამსახურებულს
პიროვნებას. შოთა კი რუსუდანს – დავარს წარმოგვიდგენს ბნელის ფერებით.
რისთვის? ცხადია იმის გამო, რომ რუსუდანმა, საბედისწერო როლი ითამაშა თამარის პირად
ცხოვრებაში, რადგან რუსუდანმა, როგორც ეს ირკვევა საისტორიო წყაროებიდან, ნება
დართო გიორგი რუსის მოწვევას. თამარმა, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ქალმა,
თუმცაღა უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია ამას, მაგრამ ვერას გახდა და თამარის პირადი
ცხოვრება უბედურად მოეწყო.
მსგავსება რუსუდანისა და დავარისა იმდენად ახლოა, რომ პოეტი თითქოს შეგნებულად ხაზს
უსვამს მათს იგივეობას, რომ მკითხველს არ დარჩეს ამაში არავითარი ეჭვი:
როგორც რუსუდან, ისე დავარ, „ორივე დაა მეფისა; ორივე უცხოეთშია გათხოვილი; ორივენი
დაქვრივდებიან და სამშობლოში ბრუნდებიან; ორივენი ზრდიან მეფის ერთად-ერთს
ქალიშვილსა და ტახტის მემკვიდრეს; ორივენი გახდებიან მიზეზი თავისი აღზრდილის
პირადი უბედურებისა.
ბერიანიძე ნინო
![]() |
55 გვერდი 59 |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენ ამით დავასრულებთ ამ ისტორიულს ექსკურსს.
ამ-რიგად, როგორც ირკვევა, ვეფხის-ტყაოსანში გაირჩევა ისტორიული სინამდვილის ანარეკლი. ეს, რასაკვირველია, სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ვეფხის-ტყაოსანში ჩვენ გვქონდეს ისტორიული ამბების უბრალო ქრონიკა. ვეფხის-ტყაოსანი, როგორც ეს ზევითაც გვქონდა ნათქვამი, პირველ ყოვლისა არის, რასაკვირველია Dichtung-პოეზია და მხოლოდ შემდეგ Walrheit— სინა– მდვილე. ისტორიული სინამდვილე აქ პოეტურ ასპექტშია მოცემული, და ბევრ შემთხვევაში ძნელია აქ ზუსტად ხაზის გავლება, თუ სად თავდება Dicliting და სად იწყება Wahrlieit.
მაინც, ვეფხის-ტყაოსანში ისტორიული ელემენტები გაცილებით მეტი უნდა იყვეს, ვიდრე ეს ამ ჟამად შეგვიძლია გავარჩიოთ*. ვეფხის-ტყაოსნის ისტორიული ელემენტების სრულს ამოშიფრვას აძნელებს ის გარემოება, რომ ჩვენ დრომდე არ მოღწეულა ცნობები მე-12 საუკუნის ისტორიის ისეთი მხარეების შესახებ, რაც ჩვენი საკითხისათვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა ყოფილიყო. თამარის ეპოქიდან ჩვენ დრომდე შენახულა მხოლოდ ოფიციალური ხასიათის ქრონიკები, რომლებიც, ბუნებრივია, გვერდს უვლიან ისეთ მოვლენებს, რაც ლეგიტიმურის თვალსაზრისით მიუღებელი იყო. |
* ჩვენ ამ-გზის არ ვეხებით ისტორიულ რემინისცენციებს არაბეთის გმირთა პერსონა– ჟებში. უეჭველია, ჩვენ გვაქვს ერთგვარი პოეტური დუბლირება ინდოეთისა და არაბეთის გმირების სახით. ავთანდილ ( — „ძე დიდებულთა დიდ-გვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით“) — სახეცვლილი პოეტური ორეულია ტარიელისა, როგორც თინათინ მეორე ასპექტია ნესტანისა, როსტევან — ფარსადანისა. სწორეთ ამ პოეტურ დუბლირებაში არის გენიალური სიდიადე რუსთაველის ხელოვნებისა, რომელიც ერთი და იმავე მხატვრული პროტოტიპის სხვადასხვა პოეტურ პლანში წარმოდგენით შლის მზღვარს Diclitung-სა და Wahrheit-ს. შორის. |
თამარის გამეფება ეს იყო ტახტის მემკვიდრეობის ახალი წესის
დამკვი– დრება, რადგან მანამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ საქართველოს ტახტზე. ქალი
ასულიყო. და ჩვენ არ ვიცით კარგად, თუ როგორ ჩატარდა თამარის გამეფება. ვიცით
მხოლოდ, რომ თამარის მეფობის პირველ წლებში ადგილი ჰქონდა დიდ პოლიტიკურ კრიზისს და
რომ ხელისუფლებისათვის იბრძოდა რამდენიმე პოლიტიკური დასი. ოფიციალური ისტორიკოსები
ყრუდ ეხებიან ამ ბრძოლას, და როგორც სჩანს გვერდს უვლიან ისეთ ამბებს, რაც მეფის
ხელის– უფლების ინტერესებისათვის და ლეგიტიმურის თვალსაზრისით არ იყო მისაღები.
კერძოდ, როგორი იყო ამ კრიზისის წლებში მდგომარეობა ჰერეთის ბაგრატიონთა გვარისა,
რომელსაც ბუნებრივი მემკვიდრეობის წესით. შესაძლოა პრეტენზიები ჰქონოდა საქართველოს
სამეფო ტახტზე? აქ იდგა სწორედ ის კითხვა, რომელიც აღძრულია ვეფხის-ტყაოსანში:
570
(ა) „იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია!
(ბ) ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, - ყველაი თქვენ მოგხვდომია:
(გ) ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია;
(დ) სამართლად ტახტი უჩემოდ არვისად მისახვდომია!
571
(ა) „ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ-მართალია:
(ბ) ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გივის ერთაი ქალია,
(დ) სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხრმალია?!
კომლაძე ნანა
![]() |
56 გვერდი 60 |
▲ზევით დაბრუნება |
ოფიციალური ისტორიკოსები ამ კითხვაზე არას გვიპასუხებენ. ხოლო საქმის ვითარების გათვალისწინებიდან უნდა დავასკვნათ, რომ საქართველოს ფეო! დალური დაჯგუფებანი სჩანს წინააღმდეგნი ყოფილან, რომ წინ წამოწეულიყო. ამ-დროს უკვე მათივე თანაბარი ჰერეთის ბაგრატიონთა გვარეულობა, რომელსაც მეფობის ხარისხი უკვე ჩამორთმეული ჰქონდათ, ერისთავის ტიტულს ატარებდნენ, და სხვა ფეოდალურ გვარებთან თანაბარ პირობებში იყვნენ ჩაყენებული. ფეოდალური წრეების თათბირმა, როგორც ცნობილია, გადასწყვიტა თამა– რის საქმროს უცხოეთიდან მოწვევა (ისევე, როგორც ვეფხის-ტყაოსანში უცხოეთიდან იწვევენ ხვარაზმშას) და თავისი არჩევანი გიორგი სვე-უბედურზე შეაჩერა. ეს მოხდა, როგორც ისტორიკოსები გადმოგვცემენ, წინააღმდეგ თამარის სურვილისა, და ეს იყო მიზეზი თამარის პირადი უბედურების.
20. შოთას პოეფური თხზულებანი
შოთას განდევნა საქართველოდან. ვეფხის-ტყაოსანი უცხოეთშია დაწერილი
შოთას პოეტური შემოქმედების შესახებ ჩვენ ფრაგმენტარული ცნობები მოგვეპოვება.
როდის ჩაისახა შოთაში პირველი ინტერესი პოეზიისადმი? რა პირობებში მოხდა მისი
პოეტური პიროვნების ჩამოყალიბება? ამის შესახებ ჩვენ არა ვი(კით რა.
ჩვენ არ გვაქვს აგრეთვე ცნობები შოთას ყველა ნაწარმოებთა შესახებ.
ირკვევა მხოლოდ, რომ შოთას, როგორც ეს უკვე აღნიშნული გვქონდა, ვეფხის-ტყაოსანზე
ადრე გამოქვეყნებული ჰქონია ორი პოეტური ნაწარმოები: რომანი იოსებ მშვენიერზე და
„ქებანი“.
ირკვევა ამასთან ერთი უაღრესად საყურადღებო გარემოება: შოთას თავისი პირველი
ნაწარმოებნი საქართველოში გამოუქვეყნებია. ხოლო ამის შემდეგ შოთა, როგორც ირკვევა,
განუდევნიათ საქართველოდან. ვეფხის-ტყაოსანი შოთას დაუწერია, — თუ მთლიანად არა,
ნაწილობრივ მაინც, — უცხოეთში, დევნილებაში ყოფნის დროს.
ეს საკითხი მოითხოვს გამოკვლევას და ჩვენც ამის განხილვაზე გადავდივართ.
თავდაპირველად მივმართოთ თვით ვეფხის-ტყაოსნის პროლოგს. ვეფხის„ტყაოსნის პროლოგში
შოთა სწერს:
4
(ა) თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული,
(ბ) ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ ავად გამორჩეული.
(გ) მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული,
(დ) ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.
10
(ა) თვალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა;
(ბ) აჰა, გული გამიჯნურდა, მიჰხვდომია ველთა რბენა!
(გ) მიაჯეთ ვინ, ხორცთა დაწვა კმარის, მისცეს სულთა ლხენა.
(დ) სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა.
19
(ა) ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;
ცქიტიშვილი მადონა
![]() |
57 გვერდი 61 |
▲ზევით დაბრუნება |
მოგვყავს ამ ტექსტის ზედმიწევნითი თარგმანი ახალ ქართულზე
(მეტაფორების
გახსნით):
„მეფის თამარის ქებას ვიწყებ მე — დამაფრქვეველი სისხლისა ცრემლთა!
თამარის ქებანი მე უწინაც მითქვამს, და იგი ქებანი არ იყო ცუდად შერჩეული: მელნად
მე მაშინ მქონდა გიშრის ტბა [— თამარის თვალები, რომლის ხილვას იმ დროს ღირს
ვიყავ]; ხოლო კალამი თვით მე ვიყავ, რხეული ლერწამი [გალეული ლერწამის მსგავსად
მიჯნურობის სევდით]. ვინც მოისმენს (იმ პირველი ქებათა), მისი გული ლახვარით
განიგმირება.
„ჩემს თვალებს, რომელთაც აღარ უნათებს [მზე-თამარ], ვით არ მოენატროს მისი ახლად
ხილვა. აჰა, გული მოიცვა მიჯნურობამ და მე ხვედრად მერგო ველად გაჭრა: მითხოვეთ
მისგან (მზე-თამარისგან], რომელსაც აქვს ძალი დასწვას [თავისი სხივებით] სხეული,
მიანიჭოს [მისი სახის ხილვით] ლხენა სულს! [ახალი ზეშთაგონება]— ქება „სამთა ფერთა“
ლამის მოითხოვს თვით ლექსთა [ზენით] გარდამოვლენას.
„ჩემი აწ სცანით ყოველმან, მე ვაქებ მასვე, ვისაც ვაქებდი, თამარს...“
ინტერპრეტაცია ამ ტექსტისა არ იწვევს არავითარ ეჭვს. ამ ტექსტიდან ირკვევა, რომ
შოთა თავისი პირველი თხზულების „ქებათა“ დაწერის დროს თამარის კარზე ყოფილა. პოეტი
ამბობს, რომ ეს პირველი ქებანი „არ იყო ცუდად შერჩეული“,- რადგან მას მაშინ მელნად
ჰქონდა გიშრის ტბა — თამარის თვალები (რომლის ხილვის ღირსიც იგი ამ დროს ყოფილა);
ხოლო კალამი თვით პოეტი იყო, რჩეული ლერწამი (—ე. ი. ლერწამის კალმის მსგავსად
გალეული მიჯნურობის სევდისაგან).
ხოლო როდესაც იგი ვეფხის-ტყაოსანს სწერდა, იგი ამ დროს განშორებული ყოფილა თამარს.
ამის გამოა, რომ იგი მოგვითხრობს თამარზე „სისხლისა ცრემლ-დათხეული“. პოეტი
გვეუბნება, რომ მის თვალებს აღარ უნათებს თამარი და იგი, ინატრის მის ახლად ხილვას
(„თვალთა მისგან უნათლოთა ენატრამცა ახლად ჩენა, აჰა, გული გამიჯნურდა, მიმნდომია
ველთა რბენა!“).
ამ-რიგად პროლოგიდან ცხადი ხდება, რომ შოთა თავის პირველ ნაწარმოების „ქებათა“
დაწერის დროს—თამარის კარზე ყოფილა, ხოლო ვეფხის-ტყაოსნის დაწერის დროს მოშორებულია
თამარს.
* * *
საკითხავია ამის შემდეგ, თუ სად იმყოფებოდა პოეტი. იქნებ შოთა მხოლოდ თამარის კარს
იყო მოშორებული? იქნებ შოთა განდევნეს მხოლოდ სამეფო კარიდან, მაგრამ მაინც
საქართველოში იმყოფება?
ვეფხის-ტყაოსნის რეალიების განხილვა გვაფიქრებინებს, რომ შოთა სჩანს განდევნილი იყო
არა მარტო სამეფო კარიდან, არამედ საქართველოდანაც.
აი ამის შესახებ თითონ შოთას პოემის ჩვენებანი:
1. ვეფხის-ტყაოსნის ცალკე კარები ხშირად იწყება ლირიკული შესავალით, სადაც პოეტი
პირველი პირით გვესაუბრება.
მენთეშაშვილი მაიკო
![]() |
58 გვერდი 62 |
▲ზევით დაბრუნება |
კერძოდ ასეთი ლირიკული შესავალით იხსნება პოემის ერთი კარი, რომელიც საც ეწოდება:
„წასლვა ავთანდილისა ძებნად ტარიელისა“
აი ტექსტი ამ ლირიკული შესავალისა:
182
(ა)
ამ
საქმესა
მემოწმების დივანი ბრძენი, ეზროს:
(ბ) საბრალოა, ოდეს
ვარდი დაეთრთვილოს,
და-ცა-ეზროს,
(გ) ვის ბალახში არა
ჰგვანდეს
და ლერწამი
ტანად
ეზროს,
(დ)
იგი
სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან
იაბეზროს. - ო
რომ მკითხველისათვის ზედმიწევნით ცხადი იყვეს შინაარსი ამ სტროფისა მოგვყავს
განმარტება ცალკე ადგილებისა და მეტაფორებისა:
ა. „ სამყოფთაგან
იაბეზროს“ — ეს ნიშნავს:
„მამულისაგან განიდევნოს, გაძევებულ იქმნას“. შეუდარეთ ანალოგიური ტექსტი: „მეყვისი
გააძოს და მამულისაგან გააბეზროს“ (იხ. ბექა-აღბუღას კოდექსი, § 48). "
ბ. მეტაფორა: „ბალახში არა
ჰგვანდეს
“ ნიშნავს: „ფერნამკრთალი [ცრემლთა დენის-გან]“. ბადახში, ე. ი. ბადახშანური ლალი
აქ შედარებულია პირისახესთან.
გ. „ლერწამი
ტანად
ეზროს,“ ე. ი. „ტანად
ლერწამის ზრო ჰქონდეს“, — ნიშნავს: გალეული იყვეს ვით ლერწამი სევდისაგან.
ორივე ეს მეტაფორა რუსთველის პოეტიკის თანახმად აღნიშნავს განშორებული მიჯნურის
მწუხარებას.
დ. დივანი — პოეტურ თხზულებათა კრებული.
ამ-რიგად, ეს სტროფი სიტყვა-სიტყვითს თარგმანში ახალ-ქართულზე, მეტაფორების
გახსნით, გადმოგვცემს შემდეგს:
„ამას მემოწმება მე „დივანი“ ბრძენის ეზროსი: საბრალოა ოდეს ვარდი “ —
[სახე] დაითრთვილება, დაზრება [ცრემლით] საბრალოა, როცა [მიჯნური], ფერნამკრთალი
[ცრემლთა დენით], გალეული [სევდისაგან] ვით ლერწამი, უცხოეთში გარდაიხვეწება
საყარიბოდ, განდევნილი („აბეზარ-ქმნილი“) მისი მამულიდან“.
ვის ეხება ეს სტროფი?
პოემის ტექსტთან ამ სტროფს არა აქვს პირდაპირი კავშირი. მართალია, ამის შემდეგ
იწყება ავთანდილის მოგზაურობის აღწერა, მაგრამ იგი არ ყოფი ლა სამშობლოდან
განდევნილი. იგი წავიდა ტარიელის საძებრად თავისი მიჯნურის თინათინის დავალებით და
აქ არ იყო მამულიდან გაძევება, „სამყოფთა; გან აბეზარ-ქმნა“.
ამას გარდა უაღრესად მნიშვნელოვანია თვით ის გარემოებაც, რომ შოთა იგონებს და
მოწმად მოჰყავს „დივანი“ (ე. ი. პოეტურ თხზულებათა კრებული) ბრძენის ეზროსი.
ეზრო ეს არის ცნობილი პოეტი მე-12 საუკუნისა (არაბულ ენაზე მწერალი), რომელმაც
უცხოეთს ყარიბობაში გაატარა მრავალი წლები, და რომლის „დივანი“ შეიცავს მელანქოლიურ
მოგონებებს სამშობლო ქვეყნის შესახებ.
2. აქ აღძრულ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებით საყურადღებოსა და გადამწყვეტი
მნიშვნელობის ჩვენებას იძლევა განთქმული სტროფი ვეფხისტყაოსნისა „ვა, სოფელო!“ „
ვეფხის-ტყაოსნის მკითხველს, რასაკვირველია, კარგად ახსოვს ის ეპიზოდი პოემისა, როცა
ავთანდილი მეორედ გაიპარება არაბეთიდან და შეეყრება თავის ძმად-ნაფიცს ტარიელს.
ავთანდილი მცირე-ხანს დარჩება ტარიელთან და აქედან
ონოფრიშვილი ლეილა
![]() |
59 გვერდი 63 |
▲ზევით დაბრუნება |
იგი გაემგზავრება დაკარგული
ნესტან-დარეჯანის საძებრად. პოეტი. ასე აგვიწერს ტარიელისა და ავთანდილის
განშორებას:
954
(ა) მათ ყმათა, მუნით წასრულთა, იგი დღე ერთგან იარეს,
(ბ) ზღვის პირს მივიდეს, მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს
959
(ა) გაიყარნეს ტირილითა, პირსა ხოკით, თმათა გლეჯით,
(ბ) ერთი აღმა, ერთი ჩაღმა, უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით;
(გ) ვირე უჩნდა ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით;
(დ) იგი ნახნეს დაღრეჯილნი, მზე დაიღრეჯს მისით ღრეჯით.
ამის შემდეგ
ვეფხის-ტყაოსანში იწყება ახალი თავი, რომელსაც პოეტი იწყებს ლირიკული შესავალით; აქ
პოეტი უკვე პირველის პირით ლაპარაკობს თავის თავზე; აი ეს სტროფი:
960
(ა) ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა?
(ბ) ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
(გ) სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა!
(დ) მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა!
აქ უკვე აღარავითარი ეჭვი აღარ არის, რომ ეს სტროფი ეხება თითონ შოთას:
ა. ამ სტროფს არა აქვს არავითარი უშუალო გადაბმული კავშირი თითონ მოთხრობასთან.
ზევით აწერილი იყო ტარიელის და ავთანდილის გაყრა; ხოლო ქვევით იწყება ასეთივე
დამოუკიდებელი მოთხრობა, ავთანდილის მოგზაურობის აღწერა.
ბ. პოეტი აქ, როგორც ვხედავთ, თითონ ლაპარაკობს პირველის პირით
თავის-თავზე: „ვა, სოფელო რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა: ყოვლიმც შენი
მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ სტირსა“. პოეტი მოწყვეტილია თავის სამშობლოს და
სამკვიდროს, იგი უცხოეთშია გადახვეწილი: „სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით
ძირსა!“.
ამრიგად ირკვევა, რომ შოთა უცხოეთში ყოფილა გადახვეწილი და მისი გენიალური პოემა
ვეფნის-ტყაოსანი შოთას დაუწერია —თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც უცხოეთში,
დევნილებაში ყოფნის დროს.
* * *
რით უნდა ყოფილიყო გამოწვეული შოთას საქართველოდან გაძევება? ამის შესახებ პირდაპირი ცნობები არ მოღწეულა.
მიზეზი შოთას უცხოეთში გარდახვეწისა
ბევრი რამ შესაძლოა ყოფილიყო. შოთას წასვლა საქართველოდან შესაძლოა დაკავშირებული
იყო შოთას და თამარის მიჯნურობის ტრაგიკულ ისტორიასთან. ეს იქნებ ამას ემატებოდა
აგრეთვე ისიც, რომ შოთა — ტარიელის ორეული — როგორც შესაძლო პრეტენდენტი ხელისუფლებისა, მიუღებელი იყო მმართველი წრეებისათვის.
ამას გარდა საფიქრებელია აგრეთვე, რომ შოთას საქართველოდან გაძევება დაკავშირებული
ყოფილიყო შოთას სალიტერატურო მოღვაწეობასთანაც.
რომ აქ ადგილი უნდა ჰქონოდა ამ მესამე მიზეზსაც, სხვა მიზეზებთან ერთად, ამას
გვაფიქრებინებს ზოგიერთი გარემოება, რომლის აღნიშვნა ზედმეტი არ იქნება.
ტუღუში თეა
![]() |
60 გვერდი 64 |
▲ზევით დაბრუნება |
* * *
შოთას, როგორც გამორკვეული გვქონდა, ვეფხის-ტყაოსანზე. ადრე გამ ქვეყნებული ჰქონია პოეტური ნაწარმოები „ქებანი“.
უნებლიეთ იბადება ეჭვი, ხომ არ ჰქონდა შოთას განდევნას საქართველოდან კავშირი ამ ნაწარმოების გამოქვეყნებასთან. საქმე ის არის, რომ შოთას ამ ადრინდელი ნაწარმოების ბედი მართლაც უცნაურია.
შოთა ამ თავის ნაწარმოებს შედევრად სთვლის; იგი ადარებს მას ვეფხისტყაოსანთან და ამბობს, რომ ეს ადრინდელი თხზულება წარმოადგენდა— „სრულქმნას სიტყვათა გულისა გასაგმირეთა“.
შოთას ამ ადრინდელს პოემას
ჩვენამდე არ მოუღწევია; შემთხვევითი იყო მისი დაკარგვა? მართალია, მე-12 საუკუნიდან
ბევრი პოეტური თხზულება დაიკარგა მომდევნო საუკუნეთა მანძილზე, მაგრამ შოთას ამ
ნაწარმოების ბედი ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენს.
მართლაც შოთას ამ ნაწამოებს არათუ ჩვენამდე არ მოუღწევია, არამედ მის შესახებ
საზოგადოდ არ შენახულა არავითარი ცნობა ძველ-ქართულ ბიბ– ლიოგრაფიულ ინდექსებში.
კლასიკური ეპოქიდან ბევრი თხზულება დაიკარგა, მაგრამ მათი არსებობის შესახებ მაინც
შერჩენილა რაიმე კვალი, ან თითონ თხზულების სახელი, ან ცნობა მოთხრობის
პერსონაჟებზე და სხვ. ხოლო შოთას ამ ნაწარმოების შესახებ არავითარი ცნობა არ
მოიპოვება ძველ ქართულ ტექსტებში, ეს პოემა უკვე ძველი დროიდანვე კვალწმიდად
დაკარგულად სჩანს. - ამის გამო უნებლიეთ იბადება ეჭვი, ხომ არ მოუსპიათ ეს პოემა
„ქებანი“ძველადვე, და ხომ არ იყო შოთას განდევნა საქართველოდან ამ პოემის
გამოქვეყნებასთან დაკავშირებული?
ეს ეჭვი უფრო ძლიერდება, როცა გადავიკითხავთ ვეფხის-ტყაოსნის პროლოგს. შოთა აქ გვესაუბრება თავის პირველ ქებათა შესახებ იმ-გვარად, რომ იგი თითქოს სცდილობს მის რეაბილიტაციას და თავის დაცვას:
19
(ა) ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;
(ბ) ესე მიჩს დიდად სახელად, არ თავი განმიქიქია!
ასეთი ტონი გაუგებარი იქნებოდა, თუ არ დაუშვებდით რომ შოთას
„ქებათა“ გამოუწვევიათ რაღაც „განქიქება“ და დევნა.
* * *
რა უნდა ყოფილიყო ამ ნაწარმოებში ისეთი, რომ გამოეწვია ოპოზიცია შოთას წინააღმდეგ?
ამის მიზეზები, როგორც ზევითაც აღვნიშნეთ, ბევრი რამ შესაძლოა ყოფილიყო, მაგრამ რა
ბრალდებებიც არ უნდა ყოფილიყვეს შოთას წინააღმდეგ წარმოდგენილი, ყოველ შემთხვევაში,
მათ უნდა დამატებოდა კიდევ ერთი მძიმე ბრალდება, შოთას ქრისტიანობიდან
განდგომილობის შესახებ. შოთა, ცხადია, მიუღებელი უნდა ყოფილიყო ორთოდოქსალურად
მოაზროვნე წრეებისათვის — სხვა მიზეზებთან ერთად— კერძოდ იმიტომაც, რომ შოთა
„ურწმუნოდ“, ქრისტიანობიდან განდგომილად ითვლებოდა.
ბახტაძე ნინო
![]() |
61 გვერდი 65 |
▲ზევით დაბრუნება |
ცნობილია, რომ თამარის მეფობის მეორე ნახევარში გაძლიერდა კლერ კალური რეაქცია. ეს რეაქცია იმდენად ძლიერად გრძნობდა თავს, რომ ცოტა უფრო გვიან, თამარის მემკვიდრის ლაშა-გიორგის დროს, არ მოერიდა მეფესთან კონფლიქტს და მეფის ტახტიდან გადაყენებაც კი განიზრახეს, იმის გამო, რომ იგი თავისუფლად-მოაზრეთა ფილოსოფიურ ორდენს, „რინდოთა“ წრეს ეკუთვნოდა. - ბუნებრივია, თუ ეს კლერიკალური წრეები არ დაინდობდენ არც შოთასაც. პოეტის თავისუფალი მოაზრეობა, საფიქრებელია, იყო მისი დევნის ერთ-ერთი მიზეზი.
21. შოთას დაბრუნება საქართველოში
შოთას ვეფხის-ტყაოსანი, როგორც გამორკვეული
გვქონდა, დაწერილია - მე-12 — 13 საუკუნეთა მიჯნაზე.
უფრო გვიან შოთა ისევ დაბრუნებულა საქართველოში უცხოეთში დევნილებიდან. როგორ,
როდის, რა პირობებში მოხდა შოთას დაბრუნება? დაბრუნდა თუ არა შოთა თამარის
მეფობაშივე?
თამარი, როგორც ცნობილია გარდაიცვალა 1213 წელს. ამაზე ადრე, 1206-7 წლ., თამარმა
გვირგვინი დაადგა თავის მემკვიდრეს ლაშა გიორგის, ხოლო 1207 წლიდან (დავით სოსლანის
გარდაცვალების შემდეგ) ლაშა თანამეფე გახდა თამარისა.
ლაშა, როგორც გამორკვეულია, ქართული ჰუმანისტური მოძრაობის თანამგრძნობი და
მიმდევარი იყო (— იგი, როგორც მოვიხსენეთ, ითვლებოდა თავისუფლად მოაზროვნეთა –
„რინდოთა“ წრის წევრად).
აი ამ ხანებში, თამარის მეფობის უკანასკნელ წლებში, ან ლაშა-გიორგის გამეფებიდან,
ე. ი. 1213 წლის ახლო დროს, უნდა მომხდარიყო შოთას დაბრუნება საქართველოში,
საფიქრებელია ლაშა-გიორგის წრისა და თვით ლაშას მფარველობითა და შეწყნარებით.
რომ შოთა თამარის მეფობის ბოლო წლებში სჩანს საქართველოში ჩამობრუნდა, ამას
გვაფიქრებინებსკერძოდ ის გარემოება, რომ შოთას პოემა ვეფხის-ტყაოსანი ამ დროს უკვე
ცნობილი გამხდარა ლიტერატურულ წრეებში. (ასე, „თამარიანის“ რედაქტორი, თავის
ბიბლიოგრაფიულ შენიშვნაში, რომელიც საფიქრებელია დაწერილია არა უგვიანეს 1213
წლისა, მოიხსენებს შოთას ვეფხის-ტყაოსნის პერონაჟს).
* * *
1213 წელს, როდესაც გამეფდა ლაშა, და რომელი წლის ახლო ხანებში მომხდარა შოთას
საქართველოში დაბრუნება, შოთა უკვე 44 — 47 წლებს იყო მიწევნილი.
შოთას საქართველოში დაბრუნების შემდეგ კარგა ხანი უცხოვრია და დიდი სიბერემდე
მიუღწევია, რომ შოთამ ღრმა მოხუცებამდი მიაღწია, ამას საგანგებოდ აღნიშნავენ
შემდეგი დროის მწერლები, რომლებიც ეხებიან შოთას.
ნადირაძე მარიკა
![]() |
62 გვერდი 66 |
▲ზევით დაბრუნება |
ასე ერთ ტექსტში, რომელიც მე-15 — 16 საუკუნეთა საზღვარზეა
დაწერილი და რომელიც შეიცავს პოეტურ დიალოგს რუსთველსა და მეორე - ძველ-ნlid
ქართველ პოეტს სერაპიონს შორის, შოთა შემდეგი სიტყვებით მიჰმართავს სერაპიონს:
„რას მიმერჩი
ბერი-ბერსა
მე გავლექსე ლამაზ-ენა“...
მეორე ძველ-ქართულ ლიტერატურულ
ძეგლში, რომელიც ეხება შოთას, და რომელიც შეიცავს შოთას და თეიმურაზის პოეტურს
გაბაასებას, თეიმურაზის შემდეგი სიტყვებით მიჰმართავს შოთას:
„ბერი ხარ და ლიტრით მოგცემ
სიჭაბუკის შენა ფაზარს!“
ისტორიული წყაროები ადასტურებენ ამ ლიტერატურულ გადმოცემას. შოთას, როგორც ირკვევა, ღრმა მოხუცებამდი მიუღწევია. ძველ-ქართული საისტორიო ძეგლის ჟამთააღმწერელობის ცნობებით ირკვევა, რომ შოთა ცოცხალი ყოფილა თამარის მემკვიდრეთა — ლაშას და რუსუდანის მეფობის დროს. შოთა გარდაცვლილა 1245 წლის ახლო ხანებში, როდესაც შოთა 76 — 79 წლებს ყოფილა მიწევნილი.
22. უკანასკნელი პერიოდი შოთას ცხოვრებისა
(1213-1245 წ.) განაგრძო თუ არა შოთამ ლიტერატურული მოღვაწეობა საქართველოში
დაბრუნების შემდეგ? დასწერა მან რამე, გარდა ვეფხის-ტყაოსნისა? ცნობები ამის
შესახებ არ მოღწეულა. ოფიციალურ ისტორიაში შოთა მოიხსენება მხოლოდ იმდენად,
რამდენადაც მას დამოკიდებულება ჰქონდა სახელმწიფო საქმეებთან.
შოთას დაბრუნებისას უცხოეთიდან, გრიგოლ ჰერეთის ერისთავის გარდაცვალების შემდეგ,
შოთაზე, როგორც გვარის უფროს წარმომადგენელზე, გადასულა ჰერეთის ერისთავის
თანამდებობა. მე-13 საუკუნის ოფიციალურ ისტორიაში შოთას მიემართება სახელწოდება
„ერისთავისა“ და „მთავრისა“.
მე-13 საუკუნის 20-იანი წლებიდან საქართველოს თავს დაატყდა დიდი პოლიტიკური
კატასტროფა.
ჯერ კიდევ 1221 წელს საქართველოში გამოჩნდა მონგოლთა პირველი რაზმები. 1225 — 1230
წლებში საქართველო გადასთელეს მონგოლებიდან დევნილმა ხვარაზმელთა ურდოებმა
ხვარაზმშაჰის ჯელალედინის მეთაურობით. ხო
გაჩეჩილაძე თეა
![]() |
63 გვერდი 67 |
▲ზევით დაბრუნება |
30-იანი წლებიდან საქართველოში დამყარდა მონგოლთა მფლობელობა.
ამის შემდეგ იწყება ანარქია და ქვეყანა სრული განადგურების პირას დადგა და აი ამ
კატასტროფიულ წლებში მოხუცი შოთა მოუწოდებიათ სახელმწიფო საქმეებისათვის და იგი
ახლო მონაწილეობას იღებს ქვეყნის ბედში. შოთას ამ დროიდან ჩვენ ვხედავთ, როგორც
ერთ-ერთ ხელმძღვანელსა და მონაწილეს უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო საქმეთა
გადაწყვეტის დროს.
მონგოლთა ხანის ქართველი ისტორიკოსი („ჟამთა-აღმწერელი“) მოგვითხრობს, რომ მე-13
საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც აღმოსავლეთი საქართველო საბოლოოდ დაიპყრეს
მონგოლებმა, სახელმწიფო თათბირზე გადაწყდა დაზავება და მოლაპარაკების გამართვა
მონგოლებთან. მოლაპარაკების წარმოება დაუვალებიათ შოთასათვის და მასთან ერთად
სახელმწიფო კარის სამი ვაზირისათვის.
ამის შემდეგ, იმავე ისტორიკოსის ცნობით, შოთამ და სხვა ქართველმა მთავრებმა
წაიყვანეს მონგოლთა ურდოში საქართველოს მემკვიდრე დავით ნარინი, რათა გამოეთხოვათ
მონგოლებისაგან საქართველოს სამეფო ტახტის აღდგენა და დავით-ნარინის საქართველოს
მეფედ დამტკიცება.
1243 წლის ახლო ხანებში შოთა ყოფილა მონაწილე და ერთ-ერთი ხელმძღვანელი
კოხტის-თავის შეთქმულებისა, რომელიც მოაწყვეს ქართველმა პატრიოტებმა მონგოლთა
წინააღმდეგ. შეთქმულება ჩავარდა და შეთქმულების მონაწილენი, მათ შორის მოხუცი შოთა,
შეიპყრეს მონგოლებმა, მისცეს ისინი ველურსა და დამამცირებელს სატანჯველს, მაგრამ
ვერც ტანჯვითა და ვერც სიკვდილის მუქარით ვერ შესძლეს შეთქმულთა გატეხა. — ამ
გმირული ამბავის შესახებ, რომელიც ჩვენ გვინათებს მე-13 საუკუნის საქართველოს
ისტორიის ფურცლებიდან, და რომლის ხსოვნა არ გამქრალა შემდეგ საუკუნეებშიც, — ჩვენ
უკვე გვქონდა საუბარი ზემოთ.
შოთა უკანასკნელად მოიხსენება 1244 — 1245 წლებში, როდესაც იგი, სხვა ქართველ
მთავრებთან ერთად, შეეგება ტყვეობიდან დაბრუნებულს ლაშასძეს ულუ-დავითს.
შოთას ამის შემდეგ ბევრი აღარ უცოცხლია და გარდაცვლილა, როგორც აღნიშნული გვქონდა,
1245 წლის ახლო, ღრმად მოხუცებული, 76 — 79 წლებს მიწევნილი.
ასეთი იყო პოეტის ცხოვრების გზა.
დიადი ამბავი რუსთაველის ცხოვრებისა, რომელიც პირველად ხდება ცნობილი, და რომელიც
ტრაგიულობისა და გმირობის შარავანდედით ყოფილა მოსილი, გვაგრძნობინებს
ვეფნის-ტყაოსნის უკვდავი შემოქმედის სულიერს სამყაროს.
ალიმბარაშვილი თეა
![]() |
64 გვერდი 68 |
▲ზევით დაბრუნება |
ვეფხის-ტყაოსნის ისტორიულ-ლიტერატურული საკითხები
სიუჟეტი
შოთა რუსთაველის ბიოგრაფიის მიმოხილვის დამთავრების შემდეგ ჩვენ შევჩერდებით
ვეფხის-ტყაოსნის ისტორიულ-ლიტერატურულ მხარეზე. ჩვენ აქ საგანგებოდ განვიხილავთ
ვეფხის-ტყაოსნის სიუჟეტის საკითხს, რომელიც კამათის საგნად იყო ქცეული სპეციალურ
რუსთაველოლოგიურ ლიტერატურაში. ვეფხისტყაოსნის სიუჟეტის პრობლემას საბოლოოდ ეფინება
შუქი მას შემდეგ, რაც შესაძლო გახდა პოეტის ბიოგრაფიის აღდგენა და ამასთან
დაკავშირებით ისტორიული ქარგის ამოცნობა ვეფხის-ტყაოსნის მოთხრობაში.
თუ როგორი წარმოშობისაა ვეფხის-ტყაოსნის სიუჟეტი, ამ საგანზე სპეციალურ
ლიტერატურაში სხვადასხვა შეხედულება არსებობს. გამოთქმული იყო მოსაზრება, თითქო
ვეფხის-ტყაოსანი წარმოადგენს ქართულ ფოლკლორში დაცული ხალხური თქმულების
გადამუშავებას. არსებობს აგრეთვე შეხედულება, რომ ვეფხის-ტყაოსნის სიუჟეტი ირანული
ლიტერატურიდან უნდა მომდინარეობდეს. დასასრულ არსებობს შეხედულება, რომ
ვეფხის-ტყაოსნის სიუჟეტი ორიგინალურია და რომ პოეტს რაიმე უშუალო პროტოტიპი
სიუჟეტისა არა ჰქონია.
* * *
ყველაზე ნაკლებ დასაბუთებულია ვეფხის-ტყაოსნის სიუჟეტის ფოლკლორიდან მომდინარეობის
ჰიპოთეზი.
ეს ჰიპოთეზი ძირითადში ემყარება იმას, რომ ქართულ ფოლკლორში. ამჟამად მოიპოვება
თქმულებანი ვეფხის-ტყაოსნის ციკლისა, — ხალხური ვეფხისტყაოსანი. შოთას პოემის
პირველწყაროდ ვეფხის-ტყაოსნის ეს არსებული ხალხური ვერსიები არის მიჩნეული.
მაგრამ ეს შეხედულება ვერ უძლებს სერიოზულ კრიტიკას. შოთას პოემისა და ხალხური
ვეფხის-ტყაოსნის შედარებითი შესწავლა არ სტოვებს არავითარ ეჭვს, რომ შოთას პოემა კი
არ არის დამოკიდებული ხალხური ვეფხის-ტყაოსნიდან, არამედ პირიქით, ხალხური
ვეფხის-ტყაოსანი მომდინარეობს შოთას პოემიდან. აქ ჩვენ უცილობელად გვაქვს
ლიტერატურული ნაწარმოების შემდეგდროინდელი გახალხურების მაგალითი. შოთას პოემა,
როგორც ცნობილია, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა უძველესი დროიდანვე და
იგი საუკუნეთა განმავლობაში გადასულა ხალხში, დამკვიდრებულა ფოლკლორში და ამ გზით
წარმოშობილა ვეფხის-ტყაოსნის არსებული ხალხური ვერსიები.
ჩვენ ამით, რასაკვირველია, არ გვინდა ვთქვათ, რომ ვეფხის-ტყაოსანში არ იყოს ქართული
ფოლკლორიდან შეთვისებული ელემენტები. ასეთი ელემენტები პოემაში, სჩანს, მართლაც
არის. მაგრამ ეს ეხება არა სიუჟეტის მთლიანს აღნაგობას, არამედ სიუჟეტის ცალკეულ
ელემენტებს.
ამასთან აქ საჭიროა ხაზი გავუსვათ შემდეგს გარემოებას. შოთას პოემის ფოლკლორული
წყაროები, როგორც ირკვევა, უნდა ვეძიოთ არა ხალხურ ვეფხისტყაოსანში (— ეს
უკანასკნელი, როგორც აღვნიშნეთ, უეჭველია შოთას პოემიდან მომდინარეობს), არამედ
სხვა თქმულებებში, და პირველ რიგში ქართული ფოლ
გორდიაშვილი ინგა
![]() |
65 გვერდი 69 |
▲ზევით დაბრუნება |
ფოლკლორის უძველეს და უშესანიშნავეს ძეგლში — ამირანის თქმულებაში. ასე,
მაგალითისათვის აღვნიშნავთ, რომ შოთას პოემის გმირთა სამება რომელი ქაჯეთის ციხიდან
გამოიხსნის ნესტანდარეჯანს, ბევრ ხაზებში გვაგონებს ამირანის თქმულების სამს გმირს,
რომლებიც ზეციური კოშკიდან გამოიყვანენ მზეთა-მზე ქეთუკაძარს.
მაინც შეხვედრა შოთას პოემისა ფოლკლორთან, და კერძოდ ამირანის თქმულებასთან, არ
სცილდება — როგორც აღვნიშნეთ — სიუჟეტის ცალკეულ ხაზებს. შოთას, როგორც ირკვევ,
უსარგებლნია ქართული ფოლკლორული წყაროებით, ხალხური შემოქმედების მოტივებით, მაგრამ
ისიც "უდავოა, რომ პოემის სიუჟეტი მთლიანად აღებული, არ მომდინარეობს ფოლკლორიდან.
* * *
განვიხილოთ ამის შემდეგ ვეფხის-ტყაოსნის სიუჟეტის ირანულობის ჰიპოთეზი.
შეხედულება, რომ ვეფხის-ტყაოსნის სიუჟეტი ირანული ლიტერატურიდან უნდა
მომდინარეობდეს, ემყარება ვეფხის-ტყაოსნის ნაგვიანევ ხელნაწერებში დაცულს ერთს
სტროფს. ამ სტროფში აღნიშნულია, თითქოს ვეფხის-ტყაოსნის სიუჟეტი აღებულია ირანული
მოთხრობიდან („სპარსული ამბავიდან“).
ამ ცნობას, რასაკვირველია, არ შეეძლო არ გამოეწვია დიდი ინტერესი და ამ საგანზე
მთელი ლიტერატურა შეიქმნა. საკითხის შესწავლას უკვე ორას. წელზე მეტი ისტორია აქვს
(ვეფხის-ტყაოსნის სიუჟეტის „სპარსულობის“ საკითხი პირველად კრიტიკულად განიხილა
ვახტანგ VI-მ ვეფხის-ტყაოსნის კომენტარიებში, რომელიც 1712 წელს გამოქვეყნდა).
ეხლა ჩვენ უკვე შეგვიძლია შევაჯამოთ ამ ხანგრძლივი კვლევის შედეგები და საბოლოო
პასუხი გავცეთ აღძრულ საკითხს. მ ეს პასუხი უთუოდ უარყოფითია. გადაჭრით შეიძლება
ითქვას, რომ ცნობა ვეფხის-ტყაოსნის სიუჟეტის „სპარსულობაზე“ არ შეეფერება
სინამდვილეს; ირკვევა, რომ ვეფხის-ტყაოსნის სიუჟეტი ღრმად ორიგინალურია და რომ
პოემის მოთხრობას ძირები საქართველოს სინამდვილეში აქვს.
რომ ეს ასეა, ეს ცხადი გახდება შემდეგი მიმოხილვიდან.
1. თავდაპირველად საჭიროა აღინიშნოს, რომ ყველა ის ადგილები ვეფხის– - ტყაოსნისა,
რომლებიც ეხება ვეფხის-ტყაოსნის „ამბავის“ საკითხს, და რომლებიც
მოიპოვება ვეფხის-ტყაოსნის ნაგვიანევ ხელნაწერებში, არ ეკუთვნის თვით პოემის
ავტორს, არამედ წარმოადგენს, ინტერპოლაციებს, გვიანი დროის ჩამატებას რომ აქ საქმე
გვაქვს გვიანი დროის დანართებთან, ეს ცხადი ხდება ტექსტების ფილოლოგიური ანალიზიდან
და ვეფხის-ტყაოსნის პროლოგისა და ეპოლოგის პირვანდელი აღნაგობის გათვალისწინებიდან.
მათ დანარობას ადასტურებს აგრეთვე „ვეფხის-ტყაოსნის ხელნაწერების ტრადიციის
მერყეობა. (ასე, მაგალითად, ირკვევა, რომ სტროფი, რომელიც ვეფხის-ტყაოსნის ამბავის
„სპარსულობას“ ეხება, თავდაპირველად არ შედიოდა პოემის ტექსტში, არამედ მიწერილი
ყოფილა შენიშვნის სახით ხელნაწერის არშიაზე. ამით აიხსნება, რომ შემდეგ ამ
სტროფისათვის გარკვეული ადგილი ვერ მიუჩენიათ.
მაჩაბელი ირინა
![]() |
66 გვერდი 70 |
▲ზევით დაბრუნება |
შემდეგი დროის გადამწერლებმა არ იციან, თუ პოემის რომელ ადგილას ჩააკერონ ეს
სტროფი, რომელიც არშიაზე ყოფილა მიწერილი, და ათავსებენ ამ სტროფს ხან ვეფხის–
ტყაოსნის პროლოგში, ხან პროლოგის გარეთ — პირველ თავში).
2. ამრიგად, თუმცა ირკვევა, რომ ის სტროფი, რომელიც სიუჟეტის „სპარსულობას“ ეხება —
ყალბია და შემდეგ არის ჩართული ვეფხის-ტყაოსანში, მაგრამ ამით, რასაკვირველია,
კითხვა არ წყდება. გამოსარკვევი რჩება, თუ საიდან და რა გზით დაიბადა თვით ეს
შეხედულება, თითქო პოემის სიუჟეტი „სპარსული“ იყვეს? იქნებ ამ გვიანდელი დანართის
ავტორს ჰქონდა რაიმე ცნობა ან გადმოცემა სიუჟეტის სპარსულიდან მომდინარეობის
შესახებ? ხოლო თუ ეს ცნობა ლეგენდარულია, რის მიხედვით და რა მოსაზრებათა გამო
შეთხზა ამ გვიანი დროის ინტერპოლატორმა ეს ცნობა? - ამის გამორკვევა შესაძლებელი
ხდება.
თავდაპირველად მოვაგონებთ მკითხველს, რომ ვეფხის-ტყაოსნის ხელნაწერებში ჩვენ
გვხვდება ინტერპოლაციები სხვადასხვა დროისა. და მათი განხილვიდან ირკვევა, რომ
თავდაპირველად, როცა ლაპარაკობდნენ ვეფხის-ტყაოსნის „სპარსულობაზე“, აქ
გულისხმობდნენ არა სიუჟეტის სპარსულიდან სესხებას, არამედ ვეფხის-ტყაოსნის
მსოფლმხედველობას, ვეფხის-ტყაოსნის არა-ქრისტიანულს „მწვალებლურს“ (ერეტიკულს)
იდეოლოგიას.
ასე, ერთ ძველ ინტერპოლაციაში, რომლის შესახებაც ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი, აღნიშნულია, რომ ვეფხის-ტყაოსანი არ არის ქრისტიანული ნაწარმოები, რომ აქ გადმოცემულია „მწვალებლური“ სწავლა, „სპარსული“ მოძღვრება, რომ ვეფხის-ტყაოსანში ამის გამო არ არის ხსენება სამებისა და რომ ვეფხის-ტყაოსნის წაკითხვა წაწყმედას უდრის |
„... ნათქვამია იგ სპარსულად... არას შეიქმს ხორცს არ სულად, ... არ ახსენებს სამებასა ერთარსულად, არას გვარგებს საუკუნოს რა დღე იქმნას აღსასრულად“. |
აი ეს სტროფი გამხდარა მიზეზი, რომ შემდეგ წარმოშობილა ლეგენდა,
თითქოს ვეფხის-ტყაოსნის სიუჟეტი სპარსულიდან მომდინარეობდეს. გვიანი დროის
ინტერპოლატორს სრულიად აურევია ძველი ტრადიცია, რომელიც ეხებოდა არა სიუჟეტს,
არამედ იდეოლოგიას, ვეფხის-ტყაოსნის არა-ქრისტიანულს მოძღვრებას.
3. ვეფხის-ტყაოსნის სიუჟეტის საკითხის შესახებ არაა მნიშვნელობას მოკე ლებული ერთი
ტექსტი, რომელიც მე-14 საუკუნით თარიღდება. ეს ტექსტი,
როგორც ირკვევა, ეკუთვნის მე-14 საუკუნის ნახევრის პოეტს სარგის მცირე თმოგველს და შეტანილია ვეფხის-ტყაოსნის ხელნაწერში |
ხელნაწერში H — 2074 ეს ტექსტი აღნიშნულია თმოგველის სიგნატურით („თ“). |
სარგის თმოგველის ამ ტექსტის თანახმად ვეფხის-ტყაოსანი წარმოადგენს ქებას თამარისა (-— „სიტურფითა ვინ შუქთა ჰფენს ხმელთა შინა“). ამასთან აქ საგანგებოდ აღნიშნულია, რომ ეს ქებანი, რომელიც შოთამ ჰკადრა. თამარს, არვის უთქვამს შოთაზე წინ.
ამ ტექსტში სარგის თმოგველი თვით შოთას ალაპარაკებს ვეფხის-ტყაოსნის შესახებ და წარმოათქმევინებს შოთას შემდეგს სიტყვებს:
„... კვლავ ქებანი ვჰკადრენ-ვის მე, არვის უთქვამს ჩემსა წინა.
ისპად მოსიმახოსს მსგავსი, არ დავაცდენ ვისცა მინა,
მისთვის ( — თამარისთვის) ვლექსობ, სიტურფითა ვინ შუქთა ჰფენს ხმელთა შინა“.
თოდუა ელო
![]() |
67 გვერდი 71 |
▲ზევით დაბრუნება |
ამ-რიგად ეს ცნობა ვეფხის-ტყაოსნის ორიგინალობას გულისხმობს და სიუჟეტის უცხოურ წარმოშობას გამორიცხავს. ამ გადმოცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლევა იმის გამო, რომ იგი ძველ ხანას, მე-14 საუკუნის ნახევარს ეკუთვნის და ახლოა თვით შოთას ეპოქასთან.
4. რომ ვეფხის-ტყაოსნის სიუჟეტი არ არის „სპარსული“ (ირანული)
წარმოშობისა, ამას გადაჭრით ადასტურებს ის გარემოება, რომ ამ სიუჟეტის კვალს ჩვენ
ვერ ვპოულობთ ირანულ ლიტერატურაში.
ვეფხის-ტყაოსნის სიუჟეტის ძიება ირანულ მწერლობაში უკვე ორას წელზე მეტია რაც
სწარმოებს.
ვახტანგ VI, ვეფხის-ტყაოსნის პირველი მეცნიერი გამომცემელი და კომენტატორი,
საგანგებოდ დაინტერესებული იყო ვეფხის-ტყაოსნის სიუჟეტის საკითწით და სცდილა
გამოერკვია, მოიპოვება თუ არა ირანულ ლიტერატურაში ისეთი ნაწარმოები, რომელიც
ვეფხის-ტყაოსნის მსგავსს სიუჟეტს შეიცავდეს. ვახტანგ VI ირანულ კულტურაზე იყო
აღზრდილი და მას ჰქონდა შესაძლებლობა ამ საკითხის გამო ამომწურავი ძიება
ეწარმოებია. და ვახტანგი ამ ძიებამ უარყოფით დასკვნამდე მიიყვანა. ვეფხის-ტყაოსნის
კომენტარიებში, რომელიც ვახტანგმა 1712 წელს გამოაქვეყნა, ვახტანგი აცხადებს, რომ
ვეფხის-ტყაოსნის სიუჟეტი სპარსულ მწერლობაში არ არის; „სპარსშიდ ეს ამბავი არსად
იპოება“ — გადმოგვცემს ვახტანგი.
ძიება ვეფხის-ტყაოსნის სიუჟეტისა ვახტანგ VI-ით არ დასრულებულა. ამის შემდეგ
სხვებიც, და მათ შორის ისეთი ავტორიტეტული მკვლევარი და ერუდიტი, როგორიც იყო
განსვენებული აკადემიკოსი ნიკო მარრი, განაგრძნობდნენ ძებნას ვეფხის-ტყაოსნის
სიუჟეტის პროტოტიპისას, მაგრამ უშედეგოდ. ირანულ მწერლობაში არაფერი ამის მსგავსი
არ აღმოჩნდა. ტ 5. როდესაც ვეფხის-ტყაოსნის სიუჟეტის პროტოტიპის ძიება“ ირანულ
ლიტერატურაში უშედეგოდ დასრულდა, ამის შემდეგ ჰიპერკრიტიკოსთა მიერ წამოყენებულ
იქმნა ასეთი მოსაზრება: თუმცაღა ვეფხის-ტყაოსნის ამბავი ირანულ მწერლობაში არ არის,
მაგრამ შესაძლოა ასეთი სიუჟეტი არსებულიყო და შემდეგ დაკარგულიყოო.
მაგრამ ასეთი მოსაზრება მოკლებულია საფუძველს და აი რატომ.
საქმე ის არის, რომ ირანულ ლიტერატურაში არ მოიპოვება ისეთი სიუჟეტი, რომელსაც არ
ჰქონდეს მთელი რიგი განშტოებანი. არის სიუჟეტები, რომლებიც ათჯერ და მეტადაც
დამუშავებულა. ასე, მაგალითად, თემა იოსებზილიხანიანისა მარტო ირანულად, თურქული
ვერსიების მიუთვლელად, დამუშავებული იყო 13-ჯერ; ლეილა და მეჯნუნის სიუჟეტი
დამუშავებული იყო ირანულად 18-ჯერ, თურქულად 10-ჯერ.
და განა წარმოსადგენია, რომ ირანულად არსებულიყო ისეთი შინაარსის ნაწარმოები,
როგორიც არის ვეფხის-ტყაოსანი, რომელიც ჯერ მარტო თავისი ამბით, თავისი სიუჟეტით, —
გენიალობის ბეჭედს ატარებს, და რომ ასეთს ნაწარმოებს არ ჰქონოდა განშტოებანი
ირანულსა და სხვა აღმოსავლურ ლიტერატურებში? თუკი „ლეილა და მეჯნუნი“ 23-ჯერ იქნა
დამუშავებული ირანულად და თურქულად, ნუთუ ვეფხის-ტყაოსნის რომანტიულ სიუჟეტს
ნაკლები გამო
ონიანი იამზე
![]() |
68 გვერდი 72 |
▲ზევით დაბრუნება |
ძახილი უნდა ჰქონოდა? თავისთავად ცხადია, თუკი ვეფხის-ტყაოსნის
სიუჟეტი ირანული წარმოშობისა ყოფილიყო, ჩვენ დრომდე მოაღწევდა ან მისი დედანი, ან
მისი შემდეგდროინდელი გადამუშავება, ან მიბაძვები. მაგრამ არაფერი ამის მსგავსი არც
ირანულსა და სხვა აღმოსავლურ ლიტერატურაში არ არის.
მაგრამ ეს ცოტაა. შესაძლოა მეტიც აღინიშნოს.
საქმე ის არის, რომ ირანულსა და სხვა აღმოსავლურ ლიტერატურაში არათუ არ მოიპოვება
ვეფხის-ტყაოსნის სიუჟეტის შემცველი ნაწარმოები, არამედ აქ არც ერთ სალიტერატურო
წყაროში არ გვხვდება არავითარი ხსენება ან ციტატი ვეფხის-ტყაოსნიდან, არავითარი
თუნდ შორეული მოგონება ვეფხისტყაოსნისა, არსად არ არის მოხსენებული ვეფხის-ტყაოსნის
თუნდ რომელიმე გმირის სახელიც კი. ვერსად ვერ ვპოულობთ გამოძახილს არათუ
სიუჟეტისას, არამედ ცალკეული ნიშნეული ადგილებისა. ავიღოთ, მაგალითად, ისეთი
მკვეთრი სიმბოლიური სახე, როგორც არის ვეფხის-ტყავით შემოსვა მიჯნურობის გამო.
მიჯნურობის ამგვარის სიმბოლიკას ჩვენ ვერ ვპოულობთ ვერც ირანულს და ვერც საერთოდ
აღმოსავლურ ლიტერატურებში.
6. რომ ვეფხის-ტყაოსნის სიუჟეტი არ არის ირანული (სპარსული) წარმოშობისა, ამის
მაჩვენებელია კერძოდ ანტი-სპარსული ტენდენცია, რომელსაც შეიცავს პოემა.
ვეფხის-ტყაოსანი აღბეჭდილია ინტერნაციონალური სულით, იგი გამსჭვალულია ფართე
ჰუმანიტარული შემწყნარებლობით, აქ ერთგვარის სიყვარულით არის დახატული აღმოსავლეთის
სხვადასხვა ეროვნებათა წარმომადგენელი, – არაბნი, ინდონი, თურქნი და სხვ. მაგრამ
ამავე დროს პოემაში შეინიშნება გარკვეული ანტისპარსული ტენდენცია (— რაც აიხსნება
საქართველოსა და ირანის პოლიტიკური ურთი-ერთობით გარკვეულ ხანაში). ვეფხისტყაოსანში
წარმოდგენილია ერთად-ერთი მომქმედი პირი სპარსელი და ისიც უბედურებისა და ფათერაკის
განმასახიერებელი: სპარსეთის მფლობელის ხვარაზმშას უფლისწული. ამასთან სპარსელები,
როცა კი მათზეა საუბარი, მოიხსენებიან ერთგვარის ანტიპათიითა და სიძულვილის
გრძნობით („ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ“; „ჰკადრე თუ, სპარსთა
ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა“). თუკი ვეფხის-ტყაოსნის სიუჟეტი სპარსული წარმოშობისა
ყოფილიყო, რასაკვირველია, უცნაური იქნებოდა ეს ანტისპარსული ტენდენცია, რომელსაც
ჩვენ ვხედავთ ვეფხის-ტყაოსნის მოთხრობაში.
7. ძირითადი და გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენება, რომლის მიხედვითაც ირკვევა
ვეფხის-ტყაოსნის ორიგინალობა, ეს არის პოემაში დასახული ისტორიული გარემო. ავიღოთ
მაგალითისათვის ქალის კულტი და რაინდობა, რომლითაც შთაგონებულია პოემა და რაც არის
მამოძრავებელი საწყისი პოემის სიუჟეტისა. „ქალის კულტი და რაინდობის ინსტიტუტი იმ
სახით, როგორადაც იგი დახატულია "ვეფხის-ტყაოსანში, საქართველოს სინამდვილიდან არის
აღებული, შეიცავს წმინდა ქართულს სპეციფიკუმს და მას არა აქვს ანალოგია ისლამის
აღმოსავლეთში.
ფალავანდიშვილი თამარ
![]() |
69 გვერდი 73 |
▲ზევით დაბრუნება |
ეგევე ითქმის პოემის ტიპების შესახებ. ასე, — ქალი ვეფხის-ტყაოსანში
ნესტანდარეჯან, თინათინ, ფატმან, ასმათ — სრულებით სხვა არსებაა, ვიდრე ქალი
მუსულმანურ აღმოსავლეთში, მუსულმანურ ლიტერატურაში და ცხოვრებაში. ისლამის
გავრცელებისა და ჰარამხანის რეჟიმის შემოღების შემდეგ ქალმა მუსულმანურ მსოფლიოში დაჰკარგა დამოუკიდებელი მდგომარეობა, ხოლო
ვეფხის-ტყაოსანი არა მხოლოდ თავისი ცნობილი აფორიზმით „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ
იყოს თუნდა ხვადია“ — არამედ მთელი სიუჟეტური განვითარებით ამტკიცებს ქალისა და
ვაჟის თანასწორობის იდეას. პოემის გმირი ქალები ნესტან, თინათინ, ასმათ, ფატმან,
ისეთივე დამოუკიდებლობისა და აქტივობის სულს ამჟღავნებენ, როგორც პოემის გმირი
ვაჟები, — ტარიელ, ავთანდილ, ფრიდონ. ვეფხის-ტყაოსანში გადმოცემულია არა მხოლოდ
ქალის კულტი. პოემაში ამასთან ერთად წამოყენებულია პრინციპი ქალისა და ვაჟის
თანასწორობისა პოლიტიკურ ცხოვრებაში, და პოემის სიუჟეტი ამ მაღალი იდეის
გამომჟღავნებას შეიცავს. ვეფხის-ტყაოსანი წარმოგვიდგენს სულ სხვა სამყაროს ვიდრე
ამას ჩვენ ირანულ-არაბულ ლიტერატურაში ვხედავთ. ვეფხის-ტყაოსანში ასახულია ქართული
გარემო, პოემა თავისი ძირებით უღრმესად"არის დაკავშირებული საქართველოს
სინამდვილესთან. .
ამრიგად, ყოველივე იმის მიხედვით, რაც ზევით იყო გამორკვეული, გადაწყვეტილად
შეიძლება ჩაითვალოს კითხვა, რომ ვეფხის-ტყაოსნის სიუჟეტი არაა ირანული წარმოშობისა,
რომ ვეფხის-ტყაოსნის ამბავი უღრმესი ორიგინალობის ბეჭედს ატარებს. მე მაგრამ ამის
გარდა, ვეფხის-ტყაოსნის სიუჟეტის ორიგინალობას განსაკუთრებით მკვეთრად და საბოლოოდ
ადასტურებს შემდეგი:
ვეფხის-ტყაოსანში, როგორც გამოირკვა, ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ Dიცჰტუნგ, არამედ
ჭაჰრჰეიტ — ისტორიული სინამდვილის ანარეკლი, მოცემელი პოეტურ ასპექტში; პოემაში
არის გარკვეული ისტორიული ქარგა, რომელიც ორგანიული ნაწილია მოთხრობისა, ორგანიულად
არის შექსოვილი სიუჟეტთან.
ამის მიხედვით უღრმესი ორიგინალობა ვეფხის-ტყაოსნის სიუჟეტისა სრულიად ნათელი და
ცხადლივ დასანახი ხდება. ს პრობლემა ვეფხის-ტყაოსნის სიუჟეტისა, რომლის გამო
ხანგრძლივი კამათი იყო გამართული რუსთაველოლოგიურ ლიტერატურაში, საბოლოოდ
გამორკვეულად უნდა ჩაითვალოს მას შემდეგ, რაც აღდგენილ იქმნა პოეტის ბიოგრაფია და
ამასთან დაკავშირებით ამოშიფრულ იქმნა ისტორიული ქარგა ვეფხის-ტ68ოსნისა.
1934 — 1935 წ.
ტუღუში ნინო