![]() |
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ვ - ი) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ელერდაშვილი ალექსანდრე |
თემატური კატალოგი ლექსიკონები |
საავტორო უფლებები: © ელერდაშვილი ალექსანდრე |
ლექსიკონის შექმნის თარიღი: 2004 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
ლექსიკონის აღწერა: 22 000 სიტყვა დანართი ნობელის პრემიის ლაურიატები – 1901-2003 წწ შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილი „ფანტაზია“ 2004 წიგნი გამოცემულია ი/ს „ფანტაზია 2000“-ის მიერ აიწყო და დაკაბადონდა გაზეთ „ფანტაზიის“ კომპიუტერულ ცენტრში პირველი გამოცემა 2004 წელი |
![]() |
1 შემდგენლისაგან |
▲back to top |
უნივერსალურ ენციკლოპედიურ ლექსიკონზე მუშაობა 2000 წლის გაზაფხულზე დავიწყეთ და პირველ წიგნში მთელი მასალის ერთი მესამედი განვათავსეთ.
მომდევნო ტომრბის გამოცემას ვვარაუდობთ ორწლიანი ინტერვალით: მეორე ტომი (ვ - ნ), მესამე ტომი (ო - ჰ).
ამგვარი სახის გამოცემას ჩვენ პრაქტიკულად არცერთ ენაზე არ შევხვედრვართ. შესაძლოა, საკამათო და მიუღებელი იყოს ის მიზანი, რაც ჩვენ დავისახეთ, ანუ - ყველა იმ სიტყვის ერთად თავმოყრა, განურჩევლად მათი სპეციალიზაციისა, რომლებიც იხმარება თანამედროვე ქართული ენის ზეპირსიტყვიერებასა თუ წერილობით დოკუმენტებში, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შრომა გამართლებულად ჩაითვლება.
ლექსიკონს, რა თქმა უნდა, არ გააჩნია ყველა ცნობის დეტალური განხილვის მიზანი, აქ მხოლოდ ძირითადი ინფორმაციაა თავმოყრილი, რაც ყოველდღიურ მუშაობაში გამოადგება მკითხველთა ფართო წრეს.
ლექსიკონის გარკვეული ღირსება ის გახლავთ, რომ თანამედროვე გეოგრაფიულ-პოლიტიკური (ტოპონიმიკური ცვლილებანი, მოსახლეობის რიცხობრივი მონაცემები და ა.შ.), საზოგადოებრივ-ბიბლიოგრაფიული თუ მიმდინარე ცხოვრების სხვა სპეციალური საკითხები პრაქტიკულად ასახავს დღევანდელ რეალურ სურათს და, რაც მთავარია, არანაირ უსაფუძვლო მოდერნიზმს, პოლიტიკურ მიკერძოებას თუ შეუმოწმებელ ინფორმაციას არ იზიარებს.
პირველ გამოცემაში არ მოხერხდა ბევრი სპეციფიკური თუ სპეციალური სფეროს ტერმინოლოგიის ჩართვა (ქართული ენის დიალექტური ფორმები, ტექნიკური ტერმინოლოგია, ჟარგონული ლექსიკა თუ სხვ), რაც შემდგომ გამოცემებში შეძლებისდაგვარად გავითვალისწინებთ.
ენციკლოპედიურ ლექსიკონში შემდეგი სახის თავისებურებანი შეინიშნება:
- თანამედროვე ქართველ და უცხოელ მოღვაწეთაგან ზოგს არ აქვს მიწერილი დაბადების ან გარდაცვალების წლები, რაც გამოწვეულია ასეთი ინფორმაციის არარსებობით ჩვენთვის ხელმისაწვდომ წყაროებში. ვიმედოვნებთ ამ ხარვეზის აღმოფხვრას შემდგომ გამოცემებში.
- ქართველი მოღვაწეების, ქართული ტოპონიმებისა და ცნობების განმარტებისას არ არის კონკრეტულად მითითებული მათი „ქართულობა-ქართველობა“ (რაც თავისთავად იგულისხმება) უცხოელებთან დაკავშირებით კი განსამარტი ერთეულის სადაურობა აუცილებლად დაკონკრეტებულია.
- ლექსიკონი შექმნილია იმ პერიოდში, როცა საბჭოური ეპოქის იდეურ-თემატურ ცნებებს ჯერაც არ დაუკარგავთ თავისი მნიშვნელობა, ამიტომაცაა მასში შენარჩუნებული ხსენებული ეპოქის ბევრი პოსტულატი (საბჭოთა კავშირის გმირობა, სახალხო არტისტობა, სახალხო მხატვრობა, მასში შემავალი ყოფილი რესპუბლიკების დაწვრილებითი ტოპონიმიკა და ა.შ.). ანუ: „საბჭოური“ ტიტული ჩვენ მივიჩნიეთ პიროვნების რეალურ დამსახურებად და არა იდეოლოგიურ გადმონაშთად.
- ლექსკიკონში სრულადაა უგულვებელყოფილი საბჭოური სინამდვილის იმ პიროვნებათა ან მოვლენათა ნუსხა, რომელთა ხსოვნა მხოლოდ კომუნისტური ქვეყნის იდეოლოგიურ საფუძველს სჭირდებოდა და არა ისტორიულ სინამდვილეს. ამავე მიზეზით იგნორირებულია ამა თუ იმ ცნების განმარტებათა ისეთი „ეპითეტები“ როგორიცაა: „კაპიტალისტური“, ბურჟუაზიული და ა.შ.
- ლექსიკონში, შეძლებისდაგვარად შეტანილია მთელი მასალა, რაც საბჭოური იდეოლოგიის მიერ იყო უგულვებელყოფილი და რაც ე.წ. „დასავლური კულტურის“ მნიშვნელოვან ცნებებს წარმოადგენენ, თუმცა (ჩვენი პასუხისმგებლობით) იგნორირებულია ის ფსევდოკულტურული მოვლენები, რაც თანამედროვე იაფფასიანმა დასავლურმა ცნობიერებამ მოიტანა და რასაც მარადიულობის, ან თუნდაც ხანგრძლივობის, არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
- რელიგიური და მითოლოგიური ცნებების განმარტებისას დაცულია სრული ობიექტურობა, რაც ყოველი ამგვარი ფენომენის ერთ ჭრილში განხილვას გულისხმობს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით, ლექსიკონში შევიტანეთ ისეთი რელიგიურ-მითოლოგიური ცნებები (ჩინური, იაპონური, ინდური, სკანდინავიური, კელტური თუ სხვა სამყაროდან), რაც პრაქტიკულად არსადაა დაფიქსირებული ქართულ ენაზე, ამიტომ ჩვენს ენაზე ამგვარ სიტყვებს საკუთარი პასუხისმგებლობით მოვუძებნეთ მაქსიმალურად სწორი ფორმა.
- უცხოური სიტყვების გადმოქართულებისას ვიცით ამ ტრადიციას, რაც განვლილი ორასწლეულის პერიოდში დამკვიდრდა (ანუ - „გენეზისი“ და არა „ჯენეზისი“, „კლინტონი“ და არა „ქლინტონი“) თანამედროვე ეპოქაში შემოსულ სიტყვებს კი პრაქტიკულად ვუნარჩუნებთ ორიგინალურ ჟღერადობას.
- ლექსიკონში მაქსიმალური სიზუსტითაა მოცემული პოსტკომუნისტური თუ სხვა ქვეყნის სახეშეცვლილი ტოპონიმების თანამედროვე ვარიანტები.
- ლექსიკონში შესულია ამა თუ იმ სფეროს (ბიზნესი, სპორტი, ხელოვნება) სპეციალური თანამედროვე ტერმინოლოგია, რაც, რა თქმა უნდა, სრულყოფილი არ არის, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ გამოცემებში მეტი სისრულით ავსახავთ ხსენებულ მასალას.
- ლექსიკონში, გარდა ფართო სპეციალიზაციისა, აქვს ვიწრო საკროსვორდო დანიშნულებაც, ამიტომაც მასში გათვალისწინებული ისეთი იშვიათი აგებულების სიტყვები (პიროვნებათა სახელები, პერსონაჟები, მხატვრული ნაწარმოებბების სათაურები, თანამედროვე ცნებები), რომლებიც გარკვეულ სამსახურს გაუწევს კროსვორდის და ინტელექტუალური გართობის სხვა სახეობათა მოყვარულებს.
- ლექსიკონში არ არის არანაირი შემოკლება (გარდა ამა თუ იმ სიტყვის სადაურობის მითითებისა, შემოკლებანი იწვევს გაუგებრობას და უხერხული შეცდომების სათავე ხდება.
- ამა თუ იმ პიროვნებას ცხოვრების ან მხოლოდ დაბადების წლები მითითებული მის შესახებ არსებული ინფორმაციის ბოლოში (ფრჩხილებში).
- ლექსიკონს დართული აქვს ნობელის პრემიის ლაურეატების 1901-2003 წლების სია. მეორე და მესამე წიგნზე გათვალისწინებულია სხვა სახის საცნობარო მასალის დართვა.
- ლექსიკონის მთელი ტექსტი ააწყო და დააკაბადონა ამ სტრიქონების ავტორმა და სწორედ ამან გახადა შესაძლებელი მისი მომზადება შემჭიდროებულ ვადებში, თუმცა, ამავე მიზეზით გარკვეული უზუსტობანიც შეინიშნება.
- შესაძლო შეცდომები:
ა) შესაძლოა არაზუსტად იყოს გარდაცვალების წელი ზოგი იმ პიროვნების, რომელიც XX საუკუნის 70-იან წლებში გამოიცა.
ბ) შესაძლოა, უზუსტობანი შეინიშნებოდეს შეინიშნებოდეს პოსტკომუნისტურ სივრცეში განხორციელებული ტოპონიმიკური ცვლილებების ორთოგრაფიაში, რაც ჩვენს ენაზე ჯერ არავის დაუდგენია და ამდენად ამის მიჩნევა შეცდომად არ იქნება მართებული.
გ) შესაძლოა, ერთი პიროვნება ან ცნება ორჯერ იყოს მოხსენიებული სხვადასხვა ადგილზე (ვთქვათ, გაიგერ - გეიგერი, გოარი - გიჰარი), რაც სხვადასხვა წყაროებში სხვადასხვაგვარი ვარიაციების არსებობითაა გამოწვეული.
ვაკონკრეტებთ - ასეთი შეცდომები შესაძლოა იყოს ან არ იყოს. არსებობის შესაძლებლობა კი მასალის ძალზე დიდი მოცულობით და მრავალფეროვნებითაა განპირობებული შეცდომების არსებობა არარსებობის წიგნის მოხმარებისას შევიტყობთ (რაშიც, იმედია, თქვენც დაგვეხმარებით) და შევასწორებთ. შედარებისათვის აღვნიშნავთ, რომ ამ ლექსიკონზე მუშაობისას ბევრი წყაროს გადახედვა მოგვიხდა და ბევრად უფრო ავტორიტეტულ გამოცემებში მრავალი ლაფსუსი აღმოვაჩინეთ, რაც აღვნუსხეთ კიდეც და საჭირო შემთხვევაში შეგვიძლია მივაწოდოთ დაინტერესებულ პირებს.
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონის პირველი გამოცემა ერთგვარ ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს და ძალზედ მცირე რაოდენობით იბეჭდება, რაც, გარდა ექსპერიმენტულობისა, იმითაცაა განპირობებული, რომ დღევანდელ პირობებში წიგნის რეალიზაცია გაძნელებულია. წიგნის შეძენის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ (79-53-70 ან 877 45 19 80).
გვაქვს კიდევ დიდი თხოვნა: ნებისმიერი შეცდომა რასაც თქვენ აღმოაჩენთ, გთხოვთ გვაცნობოთ.
ალექსანდრე ელერდაშვილი
![]() |
2 ვ |
▲back to top |
ვ - ქართული ანბანის მეექვსე ასო. გრაფიკული სიმბოლო კბილბაგისმიერი სონორი თანხმოვნისა, მისი სახელია „ვინი“. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ექვსს (6).
![]() |
2.1 ვა |
▲back to top |
ვა
[ა]! ქართული ენის შორისდებული; გამოხატავს გაკვირვებას, გაოცებას.
ქალაქი განის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
(საკუთარი სახელი ბლაო, პლაო) ტომთა ჯგუფი, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის უძველესი მოსახლეობა; ცხოვრობენ ჩინეთში, ტაილანდსა და მიანმაში.
ვააგე პეტერ - ნორვეგიელი ქიმიკოსი (1833-1900 წწ).
ვაალი
მდინარე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ორანჟის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 1252 კილომეტრი).
მდინარე ჰოლანდიაში, რაინის მარცხენა ტოტი.
იგივეა, რაც ბაალი.
ვაალსი იან დიდერიკ ვან დერ - იხილე ვან-დერ-ვაალსი ი.დ.
ვაამანი - არარაα (საბა).
ვაარანდი დებორა - ესტონელი პოეტი ქალი, ესტონეთის სახალხო მწერალი (დაიბადა 1916 წელს).
ვაასა - ქალაქი ფინეთში, ვაასის ლიანის ადმინისტრაციული ცენტრი.
ვაბალნინკასი (ლიტვ.) Vabalninkas, polon. Wobolniki; 1917 წლამდე
ვობოლნიკი - ქალაქი ლიტვაში, პანევეჟისის მაზრაში, ბირჟაის რაიონში.
ვა-ბანკი (ფრანგ.) - აზარტულ თამაშებში უკიდურესი ზომა, მთელი თანხის ჩასვლა ბანკში. გადატანითი მნიშვნელობით - გაუაზრებელი, დაუკვირვებელი ქმედება.
ვაბე ადოლფ - ესტონელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1892-1961 წწ).
ვაბქენთი - ქალაქი უზბეკეთის ბუხარის ოლქში.
ვაგა - მდინარე რუსეთის ვოლოგდისა და არხანგელსკის ოლქებში, ჩრდილოეთ დვინის მარცხენა შენაკადი (სიგრძე 575 კილომეტრი).
ვაგაი
დაბა რუსეთის ტიუმენის ოლქში.
მდინარე რუსეთის ტიუმენის ოლქში, ირტიშის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 555 კილომეტრი).
ვაგანიანი რაფაელ - იხილე ვაჰანიანი რ.
ვაგანტები (ლათ. „ვაგანტეს“ - მოხეტიალეები) - შემქმნელები ლათინურენოვანი პოეზიისა, რომლის აღმავლობის ხანა ევროპის შუასაუკუნეების „აღმასვლას“ დაემთხვა (XI-XIII სს). საფრანგეთში მათ გოლიარდები ერქვათ.
ვაგენბურგი (გერმ.) - სამხედრო აღალის გადასატანი ოთხთვალებისაგან აგებული სიმაგრე, რასაც იყენებდნენ მტრის მოსაგერიებლად.
ვაგზალი (ინგლ.-რუს.) - დიდი სადგურის შენობა რკინიგზაზე და სხვა სამიმოსვლო გზებზე. იხილე ვოკზალი.
ვაგზლის მოედანი - თბილისის მეტროპოლიტენის საკვანძო-გადასაჯდომი სადგური მთავარ (მარჯანიშვილსა და ნაძალადევს შორის) და საბურთალოს (წერეთლის გამზირამდე) ხაზებზე. ამოქმედდა 1966 წელს.
ვაგი - მდინარე სლოვაკეთში, დუნაის მარცხენა შენაკადი (სიგრძე 433 კილომეტრი).
ვაგინა
მცენარეებისა და ცხოველების ზოგიერთი ორგანოს გარსი, ბუდე.
ცხოველების სასქესო სისტემის ნაწილი, იგივეა, რაც საშო.
ვაგინიზმი - ქალის გარეთა სასქესო ორგანოების მომეტებული მგრძნობელობა; ჩვეულებრივ ვითარდება ფსიქიური ტრამვის, პარტნიორისადმი ანტიპათიის, მამაკაცის პოტენციის დაქვეითების და სხვა ფაქტორების შედეგად.
ვაგინიტი - საშოს ლორწოვანი გარსის ანთება, ხშირად დაერთვის გარეთა სასქესო ორგანოების ანთებაც (ვულვოვაგინიტი).
ვაგინოვი კონსტანტინ - რუსი მწერალი (1899-1934 წწ).
ვაგიფი მოლა ფანაჰი - აზერბაიჯანელი პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე (დაახლოებით 1717-1797 წწ).
ვაგლახ! - ქართული ენის შორისდებული, გამოხატავს მწუხარებას, დანანებას.
ვაგლახი
ვაება, გოდება, ტანჯვა-წვალება, გაჭირვება.
ცუდი, უხეირო.
ვაგლახმე - იგივეა, რაც ვაიმე!
ვაგლახობა - ვაგლახად ყოფნა, ტანჯვა-წვალება.
ვაგნერი ადოლფ - გერმანელი ეკონომისტი და პოლიტიკური მოღვაწე (1835-1917 წწ).
ვაგნერი ვილჰელმ რიხარდ - გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი და თეატრალური მოღვაწე (1813-1883 წწ).
ვაგნერი ოტო - ავსტრიელი არქიტექტორი (1841-1918 წწ).
ვაგნერი ჰაინრიხ ლეოპოლდ - გერმანელი დრამატურგი, პოეტი (1747-1779 წწ).
ვაგნერ-იაურეგი იულიუს - ავსტრიელი ფსიქიატრი, 1927 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1857-1940 წწ).
ვაგოგო (გოგო) - ცენტრალურ ტანზანიაში მცხოვრები ხალხი.
ვაგონეტი (ფრანგ.) - პატარა თავღია სატვირთო ვაგონი (იყენებენ მაღაროებში, საწარმოებში).
ვაგონი (ინგლ.)
რელსებზე მოძრავი ბორბლებიანი სატრანსპორტო საშუალება მგზავრთა გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად.
ტვირთის რაოდენობა, რასაც იტევს სატვირთო ვაგონი.
ვაგოტონინი - ცილოვანი ნივთიერება (შესაძლოა ჰორმონული ბუნებისა), რომელიც კუჭქვეშა ჯირკვლის ექსტრაქტებიდან გამოიყოფა.
ვაგრამი - დასახლება ავსტრიაში, ვენის ჩრდილო-დასავლეთით, სადაც 1809 წლის ივლისში ნაპოლეონის არმიამ გადამწყვეტი დამარცხება მიაყენა ავსტრიის ჯარს.
ვაგრიუსი - ერთ-ერთი უდიდესი გამომცემლობა რუსეთში XX-XXI საუკუნეების ზღვარზე.
ვადა
დროის განსაზღვრული მონაკვეთი.
რისამე შესრულებისათვის დანიშნული დრო (დღე, საათი...).
მახვილის, ხმლის, ხანჯლის და მისთანების ტარი.
ვადემეკუმი (ლათ.) - გზამკვლევი, ჯიბის ცნობარი.
ვადი
ჴრმლის ჯვარედი (საბა).
(დიდი ვადი) - მდინარე რუსეთის მორდოვეთის რეპუბლიკასა და რიაზანის ოლქში, მოქშის მარცხენა შენაკადი.
(არაბ.) - მშრალი ხეობები არაბეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის უდაბნოებში.
მაღალდისპერსიული მინერალური ნივთიერება.
ვადია დარაშავ ნოშერვან - ინდოელი გეოლოგი (1883-1969 წწ).
ვადიანუსი იოახიმ - რეფორმაციის მოღვაწე შვეიცარიაში, ჰუმანისტი, ექიმი (1483 ან 1484-1551 წწ).
ვადიე მარკ გიიომ ალბერ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1736-1828 წწ).
ვადიმი როჟე (ნამდვილი სახელი და გვარი ვადიმ პლემიანიკოვი) - რუსული წარმოშობის ფრანგი კინორეჟისორი (1928-2000 წწ).
ვადკოვსკი თედორე - რუსი პოლიტიკური მოღვაწე, დეკაბრისტი, პრაპორშჩიკი (1800-1844 წწ).
ვად-მედანი - ქალაქი სუდანში, ცენტრალური რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი (145 ათასი).
ვადო - საწყავი, საწყაული; ერთი ვადო შთაიტევს 75 საწყავსა (საბა).
ვადოდარა (ბაროდა) - ქალაქი დასავლეთ ინდოეთში, გუჯარათის შტატში (1,1 მილიონი).
ვადუდი აბდულ (ნამდვილი სახელი და გვარი რონალდ დე ვოანი) - ამერიკელი ჯაზმენი, ვიოლონჩელისტი (დაიბადა 1947 წელს).
ვადულ-ლუი-ვოდე - დაბა მოლდავეთში.
ვადუცი (ვადუზ) - ლიხტენშტეინის სამთავროს დედაქალაქი, მდებარეობს მდინარე რაინის მახლობლად რეტიკონის ქედის ძირში. ვარაუდის თანახმად, ქალაქი მე-13 საუკუნეში უნდა იყოს დაეფუძნებული გრაფ ვერდენბერგელს მიერ (5 ათასი).
ალ-ვავა ალ-დიმაშკი აბუ ლ-ფარაჯ მუჰამად იბნ აჰმად - არაბი პოეტი (გარდაიცვალა დაახლოებით 980 წელს).
ვაება - გლოვა, ტირილი, უბედურება.
ვაენგა - მდინარე რუსეთის არხანგელსკის ოლქში, ჩრდილოეთ დვინის მარჯვენა შენაკადი.
ვაერი - ფოლადის ბაგირი ტრალის ბუქსირებისათვის.
ვავა ედვალდო იზიდო ნეტო - ბრაზილიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი, მსოფლიოს ორგზის (1958, 1962 წწ) ჩემპიონი (1934-2002 წწ).
ვავაუ - კუნძული წყნარ ოკეანეში, ეკუთვნის ტონგას.
ვაველი - გორაკი პოლონეთის ქალაქ კრაკოვთან, სადაც პოლონეთის მეფეთა და ეროვნული ისტორიის მოღვაწთა სასაფლაო მდებარეობს.
ვავი - მეექვსე ასო ებრაულ დამწერლობაში.
ვავილოვი ნიკოლაი - რუსი გენეტიკოსი, მემცენარე, გეოგრაფი, ბიოლოგი (1887-1943 წწ).
ვავილოვი სერგეი - რუსი ფიზიკოსი (1891-1951 წწ).
ვავრა ოტაკარ - ჩეხი კინორეჟისორი, სცენარისტი (დაიბადა 1911 წელს).
ვავრჟინეც ბრჟეზოველი (ლავრენტი ბრჟეზოველი) - ჩეხი მემატიანე, პოეტი, მწერალი (დაახლოებით 1370 - 1437 წლის შემდეგ).
ვაზა
(ვასა) - ევროპის სამეფო დინასტია, დაარსებული გუსტავ ერიქსონის მიერ 1523 წელს. ვაზას დინასტიის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებში მეფობდნენ: შვედეთში 1523-1654 წლებში, პოლონეთსა და ლიტვაში 1587-1668 წლებში და რუსეთში 1610-1613 წლებში.
(ფრანგ.) ჭურჭელი სხვადასხვა მოყვანილობისა ყვავილებისათვის, ტკბილეულ-ხილისათვის და მისთანებისთვის ანდა ოთახის დასამშვენებლად.
ვაზარამო (ზარამო, ძალამო) - ტანზანიაში მცხოვრები ხალხი.
ვაზარელი ვიქტორ (ნამდვილი გვარი ვაშარხეი) - უნგრული წარმოშობის ფრანგი მხატვარი (დაიბადა 1908 წელს).
ვაზარი ჯორჯო - იტალიელი არქიტექტორი, ფერმწერი, ხელოვნების ისტორიკოსი და თეორიტიკოსი (1511-1574 წწ).
ვაზარი - მომგებიანი ქულა ძიუდოში.
ვაზას დინასტია - იხილე ვაზა1.
ვაზგენ I (ლევონ კარაპეტ ფალჩიანი) - სომხეთის პატრიარქი და სრულიად სომეხთა კათალიკოსი 1955 წლიდან; 1947-55 წლებში ხელმძღვანელობდა სომეხთა ეპარქიას რუმინეთში (1908-1994 წწ).
ვაზელინი (ფრანგ.) - ნავთობისაგან მიღებული ბლანტი საცხი; იხმარება მედიცინაში, პარფიუმერიასა და ტექნიკაში.
ვაზეჰი (ნამდვილი სახელი მირზა შაფი) - აზერბაიჯანელი პოეტი, განმანათლებელი (1796-1852 წწ).
ვაზეჰი ყარი რაჰმათულა - ტაჯიკი მწერალი (1817-1894 წწ).
ვაზი (ვიტის ვინიფერა) - ვაზისებრთა ოჯახის მცოცავღეროიანი მცენარე, რომელიც ყურძენს ისხამს. აერთიანებს 70-მდე სახეობას, რომლებიც უმთავრესად დედამიწის თბილი და ზომიერი ჰავის ქვეყნებშია გავრცელებული.
ვაზიანი
სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.
(1945 წლამდე - დამპალო) - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ქსოვრისის თემის საკრებულო), მუხრანის ვაკეზე, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 590 მეტრი, მცხეთიდან - 39 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 590 კაცი. ამ სოფლის მიდამოებში შემორჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების გუმბათოვანი ეკლესია „სუმბიანი“.
(ყოფილი ზემო ჯვარცმა) სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.
ვაზით დაფარული ადგილი.
ვაზირები - დასავლეთ პაკისტანში, მდინარე კურამსა და გუმალს შორის მცხოვრები პუშტუნი ტომი.
ვაზირი - იხილე ვეზირი.
ვაზირისტანი - პაკისტანის ისტორიული ოლქი ავღანეთის საზღვართან.
ვაზისებრნი (ვიტაცეაე) - ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. მერქნიანი ლიანებია, იშვიათად - სწორმდგომი ბუჩქები ან დაბალი ხეები. ოჯახი აერთიანებს 12-მდე გვარსა და 700-მდე სახეობას.
ვაზისუბანი
სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
(ყოფილი ქორეისუბანი) სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ტოლების თემის საკრებულო), მდებარეობს გურიის დაბლობზე, მდინარე ხევისწყლის ნაპირას. ზღვის დონიდან - 15 მეტრი, სამტრედიიდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 620 კაცი. სოფელში შემორჩენილი განვითარებული შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესია.
თბილისის ახალშენი, მდებარეობს ისანი-სამგორის რაიონში.
ვაზნა - დენთითა და ტყვიით გატენილი მასრა.
ვაზნარი - იგივეა, რაც ვაზიანი2.
ვაზოდილატორები (ლათ.) - სისხლძარღვების გამაფართოებელი ნერვული ბოჭკოები.
ვაზოვი ივან მინჩოე - ბულგარელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1850-1921 წწ).
ვაზოკონსტრუქტორები (ლათ.) - სისხლძარღვების შემავიწროებელი ნერვული ბოჭკოები.
ვაზომოტორები (ლათ.) - სისხლძარღვების მამოძრავებელი ნერვული ბოჭკოები, რომლებიც აფართოებენ ან ავიწროებენ მათს სანათურებს.
ვაზოპრესინი (ლათ.) - ჰორმონი, რომელსაც გამოყოფს ჰიპოფიზის უკანა ნაწილი.
ვაზრი - მახვილია ცელივით (საბა).
ვაზუზა - მდინარე რუსეთის ევროპული ნაწილის ცენტრალურ რეგიონში, ვოლგის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 162 კილომეტრი).
ვაზუზის წყალსაცავი - მდებარეობს რუსეთის კალინინისა და სმოლენსკის ოლქებში, მდინარე მოსკოვზე.
ვათანი - ეგვიპტის პირველი პოლიტიკური ეროვნული პარტია. შეიქმნა 1879 წელს.
ვათვათი (მეტსახელი; სრული სახელი რაშიდ ალ-დინ მუჰამად ბინ აბდ ალ-ჯალალ ალ-უმარი) - სპარსულ-ტაჯიკური ლიტერატურის წარმომადგენელი (1087 - 1177 ან 1182 წწ).
ვაი
ქართული ენის შორისდებული; გამოხატავს ტკივილს, მწუხარებას, დანანებას, შიშს.
მწუხარება, უბედურება, დიდი გაჭირვება.
პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა, რომლის საშუალებითაც სიტყვა საწინააღმდეგო (უხეიროს, უილაჯოს) აზრს იძენს: ვაი-პოლიტიკოსი, ვაი-ჟურნალისტი და ა.შ.
(ვუ, კონო. ტერებენდიულა, გალინასი) - ლიბერიასა და სიერა-ლეონეში მცხოვრები ხალხი.
ვაიანი ანდრე - ფრანგი ენათმეცნიერი (1890-1975 წწ).
ვაიანი ედუარ მარი - საფრანგეთის სოციალისტური მოძრაობის მოღვაწე (1840-1915 წწ).
ვაიანი როჟე ფრანსუა - ფრანგი მწერალი (1907-1965 წწ).
ვაიან-კუტიურიე მარი კლოდ - საფრანგეთისა და ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1912 წელს).
ვაიან-კუტიურიე პოლ - ფრანგი მწერალი (1892-1937 წწ).
ვაიანსკი (ნამდვილი გვარი ჰურბანი) სვეტოზარ - სლოვაკი მწერალი და პუბლიცისტი (1847-1916 წწ).
ვაიბჰაშიკა - ჰინაიანის ბუდიზმის ფილოსოფიური სკოლა, წარმოიშვა ძვ.წ.აღ. III-II საუკუნეებში.
ვაიგანდი პეტერ - გერმანელი ენათმეცნიერი (1860-1930 წწ).
ვაიგაჩი - კუნძული ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში, ბარენცისა და კარის ზღვებს შორის (რუსეთის არხანგელსკის ოლქი).
ვაიგელი (ვეიგელი) ჰელენე - გერმანელი მსახიობი ქალი, ბერტოლტ ბრეხტის მეუღლე, თეატრ „ბერლინერ ანსამბლის“ ერთ-ერთი დამაარსებელი (1900-1971 წწ).
ვაიგელი ანჯეი - პოლონელი კინორეჟისორი, სცენარისტი (დაიბადა 1926 წელს).
ვაიგელი იანოშ - უნგრელი პოეტი (1827-1897 წწ).
ვაიგელი იმრე - უნგრელი ეკონომისტი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე (1900-1985 წწ).
ვაიდემაიერი იოზეფ - გერმანიისა და ამერიკის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1818-1866 წწ).
ვაიდენრაიხი ფრანც - გერმანელი ანთროპოლოგი, პოლიცენტრიზმის თეორიის ავტორი (1873-1948 წწ).
ვაიდტი (ფაიდტი) კონრად - გერმანელი კინომსახიობი (1893-1943 წწ).
ვაიერშტრასი კარლ თეოდორ ვილჰელმ - გერმანელი მათემატიკოსი (1815-1897 წწ).
ვაი-ვაგლახი
გაჭირვება, ტანჯვა-წვალება, უბედურება.
მოთქმა, ტირილი, აურზაური, აყალმაყალი, ყვირილი.
ვაი-ვაი - იგივეა, რაც ვაი-ვუი.
ვაი-ვიში - ვაისა და ვიშის ძახილი, მოთქმა.
ვაი-ვუი - ვაისა და ვუის ძახილი ტკივილის, მწუხარების გამო.
ვაიზე კრისტიან - გერმანელი მწერალი და პედაგოგი (1642-1708 წწ).
ვაიზენბორნი გიუნთერ - გერმანელი მწერალი (1902-1969 წწ).
ვაითუ - ნაწილაკი; გამოხატავს არასასურველი შესაძლებლობით გამოწვეულ შიშს.
ვაიკულე ლაიმა - ესტრადის ლატვიელი მომღერალი ქალი (დაიბადა 1954 წელს).
ვაილე - ქალაქი-პორტი დანიაში, ვაილეს ამტის ადმინისტრაციული ცენტრი (50 ათასი).
ვაილი კურტ - გერმანელი კომპოზიტორი და დირიჟორი, 1935 წლიდან ემიგრაციაში იყო აშშ-ში (1900-1950 წწ).
ვაილი პეტრე - რუსი მწერალი, ესეისტი (დაიბადა 1949 წელს).
ვაილი ჰერმან - გერმანელი მათემატიკოსი, 1933 წლიდან ემიგრაციაში იყო აშშ-ში (1885-1955 წწ).
ვაიმარი - ქალაქი გერმანიაში, თიურინგიის მხარეში (65 ათასი).
ვაიმარის რესპუბლიკა - გერმანული სახელმწიფო 1918-1933 წლებში; სახელი ეწოდა ქალაქ ვაიმარის მიხედვით, სადაც დამფუძნებელმა ეროვნულმა კრებამ 1919 წელს შეიმუშავა კონსტიტუცია.
ვაიმარის სკოლა (ახალგერმანული სკოლა) - გერმანელ მუსიკოსთა და ხელოვნების სხვა დარგის მუშაკთა შემოქმედებითი გაერთიანება XIX საუკუნის 50-იან წლებში.
ვაიმე - იგივეა, რაც ვაი1.
ვაიმუგა - მდინარე რუსეთის არხანგელსკის ოლქში, ემცის მარცხენა შენაკადი.
ვაინაჩრობით - დიდი გაჭირვებით, ძლივძლივობით, ვაი-ვაგლახით.
ვაინახები (რუს. Вайнахы, ძველქართულად დურძუკები) — ჩრდილოეთ კავკასიის ხალხი; მოიცავს ოთხ ეროვნებას: ჩეჩნებს (ნოხჩი), ინგუშებს (გალგაი) და მათ მონათესავე ბაცბებსა და ქისტებს (ეს უკანასკნელნი ძირითადად საქართველოს ტერიტორიაზე სახლობენ). ყველა ეს ხალხი ნახურ ენაზე ლაპარაკობს.
ვაინბერგი მეჩისლავ - რუსი კომპოზიტორი (1919-1996 წწ).
ვაინბერგი სტივენ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1979 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი შ. გლეშოუსთან და ა. სალამთან ერთად (დაიბადა 1933 წელს).
ვაინგარტნერი ფელიქს - ავსტრიელი დირიჟორი და კომპოზიტორი (1863-1942 წწ).
ვაინერები ძმები: არკადი (დაიბადა 1931 წელს) და გიორგი (დაიბადა 1938 წელს) - რუსი მწერალი-თანაავტორები, დეტექტიური ჟანრის ოსტატები.
ვაინერტი ერიხ - გერმანელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1890-1953 წწ).
ვაინინგერი ოტო - ავსტრიელი ფილოსოფოსი (1880-1903 წწ).
ვაინიოდე - დაბა ლატვიაში.
ვაინიუნასი სტასის - ლიტველი კომპოზიტორი და პიანისტი (1908-1982 წწ).
ვაინონენი ვასილი - რუსი მოცეკვავე და ბალეტმაისტერი (1901-1964 წწ).
ვაინრაიხი ურიელ - ამერიკელი ენათმეცნიერი (1926-1967 წწ).
ვაიო - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.
ვაიომინგი - აშშ-ს შტატი, იხილე უაიომინგი.
ვაიოც ძორი (ყოფილი თურქული Daralagez) სომხეთის პროვინციაა (მარზი). მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან (ნახიჭევანის ავტონომიური ოლქი) აზერბაიჯანი ესაზღვრება.
ვაიპრეხტი კარლ - ავსტრიელი პოლარეთის მკვლევარი (1838-1881 წწ).
ვაიჟგანტასი (ნამდვილი სახელი და გვარი იუოზას ტუმასი) - ლიტველი მწერალი (1869-1933 წწ).
ვაიროჩანა - მაჰაიანასა და ვაჯრაიანას ერთ-ერთი მთავარი ბუდა.
ვაისბეინი ლაზარ - იხილე უტიოსოვი ლ.
ვაისგერბერი ლეო - გერმანელი ენათმეცნიერი (1899-1980 წწ).
ვაისე-ელსტერი - მდინარე გერმანიაში, ზაალის მარჯვენა შენაკადი.
ვაისენფელსი - ქალაქი გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის მიწაზე.
ვაისერი ანატოლი - რუსეთში მცხოვრები მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1949 წელს).
ვაისვასერი - ქალაქი გერმანიაში, ბრანდენბურგის მხარეში.
ვაისი პეტერ - გერმანელი მწერალი, 1939 წლიდან ცხოვრობდა შვედეთში (1916-1982 წწ).
ვაისკოპფი ვიქტორ ფრედერიკ - ფიზიკოსი, წარმოშობით ავსტრიელი, 1937 წლიდან მოღვაწეობს აშშ-ში (1908-2002 წწ).
ვაისკოპფი ფრანც კარლ - გერმანელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1900-1955 წწ).
ვაისმანი ავგუსტ - გერმანელი ზოოლოგი და ევოლუციონისტი, ნეოდარვინიზმის ფუძემდებელი (1834-1914 წწ).
ვაისმანიზმი - ერთ-ერთი მიმდინარეობა ბიოლოგიაში (ავგუსტ ვაისმანის გვარის მიხედვით); სხვაგვარად - ნეოდარვინიზმი.
ვაისმიულერი ჯონი (ნამდვილი სახელი და გვარი პიტერ ჯონი) - ამერიკელი სპორტსმენი და კინომსახიობი. ოლიმპიური თამაშების ხუთგზის ჩემპიონი (1924, 1928 წწ) ცურვაში. ტარზანის როლის პირველი შემსრულებელი (1906-1984 წწ).
ვაისჰორნი - მწვერვალი შვეიცარიაში, აპენინის ალპებში (4505 მეტრი).
ვაიტარანი - ინდუიზმის მითოლოგიაში წმინდა მდინარე, რომელიც ცოცხლებს მიცვალებულთა საუფლოდან გამოყოფს.
ვაიტლინგი ვილჰელმ - გერმანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1808-1871 წწ).
ვაიუ - ქარის ღმერთი ინდოევროპულ მითოლოგიაში (ზოროასტრიზმი, რიგვედა), რომელსაც თაყვანს სცემდა თვით აჰურამაზდა.
ვაი-უშველებელი - დიდი ხმაური, აურზაური, ალიაქოთი.
ვაიქი (ყოფილი აზიზბეკოვი) - ქალაქი სომხეთში, ვაიოც ძორის ოლქში. მდებარეობს ერევნიდან 139 კილომეტრში, ერევანი-სისიანი-გორისის საავტომობილო გზაზე (6 ათასამდე).
ვაიშეშიკა - ინდური ფილოსოფიის ექვსთაგან ერთ-ერთი ორთოდოქსალური სისტემა.
ვაიშიები (სანსკრ.) - ძველ ინდოეთში თავისუფალი მეთემეები: ვაჭრები, მიწათმოქმედები, მესაქონლეები.
ვაიცზეკერი ვიქტორ ფონ - გერმანელი ექიმი-ნევროლოგი, ფსიქოსომატური მიმართულების წარმომადგენელი მედიცინაში (1886-1957 წწ).
ვაიცზეკერი კარლ ფრიდრიხ ფონ - გერმანელი ფიზიკოსი და ფილოსოფოსი (დაიბადა 1912 წელს).
ვაიცზეკერი რიჰარდ ფონ - გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, გფრ-ს პრეზიდენტი 1984-94 წლებში (დაიბადა 1920 წელს).
ვაიცი გეორგ - გერმანელი ისტორიკოსი (1813-1886 წწ).
ვაიცი გრეტა - ნორვეგიელი სპორტსმენი ქალი (მძლეოსნობა, მარათონული სირბილი), 1983 წლის მსოფლიოს ჩემპიონი (დაიბადა 1953 წელს).
ვაიცმანი ეზერ - ისრაელის პრეზიდენტი 1993-2000 წლებში (1924-2005 წწ).
ვაიცმანი ხაიმ - ისრაელის სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი 1948-1952 წლებში, პროფესიით ქიმიკოსი (1874-1952 წწ).
ვაიხსი მაქსიმილიან ფონ - ფაშისტური გერმანიის გენერალ-ფელდმარშალი, მეორე მსოფლიო ომის დროს ბალკანეთში განლაგებული ჯარების მთავარსარდალი, გასამართლებულ იქნა როგორც სამხედრო დამნაშავე (1881-1954 წწ).
ვაკაიამა
პრეფექტურა იაპონიაში.
ქალაქი იაპონიაში, ვაკაიამას პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (400 ათასი).
ვაკამაცუ
ქალაქი იაპონიის ფუკუოკის პრეფექტურაში.
იხილე აიძუვაკამაცუ.
ვაკამეზაკე (იაპონ.) - სექსუალური ქმედება, რომელიც ქალის სხეულიდან ალკოჰოლის სმას გულისხმობს.
ვაკანსია (ლათ.) - დაუკავებელი თანამდებობა (დაწესებულებაში), თავისუფალი ადგილი (სასწავლებელში).
ვაკანტური - დაუკავებელი, თავისუფალი (თანამდებობა).
ვაკარელსკი ხრისტო ტომოვ - ბულგარელი ეთნოგრაფი (1896-1985 წწ).
ვაკასი - სამჴრეა (საბა).
ვაკაშები - ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები ორი მონათესავე ინდიელი ტომი - ნუტკა და კვაკუიტლი (კანადა). საერთო რაოდენობა 8 ათასი.
ვაკე
ქვეყანა ბრტყელი (საბა).
სწორი, გაშლილი, უმთაგოროკო ადგილი.
სოფლები დმანისის (ყოფილი ყარაქლისა), კასპის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, გაგრის შემოგარენში.
თბილისის უბანი მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, საბურთალოსა და ვერას შორის. თბილისის შემადგენელი ნაწილი გახდა 1907 წლიდან.
იმერეთის დაბლობის დასავლეთი ნაწილის ისტორიული სახელწოდება.
ვაკევისა - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ხვაშითის თემის საკრებულო), მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე სატოპელას (ყვირილის აუზი) ნაპირას. ზღვის დონიდან - 700 მეტრი, ჭიათურიდან - 19 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 109 კაცი.
ვაკელი (ნამდვილი გვარი მეგრელიძე) იონა - პოეტი, დრამატურგი (1900-1980 წწ).
ვაკენროდერი ვილჰელმ ჰაინრიხ - გერმანელი მწერალი (1773-1795 წწ).
ვაკეპანტები - ყოფილი სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტზში.
ვაკერნაგელი იაკობ - შვეიცარიელი ენათმეცნიერი (1853-1938 წწ).
ვაკიანი - ვაკე ადგილი.
ალ-ვაკიდი აბუ აბდ ალ-ლაჰ მუჰამად იბნ უმარ - არაბი ისტორიკოსი (747 - 823 წწ).
ვაკინთი - შალი, სკლატი (საბა).
ვაკისა - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალოვანის თემის საკრებულო). მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 960 მეტრი, საჩხერიდან - 47 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 67 კაცი.
ვაკისი - რკინიგზის ყრილი, რაზედაც შპალებია დაწყობილი და რელსები დაგებული.
ვაკისძირი - ყოფილი სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში.
ვაკიჯვარი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
ვაკუნა - ძველ საბინიელთა მოსავლიანობის ღმერთქალი. რომის იმპერიაში მისი ფუნქციები შეუერთდა ცერერას, მინერვას და ვენერას კულტს.
ვაკუნაიკა - მდინარე რუსეთის ირკუტსკის ოლქში, ჩონის მარჯვენა შენაკადი.
ვაკუოლები (ფრანგ.) - ღრუები მცენარეთა და ცხოველთა უჯრედებში.
ვაკუსი
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ესტებით და ლივებით დასახლებულ რეგიონებში შუა საუკუნეებში (100-მდე გლეხური მეურნეობა).
გლეხთა თავყრილობა ბალტიისპირეთში XVII საუკუნემდე.
ვაკუუმი (ლათ.) - ჰაერის, გაზის გაუხშოებული მდგომარეობა შეუღწევ ჭურჭელში ან ხელსაწყოში; თითქმის ცარიელი სივრცე, სიცარიელე.
ვაკუუმმეტრი - ვაკუუმის (გაზის გაუხშოების) გასაზომი ხელსაწყო.
ვაკუფი (არაბ.) ან ვაკფი - მაჰმადიანურ ქვეყნებში უძრავი ან მოძრავი ქონება, რომელიც საჩუქრის სახით გადადის უპირატესად მაჰმადიან სასულიერო პირთა ხელში.
ვაკქანალია (ვაკხანალია) - იხილე ბაკქანალია.
ვალა - მდინარე რუსეთის უდმურტეთის რესპუბლიკასა და კიროვის ოლქში, კილმეზის მარცხენა შენაკადი.
ვალა კატრი (ფსევდონიმი; ნამდვილი სახელი და გვარი კარინ ალისე
ვადენსტრემი. სხვა ფსევდონიმები: პეკა, ვიქტორია, ილმარინენი) - ფინელი პოეტი და პუბლიცისტი ქალი (1901-1944 წწ).
ვალა ლორენცო - იტალიელი ჰუმანისტი, ისტორიკოსი, ფილოლოგი (1405 ან 1407 - 1457 წწ).
ვალაამი
დაბა რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში.
კუნძული ლადოგის ტბაში (რუსეთის კარელიის რესპუბლიკა).
ვალაბი - კენგურუს ოჯახის საშუალო ზომის ჩანთოსანი ძუძუმწოვარა ცხოველი. ბინადრობს ავსტრალიაში.
ვალადონი სიუზენ - ფრანგი მხატვარი ქალი (1865-1938 წწ).
ვალათჰოლი ნარაიანა - ინდოელი პოეტი, წერდა სანსკრიტზე და მალაიალამის ენაზე (1878-1958 წწ).
ვალაკი პეეტ (ნამდვილი სახელი და გვარი პეეტერ პედაიასი) - ესტონელი მწერალი (1893-1959 წწ).
ვალალა - ესე არს ვაება, კვნესა, გინა სიტყვიანი ტირილი (საბა).
ვალალი - შეწუხებულის ხმამაღალი ჩივილი და ტირილი.
ვალამაზი - დაბა რუსეთის უდმურტეთის რესპუბლიკაში.
ვალამათ-ზადე გაფარ - ბალეტის ტაჯიკი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1916 წელს).
ვალანდერი სერგეი - რუსი ფიზიკოსი (1917-1975 წწ).
ვალანოს ხე - დანაკისკუდი, ფინიკი (საბა).
ვალანსი - ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, მდინარე რონაზე, დრომის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (105 ათასი).
ვალანსიენი
ქალაქი ჩრდილოეთ საფრანგეთში, მდინარე შელდაზე, ნორის დეპარტამენტში (40 ათასი).
ერთგვარი წმინდა მაქმანი (საფრანგეთის ქალაქის სახელის მიხედვით).
ვალანღარი - კლიტე (საბა).
ვალაუვალობა - იგივეა, რაც გაკოტრება.
ვალახი ოტო - გერმანელი ქიმიკოსი, 1910 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1847-1931 წწ).
ვალბერხი ივან - ბალეტის რუსი მსახიობი, ბალეტმაისტერი (1766-1819 წწ).
ვალბჟიხი - ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ პოლონეთში, სუდეტებში, ვალბჟიხის სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (140 ათასი).
ვალბუენა ბერნარდო დე - ესპანელი პოეტი, პუერტო-რიკოს ეპისკოპოსი (1568-1627 წწ).
ვალგა - ქალაქი ესტონეთში.
ვალგალა - იხილე ვალჰალა.
ვალდაი - ქალაქი რუსეთის ნოვგოროდის ოლქში.
ვალდაის მაღლობი - მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რუსეთის ნოვგოროდის, კალინინისა და ფსკოვის ოლქებში.
ვალდაის ტბა - მდებარეობს რუსეთის ნოვგოროდის ოლქში, ვალდაის მაღლობის შუა ნაწილში.
ვალდე ალოის - გერმანელი ენათმეცნიერი (1869-1924 წწ).
ვალდებულება - რაც ვისმე ევალება; ნებაყოფლობით ნაკისრი დავალება. მიცემული პირობის მიხედვით აუცილებლად შესასრულებელი რამ.
ვალდებული - ვისაც რაიმე ვალდებულება აწევს.
ვალდეკ-რუსო პიერ მარი რენე - საფრანგეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი 1899-1902 წლებში (1846-1904 წწ).
ვალდემარ I დიდი - დანიის მეფე, რომელმაც ქვეყნის ერთანობა აღადგინა (1131-1182 წწ).
ვალდემარ II გამარჯვებული - დანიის მეფე (1170-1241 წწ).
ვალდემარ IV ატერდაგი - დანიის მეფე (დაახლოებით 1320-1375 წწ).
ვალ-დე-მარნი - დეპარტამენტი საფრანგეთში.
ვალდემარპილსი (1917 წლამდე სასმაკენი) - ქალაქი ლატვიაში.
ვალდემარსი კრიშიანის - ლატვიელი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი და ეკონომისტი (1825-1891 წწ).
ვალდენგო ჯუზეპე - იტალიელი ოპერის მომღერალი, ბარიტონი (დაიბადა 1914 წელს).
ვალდენი პაულ - გერმანელი ქიმიკოსი, წარმოშობით ლატვიელი (1863-1957 წწ).
ვალდენსები („ლიონელი ღატაკნი“) - რელიგიური სექტა, რომელიც შეიქმნა XII საუკუნეში საფრანგეთში ქალაქისა და სოფლის ღარიბ-ღატაკთა შორის. მათ მიერ სიღარიბის ქადაგება იყო ფეოდალური წყობისა და კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატულება.
ვალდეპენიასი - ქალაქი ესპანეთში, სიუდად-რეალის პროვინციაში.
ვალდერზეე ალფრედ ფონ - გერმანელი გენერალ-ფელდმარშალი (1832-1904 წწ).
ვალდესი ფრედი - კომუნისტური მოძრაობის ფუძემდებელი დომინიკელთა რესპუბლიკაში (გარდაიცვალა 1950 წელს).
ვალდესი ხუან დე - ესპანელი მწერალი და მეცნიერი-განმანათლებელი (1500-1541 წწ).
ვალდეს ლეალი ხუან დე - ესპანელი ფერმწერი, გვიანდელი ბაროკოს წარმომადგენელი (1622-1690 წწ).
ვალდი ფრანტიშეკ - ჩეხი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, მეტალურგი (1861-1930 წწ).
ვალდივია - ქალაქი სამხრეთ ჩილეში, ვალდივიის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (120 ათასი).
ვალდივია პედრო დე - ესპანელი კონკისტადორი, ჩილეს დამპყრობი (1497 - 1553 ან 1554 წწ).
ვალდისი ბურკარდ - გერმანელი პოეტი (1490-1556 წწ).
ვალდმიულერი ფერდინანდ გეორგ - ავსტრიელი ფერმწერი (1793-1865 წწ).
ვალდონი პიეტრო - იტალიელი ქირურგი (1900-1985 წწ).
ვალდტეიფელი ემილ - ფრანგი კომპოზიტორი, დირიჟორი (1837-1915 წწ).
ვალ-დ,უაზი - დეპარტამენტი საფრანგეთში.
ვალდშნეპი (გერმ.) - ტყის ქათამი.
ვალდჰაიმი კურტ - ავსტრიელი სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის ფედერალური პრეზიდენტი 1986-92 წლებში, გაერო-ს გენერალური მდივანი 1972-81 წლებში, 1968-70 წლებში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი (დაიბადა 1918 წელს).
ვალე - ქალაქი (1962 წლიდან) ახალციხის მუნიციპალიტეტში, სამხრეთ საქართველოში, მდინარე ფოცხოვის მარჯვენა ნაპირზე, ერუშეთის ქედის სუსტად დახრილ ჩრდილოეთ კალთაზე. (5 ათასი - 2002 წ.).
ვალე პერ - შვედი მწერალი (1926-1975 წწ).
პიეტრო დელა - იტალიელი მოგზაური, პოეტი, ისტორიკოსი, აქვს ცნობები საქართველოს შესახებ (1586-1652 წწ).
ვალე-დ'აოსტა (იტალ. Valle-d'Aosta) - ავტონომიური ოლქი იტალიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი - აოსტა.
ვალეეში - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი.
ვალევსკი ალექსანდრ ფლორიან კოლინა - საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე (1810-1868 წწ).
ვალეკი მიროსლავ - სლოვაკი პოეტი (1927-1991 წწ).
ვალენბერგები - შვედეთის ფინანსურ-საწარმოო ჯგუფი. აღმოცენდა XX საუკუნის დასაწყისში. აკონტროლებს ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებს.
ვალენ დელამოტი ჟან ბატისტ მიშელ - რუსეთში მოღვაწე ფრანგული წარმოშობის არქიტექტორი (1729-1800 წწ).
ვალენსა ლეხ - პოლონეთის საზოგადო და სახელ-მწიფო მოღვაწე, ქვეყნის პრეზიდენტი 1990-96 წლებში, 1983 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (დაიბადა 1943 წელს).
ვალენსია (ესპან. Valencia)
ისტორიული და ავტონომიური ოლქი ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ხმელთაშუა ზღვის პირას.
ქალაქი ესპანეთში, ვალენსიის ისტორიული და ავტონომიური ოლქის ცენტრი (760 ათასი).
ქალაქი ვენესუელის ჩრდილოეთ ნაწილში, კარაბობოს შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (905 ათასი).
(ტაკარიგუა) ტბა ვენესუელაში.
(მეტსახელად „ღამურები“) - ამავე სახელწოდების ესპანეთის ქალაქის საფეხბურთო კლუბი. დაარსებულია 1919 წელს. მატჩებს ატარებს სტადიონ მესტალიაზე, რომელიც 55 000 კაცს იტევს.
ვალენსიის ყურე - ყურე ხმელთაშუა ზღვაში, ესპანეთის სანაპიროსთან.
ვალენტაინი ჯიმ - ინგლისელი ფიზიკოსი (1925-1996 წწ).
ვალენტე ხოსე ანხელ - ესპანელი პოეტი (დაიბადა 1929 წელს).
ვალენტი ფლავიუს - აღმოსავლეთ რომის იმპერატორი 364 წლიდან, რომის იმპერატორ ვალენტინიანე I-ის უმცროსი ძმა (დაახლოებით 328-378 წწ).
ვალენტინი - დაბა რუსეთის პრიმორიეს მხარეში.
ვალენტინი მაქსიმ - გერმანელი რეჟისორი და თეატრალური მოღვაწე (1904-1987 წწ).
ვალენტინო რუდოლფ (ნამდვილი სახელი და გვარი როდოლფო გულიელმი დი ვალენტინო) - იტალიური წარმოშობის ამერიკელი კინომსახიობი, სახელი გაითქვა მუნჯ კინოში გადაღებებით (1895-1926 წწ).
ვალენტინიანე I ფლავიუს - რომის იმპერატორი 364 წლიდან (321 - 375 წწ).
ვალენტობა (ლათ.) - ატომის თვისება შუერთდეს სხვა ატომების გარკვეულ რაოდენობას.
ვალენშტაინი (ვალდშტაინი) ალბრეხტ ვენცელ ეუსებიუს - რომის საღვთო იმპერიაში მოღვაწე მხედართმთავარი; წარმოშობით დიდგვაროვანი ჩეხი (1583-1634 წწ).
ვალე პუსენი შარლ ჟან - იხილე ლა ვალე პუსენი შ.ჟ.
ვალერა ხუან - ესპანელი მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე (1824-1905 წწ).
ვალერი მაქს (სხვა ფსევდონიმი - ზიბელი; ნამდვილი სახელი და გვარი მორის ვარლომონი) - ბელგიელი მწერალი (1860-1889 წწ).
ვალერი პოლ (სრული სახელი ამბრუაზ პოლ ტუსენ ჟიულ) - ფრანგი პოეტი (1871-1945 წწ).
ვალერიანა (ლათ.) - ბალახოვანი მცენარე, რომლის ფესვებსა და ფესურებს გამოყენება აქვს მედიცინაში (ამზადებენ ვალერიანის წვეთებს); იგივეა, რაც კატაბალახა.
ვალერიანე პუბლიუს ლიცინიუს - რომის იმპერატორი 253 წლიდან (193-260 წწ).
ვალერიანი ჯუზეპე - იტალიელი მხატვარ-დეკორატორი, არქიტექტორი (1708-1762 წწ).
ვალერიანოვსკი - დაბა რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
ვალერიუსი კვინტუს ანცია - რომაელი ისტორიკოსი (ძვ.წ.აღ. I საუკუნე).
ვალერიუსი იუჰან გოტშალიკი - შვედი ქიმიკოსი (1709-1785 წწ).
ვალერიუსი მაქსიმუს - რომაელი მწერალი (I საუკუნე)
ვალერიუსი ფლაკუს სეტინუს ბალბუს - რომაელი პოეტი (გარდაიცვალა დაახლოებით 90 წელს)
ვალესი ჟიულ - ფრანგი მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე, პარიზის კომუნის მონაწილე (1832-1885 წწ).
ვალეტა (ლა-ვალეტა) - მალტის დედაქალაქი, ხმელთაშუა ზღვის პორტი (10 ათასი).
ვალეტი (ინგლ.)
ცივი იარაღი, პატარა ჯაყვა, რომელსაც ქამრის ღვედებში მალავდნენ.
ერთ-ერთი ფიგურა (ნახატი) ბანქოში; „სალდათი“, ვაჟი.
ვალეცკი ჰენრიხ (ნამდვილი სახელი და გვარი ჰორვიცი მაქსიმილიან) - პოლონეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1877-1938 წწ).
ვალვასორი ივან ვარკჰარდ - იუგოსლავიელი ისტორიკოსი (1641-1693 წწ).
ვალვაცია (ფრანგ.) - უცხოეთის მონეტის ღირებულების განსაზღვრა სხვა სახელმწიფოს ფულის ერთეულით.
ვალზერი მარტინ - გერმანელი მწერალი (დაიბადა 1927 წელს).
ვალზერი რობერტ - შვეიცარიელი მწერალი (1878-1956 წწ).
ვალთერი იოჰანეს - გერმანელი გეოლოგი (1860-1937 წწ).
ვალთერ ფონ დერ ფოგელვაიდე - გერმანელი მინეზინგერი, რომლის შემოქმედება მინეზინგის უმაღლეს მიღწევადაა მიჩნეული (1170-1230 წწ).
ვალთკაცი - მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ქეშელეთის მარჯვენა შენაკადი.
ვალი
სესხად აღებული ფული, ნისიად წაღებული საქონლის საფასური და სხვა მსგავსი. თანხა, რომელიც უნდა იქნეს დაბრუნებული.
მოვალეობა.
ვალი - სკანდინავიურ მითოლოგიაში შვილი ოდინისა და რინდისა, ღმერთ ასებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი.
ვალი (არაბ.) - თურქეთში პროვინციის (ვილაიეთის) მმართველი.
ვალიადოლიდი - ქალაქი ესპანეთში, ვალიადოლიდის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (335 ათასი).
ვალი აურანგაბადი შამს ალ-დინ ვალი ულა - ინდოელი პოეტი (დაახლოებით 1668 - დაახლოებით 1774 წწ).
ვალიდ I - ომაიანთა დინასტიის ხალიფა (666/73 - 715 წწ).
ვალიდოლი (ლათ.) - სამკურნალო პრეპარატი; დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
ვალიე მაქს - გერმანელი ინჟინერ-კონსტრუქტორი, კოსმოსური ფრენის იდეის პროპაგანდისტი (1895-1930 წწ).
ვალიე-დელ-კაუკა - დეპარტამენტი კოლუმბიაში.
ვალიე ინკლანი რამონ მარია დელ - ესპანელი მწერალი (1869-1936 წწ).
ვალიევო - ქალაქი სერბიაში (იუგოსლავია).
ვალიე-ი-კავიედესი ხუან დელ - პერუელი პოეტი-სატირიკოსი (1652-1694 წწ).
ვალიენილია ლანსი ლოურეანო - ვენესუელელი ისტორიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე (1874-1936 წწ).
ვალიესარის ხელშეკრულება - საზავო ხელშეკრულება რუსეთსა და შვედეთს შორის, რომელმაც დაასრულა მათ შორის 1655-58 წლების ომი (დადებულ იქნა 1658 წლის 20 დეკემბერს ნარვის მახლობლად, დასახლება ვალიესარში).
ვალიეხო სესარ - პერუელი მწერალი (1892-1938 წწ).
ვალიზი (ფრანგ.) - დაბეჭდილი საფოსტო ტომარა დიპლომატიური კურიერისა.
ვალითა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
ვალინი - ამინოიზოვალერიანის მჟავა, ერთ-ერთი შეცვლელი ამინომჟავა.
ვალიორი (ფრანგ.) - ფერწერასა და გრაფიკაში ტონის ელფერი, რომელიც გამოხატავს შუქისა და ჩრდილის ოდენობასა და გრადაციას ამა თუ იმ ფერის ფარგლებში.
ვალისი ჯონ - იხილი უოლისი ჯ.
ვალისნერია - ერთლებნიან მრავალწლოვან წყალქვეშა მცენარეთა გვარი; ხშირად აქვთ აკვარიუმებში.
ვალიშევსკი სიგიზმუნდ (ზიგმუნტ) - პოლონელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1897-1936 წწ).
ვალიხანოვი ჩოკან - ყაზახი განმანათლებელი, მოგზაური, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი, შუა აზიის ისტორიისა და კულტურის მკვლევარი (1835-1865 წწ).
ვალკა - ქალაქი ლატვიაში.
ვალკი - ქალაქი უკრაინის ხარკოვის ოლქში.
ვალკირიები (ვალკიურიები) - სკანდინავიურ მითოლოგიაში მებრძოლი ქალები, რომლებიც ოდინის ნება-სურვილის მიხედვით ბრძოლის ბედს წყვეტდნენ.
ვალკუმეი - დაბა რუსეთის მაგადანის ოლქში.
ვალმიერა (1917 წლამდე ვოლმარი) - ქალაქი ლატვიაში (30 ათასი).
ვალმის ბრძოლა - 1792 წლის 20 სექტემბერს რევოლუციური საფრანგეთის ჯარების მიერ მოპოვებული პირველი გამარჯვება ავსტრია-პრუსიის ინტერვენტთა და ფრანგ აზნაურ-ემიგრანტთა ჯარებზე.
ვალმოუხდელი - ვისაც მოვალეობა არ მოუხდია.
ვალმოხდილი - ვისაც მოვალეობა შესრულებული აქვს.
ვალოკორდინი - სამკურნალო პრეპარატი, დამამშვიდებელი და სისხლძარღვების გამაფართოებელი.
ვალონები - ძირითადად ბელგიაში მცხოვრები ხალხი. ცხოვრობენ აგრეთვე საფრანგეთსა და აშშ-ში. საერთო რაოდენობა - 4,2 მილიონი.
ვალონი ანრი - ფრანგი ფსიქოლოგი და საზოგადო მოღვაწე (1879-1962 წწ).
ვალონია
ბელგიის სამხრეთ ნაწილში მდებარე ფრანკოფონური რეგიონი (მოიცავს შემდეგ პროვინციებს: ენო, ლიეჟი, ნამიური, ლუქსემბურგი).
ვალონია - მწვანე წყალმცენარეების სახეობა; გავრცელებულია ტროპიკულ ზღვებში.
ვალორიზაცია (ფრანგ.)
რაიმე საქონლის ფასის ხელოვნურად აწევა უმთავრესად ამ საქონლის წარმოების შეკვეცის გზით.
ღონისძიებათა ერთობლიობა ქაღალდის ფულის კურსის ასაწევად.
ვალოტონი ფელიქს - შვეიცარიელი გრაფიკოსი და ფერმწერი (1865-1925 წწ).
ვალპარაისო - ქალაქი ჩილეში, აკონკაგუას ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (320 ათასი, დიდი ვალპარაისო - 900 ათასი).
ვალპურგის ღამე - წმინდა ვალპურგის დღესასწაულის (პირველი მაისის) წინა ღამე, როდესაც ძველი გერმანული ხალხური ცრურწმენით ჰალცის მთის უმაღლეს მწვერვალ ბროკენზე იმართება კუდიანების და ჯადოქრების დღესასწაული, ღრეობა.
ვალრა (ვალრასი) ლეონ მარი ესპრი - შვეიცარიელი ეკონომისტი (1834-1910 წწ).
ვალრაფი გიუნტერ - გერმანელი მწერალი (დაიბადა 1942 წელს).
ვალსამოს ხე - ბალასინი (საბა).
ვალს-ბოსტონი - ამერიკული სამეჯლისო ცეკვა თავისუფალი კომპოზიციისა.
ვალსი (ფრანგ. ვალსე) - წყვილთა (ქალ-ვაჟთა) სამეჯლისო ცეკვა. წარმოიშვა სამხრეთგერმანელ გლეხთა შორის ლენდლერის სახელწოდებით XVIII საუკუნის 70-იან წლებში.
ვალსი პეჩორაზე - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1992 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ლანა ღოღობერიძე. სცენარის ავტორები - ზაირა არსენიშვილი და ლანა ღოღობერიძე. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი ბერიძე. კომპოზიტორი - გიორგი ცინცაძე. მთავარ როლებში: ნინო სურგულაძე, გურამ ფირცხალავა, მარიკა ჭიჭინაძე, თამარ სხირტლაძე, ვალენტინა ტელეჩკინა, გურანდა გაბუნია, დარეჯან ხარშილაძე, ბერტა ხაფავა, ნინელი ჭანკვეტაძე.
ვალტარი მიკა ტოიმი - ფინელი მწერალი (1908-1995 წწ).
ვალტერი - გერმანული წარმოების ავტომატური პისტოლეტი.
ვალტერი (ფსევდონიმი; ნამდვილი გვარი შლეზინგერი) ბრუნო - გერმანელი დირიჟორი (1876-1962 წწ).
ვალტერი იანის - ლატვიელი ფერმწერი (1869-1932 წწ).
ვალტერი იოჰანეს - იხილე ვალთერი ი.
ვალტონი არვო (ნამდვილი გვარი ვალიკივი) - ესტონელი მწერალი (დაიბადა 1935 წელს).
ვალტორნა (გერმ. Waldhorn სიტყვასიტყვით „ტყის რქა“) - უძველესი სასულე მუნდშტუკიანი მუსიკალური ინსტრუმენტი, სპირალურად მოხრილი მილი, რომელიც ბოლოში ფართოვდება; წარმოდგება მონადირის ბუკისაგან.
ვალუა - ფრანგ მეფეთა დინასტია, კაპეტინგების ერთ-ერთი შტო. საფრანგეთს სათავეში ედგა 1328 - 1589 წლებში.
ვალუა ანრი - ფრანგი ანთროპოლოგი და ანატომი (1889-1980 წწ).
ვალუა ანრი ნინეტ დე (ნამდვილი სახელი და გვარი იდრის სტანუსი) - ბალეტის ინგლისელი მსახიობი და ბალეტმაისტერი ქალი (1898-2001 წწ).
ვალუევი პეტრე - გრაფი, რუსი სახელმწიფო მოღვაწე ძველ ბოიართა გვარიდან, 1879 წლიდან მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე (1815-1890 წწ).
ვალუიკი - ქალაქი რუსეთის ბელგოროდის ოლქში (35 ათასი).
ვალუტა (იტალ.)
რომელიმე ქვეყნის ფულის სისტემა.
უცხო სახელმწიფოს ფული.
ვალუჩაზი (ძველი სახელწოდება მულოჩაზი, ბალოჯაში, ლუქსაგე, მაგანკალა) - ანგოლასა და ზამბიაში მცხოვრები ხალხი.
ვალფიში არნოლდ - საბჭოთა ეპოქის მათემატიკოსი (1892-1962 წწ).
ვალცები (გერმ.) - ცილინდრული ლილვები, რომლებიც ბრუნავენ ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით და მათ შორის გატარებულ მასალას აბრტყელებენ, ამრგვალებენ, ამსხვრევენ, ფხვნიან და ა.შ.
ვალცვა - სამჭედლო მანქანის გლინებზე (საბეჭდი ვალცები) დამაგრებული მბრუნავი შტამპებით (სექტორებით) ნამზადის მოცულობითი შტამპვა.
ვალხოხი - მთა ჯავის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის ჩრდილოეთ განშტოებაზე.
ვალჰალა - სკანდინავიური მითოლოგიის თანახმად, ოდინის სასახლე, სადაც ბრძოლაში დაღუპული მეომრები იყრიან თავს და თავის გმირულ ცხოვრებას იქ განაგრძობენ.
ვამანა - ინდოელი ლიტერატურის თეორიტიკოსი (VIII საუკუნის მეორე ნახევარი - IX საუკუნის პირველი ნახევარი).
ვამაფოსი - ჩანჩქერი მდინარე გლომაზე, ნორვეგიაში.
ვამეყ I დადიანი - ოდიშის ერისთავი 1384-96 წლებში. ერთიან საქართველოში ჰქონდა მანდატურთუხუცესის ტიტული.
ვამეყ II დადიანი - ოდიშის ერისთავი 1474-82 წლებში. ბიძა შამადავლე დადიანისა.
ვამეყ III დადიანი - ოდიშის მთავარი 1658-62 წლებში.
ვამეყ და აზრა - სპარსული რომანული ეპოსის ცნობილი წყვილი, რომელთა ამბავი ახალ სპარსულ ენაზე გალექსა უნსურიმ (XI საუკუნე).
ვამპილოვი ალექსანდრე - რუსი დრამატურგი (1937-1972 წწ).
ვამპირი (ფრანგ.)
ევროპელ ხალხთა მითოლოგიების თანახმად, მიცვალებული, რომელიც ცოცხლებს სისხლს სწოვს.
შეუბრალებელი, სისხლისმსმელი ადამიანი.
(Vampyrum) - ძუძუმწოვრების გვარი ხელფრთიანების რიგისა. ერთგვარი დიდი ღამურა. გავრცელებულია ტროპიკულ ამერიკაში.
ვამპუ - იხილე ხუანპუძიანი.
ვამპუკა - ოპერა-პაროდია, რომელიც საოპერო სპექტაკლების პირობითობებს და დრომოჭმულ ტრადიციებს დასცინის.
ვამპუმი - სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა შორის გავრცელებული საშუალება ინფორმაციის დამახსოვრებისა და გავრცელებისა, რასაც საფუძვლად ედო საგანთა ფერი, რაოდენობა და ურთიერთგანლაგება. ნიჟარებისაგან ასხმული მძივი.
ვანაგი იული - ლატვიელი მწერალი (1903-1986 წწ).
ვანადატი - ვანადიუმის მჟავას მარილი.
ვანადისი - სილამაზის ქალღმერთი სკანდინავიურ მითოლოგიაში.
ვანადიუმი (V) - ქიმიური ელემენტი, მბრწყინავი, ღია მოვერცხლისფრო-რუხი ლითონი. ატომური ნომერი 23, ატომური მასა 50,9415. აღმოაჩინა მექსიკელმა მინერალოგმა დელ რიომ 1801 წელს. სახელი ეწოდა სკანდინავიურ ქალღმერთ ვანადისის მიხედვით.
ვანათი
სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
V-VI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამეკლესიანი ბაზილიკა ბოლნისის მუნიციპალიტეტში.
ვანათის არხი - არხი ცხინვალის მუნიციპალიტეტში, ტირიფონის ვაკეზე.
ვანათისხევი - მდინარე ცხინვალის მუნიციპალიტეტში, პატარა ლიახვის მარჯვენა შენაკადი.
ვან ალენი ჯეიმზ ალფრედ - ამერიკელი ასტროფიზიკოსი (დაიბადა 1914 წელს).
ვან ან-ში (ვან ძე-ფუ) - ჩინეთის სახელმწიფო მოღვაწე, რეფორმატორი, სწავლული და მწერალი (1021-1086 წწ).
ვანაპრასთჰა - ძველ ინდოეთში ტყის განდეგილი, მესამე აშრამა არიას ცხოვრებაში.
ვანაძეები - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.
ვანაძორი (1935 წლამდე - ყარაქილისა, შემდეგ - კიროვაკანი) - ქალაქი სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილში (170 ათასი).
ვანაჰალბები - ესტონურ მითოლოგიაში - ტყის ავი სულები.
ვან ბასტენი მარკო - ჰოლანდიელი ფეხბურთელი, 1988 წლის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი 1988 და 1992 წლებში (დაიბადა 1964 წელს).
ვან ბი - ჩინელი ფილოსოფოსი (226-249 წწ).
ვან ბო (ძიანი) - ჩინელი პოეტი (649-676 წწ).
ვანბრუ ჯონ - ინგლისელი დრამატურგი და არქიტექტორი (1664-1726 წწ).
ვან ბურენი მარტინ - აშშ-ს მერვე პრეზიდენტი (1837-41 წწ) დემოკრატიული პარტიიდან (1782-1862 წწ).
ვანგაჟი - დაბა ლატვიაში.
ვანგარი მაატაი - იხილე მაატაი ვ.მ.
ვან გენიპი ივონა - ჰოლანდიელი სპორტსმენი ქალი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი (1988 წელი) ციგურებით სირბილში (დაიბადა 1964 წელს).
ვან გეიტი ლუი - ბელგიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1927 წელს).
ვანგელისი (ნამდვილი სახელი და გვარი ევანგელოს ოდისეი პაპატანასიუ) - ბერძენი პოპ-მუსიკოსი (ფორტეპიანო) და კომპოზიტორი (დაიბადა 1943 წელს).
ვანგი (ვონგი) ან - ჩინური წარმოშობის ამერიკელი ელექტროინჟინერი და მეწარმე, საოფისე კომპიუტერების და კალკულატორების მწარმოებელი ფირმა „Wang Laboratories“-ის დამაარსებელი (1920-1990 წწ).
ვან გოგი ვინსენტ (ვინსენტ ვილემ) - ჰოლანდიელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1853-1890 წწ).
ვან გოვეი (ვან ძინანი) - ჩინელი მეცნიერი, ისტორიკოსი, ფილოლოგი (1877-1927 წწ).
ვან გონი - კორიოს (კორეის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო) პირველი მმართველი (877 - 943 წწ).
ვან გუ - ლეგენდის თანახმად, ჩინელი გამომგონებელი (დაახლოებით 1500 წ), რომელმაც შექმნა დენთის საწვავით მომუშავე რაკეტული პილოტირებული საფრენი აპარატი. დაიღუპა აპარატის გამოცდის დროს.
ვანდალები (ლათ.)
აღმოსავლელ გერმანელთა ძველი ტომი, რომელიც V საუკუნის შუა წლებში შეესია რომის იმპერიას, გაძარცვა რომი და გაანადგურა კულტურის ძეგლები.
გადატანითი მნიშვნელობით - კულტურის ძეგლთა გამანადგურებელი ადამიანები; ბარბაროსები.
ვანდალი ალბერ - ფრანგი ისტორიკოსი (1853-1910 წწ).
ვანდალიზმი - კულტურის ძეგლთა განადგურება; ბარბაროსობა.
ვანდამი დომინიკ ჟოზეფ - ფრანგი გენერალი (1770-1830 წწ).
ვან დამი ჟან-კლოდ (ნამდვილი გვარი ვან ვარენბურგი) - ჰოლივუდში მოღვაწე ბელგიელი მსახიობი, კარატეს ჩემპიონი, მეტსახელად „ბრიუსელის მუსკულები“ (დაიბადა 1961 წელს).
ვანდეა - დეპარტამენტი დასავლეთ საფრანგეთში, მეამბოხე როიალისტთა ცენტრი საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში.
ვან დეიკი ანტონის - ფლამანდელი ფერმწერი, მუშაობდა ინგლისსა და იტალიაში, რუბენსის მოწაფე (1599-1641 წწ).
ვანდემიერი - 1793-1805 წლებში მოქმედი ფრანგული რესპუბლიკური კალენდრის პირველი თვე (22/23 სექტემბერი - 21/22 ოქტომბერი).
ვანდერბეილპარკი - იხილე ფანდერბეილპარკი.
ვან-დერ-ვაალსი (ვაალსი, ვალსი) იან დიდერიკ, ვან დერ - ჰოლანდიელი ფიზიკოსი, 1910 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1837-1923 წწ).
ვან დერ ვარდენი ბარტელ ლენერტ - იხილე ვარდენი ბ.ლ.
ვანდერველდე ემილ - ბელგიის პოლიტიკური მოღვაწე, სოციალისტი, რეფორმისტი, ქვეყნის არაერთგზის საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრი (1866-1938 წწ).
ვან დერ ვილი ჯონ - ჰოლანდიელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, საზონათაშორისო ტურნირების მონაწილე (დაიბადა 1959 წელს).
ვანდერი კარლ ფრიდრიხ ვილჰელმ - გერმანელი პედაგოგ-დემოკრატი (1803-1879 წწ).
ვან დერ მეიე (გვარი ქორწინებამდე ნიკოლაუ) ალექსანდრა - რუმინელი მოჭადრაკე ქალი, საერთაშორისო დიდოსტატი, ჩინური ფილოლოგიის სპეციალისტი (დაიბადა 1940 წელს).
ვან-დიმენი - არაფურის ზღვის ყურე ავსტრალიის სანაპიროსთან.
ვან დონგენი კის - ფრანგი მხატვარი (1877-1968 წწ).
ვანდრიესი ჟოზეფ - ფრანგი ენათმეცნიერი, ინდოევროპული ენების შესწავლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი (1875-1960 წწ).
ვანე-აიკელი - ქალაქი გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე.
ვანები - კეთილი სულები სკანდინავიურ მითოლოგიაში, ცხოვრობდნენ ასგარდის სიმაგრიდან განმარტოებით, ვანჰაიმში და ითვლებოდნენ ნათელ დემონებად.
ვანეთი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.
ვან ეიკი იან - ნიდერლანდელი ფერმწერი (დაახლოებით 1390-1441 წწ).
ვან ეიკი ჰუბერტ - ნიდერლანდელი ფერმწერი (გარდაიცვალა 1426 წელს)
ვანელი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
ვანემუინე - ესტონეთის ქალაქ ტარტუს თეატრის სახელწოდება. დაარსებულია 1870 წელს.
ვან ვეი (მეორე სახელი მო ძე) - ჩინელი პოეტი, მხატვარი, კალიგრაფი, მუსიკოსი (699 ან 701 - 759 ან 761 წწ).
ვანვიტელი ლუიჯი - იტალიელი არქიტექტორი (1700-1773 წწ).
ვან ვლეკი ჯონ ჰაზბრუკ - ამერიკელი ფიზიკოსი (1899-1980 წწ).
ვანთა - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში (აკურის თემის საკრებულო). მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთის ძირას, მდინარე ვანთისხევის (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე, ზღვის დონიდან - 600 მეტრი, თელავიდან - 13 კილომეტრი, 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1165 ადამიანი. ვანთა წყაროებში პირველად XIV საუკუნეში იხსენიება, თუმცა უკვე ადრინდელ ფეოდალურ ხანაში აქ დიდი დასახლება ყოფილა. სოფლის მახლობლად მაღალ გორკაზე გაშენებული იყო VIII - IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი. შემორჩენილია ფეოდალის დიდი სასახლის ნანგრევები, დარბაზული ეკლესია, იქვე ახლოს აბანოსა და სხვადასხვა დანიშნულების გვიანდელ ნაგებობათა ნაშთია. სოფელში მდებარეობს ვანთის სახალე - ადრინდელი ფეოდალური ხანის საერო ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი.
ვანთის სასახლე - ადრინდელი ფეოდალური ხანის საერო ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი თელავის მუნიციპალიტეტში. რიყის ქვით ნაგები ორსართულიანი სასახლე, რომლის ყოველ სართულზე თითო-თითო დიდი და პატარა დარბაზი ყოფილა. ვიწრო პატარა სარკმლებიანი პირველი სართული დამხმარე და სამეურნეო დანიშნულებას ასრულებდა (შემორჩენილია დიდი ბუხარი). მეორე სართული საცხოვრებელი იყო. ნათდებოდა ნალისებრთაღებიანი, მაღალი და ფართო სარკმლებით. ასასვლელად შენობას გარედან მიშენებული ჰქონდა ფართო კიბე, სართულშუა გადახურვა ხის კოჭებს ეყრდნობოდა. ვანთის სასახლე ადრინდელი ფეოდალური ხანის საერო ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია.
ვანთისხევი - მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში , ალაზნის მარჯვენა შენაკადი.
ვანთლიაშეთი - უღელტეხილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე.
ვანი
(ქალაქი 1981 წლიდან) ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას, დაფნარ-ბაღდათის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან - 60 მეტრი. თბილისიდან - 276 კილომეტრი, ქუთაისიდან - 58 კილომეტრი, რკინიგზის სადგურ სამტრედიიდან 23 კილომეტრი.
- მოსახლეობა - 4,6 ათასი (2002 წ.).
- ანტიკურ ხანაში აქ მდებარეობდა ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელმაც აყვავებას მიაღწია ძვ. წ. III-I სს-ში.
- სატელეფონო კოდი +995 232
სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.
სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.
სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ხვაშითის თემის საკრებულო), მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე სატოპელას (ყვირილის აუზი) ზემოთში. ზღვის დონიდან - 1100 მეტრი, ჭიათურიდან - 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 47 კაცი.
სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (საღანძილის თემის საკრებულო). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ჯინჯოურის (ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 550 მეტრი. ხარაგაულიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 280 კაცი.
გაუმდინარი მლაშე ტბა თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში 1720 მეტრ სიმაღლეზე, მაქსიმალური სიღრმე 145 მეტრი.
ქალაქი აღმოსავლეთ თურქეთში, ვანის ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (150 ათასი).
ქალაქი-პორტი საფრანგეთში, მორბიანის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.
ძველ და შუა საუკუნეების ჩინეთსა და კორეაში სახელმწიფოს და სამთავროების მმართველთა ტიტული.
იაპონურ მითოლოგიაში - ზღვის ღმერთი, რომელიც ზვიგენის ან ნიანგის სახით გამოისახებოდა.
ძველი ჩინური ტერმინი, აღნიშნავდა ქვეყნის გამგებელს ინის და ჯოუს ეპოქაში (ძვ.წ.აღ. XVI-III სს). მოგვიანებით - წარჩინებულთა უმაღლესი ტიტული.
- იგივეა, რაც სავანე.
ვანიამვეზი (ნიამვეზი) - ტანზანიაში, ვიქტორიისა და რუკვის ტბებს შორის მცხოვრები ხალხი.
ვანიანეკა (ნიანეკა, მუნანეკა, ოვანიანეკა) - ანგოლის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები ხალხი.
ვან იანმინი (ვან შოუჟენი) - ჩინელი ფილოსოფოსი (1472-1528 წწ).
ვანიატურუ (ნიატურუ, არიმი, ლიმა, ტურუ) - ტანზანიაში მცხოვრები ხალხი.
ვანიიკა (ნიიკა) - კენიაში მცხოვრები ხალხი.
ვანილი (ფრანგ.)
1) ტროპიკული მცენარე; ისხამს ჩხირისებრ ნაყოფს.
2) ამ მცენარის ნაყოფი - სურნელოვანი სანელებელი.
ვანილინი - ვანილის სუნის მქონე ნივთიერება, რომელსაც იღებენ ქიმიურად, წარმოადგენს ვანილის სუროგატს.
ვანინი ვასილი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა მოსსოვეტის თეატრში (1898-1951 წწ).
ვანინი ჯულიო ჩეზარე (ფსევდონიმი ლუჩილიო) - იტალიელი მღვდელი, ფილოსოფოსი-პანთეისტი, ცეცხლზე დაწვა ინკვიზიციამ (1585-1619 წწ).
ვანინო - დაბა რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში.
ვანისა და ბაღდათის ეპარქია - მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, იმერეთის დაბლობზე მდინარეების სულორისა და ხანისწყლის აუზებში. იგი ქალაქებს - ვანს, ბაღდათს და მათ მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. ეპარქიას დასავლეთიდან შემოქმედის,აღმოსავლეთიდან მარგვეთისა და უბისის ჩრდილოეთიდან ქუთაის-გაენათის და ხონის, სამხრეთიდან ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიები ესაზღვრება. ეპარქიის ტერიტორიაზე 22 ეკლესია მოქმედებს, მათ შორის 9 ვანის და 13 ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
ვანის მთა - მთა ასპინძის მუნიციპალიტეტში, ერუშეთის მთიანეთში.
ვანის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში.
მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ქუთაისის მაზრაში, 1917-28 — ქუთაისის მაზრაში, 1929-დან ქუთაისის ოლქში, 1930 წელს გამოიყო ცალკე მუნიციპალიტეტად.
მდებარეობს იმერეთის დაბლობსა და მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, მდინარე სულორის აუზში.
მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებია: აღმოსავლეთით - ბაღდათის, ჩრდილოეთით - წყალტუბოს და სამტრედიის, დასავლეთითი - სამტრედიის და ჩოხატაურის, სამხრეთით - ჩოხატაურის და ადიგენის.
ფართობი - 557 კვ.კმ (საქართველოს მთელი ტერიტორიის 0,79%).
სიმჭიდროვე - 61 კაცი კვ.კმ-ზე.
მოსახლეობის 99,5% ქართველია; 0,3% - რუსი; 0,1% - აფხაზი; 0,1% - აზერბაიჯანელი; 0,04% - ოსი.
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა, მეაბრეშუმეობა. მუნიციპალიტეტში არის კვების მრეწველობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის (ღვინის და საკონსერვო ქარხნები) საწარმოები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები. აქ არის კურორტი სულორი.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 39 სახელმწიფო და 2 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 34 ბიბლიოთეკა, 4 თეატრი და 4 მუზეუმი.
-1 ქალაქი - ვანი
17 თემის საკრებულო: ამაღლების (2), ბზვანის (2), გადიდის (2), გორის (2), დიხაშხოს (3), ზედა ვანის (2), ზეინდრის (2), მუქუდის (2), სალომინაოს (2), სალხინოს (2), საპრასიის (2), ტობანიერის (4), უხუთის (2), ფერეთის (2), ყუმურის (3), შUამთის (4), ციხესულორის (2)და 2 სოფლის საკრებულო: სულორის, ძულუხის.
42 სოფელი: ამაღლება, ბაბოთი, ბაგინეთი, გადიდი, დიხაშხო, დუცხუნი, ზედა ბზვანი, ზედა გორა, ზედა ეწერ-ტობანიერი, ზედა ვანი, ზედა მუქედი, ზედა ციხესულორი, ზეინდარი, ზენობანი, იმერუხუთი, ინაშაური, ისრითი, კუშუბაური, მაისაური, მიქელეფონი, მთისძირი, ონჯოხეთი, რომანეთი, სალომინაო, სალხინო, საპრასია, სულორი, ტობანიერი, ტყელვანი, უხუთი, ფერეთა, ქვედა ბზვანი, ქვედა გორა, ქვედა მუქედი, ქვედა ციხესულორი, ყუმური, შუა გორა, შუამთა, ციხისუბანი, ძულუხი, ჭაგან-ჭყვიში, ჭყვიში (ყველა სოფელი დასახლებული).
ვანის სამეფო - უძველესი სახელმწიფო ამიერკავკასიის ტერიტორიაზე. იხილე ურარტუ.
ვანის სახარება (ვანის ოთხთავი) - XII-XIII საუკუნეების ქართული ხელნაწერი. შესრულებულია ეტრატზე ორ სვეტად, ნუსხახუცურით.
ვანისქედი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
ვანისწყალი - მდინარე შუახევის მუნიციპალიტეტში, ნაღვარევის მარცხენა შენაკადი.
ვანისჭალა - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (მექვენის თემის საკრებულო), მდებარეობს ხვამლის მასივის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 590 მეტრი, წყალტუბოდან - 54 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 113 კაცი.
ვანკარემი - კონცხი რუსეთის მაგადანის ოლქში, ჩუკოტკის ნახევარკუნძულზე.
ვანკიე - იხილე უანკი.
ვან კლიფი და არპელი - საფრანგეთის საიუველირო ფირმა. დაარსებულია პარიზში 1898 წელს ალფრედ ვან კლიფის და შარლ და ჟულიენ არპელების მიერ.
ვან კოლი ჰაინრიხ (ანრი) ჰიუბერტ - იხილე კოლი ჰ.(ა.)ჰ.
ვანკუვერი
კუნძული ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროსთან, ეკუთვნის კანადას.
ქალაქი კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში, წყნარი ოკეანის პორტი (475 ათასი). 3) ქალაქი აშშ-ს ვაშინგტონის შტატში (50 ათასი).
ვანკუვერი ჯორჯ - ინგლისელი ზღვაოსანი, ჯეიმზ კუკის ექსპედიციების მონაწილე (1758-1798 წწ).
ვანკუვერ კენაქსი - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბი. დაარსებულია 1970 წელს.
ვან ლერბერგი შარლ - ბელგიელი პოეტი (1861-1907 წწ).
ვან ლინ გუანი - ჩინური მითოლოგიის თანახმად, ღვთაება, რომელიც შენობის შესასვლელების მფრაველად ითვლება. მის ქანდაკებას ტაძრების შესასვლელში დგამდნენ.
ვან მანი - ჩინეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, იმპერატორი 9-23 წლებში (ძვ.წ.აღ. 38 - ახ.წ.აღ. 23).
ვან მინი (ჩენ შაო-იუი) - ჩინეთის სახელმწიფო მოღვაწე, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი 1931 წელს (1904-1974 წწ).
ვან-მუ შიჩჟე - ჩინურ მითოლოგიაში ფრინველის ტანის და ქალის სახის მქონე არსებები, სი-ვან-მუს მხევლები.
ვან ნილი კორნელიუს ბერნარდუს - იხილე ნილი კ.ბ.
ვან სენტი გას - ამერიკელი კინორეჟისორი (დაიბადა 1952 წელს).
ვან სვიტენი გერარდ - ჰოლანდიელი ექიმი და განმანათლებელი, მუშაობდა ვენაში (1700-1772 წწ).
ვანსიანი - ქალაქი ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში (160 ათასი).
ვან სიანჯი - ჩინეთის გლეხთა (874-901) ომის ერთ-ერთი ხელმძღვანელი (გარდაიცვალა 878 წელს).
ვან სიჯი (ი შაო) - ჩინელი კალიგრაფი და ლიტერატორი (321 - 379 წწ).
ვან-სლაიკი დონალდ დექსტერ - ამერიკელი ბიოქიმიკოსი და ქიმიკოს-ანალიტიკოსი (1883-1971 წწ).
ვანტა - ქალაქი ფინეთში, მდინარე ვანტან-იოკიზე (150 ათასი).
ვან ტაო - ჩინეთის რეფორმატორული მოძრაობის ერთ-ერთი იდეოლოგიური წინამორბედი (1828-1897 წწ).
ვანტები (ჰოლანდ.) - გემსართავები, რომლებითაც ანძა მაგრდება ბორტებზე.
ვან ტიგემი ფილიპ - იხილე ტიგემი ფ.
ვანტლიაშეთი - უღელტეხილი კახეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე.
ვანტოზი - 1793-1805 წლებში მოქმედი ფრანგული რესპუბლიკური კალენდრის მეექვსე თვე (19/20 თებერვალი - 20/21 მარტი).
ვანტუზი (ფრანგ.)
მოწყობილობა წყალსადენის მილებში დაგროვებული ჰაერის ავტომატურად გამოსადევნად.
დანაგვიანებული სველი წერტის ჰაერით ჩასაწმენდი ხელსაწყო.
ვან ტუნჯაო (ვან ძიანსანი) - ჩინელი მწერალი (1898-1957 წწ).
ვანტ-ჰოფი იაკობ ჰენდრიკ - ჰოლანდიელი მეცნიერი, სტერეოქიმიის ერთ-ერთი დამაარსებელი, 1901 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1852-1911 წწ).
ვანუაზი - მთის მასივი საფრანგეთში.
ვანუა-ლევუ - ვულკანური კუნძული მელანეზიაში (წყნარი ოკეანე), ეკუთვნის ფიჯის, მთავარი ქალაქი - ლამბასა.
ვანუატუ (ვანუატუს რესპუბლიკა. ფრანგ. Republique du Vanuatu, ingl. Republic of Vanuatu).
სახელმწიფო ახალი ჰებრიდის კუნძულებზე, მელანეზიაში, წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
დამოუკიდებლობის დღე - 1980 წლის 30 ივლისი.
ეროვნული დევიზი - “Long God Yumi Stanap”.
ჰიმნი - “Yumi, Yumi, Yumi”.
მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.
ფართობი - 12,2 ათასი კვ.კმ.
დაყოფილია 6 პროვინციად.
მოსახლეობა - 220 ათასი, ძირითადად მელანეზიელები.
სიმჭიდროვე - 16 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
სახელმწიფო ენები - ბისლამა, ინგლისური და ფრანგული.
ვალუტა - ვატუ.
ქვეყნის კოდი - VAN.
დროის სარტყელი - UTC +11.
სატელეფონო კოდი - +678.
ინტერნეტ-დომენი - va.
ვანფი - ეტრუსკულ მითოლოგიაში - სიკვდილის ღვთაება.
ვან ფლეკი ჯონ ჰაზბრუკ - იხილე ვან ვლეკი ჯ.ბ.
ვან ფუჯი (ვან ჩუანშანი) - ჩინელი ფილოსოფოსი (1619-1692 წწ).
ვანქი - ერთ-ერთი ძველი უბანი თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ბარათაშვილის ხიდის მახლობლად.
ვანშენკინი კონსტანტინე - რუსი პოეტი (დაიბადა 1925 წელს).
ვან შიფუ (ვან დესინი) - ჩინელი დრამატურგი (გარდაიცვალა დაახლოებით 1330 წელს).
ვან შუ - ჩინური მითოლოგიის თანახმად, ციური მეეტლე, რომელიც მთვარეს დაატარებს.
ვან შუხე - ძველი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ექიმი (210 - 285 წწ).
ვანჩი - მდინარე ტაჯიკეთში, ფანჯის მარჯვენა შენაკადი.
ვანჩის ქედი - მდებარეობს პამირის დასავლეთ ნაწილში, ტაჯიკეთის მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში.
ვან ჩუნი - ჩინელი ფილოსოფოსი (27-104 წწ).
ვანჩურა ვლადისლავ - ჩეხი მწერალი (1891-1942 წწ).
ვან ცანი (ჯიუნსიუნი) - ჩინელი პოეტი (177-217 წწ).
ვანცეტი ბარტოლომეო - ამერიკელი მუშა-რევოლუციონერი, წარმოშობით იტალიელი, დასჯილ იქნა სიკვდილით ნიკოლა საკოსთან ერთად (1888-1927 წწ).
ვანციავიჩიუსი გენრიკას - ლიტველი რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1924 წელს)
ვანციანი ვაჩაგან - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, დაიბადა საქართველოში (1913-1944 წწ).
ვანციხა - მდინარე ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სატოპელას მარცხენა შენაკადი.
ვან ძინვეი (ვან ჯაომინი) - ჩინეთის პოლიტიკური მოღვაწე (დაახლოებით 1884-1944 წწ).
ვანძი ძიაო - ჩინურ მითოლოგიაში - უფლისწული, რომელიც უკვდავებას ეზიარა, განთქმულია ცხოველებად და ფრინველებად გადაქცევის უნარით.
ვანხევი
(ვანხეურა) მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი.
ყოფილი სოფელი დუშეთის მუნივიპალიტეტში.
ვანხეურა - იხილე ვანხევი.
ვანჰაიმი (ვანთა სავანე) - ვანების სამყოფელი, სამყაროს მეორე სფერო სკანდინავიურ მითოლოგიაში.
ვან ჰელმონტი იან ბატისტა - იხილე ჰელმონტი ი.ბ.ვან.
ვაპანაია - იხილე ჯაფნა.
ვაპნიარკა - დაბა უკრაინის ვინიცის ოლქში.
ვაპორეტო (იტალ.) - პატარა (ორთქლის) გემი, წყლის ტრამვაი ვენეციაში.
ვაპორი (ლათ.) - ზეთი ორთქლის მანქანის ცილინდრების შესაზეთავად.
ვაპორიზაცია - სითხის გადაქცევა ორთქლად; აორთქლება.
ვაპორიმეტრი - ხელსაწყო სხვადასხვა სითხის ორთქლის დრეკადობის გასაზომად გარკვეული ტემპერატურის პირობებში.
ვაპცაროვი ნიკოლა - იხილე ვაფცაროვი ნ.
ვაჟას წყარო - სამკურნალო მინერალური წყალი. წყარო მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის ხეობაში.
ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა რაზიკაშვილი) - დიდი ქართველი პოეტი და მწერალი (1861-1915 წწ).
ვაჟა-ფშაველა - თბილისის მეტროპოლიტენის სადგური საბურთალოს ხაზზე (ამოქმედდა 2000 წელს).
ვაჟბატონი
მამაკაცი ბატონი.
(ირონ.) კაცი, რომლის აზრები ან ქცევა მოსაწონი არ არის.
ვაჟი
მამაკაცი (ჩვეულებრივ ახალგაზრდა).
შვილი მამრობითი სქესისა.
იგივეა, რაც ვაჟკაცი.
ვაჟიანი - სასიძო ვაჟის ოჯახი და ნათესავები.
ვაჟიანობა - ვაჟის შეძენა.
ვაჟინი
შაქრით, თაფლით და ხილის წვენით შეზავებული სასმელი.
ვაჟინი - დაბა რუსეთის ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგის) ოლქში.
ვაჟიშვილი - იგივეა, რაც ვაჟი (მნიშვნელობა 2).
ვაჟკა - მდინარე, იხილე ვაშკა.
ვაჟკაცი - ღონიერი, გულადი, შეუდრეკელი კაცი.
ვაჟკაცობა - ვაჟკაცის თვისება.
ვაჟკაცური - ვაჟკაცის დამახასიათებელი.
ვაჟო! - ქართული ენის შორისდებული; გამოხატავს გაოცებას ან გაბრაზებას.
ვაჟობა - ვაჟის თვისება.
ვაჟური - ვაჟის დამახასიათებელი.
ვარა
ესე არს ყვავილთა მრავალფოთლობა, ნამეტნაობით ბუნებითსა (საბა).
ვარა (ესპ.) - სიგრძის საზომი ლათინური ამერიკის ქვეყნებში; უდრის 80-100 სმ-ს.
ვარაგი - მანგლის ყუ(ვ)ა (საბა).
ვარადერო - ქალაქი კუბაში, მატანსას პროვინციაში, კლიმატური კურორტი.
ვარადი ფაიკ - იორდანიის მუშათა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1926 წელს).
ვარაზაშვილი გიორგი - მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიის წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე (1914-1945 წწ).
ვარაზ-ბაკური (ვარაზ-ბაქარი) - ქართლის მეფე IV საუკუნის მეორე ნახევარში.
ვარაზ გაგელი - გარდაბნის მთავარი VII საუკუნის I ნახევარში.
ვარაზვარდი - კამბეჩოვანის მთავარი VI საუკუნის II ნახევარში, ბააგრატიონთა ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი.
ვარაზი (ვარაზიშვილი) ავთანდილ - ქართველი მხატვარი, ასევე ფიროსმანის როლის შემსრულებელი ამავე სახელწოდების ფილმში (1926-1977 წწ).
ვარაზი ვასილი - ბიოქიმიკოსი და პათოლოგფიზიოლოგი (1888-1969 წწ).
ვარაკლიანი - ქალაქი ლატვიაში.
ვარამ გაგელი - იხილე გაგელი ვარამ.
ვარამი (არაბ.) - დარდი, მწუხარება, ნაღველი.
ვარანასი (ბენარესი) - ქალაქი ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე განგზე, უტარ-პრადეშის შტატში (930 ათასი).
ვარანგალი - ქალაქი ინდოეთის ანდჰრა-პრადეშის შტატში.
ვარანგერ-ფიორდი - ბარენცის ზღვის ყურე ნორვეგიის სანაპიროსთან.
ვარანგნი - ვარგნი თუ მრავლის შემძლებელნი (საბა).
ვარანი - დიდი ხვლიკი (მეტრნახევრამდე სიგრძის); ბინადრობს აღმოსავლეთ ნახევარსფეროს უდაბნოებში, ტროპიკებსა და სუბტროპიკებში.
ვარანტი (ინგლ.) - საბუთი, რომელიც საწყობში საქონლის მიბარებისას ეძლევა საქონლის მფლობელს.
ვარაჟდინი - ქალაქი ხორვატიაში (40 ათასი).
ვარასი - იხილე ვარისი.
ვარაუ (უარაო, გუარაო) - ვენესუელაში მცხოვრები ინდიელი ხალხი; ცხოვრობენ აგრეთვე სურინამსა და გაიანაში. საერთო რაოდენობა - 20 ათასი.
ვარაუდი - წინასწარი მიახლოებითი ანგარიში, წინასწარი აზრი რისამე შესახებ.
ვარაყა (ვარყა) - იგივეა, რაც არყა.
ვარაყი (არაბ.)
1) სხვათა ენაა, ქართულად ქანდა ჰქვიან (საბა).
2) ოქროს (ვერცხლის) თხელი ფენა ნივთზე გადაკრული შესამკობად.
ვარაყიანი - ვარაყით დაფარული.
ვარახშა - უძველესი დასახლება უზბეკეთის ქალაქ ბუხარასთან, კულტურის ძეგლი.
ვარბოლა - შუასაუკუნეების ქალაქის ნანგრევები ესტონეთის დედაქალაქ ტალინის მახლობლად.
ვარბურგი ოტო ჰაინრიხ - გერმანელი ბიოქიმიკოსი და ფიზიოლოგი, 1931 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1883-1970 წწ).
ვარგა ევგენი - უნგრული წარმოშობის საბჭოთა ეკონომისტი, აკადემიკოსი (1879-1964 წწ).
ვარგა იშტვან - უნგრელი ეკონომისტი (1897-1962 წწ).
ვარგავი - სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში.
ვარგანი - ენაკიანი თვითმჟღერი მუსიკალური საკრავი.
ვარგასი ჟეტულიუ დორნელის - ბრაზილიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პრეზიდენტი 1930-1945 და 1951-1954 წლებში (1883-1954 წწ).
ვარგას ლიოსა მარიო - პერუელი მწერალი (დაიბადა 1936 წელს).
ვარგაში - დაბა რუსეთის კურგანის ოლქში.
ვარგისი - ის, რაც ვარგა, გამოსადეგია.
ვარგისობა - ვარგისის თვისება.
ვარდა ანიეს - ფრანგი კინორეჟისორი (დაიბადა 1928 წელს).
ვარდან აიგეკცი (აიგეკელი) - XII-XIII საუკუნეების ზღვარზე მოღვაწე სომეხი იგავთმწერალი და მქადაგებელი.
ვარდან ბარძბერდეცი (აღმოსავლელი) - სომეხი სწავლული ბერი, ისტორიკოსი (გარდაიცვალა 1271 წელს).
ვარდანიანი იური - სომეხი სპორტსმენი, ოლიმპიური თამაშების (1980) და მსოფლიოს (1977-81, 1985) ჩემპიონი ძალოსნობაში (დაიბადა 1956 წლს).
ვარდანისძენი - დიდ ფეოდალთა საგვარეული XI-XV საუკუნეების საქართველოში. სავარაუდოდ წარმოდგებოდნენ მარუშიანთა (მარუშისძეთა) საგვარეულოდან.
ვარდან სვანთა ერისთავი - XII საუკუნის II ნახევრის ქართველი დიდი ფეოდალი.
ვარდარი - მდინარე ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ყოფილ იუგოსლავიასა (მაკედონია) და საბერძნეთში, ერთვის ეგეოსის ზღვის თერმაიკოსის ყურეს (სიგრძე - 388 კილომეტრი).
ვარდბულბულიანი - მეფე პოეტის, თეიმურაზ პირველის (XVII ს) მიერ გადმოქართულებული სპარსული პოემა.
ვარდგინეთი - სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.
ვარდების ომი (წითელი და თეთრი ვარდების ომი) - შინა ომი ფეოდალურ დაჯგუფებებს შორის, პლანტაგენეტების დინასტიის ორი შტოს - ლანკასტერებისა და იორკების - დაპირისპირება ინგლისში 1455-85 წლებში.
ვარდების რევოლუცია (ხავერდოვანი რევოლუცია) - სიმბოლური სახელწოდება 2003 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის წინამძღოლობით დაწყებული მასობრივი გამოსვლებისა საქართველოში, რასაც 23 ნოემბერს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა.
ვარდევანი - სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.
ვარდენი (ვან დერ ვარდენი) ბარტელ ლენდერტ - ჰოლანდიელი მათემატიკოსი (1903-1990 წწ).
ვარდენი - კინოფილმ „უდიპლომო სასიძოს“ პერსონაჟი აკაკი კვანტალიანის შესრულებით.
ვარდენისი - დაბა ჩრდილოეთ სომხეთში.
ვარდენისის ქედი - მდებარეობს სომხეთის სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში.
ვარდესანი (ბარ-დაიშანი) - სირიელი პოეტი, რელიგიური მოაზროვნე-ერეტიკოსი (დაახლოებით 154 - 222 წწ).
ვარდი (ღოსა)
ეკლიანი ბუჩქი, ისხამს ლამაზ, სურნელოვან ფართოფურცლიან სხვადასხვა შეფერილობის ყვავილებს.
ამ ბუჩქის ყვავილი.
ვარდიგორა - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (თუზის თემის საკრებულო). მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის მთისწინეთში, მდინარეების ძუსისა და მაძარულის წყალგამყოფზე. ზღვის დონიდან - 500 მეტრი, თერჯოლიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 350 ადამიანი.
ვარდისებრნი - ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. მას ეკუთვნის ვაშლი, ბალი, მარწყვი.
ვარდის რომანი - შუა საუკუნეების ფრანგული ლიტერატურის ძეგლი, ალეგორიულ-დიდაქტიკური პოემა. პირველი ნაწილის ავტორია გილიომ დე ლორისი, მეორე ნაწილის - ჟან დე მენი.
ვარდისუბანი
სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.
სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე თურდოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ახმეტა-თელავისა და თელავი-გომბორის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან - 640 მეტრი, თელავიდან - 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3288 ადამიანი. ვარდისუბნის მიდამოებშია V და VII საუკუნეების ძველი შუამთისა და ახალი შუამთის მონასტრები. ამ სოფელში დაიბადნენ გიორგი ქუჩიშვილი და დავით თურდოსპირელი.
სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ქსოვრისის თემის საკრებულო), მდებარეობს მუხრანის ვაკეზე, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 570 მეტრი, მცხეთიდან - 27 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 98 კაცი.
სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.
სოფელ ატიშადუს ძველი სახელწოდება.
ვარდკანაფა (Eupatorium cannabinum) - კანაფის მაგვარი ბოჭკოვანი მცენარე.
ვარდკაჭაჭა (Cichorium intybus) - ორ - ან მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე, აქვს განშტოებული ღერო, იკეთებს ცისფერ ყვავილებს.
ვარდკოკორი (vardkukuri) - კოკორი ვარდი, გაუშლელი ვარდი.
ვარდკოხა - ქუნთრუში (საბა).
ვარდნარი - ადგილი, სადაც ვარდის ბუჩქებია, ვარდის ბუჩქების ჯგუფი.
ვარდნილი
რაც ვარდება ზევიდან.
ტემპერატურის, წნევისა და სხვათა დონეების სხვაობა.
ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა დონეზე განლაგებული წყლის ნაკადის ორი უდაწნეო უბნის შესაუღლებლად მაშინ, როცა ტრასას აქვს მკვეთრად ცვლადი გრძივი პროფილი.
ვარდნობი - ჩავარდნილი, მეტად ღრმა ადგილი.
ვარდობა - ვარდის გაშლის, ყვავილობის დრო.
ვარდობისთვე (ვარდობისა) - მაისის ქართული სახელი.
ვარდოშვილი (ნამდვილი გვარი ნიკოლაიშვილი) ხარიტონ - პოეტი (1895-1970 წწ).
ვარდუა (მკითხავი ვარდუა) - პერსონაჟი დანიელ ჭონქაძის მოთხრობისა „სურამის ციხე“.
ვარდფურცლობა - დრო, როცა ვარდი აყვავებას იწყებს.
ვარეგოვო - დაბა რუსეთის იაროსლავლის ოლქში.
ვარევანი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.
ვარეზი ედგარ - ამერიკელი კომპოზიტორი და დირიჟორი, ეროვნებით ფრანგი, კომპოზიტორთა საერთაშორისო გილდიის ერთ-ერთი დამაარსებელი (1883-1965 წწ).
ვარელა ალფრედო - არგენტინელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1914 - 1984 წწ).
ვარელა ხოსე პედრო - ურუგვაელი პედაგოგი და სახალხო განათლების მოღვაწე (1848-1879 წწ).
ვარენა (1917 წლამდე ორანი) - ქალაქი ლიტვაში.
ვარენი - ქალაქი გერმანიაში, მეკლენბურგ-პომერანიის მიწაზე.
ვარენიუსი ბერნჰარდუს (ნამდვილი გვარი ვარენი) - ნიდერლანდელი გეოგრაფი. ავტორი „საყოველთაო გეოგრაფიისა“, სადაც მან პირველმა გამოყო გეოგრაფია, როგორც დედამიწის შემსწავლელი ცალკე დისციპლინა (1622-1650/1651 წწ).
ვარესე - ქალაქი იტალიაში, ვარესეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ვარესი იოჰანეს (ფსევდონიმი ბარბარუსი) - ესტონელი პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე, ესტონეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე 1940-46 წლებში. სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით (1890-1946 წწ).
ვარეულა - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, იხილე ლაშარი.
ვარეში - ქალაქი ბოსნია ჰერცეგოვინაში.
ვარვა - დაბა უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში.
ვარვარა - რაც ვარვარებს.
ვარვარი - სხეულის (უპირატესად ლითონების) ელვარება წითლად დიდი სიმხურვალის გამო.
ვარზობი - მდინარე ტაჯიკეთში, კაფირნიგანის მარჯვენა შენაკადი.
ვარზუგა - მდინარე რუსეთის მურმანსკის ოლქში, ერთვის შავ ზღვას.
ვართა - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, ჯეჯორის მარცხენა შენაკადი.
ვართაგავა იპოლიტე - კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, პედაგოგი (1872-1969 წწ).
ვართაშენი - ქალაქი აზერბაიჯანში.
ვარი - დეპარტამენტი საფრანგეთში.
ვარია
ზრდადაუმთავრებელი ქათამი (კვერცხის დებამდე).
იგივეა, რაც სადღვებელი.
ვარიაგები - ძველრუსული წყაროების თანახმად, სკანდინავიელთა ზოგადი სახელი.
ვარიაგი - რუსეთის კრეისერი (მწყობრში ჩადგა 1901 წელს), გადამწყვეტი როლი ითამაში რუსეთ-იაპონიის ომის მსვლელობაში, ჩაძირულ იქნა 1904 წლის იანვარში.
ვარიანი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
ვარიანტა (ლათ.)
მცენარის ან ცხოველი ორგანიზმი, რომელიც რაიმე ნიშნით განსხვავდება ძირითადი ტიპისაგან
სტატისტიკაში: რიცხვთა რიგის თითოეული წევრი.
ვარიანტი (ლათ.)
რამდენიმე გვარად დაწერილი ნაწარმოების (ან მისი ნაწილის) ერთ-ერთი სახეობა.
საერთოდ, რისამე ნაირსახეობა.
ვარიაობა - ვარიად ყოფნა.
ვარიატორი (ლათ.) - მექანიზმი, რომელიც ერთი ლილვის ბრუნვას გადასცემს მეორეს ისე, რომ წამყვანი ლილვის ბრუნვის სიჩქარესთან შედარებით ამყოლი ლილვის ბრუნვის სიჩქარე იცვლება მდოვრედ.
ვარიაცია (ლათ.)
რაიმე ნაწარმოების, გეგმის და სხვა მეორეხარისხოვანი ელემენტების სახეცვლილება ისე, რომ ძირითადი ჩანაფიქრი, შინაარსი უცვლელი იყოს.
მცენარის ან ცხოველის ორგანიზმის მცირე ცვლილება, ერთგვარი გადახრა ძირითად ტიპთან შედარებით.
მუსიკალური თემის, მელოდიის და მისთანების სახესხვაობა.
ვარიაციული - ვარიაციასთან, ვარიაციებთან დაკავშირებული.
ვარიეტე (ფრანგ.) - საესტრადო პროგრამების თეატრი. პირველი ასეთი თეატრი გაიხსნა XVIII საუკუნის დასასრულის პარიზში.
ვარიირება (ფრანგ.) - სახის ცვლა, გადასხვაფერება.
ვარიკა (ვარიკელა) - პატარა ვარია.
ვარიკოზული (ლათ.) მაგალითად, ვენების ვარიკოზული გაგანივრება - ქვედა კიდურების, სწორი ნაწლავის (ბუასილის დროს) და ზოგი სხვა ორგანოს ვენების დაავადება - კვანძოვანი გაგანივრება.
ვარიკონდი (ინგლ.) - სეგნეტოკერამიკული კონდენსატორი, რომლის ტევადობასა და შემონაფენებზე მოდებულ ელექტრულ ძაბვას შორის მკვეთრად გამოსახული არაწრფივი დამოკიდებულება არსებობს.
ვარიკოცელე - სათესლე ბაგირაკის ვენების კვანძოვანი გაგანიერება და დაგრძელება. უმეტესად გვხვდება 17-30 წლის ასაკში.
ვარინგი (უერინგი) ედუარდ - ინგლისელი მათემატიკოსი (1734-1798 წწ).
ვარინიონი პიერ - ფრანგი მექანიკოსი და მათემატიკოსი (1654-1722 წწ).
ვარინსკი ლუდვიკ - პოლონეთის სოციალისტური მოძრაობის მოღვაწე (1856-1889 წწ).
ვარიოლოიდი - ყვავილის (გადამდები დაავადების) მსუბუქი ფორმა.
ვარიომეტრი (ლათ.)
ცვალებადი ინდუქტიურობის კოჭი; იყენებენ რადიოტექნიკურ მოწყობილობათა ასაგებად.
ხელსაწყო. რომლითაც არკვევენ დედამიწის მაგნეტიზმის ცვლილებებს.
ხელსაწყო თვითმფრინავის ვერტიკალური სიჩქარის გასაზომად.
ვარისი (ვარასი) - ფეოდალურ საქართველოში უფლებამონაცვლე ზოგადად, კერძოდ კი უფრო შორეული, როცა პირველი რიგის მემკვიდრე არ არსებობდა.
ვარისტორი - ნახევრადგამტარული რეზისტორი, რომლის ელექტრული წინაღობა (გამტარობა) არაწრფივად იცვლება და ერთნაირია დადებითი და უარყოფითი ძაბვის ზემოქმედების დროს.
ვარკეთილი
(„ველკეთილისაგან“) სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.
თბილისის ახალშენი, მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ისანი-სამგორის რაიონში, გაშენდა XX საუკუნის 70-იანი წლებიდან.
თბილისის მეტროპოლიტენის სადგური მთავარ ხაზზე, სადგურ „სამგორის“ შემდეგ. ამოქმედდა 1985 წელს.
ვარკონი ზოლტან - უნგრელი რეჟისორი და მსახიობი (1912-1979 წწ).
ვარლაამ კალაბრიელი - ბიზანტიელი ფილოსოფოსი, ასტრონომი და მათემატიკოსი (1290-1348 წწ).
ვარლაამი - წიგნის ბეჭდვის ფუძემდებელი მოლდავეთში (დაახლოებით 1590-1657 წწ).
ვარლაამი და იოასაფი (ვარლაამი და იოასაფატი) - შუა საუკუნეების ბიზანტიური რომანი, რომლის სიუჟეტი ბუდას ლეგენდის სანსკრიტულ რედაქციას უკავშირდება. შეიქმნა XI საუკუნეში ბერძნულ ენაზე.
ვარლამი - საქართველოს ეგზარქოსი 1811-14 წლებში (1762/8 - 1830 წწ).
ვარლამოვა ინა (ნამდვილი სახელი და გვარი კლავდია ლანდაუ) - რუსი მწერალი ქალი (1923-1990 წწ).
ვარლამოვი ალექსანდრე - რუსი კომპოზიტორი, მომღერალი, ვოკალური
ლირიკის ოსტატი (1801-1848 წწ).
ვარლე ჟან ფრანსუა - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1764-1832 წწ).
ვარლეი ნატალია - თეატრის და კინოს რუსი მსახიობი ქალი (დაიბადა 1947 წელს).
ვარლენი ლუი ეჟენ - საფრანგეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1839-1871 წწ).
ვარმა ბჰაგავატიჩარანი (ბჰაგავატიჩარან ვარმა) - ინდოელი მწერალი (დაიბადა 1903 წელს).
ვარმანდი - ანაფორა (საბა).
ვარმე - კურტაკი.
ვარმინგი იოჰანეს ეუგენიუს - დანიელი ბოტანიკოს-ეკოლოგი და სისტემატიკოსი (1841-1924 წწ).
ვარმუსი ჰაროლდ - ამერიკელი მოლეკულარული ბიოლოგი, 1989 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჯ.მ.ბიშოპთან ერთად (დაიბადა 1939 წელს).
ვარნა
ქალაქი-პორტი ბულგარეთში, ვარნის ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი (320 ათასი).
(სანსკრ.) - ძველ ინდოეთში საერთო სახელწოდება ოთხი საზოგადოებრივი ჯგუფისა: ბრაჰმანებისა, ქშატრიებისა, ვაიშიებისა და შუდრებისა.
ვარნავინო - დაბა რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.
ვარნალისი კოსტას - ბერძენი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1884-1974 წწ).
ვარნეთი - გვიანდელი ფეოდალური ხანის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი დაბა ასპინძის მიდამოებში.
ვარნემიუნდე - ქალაქ როსტოკის ავანპორტი და გარეუბანი (გერმანია).
ვარნიაი - ქალაქი ლიტვაში.
ვარნიე რეჟის - ფრანგი კინორეჟისორი (დაიბადა 1948 წელს).
ვარნკე ჰერბერტ - გერმანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1902-1975 წწ).
ვარნოვი - მდინარე გერმანიაში, ერთვის ბალტიის ზღვის მეკლენბურგის უბეს.
ვარონა ენრიკე ხოსე - კუბის საზოგადო მოღვაწე, მწერალი და მეცნიერი (1849-1933 წწ).
ვარონი მარკუს ტერენციუს - რომაელი მწერალი და მეცნიერი, ენციკლოპედისტი (ძვ.წ.აღ.116-27 წწ).
ვარპალოტა - ქალაქი უნგრეთში, ვესპრემის მედიეში.
ვარსაკი - ქალაქი პაკისტანში.
ვარსამი - დალაქი (საბა).
ვარსამუსე (ვარსამუშა) - ბიზანტიელი ისტორიკოსის თეოფანე ჟამთააღმწერლის ცნობით, სპარსელების ქვეშევრდომ იბერიელთა მთავარი.
ვარსამფილილა - მირონის სურნელი (საბა).
ვარსაღი - თურქულ-აზერბაიჯანული საგმირო ლექსი-სიმღერა. შედგება რამდენიმე ოთხსტრიქონიანი სტროფისაგან.
ვარსიმაანი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბაზალეთის თემის საკრებულო), მდინარე დუშეთისხევის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 960 მეტრი, დუშეთიდან - 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 200 კაცი.
ვარსიმაშვილი ავთანდილ - თეატრისა და კინოს რეჟისორი (დაიბადა 1959 წელს).
ვარსკვლავეთი (პოეტ.) - ზეცა.
ვარსკვლავთმისნობა - იგივე ასტროლოგია.
ვარსკვლავთმრიცხველი (ძვ.) - იგივე ასტრონომი.
ვარსკვლავთმრიცხველობა - იგივე ასტრონომია.
ვარსკვლავი
ციური სხეული, რომელიც ღამეულ ცაზე ჩანს მანათობელი წერტილივით.
(გადატანით) ბედი, განგება.
(გადატანით) იმედი, ნუგეში.
ითქმის დიდად სახელგანთქმული მსახიობის, სპორტსმენის და სხვა ცნობილი ადამიანების შესახებ.
გეომეტრიული ფიგურა, საგანი, რომელსაც სამკუთხა შვერილები (ქიმები) აქვს.
ვარსკვლავიანი
რაზედაც (როდესაც) ვარსკვლავებია.
რაზედაც ვარსკვლავია გამოყვანილი ან დამაგრებული.
ვარსკი (ნამდვილი გვარი ვარშავსკი-ვარსკი) ადოლფ იეჟი - პოლონეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1868-1937 წწ).
ვარსქენ პიტიახში არშუშას ძე - ქართლის მმართველი V საუკუნის 60-80-იან წლებში. ვახტანგ გორგასალმა სიკვდილით დასაჯა 482 წელს. მთავარი პერსონაჟი იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამებისა“.
ვარტა - მდინარე პოლონეთში, ოდრის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 808 კილომეტრი).
ვარტაშენი - აზერბაიჯანის ქალაქ ოგუზის სახელი 1991 წლამდე.
ვარტბურგი ვალტერ ფონ - შვეიცარიელი ენათმეცნიერი, მთავარი ნაშრომი - „ფრანგული ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონი“ (1888-1971 წწ).
ვარუნა - ვედურ რელიგიაში - ყოვლისმხედველი და მრისხანე ღმერთი-მსაჯული, მსოფლიო წესრიგისა და ადამიანის მორალის დამცველი, ცისა და წყლის სტიქიის ღმერთი.
ვარუჟანი დანიელ - სომეხი პოეტი (1884-1915 წწ).
ვარუსი პუბლიუს კვინტილიუს - რომის იმპერიის პოლიტიკური მოღვაწე და მხედართმთავარი, წარმოშობით პატრიცი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 53 - ახ.წ.აღ. 9).
ვარყა - სოკოა ერთი (საბა).
ვარყა და გოლშაჰი - სპარსული და თურქული რომანული სიუჟეტი.
ვარშავა - პოლონეთის დედაქალაქი, პორტი მდინარე ვისლაზე, ვარშავის სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (1,6 მილიონი).
ვარშავიანკა
რუსი და პოლონელი პროლეტარების პოპულარული რევოლუციური ჰიმნი.
პოლონეთის 1830-31 წლების აჯანყების პატრიოტული ჰიმნი.
ვარშავის ხელშეკრულება - ხელი მოეწერა 1955 წლის 14 მაისს ვარშავაში ალბანეთს (გამოვიდა 1968 წელს), ბულგარეთს, უნგრეთს, გდრ-ს (გამოვიდა 1990 წელს), პოლონეთს, რუმინეთს, სსრკ-სა და ჩეხოსლოვაკიას შორის და მიზნად ისახავდა დასახელებული ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მოქმედება შეწყვიტა 1991 წლის 1 ივლისს.
ვარშავსკი ვლადიმირ - რუსი მწერალი, 1920 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში (1906-1978 წწ).
ვარშავჩიკი გრეგორი - რუსული წარმოშობის ბრაზილიელი არქიტექტორი (1896-1972 წწ).
ვარშამანგი - თავს სახვევი (საბა).
ვარშანიძე მამია - პოეტი (1916-1990 წწ).
ვარშაყიანი - საგმირო-ფანტასტიკური ხასიათის ვრცელი ქართული რომანი. XVII-XVIII საუკუნეებში სპარსულიდანაა თარგმნილი ან გადმოკეთებული.
ვარშის ტბა - მდებარეობს მდინარეების ომისა და პეშის სათავეებს შორის, რუსეთის არხანგელსკის ოლქის ნენთა ავტონომიურ ოკრუგში.
ვარჩა - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.
ვარჩატოს ტბა - მდებარეობს ჩრდილოეთ ურალის აღმოსავლეთ კალთასთან, რუსეთის ტიუმენის ოლქის იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგში.
ვარციხე (ისტორიული ვარდციხე) - სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში. სოფლის საკრებულოს ცენტრი. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ხანისწყლისა და რიონის შესაყართან. ზღვის დონიდან - 80 მეტრი, ბაღდათიდან - 17 კილომეტრი 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1942 კაცი.
ახლანდელი სოფლის ადგილზე ადრინდელ შუა საუკუნეებში მდებარეობდა ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი (ბერძნულ წყაროებში როდოპოლისი, ქართულ წყაროებში ვარციხე, ვარდციხე). პირველად მოიხსენიებაVI საუკუნის ბიზანტიურ წყაროებში. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ვარციხეს დიდი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზა. VI საუკუნის შუა წლებში სპარსეთ-ბიზანტიის ომის დროს ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. პირველად ირანელების თავდასხმის წინ ქალაქის კედელი მოარღვიეს, რათა მტერს შემდგომში ახალ დაპყრობათა პლაცდარმად არ ექცია. IX-XI სს-ში ქალაქმა აღმავლობა განიცადა. გვიანდელ შუა საუკუნეებში ვარციხე იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო.
ვარცლა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხეობის თემის საკრებულო), ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1260 მეტრი, დუშეთიდან - 19 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 11 კაცი.
ვარცლი
არს მცირე ნავი, ხოლო ცომისა ბურეჯსაცა ვარცლსა უწოდენ ნავის მსგავსებობისათვის (საბა).
ხის მოგრძო და ღრმა ჭურჭელი ცომის მოსაზელად.
ვარცხნილობა - ფორმა, რომელიც ეძლევა თმას შეკრეჭით, დავარცხნით, დახვევით.
ვარძია
სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სამხრეთ იმერთის მთისწინეთში მდინარე ბორიმელის მარცხენა მხარეს. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან 400 მეტრი. ხარაგაულიდან 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1458 კაცი.
კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული კულტურის ძეგლი; მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე.
ვარხანი - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.
ვარხვი (Pelecanidae)
ფრინველი, ფილაკვანი (საბა).
წყლის გრძელნისკარტიანი დიდი ფრინველი.
ვარხმელა - მდინარე ტყიბულის შემოგარენში, ძუსის მარცხენა შენაკადი.
ვარხუნო - ყოფილი სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.
ვარჯანაული - სოფლები ქობულეთისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში.
ვარჯანისი - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.
ვარჯი
კაცთ ქოჩორი, გინა ხეთ შვენიერი რტონი (საბა).
ხის განშტოებული ნაწილი პირველი ტოტებიდან კენწერომდე.
ვარჯიში
თურქთა ენაა, ქართულად სეფური ჰქვიან (საბა).
ერთი და იმავე მოძრაობის, მოქმედების, საქმიანობის მრავალჯერ გამეორება რაიმე ჩვევის შეძენის, რისამე შესწავლის ან რამეში დახელოვნების, გაწაფვის მიზნით.
ვასა - ქალაქი-პორტი ფინეთში (55 ათასი).
ვასაკა (Hylidae)
მწვანე მცირე მყვარი (საბა).
ხის პატარა მწვანე ბაყაყი.
ვასაკ სივნიელი (ვასაკ სიუნი) - სივნიეთის (სიუნიქის) მთავარი V საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს, ირანელთა მარზპანი ქართლში.
ვასალი (ფრანგ.)
შუა საუკუნების დასავლეთ ევროპაში: მემამულე, ფეოდალი, რომელიც დამოკიდებული იყო სხვა უფრო მსხვილ ფეოდალზე (სიუზერენზე).
ვისიმე ხელქვეითი, დამოკიდებული პირი; დამოკიდებული სახელმწიფო.
ვასალისკო - ანუ ბასალისკო; ესე არს თვალით მაკვდინებელი მÃეცი გესლიანი (საბა).
ვასალიტეტი (ფრანგ.) - ვასალების სიუზერენისადმი დამოკიდებულების სისტემა, რაც წარმოადგენდა ფეოდალთა კლასის პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმას.
ვასალური - ვასალის დამახასიათებელი.
ვასაძე აკაკი - მსახიობი და რეჟისორი, თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1899-1978 წწ).
ვასბერგი თომას ლარს - შვედი სპორტსმენი, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონი 1980-88 წლებში თხილამურებით სირბილში (დაიბადა 1956 წელს).
ვასერმანი ავგუსტ - გერმანელი მიკრობიოლოგი და იმუნოლოგი (1866-1925 წწ).
ვასერმანი იაკობ - გერმანელი მწერალი (1873-1934 წწ).
ვასერმანის რეაქცია - სისხლის შრატის გამოკვლევა სიფილისის გამოცნობის მიზნით. სახელი ეწოდა ავგუსტ ვასერმანის გვარის მიხედვით.
ვასთირჯი - მგზავრთა და საერთოდ მამაკაცთა მფარველი ღვთაება ოსურ მითოლოგიაში.
ვასი - ინგლისის მეფე ჰენრიხ II-ის კარზე მოღვაწე ნორმანდიელი პოეტი (დაახლ. 1100-1174 წწ).
ვასილაკე ვასილე - მოლდაველი მწერალი (დაიბადა 1926 წელს).
ვასილევი
ლუბენ - ბულგარელი მეცნიერი იურისტი (1911-1971 წწ).
ორლინ (ნამდვილი სახელი ხრისტო) - ბულგარელი მწერალი (1904-1977 წწ).
ვასილევი (ამჟამად ვასილკოვო) - X-XIII საუკუნეების ძველრუსული ციხე-ქალაქი მდინარე სტუგნაზე. დააარსა ვლადიმერ I-მა.
ვასილევიჩი - ქალაქი ბელორუსიის გომელის ოლქში.
ვასილევსკაია (ვასილევსკა) ვანდა - პოლონელი და საბჭოთა მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქალი (1905-1965 წწ).
ვასილევსკი ალექსანდრე - რუსი მხედართმთავარი, მარშალი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი (1895-1977 წწ).
ვასილევსკი ბორის - რუსი მწერალი (დაიბადა 1939 წელს).
ვასილი I - მოსკოვის დიდი თავადი 1389 წლიდან, დიმიტრი დონელის შვილი (1371-1425 წწ).
ვასილი II უსინათლო - მოსკოვის დიდი მთავარი 1425 წლიდან, ვასილი I-ის ძე (1415-1462 წწ).
ვასილი III - მოსკოვის დიდი მთავარი 1505 წლიდან (1479-1533 წწ).
ვასილი IV (შუისკი) - რუსეთის მეფე 1606-1610 წლებში, თავად ი.ა.შუისკის შვილი (1552-1612 წწ).
ვასილი ბუსლაევი - ნოვგოროდული ბილინების ციკლის მაწანწალა და ოინბაზი პერსონაჟი.
ვასილიევა ეკატერინა - რუსი მსახიობი ქალი, მოღვაწეობს მოსკოვის სამხატვრო თეატრში (დაიბადა 1945 წელს).
ვასილიევა ელიზავეტა (დმიტრიევა) - რუსი პოეტი ქალი (1887-1928 წწ).
ვასილიევა ვერა - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობს მოსკოვის სატირის თეატრში (დაიბადა 1925 წელს).
ვასილიევ-ბუგლაი დიმიტრი - რუსი კომპოზიტორი, საგუნდო დრიჟორი (1888-1956 წწ).
ვასილიევები ძმები (სინამდვილეში მოგვარეები) გიორგი (1899-1946 წწ) და სერგეი (1900-1959 წწ) - რუსი კინორეჟისორები და სცენარისტები.
ვასილიევი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე - რუსი ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, არაბისტი (1867-1953 წწ).
ვასილიევი ალექსანდრე ალექსის ძე - ერთ-ერთი პირველი რუსი მფრინავი (1882-1918 წწ).
ვასილიევი ბორის - რუსი მწერალი (დაიბადა 1924 წელს).
ვასილიევი ვალერი - რუსი ჰოკეისტი, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი XX საუკუნის 70-იან წლებში (დაიბადა 1949 წელს).
ვასილიევი ვასილი - რუსი აღმოსავლეთმცოდნე, ბუდოლოგი, ტიბეტოლოგი, სინოლოგი (1818-1890 წწ).
ვასილიევი ვლადიმირ - ბალეტის რუსი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი, პედაგოგი (დაიბადა 1940 წელს).
ვასილიევი თედორე - რუსი მხატვარი (1850-1873 წწ).
ვასილიევი პაველ - რუსი პოეტი (1909-1937 წწ).
ვასილიევი სერგეი - რუსი პოეტი (1911-1975 წწ).
ვასილიევკა - ქალაქი უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში.
ვასილიევო - დაბა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში.
ვასილიევსკი - მოხი - დაბა რუსეთის ტვერის ოლქში.
ვასილი ნეტარის ტაძარი - მოსკოვის პოკროვსკის ტაძრის გავრცელებული სახელი. აშენებულია 1555-60 წლებში თათართა სახანოზე გამარჯვების აღსანიშნავად, ხუროთმოძღვრების ბარმასა და პოსტნიკის მიერ.
ვასილისა მშვენიერი - რუსული ჯადოსნური ზღაპრების პოპულარული პერსონაჟი ქალი. ელენე მშვენიერის ანალოგი.
ვასილისკო - იხილე ბასილისკო.
ვასილიუ გეორგიოს - კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1988-93 წლებში (დაიბადა 1931 წელს).
ვასილკო ვასილი - უკრაინელი მსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა ოდესის უკრაინულ თეატრში (1893-1972 წწ).
ვასილკოვი - ქალაქი უკრაინის კიევის ოლქში (40 ათასი).
ვასილკოვკა - დაბა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში.
ვასილკოვსკი სერგეი - უკრაინელი ფერმწერი (1854-1917 წწ).
ვასილსურსკი - დაბა რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, კლიმატური კურორტი.
ვასიუგანი - მდინარე რუსეთის ტომსკის ოლქში, ობის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 1082 კილომეტრი).
ვასიუგანიე - გეოგრაფიული რაიონი დასავლეთ ციმბირის ვაკის სამხრეთით, რუსეთის ნოვოსიბირსკის, ომსკის, ტომსკისა და ტიუმენის ოლქებში.
ვასიუგანის ვაკე - მდებარეობს დასაველთ ციმბირის ვაკის სამხრეთ ნაწილში, ობისა და ირტიშის შუამდინარეთში, რუსეთის ტიუმენის, ომსკისა და ტომსკის ოლქებში.
ვასიუკოვი ევგენი - რუსი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, ჭადრაკის თეორიტიკოსი (დაიბადა 1933 წელს).
ვასიუტინი ვლადიმირ - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, ფრენა 1985 წლის სექტემბერ-ოქტომბერში „სოიუზ ტ-14“-ით (დაიბადა 1952 წელს).
ვასიფ ენდერუნლუ - თურქი პოეტი (გარდაიცვალა 1824 წელს).
ვასიფი ზაინადინ მაჰმუდ იბნ აბდალ-ჯალილ - ტაჯიკი მწერალი (1485 - 1551 ან 1566 წწ).
ვასიშთხა - ვედურ მითოლოგიაში ბრძენი-რიში, რომელიც დიდი დათვის თანავარსკვლავედის განსახიერებას წარმოადგენს.
ვასიშჩევო - დაბა უკრაინის ხარკოვის ოლქში.
ვასკო და გამა - იხილე გამა ვასკო და.
ვასკონსელოსი ხოსე - მექსიკელი ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და სახელმწიფო მოღვაწე (1882-1959 წწ).
ვასკულიტი (ლათ.) - წვრილი სისხლძარღვების კედლების ანთება.
ვასლუი
ჟუდეცი რუმინეთში.
ქალაქი რუმინეთში, ვასლუის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი.
ვასმუ ჰერბიერგ - ნორვეგიელი მწერალი ქალი (დაიბადა 1942 წელს).
ვასნეცოვი აპოლინარი
რუსი ფერმწერი და გრაფიკოსი (1856-1933 წწ).
ვიქტორ - რუსი მხატვარი-პერედვიჟნიკი (1848-1926 წწ).
ვასპურაკანის სამეფო - სომხური ფეოდალური სახელმწიფო 908-1021 წლებში. ცნობილია არწრუნთა სამეფოს სახელწოდებითაც.
ვასუბანდჰუ - ინდოელი ფილოსოფოსი, ბუდისტი მოაზროვნე (V საუკუნე).
ვასუდევა
„მაჰაბჰარატაში“ კრიშნას მამა.
ინდუიზმის მითოლოგიაში ვიშნუს და კრიშნას ერთ-ერთი სახელი.
ვასუკუმა (სუკუმა) - ტანზანიაში, ვიქტორიის ტბის სამხრეთით მცხოვრები ხალხი.
ვატა - ქარის ღმერთი ვედურ მითოლოგიაში.
ვატაგინი ვასილი - რუსი მოქანდაკე და გრაფიკოსი (1883/4 - 1969 წწ).
ვატამანუ იონ - მოლდაველი პოეტი (დაიბადა 1937 წელს).
ვატანაბე მასანოსკე - იაპონიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1899-1959 წწ).
ვატანაბე ძიუნძო - იაპონელი პოეტი (1894-1980 წწ).
ვატარი-სინტო (ისე-სინტო) - სინტოიზმის ერთ-ერთი სკოლა.
ვატაცუმი-ნო კამი - იაპონურ მითოლოგიაში ზღვის ღმერთი, საზღვაო სტიქიის მბრძანებელი.
ვატაცუმი-ნო კუნი - იაპონურ მითოლოგიაში ზღვის სამეფო.
ვატები (გერმ.) - ზღვის სანაპიროს ქვედა ზოლი, რომელიც წყლით იფარება ყოველდღე მოქცევების დროს.
ვატენბახი ვილჰელმ - გერმანელი ისტორიკოსი, წყაროთმცოდნე და პალეოგრაფი (1819-1897 წწ).
ვატენშაიდი - ქალაქი გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში.
ვატერი (ვატერმანქანა) - სართავი მანქანის სახესხვაობა.
ვატერი ალექსანდრ დე - ფრანგი მეტალურგი (XIX საუკუნის II ნახევარი).
ვატერკლოზეტი (ინგლ.) - საპირფარეშო, რომელსაც აქვს წყლით ჩასარეცხი მოწყობილობა.
ვატერლოო - ქალაქი ბელგიაში, ბრაბანტის პროვინციაში (ბრიუსელის სამხრეთით), სადაც 1815 წლის 18 ივნისს ანგლო-ნიდერლანდულმა ჯარებმა გაანადგურეს ნაპოლეონის არმია.
ვატერპასი (ჰოლანდ.) - უმარტივესი ხელსაწყო ჰორიზონტალურობის შესამოწმებლად და დახრილობის მცირე კუთხეების გასაზომად; თარაზო.
ვატერპოლო (ინგლ.) - იხილე წყალბურთი.
ვატერპრუფი (ინგლ.)
ულტობო ქსოვილი პალტოებისათვის, კარვებისათვის.
ქალის გრძელი საზაფხულო პალტო.
ვატერჟაკეტი (ინგლ.) - ერთგვარი შახტური ღუმელი მადნიდან სპილენძის, ტყვიის, ნიკელის, კალის გამოსადნობად; ქვედა ნაწილის კედლები შედგება ფოლადის კოლოფებისაგან (კესონებისაგან), რომლებიც წყლით ცივდება.
ვატი (ინგლ.) - ელექტროდენის სიმძლავრის საზომი ერთეული (736 ვატი უდრის ერთ ცხენისძალას).
ვატიკანი (ლათ. Status Civitatis Vatican, იტალ. Stato della Citta del Vaticano).
1) ქალაქი-სახელმწიფო, რომის პაპის რეზიდენცია. კათოლიკური ეკლესიის რელიგიურ-ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს იტალიის დედაქალაქ რომის დასავლეთ ნაწილში, მონტე-ვატიკანოს ბორცვზე.
დამოუკიდებლობის დღე (იტალიისგან) - 1929 წლის 11 თებერვალი.
ჰიმნი - “Inno e Marcia Pontificale”.
მმართველობის ფორმა - აბსოლუტური თეოკრატიული არჩევითი მონარქია.
ფართობი - 0,44 კვ.კმ.
მოსახლეობა - დაახლოებით 1 000 კაცი.
ოფიციალური ენები - ლათინური და იტალიური.
ვალუტა - ევრო.
ქვეყნის კოდი - VAT.
სატელეფონო კოდი - +39.
დროის სარტყელი - UTC +1.
ინტერნეტ-დომენი - va.
2) ბორცვი ძველ რომში, ტიბრის მარჯვენა ნაპირზე.
3) ვატიკანი - ჩვილი ბავშვის პირველი წამოყვირებისა და ჭიპლარის დაბადების მფარველი რომაული ღვთაება.
ვატინი (ფრანგ.) - ხშირხაოიანი ბამბის ქსოვილი; სითბოსათვის უდებენ ტანსაცმელს სარჩულქვეშ.
ვატმანი
(ვატმანის ქაღალდი) - ხაზვისა და ხატვისათვის განკუთვნილი სქელი ქაღალდი.
ვატმანი - ტრამვაის მძღოლი.
ვატმეტრი (ინგლ.) - ვატობით ელექტროენერგიის სიმძლავრის საზომი ხელსაწყო.
ვატნაიეკუდლი - უდიდესი საფარული მყინვარი ისლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
ვატო ანტუან (ჟან ანტუან) - ფრანგი მხატვარი (1684-1721 წწ).
ვატ-საათი - ენერგიის ან მუშაობის სისტემის გარეშე ერთეული; უდრის 1 ვტ სიმძლავრის დროს 1 სთ-ში შესრულებულ მუშაობას.
ვატუტინი ნიკოლაი - საბჭოთა მხედართმთავარი, არმიის გენერალი, საბჭოთა კავშირის გმირი (1901-1944 წწ).
ვატუტინო - ქალაქი უკრაინის ჩერკასის ოლქში.
ვაუ - ქალაქი სუდანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბაჰრ-ელ-ღაზალის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ვაუერმანი (ვაუერმანსი) ფილიპს - ჰოლანდიელი ფერმწერი (1619-1668 წწ).
ვაუპშასოვი სტანისლავ - მზვერავი, პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი (1899-1976 წწ).
ვაუტერსი (ვუტერსი) რიკ - ბელგიელი ფერმწერი და მოქანდაკე (1882-1916 წწ).
ვაუჩერი
დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქონლის ღირებულების და მომსახურების ანგარიშსწორებას.
იგივეა, რაც საპრივატიზაციო ქვითარი.
ვაფდი (ჰიზბ ალ-ვაფდ) - ეგვიპტის უდიდესი პოლიტიკური პარტია. დაარსებულია 1918 წლის ნოემბერში ს.ზაგლულის მიერ.
ვაფიპა (ფიპა) - სამხრეთ ტანზანიასა და ზამბიაში მცხოვრები ხალხი.
ვაფლი (გერმ.) - თხელი, მსუბუქი ნამცხვარი, რომელსაც ზედაპირზე უჯრედები აქვს დაჭდევებული.
ვაფცაროვი ნიკოლა იონკოვ - ბულგარელი პოეტი და რევოლუციური მოღვაწე (1909-1942 წწ).
ვაქილი - თანამოსარჩლე, ვაქირი, მიზდური მოსარჩლე, რომელ არს სვინოღროსი (საბა).
ვაქირი - სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში.
ვაქსი (გერმ.) - შავი საცხი ტყავის ფეხსაცმლის გასაწმენდად, გასაპრიალებლად. შედგება მურის, ქონისა და სანთლისაგან.
ვაქსმანი ზელმან ვიბრაჰიმ - ამერიკელი მიკრობიოლოგი, 1952 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1888-1973 წწ).
ვაქცინა (ლათ.) - პრეპარატი, რომელსაც უცრიან ადამიანს (ცხოველს) რაიმე გადამდები დაავადებისაგან დაცვის (ან მკურნალობის) მიზნით.
ვაქცინაცია - ვაქცინის შეყვანა ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში; ვაქცინით აცრა.
ვაქცინოთერაპია - ვაქცინით მკურნალობა.
ვაქხანალია - იხილე ბაკქანალია.
ვაღარშაპატი - ძველსომხური ქალაქი ახლანდელი ეჩმიაძინის მახლობლად, აღმოცენდა ძვ.წ.აღ. II საუკუნეში. სომხეთის დედაქალაქი II-IV საუკუნეებში.
ვაღარშიანი ვაღარშ - სომეხი მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1894-1959 წწ).
ვაყა
სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.
(კუთხ.) - იგივეა, რაც ულაყი.
ვაშა! - ქართული ენის შორისდებული; გამოხატავს აღტაცებას, კმაყოფილებას, მოწონებას.
ვაშაკიძე მიხეილ - ასტროფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1909-1956 წწ).
ვაშალომიძე - მთავარი პერსონაჟის, ზურიკელას, გვარი ნოდარ დუმბაძის მოთხრობისა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“.
ვაშაყმაძე ჯულიეტა - ტელედიქტორი და მსახიობი (დაიბადა 1933 წელს).
ვაშაყმაძეები - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.
ვაშაძე მიხეილ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა ჭიათურის თეატრში (1908-1990 წწ).
ვაშვარი (ნამდვილი გვარი ფეიერი) პალ - უნგრეთის პოლიტიკური მოღვაწე და ისტორიკოსი (1827-1849 წწ).
ვაში - მედიე დასავლეთ უნგრეთში.
ვაშინგტონი
ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქი (610 ათასი, გარეუბნებით 3,8 მილიონი).
შტატი აშშ-ს დასავლეთ ნაწილში. ფართობი 176,6 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 5,2 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - ოლიმპია.
ვაშინგტონი ბუკერ ტალიაფერო - აშშ-ს პოლიტიკური მოღვაწე (1858-1915 წწ).
ვაშინგტონი დაინა (ნამდვილი სახელი და გვარი ჯონს რუტი) - ამერიკელი ჯაზის მომღერალი და პიანისტი (1924-1963 წწ).
ვაშინგტონი დენზელ - ამერიკელი კინომსახიობი (დაიბადა 1954 წელს).
ვაშინგტონი ჯორჯ - აშშ-ს პირველი პრეზიდენტი 1789 - 1797 წლებში (1732-1799 წწ).
ვაშინგტონი ჰენრი სტივენზ - ამერიკელი პეტროგრაფი და გეოქიმიკოსი (1867-1934 წწ).
ვაშინგტონ-ნაველი - ჭიპიანი ფორთოხლის ჯიში. მის სამშობლოდ ითვლება კალიფორნია.
ვაშინგტონ პოსტი - აშშ-ს ყოველდღიური გაზეთი. გამოდის 1877 წლიდან.
ვაშკა (ვაჟკა) - მდინარე რუსეთის კომის რესპუბლიკასა და არხანგელსკის ოლქებში, მეზენის მარცხენა შენაკადი.
ვაშკარანი - ესე ზოგადი სახელი არს ყოველთა შთასადებელთა: გვალაგთა, ტომარათა, ველავარკთა, მანდიკთა... და მისთანათა (საბა).
ვაშკოვცი - ქალაქი უკრაინის ჩერნოვცის ოლქში.
ვაშლანა (ჩიტაკომშა, ჩოტონეასტერ) - მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა, 1-3 მეტრამდე სიმაღლის ბუჩქებია. იყენებენ ხრიოკი ფერდობების გასამწვანებლად.
ვაშლატამა (Persica laevis)
ატმის ერთ-ერთი ჯიში, ისხამს ვაშლის მსგავს მეტწილად მუქი წითელი ფერის ნაყოფს.
ამ მცენარის ნაყოფი.
ვაშლაჯვარი - ყოფილი სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.
ვაშლევი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ბორითის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ძირულის ნაპირზე. ზღვის დონიდან - 480 მეტრი. ხარაგაულიდან - 36 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 120 კაცი.
ვაშლეულა (ვაშლებისხევი) - მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ძირულის მარჯვენა შენაკადი.
ვაშლი (Malus domestica)
საშუალო სიმაღლის ან მაღალი ხე ვარდისებრთა ოჯახისა. აქვს გაშლილი ვარჯი, თეთრი ან ვარდისფერი ყვავილი და მომრგვალო სხვადასხვა ზომის და შეფერვის მოკლეყუნწიანი ნაყოფი.
ამ ხის ნაყოფი.
ვაშლიანი
მდინარე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის მარცხენა შენაკადი.
სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (გომბორის საკრებულო). მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1050 მეტრი, საგარეჯოდან - 58 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 23 კაცი.
ვაშლის ჩრჩილი - პეპელა ყარყუმისებრი ჩრჩილების ოჯახისა
ვაშლიჯვარი - თბილისის საზღვრებში მოქცეული სოფელი და ახალშენი, მდებარეობს ვაკე-საბურთალოს რაიონში.
ვაშლობი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭართლის თემის საკრებულო), გუდამაყრის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ჯუღისის (მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1400 მეტრი, დუშეთიდან - 43 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 26 კაცი.
ვაშლოვანი - სოფლები ახალგორის, თეთრი წყაროს და ხულოს მუნიციპალიტეტებში და გაგრის შემოგარენში.
ვაშლოვნის სახელმწიფო ნაკრძალი - მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ვაკეზე, დაარსდა 1935 წელს.
ვაშლურა - მცენარის წვნიანი მრავალთესლიანი ნაყოფი, რომელიც არ იხსნება და რომლის გარეთა ნაწილი ხორცოვანია, შიგნითა - ხრტილისებრი ან აპკისებრი.
ვაშნარი (უჯერანი) - VI საუკუნის II ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მონასტერი სოფელ ზედუბნის მიდამოებში.
ვაშპარიანი - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ძირულის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის ხეობაში. ზღვის დონიდან - 400 მეტრი, ზესტაფონიდან - 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 66 ადამიანი.
ვაშტიალი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
ვაშტი - მოლაშქრე (საბა).
ვაშუქანი - მითანის დედაქალაქი ძვ.წ.აღ. XV-XIII საუკუნეებში (ჩრდილოეთი მესოპოტამია).
ვაჩა
დაბერებული თხა.
ვაჩა - დაბა რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.
ვაჩე
ლეონტი მროველის მიხედვით, ქართლის მე-20 მეფე, რევის ძე. მეფობდა დაახლოებით III საუკუნის 70-80-იან წლებში.
კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 827-839 წლებში, გარდაბნელთა ტომიდან.
ვაჩი - მეტყველების, სიტყვის და სიბრძნის ქალღმერთი ვედურ მითოლოგიაში.
ვაჩიანი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.
ვაჩიანის ტბა - ტბა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე.
ვაჩნაძე ბარძიმ - XVII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი.
ვაჩნაძე ნატალია (ნატო, ნამდვილი გვარი ანდრონიკაშვილი) - კინომსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1904-1953 წწ).
ვაჩნაძიანი - სოფელ შრომის ძველი სახელწოდება.
ვაჩნაძის ელჩობა - 1588-89 წლებში კახეთის მეფის ელჩობა რუსეთში, რომელსაც მეთაურობდა დიპლომატი ყაფლან ვაჩნაძე.
ვაჩოკვე (ბაჩოკო, აიოკო, ბაკიოკო, ტსიბოკო) - ანგოლასა და კონგოში მცხოვრები ხალხი.
ვაცამონგა - ნართა გმირების ჯადოსნური თასი ოსურ მითოლოგიაში.
ვაცი
მამალი თხა.
ვაცი - ქალაქი-პორტი უნგრეთის პეშტის შტატში.
ვაცი მიხაი - უნგრელი პოეტი (1924-1970 წწ)
ვაციეტისი ოიარ - ლატვიელი პოეტი (1933-1983 წწ).
ვაციკი - სამამლე (საბოტე) თიკანი.
ვაციკფარსი - მწვერვალი ჯავის მუნიციპალიტეტში, ოსეთის კავკასიონზე.
ვაცილა - მოსავლის ღვთაება ოსურ მითოლოგიაში.
ვაციწვერა (შტიპა) - მრავალწლოვანი ბალახი მარცვლოვანთა ოჯახისა.
ვაციწვერი - უღელტეხილი ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ლეჩხუმის ქედის ჩრდილოეთ მონაკვეთზე.
ვაცლავ (წმინდა) - ჩეხეთის მთავარი (დაახლოებით 907 - 935/936 წწ).
ვაცლავ I (ცალთვალა) - ჩეხეთის მთავარი (1205 - 1253 წწ).
ვაცლავ II - ჩეხეთის (1283-დან), პოლონეთის (1300-დან) და უნგრეთის (1301-დან) მეფე (1271-1305 წწ).
ვაცლავ III - ჩეხეთისა და პოლონეთის მეფე 1289 - 1306 წლებში.
ვაცლავ IV - ჩეხეთის მეფე, „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი (1361-1419 წწ).
ვაჭარი - პირი, რომელიც სხვის მიერ წარმოებულ საქონელს ყიდის მოგების მიღების მიზნით.
ვაჭევი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ბორიმელას ნაპირზე. თემის საკრებულოს ცენტრი (4 სოფელი: ვაჭევი, მელუშეეთი, ღვითორი, ჯოლხეეთი). ზღვის დონიდან - 840 მეტრი, ჭიათურიდან - 23 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 679 კაცი. სოფელ ვაჭევის ტერიტორიაზე მდინარე ღვითრულას ხეობაში მდებარეობს ქვის ხანის ადამიანის ნამოსახლარი ხერგულის კლდე.
ვაჭრობა
საქონლის ბრუნვასთან და ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული სამეურნეო საქმიანობა.
ფასის დაკლების ან მომატების მიზნით მოლაპარაკება.
(გადატანით) დავა იმ მიზნით, რომ მეორე მხარეს დაათმობინონ რამე.
ვაჭრუკანა (კნინ.-დამცირ.) - წვრილი ვაჭარი, ჩარჩი, მეწვრილმანე.
ვაჭრული - ვაჭრის დამახასიათებელი, შესაფერი.
ვახ! - ქართული ენის შორისდებული; იგივეა, რაც ვაჰ!
ვახა - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.
ვახანდარია - მდინარე ფანჯის ერთ-ერთი მდგენელი ავღანეთში.
ვახანი
ქედი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოება.
სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოების საბუღრაოს ქედის ჩრდილოეთ-დასავლეთ კალთაზე. მდინარე ვახანისწყლის (ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს სამ სოფელს: ვახანი, ზედუბანი, სერბაისი). ზღვის დონიდან - 620 მეტრი. ხარაგაულიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 594 კაცი.
ვახანის ქედი - მდებარეობს პამირის სამხრეთ ნაწილში, ავღანეთსა და ტაჯიკეთში.
ვახანისწყალი (ვახანურა) - მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ჩხერიმელას მარცხენა შენაკადი სოფელ ზედუბანთან.
ვახანურა - იხილე ვახანისწყალი.
ვახვახიშვილი თამარ - კომპოზიტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1893-1977 წწ).
ვახი - მდინარე რუსეთის ტიუმენის ოლქში, ობის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 964 კილომეტრი).
ვახ-კანტონმენტი - ქალაქი პაკისტანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (125 ათასი).
ვახმისტრი (გერმ.) - ძველ რუსულ არმიაში კავალერიის უნტერ-ოფიცერი, შეესაბამებოდა ქვეითი ჯარის ფელდფებელს.
ვახრუშევი - დაბა რუსეთის სახალინის ოლქში.
ვახრუშევო - ქალაქი უკრაინის ლუგანსკის ოლქში.
ვახრუში - დაბა რუსეთის სახალინის ოლქში.
ვახტანა - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.
ვახტანგ I გორგასალი (სპარსულად „გორგ“ მგელი და „სარ“ თავი) - ქართლის მეფე. იბრძოდა ირანელთა უღლისაგან განთავისუფლების და ქვეყნის ცენტრალიზაციისათვის. ხალხური ტრადიციის თანახმად, მიჩნეულია ქალაქ თბილისის დამაარსებლად (დაახლოებით V საუკუნის 40-იანი წწ - 502 წ.)
ვახტანგ I გურიელი - გურიის მთავარი 1583-1587 წლებში.
ვახტანგ II - აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1289-1293 წლებში, დავით VI ნარინის ძე.
ვახტანგ II გურიელი - გურიის მთავარი 1639-1640 წლებში, გიორგი II გურიელის ვაჟი.
ვახტანგ III - საქართველოს მეფე 1298 ან 1299 წლიდან 1308 წლამდე, დემეტრე II თავდადებულის ძე.
ვახტანგ III გურიელი - გურიის მთავარი 1792-1797 წლებში. გიორგი V გურიელის ვაჟი.
ვახტანგ IV - საქართველოს მეფე 1443-1446 წლებში. ალექსანდრე I-ის ძე.
ვახტანგ V (შაჰნავაზი) - ქართლის მეფე 1658-1675 წლებში. ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს წარმომადგენელი. როსტომ მეფემ იშვილა და მემკვიდრედ გამოაცხადა (გარდაიცვალა 1675 წელს).
ვახტანგ VI - ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) 1703-14 წლებში და მეფე 1716-1724 წლებში, გიორგი XI-ის ძმის, ლევანის ძე (1675-1737 წწ).
ვახტანგ VI-ის სტამბა - პირველი ქართული სტამბა. დაარსდა 1708-1709 წლებში თბილისში. მტკვრის მარცხენა ნაპირას სპეციალურად აგებულ შენობაში. სტამბის გამმართველად ვახტანგ VI-მ რუმინეთიდან მოიწვია ანთიმოზ ივერიელის ნამოწაფარი, უნგროვლახელი ოსტატი მ.იშტვანოვიჩი.
ვახტანგაძე მუხრან - მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 85 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (2001), 2000 წლის სიდნეის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2003), მსოფლიოს თასის მფლობელი პირად (2003) და გუნდურ (2004) ჩათვლაში (დაიბადა 1973 წელს).
ვახტანგ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) იმერეთის მეფის, ალექსანდრე II-ის ძე.
ვახტანგ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) იმერეთის მეფის დავითი გიორგის ძის შვილიშვილი.
ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილი (ბაგრატიონი) - ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის ძე (1761-1814 წწ).
ვახტანგ გორგასალი - იხილე ვახტანგ I გორგასალი.
ვახტანგოვი ევგენი - თეატრის რუსი რეჟისორი, მსახიობი, პედაგოგი, მოსკოვის ვახტანგოვის სახელობის თეატრის დამაარსებელი (1883-1922 წწ).
ვახტანი - დაბა რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.
ვახტერი (ვახტიორი) - საწარმოს, დაწესებულების უფროსი დარაჯი; მორიგე დარაჯი.
ვახტი (გერმ.)
მორიგეობა გემზე.
(გადატანით) ენთუზიაზმით აღსავსე მუშაობა რისამე აღსანიშნავად.
ვახტინი ბორის - რუსი მწერალი (1930-1981 წწ).
ვახუშტი ბატონიშვილი (ბაგრატიონი) - ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი, ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის შვილი.
ვახუშტის მწვერვალი - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.
ვახშამი (სპარს.)
პურის ჭამა საღამო ჟამს.
ამ ჯერზე მისაღები საჭმელი.
ვახში
დაბა ტაჯიკეთის ყურღანთეფის ოლქში.
მდინარე ტაჯიკეთში, ფანჯის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 524 კილომეტრი).
ვალის სარგებლის სარგებელი უწესო (საბა). სესხის მეტად დიდი სარგებელი ან სარგებლის სარგებელი.
ვახშის ველი - მთათაშუა ხეობა ტაჯიკეთში.
ვახშის ქედი - მდებარეობს ვახშისა და ყიზილსუს შუამდინარეთში (ტაჯიკეთი).
ვაჯპაი ათალ ბიჰარი - ინდოელი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 1998 წლიდან (დაიბადა 1924 წელს).
ვაჯრა - ვედურ რელიგიასა და ინდუიზმში წმინდა იარაღი, გურზი, ინდრას ხელჯოხი. ბუდიზმში სიმბოლო ბოდჰის ელვისებრი, წამიერი გამონათებისა.
ვაჯრადჰარა - ერთ-ერთი მთავარი ბუდა ვაჯრაიანაში.
ვაჯრაიანა - ბუდიზმის მესამე მიმართულება, სადაც სულიერი და ლიტერატურული მემკვიდრეობა შეივსო ახალი მეთოდებით, პრაქტიკით, ტექსტებით, მითოლოგიით და რიტუალებით.
ვაჯრანგა - გმირი მეომარი ინდუიზმში, ინდრას მოწინააღმდეგე.
ვაჯრა-ჩხედიკა-სუტრა - მაჰაიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექსტი.
ვაჰ! - ქართული ენის შორისდებული, იგივეა, რაც ვაი (მნიშვნელობა 1).
ვაჰაბ-ზადე ბახთიარ მაჰმუდ ოღლი - აზერბაიჯანელი პოეტი, აზერბაიჯანის სახალხო პოეტი (დაიბადა 1925 წელს).
ვაჰაბიზმი - ისლამის ერთ-ერთი რელიგიურ-პოლიტიკური მიმართულება; წარმოიშვა არაბეთის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში მუჰამედ იბნ აბდ ალ-ვაჰაბის თაოსნობით (1703-1787 წწ). ვაჰაბიზმი ამჟამად ითვლება საუდის არაბეთის ოფიციალურ რელიგიად.
ვაჰაბიტები - ვაჰაბიზმის მიმდევრები.
ვაჰათ-ჯალუ - ოაზისების ჯგუფი ლიბიაში.
ვაჰანიანი რაფაელ - სომეხი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, პრეტენდენტთა მატჩების მონაწილე (დაიბადა 1951 წელს).
ვაჰდათი (1936 წლამდე იანგი-ბაზარი, 1992 წლამდე ორჯონიკიძეაბადი, 2003 წლამდე ქოფარნიხონი) - ქალაქი ტაჯიკეთში (45 ათასი).
ვაჰეჰი (ჰეჰე) - ტანზანიაში მცხოვრები ხალხი.
ვაჰი - მდინარე ჩეხეთში, დუნაის მარცხენა შენაკადი.
ვაჰიდ დასთგერდი ჰასან იბნ მოჰამედ ყასემ - ირანელი ლიტერატურათმცოდნე, ტექსტოლოგი და პოეტი (1879-1943 წწ).
ვაჰიდი აბდურაჰმან - ინდონეზიის პრეზიდენტი 1999-2001 წლებში (დაიბადა 1940 წელს).
ვაჰიდინ სუდიროჰუსოდო - ინდონეზიის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი პირველი ორგანიზატორი, ექიმი (1857-1917 წწ).
ვაჰიდოვი ერკინ - უზბეკი პოეტი, უზბეკეთის სახალხო პოეტი (დაიბადა 1936 წელს).
ვაჰმე! - იგივეა, რაც ვაიმე!
![]() |
2.2 ვგ |
▲back to top |
ვგიკი (აბრევიატურა - Всеросийский государственный институт кинематографии) - მოსკოვის სერგეი გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი, დაარსებულია 1919 წელს.
![]() |
2.3 ვდ |
▲back to top |
ვდელი - მანანი მსგავსი თაფლისა სიტკბოთა და გემოთი (საბა).
![]() |
2.4 ვე |
▲back to top |
ვე - ნაწილაკი; დაერთვის სიტყვას და მატებს შემდეგ მნიშვნელობებს: 1) კვლავ, ისევ. 2) ყველა, უკლებლივ.
ვებერთელა - იხილე ვეებერთელა.
ვებერი - მაგნიტური ნაკადის ერთეული. სახელი ეწოდა ვილჰელმ ედუარდ ვებერის გვარის მიხედვით.
ვებერი ალფრედ - გერმანელი ეკონომისტი და სოციოლოგი (1868-1958 წწ).
ვებერი ერნსტ ჰაინრიხ - გერმანელი ანატომი და ფსიქოფიზიოლოგი (1795-1878 წწ).
ვებერი ვილჰელ ედუარდ - გერმანელი ფიზიკოსი (1804-1891 წწ).
ვებერი კარლ მარია ფონ - გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი (1786-1826 წწ).
ვებერი კრისტიან ფრიდრიხ - ჰანოვერის რეზიდენტი რუსეთში 1714 - 1719 წლებში.
ვებერი მაქს - გერმანელი სოციოლოგი, ისტორიკოსი, ეკონომისტი და იურისტი (1864-1920 წწ).
ვებერი ფრანსის - ფრანგი კინორეჟისორი და სცენარისტი (დაიბადა 1937 წელს).
ვებერმეტრი (ფლუქსსაზომი) - მაგნიტური ინდუქციის ნაკადის საზომი ხელსაწყო.
ვებერნი ანტონ - ავსტრიელი კომპოზიტორი და დირიჟორი (1883-1945 წწ).
ვები-შებელი (იაბი-შებელე) - მდინარე ეთიოპიასა და სომალიში (სიგრძე - დაახლოებით 2000 კილომეტრი)
ვებ-კამერა - ციფრული ფოტოაპარატი, რომელსაც შეუძლია რეალურ დროში დააფიქსიროს ფოტო ან ვიდეო გამოსახულება ინტერნეტის ქსელში შემდგომი გადაგზავნისთვის.
ვებლენი თორსტაინ - ამერიკელი ეკონომისტი და სოციოლოგი, ინსტიტუციონალიზმის ფუძემდებელი დასავლურ პოლიტეკონომიაში (1857-1929 წწ).
ვებსტერი ჩარლზ კინგზლი - იხილე უებსტერი ჩ.კ.
ვებსტერის ლექსიკონები - იხილე უებსტერის ლექსიკონები.
ვეგა
ქნარისა, ნულოვანი ვარსკვლავიერი სიდიდის ვარსკვლავი, ჩრდილოეთის ცის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი.
საბჭოთა საპლანეტათშორისო ავტომატური სადგურის სახელი, გამოიყენებოდა 1984-86 წლებში.
ვეგა გარსილასო დე ლა - ესპანელი პოეტი (1503-1536 წწ).
ვეგა გეორგ ფონ - ავსტრიელი მათემატიკოსი, საზღვაო ოფიცერი და არტილერისტი (1756-1802 წწ).
ვეგა კარპიო ლოპე ფელიქს დე - ესპანელი დრამატურგი, პოეტი, პროზაიკოსი, აღორძინების ეპოქის წარმომადგენელი (1562-1635 წწ).
ვეგენერი ალფრედ ლოთარ - გერმანელი გეოფიზიკოსი, გრენლანდიაში მოწყობილი ექსპედიციების ხელმძღვანელი (1880-1930 წწ).
ვეგენერი პაულ - გერმანელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი (1874-1948 წწ).
ვეგეტარიანელი - ადამიანი, რომელიც ხორცს არ ჭამს და იკვებება მცენარეულობით, რძით, რძის პროდუქტებით, კვერცხით.
ვეგეტარიანელობა - კვების სისტემა, რომლის მიხედვით დაუშვებელია ხორცეულის ჭამა.
ვეგეტატიური - რაც ცხოველებისა და მცენარეების კვებასთან და ზრდასთან არის დაკავშირებული.
ვეგეტატიური გამრავლება - მცენარეთა გამრავლება არასქესობრივი გზით.
ვეგეტატიური ორგანოები - მცენარის კვებისა და ზრდის ორგანოები.
ვეგეტაცია (ლათ.) - მცენარის სასიცოცხლო მოქმედება, მისი ზრდის პროცესი.
ვეგეტაციური - ვეგეტაციასთან დაკავშირებული.
ვეგეტაციური პერიოდი
წლის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მცენარე იზრდება, მრავლდება.
დრო, რომელიც აუცილებელია მცენარის განვითარების სრული ციკლის გასავლელად.
ვეგეციუსი ფლავიუს რენატუს - რომაელი სამხედრო ისტორიკოსი და თეორიტიკოსი (IV საუკუნის დასასრული - V საუკუნის დასაწყისი).
ვეგი - ზოგიერთი ლითონსაჭრელი ან ხის დასამუშავებელი ჩარხის კვანძის გავრცელებული სახელწოდება.
ვეგინი პეტრე - რუსი პოეტი, 1989 წლიდან ცხოვრობს აშშ-ში (დაიბადა 1939 წელს).
ვედა - იხილე ვედები 2.
ვედანგა - ვედური ტექსტები, რომლებიც მიძღვნილია რიტუალების, ეტიმოლოგიის, გრამატიკის, ფონეტიკის, მეტრიკის და ასტრონომიისადმი.
ვედანტა - ყველაზე ფართოდ გავრცელებული ინდური რელიგიურ-ფილოსოფიური მიმართულება.
ვედები
ხალხი, შრი-ლანკას აბორიგენი მოსახლეობა.
- ძველინდური რელიგიური ტექსტები (ძვ. წ.აღ. II ათასწლეულის დასასრული და I ათასწლეულის დასაწყისი). ვედებს, ანუ ვედურ ლიტერატურას შეადგენენ: რიგვედა, სამავედა, იაჯურვედა, ათჰარვავედა.
ვედეკინდი ფრანკ - გერმანელი მწერალი, ექსპრესიონიზმის წინამორბედი (1864-1918 წწ).
ვედელი ჟორჟ - ფრანგი იურისტი და საზოგადო მოღვაწე (დაიბადა 1910 წელს).
ვედენკა - დაბა უკრაინის ხარკოვის ოლქში.
ვედერნიკოვი ალექსანდრე - რუსი მომღერალი (ბანი) და დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობს მოსკოვის დიდ თეატრში (დაიბადა 1927 წელს).
ვედი
სოფლების ზედა ვედისა და ქვედა ვედის გავრცელებული სახელწოდება (მესტიის მუნიციპალიტეტი).
დაბა სომხეთში.
ვედია - მდინარე რუმინეთში, დუნაის მარცხენა შენაკადი.
ვედიდკარი - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.
ვედიზმი - ინდოეთის უძველესი რელიგია (რომლისგანაც შემდეგ წარმოიშვა ბრაჰმანიზმი); ამ რელიგიის საფუძვლები მოცემულია ვედებში.
ვედიოვისი - ხან აპოლონისა და ხან იუპიტერის კულტთან გაიგივებული რომაული ღვთაება, რომლის კულტი მიწისქვეშეთის ღვთაებათა კულტთან იყო დაკავშირებული.
ვედომოსტი პეტროვსკიე - პირველი რუსული ნაბეჭდი გაზეთი. გამოიცა პეტრე I-ის 1702 წლის 16 დეკემბრის ბრძანებით.
ვედრება
ძლიერი ხვეწნა, მუდარა.
სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.
ვაჟა-ფშაველას პოემების მიხედვით გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1967 წელს. დამდგმელი რეჟისორი - თენგიზ აბულაძე. სცენარის ავტორები - ანზორ სალუქვაძე, რეზო კვესელავა, თენგიზ აბულაძე. დამდგმელი ოპერატორი - ალექსანდრე ანტიპენკო. კომპოზიტორი - ნოდარ გაბუნია. მთავარ როლებში: სპარტაკ ბაღაშვილი, რუსუდან კიკნაძე, რამაზ ჩხიკვაძე, თენგიზ არჩვაძე, გეიდარ ფალავანდიშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ზურაბ ქაფიანიძე, ირაკლი უჩანეიშვილი.
ვედრი - შენახვის ხელშეკრულების ობიექტი, ანაბარი ძველ ქართულ სამართალში.
ვედრო (რუს.)
ჭურჭელი ცილინდრული ან წაკვეთილი კონუსის მოყვანილობისა (რკალისებური სახელურის მქონე), იყენებენ სითხის (ან ფხვიერი მასალის) გადასატანად, შესანახად.
სითხის საზომი ძველებური ერთეული, დაახლოებით 12,3 ლიტრი.
ვედური ენა - ინდური ლიტერატურის უძველესი ძეგლების ენა, ძველინდური ენის ყველაზე ადრეული სახესხვაობა.
ვედური რელიგია - ინდური რელიგია ინდუიზმის ფორმირების ადრეული სტადია, აღდგენილი და შესწავლილია „რიგვედას“ ჰიმნების მიხედვით. იგივე ვედიზმი.
ვედუტა - XVIII-XIX საუკუნეების ხელოვნებაში საქალაქო პეიზაჟი.
ვეება - იგივეა, რაც ვეებერთელა.
ვეებერთელა (ვებერთელა, ვეება) - ძალიან დიდი, უშველებელი.
ვეერეში შანდორ - უნგრელი პოეტი, მთარგმნელი (დაიბადა 1913 წელს).
ვეერთი გეორგ - გერმანელი პოეტი (1822-1856 წწ).
ვეეჰ! - ქართული ენის შორისდებული; გამოხატავს გაკვირვებას, გაოცებას.
ვევე - კლიმატური კურორტი შვეიცარიაში, ჟენევის ტბის ჩრდილოეთ ნაპირზე.
ვევერიცა - უმცირესი, დაუშლელი ფულის ერთეული ძველ რუსეთში.
ვევისი (1917 წლამდე ევე) - ქალაქი ლიტვაში.
ვეზალიუსი ანდრეას - აღორძინების ხანის ბელგიელი ბუნებისმეტყველი, ანატომი, ქირურგი (1514-1564 წწ).
ვეზან ხორნაბუჯელი - ხორნაბუჯის (კამბეჩოვანის) ერისთავი VI საუკუნეში, შაჰის მოხელე.
ვეზენბერგი - ესტონეთის ქალაქ რაკვერეს ოფიციალური სახელი 1917 წლამდე.
ვეზერი - მდინარე გერმანიაში, ერთვის ჩრდილოეთის ზღვას.
ვეზიკულა (ლათ.) - გამონაყარი, პატარა ბუშტები ადამიანის ტანზე.
ვეზირი (ვაზირი)
სპარსთა ენაა, ქართულად განმზრახი და ეპრახოზი ჰქვიან (საბა).
სახელმწიფო სამსახურში მდგომი უმაღლესი ჩინის მქონე პირი, რომელიც ამა თუ იმ უწყებას ხელმძღვანელობდა მახლობელი აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში შუა საუკუნეებსა და ახალ დროში.
ვეზირობა
ვეზირად ყოფნა, ვეზირის თანამდებობა.
საბავშვო თამაშობა ერთგვარი.
ვეზიროვი ნაჯაფ-ბეკ ფატალი-ბეკ ოღლი - აზერბაიჯანელი დრამატურგი (1854-1926 წწ).
ვეზუვი - მოქმედი ვულკანი იტალიის სამხრეთ ნაწილში, ნეაპოლის მახლობლად (ერთადერთია მატერიკულ ევროპაში), სიმაღლე 1277 მ.
ვეზუვიანი - მინერალი, კალციუმისა და ალუმინის რთული სილიკატი; ზოგჯერ იყენებენ როგორც სანაკეთო ქვას (ვულკან ვეზუვის სახელის მიხედვით).
ვეზური
მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ჯეჯორის მარჯვენა შენაკადი.
სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
ვეი - სამეფო ძველ ჩინეთში.
ვეიგანი მაქსიმ - ფრანგი გენერალი, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში საფრანგეთის შეიარაღებული ჯარების მთავარსარდალი (1867-1965 წწ).
ვეიგელი ჰელენე - იხილე ვაიგელი ჰ.
ვეი გუ - ჩინურ მითოლოგიაში - ღმერთი-მკურნალი, ექიმთა მფარველი.
ვეიდელევკა - დაბა რუსეთის ბელგოროდის ოლქში.
ვეიდენბაუმი ევგენი - კავკასიოლოგი, განათლებით ბუნებისმეტყველი (1845 - 1918 წწ).
ვეიდენბაუმსი ედუარდს - ლატვიელი პოეტი (1867-1892 წწ).
ვეიდენი (როგირ ვან დერ ვეიდენი, როჟიე დე ლა პატიური) - ნიდერლანდელი ფერმწერი (დაახლოებით 1400-1464 წწ).
ვეიდოვსკი ფრანტიშეკ - ჩეხი ზოოლოგი (1849-1939 წწ).
ვეი იუანი - ჩინელი მოაზროვნე, ისტორიკოსი, გეოგრაფი, და პოეტი (1794-1857 წ).
ვეიკი ნიკოლას ვან - ჰოლანდიელი ფილოლოგი (1880-1942 წწ).
ვეილი სიმონა - ფრანგი რელიგიური ფილოსოფოსი, მისტიკოსი ქალი (1909-1943 წწ).
ვეიმანი კარლ - ამერიკელი ფიზიკოსი, 2001 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1951 წელს).
ვეიმარი არნოლდ - ესტონელი ეკონომისტი, აკადემიკოსი, 1968 წლიდან ესტონეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი (1903-1977 წწ).
ვეინახური ენები - გამაერთიანებელი სახელწოდება ჩეჩნური და ინგუშური ენებისა. იხილე ნახური ენები.
ვეინბერგი პეტრე - რუსი პოეტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი (1831-1908 წწ).
ვეინი ჯონ რობერტ - ინგლისელი ქიმიკოსი და ფარმაკოლოგი, 1982 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ს.ბერგსტრემთან და ბ. სამუელსონთან ერთად (დაიბადა 1927 წელს).
ვეინკოპი დავიდ - ჰოლანდიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1877-1941 წწ).
ვეიოპატისი (ვეიპონსი, ვეიდიევსი) - ლიტვურ მითოლოგიაში - ქარის ღმერთი.
ვეისეიაი - ქალაქი ლიტვაში.
ვეისენშტეინი - ესტონეთის ქალაქ პაიდეს ოფიციალური სახელი 1917 წლამდე.
ვეისი
ვოიცეხ - პოლონელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1875-1950 წწ).
პიერ ერნესტ - ფრანგი ფიზიკოსი (1865-1940 წწ).
ვეი ტო - ჩინური ბუდიზმის მითოლოგიაში - კანონის მცველი, მებრძოლი დარაჯი; გამოისახებოდა მახვილით ხელში.
ვეიფანი - ქალაქი ჩინეთის შანდუნის პროვინციაში (430 ათასი).
ვეიშე - ჩინურ მითოლოგიაში - ავსული-გველი გაორებულ-გადაბმული სხეულით და ორი თავით.
ვეი ჩანხოი - ტაიპინელთა აჯანყების ხელმძღვანელი ჩინეთში (გარდაიცვალა 1856 წელს).
ვეიცი პოლ - ამერიკელი კოსმონავტი, 1973 და 1983 წლების ფრენაში მონაწილე (დაიბადა 1932 წელს).
ვეიცმანი - იხილე ვაიცმანი.
ვეიხაი (ვეიხაივეი) - ქალაქი ჩინეთის შანდუნის პროვინციაში.
ვეიხაივეი - იხილე ვეიხაი.
ვეიხე
მდინარე ჩინეთში, ერთვის მდინარე იუნდინხეს.
მდინარე ჩინეთში, ხუანხეს მარჯვენა შენაკადი.
ვეიჰეროვო - ქალაქი პოლონეთის გდანსკის საგრაფოში (50 ათასი).
ვეკვერტი მანფრედ - გერმანელი თეატრალური მოღვაწე, პროფესორი (დაიბადა 1929 წელს).
ვეკერლინი გეორგ რუდოლფ - გერმანელი პოეტი (1584-1653 წწ).
ვეკიეტი ტულიო - იტალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, ისტორიკოსი, ჟურნალისტი (1914-1995 წწ).
ვეკიმკანი - კურორტი კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
ვეკრლინი ვილჰელმ ლუდვიგ - გერმანელი პუბლიცისტი და სატირიკოსი (1739-1792 წწ).
ვეკუა ილია - მათემატიკოსი და მექანიკოსი, აკადემიკოსი (1946 წლიდან), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი 1972-77 წლებში (1907-1977 წწ).
ველავარკი - გარდასაგდებელი ტომარა (საბა).
ველაზმაგი - ჯვარი სალიტანიე ვეცხლისა ოქროთ ცურვილი ველაზმაგისა ხატებითა (საბა).
ველარიზაცია (ლათ.) - ბგერის შეცვლა, რომელსაც იწვევს ენის ზურგის უკანა ნაწილის აწევა რბილი სასისაკენ.
ველარული (ლათ.) - თანხმოვანი, რომელიც წარმოითქმის ენის ზურგის უკანა ნაწილის აწევით რბილი სასისაკენ, ანუ უკანანუნისმიერი (გ,ქ,კ).
ველასკესი
(ველასკეს დე კუელიარი) დიეგო - ესპანელი კონკისტადორი, კუბის დამპყრობი (1464-1524 წწ).
(როდრიგეს დე სილვა ველასკესი) დიეგო - ესპანელი ფერმწერი (1599-1660 წწ).
ველასკო ალვარადო ხუან - პერუს სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის პრეზიდენტი 1968 -75 წლებში (1910-1977 წწ).
ველასკო იბარა ხოსე მარია - ეკვადორის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პრეზიდენტი 1934-35, 1944-47, 1960-61 და 1968-72 წლებში (1893-1979 წწ).
ველბოტი (ინგლ.) - ვეშაპზე სანადირო 4-8 ნიჩბიანი სწრაფმავალი ნავი.
ველდე ადრიან ვან დე - ჰოლანდიელი ფერმწერი (1636-1672 წწ).
ველდე ანრი (ჰენრი) კლემენს ვან დე - ბელგიელი არქიტექტორი და დეკორატიული ხელოვნების ოსტატი (1863-1957 წწ).
ველდე ესაიას ვან დე - ჰოლანდიელი ფერმწერი (1590/91 - 1630 წწ).
ველდე ვილემ ვან დე - ჰოლანდიელი ფერმწერი (1633-1707 წწ).
ველდე-გიერგისი (ველდე-იოჰანესი) - ეთიოპელი მწერალი (XX საუკუნე).
ველდი (ჰოლანდ.) - ქსეროფიტული მარცვლოვნებითა და ბუჩქნარით შემოსილი გვალვიანი პლატოების სახელწოდება სამხრეთ ამერიკაში.
ველებიტი - ქედი ხორვატიის დინარის მთიანეთში, ადრიატიკის ზღვის გასწვრივ.
ველები - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.
ველეები - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
ველევი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
ველეიეს-პატერკულუსი - რომაელი ისტორიკოსი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 19 - ახ.წ.აღ. 31).
ველემბოვსკაია ირინა (ნამდვილი გვარი შუხგალტერი) - რუსი მწერალი ქალი (დაიბადა 1922 წელს).
ველენიე - ქალაქი სლოვენიაში.
ველენის ქაღალდი - მაღალხარისხოვანი, პერგამენტივით მკვრივი და კრიალა ქაღალდი.
ველერი ფრიდრიხ - გერმანელი ქიმიკოსი (1800-1882 წწ).
ველეს დე გევარა ლუის - ესპანელი მწერალი (1578-1645 წწ).
ველესი - სლავურ-რუსულ მითოლოგიაში შინაური პირუტყვის მფარველი და სიმდიდრის ღმერთი.
ველეტმა - დაბა რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.
ველეულა - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ხოტეურის მარჯვენა შენაკადი.
ველვეტი (ინგლ.) და ველვეტინი - ხავერდის მსგავსი, სქელი ბამბის ან ხელოვნური ქსოვილი, რომელსაც ზედაპირზე გრძივი ზოლები გასდევს.
ველვიჩია - შიშველთესლოვანი ორსახლიანი მცენარე ველვიჩიასებრთა ოჯახისა, გავრცელებულია აფრიკაში.
ველზერები - სამხრეთ გერმანელი ვაჭარ-პატრიციების, მრეწველებისა და ფინანსიტების გვარი. წარმოიშვა XIV საუკუნეში.
ველთაურთკარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭონქაძის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1060 მეტრი, დუშეთიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 27 კაცი.
ველთხევი (დიდი, შუა და პატარა) - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს მარცხენა შენაკადი.
ველი
სოფელი გაგრის შემოგარენში.
რკინიგზის სადგური თბილის-გაჩიანის უბანზე.
მდინარე რუსეთის არხანგელსკის ოლქში, ვაგის მარცხენა შენაკადი.
(ველიუ) მდინარე რუსეთის კომის რესპუბლიკაში, პეჩორის მარცხენა შენაკადი.
დიდ ფართობზე გადაშლილი უტყეო ვაკე, ჩვეულებრივ ბალახიანი; დიდი მინდორი.
ველიამონოვი პეტრე - რუსული თეატრისა და კინოს მსახიობი (დაიბადა 1926 წელს).
ველიანთა - მთა ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედზე.
ველიანი - ადგილი, რომელიც ველს წარმოადგენს.
ველიე - ტბა რუსეთის ნოვგოროდის ოლქში, ქალაქ ვალდაის სამხრეთ-დასავლეთით.
ველიკაია
მდინარე რუსეთის ფსკოვის ოლქში, ერთვის ფსკოვის ტბას (სიგრძე - 430 კილომეტრი).
(ბოლშაია, ონემენი) - მდინარე რუსეთის მაგადანის ოლქში, ერთვის ბერინგის ზღვის ონემენის ყურეს (სიგრძე - 451 კილომეტრი).
ველიკაია - ალექსანდროვკა - დაბა უკრაინის ხერსონის ოლქში.
ველიკაია-ბაგაჩკა - დაბა უკრაინის პოლტავის ოლქში.
ველიკაია-კორენიხა - დაბა უკრაინის ნიკოლაევის ოლქში.
ველიკაია-ლეპეტიხა - დაბა უკრაინის ხერსონის ოლქში.
ველიკაია-მიხაილოვკა - დაბა უკრაინის ოდესის ოლქში.
ველიკაია-ნოვოსიოლკა - დაბა უკრაინის დონეცკის ოლქში.
ველიკაია-პისარევკა - დაბა უკრაინის სუმის ოლქში.
ველიკანოვა გელენა - რუსული ესტრადის მომღერალი (1922-1998 წწ).
ველიკი-ბერეზნი - დაბა უკრაინის იმიერკარპატების ოლქში.
ველიკი-ბიჩკოვი - დაბა უკრაინის იმიერკარპატების ოლქში.
ველიკი-ბურლუკი - დაბა უკრაინის ხარკოვის ოლქში.
ველიკიე-ბორკი - დაბა უკრაინის ტერნოპოლის ოლქში.
ველიკიე-კოროვინცი - დაბა უკრაინის ჟიტომირის ოლქში.
ველიკიე-ლუკი - ქალაქი რუსეთის ფსკოვის ოლქში (120 ათასი).
ველიკიე-მოსტი - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში.
ველიკი-ლიუბენი - დაბა უკრაინის ლვოვის ოლქში.
ველიკი-ლოგი - დაბა უკრაინის ლუგანსკის ოლქში.
ველიკი-უსტიუგი - ქალაქი რუსეთის ვოლოგდის ოლქში.
ველიკოდვორსკი - დაბა რუსეთის ვლადიმირის ოლქში.
ველიკოდოლინსკოე - დაბა ოდესის ხარკოვის ოლქში.
ველიკოე
დაბა რუსეთის იაროსლავლის ოლქში.
ტბა რუსეთის ნოვგოროდის ოლქში, მდინარე კობოჟის აუზში.
ტბა რუსეთის ტვერის ოლქში.
ტბა რუსეთის რიაზანის ოლქში.
ველიკოე-ორეხოვო - დაბა უკრაინის დონეცკის ოლქში.
ველიკოკამენკა - დაბა უკრაინის ლუგანსკის ოლქში.
ველიკოოქტიაბრსკი - დაბა რუსეთის ტვერის ოლქში.
ველიკო-ტირნოვო - ქალაქი ბულგარეთში, მდინარე იანტრაშის სანაპიროზე, ამავე სახელწოდების მქონე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ცენტრი (70 ათასი).
ველიმიროვიჩი დრაგოლიუბ - იუგოსლაველი (ბოსნია ჰერცეგოვინა) მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1942 წელს).
ველინგრადი - ქალაქი ბულგარეთის პაზარჯიკის ოკრუგში.
ველინგტონი
- იხილე უელინგტონი.
ართურ უელსლი - იხილე უელინგტონი ა.უ.
ველინგტონია - იგივეა, რაც სეკვოია.
ველიჟი - ქალაქი რუსეთის სმოლენსკის ოლქში.
ველისა - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.
ველისარიუსი (ველიზარი) - ბიზანტიელ მხედრათმთავარი (დაახლოებით 504 - 565 წწ).
ველისპირი - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.
ველისციხე - სოფლები გურჯაანისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში.
ველისწყალი - მდინარე ახალგორის მუნიციპალიტეტში, ჭურთის მარცხენა შენაკადი.
ველიუ - იხილე ველი.
ველიჩკა - ქალაქი პოლონეთის სამხრეთ ნაწილში, ბალნეოლოგიური კურორტი (20 ათასი).
ველიჩკო სამუილ - უკრაინელი ისტორიკოსი, სამხრეთ-დასავლეთ რუსეთის XVII საუკუნის მოვლენათა მემატიანე (1670-1728) წწ).
ველიხოვი ევგენი - რუსი ფიზიკოსი-თეორიტიკოსი, აკადემიკოსი (დაიბადა 1935 წელს).
ველკოვი კრუმ - ბულგარელი მწერალი (1902-1960 წწ).
ველკომი (უელკომი) - ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში (135 ათასი).
ველ-მინდორი - დაბლობი ადგილები ერთად.
ველმო - მდინარე რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში, პოდკამენაია-ტუნგუსკის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 504 კილომეტრი).
ველნიასი (ველინასი, ველნსი) - ბალტიურ მითოლოგიაში - მიწისქვეშეთის ღვთაება, პერკუნასის მოწინააღმდეგე.
ველო - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული სიტყვებისა, ნიშნავს ველოსიპედისას, საველოსიპედოს.
ველობი - პატარა მინდორი ტყეში.
ველობოლი - ბურთის თამაში ველოსიპედებით, სადაც ველოსიპედზე მჯდარი მთამაშეები დიდი ზომის ბურთს ფეხით აწვდიან ერთმანეთს.
ველოდრომი - სპორტული ნაგებობა ველოსიპედისტთა შეჯიბრისა და წვრთნისათვის. რომელიც მოიცავს ველოტრეკს, ტრიბუნებს და დამხმარე ნაგებობებს.
ველორიქშა - რიქშა, რომელიც ველოსიპედით მოძრაობს.
ველოსიპედი (ლათ. ველოხ - „ჩქარი“ და პედ - „ფეხი“) - ორ ან (იშვიათად) სამთვლიანი მანქანა, რომელიც მოძრაობაში მოყავს ბორბლებთან ჯაჭვით დაკავშირებულ ორ პედალს.
ველოტრეკი - იგივეა, რაც ტრეკი.
ველსენი - ქალაქი ნიდერლანდში, ჩრდილოეთ ჰოლანდიის პროვინციაში.
ველსი - ქალაქი ავსტრიაში (ზემო ავსტრიის მხარე).
ველსკი - ქალაქი რუსეთის არხანგელსკის ოლქში.
ველტი - ყოველდღიური გერმანული გაზეთი, გამოდის ბონში 1946 წლიდან.
ველტმანი ალექსანდრე - რუსი მწერალი (1800-1870 წწ).
ველტმანი მარტინუს - ჰოლანდიელი ფიზიკოსი, 1999 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გ.ტ'ჰოფტთან ერთად (დაიბადა 1931 წელს).
ველტყევი (კვეშლევი) - მთა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედზე.
ველუნდი - სკანდინავიურ მითოლოგიაში ღმერთებთან დაახლოებული მჭედელი, რომლის ამბავი გადმოცემულია „უფროს ედაშიც“.
ველურა - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.
ველურები - მიმდინარეობა ფრანგულ ფერწერაში XX საუკუნის დასაწყისში, იხილე ფოვიზმი.
ველური
(სპარს.) გარეული ცხოველი (მცენარე).
(სპარს.) კულტურის დაბალ საფეხურზე მდგომი, პირველყოფილი (ადამიანი).
(სპარს.) მხეცური, ბარბაროსული, არაადამიანური.
(ფრანგ.) საგანგებოდ დამუშავებული ხშირხაოიანი მაუდი ან ფეტრი.
(ფრანგ.) ზამშისმაგვარი ტყავი; იყენებენ ფეხსაცმლის საპირედ.
(ველურუ) - ქალაქი სამხრეთ ინდოეთში, ტამილნადის შტატში (175 ათასი).
ველურობა
ველურად ყოფნა, ველურის თვისება.
ბარბაროსობა, მხეცობა.
ველურუ - იხილე ველური.
ველფები - გერმანელ მთავართა გვარი; ცნობილია IX საუკუნიდან.
ველფლინი ჰაინრიხ - შვეიცარიელი ხელოვნებათმცოდნე (1864-1945 წწ).
ველჰავენი იუჰან სებასტიან - ნორვეგიელი პოეტი და კრიტიკოსი (1807-1873 წწ).
ველჰაუზენი იულიუს - გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე, არაბული ქვეყნებისა და ისლამის მკვლევარი (1844-1918 წწ).
ვენა
ევროპის სახელმწიფო ავსტრიის დედაქალაქი. ცნობილია ახ.წ.აღ. 90 წლიდან როგორც რომაელთა სამხედრო ბანაკი. პირველად ახლანდელი სახელით მოიხსენიება 881 წლიდან. 1278 წლიდან ჰაბსბურგთა სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა. 1438-1806 წლებში „საღვთო რომის იმპერიის“ ცენტრია. 1867 წლიდან ავსტრო-უნგრეთის, 1918 წლიდან კი ავსტრიის დედაქალაქია (1,7 მილიონი)
ვენა - ინდუისტურ მითოლოგიაში ცოდვილი მეფე, რომელმაც მსხვერპლთშეწირვის აღთქმა დაარღვია.
ვენა (ლათ.) - სისხლძარღვი, რომლითაც სისხლი ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილიდან მიედინება გულისაკენ.
ვენაცვალე - საალერსო სიტყვა.
ვენაძე (ნამდვილი გვარი ინაშვილი) გრიგოლ - მომღერალი, ბარიტონი, საქართველოს სახალხო არტისტი (1896-1968 წწ).
ვენახებისხევი - მდინარე მცხეთის მუნიციპალიტეტში, ვერის მარცხენა შენაკადი.
ვენახი
მიწის ნაკვეთი, სადაც გაშენებულია ვაზი, ვაზის ბაღი.
(კუთხურად) იგივეა, რაც ვაზი.
ვენახისჭალა - მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქერშავეთის მარცხენა შენაკადი.
ვენგერკა - სამეჯლისო ცეკვა, რომელიც შეიქმნა უნგრული ხალხური ცეკვის, ჩარდაშის საფუძველზე, ზომა 2/4.
ვენდა - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ზიმბაბვეში მოსახლე ბანტუს ჯგუფის ხალხი (320 ათასი).
ვენდევდატი (შუა სპარს.) - დევთა საწინააღმდეგო კანონი.
ვენდენი - ლატვიის ქალაქ ცესის ოფიციალური სახელი 1917 წლამდე.
ვენდერსი ვიმ - გერმანელი რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი. ე.წ. „ახალგაზრდა გერმანული კინოს“ ერთ-ერთი ლიდერი (დაიბადა 1945 წელს).
ვენდეტა (იტალ.) - სისხლის აღების წესი კორსიკასა და სარდინიაზე.
ვენდიტა (იტალ.) - იტალიაში კარბონირების ფარული რევოლუციური ორგანიზაციების სახელწოდება (ესპანეთსა და საფრანგეთში მას შეესაბამება ვენტა).
ვენედები (ვენეტები, ვენდები) - სლავური ტომების, საფიქრებელია მათი დასავლეთი შტოს, უძველესი სახელწოდება.
ვენედების სახელმწიფო (ვენედების კავშირი) - პოლაბელი სლავების (ბოდრიჩები, ლუტიჩები და პომორელები) ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო, რომელმაც იარსება XI საუკუნის 40-იანი წლებიდან 1129 წლამდე.
ვენედიქტოვი ლევ - უკრაინელი საგუნდო დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1924 წელს).
ვენევი - ქალაქი რუსეთის ტულის ოლქში.
ვენევი სტოიან - ბულგარელი მხატვარი (1904-1985 წწ).
ვენევიტინოვი დიმიტრი - რუსი პოეტი (1805-1827 წწ).
ვენეპუნქცია (ლათ.) - ვენის ფუნქცია; ვენის გაჩხვლეტა ღრუ ნემსით სისხლის გამოსაშვებად.
ვენერა
(ვენუსი) - აფროდიტეს შესაბამისი ღმერთქალი რომაულ მითოლოგიაში; გადატანითი მნიშვნელობით - ულამაზესი ქალი, ლამაზმანი.
მზის სიტემის პლანეტა, მზიდან დაშორებით მეორე და დედამიწასთან უახლოესი ცთომილი. საშუალო მანძილი მზიდან ვენერამდე 108,21 მლნ.კმ.
საბჭოთა საპლანეტათშორისო აპარატი. პირველი ასეთი აპარატი გაშვებულ იქნა 1961 წელს.
ვენერა მილოსელი - სიყვარულის ღმერთქალ აფროდიტეს მარმარილოს ქანდაკების საყოველთაოდ გავრცელებული სახელი.
ვენერი კარლ - ამერიკელი ფიზიკოსი (1910-1996 წწ).
ვენერნი - ტბა სამხრეთ შვედეთში, სიღრმე 100 მეტრამდე.
ვენეროლოგი - ვენეროლოგიის სპეციალისტი.
ვენეროლოგია - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ვენერულ სნეულებებს.
ვენერული (ვენერული დაავადებანი) - ისეთი გადამდები დაავადებები, რომლებიც უპირატესად სქესობრივი გზით გადადის (რომაელთა ქალღმერთ ვენერას სახელის მიხედვით).
ვენესენი - ისტორიული ოლქი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, იხილე კონტა-ვენესენი.
ვენესექცია - ვენის გაკვეთა სისხლის გამოსაშვებად. ძარღვის გახსნა.
ვენესუელა (ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკა, ესპან. ღეპუბლიცა Bolivariana de Venezuela).
სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ჩრდილოეთიდან აკრავს კარიბის ზღვა და ატლანტის ოკეანე; აღმოსავლეთით ესაზღვრება გაიანას, სამხრეთით - ბრაზლიას და დასავლეთით - კოლუმბიას.
დამოუკიდებლობის დღე (ესპანეთისგან) - 1811 წლის 5 ივლისი.
ეროვნული დევიზი - „Dios y Federacion”.
ჰიმნი - „Gloria al bravo pueblo” (დიდება მამაც ხალხს).
მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
ქვეყნისა და მთავრობის მეთაური - პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი ეროვნული კონგრესი.
ფართობი - 916 445 კვ.კმ.
შედგება 21 შტატის და ერთი ფედერალური ტერიტორიისგან.
მოსახლეობა - 27,3 მილიონი.
სიმჭიდროვე - 30 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
ოფიციალური ენა - ესპანური.
დედაქალაქი - კარაკასი.
ვალუტა - ვენესუელის ბოლივარი.
ქვეყნის კოდი - VEN.
დროის სარტყელი - UTC -4.30.
სატელეფონო კოდი - +58.
ინტერნეტ-დომენი - ve.
ვენესუელის ყურე (მარაკაიბო) - კარიბის ზღვის შემადგენელი მაწილი ვენესუელის სანაპიროსთან.
ვენეტები და პრასინები - მთავარი საცირკო პარტიები (დიმები) ბიზანტიის ქალაქებში; ანტიკური რომის მსგავსად ცირკსა და იპოდრომებზე იმართებოდა შეჯიბრებები (უმთავრესად ცხენოსნობაში) და საცირკო წარმოდგენები.
ვენეტო - იხილე ვენეცია.
ვენეცია
ქალაქი იტალიაში, ამავე სახელის მქონე ოლქისა და პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი, განლაგებულია 118 კუნძულზე (320 ათასი).
(ვენეტო) ოლქი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, მოიცავს ბელუნოს, ვენეციის, ვერონას, ვიჩენცას, პადუის, როვიგოს და ტრევიზოს პროვინციებს. ფართობი 18,4 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 4,5 მილიონი.
ვენეციანოვი ალექსეი - რუსი ფერმწერი, ე.წ. „ყოფითი სკოლის“ ერთ-ერთი ფუძემდებელი (1780-1847 წწ).
ვენეციის დაბლობი - პადანის ვაკის აღმოსავლეთი ნაწილი იტალიაში.
ვენეციის ფესტივალი - უძველესი საერთაშორისო კინოფესტივალი, იმართება 1932 წლიდან ვენეციაში, კუნძულ ლიდოზე.
ვენეციის ყურე - ადრიატიკის ზღვის შემადგენელი ნაწილი, იტალია-იუგოსლავიის სანაპიროზე.
ვენეციური სარკმელი - ფართო სარკმელი, თავში მომრგვალებული; შედგება სამი ნაწილისაგან - შუაში ჩვეულებრივ სარკმლისა და აქეთ-იქით თითო ნახევარსარკმლისაგან.
ვენზელი (პოლონ.) - ერთმანეთში მხატვრულად გადახლართული ინიციალები (სახელისა და გვარის დასაწყისი ასოები).
ვენი ჯონ - ინგლისელი ლოგიკოსი (1834-1923 წწ).
ვენიავსკი ჰენრიკ - პოლონელი მევიოლინე და კომპოზიტორი (1835-1880 წწ).
ვენ იდო - ჩინელი პოეტი, ლიტერატურათმცოდნე, პუბლიცისტი (1899-1946 წწ).
ვენიზელოსი ელეფთერიოს - საბერძნეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1910-15, 1917-20, 1928-32 წლებში (1864-1936 წწ).
ვენილია
ძველი იტალიური ღმერთქალი ზღვისა, მეზღვაურთა მფარველი, ნეპტუნის მეუღლე.
ფერია, ტურნუსის დედა.
ვენინგ მეინესი ფელიქს - ჰოლანდიელი გეოფიზიკოსი და გრავიმეტრისტი (1887-1966 წწ).
ვენიოვი - ქალაქი რუსეთის ტულის ოლქში.
ვენის ტყე - მთის მასივი ავსტრიაში. გადაჭიმულია მდინარე დუნაიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 50 კილომეტრზე.
ვენკატარამანი კრიშნასამი - ინდოელი ქიმიკოს-ორგანიკოსი (1901-1981 წწ).
ვენკატარამანი რამასვამი - ინდოეთის პრეზიდენტი 1987-92 წლებში (დაიბადა 1910 წელს).
ვენლო - ქალაქი ნიდერლანდის ლიმბურგის პროვინციაში.
ვენოჟინსკისი იუსტინას - ლიტველი ფერმწერი (1886-1960 წწ).
ვენსანი ჟან - შვეიცარიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1906-1985 წწ).
ვენსანი ფრანსუა ნიკოლა - (საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1767-1794 წწ).
ვენსენი - ქალაქი საფრანგეთის ვალ-დე-მარნის დეპარტამენტში, პარიზის სამხრეთ-აღმოსავლეთი გარეუბანი (95 ათასი).
ვენსიან ტუნკაო - ჩინური ისტორიული და ლიტერატურული ენციკლოპედია. XIII საუკუნეში შეადგინა მა დუან-ლინმა.
ვენსიუანი (რჩეული) - პირველი ანთოლოგია ჩინეთში, VI საუკუნის დასაწყისში შეადგინა უფლისწულმა სიაო ტუნმა (501-531 წწ).
ვენსტრე (ნორვ. „მარცხენა“) - ნორვეგიის პოლიტიკური პარტია, დაარსებულია 1884 წელს.
ვენტა
1 (ლიტვაში - ვიანტა) - მდინარე ლიტვასა და ლატვიაში, ერთვის ბალტიის ზღვას (სიგრძე - 346 კილომეტრი).
ესპანეთში გზისპირა სამიკიტნო, ფუნდუკი.
ესპანეთსა და საფრანგეთში (XIX საუკუნის დამდეგს) კარბონირების ფარული რევოლუციური ორგანიზაციების სახელწოდება (იტალიაში მას შეესაბამება ვენდიტა).
ვენტი ფრიდრიხ ავგუსტ ფერდინანდ კრისტიან - ჰოლანდიელი მეცნიერი ფიზიოლოგი (1863-1935 წწ).
ვენტი ფრიტს ვარმოლტ - ამერიკელი მეცნიერი ფიზიოლოგი (1903-1985 წწ).
ვენ ტიანსიანი (ვენ შანი) - ჩინელი ლიტერატორი და მხედართმთავარი (1236-1282 წწ).
ვენტილატორი - ვენტილაციისათვის საჭირო მოწყობილობა.
ვენტილაცია (ლათ.)
დახურული ჰაერის სადგომის გაწმენდა-განახლება.
ამ დანიშნულების მქონე მოწყობილობათა ერთობლიობა.
ვენტილი (გერმ.)
მილსადენებში აპარატებში და სხვა სითხის ან გაზის მოძრაობის სარეგულაციო (ჩასაკეტი, გასაშვები) სარქველი; ხრახნსაცობი.
სასულე საკრავების სარქველი ბგერის სიმაღლის შესაცვლელად.
ვენ ტინიუნი (ვენ ფეიცინი) - ჩინელი პოეტი (დაახლოებით 820 - 870 წწ).
ვენტრალური (ლათ.) - მუცელზე ან მუცლის მხარეს მოთავსებული; მუცლისა.
ვენტსპილსი (1917 წლამდე ვინდავა) - ქალაქი ლატვიაში.
ვენტუარი - მდინარე ვენესუელაში, ორინოკოს მარჯვენა შენაკადი.
ვენტურა ლინო (ნამდვილი სახელი და გვარი ანჯელო ბორინი) - ფრანგი კინომსახიობი (1919-1987 წწ).
ვენტური ლიონელო - იტალიელი ხელოვნებათმცოდნე (1885-1961 წწ).
ვენტური რობერტ ჩარლზ - ამერიკელი არქიტექტორი და თეორიტიკოსი (დაიბადა 1925 წელს).
ვენტური ფრანკო - იტალიელი ისტორიკოსი (დაიბადა 1914 წელს).
ვენტური ჯოვანი ბატისტა - იტალიელი მეცნიერი (1746-1833 წწ).
ვენუოლისი ანტანას (ნამდვილი გვარი ჟუკაუსკასი) - ლიტველი მწერალი, ლიტვის სახალხო მწერალი (1882-1957 წწ).
ვენური
ვენებში მიმდინარე სისხლი.
გრეხილი ხისაგან დამზადებული მსუბუქი და გამძლე ავეჯი (სკამი, სავარძელი და სხვა).
ვენუტი ჯუზეპე (ჯო) - ამერიკელი ჯაზის მუსიკოსი (ვიოლინო), ანსამბლის ხელმძღვანელი (1904-1978 წწ).
ვენ-შენი - ჩინურ მითოლოგიაში - ხუთი სული, რომელიც ქვეყნის მხარეებს შეესაბამებიან (ოთხი მხარე + ცენტრი).
ვენშუ - ჩინური ბუდიზმის მითოლოგიაში - წმინდა მეომარი, კანონის მცველი, შეესაბამება ინდურ მანჯუშრის.
ვენჩანი - ჩინურ მითოლოგიაში - ლიტერატურის, მწიგნობრობის, ცოდნის მფარველი ღმერთი.
ვენცელი კარლ ფრიდრიხ - გერმანელი ქიმიკოსი (1740-1793 წწ).
ვენცლოვა ანტანას - ლიტველი მწერალი, ლიტვის სახალხო მწერალი (1906-1971 წწ).
ვენცლოვა თომას - ლიტველი პოეტი (დაიბადა 1937 წელს).
ვენჯოუ (იუნძია) - ქალაქი ჩინეთის ჯეძიანის პროვინციაში (400 ათასი).
ვეჟანა (ვეჟანი)
წითელ-შავი, რუხი (საბა).
ვეფხვივით ჭრელი.
ვეჟან ბუზმირი - ქართლის მარზპანი VI საუკუნის 40-იან წლებში.
ვეჟეტალი (ფრანგ.) - კოსმეტიკური საშუალება, თმის დასასველებელი სითხე.
ვეჟინოვი პაველ (ნამდვილი სახელი და გვარი ნიკოლა დელჩევ გუგოვი) - ბულგარელი მწერალი (1914-1983 წწ).
ვეჟინსკი კაზიმეჟ - პოლონელი პოეტი და პროზაიკოსი (1884-1969 წწ).
ვეჟო (ძვ.) - იგივეა, რაც ვაჟო!
ვერ (ვერა) - უარყოფითი ნაწილაკი; აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ მოქმედების შესრულება შეუძლებელია ვინმესთვის.
ვერა
უარყოფითი ნაცვალსახელი: ვერარა, ვერაფერი.
მდინარე გორის მუნიციპალიტეტში.
(ვერე) - თბილისის უბანი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მთაწმინდის უბანსა და ვაკეს შორის.
მდინარე გერმანიაში, ერთვის ფულდას.
ვერაგი - ვინც ფარულად სიავეს უმზადებს, ვინც ცბიერებით განსაცდელში აგდებს ვისმე. მზაკვარი, მუხანათი.
ვერაგვარი - იგივეა, რაც ვერავითარი.
ვერაგობა - ვერაგის თვისება, ვერაგად ყოფნა.
ვერაგული - ვერაგის დამახასიათებელი. მზაკვრული, მუხანათური.
ვერავითარი - უარყოფითი ნაცვალსახელი; ვერც ერთი, ვერაფერი.
ვერავინ - უარყოფითი ნაცვალსახელი - ვერც ერთი ადამიანი.
ვერაკაცი (საუბ.) - იგივეა, რაც ვერავინ.
ვერაკრუსი
ქალაქი მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (440 ათასი).
შტატი მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ადმინისტრაციული ცენტრი - ხალაპა.
ვერანაირი - იგივეა, რაც ვერავითარი.
ვერანდა (პორტუგ.) - სახლს მიშენებული ღია ან მომინული აივანი, რომლის სახურავი, ჩვეულებრივ, სვეტებს ეყრდნობა.
ვერანი (სპარს.)
აოხრებული, გაპარტახებული, უპატრონო, მოუვლელი.
(სალანძღავი) - ოხერი, ტიალი.
ვერა-რა - უარყოფითი ნაცვალსახელი; ვერც ერთი რამ, ვერაფერი.
ვერასგზით - ვერავითარი საშუალებით, ვერავითარ შემთხვევაში.
ვერას დ'ალე დენი - ფრანგი მწერალი (დაახლოებით 1630-1700 წწ).
ვერასდიდებით - იგივეა, რაც ვერასგზით.
ვერასდროს - იგივეა, რაც ვერასოდეს.
ვერასოდეს - ვერავითარ დროს, ვერავითარ შემთხვევაში.
ვერაფერი
უარყოფითი ნაცვალსახელი: ვერც ერთი რამ, ვერარა.
მსაზღვრელად ხმარებისას ნიშნავს: არც თუ ისეთი (დიდი, ნამდვილი, კარგი)
ვერბალური (ლათ.) - სიტყვიერი, ზეპირი.
ვერბალური ნოტა - დიპლომატიაში ხელმოუწერელი ნოტა, რომელიც უთანაბრდება ზეპირ განცხადებას.
ვერბანო - იხილე ლაგო-მაჯორე.
ვერბენა ლიმონისა - ბალახოვანი ან ბუჩქბალახოვანი მცენარე; გავრცელებულია უპირატესად ტროპიკებსა და სუბტროპიკებში; ზოგიერთი სახეობა დეკორატიულია.
ვერბეცი იშტვან - უნგრეთის პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, დიპლომატი (დაახლოებით 1458 - 1541 წწ).
ვერბილკი - დაბა რუსეთის მოსკოვის ოლქში.
ვერბიცკაია ანასტასია - რუსი მწერალი (1861 - 1928 წწ).
ვერბოვსკი - დაბა რუსეთის ვლადიმირის ოლქში.
ვერბუნკოში - უნგრული საცეკვაო მუსიკის ჟანრი.
ვერგა ჯოვანი - იტალიელი მწერალი, ვერიზმის მამამთავარი (1840-1922 წწ).
ვერგელანი ჰენრიკ არნოლდ - ნორვეგიელი პოეტი-რომანტიკოსი, ჟურნალისტი, სახელმწიფო მოღვაწე, ქრისტიანული დემოკრატიის იდეოლოგი (1808-1845 წწ).
ვერგელდი (გერმ. „ადამიანის ფასი“) - ბარბაროსთა სამართლის წიგნებში ფულადი საზღაური თავისუფალი ადამიანის მოკვლისათვის.
ვერგელისი არონ - რუსეთში მოღვაწე ებრაელი პოეტი, წერს იდიშზი (დაიბადა 1918 წელს).
ვერგილიები - იხილე პლეიადები.
ვერგილიუსი პოლიდორ - ისტორიკოსი, ჰუმანისტი, სასულიერო პირი, მოღვაწეობდა ჰერცოგ ურბინოს კარზე, პაპის კურიაში, შემდეგ ინგლისის მეფის კარზე (დაახლოებით 1470-1555 წწ).
ვერგილიუსი პუბლიუს მარონ - რომაელი პოეტი (ძვ.წ.აღ. 70-19 წწ).
ვერგულიოვკა - დაბა უკრაინის ლუგანსკის ოლქში.
ვერდაგერი ჯასინტ - კატალონიელი პოეტი, მღვდელმსახური (1845-1902 წწ).
ვერდაუ - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.
ვერდენი (ვერდენ-სიურ-მეზი) - ქალაქი საფრანგეთის მეზის (მაასის) დეპარტამენტში.
ვერდენ-სიურ-მეზი - იხილე ვერდენი.
ვერდი ჯუზეპე (სრული სახელი ჯუზეპე ფორტუნატო ფრანჩესკო) - იტალიელი კომპოზიტორი (1813-1901 წწ).
ვერდიუნი - ცივი იარაღი, რაპირა, დაახლოებით ნახევარი მეტრის სიგრძის.
ვერდიქტი (ინგლ.-ფრანგ.) - განაჩენი, გადაწყვეტილება (ჩვეულებრივ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსი).
ვერე
მდინარე თბილისის ტერიტორიაზე და მცხეთის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი.
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მონასტერი და და ციხე მდინარე ვერეს ხეობაში.
ვერეა - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.
ვერევკა გრიგორი - უკრაინელი კომპოზიტორი (1895-1964 წწ).
ვერევკინი მიხაილ - რუსი დრამატურგი, მთარგმნელი (1732-1795 წწ).
ვერევკინი ორესტ - რუსი გრაფიკოსი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1915 - 1993 წწ).
ვერეისკი გიორგი - რუსი გრაფიკოსი, რუსეთის სახალხო მხატვარი (1886-1962 წწ).
ვერენიგინგი - იხილე ფერენიჰინგი.
ვერენშიოლი ერიკ თეოდორ - ნორვეგიელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1855-1938 წწ).
ვერესაევი ბიკენტი (ნამდვილი გვარი სმიდოვიჩი) - რუსი მწერალი (1867-1945 წწ).
ვერესაი ოსტაპ - უკრაინელი კობზარი (1803-1890 წწ).
ვერესი გაიუს კორნელიუს - რომაელი პოლიტიკური მოღვაწე (გარდაიცვალა დაახლ. ძვ.წ.აღ. 43 წელს).
ვერეში პეტერ - უნგრელი მწერალი (1897-1970 წწ).
ვერეშმარტი მიხაი - უნგრელი პოეტი-რომანტიკოსი (1800-1855 წწ).
ვერეშჩაგინი ვასილი - რუსი ფერმწერი (1842-1904 წწ).
ვერეშჩაგინო - ქალაქი რუსეთის პერმის ოლქში.
ვერეცი-პეტრონიჩი ჟუჟა - უნგრელი მოჭადრაკე ქალი, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1949 წელს).
ვერვი (სლავ.) - უძველესი თემური ორგანიზაცია რუსეთსა და ხორვატიაში.
ვერვიე - ქალაქი ბელგიის ლიეჟის პროვინციაში.
ვერვინ - იგივეა, რაც ვერავინ.
ვერვოლფი - გერმანულ მითოლოგიაში - ადამიანი, რომელსაც შეუძლია მგლად გადაქცევა.
ვერთი ალეგზანდერ - ინგლისელი ჟურნალისტი და პუბლიცისტი (1901-1969 წწ).
ვერი პიეტრო - იტალიელი განმანათლებელი, ფილოსოფოსი, ეკონომისტი, იურისტი (1728-1797 წწ).
ვერიგო ბრონისლავ - რუსი ფიზიოლოგი, ი. სეჩენოვისა და ი.პავლოვის მოწაფე (1860-1925 წწ).
ვერიზმი (იტალ.) - რეალისტური მიმართულება იტალიურ ლიტერატურაში, ოპერასა და სახვით ხელოვნებაში XIX საუკუნის დასასრულს, სიახლოვეს ავლენდა ნატურალიზმთან მიმართებაში.
ვერიკო - თბილისის ერთი მსახიობის თეატრი, დაარსებულია კოტე მახარაძის მიერ XX საუკუნის 80-იან წლებში.
ვერიკოვსკი მიხაილ - უკრაინელი კომპოზიტორი და დირიჟორი (1896-1962 წწ).
ვერინგფოსი (ვერინგფოსენი) - ჩანჩქერი ნორვეგიაში, მდინარე ბიორეაზე.
ვერინგფოსენი - იხილე ვერინგფოსი.
ვერისიმუ ერიკუ - ბრაზილიელი მწერალი (1905-1975 წწ).
ვერის სახალხო თეატრი (ვერის აუდიტორია) - მუშათა თეატრი თბილისში, რომელიც 1907-1910 წლებში მოქმედებდა.
ვერის უბნის მელოდიები - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1973 წელს. დამდგმელი რეჟისორი - გიორგი შენგელაია. სცენარის ავტორები - გიორგი შენგელაია და ანზორ სალუქვაძე. დამდგმელი ოპერატორი - ალექსანდრე მღებრიშვილი. კომპოზიტორი - გიორგი ცაბაძე. მთავარ როლებში: სოფიკო ჭიაურელი (ვარდო), ვახტანგ კიკაბიძე (პავლე), ია ნინიძე (თამრო), მაია კანკავა (მარო), დოდო აბაშიძე, ეროსი მანჯგალაძე, ზურაბ კიკალეიშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, ალისა ფრეინდლიხი, კახი კავსაძე, გიორგი გეგეჭკორი, გოგი ქავთარაძე, ბორის წიფურია, ოთარ ზაუტაშვილი, ლია გუდაძე, მზია მაღლაკელიძე, ნანული სარაჯიშვილი.
ვერიტაიპერი (ინგლ.) - საბეჭდ-გამავრცელებელი მანქანა.
ვერიფიკაცია (ლათ.) - ლოგიკური პოზიტივიზმის ერთ-ერთი ამოსავალი პრინციპი, რომლის მიხედვითაც სინამდვილის შესახებ გამოთქმული ყოველი დებულების ჭეშმარიტება საბოლოოდ მტკიცდება გრძნობად მონაცემებთან მისი შეპირისპირების გზით.
ვერკბლაი (გერმ.) - რისამე ჭეშმარიტების შემოწმება, რისამე სინამდვილის დადგენა.
ვერკბუნდი - არქიტექტორთა, დეკორატიული ხელოვნების ოსტატთა და მეწარმეთა გაერთიანება. წარმოიშვა გერმანიის ქალაქ მიუნჰენში 1907 წელს.
ვერკორი (ნამდვილი სახელი და გვარი ჟან ბრიულერი) - ფრანგი მწერალი და მხატვარი (1902-1991 წწ).
ვერლენი პოლ - ფრანგი პოეტი სიმბოლისტი (1844-1896 წწ).
ვერლიბრი (ფრანგ.) - ლექსის ერთ-ერთი სახეობა; აგებულია უპირატესად ინტონაციურ-სინტაქსურ საფუძველზე და ყურადღება არ ექცევა ტაეპში მარცვალთა რაოდენობას და მახვილს. თავისუფალი ლექსი.
ვერლჰოფის დაავადება - სისხლის დაავადება, რომელიც 1735 წელს აღწერა გერმანელმა ექიმმა პ. ვერლჰოფმა. იგივეა, რაც პურპურა თრომბოციტოპენიური.
ვერმახტი (გერმ.) - ფაშისტური გერმანიის შეიარაღებული ძალების სახელწოდება 1935-45 წლებში.
ვერმეერი (ვერმეერ დელფტელი) იან - ჰოლანდიელი ფერმწერი (1632-1675 წწ).
ვერმეილენი ავგუსტ - ბელგიელი მწერალი, ფილოლოგი, ხელოვნებათმცოდნე (1872-1945 წწ).
ვერმელი (ფრანგ.)
სითხე, რომლითაც ვერცხლს ოქროსფრად ფერავენ.
მოოქრული ვერცხლის ნაკეთობა.
ვერმერში ჟანეტ - იხილე ტორეზ ვერმერში ჟ.
ვერმიკულიტი (ფრანგ.) - მინერალი ერთგვარი, ცეცხლგამძლე სამშენებლო და თბოსაიზოლაციო მასალა.
ვერმიფსილოზი - ცხოველთა პარაზიტული დაავადება, რასაც იწვევს ვერმიფსილას გვარის რწყილი, დაავადება აზიანებს კანისა და თმის საფარველს.
ვერმიშელი (იტალ. „ჭიები“) - ხორბლეულის ფქვილისაგან საქარხნო წესით დამზადებული საკვები პროდუქტი.
ვერმონტი
შტატი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ფართობი 24,9 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 580 ათასი. ადმინისტრაციული ცენტრი - მონტპილიერი.
ამერიკული ჯიშის წმინდამატყლიანი ცხვარი, მერინოსის ნაირსახეობა.
ვერმორელი ოგიუსტ ჟან მარი - ფრანგი პუბლიცისტი, პარიზის კომუნის (1871 წ) მოღვაწე (1841 - 1871 წწ).
ვერმუტი (გერმ.) - დასპირტული ღვინო, რომელსაც არომატის მისაცემად დამატებული აქვს ზოგიერთი ბალახის (უმთავრესად აბზინდის) ნაყენი.
ვერნადსკი ვლადიმირ - რუსი ბუნებისმეტყველი, მოაზროვნე და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი (1863-1945 წწ).
ვერნარდაკისი დიმიტრიოს - ბერძენი მწერალი და ფილოლოგი (1833-1907 წწ).
ვერნდლი იოზეფ - ავსტრიელი მეწარმე, ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი (1831-1889 წწ).
ვერნე კლოდ ჟოზეფ - ფრანგი ფერმწერი (1714-1789 წწ).
ვერნე კარლ (ანტუან შარლ ორას) - ფრანგი ფერმწერი (1758-1836 წწ).
ვერნე ემილ ჟან ორას - ფრანგი ფერმწერი (1789-1863 წწ).
ვერნები - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.
ვერნერი აბრაამ გოტლიბ - გერმანელი გეოლოგი და მინერალოგი (1749-1817 წწ).
ვერნერი ალფრედ - შვეიცარიელი ქიმიკოსი (1866-1919 წწ).
ვერნერი კარლ - დანიელი ენათმეცნიერი (1846-1896 წწ).
ვერნერი ლარს - შვედეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1935 წელს).
ვერნი - ქალაქ ალმა-ატის სახელი 1921 წლამდე.
ვერნი ჟიულ - ფრანგი მწერალი-ფანტასტი (1828-1905 წწ).
ვერნიგეროდე - ქალაქი გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის მხარეში (35 ათასი).
ვერნიერი
ნონიუსის მოძველებული სახელი.
მოწყობილობა რადიომიმღებისა და სხვა რადიოაპარატურის სიზუსტით დასაყენებლად.
ვერნიო პიერ ვიქტიურნიენ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1753-1793 წწ).
ვერნისაჟი (ფრანგ.) - სამხატვრო გამოფენის დახურული დათვალიერება, რომელზედაც მოწვეული არიან სპეციალისტები და საპატიო სტუმრები. სამხატვრო გამოფენის გახსნის დღე.
ვერო - ესტონეთის ქალაქ ვირუს სახელი 1917 წლამდე.
ვეროკიო (ნამდვილი სახელი და გვარი ანდრია დი მიკელე ჩონი) ანდრეა დელ - იტალიელი მოქანდაკე (1435 ან 1436 - 1488 წწ).
ვერონა
ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ამავე სახელის მქონე პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (260 ათასი).
მთა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედზე.
სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (გომბორის საკრებულო). მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. მდინარე გომბორის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1200 მეტრი, საგარეჯოდან - 60 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 94 კაცი.
ვერონალი (ლათ.) - იგივეა, რაც ბარბიტალი.
ვერონეზე პაოლო - ვენეციელი ფერმწერი, გვიანდელი იტალიური აღორძინების წარმომადგენელი (1528-1588 წწ).
ვერონიკა - მცენარეთა გვარი შავწამლასებრთა ოჯახისა. ერთ-, ორ- ან მრავალწლოვანი ბალახი, ზოგჯერ ნახევრად ბუჩქი.
ვერპი (ჰოლანდ.) - დამხმარე ღუზა გემზე, იყენებენ ღრმა წყალში გემის შესაცურებლად თავთხელიდან და სხვა.
ვერჟბოლოვო - ლიტვის ქალაქ ვირბალისის ოფიციალური სახელი 1917 წლამდე.
ვერჟე (ფრანგ.) - ერთგვარი ქაღალდი, რომელსაც აქვს ჭვირნიშნის მსგავსი სახეები.
ვერჟენი შარლ გრავიე - საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე (1717-1787 წწ).
ვერრა - იგივეა, რაც ვერარა.
ვერსად - ვერცერთ ადგილას, მხარეს.
ვერსაიდან - ვერც ერთი ადგილიდან, ვერც ერთი მხრიდან.
ვერსალელები
საფრანგეთის მთავრობის ხელმძღვანელები და მომხრეები, რომლებიც რევოლუციური პარიზიდან გაიქცნენ ვერსალში 1871 წლის 18 მარტს პარიზის კომუნის გამრჯვების შედეგად.
იტყვიან კონტრრევოლუციონერებზე, გამცემებზე, თავისი ხალხის მტრებზე.
ვერსალი (ვერსაი) - ქალაქი საფრანგეთში, პარიზის გარეუბანი, იველინის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (95 ათასი).
ვერსაჩე ჯანი - იტალიელი მოდელიორ-დიზაინერი (1946-1997 წწ).
ვერსი (რუს.) - ძველებური რუსული სიგრძის საზომი ერთეული, უდრის 1,06 კმ-ს.
ვერსია (ლათ.) - რაიმე ფაქტის, ამბის ერთ-ერთი ახსნა ან გადმოცემა (რამდენიმედან). ვარიანტი.
ვერსიფიკატორი
(მოძველებული) პოეტი, რომელიც კარგად ფლობს ლექსის ტექნიკას.
ირონიულად იტყვიან უნიჭო და უშინაარსო ლექსების მთხზველზე.
ვერსიფიკაცია (ლათ.)
ლექსთწყობა.
მოძღვრება ლექსთწყობაზე.
ვერსტოვსკი ალექსი - რუსი კომპოზიტორი და თეატრალური მოღვაწე (1799-1862 წწ).
ვერტექსი (ლათ.) - ცის სფეროს წერტილი, რომლისკენაც მიმართულია ვარსკვლავთა პეკულარული მოძრაობანი.
ვერტეშსელეში - პალეოლითის ხანის ადამიანთა სადგომი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის მახლობლად.
ვერტიევკა - დაბა უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში.
ვერტიკალი (ლათ.)
შვეული ხაზი.
ცის სფეროს ყოველი დიდი წრე, რომელიც ზენიტის წერტილზე გადის; ვერტიკალური წრე.
ვერტიკალური - შვეული, რაც ჰორიზონტალურ სიბრტყესთან ქმნის სწორ კუთხეს.
ვერტინსკაია ნასტასია - რუსი მსახიობი ქალი (დაიბადა 1944 წელს).
ვერტინსკაია მარიანა - რუსი მსახიობი ქალი (დაიბადა 1943 წელს).
ვერტინსკი ალექსანდრე - რუსი მომღერალი, პოეტი, კომპოზიტორი, მსახიობი (1889-1957 წწ).
ვერტიცილოზი - მცენარის დაავადება, რომელიც აზიანებს ჭურჭელ-ბოჭკოვან სისტემას და იწვევს ჭკნობას.
ვერტმიულერი ლინა (ნამდვილი სახელი და გვარი არკანჯელა ფელიჩე ასუნტა ვერტმიულერი ფონ ელგი) - იტალიელი რეჟისორი და დრამატურგი ქალი (დაიბადა 1928 წელს).
ვერტმფრენი - იგივეა, რაც შვეულმფრენი.
ვერტოვი ძიგა (ნამდვილი სახელი და გვარი დენის კაუფმანი) - რუსი კინორეჟისორი, დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი ფუძემდებლი და თეორიტიკოსი (1896-1954 წწ).
ვერტუმნალიები - ვერტუმნის დღესასწაულები ძველ რომში.
ვერტუმნი (ვორტუმნუსი, ვერტერე) - ქალღმერთ პომონას ქმარი, რომაელთა მიწათმოქმედების, ბაღ-ვენახების, აგრეთვე ჟამთაცვლის, წლის დროთა, უპირატესად შემოდგომის სიუხვის ჭაბუკი ღმერთი.
ვერტყვილა - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ხუნევის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ძირულის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 460 მეტრი. ხარაგაულიდან - 38 კილომეტრი. ვერტყვილა წყაროებში იხსენიება XVII საუკუნიდან. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 476 კაცი.
ვერტყვიჭალა - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ხუნევის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ძირულის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან - 480 მეტრი. ხარაგაულიდან - 40 კილომეტრი. ვერტყვიჭალა წყაროებში იხსენიება XVII საუკუნიდან. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 410 კაცი.
ვერტჰაიმერი მაქს - გერმანელი ფსიქოლოგი (1880-1943 წწ).
ვერულაშვილი ეკატერინე - მსახიობი (1917-1973 წწ).
ვერულეიშვილი ავთანდილ - თეატრისა და კინოს მსახიობი (1918-1987 წწ).
ვერფელი ფრანც - ავსტრიელი მწერალი და დრამატურგი (1890-1945 წწ).
ვერფი (ჰოლანდ.) - გემების საშენებელი ან სარემონტო საწარმო.
ვერშიგორა პეტრე - საბჭოთა მხედართმთავარი, მწერალი, გენერალ-მაიორი, საბჭოთა კავშირის გმირი (1905-1963 წწ).
ვერშინინი კონსტანტინე - საბჭოთა მხედართმთავარი, ავიაციის მარშალი, საბჭოთა კავშირის გმირი (1900-1973 წწ).
ვერშინა-ტეი - დაბა რუსეთის კრასნოიარსკის მხარის ხაკასეთის რესპუბლიკაში.
ვერშინო-დარასუნსკი - დაბა რუსეთის ჩიტის ოლქში.
ვერშინო-შახტამინსკი - დაბა რუსეთის ჩიტის ოლქში.
ვერშოკი (რუს.) - სიგრძის ძველებური რუსული საზომი (არშინის 1/16 ნაწილი), უდრის 4,4 სმ-ს, იხმარებოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე.
ვერჩელი - ქალაქი იტალიაში.
ვერც - უარყოფითი ნაწილაკი, ჩვეულებრივ იხმარება ჩამოთვლისას.
ვერცინგეტორიქსი - გალების ტომის, არვერნების ბელადი, ანტირომაული აჯანყების ბელადი ძვ.წ. აღ. 52 წელს, სიკვდილით იქნა დასჯილი იულიუს კეისრის მიერ (გარდაიცვალა ძვ.წ.აღ. 46 წ).
ვერცხლეული (ვერცხლეულობა) - ვერცხლის ნაკეთობანი.
ვერცხლი (Ag) - ქიმიური ელემენტი (იკითხება როგორც „არგენტუმი“), ატომური ნომერი 47, ატომური მასა 107,8682. ძვირფასი მოთეთრო-მონაცრისფროდ მბზინავი ლითონი.
ვერცხლისმოყვარე (ძვ. და წიგნიერი) - ფულის მოყვარული.
ვერცხლისმოყვარეობა - ფულის, ქონების, სიმდიდრის სიყვარული.
ვერცხლის ტბა - ტბა გულრიფშის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.
ვერცხლისფერი - რაც ფერით ვერცხლს მოგვაგონებს, მბზინავი თეთრ-ნაცრისფერი.
ვერცხლის ქორწილი - ცოლქმრული ცხოვრების 25 წლისთავი.
ვერცხლისწყალი (Hg) - ქიმიური ელემენტი (იკითხება როგორც „ჰიდრარგირუმი“). ატომური ნომერი 80, ატომური მასა 200,59. ვერცხლისფერი თხევადი ლითონი, სინდიყი.
ვერცხლოვანი - სოფელ სერებრიანოეს ყოფილი სახელი (სოხუმის მუნიციპალიტეტში).
ვერძი
იხილე ერკემალი.
(ლათ. Aries) ზოდიაქოს ერთ-ერთი თანავარსკვლავედი (შეესაბამება მარტ-აპრილის პერიოდს).
ვერძონე პაოლო - იტალიელი ხელოვნების ისტორიკოსი (1902-1986 წწ).
ვერწყვი - ქვირითა ორაგულისა (საბა).
ვერხველი
მდინარე თიანეთის მუნიციპალიტეტში, ქუსნოს ზემო დინება.
(ყოფილი ბერდოხევი) - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ზარიძეების თემის საკრებულო), ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ვერხველის (ივრის აუზი) ნაპირას. ზღვის დონიდან - 1400 მეტრი, თიანეთიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 44 კაცი.
ვერხვი (Populis tremuta) - საშუალო სიმაღლის ან მაღალი ხე ტირიფისებრთა ოჯახისა. აქვს გრძელყუნწიანი, მთრთოლავი, შრიალა ფოთლები.
ვერხვიანი
სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (კაკაბეთის საკრებულო). მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 700 მეტრი, საგარეჯოდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 540 კაცი.
(ვერხვნარი) - ვერხვის ტყე.
ვერხვისმინდორი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
ვერხვისძირა - ქუდიანი სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა.
ვერხნებერეზოვსკი - დაბა ყაზახეთის აღმოსავლეთ ყაზახეთის ოლქში.
ვერხნედვინსკი - ქალაქი ბელორუსიის ვიტებსკის ოლქში.
ვერხნედნეპროვსკი
ქალაქი უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში.
ქალაქი რუსეთის სმოლენსკის ოლქში.
ვერხნეე-დუბროვო - დაბა რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
ვერხნეე-სინევიდნოე - დაბა უკრაინის ლვოვის ოლქში.
ვერხ-ნეივინსკი - დაბა რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
ვერხნეტორეცკოე - დაბა უკრაინის დონეცკის ოლქში.
ვერხნეტულომსკი - დაბა რუსეთის მურმანსკის ოლქში.
ვერხნეურალსკი - ქალაქი რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში.
ვერხნეჩუსოვსკიე-გოროდკი - დაბა რუსეთის პერმის ოლქში.
ვერხნი-ავზიანი - დაბა რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში.
ვერხნიაია-ინტა - დაბა რუსეთის კომის რესპუბლიკაში.
ვერხნიაია მაქსალოვკა - დაბა რუსეთის კომის რესპუბლიკაში.
ვერხნიაია პიშმა - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
ვერხნიაია სალდა - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
ვერხნიაია სინიაჩიხა - დაბა რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
ვერხნიაია სისერტი - დაბა რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
ვერხნიაია ტურა - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
ვერხნი-ატ-ურიახი - დაბა რუსეთის მაგადანის ოლქში.
ვერხნიაჩკა - დაბა უკრაინის ჩერკასის ოლქში.
ვერხნი-ბასკუნჩაკი - დაბა რუსეთის ასტრახანის ოლქში.
ვერხნი-ბაქსანი - დაბა რუსეთის ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში.
ვერხნი-დაშქესანი - დაბა აზერბაიჯანში.
ვერხნიე-სერგი - დაბა რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
ვერხნი-ზგიდი - დაბა რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში.
ვერხნი-ნაგოლჩიკი - დაბა უკრაინის ლუგანსკის ოლქში.
ვერხნი-როგაჩიკი - დაბა უკრაინის ხერსონის ოლქში.
ვერხნი-ტაგილი - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
ვერხნი-უფალეი - ქალაქი რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში.
ვერხნი-ფიაგდონი - დაბა რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში.
ვერხოვიე - დაბა რუსეთის ორიოლის ოლქში.
ვერხოვინა - დაბა უკრაინის ივანო-ფრანკოვსკის ოლქში.
ვერხოვცევო - ქალაქი უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში.
ვერხოზიმი - დაბა რუსეთის პენზის ოლქში.
ვერხოიანსკი - ქალაქი რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ყველაზე ცივი პუნქტი (მინიმალური ტემპერატურა -700C)
ვერხოიანსკის ქედი - მდებარეობს რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში, მდინარეების ლენისა და ალდანის მარჯვენანაპირეთში.
ვერხოტურიე - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
ვერხოშიჟემიე - დაბა რუსეთის კიროვის ოლქში.
ვერხ-ჩებულა - ქალაქი რუსეთის კემეროვოს ოლქში.
ვერჯერიო პიეტრო პაოლო - იტალიელი ჰუმანისტი (1370-1444 წწ).
ვერჯინელი (ინგლ.) - მუსიკალური ინსტრუმენტი, პატარა კლავესინი. გავრცელებული იყო XVI-XVII საუკუნეების ნიდერლანდსა და ინგლისში.
ვერჰარნი ემილ - ბელგიელი პოეტი, დრამატურგი და კრიტიკოსი (1855-1916 წწ).
ვერჰუვენი პაულ - ჰოლანდიელი კინორეჟისორი, მოღვაწეობს ჰოლივუდში (დაიბადა 1938 წელს).
ვესალი (ნამდვილი სახელი მოჰამედ შაფი, ეწოდებოდა აგრეთვე ქუჩექ შირაზი) - სპარსელი პოეტი (გარდაიცვალა 1846 წელს).
ვესელი კასპარ - დანიელი მათემატიკოსი (1745-1818 წწ).
ვესელი პეტერ - იხილე ტორდენშელდი პ.
ვესელინოვიჩი იანკო - სერბი მწერალი (1862-1905 წწ).
ვესელინოვო - დაბა უკრაინის ნიკოლაევის ოლქში.
ვესელოვკა - დაბა რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
ვესიეგონსკი - ქალაქი რუსეთის ტვერის ოლქში.
ვესიოლი არტემ (ნამდვილი სახელი და გვარი ნიკოლაი კოჩკუროვი) - რუსი მწერალი (1898-1938 წწ).
ვესიოლის წყალსაცავი - მდებარეობს რუსეთის როსტოვის ოლქში, მდინარე მანიჩზე.
ვესიოლოე - დაბა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში.
ვესიტი - ლატვიის ქალაქ ვიესიტეს ოფიციალური სახელი 1917 წლამდე.
ვესკი ანე - ესტრადის ესტონელი მომღერალი (დაიბადა 1956 წელს).
ვესელი ჟიულიენ - ფრანგი მცენარეთა ფიზიოლოგი (1862-1905 წწ).
ვესლიანა (ვესლენა)
მდინარე რუსეთის კომის რესპუბლიკაში, ვიმის მარცხენა შენაკადი.
მდინარე რუსეთის პერმის ოლქში, კამის მარცხენა შენაკადი.
ვესნიანკები - კალენდარული ციკლის ძველებური საწესჩვეულებო ლირიკული სიმღერები, რომლებსაც ასრულებდნენ გაზაფხულისა და მინდვრის სამუშაოების მოახლოებისას.
ვესნიკი ევგენი - რუსი მსახობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობს მოსკოვის მცირე თეატრში (დაიბადა 1923 წელს).
ვესნინები (ძმები) ლეონიდ (1880-1933 წწ), ვიქტორ (1882-1950 წწ), ალექსანდრე (1883-1959 წწ) - რუსი არქიტექტორები.
ვესოლოვსკი ბრონისლავ ეუზებიუშ (პარტიული ფსევდონიმი სმუტნი) - პოლონეთისა და რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე (1870-1919 წწ).
ვესოსი ტარიეი - ნორვეგიელი მწერალი (1897-1970 წწ).
ვესპასიანე ტიტუს ფლავიუს - რომის იმპერატორი, ფლავიუსების დინასტიის დამაარსებელი (9-79 წწ).
ვესპერი (ჰესპერე, ჰესპეროსი) - საღამოს ვარსკვლავის ღვთაება ძველბერძნულ მითოლოგიაში.
ვესპრემი - ქალაქი უნგრეთის ვესპრემის მედიეში (65 ათასი).
ვესპუჩი ამერიგო - ესპანეთის სამსახურში მყოფი იტალიელი (წარმოშობით ფლორენციიდან) ზღვაოსანი, სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი პირველაღმომჩენი; მისი სახელი დროთა განმავლობაში განზოგადდა და ამერიკის ორივე კონტინენტს ეწოდა (1451-54-ს შორის - 1512 წწ).
ვესტა
იგივე ჰესტია. ოჯახის კერისა და ცეცხლის მფარველი უძველესი რომაული ღვთაება.
ერთ-ერთი უდიდესი (¹4) მცირე პლანეტა (დიამეტრი 555 კილომეტრი). აღმოაჩინა ვ.ოლბერსმა 1807 წელს.
ვესტალები - ღმერთქალ ვესტას ქურუმები რომში. გადატანითი მნიშვნელობით „ვესტალი“ ნიშნავდა ქალწულ ქალს.
ვესტგუთები (ვიზიგოთები, თერვინგები) - ძველგერმანული ტომის გუთების დასავლური შტო III-IV საუკუნეებში ცხოვრობდნენ მდინარე დნესტრის აღმოსავლეთით.
ვესტერვალდი - ქალაქი გერმანიაში, რაინის ფიქლოვანი მთების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
ვესტერინენი მარკუ - ფინელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, (დაიბადა 1944 წელს).
ვესტერმარკი ედვარდ - ფინელი ეთნოგრაფი და ფილოსოფოსი (1862-1939 წწ).
ვესტერნი
ტბა შვედეთში.
ვესტერნი (ინგლ. „დასავლეთის“) - ამერიკული კინოს ჟანრი, რომელიც დაფუძნებულია აშშ-ს შორეული დასავლეთის ათვისების ისტორიულ მოვლენებზე. ტერმინი ვრცელდება ანალოგიური სიუჟეტის ლიტერატურულ ქმნილებებზეც.
ვესტეროლენი - ნორვეგიის კუთვნილი არქიპელაგი ნორვეგიის ზღვაში.
ვესტეროსი - ქალაქი შვედეთში, ვესტმანლანდის ლენის ადმინისტრაციული ცენტრი (120 ათასი).
ვესტერპლატე - ნახევარკუნძული პოლონეთის ქალაქ გდანსკის მახლობლად, სადაც 1939 წლის სექტემბერში ბრძოლა გაიმართა გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ.
ვესტი (გერმ.)
იგივეა, რაც „დასავლეთი“ საზღვაო ტერმინოლოგიაში.
დასავლეთის ქარი.
ვესტიბიული (ლათ.) - დიდი შენობის ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ შემოსასვლელ კარს ეკვრის და საიდანაც შედიან შენობის შიგნითა ნაწილებში.
ვესტიბულარული აპარატი - ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის შიგნითა ყურის ნაწილი, რომელიც აღიქვამს თავისა და სხეულის მდგომარეობის შეცვლას სივრცეში; მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხეულის წონასწორობის დაცვაში.
ვესტინგჰაუსი ჯორჯ - იხილე უესტინგჰაუსი ჯ.
ვესტინდოეთი - ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებს შორის მდებარე ატლანტის ოკეანის კუნძულების საერთო სახელი. მოიცავს ბაჰამის და ანტილის კუნძულებს.
ვესტინდოეთის ზღვა (ამერიკის ხმელთაშუა ზღვა) - კარიბის ზღვისა და მექსიკის ყურის ნაკლებად გავრცელებული სახელი.
ვესტმინისტერი - დიდი ლონდონის ადმინისტრაციული და ისტორიული რაიონი, სამეფო რეზიდენციის, პარლამენტის, სამთავრობო დაწესებულებების და ინგლისელ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის ადგილსამყოფელი.
ვესტმო - ყოფილი სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში.
ვესტომთა - ყოფილი სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში.
ვესტრისი გაეტანო აპოლინო ბალთაზარე - იტალიელი ბალეტის მსახიობი, პედაგოგი და ბალეტმაისტერი (1729-1808 წწ).
ვესტფალენი ი.ჟ. ფონ - იხილე მარქსი ჟ.
ვესტფალია - ისტორიული ოლქი გერმანიაში, მდინარეების რაინსა და ვეზერს შორის.
ვესტ-ფიორდი - სრუტე სკანდინავიის ნახევარკუნძულსა და ლაფონტენის კუნძულებს შორის.
ვეტალები - ინდუისტურ მითოლოგიაში სულები, რომლებიც სასაფლაოზე ცხოვრობენ, შივას მარადიული მხლებლები.
ვეტემაა ენ - ესტონელი მწერალი (დაიბადა 1936 წელს).
ვეტერანი (ლათ.)
ძველ რომში ჯარისკაცი, რომელსაც ჯარში სამსახურის ვადა ამოწურული ჰქონდა.
ძველი მეომარი, წარსულში ომის მონაწილე.
ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ სფეროში ხანგრძლივად მოღვაწეობდა.
ვეტერინარი - ვეტერინარიის სპეციალისტი. საქონლის ექიმი, ბეითალი.
ვეტერინარია (ლათ.) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის შინაური პირუტყვის დაავადებებს და მათ მკურნალობას.
ვეტერინარული - ვეტერინარიისათვის განკუთვნილი, ვეტერინარიასთან დაკავშირებული.
ვეტერლი ფრიდრიხ - შვეიცარიელი იარაღის კონსტრუქტორი (1822-1882 წწ).
ვეტერნი - ტბა შვედეთის სამხრეთ ნაწილში (სიღრმე 119 მ).
ვეტივერია - მრავალწლოვან მარცვლეულთა გვარი, დაახლოებით 10 სახეობა, გვხვდება აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ცხელ ქვეყნებში. მოჰყავთ ერთწლოვან კულტურად, შეიცავს სურნელოვან ეთეროვან ზეთს.
ვეტისფოსი - ჩანჩქერი ნორვეგიაში, მდინარე უტლის შესართავთან.
ვეტკა - ქალაქი ბელორუსიის გომელის ოლქში.
ვეტლუგა
ქალაქი რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.
მდინარე რუსეთში, კიროვის, კოსტრომის, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქებში და მარეთის რესპუბლიკაში, ვოლგის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 889 კილომეტრი).
ვეტლუჟსკი
დაბა რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.
დაბა რუსეთის კოსტრომის ოლქში.
ვეტო (ლათ.)
სახელმწიფო სამართალში აკრძალვა, რომელსაც ადებს ერთი სახელმწიფო ორგანო მეორის გადაწყვეტილებას.
საერთაშორისო სამართალში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთაგან შემდგარი კოლეგიური ორგანოს ერთ-ერთი წევრის განცხადება იმის თაობაზე რომ იგი წინააღმდეგია უმრავლესობის გადაწყვეტილებისა; ხორციელდება ხმის მიცემით.
ვეტრანოვიჩ-ჩავჩიჩი (ვეტრანიჩი) ნიკოლა (ბერობაში - მავრო) - ხორვატი პოეტი და მოაზროვნე (1482-1576 წწ).
ვეტრენი-პოიასი - ჭიუხი თეთრი ზღვის ონეგის უბის სამხრეთით, რუსეთის კარელიის რესპუბლიკასა და არხანგელსკის ოლქში.
ვეტრინო - დაბა ბელორუსიის ვიტებსკის ოლქში.
ვეტროვა მარია - რუსი რევოლუციონერი, „ნაროდნიკული“ მოძრაობის მოღვაწე ქალი (1870-1897 წწ).
ვეტშტაინი რიხარდ - ავსტრიელი ბოტანიკოსი (1863-1931 წწ).
ვეტცელი ფრიდრიხ გოტლიბ - გერმანელი მწერალი-რომანტიკოსი (1779-1819 წწ).
ვეფიკ-ფაშა აჰმედ - თურქი მწერალი, მეცნიერი, სახელმწიფო მოღვაწე (1823-1891 წწ).
ვეფსები (საკუთარი სახელწოდება ვეფსა, ბუფსა, ლუდინკაუ) - კარელებთან ახლომდგომი ხალხი, ცხოვრობენ რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილოეთ რეგიონში (ვოლოგდის ოლქი, კარელია).
ვეფხვაძე ალექსი - ფერმწერი (დაიბადა 1921 წელს).
ვეფხვაძე ივანე - ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1888-1971 წწ).
ვეფხვაძე კონსტანტინე - ონკოლოგი, მეცნიერული ონკოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1898-1974 წწ).
ვეფხვი (Panthera tigris) - დიდი მტაცებელი ცხოველი კატისებრთა ოჯახისა. აქვს ჭრელი ზოლებიანი ტყავი. სიგრძე 2,5 მეტრამდე, წონა 250 კგ-მდე. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ინდოეთის, ცენტრალური აზიისა და შორეული აღმოსავლეთის რეგიონებში.
ვეფხისტყაოსანი - ქართული ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი; შექმნილია XII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში შოთა რუსთველის (რუსთაველის) მიერ.
ვექილი (არაბ.) - იგივეა, რაც ადვოკატი.
ვექილოვა ლეილა მაჰათ ყიზი - აზერბაიჯანელი ბალერინა, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1927 წელს).
ვექსა (ვიოქსა)
მდინარე რუსეთის ვოლოგდის ოლქში, მდინარე ვოლოგდის მარცხენა შენაკადი.
მდინარე რუსეთის კოსტრომის ოლქში, ჩუხლომის ტბის ჩამონადენი მდინარე კოსტრომაში.
ვექსილი (გერმ.) - იგივეა, რაც თამასუქი.
ვექსილოლოგია - მეცნიერება, რომელიც დროშებს და მათს წარმოშობას სწავლობს.
ვექსლერი ვლადიმერ - საბჭოთა ეპოქის ფიზიკოსი, აკადემიკოსი (1907-1966 წწ).
ვექტორი (ლათ.) - სწორხაზოვანი მონაკვეთი, რომელსაც გარკვეული მდგომარეობა და მიმართულება აქვს.
ვექტორმეტრი - ცვლადი დენის ძალისა და ფაზის საშუალო მნიშვნელობათა ან ელექტრული ძაბვის საზომი ელეტრული ხელსაწყო.
ვექშე - ქალაქი შვედეთის კრუნუბერგის ლენში.
ვექშნიაი - დაბა ლიტვაში.
ვეღარ - ნაწილაკი; უკვე ვერ, მეტი ვერ.
ვეღარა
იგივეა, რაც ვეღარ.
იგივეა, რაც ვეღარაფერი.
ვეღარავითარი - უარყოფითი ნაცვალსახელი; სრულიად ვერავითარი, უკვე ვერავითარი.
ვეღარავინ - უკვე ვერავინ, მეტი ვერავინ.
ვეღარასოდეს - ვეღარავითარ დროს, ვეღარც რა დროს.
ვეღარაფერი - მეტი ვერაფერი, უკვე ვერაფერი.
ვეღარსად - უკვე ვერსად, მეტი ვერსად.
ვეღარც - ნაწილაკი; უკვე ვერც, მეტი ვერც.
ვეღარსად - უკვე ვერსად, მეტი ვერსად.
ვეშაგურნი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ფასანაურის სადაბო საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ხანდოსხევის (მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 1320 მეტრი, დუშეთიდან - 45 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 24 კაცი.
ვეშათწყარო - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ჯუთისწყლის მარჯვენა შენაკადი.
ვეშაპელი (ნამდვილი გვარი ვეშაპიძე) გრიგოლ - საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1891-1926 წწ).
ვეშაპთავა ყანჩა (Balaeniceps rex) - ფრინველი ლაკლაკისნაირთა რიგისა, გავრცელებულია აფრიკაში.
ვეშაპი (სპარს.)
ზღვის ყველაზე დიდი ძუძუმწოვარი ცხოველი. სიგრძე 15-20 მეტრს და წონა 12-15 ტონას აღწევს.
იგივეა, რაც გველეშაპი (1).
მეგალითური ძეგლი - ფანტასტიკური თევზის - ვეშაპის 5 მეტრამდე სიმაღლის ქვის ქანდაკება. ვარაუდით ძვ.წ.აღ. II ათასწლეულს მიაკუთვნებენ, გვხვდება საქართველოში, სომხეთში, ჩრდილო კავკასიასა და მონღოლეთში.
ცის ეკვატორთან მდებარე თანავარსკვლავედი.
ვეშაპის ქედი - წყალქვეშა ამაღლება ატლანტის ოკეანეში.
ვეშელენი მიკლოშ - უნგრეთის პოლიტიკური მოღვაწე, ბარონი, თავადაზნაურული ოპოზიციის ლიდერი უნგრეთის სახელმწიფო საკრებულოში 1830-40 წლებში (1796-1850 წწ).
ვეშინი იაროსლავ - ბულგარელი ფერმწერი, წარმოშობით ჩეხი (1860-1915 წწ).
ვეშკაიმა - დაბა რუსეთის ულიანოვსკის ოლქში.
ვეშკუდელი - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.
ვეჩე (რუს.) - სახალხო კრება ძველ და შუასაუკუნეების რუსეთში; განიხილავდა ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებს, შემორჩა XVI საუკუნემდე.
ვეჩორკა - აღმოსავლელ სლავთა მითოლოგიაში - დაფიონის ქალღმერთი.
ვეძა
მინერალური წყალი (მჟავე ან მლაშე).
ვეძა - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეძათხევას ძველი სახელწოდება.
ვეძათხევა (ყოფილი ვეძა, უნაგაძე) - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ნაქალაქარის თემის საკრებულო), ერწოს ქვაბულში, მდინარე აძეძის (ივრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1040 მეტრი, თიანეთიდან - 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 154 კაცი.
ვეძათხევი
მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ხევისჭალის მარჯვენა შენაკადი.
სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭონქაძის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ჭალახევის (არყალის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 980 მეტრი, დუშეთიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 51 კაცი.
ვეძები - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (შახვეტილას თემის საკრებულო), მდინარე ილტოს ხეობაში. ზღვის დონიდან - 850 მეტრი, ახმეტიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 12 ადამიანი.
ვეძისი - თბილისის უბანი, მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ლისის ტბასთან შეფენილ ფერდობზე, საბურთალოს მუნიციპალიტეტში.
ვეჯვუდი (ინგლ.) - ფაიფურის ერთგვარი ნაკეთობანი, რაც ინგლისში იყო გავრცელებული.
ვეჯინი - სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
ვეჯინის განძი - თამარ მეფისა და დავით სოსლანის სახელით მოჭრილი სპილენძის მონეტების განძი, სულ 2759 ცალი, ნაპოვნია 1924 წელს სოფელ ვეჯინში.
ვეჯინის ხევი - ხუროთმოძღვრული კომპლექსი ამავე სახელწოდების ხეობაში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში.
ვეჰ! - ქართული ენის შორისდებული; გამოხატავს მწუხარებას, დანანებას.
ვეჰბი სუნბულზადე - თურქი პოეტი (1719-1809 წწ).
![]() |
2.5 ვვ |
▲back to top |
ვვედენსკი ბორის - რუსი ფიზიკოსი, აკადემიკოსი (1893-1989 წწ).
![]() |
2.6 ვზ |
▲back to top |
ვზმორიე - დაბა რუსეთის სახალინის ოლქში.
![]() |
2.7 ვი |
▲back to top |
ვია - მდინარე რუსეთის არხანგელსკის ოლქში, პინეგის მარცხენა შენაკადი.
ვიადუკი (ლათ.) - ხეობაზე, მშრალ ხევზე, გზების გადაკვეთაზე ზემოდან გადებული ხიდის ტიპის ნაგებობა.
ვიაზემსკი- ქალაქი რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში.
ვიაზემსკი პავლე - რუსი თავადი, არქეოგრაფი, ლიტერატურის ისტორიკოსი (1820-1888 წწ).
ვიაზემსკი პეტრე - რუსი პოეტი, ლიტერატურის კრიტიკოსი (1792-1878 წწ).
ვიაზმა
ქალაქი რუსეთის სმოლენსკის ოლქში (60 ათასი).
მდინარე რუსეთის სმოლენსკის ოლქში, დნეპრის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 147 კილომეტრი).
ვიაზნიკი - ქალაქი რუსეთის ვლადიმირის ოლქში (45 ათასი).
ვიაზოვაია - დაბა რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში.
ვიაიკე-ემაიიგი - მდინარე ესტონეთში, ერთვის ვირტსიარვის ტბას.
ვიაინამერი - ყურე დასავლეთ ესტონეთის არქიპელაგსა და კონტინენტს შორის.
ვიაინიამეინენი - კარელიურ-ფინურ მითოლოგიაში ბრძენკაცი, რომელმაც ქვეყნიერება შელოცვებით შექმნა.
ვიალოზერო - ტბა რუსეთის მურმანსკის ოლქში, კოლის ნახევარკუნძულზე.
ვიალცევა ანასტასია - ესტრადის რუსი მომღერალი (სოპრანო), ოპერეტის მსახიობი, ბოშური სიმღერების შემსრულებელი (1871-1913 წწ).
ვიამიში - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, კოდორის მარცხენა შენაკადი.
ვიანდოტი (ინგლ.) - კვერცხისმდებელი და სახორცე ქათმის ჯიში.
ვიანდრა - დაბა ესტონეთში.
ვიანი ბორის - ფრანგი მწერალი (1920-1959 წწ).
ვიანტა - იხილე ვენტა.
ვიანუ ტუდორ - რუმინელი ლიტერატურათმცოდნე და ფილოსოფოსი (1897-1964 წწ).
ვიარდო-გარსია მიშელ პოლინა - მომღერალი, პედაგოგი და კომპოზიტორი ქალი, წარმოშობით ესპანელი, მოღვაწეობდა საფრანგეთში, ი.ს. ტურგენევის ახლო მეგობარი (1821-1910 წწ).
ვიარეჯო - ქალაქი-პორტი იტალიის ლუკის პროვინციაში, კლიმატური კურორტი.
ვიარტსილია - დაბა რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში.
ვიატიჩები - მდინარე ოკის აუზში მცხოვრები ძველრუსული ტომი.
ვიატკა
მდინარე რუსეთის კიროვის ოლქსა და თათრეთის რესპუბლიკაში, კამის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 1314 კილომეტრი).
რუსეთის ქალაქ კიროვის სახელი 1781-1934 წლებში.
ვიატკის უვალი - მაღლობი რუსეთის კიროვის ოლქსა და მარეთის რესპუბლიკაში.
ვიატკის ქვეყანა - მოიცავდა მდინარე ვიატკის აუზის ზემო და შუა წელს. VI-X საუკუნეებში აქ ცხოვრობდნენ პერმიაკები (კომი) და ვოტიაკები (უდმურტები).
ვიატსკიე-პოლიანი - ქალაქი რუსეთის კიროვის ოლქში.
ვიბისი - მთა მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოს ქედზე (სიმაღლე - 1471 მეტრი).
ვიბორგი - ქალაქი რუსეთის ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგის) ოლქში (80 ათასი).
ვიბრამი - მთაში სასიარულო ან სათხილამურო სქელლანჩიანი ფეხსაცმელი.
ვიბრანტი (მთრთოლავი ბგერა) - ისეთი ბგერა, რომელიც ენის წვერის ან ნაქის თრთოლით წარმოითქმის, მაგალითად, ქართული „რ“.
ვიბრატო (იტალ.) - ხმის სიმაღლის ან სიძლიერის პერიოდული ცვლილება, ხმის რხევა, ნარნარი; გამოიყენება ვოკალურ და ინსტრუმენტულ მუსიკაში.
ვიბრატორი - რხევათა მოძრაობის წარმომქმნელი ხელსაწყო.
ვიბრაფონი - დასარტყმელი მუსიკალური ინსტრუმენტი, ქსილოფონის სახესხვაობა.
ვიბრაცია (ლათ.) და ვიბრირება - რხევა, თრთოლა.
ვიბრიონი (ფრანგ.) - ბაქტერია, რომელსაც მოღუნული ჩხირის ან მძიმის მოყვანილობა აქვს.
ვიბრისი (ლათ.) - დიდი ზომის ძუძუმწოვრების მგრძნობიარე ბეწვი.
ვიბროგრაფი - ხელსაწყო სხეულთა ვიბრაციის ჩასაწერად.
ვიბროთერაპია - პერიფერიული ნერვული სისტემის მკურნალობის მეთოდი სპეციალური აპარატების მიერ წარმოქმნილი ვიბრაციის საშუალებით.
ვიბრომეტრი - მანქანის, შენობის, ხიდის და სხვათა ვიბრაციის გამოსაკვლევი ხელსაწყო.
ვიბროსკოპი - სხეულის ვიბრაციაზე დასაკვირვებელი ხელსაწყო.
ვიბროტრავმა - პათოლოგიური ცვლილებანი ქსოვილებსა და ორგანოებში, რაც გამოწვეულია ხანმოკლე ინტენსიური ვიბრაციის შედეგად.
ვიგა - მდინარე რუსეთის კოსტრომის ოლქში, უნჟის მარჯვენა შენაკადი.
ვიგანდი კლაიდ - ინგლისელი ფიზიკოსი (1915-1996 წწ).
ვიგანო რენატა - იტალიელი მწერალი ქალი (1900-1990 წწ).
ვიგანო სალვატორე - ბალეტის იტალიელი მსახიობი და ბალეტმაისტერი, საბალეტო თეატრის რეფორმატორი (1769-1821 წწ).
ვიგდოროვა ფრიდა - რუსი მწერალი ქალი (1915-1965 წწ).
ვიგები
XVII-XIX საუკუნეების ინგლისური პოლიტიკური პარტია. ილაშქრებდა მეფის აბსოლუტური ხელისუფლების წინააღმდეგ.
1834-54 წლებში აშშ-ში არსებული პოლიტიკური პარტია. გამოდიოდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების წინააღმდეგ.
ვიგელანი ადოლფ გუსტავ - ნორვეგიელი მოქანდაკე (1869-1943 წწ).
ვიგვამი - ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა საცხოვრებელი.
ვიგი - მდინარე რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში, ერთვის ვიგოზეროს ტბას.
ვიგინდარა - (სალანძღავი) საქმისათვის უცხო, შემთხვევითი პირი, არაფრის მაქნისი, ოხერი ვინმე.
ვიგმანი მარი - გერმანელი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, პედაგოგი ქალი (1886-1973 წწ).
ვიგნერი იუჯინ პოლ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1963 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1902-1998 წწ).
ვიგო - ქალაქი-პორტი ესპანეთის გალისიის ავტონომიურ ოლქში (280 ათასი).
ვიგო ჟან - ფრანგი კინორეჟისორი (1905-1934 წწ).
ვიგოდა - დაბა უკრაინის ივანო-ფრანკოვსკის ოლქში.
ვიგოვსკი ივან - უკრაინის ჰეტმანი 1657-59 წლებში (? - 1664 წ).
ვიგოზერო - ტბა რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში, თეთრი ზღვა-ბალტიის არხის სისტემაში (სიღრმე 18 მეტრამდე).
ვიგონი (ფრანგ.) - იგივეა, რაც ვიკუნია.
ვიგონის ტბა - დაბა ბელორუსიის ბრესტის ოლქში.
ვიგონიჩი - დაბა რუსეთის ბრიანსკის ოლქში.
ვიდა - ქალაქი ბენინში.
ვიდა გეზა - რუმინელი სკულპტორი (დაიბადა 1913 წელს).
ვიდა მარიო ჯიროლამო - ეკლესიის იტალიელი მოღვაწე, პოეტი (დაახლოებით 1485-1566 წწ).
ვიდადი მოლა ველი - აზერბაიჯანელი პოეტი-ლირიკოსი (1709-1809 წწ).
ვიდალ დე ლა ბლაში პოლ - ფრანგი გეოგრაფი (1845-1918 წწ).
ვიდალესი (ვიდალეს ხარამილიო) ლუის - კოლუმბიელი პოეტი, საზოგადო მოღვაწე (1904-1999 წწ).
ვიდალი გორ (ნამდვილი სახელი და გვარი იუჯინ ლუთერი) ამერიკელი მწერალი, რომანისტი, დრამატურგი და ესეისტი (დაიბადა 1926 წელს).
ვიდალი ფრანსუა - ფრანგი სოციალისტი (1814-1872 წწ).
ვიდალის რეაქცია (აგლუტინაციის რეაქცია) - იყენებენ მუცლის ტიფის დასადგენად. 1896 წელს შემოიღო ფ.ვიდალმა.
ვიდარი - სკანდინავიური მითოლოგიაში - ოდინისა და გრიდას შვილი, ღმერთთა ძლევამოსილი მცველი, რომელიც სამყაროს დაღუპვის შემდეგ ცოცხალი გადარჩება.
ვიდემანი გუსტავ - გერმანელი ფიზიკოსი (1826-1899 წწ).
ვიდეო (ლათ.) - შემადგენელი ნაწილი რთული სიტყვებისა, რომლებიც აღნიშნავენ გამოსახულების ინფორმაციის მატარებელ ელექტროსიგნალებს.
ვიდეოადაპტერი - კომპიუტერის პლატა, რომელიც განკუთვნილია ვიდეოინფორმაციის შესანახად და მისი დემონსტრირებისათვის მონიტორზე.
ვიდეოარტი (ინგლ.) - XX საუკუნის უკანასკნელი მეოთხედის მიმართულება სახვით ხელოვნებაში, რომელიც ვიდეოტექნიკის საშუალებების გამოყენებაზეა დაფუძნებული.
ვიდეოკლიპი - სატელევიზიო მხატვრული ინტერპრეტაცია საესტრადო, პოპ ან როკ-სიმღერისა, სადაც, როგორც წესი, გამოყენებულია დანაწევრებული მონტაჟი და სპეცეფექტები. გამოიყენება სარეკლამო მიზნებითაც.
ვიდეომაგნიტოფონი - ხელსაწყო, რომელიც მაგნიტურ ფირზე გამოსახულების სიგნალებს წერს.
ვიდეოფილმი - ფილმი, რომელიც ჩაწერილია ვიდეოფირზე და არა კინოფირზე.
ვიდერბერგი ბუ - შვედი მწერალი, ხელოვნებათმცოდნე, სცენარისტი და რეჟისორი (1930-1997 წწ).
ვიდი მარტინა (ნამდვილი სახელი და გვარი ალექსანდრინ მარტინა აუგუსტა შნაბლი) - ავსტრიელი მწერალი ქალი (1882-1957 წწ).
ვიდიაპატი (ბიდეპოტი) - ინდოელი პოეტი, წერდა სანსკრიტზე (XV საუკუნე).
ვიდიკონი (ლათ.) - სატელევიზიო გადამცემი მილაკი.
ვიდიმი - დაბა რუსეთის ირკუტსკის ოლქში.
ვიდინი - ქალაქი-პორტი ბულგარეთში, ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი (70 ათასი).
ვიდმანი იოზეფ ვიქტორ - შვეიცარიელი მწერალი (1842-1911 წწ).
ვიდმარი მილან - იუგოსლავიელი სწავლული ელექტროტექნიკის დარგში, ამასთანავე XX საუკუნის 20-იანი წლების მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (1885-1962 წწ).
ვიდნოე (1965 წლამდე რასტორგუევო) - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (56 ათასი).
ვიდორი კინგ უოლის - ამერიკელი კინორეჟისორი (1894-1982 წწ).
ვიდორი კინგ შარლ მარი ჟან - ფრანგი ორღანისტი-ვირტუოზი, კომპოზიტორი (1844-1937 წწ).
ვიდრა ვაცლავ - ჩეხი მსახიობი (1876-1953 წწ).
ვიდრე
გრამატიკული კავშირი: ა) აღნიშნავს ზღვარს დროში. ბ) იხმარება შედარებისა და შეპირისპირების შემთხვევებში.
(წიგნიერი) ნაწილაკი; იხმარება -მდე თანდებულიან სახელთან მისი მნიშვნელობის გასაძლიერებლად.
ვიდრემდე (ვიდრემდის) - იგივეა, რაც ვიდრე (1).
ვიდრინო - დაბა რუსეთის ბურიატიის რესპუბლიკაში.
ვიდუკინდი (კორვაიელი) - გერმანელი ისტორიკოსი, ბენედიქტელი ბერი (დაახლოებით 925 - 973 წლის შემდეგ).
ვიედმა - ტბა არგენტინაში, პატაგონიის ანდების აღმოსავლეთ კალთის ძირში.
ვიეზდნოე - დაბა რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.
ვიეთი - აწ რომ ზოგს ეზახიან (საბა).
ვიეირა ჟუან ბერნარდუ - გვინეა-ბისაუს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, სახელმწიფოს მეთაური 1980 წლიდან (დაიბადა 1939 წელს).
ვიეირა უაიტი ხილბერტო - კოლუმბიის კომუნისტური პარტიის მოღვაწე (დაიბადა 1911 წელს).
ვიეიტესი იპოლიტო - არგენტინელი პოლიტიკური მოღვაწე, ეკონომისტი და ისტორიკოსი (1762 - 1815 წწ).
ვიე-კოლომბიე („ძველი სამტრედის თეატრი“) - დაარსებულია 1913 წელს პარიზში ჟ.კოპოს მიერ.
ვიელე-გრიფენი ფრანსი - ფრანგი პოეტი (1864-1937 წწ).
ვიელიჩკა - ქალაქი პოლონეთის კრაკოვის სავოევოდოში.
ვიელკოპოლსკა - პოლონეთის ისტორიული ოლქი.
ვიელკოპოლსკი ალექსანდრ - პოლონეთის სახელმწიფო მოღვაწე (1803-1877 წწ).
ვიენი - მდინარე საფრანგეთში, ლუარის მარცხენა შენაკადი.
ვიენოჟინსკისი იუსტინას ვინცო - ლიტველი ფერმწერი, ძირითადად პორტრეტისტი (1886-1960 წწ).
ვიენტიანი - აზიის სახელმწიფო ლაოსის დედაქალაქი, პორტი მდინარე მეკონგზე (450 ათასი).
ვიერზონი - ქალაქი საფრანგეთის შერის დეპარტამენტში.
ვიერუ გრიგორე - მოლდაველი პოეტი (დაიბადა 1935 წელს).
ვიესიტე (1917 წლმდე ვესიტი) - ქალაქი ლატვიაში.
ვიეტანი ანრი - ბელგიელი მევიოლინე, კომპოზიტორი, პედაგოგი (1820-1881 წწ).
ვიეტი ფრანსუა - ფრანგი მათემატიკოსი (1540-1603 წწ).
ვიეტნამელები (საკუთარი სახელი ვიეტი) - ვიეტნამის ძირითადი მოსახლეობა, ცხოვრობენ აგრეთვე კამპუჩიასა და ტაილანდში. საერთო რაოდენობა 62 მილიონი.
ვიეტნამი (ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა)
სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე. დასავლეთით ესაზღვრება ლაოსს და კამბოჯას, ჩრდილოეთით - ჩინეთს, აღმოსავლეთით და სამხრეთით აკრავს სამხრეთ ჩინეთის ზღვა.
დამოუკიდებლობის დღე - 1945 წლის 2 სექტემბერი, 1954 წელს აღიარებულ იქნა საფრანგეთის მიერ.
ეროვნული დევიზი - „დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ბედნიერება“.
მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა ერთპარტიული სისტემით.
სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
უმაღლესი საკანონმდებლო და სახელისუფლებო ორგანო - ერთპალატიანი ეროვნული ყრილობა.
ფართობი - 329 560 კვ.კმ.
დაყოფილია 59 პროვინციად.
მოსახლეობა - 83 მილიონი.
სიმჭიდროვე - 253 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
ოფიციალური ენა - ვიეტნამური.
დედაქალაქი - ჰანოი.
ვალუტა - ვიეტნამური დონგი.
ქვეყნის კოდი - VNM.
დროის სარტყელი - UTC+7.
სატელეფონო კოდი - +84.
ინტერნეტ-დომენი - vn.
ვიეფში - მდინარე პოლონეთში, ვისლის მარჯვენა შენაკადი.
ვიეჩორეკი (ფსევდონიმი რიშარდი) იუზეფ - პოლონეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1893-1944 წწ).
ვივალდი ანტონიო - იტალიელი კომპოზიტორი, მევიოლინე და პედაგოგი, კონჩერტო გროსოს ერთ-ერთი შემქმნელი (1678-1741 წწ).
ვივარია - მონასტერი სამხრეთ იტალიის ქალაქ ბრუციში (ამჟამად აბრუცი), შუა საუკუნეების ერთ-ერთი პირველი ცენტრი, სადაც ხდებოდა წიგნების გადაწერა.
ვივარიუმი (ლათ.) - შენობა უპირატესად ლაბორატორიული ცხოველების შესანახად და გასამრავლებლად.
ვივასვატი (სანსკრ. „მბრწყინავი“) - სინათლისა და მზის ვედური ღმერთი, ადამიანთა წინაპარი, ადიტის ვაჟი.
ვივატ! (ლათ.) - წამოძახილი - „გაუმარჯოს!“
ვივაჩე (იტალ.) - ჩქარი ტემპი მუსიკაში, საშუალო ალეგროსა და პრესტოს შორის.
ვივეკანანდა სვამი (ნამდვილი სახელი ნარენდრანათ დატი) - ინდოელი მოაზროვნე, ჰუმანისტი, რელიგიის რეფორმატორი და საზოგადო მოღვაწე (1863-1902 წწ).
ვივენკა - მდინარე რუსეთის კამჩატკის ოლქში, ერთვის ბერინგის ზღვის კორფის ყურეს.
ვივერა (ლათ.) - პატარა მტაცებელი ცხოველი; გავრცელებულია აფრიკაში, სამხრეთ აზიაში, სამხრეთ ევროპაში.
ვივესი ხუან ლუის - ესპანელი ფილოსოფოსი, ჰუმანისტი, პედაგოგი (1492-1540 წწ).
ვივი
მდინარე რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში, ქვემო ტუნგუსკის მარჯვენა შენაკადი.
ტბა რუსეთის კრასნოიარსკის მხარის ევენკთა ავტონომიურ ოკრუგში.
ვივიანი ვივი კათრინ - ინგლისელი მწერალი ქალი, „ვეფხისტყაოსნის“ მთარგმნელი (დაიბადა 1917 წელს).
ვივიანი ვივი რაფაელე - იტალიელი დრამატურგი, მსახიობი, რეჟისორი (1888-1960 წწ).
ვივიანი ვივი რენე - საფრანგეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1863-1935 წწ).
ვივიანიტი - ფოსფატების კლასის მინერალი.
ვივიენ დე სენ-მარტენი ლუი - ფრანგი გეოგრაფი, „მსოფლიო გეოგრაფიის ახალი ლექსიკონის“ (7 ტომი) ავტორი (1802-1897 წწ).
ვივიენი ლეონიდ - რუსი რეჟისორი და მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა ლენინგრადის პუშკინის სახელობის თეატრში (1887-1966 წწ).
ვივიპარია (ლათ.) - იგივეა, რაც ცოცხალმშობიარობა.
ვივისექტორი - ვივისექციის კეთების სპეციალისტი.
ვივისექცია (ლათ.) - ცხოველის ცოცხლად გაკვეთა რაიმე ორგანოს ფუნქციის შესწავლის მიზნით.
ვივო - იგივეა, რაც ვივაჩე (მუსიკაში).
ვიზა (ლათ.)
სახელმწიფოში შესვლის, იქიდან გამგზავრების ან მის ტერიტორიაზე გავლის ნებართვა, რომელიც პასპორტში აღინიშნება.
თანამდებობის პირის მიერ დოკუმენტზე გაკეთებული აღნიშვნა.
ვიზავი (ფრანგ.)
ვისიმე პირდაპირ, პირისპირ.
ვისიმე პირდაპირ მდგომი ან მჯდომი ვინმე.
ვიზაჟისტი (ფრანგ. > visage სახე) - სპეციალისტი, რომელსაც ევალება დამკვეთის მხატვრული სახის შექმნა მაკიაჟის საშუალებების გამოყენებით.
ვიზბორი იური - რუსი პოეტი, კომპოზიტორი, ჟურნალისტი, სცენარისტი. საავტორო სიმღერის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი (1934-1984 წწ).
ვიზე ლეოპოლდ ფონ - გერმანელი სოციოლოგი (1876-1969 წწ).
ვიზე - კუნძული კარის ზღვაში, ეკუთვნის რუსეთის კრასნოიარსკის მხარეს.
ვიზელი ელი - ამერიკელი მწერალი, წერს ფრანგულ ენაზე, წარმოშობით რუმინელი, 1986 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (დაიბადა 1928 წელს).
ვიზელი ტორსტენ ნილს - ამერიკელი ექიმი, ნეიროფიზიოლოგი, 1981 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი დ .ჰ. ჰიუბელთან და რ.უ. სპერისთან ერთად (დაიბადა 1924 წელს).
ვიზენტალი შიმონ - 1961 წელს ვენაში ებრაელთა სადოკუმენტაციო ცენტრის დამაარსებელი, მწერალი, მემუარისტი (დაიბადა 1908 წელს).
ვიზერი ფრიდრიხ - ავსტრიელი ეკონომისტი (1851-1926 წწ).
ვიზინგა
მდინარე რუსეთის კომის რესპუბლიკაში, ქვემო პუზლის მარცხენა შენაკადი.
იხილე დიდი ვიზინგა.
ვიზიონი (გერმ.) - ადამიანის წამოსახვით, წარმოდგენით შექმნილი, არარეალური რამ, მოჩვენება.
ვიზირება
ვიზის დადება დოკუმენტზე.
ოპტიკური ან კუთხსაზომი ხელსაწყოს მიმართვა, დამიზნება.
ვიზირი (გერმ.)
მოწყობილობა ფოტოგრაფიულ ან კინოგადასაღებ აპარატზე იმის გასარკვევად, თუ სივრცის, ობიექტის რა ნაწილი მოხვდა ფირზე.
სამიზნე.
ხელსაწყო, რომლითაც იზომება თვითმფრინავის გადახრა მოცემული მიმართულებიდან ქარის გავლენით.
ვიზიროვკა - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.
ვიზიტი (ფრანგ.) - მცირე ხნით ვინმესთან მისვლა, ჩვეულებრივ ოფიციალური.
ვიზიტიორი - ვიზიტით მისული სტუმარი.
ვიზორი (ლათ.) - მოძრავი ხის ჩანგალი, რომლითაც დედანს ამაგრებენ და რომელიც აჩვენებს ტექსტის ასაწყობ სტრიქონს.
ვიზუ - დაბა ესტონეთში.
ვიზუალური - მხედველობით, მზერით წარმოებული.
ვით
როგორც.
როგორ, რანაირად.
თანდებული; დაერთვის სახელობით ან მიცემით ბრუნვას და აღნიშნავს მსგავსებას.
ვითარ (ძვ.) - როგორ.
ვითარება
მდგომარეობა, გარემოება, პირობები.
მსვლელობა (დროისა, ჟამისა).
ვითარებითი ბრუნვა - ქართული ენის გრამატიკაში რიგით მეექვსე ბრუნვა. დაირთავს -დ ან -ად ნიშნებს. პასუხობს კითხვაზე რად? იგივეა, რაც მიმართულებითი ბრუნვა.
ვითარცა - იგივეა, რაც როგორც.
ვითერიტი - მინერალი; მადანი რომლიდანაც იღებენ ბარიუმსა და მის მარილებს.
ვითომ - დამხმარე სიტყვა; 1) აღნიშნავს, რომ რაიმე მოქმედება, მოვლენა ისეთი არ არის, როგორადაც გვეჩვენება. 2) გამოხატავს ეჭვს, გაურკვევლობას, კითხვას.
ვითომდა (ვითომც, ვითომცდა) - იგივეა, რაც ვითომ (1).
ვიიდუმიაე - ნაკრძალი ესტონეთის კუთვნილ კუნძულ საარემააზე. დაარსებულია 1957 წელს.
ვიიერბანი - ქალაქი საფრანგეთის ქალაქ ლიონის შემოგარენში (115 ათასი).
ვიივიკონა - დაბა ესტონეთში.
ვიიომი (ვილიომი) ჟან ბატისტ - ხემიან საკრავთა ფრანგი ოსტატი (1798-1875 წწ).
ვიიონი (ვილიონი) ფრანსუა (ნამდვილი გვარი მონკორბიე ან დელოჟი) - ფრანგი პოეტი (1431/1432 - 1463 წწ).
ვიიოსა - იხილე ვიოსა.
ვიიპური - ქალაქ ვიბორგის ფინური სახელი 1918-1940 წლებში.
ვიირალტი ედუარდ - ესტონელი გრაფიკოსი (1898-1954 წწ).
ვიკარი ბელა - უნგრელი ფოლკლორისტი, მწერალი, მთარგმნელი (1859-1945 წწ).
ვიკარი (ვიკარიუსი)
მართლმადიდებელ ეკლესიაში არქიელის (ეპისკოპოსის, არქიეპისკოპოსის ან მიტროპოლიტის) თანაშემწე ეპარქიის მართვის სისტემაში.
კათოლიკურ ეკლესიაში - ადრე ეპისკოპოსის, შემდეგ კი მღვდლის თანაშემწე.
ვიკე-ფრეიბერგა ვაირა (ლატვ. Vaira Vike-Freiberga) - ლატვიის პრეზიდენტი 1999-2007 წლებში (დაიბადა 1937 წელს).
ვიკი (ვიკა) - ძველესტონური მიწის ლიაენემაას გერმანული და შვედური სახელი.
ვიკი ფრიდრიხ - გერმანელი მუსიკოსი, პედაგოგი, მეწარმე (1785-1873 წწ).
ვიკინგები (ვარიაგები, ნორმანები)
სკანდინავიელები, რომლებიც IX-XI საუკუნეებში ევროპის ზღვებში მეკობრეობდნენ და ძარცვავდნენ არა მხოლოდ ხომალდებს, არამედ ზღვისპირა დასახლებებს და მთელ ქალაქებსაც კი (პარიზი, სევილია).
1958 წელს ჰოლივუდში გადაღებული ფილმი კერკ დუგლასისა და ტონი კერტისის მონაწილეობით (რეჟისორი - რიჩარდ ფლეიშერი).
ვიკინგი - პლანეტა მარსის გამოსაკვლევი ამერიკული ორბიტალური სადგური, პირველად გაშვებულ იქნა 1975 წელს.
ვიკიპედია (Wikipedia) - ინტერნეტის ქსელში თავისუფლად გავრცელებული მრავალენოვანი ენციკლოპედია. დაარსებულია 2001 წელს.
ვიკო ჯამბატისტა - იტალიელი მოაზროვნე-ფილოსოფოსი, ისტორიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1668-1744 წწ).
ვიკონტი (ფრანგ.) - თავადაზნაურული ტიტული დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.
ვიკონტისა (ფრანგ.) - ვიკონტის ცოლი ან ქალიშვილი.
ვიკრემასინგჰე სუგისვარა აბეივარდენა - შრი-ლანკისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1901-1981 წწ).
ვიკრამი იორგ - გერმანელი პროზაიკოსი და პოეტი-მაისტერზინგერი (დაახლოებით 1505-1562 წწ).
ვიკრი უილიამ სპენსერ - ამერიკელი ეკონომისტი, 1996 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1914-1996 წწ).
ვიკტიუკი რომან - თეატრის რუსი რეჟისორი (დაიბადა 1936 წელს).
ვიკულოვი ვლადიმირ - რუსი სპორტსმენი (შაიბიანი ჰოკეი), მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონი XX საუკუნის 60-70-იან წლებში (დაიბადა 1946 წელს).
ვიკულოვი სერგეი - ბალეტის რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობს სანკტ-ბეტერბურგში (დაიბადა 1937 წელს).
ვიკულოვი სერგეი - რუსი პოეტი (დაიბადა 1922 წელს).
ვიკუნია (ესპ.) - სამხრეთამერიკული ძუძუმწოვარი ცხოველი ლამების გვარისა, აქვს რბილი და წმინდა მატყლი.
ვიკუნია მაკენა ბენხამინ - ჩილელი ისტორიკოსი, პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე (1831-1886 წწ).
ვილა
(პორტ-ვილა) - წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფო ვანუატუს დედაქალაქი (20 ათასი).
(ლათ.) - ქალაქგარეთა სახლი ბაღით ან პარკით, მდიდრული აგარაკი.
ვილაგოში (ახლანდელი შირია) - ციხე-სიმაგრე და დასახლებული პუნქტი თანამედროვე რუმინეთში, სადაც 1849 წლის აგვისტოში უნგრეთის რევოლუციურმა ძალებმა კაპიტულიაცია გამოაცხადეს რუსეთის მეფის ჯარის წინაშე.
ვილაია - ალჟირის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული.
ვილაიეთი - იგივე ილი, თურქეთის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული.
ვილანდი კრისტოფ მარტინ - გერმანელი მწერალი (1733-1813 წწ).
ვილანდი ჰენრიხ - გერმანელი ქიმიკოსი და ბიოქიმიკოსი, 1927 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი თ.სვედბერგთან ერთად (1877-1957 წწ).
ვილანები - შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მემამულეებზე დამოკიდებული სხვადასხვა კატეგორიის გლეხები.
ვილანელა (იტალ.) - იტალიური საყოფაცხოვრებო სატირის, სატრფიალო-ლირიული მრავალხმიანი სიმღერის ჟანრი XV-XVI საუკუნეებში.
ვილანი ჯოვანი - ფლორენციელი მემატიანე და სახელმწიფო მოღვაწე (XII საუკუნის II ნახევარი - 1348 წწ).
ვილა-ნოვა-დი-გაია - ქალაქი-პორტი ჩრდილოეთ პორტუგალიაში.
ვილანოვის კულტურა - ადრინდელი რკინის ხანის (ძვ.წ.აღ. 900-500) არქეოლოგიური კულტურა ჩრდილოეთ იტალიაში, ბოლონიის მახლობლად.
ვილარდუენი ჟოფრუა დე - IV ჯვაროსნული ლაშქრობის ერთ-ერთი ბელადი, მემატიანე (დაახლოებით 1155 - დაახლოებით 1213 წწ).
ვილარი ემილიო - იტალიელი ფიზიკოსი, მუშაობდა ელექტრობის, მაგნიტურობის და ოპტიკის სფეროში (1836-1904 წწ).
ვილარი კლოდ ლუი ექტორ - საფრანგეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, მარშალი (1653-1734 წწ).
ვილარი ჟან - ფრანგი მსახიობი და რეჟისორი (1912-1971 წწ).
ვილარი როზარიო - იტალიელი ისტორიკოსი (დაიბადა 1925 წელს).
ვილდა - სოფლების ზემო ვილდისა და ქვემო ვილდის ძველი სახელწოდება (ცხინვალის მუნიციპალიტეტი).
ვილდგანსი ანტონ - ავსტრიელი პოეტი და დრამატურგი (1881-1932 წწ).
ვილდე ბორის - ფრანგი მეცნიერი-ეთნოგრაფი, ანტიფაშისტიური მოძრაობის მონაწილე (1908-1942 წწ).
ვილდე ედუარდ - ესტონელი მწერალი (1865-1933 წწ).
ვილდე ირინა (ნამდვილი სახელი და გვარი დარია პოლოტნიუკი) - უკრაინელი წერალი ქალი (1907-1982 წწ).
ვილდი ჰაინრიხ - შვეიცარიელი ფიზიკოსი და გეოფიზიკოსი, მოღვაწეობდა რუსეთში (1833-1902 წწ).
ვილდრაკი შარლ (ნამდვილი გვარი მესაჟე) - ფრანგი მწერალი და კრიტიკოსი (1882-1971 წწ).
ვილებრუკი - იხილე ბრიუსელ-რიუპელი.
ვილედი - მდინარე რუსეთის არხანგელსკის ოლქში, ვიჩეგდის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 321 კილომეტრი).
ვილევალდე ბოგდან - რუსი ფერმწერი-ბატალისტი (1818 - 1903 წწ).
ვილეიკა - ქალაქი ბელორუსიის მინსკის ოლქში (30 ათასი).
ვილელი ჟან ბატისტ - საფრანგეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1773-1854 წწ).
ვილემიტი (სახელი ეწოდა ჰოლანდიის მეფე ვილჰელმის პატივსაცემად) - სილიკატების კლასის მინერალი, უფეროა, ზოგჯერ თეთრი ხორცისფერი, მოყვითალო-მურა.
ვილემსი იან ფრანს - ბელგიელი პოეტი და ფილოლოგი (1793-846 წწ).
ვილემსტადი - ქალაქი-პორტი ნიდერლანდის კუთვნილი ანტილის კუნძულების კუნძულ კიურასაოზე (125 ათასი).
ვილენსკი ზინოვი - რუსი მოქანდაკე, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1899-1984 წწ).
ვილვა - მდინარე რუსეთის პერმის ოლქში, უსვის მარცხენა შენაკადი.
ვილია ფრანსისკო (ნამდვილი სახელი და გვარი დოროტეო არანგო, ცნობილია აგრეთვე პანჩო ვილიას სახელით) - გლეხთა მოძრაობის ხელმძღვანელი მექსიკის რევოლუციის (1910-17 წწ) დროს (1877-1923 წწ).
ვილია ხოსე გარსია - ფილიპინელი პოეტი, წერს ინგლისურ ენაზე (დაიბადა 1911 წელს).
ვილია
დაბა რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.
(ლიტვურად ნიარისი) მდინარე ლიტვასა და ბელორუსიაში, ნემანის (ნიამუნასის) მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 510 კილომეტრი).
ვილიაგრან გარსია ხოსე - მექსიკელი არქიტექტორი (1901-1990 წწ).
ვილია-ერმოსა - ქალაქი მექსიკაში, ტაბასკოს შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.
ვილიავერდე სირილო - კუბელი მწერალი, ჟურნალისტი და პოლიტიკური მოღვაწე (1812-1894 წწ).
ვილიავისენსიო - ქალაქი კოლუმბიაში, მეტის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.
ვილიავისიოსა ხოსე დე - ესპანელი პოეტი, მღვდელმსახური (1589-1658 წწ).
ვილიაკა (1917 წლამდე მარიენჰაუზენი) - ქალაქი ლიტვაში.
ვილია-ლობოსი ეიტორ - ბრაზილიელი კომპოზიტორი, ფოლკლორისტი, დირიჟორი, ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის მამამთავარი (1887-1959 წწ).
ვილიამედიანა დე ტასის-ი-პერელტა ხუან - ესპანელი პოეტი, გრაფი (1582-1622 წწ).
ვილიამსი - მსხლის ჯიში, მისი სამშობლოა ინგლისი, საქართველოში შემოიტანეს XIX საუკუნის II ნახევარში.
ვილიამსი ალბერტო - არგენტინელი კომპოზიტორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე (1862-1952 წწ).
ვილიამსი ამანსიო - არგენტინელი არქიტექტორი (დაიბადა 1913 წელს).
ვილიამსი პეტრე - რუსეთში მოღვაწე თეატრის მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი (1902-1942 წწ).
ვილიანდი (1917 წლამდე ფელინი) - ქალაქი ესტონეთში.
ვილიანი (1917 წლამდე ველენი) - ქალაქი ლატვიაში.
ვილია-ნოვა-დი-გაია - ქალაქი-პორტი პორტუგალიის დორუ-ლიტორალის პროვინციაში.
ვილიანუევა კარლოს რაულ - ვენესუელელი არქიტექტორი (1900-1975 წწ).
ვილიარიკა
ქალაქი პარაგვაიში, გუაირის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.
ტბა ჩილეში.
ვილია-სისნეროსი - დასავლეთ საჰარის ქალაქ დაჰლას ძველი სახელი.
ვილიაურუტია ხავიერ - მექსიკელი მწერალი, ლიტერატურული მოღვაწე (1903-1950 წწ).
ვილიე დე ლილ-ადანი ფილიპ ოგიუსტ მათიას - ფრანგი მწერალი (1838-1889 წწ).
ვილიენა ენრიკე - კატალონიელი პოეტი, პოეზიის თეორიტიკოსი (1384-1434 წწ).
ვილიენა ლუის ანტონიო - ესპანელი მწერალი (დაიბადა 1951 წელს).
ვილიმაა იულო - ბალეტის ესტონელი მსახიობი, ბალეტმაისტერი (დაიბადა 1941 წელს).
ვილინსკაია-მარკოვიჩი მარია - იხილე ვოვჩოკი მარკო.
ვილიომი ჟან ბატისტ - იხილე ვიიომი ჟ.ბ.
ვილიუი - მდინარე რუსეთის კრასნოიარსკის მხარესა და იაკუტიის რესპუბლიკაში, ლენის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 2650 კილომეტრი).
ვილიუის დაბლობი - იხილე ცენტრალური იაკუტიის დაბლობი.
ვილიუისკი - ქალაქი რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.
ვილიუის პლატო - მდებარეობს შუა ციმბირის ზეგანზე, მდინარე ვილიუის აუზში, რუსეთის კრასნოიარსკის მხარესა და იაკუტიის რესპუბლიკაში.
ვილიუის წყალსაცავი - მდებარეობს მდინარე ვილიუიზე, რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.
ვილიხი ავგუსტ - გერმანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1810-1878 წწ).
ვილკავიშკისი (1917 წლამდე ვილკოვიშკი) - ქალაქი ლიტვაში.
ვილკენი ულრიხ - გერმანელი ისტორიკოსი (1862-1944 წწ).
ვილკია - ქალაქი ლიტვაში, მდინარე ნიამუნასზე.
ვილკიცკის კუნძული
მდებარეობს აღმოსავლეთ ციმბირის ზღვაში, დე ლონგის კუნძულთა ჯგუფში, რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.
მდებარეობს კარის ზღვაში, რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.
ვილკიცკის სრუტე - მდებარეობს ტაიმირის ნახევარკუნძულსა და ჩრდილოეთის მიწას შორის, აერთებს კარისა და ლაპტევების ზღვას.
ვილკოვო - ქალაქი უკრაინის ოდესის ოლქში.
ვილკომირი - ლიტვის ქალაქ უკმერგეს ოფიციალური სახელი 1917 წლამდე.
ვილკუნა კუსტა გიდეონ - ფინელი ეთნოგრაფი და საზოგადო მოღვაწე (1902-1990 წწ).
ვილმანი ოტო - გერმანელი პედაგოგი (1839-1920 წწ).
ვილმანსტრანდი - ქალაქ ლაპენრანტის შვედური სახელწოდება.
ვილმორენი - საფრანგეთში მოღვაწე სელექციონერების ოჯახი:
(ლევეკ დე) ანდრე (1776-1862 წწ).
ანრი (1843-1899 წწ).
ლუი (1816-1860 წწ).
მორის (1849-1918 წწ).
ჟაკ (1882-1933 წწ).
როჟე დე (1905-1980 წწ).
ფილიპ ვიქტუარ (1746-1804 წწ).
ვილნევი პიერ შარლ - ფრანგი ვიცე-ადმირალი (1763-1806 წწ).
ვილნევი ჟაკ - კანადელი სპორტსმენი, ავტომრბოლელი, „ფორმულა 1-ის“ ჩემპიონი 1997 წელს (დაიბადა 1971 წელს).
ვილნერი მეირ - ისრაელის კომუნისტური და მუშათა მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1918 წელს).
ვილნიუსი (1939 წლამდე ვილნო, ვილნა) - ევროპის სახელმწიფო ლიტვის დედაქალაქი, მდებარეობს მდინარე ვილიაზე (ნიარისზე). მოიხსენიება 1323 წლიდან. 1795 წლიდან იყო რუსეთის შემადგენლობაში, 1920-39 წლებში პოლონეთის შემადგენლობაში, 1940 წლიდან ლიტვის დედაქალაქია (590 ათასი).
ვილოკი - დაბა უკრაინის იმიერკარპატების ოლქში.
ვილსანდი - კუნძულთა ჯგუფი ბალტიის ზღვაში, ეკუთვნის ესტონეთს.
ვილსონი - იხილე უილსონი.
ვილტი (ინგლ.) - მცენარეთა ინფექციური ჭკნობა, რაც გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით; ყველაზე მეტად ავადდება ბამბა, შედარებით ნაკლებად პომიდორი, კარტოფილი, ნესვი, საზამთრო და სხვა.
ვილქსი (ნამდვილი გვარი ლაცისი) ევალდს - ლატვიელი მწერალი (1923-1976 წწ).
ვილშტეტერი რიჰარდ მარტინ - გერმანელი ქიმიკოსი და ბიოქიმიკოსი, 1915 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1872-1942 წწ).
ვილჩა
ჟუდეცი რუმინეთში.
დაბა უკრაინის კიევის ოლქში.
ვილჩანოვი რანგელ - ბულგარელი კინორეჟისორი (დაიბადა 1928 წელს).
ვილჩეკის კუნძული - მდებარეობს ფრანც-იოსების მიწის არქიპელაგში, ეკუთვნის რუსეთის არხანგელსკის ოლქს.
ვილცინია ველტა (აუსმა) - ბალეტის ლატვიელი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1928 წელს).
ვილჰელმ I (ჰოენცოლერნი) - პრუსიის მეფე 1861 წლიდან და გერმანიის იმპერატორი 1871 წლიდან (1797-1888 წწ).
ვილჰელმ I (დამპყრობი) - ინგლისის მეფე 1066 წლიდან (1027-1087 წწ).
ვილჰელმ I (ვილემ) ფრედერიკ - ნიდერლანდის მეფე (1772-1843 წწ).
ვილჰელმ I ორანელი (ჩუმი) - ორანის პრინცი, ნასაუს გრაფი, ნიდერლანდის ბურჟუაზიული რევოლუციის მოღვაწე (1533-1584 წწ).
ვილჰელმ II - გერმანიის იმპერატორი და პრუსიის მეფე 1888 - 1918 წლებში (1859-1941 წწ).
ვილჰელმ II (ვილემ) ფრედერიკ გეორგ ლოდევიკ - ნიდერლანდის მეფე (1792-1849 წწ).
ვილჰელმ III (ვილემ) - ალექსანდრ პაულ ფრედერიკ ლოდევიკ - ნიდერლანდის მეფე (1817-1890 წწ).
ვილჰელმ III ორანელი - ინგლისისა და შოტლანდიის მეფე 1689 წლიდან (1650-1702 წწ).
ვილჰელმ IV - დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე 1830 წლიდან (1765-1837 წწ).
ვილჰელმი ლუდვიგ ფერდინანდ - გერმანელი ქიმიკოსი (1812-1864 წწ).
ვილჰელმინა - ნიდერლანდის დედოფალი 1890-1848 წლებში (1880-1962 წწ).
ვილჰელმ-პიკ-შტადტ-გუბენი - გერმანიის ქალაქ გუბენის სახელი 1960-90 წლებში.
ვილჰელმსჰაფენი - ქალაქი გერმანიის ქვემო საქსონიის მხარეში (90 ათასი).
ვილჰელმ ტელი - იხილე ტელი ვილჰელმ.
ვიმალაკირტი (სანსკრ. „სიწმინდით სახელგანთქმული“) - ბუდისტური მითოლოგიის ბოდჰისატვა, რომელიც კამათის წარმართვის ხელოვნებითაა ცნობილი.
ვიმანა (სანსკრ.) - ინდურ არქიტექტურაში ტაძარი ან მისი მთავარი ნაწილი.
ვიმბა - თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ჩრდილოეთის, ბალტიის, შავ და კასპიის ზღვებში.
ვიმი - მდინარე რუსეთის კომის რესპუბლიკაში, ვიჩეგდის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 499 კილომეტრი კმ).
ვიმინალი - ერთ-ერთი შვიდ ბორცვთაგანი, რომელზედაც ქალაქი რომია გაშენებული.
ვიმპელი (ჰოლანდ.)
ბოლოში ორად გაყოფილი გრძელი და წვრილი ალამი, აღმართული მცურავ სამხედრო გემზე.
საერთოდ პატარა, ვიწრო და გრძელი ან სამკუთხედი ალამი.
თვითმფრინავიდან ჩამოსაგდები გრძელლენტიანი პაკეტი, კოლოფი ან მილი, რომელშიც მოთავსებულია მფრინავის პატაკი ან სხვა რაიმე ფოსტა.
ვიმპერგი (გერმ.) - წაწვეტებული დეკორატიული დაბოლოება ფრონტონისა, რომელიც პორტალს აგვირგვინებს გოთიკურ ნაგებობებში.
ვიმფელინგი იაკობ - გერმანელი ჰუმანისტი (1450-1528 წწ).
ვინ - ქართული ენის კითხვითი ნაცვალსახელი; იხმარება მხოლოდ ადამიანის მიმართ.
ვინა (სანსკრ.) - ინდური შვიდსიმიანი მუსიკალური ინსტრუმენტი, გააჩნია მრავალი სახესხვაობა.
ვინავერი შიმონ - პოლონელი მოჭადრაკე, ერთ-ერთი უძლიერესი ევროპაში 1860-80 წლებში (1838-1920 წწ).
ვინაიდან - რადგანაც. იმის გამო, რომ. იმიტომ, რომ.
ვინალიები - მევენახეობასა და რთველთან დაკავშირებული დღესასწაულები ძველ რომში. იმართებოდა 23 აპრილს და 19 აგვისტოს.
ვინაობა - ამა თუ იმ ადამიანის წარმოშობა, სადაურობა, რაობა.
ვინ არის დამნაშავე? - ქართული მხატვრული მუნჯი ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1925 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - ალექსანდრე წუწუნავა. დამდგმელი ოპერატორი - სერგეი ზაბოზლაევი. მთავარ როლებში: კოტე მიქაბერიძე, ცეცილია წუწუნავა, ნატო ვაჩნაძე, დიმიტრი ყიფიანი, არკადი ხინთიბიძე.
ვინბარგი ლუდოლფ - გერმანელი ჟურნალისტი და ლიტერატურის თეორიტიკოსი (1802-1872 წწ).
ვინდავა - ლატვიის ქალაქ ვენტსპილსის სახელი 1917 წლამდე.
ვინდაუსი ადოლფ - გერმანელი ბიოქიმიკოსი და ქიმიკოსი, 1928 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1876-1959 წწ).
ვინდელბანდი ვილჰელმ - გერმანელი ფილოსოფოსი, იდეალისტი, ნეოკანტიენელთა ბადენის სკოლის მამამთავარი (1848-1915 წწ).
ვინდელელვენი - მდინარე შვედეთში, უმე-ელვის მარცხენა შენაკადი.
ვინდექსი გაიუს იულიუს - რომაელი მხედართმთავარი (გარდაიცვალა 68 წელს).
ვინდიკაცია (ლათ.) - მესაკუთრის უფლება გამოითხოვოს თავისი ქონება სასამართლოს მეშვეობით იმ პირისაგან, რომელიც უკანონოდ ფლობს მას.
ვინდიშგრეცი ალფრედ - ავსტრიის ფელდმარშალი (1787-1862 წწ).
ვინდროზა - მცირე ზომის, ჩვეულებრივ, მრავალფრთიანი ქარბორბალი. მისი დანიშნულებაა ქარის ძრავის ავტომატური ორიენტაცია ჰაერის ნაკადის მიმართ.
ვინდროუერი (ინგლ.) - სამკელი მანქანა მარცვლეული კულტურების ცალ-ცალკე ასაღებად.
ვინდსერფინგი (ინგლ.) - აფროსნობის სახესხვაობა, წყალზე სრიალი სპეციალური დაფის (სიგრძე - 3,7 მ, სიგანე - 0,65 მ, მასა - 27 კგ) საშუალებით, რომელზედაც იალქანია დამაგრებული. ვინდსერფინგის საერთაშორისო ასოციაცია შეიქმნა 1973 წელს.
ვინდჰია - მთათა სისტემა ინდოეთში, ინდოსტანის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში.
ვინდჰუკი - აფრიკის სახელმწიფო ნამიბიის დედაქალაქი (145 ათასი).
ვინება - ქალაქი განის ცენტრალურ ოლქში.
ვინეგრეტი (ფრანგ.) - წვრილად დაჭრილი სხვადასხვა ბოსტნეულისაგან დამზადებული ცივი კერძი, შეზავებული ძმრით, ზეთით და სხვა საკმაზით.
ვინეკე ფრიდრიხ ავგუსტ თეოდორ - გერმანელი ასტრონომი (1835-1897 წწ).
ვინემ - გრამატიკული კავშირი. იგივეა, რაც, ვიდრე.
ვინერი ნორბერტ - ამერიკელი მათემატიკოსი და კიბერნეტიკოსი (1894-1964 წწ).
ვინერ-ნოიშტადტი - ქალაქი ავსტრიაში, ქვემო ავსტრიის მხარეში.
ვინზილი - დაბა რუსეთის ტიუმენის ოლქში.
ვინი
ქართული ანბანის მეექვსე ასოს ვ-ს სახელწოდება.
- ქალაქი ვიეტნამის ცენტრალურ ნაწილში, ნგეტინის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (155 ათასი).
ვინი ალფრედ ვიქტორ დე - ფრანგი მწერალი-რომანტიკოსი (1797-1863 წწ).
ვინი ვილჰელმ - გერმანელი ფიზიკოსი, 1911 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1864-1928 წწ).
ვინია-დელ-მარი - ქალაქი ჩილეს ვალპარაიოსოს ოლქში (305 ათასი).
ვინიე ოსმუნ ულაფსენ - ნორვეგიელი პოეტი და ჟურნალისტი (1818-1870 წწ).
ვინიეტი (ფრანგ.) - წიგნის (ხელნაწერის) ან მისი რომელიმე ნაწილის თავში ან ბოლოში დართული ორნამენტი, ნახატი.
ვინიკი - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში.
ვინილაცეტატი - ორგანული ნაერთი, ძმარმჟავას წარმოებული; მისი პოლიმერიზაციით მიიღება პოლივინილაცეტატი.
ვინილაცეტილენი (ბუტენინი) - უჯერი ნახშირწყალბადი, უფერული აირი.
ვინილი (ლათ.) - ატომთა დაჯგუფება, რომელიც დამახასიათებელია ბევრი ორგანული ნაერთისათვის.
ვინიოლა (ნამდვილი გვარი ბაროცი) ჯაკომო და - იტალიელი არქიტექტორი (1507-1573 წწ).
ვინიპეგი - ქალაქი და ტბა, იხილე უინიპეგი.
ვინიპლასტი - პოლივინქლორიდის საფუძველზე დამზადებული პლასტიკური მასა, რომელიც არ შეიცავს პლასტიფიკატორს.
ვინიჩენკო ვლადიმირ - უკრაინელი მწერალი (1880-1951 წწ).
ვინიცა - ქალაქი უკრაინის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე სამხრეთ ბუგზე, საოლქო ცენტრი (380 ათასი)
ვინიცკა ლუცინა - პოლონელი მსახიობი (დაიბადა 1928 წელს).
ვინიცობაა - ჩართული სიტყვა; ნიშნავს: იმ შემთხვევაში, თუ...
ვინკელი (გერმ.) - სწორი კუთხის შესამოწმებელი სადურგლო ხელსაწყო; გონიო.
ვინკელმანი იოჰან იოახიმ - გერმანელი ხელოვნების ისტორიკოსი (1717-1768 წწ).
ვინკელრიდი არნოლდ (ერნი) - შვეიცარიის სახალხო გმირი (XIV საუკუნე).
ვინკლერი იოჰან - გერმანელი სარაკეტო ტექნიკის გამომგონებელი (1897-1947 წწ).
ვინკლერი კლემენს ალექსანდერ - გერმანელი ქიმიკოსი (1838 - 1904 წწ).
ვინკლერი ჰანს გიუნტერ - გერმანელი სპორტსმენი, ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი (1956, 1960, 1964) ცხენოსნობაში (დაიბადა 1926 წელს).
ვინკლერი ჰუგო - გერმანელი ასირიოლოგი და არქეოლოგი (1863-1913 წწ).
ვინკოვცი
ქალაქი ხორვატიაში.
დაბა უკრაინის ხმელნიცკის ოლქში.
ვინლანდი - რეგიონი ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელიც სკანდინავიელმა ვიკინგებმა დაახლოებით 1000 წელს აღმოაჩინეს.
ვინმე - განუსაზღვრელი ნაცვალსახელი; რომელიმე, რომელიღაც.
ვინოგრადნოე - დაბა უკრაინის ყირიმის ოლქში.
ვინოგრადოვი - ქალაქი უკრაინის იმიერკარპატების ოლქში (27 ათასი).
ვინოგრადოვი ანატოლი - რუსი მწერალი (1888-1946 წწ).
ვინოგრადოვი ვიქტორ - რუსი ენათმეცნიერი, ლიტერატურათმცოდნე, აკადემიკოსი (1894-1969 წწ).
ვინოგრადოვი ივან - რუსი მათემატიკოსი, აკადემიკოსი, სოციალისტური შრომის ორგზის გმირი (1891-1983 წწ).
ვინოგრადოვი ოლეგ - რუსი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1937 წელს).
ვინოგრადოვი სერგეი - რუსი ფერმწერი, პერედვიჟინიკი (1869-1938 წწ).
ვინოკუროვი ევგენი - რუსი პოეტი (1925-1993 წწ).
ვინტერთური - ქალაქი შვეიცარიის ციურიხის კანტონში, მდინარე ტესზე (108 ათასი).
ვინტერი ედუარდ - გერმანელი ისტორიკოსი (1896-1990 წწ).
ვინტი (ჰოლანდ.)
ხრახნი.
ბანქოს თამაშის სახეობა.
ვინღა - იგივეა, რაც ვიღა.
ვინ შეკაზმავს ცხენს - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1963 წელს. დამდგმელი რეჟისორი - შოთა მანაგაძე. სცენარის ავტორები - ივანე თარბა, ალექსანდრე ვიტენზონი, შოთა მანაგაძე. დამდგმელი ოპერატორი - ფელიქს ვისოცკი. კომპოზიტორი - რევაზ ლაღიძე. მთავარ როლებში - კოტე დაუშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, დალი ღოღელიანი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ეკატერინე ვერულეიშვილი.
ვინჩევსკი მორიც (ნამდვილი სახელი და გვარი ბენციონ ნოვახოვიჩი) - ებრაელი პოეტი (1856-1932 წწ).
ვინჩესტერი
ოლივერ ფიშერ ვინჩესტერის მიერ შემუშავებული ცეცხლსასროლი იარაღის სახეობა.
კომპიუტერის მოწყობილობა, მყარი დისკი, რომელიც ინფორმაციის მუდმივად შენახვას ემსახურება.
ვინჩესტერი ოლივერ ფიშერ - ამერიკელი მეწარმე, ცეცხლსასროლი იარაღის გამომგონებელ-მწარმოებელი (1810-1880 წწ).
ვინცენტ დე ბოვე - ფრანგი დომინიკანელი ბერი, ენციკლოპედისტი (დაახლოებით 1190-1264 წწ).
ვინცენცი სტანისლავ - პოლონელი მწერალი, ესეისტი, მთარგმნელი (1888-1971 წწ).
ვინძლო - წასაქეზებელი, წასახალისებელი, გასაფრთხილებელი სიტყვა. ნიშნავს: აბა, შენ იცი! ეგებ, იქნებ.
ვინძორი - იხილე უინძორი.
ვიო ჟულიენ - იხილე ლოტი პიერ.
ვიოლა (იტალ.) - ძველებური ხემიანი მუსიკალური საკრავი.
ვიოლე-ლე-დიუკი ეჟენ ემანუელ - ფრანგი არქიტექტორი, არქიტექტურის ისტორიკოსი და თეორიტიკოსი (1814-1879 წწ).
ვიოლინისტი - ვიოლინოს დამკვრელი მუსიკოსი.
ვიოლინო (იტალ.) - მაღალი ტემბრის მქონე ოთხსიმიანი მუსიკალური საკრავი, რომელსაც ხემით უკრავენ.
ვიოლონი (ფრანგ.) - იგივეა, რაც ვიოლინო.
ვიოლონჩელი (იტალ.) - ოთხსიმიანი მუსიკალური საკრავი, რომელსაც ხემით უკრავენ (ვიოლინოზე დიდი).
ვიოლონჩელისტი - ვიოლონჩელის დამკვრელი.
ვიოსა (ვიიოსა) - მდინარე ალბანეთსა და საბერძნეთში, ერთვის ადრიატიკის ზღვას.
ვიოტი ჯოვანი ბატისტა - იტალიელი მევიოლინე, კომპოზიტორი და პედაგოგი (1755-1824 წწ).
ვიოქსა - იხილე ვექსა.
ვიპატოსი - ბიზანტიური საკარისკაცო ტიტული, რომელსაც ბიზანტიის იმპერატორები ანიჭებდნენ თავიანთ ვასალურ სახელმწიფოთა წარჩინებულ პირებსაც.
ვიპერი (ინგლ.) - მოწყობილობა მაღაროს ვაგონების დასაცლელად მათი გადაყირავებით.
ვიპოლზოვო - დაბა რუსეთის ტვერის ოლქში.
ვიჟაი - მდინარე რუსეთის პერმის ოლქში, ვილვის მარცხენა შენაკადი.
ვიჟასი - მდინარე რუსეთის არხანგელსკის ოლქში, ერთვის ბარენცის ზღვის ჩეშის სრუტეს.
ვიჟე კლოდ - ფრანგი პოეტი, პროზაიკოსი, მოაზროვნე-ესეისტი (დაიბადა 1921 წელს).
ვიჟე-ლებრენი ელიზაბეტ ლუიზ - ფრანგი მხატვარი-პორტრეტისტი ქალი (1755-1842 წწ).
ვიჟნიცა - ქალაქი უკრაინის ჩერნოვცის ოლქში.
ვირა
მშენებელთა, პორტის მტვირთავთა და მეზღვაურთა ტერმინოლოგიაში სიტყვა, რომელიც ამა თუ იმ ტვირთის მაღლა ატანის ბრძანებას შეესაბამება.
(ვერა) - თავისუფალი ადამიანის მკვლელობისათვის მთავრის სასარგებლოდ გადასახდელი ფულადი ჯარიმა ძველ რუსეთში.
ვირაკოხა - პერუელ ინდიელთა უზენაესი ღმერთი, მზის მამა.
ვირანდოზერო - დაბა რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში.
ვირაჟი (ფრანგ.)
მოსახვევი.
პილოტაჟის ფიგურა - საფრენი აპარატის სრული შემობრუნება ჰორიზონტალურ სიბრტყეზე.
ფოტორეაქტივი, რომლის საშუალებითაც შავ-თეთრ გამოსახულებას ფერად მონოქრომატულად (ერთფერიანად) გარდაქმნიან.
ვირბალისი (1917 წლამდე ვერჟბოლოვო) - ქალაქი ლიტვაში.
ვირბიუსი - იტალიელი გმირი, მისი კულტი იტალიის ზოგ ოლქში დიანას კულტს უკავშირდებოდა.
ვირგაცია (ნაოჭთა ვირგაცია) - ქანების ნაოჭთა მარაოსებრი გაშლა.
ვირგლა - (ვულგ.) დიდი, უშნო, ტლანქი და თან ბრიყვი ვინმე.
ვირგო - ასტრეას ერთ-ერთი რომაული სახელი, აზრობრივად ნიშნავს „ქალიშვილს“.
ვირემენტი (ფრანგ.) - საბანკო ოპერაცია, ერთი პირის მიმდინარე ანგარიშიდან თანხის გადატანა მეორე პირის მიმდინარე ანგარიშზე.
ვირენი ლასო - ფინელი სპორტსმენი, მძლეოსანი, ოლიმპიური თამაშების (1972, 1976 წლები) ჩემპიონი 5 000 და 10 000 მეტრზე სირბილში (დაიბადა 1949 წელს).
ვირესალინგამი კანდუკური - ინდოელი მწერალი (1848-1919 წწ).
ვირე-ტუომინენი მარიამ - ფინელი საზოგადო მოღვაწე ქალი (დაიბადა 1919 წელს).
ვირეშმაკა - ბრიყვი, მაგრამ თან ეშმაკი ადამიანი.
ვირზე შესმა (ვირს აღსმა) - გამაწბილებელი სასჯელის სახეობა ძველ საქართველოში. იხსენიება V საუკუნიდან და XX საუკუნემდე იყენებდნენ. ითვლებოდა მძიმე მორალურ სასჯელად და გამოიყენებოდა მრუშების, ავხორცების, მუცლის მოშლაში მხილებულთა და ხელმწიფის წინააღმდეგ ამბოხებულთა მიმართ.
ვირთაგვა (ღატტუს) - მღრღნელი ცხოველი საშუალო ზომისა; გვხვდება ყველგან, სადაც კი ადამიანი მკვიდრობს. ვირთხა.
ვირთაგვას კუნძლები - ალეუტის არქიპელაგში შემავალი კუნძულები, ეკუთვნის აშშ-ს.
ვირთევზა (Cadus morhua) - თევზი, დაახლოებით 180 სმ-მდე სიგრძის, გავრცელებულია ატლანტის და წყნარ ოკეანეების ზომიერ სარტყელში. მნიშვნელოვანი სარეწაო ობიექტია.
ვირთი კარლ იოზეფ - გერმანელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის რაიხსკანცლერი 1921-22 წლებში (1879-1956 წწ).
ვირთხა - იგივეა, რაც ვირთაგვა.
ვირი (Asinus)
ცხენის მონათესავე ცხოველი, მასზე პატარა და გრძელყურებიანი, იყენებენ უპირატესად ტვირთის საზიდად.
(გადატანით) ბრიყვი, ხეპრე ადამიანი.
ვირიათუსი - რომის წინააღმდეგ აჯანყებული ლუზიტანიელების ბელადი (გარდაიცვალა ძვ.წ.აღ. 139 წელს).
ვირიგვერდა - მწვერვალი ხარაგაულის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, მესხეთის ქედზე (სიმაღლე - 1644 მეტრი).
ვირიკელა
პატარა ვირი.
ბრიყვი ახალგაზრდა.
ვირილიზმი (ლათ.) - ქალებში მამაკაცური მეორადი სასქესო ნიშნების (სხეულის აგებულება, ხმის ტემბრი, ულვაშები, წვერი) გამოვლინება, რაც ენდოკრინული დარღვევებითაა გამოწვეული.
ვირილისი - ფორტუნას ერთ-ერთი მეტსახელი.
ვირიონი - სრული სახით ჩამოყალიბებული ვირუსული ნაწილაკი, რაც ნუკლეომჟავისა და ცილოვანი გარსისაგან შედგება.
ვირის აბანო - (ძვ.საუბ.) საპყრობილე.
ვირისთავი - სულელი, უჭკუო, ბრიყვი.
ვირისპიტნა - ველური პიტნა. გავრცელებულია ტენიან ადგილებში.
ვირისტერფა (თუსსილაგო) - მრავალწლოვანი სამკურნალო ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა.
ვირიცა - დაბა რუსეთის ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგის) ოლქში.
ვირკი კულვანტ სინგჰ - ინდოელი მწერალი (დაიბადა 1921 წელს).
ვირობა
ვირად ყოფნა.
(გადატანით) ვირის საქციელი, - ბრიყვობა, სისულელე.
ვიროლაინენი იოჰანეს - ფინეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (დაიბადა 1914 წელს).
ვიროლო შარლ - ფრანგი სემიტოლოგი, შუმეროლოგი, ირანისტი (1879-1975 წწ).
ვირსავია - ბიბლიის თანახმად, მეფე დავითის ერთ-ერთი ცოლი, სოლომონის დედა.
ვირსალაძე ანასტასია (ქალიშვილობის გვარი დუშელიშვილი) - პიანისტი და პედაგოგი, ქართული პიანისტური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს სახალხო არტისტი (1883-1968 წწ).
ვირსალაძე ელისო - პიანისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1942 წელს).
ვირსალაძე სოლომონ - თეატრის მხატვარი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი, მოღვაწეობდა მოსკოვის დიდ თეატრში (1908/1909 - 1989 წწ).
ვირსკი პავლე - უკრაინელი ბალეტმაისტერი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1905-1975 წწ).
ვირსტიარევი - ტბა ესტონეთის ცენტრალურ ნაწილში (სიღრმე 3 მეტრამდე).
ვირტა ნიკოლაი - რუსი მწერალი (1906-1976 წწ).
ვირტანენი არტური ილმარი - ფინელი ბიოქიმიკოსი, 1945 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1895-1973 წწ).
ვირტანენი იალმარი - კარელიელი პოეტი (1889-1939 წწ).
ვირტსიარვი - ტბა ესტონეთში.
ვირტუალური
რაც შეიძლება გამოვლინდეს სათანადო პირობებში, შესაძლებელი.
კომპიუტერულ (ინტენეტურ) სამყაროსთან დაკავშირებული, წარმოსახვითი სინამდვილე.
ვირტუოზი (იტალ.) - მუსიკალური საშემსრულებლო ხელოვნების დიდოსტატი.
ვირტუტი (ვირტუსი) - ლათინთა ღვთაება, გამარჯვების მფარველი, ითვლებოდა მარსის თანამგზავრად, ზოგჯერ ბელონასთან აიგივებდნენ.
ვირუ (1917 წლამდე ვერო) - ქალაქი ესტონეთში, ტამულას ტბის ნაპირზე (20 ათასი).
ვირულენტობა - გადამდებ სნეულებათა გამომწვევი მიკრობების დამასნეულებელ თვისებათა ერთობლიობა.
ვირულენტური - ავადმყოფობის გამომწვევი (ითქმის მიკრობებზე).
ვირული - ბრიყვული.
ვირუმაა (ვირლანდია, ვირონია, ვირუიანი) - ძველესტონური მიწა თანამედროვე ესტონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
ვირუნგა (მუფუმბირო)
თანამედროვე ვულკანიზმის მხარე აფრიკაში.
ეროვნული პარკი კონგოსა და რუანდაში. დაარსდა 1925 წელს.
ვირუსი (ლათ.) - გადამდებ დაავადებათა გამომწვევი უწვრილესი მიკროორგანიზმი.
ვირუსოლოგი - ვირუსოლოგიის სპეციალისტი.
ვირუსოლოგია - ბაქტერიოლოგიის ნაწილი, რომელიც ვირუსებს სწავლობს.
ვირუსული
ვირუსის დამახასიათებელი.
ვირუსით გამოწვეული.
ვირშები (უკრ.-რუს.)
პრიმიტიული ფორმის ლექსები XVI-XVIII საუკუნეებში უკრაინასა და რუსეთში.
იტყვიან უხეირო ლექსებზე.
ვირხოვი (გერმანული გამოთქმით ვირხო) რუდოლფ - გერმანელი მეცნიერი პათოლოგი და პოლიტიკური მოღვაწე (1821-1902 წწ).
ვირჯინია (ვირგინია) - შტატი აშშ-ს აღმოსავლეთ ნაწილში. ფართობი 105,7 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 6,5 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - რიჩმონდი.
ვირჯინიის კუნძულები - მცირე ანტილის კუნძულების შემადგენელი მცირე არქიპელაგი. ნაწილი აშშ-ს კუთვნილებაა, ნაწილი - დიდი ბრიტანეთის.
ვისაგინასი - ქალაქი ლიტვაში (35 ათასი).
ვისაია (ბისაია) - ფილიპინების კუნძულებზე მცხოვრები ხალხი (27 მილიონი).
ვისბადენი - ქალაქი გერმანიის ჰესენის მხარეში, პორტი მდინარე რაინზე (265 ათასი).
ვისბიუ - ქალაქი შვედეთის გოტლანდის ლენში.
ვისენტე (ვისენტი) ჟილ - პორტუგალიელი დრამატურგი, წერდა პორტუგალიურ და ესპანურ ენებზე (დაახლოებით 1470 - 1536 წწ).
ვისენტე-ლოპესი - ქალაქი არგენტინის ბუენოს-აირესის პროვინციაში.
ვისერმანი ელტე - ჰოლანდიელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი და საერთაშორისო არბიტრი (1922-1978 წწ).
ვისვამიტრა (ძვ.ინდ. „ყველას მეგობარი“) - ინდური მითოლოგიის ცნობილი სახე, კშატრის ძე, ლეგენდარული მეფე, რომლის ამბავი „რამაიანას“ მთავარ სიუჟეტს ავსებს.
ვისი
ნაცვალსახელი; აღნიშნავს კითხვას - რომელი ადამიანისა?
მთავარი პერსონაჟი ქალი ფაჰრ-უდ-დინ-გორგანის პოემისა „ვისრამიანი“, რამინის სატრფო.
ვისიმე - განუსაზღვრელი ნაცვალსახელი; რაც ეკუთვნის ვისმე.
ვისიმი - მდინარე რუსეთის ტიუმენის ოლქში, ჩრდილოეთის სოსვის მარჯვენა შენაკადი.
ვისიმო-უტკინსკი - დაბა რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
ვისიც - მიმართებით ნაცვალსახელი; იმ ადამიანისა, რომელიც...
ვისკაშა (Lagostomus maximus) - ძუძუმწოვარა ცხოველი მღრღნელების რიგისა. სხეულის სიგრძე 70 სმ-მდე, კუდისა - 20 სმ. ითვლება საძოვრების მავნებლად.
ვისკი (ინგლ.) - სპირტიანი სასმელი, რომელიც გაღივებული ალაოსაგან მიიღება. მის სამშობლოდ ირლანდია და შოტლანდია ითვლება.
ვისკოზა (ლათ.)
ნივთიერება, რომელსაც იღებენ ცელულოზისაგან და იყენებენ ხელოვნური აბრეშუმის, ხელოვნური ტყავის და მისთანების დასამზადებლად.
ხელოვნური აბრეშუმი.
ვისკოზიმეტრი - სითხის სიბლანტის საზომი ხელსაწყო.
ვისკოზიმეტრია - ფიზიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს სიბლანტის გაზომვის ხერხებსა და მეთოდებს.
ვისკოზინი (ლათ.) - გამჭვირვალე ზეთი, რომელიც მიიღება მაზუთისაგან; იყენებენ ორთქლის მანქანების ცილინდრის შესაზეთად.
ვისკონსინი - აშშ-ს შტატი, იხილე უისკონსინი.
ვისკონტები - ლომბარდიელი ფეოდალების წარჩინებული გვარი (ცნობილია X საუკუნის ბოლოდან); 1277 - 1447 წლებში - მილანის ტირანები.
ვისკონტი ლუკინო (სრული სახელი ლუკინო ვისკონტი დი მოდრონე) - იტალიელი კინორეჟისორი და სცენარისტი (1906-1976 წწ).
ვისლა - პოლონეთის უდიდესი მდინარე, ერთვის ბალტიის ზღვის გდანსკის ყურეს (სიგრძე - 1047 კილომეტრი).
ვისლის ყურე - მდებარეობს ბალტიის ზღვაში, რუსეთის კალინინგრადის ოლქის და პოლონეთის სანაპიროზე.
ვისლიცენუსი იოჰანეს - გერმანელი ქიმიკოსი (1835-1902 წწ).
ვისლოკა - მდინარე პოლონეთში, ვისლის მარჯვენა შენაკადი.
ვისმარი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში, პორტი ბალტიის ზღვაზე (55 ათასი).
ვისნატუუ ჰენტიკ - ესტონელი პოეტი (1890-1951 წწ).
ვისოვა გეორგ - გერმანელი მეცნიერი კლასიკური ფილოლოგიის დარგში (1859-1931 წწ).
ვისოკაია - მთა რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში, შუა ურალის აღმოსავლეთ ნაწილში.
ვისოკი - დაბა უკრაინის ხარკოვის ოლქში.
ვისოკოგორნი - დაბა რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში.
ვისოკოგორსკი - დაბა რუსეთის პრიმორიეს მხარეში.
ვისოკოე
ქალაქი ბელორუსიის ბრესტის ოლქში.
დაბა უკრაინის დონეცკის ოლქში.
ვისოკოვიჩი ვლადიმერ - რუსი პათოლოგანატომი, ბაქტერიოლოგი და ეპიდემიოლოგი (1854-1912 წწ).
ვისოკოვსკი - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.
ვისოკოპოლიე - დაბა უკრაინის ხერსონის ოლქში.
ვისოცკა სტანისლავა - პოლონელი მსახიობი ქალი, რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე, პედაგოგი (1878-1940 წწ).
ვისოცკაია ოლგა - რუსი რადიოდიქტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1906-2000 წწ).
ვისოცკაია სტანისლავა - პოლონელი მსახიობი და რეჟისორი ქალი (1878-1941 წწ).
ვისოცკი - ქალაქი რუსეთის ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგის) ოლქში.
ვისოცკი ვლადიმირ - რუსი პოეტი, მსახიობი, მომღერალი (1938-1980 წწ).
ვისოცკი იუზეფ - პოლონეთის პოლიტიკური მოღვაწე, გენერალი (1809-1873 წწ).
ვისპიანსკი სტანისლავ - პოლონელი მწერალი, დრამატურგი, მხატვარი, თეატრალური მოღვაწე (1869-1907 წწ).
ვისრამიანი - ძველი ქართული მწერლობის ძეგლი. XI საუკუნის სპარსელი პოეტის ფაჰრ უდ-დინ გორგანის სამიჯნურო პოემის „ვის ო რამინის“ პროზაული თარგმანი; შესრულებულია XII საუკუნის I ნახევარში. ტრადიცია მის მთარგმნელად სარგის თმოგველს ასახელებს.
ვისტი (ინგლ.)
ბანქოს თამაშის სახეობა.
ბანქოს ქაღალდების გარკვეული კომბინაცია პრეფერანსის, ბოსტონის თამაშში.
ვისუნი (ვულსუნი, ისუნი) - მდინარე უკრაინის ნიკოლაევის ოლქში, ინგულეცის მარჯვენა შენაკადი.
ვისცერული - ცხოველის შინაგან ორგანოებთან, შიგნეულობასთან დაკავშირებული.
ვიტალი ივან - რუსი მოქანდაკე, მონუმენტალისტი, კლასიციზმის წარმომადგენელი (1794-1855 წწ).
ვიტალიერები - ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვების მეკობრეთა გაერთიანება XIII-XV საუკუნეებში.
ვიტალიზმი (ლათ.) - ბიოლოგიის მიმდინარეობა, რომელიც ორგანიზმებში არამატერიალური ზერეალური ძალების არსებობას აღიარებს.
ვიტალისტი - ვიტალიზმის მომხრე.
ვიტალური - სიცოცხლის მოვლენებთან დაკავშირებული.
ვიტამინი (ლათ.)
სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის ორგანული ნივთიერება, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური სასიცოცხლო მოქმედებისათვის.
ასეთი ნივთიერების შემცველი პრეპარატი.
ვიტამინიზაცია - ვიტამინების შეყვანა, ვიტამინებით გაჯერება.
ვიტამინოლოგია - მეცნიერება ვიტამინების შესახებ.
ვიტასეკი ფრანტიშეკ - ჩეხი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალისტი და გეომორფოლოგი (1890-1980 წწ).
ვიტასი იუოზას (ნამდვილი სახელი და გვარი იონას ვალუნასი) - ანტიფაშისტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლიტვაში მეორე მსოფლიო ომის დროს (1899-1943 წწ).
ვიტბანკი - ქალაქი და ქვანახშირის მოპოვების აუზი სამხრეთ აფრიკის ტრანსვაალის პროვინციაში.
ვიტბოი ჰენდრიკ - გერმანელ კოლონიზატორთა წინააღმდეგ სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ხალხთა ბრძოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1840 - 1905 წწ).
ვიტგენშტაინი ლუდვიგ - ავსტრიელი ფილოსოფოსი და ლოგიკოსი, ანალიტიკური ფილოსოფიის წარმომადგენელი (1889-1951 წწ).
ვიტე ემანუელ დე - ჰოლანდიელი ფერმწერი (დაახლოებით 1617-1692 წწ).
ვიტებეტი - მდინარე რუსეთის ორიოლის და კალუგის ოლქებში, ჟიზდრის მარჯვენა შენაკადი.
ვიტებსკი - ქალაქი ბელორუსიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, საოლქო ცენტრი (360 ათასი).
ვიტეგრა
ქალაქი რუსეთის ვოლოგდის ოლქში.
მდინარე რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილო-დასავლეთით.
ვიტელი - ბალნეოლოგიური კურორტი საფრანგეთში, ქალაქ ნანსის სამხრეთ-დასავლეთით.
ვიტელიუსი - რომის იმპერატორი, დაიღუპა ვესპასიანეს წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში. (15 - 69 წწ).
ვიტელსბახები - სამხრეთ გერმანული დინასტია, რომელიც ბავარიას მართავდა 1180 - 1918 წლებში.
ვიტენბერგე - ქალაქი გერმანიაში, მეკლენბურგ-პომერანიის მხარეში, პორტი მდინარე ელბაზე (30 ათასი).
ვიტენბერგი (ლუთერშტადტი) - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის მხარეში, მდინარე ელბაზე (50 ათასი).
ვიტენი - ქალაქი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში (105 ათასი).
ვიტენისი - ლიტვის დიდი მთავარი 1293 წლიდან, გედიმინისის ძმა (? - დაახლოებით 1315 წწ).
ვიტერბო - ქალაქი იტალიის ვიტერბოს პროვინციაში, რომის ჩრდილოეთით.
ვიტერიტი (უიტერიტი) - კარბონატების კლასის მინერალი, უფერო, ნაცრისფერი ან მოყვითალოა.
ვიტვატერსრანდი (აფრიკაანსი - Witwatersrand, „თეთრი წყლის ქედი“) - მსოფლიოში უდიდესი ოქროსა და ურანის აუზი, რომელიც მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გაუტენგის პროვინციაში.
ვიტი იან დე - ჰოლანდიის სახელმწიფო მოღვაწე, შეერთებული პროვინციების რესპუბლიკის ფაქტიური მმართველი 1650-1672 წლებში (1625-1672 წწ).
ვიტი კატარინა - გერმანელი სპორტსმენი ქალი, ოლიმპიური თამაშების (1984, 1988) ჩემპიონი ფიგურულ სრიალში (დაიბადა 1963 წელს).
ვიტი მონიკა (ნამდვილი სახელი და გვარი მარია-ლუიზა ჩეჩერელი) - იტალიელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1931 წელს).
ვიტი ოტო ნიკოლაუს - გერმანელი ქიმიკოსი (1853-1915 წწ).
ვიტიგი გეორგ - გერმანელი ქიმიკოსი, 1979 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გ.ბრაუნთან ერთად (1897-1987 წწ).
ვიტიგი გეორგ ედვარდ - პოლონელი მოქანდაკე (1879-1941 წწ).
ვიტიერი სინტიო - კუბელი პოეტი (დაიბადა 1921 წელს).
ვიტიკულტურა - ვენახის გაშენება, მევენახეობა.
ვიტი-ლევუ - კუნძული წყნარ ოკეანეში, ყველაზე დიდი ფიჯის კუნძულებს შორის.
ვიტილიგო (ლათ.) - კანის დაავადება, სირსველი, პიგმენტაციის დარღვევა, კანის სხვადასხვა უბანზე პიგმენტის გაქრობა. მიზეზი უცნობია. ემართებათ ახალგაზრდებს, უმეტესად ქალებს.
ვიტიმი
დაბა რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.
მდინარე რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკასა და ჩიტის და ირკუტსკის ოლქებში, ლენის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 1837 კილომეტრი).
ვიტიმის ზეგანი - მდებარეობს იმიერბაიკალეთის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ვიტიმის ზემოეთში, რუსეთის ბურიატიის რესპუბლიკაში.
ვიტიმსკი - დაბა რუსეთის ირკუტსკის ოლქში.
ვიტიჩევი - ძველრუსული ქალაქი დნეპრის მარჯვენა ნაპირზე X-XIII საუკუნეებში.
ვიტკიევიჩი სტანისლავ იგნაცი - პოლონელი მწერალი (1885-1939 წწ).
ვიტნერი ვიქტორ - ავსტრიელი პოეტი და დრამატურგი (1896-1949 წწ).
ვიტოვტი (ვიტაუტასი) - ლიტვის დიდი მთავარი 1392 - 1430 წლებში (1350-1430 წწ).
ვიტოლი (ვიტოლსი) იაზეპს - ლატვიელი კომპოზიტორი, მუსიკის კრიტიკოსი, ლატვიური პროფესიული მუსიკის ერთ-ერთი დამაარსებელი (1863-1948 წწ).
ვიტორგანი ემანუილ - რუსი მსახიობი (დაიბადა 1939 წელს).
ვიტორია
ქალაქი ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ალავის პროვინციაში (205 ათასი).
ქალაქი-პორტი ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ესპირიტუ-სანტუსის შტატში (255 ათასი).
ვიტორია ფრანსისიკო დე - ესპანელი ღვთისმეტყველი და იურისტი (1483-1546 წწ).
ვიტორინი ელიო - იტალიელი მწერალი (1908-1966 წწ).
ვიტორინო დე ფელტრე - იტალიელი პედაგოგი, ჰუმანისტი (1378-1446 წწ).
ვიტორიო ამედეო II - სავოიის ჰერცოგი 1675-იდან, სიცილიის მეფე 1713 - 1720 წლებში, სარდინიის მეფე 1720 - 1730 წლებში (1666-1732 წწ).
ვიტორიო ამედეო III - სარდინიის მეფე (1726-1796 წწ).
ვიტორიო ემანუელე I - სარდინიის მეფე (1759-1824 წწ).
ვიტორიო ემანუელე II - სარდინიის მეფე 1849-1861 წლებში და გაერთიანებული იტალიის პირველი მეფე 1861-1878 წლებში (1820-1878 წწ).
ვიტორიო-ვენეტო - დასახლებული პუნქტი იტალიის ვენეციის ოლქში, სადაც I მსოფლიო ომის ბოლოს ავსტრო-უნგრეთის არმიამ იარაღი დაყარა.
ვიტოსი ვინცენტი - პოლონეთის პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1920-21, 1923, 1926 წლებში (1874-1945 წწ).
ვიტოშა - მთათა სისტემა ბულგარეთში, სოფიის მახლობლად, სიმაღლე 2300 მეტრამდე.
ვიტრაჟი (ფრანგ.) - მინისაგან ან სხვა მასალისგან დამზადებული ორნამენტული ან სიუჟეტური დეკორატიული კომპოზიცია, რომელიც ჩასმულია ფანჯრის ნაცვლად.
ვიტრი - იხილე ვიტრი-სიურ-სენი.
ვიტრინა (ფრანგ.)
მაღაზიის ფანჯარა გასაყიდი საქონლის ნიმუშებისთვის.
მომინული კარადა, ყუთი და მისთანები, რომელშიც გამოფენილია სხვადასხვა ნივთი (მუზეუმში, გამოფენაზე).
ვიტრი-სიურ-სენი - ქალაქი საფრანგეთის მარნის დეპარტამენტში.
ვიტრიფიკაცია - შემინვა.
ვიტრუვიუსი - რომაელი არქიტექტორი და ინჟინერი (ძვ.წ.აღ. I საუკუნის II ნახევარი).
ვიუელა - გიტარის მსგავსი ძველი ესპანური მუსიკალური ინსტრუმენტი.
ვიუიარი ედუარ - ფრანგი ფერმწერი (1868-1940 წწ).
ვიუჟნი - დაბა რუსეთის მურმანსკის ოლქში.
ვიურმზეე - იხილე შტარნბერგერზეე.
ვიურმსერი ანდრე - ფრანგი მწერალი, ჟურნალისტი, კრიტიკოსი (1899-1984 წწ).
ვიურმული ეპოქა (ვიურმი, ვიურმული გამყინვარება) - ალპების უკანასკნელი პლეისტოცენური მყინვარული ეპოქის სახელწოდება.
ვიურტემბერგი - ისტორიული ოლქი გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მისი ცენტრია ქალაქი შტუტგარტი.
ვიურცბურგი - ქალაქი გერმანიის ბავარიის მხარეში, პორტი მდინარე მაინზე (130 ათასი)
ვიურცი შარლ ადოლფ - ფრანგი ქიმიკოსი (1817 - 1884 წწ).
ვიფ! - იგივეა, რაც იფ!
ვიფი - საწყავია, სამთა მოდთა დამტევნელი, რომელ არს სატო (საბა).
ვიქსა - ქალაქი რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში (65 ათასი).
ვიქსელი კნუტ - შვედი ეკონომისტი (1851-1926 წწ).
ვიქსი - სოფელი საფრანგეთის ქალაქ შატიიონთან, სადაც 1963 წელს ანტიქური ეპოქის ნასახლარი აღმოაჩინეს.
ვიქტიმოლოგია - კრიმინოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ყველაფერს, რაც დაკავშირებულია დაზარალებულ პიროვნებასთან, კერძოდ მის ფსიქოლოგიურ თუ მორალურ თვისებებთან.
ვიქტორენკო ალექსანდრე - რუსი კოსმონავტი, 1987-90 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1947 წელს).
ვიქტორი (ვიქტორ-პერენი) კლოდ - საფრანგეთის მარშალი, რევოლუციური და ნაპოლეონის ომების მონაწილე (1764-1841 წწ).
ვიქტორია
(ვიქტორია ნიანზა, უკერევე) ტბა ტანზანიის, უგანდის და კენიის საზღვარზე, ზღვის დონიდან 1134 მეტრ სიმაღლეზე, სიღრმე 80 მეტრამდე.
კუნძული კანადის არქტიკულ არქიპელაგში, ეკუთვნის კანადას.
მდინარე ავსტრალიაში, ერთვის ტიმორის ზღვის ჟოზეფ-ბონაპარტის ყურეს.
ქალაქი კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის ადმინისტრაციული ცენტრი, წყნარი ოკეანისპირა პორტი (70 ათასი).
სეიშელის კუნძულების დედაქალაქი, პორტი ინდოეთის ოკეანის პირას (25 ათასი).
შტატი სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიაში (ადმინისტრაციული ცენტრი - მელბურნი).
კუნძული ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში, ეკუთვნის რუსეთის არხანგელსკის ოლქს.
(ვიქტორია-ფოლზი) - ჩანჩქერი მდინარე ზამბეზზე, სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი. სიმაღლე 120 მეტრი, სიგანე 1800 მეტრი.
იხილე სიანგანი..
დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს და ირლანდიის დედოფალი, ინდოეთის იმპერატრიცა (1876 წლიდან) 1837-1901 წლებში (1819-1901 წწ).
გამარჯვების ღმერთის რომაული სახელწოდება (იხილე ნიკე).
ვიქტორია- ბაღის ერთგვარი მსხვილი მარწყვი.
ვიქტორია-დე-ლას-ტუნასი - იხილე ლას-ტუნასი.
ვიქტორიანელები - ინგლისელ მოღვაწეთა პირობითი სახელი დედოფალ ვიქტორიას მეფობის (1837-1901) წლებში.
ვიქტორია-ნიანზა - ტბა, იხილე ვიქტორია.
ვიქტორია-ნილოსი - მდინარე ნილოსის სახელწოდება ვიქტორიის ტბიდან მობუტუ-სესე-სეკოს ტბამდე.
ვიქტორია-რეგია - წყლის მრავალწლოვანი მცენარე დუმფარისებრთა ოჯახისა, აქვს ორ მეტრამდე დიამეტრის მრგვალი ფოთლები, რომლებიც ცურავენ წყლის ზედაპირზე; გავრცელებულია ეკვატორულ სამხრეთ ამერიკაში.
ვიქტორიის მიწა - ანტარქტიდის ტერიტორიის ნაწილი.
ვიქტორინა (ლათ.) - ერთგვარი თამაში - პასუხების გაცემა კითხვებზე ცოდნის სხვადასხვა დარგიდან.
ვიღა - განუსაზღვრელი ნაცვალსახელი; აბა ვინ? მაშ ვინ?
ვიღაც - განუსაზღვრელი ნაცვალსახელი; რომელიღაც ადამიანი, უცნობი პიროვნება.
ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1967 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ნანა მჭედლიძე. სცენარის ავტორები - რევაზ ინანიშვილი და ნანა მჭედლიძე. დამდგმელი ოპერატორი - ლევან ნამგალაშვილი. კომპოზიტორი - იაკობ ბობოხიძე. მთავარ როლებში: სოფიკო ჭიაურელი, ჟუჟუნა დუგლაძე, ბუხუტი ზაქარიაძე, გია კობახიძე, ნუნუ მაჭავარიანი, ჩიტოლია ჩხეიძე, ეროსი მანჯგალაძე, კარლო საკანდელიძე, იპოლიტე ხვიჩია, ელენე ჩოხელი.
ვიღაც-ვიღაცები - უცნობი პიროვნებები, ვინმეები.
ვიშ! - ქართული ენის შორისდებული; გამოხატავს: 1) აღტაცებას. 2) მწუხარებას, დანანებას.
ვიშა
დაბა რუსეთის მორდოვეთის რესპუბლიკაში.
(ნოქსა) მდინარე რუსეთის რიაზანისა და პენზის ოლქებში და მორდოვეთის რესპუბლიკაში, ცნის მარჯვენა შენაკადი.
ვიშაუსი ერიკ - გერმანული წარმოშობის ამერიკელი გენეტიკოსი, 1995 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ე. ლუისთან და ქ.ნიუსლაინ-ფოლარდთან ერთად (დაიბადა 1947 წელს).
ვიშაქადატა - ინდოელი დრამატურგი, წერდა სანსკრიტზე (VII საუკუნე, სხვა ცნობებით - V-VI სს).
ვიშაქაპატნამი - ქალაქი ინდოეთის ანდჰრა-პრადეშის შტატში, ბენგალის ყურისპირა პორტი (750 ათასი).
ვიშგოროდი - ქალაქი უკრაინის კიევის ოლქში.
ვიშენსკი ივანე - XV-XVI საუკუნეების უკრაინელი მწერალი.
ვიშერა
მდინარე რუსეთის კომის რესპუბლიკაში, ვიჩეგდის მარჯვენა შენაკადი.
მდინარე რუსეთის ნოვგოროდის ოლქში, ვოლხოვის მარცხენა შენაკადი.
მდინარე რუსეთის პერმის ოლქში, კამის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 415 კილომეტრი).
ვიშესლავსკი ლეონიდ - რუსი პოეტი (დაიბადა 1914 წელს).
ვიშვადევა - ვედურ და ინდუისტურ მითოლოგიაში ღმერთების კრებული.
ვიშვაკარმანი - ვედურ და ინდუისტურ მითოლოგიაში - ღმერთი-შემოქმედი, ყოვლისმხილველი და ყოვლისმცოდნე, ღვთიური მასწავლებელი.
ვიშვარუპა - ვედურ და ინდუისტურ მითოლოგიაში - სამთავიანი დემონი.
ვიშვიში - იგივეა, რაც ვიში1.
ვიში
(ვიშის ძახილი) - ოხვრა, მოთქმა.
ქალაქი-კურორტი ცენტრალურ საფრანგეთში, ალიეს დეპარტამენტში (65 ათასი).
მინერალური წყალი, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ვიშიში ამოდის.
საფრანგეთის 1940-44 წლების კოლაბორაციონისტული რეჟიმის ზოგადად მიღებული სახელწოდება, სახელი ეწოდა ქალაქ ვიშის მიხედვით, საიდანაც მართავდნენ ქვეყანას ა.ფ.პატენის ხელისუფლების წარმომადგენლები.
ვიშინსკი ანდრეი - საბჭოთა კავშირის პროკურორის მოადგილე და პროკურორი 1933-39 წლებში, 30-იან წლებში განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიების ერთ-ერთი ორგანიზატორი (1883-1954 წწ).
ვიშკოვი - დაბა რუსეთის ბრიანსკის ოლქში.
ვიშკოვო - დაბა უკრაინის იმიერკარპატების ოლქში.
ვიშნევეცი - დაბა უკრაინის ტერნოპოლის ოლქში.
ვიშნევოგორსკი - დაბა რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში.
ვიშნევოე - ქალაქი უკრაინის კიევის ოლქში.
ვიშნევსკაია გალინა - ოპერის რუსი მომღერალი (სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მ.ლ.როსტროპოვიჩის მეუღლე, მოღვაწეობდა მოსკოვის დიდ თეატრში (დაიბადა 1926 წელს).
ვიშნევსკი ვსევოლოდ - რუსი მწერალი (1900-1951 წწ).
ვიშნია ოსტაპ (ნამდვილი სახელი და გვარი პაველ გუბენკო) - უკრაინელი მწერალი, სატირიკოსი (1889-1956 წწ).
ვიშნიაკოვი ივან - რუსი ფერმწერი (1699-1761 წწ).
ვიშნი-ვოლოჩოკი - ქალაქი რუსეთის ტვერის ოლქში.
ვიშნი-ვოლოჩოკის სერი - მდებარეობს ვალდაის მაღლობის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთის ტვერისა და ნოვგოროდის ოლქებში.
ვიშნიოვკა - დაბა მოლდავეთში.
ვიშნიოვოე
დაბა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში.
დაბა უკრაინის კიევის ოლქში.
დაბა უკრაინის დონეცკის ოლქში.
ვიშნუ - ვედური რელიგიის უზენაესი არსება, ბრაჰმანიზმსა და ინდუიზმში უზენაესი მფარველი-ღმერთი; ვიშნუს თაყვანს სცემენ კრიშნასა და რამას გამოხატულებებში.
ვიშნუიზმი (ვაიშნავიზმი) - შივაიზმთან ერთად ინდუიზმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. გავრცელებულია ძირითადად ჩრდილოეთ ინდოეთში.
ვიშუდიმაგა - „სიწმინდის გზა“, პალის ლეგენდების კრებული.
ვიჩეგდა - მდინარე რუსეთის კომის რესპუბლიკასა და არხანგელსკის ოლქში, ჩრდილოეთ დვინის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 1130 კილომეტრი).
ვიჩეგოდსკი - დაბა რუსეთის არხანგელსკის ოლქში.
ვიჩენცა - ქალაქი იტალიის ვიჩენცის პროვინციაში (110 ათასი).
ვიჩნაში - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
ვიჩუგა - ქალაქი რუსეთის ივანოვოს ოლქში (46 ათასი).
ვიჩულკოვსკი ლეონ - პოლონელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1852-1936 წწ).
ვიცე (ლათ.) - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა, რომელიც აღნიშნავს „დამხმარეს“, „მოადგილეს“ თანამდებობრივად.
ვიცი კონრად - შვეიცარიელი ფერმწერი (1400-ის შემდეგ - 1446-მდე).
ვიცინი გიორგი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1918-2001 წწ).
ვიცლებენი ერვინ - ფაშისტური გერმანიის გენერალ-ფელდმარშალი (1881-1944 წწ).
ვიცმუნდირი (ლათ.) - ძველ რუსეთში სამოქალაქო მოხელეთა ფორმის ტანსაცმელი, ფორმის ფრაკი ან სერთუკი.
ვიცხა - მდინარე გორის მუნიციპალიტეტში, თეძმის მარცხენა შენაკადი.
ვიძემე - ისტორიული ოლქი ლატვიაში.
ვიძემეს მაღლობი - მდებარეობს ლატვიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
ვიძი - დაბა ბელორუსიის ვიტებსკის ოლქში.
ვიწრო
მცირე განის მქონე (განიერის საპირისპირო).
მცირე ფართობის მქონე, პატარა (ფართოს საპირისპირო).
ფეხზე, ტანზე მეტად მჭიდროდ მომდგარი.
(გადატანით) განსაზღვრულ ფარგლებში მოქცეული, შეზღუდული, შემოფარგლული.
(ჩვეულებრივ მრავლობითში - ვიწროები) იგივეა, რაც ვიწრობი.
ვიწრობი - ვიწრო გასასვლელი მთებში.
ვიწროობა - ვიწროდ ყოფნა, ფართობის სიმცირე.
ვიხერტი ემილ - გერმანელი ფიზიკოსი და გეოფიზიკოსი (1861-1928 წწ).
ვიხერტი ერნსტ - გერმანელი მწერალი (1887-1950 წწ).
ვიხმა - დაბა ესტონეთში.
ვიხორევკა - ქალაქი რუსეთის ირკუტსკის ოლქში (25 ათასი).
ვიჯაიავადა - ქალაქი სამხრეთ ინდოეთში, ანდჰრა-პრადეშის შტატში (700 ათასი).
ვიჯაიანაგარი - ყოფილი ფეოდალური სახელმწიფო სამხრეთ ინდოეთის ტერიტორიაზე.
ვიჯევანო - ქალაქი იტალიის პავიის პროვინციაში.
ვიჰანდუ - მდინარე ესტონეთში, ერთვის ფსკოვის ტბას.
ვიჰანი ჰანუშ - ჩეხი ვიოლონჩელისტი (1855-1920 წწ).
ვიჰარა (სანსკრ. „წმინდა სავანე“) - ტაძარი, მონასტერი ბუდისტურ სამყაროში.
ვიჰორლატი - მთის მასივი ჩეხეთში, აღმოსავლეთ კარპატებში.
![]() |
2.8 ვლ |
▲back to top |
ვლადი მარინა (ნამდვილი გვარი პოლიაკოვა-ბაიდაროვა) - რუსული წარმოშობის ფრანგი კინომსახიობი ქალი, ვლადიმერ ვისოცკის მეუღლე (დაიბადა 1938 წელს).
ვლადიგეროვი პანჩო - ბულგარელი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი და პედაგოგი (1899 - 1978 წწ).
ვლადიგეროვი ტოდორ - ბულგარელი ეკონომისტი და საზოგადო მოღვაწე (1898-1967 წწ).
ვლადივოსტოკი - ქალაქი რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, წყნარი ოკეანის პირას, პრიმორიეს მხარის ადმინისტრაციული ცენტრი (610 ათასი).
ვლადიკავკაზი (1931-44 და 1954-90 წლებში ორჯონიკიძე, 1944-54 წლებში ძაუჯიკაუ) - რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა ალანიის დედაქალაქი, გაშენებულია მდინარე თერგის ნაპირებზე (310 ათასი).
ვლადილენა - მცირე პლანეტა მზის სისტემაში (¹852), დიამეტრი დაახლოებით 10 კილომეტრი. აღმოჩენილ იქნა 1916 წელს.
ვლადიმირი - ქალაქი რუსეთის ევროპულ ნაწილში, მდინარე კლიაზმაზე, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (340 ათასი).
ვლადიმირესკუ ტუდორ - ვლახეთის 1821 წლის აჯანყების ხელმძღვანელი (1780-1821 წწ).
ვლადიმირეცი - დაბა უკრაინის როვნოს ოლქში.
ვლადიმირ-ვოლინსკი - ქალაქი უკრაინის ვოლინის ოლქში (40 ათასი).
ვლადიმიროვა ლია (ნამდვილი სახელი და გვარი იულია ხრომჩენკო) - რუსი მწერალი ქალი (დაიბადა 1938 წელს).
ვლადიმიროვი ევგენი - რუსი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1957 წელს).
ვლადიმიროვი ივან - რუსი ფერმწერი (1869-1947 წწ.
ვლადიმიროვი იგორ - რუსი თეატრის რეჟისორი, მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1919-1999 წწ).
ვლადიმიროვი - ბალეტის რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობს მოსკოვის დიდ თეატრში (დაიბადა 1942 წელს).
ვლადიმიროვკა - დაბა უკრაინის დონეცკის ოლქში.
ვლადიმირცოვი ბორის - რუსი აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგი, ისტორიკოსი, აკადემიკოსი (1884-1931 წწ).
ვლადიმოვი (ნამდვილი გვარი ვოლოსევიჩი) გიორგი - რუსი მწერალი (დაიბადა 1931 წელს).
ვლადისლავ I (ლოკიეტეკი) - პოლონეთის მეფე (1260/61 - 1333 წწ).
ვლადისლავ II - პოლონეთის მეფე, იხილე იაგელო.
ვლადისლავ II (იაგელონი) - ჩეხეთისა და უნგრეთის მეფე (1456-1516 წწ).
ვლადისლავ IV (ვაზა) - პოლონეთის მეფე (1595-1648 წწ).
ვლადისლავოვი - ლიტვის ქალაქ კუდირკოს-ნაუმესტისის სახელი 1934 წლამდე.
ვლადისლავსკი ვლადიმირ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოვაწეობდა მოსკოვის მცირე თეატრში (1891-1970 წწ).
ვლადომირსკი (ნამდვილი გვარი მალეიკო) ვლადიმირ - ბელორუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1893-1971 წწ).
ვლაიკოვი ტოდორ (ფსევდონიმი ვესელინი) - ბულგარელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1865-1943 წწ).
ვლამინკი მორის დე - ფრანგი ფერმწერი (1876-1958 წწ).
ვლარდინგენი - ქალაქი ნიდერლანდის სამხრეთ ჰოლანდიის პროვინციაში.
ვლასენკო ლევ - რუსი პიანისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1928 წელს).
ვლასოველები - საბჭოთა კავშირის მოღალატეები, რომლებიც II მსოფლიო ომის დროს გერმანელთა მხარეზე იბრძოდნენ. სახელი ეწოდა გენერალ ანდრეი ვლასოვის მიხედვით, რომელიც 1942 წელს ტყვედ ჩაბარდა ჰიტლერელებს.
ვლასოვი ალექსანდრე - რუსი არქიტექტორი, კიევის და მოსკოვის მთავარი არქიტექტორი (1900-1962 წწ).
ვლასოვი ანდრეი - „რუსეთის განმათავისუფლებელი არმიის“ ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი; 1942 წელს ჩაბარდა ჰიტლერელებს ტყვედ; 1945 წელს შეიპყრეს საბჭოთა ჯარებმა და ჩამოახრჩეს სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით (1901-1946 წწ).
ვლასოვი იური - რუსი სპორტსმენი (ძალოსანი) და მწერალი; 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ზემძიმე წონაში (დაიბადა 1935 წელს).
ვლასოვკა - დაბა უკრაინის კიროვოგრადის ოლქში.
ვლასოვო - დაბა რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.
ვლახეთი (ასევე ვალაქია, ჭალაცჰია; რუმინ. თარა ღომანეასცა ან „რუმინული მიწა“) - ისტორიული ოლქი სამხრეთ რუმინეთში, კარპატებსა და დუნაის შორის.
ვლახეთის დაბლობი - ქვემო დუნაის ვაკის სახელწოდება რუმინეთში.
ვლაჰუცე ალექსანდრე - რუმინელი მწერალი (1858-1919 წწ).
ვლერა
1) ადრიატიკის ზღვის ყურე ალბანეთის სანაპიროსთან.
2) ქალაქი-პორტი ალბანეთში (70 ათასი).
ვლეხები - არომუნების ალბანური სახელი.
ვლონა - იხილე ვლორა.
ვლორა (ვლონა) - ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ალბანეთში.
ვლოცლავეკი - ქალაქი პოლონეთის ვლოცლავეკის სავოევოდოში, პორტი მდინარე ვისლაზე (120 ათასი).
ვლტავა - მდინარე ჩეხეთში, ელბის (ლაბის) მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 446 კილომეტრი).
![]() |
2.9 ვნ |
▲back to top |
ვნება
ზიანი.
ძლიერი გრძნობა, უზომო გატაცება.
ძლიერი თავშეუკავებელი ხორციელი მისწრაფება, ხორციელი სიყვარული.
ვნებააშლილი - ვნებით შეპყრობილი.
ვნებანი (პასიონი) - სახარების ტექსტზე (იუდას ღალატი, ქრისტეს დატყვევება და წამება) აგებული მუსიკალური ნაწარმოები, კათოლიკურ ღვთისმსახურებაში შემოიღეს IV საუკუნიდან.
ვნებიანი - ვნების ამყოლი, ვნებამორეული, ვნების აღმძვრელი.
ვნებითი გვარი - ზმნის ფორმა, რომელშიც მოქმედების პროცესი წარმოდგენილია რეალური ობიექტიდან ამოსვლით, როცა ობიექტი თავად განიცდის მოქმედებას (მოქმედებითი გვარის საპირისპირო).
ვნებული - ვისაც, რასაც ავნეს.
ვნუკოვო
ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (15 ათასი).
მოსკოვის ერთ-ერთი ძირითადი აეროპორტი.
![]() |
2.10 ვო |
▲back to top |
ვო - ინგლისელი მწერალი ძმები:
1) ელიკ (1898-1985 წწ).
2) ივლინ (1903-1966 წწ).
ვოან უილიამზი რალფ - ინგლისელი კომპოზიტორი და ორგანისტი (1872-1958 წწ).
ვობანი სებასტიან ლე პრეტრ დე - სამხედრო ინჟინერი, საფრანგეთის მარშალი (1633-1707 წწ).
ვობი - ძველი ქართული წარმართული პანთეონის სადავო სახე, ჭექა-ქუხილის მეხთამტეხი ღმერთი.
ვოგეზი - დეპარტამენტი საფრანგეთში.
ვოგეზები - მთები საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
ვოგეზთა მოედანი (ფრანგ. Place des Vosges) - პარიზის ყველაზე ძველი მოედანი. მდებარეობს მარეს კვარტალში და წარმოადგენს კვადრატს (140 მ გვერდებით). 1799 წლამდე სამეფო მოედანი ერქვა (Place Royale). ამჟამინდელი სახელწოდება ვოგეზის დეპარტამენტის მცხოვრებთა საპატივცემლოდ მიიღო, რომლებმაც რევოლუციური არმიისთვის გადასახადების გადახდა საკუთარი ნებით დაიწყეს.
ვოგელკოპი - იხილე ჩენდრავასიჰი.
ვოგიუე ეჟენ მელკიორ დე - ფრანგი მწერალი და ლიტერატურის ისტორიკოსი (1848-1910 წწ).
ვოგულკა - მდუნარე რუსეთის ტიუმენის ოლქში, მდინარე პატარა ობის მარცხენა შენაკადი.
ვოდანი (ვოტანი) - ძველ გერმანულ მითოლოგიაში უმაღლესი ღვთაება - ქარისა და ქარიშხლის, აგრეთვე ომისა და ვაჭრობა-ზღვაოსნობის ღმერთი (სკანდინავიურ მითოლოგიაში მას შეესაბამება ოდინი).
ვოდევილი (ფრანგ.) - მცირე კომედიური სპექტაკლის სახეობა, რაშიც ჩართულია სიმღერები და ცეკვები.
ვოდევილისტი - ვოდევილების ავტორი.
ვოდი - ფინეთის ყურის სამხრეთით, ნოვგოროდის ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მცხოვრები ბალტიისპირულ-ფინური ტომი.
ვოდიანოი მიხაილ - უკრაინელი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა ოდესის მუსიკალური კომედიის თეატრში (1924-1987 წწ).
ვოდიანსკოე - დაბა უკრაინის დონეცკის ოლქში.
ვოდლა - მდინარე რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში, ერთვის ონეგის ტბას.
ვოდლოზერო - ტბა რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში (საშუალო სიღრმე 3 მეტრი).
ვოდნი - დაბა რუსეთის კომის რესპუბლიკაში.
ვოდნიკი - დაბა უზბეკეთის ყარაყალპაკეთის რესპუბლიკაში.
ვოდნიკი ვალენტინ - სლოვენი მწერალი (1758-1819 წწ).
ვოდნიკი - სპორტული ორგანიზაცია ყოფილ საბჭოთა კავშირში.
ვოდოპიანოვი მიხაილ - მფრინავი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1899-1980 წწ).
ვოდსტროი - დაბა რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში.
ვოევოდა (რუს.)
მხედართმთავარი, მმართველი სლავ ხალხს შორის. ამგვარი ცნება ცნობილია X საუკუნიდან.
პოლონეთში - სავოევოდოს უფროსი.
ვოევოდინა - ავტონომიური მხარე იუგოსლავიის სერბიის რესპუბლიკაში. ადმინისტრაციული ცენტრი - ნოვი-სადი.
ვოევოლიხანი - მდინარე რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში, კოტუის მარჯვენა შენაკადი.
ვოეიკოვი ალექსანდრე - რუსი პოეტი (1779-1839 წწ).
ვო ვან კიეტი - ვიეტნამის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1991 წლიდან (დაიბადა 1923 წელს)
ვოვენარგი ლუკ დე კლაპიე - ფრანგი მწერალი, მორალისტი, მარკიზი, ვოლტერის მეგობარი (1715-1747 წწ).
ვოვჩოკი მარკო (ნამდვილი სახელი და გვარი მარია ვილინსკაია მარკოვიჩი) - უკრაინელი და რუსი მწერალი ქალი (1833-1907 წწ).
ვოზნესენიე - დაბა რუსეთის ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგის) ოლქში.
ვოზნესენსკაია იულია (ნამდვილი გვარი ოკულოვა) - რუსი მწერალი ქალი (დაიბადა 1940 წელს).
ვოზნესენსკი ანდრეი - რუსი პოეტი (დაიბადა 1933 წელს).
ვოზნესენსკი - ქალაქი უკრაინის ნიკოლაევის ოლქში (45 ათასი).
ვოზნესენსკოე - დაბა რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.
ვოზნიაკი სტივ - კომპიუტერული სფეროს ამერიკელი დიზაინერი, ფირმა Apple-ის ერთ-ერთი დამაარსებელი (დაიბადა 1950 წელს).
ვოზჟაევკა - დაბა რუსეთის ამურის ოლქში.
ვოზროჟდენიე - დაბა რუსეთის სარატოვის ოლქში.
ვოიამპოლკა - მდინარე რუსეთის კამჩატკის ოლქში, ერთვის შელიხოვის ყურეს.
ვოიანი ედუარდ - ჩეხი მსახიობი (1853-1920 წწ).
ვოიაჟი (ფრანგ.) - მგზავრობა, მოგზაურობა.
ვოიაჟორი
იგივეა, რაც კომივოიაჟორი.
მოგზაური.
ვოიაჯერი
მზის სისტემის შორეული პლანეტების კვლევისათვის განკუთვნილი ამერიკული კოსმოსური აპარატი. პირველად გაშვებულ იქნა 1977 წელს.
თვითმფრინავი, რომლითაც 1986 წელს განხორციელდა პირველი ფრენა დედამიწის გარშემო დაშვების გარეშე.
ვოივოჟი - დაბა რუსეთის კომის რესპუბლიკაში.
ვოინაროვსკა ცეზარინა ვანდა - პოლონეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე ქალი (1861-1911 წწ).
ვოიკოვო - დაბა უკრაინის დონეცკის ოლქში.
ვოიკოვსკი - დაბა უკრაინის დონეცკის ოლქში.
ვოინილოვი - დაბა უკრაინის ივანო-ფრანკოვსკის ოლქში.
ვოინიჩი (ქალიშვილობის გვარი ბული) ეთელ ლილიან - ინგლისელი მწერალი ქალი (1864-1960 წწ).
ვოინოვი კონსტანტინ - რუსი კინორეჟისორი და მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1918-1995 წწ).
ვოინოვიჩი ვლადიმირ - რუსი მწერალი (დაიბადა 1932 წელს).
ვოინოვიჩი ივო - ხორვატი მწერალი (1857-1929 წწ).
ვოისი ჩარლზ ფრენსის ექსლი - ინგლისელი არქიტექტორი (1857-1941 წწ).
ვოიტესი მარგარიტა - ესტონელი მომღერალი ქალი, კოლორატურული სოპრანო, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1936 წელს).
ვოიტი იონ - ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი, პროდიუსერი (დაიბადა 1938 წელს).
ვოიტიშეკი ვაცლავ - ჩეხი ისტორიკოსი (1883-1975 წწ).
ვოიტოვცი - დაბა უკრაინის ხმელნიცკის ოლქში.
ვოიციეხოვსკი სტანისლავ - პოლონეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1869-1953 წწ).
ვოკაბულა (ლათ.) - სალექსიკონო სტატიის სასათაურო სიტყვა.
ვოკაბულარი - ქრესტომათიის, სახელმძღვანელოს ან მისი ცალკეული ნაწილის ლექსიკონი.
ვოკალი (იტალ.) - ხმით შესრულება მუსიკალური ნაწარმოებისა.
ვოკალიზაცია
სავარჯიშო მღერა მხოლოდ ხმოვანი ბგერებით.
სტენოგრაფიაში ხმოვნების გამოსახვა თანხმოვანთა გამოსახულების თავისებურად შეცვლით.
ვოკალიზი (ფრანგ.) - მუსიკალური ნაწარმოები უსიტყვოდ სიმღერისათვის.
ვოკალიზმი - ამა თუ იმ ენის ხმოვანი ფონემების შემადგენლობა.
ვოკალისტი
ვოკალური ხელოვნების სპეციალისტი, მომღერლის ხმის დაყენების სპეციალისტი.
პროფესიონალი მომღერალი.
ვოკალური - სასიმღერო.
ვოკანსონი ჟაკ დე - ფრანგი მექანიკოსი (1709-1782 წწ).
ვოკზალი (ინგლ. Vauxhall) - გასართობი დაწესებულება ლონდონის სიახლოვეს (XVII საუკუნე), საიდანაც წარმოიშვა რუსული სინამდვილის „ვაგზალი“, როგორც სადგურთან ახლოს მდებარე მოსაცდელ-გასართობი დაწესებულების მოსახსენიებელი სიტყვა.
ვოკლენი ლუი ნიკოლა - ფრანგი ქიმიკოსი (1763-1829 წწ).
ვოკლუზი
დეპარტამენტი საფრანგეთში.
ვოკლუზი - მიწისქვეშა მდინარე, დედამიწის ზედაპირზე წყაროდ გამოსული.
ვოკულერი ჟერარ ანრი - ამერიკელი ასტრონომი, იკვლევდა მარსს (დაიბადა 1918 წელს).
ვოლანი (ფრანგ.)
ბადმინტონის სათამაშო ინვენტარი, კორპის ან პლასტიკური ძაბრისებური ბურთი.
კაბის ნაწიბურის მორთულობა ერთგვარი; არშია.
ვოლაპიუკი - ერთ-ერთი ხელოვნური ენა, რომლის გამოყენებასაც ცდილობდნენ საერთაშორისო ენად (გამოიგონა გერმანელმა მღვდელმა მარტინ შლაიერმა, 1880 წელს).
ვოლასტონი უილიამ ჰარდ - ინგლისელი მეცნიერი, პალადიუმის და პლატინის პირველაღმომჩენი (1766-1828 წწ).
ვოლასტონიტი - სილიკატების კლასის მინერალი.
ვოლდერსი ჟან - ბელგიის პოლიტიკური მოღვაწე (1855-1896 წწ).
ვოლგა
(უძველესი სახელი - რა, შუა საუკუნეებში - ითილი, იტილი) მდინარე რუსეთის ევროპულ ნაწილში, ევროპის უდიდესი მდინარე, ერთვის კასპიის ზღვას (სიგრძე - 3530 კილომეტრი).
დაბა რუსეთის იაროსლავლის ოლქში.
(ГАЗ-21, ГАЗ-24) - რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში (ყოფილი - გორკი) წარმოებული მსუბუქი ავტომობილების მარკის სახელი.
ვოლგემუტი მიხაელ - გერმანელი ფერმწერი და გრავიორი, ნიურნბერგის სკოლის წარმომადგენელი (1434-1519 წწ).
ვოლგინსკი - დაბა რუსეთის ვლადიმირის ოლქში.
ვოლგის კრასნოე - დაბა რუსეთის კოსტრომის ოლქში.
ვოლგისპირა მაღლობი - მდებარეობს მდინარე ვოლგის მარჯვენა ნაპირეთში.
ვოლგის წყალსაცავი - მდებარეობს მდინარე ვოლგის ზემოეთში, რუსეთის ტვერის ოლქში.
ვოლგო - ტბა მდინარე ვოლგის ზემო დინებაში, ვალდაის მაღლობზე.
ვოლგოგრადი (1925 წლამდე - ცარიცინი, 1961 წლამდე - სტალინგრადი) - ქალაქი რუსეთის ევროპული ნაწილის აღმოსავლეთით, პორტი მდინარე ვოლგაზე, საოლქო ცენტრი (1 მილიონი)
ვოლგოგრადის წყალსაცავი - მდებარეობს მდინარე ვოლგაზე, რუსეთის ვოლგოგრადისა და სარატოვის ოლქებში.
ვოლგოდონსკი - ქალაქი რუსეთის როსტოვის ოლქში (180 ათასი).
ვოლგო-კასპიისკი - დაბა რუსეთის ასტრახანის ოლქში.
ვოლგორეჩენსკი - დაბა რუსეთის კოსტრომის ოლქში.
ვოლდემარასი აუგუსტინას - ლიტველი პოლიტიკური მოღვაწე, პროფესორი, 1918 წელს ლიტვის მთავრობის მეთაური (1883-1942 წწ).
ვოლეი (ვოლი) - ბურთის მიღება ჰაერშივე (მაგალითად, ჩოგბურთში).
ვოლვო - მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მწარმოებელი შვედური კომპანია. დაარსებულია 1927 წელს. შტაბ-ბინა მდებარეობს გეტებორგში.
ვოლვოქსი (ლათ.) - მოძრავი მწვანე წყალმცენარე; აქვს სფეროს მოყვანილობა (დიამეტრი 0.2 - 3 მმ). ცხოვრობს დამდგარ მტკნარ წყლებში.
ვოლი - მდინარე რუსეთის კომის რესპუბლიკაში, ვიჩეგდის მარჯვენა შენაკადი.
ვოლია - მდინარე რუსეთის ტიუმენის ოლქში, ჩრდილოეთის სოსვის მარცხენა შენაკადი.
ვოლიერი (ფრანგ.) - შემოღობილი ადგილი, სათავსი ცხოველებისა და ფრინველებისათვის.
ვოლინი - ქალაქი პოლონეთის შჩეცინის სავოევოდოში.
ვოლინის მაღლობი - მდებარეობს ბუგისა და კორჩიკის შუამდინარეთში, უკრაინის ვოლინის, როვნოსა და ხმელნიცკის ოლქებში.
ვოლინკა (რუს.) - ხალხური სასულე ენაკიანი მუსიკალური საკრავი, რომელშიც ჰაერის რეზერვუარად გამოყენებულია ცხოველის ტყავი ან ბუშტი.
ვოლინოვი ბორის - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, 1969 და 1976 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1934 წელს).
ვოლკამერია (ლათ.) - ტროპიკული დეკორატიული მცენარე, აქვს სურნელოვანი ყვავილები.
ვოლკანო - იხილე ვულკანო.
ვოლკერი ირჟი - ჩეხი პოეტი (1900-1924 წწ).
ვოლკი იგორ - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, 1984 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1937 წელს).
ვოლკოვი ალექსანდრე - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, 1985, 1987, 1991-92 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1948 წელს).
ვოლკოვი ალექსანდრე - რუსი მწერალი (1891-1977 წწ).
ვოლკოვი ალექსანდრე - რუსი ფერმწერი (1886-1957 წწ).
ვოლკოვი ბორის - თეატრის რუსი მხატვარი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1900-1970 წწ).
ვოლკოვი ვლადისლავ - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, 1969, 1971 წლების ფრენის მონაწილე, გ.დობროვოლსკისთან და ს.პაცაევთან ერთად დაიღუპა კოსმოსიდან დაშვებისას (1935 - 1971 წწ).
ვოლკოვი თედორე - რუსი მსახიობი და თეატრალური მოღვაწე, პირველი ეროვნული თეატრის ერთ-ერთი შემქმნელი (1729-1763 წწ).
ვოლკოვი ოლეგ - რუსი მწერალი, პუბლიცისტი (1900-1996 წწ).
ვოლკოვინცი - დაბა უკრაინის ხმელნიცკის ოლქში.
ვოლკოვისკი - ქალაქი ბელორუსიის გროდნოს ოლქში.
ვოლკონსკაია ზინაიდა - რუსი მწერალი ქალი (1789-1862 წწ).
ვოლკონსკი ანდრეი - რუსი კომპოზიტორი (დაიბადა 1933 წელს).
ვოლკოვი მიხაილ - რუსი მწერალი, დრამატურგი (1860-1917 წწ).
ვოლკოვი სერგეი - დეკაბრისტი, გენერალ-მაიორი (1788-1865 წწ).
ვოლკოვი სერგეი - რუსი მწერალი (1860-1937 წწ).
ვოლმარი - ლატვიის ქალაქ ვალმიერას ოფიციალური სახელი 1917 წლამდე.
ვოლნეი (ვოლნე) კონსტანტინ ფრანსუა - ფრანგი განმანათლებელი, ფილოსოფოსი, პოლიტიკური მოღვაწე, ორიენტალისტი (1757-1820 წწ).
ვოლნი მარტინ ევალდ - გერმანელი აგრონომი, ნიადაგმცოდნე, ფიზიკოსი, მეცნიერული აგრონომიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1757 - 1820 წწ).
ვოლნიანსკი - ქალაქი უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში.
ვოლნოგორსკი - ქალაქი უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში (25 ათასი).
ვოლნოვახა - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში (26 ათასი).
ვოლნოვი გენადი - რუსი სპორტსმენი, კალათბურთელი, 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (დაიბადა 1939 წელს).
ვოლკოვი ივან - რუსი მწერალი (1885-1931 წელს).
ვოლნუხინი სერგეი - რუსი მოქანდაკე (1859-1921 წწ).
ვოლოგდა
ქალაქი რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილოეთით, მდინარე ვოლგაზე, საოლქო ცენტრი (300 ათასი).
მდინარე რუსეთის ვოლოგდის ოლქში, სუხონის მარჯვენა შენაკადი.
ვოლოდარკა - დაბა უკრაინის კიევის ოლქში
ვოლოდარსკი
ქალაქი რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.
დაბა უკრაინის ლუგანსკის ოლქში. 3) დაბა რუსეთის ასტრახანის ოლქში.
ვოლოდარსკ-ვოლინსკი - დაბა უკრაინის ჟიტომირის ოლქში.
ვოლოდარსკოე
დაბა უკრაინის დონეცკის ოლქში.
სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.
ვოლოდინი (ნამდვილი გვარი ლიფშიცი) ალექსანდრე - რუსი მწერალი, დრამატურგი (1919-2001 წწ).
ვოლოვეცი - დაბა უკრაინის იმიერკარპატების ოლქში.
ვოლოვო - დაბა რუსეთის ტულის ოლქში.
ვოლოკალამსკი - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.
ვოლოკონოვკა - დაბა რუსეთის ბელგოროდის ოლქში.
ვოლომინი - ქალაქი პოლონეთის ვარშავის სავოევოდოში.
ვოლონტე ჯან მარი - იტალიელი კინომსახიობი (1933-1994 წწ).
ვოლონტიორი და ვოლონტერი (ფრანგ.) - სამხედრო სამსახურში თავის ნებით წასული, მოხალისე.
ვოლონტირი მიხაი - მოლდაველი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1934 წელს).
ვოლოჟინი - ქალაქი ბელორუსიის მინსკის ოლქში.
ვოლოსი - ქალაქი-პორტი საბერძნეთის მაგნისიის ნომში.
ვოლოსოვო - დაბა რუსეთი ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგის) ოლქში.
ვოლოფი (უოლოფი) - სენეგალში მცხოვრები მუსლიმანური აღმსარებლობის ხალხი, ცხოვრობენ აგრეთვე მავრიტანიაში, გამბიასა და მალიში (4,4 მილიონი).
ვოლოშინი მაქსიმილიან (ნამდვილი გვარი კირიენკო-ვოლოშინი) - რუსი პოეტი (1877-1932 წწ).
ვოლოშკა
დაბა რუსეთის არხანგელსკის ოლქში.
(ვოლოჟკა) მდინარე რუსეთის არხანგელსკის ოლქში, მდინარე ონეგის მარცხენა შენაკადი.
ვოლოჩაევკა-ვტორაია - დაბა რუსეთის ხაბაროვსკის მხარის ებრაელთა ავტონომიურ ოლქში.
ვოლოჩისკი - ქალაქი უკრაინის ხმელნიცკის ოლქში (25 ათასი).
ვოლოჩკოვა ნატალია - ბალეტის რუსი მსახიობი ქალი, ცეკვავს მოსკოვის დიდ თეატრში (დაიბადა 1976 წელს).
ვოლოხონსკი ანრი - რუსი მწერალი (დაიბადა 1936 წელს).
ვოლპე ჯოაკინო - იტალიელი ისტორიკოსი (1876-1971 წწ).
ვოლპერტი ლარისა - რუსეთში მცხოვრები მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1926 წელს).
ვოლჟსკი
ქალაქი რუსეთის მარეთის რესპუბლიკაში (60 ათასი).
ქალაქი რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში (290 ათასი).
დაბა რუსეთის სამარის ოლქში.
ვოლსკები - იტალიის უძველესი ტომები, ცხოვრობდნენ მდინარე გარილიანოს ზემო და ქვემო დინებაში ტირენის ზღვის სანაპიროებამდე.
ვოლსი (ნამდვილი სახელი და გვარი ალფრედ შულცე) - გერმანული წარმოშობის ფრანგი მხატვარი (1913-1951 წწ).
ვოლსკი - ქალაქი რუსეთის სარატოვის ოლქში (70 ათასი).
ვოლსუნგები - ძველ ჩრდილოელ გერმანელ გმირთა თაობა, პროზაული ვერსიების და საფერხულო სიმღერების XIII საუკუნეში ჩაწერილი ამბების პერსონაჟები.
ვოლტა
მდინარე დასავლეთ აფრიკაში, ძირითადად განაში, ერთვის ატლანტის ოკეანის გვინეის ყურეს (სიგრძე - 1600 კილომეტრი).
ალესანდრო - იტალიელი ფიზიკოსი და ფიზიოლოგი, ელექტროობის შესახებ მოძღვრების ერთ-ერთი ფუძემდებელი (1745-1827 წწ).
ვოლტა (იტალ.) - მითითება იმისა, თუ რომელი ტაქტი დაიკრას პირველად და რომელი მეორედ (გამეორებისას).
ვოლტა - ბამბის მსუბუქი ქსოვილი.
ვოლტამეტრი - ხელსაწყო, რომლითაც ზომავენ ელექტროდენის ძალას მისი ქიმიური მოქმედების მიხედვით.
ვოლტ-ამპერი - ცვალებადი დენის მოჩვენებითი სიმძლავრის საზომი ერთეული.
ვოლტა-რედონდა - ქალაქი ბრაზილიის რიო-დე-ჟანეიროს შტატში (180 ათასი).
ვოლტერა ვიტო - იტალიელი მათემატიკოსი (1860-1940 წწ).
ვოლტერი (ნამდვილი სახელი და გვარი მარი ფრანსუა არუე) - ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი (1694-1778 წწ).
ვოლტერი შარლოტა - ავსტრიელი მსახიობი (1833 - 1897 წწ).
ვოლტერიანელი - ვოლტერის მიმდევარი; თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი.
ვოლტერიანელობა - XVIII-XIX საუკუნეების ზღვარზე რელიგიური და პოლიტიკური თავისუფალი აზროვნება, რაც დაკავშირებული იყო ვოლტერის შეხედულებებთან.
ვოლტი
ელექტროდენის ძაბვის საზომი ერთეული (ალესანდრო ვოლტას გვარის მიხედვით).
(ფრანგ.) ცხენის ნარნარი ტარება წრეზე.
(ფრანგ.) ბანქოს ჩაწყობა, თაღლითობა (აზარტული თამაშის დროს).
(ფრანგ.) ფარიკაობაში მოწინააღმდეგის დარტყმისაგან თავის არიდება.
ვოლტინიზმი (ვოლტინურობა) - მწერთა მრავალი ჯგუფის უნარი წელიწადში ერთიდან რამდენიმე თაობის მოცემისა.
ვოლტიჟირება - გაჭენებულ ცხენზე ვარჯიში, შეხტომა-ჩამოხტომა.
ვოლტიჟერები - მსუბუქი ქვეითი ჯარის სახეობა საფრანგეთის არმიაში 1804-71 წლებში, რომლის მეომრები ზუსტ სროლასა და დაზვერვაში იყვნენ დახელოვნებულნი.
ვოლტმეტრი - ელექტროწრედის ორ წერტილს შორის არსებული დენის ძაბვის გასაზომი ხელსაწყო.
ვოლტურნი (ვოლტურნუსი) - მდინარის რომაული ღვთაება, მისდამი მიძღვნილი დღესასწაულები იმართებოდა 27 აგვისტოს.
ვოლტურნო - მდინარე იტალიაში, ერთვის ტირენის ზღვის გაეტის ყურეს.
ვოლტფასი - უეცარი შემობრუნება სახით მდევრისაკენ.
ვოლუმეტრი (ვოლუმინომეტრი) - ხელსაწყო ფოროვანი სხეულების მოცულობის გასარკვევად.
ვოლუმკონტროლი - ბგერის ხმამაღლობის რეგულატორი; გამოიყენება რადიომიმღებებში, ხმის გამაძლიერებელ დანადგარებში.
ვოლუნტარიზმი
ფილოსოფიის მიმდინარეობა, რომელიც ყოველგვარი სინამდვილის საფუძვლად ადამიანის ნებას მიიჩნევს. როგორც დამოუკიდებელი მიმდინარეობა, პირველად შოპენჰაუერთან ჩამოყალიბდა.
მოღვაწეობა, რომელიც არსებულ სინამდვილეს ანგარიშს არ უწევს და ამა თუ იმ პიროვნების ნება-სურვილით ხორციელდება.
ვოლუპია
აპულეუსის მიხედვით, ფსიქეს ქალიშვილი.
განცხრომის ღმერთქალი რომაულ მითოლოგიაში.
ვოლუტა (ლათ.) - არქიტექტურული ორნამენტი, სპირალის მსგავსი ხვია, რომლის ცენტრში არის პატარა წრე („თვალი“).
ვოლფენი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის მხარეში (45 ათასი).
ვოლფი ვილჰელმ (ფსევდონიმი ლუპუსი) - გერმანელი რევოლუციონერი, კომუნისტთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი (1809-1864 წწ).
ვოლფი კასპარ ფრიდრიხ - ბუნებისმეტყველი, წარმოშობით გერმანელი, 1766 წლიდან მოღვაწეობდა რუსეთში, ემბრიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1734-1794 წწ).
ვოლფი კონრად - გერმანელი კინორეჟისორი (1925-1982 წწ).
ვოლფი კრისტა - გერმანელი მწერალი ქალი (დაიბადა 1929 წელს).
ვოლფი კრისტიან - გერმანელი ფილოსოფოსი (1679-1754 წწ).
ვოლფი მაქს - გერმანელი ასტროფიზიკოსი (1863-1932 წწ).
ვოლფი რუდოლფ - შვეიცარიელი ასტრონომი (1816-1896 წწ).
ვოლფი ფრიდრიხ - გერმანელი დრამატურგი (1888-1953 წწ).
ვოლფი ჰუგო - ავსტრიელი კომპოზიტორი და მუსიკის კრიტიკოსი (1860-1903 წწ).
ვოლფრამი (W) - ქიმიური ელემენტი, მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის ძნელდნობადი ლითონი; იყენებენ საიარაღო და სამაგნიტო ფოლადის, ვარვარა ელნათურის ძაფების დასამზადებლად, აგრეთვე საღებავების წარმოებაში. ატომური ნომერი 74, ატომური მასა 183,85.
ვოლფრამიტი - ვოლფრამის შემცველი მინერალი; მთავარი მადანი, რომლიდანაც იღებენ ვოლფრამს.
ვოლფრამ ფონ ეშენბახი - გერმანელი პოეტი-მინეზინგერი (დაახლოებით 1170 - 1220-ის შემდეგ).
ვოლფსბურგი - ქალაქი გერმანიის ქვემო საქსონიის მხარეში (130 ათასი).
ვოლჩანსკი
ქალაქი უკრაინის ხარკოვის ოლქში (25 ათასი).
ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
ვოლჩეიაროვკა - ქალაქი უკრაინის ლუგანსკის ოლქში.
ვოლჩეკი გალინა - რუსი რეჟისორი და მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1933 წელს).
ვოლჩია - მდინარე უკრაინის დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში, სამარის მარცხენა შენაკადი.
ვოლჩიხა - დაბა რუსეთის ალთაის მხარეში.
ვოლჩკოვი ნიკოლაი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1910 წელს).
ვოლხოვი
ქალაქი რუსეთის ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგის) ოლქში (50 ათასი).
მდინარე რუსეთის ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგის) და ნოვგოროდის ოლქებში, ერთვის ლადოგის ტბას (სიგრძე - 224 კილომეტრი).
ვოლხოვის წყალსაცავი - მდებარეობს მდინარე ვოლხოვზე, რუსეთის ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგის) და ნოვგოროდის ოლქებში.
ვოლხოვსკი - დაბა რუსეთის ნოვგოროდის ოლქში.
ვომაკა ვალტერ - გერმანელი ფერმწერი (დაიბადა 1925 წელს).
ვომანი გაბრიელა - გერმანელი მწერალი ქალი (დაიბადა 1932 წელს).
ვომბატი (ინგლ.) - პატარა ჩანთოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი; ბინადრობს ავსტრალიაში და კუნძულ ტასმანიაზე.
ვონა - კორეის (ჩრდილოეთისაც და სამხრეთისაც) ფულის ერთეულის სახელწოდება.
ვონგ კარვაი - ჩინელი რეჟისორი, 1990-იანი წლების ავანგარდული კინოს ერთ-ერთი ლიდერი (დაიბადა 1958 წელს).
ვო ნგუენ ზიაპი - ვიეტნამის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1911 წელს).
ვონდელი იოსტ ვან დენ - ჰოლანდიელი პოეტი და დრამატურგი (1587-1679 წწ).
ვონდრაკი ვაცლავ - ჩეხი ფილოლოგი (1859-1925 წწ).
ვონეგუტი კურტ - ამერიკელი მწერალი (დაიბადა 1922 წელს).
ვონსანი (გენზანი) - ქალაქი კორეის სახალხო დემოკრატიული რეპუბლიკის კანვონდოს პროვინციაში, პორტი იაპონიის ზღვაზე (275 ათასი).
ვონჯუ - ქალაქი სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში (175 ათასი).
ვოოგი ედგარ - შვეიცარიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1898-1973 წწ).
ვოპი - მდინარე რუსეთის სმოლენსკის ოლქში, დნეპრის მარჯვენა შენაკადი.
ვოჟაიოლი - დაბა რუსეთის კომის რესპუბლიკაში.
ვოჟეგა - დაბა რუსეთის ვოლოგდის ოლქში.
ვოჟეს ტბა - მდებარეობს რუსეთის ვოლოგდის ოლქში, ბელოეს ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით. სიღრმე 4,5 მეტრამდე.
ვორბულევი ნიკოლაი - უკრაინელი და ბელორუსი მომღერალი (ბარიტონი), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1917-1967 წწ).
ვორგა - დაბა რუსეთის სმოლენსკის ოლქში.
ვორგაშორი - დაბა რუსეთის კომის რესპუბლიკაში.
ვორდსვორტი უილიამ - იხილე უორდზუორთი უ.
ვორზელი - დაბა უკრაინის კიევის ოლქში.
ვორიკვა - მდინარე რუსეთის კომის რესპუბლიკაში, ვიმის მარჯვენა შენაკადი.
ვორკუტა
ქალაქი რუსეთის კომის რესპუბლიკაში, პოლარული წრის იქით (90 ათასი).
მდინარე რუსეთის კომის რესპუბლიკასა და არხანგელსკის ოლქში, უსის მარჯვენა შენაკადი.
ვორმსი
ქალაქი გერმანიის რაინლანდ-პფალცის მხარეში (75 ათასი).
ესტონეთის კუთვნილი კუნძული ბალტიის ზღვაში.
ვორობიანინოვი კისა - ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ილფისა და პეტროვის რომანისა „12 სკამი“.
ვორობიოვი არკადი - რუსი სპორტსმენი, ძალოსანი, 1956 და 1960 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (დაიბადა 1924 წელს).
ვორობიოვი ევგენი - რუსი მწერალი (1911-1990 წწ).
ვორობიოვი ივან - რუსი მფრინავი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1921 წელს).
ვორობიოვი კონსტანტინე - რუსი მწერალი (1919-1975 წწ).
ვორობიოვი მაქსიმ - რუსი ფერმწერი (1787-1855 წწ).
ვორობიოვი ნიკოლაი (ნამდვილი გვარი ბოგაევსკი) - რუსი პოეტი (1908-1989 წწ).
ვორონა - მდინარე რუსეთის პენზის, ტამბოვისა და ვორონეჟის ოლქებში, ხოპიორის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 454 კილომეტრი).
ვორონელი ნინა - რუსი მწერალი ქალი, 1974 წლიდან ემიგრაციაშია ისრაელში (დაიბადა 1932 წელს).
ვორონეჟი
ქალაქი რუსეთის ევროპული რეგიონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ვორონეჟზე (900 ათასი).
დაბა უკრაინის სუმის ოლქში.
მდინარე რუსეთის ტამბოვის, ლიპეცკისა და ვორონეჟის ოლქებში, დონის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 342 კილომეტრი).
ვორონია - მდინარე რუსეთის მურმანსკის ოლქში, ერთვის ბარენცის ზღვას (სიგრძე - 155 კილომეტრი).
ვორონინი ვალერი - მოსკოვის „ტორპედოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოთამაშე რუსი ფეხბურთელი, 1964 და 1965 წლების სსრკ-ს საუკეთესო ფეხბურთელი (1939-1984 წწ).
ვორონინი მიხაილ - რუსი ტანმოვარჯიშე, 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 1966 წლის მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი (დაიბადა 1945 წელს).
ვორონინი სერგეი - რუსი მწერალი (დაიბადა 1913 წელს).
ვორონინის კუნძული - მდებარეობს კარის ზღვაში, რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.
ვორონიხინი ანდრეი - რუსი არქიტექტორი, ამპირის წარმომადგენელი (1759-1814 წწ).
ვორონკო პლატონ - უკრაინელი პოეტი (1913-1988 წწ).
ვორონოვი იური - რუსი პოეტი, ჟურნალისტი (1929-1993 წწ).
ვორონოვი ნიკოლაი - საბჭოთა მხედართმთავარი, არტილერიის მთავარი მარშალი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1899-1968 წწ).
ვორონოვი ნიკოლაი - რუსი მწერალი (დაიბადა 1926 წელს).
ვორონოვიჩი (ნამდვილი გვარი ვორონოვიჩ-კრამოვა) - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1898-1985 წწ).
ვორონოვიცა - დაბა უკრაინის ვინიცის ოლქში.
ვორონოვო
დაბა ბელორუსიის გროდნოს ოლქში.
დაბა უკრაინის ლუგანსკის ოლქში.
ვორონსკი ალექსანდრე - რუსი მწერალი, კრიტიკოსი (1884-1937 წწ).
ვორონცოვ-დაშკოვი ილარიონ - გრაფი, გენერალ-ლეიტენანტი, 1905-1915 წლებში კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვალი (1837-1916 წწ).
ვორონცოვი მიხეილ - თავადი, რუსი სახელმწიფო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი, 1844-1854 წლებში კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვალი (1782-1856 წწ).
ვორონცოვი - თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის პროსპექტის დასაწყისში მდებარე მოედნის (1992 წლამდე მარქსის, ამჟამად საარბრიუკენის მოედანი) და უბნის გავრცელებული სახელწოდება.
ვორონცოვკა - დაბა რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
ვოროპაევო - დაბა ბელორუსიის ვიტებსკის ოლქში.
ვოროჟბა - ქალაქი უკრაინის სუმის ოლქში.
ვოროჟეიკინი არსენი - რუსი მფრინავი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1912-2001 წწ).
ვოროტანი - მდინარე სომხეთსა და აზერბაიჯანში (აზერბაიჯანში - ბარგუშადი), არაქსის მარცხენა შენაკადი.
ვოროტინეცი - დაბა რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.
ვოროფილია (ლათ. ვორარე - „ჭამა“; აგრეთვე ცნობილია როგორც ფაგოფილია) - არის სექსულაური ფეტიშიზმი და პარაფილია, რომლის დროსაც ადამიანი სექსუალურ აღზნებას აღწევს იმის წარმოდგენით, რომ მას შეჭამენ, იგი შეჭამს ვინმეს, ან ამ პროცესის თვითმხილველი გახდება.
ვოროშილოვგრადი - უკრაინის ქალაქ ლუგანსკის სახელი 1935-58 და 1970-90 წლებში.
ვოროშილოვი კლიმენტ - საბჭოთა სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე. საბჭოთა კავშირის მარშალი, 1953-1960 წლებში საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე (1881-1969 წწ).
ვოროშილოვსკი
ქალაქ სტავროპოლის სახელი 1935-43 წლებში.
უკრაინის ქალაქ ალჩევსკის სახელი 1931-61 წლებში.
ვოროხტა - დაბა უკრაინის ივანო-ფრანკოვსკის ოლქში.
ვორსკლა - მდინარე რუსეთსა (ბელგოროდის ოლქი) და უკრაინაში, დნეპრის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 464 კილომეტრი).
ვორსმა - ქალაქი რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.
ვორტი ჩარლზ ფრედერიკ - პირველი კუტიურიე, XIX საუკუნის მეორე ნახევრის მოდის ერთ-ერთი წამყვანი ფირმის დამაარსებელი პარიზში (1825-1895 წწ).
ვორტიგერნი - ბრიტების ნახევრად ლეგენდარული მეფე (? - 450 წ)
ვორტიცელა (ძაბრულა) - მტკნარი წყლის ერთუჯრედიან ცხოველთა გვარი ინფუზორიების კლასისა.
ვორცელი სტანისლავ გაბრიელი - პოლონელი რევოლუციონერ-დემოკრატი, სოციალისტ-უტოპისტი, 1830-31 წლების პოლონეთის აჯანყების მონაწილე (1799-1857 წწ).
ვოსე - დაბა ტაჯიკეთის ქულაბის ოლქში.
ვოსი მარტენ დე - ნიდერლანდელი ფერმწერი (1531/32 - 1603 წწ).
ვოსკანიანი ამაიაკ - სომეხი მწერლის სირასის ნამდვილი გვარი.
ვოსკრესენსკაია ზოია - რუსი საბავშვო მწერალი და მზვერავი ქალი (1907-1992 წწ).
ვოსკრესენსკი - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (80 ათასი).
ვოსკრესენსკოე
დაბა რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში.
დაბა რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.
დაბა უკრაინის ნიკოლაევის ოლქში.
ვოსტოკი
დაბა რუსეთის სახალინის ოლქში. რუსული პოლარული სადგური ანტარქტიდაში, 3488 მეტრ სიმაღლეზე, მუშაობს 1957 წლიდან.
პირველი ერთადგილიანი საბჭოთა კოსმოსური ხომალდების სერია.
ვოსტოჩნი
დაბა რუსეთის კიროვის ოლქში.
დაბა ბელორუსიის მინსკის ოლქში.
დაბა რუსეთის მოსკოვის ოლქში.
დაბა რუსეთის სახალინის ოლქში.
დაბა რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
ვოსტოჩნო-კოუნრადსკი - დაბა ყაზახეთის ჯეზყაზღანის ოლქში.
ვოსტრი - მდინარე, იხილე ოსტიორი.
ვოსტრიაკოვო - დაბა რუსეთის მოსკოვის ოლქში.
ვოსხოდი
დაბა რუსეთის როსტოვის ოლქში.
დაბა უკრაინის ყირიმის ოლქში.
მრავალადგილიანი საბჭოთა კოსმოსური ხომალდების სერია. პირველი გაფრენა შესრულდა 1964 წლის 12 ოქტომბერს (კომაროვი, ფეოკტისტოვი, ეგოროვი).
ვოტანი - იხილე ვოდანი.
ვოტერსი ჟოზეფ - ბელგიის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1875-1929 წწ).
ვოტიე ბენიამინ - გერმანელი ფერმწერი, წარმოშობით შვეიცარიელი (1829-1898 წწ).
ვო ტი კონგი - ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე 1987-92 წლებში (დაიბადა 1913 წელს).
ვოტკინსკი - ქალაქი რუსეთის უდმურტეთის რესპუბლიკაში.
ვოტუმი (ლათ.) - ხმის მიცემით მიღებული გადაწყვეტილება (ნდობის
ვოტუმი - გადაწყვეტილება რომლითაც გამოხატულია მთავრობის ან მისი რომელიმე წევრის მოღვაწეობის მოწონება).
ვოშერია - ყვითელ-მწვანე წყალმცენარეების გვარი. ცნობილია 40-მდე სახეობა.
ვოშჩაკი იაროსლავ - ბელორუსი დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1921-1989 წწ).
ვოჩი - მდინარე რუსეთის კომის რესპუბლიკაში, ჩრდილოეთის კელტმის მარცხენა შენაკადი.
ვოძისლავ-სლენსკი - ქალაქი პოლონეთში, ზემო სილეზიის ქვანახშირის აუზის ტერიტორიაზე (110 ათასი).
ვოხმა
დაბა რუსეთის კოსტრომის ოლქში.
მდინარე რუსეთის კოსტრომის ოლქში, ვეტლუგის მარჯვენა შენაკადი.
ვოხტოგა - დაბა რუსეთის ვოლოგდის ოლქში.
ვოჰმე! - იგივეა, რაც ვაიმე!
![]() |
2.11 ვპ |
▲back to top |
ვპერიოდ - პირველი ბოლშევიკური ყოველდღიური გაზეთი, გამოდიოდა ჟენევაში 1904 წლის 22 დეკემბრიდან 1905 წლის 5 მაისამდე.
![]() |
2.12 ვრ |
▲back to top |
ვრადიევკა - დაბა უკრაინის ნიკოლაევის ოლქში.
ვრაზი სტანკო - სლოვენი და ხორვატი პოეტი, კრიტიკოსი (1810-1851 წწ).
ვრანგელები - დანიური წარმოშობის რუსი ბარონების დინასტია, რომლებიც რუსეთში XVIII საუკუნეში დაფუძნდნენ.
ვრანგელი - დაბა რუსეთის პრიმორიეს მხარეში.
ვრანგელი პეტრე - რუსი მხედართმთავარი, ბარონი, გენერალ-ლეიტენანტი, თეთრგვარდიელთა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი (1878-1928 წწ).
ვრანგელი ფერდინანდ - რუსი ზღვაოსანი, ადმირალი, ციმბირის ექსპედიციების ხელმძღვანელი (1796/7-1870 წწ).
ვრანგელის კუნძული - მდებარეობს ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში, ჩუკოტკისა და აღმოსავლეთ ციმბირის ზღვების საზღვარზე, რუსეთის მაგადანის ოლქში.
ვრანგელის მთები - მთის მასივი ალასკაზე.
ვრანიცკი ფრანც - ავსტრიელი სახელმწიფო მოღვაწე, ავსტრიის კანცლერი 1986-87 წლებში (1937-1997 წწ).
ვრანქსი სებასტიან - ნიდერლანდელი მხატვარი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე (1573-1647 წწ).
ვრანჩა - ჟუდეცი რუმინეთში.
ვრასტან - საქართველო - სომხურად.
ვრაქია - არს ადგილი ზღვათა შინა თხელი, გინა კლდოვანი, რომელსა ნავი ანუ ტივი ეკვეთოს, შეიმუსვრის, რომელსა მეჩეჩსაც უწოდენ (საბა).
ვრაცა - ქალაქი ბულგარეთში, ვრაცის ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი (80 ათასი).
ვრაც-დეშტი (სომხ. „ქართველთა ველი“) - გეოგრაფიული ტერმინი, რომლითაც ძველი სომეხი ისტორიკოსები აღნიშნავდნენ ქვემო ქართლის ერთ მხარეს, კერძოდ, მდინარე დებედის, ხრამისა და მისი შენაკადების ქვემოთს.
ვრაცი - ქართველის მოსახსენიებელი სიტყვა სომხურად.
ვრბასი - მდინარე სლოვენიაში, სავის მარჯვენა შენაკადი.
ვრედე ფერდინანდ - გერმანელი ენათმეცნიერი (1863-1934 წწ).
ვრეკენი (ნამდვილი გვარი ბაუმანი) მარია კორნელია - ჰოლანდიელი მოჭადრაკე ქალი, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1928 წელს).
ვრეტაკოსი ნიკიფოროს - ბერძენი პოეტი (დაიბადა 1912 წელს).
ვრიგტი გეორგ ჰენრიკ ფონ - ფინელი ფილოსოფოსი და ლოგიკოსი (დაიბადა 1916 წელს).
ვრიტრა - ვედურ მითოლოგიაში - დემონი-გველი, წყვდიადის განსახიერება.
ვრნიაჩკა-ბანია - კურორტი სერბიაში.
ვრობლევსკი ზიგმუნტ ფლორენტი - იხილე ვრუბლევსკი ზ.ფ.
ვრონოხო - ყარყანტოს შენაწევრები (საბა).
ვრონსკი ვახტანგ (ნამდვილი გვარი ნადირაძე) უკრაინაშე მოღვაწე ბალეტმაისტერი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1905-1983 წწ).
ვრონსკი იუზეფ (ნამდვილი გვარი ჰენე, ცნობილია აგრეთვე, როგორც ჰენე-ვრონსკი) - პოლონელი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი (1776-1853 წწ).
ვროცლავი (პოლონ. Wroclaw, გერმან. Breslau) - ქალაქი პოლონეთში, პორტი მდინარე ოდრაზე, სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (640 ათასი).
ვრუბელი მიხაილ - რუსი ფერმწერი, სიმბოლიზმის წარმომადგენელი (1856-1910 წწ).
ვრუბლევსკი ვალერი ანტონი - პოლონეთისა და საერთაშორისო რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე, პარიზის კომუნის მონაწილე (1836-1908 წწ).
ვრონსკი ზიგმუნტ ფლორინტ - პოლონელი ფიზიკოსი (1845-1888 წწ).
ვრუბოვკა - დაბა უკრაინის ლუგანსკის ოლქში.
ვრუბოვსკი - დაბა უკრაინის ლუგანსკის ოლქში.
ვრუჩი - ძველრუსული ქალაქი (ამჟამად ოვრუჩი), დრევლიანთა მიწის ცენტრი. პირველად მოიხსენიება 977 წელს.
ვრშაცი - ქალაქი იუგოსლავიაში, სერბიის ვოევოდინის ავტონომიურ მხარეში (30 ათასი).
ვრცელი
რასაც დიდი ფართობი უჭირავს. სიგრძე-სიგანით დიდი.
დიდი, დაწვრილებითი, მრავალმხრივი, მრავლისმომცველი.
ვრხლიცკი იაროსლავ (ნამდვილი სახელი და გვარი ემილ ფრიდა) - ჩეხი პოეტი, დრამატურგი, მთარგმნელი (1853-1912 წწ).
![]() |
2.13 ვს |
▲back to top |
ვსევოლოდ დიდი ბუდე - (რუსეთის) ვლადიმირის დიდი მთავარი, იური დოლგორუკის შვილი (1154-1212 წწ).
ვსევოლოდო-ვილვა - დაბა რუსეთის პერმის ოლქში.
ვსევოლოდსკის ელჩობა კახეთში - 1593-1594 წლებში რუსეთის სამეფოს ელჩობა კახეთში. მოეწყო კახეთის მეფე ალექსანდრე I-ის ელჩობის საპასუხოდ.
ვსევოლჟსკი - ქალაქი რუსეთის ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგის) ოლქში (33 ათასი).
ვსელუგი - ტბა რუსეთის ტვერის ოლქში, ვალდაის მაღლობზე.
ვსეტინი - ქალაქი ჩეხეთში, ჩრდილოეთ მორავიის ოლქში.
ვსტრეჩნი - დაბა რუსეთის მაგადანის ოლქში.
![]() |
2.14 ვუ |
▲back to top |
ვუ ჯონ - ჰოლივუდში მოღვაწე ჰონკონგელი რეჟისორი (დაიბადა 1948 წელს).
ვუაზენი გაბრიელ - ფრანგი ავიაკონსტრუქტორი, ავიაციის ერთ-ერთი პიონერი (1880-1973 წწ).
ვუაიერიზმი (ფრანგ. ვოირ - ყურება; ვოყეურ - მაყურებელი) - იგივე ვიზიონიზმი, სექსუალური აღზნებადობის ფორმა, როდესაც ადამიანი სექსუალურ კმაყოფილებას იღებს სხვა ადამიანთა სექსის აქტის, ადამიანის გახდის ან და სხვა სახის ინტიმური ქმედების თვალთვალისას.
ვუალეტი (ფრანგ.) - პატარა, მოკლე ვუალი.
ვუალი (ფრანგ.)
ქალის ქუდზე მიმაგრებული მსუბუქი ქსოვილის ან ბადის ნაჭერი, რომელიც სახეს ფარავს.
მსუბუქი, გამჭვირვალე ქსოვილი
ფოტოგრაფიაში ნაფიფქი ნეგატივზე, რაც იწვევს ფოტოგრაფიული გამოსახულების კონტრასტულობის დაწევას.
ვუალი ჟან ლუი - ფრანგი მხატვარი (1744-1803 წწ).
ვუატიური ვენსან - ფრანგი პოეტი (1598-1648 წწ).
ვუგლიარი - დაბა უკრაინის დონეცკის ოლქში.
ვუდ-ბაფალო - კანადის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე ატაბასკას დელტაში მდებარე ეროვნული პარკი.
ვუდვორდი ართურ სმით - ინგლისელი პალეონტოლოგი (1864-1944 წწ).
ვუდვორდი რობერტ ბერნზ - ამერიკელი ქიმიკოსი, 1965 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1917-1979 წწ).
ვუდვორთი რობერტ - ამერიკელი ფსიქოლოგი (1869-1962 წწ).
ვუდი ნატალი (ნამდვილი გვარი გურდინა) - რუსული წარმოშობის ამერიკელი კინომსახიობი ქალი (1938-1981 წწ).
ვუდი რობერტ უილიამზ - ამერიკელი ფიზიკოსი (1868-1955 წწ).
ვუდი ჰენრი ჯოზეფ - ინგლისელი დირიჟორი (1869-1944 წწ).
ვუდლენდი - ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთი რაიონების ძველი მოსახლეობის ისტორიის ერთ-ერთი არქეოლოგიური პერიოდის სახელწოდება.
ვუდსი ჯეიმზ - ამერიკელი კინომსახიობი (დაიბადა 1947 წელს).
ვუდუ (კრეოლ. Vudou, ინგლ. Voodoo, პორტუგ. Macumba) - მონოთეისტური რელიგია, რომელიც წარმოიშვა კარიბის ზღვის კუნძულებზე და წარმოადგენს აფრიკული სპირიტულ-ანიმისტური რელიგიური ტრადიციებისა (ძირ. ბენინიდან) და ევროპული კათოლიციზმის სინთეზს.
ვუდჰაუზი პელემ გრენვილ - ინგლისელი მწერალი-იუმორისტი (1881-1975 წწ).
ვუე სიმონ - ფრანგი ფერმწერი (1590-1649 წწ).
ვუვუზელა (ვუვუზელა, ზულუსების ენაზე - „ხმაურის შექმნა“, ცნობილია ასევე როგორც ლეპატატა - ლეპატატა) - ერთ მეტრამდე ზომის საყვირი, რომელსაც სამხრეთ აფრიკის ფეხბურთის მოყვარულები XX საუკუნის 90-იანი წლებიდან გამოიყენებენ მატჩის მსვლელობისას გაბმული ზუზუნისებრი ხმის გამოსაცემად.
ვუი! - იგივეა, რაც უი!
ვუიმე! - იგივეა, რაც უიმე!
ვუკოვარი - ქალაქი ხორვატიაში, პორტი მდინარე დუნაიზე (55 ათასი).
ვუკოტიჩი დუშან - იუგოსლავიელი კინორეჟისორი-მულტიპლიკატორი (დაიბადა 1927 წელს).
ვულგარიზატორი - ადამიანი, რომელიც რისამე ვულგარიზაციას ეწევა.
ვულგარიზაცია (ვულგარიზება) - უკიდურესი გაუბრალოება, გაუბრალოებით გაყალბება, დამახინჯება.
ვულგარიზმი - ვულგარული, უხეში სიტყვა ან გამოთქმა, რომლის ხმარება სალიტერატურო ენაში გაუმართლებელია.
ვულგარული (ლათ.)
უხეში, უხამსი.
უკიდურესად გაუბრალოებული. გაყალბებული.
ვულენვევერი იურგენ - ბიურგერული პარტიის ბელადი გერმანიის ქალაქ ლიუბეკში (1492-1537 წწ).
ვულვერჰემპტონი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის ინგლისის უესტ-მიდლენდის მეტროპოლიურ საგრაფოში, ბირმინგემის ქალაქი-თანამგზავრი (240 ათასი).
ვულზი ტომას - ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე, კარდინალი (1473-1530 წწ).
ვული ბენციონ - რუსი ფიზიკოსი (1903-1985 წწ).
ვული ჩარლზ ლენარდ - ინგლისელი არქეოლოგი, შუამდინარეთის მკვლევარი (1880-1960 წწ).
ვულიაგმენი - ბალნეოკლიმატური კურორტი საბერძნეთში, ათენის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
ვულკანეშტი - დაბა მოლდავეთში.
ვულკანი
(ვულკანუსი) - ცეცხლისა და მჭედლობის მფარველი ღმერთი რომში, იგივეა, რაც ბერძნული ჰეფესტო. გამოისახებოდა ღონიერ ვაჟკაცად, რომელსაც ხელში სამჭედლო ურო ეჭირა.
(ლათ.) - კონუსური მთა, სადაც მიწის წიაღიდან დროდადრო ცეცხლი, გავარვარებული ლავა და ფერფლი ზედაპირზე ამოინთხევა.
ვულკანიზატორი
აპარატი, რომლითაც არემონტებენ ავტომობილის, ველოსიპედის და მისთანების დაზიანებულ კამერებსა და საბურავებს.
ნივთიერება, რომელიც კაუჩუკთან შეერთებით წარმოქმნის რეზინს.
მუშა, რომელიც ვულკანიზაციაზე მუშაობს.
ვულკანიზაცია (ვულკანიზება) - კაუჩუკის დამუშავება გოგირდით ან სხვა ნივთიერებით მისგან რეზინის მისაღებად.
ვულკანიზმი - მოვლენათა ერთობლიობა, რაც დაკავშირებულია დედამიწის წიაღში მაგმის მოძრაობასთან და მის ამონთხევასთან ვულკანების გზით.
ვულკანო (ვოლკანო) - კუნძული ტირენის ზღვაში, ლიპარის კუნძულების ჯგუფში, ეკუთვნის იტალიას.
ვულკანოგენური - ვულკანური წარმოშობისა.
ვულკანოლოგია - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ვულკანებს, მათ წარმოშობას, მოქმედებას და სხვა.
ვულკანური - ვულკანის მოქმედებასთან დაკავშირებული.
ვულკანუსი - იხილე ვულკანი1.
ვულკანფიბრა (ლათ.) - ვულკანიზებული ფიბრა, ძალიან მაგარი ტყავისებრი მასალა, რომელსაც იღებენ ქაღალდის და სხვა ბოჭკოვანი მასალის ვულკანიზაციით; იყენებენ ღვედების, ჩემოდნების, საიზოლაციო ფირფიტების დასამზადებლად.
ვულმენი ჯონ - ამერიკელი მღვდელმსახური და მწერალი (1720-1772 წწ).
ვულონგონგი (ინგლ. ჭოლლონგონგ) - ქალაქი ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში (285 ათასი - 2005 წ).
ვულპიუსი კრისტიან ავგუსტ - გერმანელი მწერალი (1762-1827 წწ).
ვულსუნი - მდინარე, იხილე ვისუნი.
ვულფი ვირჯინია - ინგლისელი მწერალი ქალი (1882-1941 წწ).
ვულფი ტომ - ამერიკელი მწერალი, მხატვარი და კრიტიკოსი (დაიბადა 1931 წელს).
ვულფი ტომას კლეიტონ - ამერიკელი მწერალი (1900-1938 წწ).
ვულფი ჰილმარ - დანიელი მწერალი (1908-1980 წწ).
ვულჩი - ეტრუსკების ქალაქი ცენტრალურ იტალიაში. იარსება ძვ.წ.აღ. III საუკუნემდე.
ვუმერა - ავსტრალიის კოსმოდრომი სამხრეთ ავსტრალიის შტატში.
ვუნდერკინდი (გერმ. Wunderkind, სიტყვასიტყვით - „საოცარი ბავშვი“) - განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვი.
ვუნდტი ვილჰელმ - გერმანელი ფსიქოლოგი, ფიზიოლოგი, ფილოსოფოსი და ენათმეცნიერი (1832-1920 წწ).
ვუნსოკეტი - ქალაქი აშშ-ს როდ-აილენდის შტატში (43 ათასი).
ვუოლიიოკი ჰელა (ფსევდონიმები: იუჰანი ტერვაპიაია და ფელიქს ტული) - ფინელი მწერალი ქალი (1886-1954 წწ).
ვუოქსა (ვუოქსი)
მდინარე ფინეთსა და რუსეთში, ერთვის ლადოგის ტბას.
ტბა რუსეთის ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგის) ოლქში, ლადოგის ტბის დასავლეთ ნაწილთან.
ვუპერი - მდინარე გერმანიაში, რაინის მარჯვენა შენაკადი.
ვუპერტალი (გერმან. Wuppertal) - ქალაქი გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში (360 ათასი - 2007 წ).
ვურღუნი სამედ (ნამდვილი სახელი და გვარი სამედ იუსიფ ოღლი ვექილოვი) - აზერბაიჯანელი პოეტი (1906-1956 წწ).
ვურნარი - დაბა რუსეთის ჩუვაშეთის რესპუბლიკაში.
ვურცენი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.
ვუსტეინე კარლ ვან დე - ბელგიელი პოეტი (1878 - 1929 წწ).
ვუსტერი
ქალაქი აშშ-ს მასაჩუსეტსის შტატში (170 ათასი).
ქალაქი დიდი ბრიტანეთის ინგლისის ჰერიფორდ-ენდ-ვუსტერის საგრაფოში (93 ათასი).
ქალაქი სამხრეთ აფრიკის კაპის პროვინციაში.
ვუტე (ბუტე, ბაბუტე, ვუტერე) - კამერუნში, მდინარე სანაგის სათავესთან მცხოვრები ხალხი.
ვუქტილი - ქალაქი რუსეთის კომის რესპუბლიკაში.
ვუჩეტიჩი ევგენი - რუსი მოქანდაკე, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1908-1974 წწ).
ვუჯერი ჯოზეფ ჰენრი - ინგლისელი ფილოსოფოსი და ბიოლოგი (1894-1981 წწ).
![]() |
2.15 ვშ |
▲back to top |
ვშჩიჟი - ძველრუსული ქალაქი მდინარე დესნაზე XI-XIII საუკუნეებში.
![]() |
2.16 ვხ |
▲back to top |
ვხოდნოი - დაბა რუსეთის ომსკის ოლქში.
![]() |
3 ზ |
▲back to top |
ზ - ქართული ანბანის მეშვიდე ასო. გრაფიკული სიმბოლო წინანუნისმიერი მჟღერი სისინა-ნაპრალოვანი თანხმოვნისა. მისი სახელია „ზენი“. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა შვიდს (7).
![]() |
3.1 ზა |
▲back to top |
ზა - ისტორიული სოფელი ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში (ახლანდელი ახალსოფელი, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი).
ზაალ არაგვის ერისთავი - ერისთავი 1633-60 წლებში, უმეფობის ხანაში ფაქტობრივად განაგებდა კახეთს (გარდაიცვალა 1660 წელს).
ზაალე - მდინარე გერმანიაში, ელბის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 427 კილომეტრი).
ზაალიშვილი თენგიზ - მომღერალი (ლირიული ტენორი), საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1928 წელს).
ზაალიშვილი იოსებ - არქიტექტორი (1905-1985 წწ).
ზაალიშვილი მიხეილ - პედაგოგი, პირველი საბუნებისმეტყველო სახელმძღვანელოს ავტორი ქართულ ენაზე (1865-1920 წწ).
ზაალფელდი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში, თიურინგიის მხარეში (35 ათასი).
ზაანური თხა - სარძევე ჯიშის თხა; გამოყვანილია XIX საუკუნის შუა წლებში, შვეიცარიაში.
ზაარბრიუკენი (საარბრიუკენი) - ქალაქი დასავლეთ გერმანიაში, ზაარის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი (250 ათასი).
ზაარი ფერდინანდ ფონ - ავსტრიელი მწერალი (1833-1906 წწ).
ზაარი (საარი)
მდინარე გერმანიასა და საფრანგეთში, მოზელის მარჯვენა შენაკადი.
მხარე დასავლეთ გერმანიაში.
ზააქიანი - სპარსელი პოეტის ფირდოუსის პოემა „შაჰნამეს“ ერთ-ერთი ეპიზოდის ქართული გაგრძელება.
ზაბაიკალსკი - დაბა რუსეთის ჩიტის ოლქში.
ზაბაკი - სადაფოვანი, სადაფქარი (საბა).
ზაბელა ნადეჟდა - რუსი მომღერალი ქალი (ლირიკო-კოლორატურული სოპრანო), მხატვარ მ.ა. ვრუბელის მეუღლე (1868-1913 წწ).
ზაბელინა ალექსანდრა - რუსი სპორტსმენი ქალი, მოფარიკავე, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი 1960, 1968, 1972 წლებში (დაიბადა 1937 წელს).
ზაბილა ნატალია - უკრაინელი მწერალი ქალი (1903-1985 წწ).
ზაბიტუი - დაბა რუსეთის ირკუტსკის ოლქის უსტ-ორდის ბურიატთა ავტონომიურ ოკრუგში.
ზაბოლოტიე - დაბა უკრაინის ვოლინის ოლქში.
ზაბოლოტოვი - დაბა უკრაინის ივანო-ფრანკოვსკის ოლქში.
ზაბოლოტსკი პეტრე - უკრაინელი ფერმწერი (1803-1866 წწ).
ზაბოლოცკი ნიკოლაი - რუსი პოეტი, „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი მთარგმნელი რუსულ ენაზე (1903-1958 წწ).
ზაბორსკი იონაშ - სლოვაკი მწერალი და დრამატურგი (1812-1876 წწ).
ზაბჟე - ქალაქი პოლონეთის კატოვიცეს სავოევოდოში (210 ათასი).
ზაბრათი - დაბა აზერბაიჯანში.
ზაგაევსკი ადამ - პოლონელი მწერალი (დაიბადა 1945 წელს).
ზაგანი - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.
ზაგარი
უღელტეხილი, იხილე ატკვერი.
სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
ზაგონეკი ვიაჩესლავ - რუსი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1919 წელს).
ზაგორსკი - ქალაქ სერგიევ-პოსადის სახელი 1930-91 წლებში (რუსეთის მოსკოვის ოლქი).
ზაგორჩინოვი სტოიან - ბულგარელი მწერალი (1889-1969 წწ).
ზაგოსკინი ლავრენტი - რუსი საზღვაო ოფიცერი, ალასკის მკვლევარი (1808-1890 წწ).
ზაგოსკინი - რუსი მწერალი (1830-1904 წწ).
ზაგოსკინი მიხაილ - რუსი მწერალი (1789-1852 წწ).
ზაგრებელნი პაველ - უკრაინელი მწერალი (დაიბადა 1924 წელს).
ზაგრები - ხორვატიის დედაქალაქი, მდებარეობს მდინარე სავაზე. პირველად ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია 1094 წელს; 1557 წლიდან ხორვატიის მთავარი ქალაქია; 1945-1991 წლებში იუგოსლავიის შემადგენლობაშია, 1991 წლიდან დამოუკიდებელი ხორვატიის დედაქალაქი (770 ათასი).
ზაგრის ქედი - იხილე უღვირის ქედი.
ზაგროსი - მთათა პარალელური სისტემა ირანის მთიანეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (სიგრძე - დაახლოებით 1600 კილომეტრი).
ზაგურსკაია გალინა - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა ტაშკენტის რუსულ თეტრში (1905-1978 წწ).
ზაგურსკი იეჟი - პოლონელი პოეტი, დრამატურგი, თეატრალური კრიტიკოსი, მთარგმნელი ( „ვეფხისტყაოსანი“ და ქართველი პოეტების ლექსები) (1907-1989 წწ).
ზადარი - ქალაქი ხორვატიაში, ადრიატიკის ზღვისპირა პორტი (80 ათასი).
ზადენი - ქართველთა წარმართული ღვთაება; უკავშირებენ ლუვიელთა ღვთაება სანთას (სანდონის).
ზადი
ნაკლი, წუნი.
უკმაყოფილების განცდა. წყენა (სიტყვა გულ-თან ერთად).
კნინი რამ შერყვნილება (საბა).
ზადიანთკარი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.
ზადიკი - იხილე ზატიკი.
ზადნიპრუ პეტრე - მოლდაველი პოეტი (1927-1976 წწ).
ზადონიე - დაბა რუსეთის ტულის ოლქში.
ზადონსკი (1779 წლამდე ტეშევი) - ქალაქი რუსეთის ლიპეცკის ოლქში.
ზადონშჩინა - ძველრუსული ლიტერატურის ძეგლი, შეიქმნა XIV საუკუნეში. მასში მოთხრობილია 1380 წლის კულიკოვოს ბრძოლის ამბავი.
ზადორნოვი ნიკოლაი - რუსი მწერალი (1909-1995 წწ).
ზადრუგა (ბულგ.-სერბ.) - სამხრეთსლავური პატრიარქალური საოჯახო თემი.
ზავადა ვილემ - ჩეხი პოეტი (1905-1982 წწ).
ზავადსკი იური - რუსი რეჟისორი და მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, ძირითადად მოღვაწეობდა მოსსოვეტის თეატრში (1894-1977 წწ).
ზავადსკი სილვესტრ - პოლონელი მეცნიერი იურისტი (დაიბადა 1921 წელს).
ზავალიე - დაბა უკრაინის კიროვოგრადის ოლქში.
ზავალიშინი დიმიტრი - დეკაბრისტი, ლეიტენანტი (1804-1892 წწ).
ზავთი (არაბ.)
ძლიერი ხმა, დიდი, გამაყრუებელი ხმაური.
წყრომა, რისხვა, აღშფოთება.
ზავთიანი - ძლიერი, ომახიანი, რიხიანი ხმა.
ზავი
შეთანხმება მეომარ მხარეთა შორის საომარი მოქმედების შეწყვეტის და მშვიდობის დამყარების შესახებ.
უომრად, მშვიდობიანად ცხოვრება, მშვიდობიანობა.
ზავიალოვის კუნძული - კუნძული ოხოტის ზღვის ტაუის ყურეში (რუსეთის მაგადანის ოლქი).
ზავიერციე - ქალაქი პოლონეთის სამხრეთ ნაწილში, კატოვიცეს სავოევოდოში (60 ათასი).
ზავინი ფრიდრიხ კარლ ფონ - გერმანელი იურისტი (1779-1861 წწ).
ზავიტინსკი - ქალაქი რუსეთის ამურის ოლქში.
ზავოდოპეტროვსკი - ქალაქი რუსეთის ტიუმენის ოლქში.
ზავოდოუკოვსკი - ქალაქი რუსეთის ტიუმენის ოლქში.
ზავოდოუსპენსკოე - დაბა რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
ზავოდსკოე - დაბა უკრაინის ტერნოპოლის ოლქში.
ზავოდსკოი
დაბა რუსეთის პრიმორიეს მხარეში.
დაბა რუსეთის როსტოვის ოლქში.
დაბა რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში.
ზავოიკო ვასილი - რუსი ადმირალი (1810-1898 წწ).
ზავოლჟიე - ქალაქი რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.
ზავოლჟსკი - ქალაქი რუსეთის ივანოვოს ოლქში.
ზავრიევი კირიაკ - საქართველოში მოღვაწე სეისმოლოგი, აკადემიკოსი (1891-1978 წწ).
ზავროპოდები (Sauropoda) - ამომწყდარი ქვეწარმავლების ქვერიგი ხვლიკმენჯა დინოზავრების რიგისა, ცხოვრობდნენ იურულ და ცარცულ პერიოდში.
ზავროპტერიგიები (Sauropterygia) - წყლის მტაცებელი ქვეწარმავლების ამომწყდარი რიგი. ცხოვრობდნენ ტრიასულ და იურულ-ცარცულ პერიოდში.
ზავყი უბაიდულა სალიჰ-ოღლუ - უზბეკი პოეტი, წერდა ტაჯიკურ ენაზეც (1853-1921 წწ).
ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი - პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი XV საუკუნის 60-იან წლებში ავტორი სამედიცინო ძეგლისა „სამკურნალო წიგნი-კარაბადინი“.
ზაზიაშვილი გიორგი (გიგო) - ფერმწერი (1868-1952 წწ).
ზაზო რენე - ფრანგი ფსიქოლოგი (დაიბადა 1910 წელს).
ზაზროევი ანდრო - თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი 1948-57 წლებში და მწვრთნელი 1973 წელს (1925-1987 წწ).
ზაზუბრინი ვლადიმირ (ნამდვილი გვარი ზუბცოვი) - რუსი მწერალი (1895-1937 წწ).
ზაზუნა (Mesocricetus auratus) - მინდვრის მომცრო მღრღნელი ცხოველი.
ზათქი - ძლიერი, გამაყრუებელი ხმა, ხმაური.
ზაი - მდინარე რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში, კამის მარცხენა შენაკადი.
ზაია-პანდიტა (საკუთარი სახელი ნამხაიჯამცო) - ჯუნგარიისა და აღმოსავლეთ მონღოლეთის პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწე, მონღოლური დამწერლობის რეფორმატორი (1599-1662 წწ).
ზაიგერვა - შენადნობის შემადგენელ ნაწილებად გაყოფის პროცესი ფერად მეტალურგიაში.
ზაიგრაევო - დაბა რუსეთის ბურიატიის რესპუბლიკაში.
ზაიდა - ქალაქი გერმანიის საქსონიის მზარეში.
ზაიდელმანი კარლ - გერმანელი მსახიობი (1793-1843 წწ).
ზაიდლიცი (zaidlic-kurcbaxi) ფრიდრიხ ვილჰელმ ფონ - პრუსიელი გენერალი (1721-1773 წწ).
ზაიეჩარი - ქალაქი იუგოსლავიის სერბიის რესპუბლიკაში.
ზაიკოვო - დაბა რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
ზაილერი ანტონ (ტონი) - ავსტრიელი სპორტსმენი (სამთო-სათხილამურო სპორტი). 1956 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სამგზის და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი (დაიბადა 1935 წელს).
ზაიმისი ალექსანდროს - საბერძნეთის პრეზიდენტი 1929-35 წლებში (1855-1936 წწ).
ზაიმიშჩე - დაბა რუსეთის ბრიანსკის ოლქში.
ზაინსკი - ქალაქი რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში (40 ათასი).
ზაიონჩკოვსკი ანანიაშ - პოლონელი აღმოსავლეთმცოდნე (1903-1970 წწ).
ზაიპელი იგნაც - ავსტრიის პოლიტიკური მოღვაწე (1876-1932 წწ).
ზაირი
აფრიკის სახელმწიფო კონგოს სახელი 1971-1997 წლებში.
მდინარე, იხილე კონგო.
ზაისანი
ქალაქი ყაზახეთის აღმოსავლეთ ყაზახეთის ოლქში.
ტბა ყაზახეთის აღმოსავლეთ ყაზახეთისა და სემიპალატინსკის ოლქებში.
ზაისანის ქვაბული - მდებარეობს ყაზახეთში, სამხრეთ ალთაის, თარბაღთაისა და საურის ქედებს შორის.
ზაიჩიკი გენადი - რუსი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაბადა თბილისში 1957 წელს).
ზაიცევი ალექსანდრე - რუსი სპორტსმენი (ფიგურული სრიალი), ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1976, 1980) ირინა როდნინასთან ერთად (დაიბადა 1952 წელს).
ზაიცევი ბორის - რუსი მწერალი (1881-1972 წწ).
ზაიცევი ევგენი - ბელორუსი ფერმწერი (დაიბადა 1907 წელს).
ზაიცევი ვასილი - რუსი მფრინავი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, პოლკოვნიკი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1911-1961 წწ).
ზაიცევი იგორ - რუსი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1938 წელს).
ზაიცევო - დაბა უკრაინის დონეცკის ოლქში.
ზაიცი ივან - ხორვატი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, მუშაობდა ვენაში (1832-1914 წწ).
ზაკაგორი - ყოფილი სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.
ზაკამენსკი (1959 წლამდე გოროდოკი) - ქალაქი რუსეთის ბურიატიის რესპუბლიკაში.
ზაკვა - მზაკვრობა.
ზაკვი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.
ზაკი იაკობ - რუსი პიანისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1913-1976 წწ).
ზაკი ისიდორ - რუსი დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1909 წელს).
ზაკმანი ბერტ - გერმანელი ექიმი და ბიოფიზიკოსი, 1991 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ე.ნეერთან ერთად (დაიბადა 1942 წელს).
ზაკოპანე - ქალაქი სამხრეთ პოლონეთში (30 ათასი).
ზაკრუტკინი ვიტალი - რუსი მწერალი (1908-1985 წწ).
ზაკუპნოე - დაბა უკრაინის ხმელნიცკის ოლქში.
ზალა
მედიე სამხრეთ-დასავლეთ უნგრეთში.
(გერმ.) - (მოძვ.) დიდი ოთახი ბინაში ან დაწესებულებაში; დარბაზი.
ზალაეგერსეგი - ქალაქი უნგრეთში, ზალას მედიეს ადმინისტრაციული ცენტრი (65 ათასი).
ზალარი - დაბა რუსეთის ირკუტსკის ოლქში.
ზალდა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
ზალე კარლის - ლატვიელი მოქანდაკე (1888-1942 წწ).
ზალეგოშჩი - დაბა რუსეთის ორიოლის ოლქში.
ზალესნოე - დაბა უკრაინის დონეცკის ოლქში.
ზალეუ - ქალაქი რუმინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სელაჟის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი (65 ათასი).
ზალეშჩიკი - ქალაქი უკრაინის ტერნოპოლის ოლქში.
ზალვანა - კაცთა შესაპყრობლად ფერჴის ჴუნდი (საბა).
ზალვისბერგი ოტო რუდოლფ - შვეიცარიელი არქიტექტორი (1882-1940 წწ).
ზალიგინი სერგეი - რუსი მწერალი, აკადემიკოსი (1913-2000 წწ).
ზალიზნიჩნოე
დაბა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში.
დაბა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში.
ზალკა მატე (ნამდვილი სახელი და გვარი ბელა ფრანკლი) - უნგრეთისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე, მწერალი (1896-1937 წწ).
ზალკალნსი ტეოდორს - ლატვიელი მოქანდაკე, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1876-1972 წწ).
ზალოჟცი - დაბა უკრაინის ტერნოპოლის ოლქში.
ზალპი (რუს.) - ერთდროული დაცლა რამდენიმე თოფისა, ზარბაზნებისა და მისთანების.
ზალტენი ფელიქს - ავსტრიელი მწერალი, ჟურნალისტი, კრიტიკოსი (1869-1947 წწ).
ზალუმჯანიანი - XVIII საკუნეში სპარსულიდან ქართულ ენაზე თარგმნილი სარაინდო რომანი; მთარგმნელი უცნობია.
ზალცახი - მდინარე ავსტრიასა და გერმანიაში, ინის მარჯვენა შენაკადი.
ზალცბურგი - ქალაქი ავსტრიაში, ამავე სახელწოდების მხარის ადმინისტრაციული ცენტრი (145 ათასი).
ზალცგიტერი - ქალაქი გერმანიაში, ქვემო საქსონიის მხარეში (115 ათასი).
ზამა - უძველესი ქალაქი ჩრდილოეთ აფრიკაში, თანამედროვე ტუნისის ტერიტორიაზე, კართაგენის ნანგრევებიდან 120 კილომეტრ მანძილზე.
ზამანთი - იხილე სეიჰანი.
ზამბარა - ფოლადის დრეკადი ზოლი (ან მავთული), უპირატესად სპირალის სახით დახვეული.
ზამბახი
(არის) ბალახოვანი მცენარე, აქვს ხანჯლის ან ხმლის მსგავსი ფოთლები და მსხვილი, მრავალნაირად შეფერილი ყვავილები.
(არის გერმანიცა) დეკორატიული ზამბახი, აქვს სოსანი ყვავილი. (არის იბერიცა) - ქართული ზამბახი. ზამბახის ნაირსახეობა, ველურად მოდის თბილისის მიდამოებში.
სხვათა ენაა, ქართულად შროშანი ჰქვიან (საბა).
ზამბახიძე ვლადიმერ - მწერალი, კრიტიკოსი (1902-1974 წწ).
ზამბეზი - მდინარე სამხრეთ აფრიკაში, ერთვის ინდოეთის ოკეანეს (სიგრძე - 2660 კილომეტრი).
ზამბია (ზამბიის რესპუბლიკა, 1964 წლის 24 ოქტომბრამდე ჩრდილოეთ როდეზია, ინგლ. Republic of Zambia).
სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ტანზანიას, აღმოსავლეთით - მალავის, სამხრეთით - მოზამბიკს, ზიმბაბვეს, ბოტსვანას, ნამიბიას და დასავლეთით ანგოლას. ზღვაზე გასასვლელი არ აქვს.
ეროვნული დევიზი - „One Zambia, One Nation“ (ერთი ზამბია, ერთი ერი).
ჰიმნი - „შტანდ ანდ შინგ ოფ ძამბია, Pროუდ ანდ Fრეე“.
მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი.
ფართობი - 752 614 კვ.კმ.
დაყოფილია 9 პროვინციად.
მოსახლეობა - 11,2 მილიონი.
სიმჭიდროვე - 15 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
ოფიციალური ენა - ინგლისური.
დედაქალაქი - ლუსაკა.
ვალუტა - ზამბიის კვაჩა.
ქვეყნის კოდი - ZMB.
დროის სარტყელი - Uთჩ +2.
სატელეფონო კოდი - +260.
ინტერნეტ-დომენი - zm.
ზამბილი (სპარს.) - ჭილის, ლაფნის და მისთანების კალათი.
ზამბოანგა - ქალაქი-პორტი ფილიპინებში, კუნძულ მინდანაოზე (450 ათასი).
ზამბორი - ცუდი სათივე (საბა).
ზამბურაკი - ძველი მცირეყალიბიანი ზარბაზანი.
ზამგლაი - დაბა რუსეთის ბრიანსკის ოლქში.
ზამენჰოფი ლუდვიკ ლაზარ - პოლონელი ექიმი-ოკულისტი, ესპერანტოს შემქმნელი (1859-1917 წწ).
ზამთარგამოვლილი - რამაც ზამთარი გამოიარა, ნაზამთრევი.
ზამთარეთი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
ზათარ-ზაფხულ - მთელი წლის განმავლობაში.
ზამთარი - წელიწადის ყველაზე ცივი დრო (დეკემბერი, იანვარი, თებერვალი), მოსდევს შემოდგომას.
ზამთრის ოლიმპიური თამაშები - კომპლექსური შეჯიბრებანი ზამთრის სპორტის სახეობათა შორის. პირველი ასეთი თამაშები ჩატარდა 1924 წელს საფრანგეთის ქალაქ შამონიში.
ზამთრის სასახლე სანკტ-პეტერბურგში - XVIII საუკუნის რუსული არქიტექტურის ძეგლი, რუსეთის იმპერატორთა რეზიდენცია.
ზამთრობით - როცა ზამთარია, ზამთრის განმავლობაში.
ზამიატინი ევგენი - რუსი მწერალი, 1932 წლიდან მოღვაწეობდა ემიგრაციაში, პარიზში (1884-1937 წწ).
ზამინდარი (სპარს. „მიწისფლობელი“) - შუა საუკუნეების ინდურ სახელმწიფოებში მიწის მემკვიდრეობით მფლობელი; მემამულე.
ზამის ბრძოლა - ბრძოლა რომაელებსა და კართაგენელებს შორის ძვ.წ.აღ. 202 წელს ჩრდილოეთ აფრიკის ქალაქ ზამასთან. ამ ბრძოლამ საბოლოოდ რომის სასარგებლოდ გადაწყვიტა მე-2 პუნიკური ომის ბედი.
ზამკოვი ვლადიმირ - რუსი ფერმწერი-მონუმენტალისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1925 წელს).
ზამლეთი - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.
ზამოისკი იან - პოლონეთის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ჰეტმანი 1581 წლიდან (1542-1605 წწ).
ზამოისკი პეტრე - რუსი მწერალი (1896-1958 წწ).
ზამორა რიკარდო - ესპანელი სპორტსმენი, ფეხბურთის მეკარე, ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, თამაშობდა მადრიდის „რეალში“ და „ბარსელონაში“ (1901-1978 წწ).
ზამოსცი - ქალაქი პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სავოევოდოს ცენტრი (60 ათასი).
ზამფირესკუ დუილიუ - რუმინელი მწერალი (1858-1922 წწ).
ზამში (პოლონ.) - საგანგებოდ გამოყვანილი, ცალ მხარეს ხავერდოვანი ზედაპირის მქონე რბილი ტყავი; იგივეა, რაც ნატი.
ზანა
მდინარე ხობის მუნიციპალიტეტში, ხობის მარცხენა შენაკადი.
სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.
ზანავი - სოფლები ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.
ზანგა - მდინარე, იხილე რაზდანი.
ზანგეზური - მთიანი მხარე და ისტორიული ოლქი სომხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
ზანგეზურის ქედი - მდებარეობს სომხეთსა და აზერბაიჯანში, სევანის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით (სიგრძე - დაახლოებით 130 კილომეტრი).
ზანგელა - წაბლისფერი, შავწითელი.
ზანგი - ტროპიკული და სამხრეთ აფრიკის აბორიგენი მოსახლეობის, ანუ ნეგროიდული რასის, წარმომადგენლის აღმნიშვნელი ტერმინი.
ზანგილანი (აზერბ. „ზანჯილან“, სომხ. „კოვსაკან“) - ქალაქი აზერბაიჯანში, მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
ზანგური ფეტვი - ერთწლოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა; იგივეა, რაც აფრიკული ფეტვი.
ზანდამი - ქალაქი ნიდერლანდის ჩრდილოეთ ჰოლანდიის პროვინციაში.
ზანდარაკი (რკინის ჯვარი) - მთა და უღელტეხილი მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, ეგრისის ქედზე.
ზანდაროზი - ფრინველი რომ კურტუმიდან ზეთივით ამოიღებს და ფრთებზედა ყოვლგან წაისვამს (საბა).
ზანდე (აზანდე) - კონგოსა და სუდანში მცხოვრები ხალხი (3,5 მილიონი).
ზანდერი ავგუსტი - გერმანელი ფოტოგრაფი, რომელიც ცდილობდა შეექმნა გერმანელი ერის ყოველმხრივი ფოტოპორტრეტი (1876-1964 წწ).
ზანდერი ბრუნო - ავსტრიელი პეტროგრაფი (1884-1980 წწ).
ზანდერლინგი კურტ - გერმანელი დირიჟორი, 1936-60 წლებში ცხოვრობდა სსრკ-ში (დაიბადა 1912 წელს).
ზანდი ჟორჟ - იხილე სანდი ჟორჟ.
ზანდმეიერი ტრაგოუტ - შვეიცარიელი ქიმიკოსი, სინთეტური მღებავების შექმნის ერთ-ერთი პიონერი (1854-1922 წწ).
ზანდრაბეგი - ჭადრაკის მეფის მÃედრულად გარდასმა (საბა).
ზანდრარტი იოაჰიმ ფონ - გერმანელი მხატვარი და მწერალი (1606-1688 წწ).
ზანდუკელი მიხეილ - პედაგოგი, ლიტერატურათმცოდნე (1889-1968 წწ).
ზანდუკი (არაბ.)
იგივეა, რაც სკივრი.
(ძვ.) სარჩევი (წიგნისა).
(ყოფილი ნათიანი) - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდამაყრის თემის საკრებულო), გუდამაყრის ხეობაში, გუდამაყრის არაგვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1360 მეტრი, დუშეთიდან - 61 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 63 კაცი.
ზანდური - კილიანი ხორბლის უძველესი ქართული ჯიში-პოპულაცია. საქართველოს ენდემია მოიცავს გვაწა, ჩელტა და ჰექსაპლოიდურ ზანდურს. მისი წარმოშობის კერა რაჭა-ლეჩხუმია.
ზანზალაკი - პატარა ზარი.
ზანზარა - ჭაობიანი ადგილი.
ზანზარი - ძლიერი და სწრაფი რყევა. ძალიან დიდი საგნებისა.
ზანზიბარი
კუნძული ინდოეთის ოკეანეში, აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ეკუთვნის ტანზანიას.
ქალაქი-პორტი ტანზანიაში, კუნძულ ზანზიბარზე (160 ათასი). 3) ტანზანიის სახელი 1963-64 წლებში.
ზანკოვეცკაია მარია (ნამდვილი გვარი ადამოვსკაია - უკრაინელი მსახიობი და თეატრალური მოღვაწე ქალი (1860-1934 წწ).
ზანსტადი - ქალაქი-პორტი ნიდერლანდში, მდინარე ზანზე (130 ათასი).
ზანტი - ზარმაცი, ნელი, მძიმე, აუჩქარებელი.
ზანური ენა (მეგრულ-ჭანური ენა) - ქართველურ ენათა ჯგუფის ერთ-ერთი უმწერლობო ენა. მოიცავს მეგრულ და ჭანურ დიალექტებს.
ზანუსი ქშიშტოფ - პოლონელი სცენარისტი და რეჟისორი (დაიბადა 1939 წელს).
ზანქან (ზანქელ) ზორაბაბელი - თბილისელი დიდვაჭარი XII საუკუნეში, თამარ მეფის პირველი ქმრის, იურის (გიორგის), ჩამომყვანი საქართველოში.
ზანჯანი - იხილე ზენჯანი.
ზაოზიორნი - ქალაქი რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.
ზაოზიორნოე - დაბა უკრაინის ყირიმის ოლქში.
ზაოკსკი - დაბა რუსეთის ტულის ოლქში.
ზაპა ფრენკ (ნამდვილი სახელი და გვარი ფრენსის ვინსენტი) - ამერიკელი ჯაზის მუსიკოსი (გიტარა, ვოკალი), კომპოზიტორი, ბენდლიდერი (დაიბადა 1940 წელს).
ზაპადნაია-დვინა - დაბა რუსეთის ტვერის ოლქში.
ზაპადნი - დაბა რუსეთის მოსკოვის ოლქში.
ზაპაზუპი - რბილ რამეზე ჯოხის, მათრახის, წკეპლის და მისთანების ცემის ხმა.
ზაპანი - მძიმე, დიდი რისამე ძირს დავარდნის ხმა.
ზაპაშნი მსტისლავ - რუსი ცირკის მსახიობი, აკრობატთა და ტანმოვარჯიშეთა დინასტიის წარმომადგენელი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1938 წელს).
ზაპლიუსიე - დაბა რუსეთის ფსკოვის ოლქში.
ზაპილო - სნეული უღონო (საბა).
ზაპოკროვსკი - დაბა რუსეთის ჩიტის ოლქში.
ზაპოლიარნი
ქალაქი რუსეთის მურმანსკის ოლქში.
დაბა რუსეთის კომის რესპუბლიკაში.
ზაპოლსკა გაბრიელა (ნამდვილი გვარი კორვინ-პიოტროვსკა) - პოლონელი მწერალი და მსახიობი ქალი (1857-1921 წწ).
ზაპოროჟეცი - უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში წარმოებული მსუბუქი ავტომობილის მარკა, რომლის გამოშვება 1960 წლიდან დაიწყო.
ზაპოროჟიე (1921 წლამდე ალექსანდროვსკი) - ქალაქი უკრაინაში, საოლქო ცენტრი (900 ათასი).
ზაპოროჟიეს სეჩი - უკრაინელ კაზაკთა სოციალურ-პოლიტიკური და სამხედრო ორგანიზაცია XVI-XVIII საუკუნეებში.
ზაპოროჟსტალი (ყოფილი სერგო ორჯონიკიძის სახელობის) - უკრაინის მეტალურგიული მრეწველობის ერთ-ერთი უდიდესი საწარმო, ამუშავდა 1933 წელს.
ზაპოტოცკი ანტონინ - ჩეხოსლოვაკიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე, მწერალი (1884-1957 წწ).
ზაპოტოცკი ლადისლავ - ჩეხეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1852-1916 წწ).
ზაპრუდნაია - დაბა რუსეთის მოსკოვის ოლქში.
ზაპუნი - იგივეა, რაც ზაპაზუპი.
ზარა - ხორვატიის ქალაქ ზადარის იტალიური სახელწოდება.
ზარაგულა - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.
ზარადი (არაბ.)
მუზარადის გარშემო შემოვლებული ლითონის ბადე, პირისახის, ყელისა და კისრის დასაცავად.
ზუჩის ჯაჭვი (საბა).
ზარადინი - ოქრომჭედლის იარაღი, მრგვალწვერა.
ზარაზინი - დიდი ეჟვანი (საბა).
ზარათი - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (რიონის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 360 მეტრი, წყალტუბოდან - 33 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 547 კაცი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIII საუკუნეში. სოფლის სასაფლაოზე დგას XIII საუკუნის წმინდა კვირიკეს ეკლესია.
ზარათუშტრა - ძველი სპარსული რელიგიის დამაარსებელი და წინასწარმეტყველი, ვარაუდობენ, რომ იგი ცხოვრობდა ძვ.წ.აღ. X-VI საუკუნეებს შორის. იხილე ზოროასტრიზმი.
ზარა იაკობი - ეთიოპიის იმპერატორი (გარდაიცვალა 1468 წელს).
ზარაისკი - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.
ზარალი (სპარს.)
ქონებრივი დანაკარგი, დანაკლისი.
დანაკლისი ბრძოლის დროს.
ზარალიანი - ზარალის მომტანი (კომერცია).
ზარანდია მუშნი - პერსონაჟი ჭაბუა ამირეჯიბის რომანისა „დათა თუთაშხია“; ფილმში ამ პერსონაჟს თენგიზ არჩვაძე განასახიერებს.
ზარანი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (საღანძილის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის ხეობაში. ზღვის დონიდან - 600 მეტრი. ხარაგაულიდან - 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 250 კაცი.
ზარასაი (1836 წლიდან ნოვოალექსანდროვსკი, 1919-29 წლებში ეჟერენაი) - ქალაქი ლიტვაში.
ზარაურთები - სახლის საშვენებელი ჭურჭელი (საბა).
ზარაფი (არაბ.) - საფასურით ფულის დამხურდავებელი ან სარგებლით ფულის გამსესხებელი.
ზარაფშანი (სპარს. „ოქროსმფრქვეველი“)
ქალაქი უზბეკეთის ბუხარის ოლქში, ყიზილყუმის უდაბნოში (50 ათასი).
დაბა ტაჯიკეთის ხოჯენდის ოლქში.
(ზემოეთში ეწოდება მათჩა) მდინარე უზბეკეთსა და ტაჯიკეთში, იკარგება ქვიშრობში (სიგრძე - 877 კილომეტრი).
ზარაფშანის ქედი - მდებარეობს უზბეკეთსა და ტაჯიკეთში, ტიან-შანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
ზარაფხანა (არაბ.-სპარს.)
სახლი, სადაც ზარაფი ფულს ახურდავებდა და სესხად აძლევდა.
სახლი, სადაც ფულს ჭრიდნენ.
ზარბაბი (სპარს.) - აბრეშუმის ძვირფასი ქსოვილი, ოქრომკედით ნაკერი.
ზარბაზანი (სპარს.) - გრძელლულიანი საარტილერიო იარაღი, რომელიც ისვრის დამრეცი ტრაექტორიით.
ზარბუნა - მოდიდო ნავი (საბა).
ზარგაში - მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი.
ზარდაბი - ქალაქი აზერბაიჯანში.
ზარდალიშვილი იუზა - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, ძირითადად მოღვაწეობდა ქუთაისში (1883-1943 წწ).
ზარდამცემი - იგივეა, რაც შემაშინებელი.
ზარდანჩო - იგივეა, რაც კოჭა2.
ზარდაცემული - იგივეა, რაც თავზარდაცემული.
ზარდახანა (სპარს.) - არსენალი, სამხედრო საჭურვლის საწყობი.
ზარდახშა (სპარს.) - პატარა ყუთი ან კოლოფი ძვირფასი ნივთების შესანახად.
ზარდიანთკარი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
ზარდლაში - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
ზარევი პანტელეი (ნამდვილი გვარი - იორდანოვ პანტოვი) - ბულგარელი ლიტერატურათმცოდნე, საზოგადო მოღვაწე (1911-1997 წწ).
ზარეჩენსკი - დაბა რუსეთის მურმანსკის ოლქში.
ზარეჩნაია ნინა - ანტონ ჩეხოვის პიესა „თოლიის“ მთავარი პერსონაჟი ქალი.
ზარეჩნი
დაბა რუსეთის რიაზანის ოლქში (65 ათასი).
დაბა რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
ზარეჩნოე - დაბა უკრაინის როვნოს ოლქში.
ზარეცკი იური - საქართველოში მოღვაწე მოცეკვავე, ბალეტმაისტერი, საქართველოს სახალხო არტისტი (1928-1985 წწ).
ზარეცკი მიხას (ნამდვილი სახელი და გვარი მიხაილ კოსენკოვი) - ბელორუსი მწერალი (1901-1941 წწ).
ზარ-ზეიმი - დიდი ხმაურის ზეიმი.
ზარზმა - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.
ზარზმის მონასტერი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზარზმაში (ადიგენის მუნიციპალიტეტი). დაარსებული უნდა იყოს VIII-IX საუკუნეებში.
ზარი
სპილენძის შენადნობისაგან ჩამოსხმული ღრუ ნაკეთობა კონუსის ფორმისა, რომელსაც შიგნით თავმსხვილი ღერო (ენა) ჰკიდია ხმის გამოსაცემად.
რვალის დიდი სარეკელი (საბა).
მოწყობილობა ბგერითი სიგნალისათვის.
ზარის ხმა.
ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი სოციალ-დემოკრატიული მიმართულებისა, გამოდიოდა თბილისში 1906-07 წლებში.
(სპარს.) უზომო შიშით ან რაიმე საშინელი სანახაობით, ამბით გამოწვეული შეშფოთება, ელდა.
(სპარს.) სამგლოვიარო, უსიტყვო გალობა მიცვალებულის გასვენებისას.
(სპარს.) მოთქმით ტირილი, დატირება, ვისიმე გლოვა.
ზარია
ქალაქი ნიგერიის ჩრდილოეთ-ცენტრალურ შტატში (350 ათასი).
უკრაინის ქალაქ ლუგანსკის საფეხბურთო გუნდი, 1972 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.
ზარიადიე - მოსკოვის ისტორიული უბანი, მდებარეობს კრემლის აღმოსავლეთით.
ზარია ვოსტოკა - თბილისში გამომავალი ყოველდღიური რესპუბლიკური გაზეთი რუსულ ენაზე; დაარსდა 1922 წელს.
ზარიანი ნაირი (ნამდვილი სახელი და გვარი ჰაიასტან ეღიაზარიანი) - სომეხი მწერალი (1900 - 1969 წწ).
ზარიანკო სერგეი - რუსი ფერმწერი (1818-1870 წწ).
ზარინსკი - ქალაქი რუსეთის ალთაის მხარეში (55 ათასი).
ზარინში ინდულის - ლატვიელი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1929 წელს).
ზარინში კარლის - ლატვიელი მომღერალი, დრამატული ტენორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1930 წელს).
ზარინში მარგერს - ლატვიელი კომპოზიტორი, მწერალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1910 წელს).
ზარიფოვი ჰაქიმ - უზბეკი ცირკის მსახიობი, ცხენოსანი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1924 წელს).
ზარიძეები (ყოფილი ჩიტაურთკარი) - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში, ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ვერხველის (ივრის აუზი) ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ბუჭყინტა, ვერხველი, ზარიძეები, ზემო შარახევი, ზენამხარი, იარაჯულები, ივლიანთგორი, ლახატო, საკრეჭიო, ქვემო შარახევი, ხოფცა, ჯიჯეთი). ზღვის დონიდან - 1300 მეტრი, თიანეთიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 439 კაცი.
ზარიძეების თემის საკრებულო - იხილე ზარიძეები.
ზარმაცი - ვისაც შრომა-გარჯა ეზარება; ზანტი, უქნარა.
ზარნაშო (ბუბო) - დიდი ბუ (საბა).
ზარნაძეები - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (ალისუბნის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ჩხარის (ჩოლაბურის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 400 მეტრი, თერჯოლიდან - 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 673 ადამიანი.
ზარნიცკაია ეფროსინია (ნამდვილი გვარი აზგურიდი) - უკრაინელი მსახიობი ქალი (1867-1936 წწ).
ზარნიში (სპარს.) - ლითონის ნივთებზე ამოჭრილი სხვადასხვა სახე, ოქროთი ან ვერცხლით ამოვსებული.
ზარნიშიანი - ზარნიშით შემკული.
ზარუბი - ძველრუსული ქალაქი და ციხე-სიმაგრე XI-XIII საუკუნეებში, მდებარეობდა მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე.
ზარუბინო
დაბა რუსეთის პრიმორიეს ოლქში.
დაბა რუსეთის ნოვგოროდის ოლქში.
ზარუდნი ივან - რუსი არქიტექტორი და მხატვარი (? - 1727 წწ).
ზარული - იგივეა, რაც ფეხისადგილი.
ზარუცკი ივან - კაზაკთა რაზმის წინამძღოლი XVII საუკუნის დამდეგის რუსეთში, იყო ი. ბოლოტნიკოვის ლაშქარში (? - 1614 წ).
ზარფუში (სპარს.) - მაღალი თავსახურავი, სარქველი, ხუფი.
ზარქაში
იგივეა, რაც ოქროქსოვილი.
სპარსულია, ოქროსა და ვეცხლის გაზიდულსა და გამზიდველსა ჰქვიან, სხეპლასა სირმათა (საბა).
ზარწუფა - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.
ზარხი ალექსანდრე - რუსი კინორეჟისორი და სცენარისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1908-1997 წწ).
ზარხოში (სპარს.) - სასმელისაგან გამხიარულებული, შეზარხოშებული.
ზარხუფი - ზარის (მნიშვნელობა 1) მოყვანილობის საგანი, იყენებენ სხვადასხვა ტექნიკური მიზნით.
ზასეთა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
ზასკარი - ქედი ჰიმალაების ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ინდოეთსა და ჩინეთში (სიგრძე - დაახლოებით 600 კილომეტრი).
ზასლავლი - ქალაქი ბელორუსიის მინსკის ოლქში.
ზასნიცი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში, მეკლენბურგ-პომერანიის მხარეში.
ზასოდიმსკი პაველ - რუსი მწერალი (1843-1912 წწ).
ზასტავნა - ქალაქი უკრაინის ჩერნოვცის ოლქში.
ზატერეჩნი - დაბა რუსეთის სტავროპოლის ოლქში.
ზატიკი (ზადიკი)
საგალობელთა წიგნი, რომელშიც მოთავსებული იყო აღდგომის საგალობლები.
დღესასწაული, დაკავშირებული ებრაელების ეგვიპტიდან განთავისუფლების მოგონებასთან.
აღდგომის დღესასწაული.
გამოხსნა, გინა განთავისუფლება (საბა).
ზატიშიე - დაბა უკრაინის ოდესის ოლქში.
ზატლერსი ვალდის - ლატვიის პრეზიდენტი 2007 წლიდან (დაიბადა 1955 წელს).
ზატობოლსკი - დაბა ყაზახეთის კუსტანაის ოლქში.
ზატოკა - დაბა უკრაინის ოდესის ოლქში.
ზატონი - დაბა რუსეთის ალთაის მხარეში.
ზატოპეკი ემილ - ჩეხი სპორტსმენი, მძლეოსანი, ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1948, 1952 წწ) სტაიერულ დიტანციებზე სირბილში (1922-2000 წწ).
ზატულოვსკაია ტატიანა - რუსი მოჭადრაკე ქალი, საერთაშორისო დიდოსტატი (დაბადა 1935 წელს).
ზაუდიტუ - ეთიოპიის დედოფალი 1916-30 წლებში (1876-1930 წწ).
ზაუერბრუხი ფერდინანდ - გერმანელი ქირურგი, მკერდის ქირურგიის ერთ-ერთი პიონერი (1875-1951 წწ).
ზაუერვეიდი ალექსანდრე - რუსი ფერმწერი-ბატალისტი (1783-1844 წწ).
ზაუერი - ერთგვარი სისტემის ძველებური თოფი.
ზაუერლანდი - რაინის ფიქლოვანი მთების ჩრდილოეთი ნაწილი გერმანიაში.
ზაუმი (ზაუმური ენა) - ცნება, რომელიც ჩამოყალიბდა ფუტურიზმის წიაღში X საუკუნის 20-იან წლებში და ახალი ენის შექმნას გულისხმობდა.
ზაურალსკი - დაბა რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში.
ზაუტაშვილი ოთარ - კინოსა და თეატრის მსახიობი (1932-2009 წწ).
ზაფარაბადი - დაბა ტაჯიკეთის ხოჯენდის ოლქში.
ზაფარი - დაბა უზბეკეთის ტაშკენტის ოლქში.
ზაფრა (არაბ.)
ღვიძლის (ნაღვლის პარკის) ავადმყოფობა, რომლის დროსაც ადამიანი ყვითლდება.
ბოღმა, ჯავრი, ნაღველი.
თურქთა ენაა, ქართულად მწითური ნავღელი ჰქვიან (საბა).
ზაფრააშლილი - ვისაც ზაფრა აეშალა, ზაფრით დაავადებული.
ზაფრამორეული - იგივეა, რაც ზაფრააშლილი.
ზაფრანა (არაბ.)
(Crocus Sativus) კულტურული მცენარე, ენძელას მსგავსი; აქვს იისფერი ყვავილი და ნარინჯისფერი დინგი.
ამ მცენარის გამხმარი დინგები - ცნობილი ნარინჯისფერი სანელებელი.
ფართოდ გავრცელებული სახელწოდება რამდენიმე ყვითელყვავილიანი მცენარისა, რომელთაც საჭმლის სანელებლად იყენებენ.
ზაფრანაცემი - ვისაც ზაფრა ეცა.
ზაფრანისფერი - ყვითელი.
ზაფრიანი
ზაფრით დაავადებული.
მწარე, გესლიანი.
ზაფხული - წელიწადის ყველაზე თბილი დრო (ივნისი, ივლისი, აგვისტო); მოსდევს გაზაფხულს.
ზაფხულობით - როცა ზაფხულია, ზაფხულის განმავლობაში.
ზაქათალა - ქალაქი აზერბაიჯანში.
ზაქათი (არაბ. „განწმენდა“) - ყურანით გათვალისწინებული ერთ-ერთი ძირითადი გადასახადი, რაც გულისხმობდა წარმართთა და ურწმუნოთა ისლამის რჯულზე მოქცევის ერთ-ერთ პირობას.
ზაქათკარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), მდინარე მთიულეთის არაგვის ხეობაში, დიდველზე ანუ კაიშაურის პლატოზე. ზღვის დონიდან - 1640 მეტრი, დუშეთიდან - 70 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 81 კაცი. სოფლის სახელი იქ მცხოვრებ ზაქაიძეთა გვარიდან მომდინარეობს. შემორჩენილია ფეოდალური ხანის ციხესიმაგრის კომპლექსი, რასაც „ციხისთავიანთს“ უწოდებენ.
ზაქაიძე ილია - ხალხური მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1924 წელს).
ზაქანი ობეიდ - სპარსულ-ტაჯიკური ლიტერატურის წარმომადგენელი, სატირიკოსი (1270-1370 წწ).
ზაქარაია ეფრემ - ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1889 - 1946 წწ).
ზაქარაია პარმენ - ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (დაიბადა 1914 წელს).
ზაქარია (გვარად ჯორჯაძე) - აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1623-30 წლებში.
ზაქარია (გვარად ქვარიანი) - დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1657-60 წლებში.
ზაქარია რიტორი - ბიზანტიელი ისტორიკოსი და მოაზროვნე (დაახლოებით 482 - 560 წწ).
ზაქარიასთავი (ზაქარიასწვერი) - მთა მცხეთის მუნიციპალიტეტში, ქართლის ქედის განშტოება საბადურის ქედზე. აგებულია ნეოგენური თიხებისა და ქვიშაქვების შუაშრეებიანი კონგლომერატებით. ჩრდილოეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთის კალთები დამრეცია, კალთების ქვემო ნაწილი შემოსილია ტყის ყომრალ ნიადაგებზე განვითარებული მუხნარ-რცხილნარით, ზემო ნაწილები - ამავე ნიადაგებზე გავრცელებული წიფლის ტყეებით (სიმაღლე - 1433 მეტრი).
ზაქარიასწვერი - იხილე ზაქარიასთავი.
ზაქარიაძე ბუხუტი - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა სოხუმის და რუსთაველის სახელობის თეატრებში (1914-1988 წწ).
ზაქარიაძე სერგო - მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა მარჯანიშვილის და რუსთაველის სახელობის თეატრებში (1909-1971 წწ).
ზაქარო - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (გალავნის თემის საკრებულო). მდინარე თეზმის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 720 მეტრი, მცხეთიდან - 19 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 697 კაცი.
ზაქი - კამეჩის ნაშიერი დაბადებიდან სამ წლამდე.
ზაქირი ყასიმ-ბეი - აზერბაიჯანელი პოეტი (1784-1857 წწ).
ზაქსენჰაუზენი - გერმანელ ფაშისტთა საკონცენტრაციო ბანაკი ქალაქ პოტსდამის სიახლოვეს. შეიქმნა 1936 წელს, მასში მოკლულ იქნა 100 ათასზე მეტი ტყვე.
ზაქსი იულიუს - გერმანელი ბოტანიკოსი (1832-1897 წწ).
ზაქსი ნელი - გერმანელი პოეტი ქალი (1891-1970 წწ).
ზაქსი ჰანს - გერმანელი პოეტი, მაისტერზინგერი (1494-1576 წწ).
ზაღლული (ზაღლულ-ფაშა) საიდ - ეგვიპტის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, პარტია „ვაფდის“ დამაარსებელი და პირველი თავმჯდომარე (1857-1927 წწ).
ზაყორი - სოფლების ზემო ზაყორისა და ქვემო ზაყორის გავრცელებული სახელწოდება (ახალგორის მუნიციპალიტეტი).
ზაშეეკი - დაბა რუსეთის მურმანსკის ოლქში.
ზაშირბარა - ქედი გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედის სამხრეთი შტოქედი.
ზაჩაგანსკი - დაბა ყაზახეთის ურალსკის ოლქში.
ზაჩეპილოვკა - დაბა უკრაინის ხარკოვის ოლქში.
ზახავა ბორის - რუსი მსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა მოსკოვის ვახტანგოვის სახელობის თეატრში (1896-1976 წწ).
ზახაროვა ვალენტინა - თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრის მსახიობი ქალი, საქართველოს სახალხო არტისტი (1908-1990 წწ).
ზახაროვი ანდრიან - რუსი არქიტექტორი, ამპირის წარმომადგენელი (1761-1811 წწ).
ზახაროვი ვლადიმირ - რუსი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1901-1956 წწ).
ზახაროვი მარკ - რუსი რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოსკოვის „ლენკომის“ თეატრის მთავარი რეჟისორი (დაიბადა 1933 წელს).
ზახაროვი მატვეი - რუსი მხედართმთავარი, მარშალი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1898-1972 წწ).
ზახაროვი როსტისლავ - რუსი ბალეტმაისტერი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა მოსკოვის დიდ თეტრში (1907-1984 წწ).
ზახერ-მაზოხი ლეოპოლდ ფონ - ავსტრიელი მწერალი (1836-1895 წწ).
ზახვატოვიჩი იან - პოლონელი არქიტექტორი და არქიტექტურის ისტორიკოსი (1900-1989 წწ).
ზახმეთი - დაბა თურქმენეთის მარის ოლქში.
ზახოდერი ბორის - რუსი საბავშვო მწერალი (1918-2000 წწ).
ზახორი - სოფლების ზემო ზახორის, ქვემო ზახორის და შუა ზახორის გავრცელებული სახელწოდება (ახალგორის მუნიციპალიტეტი).
ზახრუმა (ზახრუმალა, სპარს. „ზოჰრ-ე-მარ“- გველის შხამი) - შორისდებული: არგადარჩენა! სიკვდილი! (ითქმის წყევლად, თუ ვისიმე გაბმული ხველება, ცხვირის დაცემინება, წამოძახილები და სხვა ვისმე თავს აბეზრებს).
ზაჯალი (არაბ.) - არაბული სალექსო ფორმა. წარმოიშვა X საუკუნის ესპანეთში; ახასიათებს რითმებით ორგანიზებული სტროფული კომპოზიცია.
ზაჰავი ჯამილ სიდკი - არაბი პოეტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე (ერაყი) (1863-1936 წწ).
ზაჰედანი (1930 წლამდე დოზდაბი) - ქალაქი აღმოსავლეთ ირანში, სისტანისა და ბელუჯისტანის ოსტანის ადმინისტრაციული ცენტრი.
ზაჰესი
ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური.
ყოფილი მუშათა დასახლება მცხეთის მუნიციპალიტეტში.
ზაჰიდოვა ლუთფია - ბალეტის ტაჯიკი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1925 წელს).
ზაჰირ ალ-უმარი - ჩრდილო-დასავლეთ პალესტინის მმართველი (1686-1775 წწ).
ზაჰირი აბდულ - ავღანეთის სახელმწიფო მოღვაწე (1910-1989 წწ).
ზაჰირ-შაჰი მუჰამედ - ავღანეთის მეფე 1933-1973 წლებში (დაიბადა 1914 წელს).
ზაჰლი - ქალაქი ლიბანში, ბიკაის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი.
![]() |
3.2 ზბ |
▲back to top |
ზბანაცკი იური - უკრაინელი მწერალი (დაიბადა 1913 წელს).
ზბარაჟი - ქალაქი უკრაინის ტერნოპოლის ოლქში.
ზბოროვო - ქალაქი უკრაინის ტერნოპოლის ოლქში.
ზბრუჩი - მდინარე უკრაინის ხმელნიცკის და ტერნოპოლის ოლქებში, დნესტრის მარცხენა შენაკადი.
![]() |
3.3 ზგ |
▲back to top |
ზგიეჟი - ქალაქი პოლონეთის ლოძის სავოევოდოში (60 ათასი).
ზგოჟელეცი - ქალაქი პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (40 ათასი).
ზგურიდი ალექსანდრე - რუსი კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1904-1998 წწ).
ზგუროვკა - დაბა უკრაინის კიევის ოლქში.
![]() |
3.4 ზდ |
▲back to top |
ზდანევიჩი კირილ (ფსევდონიმები: ილიაზდი, ელი ეგანბიური) - ქართველი ფერმწერი და ხელოვნების მკვლევარი, წარმოშობით პოლონელი (1892-1967 წწ).
ზდანოვიჩი გიორგი (ნამდვილი გვარი მაიაშვილი) - ქართველი პუბლიცისტი და ეკონომისტი, რევოლუციონერ-ხალხოსანი (1854-1917 წწ).
ზდვინსკი - დაბა რუსეთი ნოვოსიბირსკის ოლქში.
ზდვიჟი - მდინარე უკრაინის კიევის და ჟიტომირის ოლქებში, ტეტერევის მარჯვენა შენაკადი.
ზდოლბუნოვი - ქალაქი უკრაინის როვნოს ოლქში.
ზდოროვიე რუსული ყოველთვიური სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი, გამოდის 1955 წლიდან.
ზდროდოვსკი პავლე - რუსი მიკრობიოლოგი, იმუნოლოგი, აკადემიკოსი (1890-1976 წწ).
ზდუნსკა-ვოლა - ქალაქი პოლონეთში, ლოძის სიახლოვეს (45 ათასი).
![]() |
3.5 ზე |
▲back to top |
ზე
იგივეა, რაც ზევით.
იგივეა, რაც ზეზე.
პირველი ნაწილი რთული ფუძეებისა, ნიშნავს: ა) ჩვეულებრივზე მეტს შესაძლებლობით, ხარისხით, რაოდენობით. ბ) მოქმედების მიმართულებას ქვევიდან ზევით.
თანდებული, რომელიც დაერთვის მიცემით ბრუნვას და წინამავალ სახელთან ერთად უპასუხებს კითხვაზე რაზე? (ვისზე?).
ზეა
ქალაქი რუსეთის ამურის ოლქში.
მდინარე რუსეთის ამურის ოლქში, ამურის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 1242 კილომეტრი).
ზეამეთი (არაბ.) - სამხედრო ლენი შუა საუკუნეების ოსმალეთში, სახელმწიფოს მიერ პირობით ნაწყალობევი მიწა.
ზეახალი ვარსკვლავი - ცვალებადი ვარსკვლავი, რომლის ბრწინვალება ერთბაშად (ერთ-ორ კვირაში) იზრდება დაახლოებით 20 ვარსკვლავიერი სიდიდით, შემდეგ კი ნელა მცირდება და პირვანდელს უბრუნდება.
ზებგერითი - რაც აღემატება ბგერის გავრცელების სიჩქარეს.
ზებედე I - აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1552-56 წლებში.
ზებედე II - აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1610-11 წლებში.
ზებეყურის ქედი - ქედი ახალგორის მუნიციპალიტეტში, ხარულის ქედის შტოქედი.
ზებლიაკი - დაბა რუსეთის კოსტრომის ოლქში.
ზებრა (ფრანგ.) - ველური თეთრ და შავზოლებიანი ცხენი; გავრცელებულია აფრიკაში.
ზებრიუგე - ქალაქი ბელგიაში, ბრიუგეს ავანპორტი (60 ათასი).
ზებროიდი - ზებრის და ცხენის (ან ვირის) ნარევი.
ზებუ (ფრანგ.) - კუზიანი საქონელი; შინაური ცხოველი, რომელიც გავრცელებულია აზიასა და აფრიკაში.
ზებუნებრივი - მოვლენა, არსება, რომელიც არ ექვემდებარება ამქვეყნიურს, რეალურს, ბუნებრივს.
ზებუნისა (ფსევდონიმი „მახფი“) - სპარსულენოვანი ინდოელი პოეტი ქალი (1639-1702 წწ).
ზეგ
ხვალის მომდევნო დღეს.
ხვალის ხვალი (საბა).
ზეგაანი - სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
ზეგადლოვიჩი ემილ - პოლონელი მწერალი (1888-1941 წწ).
ზეგავლენა - გავლენა ვინმეზე, რამეზე, საამისო მოქმედება.
ზეგალაქტიკა - გალაქტიკების გროვა, რომელიც განმხოლოებულ კოსმოსურ სისტემას ქმნის.
ზეგამტარობა - ლითონის ელექტრული წინაღობის პრაქტიკულად სრული გაქრობის მოვლენა მისი გაცივებისას გარკვეულ, ე.წ. კრიზისულ ტემპერატურაზე დაბლა.
ზეგანი
ვაკე ადგილი მთაზე, მაღლობზე.
ვაკე (ან მცირე გორაკებიანი) ადგილი ზღვის დონიდან 200 (და მეტ) სიმაღლეზე.
ზემო აჭარის მეორე სახელწოდება.
სოფლები გულრიფშის, მესტიის, სოხუმის მუნიციპალიტეტებში და გაგრის შემოგარენში.
სოფლების ზედა ზეგანის და ქვედა ზეგანის გავრცელებული სახელწოდება (ბაღდათის მუნიციპალიტეტი).
ზეგადლოვიჩი ემილ - პოლონელი მწერალი (1888-1941 წწ).
ზეგარდა
XIII-XIV საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმინდა გიორგის ეკლესია სოფელ დიღმის მიდამოებში.
ყოფილი სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
ზეგარდისხევი - პერიოდული მდინარე კასპის მუნიციპალიტეტში, კვერნაქის ქედის სამხრეთ კალთაზე.
ზეგარდმო
ზეციერი.
ზეციდან მოვლენილი.
ზეგეგმითი - გეგმის გადამეტებით მიღებული, გამოშვებული.
ზეგევოლდი - ლატვიის ქალაქ სიგულდას სახელი 1917 წლამდე.
ზეგერსი ანა (ნამდვილი სახელი და გვარი ნეტი რაილინგი) - გერმანელი მწერალი ქალი (1900-1983 წწ).
ზეგერსი ჰერკულეს - იხილე სეგერსი ჰ.
ზეგინდელი - რაც ზეგ იქნება, ზეგისა.
ზედ
რისამე ზედაპირზე, ზევიდან.
სულ ახლოს, მჭიდროდ.
პირდაპირ, სწორედ, ზუსტად.
ზედა აგარა - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.
ზედა ალისუბანი - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ჩხარის სათავეში. ალისუბნის თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 300 მეტრი, თერჯოლიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 551 ადამიანი..
ზედა აღვი - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.
ზედა აჭყვა - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
ზედა ბაში - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ბაშის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე რიონის ნაპირზე. ზღვის დონიდან - 40 მეტრი, სამტრედიიდან - 21 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 264 კაცი.
ზედა ბახვი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
ზედა ბერეთისა - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ნიგოზეთის თემის საკრებულო). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. ზღვის დონიდან - 840 მეტრი, ჭიათურიდან - 24 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 544 კაცი.
ზედა ბზვანი - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში (ბზვანის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ძულუხურის (სულორის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან - 240 მეტრი, ვანიდან - 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 770 ადამიანი.
ზედა ბზუბზუ - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.
ზედა გორა (ყოფილი გორა-ზეინდარი) - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში (გორის თემის საკრებულო), მდებარეობს ფერეთის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 160 მეტრი, ვანიდან - 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 528 ადამიანი.
ზედა გორდი - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (გორდის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 464 ადამიანი.
ზედა დაგვა - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
ზედადგარი
რკინის სამფეხა - ქვაბისა და მისთანათა ცეცხლზე შესადგმელად.
ქვაბთ დასადგმელი (საბა).
ზედა დიმი - სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში (ნერგეეთის თემის საკრებულო). მდინარე ხანისწყლის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 220 მეტრი, ბაღდათიდან - 3 კილომეტრი. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1546 კაცი.
ზედა ეწერი
(ყოფილი რუხისწყალი) სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (გომის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარე კაპიტონის ნაპირზე. ზღვის დონიდან - 140 მეტრი, სამტრედიიდან - 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 183 კაცი.
ზედა ეწერ-ტობანიერი - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში (ტობანიერის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთზე. ზღვის დონიდან - 250 მეტრი, ვანიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 284 ადამიანი.
ზედა ვანი - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ჭიშურის (სულორის მარცხენა შენაკადი) ორივე ნაპირზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 2 სოფესლ: ზედა ვანი, ტყელვანი). ზღვის დონიდან - 160 მეტრი, ვანიდან - 2,5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 658 ადამიანი.
ზედა ვარძია - XI საუკუნის I ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის ეკლესია, ვარძიის ჩრდილო-დასავლეთით 3 კილომეტრზე.
ზედა ვედი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
ზედა ზეგანი - - სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში თემის საკრებულოს ცენტრი. მდებარეობს მდინარე საკრაულის (ხანისწყლის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 440 მეტრი, ბაღდათიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 146 კაცი.
ზედაზენი - მთა მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოს ქედზე, აგებულია მეოტურ-პონტური კონტინენტური კონგლომერატებით, ქვიშაქვებისა და თიხების შუაშრეებით, კალთები დამრეცია, მცირედ დანაწევრებული, ტყის ყომრალ ნიადაგებზე გავრცელებული რცხილა-წიფლისა და წიფლის ტყეებით (სიმაღლე - 1178 მეტრი).
ზედაზნის მონასტერი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მცხეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, არაგვის მარცხენა ნაპირზე, საგურამოს ქედზე. ადრეულ ეპოქაში აქ აღმართული ყოფილა ზადენის კერპი, რომლის ადგილას VI საუკუნის 40-იან წლებში ასურელ მამას იოანეს ქართული მონასტერი დაუარსებია. XIX საუკუნეში ზედაზნის მონასტერში მოღვაწე ერთ-ერთ ქართველ მწიგნობრის მიქაელ წინამძღვრის ინიციატივით დაიწერა იოანე ზედანელის ცხოვრების მეტაფრასული რედაქცია. სამონასტრო ნაგებობათაგან დღეისათვის შემორჩენილია ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც ააშენა კათალიკოსმა VIII საუკუნის დასასრულს (ადრინდელი დარბაზული ეკლესიის ადგილას). გეგმით კვადრატული ბაზილიკის შუა ნავი ვიწრო და მაღალია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. შესასვლელი სამხრეთიდანაა (დასავლეთი შესასვლელი გვიანდელია). სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნავები მთავარ ნავს აგურის თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება. ჩრდილოეთი ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მოქცეულია VI-VII საუკუნეების მიჯნაზე აგებული დარბაზული ეკლესია, რომლის გეგმით სწორკუთხა აფსიდა გადახურილია კონუსურ ტრომპებზე დაყრდნობილი ნალისებრი კონქრით. საკურთხეველი აქ ოთხი საფეხურითაა ამაღლებული. იოანე ზედაზნელის ქვის კუბო (ის XVII საუკუნეში უნდა იყოს გაკეთებული), „პატიოსანი ლუსკუმა“, ერთი მესამედით საკურთხეველშია შეჭრილი. ჩრდილოეთ ნავის დასავლეთ ნაწილში წყლის აუზია. სამხრეთ ნავი ორი ნაწილისაგან შედგება, ეკლესიაში შესასვლელი მთავარი ნავიდანაა (ადრე კი დასავლეთიდან იყო). ძეგლი ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, ნაწილობრივ აგურით. გვხვდება შირიმის ქვაც. ფასადები მარტივად და სადად არის გადაწყვეტილი, სარკმლები განლაგებულია ასიმეტრულად. მთავარი ნავის სარკმელი მორთულია „განედლებული“ ჯვრის რელიეფით.ფასადზე ჯვრის მარტივი გამოსახულებაა.
ზედა თეკლათი - ყოფილი სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.
ზედა თლუღი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
ზედა თმოგვი - XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკა, მდებარეობს ვარძიის და თმოგვის ციხის ჩრდილოეთით.
ზედა თხილნარი (ყოფილი ხიზარდუზი) - სოფელი ხელვაჩაურის მინიციპალიტეტში.
ზედა ილემი - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ილემის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ძირულის ხეობაში. ზღვის დონიდან - 320 მეტრი, ზესტაფონიდან - 13 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 313 ადამიანი. ზედა ილემი ძველად სოფელ ილემის შემადგენელი ნაწილი იყო. ისტორიულ წყაროებში სოფელი ილემი პირველად მოიხსენიება XV საუკუნეში.
ზედა კვალითი - იხილე კვალითი.
ზედა კვირიკე - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
ზედა კინჩხა - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (კინჩხის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ოკაცეს ხეობაში. ზღვის დონიდან 760 მეტრი, ხონიდან 28 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 62 ადამიანი.
ზედა კლდეეთი - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს მდინარე აჯამურის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე. კლდეეთის თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 350 მეტრი, ზესტაფონიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 521 ადამიანი.
ზედა კონდიდი - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
ზედა კუხი - მდინარე წულუკიძის მუნიციპალიტეტში, გუბისწყლის მარჯვენა შენაკადი.
ზედა ლია (ყოფილი ლებოხა) - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.
ზედა ლოკნარი - მდინარე ვანის მუნიციპალიტეტში, სულორის მარცხენა შენაკადი.
ზედა ლუხვანო - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.
ზედა ლუჰა - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
ზედა მარღი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
ზედა მახუნცეთი - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.
ზედა მესხეთი - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (ქვიტირის თემის საკრებულო), მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის ვაკეზე, მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 110 მეტრი, წყალტუბოდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1162 კაცი. ზედა მესხეთი ადრე ნაწილი იყო სოფელ მესხეთისა, რომელიც შემდეგ ორად გაიყო. სოფელი მესხეთი წყაროებში პირველად მოიხსენიება XIII საუკუნის მეორე ნახევარში.
ზედამხედველი - პირი, რომელსაც დავალებული აქვს რისამე მეთვალყურეობა.
ზედამხედველობა - მეთვალყურეობა, თვალყურის დევნება.
ზედა მუქედი - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში (მუქედის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან - 160 მეტრი, ვანიდან - 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 427 ადამიანი.
ზედა ნაქალაქევი - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.
ზედა ონჭეიში - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (მექვენის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე ლეხიდრის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 550 მეტრი, წყალტუბოდან - 50 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 32 კაცი
ზედა ორთაბათუმი - სოფელ ჩაისუბნის ძველი სახელწოდება.
ზედა ორღული -სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჩიხის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 560 მეტრი, საჩხერიდან - 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 463 კაცი.
ზედაპირი - რისამე გარეთა, ზედა მხარე. ზედა ნაწილი.
ზედაპირული - რაც ზედაპირზეა; არასრულყოფილი (ცოდნა).
ზედა რგანი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (სარქველთუბნის თემის საკრებულო), მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის ხეობაში. ზღვის დონიდან - 600 მეტრი, ჭიათურიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 297 კაცი.
ზედა საზანო (საზანო) - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში,მდინარე ძუსის (ჩოლაბურის მარცხენა მდგენელი) ხეობაში. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 6 სოფელს: დელტასუბანი, ზედა საზანო, მუჯირეთი, სკანდე, შიმშილაქედი, ჩიხორი). ზღვის დონიდან - 320 მეტრი, თერჯოლიდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1668 ადამიანი.
ზედა საირმე - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.
ზედა სალომიო - ყოფილი სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.
ზედა სამება - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
ზედა საქარა - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ყვირილის ხეობაში. საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 300 მეტრი, ზესტაფონიდან - 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2858 ადამიანი.
ზედა საწუმბო - ყოფილი სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.
ზედა სიმონეთი - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სიმონეთის ვაკესა და ბორცვიან მთისწინეთზე. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 360 მეტრი, თერჯოლიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1824 ადამიანი.
ზედა სორტა - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.
ზედატანი
წელს ზემოთა ნაწილი ადამიანის ტანისა.
ქალის ტანსაცმლის ნაწილი, წელს ზევით.
ზედა ულიანოვკა - იხილე ბუკნარი.
ზედა უჩხუბი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
ზედაფენა
ზევითა ფენა.
რაიმე სოციალური ჯგუფის, კლასის, ორგანიზაციის პრივილეგირებული ნაწილი.
ზედა ღელე - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.
ზედა ღვარდია - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
ზედა ღვირიში - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.
ზედა ყოშრა - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი.
ზედა შავრა - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
ზედაშე
წითელი ღვინო, რომელსაც ხმარობენ ზიარების დროს ან ჯვრისწერის წესის შესრულებისას.
საეკლესიო დღესასწაულებისათვის საგანგებოდ შემონახული საუკეთესო ღვინო.
შესაწირავი ღვინო (საბა).
ზედა ჩხუტუნეთი (ყოფილი კახიეთი, ნაგერვეთი) - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.
ზედა ციხესულორი - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში (ციხესულორის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 70 მეტრი, ვანიდან - 2,5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 536 ადამიანი.
ზედა ძიმითი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
ზედა წევა - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ძირულის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ძირულის ხეობაში. ზღვის დონიდან - 580 მეტრი, ზესტაფონიდან - 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 132 ადამიანი. სოფელში დგას XI საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია.
ზედაწელი - იგივეა, რაც ზედატანი.
ზედა წირმინდი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
ზედა წიფლავაკე - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (სანახშირის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ძირულის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 480 მეტრი, ზესტაფონიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 200 ადამიანი.
ზედა ჭალოვანი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ხვაშითის თემის საკრებულო), მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1040 მეტრი, ჭიათურიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 338 კაცი.
ზედა ჭყეპი - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (ორპირის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარეების ჭალის და წყალწითელას წყალგამყოფ სერზე. ზღვის დონიდან - 290 მეტრი, ტყიბულიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 127 კაცი.
ზედა ჭყვიში - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
ზედახორა
ერთმანეთზე უწესრიგოდ დაყრილი, დახორავებული საგნების დიდი გროვა.
ბავშვების თამაშობა, როცა ერთს წააქცევენ და სხვები ზედ დაეცემიან.
ზედგამოჭრილი - ზედმიწევნით მსგავსი. პირწავარდნილი. განსაკუთრებით გამოსადეგი.
ზედგენიძეები (ზევდგინიძეები) - ფეოდალური საგვარეულო აღმოსავლეთ საქართველოში, პოლიტიკურ არენაზე გამოვიდნენ XIV საუკუნიდან.
ზედგინიძე გიორგი - მწერალი (დაიბადა 1922 წელს).
ზედგინიძე ელიზბარ - მწერალი (1903-1985 წწ).
ზედენადობა - კვანტური სითხის განსაკუთრებული მდგომარეობა, რომლის დროსაც სითხე უხახუნოდ გაედინება ვიწრო ხვრელებსა და კაპილარებში.
ზედი - დასაკეცი სახურავი ავტომობილისა.
ზედიზედ - უშუალოდ ერთიმეორის შემდეგ, ერთიმეორის მიყოლებით.
ზედმეტი
იმაზე მეტი, რაც საჭიროა.
არასაჭირო.
ზედმეტი ადამიანი - სოციალურ-ფსიქოლოგიური ტიპი, რომელიც აისახა XIX საუკუნის I ნახევრის რუსულ ლიტერატურაში.
ზედმეტი პროდუქტი - საზოგადოებრივი პროდუქტის ნაწილი, რომელიც იქმნება მატერიალური წარმოების სფეროში დასაქმებულ უშუალო მწარმოებელთა მიერ აუცილებელ პროდუქტზე ზევით.
ზედმიყოლებით - ერთიმეორის მიყოლებით, ერთიმეორის შემდეგ; თანამიმდევრობით.
ზედმიწევნით - განსაკუთრებით კარგად, ზუსტად.
ზედმიწევნული - ცოდნით სრული (საბა).
ზედნადები - საბუთი, რომელიც თან მიჰყვება სადმე გადასატან ტვირთს, ვინმესთვის გადასაცემ საქონელს.
ზედნაშენი - ამა თუ იმ საზოგადოების ეკონომიკური წყობილების საფუძველზე წარმოშობილი ამ საზოგადოების პოლიტიკური, უფლებრივი, რელიგიური, მხატვრული, ფილოსოფიური შეხედულებანი და მათი შესაბამისი პოლიტიკური, უფლებრივი და სხვა დაწესებულებანი.
ზედსართავი სახელი - მეტყველების ნაწილი, რომელიც დაერთვის არსებით სახელს და გამოხატავს საგნის თვისებას, ნიშანს.
ზედსიძე - სიდედრ-სიმამრის ოჯახში მცხოვრები სიძე.
ზედუბანი
სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.
სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (საწირის თემის საკრებულო), მდებარეობს ტყიბულის წყალსაცავის ნაპირზე. ზღვის დონიდან - 580 მეტრი, ტყიბულიდან - 11 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 220 კაცი. ზედუბანი ადრე სოფელ საწირის უბანს წარმოადგენდა. სოფელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის საწირის ციხე.
სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ზოდის თემის საკრებულო), მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ჯრუჭულის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 650 მეტრი, ჭიათურიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 545 კაცი.
სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ვახანის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ვახანისწყლის (ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან - 500 მეტრი. ხარაგაულიდან - 16 კილომეტრი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 239 კაცი.
ზეებეკი თომას - გერმანელი ფიზიკოსი (1770-1831 წწ).
ზეეგერი ბერნჰარდ - გერმანელი მწერალი (დაიბადა 1927 წელს).
ზეელენბინდერი ვერნერ - გერმანიაში ფაშიზმის საწინააღმდეგო მოძრაობის მოღვაწე (1904-1944 წწ).
ზეელერი უვე - გერმანელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი XX საუკუნის 60-იან წლებში, “ჰამბურგის” შემადენლობაში ჩაატარა 916 ოფიციალური მატჩი და გაიტანა 772 გოლი (დაიბადა 1936 წელს).
ზეელიგერი ჰუგო - გერმანელი ასტრონომი (1849-1924 წწ).
ზეემანი პიტერ - ნიდერლანდელი ფიზიკოსი, 1902 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჰ.ა. ლორენცთან ერთად (1865-1943 წწ).
ზევაესი ალექსანდრ (ნამდვილი სახელი და გვარი გიუსტავ ალექსანდრ ბურსონი) - საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე, ადვოკატი, ისტორიკოსი (1873-1953 წწ).
ზევაილი აჰმედ ჰასან - ეგვიპტური წარმოშობის ამერიკელი ქიმიკოსი, 1999 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1946 წელს).
ზევახი (ჯავახი) - ქართლის ერისთავი (პიტიახში) II საუკუნის 30-50-იან წლებში, მეფე ფარსმანის დროს.
ზევგიტები (ბერძნ.) - ძველი ათენის თავისუფალი მოსახლეობის მესამე ჯგუფი ქონებრივი ცენზის მიხედვით (პენტაკოსიომედიმნებისა და მხედრების შემდეგ).
ზევგმა (ბერძნ.) - სტილისტიკური ხერხი: მეტნაკლებად ვრცელი სალექსო პერიოდის იმგვარი აგებულება, როცა შემასმენელი მხოლოდ პერიოდის დასაწყისში იხმარება, ხოლო შემდეგ გამოტოვებულია, მაგრამ იგულისხმება.
ზევგოსი იანის (ნამდვილი გვარი ტალაგანისი) - საბერძნეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, ისტორიკოსი (1899 1947 წწ)
ზევდგინიძე თაყა - XIV საუკუნის 80-90-იანი წლების პოლიტიკური მოღვაწე, ქართლის მეფის, გიორგი VII-ის თანამებრძოლი თათართა წინააღმდეგ ბრძოლაში.
ზეველი - სოფელ ძველის ძველი სახელწოდება.
ზევერინგი კარლ - გერმანიის პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი (1875-1952 წწ).
ზევიდან
ზევითა ადგილიდან ქვევითკენ, მაღლიდან.
(გადატანით) ხელმძღვანელი ორგანოების ინიციატივით.
ზევით
ზედა ნაწილში, მაღლა.
ზევითკენ, მაღლისკენ.
წინ, ადრე.
ზევსი - ღმერთთა და კაცთა მამად წოდებული ბერძენთა უზენაესი ღვთაება. რეასა და კრონოსის ვაჟი, რის გამოც ხშირად კრონიდადაც მოიხსენიებენ, მის მარადიულ ადგილსამყოფელად ოლიმპოს მთა მიაჩნდათ. მას შეესაბამება რომაული მითოლოგიის იუპიტერი.
ზევქსიპე - ძველი ბერძნული მითოლოგიიის თანახმად:
პანდიონოსის მეუღლე, ერეხთევსის დედა.
პროკლესა და ფილომელეს დედა. იგივე ძევქსიპე.
ზევქსისი - ძველბერძენი ფერმწერი (ძვ.წ.აღ.V ს დასასრული - IV საუკუნის დასაწყისი).
ზეზე
ფეხზე.
ზევით, გარეთ.
ზეზელა
ზეზე მყოფი.
ზეზე დგომით.
ზეზეურად - ფეხზე დგომით, ზეზე.
ზეზვა - აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში გავრცელებული სახელი მამაკაცისა.
ზეზი
ესე არს ორფერი ძაფი, და ძაფი და სირმა ერთად შესთული (საბა).
ერთგვარი სამოსი ასეთი ძაფისა.
ზეთავი - მთა თელავის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის მთავარ წყალგამუოფ ქედზე, მდინარე ხისოს ალაზნის (თუშეთის ალაზნის მარჯვენა შენაკადი) სათავესთან; აგებულია ლიასური თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, მთის კალთები ციცაბოა, ზოგან ფრიალო კლდოვანი ფლატეებია; შემოსილია მთის მდელოს ნიადაგებზე განვითარებული სუბალპური და ალპური მდელოებით (სიმაღლე - 3099 მეტრი).
ზეთე კურტ - გერმანელი ეგვიპტოლოგი (1869-1934 წწ).
ზეთი - ცხიმოვანი თხევადი ნივთიერება. მიიღება სხვადასხვა მცენარეული და მინერალური ნივთიერების გადამუშავების გზით.
ზეთიანი
ზეთის შემცველი.
ზეთით დამზადებული (საჭმელი).
ზეთით გასვრილი.
ზეთის კურთხევა - ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი ძირითადი საიდუმლო, რომლის დროსაც ზეთით აკურთხებენ მძიმედ დაავადებულ ადამიანს.
ზეთის პალმა (Elaeis guineensis) - მცენარე პალმების ოჯახისა, ველურად იზრდება ეკვატორული აფრიკის დასავლეთ ნაწილში.
ზეთისხილი (Olea europaea)
საშუალო სიმაღლის მარადმწვანე ხე; აქვს სურნელოვანი თეთრი ყვავილები, ისხამს ზეთით მდიდარ კურკოვან ნაყოფს.
ამ ხის ნაყოფი, რომელიც დამარილებული იჭმება.
ზეთოვანი - ზეთის შემცველი (ბუნებრივად).
ზეთსახდელი (საზეთე) - ზეთის გამოსახდელი (მანქანა, ქარხანა.....).
ზეიდანი ჯირჯი - ეგვიპტელი არაბი მწერალი (1861-1914 წწ).
ზეიდერზეე - ჩრდილოეთის ზღვის ყურე ნიდერლანდის ნაპირებთან.
ზეიდიტები - შიიტების ერთ-ერთი ზომიერი სექტის (შეიქმნა VIII საუკუნეში) მიმდევრები. ამჟამად იემენის მოსახლეობის ძირითად ნაწილს შეადგენენ. ღვთისმსახურებაში მუთაზილიტების მიმდევრები არიან.
ზეიერი იულიუს - ჩეხი პოეტი (1841-1901 წწ).
ზეითუნი (ზეითუნის ზეთი) - ზეთისხილის ზეთი.
ზეითუნციანი პერჩ - სომეხი მწერალი (დაიბადა 1938 წელს).
ზეილა - იხილე საილა.
ზეიმე იოჰან გოტფრიდ - გერმანელი პუბლიცისტი და პოეტი (1763-1810 წწ).
ზეიმი - რაიმე სასიხარულო ან ღირსშესანიშნავი ამბის, თარიღის და მისთანების აღსანიშნავი შეკრება, ხალხმრავალი დღესასწაული.
ზეინალოვი ჯანგირ მეშადი რზა ოღლუ - აზერბაიჯანელი მსახიობი, ეროვნული თეატრალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი (1865-1918 წწ).
ზეინდარი - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ფერეთის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 2 სოფელს: ზეინდარი, შუა გორა). ზღვის დონიდან - 90 მეტრი, ვანიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1296 ადამიანი. წერილობით წყაროებში პირველად მოხსენიებული აქვს გიულდენშტედტს (XVIII საუკუნე). ზეინდარში იყო ბარის ერისთავთა რეზიდენცია.
ზეინი ბილი (სრული სახელი უილიამ ჯორჯ ზეინი-უმცროსი) - კინოსა და ტელევიზიის ამერიკელი მსახიობი (დაიბადა 1966 წელს).
ზეინკალი (სპარს.) - ხელოსანი, რომელიც მუშაობს ლითონის სხვადასხვა ნაკეთობის დამზადებაზე, აწყობასა და შეკეთებაზე.
ზეინკლიშვილი ჯემალ - თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი, 1959-65 წლებში, მცველი, 1964 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1937-2011 წწ).
ზეისტეჩო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), მდინარე უსტამალეს (ხევსურეთის არაგვის მარჯვენა მდგენელი.) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 2000 მეტრი, დუშეთიდან - 75 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 1 კაცი.
ზეისტი - ქალაქი ნიდერლანდის უტრეხტის პროვინციაში (70 ათასი).
ზეკარა
(ზიკარი, ზიკარა) მწვერვალი (3828 მ) და უღელტეხლი ოსეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე.
მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ქეშელთის მარჯვენა მდგენელი.
ზეკარი
იგივეა, რაც უღელტეხილი.
კურორტი ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.
(რკინისჯვარი) - უღელტეხილი მესხეთის ქედზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე 2180 მეტრი. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტებითა და ტუფბრექჩიებით. შემოსილია სუბალპური ბუჩქნარებითა და მდელოებით. ზეკარზე გადადის საავტომობილო გზატკეცილი (ქუთაისი-ბაღდათი-საირმე-ბენარა), რომელიც აკავშირებს მდინარეების ხანისწყლისა და ქვაბლიანის ხეობებს.
ზეკარისწყალი - მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქერშავეთის სათავე.
ზეკოტა - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.
ზეკუცია - იხილე ეგზეკუცია.
ზელანდია (შელანი)
უდიდესი კუნძული ბალტიის ზღვაში, ეკუთვნის დანიას.
პროვინცია ნიდერლანდში.
ზელდინი ვლადიმირ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობს მოსკოვის საბჭოთა არმიის ცენტრალურ თეატრში (დაიბადა 1915 წელს).
ზელენკა იან - ჩეხი კომპოზიტორი, მუს. ბაროკოს წარმომადგენელი (1679-1745 წწ)
ზელენკა ლადისლავ - ჩეხი ვიოლონჩელისტი და პედაგოგი (1881-1957 წწ).
ზელენობორსკი
დაბა რუსეთის ტიუმენის ოლქის ხანტი-მანსის ავტონომიურ ოკრუგში.
დაბა რუსეთის მურმანსკის ოლქში.
დაბა რუსეთის კემეროვოს ოლქში.
ზელენობორსკოე - დაბა უკრაინის ოდესის ოლქში.
ზელენოგორსკი (1948 წლამდე ტერიოკი) - ქალაქი რუსეთის ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგის) ოლქში.
ზელენოგრადი - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.
ზელენოგრადსკი (1946 წლამდე გრანცი ან კრანცი) - ქალაქი რუსეთის კალინინგრადის ოლქში.
ზელენოდოლსკი - ქალაქი რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში (100 ათასი).
ზელენოვკა - დაბა უკრაინის ხერსონის ოლქში.
ზელენოკუმსკი (1963 წლამდე ვორონცოვო-ალექსანდროვსკოე) - ქალაქი რუსეთის სტავროპოლის მხარეში (40 ათასი).
ზელვა - ქალაქი ბელორუსიის გროდნოს ოლქში.
ზელვეროვიჩი ალექსანდერ - პოლონელი მსახიობი, რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე, პედაგოგი (1877-1955 წწ).
ზელვიანკა - მდინარე ბელორუსიაში, ბრესტის და გროდნოს ოლქებში, ნემანის მარცხენა შენაკადი.
ზელიგერი ჰუგო - გერმანელი ასტრონომი (1849-1924 წწ).
ზელილი ყურბანდურდი - თურქმენი პოეტი-ლირიკოსი (1779-1836 წწ).
ზელიონაია რინა (ნამდვილი სახელი ეკატერინე) - რუსი მსახიობი ქალი (1902-1991 წწ)
ზელიონაია-როშჩა - დაბა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში.
ზელიონი-ბორი
დაბა რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში
დაბა ბელორუსიის მინსკის ოლქში.
ზელიონოე - დაბა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში.
ზელტერი (ზელტერის წყალი) - მინერალური მარილ-ნახშირმჟავა წყალი (ბუნებრივი ან ხელოვნურად დამზადებული).
ზელცი (გერმ.) - ძეხვეული, რომელიც დამზადებულია წინასწარ მოხარშული ხორცისაგან, ღორის ან საქონლის თავების, ფეხებისა და ენისაგან.
ზემაკური - მთა ახალგორის მუნიციპალიტეტში, ხარულის ქედზე.
ზემანი კარელ - ჩეხი კინორეჟისორი-მულტიპლიკატორი (დაიბადა 1910 წელს)
ზემბილი - იგივეა, რაც ზამბილი.
ზემბრიხი მარჩელა (ნამდვილი სახელი და გვარი მარცელინა კოხანსკა) - პოლონელი მომღერალი ქალი (კოლორატურული სოპრანო) 1924 წლიდან მოღვაწეობდა აშშ-ში (1858-1935 წწ).
ზემგალები (ზემიგოლა) - უძველესი ლატვიური ტომი, რომელიც ბინადრობდა ლატვიის შუა ნაწილში.
ზემგალია - ისტორიული ოლქი ლატვიის სამხრეთ ნაწილში, მდინარე დაუგავის მარცხენანაპირეთში.
ზემდგომი - უფლებრივად უფრო მაღლა მდგომი, ხელმძღვანელი.
ზემდეგა კარლის - ლატვიელი მოქანდაკე (1894-1963 წწ).
ზემდეგი - პოსტკომუნისტური ქვეყნების არმიებში უმცროს მეთაურთა შემადგენლობის ყველაზე მაღალი წოდებულება.
ზემეკისი რობერტ - ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი (დაიბადა 1951 წელს).
ზემელვეისი იგნაც ფილიპ - უნგრელი მეანი (1818-1865 წწ)
ზემელი - თბილისში რუსთაველის სახელობის მოედნის ადრინდელი სახელწოდება; შეერქვა აქ არსებული აფთიაქის მიხედვით, რომელიც პროვიზორ-აფთიაქარ ე. ზემელს ეკუთვნოდა.
ზემერინგი - გადასასვლელი შტირიის ალპებში (ავსტრია).
ზემეტჩინო - დაბა რუსეთის პენზის ოლქში.
ზემიში ფრიდრიხ - გერმანელი მოჭადრაკე და ჭადრაკის თეორიტიკოსი, საერთაშორისო დიდოსტატი (1896-1975 წწ).
ზემკლავი - ტანვარჯიშში ხელების (მკლავების) ზევით აწევა.
ზემლიანკი - დაბა უკრაინის დონეცკის ოლქში.
ზემნიექსი - ლატვიურ მითოლოგიაში საოჯახო კარ-მიდამოს მფარველი ღვთაება.
ზემო - იგივეა, რაც ზევითა.
ზემო აბაყვა - მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ჩხალთის მარჯვენა შენაკადი.
ზემო აბაშა - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში. გამოჩინებულის თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 2 სოველს: ზემო აბაშა, ქვემო აბაშა). ზღვის დონიდან - 250 მეტრი, სამტრედიიდან - 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 154 კაცი.
ზემო ავსტრია - მხარე ჩრდილო-დასავლეთ ავსტრიაში.
ზემო ავჭალა - ყოფილი სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში.ზემო აკეთი - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.
ზემო ალვანი - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 2 სოფელს: ზემო ალვანი, ხორბალო). ზღვის დონიდან - 420 მეტრი, ახმეტიდან - 8 კილომეტრი. სოფელში არის კახეთის მეფე ლევანის (1520-1574 წწ.) აგურით ნაშენი სასახლე „ცხრაკარა“. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 4986 ადამიანი.
ზემო ალპები - დეპარტამენტი საფრანგეთში.
ზემო ამბრეთი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.
ზემო ამირნი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ფასანაურის სადაბო საკრებულო), მდინარე მთიულეთის არაგვის ხეობაში, მის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1450 მეტრი, დუშეთიდან - 52 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 13 კაცი.
ზემო ანგარა - მდინარე რუსეთის ბურიატიის რესპუბლიკაში, ერთვის ბაიკალის ტბას.
ზემო აჟარა - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.
ზემო არტანი - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (არტნის თემის საკრებულო), მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1180 მეტრი, თიანეთიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 49 კაცი.
ზემო აფიანჩა - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.
ზემოაღნიშნული - რაც ზევით (წინ, ადრე) იყო აღნიშნული.
ზემო აშკალა - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.
ზემო აჩაბეთი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
ზემო აძვისი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.
ზემო აჭარა - მხარე დასავლეთ საქართველოში, აჭარაში.
ზემო ახალსოფელი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
ზემო ახალშენი - სოფელი თეთრი წყარის მუნიციპალიტეტში.
ზემო ახკალაფა - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.
ზემო ბაგები - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.
ზემო ბარი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.
ზემო ბარღები - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.
ზემო ბაქართა - ყოფილი სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
ზემო ბია - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.
ზემო ბირცხა - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.
ზემო ბიყარი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
ზემო ბოდბე - სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში.
ზემო ბოლი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.
ზემო ბოლნისი - ნასოფლარი ისტორიულ ქვემო ქართლში, სადაც შემორჩენილია დარბაზული ტიპის ორი საყდარი.
ზემო ბოლქვი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
ზემო ბოშური - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
ზემო ბროლოსანი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.
ზემო გალი - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.
ზემო გარონა - დეპარტამენტი საფრანგეთში.
ზემო გორეთი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
ზემო გრიბზა - მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, გვაშთხვის მარჯვენა შენაკადი.
ზემო გულავერი - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.
ზემო გულრიფში - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.
ზემოდასახელებული - რაც უკვე ზევით (წინ, ადრე) დასახელებული, ხსენებული იქნა.
ზემო დვანი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.
ზემო დოდოთი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
ზემო ენთელი - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.
ზემო ერკეთი - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.
ზემო ეშერა - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.
ზემო ვიენა - დეპარტამენტი საფრანგეთში.
ზემო ვილდა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
ზემო ვოლგის ტბები - ტბები რუსეთის ტვერის ოლქში, მდინარე ვოლგის ზემოეთში.
ზემო ვოლგის წყალსაცავი - მდებარეობს რუსეთის ტვერის ოლქში.
ზემო ვოლტა - იხილე ბურკინა-ფასო.
ზემო ზახორი (ზაყორი) - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.
ზემო ზონკარი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
ზემოთ - იგივეა, რაც ზევით.
ზემო თელეთი - სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.
ზემო თრაკიის დაბლობი (მარიცის დაბლობი) - რეგიონი ბულგარეთში.
ზემოთქმული - რაც ზემოთ (წინ, ადრე) ითქვა, ზემოხსენებული.
ზემოთმოყვანილი - ზემოხსენებული, ზემოდასახელებული.
ზემო იაშთხვა - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.
ზემო იკორთა - ყოფილი სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
ზემო კოდისწყარო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მჭადიჯვრის თემის საკრებულო), ალევის ქედის სამხრეთ დაბოლოებაზე, მდინარე ნარეკვავის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 870 მეტრი, დუშეთიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 53 კაცი.
ზემო კოზი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
ზემო კორკულა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
ზემო კორსევი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
ზემო კოშკა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
ზემო კრიხი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
ზემო კუხი - მდინარე ხონის მუნიციპალიტეტში, სემის მარჯვენა შენაკადი.
ზემო ლათა - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.
ზემო ლეთეთი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.
ზემო ლუარა - დეპარტამენტი საფრანგეთში.
ზემო ლუპია (ლუნია) - მდინარე რუსეთის არხანგელსკის ოლქში, ვიჩეგდის მარცხენა შენაკადი.
ზემო მაკვანეთი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
ზემო მარნა - დეპარტამენტი საფრანგეთში.
ზემო მარღი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
ზემო მაღარო - სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში.
ზემო მაჩხაანი - სოფელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.
ზემო მაჩხარა - ყოფილი სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
ზემო მაჭარა - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.
ზემო მახისი - ყოფილი სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
ზემო მლეთა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მთიულეთის არაგვის მარჯჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1680 მეტრი, დუშეთიდან - 70 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 176 კაცი.
ზემო მონასტერი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
ზემო მსხალგორი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
ზემო მწარა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.
ზემო მხარი - იხილე ზემო ქვეყანა.
ზემო ნაგვაზევო - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.
ზემო ნატანები (ყოფილი სამღვთო) - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
ზემო ნაქალაქარი - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ნაქალაქარის თემის საკრებულო), ერწოს ქვაბულის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეში. ზღვის დონიდან - 1200 მეტრი, თიანეთიდან - 38 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 250 კაცი.
ზემო ნაშოვარი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
ზემო ნიქოზი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
ზემო ნიჩბისი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ნიჩბისის თემის საკრებულო), თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ნიჩბურის (მტკვრის მარჯკვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 900 მეტრი, მცხეთიდან - 23 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 237 კაცი.
ზემო ნოღა - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ტოლების თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 496 კაცი.
ზემო ონჭიკეთი - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.
ზემო ოროზმანი - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.
ზემო ოსიაური - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.
ზემო ოტრევი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
ზემო ოქონა - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.
ზემო ოქროყანა - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.
ზემო პირენეები - დეპარტამენტი საფრანგეთში.
ზემო ჟოშხა - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
ზემო რაინის დაბლობი - მდებარეობს მდინარე რაინის შუა წელში (გერმანია და საფრანგეთი).
ზემო რენე - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.
ზემო რენი - დეპარტამენტი საფრანგეთში.
ზემო რეხა - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
ზემო რიეთი - ყოფილი სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
ზემო როგოვაია - მდინარე, იხილე დიდი როგოვაია.
ზემო როკა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
ზემო სავოია - დეპარტამენტი საფრანგეთში.
ზემო სანთის ტბა - ტბა წალკის მუნიციპალიტეტში, წალკის ქვაბულში.
ზემო სარაბუკი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
ზემო სარალი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.
ზემო სნეკვი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
ზემო სობისი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
ზემო სონა - დეპარტამენტი საფრანგეთში.
ზემო სურები (ჩიკიტაური) - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.
ზემო სხვავა - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
ზემო სხვილისი - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.
ზემო ტაიმირა - მდინარე რუსეთის კრასნოიარსკის მხარის დოლგა-ნენთა ავტონომიურ ოკრუგში, ერთვის ტაიმირის ტბას.
ზემო ტბა - უდიდესი და უღრმესი ტბა (უდიდესი მსოფლიოს მტკნარ ტბებს შორის) ჩრდილო ამერიკის დიდი ტბების ჯგუფში, კანადისა და აშშ-ს საზღვარზე (სიღრმე 393 მეტრი).
ზემო უბანი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ლაფანაანთკარის თემის საკრებულო), მდინარე აბანოსხევის (არაგვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1240 მეტრი, დუშეთიდან - 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 9 კაცი.
ზემოური - ზევითა, ზემო მხრის (კუთხის, უბნის) მცხოვრები.
ზემო ფარცხვა - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.
ზემო ფრისი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
ზემო ფშაფი - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.
ზემო ქარძმანი - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალის თემის საკრებულო). 1991 წლამდე შედიოდა ჯავის რაიონში. 2008 წლის აგვისტოდან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებშია. მდებარეობს მდინარე ყვირილის ზემო დინების ხეობაში. ზღვის დონიდან - 750 მეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 88 კაცი.
ზემო ქართლი - ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში, მტკვარსა და ჭოროხს შორის.
ზემო ქედი - სოფელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.
ზემო ქერე - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
ზემო ქვათეთრი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.
ზემო ქვეყანა (ზემო მხარი) - ისტორიული მხარე იმერეთში, იმერეთის სამეფოს მეორე სადროშო. ისაზღვრებოდა ლიხის და რაჭის ქედებით.
ზემო ქლივანა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
ზემოქმედება - ისეთი მოქმედება, რომელიც გარკვეულ შთაბეჭდილებას ახდენს ვინმეზე და ამით სათანადო ქცევისათვის აღძრავს მას, ზეგავლენა.
ზემო ქოშაქილისი - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.
ზემო ქსოვრისი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
ზემო ღარისწყალა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭოპორტის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 1 კაცი.
ზემო ღრუ - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.
ზემო ღუმურიში - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.
ზემო ყანდაურა - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (ყანდაურის საკრებულო). მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 850 მეტრი, საგარეჯოდან - 36 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 33 კაცი.
ზემო ყარაბულახი - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.
ზემო ყორნისი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.
ზემო ყულარი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.
ზემო ყური - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.
ზემო შარახევი - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ზარიძეების თემის საკრებულო), ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე შარახეულის (ივრის აუზი) მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 1500 მეტრი, თიანეთიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში არავინ არ ცხოვრობს.
ზემო შაქშაქეთი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.
ზემო შუახევი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მჭადიჯვრის თემის საკრებულო), ალევის ქედის სამხრეტ დაბოლოებაზე, მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 1000 მეტრი, დუშეთიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 144 კაცი.
ზემო შუხუთი - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.
ზემო ჩიბათი - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.
ზემო ჩოჩეთი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.
ზემო ცხილონი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.
ზემო ძაღინა - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.
ზემო წირი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.
ზემო წოლდა - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.
ზემო წორბისი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.
ზემო წუბენი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.
ზემო წყარო (ყოფილი ლემსა) - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.
ზემო ხალაწანი (ყოფილი ნაპანკისევი) - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს პანკისის ხეობაში. მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 4 სოფელს: დუმასტური, ზემო ხალაწანი, ქვემო ხალაწანი, შუა ხალაწანი), ზღვის დონიდან - 760 მეტრი, ახმეტიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 125 ადამიანი.
ზემო ხანდაკი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.
ზემო ხარულისწყალი - მდინარე ცხინვალის მუნიციპალიტეტში, მეჯუდის მარცხენა შენაკადი.
ზემო ხევი - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.
ზემო ხეჩილი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
ზემო ხვედურეთი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.
ზემო ხვითი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
ზემო ხვწე - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
ზემო ხიზა - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
ზემო ხოდაშენი (ყოფილი ბადაგონი) - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 4 სოფელს: აწყური, ახალდაბა, ზემო ხოდაშენი, ჩარექაული). ზღვის დონიდან - 580 მეტრი, ახმეტიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1144 ადამიანი.
ზემო ხორხი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჟინვალის სადაბო საკრებულო), გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ხორხულას (ერთვის ჟინვალის წყალსაცავს) ზემოეთში. ზღვის დონიდან - 1440 მეტრი, დუშეთიდან - 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 64 კაცი.
ზემოხსენებული - რაც ზევით (წინ, ადრე) მოიხსენიეს.
ზემო ხუნწი - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.
ზემო ჯახა - მდინარე, იხილე დიდი ჯახა.
ზემო ჯვარცმა - სოფელ ვაზიანის ძველი სახელწოდება.
ზემო ჯომაღა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
ზემო ჯოჭო - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.
ზემპახი - ქალაქი შვეიცარიაში, რომლის სიახლოვეს 1386 წლის ივნისში შვეიცარიის არმიამ დაამარცხა ავსტრიის ჰერცოგ ლეოპოლდ III-ის რაინდთა ჯარი, რითაც განამტკიცა შვეიცარიის კავშირის არსებობა.
ზემპერი გოტფრიდ - გერმანელი არქიტექტორი და ხელოვნების თეორიტიკოსი (1803-1879 წწ).
ზემუ - მყინვარი ჰიმალაებში, ინდოეთის სიკიმის შტატში (სიგრძე - დაახლოებით 30 კილომეტრი).
ზემუნი - ქალაქი იუგოსლავიის სერბიის რესპუბლიკაში.
ზემფირა (ზემფირა რამაზანოვა) - რუსული ესტრადის მომღერალი ქალი (დაიბადა 1976 წელს).
ზემშჩინა - რუსული სახელმწიფოს ტერიტორიის ძირითადი ნაწილი, რომელიც მეფე ივანე IV-მ განსაკუთრებულ საუფლისწულოში («ოპრიჩნინაში») არ გააერთიანა.
ზემცოვი მიხაილ - რუსი არქიტექტორი, ადრეული ბაროკოს წარმომადგენელი (1688-1743 წწ).
ზემძლავრი - ჩვეულებრივზე უფრო მძლავრი, მეტად მძლავრი.
ზემხარი - ზედა კიდურის ზევითა ნაწილი, მხრის სარტყელი.
ზენა
ზევითა, ზედა.
(პოეტური) ზეციური ძალა, ღმერთი.
ზენადრისი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.
ზენამხარი (ყოფილი ბეჟაანთკარი) - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ზარიძეების თემის საკრებულო), ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე წერათოულის (ივრის აუზი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 1600 მეტრი, თიანეთიდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 5 კაცი.
ზენა სოფელი - ისტორიული მხარე ქართლში, მოიცავდა მტკვრის შუა წელის აუზს.
ზენგერი ოიგენ - გერმანელი ფიზიკოსი (1905-1964 წწ).
ზენდა-ავესტა - იხილე ავესტა.
ზენდები
ირანის დასავლეთ ნაწილში მცხოვრები ტომი.
1760-1794 წლებში ირანის მმართველი დინასტია, რომელიც ქერიმ-ხან ზენდიმ დააარსა.
ზენდიდი - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.
ზენენჰუნდი (გერმ.) - მწყემსთა ძაღლების შვეიცარიული ჯიში.
ზენეფელდერი იოჰან ალოის - გერმანელი გამომგონებელი პოლიგრაფიის დარგში (1771-1834 წწ).
ზენზებული (გერმ.) - სადურგლო იარაღი - ფალცის (ნარიმანდის) ამოსაღები რანდა.
ზენი
ქართული ანბანის ასო ზ-ს სახელი.
სოფლები გალის, ოჩამჩირის და ხობის მუნიციპალიტეტებში.
ზენითი - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
ზენიტი (არაბ. „ზამთ“- მიმართულება)
ცის სფეროსა და დამკვირვებლის თავზე არსებული წარმოსახვითი შვეული ხაზის გადამკვეთი უმაღლესი წერტილი, რომლის კუთხე ჰორიზონტის მიმართ 90 გრადუსს შეადგენს.
(გადატანით) რისამე განვითარების უმაღლესი წერტილი.
საბჭოთა კავშირის მიერ გაშვებული მძიმე რაკეტმზიდების სერია.
სანკტ-პეტერბურგის (ყოფ. ლენინგრადის) საფეხბურთო კლუბი.
ზენიცა - ქალაქი ბოსნია და ჰერცეგოვინას რესპუბლიკაში (150 ათასი).
ზენკალი - აბჯრის მკეთებელი (საბა).
ზენკევიჩი ლევ - რუსი ოკეანოლოგი, აკადემიკოსი (1889-1970 წწ).
ზენკევიჩი მიხაილ - რუსი პოეტი, მთარგმნელი (1891-1973 წწ).
ზენკერი (გერმ.) - ცილინდრული ნახვრეტების დასამუშავებელი ლითონსაჭრელი იარაღი.
ზენკოვი - ქალაქი უკრაინის პოლტავის ოლქში.
ზენობანი
სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში (სალხინოს თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 360 მეტრი, ვანიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 218 ადამიანი.
სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.
სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.
ზენობია - ქართლის (იბერიის) მეფის ფარსმან I-ის ვაჟის რადამისტის მეუღლე (I საუკუნის 60-იანი წლები)
ზენოდოტე ეფესელი - ძველბერძენი გრამატიკოს-ფილოლოგოსი (ძვ.წ.აღ. III საუკუნე).
ზენონ ელეელი - ძველბერძენი ფილოსოფოსი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 490-430 წწ).
ზენონი - პერსონაჟი გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა“; ერთ-ერთი ე.წ. „რომანული ეპიზოდის“ მთავარი მონაწილე.
ზენონი ბერნარდ - ლუქსემბურგის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1894-1942 წწ).
ზენონ იყალთოელი - ერთ-ერთი ასურელი მამა, რომელიც VI საუკუნის შუა წლებში ჩამოვიდა ანტიოქიიდან საქართველოში.
ზენონ კიტიონელი - ძველბერძენი ფილოსოფოსი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 336 - 264 წწ).
ზენტა - უნგრეთის ისტორიული ქალაქი, რომლის სიახლოვეს 1697 წლის სექტემბერში ავსტრო-საქსონიის ჯარებმა გადამწყვეტი დამარცხება მიაყენეს თურქეთის სულთან მუსტაფა II-ის არმიას.
ზენუბანი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭართლის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1440 მეტრი, დუშეთიდან - 40 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 8 კაცი.
ზენფტენბერგი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.
ზენჯანი - ქალაქი ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების ოსტანის ადმინისტრაციული ცენტრი (215 ათასი).
ზეობა - (ისტ.) ვისიმე მეფობის ხანა.
ზეპენტიკი - ფხა შემწვარი (საბა).
ზეპირგადმოცემა - მონათხრობი, თქმულება, ზეპირად, სიტყვიერად გადმოცემული თაობიდან თაობაში.
ზეპირი - ჩაუწერლად (ან წაუკითხავად) თქმული, გადმოცემული, სიტყვიერი.
ზეპირსიტყვაობა - ხალხური მხატვრული შემოქმედება თაობიდან თაობაში ზეპირად გადმოცემული.
ზეპირსიტყვიერება - იგივეა, რაც ზეპირსიტყვაობა, ფოლკლორი.
ზეპური - სოციალური ფენა ქართლის (იბერიის) სამეფოში. ეწოდებოდათ იმ დიდ აზნაურთა სახლისშვილებს, რომლებიც სეფეწულებზე იყვნენ დამოკიდებულნი.
ზეჟანგი - (ქიმ.) ნაერთი, რომელიც წარმოადგენს ამა თუ იმ ნივთიერების დაჟანგვის უმაღლეს ხარისხს.
ზერაგია პოლიკარპე - მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (დაიბადა 1912 წელს).
ზერა-ქვერად (ზერე-ქვერად) - ითქმის ისეთ ავადმყოფზე, რომელიც ხან წევს, ხან ფეხზეა.
ზერდაგი (სპარს.)
ჩალისფერი, მოყვითალო (ცხენი).
ყვითელ-შავი (საბა).
ზერელე
ზედა ფენებისა, ზედაპირული.
არაარსებითი, არასაფუძვლიანი (ცოდნა, მსჯელობა).
ზერნო - 1880-81 წლებში შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამომავალი რუსული რევოლუციურ-ნაროდნიკული გაზეთი.
ზერნოგრადი (1960 წლამდე ზერნოვოი) - ქალაქი რუსეთის როსტოვის ოლქში.
ზერო (ინგლ. „ნული“) - ნული კაზინოს „რულეტკაზე“. როცა ისარი ჩერდება „ზეროსთან“, ბანკი იღებს მთელ თანხას, გარდა იმისა, რაც „ზეროზე” ან მასთან დაკავშირებულ კომბინაციაზე დევს.
ზერტი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
ზერუალი ლამინ - ალჟირის პრეზიდენტი 1994-99 წლებში (დაიბადა 1931 წელს).
ზერფიუსი ბერნარ - ფრანგი არქიტექტორი, ფუნქციონალიზმის წარმომადგენელი (დაიბადა 1911 წელს).
ზერჩო - არჯაკელი (საბა).
ზესკნელი - ცის ზემოთ სავარაუდებელი სამყარო. უპირისპირდება ქვესკნელს, გარესკნელს, შიდასკნელს.
ზესოფელი - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.
ზესტაფონი - ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, 1921 წლამდე ყვირილა ეწოდებოდა. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ყვირილის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 160 მეტრ სიმაღლეზე. თბილისიდან - 183 კილომეტრი (რკინიგზით). მანძილი ქუთაისამდე - 40 კილომეტრი. წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნის 60-იან წლებში. სახელწოდება "ზესტაფონი", გადმოცემის თანახმად, მომდინარეობს ზედა ფონისაგან (მდ. ყვირილაზე). XIX საუკუნის 20-იან წლებში აქ იყო კაზაკთა ჯარის პოსტი - ყვირილის პოსტი და ზესტაფონსაც ყვირილა დაერქვა. თბილისი-ფოთის რკინიგზის გაყვანის შემდეგ აქ ვაგზლის შენობა ააშენეს, იმატა მოსახლეობამ. ქალაქად გამოცხადდა 1926 წელს. მოსახლეობა 24,2 ათასი (2002 წ.). ზესტაფონში არის სამრეწველო საწარმოები (აღსანიშნავია ფეროშენადნობთა ქარხანა), ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). ზესტაფონში არის მარგვეთის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში, 1930 წლიდან გამოიყო ცალკე მუნიციპალიტეტად.
მდებარეობს კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში და იმერეთის პლატოზე, მდინარე ყვირილის ორივე მხარეს.
მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებია: სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით - ხარაგაულის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით - ჭიათურის, ჩრდილოეთით - თერჯოლის და დასავლეთით - ბაღდათის მუნიციპალიტეტი.
ფართობი - 423 კვ.კმ (საქართველოს მთელი ტერიტორიის 0,60%).
მოსახლეობა - 76 ათასამდე (2002 წ აღწერის მიხედვით).
სიმჭიდროვე - 180 კაცი კვ.კმ-ზე.
მოსახლეობის 99,4% ქართველია; 0,3% - რუსი; 0,1% - სომეხი; 0,1% - ოსი.
წამყვანი დარგია მევენაზეობა, რასაც ხელს უწყობს კარგი ნიადაგ-კლიმატური პირობები. მთავარი მარცვლეული კულტურაა სიმინდი. მრეწველობის მთავარი დარგია შავი მეტალურგია
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 46 სახელმწიფო და 2 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 42 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.
1 ქალაქი - ზესტაფონი.
1 დაბა - შორაპანი.
14 თემის საკრებულო: - ბოსლევის (6 სოფელი), დილიკაურის (2), ზედა საქარის (2), ილემის (2), კვალითის (2), კლდეეთის (7), მეორე სვირის (2), როდინაულის (4), სანახშირის (5), ქვედა საზანო (3), ქვედა საქარა (3), შროშის (4), ცხრაწყაროს (3), ძირულის (9).
3 სოფლის საკრებულო: ზოვრეთის, პირველი სვირის, ფუთის.
58 სოფელი: ალავერდი, ამსაისი, არგვეთა, აჭარა, აჯამეთი, ბეღლევი, ბეღლევი, გამოღმა ბოსლევი, გაღმა ბოსლევი, დიდი განთიადი, დიდწიფელა, დილიკაური, ვაშპარიანი, ზედა ილემი, ზედა კლდეეთი, ზედა საქარა, ზედა წევა, ზედა წიფლავაკე, ზოვრეთი, თვრინი, კვალითი, კინოთი, ლელაძისეული, მარტოთუბანი, მარცხენა რკვია, მარჯვენა რკვია, მეორე სვირი, მწყერიციხე, პატარა სამება, პირველი სვირი, როდინაული, სადგური სვირი, სანახშირე, სასახლე, საღვინე, საწაბლე, საწუმბო, სვეტმაღალი, ტაბაკინი, ტყლაპი-ვაკე, ფუთი, ქვედა ილემი, ქვედა კვალითი, ქვედა კლდეეთი, ქვედა საზანო, ქვედა საქარა, ქვედა წევა, ქვედა წიფლავაკე, ქველეთუბანი, ღვერკი, შიმშილაქედი, შროშა, შუა კვალითი, ცხენთარო, ცხრაწყარო, ძირულა, ძლოურდანეთი, ჭალატყე.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა (გ. ნიკოლაძის სახელობისა) - შავი მეტალურგიის უდიდესი საწარმო საქართველოში, დაარსდა 1933 წელს.
ზესხვენი - იმერეთში სამზარეულო სახლის, ბეღლის და მისთანების ჭერი, გაკეთებული ფიცრისაგან ან ჩელტისაგან. მასზე ყრიან ღომს, სიმინდს და სხვას (შესანახად ან გასახმობად).
ზესხო
მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი.
უღელტეხილი ზესხოს ქედზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტში (2562 მეტრ სიმაღლეზე).
(ყოფილი ზერია) სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.
ზესხოს ქედი - ქედი ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრეთი შტოქედი.
ზეტა (დუკლა) - ისტორიული ოლქი ადრიატიკის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე თანამედროვე ჩერნოგორიის ტერიტორიაზე.
ზეტა-ჯონსი კეტრინ - კინოსა და ტელევიზიის ბრიტანელ-ამერიკელი მსახიობი ქალი (დაიბადა 1969 წელს).
ზეტი - ზოგი ევროპული (ინგლისური, ფრანგული) ენის ბოლო ასოს - ზ-ს სახელი. მათემატიკაში იხმარება უცნობი ან ცვლადი სიდიდის აღსანიშნავად იქსსა და იგრეკთან ერთად.
ზეფირი (ბერძნ.)
ერთგვარი ბამბის ქსოვილი; ჩვეულებრივ იყენებენ მამაკაცის საპერანგოდ.
ხილის ერთგვარი მსუბუქი პასტილა.
იხილე ზეფიროსი.
ზეფიროსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დასავლეთის ქარი. წვიმის მომტანი დასავლეთის ქარის განსახიერება. ბორეასის, ევროსისა და ნოტოსის ძმა.
ზეღდულეთი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
ზეშთაგონება - (პოეტური) სულიერი აღტყინება, შემოქმედებით აღგზნება, აღმაფრენა.
ზეშთაგონებული - ზეშთაგონებით შეპყრობილი, გამოწვეული.
ზეცა
იგივეა, რაც ცა.
ღვთაებრივ არსებათა ადგილსამყოფელი, სამოთხე.
ზეციერი
ზეცაში მყოფი.
ზეცით მოვლენილი, არამიწიერი.
ზეციური
ზეცით მოვლენილი, ზეცისა (უფლის ეპითეტია).
არამიწიერი, ზებუნებრივი.
ზეწარი
ლეიბზე გადასაფარებელი დიდი თეთრი ქსოვილი (ტილოსი ან ბამბეულისა); ტანის გასამშრალებელი ფართო თეთრი ქსოვილი.
ურმის ჭალებზე ჰორიზონტალურად ჩამოცმული ლატანი.
ზეხმელი - მოუჭრელად, ზეზურად გამხმარი ხე.
ზეჰარი - ამპარტავანი (საბა).
![]() |
3.6 ზვ |
▲back to top |
ზვავი
ზევიდან დიდ გროვად წამოსული, ჩამორღვეული თოვლი ან მიწა.
ამპარტავანი, ზვიადი.
ზვაიგსტიქსი - პრუსიულ მითოლოგიაში - ნაყოფიერების, მზის სინათლის და ვარსკვლავების ღვთაება.
ზვანდრიფში - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.
ზვარაკი
მსხვერპლად შესაწირავი საკლავი.
ზოგადად მსხვერპლი.
ზვარე
მდინარე, იხილე ზვარულა.
სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.
სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ზვარულას (ჩხერიმალას მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან - 700 მეტრი. ხარაგაულიდან - 24 კილომეტრი. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს სამ სოფელს: ზვარე, ნუნისი, ჩრდილი). სოფელი ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება XVIII საუკუნეში „მზვარის“ სახელწოდებით. სახელწოდება ზვარე „მზიანს“ ნიშნავს. ის ნაწარმოებია სიტყვისაგან „მზვარე“, რომელიც აღნიშნავს მზიან ფერდობს. სოფლის თავის მიმართულებით, ტყეში არის ლიხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგერევები და სახატე ადგილი, რომელსაც მოსახლეობა „ჯვარნაძვს“ ეძახის. საქვეყნოდ ცნობილია ზვარის მინერალური წყაროები, სადაც წლების განმავლობაში ჩამოისხმეოდა მინერალური წყალი „ზვარე“. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 407 კაცი.
მინერალური სამკურნალო სასმელი წყალი. წყლის საბადო მდებარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ზვარისა და ჩრდილის საზღვარზე. გადმოცემით, არსებული საბადოს ტერიტორიაზე ჩნდებოდა წყლის გუბეები, რომელსაც პირუტყვი ხარბად ეტანებოდა. მოსახლეობა დაინტერესდა წყლის თვისებებით და გამოკვლევებმა ზვარის წყლის უნიკალურობა დაადასტურა. 1933 წელს დაიწყო საძიებო სამუშაოები. 1934 წელს აღიმართა პირველი მექანიზებული ჭაბურღილი. 1936 წლიდან დაიწყო მინერალური წყლის „ზვარის“ ჩამოსხმა. ამჟამად მისი ჩამოსხმა აღარ მიმდინარეობს. ზვარის მინარალური წყალი ქიმიური შემადგენლობით მიეკუთნება ნახშირმჟავა ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ, კალციუმ-ნატრიუმიან წყლებს. მას იყენებენ საჭმელის მომნელებელი ორგანოთა დაავადების სამკურნალოდ.
ზვარეთი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.
ზვართნოცი
1). ტაძარი სომხეთის ქალაქ ეჩმიაძინის სიახლოვეს, სომხური არქიტექტურის ძეგლი, აგებულია 641-661 წლებში.
ერევნის საერთაშორისო აეროპორტი.
ზვარი - დიდი ვენახი.
ზვარულა (ზვარე, ზვარისწყალი) - მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ნუნისისწყლის მარჯვენა შენაკადი.
ზვება - რთული ფიზიოლოგიური პროცესი, მაკეობის დასასრული, როცა გამოძევდება სამშობიარო გზებით მომწიფებული ნორმალური ცოცხალი ნაყოფი, სანაყოფო გარსები და სითხე.
ზვევო (სვევო) იტალო (ნამდვილი სახელი და გვარი ეტორე შმიცი) - იტალიელი მწერალი (1861-1928 წწ).
ზვეზდა - ბოლშევიკთა ლეგალური გაზეთი 1910-12 წლებში, გამოდიოდა სანკტ-პეტერბურგში.
ზვენიგოვო - ქალაქი რუსეთის მარეთის რესპუბლიკაში.
ზვენიგოროდი
ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.
XI-XIII საუკუნეების ძველრუსული ქალაქი.
ზვენიგოროდკა - ქალაქი უკრაინის ჩერკასკის ოლქში (25 ათასი).
ზვერევა ლიდია - პირველი რუსი მფრინავი ქალი (1890-1916 წწ).
ზვერევო - დაბა რუსეთის როსტოვის ოლქში.
ზვერკოვი ეფრემ - რუსი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1921 წელს).
ზვიაგელი - უკრაინის ქალაქ ნოვგოროდ-ვოლინსკის სახელი 1257-1793 წლებში.
ზვიად ერისთავთერისთავი - დასავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალი X-XI საუკუნეების საზღვარზე.
ზვიადაური ზურაბ - სპორტსმენი (ჭიდაობა ძიუდო), ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ევროპის ორგზის ჩემპიონი (2002, 2003 წწ) (დაიბადა 1981 წელს).
ზვიადი
მედიდური, ქედმაღალი, ამაყი.
მამაკაცის გავრცელებული სახელი საქართველოში.
ზვიადობა - ზვიადის თვისება.
ზვიგენი - ზღვის მტაცებელი თევზი დიდი ზომისა, ნათელთევზა. გიგანტური ზვიგენის სიგრძე 20 მეტრამდე აღწევს.
ზვიგენის კბილი - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1959 წელს. დამდგმელი რეჟისორი - შალვა გედევანიშვილი. სცენარის ავტორი - ოთარ ჩიჯავაძე. დამდგმელი ოპერატორები - არჩილ ფილიპაშვილი და ბორის ბურავლიოვი. კომპოზიტორი - რევაზ ლაღიძე. მთავარ როლებში: საბრი ჩოლოევი, კირა ანდრონიკაშვილი, გიორგი შავგულიძე, ზურაბ ლაფერაძე, ალექსანდრე კუპრაშვილი.
ზვინი - მაღლად დადგმული დიდი გროვა თივისა, ძნებისა და სხვა.
ზვინული - გრძლად ამაღლებულად დაყრილი მიწა და მისთანები.
ზვიოზდნი - დაბა რუსეთის ირკუტსკის ოლქში.
ზვირთი
დიდი ტალღა (ზღვაზე, ტბაზე, მდინარეზე).
ქართული ყოველკვირეული პოლიტიკური, ეკონომიკური და ლიტერატურული მუშათა გაზეთი; გამოდიოდა თბილისში 1915-17 წლებში.
ზვირთსამსხვრევი - ზღვის ღელვისაგან ნავსადგურის დასაცავად აგებული ზღუდე (ქვისა, ბეტონისა).
ზვირთცემა - ზვირთების ცემა, ხეთქება ზღვის, მდინარის ნაპირებზე.
ზვოლე - ქალაქი ნიდერლანდის ოვერეისელის პროვინციაში.
ზვორიკინა კირა - რუსი მოჭადრაკე ქალი, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი (დაიბადა 1919 წელს).
ზვორიკინი ვლადიმერ - ამერიკელი ინჟინერი და გამომგონებელი ელექტრონიკის დარგში, წარმოშობით რუსი (1889-1982 წწ).
![]() |
3.7 ზი |
▲back to top |
ზია გოქალფი (ნამდვილი სახელი და გვარი მეჰმედ ზია) - თურქი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1875-1924 წწ).
ზიადინი - დაბა უზბეკეთის სამარყანდის ოლქში.
ზიაზიკოვი მურატ - ინგუშეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2002 წლის აპრილიდან, გენერალ-მაიორი (დაიბადა 1957 წელს).
ზია ლონგი (ჟია ლონგი, ნგუენ ფუკ იანი) - ვიეტნამის მეფე, ნგუენთა იმპერატორების დინასტიის დამაარსებელი (1762-1820 წწ).
ზიანი - ვნება, ზარალი, დანაკლისი.
ზიარება - ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთი შვიდ საიდუმლოებათაგანი. მორწმუნის მიერ პურის და ღვინის მიღება, როგორც ქრისტეს ხორცისა და სისხლისა.
ზიარი
იგივეა, რაც საზიარო.
სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
ზიარჭურჭელი - ერთმანეთთან ქვედა ნაწილებით შეერთებული ორი ან რამდენიმე ჭურჭელი.
ზია-ულ-ჰაკი მოჰამედ - პაკისტანის პრეზიდენტი 1977-88 წლებში, დაიღუპა საავიაციო კატასტროფაში (1924-1988 წწ).
ზიაურ-რაჰმანი - ბანგლადეშის პრეზიდენტი 1977-81 წლებში, ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მონაწილე, მოკლულ იქნა შეთქმულების შედეგად (1936-1981 წწ).
ზია ფაშა აბდულ-ჰამიდ ზია-ბეი - თურქი პოეტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე (1825-1881 წწ).
ზია-ხანუმი - პერსონაჟი აკაკი წერეთლის პოემისა „გამზრდელი“.
ზიბელი ჰაინრიხ ფონ - გერმანელი ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე (1817-1895 წწ).
ზიბენბუნდი (შვიდთა კონკორდატი) - შვეიცარიის შვიდი კანტონის (აარგაუ, ბერნი, ზოლოთურნი, ლუცერნი, სანქტ-გალენი, ტურგაუ, ციურიხი) კავშირი. შეიქმნა 1832 წელს, რომელიც ითვალისწინებდა შვეიცარიის კავშირის ფედერალური ხელშეკრულების გადასინჯვას.
ზიბერი ნიკოლაი - რუსი ეკონომისტი, კ.მარქსის ეკონომიკური მოძღვრების ერთ-ერთი პირველი პროპაგანდისტი რუსეთში (1844-1888 წწ).
ზიბოლდი კარლ თეოდორ - გერმანელი ზოოლოგი (1804-1885 წწ).
ზიგალგა - ქედი რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში, სამხრეთ ურალში.
ზიგბანი კარლ მანე გეორგ - იხილე სიგბანი კ.მ.გ.
ზიგელი კარლ ლუდვიგ - გერმანელი მათემატიკოსი (1896-1990 წწ).
ზიგენი - ქალაქი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში (120 ათასი).
ზიგზაგი (ფრანგ.) - ტეხილი ხაზი.
ზიგმონდი რიხარდ - ავსტრიელი ქიმიკოსი, 1925 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1865-1929 წწ).
ზიგოგამია - სოკოებისათვის და წყალმცენარეებისათვის დამახასიათებელი სქესობრივი პროცესი.
ზიგომიცეტები (ბერძნ.) - უდაბლესი სოკოების ჯგუფი; კარგად აქვთ განვითარებული მიცელიუმი, რომელიც უჯრედებად არ არის დაყოფილი.
ზიგომორფული (ზიგომორფული ყვავილი) - ისეთი ყვავილი, რომლის გაყოფა ორ სიმეტრიულ ნაწილად შეიძლება მხოლოდ ერთი სიბრტყით.
ზიგოსპორა (ბერძნ.) - ზოგიერთი წყალმცენარისა და ზოგი სოკოს სქესობრივი შერწყმის პროდუქტი.
ზიგოტა (ბერძნ.) - განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, დიპლოიდური უჯრედი, რომელიც ცხოველებსა და მცენარეებს უყალიბდებათ სქესობრივი უჯრედების შეჯვარებისას.
ზიგფრიდი - გერმანული და სკანდინავიური მითოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი გმირი, რაინდი, რომელიც „ნიბელუნგების“ პირველი ნაწილის მთავარ მოქმედ პირს წარმოადგენს.
ზიგფრიდის ხაზი (დასავლეთის ჯებირი, ზიგფრიდის პოზიცია) - გერმანიის მუდმივ სიმაგრეთა სისტემა, აგებული 1936-40 წლებში გერმანიის დასავლეთ საზღვრისპირა ზოლზე - კლევედან ბაზელამდე.
ზიდანი ზინედინ - ჩრდილოაფრიკული წარმოშობის ფრანგი ფეხბურთელი, ნახევარმცველი, 1998 წლის მსოფლიოს და 2000 წლის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი 1998-2000 წლებში (დაიბადა 1972 წელს).
ზიდაროვი კამენ (ნამდვილი სახელი ტოდორ სიბევ მანოვი) - ბულგარელი მწერალი (1902-1987 წწ).
ზიდენტოპფი ჰენრი ფრიდრიხ - გერმანელი ფიზიკოსი (1872-1940 წწ).
ზიდი კლოდ - ფრანგი კინორეჟისორი და ოპერატორი (დაიბადა 1934 წელს).
ზიდკი - დაბა უკრაინის ხარკოვის ოლქში.
ზიდრიტები - ტომი, რომელიც ფლავიუს არიანეს ცნობით, ახ.წ.აღ. II საუკუნეში შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ცხოვრობდა და იბერიის მეფე ფარსმანს ემორჩილებოდა.
ზიედონისი იმანტს - ლატვიელი პოეტი (დაიბადა 1933 წელს).
ზიეთი - მდინარე ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაჯანურის სათავე.
ზიელენა-გურა - ქალაქი პოლონეთის დასავლეთ ნაწილში, სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (115 ათასი).
ზივერსი ედუარდ - გერმანელი ენათმეცნიერი (1850-1932 წწ).
ზივერსი ვილჰელმ - გერმანელი გეოგრაფი (1860-1921 წწ).
ზივიე - უძველესი დასახლება ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სადაც 1947 წელს აღმოჩენილ იქნა ოქროს, ვერცხლის და სპილენძის ნაკეთობათა განძი, რომელიც ძვ.წ.აღ. VII საუკუნით თარიღდება.
ზიზია - ახალი, ლამაზი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვა ბავშვის ენაზე.
ზიზილა (Bellis perenis) - დაბალი ტანის ლამაზი მრავალწლოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა; უფოთლო ღეროზე აქვს პატარა თეთრი ან მოწითალო ყვავილები, ყვავის მთელი ზაფხული.
ზიზილ-პიპილა - ჭრელი იაფფასიანი სამკაულები.
ზი-ზი-ტოპი (ZZ Top) - ამერიკული როკ-ჯგუფი, შეიქმნა 1969 წელს.
ზიზღი - განცდა, რომელსაც იწვევს გულისამრევი, უწმინდური, საძაგელი რისამე დანახვა, შეხება, ყნოსვა.
ზიზღიანი - ისეთი (ადამიანი), რომელსაც ზიზღი აღეძვრის სულ მცირე მიზეზითაც კი.
ზიკალეთისხევი - მდინარე გორის მუნიციპალიტეტში, თხინალის მარჯვენა შენაკადი.
ზიკარასი იუოზას - ლიტველი მოქანდაკე (1881-1944 წწ).
ზიკზიკა - მორთული, მოკაზმული.
ზიკი - ლერწამი ქსოვილი (საბა).
ზიკილია - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.
ზიკინა ლუდმილა - რუსი მომღერალი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1929-2009 წწ).
ზიკინგენი ფრანც ფონ - გერმანელი საიმპერიო რაინდი, 1522-23 წლების რაინდთა აჯენყების ბელადი (1481-1523 წწ).
ზიკიპინტი - ალყის პატარა ჯორი (საბა).
ზიკოვო - დაბა რუსეთის მორდოვეთის რესპუბლიკაში.
ზიკურათი (აქად.) - საფეხურებად აგებული საკულტო კოშკი ძველ მესოპოტამიაში (ბაბილონსა და ასურეთში).
ზელაისკალნსი - დაბა ლატვიაში.
ზილბერშტეინი ილია - რუსი ხელოვნებათმცოდნე, ლიტერატურათმცოდნე (1905-1988 წწ).
ზილგახოხი - მწვერვალი ჯავის მუნიციპალიტეტში, ოსეთის კავკასიონზე (3853 მ).
ზილე - ქალაქი თურქეთის თოქათის ვილაიეთში.
ზილი
კოღო (საბა).
ქართული ექვსხმიანი გალობის ერთ-ერთი მაღალი (წმინდა) ხმა.
ჩონგურის „წვრილი“ ხმის გამომცემი სიმი (ქვევიდან მეორე).
(აბრევიატურა, ЗИЛ) - მოსკოვის ლიხაჩოვის სახელობის ქარხანაში წარმოებული სატვირთო ავტომობილი.
ზილმერდაქის ქედი - ქედი რუსეთის ბაშკირეთის რეპუბლიკაში, სამხრეთ ურალში.
ზილოტები (ბერძნ. „თანამოსაგრე, ქომაგი“) - პოლიტიკური დაჯგუფება XIV საუკუნის თესალონიკეში (ბიზანტია); მოიცავდა ვაჭართა და ხელოსანთა ზედა ფენებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ სახელმწიფოს ცენტრალიცაზიას.
ზილუპე - ქალაქი ლატვიაში.
ზილფი (სპარს.)
იგივეა, რაც კავი (მნიშვნელობა 1), ნაწნავი, დალალი.
სხვათა ენაა, ქართულად წინამო და მაწაკი ეწოდება და ოყრის ჯიღასაც (საბა).
ზილჩა - მთა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე, დიდი შირაქის ვაკის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდესთან (845 მ).
ზიმა
მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, კოდორის მარჯვენა შენაკადი.
სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.
ქალაქი რუსეთის ირკუტსკის ოლქში (40 ათასი).
ზიმბაბვე (ზიმბაბვეს რესპუბლიკა, ინგლ. Republic of Zimbabwe, ყოფილი „სამხრეთი როდეზია“).
სახელმწიფო აფრიკის სამხრეთ ნაწილში. შედის ერთა თანამეგობრობაში. სამხრეთით ესაზღვრება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, დასავლეთით - ბოტსვანას, ჩრდილოეთით - ზამბიას და აღმოსავლეთით - მოზამბიკს. ზღვაზე გასასვლელი არ აქვს.
დამოუკიდებლობის დღე - 1965 წლის 11 ნოემბერი (გამოცხადდა როგორც სამხრეთი როდეზია), 1980 წლის 18 აპრილი (აღიარებულ იქნა დიდი ბრიტანეთის მიერ).
ეროვნული დევიზი - „Unity, Freedom, Work“ (ერთობა, თავისუფლება, მუშაობა).
ჰიმნი - „Kalibusiswe Ilizwe le Zimbabwe“ ინგლ. „Blessed be the land of Zimbabwe“ (იდიდე, ზიმბაბვეს მხარევ!”).
მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
სახელმწიფოს და ქვეყნის მეთაური - პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი.
ფართობი - 390 580 კვ.კმ.
დაყოფილია 10 პროვინციად.
მოსახლეობა - 12,7 მილიონი.
სიმჭიდროვე - 32 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
მორწმუნეები - ქრისტიანები და ადგილობრივ ტრადიციულ სარწმუნოებათა მიმდევარნი არიან.
ოფიციალური ენა - ინგლისური.
დედაქალაქი - ჰარარე.
ვალუტა - ზიმბაბვეს დოლარი.
ქვეყნის კოდი - ZWE.
დროის სარტყელი - UTC +2.
სატელეფონო კოდი - +263.
ინტერნეტ-დომენი - zw.
ზიმბაბვე - რკინის ხანის, VI-XVIII საუკუნეების არქეოლოგიური კულტურა სამხრეთ აფრიკაში, გავრცელებულია ზამბეზისა და ლიმპოპოს შუამდინარეთში.
ზიმელი გეორგ - გერმანელი ფილოსოფოსი, სოციოლოგი (1858-1918 წწ).
ზიმელი იოჰანეს მარიო - ავსტრიელი მწერალი (დაიბადა 1924 წელს).
ზიმზიმი - ჩოჩქოლი, ჟრიამული, ზრიალი.
ზიმზიმოვი არუთინ - პერსონაჟი გაბრიელ სუნდუკიანის პიესისა „პეპო“.
ზიმენსები - იხილე სიმენსები.
ზიმინი მიხაილ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1930-1991 წწ).
ზიმოგორიე - ქალაქი უკრაინის ლუგანსკის ოლქში.
ზიმოვნიკი - დაბა რუსეთის როსტოვის ოლქში.
ზიმოლოგია (ბერძნ.) - ქიმიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ორგანულ ნივთიერებათა დუღილს.
ზიმონი გიუნთერ - გერმანელი მსახიობი (1925-1972 წწ).
ზინათი (სპარს.) - სიმდიდრე, ძვირფასი ნივთები, განძეულობა.
ზინგა მბანდი ნგოლა ანა - ნდონგოს (ანგოლა), შემდეგ მატამბის, სახელმწიფოს გამგებელი ქალი (1581 ან 1582 - 1663 წწ).
ზინგეიკა - მდინარე რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში, მდინარე ურალის მარცხენა შენაკადი.
ზინგერი აიზეკ (ისააკ) ბაშევისი - აშშ-ში მცხოვრები ებრაელი მწერალი, წერდა იდიშზე (1904-1991 წწ).
ზინგერი პაულ - გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი (1844-1911 წწ).
ზინგერი - 1863 წელს აშშ-ში დაარსებული ელექტრონული და ელექტროტექნიკური პროდუქციის, აგრეთვე საკერავი მანქანების მწარმოებელი ფირმა.
ზინგშპილი (გერმ.) - კომიკური ოპერის სახესხვაობა, რომელიც XVIII საუკუნეში ავსტრიასა და გერმანიაში ჩამოყალიბდა.
ზინდანი (სპარს.)
პატარა გრდემლი.
ოქრომჭედლის პატარა კვერი.
ზინდერი - ქალაქი ნიგერის სამხრეთ ნაწილში, დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (120 ათასი).
ზინზილები - მოსართავ-სამკაული (ბალთები, ღილები და მისთანები).
ზინზლი
გამჯდარი ოფლისა და ცხიმის სუნი.
წარმართთ სიმყრალის სუნი (საბა).
ზინზლიანი - ზინზლის მქონე, მეტად ჭუჭყიანი.
ზინიკი ზინოვი (ნამდვილი გვარი გლუზბერგი) - რუსი მწერალი (დაიბადა 1945 წელს).
ზინობიანი - სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში.
ზინოვაცი ფრედ - ავსტრიის სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის ფედერალური კანცლერი 1983-86 წლებში (დაიბადა 1929 წელს).
ზინოვიევა-ანიბალი ლიდია - რუსი მწერალი ქალი (1866 - 1907 წწ).
ზინოვიევი ალექსანდრე - რუსი მწერალი და ფილოსოფოსი (დაიბადა 1922 წელს).
ზინოვიევი გრიგორი (ნამდვილი გვარი რადომისლსკი) - საბჭოთა ეპოქის სახელმწიფო მოღვაწე, პროლეტარული რევოლუციების აქტიური მონაწილე (1883-1936 წწ).
ზინოვიევი ნიკოლაი - საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1888 - 1979 წწ).
ზინოვიევსკი - უკრაინის ქალაქ კიროვოგრადის სახელი 1924-34 წლებში.
ზინჯანთროპი - ადამიანის მსგავსი განათხარი უმაღლესი პრიმატი, რომელიც ავსტრალოპითეკეპს განეკუთვნება. არსებობდა დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ.
ზინჯები - VII-IX საუკუნეებში არაბი და სპარსელი მონათვაჭრების მიერ აღმოსავლეთ აფრიკიდან, უმთავრესად კი ზანზიბარიდან (არაბულად ელ-ზინჯი) ერაყსა და ხუზისტანში შეყვანილი შავკანიანი მონები.
ზიპა - თევზის ქონი (საბა).
ზიპერნოვსკი კაროი - უნგრელი გამომგონებელი ელექტროტექნიკის დარგში (1853-1942 წწ).
ზიპი - თხევადი ცხიმი, მიღებული ზოგი ზღვის ცხოველისა და ზოგი თევზის ქონისგან.
ზირა
დაბა აზერბაიჯანში.
(ზირაკი) (Cuminum cyminum) - ერთწლოვანი მცენარე, აქვს სურნელოვანი ნაყოფი, რომელსაც ხმარობენ საჭმლის საკმაზად.
ზირაკი - იხილე ზირა.
ზირაქა - დიდი ფრინველია ფრთხილი (საბა).
ზირბითი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.
ზირგანი - დაბა რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში.
ზირიანკა
დაბა რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.
მდინარე რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში, მდინარე კოლიმის მარცხენა შენაკადი.
ზირიანოვსკი - ქალაქი ყაზახეთის აღმოსავლეთ-ყაზახეთის ოლქში (55 ათასი).
ზისი (აბრევიატურა, ЗИС) - მოსკოვის სტალინის (ახლანდელი ლიხაჩოვის) სახელობის ქარხანაში წარმოებული სატვირთო ავტომობილი.
ზიტე ვილი - გერმანელი ფერმწერი (დაიბადა 1921 წელს).
ზიტეკი იოსეფ - ჩეხი არქიტექტორი (1832-1909 წწ).
ზიუდეკუმი ალბერტ - გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მემარჯვენეთა ფრთის ერთ-ერთი ლიდერი (1871-1944 წწ).
ზიუდ-ვესტი (გერმ.)
სამხრეთ-დასავლეთი.
სამხრეთ-დასავლეთის ქარი.
ზიუდი (გერმ.)
სამხრეთი.
სამხრეთის ქარი.
ზიუდ-ოსტი (გერმ.)
სამხრეთ-აღმოსავლეთი.
სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი.
ზიუზელსკი - დაბა რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
ზიუკაიკა - დაბა რუსეთის პერმის ოლქში.
ზიურინგი რაინჰარდ - გერმანელი მეტეოროლოგი (1866-1950 წწ).
ზიუსი ედუარდ - ავსტრიელი გეოლოგი (1831-1914 წწ).
ზიუსის ქედი - იხილე სულენანშანი.
ზიუსკინდი პატრიკ - გერმანელი მწერალი, ცხოვრობს შვეიცარიაში (დაიბადა 1949 წელს).
ზიქსელი (ZyXEL) - ტაივანის ფირმა, რომელიც სპეციალიზირებულია კავშირგაბმულობის საშუალებათა მაღალხარისხოვანი მოდემების გამოშვებაში.
ზიჩი მიხაი - უნგრელი ფერმწერი და გრაფიკოსი; 1847 წლიდან მოღვაწეობდა პეტერბურგში, 1881-82 წლებში ცხოვრობდა კავკასიაში. შექმნა „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები და რამდენიმე ტილო ქართულ თემაზე (1827-1906 წწ).
ზიხები (ზიგები, ჯიქები) - უძველესი ტომობრივი გაერთიანება ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში.
![]() |
3.8 ზლ |
▲back to top |
ზლაზვნა - ნელი, უნდომელი, უსიცოცხლო მოძრაობა.
ზლაზნია - ზანტი, უსიცოცხლო.
ზლატარსკი ვასილ ნიკოლოვ - ბულგარელი ისტორიკოსი (1866-1935 წწ).
ზლატიკინი მარკ - რუსი ჟურნალისტი და გამომცემელი (1898-1980 წწ).
ზლატნიკი - X-XI საუკუნეების პირველი რუსული ოქროს მონეტა.
ზლატოვრატსკი ნიკოლაი - რუსი მწერალი (1845-1911 წწ).
ზლატოუსტი - ქალაქი რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში (200 ათასი).
ზლატოუსტოვსკი - დაბა რუსეთის ამურის ოლქში.
ზლატნი-პიასიცი - კურორტი ბულგარეთში.
ზლინი (1949-89 წლებში გოტვალდოვი) - ქალაქი ჩეხეთში (90 ათასი).
ზლინკა - ქალაქი რუსეთის ბრიანსკის ოლქში.
ზლობინი ვლადიმირ - რუსი მწერალი (1894-1967 წწ).
ზლობინი იგორ - თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1914 წელს).
ზლობინი სტეპან - რუსი მწერალი (1903-1965 წწ).
ზლოტი (პოლონ.) - პოლონეთის ფულის ერთეული, უდრის 100 გროშს.
ზლოტნიკოვი ნათან - რუსი პოეტი (დაიბადა 1934 წელს).
ზლუქუნი - გულამოსკვნილი, ხმამაღალი ტირილი.
![]() |
3.9 ზმ |
▲back to top |
ზმა - ქართული ლექსთწყობის ტერმინი, ორი მომიჯნავე სიტყვით (სიტყვის ნაწილით) ახალი სიტყვის მიღება. შეერქვა ლექსს, რომელიც შეიცავს ზმებს. პოეტური გამოცანა.
ზმაი იოვან (ნამდვილი გვარი იოვანოვიჩი) - სერბი პოეტი და საზოგადო მოღვაწე (1833-1904 წწ).
ზმანება
სიზმარი, მოლანდება.
მოსიზმრება (საბა).
ზმეინოგორსკი - ქალაქი რუსეთის ალთაის მხარეში.
ზმიევი (1976-90 წლებში გოტვალდი) - ქალაქი უკრაინის ხარკოვის ოლქში (20 ათასი).
ზმიიოვკა - დაბა რუსეთის ორიოლის ოლქში.
ზმილი - სამკურნალო ნივთნი (საბა).
ზმირინი - გუნდრუკი (საბა).
ზმნა - (გრამატიკაში) მეტყველების ნაწილი, რომელიც აღნიშნავს ამა თუ იმ პირთან დაკავშირებულ მოქმედებას ან მდგომარეობას.
ზმნიზედა - (გრამატიკაში) იგივეა, რაც ზმნისართი.
ზმნისართი - (გრამატიკაში) უცვლელი სიტყვა, რომელიც აღნიშნავს, თუ სად, როდის, როგორ, რატომ ან რისთვის ხდება მოქმედება.
ზმნისწინი (პრევერბი) - გრამატიკაში - ზმნის წინსართი.
ზმორება - ტანისა და კიდურების დაჭიმვით გაშლა, გამართვა (ნამძინარევის, უძილოს, შეუძლოდ მყოფისა და მისთანების მიერ).
ზმორვა - დაზარვით მკლავების გაჭიმვა (საბა).
ზმუილი - გაბმული ხმადაბალი ბღავილი (საქონლისა).
ზმუკი - წყევლაა; ჩვეულებრივ ითქმის ვისიმე მომაბეზრებელი ოხვრის, კვნესის, ზმუილის მსგავსი ხმიანობის, ზმუკუნის საპასუხოდ.
ზმუკუნი - ჭირვეული ტირილი, უშნო დუდღუნი, ბურტყუნი.
![]() |
3.10 ზნ |
▲back to top |
ზნაკვა - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
ზნაკურა (ზნაკურისღელე) - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა შენაკადი.
ზნამენკა
ქალაქი უკრაინის კიროვოგრადის ოლქში (35 ათასი).
დაბა რუსეთის ორიოლის ოლქში.
დაბა რუსეთის ტამბოვის ოლქში.
ზნამენკა-ვტორაია - დაბა უკრაინის კიროვოგრადის ოლქში.
ზნამენსკები გიორგი (1903-1946 წწ) და სერაფიმ (1906-1942 წწ) - რუსი სპორტსმენი ძმები, მძლეოსნები (საშუალო და გრძელ მანძილზე სირბილი).
ზნამენსკი - დაბა რუსეთის კალინინგრადის ოლქში.
ზნანიეცკი ფლორიან ვიტოლდ - პოლონელი სოციოლოგი (1882-1958 წწ).
ზნაური - დაბა სამაჩაბლოში, შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე შუა ფრონის ნაპირზე; ცხინვალიდან 25 კილომეტრის დაშორებით; რაიონული ცენტრი.
ზნაურის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შიდა ქართლის ბარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. 1936 წლიდან გამოეყო ცხინვალის მუნიციპალიტეტს ოქონის სახელწოდებით; 1938 წლიდან ჩამოყალიბდა დღევანდელ საზღვრებში. ფართობი 406 კვ.კმ. 1 დაბა, 86 სოფელი.
ზნე - ხასიათი, ბუნება, თვისება.
ზნედაცემული - უზნეო.
ზნედაცემულობა - ზნედაცემულის თვისება, უზნეობა.
ზნეობა
იმ წესების, ნორმების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებას და ყოფაქცევას ამა თუ იმ საზოგადოებაში, მორალი.
ამ ნორმების შესაბამისი ქცევა და სულიერი თვისებები ადამიანისა.
ზნეობრივი
ზნეობასთან დაკავშირებული, ზნეობის დამახასიათებელი.
ზნეობის მიხედვით გამართლებული.
შინაგანი, სულიერი.
ზნე-ჩვეულება (წეს-ჩვეულება) - ადამიანთა ამა თუ იმ საზოგადოებაში დამკვიდრებული წესები და ჩვეულებები.
ზნობ-ნოვგოროდსკოე - დაბა უკრაინის სუმის ოლქში.
ზნოიმო - ქალაქი ჩეხეთის სამხრეთ მორავიის ოლქში (40 ათასი).
![]() |
3.11 ზო |
▲back to top |
ზოგად... - პირველი ნაწილი რთული ფუძეებისა, ნიშნავს საერთოს, მაგალითად: ზოგადსაკაცობრიო, ზოგადსაგანმანათლებლო.
ზოგადი
ისეთი, რაც სხვადასხვა მოვლენაში, საგანში... საერთოა, ყველასათვის დამახასიათებელია.
განყენებული, არაკონკრეტული.
ზოგადსაგანმანათლებლო - ზოგადი განათლების მომცემი.
ზოგადსაკაცობრიო - რაც მთელ კაცობრიობას ეხება, მთელი კაცობრიობისათვის საერთო.
ზოგგან - ზოგ ადგილას.
ზოგ-ზოგი
იგივეა, რაც ზოგი (მნიშვნელობა 1).
(ზოგ-ზოგები) ვიღაც-ვიღაცეები.
ზოგი
განუსაზღვრელი ნაცვალსახელი: ყველას შორის რომელიმე ერთი (ან რამდენიმე), გარკვეული ნაწილი (მთელთან, ყველაფერთან ყველასთან შეპირისპირებული).
აბა, ერთი! (ზოგი ჩემს გულშიაც ჩაიხედე).
ზოგიერთი - იგივეა, რაც ზოგი (მნიშვნელობა 1).
ზოგიში - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.
ზოგი ჭირი მარგებელია - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1984 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - პავლე ჩარკვიანი. დამდგმელი ოპერატორები - ვიქტორ ანდრიევსკი და ედუარდ გრიგორიანი. კომპოზიტორი - იაკობ ბობოხიძე. მთავარ როლებში: თემურ ქამხაძე, ანა ნიჟარაძე, ლაურა რეხვიაშვილი, ლეო ფილფანი, ვარლამ ნიკოლაძე, კოტე თოლორაია, თამარ სხირტლაძე, რეზო ესაძე, ბორის წიფურია, ბერტა ხაფავა, მანანა ცხოვრებოვა.
ზოგოვიჩი რადოვან - ჩერნოგორიელი პოეტი (1907-1986 წწ).
ზოგრაფი ზახარ - ბულგარელი ფერმწერი (1810-1853 წწ).
ზოგრაფოსი ნიკოლას - შემქმნელი და ლიდერი ე.წ. „ბერძნული სინდიკატისა“, აზარტულ მოთამაშეთა ცნობილი ორგანიზაციისა, რომელიც XX საუკუნის პირველ ნახევარში მოქმედებდა ევროპაში (1886-1953 წწ).
ზოგუ ახმედ - ალბანეთის სახელმწიფო მოღვაწე, 1925-28 წლებში პრეზიდენტი, 1928-39 წლებში კი ალბანეთის მეფე (1895-1961 წწ).
ზოგჯერ - ზოგ შემთხვევაში.
ზოდელავა ივანე - თბილისის მერი 1998-2004 წლებში (დაიბადა 1957 წელს).
ზოდეხი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.
ზოდი
გამოდნობით მიღებული ლითონის მთლიანი ნაჭერი.
სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 4 სოფელს: დარკვეთი, ზედუბანი, ზოდი, მოხოროთუბანი.). ზღვის დონიდან - 630 მეტრი, ჭიათურიდან - 13 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2126 კაცი. ზოდი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XV საუკუნეში.
ზოდიაკი და ზოდიაქო (ბერძნ. „ცხოველთა წრე“) - თორმეტი ვარსკვლავი, რომელთა შორის გაივლის მზე თავისი წლიური მოძრაობის დროს. იგივე ძოდიაკი.
ზოდიაქო - იხილე ზოდიაკი.
ზოდიაქოს ნიშნები - აღნიშვნა ეკლიპტიკის 12 თანავარსკვლავედისა, რომელთაც უპირატესად ცხოველთა სახელები აქვთ მიკუთვნებული.
ზოვრეთი - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ძუსის (ჩოლაბურის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 240 მეტრი, ზესტაფონიდან - 13 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2097 ადამიანი. სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XV საუკუნეში. სოფელს აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფელი საზანო, რომელიც გამოყოფილია მდინარე ძუსით, დასავლეთით ესაზღვრება სოფლები: ღვანკითი და რუფოთი. ჩრდილოეთით სოფელი ალისუბანი, ხოლო სამხრეთით სოფლები: ჭალატყე და საქარა. სოფელი მნიშვნელოვანია ისტორიული ძეგლებით: კერძოდ, სავარაუდოდ, XII საუკუნეში აშენებული ხიდით, რომელიც ცნობილია „თამარ მეფის“ ხიდის სახელით. ასევე ე.წ. მაცაბერიძეების ციხე, რომელიც პატარა ზომისაა, მაგრამ ერთობ მნიშვნელოვანი ისტორიული ფუნქცია უნდა ჰქონოდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ციხის ნანგრევებიდან მოსჩანს მეზობელ სოფელში, საზანოში, არსებული ანალოგიური ზომის ციხე. სავარაუდოდ, ომიანობის დროს, სწორედ ამ ციხეებში ანთებული ცეცხლით აცნობებდნენ ერთმანეთს მოსალოდნელ საფრთხეს. სოფელში არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია რომელიც აშენებული XVIII საუკუნეში. სოფლის ცენტრში, სადაც განლაგებულია სოფლის გამგეობა, სკოლა და კულტურული ცენტრი 2007 წლიდან შენდება ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.
ზოზინა - ვისაც ზოზინი სჩვევია.
ზოზინი - ნელი, აუჩქარებელი, უსიცოცხლო მოძრაობა.
ზოზულია ეფიმ - რუსი მწერალი (1891-1941 წწ).
ზოზღნა - ვერ გაბედვით თქმა (საბა).
ზოია რუხაძე - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1971 წელს. დამდგმელი რეჟისორი - დავით რონდელი. სცენარის ავტორები - რეზო ებრალიძე და გიორგი სევერსკი. დამდგმელი ოპერატორები - ალექსანდრე ვოდოლაჟსკი და ლევან ნამგალაშვილი. კომპოზიტორი - ნოდარ მამისაშვილი. მთავარ როლებში: მანანა მდივანი, მიხეილ ჟიროვი, ოთარ ყიფიანი, ბადრი კობახიძე, ქეთევან კიკნაძე, იაკობ ტრიპოლსკი.
ზოილი - იტყვიან უსამართლო ღვარძლიან კრიტიკოსზე, ძველბერძენი რიტორის და სოფისტის ზოილის (ძვ.წ.აღ. IV საუკუნე) სახელის მიხედვით, რომელიც უსმართლოდ აკრიტიკებდა ჰომეროსის პოემებს.
ზოიმე იოჰან გოტფრიდ - გერმანელი პოეტი, პუბლიცისტი, განმანათლებელი (1763-1810 წწ).
ზოიფერი იური - ავსტრიელი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი (1912-1939 წწ).
ზოლა ემილ - ფრანგი მწერალი, ე.წ. „ნატურალიზმის“ მამამთავარი (1840-1902 წწ).
ზოლგერი კარლ ვილჰელმ ფერდინანდ - გერმანელი ფილოსოფოსი და ესთეტიკოსი (1780-1819 წწ).
ზოლებიანი - რასაც ზოლები აქვს.
ზოლ-ზოლად - ზოლების მსგავსად.
ზოლი
ვიწრო და გრძელი სიბრტყე რისამე რამეზე გავლებული, დაჩნეული.
ვიწრო და გრძელი ფართობი სხვადასხვა დანიშნულებისა.
(გერმ.) - კოლოიდური ხსნარი (მაგალითად, სხვადასხვა ემულსია, ქაფი, ნისლი, კვამლი).
ზოლინგენი - ქალაქი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში (165 ათასი).
ზოლნოე - დაბა რუსეთის სამარის ოლქში.
ზოლოთურნი - ქალაქი შვეიცარიის დასავლეთ ნაწილში.
ზოლოტაია-ლიპა - მდინარე უკრაინის ლვოვისა და ტერნოპოლის ოლქებში, მდინარე დნესტრის მარცხენა შენაკადი.
ზოლოტარენკო ივან - ბოგდან ხმელნიცკის თანამებრძოლი (? - 1655 წწ).
ზოლოტარიოვი ალექსეი - რუსი მწერალი, მხარეთმცოდნე (1879-1950 წწ).
ზოლოტარიოვკა - დაბა რუსეთის პენზის ოლქში.
ზოლოტინკა - დაბა რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.
ზოლოტიცა (ზოლოტნიცა) - მდინარე რუსეთის არხანგელსკის ოლქში, ერთვის თეთრ ზღვას.
ზოლოტკოვო - დაბა რუსეთის ვლადიმირის ოლქში.
ზოლოტოე - ქალაქი უკრაინის ლუგანსკის ოლქში (30 ათასი).
ზოლოტონოშა - ქალაქი უკრაინის ჩერკასის ოლქში (30 ათასი).
ზოლოტუხინი ვალერი - თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი; მოღვაწეობს მოსკოვის ტაგანკის თეატრში (დაიბადა 1941 წელს).
ზოლოტუხინო - დაბა რუსეთის კურსკის ოლქში.
ზოლოჩევი
ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში (25 ათასი).
დაბა უკრაინის ხარკოვის ოლქში.
ზომა
რისამე სიდიდე საზომ ერთეულთან შედარებით.
დასაშვები, საჭირო (სიდიდე, რაოდენობა); ნორმა, წესი, საზღვარი.
ხერხი, საშუალება, ღონისძიება.
ლექსთწყობაში მარცვლების ესა თუ ის რაოდენობა (და განლაგება) სტრიქონში.
ზომაგადასული - მეტისმეტი.
ზომანი - უფერო გაზი, მომწამლავი ნივთიერება.
ზომბა - ქალაქი მალავიში (45 ათასი).
ზომბარტი ვერნერ - გერმანელი ეკონომისტი, სოციოლოგი, ისტორიკოსი, კულტურის ფილოსოფოსი (1863-1941 წწ).
ზომერფელდი არნოლდ - გერმანელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი (1868-1951 წწ).
ზომერჰოისი (ჰოლანდ.) - ჰოლანდიაში საზაფხულო აგარაკი.
ზომიერება - ზომიერად ყოფნა, თავდაჭერილობა.
ზომიერი
რისამე გარკვეული ნორმის თვალსაზრისით საკმარისი.
მოქმედებაში, ქცევაში გარკვეული ფარგლების დამცველი, თავდაჭერილი.
ზომლეთელი ნოე (ნამდვილი გვარი ქურიძე) - ქართველი პოეტი (1880-1938 წწ).
ზომლეთი - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.
ზონა (ბერძნ.)
რაიმე საერთო ნიშნის მიხედვით გამოყოფილი სივრცე: ზოლი, რაიონი. მაგალითად, ტყის ზონა, საარტელერიო ზონა, აკრძალული ზონა.
(მუსიკაში) არე, რომლის ფარგლებში შეიძლება ბგერის ან ინტერვალის ფიზიკურ-რაოდენობრივი ნიშნების (რხევათა სიხშირე, შედგენილობა, ინტენსივობა, ხანგრძლივობა) შეცვლა მათი ხარისხისა და სახელწოდების შეუცვლელად.
ზონალური - ზონასთან დაკავშირებული, ამა თუ იმ ზონისათვის დამახასიათებელი.
ზონალურობა (გეოგრაფიული) - დედამიწის გეოგრაფიული (ლანდშაფტური) გარსის კანონზომიერი დიფერენციაცია გეოგრაფიულ სარტყელებად და ზონებად.
ზონარი (შნური) - რბილი ნართისაგან დამზადებული წვრილი გრეხილი.
ზონგი (გერმ.) - საესტრადო სიმღერა. მაგალითად, „ზონგები“.ერტოლტ ბრეხტის პიესების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებში.
ზონგულდაქი - ქალაქი-პორტი შავიზღვისპირა თურქეთში, ამავე სახელის მქონე ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (120 ათასი).
ზონდაჟი (ფრანგ.) - იგივეა, რაც ზონდირება.
ზონდერბუნდი - შვეიცარიის კავშირის შვიდი კანტონის (ური, შვიცი, უნტერვალდენი, ლუცერნი, ფრაიბურგი, ვალისი) გაერთიანება, რომელიც შეიქმნა 1843 წელს და მიზნად ისახავდა ქვეყნის დანაწევრების შენარჩუნებას. დაიშალა 1847 წელს სამოქალაქო ომის შედეგად.
ზონდი (ფრანგ.)
სამედიცინო იარაღი - წვრილი მილი ან ღერო, რომელიც შეჰყავთ სხეულის ღრუში გამოკვლევის ან მკურნალობის მიზნით.
ბურღი, რომლითაც იკვლევენ ნიადაგის ქვედა ფენებს და იღებენ მათს ნიმუშებს.
პატარა აეროსტატი, რომელიც ატმოსფეროს ზედა ფენებში ავტომატურად იწერს მეტეოროლოგიურ მონაცემებს.
მთვარის საკვლევი საბჭოთა საპლანეტათშორისო ავტომატური სადგურების სერია, რომელიც 1964-70 წლებში მოქმედებდა.
ზონდირება
ზონდით რისამე გასინჯვა.
(გადატანით) წინასწარ რისამე გარკვევა, ნიადაგის მოსინჯვა, დაზვერვა.
ზონდის კუნძულები - კუნძულების ჯგუფი, მალაის არქიპელაგის ძირითადი ნაწილი; იყოფა დიდი და მცირე ზონდის კუნძულებად.
ზონდის სრუტე - სრუტე ინდონეზიის კუნძულებს, იავასა და სუმატრას შორის.
ზონენბერგი - ქალაქი გერმანიის თიურინგიის მხარეში (30 ათასი).
ზონენთალი ადოლფ ფონ - ავსტრიელი მსახიობი (1834-1909 წწ).
ზონკარი - სოფლების ზემო ზონკარის და ქვემო ზონკარის გავრცელებული სახელწოდება (ცხინვალის მუნიციპალიტეტი).
ზონტაგი
სიუზენ - ამერიკელი მწერალი ქალი (1933-1994 წწ).
ჰენრიეტე (ნამდვილი სახელი გერტრუდ ვალპუგისი) - გერმანელი მომღერალი ქალი (კოლორატურული სოპრანო) (1806-1854 წწ).
ზოო. (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, რომელიც:
მიუთითებს ცხოველთა სამყაროსთან დამოკიდებულებაზე.
ნიშნავს ზოოლოგიურს.
ზოობენთოსი - იგივეა, რაც ბენთოსი.
ზოოგეოგრაფია - მეცნიერება დედამიწის ზურგზე ცხოველთა განაწილების შესახებ.
ზოოლატრია (ბერძნ.) - ცხოველთა თაყვანისცემა ძველი ხალხების რელიგიებში.
ზოოლოგია (ბერძნ.) - მეცნიერება, რომელიც ცხოველთა სამყაროს სწავლობს.
ზოოლოგიური პარკი (ზოოპარკი) - სპეციალური პარკი (ბაღი), სადაც საჩვენებლად და მეცნიერული დაკვირვებისათვის თავმოყრილია ცხოველები და ფრინველები.
ზოომორფიზმი - რეალური ან წარმოსახვითი არსებებისათვის ცხოველთა ფორმის მიცემა. უზენაეს არსებათა წარმოსახვა ცხოველების სახით.
ზოონოზები (ბერძნ.) - ცხოველთა ისეთი ინფექციური დაავადებანი, რომლებიც ადამიანსაც შეიძლება გადაედოს.
ზოოპათოლოგია - მეცნიერება ცხოველების დაავადებათა შესახებ.
ზოოპარკი
ზოოლოგიური პარკის შემოკლებული სახელი.
რუსული როკ-ჯგუფი, შეიქმნა 1980 წელს ლენინგრადში.
ზოოპლანქტონი - ცხოველური პლანქტონი (იხილე პლანქტონი).
ზოოსპორა (ბერძნ.) - ზოგი წყალმცენარისა და უმარტივესი სოკოს უჯრედები სასქესო გამრავლებისათვის.
ზოოსპორანგიუმი (ბერძნ.) - ბევრი წყალმცენარისა და ზოგი სოკოს უსქესოდ გამრავლების ორგანო, სათავსი, რომელშიც წარმოიქმნება ზოოსპორები.
ზოოტექნიკა (ზოოტექნია) - მეცნიერება სასოფლო-სამეურნეო ცხოველების მოშენების, კვების, მოვლისა და სწორი გამოყენების შესახებ.
ზოოტომია (ბერძნ.) - მეცნიერების ნაწილი, ცხოველთა კერძო ანატომია; მეცნიერება ცხოველთა შინაგანი აგებულების შესახებ.
ზოოფერმა - ნადირთმოშენების ფერმა, სადაც აშენებენ გარეულ ბეწვიან ცხოველებს.
ზოოფიტები (ბერძნ.) - ძველი სახელწოდება ისეთი უხერხემლო ცხოველებისა (ღრუბლებისა და მისთანების), რომლებიც მიაჩნდათ გარდამავალ ფორმებად მცენარეებსა და ცხოველებს შორის.
ზოოქლორელა - ზოგიერთი ერთუჯრედიანი მწვანე წყალმცენარის (კლორელა, კარტერია, პლევროკოკი) საერთო სახელწოდება.
ზოოქორია (ბერძნ.) - მცენარეთა ნაყოფის, თესლისა და სპორების გავრცელება ცხოველთა მიერ.
ზოოციდები - ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც იყენებენ მავნებელი ხერხემლიანი ცხოველების, უმთავრესად მღრღნელებისა და ფრინველების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ზოოჰიგიენა - მეცნიერება ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ.
ზორაყი - ფრინველია ინდოეთისა მოლაპარაკე (საბა).
ზორახი უილიამ - ამერიკელი მოქანდაკე (1887-1966 წწ).
ზორბა - წარმოსადეგი, მოსული; დიდი, მსხვილი.
ზორგათი - მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი.
ზორგე რიხარდ - მზვერავი, საბჭოთა კავშირის გმირი, ფრიდრიხ ზორგეს შვილიშვილი, სიკვდილით იქნა დასჯილი იაპონიაში (1895-1944 წწ).
ზორგე ფრიდრიხ - გერმანელი მარქსისტი, სოციალისტი, საერთაშორისო და ამერიკის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1828-1906 წწ).
ზორდა - მიჯნა (საბა).
ზორვა
კერპთმსახურება, მსხვერპლის შეწირვა.
კერპთა მიმართ შეწირვა, ხმევა და მსხვერპლი (საბა).
ზორზოხი - დიდი და უშნო, მოუხეშავი.
ზორიანი სტეფანე (ნამდვილი გვარი არაქელიანი) - სომეხი მწერალი, აკადემიკოსი (1890-1967 წწ).
ზორინი ლეონიდ - რუსი დრამატურგი (დაიბადა 1924 წელს).
ზორინსკი- ქალაქი უკრაინის ლუგანსკის ოლქში.
ზორიჩა ა. (ნამდვილი სახელი და გვარი ვასილი ლოკოტი) - რუსი მწერალი (1899-1937 წწ).
ზოროასტრიზმი - იგივე პარსიზმი. მაზდეანური რელიგია, რომლის რეფორმაც ძვ.წ.აღ. VII-VI საუკუნეებში მოახდინა წინასწარმეტყველმა ზოროასტრმა (ბერძნულად ზარათუშტრა), ისტორიულმა პიროვნებამ, რომელსაც მიეწერება უძველესი გათები, ავესტა - ძველი სპარსული რელიგიის მთავარი „წმინდა წიგნი“.
ზორტი
ქსოვილის ვიწრო ზოლი, ზონარი, რომლითაც იკრავენ ტანისამოსის ამა თუ იმ ნაწილს.
ლარისაგან სამოსელთ შესაკინძავი (საბა).
ზორქოლი - ტბა ტაჯიკეთსა და ავღანეთში.
ზოსიმე - XI საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი. ათონის სალიტერატურო სკოლის წარმომადგენელი.
ზოსტერი - ქამარი (საბა).
ზოტი - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.
ზოტიკიანთკარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ანანურის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთი კალთის ძირას, მდინარე არყალის (მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან - 940 მეტრი, დუშეთიდან - 23 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 80 კაცი.
ზოტიმერია (ზოტისმთა) - მთა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე 2676 მ).
ზოტოვი ვლადიმირ - რუსი მწერალი (1821-1896 წწ).
ზოტოვი რაფაილ - რუსი მწერალი (1796-1871 წწ).
ზოფი ვიაჩესლავ - საბჭოთა ეპოქის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, ეროვნებით ჩეხი (1989-1937 წწ).
ზოფხიტო - ხეობის ტიპის მყინვარი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონზე.
ზოფხიტურა (ზოფხიტო) - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა შენაკადი.
ზოშჩენკო მიხაილ - რუსი მწერალი-სატირიკოსი (1894-1958 წწ).
ზოჩო - მცირედ საყვარელი (საბა).
ზოჯი (ნამდვილი სახელი უ ტვინ ხანი) - ბირმელი (მიანმელი) პოეტი (დაიბადა 1908 წელს).
ზოჰრაბი გრიგორ - სომეხი მწერალი (1861-1915 წწ).
![]() |
3.12 ზრ |
▲back to top |
ზრაჟევსკი ალექსანდრე - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა მოსკოვის მცირე თეატრში (1886-1950 წწ).
ზრდა - მთელი ორგანიზმის ან მისი ნაწილების მასის მატება ინდივიდუალური განვითარების პროცესში.
ზრდადი - ზრდის პროცესში მყოფი.
ზრდადამთავრებული - ვინც, რამაც ზრდა დაამთავარა.
ზრდადაუმთავრებელი - ვისაც, რასაც ზრდა არ დაუმთავრებია.
ზრდილი - იგივეა, რაც ზრდილობიანი.
ზრდილობა - ამა თუ იმ საზოგადოებაში მიღებული ყოფაქცევის წესები; შესაბამისი მორიდების გამომხატველი ქცევა.
ზრდილობიანი
ვისაც ზრდილობა ახასიათებს.
ისეთი, როგორსაც ზრდილობა მოითხოვს.
ზრენიანი - ქალაქი იუგოსლავიის სერბიის რესპუბლიკაში (80 ათასი).
ზრესი - ტბა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე.
ზრესკის ტბა - ტბა ახალქალაქის პლატოზე (სიღრმე 1 მეტრი).
ზრზავი იან - ჩეხი ფერმწერი და გრაფიკოსი (1890-1977 წწ).
ზრზინება - ბოროტად აღძვრა (საბა).
ზრიალი - ზარის ხმის მაგვარი ძლიერი ხმა, რისამე რყევის დროს გამოცემული.
ზრინი ილონა - უნგრეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე, ფერენც II რაკოცის დედა (1643-1703 წწ).
ზრინი მიკლოშ - უნგრეთისა და ხორვატიის სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი (1508-1566 წწ).
ზრინი მიკლოშ - უნგრელი პოეტი, სახელმწიფო მოღვაწე, მხედართმთავარი (1620-1663 წწ).
ზრო
ისრის წვერი.
ისრისა, კაცის ტანიც ითქმის (საბა).
ზროხა - ზოგადი სახელი მსხვილფეხა რქოსანი საქონლისა.
ზროხაკუდი - საყვირი მომცრო (საბა).
ზრუნვა - წუხილი, დარდი, ფიქრი ვინმეზე, რამეზე. გარჯა, შრომა ვინმესთვის, რამისთვის; მზრუნველობა.
ზრუნი - იგივეა, რაც ზარი2, ოღონდ, მისგან განსხვავებით, ზოგჯერ პოეტური ტექსტის თანხლებით სრულდება.
ზრქელი - გაუმჭვირვალი, იქით არა ჩნდეს რა (საბა).
![]() |
3.13 ზუ |
▲back to top |
ზუ - ანზუდის ერთ-ერთი სახელი.
ზუავი (ფრანგ.)
ქვეითი ჯარისკაცი საფრანგეთის კოლონიალურ ჯარებში.
დაქირავებული ჯარის ნაწილების მსროლელი ოსმალეთში.
ზუალი - პლანეტა სატურნის სახელი ძველად.
ზუარეთი - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა შენაკადი.
ზუბალაშვილები - ქართველი მრეწველები და ვაჭრები. მათი წარმომადგენლები ქართულ საისტორიო საბუთებში XVIII საუკუნის 80-იანი წლებიდან გვხვდებიან.
ზუბალაშვილი ზაქარია - ექიმი და საზოგადო მოღვაწე (1810-1877 წწ).
ზუბალოვი ფეოფილაქტე - საქართველოს მკვიდრი ბერძენი, საბჭოთა კავშირის გმირი, გვარდიის მაიორი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1915 წელს).
ზუბატი იოსეფ - ჩეხი ფილოლოგი (1855-1931 წწ).
ზუბატოველობა (ზუბატოვშჩინა) - რუსეთის მეფის მთავრობის პოლიტიკა მუშათა საკითხში XX საუკუნის დამდეგს. ითვალისწინებდა მუშების მასების პოლიტიკური ბრძოლისაგან ჩამოშორებას. სახელი ეწოდა მოსკოვის პოლიციის უფროსის ს.ზუბატოვის მიხედვით.
ზუბი - სოფლები ცაგერის და ხობის მუნიციპალიტეტებში.
ზუბოვა-პოლიანა - დაბა რუსეთის მორდოვეთის რესპუბლიკაში.
ზუბოვი კონსტანტინე - რუსი მსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი; მოღვაწეობდა მოსკოვის მცირე თეატრში (1888-1956 წწ).
ზუბოვკა - დაბა ყაზახეთის აღმოსავლეთ ყაზახეთის ოლქში.
ზუბრი - ტყის დიდი გარეული ხარი.
ზუბუნი - მამაკაცის მოკლე ახალუხი.
ზუბცოვი - ქალაქი რუსეთის ტვერის ოლქში.
ზუგდიდი - ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, გაშენებულია ოდიშის დაბმობზე; რაიონული ცენტრი. მანძილი თბილისიდან 318 კმ (50 ათასი).
ზუგდიდის მაზრა - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. შეიქმნა 1867 წელს. მოიცავდა ყოფილი ოდიშის სამთავროს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე. ცალკე რაიონად ჩამოყალიბდა 1930 წლიდან. ფართობი 662 კვ.კმ. 1 ქალაქი და 28 სოფელი.
ზუგია - საკმეველია სუნნელი (საბა).
ზუგრესი - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში (25 ათასი).
ზუდალი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.
ზუდერმანი ჰერმან - გერმანელი მწერალი (1857-1928 წწ).
ზუდოვი ვიაჩესლავ - რუსი კოსმონავტი, 1976 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1942 წელს).
ზუევა ანასტასია - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი; მოღვაწეობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრში (1896-1986 წწ).
ზუევკა
ქალაქი რუსეთის კიროვის ოლქში.
ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში.
ზუზია - გესლი მაკვდინებელი სწრაფად (საბა).
ზუზუნი
ჰაერის გაპობით გამოწვეული წვრილი, გაბმული ხმა.
იგივეა, რაც ბზუილი.
დაბალი ხმით მოთქმა, ნაღვლიანი ღიღინი.
ზუთხვა - უაზროდ დაზეპირება.
ზუთხი (Acipenser) - მსხვილი თევზი, რომლის გვარში 16-მდე სახეობაა. აქვს გემრიელი ხორცი. მისი ქვირითისაგან ამზადებენ ხიზილალას.
ზუთხისებრნი (Acipenseridae) - თევზების ოჯახი ხრტილიანი განოიდების ჯგუფისა. აქვთ მეტ-ნაკლებად წაგრძელებული დინგი; უკბილოები არიან. ყველაზე დიდი სახეობები (მაგალითად, სვია) სიგრძით 9 მეტრამდე აღწევენ.
ზუია - დაბა უკრაინის ყირიმის ოლქში.
ზუიდვესტერი (ჰოლანდ.)
ფართო ულტობი წამოსასხამი.
ულტობი ქსოვილის ქუდი, რომელსაც მეზღვაურები ცუდ ამინდში იხურავენ.
ზუილი - იგივეა, რაც ზუზუნი.
ზუკერები ძმები: დევიდი (დაიბადა 1947 წელს) და ჯერი (დაიბადა 1950 წელს) - ამერიკელი კინორეჟისორები და სცენარისტები.
ზუკოფსკი ლუის - ამერიკელი პოეტი (1904-1978 წწ).
ზული - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში, თიურინგიის მხარეში (55 ათასი).
ზუ ლ-ნუნი აიუბ - არაბი მწერალი და პუბლიცისტი (ერაყი) (1908-1990 წწ).
ზულუ (ამაზულუ, ზულუსები) - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ნატალის პროვინციაში მცხოვრები ხალხი. საერთო რაოდენობა 8 მილიონი.
ზულუმი - თურქეთის სულთან აბდულ-ჰამიდ II-ის დესპოტური მმართველობის პერიოდის სახელწოდება.
ზულფია (ნამდვილი სახელი და გვარი ზულფია ისრაილოვა) - უზბეკი პოეტი ქალი (დაიბადა 1915 წელს).
ზულფიკარი - მუსლიმანურ სამყაროში გავრცელებული ორლესული ხმალი.
ზულფიკაროვი თიმურ - ტაჯიკი მწერალი (დაიბადა 1936 წელს).
ზულცერი იოჰან გეორგ - შვეიცარიელი ესთეტიკოსი, ავტორი ლექსიკონისა „დახვეწილ ხელოვნებათა სრული თეორია“ (1720-1779 წწ).
ზულ ხურალი - ბუდიზმში საზეიმო რიტუალი, რომელიც უპირატესად ნოემბერში იმართება.
ზულოაგა იგნასიო - იხილე სულოაგა ი.
ზუ ლ-რუმა აბუ ლ-ჰარის ლაილიან ალ-ადავი - არაბი პოეტი (696-735 წწ).
ზულცერი იოჰან გეორგ - გერმანელი ესთეტიკოსი და პედაგოგი (1720-1779 წწ).
ზუმაკულოვა ტანზილა - ბალყარელი პოეტი ქალი (დაიბადა 1934 წელს).
ზუმბა (სპარს.) - ლითონის წვრილი ჯოხი, რომლითაც წმენდენ თოფის და მისთანების ლულის ღრუს.
ზუმბულიძე ბაგრატ - საბჭოთა კავშირის გმირი, პოლკოვნიკი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1905-1985 წწ).
ზუმერი (გერმ.) - ელექტრომოწყობილობა ხმოვანი სიგნალების მისაღებად. მაგალითად, ტელეფონის ზუმერი.
ზუმი - სოფელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.
ზუმირი - მური სუნნელი (საბა).
ზუმპფი (გერმ.) - წყლის ჩასასვლელი ორმო მაღაროს ფსკერზე.
ზუმფარა (სპარს.) - მაგარი მინერალი. რომლის ფხვნილს (ან ამ ფხვნილით დაფარულ ქაღალდს) ხმარობენ ხის და ლითონის ნაკეთობათა გასახეხად, გასაპრიალებლად.
ზუნდაგა - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.
ზუნდი - ერესუნის სრუტის გერმანული სახელწოდება.
ზუპანი ალექსანდერ - გერმანელი გეოგრაფი (1847-1920 წწ).
ზუპე ფრანც ფონ (ნამდვილი სახელი და გვარი ფრანჩესკო ეცეკიელე ერმენჯილდო ზუპე-დემელი) - ავსტრიელი კომპოზიტორი და დირიჟორი (1819-1897 წწ).
ზურაბ არაგვის ერისთავი - ქართლის დიდი თავადი; 1625 წელს, ირანის წინააღმდეგ აჯანყების დროს მხარში ედგა გიორგი სააკაძეს (გარდაიცვალა 1631 წელს).
ზურაბაშვილები - ფეოდალური საგვარეულო ქართლში. პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდნენ XVII საუკუნის შუა წლებში.
ზურაბაშვილი ავლიპი - ფსიქიატრი და ნეირომორფოლოგი, აკადემიკოსი (1902-1994 წწ)
ზურაბაშვილი ილია - მწერალი, ხელოვნებათმცოდნე (1872-1955 წწ).
ზურაბიშვილი სალომე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2004 წლის მარტიდან 2005 წლის ოქტომბრამდე (დაიბადა 1952 წელს).
ზურგ - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა, ნიშნავს ზურგთან დაკავშირებულს.
ზურგი
სხეულის უკანა ნაწილი კისრიდან წელამდე.
ზევითა, ამოზნექილი, ამოწეული ნაწილი რისამე.
სკამის, სავარძლის და მისთანების ზევით ამართული ნაწილი, რომელსაც ზურგით ეყრდნობიან.
მიწა-წყალი ბრძოლის ადგილის, ფრონტის ხაზის უკან.
სამხედრო ნაწილები, ორგანიზაციები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებაში უშუალოდ არ მონაწილეობენ.
საწყაო და წონის ერთეული. მოხსენიებულია XV-XVI საუკუნეების ქართულ ისტორიულ წყაროებში. იხმარებოდა თივის, ფეტვის და ღვინის საზომად (დაახლოებით 32 კგ.).
ზურგიელი - ზუთხის, ორაგულისა და ზოგი სხვა თევზის ზურგის ანაჭერი, დამარილებული და მზეზე გამომშრალი.
ზურგისძვალი - მთა ყვარლის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე (2768 მ).
ზურგმომაგრებული - გაძლიერებული ვისიმე მხარდაჭერით.
ზურგოვანა - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (დიღმის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 119 კაცი.
ზურგული
ქართული ჭიდაობის ერთ-ერთი ხერხი - მოწინააღმდეგის ზურგით გადმოტანა.
ცურვა ზურგზე წოლით.
ზურგქარი - ქარი, რომელიც უბერავს ზურგის მხრიდან.
ზურგშექცევით - ისე, რომ ზურგით მიბრუნებულია ვინმესთან.
ზურგჩანთა - ზურგზე წამოსაკიდებელი ჩანთა.
ზურზუტები - ყოფილი სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.
ზურმუხტი (სპარს.) - მინერალი, ბივრილის გამჭვირვალე მწვანე სახეობა. მწვანე ფერის ძვირფასი ქვა.
ზურმუხტოვანი - ზურმუხტის ფერის მქონე.
ზურნა
(სპარს.) - კავკასიაში, შუა აზიასა და აღმოსავლეთის ქვეყნებში გავრცელებლი სასულე მუსიკალური ინსტრუმენტი.
ეტყვიან ვისმე თავმომაბეზრებელი ტირილის, ყვირილის და მისთანების შემთხვევაში.
ქართული კარიკატურებიანი საოხუნჯო ალმანახი; გამოდიოდა თბილისში 1908 წელს.
ზუ-რ-რამა - არაბი პოეტი (696-735 წწ).
ზუსტი (ფრანგ.) - ზედმიწევნით სწორი, ნამდვილი.
ზუტნერი
არტურ გუნდაკარ - ავსტრიელი მწერალი (1850-1902 წწ).
ბერტა ფონ (ქალიშვილობის გვარი კინსკი) - ავსტრიელი მწერალი ქალი (1843-1914 წწ).
ზუფანი - სასროლი მოკლე შუბია (საბა).
ზუშა - მდინარე რუსეთის ტულისა და ორიოლის ოლქებში, მდინარე ოკის მარჯვენა შენაკადი.
ზუჩი - მეომრის რკინის ქუდი.
ზუხბა მინადორა - აფხაზი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1909-1985 წწ).
ზუჰაირი იბნ აბუ სულმა - არაბი პოეტი (დაახლოებით 520-610 წწ).
ზუჰდია - არაბული პოეზიის ჟანრი, რომელშიც ასკეტური მოტივი უკავშირდება პესიმისტურ მედიტაციას ამქვეყნიური წარმავალობისა და ამაოების, სოციალური უსამართლობის გამო.
ზუჰრი მუჰამად იბნ მუსლიმ - არაბი ისტორიკოსი (გარდაიცვალა 741 ან 742 წელს).
![]() |
3.14 ზღ |
▲back to top |
ზღავი - ბოსლის იატაკი ერთმანეთზზე მიწყობილი მრგვალი ხეებისა.
ზღაპარი
თხრობითი, ჩვეულებრივ ხალხური, ნაწარმოები, უპირატესად ფანტასტიკური შინაარსისა.
(გადატანით) მოგონილი, დაუჯერებელი ამბავი; ტყუილი.
არს მოგონებული ტყუილი, ამბავად შემჭევრებული და არა ქმნილი მყოფობით (საბა).
ზღაპრული
ისეთი, როგორიც ზღაპარშია ხოლმე, ზღაპრის დამახასიათებელი.
არნახული, საოცარი, არაჩვეულებრივი.
ზღარბა (Acantholimon) - მცენარეების გვარი ტყვიაბალახისებრთა ოჯახისა. პატარ-პატარა ბალახისებრი ბუჩქებია, აქვთ ეკლიანი ფოთლები და მეწამული ან ვარდისფერი ყვავილები.
ზღარბაბუზისებრნი (Tachinidae) - მწერების ოჯახი ორფრთიანების რიგისა, ფართოდაა გავრცელებული ტროპიკულ ქვეყნებში.
ზღარბთევზა (Diodon hystryx) - თევზი შეზრდილიანების რიგისა. 60 სანტიმეტრამდე სიგრძის; გავრცელებულია ოკეანეების ტროპიკულ და ზომიერ წყლებში.
ზღარბი - ეკლიანი ტყავით მოსილი პატარა მწერიჭამია ცხოველი.
ზღართანი - რბილი, მძიმე სხეულის მოსხლეტით დაცემა; ასეთი დაცემის ხმა.
ზღვა
ოკეანის ნაწილი - მლაშე წყლის დიდი მასა.
ხელოვნურად შექმნილი დიდი წყალსაცავი.
ზღვაოსანთა კუნძულები - იხილე სამოა.
ზღვაოსანი - ზღვაოსნობის სპეციალისტი, მეზღვაური.
ზღვაოსნობა - მიმოსვლა გემით ზღვაზე, ზღვაზე გემის ტარების ხელოვნება.
ზღვარი
საზღვარი, მიჯნა.
ის, რაც აშორებს, ყოფს, განასხვავებს ერთმანეთისგან ორ რასმე.
რისამე უმაღლესი, უკიდურესი დონე, საფეხური, ხარისხი.
მათემატიკის ერთ-ერთი ძირითადი ცნება. მუდმივი სიდიდე, რომელსაც უსაზღვროდ უახლოვდება ცვალებადი სიდიდე.
ზღვაური - ზღვის მხრიდან მონაბერი ძლიერი ქარი.
ზღვე (ზღუე) - იგივეა, რაც ზღავი.
ზღვის ბილიკი - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1962 წელს. დამდგმელი რეჟისორი - რეზო ჩხეიძე. სცენარის ავტორები - ანზორ სალუქვაძე და რეზო ჭეიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - ფელიქს ვისოცკი. კომპოზიტორი - სულხან ცინცაძე. მთავარ როლებში: სერგო ზაქარიაძე, მერაბ თავაძე, ნოდარ ფირანიშვილი.
ზღვის გოჭი (ჩავია პორცელლუს) (გვინეური ზღვის გოჭი) - ძუძუმწოვარა ცხოველი მღრღნელების რიგისა; 35 სანტიმატრამდე სიგრძის; ფართოდ იყენებენ ბიოლოგიასა და მედიცინაში ფიზიოლოგიური, იმუნოლოგიური და სხვა ცდებისათვის.
ზღვის დრაკონი (Trachinus) - ზღვის თევზების გვარი ქორჭილასნაირთა რიგისა. 40 სანტიმატრამდე სიგრძის, რეწვის ობიექტია.
ზღვის ეშმაკი (ლოფიუსი) (Lophius piscatorius) - თევზი ზღვის ეშმაკისებრთა ოჯახისა; 1,5 მეტრამდე სიგრძის, გავრცელებულია ევროპის სანაპიროებთან. იყენებენ საკვებად, მისი კუჭქვეშა ჯირკვლისაგან ამზადებენ ინსულინს.
ზღვის ვარსკვლავები (Asteroidea) - უხერხემლოთა კლასი კანეკლიანების ტიპისა. სიგრძე 1 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე აღწევს. გავრცელებულია ყველა ზღვასა და ოკეანეში.
ზღვის კარასი (Diplodus annularis) - თევზი სპარუსისებრთა ოჯახისა. 30 სანტიმეტრამდე სიგრძის. აქვს მცირე სამეურნეო მნიშვნელობა, იყენებენ ნედლად.
ზღვის კატა (Callorhinus ursinus) - ძუძუმწოვარა ცხოველი ფარლფეხიანების რიგისა. სიგრძე 2,5 მეტრი, წონა 380 კგ. იყენებენ, როგორც ძვირფასი ბეწვის ნედლეულს.
ზღვის კატა (Dasyatis pastinaca) - თევზი ბოლოქაცვიასებრთა ოჯახისა. 2,5 მეტრამდე სიგრძის. გავრცელებულია ატლანტის ოკეანეში, იყენებენ სარეწაოდ.
ზღვის კიტრები - იხილე ჰოლოთურიები.
ზღვის კოკრები (ბლასტოიდები) (Blastoidea) - ამომწყდარი უხერხემლოების კლასი კანეკლიანების ტიპისა.
ზღვის კომბოსტო - ლამინარიის გვარის ზღვის წაბლა წყალმცენარეების სარეწაო სახელი.
ზღვის კუები (Chelonioidea) - ზღვის ცხოველები კუების რიგისა, მათ შორის ყველაზე დიდი (მწვანე კუ) 1,4 მეტრამდე სიგრძის და 400 კგ-მდე წონისაა. აქვთ გემრიელი ხორცი და კვერცხი.
ზღვის კურდღელი (Erignathus batbatus) - ზღვის ცხოველები ფეხფარფლიან ნამდვილ სელაპისებრთა ოჯახისა. სიგრძე 2,5 მეტრამდე, წონა 225 კგ. ძვირფასი სარეწაო ობიექტია.
ზღვის ლომი
ყურებიან სელაპისებრთა ოჯახის 5 სახეობის ზოგადი სახელწოდება. სიგრძე 3,5 მეტრამდე. წონა 1,3 ტონამდე.
II მსოფლიო ომის დროს (1939-45 წწ) ბრიტანეთის კუნძულებზე გერმანელ ფაშისტთა ჯარების სადესანტო ოპერაციის პირობითი სახელწოდება.
ზღვის მაშვრალნი - ქართული სატელევიზიო მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1986 წელს, გადაღებულია ვიქტორ ჰიუგოს რომანის მიხედვით. დამდგმელი რეჟისორები - ედმონ სეშანი და გიზო გებესკირია. სცენარის ავტორები - ჟან-კლოდ კარერი და რეზო თაბუკაშვილი. დამდგმელი ოპერატორი - გი დელარტი. კომპოზიტორი - ევენ დე ტისო. მთავარ როლებში: ჟულიენ გიომარი, ორლენ რეკუენი, ნოდარ მგალობლიშვილი, ნუგზარ ყურაშვილი, გურამ ლორთქიფანიძე, იმესა კახიანი, გივი თოხაძე, ნინო საკანდელიძე.
ზღვის ობობები (Pantopoda) - უხერხემლოთა კლასი ფეხსახსრიანების ტიპისა. ზღვის ფსკერის ცხოველებია, გვხვდებიან ლითორალიდან 7,5 ათას მეტრამდე.
ზღვისპირა ალპები - მთათა ჯგუფი იტალიასა და საფრანგეთში.
ზღვისპირა - ზღვის პირას მდებარე.
ზღვისპირა ქედი - მდებარეობს ბაიკალის ტბის დასავლეთ სანაპიროზე, რუსეთის ირკუტსკის ოლქში.
ზღვისპირეთი - ზღვისპირა მხარე.
ზღვისპირეთის ალპები - დეპარტამენტი საფრანგეთში.
ზღვისპირეთის სენა - დეპარტამენტი საფრანგეთში.
ზღვისპირეთის შარანტი - დეპარტამენტი საფრანგეთში.
ზღვის სპილო (Mirounga) - ფარფლფეხიანთა გვარი ნამდვილ სელაპისებრთა ოჯახისა. სიგრძე 4-5 მეტრი, წონა 4 ტონამდე. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე.
ზღვის ტარაკანი (Mesidotea) - კიბოთა გვარი ტოლფეხიანების რიგისა. სიგრძე 8 სანტიმეტრი.
ზღვისფერი - ლურჯი, ლაჟვარდი.
ზღვის ღორი (Phocoena phocoena) - წყლის ძუძუმწოვარა ცხოველი ვეშაპისნაირთა რიგისა. სიგრძე 1,8 მეტრამდე, წონა 80 კგ. ჰქონდა სარეწაო მნიშვნელობა, რაც XX საუკუნის 60-იანი წლებიდან აიკრძალა.
ზღვის შვილები - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1964 წელს. დამდგმელი რეჟისორი - კონსტანტინე პიპინაშვილი. სცენარის ავტორები - გიორგი ხუხაშვილი და კონსტანტინე პიპინაშვილი. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი ჭელიძე. კომპოზიტორი - გია ყანჩელი. მთავარ როლებში: კოტე დაუშვილი, ირაკლი უჩანეიშვილი, ოთარ კობერიძე, ლია ელიავა, ნოდარ მგალობლიშვილი, დოდო აბაშიძე, ვახტანგ ნინუა, ლია კაპანაძე, კარლო საკანდელიძე.
ზღვის შროშანი (Pancratium maritimum) - მრავალწლოვანი ბოლქვიანი მცენარე ამარილისისებრთა ოჯახისა.
ზღვის შროშნები (Crimoidea) - უხერხემლოთა კლასი კანეკლიანების ტიპისა. ზღვის ცხოველებია.
ზღვის ციცინათელა (ნოქტილუკა) (Noctiluca) - უმარტივესთა გვარი ჯავშნიანი შოლტოსნების რიგისა. აქვს 2-3 მილიმეტრი დიამეტრის სფერული სხეული.
ზღვის ცხენთევზა (Hippocampus) - თევზების გვარი ნემსთევზასებრთა ოჯახისა. სიგრძე 4-20 სანტიმეტრი. სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს.
ზღვის ძაღლი (სივუჩი) (Eumetopiasm jubatus) - ძუძუმწოვარა ყურებიან სელაპისებრთა ოჯახისა. სიგრძე 3,5 მეტრამდე, წონა 1100 კგ-მდე. მისი რეწვა შეზღუდულია.
ზღვის ძროხა (სტელერის ძროხა) (Hydrodamalis stelleri ან Hydrodamalis gigas) - ძუძუმწოვარა სირენების რიგისა. სიგრძე 8 მეტრამდე. წონა 3,5 ტონამდე. ხორცისა და ქონის გამო თითქმის მთლიანად განადგურდა.
ზღვის წავი კალანი (Eshydra lutris) - მტაცებელი ძუძუმწოვარა კვერნისებრთა ოჯახისა. 1,5 მეტრამდე სიგრძის. ძირითადად ბინადრობს ზღავში. მისი რეწვა აკრძალულია.
ზღვის ხალხები - ეგვიპტურ წყაროებში ეგეოსურ და დასავლეთანატოლიურ ტომთა ძლიერი გაერთიანების სახელწოდება.
ზღვის ხვლიკი (Amblyrhynchus cristatus) - ქვეწარმავალი იგუანისებრთა ოჯახისა. სიგრძე 140 სანტიმეტრამდე;
ზღვრული - ზღვარს მიღწეული.
ზღმარტლი (Mespilus germanica)
ველური ბუჩქი ან ხე ვარდისებრთა ოჯახისა; აქვს მომრგვალო, თავჩაზნექილი ხუთკურკიანი ნაყოფი.
ამ მცენარის ნაყოფი.
ზღმურდლი
ბორას ჭუპრი, საქონლის ხორცსა და კანს შუა გაჩენილი.
სახეზე გამოყრილი მსხვილი მუწუკი, ღუდუდო.
პირუტყვთა ჳორცთა და ტყავთა საშუალ ჭუა რამე გაჩნდეს ანუ მსხმო რამე (საბა).
ზღრომა - დაჴსნა, გინა განბნევა (საბა).
ზღუბირი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
ზღუდე
რისამე დასაცავად გარშემოვლებული კედელი, ღობე და მისთანა.
დაბრკოლება.
ზღუდერი (ყოფილი ზორეთი) - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.
ზღუდრობა - ძველი ხალხური დღესასწაული, იმართებოდა აღდგომის მე-4 კვირას კოტეხში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) და მე-5 კვირას ცხინვალში.
ზღუე (ზღვე) - ქვითა, გინა ძელითა იატაკი დაფენილი (საბა).
ზღურბლი - კარის ქვეშ გადასასვლელზე დადებული დირე. იატაკის ის ადგილი, რომელიც გასდევს მიხურულ კარს.
![]() |
4 თ |
▲back to top |
თ - ქართული ანბანის მერვე ასო (ძველ ქართულში მეცხრე); მისი სახელია „თანი“. გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი ხშული-მსკდომი, ფშვინიერი თანხმოვნისა. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ცხრას (9).
![]() |
4.1 თა |
▲back to top |
თააბატა შარანი (ნამდვილი სახელი საბით იბნ ჯაბირი) - არაბი პოეტი (გარდაიცვალა დაახლოებით 530 წელს).
თაბაგრები - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (სარქველთუბნის თემის საკრებულო), მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. ზღვის დონიდან - 620 მეტრი, ჭიათურიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 921 კაცი. ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში.
თაბაგური - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.
თაბაზიმბი - ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტრანსვაალის პროვინციაში.
თაბალი - გვიანდელი ხეთური პოლიტიკური გაერთიანება მცირე აზიაში ძვ.წ.აღ. I ათასწლეულში; მდებარეობდა დიდი კაბადოკიის ტერიტორიაზე.
თაბარი - არაბი ისტორიკოსი (დაახლოებით 839-923 წწ).
თაბარი ეჰსან - ირანელი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე (დაიბადა 1917 წელს).
თაბარნა (ლაბარნა) - ხეთების მეფეთა ტიტული და სახელი „ძველი სამეფოს“ დროიდან.
თაბასარა - დანიგვზული მხალი (საბა).
თაბასარანელები (საკუთარი სახელწოდება „თაბასარანი“) - რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები მცირერიცხოვანი ხალხი.
თაბაშირი (სპარს.) - კრისტალური მინერალი თეთრი (ან მოყვითალო) ფერისა, იყენებენ ქანდაკებაში, მედიცინაში, სოფლის მეურნეობაში.
თაბახი (არაბ.)
ხის დიდი ლანგარი, გობის მსგავსი.
გარკვეული ზომის საწერი ქაღალდის ფურცელი.
ნაბეჭდი ტექსტის აღრიცხვის ერთეული.
თაბეთი (თაბითი) ანტუან ჟორჟ - არაბი ლიბანელი არქიტექტორი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი (1907-1964 წწ).
თაბინ-ბოგდო-ოლა - მთის მასივი ალთაის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთსა და მონღოლეთში.
თაბორი
ქედი თბილისის მიდამოებში, თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთი განშტოება.
სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.
ფეოდალური ხანის ციხე-სიმაგრე თბილისში, ქალაქის ძველ უბანში, თაბორის ქედის ბოლოს, შემორჩენილია საძირკვლის ნანგრევები.
თაბორი - საქართველოს კათალიკოსი ადარნასე ერისმთავრის დროს, დაახლოებით VII საუკუნის დასაწყისში.
თაბოშარი - დაბა ტაჯიკეთის ხოჯენდის ოლქში.
თაბრიზი - იხილე თავრიზი.
თაბუკაშვილი ლაშა - მწერალი, დრამატურგი (დაიბადა 1950 წელს).
თაბუკაშვილი რევაზ - მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი, კინოდოკუმენტალისტი (1927-1990 წწ).
თაბუნი (არაბ.) - გუნდი, ჯგუფი (ადამიანების, ცხოველების....).
თაგალა - უბეწო ქათიბი ქალთა (საბა).
თაგალი - გვირისტი (საბა).
თაგდირი - ესე არს ვარსკვლავი, რომელი რა აღმოჴდების, სიწითლეს მისცემს რომელთამე ნივთთა და რომელთამე ხეთა (საბა).
თაგვეთი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.
თაგვი (Muridae) - პატარა მღრღნელი ცხოველი, აქვს წაწვეტებული დრუნჩი და გრძელი კუდი.
თაგვიკუდა (Mყოსურუს) - ერთწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა.
თაგვისარა (Ruscus ponticus) - ბუჩქბალახა ეკლიანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა; ტოტები ფოთოლივით ბრტყელი და ეკლით დაბოლოებული აქვს, ნაყოფი წითელი მრგვალი კენკრაა.
თაგვისფერი - მუქი ნაცრისფერი.
თაგვისყანა (Nordeum leporinum) - ერთწლოვანი სარეველა ბალახი მარცვლოვანთა ოჯახისა.
თაგვის შაქარი - იგივეა, რაც დარიშხანა.
თაგილონი - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.
თაგინაური - მთა ხულოს მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე (2668 მ).
თაგისქენი - სამაროვანი ამავე სახელწოდების პლატოზე ყაზახეთის ყიზილ-ორდის რაიონში.
თაგო - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.
თაგორი (ბენგალურად თაკური)
აბინანდრანათ - ინდოელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1871-1951 წწ).
გაგანენდრანათ - ინდოელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1867-1938 წწ).
დებენდრანათ - ინდოეთის ეროვნული მოძრაობის მოიღვაწე, განმანათლებელი (1817-1905 წწ).
რაბინდრანათ - ინდოელი მწერალი და მოაზროვნე (1861-1941 წწ).
თაგუნა (თაგუნია) - 1) პატარა თაგვი. 2) კომპიუტერული ხელსაწყო - მაუსი.
თადარიგი (არაბ.)
წინასწარი სამზადისი, რაიმე საქმის მოსაგვარებლად.
სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლებული მოქალაქენი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში კვლავ შეიძლება გაიწვიონ.
თადარიგიანი - ვისაც თადარიგის დაჭერა სჩვევია.
თადემაითი - პლატო ალჟირში.
თადეოზ სტეფანწმინდელი (თათა სტეფანწმინდელი) - ერთ-ერთი ასურელი მამა; ქართლში მოვიდა ანტიოქიიდან VI საუკუნეში იოანე ზედაზნელთან ერთად.
თავ - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა, ნიშნავს თავთან დაკავშირებულს.
თავად - იგივეა, რაც თვითონ.
თავად-აზნაურები - დიდგვაროვნების კრებული.
თავადაზნაურობა - თავადაზნაურები ერთობლივ; თავადაზნაურთა წოდება.
თავადი - დიდგვაროვანი ფეოდალური წრისა, უმაღლესი წოდების წარმომადგენელი.
თავადიშვილი - იგივეა, რაც თავადი.
თავადობა
თავადის წოდება.
თავადად ყოფნა.
თავადური - თავადის დამახასიათებელი, შესაფერი.
თავაზა - სხვათა ენაა, ქართულად ბოდიში ჰქვიან (საბა).
თავაზი (არაბ.) - ზრდილობა, პატივისცემა, რიდი.
თავაზიანი - ზრდილობიანი, მორიდებული.
თავაკი მცენარისა - მარტივი ყვავილედი, რომელსაც მოკლე და ზოგჯერ გამსხვილებული ღერძი აქვს.
თავანანა - ხეთების დედოფალთა საპატიო ტიტული „ძველი სამეფოს“ დროიდან.
თავანი - იგივეა, რაც სხვენი.
თავანკარა - სუფთა, წმინდა, ნამდვილი, შეურეველი, პირველხარისხოვანი.
თავართქილაძე რევაზ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1929 წელს).
თავასა - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (თუზის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ძუსის ზემოეთში. ზღვის დონიდან - 400 მეტრი, თერჯოლიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 392 ადამიანი. ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში.
თავაუღებლად (თავაუღებლივ) - დაუსვენებლივ, განუწყვეტლივ.
თავაქალაშვილი (თავაქარაშვილი) მამუკა - XVII საუკუნის ქართველი პოეტი, კალიგრაფი, მხატვარ-მინიატურისტი.
თავაღებული (თავაღერილი)
ვისაც თავი მაღლა უჭირავს.
თამამი, კადნიერი.
თავაშვებული - თავგასული, გათავხედებული, აღვირახსნილი.
თავაძე გიორგი (გია) - ფეხბურთელი, მცველი. თამაშობდა ლანჩხუთის „გურიაში“ (1972-78), თბილისის „დინამოსა“ (1979-82) და ქუთაისის „ტორპედოში“ (1983-84). ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 76 მატჩი (4 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1981). იყო ლანჩხუთის „გურიის“ მთავარი მწვრთნელი (1996) (დაიბადა 1955 წელს).
თავაძე დიმიტრი - თეატრის მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი (დაიბადა 1911 წელს).
თავაძე ილია - მეცნიერი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1905-1973 წწ).
თავაძე მერაბ - მსახიობი (დაიბადა 1942 წელს).
თავაძე სოლომონ - მწერალი (1890-1960 წწ).
თავაწყვეტილი - თავგასული, ზედმეტად დაუკვირვებელი.
თავახდილი - რასაც თავი ახდილი აქვს.
თავბედი - თავისი ბედი, თავისი ასავალ-დასავალი.
თავბრუ - ადამიანის ისეთი ავადმყოფური მდგომარეობა, როდესაც ეჩვენება, რომ გარემო საგნები თითქოს ქანაობენ, ტრიალებენ.
თავბრუდამსხმელი - იგივეა, რაც თავბრუდამხვევი.
თავბრუდამხვევი - რამაც შეიძლება თავბრუ დაახვიოს ადამიანს; ძალიან დიდი (სიჩქარე, ტემპი).
თავბრუდასხმული - იგივეა, რაც თავბრუდახვეული.
თავბრუდახვევა
იგივეა, რაც თავბრუ.
ზედმეტი გატაცება, ზომიერების გრძნობის დაკარგვა.
თავბრუდახვეული - ვისაც თავბრუ დაეხვია (სიხარულით).
თავგადაკლული - მეტისმეტად მზრუნველი.
თავგადასავალი - რაც თავს გადახდათ, შეემთხვათ (ცხოვრებაში).
თავგამეტება - იგივეა, რაც თავგანწირვა.
თავგამეტებით - იგივეა, რაც თავგანწირვით.
თავგამოდება - თავდადება, თავგანწირვა.
თავგანწირვა - თავის განწირვა, გამეტება.
თავგანწირული - თავდადებული, თავგამეტებული.
თავგასული - გათამამებული, გათავხედებული.
თავგასულობა - თავხედობა, უდიერობა.
თავგატეხილი - ვისაც, რასაც თავი აქვს გატეხილი.
თავგაჩეხილი - ვისაც, რასაც თავი აქვს გაჩეხილი.
თავგახეთქილი - ვისაც, რასაც თავი აქვს გახეთქილი.
თავგზა - გონზე ყოფნის მდგომარეობა (თავგზის დაბნევა, დაკარგვა - გონების არევა, გაუგნურება).
თავგზააბნეული - ვისაც თავგზა აუბნიეს, აებნა; გონარეული.
თავგზიანი - ყოჩაღი, მარჯვე, ფხიანი.
თავდადება - ვინმესთვის ან რამესთვის ერთგულების გამოჩენა, თავგანწირვა.
თავდადებული
ვისაც თავი აქვს დადებული რამეზე.
ვინც ვისამე, რისამე გულისათვის თავი დადო, თავი გაიმეტა.
თავდავიწყება - რამეთი გატაცება ისე, რომ სხვა ყველაფერი დაავიწყდეთ
თავდავლა - გზის მოჭრა, წინიდან დახვდომა.
თავდაკიდებული - იგივეა, რაც თავჩაქინდრული.
თავდამსხმელი
ვინც თავს დაესხმება ვისმე.
ფეხბურთის და ზოგი სხვა გუნდის წევრი, რომელიც თავდასხმაში თამაშობს.
თავდანებებული - მიტოვებული, უპატრონოდ დატოვებული.
თავდაპირველი - სულ პირველი, პირვანდელი.
თავდასხმა
ვისამე ან რისამე წინააღმდეგ გამოხდომა.
ფეხბურთის, კალათბურთის და ზოგ სხვა გუნდში მოთამაშეთა ჯგუფი, რომლის ამოცანაა შეტევა, ბურთის გატანა (ჩაგდება....) მოწინააღმდეგის კარში (კალათში....).
თავდასხმული - რასაც თავთავი აქვს დასხმული.
თავდაუზოგავი - თავდადებული, მუყაითი.
თავდაუსხმელობა - სახელმწიფოების მიერ უარის თქმა რაიმე მტრულ მოქმედებაზე ერთმანეთის მიმართ.
თავდაუჭერელი - მოურიდებელი, თავშეუკავებელი.
თავდაუხურავი
რასაც თავი დაუხურავი აქვს.
ქალი, რომელსაც თავზე არაფერი ხურავს.
თავდაღმა
თავქვე, დაღმართისკენ, დაღმა.
თავით ძირს.
თავდაღმართი - იგივეა, რაც დაღმართი.
თავდაყირა - თავით ძირს, თავდაღმა.
თავდაცვა
თავისი თავისა და საკუთარი ინტერესების დაცვა
საფრთხის, საშიშროების მოგერიება
საბრძოლო მოქმედება მტრის თავდასხმის მოსაგერიებლად.
თავდაცვითი - თავდაცვისათვის განკუთვნილი
თავდაცვისუნარიანობა - თავდაცისათვის მზად ყოფნა, უნარის ქონა საამისოდ.
თავდაჭერა - თავის დაჭერა, თავის შეკავება.
თავდაჭერილი
ვისაც თავის დაჭერა შეუძლია, ვინც თავის განცდებს, სურვილებს არ ამჟღავნებს.
თავშეკავებული, მორიდებული.
თავდაჭერილობა - ზრდილობიანობა, თავშეკავება.
თავდახრა - თავის დაბლა დახრა, დაღუნვა.
თავდახრილი - ვისაც თავი აქვს დახრილი, მორიდებული, დამორცხვებული.
თავდაჯერება - საკუთარი თავის მეტისმეტი იმედის ქონა.
თავდაჯერებული - საკუთარ თავში, საკუთარ ღირსებებში მეტისმეტად დაჯერებული, დარწმუნებული.
თავდგირიძეები - ფეოდალური საგვარეულო სამხრეთ საქართველოში. წერილობით წყაროებში იხსენიება XIV საუკუნიდან.
თავდები
ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც სხვის მაგიერ მისი მოქმედების პასუხისმგებლობას კისრულობს.
რისამე წინაპირობა, საწინდარი.
ჩურჩხელის თავში ყულფად გაკეთებული ძაფი ჯოხზე, ხარიხაზე ჩამოსაკიდებლად.
თავდებობა
თავდებად დგომა, თავდებად ყოფნა.
წერილობითი ხელშეკრულება, რომლის ძალითაც თავდები სხვა პირის წინაშე სრულ ან ნაწილობრივ პასუხისმგებლობას კისრულობს.
თავდიდი - იგივეა, რაც დიდთავა.
თაველი (ცრუ თავთავი)
ღომის და ზოგიერთი სხვა მარცვლოვანის ყვავილედი.
საქართველოს ზოგ კუთხეში სახელწოდება ყოველგვარი თავთავისა.
თავზარი - დიდი შიში, ელდა.
თავზარდამცემი - შიშის მომგვრელი, შემაძრწუნებელი.
თავზარდაცემული - ძალიან შეშინებული.
თავზევით - ძალის, ღონის, უნარის ზემოთ.
თავთა - თხელი ნაქსოვია (საბა).
თავთავი - ყვავილედის ტიპი, უფრო დამახასიათებელია მარცვლოვანი მცენარეებისათვის.
თავთავიანი - რასაც თავთავი აქვს.
თავ-თავისი (თავთავიანთი) - კუთვნილებითი ნაცვალსახელი თავისი, თავიანთი (თითოეულისა ცალ-ცალკე.
თავთით - (მწოლარე ადამიანის) თავთან.
თავთუღელი - ურმის პირველი, მთავარი უღელი (როდესაც ყევარი საქონელია შებმული).
თავთუხი (Triticum durum) - ხორბლის ერთ-ერთი სახეობა; აქვს მკვრივი, ფხიანი თავთავი და მსხვილი მარცვალი.
თავთხელი - თხელი, არაღრმა ადგილი წყალში.
თავი
ადამიანის ან ცხოველის სხეულის ყელსზევითა ნაწილი, რომელშიც მოქცეულია ტვინი, აგრეთვე შეგრძნების მთავარი ორგანოები.
ზედა ნაწილი მაღალი რისამე.
ზედა, ასახდელი ნაწილი.
წინა ნაწილი, დასაწყისი რისამე.
მეთაური, ხელმძღვანელი.
საუკეთესო ხარისხისა (ითქმის პურზე, ღვინოზე, არაყზე).
რაიმე თხზულების დასრულებული ნაწილი.
ზოგი ბოსტნეული მცენარის ერთი ცალი.
სხვადასხვა საჭმელი, რასაც გარკვეული თანამიმდევრობით მიირთმევენ.
უკუქცევითი ნაცვალსახელი, საკუთარი პიროვნება, თავისი არსება.
თავიანი
რასაც თავი აქვს.
ჭკვიანი, გონიერი, გამჭრიახი.
თავიანთი - კუთვნილებითი ნაცვალსახელი; თვითონ მათი კუთვნილი.
თავიანთებური - ისეთი, როგორიც თვითონ მათ იციან, შეუძლიათ, სჩვევიათ.
თავიან-ფეხებიანად - მთელი სხეულით.
თავიდათავი - მთავარი, უპირატესი, უმთავრესი.
თავიდან - ხელახლა, განმეორებით.
თავიდანვე - წინათვე, მაშინვე, იმთავითვე, პირველადვე.
თავი-თავს - მოგვარებული, მოწესრიგებული, გაკეთებული (საქმე).
თავისდა - თავისთვის.
თავისდაგვარი - თავისი მსგავსი.
თავისდათავად - იგივეა, რაც თავისთავად.
თავისებურება - ვისიმე, რისამე დამახასიათებელი, სხვებისგან განსხვავებული თვისება.
თავისებური
სხვებისგან გამორჩეული, განსხვავებული.
რაც ახასიათებს სჩვევია ვისმე, რასმე.
თავისთავად - სხვის ჩაურევლად, თვითონ, თავისით.
თავისთავადი - დამოუკიდებლად არსებული, თავისებური, თვითმყოფი.
თავისთან - თავის მახლობლად.
თავისთვის
თავის სასარგებლოდ, თავის გულისთვის.
მხოლოდ თავის გასაგონად.
თავისი (თვისი) - კუთვნილებითი ნაცვალსახელი; რაც, ვინც თვითონ მას ეკუთვნის.
თავისიანი - ნათესავი, ახლობელი.
თავისით - საკუთარი ნება-სურვილით, თვითონ თავისთავად.
თავისნათქვამი (თავისნათქვამა) - ვინც ერთხელ ნათქვამს (თუნდაც მცდარს) აღარ გადათქვამს.
თავისნება - იგივეა, რაც თავნება.
თავისუფალი
ვინც, რაც იძულებას, ძალდატანებას არ განიცდის.
რასაც არაფერი არ აფერხებს.
რაც დაუბრკოლებლად, შეუფერხებლად ხდება.
რაც დაკავებული არ არის.
ვინც საქმით არ არის დაკავებული.
თავისუფლება
ნების გამომჟღავნების შესაძლებლობა.
არარსებობა ისეთი პირობებისა, რომელიც ზღუდავს რომელიმე საზოგადოების ან მისი წევრების ცხოვრებას და მოქმედებას.
იმის მდგომარეობა, ვინც დაპატიმრებული არ არის.
სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.
თავისუფლების მოედანი
თბილისის ცენტრალური მოედანი, მდებარებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რუსთაველის პროსპექტის დასაწყისში. ძველად ერქვა: ერევნის მოედანი, ლენინის მოედანი.
(ყოფილი „ლენინის მოედანი“) თბილისის მეტროპოლიტენის სადგური მთავარ ხაზზე, ავლაბარსა და რუსთაველს შორის; ამოქმედდა 1967 წელს.
თავისუფლებისმოყვარე - ვინც თავისუფლებისკენ ისწრაფვის, დამოუკიდებლობისთვის იბრძვის.
თავის ქალა - ადამიანისა და სხვა ხერხემლიანი ცხოველების თავის ჩონჩხი.
თავისწვერა - იგივეა, რაც თავისნათქვამა.
თავკაუჭა - რასაც მოკაუჭებული თავი აქვს.
თავკაცი
მეთაური, წინამძღოლი.
რაიმე საზოგადოებაში გამოჩენილი ადამიანი, რომელიც განსაკუთრებული პატივისცემით, ავტორიტეტით სარგებლობს.
თავკაცობა
თავკაცის მდგომარეობა, თავკაცად ყოფნა.
თავკაცები ერთობლივ.
თავკერძა - ვინც მხოლოდ თავის თავზე ზრუნავს.
თავკვეთილი - ვულკანური მთა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სამსრის ქედზე.
თავკვერი - შავი მსხვილმარცვლიანი ყურძნის ჯიში, გავრცელებულია უპირატესად ქართლ-კახეთში.
თავკიდური - სიტყვის დასაწყისი.
თავკომბალა
უკუდო წყალხმელეთა ცხოველების (ბაყაყი, გომბეშო) ნაშიერი.
(Echinops) ეკლიანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა, აქვს ღეროს წვერზე მრგვალ, მკვრივ თავებად შეკრებილი ყვავილები.
თავლა - ცხენების სადგომი ნაგებობა, საჯინიბო.
თავლაფდასხმული - საქვეყნოდ შერცხვენილი.
თავლაფი - სირცხვილი, შერცხვენა.
თავლაფიანი - იგივეა, რაც თავლაფდასხმული.
თავმანტი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზღვის ერთ-ერთი ღვთაება.
თავმდაბალი - მოკრძალებული, მორიდებული.
თავმდაბლობა - მოკრძალება, მორიდება.
თავმინებებული - უპატრონოდ მიტოვებული, დარჩენილი.
თავმიცემული - ვინც არაფერზე თავს არ იწუხებს.
თავმკვდარი - (წყევლა) სასიკვდილე (იტყვიან საკუთარ თავზე).
თავმობმული - იგივეა, რაც თავმოდგმული.
თავმოდგმული - მეტისმეტად სავსე (როდესაც შიგ მოთავსებული რამ ნაპირებს ზევით არის ამოწეული).
თავმოდრეკილი - იგივეა, რაც თავდახრილი.
თავმოკვეთილი - რასაც, ვისაც თავი მოჰკვეთეს, თავმოჭრილი.
თავმომწონე - საკუთარ ღირსებაში დარწმუნებული, თავმოყვარე, ამაყი.
თავმომწონეობა - თავმომწონის თვისება.
თავმოტიტვლებული - უთმო, მელოტი, ქაჩალი.
თავმოყვარე - ვისაც თავისი თავის დაფასების უნარი, საკუთარი ღირსების გრძნობა აქვს.
თავმოყვარეობა - თავმოყვარის თვისება.
თავმოყრა - ერთად შეგროვება, შეკრება.
თავმოყრილი - ერთად შეკრებილი, შეგროვებული.
თავმოძულებული - ვისაც თავი აქვს მოძულებული, შეწუხებული, გაბეზრებული.
თავმოჭრილი
ვისაც, რასაც თავი მოსჭრეს, თავმოკვეთილი.
შერცხვენილი, გაწბილებული.
თავმოხდილი
თავღია, უსარქველო.
უქუდო, თავდაუხურავი.
თავმსუბუქი - ბოლოსაკენ მძიმედ დატვირთული.
თავმსხვილი - რასაც მსხვილი თავი აქვს.
თავმძიმე - თავში მძიმედ დატვირთული.
თავმჯდომარე
არჩეული პირი, რომელიც უძღვება კრებას, სხდომას.
ზოგიერთი ორგანოს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
თავნაყარი - რასაც ყვავილი აქვს გაკეთებული (სიმინდის, ღომის და მისთანების შესახებ იტყვიან იმერეთში).
თავნება - ჯიუტი, ჯინიანი, კერპი.
თავნებობა - თავნებას თვისება.
თავნი - ძირითადი თანხა სარგებლით გასესხებული ფულისა, ან იმ ფულისა, რომელსაც ვაჭარი ატრიალებდა.
თავოლჟანი - დაბა ყაზახეთის პავლოდარის ოლქში.
თავპანტა - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.
თავპატიჟი - ტყუილად უარზე დგომა, განაზება, გაპრანჭვა.
თავპირდამტვრეული - ძლიერი ნაცემი.
თავ-პირი - პირისახე.
თავრალი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
თავრიელი - საქონლის თავის ტყავი.
თავრიზი (თაბრიზი) - ქალაქი ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ოსტანის ცენტრი (1 მილიონი).
თავრიზიანი მიქაელ - სომეხი დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1907-1957 წწ).
თავრომახია - იხილე ტავრომახია.
თავსაბანი - თავის დასაბანად გამოსადეგი.
თავსაბურავი - თავზე მოსახვევი ან დასახურავი რამე.
თავსაკრავი - ჩიხტზე შემოსაკრავი ქსოვილი
თავსამკაული - წიგნის ან მისი ცალკეული თავის დასაწყისში მთელი გვერდის სიგანეზე დართული ნახატი.
თავსამტვრევი - ძნელად ასახსნელი, ძნელად გამოსარკვევი.
თავსართი - მაწარმოებელი, რომელიც ფუძეს წინ ერთვის, პრეფიქსი.
თავსარქმელი - იგივეა, რაც თავსაბურავი.
თავსატეხი - იგივეა, რაც თავსამტვრევი.
თავსაფარი - ქსოვილის ნაჭერი, ქალის თავზე მოსახვევი ან წასაკრავი, მანდილი.
თავსაყრელი - ძალიან ბევრი.
თავსაცილი - დაცინვა, აბუჩად აგდება
თავსახვევი - თავზე მოსახვევი, თავსაფარი, თავშალი.
თავსახურავი - იგივეა, რაც თავსახური.
თავსახური
რასაც თავზე ახურავენ რასმე.
რასაც თავზე იხურავენ, ქუდი ან თავსახვევი.
თავსისხლა (Sanguisobraofficinalis) - მთის ბალახი ერთგვარი, სამკურნალოა.
თავსურები - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.
თავსხმა - დიდი კოკისპირული წვიმა.
თავტაბიკი - დიდი ტაბიკი ხელნებში უღლის დასამაგრებლად.
თავური - თავით დარტყმა (ბურთისა ან ჩხუბში).
თავფარავნელი ჭაბუკი - ქართული ხალხური ბალადა, პირველად ჩაწერილ იქნა 1882 წელს.
თავფაჩაგ (თავფეჩაგ) - საქარველოს კათალიკოსი VI საუკუნის I ნახევარში.
თავფიკ-ალ-ჰაქიმი - არაბი ეგვიპტელი პოეტი, ლიტერატურათმცოდნე და საზოგადო მოღვაწე (1898-1980 წწ).
თავფურცელი - წიგნის პირველი გვერდი, რომელზედაც სათაურია დაბეჭდილი.
თავქარიანი - მსუბუქი ჭკუისა.
თავქვე
დაღმართი, დაქანებული გზა.
ზევიდან ქვევით, დამართზე.
თავქვეშ - თავის ქვეშ.
თავქოჩორა - იგივეა, რაც ქოჩორა.
თავქუდმოგლეჯით - სწრაფად, გამალებით.
თავქუდმოგლეჯილი - იგივეა, რაც თავქუდმოგლეჯით.
თავღია - თავდაუხურავი.
თავყვითელა (Senecio) - ყვითელყვავილიანი ბალახი რთულყვავილოვანთა ოჯახისა.
თავყრილობა - ერთად თავის მოყრა.
თავყურმანი - (საუბ.) თავ-ყური, თავი და სახე.
თავშავა - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.
თავშავა (Origanum vulgare) - მრავალწლოვანი ბალახი, იხმარება ქსოვილების შესაღებად.
თავშავი - მთა ახალციხის მუნიციპალიტეტში, ერუშეთის მთიანეთის ჩრდილოეთ კალთაზე.
თავშალი - ქალის თავზე მოსახვევი ქსოვილი.
თავშანთაფა - მთა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ქედის დასავლეთ კალთაზე.
თავშანი - მთა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ზეგანზე.
თავშეკავება - თავის შეკავება, მოთმენა.
თავშეკავებული - თავდაჭერილი, მომთმენი.
თავშენახული
ვისაც სახლში ყველაფერი საჭირო ყოველთვის მოეპოვება.
ნამუსიანი, პატიოსანი (ქალი).
თავშენთაფა - ვულკანური მთა ჯავახეთის ზეგანზე, ფარავნის ტბის სამხრეთით.
თავშესაფარი
ადგილი, სადაც რაიმე ხიფათისაგან თავის გადარჩენა, თავის შეფარება შეიძლება
სპეციალურად მოწყობილი ნაგებობა, სადგომი საჰაერო, ქიმიური და სხვა სახის თავდასხმისაგან თავის დასაცავად.
სახლი, სადაც ცხოვრობენ უპატრონო მოხუცები ან ბავშვები.
თავშესაქცევი - გასართობი.
თავშეუკავებელი
ვინც თავის შეკავება არ იცის.
რაც ვერ შეუკავებიათ.
თავშექცევა - ისე წოლა, რომ თავები ერთმანეთის ფეხებისკენ ჰქონდათ შექცეული.
თავშეყრა - შეგროვება, შეკრება.
თავშეყრილი - შეგროვებული, შეკრებილი (ადამიანები).
თავშიშველა - ქედი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ბედენის მასივის შტოქედი.
თავშიშველი - ვისაც თავზე არაფერი ახურავს.
თავჩარგული - თავით დამხობილი რამეზე ან რამეში.
თავჩაქინდრული - თავდახრილი, თავდაღუნული.
თავჩენილი - რასაც თავი გამოუჩნდა
თავჩითი - ჩითის ხილაბანდი.
თავჩობანი - უფროსი მწყემსი.
თავცარიელი - უჭკუო, უტვინო, სულელი.
თავჭედილა - ქუდიანი სოკო ფირფიტოსანთა ოჯახისა.
თავხე - მთავარი კოჭი, რომელიც სახლის სახურავის გასამართავადაა გადებული
თავხედი - ურცხვად თამამი, ზედმეტად კადნიერი, მოურიდებელი, უტიფარი.
თავხედური - თავხედის დამახასიათებელი.
თავხელიძე ალბერტ - ფიზიკოსი, აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი 1986 წლიდან (დაიბადა 1930 წელს).
თავხვეული (Brassica oleracea var. capitata) - კომბოსტოს ყველაზე გავრცელებული სახესხვაობა, რომლისთვის დამახასიათებელია თავდახურული ფოთლები; ლახანა.
თაზა - ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ მაროკოში, თაზის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (70 ათასი).
თაზაქენდი - სოფლები გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.
თაზახარაბა - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.
თათა - შეძახილი ძაღლის გასაგდებად.
თათაბო (Atriplex hortensis) - ერთწლოვანი სარეველა მცენარე ნაცარქათამასებრთა ოჯახისა.
თათანაანთუბანი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.
თათარა - ყურძნის ტკბილისა და პურის ფქვილისაგან დუღილით გაკეთებული ფაფისებური საჭმელი, რომელშიც ჩვეულებრივ ჩურჩხელებს ავლებენ, ფელამუში.
თათარიახნი (თურქ.) - მოხარშული ძროხის ხორცი, წვნიანი ხახვითა და ნიახურით შეზავებული; სახელდახელოდ მოხარშული ხორცი.
თათბირი (სპარს.)
შეკრება, სხდომა, რომელზედაც რაიმე საკითხს განიხილავენ.
საუბარი, მსჯელობა, სჯა-ბაასი.
თათები - აზერბაიჯანის კასპიისპირა რაიონებსა და დაღესტანში მცხოვრები ხალხი.
თათევოსიანი ეღიშე - სომეხი ფერმწერი (1870-1936 წწ).
თათელისმაღალი - მწვერვალი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე (სიმაღლე - 3755 მეტრი).
თათი
ზოგი ცხოველის ფეხი, აგრეთვე ფეხის ბოლო ნაწილი (თითებიანი)
(თათები) ურმის თავი, სადაც ხელნებია გადაჭდობილი და უღელშია გაყრილი.
თათმანი
უთათო ხელთათმანი, წინდასავით ნაქსოვი.
იგივეა, რაც ხელთათმანი.
თათრები
ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილას მცხოვრები თურქული მოდგმის ხალხი.
ძველად საქართველოში ასე უწოდებდნენ მონღოლებს.
საერთოდ მაჰმადიანთა (თურქების, სპარსელების, მონღოლების....) მოსახსენიებელი სიტყვა.
თათრეთი (თათრეთის რესპუბლიკა) - რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში (ევროპულ ნაწილში), ფართობი 68 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 3,7 მილიონი. დედაქალაქი - ყაზანი.
თათრის სრუტე - კუნძული სახალინსა და აზიის კონტინენტს შორის, რუსეთის შემადგენლობაში.
თათრობა - თათრების ბატონობის დრო საქართველოში.
თათრული - თათრების დამახასიათებელი.
თათუნი - იგივეა, რაც ცაცუნი.
თათქარიძე ლუარსაბ - მთავარი პერსონაჟი ილია ჭავჭავაძის მოთხრობისა „კაცია-ადამიანი?!“.
თაია
ერთად დადგმული რამდენიმე ურემი, ძნა (იციან ქიზიყში).
სოფელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.
თაიბეი - იხილე ტაიბეი.
თაიგული (სპარს.) - ყვავილების კონა.
თაიიუანი - იხილე ტაიიუანი.
თაიმსი - ყოველდღიური ინგლისური გაზეთი; დაარსებულია 1785 წელს, ლონდონში.
თაინანი - იხილე ტაინანი.
თაინგუიენი - ქალაქი ვიეტნამში, ბაქთაის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
თაიროვი ალექსანდრე - იხილე ტაიროვია.
თაიხანშანი - იხილე ტაიხანშანი.
თაიხუ - იხილე ტაიხუ.
თაიჯუნი - იხილე ტაიჯუნი.
თაკარა
მხურვალე, მცხუნვარე, მწველი.
დიდი სიცხე.
თაკვერი
ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში; ფართო მნიშვნელობით მოიცავდა ახლანდელ რაჭა-ლეჩხუმს, ვიწრო მნიშვნელობით - ცხენისწყლის აუზის შუა წელსა და ლაჯანურის ხეობას შორის მოქცეულ ტერიტორიას.
იგივეა, რაც თავკვერი.
თაკილი - თავისთვის შეუფერებლად, სასირცხვოდ მიჩნევა რამისა.
თალაგვა - ძველ საქართველოში გავრცელებული სახელი მამაკაცისა.
თალათინი (სპარს.)
თხელი და რბილი ტყავი, ხავერდოვანი ზედაპირის მქონე.
ტყავის თასმა (ქალამნის ამოსასხმელი, აგრეთვე სამართებლის და მისთანების პირის ასაწყობი).
თალამი - ფიწლით ერთ კერზე ასაღები (თივა და მისთანები).
თალარი
ვაზის ხეივანი.
იგივეა, რაც ფანჩატური.
თალასემია (ხმელთაშუა ზღვის ავადმყოფობა) - მემკვიდრეობითი ჰემოლიზური ანემიის სახე. საფუძვლად უდევს ოჯახობრივი ფეტალური ჰემოგლობინის სიჭარბე.
თალასი - ქალაქი და მდინარე ყირგიზეთში.
თალასის ალათაუ - ქედი ტიან-შანში (ყირგიზეთი და ყაზახეთი).
თალასის ველი - მდებარეობს ჩრდილოეთ ტიან-შანში, ყირგიზეთის ტერიტორიაზე.
თალასოთერაპია (ბერძნ.) - ზღვის ჰავითა და ზღვაში ბანაობით მკურნალობა.
თალბერგი ზიგიზმუნდ - ავსტრიელი პიანისტი (1812-1871 წწ).
თალგამი (Brassica campestris rapifera) - ორწლოვანი ბოსტნეული მცენარე ჯვაროსანთა ოჯახისა, აქვს მოყვითალო ან თეთრი გამსხვილებული ფესვი თავისებური გემოსი.
თალგამურა (Brassica napus rapifera) - ორწლოვანი ძირხვენა მცენარე ჯვაროსანთა ოჯახისა; ფესვები იჭმება, ძირითადად საქონლის საკვებია.
თალდიქი
მდინარე ყირგიზეთის ოშის ოლქში, მდინარე ყარადარიის აუზში.
უღელტეხილი ალაის ქედზე, ყირგიზეთის ოშის ოლქში.
თალდი-ყორღანი (1920 წლამდე - გავრილოვკა) - ქალაქი ყაზახეთში, საოლქო ცენტრი (140 ათასი).
თალდურის მყინვარი - მდებარეობს რუსეთის ალთაის მხარეში.
თალებ შირაზი გორჯი (ნამდვილი სახელი აბუ ალ-ლაჰ-ხანი, აჰმად-ხანის ძე) - ირანელი პოეტი, წარმოშობით ქართველი (1891-1980 წწ)
თალესი (თალეს მილეტელი) - ძველბერძენი ფილოსოფოსი (ძვ.წ.აღ. 624 - 547 წწ).
თალია
ძაძის ტომარა (საბა).
ერთი (ორი...) ხელი (ითქმის რისამე თამაშის შესახებ).
ერთხელ, ერთი პირობა.
ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:
ა) ერთ-ერთი ნერეიდა, ერთ-ერთი ქარიტთაგანი, ცხრა მუზათაგანი.
ბ) კომედიის მფარველი მუზა, გამოისახებოდა მსუბუქ ტანსაცმელში გამოწყობილ ახალგაზრდა ლამაზ ქალად, რომელსაც მარცხენა ხელში კომიკოსის ნიღაბი, მარჯვენაში კი მწყემსის კომბალი ეჭირა.
თალიბანები - ფუნდამენტალისტური მუსლიმანური მოძრაობის წევრები ავღანეთში, რომლებიც 1992 წლიდან ფაქტიურად მთლიანად დაეუფლნენ ქვეყნის ხელისუფლებას.
თალი-ბარზუ - ძვ.წ.აღ. ბოლო საუკუნეებისა და ახ.წ.ღ. VIII საუკუნის ნაქალაქარი სამარყანდის სამხრეთით.
თალიბზადე აბდულა შაიგი - აზერბაიჯანელი მწერალი (1881-1959 წწ).
თალიმარჯანი - ქალაქი უზბეკეთის კაშკადარიის ოლქში.
თალიონი - ადგილი საბრძოლველი (საბა).
თალიუმი (ბერძნ.) (Tl) - ელემენტთა პერიოდული სისტემის III ჯგუფის ქიმიური ელემენტი, ატომური ნომერი 81, ატომური მასა 204,383. ნაცრისფერი რბილი ლითონი. აღმოჩენილ იქნა 1861 წელს ინგლისელი მეცნიერის უ.კრუქსის მიერ.
თალიშები - აზერბაიჯანის სამხრეთსა და ირანის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები ხალხი.
თალიში - ახალი ფოჩიანი ხახვი, რომელსაც ჯერ ბოლქვი განვითარებული არ აქვს.
თალიშის მთები (თალიში) - მდებარეობს ამიერკავკასიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, აზერბაიჯანსა და ირანში.
თალმუდი (ძვ.ებრ.) - ებრაელთა მრავალტომიანი წიგნი - სასულიერო-დოგმატიკური, ფილოსოფიური, უფლებრივი, საკულტო ტრაქტატების კრებული, იუდაიზმის ეთიკური და სამართლებრივი კოდექსი, რომელიც იქმნებოდა ძვ.წ.აღ. IV საუკუნიდან ახ.წ.აღ. V საუკუნემდე.
თალმუდიზმი - სქოლასტიკური მსჯელობა, დოგმათა უაზრო დაცვა; მედავითნეობა.
თალმუდისტი
თალმუდის მიმდევარი, თალმუდის მცოდნე.
სქოლასტიკოსი მედავითნე.
თალო - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მცენარეთა ყვავილობის მფარველი და ხელისშემწყობი ღმერთქალი.
თალომი - იხილე თალუსი.
თალპიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ეპეელთა წინამძღოლი ტროის ომში.
თალუსი ანუ თალომი (ბერძნ.) - უდაბლესი მცენარის (წყალმცენარის, სოკოს, და მისთანების) ან ღვიძლა ხავსის სხეული, რომელიც არ არის დაყოფილი ფესვად, ღეროდ და ფოთლებად.
თალფაქი
ხუფი, სახურავი.
ქართული ქუდი (საბა).
თალღარი - ქალაქი ყაზახეთის ალმა-ათის ოლქში.
თალღარის მასივი - მთები ჩრდილოეთ ტიან-შანში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში.
თალღი - კურორტი რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკაში.
თალშიქი - დაბა ყაზახეთის ქოქჩეთაუს ოლქში.
თალხანი - ჴრმლის თასმის წასაზევ-წამოსაზევი (საბა).
თალხი (სპარს.) - შავი, სამგლოვიარო ფერი; ასეთი ფერის ტანსაცმელი.
თამადა (არაბ. „ნდობით აღჭურვილი პირი“) - სუფრის, ნადიმის ხელმძღვანელი.
თამადობა - სუფრის გაძღოლა.
თამაზ I (შაჰ-თამაზი) - ირანის შაჰი სეფიანთა დინასტიისა 1524-76 წლებში (1513 - 1576 წწ).
თამაზინი (თამაგინი) - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
თამაკონი - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.
თამამი (არაბ.)
ლაღი, გამბედავი.
გაბედული, კადნიერი, მოურიდებელი.
კარგად განვითარებული (მცენარე), ტანად სრული (ცხოველი).
ჟამთაგან შემოღებულია და ცუდი, ქართულად კადნიერი ეწოდების: თამამი თურქთა ენითა სრულსა ჰქვიან (საბა).
თამამშევა ნინო - საქართველოში მოღვაწე სომეხი ფერმწერი (1905-1971 წწ)
თამანიანი ალექსანდრე - სომეხი არქიტექტორი (1878-1936 წწ).
თამარაშენი - სოფლები ქარელისა და ცხინვალის მუნიციპალიტეტებში.
თამარაშვილი მიხეილ (თამარათი მიქელ) - საეკლესიო და ეროვნული მოღვაწე, ისტორიკოსი, ე.წ. „მეორე ქართლის ცხოვრების“ ავტორი (1858-1911 წწ).
თამარ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) - ერეკლე მეფის შვილიშვილი, იულონ ბატონიშვილის ასული, 1832 წლის შეთქმულების მონაწილე (1791-1857 წწ).
თამარი - საქართველოს მეფე 1184 წლიდან გიორგი III-ის ასული (დაახლოებით 1160 - 1207 ან 1213 წწ).
თამარი (გურჯი-ხათუნი) - საქართველოს მეფის რუსუდანის ასული (XIII საუკუნე).
თამარი - ვახტანგ VI-ის ასული, თეიმურაზ II-ის მეუღლე 1712 წლიდან (გარდაიცვალა 1746 წელს).
თამარი
მცირე ცთომილი ¹326. აღმოაჩინა ავსტრიელმა მეცნიერმა ი.პალიზამ 1892 წელს, სახელი ეწოდა თამარ მეფის საპატივცემლოდ.
რკინიგზის ბაქანი ბათუმ-მახინჯაურის გადასარბენზე.
თამარიანი
ძველი ქართული ლიტერატურის კლასიკური ეპოქის სახოტბო თხზულება, რომლის ავტორად, ტრადიციული ცნობებით, მიჩნეულია ჩახრუხაძე. თხზულება დაწერილი უნდა იყოს XIII საუკუნის პირველ ათწლედში.
სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
თამარინდი (არაბ.) - ტროპიკული მარადმწვანე ხე პარკოსანთა ოჯახისა, ნაყოფს იყენებენ მედიცინაში
თამარისი
დაბა ბოლნისის მუნიციპალიტეტში.
(ტრაუბენბერგი) სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.
თამარ-ხანუმი (ნამდვილი სახელი და გვარი თამარ პეტროსიანი) - უზბეკი მოცეკვავე და მომღერალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1906-1991 წწ).
თამასა - ვიწრო და თხელი ფიცარი, ფირფიტა.
თამასუქი (არაბ.) - ხელწერილი, რომლითაც კისრულობენ განსაზღვრულ ვადაში გარკვეული თანხის გადახდას.
თამაშა (სპარს.) - სეირი, სანახაობა.
თამაში (სპარს.)
გასართობი მოქმედება, გართობა.
შეჯიბრება სპორტის ზოგ სახეობაში.
თამბაქო (სპარს.) (nicotiana)
ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა; აქვს ნიკოტინის შემცველი მსხვილი ფოთლები.
ამ მცენარის ფოთლები, რომელსაც გამხმარსა და წვრილად დაჭრილს ეწევიან.
სხვათა ენაა, ქართულად გლარჯა ჰქვიან (საბა).
თამდითაუ - მთები უზბეკეთის ბუხარის ოლქში, ყიზილყუმის უდაბნოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
თამელი (შორბუს ტორმინალის) - ველური ხეხილი ვარდისებრთა ოჯახისა; აქვს გრძელყუნწიანი ფოთოლი, თეთრი ყვავილი და წვრილი წაბლისფერი ნაყოფი ზღმარტლის გემოსი.
თამთამი - ნძრევა, რხევა (ფაფისებური მასისა, მსუქანი სხეულისა.....).
თამილნადი - იხილე ტამილნადი.
თამირისი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მითიური თრაკიელი მომღერალი, მუსიკოს ფილამონისა და ფერია არგიოპეს ვაჟი.
თამკვაჩ-იგვავერა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.
თამუზი (დუმუზი) - შუამდინარული მწყემსური ღვთაება.
თამღა (ტამღა) (თურქ.-მონღ.) - განსაკუთრებული ნიშანი (დამღა, დაღი), რითაც აღინიშნებოდა საკუთრების უფლება პირუტყვზე; მოგვიანებით ბეჭედი, დოკუმენტი ან სიგელი.
თან
ზმნისართი, რომელიც აღნიშნავს ვინმესთან, რამესთან ერთად ყოფნას (თან გაჰყევი, თან წამოიღე).
აღნიშნავს ორი მოქმედების ან მოვლენის ერთდროულობას (თან მღერის, თან ცეკვავს).
თანდებული, დაერთვის მიცემით ბრუნვას და წინმავალ სახელთან ერთად უპასუხებს კითხვებზე: ვისთან? რასთან?
თანა
პირველი ნაწილი რთული ფუძეებისა: ნიშნავს ვინმესთან ან რამესთან ერთად ყოფნას (თანაავტორი, თანამგზავრი).
მაწარმოებელი, რომელიც დაერთვის სახელს ნათესაობით ბრუნვაში და აღნიშნავს მსგავსებას, ერთგვარობას (ამისთანა, შენისთანა).
ქალაქი ინდოეთის დასავლეთ ნაწილში, მაჰარაშტრას შტატში.
თანაავტორი - პირი, რომელიც ვინმესთან ერთად ავტორია რისამე.
თანაარსებობა - არსებობა ვინმესთან რამესთან ერთად, ერთდროულად.
თანაბარი - ერთი და იმავე ზომისა, თანასწორი.
თანაგრძნობა
გულშემატკივრობა სხვისი მწუხარების გამო.
მხარდაჭერა, კეთილი განწყობილება, მოწონება.
თანადგომა - დახმარება, შეწევნა, მხარის დაჭერა.
თანავარსკვლავედი - ვარსკვლავთა ჯგუფი, ერთი სახელწოდებით გაერთიანებული.
თანაზიარი - თანამონაწილე, თანამგრძნობი.
თანაზომიერი - რისამე ზომის შესაბამისი, რისამე ზომასთან შეფარდებული, პროპორციული.
თანაკლასელი - პირი, რომელიც ვინმესთან ერთად სწავლობს (ან სწავლობდა) ერთ კლასში.
თანაკურსელი - პირი, რომელიც ვინმესთან ერთად სწავლობს (ან სწავლობდა) ერთ კურსზე.
თანალიქი - მდინარე რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკასა და ორენბურგის ოლქში, მდინარე ურალის მარჯვენა შენაკადი.
თანამამრავლი - ერთ-ერთი მამრავლი, რომელიც შედის ნამრავლში.
თანამგზავრი
ადამიანი, რომელიც ვინმესთან ერთად მგზავრობს.
რაც ყოველთვის თან სდევს რასმე.
რაიმე პოლიტიკური მოძრაობის დროებითი, შემთხვევითი მონაწილე, მერყევი მიმდევარი.
ციური სხეული, რომელიც ბრუნავს პლანეტის ირგვლივ.
მოწყობილობა, რომელსაც უშვებენ კოსმოსში რაკეტული დანადგარების საშუალებით და რომელიც ციური სხეულის მსგავსად მოძრაობს გარკვეულ ორბიტაზე.
თანამგრძნობი - ვინც თანაგრძნობით არის გამსჭვალული ვისიმე ან რისამე მიმართ.
თანამდგომი (თანამდგომელი) - შემწე, დამხმარე.
თანამდებობა - სამსახურეობრივი ადგილი, სამსახურეობრივი მოვალეობა.
თანამდებობრივი - თანამდებობის შესაფერი; თანამდებობასთან დაკავშირებული.
თანამდევრობა - ქართულ გრამატიკაში ორი მოქმედების დროული ურთიერთმიმართების დამახასიათებლად შემოღებული ტერმინი.
თანამებრძოლი
ვინმესთან ერთად მებრძოლი (ომში).
გამოცდილი, საიმედო ამხანაგი ბრძოლაში, მოღვაწეობაში.
თანამეგობრობა - ურთიერთშორის მეგობრობა; მეგობრობაზე დამყარებული გაერთიანება.
თანამეგობრობის ზღვა - ზღვა ინდოეთის ოკეანის აუზში, ანტარქტიდასთან.
თანამედროვე
ვინც ან რაც ამჟამად არსებობს, ახლანდელი.
თავისი დროის მოთხოვნათა შესაფერი.
ვინც ერთსა და იმავე ეპოქაში ცხოვრობს ვინმესთან ან რამესთან ერთად.
თანამედროვეობა - თანამედროვე (მნიშვნელობა 1) ყოფა, თანამედროვე ეპოქა, მიმდინარე ცხოვრება.
თანამედროვე ხუთჭიდი - სპორტული კომპლექსური შეჯიბრება: მოიცავს ცხენოსნობას, ფარიკაობას, სროლას, ცურვასა და სირბილს.
თანამეინახე - იგივეა, რაც თანამესუფრე.
თანამემამულე - ადამიანი, რომელსაც საერთო სამშობლო აქვს ვინმესთან ერთად.
თანამესუფრე - ვინმესთან ერთად სუფრაზე, ნადიმზე მჯდომი.
თანამეცხედრე - ცოლი.
თანამზრახველი - პირი, რომელსაც ვინმესთან ერთად რაიმე საერთო განზრახვა აქვს.
თანამიმდევარი - ვინც თანამიმდევრულად მოქმედებს, ვინც თანამიმდევრობას იჩენს.
თანამიმდევრობა - ისეთი ვითარება, როდესაც ერთს რასმე მეორე მოსდევს, ერთი მეორის შემდეგ ხდება გარკვეული წესით.
თანამიმდევრობითი - იგივეა, რაც თანამიმდევრული.
თანამიმდევრული
რასაც თანამიმდევრობა ახასიათებს.
თანამიმდევრულად გამომდინარე რისგანმე.
თანამიმდევრულობა - თანამიმდევრულის თვისება.
თანამოაზრე - სხვისი აზრის, შეხედულების, მსოფლმხედველობის გამზიარებელი, მომხრე.
თანამოგვარე - იგივეა, რაც მოგვარე.
თანამოზიარე - იგივეა, რაც მოზიარე.
თანამოკალმე - მწერლის ამხანაგი მწერალი.
თანამომხსენებელი - ვინც თანამოხსენებას კითხულობს.
თანამონაწილე - ვინც სხვასთან ერთად მონაწილეობს რამეში.
თანამოსაგრე - იგივეა, რაც თანამებრძოლი.
თანამოსაუბრე - ვინმესთან მოსაუბრე, საუბრის მონაწილე.
თანამოსაქმე - სხვასთან ერთად მოსაქმე, საქმიანობის მონაწილე.
თანამოსაყდრეობა - ტახტის მემკვიდრეობის წესი, რომლის მიხედვითაც მეფეს მემკვიდრე თავის სიცოცხლეშივე აჰყავდა სამეფო ტახტზე თანახელმწიფედ.
თანამოსახელე - ვისამე, რისამე სახელის მოზიარე, სეხნია.
თანამოქმედება - ერთიმეორესთან შეთანხმებული მოქმედება.
თანამოძმე - იგივეა, რაც მოძმე.
თანამოხსენება - მთავარი მოხსენების საკითხებზე დამატებითი მოხსენება.
თანამშრომელი
სხვასთან ერთად მომუშავე დაწესებულებაში.
ვინმესთან ერთად მომუშავე, ვისიმე თანაშემწე რაიმე საქმიანობაში.
თანაჟღერადობა (მუსიკაში) - სხვადასვა სიმაღლის ბგერების ერთდროული შეწყობა. შეიძლება იყოს კონსონირებული ან დისონირებული.
თანასოფლელი - პირი, რომელიც ვინმესთან ერთად ცხოვრობს ერთ სოფელში.
თანასწორი - ერთგვარი, ისეთივე (სიდიდით, მნიშვნელობით, ხარისხით....) თანაბარი.
თანასწორუფლებიანი - ვინმესთან ერთად თანასწორი უფლებების მქონე.
თანასწორუფლებიანობა - უფლებრივი თანასწორობა.
თანატოლი - იგივეა, რაც ტოლი.
თანატოლოგია (ბერძნ.) - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ორგანიზმში მიმდინარე სიკვდილისწინა და სიკვდილისშემდგომ პროცესებს, აგრეთვე სიკვდილის ნიშნებს.
თანატოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ძილის ღმერთის - ჰიპნოსის - ტყუპისცალი, სიკვდილის განსახიერებაც და ღმერთიც.
თანაფარდი - შესაფერისი, ფარდი.
თანაფარდობა - ურთიერთობა, ურთიერთდამოკიდებულება, შეფარდებულობა.
თანაშემწე - პირი, რომელიც ვისმე ეხმარება საქმეში და მასვე ექვემდებარება.
თანაც - ამავე დროს, ამასთან ერთად.
თანაცხოვრება - საზოგადოებრივი ყოფა-ცხოვრება.
თანახმა - ის, ვინც მომხრეა, დასტურს იძლევა.
თანახმად - რისამე მიხედვით, შესაბამისად.
თანგა - XV საუკუნეში თემურ-ლენგის მიერ შემოღებული მაღალხარისხოვანი ვერცხლის მონეტა (წონა 6,2 გრამი).
თანგი - დურგლის ჭახრაკებიანი ხელსაწყო.
თანგირა - სპილენძის მოზრდილი ქვაბი, ფართოპირიანი.
თანგრუზი - ნეკტარი. ესე არს ორნი მდინარენი შეზავებულნი, ორნი ღვინო და წყალი, გინა მისთანანი (საბა).
თანდათან - ცოტცოტაობით, ნელ-ნელა.
თანდათანობით - იგივეა, რაც თანდათან.
თანდათანობითი - რაც თანდათან, გარკვეული თანამიმდევრობით ხდება.
თანდართული - რაც თან დაერთვის, თან ახლავს რასმე.
თანდასწრებით - როდესაც ვინმე ესწრება; ისე, რომ ვინმე ესწრებოდეს.
თანდაყოლილი - რაც თან დაჰყვათ, დაბადებიდანვე დამახასიათებელი.
თანდებული - მეტყველების უცვლელი ნაწილი, რომელიც დაერთვის სახელს და მართავს მას რომელსამე ბრუნვაში, აღნიშნავს საგნის მდგომარეობას, მიმართულებას და სხვა (-ზე, -ში, -კენ და ა.შ.).
თანდებულიანი - თანდებულის მქონე.
თანდელთა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
თანდერ-ბეი - ქალაქი კანადის სამხრეთ ნაწილში, ონტარიოს პროვინციაში (115 ათასი).
თანდილაანთკარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ანანურის თემის საკრებულო) მდინარე არყალის (მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1020 მეტრი, დუშეთიდან - 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 90 კაცი.
თანდიწყარო - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.
თანერი ჰალდუნ - თურქი მწერალი, რეჟისორი, საზოგადო მოღვაწე (დაიბადა 1916 წელს).
თანზიმათი (არაბ. „მოწესრიგება“) - ზომიერი პროგრესული რეფორმების პერიოდი ოსმალთა იმპერიაში 1839 წლიდან XIX საუკუნის 70-იან წლებამდე. მისი მიზანი იყო იმპერიის შენარჩუნება და ოსმალეთის ფეოდალური სახელმწიფოს შეგუება ევროპულის ცხოვრების წესთან.
თანი - ქართული ანბანის მერვე ასოს - თ-ს - სახელწოდება.
თანიანთკარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭონქაძის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ქალაქ დუშეთის ჩრდილო-დასავლეთით. ზღვის დონიდან - 1000 მეტრი, დუშეთიდან - 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 180 კაცი.
თანიაშვილი ბეგთაბეგ (ბეგთაბეგ მდივანი) - XVII საუკუნის II ნახევრის ქართველი მწიგნობარი და კალიგრაფი.
თანიაშვილი სულხან - XVII საუკუნის ქართველი პოეტი.
თანიფი (ჩქარი თანიფი) - მდინარე რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკასა და პერმის ოლქში, მდინარე ბელაიას მარჯვენა შენაკადი.
თანკბილვა (კბილების არტიკულაცია) - ზედა ყბისა და ქვედა ყბის კბილების შეწყობა.
თანმიმდევრობა - იგევეა, რაც თანამიმდევრობა.
თანმიმდევრული - იგივეა, რაც თანამიმდევრული.
თანმხლები - ვინც თან ახლავს ვისმე.
თანრიგი - ჯგუფი, ხარისხი, კატეგორია.
თანრიგოსანი - რომელიმე თანრიგის, კატეგორიის მქონე.
თანსიყბაევი ურალ - უზბეკი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1904-1974 წწ).
თანშეზრდილი - ვინმესთან ერთად გაზრდილი.
თანწყობა - რთულ წინადადებად შეკავშირება ისეთი მარტივი ან შერწყმული წინადადებებისა, რომლებიც სინტაქსურად თანასწორია ერთმანეთის მიმართ.
თანწყობილი - რთული წინადადება, რომელიც შედგენილია თანწყობის წესით.
თანხა - ფულის გარკვეული რაოდენობა.
თანხვდენილი - რაც ერთმანეთს ემთხვევა.
თანხლება - ვინმესთან ერთად წასვლა სადმე.
თანხმობა
ერთსულოვნება, ერთმანეთთან შეგუება.
დადებითი პასუხი, დასტური.
თანხმოვანი - ბგერა, რომელიც წარმოითქმის სამეტყველო ორგანოებში ხშვა-სკდომის ან ნაპრალოვნობის საშუალებით.
თანჯავური (თანჯური) - ქალაქი ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, ტამილნადის შტატში (200 ათასი).
თანჯური - იხილე თანჯავური.
თანჰოა - ქალაქი ვიეტნამში, თანჰოის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
თაობა
შთამომავლობის თითოეული საფეხური.
ერთდროულად მცხოვრები დაახლოებით ერთი ასაკის ადამიანები.
თაობაზე - დამხმარე სიტყვა. მოითხოვს სახელისაგან ნათესაობით ბრუნვას, - შესახებ, ზე, გამო (ამ საკითხის თაობაზე.....).
თაო იუანმინი - იხილე ტაო იუანმინი.
თაოსანი - რისამე წამომწყები, მოთავე, ინიციატორი
თაოსნობა - ხელმძღვანელობა, ინიციატორობა.
თაპა სურია ბაჰადურ - ნეპალის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1928 წელს)
თაჟიბაევი აბდილდა - ყაზახი პოეტი და დრამატურგი (დაიბადა 1909 წელს).
თარაბი მაჰმუდ - 1238 წელს ბუხარაში მონღოლ მმართველთა და ადგილობრივ დიდგვაროვანთა წინააღმდეგ გლეხთა და ხელოსანთა აჯანყების ხელმძღვანელი (გარდაიცვალა 1238 წელს).
თარანგი - ჴრმალთა და თოფთა სალტე (საბა).
თარაზო (სპარს.) - ხელსაწყო, რომლითაც ამოწმებენ ხაზის ჰორიზონტალურ მდგომარეობას სიბრტყეზე, იყენებენ მშენებლობაში, სადურგლო საქმეში.
თარაზული - ჰორიზონტალური.
თარაქამა - თათარი.
თარაქამა ხარი - ერთგვარი ჯიშის ტანდიდი ხარი.
თარაქი ნურ-მუჰამედ - ავღანეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი და მთარგმნელი (1917-1979 წწ).
თარბა ივანე - აფხაზი მწერალი (1921-1994 წწ).
თარბაღათაი - ქედი ყაზახეთსა და ჩინეთში, ალთაის მთათა სისტემაში.
თარგამაძე კახა - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი XX-XXI საუკუნეების ზღვარზე.
თარგამეული - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.
თარგამოსი - ლეონტი მროველის მიხედვით, კავკასიის ხალხთა ეთნარქი.
თარგელიები - აპოლონისა და არტემიდესადმი მიძღვნილი ზეიმები (თიბვის დროს) ძველ საბერძნეთში.
თარგი
ქაღალდზე ან მუყაოზე გამოყვანილი ნიმუში (ზომა) ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სხვათა გამოსაჭრელად.
ნიმუში, რის მიხედვითაც ამზადებენ რისამე დეტალს.
ქუდის ნაოთხალი და მისთანანი (საბა).
თარგმანი (სპარს.) - ერთი ენიდან მეორეზე გადაღებული ტექსტი.
თარგმნითი ლექსიკონი - ლექსიკონი, სადაც ერთი ენის სიტყვები სხვა ენაზე არის თარგმნილი.
თარგმნილი - რაც თარგმნეს.
თარეში
შესევა (რომელიმე ქვეყანაში, რაიმე ტერიტორიაზე) და დარბევა, აკლება, აოხრება.
საკუთარ ნებაზე სიარული, შეუზღუდავად მოქმედება.
სხვათა ენაა, ქართულად მარბიელი ჰქვიან (საბა).
თარზი მაჰმუდ-ბეგ - ავღანეთის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე (1867/68 - 1934/35 წწ).
თართი
იგივეა, რაც ზუთხი.
დიდი ძაღლი საცხვრე (საბა).
თარი
უდაბნო და ნახევრად უდაბნო ვაკე ინდოეთსა და პაკისტანში.
მდინარე ყირგიზეთის ოშის ოლქში, მდინარე ყარადარიის ერთ-ერთი მდგენელი.
(სპარს.) - აღმოსავლური სიმებიანი საკრავი.
თარიგონი - მთა ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლეჩხუმის ქედის სამხრეთ კალთაზე (2577 მ).
თარინგზელის (თარგლეზერის) წირვა - სანახევროდ წარმართული ხასიათის ქრისტიანული დღესასწაული სვანეთში.
თარიღი (სპარს.)
კალენდარული დრო, როდესაც რაიმე მოხდა.
რისამე დაწერის დრო (წელი, თვე, რიცხვი) აღნიშნული წერილობით.
თარიღიანი - რაზედაც თარიღია დასმული.
თარკესი - ქარია ერთი (საბა).
თარო - კედელზე მისამაგრებელი ან კარადაში გადებული ჰორიზონტალური ფიცარი რისამე დასაწყობად.
თაროედი - თაროებიანი დგამი წიგნების დასალაგებლად.
თაროიანი - მთა, იხილე მურყნევი.
თაროკი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის ესექსის საგრაფოში.
თაროკლდის მღვიმე (რაჭველების მღვიმე) - მღვიმე საჩხერის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე.
თარსი - იგივეა, რაც ნავსი.
თარსუსი - ქალაქი თურქეთის სამხრეთ ნაწილში, იჩელის პროვინციაში (170 ათასი).
თარფი
მოწნული თაბახი
სხვადასხვა ხილით სავსე თაბახი (ქორწილში, დღეობაზე მისართმევად).
თარჩია - ძველებური ქართული ცხენოსნური სპორტული სახეობა.
თარხანი (არაბ.)
განთავისუფლებული ყმა
თავისუფალი რაიმე ვალდებულებისაგან, გადასახადისაგან
სხვათა ენაა, თავისუფალს ჰქვიან (საბა).
თარხან-მოურავი რევაზ - თეატრის მხატვარი, გრაფიკოსი (დაიბადა 1923 წელს).
თარხნიშვილები - სათავადო სახლი ქართლის სამეფოში. დამაარსებელი - გიორგი სააკაძის შვილი იორამი, რომელსაც როსტომ მეფემ XVII საუკუნის 30-იან წლებში თარხნობა უბოძა
თარხნიშვილი გიორგი - საზოგადო მოღვაწე, ცნობილია, როგორც არითმეტიკის სახელმძღვანელოს ავტორი (XVIII-XIX სს)
თარხნიშვილი ელისაბედ - მწერალ ალ. ყაზბეგის დედა
თარხნიშვილი თამარ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1912 წელს)
თარხნიშვილი ივანე (თარხან-მოურავი, თარხანოვი) - ფიზიოლოგი (1846-1908 წწ)
თარხნიშვილი მარიამ (მარო) - მომღერალი, ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი (1891-1969 წწ).
თარხნიშვილი მიხეილ - ფილოლოგი, იკვლევდა ქრისტიანული აღმოსაველთისა და ბიზანტიური ლიტერატურის საკითხებს (1897-1958 წწ).
თარხუნთი („მძლეველი, გმირი“) - ამინდის ღვთაება ლუვიურსა და გვიანდელ ხეთურ სამყაროში.
თარჯი
ნაჭდევი ხეზე რისამე საზღვრის, მიჯნის ნიშნად.
სარბენ ბილიკზე დადებული ღობე (დაბრკოლება), რომელსაც მორბენლები უნდა გადაახტნენ
თარჯიბანდი (სპარს.) - აღმოსავლური პოეზიის სტროფული ფორმა, აგებულია რითმის შემდეგ სქემაზე: აა, ბა, გა....
თარჯიმანი - საუბრის დროს ერთი ენიდან მეორეზე ზეპირად მთარგმნელი.
თარჯრბენი - რბენა თარჯების, დაბრკოლებების გადალახვით.
თასბუგეთი - დაბა ყაზახეთის ყიზილ-ორდის ოლქში.
თასი (არაბ.)
სასმისი ჯამის ფორმისა.
გარდამავალი ჯილდო რაიმე სპორტულ შეჯიბრებაში გამარჯვებულისათვის; მხატვრულად გაფორმებული ჭურჭელი გარკვეული ფორმისა.
თასილი-აზჯერი - პლატო ალჟირში.
თასმა - წვრილი ღვედი.
თასნიფი (თესნიფი) - სპეციფიკური ხალხური რომანის აღნიშვნელი ტერმინი სპარსულ ლიტერატურაში.
თასოსი - კუნძული ეგეოსის ზღვაში, ეკუთვნის საბერძნეთს.
თასრაყვა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.
თაუზარი - ქალაქი ტუნისის გაფსის ვილაიეთში.
თაუზი - ქალაქი აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილში.
თაულოვი ფრიტს - ნორვეგიელი ფერმწერი, გრაფიკოსი (1847-1906 წწ).
თაუქე - ყაზახი ხანი 1680-1718 წლებში.
თაფა - მიწის ყრილი, ბორცვი, გორაკი ველზე.
თაფეთი - ადგილი კერპთა საზორავი (საბა).
თაფი - სათამაშო კოჭის ერთ-ერთი მხარე, ბრტყელი (ჭუკის საპირისპირო).
თაფილალეთი - ოაზისების ჯგუფი მაროკოში.
თაფლა - თაფლისფერი (ითქმის საქონელზე).
თაფლავაში - სახელდახელოდ გამომცხვარი პატარა ლავაში.
თაფლი
ტკბილი ბლანტი ნივთიერება, რომელსაც ფუტ-კარი ამზადებს ყვავილის წვენისაგან
ფუტკრის მანანა (საბა).
თაფლიანი - რასაც თაფლი ურევია.
თაფლისფერი - მოყვითალო ჩალისფერი.
თაფლნარევი - რასაც თაფლი ურევია.
თაფლოვანი
თაფლის მომცემი.
მთა ბაღდათის და ვანის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ლობოროტის ქედზე.
თაფლსაწური (ციბრუტი) - ცენტრიდანული მოქმედების მანქანა ფიჭიდან თაფლის გამოსაწურად
თაფლუჭი
თაფლისაგან მომზადებული მათრობელა სასმელი
რაჲც სამთრვალო შეიმზადების (საბა).
თაფლწყალი - თაფლნარევი წყალი.
თაფხუნი
პატარა კეხი (ცხენისა, სახედრისა)
ცხენის მუცელზე შემოსაკრავი თასმა
თაფხური - თასმა, რომლითაც ურმის ხელნებია მიმაგრებული ცხენის, სახედრის ზურგზე დადგმულ თაფხუნზე.
თაქალთო
იგივეა, რაც თოქალთო
უნაგირის ქვეშ სადები (საბა).
თაქება - ჩარტყმა, წარტყმა.
თაქთაქიშვილი ელიზბარ - ქართლის თავადი, 1765 წელს ერეკლე II-ის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილე
თაქთაქიშვილი თამარ - მომღერალი, ლირიულ-დრამატული სოპრანო, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1928 წელს)
თაქთაქიშვილი ოთარ - კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1924-1989 წწ)
თაქთაქიშვილი შალვა - კომპოზიტორი (1900-1965 წწ)
თაქთაში ჰადი (ნამდვილი გვარი თაქთაშევი) - თათარი პოეტი (1900-1931 წწ).
თაქობი - დაბა ტაჯიკეთში.
თაქ-ქილისა - რკინის ხანის (ძვ.წ.აღ. X-VI სს) არქეოლოგიური ძეგლი თრიალეთში, წალკის ზეგანზე, მდინარე ხრამის მარჯვენა ნაპირას.
თაღარი
დიდი ზომის პირფართო თიხის ჭურჭელი სხვადასხვა დანიშნულებისა.
მარცვლის საწყაო ირანსა და საქართველოში (30 ლიტრა ანუ 90-100 კგ).
მონღოლური ნატურალური გადასახადი, რომელსაც ომის დროს კრებდნენ ლაშქრის გამოსაკვებად.
თაღედი - სვეტებზე ან ბოძებზე დაყრდნობილი ერთნაირი ფორმისა და ზომის თაღების რიგი.
თაღი - რკალისებური გადასახურავი, რომელიც აერთებს რაიმე ნაგებობის კედლებს, საყრდენებს.
თაღიანი (თაღებიანი) - რასაც თაღი, თაღები აქვს.
თაღლითა (Alburnus) - თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა.
თაღლითი (არაბ.)
მოტყუებითა და ხრიკებით რაიმე საქმის გამკეთებელი, ყალთაბანდი
არანამდვილი, ყალბი
სხვათა ენაა, ქართულად მორთული ჰქვიან (საბა).
თაღლითობა - მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლება ან ქონებაზე უფლების მიღება, აგრეთვე ქონებრივი გამორჩენა მოტყუებით ან ნდობის ბოროტად გამოყენებით
თაღლითური - თაღლითის დამახასიათებელი, ყალთაბანდური.
თაღოვანი - თაღების მქონე.
თაყაიშვილი ალექსანდრე - რეჟისორი და მსახიობი, მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის ფუძემდებელი, საქართველოს სახალხო არტისტი (1895-1958 წწ).
თაყაიშვილი დიმიტრი - ფერმწერი, თეატრისა და კინოს მხატვარი (დაიბადა 1920 წელს)
თაყაიშვილი ექვთიმე - ისტორიკოსი და ფილოლოგი, აკადემიკოსი, საზოგადო მოღვაწე (1863-1953 წწ)
თაყაიშვილი სესილია - მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში (1906-1983 წწ)
თაყვანი
უზომო პატივისცემა.
მოკრძალებული სალამი.
თაყვანისმცემელი
ვინც თაყვანს სცემს.
ვისიმე, რისამე დიდი პატივისმცემელი
ვისიმე მოტრფიალე.
თაყვანისცემა
ვისიმე ან რისამე პატივისცემა როგორც წმინდა, უზენაესი ძალისა
მეტისმეტი პატივისცემა.
თაყირი (თურქ.)
დახეთქილი თიხნარის ბრტყელძირიანი დახშული ტაფობი უდაბნოსა და ნახევარუდაბნოში
უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს პირობებში წარმოქმნილი ნიადაგის ტიპი
თაშაუზი - ქალაქი თურქმენეთში.
თაშლაქი - დაბა უზბეკეთის ფერღანის ოლქში.
თაშქეფრი - დაბა თურქმენეთის მარის ოლქში.
თაშ-ქუმირი - ქალაქი ყირგიზეთის ოშის ოლქში.
თაშყორღანი - იხილე ხულმი.
თახავი რიფაა - არაბი ეგვიპტელი განმანათლებელი და მწერალი 1801-1973 წწ)
თახახი - ქსოვილის გასახამებელი ნივთიერება.
თახვა - ხაოიანი, უხეში, მძიმე და სქელი შალის ქსოვილი.
თახვი (Castor fiber) - ძვირფასბეწვიანი მოზრდილი მღრღნელი, რომელსაც ქერცლით დაფარული ბრტყელი კუდი აქვს.
თახთა - დაბა თურქმენეთის თაშაუზის ოლქში.
თახთა-ბაზარი - დაბა თურქმენეთის მარის ოლქში.
თახთახი - იგივეა, რაც ცახცახი.
თახიათაში - ქალაქი უზბეკეთის ყარაყალპაკეთის ოლქში.
თახჩა
(არაბ.-სპარს.) - კედელში დატანებული სათავსი, ჩვეულებრივ უკარო, ჭურჭლისა და სურსათისათვის.
სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.
თაჯა - ჯავახური პური.
თაჯი (არაბ.) - სამეფო გვირგვინი.
თაჯ-მაჰალი - დიდი მოგოლების პერიოდის ინდური ხუროთმოძღვრების ძეგლი, სულთან შაჰ-ჯაჰანისა და მისი მეუღლის მავზოლეუმი; აგებულია 1630-52 წლებში, მდინარე ჯამნის ნაპირას, ქალაქ აგრასთან (ინდოეთი)
თაჯნისი (ჯინასი) - ომონიმური რითმის აღმნიშვნელი ტერმინი არაბულ-სპარსულ პოეტიკაში.
თაჰირი და ზუჰრა - შუა საუკუნეების თურქულენოვანი დასთანი; ლიტერატურულად დამუშავებულია უზბეკურ და თურქმენულ მწერლობაში.
თაჰირიდები - დინასტია ხორასნის (ირანი) ფეოდალურ სახელმწიფოში (821-873 წწ).
![]() |
4.2 თბ |
▲back to top |
თბე - ესე არს ახალი ფქვილი რა შეზილო, ხოლო ცომი, რა დამჟავდეს და საფუარ იქმნას (საბა).
თბილ-თბილი - ჯერ კიდევ თბილი, საკმაოდ თბილი.
თბილელი მარინე - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა მარჯანიშვილის და რუსთაველის სახელობის თეატრებში (1920-2002 წწ).
თბილელი ბერები - შუა საუკუნეების თბილისის საქალაქო თვითმმართველობის წარმომადგენლები. XI საუკუნის 80-იანი წლებიდან 1122 წლამდე იყვნენ თბილისის სრულუფლებიანი გამგებლები.
თბილი
რასაც სითბო აქვს.
რაც სითბოს ინახავს.
ალერსიანი, მოსიყვარულე.
თბილისა - მყინვარი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.
თბილისასწვერი - მთა ონის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონზე.
თბილისი
(1936 წლამდე ტფილისი) - საქართველოს დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 400-525 მეტრზე. ფართობი 350 კვ.კმ. მოსახლეობა 1 450 000 - 2001 წლის მიხედვით.
მცირე ცთომილი ¹753; აღმოაჩინა გ.ნეუმინმა 1913 წელს.
საღამოს გაზეთი; 1922-39 წლებში გამოდიოდა „მუშის“ სახელით გამოცემა განახლდა 1958 წლიდან.
თბილისი, პარიზი, თბილისი - ქართული მხატვრული ფილმი, სათავგადასავლო კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1980 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ლეილა აბაშიძე. სცენარის ავტორები - ლეილა აბაშიძე და ლევან ჭელიძე. დამდგმელი ოპერატორი - გივი რაჭველიშვილი. კომპოზიტორი - ჯანსუღ კახიძე. მთავარ როლებში: ლეილა აბაშიძე, ეროსი მანჯგალაძე, კახი კავსაძე, რამაზ ჩხიკვაძე, მგერ (ფრუნზე) მკრტიჩიანი, გია ფერაძე, ზურაბ ქაფიანიძე, რეზო ესაძე, ლეო ანთაძე, დავიღ პაპუაშვილი, შალვა ხერხეულიძე, მანანა ცხოვრებოვა.
თბილისის გიმნაზიის ყვავილი (cvetok tiflisskoi gimnazii) - მოსწავლეთა ჟურნალი, გამოდიოდა 1835-36 წლებში თბილისში, მიხეილ თუმანიშვილის რედაქტორობით (გამოვიდა 5 ნომერი).
თბილისის გუბერნია - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე.
თბილისის ზღვა - იხილე თბილისის წყალსაცავი.
თბილისის მაზრა - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში, თბილისის გუბერნიის შემადგენელი ნაწილი; მოიცავდა ისტორიული ქვემო ქართლის ტერიტორიას.
თბილისის წყალსაცავი (თბილისის ზღვა, სამგორის წყალსაცავი) - წყალსაცავი ივრის ზეგანზე, თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით; შეიქმნა მლაშე ტბების ავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის ადგილას; ექსპლუატაციაშია 1953 წლიდან.
თბილური დრამა - VIII-XIV საუკუნეებში თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი ვერცხლის მონეტების აღმნიშვნელი ზოგადი სახელწოდება.
თბილური ფულუსი - XVII-XVIII საუკუნეებში თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი ირანული ყაიდის სპილენძის მონეტა („ულუს“ საზოგადოდ სპილენძის მონეტას ნიშნავს).
თბილწყალმაღალი - მწვერვალი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე.
თბო - პირველი ნაწილი რთული ფუძეებისა, ნიშნავს სითბურს, სითბოსთან, სითბურ ენერგიასთან დაკავშირებულს.
თბოგამტარი - სითბოს გამტარი.
თბომავალი - ლოკომოტივი ან გემი, რომელიც შიგაწვის ძრავის საშუალებით მოქმედებს.
თბოფიკაცია - ცხელი წყლით ან ორთქლით გასათბობი სისტემის მოწყობა.
თბური - იგივეა, რაც სითბური.
![]() |
4.3 თე |
▲back to top |
თეა - ქალის სახელი საქართველოში.
თეაგენე - მეგარის (ძველი საბერძნეთი) ტირანი (ძვ.წ.აღ VII ს II ნახევარი).
თეანო - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თრაკიის მეფის - კისევსის ქალიშვილი, ათენას ქურუმი ტროაში.
თეატინელები - რომის კათოლიკური ეკლესიის მონაზვნური კონგრეგაცია. დააარსეს კიეტის ეპისკოპოსმა ჯამპიეტრო კარაფამ (შემდგომში პაპი პავლე IV) და წმინდა კაეტან თიენელმა 1524 წელს რომში.
თეატრალი - თეატრის დიდი მოყვარული და მცოდნე ადამიანი.
თეატრალური
თეატრთან დაკავშირებული.
არტისტული, არაბუნებრივი.
თეატრი (ბერძნ.)
ხელოვნება, რომელიც მდგომარეობს დრამატული მოქმედებით ცხოვრების მხატვრულ განსახიერებაში მსახიობების მიერ.
დაწესებულება, სადაც სპექტაკლები იდგმება.
ყოველკვირეული ლიტერატურულ-თეატრალური გაზეთი, გამოდიოდა 1885-91 წლებში, თბილისში (რედაქტორ-გამომცემლები: ვასო აბაშიძე, ვალერიან გუნია, ალექსანდრე ნებიერიძე - სხვადასხვა წლებში).
თეატრმცოდნე - თეატრმცოდნეობის სპეციალისტი.
თეატრმცოდნეობა - ხელოვნებათმცოდნეობის დარგი, რომელიც თეატრს შეისწავლის.
თეატრონი - ძველ ქართულში თეატრის ცნების აღმნიშვნელი სიტყვა.
თებე
ძველი ბერძნული ქალაქი ბეოტიაში. თქმულებების მიხედვით დააარსა კადმემ.
ქალაქი ძველ ეგვიპტეში. ცნობილია ძვ.წ.აღ. III ათასწლეულის შუა ხანებიდან.
თებეკი (ტებექსანი) - ქედი კორეაში.
თებერდა
ქალაქი რუსეთის სტავროპოლის მხარის ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიაში.
მდინარე რუსეთის სტავროპოლის მხარეში, მდინარე ყუბანის მარცხენა შენაკადი.
თებერვალი (ლათ. Februarius mensis ანუ „განწმენდის თვე“, Februa-dan - „განწმენდის ზეიმი“) - კალენდარული წლის მეორე და ზამთრის მესამე თვე (იანვარსა და მარტს შორის). ძველქართულად - სურწყუნისი, ხალხური სახელწოდების თანახმად კი განცხადებისთვე ერქვა. ლათინური სახელი წარმოდგება ლუპერკალიების ზეიმიდან, რომელიც 15 თებერვალს იმართებოდა.
თებესა - ქალაქი ალჟირში, თებესის ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი.
თებო (ცხიმოფლი)
თხის ცხიმი და ჭუჭყი.
თმის მწიკვლი (საბა).
თებოთა - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.
თებრო (თებროლე) - ქალის გავრცელებული სახელი ძველად საქართველოში.
თებულო - უღელტეხილი ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე.
თებულოს მთა (დაქუეხი) - მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე.
თეგერაანები - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ჟებოტის თემის საკრებულო), მდინარე ივრის ხეობაში. ზღვის დონიდან - 1110 მეტრი, თიანეთიდან - 1,5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 135 კაცი.
თეგი
მიწაში ჩარჩენილი მსხვილი ძირი მოჭრილი ფიჩხის ან გათიბული ბალახისა
ვარაყის დასაკვრელი ხელსაწყო, ტვიფრი
რკინის საჭრისი, ტარდაგებული ხელსაწყო-იარაღი, რომელსაც დაფოლადებული ან ნაწრთობი პირი ჰქონდა.
თედელეთი - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალის თემის საკრებულო) 1991 წლამდე შედიოდა ჯავის რაიონში. მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1200 მეტრი 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 32 კაცი.
თედელეთისწყალი - მდინარე საჩხერის და ჯავის მუნიციპალიტეტებში, ხახეთისწყლის მარცხენა შენაკადი.
თედიაშვილი ლევან - სპორტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 1972 წლის მიუნხენის და 1976 წლის მონრეალის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი: ოთხჯერ - თავისუფალ ჭიდაობაში (1971, 73, 74, 75), ერთხელ - სამბოში (1973). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1978), მსოფლიოს თასის მფლობელი (1973), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974, 76, 78), სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი (1971), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 74). ერთადერთი მოჭიდავე მსოფლიოში, რომელმაც ჩემპიონობა მოიპოვა სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში (ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი იყო 82 და 90 კგ, ევროპის ჩემპიონი - 100 კგ წონაში). სსრკ წლის საუკეთესო სპორტსმენი (1973) (დაიბადა 1948 წელს).
თედორე ალექსის ძე - რუსეთის მეფე 1676-82 წლებში, ალექსი მიხეილის ძის შვილი (1661-1682 წწ).
თედორე ივანეს ძე - რუსეთის მეფე 1584-98 წლებში, ივანე IV მრისხანეს შვილი (1557-1598 წწ).
თედორე სტრატილატის ეკლესია - ნოვგოროდში მდებარე XIV საუკუნის რუსული ხუროთმოძღვრების ძეგლი.
თედორობა (თევდორობა) - ქრისტიანი წმინდანის თედორეს (თევდორეს) სახელობის დღე, მოდიოდა დიდმარხვის პირველი კვირის შაბათზე.
თედოწმინდა - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
თევა (ღამის თევა)
ღამის უძილოდ გატარება, ღამის სადმე გატარება, ღამის გასატარებლად სადმე დარჩენა.
ქრისტიანულ-რელიგიური წესი - ღამის გატარება (ეკლესიასთან სალოცავთან) ლოცვითა და ლხინით.
თევდორაძე ოთარ - კომპოზიტორი, (დაიბადა 1923 წელს).
თევდორე („კამარათა მწერალი“) - X საუკუნის ქართველი მხატვარ-მინიატურისტი. 940 წელს მას მოუხატავს ე.წ. „ჯრუჭის პირველი ოთხთავის“ კამარები და მინიატურები.
თევდორე - დავით აღმაშენებლის კარის მხატვარი. მოღვაწეობდა XI-XII საუკუნეების ზღვარზე.
თევდორე კველთელი (თევდორე მღვდელი) - ოსმალ დამპყრობთა წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი გმირი (გარდაიცვალა 1609 წელს).
თევდორე მღვდელი - იხილე თევდორე კველთელი.
თევზაობა - თევზჭერის პროცესი.
თევზაძე ანდრო - პოეტი (1912-1974 წწ)
თევზაძე დავით - საქართველოს თავდაცვის მინისტრი XXI საუკუნის დასაწყისში.
თევზეული (თევზეულობა) - სხვადასხვა თევზი (როგორც საჭმელი), თევზის პროდუქტები.
თევზი
ზღვის ხერხემლიანი ცხოველი, რომელიც ლაყუჩებით სუნთქავს; მეტი წილი იჭმება.
(Pisces) - ზოდიაქოში შემავალი ერთ-ერთი თანავარსკვლავედი; შეესაბამება თებერვალ-მარტის პერიოდს.
თევზიანი - თევზით გასვრილი, თევზის სუნის მქონე.
თევზის ტბა - ტბა ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის დასავლეთ კალთაზე.
თევზიფხური - ირიბად ნაქსოვი ან ნაგები.
თევზიყლაპია (Larus) - საშუალო სიდიდის წყლის ფრინველი.
თევზსაშენი - თევზის მოსაშენებელი ადგილი.
თევზსაჭერი - რაც თევზის ჭერასთან არის დაკავშირებული.
თევფიქ ფიქრეთი - თურქი პოეტი (1867-1915 წწ).
თეზა (ფრანგ.) - იგივეა, რაც თეზისი.
თეზავრირება (თეზავრაცია) - ოქროს დაგროვება, შენახვა განძის სახით.
თეზამი
მდინარე მცხეთის მუნიციპალიტეტში (არაგვის მარცხენა შენაკადი). სათავე აქვს იალნოს ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. სიგრძე - 28 კილომეტრი, საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - წლის დანარჩენ დროს. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,25 მ2/წმ. დეკემბერში ჩნდება და თებერვალ-მარტამდეა ყინულნაპირისი. თეზამს იყენებენ სარწყავად.
სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ცხვარიჭამიის თემის საკრებულო), იალნოს ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე თეზმის ხეობაში. ზღვის დონიდან - 1110 მეტრი, მცხეთიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 51 კაცი.
თეზაურუსი (ლათ.) - ამა თუ იმ ენის ლექსიკის სრული მარაგი, მისი სიტყვების ამომწურავი ლექსიკონი.
თეზაფი (სპარს.) - აზოტმჟავასა და მარილმჟავას ნარევი (ყვითელი სითხე), რომელშიც ოქრო იხსნება.
თეზებაზარი („ახალი ბაზარი“) - დაბა თურქმენეთის თაშაუზის ოლქში.
თეზევსი (თესევსი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი უპირველესი რაინდი, ათენის მეფის ეგეოსისა (ზოგი ვარიანტით პოსეიდონის) და ეთრას ვაჟი. ატიკის სახელმწიფოს ლეგენდარული დამაარსებელი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. XIII საუკუნე). ანტიკურ საბერძნეთში თეზევსი ისტორიულ პიროვნებად ითვლებოდა და პლუტარქემ მისი ბიოგრაფიაც კი დაწერა. მას მიეწერება მინოტავრის და პროკრუსტეს მოკვლა.
თეზი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.
თეზისი (ბერძნ.)
ლოგიკაში დებულება, რომლის ჭეშმარიტება უნდა დამტკიცდეს.
ჰეგელის ფილოსოფიაში: განვითარების პროცესის პირველი საფეხური.
(თეზისები) მოხსენების, ლექციის და მისთანების მოკლედ ჩამოყალიბებული ძირითადი დებულებანი.
თეზ-ოკმის არხის - არხი შიდა ქართლში.
თეზქერე (სპარს.) - პოეტთა ანთოლოგია, რომელშიც მათს ბიოგრაფიულ ცნობებთან ერთად მოთავსებულია რჩეული ნაწარმოებებიც.
თეზქერე შაჰ-თამაზ პირველისა - თამაზ I-ის მიერ ოსმალეთის ელჩებთან 1562 წელს გამართული საუბრის ჩანაწერი. შაჰ-თამაზ I-ის დღიურები, მემუარები.
თეთნარი
ქედი ამბროლაურისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, ლეჩხუმის ქედის ჩრდილო-დასავლეთით.
(თექენარი) მთა ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ლეჩხუმის ქედზე.
თეთნულდი
მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე (სიმაღლე - 4853 მეტრი).
შალვა დადიანის პიესა.
თეთრ - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა; ნიშნავს თეთრი ფერის რისამე ქონას.
თეთრა
თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში, გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში.
ამ ყურძნისაგან დამზადებული ღვინო.
თეთრა
თეთრი მინერალური საღებავი, წყალში არ იხსნება.
მდინარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ჭობარეთისწყლის მარცხენა შენაკადი.
იხილე წყალტუბოს მღვიმე.
თეთრამიწა - მრავალფენიანი გორანამოსახლარი მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე, ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით.
თეთრაულები - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (არტნის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 16 კაცი.
თეთრაღელე - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბანისხევის მარცხენა შენაკადი.
თეთრაძე თამარ გიორგის ასული - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი; მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის თეატრში (1917-1996 წწ)
თეთრაძე თამარ პეტრეს ასული - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი; მოღვაწეობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში (დაიბადა 1922 წელს)
თეთრაძე ნუნუ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი; მოღვაწეობდა ბათუმის თეატრში (1911-1985 წწ).
თეთრაწყარო - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (კიცხის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 440 მეტრი. ხარაგაულიდან - 4 კილომეტრი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 575 კაცი.
თეთრახევა - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ჟებოტის თემის საკრებულო), თიანეთის ქვაბულში, მდინარე ქუსნოს (იორის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1120 მეტრი, თიანეთიდან - 2 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 74 კაცი.
თეთრახევი - მდინარე თიანეთის მუნიციპალიტეტში, ქუსნოს მარჯვენა შენაკადი.
თეთრბატკნიანები - იხილე აყ-ყოიუნლუ
თეთრგვარდიელი - თეთრი გვარდიის წევრი.
თეთრგულა - რასაც თეთრი გული აქვს.
თეთრეკალა (Lycium) - ფოთოლმცვივანი ან მარადმწვანე ეკლიანი ბუჩქების გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა.
თეთრეული - თეთრი ქსოვილის საცვლები და საფარებლები, აგრეთვე ხალათები, წინსაფრები და მისთანები.
თეთრ-თეთრი - თეთრი და თეთრი, ბევრი თეთრი.
თეთრთმიანი - ჭაღარა.
თეთრი
თოვლის, რძის ან ცარცის ფერი; ამ ფერის საგანი.
შედარებით ღია ფერისა.
ღია ფერის კანის მქონე ადამიანი.
სუფთად გადაწერილი ტექსტი.
საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი კონტრრევოლუციონერი, თეთრგვარდიელი.
ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის ქართული ფულის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი; იხსენიება XIV-XVIII საუკუნეების ქართულ წყაროებში.
წვრილი ფული საქართველოში, ლარის მეასედი ნაწილი; შემოღებულია 1995 წლის 2 ოქტომბრიდან. ბრუნვაშია 1, 2, 5, 10, 20 და 50-თეთრიანი მონეტები.
თეთრი არაგვი - მდინარე დუშეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, იხილე მთიულეთის არაგვი.
თეთრი ბაირაღები - ქართული სატელევიზიო მხატვრული ფილმი, ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია, 3 სერია. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - გიგა ლორთქიფანიძე. დამდგმელი ოპერატორი - ლევან ნამგალაშვილი. კომპოზიტორი - ბიძინა კვერნაძე. მთავარ როლებში: გიორგი ხობუა, ქეთევან კიკნაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გივი ბერიკაშვილი, გია ბურჯანაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ლეო ანთაძე, გურამ ფირცხალავა, ბადრი ბეგალიშვილი, თენგიზ მაისურაძე, ვიქტორ ნინიძე, სოსო ჯაჭვლიანი.
თეთრი ბუ - ფრინველი ნამდვილი ბუსებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ტუნდრის ზონაში.
თეთრიგზის არქეოლოგიური ძეგლები - შუა საუკუნეების ნასახლარი, პატარა ეკლესიის ნანგრევები და გვიანდელი ანტიკური - ადრინდელი ფეოდალური ხანის სამარხები. სოფელ ანანურის (დუშეთის მუნიციპალიტეტი) ახალი უბნის ჩრდილოეთ-დასავლეთით პატარა ტერასებზე. 1971 წელს სადაზვერვო გათხრების შედეგად გამოვლინდა ორმოსამარხები და ქვის სამარხები, რომლებშიც ნაპოვნია თიხის ჭურჭლის ნატეხები, ბრინჯაოს სამაჯურები, ბეჭდები, სარკე, მშვილდსაკინძები, აბზინდა, საკინძები, მინის და სარდიონის მძივები და სხვა.
თეთრი დათვი (ursus maritimus) - მტაცებელი ძუძუმწოვარა ცხოველი დათვისებრთა ოჯახისა. ბინადრობს არქტიკაში. სხეულის სიგრძე 3 მეტრი, წონა 700 კილოგრამამდე.
თეთრი ზღვა - ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის შიდა ზღვა კოლისა და კანინის ნახევარკუნძულებს შორის, რუსეთის ჩრდილოეთ ნაპირებთან. ფართობი 90 ათასი კვ.კმ. მაქსიმალური სიღრმე 350 მეტრი.
თეთრი იიუსი - მდინარე რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში, მდინარე ჩულიმის ერთ-ერთი მდგენელი.
თეთრი კალიტვა - მდინარე, იხილე კალიტვა
თეთრი კუნძული - მდებარეობს კარის ზღვაში, რუსეთის ტიუმენის ოლქის შემადგენლობაში.
თეთრი ლექსი - გაურითმავი ლექსი, ვერლიბრი.
თეთრი მეჭვავიასებრნი - ფრინველების ოჯახი მეჭვავიასებრთა რიგისა. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის სამხრეთ სანაპიროებთან.
თეთრი მთის ბრძოლა - ოცდაათწლიანი (1618-48 წწ) ომის მნიშვნელოვანი ბრძოლა პრაღის დასავლეთით, თეთრ მთასთან 1620 წლის 8 ნოემბერს ჩეხეთის ჯარებსა და საიმპერიო-ბავარიის არმიას შორის. ჩეხეთის დამარცხებამ მათი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვა და ჰაბსბურგების იმპერიის 300 წლიანი ბატონობა გამოიწვია.
თეთრი ნილოსი (არაბულად ბაჰრ-ელ-ბიადი) - ნილოსის სახელწოდება სუდანის ტერიტორიაზე.
თეთრი ოხურეი - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ოხურეის მარცხენა შენაკადი.
თეთრი რასა - ევროპეიდული რასის მოძველებული, არაზუსტი სახელწოდება.
თეთრი სახლი - აშშ-ს პრეზიდენტის რეზიდენცია ვაშინგტონში (1800 წლიდან); აგებულია 1792 წელს.
თეთრი ურდო (აქ-ორდა, რუსულ წყაროებში - ლურჯი ურდო) - თურქულ-მონღოლურ ტომთა გაერთიანება XIII საუკუნეში, რომელიც შეადგენდა ჯუჩის ულუსის მარცხენა ფრთას.
თეთრი უცნობი - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.
თეთრი ქარავანი - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1963 წელს. დამდგმელი რეჟისორები - ელდარ შენგელაია და თამაზ მელიავა. სცენარის ავტორი - მერაბ ელიოზაშვილი. დამდგმელი ოპერატორები - ლეონიდ კალაშნიკოვი და გიორგი კალატოზიშვილი. კომპოზიტორი - ირაკლი გეჯაძე. მთავარ როლებში: იმედა კახიანი, არიადნა შენგელაია, სპარტაკ ბაღაშვილი, მერაბ ელიოზაშვილი, კოტე თოლორაია, დოდო აბაშიძე, ალექსანდრე კუპრაშვილი, აკაკი კვანტალიანი, გრიგოლ ტყაბლაძე, ლეო ფილფანი.
თეთრი ქვევბი - ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1972 წელს. დამდგმელი რეჟისორი - თემურ ფალავანდიშვილი. სცენარის ავტორი - რევაზ გაბრიაძე. დამდგმელი ოპერატორი - ალექსანდრე მღებრიშვილი. კომპოზიტორი - გია ყანჩელი. მთავარ როლებში: გოგი ქავთარაძე, გაიანე თაყაიშვილი, როლანდ კაკაურიძე.
თეთრი ღამე - ნათელი ღამე, რომელიც დგება მაშინ, როცა საღამოსა და დილის ბინდი ერთმანეთს გადაებმება და მთელ ღამეს გრძელდება. გამოკვეთილად შეიმჩნევა დედამიწის პოლუსების ახლოს არეებში მზებუდობის მომენტებისას; ამგვარი ღამეების რიცხვი წელიწადში მატულობს პოლუსების მიმართულებით.
თეთრი ღელე
მდინარე ცაგერის მუნიციპალიტეტში, ერთვის ლაჯანურის წყალსაცავს
მდინარე ცაგერის მუნიციპალიტეტში, ჯონოულის მარჯვენა შენაკადი.
თეთრი ციხე - იხილე აღჯაყალა.
თეთრი ცხელება - იხილე ალკოჰოლური ფსიქოზები.
თეთრიწყარო (1940 წლამდე აღბულაღი) - რაიცენტრი სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, გომერის შტოქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე; მანძილი თბილისიდან 59 კმ (10 ათასი).
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში. 1921-29 წლებში შედიოდა ტფილისის მაზრაში, 1930 წელს - ტფილისის ოლქში, როგორც აღბულაღის მუნიციპალიტეტი. ფართობი 1174,4 კვ.კმ. 1 ქალაქი, 1 დაბა, 78 სოფელი
თეთრი წყლები - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. თელავი-თბილისის საავტომობილო გზაზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 5 სოფელს: თეთრი წყლები, კობაძე, პანტიანი, სალებელი, სეროდანი). ზღვის დონიდან - 1200 მეტრი, თელავიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 248 ადამიანი. სოფლის მიდამოებშია გოგირდოვანი წყლები.
თეთრიხევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი.
თეთრი ჯუჯები - (ასტრონომიაში) მცირე ზომის ძალიან ცხელი ვარსკვლავები, რომლებიც შედგებიან გავარვარებული აირისაგან.
თეთრკანიანი - ვისაც თეთრი კანი აქვს.
თეთრონი - (პოეტური) თეთრი ცხენი.
თეთრსისხლიანობა - იხილე ლევკოზი.
თეთრულასებრნი (pieridae) - მწერების ოჯახი ქერცლფრთიანების რიგისა, დღის პეპლები.
თეთრყვავილა (galanthus) - ბოლქვიანი პატარა მცენარე, აქვს ერთი თავდახრილი თეთრი ყვავილი, ყვავის გაზაფხულის პირას.
თეთრ-ყირმიზი - თეთრ-წითელი, ლამაზი (სახე).
თეთრწვერა (თეთრწვერიანი) - თეთრი წვერის მქონე.
თეთრწყალა - მდინარე, იხილე ხიფსთა.
თეთრწყაროსწყალი - მდინარე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ხრამის მარცხენა შენაკადი.
თეთრხალათიანი - ვისაც თეთრი ხალათი აცვია (ამბობენ მედიცინის მუშაკებზე).
თეია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტიტანიდა, ურანოსის უფროსი ქალიშვილი, ჰიპერიონის და და მეუღლე.
თეიზმი - მოძღვრება განპიროვნებულ ღმერთზე, რომელმაც შექმნა სამყარო და განაგებს მას
თეილერი მაქს - ამერიკელი ექიმი და მიკრობილოგი, 1951 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1899-1972 წწ).
თეილერიოზი - ძროხის, ცხვრის, თხის, აგრეთვე ჩრდილოეთის ირმის პროტოზოული დაავადება.
თეიმურაზ I - კახეთის მეფე 1606-48 წწ, ქართლ-კახეთის მეფე 1625-32 წწ, პოეტი (1589 - 1663 წწ).
თეიმურაზ II - კახეთის მეფე 1709-15 წწ, ქართლის მეფე 1744-62 წწ, პოეტი (1700-1762 წწ).
თეიმურაზ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) - ქართველი მწერალი და მეცნიერი (1782-1846 წწ).
თეირანი - ირანის დედაქალაქი. მდებარეობს ელბურსის მთის სამხრეთ კალთებზე, დემავენდის მთის ძირას; დაარსდა IX (ან XII) საუკუნეში, როგორც სოფელი (დაახლოებით 8 მილიონი, გარეუბნებით 12 მილიონი).
თეისტი - თეიზმის მიმდევარი.
თეიშება - ქარიშხლისა და ამინდის ღვთაება ურარტუში, შეესატყვისება ურარტუელთა მონათესავე ხურიტების ღვთაება თეშუფს.
თეიშებაინი - ურარტუს სახელმწიფოს დიდი ადმინისტრაციულ-სამეურნეო ცენტრი; ციხესიმაგრე აგებულია ძვ.წ.აღ. VIII საუკუნის I ნახევარში. ნანგრევები მდებარეობს ერევნის მახლობლად.
თეკა (ბერძნ.) - რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი, რომელიც ნიშნავს „საცავს“.
თეკალი
მთა ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ლეჩხუმის ქედზე.
სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.
თეკალისწყალი - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარცხენა შენაკადი.
თეკერეი უილიამ მეიკპის - ინგლისელი მწერალი (1811-1863 წწ).
თეკლა (თეკლე) - ქალის ქართული სახელი.
თეკლათი - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.
თეკლას მონასტერი (იერუსალიმში) - ქართველთა მონასტერი პალესტინაში, დგას იერუსალიმის ქრისტეს საფლავის მახლობლად. აშენებულია XV საუკუნის შუა ხანებში.
თეკლე ბატონიშვილი - ქართველი პოეტი, ერეკლე II-ის ასული, გათხოვილი იყო ვახტანგ ორბელიანზე (1776-1846 წწ).
თეკოიდები - ნამარხი ცხოველების კლასი კანეკლიანთა ტიპისა. გავრცელებული იყო ქვედა კემბრიულიდან ქვედა კარბონულ პერიოდამდე
თეკრაშდუდი - მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედზე (2776 მ).
თეკრაში - მთა ლენტეხის და მარტვილის მუნიციპალიტეტებში, ეგრისის ქედზე.
თელა
(ულმუს ფოლიაცეა) - ფოთოლმცვივანი, ზოგჯერ მარადმწვანე დიდი ხე, აქვს ძვირფასი მერქანი.
სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
თელაგინა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
თელადუმა (ulmus scabra) - დიდი ხე თელის მსგავსი, გავრცელებულია მთის ტყეებში.
თელავი - ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთის ძირას და ალაზნის ვაკეზე. კახეთის მხარის და თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. თბილის-თელავის სარკინიგზო ხაზის ბოლო სადგური. ზღვის დონიდან - 550-800 მეტრი, თბილისიდან - 158 კილომეტრი. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. მოსახლეობა - 21,8 ათასი (2002 წ.). ახლანდელი თელავის ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, ელინისტურ ხანაში განვითარდა, ხოლო გვიანდელ ანტიკურ ხანაში მის ბაზაზე წარმოიქმნა ქალაქის ტიპის დასახლება. პირველად მოხსენიებულია ძველი ბერძენი გეოგრაფის კლავდიოს პტოლომეს (II ს.) „გეოგრაფიაში“ „თელედა-ს“ ფორმით. ქართულ წყაროებში გვხვდება XI საუკუნიდან, როდესაც ის კახეთ-ჰერეთის სამთავროს ცენტრი გახდა. XII საუკუნეში იგი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო განვითარებული ვაჭრობითა და ხელოსნობით. თელავზე გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზები. XIII საუკუნის II ნახევრიდან, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა, შემდგომში კი მონღოლი მოხელის სადუნ მანკაბერდელის საკუთრება გახდა. XV-XVI სს-ში თელავი ისევ დაწინაურდა. XVII საუკუნეში ქალაქის შემდგომი განვითარება შეაფერხა ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობებმა. XVII საუკუნის II ნახევარში კახეთის მეფე არჩილ II-მ თავისი რეზიდენცია გრემიდან თელავში გადმოიტანა. ამ პერიოდიდან თელავი მწიგნობრობის კერად იქცა. აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ არჩილ II, დავით II (მამყული-ხანი), თეიმურაზ II, საიატნოვა და სხვა. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ოჯახში დამკვიდრებულ ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდა ქართველ ბატონიშვილთა მთელი თაობა. 1758 წელს თელავში დაარსდა საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლა, რომელიც 1782 წელს სემინარიად გადაკეთდა. აქ საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ ფილიპე ყაითმაზაშვილი, გაიოზ რექტორი, დავით რექტორი და სხვა. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1801 წ) შემდეგ თელავი ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის თელავის მაზრის ცენტრი გახდა.
თელ-ავივი - ისრაელის მთავარი ქალაქი, ხმელთაშუაზღვისპირა პორტი (350 ათასი, აგლომერაციაში 1,2 მილიონი).
თელავის დრამატული თეატრი (თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრი) - ქართული დრამატული თეატრი. პირველი წარმოდგენები თელავში მეფე ერეკლეს დროს იმართებოდა. სპექტაკლების ჩვენება განახლდა XIX საუკუნის II ნახევარში. 1866 პირველ სპექტკლად უჩვენეს გიორგი ერისთავის "გაყრა". იმავე წელს დაიდგა ზურაბ ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში". რევოლუციამდე თეალავის თეატრში გამოდიოდნენ ქართული სცენის გამოჩენილი ოსტატები ნატო გაბუნია-ცაგარელი, მაკო საფაროვა-აბაშიძე, ნინო (ნუცა) ჩხეიძე, ლადო ალექსი-მესხიშვილი, ვასო აბაშიძე, ვალერიან გუნია, ალექსანდრე იმედაშვილი და სხვები. პროფესიული თეატრი თელავში გაიხსნა 1931-1932 სეზონში. ხელმძღვანელად რეჟისორი ვახტანგ გარიკი (ვაჩნაძე) დაინიშნა
თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი (გიორგი ჩუბინაშვილის სახელობისა) - დაარსდა 1927 წელს, როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. 8 წლის განმავლობაში მუზეუმი საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობდა. 1935 წელს გადაკეთდა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმად. მუზეუმი მოთავსებულია მეფე ერეკლე II-ის ყოფილი სასახლის რამდენიმე დარბაზში. აქვს სხვადასხვა პერიოდების განყოფილებები.
თელავის მაზრა - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში, 1846 წლიდან თბილისის გუბერნიის შემადგენელი ნაწილი. შეიქმნა 1801 წელს, მოიცავდა ახლანდელი თელავის, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას. 1841 წელს დაიყო თელავის, ყვარლის, სიღნაღის, უკანამხრის, თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის უბნებად. 1842 წელს თელავის მაზრას ჩამოაშორეს თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის უბნები და მათგან დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეული შექმნეს. 1844 წელს აღადგინეს სიღნაღის მაზრა, თელავის მაზრა კი თელავისა და ყვარლის უბნებად დაყვეს. 1874 წელს თელავის მაზრას თიანეთის მხარეც ჩამოსცილდა. თელავის მაზრა გაუქმდა 1930 წელს.
თელავის მუნიციპალიტეტი
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის ისტორიულ რეგიონსა და ახლანდელ კახეთის მხარეში.
1917 წლამდე შედიოდა ტფილისის გუბერნიის თელავის მაზრაში. 1921 წლის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფით მიეკუთვნებოდა თელავის მაზრას, 1929 წლის დაყოფით კი - კახეთის ოლქის თელავის მაზრას. 1930 წლიდან ცალკე რაიონად გამოიყო, 1946 წელს ჩამოსცილდა ახლანდელი ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორია და საბოლოოდ ჩამოყალიბდა დღევანდელ საზღვრებში დღევანდელ საზღვრებში.
დაკავებული აქვს კახეთის კავკასიონის ქედის სამხრეთ დასავლეთი კალთები საჯიხვე-გირგალის (აღმოსავლეთით) და ნაქერალას (დასავლეთით) შტოქედებს შორის, სამხრეთ-დასვლეთით ვრცელდება გომბორის ქედამდე მდინარეების შავკოდასხევის და თურდოს წყალგამყოფიდან მდინარეების შრომისხევისა და მღვრიეხევის წყალგამყოფამდე. მუნიციპალიტეტის ცენტრალური ნაწილი კი განთავსებულია ალაზნის ვაკეზე.
ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება ახმეტის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით - რუსეთის ფედერაციის დაღესტნის რესპუბლიკა, აღმოსავლეთით - ყვარლის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით - გურჯაანის და სამხრეთ-დასავლეთით - საგარეჯოს მუნიციპალიტეტები.
ფართობი - 1095 კვ.კმ. (საქართველოს მთელი ტერიტორიის 1,57%).
მოსახლეობა - 70 ათასი (2002 წლის მონაცემებით),
მოსახლეობის სიმჭიდროვე - 84 კაცი კვ.კმ.-ზე.
მოსახლეობის 81,6% ქართველია; 17% - აზერბაიჯანელი; 0,7% - ოსი,; 0,3% - სომეხი; 0,3% - რუსი.
დასახლებული პუნქტები:
1 ქალაქი - თელავი.
16 სოფლის და თემის საკრებულო: აკურის თემის საკრებულო (2 სოფელი), გულგულის სოფლის საკრებულო, ვარდისუბნის სოფლის საკრებულო, თეთრი წყლების თემის საკრებულო (5 სოფელი), იყალთოს სოფლის საკრებულო, კისისხევის თემის საკრებულო (2 სოფელი), კონდოლის სოფლის საკრებულო, კურდღელაურის სოფლის საკრებულო, ნაფარეულის თემის საკრებულო (2 სოფელი), რუისპირის თემის საკრებულო (2 სოფელი), სანიორის თემის საკრებულო (3 სოფელი), - ფშავლის თემის საკრებულო (3 სოფელი), ქვემო ხოდაშნის თემის საკრებულო (2 სოფელი), ყარაჯალის სოფლის საკრებულო, შალაურის სოფლის საკრებულო, წინანდლის სოფლის საკრებულო.
29 სოფელი: აკურა, ართანა. ახატელი, ბუშეტი, გულგულა, ვანთა, ვარდისუბანი, თეთრი წყლები, იყალთო, კისისხევი, კობაძე, კონდოლი, კურდღელაური, ლალისყური, ლაფანყური, ლეჩური, ნასამხრალი, ნაფარეული, პანტიანი, რუისპირი, სალებელი, სანიორე, სეროდანი, ფშაველი, ქვემო ხოდაშენი, ყარაჯალა, შალაური, წინანდალი, ჯუღაანი (ყველა სოფელი დასახლებულია).
თელავის სემინარია - გაიხსნა 1782 წელს მეფის სასახლის სკოლის ბაზაზე. სასწავლო-ორგანიზაციულ მხარეს ხელმძღვანელობდა ანტონ კათალიკოსი, რომელსაც მხარში ედგნენ დოსითეოზ ჩერქეზიშვილ-ნეკრესელი, ფილიპე ყაითმაზაშვილი, გაიოზ და დავით რექტორები. თელავის სემინარია სახელმწიფო კმაყოფაზე იყო და სწავლება კლერიკალურ-სქოლასტიკურ პრინციპს ემყარებოდა. მოსწავლეებს იღებდნენ წოდებრივი განსხვავების მიუხედავად. ასწავლიდნენ გრამატიკას, რიტორიკას, ფილოსოფიას, მათემატიკას, ღვთისმეტყველებას. ხშირად ეწყობოდა მოსწავლეთა დეკლამაციები და დისპუტები. თელავის სემინარიამ 1801 წლამდე იარსება.
თელავისხევი (თელავისრიყე) - პერიოდული მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე - 21 კილომეტრი, აუზის ფართობი - 50 კვ.კმ, საზრდოობს ატმოსფერული ნალექებითა და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულზე იცის წყალმოვარდნა.
თელავისრიყე - იხილე თელავისხევი.
თელავის ჯვარპატიოსანი - იხილეთ ჯვარპატიოსანი თელავისა.
თელათგორი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.
თელ-ატლასი - ატლასის მთების სანაპირო ქედების საერთო სახელწოდება ალჟირში, მაროკოსა და ტუნისში.
თელეთი - სოფლების ზემო თელეთისა და ქვემო თელეთის გავრცელებული სახელწოდება (გარდაბნის მუნიციპალიტეტი).
თელეთის ბრძოლა - ბრძოლა ქართლის სამეფოსა და ირანის ლაშქარს შორის 1522 წელს.
თელეთის ქედი - ქედი გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთი განშტოება.
თელეთობა - დღეობა თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, თელეთის მთაზე, ამაღლების დღეს, წმინდა გიორგის ეკლესიაში.
თელ-ელ-ამარნა (თელ-მარნა, ამარნა) - დასახლებული პუნქტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ნილოსის მარჯვენა ნაპირას, კაიროს სამხრეთით. არქოლოგიური გათხრების ცენტრი.
თელვა
საფეიქრო მრეწველობაში შალის ნაწარმის დამზადება მატყლის ბოჭკოების ერთმანეთთან შეჭიდებითა და გადახლართვით.
მასალათა გამძლეობაში ადგილობრივი კუმშვა, რომელსაც ჩვეულებრივ თან სდევს მასალის ნარჩენის დეფორმაციები.
თელი - ღორის გოჭი (საბა).
თელიანი - თელის ტყე.
თელიანხევი - მდინარე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის მარჯვენა შენაკადი.
თელილი - გათელილი.
თელიფინუ (თელეფინუ) - ხეთურ სამყაროში გავრცელებული პროტოხეთური წარმოშობის საკუთარი სახელი:
სამყაროს მაცოცხლებელი ღვთაება, რომელზეც დამოკიდებულია ბუნების აღორძინება, ქვეყნის ნაყოფიერება და სიუხვე.
ხეთების ძველი სამეფოს ერთ-ერთი გამგებელი დაახლოებით ძვ.წ.აღ. 1550 წლიდან.
თელმუზი - უმად ნამზადი ყველი (საბა).
თელნარისწვერი - უღელტეხილი ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთისა და ჩირუხისწყლის წყალგამყოფზე.
თელოვანი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (დიღმის თემის საკრებულო), დიდგორის მთის სამხრეთ ფერდობზე. ზღვის დონიდან - 920 მეტრი, მცხეთიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 89 კაცი.
თელხი - (კუთხურად) სიო, ნიავი.
თემა (ბერძნ.)
საგანი, საკითხი, რომელსაც ეხება თხრობა, გამოკვლევა, საუბარი და მისთანები.
მუსიკალური ნაწარმოების ან მისი ნაწილის ძირითადი მოტივი.
ქართული ენის გრამატიკაში: ზმნის ფუძე, რომელიც უცვლელია რომელიმე სერიის ფორმებში (თემის ნიშნებია: -ავ, -ებ და ა.შ.).
თემატიკა - გარკვეული მიზნით ან თვალსაზრისით შერჩეულ თემათა ერთობლიობა.
თემი
ქვეყნის ნაწილი, მხარე, კუთხე, გაერთიანებული გეოგრაფიულ-ეთნიკური ნიშნის მიხედვით.
საქართველოს მთიანეთში ერთი გვარის მოსახლეობა, რომელსაც ჰყავდა თავისი უფროსი, ჰქონდა თავისი წეს-ჩვეულებები.
იმერეთში - ერთად თავმოყრილი, ერთად შეყრილი ხალხი.
ძველ საქართველოში (რაიონების შექმნამდე) უმცირესი ადმინისტრაციული ერთეული მაზრის შემადგენლობაში.
წინარე ისტორიულ ხანაში - ძირითადი სოციალური ჯგუფი, რომელიც კოლექტიურად ფლობდა საწარმოო საშუალებებს.
ქვეყნისა ერთი ნაწილი (საბა).
ქართული ყოველკვირეული გაზეთი, გამოდიოდა 1911-15 წლებში, თბილისში.
თემიდა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტიტანიდი, ზევსის ცოლი, მოირების დედა. სიმართლის, მართლმსაჯულების და წინასწარმეტყველების ღმერთქალი. ზოგადად - მართლსმსაჯულება.
თემირთაუ - ქალაქი ყაზახეთის ყარაღანდის ოლქში.
თემირი - ქალაქი ყაზახეთის აქტიუბინსკის ოლქში.
თემისკირა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ლეგენდარული მხარე, სადაც თითქოს ცხოვრობდნენ მეომარი ქალები - ამორძალები (ამაძონები).
თემისტიოსი - ბიზანტიელი ფილოსოფოსი (დაახლოებით 317 - 388 წწ).
თემისტოკლე - ძველი ათენის მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე (ძვ.წ.აღ. დაახლოებით 525-460 წწ).
თემო - ქართული სატელევიზიო მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1986 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ლევან ზაქარეიშვილი. სცენარის ავტორები - ზაალ სამადაშვილი და ლევან ზაქარეიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - იგორ კრეპსი. კომპოზიტორი - გიორგი ცინცაძე. მთავარ როლებში: მერაბ ნინიძე, ილო ღლონტი, ირაკლი აფაქიძე, გურამ ფირცხალავა, ვლადიმერ ტყაბლაძე, ნანა შონია, ბაია დვალიშვილი.
თემობა
თემის კრება, თავყრილობა.
იმერეთში - სალხინოდ, საზეიმოდ შეკრება სოფელში.
თემროკი აიდარის ძე - ყაბარდოელი თავადი, ყაბარდოს დიდი მთავარი (გარდაიცვალა XVI საუკუნის 70-იან წლებში).
თემურელები - საბჭოთა ეპოქის პიონერები და მოსწავლეები, რომლებიც ეხმარებოდნენ საბჭოთა არმიის მეომართა ოჯახებს, შრომის ვეტერანებს, პენსიონერებს.
თემური - თემის დამახასიათებელი, თემთან დაკავშირებული.
თემურიდები - დინასტია, რომელიც მართავდა შუა აზიასა და ხორასანს 1370 - 1507 წლებში.
თემურ-ლენგი (ტამერლანი) - შუააზიელი მხედართმთავარი, 1370 წლიდან ემირი; მახლობელი აღმოსავლეთის მრავალი ქვეყნის დამპყრობი და მაოხრებელი, შემქმნელი სახელმწიფოსი, რომლის დედაქალაქი იყო სამარყანდი (1336-1405 წწ).
თემუჩინი - ჩინგიზ-ყაენის ნამდვილი სახელი.
თემქა - (აბრევიატურა) თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა.
თემშარა - სოფლის შარაგზა
თენაძე გიორგი - სპორტსმენი (ძიუდო, 71 კგ). 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1989), მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1985) და მესამე პრიზიორი (1984), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1989), ევროპის თასის მფლობელი (1986), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1986, 89, 90). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (დაიბადა 1962 წელს).
თენგე - იხილე ტენგე.
თენგიზი (დენგიზი)
მწარე-მლაშე ტბა ყაზახეთის კუსტანაის ოლქში.
(დენგიზი) ტბა ყაზახეთის აკმოლის ოლქი.
საქართველოში გავრცელებული სახელი მამაკაცისა.
თენგრი-ნური - იხილე ნამცო.
თენები (ინგლ.) - ინგლისში მსახურეული დიდებულები, დიდგვაროვანნი - მეფის რაზმელები.
თენებოური - მთა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის მთისწინეთში (სიმაღლე - 893 მეტრი).
თენსიფთი - მდინარე მაროკოში, ერთვის ატლანტის ოკეანეს.
თენცინგი ნორგეი - ეროვნებით შერპი, ინდოეთის მოქალაქე ალპინისტი, რომელმაც 1953 წელს ედმუნდ ჰილარისთან ერთად პირველმა დაიპყრო ჯომოლუნგმა (1914-1986 წწ)
თეო - ადგილი ცხვრის ბინის გარშემო, სადაც ძაღლები დარაჯობენ.
თეობრომინი (ბერძნ.) - ორგანული ნაერთი, ალკალოიდი; შედის კაკაოს შემადგენლობაში, ჩაის ფოთლებში; მიიღება სინთეზურადაც, იყენებენ სამედიცინო პრაქტიკაში.
თეოგნიდე მეგარელი - ბერძენი პოეტი (ძვწ.აღ. VI საუკუნე).
თეოგონია - ძველბერძნული მითოლოგიის თანახმად, ღმერთების დაბადება, შექმნა.
თეოდიკეა (ბერძნ. და ფრანგ. „Teodicea“) - „ღმერთის გამართლება“; რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც ბოროტების არსებობა არ უარყოფს ღმერთის, როგორც აბსოლუტური სიკეთის სუბსტანციას, ანუ მცდელობა ბოროტების და სიკეთის იდეის შეთავსებისა.
თეოდოლიტი (ბერძნ.) - კუთხსაზომი იარაღი; იყენებენ გეოდეზიაში, ასტრონომიაში, არტილერიაში, ავიაციაში.
თეოდორა - ბიზანტიის დედოფალი (დაახლოებით 500 - 548 წწ).
თეოდორაკისი მიკის - ბერძენი კომპოზიტორი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწე (დაიბადა 1925 წელს).
თეოდორე I (თევდორე) - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი თამარ მეფის დროს, დაახლოებით 1187-1204 წლებში.
თეოდორე II - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1427 და 1429-35/38 წლებში.
თეოდორე აბუკურა - ბიზანტიელი საეკლესიო მწერალი, ფილოსოფოსი, წარმოშობით არაბი (740 - 820 წწ).
თეოდორე ბალსამონი - ბიზანტიელი საეკლესიო მოღვაწე, იურისტი (XII საუკუნე)
თეოდორე თაფლაისძე - ქართველი ხუროთმოძღვარი X საუკუნის დასაწყისში. აუშენებია ერედვის წმინდა გიორგის ტაძარი.
თეოდორე I ლასკარისი - ნიკეის იმპერიის დამაარსებელი (დაახლოებით 1175 - 1222 წწ).
თეოდორე II ლასკარისი - ნიკეის იმპერიის იმპერატორი (1221 - 1258 წწ).
თეოდორე მეტოქიტე - ბიზანტიელი მწერალი, მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე (1260-1332 წწ).
თეოდორე პროდრომე - ბიზანტიელი მწერალი (1100 - დაახლოებით 1170 წწ).
თეოდორე სტუდიტე - ბიზანტიელი მწერალი, თეოლოგი, საეკლესიო მოღვაწე (759-826 წწ).
თეოდორიკი (დეტრშიხი) - ჩეხი ფერმწერი (გარდაიცვალა დაახლოებით 1381 წელს).
თეოდორიხი - ოსტგუთების მეფე (დაახლოებით 454-526 წწ).
თეოდოროს II (იმპერატორად არჩევამდე - კასა) - ეთიოპიის იმპერატორი (1818-1868 წწ).
თეოდოს I - აფხაზთა მეფეთა დივანის (ქრონიკის) მიხედვით, აფხაზთა მე-7 მეფე (ერისთავი) VIII საუკუნეში, დემეტრე (დიმიტრი) I-ის ძე.
თეოდოს II - დასავლეთ საქართველოს (აფხაზთა სამეფოს) მეფე დაახლოებით 798-825 წლებში, ლეონ II-ის ძე.
თეოდოს III - დასავლეთ საქართველოს (აფხაზთა სამეფოს) მეფე დაახლოებით 975-978 წლებში, გიორგი II-ის ძე.
თეოდოსი ელამი - ერეტიკული მიმდინარეობის მეთაური XVI საუკუნის რუსეთში.
თეოდოსიუს I (დიდი, თეოდოსიუს ფლავიუსი) - რომის იმპერატორი (დაახლოებით 346 - 395 წწ).
თეოდოსიუს II - ბიზანტიის (აღმოსავლეთ რომის იმპერიის) იმპერატორი 408 წლიდან 425 წლამდე.
თეოდულფი - „კაროლინგური აღორძინების“ მოღვაწე; წარმოშობით ვესტგუთი (VIII საუკუნის შუა წლები - 821 წ).
თეოკლიმენოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არგოლიდელი წინასწარმეტყველი.
თეოკრატია (ბერძნ.) - ისეთი სახელმწიფო წყობილება, სადაც პირველობა სასულიერო პირების, ეკლესიის ხელშია.
თეოკრიტე - ძველბერძენი პოეტი (ძვ.წ.აღ. IV საუკუნის დასასრული - III საუკუნის დასაწყისი).
თეოლოგია - იგივე ღვთისმეტყველება.
თეონ სმირნელი - ძვ.ბერძენი მათემატიკოსი (II ს).
თეოპომპე - ძველბერძენი ისტორიკოსი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 377 - 300 წწ).
თეორელი აქსელ ჰუგო ტეოდორ - შვედი ბიოქიმიკოსი, 1955 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1903-1982 წწ).
თეორემა (ბერძნ.) - მათემატიკური დებულება, რომლის მართებულობას ადგენენ მტკიცების გზით.
თეორეტიკოსი - პირი, რომელიც ამუშავებს ცოდნის ამა თუ იმ დარგის თეორიის საკითხებს.
თეორია (ბერძნ.)
გამოცდილების, საზოგადოებრივი პრაქტიკის ლოგიკური განზოგადება, რომელიც ასახავს ბუნებისა და საზოგადოების განვითარების კანონზომიერებას.
იმ განზოგადებულ დებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ქმნიან რაიმე მეცნიერებას ან მის ერთ-ერთი დარგს. რაიმე დარგის ზოგადი, განყენებული საკითხები.
ზოგადი, განყენებული მსჯელობა, შეხედულებანი (პრაქტიკული მოქმედების საპირისპიროდ).
თეორიული
თეორიასთან დაკავშირებული.
თეორიის საკითხებისადმი მიძღვნილი.
თეოსოფია (უფლისცოდნა) - ღმერთის უშუალოდ წვდომა ინტუიციითა და გამოცხადებით, ზეშთაგონების გზით ღვთის შემეცნება, რაც რჩეულთა ხვედრია.
თეოტოკოპულოსი- მხატვარ ელ-გრეკოს ნამდვილი გვარი.
თეოფანე ბერძენი (ფეოფან გრეკი) - XIV-XV საუკუნეების ბიზანტიელი ფერმწერი, მუშაობდა რუსეთშიც.
თეოფანე ბიზანტიონელი - ბიზანტიელი ისტორიკოსი (VI საუკუნის II ნახევარი).
თეოფანე ჟამთააღმწერელი (აღმსარებელი) - ბიზანტიელი მემატიანე, ბერი (დაახლოებით 752-818 წწ).
თეოფილაქტე (რუსანოვი) - საქართველოს ეგზარქოსი 1817-21 წლებში.
თეოფილე ხუცესმონაზონი - XI-XII საუკუნების ქართველი მწერალი, მთარგმნელი, მოღვაწეობდა კონსტანტინეპოლში.
თეოფილინი - ალკალოიდი, შედის ჩაის ფოთლებსა და ყავის მარცვლებში, იღებენ სინთეზურადაც; თეთრი, უსუნო, კრისტალური ფხვნილი.
თეოფორული (ბერძნ.) - რომელიმე ღმერთის სახელისაგან წარმომდგარი.
თეოფრასტე - ძველბერძენი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი და ბუნებისმეტყველი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 372-288 წწ)
თერამენე - ძველბერძენი პოლიტიკური მოღვაწე (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 455 - 404 წწ)
თერაპევტი (ბერძნ.) - შინაგან სნეულებათა ექიმი.
თერაპია (ბერძნ.)
მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს შინაგან სნეულებებს და მათი მკურნალობის მეთოდებს; შინაგან სნეულებათა მკურნალობა არაქირურგიული მეთოდებით
რთული სიტყვების მეორე შემადგენელი ნაწილი, აღნიშნავს იმ წესით მკურნალობას, რომელზეც მიუთითებს სიტყვის პირველი ნაწილი.
თერაპიული - თერაპიასთან დაკავშირებული, თერაპიისათვის საჭირო.
თერგდალეულები („სამოციანელები“, „პირველი დასი“) - რუსეთში განსწავლული ქართველი მოღვაწეები, რომლებმაც მიზნად დაისახეს ხალხის გამოფხიზლება, ეროვნული და სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა; მათ აღიარებულ ლიდერებად ითვლებოდნენ ი.ჭავჭავაძე. ა.წერეთელი, ნ.ნიკოლაძე, კ.ლორთქიფანიძე და სხვები
თერგვისი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
თერგი - მდინარე საქართველოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში და რუსეთის ჩეჩნეთისა და დაღესტნის რესპუბლიკებში, ერთვის კასპიის ზღვას (სიგრძე - 623 კილომეტრი).
თერეგვანი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.
თერექთის ქედი - მდებარეობს რუსეთის ალთაის მხარეში.
თერექ-საი - დაბა ყირგიზეთის თალასის ოლქში
თერთმეტი - რიცხვი და რაოდენობა 11, ათი და ერთი.
თერიაყი - სამსალის მაკურნებელი (საბა).
თერიოდონტები - ქვეწარმავლების ამომწყდარი ზერიგი თერომორფების ქვეკლასისა; ცნობილია გვიანი პერმულიდან შუა იურულამდე.
თერიოლოგია (ბერძნ.) - ზოოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ძუძუმწოვარ ცხოველებს (სხვანაირად მამალიოლოგია).
თერმაიკოსი (სალონიკის ყურე) - ეგეოსის ზღვის ყურე საბერძნეთის სანაპიროებთან, კონტინენტსა და ქალკედონის ნახევარკუნძულს შორის.
თერმები (ლათ.)
ძველ რომში საზოგადოებრივი აბანოები.
მიწისქვეშა თბილი ან ცხელი მინერალური წყლები.
თერმეზი - ქალაქი უზბეკეთის სურხანდარიის ოლქში, პორტი მდინარე ამუ-დარიაზე (90 ათასი).
თერმიდორი (ფრანგ.)
კონვენტის მიერ 1793 წელს მიღებული ფრანგული რევოლუციური კალენდრის მეთერთმეტე თვე (19/20 ივლისიდან - 17/18 აგვისტომდე).
სახელი ამ კალენდრის წლის მე-9 თერმიდორს (1794 წლის 27 ივლისს) მომხდარი გადატრიალებისა, რომლის შედეგადაც დაემხო იაკობინელთა დიქტატურა.
თერმისტი - ლითონის თერმული დამუშავების სპეციალისტი.
თერმიტი (ბერძნ.) - ზოგი ლითონის ჟანგისა და ალუმინის ფხვნილისებრი ნარევი, რომლის წვის დროსაც წარმოიქმნება ძალიან მაღალი ტემპერატურა; იყენებენ ტექნიკაში, სამხედრო საქმეში (როგორც ცეცხლგამჩენ საშუალებას).
თერმო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს სითბოსთან, ტემპერატურასთან კავშირს.
თერმოგრაფი (ბერძნ.) - ტემპერატურის ცვლილების ავტომატურად ჩასაწერი ხელსაწყო.
თერმოდინამიკა - ფიზიკის დარგი, რომელიც სწავლობს სითბური მოძრაობის კანონზომიერებას და სითბური მოძრაობის გავლენას სხეულთა ფიზიკურ თვისებებზე.
თერმოთერაპია - სითბოს გამოყენება სამკურნალო მიზნით, (აბაზანები, ტალახით მკურნალობა და მისთანები).
თერმოიზოლაცია - რისამე ზედაპირის დაფარვა ისეთი მასალებით, რაც ცუდად ატარებს სითბოს.
თერმომეტრი - ტემპერატურის გასაზომი ხელსაწყო.
თერმომეტრია - ფიზიკის ნაწილი, რომელიც ტემპერატურის გაზომვის მეთოდებს სწავლობს.
თერმონასტია (ბერძნ.) - მცენარის ორგანოთა მოძრაობა, რაც განპირობებულია ტემპერატურის ცვლილებით გარემოში.
თერმონი - თბილი შაქარ-წყალი (საბა).
თერმორეგულატორი - ხელსაწყო, რომელიც ავტომატურად იცავს მოცემულ ტემპერატურას.
თერმორეგულაცია - ერთობლიობა ფიზიოლოგიური პროცესებისა, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანისა და თბილსისხლიანი ცხოველების სხეულის ტემპერატურის დაცვას გარკვეულ დონეზე.
თერმორეცეპტორები - ორგანოთა და ქსოვილთა სპეციალიზებული ნერვული დაბოლოებები (რეცეპტორები)
თერმოსი (ბერძნ.) - სპეციალურად მოწყობილი ჭურჭელი, რომელიც იცავს მასში მოთავსებულ პროდუქტს გაცივების ან გათბობისაგან.
თერმოსიფონი (ბერძნ.) - შიგაწვის ძრავის წყლით გაცივების სისტემა, რომელშიც გამთბარი წყალი ადის ზევით, ხოლო ცივი - ჩადის ქვევით.
თერმოსტატი (ბერძნ.) - აპარატი, რომელშიც მუდმივი ტემპერატურაა დაცული.
თერმოსფერო (ბერძნ.) - ატმოსფეროს ფენა 80 კილომეტრის ზევით, რომელშიც ტემპერატურა მატულობს სიმაღლესთან ერთად.
თერმოფილები (ბერძნ.) - ტემპერატურის ცვლილების ავტომატურად ჩასაწერი ხელსაწყო.
თერმოფობები (ბერძნ.) - ორგანიზმები, რომლებიც ვერ ვითარდებიან შედარებით მაღალი ტემპერატურის პირობებში.
თერმოქიმია - ქიმიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ქიმიური რეაქციებით გამოწვეულ სითბურ პროცესებს.
თერმული - სითბოსთან, მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებული; სითბური.
თერნალი
სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (გვიშტიბის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე წყალტუბოსწყლის (გუბისწყლის შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 100 მეტრი, წყალტუბოდან - 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1011 კაცი.
სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.
თერო (lathyrus tuberosus) - მრავალწლოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა, აქვს წითელი ყვავილები და ფესვებზე ქლიავისოდენა გამსხვილება, რომელიც იჭმება.
თერომორფები - ამომწყდარი ქვეწარმავლების ქვეკლასი; ცხოვრობდნენ გვიან კარბონულსა და შუა იურულ პერიოდში.
თერსანდროსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი ეპიგონთაგანი, პოლინიკეს ვაჟი.
თერსაქანი - მდინარე ყაზახეთში, იშიმის მარცხენა შენაკადი
თერსიტე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, უბრალო ბერძენი მეომარი, რომელმაც ტროის ომის დროს აგამემნონთან შეკამათება გაბედა.
თერსტონი ლუის ლეონ - ამერიკელი ფსიქოლოგი (1887-1955 წწ)
თერსქეი-ალათაუ - ქედი ცენტრალურ ტიან-შანში (ყირგიზეთი).
თერძი - ტანსაცმლის მკერავი.
თერძული - ნათესი ჴნული (საბა).
თერხვი - ქარი ზეფიროსისა და ჭალიკონის საშუალო (საბა).
თერჯოლა - ქალაქი (1983 წლიდან) დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ჩხარის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 170 მეტრ სიმაღლეზე. ზესტაფონიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) - 14 კილომეტრი, თბილისიდან - 210 კილომეტრი, ქუთაისიდან - 40 კილომეტრი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში. მოსახლეობა 5,5 ათასი (2002 წლის აღწერის მიხედვით). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები.
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში. მდებარეობს იმერეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში (ქვედა მხარე, მდინარე ყვირილის გასწვრივ) და სიმონეთის ტალღობრივ ვაკეზე (ზედა მხარე), რომელიც თავის მხრივ იმერეთის ჩრდილო მთისწინეთს მიეკუთვნება.
1917 წლამდე ახლანდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში, 1921 წლიდან საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით - შორაპნის მაზრაში, 1930 წლის დაყოფით - ქუთაისის ოლქში, ამავე წელს გამოეყო ქუთაისის ოლქს ჩხარის რაინის სახელით. 1950 წლიდან ეწოდა თერჯოლის მუნიციპალიტეტი.
მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებია: დასავლეთით - წყალტუბოს, ჩრდილოეთით - ტყიბულის, აღმოსავლეთით - ჭიათურის, სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთით - ზესტაფონის, სამხრეთ-დასავლეთით - ბაღდათის მუნიციპალიტეტი.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის თითქმის სამი-მეოთხედი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია (250 კვ.კმ.). მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა საკრამიტე და სააგურე თიხა, სამშენებლო ქვა (ეკლარი), ქალცედონი, კირქვა და მარმარილო.
ფართობი - 357 კვ.კმ. (საქართველოს მთელი ტერიტორიის 0,51%).
მოსახლეობა - 45 ათასი (2002 წ.).
სიმჭიდროვე - 127 კაცი კვ.კმ-ზე.
მოსახლეობის 99,4% ქართველია; 0,3% - რუსი; 0,1% - სომეხი; 0,1% - აფხაზი. (2002 წლის მონაცემები).
მუნიციპალიტეტის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მევენახეობა, მებოსტნეობა, მეხილეობა, მარცვლეული კულტურების (სიმინდი) მოყვანა და მეცხოველეობა. მრეწველობა ემყარება ადგილობრივ ენერგეტიკულ, მინერალურ და სასოფლო-სამეურნეო ნედლეულს. მუნიციპალიტეტში არის ჩაის, ღვინის ქარხნები და რამდენიმე წვრილი საწარმო. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მაგისტრალი და თბილისი-ქუთაისის საავტომობილო გზატკეცილი.
მუნიციპალიტეტში 34 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 30 ბიბლიოთეკა, 3 თეატრი და 3 მუზეუმი (მათ შორის — დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი).
1 ქალაქი - თერჯოლა.
13 თემის და 5 სოფლის საკრებულო: - ალისუბნის (5), ახალი თერჯოლოს (2), ბარდუბნის (2), გოგნის, გოდოგნის (4) ეწერის (2) ზედა საზანოს, ზედა სიმონეთის, თუზის, კვახჭირის (3), ნახშირღელის (2), რუფოთის (2) სიქთარვის (2), ქვედა სიმონეთის, ღვანკითის, ჩხარის (2), ძევრის (3), ჭოგნარის.
45 სოფელი: ახალი თერჯოლა, ახალუბანი, ბარდუბანი, ბოსელა, ბროლისქედი, გოგნი, გოდოგანი, დელტასუბანი, ეწერი, ვარდიგორა, ზარნაძეები, ზედა ალისუბანი, ზედა საზანო, ზედა სიმონეთი, თავასა, თუზი, თხილთაწყარო, კაკაბაური, კვახჭირი, მაჩიტაური, მუჯირეთი, ნაგარევი, ნავენახევი, ნახშირღელე, ოდილაური, ოქონა, ოქტომბერი, რუფოთი, სათემო, სარბევი, სეფარეთი, სიქთარვა, სკანდე, ტელეფა, ქვედა ალისუბანი, ქვედა სიმონეთი, ღვანკითი, შიმშილაქედი, ჩიხორი, ჩხარ-ეწერი, ჩხარი, ძევრი, ჭალასთავი, ჭოგნარი, ჯგილათი.
თესალია - ისტორიული ოლქი საბერძნეთში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე.
თესალონიკე - იხილე სალონიკი.
თესალოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად
ჰერაკლეს ვაჟი.
ჰემონის ან იასონის ვაჟი. მისი სახელი ეწოდა თესალიას.
თესევსი - იხილე თეზევსი.
თესლბრუნვა - მინდვრის კულტურების (მარცვლეულის, ბალახების და მისთანების) მორიგეობით თესვა ერთსა და იმავე ნიადაგზე.
თესლეული - სხვადასხვა სახის თესლი.
თესლი
მცენარის გამრავლების ორგანო, დასათესად განკუთვნილი მარცვალი
სასქესო უჯრედების შემცველი ნივთიერება, რომელსაც გამოყოფს მამაკაცის (მამრობითი სქესის ცხოველის) სასქესო ორგანოები
თესლიანი - თესლის შემცველი.
თესლკვირტი - ყვავილის ნაწილი, რომლისგანაც განაყოფიერების შემდეგ ვითარდება თესლი.
თესლურა - ფარულთესლოვანი მცენარეების ერთთესლიანი უხსნელი ნაყოფი. აქვს მშრალი ტყავისებრი ნაყოფსაფარი
თესმოფოროსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დემეტრასა და პერსეფონეს ეპიკლესი (ზედსახელი).
თესმოფორიები - ძველ საბერძნეთში დემეტრასადმი, როგორც მიწათმოქმედების, ქორწინების, სამოქალაქო წესრიგის დამფუძნებელი ღმერთქალისადმი, მიძღვნილი ზეიმები.
თეტალოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მედეას და იასონის ვაჟი, რომელიც დედის რისხვას ცოცხალი გადაურჩა.
თეტიდა
(ტეფია) - პლანეტა სატურნის თანამგზავრი; აღმოაჩინა ჟ.კასინმა 1684 წელს
ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზღვის ღმერთქალი, ნერეიდი, ნერევსისა და დორიდეს ქალიშვილი.
თეტუანი (ტეტუანი) - ქალაქი მაროკოში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (200 ათასი).
თეურგია (ბერძნ.) - მაგიის სახეობა, რომლის საშუალებითაც შესაძლებლად მიაჩნდათ ამბების მიმდინარეობის შეცვლა ღმერთებისა და სულების ნებაზე ზემოქმედებით.
თეუცეჟი ცუღ - ადიღეელი მთქმელი, აშუღი (1855-1940 წწ).
თეფე-ღავრა - ძვ.წ.აღ. V-II ათასწლეულებში მრავალფენიანი ნამოსახლარი მოსულის (ერაყი) აღმოსავლეთით.
თეფიდონი - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თერგის მარცხენა შენაკადი.
თეფში - მრგვალი გაშლილი, მეტ-ნაკლებად ჩაღრმავებული ჭურჭელი საჭმლის დასადებად.
თექა
ნაბდისაგან შეკერილი ზედა ჩასაცმელი.
იგივეა, რაც ნაბადი.
თექალი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.
თექე - ტბა ყაზახეთის ქოქჩეთაუს ოლქში, იშიმის ვაკეზე.
თექელი - ქალაქი ყაზახეთის თალდი-ყურღანის ოლქში.
თექენარი - მთა, იხილე თექნარი.
თექესი - მდინარე ყაზახეთსა და ჩინეთში, მდინარე ილის მარცხენა შენაკადი.
თექვსმეტი - რიცხვი და რაოდენობა 16, ათი და ექვსი.
თექირდაღი - ქალაქი თურქეთში, თექირდაღის ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი.
თექურა - უხარისხო მატყლისაგან მოთელილი ნაბადი (იციან ფშავში, თუშეთში).
თეღუტი ენეოლითის ხანის (ძვ.წ.აღ. IV ათასწლეულის დასაწყისი) - ნასოფლარი სომხეთის ქალაქ ეჩმიაძნის სამხრეთით.
თეშიქ-თაში - გამოქვაბული მაისუნთაუს მთებში (უზბეკეთის სურხანდარიის ოლქი).
თეშიქყალა - VII-VIII საუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევები ძველი ბერკუტყალის ოაზისში (უზბეკეთის ყარაყალპაკეთის რეპუბლიკა).
თეშუფი (თეშუბი) - ხურიტული პანთეონის უზენაესი ღვთაება, ჭექა-ქუხილის, ქარიშხლის, წყალდიდობის, საერთოდ ამინდის ღვთაება (ხეთიზებული თესუფი, თესუფა, ურარტული თეიშება).
თეძამი - მდინარე გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი.
თეძმისხევი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.
თეძო - ადამიანის ან ცხოველის ფეხის ნაწილი მენჯთან.
თეძოსთავი - თეძოს ზედა ნაწილი.
თეჯენი
ქალაქი თურქმენეთის აშხაბადის ოლქში
იგივე ჰარირუდი, მდინარე ავღანეთში, ირანსა და თურქმენთში (სიგრძე - 1150 კილომეტრი).
თეჯისი - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.
თეჯირი (არაბ.) - შირმა, ტიხარი.
![]() |
4.4 თვ |
▲back to top |
თვალ - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა; ნიშნავს თვალთან დაკავშირებულს.
თვალაბმული
ვისაც ან რასაც თვალები აუბეს, თვალახვეული.
ვინც ვერაფერს ხედავს, ვერაფერს ამჩნევს.
თვალადი
კარგი შესახედაობის, მოხდენილი, ლამაზი.
სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.
თვალადობა
თვალადის თვისება, კარგი გარეგნობა, შესახედაობა
საერთოდ გარეგნობა
თვალაკი - სათვალთვალო ჭუჭრუტანა სხვადასხვა აპარატში.
თვალაუწვდენელი - ძალიან მაღალი.
თვალახელილი - ვისაც ან რასაც თვალები აქვს ახელილი, უკვე მხედველი.
თვალახვეული - ვისაც ან რასაც თვალები აქვს ახვეული, განგებ დაბრმავებული.
თვალბედითი - ცუდი, ავი თვალისა.
თვალბუდე - თვალის ბუდე, თვალის ფოსო.
თვალგადაუწვდენელი - ძალიან დიდი ფართობის მქონე.
თვალგაფაციცებით - იგივეა, რაც გაფაციცებით.
თვალგაშტერებული - ვისაც თვალები უძრავად აქვს მიპყრობილი ერთ წერტილში.
თვალგახელილი - ვისაც თვალები გახელილი აქვს.
თვალდავსებული - დაბრმავებული.
თვალდათვალ - ვისიმე თვალწინ, აშკარად, ცხადად, შესამჩნევად.
თვალდამდგარი - თვალდავსებული, დაბრმავებული (ჩვეულებრივ წყევლაში).
თვალდასავსები - დასაბრმავებელი.
თვალდაუხუჭავი - თვალღია.
თვალდახუჭული - ვისაც, რასაც თვალები დახუჭული აქვს.
თვალთხევი - მდინარე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის მარცხენა შენაკადი.
თვალებ- - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა; ნიშნავს თვალებთან დაკავშირევულს.
თვალებგადმოკარკლული - ვისაც თვალები აქვს გადმოკარკლული.
თვალებგაფართოებული - ვისაც თვალები აქვს გაფართოებული (შიშისგან, სიხარულისგან).
თვალებდათხრილი - ვისაც თვალები დასთხარეს.
თვალებდასივებული - ვისაც თვალები აქვს დასივებული.
თვალებდასისხლიანებული - ვისაც თვალებში სისხლი აქვს მოწოლილი (მრისხანებისგან, ბოროტებისგან....).
თვალებდაწითლებული - ვისაც თვალები აქვს დაწითლებული (უძილობით.....).
თვალებჩაცვივნული - ვისაც თვალები აქვს ჩაცვენილი, ღრმად ჩაწეული.
თვალედი - ბადის მსგავსი.
თვალზომა - მანძილის თვალით გაზომვის უნარი.
თვალთახედვა
სივრცე, რომელსაც თვალი სწვდება, მხედველობის არე.
შეხედულება, თვალსაზრისი.
თვალთვალი - თვალის დევნება, ჩვეულებრივ მალულად.
თვალთმაქცი - ცბიერი, ეშმაკი, მატყუარა.
თვალთმაქცობა - ცბიერება, ეშმაკობა, მოჩვენებითობა.
თვალი
მხედველობის ორგანო
ძვირფასი ქვა
იტყვიან ყველასათვის საყვარელ ძვირფას ადამიანზე
ჩასაბერი საკრავის ნახვრეტი, რომელზედაც თითის დადებ-აღებით გამოაცემინებენ საჭირო ბგერას
რაიმე ნაგებობის, მოწყობილობის და მისთანების ცალკეული განყოფილება, სათავსი ან ბორბალი
ცალკეული უჯრედი (ნაქსოვისა, დაწნულისა და სხვა)
თვალიაშვილი თამარ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში (1905-1990 წწ).
თვალიერება - დაკვირვება, მზერის გადავლება.
თვალივი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჟინვალის სადაბო საკრებულო), მდინარე ფშავის არაგვის მარცხენა მხარეს, მწვერვალ გორმაღლის დასავლეთ კალთაზე ზღვის დონიდან - 900 მეტრი, დუშეთიდან - 22 კილომეტრი 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 80 კაცი. სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირის ტყიან ზეგანზე შემონახულია ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომლის მთავარი ნაგებობაა წმინდა გიორგის ეკლესია და ეს ხარჭაშნელ ეპოსკოპოსთა მთავარი სალოცავი ყიფილა.
თვალისმომჭრელი
ბრწყინვალე, მოელვარე.
ძალიან ლამაზი, წარმტაცი მომხიბლავი.
თვალი პატიოსანი - ქართული მხატვრული ფილმი. გურამ ფანჯიკიძის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია. ეკრანებზე გამოვიდა 1976 წელს. დამდგმელი რეჟისორი - შოთა მანაგაძე. სცენარის ავტორები - გურამ ფანჯიკიძე და შოთა მანაგაძე. დამდგმელი ოპერატორი - მიხეილ მედნიკოვი. კომპოზიტორი - რევაზ ლაღიძე. მთავარ როლებში: ვახტანგ კიკაბიძე, მურმან ჯინორია, თათული დოლიძე, ვახტანგ ნინუა, დავით პაპუაშვილი, შალვა ხერხეულიძე, ჭაბუა ამირეჯიბი, თენგიზ არჩვაძე, კოტე დაუშვილი, თამაზ თოლორაია.
თვალისჩინი - ხედვის უნარი, მხედველობა.
თვალიურა - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი.
თვალმაისა - ლამაზი თვალების პატრონი.
თვალ-მარგალიტი - ძვირფასი თვლები და მარგალიტები.
თვალმარღი - მარღი თვალების პატრონი.
თვალმარჩხი - მარჩხი თვალების პატრონი.
თვალმახარა - შესახედავად კარგი, მოსაწონი.
თვალმიუწვდენელი - ძალიან დიდი.
თვალმოუშორებლად (თვალმოუშორებლივ) - თვალის მოუშორებლად, დაჟინებით.
თვალმოციმციმე - ვისაც თვალები უციმციმებს.
თვალმოჭუტული - ვისაც თვალები მოჭუტული აქვს.
თვალნათლივ
კარგად, ნათლად, თვალსაჩინოდ.
სანამ დღის სინათლეა, დაღამებამდე.
თვალნაცემი - ვისაც, რასაც ვითომდა თვალი ეცა, ავი თვალის პატრონმა შეხედა.
თვალჟუჟუნა - ჟუჟუნა თვალების პატრონი.
თვალსაზრისი - გარკვეული აზრი, შეხედულება რამეზე.
თვალსაჩინო
ადვილად დასანახი, გამოსაჩენი.
საგნების ან მათი სურათების, მოდელების, მაკეტების ჩვენებაზე დამყარებული.
თვალსაჩინოება - სწავლების პრინციპი - თვალსაჩინო ხელსაწყოების გამოყენებით ახსნა (შესასწავლი საგნისა), გადაცემა (გაკვეთილისა).
თვალსაწიერი - უშორესი ადგილი, სადამდეც ადამიანის თვალი სწვდება, მხედველობის არე.
თვალტანადი - მოხდენილი, წარმოსადეგი.
თვალტანადობა - კარგი გარეგნობა, შესახედაობა (ადამიანისა).
თვალუეთი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (სვერის თემის საკრებულო), მდებარეობს ზემო იმერეთის პლატოზე, მდინარე საძალისხევის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 600 მეტრი, ჭიათურიდან - 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 431 კაცი.
თვალუწვდენელი - რაც ძალიან დიდ ფართობზეა გადაშლილი, ვრცელია.
თვალღია - ვისაც, რასაც თვალები აქვს ღია.
თვალყურის დევნება - ყურადღების მიქცევა, თვალთვალი.
თვალშავი (erythropus) - მტაცებელი ფრინველების გვარი შავარდნისნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძე 30 სმ.
თვალშესული - მწიფობაში შესული, შეთვალებული.
თვალშეუდგამი - იგივეა, რაც თვალშეუწვდენელი.
თვალშეუწვდენელი - მეტად მაღალი.
თვალჩაუწვდენელი - მეტად ღრმა.
თვალციმციმა - ვისაც თვალები უციმციმებს.
თვალცრემლიანი - ვისაც თვალები ცრემლით აქვს სავსე.
თვალ-წარბი - თვალები და წარბები.
თვალწარმტაცი - მეტად სასიამოვნო შესახედი, ძალიან ლამაზი, მომხიბლავი.
თვალწინ
მხედველობის არეში.
იგივეა, რაც ცხვირწინ.
ვისიმე სიახლოვეს.
თვალჭრელი - ჭრელი თვალების პატრონი.
თვალჭრელიძე ალექსანდრე - გეოლოგი, აკადემიკოსი (1881-1957 წწ)
თვალჭრელიძე პარმენ - იხილე ცახელი პ.
თვალჭრელიძეტი - სულფადების კლასის მინერალი (სახელი ეწოდა გეოლოგ ალ. თვალჭრელიძის საპატივცემლოდ)
თვალჭყეტია (burhinus oedicneamus) - ფრინველი წეროსნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძეა 45 სმ.
თვალხარბი - ხარბი, გაუმაძღარი.
თვალხილული
თვალღია.
მხედველობის მქონე.
თვალხუჭუნა - იგივეა, რაც დამალობანა.
თვარაძე რევაზ - მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი (დაიბადა 1928 წელს).
თვარელიანთკარი - ყოფილი სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში.
თვაურები - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.
თვაური გიორგი - საბჭოთა კავშირის გმირი, გვარდიის პოდპოლკოვნიკი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1920 წელს).
თვე - დროის აღრიცხვის ერთეული. წლის მეთორმეტედი ნაწილი.
თვედათვე - ყოველთვიურად, თვიდან თვემდე.
თვეობით - თვეების, რამდენიმე თვის განმავლობაში.
თვით
იგივეა, რაც თვითონ
გამოყენებულია სახელის მსაზღვრელად და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას, - სწორედ ის
პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა; ნიშნავს:
ა) თავისკენ მიმართულს (თვითკრიტიკა)
ბ) სხვის დახმარების გარეშე შესრულებულს.
თვითგამორკვევა - ხალხის მიერ საკუთარი ნება-სურვილის გამოხატვა თავის ეროვნული და სახელმწიფოებრივი წყობილების საკითხებში.
თვითგანვითარება - გონებრივი განვითარება, განათლების მიღება დამოუკიდებლად.
თვითგვემა - ფანატიკოსთა თვითშთაგონებით ნაკარნახევი ჩვევა, რომ ტანჯონ საკუთარი სხეული და ამით ეზიარონ ციურ წყალობას.
თვითდინება - სტიქიური, უგეგმო, არაორგანიზებული მიმდინარეობა რაიმე საქმიანობისა.
თვითეული - იხილე თითოეული.
თვითკმარი - თავისთავად საკმაოდ მნიშვნელოვანი; სავსებით დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე.
თვითკმაყოფილება - თავისი თავით კმაყოფილება.
თვითკმაყოფილი - თავისი თავით კმაყოფილი.
თვითკრიტიკა - საკუთარი მუშაობის ნაკლოვანებათა კრიტიკა, საკუთარ შეცდომათა აღიარება.
თვითმავალი - რაც საკუთარი ძალით მოძრაობს.
თვითმასწავლებელი - სახელმძღვანელო, განკუთვნილი რისამე დამოუკიდებლად (მასწავლებლის ჩაურევლად) შესწავლისათვის.
თვითმიზანი - მიზანი, რომლის მნიშვნელობა განსაზღვრულია თავისითვე და არ წარმოადგენს სხვა რაიმე მიზნის მისაღწევ საშუალებას.
თვითმკვლელობა - თავის მოკვლა.
თვითმმართველობა
ამა თუ იმ ქვეყნის, კუთხის, ქალაქის უფლება - თვითონ (ცენტრალური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად) გადაწყვიტოს შინაგანი მართვის საკითხები, ავტონომია.
ზოგ ქვეყანაში - ადგილობრივი მმართველობის სახელწოდება.
თვითმომსახურება - საკუთარი თავის მომსახურება.
თვითმოქმედი
დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით მოქმედი.
მოხალისეებისაგან შემდგარი, არაპროფესიული.
თვითმოქმედება
პირადი ინიციატივის, თაოსნობის გამოჩენა რაიმე საზოგადოებრივ საქმიანობაში.
თვითმოქმედი კოლექტივების გამოსვლა; არაპროფესიული თეატრალურ-მხატვრული შემოქმედება.
თვითმპყრობელი - შეუზღუდავი უფლებებით აღჭურვილი.
თვითმპყრობელობა - მონარქის შეუზღუდავი ხელისუფლება; ასეთ ხელისუფლებაზე დამყარებული მმართველობის სისტემა
თვითმფრინავი (მოძველებული სახელი - აეროპლანი) - ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელსაც შეუძლია ფრენა ძრავებისა და უძრავი ფრთების მეშვეობით.
თვითმყოფი - დამოუკიდებელი თავის განვითარებაში; თავისი გზის მქონე, თავისუფალი, თავისებური.
თვითმყოფადი - იგივეა, რაც თვითმყოფი.
თვითმცლელი - თვითგანტვირთვადი სატვირთო ავტომობილი, მისაბმელი ან ნახევრად მისაბმელი.
თვითმხილველი - თავისი თვალით მნახველი, რისამე მომსწრე, მნახველი.
თვითნაბადი - ბუნებრივად ხალასი (სხვა რამესთან შეურეველი).
თვითნაბადი (ხალასი) ელემენტები - ქიმიური ელემენტები, რომლებიც ბუნებაში მეტნაკლებად მდგრადია თავისუფალი სახით.
თვითნაკეთი - თავისი, შინაური, არაპროფესიული საშუალებებით დამზადებული.
თვითნაკეთობა - თვითნაკეთი ნივთი.
თვითნასწავლი - ვინც დამოუკიდებლად, ვისიმე დახმარების გარეშე შეისწავლა რამე.
თვითნებობა - ისეთი მოქმედება, რომლის დროსაც არავის არ უწევენ ანგარიშს; მხოლოდ საკუთარი ნება-სურვილით, ჟინით მოქმედება.
თვითნებური - თვითნებობაზე დამყარებული.
თვითონ
განსაზღვრული ნაცვალსახელი: სხვის დაუხმარებლად, სხვის ჩაურევლად, პირადად.
იგივეა, რაც თვით.
თვითრჯული - თავნება, ჯიუტი, კერპი.
თვითსაცლელი - სატვირთო ავტომობილი, რომლის ძარა მექანიკურად ყირავდება.
თვითღირებულება - თანხა, რომელიც დაიხარჯა საქონლის წარმოებაზე.
თვითშეგნება - სრული შეგნება საკუთარი ღირსებისა, მნიშვნელობისა, უფლებისა, საკუთარი დანიშნულებისა ცხოვრებაში.
თვითშემოქმედება - იგივეა, რაც თვითმოქმედება.
თვითშემოქმედებითი - იგივეა, რაც თვითმოქმედი.
თვინიერი - წყნარი, მშვიდი, უწყინარი, მორჩილი.
თვის - თანდებული, მოითხოვს ნათესაობით ბრუნვას და გადმოსცემს დანიშნულებას, (ვისიმე, რისამე) გულისთვის, ვისიმე, რისამე გამო.
თვის ბოლოკი (Taphanus sativus) - წვრილი ბოლოკი, მეტწილად წითელი; ადრე შემოდის.
თვისება - ვისიმე, რისამე დამახასიათებელი ნიშანი, ბუნება, თავისებურება.
თვისებრივი - თვისებრიობით განსაზღვრული.
თვისებრიობა - ისეთი არსებითი ნიშანთვისება, თავისებურება, რაც ერთ საგანს ან მოვლენას განასხვავებს მეორისაგან.
თვისი
იგივეა, რაც თავისი.
ნათესავი, მოკეთე, ახლობელი.
თვისტომი - თავისი ტომის, თავის გვარის ადამიანი, ნათესავი, თვისიანი.
თვისტომობა - თვისტომის მდგომარეობა, ნათესაობა.
თვიიური
რაც ერთი თვის განმავლობაში ხდება; რაც ყოველ თვე მეორდება; თითო თვის ვადით განსაზღვრული.
ქალის ყოველთვიური სისხლდენა საშვილოსნოდან, მენსტრუაცია.
თვლა - ანგარიში, ვისიმე ან რისამე რაოდენობის გარკვევა.
თვლადი - რაც ითვლება.
თვლემა - მსუბუქი ძილი.
თვლიანი
თვლის მქონე, ბორბლიანი.
ძვირფასი თვლით, თვლებით შემკული.
თვრამეტი - რიცხვი და რაოდენობა 18, ათი და რვა.
თვრამეტი ბრიუმერი რესპუბლიკის VIII წლისა - (საფრანგეთის დიდი რევოლუციის კალენდრის მიხედვით) ნაპოლეონ ბონაპარტეს მიერ 1799 წლის 9-10 ნოემბერს მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალება, რომლის შედეგად დაემხო დირექტორია და დამყარდა სამხედრო დიქტატურა, კონსულობის, ხოლო შემდეგ (1804 წლიდან) ნაპოლეონ I-ის იმპერიის სახით.
თვრინი - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (კლდეეთის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ყვირილის ხეობაში. ზღვის დონიდან - 220 მეტრი, ზესტაფონიდან - 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 874 ადამიანი. სოფელი თვრინი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში. სოფელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ციხე-დარბაზი გალავნითა და საცხოვრებელი ნაგებობებით. სოფელშია ასევე XIX საუკუნის ეკლესია.
![]() |
4.5 თი |
▲back to top |
თია
ცხიმოვანი სიმსივნე.
ავადმყოფური ნუჟრი ხეზე.
კორძისებური გამაგრება რაიმე შენადნობზე, კერამიკულ ნაკეთობაზე.
თიამათი - სამყაროს შექმნის ბაბილონური მითის მიხედვით ზღვის მლაშე წყლების განსახიერება.
თიამინი (B1 ვიტამინი, ანევრინი) - ჰეტეროციკლური აზოტოვანი ნაერთი; შეიცავს გოგირდს, წყალში იხსნება.
თიანეთი - დაბა აღმოსავლეთ საქართველოში, თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და სადაბო საკრებულოს ცენტრი. მდებარეობს თიანეთის ქვაბულში, მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე. ზღვის დონიდან - 1100 მეტრი, მანძილი თბილისიდან - 78 კილომეტრი. მანძილი თიანეთიდან მცხეთამდე - 102 კილომეტრი (თბილისიდან შემოვლით). უახლოესი რკინიგზის სადგური - თბილისი. დაბის სტატუსი მიენიჭა 1960 წელს. მოსახლეობა - 3.6 ათასი (2002 წ).
თიანეთის მაზრა - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში, თბილისის გუბერნიის შემადგენელი ნაწილი. შეიქმნა 1874 წელს. იყოფოდა 3 უბნად: თუშეთ-კახეთის, ფშავ-ხევსურეთის და ერწოსი. მოიცავდა ახლანდელი თიანეთის, ახმეტის და დუშეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების ნაწილს. გაუქმდა 1930 წელს.
თიანეთის მუნიციპალიტეტი
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თბილისის ჩრდილოეთით.
1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის თიანეთის მაზრაში შედიოდა, 1921 წლიდან — თიანეთის მაზრაში, 1924-დან — დუშეთის მაზრაში, 1929-დან ტფილისის მაზრაში, 1930 წლიდან ტფილისის ოლქის ერწო-თიანეთის მუნიციპალიტეტში, 1932-დან ცალკე მუნიციპალიტეტია.
აღმოსავლეთით ესაზღვრება ახმეტის, დასავლეთით და ჩრდილოეთით - დუშეთის, სამხრეთით - საგარეჯოს და მცხეთის მუნიციპალიტეტებს.
ფართობი 906,3 კვ.კმ.
მოსახლეობა - 14 ათასამდე.
სიმჭიდროვე - 16 კაცი კვ.კმ-ზე.
მოსახლეობის 98,1% ქართველია, 1,4% - ოსი, 0,2% - რუსი, 0,1% - სომეხი, 0,1% - ბერძენი.
დასახლებული პუნქტები:
2 დაბა: თიანეთი, სიონი (8 სოფელი).
1 სადაბო და 10 თემის საკრებულო.
10 თემის საკრებულო: არტნის (10), ახალსოფლის (5), ზარიძეების (12), ნაქალაქარის (6), ჟებოტის (9), სიმონიანთხევის (7), ტუშურების (5), ღულელების (11), ჩეკურაანთგორის (5), ხევსურთსოფლის (3).
81 სოფელი: ალაჭანი, ალოტი, ახალსოფელი, ბადაანი, ბალებისხევი, ბეწენწურები, ბოდახევა, ბოკონი, ბოჭორმა, ბუჭყინტა, გორანა, გოჯიაანები, გრძელველები, გუდანელები, დევენაანთხევი, დორეულები, დულუზაურები, ევჟენტი, ვერხველი, ვეძათხევა, ზარიძეები, ზემო არტანი, ზემო ნაქალაქარი, ზემო შარახევი, ზენამხარი, თეგერაანები, თეთრახევა, თეთრაულები, თოლენჯი, თოხოლჩა, თრანი, თხილა იარაჯულები, ივლიანთგორი, კახოიანები, კვერნაულა, კვერნაულა, კვირიასხევი, ლახატო, ლელოვანი, ლიშო, მაგრანეთი, მამადაანები, მელიასხევი, ნადოკრა, ომარაანი, ორხევი, ჟებოტა, საკრეჭიო, საყდრიონი, საჭურე, სახევი საჯინიბო, სიმონიანთხევი, სიონთგორი, სხლოვანი, ტოლათსოფელი, ტუშურები, ფიჭვიანი, ქვემო არტანი, ქვემო ნაქალაქარი, ქვემო შარახევი, ქუშხევი, ღულელები, ყუდრო, ჩაბანო, ჩეკურაანთგორი, ჩიტაურები, ცალუღელაანთკარი, ძებნიაურები, ძირხვნიანი, წიკვლიანთკარი, წყაროთუბანი, ჭიაურა, ჭურჭელაურები, ხადოელები, ხაიშო, ხევსურთსოფელი, ხოფცა, ჯერვალიძეები, ჯიჯეთი (ჩამოთვლილთა შორის 4 დაუსახლებელი სოფელია: ზემო შარახევა, თხილა, ივლიანთგორი, ჩიტაურები).
ისტორიული ძეგლები: ციხე-დარბაზი და სასახლე ცხრაკარის კომპლექსი (ჭურჭელაურებთან), ოჩანის ციხე, ხუროთმოძღვრული კომპლექსი იხინჭა (ჟებოტის მიდამოები), უძველესი ქალაქის - ჟალეთის ნანგრევები, არჩილის მონასტერი ნადოკრაში.
თიანეთის ქვაბული - ქვაბული თიანეთის მუნიციპალიტეტში, ივრის ხეობაში, ქართლისა და კახეთის ქედებს შორის.
თიან ძიანი - იხილე ტიან ძიანი.
თიანძინი - იხილე ტიანძინი.
თიარეთი - ქალაქი ალჟირში, თიარეთის ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი.
თიაქარი
რომელიმე შინაგანი ორგანოს (უპირატესად წვრილი ნაწლავების) მუცლის ღრუდან კანქვეშ გამოვარდნა.
თვით ასეთი გამოვარდნილი, გამობერილი ორგანო.
თიბათვე - ივნისის ძველქართული სახელი.
თიბესთი - მთიანეთი აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში (ჩადი და ლიბერია).
თიბვა - ცელით ან სათიბი მანქანით ბალახის მოჭრა.
თიბილაანი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
თიბისა - ივლისის თვის ერთ-ერთი მოსახსენიებელი სახელი საქართველოში.
თიბოლდი რობერტ - ამერიკელი ეკონომისტი (დაიბადა 1929 წელს).
თიესი - ქალაქი დასავლეთ სენეგალში, თიესის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.
თივა - მოთიბული და გამხმარი ბალახი.
თივასილოსი - იხილე სენაჟი.
თივაქასრა (პოა) - მრავალწლოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა, საქონლის ყუათიანი საკვები, გავრცელებულია სათიბებსა და საძოვრებზე.
თივაქერა (Cynosurus cristatus) - ცხოველის საკვები მრავალწლოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა. გავრცელებულია ნატყევარ სათიბ-საძოვრებზე.
თივთიკი
თხის, ცხვრის, სიასმურის, კვერნის და ზოგი სხვა ცხოველის წვრილი და ნაზი ბალანი, ამოსული მქისე ფაცახის ქვეშ.
ამ ბეწვისაგან დამზადებული ქსოვილი.
იგივეა, რაც გერმა.
სხვათა ენაა, ქართულად თხისური ჰქვიან (საბა).
თიზანიეზიოზი - მცოხნავ ცხოველთა დაავადება, რომელსაც იწვევს ლენტისებრი ცესტიდა.
თითა - თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში, ისხამს მსხვილ და მოგრძომარცვლიან მტევანს.
თითბერი
ყვითელი ფერის ლითონი, სპილენძისა და თუთიის შენადნობი.
ყვითელი სპილენძი ბუნებით (საბა).
თითი
ხელის, ფეხის ან ცხოველის თათის ბოლო მოძრავი ნაწილი.
ფიწლის ყოველი ღერი, წვერი.
ჴელის რტო (საბა).
სიგრძის უძველესი საზომი საქართველოში; იხმარებოდა XVIII საუკუნის ჩათვლით, აღნიშნავდა შუა თითის სიგანეს (დაახლოებით 2-2,1 სმ).
თითისტარი
თავსა და ბოლოში წვრილი, ქვედა ნაწილში გამსხვილებული ჩხირი, რომლის ბზრიალით ძაფს ართავენ.
სართავი მანქანის ნაწილი.
თითლიბაზი (სპარს.) - პირფერი, ქლესა, ფარისეველი, ცბიერი.
თითო - ერთი და ერთი; ერთი რამდენჯერმე. ერთი და კვლავ ერთი.
თითოეული - განსაზღვრებითი ნაცვალსახელი: ყველა ცალ-ცალკე, თითო-თითოდ აღებული, ყოველი მათგანი.
თითო-თითო - იგივეა, რაც თითო.
თითონ - იხილე თვითონ.
თითოობით - იგივეა, რაც სათითაოდ, თითო-თითოდ.
თითო-ოროლა - თითო თუ ორ-ორი; ერთი-ორი, რამდენიმე.
თითქმის - ისე ან იმდენი, რომ ცოტაღა აკლდეს; ლამის.
თითქოს - ნაწილაკი: აღნიშნავს იმას, რაც სინამდვილეში არ არის, რაც ჰგავს, მოგვაგონებს რასმე, - ვითომდა, ვითომც.
თითხნა - ცუდი ხატვა, თხუპნიაობა.
თიკანაძე გურამ - ფოტოგრაფი, ალპინისტი, სპორტის ოსტატი (1932-1963 წწ).
თიკანი - თხის ნაშიერი.
თიკვი - (კუთხურად) იგივეა, რაც ჩვარი.
თიკუნი - (კუთხურად) იგივეა, რაც მეტსახელი.
თილე ფრიდრიხ კარლ იოჰანეს - გერმანელი ქიმიკოსი (1865-1918 წწ).
თილითი - ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის სოფელ აბააჟვახუს ძველი სახელი.
თილიმა (თურქ.) - მოხარშული, დაჭრილი თევზი, ძმარში ჩადებული.
თილისმა (არაბ.)
რაიმე პატარა ნივთი, რომელსაც თითქოს ადამიანისათვის ბედნიერების, წარმატების, გამარჯვების მოტანა შეუძლია.
იგივეა, რაც ჯადო.
თიმარი - საკარგავი, ფეოდალური მიწათმფლობელობის ყველაზე გავრცელებული (მემკვიდრეობითი) ფორმა ოსმალეთში შუა საუკუნეებში.
თიმინი - ერთ-ერთი პირიმიდინული ფუძე, იღებენ დნმ-ს ჰიდროლიზით, ამჟამად კი - სინთეზურადაც.
თიმფუ - ბჰუტანის დედაქალაქი, მდებარეობს მდინარე ჩინჩუს ნაპირზე (15 ათასი)
თინათინი
არეკლილი მზის სხივი.
„ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟი, როსტევან არაბთა მეფის ასული.
თინეიჯერი - იხილე ტინეიჯერი.
თინიკაანი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.
თინუსი - თევზი, სკუმბრიასებრთა ოჯახისა, აქვს მრავალი პატარა ფარფლით აღჭურვილი გრძელი სხეული.
თიომარილები (სულფომარილები) - თიომჟავათა მარილები; ჟანგბადოვან მჟავათა მარილების ანალოგიური ნაერთები, რომელთა მოლეკულა ჟანგბადის ერთი ან რამდენიმე ატომის ნაცვლად შეიცავს შესაბამისი რაოდენობის გოგირდის ატომებს.
თიომჟავები - ჟანგბადოვან მჟავათა გოგირდოვანი ანალოგები, რომელთა მოლეკულა ჟანგბადის ერთი ან რამდენიმე ატომის ნაცვლად შეიცავს შესაბამისი რაოდენობის გოგირდის ატომებს.
თიოურსაუ - მდინარე ისლანდიაში, ერთვის ატლანტის ოკეანეს.
თიოფენი - ჰეტეროციკლური ნაერთი, უფერული სითხე; ორგანულ გამხსნელებში კარგად იხსნება. იყენებენ, როგორც ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას
თირა (სანტორინი) - კუნძულების ჯგუფი ეგეოსის ზღვაში, ეკუთვნის საბერძნეთს
თირალიმნა - ნადირია ერთი (საბა).
თირატრონი (ბერძნ.) - იონური ხელსაწყო, რომელიც თავისი მოქმედებით რელეს ანალოგიურია.
თირე - ქალაქი თურქეთის იზმირის ვილაიეთში.
თირეოიდინი - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული პრეპარატი; მზადდება საქონლის გამხმარი და დაფხვნილი ფარისებრი ჯირკვლისაგან.
თირეოტოქსიკოზი - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის პათოლოგიური გაძლიერებით გამოწვეული ავადმყოფური პროცესი.
თირი
ნაცრისფერი რბილი ქვა; ითლება, ცეცხლზე არ სკდება; მისგან აკეთებენ კერას, მჭადაქვა.
მიწა ერთგვარი; მისგან აკეთებენ ქოთნებს, ქვევრებს.
თირის მონასტერი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი ცხინვალის ჩრდილო-დასავლეთით. მშენებლობა დაუწყიათ XIII საუკუნის მეორე ნახევარში.
თირკმელა - სოკო მიწის ქვეშა (საბა).
თირკმელი - ხერხემლიანთა ორგანო, რომელიც შარდს გამოყოფს.
თირკნა (ყოფილი დირკნალი) - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.
თირნიაუზი - ქალაქი რუსეთის ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში.
თიროზინი - ამინომჟავა, ცილოვანი ნივთიერებების ჰიდროლიზის ერთ-ერთი პროდუქტი
თიროქსინი - ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის ძირითადი თირეოიდული ჰორმონი, რომელსაც ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულები გამოიმუშავებენ.
თირსოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დიონისესა და მისი თანამგზავრების კვერთხი, ჯოხი, რომელიც დაწნული იყო სუროთი და ვაზის ფოთლებით.
თისელი - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.
თისელიღელე - მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი.
თისენი პეტერ ადოლფ - გერმანელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1899-1990 წწ).
თისტლვუდი ართურ - ინგლისელი რევოლუციონერ-დემოკრატი (1774-1820 წწ).
თიტმარ მერზებურგელი - გერმანელი მემატიანე (975-1018 წწ).
თიუი (დიდი თიუი) - მდინარე რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკასა და პერმის ოლქში, მდინარე უფის მარჯვენა შენაკადი.
თიული (თურქ.) - პირობითი ფეოდალური საკუთრების ფორმა. XV საუკუნეში გავრცელდა შუა აზიაში, შემდეგ ირანში, აზერბაიჯანსა და სომხეთში
თიუნენი ჰაინრიხ - გერმანელი ეკონომისტი (1783-1850 წწ).
თიურინგია - ისტორიული ოლქი და მხარე აღმოსავლეთ გერმანიაში (ცენტრი - ქალაქი ერფურტი).
თიურინგიის ტყე - ქედი გერმანიის თიურინგიის მხარეში (სიგრძე - დაახლოებით 100 კილომეტრი)
თიქილისა - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.
თიქორი - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
თიღვა - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.
თიხა - დაქუცმაცებული ქანი; მისი წყალში აზელით მიიღება ცომისებური მასა; იყენებენ სამშენებლო საქმეში, კერამიკაში, ქანდაკებაში და სხვა.
თიხამიწა
ნიადაგში არსებული თეთრი კრისტალური ნივთიერება, - ალუმინის ჟანგი.
იგივეა, რაც თიხა
თიხანარევი - რაშიც თიხაა შერეული.
თიხაფიქალები - ნაცრისფერი, მოყვითალო ან მოშავო-მონაცრისფრო სუსტად მეტამორფიზებული ქანები
თიჰამა - ზღვისპირა უდაბნო ვაკე არაბეთის ნახევარკუნძულზე, საუდის არაბეთსა და იემენში.
![]() |
4.6 თლ |
▲back to top |
თლაშო - არყის სასმელი პატარა ჭიქა.
თლემსენი - ქალაქი ალჟირში, თლემსენის ვილაიას ადმინისტრაციული ცენტრი.
თლია - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
თლიაყანა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
თლიისწყალი - მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ლიახვის მარცხენა შენაკადი.
თლილი
გათლილი.
ნატიფი, დახვეწილი (თითები, სასმისი და სხვა).
(ღრმანი) - მთა ადიგენის მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე (სიმაღლე - 2540 მეტრი).
თლიხევი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს მარჯვენა შენაკადი.
თლუსთენჰაბლი - დაბა რუსეთის კრასნოდარის მხარის ადიღეის ავტონომიაში.
თლუღი - სოფლების ზედა თლუღისა და ქვედა თლუღის გავრცელებული სახელწოდება (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი).
![]() |
4.7 თმ |
▲back to top |
თმა
ადამიანის თავზე ამოსული ძაფისებური რქოვანი ნაზარდი.
საერთოდ - ბალანი, ბეწვი.
თმააბურძგნილი (თმაგაბურძგნილი) - ვისაც თმა აბურძგნილი, აწეწილი აქვს.
თმააწეწილი - ვისაც თმა აწეწილი აქვს.
თმაგაშლილი - ვისაც თმა გაშლილი აქვს.
თმაგაჩეჩილი - ვისაც თმა გაჩეჩილი აქვს.
თმაგაწეწილი - ვისაც თმა გაწეწილი აქვს
თმაგრძელი - ვისაც გრძელი თმა აქვს, გრძელთმიანი.
თმადავარცხნილი - ვისაც თმა დავარცხნილი აქვს.
თმაქოჩორა - ქოჩრის მქონე, ქოჩორა.
თმაშევერცხლილი - ვისაც თმა შეჭაღარავებული აქვს.
თმაშეკრეჭილი - ვისაც თმა შეკრეჭილი აქვს.
თმაშეღებილი - ვისაც თმა შეღებილი აქვს.
თმახუჭუჭა - ვისაც ხუჭუჭი თმა აქვს, ხუჭუჭთმიანი.
თმენა - გრძნობათა შეკავება, არგამხელა, გახანგრძლივება
თმიანი - თმით შემოსილი.
თმოგველები - დიდგვაროვან ფეოდალთა საგვარეულო XII-XIV საუკუნეებში, მხარგრძელთა განშტოება.
თმოგველი თაყაიდინ სარგისის ძე - XIII საუკუნის დასაწყისის ქართველი სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე
თმოგველი სარგის - XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ქართველი დიდებული, თმოგველების ფეოდალური სახლის ფუძემდებელი; ზოგი მეცნიერი მწერალ სარგის თმოგველთან აიგივებს
თმოგველი სარგის თაყაიდინის ძე - XIII საუკუნის 30-60-იანი წლების ქართველი პოლიტიკური მოღვაწე.
თმოგვი (ყოფილი მარგაასთანი) - სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში.
თმოგვის ციხე - ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში, ჯავახეთში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი ასპინძის მუნიციპალიტეტი). პირველად იხსენიება X საუკუნეში.
![]() |
4.8 თო |
▲back to top |
თოგოიანთკარი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.
თოგოიანი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.
თოგოლოქ მოლდო (ნამდვილი სახელი და გვარი ბაიმბეთ აბდირახმანოვი) - ყირგიზი პოეტი (1860-1942 წწ).
თოდაძე მანანა - ესტრადის მომღერალი, ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი (XX-XXI სს).
თოდოგაური - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.
თოდოსა - ძველი ოსტატი, მოხსენიებულია ატენის სიონის (VII საუკუნე) სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ ნიშში სომხური მთავრული შრიფტით შესრულებულ წარწერაში.
თოდრაკელი - ურიდად ბოროტის მოქმედი (საბა).
თოდუა კოჩა - სამეგრელოს 1857 წლის გლეხთა აჯანყების ერთ-ერთი მეთაური.
თოდუა მაგალი - აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (დაიბადა 1927 წელს).
თოდუა უტუ - სამეგრელოს 1857 წლის გლეხთა აჯანყების ერთ-ერთი მეთაური.
თოვა - თოვლის მოსვლის პროცესი.
თოვლი - ატმოსფერული ნალექი, წყლის კრისტალები, ყინვისაგან შეკავშირებული თეთრ ფიფქებად; ასეთი ფიფქების მასა.
თოვლიანი
თოვლით დაფარული, თოვლში ამოგანგლული.
ისეთი ამინდი, როდესაც თოვს; ისეთი ზამთარი, როდესაც ბევრ თოვლს დებს.
თოვლიანი მღვიმე - მღვიმე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედზე.
თოვლის მიჯნა (თოვლის ხაზი) - მიჯნა, რომლის ზემოთ დედამიწის ზედაპირზე მყარი ატმოსფერული ნალექების დაგროვება ჭარბობს მათ დნობასა და აორთქლებას.
თოვლნარი (თოვლის ლაქები) - ქარისა და მზის სხივებისაგან მოფარებულ ადგილებში შემორჩენილი თოვლის, ფირნისა და ყინულის გროვა.
თოვლსაწმენდი - მანქანა, რომლითაც თოვლისაგან წმენდენ გზებს.
თოვლ-ჭყაპი - მდნარი, წყლიანი თოვლი.
თოთანი
სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.
თოთი - მწვერვალი (4000 მ), უღელტეხილი და მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.
თოთიაურნი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდამაყრის თემის საკრებულო), მდინარე ბაკურხევის (გუდამაყრის არაგვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 940 მეტრი, დუშეთიდან - 61 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 33 კაცი.
თოთიბაძე გიორგი - ფერმწერი, აკადემიკოსი (დაიბადა 1928 წელს).
თოთო
ახალი, ნედლი, ნორჩი, ჩვილი.
კვერცხი თოხლო (საბა).
თოთხამი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.
თოთხმეტი - რიცხვი და რაოდენობა 14, ათი და ოთხი.
თოითეფა - ქალაქი უზბეკეთის ტაშკენტის ოლქში.
თოირათეფე -ადრინდელი სამიწათმოქმედო ხანის (ძვ.წ.აღ. V ათასწლეული) ნასოფლარი აზერბაიჯანის ყაზახის რაიონში
თოიძე ალექსანდრა (შურა) - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მხატვარ მ.თოიძის ქალიშვილი. მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის თეატრში (1907 - 1985 წწ)
თოიძე ირაკლი - ფერმწერი და გრაფიკოსი (1902-1985 წწ)
თოიძე მოსე - ფერმწერი და გრაფიკოსი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1871-1953 წწ).
თოკი
მსხვილად ნაგრეხი რამდენიმე წვერი კანაფი, სელი და მისთანები.
სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში.
თოკშებმული - რასაც (ვისაც) თოკი აქვს შებმული.
თოლენჯი - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (სიმონიანთხევის თემის საკრებულო), ერწოს ქვაბულის ჩრდილოეთ ნაწილში. ზღვის დონიდან - 1120 მეტრი, თიანეთიდან - 29 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 342 კაცი.
თოლია (larus) - წყალში მოცურავე ფრინველი; აქვს მოკლე ფეხები და ხშირი ბუმბული
თოლიგე - საალერსო სიტყვა - ჩემო თვალის ჩინო! (ასე მიმართავდა ცოლი ქმარს ან ქმარი ცოლს სამეგრელოში).
თოლორაია კოტე - კინოსა და თეატრის მსახიობი (დაიბადა 1926 წელს)
თოლოსი - ცრუ გუმბათით გადახურული გეგმით წრიული შენობა, ხუროთმოძღვრულ ნაგებობათა ერთ-ერთი უძველესი და ფართოდ გავრცელებული ტიპი.
თომა ჰანს - გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1839-1924 წწ).
თომა არწრუნი - X საუკუნის სომეხი ისტორიკოსი, ჩამომავლობით სომხეთის ცნობილ ნახარართა (მსხვილ ფეოდალთა) არწრუნთა გვარიდან.
თომა აქვინელი (თომა აკვინატი) - შუა საუკენეების ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი, დომინიკანელთა ორდენის წევრი. პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი, თომიზმის ფუძემდებელი, რომელიც დღემდე კათოლიციზმის ცენტრალურ ფილოსოფიურ მოძღვრებად ითვლება. (1225 - ან 1226 - 1274 წწ).
თომაზიუსი კრისტიან - გერმანელი იურისტი, ფილოსოფოს-განმანათლებელი (1655-1728 წწ).
თომა მაგისტროსი - ბიზანტიელი ფილოლოგი (დაახლოებით 1270- 1325 წწ).
თომა მეწოფეცი - XV საუკუნის სომეხი ისტორიკოსი, წარმომავლობით განეკუთვნებოდა ვასპურაკანის აზნაურთა ქაჯბერუნელების ოჯახს.
თომას კემპენელი (თომას ჰემერკენი) გერმანელი მისტიკოსი, ავგუსტინელი მონაზონი (1380-1471 წწ).
თომაძე მაია - მომღერალი (სოპრანო), საქართველოს სახალხო არტისტი (1954-1994 წწ).
თომი (Testuka djimilensis) - მთის ბალახი, მარცვლოვანთა ოჯახისა; გავრცელებულია ქვიანსა და კლდოვან ადგილებში.
თომიზმი - შუა საუკუნეების კათოლიკე ღვთისმეტყველის, დომინიკანელი ბერის, ალბერტ დიდის მოწაფის თომა აკვინელის მოძღვრება, რომელიც ფაქტობრივად არისტოტელეს ფილოსოფიის მისადაგებაა რელიგიასთან.
თომსენი ვილჰელმ ლუდვიგ - დანიელი ენათმეცნიერი (1842-1927 წწ)
თომსენი კრისტიან იურგენსენ - დანიელი ქიმიკოსი (1788-1865 წწ)
თომსენი ჰანს პეტერ იურგენ იულიუსი - დანიელი ქიმიკოსი (1826-1909 წწ)
თომფსონი - ქალაქი კანადის მანიტობის პროვინციაში.
თონბური - ქალაქი სამხრეთ ტაილანდში.
თონდრაკელები - ანტიფეოდალური სახალხო მოძრაობის მონაწილენი შუა საუკუნეების სომხეთში.
თონე - მიწაში ჩადგმული, გამომწვარი თიხის უძირო ცილინდრული ღუმელი, რომელშიც პურს აცხობენ.
თონეთი - სოფლების დიდი თონეთისა და პატარა თონეთის გავრცელებული სახელწოდება (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი).
თონეული - თონეში გამომცხვარი პური, ლავაში ან ნაზუქი.
თონთლო
რბილი, სუსტი, გაუმაგრებელი.
იგივე თოთო (საბა).
თონიშური - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარცხენა შენაკადი.
თორა
ძველი აღთქმის (დაბადების) პირველი 5 წიგნი, ხუთწიგნეული, რომლის ავტორობა მოსეს მიეწერება; მასში მოთხრობილია ისტორიული მოვლენების ბიბლიური ვერსიები. პერგამენტის გრაგნილი, რომელზედაც ეს ტექსტია დაწერილი.
ებრაელთა სალოცავი; სინაგოგა.
თორაიღიროვი სულთანმაჰმუდ - ყაზახი პოეტი-დემოკრატი (1893-1920 წწ).
თორაკალური (ბერძნ.) - გულმკერდთან დაკავშირებული.
თორაკი - მკერდი ბეჭითურთ (საბა).
თორაკოპლასტიკა (ბერძნ) - რამდენიმე ნეკნის ამოკვეთის ოპერაცია. მიმართავენ ფილტვების კავერნული ტუბერკულოზის დროს.
თორაკოსკოპია (ბერძნ.) - სპეციალური აპარატით - თორაკოსკოპით - პლევრის ღრუს გამოკვლევის მეთოდი.
თორაკოტომია (ბერძნ.) - გულმკერდის ღრუს გაკვეთის ოპერაცია.
თორაქსი (ბერძნ.) - გულმკერდი. იხილე თორაკი.
თორაძე ალექსანდრე - პიანისტი (დაიბადა 1952 წელს).
თორაძე დავით - კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1922-1990 წწ).
თორბეკე იოჰან რუდოლფ - ნიდერლანდის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1798-1872 წწ).
თორდუა ვლადიმერი - მწერალი, ჟურნალისტი (1914-1990 წწ).
თორელაანთკარი - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო შარახევის ძველი სახელი.
თორელაანი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდამაყრის თემის საკრებულო), გუდამაყრის ხეობაში, მდინარე ბაკურხევის და გუდამაყრის არაგვის შესართავთან. ზღვის დონიდან - 1320 მეტრი, დუშეთიდან - 50 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 47 კაცი.
თორელები - დიდგვაროვან ფეოდალთა საგვარეულო XII-XV საუკუნეებში, სახელწოდება წარმოდგა მათი საგვარეულო მამულიდან - თორი (ახლანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტი).
თორელი გამრეკელი კახის ძე - XII საუკუნის II ნახევრის ქართველი დიდგვაროვანი ფეოდალი
თორელი გამრეკელი კახის ძე - XIII საუკუნის 30-40-იან წლებში მოღვაწე ქართველი დიდგვაროვანი ფეოდალი
თორელი კახა გამრეკელის ძე - XII საუკუნის შუა წლების მოღვაწე ქართველი დიდგვაროვანი ფეოდალი, ახალქალაქის (ე.ი. ჯავახეთის) ერისთავთერისთავი
თორელი კახა გამრეკელის ძე - XIII საუკუნის 50-60-იან წლებში მოღვაწე ქართველი დიდგვაროვანი ფეოდალი, ახალქალაქის ერისთავთერისთავი.
თორემ - კავშირი, მიუთითებს შედეგზე, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს რაიმე პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, წინააღმდეგ შემთხვევაში.
თორვალდსენი ბერტელ - დანიელი მოქანდაკე (1768 ან 1770 - 1844 წწ).
თორთლა - მდინარე ახალგორის დაა გორის მუნიციპალიტეტებში, მეჯუდის მარცხენა შენაკადი.
თორთლაძე გიორგი (გია) - ალპინისტი და პოლიტიკური მოღვაწე. 150-მდე ასვლის მონაწილე კავკასიონზე პამირსა და ტიან-შანზე. მინიჭებული აქვს “თოვლის ჯიქის” წოდება (1991). პირველი ქართველი ალპინისტი, რომელმაც დაიპყრო ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის უმაღლესი მწვერვალები მაკ კინლი და აკონკაგუა, აგრეთვე აფრიკის უმაღლესი მწვერვალი კილიმანჯარო. მერაბ ნემსიწვერიძესთან ერთად ჟანგბადის ბალონის გარეშე ავიდა შიშა პანგმაზე (1992 ). მისი ხელმძღვანელობით პირველმა ქართულმა ექსპედიციამ დალაშქრა დჰაულაგირი (1995). 1999 წლის 26 მაისს გია თორთლაძემ, მერაბ ხაბაზმა, მამუკა ციხისელმა, მერაბ ნემსიწვერიძემ და ირაკლი უგულავამ ქართველთაგან პირველებმა დალაშქრეს ევერესტი. 2001 წელს ინტერნაციონალურ ჯგუფთან ერთად ევერესტი მეორედ დაიპყრო (დაიბადა 1960 წელს).
თორთლაძე სულიკო - კალათბურთელი. თამაშობდა ქუთაისის „დინამოსა“ (1938-40, 44) და თბილისის „დინამოში“ (1945-52). სსრკ ჩემპიონი (1950), მეორე (1947) და მესამე (1948) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1949). ბავშვთა კალათბურთის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი (1919-1982 წწ)
თორთომი (თორთუმი) - პროვინცია ისტორიულ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (ამჟამად თურქეთის ტერიტორია). ცენტრი თორთომის ციხე (ნანგრევებიღაა შემორჩენილი მდ. თორთომის შუა წელზე). მოიცავდა მდ. ოლთისის (თურქ. ოლთუჩაი) შენაკად მდინარე თორთომის (თურქ. თორთუმჩაი) ხეობას. თორთომი ტაოს მხარეში შედიოდა. ეკლესიურად ექვემდებარებოდა იშხნის ეპისკოპოსს. აქ იყო ქართული კულტურის მძლავრი კერები - ოშკისა და ხახულის მონასტრები. თავისი მდებარეობის გამო თორთომს ერთ-ერთ პირველს უხდებოდა სამხრეთიდან შემოსეული მტრის იერიშის მოგერიება. XIII საუკუნეში ტაოს ერისთავმა თაყა ფანასკერტელმა თორთომის ციხესთან დაამარცხა თურქთა მომთაბარე ტომები. შემდგომში თორთომი სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში შედიოდა. XVI საუკუნეში მას საქართველოს სხვა ტერიტორიის ნაწილთან ერთად ოსმალეთი დაეუფლა.
თორთქოლი (1920 წლამდე პეტრო-ალექსანდროვსკი) - ქალაქი უზბეკეთის ყარაყალპაკეთის რესპუბლიკაში.
თორი
მხარე ისტორიულ სამხრეთ საქართველოში (ახლანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტი).
(თორნი) - აბჯრის ერთ-ერთი სახე ძველ საქართველოში
სკანდინავიურ მითოლოგიაში - ჭექა-ქუხილის ღმერთი, მიწათმოქმედების მფარველი.
თორია - სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.
თორის ქვაბული - ქვაბული ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბორჯომულისა და გუჯარეთისწყლის აუზში.
თორისწყალი - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბორჯომულას მარცხენა შენაკადი.
თორიტი - იშვიათი მინერალი, რომელსაც ახასიათებს ძლიერი რადიოაქტივობა; წარმოადგენს მადანს, რომლისგანაც იღებენ თორიუმს.
თორიუმი (თჰ) - რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. ატომური ნომერი 90, ატომური მასა 232,038. პირველად თორიტიდან 1828 წელს ი.ბერცელიუსმა გამოყო; მიეკუთვნება აქტინოიდებს; წარმოადგენს ნედლეულს ატომური ენერგიის სამრეწველო მიზნებისათვის მისაღებად (სახელი ეწოდა სკანდინავიური მითოლოგიის ქუხილის ღმერთის თჰორ-ის მიხედვით).
თორმანეული - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.
თორმეტი - რიცხვი და რაოდენობა 12, ათი და ორი.
თორმეტგოჯა ნაწლავი - ადამიანის წვრილი ნაწლავის ნაწილი კუჭიდან მლივ ნაწლავადე
თორნდაიკი ანდრე - გერმანელი კინორეჟისორი (1909-1979 წწ)
თორნდაიკი ანელი - გერმანელი კინორეჟისორი ქალი (დაიბადა 1925 წელს)
თორნდაიკი ედუარდ ლი - ამერიკელი ფსიქოლოგი და პედაგოგი (1874-1949 წწ)
თორნდაიკი სიბილ - ინგლისელი მსახიობი ქალი (1882-1976 წწ)
თორნე - იგივეა, რაც თონე.
თორნეული - იგივეა, რაც თონეული.
თორნი
სხეულის დასაფარავი აბჯარი.
ტანსაცვამია რკინისა (საბა).
თორნიკე ერისთავი - ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე, დავით III დიდი კურაპალატის სახელოვანი სარდალი (გარდაიცვალა 985 წელს).
თორნიკე ერისთავი - აკაკი წერეთლის პოემა (დაიწერა 1883 წელს).
თორნისწყალი - მდინარე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ხრამის მარცხენა შენაკადი.
თოროუ ჰენრი დეივიდ - ამერიკელი მწერალი, საზოგადო მოღვაწე (1817-1862 წწ).
თორპი ტომას ედუარდ - ინგლისელი ქიმიკოსი და ქიმიის ისტორიკოსი (1845-1925 წწ).
თორსა - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.
თორტიზა
სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
მთა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, გვირგვინის ქედზე (1996 მ).
თორუჯი (ფორეჯი) - ზუთხისებრი თევზი
თორქები (ღუზები, უზები) - თურქულენოვანი მომთაბარე ტომები, რომლებიც ოღუზთა ტომობრივ გაერთიანებას გამოეყვნენ XI საუკუნეში.
თორღვა
იხილე პანკისის ციხე
მამაკაცის გავრცელებული სახელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში.
თორღვა პანკელი - ქართველი ფეოდალი, კახეთის გამგებელი XIII საუკუნის 40-იან წლებში. კოხტასთავის შეთქმულების მონაწილე.
თორღვას აბანო - ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტი თელავის მუნიციპალიტეტში, ბულანჩოსწვერის მთის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1750 მეტრზე. თორღვას აბანოში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი, ხანგრძლივი გრილი ზაფხული. ნალექები 1200-1600 მმ წელიწადში. ძირითად სამკურნალო ფაქტორია თერმული გოგირდწყალბადიანი, ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის. წყლის ტემპერატურაა 36,5°C, მინერალიზაცია 0,6 გ/ლ. სამედიცინო ჩვენება: საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური ქრონიკული დაავადებანი. თორღვას აბანოში არის სააბაზანო შენობა და სამედიცინო პუნქტი. მკურნალობა ამბულატორიულია. სეზონი - ივნის-სექტემბერი.
თორღვის ბრძოლა- 1578 წელს ბრძოლა კახეთის ტახტის პრეტენდენტებს შორის. 1574 წელს გარდაიცვალა კახეთის მეფე ლევანი და მისმა შვილებმა დაიწყეს ბრძოლა ტახტისათვის, თავდაპირველად ტახტზა ავიდა ქიხოსრო (ლევანის შვილი შამხალ ყარამუსალის ასულისგან), ალექსანდრემ (ალექსანდრე II, ლევანის შვილი გურიელის ასულისგან) თავი შეაფარა ყაზახს. ალექსანდრეს მიემხრნენ ქართლის მეფე დავით X (დაუთ-ხანი), სიმამრი ბარძიმ ამილახვარი, ელიზბარ ქსნის ერისთავი და რამდენიმე კახი თავადი. ბრძოლა გაიმართა თორღვას (ახლანდელი ახმეტის მუნიციპალიტეტი) ციხესთან (პანკისის ციხესთან); ალექსანდრემ გაიმარჯვა და ტახტი მას დარჩა.
თოტი - ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში სიბრძნის, ენის, დამწერლობის, განსწავლულობის, ჯადოსნობის და მთვარის ღვთაება.
თოუმიში (თუმიში)
სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.
მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.
თოფა - კენჭაობის (საბავშვო თამაშობის) ერთ-ერთი ილეთი
თოფანქჩიაღასი - მეთოფეთა უფროსი აღმოსავლეთის ქვეყნების არმიაში.
თოფარი - დაბა ყაზახეთის ყარაღანდის ოლქში.
თოფგადაგდებული - იგივეა, რაც თოფგადაკიდებული.
თოფგადაკიდებული - ვისაც მხარზე თოფი ჰკიდია.
თოფელა (თოფთოფელა) - იგივეა, რაც ხელთოფა.
თოფ-ზარბაზანი - თოფები და ზარბაზნები.
თოფი
(თურქ.) - ხელის გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი.
მთლიანი ქსოვილი, ბრტყლად დახვეული, ქსოვილის ზომის მსხვილი ერთეული.
თოფიანი - თოფით შეიარაღებული.
თოფ-იარაღი - თოფი და სხვადასხვა საბრძოლო იარაღი.
თოფიარაღიანი - თოფ-იარაღში ჩამჯდარი (ჩამსხდარი).
თოფისწამალი - ფეთქებადი ნივთიერება ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნების და ჭურვების დასამზადებლად, იგივე დენთი.
თოფნაკრავი - თოფით დაჭრილი.
თოფოსნობა - თოფის ხმარება.
თოფრა - პატარა ტომარა.
თოფრალი - იგივეა, რაც თოფრა.
თოფურია აკაკი - ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1916-1985 წწ)
თოფურია ვარლამ - ენათმეცნიერი, აკადემიკოსი (1901-1966 წწ).
თოფურიძე ვალენტინ - მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი (1908-1986 წწ).
თოფჩიბაში (თურქ.) - სამხედრო თანამდებობა ირანსა და ოსმალეთში; მეზარბაზნეთა უფროსი.
თოფხანა (თურქ.-სპარს.) - თურქეთში - ზარბაზნების ჩამომსხმელი ქარხანა. ირანში - არტილერიის პარკი. იგივეა, რაც არსენალი.
თოქათი - ქალაქი თურქეთში, თოქათის ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი.
თოქალთო (სპარს.) - ცხენის ზურგზე, უნაგირის ქვეშ (საოფლეზე) დასაფენი ქეჩა.
თოქთოგულ სათილღანოვი - ყირგიზი სახალხო პოეტი, აკინი, ყირგიზული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1864-1933 წწ).
თოქთოგული - დაბა ყირგიზეთის თალასის ოლქში.
თოქმა (თურქ.) - მკვრივი, მსხვილი, ტლანქი.
თოქმაქი - ქალაქი ყირგიზეთში.
თოქმაღამბეთოვი ასყარ - ყაზახი პოეტი (1905-1985 წწ).
თოქმაჩი (თურქ.) - უროს მცემელი სამჭედლოში.
თოქომბაევა აისულუ - ბალეტის ყირგიზი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1947 წელს).
თოქომბაევი აალი - ყირგიზი მწერალი (1904-1988 წწ).
თოქში - შეძახილი ვირის გასაჩერებლად.
თოღა - იხილე მაჭი.
თოღრულ-ბეგი - სელჯუკთა სახელმწიფოს დამაარსებელი (დაახლოებით 923 - 1063 წწ).
თოღუზაქი - მდინარე რუსეთის ჩელიაბინსკის და ყაზახეთის კუსტანაის ოლქებში, მდინარე უის მარჯვენა შენაკადი.
თოში - ყინული, რომელიც მდინარეს მოაქვს გაზაფხულზე, ხორგი
თოხანი - სათამაშო კოჭის ერთ-ერთი, შედარებით სწორი მხარე, ალჩუს მოპირდაპირე
თოხარიკი
მოხდენილად, გოგმანით სიარული (ცხენისა).
ამგვარად მოსიარულე (ცხენი), იორღა.
ცხენი კარგ მოსიარულე (საბა).
თოხაძე გივი - მსახიობი (დაიბადა 1922 წელს).
თოხთა - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.
თოხთამიში - ოქროს ურდოს ხანი (გარდაიცვალა 1406 ან 1407 წლებში).
თოხი
ხის ტარზე წამოცმული ბრტყელპირიანი რკინის იარაღი, რომლითაც მიწას აფხვიერებან, სარეველა ბალახებს აცლიან (სიმინდს, ვენახს).
იგივეა, რაც არქი.
თოხიტარა - იგივეა, რაც ბოლოქანქარა.
თოხლი
ცხვარი ექვსი თვის ასაკიდან ერთ წლამდე.
სხვათა ენაა, ქართულად ბუწი ჰქვიან (საბა).
თოხლიაური - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთის ძირას. თბილისი-გურჯაანის საავტომობილო და სარკინიგზო გზაზე. ზღვის დონიდან - 700 მეტრი, საგარეჯოდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1053 კაცი.
თოხლო
ოდნავ მოხარშული (კვერცხი).
(გადატანით) დონდლო, ლაყე.
კვერცხი ნახევარ-მწვარი (საბა).
თოხნა - მიწის დამუშავება თოხით.
თოხნური - უძველესი ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა შრომისა.
თოხოლჩა - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ღულელების თემის საკრებულო), ერწოს ქვაბულის სამხრეთ ნაწილში, მდინარე თრანულის (ივრის აუზი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდა - 1110 მეტრი, თიანეთიდან - 34 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 24 კაცი.
თოხუმი (სპარს.) - შთამომავლობა, ჯიში, ჯილაგი.
თოჯინები იცინიან - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1962 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ნიკოლოზ სანიშვილი. სცენარის ავტორები - გურამ პატარაია და არლი თაყაიშვილი. დამდგმელი ოპერტაორი - ლევან პაატაშვილი. კომპოზიტორი - სულხან ცინცაძე. მთავარ როლებში: სესილია თაყაიშვილი, მარინა თბილელი, იპოლიტე ხვიჩია, მერაბ თავაძე, მეგი კეჟერაძე, ეროსი მანჯგალაძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, ვახტანგ სულაქველიძე, დუდუხანა წეროძე, ჟუჟუნა დუგლაძე, ჯულიეტა ვაშაყმაძე, ელენე ყიფშიძე
თოჯინა
იგევეა, რაც დედოფალა (1)
ადამიანის ან ცხოველის ფიგურა სპეციალური თეატრალური წარმოდგენებისათვის.
თოჯინური ფილმი - მულტიპლიკაციური კინოს ერთ-ერთი სახეობა.
![]() |
4.9 თრ |
▲back to top |
თრაკია
ისტორიული რეგიონი ბალკანეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც განაწილებულია ბულგარეთის, თურქეთის და საბერძნეთის ტერიტორიებზე.
ოლქი ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე.
თრაკიელები - ინდოევრეპული ჯგუფის ტომები, ცხოვრობდნენ ბალკანეთის ნახევარკუნძულსა და მცირე აზიაში.
თრაკიული ენა - აწ მკვდარი ინდოევროპული ენა, გავრცელებული ყოფილა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ძვ.წ.აღ. I ათასწლეულის ბოლომდე.
თრანე მარკუს - ნორვეგიის მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1817-1890 წწ).
თრანი - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ღულელების თემის საკრებულო), ერწოს ქვაბულის სამხრეთ ნაწილში, მდინარე თრანულის (ივრის აუზი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1080 მეტრი, თიანეთიდან - 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 115 კაცი.
თრანულა (თრანულისხევი) - მდინარე თიანეთის მუნიციპალიტეტში, აძეძის მარჯვენა შენაკადი.
თრანულისხევი - იხილე თრანულა.
თრასიბულე - ათენელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე (გარდაიცვალა ძვ.წ.აღ. 388 წელს).
თრაშვა - ხეხვით წახნაგების გაკეთება (ძვირფასი ქვებისათვის)
თრდატ I (ტირდატე) - სომხეთის მეფე 62-78 წლებში, არშაკუნიანთა დინასტიის დამაარსებელი
თრდატ III (ტირდატე) - სომხეთის მეფე 298-330 წლებში.
თრდატი - X საუკუნის დასასრულისა და XI საუკუნის დასაწყისის სომეხი ხუროთმოძღვარი.
თრევა - რაიმე ნივთის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა მიწაზე ტარებით.
თრეხვი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.
თრთვილი - შეყინული ცვარი, ორთქლი, რომელიც გაცივებულ მიწაზე (ბალახზე, ხეებზე) დევს თხელ თეთრ ფენად, რთვილი.
თრთოლა - ცახცახი ვისიმე ან რისამე (შიშისგან, სიცივისგან, მღელვარებისგან, ქარის ქროლისგან).
თრია (Citellus) - მოზრდილი მღრღნელი ცხოველი ციყვების ოჯახისა.
თრიალეთი
მხარე ისტორიულ ქვემო ქართლში, მოიცავდა მდინარე ქციის ზემო წელისა და შავწყაროსწყლის ხეობებს (ახლანდელი წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტები)
(ყოფილი როზენბერგი) დაბა წალკის მუნიციპალიტეტში.
თრიალეთის ქედი - ქედი მცირე კავკასიონის დასავლეთ ნაწილში, ახალციხის ქვაბულსა და თბილისს შორის (სიგრძე დაახლოებით 145 კმ).
თრიაქი (სპარს.) - იგივეა, რაც ოპიუმი.
თრიები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფერიები, რომლებიც პარნასის მთაზე ცხოვრობდნენ და აპოლონს ძუძუს აწოვებდნენ.
თრითინა - იგივეა, რაც დედოფალა (2).
თრიმვლა - ერთ-ერთი ძირითადი პროცესი ტყავისა და ბეწვეულის წარმოებაში.
თრიმლი (Cotinus coggygria) - ხე ან ბუჩქი, იკეთებს პატარა მოყვითალო-მომწვანო ყვავილებს, ფოთლებსა და ქერქს. ტყავის გამოსაყვანად ხმარობენ, მერქანს - საღებავად.
თრიმლიანი - ადგილი, სადაც თრიმლი ხარობს, სადაც ბევრი თრიმლია.
თრისა - იხილე შამაია.
თრიფსები (ბერძნ.) - წვრილი მწერები ერთგვარი; მათი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა მავნებელია (სინონიმი ბუშტულფეხიანებისა).
თრიფსინი (ბერძნ.) - ფერმენტი, რომელიც მოიპოვება კუჭუკანა ჯირკვლის წვენში; ხლეჩს ცილებს და მათი არასრული დაშლის პროდუქტებს; სამედიცინო პრაქტიკაში იყენებენ ჭრილობის, დამწვრობის, თრომბოზების და სხვათა სამკურნალოდ
თრობა - ალკოჰოლური საშუალებით გაბრუების პროცესი.
თრომბი (ბერძნ.) - სისხლის შენადედი, რომელიც ჩნდება სისხლძარღვში.
თრომბინი (ბერძნ.) - ფერმენტი, რომელიც იწვევს სისხლის შედედებას.
თრომბოზი - სისხლძარღვებში თრომბების გაჩენის პროცესი.
თრომბოფლებიტი (ბერძნ.) - ვენების ანთება, რასაც თან სდევს თრომბების გაჩენა.
თრომბოციტები (ბერძნ.) - ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის სისხლის ფორმული ელემენტების ერთ-ერთი სახეობა.
თრუსო - ქედი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარი ქედისა და ხოხის ქედის დამაკავშირებელი.
თრუსოს უღელტეხილი - უღელტეხილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ქედზე.
თრუსოს ხეობა - ხეობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თერგის ზემო დინებაში.
![]() |
4.10 თუ |
▲back to top |
თუ
კავშირი:
ა) მიუთითებს ორ ან რამდენიმე შესაძლებლობიდან ერთ-ერთზე
ბ) ზოგჯერ იგივეა, რაც კავშირი და (დიდი თუ პატარა).
გ) დამოკიდებულ წინადადებას აერთებს მთავართან.
ნაწილაკი:
ა) იქნებ, ეგებ, ხომ არ, ვინძლო.
ბ) არა უმეტეს, ბევრი-ბევრი, სულ ბევრი, დიდი-დიდი.
თუგურთი - ქალაქი ალჟირის უარგლის ვილაიაში
თუე აქსელ - ნორვეგიელი მათემატიკოსი (1863-1922 წწ).
თუენი (თთუენი, თვენი) - ქართული ჰიმნოგრაფიული კრებული, რომელშიც კალენდარული თანამიმდევრობითაა დალაგებული მთელი წლის ყოველდღიური საგალობლები.
თუზი
სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარეების ძუსისას და ბუჯის წყალგამყოფზე, ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 480 მეტრი, თერჯოლიდან - 21 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1397 ადამიანი. თუზის მიდამოებში შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის ფრესკებით მოხატული ეკლესია, ასევე არის XI-XII საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები..
(თუზგოლუ) - ტბა თურქეთში, ანატოლიის ზეგანზე.
თუთა (არაბ.) (Morus alba)
ერთსახლიანი ან ორსახლიანი ხე, რომელიც ისხამს წვნიან ტკბილ ნაყოფს (ჩვეულებრივ თეთრს ან შავს), ფოთლებს აბრეშუმის ჭიის საკვებად იყენებენ. დასავლეთ საქართველოში ბჟოლა ჰქვია
ამ ხის ნაყოფი
თუთაბერი ყვარყვარე - მთავარი პერსონაჟი პოლიკარპე კაკაბაძის ამავე სახელწოდების პიესისა.
თუთაშხია დათა - ჭაბუა ამირეჯიბის ამავე სახელწოდების რომანის მთავარი პერსონაჟი. ფილმში ეს როლი ოთარ მეღვინეთუხუცესმა განასახიერა.
თუთია (Zn) - ელემენტთა პერიოდული სისტემის II ჯგუფის ქიმიური ელემენტი. ატომური ნომერი 30, ატომური მასა 65,38. მოცისფრო-თეთრი ჭედადი ლითონი.
თუთიის ჟანგი (თუთიის ოქსიდი) - უფერული კრისტალები; წყალში არ იხსნება. იყენებენ რეზინის მრეწველობაში, საღებავების წარმოებაში.
თუთიის სულფატი (გოგირდმჟავა თუთია) - უფერული კრისტალები. წყალში კარგად იხსნება. ჩვეულებრივ პირობებში წყალხსნარებიდან გამოიყოფა კრისტალჰიდრატის, ე.წ. თუთიის აჯასპის სახით
თუთიის სულფიდი (გოგირდოვანი თუთია) - თეთრი ფხვნილი, წყალში არ იხსნება, მჟავაში იხსნება და წარმოქმნის შესაბამის მარილებს. იყენებენ ნახევრად გამტარულ მასალად
თუთიის ქლორიდი (ქლოროვანი თუთია) - თეთრი ჰიგროსკოპული კრისტალები. წყალში იხსნება. იყენებენ ლითონთა მოსარჩილავად, კბილის ცემენტების დასამზადებლად
თუთინამე (სპარს.„თუთყუშის წიგნი“) - სპარსული კლასიკური პროზის ძეგლი, ერთი სიუჟეტის მქონე არაკების კრებული. ლიტერატურულად პირველად დაამუშავეს XIV საუკუნეში
თუთიის აბრეშუმხვევია - პეპელა ნამდვილი აბრეშუმხვევიების ოჯახისა.
თუთისებრნი - ორლებნიან მცენარეთა ოჯახი, ხეები და ბუჩქებია, იშვიათად ბალახი.
თუთიყუში (სპარ.-თურქ.) - ტროპიკული ფრინველი სხვადასხვა შეფერილობისა: ზოგს (მოშინაურებულს) შეუძლია სიტყვების წამოძახება.
თუთობა - თუთის მწიფობის დრო.
თუთუბო (Rhus coriaria) - დაბალი ხე ან ბუჩქი, მისი ნაყოფის მჟავე ქერქი იხმარება საჭმლის შესაკაზმად, ნორჩი ფოთლები და ტოტები კი - ტყავის სათრიმლავად.
თუთუნი - იგივეა, რაც თამბაქო.
თუთქი
წყალში არეული ნაცარი, რომელსაც აყრიან თონის ნაკვერჩხალს გასანელებლად.
ცხელი ნაცარი (საბა).
თუთხალია II - ხეთების მეფე (ძვ.წ.აღ. XV საუკუნე).
თუთხალია III - ხეთების მეფე (ძვ.წ.აღ. XV საუკუნე).
თუთხალია IV - ხეთების მეფე ((ძვ.წ.აღ. 1250 - 1220 წწ).
თუია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აპოლონის სატრფო. მას მიეწერება დიონისესადმი მიძღვნილი დღესასწაულების, ე.წ „ორგიების“ დაარსება.
თუიაბუღუზი - დაბა უზბეკეთის ტაშკენტის ოლქში.
თუიმაზი - ქალაქი რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში.
თუიუქი - დაბა ყაზახეთის ალმა-ათის ოლქში.
თუიუღი - თურქული კლასიკური ლექსის ფორმა.
თუკი - კავშირი; გამოხატავს რაიმე პირობას, - იმ შემთხვევაში, თუ... თუ რომ.
თუკიდიდე - ბერძენი ისტორიკოსი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 465/460 - 400/395 წწ).
თულარი - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ივრის ზეგანზე. მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირას. საკრებულოს ცენტრი (სოფელი:კაზლარი). ზღვის დონიდან - 450 მეტრი, საგარეჯოდან - 43 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3698 კაცი.
თულაშვილი ანა - პიანისტი, პედაგოგი, ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1874-1956 წწ)
თულაშვილი ვახტანგ - პუბლიცისტი, ჟურნალისტი (1910-1985 წწ)
თულებაევი მუკან - ყაზახი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1913-1960 წწ).
თული - იგივეა, რაც ყაჩაღი.
თულიუმი (Tm) - ელემენტთა პერიოდული სისტემის III ჯგუფის ქიმიური ელემენტი ლანთანოიდების ოჯახისა ატომური ნომერი 69, ატომური მასა 168,93 აღმოჩენილია 1879 წელს შვედი ქიმიკოსის პ.ტ.კლევეს მიერ იყენებენ მედიცინაში რენტგენოდიაგნოსტიკისათვის და ტექნიკაში დეტალების გაჭვირვისათვის (სახელი ეწოდა ნახევრად ლეგენდარული ქვეყნის თჰულე-ს მიხედვით, რომელსაც გეოგრაფები დედამიწის ჩრდილოეთ დაბოლოებად თვლიდნენ).
თულკუბასი - დაბა ყაზახეთის ჩიმქენთის ოლქში.
თულუხი (თურქ „ტიკი“)
წყლის საზიდავი (ცხენით და მისთანებით) რუმბი ან კასრი.
დიდი თუნგი, იციან მთაში.
თულუხჩი - იგივეა, რაც მეთულუხე.
თულფი - იგივეა, რაც კოზირი.
თულქითეფეს ბრძოლა - ბრძოლა ქართლ-კახეთის ჯარსა და შაქის სახანოს ლაშქარს შორის 1752 წელს თულქითეფეს ველზე (ახლანდელი აზერბაიჯანი), სადაც ქართველთა ჯარმა ერეკლე II-ის სარდლობით დაამარცხა მტერი.
თუმანი (მონღ „ათასი“) - ათი მანეთი (საბჭოთა ეპოქაში), ზოგადად - ფულის ათი ერთეული (ირანში ათი რიალი ერთი თუმანია).
თუმანიანი ჰოვანეს - სომეხი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1869-1923 წწ).
თუმანიანი - დაბა სომხეთში.
თუმანიშვილები - საქართველოს მეფეთა კარის მდივან-მწიგნობრების გვარი.
თუმანიშვილი ავთანდილ - ქართველი მწერალი, მოღვაწეობდა რუსეთში (1795 წ - ?)
თუმანიშვილი გივი - პოეტი და კალიგრაფი (XVII-XVIII სს)
თუმანიშვილი გიორგი - პოეტი და მწიგნობარი (1774-1837 წწ)
თუმანიშვილი გიორგი - საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი (1854-1920 წწ)
თუმანიშვილი დავით - პოეტი და კალიგრაფი (1780 წ - ?)
თუმანიშვილი დიმიტრი - პოეტი, ერეკლე II-ის კარის მდივანი (? - 1821 წ)
თუმანიშვილი მიხეილ - პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, თეატრის კრიტიკოსი (1818-1875 წწ)
თუმანიშვილი მიხეილ - რეჟისორი, პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თბილისის კინომსახიობთა თეატრის დამაარსებელი (1921-1998 წწ).
თუმანიშვილი სულხან - XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე.
თუმანიშვილ-წერეთელი ანასტასია - საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი (1849-1932 წწ).
თუმანოვი (თუმანიშვილი) იოსებ - რეჟისორი, პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1909-1981 წწ)
თუმბი ალბერტ - გერმანელი ენათმეცნიერი (1865-1915 წწ).
თუმნიანი
ათი ერთეულის მქონე ღირებულების შემცველი ქაღალდის ან ოქროს ფული.
ფულის ათ ერთეულად ღირებული.
თუმნობით - თითო თუმნის ოდენობით
თუმუში - მდინარე, იხილე თოუმიში.
თუმცა - კავშირი: მართალია ასეა, მაგრამ..... მიუხედავად იმისა, რომ.
თუმცაღა - ღა ნაწილაკდართული თუმცა.
თუნგი (სპარს.)
სპილენძის ვიწროყელიანი ჭურჭელი
ძველებური ღვინის საწყაო; უდრის ორ ხელადას (4,5 ლიტრს)
ამ რაოდენობის სითხე.
თუნგიანი - ერთი თუნგის ტევადობის ჭურჭელი.
თუნგულა - თიხის პატარა ჭურჭელი, თუნგის მსგავსი.
თუნდა
(ჩართული სიტყვა) მაგალითად, სიტყვაზე, გნებავთ
კავშირი: მიუთითებს რომ ესა თუ ის გარემოება მოქმედებისთვის სულ ერთია (წინადადებაში ზოგჯერ მეორდება)
კავშირი: აღნიშნავს მოსალოდნელის საპირისპიროს; კიდევაც რომ.
თუნდაც - ც ნაწილაკდართული თუნდა.
თუნი
ჭურჭლის გამოსაწვავი ქურა.
ქალაქი შვეიცარიის ბერნის კანტონში.
თუნის ტბა - მდებარეობს შვეიცარიაში.
თუნუქი - თხელი ფურცლოვანი რკინა.
თუნხუა - იხილე ტუნხუა.
თურანის დაბლობი - მდებარეობს შუა აზიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თურქმენეთის, ყაზახეთის და უზბეკეთის ტერიტორიებზე.
თურაყურღანი - ქალაქი უზბეკეთის ნამანგანის ოლქში.
თურაშაული
ვაშლის ჯიში, ისხმას წითელ მოტკბო ნაყოფს.
ამ ხის ნაყოფი.
თურგანი - მოდიდო თოფი (საბა).
თურგუთლუ - ქალაქი დასავლეთ თურქეთში, მანისის ვილაიეთში.
თურდი (ფსევდონიმი ფაროღი) - XVII საუკუნის თურქი პოეტი.
თურდო - მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს გომბორის მთის აღმოსავლეთ კალთაზე და ერთვის მდინარე ალაზანს მარჯვნიდან. სიგრძე - 32 კილომეტრი, აუზის ფართობი - 114 კვ.კმ. ალაზნის ვაკეზე ქმნის ვრცელ გამოზიდვის კონუსს. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნა - ზაფხულ-შემოდგომაზე.
თურდოსპირელი (ნამდვილი გვარი ჩხეიძე) დავით - ქართველი მწერალი (1888-1948 წწ).
თურთუმელა - (კუთხურად) იგივეა, რაც ლურთი.
თურიანჩაი
დაბა აზერბაიჯანში.
მდინარე აზერბაიჯანში, მტკვრის მარცხენა შენაკადი.
თურინჯი (პომპელმუსი)
სუბტროპიკული მარადმწვანე ციტრუსოვანი მცენარე ერთგვარი, ისხამს მომწარო ნაყოფს (უცხოური სინონიმი - გრეიპფრუტი)
ამ ხის ნაყოფი.
თურმანიძე ზაზა - მოჭიდავე (თავისუფალი ჭიდაობა, 130 კგ). ევროპის ჩემპიონი (1987), კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი (1994). სსრკ ჩემპიონი (1990) (დაიბადა 1965 წელს).
თურმანიძე ლამარა - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა ოზურგეთის თეატრში (დაიბადა 1921 წელს)
თურმანიძე სულხან - გორის მოურავი XVI საუკუნის დასასრულს. 3) ხოსრო - XVI-XVII საუკუნეების პოეტი, „შაჰნამეს“ ( „როსტომიანის“) მთარგმნელი ქართულ ენაზე.
თურმანიძეები - უძველესი დროიდან ცნობილი ხალხურ მკურნალთა საგვარეულო; ძირითადად ზემო იმერეთის სოფელ შორაპნიდან იყვნენ.
თურმე - ნაწილაკი, იხმარება ისეთი ამბის, მოვლენის გადმოცემისას, რასაც მთქმელი არ დასწრებია.
თურმეობითი - (გრამატიკაში) პირველი თურმეობითი - ზმნის ნაკვეთი, რომელიც გადმოსცემს ჩვეულებრივ წარსულში შესრულებული უნახავი მოქმედების შედეგს აწმყოში (აუშენებია, უსწავლია.....). მეორე თურმეობითი - ზმნის ნაკვეთი, რომელიც გადმოსცემს ისეთ უნახავ მოქმედებას, რომელიც სხვა მოქმედებას უსწრებდა წინ ნამყოში (აეშენებინა, ესწავლა...)
თურნაიზენი რუდოლფ - გერმანელი ფილოლოგი (1857-1940 წწ)
თურსუნზადე მირზო - ტაჯიკი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ტაჯიკეთის სახალხო პოეტი (1911-1977 წწ).
თურსუნზადე - ქალაქი ტაჯიკეთში (40 ათასი).
თურუსბეკოვი ჯუსუფ - ყირგიზი პოეტი და დრამატურგი (1910-1943 წწ).
თურქანი - დაბა აზერბაიჯანში.
თურქები (ძველი სახელი „ოსმალოები“) - თურქეთის ძირითადი მოსახლეობა მთელ მსოფლიოში 53-55 მილიონამდე თურქია
თურქეთი (თურქეთის რესპუბლიკა, Turq. Turkiye Cumhuriyeti)
სახელმწიფო აზიის დასავლეთ და ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში, ხმელთაშუა, ეგეოსის, მარმარილოს და შავ ზღვებს შორის.აღმოსავლეთით ესაზღვრება საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს და ირანს, სამხრეთით - ერაყს და სირიას, დასავლეთით - ბულგარეთს და საბერძნეთს.
შეიქმნა 1923 წლის 29 ოქტომბერს ოსმალეთის იმპერიის დაშლის შედეგად.
ეროვნული დევიზი -„Yurtta Banss, Dunyada Bansh“ (მშვიდობა ქვეყანაში, მშვიდობა მსოფლიოში).
ჰიმნი -„Istiklal Marsh“ (დამოუკიდებლობის მარში).
მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი
საკანონმდებლო ორგანო - დიდი სახალხო კრება
ფართობი - 780 580 კვ.კმ.
დაყოფილია 81 ილად (ვილაიეთად), რომლებიც 8 გეოგრაფიულ ოლქშია გაერთიანებული და 923 ილჩად (რაიონად) იყოფა
მოსახლეობა - 71 მილიონი.
სიმჭიდროვე - 93 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე
მორწმუნეთა უმრავლესობა მუსლიმანი-სუნიტია
ოფიციალური ენა - თურქული
დედაქალაქი - ანკარა.
ვალუტა - ახალი თურქული ლირა.
ქვეყნის კოდი -TUR.
დროის სარტყელი - UTC +2.
სატელეფონო კოდი - +90.
ინტერნეტ-დომენი - tr.
თურქესტანი
ისტორიულ-გეოგრაფიული ტერმინი XIX-XX საუკუნეების I მეოთხედში, რომელიც გულისხმობდა ვრცელ ტერიტორიას შუა და ცენტრალურ აზიაში.
ქალაქი ყაზახეთის ჩიმქენთის ოლქში.
თურქესტანიშვილი ბაადურ (ბორის) - XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე; მონაწილეობდა ვახტანგ VI-სა და პეტრე I-ს შორის წარმოებულ მოლაპარაკებაში.
თურქთა სახაკანო - თურქული ტომების სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში 552-745 წლებში.
თურქი აჰმედ რიად - არაბი ეგვიპტელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1902-1972 წწ).
თურქია რენო - ფერმწერი (1926-1979 წწ).
თურქისტანიშვილი დავით - XVII საუკუნის II ნახევრის და XVIII საუკუნის დასაწყისის ქართველი მწიგნობარი, პოლიტიკური მოღვაწე
თურქისტანიშვილი ერასტი - ქართველი მწიგნობარი, ვახტანგ VI-ს თანმხლები რუსეთში (? - 1735 წ).
თურქმანჩაის ზავი - რუსეთსა და ირანს შორის თავრიზის მახლობლად, სოფელ თურქმანჩაიში დადებული ხელშეკრულება 1828 წელს, რომლითაც დასრულდა 1826-28 წლების ომი.
თურქმენბაში
(„თურქმენთა თავი“) - თურქმენეთის პრეზიდენტის, საფარმურად ნიაზოვის ტიტული, რომელიც მას ქვეყნის მეჯლისმა 1999 წელს მიანიჭა და სიკვდილამდე თურქმენეთის პრეზიდენტად გამოაცხადა.
(1993 წლამდე კრასნოვოდსკი) - კასპიისპირა ქალაქი-პორტი თურქმენეთში (60 ათასი).
თურქმენები - თურქმენეთის ძირითადი მოსახლეობა.
თურქმენეთი (თურქმენ. თურკმენისტან).
სახელმზიფო შუა აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. სამხრეთით ესაზღვრება ავღანეთს და ირანს, აღმოსავლეთით - უზბეკეთს, ჩრდილოეთით - ყაზახეთს.
დამოუკიდებლობის დღე (სსრკ-სგან) - 1991 წლის 27 ოქტომბერი.
მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი
საკანონმდებლო ორგანო - მეჯლისი.
ფართობი - 491 200 კვ.კმ
დაყოფილია 5 ვილაიეთად
მოსახლეობა - 5 მილიონი.
სიმჭიდროვე - 10 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
მორწმუნეები - მუსლიმანი-სუნიტები
ოფიციალური ენა - თურქმენული
დედაქალაქი - აშხაბადი.
ვალუტა - მანათი.
ქვეყნის კოდი - TKM.
დროის სარტყელი - UTC +5.
სატელეფონო კოდი - +993.
ინტერნეტ-დომენი - tm
თურქმენული - თურქმენების დამახასიათებელი, თურქმენეთიდან მომდინარე.
თურქმენყალა - დაბა თურქმენეთის მარის ოლქში.
თურქოლოგია - აღმოსავლეთმცოდნეობის დისციპლინა, მეცნიერებათა კომპლექსი, რომელიც შეისწავლის თურქულენოვანი ხალხის ენას, ლიტერატურას, კულტურას, ისტორიას, ეკონომიკას.
თურქული
რქოსანი საქონლის (აგრეთვე ღორის) ჩლიქების და პირის გადამდები დაავადება.
სენია ცხოვართა და ზროხათა (საბა).
თურქებთან დაკავშირებული, თურქეთიდან მომდინარე.
თურქული (ძველი სახელი - ოსმალური) ენა - თურქეთისა და კვიპროსის (ბერძნულთან ერთად) სახელმწიფო ენა. განეკუთვნება თურქულ ენათა ოჯახის ოღუზურ ანუ სამხრეთულ ჯგუფს.
თურქული ენები - მიეკუთვნებიან ალთაურ ენათა ოჯახს.
თურღაი
დაბა ყაზახეთის აკმოლის ოლქში.
მდინარე ყაზახეთის კუსტანაის და აქტიუბინსკის ოლქებში.
თურღაის პლატო (თურღაის მაგიდა მხარე) - მდებარეობს მუღოჯარის მთებსა და ყაზახეთის წვრილგორაკებს შორის, ყაზახეთის აქტიუბინსკისა და კუსტანაის ოლქებში.
თურღაის ხეობა - მდებარეობს თურღაის პლატოს ცენტრალურ ნაწილში, ყაზახეთის კუსტანაის ოლქში.
თურში - ქვის საზიდარი მარჳილი (საბა).
თურჩუ - მდინარე ხონის მუნიციპალიტეტში, იკარგება კარსტულ ძაბრში.
თურჰალი - ქალაქი თურქეთის თოქათის ვილაიეთში.
თურჩუს ქვაბული - ქვაბული ხონის მუნიციპალიტეტში, ასხის მასივის სამხრეთ კალთაზე.
თუტმოს I - ძველი ეგვიპტის ფარაონი (ძვ.წ.აღ. 1559/1524 - 1538/1505 წწ).
თუტმოს II - ძველი ეგვიპტის ფარაონი (ძვ.წ.აღ. 1525/1505 - 1523/1502 წწ).
თუტმოს III - ძველი ეგვიპტის ფარაონი (ძვ.წ.აღ. 1525/1502 - 1473/1448 წწ).
თუტმოს IV - ძველი ეგვიპტის ფარაონი (ძვ.წ.აღ. 1465/1420 - 1455/1411 წწ).
თუტმოსი
(სიტყვასიტყვით „თოტის მიერ შობილი“) ძველი ეგვიპტის ახალი სამეფოს დროინდელი XVIII დინასტიის ფარაონთა სახელი.
ძველი ეგვიპტელი მოქანდაკე (ძვ.წ.აღ. XIV საუკუნე).
თუფი - მდინარე ყირგიზეთში, ერთვის ისიქ-ქოლის ტბას.
თუქაი ღაბდულა (ნამდვილი სახელი და გვარი ღაბდულა თუქაევი) - თათარი სახალხო პოეტი (1886-1913 წწ).
თუქანი - დაბა რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში.
თუღი - ცხენის ძუა ან ტიბეტური ხარის - იაკის კუდი.თურქთა ძველი ტოტემური ემბლემა.
თუღლაკიდები - დელის სასულთნოს (ინდოეთი) მმართველი დინასტია (1320-1413 წწ).
თუღლაჯი ფარს - თურქი ენათმეცნიერი (დაიბადა 1933 წელს).
თუღრა - მონეტებსა და საბუთებზე აღბეჭდილი კალიგრაფიულად გაფორმებული სულთნის სახელი.
თუღუნი - ცხენის ერთგვარი ჯიში.
თუშები - აღმოსავლელ ქართველ მთიელთა ერთ-ერთი ტომი.
თუშეთი - მხარე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. მოიცავს თუშეთისა და პირიქითა ალაზნის ხეობებს
თუშეთის ალაზანი (ჩაღმის ალაზანი) - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ანდის ყოისუს (დაღესტანი) ერთ-ერთი მდგენელი.
თუშეთის ქედი - იხილე პირიქითის ქედი.
თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი - აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთი მონაკვეთი დუშეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.
თუში - ჭურის ურემი, დიდი ქვევრების გადასატანი დაბალი ურემი, რომელსაც აჩაჩა ურმისაგან განსხვავებით ბორბლების მაგიერ ღერძზე ხის საგორები ჰქონდა.
თუში მეცხვარე - ქართული სატელევიზიო მხატვრული ფილმი, 3 სერია. ეკრანებზე გამოვიდა 1976 წელს. დამდგმელი რეჟისორი - სოსო ჩხაიძე. სცენარის ავტორები - ამირან ჭიჭინაძე, ვალერიან სულაკაური, დევი ივანოვ-ჩიქოვანი, სოსო ჩხაიძე. დამდგმელი ოპერატორი - ირაკლი ონოფრიშვილი. კომპოზიტორი - გურამ ბზვანელი. მთავარ როლებში: ირაკლი ხიზანიშვილი, იობი ბართიშვილი, პანტო თათარაიძე, პლატო ოსორაული, არჩილ ბექურიძე, ტირიფონ ვარდიძე, რამაზ სულაკაური
თუშრათა - მითანის მეფე, „უფალი ხურის ქვეყნისა“ (ძვ.წ.აღ. XV-XIV საუკუნეები).
თუშური - თუშების დამახასიათებელი, თუშეთიდან მომდინარე.
თუშრათა - მითანის მეფე (ძვ.წ.აღ. XV-XIV საუკუნეები).
თუშფალანგი - ჯამივით ჩაღრმავებული ნახვრეტებიანი მოზრდილი ჭურჭელი ფლავისა და წყალში მოხარშული ზოგი სხვა რისამე გასაწურად, ფლავის საწურავი.
თუხარისი - ციხესიმაგრე ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ტაოსა და კლარჯეთის საზღვარზე.
თუხთუხი - სითხის ან ფაფისებრი მასის დუღილის დროს გამოცემული ყრუ ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხმა.
თუხტი - იხილე სტილი.
თუჯი - ნახშირბადის შემცველი ლითონი, რომელიც გამოდნობილია რკინის მადნიდან, ფოლადზე უფრო მყიფეა და მასზე ნაკლებად ჭედადი.
თუჯია - თუჯის მომცრო ჭურჭელი (იციან იმერეთსა და გურიაში).
![]() |
4.11 თფ |
▲back to top |
თფუჩი-თფუჩი - ხბოს მოსახმობი ძახილი.
![]() |
4.12 თქ |
▲back to top |
თქარათქური - იგივეა, რაც თქარუნი.
თქართქარი - ხმამაღალი სიცილი, ხარხარი (ბევრი ადამიანისა).
თქარუნი - ცხენის ფეხის ხმა.
თქაფუნი - სითხის დაღვრის ხმა; სითხეში რისამე ჩავარდნის, სითხეზე დაცემის ხმა.
თქეში - დიდი წვიმა, თავსხმა.
თქვე - შეკვეცილი სახე თქვენ ნაცვალსახელისა, იხმარება თვისების აღმნიშვნელი სიტყვის განსაზღვრებად, მიმართვისას (ზოგჯერ გასაძლიერებლად).
თქვენ - მეორე პირის მრავლობითი რიცხვის ნაცვალსახელი; იხმარება რამდენიმე პირისადმი მიმართვისას; იხმარება შენ ნაცვალსახელის ნაცვლად ზრდილობიანი მიმართვისას.
თქვენა - იგივეა, რაც თქვენ.
თქვენგანი (თქვენთაგანი) - რომელიმე (ან თითოეული) თქვენს შორის.
თქვენგვარი - თქვენი მსგავსი.
თქვენდა - მიმართულებითი ბრუნვა თქვენ ნაცვალსახელისა.
თქვენდამი - თქვენ მიმართ.
თქვენდენი - იგივეა, რაც თქვენოდენი.
თქვენები - თქვენი სახლის (ოჯახის) ან წრის წევრები, თქვენი ახლობლები.
თქვენებიანნი - თქვენი გვარისანი, თქვენი ბიძაშვილები (ჩვეულებრივ იხმარება მსაზვღრელად - თქვენებიანთ რძალი).
თქვენებრ - თქვენს მსგავსად, თქვენსავით, თქვენებურად.
თქვენებური
თქვენი მხრისა, თქვენი ქვეყნისა.
ისეთი, როგორიც თქვენ იცით.
თქვენეული - თქვენი ნაქონი.
თქვენთვის
სათქვენოდ, თქვენი გულისთვის.
თქვენ მარტო, განცალკევებით.
თქვენ-თქვენ - კუთვნილებითი ნაცვალსახელი: თქვენი (თითოეულისა ცალ-ცალკე).
თქვენი - კუთვნილებითი ნაცვალსახელი: რაც თქვენ გაქვთ, ვინც თქვენ გყავთ.
თქვენიანი - თქვენი ახლობელი.
თქვენისთანა - ისეთი, როგორიც თქვენ ხართ, თქვენი მსგავსი.
თქვენნაირი - იგივეა, რაც თქვენგვარი.
თქვენობით - თქვენობით ლაპარაკი - ვინმესთან ლაპარაკში შენ ნაცვალსახელის ნაცვლად თქვენ-ის ხმარება.
თქვენოდენა
თქვენი ტოლი (ზნით, სიდიდით....)
იგივეა, რაც თქვენოდენი.
თქვენოდენი - იმდენი, რამდენიც თქვენ ხართ ან რამდენიც თქვენ გაქვთ.
თქვენსა - თქვენს სახლში, თქვენს კუთხეში, თქვენთან.
თქვენში - თქვენს ქვეყანაში, თქვენს კუთხეში.
თქვლეფა - თხევადი რისამე ჩქარ-ჩქარა და ხმაურით ჭამა.
თქლაფათქლუფი - თქვლეფით ჭამა.
თქლაფუნი - სითხის ზედაპირზე რისამე ბრტყლად დაცემის ხმა.
თქმა
საერთო-სახალხო ენის ტერიტორიული სახესხვაობა.
ძველ ქართულ მრავალხმიან სიმღერა-საგალობლებში მელოდიის წამყვანი ხმის სახელწოდება.
იგივეა, რაც თქმულება.
თქმულება - თაობიდან თაობაში ზეპირად გადმოცემული ამბავი, მოთხრობა; ხალხური სიტყვიერების ერთ-ერთი უძველესი ჟანრი.
თქმული - ნათქვამი, ნაამბობი.
თქო - ნაწილაკი; იხმარება პირველი პირის მიერ დანაბარებ სიტყვასთან, რომელიც მეორე პირმა მესამეს უნდა გადასცეს.
თქორი - მეტად წვრილი წვიმა (საბა).
თქრიალი - რაიმე სითხის უხვად გადმოსვლა.
![]() |
4.13 თხ |
▲back to top |
თხა (Capra hircus) - რქოსანი მცოხნელი ცხოველი, აქვს გრძელი სწორი ბეწვი.
თხაბი - მთა რუსეთის კრასნოდარის მხარეში, კავკასიონის დასავლეთ ნაწილში.
თხაფსაევი ვლადიმერ - ოსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1910-1981 წწ).
თხაწართხალა (Chamaenerium angustifolium) - ბალახოვანი მცენარე ონაგრასებრთა ოჯახისა.
თხევადი - დინების უნარის მქონე.
თხეიში (თხეიშურა) - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშურის ზემო დინება.
თხეიშიშდუდი - მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე.
თხეიშურა - მდინარე, იხილე თხეიში.
თხელა - მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ქეშელთის მარცხენა შენაკადი.
თხელ-თხელი
საკმაოდ თხელი.
ბევრი თხელი რამ ერთად.
თხელი
რასაც მცირე განივკვეთი აქვს
დალეული, ხორცნაკლები, გამხდარი
ნაკლებად მკვრივი (სითხე, ორთქლი.....)
არახშირი, მეჩხერი.
თხელკანიანი - რასაც თხელი კანი აქვს.
თხელტანიანი - მცირე მოცულობისა (წიგნი, დავთარი).
თხელფერდი - გვერდის უნეკნებო ნაწილი საკლავისა.
თხემი
ზედა ნაწილი, თავი (მთისა)
თავის ქალის ზედა ნაწილი.
თხემლა - იხილე მურყანი.
თხემღელე - მდინარე ოზურგეთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ბჟუჟის მარჯვენა შენაკადი.
თხზვა
რისამე გამოგონება, აზრობრივად შექმნა.
ახალი სიტყვის შექმნა ორი ან მეტის ფუძის ან სიტყვის შეერთებით.
თხზულება - ვისიმე მიერ შეთხზული, შექმნილი ნაწარმოები (მხატვრული, სამეცნიერო და სხვა).
თხიზურგის ქედი - ქედი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ლუხუნისა და რიცეულის წყალგამყოფი.
თხილა - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ჟებოტის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში არავინ ცხოვრობს.
თხილაგანი
სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ოფეთის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 25 კაცი.
სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.
თხილაიშვილი ხასან - საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე, აქტიურად იბრძოდა აჭარის საქართველოსთან შეერთებისათვის (1891-1942 წწ).
თხილამურები
ფეხქვეშ ამოსაკრავი გრძელი და ბრტყელი ძელები თოვლზე სასრიალოდ.
რკალად შეკრული თხილის ან სხვა რისამე ტოტები გრადიგარდმო თოკით ან წნელით გადახლართული.
თხილვანა - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.
თხილთაწყარო - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (ალისუბნის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ჩხარის ხეობაში. ზღვის დონიდან - 440 მეტრი, თერჯოლიდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 94 ადამიანი..
თხილი (Corylus avelana)
ბუჩქი, რომელიც ისხამს მწვანე საფარველის მქონე მაგარნაჭუჭიან ნაყოფს.
ამ მცენარის ნაყოფი, რომლის გულიც იჭმება.
სათამაშო ქაღალდში (ბანქოში) ერთი ოთხ სახეობათაგანი, წითელი ფერისა (სინონიმები: გული, ლობიო, ნაზუქი).
თხილიანა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (უკანაფშავის თემის საკრებულო), მდინარე ფშავის არაგვის ხეობაში. ზღვის დონიდან - 1360 მეტრი, დუშეთიდან - 58 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 43 კაცი.
თხილიანის სერი- მთა დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე (სიმაღლე - 1688 მეტრი).
თხილნარი
(თხილიანი) - ადგილი, სადაც ბევრი თხილის ბუჩქია.
სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.
თხილოვანი
სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გრემისხევის თემის საკრებულო), ალევის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ნარეკვავის ხეობაში. ზღვის დონიდან - 1200 მეტრი, დუშეთიდან - 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 16 კაცი.
სოფელ არასარას ძველი სახელწოდება.
თხინა - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, კოდორის ქედის სამხრეთი კალთის ძირას, მდინარე მოქვის მარჯვენა ნაპირზე; ზღვის დონიდან - 130 მეტრი, ოჩამჩირიდან - 25 კმ.
თხინალა
სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
მდინარე გორის მუნიციპალიტეტში, ტანის მარჯვენა შენაკადი.
სოფლების დიდი თხინალასა და პატარა თხინალას გავრცელებული სახელწოდება (ხაშურის მუნიციპალიტეტი).
თხინაშკარი - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.
თხინვალი
სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ლისის თემის საკრებულო), თრიალეთის ქედზე, ლისის ტბის დასავლეთით. ზღვის დონიდან - 770 მეტრი, მცხეთიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 303 კაცი. სოფლიდან 2 კილომეტრზე შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: გაბაშვილების სასახლის ნანგრევები და წმ. გიორგის ეკლესია (XVII-XVIII სს).
სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
თხის რქა (Capricornus) - სამხრეთ ნახევარსფეროს ერთ-ერთი თანავარსკვლავედი (ეკუთვნის ზოდიაქოს, რომელსაც ასტროლოგიაში შეესაბამება დეკემბერ-იანვრის პერიოდი)
თხისური - თხის მატყლი, თხის თივთიკი.
თხისწვერა - იტყვიან დაცინვით ნიკაპზე ჩამოგრძელებული წვერის მქონე ადამიანზე.
თხლაშათხლუში
სილის ზედიზედ გარტყმის ხმა.
ფეხების ცემის ხმა.
თხლაშანი - გამეტებით სილის გარტყმის ხმა.
თხლაშუნი - იგივეა, რაც თხლაშანი.
თხლე
ღვინის დანალექი (ქვევრში)
ღვინის დალეკებული (საბა).
თხლეშა - დარტყმა გაშლილი ხელით.
თხმელა - იხილე მურყანი.
თხმელარი - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.
თხმორი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
თხოვება - დროებით მიცემა რისამე.
თხოვნა
ხვეწნა, მუდარა.
განცხადება, არზა.
თხოთის სერი (თხოთის ქედი) - სერი კასპის მუნიციპალიტეტში, კვერნაქის ქედის ერთ-ერთი მონაკვეთი.
თხორინა - მდინარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.
თხორჟევსკი ივანე - რუსი პოეტი, მთარგმნელი, მოღვაწეობდა თბილისში (1843-1910 წწ).
თხრამლი - მუწუკიდან ნადენი სქელი ჩირქი.
თხრილი - სიგრძივ გაჭრილი, გათხრილი მიწა.
თხრობა - რაიმე ამბის მოყოლა, გადმოცემა, მბობა.
თხრობითი - თხრობის ხასიათისა (თხრობითი წინადადება, თხრობითი კილო).
თხუბუნი (თჰუბუნი, ყოფილი ვარდისუბანი) - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.
თხუთმეტი - რიცხვი და რაოდენობა 15, ათი და ხუთი.
თხუნელა
(თალპა) - პატარა ძუძუმწოვარა ცხოველი მწერიჭამიების რიგისა, აქვს წაგრძელებული დინგიანი თავი და კანით დაფარული თვალები; ცხოვრობს მიწაში.
ქართული მხატვრული ფილმი, სატირული კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1962 წელს. დამდგმელი რეჟისორი - შალვა მარტაშვილი. სცენარის ავტორი - ოთარ ჩიჯავაძე. დამდგმელი ოპერატორი - იური რიშკოვი. კომპოზიტორი - სულხან ცინცაძე. მთავარ როლებში - იპოლიტე ხვიჩია, მარინე თბილელი, თინათინ სეფერთელაძე, მედეა ჩახავა, ელენე ჩოხელი, რამაზ ჩხიკვაძე, არჩილ გომიაშვილი, კოტე დაუშვილი.
თხუპნია - ვინც წარამარა ითხუპნება, თხუპნის.
![]() |
5 ი |
▲back to top |
ი
ქართული ანბანის მეცხრე (ძველი ქართული ანბანის მეათე) ასო. გრაფიკული სიმბოლო წინა რიგის მაღალი აწეულობის არალაბიალიზებული ხმოვანი ბგერისა. მისი სახელია „ინი“. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ციფრ ათს (10).
(იძუ) - სამხრეთ ჩინეთში, უმთავრესად ლიანშანის რაიონში (სიჩუანის პროვინცია) მცხოვრები ხალხი.
(ხოუ-ი) - ჩინურ მითოლოგიაში - მოისარი გმირი, რომელმაც ხალხი გვალვისგან გადაარჩინა, როდესაც ცაზე ათი მზე ამოვიდა და მან ცხრა მათგანი ისრით განგმირა.
![]() |
5.1 ია |
▲back to top |
ია
(Viola) - მცენარეთა გვარი იისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახი, იკეთებენ მოწითალო-ლურჯ თავდახრილ სურნელოვან ყვავილს.
მდინარე რუსეთის ირკუტსკის ოლქში, ერთვის ბრატსკის წყალსაცავს.
იაბეკი სრენ პედერსენ - ნორვეგიის პოლიტიკური მოღვაწე (1814-1894 წწ).
იაბლოკო - რუსეთის საარჩევნო ბლოკი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება (შეიქმნა 1993 წელს).
იაბლონევი-ოვრაგი - ქალაქი რუსეთის სამარის ოლქში.
იაბლონეცი (იაბლონეც-ნად-ნისოუ) - ქალაქი ჩეხეთში (90 ათასი).
იაბლონის ქედი - ქედი იმიერბაიკალეთში (სიგრძე - 650 კილომეტრი).
იაბლონოვი - დაბა უკრაინის ივანო-ფრანკოვსკის ოლქში.
იაბლონოვო - დაბა რუსეთის ჩიტის ოლქში.
იაბლონოვსკი - დაბა რუსეთის კრასნოდარის მხარის ადიღეის ავტონომიურ ოლქში.
იაბლონსკაია ტატიანა - რუსი ფერმწერი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1917 წელს).
იაბლონსკი ჰენრიკ - პოლონეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი (1909-1995 წწ).
იაბლოჩკინა ალექსანდრა - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა მოსკოვის მცირე თეატრში (1866-1964 წწ).
იაბლოჩკოვი პავლე - რუსი გამომგონებელი ელექტროტექნიკის დარგში (1847-1894 წწ).
იაბლოჩნი - დაბა რუსეთის სახალინის ოლქში.
იაბო - დაკოდილი ცხენი, ლაფშა.
იაგალა - მდინარე ესტონეთში, ერთვის ბალტიის ზღვის ფინეთის ყურეს.
იაგალი - ცხვარია, ცხვრის წინამძღვარი (საბა).
იაგდტაში (გერმ.) - ჩანთა ნანადირევისთვის.
იაგელო (იოგაილა) - ლიტვის დიდი მთავარი (1377-90 წლებში, დროდადრო), პოლონეთის მეფე (1386 წლიდან). იაგელონთა დინასტიის ფუძემდებელი (დაახლოებით 1350-1434 წწ).
იაგელონები - ლიტვის დიდ მთავართა (1377-1572 წწ) და პოლონეთის მეფეთა (1386-1572 წწ) დინასტია.
იაგელურტა - მთა რუსეთის მურმანსკის ოლქის კეივის მაღლობზე.
იაგილიახი - მდინარე რუსეთის ომსკისა და ტომსკის ოლქებში, მდინარე ვასიუგინის მარცხენა შენაკადი.
იაგიჩი ვატროსლავ - ფილოლოგ-სლავისტი, ეროვნებით ხორვატი (1838-1923 წწ).
იაგოდა გენრიხ - საბჭოთა ეპოქის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი 1934-35 წლებში (1891-1938 წწ).
იაგოდინსკი სტანისლავ - ბაროკოს ეპოქის პოლონელი პოეტი (XVI-XVII სს).
იაგოდნოე - დაბა რუსეთის მაგადანის ოლქში.
იაგორაშვილი ვახტანგ - სპორტსმენი (თანამედროვე ხუთჭიდი). 1988 წლის სეულის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი პირად ჩათვლაში. მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ (1990) და ორგზის მეორე პრიზიორი (1989, 98) პირად შეჯიბრებაში, ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად და გუნდურ პირველობაში (1987, 89), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1986, 88, 89) და თასის ორგზის მფლობელი (1986, 88). სპორტის დამსახურებული ოსტატი. 1997 წლიდან გამოდის აშშ-ის სახელით, სადაც 1991-იდან ცხოვრობს (დაიბადა 1964 წელს).
იაგოტინი - ქალაქი უკრაინის კიევის ოლქში, მდინარე სუპოის ნაპირზე (25 ათასი).
იაგრი იარომირ - ჩეხი ჰოკიეისტი (შაიბიანი ჰოკეი), ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი; ერთ-ერთი უძლიერესი თავდამსხმელი სპორტის ამ სახეობაში (დაიბადა 1972 წელს).
იაგუარი
(Panthera onca) - მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა; სხეულის სიგრძე 2 მეტრამდე, წონა კი 140 კგ-მდე აღწევს, გავრცელებულია ამერიკის ორივე კონტინენტზე.
იაგუარი - მსუბუქი ავტომობილების მწარმოებელი ინგლისური კომპანია. ავტომობილების სერიული წარმოება დაიწყო 1927 წლიდან. შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ კოვენტრიში.
იაგუნდი (ფალაური „იაკუნდ“) - მინერალ კორუნდის გამჭვირვალე, სხვადასხვა ფერის სახესხვაობათა კრებითი სახელი. ძვირფასი ქვა წითელი ან ლურჯი ფერისა.
იაგუნოვსკი - დაბა რუსეთის კემეროვოს ოლქში.
იადავები - დინასტია, რომელიც XII-XIV საუკუნეებში განაგებდა ამავე სახელწოდების ფეოდალურ სახელმწიფოს სამხრეთ ინდოეთში.
იადამსურენი ურჟინგიინ - მონღოლი ფერმწერი (1905-1990 წწ).
იადგარი (სპარს. „სამახსოვრო“)
ქართული ლიტურგიკული კრებული, რომელშიც თავმოყრილია ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში დაწესებულ სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულთა და ხსენებათა საგალობლები.
სხვათა ენაა, ქართულად საÃსენებელი ჰქვია (საბა).
იადიგარ დაუდი - XIV საუკუნის ენციკლოპედიური ხასიათის ქართული სამედიცინო ძეგლი (ავტორი - დავით XI, დაუთ ხანი).
იადონი (ბერძნ.)
მგალობელი ფრინველი, ბულბული.
(აედონი) ბერძულად ბულბულს უწოდებენ (საბა).
იადრინი - ქალაქი რუსეთის ჩუვაშეთის რესპუბლიკაში.
იაეგერი ჰანს ჰენდრიკ - ნორვეგიელი მწერალი (1854-1910 წწ).
იავა
თათრულად ნაპოვნს ცხოველს ჰქვიან, რომელსა ქართულად მუდრეგი ეწოდების (საბა).
იავა - კუნძული მალაის არქიპელაგში, დიდი ზონდის კუნძულების ჯგუფში, ეკუთვნის ინდონეზიას.
იავაი - ნახევარკუნძული რუსეთის ტიუმენის ოლქის იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგში.
იავანთროპი - ნამარხი ადამიანი, რომლის ნაშთები ნაპოვნია (1931-32 წწ) კუნძულ იავის მეოთხეულ ნალექებში.
იავანი - დაბა ტაჯიკეთის ყურღანთეფის ოლქში.
იავანსუ - მდინარე ტაჯიკეთის ყურღანთეფის ოლქში.
იავარი - ნაფორიაქალი (საბა).
იავარქმნილი - დარბეული, გაძარცული, აოხრებული.
იავასი - დაბა რუსეთის მორდოვეთის რესპუბლიკაში.
იავატა - ქალაქი იაპონიის ფუკუოკის პრეფექტურაში, კუნძულ კიუსიუს ჩრდილოეთ ნაწილში.
იაველები - ინდონეზიაში მცხოვრები მუსლიმანური (სუნიტური) აღმსარებლობის მრავალრიცხოვანი ერი, ცხოვრობენ კუნძულ იავაზე, სუმატრაზე, კალიმანტანსა და მალაის არქიპელაგის სხვა კუნძულებზე. საერთო რაოდენობა 90 მილიონამდე.
იავის ზღვა - კუნძულთშორის ზღვა წყნარი ოკეანის დასავლეთით, სუმატრის, იავის და კალიმანტანის კუნძულებს შორის.
იავის (ზონდის) ღარი - ღრმა წყლის ღრმული ინდოეთის ოკეანეში.
იავლინსკი გრიგორი - რუსეთის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე (დაიბადა 1952 წელს).
იავნანა
ძველი ქართული ხალხური საწესო ლექს-სიმღერა, წარმოშობით წარმართული საკულტო რიტუალის უძველესი საგალობელი.
ბავშვის დასაძინებელი სიმღერა.
ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1994 წელს. ფილმი გადაღებულია იაკობ გოგებაშვილის მოთხრობათა მიხედვით. დამდგმელი რეჟისორი - ნანა ჯანელიძე. სცენარის ავტორები - ნანა ჯანელიძე, ნინო ნატროშვილი. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი ბერიძე. კომპოზიტორები - ჯანსუღ კახიძე და ვახტანგ კახიძე. მთავარ როლებში: ნინო აბულაძე, მაია ბაგრატიონი, ნატო მურვანიძე, ნიკა თავაძე, კახი კავსაძე.
იავნანინა - იგივეა, რაც იავნანა.
იავოჟნო - ქალაქი პოლონეთის კატოვიცეს სავოევოდოში (100 ათასი).
იავორივსკი ვლადიმირ - უკრაინელი მწერალი (დაიბადა 1942 წელს).
იავოროვი - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში.
იავოროვი პეიო (ნამდვილი გვარი კრაჩოლოვი) - ბულგარელი პოეტი (1877-1914 წწ).
იავუუხულანი ბეგზიინ - მონღოლი პოეტი (1929-1982 წწ).
იაზგულემი (მაზარდარა, ობიმაზარი) - მდინარე ტაჯიკეთის მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, მდინარე ფანჯის მარჯვენა შენაკადი.
იაზგულემის მყინვარი (მაზარდარა) - მდებარეობს პამირის მთების დასავლეთ ნაწილში, მდინარე იაზგულემის სათავესთან (ტაჯიკეთი).
იაზგულემის ქედი - მდებარეობს პამირის მთების დასავლეთ ნაწილში (ტაჯიკეთი).
იაზვა - მდინარე რუსეთის პერმის ოლქში, მდინარე ვიშერის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 162 კილომეტრი).
იაზიავანი - დაბა უზბეკეთის ფერღანის ოლქში.
იაზიკოვი ნიკოლაი - რუსი პოეტი (1803-1846 წწ).
იაზიკოვო - დაბა რუსეთის ულიანოვსკის ოლქში.
იაზოვი დიმიტრი - საბჭოთა მხედართმთავარი, მარშალი, 1987-91 წლებში სსრკ-ს თავდაცვის მინისტრი; 1991 წლის გადატრიალების მცდელობის (ГКЧП) მონაწილე (დაიბადა 1924 წელს).
იაზონის მღვიმე - მღვიმე ქუთაისის სიახლოვეს, წყალწითელას ხეობაში.
იათუღი - ვეცხლის საწყაულია (საბა).
იაია
დაბა რუსეთის კემეროვოს ოლქში.
მდინარე რუსეთის კემეროვოსა და ტომსკის ოლქებში, ჩულიმის მარცხენა შენაკადი.
იაივა
დაბა რუსეთის პერმის ოლქში.
მდინარე რუსეთის პერმის ოლქში, ერთვის კამის წყალსაცავს (სიგრძე - 304 კილომეტრი).
იაიი ბონი თომას (Thomas Yayi Boni) - ბენინის პრეზიდენტი 2006 წლიდან (დაიბადა 1952 წელს).
იაიკი - მდინარე ურალის სახელი 1775 წლამდე.
იაილა
სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.
იაილა (თურქ. „საზაფხულო საძოვარი“) - ყირიმის მთების ბრტყელი, პლატოსებური ზედაპირები. შუა აზიაში - ჯაილიაუ.
იაილო - მთა წალკის მუნიციპალიტეტში, შუახრამის მთათა ჯგუფში.
იაიფანი - ქალაქი უზბეკეთის ფერღანის ოლქში.
იაიცე - ქალაქი ბოსნია-ჰერცეგოვინაში.
იაიძუ - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე (115 ათასი).
იაკანი - კონცხი აღმოსავლეთ ციმბირის ზღვის ლონგის სრუტის სანაპიროზე (რუსეთი, მაგადანის ოლქი).
იაკი
(ტიბეტ.) - დიდი ტანის მცოხნელი ცხოველი; მოშინაურებული ჰყავთ ცენტრალური აზიის ზოგი ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში; ტიბეტური ხარი.
ა.ს.იაკოვლევის მიერ შემუშავებული საბჭოთა თვითმფრინავების საერთო სახელი.
იაკინთოსი (ჰიაკინთოსი) - მცენარეულობის წინაბერძნული ღვთაება, რომლის კულტი შემდეგ აპოლონისას შეუერთდა.
იაკირი იონა - 1917-21 წლების რუსეთის სამოქალაქო ომის ერთ-ერთი მხედართმთავარი. რეპრესირებულ იქნა 1937 წელს (1896-1937 წწ).
იაკობაური - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.
იაკობაძეები - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.
იაკობი - ბიბლიის თანახმად, ისააკის და რებეკას ტყუპ ვაჟებს შორის უმცროსი, ისრაელთა მოდგმის ერთ-ერთი პატრიარქი.
იაკობი იოჰან - გერმანელი დემოკრატი (1805-1877 წწ). 2) კარლ გუსტავ
იაკობ - გერმანელი მათემატიკოსი (1804-1851 წწ).
იაკობ ფრიდრიხ ჰაინრიხ - გერმანელი მწერალი და ფილოსოფოსი (1743-1819 წწ).
იაკობიანი - სპეციალური ტიპის ფუნქციონალური დეტერმინანტი.
იაკობინელები - XVIII საუკუნის საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში რადიკალურ-პოლიტიკური კლუბის წევრები (სახელი ეწოდა პარიზის წმ. იაკობის მონასტრის სახელის მიხედვით, სადაც მათი კლუბი იყო მოთავსებული).
იაკობსენი არნე - დანიელი არქიტექტორი (1902-1971 წწ).
იაკობსენი იენს პეტერ - დანიელი მწერალი (1847-1885 წწ).
იაკობსონი აუგუსტ - ესტონელი მწერალი (1904-1963 წწ).
იაკობსონი კარლ რობერტ - ესტონელი მწერალი (1841-1882 წწ).
იაკობსონი რომან - რუსი და ამერიკელი ენათმეცნიერი (1896-1982 წწ).
იაკობსჰავნი - ქალაქი გრენლანდიაში.
იაკობ შემოქმედელი (სამებელი, გვარად დუმბაძე) - XVII-XVIII საუკუნეების საეკლესიო მოღვაწე, პოეტი; შემოქმედის მიტროპოლიტად იხსენიება 1647 წლიდან.
იაკობშტადტი - ლატვიის ქალაქ ეკაბპილსის სახელი 1917 წლამდე.
იაკობ ხუცესი (ცურტაველი) - ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართული ლიტერატურული ძეგლის „შუშანიკის წამების“ ავტორი (V საუკუნის II ნახევარი).
იაკოვლევი ალექსანდრე - საბჭოთა ეპოქის მაღალჩინოსანი სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, ე.წ. „პერესტროიკის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი (დაიბადა 1923 წელს).
იაკოვლევი ალექსანდრე - რუსი ავიაკონსტრუქტორი, აკადემიკოსი (1906-1989 წწ).
იაკოვლევი ვალერი - ჩუვაში რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1939 წელს).
იაკოვლევი იური - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. მოღვაწეობს მოსკოვის ვახტანგოვის სახელობის თეატრში (დაიბადა 1925 წელს).
იაკოვლევი ნიკოლაი - საბჭოთა ეპოქის მხედართმთავარი, არტილერიის მარშალი (1898-1972 წწ).
იაკოვლევი ნიკოლაი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი; მოღვაწეობდა მოსკოვის მცირე თეატრში (1869-1950 წწ).
იაკოვლევო - დაბა რუსეთის ბელგოროდის ოლქში.
იაკოკუტი - დაბა რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.
იაკოპო დელა კვერჩა - იტალიელი მოქანდაკე (დაახლოებით 1374-1438 წწ).
იაკოპონე და ტოდი (იაკოპო ბენედეტი) - იტალიელი პოეტი (დაახლოებით 1230-1306 წწ).
იაკოსტა - თათრული ია (საბა).
ალ-იაკუბი - აბუ ლ-აბას აჰბად იბნ აბუ იაკუბ - არაბი ისტორიკოსი და გეოგრაფი (გარდაიცვალა დაახლოებით 897 წელს).
იაკუბანსი ანდრის - ლატვიელი მწერალი (დაიბადა 1941 წელს).
იაკუბ კადრი კარაოსმანოღლუ - თურქი მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე (1889-1980 წწ).
იაკუბოვიჩი ალექსანდრე - დეკაბრისტი, კაპიტანი, 1825 წლის 14 დეკემბრის აჯანყების უშუალო მონაწილე (1792-1845 წწ).
იაკუბოვიჩი ლეონიდ - რუსი ტელემოღვაწე, შოუ-მენი (დაიბადა 1945 წელს).
იაკუბოვიჩი პეტრე - რუსი პოეტი (1860-1911 წწ).
იაკუბოვსკი ალექსანდრე - რუსი აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი (1886-1953 წწ).
იაკუბოვსკი ალექსანდრე - საბჭოთა ეპოქის მხედართმთავარი, მარშალი, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1912-1976 წწ).
იაკუთი იბნ აბდ ალ-ლაჰ ალ-რუმი ალ-ჰამავი - არაბი მეცნიერი და მწერალი, ისტორიკოსი, გეოგრაფი, ენციკლოპედისტი (1179-1229 წწ).
იაკუპოვი ხარის - რუსი მხატვარი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1919 წელს).
იაკუტები (საკუთარი სახელი სახა) - იაკუტიის მკვიდრი მოსახლეობა, ცხოვრობენ კრასნოიარსკის მხარესა და მაგადანის და სახალინის ოლქებშიც.
იაკუტი ვსევოლოდ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა მოსკოვის ერმოლოვას სახელობის თეატრში (1912-1991 წწ).
იაკუტია (რესპუბლიკა სახა) - რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციაში. ფართობი - 3103,2 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 1 მილიონი. დედაქალაქი იაკუტსკი.
იაკუტსკი - რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკის დედაქალაქი (200 ათასი).
იაკუშევი ალექსანდრე - რუსი სპორტსმენი (შაიბიანი ჰოკეი), მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონი XX საუკუნის 70-იან წლებში (დაიბადა 1947 წელს).
იაკუშევი ვიქტორ - რუსი სპორტსმენი (შაიბიანი ჰოკეი), მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონი XX საუკუნის 60-იან წლებში (დაიბადა 1937 წელს).
იაკუშენკო ნიკოლაი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი; მოღვაწეობდა ყაზანში (1897-1971 წწ).
იაკუშინი მიხაილ - რუსი სპორტსმენი და მწვრთნელი (ფეხბურთი, ჰოკეი), თბილის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელი XX საუკუნის 50-60-იან წლებში (1910-1997 წწ).
იაკუშკინი პავლე - რუსი მწერალი, ფოლკლორისტი, ეთნოგრაფი (1822-1872 წწ).
იაკხოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ელევსინური ღვთაება, რომელიც მკვდრეთით აღდგენის შემდეგ ხელახლა დაიბადა დიონისეს სახით.
იალაპა (Exogonium purga) - მრავალწლოვანი ხვიარა ბალახოვანი მცენარე ხვართქლასებრთა ოჯახისა. აქვს დიდი წითელი ყვავილები.
იალაღი (თურქ.) - საზაფხულო საძოვარი.
იალბუზი
კავკასიონის ქედის უმაღლესი მწვერვალი; მდებარეობს რუსეთის ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში (სიმაღლე - 5642 მეტრი).
სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
იალკიალი (იალტიალი) - ცაში აქა-იქ ღრუბელი; ალაგ ღრუბელი, ალაგ მოწმენდილი (საბა).
იალნოს ქედი - ქედი მცხეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. დაკავშირებულია კავკასიონის სისტემასთან (ქართლის ქედთან), არის საგურამოს ქედის გაგრძელება გარეკახეთის მიმართულებით. ითვლება საშალო სიმაღლის განედურ ქედად. ძველად ეწოდებოდა „აკრიანის ქედი“ (ვახუშტი ბაგრატიონის თანახმად - „იალონი“). სიგრძე - 18 კილომეტრი, უმაღლესი წერტილია იალნოს მთა (სიმაღლე -1874 მეტრი). აგებულია ნეოგენური ნალექი ქანებით. საგურამოს ქედთან შეერთების ადგილზე გადაკვეთილია თბილის-თიანეთის საავტომობილო გზით. წარმოადგენს შემდეგი მდინარეების წყალგამყოფს: თეზმის (არაგვის მარცხენა შენაკადი) და გორანას (ივრის მარჯვენა შენაკადი), აგრეთვე წყალგამყოფია ნორიოსხევის, მარტყოფისხევის და საცხენისისხევის. კალთები შემოსილია მუხნარით, მუხნარ-რცხილნარით და წიფლნარით. თხემზე მეორეული სუბალპური მდელოებია.
იალომიცა
მდინარე დუნაის მარცხენა შენაკადი რუმინეთში.
ჟუდეცი რუმინეთში.
იალონი - იხილე იალნოს ქედი.
იალოუ როზალინ - ამერიკელი ფიზიკოსი და მედიკოსი, 1977 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ე.შალის და რ.გიმენთან ერთად (დაიბადა 1922 წელს).
იალპუგი
მდინარე მოლდავეთსა და უკრაინის ოდესის ოლქში, ერთვის იალპუგის ტბას.
ტბა მდინარე დუნაის მარცხენანაპირეთში (უკრაინის ოდესის ოლქი).
იალტა
საკურორტო ქალაქი უკრაინის ყირიმის ოლქში (90 ათასი).
დაბა უკრაინის დონეცკის ოლქში.
იალტიალი - იხილე იალკიალი.
იალტის კონფერენცია 1945 - მეორე მსოფლიო ომში სამი მოკავშირე მხარის მეთაურთა - სტალინის, ჩერჩილის და რუზველტის შეხვედრა იალტაში 1945 წლის 4-11 თებერვალს. მოიხსენიება აგრეთვე როგორც ყირიმის კონფერენცია.
იალუნძიანი - მდინარე ჩინეთში, მდინარე იანძის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 1324 კილომეტრი).
იალუტოროვსკი - ქალაქი რუსეთის ტიუმენის ოლქში (40 ათასი).
იალუძიანი (კორეულად ამნოკანი) - მდინარე ჩინეთის და კორეის საზღვარზე, ერთვის ყვითელ ზღვას (სიგრძე - 813 კილომეტრი).
იალქანი
ნავის, ხომალდის ანძაზე მიმაგრებული მკვრივი ტილო; საჭიროა ნავის ასამოძრავებლად ქარის ძალის გამოყენებით; აფრა.
(ძველად) პატარძლის საქორწინო გვირგვინი.
იალქნები - ცის სამხრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი.
იალქნიანი - აფრიანი.
იალღოჯი - ფიცარი პირ-მრუდი (საბა).
იალღუზიძე (ნამდვილი გვარი გაბარათი) იოანე - ოსი პოეტი (1775-1830 წწ).
იალღუნი (თამარიხ) - ზაფხულმწვანე, იშვიათად მარადმწვანე ბუჩქი ან მომცრო ხე; აქვს ძალიან პატარა და ხშირი ფოთლები, წვრილი ყვავილები. იზრდება მდინარის პირებზე.
იამა
მდინარე რუსეთის მაგადანის ოლქში, ერთვის ოხოტის ზღვას.
ვედურ მითოლოგიაში, ბრაჰმანიზმში, ინდუიზმსა და ბუდიზმში - სიკვდილის ღმერთი, მიცვალებულთა სამყაროს მბრძანებელი. გამოისახებოდა მოხუცად, რომელსაც ყულფიანი თოკი ეჭირა ხელში.
იამაბე აკიჰიტო - იაპონელი სახალხო პოეტი (დაიბადა დაახლოებით 730 წელს).
იამაგატა
ქალაქი იაპონიაში, იამაგატას პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (250 ათასი).
პრეფექტურა იაპონიაში.
იამაგატა არიტომო - იაპონიის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, მარშალი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1898-1900 წლებში (1838-1922 წწ).
იამაგუტი - ქალაქი (130 ათასი) და პრეფექტურა იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე.
იამადა
ისუძუ - იაპონელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1917 წელს).
კოსაკუ - იაპონელი კომპოზიტორი და დირიჟორი (1886-1965 წწ).
იამადა ბიმიო (ნამდვილი სახელი ტაკეტარო) - იაპონელი მწერალი და ფილოლოგი (1868-1910 წწ).
იამავრი - მხოლოდშობილი (საბა).
იამაიკა (ინგლ. Jamaica).
სახელმწიფო ამავე სახელმწიფოს კუნძულსა და მიმდებარე მცირე კუნძულებზე, ვესტინდოეთში; შედის ერთა თანამეგობრობაში.
დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1962 წლის 6 აგვისტო.
ეროვნული დევიზი - „Out of Many One People“.
ჰიმნი - „Jamaica, Land We Love“.
მმართველობის ფორმა - კონსტიტუციური მონარქია.
სახელმწიფოს მეთაური - დიდი ბრიტანეთის დედოფალი.
საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი.
ფართობი - 10 991 ათასი კვ.კმ.
მოსახლეობა - 2,6 მილიონი.
სიმჭიდროვე - 252 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
მორწმუნენი ძირითადად პროტესტანტები არიან.
დედაქალაქი - კინგსტონი.
სახელმწიფო ენა - ინგლისური.
ვალუტა - იამაიკური დოლარი.
ქვეყნის კოდი - JAM.
დროის სარტყელი - UTC -5.
სატელეფონო კოდი - +1876.
ინტერნეტ-დომენი - jm.
იამალი - ნახევარკუნძული რუსეთის ტიუმენის ოლქში, დასავლეთ ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში.
იამ-ალინი - ქედი რუსეთის ამურის და ხაბაროვსკის მხარეებში, ბურეის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში.
იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგი - მდებარეობს რუსეთის ტიუმენის ოლქში. ფართობი 750,3 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 500 ათასი. ადმინისტრაციული ცენტრი სალეხარდი.
იამამოტო
ისოროკუ - იაპონელი ადმირალი (1884-1943 წწ).
საცუო - იაპონელი კინორეჟისორი (1910-1983 წწ).
სენძი - იაპონელი საზოგადო მოღვაწე, ბიოლოგი (1889-1929 წწ).
იამანასი - პრეფექტურა იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს ცენტრალურ ნაწილში.
იამანთაუ - უმაღლესი მთის მასივი რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში (სამხრეთი ურალი).
იამანი
ძვრიფასი ქვა, აყიყი.
საქონლის ავადმყოფობა; იცის დასივება.
იამანიძე შოთა - ფეხბურთელი, ნახევარმცველი. თამაშობდა თბილისის „დინამოში“ (1954-67). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 300 მატჩი (65 გოლი). სსრკ-ს ჩემპიონი (1964) და სამგზის მესამე პრიზიორი (1959, 62, 67), სსრკ თასის გათამაშების ფინა-ლისტი (1960). სპორტის დამსახურებული ოსტატი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში (1937-1971 წწ).
იამაროვკა - დაბა რუსეთის ჩიტის ოლქში.
იამასაკი მინორუ - იაპონური წარმოშობის ამერიკელი არქიტექტორი (1912-1986 წწ).
იამატა-ნო ოროტი - იაპონურ მითოლოგიაში - საოცარი გველი-ურჩხული, რომელსაც ღმერთი სუსანოო ამარცხებს.
იამატო (იაპონ.) - იაპონურ დამწერლობაში წმინდა იაპონური
იეროგლიფები (განსხვავებით ჩინურიდან ნასესხებისა).
იამატოე - XI-XII საუკუნეებში ჩამოყალიბებული იაპონური სამხატვრო სკოლა.
იამაძაკი ნაოკატა - იაპონელი გეოლოგი და გეოგრაფი (1870-1929 წწ).
იამბი (ბერძნ.)
ანტიკურ ლექსთწყობაში ორმარცვლიანი ტერფი, რომლის პირველი მარცვალი მოკლეა, მეორე - გრძელი.
მოგვიანო ხანის ლექსთწყობაში ორმარცვლიანი მუხლი, რომლის მეორე მარცვალი მახვილიანია.
იამბიკო (ბერძნ.)
ძველ ბერძნულ პოეზიაში - ლექსი, რომელიც იამბისაგან შედგებოდა და სახუმარო შინაარსით ხასიათდებოდა.
ძველ ქართულ სასულიერო პოეზიაში ხუთმუხლიანი და თორმეტმარცვლიანი ურითმო ლექსი, რომლის ყოველი სტრიქონი მახვილით ან ცეზურით ორ ნაწილად იყოფა.
იამბლიქე - ძველბერძენი მწერალი, ნეოპლატონიზმის სირიული სკოლის დამაარსებელი (დაახლოებით 280-330 წწ).
იამბოზა - ხეები და ბუჩქები მირტისებრთა ოჯახისა; გავრცელებულია აზიის ტროპიკებში, ავსტრალიასა და პოლინეზიაში.
იამბოლი - ქალაქი ბულგარეთში, ამავე სახელწოდების ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი (100 ათასი).
იამბუკანი - მდინარე რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში, მდინარე ქვემო ტუნგუსკის მარჯვენა შენაკადი.
იამბულე - ძველბერძენი მწერალი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. III საუკუნე).
იამბურგი - ქალაქ კინგისეპის სახელი 1922 წლამდე.
იამბუტო - ტბები რუსეთის ტიუმენის ოლქში, იამალისა და გიდანის ნახევარკუნძულებზე.
იამი
ქალაქ კინგისეპის ძველი სახელი.
იამი - მონღოლთა სამფლობელოში შემავალ ქვეყნებში სამხედრო-სტრატეგიული მიზნით გზებზე აგებული საფოსტო სადგური.
იამკუნი - კურორტი რუსეთის ჩიტის ოლქში.
იამოზერო - ტბა რუსეთის კომის რესპუბლიკაში, ტიმანის ჭიუხის ცენტრალურ ნაწილში.
იამოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აპოლონისა და ევადნეს ვაჟი, პოსეიდონის შვილიშვილი, ოლიმპიელ ქურუმთა ქადაგი და წინაპარი.
იამპილოვი ბაუდორჟა - რუსი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1916 წელს).
იამპოლი
დაბა უკრაინის ვინიცის ოლქში.
დაბა უკრაინის სუმის ოლქში.
დაბა უკრაინის ხმელნიცკის ოლქში.
იამპოლსკი ბორის - რუსი მწერალი (1912-1972 წწ).
იამუნა - იხილე ჯამნა.
იამუსუკრო - აფრიკის სახელმწიფო კოტ დ'ივუარის დედაქალაქი 1983 წლიდან (110 ათასი).
იან I ოლბრიხი - პოლონეთის მეფე 1492 წლიდან (1459-1501 წწ).
იან II კაზიმირ ვაზა - რეჩ პოსპოლიტას მეფე 1648-68 წლებში (1609-1672 წწ).
იან III სობესკი - პოლონელი მხედართმთავარი, რეჩ პოსპოლიტას მეფე 1674-1696 წლებში (1629-1696 წწ).
იანა - მდინარე რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში, ერთვის ლაპტევების ზღვის იანის ყურეს (სიგრძე - 872 კილომეტრი).
იანა-ინდიგირკის დაბლობი - მდებარეობს ლაპტევებისა და აღმოსავლეთ ციმბირის ზღვების სანაპიროზე (რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკა).
იანა-ოიმიაკონის მთიანეთი (ოიმიაკონის ზეგანი) - მდებარეობს ჩერსკისა და ვერხოიანსკის ქედებს შორის (რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკა).
იანაიძუ - იხილე აიძუვაკამაცუ.
იანაკონა
სამხრეთამერიკელი ინკების სამეფოში სხვაზე დამოკიდებული ადამიანების კატეგორია (მონა, მსახური, ხელოსანი).
XIX საუკუნიდან პერუსა და ბოლივიაში მიწის ნაკვეთის არენდატორი.
იანაუ გენრიხ - ისტორიკოსი, ბალტიისპირელი განმანათლებელი (1753-1821 წწ).
იანაული - ქალაქი რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში (30 ათასი).
იანჩეკი ლეოშ - ჩეხი კომპოზიტორი, მუსიკის კრიტიკოსი, დირიჟორი და პედაგოგი (1854-1928 წწ).
იანგანთაუ - კურორტი რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში, ქალაქ უფის ჩრდილო-დასავლეთით.
იანგელი მიხაილ - სარაკეტო-კოსმოსური სფეროს რუსი კონსტრუქტორი, აკადემიკოსი (1911-1971 წწ).
იანგზტაუნი - ქალაქი აშშ-ს ოჰაიოს შტატში (150 ათასი).
იანგი (იუნგი) ედუარდ - ინგლისელი პოეტი (1683-1765 წწ).
იანგი (იან ჯენ-ნინი) - ჩინელი ფიზიკოსი, მოღვაწეობს აშშ-ში; 1957 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლი ძუნდაოსთან ერთად (დაიბადა 1922 წელს).
იანგი პოლ - ინგლისელი მომღერალი, ე.წ. „ცისფერთვალათა სოულის“ წამყვანი შემსრულებელი (1955-2000 წწ).
იანგი (იუნგი) ჩარლზ ოგასტეს - ამერიკელი ასტრონომი (1834-1908 წწ).
იანგი ჯონ - ამერიკელი ასტრონავტი, 1972 წელს ხომალდ „აპოლონ“-16-ით დაეშვა მთვარეზე (დაიბადა 1930 წელს).
იანგიაბადი - ქალაქი უზბეკეთის ტაშკენტის ოლქში.
იანგიბაზარი - ტაჯიკეთის ქალაქ ყოფარნიხონის სახელი 1936 წლამდე.
იანგიერი - ქალაქი უზბეკეთის სირდარიის ოლქში (30 ათასი).
იანგიიული - ქალაქი უზბეკეთის ტაშკენტის ოლქში (60 ათასი).
იანგი-ნიშანი - ქალაქი უზბეკეთის სამარყანდის ოლქში.
იანგირაბადი - დაბა უზბეკეთის სამარყანდის ოლქში.
იანგიყორღანი - დაბა უზბეკეთის ნამანგანის ოლქში.
იანგონი (1989 წლამდე რანგუნი) - აზიის სახელმწიფო მიანმას (ყოფილი ბირმის) დედაქალაქი 2005 წლამდე, პორტი მდინარე ირავადის დელტაში (3,5 მილიონი გარეუბნებით).
იანგსტაუნი - ქალაქი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ოჰაიოს შტატში (500 ათასი).
იან გუანი - ჩინურ მითოლოგიაში - მხედველობის განმკურნებელი ქალღმერთი.
იანდა კრისტინა - პოლონელი მსახიობი ქალი (დაიბადა 1952 წელს).
იან-დი - ჩინურ მითოლოგიაში - ცეცხლის ღმერთი, სამხრეთის მბრძანებელი, მიწათმოქმედების მფარველი.
იანდიევი ჯემალდინ - ინგუში პოეტი (1916-1979 წწ).
იანევსკი სლავკო - მაკედონელი მწერალი (დაიბადა 1920 წელს).
იანეთი
სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე გუბისწყლის მარჯვენა ნაპირზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 2 სოფელს: დასახლება კოპიტნარი და იანეთი). ზღვის დონიდან - 30 მეტრი, სამტრედიიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2041 კაცი.
სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
იანეული - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.
იან-ვანი - ჩინურ მითოლოგიაში - მბრძანებელი და უმაღლესი მსაჯული მიცვალებულთა საუფლოსი.
იანვარაშვილი ბარბალე - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი; მოღვაწეობდა თბილისის მუსკალური კომედიის თეატრში (1908-2000 წწ).
იანვარი
(რომაელთა ორსახიანი ღვთაება იანუსის მიხედვით) კალენდარული წლის პირველი თვე (31 დღე), ზამთრის თვე დეკემბერსა და თებერვალს შორის.
აპანი (საბა).
იანთაი (ჩი ფუ) - ქალაქი ჩინეთის შანდუნის პროვინციაში, პორტი ყვითელი ზღვის პირას (450 ათასი).
იანი
ზუთხისა და ტარაღანის მუცლის ზედა ნაწილი.
იხილე ინი-იანი.
იანი ვასილი (ნამდვილი გვარი იანჩევეცკი) - რუსი მწერალი, ისტორიული რომანების ავტორი მონღოლთა ეპოქის შესახებ (1874-1954 წწ).
იანი ჰანს ჰენი - გერმანელი მწერალი, პაციფისტი (1894-1959 წწ).
იან იანი - ჩინეთის სახელმწიფო მოღვაწე (გარდაიცვალა 781 წელს).
იანიესი აგუსტინ - მექსიკელი მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1904 წელს).
იანიესი ენრიკე - მექსიკელი არქიტექტორი (დაიბადა 1908 წელს).
იანიკული - ძველ რომში ერთ-ერთი ბორცვი მდინარე ტიბრის მარჯვენა ნაპირზე.
იანინა (იოანინა) - ქალაქი საბერძნეთში, ამავე სახელწოდების ნომის ადმინისტრაციული ცენტრი.
იანი (იოჰან) ლეიდენელი - ნიდერლანდელი ანაბაპტისტების ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი, მიუნსტერიის კომუნის მეთაური (1509-1536 წწ).
იანი ლიბენი - ჩინელი ფერმწერი (დაახლოებით 600 - 673 წწ).
იანინგსი ემილ - გერმანელი მსახიობი (1884-1950 წწ).
იანირა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:
ერთ-ერთი ნერეიდა.
ერთ-ერთი ოკეანიდი.
კაპანევსის ცოლი, სავარაუდოა იყოს ევადნეს ზედმეტი სახელი.
იანის ზეგანი - მდებარეობს მდინარე იანის აუზში, რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.
იანისიარვი - ტბა რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში, ლადოგის ტბის ჩრდილოეთით (სიღრმე 57 მეტრამდე).
იანის ყურე - მდებარეობს ლაპტევების ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.
იანიყორღანი - დაბა ყაზახეთის ყიზილ-ორდის ოლქში.
იანიშევსკი ლეონ - პოლონელი პოეტი (1810-1861 წწ).
იანიშკი - ლიტვის ქალაქ იონიშკის სახელი 1917 წლამდე.
იანიჩარი და იენიჩარი (თურქ.)
პრივილეგირებული ქვეითი ჯარი შუა საუკუნეების ოსმალეთის იმპერიაში.
ასეთი ჯარის მებრძოლი.
იანკანი - ქედი სტანოვოის მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთის ჩიტის ოლქში.
იანკოვიჩ დე მირიევო (მირიეველი) თედორე - რუსი და სერბი პედაგოგი (1741-1814 წწ).
იანკი (ინგლ.) - აშშ-ს ამერიკელების დამცინავი მეტსახელი, რაც მათ ევროპელებმა შეარქვეს.
იანკო-დუდლი (ინგლ.) - ჩრდილოამერიკელების პატრიოტული სიმღერა ინგლისელთა ხელისუფლებისაგან განთავისუფლებისათვის ბრძოლის ეპოქისა.
იანკოვსკი ოლეგ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი; მოღვაწეობს მოსკოვის „ლენკომის“ თეატრში (1944-2009 წწ).
იანკოვსკი როსტისლავ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი; ო.იანკოვსკის ძმა, მოღვაწეობს მინსკის თეატრში (დაიბადა 1930 წელს).
იანკუ აბრამ - ტრანსილვანიაში რუმინელთა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1824-1872 წწ).
იან ლი-ბენი - ჩინელი ფერმწერი (გარდაიცვალა 673 წელს).
იან-მაიენი - კუნძული გრენლანდიის ზღვაში, ეკუთვნის ნორვეგიას.
იან მატისი - ჰოლანდიელი ანაბაპტისტი, მიუნსტერის კომუნის ბელადი (1600-1634 წწ).
იანოვიჩი დაბა ბელორუსიის ვიტებსკის ოლქში.
იანოვიჩი ლუდვიკ - პოლონეთის და რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე (1859-1902 წწ).
იანოვსკი დავიდ - რუსული წარმოშობის მოჭადრაკე, მსოფლიოს ჩემპიონობის პრედენდენტი XX საუკუნის დასაწყისში (1868-1927 წწ).
იანოვსკი იური - უკრაინელი მწერალი (1902-1954 წწ).
იანომამა - ვენესუელის სამხრეთში მცხოვრებ ინდიელ ხალხთა ჯგუფი.
იანონისი იულიუს - ლიტველი პოეტი (1896-1917 წწ).
იანოუშეკი ანტონინ - ჩეხეთის და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1877-1941 წწ).
იანოშ ზაპოლი - უნგრეთის მეფე 1526 წლიდან (1487-1540 წწ).
იანოში ლაიოშ - უნგრელი ფიზიკოსი (დაიბადა 1912 წელს).
იანსენი იოჰან - გერმანელი ისტორიკოსი (1829 - 1891 წწ).
იანსენიზმი - კათოლიციზმის რელიგიური მიმდინარეობა საფრანგეთსა და პოლონეთში XVII-XVIII საუკუნეებში. უშუალოდ მიმართული იყო იეზუიტების წინააღმდეგ.
იანსზონი (იანცი) ვილემ - ჰოლანდიელი ზღვაოსანი, 1606 წელს აღმოაჩინა ავსტრალიის დასავლეთი სანაპირო (XVII საუკუნის დასაწყისი).
იან სიუცინი - ტაიპინელთა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჩინეთში (გარდაიცვალა 1856 წელს).
იანსკი კარლ - ამერიკელი ინჟინერი, რადიოასტრონომიის პიონერი (1905-1950 წწ).
იანსკი იან - ჩეხი ექიმი, აღმოაჩინა მეოთხე ჯგუფის სისხლი ადამიანში (1873-1921 წწ).
იანსონი ტუვე მარიკა - ფინელი მწერალი და მხატვარი ქალი (1914-2001 წწ).
იანსონსი არვიდას - ლატვიელი დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1914-1984 წწ).
იანტაი - იხილე ჩიფუ.
იანტარნი (1946 წლამდე პალმნიკენი) - დაბა რუსეთის კალინინგრადის ოლქში.
იანტბელიძე ივანე - კინოსა და თეატრის მსახიობი, მოღვაწეობს თელავის თეატრში (დაიბადა 1954 წელს).
იანტრა - მდინარე დუნაის მარჯვენა შენაკადი ბულგარეთში.
იანუკოვიჩი ვიქტორ - უკრაინის პრეზიდენტი 2010 წლიდან, პრემიერ-მინისტრი 2002-2005 და 2006-2007 წლებში (დაიბადა 1950 წელს).
იანუსი
დროის, დასაწყისისა და დასასრულის, ყველა საქმის წამოწყების ღვთაება ძველ იტალიაში; გამოისახებოდა ორი პირისახით. მის სახელთანაა დაკავშირებული იანვრის სახელი.
პლანეტა სატურნის თანამგზავრი; 1966 წელს აღმოაჩინა ფრანგმა ო. დოლფიუსმა.
იან ფუ - ჩინელი პუბლიცისტი და მთარგმნელი (1853-1921 წწ).
იანქოშვილი ნათელა - ფერმწერი და გრაფიკოსი, საქართველოს სახალხო მხატვარი (დაიბადა 1918 წელს).
იანშაო - ენეოლითის ხანის (ძვ.წ.აღ. III ათასწლეული - II ათასწლეულის დასაწყისი) არქეოლოგიური კულტურა ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე.
იანშინი მიხაილ - რუსი მსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი; მოღვაწეობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრში (1902-1976 წწ).
იანჩო მიკლოშ - უნგრელი კინორეჟისორი (დაიბადა 1921 წელს).
იანჩო პალ - უნგრელი მსახიობი (1761-1845 წწ).
იანძი (იანძიძიანი, „ცისფერი მდინარე“) - მდინარე ჩინეთში, ითვლება ევრაზიის ყველაზე გრძელ მდინარედ, ერთვის აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვას (სიგრძე - 5800 კილომეტრი).
იანძიუანი - ქალაქი ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში, შანსის პროვინციაში (360 ათასი).
იანძიძიანი - იხილე იანძი.
იან ჯენ ინი - იხილე იანგი (2).
იანჯოუ - ქალაქი ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ძიანსუს პროვინციაში (315 ათასი).
იან ჯუ (იან ძიძიუი, იან შენი) - ძველი ჩინელი მოაზროვნე (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 440 - 360 ან 414 - 334 წწ).
იაო
ქალაქი იაპონიის ოსაკის პრეფექტურაში, კუნძულ ჰონსიუზე (280 ათასი).
ჩინურ მითოლოგიაში - მითიური წარსულის ბრძენი მფარველი და გამგებელი.
(საკუთარი სახელი მინი, მანი, ზაო) - ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ხალხი (საერთო რაოდენობა 2,5 მილიონი).
მალავის დასავლეთ ნაწილში მცხოვრები ბანტუს ოჯახის ხალხი.
იაო-ვანი - ჩინურ მითოლოგიაში - მედიცინის მფარველი ღვთაება.
იაპეტი (იაპეტოსი)
ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტიტანი, აზიის ან კლიმენეს მეუღლე. პრომეთეს, ეპიმეთეს, ატლანტოსისა და მენეტიოსის მამა.
პლანეტა სატურნის თანამგზავრი; აღმოაჩინა ჯ.კასინიმ 1671 წელს.
იაპეტიონიდე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, იაპეტის ქალიშვილი.
იაპეტიონიდი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, იაპეტის ვაჟი, ე.ი. პრომეთე, ეპიმეთე, ატლანტოსი ან მენეტიოსი.
იაპი
კუნძულები წყნარი ოკეანის კაროლინის არქიპელაგში, ითვლება აშშ-ს სამეურვეო ტერიტორიად.
(ინგლ.) - (აბრევიატურა Young Urban Professional) აშშ-ში ახალგაზრა კაცი, რომელსაც კარგი განათლება აქვს მიღებული და იბრძვის კარიერის შესაქმნელად.
იაპიქსი - ქარია ერთი (საბა).
იაპონელები - ერი, იაპონიის ძირითადი მოსახლეობა; ანთროპოლოგიურად განეკუთვნებიან მონღოლოიდურ რასას; მთელ მსოფლიოში მათი რიცხვი 125 მილიონს აღწევს.
იაპონია (საკუთარი სახელი „ნიპონი, ნიჰონი“, Nihon Koku).
4 დიდ (ჰოკაიდო, ჰონსიუ, კიუსიუ, სიკოკუ) და 4 ათასამდე მცირე კუნძულზე მდებარე სახელმწიფო აზიაში, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, აზიის აღმოსავლეთ სანაპიროზე.
დაარსებულია როგორც სახელმწიფო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 660 წელს.
მმართველობის ფორმა - კონსტიტუციური მონარქია.
სახელმწიფოს მეთაური - იმპერატორი.
საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (მრჩეველთა პალატა და წარმომადგენელთა პალატა).
ფართობი - 377 835 კვ.კმ.
დაყოფილია 9 ოლქად, რომელიც 47 პრეფექტურას მოიცავს.
მოსახლეობა - 127 მილიონი.
სიმჭიდროვე - 337 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
მორწმუნეები ძირითადად ბუდისტები და სინტოისტები არიან.
დედაქალაქი - ტოკიო.
ოფიციალური ენა - იაპონური.
ვალუტა - იენი.
ქვეყნის კოდი - JPN.
დროის სარტყელი - UTC +9.
სატელეფონო კოდი - +81.
ინტერნეტ-დომენი - JP
იაპონიის დინება - იხილე კუროსიო.
იაპონიის ზღვა - ნახევრად დახშული ზღვა წყნარი ოკეანის აუზში, იაპონიის სანაპიროებთან. ფართობი 1062 ათასი კვ.კმ. მაქსიმალური სიღრმე 3720 მეტრი.
იაპონიის ღარი - ღრმა წყლის ღრმული წყნარ ოკეანეში (სიღრმე 8412 მეტრი).
იაპონიის შიგა ზღვა (სეტო-ნაიკაი) - ზღვებისა და სრუტეების სისტემა ჰონსიუს, კიუსიუსა და სიკოკუს კუნძულებს შორის.
იაპონური ენა - იაპონიის სახელმწიფო ენა. მიაკუთვნებენ ალთაურ ენებს.
იაპურა - იხილე ჟაპურა.
იაჟუჟუნა (Viola tricolor) - დაბალი ბალახოვანი მცენარე იისებრთა ოჯახისა; იკეთებს სხვადასხვა ფერის დიდ ხავერდოვან ყვავილს; სამფერი ია.
იარ (ნაბიჯით იარ!) - სიარულის დაწყების განკარგულება.
იარა
ჭრილობა, წყლული.
(გადატანით) სულიერი ტკივილი, ტანჯვა.
თურქთა ენითა წყლულსა ჰქვიან (საბა).
იარაკუი - შტატი ვენესუელის ჩრდილოეთ ნაწილში; ადმინისტრაციული ცენტრი სან-ფელიპე.
იარალი და ზაქარია - ქართველი სამხედრო მოღვაწეები; თავი გამოიჩინეს XVII საუკუნის დასაწყისის ბრძოლებში ოსმალების წინააღმდეგ.
იარანგა - ჩუქჩების საცხოვრებელი ქოხი, ირმის ტყავებით დახურული.
იარანსკი - ქალაქი რუსეთის კიროვის ოლქში (30 ათასი).
იარატო - ტბები, იხილე იაროტო.
იარაღი (თურქ.)
რაიმე სამუშაოს შესასრულებლად საჭირო საგანი ან მოწყობილობა; ხელსაწყო.
ბრძოლისა და თავდაცვის საშუალება.
(გადატანით) რაიმე მიზნის მისაღწევი საშუალება.
რისამე ნაწილი, მორთულობა, მოწყობილობა.
იარაღასხმული - იარაღით აღჭურვილი, შეიარაღებული.
იარაღაყრილი - განიარაღებული.
იარაღიანი - იარაღის მქონე, შეიარაღებული.
იარაღუჩი - გამკითხველობა და ბრჭობა (საბა).
იარაჩი სტეფან - პოლონელი მსახიობი, რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე (1883-1945 წწ).
იარაჯულები - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ზარიძეების თემის საკრებულო), ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ვერხველის (ქუსნოს შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 1200 მეტრი, თიანეთიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 178 კაცი.
იარგარა - დაბა მოლდავეთში.
იარდანოსი - იუდეველთა მეფე, ომფალოსის მამა; იორდანიის ეპონიმი.
იარდი (ინგლ.) - ინგლისური სიგრძის საზომი ერთეული, უდრის 3 ფუტს ანუ 91 სანტიმეტრს.
იარდიმლი - დაბა აზერბაიჯანში.
იარეგა - დაბა რუსეთის კომის რესპუბლიკაში.
იარემენკო ვასილი - უკრაინელი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1895-1976 წწ).
იარემჩა - ქალაქი უკრაინის ივანო-ფრანკოვსკის ოლქში.
იარენგა - მდინარე რუსეთის კომის რესპუბლიკასა და არხანგელსკის ოლქში, მდინარე ვიჩეგდის მარჯვენა შენაკადი.
იარვა-იაანი - დაბა ესტონეთში.
იარვაკანდი - დაბა ესტონეთში.
იარვამაა - ძველესტონური მიწა (მხარე) თანამედროვე ესტონეთის ცენტრალურ ნაწილში.
იარვეტი იური - ესტონელი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1919-1995 წწ).
იარი - დაბა რუსეთის უდმურტეთის რესპუბლიკაში.
იარიგინი ივან - რუსი სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა), ოლიმპიური თამაშების ორგზის (1972, 1976) და 1973 წლის მსოფლიოს ჩემპიონი (1948-1997 წწ).
იარლი (ძვ.-სკანდ.) - დიდგვაროვანი კაცი, კონუნგის ნაცვალი სკანდინავიურ ქვეყნებში; ვიკინგთა მეთაური.
იარლო - სლავურ-რუსული მითოლოგიაში - ნაყოფიერების ღვთაება.
იარლიყი (თურქ.)
საქონელზე დაკრული ფურცელი, რომელზეც აღნიშნულია სახელწოდება, რაოდენობა, ფასი და სხვა.
მონღოლთა სახანოებში ხანის წერილობითი ბრძანება, სიგელი.
იარმათოვი კამილ - უზბეკი მსახიობი და რეჟისრი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი; უზბეკური კინემატოგრაიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1903-1978 წწ).
იარმოლნიკი ლეონიდ - რუსი მსახიობი და პროდიუსერი (დაიბადა 1954 წელს).
იარმოლნიცი - დაბა უკრაინის ხმელნიცკის ოლქში.
იარმუთი - იხილე გრეიტ-იარმუთი.
იარმუკა (გერმ.-რუს.) - (ძველად) ბაზარი, ბაზრობა.
იარნეფელტი ეერო - ფინელი ფერმწერი (1863-1937 წწ).
იარნოვიჩი ივან მანე - ხორვატი მევიოლინე და კომპოზიტორი (1740 ან 1745 - 1804 წწ).
იაროვაია - დაბა უკრაინის დონეცკის ოლქში.
იაროვიზაცია
გარემო ფაქტორების ზეგავლენით მცენარის ინდუქცია ან ვეგეტაციურიდან გენერაციულ განვითარებაზე გადასვლის დაჩქარება.
საშემოდგომო კულტურების საგაზაფხულო თესვისას გაღოჯებულ თესლზე თესვის წინ დაბალი ტემპერატურით ხელოვნური ზემოქმედება განვითარების დაჩქარების უზრუნველსაყოფად.
იაროვოე
დაბა რუსეთის ალთაის მხარეში.
(დიდი იაროვოე და პატარა იაროვოე) ტბები რუსეთის ალთაის მხარეში.
იაროზიტი - სულფატების კლასის მინერალი.
იაროსლავ ბრძენი - კიევის დიდი მთავარი 1019 წლიდან, ვლადიმირ სვიატოსლავის ძის ვაჟი (978-1054 წწ).
იაროსლავლი - ქალაქი რუსეთის ევროპულ ნაწილში, საოლქო ცენტრი (620 ათასი).
იაროსლავსკი - დაბა რუსეთის პრიმორიეს მხარეში.
იაროტო - ტბები რუსეთის ტიუმენის ოლქში.
იაროშევიჩი პიოტრ - პოლონეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1909-1990 წწ).
იაროშენკო ნიკოლაი - რუსი ფერმწერი, ჟანრისტი, პორტრეტისტი (1846-1898 წწ).
იაროში ოტაკარ - ჩეხი ოფიცერი, საბჭოთა კავშირის გმირი (1912-1943 წწ).
იარუზელსკი ვოიცეხ - პოლონეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, პოლონეთის პრეზიდენტი 1989-90 წლებში (დაიბადა 1923 წელს).
იარუსი (რუს.)
თეატრში მაყურებელთათვის განკუთვნილი სართული.
საერთოდ სართულებად მოწყობილი რიგი, წყება.
გეოლოგიაში დანალექი ქანების, პლასტების ერთობლიობა, სართული.
იარქენდი
მდინარე ჩინეთის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ტარიმის მდგენელი (სიგრძე - 1068 კილომეტრი).
იარქენდი (ჩინურად შაჩე) - ქალაქი ჩინეთის სინძიანის უიღურთა ავტონომიურ რაიონში (100 ათასი).
იარცევო - ქალაქი რუსეთის სმოლენსკის ოლქში (60 ათასი).
იასაი მარი - უნგრელი მსახიობი ქალი (1850-1926 წწ).
იასაკი - იხილე იასაყი.
იასამანი (Syringa) - დეკორატიული ბუჩქი; იკეთებს მტევნებად შეკრულ წვრილ სურნელოვან მოწითალო იისფერ ან თეთრ ყვავილებს.
იასამნისფერი - მოწითალო იისფერი.
იასაული
ძველ რუსეთში პოლიციის მოხელე სოფელში.
სხვათა ენაა, ქართულად მანდატურია (საბა).
იასაყი და იასაკი (თურქ.) - ხარკი ნატურით (ბეწვეულით, ტყავეულით), რომელსაც უხდიდნენ ვოლგისპირელი და ციმბირელი ხალხები მეფის რუსეთს; უფრო ძველად მონღოლები ახდევინებდნენ დაპყრობილ ხალხებს.
იასაჩნაია - მდინარე რუსეთის მაგადანის ოლქში, მდინარე კოლიმის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 490 კილომეტრი).
იასბერნი - ქალაქი უნგრეთის ცენტრალურ ნაწილში (30 ათასი).
იასელდა (იასოლდა) - მდინარე ბელორუსიის ბრესტის ოლქში, პრიპიატის მარცხენა შენაკადი.
იასენოვი ხრისტო (ნამდვილი გვარი ტუჯაროვი) - ბულგარელი პოეტი (1889 - 1925 წწ).
იასენოვსკი - დაბა უკრაინის ლუგანსკის ოლქში.
იასი (იაში) - ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ რუმინეთში, ამავე სახელწოდების ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი (345 ათასი).
იასიენსკი ბრუნო (ვიქტორ) - პოლონელი და რუსი მწერალი (1901-1938 წწ).
იასინია - დაბა უკრაინის იმიერკარპატების ოლქში.
იასინოვატაია - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში.
იასინოვკა - დაბა უკრაინის დონეცკის ოლქში.
იასიონი - მიწათმოქმედების უძველესი ღვთაება კრეტაზე. მითების მიხედვით, ზევსისა და პლეიად ელექტრას ვაჟი.
იასლო - ქალაქი პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (40 ათასი).
იასნაია-პოლიანა
დაბა უკრაინის დონეცკის ოლქში.
ლევ ტოლსტოის კუთვნილი ადგილ-მამული ქალაქ ტულის სიახლოვეს, სადაც იგი დაიბადა და 60 წელი იცხოვრა.
იასნი - ქალაქი რუსეთის ორენბურგის ოლქში (30 ათასი).
იასნოგორკა - დაბა რუსეთის ჩიტის ოლქში.
იასნოგორსკი
(1965 წლამდე ლაფტევო) ქალაქი რუსეთის ტულის ოლქში.
დაბა რუსეთის ჩიტის ოლქში.
იასნოე - დაბა უკრაინის ხმელნიცკის ოლქში.
იასნომორსკი - დაბა რუსეთის სახალინის ოლქში.
იასო - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ასკლეპიოსის ქალიშვილი.
იასონი (იაზონი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი მთავარი გმირი. არგონავტთა ლაშქრობის ხელმძღვანელი, რომელმაც კოლხეთის მეფე აიეტს ოქროს საწმისი მოჰპარა; იოლკოსის მეფის ესონისა და პოლიმედეს ვაჟი.
იასონი - პერსონაჟი ქართული მხატვრული ფილმისა „პირველი მერცხალი“ დოდო აბაშიძის შესრულებით.
იასპერსი კარლ - გერმანელი ფილოსოფოსი, ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი (1883-1969 წწ).
იასპი (სპარს.)
ძვირფასი ქვა, მოწითალო ან ჭრელი, კვარცის ნაირსახეობა.
თვალი მოწითალო და ჭრელი (საბა).
იასტრუნი მეჩისლავ - პოლონელი პოეტი (1903-1990 წწ).
იასტშემბე-ზდრუი - ქალაქი სამხრეთ პოლონეთში (105 ათასი).
იასუი კაორო - იაპონელი საზოგადო მოღვაწე, იურისტი (1907-1980 წწ).
იატა ალი - მაროკოს მუშათა მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1920 წელს).
იატაგანი (იათაღანი) - თურქული ცივი იარაღი, მოკლე მოღუნული და ყუაგაზნექილი ორპირი მახვილი; მასა ქარქაშის გარეშე 800 გრამამდე.
იატაკი
შენობაში ძირს დაფენილი ჰორიზონტალური ფენა.
სახლის ფსკერი (საბა).
იატაკქვეშა - ფარულად მოქმედი, არალეგალური.
იატაკქვეშეთი - ფარულად მომუშავე ორგანიზაციების ერთობლიობა.
იატვაგები - მდინარე ნემანსა და მდინარე ნარევს შორის მცხოვრები უძველესი ლიტვური ტომი.
იატრანი - მდინარე უკრაინის ჩერკასის ოლქში, მდინარე სინიუხის მარჯვენა შენაკადი.
იატროგენია (იატროგენური დაავადებანი) - ისეთი დაავადებანი (ჩვეულებრივ ნევროზები), რაც გამოწვეულია არასწორი მკურნალობით, მედპერსონალის უვიცობით, საექიმო ეთიკის დარღვევით და სხვა.
იაუზა - მდინარე რუსეთის მოსკოვის ოლქში, მდინარე მოსკოვის მარცხენა შენაკადი.
იაუნდე - აფრიკის სახელმწიფო კამერუნის დედაქალაქი (650 ათასი).
იაუნელგავა (1917 წლამდე ფრიდრიხშტადტი) - ქალაქი ლატვიაში.
იაუნპიებალგა - დაბა ლატვიაში.
იაუნუშანსი ალფრედს - ლატვიელი რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1919 წელს).
იაუნციემსი - დაბა ლატვიაში.
იაფა - ყოფილი ქალაქი ისრაელში, 1949 წლიდან თელ-ავივის შემადგენელი ნაწილი.
იაფეტი - ბიბლიის თანახმად, ნოეს ერთ-ერთი ვაჟი, ძმებთან - სემთან და ქამთან - ერთად მსოფლიოს ხალხების მამამთავრები.
იაფეტი - პლანეტა სატურნის თანამგზავრი, აღმოაჩინა ჟ. კასინიმი 1671 წელს.
იაფეტური ენები - ასე უწოდებდა ნიკო მარი ქართულის მონათესავე ენებს
იაფი (სპარს.) - მცირე ფასად ღირებული.
იაფობა - მდგომარეობა, როდესაც იაფად იყიდება რაიმე; სიიაფე.
იაფფასიანი
იაფად ღირებული, დაბალი ხარისხისა.
(გადატანით) მდარე, დაბალი დონისა.
იაქაბაღი - ქალაქი უზბეკეთის კაშკადარიის ოლქში.
იაქი (სპარს. „ერთი“) - ნარდის სათამაშო კამათელზე ერთი წერტილით აღნიშნული რიცხვი.
იაქუნი ვალი ალ-დინ - ეგვიპტელი არაბი პუბლიცისტი და პოეტი (1873-1921 წწ).
იაქშანგა - დაბა რუსეთის კოსტრომის ოლქში.
იაქშიჩი ჯურა - სერბი პოეტი, მხატვარი (1832-1878 წწ).
იაღიაფსთა - იხილე აგეფსთა.
იაღლავაში - წამლად სადები ცომი (საბა).
იაღლუჯის მაღლობი - მაღლობი მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლის ვაკეზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.
იაღმა ჯანდაყი მირზა აბუ ლ-ჰასან - ირანელი პოეტი (1782-1860 წწ).
იაღნობი (იაღნობდარია) - მდინარე ტაჯიკეთში, ფანდარიის მარჯვენა მდგენელი.
იაღსარის ხატი - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლათსოფელში არსებული სწორკუთხა კოშკის მეორე სახელი.
იაყუბ იბნ ლაისი - საფარიდების სახელმწიფოს დამაარსებელი ხორასანში (IX საუკუნე).
იაყუბლო - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.
იაშარ ქემალი (ნამდვილი სახელი ქემალ სადიქ გოქჩელი) - თურქი მწერალი (დაიბადა 1922 წელს).
იაშენი (ნამდვილი გვარი ნუგმანოვი) ქამილ - უზბეკი პოეტი და დრამატურგი (დაიბადა 1909 წელს).
იაშვილი ვლადიმერ - ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1904-1971 წწ).
იაშვილი ლილი - კომპოზიტორი (1920-1983 წწ).
იაშვილი ლუარსაბ - მევიოლინე და ალტისტი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1907-1993 წწ).
იაშვილი მარინე - მევიოლინე, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1932 წელს).
იაშვილი ნანა - მევიოლინე, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1949 წელს).
იაშვილი პაოლო - პოეტი (1895-1937 წწ).
იაშთხვა
სოფლების ზემო იაშთხვისა და ქვემო იაშთხვის გავრცელებული სახელწოდება (სოხუმის მუნიციპალიტეტი).
პალეოლითური ხანის ღია ტიპის ნამოსახლარი-სახელოსნო სოხუმის ჩრდილოეთით 2 კილომეტრზე.
იაში - იხილე იასი.
იაშილქოლი - ტბა ტაჯიკეთის მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, პამირის მთებში (სიღრმე 50 მეტრი).
იაშინი (ნამდვილი გვარი პოპოვი) ალექსანდრე - რუსი მწერალი (1913-1968 წწ).
იაშინი ლევ - რუსი სპორტსმენი (ფეხბურთელი, მეკარე); ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1956 წ), 1963 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე (1929-1990 წწ).
იაშკინო - დაბა რუსეთის კემეროვოს ოლქში.
იაშლიქი - დაბა თურქმენეთის აშხაბადის ოლქში.
იაშმაკი - მუსლინის (აბრეშუმის) თეთრი რიდე (ან ჩადრის კიდე), რომლითაც „კეთილსახიერი“ მუსლიმანი ქალები იფარავენ სახის ქვედა ნაწილს.
იაშპალი - ინდოელი მწერალი (1903-1976 წწ).
იაშყული - დაბა რუსეთის ყალმუხეთის რესპუბლიკაში.
იაშჩიკოვო - დაბა უკრაინის ლუგანსკის ოლქში.
იაცუსირო - ქალაქი-პორტი იაპონიის კუმამოტოს პრეფექტურაში (110 ათასი).
იახრომა
ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.
მდინარე რუსეთის მოსკოვის ოლქში, მდინარე სესტრის მარჯვენა შენაკადი.
იახსარი - აღმოსავლეთ საქართველოს მთიელების წარმართული ღვთაება, ღვთისშვილი, კოპალას და ბაადურის მოძმე.
იახსუ - მდინარე ტაჯიკეთში, მდინარე ყიზილსუს მარცხენა შენაკადი.
იახტა (ინგლ.) - სასპორტო ან სასეირნო-ტურისტული გემი (მოტორიანი, ორთქლის ან იალქნიანი).
იახტსმენი - სპორტსმენი, რომელიც მისდევს საწყალოსნო სპორტს; იახტის ეკიპაჟის წევრი.
იახშიოლ (თურქ.) - ღვინის სმაში ალავერდის საპასუხო თანხმობის სიტყვა.
იაჰვე - იგივე იეღოვა. ისრაელთა და იუდეველთა უზენაესი ბიბლიური ღმერთი, რომელსაც შუა საუკუნეებში უმართებულოდ მიუსადაგეს ფორმა „იეჰოვა“; ადონაის (უფლის) მოფერებითი სახელი.
იაჰია ანტიოქიელი იბნ საიდ იბნ იაჰია ალ-ანტაქი - ქრისტიანი არაბი ისტორიკოსი და ექიმი (დაახლოებით 980 - 1066 წწ).
იაჰია ბენ მუჰამედ ჰამიდ ალ-დინ - იემენის მეფე 1918 - 1948 წლებში (1867 ან 1869 - 1948 წწ).
იაჰია ქემალ ბეიათლი - იხილე ბეიათლი ი.ქ.
იაჰმეს I - ეგვიპტის ფარაონი (ძვ.წ.აღ. 1584/80 - 1559/57 წწ).
იაჰმეს II (ბერძნული ტრადიციით - ამასისი) - ეგვიპტის ფარაონი ძვ.წ.აღ. 569 - 526/25 წწ).
![]() |
5.2 იბ |
▲back to top |
იბაგე - ქალაქი კოლუმბიაში, ტოლიმის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (335 ათასი).
იბადანი - ქალაქი ნიგერიაში, ოიოს შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (1,3 მილიონი).
იბაკო
შემოკლებული ცხოვრება (საბა).
ცისკრის ლოცვის ნაწილი.
იბანიეს დელ კამპო კარლოს - ჩილეს პრეზიდენტი 1927-31 და 1952-58 წლებში.
იბარაკი
1) ქალაქი იაპონიის ოსაკის პრეფექტურაში (260 ათასი).
2) პრეფექტურა იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს აღმოსავლეთ სანაპიროზე.
იბარბურუ ხუან დე - ურუგვაელი პოეტი ქალი (1895-1980 წწ).
იბარური (ფსევდონიმი „პასიონარია“ ანუ ცეცხლოვანი) დოლორეს - ესპანეთის პოლიტიკური მოღვაწე ქალი, 1942-59 ესპანეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი (1895-1989 წწ).
იბერები (იბერიელები)
იბერიის (ძველი აღმოსავლეთ საქართველოს) ძირითადი მოსახლეობა; საერთოდ ქართველების ისტორიული სახელწოდება.
ესპანეთის უძველესი მოსახლეობა; წარმოშობით ჩრდილო აფრიკულ ტომებად მიიჩნევდნენ.
იბერვეგი ფრიდრიხ - გერმანელი ფილოსოფოსი (1826-1871 წწ).
იბერი ჟაკ ფრანსუა - ფრანგი კომპოზიტორი, ნეოკლასიკური სტილის ერთ-ერთი წარმომადგენელი (1890-1962 წწ).
იბერი პეტრე - იხილე პეტრე იბერი.
იბერია
აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდება ანტიკურ და ბიზანტიურ წყაროებში.
ესპანეთის და მთლიანად პირენეს ნახევარკუნძულის ანტიკური სახელწოდება.
თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდის სახელი 1991-92 წლებში.
ესპანეთის ავიაკომპანია.
იბერიის ზღვა - ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილის ნაკლებად გავრცელებული სახელწოდება.
იბერიის მესეტა - იხილე მესეტა.
იბერიის მთები - მთათა სისტემა ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (სიგრძე - 440 კილომეტრი).
იბერიის ნახევარკუნძული - პირენეს ნახევარკუნძულის ძველი სახელწოდება.
იბერიული - იბერიისა და იბერიელების კუთვნილი.
იბიბიო (აგბიშერა)
ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები ხალხი, საერთო რაოდენობა 6,8 მილიონი.
ბენუე-კონგოლეზის ქვეოჯახის ერთ-ერთი ენა.
იბიკონი - გადამცემი სატელევიზიო ელექტრონმილაკი, რომლის გასვლის სიგნალი გაძლიერებულია აგზნებული გამტარობით.
იბინი (სიუიჯოუ) - ქალაქი ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში (240 ათასი).
იბისი (ბერძნ.) - ძუნძრუკი, ყაჯარი (ფრინველი).
იბლი მიკლოშ - უნგრელი არქიტექტორი (1814-1891 წწ).
იბლისი - ეშმაკის მოსახსენიებელი სიტყვა ისლამსა და ყურანში, იხმარება სიტყვა აშ-შაიტანის პარალელურად.
იბნ (არაბულად „ძე“) - არაბულ ენაზე მეტყველ ხალხებში მამის სახელის წინ ითქმის (მაგალითად: აჰმედ იბნ აბდულაჰ - აჰმედი ძე აბდულაჰისა).
იბნ აბდ რაბიჰი აბუ უმარ აჰმად იბნ მუჰამად - ესპანელ-არაბი პოეტი და პროზაიკოსი (860-940 წწ).
იბნ ალ არაბი აბვუ აბდ ალ-ლაჰ- არაბი მოაზროვნე და პოეტი-მისტიკოსი (1165 - 1240 წწ).
იბნ ალ-ასირი იზ ალ-დინ აბუ ლ-ჰასან ალი - არაბი ისტორიკოსი (1160-1233 წწ).
იბნ ალ ბალხი - სპარსელი ისტორიკოსი (XII საუკუნე).
იბნ ალ-კუტია აბუ ბაქრ მუჰამად იბნ უმარ - არაბი-ესპანელი ისტრიკოსი (? - 977 წ).
იბნ ალ-მუთაზი აბდ ალ-ლაჰ აბუ ლ-აბას - არაბი პოეტი და ფილოლოგი (861-908 წწ).
იბნ ალ-მუკაფა (ისლამის მიღებამდე - როზბე) - აბუ მუჰამად აბდ ალ-ლაჰ - არაბი მწერალი და მთარგმნელი (720-756 წწ).
იბნ ალ-რუმი აბუ ლ-ჰასან ალი იბნ ალ-აბას იბნ ჯურაიჯ - არაბი პოეტი (835-896 წწ).
იბნ ალ-ფარიდი აბუ ჰაფს უმარ იბნ ალი ალ-სადი - არაბი პოეტი (1182-1235 წწ).
იბნ ალ-ხატიბი მუჰამად ლისან ალ-დინ - არაბი ესპანელი სწავლული და პოეტი, სახელმწიფო მოღვაწე (1313-1374 წწ).
იბნ ალ-ჰაისამი (ლათინიზირებული ალგაზენი) - არაბი მეცნიერი, აქვს შრომები მათემატიკასა და ასტრონომიაში (965-1039 წწ).
იბნ არაბ-შაჰი - არაბი მწერალი (1389-1450 წწ).
იბნ ასაქირი ალი იბნ ალ-ჰასან - არაბი ისტორიკოსი (1105-1176 წწ).
იბნ ბადრუნი აბუ მარვან აბდ ალ-მალიქ - არაბი პოეტი და ისტორიკოსი (დაიბადა 1211 წელს).
იბნ ბატუტა (აბუ აბდ ალ-ლაჰ მუჰამად იბნ აბდ ალ-ლაჰ ალ-ლავატი ათ-ტანჯი) - გამოჩენილი არაბი მოგზაური, ვაჭარი (1304-1377 წწ).
იბნ ბაჯა აბუ ბაქრ მუჰამად (ლათინიზირებული ავენპასი, ავენპაცე) - არაბი მეცნიერი, ფილოსოფოსი, სახელმწიფო მოღვაწე, პოეტი და მუსიკოსი (გარდაიცვალა 1139 წელს).
იბნ გაბიროლი შელომო ბენ იეჰუდა (ლათინიზირებული ავიცებრონი) - შუასაუკუნეების ესპანეთში მოღვაწე ებრაელი პოეტი და ფილოსოფოსი (1022-1060 წწ).
იბნ დასთა - იხილე იბნ რუსთა.
იბნ დაუდი რაბი აბრაჰამ ჰალევი - ებრაელი ფილოსოფოსი და თეოლოგი (1100-1180 წწ).
იბნ ეზრა აბრაჰამ ბენ მეირ - ებრაელი პოეტი, ფილოლოგი, ფილოსოფოსი (1092-1167 წწ).
იბნ ეზრა მოშე ბენ იაკოვ - ებრაელი პოეტი, ფილოლოგი (1055 - 1135/40 წწ).
იბნ ზაიდუნი აბუ ლ-ვალიდ აჰმად იბნ აბდ აჰმად იბნ ღალიბ ალ-მახზუმი - ესპანელ-არაბი პოეტი (1003-1071 წწ).
იბნ ზაფარი მუჰამად იბნ აბუ მუჰამად ალ-სიკილი - არაბი მწერალი და ფილოლოგი (გარდაიცვალა 1169 ან 1172 წელს).
იბნ თაღრიბირდი აბუ ლ-მაჰასინ ჯამალ ალ-დინ იუსუფ - არაბი ისტორიკოსი და ლიტერატორი (1409 ან 1410 - 1470 წწ).
იბნ იამინი ამირ ფახრ ალ-დინ მაჰმუდ იბნ აქმირ ალ-დინ თოღრაი მოსთოუფი ფარიუმადი - სპარსულ-ტაჯიკური პოეზიის წარმომადგენელი (1286-1368 წწ).
იბნ ისჰაკი აბუ აბდ ალ-ლაჰ მუჰამად - არაბი ისტორიკოსი (704 - 767 ან 768 წწ).
იბნ იუნუსი - არაბი ასტრონომი (950-1009 წწ).
იბნ კუზმანი აბუ ბაქრ - ესპანელ-არაბი პოეტი (დაახლოებით 1080 - 1160 წწ).
იბნ კუთაიბა აბუ მუჰამად აბდ ალ-ლაჰ იბნ მუსლიმ ალ დინავარი - არაბი პროზაიკოსი, ფილოლოგი, ისტორიკოსი (828 - დაახლოებით 889 წწ).
იბნ კურა (საბით იბნ კურა) - ბაღდადელი მათემატიკოსი (836-901 წწ).
იბნ მაჯიდი შიჰაბ ალ-დინ აჰმად - არაბი ლოცმანი და ზღვაოსნობის თეორიტიკოსი (XV საუკუნის II ნახევარი).
იბნ მისქავაიჰი აბუ ალი აჰმად იბნ მუჰამად - არაბულენოვანი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი (? - 1030 წ).
იბნ ნუბატა ჯამალ ალ-დინ აბუ ბაქრ ალ-კურაში ალ-მისრი - არაბი პოეტი (1287 - 1366 წწ).
იბნ პაკუდა ბაჰია ბენ იოსეფ - XI საუკუნის ებრაელი არაბი ფილოსოფოსი.
იბრესი - დაბა რუსეთის ჩუვაშეთის რესპუბლიკაში.
იბნ რუსთა აბუ ალი აჰმად იბნ უმარ - არაბულენოვანი სწავლული, ენციკლოპედისტი; წარმოშობით სპარსელი (IX-X საუკუნეები).
იბნ რუშდი აბუ ლ-ვალიდ მუჰამად იბნ აჰმად (ლა-თინიზებული ავეროესი) - არაბი ფილოსოფოსი და ექიმი (1126-1198 წწ).
იბნ საუდი აბდ ალ-აზიზ - საუდის არაბეთის მეფე 1932-1953 წლებში (1880-1953 წწ).
იბნ სიდა - ესპანეთში მოღვაწე არაბი ფილოლოგი და ლექსიკოგრაფი (დაახლოებით 1006-1066 წწ).
იბნ სინა (აბუ ალი იბნ სინა, ლათინიზებული ვარიანტი - ავიცენა) - ფილოსოფოსი, ექიმი და პოეტი; მოღვაწეობდა ბუხარაში, ხვარაზმსა და ირანში (980-1037 წწ).
იბნ ტუფაილი აბუ ბაქრ მუჰამად აბდ ალ-მალიქ იბნ მუჰამად იბნ ტუფაილ ალ-კაისი (ლათინიზებული აბუბაცერი) - არაბი მწერალი, ფილოსოფოდი და სწავლული (1110 - 1185/86 წწ).
იბნ ფადლანი აჰმად იბნ აბას - არაბი მოგზაური და მწერალი (XI საუკუნის I ნახევარი).
იბნ შადადი ბაჰა ალ-დინ აბუ ლ-მაჰსინ იუსუფ - არაბი ისტორიკოსი და მწერალი (1144/45 - 1234/35 წწ).
იბნ ხალდუნი აბდ ალ-რაჰმან აბუ ზეიდ იბნ მუჰამად - არაბი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი (1332 - 1406 წწ).
იბნ ხალიქანი აჰმად იბნ მუჰამად - არაბი მწერალი (1211-1282 წწ).
იბნ ხორდადბეჰი აბუ ლ-კასიმ უბაიდ ალ-ლაჰ იბნ აბდ ალ-ლაჰ - არაბი გეოგრაფი (დაახლოებით 820 - 912 წწ).
იბნ ჯუბაირი მუჰამად იბნ აჰმად იბნ ჯუბაირ ალ-ქინანი - ესპანელი არაბი მოგზაური და მწერალი (1145-1217 წწ).
იბნ ჰაზმი აბუ მუჰამად ალი იბნ აჰმად იბნ საიდ - ესპანელი არაბი ისტორიკოსი და პოეტი (994-1065 წწ წწ).
იბნ ჰაიანი აბუ მარვან ჰაინ იბნ ხალიფ იბნ ჰასან ალ-კურტუბი - ესპანელი არაბი ისტორიკოსი და პოეტი (987 ან 988 - 1076 წწ).
იბნ ჰანი ალ-ანდალუსი აბუ ლ-კასიმ მუჰამად - ესპანელი არაბი პოეტი (938 - 973 წწ).
იბნ ჰაუკალი აბუ ლ-კასიმ იბნ ალი ალ-ნასიბ - არაბი გეოგრაფი და მოგზაური (943 - ?).
იბო - იხილე იგბო.
იბრაჰიმ-ბეგი ალ-ქაბირ ალ-მუჰამად - ეგვიპტის მამლუქთა სახელმწიფოს გამგებელი, ეგვიპტეში ტყვედ გაყიდული ქართველი აბრამა სინჯიკაშვილი (1735-1815 წწ).
იბრაჰიმბეკოვი მაყსუდ - აზერბაიჯანელი მწერალი, კინორეჟისორი, რ. იბრაჰიმბეკოვის ძმა (დაიბადა 1935 წელს). 2) რუსტამ - აზერბაიჯანელი მწერალი, კინორეჟისორი (დაობადა 1939 წელს).
იბრაჰიმი - შირვანის მმართველი, შირვანშაჰთა დინასტიის დამაარსებელი (? - 1417 წ).
იბრაჰიმი (იბრაჰიმ ჯაყელი) - ახალციხის ფაშა 1759-61 წლებში.
იბრაჰიმოვი აჯარ - აზერბაიჯანელი კინორეჟისორი, სცენარისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1919 წელს).
იბრაჰიმ-ფაშა - ეგვიპტელი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე, 1847წლიდან ეგვიპტის ფაქტიური გამგებელი (1789-1848 წწ).
იბრაჰიმ შინასი - თურქი მწერალი, პუბლიცისტი (1826-1871 წწ).
იბსენი ჰენრიკ იოჰან - ნორვეგიელი დრამატურგი, ეროვნული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1828-1906 წწ).
![]() |
5.3 იგ |
▲back to top |
იგავ-არაკი - მცირე ფორმის ლექსი ან მოთხრობა ნართაული ხასიათისა.
იგავი
მოკლე ალეგორიული მოთხრობა ან ლექსი ზნეობრივ-დამრიგებლური ხასიათისა.
სამართლის ისტორიაში - სამართლის წიგნში მოყვანილი კერძო შემთხვევა, კაზუსი და მისი საკანონმდებლო მოწესრიგება.
იგარკა - ქალაქი რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.
იგბო - ნიგერიაში მცხოვრები ხალხი, საერთო რაოდენობა 22 მილიონამდე.
იგდირი - არქეოლოგიური ძეგლი არარატის მთის ძირას (თურქეთი), ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი.
იგდრასილი - სკანდინავიურ მითოლოგიაში - სამყაროსეული ხე, უზარმაზარი იფანი, რომელიც დედამიწას, ცას და მიწისქვეშა სამყაროს აკავშირებს.
იგენი ედვარდ - ამერიკელი სპორტსმენი, რომელსაც ეკუთვნის უნიკალური მიღწევა სპორტის ისტორიაში: იგი არის როგორც ზაფხულის (1920 წ, კრივში), ასევე ზამთრის (1932 წ, ბობსლეიში) ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1898-1967 წწ).
იგი - ქართული ენის ჩვენებითი ნაცვალსახელი, მიუთითებს მესამე პირთან მყოფ საგანზე ან თავად მესამე პირზე.
იგიატა - მდინარე რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში, მდინარე ვილიუის მარცხენა შენაკადი.
იგივე - ისევ იგი, სწორედ იგი.
იგივეობა - სრული მსგავსება; მიმართება საგნებს შორის.
იგლეზიასი - ქალაქი იტალიის კალიარის პროვინციაში.
იგლესიასი პაბლო - ესპანეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1850-1925 წწ).
იგლესიასი ხულიო (სრული სახელი ხულიო ხოსე იგლესიას დე ლა კუევა) - ესპანელი მომღერალი და კომპოზიტორი (დაიბადა 1943 წელს).
იგლზი - ამერიკული როკ-ჯგუფი, დაარსდა 1971 წელს.
იგლინო - დაბა რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში.
იგლუ (ალგონკინ.) - ესკიმოსების საცხოვრებელი ქოხი, ყინულის აგურებით აშენებული.
იგნალინა - ქალაქი ლიტვაში.
იგნატოვი ნიკოლოზ (კოკა) - ქართველი ფერმწერი, თეატრის მხატვარი, მონუმენტალისტი (დაიბადა 1937 წელს).
იგნატოვიჩი იაკობ - სერბი მწერალი (1824-1889 წწ).
იგნატოვკა - დაბა რუსეთის ულიანოვსკის ოლქში.
იგნიმბრიტი - ვულკანური ქანი.
იგნიტრონი (ლათ.) - იონური ხელსაწყო, რომელსაც აქვს ვერცხლისწყლის კათოდი; იყენებენ როგორც ცვლადი დენის გამმართველს.
იგნორირება (ლათ.) - უგულებელყოფა.
იგოეთი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.
იგორი - კიევის დიდი მთავარი 912 წლიდან, რიურიკოვიჩთა დინასტიის ფაქტობრივი დამაარსებელი (? - 945 წ).
იგრა - დაბა რუსეთის უდმურტეთის რესპუბლიკაში.
იგრეკი (ფრანგ.) - ფრანგული ანბანის ბოლოდან მეორე ასოს ყ-ს სახელი; მათემატიკაში იხმარება უცნობი ან ცვლადი სიდიდის აღსანიშნავად იქსსა (ხ) და ზეტთან (ზ) ერთად.
იგრენი - ქალაქი უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში.
იგრიკა - აპრილის ძველქართული სახელი.
იგრიმი - დაბა რუსეთის ტიუმენის ოლქის ხანტი-მანსის ავტონომიურ ოკრუგში.
იგუანა (ესპან.) - დიდი გრძელკუდიანი ხვლიკი; ბინადრობს უპირატესად ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.
იგუანოდონი (ესპან.) - განათხარი ქვეწარმავალი დინოზავრების ჯგუფისა (10 მეტრამდე სიგრძის), დადიოდა ორი ფეხით.
იგუასუ - ჩანჩქერი და მდინარე (პარანის მარცხენა შენაკადი) ბრაზილიასა და არგენტინაში.
იგუმენოვი კონსტანტინე - რუსი პიანისტი, პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1873-1948 წწ).
![]() |
5.4 იდ |
▲back to top |
იდა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:
მთაგრეხილი ტროის მახლობლად, სადაც შედგა პარისის სასამართლო.
მთაგრეხილი კრეტაზე, სადაც, ზოგიერთი მითის მიხედვით, ზევსი დაიბადა.
იდელი დაქტილების დედა, ზევსის სატრფო.
იდალგო
შტატი მექსიკის ცენტრალურ ნაწილში; ადმინისტრაციული ცენტრი - პაჩუკა.
(იდალგო ი კოსტილია) მიგელ - მექსიკის ეროვნული გმირი (1753-1811 წწ).
(ესპან.) - ესპანეთში - აზნაური.
იდალია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აფროდიტეს ერთ-ერთი ზედმეტი სახელი. დაარქვეს კვიპროსის ერთ-ერთი მთის სახელის მიხედვით, სადაც მისი ტაძარი მდებარეობდა.
იდასი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:
აფარევსის ვაჟი, ლინკევსის ძმა.
მარპესას ქმარი, კლეოპატრას მამა; მონაწილეობდა ელენეს მოტაცებაში.
იდაყვდაყრდნობილი - ვისაც იდაყვი რამეზე აქვს დაყრდნობილი.
იდაყვი
მკლავის მოღუნვის ადგილი.
მკლავთ სადრეკი (საბა).
იდეა (ბერძნ.)
ცნება, წარმოდგენა, რომელიც ასახავს სინამდვილეს ადამიანის ცნობიერებაში და გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას გარე სამყაროსადმი.
მსოფლმხედველობის ძირითადი, არსებითი პრინციპი.
აზრი, ჩანაფიქრი.
იდეალი (ფრანგ.)
ადამიანის მისწრაფებათა და მოღვაწეობის საბოლოო მიზანი.
რაიმე სრულყოფის განსახიერება.
იდეალიზაცია - ვისიმე ან რისამე იმაზე უკეთ წარმოდგენა, წარმოჩენა, ვიდრე სინამდვილეშია; ვინმესთვის ან რამესთვის იდეალური თვისებების მიწერა, გაიდეალება.
იდეალიზმი - საერთო სახელი იმ ფილოსოფიური მოძღვრებებისა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სული, შემეცნება, აზროვნება და ყველაფერი ფსიქიური პირველადია, ხოლო მატერია, ბუნება და ყველაფერი ფიზიკური - მეორადი.
იდეალისტი - იდეალისტური ფილოსოფიის მიმდევარი.
იდეალური
მხოლოდ იდეებში, შემეცნებაში, წარმოდგენაში არსებული; განყენებული.
იდეალის შესაბამისი, ამაღლებული, არამიწიერი.
საუკეთესო, სამაგალითო, სრულყოფილი.
იდები - იუპიტერისადმი მიძღვნილი თვის შუა რიცხვები ძველ რომში: მარტის, მაისის, ივლისისა და ოქტომბრის 15, დანარჩენი თვეების 13 რიცხვები. ამ დღეებში იუპიტერს მსხვერპლად სწირავდნენ ცხვრებს.
იდელი - დაბა რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში.
იდენი - მდინარე დიდ ბრიტანეთში, ერთვის ირლანდიის ზღვის სოლუეი-ფერთის ყურეს.
იდენი ანტონი (ლორდი ეივონი) - დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1955-57 წლებში (1897-1977 წწ).
იდენი მარტინ - ჯეკ ლონდონის რომან „მარტინ იდენის“ მთავარი პერსონაჟი.
იდენტიფიკაცია (იდენტიფიცირება) - გაიგივება, გათანაბრება.
იდენტური (ლათ.) - მსგავსი, ერთნაირი, იგივეობრივი.
იდეოგრამა - პირობითი წერილობითი ნიშანი, რომელიც (ასოსაგან განსხვავებით) აღნიშნავს არა ბგერას, არამედ ცნებას; იდეოგრამებია, მაგალითად, ციფრები, იეროგლიფები.
იდეოგრაფია - იდეოგრამებით დამწერლობა.
იდეოლოგი - რომელიმე საზოგადოებრივი კლასის ან ჯგუფის იდეოლოგიის დამცველი.
იდეოლოგია (ბერძნ.) - გარკვეული კლასის, პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი ჯგუფის და ა.შ. იდეათა, შეხედულებათა სისტემა, რაც სხვადასხვა სფეროში - პოლიტიკაში, ფილოსოფიაში, სამართალში, ხელოვნებაში - ვლინდება.
იდერი - მდინარე მონღოლეთში, სელენგის მარჯვენა შენაკადი.
იდეური
რაიმე იდეის გამომხატველი.
მოწინავე იდეებზე დაფუძნებული, მოწინავე იდეებით განმსჭვალული.
იდი-ამინ-დადა (1973 წლამდე ედუარდი) - ტბა აფრიკაში.
იდიგორას ფუენტესი მიგელ - გვატემალის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე (1895-1980 წწ).
იდიია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ოკეანოსის და ტეთისის ქალიშვილი, აიეტის ერთ-ერთი ცოლი, მედეას დედა, ფრიქსეს დედინაცვალი (ზოგი ვარიანტით - დედა).
იდილია (ბერძნ.)
მცირე ზომის პოეტური ნაწარმოები, რომელშიც ასახულია სოფლის მცხოვრებთა (მწყემსთა, მიწათმოქმედთა) უშფოთველი ცხოვრება ბუნების წიაღში.
მყუდრო, უშფოთველი, აუმღვრეველი ცხოვრება.
იდილიური - ისეთი, როგორიც იდილიაშია ასახული: უშფოთველი, აუმღვრეველი.
იდიოლოქტი (ბერძნ.) - ინდივიდუალური ენა, ამა თუ იმ ენის ადამიანის ენობრივ თავისებურებათა ერთობლიობა.
იდიომი (ბერძნ.) - ამა თუ იმ ენის თავისებური, დაუშლელი გამოთქმა, რომლის მნიშვნელობა არ უდრის შემადგენელი სიტყვების მნიშვნელობათა ჯამს (მაგალითად - სიტყვის ბანზე აგდება).
იდიომატიზმი - იგივეა, რაც იდიომი.
იდიომატიკა
ამა თუ იმ ენის იდიომათა ერთობლიობა.
მოძღვრება იდიომათა შესახებ,
იდიომატური გამოთქმა - იგივეა, რაც იდიომი.
იდიომორფიზმი (ბერძნ.) - ქანების შემადგენელი კრისტალური მარცვლების თვისება - მიიღოს ისეთი მოხაზულობა, რაც შეესაბამება მათს საკუთარ კრისტალოგრაფიულ ფორმებს.
იდიოსინკრაზია (ბერძნ.) - ადამიანის ორგანიზმის მეტისმეტი, ავადმყოფური მგრძნობიარობა ზოგიერთი ნივთიერებისადმი (რისამე გემოსადმი, სუნისადმი და სხვა).
იდიოტი (ბერძნ.)
იდიოტიით შეპყრობილი ადამიანი; გონებაჩლუნგი.
სულელი, ყეყეჩი, რეგვენი.
თედორე დოსტოევსკის რომანი (დაიწერა 1868 წელს).
იდიოტია (ბერძნ.) - ჭკუასუსტობის, გონნაკლულობის უმაღლესი ხარისხი.
იდიოტიზმი
იგივეა, რაც იდიოტია.
სისულელე, რეგვენობა.
იდიუმი - მდინარე რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში, მდინარე ალგამის მარჯვენა შენაკადი.
იდიში (გერმ.) - აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ებრაელთა ენა; წარმოადგენს გერმანული დიალექტების, ებრაული, არამეული და ზოგი სხვა ენის ნარევს.
იდლეთი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.
იდლიანი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
იდლიბი - ქალაქი სირიაში, ამავე სახელწოდების მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი.
იდმონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:
არგონავტების ლაშქრის მონაწილე, აპოლონისა და ასტერიას ვაჟი.
არაქნეს მამა.
ეპიდავრელი გმირი, ადრასტეს ექიმი.
ევპატოსის ვაჟი.
აბანტის ვაჟი.
იდმონიდე - ორფევსის შვილიშვილი, ჰომეროსის ერთ-ერთი საგულვებელი წინაპარი.
იდო (ესპერ.) - ერთ-ერთი ხელოვნური ენა, ესპერანტოს ვარიანტი, რომელიც შექმნა ფრანგმა ლ. დე ბოფრონმა XX საუკუნის დასაწყისში.
იდომენევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კრეტას მეფე, მინოსის შვილიშვილი, ელენეს ცოლად შერთვის ერთ-ერთი მსურველი და ტროის ომის მონაწილე.
იდრია - ქალაქი სლოვენიაში.
ალ-იდრისი აბუ აბდ ალ-ლაჰ მუჰამად იბნ მუჰამად - არაბი გეოგრაფი და მოგზაური (1100 - 1161 ან 1165 წწ).
იდრისი იუსუფ - ეგვიპტელი არაბი მწერალი (1927-1991 წწ).
იდრისიდები - არაბული დინასტია; განაგებდა ახლანდელი მაროკოს ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფოს VIII-X საუკუნეებში).
იდრიცა - დაბა რუსეთის ფსკოვის ოლქში.
იდრუსი - ინდონეზიელი მწერალი (1921-1979 წწ).
იდუმალა - სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში.
იდუმალება - სრული მყუდროება, გამოუცნობი მდუმარება, სიჩუმე.
იდუმალი - ფარული, მალული, უხილავი, უჩინარი, საიდუმლო.
იდუნი - სკანდინავიურ მითოლოგიაში - მარადიული სიყმაწვილის ქალღმერთი.
იდფუ - ქალაქი ეგვიპტეში.
![]() |
5.5 იე |
▲back to top |
იეგე ლადისლავ (ნამდვილი გვარი ნადაში) - სლოვაკი მწერალი (1866-1940 წწ).
იეგერი ვერნერ - გერმანელი ისტორიკოსი და კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი (1888-1961 წწ).
იეგერი ჰანს ჰენრიკ - ნორვეგიელი მწერალი (1854-1910 წწ).
იედერინი ედვარდ - შვედი ასტრონომი და გეოდეზისტი (1852-1923 წწ).
იედლიკი ანიოშ იშტვან - უნგრელი ფიზიკოსი და გამომგონებელი ელექტროტექნიკის დარგში (1800-1895 წწ).
იედლიჩკა იარომირ - ჩეხი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, კავკასიოლოგი, მთარგმნელი (1901-1965 წწ).
იედო - იხილე ედო.
იეზდი - ქალაქი ირანში, ამავე სახელწოდების ოსტანის ადმინისტრაციული ცენტრი (230 ათასი).
იეზდიგერდ III - ირანის სასანიდთა დინასტიის მმართველთა უკანასკნელი წარმომადგენელი; ქვეყანას მართავდა 632 წლიდან (გარდაიცვალა 651 წელს).
იეზეკიელი - XII საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი, პეტრიწონული ლიტერატურული სკოლის მიმდევარი.
იეზიდები (საკუთარი სახელწოდება ეზდი) - ქურთების ნაწილი, რომელიც აღიარებს განსაკუთრებულ რელიგიას, რომელიც სინკრეტული ხასიათისაა და ახლოს დგას ზოროასტრიზმთან. თაყვანს სცემენ მზეს. ლაპარაკობენ კურმანჯის ენაზე.
იეზნასი - ქალაქი ლიტვაში.
იეზუიტები (ლათ. „სოციეტას იესუ“ - იესოს საზოგადოება) - კათოლიკე ბერთა ორდენი; დაარსებულია ესპანელი ბერის იგნატი ლოიოლას (1491-1556 წწ) მიერ 1537 წელს, დამტკიცებულია პავლე II-ის მიერ 1540 წელს. მიზნად ისახავდა რომის პაპის მტრების ცეცხლითა და მახვილით დათრგუნვას. 1773 წელს ორდენი კლიმენტ XIV-მ დაშალა, 1814 წელს კი პიუს VII-მ კვლავ აღადგინა.
იეთიმ გურჯი (სპარს. „ობოლი ქართველი“; ნამდვილი სახელი და გვარი იეთიმ დაბღიშვილი) - სახალხო მომღერალი-მელექსე, თბილისური აშუღური პოეზიის ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი (1875-1940 წწ).
იეიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აპოლონის ზედმეტი სახელი.
იეიტსი უილიამ ბატლერ - ირლანდიელი პოეტი და დრამატურგი (1865-1939 წწ).
იეიტსი ჯეკ ბატლერ - ირლანდიელი მხატვარი (1871-1957 წწ).
იეკაბპილსი - ქალაქი ლატვიაში.
იელაჩიჩი იოსიპ - ხორვატიის სახელმწიფო მოღვაწე (1801-1859 წწ).
იელგავა - ქალაქი ლატვიაში.
იელვა (იოლვა, იულვა) - მდინარე რუსეთის კომის რესპუბლიკაში, მდინარე ვიმის მარჯვენა შენაკადი.
იელი
სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
(Rhododendron flavum) ზაფხულმწვანე ყვითელყვავილიანი ბუჩქი, შხამიანი მათრობელა მცენარე.
ხეა თაფლის განმრყვნელი (საბა).
იელიანი - იელით დაფარული ადგილი.
იელინეკი გეორგ - გერმანელი მეცნიერი იურისტი (1851-1911 წწ).
იელირი - ურანის საბადოების ჯგუფი ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში; აღმოჩენილ იქნა XX საუკუნის 60-იან წლებში.
იელის უნივერსიტეტი (Yale University) — კერძო უნივერსიტეტი აშშ-ს ქალაქ ნიუ-ჰეივენში (კონექტიკუტის შტატი). დაარსდა 1701 წელს როგორც კოლეგიატის სკოლა, აივი-ლიგის წევრია და სიძველით მესამე უმაღლესი განათლების ცენტრია აშშ-ში. განსაკუთრებით ცნობილია მისი საბაკალავრო სკოლა, იელის კოლეჯი და იელის იურიდიული ფაკულტეტი, ორივე მათგანს აღზრდილი ჰყავს აშშ-ის რამდენიმე პრეზიდენტი და სხვა სახელმწიფოების მეთაურები.
იელმსლევი ლუი - დანიელი ენათმეცნიერი (1899-1965 წწ).
იელოუ - შვეიცარიული პოპ-ჯგუფი, შეიქმნა 1979 წელს დიტერ მაიერის და ბორის ბლანკის მიერ.
იელოუნაიფი - ქალაქი კანადაში, ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიების ადმინისტრაციული ცენტრი.
იელოუსტოუნი - მდინარე აშშ-ში, მისურის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - დაახლოებით 1200 კილომეტრი).
იელოუსტოინის ეროვნული პარკი - მდებარეობს აშშ-ს აიდაჰოს, ვაიომინგის და მონტანას შტატებში. დაარსებულია 1872 წელს.
იემენი (იემენის რესპუბლიკა, al-jumhuria al-iamania, „ალ-იამან“ ნიშნავს მარჯვენა ნაპირს)
სახელმწიფო აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. ესაზღვრება ომანს და საუდის არაბეთს. აკრავს წითელი და არაბეთის ზღვები.
დაარსებულია - 1990 წლის 22 მაისს (გაერთიანება).
ჰიმნი - „გაერთიანებული რესპუბლიკა“.
მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკია.
ფართობი - 527 970 კვ.კმ.
დაყოფილია 16 პროვინციად (გუბერნიად).
მოსახლეობა - 20 მილიონი.
სიმჭიდროვე - 39 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
ოფიციალური ენა - არაბული.
დედაქალაქი - სანა (ადენი ეკონომიკური დედაქალაქის სტატუსს ატარებს).
ოფიციალური რელიგია - ისლამი.
ვალუტა - იემენის რიალი.
ქვეყნის კოდი - YEM.
დროის სარტყელი - UTC +3.
სატელეფონო კოდი - +967.
ინტერნეტ-დომენი - ye.
იენა
ქალაქი გერმანიის თიურინგიის მხარეში (100 ათასი).
იაპონური ფულის ერთეული, უდრის 100 სენს. ბრუნვაშია 1870 წლიდან.
იენაში - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
იენი ზიგმუნდ - პირველი გერმანელი კოსმონავტი, პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი, მონაწილეობდა 1978 წლის აგვისტო-სექტემბრის ფრენაში. (დაიბადა 1937 წელს).
იენიჩარი - იხილე იანიჩარი.
იენიჯე - იხილე სეიჰანი.
იენსენი ვილჰელმ - გერმანელი მწერალი (1837-1911 წწ).
იენსენი იორგენ - დანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1920 წელს).
იენსენი იოჰანეს ვილჰელმ - დანიელი მწერალი (1873-1950 წწ).
იენსენი იოჰანეს ჰანს დანიელ - გერმანელი ფიზიკოსი, 1963 წლის ნობელის პრემიის ლაურეტი მ.გეპერტ-მაიერთან და ი.ვიგნერთან ერთად (1907-1973 წწ).
იენსენი ფრიც -ავსტრიელი მწერალი და ჟურნალისტი (1903-1955 წწ).
იენსი ვალტერ - გერმანელი მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსი (დაიბადა 1923 წელს).
იენჩეპინგი - ქალაქი შვედეთში, ამავე სახელწოდების ლენის ადმინისტრაციული ცენტრი (110 ათასი).
იეჟი ტეოდორ ტომაშ (ნამვილი სახელი და გვარი ზიგმუნტ მილკოვსკი) - პოლონელი მწერალი (1824-1915 წწ).
იერალაში (რუს-ფრანგ.)
ბანქოს თამაში, სიტყვასიტყვით ნიშნავს „ომი - კიკოს (ტუზს)“.
(თურქ. „არალაშ“) - არეულობა, უწესრიგობა.
იერარქი (ბერძ. „წმინდა ძალაუფლება“) - ქრისტიანული სამღვდელოების უმაღლესი რანგი (პატრიარქი, მიტროპოლიტი, არქიეპისკოპოსი, არქიელი).
იერარქია (ბერძნ.) - თანამდებობათა, წოდებულებათა თანამიმდევრობა უდაბლესიდან უმაღლესისკენ (დაქვემდებარების წესით). სხვანაირად: „იერარქიული კიბე“.
იერატიზმი (ბერძნ.) - გამოსახულების საზეიმო სტატიკურობა და განყენებულობა, რაც განპირობებულია რელიგიურ-კანონიკური დოგმებით.
იერატიკული დამწერლობა - დამწერლობა გაკრული ხელით, რომელიც შექმნეს ძველმა ეგვიპტელებმა იეროგლიფებისაგან.
იერგენსენი ანკერ - დანიის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1972-73 და 1975-82 წლებში (დაიბადა 1922 წელს).
იერემია - იუდეის სამეფოს რელიგიური მოღვაწე, ძველი აღთქმის ერთ-ერთი დიდი წინასწარმეტყველი (ძვ.წ.აღ. VII-VI საუკუნეები).
იერემიადა - მოთქმა, გოდება, ჩივილი, წუწუნი (წინასწარმეტყველ იერემიას სახელიდან, რომლის გოდება იერუსალიმის დანგრევის გამო მოთხრობილია ბიბლიაში).
იერი - სახის გამომეტყველება, შესახედაობა, გარეგნობა (ადამიანისა).
იერინგი რუდოლფ ფონ - გერმანელი იურისტი (1818-1892 წწ).
იერიქონი - ერთ-ერთი უძველესი ქალაქი პალესტინაში, თანამედროვე იორდანიის ტერიტორიაზე (იერუსალიმის ჩრდილო-აღმოსავლეთით).
იერიქონის საყვირი - ითქმის ძალიან დიდი, მჭექარე ხმის შესახებ (ქალაქ იერიქონის სახელიდან, რომლის მიუვალი კედლები, ბიბლიის მიხედვით, დააქცია ებრაელი მეომრების საყვირთა ხმამ).
იერიში (თურქ.) - სწრაფი თავდასხმა, შეტევა მოწინააღმდეგეზე.
იერიშობანა - ზედმეტად აჩქარებული, არარიტმული მუშაობა ჩამორჩენის გამოსასწორებლად..
იერლაყი - მეფეთაგან შეწყალების უსტარი (საბა).
იერნე ჰარალდ გაბრიელ - შვედი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე (1848 - 1922 წწ).
იერო ხოსე - ესპანელი პოეტი (დაიბადა 1922 წელს).
იეროგლიფი (ბერძნ.)
იდეოგრაფიული დამწერლობის ფიგურალური ნიშანი, რომელიც გამოხატავს ცნებას, მარცვალს ან ბგერას.
გადატანით - ძნელად გასარჩევი, გაუგებარი ნიშანი, ასო, ნაწერი.
იეროდიაკონი - უფროსი დიაკონი.
იეროთეოზი - იხილე იოანე ლაზი.
იერომნიმონი - დავიწყებულის სამღვდელო საქმის მომგონებელი (საბა).
იერონიმ პრაღელი - ჩეხი სწავლული, რეფორმატორი, ორატორი (დაახლოებით 1380 - 1416 წწ).
იერსენი ალექსანდრ - ფრანგი ბაქტერიოლოგი (1863-1943 წწ).
იერუსალიმი (არაბულად „ალ-კუდსი“ - წმინდა) - მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, 1980 წელს გამოცხადდა ისრაელის „მარადიულ და განუყოფელ დედაქალაქად“, იუდეველთა რელიგიური ცენტრი (545 ათასი).
იერქსი რობერტ - ამერიკელი ფსიქოლოგი, ექსპერიმენტული ზოოფსიქოლოგიის ერთ-ერთი შემქმნელი (1876-1956 წწ).
იეს - ინგლისური როკ-ჯგუფი; პირველი გამოსვლა შედგა 1968 წელს.
იესე (ალი ყული-ხანი) - ქართლის მეფე 1714-16 წლებში, ლევან ბატონიშვილის ძე, ვახტანგ VI-ის ძმა (დაახლოებით 1680-1727 წწ).
იესენი ალექსანდრე - საბჭოთა ეპოქის არქოლოგი, ბრინჯაოს ხანის კავკასიისა და ძველი ისტორიის მკვლევარი (1896-1964 წწ).
იესენიკი - მთები ჩეხეთში.
იესენიცე - ქალაქი სლოვენიაში.
იესენსკი იანკო - სლოვაკი მწერალი (1874-1945 წწ).
იესინგი როლვ რაგნვალდსენ - (ნორვეგიელი ფსიქიატრი (1887-1959 წწ).
იესე ქსნის ერისთავი - XVII საუკუნის I ნახევრის პოლიტიკური მოღვაწე, გიორგი სააკაძის თანამებრძოლი.
იესე ქსნის ერისთავი - XVIII საუკუნის I ნახევრის პოლიტიკური მოღვაწე.
იესო (ისუ ძე ნავესი) - ბიბლიური პერსონაჟი, მოსეს მსახური.
იესო ქრისტე - ქრისტიანობის ფუძემდებელი; ადამიანთა მხსნელი, ღმერთკაცი, ძე ღმერთი.
იესპერსენი იენს ოტო ჰარი - დანიელი ენათმეცნიერი (1860-1943 წწ).
იესპერსენი კნუდ - დანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1926-1977 წწ).
იეტა-ელვი - იხილე გეტა-ელვი.
იეტა-კანალი - იხილე გეტა-კანალი.
იეტალანდი - იხილე გეტალანდი.
იეტებორგი - იხილე გეტებორგი.
იე ტინი - ჩინეთის სამხედრო მოღვაწე (1895-1946 წწ).
იეფი - გამცემელი და პურადი (საბა).
იეღოვა - იხილე იაჰვე.
იეღოვისტები (იეღოველები, იეღოვას მოწმეები) - რელიგიური მიმდინარეობა, სექტა, (წარმოიშვა აშშ-ს პენსილვანიის შტატში, 1872 წელს), რომელიც ვაჭარ ჩარლზ რასელის მცდელობით გამოეყო „მეორედ მოსვლის“ მქადაგებელი ადვენტისტების სექტას. 1931 წლამდე ეწოდებოდა „ბიბლიის მკვლევართა საერთაშორისო ორგანიზაცია“.
იეშილირმაქი - მდინარე თურქეთში, ერთვის შავ ზღვას.
იეცავა - დაბა ლატვიაში.
იეხოშუა ავახამ - ებრაელი მწერალი, წერს ივრითზე (დაიბადა 1936 წელს).
![]() |
5.6 ივ |
▲back to top |
ივაი აკირა - იაპონიის პროფკავშირული მოღვაწე (დაიბადა 1922 წელს).
ივაკი - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე (360 ათასი).
ივაკუნი - ქალაქი-ნავსადგური იაპონიის იამაგუტის პრეფექტურაში (110 ათასი).
ივანაინენი კარლ - რუსეთის ერთ-ერთი პირველი მუშა-რევოლუციონერი, ზეინკალი (1857-1887 წწ).
ივანგოროდი - ქალაქი რუსეთის ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგის) ოლქში.
ივანდიდი - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 105 მეტრი, ხონიდან - 2 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2357 კაცი.
ივანე (ასენ II) - ბულგარეთის მეფე (1218-1241 წწ).
ივანე (ალექსანდრე) - ბულგარეთის მეფე (1331-1371 წწ).
ივანე (სრაციმირი) - ვიდინის სამეფოს (ბულგარეთი) გამგებელი (გარდაიცვალა 1396 წლის შემდეგ).
ივანე (შიშმანი) - ტირნოვოს სამეფოს (ბულგარეთი) გამგებელი (გარდაიცვალა 1395 წელს).
ივანე - რუსი მეფეები:
ივანე I
(დანიელის ძე კალიტა) - მოსკოვის მთავარი 1325 წლიდან (გარდაიცვალა 1340 წელს).
(ყვარყვარე, ჯაყელი ციხეჯვარელი) - საქართველოს სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XII საუკუნის 90-იან წლებში. მეჭურჭლეთუხუცესი, სამცხის სპასალარი.
ივანე III ვასილის ძე - მოსკოვის დიდი მთავარი 1462 წლიდან (1440-1505 წწ).
ივანე IV (მრისხანე) - რუსეთის მეფე 1547-1584 წლებში, ვასილი III-ის ძე (1530-1584 წწ).
ივანე V - რუსეთის მეფე 1682 წლიდან, მეფე ალექსეი მიხაილოვიჩის ძე (1666-1696 წწ).
ივანე VI - რუსეთის იმპერატორი 1740-41 წლებში (1740-1764 წწ).
ივანე II ჯაყელი - სამცხის გამგებელი, ათაბაგი 1391-1444 წლებში, ბექა II-ის ძე.
ივანე დიაკონი - XI საუკუნის ქართველი ოქრომჭედელი.
ივანე კოტორაშვილის ამბავი - ქართული მხატვრული ფილმი, ჰეროიკული კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1974 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ნოდარ მანაგაძე. სცენარის ავტორები - ერლომ ახვლედიანი, დავით ჯავახიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - იგორ ამასიისკი. კომპოზიტორი - ნოდარ გაბუნია. მთავარ როლებში: ზურაბ ქაფიანიძე (ივანე), ნატო გაგნიძე (კატო), ვახტანგ ცხადაძე (ქიტესა), აბესალომ ლორია, გივი ჩუგუაშვილი.
ივანე ლიპარიტის ძე (ბაღვაში) - XI საუკუნის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, სპასალარი, კლდეკარის ერისთავი.
ივანე მონისძე - XI საუკუნის ქართველი ოქრომჭედელი.
ივანე მორჩაისძე - XI საუკუნის ქართველი ხუროთმოძღვარი.
ივანე (იოვანე) შავლიანი - აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს მეფე დაახლოებით 868 წლიდან.
ივანეული - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (ხრესილის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარეების ძიროვნისწყლისა და ჯუხის წყალგამყოფზე. ზღვის დონიდან - 440 მეტრი, ტყიბულიდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 29 კაცი.
ივანინო - დაბა რუსეთის კურსკის ოლქში.
ივანიშჩი - დაბა რუსეთის ვლადიმირის ოლქში.
ივანიჩი - დაბა უკრაინის ვოლინის ოლქში.
ივანიცკი ალექსანდრე - რუსი სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაბა), მსოფლიოს ორგზის და 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი მძიმე წონაში (დაიბადა 1937 წელს).
ივანიცკი-ინგილო რაფიელ - ქართველი იურისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე (1886-1966 წწ).
ივანკოვი - დაბა უკრაინის კიევის ოლქში.
ივანკოვსკი - დაბა რუსეთის ივანოვოს ოლქში.
ივან-კუპალა - აღმოსავლელი სლავების უძველესი დღესასწაული, რომელიც ზაფხულის ბუნიობას ემთხვეოდა (იგივე ივანობა).
ივანობისთვე - ივნისის ძველი ხალხური სახელი.
ივანოვ-ვანო ივან - რუსი რეჟისორი და კინოს მხატვარი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1900-1987 წწ).
ივანოვი ალექსანდრე
რუსი პოეტი (1936-1996 წწ).
რუსი მხატვარი (1806-1858 წწ).
რუსი კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1898-1984 წწ).
ივანოვი ალექსეი - რუსი მომღერალი, ბარიტონი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1904-1982 წწ).
ივანოვი ანდრეი
მომღერალი, ბარიტონი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1900-1970 წწ).
რუსი მხატვარი, კლასიციზმის წარმომადგენელი (1776-1848 წწ).
ივანოვი ანტონ კოზინაროვ - ბულგარეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1884 - 1942 წწ).
ივანოვი გეორგ ივანოვ - ბულგარელი კოსმონავტი, მკვლევარი (დაიბადა 1940 წელს).
ივანოვი ვალენტინ - რუსი ფეხბურთელი და მწვრთნელი, თამაშობდა მოსკოვის „ტორპედოში“, 1960 წლის ევროპის ჩემპიონი (დაიბადა 1934 წელს).
ივანოვი ვიაჩესლავ -
რუსი პოეტი - სიმბოლიზმის წარმომადგენელი (1866-1949 წწ).
რუსი სპორტსმენი (აკადემიური ნიჩბოსნობა), ოლიმპიური თამაშების სამგზის (1956, 1960, 1964) ჩემპიონი (დაიბადა 1938 წელს).
ივანოვი ვლადიმირ - რუსი პოეტი (1888-1972 წწ).
ივანოვი ვსევოლოდ - რუსი მწერალი (1895-1953 წწ).
ივანოვი (ივანოვსი) იანის - ლატვიელი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1906-1983 წწ).
ივანოვი კონსტანტინე - ჩუვაში პოეტი-დემოკრატი, ჩუვაშური ლიტერატურის ფუძემდებელი (1890-1915 წწ).
ივანოვი სერგეი - რუსი ფერმწერი და გრაფიკოსი, პერედვიჟნიკი (1864-1910 წწ).
ივანოვკა
სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.
დაბა უკრაინის ოდესის ოლქში.
დაბა ყირგიზეთში.
დაბა უკრაინის ხერსონის ოლქში.
ივანოვო
ქალაქი ბელორუსიის ბრესტის ოლქში.
(1932 წლამდე ივანოვო-ვოზნესენსკი) ქალაქი რუსეთის ევროპულ ნაწილში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (460 ათასი).
ივანოვსკი ევგენი - საბჭოთა ეპოქის მხედართმთავარი, არმიის გენერალი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1818 - 1891 წწ).
ივანოპოლი - დაბა უკრაინის ჟიტომირის ოლქში.
ივან პოდკოვა - ზაპოროჟიელი კაზაკი, მოლდავეთის გოსპოდარი 1577 წლიდან (? - 1578 წ).
ივანოურა - მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ხხორითულას მარცხენა შენაკადი.
ივანო-ფრანკოვო - დაბა უკრაინის ლვოვის ოლქში.
ივანო-ფრანკოვსკი (1962 წლამდე სტანისლავი) - ქალაქი დასავლეთ უკრაინაში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (225 ათასი).
ივანტეევკა - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.
ივანჩენკოვი ალექსანდრე - რუსი კოსმონავტი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, 1978 და 1982 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1940 წელს).
ივანჩუკი ვასილი - უკრაინელი მოჭადრაკე, დიდოსტატი, მსოფლიო ჩემპიონობის ტიტულის მოსაპოვებელი ტურნირების მონაწილე (დაიბადა 1969 წელს).
ივანჩუკი რომან - უკრაინელი მწერალი (დაიბადა 1929 წელს).
ივანწმინდა (ყოფილი წითელსოფელი) - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (მერჯევის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 510 მეტრი, საჩხერიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 559 კაცი.
ივარდავა დილარ - პოეტი (დაიბადა 1940 წელს).
ივასაკი იატარო - იაპონელი მეწარმე, კორპორაცია «მიცუბისის» დამაარსებელი (1835-1885 წწ).
ივასიუკი ალექსანდრ - რუმინელი მწერალი (1933 - 1977 წწ).
ივატე - პრეფექტურა იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს აღმოსავლეთ სანაპიროზე.
ივაშკიევიჩი იაროსლავ - პოლონელი მწერალი (1894-1980 წწ).
ივაცევიჩი - ქალაქი ბელორუსიის ბრესტის ოლქში.
ივდელი - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
ივდითი
ძველი აღთქმის ერთ-ერთი აპოკრიფული (არაკანონიერი) წიგნის გმირი ქალი.
მთავარი პერსონაჟი ქალი კარლ გუცკოვის პიესისა „ურიელ აკოსტა“.
იველინი - დეპარტამენტი საფრანგეთში.
ივენეცი - დაბა ბელორუსიის მინსკის ოლქში.
ივენსი იორის - ნიდერლანდელი კინორეჟისორი (1898-1989 წწ).
ივენუში კონსტანტინ - რუმინეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1886-1928 წწ).
ივერია
აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდება გვიანდელი შუა საუკუნეების, ახალი და უახლესი დროის ქართულ წყაროებსა და ლიტერატურაში; იგივეა, რაც იბერია (1).
- ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა; გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულად, 1886 წლიდან კი ყოველდღიურად. გაზეთის გამოცემა შეწყდა 1906 წელს. დამაარსებელი და რედაქტორი - ილია ჭავჭავაძე.
ივერია - ვაშლის ქართული ჯიში; გამოყვანილია ზამთრის ბანანისა და კეხურას შეჯვარებით.
ივერიის მთა - მთა გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედის სამხრეთ მთისწინეთში.
ივერსენი ფელიქს - ფინელი საზოგადო მოღვაწე (1887-1980 წწ).
ივიე - დაბა ბელორუსიის გროდნოს ოლქში.
ივკოვი ბორისლავ - იუგოსლაველი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1933 წელს).
ივლიანთგორი - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ზარიძეების თემის საკრებულო), ლიშოს მთის სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე ვერხველის (ივრის აუზი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1200 მეტრი, თიანეთიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში არავინ ცხოვრობს.
ივლისი
კალენდარული წლის მეშვიდე თვე, ზაფხულის მეორე თვე ივნისსა და აგვისტოს შორის; გრძელდება 31 დღეს. სახელი ეწოდა იულიუს კეისრის საპატივცემლოდ. ხალხური სახელწოდებებია: მკათათვე და კვირიკობისთვე.
თიბისა (საბა).
ივლინი ჯონ - ინგლისელი მწერალი (1620-1706 წწ).
ივლიტა - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.
ივლონა - ესე არს გრკალი ცისა, ჩრდილოდ კერძო, რომელსა ზაფხულის მზე მუნით მოიქცევის და ვერა გასცილდების (საბა).
ივნევი რიურიკ (ნამდვილი სახელი და გვარი მიხაილ კოვალევი) - რუსი მწერალი, იმაჟინისტთა ლიტერატურული ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი (1891-1981 წწ).
ივნია - დაბა რუსეთის ბელგოროდის ოლქში.
ივნისი
კალენდარული წლის მეექვსე თვე, ზაფხულის პირველი თვე, გრძელდება 30 დღეს. სახელი ეწოდა ძველრომაელთა ღვთაება იუნონას საპატივცემლოდ. ხალხური სახელებია: თიბათვე და ივანობისთვე.
მარიალისი (საბა).
ივო - ქალაქი ნიგერიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ოიოს შტატში.
ივოლგინსკი - დაბა რუსეთის ბურიატიის რესპუბლიკაში.
ივოტი - დაბა რუსეთის ბრიანსკის ოლქში.
ივრეა - ქალაქი იტალიის ტურინის პროვინციაში.
ივრეთი- სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
ივრითი (ებრ.) - ებრაული ენა; ისრაელის ორიდან ერთ-ერთი სახელმწიფო ენა, რომელიც წარმოადგენს ძველ (ბიბლიის) ებრაულს, საგანგებოდ აღდგენილს.
ივრის ზეგანი (გარეკახეთის ზეგანი) - ზეგანი მტკვარსა და ალაზანს შორის (გარდაბნის, საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები).
ივრი-სიურ-სენი - ქალაქი საფრანგეთში.
ივუ ველოზუ და სილვეირა პედრუ - ბრაზილიის არმიის კაპიტანი, რესპუბლიკურ-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1811-1958 წწ).
![]() |
5.7 იზ |
▲back to top |
იზაბელა (Vitis labrusca) - ამერიკული წარმოშობის ყურძნის ჯიში, დესერტული ღვინის ნედლეული. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში; ადესა.
იზაბელა II - ესპანეთის დედოფალი 1833-1868 წლებში, ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი (1830-1904 წწ).
იზაბელა ბავარიელი - საფრანგეთის დედოფალი 1385-1435 წლებში (1371-1435 წწ).
იზაი ეჟენ - ბელგიელი მევიოლინე, კომპოზიტორი, დირიჟორი (1858-1931 წწ).
იზარი - მდინარე დუნაის მარჯვენა შენაკადი, გაედინება ავსტრიასა და გერმანიაში (სიგრძე - 283 კილომეტრი).
იზაფეტი - სპარსული გრამატიკის ცნება, რაც მსაზღვრელ-საღვრულს შორის ურთიერთობას განაპირობებს ან კუთვნილებით კავშირს ამყარებს.
იზბერბაში - ქალაქი რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკაში (32 ათასი).
იზბორსკი - ერთ-ერთი უძველესი რუსული ქალაქი, რომელიც ახლანდელი ფსკოვის სიახლოვეს მდებარეობდა.
იზდეშკოვო - დაბა რუსეთის სმოლენსკის ოლქში.
იზელინი ისააკ - შვეიცარიელი განმანათლებელი (1728-1782 წწ).
იზეო - ტბა იტალიის ალპებში, ლომბარდიის ალპებისპირეთში. 185 მეტრ სიმაღლეზე (სიღრმე 251 მეტრამდე).
იზერი - მდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, რონის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 290 კილომეტრი).
იზერი ვოლფგანგ - გერმანელი ისტორიკოსი და ლიტერატურის თეორიტიკოსი (დაიბადა 1926 წელს).
იზერი ვოლფგანგ იოსიფ - რუმინელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1881-1958 წწ).
იზერლონი - ქალაქი გერმანიის რაინ-ვესტფალიის მხარეში.
იზესი - მდინარე რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქში, მდინარე ტარტასის მარჯვენა შენაკადი.
იზეტბეგოვიჩი ალია - ბოსნია-ჰერცეგოვინის პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პრეზიდენტი 1991-95 წლებში (დაიბადა 1925 წელს).
იზვა - მდინარე, იხილე იჟმა.
იზვარა - მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ყვირილის მარცხენა შენაკადი.
იზვარინო - დაბა უკრაინის ლუგანსკის ოლქში.
იზვესტია - გაერთიანება-კონცერნი, რომელიც 1927 წლიდან უშვებს რუსულენოვან გაზეთ „იზვესტიას“ და სხვა სახის ბეჭდვით პროდუქციას, ფუნქციონირებს მოსკოვში.
იზვესტკოვი - დაბა რუსეთის ხაბაროვსკის მხარის ებრაელთა ავტონომიურ ოლქში.
იზვიცკაია იზოლდა - რუსი კინომსახიობი ქალი (1932-1971 წწ).
იზვოარე - ნეოლითის ეპოქის (IV-III ათასწლეული) დასახლების ნარჩენები რუმინეთის ქალაქ პიატრა-ნიამცის სიახლოვეს.
იზიაიუ - დაბა რუსეთის კომის რესპუბლიკაში.
იზიასლავი - ქალაქი უკრაინის ხმელნიცკის ოლქში.
იზიდა - იხილე ისიდა.
იზინგი გუსტავ ადოლფ - შვედი ფიზიკოსი და გეოფიზიკოსი (1883-1960 წწ).
იზიუმი - ქალაქი უკრაინის ხარკოვის ოლქში (65 ათასი).
იზმაილი - ქალაქი უკრაინის ოდესის ოლქში (95 ათასი).
იზმაილოვა გალია - ბალეტის უზბეკი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1923 წელს).
იზმაილოვი ალექსანდრე ალექსის ძე - რუსი პოეტი, მწერალი (1873-1921 წწ).
ალექსანდრე ეფიმის ძე - რუსი მწერალი (1779-1831 წწ).
ალექსანდრე ვლადიმირ - რუსი მწერალი (1773-1830 წწ).
იზმაილოვო - დაბა რუსეთის ულიანოვსკის ოლქში.
იზმეი ჰეისტინგზ ლაიონელ - ინგლისელი გენერალი, 1952-57 წლებში ნატო-ს გენერალური მდივანი (1887-1965 წწ).
იზმიდი - იხილე იზმითი.
იზმითი (იზმიდი, კოჯაელი) - ქალაქი-პორტი თურქეთში, კოჯაელის ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (260 ათასი).
იზმირი (ბერძნული სახელი „სმირნა“) - ქალაქი და დიდი საზღვაო პორტი თურქეთში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე, ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (1,8 მილიონი).
იზმირი - ჩარხზე ხის სათლელი სადურგლო იარაღი.
იზო (ბერძნ.) - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი, რაც ნიშნავს თანაბარს, მსგავსს.
იზობათები - წყალსატევების (ზღვების, მდინარეების, ტბების) თანაბარ სიღრმეთა წერტილების შემაერთებელი ხაზები რუკაზე.
იზობარები - თანაბარი ატმოსფერული წნევის ადგილთა შემაერთებელი ხაზები რუკაზე.
იზობილნი - ქალაქი რუსეთის სტავროპოლის მხარეში.
იზობუტანი - იხილე ბუტანი2.
იზოგეოთერმები - დედამიწის ქერქის იმ წერტილების შემაერთებელი ხაზები რუკაზე, რომლებშიც თანაბარი ტემპერატურაა.
იზოგლოსები - ერთნაირ ენობრივ თავისებურებათა გავრცელების აღმნიშვნელი ხაზები რუკაზე.
იზოგონები
თანაბარი მაგნიტური გადახრის წერტილების შემაერთებელი ხაზები რუკაზე.
ქარის ერთი და იგივე მიმართულების აღმნიშვნელი წერტილების შემაერთებელი ხაზები.
იზოგრაფია (ბერძნ.)
ვისიმე ნაწერის, ხელნაწერის ზუსტი გადაღება.
ხატების მხატვრობა, ხატწერა.
იზოთერები - ზაფხულში ჰაერის ერთნაირი საშუალო ტემპერატურის ადგილთა შემაერთებელი ხაზები რუკაზე.
იზოთერმები
ჰაერის ერთნაირი საშუალო ტემპერატურის ადგილთა შემაერთებელი ხაზები რუკაზე.
ერთნაირი ტემპერატურის წერტილების შემაერთებელი ხაზები სითბური პროცესების გამომხატველ დიაგრამაზე.
იზოთერმული
რაც ერთნაირი, მუდმივი ტემპერატურის პირობებში ხდება.
რაც ერთნაირ, მუდმივ ტემპერატურას ინარჩუნებს.
იზოკლინები - მაგნიტური დახრის ერთნაირი მნიშვნელობის წერტილთა შემაერთებელი ხაზები რუკაზე.
იზოლატორი
ნივთიერება, რომელიც არ ატარებს ელექტროენერგიას; დიელექტრიკი.
ფაიფურის, პლასტმასისა და მისთანების დეტალი ელექტრული სადენების საიზოლაციოდ და დასამაგრებლად.
საავადმყოფოში სპეციალურად მოწყობილი ადგილი, სადაც ცალკე ათავსებენ გადამდები სენით დაავადებულთ და ზოგ სხვა ავადმყოფს.
იზოლაცია (ფრანგ.)
ცალკე გამოყოფა, გამიჯვნა.
გარემოსთან, ადამიანებთან ურთიერთობის საშუალების მოსპობა.
რაიმე საფარით გამტარის დაცვა ენერგიის დაკარგვისაგან.
საიზოლაციო განმამხოლოებელი ნივთიერება ან მოწყობილობა.
იზოლაციონიზმი (ფრანგ.) - პოლიტიკური მოძრაობა აშშ-ში, რომელიც თვლიდა, რომ ამერიკას არ უნდა მიეღო მონაწილეობა ევროპის ქვეყნების კონფლიქტებში; შეიქმნა XIX საუკუნეში.
იზოლდა - ფრანგული სარაინდო რომანის - „ტრისტან და იზოლდას“ (ცნობილია XII საუკუნიდან) - მთავარი პერსონაჟი, კორნუელის მეფის ასული.
იზომერები - ერთნაირი შემადგენლობისა და მოლეკულური წონის, მაგრამ სხვადასხვანაირი აგებულების, განსხვავებული ფიზიკური და ქიმიური თვისებების მქონე ნაერთები.
იზომერია - ქიმიური მოვლენა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ არსებობს ერთნაირი შემადგენლობისა და მოლეკულური წონის, მაგრამ სხვადასხვანაირი აგებულების, განსხვავებული ფიზიკური და ქიმიური თვისებების მქონე ნაერთები.
იზომორფიზმი - ქიმიური შემადგენლობით და კრისტალური ფორმით ერთნაირ ნივთიერებათა უნარი - გამოიყონ ხსნარისაგან შერეული შემადგენლობის კრისტალების სახით.
იზომორფული - რასაც იზომორფიზმი ახასიათებს; რაც გამოირჩევა კრისტალთა ერთნაირი აგებულებით.
იზონეფები - ერთგვარი ღრუბლიანობის ადგილების შემაერთებელი ხაზები რუკაზე.
იზონცო (სლოვენურად სოჩა) - მდინარე სლოვენიაში, ერთვის ადრიატიკის ზღვის ტრიესტის ყურეს.
იზოპლიტი - დაბა რუსეთის ტვერის ოლქში.
იზოპრენი - ორგანული ნაერთი, ნახშირწყალბადი; წარმოადგენს უფერო სითხეს, იყენებენ სინთეზური კაუჩუკის ზოგი სახეობის წარმოებაში.
იზორია ზვიად - მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (2002 წ), ევროპის ორგზის ჩემპიონი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის (2001, 2002), (დაიბადა 1984 წელს).
იზოსეისტები - იმ წერტილების შემაერთებელი ხაზები რუკაზე, რომლებშიც მიწისძვრა თანაბარი ძალით გამოვლინდა.
იზოტაქები (ბერძნ.) - წყლის დინების, ქარისა და მისთანათა თანაბარი სიჩქარის აღმნიშვნელი წერტილების შემაერთებელი ხაზები რუკაზე.
იზოტონია (ბერძნ.) - ძაბვის ან წნევის ერთგვარობა.
იზოტოპები (ბერძნ.) - ერთი და იმავე ქიმიური ელემენტის ატომები, რომელთაც აქვთ სხვადასხვა ატომური წონა, მაგრამ ფიზიკური და ქიმიური თვისებებით თითქმის არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ელემენტთა პერიოდულ სისტემაში ერთსა და იმავე ადგილას არიან მოთავსებული.
იზოტროპია (ბერძნ.) - აირების, სითხეების, ამორფული ნივთიერებების თვისებათა ერთგვარობა ყველა მიმართულებით.
იზოქომენები (ბერძნ.) - ზამთარში ჰაერის ერთგვარი ტემპერატურის ადგილთა შემაერთებელი ხაზები რუკაზე.
იზოქორები (ბერძნ.) - ხაზები, რომლებითაც გამოხატულია დამოკიდებულება ფიზიკურ სიდიდეებს შორის უცვლელი მოცულობის პირობებში.
იზოქორული პროცესი - ფიზიკური ან ქიმიური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს უცვლელი მოცულობის პირობებში.
იზოქრომატული - ერთგვარი, მსგავსი ფერის მქონე.
იზოქრონიზმი - ლექსთწყობაში: ლექსის დაყოფა დროის მიხედვით თანაბარი ზომის რიტმულ ნაწილებად; თანამიმდევრობა, თანაბარხანგრძლივობა.
იზოქრონული - ერთი და იმავე ხანგრძლივობისა.
იზოჰალინები (ბერძნ.) - წყლის თანაბარი მარილიანობის აღმნიშვნელი წერტილების შემაერთებელი ხაზები რუკაზე.
იზოჰიფსი (ბერძნ.) - იგივეა, რაც ჰორიზონტალი.
იზუბრი - ძუძუმწოვარი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. კეთილშობილი ირმის ქვესახეობა. გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიაში.
იზუმრუდი - დაბა რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
იზუმრუდნი - დაბა ყაზახეთის ყარაღანდის ოლქში.
![]() |
5.8 ით |
▲back to top |
ითაკა - ძველბერძნული ეპოსის თანახმად, ოდისევსის სამეფო და სამშობლო; სავარაუდოდ ბალკანეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა.
ითილი
მდინარე ვოლგის სახელწოდება შუა საუკუნეების არაბულ და სპარსულ ლიტერატურაში.
ხაზართა სახაკანოს დედაქალაქი VIII-X საუკუნეებში.
ითონის კოლეჯი - იხილე იტონის კოლეჯი.
ითრაფისი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
ითხვისი - სოფელი ჭიათურის მუნიცპალიტეტში, მდებარეობს ითხვისის ზეგანზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 3 სოფელს: ბეგიაური, ბჟინევი, ითხვისი). ზღვის დონიდან - 720 მეტრი. ჭიათურიდან - 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2846 კაცი.
![]() |
5.9 იი |
▲back to top |
იი - ქართული ენის შორისდებული; გამოხატავს: 1) წყენას, უკმაყოფილებას. 2) ნატვრას, სურვილს.
იი ნაოსკე - იაპონიის სახელმწიფო მოღვაწე, მთავრობის მეთაური 1858 წლიდან (1815-1860 წწ).
იიგეევა - ქალაქი ესტონეთის აღმოსავლეთ ნაწილში.
იიდ-ელვი - მდინარე შვედეთში, ერთვის ბალტიის ზღვის ბოტნიის ყურეს.
იიეში დიულა - უნგრელი პოეტი (1902-1983 წწ).
იიზერა - მდინარე ჩეხეთში, ლაბის (ელბის) მარჯვენა შენაკადი.
იიზერის მთები (სუდეტები) - მთები პოლონეთსა და ჩეხეთში.
იილემნიცკი პეტერ - სლოვაკი მწერალი (1901-1949 წწ).
ი-ინი - ჩინურ მითოლოგიაში ბრძენი, მეფეთა აღმზრდელი, რომელიც წარღვნის დროს სასწაულის წყალობით იშვა.
იინქსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფერია, პანისა და პეითოს (ზოგიერთი ვარიანტით ექოს) ქალიშვილი.
იირასეკი ალოის - ჩეხი მწერალი (1851-1930 წწ).
იირეჩეკი კონსტანტინ იოსიფ - ჩეხი ისტორიკოსი (1854-1918 წწ).
იისფერი - ფერით იის მსგავსი; მოწითალო-ლურჯი.
ი-იურეხი - მდინარე, იხილე ილინ-იურიახი.
იიჰვი - ქალაქი ესტონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (10 ათასი).
იიჰლავა
ქალაქი ჩეხეთის სამხრეთ მორავიის ოლქში (50 ათასი).
მდინარე ჩეხეთში, სვრატკის მარჯვენა შენაკადი.
![]() |
5.10 იკ |
▲back to top |
იკა
პაიჭის თასმის ჩამოსაბამი სარტყელი (საბა).
ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ პერუში, ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (150 ათასი).
იკადიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აპოლონისა და ფერია ლიკიას ვაჟი. ქალაქ დელფოს დამაარსებელი.
იკანკელი - ესე არს აღმართში მიმრეც-მომრეცად აღსვლა (საბა).
იკაო (აბრევიატურა) - სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. შეიქმნა 1944 წელს. ადგილსამყოფელი - მონრეალი (კანადა).
იკარია - კუნძული ეგეოსის ზღვაში, ეკუთვნის საბერძნეთს.
იკარიელები - კომუნისტურ თემთა წევრები ჩრდილოეთ ამერიკაში 1848-1895 წლებში; შექმნეს ე. კაბემ და მისმა მიმდევრებმა. დაკავშირებულნი იყვნენ სოციალისტურ მუშათა პარტიასთან და I ინტერნაციონალთან.
იკარიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ათენელი მოქალაქე, რომელსაც დიონისემ ღვინით სავსე რუმბი აჩუქა, ამ უკანასკნელმა კი ათენელებს ღვინის დამზადება ასწავლა.
იკარიული თამაშობანი - ერთგვარი საცირკო აკრობატული სანახაობა.
იკაროსი
ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დედალოსის ვაჟი, რომელიც მამასთან ერთად ცაში აფრინდა და მამის რჩევის საწინააღმდეგოდ ძალზედ მიუახლოვდა მზეს, მცხუნვარებისაგან სანთლისაგან გაკეთებული მისი ფრთები დადნა და იკაროსი ზღვაში ჩავარდა.
მცირე პლანეტა ¹1566; დიამეტრი 1 კმ-დე 1949 წელს აღმოაჩინა ვ.ბაადემ (აშშ).
იკარუსი - უნგრული წარმოების ავტობუსი.
იკასა ხორხე - ეკვადორელი მწერალი (1906-1978 წწ).
იკატის ქედი - მდებარეობს დასავლეთ იმიერბაიკალეთში, ბარგუზინის ქედის აღმოსავლეთით (რუსეთის ბურიატიის რესპუბლიკა).
იკბალი - იხილე იყბალი.
იკებანა (იაპონ.) - იაპონური დეკორატიული ხელოვნება - ყვავილებით, ფოთლებით, ტოტებითა და მისთანებით შექმნა რაიმე გამოსახულებისა; ასეთი ხელოვნების ნიმუშები.
იკედა ჰაიატო - იაპონიის სახელმწიფო მოღვაწე (1899 - 1965 წწ).
იკეთი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.
იკელოსი - ძველბერძენთა ღვთაება, რომელიც ადამიანებს სიზმრებს მოუვლენს ხოლმე; მას ხშირად ფობეტორსაც უწოდებენ.
იკვა - მდინარე უკრაინის ლვოვის, ტერნოპოლის და როვნოს ოლქებში, მდინარე სტირის მარჯვენა შენაკადი.
იკვი - XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმინდა გიორგის ტაძარი მდინარე შაბწყალის ხეობაში, კასპის მუნიციპალიტეტში.
იკვლივგორანა - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.
იკვლივი - მთა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, იალნოს ქედზე.
იკვნევი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
იკი
(დიდი იკი) - მდინარე რუსეთის ბაშკირეთის და თათრეთის რესპუბლიკებში, მდინარე კამის მარცხენა შენაკადი.
იკი - გლეხთა აჯანყებების განზოგადებული სახელი იაპონიაში.
იკიკე - ქალაქი-პორტი ჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში, ტარაპაკის ოლქის ადმინსტრაციული ცენტრი (150 ათასი).
იკინზი თომას - იხილე ეიკინსი თ.
იკიტოსი - ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ პერუში, ლორეტოს დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (270 ათასი).
იკლივგორანა - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (კოჭბაანის საკრებულო). მდებარეობს იალნოს ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე ივრის ხეობაში. ზღვის დონიდან - 1490 მეტრი, საგარეჯოდან - 72 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 18 კაცი.
იკმაიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსის ერთ-ერთი ზედმეტი სახელი.
იკმალიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მითიური ითაკელი დურგალი, რომელმაც პენელოპეს საუცხოო ვერცხლით შემკული სპილოს ძვლის სავარძელი გაუკეთა.
იკოთი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.
იკონოგრაფია (ბერძნ.) - გარკვეული (უმთავრესად მითოლოგიური და ისტორიული) პირების ან სიუჟეტების გამოსახულებათა სისტემის შესწავლა.
იკონოთეკა (ბერძნ.) - გამოსახულებათა კოლექცია, შეგროვებული გარკვეული თემატიკის მიხედვით.
იკონომოვი მატეი სპასოვ - ბულგარელი მსახიობი, რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე (1871-1960 წწ).
იკონომოსი - ბერძულია, ქართულად გამრიგე ჰქვია (საბა).
იკონომუ ტომას - ბერძენი მსახიობი და რეჟისორი (1864-1927 წწ).
იკონოსკოპი - სატელევიზიო გადამცემი ელექტრონულ-სხივური მილაკი; გამოიყენება გადაცემული გამოსახულების ელექტროსიგნალებად გარდაქმნის მიზნით.
იკორთა
ფიცრის თარო (საბა).
იკორთა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
იკორეცი - მდინარე რუსეთის ვორონეჟის ოლქში, მდინარე დონის მარცხენა შენაკადი.
იკოსაედრი
ნელიად მიმდრეკი (საბა).
იკოსაედრი - წესიერი მრავალწახნაგა, რომელსაც 20 წახნაგი, 30 წიბო და 12 წვერო აქვს.
იკოსი - კონდაკთან ერთად, დაუჯდომლად საკითხავი გრძელი მუხლი (VI ლოცვა).
იკტერონია - გუნი, სიყვითლის სენი (საბა).
![]() |
5.11 ილ |
▲back to top |
ილ - ს.ვ.ილიუშინის ხელმძღვანელობით შექმნილი თვითმფრინავების საერთო სახელი.
ილა - ვედურ და ინდუისტურ მითოლოგიაში - მსხვერპლთშეწირვის ქალღმერთი.
ილაკოვიჩი კაზიმერა - პოლონელი პოეტი ქალი (1892-1883 წწ).
ილანგ-ილანგი (კანანგა) - ტანმაღალი ხე ანონასებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ტროპიკულ აზიაში, წყნარი ოკეანის კუნძულებსა და ავსტრალიაში.
ილანი - ქალაქი ჩინეთის ხეილუნძიანის პროვინციაში.
ილანსკი - ქალაქი რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.
ილაო - სენი არს უპეს ზეით წელის ნასკულობითა (საბა).
ილარიონი - საქართველოს (ქართლის) კათალიკოსი დაახლოებით IX საუკუნის I ნახევარში.
ილარიონი - (გვარად ვაჩნაძე) დავითგარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი 1801-20 წლებში.
ილარიონი - რუსი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი; პირველი რუსი მიტროპოლიტი კიევში 1051 წლიდან.
ილარიონ სამთავნელი (ვაჩე ყანჩაველის ძე) - სამთავისის ეპისკოპოსი, ცხოვრობდა XI საუკუნეში. მის სახელთანაა დაკავშირებული სამთავისის კათედრალის აგება.
ილარიონ ქართველი - სასულიერო მოღვაწე, ქართული სამონასტრო ცხოვრების ეკლესია-მონასტრების აგების ერთ-ერთი ინიციატორი (822-875 წწ).
ილარიონ შევარდნაძე - ნოდარ დუმბაძის მოთხრობის - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ - ერთ-ერთი მთავარი პერსონიჟი.
ილარიონოვო - დაბა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში.
ილარიონ ქართველის ცხოვრება - ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლი ილარიონის (822-875 წწ) - ქართველი საეკლესიო მოღვაწის - შესახებ.
ილატივი - ლოკატური ბრუნვა; აღნიშნავს საგანში შესვლას.
ილაჯგაწყვეტილი - ვისაც, რასაც ილაჯი გაუწყდა, ძალა გამოეცალა.
ილაჯი (არაბ.) - ღონე, ძალა, არაქათი.
ილაჰაბადი - იხილე ალაჰაბადი.
ილბარსი (ელბარსი) - ხორეზმში უზბეკ მეფეთა დინასტიის დამაარსებელი (? - 1538 წ).
ილგა - მდინარე რუსეთის ირკუტსკის ოლქში, მდინარე ლენის მარცხენა შენაკადი.
ილგუნიანი - ყოფილი მლაშე ტბა თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რომლის ადგილზე ამჟამად თბილისის წყალსაცავია.
ილდამუსა - კოლხეთის სამეფოს (კოლხას) დედაქალაქი (სამეფო ქალაქი) ურარტული წყაროების თანახმად (ძვ.წ.აღ. VIII საუკუნე).
ილ-დე-ფრანსი (სიტყვასიტყვით - საფრანგეთის კუნძული) - ისტორიული ოლქი საფრანგეთში, რომლის მთავარი ქალაქია პარიზი.
ილდეღიზიდები (ელდეღიზიდები) - ფეოდალური დინასტია აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ ირანში (1136-1225 წწ).
ილდი - ცივი იარაღი, მონღოლური მახვილი.
ილებო (პორტ-ფრანკი) - ქალაქი კონგოს დასავლეთ კასაის პროვინციაში.
ილეზა - დაბა რუსეთის არხანგელსკის ოლქში.
ილეთი - რაიმე სპორტული ვარჯიშის ცალკეული მოძრაობა.
ილეკრო - ეწოდების ოქროსა, ვეცხლსა, სპილენძსა, რკინასა, ტყვიასა, კალასა და ყოველსავე მისთანათა ერთბამად (საბა).
ილემელა - მდინარე ზესტაფონის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში, ძირულის მარცხენა შენაკადი.
ილემი - სოფლების ზედა ილემის და ქვედა ილემის გავრცელებული სახელწოდება (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი).
ილემის თემის საკრებულო - თემის საკრებულო ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მოიცავს 2 სოფელს: ზედა ილემი და ქვედა ილემი.
ილემნიცკი პეტერ - იხილე იილემნიცკი პ.
ილერი - მდინარე გერმანიაში, დუნაის მარჯვენა შენაკადი.
ილეტი - მდინარე რუსეთის მარეთისა და თათრეთის რესპუბლიკებში, მდინარე ვოლგის მარცხენა შენაკადი.
ილეუსი (ბერძნ.) - ნაწლავების გაუვალობა, უცბად წარმოქმნილი.
ილექი - მდინარე ყაზახეთსა და რუსეთში, მდინარე ურალის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 623 კილომეტრი).
ილექსა (ილოქსა) - მდინარე რუსეთის არხანგელსკის ოლქში, ერთვის ვოდლოზეროს ტბას.
ილეშა
ქალაქი ნიგერიის ოიოს შტატში (350 ათასი).
ილეშა (დიდი ილეშა. ილიაშა) - მდინარე რუსეთის არხანგელსკის ოლქში, მდინარე პინეგის მარჯვენა შენაკადი.
ილეში ბელა - უნგრელი მწერალი (1895-1974 წწ).
ილვესი ტოომას ჰენდრიკ - ესტონეთის პრეზიდენტი 2006 წლიდან (დაიბადა 1953 წელს).
ილთიზამი (არაბ.) - ფეოდალური ნატურალური გადასახადის აკრეფის საჯარო სისტემა ოსმალთა იმპერიაში.
ილი
მდინარე ჩინეთსა და ყაზახეთში, ერთვის ბალახაშის ტბას (სიგრძე - 1001 კილომეტრი).
დაბა ყაზახეთის ალმა-ათის ოლქში.
თურქეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, იგივე ვილაიეთი.
მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ჯანჯაფილისებრთა ოჯახისა. იყენებენ კვების და თამბაქოს მრეწველობაში, აგრეთვე მედიცინაში.
ილია - რომის მითიური დამაარსებლების: რემუსისა და რომულუსის დედის - რეა სილვიას - მეორე სახელი.
ილია II (ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი) - სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1977 წლიდან (დაიბადა 1933 წელს).
ილია ბატონიშვილი (ბაგრატიონი) - მეფე გიორგი XII-ის ძე (1790-1854 წწ).
ილიადა („პოემა ილიონის შესახებ“) - ძველბერძნული ეპიური პოემა, რომლის ავტორადაც ჰომეროსია მიჩნეული. წარმოიშვა ძვ.წ.აღ. IX საუკუნეში და მასში მოთხრობილია ტროას ომის (ძვ.წ.აღ. XIII ს) მეათე, უკანასკნელი წლის ამბები. დაწერილია ჰეგზამეტრით, მის მთავარი გმირია აქილევსი.
ილიაკი - მდინარე რუსეთის ტომსკის ოლქში, მდინარე ობის მარცხენა შენაკადი.
ილიალი - დაბა თურქმენეთის თაშაუზის ოლქში.
ილიამნა
ვულკანი აშშ-ს ალასკის შტატში, ალეუტის ქედზე.
ტბა აშშ-ს ალასკის შტატში.
ილია მურომელი - რუსული ბილინების და თქმულებების ერთ-ერთი მთავარი გმირი, დიდი ძალის მქონე გოლიათი.
ილიამპუ - მთა სამხრეთ ამერიკაში, კორდილიერ-რეალის ქედზე (სიმაღლე 6485 მ).
ილიაშა - იხილე ილეშა.
ილია ჭავჭავაძის მწვერვალი - მწვერვალი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხდის ხეობაში (3 800 მ).
ილიგანი - ქალაქი-პორტი ფილიპინებში, ლანაოდელ-ნორტეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (230 ათასი).
ილი და ვილენი - დეპარტამენტი საფრანგეთში.
ილიევი ლიუბომირ გეორგიევ - ბულგარელი მათემატიკოსი (დაიბადა 1913 წელს).
ილიესკუ იონ - რუმინეთის სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის პრეზიდენტი 1990-96 და 2000-2004 წლებში (დაიბადა 1930 წელს)..
ილიეუსი - ქალაქი-პორტი ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (70 ათასი).
ილიზაროვი გავრიილ - რუსი ქირურგი, აკადემიკოსი (1921-1992 წწ).
ილითია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ქალთა მშობიარობის მფარველი ღვთაება, ჰერასა და ზევსის ქალიშვილი.
ილიკო ჩიგოგიძე - ნოდარ დუმბაძის მოთხრობის - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ - ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი.
ილიმანი - მთის მასივი ბოლივიაში, კორდილიერი-რეალის ქედზე.
ილიმი - მდინარე რუსეთის ირკუტსკის ოლქში, მდინარე ანგარის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 340 კილომეტრი).
ილიმპეა - მდინარე რუსეთის კრასნოიარსკის მხარის ევენკთა ავტონომიურ ოკრუგში, მდინარე ქვემო ტუნგუსკის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 611 კილომეტრი).
ილინა ანეგინა - რუსი მომღერალი ქალი, მეცო-სოპრანო, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1943 წელს).
ილინა ნატალია - რუსი მწერალი ქალი (1914-1994 წწ).
ილინგი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, ინგლისში, დიდი ლონდონის მეტროპოლიურ საგრაფოში.
ილინი ივან - რუსი რელიგიური ფილოსოფოსი, პუბლიცისტი და ლიტერატურის კრიტიკოსი (1883 - 1954 წწ).
ილინი ილია (ნამდვილი გვარი მარშაკი) - რუსი მწერალი, ს.მარშაკის ძმა (1896-1953 წწ).
ილინ-იურიახი (ი-იურეხი) - მდინარე რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში, მდინარე როსოხის მარჯვენა მდგენელი.
ილინკა - დაბა რუსეთის ბურიატიის რესპუბლიკაში.
ილინოგორსკი - დაბა რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.
ილინოისი
მდინარე აშშ-ში, მისისიპის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 653 კილომეტრი).
შტატი აშშ-ს ჩრდილოეთ ნაწილში. ფართობი - 146 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 11,7 მილიონი. ადმ. ცენტრი - სპრინგფილდი.
ილინოისის არხი - აერთებს დიდი ტბების სისტემას მდინარე მისისიპის აუზთან, აშშ-ში.
ილინსკი
დაბა რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში.
დაბა რუსეთის მოსკოვის ოლქში.
დაბა რუსეთის პერმის ოლქში.
დაბა რუსეთის სახალინის ოლქში.
ილინსკი ალექსანდრე - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1903-1967 წწ).
ილინსკი იგორ - რუსი მსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1901-1987 წწ).
ილინსკოე-ხოვანსკოე - დაბა რუსეთის ივანოვოს ოლქში.
ილინცი - დაბა უკრაინის ვინიცის ოლქში.
ილინჭა - ჩიტის მახე (საბა).
ილიონე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პრიამოსისა და ჰეკაბეს უფროსი ქალიშვილი.
ილიონევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ამფიონისა და ნიობეს უმცროსი ვაჟი.
ილიონი
ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ქალაქ ტროის ერთ-ერთი სახელწოდება.
ილიონი ქართული ყოველთვიური მხატვრულ-ლიტერატურული ჟურნალი; გამოდიოდა 1922-23 წლებში თბილისში.
ილირია - ადრიატიკის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე უძველესი რეგიონი.
ილირიზმი - საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურული მოძრაობა XIX საუკუნის 30-40-იანი წლების ხორვატიასა და სლოვენიაში. მიზნად ისახვდა სამხრეთსლავური სახელმწიფოს შექმნას.
ილირიული ენა - აწ მკვდარი ინდოევროპული ენა; გავრცელებული იყო ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში.
ილიუმჟინოვი კირსან - რუსეთის ყალმუხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1994 წლიდან, 1996 წლიდან ფიდეს-ს პრეზიდენტი (დაიბადა 1962 წელს).
ილიუშინი სერგეი - რუსი ავიაკონსტრუქტორი, აკადემიკოსი, გენერალ-პოლკოვნიკი, ილ-ის მარკის თვითმფრინავების შემქმნელი (1894-1977 წწ).
ილიჩი
დაბა ყაზახეთის ჩიმქენთის ოლქში.
მდინარე რუსეთის კომის რესპუბლიკაში, მდინარე პეჩორის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 411 კილომეტრი).
ვლადიმერ ილიას ძე ლენინის (ულიანოვის) მოსახსენიებელი სიტყვა (მამის სახელის მიხედვით) საბჭოთა კავშირში.
ილიჩი ვოისლავ - სერბი პოეტი (1862-1894 წწ).
ილიჩი იოვან - სერბი პოეტი (1824-1901 წწ).
ილიჩოვსკი - ქალაქი უკრაინის ოდესის ოლქში.
ილიჯა - ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტი ბოსნია-ჰერცეგოვინაში, სარაევოსთან.
ილკა - დაბა რუსეთის ბურიატიის რესპუბლიკაში.
ილმაზლო - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.
ილმენი (სლოვენსკოე მორე) - ტბა რუსეთის ნოვგოროდის ოლქში (სიღრმე 10 მეტრამდე).
ილმენის მთები - მდებარეობს სამხრეთ ურალში, რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში.
ილმენიტი - ჟანგეულების კლასის მინერალი.
ილნიცა - დაბა უკრაინის იმიერკარპატების ოლქში.
ილოგიკური (ლათ.) - იგივეა, რაც ალოგიკური.
ილოვაისკი - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში.
ილოვლია - დაბა რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში.
ილოილო - ქალაქი-პორტი ფილიპინებში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (310 ათასი).
ილოკები (ილოკანები) - ფილიპინების კუნძულებზე მცხოვრები ხალხი (7 მილიონი).
ილორგანი
მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ოხურეის მარჯვენა შენაკადი.
სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.
ილორი
მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი.
სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.
ყოფილი სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (შეუერთდა სამტრედიას).
ილორინი - ქალაქი ნიგერიაში, კვარის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (440 ათასი).
ილორობა - წმინდა გიორგის სახელობის დღესასწაული; იმართებოდა 20 ნოემბერს ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის სოფელ ილორში.
ილოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ეპირის მბრძანებელი, მერმეროსის ვაჟი, იასონისა და მედეას შვილიშვილი.
ილოტი - იხილე ჰილოტები (ჰილოტი).
ილოქსა - იხილე ილექსა.
ილოხე - იხილე ლოხე.
ილპირსკი - დაბა რუსეთი კამჩატკის ოლქის კორიაკთა ავტონომიურ ოკრუგში.
ილსკი - დაბა რუსეთის კრასნოდარის მხარეში.
ილტნერსი ედგარს - ლატვიელი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1925-1983 წწ).
ილტო - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი.
ილტოზა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მჭადიჯვრის თემის საკრებულო), ალევის ქედის სამხრეთ დაბოლოებაზე, მდინარე ქსნის ხეობაში. ზღვის დონიდან - 850 მეტრი, დუშეთიდან - 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 167 კაცი.
ილუზია (ფრანგ.)
სინამდვილის დამახინჯებულად, მცდარად აღქმა გრძნობათა მცდარობის შედეგად.
განუხორციელებელი იმედი, ოცნება.
ილუზიონი (ბერძნ.)
ასე უწოდებდნენ კინოს, კინემატოგრაფს XX საუკუნის 20-იან წლებში.
საქართველოს ტელევიზიის პოპულარული გადაცემა XX საუკუნის 70-80-იან წლებში (წამყვანი - ოთარ სეფიაშვილი).
ილუზიონიზმი (ფრანგ.)
სუბიექტურ-იდეალისტური მსოფლმხედველობა, რომლის მიხედვითაც მატერიალური სამყარო არის მხოლოდ მოჩვენებითობა, ილუზია.
საცირკო ხელოვნების ერთ-ერთი სახეობა - საგანგებო აპარატურის გამოყენებით „სასწაულის“ შთაბეჭდილების შექმნა.
ილუზიონისტი - ილუზიონიზმის ოსტატი.
ილუზორული - განუხორციელებელი, ილუზიის შედეგად წარმოქმნილი, მოჩვენებითი, მაცდუნებელი.
ილუმინატები (ლათ.) - ევროპაში, განსაკუთრებით ბავარიაში, XVIII საუკუნის II ნახევარში საიდუმლო რელიგიურ-პოლიტიკურ საზოგადოებათა წევრები, იბრძოდნენ იეზუიტთა გავლენის წინააღმდეგ.
ილუმინატორი (ლათ.)
ილუმინაციის მოწყობის სპეციალისტი.
რუკების, გეგმების, ნახატების გამფერადებელი მხატვარი.
გამძლე მინის მრგვალი ან ოთხკუთხა წყალგაუვალი სარკმელი გემზე, აგრეთვე მრგვალი ჰერმეტული სარკმელი თვითმფრინავში, კოსმოსურ ხომალდში, წყალქვეშა საკვლევ აპარატში და მისთანებში.
ილუმინაცია (ლათ.) და ილუმინირება
საზეიმო-დეკორატიული განათება-გაჩირაღდნება შენობათა ფასადების, ქუჩებისა და მოედნებისა, პარკებისა და სხვა.
ზღვათა, მდინარეთა და მისთანების კონტურების გაფერადება რუკაზე ან გეგმაზე.
ილურატი - I-III საუკუნეების გამაგრებული ნამოსახლარი ქალაქ ქერჩის სამხრეთ-დასავლეთით.
ილუსტრატორი - ილუსტრაციების მხატვარი, ტექსტის დამსურათებელი.
ილუსტრაცია (ლათ.)
(ილუსტრირება) ნახატებით, სურათებით გაფორმება, დასურათება (წიგნისა, ჟურნალისა, ნაწარმოების ტექსტისა).
თვით ასეთი ნახატი, ნახაზი (ტექსტში ჩართული), რომელიც ნაწარმოების შინაარსთან არის დაკავშირებული.
რისამე დასამტკიცებლად, ასახსნელად მოყვანილი თვალსაჩინო მაგალითი.
ილუქსტე - ქალაქი ლატვიაში.
ილფი ილია (ნამდვილი გვარი ფაინზილბერგი) - რუსი მწერალი, წერდა ე. პეტროვთან (კატაევთან) თანაავტორობით (1897-1937 წწ).
ილფოვი - ჟუდეცი სამხრეთ რუმინეთში. მთავარი ქალაქი - ბუქარესტი.
ილფორდი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, ინგლისში, დიდი ლონდონის მეტროპოლიურ საგრაფოში.
ილჩენკო ალექსანდრე - უკრაინელი მწერალი (დაიბადა 1909 წელს).
ილხანი - იხილე ილჰანი.
ილხური-ალინი - მთაგრეხილი ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში.
ილჰან თარუსი - თურქი მწერალი (1907-1967 წწ).
ილჰანი - ჰულაგუიდების დინასტიის (1256 - 1335 წწ) მონღოლთა ხანების ტიტული.
![]() |
5.12 იმ |
▲back to top |
იმაბარი (იმაჰარუ) - ქალაქი-პორტი იაპონიის ეჰიმეს პრეფექტურაში (120 ათასი).
იმაგო (ლათ.) - ფრთოსანი მწერის განვითარების ბოლო სტადია; ზრდადასრულებული მწერი.
იმავე - კიდევ იმ.... აგრეთვე იმ... სწორედ იმ...
იმათებური - იმათი მსგავსი, იმათი კუთხისა.
იმათი - კუთვნილებითი ნაცვალსახელი; რაც იმათ აქვთ, ვინც იმათ ჰყავთ.
იმაი ტადასი - იაპონელი კინორეჟისორი (დაიბადა 1912 წელს).
იმამატი (არაბ.)
მუსლიმანური თეოკრატიის ერთ-ერთი ფორმა, იმამის ხელისუფლება.
ფეოდალური ტიპის სახელმწიფო, რომელიც შექმნა შამილმა XIX საუკუნის შუა წლებში დაღესტანსა და ჩეჩნეთში.
იმამი (არაბ.)
მაჰმადიანთა სულიერი წინამძღოლი, მოძღვარი.
მაჰმადიანური სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც უპყრია საერო და სასულიერო ხელისუფლება.
მეჩეთში მლოცველთა ხელმძღვანელი საერთო ლოცვის დროს.
იმამურა სეჰეი - იაპონელი კინორეჟისორი (დაიბადა 1926 წელს).
იმამყული-ხანი - ირანის სარდალი, წარმოშობით ქართველი (გარდაიცვალა 1633 წელს).
იმამშაჰრი - ქალაქი ირანის სემნანის ოსტანში.
იმანბურლიქი - მდინარე ყაზახეთის ქოქჩეთაუსა და ჩრდილოეთ ყაზახეთის ოლქებში, მდინარე იშიმის მარჯვენა შენაკადი.
იმანდრა - ტბა რუსეთის მურმანსკის ოლქში, კოლის ნახევარკუნძულზე (სიღრმე 67 მეტრი).
იმანენტური (ლათ.) - საგნის, მოვლენის შინაგანად დამახასიათებელი, მისთვის ნიშანდობლივი, მისი ბუნებიდან გამომდინარე.
იმანი
რუსეთის პრიმორიეს მხარის ქალაქ დალნერეჩენსკის სახელი 1973 წლამდე.
(იმა) მდინარე რუსეთის პრიმორიეს მხარეში, მდინარე უსურის მარჯვენა შენაკადი.
იმანოვი ლუტფიარ მუსლიმ ოღლი - აზერბაიჯანელი მომღერალი, დრამატული ტენორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1928 წელს).
იმანტა - ღვედი ერქვანთა ანუ ჯამბარა (საბა).
იმანუელ რომაელი (იმანუელ ბენ შელომო) - ებრაელი პოეტი (დაახლოებით 1270 - 1330 წწ).
იმაჟიზმი (ინგლ.) - ინგლისური და ამერიკული პოეზიის მოდერნისტული მიმართულება XX საუკუნის პირველ მეოთხედში.
იმაჟინიზმი (ფრანგ.) - ერთ-ერთი ფორმალისტურ-დეკადენტური მიმდინარეობა რუსულ და ინგლისურ ლიტერატურაში (პოეზიაში) XX საუკუნის დასწყისში; უარყოფდა იდეურობას შემოქმედებაში.
იმატერიალიზმი - მატერიის, რეალური არსებობის უარმყოფელი ფილოსოფიური მიმდინარეობა.
იმატერიალური - არამატერიალური.
იმატრა - ქალაქი ფინეთის კიუმის ლიანში.
იმაჰრუ - იხილე იმაბარი.
იმბეცილი (ლათ.) - გონებასუსტი ადამიანი (საშუალო დებილსა და იდიოტს შორის).
იმბიბიცია (ლათ.) - ქსოვილების გაჟღენთა სითხეში გახსნილი ნივთიერებით.
იმგვარი - იმის მსგავსი, იმისთანა.
იმგიტი - მდინარე რუსეთის ტიუმენის ოლქში, მდინარე დემიანკის მარცხენა შენაკადი.
იმდენი - იმ რაოდენობისა, ისე ბევრი.
იმდროინდელი - იმ დროს არსებული.
იმდღევანდელი - იმ დღისა; რამდენიმე დღის წინ მომხდარი.
იმე - დასავლელქართველთა მეტყველებისათვის დამახასიათებელი შორისდებული; გამოხატავს გაკვირვებას, გაოცებას.
იმედაშვილი ალექსანდრე - მსახიობი, ქართული თეატრის ერთ-ერთი გამოჩენილი ტრაგიკოსი, საქართველოს სახალხო არტისტი (1882-1942 წწ).
იმედაშვილი გაიოზ - ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1906-1990 წწ).
იმედაშვილი იოსებ - მწერალი, საზოგადო მოღვაწე (1876-1952 წწ).
იმედაშვილი კობა - ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი (დაიბადა 1935 წელს).
იმედგადაწყვეტილი - იმედდაკარული, სასოწარკვეთილი.
იმედგაცრუებული - ვისაც იმედი გაუცრუვდა, იმედდაკარგული.
იმედდაკარგული - სასოწარკვეთილი.
იმედი
მოლოდინი, რწმენა, რომ რაიმე სურვილი, მიზანი განხორციელდება.
(გადატანით) იტყვიან ადამიანზე, რომლისაც სწამთ, რომლისგანაც ბევრს მოელიან.
გულის მინდობა (საბა).
თბილისის ერთ-ერთი ტელეკომპანია და რადიოსადგური; ამოქმედდა 2002 წელს.
იმედიანი - იმედის მქონე, იმედის შემცველი, იმედის მომცემი.
იმევსიმოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პენელოპეს ძმა.
იმელმანი - ავიაციაში უმაღლესი პილოტაჟის ერთ-ერთი ფიგურა - მარყუჟის უმაღლეს წერტილზე თვითმფრინავის გადატრიალება ფრთის მიმართულებით (გერმანელი მფრინავის Iმმელმანნ-ის გვარის მიხედვით)
იმ-ემტორი - ტბა რუსეთის ტომსკის ოლქში, დასავლეთ ციმბირის ვაკის აღმოსავლეთ ნაწილში.
იმენდორფი იორგ - გერმანელი ფერმწერი (დაიბადა 1945 წელს).
იმერა - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.
იმერეთი - ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, რომლის მთავარი ქალაქია ქუთაისი.
იმერეთის დაბლობი - კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთი ნაწილი, მდინარეების ცხენისწყლის და რიონის ნაპირებზე (თერჯოლის, ბაღდათის, ვანის, წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის მუნიციპალიტეტები); მაქსიმალური სიგრძე - 65 კილომეტრი, მაქსიმალური სიგანე - 35 კილომეტრი. ზღვის დონიდან - 15-150 მეტრი. ოდნავ დახრილი აკუმულაციური ვაკეა. აგებული მეოთხეული ალუვიური ნაფენებით. იმერეთის დაბლობზე ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის რბილი, თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. ნალექები 1300-1800 მმ წელიწადში. დაბლობის ძირითად ნაწილში ნოტიო სუბტროპიკული ვაკე-დაბლობის ლანდშაფტია კოლხური მცენარეულობით და ალუვიური და ეწერი ნიადაგებით. მცირე ფართობი უჭირავს მუხნარიან და ეწერ ნიადაგებიან ვაკე-დაბლობს, აგრეთვე ჭალებს, სადაც კოლხური მდელო-ტყის მცენარეულობა და ალუვიური ნიადაგებია.
იმერეთის სამეფო - ფეოდალური სახელმწიფო XV-XIX საუკუნეებში დასავლეთ საქართველოში.
იმერეთის ფრონე - იხილე ფრონე.
იმერეტინსკი - ბაგრატიონთა იმერეთის შტოს სამეფო დინასტიის ზოგიერთი წარმომადგენლის გვარი რუსეთში გადასახლების შემდეგ.
იმერლები - იმერეთის მკვიდრი ქართველები.
იმერინა (იმერნა) - XIV-XIX საუკუნეებში კუნძულ მადაგასკარზე არსებული სახელმწიფო.
იმერლიანთკარი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.
იმერლობა
იმერლის თვისება, ხასიათი.
იმერლები ერთობლივ.
იმერმანი კარლ ლებრეხტ - გერმანელი მწერალი, დრამატურგი, თეატრალური მოღვაწე (1796-1840 წწ).
იმერნა - იხილე იმერინა.
იმერსია (ლათ.) - მიკროსკოპის ობიექტივსა და მასში გასასინჯ საგანს შორის სითხის შეყვანა მიკროსკოპის მკაფიოობის უნარის გასაძლიერებლად.
იმერული - იმერლებისათვის დამახასიათებელი.
იმერული ესკიზები - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1979წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - ნანა მჭედლიძე. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი ჭელიძე. კომპოზიტორი - მერაბ ფირცხალავა. მთავარ როლებში: ნანა მჭედლიძე, ბადრი კაკაბაძე, გრიგოლ წიტაიშვილი, შალვა მშველიძე.
იმერუხუთი - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში (უხუთის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე კვინისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 500 მეტრი, ვანიდან - 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 389 ადამიანი.
იმერწყალი - სოფელ შუბარის ძველი სახელწოდება.
იმერხევი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.
იმთავითვე - თავიდანვე, მაშინვე.
იმიასლავცები (რუს. „სახელის მადიდებელნი“) - რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ათონელ მოღვაწეთა სექტა 1910-1930 წლებში.
იმიგრანტი (ლათ.) - უცხოელი, რომელიც სამუდამოდ დასახლდა ამა თუ იმ ქვეყანაში.
იმიგრაცია და იმიგრირება - უცხოელთა შესვლა ამა თუ იმ სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად.
იმიერალაის ქედი - მდებარეობს ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში, ჩრდილოეთ პამირზე.
იმიერბაიკალეთი - ტერიტორია ბაიკალის ტბასა და მდინარე შილკისა და არგუნის შესართავს შორის, რუსეთის ჩიტის ოლქში.
იმიერი - იქითა მხრისა, იქითური, გადაღმისა.
იმიერილის ალათაუ - ქედი ტიან-შანის ჩრდილოეთ ნაწილში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში.
იმიეკარპატების დაბლობი - მდებარეობს შუა დუნაის ვაკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (უკრაინა).
იმიერუნგუზის პლატო (იმიერუნგუზის ყარაყუმი) - მდებარეობს ყარაყუმის უდაბნოს ჩრდილოეთ ნაწილში, თურქმენეთში.
იმიერურალის პლატო - მდებარეობს სამხრეთ ურალის აღმოსავლეთ ნაწილში, ყაზახეთის კუსტანაის და რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქებში.
იმინთი - უთესლო ბალახია (საბა).
იმირასანი (ყოფილი ტალავერი) - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.
იმირი
სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.
გოლიათი სკანდინავიურ მითოლოგიაში, პირველქმნილი მატერიის გამოხატულება.
იმისათვის (იმისთვის)
იმის გულისთვის, იმის მიმართ.
იხმარება კავშირად, გამოხატავს მიზანს.
იმისდა - იმისთვის.
იმისებრ - იმის მსგავსად.
იმისეული - იმისი ნაქონი, მისეული.
იმისთანა - იმის მსგავსი
იმისი - კუთვნილებითი ნაცვალსახელი; რაც იმას აქვს, ვინც იმას ჰყავს.
იმიტატორი - მსახიობი, რომელიც დახელოვნებულია იმიტაციაში; საერთოდ იმიტაციის უნარის მქონე ადამიანი.
იმიტაცია (ლათ.)
ზუსტი მიბაძვა მიმსგავსება (ხმის, მიხრა-მოხრის და ა.შ.).
არანამდვილი, მაგრამ ნამდვილს დამსგავსებული რამ.
მუსიკალური თემის ან მოტივის გამეორება სხვა ხმაზე რაიმე ინტერვალით მაღლა ან დაბლა.
იმიტომ - იმის გამო. იმ მიზეზით. იმის შედეგად.
იმიშლი - ქალაქი აზერბაიჯანში, მდინარე არაქსზე (25 ათასი).
იმიჯი (ინგლ.) - მიზანმიმართულად ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი სახე ამა თუ იმ პირის, მოვლენის თუ საგნისა, რაც ძირითადად სარეკლამო მიზნებს ემსახურება.
იმიჯმეიკერი - სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწის, პოლიტიკოსის იმიჯის შექმნის სპეციალისტი.
იმკა-პრესი - 1921 წელს პრაღაში დაარსებული რუსული წიგნის გამომცემლობა.
იმკვირია - იმ კვირას.
იმნათის ტბა - ტბა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, გურიის დაბლობზე.
იმნაირი - იგივეა, რაც იმგვარი.
იმნაიშვილი დავით - ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1914 - 1978 წწ).
იმნაიშვილი თამაზ - სპორტსმენი (სასტენდო სროლა, მრგვალი სტენდი). მსოფლიოს ჩემპიონი (1981), მეორე (1993) და ორგზის მესამე (1979, 90) პრიზიორი პირად პირველობაში, მრავალგზის პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში. ევროპის შვიდგზის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1977, 78, 80, 81, 84, 85, 87), სამგზის მეორე (1982, 84, 85) და მესამე (1985) პრიზიორი პირად ასპარეზობაში, ევროპის თასის მფლობელი პირად პირველობაში (1987) (დაიბადა 1954 წელს).
იმნაიშვილი ივანე - ფილოლოგი, ლექსიკოგრაფი, ტექსტოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1906-1990 წწ).
იმო (აბრევიატურა) - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია; შეიქმნა 1958 წელს ადგილსამყოფელი - ლონდონი.
იმობილიზაცია
მედიცინაში სხეულის დაშავებული ან დაავადებული ნაწილის ისე შეკვრა (თაბაშირით, არტახებით), რომ მისი განძრევა არ შეიძლებოდეს.
ეკონომიკაში მოძრავი ქონების უძრავად ქცევა.
იმოდენა - იმ სიდიდისა, იმ ზომისა, ისე დიდი.
იმოდენი - იგივეა, რაც იმდენი და იმოდენა.
იმოლა - ქალაქი იტალიის ბოლივიის პროვინციაში.
იმორალიზმი - იგივეა, რაც ამორალიზმი.
იმორალური - იგივეა, რაც ამორალური.
იმპალა - გაზელების ოჯახის წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი, გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და სამხრეთ აფრიკაში.
იმპედანსი (ინგ.) - იმპედანსი ელექტრული - სინუსოიდური ძაბვებისა და დენის დროს ელექტრული წრედის სრული წინაღობის მოძველებული სახელწოდება.
იმპერატივი (ლათ.)
ბრძანებითი კილო.
დაჟინებითი, კატეგორიული მოთხოვნა, ბრძანება.
იმპერატიული - რაც აუცილებელ შესრულებას მოითხოვს, ბრძანებითი.
იმპერატორი
მონარქის (მეფის) უმაღლესი ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი.
ძველ რომში მხედართმთავრის საპატიო ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი.
იმპერატრიცა (რუს.) - ქალი იმპერატორი, აგრეთვე იმპერატორის მეუღლე (რუსეთში).
იმპერია (ლათ.)
მონარქიული სახელმწიფო, რომელსაც სათავეში იმპერატორი უდგას.
მსხვილი იმპერიალისტური კოლონიალური სახელმწიფო.
იმპერიალი
ომნიბუსის, დილიჟანსის და მისთანათა ზედა ნაწილი, მეორე სართული, რომელზედაც მგზავრების დასასხდომი ადგილები იყო მოწყობილი.
ძველებური რუსული ოქროს ფული.
იმპერიალი ფრანსისკო - XV საუკუნის ესპანელი პოეტი.
იმპერიალიზმი - ფართო გაგებით სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რაც კოლონიების, ტერიტორიების დაპყრობისა და იქ პოლიტიკური თუ ეკონომიკური კონტროლის დაწესებისკენაა მიმართული.
იმპერიალისტი - იმპერიალიზმის წარმომადგენელი, მისი მომხრე, მსხვილი კაპიტალისტი.
იმპერიუმი - რომის სახელმწიფოს უმაღლესი სამხედრო-სამოსამართლო და ადმინისტრაციული ხელისუფლება.
იმპერსონალური - უპირო (მაგალითად: ზმნა ან წინადადება).
იმპერფექტი - ზმნის ერთ-ერთი დრო - ნამყო უსრული, ნამყო უწყვეტელი.
იმპეტიგო (ლათ.) - კანის მძიმე გადამდები დაავადება.
იმპილახტი - დაბა რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში.
იმპიჩმენტი - ზოგიერთ ქვეყანაში (აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია) ქვეყნის უმაღლესი პირის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურა კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებისათვის.
იმპლანტანტი - ცოცხალი ორგანიზმის ქსოვილი ან ორგანო, რომელიც გადანერგეს ერთი ადგილიდან მეორეზე.
იმპლანტაცია (ლათ.)
უმაღლესი ძუძუმწოვარი ცხოველებისა და ადამიანის ჩანასახის ჩანერგვა საშვილოსნოს ლორწოვან გარსში.
იგივეა, რაც ტრანსპლანტაცია.
იმპლემენტაცია - სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების განხორციელება, შესრულება.
იმპლიკაცია (ლათ.) - ერთ-ერთი ლოგიკური ოპერაცია, ბუნებრივ ენაში მას შეესაბამება კავშირი „თუ.... მაშინ (მაშასადამე)“.
იმპლოზიური თანხმოვნები - ხშვის გაუხსნელად წარმოთქმული ხშული თანხმოვნები (მაგალითად პირველი დ სიტყვებში ბინდდება, დიდდება....)
იმპოზანტური (ფრანგ.) - ვინც ან რაც თავისი გარეგნობით, შესახედაობით ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს; დიდებული გარეგნობისა.
იმპონირება (ლათ.) - პატივისცემის შთანერგვა, დადებითი შთაბეჭდილების მოხდენა.
იმპორტი და იმპორტირება (ლათ.) - საქონლის შემოტანა საზღვარგარეთიდან (ექსპორტის საპირისპირო ცნება).
იმპორტიორი (ლათ.) - იმპორტის მწარმოებელი, საზღვაგარეთიდან საქონლის შემომტანი პირი ან ორგანიზაცია.
იმპორტული - საზღვარგარეთიდან შემოტანილი, უცხოური.
იმპოსტი (ფრანგ.) - ბოძის, სვეტის ან კედლის თავი, რასაც თაღი ეყრდნობა.
იმპოტენტი (ლათ.) - ცვედანი მამაკაცი.
იმპოტენცია (ლათ.) - მამაკაცის სქესობრივი უძლურება, ცვედნობა.
იმპრესარიო (იტალ.) - კერძო საქმოსანი, პროფესიონალი აგენტი, რომელიც აწყობს და, ჩვეულებრივ, აფინანსებს კიდეც კონცერტებს, წარმოდგენებს, გასტროლებს.
იმპრესიონიზმი - ხელოვნებაში არსებული მიმართულება, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა; მიზნად ისახავდა შემოქმედის განცდების და შთაბეჭდილებების გადმოცემას. სიტყვა შეიქმნა 1874 წელს კლოდ მონეს მიერ ექსპონირებული ნახატის „Impression“-ის („შთაბეჭდილების“) მიხედვით.
იმპრესიონისტი - იმპრესიონიზმის მიმდევარი ხელოვანი.
იმპრინტინგი (ინგლ.) - ეთიოლოგიაში (მეცნიერებაში ცხოველთა ქცევის შესახებ) სპეციფიური ფორმა ცხოველთა „განსწავლისა“, გარკვეული ინფორმაციის აღბეჭდვა, ფიქსაცია მათს მეხსიერებაში.
იმპროვიზატორი - პირი, რომელიც იმპროვიზაციას ახდენს; იმპროვიზაციის ოსტატი.
იმპროვიზაცია და იმპროვიზება (ფრანგ.) - ლექსის, მუსიკალური ნაწარმოების და მისთანების სახელდახელოდ შეთხზვა და მაშინვე შესრულება.
იმპულსი (ლათ.)
შინაგანი მისწრაფება, ბიძგი, რაც იწვევს რაიმე მოქმედების შესრულებას.
ფიზიკაში მოძრაობის რაოდენობა, რაც უდრის სხეულის მასისა და სიჩქარის ნამრავლს.
იმპულსური
იმპულსით გამოწვეული.
ვისაც მიდრეკილება აქვს იმოქმედოს იმპულსის, მოულოდნელი ბიძგის ზეგავლენით.
იმჟამად - იმ დროს, მაშინ.
იმრიგად - იმ სახით, იმ წესით, იმგვარად.
იმროზი - თურქეთის კუნძული ეგეოსის ზღვაში.
იმრუ ლ-კაისი ჰუნდუჯ იბნ ჰუჯრი - არაბი პოეტი (დაახლოებით 500 - 540/550 წწ).
იმსიგანე - ისე განიერი.
იმსიგრძე - ისე გრძელი.
იმსიდიდე - ისე დიდი.
იმსიმაღლე - ისე მაღალი.
იმსისქე - ისე სქელი.
იმსისხო - ისე მსხვილი.
იმუნიზაცია და იმუნიზება (ლათ.) - იმუნურად მოქმედება (ორგანიზმისა).
იმუნიტეტი (ლათ.)
ორგანიზმის შეუვალობა შხამის, დასნებოვანების მიმართ; მისი თვისება - არ დაავადდეს ამა თუ იმ გადამდები სნეულებით.
სამართალში - ცალკეული პიროვნების ხელშეუხებლობა, მასზე ზოგიერთი კანონის გაუვრცელებლობა.
იმუნოთერაპია - პრაქტიკული იმუნოლოგიის ნაწილი - ინფექციურ დაავადებათა მკურნალობა ვაქცინებით, იმუნური შრატებით, გამა-გლობულინებით და სხვა.
იმუნოლოგია - მეცნიერება იმუნიტეტის შესახებ.
იმხელა - ისე დიდი, იმოდენა, იმის ტოლი.
იმჰოტები - ძველეგვიპტელი არქიტექტორი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. XXVIII საუკუნე).
![]() |
5.13 ინ |
▲back to top |
ინა (არაბ.)
მოწითალო-ყვითელი საღებავი, რომელსაც ხმარობენ თმის ან ფრჩხილების შესაღებად.
ბუჩქი, რომლის ფოთლებისგანაც ამზადებენ ამ საღებავს.
წითლად შემღებავი (საბა).
მდინარე პოლონეთში, ოდრის მარჯვენა შენაკადი.
ინაბი - აზერბაიჯანული (უპირატესად ქალთა) ცეკვა.
ინაგა - მომცრო მტრედია ველური (საბა).
ინავასირო - ტბა იაპონიაში.
ინამა-შტერნეგი კარლ თეოდორ ფონ - გერმანელ-ავსტრიელი ისტორიკოს-ეკონომისტი და სტატისტიკოსი (1843-1908 წწ).
ინამი
შუა საუკუნეების ინდოეთში მიწის მემკვიდრეობით ფლობის უფლება, რასაც ქვეყნის მმართველები აძლევდნენ ქვეშევრდომებს წყალობის ნიშნად.
შუა საუკუნეების ირანში გავლენიანი პირებისადმი მიძღვნილი საჩუქარი, ძღვენი.
ინანა - შუმერულ მითოლოგიაში - ნაყოფიერების, სიყვარულის და ომის ქალღმერთი.
ინანთეული - იგივეა, რაც პარფიუმერია.
ინანთი
სურნელოვანი ნელსაცხებელი.
ვარდის წყალსავით სუნნელია (საბა).
ინანიშვილი რეზო - მწერალი, ნოველისტი, სცენარისტი (1926-1992 წწ).
ინარი
ტბა ჩრდილოეთ ფინეთში (სიღრმე 60 მეტრამდე).
- იაპონურ მითოლოგიაში - მოსავლის, სიმდიდრის, საკვების ღვთაება.
ინარი გიუსტავ - 1871 წლის პარიზის კომუნის მოღვაწე (1847-1935 წწ).
ინასარიძე გიორგი - პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1920 წელს).
ინაუგურაცია (ლათ.) - ახალი პრეზიდენტის სახელმწიფოს სათავეში ოფიციალური ჩადგომის ცერემონიალი.
ინაური- სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
ინაური ალექსი - გენერალ-პოლკოვნიკი, საქართველოს უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე 1954 წლიდან (1908-1990 წწ)
ინაქოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ოკეანოსის ვაჟი, რომელმაც წარღვნის შემდეგ ადამიანები მთიდან ჩამოიყვანა; მანვე დააარსა ქალაქი არგოსი.
ინაშარიძეები - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.
ინაშაური - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში (ამაღლების თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე კვინისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 240 მეტრი, ვანიდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 685 ადამიანი. სოფელში არის ალებასტრის საბადო და გოგირდოვანი მინერალური წყალი. პირველად ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. სოფლის მახლობლად დგას XII საუკუნის თამარის ციხე.
ინაშვილი ალექსანდრე (სანდრო) - მომღერალი, ბარიტონი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1887-1958 წწ).
ინახი - საჯდომი (საბა).
ინბერი ვერა - რუსი პოეტი ქალი (1890-1927 წწ).
ინბრიდინგი (ინგლ.) - მონათესავე ცხოველების შეჯვარება (შეადარე აუდბრიდინგს და ინცუხტს).
ინგარდენი რომან - პოლონელი ფილოსოფოსი (1893-1970 წწ).
ინგეთი - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ქისტაურის თემის საკრებულო), გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1080 მეტრი, ახმეტიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 12 ადამიანი.
ინგემანი ბერნჰარდ სევერინ - დანიელი მწერალი (1789-1862 წწ).
ინგენოლი ფრიდრიხ ფონ - გერმანელი ადმირალი (1857-1930 წწ).
ინგილოური - ინგილოების დამახასიათებელი.
ინგირი (ყოფილი ჯოღეჯიანი) - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
ინგიჩკა - დაბა უზბეკეთის სამარყანდის ოლქში.
ინგლვუდი - ქალაქი აშშ-ს კალიფორნიის შტატში.
ინგლიზერებული ცხენი - გარკვეული (ინგლისური) წესით კუდმოკვეცილი ცხენი.
ინგლინი მაინრად - შვეიცარიელი მწერალი (1893-1971 წწ).
ინგლისი - ქვეყანა ევროპაში, დიდი ბრიტანეთის შემადგენელი ნაწილი, მისი ისტორიული ბირთვი. ფართობი - 131 ათასი კვ.კმ. (სახელმწიფოს 54%), მოსახლეობა 47 მილიონი; მთავარი ქალაქი - ლონდონი.
ინგლისის არხი - ლა-მანშის სრუტის ინგლისური სახელწოდება.
ინგლისური - ინგლისისათვის დამახასიათებელი, ინგლისიდან მომდინარე.
ინგლისური ეკლესია (ეპისკოპალური ეკლესია) - იხილე ანგლიკანური ეკლესია.
ინგლისური ენა - განეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის გერმანულ ენათა ჯგუფს; დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და რიგი სხვა ქვეყნების ოფიციალური ენა; გაერო-ს ოფიციალური სამუშაო ენა. სულ თანამედროვე მსოფლიოში 500 მილიონამდე ადამიანი მეტყველებს ინგლისურად.
ინგოდა - მდინარე რუსეთის ჩიტის ოლქში, მდინარე შილოკის ერთ-ერთი მდგენელი (სიგრძე - 708 კილომეტრი).
ინგოლდი კრისტოფერ - ინგლისელი ქიმიკოსი (1893-1970 წწ).
ინგოლიჩი ანტონ - სლოვენი მწერალი (დაიბადა 1907 წელს).
ინგოლშტადტი - ქალაქი გერმანიის ბავარიის მხარეში.
ინგოროყვა პავლე - ლიტერატურათმცოდნე (1893-1985 წწ).
ინგოროყვა - მწერალ ეგნატე ნინოშვილის ნამდვილი გვარი.
ინგრაო პიეტრო - იტალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1915 წელს).
ინგრედიენტი (ლათ.)
რაიმე ნაერთის ან ნარევის შემადგენელი ნაწილი.
რისამე შემადგენელი ნაწილი ზოგადად.
ინგრესია (ლათ.) - ზღვის წყლის შეჭრა სანაპიროს დადაბლებულ ნაწილში ზღვის დონის აწევისას.
ინგრიდ კრისტენსენის ნაპირი - პრინცესა ელისაბედის სანაპიროს ნაწილი ანტარქტიდაში.
ინგული (დიდი ინგული) - მდინარე უკრაინის კიროვოგრადის და ნიკოლაევის ოლქებში, ერთვის შავი ზღვის ბუგის ლიმანს (სიგრძე - 354 კილომეტრი).
ინგულეცი
ქალაქი უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში (40 ათასი).
(პატარა ინგული) მდინარე სამხრეთ უკრაინაში, მდინარე დნეპრის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 549 კილომეტრი).
ინგუშები (საკუთარი სახელი ღალღა) - რუსეთის ინგუშეთის რესპუბლიკის მუსლიმანური აღმსარებლობის მოსახლეობა
ინგუშეთი (ინგუშთა რესპუბლიკა) - რუსეთის შემადგენლობაში შემავალი რესპუბლიკა, მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში; 1944-90 წლებში შედიოდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ფართობი 3,6 ათასი კვ. კმ. მოსახლეობა 320 ათასი. მთავარი ქალაქი - მაგასი.
ინდალსელვენი - მდინარე შვედეთში, ერთვის ბალტიის ზღვის ბოტნიის ყურეს.
ინდანთრენი (ესპან.-ბერძნ.) - დიდი სიმტკიცის სინთეზური საღებავი სხვადასხვა ფერისა.
ინდალს-ელვენი - მდინარე შვედეთში, ერთვის ბალტიის ზღვას (სიგრძე - 420 კილომეტრი).
ინდაუ - მცენარეთა გვარი ჯვაროსანთა ჯახისა. ერთწლოვანი ბალახი; ხმარობენ სალათად და საკმაზად.
ინდაური
მოზრდილი შინაური ფრინველი; თავი აქვს შეუბუმბლავი, ნისკარტს ზემოდან ბიბილოსავით წამონაზარდი.
იხილე ინდორი.
ინდ-განგის ვაკე - მდებარეობს ჰიმალაის ქედსა და დეკანის ზეგანს შორის, ინდოეთში, პაკისტანსა და ბანგლადეშში.
ინდევორი
ჯეიმზ კუკის ხომალდი, რომლითაც იგი იკვლევდა ავსტრალიის და ახალი ზელანდიის სანაპიროებს.
(შატლი) აშშ-ს მრავალჯერადი სატრანსპორტო კოსმოსური ხომალდი; პირველი ფრენა განახორციელა 1992 წლის 7 მაისს.
ინდემნიტეტი (გერმ.) - საერთაშორისო სამართალში - ზარალის ანაზღაურება.
ინდეპენდენსი - ქალაქი აშშ-ს მისურის შტატში, კანზას-სიტის ქალაქი-თანამგზავრი (120 ათასი)
ინდეპენდენტები (ინგლ.) - XVII საუკუნის ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუციის პერიოდში პოლიტიკური პარტია, რომელიც გამოხატავდა სავაჭრო-სამრეწველო ბურჟუაზიის საშუალო ფენების ინტერესებს.
ინდერაგირი (ინდრაგირა) - მდინარე ინდონეზიაში, კუნძულ სუმატრაზე, ერთვის სამხრეთ ჩინეთის ზღვას (სიგრძე - 400 კილომეტრი).
ინდერალი - სამკურნალო პრეპარატი, ამცირებს გულის შეკუმშვისა და სტენოკარდიული შეტევის სიხშირეს, მიოკარდიუმის კუმშვადობის უნარს.
ინდერბოესკი - ქალაქი ყაზახეთის ათერაუს ოლქში.
ინდერი - მლაშე ტბა ყაზახეთში, კასპიისპირა დაბლობის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
ინდეტერმინიზმი (ლათ.) - იდეალისტური შეხედულება, რომელიც ამყარებს აუცილებელ მიზეზობრივ კავშირს, ობიექტურ კანონზომიერებას ბუნებისა და საზოგადოებრივ მოვლენებში.
ინდექსატორი - ინდექსის შემდგენი პირი.
ინდექსაცია - ინდექსების, პირობითი ნიშნების ერთობლიობა.
ინდექსი (ლათ.)
რისამე ჩამონათვალი, სია.
მათემატიკაში რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ჩვეულებრივ ასოს ქვემოთ იწერება (x1).
ეკონიმიკაში ციფრობრივი მაჩვენებელი, რომელიც პროცენტებით გამოხატავს რაიმე ეკონომიკური მოვლენის თანამიმდევრულ ცვალებადობას.
საბიბლიოთეკო კლასიფიკაციაში პირობითი (ასოითი ან ციფრობრივი) აღნიშვნა, რაც მიკუთვნებული აქვს პოლიგრაფიულ ნაწარმს.
ინდი - მდინარე ჩინეთში, ინდოეთსა და პაკისტანში. ერთვის არაბეთის ზღვას (სიგრძე - 3180 კილომეტრი).
ინდი-500 - ავტორბოლები, რომელიც 1911 წლიდან იმართება აშშ-ს ქალაქ ინდიანაპოლისში; მის მიზანის წარმოადგენს 500 მილის დაფარვა მინიმალურ დროში.
ინდიანა - შტატი აშშ-ს ჩრდილოეთ ნაწილში. ფართობი - 94 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 5,7 მილიონი; ადმინისტრაციული ცენტრი - ინდიანაპოლისი.
ინდიანა რობერტ - ამერიკელი ფერმწერი (დაიბადა 1928 წელს).
ინდიანაპოლისი - ქალაქი აშშ-ს ინდიანას შტატში, მისი ადმინისტრაციული ცენტრი (750 ათასი, გარეუბნებით - 1,2 მილიონი).
ინდიგა - მდინარე რუსეთის არხანგელსკის ოლქში, ერთვის ბარენცის ზღვის ინდიგის უბეს.
ინდიგენატი და ინდიჟენატი (ფრანგ.)
ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეობა ან ქვეშევრდომობა.
საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებათა გამოყენება.
ინდიგირკა - მდინარე რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში, ერთვის აღმოსავლეთ ციმბირის ზღვას (სიგრძე - 1726 კილომეტრი).
ინდიგო (ესპან.) - მუქი ლურჯი საღებავი ნივთიერება, რომელსაც ქიმიური წესით ან ტროპიკული მცენარეებისაგან იღებენ.
ინდიგოკარმინი - ორგანული საღებარი ლურჯი ფერისა; მიიღება ინდიგოსაგან; იყენებენ აბრეშუმისა და მატყლის შესაღებად, ლილის, წყლის საღებავების, მელნის წარმოებაში.
ინდიელები - საერთო სახელწოდება ამერიკის მკვიდრი მოსახლეობისა (ესკიმოსების გამოკლებით). 1992 წლის მონაცემებით ინდიელთა რიცხვი 35 მილიონს აღწევდა.
ინდივიდი (ცალარსი) - იგივეა, რაც ინდივიდუუმი.
ინდივიდუალიზაცია - რისამე გამოყოფა ინდივიდუალურ თვისებათა მიხედვით.
ინდივიდუალიზმი - მსოფლმხედველობის სახესხვაობა, რომლის საფუძველშიც დევს ცალკეული ინდივიდის დაპირისპირება საზოგადოებასთან.
ინდივიდუალური (ლათ.)
გარკვეული ინდივიდუუმის დამახასიათებელი, რაც ცალკეულ პიროვნებას სხვებისაგან გამოყოფს.
რითაც ერთპიროვნულად სარგებლობენ, კერძო. 3) ცალკეული პირის მიერ წარმოებული; არაკოლექტიური.
ინდივიდუუმი (ლათ.)
დამოუკიდებლად არსებული ორგანიზმი, არსი.
ცალკე ადამიანი, პიროვნება.
ინდიკანი (ლათ.)
ზოგიერთ მცენარეში არსებული ნივთიერება, რომელიც შეიცავს ინდიგოს.
ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება ცხოველის ორგანიზმში ცილის დაშლის პროდუქტებისაგან.
ინდიკატივი (ლათ.) - თხრობითი კილო (ზმნისა).
ინდიკატორი (ლათ.)
სხვადასხვა სახის ხელსაწყოები, რომელთაც იყენებენ ფიზიკური სიდიდეების გასაზომად.
ნივთიერება, რომელიც შეჰყავთ ხსნარში მასში მიმდინარე ქიმიური პროცესის გამოსამჟღავნებლად.
ბიბლიოთეკებში სპეციალური კარტოთეკა, რომლიდანაც შეიძლება გაგება - არის თუ არა ადგილზე ესა თუ ის წიგნი.
ინდიკატრისა (ფრანგ.) - მრუდი ხაზი, რომელიც თვალსაჩინოდ წარმოგვიდგენს მიმართული სიდიდეების (ვექტორების) ცვლილებას.
ინდიკტიონი - ებრაულისა ენითა ათხუთმეტი წელიწადი ერთი ინდიკტიონია და ოთხი წელიწადი ოლვიმპიადო (საბა).
ინდიჟემატი - იხილე ინდიგენატი.
ინდისხურმა - ტროპიკული მარადმწვანე ხის - ფინიკის, პალმის - ნაყოფი, ტკბილი და უწვნო.
ინდიუმი (In) - ქიმიური ელემენტი, იშვიათი ლითონი, ტყვიაზე რბილი, ჭედადია; ატომური ნომერი 49, ატომაური მასა 114,82.
ინდიფერენტიზმი - ინდიფერენტული, გულგრილი, განურჩეველი დამოკიდებულება რაიმესადმი.
ინდიქტიონი (ლათ.)
საეკლესიო წელთაღრიცხვის თხუთმეტწლიანი ერთეული (რომში, ბიზანტიაში, საქართველოში).
რომელიმე წელი ამა თუ იმ მეფის ტახტზე ასვლიდან.
იხილე ინდიკტიონი.
ინდიხენიზმი (ინდიანიზმი) - მიმართულება საზოგადოებრივ აზროვნებაში, სახვით ხელოვნებასა და ლიტერატურაში ლათინური ამერიკის იმ ქვეყნებში, სადაც ინდიელები შეადგენენ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს და შემორჩენილია ძველი ინდიური კულტურის ტრადიციები.
ინდოგერმანული ენები - იგივეა, რაც ინდოევროპული ენები.
ინდოევროპეისტი - ინდოევროპული ენების სპეციალისტი.
ინდოევროპეისტიკა - ინდოევროპული ენების კვლევა ისტორიულ-შედარებითი მეთოდით; ინდოევროპული შედარებითი ენათმეცნიერება.
ინდოევროპული ენები - მონათესავე ენების ერთ-ერთი დიდი ოჯახი, რომელშიც შედის: ინდური (ჰინდი, ურდუ და ა.შ.), ირანული (სპარსული, ოსური და ა.შ.), სლავური, რომანული (იტალიური, ესპანური, ფრანგული), გერმანული (გერმანული, ინგლისური, დანიური და ა.შ.), ბერძნული, სომხური და სხვა ენები.
ინდოეთი (ინდოეთის რესპუბლიკა, ინგლ. Republic of India, ჰინდი ენაზე - „ბჰარატი“)
სახელმწიფო აზიის სამხრეთ ნაწილში, შედგება 28 შტატის და 7 მოკავშირე ტერიტორიისაგან. დასავლეთით ესაზღვრება პაკისტანს, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ჩინეთს, ბჰუტანს და ნეპალს, აღმოსავლეთით - ბანგლადეშს და მიანმას.
დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1947 წლის 15 აგვისტო.
ეროვნული დევიზი - „Satyameva Jayate“ (ჭეშმარიტება იმარჯვებს).
ჰიმნი - „Jana Gana Mana“.
მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი.
ფართობი - 3 287 590 კვ.კმ.
სიმჭიდროვე - 329 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
მოსახლეობა - 1 მილიარდ 30 მილიონი;
სახელმწიფო ენები - ჰინდი და ინგლისური.
დედაქალაქი - დელი.
ვალუტა - ინდური რუპია.
ქვეყნის კოდი - IND.
დროის სარტყელი - UTC +5.30.
სატელეფონო კოდი - +91.
ინტერნეტ-დომენი - in.
მორწმუნეთა 83% ინდუისტია, 11% - მუსლიმანები.
ინდოეთის ოკეანე - დედამიწის სიდიდით მესამე ოკეანე სამხრეთ ნახევარსფეროში, აფრიკას, აზიას, ავსტრალიასა და ანტარქტიდას შორის. ფართობი ზღვებთან ერთად 76 მილიონი კვ.კმ. მაქსიმალური სიღრმე 7729 მეტრი.
ინდოლი - ორგანული ნაერთი, უფერო კრისტალები; აქვს უსიამოვნო სუნი; შედის ქვანახშირის შემადგენლობაში, აგრეთვე ბევრ ეთეროვან ზეთში; იყენებენ პარფიუმერიაში.
ინდოლოგი - ინდოლოგიის სპეციალისტი.
ინდოლოგია - აღმოსავლეთმცოდნეობის დარგი - ინდოეთის ისტორიის, ეკონომიკის, ინდური ენების, ხელოვნების და სხვა სფეროების შემსწავლელ მეცნიერებათა ერთობლიობა.
ინდონეზია (ინდონეზიის რესპუბლიკა, Republik Indonesia).
სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მალაის კუნძულების არქიპელაგზე და კუნძულ ახალი გვინეის დასავლეთ ნაწილზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება მალაიზიას, აღმოსავლეთით - პაპუა-ახალ გვინეას, კუნძულ ტიმორზე - აღმოსავლეთ ტიმორს.
დამოუკიდებლობის დღე - 1945 წლის 17 აგვისტო (გამოცხადდა), 1949 წლის 17 დეკემბერს აღიარებულ იქნა ნიდერლანდის მიერ.
ეროვნული დევიზი - „Bhinneka Tunggal lka“ (ერთობა მრავალფეროვნებაში).
ჰიმნი - „Indonesia Raya“ (დიადი ინდონეზია).
მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.
სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური - პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი.
ფართობი - 1 919 440 კვ.კმ.
დაყოფილია 33 პროვინციად (მათ შორის ორი მეგაპოლისი), რომელთა კლასიფიცირება ხდება ექვს ადმინისტრაციულ რეგიონში.
მოსახლეობა - 235,3 მილიონი.
სიმჭიდროვე - 116 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
მორწმუნეთა უმრავლესობა (90%) მუსლიმანია.
დედაქალაქი - ჯაკარტა.
ოფიციალური ენა - ინდონეზიური.
ვალუტა - ინდონეზიური რუპია.
ქვეყნის კოდი - IDN.
დროის სარტყელი - UTC +7...+9.
სატელეფონო კოდი - +62.
ინტერნეტ-დომენი - id.
ინდორი (ინდაური) - ქალაქი ინდოეთის მადჰია-პრადეშის შტატში (1,1 მილიონი).
ინდოსამენტი (გერმ.) - ფასიანი ქაღალდის სხვა პირისათვის გადაცემის დამადასტურებელი წარწერა მის მეორე გვერდზე.
ინდოსანტი (გერმ.) - პირი, რომელიც ფასიან ქაღალდს ადებს, უკეთებს ინდოსამენტს.
ინდოსატი (გერმ.) - პირი, რომელთანაც გადადის ფასიანი ქაღალდი ინდოსამენტით.
ინდოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დედამიწის (გეას) ვაჟი, ინდოელთა მითიური წინაპარი.
ინდოსტანის ნახევარკუნძული - მდებარეობს სამხრეთ აზიაში, ძირითადად ინდოეთში; ფართობი 2 მილიონ კვ.კმ-მდე.
ინდოური - იხილე ინდაური1.
ინდოქსილი - ორგანული ნაერთი, კრისტალური ნივთიერება, მცენარეული ინდიკანის გახლეჩის პროდუქტი. შედის ადამიანისა და ცხოველის შარდის შემადგენლობაში, ზოგი ტროპიკული მცენარის წვენში. მისი ჟანგვის შედეგად წარმოიქმნება საღებარი ინდიგო.
ინდოჩინეთი - ნახევარკუნძული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესად ითვლება (ფართობი 2088 ათასი კვ.კმ.) მასზე მთლიანად ან ნაწილობრივ განლაგებულია ბანგლადეში, ვიეტნამი, კამბოჯა, ლაოსი, მალაიზია, მიანმა, ტაილანდი.
ინდრა - ვედურ მითოლოგიაში - ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება, ღმერთების მეფე, ჭექა-ქუხილისა და ქარიშხლის ღმერთი.
ინდრაგირა - იხილე ინდერაგირი.
ინდრაპრასთხა - თანამედროვე დელის ადგილზე არსებული უძველესი ინდური ქალაქი, რომელიც ძვ.წ.აღ. პირველ ათასწლეულში წარმოიშვა.
ინდრაჯითი - ინდუისტურ მითოლოგიაში - გმირი ჯადოქარი, ინდრას დამამარცხებელი.
ინდრაპურა - იხილე კერინჩი.
ინდრი - ძუძუმწოვარი ცხოველი ნახევრად მაიმუნების ქვერიგისა. გავრცელებულია კუნძულ მადაგასკარზე.
ინდრიკი - მოსკოვში არსებული კერძო გამომცემლობა. დაარსდა 1992 წელს.
ინდუიზმი - ბრაჰმანიზმის გადამუშავებული სახე, ამჟამად ინდოეთში, ნეპალსა და შრი-ლანკაში ყველაზე მეტად გავრცელებული რელიგია; ჩაისახა ძვ.წ.აღ. VI-IV საუკუნეებში.
ინდუისტები - იგივეა, რაც ინდუსები.
ინდულგენციები (ლათ. „წყალობა“) - პაპის სიგელი, ცოდვების მისატევებელი ქაღალდი, რასაც სასულიერონი ყიდდნენ მთელ კათოლიკურ სამყაროში და ყოველი ცოდვის მიტევებას საგანგებო ფასი ჰქონდა დადებული.
ინდური დამწერლობა - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებულ დამწერლობათა დიდი ჯგუფი. ამ დამწერლობის უძველესი ტიპია III-II ათასწლეულების მოჰენჯო-დაროს, ჰარაპისა და სხვა იეროგლიფური ნიშნები.
ინდუსა - სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში.
ინდუსები - ინდუიზმის მიმდევრები.
ინდუსტრია (ლათ.) - სამანქანო ტექნიკით აღჭურვილი საფაბრიკო-საქარხნო მრეწველობა.
ინდუსტრიალიზაცია - ქვეყნის სამრეწველო განვითარება მსხვილი სამანქანო ტექნიკის სახალხო მეურნეობაში.
ინდუსტრიული - ინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებული, სამრეწველო.
ინდუქტოთერმია - ელექტრომკურნალობის მეთოდი. სხეულის განსაზღვრული ნაწილის გათბობა მაღალი სიხშირის ცვლადი ელექტრომაგნიტური ველით.
ინდუქტორი (ლათ.)
ცვალებადი დენის მისაღები ელექტრული მანქანა, რომელსაც აქვს ხელის ამძრავი.
მაგნიტი, რომელიც დინამო-მანქანაში წარმოქმნის ინდუქციური დენის აღმძვრელ მაგნიტურ ველს.
ტელეპათიის სეანსის დროს ინფორმაციის გადამცემი პირი.
ინდუქცია (ლათ.)
აზროვნების მეთოდი - კერძო ფაქტებიდან ცალკეული დებულებებიდან ზოგადი დასკვნის გამოტანა (დედუქციის საპირისპირო).
ფიზიკაში - რაიმე გამტარში ელექტრული დენის აღძვრა (მაგნიტური ველის ცვლილებებთან დაკავშირებით).
ინებოლუ - ქალაქი თურქეთის კასთამონუს ვილაიეთში.
ინეგოლი - ქალაქი თურქეთის ბურსის ვილაიეთში.
ინენიუ ისმეთ - თურქეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის პრეზიდენტი 1938-50 წლებში (1884-1973 წწ).
ინერვაცია (ლათ.) - ანატომიაში ორგანოებისა და ქსოვილების კავშირი ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან ნერვული უჯრედების საშუალებით.
ინერტული (ლათ.) - უმოძრაო, უმოქმედო, დუნე, უსიცოცხლო.
ინერცია (ლათ.) - სხეულის თვისება - შეინარჩუნოს თავისი უძრაობის ან თანაბარი სწორხაზოვანი მოძრაობის მდგომარეობა, სანამ გარეშე ძალა არ გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან.
ინესი ჯორჯ - ამერიკელი ფერმწერი (1825-1894 წწ).
ინექსესი - ინგლისური როკ-ჯგუფი. შეიქმნა 1977 წელს.
ინექცია - იხილე ინიექცია.
ინვა - მდინარე რუსეთის პერმის ოლქში, მდინარე კამის მარჯვენა შენაკადი.
ინვაზია (ლათ.) - ადამიანის, ცხოველის ან მცენარის დასნებოვნება ცხოველური პარაზიტებით.
ინვაირონმენტი (ინგლ.) - ხელოვნების დარგი, რომელიც გარდამავალი სახესხვაობაა ქანდაკებიდან არქიტექტურაში; შეიქმნა და განვითარდა XX საუკუნის მეორე ნახევარში.
ინვალიდი (ლათ.) - ადამიანი, რომელსაც მეტ-ნაკლებად დაკარგული აქვს შრომის უნარი, დასახიჩრების, ავადმყოფობის ან მოხუცებულობის გამო.
ინვალიდობა - ინვალიდის მდგომარეობა, ინვალიდად ყოფნა.
ინვარი (ლათ.) - რკინისა და ნიკელის შენადნობი, რომელიც გათბობა-გაცივებით თითქმის არ იცვლის მოცულობას; იყენებენ ზუსტი ხელსაწყოების დასამზადებლად.
ინვარიანტი (ფრანგ.) - სიდიდე, რომელიც უცვლელი რჩება ამა თუ იმ გარდაქმნის დროს.
ინვენტარი (ლათ.) - ყველა იმ ნივთის, საგნის ერთობლიობა, რაც რომელიმე დაწესებულების, წარმოების ან ორგანიზაციის ქონებას შეადგენს.
ინვენტარიზატორი - ბიბლიოთეკის თანამშრომელი, რომელსაც წიგნების აღწერა ეკისრება.
ინვენტარიზაცია - ინვენტარში შეტანა, აღრიცხვა; ქონების შემოწმება დათვლისა და აღწერის გზით.
ინვერკარგილი - ქალაქი-პორტი ახალ ზელანდიაში, საუთლენდის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი (50 ათასი).
ინვერნესი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში.
ინვერსია (ლათ.)
ქართულ გრამატიკაში - ზმნის პირის ნიშანთა შექცევითი ხმარება, როცა რეალური სუბიექტი გამოხატულია ობიექტის პირის ნიშნით და პირიქით.
წინადადებაში სიტყვათა ჩვეულებრივი რიგის შეცვლა სტილისტიკური მიზნით.
ატმოსფეროს ჰაერის ტემპერატურის მატება ქვევიდან ზედა ფენებისკენ.
რთული შაქრების დაშლა მარტივ შაქრებად მჟავების და ფერმენტების გავლენით.
ინვერსიული - ინვერსიასთან დაკავშირებული.
ინვერტაზა და ინვერტინი (ლათ.) - ფერმენტი, რომელიც ლერწმის შაქარს (სახაროზას) ხლეჩს გლუკოზად და ფრუქტოზად.
ინვერტორი (ლათ.) - მოწყობილობა, რომელიც მუდმივ დენს ცვალებად დენად გარდაქმნის.
ინვესტიტორი - იხილე ინვესტორი.
ინვესტიტურა (ლათ. „ვმოსავ“)
შუა საუკუნეებში კათოლიკური ეკლესიის მღვდელმთავართა და აბატთა შემოსვა და კურთხევის ცერემონიალი.
სასულიერო პირის დანიშვნა ეპისკოპოსად და მისთვის საეკლესიო მიწის გადაცემა.
ინვესტიცია და ინვესტირება (გერმ.) - კაპიტალის გრძელვადიანი დაბანდება რაიმე წარმოებაში.
ინვესტორი - პირი, რომელმაც ინვესტიცია მოახდინა.
ინვექტივა (ლათ.) - სალანძღავი სიტყვა (კრებაზე წარმოთქმული), გამოსვლა ვისიმე წინააღმდეგ, გამოხდომა.
ინ ვივო (ლათ.) - ცდების ჩატარება ცოცხალ ორგანიზმზე.
ინვოლუცია (ლათ.)
რაიმე ორგანოს აგებულების გამარტივება, უკუგანვითარება (მაგალითად - საშვილოსნოსი მშობიარობის შემდეგ.).
ბაქტერიების გადაგვარება გარკვეულ სასიცოცხლო პირობებში.
ინზა - ქალაქი რუსეთის ულიანოვსკის ოლქში (25 ათასი).
ინზერი
დაბა რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში.
(დიდი ინზერი) მდინარე რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში, მდინარე სიმის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 307 კილომეტრი).
ინთრონიზაცია - იხილე ინტრონიზაცია.
ინი
თანამედროვე ქართული ანბანის მეცხრე ასოს ი-ს სახელი.
მდინარე შვეიცარიაში, ავსტრიასა და გერმანიაში, დუნაის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 517 კილომეტრი).
ინია
მდინარე რუსეთის კემეროვოს და ნოვოსიბირსკის ოლქებში, მდინარე ობის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 663 კილომეტრი).
მდინარე რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში, ერთვის ოხოტის ზღვას.
(ამაზონის დელფინი) - მდინარის დელფინების ოჯახის ძუძუმწოვარი არსება. ბინადრობს ამაზონის და ორინოკოს წყლებში.
ინიამბანე - ქალაქი-პორტი მოზამბიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (75 ათასი).
ინიანთკარი - ყოფილი სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ახლანდელ სოფელ არაგვისპირის ადგილას.
ინიექცია - სამკურნალო ხსნარის მცირე დოზით შეყვანა სხეულის ღრუებსა და ქსოვილებში; შეშხაპუნება.
ინი-იანი - ძველჩინური ნატურფილოსოფიის ძირითადი ცნებები, ერთმანეთის საპირისპირო ძალების გამომხატველი სუბსტანციები (ქალი და კაცი, სიცხე და სიცივე და ა.შ.).
ინილჩექი (სამხრეთი და ჩრდილოეთი) - ხეობის დატოტვილი მყინვარი ტიან-შანში, მდინარე ინილჩექის სათავეებში.
ინიმნეი - მთა რუსეთის მაგადანის ოლქის ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში, ჩუკოტკის ნახევარკუნძულზე.
ინინი - ჩინეთის ქალაქ კულჯას მეორე სახელი.
ინისი ჰაროლდ ადამს - კანადელი ეკონომისტ-ისტორიკოსი (1894-1952 წწ).
ინიქჩანსკი - დაბა რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.
ინიციალები (ლათ.)
სახელისა და გვარის, სახელისა და მამის სახელის პირველი ასოები.
დიდი, ზოგჯერ მხატვრულად გაფორმებული, ასოები წიგნის თავის ან აბზაცის დასაწყისში.
ინიციაციები (ლათ. „დაწყება“)
სრულასაკოვანი, სქესობრივად მომწიფებული ქალ-ვაჟის განდობის, ხელდასმის, გვარის ან თემის სრულუფლებიან წევრად გამოცხადების ცერემონიალი პირველყოფილ ადამიანთა ცხოვრებაში.
ძველი ბერძნების და რომაელების ჩვეულება - ტაძარში ღამით დარჩენა სიზმარში მომავალი ცხოვრების ნახვის მიზნით.
ინიციატივა (ფრანგ.)
1) თაოსნობა რაიმე საქმეში.
2) საჭირო მომენტში დამოუკიდებელი აქტიური მოქმედების უნარი.
ინიციატორი - ვინც ინიციატივა გამოიჩინა; ვისაც ინიციატივა ეკუთვნის. წამომწყები, მოთავე.
ინკარნატი - ფერწერაში სხეულის ფერი (იხილე კარნაცია).
ინკასატორი - მოლარე, რომელიც გასცემს ან იღებს ფულს ან ფასეულობას უმთავრესად დაწესებულების გარეთ.
ინკასაცია და ინკასირება (იტალ.) - ინკასოს ოპერაციის წარმოება; სათანადო დოკუმენტების წარდგენით ფულის მიღება.
ინკასო (იტალ.) - სათანადო დოკუმენტების წარდგენით ფულის მიღება მრწმუნებლის დავალებით.
ინკაფსულაცია (ლათ.) - შემაერთებელი გარსის (კაფსულის) წარმოქმნა ორგანიზმისათვის უცხო ნივთიერებების (უცხო სხეულების, პარაზიტების) ირგვლივ.
ინკები - ინდიელები, რომლებიც ცხოვრობდნენ თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე XI-XV საუკუნეებში. 1532 წელს მათი სახელმწიფო დაიპყრეს ესპანელმა კონკისტადორებმა.
ინ-კვარტო (ლათ.) - გამოცემის (წიგნის, ჟურნალი) ფორმატი, რაც უდრის საბეჭდი თაბახის 1/4-ს.
ინკვიზიტორი (ლათ.)
ინკვიზიციის სასამართლოს წევრი, ინკვიზიციის მსაჯული.
ითქმის ისეთ ადამიანზე, რომელსაც შეუძლია სხვა აწამოს.
ინკვიზიცია (ლათ. „ძიება“)
კათოლიკური ეკლესიის ტრიბუნალი, საგამომძიებლო-სამოსამართლო დაწესებულება, სამსჯავრო, რომელიც XIII საუკუნეში ერესთან საბრძოლველად დაწესდა. დასჯის უკიდურეს მეთოდად იყენებდა კოცონზე დაწვას; განსაკუთრებით მძვინვარებდა XV-XVII საუკუნეების ესპანეთსა და იტალიაში.
(გადატანით) ტანჯვა, წამება.
ინკითის ტბა - ტბა გაგრის შემოგარენში, ბიჭვინთის კონცხზე.
ინკლინატორი - ხელსაწყო მაგნიტური დახრილობის გასაზომად.
ინკლუზივი (ლათ.) - ზოგ ენაში (ქართველური ენებიდან სვანურში) ზმნისა და ნაცვალსახელის მრავლობითი რიცხვის პირველი პირის ფორმა, რომელიც შეიცავს პირველსა და მეორე პირს.
ინკოგნიტო (ლათ.)
საკუთარი ვინაობის გაუმჟღავნებლად, ფარულად.
პირი, რომელიც მალავს თავის ვინაობას.
ინკორპორაცია
ჩარიცხვა, მიღება რისამე შემადგენლობაში.
სხვადასხვა დროს გამოცემულ კანონთა თავმოყრა და სისტემატიზაცია მათში არსებითი ცვლილებების შეუტანლად.
ინკოუ - ქალაქი-პორტი ჩინეთის ლიაონინის პროვინციაში (420 ათასი).
ინკპინი ალბერტ - ინგლისის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1884-1944 წწ).
ინკრეტი (ლათ.) - იგივეა, რაც ჰორმონი.
ინკრეტორული ორგანოები - შინაგანი სეკრეციის ორგანოები.
ინკრეცია (ლათ.) - შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მიერ ჰორმონების (ინკრეტების) წარმოქმნა და გამოყოფა უშუალოდ სისხლში ან ლიმფაში.
ინკრიმინირება (ლათ.) - დანაშაულად შერაცხვა, ბრალის დადება რამეში.
ინკროსბრიდინგი (ინგლ.) - მაღალნაყოფიერი შთამომავლობის მიღების მიზნით ცხოველთა ორი სხვადასხვა ჯიშის შეჯვარება.
ინკრუსტატორი - ინკრუსტაციის, ინკრუსტირების სპეციალისტი.
ინკრუსტაცია (ლათ.) - რაიმე საგნის ზედაპირზე ჩაჭდევებული ძვლის, სადაფის, ლითონის და მისთანების სამკაული (სახეები, ფიგურები).
ინკუბატორი (ლათ.) - წიწილების (ჭუკების და მისთანების) ხელოვნურად გამოსაჩეკი აპარატი.
ინკუბატორიუმი - სპეციალური შენობა, სადაც მოთავსებულია ინკუბატორები და ხდება ინკუბაცია; საინკუბატორო.
ინკუბაცია (ლათ.)
კვერცხებიდან წიწილებისა და მისთანების გამოჩეკა ინკუბატორში.
მედიცინაში - ავადმყოფობის ფარული პერიოდი დასნებოვნების მომენტიდან დაავადების პირველი სიმპტომების გამოჩენამდე.
ინკუბისტი - ინკუბატორზე მომუშავე პირი.
ინკუნაბულები (ლათ.) - პირველი ნაბეჭდი წიგნები (1501 წლამდე), გარეგნულად ხელნაწერების მსგავსი (შემონახულია 40.000-მდე ასეთი წიგნი).
ინმარსატი (აბრევიატურა) - საზღვაო თანამგზავრული კავშირის საერთაშორისო ორგანიზაცია; შეიქმნა 1976 წელს.
ინო
სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მაღაროსკარის თემის საკრებულო), ფშავის არაგვის ხეობაში, ამ დინარის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1200 მეტრი, დუშეთიდან - 44 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 6 კაცი.
ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კადმოსისა და ჰარმონიას ქალიშვილი, ათამანტის მეორე ცოლი, ფრიქსოსისა და ჰელეს დედინაცვალი. სიცოცხლე ზღვაში გადავარდნით დაასრულა და ზღვის ღვთაება ლევკოთეად გადაიქცა.
ინოვაცია (ლათ.) - ახალი წარმონაქმნი, ახალი მოვლენა ენაში.
ინოვროცლავი - ქალაქი პოლონეთის ცენტრალურ ნაწილში, ბიდგოშჩის სავოევოდოში (80 ათასი).
ინოზემცევო - დაბა რუსეთის სტავროპოლის მხარეში.
ინოზიტი (ბერძნ.) - კუნთის შაქარი; გვხვდება მცენარეებისა და ცხოველების თითქმის ყველა ქსოვილსა და უჯრედში.
ინოკენტი (გვარად ბელიაევი) - საქართველოს ეგზარქოსი 1909-13 წლებში.
ინოკენტი I - რომის პაპი 401 წლიდან (გარდაიცვალა 417 წელს).
ინოკენტი III (ერისკაცობაში ჯოვანი ლოტარიო დი სენი) - რომის პაპი 1198 წლიდან (1160/61-1216 წწ).
ინოკენტი IV (ერისკაცობაში სანიბალდო ფიესკი) - რომის პაპი 1243 წლიდან (დაახლოებით 1195 - 1254 წწ).
ინოკენტი VI (ერისკაცობაში ეტიენ ობერი) - ავინიონის პაპი (გარდაიცვალა 1362 წელს).
ინოკენტი X (ერისკაცობაში ჯამბატისტა პამფილი) - რომის პაპი 1644 წლიდან (1574-1665 წწ).
ინოკენტი XI (ერისკაცობაში ბენედეტო ოდესკალკი) - რომის პაპი 1676 წლიდან (1611-1689 წწ).
ინოკენტიევკა - დაბა რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში.
ინოკულაცია (ლათ.) - ცოცხალი მიკროორგანიზმების შეყვანა საკვებ გარემოში, ნიადაგში, ცხოველის ან მცენარის ორგანიზმში; თესვა.
ინოუე იასუსი - იაპონელი მწერალი (1907-1991 წწ).
ინოუე კიიოსი - იაპონელი ისტორიკოსი (დაიბადა 1913 წელს).
ინ-ოქტავო (ლათ.) - გამოცემის (წიგნის, ჟურნალის) ფორმატი, რომელიც უდრის საბეჭდი თაბახის 1/8-ს.
ინოხი - მეღვინეთ უფროსი, გინა პირის-მწდე. დიდი ვინმეა (საბა).
ინოხოსა (ინოხოსა ი ნავეროსი) ედუარდო - ესპანელი ისტორიკოსი (1852-1919 წწ).
ინპრაიზი (Inprise Corporation) - ამერიკული კორპორაცია, პროგრამისტებისათვის კომპიუტერული პროდუქციის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი. შეიქმნა 1998 წელს. შტაბ-ბინა მდებარეობს სკოტ-ველიში (აშშ-ს კალიფორნიის შტატი).
ინჟავინო - დაბა რუსეთის ტამბოვის ოლქში.
ინჟენიუ (ფრანგ.)
გულუბრყვილო, მიამიტი ქალის როლის შემსრულებელი მსახიობის ამპლუა.
ასეთი ამპლუის მქონე, ასეთი როლების შემსრულებელი მსახიობი ქალი.
ინჟექტორი (ფრანგ.) - ერთგვარი ტუმბო. რომლითაც წყალი შეჰყავთ ორთქლის ქვაბში ორთქლის ჭავლის ენერგიის გამოყენებით.
ინჟინაში (ჩინური სახელი ბუ ხენ შანი) - მონღოლი მწერალი (1837-1892 წწ).
ინჟინერი (ფრანგ.) - ტექნიკის ამა თუ იმ დარგის სპეციალისტი, რომელსაც უმაღლესი ტექნიკური განათლება აქვს მიღებული.
ინჟინირინგი - მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში არსებული ერთ-ერთი ფორმა საერთაშორისო კომერციული კავშირებისა.
ინრო (იაპონ.) - კოლოფი, რომელსაც იაპონელები მუდამ ჯიბით ატარებენ (მასში უდევთ ბეჭედი, რომელზედაც პატრონის გვარის აღმნიშვნელი იეროგლიფია ამოტვიფრული; იყენებენ ხელმოწერის ნაცვლად).
ინსაიდი (ინგლ.) - ფეხბურთის (ან ჰოკეის) გუნდის თავდამსხმელი; ე.წ. „დუბლ-ვე“-ს სისტემაში ადგილი ცენტრფორვარდსა და გარემარბს შორის.
ინსაიტი (ინგლ.) - უშუალო წვდომა, „გაცხადება“, გონებრივი ამოცანის გადაწყვეტის მომენტი.
ინსარი - ქალაქი და მდინარე (მდინარე ალათირის მარჯვენა შენაკადი) რუსეთის მორდვეთის რესპუბლიკაში.
ინსბრუკი - ქალაქი ავსტრიაში, ტიროლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. ზამთრის 1964 და 1976 წლების ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი (120 ათასი).
ინსექტარიუმი (ლათ.) - სპეციალური სათავსი, სადაც ინახავენ და ამრავლებენ მწერებს მეცნიერული დაკვირვებისათვის.
ინსექტიციდები (ლათ.) - ქიმიური ნივთიერებანი, შხამები მავნე მწერების მოსასპობად.
ინსექტოლოგია (ლათ.) - იგივეა, რაც ენტომოლოგია.
ინსექტოფუნგიციდები (ლათ.) - მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებანი, რომლებსაც იყენებენ მავნებელი მწერების, დაავადების გამომწვევი სოკოების და სხვათა მოსასპობად.
ინსიგნიები (ლათ.) - ძველ რომში უმაღლესი ხელისუფლების ნიშნები - პორფირის სამოსი, მაღალყელიანი წითელი ფეხსაცმელი, სპილოს ძვლის ტახტი, კვერთხი და სხვა.
ინსინუატორი - ინსინუაციის შემთხზველი, გამავრცელებელი; ცილისმწამებელი.
ინსინუაცია (ლათ. ინსინუატიო) - მონაჭორი ვისიმე სახელის გასატეხად; ცილისწამება.
ინ სიტუ (ლათ.) - ცდების ჩატარება ობიექტის ლოკალიზაციის ადგილზე.
ინსკოი - დაბა რუსეთის კემეროვოს ოლქში.
ინსოლაცია (ლათ.) - მზის შუქით დედამიწის ზედაპირის შემოსხივება.
ინსპექტორი (ლათ.) - თანამდებობის პირი, რომელიც ზედამხედველობასა და კონტროლს უწევს ამა თუ იმ დაწესებულების, ორგანიზაციის საქმიანობას.
ინსპექტურა - იგივეა, რაც ინსპექცია.
ინსპექცია (ლათ.)
რაიმე დაწესებულების, ორგანიზაციის მოქმედების სისწორის შემოწმება ზედამხედველობისა და ინსტრუქტირების წესით (ამ მნიშვნელობით იხმარება აგრეთვე ინსპექტირება).
ზედამხედველობის ორგანოები.
ინსპირატორი - წამქეზებელი.
ინსპირაცია და ინსპირირება (ლათ.)
ვინმესთვის რაიმე მოქმედების, აზრის, თვალსაზრისის შთაგონება.
ვისიმე შეგულიანება, წაქეზება.
ინსტალაცია (ინგლ.)
მხატვრული ექსპოზიციის ხერხი, რის წყალობითაც ნაწარმოები ან მათი ერთიანობა აქტიურად ვრცელდება გარემოში.
სამონტაჟო საქმეები, განათების ქსელის გაყვანა; პროგრამის დაყენება კომპიუტერზე და ა.შ.
ინსტანცია (ლათ.) - ერთმანეთს დაქვემდებარებული სახელმწიფო მმართველობის, პარტიული, პროფკავშირული, სასამართლო და სხვა ორგანოების რგოლი, საფეხური.
ინსტერბურგი - რუსეთის კალინინგრადის ოლქის ქალაქ ჩერნიახოვსკის სახელი 1946 წლამდე.
ინსტილაცია (ლათ.) - ჩაწვეთება წამლისა, სითხისა.
ინსტინქტი (ლათ.)
ცხოველური ორგანიზმის თანდაყოლილი მიდრეკილება მიზანშეწონილი, მაგრამ არაცნობიერი მოქმედებისადმი შინაგანი ან გარეგანი გარემოს შეცვლის საპასუხოდ; ალღო.
შეუგნებელი, ანგარიშმიუცემელი ლტოლვა რაიმესადმი.
ინსტიტუტდამთავრებული - ვინც ინსტიტუტი დაამთავრა.
ინსტიტუტი (ლათ.)
ზოგიერთი უმაღლესი სპეციალური სასწავლებლისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სახელწოდება.
უფლებრივ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს გარკვეულ სფეროში საზოგადოებრივ ურთიერთობას (მაგალითად - ქორწინების ინსტიტუტი).
ინსტიტუტსკი - დაბა აზერბაიჯანში.
ინსტიტუციები (ლათ.) - რომის მონათმფლობელური სახელმწიფოს სამოქალაქო სამართლისა და რიტორიკის ელემენტარული სახელმძღვანელოები.
ინსტიტუციონალიზმი - მიმართულება თანამედროვე ეკონომიკურ აზროვნებაში, რომელიც XIX-XX საუკუნეების ზღვარზე წარმოიშვა.
ინსტრუმენტი (ლათ.)
რაიმე სამუშაოს შესასრულებელი იარაღი.
სხვადასხვა სახის საკრავი (მუსიკალური ინსტრუმენტი).
ინსტრუმენტალიზმი - მიმართულება ფილოსოფიაში, პრაგმატიზმის ნაირსახეობა.
ინსტრუმენტალისტი - მუსიკოსი.
ინსტრუმენტარიუმი - რაიმე გარკვეულ საქმეში გამოსაყენებელ ინსტრუმენტთა ერთობლიობა.
ინსტრუმენტირება
მუსიკალური ნაწარმოების გადაღება ინსტრუმენტული ანსამბლის ან ორკესტრისთვის; ორკე-სტრირება.
მუსიკის თეორიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ცალკეული ინსტრუმენტების თვისებებსა და ორკესტრში მათი შეხამების პრინციპებს; საკრავთმცოდნეობა.
ინსტრუმენტული - ინსტრუმენტთან დაკავშირებული.
ინსტრუქტაჟი და ინსტრუქტირება - ინსტრუქციების მიცემა.
ინსტრუქტორი (ლათ.)
თანამდებობის პირი, რომელიც ამოწმებს მისდამი დაქვემდებარებულ ორგანოებსა და პირებს და აძლევს მითითებებს.
პირი, რომელიც რაიმე სპეციალობას, ოსტატობას ასწავლის.
ინსტრუქცია (ლათ.) - სახელმძღვანელო მითითებანი, რისამე შესასრულებლად საჭირო წესების კრებული.
ინსტრუჩი - მდინარე რუსეთის კალინინგრადის ოლქში, მდინარე პრეგოლიის ერთ-ერთი მდგენელი.
ინსუბრები - ჩრდილოეთ იტალიაში, მდინარე პოს ნაპირებზე ძვ.წ.აღ. VI საუკუნიდან მობინადრე კელტური ტომები; III საუკუნეში რომაელებმა დაიპყრეს და მათი რომანიზირება მოახდინეს.
ინსულა (ლათ.) - ძველ რომში სამ-, ოთხ-, ან ხუთსართულიანი სახლი, რომელშიც ოთახებს აქირავებდნენ; ხშირად მთელი კვარტალი ეჭირა.
ინსულინი (ლათ.) - კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონი, იყენებენ დიაბეტის და ზოგი სხვა დაავადების სამკურნალოდ.
ინსულტი (ლათ.) - ტვინში სისხლის მიმოქცევის მკვეთრი დარღვევა, რასაც თან სდევს უეცარი გულის წასვლა და დამბლა.
ინსურგენტი (ლათ.) - მთავრობის წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების მონაწილე, მეამბოხე.
ინსურექცია (ლათ.) - შეიარაღებული აჯანყება.
ინსცენირება (ლათ.)
ლიტერატურული ნაწარმოების გადაკეთება თეატრში ან კინოში დასადგმელად.
მოწყობა, გათამაშება ვისიმე მოსატყუებლად, თვალის ასახვევად.
ინტა - ქალაქი რუსეთის კომის რესპუბლიკაში (60 ათასი).
ინტაბუეთი - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.
ინტალიო (იტალ.) - რაიმე ძვირფას ქვაზე ჩაღრმავებულად ამოკვეთილი გამოსახულება, თვით ასეთი ქვა.
ინტარსია (იტალ.) - ინკრუსტაციის ერთ-ერთი სახე - ხეში ჩასმული სხვადასხვა ფერის ხისავე ფირფიტებით შექმნილი გამოსახულება.
ინტეგრალი (ლათ.) - მთელი სიდიდე, რომელსაც განიხილავენ როგორც თავის უსასრულოდ მცირე ნაწილების ჯამს.
ინტეგრალური
ინტეგრალებთან დაკავშირებული.
მთლიანი, განუყოფელი.
ინტეგრატორი - მექანიკურად გამოსათვლელი ხელსაწყო.
ინტეგრაფი - ხელსაწყო ინტეგრალური მრუდის დასახაზავად მოცემული დიფერენციალური განტოლების მიხედვით.
ინტეგრაცია და ინტეგრირება
მათემატიკაში მოცემული ფუნქციის ინტეგრალის პოვნა.
ნაწილების გაერთიანება ერთ მთელად.
ლინგვისტიკაში ენათა (დიალექტთა) დაახლოება ურთიერთგავლენის შედეგად.
ინტეგუმენტი - თესლოვანი მცენარეების თესლკვირტის ნაწილი, რომელიც ფარავს ნუცელუსს (თესლკვირტის ცენტრალური ნაწილი).
ინტელექტი (ლათ.) - ადამიანის აზროვნების უნარი, გონება, ჭკუა; გონებრივი განვითარების დონე.
ინტელექტუალი - გონებრივად მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი (ზოგჯერ ირონიული ელფერი ახლავს).
ინტელექტუალური - ინტელექტთან დაკავშირებლი, გონებრივი, აზროვნებითი.
ინტელი (Semoklebuli Integrated Electronics Technologies Incorporated) - მიკროპროცესორების მწარმოებელი უდიდესი ამერიკული კორპორაცია. შეიქმნა 1968 წელს რობერტ ნოისის და გორდონ მურის მიერ.
ინტელიგენტი (ლათ.) - ინტელიგენციის წარმომადგენელი პირი, რომელიც გონებრივ შრომას ეწევა; განათლებული, შეგნებული, კულტურული ადამიანი.
ინტელიგენცია (ლათ.) - სოციალური ფენა, რომელიც შედგება გონებრივი შრომის მუშაკებისაგან, იმ პირთაგან, რომელთაც აქვთ ცოდნა მეცნიერების და კულტურის სხვადასხვა დარგში.
ინტელიგიბილური (ლათ.) - ფილოსოფიური ტერმინი; გამოხატავს საგნებსა და მოვლენებს, რომელთა წვდომა შესაძლებელია მხოლოდ გონებით ან ინტელექტუალური ინტუიციით.
ინტელიჯენს სერვის - დიდი ბრიტანეთის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურების ქსელის კრებითი სახელი.
ინტენდანტი (ფრანგ.) - ოფიცერი, რომელსაც აკისრია ჯარის ნაწილების და სამხედრო დაწესებულებათა მომარაგება სურსათით, ფურაჟით, ტანისამოსით და სხვა.
ინტენსაინი (კარბოქრომინი, ინტერკორდინი) - გულის გვირგვინოვანი სისხლძარღვების გამაფართოებელი პრეპარატი.
ინტენსიური (ლათ.)
დაძაბული, გაძლიერებული.
უკეთესი შედეგის, ნაყოფიერების მომცემი.
ინტენსიფიკაცია და ინტენსიფიცირება (ფრანგ.) - რისამე ქცევა უფრო ინტენსიურად, რისამე ინტენსივობის გადიდება.
ინტერგლაციალი - გამყინვარებათაშორისი ეპოქა, დრიოს მონაკვეთი ანთროპოგენური პერიოდის ცივ, მყინვარულ ეპოქებს შორის.
ინტერდიქტი - კათოლიკური ეკლესიის პრაქტიკაში X საუკუნიდან პაპის მიერ შემოღებული სასჯელი, რაც გამოიხატებოდა ცალკეული პირის ან მთელი მრევლის, ტერიტორიის ფარგლებში გარკვეული დროით რელიგიური ღვთისმსახურების აკრძალვაში.
ინტერესი (ლათ.)
რისამე გაგების, გაცნობის, შესწავლის სურვილი.
მიზანი, მისწრაფება, მოთხოვნილება.
ინტერვალი (ლათ.)
მანძილი, სივრცე ორ საგანს შორის.
სხვაობა ორ ბგერას შორის მათი სიმაღლის მიხედვით.
ინტერვენტი - ინტერვენციის მონაწილე ან ორგანიზატორი, დამპყრობელი.
ინტერვენცია (ლათ.) - ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს ძალადობრივი ჩარევა რომელიმე ქვეყნის საშინაო საქმეებში.
ინტერვენციონისტი - ინტერვენციის მომხრე.
ინტერვიუ (ინგლ.) - ცნობილი პიროვნების საუბარი ჟურნალისტთან, კორესპონდენტთან - პრესაში გამოსაქვეყნებლად ან რადიოთი თუ ტელევიზიით გადასაცემად.
ინტერვიუერი - ჟურნალისტი, რომელიც ინტერვიუს აწყობს.
ინტერვოკალური - ორ ხმოვანს შორის მოქცეული.
ინტერი - იხილე ინტერნაციონალე.
ინტერიერი (ფრანგ.)
შენობის შიგნითა ნაწილი, არქიტექტურულად და მხატვრულად გაფორმებული.
ნახატი, რომელზედაც ასახულია შენობის შიგნითა ნაწილი.
ცხოველის შინაგანი აგებულება.
ინტერიმი (ლათ.) - დროებითი გადაწყვეტილება ან შეთანხმება.
ინტერიორიზაცია (ფრანგ.) - მოძრაობებსა და გარეგან ობიექტებზე მანიპულაციით განხორციელებული აქტივობის გადაქცევა შინაგან აქტივობად კომპონენტების თანდათანობითი შეკვეცის გზით.
ინტერკინეზი - უჯრედის სასიცოცხლო ციკლის სტადია ორ გაყოფას შორის. იხილე ინტერფაზა.
ინტერკურენტული დაავადება - დაავადება, რომელიც ართულებს სხვა დაავადების მიმდინარეობას.
ინტერლაკენი - სამთოკლიმატური კურორტი შვეიცარიაში, ქალაქ ბერნის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
ინტერლინგვა (ლათ.)
ერთ-ერთი ხელოვნური საერთაშორისო ენა, რომელიც აგებულია ლათინური ენის საფუძველზე. შექმნა იტალიელმა მათემატიკოსმა ჯ.პეანომ 1908 წელს.
ხელოვნური ენა, რომელიც შექმნა დამხმარე ენის საერთაშორისო ასოციაციამ ნიუ-იორკში 1950 წელს ა. გოუდის ხელმძღვანელობით.
ინტერლინგვისტიკა (ლათ.) - ენათმეცნიერების ნაწილი, იკვლევს საკითხებს, რომლებიც სხვადასხვა დამხმარე ენის, აგრეთვე მათემატიკური შუამავალი ენების შექმნასა და ფუნქციონირებასთან არის დაკავშირებული.
ინტერლინიაჟი (ლათ.) - მანძილი ორ ნაბეჭდ სტრიქონს შორის.
ინტერლუდია (იტალ.)
მცირე პიესა, რომელიც ჩართულია მუსიკალური ნაწარმოების ორ ნაწილს შორის.
იგივეა, რაც ინტერმედია.
ინტერმედია (იტალ.) - დრამატული ან საოპერო ნაწარმოების აქტებს შორის ჩართული კომიკური ხასიათის სცენა ან პიესა.
ინტერმედინი (მელანოტროპინი) - ჰიპოფიზის შუა წილის ჰორმონი.
ინტერმეცო (იტალ.) - მცირე ინსტრუმენტული პიესა თავისუფალი ფორმისა; ზოგჯერ დამოუკიდებელი საორკესტრო ნომერი ოპერაში.
ინტერნატი (ლათ.) - სასწავლებელთან არსებული საერთო საცხოვრებელი მოსწავლეთათვის.
ინტერნატურა - ინტერნების მომზადების სისტემა.
ინტერნაციონალე (შემოკლებით „ინტერი“) - იტალიის ქალაქ მილანის საფეხბურთო კლუბი. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი. შეიქმნა 1908 წელს. იტალიის 13-გზის ჩემპიონი (2007 წლამდე). ევროპის ჩემპიონთა თასის (1964, 1965) და უეფას თასის (1991, 1994, 1998) მრავალგზის მფლობელი.
ინტერნაციონალი (ფრანგ.)
პროლეტარული ჰიმნი; მუსიკა პიერ დეგეიტერისა, სიტყვები ეჟენ პოტიესი.
მუშათა საერთაშორისო გაერთიანებანი (სულ ცნობილია ოთხი ინტერნაციონალი), რომლებიც 1864 დან 1938 წლამდე იქმნებოდა სხვადასხვა ქვეყანაში.
ინტერნაციონალიზმი - სხვადასხვა ერისა და რასის ადამიანთა საერთაშორისო სოლიდარობა.
ინტერნაციონალური
საერთაშორისო.
ინტერნაციონალიზმის პრინციპების შესაბამისი, მათზე დაფუძნებული.
ინტერნეტი (ინგლ.-ლათ.) - მსოფლიო კომპიუტერული ქსელი. შეიქმნა 1969 წელს აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მიერ. 1972-73 წლებიდან საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა და ხელმისაწვდომი გახდა ფართო სამოქალაქო მიზნებისთვისაც.
ინტერნი (ლათ.)
სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი, რომელსაც სრული კურსი აქვს დამთავრებული და დიპლომის მიღებამდე ერთწლიან პრაქტიკას გადის კლინიკაში, საავადმყოფოში.
ექიმი, რომელიც 2-3 წლით მივლინებულია რომელიმე სამკურნალო დაწესებულებაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
ინტერნირება (ლათ.)
ნეიტრალური სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ განიარაღება და დაკავება მეომარი მხარეების სამხედრო ნაწილებისა, რომლებიც ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე შევიდნენ.
მეომარი სახელმწიფო ხელისუფლების მიერ მის ტერიტორიაზე მცხოვრები მტრული სახელმწიფოს მოქალაქეების დაკავება ომის დამთავრებამდე.
ინტერპელანტი - პირი, რომელსაც ინტერპელაცია შეაქვს.
ინტერპელაცია (ლათ.) - პარლამენტის დეპუტატის წერილობითი შეკითხვა მთავრობისადმი რაიმე საქმის ან ფაქტის თაობაზე.
ინტერპელირება - ინტერპელაციის შეტანა, წარდგენა პარლამენტში.
ინტერპოლატორი - ინტერპოლაციის (მნიშვნელობა 1) მკეთებელი პირი.
ინტერპოლაცია (ლათ.)
რაიმე ნაწარმოების ტექსტში გვიანდელი ჩანართი, რომელიც ავტორს არ ეკუთვნის.
მათემატიკაში ფუნქციის შუალედ მნიშვნელობათა მონახვა მისი ზოგიერთი ცნობილი მნიშვნელობის მიხედვით.
ინტერპოლი - სისხლის სამართლის პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია. შეიქმნა 1923 წელს.
ინტერპოლირება - ინტერპოლაციის (მნიშვნელობა 1) შეტანა, ჩართვა.
ინტერპრეტატორი - პირი, რომელიც რისამე ინტერპრეტაციას იძლევა, განმმარტებელი.
ინტერპრეტაცია (ლათ.)
რისამე აზრის ახსნა, განმარტება.
თავისებური, შემოქმედებითი შესრულება რაიმე მხატვრული ან მუსიკალური ნაწარმოებისა, როლისა.
ინტერსექსი (ლათ.) - გენეტიკაში - იგივეა, რაც ჰერმაფროდიტი.
ინტერსექსუალობა (ლათ.) - ჰერმაფროდიტიზმის ერთ-ერთი სახეობა - ორივე სქესის ნიშან-თვისებათა ქონა ერთ ორგანიზმში; დამახასიათებელია ზოგი ჭიისა და მწერისათვის.
ინტერსექტორი - დიდ ნავსადგურებში ინტერნაციონალური სექტორი, უცხოეთის განყოფილება.
ინტერფაზა (ლათ.) - უჯრედის სასიცოცხლო ციკლი ორ თანამიმდევრულ მიტოზურ გაყოფას შორის (ძველი სახელწოდებაა ინტერკინეზი).
ინტერფაქსი - მოსკოვის დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო; დაარსებულია 1989 წელს.
ინტერფეისი - უნიფიცირებული სიგნალების და აპარატურის დამაკავშირებელი სისტემა, რომლის დანიშნულება საგამომთვლელო სისტემებს შორის ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფაა.
ინტერფერენცია (ლათ.) - ბგერითი, სინათლის ან ელექტრული ტალღების ურთიერთგაძლიერება ან შესუსტება ერთმანეთზე დამთხვევის დროს.
ინტერფერონი (ლათ.) - დამცავი ცილა, რომელსაც გამოიმუშავებენ უჯრედები ძუძუმწოვართა და ფრინველთა ორგანიზმში ვირუსებით დასნებოვნების პასუხად. აღმოაჩინეს ინგლისელმა მეცნიერებმა ა.აიზექსმა და ჯ. ლინდემანმა 1957 წელს.
ინტერცესია (ლათ.)
სამოქალაქო სამართალში - იურიდიული ჩარევა, საკუთარ თავზე აღება სხვისი ვალისა, ვალდებულებისა.
ძველ რომში - თანამდებობის პირთა უფლება, რომლის ძალითაც მათ შეეძლოთ შეეჩერებინათ სხვა თანამდებობის პირთა დადგენილებები.
ინტი
სამხრეთამერიკელი ინდიელების უზენაესი ღვთაება, გამოხატავდა მზეს.
პერუს ფულის ერთეული, ბრუნვაშია 1986-99 წლებში.
ინტიმა (ლათ.) - შინაგანი გარსი სისხლძარღვთა კედლისა.
ინტიმური (ლათ.)
ადამიანის გრძნობებთან, სულიერ სამყაროსთან, სიყვარულთან დაკავშირებული; უაღრესად პირადული.
შინაურული, მეგობრული, გულითადი.
ინტინა (ლათ.) - შინაგანი უფერული ფენა გარსისა თესლოვანი მცენარის ყვავილის მტვრის მარცვალში.
ინტიფადა (არაბ.) - ისრაელის ტერიტორიაზე მცხოვრები პალესტინელი არაბების დაუმორჩილებლობის მოძრაობა; პირველი აქცია განხორციელდა 1987 წელს.
ინტონაცია (იტალ.)
მეტყველების რიტმულ-მელოდიური წყობა, ხმის აწევ-დაწევა წარმოთქმისას.
წარმოთქმის მანერა, რაც მთქმელის გრძნობას გამოხატავს.
მუსიკაში - შესრულების სიზუსტე, ბგერის სიწმინდე.
ინტოქსიკაცია (ლათ.) - ორგანიზმის მოწამვლა შხამიანი ნივთიერებებით.
ინტრადა (იტალ.) - მცირე ზომის ინსტრუმენტული მუსიკალური პიესა, ამა თუ იმ საზეიმო ცერემონიის გახსნისათვის განკუთვნილი.
ინტრანზიტივი (ლათ.) - გრამატიკაში - გარდაუვალი ზმნა.
ინტრიგა (ფრანგ.)
დაფარული საძრახისი მოქმედება, ხრიკები რაიმე მიზნის მისაღწევად.
ლიტერატურაში - სიუჟეტის განსაკუთრებულად დახლართული და დაძაბული განვითარება რომანში ან დრამაში.
ინტრიგანი (ფრანგ.) - პირი, რომელიც ინტრიგებს (მნიშვნელობა 1) აწყობს, მიმართავს.
ინტროდუქცია (ლათ.)
მუსიკალური ნაწარმოების მოკლე შესავალი.
რაიმე მცენარის შეტანა ისეთ ქვეყანაში, მხარეში, სადაც ამ მცენარისთვის უჩვეულო კლიმატური პირობებია.
ინტრონიზაცია და ინთრონიზაცია - მღვდელმთავრის (პაპის, პატრიარქია) საზეიმო აყვანა ტახტზე, აღსაყდრება.
ინტროსპექცია (ლათ.) - ადამიანის მიერ უშუალოდ თავისი ცნობიერების მდგომარეობაზე დაკვირვება, თვითდაკვირვება.
ინტრუზია (ლათ.) - დედამიწის ქერქში (ქანებში) შეჭრა, შეღწევა გამდნარი მაგმისა, რომელიც გაცივებისას წარმოქმნის მაგმური სხეულების სხვადასხვა ფორმას.
ინტუბაცია (ლათ.) - სპეციალური ლითონის მილის შეყვანა პირიდან ხორხში მისი ანთებითი დავიწროების შემთხვევაში.
ინტუიტივიზმი - მიმართულება ფილოსოფიაში, რომელიც ინტუიციაში ხედავს შემეცნების ერთადერთ უტყუარ საშუალებას.
ინტუიცია (ლათ.) - მიხვედრა, შორსმჭვრეტელობა, უშუალო, სტიქიური გრძნობა, რომელიც ემყარება ადრინდელ გამოცდილებას, ალღოს.
ინტუიციონიზმი - მათემატიკის მიმართულება, რომელიც ამტკიცებს, რომ მათემატიკურ ცნებებსა და წინადადებებს არ აქვს ობიექტური აზრი, რადგანაც ისინი თითქოს დამოკიდებულია მათემატიკოსის ფსიქიკაზე.
ინუკაი ცუიოსი - იაპონიის პოლიტიკური მოღვაწე (1855-1932 წწ).
ინულინი (ლათ.) - ორგანული ნივთიერება, რთული ნახშირწყალი პოლისაქარიდების ჯგუფისა. გვხვდება სხვადასხვა მცენარეში, როგორც სათადარიგო პროდუქტი.
ინუუსი - მესაქონლეობის ძველიტალიური ღვთაება.
ინფაიტინგი (ინგლ.) - კრივში ბრძოლა ახლო დისტანციაზე.
ინფანტა (ესპან.) - ინფანტი ქალი, მეფის ასული.
ინფანტერია (იტალ.) - ქვეითი ჯარი.
ინფანტი (ესპან.) - ესპანეთსა და პორტუგალიაში უფლისწულის ტიტული.
ინფანტილიზმი (ლათ.) - ორგანიზმის განვითარების მეტ-ნაკლები ჩამორჩენა, ადამიანის ფიზიკური ან ფსიქიკური განვითარების შეჩერება ბავშვობის საფეხურზე.
ინფანტილური - ვისაც ინფანტილიზმი ახასიათებს, ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებაში ჩამორჩენილი.
ინფარქტი (ლათ.) - მედიცინაში - ზოგი ორგანოს (გულის, ფილტვების, თირკმელების) ან ქსოვილის კვდომის კერა, გაჩენილი საბოლოო არტერიების სანათურის გაუვალობის შედეგად.
ინფელდი ლეოპოლდ - პოლონელი ფიზიკოსი (1898-1968 წწ).
ინფერნალური (ლათ.) - ჯოჯოხეთური.
ინფერნილიო - წყალსაცავი მექსიკის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ბალსასზე.
ინფექცია (ლათ.) - ავადმყოფობის გამომწვევი მიკროორგანიზმების შეჭრა ორგანიზმში.
ინფექციური - ინფექციით გამოწვეული, გადამდები (დაავადება).
ინფილტრატი (ლათ.) - მედიცინაში - ორგანიზმის ქსოვილის გამკვრივება ინფილტრაციის შედეგად.
ინფილტრაცია (ლათ.)
გაჟონვა.
მედიცინაში - ორგანიზმის უჯრედებსა და ქსოვილებში უცხო ნივთიერებათა შეჭრა.
ინფინიტივი (ლათ.) - ზოგიერთ ენაში ზმნის განუსაზღვრელი ფორმა.
ინფიქსი (ლათ.) - სიტყვის ძირში ჩართული აფიქსი.
ინფიცირება - დაავადება ინფექციის შედეგად.
ინფლაცია (ლათ.) - ქაღალდის ფულის გაუფასურება (როცა ბრუნვაში უშვებენ იმაზე მეტს, რაც საჭიროა საქონელბრუნვის მოთხოვნილებით).
ინფლუენცა (იტალ.) - გრიპის მოძველებული სახელწოდება.
ინ-ფოლიო (ლათ.) - პოლიგრაფიული გამოცემის ფორმატი, რაც უდრის საბეჭდი თაბახის ნახევარს.
ინფორმატიკა (ფრანგ.) - დისციპლინა, რომელიც შეისწავლის სამეცნიერო ინფორმაციის სტრუქტურასა და ზოგად თვისებებს, აგრეთვე მის გადაცემასა და გამოყენებას ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში.
ინფორმატორი - პირი, რომელიც ინფორმაციას იძლევა, ცნობების მომწოდებელი.
ინფორმაცია (ლათ.) - შეტყობინება, ცნობება ვისიმე მოღვაწეობის, რაიმე მდგომარეობის, მომხდარი ამბის და სხვათა შესახებ.
ინფორმელი - მიმართულება აბსტრაქტულ ხელოვნებაში, რომელიც XX საუკუნის 40-იან წლებში ჩამოყალიბდა საფრანგეთში.
ინფრაბგერა (ლათ.) - დაბალი სიხშირის რხევები (წამში 20-ზე ნაკლები), რომლებსაც ადამიანური ყური ვერ აღიქვამს.
ინფრასტრუქტურა (ლათ.)
მეურნეობის იმ დარგების კომპლექსი, რომლებიც ემსახურება სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო წარმოებას.
სამხედრო საქმეში - ზურგის ნაგებობათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ჯარების მოქმედებას.
ინფრაწითელი სხივები (ლათ.) - უხილავი ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომლის ტალღის სიგრძე 0,76-დან 500-მდე მიკრონია.
ინ ფუ (ნამდვილი სახელი სიუი ბაიმანი) - ჩინელი პოეტი (1909-1931 წწ).
ინფუზორია (ლათ.) - უმარტივესი (ერთუჯრედიანი) ცხოველი, რომელიც ცხოვრობს მტკნარ და მლაშე წყლებში.
ინშანი - მთები ჩინეთში, მდინარე ხუანხეს ჩრდილოეთი ნაპირის გასწვრივ (სიგრძე - 650 კილომეტრი).
ინჩუანი (ნინსია) - ქალაქი ჩინეთში, ნინსია-ხუეის ავტონომიური რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი (360 ათასი).
ინჩხია - მდინარე აბაშის მუნიციპალიტეტში, აბაშის მარცხენა შენაკადი.
ინჩხონი (ჩე მუ ლპო) - ქალაქი-პორტი სამხრეთ კორეის კიონგიდოს პროვინციაში.
ინჩხური - სოფლების დიდი ინჩხურისა და პატარა ინჩხურის გავრცელებული სახელწოდება (მარტვილის მუნიციპალიტეტი).
ინცელი - სამთოკლიმატური კურორტი გერმანიაში, ზალცბურგის ალპების კალთებზე.
ინცესტი (ლათ.) - სისხლის აღრევა.
ინციდენტი (ლათ.) - უსიამოვნო შემთხვევა, გაუგებრობა, შეხლა-შემოხლა.
ინციზია (ლათ.) - მედიცინაში გაკვეთა სამკურნალო მიზნით; ქირურგიული ოპერაციის დაწყებითი ეტაპი.
ინცუხტი (გერმ.) - ახლომონათესავე მცენარეთა შეჯვარება.
ინწკირვეთი - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.
ინწკირველი ალექსანდრე - არქიტექტორი (1898-1967 წწ).
ინწკირველი ლევან - კალათბურთელი (177 სმ). თამაშობდა თბილისის „დინამოში“ (1947-64). ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1950, 53, 54), სსრკ თასის სამგზის მფლობელი (1949, 50, 51). იყო თბილისის „დინამოს“ მოთამაშე-მწვრთნელი (1963-64) და მთავარი მწვრთნელი (1968-70). მისი ხელმძღვანელობით გუნდი გახდა სსრკ ჩემპიონი (1968), მეორე პრიზიორი (1969) და თასის მფლობელი (1969). სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1927 წელს).
ინწობა
მდინარე ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარცხენა შენაკადი.
(საბუე) VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი ყვარლის მუნიციპალიტეტში.
ინწრა - მდინარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჭანისწყლის მარჯვენა შენაკადი.
ინჭიჭიანი ღუკას - სომხეთის კლერიკალურ-ფეოდალური ისტორიოგრაფიის წარმომადგენელი, ვენეციელი მხითარისტი (1758-1843 წწ).
ინხე - მდინარე ჩინეთში, ხუაიხეს მარცხენა შენაკადი.
ინხენიეროსი ხოსე - არგენტინელი მეცნიერი, ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე (1877-1925 წწ).
ინჯა - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.
ინჯალო (ყოფილი სარკინეთი) - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.
ინჯაოღლი - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.
ინჯოუ - ჩინური მითოლოგიის თანახმად, საოცარი კუნძული, სადაც უკვდავების ბალახი იზრდება და კლდიდან მოჩქეფს ღვინო, რაც ცხოვრებას ახანგრძლივებს.
ინჰალატორი - ინჰალაციით სამკურნალო ხელსაწყო.
ინჰალატორიუმი - ინჰალაციით სამკურნალო კაბინეტი.
ინჰალაცია (ლათ.) - მედიცინაში - ზედა სასუნთქი გზების მკურნალობა გაზად, ორთქლად და მისთანებად ქცეულ სამკურნალო ნივთიერებათა შესუნთქვით.
ინჰიბიტორი (ლათ.)
ნივთიერება, რომელიც ანელებს ან სრულიად წყვეტს დაჟანგვას და ზოგ სხვა ქიმიურ რეაქციას.
ბიოლოგიაში - ქიმიური ნივთიერება, რომელიც თრგუნავს ორგანიზმში ფერმენტების აქტიურობას; სხვანაირად - ფერმენტის შხამი.
ინჰუმაცია (ფრანგ.) - მიცვალებულის მიწაში დამრხვის ყველაზე ადრინდელი და ფართოდ გავრცელებული წესი.
![]() |
5.14 იო |
▲back to top |
იო
ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ინაქოსის ქალიშვილი, ძველარგოსული მთვარის ღვთაება. იგი შეიყვარა ზევსმა და ჰერას თვალის ასახვევად ძროხად აქცია და ასე განაგრძობდა მასთან კავშირს.
იუპიტერის თანამგზავრი, რომელიც 1610 წელს აღმოაჩინა გალილეო გალილეიმ.
იოაკიმე მღვდლის ელჩობა - რუსეთში 1586-87 წლებში კახეთის სამეფოს გაგზავნილი ელჩობა.
იოანინა - იხილე იანინა.
იოანე
საქართველოს (ქართლის) კათალიკოსი დაახლოებით VII საუკუნის დასაწყისში, ადარნასე ბაკურის ძის ერისმთავრობისას.
საქართველოს (ქართლის) კათალიკოსი დაახლოებით VIII საუკუნის შუა წლებში.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი XII საუკუნის პირველ მეოთხედში.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი XIII საუკუნის 10-იან წლებში.
XII საუკუნის მეორე ნახევრის ქართველი კალიგრაფი, მოღვაწეობდა კონსტანტინეპოლის პრომანის მონასტერში.
იოანე
(გვარად ავალიშვილი) აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1612-16 წლებში. მწიგნობარი, კალიგრაფი, მხატვარი.
(გვარად დიასამიძე) აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1688-92 წლებში.
(გვარად ჯორჯაძე) - ქართველი სასულიერო მოღვაწე, მწიგნობარი, დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი 1736-63 წლებში.
იოანე ათონელი (მთაწმიდელი) - ათონის მთის ქართული კოლონიის ფუძემდებელი და ათონის ივერიის მონასტრის მაშენებელი (920 - 1005 წ).
იოანე I (ციმისხი) - ბიზანტიის იმპერატორი 969-976 წლებში (დაახლოებით 925 - 976 წწ).
იოანე I - რომის პაპი 523 წლიდან (გარდაიცვალა 526 წელს).
იოანე II (კომნენოსი) - ბიზანტიის იმპერატორი 1118 წლიდან (1087 - 1143 წწ).
იოანე II - რომის პაპი 533 წლიდან (გარდაიცვალა 535 წელს).
იოანე II მამაცი - საფრანგეთის მეფე 1350 წლიდან, ვალუას დინასტიიდან (1319-1364 წწ).
იოანე III - რომის პაპი 561 წლიდან (გარდაიცვალა 574 წელს).
იოანე VI (კანტაკუზენი) - ბიზანტიის იმპერატორი 1341 - 1354 წლებში (დაახლოებით 1293 - 1383 წწ).
იოანე VI - რომის პაპი 701 წლიდან (გარდაიცვალა 705 წელს).
იოანე VII - რომის პაპი 705 წლიდან (გარდაიცვალა 707 წელს).
იოანე VII (პალეოლოგოსი) - ბიზანტიის იმპერატორი 1390 წლის განმავლობაში (1360-1410 წწ).
იოანე VIII (პალეოლოგოსი) - ბიზანტიის იმპერატორი 1421 წლიდან (1391-1448 წწ).
იოანე VIII - რომის პაპი 872 წლიდან (გარდაიცვალა 882 წელს).
იოანე IX - რომის პაპი 898 წლიდან (გარდაიცვალა 900 წელს).
იოანე X - რომის პაპი 914 წლიდან (გარდაიცვალა 928 წელს).
იოანე XI - რომის პაპი 931-935 წლებში (დაახლოებით 910-936 წწ).
იოანე XII - რომის პაპი 955 წლიდან (დაახლოებით 937-964 წწ).
იოანე XIII - რომის პაპი 965 წლიდან (გარდაიცვალა 972 წელს).
იოანე XIV (ერისკაცობაში პიეტრო პანეკანოვა) - რომის პაპი 983 წლიდან (გარდაიცვალა 984 წელს).
იოანე XV - რომის პაპი 985 წლიდან (გარდაიცვალა 996 წელს).
იოანე XVI (ერისკაცობაში იოანე ფილაგეტი) - რომის პაპი 997-998 წლებში (გარდაიცვლა 1013 წელს).
იოანე XVII - რომის პაპი 1003 წლიდან (გარდაიცვალა 1003 წელს).
იოანე XVIII (ერისკაცობაში ფასანო - რომის პაპი 1004 წლიდან (გარდაიცვალა 1009 წელს).
იოანე XIX - რომის პაპი 1024 წლიდან (გარდაიცვალა 1032 წელს).
იოანე XXI (ერისკაცობაში პედრო ჯულიანო) - რომის პაპი 1276 წლიდან (დაახლოებით 1210 - 1277 წწ).
იოანე XXII (ერისკაცობაში ჟაკ დეზი) - რომის პაპი 1316 წლიდან (გარდაიცვალა 1334 წელს).
იოანე XXIII (ერისკაცობაში ანჯელო ჯუზეპე რონკალი) - რომის პაპი (1881-1963 წწ).
იოანე ანჩელი - XII-XIII საუკუნეების ქართველი ჰიმნოგრაფი, ტაო-კლარჯეთის სალიტერატურო სკოლის წარმომადგენელი.
იოანე ბატონიშვილი (ბაგრატიონი) - ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, განმანათლებელ-ენციკლოპედისტი, მწერალი, მეცნიერი, მეფე გიორგი XII-ის შვილი (1768 - 1830 წწ).
იოანე ბერი - X საუკუნის ქართველი კალიგრაფი, პარხლის ოთხთავის გადამწერი.
იოანე ბოლნელი - X-XI საუკუნეების ქართული ჰომილეტიკის უდიდესი წარმომადგენელი, „ოქროპირად“ წოდებული.
იოანე გუთელი - გუთეთის (ყირიმის სამხრეთი ნაწილი) ეპისკოპოსი დაახლოებით VIII საუკუნის შუა წლებში.
იოანე დამასკელი - ბიზანტიელი ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი და მწერალი (დაახლოებით 675-753 წწ).
იოანე დუნს სკოტუსი - შოტლანდიელი ფილოსოფოსი, სქოლასტიკოსი და თეოლოგი (1265-1308 წწ).
იოანე ზედაზნელი - VI საუკუნის დიდი საეკლესიო მოღვაწე, რომელიც ცამეტ ასურელ მამათა შორის ანტიოქიიდან საქართველოში ჩამოვიდა.
იოანე ზონარა - ბიზანტიის პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი და ისტორიკოსი (გარდაიცვალა 1155 წლის შემდეგ).
იოანე-ზოსიმე - X საუკუნის ქართველი პოეტი, ლიტურგისტი, მწიგნობარი, მეცნიერი.
იოანე იტალოსი - ბიზანტიელი ფილოსოფოსი (XI საუკუნის I ნახევარი).
იოანე კინამოსი - ბიზანტიელი მემატიანე (XII საუკუნე).
იოანე კუმურდოელი - კუმურდოს ეპისკოპოსი X საუკუნეში.
იოანე ლაზი (იოანე ქართველი, მითრიდატე იეროთეოსი) - ქართველი ფილოსოფოსი-თეოლოგი, პეტრე იბერის თანამოაზრე და მეგობარი (გარდაიცვალა დაახლოებით 465 წელს).
იოანე მალალა - ბიზანტიელი მემატიანე (დაახლოებით 491-578 წწ).
იოანე მესვეტე - XI საუკუნის ქართველი კალიგრაფი; მონაწილეობდა მარტვილის ოთხთავის გადაწერაში.
იოანე მთავარეპისკოპოსი - ქართლის პირველი ეპისკოპოსი IV საუკუნის 30-40-იან წლებში.
იოანე მთაწმიდელი - იხილე იოანე ათონელი.
იოანე მინჩხი - X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი, მუსიკოსი; მოღვაწეობდა სინას მთაზე.
იოანე მოსხი - ბიზანტიელ-ქართველი პროზაიკოსი, საეკლესიო მოღვაწე (550-634 წწ).
იოანე მტბევარი - X საუკუნის ქართველი მწიგნობარი, საეკლესიო მოღვაწე, ტბეთის საეპისკოპოსო კათედრის პირველი ეპისკოპოსი.
იოანე ნათლისმცემელი - დიდი ქრისტიანი წმინდანი, წინამორბედად წოდებული; იწინასწარმეტყველა ქრისტეს მოვლინება და მანვე მონათლა მაცხოვარი იორდანეს წყალში.
იოანე ორფანოტროფოსი - ბიზანტიის პოლიტიკური მოღვაწე (გარდაიცვალა 1043 წელს).
იოანე ოქროპირი
ქრისტიანული ეკლესიის ბიზანტიელი მოღვაწე, მწერალი, ორატორი (344-სა და 354-ს შორის - 407 წწ).
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი დაახლოებით 1033-48 წლებში.
იოანე პავლე I (ერისკაცობაში ალბინო ლუჩანი) - რომის პაპი 1978 წელს, 34 დღის განმავლობაში (1912-1978 წწ).
იოანე პავლე II (ერისკაცობაში კარლ ვოიტოლა) - რომის პაპი 1978 წლიდან, რიგით 262-ე, ეროვნებით პოლონელი (დაიბადა 1920 წელს ვადოვიცეში, პოლონეთი).
იოანე პეტრიწი - შუა საუკუნეთა ქართული ფილოსოფიური აზროვნების უდიდესი წარმომადგენელი, ფილოლოგი, მწიგნობარი. მოღვაწეობდა ბულგარეთში, პეტრიწონის მონასტერში (XI-XII საუკუნეები).
იოანე პრესბიტერი - შუა საუკუნეების ლეგენდების თანახმად, ძლევამოსილი ქრიატიანი მეფე-მღვდელმთავარი აღმოსავლეთში (სავარაუდოდ ინდოეთში).
იოანე საბანის ძე - VIII საუკუნის ქართველი პროზაიკოსი, ავტორი ჰაგიოგრაფიული თხზულებისა „აბო თბილელის წამება“.
იოანეს დრასხანაკერტცი (დრასხანაკერტელი) - IX-X საუკუნეების სომეხი ისტორიკოსი, 897 წლიდან სომხეთის კათალიკოსი.
იოანე სენექერიმი - ჰერეთის მეფე დაახლოებით 960 წლიდან X საუკუნის ბოლომდე.
იოანე სკილიცე - ბიზანტიელი მემატიანე (XI-XII საუკუნეები).
იოანე სკოტუს ერიუგენი (ერიგენა) - შუა საუკუნეების ფილოსოფოსი, წარმოშობით ირლანდიელი (დაახლოებით 810-877 წწ).
იოანე სოლზბერიელი - ინგლისელი ღვთისმეტყველი (1115 ან 1120 - 1180 წწ).
იოანე ტარიჭისძე - XII საუკუნის I ნახევრის ქართველი ფილოსოფოსი, თეოლოგი, მთარგმნელი.
იოანე უმიწაწყლო - იხილე ჯონ უმიწაწყლო.
იოანე ქონქოზის ძე - X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი, ტაო-კლარჯეთის სალიტერატურო სკოლის წარმომადგენელი.
იოანე ღაზელი - ბიზანტიელი მწერალი (VI საუკუნის I ნახევარი).
იოანე შავთელი - XII-XIII საუკუნეებში მოღვაწე პოეტი თამარ მეფის კარისა.
იოანე ცეცე - ბიზანტიელი პოეტი და ფილოსოფოსი (დაახლოებით 1110-1180 წწ).
იოანე ჭიმჭიმელი - XII-XIII საუკუნების ზღვარზე მოღვაწე ფილოსოფოსი, მთარგმნელი, თამარ მეფის ისტორიკოსი.
იოანე ჭყონდიდელი - ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსი დაახლოებით 1060 წლიდან XII საუკუნის ბოლომდე.
იოანიკე (გვარად რუდნევი) - საქართველოს ეგზარქოსი 1877-82 წლებში.
იოანისიანი იოანეს - სომეხი პოეტი-დემოკრატი (1864-1928 წწ).
იოანიტები
წევრები სასულიერო-რაინდული ორდენისა, რომელიც დააარსეს ჯვაროსნებმა პალესტინაში XII საუკუნის დასაწყისში. სინონიმი - ჰოსპიტალიერები.
მინარქიული მიმდინარეობა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რომელიც იოანე კრონშტადტელმა (1829-1908 წწ) ჩამოაყალიბა და მიზნად ისახავდა რომანოვების დინასტიის აღდგენას.
იოახიმი იოჟეფ (იოზეფ) - უნგრელი მევიოლინე, კომპოზიტორი, დირიჟორი; ბრამსის ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი (1831-1907 წწ).
იოახიმ ფლორელი (კალიბრიელი, ჯოაკინო და ფიორე) - იტალიელი მოაზროვნე, განდეგილი (დაახლოებით 1132-1202 წწ).
იობატესი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლიკიის მეფე, ანტეოსის ან სთენებოიას მამა.
იობელისნი - საყვირი მოკეცილი (საბა).
იობი - ბიბლიური პერსონაჟი; მრავალტანჯული კაცის განზოგადებული სახე.
იოგა (სანსკრ. „კავშირი, ერთობა, გონების კონცენტრირება“) - იოგების მოძღვრება.
იოგანსონი ბორის - რუსი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1893-1973 წწ).
იოგაჩარა (ვიჯნიანავადა) - მაჰაიანას ბუდიზმის ერთ-ერთი გამაერთიანებელი სკოლა.
იოგები (სანსკრ.) - ინდური რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრების (იოგის) მიმდევრები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თვითჭვრეტისა და თვითგვემის გზით შეიძლება ზებუნებრივ ძალებთან, ღვთაებასთან შეერთება.
იოგი - ბოჭკოვანი ქსოვილი, რომელიც აერთებს ჩონჩხის ცალკეულ ნაწილებს, სხეულის ცალკეულ ორგანოებს.
იოგიზმი - იგივეა, რაც იოგა.
იოგიხესი ლეო - იხილე ტიშკა ი.
იოგურტი
მცირე სიმჟავიანობის მაწონი, რომელიც ხილის ესენციითაა შეზავებული.
იგივეა, რაც ლაქტობაცილინი.
იოდი (ბერძნ.)
ქიმიური ელემენტი, რუხი ფერის კრისტალური ნივთიერება, რომელსაც უმთავრესად ზღვის წყალმცენარეებისაგან იღებენ. ატომური ნომერი 53, ატომური მასა 126,904.
ეს ნივთიერება, რომელიც სპირტშია გახსნილი. იყენებენ მედიცინაში, როგორც სადეზინფექციო საშუალებას.
იოდიდები - იოდის ქიმიური ნაერთები სხვა ელემენტებთან.
იოდლი ალფრედ - ფაშისტური გერმანიის გენერალ-პოლკოვნიკი, ჰიტლერის მთავარი სამხედრო მრჩეველი (1890-1946 წწ).
იოდმანგანი - იბერიის (ქართლის) სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე II საუკუნეში.
იოდოფორმი (ფრანგ.) - იოდის ორგანული ნაერთი, მძაფრი სუნის მქონე კრისტალური ფხვნილი ყვითელი ფერისა; იყენებენ მედიცინაში სადეზინფექციო საშუალებად.
იოენპლეტო ევა - ფინელი მწერალი ქალი (დაიბადა 1921 წელს).
იოენსუუ - ქალაქი ფინეთში, პიჰიოის-კარიალის ლიანის ადმინისტრაციული ცენტრი.
იოვა - მდინარე, იხილე კოვდა.
იოვაკიმე - დასავლეთ საქართველოს („აფხაზეთის“) კათალიკოსი დაახლოებით XV საუკუნის 70-იან წლებში.
იოვანე - VIII საუკუნის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, ქართლის ერისმთავრის არჩილის ძე.
იოვანე მელი - XI საუკუნის ქართველი კალიგრაფი.
იოვანე ფუკარალისძე - XII საუკუნის II ნახევრის ქართველი კალიგრაფი.
იოვანოვიჩი იოვან - იხილე ზმაი ი.
იოვანოვიჩი სლობოდან - იუგოსლაველი ისტორიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე (1869-1958 წწ).
იოვინე ფრანჩესკო - იტალიელი მწერალი (1902-1950 წწ).
იოვკოვი იორდან (ნამდვილი გვარი სტეფანოვი) - ბულგარელი მწერალი (1880-1937 წწ).
იოვლიოს - ესე არს წელიწადი ერგასი, რომლისა შემდგომად შჯული არღარა შეუნდობს ვალის მისაცემად (საბა).
იოვოვიჩი მილა (ნატაშა) - რუსული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი ქალი (დაიბადა 1975 წელს).
იოზგათი - ქალაქი თურქეთში, ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი.
იოზეფ I - „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი (1678-1711 წწ).
იოზეფ II - „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი (1741-1790 წწ).
იოკაი მორ - უნგრელი მწერალი (1825-1904 წწ).
იოკაიტი - ქალაქი-პორტი იაპონიის მიეს პრეფექტურაში (280 ათასი).
იოკანგა - მდინარე რუსეთის მურმანსკის ოლქში, ერთვის ბარენცის ზღვის იოკანგის უბეს.
იოკასტე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თებელი მენეკევსის ქალიშვილი, მეფე კრეონტის და, ლაიოს მეფის მეუღლე; ოიდიპოსის დედა და მეუღლე.
იოკასტოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ეოლოსის ვაჟი, რეგიონის მეფე იტალიაში.
იოკოსუკა - ქალაქი-პორტი იაპონიის კანაგავის პრეფექტურაში (440 ათასი).
იოკოჰამა - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე; კანაგავას პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი. ქვეყნის უდიდესი სავაჭრო პორტი (3,3 მილიონი).
იოკუბონისი გედიმინას - ლიტველი მოქანდაკე, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1927 წელს).
იოლა (ნორვეგ.) - ნორვეგიული სარეწაო უგემბანო მსუბუქი ნავი.
იოლაოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, იფიკლესა და ავტომედუზას ვაჟი, ჰერაკლეს ნათესავი, გულითადი მეგობარი და თანამებრძოლი.
იოლგო - ქედი რუსეთის ალთაის მხარეში.
იოლდია - ზღვის ორსაგდულიანების გვარი.
იოლე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ექალიელი მეფის ქალიშვილი, ჰერაკლეს სატრფო.
იოლვა (ელვა) - მდინარე რუსეთის კომის რესპუბლიკაში, მდინარე ვიმის მარჯვენა შენაკადი.
იოლვისტრი - ჩაქსული სხვადასხვა ფერი (საბა).
იოლი
იგივეა, რაც ადვილი, მარტივი.
(ჰოლანდ.) - პატარა ორანძიანი იალქნიანი გემი.
იოლკია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არტემიდეს ზედმეტი სახელი მაგნეზიის ნახევარკუნძულზე.
იოლმოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მენელაოსისა და ელენეს ვაჟი.
იოლოთანი - ქალაქი თურქმენეთის მარის ოლქში (20 ათასი).
იომელი ნიკოლო - იტალიელი კომპოზიტორი; ნეაპოლიტანური საოპერო სკოლის წარმომადგენელი (1714-1774 წწ).
იომენები (ინგლ.) - ინგლისში XIV-XVIII საუკუნეებში თავისუფალი გლეხები.
იომი - მდინარე ტაილანდში (სიგრძე - 600 კილომეტრი).
იომ-კიპური (აკრძალვის დღე) - იუდეველთა დღესასწაული ახალი წლის მე-10 დღეს, რომელიც 10 დღეს გრძელდება და მორწმუნეს ყველა რიტუალის დაცვას ავალებს.
იომ სან სოპი (ფსევდონიმი ჰვანბო) - სამხრეთკორეელი მწერალი (1897-1963 წწ).
იონა (გვარად ვასილევსკი) - საქართველოს ეგზარქოსი 1821-1849 წლებში.
იონაგო - ქალაქი იაპონიის ტოტორის პრეფექტურაში (130 ათასი).
იონავა (1918 წლამდე იანოვო) - ქალაქი ლიტვაში.
იონაი მიცუმასა - იაპონიის სამხედრო-საზღვაო და სახელმწიფო მოღვაწე (1899-1980 წწ).
იონამფხო - ქალაქი-პორტი კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ფხიონან-პუქტოს პროვინციაში.
იონასი ფრანც - ავსტრიის სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის ფედერალური პრეზიდენტი 1965 წლიდან (1899-1974 წწ).
იონას კუნძული - მდებარეობს ოხოტის ზღვაში (რუსეთის ხაბაროვსკის მხარე).
იონგი ადრიან მიხაელ დე - ნიდერლანდელი მწერალი (1888-1943 წწ).
იონგკინდი იოჰან ბართოლდ - ჰოლანდიელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1819-1891 წწ).
იონესკო ეჟენ - რუმინული წარმოშობის ფრანგი დრამატურგი (1912-1994 წწ).
იონესკუ-შიშეშტი გეორგე - რუმინელი მეცნიერი, ასტრონომი (1885-1967 წწ).
იონეძავა - ქალაქი იაპონიის იამაგატის პრეფექტურაში.
იონი
მდინარე საფრანგეთში, სენის მარცხენა შენაკადი.
დეპარტამენტი საფრანგეთში.
ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, იონიელების მითიური წინაპარი. ერთ-ერთი მითის თანახმად, მის მამად აპოლონი ითვლება.
იონი (ბერძნ.) - დამუხტული ატომი ან ატომთა ჯგუფი, რომელშიც ერთი ან რამდენიმე ელექტრონი ნორმაზე მეტი ან ნაკლებია.
იონია - მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროს შუა ნაწილისა და მის ახლოს მდებარე კუნძულების ძველბერძნული სახელწოდება.
იონიდები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ოთხი ფერიის ზედმეტი სახელი, რომელთა კულტი დააარსა იონმა; მათი სახელებია: კილიფეა, სინალიქსი, პეგანე და იასისი.
იონიელები - ერთ-ერთი ძველბერძენი ტომი.
იონიზატორი
იონიზაციის გამომწვევი მიზეზი (მაგალითად, რენტგენის სხივები).
სამედიცინო ხელსაწყო იონების გაზრდილი კონცენტრაციის შესაქმნელად ჰაერში.
იონიზაცია
იონების წარმოქმნა.
სამკურნალო ნივთიერების შეყვანა სხეულში იონებით, რომლებიც წარმოიქმნება ამ ნივთიერებაში ელექტრონის გავლით.
იონიის ზღვა - ხმელთაშუა ზღვის აუზში შემავალი ზღვა ბალკანეთისა და აპენინის ნახევარკუნძულების სამხრეთ ნაპირებს შორის.
იონიის კუნძულები - საბერძნეთის კუთვნილი კუნძულების ჯგუფი იონიის ზღვაში.
იონიკა - იგივეა, რაც ორგანოლა.
იონიკები - ორნამენტული მოტივი იონიური და კორინთული არქიტექტურული ორდერების სვეტისთავებსა და კარნიზებში.
იონიტები - მაგარი ნივთიერებები, რომლებიც წყალში ან ორგანულ გამხსნელებში არ იხსნება; იყენებენ წყლის „დასარბილებლად“ და სხვა.
იონიური - იონიაში (იონია - ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი მხარე) შექმნილი, წარმოქმნილი.
იონიშკელისი (1918 წლამდე იოგანიშკელი) - ქალაქი ლიტვაში.
იონკერზი - ქალაქი აშშ-ს ნიუ-იორკის შტატში (190 ათასი).
იონოთერაპია - სამკურნალო ნივთიერებათა შეყვანა ორგანიზმში გალვანური დენის საშუალებით.
იონოსფერო - ატმოსფეროს ზედა ნაწილი (100-400 კმ) სიმაღლეზე.
იონსონი ეივინდ - შვედი მწერალი (1900-1976 წწ).
იონტოფორეზი და იონოფორეზი (ლათ.) - იგივეა, რაც იონოთერაპია.
იონჩა - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.
იონჯა (Medicago) - მცენარის გვარი პარკოსანთა ოჯახისა; ერთ და მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე. მოჰყავთ მწვანე საკვებისა და თივის დასამზადებლად.
იოჟა ბელა - რუმინეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1898-1943 წწ).
იოჟეფი ატილა - უნგრელი პოეტი (1905-1937 წწ).
იორგა ნიკოლაე - რუმინეთის პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე (1871 - 1940 წწ).
იორგანთიფე - ბორცვი, რომელზედაც აღმოჩნდა უძველესი ნამოსახლარის ნაშთები მდებარეობს ჩრდილო მესოპოტამიაში.
იორდანე - მდინარე ლიბანში, სირიაში, ისრაელსა და იორდანიაში, ერთვის მკვდარ ზღვას (სიგრძე - 252 კილომეტრი).
იორდანი -წყალკურთხევის (ნათლისღების) დროს ყინულში გაკეთებული ხვრელი (ნარღვევი) წყალში ჯვრის სამგზის ჩაყოფით.
იორდანი იორგუ - რუმინელი ენათმეცნიერი (1888-1980 წწ).
იორდანი ასკუალ - გერმანელი ფიზიკოსი-თეორიტიკოსი (1902-1980 წწ).
იორდანი ერმან ჟაკ - ჰოლანდიელი ფიზიოლოგი (1877-1940 წწ).
იორდანია (იორდანიის ჰაშიმიდთა სამეფო, ალ-მამლაქა ალ-ურდუნია ალ-ჰაშიმია).
სახელმწიფო არაბეთის ნახევარკუნძულზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება სირიას, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ერაყს, აღმოსავლეთით და სამხრეთით - საუდის არაბეთს, დასავლეთით - ისრაელს და პალესტინის ავტონომიას.
დამოუკიდებლობის დღე (ერთა ლიგისგან) - 1946 წლის 25 აგვისტო.
ეროვნული დევიზი - „მერთი, სამშობლო, მეფე“
ჰიმნი - „s-salam al-malaqi al-urundi”
მმართველობის ფორმა - კონსტიტუციური მონარქია.
სახელმწიფოს მეთაური - მეფე.
საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი.
ფართობი - 92 300 კვ.კმ.
დაყოფილია 8 პროვინციად.
მოსახლეობა - 5,8 მილიონი.
სიმჭიდროვე - 62 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
დედაქალაქი - ამანი.
სახელმწიფო ენა - არაბული.
სახელმწიფო რელიგია - ისლამი.
ვალუტა - იორდანული დინარი.
ქვეყნის კოდი - JOR.
დროის სარტყელი - UTC +2.
სატელეფონო კოდი - +962.
ინტერნეტ-დომენი - jo
იორდანისი - გუთების ისტორიკოსი (VI საუკუნე).
იორდანიშვილი სოლომონ - ენათმეცნიერი, რუსთველოლოგი, მთარგმნელი (1898-1953 წწ).
იორდანსი იაკობ - ფლამანდელი ფერმწერი (1593-1678 წწ).
იორდასალამი (Paeonia) - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების, იშვიათად ბუჩქების ან ბუჩქბალახების გვარი. აქვთ წითელი ან სხვა ფერის მარტოული დიდი ყვავილები. გამოიყენება დეკორატიულ მცენარედ. ტყის ყაყაჩო.
იორი
მდინარე თიანეთის, საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ბორბალოსთან. ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს (სიგრძე - 320 კილომეტრი, აუზის ფართობი - 4650 კვ.კმ.).
სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭონქაძის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ფოტისხევის სათავეში. ზღვის დონიდან - 1120 მეტრი, დუშეთიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 15 კაცი.
რკინიგზის სადგური თბილის-გურჯაანის უბანზე.
იორისი დავიდ - ნიდერლანდელი ანაბაპტისტების ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1501-1556 წწ).
იორკები - ინგლისის მეფეთა დინასტია 1461 - 1485 წლებში, პლანტაგენეტთა დინასტიის განშტოება.
იორკი
კონცხი ავსტრალიაში, კეიპ-იორკის ნახევარკუნძულზე.
ქალაქი დიდ ბრიტანეთში, ინგლისში, ნორთ-იორქშირის საგრაფოში (100 ათასი).
ქალაქი აშშ-ს პენსილვანიის შტატში (410 ათასი).
იორკ ფონ ვარტენბურგი ლუდვიგ - პრუსიის ფელდმარშალი (1759-1830 წწ).
იორმუღანლო - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ივრის ზეგანზე. მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირას. საკრებულოს ცენტრი (სოფლები: ლამბალო, ქეშალო). ზღვის დონიდან - 460 მეტრი, საგარეჯოდან - 33 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1830 კაცი.
იორსა (იორგა) - მდინარე რუსეთის კომის რესპუბლიკაში, მდინარე პეჩორის მარჯვენა შენაკადი.
იორუბა
ისტორიული ქალაქი-სახელმწიფო, რომელიც სუდანის ტერიტორიაზე მდებარეობდა.
ნიგერიაში მცხოვრები ხალხი; ცხოვრობენ ასევე ბენინში, განასა და ტოგოში; საერთო რაოდენობა 25 მილიონი.
იორქშირი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში.
იორქშირის ღორი - ერთგვარი ჯიშის ღორი, რომელიც გამოირჩევა სწრაფი ზრდით, დიდი წონითა და დიდი ნაყოფიერებით (ინგლისის საგრაფოს სახელის მიხედვით, სადაც პირველად გამოიყვანეს ეს ჯიში).
იორღა (თურქ.) - კარგად მოსიარულე ცხენი, თოხარიკი.
იოსანო აკიკო - იაპონელი პოეტი ქალი (1878-1942 წწ).
იოსანო ჰიროსი (ლიტერატურული ფსევდონიმი ტეკანი) - იაპონელი პოეტი და კრიტიკოსი (1873-1935 წწ).
იოსებ ალავერდელი (ამბა ალავერდელი) - საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ასურელი მამა; საქართველოში ჩამოვიდა იოანე ზედაზნელთან ერთად VI საუკუნეში ანტიოქიიდან. დააარსა ალავერდის მონასტერი.
იოსებ არღუთინსკი (დოლგორუკი) - სომეხი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, არქიეპისკოპოსი, სრულიად სომხეთის კათალიკოსი 1800 წლიდან (1743-1810 წწ).
იოსებ და ზილიხი (იუსუფ ო ზელიხა) - იოსებ მშვენიერის ბიბლიური, შემდგომ კი ყურანის მე-12 სურაში გადმოცემული ლეგენდის საფუძველზე შექმნილი რამოდენიმე სპარსული პოემა. ყველაზე ცნობილი და სრული მათ შორის აბდ-ორ-რაჰმან ჯამის ეკუთვნის (XV საუკუნე), არსებობს სხვა აღმოსავლურ ენებზე შესრულებული ვერსიებიც.
იოსებ ზილიხანიანი - XVI (უცნობი მთარგმნელის მიერ) და XVII (თეიმურაზ პირველის მიერ) საუკუნეებში თარგმნილი სპარსული წარმოშობის პოემა იოსებ მშვენიერის შესახებ.
იოსებ თბილელი - იხილე იოსებ ტფილელი.
იოსები - ბიბლიური პატრიარქი, იაკობის და რახილის საყვარელი შვილი.
იოსები - დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1769-76 წლებში (გარდაიცვალა 1776 წელს).
იოსები (გვარად ჯანდიერიშვილი) - აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1755-64 წლებში.
იოსებ სამებელი - ქართველი სასულიერო მოღვაწე, მესტამბე, წარმოშობით ქვაბულაძეების საგვარეულოდან (1676-1750 წწ).
იოსებ ტფილელი (გვარად სააკაძე) - ქართველი პოეტი, კალიგრაფი, საეკლესიო მოღვაწე, პოემა „იდმოურავიანის“ ვტორი (? - 1688 წ).
იოსებ ფლავიუსი - ძველებრაელი ისტორიკოსი (37 წ - 100 წლის შემდეგ).
იოსელიანი ლილი (ელენე) - თეატრის რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1923 წელს).
იოსელიანი ნანა - მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (1979). ორჯერ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩში: 1988 წელს მაია ჩიბურდანიძესთან (7,5:8,5), 1991-ში - სე ცზიუნთან (2,5:8,5). მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების ხუთგზის ჩემპიონი (1980, 82 - სსრკ ნაკრებში; 1992, 94, 96 - საქართველოს ნაკრებში), მეორე (2002) და მესამე (1998) პრიზიორი. სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1981, 82, 86, 87). გოგონებს შორის ევროპის ორგზის ჩემპიონი (1978, 79) (დაიბადა 1962 წელს).
იოსელიანი ოთარ - კინორეჟისორი და სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1934 წელს).
იოსელიანი ოტია - მწერალი, დრამატურგი (1930-2011 წწ).
იოსელიანი პლატონ - ისტორიკოსი (1809-1875 წწ).
იოსელიანი ხათუნა - კინოსა და თეატრის მსახიობი (დაიბადა 1944 წელს).
იოსელიანი ჯაბა - მწერალი, დრამატურგი, სახელმწიფო მოღვაწე (1926-2003 წწ).
იოსემიტის ეროვნული პარკი - მდებარეობს აშშ-ს კალიფორნიის შტატში, სიერა-ნევადას მთებში. შეიქმნა 1890 წელს.
იოსემიტის ჩანჩქერი - მდებარეობს აშშ-ს კალიფორნიის შტატში.
იოსემიტის ხეობა - მდებარეობს აშშ-ს კალიფორნიის შტატში.
იოს ვან გენტი (ცნობილი აგრეთვე იოსე ვან ვასენჰოვეს სახელით) - ნიდერლანდელი ფერმწერი (დაახლოებით 1435-1475 წწ).
იოსია - იუდეის მე-16 მეფე ძვ.წ.აღ. 639-609 წწ.
იოსიდა სიგერუ - იაპონიის პოლიტიკური მოღვაწე, პრემიერ-მინისტრი 1946-54 წლებში (1878-1967 წწ).
იოსინო - მდინარე იაპონიაში, ერთვის იაპონიის შიგა ზღვას.
იოსიფლიანები (ოსიფლიანები) - საეკლესიო-პოლიტიკური მიმდინარეობის წარმომადგენლები XV-XVI საუკუნეების მოსკოვის რუსეთის სახელმწიფოში. მხარს უჭერდნენ მეფის ხელისუფლების გაძლიერებას.
იოსიჰიტო - იაპონიის იმპერატორი 1912-26 წლებში (1879-1926 წწ).
იოსუ - ქალაქი სამხრეთ კორეის ჩოლა-ნამდოს პროვინციაში (175 ათასი).
იოტა
წვრილი ჭიქის მძივი (საბა).
(ბერძნ.) - ბერძნული ანბანის ასო, შეესაბამება ქართულ ი-ს.
იოტაცია და იოტირება - ლინგვისტიკაში - ბგერის გაჩენა ხმოვნის წინ.
იოტი (ლათ.) - ლათინური ანბანის მეათე ასოს სახელი; უდრის ქართულ Á-ს.
იოტისოდენა - ძალიან პატარა, სულ მცირე.
იოტუნი მარია - ფინელი მწერალი ქალი (1880-1943 წწ).
იოფანი ბორის - რუსი ხუროთმოძღვარი, საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორი (1891-1976 წწ).
იოფე აბრამ - რუსი ფიზიკოსი, ფიზიკის სკოლის შემქმნელი (1880-1960 წწ).
იო ფეი - იხილე იუე ფეი.
იოფოსა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აიეტის ქალიშვილი, რომელმაც ფრიქსოსისგან ოთხი ვაჟი შობა. ზოგი მითი ქალკიოპეს ორეულად მიიჩნევს.
იოშქარ-ოლა (1919 წლამდე ცარევოკოკშაისკი, 1927 წლამდე კრასნოკოკშაისკი) - რუსეთის მარეთის რესპუბლიკის დედაქალაქი (250 ათასი)
იოციჩი ჟივოინ - სერბი ქიმიკოსი, მოღვაწეობდა რუსეთში (1870-1914 წწ).
იოხი (გერმ.) - ძველებური მიწის საზომი ერთეული სხვადასხვა სიდიდისა გერმანიაში, ავსტრიაში, უნგრეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.
იოჰანესბურგი - ქალაქი სამხრეთ აფრიკის ტრანსვაალის პროვინციაში (1,9 მილიონი).
იოჰანეს სეკუნდუსი (ნამდვილი სახელი და გვარი იან ნიკოლაი ევერარტსი) - ნიდერლანდელი პოეტი, წერდა ლათინურად (1511-1536 წწ).
იოჰანი ანდრუს - ესტონელი მხატვარი (1906-1941 წწ).
იოჰან მათისი - ნიდერლანდელ ანაბაპტისტთა ხელმძღვანელი (დაახლოებით 1500-1534 წწ).
იოჰანსენი ვილჰელმ ლუდვიგ - დანიელი ბიოლოგი (1857-1927 წწ).
იოჰანსონი ლარს (ფსევდონიმი ლუსიდორი) - შვედი პოეტი (1637-1674 წწ).
იოჰო ვოლფგანგ - გერმანელი მწერალი (1908-1990 წწ).
![]() |
5.15 იპ |
▲back to top |
იპა - მდინარე ბელორუსიის გომელის ოლქში, პრიპიატის მარცხენა შენაკადი.
იპანემა (Ipanema) - რიო-დე-ჟანეიროს სამხრეთ ნაწილში მდებარე პრესტიჟული რაიონული თავისი პლაჟით.
იპატოვო - ქალაქი რუსეთის სტავროპოლის მხარეში (25 ათასი).
იპეკაკუანა და იპეკო (პორტუგ.) - სამხრეთამერიკული მცენარე ენდროსებრთა ოჯახისა, რომლის ფესვს იყენებენ მედიცინაში როგორც გულისსარევ და ამოსახველებელ საშუალებას.
იპელი (უნგრეთის ტერიტორიაზე იპოი) - მდინარე დუნაის მარცხენა შენაკადი ცენტრალურ ევროპაში.
იპენი - იაპონური ამიდაიზმის ძიუ-სიუს სკოლის დამაარსებელი, „მოხეტიალე წმინდანის“ სახელით ცნობილი (1239 - 1289 წწ).
იპოდრომი (ბერძნ.) - სპეციალურად მოწყობილი ადგილი ცხენოსნობაში შესაჯიბრებლად, ცხენების გამოსაცდელად.
იპოთეკა (ბერძნ.)
სესხი, აღებული უძრავი ქონების დაგირავებით,
თვით დაგირავებული უძრავი ქონება.
იპოი - იხილე იპელი.
იპოკრენე
ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჯადოსნური წყარო ჰელიკონზე; ამოხეთქა ფრთოსანი ცხენის - პეგასის ფლოქვის დარტყმის შედეგად; შთააგონებდა პოეტებს.
(გადატანით) შთაგონების წყარო.
იპოლიტე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად: 1) არგონავტ აკასტოსის ცოლი. 2) ამაძონების (ამორძალების) დედოფალი, თეზევსის ცოლი.
იპოლიტი ჟან - ფრანგი ფილოსოფოსი (1907-1968 წწ).
იპოლიტოვ-ივანოვი (ნამდვილი გვარი ივანოვი) მიხეილ (რუსი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი (1859-1935 წწ)
იპოლიტოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თეზევსის ვაჟი; ერთ-ერთი მითის თანახმად, მკვდრეთით აღადგინა ასკლეპიოსმა და ამის შემდეგ არტემიდეს მუდმივ თანამგზავრად იქცა.
იპოსტასი (ბერძნ.)
ფილოსოფიაში - ინდივიდუალური, რეალურად არსებული რამ, არსი.
ქრისტიანულ მოძღვრებაში - სამების თითოეული პირი.
იპოსტისი - გვამი ლათინურად (საბა).
იპოქონდრია (ბერძნ.) - ავადმყოფური შიში, გამოწვეული საკუთარ ჯანმრთელობაში დაეჭვებით.
იპოქონდრიკი - იპოქონდრიით შეპყრობილი.
იპოჰი - ქალაქი მალაიზიაში, პერაკის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (300 ათასი).
იპრი - ქალაქი ბელგიის დასავლეთ ფლანდრიის პროვინციაში (35 ათასი).
იპრიტი (SCH2CH2Cl) (მდოგვის აირი) - მომწამვლელი ნივთიერება, მდოგვის სუნის მქონე („მდოგვის გაზი“). იწვევს კანის დაწყლულებასა და ორგანიზმის საერთო მოწამვლას (ბელგიის ქალაქ იპრის სახელის მიხედვით, სადაც პირველ მსოფლიო ომში, 1917 წელს, გერმანელებმა პირველად გამოიყენეს ეს გაზი).
იპუტი - მდინარე რუსეთსა და ბელორუსიაში, მდინარე სოჟის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 437 კილომეტრი).
![]() |
5.16 იჟ |
▲back to top |
იჟი (დიდი იჟი) - მდინარე რუსეთის უდმურტეთის და თათრეთის რესპუბლიკებში, მდინარე კამის მარცხენა შენაკადი.
იჟევსკი (1984-87 წლებში უსტინოვი) - რუსეთის უდმურტეთის რესპუბლიკის დედაქალაქი (660 ათასი).
იჟმა (იზვა) - მდინარე რუსეთის კომის რესპუბლიკაში, მდინარე პეჩორის მარცხენა შენაკადი.
იჟორა (იჟორელები) - რუსეთის სანკტ-პეტერბურგის ოლქში მცხოვრები მცირერიცხოვანი ხალხი; მეტყველებდნენ ფინური ჯგუფის ერთ-ერთ ენაზე.
იჟმორსკი - დაბა რუსეთის კემეროვოს ოლქში.
![]() |
5.17 ირ |
▲back to top |
ირა - ძველ ლათინურ მითოლოგიაში მრისხანების ღვთაება.
ირაგა
სოფლების დიდი ირაგას და პატარა ირიგას გავრცელებული სახელწოდება (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი).
(Anthemis) - მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა, ბალახი ან ბუჩქბალახი. ზოგი სახეობა სარეველაა, ზოგი დეკორატიული.
ირადიაცია (ლათ.)
ფიზიკაში ოპტიკური მოვლენა, როდესაც ნათელი საგნები ბნელ ფონზე უფრო დიდად ჩანან, ვიდრე სინამდვილეში არიან.
მედიცინაში ტკივილის შეგრძნების გავრცელება ნატკენ უბანს ან ორგანოს დაშორებულ ნაწილში.
ფიზიოლოგიაში აღგზნების ან შეკავების პროცესის გავრცელება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.
ირავადი - უდიდესი მდინარე მიანმაში, ერთვის ანდამანის ზღვას (სიგრძე - 2150 კილომეტრი).
ირაიოლი - დაბა რუსეთის კომის რესპუბლიკაში.
ირაკლიონი (ჰერაკლიონი, კანდია) - ქალაქი-პორტი საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე (120 ათასი).
ირაკუ (ირაკვი) - ტანზანიაში მცხოვრები ხალხი, საერთო რაოდენობა 300 ათასამდე.
ირანი (1979 წლიდან ოფიციალური სახელი - ირანის ისლამური რესპუბლიკა, jomhurie eslamie iran, 1935 წლამდე ერქვა სპარსეთი)
სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება აზერბაიჯანს, სომხეთს და თურქეთს, დასავლეთით - ერაყს, ჩრდილოეთით - თურქმენეთს, აღმოსავლეთით - ავღანეთს და პაკისტანს. სამხრეთით აკრავს სპარსეთის ყურე.
ეროვნული დევიზი - „დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ისლამური რესპუბლიკა“.
ჰიმნი - „sored-e meli-e iran“ (ირანელი ხალხის სიმღერა).
მმართველობის ფორმა - ისლამური რესპუბლიკა.
უმაღლესი ოფიციალური პოსტი - პრეზიდენტი. - საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის ერთპალატიან მეჯლისს.
ფართობი - 1 648 195 კვ.კმ.
დაყოფილია 30 ოსთანად, რომლებიც თავის მხრივ შედგება შაჰრესთანებისგან.
მოსახლეობა - 71 მილიონი.
სიმჭიდროვე - 42 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
დედაქალაქი - თეირანი.
ოფიციალური ენა - სპარსული.
სახელმწიფო რელიგია - ისლამი (შიიტური განშტოება).
ვალუტა - ირანის რიალი.
ქვეყნის კოდი - IRN.
დროის სარტყელი - UTC +3.30.
სატელეფონო კოდი - +98.
ინტერნეტ-დომენი - ir.
ირანისტი - ირანისტიკის სპეციალისტი.
ირანისტიკა - ირანული ენების, ლიტერატურის, ისტორიის და სხვა დისციპლინების შემსწავლელ მეცნიერებათა ერთობლიობა.
ირაო
ნარნარად, მდორედ ფრენა.
უპატრონო, დაკარგული (საქონელი).
დიდი გარეული ფრინველი ერთგვარი.
დიდ-დიდნი ფრინველნი (საბა).
ირაპუატო - ქალაქი მექსიკის გუანახუატოს შტატში (270 ათასი).
ირასეკი - იხილე იირასეკი ა.
ირაციონალიზმი - ფილოსოფიის მიმართულება, რომლის მიხედვითაც სინამდვილის ყველა მოვლენის საფუძველია რაღაც ირაციონალური საწყისი და ამიტომ შეუძლებელია ობიექტური სინამდვილის შემეცნება.
ირაციონალური (ლათ.) - კანონზომიერაბას მოკლებული და ამიტომ გონებისთვის მიუწვდომელი; ლოგიკის ცნებებით აუხსნელი.
ირაჯ მირზა ჯალალ ალ-მამალექ - ირანელი პოეტი (1874-1926 წწ).
ირბეს სრუტე - აერთებს რიგის ყურესა და ბალტიის ზღვას.
ირბიდი - ქალაქი იორდანიაში, ამავე სახელწოდების მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი.
ირბისთუ - მწვერვალი რუსეთის ალთაის მხარეში.
ირბისი (Panthera uncia) - მტაცებელი ძუძუმწოვარი კატების ოჯახისა; ცხოვრობს ცენტრალური აზიის მთებში. თოვლის ჯიქი, სიგრძე 120-150 სმ, მასა 23-40 კგ.
ირბიტი - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკეტერინბურგის) ოლქში (50 ათასი).
ირგანი - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.
ირგვლივ
ყოველი მხრიდან, ყოველ მხარეს. გარშემო.
რისამე შესახებ, რაიმეს თაობაზე.
ირგვლივი - რაც რისამე ირგვლივ არის; რაც რისამე ირგვლივ ხდება.
ირგიზი - იხილე ირღიზი.
ირდი კაარელ - ესტონელი რეჟისორი, მსახიობი, პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1909-1986 წწ).
ირდინი - ქალაქი უკრაინის ჩერკასის ოლქში.
ირეალური - სინამდვილეში არარსებული, არარეალური.
ირეგულარული (ლათ.) - რაც გარკვეულ წესს არ ემორჩილება, არარეგულარული.
ირედენტიზმი (იტალ.) - იტალიაში XIX-XX საუკუნეების ზღვარზე პოლიტიკურ-საზოგადოებრივი მოძრაობა, რაც მიზნად ისახავდა იტალიელებით დასახლებული სასაზღვრო მხარეების (ტრიესტის, ტრენტინოს და სხვა) იტალიასთან შეერთებას.
ირელიახი (იირელეეხი) - მდინარე რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში, მდინარე ოჩუგუი-ბოტუობუის მარცხენა შენაკადი.
ირემასოკო (Sacrodon imbricatus) - ქუდიანი საჭმელი სოკო ზღარბსოკოების ოჯახისა. ქუდის ზედაპირი - 5-20 სმ.
ირემაძე ქეთევან - მწერალი, მთარგმნელი (1912-1945 წწ).
ირემაძეები - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.
ირემახოჭო (Lucanus cervus) - მწერი ხოჭოების რიგისა, ფაუნის ერთ-ერთი დიდი ხოჭო.
ირემელი - მთა სამხრეთ ურალში (რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკა).
ირემი (Cervus) - წყვილჩლიქოსანი დიდი ტანის მცოხნელი ძუძუმწოვარი ცხოველი; აქვს დატოტვილი რქები. ცნობილი 6 გვარის 13-14 სახეობა; გავრცელებულია ევროპის, აზიის და ამერიკის კონტინენტებზე. აკლიმატიზებულია ახალ ზელანდიაში.
ირემლაღი - ძუძუმწოვარი ცხოველი ირმისებრთა რიგისა. აშენებენ როგორც დეკორატიულ და სანადირო ცხოველს.
ირენდიქი - ქედი სამხრეთ ურალში (რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკა).
ირენი - მდინარე რუსეთის პერმის ოლქში, მდინარე სილვის მარცხენა შენაკადი.
ირესინე - მცენარეთა გვარი ჯიჯლაყასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. იყენებენ გაზონების და ბორდიურების გასამწვანებლად.
ირეჩეკი კონსტანტინ - იხილე იირეჩეკი კ.
ირვა - მდინარე რუსეთის კომის რესპუბლიკაში, მდინარე მეზენის მარცხენა შენაკადი.
ირვაინი ედი - ირლანდიელი ავტომრბოლელი (დაიბადა 1965 წელს).
ირვინგი უოშინგტონ - ამერიკელი მწერალი (1783-1859 წწ).
ირვინგი ჰენრი (ნამდვილი სახელი და გვარი ჯონ ჰენრი ბროდრიბი) - ინგლისელი მსახიობი, რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე (1838-1905 წწ).
ირვინი
ჯეიმზ - ამერიკელი ასტრონავტი; 1971 წელს „აპოლონ“-15-ით დაეშვა მთვარეზე (1930 - 1991 წწ).
იხილე ჰალიფაქსი ე.ფ.ლ.ვ.
ირი
სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.
(ნირი) - ქალაქი სამხრეთ კორეის ჩოლა-პუქტოს პროვინციაში.
ირიანი - იხილე ახალი გვინეა.
ირიან-ჯაია - პროვინცია ახალ გვინეაში (ინდონეზია).
ირიარტე ტომას დე - ესპანელი პოეტი და დრამატურგი (1750-1791 წწ).
ირიბი - გეზად, გვერდულად გავლებული; დახრილი, ალმაცერი.
ირიგატორი
ირიგაციის სპეციალისტი.
მედიცინაში - ხელსაწყო, რომლითაც ღრუ ნაწილების თუ ჭრილობათა ზედაპირის მორწყვა-მობანა ხდება.
ირიგაცია (ლათ.)
მიწების ხელოვნური რწყვის ღონისძიებათა სისტემა.
მედიცინაში - წყლით ან სამკურნალო ხსნარებით მორწყვა-მობანა ჭრილობათა ან ღრუ ორგანოთა ზედაპირისა.
ირიგოიენი იპოლიტო - არგენტინის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის პრეზიდენტი 1916-22 და 1928-30 წლებში (1852-1933 წწ).
ირიდა - იხილე ირისი.
ირიდიუმი (Ir) - ქიმიური ელემენტი, მძიმე, ძნელდნობადი მონაცრისფრო-თეთრი ლითონი, პლატინასთან ახლოს მდგომი და მასზე მაგარი. ატომური ნომერი 77, ატომური მასა 192,22. აღმოაჩინა 1804 წელს ინგლისელმა ქიმიკოსმა ს.ტენატმა.
ირიდოციკლიტი - თვალის ფერადი გარსისა და წამწამოვანი სხეულის ანთება. შეიძლება გამოიწვიოს რევმატიზმმა, ვირუსულმა დაავადებამ.
ირიე-კოსკინენი (ირიე საკარი) - ფინელი ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე (1830-1903 წწ).
ირიზაცია - ოპტიკური მოვლენა, ფერთა თამაში ზოგიერთი მინერალის კრისტალების წახნაგებსა და ტკეჩვადობის სიბრტყეებზე.
ირითი - მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.
ირიკლინსკი - ქალაქი რუსეთის ორენბურგის ოლქში.
ირიმესკუ იონ - რუმინელი მოქანდაკე (1903-2000 წწ).
ირინე - ბიზანტიის დედოფალი, იმპერატორ ლეონ IV-ის ცოლი (დაახლოებით 752 - 803 წწ).
ირინო ესირო - იაპონელი კომპოზიტორი (1921-1980 წწ).
ირისი და ირიდა
ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ცისარტყელას ქალღმერთი, ღმერთების მაცნე.
(ბერძნ.) თვალის ფერადი გარსი.
ერთგვარი ყავისფერი კანფეტი პატარა ოთკუთხა კვერების სახით.
ბოტანიკაში - ზამბახი.
ირიტაცია (ლათ.) - გაღიზიანება.
ირიტი (ბერძნ.) - მედიცინაში - თვალის ფერადი გარსის ანთება.
ირკინეევა (ირკანეევა) - მდინარე რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში, მდინარე ანგარის მარცხენა შენაკადი.
ირკუტი - მდინარე რუსეთის ირკუტსკის ოლქში, მდინარე ანგარის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 488 კილომეტრი).
ირკუტსკი - ქალაქი რუსეთში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (600 ათასი).
ირლანდია
კუნძული ბრიტანეთის კუნძულების არქიპელაგში, ეკუთვნის დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას.
(ირლანდიის რესპუბლიკა, ირლანდ. Eire, ingl. Ireland).
სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში, კუნძულ ირლანდიაზე. ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება დიდ ბრიტანეთს (ჩრდილოეთ ირლანდიას).
დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1922 წლის 6 დეკემბერი.
ჰიმნი - „Amhran na bhFiann”.
მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (წარმომადგენელთა პალატა და სენატი).
ფართობი - 70 273 კვ.კმ.
ადმინისტრაციულად დაყოფილია 4 პროვინციად, რომლებიც 26 საგრაფოს (ინგლ. ცოუნტყ) მოიცავს.
მოსახლეობა - 3,7 მილიონი.
სიმჭიდროვე - 60 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
მორწმუნეთა უმრავლესობა კათოლიკური აღმსარებლობისანი არიან.
დედაქალაქი - დუბლინი.
ოფიციალური ენები - ირლანდიური და ინგლისური.
ვალუტა - ევრო.
ქვეყნის კოდი - IRL.
დროის სარტყელი - UTC +0.
სატელეფონო კოდი - +353.
ინტერნეტ-დომენი - ie.
ირლანდიის ზღვა - ატლანტის ოკეანის განაპირა ზღვა დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის კუნძულებს შორის.
ირლანდიური ენა - კელტური ჯგუფის ენა, რომელიც გავრცელებულია ირლანდიის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში; ამ ენაზე დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი მეტყველებს.
ირმინგერის დინება - თბილი დინება ატლანტის ოკეანეში.
ირმისა - ქართული ზღაპარი და მისი მთავარი პერსონაჟი ბიჭი.
ირმისბაწარა - საჭმელი სოკო ზღარბსოკოების ოჯახისა, იზრდება გამხმარ და დამპალ ხეებზე, განსაკუთრებით წიფელზე.
ირმისენა - ბალახოვანი მცენარე, გავრცელებულია კლდოვან ადგილებში, ტყისპირებში.
ირმის კუნძული
მდებარეობს თეთრ ზღვაში (რუსეთის კარელიის რესპუბლიკა).
მდებარეობს კარის ზღვაში (რუსეთის ტიუმენის ოლქში).
ირმის მღიერი (ირმის ხავსი, იაგელი) - ბუჩქისებრი ლიქენები, კლადონიას გვარისა. გავრცელებულია ტუნდრაში, გამოიყენება ირმის საკვებად.
ირმისმხალა (Serratula) - მრავალწლოვანი ბალახი, იზრდება მშრალ ფერდობებზე, ტყისპირებზე. ზოგი სახეობა საღებავი და თაფლოვანი მცენარეა.
ირმის ნახტომი - ცის თაღზე გადაჭიმული თეთრი მბრწყინავი ზოლი, შედგება ჩვენს გალაქტიკაში შემავალი აურაცხელი ვარსკვლავებისგან. მისი ქართული სინონიებია: „ხარის ნავალი“, „იერუსალიმის გზა“, „ცის-იკანკლედი“, „დევის ნამუხლარი“.
ირმისრქა
მთა ასპინძის მუნიციპალიტეტში, ერუშეთის მთიანეთის ჩრდილოეთ კალთაზე, ინჯისწყლისა და ჭობარეთისწყლის წყალგამყოფზე.
მთა ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალციხის ქვაბულის სამხრეთ კალთაზე.
დეკორატიული მცენარე ცოცხმაგარასებრთა ოჯახისა.
ირმის ტბა (reindir-leiki) - მყინვარული წარმოშობის ტბა, მდებარეობს კანადის აღმოსავლეთ ნაწილში (სიღრმე 60 მეტრამდე).
ირმისტუჩა - საჭმელი სოკო ზღარბსოკოების ოჯახისა. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში.
ირმის ხავსი - იხილე ირმის მღიერი.
ირმოლოგიონი - ჰიმნოგრაფიული კრებული, რომელშიც თავმოყრილია 8 ხმის გალობათა ძლისპირები ანუ ირმოსები.
ირნერიუსი - იტალიელი იურისტი, გლოსტირების ბოლონიური სკოლის ფუძემდებელი (დაახლოებით 1055/60 - 1130 წლის შემდეგ).
ირო (ერო-გოლი) - მდინარე მონღოლეთში, ორხონის მარჯვენა შენაკადი.
იროიკომიკური პოემა - ბურლესკის ერთ-ერთი სახეობა, სადაც მაღალფარდოვნადაა აღწერილი უმნიშვნელო და უხამსი ამბები.
იროკეზები - საერთო სახელწოდება ინდიელთა 6 ტომისა, რომლებიც ევროპელთა კოლონიზაციამდე ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ ამერიკაში - დიდი ტბებისა და მდინარე წმინდა ლავრენტის მიდამოებში.
ირონია (ბერძნ.) - ფარული, ოდნავ შესამჩნევი დაცინვა.
ირონიზება - ირონიით მოპყრობა; გამასხარავება, დაცინვა.
იროსი - ჰომეროსის «ოდისეაში» მათხოვარი, რომელიც ოდისევსს სასიძოების ამოხოცვაში ეხმარებოდა; მოგვიანებით მათხოვრის განზოგადებულ სახედ იქცა.
ირპენი
ქალაქი უკრაინის კიევის ოლქში (40 ათასი).
მდინარე უკრაინაში, დნეპრის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 162 კილომეტრი).
ირტავაზა
მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ყვირილის მარცხენა შენაკადი.
(იტავაზა) სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (არგვეთის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე იზვარის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან - 640 მეტრი, საჩხერიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 768 კაცი. სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში.
ირტიაში (ირტიაჟი) - ტბა რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში.
ირტიში - მდინარე რუსეთსა და ყაზახეთში, მდინარე ობის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 4248 კილომეტრი).
ირტიშსკი
ქალაქი ყაზახეთის პავლოდარის ოლქში.
დაბა რუსეთის ტიუმენის ოლქში.
ირუნი - ქალაქი ესპანეთის ბასკების ქვეყნის გიპუსკოის პროვინციაში.
ირღიზი - მდინარე ყაზახეთის აქტიუბინსკის ოლქში, მდინარე თურღაის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 593 კილომეტრი).
ირშა
მდინარე უკრაინის კიევის და ჟიტომისრის ოლქებში, მდინარე ტეტერევის მარცხენა შენაკადი.
დაბა რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.
ირშავა - ქალაქი უკრაინის იმიერკარპატების ოლქში.
ირშანსკი - ქალაქი უკრაინის ჟიტომირის ოლქში.
ირჩანი მიროსლავ (ნამდვილი გვარი ანდრეი ბაბიუკი) - უკრაინელი მწერალი (1897-1937 წწ).
ირჩი - მომღერალ-კომპოზიტორი ყირგიზ და სხვა თურქულენოვან ხალხში.
ირჩი კაზაკი - ყუმუხი პოეტი, ყუმუხური ლიტერატურის ფუძემდებელი (1830-1879 წწ).
![]() |
5.18 ის |
▲back to top |
ის - ჩვენებითი ნაცვალსახელი;
მიუთითებს მესამე პირთან მყოფ საგანზე.
გამოყენებულია მესამე პირის ნაცვალსახელად.
ისა
დაბა რუსეთის პენზის ოლქში.
მდინარე რუსეთის ფსკოვის ოლქში, მდინარე ველიკაიას მარცხენა შენაკადი.
ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად: 1) ლესბოსელი ფერია; მისი სახელი ლესბოსის ერთ-ერთ ქალაქს ეწოდა. 2) აქილევსის სახელი, როდესაც იგი ქალის ტანსაცმელში გადაცმული სკიროსზე ლიკომედეს ქალიშვილებში იმალებოდა.
ისააკ სირიელი (ისააკ ნინევიელი) - სირიელი თეოლოგი (გარდაიცვალა VII საუკუნის ბოლოს).
ისააკი - ბიბლიის თანახმად, აბრაამისა და სარას ვაჟი, ისავის და იაკობის მამა. ებრაელთა ერთ-ერთი მითიური მამამთავარი.
ისააკიანი ავეტიქ - სომეხი პოეტი, აკადემიკოსი (1875-1957 წწ).
ისააკის ტაძარი - გვიანდელი რუსული კლასიციზმის ძეგლი სანკტ-პეტერბურგში. აშენდა 1768-1802 წლებში.
ისააკ მცირე - ქართველი სასულიერო მოღვაწე, მწიგნობარი, კალიგრაფი (? - 1799 წ).
ისაბელ II - ესპანეთის დედოფალი (1830-1904 წწ).
ისაბელ კასტილიელი - კასტილიის დედოფალი (1451-1504 წწ).
ისაგორა - ათენში ერთ-ერთი არისტოკრატიული დაჯგუფების ბელადი (ძვ.წ.აღ. VI საუკუნის დასასრული).
ისაევი ეგორ - რუსი პოეტი (დაიბადა 1926 წელს).
ისაევი მლადენ - ბულგარელი პოეტი, რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1907 წელს).
ისავრიელთა დინასტია (სირიელთა დინასტია) - ბიზანტიის იმპერატორთა დინასტია (717-802 წწ).
ისაია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მეფე აგენორის ქალიშვილი, ეგვიპტოსის ერთ-ერთი ცოლი.
ისაკაძე ლიანა - მევიოლინე, დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1946 წელს).
ისაკოვა ნინა - რუსი მომღერალი, მეცო-სოპრანო, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1928 წელს).
ისაკოვსკი მიხაილ - რუსი პოეტი (1900-1973 წწ).
ისაკოვიჩი ანტონი - სერბი მწერალი (დაიბადა 1923 წელს).
ისაკყაუ - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.
ისალკო - მოქმედი ვულკანი ცენტრალურ ამერიკაში, სალვადორში (1885 მ).
ისანგულოვი ფარით - ბაშკირი მწერალი (1928-1983 წწ).
ისანდროსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ბელეროფონტის ვაჟი; დაიღუპა სოლიმერებთან ბრძოლაში.
ისანი (არაბ. „ჰისნი“ - ციხე-სიმაგრე)
ისტორიული უბანი თბილისში, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე; პირველად მოიხსენიება XI საუკუნიდან.
თბილისის მეტროპოლიტენის სადგური, ამუშავდა 1971 წელს, მდებარეობს მთავარ ხაზზე „300 არაგველსა“ და „სამგორს“ შორის.
ისარა (შაგიტტარია) - მცენარეთა გვარი წყლის მრავალძარღვასებრთა ოჯახისა; წლის ან ჭაობის მრავალწლოვანი ბალახები. წყლის ფრინველების საკვებია.
ისართღელე - უღელტეხილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე.
ისარი
მშვილდით, არბალეტით და სასულე თოფით სატყორცნი იარაღი.
წვეტიანი ბრტყელი ფირფიტა, რომელიც ბრუნავს ღერძის ირგვლივ.
მიმართულების მაჩვენებელი ნიშანი.
რკინიგზის ლიანდაგის ხაზების შეერთების ადგილზე გაკეთებული მოწყობილობა, რომლითაც მოძრავი შემადგენლობა გადაჰყავთ ერთი ხაზიდან მეორეზე.
თივის ზვინში დატანებული სარი.
ქართული ყოველდღიური ლიტერატურულ-პოლიტიკური გაზეთი, სოციალ-ფედერალისტთა ცენტრალური ორგანო. გამოდიოდა 1907-08 წლებში თბილისში.
ისარნა - ჭურის მსგავსი ფართოძირიანი ჭურჭელი (იციან იმერეთში).
ისარნაკრავი - ისრით განგმირული.
ისაფიარდარდიუპი - იხილე ისა-ფიორდი.
ისა-ფიორდი (isafiardardiupi) - სრუტე ატლანტის ოკეანეში, ისლანდიის სანაპიროსთან.
ისაყ I ჯაყელი - ახალციხის ფაშა 1701-45 წლებში
ისაჩენკოს კუნძული - მდებარეობს კარის ზღვაში (რუსეთის კრასნოიარსკის მხარე).
ისე
იმგვარად, იმნაირად, ისეთნაირად.
რაიმე პირობის გარეშე, თავისთავად.
უმიზეზოდ, უმიზნოდ, ტყუილ-უბრალოდ.
(1955 წლამდე უძიიამადა) - ქალაქი იაპონიის მიეს პრეფექტურაში (105 ათასი).
ისევ
ძველებურად, კვლავინდებურად, კვლავ, ხელახლა.
უფრო, უპირატესად, მაინც.
ისევე - ისევ ისე, კვლავ ისე, სწორედ ისე.
ისეთი
როგორიც ის არის. იმგვარი.
გამოიყენება რაიმე თვისების გასაძლიერებლად.
ისეთნაირი - იმგვარი, იმისთანა.
ისეიინი - ქალაქი ნიგერიის დასავლეთ შტატში (200 ათასი).
ისე-მონოგატარი - IX-X საუკუნეების იაპონური ლირიკული თხზულება; დაყოფილია 125 დამოუკიდებელ ნაწილად.
ისემც - ამბობენ რისამე უარყოფისას (ჩვეულებრივ წყევლის ან დალოცვის დროს).
ისეტი
ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
მდინარე რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის), კურგანისა და ტიუმენის ოლქებში, მდინარე ტობოლის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 606 კილომეტრი).
ისეც - რისამე გარეშე, უმისოდაც.
ისეცკი ლეონ (ნამდვილი გვარი ტერ-იოანესიანი) - მომღერალი, ბანი; საქართველოს სახალხო არტისტი. ერევნის ოპერისა და ბალეტის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი (1890-1946 წწ).
ისე წილკნელი - სასულიერო მოღვაწე საქართველოში, ერთი ასურელ მამათაგანი. მოვიდა VI საუკუნეში ანტიოქიიდან; განაგებდა წილკნის საეპისკოპოსო კათედრას.
ისთანუსი - ხეთურ მითოლოგიაში მზის ღმერთი.
ისთიკლალ (არაბ. „დამოუკიდებლობა“) - პოლიტიკური პარტია მაროკოში, შეიქმნა 1943 წელს.
ისთისუ - დაბა აზერბაიჯანში. ბალნეოლოგიური კურორტი კავკასიონის მთებში, მდინარე ტერტერის ხეობაში.
ისთმიური თამაშობანი (ისთმოსის თამაშობანი, ისთმია) - ძველ საბერძნეთში პოსეიდონისადმი მიძღვნილი შეჯიბრებები, რომელიც კუნძულ ისთმოსზე იმართებოდა, პოსეიდონის ტაძრის სიახლოვეს. ეს თამაშობები მნიშვნელობით მესამე იყო საბერძნეთში ოლიმპიური და პითიას თამაშობების შემდეგ.
ისი
დაბა რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
სახელი საბჭოური წარმოების მძიმე ტანკისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამოიყენებოდა.
ისიბასი მასასი - იაპონიის სოციალისტური პარტიის მოღვაწე (დაიბადა 1924 წელს).
ისიბასი ტანძან - იაპონიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ეკონომისტი (1884-1975 წწ).
ისიგონისი ალეკ - ინგლისელი კონსტრუქტორი და ავტომობილების დიზაინერი (1906-1988 წწ).
ისიდა (და იზიდა) - ძველი ეგვიპტის უზენაესი ღვთაება, ოსირისის და და ცოლი, ნაყოფიერების, დედობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ღმერთქალი.
ისიდა ბაიგანი - იაპონელი ფილოსოფოსი, სინგაკუს (მეცნიერება გულის შესახებ) სკოლის დამაარსებელი (1685-1744 წწ).
ისიდორ სევილიელი - ესპანელი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი (დაახლოებით 560 - 636 წწ).
ისიდორე
(ერისკაცობაში იაკობ ნიკოლსკი) - საქართველოს ეგზარქოსი 1844-58 წლებში (1799-1892 წწ).
პერსონაჟი ნოდარ დუმბაძის რომანისა „თეთრი ბაირაღები“.
ისიდორე სამთავნელი (ეზდერიოს სამთავნელი) - საეკლესიო მოღვაწე საქართველოში, ერთ-ერთი ასურელი მამა. იოანე ზედაზნელის მოწაფე.
ისიკავა - პრეფექტურა იაპონიაში კუნძულ ჰონსიუს დასავლეთ სანაპიროზე.
ისიკავა ტაკობოკუ - იაპონელი მწერალი და კრიტიკოსი (1886-1912 წწ).
ისიკავა ტაცუძო (იაპონელი მწერალი (1905-1985 წწ).
ისიკავა ძიუნ - იაპონელი მწერალი და კრიტიკოსი (1899-1980 წწ).
ისიკარი
მდინარე იაპონიაში, ერთვის იაპონიის ზღვას.
დაბლობი კუნძულ ჰოკაიდოს დასავლეთ ნაწილში, იაპონიის მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო რეგიონი.
ისი-ლე-მულინო - ქალაქი საფრანგეთში.
ისილკული - ქალაქი რუსეთის ომსკის ოლქში.
ისინდი - ძველქართული ცხენოსნური სპორტული თამაშობა. მონაწილეობს ცხენოსანთა ორი გუნდი. გავრცელებული იყო ძირითადად დასავლეთ საქართველოში.
ისინი
მესამე პირის მრავლობითი რიცხვის პირის ნაცვალსახელი.
ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1992 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ლევან ზაქარეიშვილი. სცენარის ავტორები - გია ბადრიძე, ლევან ზაქარეიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - ოლეგ ბაშნინი. კომპოზიტორი - თამაზ ყურაშვილი. მთავარ როლებში: ზაზა კოლელიშვილი, ქეთევან ფანცხავა, სერგეი შვედკოვი, ზვიად თავაძე, შოთა ქრისტესაშვილი.
ისინი ჩამოვიდნენ მთიდან - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1954 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ნიკოლოზ სანიშვილი. სცენარის ავტორები - აკაკი ბელიაშვილი, მანუელ ბოლშინცოვი, ნიკოლოზ სანიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - დიმიტრი ფელდმანი. კომპოზიტორი - ანდრია ბალანჩივაძე. მთავარ როლებში: ნუკრი ალხაზიშვილი (ვეფხია), ლეილა აბაშიძე (ლელა), ედიშერ მაღალაშვილი (მგელიკა), გოჩა აბაშიძე (დათო), გიორგი შავგულიძე (აპარეკა), მალხაზ ბებურიშვილი (გიგია), სერგეი გოლოვანოვი (ბულანოვი), ლუდმილა შაგალევა (ნასტია).
ისინომაკი - ქალაქი-პორტი იაპონიის მიიაგის პრეფექტურაში (125 ათასი).
ის-ის - ის-ის იყო... სწორედ მაშინ.
ისიქ-ათა - კურორტი ყაზახეთში.
ისიქი - ქალაქი ყაზახეთის ალმა-ათის ოლქში (25 ათასი).
ისიქ-ქოლი (ყირგიზ. „ცხელი ტბა“)
ქალაქი ყირგიზეთში, ამავე სახელწოდების ოლქის ცენტრი (50 ათასი).
ტბა ჩრდილოეთი ტიან-შანში (ყირგიზეთი), სიღრმე 668 მეტრამდე.
ისიც
აგრეთვე ის.
ის, ვის შესახებაც არის ლაპარაკი.
ისიხაზმი - ეგვიპტესა და სინას მთის ასკეტთა შორის IV-VII საუკუნეებში გავრცელებული მისტიკური მოძღვრება. გულისხმობდა დუმილითა და განმარტოებით სულიერი განახლების, ღვთაებრივი სინათლის ხილვას.
ისკა - მდინარე რუსეთის ტიუმენის ოლქში, მდინარე ტობოლის მარცხენა შენაკადი.
ისკანდარი ნურ სულტან (წერდა ნურსინაჰ ისკანდარის ფსევდონიმითაც, რაც ქალის სახელია) - ინდონეზიელი მწერალი (1893-1980 წწ).
ისკანდერი - იხილე ისქანდერი1.
ისკანდერი ფაზილ - იხილე ისქანდერი ფ.
ისკარი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
ისკია - ტირენეს ზღვისპირა კლიმატური კურორტი იტალიაში, ამავე სახელწოდების კუნძულზე.
ისკინინსკი - დაბა ყაზახეთის ათერაუს ოლქში.
ისკირი - მდინარე ბულგარეთში, დუნაის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 368 კილომეტრი).
ისკიტიმი - ქალაქი რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქში (70 ათასი).
ისკრა - პირველი რუსული მარქსისტული არალეგალური გაზეთი. პირველი ნომერი გამოვიდა ლაიფციგში 1900 წლის 11 დეკემბერს. 1905 წლამდე სულ 112 ნომერი დაიბეჭდა.
ისკრა ბრანდისელი იან - სლოვაკეთის სახელმწიფო მოღვაწე (გარდაიცვალა 1468 წელს).
ისკურია - კონცხი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, კოდორის შესართავის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
ისლამაბადი - პაკისტანის დედაქალაქი, ფედერალური ოლქის ცენტრი (400 ათასი).
ისლამეი - ყაბარდოელების და ადიღეელების ეროვნული ცეკვა, ლეზგინკის სახესხვაობა.
ისლამი (არაბ. „მორჩილება“, „უფლის მონობა“) - მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მონოთეისტური რელიგია; ჩაისახა VII საუკუნის დასასრულს არაბეთში. მის მამათავრად ითვლება ნახევრად ისტორიული პიროვნება, ქალაქ მექაში მცხოვრები ვაჭარი მუჰამედი. XXI საუკუნის დასაწყისში დაახლოებით 900 მილიონი მორწმუნე აღიარებს ისლამს.
ისლამიზმი - ისლამის რელიგიური სისტემა.
ისლანდია
კუნძული ატლანტის ოკეანეში.
(ისლანდიის რესპუბლიკა).
კუნძულოვანი სახელმწიფო ევროპაში, ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში.
დამოუკიდებლობის დღე (დანიისგან) - 1944 წლის 17 ივნისი.
ჰიმნი - „Lofsongur“.
სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი;
საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი, რომელიც 63 წევრისაგან შედგება (ალტინგი).
ფართობი - 103 125 კვ.კმ.
დაყოფილია 8 ოლქად, რომელიც 23 რაიონს (სისლას) მოიცავს.
მოსახლეობა - 320 ათასი.
სიმჭიდროვე - 3 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
მორწმუნენი ლუთერანული აღმსარებლობისანი არიან.
დედაქალაქი - რეიკიავიკი.
ოფიციალური ენა - ისლანდიური.
ვალუტა - ისლანდიური კრონა.
ქვეყნის კოდი - ISL.
დროის სარტყელი - UTC +0.
სატელეფონო კოდი - +354.
ინტერნეტ-დომენი - is.
ისლანდიური ენა - გერმანიკულ ენათა სკანდინავიური ჯგუფის ენა. გავრცელებულია ისლანდიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. სულ ამ ენაზე დაახლოებით 250 ათასი ადამიანი მეტყველებს.
ისლანდიური საგები - ძველისლანდიური ლიტერატურის პროზაული ძეგლები. მოგვითხრობს ისლანდიელი ხალხის ცხოვრებას IX საუკუნიდან.
ისლარი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ფარცხნალის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ჯიხველის (ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 360 მეტრი. ხარაგაულიდან - 2 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 233 კაცი.
ისლი (Carex) - მრავალწლოვანი კორდის შემქმნელი ფესურიანი ბალახები. იყენებენ სასილოსედ და თივად.
ისლიანი - მცენარეთა თანასაზოგადოება, რომელშიც გაბატონებულია ისლი.
ისლურა - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე. იზრდება მთის შუა და ზედა სარტყლის ტყეებში.
ისმაილ I - ირანის სეფიანთა სახელმწიფოს დამაარსებელი (1485-1524 წწ).
ისმაილი - ქალაქი აზერბაიჯანში.
ისმაილი აბდ ალ-ფათაჰ - იემენის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (დაიბადა 1939 წელს).
ისმაილი
(მაულია ისმაილ) - მაროკოს სულთანი (დაახლოებით 1646-1727 წწ).
ეგვიპტის მმართველი 1863-1879 წლებში (1830-1895 წწ).
(ძვ.ებრ. - „ღმერთი გაიგონებს“) - ბიბლიური პერსონაჟი. აბრაამისა და მისი მონა-ხარჭის, ეგვიპტელი აგარის ძე. ითვლება არაბი ბედუინების ტომის წინაპრად, ასვენია მექაში, ქააბის მახლობლად.
ისმაილია - ქალაქი ეგვიპტეში, მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი (250 ათასი).
ისმაილიტები (ტერმინი წარმოდგა შიიტების მეექვსე იმამის შვილის, „მეშვიდე იმამად“ წოდებული ისმაილის სახელიდან) - VIII საუკუნეში ისლამში წარმოქმნილი ოპოზიციური დაჯგუფება
ისმაილ-ფაშა - ეგვიპტის გამგებელი (1830-1895 წწ).
ისმენე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ოიდიპოსისა და იოკასტეს ქალიშვილი, ანტიგონეს და, რომელიც მასთან (ანტიგონესთან) ერთად სიკვდილით დასაჯეს.
ისოკრატე - ძველბერძენი ორატორი (ძვ.წ.აღ. 436 - 338 წწ).
ისოსი - ძველი ქალაქი კილიკიაში (მცირე აზია); იქ ძვ.წ.აღ. 333 წელს ალექსანდრე მაკედონელმა დაამარცხა სპარსელთა მეფის დარიოს III-ის ჯარი.
ისოძაკი არატა - იაპონელი არქიტექტორი და კრიტიკოსი (დაიბადა 1931 წელს).
ისპაანი (ისფაჰანი) - ქალაქი ცენტრალურ ირანში, მდინარე ზენდერუდის ნაპირზე. ამავე სახელწოდების ოსტანის ადმინისტრაციული ცენტრი (1 მილიონი).
ისპანახი (Isparta) - ორსახლიანი, ერთ ან ორწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი ნაცარქათამასებრთა ოჯახისა. კულინარიაში იყენებენ მხალად.
ისპარტა - ქალაქი თურქეთში, ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (110 ათასი).
ისრაელი (ისრაელის სახელმწიფო, ებრ. Medinat Yisra'el).
სახელმწიფო დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება ლიბანს, ჩრდილო-დასავლეთით - სირიას, აღმოსავლეთით - იორდანიას, სამხრეთი-დასავლეთით - ეგვიპტეს.
დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1948 წლის 14 ივნისი.
ჰიმნი - “Hatikvah” (იმედი).
მმართველობის ფორმა - საპარლამენტო დემოკრატია.
სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ორგანო ერთპალატიანი პარლამენტი (ქნესეთი).
ფართობი - 27 800 კვ.კმ.
დაყოფილია 6 ოლქად (მეხოზოტად, დისტრიქტად).
მოსახლეობა - 7,2 მილიონი.
სიმჭიდროვე - 336 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
მორწმუნეთა ძირითადი ნაწილი იუდაისტური აღმსარებლობისაა.
დედაქალაქი - იერუსალიმი.
ოფიციალური ენები - ივრითი, არაბული.
ვალუტა - ახალი შეკელი.
ქვეყნის კოდი - ISR.
დროის სარტყელი - UTC +2.
სატელეფონო კოდი - +972.
ინტერნეტ-დომენი - il.
ისრაელიანი რაფაელ - სომეხი ხუროთმოძღვარი, საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორი (1908-1973 წწ).
ისრაელსი იოზეფ - ჰოლანდიელი ფერმწერი (1824-1911 წწ).
ისრაელსი ისააკ - ჰოლანდიელი ფერმწერი (1865-1934 წწ)
ისრითი - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში (დიხაშხოს თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 170 მეტრი, ვანიდან - 5 კილომეტრი. პირველად ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1075 ადამიანი.
ისრიმი - მკვახე ყურძენი, იხმარება სანელებლად.
ისროლისხევი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
ისტანუსი - იხილე ისთანუსი.
ისტაქსიუატლი - ჩამქრალი ვულკანი მექსიკაში.
ალ-ისტახრი აბუ ისჰაკ ალ-ფარისი - არაბი გეოგრაფი, მოგზაური (850 - 934 წწ).
ისტბორნი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, ინგლისში, აღმოსავლეთ სასექსის საგრაფოში, კლიმატური კურორტი (85 ათასი).
ისტებლიშმენტი (ინგლ.) - აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში საზოგადოების მმართველი, პრივილეგირებული ჯგუფები, ხელისუფლებისა და მმართველობის მთელი სისტემა.
ისტერია (ბერძნ.) - ფუნქციური ნერვულ-ფსიქიკური დაავადება, ახასაიათებს ტირილი, სიცილი, კრუნჩხვები, აგრეთვე ფსიქიკის, შეგრძნობადობის და მისთანების სახვადასხვა მოშლილობა.
ისტერიკა - ისტერიის შეტევა, უაღრესი ნერვული აღგზნება.
ისტვუდი კლინტ - ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი (დაიბადა 1930 წელს).
ისტ-კილბრაიდი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში.
ისტ-ლოთიანი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში.
ისტ-ლონდონი (უს-ლონდენი) - ქალაქი-პორტი სამხრეთ აფრიკის კაპის პროვინციაში (85 ათასი).
ისტმატი - (აბრევიატურა) ისტორიული მატერიალიზმი.
ისტმენი მაქს - ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალი (1883-1969 წწ).
ისტმენი ჯორჯ - ამერიკელი გამომგონებელი, ფოტოფირის და პორტატული ფოტოკამერის შემქმნელი (1854-1932 წწ).
ისტმენ-კოდაკი - ამერიკული კომპანია, რომელმაც პირველმა დაიწყო ფოტო და ოპტიკური მოწყობილობების წარმოება. დაარსებულია ჯორჯ ისტმენის მიერ 1880 წელს.
ისტომინა ავდოტია - რუსი ბალეტის მსახიობი ქალი, პეტერბურგის დიდი თეატრის წამყვანი მოცეკვავე (1799-1848 წწ).
ისტომინი ვლადიმირ - რუსი კონტრ-ადმირალი, დაიღუპა ყირიმის ომში
ისტომინი რუსი ფერმწერი (1886-1942 წწ).
ისტორია (ბერძნ.)
კაცობრიობის მიერ განვლილი გზა; ადამიანთა საზოგადოების წარსული ცხოვრება, ამა თუ იმ ქვეყნის წარსული ზოგადად.
რისამე განვითარების პროცესი.
მეცნიერება, რომელიც სწავლობს ადამიანთა საზოგადოების განვითარებას.
ამა თუ იმ დარგის თანამიმდევრული განვითარების შესწავლა.
ვისიმე თავგადასავალი.
ისტორიამდელი - რაც იმ უძველეს ხანას განეკუთვნება, რომლის შესახებაც წერილობითი ძეგლები არ მოიპოვება.
ისტორიანი და აზმანი შარავანდედნი - საქართველოს მეფის - თამარის ე.წ. პირველი ისტორიკოსის თხზულება (XIII საუკუნე), რომელშიც აღწერილია თამარის და მისი მამის გიორგი III-ის ცხოვრება.
ისტორიზმი
დიალექტიკის დამახასიათებელი პრინციპი, რომლის მიხედვითაც მოვლენათა შესწავლა ხდება მათი ჩასახვა-განვითარების გათვალისწინებით, მათს წარმომშობ კონკრეტულ-ისტორიულ პირობებთან კავშირში.
წარსულით გატაცება, მისი ასახვა ხელოვნების ნაწარმოებში.
ისტორიკოსი
ისტორიის სპეციალისტი.
მემატიანე, ჟამთააღმწერელი.
ისტორიოგრაფია
მეცნიერება, რომელიც სწავლობს ადამიანთა საზოგადოების შესახებ ისტორიული ცოდნის განვითარებას და საისტორიო წყაროებს.
იმ ისტორიულ თხზულებეთა ერთობლიობა, რომლებიც წარმოიშვა ამა თუ იმ პერიოდში ანდა რომლებიც მიძღვნილია ამა თუ იმ ისტორიული ეპოქის ან პრობლემისადმი.
ისტორიული - ისტორიასთან დაკავშირებული, ისტორიისთვის მნიშვნელოვანი, ისტორიაში შესული.
ისტრა
იხილე ისტრია.
ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (35 ათასი).
მდინარე რუსეთის მოსკოვის ოლქში, მდინარე მოსკოვის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 113 კილომეტრი).
ისტრატი პანაიტ (ნამდვილი სახელი გერასიმ) - რუმინელი მწერალი (1884-1935 წწ).
ისტრანჯა (სტრანჯა) - მთის მასივი ბალკანეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში (სიგრძე 150 კმ, სიმაღლე 1030 მეტრამდე).
ისტრია (ისტრა) - ნახევარკუნძული ადრიატიკის ზღვაში, ეკუთვნის ხორვატიას და ნაწილობრივ იტალიას.
ისტრიე - ძველი ბერძნული ქალაქი შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე (ახლანდელი რუმინეთის ტერიტორია) დაარსდა ძვ.წ.აღ. VIII ს II ნახევარში.
ისტროსი
ნაკადის ღვთაება ძველ საბერძნეთში.
მდინარე დუნაის სახელი ანტიკურ ეპოქაში.
ისტრუ ბოგდან (ნამდვილი სახელი და გვარი ივან ბოდარევი) - მოლდაველი მწერალი (1914-1993 წწ).
ისტ-სენტ-ლუისი - ქალაქი აშშ-ს ილინოისის შტატში.
ისტურისი ფრანსისკო ხავიერ დე - ესპანეთის პოლიტიკური მოღვაწე (1790-1871 წწ).
ისტ-ჰარტფორდი - ქალაქი აშშ-ს კონექტიკუტის შტატში.
ისულა - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.
ისუნდერი - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.
ისუნი - მდინარე, იხილე ვისუნი.
ისფაირამსაი (ისფაირამი) - მდინარე უზბეკეთსა და ყირგიზეთში, იკარგება ქვიშრობში.
ისფანა - მდინარე ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში, მდინარე სირდარიის მარცხენა შენაკადი.
ისფარა
ქალაქი ტაჯიკეთის ხოჯენდის ოლქში.
მდინარე ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში, ერთვის დიდი ფერღანის წყალსაცავს.
ისფაჰანი - იხილე ისპაანი.
ისფაჰანლი იბრაჰიმ ჰუსეინ ოღლუ - აზერბაიჯანელი მსახიობი და რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1887-1967 წწ).
ისქანდარი - დაბა უზბეკეთის ტაშკენტის ოლქში.
ისქანდერდარია - მდინარე ტაჯიკეთში, მდინარე ფანდარიის ერთ-ერთი მდგენელი.
ისქანდერი - ალექსანდრე მაკედონელის მითოლოგიზირებული სახელი ირანის და მახლობელი აღმოსავლეთის ლიტერატურაში.
ისქანდერი ირაჯ - ირანის მუშათა და დემოკრატიული მოძრაობის მოღვაწე (1907-?).
ისქანდერი ფაზილ - აფხაზური წარმოშობის რუსი მწერალი (დაიბადა 1929 წელს).
ისქანდერ მუნში (ისქანდერ-ბეგ თორქმანი) - ირანელი ისტორიკოსი (1560/61 - 1634 წწ).
ისქანდერნამე („ალექსანდრე მაკედონელის წიგნი“) - ალექსანდრე მაკედონელის შესახებ ფსევდოკალისთენეს რომანის აღმოსავლური რედაქციები. პირველი ვრცელი პოემა ეკუთვნის ნიზამი განჯელს (XII საუკუნე).
ისქენდეროვი ადილ რზა ოღლი - აზერბაიჯანელი მსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1912- 1978 წწ).
ისქენდერუნი (ალექსანდრეტა) - ქალაქი თურქეთის ჰათაის ვილაიეთში (155 ათასი).
ისქანდერქოლი - ტბა ჰისარის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში (ტაჯიკეთი).
ისღა - მხოლოდ ის, მარტო ის.
ისხარი - ჩქარი წვიმა ადრე მომდარებელი (საბა).
ისხისი - ძველი ბერძნული მითოლოგიიის თანახმად, ასკლეპიოსის დედის - კორონიდეს მოტრფიალე; მასთან ერთად მოკლა აპოლონმა.
![]() |
5.19 იტ |
▲back to top |
იტაბირა - ქალაქი ბრაზილიის მინას-ჟერაისის შტატში (60 ათასი).
იტაგაკი ტაისუკე - იაპონიის პოლიტიკური მოღვაწე, ლიბერალური მოძრაობის ლიდერი (1837-1919 წწ).
იტავაზა - იხილე ირტავაზა.
იტაკა - დაბა რუსეთის ჩიტის ოლქში.
იტალია (La Republica Italiana, იტალიის რესპუბლიკა)
სახელმწიფო ევროპის სამხრეთ ნაწილში, აპენინის ნახევარკუნძულზე და ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე. ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება საფრანგეთს, ჩრდილოეთით - შვეიცარიას და ავსტრიას, ჩრდილო-აღმოსავლეთით - სლოვენიას. შიდა საზღვრები - ვატიკანთან და სან-მარინოსთან.
ერთიან სახელმწიფოდ საბოლოოდ ჩამოყალიბდა 1946 წლის 2 ივნისს.
ჰიმნი - „La Canzone degli Italiani“ (იტალიელთა სიმღერა).
მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (დეპუტატთა პალატა და რესპუბლიკის სენატი).
ფართობი - 301 230 კვ.კმ.
დაყოფილია 20 ადმინისტრაციულ ოლქად, რომლებშიც 110 პროვინციაა გაერთიანებული.
მოსახლეობა - 60 მილიონი.
სიმჭიდროვე - 196 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
მორწმუნენი ძირითადად კათოლიკები არიან.
დედაქალაქი - რომი.
სახელმწიფო ენა - იტალიური.
ვალუტა - ევრო.
ქვეყნის კოდი - ITA.
დროის სარტყელი - UTC +1.
სატელეფონო კოდი - +39.
ინტერნეტ-დომენი - it
იტალიანა - მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების იტალიური ენციკლოპედია, რომელიც გამოიცა რომში 1929-39 წლებში 36 ტომის მოცულობით. 1949 და 1961 წლებში გამოვიდა კიდევ ორ-ორი დამატებითი ტომი.
იტალიანიზმი
იტალიური მუსიკის დამახასიათებელი თვისება.
ლინგვისტიკაში - იტალიურიდან ნასესხები სიტყვა.
იტალიელები - იტალიის ძირითადი მოსახლეობა (55 მილიონი); სულ მსოფლიოში 67 მილიონი იტალიელი ცხოვრობს.
იტალიკები - აპენინის ნახევარკუნძულზე მცხოვრები უძველესი ხალხი. განეკუთვნებოდნენ ინდოევროპულ ენათა ოჯახს.
იტალიკი - ამა თუ იმ კომპიუტერული შრიფტის დახრილი სახესხვაობა.
იტალიური ენა - განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა რომანულ ჯგუფს. იტალიის სან-მარინოს და შვეიცარიის (გერმანულთან, ფრანგულთან და რეტრორომანულთან ერთად) სახელმწიფო ენა.
იტალომანი - იტალიური მუსიკის მცოდნე, მოყვარული.
იტალომანია - იტალიური მუსიკით გატაცება.
იტალოსი - სიკიელების უძველესი მითიური მეფე; იტალიელების მითიური წინაპარი. ლაციუმში დასახლების შემდეგ ცოლად ლატინის ქალიშვილი შეირთო და მხარეს თავისი სახელი უწოდა.
იტამი - ქალაქი იაპონიის ჰიოგოს პროვინციაში (190 ათასი).
იტანაგარი - ქალაქი ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, არუნაჩალ-პრადეშის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.
იტაპიკურუ - მდინარე ჩრდილო-აღმოსავლეთ ბრაზილიაში, ერთვის ატლანტის ოკეანის სან-ჟოზეს ყურეს (სიგრძე - 650 კილომეტრი).
იტატიაია - იხილე აგულიას-ნეგრასი.
იტატკა - დაბა რუსეთის ტომსკის ოლქში.
იტატსკი - დაბა რუსეთის კემეროვოს ოლქში.
იტელმენები - რუსეთის კამჩატკის ოლქის კორიაკთა ავტონომიურ ოკრუგში მცხოვრები მცირერიცხოვანი ხალხი.
იტელმენი - ქალაქი რუსეთის კამჩატკის ოლქში.
იტენი იოჰანეს - შვეიცარიელი ფერმწერი და ხელოვნების თეორიტიკოსი (1888-1967 წწ).
იტერაცია - რომელიმე მათემატიკური ოპერაციის განმეორებითი გამოყენების შედეგი.
იტერბიუმი (Yb) - ქიმიური ელემენტი ლანთანოიდების ოჯახისა (შვეციის პატარა ქალაქ Itterby-ს სახელის მიხედვით). ატომური ნომერი 70, ატომური მასა 173,04. იტერბიუმის ოქსიდი პირველად გამოყო შვეიცარიელმა ქიმიკოსმა ჟ.მარინიაკმა 1878 წელს.
იტერდუკა - იხილე დომიდუკა და იტერდუკა.
იტიკავა
ქალაქი იაპონიის ტიბის პრეფექტურაში, ტოკიოს სამრეწველო ქალაქი-თანამგზავრი (450 ათასი).
იაპონიის თეატრ „კაბუკის“ ერთ-ერთი უძველესი დინასტია; ცნობილია XVII საუკუნიდან.
იტიკავა სიოიტი - იაპონიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1892-1945 წწ).
იტილი
(იტისი) - ჰომეროსის მიხედვით, აედონის ვაჟი; შეცდომით მოკლა დედამ.
იხილე ითილი.
იტინომია - ქალაქი იაპონიის აიტის პრეფექტურაში, ნაგოიას ქალაქი-თანამგზავრი (270 ათასი).
იტისი - იხილე იტილი.
იტიჰარა - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე, ტიბის პრეფექტურაში (270 ათასი).
იტო სეი - იაპონელი მწერალი (1905-1969 წწ).
იტო ჰირობუმი - იაპონიის სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1885-1901 წლებში დროგამოშვებით (1841-1909 წწ).
იტონი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის ბაკინგემშირის საგრაფოში.
იტონი საირუს - აშშ-ს საზოგადო მოღვაწე, მრეწველი (1837-1919 წწ).
იტონის ვაჟთა კოლეჯი - ინგლისის არისტოკრატ ვაჟთა სკოლა. დაარსებულია 1440 წელს ჰენრი VI-ის მიერ.
იტრია - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.
იტრიუმი (Y) - ქიმიური ელემენტი; იყენებენ რადიოლექტრონიკაში, ფოლადების ლეგირებისათვის. (შვედეთის პატარა ქალაქ Itterby-ს სახელის მიხედვით). ატომური ნომერი 39, ატომური მასა 88,906. 1794 წელს ფინელმა ქიმიკოსმა ი. გადოლინმა გამოყო იტერბიტის მინერალისგან.
იტურბიდე აგუსტინ - მექსიკის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე (1783-1824 წწ).
იტური - არუვიმის ზემო დინების სახელწოდება.
იტურუპი - ყველაზე დიდი კუნძული კურილიის კუნძულების ჯგუფში (რუსეთის სახალინის ოლქი).
![]() |
5.20 იუ |
▲back to top |
იუანი
(დაი იუანი ანუ „დიდი იუანი“) - ჰუბილაი ხანის მიერ დაარსებული მონღოლური დინასტია, ბატონობდა მონღოლეთ-ჩინეთში (XIII-XIV სს).
(სიტყვასიტყვით „მრგვალი მონეტა“) - ჩინეთის ფულის ერთეული, უდრის 10 ძიაოს და 100 ფინიას; ბრუნვაშია 1994 წლის იანვრიდან.
იუან მეი (მეორე სახელი - ძი-ცაი, მეტსახელები - ძიან ჯაი, სუი იუანი) - ჩინელი მწერალი, ლიტერატურის თეორიტიკოსი (1716-1797 წწ).
იუან ში-კაი - ჩინეთის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, 1912 წლიდან ჩინეთის პრეზიდენტი (1859-1916 წწ).
იუან ჯენი (მეორე სახელი ვეიჯი) - ჩინელი პოეტი და ნოველისტი (779-831 წწ).
იუანძიანი - იხილე ჰონგჰა.
იუბარი - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე.
იუბეა - ჩილეს მაღალმთიან რეგიონებში გავრცელებული პალმის სახეობა.
იუბილარი - პირი, დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელსაც იუბილეს უხდიან.
იუბილაცია (ლათ.) - მუსიკაში - გრძელი ვოკალიზი ალილუიას ბოლოს.
იუბილე
(ებრ. „იობელ“ - ვერძის რქის ფორმის ბუკი, რომელსაც დღეზეიმებზე უკრავდნენ) - კათოლიკური ეკლესიის ზეიმი, შემოსავლის წყარო, რაც პაპებმა მოიგონეს დაცარიელებული ხაზინის შესავსებად. პირველი იუბილე 1300 წელს ბონიფაციუს VIII-მ გამართა.
იუბილე - ამა თუ იმ პირის ან ორგანიზაციის ცხოვრება-არსებობის თარიღი, დაბადების დღე.
იუბილენი
დაბა რუსეთის პერმის ოლქში.
ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.
იუბილეინოე - ქალაქი უკრაინის ლუგანსკის ოლქში.
იუგა - ინდუისტურ მითოლოგიაში - კაცობრიობის განვითარების ხანგრძლივი ერა.
იუგანეცი - დაბა რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.
იუგენდსტილი - ხელოვნებათმცოდნეობაში მიღებული ტერმინი, „მოდერნის“ სტილის გერმანული სახელი.
იუგი
დაბა რუსეთის პერმის ოლქში.
მდინარე რუსეთის ვოლოგდის ოლქში, მდინარე ჩრდილოეთის დვინის მარჯვენა მდგენელი (სიგრძე - 574 კილომეტრი).
იუგიდიაგი - დაბა რუსეთის კომის რესპუბლიკაში.
იუგლასი - ტბა ლატვიაში, რიგის აღმოსავლეთით.
იუგო-კამსკი - დაბა რუსეთის პერმის რესპუბლიკაში.
იუგორენკო - დაბა რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.
იუგორსკი - ქალაქი რუსეთის ხანტი-მანსის ავტონომიურ ოლქში (25 ათასი).
იუგორსკი-შარი (იუგრის სრუტე) - სრუტე ვაიგაჩის კუნძულსა და კონტინენტს შორის (რუსეთის არხანგელსკის ოლქის ნენთა ავტონომიური ოკრუგი).
იუგოსლავია - ევროპაში არსებული სლავური სახელმწიფო, რომელიც არსებობდა თითქმის მთელი XX საუკუნის განმავლობაში და მასში შედიოდნენ ამჟამად დამოუკიდეებელი ქვეყნები: სერბეთი, ჩერნოგორია (მონტენეგრო), ხორვატია, სლოვენია, მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა.
იუგრის ნახევარკუნძული - მდებარეობს კარისა და ბარენცის ზღვებს შორის (რუსეთის არხანგელსკის ოლქის ნენთა ავტონომიური ოკრუგი).
იუგურთა - ნუმიდიის (ახლანდელი ალჟირის ტერიტორია) მეფე (ძვ.წ.აღ 160-104 წწ).
იუდა
იხილე იუდა ისკარიოტელი.
მოღალატის განზოგადებული სახელი; გამცემი. უკუღმართი.
იუდაიზმი (იუდას ტომის რელიგია) - ებრაელი ხალხის უძველესი მონოთეისტური რელიგია, რომლის მთავარი პრინციპებია: ერთიანი ღმერთის, იაჰვეს, რწმენა, მესიის (ციური მხსნელის) მოლოდინი, ძველი აღთქმისა და თალმუდის აღიარება წმინდა წიგნებად. წარმოიქმნა ძვ.წ.აღ. II ათასწლეულში.
იუდაიკა - ფართო გაგებით - ებრაელი ხალხის ისტორიის, კულტურის და რელიგიის შესწავლა, ვიწრო გაგებით - ხელოვნების სფერო, რომელიც თემატურად იუდაიზმის სიმბოლიკასთანაა დაკავშირებული.
იუდაიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტიფონის ვაჟი, იუდეველთა საგულვებელი ეპონიმი.
იუდა ისკარიოტელი - ბიბლიური (სახარების) პერსონაჟი, ქრისტეს 12 მოწაფეთაგან (მოციქულთაგან) ერთ-ერთი, რომელმაც 30 ვერცხლის ფასად გასცა იესო ქრისტე და შეაპყრობინა იუდეველთა მღვდელმთავრებს.
იუდეა - რომის პროვინციის სახელი სამხრეთ პალესტინაში I-IV საუკუნეებში.
იუდეველები - პირველად: იუდეის (ძველი პალესტინა) მცხოვრებნი; შემდეგ: საერთოდ, ებრაელები (ბიბლიური პატრიარქის იუდას სახელის მიხედვით, რომელიც ითვლება იუდეველთა მითიურ წინაპრად).
იუდენიჩი ნიკოლაი - რუსი სამხედრო მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი, ე.წ. თეთრგვარდიელთა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი (1862-1933 წწ).
იუდინი ალექსეი - რუსი მსახიობი, საქართველოს სახალხო არიტსტი, მოღვაწეობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეატრში (1904-1990 წწ).
იუდინი კონსტანტინე - რუსი კინორეჟისორი (1896-1957 წწ).
იუდინი პავლე - რუსი ფილოსოფოსი, აკადემიკოსი (1899-1968 წწ).
იუდომა - მდინარე რუსეთის ხაბაროვსკის ოლქსა და იაკუტიის რესპუბლიკაში, მდინარე მაიის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 765 კილომეტრი).
იუდომა-მაიის მთიანეთი - მდებარეობს ციმბირში, მდინარე მაიისა და იუდომის აუზში (რუსეთის ხაბაროვსკის მხარე).
იუდომის ქედი - მდებარეობს იუდომა-მაიის მთიანეთის აღმოსავლეთით, რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში.
იუდოფილი (ლათ.) ებრაელთა მოყვარული.
იუდოფობი (ლათ.) - ებრაელთა მოძულე; ანტისემიტი.
იუდურთა - მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.
იუდჰიშთჰირა - ინდუისტურ მითოლოგიაში - „მაჰაბჰარატას“ გმირი, იდეალური მეომარი, უფროსი ძმა პანდავთა შორის.
იუე პიერ-დანიელ - ფრანგი მწერალი (1630-1721 წწ).
იუე ფეი - ჩინელი მხედართმთავარი (1103-1142 წწ).
იუვარა ფილიპო - იტალიელი არქიტექტორი (1678-1736 წწ).
იუველირი (ჰოლანდ.) - ოქრო-ვერცხლისა და ძვირფასი ქვებისაგან სამკაულების, ფუფუნების საგნების დამზადების ოსტატი. ასეთი ქვებით მოვაჭრე; ოქრომჭედელი.
იუვენალიები - ძველ რომში: სიჭაბუკის ქალღმერთ იუვენტასადმი მიძღვნილი დღესასწაული, რომლის დროსაც იმართებოდა სპორტული თამაშები და თეატრალური წარმოდგენები.
იუვენალისი დეციმუს იუნიუს - რომაელი პოეტი (დაახლოებით 60 - 127 წწ).
იუვენალური (ლათ.) - სქესობრივად მოუმწიფებელი.
იუვენოლოგია (ლათ.) - მეცნიერება ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივების შესახებ.
იუვენტა - სიყრმისა და სიყმაწვილის რომაული ღმერთქალი. მას ხშირად ბერძნულ ჰებესთან აიგივებენ.
იუვენტუსი - იტალიის ქალაქ ტურინის საფეხბურთო კლუბი, მეტსახელად „ბებერი ქალბატონი“. ითვლება ევროპის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდად.
იუვიასკიულია - ქალაქი ფინეთში, კესკი-სუომის ლიანის ადმინისტრაციული ცენტრი (70 ათასი).
იუზი დევიდ ედუარდ - ინგლისელი გამომგონებელი ტელეგრაფის და ტელეფონების სფეროში (1831-1900 წწ).
იუი - ჩინურ მითოლოგიაში ბრძენი გმირი, რომელმაც ქვეყნიერება წარღვნისაგან გადაარჩინა.
იუი დაფუ - ჩინელი მწერალი (1896-1945 წწ).
იუ-დი - ჩინურ დაოსურ მითოლოგიაში ღმერთი - ქვეყნიერების მპყრობელი. გამოსახებოდა ტახტზე მჯდომი იმპერატორის სახით.
იუიმინი (ლაოძიუნმიაო) - ქალაქი ჩინეთის განსუს პროვინციაში.
იუისმანსი კამილ - ბელგიის პოლიტიკური მოღვაწე (1871 - 1968 წწ).
იუისმანსი შარლ მარი ჟორჟ (ლიტერატურული სახელი ჟორის შარლი) - ფრანგი მწერალი (1848-1907 წწ).
იუიშანი - მწვერვალი ჩინეთში, კუნძულ ტაივანზე.
იუ-ში - ჩინურ მითოლოგიაში - წვიმის ღმერთი.
იუ იჩენი - იხილე ჩუნცინი.
იუიცი - ქალაქი ჩინეთის შანსის პროვინციაში (190 ათასი).
იუკაგირები (საკუთარი სახელი ოდული) - იაკუტიასა და მაგადანის ოლქში მცხოვრები ხალხი.
იუკაგირის ზეგანი - მდებარეობს ომოლონისა და კოლიმის შუამდინარეთში, რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკასა და მაგადანის ოლქში.
იუკავა ჰიდეკი - იაპონელი ფიზიკოსი, 1949 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1907-1981 წწ).
იუკატანი
ნახევარკუნძული მექსიკის ყურესა და კარიბის ზღვას შორის, რომელიც მექსიკას, გვატემალას და ბელიზს შორისაა განაწილებული.
შტატი მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში; ადმინისტრაციული ცენტრი - მერიდა.
იუკატანის სრუტე - აერთებს მექსიკის ყურესა და კარიბის ზღვას.
იუკერი გიუნტერ - გერმანელი მოქანდაკე (დაიბადა 1930 წელს).
იუკონდა - მდინარე რუსეთის ტიუმენის ოლქის ხანტი-მანსიის ავტონომიურ ოკრუგში, მდინარე კონდის მარცხენა შენაკადი.
იუკონი
ზეგანი აშშ-სა და კანადაში.
ტერიტორია კანადაში, ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის სანაპიროზე.
მდინარე აშშ-სა და კანადაში (სიგრძე - 3700 კილომეტრი).
იულა - მდინარე რუსეთის არხანგელსკის ოლქში, მდინარე პინეგის მარცხენა შენაკადი.
იულდაშოღლუ ფაზილ - უზბეკი პოეტი, ხალხური მთქმელი (1872-1955 წწ).
იულდენი იოჰან ავგუსტ ჰუგო - შვედი ასტრონომი (1841-1896 წწ).
იულენსტენი ლარს - შვედი მწერალი (დაიბადა 1921 წელს).
იულვა (ელვა) - იხილე იელვა.
იულიანა ლუიზა ემა მარია ვილჰელმინა - ნიდერლანდის დედოფალი 1948-80 წლებში (დაიბადა 1909 წელს).
იულიანას არხი - მდებარეობს ნიდერლანდში.
იულიანე - აფსილეთის მთავარი II საუკუნის I ნახევარში. მეფობა მიიღო რომის ომპერატორ ტრაიანესგან.
იულიანე განდგომილი ფლავიუს კლავდიუს - რომის იმპერატორი (332-363 წწ).
იულიანეჰობი - ქალაქი-პორტი გრენლანდიაში.
იულიაოზერო - ტბა მდინარე კემის მარჯვენანაპირეთში, რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში.
იულიუს II (ერისკაცობაში ჯულიანო დელა როვერე) - რომის პაპი 1503 წლიდან (1443 - 1513 წწ).
იულიუსები - ძველი რომის არისტოკრატიულ-პატრიციული საგვარეულო.
იულიუსის ალპები - აღმოსავლეთ ალპების ტოტი ხორვატიასა და იტალიაში.
იულიუსის კალენდარი (წელთაღრიცხვა) - „ძველი სტილი“ წელთაღრიცხვის სისტემისა, რომელიც შემოღებულ იქნა იულიუს კეისრის დროს (ძვ. წ.აღ. 46 წ) და მოქმედებდა „ახალი სტილის“ (გრიგორიანული კალენდრის) შემოღებამდე.
იულიუს კეისარი (ცეზარი) - რომის პოლიტიკური მოღვაწე და მხედართმთავარი, რეფორმატორი, მწერალი, ორატორი; ძვ.წ.აღ. 46 წლიდან რომის დიქტატორად აირჩიეს, ჰქონდა იმპერატორის ტიტული; მისი სახელი - კეისარი - მონარქის აღმნიშვნელ განზოგადებულ სახელად იქცა. ძვ.წ.აღ. 44 წელს მოკლეს შეთქმულებმა (ძვ.წ.აღ. 100 - 44 წწ).
იულიუს კლავდიუსები - რომის იმპერატორთა დინასტია (14-68 წწ).
იულონ ბატონიშვილი - ერეკლე II-სა და დარეჯან დედოფლის შვილი, სამეფო ტახტის პრეტენდენტი (1760-1827 წწ).
იულტინი - დაბა რუსეთის მაგადანის ოლქის ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში.
იულუსი - ვერგილიუსის მიხედვით, ენეასისა და კრეუსას ვაჟი; ითვლებოდა რომაული ცნობილი გვარის - იულიუსების - მითიურ წინაპრად.
იუმა - დაბა რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში.
იუმანიტე - ფრანგული ყოველდღიური გაზეთი, საფრანგეთის კომპარტიის ცენტრალური ორგანო. გამოდის 1920 წლიდან.
იუმატოვი გიორგი - რუსი კინომსახიობი (1926-1997 წწ).
იუმატოვო - კურორტი რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში.
იუმაშევი ანდრეი - რუსი მფრინავი-გამომცდელი, ავიაციის გენერალ-მაიორი, საბჭოთა კავშირის გმირი (1902-1988 წწ).
იუმაშევი ივან - რუსი ადმირალი, საბჭოთა კავშირის გმირი (1895-1972 წწ).
იუმი (ჰიუმი) დეივიდ - ინგლისელი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, ეკონომისტი და პუბლიცისტი (1711-1776 წწ).
იუმორესკა (გერმ.)
იუმორით განმსჭვალული მცირე მხატვრული ნაწარმოები.
(ინგლ.) უწყინარი ხასაიათის დამცინავი დამოკიდებულება რაიმესადმი; ნაკლებ სასაცილო კომიკური წარმოდგენა.
ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოებში - მხატვრული ხერხი, რაც კომიკურ, სასაცილო პასაჟს ითვალისწინებს.
იუმორისტი
იუმორისტული ნაწარმოების ავტორი.
ვისაც იუმორი ახასიათებს.
იუმრუქჩალი - იხილე ბოტევი.
იუნანი - პროვინცია სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში (მოსახლეობა 38 მილიონი).
იუნან-გუოჯოუს მთიანეთი - მდებარეობს ჩინეთში.
იუნგა (გერმ.)
ბიჭი, რომელიც გემზე სწავლობს ზღვაოსნობას.
უმცროსი მატროსი.
იუნგანი - მდინარე შვედეთში, ერთვის ბალტიის ზღვის ბოტნიის ყურეს.
იუნგერი ერნსტ - გერმანელი მწერალი და ფილოსოფოსი (1895-1998 წწ).
იუნგერმანიალეები - მცენარეთა რიგი ღვიძლის ხავსების კლასისა. ცნობილია 8000-მდე სახეობა.
იუნგი ედუარდ - იხილე იანგი ე.
იუნგი კარლ გუსტავ - შვეიცარიელი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი (1875-1961 წწ).
იუნგი ტომას - ინგლისელი ფიზიკოსი, ქიმიკოსი და ასტრონომი (1773-1829 წწ).
იუნგი ჩარლზ ოგასტეს - იხილე იანგი ჩ.ო.
იუნგი ჰერმან - შვეიცარიელი მესაათე (1830-1901 წწ).
იუნგის გეგმა - სარეპარაციო გეგმა I მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანიისათვის.
იუნგფრაუ - მთის მასივი შვეიცარიაში, ბერნის ალპებში.
იუნგ-შტილინგი იოჰან ჰაინრიხ - გერმანელი მწერალი (1740-1817 წწ).
იუნგჰუნი ფრანც ვილჰელმ - გერმანელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური (1809-1864 წწ).
იუნ დაიინი - ჩინეთის კომპარტიის მოღვაწე (1895-1931 წწ).
იუნდინხე - მდინარე ჩინეთში, ბაიხეს მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 700 კილომეტრი).
იუნესკო (UNESCO-United Nations Educational Scientific and Cultural Organization) - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული დაწესებულება; არსებობს 1946 წლიდან, მისი შტაბ-ბინა პარიზშია.
იუნიდო - გაერო-ს სამრეწველო განვითარების საკითხების ორგანიზაცია.
იუნიონი
ქალაქი აშშ-ს ნიუ-ჯერზის შტატში.
იხილე ტოკელაუ.
იუნიონისტები - დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრების სახელწოდება.
იუნიონ-სიტი - ქალაქი აშშ-ს ნიუ-ჯერზის შტატში.
იუნიორები (გერმ.) - 18-20 წლის ჭაბუკი სპორტსმენები.
იუნიქსი - კომპიუტერული ოპერაციული სისტემა.
იუნკერი ჰერმან - ავსტრიელი ეგვიპტოლოგი (1877-1962 წწ).
იუნკერი (გერმ.)
ყოფილ პრუსიაში მსხვილი მიწათმფლობელი აზნაური, მემამულე.
მეფის რუსეთში: ადრე - დაბალი ჩინის სამხედრო პირი (რიგითი ან უნტერ-ოფიცერი) აზნაურთა წრიდან. შემდეგ - საშუალო სამხედრო სასწავლებლის მოსწავლე, რომელიც ოფიცრად ემზადებოდა.
იუნკერსი ჰუგო - გერმანელი ავიაკონსტრუქტორი და მეწარმე (1859-1935 წწ).
იუნოკომუნაროვსკი - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში (20 ათასი).
იუნონა
რომაელთა ღმერთქალი, იუპიტერის ცოლი; წვიმის, მოსავლისა და გამარჯვების მომნიჭებელი, ქორწინების და დაბადების მფარველი ღვთაება (ბერძნულ მითოლოგიაში მას შეესაბამება ჰერა).
მცირე პლანეტა; აღმოაჩინა გერმანელმა კ. გარდინგმა 1804 წელს.
იუნონები - ქალთა მფარველი რომაული ღვთაებანი, რომლებიც თავიანთი ფუნქციებით და ნიშნებით გენიუსებს უახლოვდებოდნენ.
იუნ სონ დო (ლიტერატურული სახელი კოსანი) - კორეელი პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე (1587-1671 წწ).
იუნსონი ეივენდ - შვედი მწერალი (1900-1976 წწ).
იუნტუნენი სულო - ფინური წარმოშობის ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1915-1980 წწ).
იუნუს ემრე - თურქი პოეტი (1240-1320 წწ).
იუნძია - იხილე ვენჯოუ.
იუოდუპე - დაბა ლიტვაში.
იუონი კონსტანტინე - რუსი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1875-1958 წწ).
იუპერი იზაბელ - ფრანგი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1955 წელს).
იუპიტერი
ცის რომაული ღვთაება, აიგივებდნენ ბერძენთა ზევსთან. იგი უპირველესად სინათლის ღმერთია და ხშირად ლეცეტიუსს (სინათლის მომცემს) უწოდებენ.
მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა; მზიდან დაშორების მიხედვით, რიგით მეხუთე; ახლავს ოთხი თანამგზავრი (იო, ევროპა, განიმედი და კალისტო). აღმოაჩინა გალილეო გალილეიმ 1610 წელს პირველი ტელესკოპის საშუალებით.
ერთგვარი მძლავრი პროჟექტორი (ხელოვნური განათებისათვის კინოსურათების გადაღების დროს).
იუჟა - ქალაქი რუსეთის ივანოვოს ოლქში (20 ათასი).
იუჟინი ალექსანდრე - იხილე სუმბათაშვილ-იუჟინი ა.
იუჟნაია-ლომოვატკა - დაბა უკრაინის ლუგანსკის ოლქში.
იუჟნი
დაბა რუსეთის ალთაის მხარეში.
დაბა რუსეთის როსტოვის ოლქში.
დაბა ყაზახეთის ყარაღანდის ოლქში
დაბა რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში.
იუჟნი-ალამიშიკი - დაბა უზბეკეთის ანდიჯანის ოლქში.
იუჟნი-კოსპაშსკი - ქალაქი რუსეთის პერმის ოლქში.
იუჟნოე - ქალაქი უკრაინის ოდესის ოლქში.
იუჟნო-ენისეისკი - დაბა რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.
იუჟნო-კურილსკი - დაბა რუსეთის სახალინის ოლქში.
იუჟნო-სახალინსკი - ქალაქი რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.
იუჟნო-სუხოკუმსკი - დაბა რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკაში.
იუჟნოურალსკი - ქალაქი რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში (40 ათასი).
იურა
მთები საფრანგეთ-შვეიცარიის საზღვარზე.
დეპარტამენტი საფრანგეთში.
მდინარე ლიტვაში, მდინარე ნემანის (ნიამუნასის) მარჯვენა შენაკადი.
(იურის სისტემა, პერიოდი) - მეზოზოური ერის მეორე (შუა) პერიოდი, რომელიც დაიწყო 150 მილიონი წლის წინათ და გრძელდებოდა 40 მილიონ წელს (საფრანგეთ-შვეიცარიის მთაგრეხილ იურის სახელის მიხედვით).
იურა გნატ - უკრაინელი მსახიობი, რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1887-1966 წწ).
იურატიშკი - დაბა ბელორუსიის გროდნოს ოლქში.
იურბარკასი (1917 წლამდე იურბურგი) - ქალაქი ლიტვაში.
იურგა - ქალაქი რუსეთის კემეროვოს ოლქში (95 ათასი).
იურგამიში - დაბა რუსეთის კურგანის ოლქში.
იურთი (თურქ.) - ცენტრალური და შუა აზიის ხალხებში გადასატანი საცხოვრებელი, ქეჩის კარავი კონუსის ან ნახევარსფეროს მოყვანილობისა.
იური რაიმონდ კლარენს - ამერიკელი სპორტსმენი (მძლეოსნობა, სიგრძეზე და სიმაღლეზე ხტომა), ოლიმპიური თამაშების რვაგზის ჩემპიონი 1900, 1904, 1908 წლებში (1873-1937 წწ).
იური ჰაროლდ კლეიტონ - ამერიკელი ფიზიკოსი და ფიზიოქიმიკოსი, 1934 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1893-1981 წწ).
იური ანდრიას ძე (გიორგი რუსი) - ნოვგოროდის მთავარი 1172-75 წლებში; სუზდალის მთავრის ანდრია ბოგოლიუბსკის შვილი. საქართველოს მეფის თამარის პირველი ქმარი 1185-87 წლებში
იურია - დაბა რუსეთის ტვერის ოლქში.
იურიანსი ანდრეის - ლატვიელი კომპოზიტორი (1856-1922 წწ).
იურიბეი - მდინარე რუსეთის ოლქის იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგში, ერთვის კარის ზღვას.
იური გაგარინის ქედი - მდებარეობს დედოფალ მოდის მიწაზე, ანტარქტიდაში.
იურიდიული (ლათ.) - რაც დაკავშირებულია უფლებრივ, სამართლის ნორმებთან, ამ ნორმების შესწავლა-გამოყენებასთან.
იური დოლგორუკი - როსტოვ-სუზდალის, შემდგომში კიევის დიდი მთავარი. ვლადიმირ მონომახის შვილი; ქალაქ მოსკოვის დამაარსებელი (დაახლოებით 1090-1157 წწ).
იურიევეცი
ქალაქი რუსეთის ივანოვოს ოლქში.
დაბა რუსეთის ვლადიმირის ოლქში.
იურიევი - ესტონეთის ქალაქ ტარტუს სახელი 1030-1224 და 1893-1919 წლებში.
იურიევი იური - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1872-1948 წწ).
იურიევკა
დაბა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში.
დაბა უკრაინის ლუგანსკის ოლქში.
იურიევ-პოლსკი - ქალაქი რუსეთის ვლადიმირის ოლქში (25 ათასი).
იურიენენი სერგეი - რუსი მწერალი (დაიბადა 1948 წელს).
იურითმიქსი - ინგლისური დუეტი (დეივ სტიუარტი და ენი ლენოქსი), შეიქმნა 1980 წელს.
იურინო - დაბა რუსეთის მარეთის რესპუბლიკაში.
იურისდიქცია
სასამართლო საქმის წარმოების უფლება, განსჯადობა.
საქმეები, რომლებიც ამა თუ იმ დაწესებულების წარმოებას ექვემდებარება.
იურისკონსულტი (ლათ.) - წარმოების, დაწესებულების, საზოგადოებრივი ორგანიზაციის მუდმივი კონსულტანტ-იურისტი. ევალება თავის ორგანიზაციის ინტერესების დაცვა სასამართლო ორგანოებში, აგრეთვე სხვადასხვა უფლებრივი დოკუმენტაციის შედგენა-გაფორმება.
იურისპრუდენცია
იურიდიულ მეცნიერებათა ერთობლიობა; სამართლისმცოდნეობა.
იურისტთა პროფესიული მოღვაწეობა, სასამართლო პრაქტიკა.
იურისტი - იურიდიული განათლების მქონე, იურისპრუდენციის დარგში მომუშავე პირი; სამართლისმცოდნე.
იურიუზანი - ქალაქი რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში (20 ათასი).
იურკევიჩი პამფილ - რუსი რელიგიის ფილოსოფოსი (1827-1874 წწ).
იურკოვკა - დაბა უკრაინის ჩერკასის ოლქში.
იურკუნასი ვიტაუტას - ლიტველი გრაფიკოსი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1910 წელს).
იურმა - მთა სამხრეთ ურალში (რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქი).
იურმალა - ქალაქი ლატვიაში, კლიმატური კუროტი (65 ათასი).
იუროვსკი (ნამდვილი გვარი სარუხანოვი) იური - მსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი; მოღვაწეობდა რიგაში (1894-1959 წწ).
იურსენარი მარგერიტ (ნამდვილი გვარი კრაიიანკური) - ფრანგი მწერალი ქალი (1903-1987 წწ).
იურსკი სერგეი - რუსი მსახიობი და რეჟისორი (დაიბადა 1935 წელს).
იურტა - იხილე იურთი.
იურტი - დაბა რუსეთის ირკუტსკის ოლქში.
იურტო - ტბა რუსეთის არხანგელსკის ოლქში, მდინარე აძვის სათავესთან.
იურული პერიოდი - იხილე იურა 3.
იურფე ონორე დ' - ფრანგი მწერალი (1568-1625 წწ).
იუსეფ გურჯი - ქართული წარმოშობის ირანელი პოეტი (გარდაიცვალა დაახლოებით 1871 წელს).
იუსეფსონი ერლანდ - შვედი მსახიობი, რეჟისორი, მწერალი (დაიბადა 1923 წელს).
იური ერნსტ - შვედი ფერმწერი და გრაფიკოსი (1851-1906 წწ).
იუს-ექსი (USX) - სანავთობო და მეტალურგიული კომპანია აშშ-ში; დაარსებულია 1901 წელს.
იუსნანი - მდინარე შვედეთში, ერთვის ბალტიის ზღვის ბოტნიის ყურეს (სიგრძე - 440 კილომეტრი).
იუსტინიანე I ფლავიუს პეტრუს საბატინუს (დიდი) - ბიზანტიის იმპერატორი 527-565 წლებში (დაახლოებით 482 - 565 წწ).
იუსტინუსი - რომაელი ისტორიკოსი (II-III საუკუნეები).
იუსტიცია
სიმართლისა და სამართლიანობის მართლმსაჯულების რომაული განსახიერება.
მართლმსაჯულება, სასამართლო წარმოება.
სასამართლო დაწესებულებათა სისტემა, სასამართლო უწყება.
იუსუპოვი არტურ - გერმანიაში მცხოვრები რუსი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი; მსოფლიოს ჩემპიონობის პრეტენდენტთა მატჩების მონაწილე (დაიბადა 1960 წელს).
იუსუფ I ჯაყელი - ახალციხის ფაშა 1635-47 წლებში; საფარ-ფაშას ძე.
იუსუფ II ჯაყელი - ახალციხის ფაშა 1677-80 წლებში.
იუსუფ III ჯაყელი - ახალციხის ფაშა 1737-44 წლებში; ისაყ I-ის ძე.
იუსუფ ალ-სიბაი - ეგვიპტელი არაბი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1917-1978 წწ).
იუსუფ იდრისი - ეგვიპტელი არაბი მწერალი (დაიბადა 1927 წელს).
იუტა
ტბა აშშ-ში.
შტატი აშშ-ს დასავლეთ ნაწილში; ფართობი - 219,9 ათასი კვკმ. მოსახლეობა - 2 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - სოლტ-ლეიკ-სიტი.
იუტები - გერმანული ტომი, რომელიც ახ.წ.აღ. I ათასწლეულის დამდეგს ცხოვრობდა იუტლანდიის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში.
იუტეინი იაკო - ფინელი პოეტი და განმანათლებელი (1781-1855 წწ).
იუტენჰეიმენი - ზეგანი სკანდინავიის მთებში (ნორვეგია).
იუტი (ჰოლანდ.) - ხომალდის ზედა გემბანის წინა ნაწილი.
იუტიკა - ქალაქი აშშ-ს ნიუ-იორკის შტატში (320 ათასი).
იუტიმასი - მდინარე რუსეთის ტიუმენის ოლქის ხანტი-მანსის ავტონომიურ ოკრუგში, მდინარე დემიანკის მარჯვენა შენაკადი.
იუტკევიჩი სერგეი - რუსი რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1904-1985 წწ).
იუტლანდია - ნახევარკუნძული ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებს შორის (დანია და გერმანია).
იუტურნა - წყალთა ფერია რომაულ მითოლოგიაში. მის პატივსაცემად 21 იანვარს ეწყობოდა ზეიმები, ე.წ. იუტურნალიები. ითვლებოდა იუპიტერის სატრფოდ.
იუფეროვი ნიკოლოზ - გვარდიის პოდპოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1922 წელს).
იუფშარა - მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, გეგის მარცხენა შენაკადი.
იუქსკუილი იაკობ - იხილე იქსკიული ი.
იუშალა - დაბა რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
იუშუტი - მდინარე რუსეთის მარეთის რესპუბლიკაში, მდინარე ილეტის მარჯვენა შენაკადი.
იუშჩენკო ვიქტორ - უკრაინის პრეზიდენტი 2005-2010 წლებში (დაიბადა 1954 წელს).
იუხარი-აღჯაქენდი - დაბა აზერბაიჯანში.
იუხნოვი - ქალაქი რუსეთის კალუგის ოლქში.
იუხო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), მდინარე ხადისწყლის (მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 1240 მეტრი, დუშეთიდან - 78 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 12 კაცი.
იუხტი (ჰოლანდ.) - გარკვეული წესით დამუშავებული ტყავი, რომლისგანაც კერავენ სამხედრო ან სამუშაო ფეხსაცმელს, ჩექმებს და სხვა.
იუჯინი - ქალაქი აშშ-ს ორეგონის შტატში (115 ათასი).
იუჰასი ფერენც - უნგრელი პოეტი (დაიბადა 1928 წელს).
![]() |
5.21 იფ |
▲back to top |
იფ - ქართული ენის შორისდებული, გამოხატავს მოწონებას, სიამოვნებას.
იფანი (კოპიტი) - ფოთოლმცვივანი ხეების გვარი ზეთისხილისებრთა ოჯახისა. საშუალო სიმაღლის ან მაღალი ხე. უმთავრესად დასავლეთ საქართველოს ტყეებშია გავრცელებული. იყენებენ პარკების და ქუჩების გასამწვანებლად.
იფარი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
იფე - ქალაქი ნიგერიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ოიოს შტატში (260 ათასი).
იფიანასა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აგამემნონისა და კლიტემნესტრას ქალიშვილი.
იფიგენია
ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კლიტემნესტრასა და აგამემნონის (ზოგი ვარიანტით - თეზევსის და ელენეს) ქალიშვილი, ორესტეს და. მამამ იგი არტემიდეს შესწირა მსხვერპლად, რათა ზურგქარი მოვლენოდა მას და ტროამდე ჩაეღწია თავის ლაშქართან ერთად, მაგრამ არტემიდემ იგი შველით შეცვალა და იფიგენია ტავრიდაში (ყირიმში) თავის ქადაგად გაიხადა.
ევრიპიდეს ტრაგედიის და გოეთეს დრამის, აგრეთვე გლუკის ოპერის მთავარი პერსონაჟი.
რასინის დრამა.
იფიკლე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თესალიის მეფე, არგონავტთა ლაშქრობის მონაწილე.
იფიკრატე - ძველი საბერძნეთის მხედართმთავარი, მდაბიო წარმოშობისა (ძვ.წ.აღ. V-IV სს).
იფიმედეა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ალოადების დედა, ალოევსის ცოლი.
იფისი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ანაქსარეტესადმი სიყვარულისათვის დასჯილი და ქვად ქცეული სალამინელი ყმაწვილი.
იფლანდი ავგუსტ ვილჰელმ - გერმანელი მსახიობი, დრამატურგი და რეჟისორი (1759-1814 წწ).
იფნარა - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
იფნარი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.
იფნი - მხარე მაროკოს ტარფაიის პროვინციაში.
იფნისგორა - ყოფილი სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში.
იფრარი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
იფსილანტი ალექსანდრე - ბერძენი თავადი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1792-1828 წწ).
იფსილონი (ლათ.) - იგივეა, რაც იგრეკი.
იფსუიჩი - ქალაქი-პორტი დიდ ბრიტანეთში, აღმოსავლეთ საფოკის საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი (115 ათასი).
იფქლი - შემოდგომაზე ნათესი ხვარბალი (საბა).
იფხი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
![]() |
5.22 იქ |
▲back to top |
იქ - იმ ადგილას, იმ მხარეს.
იქავ - იგივეა, რაც იქვე.
იქამდე
იმ ადგილამდე.
იმ დრომდე.
იქამდის - იგივეა, რაც იქამდე.
იქამც - იქვე იყოს! ჩვენგან შორს იყოს! ჩვენ გვაშოროს!
იქაური
ვინ იქ, იმ ადგილას ცხოვრობს, ან წარმოშობით იქიდანაა.
რაც იმ ადგილას არის ან ხდება.
იქაურობა - ყველაფერი, რაც იქ არის.
იქაც - აგრეთვე იქ, როგორც სხვაგან.
იქედნე
კვერცხისმდებელი ძუძუმწოვარი ცხოველი ერთგასავლიანთა რიგისა; ცხოვრობს ავსტრალიაში და წყნარი ოკეანის კუნძულებზე.
ერთგვარი შხამიანი გველი ავსტრალიაში.
ესე გველი რამე არს, საშო არ აქვს და პირით დამაკდება და შვილნი მუცელს გამოსჭამენ და ეგრე გამოვლენ (საბა).
იქვე - იმავე ადგილას.
იქთიოგრაფია - თევზების აღწერა.
იქთიოზავრი (ბერძნ.) - ზღვის გადაშენებული ქვეწარმავალი ძალიან დიდი ზომისა (12 მეტრამდე სიგრძის).
იქთიოზი (ბერძნ.) - კანის თანდაყოლილი სნეულება, რომლის დროსაც კანი დაფარულია მაგარი ხორკლიანი ქერცლით.
იქთიოლი (ბერძნ.) - ზეთისებრი სამკურნალო ნივთიერება, რომელსაც იღებენ განათხარ თევზთა ნარჩენების შემცველი ქანებიდან (ფიქლებიდან).
იქთიოლოგი - იქთიოლოგიის სპეციალისტი.
იქთიოლოგია (ბერძნ.) - ზოოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს თევზებს.
იქთიორნისები - ამომწყდარი ფრინველების რიგი; გავრცელებული იყვნენ ცარცულ პერიოდში.
იქიდან - იმ ადგილიდან, იმ მხრიდან.
იქით
იმ ადგილისკენ, იმ მხრისკენ.
გარდა, გარეშე.
შემდეგ.
იქითა - იქით მყოფი, იქით არსებული.
იქითელი - ვინც იქითა მხრიდანაა.
იქითკენ - იგივეა, რაც იქით.
იქითობას - იქით მგზავრობისას, იქით წასვლისას.
იქითური - იქითა მხრისა.
იქნამონი და იქნემონი - მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი ვივერების ოჯახისა. გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკასა და წინა აზიაში; ანადგურებს თაგვებს, ვირთაგვებს, გველებს და მისთანებს.
იქრამი ჯალილ - ტაჯიკი მწერალი, ტაჯიკეთის სახალხო მწერალი (დაიბადა 1909 წელს).
იქსა - მდინარე რუსეთის ნოვოსიბირსკისა და ტომსკის ოლქებში, მდინარე ჩაიის მარჯვენა შენაკადი.
იქსი - ფრანგული ანბანის ბოლოდან მესამე ასოს -ხ-ის სახელი; 1) მათემატიკაში იხმარება უცნობი ან ცვალებადი სიდიდის აღსანიშნავად. 2) ფიზიკაში - სიგრძის ერთეული, უდრის 10-13 სანტიმეტრს (იყენებენ რენტგენის სხივების ტალღათა გასაზომად). 3) ზოგჯერ ხმარობენ ისეთი პირის სახელის ადგილას, რომელიც უცნობია ან რომლის დასახელებაც არ უნდათ.
იქსიონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლაპითების მეფე, კენტავრების წინაპარი.
იქსკიული იაკობ ფონ - გერმანელი ბიოლოგი, ზოოფსიქოლოგი და ფილოსოფოსი (1864-1944 წწ).
იქს-სხივები - სახელი, რომელიც რენტგენმა უწოდა თავის მიერ აღმოჩენილ სხივებს.
იქტა (არაბ. იკტა) - ტერმინი, რომელიც შუა საუკუნეებში ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში აღნიშნავდა ფეოდალისთვის მიწის ნაკვეთის პირობით ბოძებას.
იქშა - დაბა რუსეთის მოსკოვის ოლქში.
იქშკილე - დაბა ლატვიაში.
![]() |
5.23 იღ |
▲back to top |
იღარღარი - მშრალი კალაპოტი ალჟირში.
იღბალი
კარგი ბედი.
იგივეა, რაც ბედი.
იღბლიანი - ვისაც იღბალი აქვს.
იღილიზანი - ქალაქი ალჟირის მოსთაღანემის ვილაიეთში.
იღლია - ჩაღრმავება, ფოსო მკლავის ტანთან შეერთების ადგილზე.
იღუმენი - მართლმადიდებლური მონასტრის წინამძღვარი; ბერთა წოდება.
![]() |
5.24 იყ |
▲back to top |
იყალთო
სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 700 მეტრი, თელავიდან - 7 კილომეტრი. სოფლის მახლობლად დგას იყალთოს მონასტერი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2365 ადამიანი. იყალთოს მიდამოებშია სამონასტრო კომპლექსი, ეთნოგრაფიული მუზეუმი.
მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თელავის მუნიციპალიტეტში, ქალაქ თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კილომეტრზე. დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, მათ შორის აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია „ღვთაება“ (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი). სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება.
იყალთოელი არსენ - იხილე არსენ იყალთოელი.
იყალთოს აკადემია - უმაღლესი სასწავლებელი XI-XII საუკუნებში საქართველოში (თელავის მუნიციპალიტეტი). ამას ადასტურებს მონასტრის ეზოში შემორჩენილი შენობის ნანგრევები, რომელიც საერო დანიშნულების ნაგებობას უფრო ჰგავს, ვიდრე სამონასტროსი. ნანგრევებში ჩანს კათედრის ფუძე, დამახასიათებელი თახჩა-ფანჯრები. შენობა მონუმენტური უნდა ყოფილიყო, გელათის აკადემიის შენობის მსგავსი, იმ განსხვავებით, რომ იყალთოს აკადემიის შენობა ორსართულიანია. იყალთოს აკადემიის პირველი რექტორი იყო არსენ იყალთოელი, რომელიც აქ გელათიდან გადმოსულა. ქართული აკადემიებში, კერძოდ, იყალთოს აკადემიაშიც სწავლება ძირითადად ტრივიუმ-კვადრივიუმის ციკლის საგნებს ითვალისწინებდა. ანუ ღვთისმეტყველება, რიტორიკა, ასტრონომია, ფილოსოფია, გეოგრაფია, გეომეტრია, გალობა და ა.შ.ისწავლებოდა აგრეთვე მჭედლობა, კერამიკა („მეკეცეობა“) და მევენახეობა-მეღვინეობა. ზენონი მონასტრის მარჯვენა მხარეს არის დაკრძალული, აკადემიის სიგრძე 73 მეტრია, აქედან 15,22მ. საწნახელია. მას აქვს ძველი და ახალი ნაწილი,სულ ორი საწნახელი იყო და შემდგომში მიაშენეს მესამეც. ერთი ოთახის იატაკში თერთმეტი ქვევრია ჩაფლული, მეორე უფრო განიერი ოთახია. ყველაზე მეტად შენობის ჩრდილოეთი ფასადი არის დაზიანებული, არქეოლოგიური გათხრების შედეგად იქ აღმოჩენილ იქნა ფირუზის ფერი კრამიტები,ასეთები მხოლოდ ეკლესია მონასტრებთან გვხვდება.იყო ასევე საჭურჭლე ქარხანაც, რომელიც მონასტრის გარეთაა. 1938 წელს შენობის გაწმენდის დროს აღმოაჩინეს ბუხარი, რომლის წინა ოთახი სამჭედლო ყოფილა.
იყბალი მუჰამედ - ინდოსტანელი პოეტი, ფილოსოფოსი, წერდა სპარსულ და ურდუ ენებზე (1873-1938 წწ).
იყო შაშვი მგალობელი - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1970 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ოთარ იოსელიანი. სცენარის ავტორები - ოთარ იოსელიანი, დიმიტრი ერისთავი, ოთარ მეხრიშვილი, შერმაზან ყაყიჩაშვილი. დამდგმელი ოპერატორი - აბესალომ მაისურაძე. მთავარ როლებში: გელა კანდელაკი, ჯანსუღ კახიძე, ირინე ჯანდიერი, მარინე ქარცივაძე, ნუგზარ ერქომაიშვილი, ირაკლი ქოქრაშვილი, რობერტ სტურუა.
![]() |
5.25 იშ |
▲back to top |
იშ - სინანულის, წუხილის გამომხატველი შორისდებული.
იშანთურაევა სარა - უზბეკი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავსირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1911 წელს).
იშეევკა - დაბა რუსეთის ულიანოვსკის ოლქში.
იშემია (ბერძნ. ისცჰო და ჰაიმა „ვაკავებ“, „ვიჭერ“ და „სისხლი“) - ადგილობრივი სისხლნაკლებობა, რაც გამოწვეულია მკვებავი არტერიის დაცობით ან დავიწროებით.
იშერიმი - მთა სამხრეთ ურალში (რუსეთის პერმის ოლქი).
იშვარა - ინდუისტურ მითოლოგიაში - შივას ერთ-ერთი სახელი.
იშვიათი
რაც ხშირად არ გვხვდება, რაც ადვილი საშოვნელი ან სანახავი არ არის.
არაჩვეულებრივი, შეუდარებელი.
იშვიათობა - იშვიათის თვისება.
იშთარი - აქადურ (სირიულ-ბაბილონურ) მითოლოგიასა და რელიგიაში მთვარის, ნაყოფიერების და ხორციელი სიყვარულის, აგრეთვე ომისა და შუღლის ქალღმერთი.
იშთიხანი - ქალაქი უზბეკეთის სამარყანდის ოლქში.
იშიასი (ბერძნ.) - საჯდომი ნერვის დაავადება.
იშიგურო კაძუო - იაპონური წარმოშობის ინგლისელი მწერალი (დაიბადა 1954 წელს).
იშიმბაი - ქალაქი რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში (70 ათასი).
იშიმი
ქალაქი რუსეთის ტიუმენის ოლქში (60 ათასი).
მდინარე ყაზახეთსა და რუსეთში, მდინარე ირტიშის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 2450 კილომეტრი).
იშიმის ვაკე - მდებარეობს დასავლეთ ციმბირის ვაკის სამხრეთ ნაწილში (ყაზახეთის ჩრდილოეთ ყაზახეთის ოლქი და რუსეთის კურგანის, ომსკის და ტიუმენის ოლქები).
იშიმოვა ალექსანდრა - რუსი საბავშვო მწერალი (1804-1881 წწ).
იშტა (არაბ.) - მადა, სურვილი, ნდომა.
იშტვან I (წმინდა) - უნგრეთის მეფე (დაახლოებით 970/975 - 1038 წწ).
იშტვანოვიჩი მარტონ - უნგრელი ფოლკლორისტი, ქართველოლოგი (დაიბადა 1929 წელს).
იშტვანოვიჩი მიხაი - იხილე უნგროვლახელი მ.
იშტლილშოჩიტლი - ტესკაკოს ტომის ინდიელთა მმართველი, კორტესის მოკავშირე აცტეკებთან ბრძოლაში (დაახლოებით 1500-1550 წწ).
იშუმი - აქადურ მითოლოგიაში - მზის ღმერთის შამაშას ძმა და მისი მრჩეველი და მოციქული.
იშქაშიმის ქედი - მდებარეობს ტაჯიკეთში, პამირის დასავლეთ ნაწილში.
იშხანი
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი დიდი სამონასტრო ცენტრი. მდებარეობს ტაოში (ახლა თურქეთის ფარგლებშია).
(სომხ. „თავადი“) - სევანის ტბის ორაგულისებრთა ოჯახის თევზი. იგივე გელაქნური (გელაქუნის, გოგჩის ტბის).
იშხანიკი - ჰერეთის მეფე დაახლოებით 943 წლიდან. ადარნასე პატრიკის ძე.
იშხნელები (დები იშხნელები) - ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელთა ოჯახი; ვოკალური კვარტეტი დების - ნინოს, თამარის, ზინაიდას და ალექსანდრას - შემადგენლობით. 1955 წლიდან ალექსანდრა შეცვალა კიდევ ერთმა დამ - მარიამმა. ოფიციალურად ჩამოყალიბდა 1941 წელს.
![]() |
5.26 იჩ |
▲back to top |
იჩა - მდინარე რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქში, მდინარე ომის მარჯვენა შენაკადი.
იჩანი - ქალაქი ჩინეთის ხუბეის პროვინციაში (370 ათასი).
იჩელი - იხილე მერსინი.
იჩინსკაია-სოპკა (ხოაშენი) - უმაღლესი და ერთადერთი აქტიური ვულკანი კამჩატკის შუა ქედზე (სიმაღლე 3621 მ).
იჩნია - ქალაქი უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში.
იჩუნი - ქალაქი ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ხეილუნძიანის პროვინციაში (800 ათასი).
იჩქითად - უეცრად, მოულოდნელად, ანაზდად.
![]() |
5.27 იც |
▲back to top |
იცერია (ავსტრალიური ღარებიანი ცრუფარიანა) - მწუწნავი მწერი კოქციდების ქვერიგისა; ციტრუსოვანი კულტურების საკარანტინო მავნებელი.
იცქისი - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (არგვეთის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე იზვარის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 660 მეტრი, საჩხერიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 444 კაცი.
![]() |
5.28 იძ |
▲back to top |
ი-ძინი - ჩინელი მოგზაური, სწავლული, ბუდისტი ბერი (635-713 წწ).
იძუ
იაპონიის კუნძულ ჰონსიუს სანაპიროზე არსებული ნახევარკუნძული.
სამხრეთ ჩინეთში მცხოვრები ხალხი; საერთო რაოდენობა 7 მილიონი.
![]() |
5.29 იწ |
▲back to top |
იწა - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
![]() |
5.30 იჭ |
▲back to top |
იჭვი - იხილე ეჭვი.
![]() |
5.31 იხ |
▲back to top |
იხანი - ქოხის, საბძლის და მისთანების ზედასარტყელი, კოჭი, გადებული კედლების შესაკრავად.
იხარა საიკაკუ - იაპონელი მწერალი (1642-1693 წწ).
იხეტუანთა აჯანყება - გლეხებისა და ქალაქის ღარიბების აჯანყება ჩრდილოეთ ჩინეთში 1899-1901 წლებში.
იხვინჯა - ფრინველთა სახეობა იხვისებრთა ოჯახისა.
იხვნისკარტა (Ornithorhynchus anantinus) - ძუძუმწოვარი ცხოველი ერთგასავლიანების ქვეკლასისა. გავრცელებულია ავსტრალიასა და ტასმანიაზე.
იხთიოზავრი და იხთიოლი - იხილე იქთიოზავრი, იქთიოლი.
იხთიოკენტავრები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კენტავრთა გარკვეული სახესხვაობა, რომლებსაც თევზის ბოლო ჰქონდათ (იხილე ტრიტონი).
იხი - ეგვიპტურ მითოლოგიაში - მუსიკის ღვთაება, გამოსახებოდა ბიჭის სახით, რომელსაც ხელში მუსიკალური ინსტრუმენტი სისტრა ეჭირა.
იხტილა (ყოფილი ღრტილა) - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.
![]() |
5.32 იჯ |
▲back to top |
იჯარა
სამოქალაქო სამართალში ხელშეკრულება ქონების დროებით სარგებლობის შესახებ.
საერთაშორისო სამართალში ერთი სახელმწიფოს მიერ თავისი ტერიტორიის ნაწილის დათმობა მეორე სახელმწიფოსთვის დროებით.
იჯარადარი - იჯარით ამღები რისამე, მოიჯარე.
იჯარეთი
სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ისტორიულ სამცხეში (ადიგენის მუნიციპალიტეტი). განეკუთვნება XIII საუკუნის I ნახევარს.
იჯებუ-ოდე - ქალაქი ნიგერიის დასავლეთ შტატში.
იჯევანი - ქალაქი სომხეთში, აღსტევის ხეობაში.
იჯო (იჯაუ) - ნიგერიაში მცხოვრები ხალხი, საერთო რაოდენობა 2 მილიონი.
იჯრა - ერთი საჯერო ჭამადი, ერთი დღე სამყოფი ღომი, თუ პური ანუ სხვა რაიმე (საბა).
![]() |
5.33 იჰ |
▲back to top |
იჰ - სიამოვნების, აღტაცების ან დანანების და ნაწყენობის გამომხატველი შორისდებული.
იჰარა (იბარა) საიკაკუ (ნამდვილი სახელი და გვარი ჰირაიამა ტოგო) - იაპონელი მწერალი (1642-1693 წწ).