![]() |
გრიგოლ ორბელიანის წერილები როგორც ბიოგრაფიული მასალა |
![]() |
1 გვერდი XV |
▲ზევით დაბრუნება |
1
ბევრი საყურადღებო ფაქტი გრ. ორბელიანის ბიოგრაფიიდან ჯერ კიდევ არ არის ცნობილი მკითხველთა ფართო მასისათვის. დღემდე გამოუქვეყნებელ წერილებსა და ოფიციალურ ჩვენებებს დაუცავთ მრავალი საინტერესო ცნობა, რომელიც მდიდარ მასალას შეიცავს პოეტის პიროვნებისა და მოღვაწეობის დასახასიათებლად. წერილების სრული კრებულის გამოცემით ჩვენ ვფიქრობთ ეს მასალა ყველასათვის ხელმისაწვდომი გავე ხადოთ.
განსაკუთრებით მცირე რამ ვიცოდით ჩვენ გრ. ორბელიანის სამხედრო წარსულის შესახებ. პოეტის ბიოგრაფი, იონა მეუნარგია გაკვრით გადმოგვცემს გრ. ორბელიანის ცხოვრების ამ პერიოდს და იქვე აღნიშ– ნავს: „დაწვლილებით აღწერა მისის ხანგრძლივის სამხედრო სამსახურისა „ჩვენ არც გვქონია აქ სახეში და არც შეგვეძლო იმ მცირე მასალების საშუალებით, რომელიც ჩვენს ხელთ იყო“(„ცხოვრება და ღვაწლი თ. გრიგოლ ორბელიანისა,“ ტფილისი, 1905, გვ. 73). ბიოგრაფი იქვე დასძენდა: „ჩვენ შეგვეძლო მოგვეყვანა არა ერთი განკარგულება და დარიგება ორბელიანისა, როგორც სარდლისა, რომელიც დაგვანახვებდა მის გონიერებას, მაგრამ მოვერიდეთ დეტალების მოყვანას, რომ ტყუილუბრალოდ არ დაგვემძიმებინა საზოგადო ცხოვრების აღწერა პოეტისა“-ო (იქვე); როგორც ამონაწერიდან ჩანს, „მასალების სიმცირეს“ და მონოგრაფიის საერთო გეგმას გამოუწვევია ის სიმკრთალე, რომელიც ი. მეუნარგიას მონოგრაფიაში ორბელიანი-სარდლის პორტრეტს ახასიათებს. საინტერესო ეპიზოდებით სავსე ცხოვრება მოთხრობილია გავრით, მეტწილად თვითონ პოეტის ბარათებით. ბიოგრაფი ვრცლად არ აღწერს კავკასიის ომს, რომლის მონაწილეც გრ. ორბელიანი იყო. „ცხოვრებაში“ მოყვანილი ამონაწერები (პოეტის ბარათებიდან) საჭიროებენ ისტორიული ფონის გათვალისწინებას, ხოლო კავკასიურ ომზე არსებულ ლიტერატურაში გვხვდება ბევრი საყურადღებო ცნობა, რომელთა შესახებ გრ. ორბელიანის კერძო წერილებში არაფერია თქმული.
ლორთქიფანიძე ლამზირა
![]() |
2 გვერდი XVI |
▲ზევით დაბრუნება |
გრ. ორბელიანის წერილები, ისტორიულად გაშიფრული, გვაცნობენ ცნობილი ქართველი პოეტისა და გენერლის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებს.
2
გრ. ორბელიანის ცხოვრება შეიძლება გაიყოს სამ პერიოდად. პირველი პერიოდი შეიცავს ყრმობისა და სიჭაბუკის წლებს, სამხედრო კარიერის დასაწყისსა და 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის ხანას (1800 — 1832). მეორე პერიოდი შეიცავს პოლონეთში სამსახურისა, საქართველოში დაბრუნებისა და მთიელთა ომში მონაწილეობის წლებს (1834—1857). მესამე პერიოდი გრ. ორბელიანის ცხოვრებაში წარმოადგენს ადმინისტრატიული მოღვაწეობისა და კერძო მოქალაქის სიცოცხლის უკანასკნელ ხანას (1858—1883). და პირველი პერიოდის დასასრული ხვდება გასული საუკუნის 30-იან წლებს, მეორე პერიოდისა — 60-იან წლებს, ხოლო მესამე პერიოდისა — 80-იან წლებს.
„წერილები“-ს სამი ტომი მდიდარ მასალას იძლევა განსაკუთრებით მეორე და მესამე პერიოდის ვრცლად დახასიათებისათვის (1832 წლამდე ნაწერ ბარათებს ჩვენამდე არ მოუღწევია). პოეტის ცხოვრების პირველი პერიოდის მიმოხილვა აქ მაინც საჭიროა.
3
გრიგოლ ორბელიანი წარმოშობით ეკუთვნოდა იმ საგვარეულო შტოს, რომლის გენეალოგიური ხაზი ორბელ ბარათაშვილის (ცხ. მე-16 საუკ.) სახელამდე აღწევს. ორბელიშვილის გვარს ეკუთვნოდა დიდი ყაფლან ორბელიანი, ცნობილი ქართველი მწერლის, სულხან-საბა ორბელიანის პაპა, მე-17 საუკუნის ერთერთი უძლიერესი და გავლენიანი ფეოდალი. გრ. ორბელიანი სიამაყით მოიხსენიებს თავისი გვარის დიდი წარმომადგენლის სახელს. ამიტომ უწოდებდა ის თავისთავს „ყაფლანიშვილს“.
გრ. ორბელიანის დედა ხორეშანი მეფე ერეკლე მეორის ქალის, ელენეს, ასული იყო. ამრიგად გრ. ორბელიანი დედის მხრით ბაგრატიონთა გვარს ენათესავებოდა. პოეტის ქედმაღლობა, საკუთარი გვარის აპოლოგია და შემდეგ სევდა, გამოწვეული ამ გვარის გადაშენებისაგან, აიხსნება მისი არისტოკრატიული წარმოშობითა და მსოფლმხედველობით.
გრ. ორბელიანის სიჭაბუკის წლებმა საქართველოში რუსული მართებლობის დამკვიდრების პერიოდში განვლეს. მისი სამხედრო კარიერის დასაწყისი (1816 წ.) ხვდება „საქართველოს პირველი პროკონსულის“ ა. პ. ერმოლოვის მთავარმართებლობის წლებს (1816—1827).
ხუციშვილი ეთო
![]() |
3 გვერდი XVII |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც ირკვევა, ერმოლოვს კარგი ურთიერთობა ჰქონია პორუჩიკ გრიშკასთან (იხ. გრ. ორბელიანის წერილი ა. პ. ერმოლოვისადმი, საქ. არე ქივის № 174) *). გრ. ორბელიანი მონაწილეობას იღებდა მრისხანე გენერლის მთელ რიგ სამხედრო ექსპედიციებში. 1822 წელს ის მონაწილეა ჭარელ ლეკების დამარცხებისა ალაზანთან. 1826 წელს მონაწილეობას იღებს ბრძოლაში ირანელების წინააღმდეგ შამქორთან. გრ. ორბელიანი მონაწილე იყო აგრეთვე პასკევიჩის მიერ ირანელთა არაერთხელ დამარცხებისა და ქალაქების აღებისა 1827 წელს. ოფიცრის მკაცრი გამოცდა ორბელიანმა კარგად ჩააბარა. |
* ა. პ. ერმოლოვის კარგი დამოკიდებულების შესახებ გრ. ორბელიანისადმი ლაპარაკობს აგრეთვე ერთი დოკუმენტი. 1855 წლის 6 ოქტომბრის თარიღით ერმოლოვი სწერს გენ. ვ. ო, ბებუთოვს ბარათს და სთხოვს – გრ. ორბელიანის მეშვეობით მიაწოდოს ფული მის (ერმოლოვის) უკანონო შვილებს, კლავდისა და სოფიოს, რომელნიც მაშინ დაღისტანში ცხოვრობდენ: „Прикажите Oтослать их и паписать генерал-леитенантк князю Орбеляни, Чтови доставить Софии 300 p., а 200 py6. матеры. Сaм буду писать ему, если только дойдет писмо. Я любил этого вождя, знавши его в полку у покойного брата Петра Николаевича подпоручиком под именем Гриши. Затрудительно сношение с ним и потому решился вас безпокоить“ (იხ. Ал. Берже. Алексей Петрович Ермолов.Русская, 1872, ტ, V, გვ. 455). |
გრ. ორბელიანის პირველი პერიოდის ლირიკულ ლექსებში გაერთიანებულია „მუხამბაზური
კილო“ (ვახტანგ ორბელიანის გამოთქმა) და მწიგნობრული, არქაული მეტყველება.
საიათნოვასა და ბესიკის ხმის გამოძახილთან ერთად გრ. ორბელიანის ლირიკაში
პატრიოტული თემატიკა რომანტიული სკოლისათვის დამახასიათებელი სტილიური ხერხებით
არის დამუშავებული. გრ. ორბელიანს თავისი ლექსების უმეტესი ნაწილი პირველ პერიოდში
უწერია. 1832 წლის შეთქმულების მასალებში აღმოჩნდა მისი ლირიკის საკმაოდ
მნიშვნელოვანი ნაწილი. ის შეიცავს რილეევის ლექსის „ნალივაიკოს“ თარგმანს და
ორიგინალურ პოეტურ ფრაგმენტებს. ეს ლექსები, რიცხვით 30-დე, უმთავრესად 1832 წელს
არის დაწერილი. უკვე ცნობილ ლექსებს შორის 1827—1835 წლების ლექსების რიცხვი 20-მდე
აღწევს. ამ რიგად, ჩვენამდე მოღწეულა 50-დე პოეტური ნაწარმოები პირველი პერიოდისა.
პირველ პერიოდს ეკუთვნის აგრეთვე პოემა „სადღეგრძელო“-ს დამუშავება, თარგმანები
ჟუკოვსკიდან, კრილოვიდან და სხვ. პირველი პერიოდი წარმოადგენს ნაყოფიერ ხანას
პოეტის მხატვრულ ევოლუციაში.
1832 წლის შეთქმულებაში გრ. ორბელიანი მონაწილეობას იღებს, არა როგორც აქტიური
წევრი, არამედ როგორც შეთქმულთა პოლიტიკური პროგრამის მიმდევარი და როგორც
პოეტი-აგიტატორი (ლექსები: „თავისუფლებას“, „ნალივაიკოს აღსარება“ და სხ.). 1832
წლის შეთქმულების დამარცხებას მოჰყვა ცნობილი „ყაზარმობა“, შემდეგ კი სამხედრო
სამსახური პოლონეთში. მისი მეგობრებიც გადაასახლეს რუსეთს, სხვადასხვა ადგილას.
მაჭარაშვილი დალი
4.
მეორე პერიოდი.
გრ. ორბელიანი საქართველოში ჩამოდის 1838 წელს. ის უკვე საკმაოდ გამოცვლილი, პირობებს შეგუებული და ფრთხილი კარიერისტია. არც ერთი სიტყვა იმ გატაცებაზე, რომელმაც მას ყაზარმის კედლებში ყოფნა არგუნა წილად, არც ერთი საყვედური რუსული მართებლობის მიმართ გადასახლებულ შეთქმულთა ბედის გამო, მოსკოვსა და პეტერბურგს უქმად მსხდომ, მისთვის საყვარელ ბატონიშვილების პატივსაცემად თქმული.
გრ. ორბელიანი შედის საქართველოს გრენად. პოლკში და პოლკ. მ. არღუთინსკის ხელქვევით 1841 წელს ტყვიით უსწორდება გურიის აჯანყებულ გლეხობას. 1843 წელს ინიშნება ავარიის (დაღისტანი) მმართველად და ენერგიულად ატარებს მონარქისტულ-კოლონიალურ პოლიტიკას თავისუფლებისათვის მებრძოლ მთიელებში. გრ. ორბელიანი იბრძოდა დაღისტანში 15 წლის განმავლობაში და წარმოადგენდა ე. წ. კავკასიის ომის ერთერთს გამოჩენილს მონაწილეს. ი ჯერ კიდევ ერმოლოვის მთავარმართებლობისას (1816—1827) და.. იწყო გამოფხიზლება მთიელთა ტომებისა. ამათ ენერგიულად მოჰკიდეს ხელი იარაღს და მიმართეს ის რუსული მილიტარიზმის წინააღმდეგ. მკაცრი სარდლის სამხედრო ექსპედიციებმა ნაყოფი არ გამოიღო: რუსის ჯარის ბატალიონების მიერ დატოვებულ პროვინციებში განადგურებული აულები ახალ ამბოხებებს აწყობდენ, — მთა არ სთმობდა თავის დამოუკიდებლობას!
ამავე ხანებში დაიწყო დაღისტანში რელიგიურ-ნაციონალური ხასიათის მოძრაობა, რომელიც მურიდიზმის სახელწოდებით არის ცნობილი. დამპყრობთა მიმართ სიძულვილს მუსლიმანებით დასახლებულ მთაში აძლიერებდა რელიგიური ფანატიზმი და „ბრძოლა ურწმუნოთა წინააღმდეგ“ (ჰაზავატი) გადაიქცა დაღისტნისა და ჩეჩნეთის ხალხის საბრძოლო ლოზუნგად. ს ამ მიზეზებმა მოამზადეს ნიადაგი ძლიერი ნაციონალური მოძრაობისათვის დაღისტანში. უფრო გვიან კი ბრძოლისათვის გამაერთიანებელი პროგრამა მთიელებს მისცეს იმამებმა (სამხედრო და სამოქალაქო მეთაურები ფანატიკოსი მუსლიმანებისა): ყაზი-მ ო ლ ამ (მოჰკლეს 1832 წელს). ჰამზად-ბეგმა (მოჰკლეს 1834 წელს) და შამილ მა (გარდ. 1871 წ. მექაში). ესენი იყვნენ აჯანყებულ მთიელების მეთაურნი, რომელნიც განსაცვიფრებელი სიმამაცით ებრძოდენ მეფის რუსეთის ბატალიონებს. გრ. ორბელიანი დაღისტანში ჩავიდა იმ დროს, როცა აჯანყებულ მთიელებს მეთაურობდა ცნობილი იმამი შამილი (1798—1871). მისი დიდი სამხედრო კარიერა დაღისტანში გაიშალა. აღვნიშნოთ მთავარი დატები. (დაწვრ. იხ. „გრ. ორბელიანის ცხოვრების ქრონოლოგიური კანვა" მე-3 ტომში):
კობერიძე ბესო
![]() |
4 გვერდი XIX |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც ზემოთაც გვქონდა აღნიშნული, გრ. ორბელიანი ავარიის მმართველად დანიშნეს 1843 წელს. იმავე წლის აგვისტოში მოხდა გრანდიოზული ამბოხება მთელს დაღისტანსა და ჩეჩნეთში, რის შედეგადაც რუსის ჯარმა დაჰკარგა ავარია და კავკასიის მართებლობა იძულებული გახდა დაღისტნის შიდა ტერიტორიები ძლიერი იმამისათვის დაეთმო. რუსის ჯარი დაბანაკდა განაპირა ადგილებში. გრ. ორბელიანი ინიშნება დაღისტნის ერთერთი ასეთი მხარის, მეხთულის სახანოს, გამგებლად (1844 – 1848 წლები).
1843—1848 წლების ბარათებში გრ. ორბელიანი გადმოგვცემს საინტერესო ეპიზოდებს თავისი ბიოგრაფიიდან. ასე მაგ. ჩვენ დღემდე არაფერი ვიცოდით შამილის ნაიბის, ჰაჯი-მურადისა და გრ. ორბელიანის ურთიერთობის შესახებ, ნაიბ აბაქარიდებირთან შეტაკაბაზე და მრ. სხვ.)
1845—1847 წლებში ჯარების სარდლად დაღისტანში ითვლებოდა გენ.-ლეიტენანტი ვ. ო. ბებუთოვი, რომლის ხელქვეითმა, გრ. ორბელიანმა მონაწილეობა მიიღო ბევრ მნიშვნელოვან ბრძოლაში მთიელებთან. 1846 წლის 15 ოქტომბერს აულ ქუთიშაში (მეხთულა) შამილის დამარცხებისას ის სარდლობდა ნიჟეგოროდის დრაგუნების 1 და 2 ესკადრონს, რომელთაც პირველად ჩაიგდეს ხელში აული. აულს სხვა ნაიბებთან ერთად იცავდა ჰაჯი-მურადიც, რომლის სიმამაცემ, ვორონცოვის თქმით, „საზღვრები არ იცოდა“. _ 1846 წელს ჰაჯი-მურადმა მისი რეზიდენციიდან გაიტაცა მეხთულის სახანოს ყოფილი გამგებლის, ახმედ-ხანის ქვრივი ნოხ-ბიქე. გრ. ორბელიანი „სერთუკის ამარა“ გასდევნებია ნაიბს ღამით. ეს საკმაოდ ცნობილი ეპიზოდი კავკასიის ომის მატიანეებს მრავალჯერ აქვთ მოხსენებული (გრ. ორბელიანის ბიოგრაფებს კი ეს საგულისხმო დეტალი ყურადღებიდან გამორჩათ). 1848 წელს გენ. მ. არღუთინსკიმ აიღო შამილის მიერ გამაგრებული აული გერგებილი, რომელიც მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა შიდა დაღისტანში. ამ აულზე იერიშით მისვლამდე გრ. ორბელიანმა დაიკავა გერგებილის მიდამოები და ბაღები, რისთვისაც ებოძა გენ.-მაიორის ხარისხი. 1850 წელს გრ. ორბელიანი დაინიშნა „ლეკის ხაზის“ უფროსად.
1851 წელს ჰაჯი-მურადთან ერთად ნადირობდა ზაქათალის ტყეებში; 1853 წელს ებრძვის შამილს კავკასიონის ვიწროებში და მთიელების მოზღვავებული ძალების მოგერიებისათვის მას იმავე წელს მისცეს გენ.ლეიტენატის ხარისხი.
კლიმიაშვილი მაია
![]() |
5 გვერდი XX |
▲ზევით დაბრუნება |
1854 წელს გრ. ორბელიანი დანიშნეს კასპიის მხარეთა დროებით გამგებლად და დაღისტნის ჯარების სარდლის მოვალეობათა ამსრულებლად. 1855 წელს, მ. არღუთინსკის სიკვდილის გამო, ის დაამტკიცეს ამ თანამდებობაზე.
1854 წელს შამილი დაეცა კახეთს. მთიელებმა მისი შვილის, ნაიბ ყაზი-მაჰმადის
მეთაურობით, წინანდლიდან გაიტაცეს პოლკ. დავით ალექ.-ძე ჭავჭავაძის მეუღლე ანა
მცირეწლოვანი შვილებით და გრ. ორბელიანის რძალი (ილია ორბელიანის ქვრივი)
ბარბარე პატარა ვაჟით. გაიმართა მოლაპარაკება მამასა და გრ. ორბელიანს შორის.
1854—1855 წლების ბარათები ამ ეპიზოდს ვრცლად გადმოგვცემს.
1855 წელს გრ. ორბელიანმა გადასწვა ტაბასარანი და ყაითაღი (აღმ. დაღისტანი), ხოლო 1857 წელს აიღო შამილის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტები სალათავიაში (დაღ.,): ძველი და ახალი ბურთუნაი. სალათავიის დაპყრობა კავკასიური ომის ისტორიაში ითვლება შამილის ძლიერების განადგურებისათვის გადადგმულ ნაბიჯად *). ამ ეპიზოდს გრ. ორბელიანი დაწვრილებით გადმოგვცემს 1857 წლის ბარათებში და კავკასიის სამხედრო ისტორიისათვის უაღრესად საინტერესო მასალას შეიცავს. ამავე წელს გრ. ორბელიანს ებოძა გენ.-ადიუტანტის ხარისხი. სამხედრო იერარქიის უმაღლეს საფეხურზე ასვლით დამთავრდა მისი სამხედრო კარიერაც: 1858 წლის დასაწყისში გრ. ორბელიანი დაღისტნიდან გადმოიყვანეს ტფილისს სამოქალაქო სამსახურში. |
* სალათავიის აღებამ გავლენა იქონია ომის შემდგომ მსვლელობაზე. რომ გადაჭარბებულად არ ეჩვენოს მკითხველს ეს აზრი, მოვიყვანთ მოკლე ამონაწერს შამილის ხაზინადარის, ჰაჯი-ალის მოგონებიდან: „Народ говарил князю Орбелиани, а потому нет пользы сражаться с ним. Потеря в Кишен-Аухе и Буртунае простиралась до 300 убитими и 450 ранеными. Убито три храбрых наиба: Гитинау, наиб Гидатля, Шамхал, наиб Тиндалала и Богалала, и Исмаил, наиб Технуцала. Ни в каком походе не было убито столько наибов. С постройкою крепости Бурт уная, дела Шамиля начали клониться купадку. Русские никогда не, могли-бы придти в Ведено, если-бы не построили предварительно укрепления в Буртунае, После постройки русскими укрепления в Буртунае, Шамиля можно было уподобить овце, схваченной волком за шею и потерявшей всякую надежду на спасение“ю Сказание очевидца о Шамиле. Гаджи-Али. перевод с Арабского. Сборник сведений о кавказских горцах, ტბ. 1873, VII. გვ. 51). რუსი სამხედრო ისტორიკოსებიც ერთხმად აღიარებენ სალათავიის დაპყრობის უდიდეს მნიშვნელობას კავკასიური ომის ისტორიაში (დაწვრ. ინ. II ტომის კომენტარიებში). |
„წერილები“-ს პირველი და მეორე ტომი იძლევა მრავალ ძვირფას ცნობას გრ. ორბელიანის მოღვაწეობის სამხედრო პერიოდის აღსადგენად. ბარათების მხიარული სტრიქონების უკან მოსჩანს მკაცრი გენერალი, რო.. მელსაც არც ერთხელ არ წასცდენია სიბრალულის მამხილებელი სიტყვა და. რომელიც თავის ამ სასტიკ მოქმედებას მთიელებისადმი ქართული პატრიოტიზმით ამართლებდა:
შუბითიძე ანი
![]() |
6 გვერდი XXI |
▲ზევით დაბრუნება |
ასე უპასუხებდა გრ. ორბელიანი „შვილებს“, რომელნიც ცუდ დამსანურებად უთვლიდენ „მამებს“ სამხედრო დამსახურებას რუსეთის იმპერატორის წინაშე.
5
გრ. ორბელიანის შემოქმედების ევოლუციაზე უთუოდ მოახდინა გავ– ლენა მისმა
ბიოგრაფიამ: მეორე პერიოდი მისი მოღვაწეობისა ლიტერატურული სიჩუმით ხასიათდება.
აი წლები და ლექსები:
1839 წ. — „ჩემი ეპიტაფია“, ,, №-ს“;
1840 წ. — „ალბომში ღრ... ოპ...“, „No-ს“;
1841 — 2 წ. წ. — არ უწერია;
1843 წ. — „ჰეი გო.. ნებავ“, უთარიღო „იმედს“;
1844—1846 წ. — არ უწერი ა;
1847 წ. — „სიცოცხლევ ფუჭო“.
1848 — 50 წ. წ. — არ უწერია;
1851 წ. — ,,მოგონება“.
სამხედრო და სამოქალაქო საქმეებით გართული სარდალი ნაკლებად იცლის პოეზიისათვის!
სამაგიეროდ გრ. ორბელიანი იმპერიაში ცნობილი გენერალი იყო. 1859 წელს მან ინახულა იმპერატორი ალექსანდრე მე-2 პეტერბურგში და 1832 წლის შეთქმულების ყოფილი მონაწილე, რომელიც ოდესღაც ბაგრატიონთა ღერბის აღდგენაზე ოცნებობდა, შინაურად გრძნობს თავს რუსეთის მონარქის კარზე. იმავე წელს გაიცნო მან პეტერბურგში შამილი და გაოცებული დარჩა მისი „სიდარბაისლით“. ორი ცნობილი მოქიშპე პეტერბურგში გამოეცნაურენ ერთმანეთს, როგორც რუსეთის ქვეშევოდომნი.
გრ. ორბელიანი უფრო ადრე სრულიად არა რომანტიულად უცქეროდა შამილს. მის წერილებში
არა ერთხელ ირონიულადაა მოხსენებული გენიალური მთიელი. შესაძლოა ეს გასაგებიც იყოს,
თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ორბელიანი მონაწილე იყო კავკასიის ომისა და
არ შეეძლო გაზვიადებული წარმოდგენა ჰქონოდა თავის მოპირდაპირეზე. მაგრამ არც ეს
არის სავსებით მართალი: ერთერთ წერილში ვორონცოვისადმი ა. ი. ბარიატინსკი
(კავკასიის მთავარმართებელი, რომელმაც დაატყვევა შამილი გუნიბში 1859 წელს) შამილს
უწოდებს „საამაყო მტერს“. მთელი ევროპული პრესა აღფრთოვანებული იყო „უდიდესი
იმამის“ ბრძოლით, რომელმაც შესძლო 25 წელი გამაგრებოდა დიდი რუსეთის ბატალიონებს.
სკეპტიკოსი პლატონ იოსელიანი, რომელსაც არც გრ. ორბელიანი დასწამებდა რუსული
მმართებლობისადმი ორგულობას, ასე აფასებდა კავკასიურ ომს და მის მონაწილეებს:
მამანი თქვენნი, თავის დროს ძენი, თავის დროს იყვნენ სახელოვანნი! ოსმალ-სპარსები, დაღისტნის მთები, ქებით გეტყვიან დიდთა მათ საქმეთ! შუბითიძე ნინო |
|
![]() |
7 გვერდი XXII |
▲ზევით დაბრუნება |
„Очен жаль, если не соберутся великие имена свободы Дагестанской, свободы Галлов до Кесаря, свободы азиатской Швейцарии для потомства и истории. Желательно, чтоб героям горной войны Кавказской Илиады в продолжение многих десятков лет, была бы отдана должая честь“*
ყოველივე ამის შემდეგ ცხადია, რომ თავისი ცხოვრების მეორე პერიოდში გრ. ორბელიანი შეგნებულ მონარქისტად გვევლინება. სამხედრო ოპერაციების დროს ის მისდევს თავისი მასწავლებლისა და გამწვრთნელის, გენერალ მოსე არღუთინსკის, ბრძოლის სტილს: გათენებისას ანთებს ჩირაღდნებს დაღისტნის ხეობებში და იერიშზე მიჰყავს თავისი პოლკი. ზარბაზნის ქუხილის შეწყვეტის უმალ ის უჯდება მაგიდას და სწერს მოკითხვის ბარათებს, სადაც მეტწილად მოთხრობილია მთიელთა ამოხოკვისა, ათასწლოვან ტყეების გაკაფვისა და თოვლით დაფარულ ბილიკებზე, ჯარით გადასვლის ეპიზოდები..
„წერილები“-ს პირველი და მეორე ტომი ახასიათებენ მისი მოღვაწეობის სამხედრო პერიოდს.
6
მესამე პერიოდი.
1858 წლის დასაწყისში გრ. ორბელიანი დაღისტნიდან გადმოიყვანეს ტფილისში. ჟურნ. „ცისკარი“ მას მიესალმება რედაქტორის, ივ. კერესელიძის ლექსით, სადაც, სხვათა შორის, ასეთი სტროფი გვხვდება:
მომესმა მოსვლა ტფილისს ქალაქსა თქვენი გრიგორი!
ეს განშორდი კავკასს, მისთა საფრთხეთა სად გმირთ ესწორი,
მუსრე შამილის მწყობრი და რაზმი, მთანი და გორი,
სიმართლით ვიტყვი ამათ ყოველთა არ არის ჭორი*
1859 წელს პოეტი ორი თვით ასრულებდა კავკასიის მთავარმართებლის მოვალეობას. ამის შემდეგ მას ტფილისის გუბერნატორის თანამდებობა ეჭირა. 1861 წელს მისცეს ინფანტერიის გენერლის ხარისხი. 1860—1862 წლებში მეორედ ასრულებდა მეფის-ნაცვალის მოვალეობას. 1871 წელს გადაიხადეს მისი სამხედრო-ადმინისტრაციული მოღვაწეობის იუბილე. ალექსანდრე მეორემ მიულოცა მას ოფიცრის ბრწყინვალე კარიერის ეს დღესასწაული და უბოძა ანდრია პირველწოდებულის ორდენი — უმაღლესი ჯილდო იმპერიაში.
აი ჩემო ბატონო, საიდამ დაიწყო ჩუენმა გაღარიბებამ, ჩუენმა აწინდელმა მდგომარეობამ,
რომელშიაცა მწუხარების მეტი აღარა სუფევსრა, ახლა თუ მოვჰთუალოთ სუდები,
ადვოკატები, მეჟევანიე, აჰპელაციები, ძალიან შორს წავა“.
გ. ორბელიანი გაკვირვებას გამოთქვამს იმ „მარცხის“ გამო, რომელიც თავად-აზნაურობამ განიცადა, რადგან მას არ ესმის ამ მარცხის მიზეზი, მას არ ესმის იმ „უჩინარი“ ძალის მოქმედება, რომელსაც კაპიტალი ეწოდება და რომელიც ძირს უთხრის ფეოდალურ ურთიერთობის არსებობას, როგორც სარდალი და მეომარი იგი თავის თავს გრძნობს უდიდეს ძალის წარმომადგენელად. იგი იხსენიებს საქართველოს წარსულ ისტორიიდან მრავალ შემთხვევებს, როდესაც საქართველო გადაურჩა მოღოლების, ირანელების, თურქების და სხვ. შემოსევას და გაოცებას ეძლე“ ვა, როდესაც ქართველ თავად-აზნაურობას ეკონომიურ გაღატაკების და გაჩანაგების გზაზე შემდგარს ჰხედავს. ხოლო რადგან ამისი ნამდვილი მიზეზი მისთვის გამოუცნობელი იყო, ამიტომ მთელი გესლი გადაჰქონდა გლეხობაზე, რომელსაც იგი აღიარებდა ამის მიზეზად. ამიტომ ის მზად იყო აჯანყებულ გლეხთა სისხლიც კი დაელია.
შუბითიძე ვაჟა
![]() |
8 გვერდი XXIII |
▲ზევით დაბრუნება |
60-ან წლებში იწყება ე. წ. „მამათა“ და „შვილთა“ ბრძოლა ქართულ ლიტერატურაში. გრ. ორბელიანი ამ ბრძოლაში უკიდურესი არქაისსაისტების პლეადას მეთაურობს. 70-ანი წლებიდან იწყება მისი ლიტერატურული გამოფხიზლება.
არქაისტული პოეტიკის დაცვამ მისი 80-ანი წლების ბარათების ენაზედაც იქონია გავლენა: ამ ბარათებში გართულებულია როგორც სინტაქსი, ისე ორთოგრაფიაც (50-ანი წლების ბარათები გაცილებით უფრო მარტივი ენით არის ნაწერი).
გრ. ორბელიანმა თავისი ცხოვრების მესამე პერიოდში იგრძნო განსაკუთრებით ყაფლანიანთა გვარის აგონია. 70-ნი და 80-ანი წლების ბარათები სავსეა გოდებით ქართული არისტოკრატიის დაკარგულ დიდებაზე, მის გადაგვარებასა და ტფილისის იერის შეცვლაზე. ქართულ ლიტერატურაში არ მოიპოვება მეორე მწერალი, რომელსაც ასეთი სიმძაფრით ეგრძნოს მოახლოვებული კატასტროფა და რომელსაც ასეთი მოუსვენრობით მოეთხროს ამ კატასტროფით გამოწვეულ შიშის შესახებ.
ტაბახმელის გამჭვირვალე ჰაერი მხოლოდ ნაწილობრივ თუ აწყნარებს მას:
„გუშინ და დღეს გამოიდარა, გამობრწყინდა მზე, გათბა ჰაერი შეიქმნა მშვენიერი, გრილი, რბილი, ნებიერი, გამაცოცხლებელი, და მეც დავეხეტები მარტო მინდორში და ფიქრები ჰრბიან ისევ წასულთ წელიწადებისაკენ, როცა გვიხაროდა სიცოცხლე და მოველოდით მუხთალ სოფლისაგან, ვინ იცის რეებსა“ (საქ. არქ. № 175. ბარათი ისაკ თუმანიშვილისადმი 1878 წ. თარ.).
მისი მეგობრებიდან — „ზოგნი სამუდამო ძილს მისცემიან დაღის ტნის ვიწროებში“, ზოგნი ღრმა მოხუცებულობაში სწერენ მას ბარათებს რუსეთის სხვადასხვა ადგილებიდან: კავკასია, ეს „ვებერთელა დრაკონი“, გაუნძრევლად წევს და მას უკვირს — ძინავს თუ მართლა მომკვდარა. დაღისტნის ხეობებში ბილიკების ნაცვლად ფართო გზები გაუყვანიათ, „გუნიბს ეტლები მიჰქრიან“! ყველაფერი ეს ზმანება უფრო იყო ოფი ცრისათვის, ვიდრე სინამდვილე. მოგონებანი, რომელნიც გრ. ორბელიანს შამილთან ბრძოლიდან გამოჰყვა, ძველი გენერლისათვის გასაგებ ჟრუანტელს ჰგვრიდენ მას სიცოცხლის უკანასკნელ წლებში.
1877 წელს გრ. ორბელიანი სწერდა გენერ. ნიკო ჭავჭავაძეს თავისი შთაბეჭდილების შესახებ ერთი ნადიმის გამო:
„ნეტავ ეს ლეკური მაინც დარჩეს ჩუენის საბრალო ქართველობისგან, რომელიც ასე ადვილად
და დაუდევნელად იცვლის თავის ლამაზსა ფერსა“ (იქვე).
1878 წელს გარდაეცვალა მას სიყრმის მეგობარი ყაფლან ორ ბელიანი. ამ მწუხარების გამო
იმავე წლის 24 აგვისტოს ის სწერდა ძალუა სოფიოს:
ჩუენს ქუჩაში, ჩემის ბიძაშვილების მაგიერ ჩამოეთესლენ პოღოზოვები აბონიანცები;
ფიტარეთი, ჩუენის მამაპაპების სასაფლაო, უფალს თაიროვს გაუხდია ცხვრების ფარეხად!!
ჩემის სიბერის უკანასკნელთა დღეთა მამწარებს; ესე განუშორებელი ფიქრი ჩუენის
ოჯახისათვის.
სამსონია მარინა
![]() |
9 გვერდი XXIV |
▲ზევით დაბრუნება |
60-
ჰეი სოფელო დაუნდობელო,
'შენში კეთილი სად არს ფერ-უცულელ!
დიდება ჩუენის
ცად სხივ-მიმფენი
ნუ თუ ესღა გუაქუს, ვჰხედავ რასაცა!..“ (საქ. არქ. 175).
გრ. ორბელიანმა მწვავედ იგრძნო ის მძიმე ხვედრი, რომელიც მონარქიული რუსეთის
ბატონობამ შექმნა კავკასიაში. ეს მართლაც ბედის ირონია იყო: ორბელიანმა თითქმის
მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა იმ პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებას, რომლის
ანალიზმა მას 1880 წელს ასეთი დასკვნა გამოატანია:
„Мы погибнем, но пусть знают, что нас не заменят, ни татарские бeки, ни пришлые
Персо-Турецкие Армяне, наполнившие Грузию и здесь разбогатевшие, ни даже Русское
Чиновничество, неподражаемое в умении Bceляb K ce6e Heнависть народов“ (წერილი
ნიკო ჭავჭავაძისადმი ტაბახმელიდან, № 155 B).
ამაზე უფრო მკაცრი განაჩენი არავის გამოუტანია საკუთარი გვარისა და თავის დროის
შესახებ გასული საუკუნის მეორე ნახევარში.
გრიგოლ ორბელიანი გარდაიცვალა 1883 წლის 21 მარტს. მისი დასაფლავება კარგად აქვს
აღწერილი იონა მეუნარგიას თავის მონოგრაფიაში.
7
გრ. ორბელიანის წერილები უფრო ცხოვრების დოკუმენტებია, ვიდრე პროფესიონალი მწერლის
ბარათები. გრ. ორბელიანს ალბათ არც წარმოედგინა თუ ისინი ოდესმე დაიბეჭდებოდა.
ამიტომ სტილის სისუფთავისათვის ყურადღება არ მიუქცევია, ბარათები სავსეა ლექსიკური
რუსიციზმებით, ზოგჯერ ვულგარული გამოთქმებითაც კი. ცხადია, ეს ბარაიები, სტილის
მხრით, ვერ შეედრება ეპისტოლარული ლიტერატურის ისეთ შედევრებს, როგორიცაა მაგალ.
ფლობერის წერილები. კერძოდ ლიტერატურა გრ. ორბელიანის მოკითხვის ბარათებიდან
სავსებით განდეენილია.
მაგრამ გრ. ორბელიანის წერილებს აქვს უეჭველი ღირსებებიც, მაგ. ჰუმორი, — ბარათები
ამჟღავნებენ ავტორის გონება-მახვილობას, რომელიც ასე ცნობილი ყოფილა მის
მახლობლებში.
წერილები უმთავრესად საინტერესოა მით, რომ ააშკარავებს უაღრესად საინტერესო ეპიზოდებით მდიდარ ცხოვრებას. გრ. ორბელიანის ბიოგრაფიაში ბევრია ისეთი შტრიხი, რომელსაც პირველად გადმოგვცემს.
დოლიძე გოჩა
![]() |
10 გვერდი XXV |
▲ზევით დაბრუნება |
მისი წერილები და რომელსაც შეუძლია გაამდიდროს პოეტის
მომავალი ბიოგრაფის ან კავკასიური ომის ისტორიის მასალებზე მომუშავე მწერლის
ნაშრომები.
აკ. გაწერელია
რადგანაც პირველსა და მეორე ტომში შემავალი წერილები, შინაარსის მხრით, ერთსადაიმავე ისტორიულ-გეოგრაფიულ არეშია მოქცეული, ჩვენ ვარჩიეთ ორივე ტომისათვის საერთო საძიებლები გავაკეთებინოთ მომავალში (საძიებლები დაიბეჭდება მეორე ტომში, იქვე იქნება მოთავსებული დაღისტნის ისტორ. რუკა, რომელიც ამ წიგნში უნდა დაბეჭდილიყო). _
ამ ტექნიკური სამუშაოს შეუსრულებლობა გამოიწვია აგრეთვე პირველი ტომის დაბეჭდვის ძალზე დაგვიანებამ.
გულითად მადლობას მოვახსენებ იმ პირთ, რომლებმაც ხელი შემიწყვეს წერილების
გამოქვეყნების საქმეში: პოეტ ნ. მიწიშვილს, ლ. გასვიანს, კ.
გორდელაძეს და შ. რადიანს, საქ. მუზ. თანამშრომელს გ. ბოჭორიძეს
და ჩემს მეგობარს ა<ლ. ლორდელს, რომელსაც განსაკუთრებით დიდი შრომა აქვს
გაწეული ამ წიგნზე.
ა. გ.
მაზმიშვილი ირმა