The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ო-რ)


უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ო-რ)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ელერდაშვილი ალექსანდრე
თემატური კატალოგი ლექსიკონები
საავტორო უფლებები: © ელერდაშვილი ალექსანდრე
ლექსიკონის შექმნის თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
ლექსიკონის აღწერა: 22 000 სიტყვა დანართი ნობელის პრემიის ლაურიატები – 1901-2003 წწ შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილი „ფანტაზია“ 2004 წიგნი გამოცემულია ი/ს „ფანტაზია 2000“-ის მიერ აიწყო და დაკაბადონდა გაზეთ „ფანტაზიის“ კომპიუტერულ ცენტრში პირველი გამოცემა 2004 წელი



1

▲ზევით დაბრუნება


- ქართული ანბანის მეთოთხმეტე (ძველი ქართული ანბანის მეთექვსმეტე) ასო; მისი სახელია „ონი“. გრაფიკული სიმბოლო უკანა რიგის საშუალო აწეულობის ბაგისმიერი ხმოვანი ბგერისა. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა სამოცდაათს (70).

  1. შორისდებული, იგივეა, რაც ოჰ!

  2. ნაწილაკი, იხმარება მესამე პირის ნათქვამის გამეორებისას,

1.1 ოა

▲ზევით დაბრუნება


ოაზისი - (ბერძ.) ადგილი უდაბნოში, სადაც წყალი მოიპოვება და მცენარეულობა ხარობს.

ოაკო ალბერტო ხუან - არგენტინელი ფეხბურთელი, XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე (? - 1950 წ).

ოანა მორის - ესპანური წარმოშობის ფრანგი პიანისტი და კომპოზიტორი (1913-1992 წწ).

ოას - (აბრევიატურა) სამხედრო ფაშისტური დაჯგუფება საფრანგეთში XX საუკუნის 60-იანი წლების დამდეგს.

ოასტეპეკი - ქალაქი და მუნიციპალიტეტი მექსიკის მორელოსის შტატში.

ოახაკა - ქალაქი მექსიკის სამხრეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (215 000).

ოაჰუ - კუნძული წყნარ ოკეანეში, ჰავაის კუნძულების შემადგენლობაში, ეკუთვნის აშშ-ს.

1.2 ობ

▲ზევით დაბრუნება


ობა - იგივეა, რაც დღეობა.

ობა მინაკო - იაპონოელი მწერალი და პოეტი ქალი (დაიბადა 1946 წელს).

ობაიასი ტარიო - იაპონელი ეთნოგრაფი (დაიბადა 1929 წელს).

ობაკუ - ძენ-ბუდიზმის იაპონური სკოლა.

ობამა ბარაკ ჰუსეინ - აშშ-ს 44-ე პრეზიდენტი 2009 წლიდან დემოკრატიული პარტიიდან (დაიბადა 1961 წელს).

ობანელი თეოდორ - პროვანსელი მწერალი (1829-1886 წწ).

ობასანჯო ოლუსეგუნ - ნიგერიის პრეზიდენტი 1999-2007 წლებში (დაიბადა 1937 წელს).

ობდულიო ხასინტო ვალერა - ურუგვაელი ფეხბურთელი, 1950 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებულიგუნდისკაპიტანი (1917-1996 წწ).

ობელისკი - (ბერძნ.) ძეგლი, რომელიც წარმოადგენს ზევითკენ თანდათანობით გაწვრილებულ სვეტს.

ობერ (გერმ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს მთავარს, უფროსს.

ობერეკი (პოლონ.) - პოლონური ხალხური ცეკვა (წყვილისა).

ობერვილიე - ქალაქი საფრანგეთის სენ-სენ-დენის დეპარტამენტში.

ობერი ფრანსუა - ფრანგი კომპოზიტორი (1782-1871 წწ).

ობერი (ობერტი) ჰერმან - მეცნიერი, რაკეტული ტექნიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მოღვაწეობდა გერმანიასა და აშშ-ში (1894-1985 წწ).

ობერლეიტენანტი (გერმ.) - სამხედრო წოდება გერმანიაში - უფროსი ლეიტენანტი.

ობერმაიერი ჰუგო -გერმანელი არქეოლოგი (1877-1946 წწ).

ობერონი - პლანეტა ურანოსის თანამგზავრი; აღმოაჩინა ინგლისელმა ასტრონომმა ვ. ჰერშელმა 1787 წელს.

ობეროფიცერი - ზოგი ქვეყნის ძველ არმიაში - ოფიცრის ჩინი კაპიტნამდე.

ობერპალენი - ესტონეთის ქალაქ პილტსამაას სახელი 1917 წლამდე.

ობერსტდორფი - სამთოკლიმატური კურორტი და ზამთრის სპორტის ცენტრი გერმანიაში, ავსტრიის საზღვართან.

ობერტონი (გერმ.) - დამატებითი ტონი, რომელიც ძირითად ტონს ანიჭებს განსაკუთრებულ ელფერს, ტემბრს.

ობერშტურმბანფიურერი (გერმ.) - ფაშისტურ გერმანიაში ესესელების ოფიცრის წოდებულება, უდრის არმიის პოდპოლკოვნიკს.

ობერჰაუზენი - ქალაქი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში (225 ათასი).

ობერჰოფი - სამთოკლიმატური კურორტი და ზამთრის სპორტის ცენტრი გერმანიაში, ტიურინგენის ტყის მთებში.

ობი

  1. სოკოს ქსელი, რომელიც მოთეთრო, მოყვითალო ან მომწვანო ლაქების სახით უჩნდება კვების პროდუქტებს.

  2. მდინარე საფრანგეთში, მდინარე სენის მარცხენა შენაკადი.

  3. დეპარტამენტი საფრანგეთში.

  4. ქალაქი რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქში (25 ათასი).

  5. მდინარე დასავლეთ ციმბირში, ერთვის კარის ზღვას (სიგრძე - 3650 კილომეტრი).

  6. (იაპონ.) - დეკორატიული სარტყელი, რომელიც კიმონოზე აქვთ ხოლმე შემოჭერილი.

ობიალიაი (1917 წლამდე აბელი) - ქალაქი ლიტვაში.

ობიანი - რასაც ობი აქვს მოკიდებული, დაობებული.

ობიექტი (ლათ.)

  1. (ფილოს.) ჩვენს გარეშე და ჩვენი ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად არსებული სამყარო, მატერიალური სინამდვილე.

  2. (წიგნ.) მოვლენა, საგანი, პირი, რომლისკენაც არის მიმართული ვისიმე მოქმედება, ყურადღება და სხვა.

  3. საწარმო, დაწესებულება, მშენებლობა და მისთანები, როგორც რაიმე მნიშვნელობის ერთეული.

ობიექტივი (ლათ.) - ოპტიკური ხელსაწყოს (ფოტოაპარატის, მიკროსკოპის, ტელესკოპის) ნაწილი - ლინზების სისტემა, რომელიც მიმართულია საგნისკენ.

ობიექტივიზმი - შემეცნების მატერიალისტური თეორიის ძირითადი პრინციპი, რომლის მიხედვითაც, წინააღმდეგ სუბიექტივიზმისა, აღიარებულია ობიექტის, ობიექტური სინამდვილის, როგორც შეგრძნებათა წყაროს, არსებობა.

ობიექტური

  1. ჩვენს გარეშე ჩვენგან დამოუკიდებლად არსებული.

  2. მიუდგომელი, მიუკერძოებელი.

  3. გრამატიკაში - ობიექტის გამომხატველი.

ობივატელი (რუს. „обыватель“) - ადამიანი, რომელიც მოკლებულია საზოგადოებრივ თვალთახედვას და ცხოვრობს მხოლოდ წვრილმანი, პირადი ინტერესებით.

ობინიაკი ფრანსუა ედელენ აბატი ' - ფრანგი მწერალი და დრამის თეორიტიკოსი (1604-1676 წწ).

ობინიე თეოდორ აგრიპა ' - ფრანგი პოეტი და ისტორიკოსი (1552-1630 წწ).

ობის კამენი - ქალაქი რუსეთის ალთაის მხარეში.

ობიჰირო - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (170 ათასი).

ობლატი (ლათ.)

  1. სახამებლის, ჟელატინისა და მისთანების გარსი წამლისათვის.

  2. სეფისკვერი, რომლითაც აზიარებენ მორწმუნეებს კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიაში.

ობლიგატო (იტალ.) - მუსიკალურ ნაწარმოებში - რომელიმე საკრავის პარტია, რომლის გამოტოვება არ შეიძლება და აუცილებლად უნდა შესრულდეს.

ობლიგატური - აუცილებელი, სავალდებულო.

ობლიგაცია (ლათ.)

  1. სახელმწიფო სესხის ბილეთი.

  2. ფასიანი ქაღალდების ერთ-ერთი სახეობა, რომლებიც შემოსავალს იძლევა მოგების ან პროცენტის სახით.

ობლიგო

  1. საწარმოს საერთო დავალიანების ჯამი თამასუქების მიხედვით.

  2. ბანკში არსებული პირადი ანგარიშების დავთარი, რომელშიც შეაქვთ ცალკეულ პირთა დავალიანება ამ ბანკში აღრიცხული თამასუქების მიხედვით.

ობლიტერაცია (ლათ.)

  1. მედიცინაში - შეხორცება, დახშვა ღრუ ან მილოვანი ორგანოსი (შემაერთებელი) ქსოვილის გაზრდის შედეგად. ჩვეულებრივ მოსდევს ანთებით პროცესს, იშვიათად - სიმსივნის ზრდას; შეუძლია გამოიწვიოს მძიმე მოშლილობა ორგანიზმში.

  2. ბოტანიკაში - მცენარეთა მკვდარი უჯრედებისა და ქსოვილების ჩაჭყლეტა, რაც ზოგჯერ იწვევს უჯრედსშიგა და უჯრედთაშორისი ღრუების გაქრობას.

ობლობა - ობლად ყოფნა.

ობლუჩიე - ქალაქი რუსეთის ებრაელთა ავტონომიურ მხარეში.

ობმოკიდებული - ობიანი, დაობებული.

ობნინსკი - ქალაქი რუსეთის კალუგის ოლქში (110 ათასი).

ობობა - ფეხსახსრიანი შხამიანი ცხოველი, იკვებება მწერებით, რომლებიც მის მიერ გაბმულ ქსელში ებმებიან.

ობოიანი - ქალაქი რუსეთის კურსკის ოლქში.

ობოლენსკაია (ქალიშვილობის გვარი - მაკაროვა) ვერა - საფრანგეთის ანტიფაშისტური მოძრაობის მონაწილე, ფაშისტებმა სიკვდილით დასაჯეს პლეტცენზეს ციხეში (1911-1945 წწ).

ობოლენსკი ევგენი - რუსი თავადი, დეკაბრისტი, პორუჩიკი (1796-1865 წწ).

ობოლი (ობოლოსი)

  1. ძველ საბერძნეთში - ხურდა ფული.

  2. უდედმამო, ანდა მხოლოდ უდედო ან უმამო ბავშვი.

  3. (პოეტურად) უპატრონოდ მიტოვებული.

  4. ერთადერთი განსაკუთრებული, ძლიერ კარგი.

ობოლი კლდე - მთა კასპის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ შტოქედზე.

ობოლ-ოხერი - ობოლი და ოხერი, უპატრონო, უთვისტომო.

ობორინი ლევ - რუსი პიანისტი, პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1907-1974 წწ).

ობოტე (მილტონ ობოტე) აპოლო - უგანდის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (დაიბადა 1926 წელს).

ობრა - მდინარე პოლონეთში, მდინარე ვარტის მარცხენა შენაკადი.

ობრადოვიჩი დოსიტეი (ერისკაცობაში დიმიტრი) - სერბი განმანათლებელი, მწერალი, (დაახლოებით 1740-1811 წწ).

ობრაზცოვა ელენა - ოპერის რუსი მომღერალი ქალი (მეცო-სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1939 წელს).

ობრაზცოვი სერგეი - რუსი მსახიობი, რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1901-1992 წწ).

'ბრაიენი უილიამ სმით - ირლანდიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1803-1864 წწ).

' ბრაიენი ჯეიმზ (ლიტერატურული ფსევდონიმი - ბრონტერი) - ჩარტისტული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დიდ ბრიტანეთში, ჟურნალისტი (1802-1864 წწ).

ობრეგონი ალვარო - მექსიკის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, ქვეყნის პრეზიდენტი 1920-24 წლებში) (1880-1928 წწ).

ობრენოვიჩები - სამთავრო (1815-42, 1858-82), შემდეგ სამეფო (1882-1903) დინასტია სერბიაში.

ობრეხტი იაკობ - ნიდერლანდელი კომპოზიტორი (1450 ან 1452 - 1505 წწ).

ობროდი (კუთხ.) - უჭკუო, ჩერჩეტი.

ობსერვატორია (ფრანგ.) - შენობა, რომელიც სპეციალურად არის მოწყობილი ასტრონომიული, გეოფიზიკური და სხვა დაკვირვებებისათვის, სამეცნიერო დაწესებულება, რომელშიც ასეთი დაკვირვებები წარმოებს.

ობსერვაცია (ლათ.)

  1. იზოლაცია იმ ადამიანებისა, რომლებიც შეიძლება დასნებოვნებული იყვნენ შავი ჭირით, ქოლერით, ყვავილით ან ყვითელი ცხელებით.

  2. ზღვაში გემის ადგილსამყოფელის განსაზღვრა სანაპირო ობიექტებზე ან ციურ სხეულებზე დაკვირვებით.

ობსიდიანი (ლათ.) - ვულკანური ქანი - მუქი ფერის მინა.

ობსკურანტი - მეცნიერებისა და სწავლა-განათლების მტერი; ბნელეთის მოციქული.

ობსკურანტიზმი - მეცნიერებისა და სწავლა-განათლებისადმი, კულტურული პროგრესისადმი მტრული დამოკიდებულება.

ობსტრუქცია (ლათ.) - სხდომის, კრების, ვისიმე გამოსვლის ჩაშლა წამოძახილებით, ხმაურით, გრძელი უაზრო სიტყვის წარმოთქმით და სხვა.

ობტიურატორი (ფრანგ.)

  1. მედიცინაში - ფირფიტა, რომლითაც ფარავენ პირის ღრუს კედლების (უმთავრესად სასის) დეფექტურ ნახვრეტებს.

  2. მოწყობილობა კინოაპარატში სინათლის ნაკადის შესაწყვეტად კადრების ცვლის დროს.

  3. ქვემეხის საკეტის დეტალი, რომელიც აფეთქებისას წარმოქმნილ აირებს არ უშვებს უკან.

ობუასი - ქალაქი განის აშანტის პროვინციაში.

ობუენი ჟან - ფრანგი გეოლოგი (დაიბადა 1928 წელს).

ობუხოვა ნადეჟდა - ოპერის რუსი მომღერალი ქალი (მეცო-სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1886-1961 წწ).

ობუხოვი - ქალაქი უკრაინის კიევის ოლქში (35 ათასი).

ობუჯი - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

ობჩა - სოფლების პირველი ობჩისა და მეორე ობჩის გავრცელებული სახელწოდება (ბაღდათის მუნიციპალიტეტი).

1.3 ოგ

▲ზევით დაბრუნება


ოგაკი - ქალაქი იაპონიის გიფუს პრეფექტურაში, კუნძულ ჰონსიუზე (150 ათასი).

ოგარიოვი ნიკოლაი - რუსი რევოლუციონერი, პოეტი, პუბლიცისტი, ა.ი. გერცენის მეგობარი და თანამოაზრე (1813-1877 წწ).

ოგარკოვი ნიკოლაი - რუსი მხედართმთავარი, მარშალი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1917-1994 წწ).

ოგასავარა - იხილე ბონინი.

ოგასტა - ქალაქი აშშ-ს ჯორჯიის შტატში (50 ათასი).

ოგახაჩხალია (ოხაჩქალია) - მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, თეთრი ოხურეის მარცხენა შენაკადი.

ოგბომოშო - ქალაქი ნიგერიის ოიოს შტატში (680 ათასი).

ოგდენი - ქალაქი აშშ-ს იუტას შტატში.

ოგეჩა - (საუბ.) ხეპრე, ტლანქი ადამიანი.

ოგეჩო - შეძახილი ხბოს გასაგდებად.

ოგი გიუსტავ ემილ - ფრანგი გეოლოგი (1861-1927 წწ).

ოგიგია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფერია კალიფსოს კუნძული, სადაც ოდისევსმა სამშობლოსაკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე წელი დაჰყო.

ოგიგოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ბეოტიის მცხოვრებთა მითიური მეფის ბეოტოსის ვაჟი.

ოგინსკი მიხაილ კლეოფას - პოლონელი კომპოზიტორი და პოლიტიკური მოღვაწე (1765-1833 წწ).

ოგნევი (ნამდვილი სახელი და გვარი მიხაილ როზანოვი) - რუსი მწერალი და პედაგოგი (1888-1938 წწ).

ოგნიანოვი სავა პეტროვ - ბულგარელი მსახიობი (1876-1933 წწ).

ოგნივცევი ალექსანდრე - ოპერის რუსი მომღერალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1920-1981 წწ).

ოგოვე (ოგოუე) - მდინარე აფრიკაში, გაბონსა და კონგოში, ერთვის გვინეის სრუტეს (სიგრძე - 1200 კილომეტრი).

ოგორმანი ხუან - მექსიკელი არქიტექტორი და ფერმწერი (1905-1990 წწ).

ოგოსტა - მდინარე ბულგარეთში, მდინარე დუნაის მარჯვენა შენაკადი.

ოგოუე - იხილე ოგოვე.

ოგრე - ქალაქი ლატვიაში (30 ათასი).

1.4 ოდ

▲ზევით დაბრუნება


ოდა

  1. ხის, ქვის ბოძებზე დადგმული ფიცრული სახლი, რომელიც გავრცელებულია მესხეთ-ჯავახეთში, თრიალეთსა და დასავლეთ საქართველოში.

  2. (ბერძნ.) - სახოტბო ლექსი, რომელშიც შექებულია რომელიმე ისტორიული ამბავი ან პირი.

  3. ქალაქი განის აღმოსავლეთ ოლქში.

ოდა ნობუნაგა - იაპონელი მხედართმთავარი, ქვეყნის ერთ-ერთი პირველი გამაერთიანებელი (1534-1582 წწ).

ოდავარა - ქალაქი იაპონიის კანაგავას პრეფექტურაში, კუნძულ ჰონსიუზე (200 ათასი).

ოდალისკი (ფრანგ.<თურქ.<არაბ.)

  1. მონა, მსახური ქალი ჰარამხანაში.

  2. მძევალი ქალი.

ოდა-სახლი - იგივეა, რაც ოდა.

ოდაღაჯი (გუაიაკის ხე) - მარადმწვანე ხეების გვარი ორყურასებრთა ოჯახისა; იზრდება ტროპიკულ ამერიკაში.

ოდეთი - სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

ოდეკოლონი (ფრანგ. „კიოლნის წყალი“) - სურნელოვან ნივთიერებათა ხსნარი, სპირტით გაზავებული, ხმარობენ როგორც პარფიუმერიულ-ჰიგიენურ საშუალებას.

ოდელსტინგი - ნორვეგიის პარლამენტის (სტორტინგის) ქვედა პალატა (ზედა პალატას ეწოდება ლაგტინგი).

ოდემიში - ქალაქი თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, იზმირის ვილაიეთში.

ოდენ - მხოლოდ, მარტო.

ოდენვალდი - მთის მასივი გერმანიაში.

ოდენი (ოდენა) - სიდიდით რისამე რაოდენობისა, ტოლი, ფარდი.

ოდენი უისტენ ჰიუ - ამერიკელ-ინგლისელი პოეტი (1907-1973 წწ).

ოდენობა - სიდიდე, რაოდენობა.

ოდენსე - ქალაქი-პორტი დანიაში, ფიუნის ამტის ადმინისტრაციული ცენტრი (140 ათასი).

ოდეონი (ბერძნ.)

  1. ძველ საბერძნეთში - შენობა მუსიკალური წარმოდგენებისათვის, აგრეთვე შეჯიბრებებისათვის.

  2. სხვადასხვა ქვეყანაში - შენობა კონცერტების, ცეკვების და მისთანებისთვის.

ოდერი - მდინარე ოდრას გერმანული სახელწოდება.

ოდერის ფრანკფურტი - ქალაქი გერმანიის ბრანდენბურგის მხარეში (85 ათასი).

ოდერ-შპრეეს არხი - მდებარეობს აღმოსავლეთ გერმანიაში.

ოდერ-ჰაფელის არხი (ჰაფელ-ოდერის არხი) - მდებარეობს აღმოსავლეთ გერმანიაში.

ოდეს - (ძვ.) იგივეა, რაც როდესაც.

ოდესა

  1. (1795 წლამდე ჰაჯიბეი) ქალაქი-პორტი უკრაინაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (1 100 000).

  2. ქალაქი აშშ-ს ტეხასის შტატში.

-დე-სენი - დეპარტამენტი საფრანგეთში.

ოდესმე - იგივეა, რაც როდისმე.

ოდესღა - იგივეა, რაც როდესღა.

ოდესღაც - ერთ დროს, ძველად, წინათ.

ოდეტსი კლიფორდ - ამერიკელი დრამატურგი (1906-1993 წწ).

ოდი

  1. მარცვლის დასრულებამდე პურეულის ნათესის დაჭკნობა, იწვევს მცხუნვარე მზე, ცხელი ქარი.

  2. დეპარტამენტი საფრანგეთში.

ოდიდან (ოდით) - ძველთაგან, დასაბამიდან.

ოდითგანვე (ოდითვე) - დასაბამიდანვე, იმთავითვე, თავიდანვე.

ოდილაური - სოფელი თერჯოლის მუნიცპალიტეტში (კვახჭირის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე წყალწითელის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 140 მეტრი. თერჯოლიდან - 35 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1149 კაცი.

ოდინდელი - უძველესი დროისა, ძველისძველი, თავდაპირველი.

ოდინი - სკანდინავიურ მითოლოგიაში - ქარისა და ქარიშხლის, აგრეთვე ომისა და ვაჭრობა-ზღვაოსნობის ღმერთი; უზენაესი ღვთაება.

ოდინცოვი მიხაილ - რუსი მფრინავი, ავიაციის გენერალ-პოლკოვნიკი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი (დაიბადა 1921 წელს).

ოდინცოვო - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (130 ათასი).

ოდიოზური (ლათ.) - უარყოფითი დამოკიდებულების გამომწვევი; მეტისმეტად უსიამოვნო, არასასურველი.

ოდიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად,Hალიძონების წინამძღოლი ტროის ომში.

ოდისეა

  1. ჰომეროსის ეპიკური პოემა (დაახლოებით ძვ. წ.აღ. IX საუკუნე). მასში მოთხრობილია ტროის ომის დამთავრების შემდეგ სამშობლოში მიმავალი ოდისევსის თავგადასავალი.

  2. გადატანითი მნიშვნელობით ხიფათებით და თავგადასავლებით აღსავსე ამბავს ეწოდება.

ოდისევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტროის ციკლის თქმულებების ერთ-ერთი უმთავრესი გმირი, კუნძულ ითაკას მეფე, ლაერტესა და ანტიკლეას ვაჟი. პოემების „ილიადასა“ და „ოდისეას“ მთავარი გმირი.

ოდიშ-გურიის დაბლობი - კოლხეთის დაბლობის ნაწილი.

ოდიში

  1. ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, გვიანდელი შუა საუკუნეების სამეგრელოს ძირითადი ნაწილი.

  2. სოფლები ზუგდიდისა და სოხუმის (ყოფილი აკაფა) მუნიციპალიტეტებში.

ოდიშის ვაკე - ვაკე კოლხეთის ბარში.

ოდნავ - ცოტათი, მცირედ, ძლივს.

ოდნავი - ძალიან პატარა, მცირედი.

ოდნავღა - მხოლოდ ოდნავ, მცირედღა, ძლივსღა.

ოდიშის ქედი - იგივე ეგრისის ქედი.

ოდნარდი - იხილე აუდენარდე.

ოდოაკრი - ბარბაროსთა ბელადი, იტალიის გამგებელი 476 წლიდან, რაც დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის ოფიციალურ თარიღად ითვლება (დაახლოებით 431 - 493 წწ).

ოდოგრაფი (ბერძნ.) - ელექტრონავიგაციური ხელსაწყო, რომელიც რუკაზე ავტომატურად ხაზავს გემის მიერ გავლილ გზას.

ოდოევსკი ალექსანდრე - რუსი თავადი, პოეტი-დეკაბრისტი (1802-1839 წწ).

ოდომეტრი (ბერძნ.) - გავლილი მანძილის გასაზომი ხელსაწყო.

' დონელ ხორისი ლეოპოლდო - ესპანეთის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე (1809-1867 წწ).

' დონოვანი ჯონ - ირლანდიელი ისტორიკოსი და ფილოლოგი (1809-1861 წწ).

, დონოვან როსა ჯერიმაია - ირლანდიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1831-1915 წწ).

ოდონ-ტალა (ოდონტალა) - მთათაშუა ქვაბული ჩინეთში.

ოდონტობლასტები (ბერძნ.) - უჯრედები, რომლებიც ქმნიან ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის კბილების დენტინს.

ოდონტოლითი (ბერძნ.)

1) კბილის ქვა.

2) ზოგი განმარხებული ცხოველის (მამონტის, მასტოდონტის) ეშვები.

ოდონტოლოგია (ბერძნ.) - სტომატოლოგიის ნაწილი - მეცნიერება კბილებისა და მათ დაავადებათა, აგრეთვე მათი მკურნალობის შესახებ.

ოდორანტი - ნივთიერება, რომელიც შეჰყავთ აირში ოდორიზაციისათვის.

ოდორიზაცია (ლათ.) - დამახასიათებელი სუნის მიცემა აირისათვის (რომ მისი გაჟონვა შენიშნონ); ამ მიზნით მას უმატებენ მძაფრი სუნის მქონე ნივთიერებებს (ოდორანტებს).

ოდოში - ნაყოფის თუ თესლის მომწიფების ისეთი საფეხური, როდესაც ის ჯერ კიდევ რბილია, რძიანი.

ოდოშღერი - იგივეა, რაც ოდოში.

ოდრა (გერმანულად - ოდერი) - მდინარე ცენტრალურ ევროპაში, ერთვის ბალტიის ზღვის შჩეცინის ყურეს (სიგრძე - 854 კილომეტრი).

ოდრიკალი

  1. ორივე ბოლოთი დამაგრებული მოხრილი წკეპლა ან სხვა რამ რკალის ფორმისა.

  2. მათემატიკაში - მრუდი ხაზის ნაწილი, რომელიც მრუდის ორ წერტილს შორის არის მოქცეული.

ოდურენია - მდინარე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობის მარჯვენა შენაკადი.

1.5 ოე

▲ზევით დაბრუნება


ოე - შორისდებული, გამოხატავს კმაყოფილებს, სიხარულს.

ოე კენძაბურო - იაპონელი მწერალი (დაიბადა 1935 წელს).

1.6 ოვ

▲ზევით დაბრუნება


ოვალი (ფრანგ.) - ფიგურა, რომელიც წარმოიქმნება დახშული მრუდი ხაზით და თავისი ფორმით მოგვაგონებს კვერცხის სიგრძივ ჭრილს.

ოვალოიდები (ფრანგ.) - დახშული ამობურცული ზედაპირები.

ოვალური (ფრანგ.) - სიგრძივ გაჭრილი კვერცხის მოხაზულობის მქონე.

ოვამბო - ნამიბიასა და ანგოლაში მცხოვრები ბანტუს ჯგუფის ხალხი (სულ 1 მილიონამდე).

ოვანისიანი ნარ - ოპერის სომეხი მომღერალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1913 წელს).

ოვარიალგია (ლათ.) - საკვერცხეების ტკივილი.

ოვარიალური - საკვერცხესთან დაკავშირებული.

ოვარინი (ლათ.) - საკვერცხეებისაგან მომზადებული პრეპარატი.

ოვაცია (ლათ.) - მოწონების, აღტაცების კოლექტიური გამოხატვა ტაშისკვრითა და შეძახილებით.

ოვეისი მუჰამად - ეგვიპტელი ფერმწერი (დაიბადა 1919 წელს).

ოვერარმი - გვერდზე ცურვის ხერხი.

ოვერბეკი ფრიდრიკ - გერმანელი ფერმწერი (1789-1869 წწ).

ოვერეისელი - პროვინცია ნიდერლანდში.

ოვერლორდი - ნორმანდიის სადესანტო ოპერაციის საკოდო სახელწოდება.

ოვერნი

  1. საფრანგეთის ცენტრალური მასივის უმაღლესი წერტილი.

  2. ისტორიული ოლქი საფრანგეთში, მთავარი ქალაქი კლერმონ-ფერანი.

ოვიდიუსი პუბლიუს ნაზონ - რომაელი პოეტი (ძვ. წ.აღ. 43 - ახ.წ.აღ. 18 წწ).

ოვიედო--ვალდესი გონსალო ფერნანდესი - კონკისტადორთა ეპოქის ესპანელი მემატიანე (1478-1557 წწ).

ოვიედო - ქალაქი ესპანეთში. ასტურიის სახელმწიფოს დედაქალაქი VIII-X საუკუნეებში. ასტურიის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (200 ათასი).

ოვიმბუნდუ (უმბუნდუ) - ანგოლაში მცხოვრები ბანტუს ჯგუფის ხალხი (3,7 მილიონი).

ოვისტები (ლათ.) - XVII-XVIII საუკუნეებში - ბიოლოგები, რომლებსაც შეცდომით მიაჩნდათ, რომ ზრდადამთავრებული ორგანიზმი უკვე წინასწარაა მოცემული მდედრობით სასქესო უჯრედში - კვერცხში.

ოვოგენეზი (ლათ.) - მდედრობითი სასქესო უჯრედების (კვერცხუჯრედების) წარმოქმნა.

ოვოიანი ირმა - სპორტსმენი (აკრობატიკა, ქალთა სამეული), სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს წარმომადგენელი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი (1990), სსრკ-ს ორგზის აბსოლუტური ჩემპიონი (დაიბადა 1975 წელს).

ოვოსკოპი - კვერცხის ხარისხის შემმოწმებელი ხელსაწყო.

ოვრუჩი - ქალაქი უკრაინის ჟიტომირის ოლქში (20 ათასი).

ოვსადი - ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. ბინადრობს საქართველოშიც.

ოვულაცია (ლათ.) - მომწიფებული კვერცხუჯრედის (მდედრობითი სასქესო უჯრედის) გამოსვლა კვერცხუჯრედიდან.

ოვჩაროვი გეორგი - ბულგარელი არქიტექტორი (1889-1953 წწ).

1.7 ოზ

▲ზევით დაბრუნება


ოზაანი - სოფელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.

ოზალი თურღუთ - თურქეთის პრეზიდენტი 1989-1993 წლებში (1927-1993 წწ).

ოზანი (უზანი) (თურქ.) - პროფესიონალი სახალხო პოეტი, რომელიც საკრავზე ამღერებს ლექსებს; გავრცელებული იყო თურქი მოდგმის ხალხში.

ოზანფანი ამედე - ფრანგი ფერმწერი და ხელოვნების თეორიტიკოსი, პურიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი (1886-1966 წწ).

ოზარკი - პლატო აშშ-ში.

ოზბორნი ელბერტ ფრანკლინ - ამერიკელი გეოლოგი (დაიბადა 1911 წელს).

ოზბორნი ჯონ ინგლისელი დრამატურგი (დაიბადა 1929 წელს).

ოზბორნი ჰენრი ფერფილდ - ამერიკელი პალეონტოლოგი (1857-1935 წწ).

ოზდი - ქალაქი უნგრეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ბორშოდ-აბაუი ზემპლენის მედიეში (45 ათასი).

ოზენა - მყრალი სურდო, ქრონიკული დაავადება. რომელსაც ახასიათებს ცხვირის ლორწოვანი გარსის მკვეთრი ატროფია.

ოზერი - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (30 ათასი).

ოზეროვი ვლადისლავ - რუსი დრამატურგი (1769-1816 წწ).

ოზეროვი იური - რუსი კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1921-2001 წწ).

ოზეროვი ლევ (ნამდვილი გვარი გოლდბერგი) - რუსი პოეტი (1914-1996 წწ).

ოზეროვი ნიკოლაი - რუსი სპორტული კომენტატორი, მსახიობი, სპორტსმენი (ჩოგბურთი) (1922-1997 წწ).

ოზერსკი - ქალაქი რუსეთის კალინინგრადის ოლქში.

ოზი ამოს - ებრაელი მწერალი ისრაელიდან (დაინადა 1939 წელს).

ოზირისი - იხილე ოსირისი.

ოზმა - საწერი ქაღალდის რაოდენობის საზომი ერთეული, უდრის ოც დასტას.

ოზნი

  1. სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

  2. მდინარე წალკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ყიზილქილისის მარჯვენა შენაკადი.

ოზოკერიტი - მინერალი, რომელიც გარეგნულად თაფლის სანთელს ჰგავს; იყენებენ სხვადასხვა საცხის, კრემის და მისთანების წარმოებაში.

ოზოლინი (ოზოლინში) კარლ - ლატვიის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე 1952-59 წლებში (1905-1987 წწ).

ოზონატორი - ხელსაწყო ჰაერის ოზონიზაციისათვის.

ოზონი (ბერძნ.) - დამახასიათებელი სუნის მქონე გაზი (ჟანგბადის სამი ატომის ნაერთი); წარმოიქმნება ელექტრული განმუხტვის შედეგად (ჭექა-ქუხილის დროს) და მზის ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით.

ოზონი ფრანსუა - ფრანგი კინორეჟისორი (დაიბადა 1967 წელს).

ოზონიზაცია - ოზონით დამუშავება (ჰაერის, წყლის) გაუსნებოვნების მიზნით და ცუდი სუნის მოსასპობად.

ოზურგეთი (1934-89 წლებში მახარაძე) - ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი; მანძილი თბილისიდან 328 კმ (30 ათასი).

ოზურგეთის მაზრა - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში, ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი (1934-89 წლებში მახარაძის რაიონი) - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, მდინარეების სუფსისა და ნატანების აუზში. 1930 წლიდან ჩამოყალიბდა ცალკე რაიონად. 1 ქალაქი, 3 დაბა, 70 სოფელი.

ოზქანი (მელაშვილი) აჰმედ - ქართველი კულტურული მოღვაწე თურქეთში, რომლის მოღვაწეობა მიმართული იყო თურქეთის ქართველობაში ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებისაკენ (1922-1980 წწ).

1.8 ოთ

▲ზევით დაბრუნება


ოთა

  1. მდინარე ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 21 კილომეტრი).

  2. სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში.

ოთარაანთ ქვრივი - ქართული მხატვრული ფილმი, გადაღებულია ილია ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. ეკრანებზე გამოვიდა 1957 წელს. დამდგმელი რეჟისორი - მიხეილ ჭიაურელი. სცენარის ავტორები - აკაკი ბელიაშვილი და მიხეილ ჭიაურელი. დამდგმელი ოპერატორები - დავით კანდელაკი, დიმიტრი ფელდმანი. კომპოზიტორი - სულხან ცინცაძე. მთავარ როლებში: ვერიკო ანჯაფარიძე (ოთარაანთ ქვრივი), გიორგი შენგელაია (გიორგი), ბორის ანდრონიკაშვილი (არჩილი), დინარა ჟორჟოლიანი (კესო), კოტე დაუშვილი, მერი დავითაშვილი, ალექსანდრე გომელაური, ვახტანგ ნინუა.

ოთარაანი - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (კოჭბაანის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ივრის ხეობაში, თბილისი-გომბორის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან - 920 მეტრი, საგარეჯოდან - 43 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 8 კაცი.

ოთარ ნორიოელი - ძველი ქართული საიმპროვიზაციო ნიღბების თეატრის გამოჩენილი პროფესიონალი ბერიკა-მსახიობი. მოღვაწეობდა XVIII საუკუნეში.

ოთარშენი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ოთახი - ცალკე სადგომი სახლში, ბინაში ან დაწესებულებაში.

ოთეფურა (ოთეფურადიდი) - მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე.

ოთმანური - XV-XVI საუკუნეების ქართულ წყაროებში (აღაპებში) მოხსენიებული ტერმინი ოსმალური მონეტების აღსანიშნავად.

ოთომანთა იმპერია - იხილე ოსმალეთის იმპერია.

ოთრარი (თურარბანდი, თარარბანდი, ფარადი) - ძველი ქალაქი მდინარე სირდარიის ქვემო წელზე, არსებობდა XV საუკუნემდე.

ოთრისი - ქედი საფრანგეთში.

ოთურმა (თურქ.) - საბავშვო სათამაშო ერთგვარი, მიყოლებით წაკუზულ ამხანაგებზე რიგ-რიგობით გადახტომა.

ოთხ - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა, ნიშნავს ოთხი რისამე შემცველს.

ოთხამოღებით - ჭენებით.

ოთხარა (უათჰარა)

  1. მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, მდინარე მჭიშთის მარცხენა შენაკადი.

  2. სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ოთხასი - რიცხვი და რაოდენობა 400.

ოთხახმით - იგივეა, რაც ოთხამოღებით.

ოთხგვერდა - იგივეა, რაც ოთხგვერდიანი.

ოთხგვერდიანი - ოთხი გვერდის მქონე.

ოთხგზის

  1. იგევეა, რაც ოთხჯერ.

  2. ოთხჯერ გამეორებული.

ოთხეული - ოთხი ერთეულისაგან ან ადამიანისაგან შემდგარი.

ოთხთა ეკლესია - X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკა სოფელ ოთხთასთან, მდინარე ჭოროხის ხეობაში (ახლა თურქეთის ფარგლებშია).

ოთხთავი - იგივეა, რაც სახარება.

ოთხთვალა

  1. ოთხი თვლის მქონე.

  2. ოთხი თვლის მქონე საზიდარი.

ოთხი

  1. რიცხვი და რაოდენობა „4“.

  2. იგივეა, რაც ოთხიანი.

ოთხიანი

  1. ოთხის შემცველი.

  2. სასკოლო ნიშანი - კარგი.

  3. სათამაშო ქაღალდი, რომელზეც ოთხიანია გამოსახული.

ოთხივკუთხივ - იგივეა, რაც ოთხკუთხივ.

ოთხიოდე (ოთხიოდ) - დაახლოებით ოთხი.

ოთხკეცი - ოთხჯერ აღებული, ოთხმაგი.

ოთხკლასიანი - მეფის რუსეთში, ოთხი კლასის შემცველი სასწავლებელი.

ოთხკუთხი - ოთხი კუთხის მქონე.

ოთხკუთხედი - ოთხი კუთხის მქონე გეომეტრიული ფიგურა.

ოთხკუთხიანი - იგივეა, რაც ოთხკუთხედი.

ოთხკუთხივ - ოთხივე მხარეს, ყოველ მხარეს.

ოთხმაგი - იგივეა, რაც ოთხკეცი.

ოთხმესდური (ოთხმისდური, ოთხმაზური) - მოხელე ძველ საქართველოში, მოიხსენიება XI-XIII საუკუნეების საბუთებში.

ოთხმოცი - რიცხვი და რაოდენობა „80“.

ოთხმოცდაათი - რიცხვი და რაოდენობა „90“.

ოთხმოცდაათიანი - საუკუნის მონაკვეთი ოთხმოცდაათიდან ოთხმოცდაცხრამეტ წლამდე.

ოთხმოცდამეათე - რიგის მიხედვით ოთხმოცდაათი.

ოთხმოციანი - საუკუნის მონაკვეთი ოთხმოციდან ოთხმოცდაცხრა წლამდე.

ოთხ-ოთხი - ოთხი რამდენჯერმე.

ოთხოსანი - მოსწავლე, რომელიც კარგად სწავლობს და საგნებში იღებს შეფასება 4-ს, კარგოსანი.

ოთხფეხა - ოთხი ფეხის მქონე ცხოველი.

ოთხფეხიანი - რასაც ოთხი ფეხი აქვს.

ოთხფეხი - ოთხი ფეხის მქონე ცხოველი, პირუტყვი.

ოთხღერძიანი - ოთხი ღერძის მქონე.

ოთხშაბათი - კვირის მესამე დღე.

ოთხშაბათობით - ყოველ ოთხშაბათ დღეს.

ოთხძალი - (ძვ.) ოთხი ძალის (სიმის) მქონე საკრავი.

ოთხწახნაგა - რასაც ოთხი წახნაგი აქვს.

ოთხწახნაგიანი - იგივეა, რაც ოთხწახნაგა.

ოთხწლედი - (ძვ.) ოთხწლიანი დაწყებითი სკოლა.

ოთხწლიანი - რაც ოთხი წლის განმავლობაში ხდება.

ოთხ-ხუთი ლექსი - ქართული ლექსის სახეობა, შედგება ოთხტაეპიანი ხუთი სტროფისაგან.

ოთხჯერ

  1. ოთხ რიგად, ოთხ წყებად აღებული, ოთხგზის.

  2. ოთხზე გამრავლებული.

ოთხჯერადი - ოთხჯერ გამეორებული.

1.9 ოი

▲ზევით დაბრუნება


ოი - შორისდებული; გამოხატავს: 1) ნატვრას, სიამოვნებას, აღტაცებას. 2) გაოცებას. 3) დალოცვას ან წყევლას.

ოიამა ივაო - პრინცი, იაპონიის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, სამხედრო მინისტრი (1842-1916 წწ).

ოიამა იკუო - იაპონიის საზოგადო მოღვაწე, მშვიდობის დაცვის იაპონიის კომიტეტის თავმჯდომარე (1880-1956 წწ).

ოიასიო - იგივე კურილის დინება, ცივი დინება წყნარი ოკენის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

ოიდი (ბერძნ.) - რთული ფუძის შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს „მსგავსს“.

ოიდიპოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თებეს მეფე, ლაიოს მეფისა და იოკასტეს ვაჟი. ბედისწერასთან მებრძოლი ადამიანის განზოგადებული სახე.

ოიდიუმი (ლათ.) - ვაზის საშიში დაავადება; ნაცარი.

ოიკონიმები (ბერძნ.) - ტოპონიმიკის ნაწილი, რომელიც სოფლების სახელებს შეისწავლის.

ოიკოსური მეურნეობა (ბერძნ.) - მეურნეობა, რომელშიც წარმოება და მოხმარება ოჯახის ფარგლებს არ სცილდება.

ოიკუმენე - იხილე ეკუმენე.

ოიმე - შორისდებული, გამოხატავს წყენას, გაჯავრებას.

ოინბაზი - (თურქ.-სპარს.) თვალთმაქცი, მატყუარა.

ოინბაზობა - ოინბაზის თვისება.

ოინი (თურქ.)

  1. ეშმაკობა, ხრიკი, ფანდი, თვალთმაქცობა.

  2. ნარდის თამაშის ისეთი დაბოლოება, რომელიც მოგებულს ერთ ქულას სძენს (განსხვავებით მარსისაგან).

ოინოქარონტი („ღვინის ქარონტი“) - ფილიპე მაკედონელის ზედმეტი სახელი, რაც შეარქვეს იმის გამო, რომ იგი თავის მტრებს ხოცავდა მოწამლული ღვინით.

ოინოქოე (ბერძნ.) - ღვინის ჩამოსასხმელი ჭურჭელი, ოვალური მუცლის მქონე ერთსახელურიანი დოქი; იცოდნენ ძველ საბერძნეთში.

ოიო - ქალაქი ნიგერიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ოიოს შტატში (240 ათასი).

ოირათები - წარსულში დასავლელ მონღოლთა საერთო სახელწოდება.

ოირათთა სახანო - ოირათების ფეოდალური სახელმწიფო XVII-XVIII საუკუნეებში, ჯუნგარიაში (ახლანდელი ჩრდილო-დასავლეთი ჩინეთი).

ოირემე - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ოისირე

  1. ქედი გალის მუნიციპალიტეტში, ოხაჩქუს ქედის განშტოება.

  2. მთა გალის მუნიციპალიტეტში, ოისირეს ქედზე.

ოისირეშდიდი - მთა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე.

ოისტრახი დავით - რუსი მევიოლინე, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1908-1974 წწ).

ოისტრახი იგორ - რუსი მევიოლინე და დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1931 წელს).

ოიტა - ქალაქი იაპონიის კუნძულ კიუსიუზე, ამავე სახელწოდების პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (420 ათასი).

ოიუენი ერდენებატინ - მონღოლი მწერალი და რეჟისორი ქალი (დაიბადა 1918 წელს).

1.10 ოკ

▲ზევით დაბრუნება


ოკა

  1. მდინარე ციმბირის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ანგარის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 630 კილომეტრი).

  2. მდინარე რუსეთის ევროპულ ნაწილში, ვოლგის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 1500 კილომეტრი).

ოკავანგო - იხილე კუბანგო.

ოკაზიონალიზმი (ლათ.) - მიმართულება დასავლეთევროპულ ფილოსოფიაში; იდეალისტურად წყვეტდა რენე დეკარტის დუალისტური ფილოსოფიის მიერ დასმულ საკითხს სულისა და სხეულის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ.

ოკაზიონალური მნიშვნელობა - სიტყვის უჩეულო მნიშვნელობა; ისეთი, რომელსაც იყენებენ გარკვეულ შემთხვევაში, სპეციალურ კონტექსტში.

ოკაზიური - კერძო, ცალკეული შემთხვევისათვის შექმნილი.

ოკაია - ქალაქი იაპონიის ნაგანოს პრეფექტურაში.

ოკაიამა - ქალაქი იაპონიის კუნძულ კიუსიუზე, ამავე სახელწოდების პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (420 ათასი).

ოკალმახე - მდინარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადი.

ოკამი - სოფლები ახალქალაქისა და კასპის მუნიციპალიტეტებში.

ოკამი უილიამ - ინგლისელი ფილოსოფოსი-სქოლასტიკოსი, ლოგიკოსი და საეკლესიო-პოლიტიკური მწერალი, ნომინალიზმის მთავარი წარმომადგენელი (დაახლოებით 1285-1349 წწ).

ოკამპო სილვინა - არგენტინელი მწერალი ქალი (1910-1993 წწ).

ოკანი მორის - ფრანგი მათემატიკოსი (1862-1938 წწ).

ოკაპი - იშვიათი ჯიში ჟირაფების ოჯახისა; სიგრძე 2 მეტრამდე, იწონის დაახლოებით 250 კგ-ს.

ოკარა - ქალაქი პაკისტანის აღმოსავლეთ ნაწილში, პენჯაბის პროვინციაში (155 ათასი).

ოკარი ემანუელ - ფრანგი პოეტი (დაიბადა 1940 წელს).

ოკარინა (იტალ.) - პატარა ზომის ერთგვარი ჩასაბერი საკრავი თიხისა ან ფაიფურისა.

ოკასი ევალდ - ესტონელი ფერმწერი და გრაფიკოსი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1915 წელს).

ოკაცე (საწისქვილო) - მდინარე ხონის მუნიციპალიტეში, ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი.

ოკაძაკი - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე, აიტის პრეფექტურაში (320 ათასი).

ოკეანარიუმი - დიდი აკვარიუმი ზღვის პირას წყალში მობინადრე არსებათა შესასწავლად.

ოკეანე

  1. ოკეანოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ყოველი ღმერთის მშობელი, ურანოსის და გეას ვაჟი.

  2. (ბერძ.) - კონტინენტებს შორის მოქცეული წყლის დიდი სივრცე.

ოკეანი - იხილე ოუშენი.

ოკეანია - კუნძულების ჯგუფი წყნარი ოკეანის ცენტრალურ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

ოკეანიდები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ოკეანის ქალიშვილები, ზღვის ნიმფები.

ოკეანოგრაფია - მოძღვრება ოკეანეებსა და ზღვებში მიმდინარე ფიზიკური, ქიმიური, გეოლოგიური, ბიოლოგიური პროცესებისა და მოვლენების შესახებ.

ოკეანოლოგია - იგივეა, რაც ოკეანოგრაფია.

ოკეგემი იოჰანეს (ჟან) დე - ფრანკო-ნიდერლანდელი კომპოზიტორი (დაახლოებით 1425 - 1495 წწ).

ოკეევი ტოლომუშ - ყირგიზი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1935-2001 წწ).

' კეი (ინგლ.) - დასტურის სიტყვა ინგლისურენოვან ქვეყნებში.

' კეისი შონ - ირლანდიელი მწერალი (1880-1964 წწ).

' კელი შონ თომას - ირლანდიის პრეზიდენტი 1945-59 წლებში (1882-1966 წწ).

ოკენი (ნამდვილი გვარი ოკენფუსი) ლორენც - გერმანელი ბუნებისმეტყველი და ნატურფილოსოფოსი (1779-1851 წწ).

ოკვარე - მდინარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ფიჩორის მარცხენა შენაკადი.

ოკვინორე

  1. მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, გაგიდის მარცხენა შენაკადი.

  2. სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

ოკი - კუნძულების ჯგუფი იაპონიის ზღვაში, ეკუთვნის იაპონიას.

ოკიერი (ააკიერი) იეპე - დანიელი მწერალი (1866-1930 წწ).

ოკინავა - ყველაზე დიდი კუნძული რიუკიუს არქიპელაგში, ეკუთვნის იაპონიას.

ოკინლეკი კლოდ ჯინ ეირ - ინგლისელი ფელდმარშალი (1884-1880 წწ).

ოკიპეტე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:

  1. ერთ-ერთი ჰარპიას სახელი.

  2. ერთ-ერთი დანაიდი.

ოკიროე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად: 1) ოკეანოსისა და თეტისის ქალიშვილი, ფაზისის მშობელი. 2) ფერია, მდინარის ღმერთის - იმბრასოსის ქალიშვილი. 3) ფერია, ტროასთან მებრძოლი გმირის ჰოპოდამანტის დედა.

' კიფი ჯორჯია - ამერიკელი მხატვარი ქალი (1887-1986 წწ).

ოკიჩობი - ტბა აშშ-ს ფლორიდის ნახევარკუნძულზე (სიღრმე 6 მეტრი).

ოკლაჰომა - შტატი აშშ-ს სამხრეთ ნაწილში; ფართობი - 181,1 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 3,2 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - ოკლაჰომა-სიტი.

ოკლაჰომა-სიტი - ქალაქი აშშ-ში, ოკლაჰომის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (445 ათასი).

ოკლენდი

  1. ქალაქი-პორტი აშშ-ს კალიფორნიის შტატში (370 ათასი).

  2. კუნძულების ჯგუფი წყნარ ოკეანეში, ეკუთვნის ახალ ზელანდიას.

  3. ქალაქი-პორტი ახალ ზელანდიაში (320 ათასი).

ოკლუზია (ლათ.)

  1. ფიზიკაში - გამდნარი ან მაგარი ლითონების მიერ აირების შთანთქმა.

  2. ანატომიაში - ზედა და ქვედა კბილების შეფარდება მოკუმულ მდგომარეობაში.

  3. ლინგვისტიკაში - სამეტყველო ორგანოთა ხშვა ბგერის წარმოსათქმელად.

ოკნუსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:

  1. წინასწარმეტყველ მანტოს ვაჟი, მას მიეწერება ე.წ. მანტიების დაარსება.

  2. მოხუცი, რომელსაც არ უნდოდა სიკვდილი და ამისათვის დასაჯეს ღმერთებმა უსასრულო და უშედეგო შრომით. ოკნუსი გრეხდა ბაწარს, რომელსაც დაგრეხვისთანავე ჭამდა ვირი.

ოკოლია - 1947-69 წლებში ბულგარეთის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული.

' კონელი დანიელ - ირლანდიელი ეროვნული მოძრაობის მოღვაწე (1775-1847 წწ).

' კონორი ართურ - ირლანდიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1763-1852 წწ).

' კონორი ფერგიუს ედუარდ - ჩარტისტული მოძრაობის ლიდერი დიდ ბრიტანეთში, ორატორი, პუბლიცისტი (1796-1855 წწ).

' კონორი ფლანერი - ამერიკელი მწერალი ქალი (1925-1964 წწ).

' კონორი ფრენკ (ნამდვილი სახელი და გვარი მაიკლ ო' დონოვანი) - ირლანდიელი მწერალი (1903-1966 წწ).

ოკრი ბენ - ნიგერიელი მწერალი (დაიბადა 1959 წელს).

ოკრიბა - ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, იმერეთის ნაწილი (ტყიბულის და თერჯოლის მუნიციპალიტეტები). სახელწოდება „ოკრიბა“ პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში. სახელწოდების მრავალი განმარტება არსებობს, მათ შორის, ყველაზე დამაჯერებელია მისი მეგრული სიტყვა „ოკრიბიდან“ (რაც ნიშნავს „საბატკნე-საკრავე“) წარმოშობა. ოკრიბას დასავლეთით გამოყოფდა მდინარე რიონი, ჩრდილოეთით, რაჭიდან - რაჭის ქედის ერთი მონაკვეთი, ჩრდილოეთ-დასავლეთით, ლეჩხუმიდან - რაჭის ქედის გაგრძელება (მდინარე ლეხიდარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ), სამხრეთით - იმერეთის ვაკე, სამხრეთ-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით არგვეთის მთების მასივი. ოკრიბა მთაგორიანი მხარეა, მისი ფართობი 478,2 კვ. კილომეტრს შეადგენს. ოკრიბაში ადამიანის ცხოვრების კვალი ძველი ქვის ხანიდანაა დამოწმებული. გვიან შუა საუკუნეებში ოკრიბა მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. იმ დროისათვის იქ 50-ზე მეტი სოფელი იყო, რომელთა უმეტესობა სამეფო და სასულიერო აზნაურებს ეკუთვნოდა. იმერეთის სამეფოს სამხედრო-ადმინისტრაციული დაყოფით ოკრიბა მეოთხე სადროშოში შედიოდა. სასულიერო ხელისუფალი გელათის ეპისკოპოსი იყო. ოკრიბას მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრები იყო გელათის მონასტერი, მოწამეთა და სხვა.

ოკრიბა-არგვეთის სერი - სერი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ოკრიბის ქვაბულსა და იმერეთის დაბლობს შორის.

ოკრილა - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე ნენსკრის მარჯვენა შენაკადი.

ოკ-რიჯი - ქალაქი აშშ-ს ტენესის შტატში, ნოქსვილის გარეუბანი (30 ათასი).

ოკრობოკრო - უსწორმასწორო, ოღროჩოღრო.

ოკრუგი (რუს.) - ყოფილ სსრკ-სა და თანამედროვე ბულგარეთში ტერიტორიულ ადმინისტრაციული დაყოფის ერთ-ერთი ფორმა.

ოკულანტი - კვირტით ნამყნობი მცენარე.

ოკულარი (ლათ.) - ოპტიკური ხელსაწყოს ნაწილი, რომელიც დამკვირვებლის თვალისკენაა მიმართული; შედგება ერთი ლინზისგან ან ლინზათა სისტემისგან.

ოკულირება (ლათ.) - კვირტით მყნობა (მცენარისა).

ოკულისტი (ლათ.) - თვალის ექიმი, ოფთალმოლოგი.

ოკულოვკა - ქალაქი რუსეთის ნოვგოროდის ოლქში.

ოკულტიზმი (ლათ.) - მისტიკურ მოძღვრებათა საერთო სახელწოდება.

ოკულტური - მისტიკური წარმოდგენების მიხედვით - „იმქვეყნიურ სამყაროსთან“ დაკავშირებული; ზებუნებრივი.

ოკუმა სიგენობუ - იაპონიის პრემიერ-მინისტრი 1898, 1914-16 წლებში (1838-1922 წწ).

-კუნინუსი - იაპონური მითოლოგიიის თანახმად, კეთილი, გულმოწყალე ღმერთი, ადამიანთა კეთილდღეობის მფარველი.

ოკუპანტი - ოკუპაციის მონაწილე, დამპყრობი.

ოკუპაცია (ლათ) - სხვა ქვეყნის ტერიტორიის დროებით დაკავება ამა თუ იმ ქვეყნის სამხედრო ძალების მიერ.

ოკუპირებული - რის ოკუპაციაც მოახდინეს.

ოკუჯავა ბულატი - ქართული წარმოშობის რუსი პოეტი (1924-1997 წწ).

ოკუჯავა ვაჟა - ნეიროფიზიოლოგი, აკადემიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, 1980-85 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (დაიბადა 1930 წელს).

1.11 ოლ

▲ზევით დაბრუნება


ოლა ჯორჯ - ამერიკელი ქიმიკოსი, 1994 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1927 წელს).

ოლადაური - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ოლავერდი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

ოლაინე - ქალაქი ლატვიაში.

ოლარი (ბერძ.) - მღვდლის სამოსელის ნაწილი, ყელზე ჩამოსაცმელი გრძელი და ვიწრო, ოქრომკედით ნაქარგი ქსოვილი.

ოლარი ფრანსუა ვიქტორ ალფონც - ფრანგი ისტორიკოსი და პუბლიცისტი (1849-1928 წწ).

ოლაფ I ტრიუგვასონი, ალექსანდერ ედუარდ კრისტიან ფრედერიკ - ნორვეგიის კონუნგი X საუკუნის მეორე ნახევარში.

ოლაფ II ჰარალდსონი (წმინდა) - ნორვეგიის მეფე (დაახლოებით 995 - 1030 წწ).

ოლაფ V (ულაფ V) ალექსანდერ ედუარდ კრისტიან ფრედერიკ - ნორვეგიის მეფე 1957 წლიდან (1903-1991 წწ).

ოლაფური რაგნარ გრიმსონ - ისლანდიის პრეზიდენტი 1996 წლიდან (დაიბადა 1943 წელს).

ოლაჯიუვონი ჰაქიმ აბდულა - ამერიკელი კალათბურთელი, წარმოშობით ნიგერიელი, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, NBA-ს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშე (დაიბადა 1963 წელს).

ოლბანი

  1. მდინარე კანადაში, ერთვის ჯეიმზის ყურეს.

  2. .ქალაქი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ნიუ-იორკის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (80 ათასი).

  3. ქალაქი აშშ-ს ჯორჯიის შტატში.

ოლბერსი ჰაინრიხ ვილჰელმ - გერმანელი ასტრონომი და ექიმი (1758-1840 წწ).

ოლბი ევარდ - ამერიკელი დრამატურგი (დაიბადა 1928 წელს).

ოლბია (ოლვია) - ანტიკური მონათმფლობელური ქალაქი-სახელმწიფო ახლანდელი ნიკოლაევის ოლქში (უკრაინა).

ოლბორგი - ქალაქი-პორტი დანიაში, ჩრდილოეთ იუტლანდიის ამტის ადმინისტრაციული ცენტრი (115 ათასი).

ოლბრაიტი მადლენ (ნამდვილი სახელი და გვარი მარია იანა კორბელოვა) - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი 1996-2000 წლებში (დაიბადა 1937 წელს).

ოლბრახტი ივან (ნამდვილი სახელი და გვარი - კამილ ზემანი) - ჩეხი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1882-1952 წწ).

ოლბრიხი იოზეფ მარია - ავსტრიელი არქიტექტორი (1867-1908 წწ).

ოლბრიხსკი დანიელ - პოლონელი მსახიობი (დაიბადა 1945 წელს).

ოლგა (ქრისტიანული სახელი ელენე) - კიევის მთავრის, იგორის მეუღლე, მართავდა კიევის რუსეთს თავის შვილის სვიატოსლავის მცირეწლოვნობაში. შერაცხულია რუსული ეკლესიის წმინდანად (დაალოებით 890-969 წწ).

ოლგერდი - ლიტვის დიდი თავადი 1345-77 წლებში, გედიმინისის ვაჟი (დაახლოებით 1296-1377 წწ).

ოლგინი - ქალაქი კუბაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (230 ათასი).

ოლდემი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში (ინგლისი), შედის დიდი მანჩესტერის მეტროპოლიურ საგრაფოში (220 ათასი).

ოლდენბარნეველტი (ბარნეველტი) იან ვან - ჰოლანდიის სახელმწიფო მოღვაწე (1547-1619 წწ).

ოლდენბურგები - გერმანელი გრაფების საგვარეულო, საიდანაც სათავეს იღებს რამდენიმე სამეფო დინასტია დანიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, შლეზვიგ-ჰოლშტაინში (XV-XIX სს).

ოლდენბურგი - ქალაქი გერმანიის ქვემო საქსონიის მხარეში (145 ათასი).

ოლდენბურგი კლას - ამერიკელი მხატვარი, წარმოშობით შვედი (დაიბადა 1928 წელს).

ოლდერმენი (ინგლ.)

  1. ინგლისში - საგრაფოს საბჭოს წევრი.

  2. აშშ-ს ზოგ შტატში - მუნიციპალური საბჭოს წევრი.

ოლდ ვიკი - თეატრი ლონდონში; გაიხსნა 1818 წელს.

ოლდინგტონი რიჩარდ - ინგლისელი მწერალი (1892-1962 წწ).

ოლდრინი ედუინ - აშშ-ს მფრინავი კოსმონავტი, მეცნიერების დოქტორი, პოლკოვნიკი, 1966 და 1969 წლების ფრენის მონაწილე, ერთ-ერთი მათგანი, ვინც პირველმა დადგა ფეხი მთვარეზე (დაიბადა 1930 წელს).

ოლდრიჩი თომას ბეილი - ამერიკელი პოეტი, პროზაიკოსი, ჟურნალისტი (1836-1907 წწ).

ოლდრიჯი აიარა ფრედერიკ - ამერიკელი ზანგი მსახიობი (1805-1867 წწ).

ოლდრიჯი ჯეიმზ - ინგლისელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (დაიბადა 1918 წელს).

ოლდსი რენსონ ელი - ამერიკელი გამომგონებელი და მეწარმე, საავტომობილო მშენებლობის ერთ-ერთი პიონერი (1864-1950 წწ).

ოლე

  1. პატარა ტყე მინდორში ან მდინარის პირას.

  2. ახოში საჩრდილობლად დატოვებული ხე ან ბუჩქი.

  3. ტაფობი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.

  4. (მათაგალონი) მდინარე სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, ივრის მარცხენა შენაკადი.

ოლეანდრი (ფრანგ.) - მარადმწვანე მაღალი ბუჩქი ან პატარა ხე; აქვს მუქი მწვანე ლანცეტისებრი ფოთლები.

ოლეარიუსი (ელშლეგერი) ადამ - გერმანელი მწერალი, მოგზაური და დიპოლომატი (1603-1671 წწ).

ოლეგი - ძველი რუსი თავადი, მართავდა ნოვგოროდის (879 წლიდან) და კიევის (882 წლიდან) რუსეთს (გარდაიცვალა 912 წელს).

ოლეინი (ლათ.) - თხევადი ცხიმოვანი მჟავების ნარევი, რომელსაც იღებენ ცხიმების გახლეჩით.

ოლეინიკი ბორის - უკრაინელი პოეტი (დაიბადა 1935 წელს).

ოლეინმჟავა - ოლეინის მთავარი შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს უსუნო, უფერო და უგემო სითხეს; იყენებენ მედიცინაში და სხვა.

ოლენია - მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ხუმუშქურის მარცხენა შენაკადი.

ოლენიოკი - მდინარე რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში, ერთვის ლაპტევების ზღვას (სიგრძე - 2292 კილომეტრი).

ოლენოგორსკი - ქალაქი რუსეთის მურმანსკის ოლქში (35 ათასი).

ოლენოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:

  1. არესის ვაჟი, ზევსის ძიძა, ფერიების მამა, ქალაქი ოლენოსის ეპონიმი.

  2. ზევსისა და დანაიდ ანაქსითეას ვაჟი.

ოლეოგრაფია (ლათ.) - ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატების რეპროდუქციის მოძველებული წესი.

ოლეონაფთი (ლათ.) - საზეთი ზეთი თეთრი ფერისა; იღებენ გაწმენდილი ნავთობისგან.

ოლესნიცკი ზბიგნევ - პოლონელი საეკლესიო მოღვაწე (1389-1455 წწ).

ოლესინი - ქალაქი ნიგერიაში (35 ათასი).

ოლეუმი (ლათ.) - ერთგვარი გოგირდმჟავა - უფერო ან ოდნავ მოყვითალო სითხე; იყენებენ საღებრების, სამკურნალო პრეპარატების წარმოებაში და სხვა; მბოლავი გოგირდმჟავა.

ოლექსეენკო სტეპან - უკრაინელი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (საიბადა 1941 წელს).

ოლეშა იური - რუსი მწერალი, მეზღაპრე (1899-1960 წწ).

ოლვიოპოლი - უკრაინის ქალაქ პერვომაისკის სახელი 1920 წლამდე.

ოლთაკე (ოლთაკი) - კოლხეთის მმართველი ძვ. წ.აღ. I საუკუნეში.

ოლთისი (ოლთისნი) - ციხე-ქალაქი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ტაოს მხარეში (ახლა თურქეთის ტერიტორიაზეა).

ოლიანგი - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

ოლიგარქია (ბერძნ.) - მსხვილი მონოპოლისტური კაპიტალის მცირერიცხოვანი წარმომადგენლების პოლიტიკური და ეკონომიკური ბატონობა.

ოლიგემია (ლათ.) - სისხლის საერთო რაოდენობის შემცირება.

ოლიგო (ლათ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - მიუთითებს რისამე მცირე რაოდენობაზე, ნორმიდან გადახრაზე შემცირებისკენ.

ოლიგოკლაზი (ბერძნ.) - ქანწარმომქმნელი მინერალი მინდვრის შპატების ჯგუფისა.

ოლიგოპოლია (ბერძნ.) - მეურნეობის დარგის საბაზრო სტრუქტურა, რომლის დროსაც რამდენიმე მსხვილ ფირმას აქვს მონოპოლია პროდუქციის ძირითადი მასის წარმოებასა და გასაღებაზე.

ოლიგოსაპროპები (ბერძნ.) - ორგანიზმები, რომლებიც ბინადრობენ სუფთა წყლებში.

ოლიგოტროფები (ბერძნ.) - მცენარეები, რომლებიც ხარობენ საკვები ნივთიერებებით ღარიბ ნიადაგებზე.

ოლიგოფაგია (ბერძნ.) - ისეთ ცხოველთა კვების რეჟიმი, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე სახეობის საკვებს ჭამენ.

ოლიგოფრენია (ბერძნ.) - თანდაყოლილი ჭკუასუსტობა.

ოლიგოცენი (ბერძნ.) - გეოლოგიაში - პალეოგენის მესამე ეპოქა.

ოლიგურია (ბერძნ.) - მედიცინაში - თირკმლების მიერ შარდის სადღეღამისო გამოყოფის შემცირება.

ოლივარესი გასპარ დე გუსმანი - ესპანეთის სახელმწიფო მოღვაწე (1587-1645 წწ).

ოლივეირა კარლოს დე - პორტუგალიელი მწერალი (1921-1981 წწ).

ოლივეირა მარტინსი ჟოაკინ პედრუ და - პორტუგალიელი ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე (1845-1894 წწ).

ოლივერი მარია როსა - არგენტინელი მწერალი ქალი, ლათინური ამერიკის საზოგადო მოღვაწე (1898-1977 წწ).

ოლივეტი - საოფისე ავეჯის მწარმოებელი იტალიური ფირმა; დაარსდა 1908 წელს, შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ სკარმანიოში.

ოლივიე ემილ - საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე (1825-1913 წწ).

ოლივიე ლორენს (ლოურენს) - ინგლისელი თეატრისა და კინოს მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი (1907-1989 წწ).

ოლივინი (ლათ.) - მოყვითალი მწვანე მინერალი, რომელიც შედის ვულკანური ქანების შემადგენლობაში.

ოლიმპი

  1. მთათა უმაღლესი მასივი საბერძნეთში. (2900 მეტრამდე).

  2. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ღმერთების კრებული.

ოლიმპია

  1. ქალაქი აშშ-ს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ვაშინგტონის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (30 ათასი).

  2. ძველბერძნული ქალაქი ნახევარკუნძულ პელეპონესის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

ოლიმპიადა (ბერძნ.)

  1. ძველ საბერძნეთში - ოთხწლიანი პერიოდი ოლიმპიურ თამაშებს შორის; წარმოადგენდა წელთაღრიცხვის ერთეულს.

  2. სპორტული, თეატრალური და სხვა შეჯიბრება.

ოლიმპიელი (ოლიმპელი) - ზევსი ან რომელიმე სხვა მთავარი ღმერთი ძველი საბერძნეთის პანთეონიდან.

ოლიმპიური თამაშები

  1. ძველ საბერძნეთში - ზევსის საპატივცემლო სახალხო დღესასწაული, რომლის დროსაც ეწყობოდა შეჯიბრება სირბილში, ხტომაში, ბადროს და შუბის ტყორცნაში. იმართებოდა ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ; გადმოცემის თანახმად, დააწესა ჰერაკლემ. გრძელდებოდა 5 დღეს.

  2. თანამედროვე საერთაშორისო შეჯიბრება სპორტის ყველა ძირითად სახეობაში (იმართება 4 წელიწადში ერთხელ - ძველი საბერძნეთის ოლიმპიადების მსგავსად).

ოლიმპიური რელიგია - გაფურჩქვნის ხანის ბერძნული პოლისების ოფიციალური რელიგია, სახელწოდება წარმოდგება თესალიაში მდებარე ოლიმპოს მთისგან, სადაც, ხალხის წარმოდგენით, ღმერთები ბინადრობდნენ.

ოლიმპო - ძველი ბერძნების წარმოდგენით, ღმერთების სამყოფელი თესალიაში. მას ძველ ქართულ მწერლობაში ულუმბოს უწოდებდნენ.

ოლიმპური - რაც გამოირჩევა სიდიადით, დიდი აღუშფოთველობით. ოლიმპური სიმშვიდე - სრული სიმშვიდე და აღუშფოთველობა.

ოლინდა - ქალაქი ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, პერნამბუკუს შტატში (340 ათასი).

ოლინთოსი - ძველი ბერძნული ქალაქი ქალკიდიკეს ნაევარკუნძულზე. (ქალაქ სალონიკის სამხრეთით).

ოლიოკმა - მდინარე რუსეთის ჩიტის და ამურის ოლქებში და იაკუტიის რესპუბლიკაში, მდინარე ლენის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 1436 კილომეტრი).

ოლიოკმნისკი - ქალაქი რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.

ოლიტა - ლიტვის ქალაქ ალიტუსის ოფიციალური სახელი 1917 წლამდე.

ოლიფა (რუს.) - მოხარშული ზეთი (სელისა, კანაფისა, სოიისა და მისთანების), რომელსაც იყენებენ ზეთის საღებავებისა და ლაქების დასამზადებლად.

ოლიფანტსი - აფრიკის სამი მდინარის სახელწოდება: 1) ლიმპოპოს მარჯვენა შენაკადი. 2) მდინარე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კაპის პროვინციაში, ერთვის ატლანტის ოკეანეს. 3) ტაურიტსის მთავარი სათავე.

ოლიხნარი - ვაზის კულტურის დაყენების ერთი ძველი სახეობა დასავლეთ საქართველოში, ვაზს მაღალ ტანს უქმნიან და საყრდენად გრძელ სარს უდგამენ.

ოლკუში - ქალაქი პოლონეთის კატოვიცეს სავოევოდოში.

ოლოზი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ოლოლი (ყურებიანი ბუ) - იგივეა, რაც ზარნაშო.

ოლოლო - შორისდებული, გამოხატავს ნიშნის მოგებას, იხმარება პირის ნაცვალსახელებთან.

ოლომოუცი - ქალაქი ჩეხეთის ჩრდილოეთ მორავიის ოლქში (105 ათასი).

ოლონეცი - ქალაქი რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში.

ოლონხო - იაკუტიაში მცხოვრებ ხალხთა საგმირო ეპოსი.

ოლორი - მდინარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადი.

ოლპორტი გორდონ უილიარდ - ამერიკელი ფსიქოლოგი (1897-1967 წწ).

ოლსონი ჩარლზ - ამერიკელი პოეტი (1910-1970 წწ).

ოლტენია - ვლახეთის (რუმინეთი) დასავლეთი ნაწილის სახელწოდება.

ოლსტერი

  1. ისტორიული ოლქი კუნძულ ირლანდიის ჩრდილოეთ ნაწილში.

  2. დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში შემავალი ჩრდილოეთ ირლანდიის სახელი, რომელსაც ზოგჯერ ხმარობენ პრესაში.

  3. პროვინცია ჩრდილოეთ ირლანდიაში.

ოლტი

  1. (ოლტული) - მდინარე რუმინეთში, დუნაის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 709 კილომეტრი).

  2. ჟუდეცი სამხრეთ რუმინეთში; ადმინისტრაციული ცენტრი - სლატინა.

ოლტმენი რობერტ - ამერიკელი სცენარისტი, პროდიუსერი, რეჟისორი (დაიბადა 1925 წელს).

ოლტმენი სიდნი - ამერიკელი ბილოგი, 1989 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1939 წელს).

ოლტული - იხილე ოლტი.

ოლფაქტომეტრია (ლათ.) - ყნოსვის სიმახვილის გაზომვის მეთოდი.

ოლქი (თურქ.) - სახელმწიფო ტერიტორიის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური, სამეურნეო, სამხედრო და სხვა ერთეული.

ოლღას მონასტერი - ოლღას სახელით ცნობილი მცხეთის დედათა მონასტერი მდებარეობს მცხეთის რკინიგზის სადგურის პირისპირ, მთის კლდოვან ფერდზე, მდინარე მტკვარის მარჯვენა ნაპირზე, აგებულია XI-XII საუკუნეებში. აქ არსებული სამონასტრო კომპლექსიდან შემორჩენილია ღვთისმშობლისა და ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიები. ისტორიულ წყაროებში ღვთისმშობლი ეკლესია ცნობილია ახალქალაქურის სახელწოდებით. 1609 წელს ლუარსაბ II-საგან დევნილმა გიორგი სააკაძემ თავის ახლობლებთან ერთად ახალქალაქურ მონასტერს შეაფარა თავი. XIX საუკუნის 90-იან წლებში ოლღა გორნიჩმა გააწმენდინა მიწით დაფარული ეკლესია, შეაკეთებინა და დააარსა იქ დედათა მონასტერი.

ოლშევსკი კაროლ სტანისლავ - პოლონელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1846-1915 წწ).

ოლშტინი - ქალაქი პოლონეთის ჩრდილოეთ ნაწილში. ამავე სახელწოდების სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (165 ათასი).

ოლხონი - კუნძული ბაიკალის ტბაში.

1.12 ომ

▲ზევით დაბრუნება


ომა (ბერძნ.) - სიტყვების დაბოლოება, რომელიც სიმსივნეს აღნიშნავს.

ომაიანთა სახალიფო (დამასკის სახალიფო) - ფეოდალური არაბული სახელმწიფო თანამედროვე სირიის ტერიტორიაზე 661-750 წლებში.

ომაიანები - არაბი ხალიფების დინასტია დამასკის სახალიფოში (661-750 წწ), კორდოვის საამიროსა (756-929 წწ) და კორდოვის სახალიფოში (929-1031 წწ).

ომაკარე - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, დღამიშის აუზში.

ომალო

  1. სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში მდინარე პირიქითი ალაზნის მარჯვენა ნაპირზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 10 სოფელს: დანო, დართლო, დიკლო, დოჭუ, ომალო, ქუმელაურთა, შენაქო, შტროლთა, ხახაბო, ხისო). ზღვის დონიდან - 1880 მეტრი, ახმეტიდან - 90 კილომეტრი. თუშეთის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. სოფელი დიდი კავკასიონისა და პირიქითა ქედებს შორის მდებარეობს. უგზოობის გამო ნახევარი წელიწადი დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1221 ადამიანი.

  2. სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ჯოყოლოს თემის საკრებულო), პანკისის ხეობაში,მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 720 მეტრი, ახმეტიდან - 24 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 58 ადამიანი.

ომალოს თემის საკრებულო - იხილე ომალო (1).

ომამდელი - ომის წინადროინდელი.

ომანი (ომანის სასულთნო, არაბ. Saltanat Uman).
- სახელმწიფო არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ესაზღვრება საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ ემირატებს და იემენს. აღმოსავლეთიდან აკრავს ომანის ყურის და არაბეთის ზღვის წყლები.
- დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1971 წელი.
- ჰიმნი - „Ya Rabbana Ehfid Lana Jalalat Al Sultan“.
- სახელმწიფო წყობა - აბსოლუტური მონარქია.
- სახელმწიფოს მეთაური - სულთანი.
- ფართობი - 309 500 კვ.კმ.
- ადმინისტრაციულად დაყოფილია 5 რეგიონად (მანთაყა) და 4 მუჰაფაზად, რომლებიც მოიცავენ 59 ვილაიეთს.
- მოსახლეობა - 3 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 12 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - არაბული.
- სახელმწიფო რელიგია - ისლამი.
- დედაქალაქი - მასკატი.
- ვალუტა - ომანის რიალი.
- ქვეყნის კოდი - OMN.
- დროის სარტყელი - UTC +4.
- სატელეფონო კოდი - +968.
- ინტერნეტ-დომენი - OM.

ომანის ყურე - მდებარეობს არაბეთის ზღვაში.

ომაჟი (ფრანგ.) - შუა სს დასავლეთ ევროპაში - ვასალური ხელშეკრულების დადების ერთ-ერთი ცერემონია; ჰქონდა სიმბოლური მნიშვნელობა.

ომარ I - იხილე უმარ I.

ომარაანი - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (სიონის სადაბო საკრებულო), გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე ივრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1040 მეტრი, თიანეთიდან - 34 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 133 კაცი.

ომარი (ფრანგ.) - ზღვის დიდი კიბო, გავრცელებულია ატლანტის ოკეანეში.

ომარიშარა - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ომარ ხაიამი ღიას ალ-ად-დინ აბუ -ფათჰ იბნ იბრაჰიმ ნიშაბური - შუა საუკუნეების აღმოსავლეთის მეცნიერი, სპარსული პოეზიის წარმომადგენელი (1048-1122 წწ).

ომარ-ხანი ავარიელი - ავარიის ხანის გამგებელი (გარდაიცვალა 1810 წელს).

ომატიდიუმები (ბერძნ.) - ცალკეული პაწაწკინტელა თვალები, რომლებისგანაც შედგება მწერების, კიბოსნაირთა და ზოგი სხვა მრავალფეხის რთული, ფასეტური თვალები (მაგალითად, ნემსიყლაპიას აქვს 28 000 ომატიდიუმი).

ომახიანი - რიხიანი, ვაჟკაცური, ძლიერი.

ომაჰა - ქალაქი აშშ-ს ნებრასკას შტატში, მდინარე მისურიზე (335 ათასი).

ომბალო (Mentha pulegium) - სურნელოვანი ბალახი, იზრდება ტენიან ადგილებში (მეტწილად დასავლეთ საქართველოში), იხმარება საჭმლის შესაკაზმად.

ომბოხი - ფეხმოკვეთილი ადამიანის ხის ფეხი.

ომბროგრაფი (ბერძნ.) - იგივეა, რაც პლუვიოგრაფი.

ომბრომეტრი (ბერძნ.) - ხელსაწყო ატმოსფერული ნალექების რაოდენობის გასარკვევად; წვიმასაზომი.

ომბროფილები (ბერძნ.) - მცენარეები, რომლებიც ხანგრძლივ წვიმებს უძლებენ.

ომბროფიტები (ბერძნ.) - მცენარეები, რომელთაც ფესვები მიწის ზედაპირთან აქვთ განლაგებული და ატმოსფეროს ნალექის წყალს იღებენ ნიადაგის ზედა ფენებიდან.

ომბროფობები (ბერძნ.) - გვალვიანი, მშრალი ადგილის მცენარეები, რომლებიც ვერ იტანენ ხანგრძლივ წვიმებს.

ომბუდსმენი (შვედ.) - თანამდებობის პირი, სახალხო დამცველი, რომელსაც ევალება მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის კონტროლი.

ომგადახდილი - ვინც ომი გადაიხადა, ნაომარი.

ომდურმანი - ქალაქი სუდანში (525 ათასი, დიდი აგლომერაცია - 1,2 მილიონი).

ომეგა (ბერძნ.) - ბერძნული ანბანის ბოლო ასოს სახელწოდება.

ომერ სეიფედინი - თურქი მწერალი (1884-1920 წწ).

ომი

  1. შეიარაღებული ბრძოლა სახელმწიფოებს შორის.

  2. (გადატანით) ბრძოლა, შეტაკება, ჩხუბი, შეხლა-შემოხლა.

  3. ელექტრული წინაღობის საზომი ერთეული (გერმანელი ფიზიკოსის გ.ზ. ომის გვარის მიხედვით).

  4. მდინარე დასავლეთ ციმბირში, ირტიშის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 1091 კილომეტრი).

ომი გეორგ ზიმონ - გერმანელი ფიზიკოსი (1787-1854 წწ).

ომია - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე, სავტამის პრეფექტურაში (420 ათასი).

ომიანობა - ომის დრო, ხშირი ომები.

ომიაძე ალექსანდრე - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში (1902-1972 წწ).

ომისდროინდელი - ომის დროს არსებული.

ომისშემდგომი - ომის შემდეგ არსებული.

ომლადინა - სერბი ახალგაზრდების გაერთიანება; დაარსდა 1866 წელს.

ომლეტი (ფრანგ.) - ფქვილსა და რძეში ათქვეფილი კვერცხისაგან მომზადებული ერბოკვერცხი.

ომმეტრი - ელექტრული წინაღობის გასაზომი ხელსაწყო.

ომნიბუსი (ლათ.) - ცხენებშებმული მრავალადგილიანი კარეტა, რომელსაც დაჰყავდა მგზავრები გარკვეული მარშრუტით.

ომნოპონი (პანტოპონი) - ტკივილგამაყუჩებელი სამკურნალო პრეპარატი.

ომობანა - ომს მიმსგავსებული თამაში ბავშვებისა.

ომოიკანე - იაპონურ მითოლოგიაში - ღმერთი, რომელიც თავისი აზროვნებით სხვა ღმერთებს ეხმარება ძნელი საკითხების გადაჭრაში.

ომოლი თეოფილ - ფრანგი არქეოლოგი (1848-1925 წწ).

ომოლოი - მდინარე რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში (სიგრძე - 593 კილომეტრი).

ომოლონი - მდინარე რუსეთის მაგადანის ოლქში, კოლიმის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 1114 კილომეტრი).

ომონიმი (ბერძნ.) - (ლინგვისტიკაში) სიტყვა, რომელიც ბგერითი შედგენილობით ემთხვევა სხვა სიტყვას, მნიშვნელობით და წარმოშობით კი განსხვავდება (მაგალითად, „ბარი“ - დაბლობი და „ბარი“ - მიწის დასამუშავებელი იარაღი).

ომონიმია (ბერძნ.) - მნიშვნელობით განსხვავებული სიტყვების დამთხვევა ბგერობრივად.

ომონიმიკა (ბერძნ.)

  1. ამა თუ იმ ენის ომონიმთა ერთობლიობა.

  2. ლექსიკოლოგიის ნაწილი, რომელიც ომონიმებს სწავლობს.

ომოფონები (ბერძნ.)

  1. სხვადასხვა გრაფიკული ნიშნები, რომლებიც ერთსა და იმავე ბგერას გამოხატავენ.

  2. სიტყვები, რომლებიც სხვადასხვაგვარად იწერება, მაგრამ ერთნაირად გამოითქმის.

ომოფორმები - ომონიმური ფორმები (მაგალითად: შველი (არსებითი სახელი) და შველი (შენ, მას - ზმნა).

ომსკი - ქალაქი რუსეთის ციმბირულ ნაწილში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (1,1 მილიონი).

ომული - თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა.

ომულევსკი ინოკენტი (ნამდვილი გვარი ფიოდოროვი) - რუსი მწერალი (1836-1884 წწ).

ომუტა - ქალაქი-პორტი იაპონიაში, კუნძულ კისიუზე, ფუკუოკის პრეფექტურაში (150 ათასი).

ომუტნინსკი - ქალაქი რუსეთის კიროვის ოლქში (30 ათასი).

ომფალე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლიდიის მეფის - ტმოლოსის ქვრივი, ლიდიის დედოფალი. მიჩნეული იყო მცირე აზიაში ქალების მფარველ ღვთაებად.

ომფალოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, წმინდა ქვა; ყველაზე ძვირფასი ომფალოსი ინხებოდა დელფოში, აპოლონის ტაძარში, მას დედამიწის ცენტრად მიიჩნევდნენ.

ომფარეთი - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

1.13 ონ

▲ზევით დაბრუნება


ონაგრი (ბერძნ.) - გარეული ვირი.

ონადირი - IX-X საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმინდა გიორგის ეკლესია სოფელ დიღმის მახლობლად.

ონავარი

  1. თავდამსხმელი, მტაცებელი.

  2. ცელქი, ანცი.

  3. კრაზანისებრთ ოჯახის ნესტრიანი მწერი.

ონანა მდივანი (ნამდვილი სახელი და გვარი ონანა ქობულაშვილი) - ქართველი პოეტი, მდივან-მწიგნობარი ერეკლე I-ისა და მისი შვილების კარზე (1657-1728 წწ).

ონანაური - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ონანიზმი - სქესობრივი მოთხოვნილების არაბუნებრივი დაკმაყოფილება სასქესო ორგანოების გაღიზიანებით (სქესობრივი აქტის გარეშე). (ბიბლიური ლეგენდის პერსონაჟის - ონანას - სახელის მიხედვით).

ონასისი არისტოტელე სოკრატ - ბერძენი გემთმფლობელი, მილიარდერი (1906-1975 წწ).

ონასისი ჟაკლინ (ქალიშვილობის გვარი - ბუვიე) - ამერიკელი ჟურნალისტი და გამომცემელი ქალი, აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი 1961-63 წლებში, პრეზიდენტ ჯონ კენედის მეუღლე, 1968 წელს ცოლად გაჰყვა არისტოტელე ონასისს (1929-1994 წწ).

ონაშვილი გივი - მოჭიდავე (ძიუდო, +95 კგ). მიუნხენის ოლიმპიური თამაშების (1972) და მსოფლიოს ჩემპიონატის (1969) მესამე პრიზიორი, ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად (1974, 75) და გუნდურ (1970) პირველობაში, სამგზის მეორე (1969, 72, 76) და მესამე (1971) პრიზიორი, სსრკ ჩემპიონი (1973) (დაიბადა 1947 წელს).

ონაჰამა - ქალაქი-პორტი იაპონიის ფუკუსიმის პრეფექტურაში.

ონგერმან-ელვენი - მდინარე შვედეთში, ერთვის ბალტიის ზღვის ბოტნიის ყურეს (სიგრძე - 450 კილომეტრი).

ონგსტრემი ანდრეს იონას - იხილე ანგსტრემი ი.

ონგსტრემი ანდერს კნუტსონ - შვედი ფიზიკოსი (1888-1980 წწ).

ონგსტრემი კნუტ იუჰან - შვედი გეოფიზიკოსი (1857-1910 წწ).

ონდავა - მდინარე ჩეხეთში, მდინარე პოდროგის შენაკადი.

ონდანირხვა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ონდატრა - ძუძუმწოვარი მღრღნელთა რაზმისა; ბინადრობს ამერიკაში, აქვს წაბლისფერი ხშირი პრიალა ბეწვი.

ონდო - ქალაქი ნიგერიის ონდოს შტატში.

ონდოგრაფი (ფრანგ.) - ელექტრული ძაბვის ცვალებადობის ჩასაწერი ხელსაწყო.

ონდულატორი (ფრანგ.) - ელექტრომექანიკური ხელსაწყო, რომელიც იწერს ქაღალდის მოძრავ ლენტზე მორზეს სატელეგრაფო კოდის ნიშნებს ტეხილი ხაზის სახით.

ონეგა

1) ქალაქი რუსეთის არხანგელსკის ოლქში (25 ათასი).

2) მდინარე რუსეთის არხანგელსკის ოლქში (სიგრძე - 415 კილომეტრი).

ონეგერი არტიურ - ფრანგი კომპოზიტორი და მუსიკალური მოღვაწე, წარმოშობით შვეიცარიელი (1892-1955 წწ).

ონეგის ტბა - რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში მდებარე ტბა (სიღრმე 127 მეტრამდე).

ონეგო - ონეგის ტბის ძველრუსული სახელი.

ონეიტესი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰერაკლეს და დეიანირეს ვაჟი.

ონეიროსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სიზმრის მომავლინებელი ღვთაება.

ონეკოტანი - კუნძული კურილის არქიპელაგში.

ონერვა . (ნამდვილი სახელი და გვარი - ჰილია ონერვა ლეჰტინენი, ქორწინებით - მადეტოა) - ფინელი მწერალი ქალი (1882-1972 წწ).

ონესიმი - დიდგვაროვანი მაკედონიელი, რომელმაც რომის იმპერატორთა ბიოგრაფიები დაწერა.

ონეტი ხუან კარლოსი - ურუგვაელი მწერალი (1909-1994 წწ).

ონეშტი (1990 წლამდე გეორგე-გეორგიუ-დეჟი) - ქალაქი რუმინეთის აღმოსავლეთ ნაწილში (50 ათასი).

ონთოლი - მდინარე ტყიბულის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, ლეყერეთის მარჯვენა შენაკადი.

ონი

1) ქართული ანბანის რიგით მეთოთხმეტე ასოს - ო-ს სახელწოდება.

2) ქალაქი დასავლეთ საქართველოში, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი; მანძილი თბილისიდან 210 კმ (6 ათასი).

ონიანი ესმა - მხატვარი, პოეტი (1938-1999 წწ).

ონიანი ვახტანგ - მოქანდაკე და გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (დაიბადა 1933 წელს).

ონიანი თენგიზ - ფიზიოლოგი, აკადემიკოსი (დაიბადა 1928 წელს).

ონიკაშვილი ნიკოლოზ - XVIII-XIX საუკუნეების ზღვარზე მოღვაწე მწიგნობარი, სამეფო კართან დაახლოებული, იოანე ბატონიშვილის მდივანი.

'ნილი იუჯინ გლადსტონ - ამერიკელი დრამატურგი (1888-1953 წწ).

' ნილი ოუენ როე - ირლანდიელთა 1641-52 წლების აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1590-1649 წწ).

' ნილი შაკილ - ამერიკელი კალათბურთელი, NBA-ს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე (დაიბადა 1972 წელს).

' ნილი ჰუგ (ჰიუ), გრაფი ტირონი - ირლანდიის ერთ-ერთი კლანის მეთაური ოლსტერში (დაახლოებით 1540-1616 წწ).

ონისი - ისტორიული ოლქი საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში, მთავარი ქალაქი - ლა-როშელი.

ონის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში; 1917 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრაში, 1929 წლიდან რაჭა-ლეჩხუმის მაზრაში, 1930 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. 1964-65 წლებში შედიოდა ამბროლაურის რაიონში, 1965 წლიდან არსებობს დღევანდელი საზღვრებით. 1 ქალაქი და 65 სოფელი.

ონიქია (ონიქოზი) - მედიცინაში - ფრჩხილების დაზიანება სხვადასხვა წარმოშობისა; ფრჩხილის ბუდის ანთება.

ონიქსი (ბერძნ.) - მინერალი, აქატის ნაირსახეობა; შედგება შავი და თეთრი შრეებისგან.

ონიჩა - ქალაქი ნიგერიის ანამბრის შტატში (350 ათასი).

ონკანი - სითხის ან აირის სადენი მილის საკეტი.

ონკენი ჰერმან - გერმანელი ისტორიკოსი (1869-1945 წწ).

ონკოლი (ინგლ.) - სპეციალური მიმდინარე ანგარიში, რომელსაც ხსნიან ბანკები საწინდრით - იმ პირობით, რომ სესხი დაიფარება ყოველ მომენტში ერთ-ერთი მხარის (ბანკის ან კლიენტის) მოთხოვნით.

ონკოლოგია (ბერძნ.) - მედიცინის დარგი, შეისწავლის სიმსივნეებს და მათი მკურნალობის მეთოდებს.

ონკოსფერო - თავისებური ჭიების უმეტესობის განვითარების ერთ-ერთი ლარვული სტადია.

ონლიქი - თურქული ვერცხლის მონეტა, მოჭრა დაიწყეს სულთან ოსმან II-ის (1618-22 წწ) დროს.

ონო ტაკასი - იაპონელი სპორტსმენი (ტანვარჯიში), ოლიმპიური თამაშების ხუთგზის ჩემპიონი 1956, 1960, 1964 წლებში (დაიბადა 1931 წელს).

ონოგურისი - ისტორიული ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, ეგრისის სამეფოს მნიშვნელოვაბი სტრატეგიული პუნქტი.

ონოლია - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ონომასიოლოგია (ბერძნ.) - ლექსიკოლოგიის ნაწილი, რომელიც იკვლევს სიტყვას, როგორც გარკვეული საგნის ან მოვლენის სახელს.

ონომასტიკა (ბერძნ.)

  1. ამა თუ იმ ენაში არსებულ საკუთარ სახელთა ერთობლიობა.

  2. ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც საკუთარ სახელებს სწავლობს.

ონომასტიკონი (ბერძნ.) - იგივეა, რაც ონომასტიკა (მნიშვნელობა 1).

ონომატოლოგია (ბერძნ.) - იგივეა, რაც ონომასტიკა (მნიშვნელობა 2).

ონომატოპეა (ბერძნ.) - ხმაბაძვითი სიტყვები.

ონონი - მდინარე მონღოლეთსა და რუსეთში, მდინარე შილკას მარჯვენა მდგენელი (სიგრძე - 1032 კილომეტრი).

ონო-ნო კომატი - იაპონელი პოეტი ქალი, ტანკას ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი (IX საუკუნე).

ონოფრიშვილი ირაკლი - კინოოპერატორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (დაიბადა 1935 წელს).

ონოღია - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ონსაგერი ლარს - ფიზიკოს-თეორიტიკოსი, ქიმიკოსი, ეროვნებით ნორვეგიელი, 1928 წლიდან ცხოვრობდა აშშ-ში, 1968 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1903-1976 წწ).

ონტარიო

  1. ტბა დიდი ტბების სისტემაში, აშშ-სა და კანადაში (სიღრმე 236 მეტრი).

  2. ქალაქი აშშ-ს კალიფორნიის შტატში.

  3. პროვინცია კანადის ცენტრალურ ნაწილში, ადმინისტრაციული ცენტრი - ტორონტო.

ონტკოფა - ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მცენარე. იგივეა, რაც დუდღუბო.

ონტოგენეზი (ონტოგენეზისი) - ბიოლოგიაში - ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარება მისი ჩასახვიდან სიცოცხლის დასასრულამდე.

ონტოგენია (ბერძნ.) - იგივეა, რაც ონტოგენეზი.

ონტოლოგია (ბერძნ.) - ფილოსოფიური მოძღვრება ყოფიერების შესახებ (განსხვავებით გნოსეოოგიისაგან, რომელიც სწავლობს შემეცნებას).

ონტოფო - სოფლების პირველი ონტოფოს და მეორე ონტოფოს გავრცელებული სახელწოდება (აბაშის მუნიციპალიტეტი).

ონჩული დიმიტრიე - რუმინელი ისტორიკოსი, რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი (1856-1923 წწ).

ონჭევი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ონჭეიში - სოფლების ზედა ონჭეიშის და ქვედა ონჭეიშის გავრცელებული სახელწოდება (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი).

ონჭიქეთი - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ონჭიქეთისა და ქვემო ონჭიქეთის ძველი სახელწოდება.

ონჭო (Satureja spicigera) - ბალახოვანი მცენარე, აქვს ვიწრო სურნელოვანი ფოთლები, იკეთებს თეთრ ყვავილს.

ონჯოხეთი - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში (გადიდის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან - 280 მეტრი. ვანიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 213 ადამიანი.

1.14 ოო

▲ზევით დაბრუნება


ოოგამია (ბერძნ.) - მცენარეებისა და ცხოველების სქესობრივი პროცესის ტიპი - განაყოფიერების დროს ზომით, ფორმითა და ქცევით მკვეთრად განსხვავებული სასქესო უჯრედები - გამეტები შეირწყმებიან და წარმოქმნიან ზიგოტას.

ოოგენეზი (ბერძნ.) - ცხოველების მდედრობითი სასქესო უჯრედის (კვერცხის ან კვერცხუჯრედის) განვითარება.

ოოგონიუმი (ბერძნ.) - მდედრობითი სასქესო ორგანო (გამეტანგიუმი) ბევრი უდაბლესი მცენარისა, რომელთათვისაც დამახასიათებელია ოოგამია.

ოოთეკა (ბერძნ.) - ზოგი მწერის საკვერცხე პარკუჭი.

ოოკა სეჰეი - იაპონელი მწერალი (1909-1989 წწ).

ოოლითები (ბერძნ.) - ბურთისებრი ან ელიფსოიდური წარმონაქმნები, რომლებშიც შედის რკინის ჟანგეულები, კალციტი, დოლომიტი და სხვა მინერალები; წარმოიქმნება ზღვის წყალში და თბილ წყაროებში.

ოოლოგია (ბერძნ.) - ორნითოლოგიის ნაწილი - მეცნიერება ფრინველთა კვერცხების შესახებ.

ოოლონგი - იგივეა, რაც წითელი ჩაი.

ოომიცეტები (ბერძნ.) - ქვეკლასი უდაბლესი სოკოებისა (ფიკომიცეტებისა), რომელთაც აქვთ კარგად განვითარებული ერთუჯრედიანი მრავალბირთვული მიცელიუმი.

ოორტი იან ჰენდრიკ - ნიდერლანდელი ასტრონომი (1900-1985 წწ).

ოოსპორა (ბერძნ.) - ზოგი წყალმცენარისა და სოკოს ერთუჯრედიანი სპორა, რომელიც ვითარდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან.

ოოფორიტი (ბერძნ.) - ქალის საკვერცხის ანთება.

ოოციტი - მდედრობითი სასქესო უჯრედი ზრდისა და მომწიფების პერიოდში.

1.15 ოპ

▲ზევით დაბრუნება


ოპავა - ქალაქი ჩეხეთის ჩრდილოეთ მორავიის ოლქში (65 ათასი).

ოპაკი (ლათ.) - უმაღლესი ხარისხის ფაიანსი, რომლისგანაც ჭურჭელს აკეთებენ.

ოპალი (ლათ.<სანსკრ.) - მინერალი სხვადასხვა ფერისა, რომლის ზოგი სახეობა წარმოადგენს ძვირფას ქვას.

ოპალინა - პარაზიტული უმარტივესების გვარი შოლტოსნების კლასისა.

ოპ-არტი (ინგლ.) - თანამედროვე ხელოვნებაში - მიმართულება, რომელიც იყენებს ოპტიკურ ეფექტებს (ხაზობრივსა და ფერადს) დეკორატიული მიზნებისათვის).

ოპატია - ქალაქი-პორტი ხორვატიაში (30 ათასი).

ოპელი - გერმანიის საავტომობილო წარმოების კომპანია, შედის „ჯენერალ მოტორსის“ შემადგენლობაში. დაარსებულია 1898 წელს; შტაბ-ბინა მდებარეობს გერმანიის ქალაქ რუსელჰაიმეში.

ოპენჰაიმერი რობერტ - ამერიკელი ფიზიკოსი, ატომური ბომბის შექმნის ხელმძღვანელი 1943-45 წლებში (1904-1967 წწ).

ოპერა (იტალ.)

  1. თეატრში შესასრულებელი მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოები; წარმოდგენა, რომელშიც მოქმედნი პირნი მღერიან ორკესტრის თანხლებით.

  2. თეატრი, რომელშიც ასეთი წარმოდგენები იმართება.

ოპერა-ბუფი - იტალიური ოპერის ჟანრი - მუსიკალური კომედია საყოფაცხოვრებო თემაზე.

ოპერა-სერია (იტალ.) - იტალიური ოპერის ჟანრი, რომელიც ჩამოყალობდა XVII-XIII საუკუნეების მიჯნაზე ნეაპოლიტანური სკოლის კომპოზიტორთა შემოქმედებაში.

ოპერატიული

  1. სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებული.

  2. რაც რაიმე ამოცანის, გეგმის დაუყოვნებლივ შესრულებასთან არის დაკავშირებული.

  3. პრაქტიკული ამოცანის სწრაფად გადაწყვეტის უნარის მქონე; ქმედითი.

ოპერატორი (ლათ.)

  1. იგივეა, რაც კინოოპერატორი.

  2. პირი, რომელიც ახორციელებს რაიმე საწარმოო პროცესებს, ოპერაციებს.

  3. ექიმი, რომელიც ოპერაციებს აკეთებს.

ოპერაცია (ლათ.)

  1. ქირურგიული მოქმედება ქსოვილზე ან სხეულის რომელიმე ორგანოზე მკურნალობის მიზნით.

  2. ერთი მიზნით გაერთიანებული სამხედრო მოქმედებანი.

  3. ცალკეული მოქმედება საწარმოს საქმიანობაში, საფინანსო, სავაჭრო და სხვა სახის ამოცანის შესრულება.

ოპერეტა (იტალ.) - კომიკური მუსიკალური წარმოდგენა, რომელშიც სიმღერები, ლაპარაკი და ცეკვები ენაცვლება ერთმანეთს.

ოპერონი - ფუნქციურად ურთიერთდაკავშირებულ იმ გენთა ჯგუფი, რომლებიც განსაზღვრავენ ცილა-ფერმენტების სინთეზს და წარმართავენ ბიოსინთეზის თანამიმდევრულ რეაქციებს.

ოპიზა - XIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მონასტერი სამხრეთ საქართველოში (ახლა თურქეთის ფარგლებშია).

ოპისთორქოზი - ჰელმინთოზი, რომელსაც იწვევს კატის ღვიძლის მწოველი - ოპისტორცჰოს ფელინეუს (ადამიანის, კატის, ძაღლის ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის პარაზიტი).

ოპისი (აქადური უპი) - უძველესი ქალაქი შუამდინარეთში, ახლანდელი თელ-უმაირის ადგილას (ერაყი).

ოპიუმი (ბერძნ.) - ხაშხაშის მოუმწიფებელი რძიანი წვნისაგან მოპოვებული ნარკოტიკული ნივთიერება; მედიცინაში იყენებენ ტკივილის გასაყუჩებლად. თრიაქი.

ოპიცი კარლ ლუდვიგ - გერმანელი მწერალი (დაიბადა 1914 წელს).

ოპიცი მარტინ - გერმანელი პოეტი და ხელოვნების თეორიტიკოსი (1597-1639 წწ).

ოპიცი ფილიპ მაქსიმილიან - ჩეხი ბოტანიკოსი (1787-1858 წწ).

ოპოზიცია (იტალ.)

  1. წინააღმდეგ მოქმედება, წინააღმდეგობა.

  2. რაიმე ორგანიზაციის, პარტიის შიგნით არსებული ჯგუფი, რომელიც უმრავლესობის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს.

ოპოზიციონერი - ოპოზიციის მომხრე, მონაწილე.

ოპოთერაპია (ბერძნ.) - ორგანოთერაპიის მოძველებული სახელწოდება.

ოპოლე - ქალაქი პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (130 ათასი).

ოპოლცერი თეოდორ - ავსტრიელი ასტრონომი (1841-1886 წწ).

ოპონენტი (ლათ.) - პირი, რომელიც კამათში, პაექრობაში გამოდის ვისიმე მოსაზრების, ვისიმე დასაბუთების წინააღმდეგ.

ოპონირება - კამათში მონაწილება ვინმესთან, შეწინააღმდეგება.

ოპოპანაქსი (ბერძნ.)

  1. მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქოლგისებრი ოჯახისა.

  2. ამ მცენარის სურნელოვანი წებო, გუმფისი.

ოპორტო - იხილე პორტუ.

ოპორტუნიზმი - მარქსიზმ-ლენინიზმისადმი მტრულად განწყობილი მიმდინარეობა მუშათა მოძრაობაში; ატარებდა პროლეტარიატის კლასობრივი ინტერესების ბურჟუაზიის ინტერესებისადმი დამორჩილების პოლიტიკას.

ოპორტუნისტი - ოპორტუნიზმის მომხრე; შემთანხმებელი.

ოპოსუმი (პოსუმი) - პატარა ჩანთოსანი ცხოველი; აქვს გრძელი, მჭიდე კუდი.

ოპოშნია - ქალაქი უკრაინის პოლტავის ოლქში.

ოპოჩინინი პეტრე - რუსი პოეტი და ჟურნალისტი (1853-1907 წწ).

ოპოჩკა - ქალაქი რუსეთის ფსკოვის ოლქში.

ოპრიჩნინა (რუს.)

  1. რუსეთში 1565-72 წლებში - ხელმწიფის ადგილ-მამულის (მისი ტერიტორიის, ჯარის, დაწესებულებათა) სახელწოდება.

  2. ივანე მრისხანეს მთავრობის საშინაო პოლიტიკა.

ოპსი - ნათესების და ნაყოფიერების რომაული ღვთაება, სატურნუსის მეუღლე.

ოპტანტი (ლათ.) - პირი, რომელსაც აქვს უფლება, აირჩიოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

ოპტატივი - გრამატიკაში - ნატვრითი კილო.

ოპტაცია (ლათ.) - მოქალაქეობის ამორჩევა, ჩვეულებრივ ენიჭება იმ ტერიტორიის მოსახლეობას, რომელიც ერთი სახელმწიფოდან მეორის მფლობელობაში გადადის.

ოპტიკა (ბერძნ.)

  1. ფიზიკის დარგი, რომელიც შეისწავლის სინათლეს.

  2. (კრებითი) ხელსაწყო-ინსტრუმენტები, რომელთა მოქმედება ემყარება ამ მეცნიერების კანონებს.

ოპტიკოსი

  1. ოპტიკის სპეციალისტი.

  2. ოსტატი, რომელიც ოპტიკურ ხელსაწყოებს ამზადებს.

ოპტიკური

  1. ოპტიკური ხასიათისა; ოპტიკის პრაქტიკულ გამოყენებასთან დაკავშირებული.

  2. სინათლისა, მხედველობითი.

ოპტიმალური (ლათ.) - ყველაზე ხელსაყრელი (პირობები).

ოპტიმატები (ლათ.) - ძველ რომში - იდეურ-პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც გამოხატავდა ნობილიტეტის ინტერესებს.

ოპტიმეტრი - ხელსაწყო, რომელიც ფარდობითი მეთოდის გამოყენებით ზომავს ხაზობრივ ზომებს.

ოპტიმიზაცია - მრავალი შესარჩევი ვარიანტიდან ოპტიმალური ვარიანტის ამორჩევის პროცესი.

ოპტიმიზმი (ფრანგ.) - ყველაფერში კარგის, ნათელი მხარეების დანახვა; მხნე განწყობილება, მომავლის რწმენა.

ოპტიმისტი - ოპტიმიზმით განმსჭვალული ადამიანი.

ოპტიმისტური - ოპტიმიზმის ხასიათისა; იმედიანი, ხალისიანი.

ოპტიმუმი (ლათ.) - ყველაზე უფრო ხელსაყრელი პირობების ერთობლიობა.

ოპტოგრამა (ბერძნ.) - თვალის ბადურაზე ასახული სურათი იმისა, ვინც ან რაც იმყოფებოდა ვისიმე ან რისამე მხედველობია არეში ამ უკანასკნელის სიკვდილის წინ.

ოპტომეტრი (ბერძნ.) - თვალის მხედველობის უნარისა და არეკვლის ძალის გასაზომი ხელსაწყო.

ოპტომეტრია - სათვალეების (ლინზებისა და ჩარჩოების) კეთების საქმე.

ოპტოფონი (ბერძნ.) - ხელსაწყო, რომელიც სინათლეს გარდაქმნის ბგერად და უსინათლოს აძლევს საშუალებას - გაიგოს ნაბეჭდის შინაარსი.

ოპტრონი (ბერძნ.) - ელექტრონულ-ოპტიკური ხელსაწყო; შედგება სინათლის გამომსხივარისა და ფოტომიმღებისაგან, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებულია ოპტიკურად და მოთავსებულია ერთ კორპუსში.

ოპუნცია (ლათ.) - კაქტუსის სახეობა.

ოპუსი (ლათ.) - ამა თუ იმ კომპოზიტორის ცალკეული მუსიკალური ნაწარმოები (მის სხვა ნაწარმოებთა შორის), რომელსაც აღნიშნავენ ნომრით.

1.16 ოჟ

▲ზევით დაბრუნება


ოჟე პიერ ვიქტორ - ფრანგი ფიზიკოსი (1899-1985 წწ).

ოჟეგოვი სერგეი - რუსი ენათმეცნიერი, ლექსიკოლოგი, „რუსული ენის ლექსიკონის“ შემქმნელი (1900-1964 წწ).

ოჟერელიე - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.

ოჟერო პიერ ფრანსუა შარლ - ჰერცოგი, საფრანგეთის მარშალი, ნაპოლეონის ომებისა და რევოლუციის მონაწილე (1757-1816 წწ).

ოჟეშკო (ოჟეშკოვა) ელიზა - პოლონელი მწერალი ქალი (1841-1910 წწ).

ოჟიო

  1. სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 5 სოფელს: ალავერდი, კოღოთო, ოჟიო, ჩაბინაანი, ხორხელი). მდებარეობს ალაზნის ვაკეზე. ზღვის დონიდან - 520 მეტრი, ახმეტიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 810 ადამიანი.

  2. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, იხილე ბაიხო.

ოჟოგინა - მდინარე რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში, კოლიმის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 523 კილომეტრი)..

ოჟორა - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ოჟორულა - მდინარე ზნაურის მუნიციპალიტეტში, შუა ფრონის ერთ-ერთი მდგენელი.

1.17 ორ

▲ზევით დაბრუნება


ორ - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა; ნიშნავს ორი რისამე შემცველს.

ორა ანტონიო - ფილიპინების მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1890-1931 წწ).

ორაბი-ფაშა - იხილე არაბი-ფაშა.

ორაგვე - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ორაგვეთი - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (ძეძილეთის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 360 მეტრი, ხონიდან - 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2 კაცი.

ორაგვისღელე - მდინარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ფიჩორის მარცხენა შენაკადი.

ორაგული (შალმო) - ზღვის მოზრდილი სარეწაო თევზი; ქვირითობისას შედის მდინარეებში; აქვს რბილი, ნაზი მოვარდისფრო გემრიელი ხორცი.

ორადგილიანი - რაც ორი ადამიანის მოსათავსებლად არის განკუთვნილი.

ორადია - ქალაქი რუმინეთში, ბიხორის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი (220 ათასი).

ორაზროვანი - ორგვარი აზრის, მნიშვნელობის მქონე; გარკვეულობას მოკლებული.

ორაზროვნობა - ორაზროვანი ხასიათის ქონა.

ორაკლი (კორპორაცია ორაკლი, Oracle Corporation) - ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული კომპანია, რომელმაც შექმნა მონაცემთა ბაზის მართვის სისტემა. ჩაისახა 1977 წელს და ამჟამად მსოფლიოს თითქმის 150 ქვეყანაში ჰყავს თავისი წარმომადგენლობა.

ორაკული (ლათ.) - ძველ საბერძნეთში, რომში და ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში: 1) წინასწარმეტყველება, რომელსაც თითქოს ღვთაების შთაგონებით ქურუმები გადასცემდნენ შემკითხველ მორწმუნეებს. 2) ადგილი, ტაძარი, სადაც ქურუმები წინაწარმეტყველებდნენ.

ორალი - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

ორალური (ფრანგ.) - პირის ღრუში მდებარე, პირის ნაპრალისკენ მიმართული.

ორანგლაუტები (მალაიური) - საერთო სახელი სხვადასხვა ტომობრივი ჯგუფისა, რომლებიც ბინადრობენ მალაის არქიპელაგის კუნძულების სანაპიროებზე მდინარეთა შესართავებთან; ჩვეულებრივ ცხოვრობენ ნავებში და ხშირად გადასახლდებიან ხოლმე ერთი კუნძულიდან მეორეზე, ამიტომ მათ „ზღვის ბოშებსაც“ ეძახიან.

ორანგუტანი (ორანგუტანგი) (მალაიური) - ადამიანის მსგავსი დიდი მაიმუნი. გავრცელებულია ინდონეზიაში.

ორანი - ქალაქი ალჟირში, ამავე სახელწოდების ვილაიას ადმინისტრაციული ცენტრი (590 ათასი).

ორანიენბაუმი - რუსეთის ლენინგრადის ოლქის ქალაქი ლომონოსოვის სახელი 1948 წლამდე.

ორანჟადი (ფრანგ.) - ფორთოხლის წვენისაგან დამზადებული გამაგრილებელი სასმელი.

ორანჟერეა (ფრანგ.) - მომინული სათავსი, სადაც აშენებენ თბილი ქვეყნების მცენარეებს. სათბური.

ორანჟი - მდინარე ლესოთოში, სამხრეთ აფრიკასა და ნამიბიაში, ერთვის ატლანტის ოკეანეს (სიგრძე - 1860 კილომეტრი).

ორანჟის რესპუბლიკა - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ორანჟის პროვინციის სახელწოდება, რომელიც იხმარება ლიტერატურაში.

ორანტა - ღვთისმშობლის ერთ-ერთი იკონოგრაფიული ტიპი - გამოისახება მთელი ტანით, ხელებაპყრობილი სახემდე, ხელისგულებით მაყურებლისაკენ.

ორაონები (დჰანგარ, საკუთარი სახელი - კურუქ) - ჩოტა ნაგპურის (ინდოეთი) პლატოზე მცხოვრები ხალხი.

ორაპა - მდინარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ნატანების მარცხენა შენაკადი.

ორასი - რიცხვი და რაოდენობა 200.

ორატორი (ლათ.) - ვინც საჯაროდ სიტყვას წარმოთქვამს. || ვისაც საჯაროდ სიტყვის თქმა ემარჯვება; მჭევრმეტყველი.

ორატორია (იტალ.) - დრამატული სიუჟეტის მქონე მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც დაწერილია გუნდის, სოლისტ-მომღერლებისა და ორკესტრისათვის და განკუთვნილია საკონცერტო შესრულებისათვის.

ორაქზაები - პუშტუნების ერთ-ერთი ტომი.

ორახელაშვილი ივანე (მამია) - საბჭოთა ეპოქის მაღალჩინოსანი სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე (1881-1937 წწ).

ორბაგა - იგივეა, რაც ღვიძლის პეპელა.

ორბეთი

  1. მთა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე.

  2. (1953 წლამდე პრიუტი) სოფელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში.

ორბელები - აღმოსავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალური საგვარეულო XII-XIII საუკუნეებში; ფლობდნენ ორბეთის ციხეს, აქედან მომდინარეობს მათი გვარი.

ორბელი - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ორბელი ელიგუმ - XII საუკუნის II ნახევარში ირანში მოღვაწე ქართველი.

ორბელი ივანე - XII საუკუნის I ნახევრის საქართველოს სახელმწიფო მოღვაწე, მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი.

ორბელი იოსებ - სომხური წარმოშობის რუსი აღმოსავლეთმცოდნე (1887-1961 წწ).

ორბელი ლიპარიტ ელაგუმის ძე - XIII საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს სახელმწიფო მოღვაწე.

ორბელი ლიპარიტ სუმბატის ძე - XII საუკუნის ფეოდალი, ამირახორი, შემდეგ ქართლის ერისთავი გიორგი III-ის დროს.

ორბელი სუმბატ ივანეს ძე - XII საუკუნის I ნახევრის ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, ამირსპასალარი.

ორბელი ტარსაიჭ - XIII საუკუნის II ნახევრის საქართველოს სახელმწიფო მოღვაწე, სუმბატ ორბელის ძმა და მემკვიდრე.

ორბელიანები (ორბელიშვილები, ყაფლანიშვილები) - ფეოდალური საგვარეულო XVII-XIX საუკუნეების საქართველოში, ქაჩიბაძე-ბარათაშვილების ერთ-ერთი შტო.

ორბელიანთუბანი - თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი, ძველი გარეთუბნის შემადგენელი ნაწილი, ათონელის ქუჩასა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს შორის.

ორბელიანი ალექსანდრე - პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი (1802-1869 წწ).

ორბელი გრიგოლ - პოეტი და საზოგადო მოღვაწე, ინფანტერიის გენერალ-ლეიტენანტი (1804-1883 წწ).

ორბელი დავით - საორბელოს უფროსი, ქართლის მეფის სახლთუხუცესი 1768, მეწინავე სადროშოს სარდალი 1772 წლიდან (გარდაიცვალა 1796 წელს).

ორბელი დიმიტრი (დემეტრე) - ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი (XVII საუკუნის 80-იანი წლები - 1739 წ).

ორბელი ელისაბედ (ქალიშვილობის გვარი - ბაგრატიონი, ფსევდონიმი - საზანდარი) პოეტი, მთარგმნელი (1871-1942 წწ).

ორბელი ერასტი - ქართლის ბოქაულთუხუცესი, მდივანბეგი, საორბელოს უფროსი (გარდაიცვალა 1731 წელს).

ორბელი ვახტანგ

1) პოეტი (1812-1890 წწ).

2) მწერალი, სახელმწიფო მოღვაწე (1700 - ?).

ორბელი ზაალ - მწიგნობარ-კალიგრაფი (1660/70 - ?)

ორბელი იოვანე (ივანე) - ორბელიანთა სახლის უფროსი, ქართლის მეფის სახლთუხუცესი (გარდაიცვალა 1806 წელს).

ორბელი მზეჭაბუკ - ქართველი პოეტი, მწიგნობარი, ერეკლე II-ის მდივანბეგი (? - 1794 წ).

ორბელი ნინო - პოეტი (1838-1919 წწ).

ორბელი პაპუნა - XVIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე.

ორბელი სულხან-საბა - მწერალი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე (1658-1725 წწ).

ორბი (Gyps) - შავარდნისნაირთა რიგის, მაღალ მთებზე მცხოვრები დიდი მტაცებელი ფრინველი.

ორბინი ალსიდ დესალონ ' - იხილე დ'ორბინი.

ორბინი მავრო - დალმაციელი ისტორიკოსი (გარდაიცვალა 1614 წელს).

ორბიტა (ლათ.)

  1. ციური სხეულის სამოძრაო გზა.

  2. (გადატანით) რისამე მოქმედების გავრცელების სფერო.

  3. ანატომიაში - ძვლის ფოსო, რომელშიც თვალია მოთავსებული; თვალის ბუდე.

ორბორბლიანი - ორი ბორბლის მქონე, ორთვლიანი.

ორბოძალა - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

ორბოძალი - მთა ცხინვალის მუნიციპალიტეტში, პატარა ლიახვისა და მეჯუდის წყალგამყოფზე (1953 მეტრი).

ორბოძალისწყალი - მდინარე ქარელის მუნიციპალიტეტში.

ორგაზმი (ბერძნ.) - უკიდურესი აგზნება, რომელიც წარმოიშობა სქეობრივი აქტის დამთავრების მომენტში.

ორგან - ორ ადგილას.

ორგანდი (ლათ.) - ბამბის ნახევრად გამჭვირვალე, გახამებული ქსოვილი.

ორგანელა - ბიოლოგიაში - ერთუჯრედიანი ორგანიზმების (უმარტივესთა) სხეულის ნაწილები, რომლებიც სხვადასხა ფუნქციას ასრულებს.

ორგანი

  1. ორმაგი განის მქონე.

  2. (ბერძნ.) - კლავიშებიანი სასულე მუსიკალური საკრავი; აქვს მილების სისტემა, რომელშიც ჰაერი საბერველებით იჭირხნება.

ორგანიზატორი (ფრანგ.) - ორგანიზაციის მომწყობი, რაიმე საქმის წამომწყები და ხელმძღვანელი.

ორგანიზაცია (ფრანგ.)

  1. სისტემაში მოყვანა, მოწესრიგება, მოწყობა.

  2. საზოგადოებრივი გაერთიანება ან სახელმწიფო დაწესებულება.

ორგანიზაციული - რაც ორგანიზაციას ახასიათებს, საორგანიზაციო.

ორგანიზებული

  1. ორგანიზაციაში გაერთიანებული; დარაზმული.

  2. გეგმაზომიერი, მოწესრიგებული.

ორგანიზმი (ფრანგ.) - ცოცხალი მთლიანობა (არსება ან მცენარე), რომელიც შეთანხმებულად მოქმედი ორგანოებისაგან შედგება.

ორგანისტი - ორგანის დამკვრელი მუსიკოსი.

ორგანო (ბერძნ.)

  1. ორგანიზმის ნაწილი, რომელსაც გარკვეული დანიშნულება აქვს.

  2. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი დაწესებულება.

  3. პერიოდული ბეჭდვითი გამოცემა (ჟურნალი, გაზეთი).

ორგანოგენები - მთავარი ქიმიური ელემენტები, რომლებიც შედის ორგანულ ნივთიერებათა შემადგენლობაში

ორგანოგენეზი (ბერძნ.)

  1. ცხოველის ორგანოების წარმოქმნა და განვითარება.

  2. მცენარის ძირითადი ორგანოების ჩამოყალიბება და განვითარება.

ორგანოგრაფია - ცხოველთა და მცენარეთა ორგანოების აღწერა.

ორგანოთერაპია - ორგანოპრეპარატებით მკურნალობა.

ორგანოიდები - ბიოლოგიაში - უჯრედის მუდმივი ნაწილები, რომლებიც გარკვეულ ფუნქციას ასრულებენ.

ორგანოლა (იტალ.) - პატარა ელექტროორგანი საესტრადო ორკესტრების შემადგენლობაში; იონიკა.

ორგანოლეპტიკური (ბერძნ.) - გემოთი, ყნოსვით შემოწმებული. მაგალითად, ღვინოების ორგანოლეპტიკური შეფასება.

ორგანოლოგია - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ცხოველთა და მცენარეთა ორგანოებს მათი აგებულების მიხედვით.

ორგანოპლასტიკა - რაიმე ორგანოს ან ქსოვილის გადანერგვა სამკურნალო მიზნით.

ორგანოპრეპარატები - პრეპარატები, რომლებსაც იღებენ ცხოველთა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისაგან და, აგრეთვე, სხვა ორგანოებისა და ქსოვილებისაგან.

ორგანული

  1. ორგანიზმებთან, მცენარეულ და ცხოველურ სამყაროსთან დაკავშირებული.

  2. ადამიანის ორგანიზმთან, მის ორგანოებთან, შინაგან აგებულებასთან დაკავშირებული.

  3. რაც მოვლენის ბუნებით, არსით არის განსაზღვრული, რაც მისი აგებულებიდან, სტრუქტურიდან გამომდინარეობს.

ორგეევი - ქალაქი მოლდავეთში.

ორგვარი - ორი სახისა, ორნაირი.

ორგზის - იგივეა, რაც ორჯერ.

ორგია (ბერძნ.)

  1. თავაშვებული, წრეგადასული დროსტარება, ქეიფი.

  2. ძველ საბერძნეთსა და რომში - ღვინისა და მხიარულების ღმერთის, დიონისეს (ბახუსის), დღესასწაული.

ორგიები - ძველი ბერძნული მითოლოგიიის თანახმად, ზოგიერთი ღმერთისადმი მიძღვნილი საიდუმლო რელიგიური პროცესები.

ორგნით - ორი მხრიდან, ორი ადგილიდან.

ორგორა - სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში.

ორგტექნიკა - საორგანიზაციო ტექნიკა, მმართველობისა და საინჟინრო სამუშაოებისათვის საჭირო ტექნიკურ საშუალებათა კომპლექსი.

ორგული - ფარული მტერი, მოღალატე, მუხანათი.

ორდალია (ლათ.) - შუა საუკუნეებში - ბრალდებულის წამება გახურებული შანთით, მდუღარე წყლითა და მისთანებით მისი ბრალეულობის გასარკვევად - თუ წამებას გაუძლებდა, გამართლებულად ჩათვლიდნენ.

ორდასი დიეგო - ესპანელი კონკისტადორი, მდინარე ორინოკოს ნაპირების მკვლევარი (დაახლოებით 1480-1538 წწ).

ორდენი (ლათ.)

  1. საგანგებო ნიშანი, რომლითაც ხელისუფლება აჯილდოებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის.

  2. კათოლიკე ბერების ორგანიზაცია.

  3. ზოგიერთი საიდუმლი საზოგადოების სახელწოდება.

ორდენოსანი - ორდენით დაჯილდოებული.

ორდერი (ფრანგ.) - წერილობითი განკარგულება, დოკუმენტი, რომელიც რისამე მიღების უფლებას, რისამე ნებართვას იძლევა.

ორდინალური (ლათ.) - რაც არაფრით გამოირჩევა; ჩვეულებრივი.

ორდინარეცი (რუს.) - სამხედრო მოსამსახურე, რომელიც მიმაგრებულია მეთაურთან და ასრულებს მის ცალკეულ დავალებებს, ემსახურება მას.

ორდინარი (ლათ.) - წყლის საშუალო მრავალწლიური დონე მდინარისა, ზღვის ყურისა და სხვა. წარმოადგენს ამოსავალ სიდიდეს ნორმიდან გადახრების ასათვლელად.

ორდინატი (ლათ.) - მათემატიკაში - ერთ-ერთი სამ კოორდინატთაგან, რომლებიც განსაზღვრავენ წერტილის მდებარეობას სივრცეში.

ორდინატორი (ლათ.) - მკურნალი ექიმი საავადმყოფოში, კლინიკაში.

ორდინატურა

  1. ორდინატორის თანამდებობა.

  2. პრაქტიკული სამედიცინო ასპირანტურა.

ორდონანსი (ფრანგ.)

  1. ძველ საფრანგეთსა და ინგლისში - მეფის ბრძნებულება.

  2. ზოგ ქვეყანაში - სამართლებრივი აქტი, რომელსაც იღებენ უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები.

ორდოსი - უდაბნო პლატო ჩინეთში.

ორდუ - ქალაქი თურქეთში, ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი.

ორდუბადი - ქალაქი აზერბაიჯანში.

ორდღიანი - ორი დღის ხანგრძლოვობისა.

ორე

  1. იგივეა, რაც გეჯა.

  2. (კუთხურად) პატარა საწნახელი.

ორეადები - ძველი ბერძნული მითოლოგიიის თანახმად, მთათა ფერიები.

ორეგონი - შტატი აშშ-ში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე. ფართობი - 251,2 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 3 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - სეილემი.

ორელიანა ფრანსისკო დე - ესპანელი კონკისტადორი (1505 ან 1511 - 1546 ან 1550 წწ).

ორემი ნიკოლა - ფრანგი მათემატიკოსი, ფიზიკოსი და ეკონომისტი (1323-1382 წწ).

ორენბურგი - ქალაქი რუსეთში, მდინარე ურალზე, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (525 ათასი).

ორენსე - ქალაქი ესპანეთში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ორენოვანი

  1. ორ ენაზე მოლაპარაკე.

  2. ორ ენაზე შესრულებული.

ორეოდოქსა - ერთ-ერთი უდიდესი პალმა, მისი სიმაღლე 40 მეტრამდე აღწევს.

ორერა - ვოკალურ-საკრავიერო ანსამბლი, შეიქმნა 1958 წელს თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში (ხელმძღვანელი - რობერტ ბარძიმაშვილი).

ორერა, სრული სვლით! - ქართული სატელევიზიო მუსიკალური მხატვრული ფილმი, ანსამბლ „ორერას“ საგასტროლო მოგზაურობა. ეკრანებზე გამოვიდა 1970 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ზაალ კაკაბაძე. სცენარის ავტორები - რობერტ ბარძიმაშვილი და ავთანდილ გელოვანი. დამდგმელი ოპერატორი - გივი მელქაძე. მთავარ როლებში: რობერტ ბარძიმაშვილი, ნანი ბრეგვაძე, ვახტანგ კიკაბიძე, გენო ნადირაშვილი, ზურაბ იაშვილი, თეიმურაზ დავითაია.

ორესტე - ძველი ბერძნული მითოლოგიიის თანახმად, აგამემნონისა და კლიტემნესტრას ვაჟი, არგოსული თქმულებების ერთ-ერთი ცნობილი გმირი, რომელმაც მამის მკვლელობისათვის შური იძია დედაზე და საკუთარი ხელით მოკლა იგი. ესქილეს ტრილოგია „ორესტეას“ მთავარი გმირი.

ორეშნიკოვი ვიქტორ - რუსი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1904-1987 წწ).

ორეული - სავსებით სხვისი მსგავსი ადამიანი.

ორეხოვი - ქალაქი უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში (20 ათასი).

ორეხოვო - სოფელი გაგრის შემოგარენში.

ორეხოვო-ზუევო - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (135 ათასი).

ორვიეტო - ქალაქი იტალიის ტერნის პროვინციაში.

ორვილე ვიქტორ - ინგლისელი პიროვნება, რომელიც კროსვორდის გამომგონებლად ითვლება.

ორვილი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

ორთაბათუმი - იხილე სოფელი წინსვლა.

ორთაბრძოლა - მხოლოდ ორ მოწინააღმდეგეს შორის ბრძოლა სხვათა ჩაურევლად.

ორთავა - იგივეა, რაც ორთავიანი.

ორთავე (ორთავ) - იხილე ორნივე.

ორთავიანი - რასაც ორი თავი აქვს.

ორთათავი - მთა ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, თრიალეთის ქედზე.

ორთაღი - XII-XIII საუკუნეების საქართველოში საკრედიტო-სავაჭრო ასოციაცია.

ორთაყარა - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

ორთაყვირი - ტივის ხოფი წყალში მოსასმელად.

ორთაჩი იუსუფ ზია - თურქი პოეტი (1895-1967 წწ).

ორთაჭალა - თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი შედგება ორის სიტყვისაგან: „ორთა“ (თურქ.) - შუა და ქართული „ჭალა“, ანუ „შუაჭალა“.

ორთაჭალჰესი - მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური თბილისში, მტკვარზე; აშენდა 1950-54 წლებში.

ორთეოსი - იხილე ორფევსი.

ორთვალა

  1. ორი თვალის მქონე.

  2. ორი თვლის (ბორბლის) მქონე.

ორთვალიანი - (კუთხურად) ორი ოთახის მქონე (სახლი).

ორთვიანი - ორი თვის ხანგრძლივობისა.

ორთვიური

  1. რაც ორ თვეში უნდა შესრულდეს.

  2. საზოგადოებრივი ღონისძიება, რომელიც ორი თვის განმავლობაში ტარდება.

ორთვლიანი - რასაც ორი თვალი (ბორბალი) აქვს.

ორთი (ბერძნ.) - ერთეული ვექტორი.

ორთითი - ორკაპიანი ფიწალი, იხმარება თივის, ბზის, ძნის.... ასაღებად.

ორთიკონი (ბერძნ.) - გადამცემი სატელევიზიო მილი, რომელიც გამოსახულებას გარდაქმნის ელექტრულ იმპულსებად; იყენებენ ტელეგადაცემებისათვის სუსტი განათების პირობებში.

ორთიტი (ბერძნ.) - შავი ფერის კრიალა მინერალი; რადიაქტიურია; მისგან იღებენ იშვიათ მიწებს.

ორთო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს სწორს, გასწორებას.

ორთობიოზი (ბერძნ.) - გარკვეულ დროს და გარკვეული ხანგრძლივობით ფხიზლობა და ძილი, მუშაობა და დასვენება, ჭამა და ა.შ.

ორთოგენეზი (ბერძნ.) - ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ცხოველის ევოლუცია წინასწარ არის განსაზღვრული.

ორთოგნათიზმი (ბერძნ.) - ანთროპოლოგიაში - ზედა ყბის უმნიშვნელო წინ გამოწეულობა ან გამოწეულობის საერთოდ არქონა.

ორთოგონური (ბერძნ.) - სწორკუთხა.

ორთოგრამა - ორთოგრაფიული წესების შესაბამისად დაწერილი.

ორთოგრაფია (ბერძნ.) - ამა თუ იმ სალიტერატურო ენის სიტყვათა წერის წესების სათანადოდ დადგენილი სისტემა. მართლწერა.

ორთოგრაფიული - ორთოგრაფიის ხასიათისა.

ორთოდონტია (ბერძნ.) - სტომატოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს კბილების აგებულების დეფორმაციას და მის მკურნალობას.

ორთოდოქსი (ბერძნ.) - ორთოდოქსულ შეხედულებათა მქონე ადამიანი.

ორთოდოქსია (ბერძნ.) - რაიმე მოძღვრების განუხრელად მიმდევრობა; რაიმე შეხედულებათა ურყევი თანამიმდევრობა.

ორთოდოქსული (ბერძნ.) - რაიმე მოძღვრების, შეხედულების განუხრელად მიმდევარი; თანამიმდევრული.

ორთოდრომია (ბერძნ.) - უმოკლესი ხაზი ორ წერტილს შორის სფეროს ზედაპირზე (დიდი წრის რკალი); მნიშვნელობა აქვს ნავიგაციაში.

ორთოსტიქი (ბერძნ.) - ფოთლების სწორი, გასწვრივი მწკრივი ღეროზე (ზოგჯერ გვერდითი ფესვების მწკრივი მთავარ ფესვზე).

ორთოეპია (ბერძნ.) - სისტემა წესებისა, რომელიც განსაზღვრავს სწორ, ლიტერატურულ წარმოთქმას.

ორთოკლაზი (ბერძნ.) - ქანწარმომქმნელი მინერალი, კალიუმის მინდვრის შპატი. გრანიტის, პორფირის, გნაისის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი; იყენებენ მინისა და კერამიკის წარმოებაში.

ორთოპედია (ბერძნ.) - მედიცინის ნაწილი, რომელიც სწავლობს და მკურნალობს ხერხემლისა და კიდურების დეფორმაციას.

ორთოსტიქი (ბერძნ.) - ფოთლების სწორი, გასწვრივი მწკრივი ღეროზე (ზოგჯერ გვერდითი ფესვების მწკრივი მთავარ ფესვზე).

ორთოტროპიზმი (ბერძნ.) - მცენარის გვერდითი ტოტების ზრდა გამღიზიანებლის (მაგალითად, სინათლის წყაროს) მიმართულებით ან მისგან უკუმიმართულებით.

ორთოქრომატული - მწვანე და ყვითელი სხივებისადმი აწეული მგრძნობიარობის მქონე.

ორთოცენტრი (ბერძნ.) - მათემატიკაში - სამკუთხედის სამი სიმაღლის გადაკვეთის წერილი.

ორთოხი - ორმხრივი პირის მქონე თოხი.

ორთროსი - ძველი ბერძნული მითოლოგიიის თანახმად, ტიფონისა და ექიდნეს შვილი, ორთავიანი ქოფაკი, რომელიც გერიონის ფარას დარაჯობდა.

ორთუბანი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

ორთულდაღი - მთა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ზეგანზე.

ორთქლი - აირისებური მდგომარეობა, რომელშიც გადადის სითხე გათბობის შედეგად.

ორთქლიანი - რასაც ორთქლი ასდის.

ორთქლმავალი - ლოკომოტივი, რომელსაც ორთქლის ძრავა ძრავს.

ორი

  1. რიცხვი და რაოდენობა „2“.

  2. მცირეოდენი, ცოტა, რამდენიმე.

  3. იგივეა, რაც ორიანი (ცოდნის შეფასების ნიშანი).

  4. ქალაქი ყაზახეთსა და რუსეთში, ურალის მარცხენა შენაკადი (332 კმ).

ორი ისრაელ - სომხეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე, თურქ და ირანელ დამპყრობთა წინააღმდეგ მებრძოლი (1658-1711 წწ).

ორი კარლოს ედმუნდ დე - ესპანელი მწერალი (დაიბადა 1932 წელს).

ორია (უტკალი) - ხალხი ინდოეთში, ორისის შტატის ძირითადი მოსახლეობა.

ორიანი

  1. ორის შემცველი.

  2. სასკოლო ნიშანი „არადამაკმაყოფილებელი“.

ორიგენე ალექსანდრიელი - ქრისტიანი თეოლოგი და ფილოსოფოსი (დაახლოებით 185 - 213 ან 214 წწ).

ორიგინალი (ლათ.) - დედანი.

ორიგინალური (ლათ.-იდან)

  1. არანათარგმნი, არანასესხები, დამოუკიდებლად შექმნილი.

  2. თავისებური, განსაკუთრებული.

ორიენტალისტი - ორიენტალისტიკის სპეციალისტი.

ორიენტალისტიკა (ლათ.) - იმ მეცნიერებათა ერთობლიობა, რომლებიც სწავლობენ აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიას, ეკონომიკას, ენებს, ლიტერატურას, ხელოვნებას და სხვა. აღმოსავლეთმცოდნეობა.

ორიენტალური (ლათ.) - აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის დამახასიათებელი.

ორიენტაცია (ორიენტირება) (ფრანგ.) - სივრცეში ადგილმდებარეობის გარკვევა. 2) გარემომცველ პირობებში, გარემოებებში გარკვევა. 3) მოქმედების წარმართვა გარკვეული მიმართულებით.

ორიენტე - პროვინცია კუბაში.

ორიენტი - სასტუმრო, რომელიც მდებარეობდა რუსთაველის პროსპექტზე; აშენდა XIX საუკუნის 80-იან წლებში, 1920-იანი წლებიდან ერქვა „ინტურისტი“; დაიწვა 1991 წლის თბილისის ომის დროს.

ორიენტირება

  1. იხილე ორიენტაცია.

  2. სპორტული თამაში - გზის გაგნება ტყეში კომპასისა და რუკის დახმარებით

ორიენტირი - უძრავი ცალკე მდგომი საგანი, რომელიც კარგად ჩანს და გამოდგება ადგილმდებარეობაში გასარკვევად.

ორივე (ორივ) - სწორედ ორი, ერთიც და მეორეც.

ორითია - ძველი ბერძნული მითოლოგიიის თანახმად, ათენის მეფის ერეხთევსის ქალიშვილი.

ორიკი ჟორჟ - ფრანგი კომპოზიტორი (1899-1983 წწ).

ორინ-ნური (ნგორინგ-ცო) - ტბა ჩინეთში, ტიბეტის მთიანეთში.

ორინოკო - მდინარე ვენესუელასა და კოლუმბიაში, ერთვის ატლანტის ოკეანეს (სიგრძე - 2730 კილომეტრი).

ორინჯი - ქალაქი აშშ-ს ტეხასის შტატში.

ორიოდე (ორიოდ) - დაახლოებით ორი: რამდენიმე, მცირეოდენი.

ორიოდეჯერ - დაახლოებით ორჯერ.

ორიოლი

  1. ქალაქი რუსეთის ევროპულ ნაწილში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (345 ათასი).

  2. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ბეოტიელი გიგანტი მონადირე, ჰირიევსის ვაჟი, რომლებიც ღმერთების მიერ თანავარსკვლავედად იქნა გადაქცეული.

  3. თანავარსკვლავედი ცის ეკვატორულ ნაწილში; შეიცავს პირველი და მეორე სიდიდის კაშკაშა ვარსკვლავებს.

ორიოლი ვენსან - საფრანეთის პრეზიდენტი 1947-1966 წლებში (1884-1966 წწ).

ორიონიდები - ჰალეის კომეტასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მეტეორული ნაკადი.

' რიორდანი მაიკლ - ირლანდიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1917 წელს).

ორი ოჯახი - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1958 წელს. დამდგმელი რეჟისორი - დავით კანდელაკი. სცენარის ავტორები - სამსონ სულაკაური, არჩილ სულაკაური, დავით კანდელაკი. დამდგმელი ოპერატორები - დავით კანდელაკი, შოთა კილაძე. კომპოზიტორი - არჩილ კერესელიძე. მთავარ როლებში: სალომე ყანჩელი, იუსუფ კობალაძე, დოდო აბაშიძე, ჟუჟუნა დუგლაძე, თამარ ციციშვილი, გიორგი გელოვანი, ელენე ჩოხელი.

ორისა - შტატი ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი - ბჰუბანეშვარი.

ორისაბა

  1. (სიტლალტეპეტლი) მოქმედი ვულკანი მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (5700 მეტრი).

  2. ქალაქი მექსიკის ვერაკრუსის შტატში (115 ათასი).

ორისი (ოროიზე) - ალბანეთის (კავკასიის) მეფე ძვ.წ.აღ. I საუკუნის 60-იან წლებში.

ორიფლამი (ფრანგ.)

  1. შუა საუკუნეებში - საფრანგეთის მეფეების შტანდარტი, დროშა.

  2. დიდი ბაირაღი, რომელიც ჩამოკიდებულია სახლიდან სახლზე გაჭიმულ თოკზე.

ორიქსი - ცხენისებრთა ოჯახის ანტილოპა, ბინადრობს საჰარის უდაბნოში.

ორი ძმა

  1. მთა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოებაზე.

  2. მთა ადიგენის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის სამხრეთი შტოქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოებაზე.

ორკანი ვლადისლავ (ნამდვილი სახელი და გვარი ფრანციშეკ სმრეჩინსკი) - პოლონელი მწერალი (1875-1930 წწ).

ორკანია ანდრეა (დი ჩონე) - იტალიელი ფერმწერი (1343 ან 1344 - 1386 წწ).

ორკაპი (ორკაპა) - ორი კაპის მქონე, ბოლოში ორად გაყოფილი.

ორკაპიანი - იგივეა, რაც ორკაპი.

ორკბილა - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

ორკესტრანტი - მუსიკოსი, რომელიც ორკესტრში უკრავს.

ორკესტრი (ფრანგ.) - სხვადასხვა ინსტრუმენტის დამკვრელ მუსიკოსთა ჯგუფი, რომელიც ერთად ასრულებს რაიმე მუსიკალურ ნაწარმოებს.

ორკესტრიონი (ფრანგ.) - ძველებური მუსიკალური მექანიკური საკრავი, რომელიც ორკესტრის ხმას გამოსცემს.

ორკეცი

  1. ორად გაკეცილი.

  2. ორჯერ მეტი. ორმაგი.

ორკვირეული - რაც ყოველ ორ კვირაში მეორდება.

ორკვირიანი - ორი კვირის ხანგრძლივობისა.

ორკლა - მდინარე ნორვეგიაში, ერთვის ნორვეგიის ზღვას.

ორკლასიანი - მეფის რუსეთში - ორი კლასის შემცველი (სასწავლებელი)

ორკნი - საგრაფო შოტლანდიაში (დიდი ბრიტანეთი).

ორკნის კუნძულები - მდებარეობს შოტლანდიის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, ატლანტის ოკეანეში, ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს.

ორკოლი - დოქი, ხელადა.

ორკუზიანი - ორი კუზის მქონე (აქლემი).

ორკუსი - სიკვდილის რომაელთა ღვთაება, რომელსაც ადამიანთა აჩრდილები მიწისქვეშა სამყაროში მიჰყავს.

ორლანდო - ქალაქი აშშ-ს ფლორიდის შტატში.

ორლანდო ვიტორიო ემანუელე - იტალიის პრემიერ-მინისტრი 1925 წლიდან (1860-1952 წწ).

ორლეანე - ისტორიული ოლქი საფრანგეთში, ლუარას დეპარტამენტში.

ორლეანელი ქალწული - იხილე ჟანა დ'არკი.

ორლეანვილი - ელ-ასნამის ძველი სახელწოდება (ოფიციალურად იხმარებოდა საფრანგეთის კოლონიალური ბატონობის დროს).

ორლეანი - ქალაქი საფრანგეთში, ლუარას დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (110 ათასი).

ორლეი ბარენტ ვან - ნიდერლანდელი ფერმწერი (1488 - 1541 ან 1542 წწ).

ორლესული

  1. ორპირიანი, ორმხრივ გალესილი.

  2. (გადატანით) ორაზროვანი.

ორლი - ქალაქი საფრანგეთში.

ორლოვა - ქალაქი ჩეხეთში (40 ათასი).

ორლოვა ლიუბოვ - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1902-1975 წწ).

ორლოვი - ქალაქი რუსეთის კიროვის ოლქში.

ორლოვი ვასილი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1896-1974 წწ).

ორლოვი მიხაილ - დეკაბრისტი, გენერალ-მაიორი (1788-1842 წწ).

ორლოვკა - სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

ორლოვკის ტბა (ახმაზი) - ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ზეგანზე.

ორლოვსკი ალექსანდრე ოსიპის ძე - პოლონელი და რუსი გრაფიკოსი (1777-1832 წწ).

ორლონი - იგივეა, რაც ნიტრონი.

ორლულიანი - ორი ლულის მქონე.

ორმაგი - ორად გაკეთებული, ორჯერ აღებული, ორკეცი.

ორმალიანი - ორი მალის მქონე (ხიდი).

ორმანდი იუჯინ (ნამდვილი გვარი - ბლაუ) - ამერიკელი დირიჟორი და მევიოლინე, ეროვნებით უნგრელი (1899-1985 წწ).

ორმაშენი - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

ორმეთი

  1. (დარჩი-ორმელეთი) - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ნენსკრის მარჯვენა შენაკადი.

  2. სოფლები ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

ორმო - მიწაში ამოთხრილი ამოღრმავებული ადგილი.

ორმოკი - ქალაქი-პორტი ფილიპინებში.

ორმონდი ჯულია - ინგლისელი მსახიობი ქალი (დაიბადა 1965 წელს).

ორმოსამარხი - არქეოლოგიურ ძეგლთა კატეგორია, ორმო, რომელიც განკუთვნილია საფლავად.

ორმოცდაათი - რიცხვი და რაოდენობა 50.

ორმოცდაათიანელები - ქრისტიანული სექტა; მის მოძღვრებას საფუძვლად უდევს დღესასწაული - „სულიწმიდის მოფენა“, რაც უკავშირდება ქრისტეს აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს მლოცველთა აღვსებას „სულიწმიდით“.

ორმოცდაათიანი (წლები) - საუკუნის მონაკვეთი ორმოცდაათიდან ორმოცდაცხრამეტ წლამდე.

ორმოცდამეათე - რიგის მიხედვით ორმოცდაათი.

ორმოცი

  1. რიცხვი და რაოდენობა 40.

  2. გარდაცვალებიდან მეორმეცე დღეს მიცვალებულისათვის გადახდილი წირვა ან პანაშვიდი.

  3. სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ორმოციანი (წლები) - საუკუნის მონაკვეთი ორმოციდან ორმოცდაცხრა წლამდე.

ორმოციოდე - დაახლოებით ორმოცი.

ორმუზდი (ბერძნ.) - ძველ სპარსულ რელიგიაში - სინათლისა და სიკეთის ღვთაება (სპარსულად - აჰურამაზდა).

ორმწკრივი - რაც ორი მწკრივისაგან შედგება.

ორმხრივ - ორ მხარეს, ორი მიმართულებით, ორი მხრიდან.

ორმხრივი

  1. რაც ორი მხრიდან ხდება, ორ მხარეს წარმოებს.

  2. რაც ორ დაინტერესებულ მხარეს, მონაწილეს ეხება.

ორნავლები - თათარაში ორჯერ გავლებული (ჩურჩხელა).

ორნაირი - იგივეა, რაც ორგვარი.

ორნამენტაცია

  1. ორნამენტით შემკობა რისამე.

  2. ორნამენტის ხასიათი, ორნემენტის ელემენტთა ერთობლიობა ხელოვნების რაიმე ნაწარმოებში, სტილში.

ორნამენტი (ლათ.) - მხატვრული, გრაფიკული ან სკულპტურული სამკაული, რომელიც შედგება გეომეტრიული ფიგურების ან სტილიზებული ცხოველების, მცენარეების გამოსახულებათაგან. ჩუქურთმა.

ორნამენტიკა - იგივეა, რაც ორნამენტაცია.

ორნაწილიანი - ორი ნაწილისაგან შემდგარი.

ორნახადი - ორჯერ გამოხდილი (არაყი).

ორ-ნახევარი - ორი და ნახევარი.

ორნივე (ორნივ) - -ვე ნაწილაკდართული ორი მრავლობით რიცხვში. იგივეა, რაც ორივე.

ორნითინი (ბერძნ.) - ამინმჟავა, რომელიც გვევლინება კატალიზატორად შარდოვანის სინთეზის დროს (ღვიძლში). პირველად აღმოჩენილ იქნა ფრინველთა სკორეში.

ორნითოზი (ბერძნ.) - ფრინველებისა და ადამიანების დაავადება (ადამიანს გადაედება ხოლმე ფრინველისაგან).

ორნითოლოგია (ბერძნ.) - მეცნიერება ფრინველების შესახებ.

ორნითომანტია - ფრინველთა გადაფრენის მიხედვით მისნობა, წინასწარმეტყველება.

ორნითოპოდები - ფრინველმენჯა დინოზვრების ქვერიგი. მცენარეჭამია ორ ფეხზე მოსიარულე ნამარხი ქვეწარმავლები.

ორნითოპტერი (ბერძნ.) - ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, ფრთებს იქნევს ფრინველივით.

ორნითოფაუნა - ფრინველთა ერთობლიობა, რომელიც ბინადრობს გარკვეულ ტერიტორიაზე.

ორნითოქორია - მცენარის ნაყოფისა და თესლის გავრცელება ფრინველების მეშვეობით.

ორო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს მთებთან დაკავშირებულს.

ორობითი - იგივე მრჩობლობითი.

ოროგენეზი (ოროგენეზისი) (ბერძნ.) - მთათა წარმოქმნის პროცესი.

ოროგენი - ნაოჭა მთათა სისტემა, რომელიც წარმოიქმნა გეოსინკლინის ადგილას მისი განვითარების II სტადიაში.

ოროგრაფია (ბერძნ.) - ფიზიკური გეოგრაფიის ნაწილი, რომელიც დედამიწის ზედაპირის რელიეფს სწავლობს.

ოროვანდი (Arctium) - ორწლოვანი ბალახი რთულყვავილოვანთა ოჯახისა; აქვს პატარა მომრგვალო კალათებად შეკრებილი მოწითალო ყვავილები.

ოროველა - გუთნისდედისა და მეხრეების სიმღერა (იცოდნენ აღმოსავლეთ საქართველოში).

ოროზიუსი პაულუს - რომაელი ისტორიკოსი, წარმოშობით ესპანელი, მღვდელი, ავგუსტინე ნეტარის მოწაფე (დაახლოებით 380 - 420 წწ).

ოროზმანი - სოფლების ზემო ოროზმანისა და ქვემო ოროზმანის გავრცელებული სახელწოდება (დმანისის მუნიციპალიტეტი).

ოროზმანის ტბა - ტბა დმანისის მუნიციპალიტეტში.

ოროია - ქალაქი პერუს ხუნინის დეპარტამენტში.

ოროლი - შუბის სახეობა.

ორომი - თხელი (ზოგჯერ სახელურებიანი) ფიცარი ცომის გუნდების გასაბრტყელებლად და თონესთან მისატანად.

ორომო - ეთიოპიაში მცხოვრები ხალხი (20,3 მილიონი).

ორომტრიალი

  1. ფუსფუსი, უწესრიგობა, აურზაური, შეხლა-შემოხლა.

  2. ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1986 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ლანა ღოღობერიძე. სცენარის ავტორები - ზაირა არსენიშვილი და ლანა ღოღობერიძე. დამდგმელი ოპერატორი - ნუგზარ ერექომაიშვილი. კომპოზიტორი - გია ყანჩელი. მთავარ როლებში: ლეილა აბაშიძე, ლია ელიავა, გურამ ფირცხალავა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნინელი ჭანკვეტაძე, ლევან აბაშიძე, მერაბ ნინიძე, გურანდა გაბუნია, მეგი წულიკიძე, დოდო ჭიჭინაძე, დარეჯან ხარშილაძე, თამარ სხირტლაძე.

ორონიმიკა (ბერძნ.) - ტოპონიმიკის ნაწილი - მთების სახელთა ერთობლიობა.

ორ-ორი - თითოზე ორი; ჯერზე ორი; რამდენიმეჯერ ორი.

ოროსანი - მოსწავლე, რომელიც ცუდად სწავლობს და საგნებში ხშირად იღებს შეფასება 2-ს.

ოროსკო ხოსე კლემენტე - მექსიკელი ფერმწერი (1883-1949 წწ).

ოროშჰაზა - ქალაქი უნგრეთის ბეკეშის მედიეში.

ოროჯოლარი - სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

ორპენი უილიამ ნიუენემ მონტეგიუ - ინგლისელი ფერმწერი (1878-1931 წწ).

ორპირი

  1. ორი პირის მქონე, ორმხრივ მჭრელი (იარაღი).

  2. სიტყვის გამტეხი, ფლიდი, გაუტანელი.

  3. ორი გუნდის მიერ ერთმანეთის შენაცვლებით შესრულებული (სიმღერა).

  4. სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს მდინარე წყალწითელის ნაპირებზე. ქუთაისი-ტყიბულის სარკინიგზო და საავტომობილო გზაზე. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 300 მეტრი, ტყიბულიდან - 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 929 კაცი.

ორპირიანი - (გრამატიკაში) ისეთი (ზმნა), რომელიც ორ პირს (სუბიექტს და ობიექტს) აღნიშნავს).

ორპირობა - ფლიდობა, გაუტანლობა.

ორპირული - ორპირის (მნიშვნელობა 2) დამახასიათებელი.

ორსაათიანი - ორი საათის ხანგრძლივობისა.

ორსაგდულიანები (Bivalvia) - უხერხემლოთა კლასი მოლუსკების ტიპისა; მათი სხეული ორსაგდულიან ნიჟარაშია მოქცეული.

ორსანტია - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ორსართულა (ზოგჯერ სამსართულაც) - ქართული ხალხური ცეკვა, წრიული წყობის ფერხული.

ორსართულიანი - ორი სართულის მქონე (ნაგებობა).

ორსეი (ორსელი) (ფრანგ.) - მოიისფრო-წითელი საღებავი; მიიღება სხვადასხვა ხავსურასგან; იყენებენ აბრეშუმის და მატყლის შესაღებად.

ორსინი ფელიჩე - იტალიის რისორჯიმენტოს მოღვაწე (1819-1858 წწ).

ორსკი - ქალაქი რუსეთის ორენბურგის ოლქში (275 ათასი).

ორსული - ქალი, რომელსაც საშვილოსნოში ნაყოფი აქვს ჩასახული; ფეხმძიმე.

ორსულობა - ფეხმძიმობა.

ორტა

  1. პოლონური ვერცხლის მონეტა.

  2. (ჰორტა) ვიქტორ - ბელგიელი არქიტექტორი (1861-1947 წწ).

ორტეგა გასეტი - ესპანელი ფილოსოფოსი, პუბლიცისტი, ესთეტიკოსი და საზოგადო მოღვაწე (1883-1955 წწ).

ორტეგა საავედრა დანიელ - ნიკარაგუის სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1945 წელს).

ორტევი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ორტელიუსი აბრაჰამ - ფლამანდელი კარტოგრაფი (1527-1598 წწ).

ორტერი ალფრედ - ამერიკელი სპორტსმენი (მძლეოსნობა - ბადროს ტყორცნა), ოლიმპიური თამაშების ოთხგზის ჩემპიონი 1956, 1960, 1964, 1968 წლებში (დაიბადა 1936 წელს).

ორტი (გერმ.) - მიწისქვეშა ჰორიზონტალური სამთო გვირაბი, რომელსაც არა აქვს უშუალო გამოსასვლელი დედამიწის ზედაპირზე; გაჰყავთ სასარგებლო წიაღისეულში.

ორტი - იხილე ორთი.

ორტიგია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არტემიდეს ერთ-ერთი ზედმეტი სახელი, კუნძულ დელოსის ძველი სახელწოდება, სადაც ლეგენდის თანახმად დაიბადა ქალღმერთი.

ორტიკონი - იხილე ორთიკონი.

ორტისი (ორტის ი ფერნანდესი) ფერნანდო - კუბელი მეცნიერი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი (1881-1969 წწ).

ორტიტი - იხილე ორთიტი.

ორტომეული - ორ ტომად გამოცემული.

ორტონი ჯო - ინგლისელი დრამატურგი (1935-1967 წწ).

ორტოტა - ორი ტოტის მქონე, ორად განშტოებული.

ორუელი ჯორჯ (ნამდვილი სახელი და გვარი ერიკ ბლეარი) - ინგლისელი მწერალი (1903-1950 წწ).

ორულაფუ (ურულაფუ) - მთა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე (2121 მეტრი).

ორულუ - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ორუ-პრეტუ - ქალაქი ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მინას-ჟერაისის შტატში (40 ათასი).

ორურო - ქალაქი ბოლივიაში, ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (185 ათასი).

ორფა - ორკეცი, ორმაგი.

ორფევსი (ორფეოსი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სახელმოხვეჭილი თრაკიელი მომღერალი, მდინარის ღმერთის - ეაგროსის ვაჟი. გავრცელებული აზრის თანახმად. ორფევსი მუსიკის და ლექსის გამომგონებლად ითვლება.

ორფელინი (ნამდვილი გვარი სტეფანოვიჩი) ზახარიე - სერბი განმანათლებელი, მწერალი, ისტორიკოსი (1726-1785 წწ).

ორფეოსი - იხილე ორფევსი.

ორფეოსის სიკვდილი - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1996 წელს. დამდგმელი რეჟისორი - გიორგი შენგელაია. სცენარის ავტორები - კოტე ჯანდიერი, გიორგი შენგელაია. დამდგმელი ოპერატორი - ჯიმშერ ქრისტესაშვილი. კომპოზიტორი - ირაკლი ჩარკვიანი. მთავარ როლებში: ზურაბ ყიფშიძე, ნინო კასრაძე, კახი ლავსაძე, ზურაბ ბეგალიშვილი, ირაკლი ჩარკვიანი, ნიკოლოზ (ნიკუშა) შენგელაია.

ორფერი

  1. ორი ფერის მქონე.

  2. (Pulmonaria mollissima) ტყის ბალახი ლაშქარასებრთა ოჯახისა; აქვს ბრტყელი მოგრძო რბილი ფოთლები; ღეროს წვერზე იკეთებს მოკლეყუნწიან ყვავილებს, რომლებიც ჯერ წითელია, ხოლო შემდეგ მოიისფრო ხდება.

ორფერიონი (ინგლ.) - სიმებიანი მუსიკალური საკრავი, გიტარის მსგავსი.

ორფეშხო - დაკლული საქონლის მთლიანი ტანი გატყავებული და გამოშიგნული.

ორფეხა

  1. ორი ფეხის მქონე.

  2. იგივეა, რაც ორფეხი.

ორფეხი - ვისაც ორი ფეხი აქვს (იხმარება ადამიანის ეპითეტად, ცხოველის, ოთხფეხის საპირისპიროდ).

ორფეხიანი - იგივეა, რაც ორფეხი.

ორფი კარლ - გერმანელი კომპოზიტორი, პედაგოგი, თეატრალური მოღვაწე და დრამატურგი (1895-1982 წწ).

ორფიზმი (ფრანგ.) - მიმართულება საფრანგეთის ფერწერაში XX საუკუნის დასაწყისში; გენეზისურად დაკავშირებულია კუბიზმთან.

ორფიკები (ბერძნ.) - ძველ საბერძნეთში - მიმდევრები რელიგიურ-მისტიკური მიმდინარეობისა, რომლის წარმოშობა დაკავშირებულია დიონისე-ზაგრევსის მისტერიებთან.

ორფოთოლა (Plantanthera bifolia) - ბალახეული მცენარე ჯადვარისებრთა ოჯახისა; ღეროზე აქვს ორი ფოთოლი და მოთეთრო ყვავილები; ღამღამობით სასიამოვნო სუნი აქვს. ორფოთოლა ცისთვალი (შცილლა ბიფოლია) - ბოლქვიანი მცენარე, აქვს ორი ან მეტი მოგრძო ფოთოლი და ცისფერი ყვავილი.

ორქა - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ორქესტრა (ბერძნ.) - ძველ ბერძნულ და რომაულ თეატრში - ამფითეატრით შემოსაზღვრული მრგვალი მოედანი, რომელზედაც გამოდიოდნენ ქორო და მსახიობები.

ორქიდეა (ბერძნ.) - ტროპიკული და სუბტროპიკული ბალახოვანი მცენარე; აქვს ორიგინალური ფორმის ყვავილები.

ორქიტი (ბერძნ.) - მამაკაცის სათესლე ჯირკვლის ანთება.

ორქომენოსი

  1. ქალაქი ძველ საბერძნეთში, აღმოსავლეთ არკადიაში.

  2. უძველესი ქალაქი-სახელმწიფო ბეოტიაში.

ორღანი - იხილე ორგანი.

ორღერძიანი - ორი ღერძის მქონე.

ორღობე - სოფლებში - გზა, რომელსაც ორივე მხარეს ღობეები მიჰყვება.

ორღული - სოფლების ზედა ორღულისა და ქვედა ორღულის გავცელებული სახელწოდება (საჩხერის მუნიციპალიტეტი).

ორყურა (Zygophyllum fabago) - მრავალწლოვანი ბალახი; იკეთებს მონარინჯისფრო ყვავილებს; გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში.

ორშა - ქალაქი ბელორუსიის ვიტებსკის ოლქში (125 ათასი).

ორშაბათი - შვიდდღიანი კვირის პირველი დღის სახელწოდება.

ორშაბათობით - ყოველ ორშაბათ დღეს.

ორშაურიანი

  1. ორი შაურის ღირებულების ვერცხლის ფული.

  2. ორ შაურად ღირებული.

ორშიმო (ხაპი) - აყიროსაგან გაკეთებული გრძელტარიანი ჭურჭელი ქვევრიდან ღვინის ამოსაღებად.

ორჩაფიანი - ღვინის ჭურჭელი, რომელშიც ორი ჩაფი ჩადის.

ორჩხომელი - მოდიდო ნავი ერთგვარი.

ორცვა - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

ორცვლიანი - რაც ორ ცვლად წარმოებს.

ორცხობილა - ცეცხლზე გამხმარი პურის ან ნამცხვრის ნაჭერი.

ორძალი - ორი ძალის (სიმის) მქონე სამუსიკო საკრავი.

ორძელი - სატანვარჯიშო იარაღი; წარმოადგენს დგარზე ჰორიზონტალურად ორ პარალელურ ძელს.

ორწერტილი - სასვენი ნიშანი (:), სვამენ რისამე ჩამოთვლის ან სხვისი სიტყვების გადმოცემის წინ.

ორწვერი (ორწვერა)

  1. რასაც ორი წვერი აქვს.

  2. მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, აღმოსავლეთ კავკასიონზე.

  3. მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედზე.

  4. მყინავრი, იხილე გერგეტი.

ორწლიანი

  1. ორი წლის ხნოვანებისა.

  2. ორი წლის ვადისა.

ორწლოვანი - (ბოტანიკაში) რაც თესლის დამწიფებამდე სრული განვითარების ციკლს გადის ორი წლის განმავლობაში.

ორწოფობა - იხილე მოწამეთობა.

ორწოხი (ჩვეულებრივ მრავლობით რიცხვში - ორწოხები) - ვიწრო, ძნელად მისასვლელი ადგილები მთებსა და ხევებში.

ორწყალი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთის ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

ორწყალშუა (ყოფნა)

  1. ორჭოფული, გაურკვეველი მდგომარეობა.

  2. გამოუვალი, უიმედო ყოფა.

ორჭიდი - შეჯიბრება სპორტის ორ სახეობაში.

ორჭოსანი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ორჭოფი

  1. მერყევი, ეჭვიანი, არამტკიცე ადამიანი.

  2. იგივეა, რაც ორჭოფული.

ორჭოფული - ორაზროვანი, ბუნდოვანი, გაურკვეველი ლაპარაკი.

ორხაო - ორმხრივ ხაოიანი (საფენი, ნოხი...).

ორხევი

  1. ორი ხევის შეხვედრის, შეერთების ადგილი.

  2. პერიოდული მდინარე გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე, მტკვრის მარცხენა შენაკადი.

  3. სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (სიონის სადაბო საკრებულო), გომბორის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ივრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1020 მეტრი, თიანეთიდან - 31 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 366 კაცი.

  4. სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

  5. გარეუბანი თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში, ისანი-სამგორის რაიონში, მდებარეობს, აეროპორტის გზატკეცილის მიდამოებში.

ორხეი - ქალაქი მოლდავეთში (40 ათასი).

ორხელა (ოქოქა, აჩაჩა) - საქართველოში გავრცელებული ორსახელურიანი, მოკლემხრიანი სახვნელის ერთ-ერთი ტიპი.

ორხელი

  1. ორი ხელის მოსაკიდის მქონე საგანი, ჭურჭელი.

  2. მოხრილი დანა, რომელსაც ორივე ბოლოზე ხის ტარი აქვს; ხმარობენ ხის გასასუფთავებლად.

  3. აყიროსაგან დამზადებული ჭურჭელი, რომელსაც ორი გრძელი ტარი აქვს; ხმარობენ ქვევრიდან წყლის, თხლის, ღვინის ამოსაღებად (იციან იმერეთში).

ორხელისუფლებიანობა - ერთ სახელწიფოში (ან ორგანიზაციაში) ერთდროულად ორი ხელისუფლების არსებობა.

ორხმიანი - ორი ხმით შესრულებული.

ორხოვა - იგივეა, რაც ხალიჩა.

ორხონათი - მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქერშავეთის მარჯვენა შენაკადი.

ორხონელი თურქები - თურქულენოვან ტომთა კავშირი ცენტრალურ აზიაში V-VIII საუკუნეებში.

ორხონი - მდინარე მონღოლეთში, სელენგის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 1124 კილომეტრი).

ორჯა - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

ორჯამიანი - თიხის დიდი ჯამი.

ორჯერ - ორ ჯერობაზე, ორგზის.

ორჯერადი - რაც ორჯერ ხდება.

ორჯონიკიძე გრიგოლ (სერგო) - საბჭოთა ეპოქის მაღალჩინოსანი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, ოქტომბრის რევოლუციის მონაწილე; სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (1886-1937 წწ).

ორჯონიკიძე იზა - პოეტი (1938-2010 წწ).

ორჯონიკიძე

  1. დაბა ხარაგაულის ძველი სახელწოდება.

  2. რუსეთის ქალაქ ვლადიკავკაზის სახელწოდება 1931-44 და 1954-90 წლებში.

  3. უკრაინის ქალაქ ენაკიევოს სახელწოდება 1937-43 წლებში.

  4. ქალაქი უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში (50 ათასი).

ორჯონიკიძე აბადი - ტაჯიკეთის ქალაქ ვაჰდათის სახელი 1936-92 წლებში.

ორჰან ველი ქანიქი - თურქი პოეტი (1914-1950 წწ).

ორჰან სეიფი ორჰონი - თურქი მწერალი და ჟურნალისტი (1890-1972 წწ).

ორჰან ქემალი (ნამდვილი სახელი - მეჰმედ რაშიდ ოგუთჩუ) - თურქი მწერალი (1914-1970 წწ).

ორჰან ჰანჩერლიოღლუ - თურქი მწერალი (დაიბადა 1916 წელს).

ორჰუსი - ქალაქი დანიაში, იუტლანდიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში ამავე სახელწოდების ამტის ადმინისტრაციული ცენტრი (205 ათასი).

1.18 ოს

▲ზევით დაბრუნება


ოსა

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ითვლებოდა ბუტბუტის განსახიერებად და ზევსის მაცნედ.

  2. ქალაქი რუსეთის პერმის ოლქში (25 ათასი).

ოსავისხევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, რექის მარცხენა შენაკადი.

ოსაკა - ქალაქი იაპონიის კუნძულ ჰონსიუზე, ამავე სახელწოდების პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (2,6 მილიონი).

ოსანა (ბერძნ.) - ქრისტიანულ და იუდეველთა ღვთისმსახურებაში - სახოტბო შეძახილი.

ოსანაი კაორუ - იაპონელი მწერალი, თეატრალური მოღვაწე, რეჟისორი (1881-1928 წწ).

ოსარსოლი (აცეტარსოლი) - ათაშანგის სამკურნალო საშუალება. იყენებენ აგრეთვე ტრიქომონოზის დროს.

ოსბერნი კარლ ტაუნსედი - ამერიკელი სპორტსმენი (ტყვიის სროლა), ოლიმპიური თამაშების 11 მედლის მფლობელი 1912, 1920, 1924 წლებში (1884-1966 წწ).

ოსბორნი ჰენრი ფერფილდ - იხილე ოზბორნი ჰ.ფ.

ოსები - კავკასიაში, კავკასიონის ქედის ცენტრალური ნაწილის ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს მცხოვრები ხალხი.

ოსეთის კავკასიონი - კავკასიონის სამხრეთ კალთის მონაკვეთი ლიახვის, პატარა ლიახვის, ქსნისა და ლეხურის აუზების ფარგლებში.

ოსეინი (ლათ.) - ცილა პროტეინოიდების ჯგუფისა; ძვლის ქსოვილის მთავარი შემადგენელი ნაწილი.

ოსეინი რობერ (ნამდვილი გვარი ჰუსეინოვი) - ფრანგი მსახიობი და რეჟისორი, წარმოშობით აზერბაიჯანელი (დაიბადა 1927 წელს).

ოსერო - ბალახოვან მცენარეთა გვარი ლაშქარასებრთა ოჯახისა; იგივეა, რაც ძაღლის ენა.

ოსეს ძე - ქართველი მწერალი, ისტორიკოსი (1728-1786 წწ).

ოსვენციმი - ქალაქი პოლონეთის სამხრეთ ნაწილში, ბიელსკის სავოევოდოში; 1940-44 წლებში ფაშისტთა საკონცენტრაციო ბანაკის ადგილი (45 ათასი).

ოსთანი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ირანში; შემოიღეს 1937 წლიდან.

ოსიაარხუ - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ოსიანი (ოისინი, ოიზინი) - კელტების ლეგენდარული მეომარი და ბარდი, რომელიც, გადმოცემის თანახმად, III საუკუნეში ცხოვრობდა.

ოსიაური

  1. სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ქისტაურის თემის საკრებულო), მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მთისწინეთში, მდინარე ოსიაურისხევის (ალაზნის აუზი) ნაპირზე. ზღვის დონიდან - 760 მეტრი, ახმეტიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 8 ადამიანი.

  2. სოფლების ზემო ოსიაურისა და ქვემო ოსიაურის გავრცელებული სახელწოდება (ხაშურის მუნიციპალიტეტი).

ოსიეკი - ქალაქი ხორვატიაში, პორტი მდინარე დრავაზე (105 ათასი).

ოსიეცკი კარლ ფონ - გერმანელი პუბლიცისტი (1889-1938 წწ).

ოსიმა - ნახევარკუნძული იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

ოსიმა ნაგისა - იაპონელი კინორეჟისორი (დაიბადა 1932 წელს).

ოსინიკი - ქალაქი რუსეთის კემეროვოს ოლქში (65 ათასი).

ოსიო ჰეიჰეტირო - იაპონიის 1837 წლის აჯანყების ხელმძღვანელი (1796-1837 წწ).

ოსიპოვიჩი - ქალაქი ბელორუსიის მოგილევის ოლქში (35 ათასი).

ოსირისი (ოზირისი) - ძველ ეგვიპტურ რელიგიაში - მცენარეულის, მთვარისა და ნილოსის ღმრთი; მითის მიხედვით, კვდებოდა შემოდგომით და კვლავ აღდგებოდა ხოლმე გაზაფხულზე.

ოსისი იანის - ლატვიელი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1895-1973 წწ).

ოსკარ I - შვედეთის მეფე (1799-1859 წწ).

ოსკარ II - შვედეთის მეფე (1872-1907 წწ).

ოსკარი

  1. ამერიკის კინოაკადემიის პრემია, გაიცემა ყოველწლიურად 1929 წლიდან.

  2. საერთაშორისო საჭადრაკო პრიზი, რომელსაც საჭადრაკო პრესის საერთაშორისო ასოციაცია გადასცემს წლის საუკეთესო მოჭადრაკე ქალს (1982 წლიდან) და კაცს (1968 წლიდან).

ოსკოლი - მდინარე რუსეთსა და უკრაინაში, ჩრდილოეთის დონცის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 472 კილომეტრი).

ოსკური ენა - ინდოევროპულ ენათა ოჯახის იტალიკური ენების ქვეჯგუფის (ოსკურ-უმბრიულ ენათა შტო) ერთ-ერთი ენა.

ოსლო (1624-1924 წლებში „ქრისტიანია“) - ნორვეგიის დედაქალაქი; დაარსებულია 1048 წელს (500 ათასი).

ოსლო-ფიორდი - ყურე სკაგერაკის სრუტეში (ნორვეგია).

ოსმალები (ოსმალოები) - იგივეა, რაც თურქები.

ოსმალეთის იმპერია (ოთომანთა იმპერია) - სულთნის ოსმალეთის ოფიციალური სახელწოდება. შეიქმნა XV საუკუნეში, 1918 წელს საბოლოოდ დაიშალა.

ოსმალობა - ქართულ ისტორიულ წყაროებსა და ლიტერატურაში ოსმალური სოციალ-პოლიტიკური სისტემის აღმნიშვნელი ტერმინი.

ოსმალური - ოსმალოების (თურქების) დამახასიათებელი; თურქული.

ოსმან I გაზი - ოსმალეთის სულთანი (დაახლოებით 1258-1324 წწ).

ოსმან დან ფოდიო - ხელისუფალთა წინააღმდეგ აჯანყების ხელმძღვანელი დასავლეთ სუდანში (1744-1817 წწ).

ოსმანები (ოსმალები) - თურქეთის სულთანთა დინასტია (1299/1300 - 1922 წწ).

ოსმან იბნ აფან - არაბეთის სახალიფოს მესამე (ე.წ. მართლმორწმუნე) ხალიფა 644-656 წლებში.

ოსმანი - თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა.

ოსმანიე - ქალაქი თურქეთის ადანის ვილაიეთში.

ოსმანიზმი (ოთომანიზმი) - პოლიტიკური დოქტრინა ოსმალეთის იმპერიაში; გულისხმობდა ოსმალეთის იმპერიის ყველა ქვეშევრდომის თანასწორუფლებიანობას.

ოსმანლი ისმაილ - აზერბაიჯანელი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1902-1978 წწ).

ოსმან ნური ფაშა - ოსმალეთის მხედართუფროსი, მარშალი (მუშირი) (1832-1900 წწ).

ოსმიუმი (ბერძნ.) (OS) - ქიმიური ელემენტი, მაგარი მყიფე ლითონი მოლურჯო ფერისა; ატომური ნომერი 76, ატომური მასა 190,2. იღებენ პლატინის მადნიდან. აღმოჩენილ იქნა 1804 წელს ინგლისელი ქიმიკოსის ს.ტენანტის მიერ.

ოსმონი ფლორის - ფრანგი ინჟინერ-მეტალურგი და ლითონმცოდნე (1849-1912 წწ).

ოსმოსი (ბერძნ.) - გამხსნელის თანდათანობით შეღწევა ხსნარში მათი გამყოფი თხელი ტიხრის გავლით.

ოსნაბრიუკი - ქალაქი გერმანიის ქვემო საქსონიის მხარეში (165 ათასი).

ოსოგოვსკა-პლანინა - მთები ბულგარეთსა და იუგოსლავიაში.

ოსოვიეცი - ქალაქი პოლონეთის ლომჟის სავოევოდოში.

ოსონი (დ' ოსონი) იბრაჰიმ კონსტანტინ - შვედი დიპლომატი და აღმოსავლეთმცოდნე, წარმოშობით სომეხი (1779-1851 წწ).

ოსორნო - ქალაქი ჩილეს სამხრეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (130 ათასი).

ოსპი (Lens culinaris) - დაბალი ერთწლოვანი პარკოსანი მცენარე; იკეთებს 1-3 მარცვლისაგან შემდგარ პარკებს.

ოსპიტალეტი - ქალაქი ესპანეთის ბარსელონის პროვინციაში.

ოსტადე ადრიან ვან - ჰოლანდიელი ფერმწერი (მოინათლა 1610 წელს - 1685 წ).

ოსტანი - იხილე ოსთანი.

ოსტანკინო - XVIII საუკუნის მეორე ნახევრის არქიტექტურულ-მხატვრული ანსამბლი მოსკოვის ფარგლებში, თავად შერემეტიევთა რეზიდენცია.

ოსტანკინოს კოშკი - მოსკოვის სატელევიზიო ანძა, სიმაღლე - 540 მეტრი, აშენდა 1961-68 წლებში.

ოსტატი (არაბ.-სპარს.)

  1. თავისი საქმის კარგად მცოდნე ხელოსანი.

  2. წარმოების, საამქროს სპეციალური დარგის ერთი რომელიმე ვიწრო უბნის ხელმძღვანელი.

  3. (გადატანით) რაიმე საქმეში დიდად გამოცდილი, დახელოვნებული ადამიანი.

ოსტატობა

  1. ოსტატად ყოფნა; ოსტატის საქმიანობა.

  2. (გადატანით) მოხერხება, ეშმაკობა.

ოსტატური

  1. ოსტატის (მნიშვნელობა 1,3) დამახასიათებელი; ძალიან კარგად, მაღალხარისხოვნად შესრულებული.

  2. (გადატანით) მოხერხებული, ეშმაკური.

ოსტაშკოვი - ქალაქი რუსეთის ტვერის ოლქში (25 ათასი).

ოსტგუთები (ოსტგოთები, გროიტუნგები) - ძველი გერმანული ტომის გუთების აღმოსავლეთ შტო.

ოსტენდე - ქალაქი-პორტი ბელგიის დასავლეთ ფლანდრიის პროვინციაში (70 ათასი).

ოსტეო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს ძვალთან, ძვლის ქსოვილთან დაკავშირებულს.

ოსტეობლასტები (ბერძნ.) - უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ ძვლის ქსოვილის აგებაში, ძვლების განვითარების, რეგენერაციისა და გარდაქმნის პროცესებში.

ოსტეოგრაფია (ბერძნ.) - ჩონჩხის ძვლების აღწერა.

ოსტეოკლასტები (ბერძნ.) - უჯრედები, რომლებიც შლიან ძვლის ქსოვილს მისი გარდაქმნის დროს.

ოსტეოლოგია (ბერძნ.) - ანატომიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ძვლების ფორმასა და სტრუქტურას.

ოსტეომა (ბერძნ.) - ძვლის ქსოვილის კეთილთვისებიანი სიმსივნე.

ოსტეომალაცია - მედიცინაში - ძვლების დაავადება - მათი დარბილება და დეფორმაცია კირის მარილების დაკარგვის შედეგად.

ოსტეომიელიტი - ძვლის ტვინის ანთება, რომელიც ჩვეულებრივ ძვლის ყველა ფენაში ვრცელდება.

ოსტეოპათია (ბერძნ.) - ადამიანის ძვლების სხვადასხვა დაავადების საერთო სახელწოდება.

ოსტეოტომია (ბერძნ.) - მედიცინაში - ძვლის გაკვეთის ოპერაცია.

ოსტეოციტები (ბერძნ.) - ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის ძვლოვანი ქსოვილის უჯრედი; წარმოიქმნება ოსტეობლასტებისაგან ძვლოვანი ქსოვილის განვითარების პროცესში.

ოსტერვა იულიუშ (ნამდვილი გვარი მალუშეკი) - პოლონელი მსახიობი, რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე (1885-1947 წწ).

ოსტერი ქალაქი უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში.

ოსტერი პოლ - ამერიკელი მწერალი (დაიბადა 1947 წელს).

ოსტერია (იტალ.) - იტალიაში - პატარა სასადილო.

ოსტვალდი ვილჰელმ ფრიდრიხ - გერმანელი ქიმიკოსი და ფილოსოფოსი, 1909 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1853-1932 წწ).

ოსტი (გერმ.)

  1. აღმოსავლეთი.

  2. აღმოსავლეთის ქარი.

ოსტია - იტალიის დედაქალაქ რომის საკურორტო გარეუბანი მდინარე ტიბრის შესართავში.

ოსტინატო (ბერძნ.) - რაიმე მუსიკალური თემის მრავალგზის დაჟინებით განმეორება.

ოსტინი - ქალაქი აშშ-ს სამხრეთ ნაწილში, ტეხასის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (470 ათასი).

ოსტინი ჯეინ - ინგლისელი მწერალი ქალი (1775-1817 წწ).

ოსტინი - ინგლისელი ფილოსოფოსი (1911-1960 წწ).

ოსტინდოეთი - ინდოეთის, სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ აზიის ზოგიერთი ქვეყნის ძველი სახელწოდება.

ოსტიტი (ბერძნ. osteon - ძვალი]) - ძვლის ანთება.

ოსტრავა (მორავსკა-ოსტრავა) - ქალაქი ჩეხეთში, ჩრდილოეთ მორავიის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (330 ათასი).

ოსტრაკიზმი (ბერძნ. ოსტრაკისმოს) - განდევნა, გაძევება.

ოსტრაკოდები - უხერხემლო ცხოველების ქვეკლასი კიბოსნაირთა კლასისა; იგივეა, რაც ნიჟარიანები.

ოსტრაკოდერმები - პრიმიტიული ხერხემლიანების - უყბოების გადაშენებული ჯგუფი.

ოსტრალიის კუნძულები - იხილე ტუბუაი.

ოსტრიანინი იაკობ - უკრაინელი კაზაკი, 1638 წლის უკრაინის გლეხთა და კაზაკთა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი (? - 1641 წწ).

ოსტროგოჟსკი - ქალაქი რუსეთის ვორონეჟის ოლქში.

ოსტროვი - ქალაქი რუსეთის ფსკოვის ოლქში (30 ათასი).

ოსტროვიეც-სვიენტოქშისკი - ქალაქი პოლონეთის კიელცეს სავოევოდოში.

ოსტროვსკი ალექსანდრე - რუსი დრამატურგი (1823-1886 წწ).

ოსტროვსკი ალექსანდრე ნიკოლაი - რუსი მწერალი (1904-1936 წწ).

ოსტროგი - ქალაქი უკრაინის როვნოს ოლქში.

ოსტროგოჟსკი - ქალაქი რუსეთის ვორონეჟის ოლქში (35 ათასი).

ოსტრორუგი იან - პოლონელი ჰუმანისტი, პუბლიცისტი (1436-1501 წწ).

ოსტროუმოვა ოლგა - კინოსა და თეატრის რუსი მსახიობი ქალი (დაიბადა 1947 წელს).

ოსტროუხოვი ილია - რუსი ფერმწერი, პერედვიჟნიკი (1858-1929 წწ).

ოსტრუვ-ვიელკოპოლსკი - ქალაქი პოლონეთის ცენტრალურ ნაწილში, კალიშის სავოევოდოში (75 ათასი).

ოსტუჟევი (ნამდვილი გვარი პოჟაროვი) ალექსანდრე - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა მოსკოვის მცირე თეატრში (1874-1953 წწ).

ოსტჰოფი ჰერმან - გერმანელი ენათმეცნიერი (1847-1907 წწ).

ოსუარიუმი (ლათ.) - სათავსი მიცვალებულის ძვლების დასამარხავად

ოსუმი - სრუტე კუნძულ კიუსიუსა და კუნძულ ოსუმას შორის (იაპონია).

ოსუნა ფრანსისკო დე - ესპანელი ბერი-ფრანცისკაბელი, მწერალი-მისტიკოსი (დაახლოებით 1475 - 1542 წწ).

ოსური - ოსების დამახასიათებელი, ოსეთში შექმნილი.

ოსური ენა - განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის ირანულ შტოს.

ოსცილატორი (ლათ.) - სხეულთა ყოველგვარი სისტემა, რომელსაც აქვს მექნიკური, ელექტრომაგნიტური და სხვა რხევების შესრულების უნარი.

ოსცილოგრამა - ოსცილოგრაფიით ჩაწერილი მრუდი.

ოსცილოგრაფი (ლათ.) - ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც აკვირდებიან და იწერენ ელექტრულ პროცესებს.

ოსცილოსკოპი (ლათ.) - ხელსაწყო ელექტრულ პროცესებზე ვიზუალური დაკვირვებისათვის.

ოსხაპუე - ქართული (მეგრული) ფერხული; სრულდება მიწის დამუშავების დროს.

1.19 ოტ

▲ზევით დაბრუნება


ოტა იოკო - იაპონელი მწერალი ქალი (1906-1963 წწ).

ოტავა

  1. მდინარე კანადაში, მდინარე წმინდა ლავრენტის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 1120 კილომეტრი).

  2. კანადის დედაქალაქი 1867 წლიდან. დაარსებულია 1820 წელს „ბაიატაუნის“ სახელწოდებით (320 ათასი, გარეუბნებით 920 ათასი).

ოტავი - ქალაქი ნამიბიაში.

ოტან-ლარა კლოდ - ფრანგი კინორეჟისორი (1903-2000 წწ).

ოტარიდი - პლანეტა მერკურის ძველქართული სახელი.

ოტარუ - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე, სირიბესის ოლქში (165 ათასი).

ოტაფი

  1. მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მდინარე ღალიძგის მარცხენა შენაკადი.

  2. მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მდინარე დუაბის მარცხენა შენაკადი.

ოტაფისთავის მღვიმე - მღვიმე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ოტელი (ფრანგ.) - სასტუმრო.

ოტელია (1917 წლამდე ოდენპე) - ქალაქი ესტონეთში.

ოტენიტი (ოტუნიტი) - ურანის შემცველი მინერალი, ძლიერ რადიოაქტიური; იყენებენ ურანისა და მისი ნაერთების მისაღებად.

ოტერო სილვა მიგელ - ვენესუელელი მწერალი (1908-1985 წწ).

ოტერტრალი (ინგლ.) - თევზსაჭერი იარაღი - დიდი ბადე, რომელიც მიეთრევა, ფოლადის გრძელი გვარლით გემის კიჩოზე გამობმული.

ოტერჰაუნდი - მონადირე ძაღლის ძველებური ჯიში, რომელიც ინგლისში გამოიყვანეს; ცნობილია XII საუკუნიდან.

ოტვეი თომას - ინგლისელი დრამატურგი (1651-1685 წწ).

ოტვოცკი - ქალაქი პოლონეთში, ვარშავის აგლომერაციაში (45 ათასი).

ოტიონი - ქალაქი საფრანგეთის სონისა და ლუარის დეპარტამენტში.

ოტი - ქალაქი იაპონიის გუმის პრეფექტურაში.

ოტია დადიანი - ოდიშის მთავარი 1728-58 წლებში.

ოტიანი ერვანდ - სომეხი მწერალი; მოღვაწეობდა თურქეთსა და ეგვიპტეში (1869-1926 წწ).

ოტიატრია (ბერძნ.) - ოტორინოლარინგოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ყურის დაავადებებს და მათს მკურნალობას.

ოტისი ელიშა გრეივს - ამერიკელი გამომგონებელი; შექმნა უსაფრთხო ლიფტი შახტებში გამოსაყენებლად (1811-1861 წწ).

ოტიტი (ბერძნ.) - ყურის ანთება.

ოტმანი ფრანსუა - ფრანგი პუბლიცისტი, იურისტი (1524-1590 წწ).

ოტო (ბერძნ.) - რთულის სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს ყურთან დაკავშირებულს.

ოტო კრისტინ - გერმანელი სპორტსმენი ქალი (ცურვა), ოლიმპიური თამაშების ექვსგზის ჩემპიონი 1988 წელს (დაიბადა 1966 წელს).

ოტო ნიკოლაუს ავგუსტ - გერმანელი გერმანელი კონსტრუქტორი და მეწარმე (1832-1891 წწ).

ოტო I - „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი (912-973 წწ).

ოტო II - „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი (955-983 წწ).

ოტო III - „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი (980-1002 წწ).

ოტო IV (ბრაუნშვაიგელი) - „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი (1175-1218 წწ).

ოტო ბამბერგელი - გერმანელი საეკლესიო მოღვაწე (1060-1139 წწ).

ოტო ფრაიზინგელი - გერმანელი ისტორიკოსი (1111-ის შემდეგ - 1158 წწ).

ოტობაია - სოფლების პირველი ოტობაიასა და მეორე ოტობაიას გავრცელებული სახელწოდება (გალის მუნიციპალიტეტი).

ოტოლითები (ბერძნ.) - მაგარი წარმონაქმნები, რომლებიც წარმოადგენს ზოგი უხერხემლო და ყველა ხერხემლიანი ცხოველისა და ადამიანის წონასწორობის ორგანოს ნაწილს; მოთავსებულია სმენის ბუშტუკებში ან შიგა ყურის აპკისებრ ლაბირინთში.

ოტომანები (ფრანგ.) - ოსმალების სახელწოდების ევროპული ნაირსახეობა.

ოტომანი (ფარნგ.) - რბილი დივანი, რომელსაც თავსა და ბოლოში აქვს მუთაქები.

ოტომი - მექსიკაში მცხოვრებ ინდიელთა ტომი (300 ათასი).

ოტორინოლარინგოლოგია (ბერძნ.) - მოძღვრება ყურის, ცხვირის, ყელის და მათი მომიჯნავე არეების დაავადებათა შესახებ.

ოტორონჯია (1948 წლამდე კირქლუქი) - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ოტოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად: 1) პოსეიდონის შვილიშვილი, ალოევსის ვაჟი. 2) ეპეიელთა წინამძღოლი და აქაველთა მოკავშირე ტროის ომში.

ოტოსკლეროზი - შიგა ყურის ქრონიკული დაავადება; იწვევს ადამიანის თანდათანობით დაყრუებას.

ოტოსკოპი (ბერძნ.) - ყურის გამოსაკვლევი სამედიცინო ხელსაწყო - მრგვალი ჩაზნექილი სარკე, რომელსაც ექიმი შუბლზე იმაგრებს.

ოტოფონი (ბერძნ.) - სმენის გასაძლიერებელი ხელსაწყო (იმათთვის, ვისაც ყურთ აკლია).

ოტო ფრაიზინგელი - გერმანელი შუა საუკუნეების ისტორიკოსი, ფრაიზინგის მონასტრის ეპისკოპოსი (დაახლოებით 1111 - 1158 წწ).

ოტრადნი - ქალაქი რუსეთის სამარის ოლქში (50 ათასი).

ოტრადნოე - ქალაქი რუსეთის ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგის) ოლქში (25 ათასი).

ოტრანტო - სრუტე აპენინისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულებს შორის.

ოტრაღოდუ (ობირუ) - ძველქართული ხალხური (ლაზური) ცეკვა.

ოტრევი - სოფლების ზემო ოტრევისა და ქვემო ოტრევის გავრცელებული სახელწოდება.

ოტროველა - ხეპრე, ტლანქი, რეგვენი, შეუსმენელი ადამიანი.

ოტსი გეორგ - ოპერის ესტონელი მომღერალი (ბარიტონი), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1920-1975 წწ).

ოტსის ნაპირი - ვიქტორიის მიწის (აღმოსავლეთი ანტარქტიდა) ჩრდილოეთ სანაპიროს ნაწილი.

ოტური - ქლიავის ჯიში, აქვს მსხვილი, მრგვალი, მუქი ლურჯი ნაყოფი; გავრცელებულია საქართველოს ბარის ბაღებში.

ოტფრუ - შეძახილი საქონლის გასარეკად.

ოტჩენაშეკი იან - ჩეხი მწერალი (1924-1979 წწ).

1.20 ოუ

▲ზევით დაბრუნება


ოუ

  1. იხილე ტოპოკუ.

  2. (რიკუოკუ) - ქედი იაპონიის კუნძულ ჰონსიუზე.

ოუგუია (მავრიტანული ოუგუია) - მავრიტანიის ფულის ერთეული; ბრუნვაშია 1973 წლიდან.

ოუდააუდაჰრეინი - პლატო ისლანდიაში.

ოუენი - ჩანჩქერი აფრიკაში (უგანდა), მდინარე ვიქტორია-ნილოსზე.

ოუენი რიჩარდ - ინგლისელი ზოოლოგი, ანატომი, პალეონტოლოგი (1804-1892 წწ).

ოუენი რობერტ - ინგლისელი სოციალ-უტოპისტი (1771-1858 წწ).

ოუენიზმი - უტოპიური სოციალიზმის ერთ-ერთი ძირითადი მიმდინარეობა (ინგლისელი სოციალისტ-უტოპისტის რ.ოუენის გვარის მიხედვით).

ოუენსი ჯესი - ამერიკელი სპორტსმენი (მძლეოსნობა), 1936 წლის ოლიმპიური თამაშების ოთხგზის ჩემპიონი სპრინტსა და სიგრძეზე ხტომაში (1913-1980 წწ).

ოუიან-სიუ (მეორე სახელი იუნ-შუ) - ჩინელი მწერალი და ისტორიკოსი (1007-1072 წწ).

ოუიან შანი - ჩინელი მწერალი (1908-1990 წწ).

ოულდ ვიკ - უდიდესი დრამატული თეტარი ლონდონში; გაიხსნა 1818 წელს.

ოულუ (ულეაბორგი) - ქალაქი-პორტი ფინეთში, ამავე სახელწოდების ლიანის ადმინისტრაციული ცენტრი (105 ათასი).

ოულუიარვი - ტბა ფინეთში.

ოულუიოკი - მდინარე ფინეთში, ერთვის ბალტიის ზღვის ბოტნიის ყურეს.

ოუნასელკია - მაღლობი ფინეთში.

ოუნასიოკი - მდინარე ფინეთში, მდინარე კემიიოკის მარჯვენა შენაკადი.

ოურუ-პრეტუ - იხილე ორუ-პრეტუ.

ოუტსი ჯოის კეროლ - ამერიკელი მწერალი ქალი (დაიბადა 1938 წელს).

ოუშენი - კუნძული წყნარ ოკეანეში, ეკუთვნის კირიბატის.

ოუძიანი - მდინარე ჩინეთში, ერთვის აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის ვენჯოუვანის ყურეს.

1.21 ოფ

▲ზევით დაბრუნება


ოფა - ქალაქი ნიგერიის დასავლეთ ნაწილში (185 ათასი).

ოფა - ანგლოსაქსონელთა ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი მეფე (? - 796 წწ).

'ფაოლეინი შონ - ირლანდიელი მწერალი (1900-1991 წწ).

ოფაჩხაფუ - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ოფელია - ურანის თანამგზავრი; აღმოჩენილ იქნა კოსმოსური აპარატის „ვოიაჯერის“ მიერ 1986 წელს. დიამეტრი - 50 კმ.

ოფეთი - სოფლების დიდი ოფეთისა და პატარა ოფეთის გავრცელებული სახელწოდება (სამტრედიის მუნიციპალიტეტი).

ოფეთის თემის საკრებულო - თემის საკრებულო სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მოიცავს 6 სოფელს: დიდი ოფეთი, თხილგანი, მტერჩვეული, ნაწილოფეთი, პატარა ოფეთი, წიაღუბანი.

ოფენბახი

  1. ქალაქი გერმანიის ჰესენის მხარეში (120 ათასი).

  2. (ნამდვილი გვარი ებერშტი) ჟაკ (იაკობ) - ფრანგი კომპოზიტორი და თეატრის რეჟისორი, წარმოშობით გერმანელი ებრაელი (1819-1880 წწ).

ოფენია - წვრილვაჭრის მოსახსენიებელი სიტყვა ოქტომბრის რევოლუციამდელ რუსეთში.

ოფერტი (ლათ.) - წინადადება ისეთი სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადების შესახებ, რომელიც შეიცავს ყველა არსებით პირობას.

ოფთალმია (ბერძნ.) - თვალის ანთება.

ოფთალმო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს თვალთან, თვალის დაავადებებთან დაკავშირებულს.

ოფთალმოდინამომეტრია (ბერძნ.) - თვალის ბადურის სისხლძარღვებში წნევის გაზომვის მეთოდი.

ოფთალმოლოგია (ბერძნ.) - მეცნიერება თვალის სნეულებათა და მათი მკურნალობის შესახებ.

ოფთალმოსკოპი (ბერძნ.) - თვალის გამოსაკვლევი სამედიცინო ხელსაწყო - ხელში დასაჭერი ტარიანი მრგვალი სარკე.

ოფი (Populus nigra) - საშუალო სიმაღლის ან მაღალი ხე; ვარჯი გაშლილი აქვს, ქერქი - ნაცრისფერი, ფოთლები - თავწაწვეტილი. იზრდება წყლის პირებზე.

ოფისი (ინგლ.) - კანტორა; უწყება, სამმართველო.

ოფიტარა - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ოფიუსი - უძველესი მითიური სახელი კუნძულ როდოსისა.

ოფიცარე - მთა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ასხის მასივზე.

ოფიცერი (გერმ.) - სამხედრო მეთაურთა შემადგენლობის პირი არმიასა და ფლოტში.

ოფიციალისი (ლათ.)

  1. ძველ რომში - მოხელე, რომელიც მსახურობდა ერთ-ერთ უმაღლეს მაგისტრთან.

  2. შუა საუკუნეებში - ეპისკოპოსის დამხმარე მოხელე, რომელიც განაგებდა საერო

ოფიციალური (ლათ.)

  1. ხელისუფლების მიერ მიღებული, დაკანონებული: თანამდებობრივი.

  2. რაც ყველა წესის, ყველა ფორმალობის დაცვით ხდება.

ოფიციანტი (გერმ.) - საჭმელ-სასმელის მიმტანი რესტორანში, სასადილოში.

ოფიციოზი - ოფიციოზური ბეჭდვითი ორგანო.

ოფიცრობა

  1. ოფიცრად ყოფნა; ოფიცრის წოდებულება.

  2. (კრებითი) ოფიცრები.

ოფიციოზური (გერმ.) - ფორმალურად მთავრობისაგან დამოუკიდებელი, მაგრამ სინამდვილეში მისი თვალსაზრისის გამომხატველი.

ოფიჭო - ბლის გამხმარი ქერქი, რომლისგანაც აკეთებენ სარცხს.

' ფლაერტი ლაიამ - ირლანდიელი მწერალი (1897-1985 წწ).

ოფლდასხმული - ძლიერ გაოფლიანებული.

ოფლი

  1. კანქვეშა ჯირკვლების მიერ გამოყოფილი გამჭვირვალე სითხე.

  2. (გადატანით) იხმარება დიდი შრომის, გარჯის აღსანიშნავად.

ოფლიანი - ვისაც, რასაც ოფლი მოუვიდა.

ოფლიანობა - ოფლიანის თვისება; ოფლის დენა.

ოფნეტი - ორი პალეოლითური მღვიმე გერმანიის სამხრეთ ნაწილში (ქალაქ აუგსბურგთან).

ოფორტი (ფრანგ.) - ლითონზე შესრულებული გრავიურა, სადაც გამოსახულების ჩაღრმავებული ელემენტები მჟავებით ლითონის ამოჭრის გზით არის მიღებული.

ოფორტისტი - მხატვარ-გრავიორი.

ოფოფა (Scandix) - ერთწლოვანი ბალახი ქოლგოსანთა ოჯახისა; იკეთებს თეთრ ყვავილებს, ისხამს ზევით ამართულ გრძელნისკარტა ნაყოფს. გავრცელებულია ყანებში.

ოფოფები - (გადატანით, საუბრისას) მეტისმეტი თავდაუჭერლობა, სიგიჟე.

ოფოფი (Upopa epops) - ჭრელი ფრინველი; აქვს მარაოს მსგავსი ქოჩორი და მოხრილი ნისკარტი.

ოფრეთი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ოფსაიდი (ინგლ.) - ფეხბურთში - თამაშგარე მდგომარეობა.

ოფსიტე - აღმოსავლეთ აბაზგიის მთავარი VI საუკუნეში.

ოფურჩხეთი - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 350 მეტრი, წყალტუბოდან - 36 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 974 კაცი.

ოფშკვითი - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 65 მეტრი, წყალტუბოდან - 35 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2368 კაცი.

ოფცია (გერმ.) - მხარეების ცალმხრივი შეთანხმება, როდესაც მყიდველს ან გამყიდველს აქვს ამა თუ იმ საგნის განსაზღვრულ დრომდე ან განსაზღვრულ მოვლენამდე ყიდვა-გაყიდვის ერთნაირი უფლება.

ოფციონი (გერმ.)

  1. შესწორება საზღვაო გადაზიდვის (ჩარტერის) ხელშეკრულებაში - ერთი ტვირთის მეორით ან დანიშნულების ერთი ნავსადგურის მეორით შეცვლის შესახებ.

  2. ბირჟებზე - სათანადო პრემიის გადახდით შეძენილი პრივილეგია - გარკვეულ ვადაში საქონლის მიღებაზე წინასწარ დადგენილი საფასურით.

  3. საერთაშორისო ურთიერთობაში - წინასწარ აღებული ვალდებულება წიგნების ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის თაობაზე.

1.22 ოქ

▲ზევით დაბრუნება


ოქაჯე - მდინარე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მდინარე ჩხოროწყუს მარცხენა შენაკადი.

ოქიანი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ოქმი (არაბ.)

  1. საბუთი, რომელშიც აღწერილია კრების, სხდომის, დაკითხვის მსვლელობა.

  2. რაიმე ფაქტის დამადასტურებელი საბუთი.

  3. აქტი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შესახებ.

ოქონა

  1. სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (ძევრის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე ძევრულის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 220 მეტრი, თერჯოლიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 549 ადამიანი.

  2. სოფლების ზემო ოქონისა და ქვემო ოქონის გავრცელებული სახელწოდება (ზნაურის მუნიციპალიტეტი).

ოქოქა - იგივეა, რაც აჩაჩა1.

ოქრო

  1. (Au) ქიმიური ელემენტი; ყვითელი ფერის ძვირფასი ლითონი; იხმარება ღირებულების საზომად. აგრეთვე სამკაულების დასამზადებლად. ატომური ნომერი 79. ატომური მასა 196,965.

  2. ოქროს ფული.

  3. (გადატანით) ძალიან კარგი, ძვირფასი, შესანიშნავი.

ოქროვერცხლეული (ოქროვერცხლეულობა) - ოქროული და ვერცხლეული.

ოქროთვალასებრნი - მწერების ოჯახი ბადეფრთიანთა რიგისა.

ოქრომკედი - ოქროს ძაფი და აბრეშუმის ძაფი, ერთად შეგრეხილი.

ოქრომჭედელი - ხელოსანი, რომელიც ძვირფასი ლითონებისა და ქვებისაგან სამკაულებს და სხვა ნივთებს ამზადებს.

ოქრომჭედლიშვილი (სერებრიაკოვი) ივანე - ერთ-ერთი პირველი ქართველი აგრონომი (1833-1868 წწ).

ოქრომჭედლობა - ოქრომჭედლის ხელობა; ოქრომჭედლად ყოფნა.

ოქრონემსული - ოქრომკედით ნაკერი ნაქსოვი.

ოქროპილაური - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ოქროპირ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) - გიორგი XII-ის ძე, 1832 წლის შეთმულების აქტიური მონაწილე (1795-1857 წწ).

ოქროპირი - მჭევრმეტყველი.

ოქროპირიძე იროდიონ - მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (დაიბადა 1914 წელს).

ოქროსთმიანი

  1. ოქროს თმის მქონე (ზღაპრებში).

  2. (გადატანით) ვისაც ოქროსფერი (ქერა) თმა აქვს.

ოქროს ბულა - შუა საუკუნეების მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ სიგელთა ზოგადი სახელი ევროპასა და ბიზანტიის იმპერიაში.

ოქროს თევზი - ცის სამხრეთი ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი.

ოქროს ნაპირი

  1. გვინეის ყურის სანაპირო განის ტერიტორიაზე.

  2. ბრიტანეთის ყოფილი კოლონია აფრიკაში.

ოქროსოფელი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

ოქროს კვეთა (ჰარმონიული გაყოფა საშუალო და კიდური შეფარდებით) - მთელის ისეთი გაყოფა ორ არატოლ ნაწილად, როდესაც მცირე ნაწილი ისე შეეფარდება დიდს, როგორც დიდი - მთელს.

ოქროს ობობა - ქართული მხატვრული ფილმი, 4 სერია. ეკრანებზე გამოვიდა 1992 წელს. დამდგმელი რეჟისორები და სცენარის ავტორები - მიხეილ ანთაძე, გოგი ქავთარაძე, დავით კვირცხალია. დამდგმელი ოპერატორი - გივი რაჭველიშვილი. კომპოზიტორი - სულხან ცინცაძე. მთავარ როლებში: მედეა ჩახავა, კახი კავსაძე, გოგი ხარაბაძე, რობერტ სტურუა, ლიკა ქავჟარაძე, ალექსანდრე იოსელიანი, მურმან ჯინორია, დავით პაპუაშვილი, გოგი ქავთარაძე, დავით კვირცხალია, ლია გუდაძე, ლეილა ყიფიანი, გივი ჩუგუაშვილი, გურამ საღარაძე, ზურაბ ყიფშიძე.

ოქროს რქა

  1. უბე პეტრე დიდის ყურის ჩრდილოეთ ნაწილში (იაპონიის ზღვა)

  2. უბე ბოსფორის სრუტეში (თურქეთი).

ოქროს საუკუნე - ძველი ბერძნების წარმოდგენით, კაცობრიობის ცხოვრების ის პერიოდი, როდესაც ადამიანები ბედნიერად ცხოვრობდნენ, არ არსებობდა შური, მტრობა, ომები, გაჭირვება.

ოქროს საწმისი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ოქროს ვერძის ტყავი, რომელიც მეფე აიეტის საბრძანებელში (კოლხეთში) ინახებოდა და მას ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი იცავდა.

ოქროს ურდო (ჯუჩის ულუსი) - ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც დაარსდა ქვემო ვოლგაზე XIII საუკუნის 40-იან წლებში ბათო-ყაენის მმართველობის დროს.

ოქროსფერი - რაც ფერით ოქროს მოგვაგონებს; მბზინავი ყვითელი.

ოქროსქედი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ოქროს წვიმა - ძველი ბერძნების წარმოდგენით, მოულოდნელი გამდიდრების სიმბოლო.

ოქროს ჭიშკარი - სრუტე, აერთებს სან-ფრანცისკოს უბეს წყნარ ოკეანესთან.

ოქროული - ოქროს ნაკეთობანი, ოქროს სამკაულები.

ოქროულობა - იგივეა, რაც ოქროული.

ოქროქსოვილი - ოქრომკედით ნაკერი ქსოვილი. ოქრომკედით ნაქსოვი.

ოქროყანა

  1. ყოფილი სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში (შეუერთდა თბილისს).

  2. სოფლების ზემო ოქროყანისა და ქვემო ოქროყანის გავრცელებული სახელწოდება (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი).

ოქროშვრია (Trisetum pratense) - მრავალწლოვანი ბალახი მარცვლოვანთა ოჯახისა; იყენებენ საქონლის საკვებად.

ოქროშინდა (Cornus mas var flava) - შინდი ერთგვარი, ისხამს ყვითელ ნაყოფს.

ოქროჩალა - მცენარეთა გვარი მარვცლოვანთა ოჯახისა; საუკეთესო საძოვრის მცენარე, კარგია სათიბადაც.

ოქროცოცხა (Xerante hemum) - ერთწლოვანი ბალახეული მცენარე რთულყვავილოვანთა იჯახისა; იკეთებს კალათებად შეკრებილ პატარა ყვავილებს; ხმარობენ ცახად, ცოცხად, აგრეთვე მშრალი თაიგულებისთვის.

ოქროცურვებული - ოქროთი დაფერილი; მოოქროვილი.

ოქროწვიმა - ბუჩქი ან ტანდაბალი ხე პარკოსანთა ოჯახისა.

ოქროწკეპლა - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა.

ოქროწყალი - ტბების დიდი ოქროწყლისა და პატარა ოქროწყლის გავრცელებული სახელწოდება.

ოქროჭედილი - ოქროთი მოჭედილი.

ოქროჭედილობა - ოქროთი მოჭედილობა.

ოქრუანი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭონქაძის თემის საკრებულო), მდინარე ვეძათხევის (არაგვის აუზი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 1000 მეტრი, დუშეთიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 6 კაცი.

ოქრუაშვილები - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

ოქსალატები (ბერძნ.) - მჟაუნმჟავას მარილები.

ოქსენშერნა აქსელ (გრაფი სუდერმერე) - გრაფი, შვედეთის სახელმწიფო მოღვაწე, რიქსკანცლერი მეფე გუსტავ II ადოლფის ზეობისას (1583-1654 წწ).

ოქსენშერნა იუჰან გაბრიელ - შვედი პოეტი, სახელმწიფო მოღვაწე (1750-1818 წწ).

ოქსი (ბერძნ.)

  1. რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს მჟავე გარემოსთან დაკავშირებულს.

  2. რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს ჟანგბადთან დაკავშირებულს.

ოქსი პეტერ - შვეიცარიის პოლიტიკური მოღვაწე (1752-1821 წწ).

ოქსიგენ(იუმ) (ლათ.) - ჟანგბადის (ქიმიური ელემენტის ლათინური სახელწოდება; გამოიყენება მისი ნაერთების, მისი მონაწილეობით მიმდინარე პროცესების აღსანიშნავად.

ოქსიგენოთერაპია (ლათ.) - ადამიანის ორგანიზმში ჟანგბადის ხელოვნურად შეყვანა.

ოქსიდაზები (ბერძნ.) - ბუნებაში მრავლად გავრცელებული მჟანგავი ფერმენტები მცენარეული და ცხოველური წარმოშობისა; მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სასიცოცხლო პროცესში.

ოქსიდები (ბერძნ.) - ქიმიაში - ელემენტების ნაერთები ჟანგბადთან; ჟანგეულები.

ოქსიდირება - ლითონის ნაწარმთა ზედაპირის ხელოვნურად დაჟანგვა კოროზიისაგან დასაცავად ან სილამაზის მისაცემად.

ოქსიდომეტრია (ბერძნ.) - რაოდენობრივი ქიმიური ანალიზის მეთოდები, რომლებიც დაფუძნებულია ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების გამოყენებაზე.

ოქსილიდინი - დამამშვიდებელი სამკურნალო პრეპარატი; დაბლა წევს არტერიულ წნევას.

ოქსილიკვიტი (ლათ.) - ფეთქებადი ნივთიერება, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს თხევადი ჟანგბადი.

ოქსილიტი (ოქსონი) (ბერძნ.) - ქიმიური პრეპარატი; შეიცავს ნატრიუმის ზეჟანგს. იყენებენ ჰაერის რეგენარაციისათვის.

ოქსილოფიტები - ტორფიანი (სფაგნუმიანი) ჭაობის მცენარეები: ტორფის ხავსი, ქონდარა, არყი, კეწერა, მიწამაყვალა და სხვა.

ოქსიმორონი (ბერძნ.) - სტილისტიკური ხერხი - ერთმანეთის საწინააღმდეგო, ერთმანეთის გამომრიცხავი სიტყვების შეხამება (მაგალითად, „ცოცხალი ლეში“).

ოქსინო - ოქროქსოვილი ხავერდი ან ფარჩა.

ოქსიტოცინი - ფერმენტი, რომელსაც გამოიმუშავებს ჰიპოთალამუსის წინა ბირთვების უჯრედები, შემდეგ გადადის ჰიპოფაზის უკანა წუკში, სადაც გროვდება და გამოიყოფა სისხლში.

ოქსიჰემოგლობინი (ბერძნ.) - ჰემოგლობინის ნაერთი ჟანგბადთან; სასუნთქი ორგანოებიდან ჟანგბადი გადააქვს ქსოვილებში და არტერიულ სისხლს სძენს ხასხასა წითელ ფერს.

ოქსნარდი - ქალაქი კალიფორნიის შტატში.

ოქსონი - იხილე ოქსილიტი.

ოქსფორდი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში (ინგლისში), ოქსფორდშირის საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი (125 ათასი).

ოქსფორფის უნივერსიტეტი - დაარსებულია XII საუკუნის მეორე ნახევარში.

ოქსფორდშირი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში (ინგლისი).

ოქტა (ოქტო) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს რვა რისამე შემცველს,

ოქტაგონი (ბერძნ.) - რვაკუთხედი.

ოქტაედრი (ბერძნ.) - სხეული, რომელიც შემოსაზღვრულია რვა სიბრტყით; რვაწახნაგა.

ოქტავა (ლათ.)

  1. მუსიკაში - ინტერვალი მოცემულ ბგერასა და მისგან მერვე ბგერას შორის.

  2. ბასის ძალიან დაბალი ნაირსახეობა.

  3. ლიტერატურაში - ლექსის რვატაეპიანი სტროფი.

ოქტანი (ბერძნ.) - ორგანული ნაერთი - გაჯერებული ნახშირწყალბადი, სპეციფიკური სუნის მქონე უფერო სითხე, რომლის მოლეკულა შედგება ნახშირბადის 8 ატომისა და წყალბადის 18 ატომისგან.

ოქტანტი (ლათ.) - ცის სამხრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი.

ოქტემბერიანი - იხილე ჰოქტემბერიანი.

ოქტეტი (ლათ.)

  1. მუსიკალური ნაწარმოები რვა ხმისა ან საკრავისათვის.

  2. რვა შემსრულებლისაგან შემდგარი ანსამბლი.

ოქტიაბრსკი

  1. ქალაქი რუსეთის სამარის ოლქში (30 ათასი).

  2. (1967 წლამდე ყანდაგაჩი) - ქალაქი ყაზახეთის აქტიუბინსკის ოლქში (30 ათასი).

ოქტოდი - რვა ელექტროდიანი ელექტრონმილაკი; იყენებენ რადიოტექნიკაში.

ოქტოიხოსი - კვირა დღის საგალობელთა ბერძნული კრებული (სადაგი დღის საგალობელთა კრებულია პარაკლიტონი).

ოქტომბერი

  1. კალენდარული წლის მეათე თვე სექტემბერსა და ნოემბერს შორის. შეიცავს 31 დღეს.

  2. (საბჭოთა ეპოქაში) ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია; მისი წლისთავი, რომელიც მოდიოდა 7 ნოემბერს (ძველი სტილით 25 ოქტომბერს).

  3. (ყოფილი მაცხოვარი) - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (ჩხარის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ჩხარის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 240 მეტრი, თერჯოლიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 899 ადამიანი.

ოქტომბრამდელი - რაც წინ უსწრებდა ოქტომბრის სოციალისტურ რევოლუციას.

ოქტომბრელები - ყოფილი სსრკ-ს სკოლებში I-III კლასის მოსწავლეები.

ოქტომბრის რევოლუცია - 1917 წლის 25 ოქტომბერს (ახალი სტილით 7 ნოემბერს) რუსეთში განხორციელებული რევოლუცია, რომლის შედეგადაც ხელისუფლების სათავეში ბოლშევიკები მოვიდნენ და დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება.

ოქტორონი (ინგლ.) - ადამიანი, რომელიც წარმოიშვა თეთრკანიანისა და კვარტერონის ქორწინებს შედეგად; ფერადკანიანი, რომელსაც 1/8 ზანგის სისხლი აქვს.

ოქტროირებული კონსტიტუცია - კონსტიტუცია, რომელსაც გამოსცემს სახელმწიფოს მეთაური წარმომადგენლობითი ორგანოების მონაწილეობის გარეშე.

ოქტრუა (ფრანგ.) - შუა საუკუნეების საფრანგეთში - საშემოზიდვო ბაჟი ფეოდალის ან ქალაქის სასარგებლოდ.

ოქუმი

  1. მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.

  2. სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

ოქსციდენტალი (ლათ.) - ერთ-ერთი ხელოვნური საერთაშორისო ენა. შექმნა ესტონელმა ე.ვალმა 1922 წელს.

1.23 ოღ

▲ზევით დაბრუნება


ოღასყურა - მდინარე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდინარე გუბისწყლის მარცხენა შენაკადი.

ოღონდ - კავშირი; გამოხატავს დათმობას, პირობას, ნატვრას, - როგორმე, ნეტავ, მხოლოდ (ხშირად იხმარება კი ნაწილაკთან ერთად).

ოღონდაც

  1. კავშირი; იგივეა, რაც ოღონდ.

  2. ნაწილაკი; გამოხატავს დასტურს, დათანხმებას.

ოღრო - ამოღრმავებული ადგილი, ორმო.

ოღროჩოღრო - უსწორმასწორო ზედაპირის მქონე, ზოგგან ჩაღრმავებული, ზოგგან ამობურცული.

ოღუზები - თურქულენოვანი ტომები ცენტრალურ და შუა აზიაში, VII საუკუნეში შედიოდნენ თურქთა სახაკანოს შემადგენლობაში

ოღუზი - ქალაქი აზერბაიჯანის ცენტრალურ ნაწილში.

ოღუზ-ნამე - ეპიური თქმულება თურქთა წარმომავლობისა და მათი მითიური მამამთავრის ოღუზ-ხანის შესახებ (უძველესი ვერსია XIII-XIV საუკუნეებიდან შემორჩა).

1.24 ოყ

▲ზევით დაბრუნება


ოყა - ძველებური წონის ერთეული - უდრის 3 გირვანქას, ანუ დაახლოებით 1200 გრამს.

ოყარი - დიდი ზომის ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახისა.

ოყნა - უკანა ტანიდან ნაწლავებში წყლის ან სხვა სამკურნალო სითხის შესაყვანი ხელსაწყო.

ოყრაყი - დიდი, უშნო ტანის ტლანქი კაცი, აყლაყუდა.

ოყრეშიძე დომენტი (ფსევდონიმი - თომაშვილი) - მწერალი (1876-1952 წწ).

ოყურეში - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

1.25 ოშ

▲ზევით დაბრუნება


ოშა - მდინარე ციმბირის დასავლეთ ნაწილში, ირტიშის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 530 კილომეტრი).

ოშავ - ქალაქი კანადის სამხრეთ ნაწილში, ონტარიოს პროვინციაში (130 ათასი).

ოშანინი ლევ - რუსი პოეტი (1912-1996 წწ).

ოშეროფი დუგლას - ამერიკელი ფიზიკოსი, 1996 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი დ.ლისთან და რ.რიჩარდსონთან ერთად (დაიბადა 1945 წელს).

ოში - ქალაქი ყირგიზეთში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (220 ათასი).

ოში ლუი ლაზარ - ფრანგი გენერალი (1768-1797 წწ).

ოშკი - X საუკუნის 50-60-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო ცენტრი ისტორიულ ტაოში (ამჟამად იმყოფება თურქეთის ფარგლებში).

ოშმიანი - ქალაქი ბელორუსიის გროდნოს ოლქში.

ოშოგბო - ქალაქი ნიგერიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ოიოს შტატში (450 ათასი).

ოშორა

  1. (ჩიტისკიბე) მთა ბორჯომისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების აზღვარზე, თრიალეთის ქედზე.

  2. მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბორჯომულას მარცხენა შენაკადი.

  3. მდინარე ასპინძის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი.

  4. სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში.

ოშოშა (Glechoma hederacea) - ბალახი ტუჩოსანთა ოჯახისა; აქვს გრძელი მხოხავი ღერო. იკეთებს მოწითალო ყვავილებს. ყვავილობს ადრე გაზაფხულზე; ხალხში ხმარობენ სამკურნალოდ.

ოშხივარი - იხილე ოხშივარი.

1.26 ოჩ

▲ზევით დაბრუნება


ოჩაკოვი - ქალაქი უკრაინის ნიკოლაევის ოლქში (20 ათასი).

ოჩამჩირე (ოჩამჩირა) - ქალაქი დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მანძილი სოხუმიდან - 54 კმ, თბილისიდან - 351 კმ (20 ათასი).

ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში. 1917 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგში. 1921 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. 1 ქალაქი და 112 სოფელი.

ოჩანი - ურჩი, ზარმაცი, ჯიუტი.

ოჩიაური გიორგი - მოქანდაკე და გრაფიკოსი, საქართველოს სახალხო მხატვარი (დაიბადა 1927 წელს).

ოჩიაური ირაკლი - მოქანდაკე, ოქრომქანდაკებელი, ფერმწერი, გრაფიკოსი, საქართველოს სახალხო მხატვარი (დაიბადა 1924 წელს).

ოჩიორი - ქალაქი რუსეთის პერმის ოლქში.

ოჩირბატი პუნსალმაგიინ - მონღოლეთის პრეზიდენტი 1993-97 წლებში (დაიბადა 1942 წელს).

ოჩოა სევერო - ამერიკელი ბიოქიმიკოსი, 1959 წლის ნობელის პრემიის ლაურეტი ა. კორნბერგთან ერთად (1905-1993 წწ).

ოჩოკოჩი - ძველი ხალხური თქმულებით - მავნე არსება, ტყის კაცი.

ოჩოპინტრე

  1. ქართულ მითოლოგიაში - ნადირთ მფარველი ღვთაება.

  2. ხეპრე, რეგვენი, უმეცარი.

ოჩოფეხები - გრძელი ჯოხები, რომლებსაც ფეხების დასადგმელი კაუჭები აქვს, ზედ შედგებიან და ისე დადიან.

ოჩოფეხებიანი - ვინც ოჩოფეხებზე დგას.

ოჩოჩხა - მდინარე ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, ბახვისწყლის მარჯვენა შენაკადი.

ოჩხამური

  1. დაბა ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

  2. მდინარე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჩოლოქის მარცხენა შენაკადი.

  3. მდინარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბახვისწყლის მარჯვენა შენაკადი.

ოჩხარი

  1. ხელმოკლე (ჩვეულებრივ რაიმე უბედური შემთხვევის გამო დაზარალებული) კაცის მიერ გამართული წვეულება, რომლის დროსაც სტუმრები მასპინძელს შეძლებისდაგვარად აძლევდნენ შესაწირავს.

  2. საერთო ხარჯით გამართული ნადიმი, ლხინი (იციან რაჭაში).

ოჩხი - ქვებით შემოზღუდული ორმო მდინარეში, თევზის საჭერად.

ოჩხომელი - დიდი ტვირთსაზიდი ნავი.

ოჩხომური

  1. მდინარე ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე მუნჩიის მარჯვენა შენაკადი.

  2. მდინარე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ხობის მარცხენა შენაკადი.

1.27 ოც

▲ზევით დაბრუნება


ოცარცე - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

ოცდაათი - რიცხვი და რაოდენობა 30.

ოცდაათიანი (წლები) - საუკუნის მონაკვეთი ოცდაათიდან ოცდაცხრამეტ წლამდე.

ოცელოტი - მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი კატების გვარისა; აქვს ძვირფასი ბეწვი, გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში.

ოცეოლა - სემინოლის ტომის ინდიელთა შეიარაღებული წინააღმდეგობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1800-1838 წწ).

ოცეული

  1. ოცი ცალისაგან შემდგარი ერთეული.

  2. ასეულის, ესკადრონის ან ბატარეის ქვეგანაყოფი.

ოცი - რიცხვი და რაოდენობა 20.

ოციანი (წლები) - საუკუნის მონაკვეთი ოციდან ოცდაცხრა წლამდე.

ოციოდე (ოციოდ) - დაახლოებით ოცი.

ოცმეთაური - ოცეულის მეთაური.

ოცნება - იმის წარმოდგენა, რის განხორციელებაც სასურველია; სასიამოვნო, სანატრელ რამეზე ფიქრი.

ოცობით - თითო ჯერზე ოცი; ოც-ოცი.

ოცობითი - ოცეულობით თვლაზე დამყარებული.

ოცობოცო - აქეთ-იქით, არეულად, უწესრიგოდ.

ოც-ოცი - თითოზე ოცი, ან ჯერზე ოცი.

ოცუ - ქალაქი იაპონიის კუნძულ ჰონსიუზე, სიგას პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (265 ათასი).

ოცხანა - სოფელ ხიდისთავის ძველი სახელწოდება.

ოცხე (აბასთუმნისწყალი) - მდინარე ადიგენის მუნიციპალიტეტში, ქვაბლიანის მარცხენა შენაკადი.

ოცხელი პეტრე - თეატრის მხატვარი (1907-1937 წწ).

ოცჯერ - ოცზე გამრავლებული.

1.28 ოძ

▲ზევით დაბრუნება


ოძაკი კოიო (ნამდვილი სახელი ტოკუტარო) - იაპონელი მწერალი (1867-1903 წწ).

ოძელაშვილი არსენა (არსენა მარაბდელი) - ბატონყმობის წინააღმდეგ მებრძოლი გლეხი (დაახლოებით 1797-1942 წწ).

ოძისი

  1. სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მჭადიჯვრის თემის საკრებულო), მდინარე ქსნის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 800 მეტრი, დუშეთიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 56 კაცი.

  2. სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ოძისის სამაროვანი - გვიანდელი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლი სოფელ ოძისში (დუშეთის მუნიციპალიტეტი). 1975 წელს შემთხვევით აღმოჩენილ სამარხეულ კომპლექსში იყო შავლეგად გამომწვარი თიხის ჭურჭელი (6 ცალი), ბრინჯაოს 2 სამაჯური, ბალთა, 2 ბეჭედი, საკინძი, ფოთლისებური სატევარი, 7 ღილაკი, სარდიონისა და პასტის 4 მძივი. ნივთები დაცულია დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ოძისისხევი - მდინარე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ალგეთის მარცხენა შენაკდი.

ოძრახალი - მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ჩხორთოლის მარცხენა შენაკადი.

ოძრხე (ოძრახე) - ისტორიული ციხე-ქალაქი სამხრეთ საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში. ძვ.წ.აღ. III საუკუნის I ნახევრიდან სამცხისა და აჭარის ერისთავის რეზიდენცია იყო.

ოძრხოსი - ლეონტი მროველის ცნობით, ქართველ ხალხთა ერთ-ერთი ეთნარქი.

1.29 ოწ

▲ზევით დაბრუნება


ოწინარი - ჭიდან წყლის ამოსაღები მოწყობილობა - მაღალი ბოძი, რომლის თავშიც გაყრილია მოძრავი ასაწევ-დასაწევი ძელი.

ოწყარიე - მდინარე ხობის მუნიციპალიტეტში, ცივის მარჯვენა შენაკადი.

1.30 ოჭ

▲ზევით დაბრუნება


ოჭივარი (ოჭიორა)

  1. იხილე ჭოჭინა.

  2. ხარის (მოზვრის) გასახედნი მოწყობილობა.

ოჭოფა - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ეწერის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან - 30 მეტრი, სამტრედიიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 195 კაცი.

ოჭუბურე - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

1.31 ოხ

▲ზევით დაბრუნება


ოხ - იგივეა, რაც ოჰ!

ოხა - ქალაქი რუსეთის სახალინის ოლქში (30 ათასი).

ოხანსკი - ქალაქი რუსეთის პერმის ოლქში.

ოხაქჩუეს ქედი (ოხაქჩუეს მასივი) - ქედი გალის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

ოხედა ალონსო დე - ესპანელი ზღვაოსანი, კონკისტადორი (1470-1515 წწ).

ოხედა დიეგო დე - ესპანელი პოეტი (დაახლოებით 1570-1615 წწ).

ოხედა ფელიქს - პუერტ-რიკოს მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1903-1990 წწ).

ოხერი (სპარს.)

  1. (საუბრისას) ეშმაკი, მოხერხებული.

  2. ძალიან ცუდი.

  3. (ლანძღვისას) საძულველი (იტყვიან გაბრაზებულ გუნებაზე).

  4. გაფუჭებული, საძაგელი ადამიანი.

  5. ვისაც, რასაც არავინ არა ჰყავს. უპატრონო, უთვისტომო, ეული.

ოხერ-ტიალი

  1. ოხერი და ტიალი.

  2. ოხერი, ვიგინდარა.

ოხერხევი

  1. მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი.

  2. სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), მდინარე ხევსურეთის არაგვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 2180 მეტრი, დუშეთიდან - 69 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.

ოხვამეკარი - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

ოხირი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ოხლოპკოვი ნიკოლაი - რუსი რეჟისორი და მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1900-1967 წწ).

ოხმე - იგივეა, რაც ოჰმე.

ოხომირა - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (ორპირის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე წყალწითელის ხეობაში. ზღვის დონიდან - 400 მეტრი, ტყიბულიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 48 კაცი.

ოხოროვიჩი იულიან - პოლონელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და გამომგონებელი (1850-1917 წწ).

ოხოს-დელ-სალადო - ჩამქრალი ვულკანი ცენტრალურ ანდებში, ჩილესა და არგენტინის საზღვარზე (6880 მეტრი).

ოხოტის ზღვა - წყნარი ოკეანის აუზის ნახევრად დახშული ზღვა, რომელიც ოკეანისაგან კამჩატკის ნახევარკუნძულის და კურილის კუნძულებითაა გამოყოფილი; ფართობი - 1603 ათასი კვ.კმ.

ოხოტისწყალი - მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში, დიდხევის მარჯვენა შენაკადი.

ოხოტნიკოვი ნიკოლაი - ოპერის რუსი მომღერალი (ბანი), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1937 წელს).

ოხოხოია - ქართული (მეგრული) ხალხური ცეკვა ორმწკრივად აგებული საფერხულო წყობით.

ოხოჯა

  1. მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ოქუმის მარჯვენა შენაკადი.

  2. სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ოხოჯის ტბა - ტბა ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე.

ოხრა (ბერძნ.) - ბუნებრივი მინერალური საღებავი ყვითელი ან წითელი ფერისა; ჟანგმიწა.

ოხრანკა (რუს.) - მეფის რუსეთში - საიდუმლო პოლიციის ორგანო.

ოხრახუში (Peteroselinum hortense) - ორწლოვანი მწვანილეული მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა; აქვს სპეციფიკური სუნისა და გემოს ფოთლები; იხმარება საჭმლის შესაკაზმად.

ოხრიშვილი - სალანძღავი სიტყვაა.

ოხრობა - ჯანდაბა, უბედურება.

ოხტი (არაბ.) - ვისიმე ოხტში (ოხტიდან) ამოვა - ვისიმე ჯავრს ამოიყრის, სამაგიეროს გადაუხდის ვისმე.

ოხუნჯი - ვისაც სასაცილო ამბების თქმა სჩვევია; ენამოსწრებული, ხუმარა.

ოხურეი

  1. სოფლების პირველი ოხურეისა და მეორე ოხურეის გავრცელებული სახელწოდება (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი).

  2. სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

  3. მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ანარიის მარჯვენა შენაკადი.

ოხშივარი - ორთქლი, რომელიც ასდის ცხელ გახურებულ რასმე

1.32 ოჯ

▲ზევით დაბრუნება


ოჯალეში

  1. წითელყურძნიანი ვაზის ჯიში; გავრცელებულია სამეგრელოში.

  2. ამ ყურძნის ღვინო.

ოჯაქლიქი

  1. მემკვიდრეობითი ფეოდალური სამფლობელოები ოსმალეთის ზოგიერთ ვილაიეთში შუა საუკუნეებში.

  2. ქართული პოლიტიკური ერთეულები, რომლებიც ოსმალეთის აგრესიის გარკვეულ ეტაპზე იძულებული ხდებოდნენ თავი სულთნის მოხარკედ ეცნოთ.

ოჯახაშენებული - უკმაყოფილების, საყვედურის გამომხატველი სიტყვა, მიმართული ისეთი პირისადმი, ვისაც საერთოდ მორიდებით ეკიდებიან.

ოჯახდასაქცევი (ოჯახდაქცეული) - წყევლისას - ვისაც ოჯახის დაქცევას უსურვებენ.

ოჯახი (თურქ.)

  1. ერთად მცხოვრებ უახლოეს ნათესავთა ჯგუფი (ცოლ-ქმარი, მშობლები, შვილები, შვილიშვილები).

  2. ცხოველთა ან ფრინველთა ჯგუფი, რომელიც შედგება მამლის, დედლისა და ნაშიერთაგან.

  3. ერთი და იმავე სახეობის ზოგ ცხოველთა და მცენარეთა განცალკევებული ჯგუფი.

ოჯახიანი - ოჯახის მქონე.

ოჯახისთავი - ოჯახის უფროსი.

ოჯახიშვილი

  1. ოჯახის წევრი.

  2. შეძლებული ოჯახის პატრონი.

ოჯახკეტიანი - ლანძღვაა ერთგვარი.

ოჯახობა

  1. იგივეა, რაც ოჯახი.

  2. ცოლი, მეუღლე.

ოჯახური - ოჯახის დამახასიათებელი, ოჯახის შესაფერი.

ოჯახქორი - სალანძღავი სიტყვა.

ოჯერი ჯორჯ - ინგლისის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1813-1877 წწ).

ოჯიბვე (ჩიპევა, სოლტო) - ინდიელი ტომები, რომლებიც XVI საუკუნემდე ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ ამერიკაში ზემო ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

ოჯიბინა - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ოჯინჯალი - შუაცეცხლის თავზე გადებული ძელი, რომელზედაც კიდია ჯაჭვი (გურიაში, იმერეთში).

ოჯისუკი - უღელტეხილის მესტიის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე.

ოჯო - იგივეა, რაც ვაჟო.

ოჯოლა - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (ჯვარისის თემის საკრებულო), მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის მთისწინეთში. მდინარე ღვაღვანის ხეობაში. ზღვის დონიდან - 500 მეტრი, ტყიბულიდან - 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 285 კაცი. 1960 წელს სოფელში აღმოჩნდა ბრინჯაოს ნივთების განძი - ოჯოლის განძი.

ოჯოღორე - მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, გაგიდის მარჯვენა შენაკადი.

1.33 ოჰ

▲ზევით დაბრუნება


ოჰ - შორისდებული, გამოხატავს:

  1. წუხილს, სინანულს, გაჯავრებას.

  2. აღტაცებას, სიამოვნებას.

  3. გაკვირვებას, გაოცებას.

ოჰაიო

  1. მდინარე აშშ-ში, მისისიპის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 1580 კილომეტრი).

  2. შტატი აშშ-ს ჩრდილოეთ ნაწილში. ფართობი - 106,8 ათასი კვ. კმ. მოსახლეობა - 1,1 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - კოლუმბუსი.

ოჰანეთი - ქალაქი ალჟირში.

' ჰარა ჯონ ჰენრი - ამერიკელი მწერალი (1905-1970 წწ).

' ჰენრი (ნამდვილი სახელი და გვარი უილიამ სიდნი პორტერი) - ამერიკელი მწერალი (1862-1910 წწ).

' ჰიგინსი ბერნარდო - ჩილეს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე (1776-1842 წწ).

ოჰმე - შორისდებული, გამოხატავს:

  1. წუხილს, გაჯავრებას.

  2. ნატვრას, სურვილს.

ოჰო - შორისდებული, გამოხატავს გაკვირვებას.

ოჰოჰო - შორისდებული, გამოხატავს დიდ გაკვირვებას.

ოჰრიდი - ქალაქი მაკედონიაში (40 ათასი).

ოჰრიდის ტბა - ტბა მაკედონიასა და ალბანეთში, ზღვის დონიდან 695 მეტრზე (სიღრმე 285 მეტრი).

ოჰრჟე - მდინარე ჩეხეთში, ლაბის მარცხენა შენაკადი.

2

▲ზევით დაბრუნება


- ქართული ანბანის მეთხუთმეტე (ძველ ქართულში მეჩვიდმეტე) ასო. მისი სახელია „პარი“. გრაფიკული სიმბოლო ბაგისმიერი (წყვილბაგისმიერი) აბრუპტივი ხშულ-მსკდომი თანხმოვნისა. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ციფრ ოთხმოცს (80).

2.1 პა

▲ზევით დაბრუნება


პა (ფრანგ.) - ცეკვაში - ცალკეული რიტმული მოძრაობა, ნაბიჯის გადადგმა.

პაალი ლასლო - უნგრელი ფერმწერი (1846-1879 წწ).

პაასიკივი იუჰო კუსტი - ფინეთის სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის პრეზიდენტი 1946 წლიდან (1870-1956 წწ).

პაასიო კუსტაა რაფაელ - ფინეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1903-1990 წწ).

პაატა - ქართველი მამაკაცების სახელი.

პაატა ბატონიშვილი (ბაგრატიონი) - ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის უკანონო ვაჟი; ერეკლე II-ის წინააღმდეგ შეთქმულების ხელმძღვანელი 1765 წელს (1720-1765 წწ).

პაატაშვილი ლევან - კინოოპერატორი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1926 წელს).

პაბი (ინგლ.) - ინგლისში - ლუდხანა.

პაბიანიცე - ქალაქი პოლონეთის ლოძის სავოევოდოში (75 ათასი).

პაბლისიტი (ინგლ.)

  1. საჯაროობა, პოპულარობა.

  2. რეკლამის სახელწოდება აშშ-ში.

პაბრადე - ქალაქი ლიტვაში.

პაბსტი გეორგ ვილჰელმ - გერმანელი და ავსტრიელი კინორეჟისორი (1885-1967 წწ).

პაგანი

  1. ქალაქი მიანმას მანდალაის ოლქში, ბუდიზმის რელიგიური ცენტრი.

  2. მიანმას ტერიტორიაზე არსებული პირველი სახელმწიფო XI-XII საუკუნეებში.

პაგანიზმი (ლათ.) - წარმართობა, კერპთაყვანისლმცემლობა.

პაგანინი ნიკოლო - იტალიელი მევიოლინე და კომპოზიტორი (1782-1840 წწ).

პაგანო ფრანჩესკო მარიო - იტალიელი იურისტი, ფილოსოფოსი და პოლიტიკური მოღვაწე (1748-1799 წწ).

პაგასიტიკოსი - ეგეოსის ზღვის ყურე (საბერძნეთი).

პაგეგიაი - ქალაქი ლიტვაში.

პაგერი ანტალ - უნგრელი კინომსახიობი (1899-1986 წწ).

პაგი - კუნძული ადრიატიკის ზღვაში, ეკუთვნის ხორვატიას.

პაგინაცია (ლათ.) - წიგნის ან ხელნაწერის გვერდების ნუმერაცია.

პაგოდა - ბუდისტური საკულტო და მემორიალური ნაგებობა შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში (ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი); წარმოადგენს კოშკს, ხშირად მრავლიარუსიანს.

პაგო-პაგო - აღმოსავლეთ სამოის ადმინისტრაციული ცენტრი კუნძულ ტუტუიალაზე.

პაგონი (რუს.) - იხილე სამხრე (მნიშვნელობა 1).

პაგუოშის კონფერენცია - მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც განიხილავს განიარაღებისა და მშვიდობის საკითხებს (კანადის ქალაქ პაგუოშის სახელის მიხედვით, სადაც პირველად 1957 წელს გაიმართა ასეთი კონფერენცია).

პადანგი - ქალაქი-პორტი ინდონეზიაში, დასავლეთ სუმატრის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (730 ათასი).

პადან-ვენეციის ვაკე - იხილე პადანის ვაკე.

პადანის ვაკე (პადან-ვენეციის ვაკე) - მდებარეობს ჩრდილოეთ იტალიაში.

პა-დე-დე (ფრანგ.) - ბალეტში - წყვილის ცეკვა; მუსიკა ამგვარი ცეკვისთვის.

პა-დე-კალე (დუვრის სრუტე) - სრუტე ევროპის კონტინენტურ ნაწილსა (საფრანგეთი) და კუნძულ დიდ ბრიტანეთს შორის.

პა-დე-კატრი (ფრანგ.) - ბალეტში - ოთხი შემსრულებლის ცეკვა; მუსიკა ამგვარი ცეკვისთვის.

პა-დე-ტრუა - ბალეტში - სამი შემსრულებლის ცეკვა; მუსიკა ამგვარი ცეკვისთვის.

პადერბორნი - ქალაქი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში.

პადერევსკი იგნაცი იან - პოლონელი პაინისტი, კომპოზიტორი, პოლიტიკური მოღვაწე (1748-1799 წწ).

პადილია

  1. პედრო - XVI საუკუნის ესპანელი პოეტი.

  2. ხუან დე - ესპანელი პოეტი (დაახლოებით 1468-1522 წწ).

პადიუკა - ქალაქი აშშ-ს კენტუკის შტატში (30 ათასი).

პადლევსკი ზიგმუნტ - პოლონელი რევოლუციონერ-დემოკრატი (1836-1863 წწ).

პადლუ ჟიულ ეტიენ - ფრანგი დირიჟორი (1819-1887 წწ).

პადრე (იტალ.-ესპან.) -კათოლიკეებში - მღვდელი.

პადუა - ქალაქი იტალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (220 ათასი).

პაეგლე ლეონს - ლატვიელი მწერალი და პედაგოგი (1890-1926 წწ).

პაემანი (სპარს. „ფაიმან“) - წინასწარ შეთანხმებული შეხვედრა სატრფოებისა.

პაექრობა (სპარს. „ფაიქარ“)

  1. კამათი, დავა.

  2. ზოგჯერ ხმარობენ სპორტული შეჯიბრების აღსანიშნავად.

პავანა - ევროპაში XVI საუკუნეში გავრცელებული საზეიმო სამეჯლისო ცეკვა.

პავაროტი ლუჩანო - იტალიელი მომღერალი (1935-2007 წწ).

პავეზე ჩეზარე - იტალიელი მწერალი (1908-1950 წწ).

პაველი (ქალიშვილობის გვარი - სირბუ) ელენა - რუმინეთისა და მოლდავეთის ახალაგაზრდული მოძრაობის მოღვაწე (1915-1943 წწ).

პაველიჩი ანტე - ხორვატიის ტერორისტული ფაშისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელი (1889-1959 წწ).

პავია - ქალაქი იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (80 ათადი).

პავიანი (გერმ.) - დიდი წაგრძელებულდრუნჩიანი მაიმუნი; რომელსაც ფერადი კოჟრები აქვს საჯდომზე.

პავილიონი (ფრანგ.)

  1. მსუბუქი შენობა სავაჭროდ ან სხვა რამე მიზნებისათვის.

  2. რაიმე გამოფენაზე აგებული დროებითი ან მუდმივი შენობა, რომელშიც ექსპონატებია გამოფენილი. სპეციალურად მოწყობილი ნაგებობა კინო ან ფოტოგადაღებისათვის.

პავლე - ერთ-ერთი მოციქული ქრისტიანულ რელიგიაში

პავლე I

  1. რომის პაპი (700-767 წწ).

  2. რუსეთის იმპერატორი 1796 წლიდან, პეტრე III-ის ვაჟი (1754-1801 წწ).

  3. საბერძნეთის მეფე გლიუქსბურგების დინასტიიდან (1901-1964 წწ).

პავლე II (ერისკაცობაში - პიეტრო ბარბო) - რომის პაპი (1417-1471 წწ).

პავლე III (ერისკაცობაში - ალესანდრო ფარნეზე) - რომის პაპი 1534 წლიდან (1468-1549 წწ).

პავლე IV (ერისკაცობაში ჯამპიეტრო კარაფა) - რომის პაპი 1555 წლიდან (1476-1559 წწ).

პავლე V (ერისკაცობაში - კამილ ბორგეზე) - რომის პაპი (1552-1621 წწ).

პავლე VI (ერისკაცობაში - ჯოვანი ბატისტა მონტინი) - რომის პაპი 1963 წლიდან (1897-1978 წწ).

პავლე ალეპოელი - სირიელი საეკლესიო მოღვაწე (XVII საუკუნის შუა წლები)

პავლე სილენციარიოსი - ბიზანტიელი პოეტი (VI საუკუნე).

პავლეური - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ანანურის თემის საკრებულო), არაგვის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 950 მეტრი, დუშეთიდან - 27 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 191 კაცი.

პავლიაკი ვოლდემარ - პოლონეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1992-93 წლებში (დაიბადა 1959 წელს).

პავლიანი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში .

პავლიკი მიხაილ - უკრაინელი მწერალი (1853-1915 წწ).

პავლიუკი პაველ - სახალხო აჯანყების ხელმძღვანელი უკრაინაში 1637-38 წლებში (გარდაიცვალა 1638 წელს).

პავლიჩკო დიმიტრი - უკრაინელი პოეტი (დაიბადა 1929 წელს).

პავლოგრადი - ქალაქი უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში (135 ათასი).

პავლოდარი - ქალაქი ყაზახეთში, ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (345 ათასი).

პავლოვა ანა - გამოჩენილი რუსი ბალერინა, რომელიც XX საუკუნის კლასიკური ბალეტის დამკანონებლად ითვლება (1881-1931 წწ).

პავლოვა კაროლინა (ქალიშვილობის გვარი იანიში) - რუსი პოეტი ქალი (1807-1893 წწ).

პავლოვა ნადეჟდა - რუსი ბალერინა, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1956 წელს).

პავლოვი ვალენტინ - საბჭოთა ეპოქის მაღალჩინოსანი მოღვაწე, სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1990-91 წლებში (დაიბადა 1937 წელს).

პავლოვი ივან

  1. რუსი ფიზიოლოგი, თანამედროვეობის უდიდესი ფიზიოლოგიური სკოლის შემქმნელი, 1904 წლის ნობელი პრემიის ლაურეატი (1849-1936 წწ).

  2. საბჭოთა მფრინავი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1922-1950 წწ).

პავლოვი ნიკოლაი - რუსი მწერალი (1803-1864 წწ).

პავლოვი (ნამდვილი გვარი - პ.დოსევი) ტოდორ დიმიტროვ - ბულგარელი ფილოსოფოსი, ესთეტიკოსი, ლიტერატურის კრიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე (1890-1977 წწ).

პავლოვო - ქალაქი რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში (70 ათასი).

პავლოვსკი

  1. ქალაქი რუსეთის ვორონეჟის ოლქში (25 ათასი).

  2. ქალაქი რუსეთის ლენინგრადის ოლქში (25 ათასი).

პავლოვსკი პოსადი - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (70 ათასი).

პავორი - რომაულ მითოლოგიაში - მარსის თანამგზავრი, შიშისა და ძრწოლის განსახიერება, იგივე ბერძნული ფობოსი.

პავსანია - სპარტის მეფე (გარდაიცვალა ძვ.წ.აღ. 385 წელს).

პავსანია - ძველბერძენი მწერალი (II საუკუნე). 3) სპარტელი მხედართმთავარი (გარდაიცვალა დაახლოებით ძვ.წ.აღ. 470 წელს).

პაზარჯიკი (1934 წლამდე ტატარ-პაზარჯიკი) - ქალაქი ბულგარეთში, ამავე სახელწოდების ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი (85 ათასი).

პაზი - მდინარე რუსეთში, ფინეთსა და ნორვეგიაში, ერთვის ბარენცის ზღვას (სიგრძე - 145 კილომეტრი).

პაზიგრაფია (ბერძნ.) - წერის ნიშნები, რომლებიც ერთნაირად გასაგებია ბევრი ხალხისათვის (მაგალითად, ნოტები, ციფრები).

პაზლი (ინგლ. jigsaw puzzle) - ზოგადად თავსატეხი, კონკრეტულად კი ჰქვია თამაშ-თავსატეხს, რაც დანაწევრებული ელემენტებისგან ნაზატის აღდგენას გულისხმობს.

პაზოლინი პიერ პაოლო - იტალიელი მწერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი (1922-1975 წწ).

პაზუზუ - ასირიულ და ბაბილონურ მითოლოგიაში - ქართა დემონების მბრძანებელი, ღმერთ ჰანბის შვილი.

პათეტიკა - პათეტიკური ტონი.

პათეტიკური (ბერძნ.) - პათოსით აღსავსე; ამაღელვებელი, მგზნებარე.

პათეტიკურობა - პათეტიკური თვისება.

პათეტ-ლაო - სახელწოდება, რომელიც ლაოსს მისცა ლაო ისარას ნაციონალისტურმა მოძრაობამ 1945 წლის ანტიკოლონიური აჯანყების შემდეგ.

პათოგენეზი (პათოგენეზისი) - ავადმყოფობის წარმოშობისა და განვითარების თანამიმდევრობა.

პათოგენური (ბერძნ.) - დაავადების გამომწვევი.

პათოლოგია (ბერძნ.)

  1. მეცნიერება, რომელიც სწავლობს ავადმყოფობის პროცესებს ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში.

  2. (გადატანით) ავადმყოფური გადახრა ნორმისაგან.

პათოლოგიური

  1. პათოლოგიასთან დაკავშირებული.

  2. (გადატანით) მკვეთრი, ავადმყოფური გადახრა ნორმისაგან; მახინჯი.

პათოსი (ბერძნ.) - აღფრთოვანება, აღმაფრენა, მგზნებარება.

პათოფსიქოლოგია - ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ფსიქიკური მოქმედების ცვლილებებს ადამიანის ტვინის ავადმყოფური მდგომარეობის დროს.

პაი (თურქ.) - რაიმე საერთო საქმეში თითოეული წევრის მიერ შეტანილი წილი.

პაიანი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად: 1) მკურნალობის ღმერთი, ოლიმპიელი ღმერთების მკურნალი. 2) ლოცვით წარმოთქმული სიმღერა, ღვთაებისადმი მიძღვნილი გალობა.

პაიდე - ქალაქი ესტონეთში.

პაიერი იულიუს - ავსტრიელი არქტიკის მკვლევარი (1842-1915 წწ).

პაიერლე ჰანს გეორგ - გერმანელი ვაჭარი, მოგზაური (XVI-XVII სს).

პაიერლზი რუდოლფ ერნსტ - ინგლისელი ფიზიკოსი (1907-1995 წწ).

პაიეტა კარლო - იტალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, ჟურნალისტი (1911-1995 წწ).

პაიზიელო (პაეზიელო) ჯოვანი - იტალიელი საოპერო კომპოზიტორი (1740-1816 წწ).

პაიკი (სპარს. „ფაიიქ“) - უმცირესი ღირებულების პატარა ფიგურა ჭადრაკში.

პაიკი კენეტ ლი - ამერიკელი ენათმეცნიერი (დაიბადა 1912 წელს).

პაინ-ბლაფი - ქალაქი აშშ-ს არკანზასის შტატში.

პაიოლი (ფრანგ.) - ხის ფენილი საზღვაო გემის ტრიუმში.

პაიპერი ალბრეხტ - გერმანელი პედიატრი (1889-1968 წწ).

პაირო რობერტო ხორხე - არგენტინელი მწერალი (1867-1928 წწ).

პაისანდუ - ქალაქი ურუგვაიში, დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (75 ათასი).

პაისი ეტორე - იტალიელი ისტორიკოსი (1856-1939 წწ).

პაისი ხილენდარელი - ბულგარეთის XVIII საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგი, ისტორიკოსი (1722-1798 წწ).

პაისიოსი - იერუსალიმის პატრიარქი 1645-61 წლებში; 1658 წელს იმოგზაურა საქართველოში.

პაიჭაძე ბორის - გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი (თავდამსხმელი) და მწვრთნელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, თამაშობდა ფოთის გემთმშენებელი ქარხნის გუნდში (1933-34), თბილისის ზიი-სა (1934-35) და თბილისის „დინამოში“ (1936-51). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 180 მატჩი (99 გოლი). სსრკ ჩემპიონატის ორგზის მეორე (1939, 40) და ოთხგზის მესამე (1936 შემოდგომა, 46, 47, 50) პრიზიორი (1915-1990 წწ).

პაიჭი - წვივზე წამოსაცმელი ტყავისა (ან შალისა), რომელშიც, ჩვეულებრივ, შარვლის ტოტია ჩატანებული.

პაკალა ტეუვო ტაუსტან კალე (თავდაპირველი სახელი თეოდორ ოსკარ ფროსტერუსი) - ფინელი მწერალი (1862-1925 წწ).

პაკანბარუ - ქალაქი-პორტი ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე, რიასუს პროვინციის ადმინსიტრაციული ცენტრი (340 ათასი).

პაკარდი დევიდ - ამერიკელი ინჟინერი და მეწარმე, კომპანია ”Hewlett-Packard”-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი (1912-1996 წწ).

პაკ დენ აი - ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე ქალი (1907-1990 წწ).

პაკეტბოტი (ინგლ.) - საზღვაო საფოსტო-სამგზავრო გემი,

პაკეტი (გერმ.)

  1. კონვერტი, რომელშიც ჩადებულია ოფიციალური საქმიანი ქაღალდი.

  2. ქაღალდით შეფუთული ერთი ან რამდენიმე საგანი; შეკვრა.

  3. ქაღალდის პარკი.

პაკი (ინგლ.) - მრავალწლოვანი მოდრეიფე ყინული პოლარულ წყლებში.

პაკიე ეტიენ - ფრანგი მოაზროვნე, ისტორიკოსი, პოეტი (1529-1615 წწ).

პაკ ინ ნო (ფსევდონიმი - ნოგე) - კორეელი პოეტი (1561-1642 წწ).

პაკ ინ სიკი - კორეელი ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1859-1926 წწ).

პაკისტანი (პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა, ურდუ - Islami Jamhuriya-i-Pakistan, ingl. Islamic Republic of Pakistan).

- სახელმწიფო სამხრეთ აზიაში. წარმოიქმნა ბრიტანეთის იმპერიის დაშლის შედეგად. დასავლეთით ესაზღვრება ირანს, ჩრდილოეთით - ავღანეთს, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ჩინეთს და აღმოსავლეთით - ინდოეთს. სამხრეთიდან აკრავს არაბეთის ზღვა.
- სახელწოდება: ა) ტოპონიმი აკრონომია და მისი შემადგენელი პროვინციების სახელთა პირველი ასოების (Punjab - penjabi, Afghan frontier - ავღანეთის მოსაზღვრე რაიონი, Kashmir - ქაშმირი, Indus Valley - ინდის ველი) და სიტყვა stan-ის (ტოპონიმების სპარსული ბოლოსართი) შეერთებითაა მიღებული. ბ) არის მეორე ვარიანტიც - „ფაქ“ - წმინდა, „ფაქესთან“ - წმინდა ქვეყანა (სიწმინდეთი).
- დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1947 წლის 14 აგვისტო.
- ეროვნული დევიზი - „Iman, Ittehad, Nazm” (რწმენა, ერთობა, წესრიგი).
- ჰიმნი - „Qaumi Tarana”.
- მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი.
- ფართობი - 803 940 კვ.კმ.
- წარმოადგენს ფედერალურ რესპუბლიკას, რომელშიც 4 პროვინციაა, დედაქალაქი ფედერალური ოლქი და ტომთა გაერთიანების ფედერალური ოლქი.
- მოსახლეობა - 160 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 202 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - ურდუ.
- სახელმწიფო რელიგია - ისლამი.
- დედაქალაქი - ისლამაბადი.
- ვალუტა - პაკისტანური რუპია.
- ქვეყნის კოდი - PAK.
- დროის სარტყელი - UTC +5.
- სატელეფონო კოდი - +92.
- ინტერნეტ-დომენი - pk.

პაკლეჩო - მთა, იხილე ნაყავიჩო.

პაკომბო - გლეხთა აჯანყების ხელმძღვანელი კამბოჯაში (გარდაიცვალა 1867 წელს).

პაკოტილური საქონელი

  1. საქონელი, რომელიც გემზე შეიძლება თან იქონიოს მგზავრმა ან ეკიპაჟის წევრმა.

  2. იაფფასიანი საქონელი.

პაკრუოისი - ქალაქი ლიტვაში.

პაკ ტალი - კორეელი რევოლუციური მოღვაწე (1910-1960 წწ).

პაკულა ალან - ამერიკელი კინორეჟისორი, მსახიობი და პროდიუსერი (1928-1998 წწ).

პაკ ჩი ვონი (ფსევდონიმი - იონამი) - კორეელი მწერალი და მოაზროვნე (1737-1805 წწ).

პაკ ჩონ ჰი - სამხრეთ კორეის პოლიტიკური მოღვაწე (1917-1979 წწ).

პაკჰაუზი (გერმ.) - მცირე ხნით ტვირთის შესანახი საწყობი რკინიგზის სადგურებში, ნავსადგურებში, საბაჟოსთან და მისთანები.

პალადა

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ათენას ზედმეტი სახელი.

  2. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის მცირე პლანეტა სხვებს შორის (დიამეტრი 583 კმ).

პალადე ჯორჯ ემილ - ამერიკელი ბიოლოგი, წარმოშობით რუმინელი, 1974 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი კ.რ. დე დიუვთან და ა.კლოდთან ერთად (დაიბადა 1912 წელს).

პალადი ტეოდორ - რუმინელი ფერმწერი (1871-1956 წწ).

პალადიანიზმი - XVII-XVIII საუკუნეების ევროპული ხუროთმოძღვრების მიმდინარეობა, რომელიც ავითარებდა პალადიოს შემოქმედებით პრინციპებს.

პალადინი (ფრანგ.) - შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპაში - რაინდი მეფის ამალაში.

პალადიო (საკუთარი სახელი დი პიეტრო) ანდრეა - იტალიელი არქიტექტორი, გვიანდელი აღორძინების წარმომადგენელი (1508-1580 წწ).

პალადიონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ათენა პალადას გამოსახულება, რომელიც თითქოს ციდან ჩამოვარდა.

პალადიუმი (ლათ.) (Pd) - ქიმიური ელემენტი, მოვერცხლისფრო ლითონი; ატომური ნომერი 46, ატომური მასა 106,42. აღმოჩენილ იქნა 1803 წელს უ.ჰ. ვოლასტონის მიერ.

პალავანი - კუნძული ფილიპინების არქიპელაგში. მთავარი ქალაქი - პუერტო-პრინსესა.

პალავები - მმართველი საგვარეულო პალავების სახელმწიფოში III-IX საუკუნეებში (სამხრეთი ინდოეთი).

პალავრა - მონასტერი პალესტინაში, იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით,

პალაიმონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰერაკლეს ერთ-ერთი ზედმეტი სახელი.

პალაკაციო - მხარე ისტორიულ სამხრეთ საქართველოში (ახლა თურქეთის შემადგენლაბაშია).

პალამასი კოსტის - ბერძენი პოეტი (1859-1943 წწ).

პალამედე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მეფე ნავპლიოსისა და კლიმენეს ვაჟი, ევბეელი გმირი, რომელსაც მიეწერება ანბანის, ციფრების, მონეტების გამოგონება.

პალანგა - ქალაქი ლიტვაში (20 ათასი).

პალანი - ვირის ან აქლემის კურტანი.

პალანკინი (ფრანგ.) - აზიის, აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ზოგ ქვეყნებში - მხრებზე დასადგმელი ტახტრევანი დიდებულთა სატარებლად.

პალანტი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად: 1) ერთ-ერთი ტიტანთაგანი, კრიოსისა და ევრიბეას ვაჟი, სელენესა და ნიკეს მამა. 2) გიგანტომახიის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც დაჭრა ათენამ და ცოცხლად გაატყავა. შემდეგ მისი სახელი („პალანტი“, „პალადა“) ათენას ერთ-ერთ ზედმეტ სახელად იქცა. 3) იტალიელი გმირი, ენეასის თანამებრძოლი.

პალანტინი (ფრანგ.) - ქალის მხრებზე წამოსასხამი ბეწვისა ან ხავერდისა.

პალასი პეტრე - რუსი (წარმოშობით გერმანელი) მოგზაური, გეოგრაფი, ბუნებისმეტყველი (1741-1811 წწ).

პალასიო ვალდესი არმანდო - ესპანელი მწერალი და კრიტიკოსი (1853-1938 წწ).

პალასიტი - რკინაქვის მეტეორიტის იშვიათი ტიპი.

პალასოვკა - ქალაქი რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში.

პალატა (ლათ.)

  1. საავადმყოფოს ოთახი, რომელშიც ავადმყოფები წვანან.

  2. ზოგ ქვეყანაში - წარმომადგენლობითი საკანონმდებლო დაწესებულების სახელწოდება.

  3. (მოძვ.) სასახლე; სასახლის დარბაზი, ძვირფასად მორთული.

პალატალიზაცია (პალატალიზება) - პალატალურად ქცევა (ბგერისა).

პალატალური (ლათ.) - მაგარ სასასთან ენის ზურგის მიახლოებით წარმოქმნილი (ბგერა).

პალატი

  1. სახლის ქვედა სართული (იმერეთში, გურიაში, რაჭაში).

  2. იგივეა, რაც პალატა (მნიშვნელობა 3).

პალატინი - პირველი შვიდ ბირცვთაგანი, რომელზედაც აშენდა ქალაქი რომი.

პალაუ (რესპუბლიკა პალაუ, Beluu er a Belau):

1) სახელმწიფო კაროლინის კუნძულების დასავლეთ ნაწილში, წყნარი ოკეანის ფილიპინების ზღვაში. შედგება დაახლოებით 200 კუნძულისგან.

- დამოუკიდებლობის დღე - 1994 წლის 1 ოქტომბერი.
- ჰიმნი - „Belau loba klisiich er a kelulul“.
- აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი ეროვნული საკანონმდებლო კრება.
- ფართობი - 458 კვ.კმ.
- შედგება 16 შტატისგან.
- მოსახლეობა - 21 ათასი.
- სიმჭიდროვე - 42 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - ინგლისური და ბელაუ (პალაუ).
- დედაქალაქი - მელეკეოკი.
- ვალუტა - აშშ დოლარი.
- ქვეყნის კოდი - PLW.
- დროის სარტყელი - UTC +9.
- სატელეფონო კოდი - +680.
- ინტერნეტ-დომენი PPW

2) არქიპელაგი კაროლინის კუნძულების ჯგუფში.

პალაფიტები (იტალ.) - ხის ხიმინჯებზე დაყრდნობილი საცხოვრებელი ნაგებობანი ზღვის ყურეების, მდინარეების, ტბების ნაპირებთან, დაჭაობებულ ადგილებში.

პალაფოქს მელსი ხოსე რებოლიედე დე, ჰერცოგი სარაგოსელი - ესპანეთის სამხედრო მოღვაწე (1776-1847 წწ).

პალაში (პოლონ.) - ორპირი მახვილი ერთგვარი.

პალაცესკი (ნამდვილი გვარი ჯურლანი) ალდო - იტალიელი მწერალი (1885-1974 წწ).

პალაცკი ფრანტიშეკ - ჩეხი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი, ჩეხური კულტურისა და ეროვნული მოძრაობის მოღვაწე (1798-1876 წწ).

პალაცო (იტალ.) - იტალიაში - სასახლე.

პალახი იან - ჩეხი ჭაბუკი, რომელმაც თავი დაიწვა 1968 წლის ე.წ. „პრაღის გაზაფხულის“ დროს (1948-1968 წწ).

პალდისკი - ქალაქი ესტონეთში.

პალდო

  1. სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (დუზაგრამის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 470 მეტრი, საგარეჯოდან - 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 874 კაცი.

  2. სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (უჯარმის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 850 მეტრი, საგარეჯოდან - 40 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 25 კაცი.

პალდოსხევი - მდინარე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდინარე ივრის მარჯვენა შენაკადი.

პალემბანგი - ქალაქი ინდონეზიაში, სამხრეთ სუმატრის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (1,1 მილიონი).

პალენკე - ძველი ქალაქი მექსიკაში.

პალეო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - აღნიშნავს ძველს, უძველესს, ძველ დროსთან დაკავშირებულს.

პალეოაზიური ხალხები - წარმოშობითა და ენით განსხვავებული ჩრდილოეთის მცირე ხალხების (ჩუქჩების, კორიაკების და სხვების) პირობითი სახელწოდება.

პალეოანთროპები (ბერძნ.) - განზოგადებული სახელი განათხარი ადამიანებისა, რომლებიც ცხოვრობდნენ აზიაში, აფრიკასა და ევროპაში 250-350 ათასი წლის წინ.

პალეოანთროპოლოგია - ანთროპოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს განამარხებული ადამიანის ნაშთებს.

პალეობიოცენოზი (ბერძნ.) - ბიოცენოზის ნაწილი, რომელიც შემონახულია ნამარხ მდგომარეობაში; ერთობლიობა ორგანიზმებისა, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ (სხვაგვარად - პალეოცენოზი).

პალეოგენი (ბერძნ.) - კაინოზოური ერის პირველი პერიოდი.

პალეოგრაფია - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ძველი ხელნაწერების გარეგნულ მხარეს - ასოთა მოხაზულობას, აგრეთვე საწერ მასალას და სხვა; დამწერლობათმცოდნეობა.

პალეოზავრი (ბერძნ.) - უზარმაზარი განამარხებული ხვლიკი.

პალეოზოური (ბერძნ.) - პალეოზოური ერა - დედამიწის გეოლოგიური ისტორიის ერა, რომელიც წინ უსწრებდა მეზოზოურს.

პალეოთერიონი (ბერძნ.) - განამარხებული ცხოველი ცხენების ჯგუფისა.

პალეოლითი (ბერძნ.) - ქვის ხანის უძველესი პერიოდი.

პალეოლოგი მორის ჟორჟ - ფრანგი დიპლომატი (1859-1944 წწ).

პალეოლოგოსები - უკანასკნელი მმართველი დინასტია ბიზანტიის იმპერიაში (XIII საუკუნის II ნახევარი - 1453 წ).

პალეონტოლოგია (ბერძნ.) - მეცნიერება გადაშენებულ ცხოველთა და მცენარეთა შესახებ.

პალეოპათოლოგია (ბერძნ.) - მეცნიერება იმ მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების ავადმყოფურ ცვლილებათა შესახებ, რომლებიც არსებობდნენ დედამიწაზე შორეულ წარსულში.

პალეოპითეკი (ბერძნ.) - ადამიანის მსგავსი განათხარი მაიმუნი.

პალეოცენი (ბერძნ.) - პალეოგენის პირველი, ყველაზე ძველი ეპოქა.

პალეოცენოზი - იხილე პალეობიოცენოზი.

პალერმო - ქალაქი-პორტი იტალიაში, სიცილიის ოლქისა და პალერმოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (740 ათასი).

პალესი - მწყემსთა და ნახირთა მფარველი ძველიტალიური ღვთაება, მისდამი მიძღვნილი ზეიმები, პალილიები (პარილიები), აპრილში იმართებოდა.

პალესტინა - ისტორიული ოლქი წინა აზიაში.

პალესტრა (ბერძნ.) - ძველ საბერძნეთში (ათენში) - 13-15 წლის ბიჭების ფიზიკური აღზრდის სკოლა, სადაც ასწავლიდნენ „ხუთჭიდს“ (ჭიდაობას, რბენას, ხტომას, შუბისა და ბადროს ტყორცნას, ცურვას).

პალესტრინა (ჯოვანი პიერ ლუიჯი დი პალესტრინა) - იტალიელი კომპოზიტორი (დაახლოებით 1525-1594 წწ).

პალეტი (ფრანგ.) - გამჭვირვალე ქაღალდი, მინა ან ცელულოზის ფირფიტა, რომელზედაც დახაზულია გარკვეული ზომის კვადრატების შემცველი ბადე; იყენებენ უბნის ფართობის განსაზღვრისათვის გეგმაზე ან რუკაზე.

პალეცკისი იუსტას - ლიტვის პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი (1899-1980 წწ).

პალი - ერთ-ერთი ყველაზე საშუალო ინდური ენა; გავრცელებულია ინდოეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში. ითვლება ბუდისტების წმინდა ენად.

პალი ბიშონ ჩანდრა - ინდოელი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1858 - 1932 წწ).

პალი ზენაიდა

  1. რუმინელი მომღერალი ქალი (მეცო-სოპრანო) (დაიბადა 1919 წელს).

  2. (ჰოლანდ.) - მიწაში ჩარჭობილი ბოძი, ბოძკინტი შვარტოვების დასამაგრებლად.

პალიასტომი

  1. ტბა შავი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ ფოთის მახლობლად (სიღრმე 3,2 მეტრი).

  2. ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1973 წელს. დამდმელი რეჟისორი - სიკო დოლიძე. სცენარის ავტორი - სიკო დოლიძე. დამდგმელი ოპერატორი - დუდარ მარგიევი. კომპოზიტორი - დავით თორაძე. მთავარ როლებში: სერგო ზაქარიაძე (ივანე), მ. ჯიბლაძე (ნიკო), დუდუხანა წეროძე (ეკა), მეგი წულუკიძე, ზეინაბ ბოცვაძე, ვახტანგ ნინუა, გურამ საღარაძე, ირაკლი უჩანეიშვილი.

პალიატივი (ფრანგ.)

  1. წამალი, რომელიც დროებით ამსუბუქებს ავადმყოფის მდგომარეობას, მაგრამ არ კურნავს მას.

  2. (გადატანით) ღონისძიება, საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს დასახული ამოცანის მხოლოდ ნაწილობრივ გადაწყვეტას, წარმოადგენს ძნელი მდგომარეობიდან დროებით გამოსვლას; ნახევარზომა.

პალიატიური - პალიატივის ხასიათისა.

პალიკები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსისა და ფერია თალიას ტყუპი ვაჟები.

პალიკების ტბები - ძველი ბერძნული მითების თანახმად, ორი ტბა ვულკან ეტნის მიდამოებში

პალიმე - იხილე კპალიმე.

პალიმფსესტი (ბერძნ.) - ეტრატი-ხელნაწერი, რომელზედაც ძველი ტექსტი გადაფხეკილია და ახალია დაწერილი.

პალინგენეზისი - ულტრამეტამორფიზმის პროცესი, რომლის დროსაც დედამიწის ქერქის ღრმა ზონებში მაგმური, დანალექი ან მეტამორფული ქანების შერჩევითი ან სრული დნობის შედეგად წარმოიქმნება მაგმა.

პალინდრომი (ბერძნ.) - სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფი, რომელიც ერთნაირად იკითხება თავიდან და ბოლოდან.

პალინოდია (ბერძნ.) - ძველ ბერძნულ პოეზიაში - ლექსი, რომელშიც ავტორი უარყოფს იმას, რაც სხვა, რაც სხვა ლექსებში ჰქონდა ნათქვამი.

პალინოლოგია (ბერძნ.) - ბოტანიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს მცენარის ყვავილის მტვერსა და სპორებს.

პალინურუსი - „ენეიდას“ ერთ-ერთი მთავარი გმირი, ენეასის გემის მესაჭე.

პალისადი (ფრანგ.)

  1. მიწაში ჩარჭობილი ხიმინჯების მწკრივი (მიწაყრილისა და ფლატეს გასამაგრებლად).

  2. სამხედრო საქმეში - წაწვეტებული მორებისაგან გაკეთებული თავდაცვითი მესერი ძველებურ სიმაგრეებში.

პალისანდრი (ფრანგ.) - ზოგი სამხრეთამერიკული ხის მერქანი; იყენებენ ძვირფასი ავეჯის. მუსიკალური ინსტრუმენტების, ფერადი პარკეტის და სხვათა დასამზადებლად.

პალისი ბერნარ - აღორძინების ეპოქის ფრანგი მხატვარი-კერამიკოსი და სწავლული (დაახლოებით 1510 - 1589 ან 1590 წწ).

პალიტრა (ფრანგ.)

  1. თხელი ფიცარი, რომელსაც მხატვრები ხმარობენ საღებავების შესაზავებლად, აქვს ნახვრეტი - მარცხენა ხელის ცერზე წამოსაცმელად.

  2. (გადატანით) ფერების შეხამება, შეხამების თავისებურება ცალკეულ ნახატში, ან საერთოდ მხატვრის შემოქმედებაში.

  3. (გადატანით) გამომსახველობით საშუალებათა ერთობლიობა მწერლის, კომპოზიტორის და სხვათა შემოქმედებაში.

პალკის სრუტე - იხილე პოლკის სრუტე.

პალმა (პალმა-დე-მალიორკა)

  1. ქალაქი-პორტი ესპანეთში, ბალეარესის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (300 ათასი).

  2. (ლათ.) - თბილი ქვეყნების მარადმწვანე ხე; აქვს მაღალი, სწორი, დაუტოტავი ტანი და წვერზე ჯგუფად შეკრებილი მარაოსებრი ან ფრთისებრი მხვილი ფოთლები.

პალმა რიკარდო - პერუელი მწერალი და ჟურნალისტი (1833-1919 წწ).

პალმა (უფროსი, პალმა ვეკიო, საკუთრივ ნეგრეტი) იაკოპო - იტალიელი ფერმწერი (დაახლოებით 1480-1528 წწ).

პალმარისი - გაქცეულ ზანგ მონათა სახელმწიფო 1630-97 წლებში ბრაზილიის ტერიტორიაზე.

პალმა-სორიანო - ქალაქი კუბის სანტ-იაგო-დე-კუბის პროვინციაში.

პალმ-ბიჩი - კურორტი აშშ-ს ფლორიდის შტატში.

პალმე ულოფ - შვედეთის პრემიერ-მინისტრი 1969-76 და 1982-86 წლებში (1927-1986 წწ).

პალმელა პედრუ დი სოზა ოლსტეინი - პორტუგალიის პოლიტიკური მოღვაწე (1781-1850 წწ).

პალმერი ედუარდ ვანზ (ფსევდონიმი რან დეილი) - ავსტრალიელი მწერალი (1885-1959 წწ).

პალმერი ნათანიელ ბრაუნ - ამერიკელი სელაპებზე მონადირე, სამხრეთ ორკნის კუნძულების აღმომჩენი (1799-1877 წწ).

პალმერსტონი ჰენრი ჯონ ტემპლ - ვიკონტი, ინგლისის პრემიერ-მინისტრი 1855-58 და 1859 წლიდან (1784-1865 წწ).

პალმერსტონ-ნორთი - ქალაქი ახალ ზელანდიაში.

პალმეტი (ფრანგ.) - ორნამენტი, რომელიც წარმოადგენს სტილიზებულ მარაოსებრ ფოთოლს.

პალმი ალექსანდრე - რუსი მწერალი (1822-1855 წწ).

პალმირა

  1. ქალაქი კოლუმბიის ვალიე-დელ-კაუკის დეპარტამენტში (185 ათასი).

  2. პალმა ერთგვარი; ხარობს ტროპიკულ აზიაში; მისი ყვავილედის წვენისაგან იღებენ შაქარს, ღვინოს, სპირტს, ძმარს. ნაყოფი იჭმება; ფოთლებისაგან ამზადებენ ქაღალდს, სახურავ მასალას და სხვა.

  3. ჩრდილოეთის პალმირა - რუსულ მხატვრულ ლიტერატურაში ზოგჯერ ასე პოეტურად იხსენიება პეტერბურგი (სირიის უდაბნოს ოაზისში ძველად არსებული ქალაქ პალმირას სახელის მიხედვით, რომელმაც განსაკუთრებულ აყვავებას მიაღწია I-III საუკუნეში და რომლის არქიტექტურული ანსამბლები გამოირჩეოდა მასშტაბურობით და ბრწყინვალებით).

პალო - მოკლე და მსხვილი ჯოხი, რომელსაც ბოლო წაწვეტებილი აქვს.

პალოტინო მასიმო - იტალიელი ისტორიკოსი, არქეოლოგი და ფილოლოგი (1909-1995 წწ).

პალოური - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

პალოუში კარელ - ჩეხი რეჟისორი (დაიბადა 1913 წელს).

პალპაცია (ლათ.) - ავადმყოფის ორგანოების ხელით გასინჯვის მეთოდი.

პალპიტაცია (ლათ.) - აჩქარებული გულისცემა.

პალტო (ფრანგ.) - გარედან ჩასაცმელი გრძელი, სახელოებიანი სამოსელი.

პალტოიანი - ვისაც პალტო აცვია.

პალტუსები - კამბალისებრთა ოჯახში შემავალი 4 თევზის საერთო სახელწოდება.

პალუკა გრეტ - გერმანელი მოცეკვავე და ქორეოგრაფი ქალი, ექსპრესიულ-პლასტიკური ცეკვის წარმომადგენელი (1902-1993 წწ).

პალუნდრა (რუს.) - მეზღვაურთა და მეხანძრეთა შეძახილი, როდესაც რამე ვარდება ზევიდან; ნიშნავს - „ფრთხილად!“ „მოერიდე!“

პალური - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

პამა - შხამიანი გველი ასპიტისებრთა ოჯახისა.

პამაჯი - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.

პამბაკის ქედი (ბამბაკის ქედი) - ქედი სომხეთში.

პამიდორი - იხილე პომიდორი.

პამირ-ალაი - მთიანი მხარე შუა აზიის სამხრეთ -აღმოსავლეთ ნაწილში.

პამირი - მთათა სისტემა შუა აზიაში, ძირითადად ტაჯიკეთში, უმაღლესი წერტილი - 7719 მეტრი.

პამონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პრიამოსისა და ჰეკაბეს ვაჟი, რომელიც მოკლა ნეოპტოლემოსმა.

პამპა (პამპასი) - ველის სახელწოდება ამერიკის ზომიერ სარტყელში.

პამპანგანები - ფილიპინების კუნძულ ლუსონზე მცხოვრები ხალხი (2 მილიონი).

პამპერო (ესპ.) - პამპიდან მონაბერი ცივი ქარი (სამხრეთ ამერიკაში).

პამპლონა - ქალაქი ესპანეთში. ნავარის სახელმწიფოს დედაქალაქი X-XVI საუკუნეებში (180 ათასი).

პამპულა - ვინც სხვის გასართობად მასხარაობს და იმანჭება.

პამფილია - ძველი ოლქი სამხრეთ მცირე აზიაში ლიკიასა და კილიკიას შორის.

პამფილოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დორიული ტომის - პამფილოსების წინაპარი, ჰერაკლიდთა შთამომავალი.

პამფლეტი (ინგლ.) - სარკაზმით გამსჭვალული პუბლიცისტური ნაწარმოები, რომელიც მიმართულია ამა თუ იმ პირის, პოლიტიკური მოვლენის და სხვათა წინააღმდეგ.

პამფლეტისტი - პამფლეტის ავტორი.

პან (ბერძნ.) - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს ყველას, ყველაფრის მომცველს.

პანაგია (ბერძნ.) - სამკერდე ნიშანი (ჩვეულებრივ ძვირფასი ქვებით შემკული პატარა ხატი), რომელსაც ძეწკვით იკიდებენ გულზე ქრისტიანული ეკლესიის მღვდელმთავრები.

პანაგიურიშტე (პანაგიურიშჩე) - ქალაქი ბულგარეთის პაზარჯიკის ოკრუგში (25 ათასი).

პანაევი ივან - რუსი მწერალი და ჟურნალისტი (1812-1862 წწ).

პანათენეა - ძველი ბერძნული დღესასწაული მიძღვნილი ქალღმერთ ათენასადმი.

პანაი - კუნძული ფილიპინების არქიპელაგში.

პანაიტესკუ პეტრე - რუმინელი ისტორიკოსი (1900-1967 წწ).

პანაკეია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ასკლეპიოსის ქალიშვილი, განკურნების ღმერთქალი, გადატანითი მნიშვნელობით ყოველგვარი სენის განმკურნებელი წამალი.

პანამა (პანამის რესპუბლიკა, ესპან. Republica de Panama).

1) სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. მდებარეობს კარიბის ზღვასა (ჩრდილოეთით) და წყნარ ოკეანეს (სამხრეთით) შორის. დასავლეთით ესაზღვრება კოსტა-რიკას, აღმოსავლეთით - კოლუმბიას.
- დამოუკიდებლობის დღე (კოლუმბიისგან) - 1903 წლის 3 ნოემბერი.
- ეროვნული დევიზი - Pro Mundi Beneficio.
- ჰიმნი - Himno Istemno.
- მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი ეროვნული ასამბლეა.
- ფართობი - 75 517 კვ.კმ.
- ადმინისტრაციულად დაყოფილია 9 პროვინციად და 1 ოლქად (ცომარცა).
- მოსახლეობა - 2,8 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 43 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნეთა უმრავლესობა კათოლიკეები არიან.
- ოფიციალური ენა - ესპანური.
- დედაქალაქი - პანამა.
- ვალუტა - ბალბოა.
- ქვეყნის კოდი - PAN.
- დროის სარტყელი - UTC -5.
- სატელეფონო კოდი - +507.
- ინტერნეტ-დომენი - PA.

2) პანამის დედაქალაქი 1903 წლიდან, მდებარეობს პანამის არხის წყნარი ოკეანის შესასვლელში (415 ათასი).

3) (ფრანგ.) ხელოვნური აბრეშუმის ერთგვარი ქსოვილი.

4) ფართოფარფლიანი საზაფხულო ქუდი.

5) მსხვილი გაფლანგვა, ბოროტმოქმედება თანამდებობის პირთა მოსყიდვით. სიტყვა გაჩნდა იმ კრახთან დაკავშირებით, რომელიც ფრანგულმა კომპანიამ განიცადა 1889 წელს პანამის არხის გათხრისას გრანდიოზული გაფლანგვისა და ბოროტმოქმედებათა შედეგად.

პანამის არხი - აერთებს ატლანტის ოკეანეს წყნარ ოკეანესთან (პანამა).

პანამის არხის ზონა - პანამის ტერიტორიის ნაწილი, რომელზედაც გადის პანამის არხი.

პანამის ყელი - აერთებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მატერიკებს (პანამა).

პანარიციუმი (ლათ.) - თითის მწვავე ჩირქოვანი ანთება (სინონიმი - დაქტილიტი).

პანარო - მდინარე იტალიაში, მდინარე პოს მარჯვენა შენაკადი.

პანასონიკი - იაპონიის ელექტროტექნიკური ფირმა მაცუსიტას სავაჭრო მარკა.

პანაშვიდი (ბერძნ.)

  1. წირვა-ლოცვა მიცვალებულისათვის.

  2. ხალხის თავმოყრა მიცვალებულის პატივსაცემად, მისი ხსოვნის აღსანიშნავად.

პანაშირება (ფრანგ.) - ამომრჩეველთა უფლება ხმა მისცენ სხვადასხვა პარტიის კანდიდატებს.

პანაცეა (ლათ.) - უებარი საშუალება, რომელიც თითქოს ყველა შემთხვევაში შველის ადამიანს.

პანაჯი (პანჯიმი, 1934 წლამდე ნოვა-გოა) - ქალაქი ინდოეთში, გოას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (80 ათასი).

პანგა (ინგლ.) - აფრიკული მახვილი, ხანჯალი.

პანგანი (რუვუ) - მდინარე ტანზანიაში, ერთვის ინდოეთის ოკეანეს.

პანგეა (ბერძნ.) - მთელი დედამიწა, კონტინენტებად დაუყოფელი, რომელიც 200 მილიონი წლის წინათ გარემოცული იყო მთლიანი მსოფლიო ოკეანით.

პანგენეზისი (ბერძნ.) - ჩარლზ დარვინის მემკვიდრეობითობის ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც მშობლებიდან შთამომავლებს ნიშან-თვისებები გადაეცემათ გემულების საშუალებით.

პან გი მუნი (Ban Ki-moon) - სამხრეთ კორეელი პოლიტიკისი, გაერო-ს მერვე გენერალური მდივანი 2007 წლის 1 იანვრიდან, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი 2004-2006 წლებში (დაიბადა 1944 წელს).

პანგოლინი - ხვლიკის მსგავსი დიდი ძუძუმწოვარი (4,5-დან 27 კგ-მდე). სხეული დაფარული აქვს მსხვილი რქოვანი რომბისებური ქერცლით. გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

პანდა (Ailurus fulgens) - პატარა მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი ენოტების ოჯახისა; სხვანაირად - ჰიმალაის დათვი. იგივეა, რაც ბამბუკის დათვი.

პანდანუსი - ერთლებნიანი ხე ან ბუჩქი; იზრდება აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკებში; მის ნაყოფს საჭმელში ხმარობენ.

პანდარეოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მილეტელი მოქალაქე, რომელმაც კრეტაზე მდებარე ზევსის ტაძრიდან ოქროს ძაღლის ქანდაკება მოიპარა და ამისთვის ზევსმა სიკვდილით დასაჯა.

პანდატივი (ფრანგ.) - კამარის სფერული სამკუთხედის ფორმის კონსტრუქციული ელემენტი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება გადასვლა კვადრატული ფუძიდან წრიული გუმბათისკენ.

პანდემია (ბერძნ.) - ეპიდემია, რომელიც ედება მოსახლეობის დიდ ნაწილს, მთელ ქვეყანას ან მთელ რიგ ქვეყნებს.

პანდემოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აფროდიტეს, როგორც მგრძნობიარე და ხორციელი სიყვარულის ღმერთქალის, ზედმეტი სახელი.

პანდექტები (ლათ.) - იგივეა, რაც დიგესტები.

პან-დი-ასუკარი - მწვერვალი ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს ტერიტორიაზე (395 მეტრი).

პანდიე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსის და სელენეს ქალიშვილი.

პანდიები - ზევსის საპატივცემო დღესასწაულები ძველ საბერძნეთში, ათენში.

პანდიტი (სანსკრ.) - ინდოეთში - საპატიო ტიტული უპირატესად ინტელიგენციის წარმომადგენლებისა.

პანდორა - პლანეტა სატურნის თანამგზავრი; აღმოჩენილია 1980 წელს.

პანდორე (პანდორა) - ძველი ბერძნული მითოლოგიიის თანახმად, ზევსის ბრძანების მიხედვით ჰეფესტოს მიერ შექმნილი პირველი მოკვდავი მშვენიერი ქალი, რომელსაც ზევსმა მისცა ადამიანის ყველა უბედურებით სავსე ყუთი; ცნობისმოყვარეობის გამო ქალმა ახადა ყუთს თავი და განთავისუფლებული უბედურებანი მოედვნენ ქვეყანას. პანდორას ყუთი - ყოველგვარი უბუდურების წყარო.

პანდროსოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დილის ცვრის ათენელთა ღმერთქალი.

პანდუსი (ფრანგ.) - დაქანებული სიბრტყე, რომელსაც აკეთებენ კიბის ნაცვლად.

პანე რომან - ესპანელი ბერი, პირველი ცნობების ავტორი ინდიელთა შესახებ (XV საუკუნე).

პანეგირიკი (ბერძნ.)

  1. ორატორის სახოტბო სიტყვა ვისიმე პატივსაცემად.

  2. (გადატანით) ვისიმე გადაჭარბებული ქება-დიდება.

პანეგირისტი

  1. პანეგირიკის შემთხზველი და წარმომთქმელი.

  2. (გადატანით) ვისიმე გადაჭარბებით მაქებარი.

პანევეჟისი - ქალაქი ლიტვაში (130 ათასი).

პანეთი ფრიდრიხ ადოლფ - გერმანელი ქიმიკოსი და გეოქიმიკოსი (1887-1958 წწ).

პანეკუკი ანტონ - ნიდერლანდელი ასტრონომი და პოლიტიკური მოღვაწე (1873-1960 წწ).

პანელი (გერმ.)

  1. შენობის შიგნითა კედლის ქვედა ნაწილი, რომელიც მოდიფიცირებულია, მოპირკეთებულია (ან შეღებილია ზეთის საღებავით) და განსხვავდება მთელი კედლის მოპირკეთებისაგან.

  2. რკინა-ბეტონის ან სხვა რაიმე მასალის ფილა, რომელსაც იყენებენ ასაწყობ მშენებლობაში.

  3. იგივეა, რაც ტროტუარი.

  4. საუბარი სამეცნიერო საკითხებზე რამდენიმე პირს შორის „მრგვალ მაგიდასთან“.

პანერო ლეპოლდო - ესპანელი პოეტი (დაიბადა 1948 წელს).

პანვიცი რუდოლფ - გერმანელი მწერალი და ფილოსოფოსი (1881-1969 წწ).

პანზოოტია (ბერძნ.) - ცხოველთა რაიმე დაავადებების ფართოდ გავრცელებული ეპიდემია.

პანთალასა (ბერძნ.) - ზღვებად და ოკეანეებად დაუყოფელი მსოფლიო ოკეანე, რომლითაც 200 მილიონი წლის წინათ გარემოცული იყო მთელი, კონტინენტებად დაუყოფელი დედამიწა.

პანთეიზმი (ბერძნ.) - რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც ღმერთს აიგივებს ბუნებასთან, ხოლო ბუნებას განიხილავს როგორც ღვთაების განსახიერებას.

პანთეისტი - პანთეიზმის მიმდევარი.

პანთეონი

  1. ძველ საბერძნეთში თავიდან ეწოდებოდა ყველა ღმერთის საერთო დიდ ტაძარს. ყველაზე უძველესი პანთეონი ააგეს ძვ.წ.აღ. II საუკუნეში. XVII საუკუნიდან პანთეონი ეკლესიად, საყდრად, სასაფლაოდ გადააკეთეს.

  2. რომელიმე პოლითეისტურ რელიგიაში - ყველა ღმერთის ერთობლიობა.

  3. სასაფლაო ან აკლდამა, სადაც გამოჩენილ ადამიანებს ასაფლავებენ.

პანთოოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აპოლონის ქურუმი, ერთ-ერთი ტროელი უხუცესი, ევფერბოსის მამა.

პანთურქიზმი - ნაციონალისტურ-შოვინისტური იდეოლოგია, რომლის თანახმადაც თურქულ ენებზე მოლაპარაკე ხალხი, პირველ რიგში თურქულენოვანი მუსლიმანები, ერთ ერს წარმოადგენენ და თურქთა მეთაურობით უნდა გაერთიანდნენ ერთიან სახელმწიფოდ.

პანი

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტყეებისა და ჭალების არკადიელთა ღვთაება, ჰერმესისა და დრიოფსის ქალიშვილის - დრიოპეს ვაჟი. შიშს ჰგვრიდა ყველას, ვინც მას მყუდროებას დაურღვევდა (რომაულ მითოლოგიაში შეესაბამება ფავნი).

  2. (პოლონ.) - ძველ პოლონეთსა და ლიტვაში, აგრეთვე უკრაინასა და ბელორუსიაში - მემამულე ქალი, მემამულის ცოლი. პანი - ზრდილობიანი ხსენება გათხოვილი ქალისა ან მისდამი მიმართვა ხსენებულ ქვეყნებში.

  3. (პოლონ.) - ძველ პოლონეთსა და ლიტვაში, აგრეთვე უკრაინასა და ბელორუსიაში - მემამულე. პან - ზრდილობიანი ხსენება მამაკაცისა ან მისდამი მიმართვა ხსენებულ ქვეყნებში.

პანი ანტონ - რუმინელი პოეტი, კომპოზიტორი, ფოკლორისტი (1796 ან 1797 - 1854 წწ).

პანი მარიო - მექსიკელი არქიტექტორი (1911-1995 წწ).

პანიკა (ბერძნ.) - უეცარი შიში, ძრწოლა, თავზარი, რომელიც შეიპყრობს ადამიანთა ჯგუფს, ხალხს (ან ცალკე ადამიანს); ასეთი შიშით გამოწვეული საერთო მღელვარება, არეულობა.

პანიკადილო (ბერძნ.) - დიდი ჭაღი ან მრავალბუდიანი შანდალი ეკლესიაში.

პანიკიორი - პანიკის ამყოლი ადამიანი, რომელიც ავრცელებს პანიკის გამომწვევ ხმებს.

პანინი - ძველინდოელი გრამატიკოსი (ძვ.წ.აღ. V - IV სს).

პანისლამიზმი - რელიგიურ-პოლიტიკური მიმდინარეობა. რომელსაც საფუძვლად უდევს მთელი მსოფლიოს „მუსლიმანთა“ გაერთიანების იდეა.

პანკისის საერისთავო - ძველი კახეთის სამთავროს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მოიცავდა პანკისის ხეობას, ალვანის ველსა და თუშეთს (ახმეტის მუნიციპალიტეტი).

პანკისის ქედი (ტბათანა, წოვის ქედი) - ქედი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოსა და ალაზნის წყალგამყოფი.

პანკისის ციხე - შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში (ახმეტის მუნიციპალიტეტი). წყაროებში პირველად XI საუკუნიდან მოიხსენიება.

პანკისის ხეობა - ხეობა ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხეობის ზემო ნაწილი.

პანკრატიონი (ბერძნ.) - ძველ საბერძნეთში - ათლეტების ასპარეზობაში ჭიდაობა, რომელთანაც გაერთიანებული იყო მუშტი-კრივი.

პანკრეასი (ბერძნ.) - კუჭუკანა ჯირკვალი.

პანკრეატინი - სამკურნალო პრეპარატი, რომელიც დამზადებულია ცხოველთა კუჭუკანა ჯირკვლისაგან.

პანკრეატიტი - პანკრეასის ანთება.

პანკჰერსტი სილვია ესტელა - ინგლისის მუშათა მოძრაობის მოღვაწე ქალი, პუბლიცისტი (1882-1960 წწ).

პანლოგიზმი - იდეალისტურ-რაციონალისტური შეხედულება, რომლის მიხედვითაც ყოფიერება არის ლოგიკურის, იდეის ხორცშესხმა.

პანო (ფრანგ.)

  1. კედლის ან ჭერის ნაწილი, რომელსაც შემოვლებული აქვს ორნამენტი და რომელშიც თავსდება რაიმე ნახატი ან სკულპტურა.

  2. ასეთი ადგილის შესავსები სურათი, ბარელიეფი და მისთანები.

პანოვა ვერა - რუსი მწერალი ქალი (1905-1973 წწ).

პანონია - რომის პროვინცია. შეიქმნა ახ.წ.აღ. 8 წელს ილირიის ორად გაყოფის შედეგად.

პანოპტიკუმი (ბერძნ.) - მუზეუმი, რომელშიც გამოფენილია ნატურალური სიდიდის სანთლის ფიგურები.

პანორამა (ბერძნ.)

  1. რაიმე ვრცელი მიდამოს ხედი.

  2. მრგვალი შენობის შიგნითა კედელზე მოთავსებული სურათი, რომლის წინა პლანი მოცულობითია; განათებულია ზევიდან.

  3. სამხედრო საქმეში - ოპტიკური კუთხსაზომი ხელსაწყო ქვემეხის დამიზნების დასაზუსტებლად.

პანოფთალმიტი - თვალის ყველა ქსოვილისა და გარსის ერთდროული ჩირქოვანი ანთება.

პანოფსკი ერვინ - გერმანელ-ამერიკელი ხელოვნებათმცოდნე (1892-1968 წწ).

პანსიონატი (ფრანგ.)

  1. ერთგვარი სასტუმრო, რომელშიც მოსულებს ეძლევათ ადგილი ღამის გასათევად.

  2. დასასვენებელი სახლის ნაირსახეობა.

პანსიონერი (ფრანგ.)

  1. პანსიონის (მნიშვნელობა 1) მოსწავლე.

  2. პანსიონში (მნიშვნელობა 2) მცხოვრები.

პანსიონი (ფრანგ.)

  1. დახურული სასწავლებელი, სადაც მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან ბინით და კვებით.

  2. კერძო სასტუმრო, სადაც მდგმურები უზრუნველყოფილნი არიან კვებით და მოვლით.

პანსლავიზმი - ტერმინი, რომელიც შემოიღეს XIX საუკუნის 40-იან წლებში ავსტრო-უნგრეთის იმპერიაში სლავი ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღსანიშნავად.

პანსო ვოლდემარ - ესტონელი რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1920-1977 წწ).

პანსპერმია (ბერძნ.) - ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითა ცოცხალი ჩანასახები შემოტანილია დედამიწაზე კოსმოსიდან მეტეორიტებით ან სინათლის წნევის ზემოქმედებით.

პანტა (Pyrus caucasica)

  1. ტყის მსხალი; საშუალო სიმაღლისა ან მაღალი ხე; ისხამს ყუნწიან ნაყოფს.

  2. სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

პანტამსხალი - მსხლის ჯიში, რომელიც პანტისოდენა ნაყოფს ისხამს.

პანტაპუნტა - აგდებით ითქმის პანტისა და ზოგი სხვა უხეირო ხილის შესახებ.

პანტაპუნტით - ერთმანეთის მიყოლებით, ბევრ-ბევრი ზედიზედ.

პანტელერია - კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, ეკუთვნის იტალიას.

პანტერა - იგივეა, რაც ლეოპრადი.

პანტი სუმიტრანანდან - ინდოელი პოეტი (1900-1977 წწ).

პანტიანი

  1. სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

  2. სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში (თეთრი წყლების თემის საკრებულო). მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1420 მეტრი, თელავიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 15 ადამიანი.

  3. სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

  4. სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

პან ტიანშოუ - ჩინელი ფერმწერი (1897-1965 წწ).

პანტიკაპეონი - ანტიკური ქალაქი აღმოსავლეთ ყირიმში (ახლანდელი ქალაქი ქერჩი), დააარსეს მილეტიდან გადმოსახლებულებმა ძვ.წ.აღ. VI საუკუნის I ნახევრში.

პანტნაური - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

პანტოგრაფი (ბერძნ.)

  1. ნახაზიდან, გეგმიდან პირის გადასაღები ხელსაწყო.

  2. ელმავლის ან მოტორვაგონის სახურავზე გამართული მოწყობილობა საკონტაქტო სადენიდან დენის მისაღებად.

პანტოკრინი - სამკურნალო პრეპარატი, რომელსაც ამზადებენ ხალიანი ირმის ჩვილი რქისაგან (დოყისაგან); იყენებენ სხვადასხვა დაავადების დროს (ტონუსის ასაწევად).

პანტომიმა (ბერძნ.) - უსიტყვო თეატრალური წარმოდსგენა, რომლის მოქმედი პირები აზრებსა და გრძნობებს ჟესტებით, მიმიკით გადმოსცემენ.

პანტომიმიკა - ადამიანის სხეულის გამომხატველობითი მოძრაობანი.

პანტოპონი (ბერძნ.) - მორფინის შემცველი სამკურნალო პრეპარატი; ტკივილის გამაყუჩებელი და ძილის მომგვრელი საშუალება.

პანტორითმა (ბერძნ.) - ისეთი რითმა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ტაეპის დაბოლოებას, არამედ მთელ ტაეპს.

პანტოფაგია (ბერძნ.) - სრულიად სხვადასხვაგვარი მცენარეული და ცხოველური საკვების ჭამის უნარი.

პანტურა - ვისაც, რასაც ყურების პანტური (ბარტყუნი) ახასიათებს.

პანტური - იგივეა, რაც ბარტყუნი.

პანუსი (ლათ.) - თვალის რქოვანი გარსის ანთება; ჩვეულებრივ შეინიშნება ტრაქომიის დროს.

პანფილოვი (1942 წლამდე ჯარკენტი) - ქალაქი ყაზახეთის თალდი-ყორღანის ოლქში (35 ათასი).

პანფილოვი ალექსანდრე - რუსი ადმირალი, 1854-55 წლების სევასტოპოლის დაცვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1808-1974 წწ).

პანფილოვი გლებ - რუსი კინორეჟისორი (დაიბადა 1934 წელს).

პანფსიქიზმი - იდეალისტური წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც ბუნებაში ყველაფერი სულიერია; ანიმიზმის გადმონაშთი.

პანღური - უკნიდან მუხლის, ფეხის ამოკვრა.

პანჩატანტრა (სანსკრ.) - „ხუთწიგნეული“; სანსკრიტული თხრობითი ლიტერატურის ძეგლი (დაახლოებით III-IV სს); მისი საშუალოსპარსული ვერსია საფუძვლად დაედო არაბულ ვერსიას, რომელიც ცნობილია „ქილილა და დამანას“ სახელწოდებით.

პანჩა-შილა - მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი პრინციპი, რომლებიც ჩამოყალიბებულია ჩინეთისა და ინდოეთის შეთანხმებაში ვაჭრობისა და სხვათა შესახებ (1954 წელი).

პანჩევო - ქალაქი სერბიაში (75 ათასი).

პანჩენკო პიმენ - ბელორუსიის სახალხო პოეტი (დაიბადა 1917 წელს).

პანჩენ-ლამა - ტიბეტში - ერთ-ერთი უმაღლესი სასულიერო პირის ტიტული (დალაი-ლამასთან ერთად მეთაურობს ლამაისტურ ეკლესიას).

პანჩი (ინგლ.) - ინგლისში - თოჯინების თეატრის პოპულარული კომიკური პერსონაჟი.

პანჩი პეტრო (ნამდვილი გვარი პანჩენკო) - უკრაინელი მწერალი (1891-1978 წწ).

პანჩური - იგივეა, რაც პანღური.

პანჯიმი - იხილე პანაჯი.

პანჯნადი - მდინარე სატლეჯის სახელი ქვემო დინებაში.

პაოლინი სტეფანო - თეატინელი ბერი, იტალიელი მესტამბე, პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის შემდგენელ-გამომცემელი (XVII საუკუნე).

პაოლო - რომის პაპის პავლე III-ის დროს (1534-49) პაპის ოლქში შემოღებული ვერცხლის მონეტა; მიმოქცევაში იყო XIX საუკუნის დასასრულამდე.

პაპა

  1. მამის ან დედის მამა; ბაბუა.

  2. სათამაშო ქაღალდი (კარტის), რომელზედაც გამოსახულია გვირგვინიანი კაცი.

  3. ქალაქი უნგრეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ვესპრემის მედიეში (35 ათასი).

პაპა გიგია - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1960 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ზაქარია გუდავაძე. სცენარის ავტორები - გრიგოლ ჩიქოვანი, ი. კროტკოვი. დამდგმელი ოპერატორი - იური რიშკოვი. კომპოზიტორი - მარიამ (მერი) დავითაშვილი. მთავარ როლებში: კოტე დაუშვილი (პაპა გიგია), იამზე გვათუა, თამარ დოლიძე, ჯულიეტა ვაშაყმაძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, იმედა კახიანი, ზურაბ ლაფერაძე, მეგი წულუკიძე, იპოლიტე ხვიჩია.

პაპადატ-ბენჯესკუ ჰორტენზია - რუმინელი მწერალი ქალი (1876-1955 წწ).

პაპაეტე - ქალაქი კუნძულ ტაიტიზე, საფრანგეთის პოლინეზიის ადმინისტრაციული ცენტრი.

პაპავა მარლენ - სპორტსმენი ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1976), სსრკ ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1970, 74), ორგზის მეორე (1970, 76) და ორგზის მესამე (1976, 78) პრიზიორი. 1976 წლის მონრეალის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (დაიბადა 1941 წელს).

პაპავა მიხეილ - კინოდრამატურგი (1906-1975 წწ).

პაპავერინი (ლათ.) - სამკურნალო პრეპარატი; ტკივილის გამაყუჩებელი და ძარღვების გამაფართოებელი საშუალება.

პაპათანასიუ - იხილე პაპატანასიუ.

პაპაინი - მცენარეული პროტოლიზური ფერმენტი ჰიდროლიზების კლასისა.

პაპაიოანუ ეზეკიას - კვიპროსის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1908-1995 წწ).

პაპანაქება - ისეთი ამინდი, როცა მზე ძალიან აცხუნებს.

პაპანება - იგივეა, რაც პაპანაქება.

პაპანდრეუ ანდრეას - საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი 1981-89 და 1993 წლებში (1919-1997 წწ).

პაპანდრეუ გეორგიოს - საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი 1944-45, 1963-65 წლებში (1888-1968 წწ).

პაპანინი ივან - პოლარეთის რუსი მკვლევარი, კონტრ-ადმირალი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი (1894-1986 წწ).

პაპანოვი ანატოლი - თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1922-1987 წწ).

პაპანწყვილი - ტბა ხობის მუნიციპალიტეტში, ოდიშის ვაკეზე.

პაპაპა - შორისდებული - გამოხატავს: 1) გაკვირვებას ან მოწონებას. 2) კატეგორიულ აკრძალვას, უარყოფას.

პაპარაგასი დიმიტრის - საბერძნეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1896-1949 წწ).

პაპარაცი (იტალ.) - ფოტორეპორტიორები, რომლებიც აედევნებიან ხოლმე ცნობილ ადამიანებს, და ცდილობენ მათი ცხოვრების მოულოდნელი მომენტები დააფიქსირონ ფირზე.

პაპასკირი ივანე - აფხაზეთის სახალხო მწერალი (1902-1980 წწ).

პაპატანასიუ (ქმრის გვარის მიხედვითი - მავრომატი) ასპასიუ - ბერძენი მსახიობი ქალი, ანტიფაშისტური მოძრაობის მონაწილე (დაიბადა 1918 წელს).

პაპატიჩის ციებ-ცხელება - მწავე ვირუსული დაავადება; იწვევს მოსკიტის კბენა.

პაპაშენი - შენი პაპა.

პაპაჩემი - ჩემი პაპა.

პაპაჯვარი - ხის ჯვარი, რომელსაც ასობდნენ ყანაში ან ეზოში ვითომდა ავი თვალისაგან დასაცავად.

პაპე ალექსანდრიელი - ძველბერძენი მათემატიკოსი (III საუკუნის მე-2 ნახევარი).

პაპეეტე - ქალაქი კუნძულ ტაიტიზე, საფრანგეთის პოლინეზიის ადმინისტრაციული ცენტრი.

პაპენი დენი - ფრანგი ფიზიკოსი, სითბური ძრავის ერთ-ერთი გამომგონებელი (1647-1714 წწ).

პაპენი ფრანც ფონ - ფაშისტური გერმანიის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო დამნაშავე (1879-1969 წწ).

პაპეული

  1. პაპის ოჯახი.

  2. იგივეა, რაც პაპისეული.

პაპი (ლათ.) - რომის პაპი - კათოლიკური ეკლესიის მეთაური.

პაპი - ქალაქი უზბეკეთის ნამანგანის ოლქში.

პაპი ლასლო - უნგრელი სპორტსმენი (კრივი), ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი 1948, 1952, 1956 წლებში (დაიბადა 1926 წელს).

პაპი სეზარ დე - ბელგიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1842-1890 წწ).

პაპი ჯოზეფ (ნამდვილი გვარი პაპიროვსკი) - ამერიკელი რეჟისორი, თეატრის რეფორმატორი და ექსპერიმენტატორი (1921-1991 წწ).

პაპიდა - პაპის და.

პაპიე-მაშე (ფრანგ.) - პლასტიკური ნივთიერება, რომელიც მიიღება ქაღალდის მასაში წებოს, სახამებლის, თაბაშირის, ცარცის და სხვა ნივთიერეთა შერევით.

პაპილარული ხაზები - ხელის თითებზე არსებული ხაზები, რომლებიც გარკვეულ ჭრელს (სახეებს) ქმნის, უცვლელია ადამიანის მთელი სიცოცხლის მანძილზე.

პაპილიონი (ფრანგ.) - დეკორატიული მინატურული ძაღლის ჯიში.

პაპილომა - ადამიანისა და ცხოველების კეთილთვისებიანი სიმსივნე.

პაპილოტი (ფრანგ.) - ქაღალდის ან ჩვრის ნაჭერი, რომელზედაც ახვევენ თმის კულულებს (ცივად დახვევის დროს).

პაპინი ჯოვანი - იტალიელი მწერალი (1881-1956 წწ).

პაპინიანე ემილიუს - რომაელი იურისტი (დაახლოებით 150-212 წწ).

პაპინო ლუი ჟოზეფ - კანადის პოლიტიკური მოღვაწე (1786-1871 წწ).

პაპირი (პაპირუსი) - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ისლისებრთა ოჯახისა.

პაპიროლოგია - ისტორიულ-ფილოლოგიური დამხმარე სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც შეისწავლის პაპირუსებზე დაწერილ ტექსტებს.

პაპიროსი (პოლონ.) - თამბაქოთი ამოვსებული ქაღალდის მილი მოსაწევად.

პაპირუსი (ბერძნ.)

  1. ერთგვარი ტროპიკული ლერწამი; ჭილი.

  2. ამ მცენარის ღეროებისაგან დამზადებული საწერი მასალა.

პაპისეული - პაპის ნაქონი.

პაპის ოლქი (პაპის სახელმწიფო) - რომის პაპების გამგებლობაში არსებული თეოკრატიული სახელმწიფო 786-1870 წლებში იტალიაში.

პაპისპაპა - შორეული წინაპარი.

პაპობა - რომის კათოლიკური ეკლესიის მონარქიული ხასიათის მმართველობის სისტემა.

პაპოშვილები - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

პაპუა

  1. მარჯნის ზღვის ყურე (პაპუა-ახალი გვინეა).

  2. 1973 წლამდე ავსტრალიის კოლონია, რომელიც შევიდა პაპუა-ახალი გვინეის შემადგენლობაში.

პაპუა - ახალი გვინეა (პაპუა-ახალი გვინეის დამოუკიდებელი შტატები, ინგლ. Independent State of Papua New Guinea).

- სახელმწიფო ოკეანეთში, წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კუნძულ ახალი გვინეის აღმოსავლეთ ნაწილსა და მიმდებარე კუნძულებზე.
- დამოუკიდებლობის დღე (ავსტრალიისგან) - 1975 წლის 16 სექტემბერი.
- ჰიმნი - „O Arise All You Sons“.
- მმართველობის ფორმა - კონსტიტუციური მონარქია.
- სახელმწიფოს მეთაური - ინგლისის დედოფალი, რომელსაც ადგილზე გენერალ-გუბერტნატორი ენაცვლება.
- საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული პარლამენტი.
- ფარათობი - 462 840 კვ.კმ.
- დაყოფილია 20 პროვინციად.
- მოსახლეობა - 6,3 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 13 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მოსახლეობის უმეტესობა ქრისტიანული აღმსარებლობისაა.
- ოფიციალური ენა - ინგლისური.
- დედაქალაქი - პორტ-მორსბი.
- ვალუტა - კინა.
- ქვეყნის კოდი - PNG.
- დროის სარტყელი - UTC +10.
- სატელეფონო კოდი - +675.
- ინტერნეტ-დომენი - PG.

პაპუასები - ახალი გვინეის, მელანეზიის და წყნარი ოკეანის სხვა კუნძულების მკვიდრი მოსახლეობის უმეტესობის კრებითი სახელი.

პაპულა (ლათ.) - მედიცინაში - მშრალი მუწუკი, კვანძი.

პაპუწიშვილი-ქსიფილინოსი იოანე - XVIII საუკუნის ქართველი მწიგნობარი.

პაპყი - პირველად მოსული, თხლად დადებული თოვლი, რომელიც ჯერ კიდევ მთლად ვერ ფარავს არემარეს.

პაპწვა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

პაჟთა კორპუსი - პრივილეგირებული სამხედრო სასწავლებელი მეფისდროინდელ რუსეთში.

პაჟი (ფრანგ.)

  1. დასავლეთ ევროპაში - ახალგაზრდა აზნაური (ვაჟი), რომელიც მსახურად ედგა ფეოდალს ან მეფეს და გადიოდა რაინდობისათვის მზადების პირველ საფეხურს.

  2. პაჟთა კორპუსის აღსაზრდელი (პაჟთა კორპუსი) - თავად-აზნაურთა სამხედრო სასწავლებელი).

პარა

  1. (რიუ-პარა) მდინარე ბრაზილიაში, ამაზონის მარჯვენა შენაკადი.

  2. შტატი ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში; ადმინისტრაციული ცენტრი - ბელენი.

პარა (ბერძნ.) - რთულის სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - აღნიშნავს რამესთან ახლოს არსებობას ან რისამე გადახრას, დარღვევას.

პარაბელუმი (ლათ.) - ერთგვარი ავტომატური პისტოლეტი.

პარაბიოზი (ბერძნ.)

  1. ორი (ან რამდენიმე) ორგანიზმის ხელოვნურად შეზრდის მეთოდი (სისხლძარღვებისა და ლიმფური ჯირკვლების შეერთების საშუალებით).

  2. ქსოვილის აგზნებადობისა და გამტარობის დაქვეითება, რომელიც მოსდევს მეტისმეტ გაღიზიანებას.

პარაბოლა (ბერძნ.) - მათემატიკაში - ჩაუკეტავი მრუდი, რომლის ყოველი წერტილი თანაბრად არის დაშორებული მოცემული წერტილიდან (ფოკუსიდან) და მოცემული სწორი ხაზიდან.

პარაბოლოიდი (ფრანგ.) - ისეთი პარაბოლის მოძრაობით წარმოქმნილი ზედაპირი, რომლის წვერო დასრიალებს მეორე (უძრავ) პარაბოლაზე.

პარაგანგლიონები (ბერძნ.) - ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის ენდოკრინული ჯირკვლები, რომელთა საშუალებითაც ხდება ადრენალინის გამომუშავება და სისხლში გადასვლა.

პარაგენეზისი (ბერძნ.)

  1. წარმოქმნის საერთო პირობებით შეკავშირებული მინერალების თანაარსებობა დედამიწის ქერქში.

  2. წარმოქმნის საერთო პირობებით შეკავშირებული ქიმიური ელემენტების თანაარსებობა მინერალებში.

პარაგვაული ჩაი - მარადმწვანე მცენარე; სხვაგვარად ეწოდება მატე.

პარაგვაი (პარაგვაის რესპუბლიკა, ესპან. Republica del Paraguay, გუარანის ენაზე - Teta Paraguaype).

- სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში. სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება არგენტინას, ჩრდილო-დასავლეთით - ბოლივიას, ჩრდილო-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით - ბრაზილიას. ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია.
- სახელის წარმოშობა უკავშირდება მდინარე პარანას და გუარანის ენაზე ნიშნავს - „დიდი მდინარიდან“.
- დამოუკიდებლობის დღე (ესპანეთისგან) - 1811 წლის 15 მაისი.
- ეროვნული დევიზი - „Paz y justicia“ (მშვიდობა და მართლმსაჯულება).
- ჰიმნი - „Paraguayos, Republica o Muerte”.
- მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
- მთავრობის და სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი.
- ფართობი - 406 750 კვ.კმ.
- დაყოფილია 18 დეპარტამენტად.
- მოსახლეობა - 6,4 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 16 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - ესპანური.
- დედაქალაქი - ასუნსიონი.
- ვალუტა - გუარანი (გვარანი).
- ქვეყნის კოდი - PRY.
- დროის სარტყელი - UTC -4.
- სატელეფონო კოდი - +595.
- ინტერნეტ-დომენი - PY.

პარაგვაი - მდინარე ბრაზილიასა და პარაგვაიში, მდინარე პარანის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 2500 კილომეტრი).

პარაგრაფი (ბერძნ.) - წიგნის, სტატიის, ოფიციალური დოკუმენტის ტექსტის ნაწილი, რომელსაც თავში ჩვეულებრივ საგანგებო ნიშანი უზის რიგითი ნომრის წინ.

პარაგრიპი (ბერძნ.) - სასუნთქი გაზების მწვავე ვირუსული დაავადება; უპირატესად ბავშვებს ემართებათ.

პარაგუანა - ნახევარკუნძული სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ სანაპიროსთან (ვენესუელა).

პარადი

  1. ორი მდინარის სახელწოდება სამხრეთ ამერიკაში: 1) ბრაზილიის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, ერთვის ატლანტის ოკეანეს. 2) ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ერთვის ატლანტის ოკეანეს.

  2. ბალნეოლოგიური კურორტი უნგრეთის ჰევეშის მედიეში.

  3. (ფრანგ.) ჯარების საზეიმო დათვალიერება; აღლუმი.

  4. საზეიმო სვლა.

  5. (ფრანგ.) - ფარიკაობაში (აგრეთვე ჭიდაობაში, კრივში) - თავდაცვის ილეთი.

პარადი ვანესა - ფრანგი კინომსახიობი და ესტრადის მომღერალი ქალი (დაიბადა 1973 წელს).

პარადიგმა (ბერძნ.) - გრამატიკაში - რომელიმე სიტყვის ფორმათა ტაბულა როგორც ბრუნების ან უღვლილებათა ნიმუში.

პარადიგმატიკა - გრამატიკის დარგი, მორფოლოგიის ნაწილი, მოიცავს ბრუნებისა და უღვლილების პარადიგმებს; მნიშვნელობით უახლოვდება ფლექსიას (მიმოხვრას).

პარადისი - ბევრ ევროპულ ენაში „სამოთხის“ სინონიმი.

პარადოქსი (ბერძნ.) - აზრი, მსჯელობა, რომელიც მკვეთრად განსხვავდება საყოველთაოდ აღიარებულისაგან, ეწინააღმდეგება საღ აზრს.

პარადოქსული - უჩვეულო.

პარად-პროლოგი (ფრანგ.) - ცირკში - წარმოდგენის დასაწყისი, შესავალი ნაწილი, პროგრამის ყველა მონაწილის ერთდროული თეატრალიზებული გამოსვლა.

პარადული

  1. საზეიმო.

  2. მოჩვენებითი, უსაფუძვლო.

პარადულობა - მოჩვენებითი წარმატებებით დატკბობა, უსაფუძვლო საზეიმო განწყობილება.

პარავანი (ინგლ.) - წყალქვეშა აპარატი მოძრავი ხომალდის კორპუსის დასაცავად ნაღმის დაჯახებისგან.

პარავისინო--არტეაგა ორტენსიო ფელიქს - ესპანელი პოეტი, მღვდელმსახური (1580-1633 წწ).

პარაზინსკი სკოტ ედვარდ - ამერიკელი ასტრონავტი, ოთხი კოსმოსური ფრენის მონაწილე 1994-2001 წლებში (დაიბადა 1961 წელს).

პარაზიტი (ბერძნ.)

  1. ორგანიზმი, რომელიც სხვა ცოცხალ ორგანიზმზე ცხოვრობს და მის ხარჯზე საზრდოობს.

  2. (გადატანით) ადამიანი, რომელიც სხვისი შრომით ცხოვრობს; მუქთახორა.

პარაზიტიზმი

  1. ბიოლოგიაში - სხვადასხვა სახეობის ორ ორგანიზმს შორის დამოკიდებულების ფორმა, როდესაც ერთი მათგანი (პარაზიტი) იყენებს მეორეს, როგორც კვების წყაროს.

  2. მუქთახორობა.

პარაზიტოლოგია - მეცნიერება პარაზიტებისა და პარაზიტიზმის შესახებ.

პარაიბა

  1. შტატი ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში; ადმინისტრაციული ცენტრი - ჟუან-პესოა.

  2. ბრაზილიის ქალაქ ჟუან-პესოას ძველი სახელწოდება.

  3. მდინარე ბრაზილიაში, ერთვის ატლანტის ოკეანეს (სიგრძე - 1060 კილომეტრი).

პარაკასი - ძვ.წ.აღ. I ათასწლეულის II ნახევრის - ახ.წ.აღ. დასაწყისში თანამედროვე პერუს სამხრეთ სანაპიროზე მცხოვრებ მიწათმოქმედ ტომთა არქეოლოგიური კულტურა.

პარაკლისი (ბერძნ.) - საეკლესიო მღვდელმსახურება.

პარაკლიტონი - რვა ხმაზე გაწყობილი სადაგი დღეების (ორშაბათ-შაბათი) საგალობელთა კრებული. ბერძნულიდან ქართულად XI საუკუნეში უნდა იყოს თარგმნილი.

პარაკუ - ქალაქი ბენინში, ბორგუს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

პარალაქსი (ბერძნ.) - საგნის მდებარეობის ხილული ცვლილება დამკვირვებლის თვალის გადანაცვლების შედეგად.

პარალელეპიპედი (ბერძნ.) - ექვსწახნაგა სხეული, რომლის მოპირდაპირე წახნაგები (წყვილ-წყვილად) ტოლი პარალელოგრამებია.

პარალელი (ბერძნ.)

  1. პარალელური ხაზი.

  2. ეკვატორის პარალელურად გატარებული წარმოსახვითი ხაზი დედამიწის ზედაპირზე.

  3. მოვლენა, რომელიც შეიძლება შეედაროს სხვა, ანალოგიურ მოვლენას; შედარება, შეპირისპირება.

პარალელიზმი

  1. მათემატიკაში - ხაზების ან სიბრტყეების ერთმანეთისგან თანაბარი დაცილებულობა.

  2. ორი მოვლენის, მოქმედების მუდმივი თანაფარდობა და თანაარსებობა.

  3. ორი პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ ერთგვარი სამუშაოს შესრულება ერთმანეთთან შეუთანხმებლად; დუბლირება.

  4. პარალელოგრამი (ბერძნ.) - ოთკუთხედი, რომლის მოპირდაპირე გვერდები ერთმანეთის ტოლი და პარალელურია.

პარალელური

  1. მათემატიკაში - ისეთი ხაზი (ან სიბრტყე) რომელიც მთელ სიგრძეზე თანაბარი მანძილით არის დაშორებული მეორე ხაზისგან (სიბრტყისგან) და, რომ გაგრძელდეს, არ გადაკვეთს მას.

  2. რაც რისამე გასწვრივ არის და მთელ სიგრძეზე დაახლოებით თანაბარი მანძილითაა დაშორებული.

  3. რისამე მსგავსი, შესატყვისი.

  4. რამესთან ერთად, ერთდროულად მიმდინარე.

პარალიზება

  1. დადამბლავება.

  2. (გადატანით) მოქმედების უნარის ან საშუალების დაკარგვა.

პარალიზი (ბერძნ.) - დამბლა.

პარალინგვისტიკა - ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც შეისწავლის სამეტყველო ურთიერთობაში გამოყენებულ არაენობრივ საშუალებებს (ხმის სიმაღლეს, პაუზების განაწილებას და ა.შ.).

პარალიტიკი - დამბლადაცემული.

პარალოგიზმი (ბერძნ.) - უნებლიე ლოგიკური შეცდომის შედეგად მიღებული მცდარი დასკვნა.

პარალოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ათენელთა გმირი, რომელსაც მიეწერება გემისა და ზღვაოსნობის გამოგონება.

პარამაგნეტიზმი - პარამაგნიტურ ნივთიერებათა დამახასიათებელი მოვლენებისა და თვისებების ერთობლიობა.

პარამაგნიტური - რაც მაგნიტის პოლუსებისაკენ სუსტად მიიზიდება.

პარამაგნიტური ნივთიერებანი - ნივთიერებანი, რომლებსაც სუსტი მაგნიტური თვისებები აქვს.

პარამარიბო - სურინამის დედაქალაქი და მთავარი პორტი (200 ათასი).

პარამესვარა - მალაკის სასულთნოს დამაარსებელი და მმართველი XVI საუკუნის დასაწყისში.

პარამეტრი

  1. მათემატიკაში - სიდიდე, რომელიც შედის მათემატიკურ ფორმულაში და თავის მუდმივ მნიშვნელობას ინარჩუნებს მხოლოდ მოცემული ამოცანის პირობებში.

  2. რაიმე საგნის ან მოვლენის ძირითადი თვისებების დანახასიათებელი სიდიდე ან სიდიდეები.

პარამეტრიტი - საშვილოსნოსირგვლივი ფაშარი ან შემაერთებელი ქსოვილის ანთება.

პარამეტროპი - ავსტრალოპითეკების ოჯახის ადამიანის მსგავსი მაიმუნების ნამარხი გვარი.

პარამილიოს-დე-უსპალიატის ქედი - იხილე უსპალიატა.

პარამნეზია (ბერძნ.) - მედიცინაში - მეხსიერების მცდარობა, მისი ისეთი მოშლილობა, როდესაც ადამიანი ახალ მოვლენებს აღიქვამს, როგორც ოდესღაც უკვე განცდილს.

პარამუშირი - კუნძული კურილის კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილში.

პარანა

  1. მდინარე პარაგვაიში, ბრაზილიასა და არგენტინაში, ერთვის ლა-პლატის ყურეს (სიგრძე - 4380 კილომეტრი).

  2. ქალაქი არგენტინის დასავლეთ ნაწილში, ენტრე-რიოსის პროვინციაში (280 ათასი). 3) შტატი ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში; ადმინისტრაციული ცენტრი - კურიტიბა.

პარანაგუა - ქალაქი ბრაზილიის პარანის შტატში.

პარანაიბა - მდინარე ბრაზილიაში, მდინარე პარანის მარჯვენა შენაკადი.

პარანაპანემა - მდინარე ბრაზილიაში, მდინარე პარანის მარცხენა შენაკადი.

პარანგონი (ფრანგ.) - უნაკლო, უზადო ბრილიანტი.

პარანდოვსკი იან - პოლონელი მწერალი და კულტურის ისტორიკოსი (1895-1978 წწ).

პარანეფრიტი (ბერძნ.) - თირკმლისირგვლივი ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ანთება.

პარანთეზი (ფრანგ.) - პოლიგრაფიაში - ფიგურული ფრჩხილი, რომლითაც აერთიანებენ რამდენიმე სიტყვას ან სტრიქონს (უპირატესად ტაბულებში).

პარანთროპი (ბერძნ.) - ადამიანის მსგავსი განმარხებული მაიმუნი, რომელიც ახლოსაა ავსტრალოპითეკთან; მისი ნაშთები ნაპოვნია აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში.

პარანოია (ბერძნ.) - ერთგვარი ფსიქიკური დაავადება; ზოგჯერ ახასიათებს ჰალუცინაციები, ბოდვები.

პარანოიკი - პარონიით შეპყრობილი ადამიანი.

პარანომია (ბერძნ.) - კანონებში არსებული წინააღმდეგობა.

პარაპეტი (იტალ.) - რისამე (მაგალითად, ხიდის) გასწვრივ გაკეთებული მოაჯირი.

პარაპლეგია (ბერძნ.) - მედიცინაში - ზედა ან ქვედა ორივე კიდურის დამბლა.

პარასელის კუნძულები - იხილე სიშა.

პარასიმპათიკური ნერვული სისტემა - ვეგეტატიური ნერვული სისტემის ნაწილი; მონაწილეობს შინაგანი ორგანოების მოქმედების რეგულირებაში და სხვა. მისი ბოჭკოები ცენტრალური ნერვული სისტემიდან ატარებენ იმპულსებს, რომლებიც ანელებენ გულის ცემას, დაბლა სწევენ არტერიულ წნევას და სხვა.

პარასიოს ეფესელი - ძველბერძენი ფერმწერი (ძვ.წ.აღ. V ს მე-2 ნახევარი).

პარასიტოსი - თანამესუფრე ძველ საბერძნეთში.

პარასკარიდოსი - კენტჩლიქოსნების ჰელმინთოზი; მისი გამომწვევია პარასკარიდა, რომელიც პარაზიტობს წვრილ ნაწლავებში.

პარასკევი (ბერძნ.) - შვიდდღიანი კვირის მეხუთე დღის სახელწოდება.

პარასკევობა - ბაზრობა, რომელიც პარასკევობით იმართებოდა ხოლმე.

პარასკენიონი (ბერძნ.) - ძველ ბერძნულ თეატრში - სკენეს გვერდით მინაშენი, საიდანაც მოედანზე (ორქესტრაზე) გამოდიოდნენ მსახიობები და ქორო.

პარასკეობით - ყოველ პარასკევ დღეს.

პარასოლი (ფრანგ.)

  1. მზის ქოლგა.

  2. ერთფრთიანი პატარა თვითმფრინავი.

პარასტიქი (ბერძნ.) - ფოთლები, ყვავილები და სხვა, რომლებიც ერთმანეთს მჭიდროდ ეხებიან და ქმნიან ირიბ, სპირალურად დახვეულ მწკრივს.

პარატიქსი (ბერძნ.) - ლინგვიტიკაში - თანწყობა (წინადადებათა).

პარატიფი (ბერძნ.) - მუცლის ტიფის მსგავსი მწვავე გადამდები დაავადება.

პარაფი (ფრანგ.)

  1. კალმის ერთი მოსმით ხელმოწერა, ხვეული ხელმოწერა.

  2. შემოკლებული ხელმოწერა, ინიციალები.

პარაფილარიოზი - კენტჩლიქოსან და მცოხნავ ცხოველთა ჰელმინთოზური დაავადება; მისი გამომწვევია ფილარიიდეს ოჯახის მრგვალი ჭია.

პარაფიმოზი - სასქესო ასოს თავის ჩაჭედვა ჩუჩის შიგნითა ფურცლის რგოლში.

პარაფინი (ფრანგ.) - სანთლისმაგვარი თეთრი ან მოყვითალო ნივთიერება, რომელსაც იღებენ ნავთობისაგან, მურა ნახშირისაგან და სხვა.

პარაფირება - წინასწარი (მხოლოდ ინიციალებით) ხელის მოწერა ოფიციალურ ხელმოწერამდე (საერთაშორისო ხელშეკრულებისა).

პარაფრაზი (ბერძნ.)

  1. მუსიკაში - ვირტუოზული ხასიათის ინსტრუმენტული პიესა, რომელიც დაწერილია სხვისი მუსიკალური ნაწარმოების ან ხალხური მელოდიის თემაზე.

  2. იგივეა, რაც პერიფრაზი.

პარაფრენია (ბერძნ.) - ერთგვარი ფსიქიკური აშლილობა; ახასიათებს სისტემატური ბოდვა, ჰალუცინაციები.

პარაფსიქოლოგია - კვლევა-ძიების დარგი; ძირითადად შეისწავლის: 1) მგრძნობელობის ფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ინფორმაციის მიღების ისეთ ხერხებს, რომელთა ახსნა არ ხერხდება გრძნობის ორგანოების მოქმედებით. 2) ცოცხალი არსების ზემოქმედების ფორმებს ისეთ ფიზიკურ მოვლენებზე, რომლებიც ხდება ორგანიზმის მიღმა, კუნთოვანი ძალდატანების გარეშე (სურვილით, გონებრივი ზემოქმედებით და სხვა).

პარაქრონიზმი (ბერძნ.) - შეცდომა რაიმე მომხდარი ამბის თარიღის დადგენაში; ქრონოლოგიური შეცდომა.

პარაშუტი (ფრანგ.)

  1. თვითმფრინავიდან ადამიანის გადმოსახტომი ან ტვირთის ჩამოსაგდები მოწყობილობა; ჰაერში იხსნება ქოლგასავით.

  2. მექანიზმი, რომელიც მაღაროში ბაგირის გაწყვეტის შემთხვევაში ამწევ გალიას იცავს ჩავარდნისგან.

პარაშუტიზმი - საპარაშუტო სპორტი; პარაშუტით ხტომის თეორია და პრაქტიკა.

პარაშუტისტი - პირი, რომელიც მისდევს პარაშუტიზმს, პარაშუტით ხტება.

პარაცელსუსი (ნამდვილი სახელი - ფილიპ აურეოლ თეოფრასტ ბომბასტ ფონ ჰოჰენჰეიმი) - აღორძინების ეპოქის ექიმი, ნატურფილოსოფოსი და ალქიმიკოსი; მოღვაწეობდა გერმანიში, ავსტრიასა და შეიცარიაში (1493-1541 წწ).

პარდო ბასანი ემილია - ესპანელი მწერალი ქალი (1852-1921 წწ).

პარდონ (ფრანგ.) - უკაცრავად! ბოდიში!

პარდუბიცე - ქალაქი ჩეხეთის აღმოსავლეთ ჩეხიის ოლქში (95 ათასი).

პარე ამბრუაზ - ფრანგი ქირურგი (1507, სხვა ცნობებით 1509 ან 1510 - 1590 წწ).

პარეზი (ბერძნ.) - რაიმე ორგანოს მოძრაობითი ფუნქციის მოდუნება; არასრული დამბლა.

პარეიაზავრები - ამომწყდარი ბალახისმჭამელი ქვეწარმავლების ქვერიგი.

პარემია (ბერძნ.) - იგავი, გამონათქვამი, ანდაზა.

პარემიოგრაფია - ანდაზების ჩაწერა და გამოცემა.

პარენქიმა (ბერძნ.) - მცენარის ქსოვილი, რომელიც შედგება ერთი ზომის უჯრედებისაგან.

პარენქიმულა - ღრუბლებისა და ნაწლავღრუიანთა განვითარების სტადია.

პარესთეზია (ბერძნ.) - კანის გახევების ისეთი შეგრძნება, თითქოს ჭიანჭველები დაცოცავენო, გამოწვეული გაღიზიანების გარეშე.

პარეტო ვალფრედო - იტალიელი ეკონომისტი და სოციოლოგი (1848-1923 წწ).

პარეხი - ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა, მონასტერი შუა საუკუნეების საქართველოში, ტაო-კლარჯეთის (ახლა თურქეთის ტერიტორიაა).

პარვე რალფ - ესტონელი მწერალი (დაიბადა 1919 წელს).

პარვენიუ (ფრანგ.) - თავადაზნაურულ-ბურჟუაზიულ წრეებში აგდებით ხსენება უგვარო პირისა, რომელმაც შეაღწია უმაღლეს საზოგადოებაში და ბაძავს იქ მიღებულ ცხოვრების წესსა და მანერებს.

პართენიონი - ძველ საბერძნეთში - არკადიასა და არგოლიდას შორის მდებარე მთა, სადაც ჰერაკლემ კერინის შველი დაიჭირა. იქ მდებარეობდა პანის სამლოცველო.

პართენოგენეზი (ბერძნ.) - სქესობრივი გამრავლების ერთ-ერთი ფორმა - კვერცხის განვითარება განაყოფიერების გარეშე.

პართენოკარპია (ბერძნ.) - უთესლო ნაყოფის განვითარება განაყოფიერების გარეშე; დამახასიათებელია ყურძნის, მანდარინის, ხურმის, პომიდორის, კიტრის და ბევრი სხვა მცენარის ცალკეული ჯიშებისათვის.

პართენონი - ღმერთქალ ათენას მთავარი ტაძარი ათენში, რომლის აგება ძვ.წ.აღ. 432 წელს დაასრულეს.

პართენოპე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი სირინოზი || სირენი, ქალაქი ნეაპოლის ძველი სახელწოდების - პართენოპეას - ეპონიმი.

პართენოპაიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თებეს წინააღმდეგ გალაშქრებულ შვიდ გმირთაგან ერთ-ერთი.

პართენოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად,: ათენას ზედმეტი სახელი, საიდანაც მომდინარეობს მისი სახლეობის მთავარი ტაძრის - პართენონის სახელი.

პართიის სამეფო - ძველი სახელმწიფო ისტორიული ირანის ტერიტორიაზე.

პართული დრაქმა - ძვ.წ.აღ. III - ახ.წ.აღ. III საუკუნიის პართიის სამეფოში მოჭრილი ვერცხლის მონეტები.

პარი - ქართული ანბანის მეთხუთმეტე ასოს პ-ს სახელწოდება.

პარი უილიამ ედუარდ - პოლარეთის ინგლისელი მკვლევარი (1790-1855 წწ).

პარი ფერუჩო - იტალიის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1890-1981 წწ).

პარი ჩარლზ ჰოუბერტ ჰეისტინგზ - ინგლისელი კომპოზიტორი (1848-1918 წწ).

პარია

  1. ნახევარკუნძული ვენესუელაში.

  2. ატლანტის ოკეანის ყურე სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ სანაპიროსთან (ვენესუელა).

  3. (ტამილ.) სამხრეთ ინდოეთში - ერთ-ერთი უდაბლესი კასტა.

  4. იტყვიან უუფლებო, დაჩაგრულ ადამიანზე.

პარიეტალური (პარიესული) - სხეულის რომელიმე ღრუს კედლებთან დაკავშირებული; კედლისმიერი.

პარიზი (უძველესი სახელი „ლუტეცია“) - საფრანგეთის დედაქალაქი. გაშენებულია მდინარე სენაზე. ისტორიულ ოლქ ილ-დე-ფრანსის მთავარი ქალაქი. დაარსებულია ძვ.წ.აღ. I საუკუნეში. VI საუკუნიდან იყო ფრანკთა სახელმწიფოს დედაქალაქი. X საუკუნიდან „საფრანგეთად“ წოდებული ქვეყნის დედაქალაქია (დიდი პარიზი 9,1 მილიონი).

პარიზის აუზი (ჩრდილოეთ საფრანგეთის დაბლობი) - ვაკე საფრანგეთში.

პარიკი (ფრანგ.) - ადამიანის თმის გამზადებული ვარცხნილობა, ქსოვილზე დაკერებული.

პარიკმახერი - ოსტატი, რომელიც კრეჭს, პარსავს, თმას ახვევს.

პარიკუტინი - მოქმედი ვულკანი მექსიკაში (2774 მეტრი).

პარინი ჯუზეპე - იტალიელი პოეტი (1729-1799 წწ).

პარინიასი - კონცხი პერუში, სამხრეთ ამერიკის უკიდურესი დასავლეთი წერტილი.

პარის არქიპელაგი - კუნძულების ჯგუფი კანადის არქტიკის არქიპელაგში, ეკუთვნის კანადას.

პარისი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტროელი მეფისწული, პრიამოსისა და ჰეკაბეს ვაჟი, სპარტის მეფის მენელაოსის ცოლის - ულამაზესი ელენეს - გამტაცებელი, რის მიზეზითაც ტროის ომი დაიწყო.

პარიტეტი (გერმ.)

  1. ეკონომიკაში - სხვადასხვა ქვეყნის ვალუტის შეფარდება ოქროთი.

  2. მხარეთა თანასწორობის პრინციპი რაიმე უთანხმოების, კონფლიქტის გარჩევისას.

პარიტეტული - პარიტეტზე, მხარეთა თანასწორობაზე დაფუძნებული.

პარკები (ლათ.) - რომაულ მითოლოგიაში - ბედისწერის სამი ქალღმერთი (ბერძნულ მითოლოგიაში მათ შეესაბამებიან მოირები).

პარკერი ალან - ინგლისელი კინორეჟისორი, მოღვაწეობს ამერიკაში (დაიბადა 1944 წელს).

პარკერი (ნამდვილი გვარი როთშილდი) დოროთი - ამერიკელი მწერალი ქალი (1893-1967 წწ).

პარკერი რიჩარდ - ინგლისელი მეზღვაური, 1797 წელს სამხედრო-საზღვაო ფლოტში მომხდარი აჯანყების მეთარი (1767-1797 წწ).

პარკერიზაცია - ლითონის ნაწარმის კოროზიისაგან დაცვის ხერხი ფოსფატების ხსნარში მისი ჩაყურსვის და შემდგომ ლაქსაღებავების დაფარვის გზით.

პარკეტი (ფრანგ.) - პატარა ოთხკუთხა ან სხვა ფორმის გლუვი ფიცრები იატაკის დასაგებად; ასეთი ფიცრებით დაგებული იატაკი.

პარკი (ინგლ.)

  1. დიდი ბაღი, კორომი, რომელშიც არის ხეივნები, ყვავილნარები, სათამაშო მოედნები და სხვა.

  2. სარკინიგზო ან ტრამვაის ვაგონების, ავტომობილების და მისთანების სადგომი ადგილი, სადაც მათ უვლიან, არემონტებენ.

  3. სატრანსპორტო საშუალებათა ერთობლიობა.

  4. მრეწველობის რომელიმე დარგის მექანიზმთა ერთობლიობა.

  5. ქსოვილის, ქაღალდის, ცელოფნის სათავსი პატარა ტომრის ან ჩანთის მსგავსი.

  6. წვრილი ბოჭკოებისაგან შემდგარი ნახვევი, რომელსაც აბრეშუმის ჭია და მისთანები აკეთებენ თავის გარშემო ჭუპრად გადაქცევამდე.

პარკი მანგო - ინგლისელი აფრიკის მკვლევარი (1771-1806 წწ).

პარკინგი (ინგლ.) - ავტომობილების სადგომი.

პარკინსონის დაავადება (პარკინსონიზმი) - მედიცინაში - თავის ტვინის ქრონიკული დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია კიდურებისა და თავის კანკალი.

პარკოსანნი - ორლებნიანთა კლასის ერთი დიდ ოჯახთაგანი; ახასიათებს ნაყოფ-პარკი; მას განეკუთვნება ლობიო, მუხუდო, სოია, იონჯა, სამყურა და სხვა.

პარკუჭანა - იგივეა, რაც პარკუჭი.

პარკუჭი

  1. პატარა პარკი.

  2. ანატომიაში - გულის ერთ-ერთი განყოფილება.

პარლამენტარი - პარლამენტის წევრი.

პარლამენტარიზმი - სისტემა სახელმწიფო მმართველობისა, რომლის სათავეში არის პარლამენტი.

პარლამენტი (ფრანგ.) - უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ არჩევითია.

პარლამენტიორი - ერთ-ერთი მეომარი მხარის მიერ მოწინააღმდეგესთან მოსალაპარაკებლად წარგზავნილი პირი.

პარლერი იოჰან - გერმანელი არქიტექტორი (XIV ს).

პარლერი (პარლერჟი) პეტერ - გერმანელი არქიტექტორი და მოქანდაკე, 1356 წლიდან მუშაობდა ჩეხეთში (1330-1399 წწ).

პარლერი მიხაელ - გერმანელი არქიტექტორი (XIV ს).

პარლერი ჰაინრიხ - გერმანელი არქიტექტორი (დაიბადა 1310-სა და 1330-ს შორის).

პარმა - ქალაქი ცენტრალურ იტალიაში, ემილია -რომანიის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (175 ათასი).

პარმაღი - აივანი, დერეფანი.

პარმეზანი (ფრანგ.) - იტალიური მოხდილი ყველი, რომელსაც უპირატესად მაკარონის საკმაზად იყენებენ.

პარმელენი ელენ - ფრანგი მწერალი ქალი (დაიბადა 1915 წელს).

პარმენიდე ელეელი - ძველბერძენი ფილოსოფოსი (დაიბადა ძვ.წ.აღ. 540 ან 515 წლებში).

პარმენიონი - ფილიპე II-ისა და ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავარი (დაახლოებით ძვ.წ. აღ. 400 - 330 წწ).

პარმიჯანინო (ნამდვილი გვარი მაცოლა) ფრანჩესკო - იტალიელი ფერმწერი (1503-1540 წწ).

პარნაიბა - მდინარე ბრაზილიაში, ერთვის ატლანტის ოკეანეს (სიგრძე - 1450 კილომეტრი).

პარნასი

  1. მთის მასივი საბერძნეთში.

  2. მთიანეთი ფოკიდაში (საბერძნეთი), მუზებისა და აპოლონის ადგილსამყოფელი.

  3. გადატანითი მნიშვნელობით - პოეტების გაერთიანება, თავყრილობა.

  4. XIX საუკუნის 80-იანი წლების ფრანგ პოეტთა გაერთიანება.

პარნელი ჩარლზ სტიუარტ - ირლანდიის პოლიტიკური მოღვაწე (1846-1891 წწ).

პარნი ევარისტ დეზირე დე ფორჟი - ფრანგი პოეტი (1753-1814 წწ).

პარნოკი სოფია - რუსი პოეტი ქალი (1885-1933 წწ).

პარნონი - მთაგრეხილი საბერძნეთში.

პარო ანდრე - ფრანგი არქეოლოგი (1901-1990 წწ).

პაროდი ჯოვანი - იტალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1889-1962 წწ).

პაროდია (ბერძნ.)

  1. სატირული ხასიათის მიბაძვა ვისიმე ან რისიმე სუსტი მხარეების გაკილვის მიზნით.

  2. (გადატანით) გარეგნული მიბაძვა, რომელიც ამახინჯებს იმის არსს, რასაც ბაძავენ.

პაროდისტი - პაროდიების შემთხზველი.

პაროდონტოზი (ბერძნ.) - მედიცინაში - ღრძილების ქრონიკული დაავადება, რომელსაც თან სდევს ჩირქოვანი ანთება; იწვევს კბილების მორყევასა და დაცვენას (იგივე ალვეოლური პიორეა).

პაროლი (ფრანგ.) - დათქმული საიდუმლო სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც იყენებენ თავისიანების გამოსაცნობად სამხედრო სამსახურში ან კონსპირაციულ ორგანიზაციებში.

პარონიანი აკოფ - სომეხი მწერალი-სატირიკოსი (1843-1891 წწ).

პარონიმები (ბერძნ.) - სიტყვები, რომლებიც გარეგნულად ნაწილობრივ ჰგავს ერთმანეთს და ეს მსგავსება შემთხვევითია.

პარონიქია - ფრჩხილისირგვლივი რბილი ქსოვილების ანთება.

პაროსი - კუნძული ეგეოსის ზღვაში, ეკუთვნის საბერძნეთს.

პაროტიტი - მედიცინაში - ყბა-ყურის (სანერწყვე) ჯირკვლების ანთება.

პაროქსიზმი (ბერძნ.)

  1. რაიმე ავადმყოფობის პერიოდული შეტევა.

  2. რაიმე ძლიერი გრძნობის უეცარი მოწოლა, მწვავე განცდა.

პარპალი

  1. თვალების ხშირი ხამხამი.

  2. ალის ნელი რხევა, თრთოლა.

პარპაში - საკუთარ ნებაზე მოქმედება, თვითნებური, შეუზღუდველი ქცევა.

პარპრიზი - ავტომობილის წინა საქარე მინა.

პარსეკი - ვარსკვლავიერი მანძილების საზომი ერთეული; უდრის 3,26 სინათლის წელიწადს (30,84X1012 კმ-ს ანუ 30,840 მლრდ. კმ-ს).

პარსონზი ალბერტ როს - აშშ-ს მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1848-1887 წწ).

პარსონზი ტოლკოტ - ამერიკელი სოციოლოგ-თეორიტიკოსი (1902-1979 წწ).

პარსონზი უილიამ, ლორდი როსი - ირლანდიელი ასტრონომი (1800-1867 წწ).

პარსუნა - რუსული, ბელორუსული და უკრაინული პორტრეტული ფერწერის პირობითი სახელი.

პარტახი - უპატრონოდ მიტოვებული, აოხრებული, განადგურებული.

პარტახტი - ლაქები, გამონაყარი სხეულზე.

პარტახტიანი - პარტახტიანი ტიფი - ტიფის ერთ-ერთი სახეობა.

პარტერი (ფრანგ.)

  1. თეატრში - მაყურებელთა დარბაზის ნაწილი, სცენის დონეზე დაბლა მდებარე.

  2. პარკის, ბაღის ღია ნაწილი, გაზონებით, ყვავილნარებით, შადრევნებით... შემკული.

  3. მდგომარეობა ჭიდაობაში, როდესაც მოჭიდავე ხალიჩაზეა დაჩოქილი და ხელებით ეყრდნობა მას.

პარტია (ფრანგ.)

  1. ამა თუ იმ კლასის ყველაზე უფრო ორგანიზებული და აქტიური ნაწილი, რომელიც გამოხატავს თავისი კლასის ინტერესებს.

  2. საერთო ინტერესებით, შეხედულებებით გაერთიანებულ პირთა ჯგუფი, ბანაკი, დაჯგუფება.

  3. ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თავმოყრილია ან გამოყოფილია რაიმე მიზნით, რაზმი.

  4. რაიმე საქონლის, საგნების გარკვეული რაოდენობა.

  5. მრავალხმიანი მუსიკალური ნაწარმოების ნაწილი, რომელიც ერთი მომღერლის მიერ ან ერთი საკრავით სრულდება.

  6. როლი (ოპერაში, ბალეტში).

  7. ერთი ხელი თამაში (ჭადრაკში, ბანქოში და სხვა).

პარტიზანი - მონაწილე შეიარაღებული ბრძოლისა, რომელსაც აწარმოებენ მტრის წინააღმდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

პარტიზანსკი - ქალაქი რუსეთის პრიმორიეს მხარეში (50 ათასი).

პარტიკულარიზაცია - პარტიკულარიზმის განხორციელება.

პარტიკულარიზმი (ლათ.) - სახელმწიფოს ზოგი ნაწილის მისწრაფება განცალკევებისაკენ საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანოდ.

პარტიკულარული (ლათ.) - კერძო, არაოფიციალური; სამოქალაქო.

პარტიტა - ძველებური სიუიტა ერთგვარი.

პარტიტურა (იტალ.) - მრავალხმიანი მუსიკალური ნაწარმოების ყველა პარტიის ერთობლიობა; ნოტების წიგნი, რომელიც შეიცავს ყველა პარტიის ჩანაწერს.

პარტნერშიპი (ინგლ.) - აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ზოგ სხვა ქვეყანაში - საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა.

პარტნიორი (ფრანგ.) - რაიმე თამაშის, ცეკვის და მისთანების ერთ-ერთი მონაწილე, ამხანაგი რაიმე საქმიანობაში.

პარტყაპურტყი - ცემა-ტყეპის ხმა; ხშირი პარტყუნი.

პარტყუნი - ცემა, რტყმა. დარტყმა.

პარუნაშვილი ვალერი - მოჭიდავე (ძიუდო, +100 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (1991), მეორე (1993) და მესამე (1995) პრიზიორი ძიუდოში, ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი სამბოში (1993). სსრკ ჩემპიონატის მეორე (1990) და მესამე (1989) პრიზიორი ძიუდოში, საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1995) (დაიბადა 1968 წელს).

პარუნი ვესნა - ხორვატი მწერალი ქალი (დაიბადა 1922 წელს).

პარფიუმერია (ფრანგ.) - არომატული ნივთიერებანი და ნაწარმი, რომელსაც იყენებენ ჰიგიენური ან კოსმეტიკური მიზნით.

პარფორსი (ფრანგ.) - ეკლიანი საყელო მონადირე და სასამსახურო ძაღლებისთვის.

პარცელა (ფრანგ.) - მიწის ძალიან მცირე ნაკვეთი.

პარცელაცია - მიწების პატარა ნაკვეთებად დანაწევრება, დაყოფა.

პარციალური (ლათ.) - ნაწილობრივი.

პარძალი - მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ჯამპალის მარცხენა შენაკადი.

პარხალი - ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა, ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი ისტორიულ ტაოში, მდინარე ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხალისწყლის ხეობაში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).

პარჰელიუმი (ბერძნ.) - ჰალოს ერთ-ერთი ფაზა - ნათელი მრგვალი ლაქა ცის კამარაზე მზის დისკოს ერთი ან ორივე მხარეს; ცრუ მზე.

პარჰონი კონსტანტინ - რუმინელი ექიმი და ბიოლოგი, საზოგადო მოღვაწე (1874-1969 წწ).

პას (ფრანგ.) - ბანქოს ზოგიერთ თამაშში - წამოძახილი, რომელიც ნიშნავს მცირე ხნით უარს თამაშზე.

პასადენა - იხილე პასადინა.

პასადინა - ქალაქი აშშ-ს კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესის გარეუბანი (130 ათასი).

პასაი - ქალაქი ფილიპინებში, კუნძულ ლუსონზე (355 ათასი).

პასაკალია (იტალ.)

  1. ძველებური ესპანურ-იტალიური ცეკვა.

  2. ვარიაციის ერთ-ერთი ფორმა კლასიკურ მუსიკაში და ამ ფორმით დაწერილი ნაწარმოები.

პასალიდისი იოანის - საბერძნეთის პოლიტიკური მოღვაწე (1885-1968 წწ).

პასამეცო - ძველებური იტალიური ცეკვა.

პასაჟი (ფრანგ.)

  1. დახურული გალერეა, რომლის ორივე მხარეს არის მაღაზიები და რომელსაც ჩვეულებრივ აქვს გასასვლელები პარალელურ ქუჩაზე.

  2. მუსიკალური ნაწარმოების ნაწილი, ფრაზა, რომელიც ხასიათდება ნოტების სწრაფი მონაცვლეობით.

  3. ცალკეული ადგილი წიგნის, სტატიის და მისთენებისა ტექსტში.

  4. ცხენის ერთგვარი რიტმული მოძრაობა ჩორთის დროს.

პასარგადე - ძველი ქალაქი სპარსეთში, აქემენიდთა სახელმწიფოს ერთ-ერთი დედაქალაქი.

პასარგე ზიგფრიდ - გერმანელი გეოგრაფი და მოგზაური (1867-1958 წწ).

პასარელა დანიელ - არგენტინელი ფეხბურთელი, მცველი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1978, 1986), არგენტინის ნაკრების კაპიტანი (დაიბადა 1952 წელს).

პასატი (გერმ.) - ტროპიკული ქარი, რომელიც ქრის სუბტროპიკული სარტყლებიდან ეკვატორისკენ.

პასები (ფრანგ.) - ხელების ერთფეროვანი მოძრაობა ავადმყოფის სახესთან - ჰიპნოზის მდგომარეობაში მის გადასაყვანად.

პასეიზმი (ფრანგ.) - წარსულით გატაცება, რომელსაც თან სდევს გარეგნულად გულგრილი, სინამდვილეში კი მტრული დამოკიდებულება აწმყოსადმი; კონსერვატიზმი.

პასეიკი - ქალაქი აშშ-ს ნიუ-ჯერზის შტატში.

პასერა ჟან - ფრანგი პოეტი სატირიკოსი (1534-602 წწ).

პასერი არენტ - ესტონელი მოქანდაკე და არქიტექტორი (? - 1637 წწ).

პას ესტენსორო ვიქტორ - ბოლივიის პრეზიდენტი 1952-56, 1960-64 და 1985-89 წლებში (1907-2001 წწ).

პასვალისი - ქალაქი ლიტვაში.

პასი (ინგლ.) ბურთის გადაცემა საკუთარი გუნდის რომელიმე მოთამაშისათვის.

პასი ოქტავიო - მექსიკელი მწერალი, 1990 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1914-1998 წწ).

პასიანსი (ფრანგ.) - ბანქოს გაშლა გარკვეული წესით.

პასივაცია (ლათ.) - ჟანგეულების თხელი ფენის შექმნა ლითონის ზედაპირზე კოროზიისაგან დაცვის მიზნით.

პასივი (ლათ.)

  1. ბუხჰალტერიაში - წარმოების ვალებისა და ვალდებულებათა ერთობლიობა (აქტივის საპირისპირო).

  2. გრამატიკაში - ვნებითი გვარი ზმნისა.

  3. (გადატანით) უარყოფითი მხარე რისამე.

პასიონი (ფრანგ.) - მუსიკალური ნაწარმოები სახარების ტექსტზე - იუდას ღალატის, იესო ქრისტეს დატყვევებისა და ჯვარცმის შესახებ. „ვნებანი“.

პასიური (ლათ.)

  1. უმოქმედო, არაენერგიული; განურჩეველი.

  2. გრამატიკაში - ვნებითი გვარისა (ზმნა).

პასიურობა - პასიურის თვისება, პასიურად ყოფნა.

პასიფაესა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლაკონიელი წინასწარმეტყველი, რომელიც შემდეგ ღმერთადაც აღიარეს, ზოგჯერ კასანდრასთან აიგივებენ.

პასიფე - პლანეტა იუპიტერის თანამგზავრი; აღმოჩენილია 1908 წელს ფ. ჯ. მელოტის მიერ.

პასიფლორა (ლათ.) - ტროპიკული ხვიარა მცენარე; აშენებენ როგორც დეკორატიულს.

პასკა - იგივეა, რაც პასქა.

პასკალი

  1. წნევისა და მექანიკური ძაბვის ერთეული.

  2. პროგრამირების ენა. შექმნილია ნიკლაუს ვირტის მიერ 1968-69 წლებში (გამოქვეყნდ 1970 წელს).

პასკალი ბლეზ - ფრანგი რელიგიის ფილოსოფოსი, მწერალი, მათემატიკოსი და ფიზიკოსი (1623-1662 წწ).

პასკალი ევგენი - რუსეთში მოღვაწე ფრანგი არქიტექტორი (1791 წ - ?).

პასკალი ჟაკლინ - ფრანგი პოეტი ქალი, ბლეზ პასკალის და (1625-1661 წწ).

პასკალი ოლივია - ფრანგი და შვეიცარიელი კინომსახიობი და რეჟისორი ქალი (დაიბადა 1957 წელს).

პასკენი ჟიულ - ფრანგი მხატვარი (1885-1930 წწ).

პასკვილანტი - პასკვილის შემთხზველი.

პასკვილი (გერმ.) - ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი ნაწარმოები.

პასკოლი ჯოვანი - იტალიელი პოეტი (1855-1912 წწ).

პასო ფერნანდო დელ - მექსიკელი მწერალი (დაიბადა 1938 წელს).

პასპარტუ (ფრანგ.)

  1. წიგნებში, ჟურნალებში ჩართული სქელი ქაღალდის ფურცელი, რომელზედაც დაწებებულია ილუსტრაცია.

  2. სურათის ჩარჩო, მუყაოსაგან გაკეთებული.

პასპორტი (ფრანგ.)

  1. ვისიმე პირადობის, მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

  2. სარეგისტრაციო მოწმობა, რომელშიც შეტანილია ცნობები რაიმე წარმოების, მოწყობილობის, საყოფაცხოვრებო საგნის და მისთანების შესახებ.

პასპორტიზაცია - პასპორტის შემოღება; რისამე პასპორტების შედგენა.

პასტა (იტალ.) - რაიმე ნივთიერების ცომისებური მასა.

პასტა (ქალიშვილობის გვარი ნეგრი) ჯუდიტა - იტალიელი მომღერალი ქალი (სოპრანო), ბელკანტოს ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი (1798-1865 წწ).

პასტელი (იტალ.)

  1. რბილი ფერადი ფანქრები ფერწერისათვის; ამზადებენ დაწნეხილი საღებავი ფხვნილისაგან.

  2. ფერწერის ტექნიკა, რომელიც ემყარება ამ ფანქრების გამოყენებას.

პასტერელოზი (ჰემორაგიული სეპტიცემია) - ცხოველისა და ადამიანის ინფექციური დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია სასუნთქი გზებისა და კუჭნაწლავის ლორწოვანი გარსების ანთებითი პროცესები.

პასტერი ლუი - ფრანგი მიკრობიოლოგი და ქიმიკოსი (1822-1895 წწ).

პასტერიზაცია (პასტერიზება) - საკვები პროდუქტების გაცხელება იმდენად, რომ დაიღუპოს მავნე მიკროორგანიზმები, მაგრამ შენარჩუნებულ იქნას პროდუქტის გემო, ვიტამინები და სხვა სასარგებლო თვისებები.

პასტერნაკი ბორის - რუსი პოეტი, მწერალი, მთარგმნელი, 1958 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1890-1960 წწ).

პასტილა (გერმ.) - გახეხილი და შაქართან ერთად მოხარშული ხილისაგან მომზადებული ცომისებური ტკბილეული, რომელსაც შერეული აქვს ათქვეფილი ცილა.

პასტილაჟი (ფრანგ.) - საკონდიტრო საქმეში - ცომისა და შაქრისაგან მომზადებული ფიგურული ნაწარმი; თიხის ფიგურა, ხელით გამოძერწილი.

პასტიჩო (იტალ.) - სახუმარო ოპერა, რომლის მუსიკა ნასესხებია სხვადასხვა პოპულარული ოპერიდან, ოღონდ ტექსტი შეცვლილია.

პასტო - ქალაქი კოლუმბიაში, ნარინიოს დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (175 ათასი).

პასტოზური (ლათ.) - მოდუნებული, მოშვებული.

პასტოზურობა - თავისებურება ფერწერული ფაქტურისა, რომელიც გამოირჩევა ფუნჯის მსხვილი, რელიეფური წანასმებით.

პასტორალი (ფრანგ.)

  1. ევროპულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში - ჟანრი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ბუნების წიაღში მწყემსების ცხოვრების იდილიური ასახვა.

  2. ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1975 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ოთარ იოსელიანი. სცენარის ავტორები - ოთარ იოსელიანი, რევაზ ინანიშვილი, ოთარ მეხრიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - აბესალომ მაისურაძე. მთავარ როლებში: ნესტორ ფიფია, რევაზ ჭარხალაშვილი, ლია თოხაძე-ჯუღელი, მარინა ქარცივაძე, მაია მაცაბერიძე.

პასტორატი

  1. პასტორის თანამდებობა.

  2. პასტორის მრევლი.

  3. პროტესტანტების მღვდელი.

პასტორატი პასტორი ლუდვიგ - ავსტრიელი ისტორიკოსი (1854-1928 წწ).

პასტორინო (პასტორინო ვისკარდი) ენრიკე - ურუგვაისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1918 წელს).

პასურუანი - ქალაქი-პორტი ინდონეზიის აღმოსავლეთ იავის პროვინციაში.

პასუხი (სპარს.)

  1. კითხვით, შეკითხვით გამოწვეული ნათქვამი (ზეპირი ან წერილობითი).

  2. მათემატიკური ამოცანის, მაგალითის ამოხსნის შედეგი.

პასუხისგება - ჩადენილი საქციელის, მოქმედებისათვის პასუხის გაცემა. სამსჯავროს წინაშე წარდგომა.

პასუხისმგებელი - ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია.

პასუხისმგებლობა

  1. უფლება და მოვალეობა რაიმე მოქმედების განხორციელებისა, რისამე ხელმძღვანელობისა.

  2. აუცილებლობა მოვალეობა იმისა, რომ ვინმე პასუხს აგებდეს თავის საქმეზე.

პასქა - სააღდგომო ნამცხვარი.

პასქალია (ბერძნ.) - კრებული წესებისა, რომელთა მიხედვითაც არკვევენ, თუ როდის მოდის აღდგომა ყოველ ცალკეულ წელს.

პატაგონია - ბუნებრივი არე არგენტინაში.

პატაგონიის ანდები - ანდების სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ჩილესა და არგენტინაში.

პატაკი

  1. სამსახურეობრივი განცხადება, მოხსენება სამხედრო მომსახურისა უფროსისადმი.

  2. მოხსენება ვალდებულებათა შესრულების შესახებ.

პატალა - ინდუისტურ მითოლოგიაში - მშვენიერი სამყარო მიწისქვეშეთში.

პატალიპუტრა - ქალაქი ძველ ინდოეთში, ახლანდელი პატნა.

პატანი (ლალიტპური) - ქალაქი ნეპალში.

პატანჯალი - ძველინდოელი ფილოლოგი და ფილოსოფოსი (ძვ.წ.აღ. II საუკუნე).

პატარა

  1. ზომით, სიდიდით ჩვეულებრივზე ნაკლები.

  2. მცირე ასაკისა, მცირეწლოვანი.

  3. მცირე ღირებულებისა, უმნიშვნელო.

  4. ცოტა, ცოტათი, ოდნავ.

პატარაობა - ადამიანის პატარად ყოფნა; პატარად ყოფნის ხანა.

პატარა აბული - მთა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სამსრის ქედზე.

პატარა ანდარაზანი - მთა თელავის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე.

პატარა არაქალი - სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

პატარა ატენი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

პატარა ახმედლო - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

პატარა ბებესირი (ბებესირი) - ტბა გალის მუნიციპალიტეტში, სამურზაყანოს დაბლობზე.

პატარა ბეგლარი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

პატარა ბეკამი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

პატარა ბორბალო - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე; მდებარეობს დიდი ბორბალოს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით. აგებულია ზედა ლიასის თიხაფიქლებითა და წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვებით. პატარა ბორბალოდან იწყება აგრეთვე მდინარეების - ალაზნის (სამხრეთით), ანდაქის (ჩრდილოეთით), თუშეთის ალაზნის (აღმოსავლეთით) - შემადგენელი შენაკადები. მთა შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით. პატარა ბორბალოზე გადის საყორნისა და ანდაქის უღელტეხილების დამაკავშირებელი გზა (სიმაღლე - 3134 მეტრი).

პატარა განთიადი (ყოფილი სამება)- სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ძირულის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ძირულის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 400 მეტრი, ზესტაფონიდან - 19 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 96 ადამიანი.

პატარა გარეჯვარი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

პატარა გეზათი - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

პატარა გლდანის ტბა - ტბა მცხეთის მუნიციპალიტეტში, თბილისის ქვაბულში.

პატარა გოლისი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ნადაბურის თემის საკრებულო). მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ძირულის ხეობაში. ზღვის დონიდან - 650 მეტრი. ხარაგაულიდან - 57 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 237 კაცი.

პატარა გომარეთი - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

პატარა გონდრიო - სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

პატარა გორი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

პატარა გორიჯვარი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

პატარა გუბი - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (გუბის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე გუბისწყლის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 65 მეტრი, ხონიდან - 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 254 კაცი.

პატარა გუფთა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

პატარა დმანისი - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

პატარა დურნუკი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

პატარა ელისღელე - მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში, ელისღელის მარცხენა შენაკადი.

პატარა ერისწყალი - მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ერისწყლის მარცხენა შენაკადი.

პატარა ეწერი - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ეწერის თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 6 სოფელს: ახალსოფელი, გვიმრალა, კეჭინარი, ოჭოფა, პატარა ეწერი, ჯიქთუბანი.). ზღვის დონიდან - 35 მეტრი, სამტრედიიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 272 კაცი.

პატარა ვარძია - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (წყალფორეთის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 167 კაცი.

პატარავეთი - მდინარე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ჭერმისხევის მარჯვენა შენაკადი.

პატარა ველტეხი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ილტოს მარცხენა შენაკადი.

პატარა ზაბი - მდინარე ირანსა და ერაყში, მდინარე ტიგრის მარცხენა შენაკადი.

პატარა ზანა - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

პატარა თამაკონი - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

პატარა თონეთი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

პატარა თხინალა - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

პატარაია გურამ - კინორეჟისორი და კინოდრამატურგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1928-1983 წწ).

პატარა ინჩხური - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

პატარა ირაგა - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

პატარა კარწახი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

პატარა კვათანა - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

პატარა კლდეისი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

პატარა კოდორი - მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.

პატარა კუხი - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (კუხის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე კუხისწყლის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 80 მეტრი, ხონიდან - 2 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 552 კაცი.

პატარა ლიახვი - მდინარე ცხინვალის და გორის მუნიციპალიტეტებში, ლიახვის მარცხენა შენაკადი.

პატარა ლილო - სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

პატარა ლობოროტი - მთა ვანის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, მესხეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოება ლობოროტის ქედზე (სიმაღლე - 2415 მეტრი).

პატარა მაჭარა - მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, მაჭარის მდგენელი.

პატარა მეფისკალო (პატარა ნეფისკალო) - მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ყელის მთიანეთზე.

პატარა მეჯვრისხევი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

პატარა მიტარბი - სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

პატარა მუღანლო - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

პატარა მცრა - ტბა სოხუმის მუნიციპალიტეტში, ჩხალთის ქედზე.

პატარა ნარიონალი - ტბა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, გურიის დაბლობზე.

პატარა ნეფისკალო - იხილე პატარა მეფისკალო.

პატარა ოკვათა - ტბა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, გურიის დაბლობზე.

პატარა ონი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

პატარა ორდაკლო - ტბა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ზეგანზე.

პატარა ოროზმანი - ტბა დმანისის მუნიციპალიტეტში, დმანისის პლატოზე.

პატარა ოფეთი - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ოფეთის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარე ხევისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან - 240 მეტრი, სამტრედიიდან - 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 183 კაცი.

პატარა ოქროწყალი - ტბა ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, კოდორის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

პატარა ოჩე - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

პატარა პალიასტომი - ტბა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, გურიის დაბლობზე.

პატარა პამაჯი - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

პატარა ჟინოთა - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

პატარა ჟრინევი - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, დიდი ჟრინევის მდგენელი.

პატარა რიწა - ტბა გუდაუთის მუნიციპალიტეტში, გაგრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე.

პატარა სამსარი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

პატარა სატივე - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

პატარა სახვლარი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ლეღვანის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას ხეობაში. ზღვის დონიდან - 780 მეტრი. ხარაგაულიდან - 13 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 7 კაცი.

პატარა სენ-ბერნარი - უღელტეხილი საფრანგეთისა და იტალიის საზღვარზე, გრაის ალპების ჩრდილოეთი შტოქედი.

პატარა სმადა - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

პატარა სხაპაჭი

  1. მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, კელასურის მარცხენა შენაკადი.

  2. მთა გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ჩხალთის ქედის სამხრეთ განშტოებაზე.

პატარა ტობავარჩხილი - ტბა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედის აღმოსავლეთი ნაწილის ჩრდილოეთ კალთაზე.

პატარა ფატრა - მთის მასივი კარპატებში.

პატარა ფლევი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

პატარა ფოთი - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

პატარა ქანდა - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (მუხრანის თემის საკრებულო), მუხრანის ვაკეზე, მდინარე ქსნის მარცხენა მხარეს, საფონავის ნაპირებზე. ზღვის დონიდან - 530 მეტრი, მცხეთიდან - 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 493 კაცი.

პატარა ქართა - მთა ხაშურის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედზე.

პატარა ღები - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

პატარა ღრომი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

პატარა ყელეთი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

პატარა შირაქი

  1. სოფელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.

  2. ტაფობი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.

პატარა ჩაილური - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ მთისწინეთზე. ზღვის დონიდან - 750 მეტრი, საგარეჯოდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1062 კაცი.

პატარა ჩორჯო - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

პატარა ჩხირაული - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (მანდაეთის თემის საკრებულო). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. ზღვის დონიდან - 760 მეტრი, ჭიათურიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 210 კაცი.

პატარა ჩხოუში - მდინარე ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში, ჩხოუშის მდგენელი.

პატარა ცემი - სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

პატარა ციხიათა - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

პატარა ძოკია - მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, კელასურის მარცხენა შენაკადი.

პატარა წერეთი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

პატარა წიფლოვანი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, სამყურისწყლის მარჯვენა შენაკადი.

პატარა ჭვარები - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

პატარა ხალები - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

პატარახანს - მცირე ხანს.

პატარა ხანჩალო - სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

პატარა ხინგანი (სიაოსინანლანი) - მთები რუსეთსა და ჩინეთში.

პატარა ხურვალეთი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

პატერსონი - ქალაქი აშშ-ს ნიუ-ჯერზის შტატში.

პატარა ჯახა (ქვემო ჯახა) - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი.

პატარა ჯაჯის ტბა (ჯაჯის ტბა) - ტბა ადიგენის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის თხემზე.

პატარა ჯიხაიში - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (ქუტირის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან - 65 მეტრი, ხონიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 659 კაცი.

პატარია - სახალხო მოძრაობა ჩრდილოეთ იტალიის ქუჩებში XI საუკუნის II ნახევარში.

პატარ-პატარა - რამდენიმე პატარა, სხვადასხვა პატარა.

პატარიძე ივანე - რეჟისორი და პედაგოგი (1900-1982 წწ).

პატარიძე მიქელ - პოეტი, მთარგმნელი (1898-1959 წწ).

პატარკაციშვილი (არკადი) ბადრი - ბიზნესმენი და მეცენატი, საქართველოს პრეზიდენტობის კანდდატი 2008 წლის იანვრის არჩევნებში (1955-2008 წწ).

პატარძალა - ორ ან მრავალწლოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა.

პატარძალი

  1. ქალი, რომელსაც ქორწილი აქვს, რომელიც თხოვდება.

  2. ახალნაქორწინევი ქალი, ახალი რძალი.

პატარძეული - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ მთისწინეთზე, თბილისი-საგარეჯოს საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 800 მეტრი, საგარეჯოდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3157 კაცი. სოფელში მდებარეობს გ. ლეონიძის სახლ-მუზეუმი.

პატარძლის ყვავილი (fuchsia globosa) - დეკორატიული მცენარე, მოჰყავთ ქოთნებში.

პატელი ვალაბჰაი - ინდოეთის ეროვნული კონგრესის მოღვაწე (1875-1950 წწ).

პატენტი (ლათ.) - მოწმობა, რომელიც ადასტურებს გამომგონებლის განსაკუთრებულ უფლებას გამოგონებაზე.

პატერა (ლათ.) - ტაფისებური ჭურჭელი; იყენებდნენ ანტიკურ ხანაში ღმერთებისათვის ღვინის შესაწირავად.

პატერი (ლათ.) - კათოლიკეთა მღვდელი.

პატერი უოლტერ - ინგლისელი მწერალი, კრიტიკოსი (1839-1894 წწ).

პატერიკი - კრებული, რომელიც შეიცავს ამბებს ეკლესიის მამათა ცხოვრების შესახებ.

პატერნალიზმი - ყალბი ქველმოქმედების, მოჩვენებითი ზრუნვის ფორმა.

პატერნალიზაცია (იტალ.)

  1. მუშების ნაწილის მოსყიდვა „მამობრივი ზრუნვით“ კლასობრივი ბრძოლისგან მათი ჩამოშორების მიზნით.

  2. ნეოკოლონიალიზმის ერთ-ერთი ფორმა - მსხვილი კაპიტალისტური სახელმწიფოების მიერ სუსტად განვითარებული ქვეყნებისათვის ეკონომიკური და სხვა დახმარება, რომლის მიზანია ამ ქვეყნების დამონება.

პატერნოსტერი (ინგლ.) - ერთგვარი სამგზავრო ლიფტი, რომელსაც აქვს ერთმანეთის მიყოლებით განუწყვეტლივ მოძრავი კაბინები.

პატერსონი - ქალაქი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ნიუ-ჯერზის შტატში (140 ათასი).

პატერსონი ფლოიდ - ამერიკელი სპორტსმენი (კრივი), მსოფლიოს ჩემპიონი მძიმეწონოსან პროფესიონალ მოკრივეთა შორის 1956-59 წლებში (დაიბადა 1935 წელს).

პატეფონი - პორტატული გრამოფონი; გავრცელებული იყო XX საუკუნის შუა წლებამდე.

პატი ადელინა - იტალიელი მომღერალი ქალი (1843-1919 წწ).

პატი (ფრანგ.) - ერთგვარი მარმელადი.

პატი (ფრანგ.) - მდგომარეობა ჭადრაკის თამაშში, როდესაც მოთამაშეს არ შეუძლია მორიგი სვლის გაკეთება ისე, რომ მის მეფეს არ შეექმნას ქიშის საფრთხე (ითვლება ყაიმად).

პატიალა - ქალაქი ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, პენჯაბის შტატში (255 ათასი).

პატიაშვილი ჯუმბერ - საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1985-89 წლებში (დაიბადა 1940 წელს).

პატიება - დანაშაულისათვის არდასჯა.

პატიებული - ვისაც აპატიეს.

პატივაყრილი - შერცხვენილი, დამცირებული.

პატივახდილი - იგივეა, რაც პატივაყრილი.

პატივი

  1. კარგად მოპყრობა, დაფასება; სახელი, ღირსება.

  1. საქონლის განავალი (ნეხვი) როგორც სასუქი.

პატივისმცემელი - ვინც ვისმე, რასმე პატივს სცემს.

პატივისცემა

  1. პატივით მოპყრობა, თავაზიანი დამოკიდებულება.

  2. პურმარილით გამასპინძლება.

პატივმოყვარე - ვისაც პატივი, დიდება უყვარს; განდიდების მოყვარული.

პატივმოყვარეობა - პატივმოყვარის თვისება.

პატივნაცემი - ვისაც პატივი სცეს.

პატივსადები

  1. იგივეა, რაც პატივსაცემი.

  2. საპატიო, გასამართლებელი, ანგარიშგასაწევი.

პატივსაცემი - ვისაც პატივი უნდა სცენ; პატივისცემის ღირსი.

პატივცემული - ვისაც პატივს სცემენ; დაფასებული.

პატიმარი - პირი, რომელიც ციხეში (საპატიმროში) არის მოთავსებული.

პატინა (იტალ.) - სხვადასხვა ფერის (მწვანიდან მუქ ყავისფრამდე) ძალიან თხელი ფენა ჟანგისა, რომელიც ჩნდება სპილენძის, ბრინჯაოს და თითბრის ზედაპირზე (ბუნებრივად ან სპეციალური დამუშავების შედეგად). იცავს ნაკეთობას კოროზიისგან და აქვს დეკორატიული დანიშნულება; ზოგჯერ პატინას უწოდებენ თაბაშირის ნაკეთობას ბრინჯაოსფრად შეღებილს.

პატინირება - პატინით დაფარვა, დაჟანგვა.

პატინირი იოახიმ - ნიდერლანდელი ფერმწერი (1475/80 - 1524 წწ).

პატინკო (პაჩინკო) - იაპონიაში - ფულზე სათამაშო ავტომატური ბილიარდი; სამორინე, სადაც ასეთ ავტომატებზე თამაშობენ.

პატიო (ფრანგ.) - შიგნითა პატარა ეზო, რომელიც გალერეებითაა გარშემორტყმული; ახასიათებდა ხმელთაშუაზღვისპირა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს.

პატიოსანი

  1. კეთილსინდისიერი, მართალი, წესიერი, უანგარო (ადამიანი).

  2. ასეთი ადამიანის დამახასიათებელი.

პატიოსნება - პატიოსნის თვისება.

პატიჟი

  1. სტუმრად მოწვევა; თხოვნა, ხვეწნა რისამე.

  2. სასჯელი, დასჯა ძველ ქართულ სამართალში.

პატისონი (ფრანგ.) - ერთგვარი გოგრა; ბრტყელი ყაბაყი.

პატკანიანი რაფაელ (ფსევდონიმი გამარ კატიპა) - სომეხი პოეტი, მწერალი (1830-1892 წწ).

პატნა - ქალაქი ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, პორტი მდინარე განგაზე, ბიჰარის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (920 ათასი).

პატნემი - ამერიკელი ფილოსოფოსი და ლოგიკოსი (დაიბადა 1926 წელს).

პატონი ბორის - უკრაინელი მეცნიერი, აკადემიკოსი, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი (დაიბადა 1918 წელს).

პატორჟინსკი ივან - ოპერის უკრაინელი მომღერალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1896-1960 წწ).

პატრაიკოსი - იონიის ზღვის ყურე (საბერძნეთი).

პატრახუწა - სოფლები გალისა და ოჩამჩირის მუნიციპალიტეტებში.

პატრი

  1. ქალაქი-პორტი საბერძნეთში, აქეის ნომის ადმინისტრაციული ცენტრი (155 ათასი).

  2. (ფრანგ.) - საფრანგეთში - მოძღვარი, მღვდელი.

პატრიარქალური

  1. პატრიარქთან დაკავშირებული.

  2. ძველი ტრადიციების, ძველ ზნე-ჩვეულებათა ერთგული; ახალი კულტურისთვის უცხო; დრომოჭმული.

პატრიარქატი

  1. პირველყოფილ-გვაროვნული წყობილების უკანასკნელი (მატრიარქატის მომდევნო) პერიოდი, რომლისთვისაც დამახასიათებელია მამაკაცის ბატონობა მეურნეობასა და საზოგადოებრივ ურთიერთობაში.

  2. ეკლესია, რომელსაც პატრიარქი მეთაურობს.

პატრიარქი (ბერძნ.)

  1. ავტოკეფალიის მქონე მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირის ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი.

  2. გვარის ფუძემდებელი; წინაპარი, მამამთავარი.

  3. გვაროვნულ საზოგადოებაში - გვარის უფროსი, მამასახლისი.

  4. გადატანით იტყვიან მოღვაწეობის რაიმე სფეროს უხუცეს წარმომადგენელზე, რისამე ფუძემდებელზე.

პატრიკეთი - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 80 მეტრი, წყალტუბოდან - 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1412 კაცი.

პატრიკი (პატრიკუსი) - ირლანდიის კათოლიკური ეკლესიის დამაარსებელი (IV-V სს).

პატრიკიოსი (ფრანგ.) - იგივეა, რაც პატრიცი.

პატრიმონიალური (ლათ.) - მემკვიდრეობითი, გვაროვნული.

პატრიოტი (ბერძნ.)

  1. ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო.

  2. (გადატანით) იტყვიან ადამიანზე, რომელიც რისამე ერთგულია, რომელსაც რამე ძალიან უყვარს.

პატრიოტიზმი - სამშობლის სიყვარული, მამულიშვილობა, საკუთარი ხალხის სიყვარული.

პატრისტიკა (ბერძნ.) - ქრისტიანული ფილოსოფია ე.წ. „ეკლესიის მამებისა“, რომლებიც იბრძოდნენ წარმართობისა და ანტიკური მატერიალიზმის წინააღმდეგ. წინამორბედია შუასაკუნეობრივი სქოლასტიკისა.

პატრიცა (გერმ.) - რელიეფური (ამობურცული) საბეჭდი ფორმა.

პატრიცი (ლათ.)

  1. ძველ რომში - პრივილეგირებული წოდების წარმომადგენელი

  2. შუა საუკუნეებში - პირი, რომელიც ეკუთვნოდა გერმანული საიმპერიო თავისუფალი ქალაქების არისტოკრატიას.

პატრიცი ფრანჩესკო - იტალიელი ჰუმანისტი და ფილოსოფოსი (1529-1597 წწ).

პატრიციატი - შუა საუკუნეებში - ქალაქის საზოგადოების უმაღლესი, ყველაზე მდიდარი ფენა, ქალაქის მმართველობა.

პატროკლე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტროის ომის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, აქილევსის საუკეთესო მეგობარი, მენეტიოსის ვაჟი. მოკლა ჰექტორმა.

პატროლოგია (ბერძნ.) - ღვთისმეტყველების ნაწილი, რომელიც სწავლობს ე.წ. ეკლესიის მამათა თხზულებებს.

პატრონაჟი (ფრანგ.) - ავადმყოფებისა და ბავშვების ორგანიზებული სამედიცინო მომსახურება შინ, ოჯახის პირობებში.

პატრონატი (ლათ.) - ძველ რომში - მფარველობის სისტემა, რომლის დროსაც არასრულუფლებიანი ან ღარიბი მოქალაქეები დამოკიდებელი იყვნენ მდიდარ და გავლენიან მოქალაქეებზე; მფარველობა.

პატრონესა (ფრანგ.) - ქალი, რომელიც მფარველობას უწევს რაიმე საქველმოქმედო დაწესებულებას.

პატრონი

  1. რისამე მქონე, მესაკუთრე, მფლობელი.

  2. ოჯახის წევრი თავის ახლო ნათესავების მიმართ.

  3. მფარველი, მზრუნველი, მომვლელი.

  4. რისამე სულიერი, გონებრივი ან ფიზიკური თვისებების მქონე.

პატრონიმი (ფრანგ.) - სახელი, რომელიც წარმოდგება მამის სახელიდან.

პატრონიმია (ბერძნ.) - საზოგადოებრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი ფორმა; დამახასიათებელია პატრიარქალურ-გვაროვნული წყობილებისათვის და ხშირად დაცულია კლასობრივ საზოგადოებაშიც.

პატრონტაში (გერმ. Patrontasche) - სავაზნე ჩანთა; ფალასკა.

პატრონყმობა - საქართველოში ფეოდალური წყობილების ადრინდელი საფეხური, რომელიც წინ უსწრებდა ბატონყმობას; მთელი საზოგადოება მეფიდან მდაბიომდე დაყოფილი იყო პატრონებად და ყმებად.

პატრული (ფრანგ.) - მცირე შეიარაღებული რაზმი ან სამხედრო გემი, რომელიც თვალყურს ადევნებს წესრიგს უშიშროების გარკვეულ რაიონში.

პატრულირება - პატრულის სამსახურის შესრულება.

პატრუქი - დაგრეხილი ბამბის ძაფი, ჩვარი ან საგანგებოდ დამზადებული ქსოვილის ნაჭერი ლამპაში, სანთელში, ნავთქურაში და მისთანებში; გამოიყენება წვისათვის და განათებისთვის.

პატრუცაგი - საბუთის სახეობა ძველ საქართველოში - „მეფისაგან მეფესთან მინაწერი უსტარი“ (საბა).

პატუა (ფრანგ.) - ლინგვისტიკაში - ადგილობრივი კილოკავი (საფრანგეთში).

პატუსი - ტბა-ლაგუნა ბრაზილიაში.

პაუდერლი ტირენზ ვინსენტ - აშშ-ს მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რეფორმისტი (1849-1924 წწ).

პაუელი კოლინ - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი 2000-2004 წლებში (დაიბადა 1937 წელს).

პაუელი (პოუელი) სესილ ფრენკ - ინგლისელი ფიზიკოსი, 1950 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1903-1969 წწ).

პაუზა (ბერძნ.) - ხანმოკლე შეჩერება მეტყველების დროს; რისამე დროებითი შეწყვეტა.

პაუკერი ანა - რუმინეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე ქალი (1893-1960 წწ).

პაულაუსკასი მოდესტას - ლიტველი სპორტსმენი (კალათბურთი, ოლიმპიური თამაშების (1972 წ) და მსოფლიოს ჩემპიონი (1967,1974 წწ) (დაიბადა 1945 წელს).

პაულზენი ფრიდრიხ - გერმანელი ფილოსოფოსი და პედაგოგი (1846-1908 წწ).

პაული ვოლფგანგ

  1. შვეიცარიელი ფიზიკოსი, 1945 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1900-1958 წწ).

  2. გერმანელი ფიზიკოსი, 1989 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჯ. დემელტომთან ერთად (დაიბადა 1913 წელს).

პაული ჰერმან - გერმანელი ენათმეცნიერი-გერმანისტი (1846-1921 წწ).

პაულიკი რიხარდ - გერმანელი არქიტექტორი (1903-1990 წწ).

პაულსენი ვალდემარ - დანიელი ინჟინერი, ხმის მაგნიტური ჩაწერის გამომგონებელი (1869-1042 წწ).

პაულსენი ფრიდრიხ - გერმანელი ფილოსოფოსი (1846-1908 წწ).

პაულსი რაიმონდს - ლატვიელი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1936 წელს).

პაულსონი ტორსტეინ - ისლანდიის პრემიერ-მინისტრი 1987 წლიდან (დაიბადა 1947 წელს).

პაულუსი ფრიდრიხ - ფაშისტური გერმანიის გენერალ-ფელდმარშალი (1890-1957 წწ).

პაულუს დიაკონუსი - ლანგობარდების ისტორიკოსი (დაახლოებით 720 - 799 წწ).

პაუმოტუ - იხილე ტუამოტუ.

პაუნდალი - ძალის ერთეული ინგლისურ საზომთა სისტემაში; 1 პაუნდალი = 0, 138255 ნიუტონს.

პაუნდი ეზრა უესტონ ლუმის - ამერიკელი პოეტი, კრიტიკოსი და ხელოვნების თეორიტიკოსი (1885-1972 წწ).

პაუპერი (ლათ.) - არსებობის ყოველგვარ საშუალებას მოკლებული; ღატაკი.

პაუპერიზმი - მასობრივი სიღატაკე.

პაუპერტასი (პაუპერტატა) - სიღარიბის განსახიერება და ღვთაება ძველ რომში, იგივე ბერძნული პენია.

პაუსტოვსკი კონსტანტინე - რუსი მწერალი (1892 - 1968 წწ).

პაუშალური (გერმ.) - ბითუმად აღებული.

პაფია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პაფოსელი ღმერთქალი, ესე იგი აფროდიტე.

პაფიას რწმენა - აფროდიტესადმი სამსახური, ესე იგი სიყვარული.

პაქიდერმია (ბერძნ.) - კანის პათოლოგიური გასქელება.

პაქიმენინგიტი (ბერძნ.) - მედიცინაში - თავის ან ზურგის ტვინის მაგარი გარსის ანთება.

პაქსასი როლანდას - ლიტვის პრეზიდენტი 2003-2004 წლებში (დაიბადა 1956 წელს).

პაქსაშვილი ლერი - თეატრის რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (დაიბადა 1935 წელს).

პაქსაძეები - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

პაქსე - ქალაქი ლაოსში, ტიამპასაკის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (45 ათასი).

პაქტი (ლათ.) - საერთაშორისო ხელშეკრულება, ჩვეულებრივ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობისა.

პაშენაია ვერა - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1887-1962 წწ).

პაშენი ფრიდრიხ ლუის კარლ ჰაინრიხ - გერმანელი ფიზიკოსი (1865-1947 წწ).

პაშიჩი ნიკოლა - სერბიის, მოგვიანებით იუგოსლავიის, სახელმწიფო მოღვაწე, პრემიერ-მინისტრი 1921-26 წლებში (1845-1926 წწ).

პაშკევიჩი ვასილი - რუსი კომპოზიტორი, მევიოლინე, დირიჟორი, რუსული ეროვნული ოპერის ერთ-ერთი შემქმნელი (1742-1797 წწ).

პაშტეტი (გერმ.) - წმინდად დაკეპილი ხორცის, თევზის ან სხვა პროდუქტებისაგან მომზადებული საჭმელი.

პაჩაკუტი - ინკების პირველი მმართველი (დაახლოებით 1400 - 1448 წწ).

პაჩევი ბექმურზა - ყაბარდოელი მთქმელი და პოეტი (1854-1936 წწ).

პაჩინო ალ (ნამდვილი სახელი ალბერტო) - იტალიური წარმოშობის ამერიკელი კინომსახიობი (დაიბადა 1940 წელს).

პაჩანოტი ანტონიო - იტალიელი ფიზიკოსი და ელექტროტექნიკოსი (1841-1912 წწ).

პაჩოლი ლუკა - იტალიელი მათემატიკოსი (დაახლოებით 1445 წ - 1509 წლის შემდეგ).

პაჩოსკი იუზეფ - პოლონელი ბიოლოგი (1864-1942 წწ).

პაჩუკა (პაჩუკა დე სოტო) - ქალაქი მექსიკაში, იდალგოს შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (175 ათასი).

პაჩული (ინგლ.) - ტროპიკული მცენარე, ნახევრად ბუჩქი; მისი სამშობლოა ფილიპინის კუნძულები. მისგან იღებენ ეთეროვან ზეთს საპარფიუმერიო მრეწველობისთვის.

პაჩურია დიმიტრე - რუმინელი მოქანდაკე (1873-1932 წწ).

პაცაევი ვიქტორ - რუსი კოსმონავტი, დაიღუპა 1971 წელს ფრენის დასრულებისას (1933-1971 წწ).

პაციენტი (ლათ.) - ავადმყოფი თავისი მკურნალი ექიმის მიმართ.

პაციფიზმი (ლათ.) - ლიბერალური მიმდინარეობა, რომელიც ილაშქრებს ყოველგვარი ომების წინააღმდეგ.

პაციფიკაცია (ლათ.) - აჯანყების, სახალხო ლაშქრობის ჩაქრობა დამსჯელი ღონისძიებებით.

პაწა - იგივეა, რაც პაწია.

პაწაწა - ძალიან პატარა.

პაწაწინა - იგივეა, რაც პაწაწა.

პაწაწკინა (პაწაწკინტელა) - იგივეა, რაც პაწაწა.

პაწია - ძალიან პატარა.

პაჭანაკი - იგივეა, რაც საკოჭური.

პაჭანიკები - ტომთა კავშირი; ჩამოყალიბდა მომთაბარე თურქების, სარმატული და უნგრულ-ფინური ტომების შერწყმის შედეგად.VIII-IX საუკუნეებში სახლობდნენ მდინარე ვოლგასა და ურალს შორის, IX საუკუნიდან დასახლდნენ ვოლგიდან დუნაის ნაპირებამდე; XIII-XIV საუკუნეებში გაითქვიფნენ სხვა ხალხებს შორის.

პაჭენისი - ძველ საქართველოში საბუთის სახეობის - რეარტაგის - გადანაწერი პირი.

პაჭიჭი - იგივეა, რაც პაიჭი.

პაჭკორია კირილე - ხალხური მომღერალი, ლოტბარი (1889-1967 წწ).

პაჭკორია ოტია - მწერალი, კრიტიკოსი (1928-1984 წწ).

პაჭუა

  1. პატარა და წვერაწეული (ცხვირი).

  2. ასეთი ცხვირის პატრონი.

პაჭუნი - იგივეა, რაც ხამხამი (თვალის).

პახელბელი იოჰან - გერმანელი კომპოზიტორი და ორგანისტი (1653-1706 წწ).

პახერი მიხაელ - ავსტრიელი ფერმწერი და მოქანდაკე (დაახლოებით 1435-1498 წწ).

პახმუტოვა ალექსანდრა - რუსი კომპოზიტორი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1929 წელს).

პახომოვი ალექსეი - რუსი გრაფიკოსი და ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1900-1973 წწ).

პახრა - მდინარე რუსეთის ევროპულ ნაწილში, მდინარე მოსკოვის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 135 კილომეტრი).

პაჰანგი - შტატი მალაიზიაში, მალაკის ნახევარკუნძულზე; ადმინისტრაციული ცენტრი - კუანტანი.

2.2 პე

▲ზევით დაბრუნება


პე - ვ. პეტლიაკოვის ხელმძღვანელობით შექმნილი საბჭოთა ეპოქის ბომბდამშენი თვითმფრინავების საერთო სახელი

პეანი (პეონი)

  1. ძველ ბერძნულ პოეზიაში - აპოლონის (იშვიათად სხვა რომელიმე ღმერთის) სადიდებელი ჰიმნი.

  2. ძველ ბერძნულ ლექსთწყობაში - სამი მოკლე და ერთი გრძელი მარცვლისაგან შემდგარი მუხლი.

პეანო ჯუზეპე - იტალიელი მათემატიკოსი (1858-1932 წწ).

პებრინი - თუთის აბრეშუმხვევიას დაავადებანი.

პეგასი (პეგასოსი)

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პერსევსის მიერ მოკლული გორგონა მედუზას გვამიდან დაბადებული ჯადოსნური ფრთოსანი ცხენი.

  2. ასტრონომიაში - ცის ჩრდილოეთი ნახევარსფეროს დიდი თანავარსკვლავედი.

პეგელერი ოტო - გერმანელი ფილოსოფოსი (დაიბადა 1928 წელს).

პეგი შარლ - ფრანგი პოეტი და პუბლიცისტი (1873-1914 წწ).

პეგმატიტი (ბერძნ.) - მსხვილმარცვლოვანი ქანი მაგმური წარმოშობისა; იყენებენ მინისა და კერამიკის წარმოებაში.

პეგუ

  1. (პეგუ-იომა) მთები მიანმაში.

  2. ქალაქი მიანმის სამხრეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (150 ათასი).

  3. მონების სახელმწიფო მე-13-18 საუკუნეებში თანამედროვე მიანმის სამხრეთ ნაწილში.

პეგუ-იომა - მთები, იხილე პეგუ.

პედ - პირველი შემადგენელი რთული სიტყვებისა - ნიშნავს პედაგოგიურს.

პედაგოგი (ბერძნ.) - სპეციალური განათლების მქონე პირი, რომელიც მასწავლებლის ან აღმზრდელის საქმიანობას ეწევა., აგრეთვე მეცნიერი მუშაკი, რომელიც იკვლევს პედაგოგიკას როგორც მეცნიერების პრობლემას.

პედაგოგია (ბერძნ.)

  1. ბავშვთა აღზრდა და სწავლება.

  2. იგევა, რაც პედაგოგიკა.

პედაგოგიკა (ბერძნ.) - მეცნიერება პიროვნების აღზრდის, განათლებისა და სწავლების შესახებ.

პედაგოგიუმი - შუა საუკუნეების ბოლოს დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში სკოლა, რომელიც ამზადებდა ახალგაზრდებს უნივერსიტეტში შესასვლელად.

პედალი (ფრანგ.) - მანქანის, მუსიკალური საკრავისა და სხვათა ფეხის ბერკეტი.

პედანტი (იტალ.) - ადამიანი, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქმის გარეგნულ მხარეს, წვრილმანებს, განუხრელად იცავს ფორმალურ წესებს და ამავეს მოითხოვს სხვებისგანაც.

პედანტური - პედანტის დამახასიათებელი.

პედელი (გერმ.)

  1. შუა საუკუნეებში - მსახური სასამართლოში.

  2. ზედამხედველი გერმანიისა და რევოლუციამდელი რუსეთის უნივერსიტეტებში.

პედერასტია (ბერძნ.) - სქესობრივი გარყვნილობა, სქესობრივი ურთიერთობა მამაკაცებს შორის; მამათმავლობა.

პედერსენი კრისტიენ - დანიელი მწერალი, რეფორმაციის მოღვაწე (1480-1554 წწ).

პედერსენი ჩარლზ - ამერიკელი ქიმიკოსი, 1987 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი დ.კრამთან და ჟ.მ.ლენთან ერთად (1904-1989 წწ).

პედერსენი ჰოლგერ - დანიელი ენათმეცნიერი (1867-1953 წწ).

პედიატრი - ბავშვთა ექიმი.

პედიატრია (ბერძნ.) - მედიცინის ნაწილი, რომელიც სწავლობს ბავშვთა დაავადებებსა და მათ მკურნალობას.

პედიკიური (ფრანგ.) - ფეხის ფრჩხილების საგანგებო გაწმენდა-გაპრიალება, აგრეთვე ფეხის კოჟრების მოცილება.

პედიკულოზი (ლათ. პედიცულუს „ტილი“) - ტილიანობა.

პედიმენტი - მთისპირა დახრილი ვაკე, რომელიც გამომუშავებულია მკვიდრ ქანებში და დაფარულია ფხვიერი ნალექების თხელი ფენით.

პედიპლენი - დენუდაციური ვაკე, რომელიც წარმოიქმნება მთიანი ან ბორცვიანი რელიეფის ადგილას, არიდული ან ნახევრად არიდული ჰავის პირობებში ხეობის ღერძიდან ფერდობის პარალელური უკან დახევისა და ცალკეული მოსწორებული უბნების შეერთების შედეგად.

პედოგენეზი - ზოგიერთი უხერხემლო ცხოველის ლარვაში გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედების განვითარება.

პედოლოგია (ბერძნ.) - მეცნიერება აღზრდის შესახებ; ბავშვთა განვითარებისათვის გადამწყვეტად მიიჩნევს მემკვიდრეობის გავლენას და რაღაც უცვლელი სოციალური გარემოს ზემოქმედებას.

პედომეტრი (ლათ.) - ხელსაწყო, რომელიც ავტომატურად ითვლის გადადგმულ ნაბიჯებს; ბიჯსაზომი.

პედრელი ფელიპე - ესპანელი კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე, ფოლკლორისტი და საზოგადო მოღვაწე (1841-1922 წწ).

პედრო I (მრისხანე) - კასტილიისა და ლეონის მეფე (1334-1369 წწ).

პედრუ I - ბრაზილიის იმპერატორი 1822-31 წლებში (1798-1834 წწ).

პედრუ II - ბრაზილიის იმპერატორი 1831-39 წლებში (1825-1891 წწ).

პეევა (პენკა) ველა - ბულგარეთის ახალგაზრდული რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე, ბულგარეთის სახალხო გმირი (1922-1944 წწ).

პეეტერსი პაულ - ბელგიელი აღმოსავლეთმცოდნე, ქართველოლოგი (1870-1959 წწ).

პევეკი - ქალაქი რუსეთში, ჩუკოტკის რეგიონში.

პევზნერი კონსტანტინე - კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1924-1990 წწ).

პევზნერი ნათან - ფრანგი მხატვარი (1884-1962 წწ).

პევზნერი ნიკოლაუს - ინგლისელი ხელოვნებათმცოდნე, წარმოშობით გერმანელი (1902-1990 წწ).

პეზარო - ქალაქი იტალიაში, პეზარო-ე-ურბინოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

პეზეტა - იხილე პესეტა.

პეზო - იხილე პესო.

პეიერი კაროი - უნგრეთის პოლიტიკური მოღვაწე (1881-1956 წწ).

პეი ვენჯუნი - ჩინელი არქეოლოგი, პალეონტოლოგი და პალეოანთროპოლოგი (1904-1990 წწ).

პეიზანი (ფრანგ.) - გლეხის იდილიური სახე მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის დასაწყისის მხატვრულ ნაწარმოებებში; დამახასიათებელია სენტიმენტალისტთა შემოქმედებისათვის.

პეიზაჟი (ფრანგ.)

  1. რაიმე ადგილის საერთო ხედი; ბუნების სურათი.

  2. სურათი, ნახატი, რომელზედაც ბუნებაა ასახული.

პეიზაჟისტი - პეიზაჟის სპეციალისტი მხატვარი.

პეიზლი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, რენფრუს საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი.

პეითო - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აფროდიტესა და ჰერმესის თანამგზავრი, დარწმუნების ხელოვნების განსახიერება და ღმერთქალი.

პეინი ტომას - აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწე (1737-1809 წწ).

პეიორატიული (ლათ.) - დაცინვითი, აგდებითი.

პეიპერი ვილემ - ნიდერლანდელი კომპოზიტორი (1894-1947 წწ).

პეირითოოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თეზევსის მეგობარი და თანამებრძოლი.

პეისლი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში (შოტლანდია), გლაზგოს სამხრეთ-დასავლეთით (85 ათასი).

პეიტარი - იგივეა, რაც მეტიჩარა.

პეიტი იაკობ - ფლამანდელი გლეხი, გლეხთა აჯანყების (1323-28 წწ) ერთ-ერთი ხელმძღვანელი ფლანდრიაში (გარდაიცვალა 1328 წელს).

პეკალა მაუნო - ფინეთის პრემიერ-მინისტრი 1946-48 წლებში (1890-1952 წწ).

პეკალონგანი - ქალაქი ინდონეზიის ცენტრალური იავის პროვინციაში (230 ათასი).

პეკანენი ტოივო რიჰარდ - ფინელი მწერალი (1902-1957 წწ).

პეკანი (ინგლ.) - კაკლის მონათესავე ხე; მისი ნიგოზი შეიცავს 70%-მდე ზეთს.

პეკარი-სლენსკე - ქალაქი პოლონეთის ზემო სილეზიის აგლომერაციაში (70 ათასი).

პეკარჟი იოსეფ - ჩეხი ისტროკოსი (1870-1937 წწ).

პეკი (ჰოლანდ.) - მაგარი ან ბლანტი მასა შავი ფერისა; წარმოადგენს ხის, ტორფის ან ქვანახშირის კუპრის გამოხდის ნარჩენს; იყენებენ ჰიდროსაიზოლაციო მასალების, ნახშირის ბრიკეტების, ტოლისა და სხვათა დასამზადებლად.

პეკი გრეგორი - ამერიკელი კინომსახიობი (1916-2005 წწ).

პეკინეზი (ინგლ.) - პატარა მოკლეფეხებიანი და აპრეხილცხვირიანი ძაღლი; აქვს ნაზი, გრძელი ბეწვი.

პეკინი - ჩინეთის დედაქალაქი. ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება ძვ.წ.აღ. I ათასწლეულიდან. XIII საუკუნიდან ქვეყნის დედაქალაქია. 1421 წლიდან ეწოდა „ბეიძინი“ (ჩრდილოეთის დედაქალაქი). 1928-49 წლებში ეწოდებოდა „ბეიპინი“ (დიდი პეკინი - 11 მილიონი).

პეკინპა სემ - ამერიკელი სცენარისტი და კინორჟისორი (1925-1984 წწ).

პეკ ნამ უნი - კორეის პოლიტიკური მოღვაწე და ისტორიკოსი (1894-1985 წწ).

პეკო - ესტონურ მითოლოგიაში - ნაყოფიერების ღმერთი.

პეკოსი (პეიკოსი) - მდინარე რიო-გრანდეს მარცხენა შენაკადი (აშშ) (სიგრძე - 1215 კილომეტრი).

პეკულიუმი (ლათ.) - ძველ რომში - ქონება, რომელსაც გვარის უფროსი გამოუყოფდა ხოლმე გვარის წევრებს (ვაჟიშვილებს, მონებს).

პელაგიალი (ბერძნ.) - ტბების, ზღვებისა და ოკეანეების წყლის სიზრქე როგორც პელაგური ორგანიზმების (პლანქტონის, ნექტონის, პლეისტონის) ბინადრობის გარემო.

პელაგიანობა - ქრისტიანი ბერის პელაგიუსის (360-418) მოძღვრება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ავგუსტინე ნეტარის კონცეფციას.

პელაგიჩი ვასო - რევოლუციონერ-დემოკრატი, სერბიის, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1838-1899 წწ).

პელაგრა [ლათ. პელლის კანი და ბერძ. აგრა ტაცება] - დაავადება, რომელსაც იწვევს საკვებში ვიტამინ PP-ს (ნიკოტინის მჟავას) ნაკლებობა; დამახასიათებელია კანისა და კუჭ-ნაწლავის დაზიანება, ფსიქიკური აშლილობა და სხვ.

პელაგური (ბერძნ.) - ზღვის მოქმედების შედეგად წარმოქმნილი, ზღვასთან დაკავშირებული; ზღვისა.

პელაიო - ასტურიის პირველი მეფე (გარდაიცვალა 737 წელს).

პელამიდა (ბერძნ.)

  1. ძვირფასი თევზი სკუმბრიების ოჯახისა; იწონის 7 კგ-მდე.

  2. გველის მსგავსი წყლის ქვეწარმავალი 1 მეტრამდე სიგრძისა.

პელასგები (ბერძნ.) - ანტიკურ ავტორთა ცნობებით - საბერძნეთის უძველესი (არაბერძენი) მოსახლეობა.

პელასგია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰერას ერთ-ერთი ზედმეტი სახელი კუნძულ სამოსზე.

პელასგიკოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსის ერთ-ერთი ზედმეტი სახელი დოდონაში.

პელასგოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად: 1) ლიკაონის მამა, პელასგების მითიური წინაპარი. 2) მრავალი არგოსელი გმირის სახელი, რომელთაც არკადიული თქმულებები მიწათმოქმედების გამოგონებას მიაწერენ.

პელე (ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ) - ბრაზილიელი ფეხბურთელი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი 1958, 1962, 1970 წლებში, „ფეხბურთის მეფედ“ აღიარებული (დაიბადა 1940 წელს).

პელევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თესალიელი გმირი, არგონავტების ლაშქრობის, ტროის ომის, კალიდონის ნადირობის მონაწილე.

პელენგატორი - პელენგაციისათვის საჭირო ხელსაწყო.

პელენგაცია - რისამე ადგილსამყოფელის დადგენა პელენგის1 განსაზღვრის გზით.

პელენგი (ჰოლანდ.) - კუთხე კომპასის ისრის მიმართულებისა და იმ მიმართულებას შორის, რომლის გაყოლებითაც ჩანს მოცემული საგანი ან ისმის მოცემული ბგერა.

პელენგი (ჰოლანდ.) - თვითმფრინავების ისეთი წყობა, როდესაც ისინი ერთმანეთს კუთხით (საფეხურებად) მისდევენ.

პელერინა (ფრანგ.) - მოკლე მოსასხამი, რომელიც ჩვეულებრივ წელამდე არ სწვდებათ.

პელეტიე დე მანი ჟაკ - ფრანგი მწერალი და მეცნიერი (1517-1582 წწ).

პელიადები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პელიასის შთამომავლები - აკასტოსი, ალკესტიდა და სხვა.

პელიასი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, იასონის ბიძა, პოსეიდონისა და ტიროს ვაჟი, იოლკოსის მფლობელი (თესალიაში).

პელიგო ეჟენ მელკიორი - ფრანგი ქიმიკოსი (1811-1890 წწ).

პელიკანი (ბერძნ.) - ვარხვი (წყლის ფრინველი).

პელიკო სილვიო - იტალიელი მწერალი (1789-1854 წწ).

პელიკოზავრები - მხეცისმაგვარი ქვეწარმავლების რიგი, ახლოს იდგნენ კოტილოზავრებთან.

პელიკულა (ლათ.) - ზოგი ერთუჯრედიანი ორგანიზმის გარსი.

პელიმი - მდინარე ციმბირის დასავლეთ ნაწილში, ტავდას მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 707 კილომეტრი).

პელიო პოლ - ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე (1878-1945 წწ).

პელიონი - მთა შუა საბერძნეთში, რომელთანაც მრავალი მითია დაკავშირებული, აქვე ცხოვრობდა თითქოს კენტავრი ქირონი.

პელისიე ემაბლ ჟან ჟაკ - საფრანგეთის მარშალი (1794-1864 წწ).

პელიტები (ბერძნ.) - წვრილმარცვლოვანი, უპირატესად თიხოვანი ნალექი ქანები.

პელმანი რობერტ - გერმანელი ისტორიკოსი (1852-1914 წწ).

პელმენი (რუს.) - ხინკლისმაგვარი საჭმელი.

პელნარჟი იოსეფ - ჩეხი ექიმი, მეცნიერი (1872-1964 წწ).

პელოპი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლიდიელი გმირი, მცირე აზიის მმართველის - ტანტალოსის ვაჟი, პელეპონესის ეპონიმი.

პელოპიდა - ძველბერძენი პოლიტიკური მოღვაწე და მხედართმთავარი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 410 - 364 წწ).

პელოპონესი - ნახევარკუნძული, რომელიც მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში, საბერძნეთში.

პელორი

  1. მდინარე არაგვის სავარაუდო უცხოური სახელწოდება; მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან, რაც „მოძრაობას“ ნიშნავს.

  2. (ბერძნ.) - ყვავილი, რომელსაც სწორი (აქტინომორფული) გვირგვინი აქვს, განსხვავებით იმავე მცენარის სხვა ყვავილებისგან, რომლებსაც აქვთ არასწორი (ზიგომორფული) გვირგვინები.

პელოტა (ფრანგ.) - ბასკების ხალხური თამაში ბურთით, ყველაზე სწრაფი თამაში მსოფლიოში (ბურთის სიჩქარე აღწევს 300-მდე კმ-ს საათში); პატარა მაგარი ბურთით ეჯიბრება ერთმანეთს სამ-სამი კაცისაგან შემდგარი გუნდი.

პელოტასი - ქალაქი ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში, რიუ-გრანდი-დუ-სულის შტატში (200 ათასი).

პელტიე ჟან შარლ ატანაზ - ფრანგი ფიზიკოსი და მეტეოროლოგი (1785-1845 წწ).

პელტროუ გვინეტ - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1973 წელს).

პელტცერი ტატიანა - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1904-1992 წწ).

პელშე არვიდ - ლატვიის კომპარტის ცკ პირველი მდივანი 1941-59 წლებში, სკკპ პოლიტბიუროს წევრი (1899-1983 წწ).

პელციგი ჰანს - გერმანელი არქიტექტორი (1869-1936 წწ).

პელცლი (პელცელი) ფრანტიშეკ მარტინ - ჩეხეთის ეროვნული აღორძინების წარმომადგენელი, ისტორიკოსი, ლინგვისტი (1734-1801 წწ).

პემატანგსიანტარი - ქალაქი ინდონეზიის ჩრდილოეთ სუმატრის პროვინციაში.

პემბა - მარჯნის კუნძული ინდოეთის ოკეანეში, აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ეკუთვნის ტანზანიას.

პემბროკი რიჩარდ დე კლერი - ირლანდიის ერთ-ერთი პირველი ინგლისელი დამპყრობელი (დაახლოებით 1130-1176 წწ).

პემბრუქშირი - ძველი საგრაფო დიდ ბრიტანეთში.

პემზა (რუს.) - ძალზე მსუბუქი ფოროვანი ქანი ვულკანური წარმოშობისა; იყენებენ სხვადასხვა ნაკეთობის გასაპრიალებლად.

პემზაბეტონი - პემზით შევსებული მსუბუქი ბეტონი.

პემიკანი (ფრანგ.) - გამხმარი და ბრიკეტებად დაწნეხილი ხორცი.

პემფიგუსი (ფრანგ.) - კანის მძიმე დაავადება; ახასიათებს ბუშტები კანზე და ლორწოვან გარსებზე; ბუშტოვანი სირსველი.

პენალტი (ინგლ.) - ფეხბურთში - თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა.

პენანგი - იხილე პინანგი.

პენატები (ლათ.)

  1. წინაპართა განმასახიერებელი უძველესი მფარველი ღვთაებები ძველ რომში.

  2. მშობლიური კერა, სახლ-კარი.

პენგე (უნგრ.) - უნგრეთის ფულის ერთეული 1925-46 წლებში.

პენდერეცკი ქშიშტოფ - პოლონელი კომპოზიტორი (დაიბადა 1933 წელს).

პენდლბერი ჯონ - ინგლისელი არქეოლოგი (1904-1941 წწ).

პენევი ბოიან ნიკოლოვ - ბულგარელი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი (1882-1927 წწ).

პენელოპე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, იკარიოსისა და ფერია პერიბოეს ქალიშვილი, ოდისევსის ცოლი, ტელემაქეს დედა. ერთგული, ქმრისმოყვარული და იდეალური ცოლის განსახიერება; პენელოპეს შრომა - დაუსრულებელი სამუშაოს სინონიმი.

პენეპლინი (ინგლ.) - ხმელეთის გასწორებული უბანი, რომელიც წარმოიქმნა მთიანი ქვეყნის ძალიან ხანგრძლივი ნგრევის შედეგად შედარებით ტექტონიკური სიმშვიდის პირობებში.

პენეტრომეტრია (ლათ.) - რაიმე მასალის კონსისტენციის გაზომვის ხერხი.

პენზა - ქალაქი რუსეთში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (530 ათასი).

პენზიასი არნო ალან - ამერიკელი ასტროფიზიკოსი (დაიბადა 1933 წელს).

პენთევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კადმოსის შვილიშვილი, თებეს ერთ-ერთი მეფე.

პენთესილეა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ამაზონების (ამორძალების) დედოფალი, ტროის ომში ტროელების მხარდამჭერი, მოკლულ იქნა აქილევსის მიერ.

პენი ალექსანდრე - ებრაელი პოეტი (ისრაელი) (1906-1972 წწ).

პენი არტურ - ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი (დაიბადა 1922 წელს).

პენი უილიამ - ინგლისის კოლონიის დამაარსებელი ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელსაც სახელად „პენსილვანია“ ეწოდა (1644-1718 წწ).

პენი შონ - ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი (დაიბადა 1960 წელს).

პენი (ინგლ.)

  1. ინგლისური ხურდა ფული, უდრიდა 1/240 სტერლინგს.

  1. ფინური ხურდა ფული.

პენია - სიღარიბის განსახიერება და ღვთაება ძველ საბერძნეთში, ხშირად მას ომის ღმერთის არესის შვილადაც მიიჩნევდნენ.

პენია ლასარო - კუბისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1911-1974 წწ).

პენინი - ქლორიტების ჯგუფის მინერალი (პენინის ალპების სახელის მიხედვით).

პენინის ალპები - ქედების სისტემა იტალიასა და შვეიცარიაში.

პენიტენციარი (ლათ.)

  1. რომის პაპის კარზე - დაწესებულება, რომელიც განაგებს ცოდვების შენდობას და მისთანა საკითხებს.

  2. ზოგ სხვა ქვეყანაში - გამოსასწორებელი სახლი; საკატორღო ციხე.

პენიტენციარული (ლათ.) - სასჯელთან დაკავშირებული; პენიტენციარული სისტემა - სისხლის სამართლის სასჯელის მოხდის წესი თავისუფლების აღკვეთის სახით.

პენიცილინი (ლათ.) - სამკურნალო პრეპარატი, ანტიბიოტიკი, რომელსაც იღებენ ობის სოკოს ზოგიერთი სახეობისგან; იხმარება უმთავრესად ჩირქოვან-სეფსისურ პროცესებთან დაკავშირებულ დაავადებათა წინააღმდეგ. აღმოაჩინა ინგლისელმა მეცნიერმა ა. ფლემინგმა 1929 წელს.

პენიცილიუმი - უსრულო სოკოების გვარი.

პენკა (ნამდვილი სახელი და გვარი რალფ ვინკლერი) - გერმანელი თვითნასწავლი მხატვარი (დაიბადა 1939 წელს).

პენკი ალბრეხტ - გერმანელი გეომორფოლოგი და გეოგრაფი (1858-1945 წწ).

პენკი ვალტერ - გერმანელი გეოლოგი და გეომორფოლოგი (1888-1923 წწ).

პენ-კლუბი (ინგლ.) - მწერალთა გაერთიანება; დააარსეს ინგლისელმა მწერლებმა ჯ. გოლზუორთიმ და კ.ა.დაუსონ-სკოტმა 1921 წელს.

პენკოვსკი ოლეგ - საბჭოთა მზვრავი, რომელიც მხილებულ იქნა როგორც დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ორმხრივი ჯაშუში (1919-1963 წწ).

პენლევე პოლ - ფრანგი მათემატიკოსი, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1863-1933 წწ).

პენო - ტბა რუსეთის ტვერის ოლქში (სიღრმე 4 მეტრამდე).

პენოლოგია (ლათ.) - მეცნიერება სასჯელისა და ციხეების შესახებ.

პენჟინა - მდინარე რუსეთის ციმბირული ნაწილის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, ერთვის ოხოტის ზღვას(სიგრძე - 713 კილომეტრი).

პენსაკოლა

  1. მთები ანტარქტიდაში.

  2. ქალაქი აშშ-ს ფლორიდის შტატში.

პენსი (ინგლ.) - იგივეა, რაც პენი (ხურდა ფული).

პენსია (ლათ.) - მოსახლეობის მატერიალური უზრუნველყოფის ფორმა სახელმწიფოს ხარჯზე (საზოგადოებრივი მოხმარების ფონდებიდან) კანონით დადგენილ შემთხვევებში.

პენსიონერი (ფრანგ.) - პირი, რომელსაც პენსია აქვს დანიშნული.

პენსილვანია - შტატი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში; ფართობი - 114,4 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 12 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - ჰარისბერგი.

პენსნე (ფრანგ.) - სათვალე, რომელსაც საყურე რკალების ნაცვლად აქვს ზამბარაკი ცხვირზე დასამაგრებლად.

პენტა (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს „ხუთს“.

პენტაგონი (ინგლ.) - ხუთკუთხიანი შენობა, რომელშიც განთავსებულია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო.

პენტაგონალური - მათემატიკაში - ხუთკუთხიანი, ხუთკუთხედი.

პენტაგრამა (ბერძნ.)

  1. წესიერი ხუთკუთხედი, რომლის ყოველ გვერდზე აგებულია ტოლფერდა სამკუთხედები.

  2. შუა საუკუნეებში - ამულეტზე გამოხატული მაგიური ნიშანი.

პენტაგრიდი (ბერძნ.) - იგივეა, რაც ჰეპტოდი.

პენტაედრი (ბერძნ.) - ხუთწახნაგოვანი სხეული.

პენტათლონი (ბერძნ.) - ძველ საბერძნეთში - კლასიკური ხუთჭიდი: სიგრძეზე ხტომა, რბენა, ბადროს და შუბის ტყორცნა და ჭიდაობა.

პენტამეტრი (ბერძნ.) - ანტიკურ ლექსთწყობაში - ექვსმუხლიანი დაქტილი. შედგება ორი ნახევარტაეპისგან, რომელთაც მოკვეცილი აქვთ ორ-ორი მოკლე მარცვალი, იყენებდნენ ელეგიებში.

პენტატონიკა (ბერძნ.) - მუსიკალური სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ხუთსაფეხურიან გამაზე ნახევარტონების გამოკლებით; საფუძვლად უდევს ჩინურ, შოტლანდიურ და ზოგ სხვა ხალხურ მუსიკას.

პენტელაშვილი ივანე - XVIII-XIX საუკუნეების ზღვარზე მოღვაწე ქართველი მდივან-მწიგნობარი, მთარგმნელი.

პენტლანდიტი - მინერალი, რკინა-ნიკელის ალმადანი; მადანი, საიდანაც ნიკელს იღებენ.

პენტლენდ-ფერთი - სრუტე შოტლანდიასა და ორკნის კუნძულებს შორის.

პენტიუმი - პერსონალური კომპიუტერების მიკროპროცესორის სახეობა, რომელსაც აშშ-ს ფირმა „ინტელი“ აწარმოებს.

პენტოდი (ბერძნ.) - ელექტრონმილკი, რომელსაც აქვს ხუთი ელექტროდი: ანოდი, კათოდი და სამი ბადე; იყენებენ დაბალი და მაღალი სიხშირის ელექტრორხევების გენერაციისა და გაძლიერების სქემებში.

პენტოზები (ბერძნ.) - მონოსაქარიდების ჯგუფის ორგანული ნაერთები, რომელთა ჩონჩხი შედგება ხუთ-ხუთი ატომისაგან.

პენტჰაუზი (ინგლ.) - აშშ-ში - იზოლირებული ფეშენებელური ბინა მრავალსართულიანი სახლის ბანზე.

პენუარი (ფრანგ.)

  1. ქალის დილის ხალათი მსუბუქი ქსოვილისა.

  2. თეთრი ქსოვილი (ზეწარივით), რომელსაც საპარიკმახეროში აფარებენ კლიენტის კრეჭის, პარსვისა და მისთანების დროს ტანისამოსის დასაცავად.

პენუტი - ენით მონათესავე ინდიელ ტომთა ჯგუფი, რომელიც კოლონიზაციამდე განაწილებული იყო ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ განაპირა რაიონებში.

პენფილდი უაილდერ გრეივზ - კანადელი ნევროლოგი და ნეიროქირურგი (1891-1976 წწ).

პენჩინგბოლი (ინგლ.) - მსხლის მოყვანილობის გასაბერი ტყავის ბურთი, რომელსაც მოკრივეები ურტყამენ ვარჯიშის მიზნით; სხვანაირად - „მსხალი“.

პენხუ (პესკადორის კუნძულები) - არქიპელაგი ტაივანის სრუტეში, ჩინეთის ტერიტორია.

პენჯაბი - ბუნებრივი ისტორიული მხარე ინდოეთსა და პაკისტანში.

  1. პროვინცია პაკისტანის აღმოსავლეთ ნაწილში; ადმინისტრაციული ცენტრი - ლაჰორი.

  2. შტატი ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში; ადმინისტრაციული ცენტრი - ჩანდიგარჰი.

პენჯიკენტი - ქალაქი ტაჯიკეთის ხოჯენდის ოლქში (30 ათასი).

პეონაჟი (ფრანგ.) - პეონების კაბალური დამოკიდებულება ვალის გადაუხდელობის გამო.

პეონი (ესპან.) - გლეხი, რომელიც მემამულეზე კაბალური დამოკიდებულების შედეგად მევალე მონად გადაიქცა.

პეონი (ესპან.) - იხილე პეანი.

პეორია - ქალაქი აშშ-ს ილინოისის შტატში (115 ათასი).

პეპე გულიელმო - იტალიის განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1783-1855 წწ).

პეპელა (ლათ. Lepidoptera)

  1. მწერი; აქვს ორი წყვილი მტვრისებრი ქერცლით დაფარული ფრთა.

  2. მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

  3. ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი (ციკლიდან „გზა“). ეკრანებზე გამოვიდა 1977 წელს. დამდგმელი რეჟისორები - ნელი ნენოვა, გენო წულაია. სცენარის ავტორი - რევაზ გაბრიაძე. დამდგმელი ოპერატორი - ალექსანდრე

სულამანიძე. კომპოზიტორი - გენო წულაია. მთავარ როლებში: ლიკა ქავარაძე, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ბაადურ წულაძე.

პეპელეთი - მთა ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის სამხრეთ განშტოებაზე, ჩიხურისა და ხახეთისწყლის წყალგამყოფზე.

პეპელმანი მათეუს - გერმანელი არქიტექტორი, გვიანდელი ბაროკოს წარმომადგენელი (1662-1736 წწ).

პეპერა - პაპის პაპა, წინაპარი.

პეპინიერკა - მეფის რუსეთში ქალთა დახურული საშუალო სასწავლებლის (ქალთა ინსტიტუტის) კურსდამთავრებული, რომელიც დატოვებული იყო იმავე სასწავლებელში პედაგოგიური პრაქტიკის გასავლელად.

პეპლაობა - დედალ-მამალი ფრინველის ან მწერის განაყოფიერების აქტი.

პეპლუმი (ლათ.) - ძველ საბერძნეთსა და რომში - ქალის ზედა ტანსაცმელი მსუბუქი ქსოვილისა, ნაოჭებიანი, უსახელო; იცვამდნენ ტუნიკაზე.

პეპსინი - იხილე პეფსინი.

პეპტიდაზები - ფერმენტები, რომლებიც ხლეჩენ ცილების დაშლის სხვადასხვა პროდუქტს (პეპტიდებს).

პეპტიდები (ბერძნ.) - ორგანული ნაერთები, რომლებიც შედგება გარკვეული წესით დაკავშირებული ამინომჟავებისგან.

პეპტიზაცია (ბერძნ.) - გაუხსნელი ნივთიერების გადასვლის პროცესი კოლოიდური ხსნარის მდგომარეობაში - განსაკუთრებულ ნივთიერებათა (პეპტიზადორების) მოქმედების შედეგად.

პეპტონი (ბერძნ.) - საჭმლის მონელების დროს ცილების პირველადი დაშლის პროდუქტი.

პეჟო - უდიდესი კერძო საავტომობილო კომპანია საფრანგეთში, რომელიც მსუბუქ და სპორტულ ავტომობილებს აწარმოებს. შტაბ-ბინა მდებარეობს პარიზში.

პერაკი - შტატი მალაიზიაში, ნახევარკუნძულ მალაკაზე; ადმინისტრაციული ცენტრი - იპოხი.

პერანგა - ვისაც პერანგის მეტი არაფერი აცვია.

პერანგა

  1. მთა შუახევის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე (2235 მეტრი).

  2. მთა საჩხერის მუნიციპალიტეტში, ლიხის ქედზე (სიმაღლე - 1588 მეტრი).

პერანგი (სპარს.)

  1. თეთრეულის ნაწილი, შიგნითა ზედა ტანზე ჩასაცმელი; ზედა საცვალი.

  2. მომყოლი, ქუდბედი.

პერანგიანი

  1. ვისაც პერანგი აცვია.

  2. იგივეა რაც ქუდბედიანი.

პერგამენტი

  1. ხბოს, ბატკნის ან თიკნის ტყავი, განსაკუთრებული წესით დამუშავებული, ასეთ მასალაზე შესრულებული ხელნაწერი; ეტრატი.

  2. მკვრივი ქაღალდი, რომელიც ცხიმსა და სისველეს არ ატარებს.

პერგამინი - გამჭვირვალე მკვრივი ქაღალდი, რომლისგანაც კალკს აკეთებენ.

პერგამინო - ქალაქი აშშ-ს ბუენოს-აირესის პროვინციაში.

პერგამონი - ძველი ქალაქი მცირე აზიაში (თანამედროვე ბერგამა). ძვ.წ.აღ. XII საუკუნეში დააარსეს ბერძნებმა.

პერგამოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ანდრომაქეს ვაჟი, ქალაქი პერგამოსის მითიური დამაარსებელი და ეპონიმი.

პერგოლა (იტალ.) - ხვიარა მცენარეებით გამწვანებული მსუბუქი ნაგებობა, რომელიც შედგება ერთმანეთის მიყოლებით დადგმული თაღებისგან.

პერგოლეზი (პერგოლეზე, ნამდვილი გვარი - დრაგი) ჯოვანი ბატისტა - იტალიელი კომპოზიტორი (1710-1736 წწ).

პერგუსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტბა სიცილიაში, რომლის მახლობლადაც თითქოს ჰადესმა პერსეფონე მოიტაცა.

პერდიკა

  1. მაკედონიის მეფეთა სახელი.

  2. ალექსანდრე მაკედონელის პირადი მცველი და მხედართუფროსი.

პერდიკი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დედალოსის ნათესავი და მოსწავლე, რომელსაც მიეწერება ხერხის, ფარგლის, სამეთუნეო ჩარხის და სხვა იარაღების გამოგონება.

პერე მარგარიტა - ფრანგი რადიოქიმიკოსი (1909-1975 წწ).

პერე ოგიუსტ - ფრანგი არქიტექტორი (1874-1954 წწ).

პერეგრინუსი - უცხოელი ძველ რომაელთათვის.

პერედა ხოსე მარია - ესპანელი მწერალი (1833-1906 წწ).

პერედვიჟნიკები - მხატვრები, რომლებიც შედიოდნენ რუსულ პროგრესულ სამხატვრო გაერთიანებაში - მოძრავი სამხატვრო გამოფენების ამხანაგობა, შეიქმნა 1870 წელს პეტერბურგში.

პერევალსკი - ქალაქი უკრაინის ლუგანსკის ოლქში (30 ათასი).

პერევერზევი ივან - რუსი კინომსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1914-1978 წწ).

პერევი - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ყვირილის ზემოეთში, ზღვის დონიდან - 760 მეტრი, საჩხერიდან - 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 632 კაცი.

პერევისა - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს, ჭიათურის პლატოზე. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 700 მეტრი, ჭიათურიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1319 კაცი. პერევისის ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია პერევისის წმინდა გიორგის სახელობის, ეკლესია. სალოცავს IX საუკუნეში აქვს საფუძველი ჩაყრილი. ეკლესიაში შემორჩენილია XI-XIII საუკუნეების კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. ამავე ტერიტორიაზე, XIX საუკუნის ბოლოს, კიდევ ერთი ეკლესია აშენდა. ახალი ეკლესია, ძველთან შედარებით, გაცილებით დიდია და იმ პერიოდის ხუროთმოძღვრული ნაგებობების დახვეწილი სტილით გამოირჩევა. აღსანიშნავია აგრეთვე ტეხისის სალოცავი. ეს სალოცავი ჯერ კიდევ წინაქრისტიანული ხანიდან იღებს სათავეს. სალოცავი „ტეხისა“ პერევისისა და ახლომახლო სოფლების „ადგილის დედა“ უნდა ყოფილიყო, ტეხისობა კი მისი სადიდებელი დღესასწაული. „ტეხისობას“ ყოველ ახალ კვირეს აღნიშნავენ, რამაც მას ქრისტიანული დღესასწაულის იერსახე შესძინა

პერეირა

  1. ქალაქი კოლუმბიის დასავლეთ ნაწილში, რისარალდას დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (340 ათასი).

  2. არისტიდეს მარია - ბრაზილიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, ისტორიკოსი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი (1890-1965 წწ).

პერეირა გომიში სოეირუ ჟოაკინ - პორტუგალიელი მწერალი (1909-1949 წწ).

პერეკი ჟორჟ - ფრანგი მწერალი (1936-1982 წწ).

პერემიშლი - პოლონეთის ქალაქ ფშემისლის რუსული სახელწოდება.

პერემიშიანი - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში.

პერენი ჟან ბატისტ - ფრანგი ფიზიკოსი, 1926 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1870-1942 წწ).

პერენი ფრანსის - ფრანგი ფიზიკოსი (1901-1985 წწ).

პერეს გალდოსი ბენიტო - ესპანელი მწერალი (1843-1920 წწ).

პერეს დე აიალა რამონ - ესპანელი მწერალი (1880-1962 წწ).

პერეს დე იტა ხინეს - ესპანელი მწერალი (1544-1619 წწ).

პერეს დე კუელიარი ხავიერ - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი 1982-1991 წლებში, პერუს სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1920 წელს).

პერესი კარლოს ანდრეას - ვენესუელის პრეზიდენტი 1974-79 და 1989 წლიდან (დაიბადა 1933 წელს).

პერესი შიმონ - ისრაელის პრემიერ-მინისტრი 1984-86 და 1995-96 წლებში, 1994 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ი. რაბინთან და ი. არაფატთან ერთად (დაიბადა 1923 წელს).

პერესლავლ-ზალესკი - ქალაქი რუსეთის იაროსლავლის ოლქში.

პერესტიანი ივანე - ქართველი კინორეჟისორი და მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, ქართული კინემატოგრაფის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1870-1959 წწ).

პერესტროიკა - სახელი, რომელიც ეწოდა მ.გორბაჩოვის მიერ განხორციელებულ რეფორმებს, მიმართულს ტოტალიტარული რეჟიმის გარდასაქმნელად.

პერესუტი ენრიკო - იხილე ბ პ რ.

პერეს ხიმენესი მარკოს - ვენესუელის პრეზიდენტი 1953-58 წლებში (დაიბადა 1914 წელს).

პერეცი იცხოკ ლეიბუშ - ებრაელი მწერალი (1851- 1915 წწ).

პერვერსია (პერვერზია) - გაუკუღმართება (განსაკუთრებით სქესობრივი ცხოვრებისა).

პერვიგილიები - რელიგიური რიტუალები, რომლებიც იმართებოდა როგორც რომში, ასევე საბერძნეთში სხვადასხვა ღვთაების პატივსაცემად.

პერვომაისკი

  1. (1951 წლამდე ტაშინო) - ქალაქი რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.

  2. ქალაქი უკრაინის ლუგანსკის ოლქში (50 ათასი).

  3. ქალაქი უკრაინის ნიკოლაევის ოლქში (85 ათასი).

პერვოურალსკი - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში (135 ათასი).

პერთი

  1. ქალაქი ავსტრალიაში, დასავლეთ ავსტრალიის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (1,1 მილიონი).

  2. საგრაფო დიდ ბრიტანეთში (შოტლანდია).

პერი გაბრიელ - საფრანგეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, ანტიფაშისტური წინააღმდეგობის მოძრაობის გმირი, პუბლიცისტი (1902-1941 წწ).

პერი იაკოპო (მეტსახელი - გრძელთმიანი) - იტალიელი კომპოზიტორი (1561-1633 წწ).

პერი მეთიუ კოლბრაიტ - აშშ-ს სამხედრო-საზღვაო მოღვაწე (1794-1858 წწ).

პერი რალფ ბარტონ - ამერიკელი ფილოსოფოსი (1876-1957 წწ).

პერი უილიამ ედუარდ - ინგლისელი არქტიკის მკვლევარი (1790-1855 წწ).

პერი ჩარლზ - იხილე პარი ჩ.

პერი ჯონ - ინგლისელი კაპიტანი, გემების, დოკებისა და არხების მშენებელი (1670-1733 წწ).

პერი (ფრანგ.)

  1. ინგლისში (აგრეთვე საფრანგეთში 1848 წლის რევოლუციამდე) თავად-აზნაურთა უმაღლესი ფენის წარმომადგენლების წოდებულება.

  2. (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს: ირგვლივ, ახლოს.

  3. იგივეა, რაც ქაფი.

პერიანდრე - კორინთოს ტირანი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 660 - 585 წწ).

პერიარტერიტი (ბერძნ.) - მედიცინაში - არტერიის გარეთა ფენების დაზიანება.

პერიასლავლ-ხმელნიცკი - ქალაქი უკრაინის კიევის ოლქში (30 ათასი).

პერიასტრი - თანამგზავრი ვარსკვლავის ორბიტის უახლოესი წერტილი მთავარი ვარსკვლავის მიმართ.

პერიაქტები (ბერძნ.) - ძველ ბერძნულ თეატრში - დეკორაციები მბრუნავი სამწახნაგა პრიზმების სახისა.

პერიგეა (პერიგეუმი) (ბერძნ.) - მთვარის (ან დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის) ორბიტის წერტილი, რომელიც ყველაზე უფრო ახლოა დედამიწასთან.

პერიდერმა (ბერძნ.) - მეორეული საფარი ქსოვილი მრავალწლოვანი მცენარის ღეროებზე, ფესვებზე, ფესურებზე, ბოლქვებზე.

პერიდინეები (ბერძნ.) - უმარტივესი მიკროსკოპული მოძრავი წყალმცენარეები.

პერიდიუმი (ბერძნ.) - სხვადასხვა სოკოს ნაყოფსხეულის გარსი; შედგება უჯრედთა ერთი ან რამდენიმე ფენისგან.

პერიდოტი (ფრანგ.) - იგივეა, რაც ოლივინი.

პერიდოტიტი (ფრანგ.) - მუქი წვანე ფერის ქანი, რომელიც უმთავრესად ოლივინისა და პიროქსენებისაგან შედგება.

პერიე (კაზიმი-პერიე) - ჟან პოლ პიერ (საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე (1847-1907 წწ).

პერიეკები (პერიოიკები) - ძველ საბერძნეთში (სპარტაში, თესალიაში) - ზოგი პოლისის მოსახლეობის არასრულუფლებიანი ნაწილი.

პერიელექტროტონი (ბერძნ.) - ნერვის აგზნებადობისა და გამტარობის ცვლილება, რომელიც თავს იჩენს ნერვზე ზემოქმედების ადგილიდან ცოტაოდენი დაშორებით.

პერითეციუმი - პირენომიცეტების მიკროსკოპული ნაყოფ-სხეული

პერიკამბიუმი (ბერძნ.) - იგივეა, რაც პერიციკლი.

პერიკარდი (ბერძნ.) - გულის გარსი, გულის პერანგი.

პერიკარდიტი - მედიცინაში - პერიკარდის ანთება.

პერიკარპიუმი (ბერძნ.) - მცენარის ნაყოფის საფარი, რომელიც ვითარდება ნასკვის კედლებიდან.

პერიკლე - ძველბერძენი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (ძვ.წ.აღ. 490 - 429 წწ).

პერიკლიმენოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პილოსის მეფის - ნელევსის ვაჟი, ნესტორის ძმა, არგონავტთა ლაშქრობის მონაწილე.

პერიკლინი - ქანების შრეთა განლაგების ფორმა.

პერილა - ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა.

პერიმედე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, გრძნეული კოლხი ქალი; შესაძლოა, იყოს მედეა.

პერიმეტრი (ბერძნ.) - ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის გვერდების სიგრძის ჯამი.

პერიმეტრიტი (ბერძნ.) - მედიცინაში - საშვილოსნოს სეროზული აპკის ანთება.

პერინატალური (ბერძნ.) - რაც დაკავშირებულია მშობიარობასთან და იმ პერიოდთან, რომელიც უშუალოდ მშობიარობას მოსდევს.

პერინატოლოგია - მედიცინის დარგი - შეისწავლის ნაყოფისა და ახალშობილის განვითარებას პერინატალურ პერიოდში.

პერინი მარიამ - თბილისში მოღვაწე იტალიელი ბალერინა და პედაგოგი (1873-1939 წწ).

პერიოდი (ბერძნ.)

  1. დროის მონაკვეთი, რომელიც განსაზღრულია რაიმეთი, უპირისპირდება რაიმე ხანს.

  2. დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც მთავრდება რაიმე განმეორებადი პროცესი.

  3. დროის მონაკვეთი, რომლის გნმავლობაშიც ილექებოდა გეოლოგიური სისტემის შემადგენელი ნალექები; გეოლოგიური ერის მონაკვეთი, რომელიც თავის მხრივ ეპოქებად იყოფა.

  4. მათემატიკაში - ჯგუფი ციფრებისა, რომლებიც მეორდება უსასრულო ათწილადებში.

  5. ჰოკეისა და წყალბურთში - თამაშის ერთი მონაკვეთის ხანგრძლივობა.

პერიოდიზაცია - პერიოდებად დაყოფა.

პერიოდიკა - პერიოდული გამოცემები.

პერიოდონტიტი (ბერძნ.) - კბილის ფესვის გარსისა და მის ირგვლივ არსებული ქსოვილების ანთება.

პერიოდული - რაც გარკვეული პერიოდის, გარკვეული დროის შემდეგ ჩნდება ან მეორდება.

პერიოიკები - იხილე პერიეკები.

პერიოსტეუმი (ბერძნ.) - ძვლის ზედა ფენა (შემაერთებელი ქსოვილი; ძვლისაზარდელა).

პერიოსტიტი (ბერძნ.) - ძვლისაზრდელის ანთება.

პერიპატეტიზმი - პერიპატეტიკოსთა მოძღვრება.

პერიპატეტიკოსები - ძველი ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს მოწაფეები და მიმდევრები.

პერიპეტია (ბერძნ.) - უეცარი ცვლილება, მოულოდნელი გართულება ვისიმე ცხოვრებაში, რაიმე მდგომარეობაში და სხვა.

პერიპლი (ბერძნ.) - ძველი ბერძნული ლიტერატურის სახეობა; შეიცავს ზღვის ნაპირების გაყოლებით ნაოსნობის აღწერას.

პერიპტეროსი - ძველი ბერძნული ტაძრის ტიპი - ოთხივე მხრიდან კოლონადით შემორტყმული შენობა.

პერისელენიუმი (ბერძნ.) - მთვარის ხელოვნური თანამგზავრის ორბიტის წერტილი, რომელიც ყველაზე ახლოსაა მთვარესთან.

პერისკოპი - ოპტიკური ხელსაწყო დაფარული ადგილიდან, წყალქვეშა ნავიდან, ტანკიდან და მისთანებიდან სათვალთვალოდ.

პერისპერმი (ბერძნ.) - დამატებითი საკვები ქსოვილი, რომელსაც ჩანასახი იყენებს გაღივების დროს.

პერისტალტიკა - ღრუ ორგანოთა (საყლაპავი მილის, კუჭის, ნაწლავების და მისთანების) კედლების ტალღისებური რიტმული შეკუმშვა-გაფართოება.

პერისტასისი - კოლონადა, რომელიც გარს ერტყმის ანტიკურ ტაძარს; პტერონი.

პერისტილი (ბერძნ.) - სწორკუთხა ეზო, ბაღი ან მოედანი, რომელსაც გარს არტყია გადახურული კოლონადა.

პერიტონეუმი - თხელი, ნახევრადგამჭვირვალე სეროზული ფირფიტა, რომლითაც შიგნიდან ამოფენილია მუცლისა და მენჯის კედლები და მთლიანად ან ნაწილობრივ ფარავს გარედან მუცლისა და მენჯის ღრუში მდებარე ორგანოებს.

პერიტონიტი (ბერძნ.) - მუცლის აპკის ანთება.

პერიფანტოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ატიკის მითიური მეფე, რომელიც შემდგომ კეკროპმა შეცვალა.

პერიფერია (ბერძნ.) - ქვეყნის განაპირა მხარე, ცენტრიდან დაშორებული ადგილი.

პერიფეტე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰეფესტოს ვაჟი, რომელიც თეზევსმა მოკლა.

პერიფრაზი (ბერძნ.) - გამოთქმა, რომელიც აღწერით გადმოსცემს სხვა გამოთქმის ან სიტყვის აზრს.

პერიქონდრი (ბერძნ.) - შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც ხრტილს გარს ეკვრის.

პერიქონდრიტი - პერიქონდრის ანთება.

პერიცენტრი - ციური სხეულის ორბიტის უახლოესი წერტილი იმ ცენტრალურ სხეულთან, რომლის გარშემო ის მოძრაობს.

პერიციკლი (ბერძნ.) - ქსოვილი მცენარის ღეროებსა და ფესვებში, რომელიც გარს არტყია გამტარ ქსოვილებს და შედგება უჯრედთა ერთი ან რამდენიმე ფენისაგან.

პერიჰელიუმი (ბერძნ.) - პლანეტის, საპლანეტათშორისი სადგურის და მისთანათა ორბიტის წერტილი, რომელიც ყველაზე უფრო ახლოსაა მზესთან.

პერკალი (ფრანგ.) - თხელი ბამბის ქსოვილი, ტილოსებურად ნაქსოვი; იყენებენ საპარაშუტო და ქიმიურ მრეწველობაში, ტექსტოლითის წარმოებაში და სხვა.

პერკინი - ინგლისელი ქიმიკოსები (მამა-შვილი): უილიამ ჰენრი (უფროსი) (1838-1907 წწ) და უილიამ ჰენრი (უმცროსი) (1860-1929 წწ).

პერკინსი ანტონი - ამერიკელი კინომსახიბი (დაიბადა 1932 წელს).

პერკოლაცია - ლითონის ან მისი ქიმიური ნაერთის ამოკრეფა თხევადი რეაგენტის (ხსნარის) გატარებით ძირითადად დაჟანგული სპილენძისა და ოქროს შემცველი დაქუცმაცებული მადნის, ქვიშისა და სხვა ფენაში.

პერკუნასი - ბალტიის ხალხთა მითოლოგიაში - მეხისმტყორცნელი ღმერთი.

პერკუსია (ლათ.) - ავადმყოფის გასინჯვა სხეულზე თითების ან სპეციალური ჩაქუჩის კაკუნით; გამოცემული ხმის ხასიათით ექიმი არკვევს შინაგანი ორგანოების მდგომარეობას.

პერ-ლაშეზი - პარიზის სასაფლაო.

პერლვაისი (გერმ.) - ტყვიის თეთრა, რომელიც ლილით არის შეფერადებული.

პერლი მარტინი - ამერიკელი ფიზიკოსი, 1995 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფ.რეინესთან ერთად (დაიბადა 1927 წელს).

პერლი რაიმონდ - ამერიკელი ბიოლოგი (1879-1940 წწ).

პერლი პერლისი - შტატი მალაიზიაში, კუნძულ მალაკაზე; ადმინისტრაციული ცენტრი - კანგარი.

პერლიტი (ფრანგ.)

  1. ვულკანური მინა.

  2. ფოლადისა და თუჯის ერთ-ერთი სტრუქტურული ნაწილაკი, რომელიც წარმოადგენს რკინის კარბიდისა და რკინის უწვრილესი კრისტალების ნარევს.

პერლო ვიქტორ - ამერიკელი ეკონომისტი და პუბლიცისტი (1912-1995 წწ).

პერლონი (გერმ.) - ერთგვარი სინთეზური ბოჭკო; ასეთი ბოჭკოს ქსოვილი.

პერლუსტრაცია (ლათ.) - ფოსტით გაგზავნილი წერილის ფარულად გახსნა სახელმწიფო ორგანოების მიერ.

პერლ-ჰარბორი - აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ბაზა ჰავაის კუნძულებზე.

პერმალოი (ინგლ.) - საერთო სახელწოდება ნიკელისა და რკინის ისეთ შენადნობთა ჯგუფისა რომლებსაც ახასიათებს დიდი მაგნიტური შეღწევადობა.

პერმამეტრი - ხელსაწყო, რომლითაც ზომავენ სხეულების მაგნიტურ მახასიათებლებს.

პერმანგანატები - მანგანუმმჟავას მარილები.

პერმანენტი (ფრანგ.) - თმის დახვევა, რომელიც დიდხანს ძლებს.

პერმანენტული (ლათ.) - მუდმივი, რაც განუწყვეტლივ გრძელდება.

პერმეკე კონსტან - ბელგიელი ფერმწერი (1886-1952 წწ).

პერმენდიური - რკინისა და კობალტის შენადნობი.

პერმესელი ქალიშვილები - ძველ ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მუზების ზედმეტი სახელი მდინარე პერმესის მიხედვით.

პერმი (1940-57 წლებში მოლოტოვი) - ქალაქი რუსეთში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (1,1 მილიონი).

პერმინვარი (ინგლ.) - საერთო სახელწოდება ნიკელის შენადნობებისა რკინასა და კობალტთან; ასეთ შენადნობებს დიდი გამოყენება აქვს რადიოელექტრონიკასა და კავშირგაბმულობაში.

პერმოზერი ბალთაზარ - ავსტრიელი მოქანდაკე (1651-1732 წწ).

პერმუტიტები (ლათ.) - ხელოვნური მინერალური ნივთიერებანი, რომლებიც ქიმიური შემადგენლობითა და თვისებებით ახლოსაა ბუნებრივ ცეოლითებთან; გამოიყენება ხამი წყლის დასარბილებლად.

პერნამბუკუ

  1. იხილე რესიფი.

  2. შტატი ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში; ადმინისტრაციული ცენტრი - რესიფი.

პერნიკი - ქალაქი ბულგარეთში, ამავე სახელწოდების ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი (95 ათასი).

პერნიციოზული - ავთვისებიანი.

პერო კლოდ - ფრანგი არქიტექტორი, კლასიციზმის წარმომადგენელი (1613-1688 წწ).

პერო ჟიულ ჟოზეფ - ფრანგი ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი (1810-1892 წწ).

პერო შარლ - ფრანგი პოეტი, მეზღაპრე და კრიტიკოსი (1628-1703 წწ).

პეროვი ვასილი - რუსი მხატვარი-პერედვიჟნიკი (1834-1882 წწ).

პეროვსკაია სოფია - რუსი რევოლუციონერ-ხალხოსანი ქალი, იმპერატორ ალექსანდრე II-ის მკვლელობის უშუალო ხელმძღვანელი (1853-1881 წწ).

პეროვსკიტი - ჟანგეულების კლასის მინერალი.

პერონი ხუან დომინგო - არგენტინის პრეზიდენტი 1946-55 და 1973-74 წლებში (1895-1974 წწ).

პერონი (ფრანგ.) - რკინიგზის (მეტროპოლიტენის) სადგურის ბაქანი, რომელთანაც მატარებელი ჩერდება მგზავრების ჩასასხდომად და გადმოსასვლელად.

პერონო ჟან ბატისტ - ფრანგი ფერმწერი (1715-1783 წწ).

პეროტი ჯონ - ინგლისელი ფიზიკოსი (1926-1995 წწ).

პერპენდიკულარი (ლათ.) - სწორი ხაზი, რომელიც მეორე სწორ ხაზთან ან სიბრტყესთან ქმნის სწორ კუთხეს; მართობი.

პერპენდიკულარული - რაც პერპენდიკულარს წარმოადგენს, რაც მოცემულ ხაზთან ან სიბრტყესთან სწორ კუთხეს ქმნის.

პერპეტუუმ-მობილე (ლათ.) - „მუდმივი ძრავა“, რომლის შექმნის იდეა ეწინააღმდეგება მექანიკის კანონებს.

პერპინიანი - ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, აღმოსავლეთ პირენეს დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (130 ათასი).

პერსევერაცია - აკვიატებული, არანებისმიერად მრავალგზის განმეორებული მოქმედება; გამომწვევი - თავის ტვინის ქერქის დაავადება.

პერსევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსისა და დანაეს ვაჟი, ანდრომედას ქმარი, გმირი, რომელმაც გორგონა მედუზას მოჰკვეთა თავი; არგოსულ თქმულებათა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი.

პერსევსი - მაკედონიის უკანასკნელი მეფე (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 213 - 166 წწ).

პერსევსიდები - ერთ-ერთი ყველაზე უხვი და აქტიური მეტეორული ნაკადი, რომელსაც რადიანტი აქვს პერსევსის თანავარსკვლავედში; ცნობილია 830 წლიდან.

პერსელი ედუარდ მილზ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1952 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფ.ბლოხთან ერთად (1912-1995 წწ).

პერსელი ჰენრი - ინგლისელი კომპოზიტორი და ორგანისტი (დაახლოებით 1659-1695 წწ).

პერსეპოლისი (სპარსულად „თახთე-ჯამშიდ“) - ძველი ქალაქი ირანში, შირაზის სიახლოვეს, აქემენიდთა დინასტიის სამეფო ქალაქი, დააარსა დარიოს I-მა ძვ.წ.აღ. VI საუკუნეში.

პერსეპტოლისი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტელემაქესა და ნესტორის ქალიშვილის, პოლიკასტეს, ვაჟი.

პერსეფონე (კორე) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსისა და დემეტრეს ქალიშვილი, ჰადესის (პლუტონის) ცოლი. ითვლებოდა მიწისქვეშეთის ღვთაებად, სულეთის ურჩხულთა მბრძანებლად.

პერსიდა - ირანის რეგიონ ფარსის ბერძნული სახელწოდება.

პერსიე შარლ - ფრანგი არქიტექტორი (1764-1838 წწ).

პერსიუსი ავლუს ფლაკუს - რომაელი პოეტი-სატირიკოსი (34 - 62 წწ).

პერსონა (ლათ.) - პირი, პიროვნება.

პერსონალი (ლათ.) - რაიმე დაწესებულების, საწარმოს და მისთანების პირადი შემადგენლობა; ერთი და იმავე პროფესიის ადამიანთა ერთობლიობა.

პერსონალიზმი - ფილოსოფიის იდეალისტური მიმდინარეობა, რომელსაც ყოფიერების პირველსაწყისად პიროვნება მიაჩნია.

პერსონალური - გარკვეულ პირთან დაკავშირებული; პირადი, პიროვნული.

პერსონა ნონ გრატა - უცხოელი დიპლომატი, რომელიც მთავრობამ არასასურველ პირად მიიჩნია.

პერსონაჟი (ფრანგ.) - მხატვრული ნაწარმოების მოქმედი პირი.

პერსონიფიკაცია (პერსონიფიცირება) - ზღაპრებში, იგავებში და სხვაგან - ცხოველების, საგნების, ბუნების მოვლენათა ისე დახატვა, თითქოს მათ ადამიანური თვისებები ჰქონდეთ; გაპიროვნება.

პერსპექტივა (ფრანგ.)

  1. ხედი, პანორამა რისამე, რაც დამკვირვებლისგან მნიშვნელოვნადაა დაშორებული.

  2. საგნების სიდიდის, ფორმის, მდგომარეობის მოჩვენებითი ცვალებადობა, რაც გამოწვეულია დამკვირვებლისგან მათი მეტ-ნაკლები დაშორებით.

  3. მოცულობითი საგნებისა და სივრცის გამოსახვა სიბრტყეზე სიდიდის, მოხაზულობის, მკაფიოობის მოჩვენებითი ცვალებადობის შესაბამისად, რაც განპირობებულია დამკვირვებლისაგან მათი (საგნების) მეტ-ნაკლები დაშორებით.

  4. მომავლის გეგმები; ვისიმე ან რისიმე შესაძლებლობანი მომავალში.

პერსპექტიული - რაც მომავალ განვითარებას ითვალისწინებს; მომავალთან დაკავშირებული.

პერს სენ ჟონი - იხილე სენ-ჟონ პერსი.

პერტინი ალესანდრო - იტალიის პრეზიდენტი 1978-85 წლებში (1896-1990 წწ).

პერტული - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

პერტურბაცია (ლათ.)

  1. მოვლენათა ჩვეულებრივი მსვლელობის მოულოდნელი დარღვევა.

  2. (ასტრონომიაში) ცის სხეულის გზის შეცვლა სხვა სხეულების მიზიდულობის ძალის გამო.

პერუ (პერუს რესპუბლიკა, ესპან, Republica del Peru, აიმარას ენაზე - Piruw Suyu, კეჩუას ენაზე - Piruw Mama Llaqta).

- სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში. ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება ეკვადორს, ჩრდილოეთით - კოლუმბიას, აღმოსავლეთით - ბრაზილიას, სამხრეთ-აღმოსავლეთით - ბოლივიას და ჩილეს. დასავლეთით აკრავს წყნარი ოკეანე.
- სავარაუდოდ სახელი პერუ მიღებულ უნდა იყოს მდინარე ბირუსაგან, რომელიც თანამედროვე ეკვადორში მდებარეობს.
- დამოუკიდებლობის დღე (ესპანეთისგან) - 1821 წლის 28 ივლისი.
- ჰიმნი - „შომოს ლიბრეს, სეამოსლო სიემპრე“.
- მმართველობის ფორმა - კონსტიტუციური რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- ფართობი - 1 285 220 კვ.კმ.
- დაყოფილია 25 დეპარტამენტად და 159 პროვინციად.
- მოსახლეობა - 28 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 22 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენები - ესპანური და კეჩუა.
- მორწმუნეთა უმრავლესობა კათოლიკეები არიან.
- დედაქალაქი - ლიმა.
- ვალუტა - ახალი სოლი.
- ქვეყნის კოდი - PER.
- დროის სარტყელი - UTC -5.
- სატელეფონო კოდი - +51.
- ინტერნეტ-დომენი - PE.

პერუ ფრანსუა - ფრანგი ეკონომისტი (1903-1987 წწ).

პერუნი - მეხთამტყორცნელი ღმერთი სლავთა მითოლოგიაში.

პერუცი ბალდასარე - იტალიელი არქიტექტორი და ფერმწერი (1481-1536 წწ).

პერუცი მაქს ფერდინანდ - ინგლისელი ბიოქიმიკოსი, წარმოშობით ავსტრიელი; 1962 წლის ნობელი პრემიის ლაურეატი ჯ.კენდრიუსთან ერთად (1914-2002 წწ).

პერუჯა - ქალაქი ცენტრალურ იტალიაში, პერუჯის პროვინციის და უმბრიის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (150 ათასი).

პერუჯინო (საკუთრივ - ვანუჩი) პიეტრო - იტალიელი ფერმწერი (1445-სა და 1452-ს შორის - 1523 წ).

პერფექტი (ლათ.) - ზოგ ენაში - ზმნის ფორმა, რომელიც გამოხატავს დასრულებულ მოქმედებას ნამყო დროში.

პერფორატორი (ლათ.) - ქანებში პატარ-პატარა ჭაბურღილების გასაბურღი მანქანა; საბურღი ჩაქუჩი.

პერფორაცია (ლათ.)

  1. ქაღალდის, კინოფირის და მისთანების კიდეებზე გაკეთებული ნახრეტების სისტემა.

  2. რაიმე ორგანოს (კუჭის, საშვილოსნოს) კედლის გამჭოლი დაზიანება, გახვრეტა.

  3. ქანებში ჭაბურღილების გაბურღვა.

პერფუზია (ლათ.) - ფიზიოლოგიური ხსნარების, სისხლის ან სხვა სითხეების გაშვება რაიმე ორგანოს, სხეულის რომელიმე ნაწილის ან მთელი ორგანიზმის სისხლძარღვებში.

პერშერონი (ფრანგ.) - მსხვილი, საჯაგავი (მძიმე საზიდარში შესაბმელი) ცხენის ჯიში.

პერში (ფრანგ.) - გრძელი ჭოკი, რომელსაც იყენებენ აკრობატული ნომრების შესასრულებლად (ცირკში).

პერშოტრავენსკი - ქალაქი უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში (30 ათასი).

პერცეფცია (ლათ.) - ობიექტური სამყაროს, სინამდვილის ასახვა გრძნობის ორგანოების საშუალებით.

პერციპიენტი (ლათ.) - ტელეპათიის სეანსის დროს - ინფორმაციის მიმღები პირი.

პერჰიდროლი (ლათ.) - წყლიანი ხსნარი წყალბადის ზეჟანგისა.

პესარიუმი (ლათ.) - კაუჩუკის ან ლითონის რგოლი; სამედიცინო პრაქტიკაში იყენებენ საშვილოსნოს სწორ მდგომარეობაში გასაჩერებლად მისი გადაწევის ან გამოვარდნის დროს.

პესეტა (ესპან.) - ფულის ერთეული ესპანეთში 1859 წლიდან ევროს შემოღებამდე.

პესი ვილე - ფინეთისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1902-1983 წწ).

პესიმიზმი (ლათ.) - ყველაფერში ცუდი, ბნელი მხარეების დანახვა; სევდიანობა, გულგატეხილობა, გულგრილობა, უიმედობა.

პესიმისტი - პესიმიზმით, უიმედობით განმსჭვალული ადამიანი.

პესიმუმი (ლათ.) - ორგანიზმის ან ქსოვილის მოქმედების დათრგუნვა, რაც გამოწვეულია მეტისმეტად ძლიერი ან ხშირი გაღიზიანებით.

პესკადორის კუნძულები - იხილე პენხუ.

პესკარა - ქალაქი-პორტი სამხრეთ იტალიაში, პესკარას პროვინციის და აბრუცის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (130 ათასი).

პესო (ესპან.)

  1. ფულის ერთეული მექსიკასა და კუბაში.

  2. ძველებური ესპანური ოქროს მონეტა.

პესოა ფერნანდუ - პორტუგალიელი პოეტი (1888-1935 წწ).

პესტალოცი იოჰან ჰაინრიხ - შვეიცარიელი პედაგოგი (1746-1827 წწ).

პესტელი პავლე - რუსი სამხედრო მოღვაწე, დეკაბრისტი, პოლკოვნიკი (1793-1825 წწ).

პესტიციდები (ლათ.) - ქიმიური საშუალებანი მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ საბრძოლველად.

პესტოვო - ქალაქი რუსეთის ნოვგოროდის ოლქში.

პესტრაკი ფილიპ - ბელორუსი მწერალი (1903-1978 წწ).

პეტარდა (ფრანგ.)

  1. სასიგნალო ასაფეთქებელი ჭურვი, რომელსაც უდებენ ლიანდაგზე მატარებელს მის გასაჩერებლად მოსალოდნელი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით.

  2. თოფისწამლით გატენილი ქაღალდის ჭურვი, რომელსაც იყენებენ ფოიერვერკის მოსაწყობად ოთახში.

პეტელი - კიკინი (თხისა), ბღავილი (ცხვრისა).

პეტენი ანრი ფილიპ - საფრანგეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საფრანგეთის კოლაბორაციონისტული მთავარობა „ვიში“-ს მეთაური (1856-1951 წწ).

პეტენკოფერი მაქს - გერმანელი ჰიგიენისტი (1818 - 1901 წწ).

პეტეოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ათენის მითიური მეფე, რომელიც ეგეოსმა სამეფოდან განდევნა და ფოკიდაში გააქცია.

პეტერგოფი - ქალაქ პეტროდვარეცის სახელი 1944 წლამდე.

პეტერმანი ავგუსტ - გერმანელი კარტოგრაფი და გეოგრაფი (1822-1878 წწ).

პეტერმანის მყინვარი - მდებარეობს კუნძულ გრენლანდიაზე.

პეტერსი კარლ - გერმანელი კოლონიური მოღვაწე (1856-1918 წწ).

პეტერსი კრისტიან ავგუსტ ფრიდრიხ - გერმანელი ასტრონომი (1806-1880 წწ).

პეტეფი შანდორ - უნგრელი პოეტი, რევოლუციონერ-დემოკრატი (1823-1849 წწ).

პეტი როლან - ბალეტის ფრანგი მსახიობი, ქორეოგრაფი (დაიბადა 1924 წელს).

პეტი უილიამ - ინგლისელი ეკონომისტი, კლასიკური პოლიტეკონომიის მამამთავარი (1623-1687 წწ).

პეტიონი ალექსანდრ საბეს - ჰაიტის პრეზიდენტი 1807-18 წლებში (1770-1818 წწ).

პეტიპა მარიუს - ფრანგული წარმოშობის რუსი ბალეტმაისტერი და პედაგოგი (1818-1890 წწ).

პეტიტი (ფრანგ.) - კორპუსზე წვრილი სასტამბო შრიფტი, რომლის ზომა (კეგელი) უდრის რვა პუნქტს (3 მმ).

პეტიცია (ლათ.) - წერილობითი კოლექტიური თხოვნა ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისადმი, მთავრობის მეთაურისადმი.

პეტიციონერი (ფრანგ.) - პეტიციის წარმდგენი.

პეტლიურა სიმონ - უკრაინელი კონტრრევოლუციონერი, ბურჟუაზიულ-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი (1879-1926 წწ).

პეტრა - ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში - ეგრისის სამეფოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის მახლობლად.

პეტრარკა ფრანჩესკო - იტალიელი პოეტი (1304-1374 წწ).

პეტრაუსკასი კიპრას - ოპერის ლიტველი მომღერალი (ლირიკულ-დრამატული ტენორი), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1886-1968 წწ). 2)

მიკას - ლიტველი კომპოზიტორი, ეროვნული ოპერის ფუძემდებელი (1873-1937 წწ).

პეტრაშეველები - რუსეთის ახალგაზრდების ჯგუფი XIX საუკუნის 40-იან წლებში, უტოპიური სოციალისტები და დემოკრატები. რომლებიც ცდილობდნენ თვითმპყრობელური და ბატონყმური რუსეთის გარდაქმნას.

პეტრაშევსკი (ბუტაშევიჩ-პეტრაშევსკი) მიხეილ - რუსი რევოლუციონერი, სოციალისტი (1821-1866 წწ).

პეტრაშკუ გეორგე - რუმინელი ფერმწერი (1872-1949 წწ).

პეტრე ამიენელი - იხილე პიერ ამიენელი.

პეტრე (ნამდვილი სახელი სიმონი) - მოციქული ქრისტიანულ რელიგიაში, იესო ქრისტეს უახლოესი მოწაფე.

პეტრე - საქართველოს მწიგნობართუხუცესი XI საუკუნის მესამე მეოთხედში.

პეტრე I

  1. კარაგეორგევიჩი - სერბიის, სლოვენიისა და ხორვატიის მეფე (1884-1921 წწ).

  2. დიდი - რუსეთის მეფე 1682 წლიდან, პირველი რუსი იმპერატორი 1721 წლიდან (1672-1725 წწ).

  3. პეტროვიჩ ნეგოში - ჩერნოგორიის გამგებელი (1747-1830 წწ).

პეტრე II

  1. ალექსის ძე - რუსეთის იმპერატორი 1727 წლიდან (1715-1730 წწ).

  2. პეტროვიჩ ნეგოში - იხილე ნეგოში პ.პ.

პეტრე III თედორეს ძე - რუსეთის იმპერატორი 1761-62 წლებში (1728-1762 წწ).

პეტრე იბერი - გამოჩენილი ქართველი თეოლოგი და ფილოსოფოსი, ნეოპლატონიზმის ფუძემდებელი; იყო იბერიის მეფის ბუზმარის შვილი, ერისკაცობაში - მურვანი (411-491 წწ).

პეტრე-პავლეს ეკლესია - ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, მდებარეობს ავლაბარში, ამავე სახელობის სასაფლაოზე; აიგო XIX საუკუნის II ნახევარში.

პეტრე პატრიკიოსი - ბიზანტელი ისტორიკოსი და დიპლომატი (გარდაიცვალა 563 წლის შემდეგ).

პეტრესკუ კამილ - რუმინელი მწერალი (1894-1957 წწ).

პეტრესკუ ჩეზარ - რუმინელი მწერალი (1892-1961 წწ).

პეტრეს ციხე - შუა საუკუნეების სიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიკანთან.

პეტრეშკანუ ლუკრეციუ - რუმინეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, სოციოლოგი (1900-1954 წწ).

პეტრი ეგონ - გერმანელი პიანისტი და პედაგოდი (1881-1962 წწ).

პეტრი ელიო - იტალიელი კინორეჟისორი (1929-1982 წწ).

პეტრი იოჰან ქრიტოფ - ესტონელი განმანათლებელი და პუბლიცისტი (1762-1851 წწ).

პეტრი ლაურენტიუს - შვედეთის რეფორმაციის მოღვაწე, შვედეთის პირველი პროტესტანტი არქიეპისკოპოსი (1499-1573 წწ).

პეტრი ოლაუს - შვედეთის რეფორმაციის მოღვაწე და მწერალი (1493-1552 წწ).

პეტრიანი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გრემისხევის თემის საკრებულო), მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1020 მეტრი, დუშეთიდან - 24 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 126 კაცი.

პეტრიაშვილი ვასილ - ქიმიკოსი, აგროქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში (1842-1908 წწ).

პეტრიაშვილი გურამ - მწერალი, კინორეჟისორი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე (დაიბადა 1942 წელს).

პეტრიაშვილი გურამ - ფეხბურთელი, ნახევარმცველი, მცველი. თამაშობდა ზესტაფონის „მეტალურგში“ (1957-60), თბილისის „დინამოსა“ (1961-65, 1966-73) და ქუთაისის „ტორპედოში“ (1965). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 281 მატჩი (13 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1964) და ოთხგზის მესამე პრიზიორი (1967, 69, 71, 72) (1941-2002 წწ).

პეტრიკოვი - ქალაქი ბელორუსიის გომელის ოლქში.

პეტრილა - ქალაქი რუმინეთის ჰუნედოარის ჟუდეცში.

პეტრინენკო დიანა - ოპერის უკრაინელი მომღერალი ქალი (ლირიკოლ-კოლორატურული სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1930 წელს).

პეტრინიზმი - ადრინდელი ქრისტიანობის მიმდინარეობა, რომლის მიმდევრებიც მოითხოვდნენ იუდაიზმის ზოგი ელემენტის შენარჩუნებას ქრისტიანობაში

პეტრიფიკაცია (ბერძნ.) - გაქვავება.

პეტრიცკი ანატოლი - უკრაინელი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1895-1964 წწ).

პეტრიწი იოანე - XI-XII საუკუნეების ქართველი ფილოსოფოსი.

პეტრიწონის მონასტერი (ბაჩკოვოს მონასტერი) - შუა საუკუნეების ქართული მონასტერი, კულტურულ-საგანმანათლებლო კერა ბიზანტიის იმპერიაში (ბულგარეთში, როდოპის მთებში, ახლანდელ ქალაქ პლოვდივის მახლობლად). 1083 წელს დააარსა გრიგოლ ბაკურიანის ძემ.

პეტრკუვ-ტრიბუნალსკი - ქალაქი პოლონეთის ცენტრალურ ნაწილში (80 ათასი).

პეტრო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს ქვასთან, კლდესთან, ქანებთან დაკავშირებულს.

პეტროგლიფები (ბერძნ.) - გამოქვაბულებში და კლდეზე ამოკვეთილი გამოსახულებანი.

პეტროგრადი - ქალაქ სანქტ-პეტერბურგის სახელი 1914-24 წლებში.

პეტროგრაფია (ბერძნ.) - გეოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ქანებს, მათ შედგენილობას, გავრცელების კანონზომიერებას, წარმოშობას და სხვა.

პეტროდვორეცი (1944 წლამდე პეტერგოფი) - ქალაქი რუსეთის ლენინგრადის ოლქში (85 ათასი).

პეტროვ ვალი - ქალაქი რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში.

პეტროვი ალექსანდრე - რუსეთის უძლიერესი მოჭადრაკე XIX საუკუნის პირველ ნახევარში (1794-1857 წწ). 2) ანდრეი - რუსი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1930 წელს).

პეტროვი ვალერი (ნამდვილი სახელი და გვარი ვალერი ნისიმ მევორახი) - ბულგარელი პოეტი (დაიბადა 1920 წელს).

პეტროვი ვასილი - საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, არტილერიის გენერალ-მაიორი (დაიბადა 1922 წელს).

პეტროვი ვლადიმირ - რუსი კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1896-1966 წწ).

პეტროვი ივაილო - ბულგარელი მწერალი (დაიბადა 1923 წელს).

პეტროვი ივან (ნამდვილი გვარი კრაუზე) - ოპერის რუსი მომღერალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1920 წელს).

პეტროვი ილია - ბულგარელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1903-1975 წწ).

პეტროვი ნიკოლაი - რუსი პიანისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1943 წელს).

პეტროვი კარაგეორგევიჩი - იხილე პეტრე I კარაგეორგევიჩი.

პეტროვიჩი ემილ - რუმინელი ენათმეცნიერი (1899-1968 წწ).

პეტროვიჩ-ნეგოშები - იხილე ნეგოშები.

პეტროვსკ-ზაბაიკლასკი - ქალაქი რუსეთის ჩიტის ოლქში (30 ათასი).

პეტროვსკი - ქალაქი რუსეთის სარატოვის ოლქში (35 ათასი).

პეტროვსკოე (1920 წლამდე შტეროვსკი) - ქალაქი უკრაინის ლუგანსკის ოლქში.

პეტროზავოდსკი - ქალაქი რუსეთში, პორტი ონეგის ტბაზე; კარელიის რესპუბლიკის დედაქალაქი (285 ათასი).

პეტროლატუმი (ლათ.) - მაგარი პარაფინისა და ნავთობის მაღალბლანტი ზეთის ნარევი; იყენებენ სხვადასვა საპოხის, ტექნიკური ვაზელინის, კოსმეტიკური მალამოების დასამზადებლად.

პეტროლოგია (ბერძნ.) - იგივეა, რაც პეტროგრაფია.

პეტრონიუსი გაიუს (an titus) - რომაელი მწერალი, არბიტრად წოდებული (გარდაიცვალა 6 წელს).

პეტროპავლოვსკი - ქალაქი ყაზახეთში, ჩრდილოეთ ყაზახეთის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (250 ათასი).

პეტროპოლისი - ქალაქი ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რიო-დე-ჟანეიროს შტატში (250 ათასი).

პეტროსიანი ვარდგეს - სომეხი მწერალი (1932-1994 წწ).

პეტროსიანი ევგენი - ესტრადის რუსი მსახიობი, პაროდისტი, კონფერანსიე (დაიბადა 1945 წელს).

პეტროსიანი ტიგრან - სომეხი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს ჩემპიონი 1963-69 წლებში, ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი, დაიბადა თბილისში (1929-1984 წწ).

პეტროფიტები (ბერძნ.) - იგივეა, რაც ლითოფიტები.

პეტროშანი - ქალაქი რუმინეთის ცენტრალურ ნაწილში, ჰუნედოარის ჟუდეცში (50 ათასი).

პეტრუ პეტრეიუს დე ერლეზუნდა (პერ პერსონი) - შვედი დიპლომატი და ისტორიკოსი (1576-1622 წწ).

პეტრუშევსკი ილია - რუსი აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი (1898-1977 წწ).

პეტრუშკა (რუს.) - თეატრალური თოჯინა, მთავარი კომიკური პერსონაჟი რუსული ხალხური თოჯინების წარმოდგენისა.

პეტუნია (ფრანგ.) - ერთგვარი ბალახოვანი მცენარე; აშენებენ როგორც დეკორატიულს.

პეტუშკი - ქალაქი რუსეთის ვლადიმირის ოლქში (20 ათასი).

პეტუხოვო - ქალაქი რუსეთის კურგანის ოლქში.

პეფსინი (ბერძნ.)

  1. კუჭის წვენის ფერმენტი, რომელიც საჭმლის მონელებისას შლის ცილას.

  2. ასეთი ფერმენტისაგან დამზადებული წამალი.

პექტინები (ბერძნ.) - პოლისაქარიდები, რომლებიც მოიპოვება ყველა მიწისზედა მცენარესა და ზოგ წყალმცენარეში; უხვადაა წვნიანი ხილის ნაყოფში, იყენებენ საკონდიტრო წარმოებაში.

პექტორალი (ფრანგ.) - გულზე დასაბნევი სამკაული.

პექტუსანი - ვულკან ბაიტოუშანის კორეული სახელწოდება.

პექჩე - კორეის სამი უძველესი სახელმწიფოდან (კოგურიო, პექჩე, სილა) ერთ-ერთი.

პეშელი ოსკარ - გერმანელი გეოგრაფი (1826-1875 წწ).

პეშვი - ცალი ხელის ან ერთმანეთს მიდებული ორივე ხელის მტევანი ჭურჭლის ფორმისებურად მოხრილი; მუჭი.

პეშკოვი - მაქსიმ გორკის ნამდვილი გვარი.

პეშტაკი - პორტალი, რომელიც შუა საუკუნეებში გავრცელებული იყო ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურაში.

პეშტი

  1. მედიე უნგრეთში.

  2. ქალაქ ბუდაპეშტის შემადგენელი ნაწილი.

პეჩი

ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ უნგრეთში, ბარანიის მედიის ადმინისტრაციული ცენტრი (180 ათასი).

ქალაქი სერბიაში, კოსოვოს ავტონომიურ მხარეში (55 ათასი).

პეჩი გერტრუდა - გერმანელი ქართველოლოგი ქალი (დაიბადა 1910 წელს).

პეჩილიის ყურე - იხილე ბოხაიავანი.

პეჩორა

  1. ქალაქი რუსეთის კომის რესპუბლიკაში (60 ათასი).

  2. (პეჩერა) მდინარე რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში (სიგრძე - 1809 კილომეტრი).

პეჩორი (1920-45 წლებში პეტსერი) - ქალაქი რუსეთის ფსკოვის ოლქში.

პეჩორსკი - ქალაქ კიევის ისტორიული რაიონი, რომელიც მდებარეობს ძველი ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე დნეპრის გაყოლებაზე.

პეცკა იოსეფ ბოლესლავ (ფსევდონიმი - ბოლესლავ სტრაჰოვსკი) - ჩეხეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1849-1897 წწ).

პეცოლდტი იოზეფ - გერმანელი ფილოსოფოსი (1862-1929 წწ).

პეწენიკი (პეწენიკა)

1) ვინც მოხდენილად, კარგად იცვამს.

2) იგივეა, რაც პეწიანი.

პეწი - გარეგნული ბრწინვალება; საამური, კარგი შესახედაობა; ლაზათი.

პეწიანასებრნი - მწერების ოჯახი ხეშეშფრთიანთა რიგისა.

პეწიანი - პეწის მქონე.

პეხშტეინი მაქს - გერმანელი ფერმწერი, ექსპრესიონიზმის წარმომადგენელი (1881-1955 წწ).

2.3 პი

▲ზევით დაბრუნება


პი (ბერძნ.) - ბერძნული ანბანის ასო; მათემატიკაში აღნიშნავს ირაციონალურ რიცხვს 3,14159... რაც გამოხატავს წრეხაზის სიგრძის შეფარდებას დიამეტრის სიგრძესთან.

პიავე - მდინარე იტალიაში, ერთვის ადრიატიკის ზღვის ვენეციის ყურეს.

პიავკო ვლადისლავ - ოპერის რუსი მომღერალი (ტენორი), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1941 წელს).

პიაი (ბულუსი) - კონცხი მალაკის ნახევარკუნძულზე, მალაიზიაში.

პიაიიანე - ტბა ფინეთის სამხრეთ ნაწილში.

პიაკუპური - მდინარე დასავლეთ ციმბირში, მდინარე პურის მარცხენა მდგენელი (სიგრძე - 542 კილომეტრი).

პიალოზერო - ტბა რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში (სიღრმე 74 მეტრი).

პიანა - მდინარე რუსეთის ევროპულ ნაწილში, სურას მარცხენა შენაკადი (436 კმ).

პიანეფსიები - აპოლონის, როგორც მზის ღმერთისადმი მიძღვნილი ყოველწლიური დღესასწაულები ძველ საბერძნეთში.

პიანიზმი - ფორტეპიანოს დაკვრის ხელოვნების დამახასიათებელი თვისებები.

პიანინო (იტალ.) - კლავიშებიანი მუსიკალური საკრავი; ფორტეპიანოს ერთ-ერთი სახეობა.

პიანისიმო (იტალ.) - უფრო ხმადაბლა, ძალიან ხმადაბლა (მუსიკალური ნაწარმოების შესრულება).

პიანისტი (ფრანგ.) - ფორტეპიანოს დამკვრელი მუსიკოსი.

პიანო (იტალ.) - ხმადაბლა (მუსიკალური ნაწარმოების შესრულების შესახებ).

პიანოლა (ინგლ.) - მოწყობილობა, რომელიც ავტომატურად უკრავს ფორტეპიანოს.

პიაჟე ჟან - შვეიცარიელი ფსიქოლოგი (1896 - 1980 წწ).

პი-არ- (ფიარი) (ინგლ. PR) - Public Relation-ის შემოკლებული ვარიანტი, მოღვაწეობის საგანგებო სახეობა, რაც მიმართულია საზოგადოებრივი აზრის ფართო სპექტრის ჩამოსაყალიბებლად.

პიარნუ

  1. (1917 წლამდე პერნოვი) - ქალაქი ესტონეთში (55 ათასი).

  2. მდინარე ესტონეთში (სიგრძე - 144 კილომეტრი).

პიასავა (პორტუგალ.) - ზოგი ტროპიკული პალმის ლაფნის ბოჭკოები; იყენებენ თოკების, უხეში ჯაგრისების დასამზადებლად.

პიასეცკი მავრ - რუსი მსახიობი და რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრში (1910-1977 წწ).

პიასეცკი ფრანკ ნიკოლას - ამერიკელი ავიაკონსტრუქტორი, მფრინავი-გამომცდელი (დაიბადა 1919 წელს).

პიასინა - მდინარე აღმოსავლეთ ციმბირის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (სიგრძე - 818 კილომეტრი).

პიასინო - ტბა რუსეთის კრასნოიარსკის მხარის ჩრდილოეთ ნაწილში (სიღრმე 10 მეტრი).

პიასტები - პოლონეთის მეფეთა პირველი დინასტია (X-XVII საუკუნეები).

პიასტრი (ფრანგ.) - ლითონის ფული აღმოსავლეთის ზოგ ქვეყანაში.

პიატიგორსკი - ქალაქი რუსეთის სტავროპოლის მხარეში, ბალნეოლოგიური კურორტი (130 ათასი).

პიატიხატკი - ქალაქი უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში (20 ათასი).

პიატკიავიჩუსი ვიტაუტას - ლიტველი მწერალი (დაიბადა 1930 წელს).

პიატნიცკი მიტროფან - რუსი მუსიკოსი, ხალხური სიმღერების შემკრებ-შემსრულებელი (1864-1927 წწ).

პიატრა-ნიამცი - ქალაქი რუმინეთის ნიამცის ჟუდეცში (125 ათასი).

პიატრაუსკასი - იხილე პეტრაუსკასი.

პიაუი - შტატი ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში; ადმინისტრაციული ცენტრი - ტერეზინა.

პიაფი (ნამდვილი გვარი - გასიონი) ედიტ - ფრანგი საესტრადო მომღერალი ქალი, მიუზიკ-ჰოლის, დრამატული თეატრისა და კინოს მსახიობი (1915-1963 წწ).

პიაჩენტინი მარჩელო - იტალიელი არქიტექტორი (1881-1960 წწ).

პიაჩენცა - ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (105 ათასი).

პიაცეტა ჯოვანი ბატისტა - იტალიელი ფერმწერი (1682-1754 წწ).

პიაცი ჯუზეპე - იტალიელი ასტრონომი (1746-1826 წწ).

პიბლზი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში (შოტლანდია).

პიბუნსონგრამი - ტაილანდის პრემიერ-მინისტრი 1938-44 და 1948-57 წლებში (1898-1964 წწ).

პიგალი ჟან ბატისტ - ფრანგი მოქანდაკე (1714-1785 წწ).

პიგაფეტა ანტონიო ფრანჩესკო - იტალიელი ზღვაოსანი (დაახლოებით 1491 - 1534-ის შემდეგ).

პიგმალიონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კვიპროსის ლეგენდარული მეფე და მოქანდაკე. გალატეას ქანდაკების შემქმნელი; გადატანითი მნიშვნელობით უწოდებენ თავის შემოქმედებაზე, თავის ქმნილებაზე შეყვარებულ ხელოვანს.

პიგმალიონი ბერნარდ შოუს პიესა, დაიწერა 1913 წელს.

პიგმეები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ქონდრისკაცების მითიური ტომი („პიგმე“ - საზომი ერთეული ბერძნულად). ჰომეროსის თანახმად პიგმეები ცხოვრობდნენ სამხრეთით, ოკეანის სანაპიროზე.

პიგმეი (ბერძნ.) - ცენტრალური აფრიკის დაბალტანიან ადამიანთა ტომის წარმომადგენელი; ჯუჯა კაცი.

პიგმენტაცია - ცოცხალი ორგანიზმის ქსოვილების შეღებვა პიგმენტებით.

პიგმენტი (ლათ.) - საღებავი ნივთიერება, რომელიც ფერს აძლევს ცოცხალი ორგანიზმის ქსოვილს.

პიგოპაგები (ბერძნ.) - განვითარების ერთ-ერთი მანკი, რომლის დროსაც ორმაგი ნაყოფი (ტყუპები) შეხორცებულია ერთმანეთთან გავის გარეშე.

პიგუ ართურ სესილ - ინგლისელი ეკონომისტი (1877-1959 წწ).

პიდმონტი - მთისპირა ვაკე აპალაჩებში (აშშ).

პიდნა - ქალაქი უძველეს მაკედონიაში.

პიდურუტალაგალა - შრი-ლანკის უმაღლესი მწვერვალი (2524 მეტრი).

პიედესტალი (ფრანგ.) - მხატვრულად გაფორმებული საფუძველი, რომელზედაც დგას ძეგლი, სვეტი და მისთანები. იგივე კვარცხლბეკი, პოსტამენტი.

პიედრას-ნეგრასი - შტატი მექსიკის კოაუილის შტატში.

პიეზა (ბერძნ.) - წნევისა და მექანიკური ძაბვის საზომი ერთეული.

პიეზო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - აღნიშნავს წნევას, დაწოლას.

პიეზოგლიპტები - დამახასიათებელი ჩაღრმავებანი მეტეორიტების ზედაპირზე; მოგვაგონებს თითების ანაბეჭდებს რბილ თიხაზე.

პიეზომეტრი (ბერძნ.) - მოწყობილობა ნივთიერების შეკუმშვის ხარისხის გასაზომად ყოველი მხრიდან წნევის ზემოქმედებით.

პიეკარი-სლიონსკიე - ქალაქი პოლონეთის კატოვიცეს საგრაფოში.

პიელიტი (ბერძნ.) - თირკმლის მენჯის ანთება.

პიელონეფრიტი (ბერძნ.) - თირკმლისა და თირკმლის მენჯის ანთება.

პიემია (ბერძნ.) - სეფსისის ფორმა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სხვადასხვა ორგანოში ჩირქოვანი კერის წარმოქმნა.

პიემონტი - ოლქი იტალიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში; ადმინისტრაციული ცენტრი - ტურინი.

პიენცა - ქალაქი იტალიის სიენის პროვინციაში.

პიერ ამიენელი (განდეგილი) - ფრანგი ბერი, ღარიბთა რაზმის მეთაური პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობაში (დაახლოებით 1050-1115 წწ).

პიერი მილიციის თანამშრომელი - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1965 წელს. დამდგმელი რეჟისორი - დავით რონდელი. სცენარის ავტორი - ლევან ჭელიძე. დამდგმელი ოპერატორები - აბესალომ მაისურაძე, იური ფედნევი. კომპოზიტორი - ნუგზარ ვაწაძე. მთავარ როლებში: იმედა კახიანი (პიერი), ლალი მესხი (ნანი), სესილია თაყაიშვილი (ლიზა), დინარა ჟორჟოლიანი (თინა), აკაკი კვანტალიანი, მალზახ გორგილაძე, დოდო აბაშიძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, აბესალომ ლორია, კარლო საკანდელიძე, მერაბ თავაძე, ბუხუტი ზაქარიაძე, იპოლიტე ხვიჩია, ვახტანგ ნინუა.

პიერლატი - ქალაქი საფრანგეთის დრომის დეპარტამენტში.

პიერლო იუბერ - ბელგიის მთავრობის მეთაური 1839-45 წლებში (1883-1963 წწ).

პიერო (ფრანგ.) - XVII-XVIII საუკუნეების ფრანგული თეატრის კომიკური პერსონაჟი.

პიერო დელა ფრანჩესკა - იტალიელი ფერმწერი (დაახლოებით 1420-1492 წწ).

პიერო დი კოზიმო (ნამდვილი სახელი და გვარი დი ლორენცო) - იტალიელი ფერმწერი (1462-1521 წწ).

პიერონი ანრი - ფრანგი ფსიქოლოგი (1881-1964 წწ).

პიერ-სენ-მარტენი - კარსტული უფსკრული საფრანგეთისა და ესპანეთის საზღვარზე.

პიერუსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მაკედონიელი მოქალაქე, რომელმაც თავის ცხრა ქალიშვილს ცხრა მუზის სახელი დაარქვა.

პიესა (ფრანგ.)

დრამატული ნაწარმოები სცენაზე წარმოსადგენად.

პატარა მუსიკალური ნაწარმოები.

პიეტა (იტალ.) - ნახატი, რომელზედაც გამოსახულია ჯვრიდან ჩამოხსნილი იესო ქრისტეს დატირება.

პიეტატა - სინდისისა და სათნოების განმასახიერებელი რომაელი ღმერთქალი.

პიეტეტი (გერმ.) - დიდი პატივისცემა, მოწიწებული დამოკიდებულება ვინმესადმი, რამესადმი.

პიეტიზმი (ლათ.) - ერთ-ერთი მიმდინარეობა ლუთერანულ ეკლესიაში; წარმოიშვა XVII საუკუნეში.

პიეტრო და კორტონა (ნამდვილი სახელი და გვარი პიეტრო ბერეტინი) - იტალიელი ფერმწერი და არქიტექტორი (1596-1669 წწ).

პიექსი (ფინ.) - სპეციალური სათხილამურო ფეხსაცმელი.

პიეშტანი - ბალნეოლოგიური კურორტი სლოვაკეთში, ბრატისლავასთან.

პიეცუხი ვიაჩესლავ - რუსი მწერალი (დაიბადა 1946 წელს).

პიეხა ედიტა - ესტრადის რუსი მომღერალი, წარმოშობით პოლონელი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1937 წელს).

პივდენნოე - ქალაქი უკრაინის ხარკოვის ოლქში.

პივკა - მდინარე ლიუბლიანიცის მდგენელი (სლოვენია).

პიზა - ქალაქი იტალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (100 ათასი).

პიზაკანე კარლო - იტალიელი რევოლუციონერ-დემოკრატი (1818-1857 წწ).

პიზანელო (ნამდვილი სახელი და გვარი ანტონიო დი პუჩო დი ჩერეტო) - იტალიელი ფერმწერი, მედალიერი (1395-1455 წწ).

პიზანი ვიტორე - იტალიელი ენათმეცნიერი (1899-1985 წწ).

პიზანო ანდრეა (ნამდვილი სახელი და გვარი - ანდრეა და პონტე-დერა) - იტალიელი მოქანდაკე და არქიტექორი (დაახლოებით 1290 - 1348 ან 1349 წწ).

პიზანო ნიკოლო (ნიკოლა) - იტალიელი მოქანდაკე (დაახლოებით 1220 - 1278-სა და 1284-ს შორის).

პიზანო ნინო - იტალიელი მოქანდაკე, არქიტექტორი და იუველირი (1315-1368 წწ).

პიზანო ჯოვანი - იტალიელი მოქანდაკე და არქიტექტორი (დაახლოებით 1245/50 - 1314-ის შემდეგ).

პითაგორა სამოსელი - ძველბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი (ძვ.წ.აღ. 570 - დაახლოებით 500).

პითაგორეიზმი - ძველი ბერძნული ფილოსოფიის ერთ-ერთი იდეალისტური მიმართულება.

პითეკანთროპი (ბერძნ.) - ადამიანის უძველესი განმარხებული სახეობა; უკავია შუალედური მდგომარეობა ადამიანის მსგავს მაიმუნსა და ადამიანს შორის.

პითეკი (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი ან ბოლო შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს მაიმუნს, მაიმუნთან დაკავშირებულს.

პითია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აპოლონის დელფოური სამისნოს ქურუმი.

პითო - „პარნასის“ მთის წინაბერძნული სახელწოდება.

პითონი

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, გეასაგან ნაშობი საშინელი გველი, რომელიც აპოლონმა მოკლა.

  2. დიდი მახრჩობელა გველი.

პითოსი - თიხის დიდი ზომის ჭურჭელი, რომელსაც კრეტა-მიკენისა და ანტიკურ ეპოქაში იყენებდნენ.

პიი (პრომე) - ძველი ქალაქი მიანმაში.

პიი მარგალი ფრანსისკო - ესპანეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1868-74 წლებში (1824-1901 წწ).

პიიო ჟან ჟაკ - ფრანგი რევოლუციონერი (1808-1877 წწ).

პიკაბია ფრანსის - ფრანგი მხატვარი, აბსტრაქული ხელოვნების ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი (1879-1953 წწ).

პიკადორი (ესპან.) - ხარების ბრძოლის (კორიდის) ცხენოსანი მონაწილე, რომელიც შუბით აღიზიანებს ხარს.

პიკალევო - ქალაქი რუსეთის ლენინგრადის ოლქში (25 ათასი).

პიკანტური (ფრანგ.)

  1. ცხარე გემოსი (საწებელი, საჭმელი).

  2. ინტერესის, ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი.

  3. მაცდუნებელი, მიმზიდველი.

პიკაპი (ინგლ.) - პატარა სატვირთო სამგზავრო ავტომობილი.

პიკარდია - ისტორიული ოლქი საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მოიცავს სომის, ენის და უაზის დეპარტამენტებს; მთავარი ქალაქი - ამიენი.

პიკარი ედმონ - ბელგიელი მწერალი და იურისტი (1836-1924 წწ).

პიკარი ემილ - ფრანგი მათემატიკოსი (1856-1941 წწ).

პიკარი ოგიუსტ - შვეიცარიელი ფიზიკოსი, კონსტრუქტორი (1884-1962 წწ).

პიკარი ჟან - ფრანგი ასტრონომი (1620-1682 წწ).

პიკასო ნელსონ - ბრაზილიელი სპორტსმენი (ავტორბოლა) მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი „ფორმულა 1“-ში 1981-87 წლებში (დაიბადა 1952 წელს).

პიკასო (საკუთრივ - რუის ი პიკასო) პაბლო - ფრანგი მხატვარი, წარმოშობით ესპანელი (1881-1973 წწ).

პიკე (ფრანგ.) - ბამბის ან ხელოვნური აბრეშუმის ერთგვარი მკვრივი ქსოვილი, რომელსაც კარგ პირზე ამობურცული სახეები აქვს.

პიკე - იგივეა, რაც პიკირება.

პიკერინგი ედუარდ ჩარლზ - ამერიკელი ასტრონომი (1846-1919 წწ).

პიკეტი (ფრანგ.)

  1. პატარა საგუშაგო რაზმი.

  2. გაფიცულ მუშათა ჯგუფი, რომელიც საწარმოს შესასვლელთან მორიგეობს, რათა სამუშაოზე არ დაუშვას შტრაიკბრეხერები; დემონსტრანტების ჯგუფი, რომელიც დემონსტრაციას იცავს თავდასხმისაგან და ამყარებს წესრიგს.

  3. რკინიგზის ხაზის საზომი ერთეული.

  4. სითხე, რომელიც მიღებულია ყურძნის ტკბილი ჭაჭის წყლით გამორეცხვით მიღებული სითხის დუღილით, დადუღებული ყურძნის ჭაჭის გამოწვლილვით.

პიკეტაჟი (ფრანგ.) - წერტილების ამორჩევა ადგილზე და მათი აღნიშვნა პალოებით ნიველირების დროს.

პიკეტირება - რისამე დაცვა პიკეტების საშუალებით; პიკეტების დაყენება.

პიკი (ფრანგ.)

  1. მთის წაწვეტებული მწვერვალი.

  2. უმაღლესი წერტილი, ხანმოკლე მკვეთრი გადიდება ქალაქის ტრანსპორტის, ელექტროსადგურის და მისთანების დატვირთვისა გარკვეულ საათებში („პიკის საათი“).

პიკი (ფრანგ.) - ყვავი (ბანქოში).

პიკი ვილჰელმ - გერმანიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1876-1960 წწ).

პიკი მარიო - იტალიელი მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი (დაიბადა 1927 წელს).

პიკირება (ფრანგ.) - თვითმფრინავის დიდი სისწრაფით ძირს დაშვება თითქმის ვერტიკალურად.

პიკირება (ფრანგ.) - თესლზე ამოსული მცენარეების გადაგრეხვა ერთმანეთის დაშორებით უფრო მძლავრი ეგზემპლიარების მისაღებად.

პიკნიდიუმი - ზოგიერთი უსრულო სოკოსა და ლიქენების (ქარაგოზების) მრგვალი მიკროსკოპული ნაყოფსხეული.

პიკნიკი (ინგლ.) - ქალაქგარეთ ჯგუფური გასეირნება (სასმელ-საჭმელით).

პიკნიკი - პიკნური ტიპის ადამიანი.

პიკნოზონდი (ბერძნ.) - ხელსაწყო, რომლითაც სწრაფად განსაზღვრავენ ზღვის წყლის სიმკვრივეს სხვადასხვა სიღრმეზე.

პიკნომეტრი (ბერძნ.) - ხელსაწყო, რომლითაც მცირე მოცულობის სითხისა და მყარი სხეულების კუთრ წონას ზომავენ.

პიკნური (ბერძნ.) - პიკნური ტიპი - სხეულის აგებულების ერთგვარი ტიპი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ჩასკვნილი, ჩასხმული ფიგურა, მოკლე კისერი და დიდი მუცელი.

პიკო (ესპან.) - თავსართი ისეთი წილობრივი ერთეულების სახელწოდებათა საწარმოებლად, რომლებიც უდრის ამოსავალი ერთეულის 10-12-ს, ე.ი. ნიშნავს ათასმილიარდჯერ შემცირებას.

პიკო დელა მირანდოლა ჯოვანი - იტალიელი ფილოსოფოსი, ჰუმანისტი (1463-1494 წწ).

პიკო-დე-ტეიდე - იხილე ტეიდე.

პიკოკი რეჯინალდ - ინგლისელი რელიგიური მწერალი (დაახლოებით 1395-1460 წელი).

პიკოლო (იტალ.) - პატარა ფლეიტა.

პიკოლო მიშელ - ფრანგი მსახიობი (დაიბადა 1925 წელს).

პიკოლომინი ენეა სილვიო - იტალიელი ჰუმანისტი, 1458 წლიდან - რომის პაპი, იგივე პიუს II.

პიკონე მაურო - იტალიელი მათემატიკოსი და მექანიკოსი (1885-1977 წწ).

პიკოტაჟი (ფრანგ.) - ტიუბინგების სოლით გაპობა შახტების სამაგრების წყალშეუვალობის უზრუნველსაყოფად.

პიკრატები - პიკრინმჟავას მარილები.

პიკრინმჟავა (ბერძნ.) - ასაფეთქებელი შხამიანი კრისტალური ნივთიერება; იყენებენ არტილერიაში.

პიკრიტი - ეფუზიური ქანი; ძირითადად შედგება ავგიტისა და ოლივინისაგან.

პიკსერეკური რენე შარლ გილბერ დე - ფრანგი დრამატურგი (1773-1844 წწ).

პიკული (რუს.) - წვრილად დაჭრილი და დამწნილებული ბოსტნეული.

პიკული ვალენტინ - რუსი მწერალი (1928-1990 წწ).

პიკუსი - მინდორთა და ტყეთა რომაული ღვთაება, რომელიც ადამიანებს მომავალს უწინასწარმეტყველებდა.

პიკფორდი მერი (ნამდვილი სახელი და გვარი გლედის მერი სმითი) - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (1893-1979 წწ).

პილა - ქალაქი პოლონეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (75 ათასი).

პილადე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფოკიდელი მეფის ვაჟი, აგამემნონის ნათესავი, ორესტეს გულითადი მეგობარი.

პილაიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პელასგების წინამძღოლი ტროის ომში, ტროელების მოკავშირე.

პილასტრი (ფრანგ.) - ოთხკუთხა ვერტიკალური სვეტის სახის გამონაშვერი კედელში.

პილატე - იხილე პონციუს პილატე.

პილაუ - რუსეთის კალინინგრადის ოლქის ქალაქ ბალტიისკის სახელი 1946 წლამდე.

პილემენე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პაფლაგონების წინამძღოლი ტროის ომში, ტროელი გმირი, მოკლა მენელაოსმა.

პილერსდორფი ფრანც - ავსტრიის სახელმწიფო მოღვაწე (1788-1850 წწ).

პილერსი (ინგლ.) - ხის ან ლითონის ვერტიკალური ძელი (ბიმსის ქვეშ), რომელიც იჭერს გემბანს.

პილვიტსი - პრუსიულ მითოლოგიაში - სიმდიდრის, მატერიალური კეთილდღეობის ღმერთი.

პილი რობერტ - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1834-35 და 1841-46 წლებში (1788-1850 წწ).

პილი ჯორჯ - ინგლისელი დრამატურგი (1558-1597 წწ).

პილია რიკარდო - არგენტინელი მწერალი (დაიბადა 1941 წელს).

პილიავსკაია სოფია - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1911-2000 წწ).

პილიგრიმი

  1. წმინდა ადგილისკენ სალოცავად მიმავალი მორწმუნე; მოხეტიალე მლოცველი.

  2. (გადატანით) უცხო მგზავრი, მწირი, ყარიბი.

პილინსკი იანოშ - უნგრელი პოეტი (1921-1981 წწ).

პილიცა - მდინარე პოლონეთში, ვისლას მარცხენა შენაკადი (342 კმ).

პილოკარპუსი (ბერძნ.) - მარადმწვანე ხე ან ბუჩქი.

პილკომაიო - მდინარე არგენტინასა და პარაგვაიში, მდინარე პარაგვაის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 1200 კილომეტრი).

პილნიაკი ბორის (ნამდვილი გვარი ვოგაუ) - რუსი მწერალი (1894-1938 წწ).

პილოკარპინი - სამკურნალო პრეპარატი, რომელსაც იყენებენ წვეთებისა და მალამოს სახით გლაუკომისა და თვალის ზოგიერთი სხვა დაავადების დროს.

პილონი ჟერმენ - ფრანგი მოქანდაკე (1536/37 - 1590 წწ).

პილონი (ბერძნ.)

  1. მასიური, ჩვეულებრივ სწორკუთხოვანი სვეტი, რომელსაც ეყრდნობა თაღი, კამარა.

  2. ძველ ეგვიპტეში - წაკვეთილი პირამიდის ფორმის ნაგებობა, რომელიც აღმართული იყო ტაძრის წინ, შესასვლელის ორივე მხარეს.

პილოროსპაზმი (ბერძნ.) - კუჭის მოძრაობითი ფუნქციის მოშლა; შეინიშნება კუჭის წყლულისა და ზოგი სხვა დაავადებისა დროს.

პილოროსტენოზი (ბერძნ.) - კუჭის სარქველის სანთურის შევიწროება.

პილოსი - ძველბერძნული ქალაქი მესენიის (პელოპონესის) სანაპიროზე. არსებობდა ძვ.წ.აღ. III-II ათასწლეულების მიჯნაზე.

პილოტაჟი (ფრანგ.) - საფრენის აპარატის მართვის ოსტატობა. თვითმფრინავის მანევრირება ჰაერში სხვადასხვა ფიგურის შესრულებით.

პილოტი (ფრანგ.) - თვითმფრინავის ან სხვა რომელიმე საფრენი აპარატის მართვის სპეციალისტი; მფრინავი.

პილოტირება (ფრანგ.) - საფრენი აპარატის მოძრაობის მართვა პილოტის ან ავტომატური სისტემის საშუალებით.

პილოტპროექტი - დამხმარე პროექტი.

პილოტ-სიგნალი - დამხმარე სიგნალი, რომელსაც გადასცემს გადამცემი რადიოსადგური მიმღებს მართვის მიზნით; იყენებენ სპეციალურ რადიოკავშირგაბმულობაში.

პილპილი

  1. (Piper nigrum) ტროპიკული მცოცავი ბუჩქი; აქვს სუსტი ღერო; ისხამს მრგვალ მოშავო ფერის ცხარე ნაყოფს.

  2. ამ მცენარის ნაყოფი; იხმარება საჭმლის შესაკაზმად (მეტწილად დანაყილი).

  3. (კუთხურად) იგივეა, რაც წიწაკა.

პილპილიანი - პილპილით შეზავებული.

პილსბერი ჰარი ნელსონ - ამერიკელი მოჭადრაკე (1872-1906 წწ).

პილსუდსკი იუზეფ - პოლონეთის პოლიტიკური მოღვაწე (1867-1935 წწ).

პილტენე - ქალაქი ლატვიაში.

პილტსამაა - ქალაქი ესტონეთში.

პილუმნუსი - მიწათმოქმედების ძველიტალიური ღვთაება, რომელიც თითქოს ხორბლის დაფქვის პროცესსაც განაგებდა.

პიმა - ინდიელთა ტომი, რომელიც XVI საუკუნეში აშშ- არიზონას შტატში ბინადრობდა.

პიმები (რუს.)

  1. ურალსა და დასავლეთ ციმბირში - მოთელილი ნაბდის ჩექმები.

  2. რუსეთის ჩრდილოელ ხალხებში - ირმის ფეხის ტყავის ჩექმები, რომლებსაც ბეწვი გარედან აქვს.

პი-მეზონები (პიონები) - ჯგუფი სამი არასტაბილური ელემენტარული ნაწილაკისა, რომელთაგან ორი დამუხტულია, სამი კი - ნეიტრალური.

პიმენოვი იური - რუსი ფერმწერი, თეატრის მხატვარი, გრაფიკოსი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1903-1977 წწ).

პიმი ჯონ - ინგლისის პოლიტიკური მოღვაწე (1584-1643 წწ).

პიმიენტა - ძლიერ არომატული მცენარე, რომელიც ხარობს ტროპიკულ ამერიკასა და ვესტინდოეთში.

პიმიენტი (ესპ.) - სურნელოვანი წიწაკა; სუნითა და გემოთი ერთდროულად მოგვაგონებს წიწაკას, ჯავზს, მიხაკსა და დარიჩინს. იყენებენ კულინარიაში, საკონსერვო მრეწველობაში როგორც სანელებელს.

პიმონენკო ნიკოლაი - უკრაინელი ფერმწერი, პერედვიჟნიკი (1862-1912 წწ).

პინა

  1. დიდი ჯამი.

  2. სასწორის თეფში.

პინაევა ლუდმილა - რუსი სპორტსმენი ქალი (ნიჩბოსნობა), ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი 1964, 1968, 1972 წლებში (დაიბადა 1936 წელს).

პინაკი - იგივეა, რაც პინა.

პინაკლი (ფრანგ.) - გვიანდელი რომანული ან გოტიკური ეკლესიების კონტრფორსებზე აღმართული მცირე ზომის დეკორაციული კოშკურა ან სვეტი.

პინაკოთეკა (ბერძნ.) - ფერწერულ ნამუშევართა საცავი, სურათების გალერეა.

პინაკონები - ორგანული ნაერთები, მეზობელ ნახშირბადატომებთან OH ჯგუფის შემცველი გლიკოლები.

პინანგი (პენანგი)

  1. ქალაქი-პორტი მალაიზიაში, ამავე სახელწოდების შტატის ადმინისტრაციული ცენტრი; იგივე ჯორჯთაუნი.

  2. შტატი მალაიზიაში, ნახევარკუნულ მალაკაზე.

პინარ-დელ-რიო - ქალაქი კუბის დასავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (125 ათასი).

პინგვინი (ფრანგ.) - ზღვის დიდი ფრინველი; ფრენა არ შეუძლია; გავრცელებულია უმთავრესად ანტარქტიკაში.

პინგი - მდინარე ტაილანდში, მდინარე მენამის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 800 კილომეტრი).

პინგ-პონგი (ინგლ.) - მაგიდის ჩოგბურთის მოძველებული სახელწოდება.

პინდა ალონსო - ესპანელი კონკისტადორი, მექსიკის ერთ-ერთი პირველაღმომჩენი (გარდაიცვალა 1502 წელს).

პინდალი - გამოქვაბული ესპანეთში.

პინდარე - ძველბერძენი პოეტი (ძვ.წ.აღ. 518 - 466 ან 438 წწ).

პინდემონტე იპოლიტო - იტალიელი პოეტი (1753-1828 წწ).

პინდემონტე ჯოვანი - იტალიელი პოეტი და დრამატურგი (1751-1812 წწ).

პინდინშანი - ქალაქი ჩინეთის ხენანის პროვინციაში (410 ათასი).

პინდოსი

  1. მთები საბერძნეთში.

  2. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ეპირისა და თესალიის საზღვარზე მდებარე მთაგრეხილი, რომელიც აპოლონის ერთ-ერთ თავშესაფრად მიაჩნდათ და პოეზიის თავშესაფარს უწოდებდნენ.

პინდუნი (ბინდუნი) - ქალაქი ჩინეთის ტაივანის პროვინციაში.

პინეგა - მდინარე რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილოეთ რეგიონში, ჩრდილოეთი დვინის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 779 კილომეტრი).

პინელი ფილიპ - ფრანგი ექიმი-ჰუმანისტი, მეცნიერული ფსიქიატრიის ერთ-ერთი მამამთავარი (1745-1826 წწ).

პინერო ართურ უინგ - ინგლისელი დრამატურგი (1855-1934 წწ).

პინია (ლათ.) - იტალიური ფიჭვი; აქვს ქოლგისებური ვარჯი; იზრდება ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში; მის მსუბუქ და მაგარ მერქანს იყენებენ მშენებლობაში და წვრილ-წვრილ ნაკეთობათა დასამზადებლად.

პინიერა ვირხილიო - კუბელი მწერალი (1912-1979 წწ).

პინიოლი (იტალ.) - პინიის გირჩის თესლი.

პინკი (ჰოლანდ.) - პატარა ორანძიანი იალქნიან-მოტორიანი გემი.

პინკი (ინგლ.) - ვარდისფერი საღებავი; შედგება კალის ჟანგისა და ქრომის ჟანგისაგან; იყენებენ კერამიკაში.

პინკ ფლოიდი - ინგლისური როკ-ჯგუფი; შეიქმნა 1965 წელს ლონდონში.

პინო (ფრანგ.) - ფრანგული ვაზის ჯიში.

პინო დიუკლო შარლ - ფრანგი მწერალი და ისტორიკოსი (1704-1772 წწ).

პინოსი - კუნძულ ხუვენტუდის სახელი 1978 წლამდე.

პინოჩეტ უგარტე აუგუსტო - ჩილეს პრეზიდენტი (დიქტატორი) 1973-90 წლებში, გენერალი (დაიბადა 1915 წელს).

პინოციტოზი - უჯრედის ზედაპირის მიერ სითხის წვეთის შთანთქმა.

პინსკი - ქალაქი ბელორუსიის ბრესტის ოლქში (125 ათასი).

პინსონი ვისენტე იანიეს (1460-1524 წწ).

პინსონი მარტინ ალონსო - ესპანელი ზღვაოსანი (1440-1493 წწ).

პინტერი ჰაროლდ - ინგლისელი დრამატურგი (დაიბადა 1930 წელს).

პინტი (ინგლ.) - ზომათა ინგლისურ სისტემაში - სითხეებისა და ფხვიერ ნივთიერებათა მოცულობის საზომი; დიდ ბრიტანეთში უდრის 0,568 ლიტრს, აშშ-ში - 0,473 ლიტრს (სითხეებისთვის) და 0,551 ლიტრს (ფხვიერი ნივთიერებისათვის).

პინტილიე ილიე - რუმინეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1903-1940 წწ).

პინტორი ჯაიმე - იტალიელი ანტიფაშისტი, კომუნისტი მწერალი და კრიტიკოსი (1919-1943 წწ).

პინტოს პერეირა ფრანსისკო რიკარდო - ურუგვაის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, ისტორიკოსი და პუბლიცისტი (1880-1968 წწ).

პინტუ და კოშტა მანუელ - სან-ტომესა და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი 1975 წლიდან (დაიბადა 1937 წელს).

პინტუ დელგადუ ჟოან - პორტუგალიელი პოეტი (? - 1653 წწ).

პინტურიკიო (საკუთრივ ბერნარდინო დი ბეტო დი ბიაჯო) - იტალიელი ფერმწერი (დაახლოებით 1454-1513 წწ).

პინჩერი (ინგლ.) - ინგლისური ჯიშის პატარა ძაღლი, რომელსაც აქვს მოკლე ბეწვი, გრძელი ყურები და გრძელი კუდი; იჭერს თაგვებს და სხვა წვრილ მტაცებლებს.

პინჩონი თომას - ამერიკელი მწერალი (დაიბადა 1937 წელს).

პინჩუკი ბენიამინ - რუსი მოქანდაკე, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1908-1987 წწ).

პინცგაუ (გერმ.) - მსხვილი რქოსანი საქონლის ჯიში სარძევე-სახორცე მიმართულებისა. გამოყვანილია ავსტრიაში XVIII-XIX საუკუნეებში.

პინცეტი (ფრანგ.) - პატარა მაშა წვრილი, სათუთი, სრიალა საგნების ასაღებად.

პიო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - აღნიშნავს ჩირქოვანს, დაჩირქებულს.

პიო ლუი - დანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1841-1894 წწ).

პიოგენური - დაჩირქების გამომწვევი.

პიოდერმია - კანის ანთებითი და ჩირქოვანი დაავადება, გამოწვეული ჩირქმბადი კოკებით.

პიოვენე გუიდო - იტალიელი მწერალი და ჟურნალისტი (1907-1974 წწ).

პიოკულტურა (ბერძნ.)

  1. მეთოდი, რომლის მიზანია გამოამჟღავნოს ორგანიზმის რეაქცია ინფექციის მიმართ და ამის მიხედვით დაადგინოს ოპერაციული ჩარევის მიზანშეწონილობა.

  2. ჩირქიდან მიკრობთა კულტურის მიღება.

პიომბო სებასტიანო დელ - იხილე სებასტიანო დელ პიომბო.

პიონერი (ფრანგ.)

  1. ადამიანი, რომელმაც პირველმა მიაღწია გამოუკვლეველ ქვეყანას და დასახლდა იქ.

  2. პირი, რომელმაც მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ტექნიკაში და სხვაგან გაკაფა ახალი გზები; რისამე წამომწყები.

  3. ბავშვთა კომუნისტური ორგანიზაციის წევრი ყოფილ სსრკ-ში.

  4. აშშ-ს ავტომატური საპლანეტათშორისო სადგურების სერია, რომელთა მიზანია მთვარის, პლანეტების და კოსმოსური სივრცის შესწავლა; პირველი სადგური გაშვებულ იქნა 1958 წელს.

  5. კუნძული ჩრდილოეთის მიწის არქიპელაგის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.

პიონერის ტბა (ნურიე) - ტბა ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის ნაპირას.

პიონერსკი - ქალაქი რუსეთის კალინინგრადის ოლქში.

პიონეფრიტი (ბერძნ.) - თირკმლების ჩირქოვანი ანთება.

პიონტეკი ჰაინც - გერმანელი პოეტი (დაიბადა 1925 წელს).

პიორეა (ბერძნ.) - ჩირქდენა.

პიოსალპინქსი - ჩირქის დაგროვება საშვილოსნოს ლულაში.

პიოტრკუვ-ტრიბუნალსკი - ქალაქი პოლონეთში, პიოტრკუვის სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი.

პიოტროვსკი ბორის - რუსი არქეოლოგი და ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე (1908-1990 წწ)

პიპეტი (ფრანგ.) - მინის წაწვეტებული მილაკი, რომელსაც თავში აქვს რეზინის თალფაქი; იხმარება თხევადი წამლის ამოსაღებად და ჩასაწვეთებლად.

პიპილეთი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

პიპილი - სალვადორში მცხოვრები ინდიელი ხალხი (155 ათასი).

პიპინაშვილი კონსტანტინე - კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1912-1969 წწ).

პიპინი

  1. ზურნის, დუდუკის და მისთანების ხმა.

  2. რისამე (მაგალითად, ავტომობილის) სიგნალის წყვეტილი ხმა.

პიპინია - მთავარი პერსონაჟი ფილმისა „არაჩვეულებრივი გამოფენა“ ვასილ ჩხაიძის შესრულებით.

პიპინ მოკლე - ფრანკთა მეფე (714 ან 715-768 წწ).

პიპკი - ძალიან წმინდად დაფქული საუკეთესო ხარისხის პურის ფქვილი.

პიპკოვი ლიუბომირ - ბულგარელი კომპოზიტორი და პედაგოგი (1904-1974 წწ).

პიჟამა (ინგლ.) - თავისუფლად შეკერილი კოსტიუმი, რომელსაც იცვამენ ხალათის ნაცვლად შინ ანდა ღამის პერანგის ნაცვლად.

პიჟონი (ფრანგ.) - ახალგაზრდა, რომელიც გადამეტებულ ყურადღებას აქცევს თავის გარეგნობას, ჩაცმულობას; ფრანტი.

პირ - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა - ნიშნავს: 1) პირს (მნიშვნელობა 1,2). 2) პირისახეს. 3) ჭურჭლის ზემოთა ღია ნაწილს. 4) იარაღის მჭრელ მხარეს.

პირ (პირო) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს სიმხურვალესთან, მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებულს.

პირა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პანდორესა და ეპითემეს ქალიშვილი, დევკალიონის მეუღლე.

პირადად - თვითონ, უშუალოდ, საკუთრივ.

პირადი - რაც მხოლოდ ერთ პირს ეხება.

პირადობა - პირადობის მოწმობა - ვისიმე ვინაობის დამადასტურებელი საბუთი.

პირადული - იგივეა, რაც პირადი.

პირაკრული - ვისაც პირი აქვს აკრული.

პირამიდა (ბერძნ.)

  1. მათემატიკაში - მრავალწახნაგა სხეული, რომლის ფუძე მრავალკუთხედს წარმოადგენს, წახნაგები კი - საერთო წვეროს მქონე სამკუთხედებს.

  2. ამ სხეულის ფორმის ქვის უზარმაზარი ნაგებობა, რომელსაც ოთხკუთხა ფუძე აქვს; წარმოადგენდა ფარაონის აკლდამას ძველ ეგვიპტეში.

  3. ტანვარჯიშული ან აკრობატული ფიგურა, რომელიც შედგენილია ერთმანეთზე შემდგარი ადამიანებისგან.

  4. ბილიარდის თამაში 15 ბურთით.

  5. თოფების მისაყუდებელი დაზგა.

პირამიდონი - სამკურნალო პრეპარატი, ამიდოპირინის მოძველებული სახელწოდება.

პირამოსი - ამავე სახელწოდების მდინარის ღვთაება მცირე აზიაში.

პირანდელო ლუიჯი - იტალიელი მწერალი (1867-1936 წწ).

პირანეზი ჯოვანი ბატისტა - იტალიელი გრავიორი და არქიტექტორი (1720-1778 წწ).

პირანია - სამხრეთ ამერიკის მდინარეებში მობინადრე მტაცებელი თევზი; სიგრძე 60 სანტიმეტრამდე.

პირანომეტრი (ბერძნ.) - ხელსაწყო მზის ისეთი ჯამური და გაბნეული რადიაციის გასაზომად, რომელიც მოდის ჰორიზონტალურ ზედაპირზე.

პირასიკაბა - ქალაქი ბრაზილიის სან-პაულუს შტატში.

პირატი (ბერძნ.) - ზღვის ყაჩაღი.

პირაქეთ - აქეთა მხარეს, ამ მხარეს.

პირაქეთა - პირაქეთ მდებარე, მყოფი.

პირაქეთელი - პირაქეთ მვცხოვრები.

პირაქეთი - პირაქეთ მდებარე მხარე.

პირაქეთა ხევსურეთი - კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთით მდებარე ხევსურეთის ნაწილი.

პირაღმა

  1. პირით, სახით ზევით.

  2. ზევითკენ მაღლა, აღმართზე.

პირაწყობილი - რასაც პირი აწყობილი, გალესილი, მჭრელი აქვს.

პირახვეული - ვისაც პირი აქვს ახვეული, პირაკრული.

პირბადე - პირისახეზე ჩამოსაფარებელი მსუბუქი, გამჭვირვალე ქსოვილი.

პირბადრი - იგივეა, რაც ბადრი.

პირბანელა - იგივეა, რაც პირდაუბანელი.

პირბასრი - ბასრი პირის მქონე.

პირბუდაღი (პირბუტაღი, პირბუტაყი) - ვისაც მრგვალი, მსუქანი სახე აქვს.

პირგადაკრული - რასაც პირი აქვს გადაკრული.

პირგალესილი - რასაც პირი აქვს გალესილი.

პირგამეხებული - განრისხებული, გაჯავრებული.

პირგამოტენილი - ვისაც, რასაც პირი აქვს გამოტენილი რამეთი.

პირგამურული - ვისაც პირი, სახე აქვს გამურული.

პირგამშრალი - ვისაც პირი აქვს გამშრალი.

პირგასამტეხლო - გადასახადი, საზღაური პირის გატეხისათვის, ტყუილისთვის, პირობის შეუსრულებლობისათვის.

პირგაუპარსავი - ვისაც პირი გაუპარსავი აქვს; წვერგაუპარსავი.

პირგაღებული - ვისაც პირი აქვს გაღებული; პირღია.

პირგახეული - პირშავი, პირშერცხვენილი, უსირცხვილო, უსინდისო.

პირგეომეტრი (ბერძნ.) - ხელსაწყო დედამიწის გამოსხივების გასაზომად.

პირგოსი - ქალაქი დასავლეთ საბერძნეთში, ელიდას ნომის ადმინისტრაციული ცენტრი (22 ათასი).

პირდაბანილი - ვისაც პირი აქვს დაბანილი.

პირდამწვარი - ვისაც პირი დაეწვა.

პირდაპირ

  1. ვისიმე, რისამე წინ, მოპირდაპირე მხარეს.

  2. პირდაპირი მიმართულებით, გზის გაუმრულდებლად, გადაუხვევლად.

  3. მიკიბ-მოკიბვის გარეშე, აშკარად, დაუფარავად, გარკვევით.

  4. სწორედ, ნამდვილად, მართლაც.

პირდაპირი

  1. სწორად გავლებული, სწორად გაჭიმული, მიუხვეველ-მოუხვეველი

  2. აშკარა, დაუფარავი.

  3. პირში მთქმელი.

  4. უშუალო, აუცილებელი.

პირდაპირობა - პირდაპირის (მნიშვნელობა 3) თვისება.

პირდაუბანელი - ვისაც პირი არ დაუბანია.

პირდაფჩენილი - ულაზათოდ პირდაღებული.

პირდაღებული

  1. ვისაც, რასაც პირი აქვს დაღებული.

  2. (გადატანით) გაკვირვებული, გაოცებული.

  3. (გადატანით) მოტყუებული, პირშიჩალაგამოვლებული, იმედგაცრუებული.

  4. (გადატანით) დოყლაპია, უნიათო, უშნო.

პირდაღმა - პირით, სახით ქვევით, პირქვე.

პირდაღრენილი - რასაც პირი აქვს დაღრენილი.

პირდორბლიანი

  1. ვისაც, რასაც პირზე დორბლი აქვს მომდგარი.

  2. (გადატანით) გაცოფებული, გაბრაზებული.

პირენეები (პირენეს მთები) - მთათა სისტემა ესპანეთსა და საფრანგეთს შორის (სიგრძე 450 კმ).

პირენი ანრი - ბელგიელი ისტორიკოსი (1862-1935 წწ).

პირეოსი - ქალაქი საბერძნეთში, ამავე სახელწოდების ნომის ადმინისტრაციული ცენტრი (170 ათასი).

პირეული - მათემატიკაში - გეომეტრიული სხეულის ზედაპირის ფართობი.

პირვანი ვასილე - რუმინელი ისტორიკოსი და არქეოლოგი (1882-1927 წწ).

პირვანდელი - პირველად არსებული, ყველაზე ადრე მყოფი; თავდაპირველი.

პირველ - იგივეა, რაც პირველად.

პირველად

  1. სხვაზე უფრო ადრე, ყველაზე უწინ.

  2. დასაწყისში.

  3. მხოლოდ ახლა.

პირველადი

  1. პირველად არსებული, თავდაპირველი.

  2. რაც რაიმე ორგანიზაციის პირველ, დასაწყის რგოლს წარმოადგენს; ძირეული.

პირველდაწყებითი - იგივეა, რაც დაწყებითი.

პირველთაგანი - ერთი პირველთაგანი - ერთ-ერთი პირველთა შორის.

პირველთანრიგოსანი - პირველი თანრიგის მქონე სპორტსმენი.

პირველი

  1. რიგითი რიცხვითი სახელი ერთისა; ყველაზე წინ მყოფი, არსებული.

  2. ყველაზე კარგი, საუკეთესო.

  3. ყველაზე მაღალი ხმა სამხმოვან სიმღერაში.

  4. საჭმელი, რომელსაც საუზმეულის შემდეგ ან ყველაზე ადრე მიირთმევენ.

პირველი შოთა - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1914 წელს).

პირველი აკვაღა - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

პირველი ბალდა - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

პირველი ბაღაჟიაშთა - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

პირველი გუდავა - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

პირველი გურიფული - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

პირველი გურძემი - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

პირველი დასი - საზოგადოებრივ-ლიტერატურული მიმდინარეობა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში XIX საუკუნის 60-80-იან წლებში.

პირველი ეწერბაში - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ბაშის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 50 მეტრი, სამტრედიიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 272 კაცი.

პირველი ეწერი - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

პირველი კელასური - მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, კელასურის მდგენელი.

პირველი კიწია - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

პირველი კოპიტი - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

პირველი მაისი - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ საღვნეთის სახელი 1938-1990 წქლებში.

პირველი მერცხალი - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1975 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ნანა მჭედლიძე. სცენარის ავტორები - ლევან ჭელიძე, ნანა მჭედლიძე. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი ჭელიძე. კომპოზიტორი - ჯანსუღ კახიძე. მთავარ როლებში: დოდო აბაშიძე (იასონი), ვახტანგ ნადირაია, იპოლიტე ხვიჩია, გურამ ლორთქიფანიძე, დიმიტრი ჯაიანი, გურამ ფირცხალავა, ვასილ ჩხაიძე.

პირველი ნოსირი - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

პირველი ობჩა - სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში. სოფლის საკრებულოს ცენტრი. მდებარეობს მდინარე ხანისწყლის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 240 მეტრი, ბაღდათიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1960 კაცი.

პირველი ონტოფო - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

პირველი ოტობაია - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

პირველი ოხურეი - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

პირველი სვირი - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 230 მეტრი, ზესტაფონიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3068 ადამიანი.

პირველი ტოლა - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

პირველი ქესალო - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

პირველი შეშელეთი - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

პირველი წყალტუბო - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (გვიშტიბის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან - 130 მეტრი, წყალტუბოდან - 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 503 კაცი.

პირველი ჭოღა - სოფელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

პირველკალსელი - პირველი კლასის მოსწავლე.

პირველკურსელი - პირველი კურსის სტუდენტი.

პირველმაისობა - პირველი მაისის დღესასწაული.

პირველმიზეზი - ძირითადი, მთავარი მიზეზი.

პირველობა

  1. პირველ ადგილზე ყოფნა.

  2. სპორტული შეჯიბრება პირველი ადგილის მოსაპოვებლად.

პირველსაკითხავი - პირველად საკითხავი, დაწყებითი (წიგნი).

პირველსაცხოვრისი - თავდაპირველი საცხოვრებელი ადგილი.

პირველსაწყისი - პირვანდელი, თავდაპირველი, საწყისი.

პირველსახე - პირვანდელი სახე, პირველადი სახე რისამე.

პირველყოფილი - კულტურის უძველეს საფეხურზე მყოფი.

პირველწყარო - რაიმე ცნობების, თეორიის პირველი, ძირითადი წყარო.

პირველხარისხოვანი - საუკეთესო.

პირვიწრო - რასაც ვიწრო პირი აქვს.

პირთავქვე

  1. იგივეა, რაც თავქვე.

  2. იგივეა, რაც პირქვე.

პირთეთრა - ყვავილოვან მცენარეთა გვარი მიხაკისებრთა ოჯახისა; ერთ ან მრავალწლოვანი ბალახი.

პირთეთრი - ვისაც თეთრი სახე აქვს.

პირთხელი

  1. გამხდარი სახისა.

  2. თხელპირიანი სატეხი რკინისა.

პირი

  1. ნაპრალი ტუჩებს შორის; ბაგეთა ჭრილი, ტუჩების მოხაზულობა.

  2. სახე, პირისახე.

  3. ადამიანი, პიროვნება.

  4. დედნიდან ზუსტად გადაღებული ტექსტი.

  5. ზევითა, გარეთა მხარე.

  6. ქვეშაგებზე, ბალიშზე და მისთანებზე გარედან გადასაკრავი ქსოვილი.

  7. იგივეა, რაც ნაპირი.

  8. რაიმე ჭურჭლის ზემოთა, ღია ნაწილი.

  9. იარაღის მჭრელი მხარე.

  10. წყება, რიგი, ჯერი, გზობა.

  11. დასაწყისი (რაიმე დროისა).

  12. (გრამატიკაში) ზმნის ფორმა, რომელიც აღნიშნავს მოლაპარაკეს, ან იმას, ვისაც ელაპარაკებიან.

პირი რობერტ ედუინ - ამერიკელი არქტიკის მკვლევარი, ადმირალი (1859-1920 წწ).

პირიანი

  1. პირობის შემსრულებელი, პატიოსანი.

  2. მახვილი, მჭრელი პირის მქონე.

  3. (გრამატიკაში) რასაც ესა თუ ის პირი შეეწყობა.

პირიატინი - ქალაქი უკრაინის პოლტავის ოლქში.

პირიდინი (ბერძნ.) - ორგანული ნაერთი; მიიღება ქვანახშირის ფისიდან; იყენებენ სინთეზური საღებრების, სამკურნალწამლო ნივთიერებათა მისაღებად, სპირტის დენატურაციისათვის.

პირიდოქსინი - ვიტამინი B6; უხვად მოიპოვება ბრინჯის ქატოში, ცერცვში, ლობიოში, საფუვრებში, თირკმლებში, ღვიძლსა და კუნთებში.

პირიევი ივან - რუსი კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1901-1968 წწ).

პირიმზე

  1. (Phelipaea coccinea) პარაზიტი მცენარე კელაპტარასებრთა ოჯახისა; აქვს უფოთლო, დაუტოტავი ღერო; წვერში იკეთებს ერთ დიდ წითელ ყვავილს, რომელიც ყოველთვის მზისკენაა მიქცეული.

  2. ლამაზი, მშენიერი სახის პატრონი (უპირატესად ქალი).

  3. ქართველ მთიელთა წარმართული ღვთაება.

პირინი (პირინ პლანინა) - მთის მასივი ბულგარეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

პირინ-პლანინა - იხილე პირინი.

პირისაბანი - იხილე პირსაბანი.

პირისანახავი - საქმროსაგან საცოლისათვის პირველ ნახვაზე მირთმეული საჩუქარი.

პირისახე - იგივეა, რაც სახე.

პირის მიწა - ნახევარკუნძული გრენლანდიაში.

პირისპირ - საწინააღმდეგო მხარეს, პირდაპირ.

პირისფარეში - ხელზე მოსამსახურე.

პირისფერი - მკრთალი წითელი.

პირიტი (ბერძნ.) - ოქროსფერი მინერალი, რომელიც წარმოადგენს გოგირდისა და რკინის ნაერთს; გოგირდის (რკინის) ალმადანი. იყენებენ გოგირდმჟავას მისაღებად.

პირიფლეგეთონტი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მიწისქვეშა სამყაროს ცეცხლმოდებული კუპრის მდინარე, რომელშიც დამნაშავეებს ყრიან ჰადესის განმგებელნი.

პირიქი - ანტიკურ ლექსთწყობაში ეწოდებოდა ორი მოკლე მარცვლისაგან შედგენილ დამხმარე ტერფს.

პირიქით

  1. იქითა მხარეს, იმ მხარეს, იქით.

  2. თქმულის ან მოსალოდნელის საწინააღმდეგოდ.

პირიქითა ხევსურეთი - კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთით მდებარე ხევსურეთის ნაწილი.

პირიქითა - პირიქით მდებარე, მყოფი.

პირიქითი - პირიქით მდებარე მხარე.

პირიქითელი - პირიქით მცხოვრები.

პირიქითის ალაზანი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ანდის ყოისუს (დაღესტანი) ერთ-ერთი მდგენელი.

პირიქითის ქედი (თუშეთის ქედი) - ქედი ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის გვერდითი ქედი.

პირკატა - პირკატა ეცემა - ძლიერ შეწუხდება, თავზარი დაეცემა; სახტად დარჩება.

პირკე კლემენს - ავსტრიელი პათოლოგი და პედიატრი (1874-1929 წწ).

პირკეს რეაქცია - კანის სინჯი ორგანიზმის ტუბერკულოზით დასნებოვნების დასადგენად.

პირკჰაიმერი ვილიბალდ - გერმანელი ჰუმანისტი (1470-1530 წწ).

პირმაზენსი - ქალაქი გერმანიის რაინ-პფალცის მხარეში.

პირმართალი - თავისი სიტყვის, პირობის შემსრულებელი, პირიანი.

პირმარხვა - მარხვის პირველი დღე.

პირმდიდარი - ფართო და სავსე, მსუქანი სახის.

პირმეტყველი - ვინც მეტყველებს (ადამიანის ეპითეტია პირუტყვის საპირისპიროდ).

პირმზე - იგივეა, რაც პირიმზე.

პირმზიანი - მშვენიერი სახისა, ლამაზი.

პირმზითი - იგივეა, რაც მზვარე.

პირმთვარე - სავსე, ლამაზი სახის მქონე; პირბადრი.

პირმთქმელობა - პირში მთქმელის თვისება, პირდაპირობა.

პირმიდგმული - მთლიანი ერთიანი.

პირმისაანი (პირმისაანთკარი) - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბაზალეთის თემის საკრებულო), ბაზალეთის პლატოს ჩრდილოეთ ნაწილში. ზღვის დონიდან - 920 მეტრი, დუშეთიდან - 2 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 85 კაცი.

პირმისაანთკარი - იხილე პირმისაანი.

პირმისაშვილი ალექსანდრე - საბჭოთა კავშირის გმირი, პოლკოვნიკი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1913- წწ)

პირმნათი - ნათელი, მანათობელი.

პირმობურული - ვისაც პირი მობურული აქვს.

პირმოთნე - პირფერი, მლიქვნელი, ფარისეველი.

პირმოთნეობა - პირმოთნის თვისება.

პირმოკრული - რასაც პირი აქვს მოკრული.

პირმოკუმული - ვისაც პირი მოკუმული აქვს.

პირმოპარსული - ვისაც პირი მოპარსული აქვს.

პირმოტეხილი - რასაც პირი მოტეხილი აქვს.

პირმოღიმარი (პირმოღიმარე) - იგივეა, რაც პირმღიმარი.

პირმოცინარი (პირმომცინარე) - იგივეა, რაც პირმცინარი.

პირმრგვალი - ვისაც მრგვალი პირისახე აქვს.

პირმსუქანი - მსუქანი სახის მქონე, პირსავსე.

პირმღიმარი - ვისაც პირი, სახე უღიმის.

პირმშვენიერი - ლამაზი, მშვენიერი სახისა.

პირმშო - პირველი შვილი.

პირმშრალი - გაწბილებული, იმედგაცრუებული, პირში ჩალაგამოვლებული.

პირმცინარი (პირმცინარე) - ვისაც პირი-სახე უცინის.

პირნა - ქალაქი გერმანიის საქსონიის მხარეში, დრეზდენის მახლობლად (40 ათასი).

პირნათელი

  1. ვისაც პირისახე ნათელი აქვს.

  2. ვინც თავისი პირობა, მოვალეობა შეასრულა, კეთილსინდისიერი, პატიოსანი.

პირნაყვავილარი - ვისაც პირისახე ნაყვავილარი აქვს.

პირო - იხილე პირ2.

პირობა

  1. შეთანხმება.

  2. დაპირება, აღთქმა.

  3. წინადადება, მოთხოვნა.

  4. (მრავლობით რიცხვში) პირობები - ვითარება, გარემოება, რომელშიც რამე ხდება.

  5. ის, რაზედაც დამოკიდებულია რისამე შესრულება, რაც განსაზვრავს რასმე.

  6. ჯერი, რიგი, გზობა.

პირობითი

  1. წინასწარ დათქმული, შეთანხმებული.

  2. რასაც ძალა აქვს მხოლოდ გარკვეულ პირობებში.

პირობითობა - პირობითის თვისება.

პიროგა (ფრანგ.) - ინდიელების (კერძოდ, კარიბებოს) ვიწრო და გრძელი ნავი, რომელსაც გადაკრული აქვს ხის ქერქი (ან ტყავი); ხის მთელი მორისაგან ამოღრუტნით ან ამოწვით გაკეთებული ნავი.

პიროგალოლი (პიროგალმჟავა) - უფერო და უსუნო კრისტალური ნაერთი; მიიღება გალმჟავას და მთრიმლავ ნივთიერებათა მშრალი გამოხდით; იყენებენ ფოტოგრაფიაში (როგორც გამამჟღავნებელს).

პიროგენიზაცია (ბერძნ.) - იგივეა, რაც პიროლიზი.

პიროგოვი ალექსანდრე - ოპერის რუსი მომღერალი (ბანი), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1899-1964 წწ).

პიროგოვი ნიკოლაი - რუსი ქირურგი და ანატომი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე (1818-1881 წწ).

პიროვნება - გარკვეულ თვისებათა მქონე ცალკე ადამიანი.

პიროთერაპია (ბერძნ.) - ერთობლიობა სამკურნალო მეთოდებისა, რომლებსაც საფუძვლად უდევს ავადმყოფის სხეულის ტემპერატურის ხელოვნური აწევა.

პიროკატეხინი (ბერძნ.) - ორგანული ნაერთი, ორატომიანი ფენოლი; მიიღება ხის მშრალი გამოხდით.

პიროლატარია (ბერძნ.) - ცეცხლთაყვანისმცემლობა.

პიროლი (ბერძნ.) - ორგანული ნაერთი, უფერო სითხე. აქვს ქლოროფორმის სუნი. იყენებენ ფარმაცევტული პრეპარატების სინთეზურობის დროს და სხვა.

პიროლიზი (ბერძნ.) - ორგანულ ნივთიერებათა გადამუშავება, მათი გახურება მაღალი ტემპერატურებით და უჰაეროდ - აირის მისაღებად (ხის მშრალი გამოხდა, ქვანახშირის კოქსვა, ნავთობის კრეკინგი და სხვა).

პირომანია - ცეცხლისადმი, დაწვისადმი ავადმყოფური სწრაფვა.

პირომეტრია (ბერძნ.) - მაღალ ტემპერატურათა გაზომვის მეთოდი.

პირონავთი - ნავთი, რომელსაც იყენებდნენ ძალიან გახურებული სადგომების გასანათებლად; ჩვეულებრივი ნავთისაგან განსხვავდება აალების მაღალი ტემპერატურით.

პირონი - ძველბერძენი ფილოსოფოსი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 365 - 270 წწ).

პიროპი (ბერძნ.) - ძოწების ჯგუფის მინერალი მუქი წითელი ფერისა; მისი გამჭვირვალე ნაირსახეობანი ძვირფასი ქვებია.

პიროსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აქილევსისა და დეიდამიას ვაჟი, ნეოპტოლემოსის გვიანდელი სახელი.

პიროსი - ეპირიის მეფე (ძვ.წ.აღ. 319 - 273 წწ).

პიროსის გამარჯვება - იტყვიან ისეთ გამარჯვებაზე, რომელსაც ძალიან დიდი მსხვერპლი დასჭირდა (ეპირის მეფე Pyrroს-ის სახელის მიხედვით, რომელმაც 279 წელს რომაელები დაამარცხა უდიდესი მსხვერპლის ფასად.

პიროტექნიკა (ბერძნ.) - ტექნიკის დარგი, რომელიც ამზადებს ასაფეთქებელ და საწვავ ნარევებს, სასიგნალო სინათლეებს, რაკეტებს და სხვა.

პიროტინი (ბერძნ.) - მინერალი, რომელშიც ზოგჯერ შერეულია ნიკელი, სპილენძი, კობალტი; იყენებენ გოგირდმჟავას მისაღებად.

პიროფილიტი (ბერძნ.) - მინერალი, ალუმინის ძირითადი სილიკატი; გავრცელებულია ფურცლოვანი ან მკვრივი ქერცლოვანი აგრეგატების სახით; იყენებენ როგორც ნედლეულს ცეცხლგამძლე ნაკეთობათა დასამზადებლად, როგორც საიზოლაციო მასალას.

პიროფირული - თვითაალებადი.

პიროფლიანი - ვისაც სახეზე ოფლი აქვს.

პიროქლორი (ბერძნ.) - მინერალი, რომელიც შეიცავს უპირატესად ნიობიუმსა და ტანტალს.

პიროქსენები (ბერძნ.) - ქანწარმომქმნელი მინერალების ჯგუფი.

პიროქსილინი (ბერძნ.) - ასაფეთქებელი ნივთიერება; იყენებენ აგრეთვე უკვამლო დენთის დასამზადებლად.

პირ-პანჯალი - ქედი ინდოეთში.

პირსაბანი

  1. პირის დასაბანად განკუთვნილი.

  2. პირის, ხელის დასაბანი მოწყობილობა; წყლის სათავსი, რომელსაც აქვს ონკანი.

  3. ოთახი, სადგომი, რომელიც განკუთვნილია ხელის, პირის დასაბანად.

პირსაბურავი (პირსაბურველი) - რითაც პირს იბურავენ.

პირსავსე

  1. პირამდე სავსე, ბოლომდე სავსე.

  2. მსუქანი სახისა, პირმრგვალი.

პირსაქმება - პირის ღებინება.

პირსახოცი - ქსოვილის ვიწრო და მოგრძო ნაჭერი ხელპირის (სხეულის) გასამშრალებლად.

პირსი (ინგლ.) - ნავსადგურში - ზღვაში შეჭრილი ნაგებობა ორივე მხრიდან გემების მისადგომად.

პირსი ბენჯამინ - ამერიკელი მათემატიკოსი (1809-1880 წწ).

პირსი ფრანკლინ - ამერიკის მე-14 პრეზიდენტი 1853-57 წლებში (1804-1869 წწ).

პირსი ჩარლზ სანტიაგო სანდერზ - ამერიკელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი და ბუნებისმეტყველი (1839-1914 წწ).

პირსისხლიანი

  1. ვისაც, რასაც პირი სისხლით აქვს მოსვრილი.

  2. (გადატანით) სისხლისღვირს მოყვარული, სისხლისმღვრელი.

პირსონი კარლ - ინგლისელი მათემატიკოსი, ბიოლოგი, ფილოსოფოსი (1857-1936 წწ).

პირსონი ლესტერ ბოულზ - კანადის პრემიერ-მინისტრი 1863-68 წლებში (1897-1972 წწ).

პირსონი ჰესკეტ - ინგლისელი მწერალი (1887-1964 წწ).

პირტიტველი (პირტიტველა) - ვისაც ჯერ წვერი არ ამოსვლია.

პირუეტი (ფრანგ.) - ცეკვაში - ცალი ფეხის თითის წვერებზე სრული შემოტრიალება.

პირუთვნელი - მიუკერძოებელი.

პირუკუ - პირიქით, საწინააღმდეგოდ.

პირუკუღმა მთა - სერი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.

პირუმტკიცობა - პირობის შეუსრულებლობა.

პირუნეს მთები - იხილე პირენეები.

პირუტყვი

  1. საქონელი, ცხოველი.

  2. პირიქით, ქვევით, პირქვე.

პირფარეში - იგივეა, რაც პირისფარეში.

პირფართო - რასაც ფართო პირი აქვს.

პირფერი - პირმოთნე, მლიქვნელი.

პირფერული - მლიქვნელური, ფარისევლური.

პირქარი - ქარი, რომელიც წინა მხრიდან უბერავს.

პირქვე - პირით, სახით გულაღმა.

პირქუში - მოღუშული, წარბშეკრული, მწყრალი.

პირღებული - XIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი თეთრიწყაროს სიახლოვეს.

პირღია

  1. ვისაც ან რასაც პირი ღია აქვს.

  2. (გადატანით) დოყლაპია, ყეყეჩი.

პირშავი

  1. ვისაც, რასაც პირი შავი აქვს.

  2. (გადატანით) პირობის, ფიცის გამტეხი; უპირო, შერცხვენილი.

  3. (გადატანით) უსინდისო, უნამუსო.

პირშებრუნებული - ვისაც (რასაც) პირი შებრუნებული აქვს საითკენმე.

პირშეკრული

  1. რასაც პირი შეკრული აქვს, პირმოკრული.

  2. შუბლშეკრული, მოღუშული.

  3. ვისაც ჭამის მადა არა აქვს; კრიჭაშეკრული.

  4. ვინც პირი შეკრა ვინმესთან; შეთქმული, შეთანხმებული.

პირშერცხვენილი - ვინც პირი შეირცხვინა.

პირშექცეული - ვისაც, რასაც პირი შექცეული აქვს საითკენმე.

პირშეღმა - ქვემოდან ზემოთ (დინების საწინააღმდეგოდ).

პირშუშხა (Armoracia lapathifolia) - ბოსტნეული მცენარე ჯვაროსანთა ოჯახისა; აქვს ცხარე გემოს ფესვი, რომელსაც ნაყავენ და საჭმლის შესაკაზმად ხმარობენ.

პირჩიტა

  1. მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, აწუნტის ქედზე.

  2. მყინვარი დუშეთის მუნიციპალიტეტში, აწუნტის ქედზე.

პირძაღლი - სალანძღავი სიტყვა.

პირწავარდნილი

  1. ზედმიწევნით მსგავსი, ზედგამოჭრილი.

  2. (უპატივცემლო) ნამდვილი, აშკარა.

პირწითელა - მთა ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედზე.

პირწმინდა

  1. რასაც პირი წმინდა აქვს, კარგად გალესილი.

  2. რასაც ზედაპირი წმინდა, მოწმენდილი აქვს.

  3. აშკარა, ნამდვილი.

პირწმინდა (Aiuga genevensis) - დაბალი ბალახოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა; იკეთებს ლურჯი ფერის ყვავილებს.

პირწყალი - საჭმლის სურვილით მომდგარი ნერწყვი.

პირწყლიანი

  1. იგივეა, რაც ენაწყლიანი.

  2. საამური სახის მქონე, ლამაზი, სანდომიანი.

პირხმელი - გამხდარი სახის მქონე.

პირჯვარი - ჯვარი, რომელსაც მორწმუნე გამოისახავს შუბლზე, მკერდსა და მხრებზე თითების მიდებით.

პირჰელიომეტრი (ბერძნ.) - ხელსაწყო იმ სხივური ენერგიის გასაზომად, რომელიც მზიდან მოდის დედამიწაზე.

პისარევი დიმიტრი - რუსი პუბლიცისტი და ლიტერატურის კრიტიკოსი (1840-1868 წწ).

პისარო კამილ ჟაკობ - ფრანგი ფერმწერი (1830-1903 წწ).

პისარო ფრანსისკო - ესპანელი კონკისტადორი (1470-სა და 1475-ს შორის - 1541 წწ).

პისეკი - ქალაქი ჩეხეთის სამხრეთ ჩეხეთის ოლქში.

პისისტრატე - ათენის ტირანი (ძვ.წ.აღ. VI საუკუნე).

პისკატორი ერვინ - გერმანელი რეჟისორი (1893-1966 წწ).

პისკატორი ნიკოლას იოანის (საკუთრივ - ვისხერი კლას იანს უმცროსი) - ჰოლანდიელი გამომცემელი და გრავიორი (დაახლოებით 1586-1652 წწ).

პისკო - ქალაქი პერუს იკის დეპარტამენტში.

პის-რივერი - მდინარე კანადაში, მონების მდინარის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 1900 კილომეტრი).

პისტოია - ქალაქი იტალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

პისტოლეტი (ფრანგ.) - ხელის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი; ისვრიან პატარა მანძილზე.

პისტოლი (ფრანგ.) - ძველებური ფრანგული და ესპანური ოქროს ფული.

პისტონი - იხილე ფისტონი.

პისტორი (ლათ. „მეპურე, მეწისქვილე“) - რომაული მითოლოგიის თანახმად, იუპიტერის ზედმეტი სახელი.

პისუარი (ფრანგ.) - შარდის ჩასასვლელი ბაკანი საზოგადოებრივ საპირფარეშოში.

პისუერგა - მდინარე ესპანეთში, მდინარე დუეროს მარჯვენა შენაკადი.

პიტა

ქალაქი გვინეაში, პიტის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.

(ესპან.) - ამერიკული აგავას ფოთლის ბოჭკო; მისგან გრეხენ თოკს, ამზადებენ ბაგირებს.

პიტაი - წერილი, საბუთი ძველ საქართველოში.

პიტალო

  1. სალი, მაგარი (კლდე, ქვა)

  2. (გადატანით) სწორზედაპირიანი შიშველი, პრიალა.

  3. წმინდა, შეურეველი (ლითონი).

პიტალოვო (1920-45 წლებში აბრენე) - ქალაქი რუსეთის ფსკოვის ოლქში.

პიტანე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პოსეიდონის სატრფო, ევადნეს დედა.

პიტ-ბულტერიერი - სამსახურეობრივი ძაღლის ჯიში; დიდ ცხოველებზე სანადიროდ გამოიყვანეს აშშ-ში.

პიტეელვი - მდინარე შვედეთში, ერთვის ბალტიის ზღვის ბოტნიის ყურეს.

პიტერ არტსენი - ნიდერლანდელი ფერმწერი (1508 ან 1509 - 1575 წწ).

პიტერბორო

  1. ქალაქი დიდი ბრიტანეთის კემბრიჯშირის საგრაფოში (ინგლისი).

  2. ქალაქი კანადის ონტარიოს პროვინციაში.

პიტერზი რუდოლფ ალბერტ - ინგლისელი ბიოქიმიკოსი (1889-1985 წწ).

პიტერი - რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის გავრცელებული შემოკლებული სახელი.

პიტერლოო - სისხლიანი ანგარიშსწორების ადგილი ინგლისში, რომელიც მოაწყო მთავრობამ 1819 წლის 16 აგვისტოს მომიტინგეების წინააღმდეგ (სახელი ეწოდა „ვატერლოოს“ ანალოგიით).

პიტერმანი ბრუნო - ავსტრიის პოლიტიკური მოღვაწე (1905-1983 წწ).

პიტერმარიცბურგი - ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ნატალის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (135 ათასი).

პიტერსბურგი - ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტრანსვაალის პროვინციაში (30 ათასი).

პიტერსონი ოსკარ - კანადელი ჯაზმენი, პიანისტი და კომპოზიტორი (დაიბადა 1925 წელს).

პიტეშტი - ქალაქი სამხრეთ რუმინეთში, არჯეშის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი (175 ათასი).

პიტთევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თეზევსის პაპა.

პიტი ბრედ (უილიამ ბრედლი) - ამერიკელი კინომსახიობი (დაიბადა 1964 წელს).

პიტი უილიამ უმცროსი - დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მოღვაწე (1759-1806 წწ).

პიტი უილიამ უფროსი, გრაფი ჩათამი - დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მოღვაწე (1708-1778 წწ).

პიტი - სამხატვრო მუზეუმი ფლორენციაში, გაიხსნა 1828 წელს.

პიტ-იახი - ქალაქი რუსეთის ხანტი-მანსის ავტონომიურ ოკრუგში (30 ათასი).

პიტიახში (სპარს.) - სახელმწიფოს განაპირა კუთხის მმართველი, მეფის მოადგილე ადრეფეოდალური ხანის ირანში.

პიტიუნტი - იხილე ბიჭვინთა.

პიტიუსის კუნძულები - არქიპელაგი ხმელთაშუა ზღვაში, ბალეარის კუნძულების ჯგუფში, ეკუთვნის ესპანეთს.

პიტკერნი - ვულკანური კუნძული წყნარ ოკეანეში, პოლინეზიაში, დიდ ბრიტანეთის სამფლობელო.

პიტკიარანტა - ქალაქი რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში.

პიტნა (Mentha) - მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა; აქვს სპეციფიური სუნის მქონე ფოთლები; გამოყენება აქვს კულინარიაში, მედიცინაში, პარფიუმერიაში.

პიტნარა - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

პიტო ანრი - ფრანგი მათემატიკოსი (1695-1771 წწ).

პიტოევი ლუდმილა - ფრანგი მსახიობი, თეატრალური მოღვაწე (1895-1951 წწ).

პიტოევი ჟორჟ - ფრანგი მსახიობი, თეატრალური მოღვაწე (1884-1939 წწ).

პიტრე ჯუზეპე - იტალიელი ეთნოგრაფი და ფოლკლორისტი (1841-1916 წწ).

პიტრი (პიტრი ფლინდერზი) უილიამ მეთიუ - ინგლისელი ეგვიპტოლოგი და არქეოლოგი (1853-1942 წწ).

პიტ-რივერზი ოგასტეს ჰენრი (ნამდვილი გვარი - ლეინ-ფოქსი) - ინგლისელი არქეოლოგი (1827-1900 წწ).

პიტსბურგი - ქალაქი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, პენსილვანიის შტატში (370 ათასი).

პიტსფილდი - ქალაქი აშშ-ს მასაჩუსეტსის შტატში.

პიუვი დე შავანი პიერ - ფრანგი ფერმწერი (1824-1898 წწ).

პიუი-დე-დომი - დეპარტამენტი საფრანგეთში.

პიუი-დე-სანსი - მწვერვალი საფრანგეთში (ცენტრალური მასივი).

პიუპიტრი (ფრანგ.) - სპეციალური დახრილი ფიცარი ნოტების დასადებად; დამაგრებულია ვერტიკალურ ჯოხზე ან როიალზე.

პიუჟე პიერ - ფრანგი მოქანდაკე, ფერმწერი და არქიტექტორი (1620-1694 წწ).

პიურა - ქალაქი პერუს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (320 ათასი).

პიურე (ფრანგ.) - გახეხილი ან აზელილი კარტოფილის, ბოსტნეულისა ან ხილისაგან დამზადებული საჭმელი, საჭმლის საკაზმი.

პიურია (ბერძნ.) - ჩირქის გამოყოფა შარდთან ერთად.

პიუს I - რომის პაპი 140-154 წლებში.

პიუს II (ერისკაცობაში ენეა სილვიო პიკოლომინო) - რომის პაპი 1458 წლიდან (1405-1464 წწ).

პიუს III (ერისკაცობაში ფრანჩესკო ტოდესკინი-პიკოლომინი) - რომის პაპი 1503 წელს.

პიუს IV (ერისკაცობაში ჯოვანი ანჯელო მედიჩი) - რომის პაპი 1559 წლიდან (1499-1565 წწ).

პიუს V (ერისკაცობაში მიკელე გისლიერი) - რომის პაპი 1566 წლიდან (1504-1572 წწ).

პიუს VI (ერისკაცობაში ჯოვანი ანჯელო, შემოკლებით ჯანანჯელი, ბრასკი) - რომის პაპი 1775 წლიდან (1717-1799 წწ).

პიუს VII (ერისკაცობაში გრეგორიო ლუიჯი ბარნაბა კიარამონტი) - რომის პაპი (1742-1823 წწ).

პიუს VIII (ერისკაცობაში ფრანჩესკო სავერიო კასტილიონი) - რომის პაპი 1800 წლიდან (1761-1830 წწ).

პიუს IX (ერისკაცობაში ჯოვანი მარია მასტაი-ფერეტი) - რომის პაპი 1846 წლიდან (1792-1878 წწ).

პიუს X (ერისკაცობაში ჯუზეპე მელკიორე სარტო) - რომის პაპი 1903 წლიდან (1835-1914 წწ).

პიუს XI (ერისკაცობაში აკილე რატი) - რომის პაპი 1922 წლიდან (1857-1939 წწ).

პიუს XII (ერისკაცობაში ეუჯენიო პაჩელი) - რომის პაპი 1939 წლიდან (1876-1958 წწ).

პიუჯეტ-საუნდი - სრუტე ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროსთან (წყნარი ოკეანე).

პიუჰიაიარვი - რამდენიმე ტბის სახელი ფინეთში.

პიფერარო (იტალ.) - იტალიაში პიფეროს დამკვრელი მუსიკოსი.

პიფერო (იტალ.) - იტალიური ხალხური მუსიკალური საკრავი, სალამური, სტვირის ნაირსახეობა.

პიქტე ამე - შვეიცარიელი ქიმიკოსი (1857-1937 წწ).

პიქტები (ლათ.) - ტომები, რომლებიც შეადგენდნენ შოტლანდიის ძველ მოსახლეობას.

პიქტოგრამა (ლათ.) - პირობითი ნიშანი, ნახატი, რომელსაც იყენებდნენ პიქტოგრაფიაში.

პიქტოგრაფია - დამწერლობის უძველესი სახეობა - საგნების, მოვლენების, მოქმედების გადმოცემა ნახატების საშუალებით, ხატოვანი დამწერლობა.

პიქშა - თევზი ვირთევზასებრთა ოჯახისა. სიგრძე - 70 სმ-ს და წონა - 3 კგ-ს აღწევს.

პიშეგრიუ შარლ - საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე (1761-1804 წწ).

პიშმა - მდინარე ჩრდილოეთ ურალსა და დასავლეთ ციმბირში, ტურის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 603 კილომეტრი).

პიჩინი ნიკოლა ვინჩენცო - იტალიელი კომპოზიტორი (1728-1800 წწ).

პიცა (იტალ.) - იტალიური ღვეზელი ერთგვარი.

პიცერია - იტალიური სასაუზმე, სადაც პიცას აცხობენ და ყიდიან.

პიცეტი ილდებრანდო - იტალიელი კომპოზიტორი (1880-1968 წწ).

პიციკატო (იტალ.) - თითის ამოკვრით, უხემოდ დაკვრა (ხემიანი ინსტრუმენტისა) თავისებური წყვეტილი ბგერის მისაღებად.

პიცინატო არმანდო - იტალიელი ფერმწერი (დაიბადა 1910 წელს).

პიწკი - ვინც საჭმელს გამორჩევით ჭამს; აზიზი მჭამელი.

პიჯაკი (ინგლ.) - მამაკაცის კოსტუმის ზედა ნაწილი.

პიჯინი (ინგლ.) - გამარტივებული ინგლისური (ან რომელიმე სხვა ენა), რომელიც გამოიყენება საურთიერთოდ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა შორის.

2.4 პკ

▲ზევით დაბრუნება


პკე - იხილე ბრკე.

2.5 პლ

▲ზევით დაბრუნება


პლაგიატი (ლათ.) - ლიტერატურული ან სხვა ნაწარმოების მითვისება; საკუთარ ნაშრომში სხვისი ნაწარმოების გამოყენება ავტორის დაუსახელებლად.

პლაგიატორი - პლაგიატის ჩამდენი.

პლაგიოკლაზები (ბერძნ.) - ქანწარმომქმნელი მინერალები, რომლებიც შედის მინდვრის შპატების ჯგუფის შემადგენლობაში.

პლაგიოტროპიზმი (ბერძნ.) - მცენარის გვერდითი ორგანოების (ყლორტების, ფესვების, ფოთლების) ზრდა ამა თუ იმ კუთხით გაღიზიანების (სიმძიმის, ძალის, სინათლის წყაროს და სხვების) მიმართულებით.

პლავსკი - ქალაქი რუსეთის ტულის ოლქში.

პლავტუსი ტიტუს მაქციუს - რომაელი კომედიოგრაფი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 250 - 184 წწ).

პლაზი (ფრანგ.) - გემთმშენებლობის საწარმოში - სათავსი, რომლის შავად შეღებილ გლუვ იატაკზე აკეთებენ ნატურალური სიდიდის გემის ნახაზს.

პლაზმა (ბერძნ.)

  1. სისხლის თხევადი ნაწილი.

  2. პროტოპლაზმის უმართებულო სახელწოდება.

  3. იონიზებული აირი, რომელშიც დადებითად დამუხტული ნაწილაკების სიმკვრივე ერთგვარია, ხოლო ამ ნაწილაკთა ქაოტური სითბური მოძრაობა სჭარბობს მათ მიმართულ გადაადგილებას გარეგანი ელექტრული ველის მოქმედების შედეგად.

პლაზმიდები (ბერძნ.) - მემკვიდრეობითობის ფაქტორები, რომლებიც განლაგებულია უკრედებში ქრომოსომებს გარეთ.

პლაზმოგამია (ბერძნ.) - იგივეა, რაც პლასტოგამია.

პლაზმოდესმები (ბერძნ.) - პროტოპლაზმის უწვრილესი ძაფები, რომლებითაც ერთმანეთზეა გადაბმული მცენარეული ორგანიზმების მეზობელი უჯრედები; მათი დანიშნულებაა საკვები ნივთიერების გადატანა და გაღიზიანების გადაცემა.

პლაზმოდიუმი (ლათ.) - უმარტივესი ორგანიზმი, რომელიც პარაზიტობს სისხლში.

პლაზმოქიმია - ქიმიის დარგი; შეისწავლის ქიმიურ პროცესებს დაბალტემპერატურულ პლაზმაში.

პლაკატი (გერმ.) - ნახატი, რომელსაც ახლავს სააგიტაციო, სარეკლამო ან განცხადების ხასიათის მოკლე ტექსტი.

პლაკე (ფრანგ.) - უბრალო ლითონის ან ხის ნაკეთობა, რომელიც დაფარულია ძვირფასი ლითონის სიფრიფანა ფურცლებით ან ძვირფასი ჯიშის ხის ფირფიტებით.

პლაკეტი (ფრანგ.)

ხელოვნების ნაწარმოები სწორკუთხა მედლის სახისა.

ლითონის, კერამიკის ან სხვა მასალის ფირფიტა, რომელზედაც რელიეფური გამოსახულებაა.

პლაკირება (ფრანგ.)

  1. ლითონის ნაკეთობათა ზედაპირის დაფარვა სხვა ძვირფასი ან უფრო გამძლე ლითონის თხელი ფენით.

  2. ხის ნივთების ზედაპირის დაფარვა ძვირფასი ხის თხელი ფურცლებით.

  3. ფერდობზე ბალახიანი ბელტების დაწყობა (მეწყერის და ჩამორეცხვისგან დასაცავად).

პლაკოდები (ბერძნ.) - ადამიანისა და ცხოველების გრძნობის ორგანოებისა და განგლიონების ჩანასახები, რომელთაგანც შემდეგ ყალიბდება ყნოსვის ორგანო, თვალის ბროლი, შიგნითა ყური და სხვა.

პლაკუნი - პაპიროსის, ჩიბუხის.... მოწევისას ბაგეების მიერ გამოცემული ხმა.

პლანერი (ფრანგ.) - უმოტორო საფრენი აპარატი, რომელიც გაშვების შემდეგ ჰაერის აღმავალი ტალღის ზეგავლენით მიფრინავს და თავისი წონის გამო თანდათან დაბლა ეშვება.

პლანერიზმი - პლანერით ფრენის ოსტატობა; საპლანერო სპორტი.

პლანეროდრომი - პლანერის გასაშვები მოედანი.

პლანეტა (ბერძნ. მოხეტიალე) - ციური სხეული, რომელიც მზის გარშემო ბრუნავს და არეკლილი მზის შუქით ანათებს; ცთომილი.

პლანეტარიუმი (ლათ.)

  1. აპარატი, რომლითაც გუმბათისებრ ეკრანზე აჩვენებენ პლანეტებისა და სხვა ციური სხეულების მოძრაობას.

  2. სპეციალური შენობა, რომელშიც ასეთი აპარატია დადგმული ციური სხეულების მოძრაობის სადემონსტრაციოდ.

პლანეტარული - რაც მზის ირგვლივ პლანეტების მოძრაობას მოგვაგონებს.

პლანეტი (ფრანგ.) - ხელის ან ცხენის იარაღი (კულტივატორი) ნიადაგის გასაფხვიერებლად და მწკრივთაშორისების გასაწმენდად სარეველა მცენარეებისგან.

პლანეტოიდი - პატარა პლანეტა.

პლანი (ლათ.)

  1. დაშორებულობის მასშტაბი, ხარისხი.

  2. კინემატოგრაფიაში - გამოსახულების მასშტაბი კადრში ან მიზანსცენების განლაგება კადრის სივრცეში.

პლანიმეტრი (ლათ.) - მათემატიკური ხელსაწყო ბრტყელ ფიგურათა ფართობის გასაზომად.

პლანიმეტრია (ლათ.) - ელემენტარული გეომეტრიის ნაწილი, რომელიც სწავლობს სიბრტყეზე მოცემულ ფიგურებს.

პლანირება (ფრანგ.) - პლანერის ან მოტორგამოთიშული თვითმფრინავის თანდათანობით ძირს დაშვება.

პლანისფერო (ლათ.) - დედამიწის ან ცის გლობუსის გამოხატვა ბრტყელ რუკაზე ნახევარსფეროების სახით.

პლანკეტი რობერ - ფრანგი კომპოზიტორი (1848-1903 წწ).

პლანკეტი ჯეიმზ - ირლანდიელი მწერალი (დაიბადა 1920 წელს).

პლანკეტი ჯოზეფ მერი - ირლანდიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1887-1916 წწ).

პლანკი მაქს კარლ ერნსტ ლუდვიგ - გერმანელი ფიზიკოსი, კვანტური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1858-1947 წწ).

პლანტაგენეტები (ანჟუს დინასტია) - ინგლისის სამეფო დინასტია 1154 - 1399 წლებში.

პლანტაჟი (ფრანგ.) - მიწის ღრმად დამუშავება (ვაზის ან ხეხილის დასანერგად).

პლანტატორი - პლანტაციის პატრონი.

პლანტაცია (ლათ.) - დიდი ფართობი, სადაც მოჰყავთ სპეციალური სასოფლო-სამეურნეო კულტურები.

პლანტენი კრისტოფ - ნიდერლანდელი მესტამბე-გამომცემელი (1514-1589 წწ).

პლანულა (ლათ.) - ღრუნაწლავიანთა მატლის (ლარვის) განვითარების ერთ-ერთი სტადია.

პლანქტეები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მითიური მოძრავი ხეები, რომლებიც პერიოდულად ეჯახებოდნენ ერთმანეთს და გზას არავის აძლევდნენ; იგივე სიმპლეგადები.

პლანქტონი (ბერძნ.) - ერთობლიობა ზღვის, ტბის, მდინარის წყლის სიზრქეში მცხოვრები მცენარეული და ცხოველური ორგანიზმებისა,რომლებიც თვითონ ვერ მოძრაობენ და წყლის დინებას გადააქვს.

პლანშეტი (ფრანგ.)

  1. ფიცარი, რომელზედაც დამაგრებულია ქაღალდი ადგილის გეგმის დასახაზავად.

  2. რუკის სატარებელი ბრტყელი ჩანთა, რომელსაც ცალ მხარეს აქვს გამჭვირვალე ზედაპირი. თეატრში - სცენის იატაკი, რომელიც შედგება ცალკეული ამოსაღები ფარებისგან.

  3. სასტუმროების სამსახურეობრივი სქემა, რომელშიც აღინიშნება დაკავებული და თავისუფალი ადგილები.

პლანშირი (ინგლ.) - ძელი, რომელიც გადის ნავის ან გემის ზედა ბორტის გაყოლებით.

პლანშონი როჟე - ფრანგი რეჟისორი, მსახიობი, დრამატურგი (დაიბადა 1931 წელს).

პლანჰერდი - მაგიდა, რომლის ზედაპირის გადაადგილება ხდება; იყენებენ მადნეული მასალის გასამდიდრებლად.

პლაჟი (ფრანგ.) - ზღვის, მდინარის გაშლილი ნაპირი, რომელსაც იყენებენ საბანაოდ და მზის აბაზანების მისაღებად.

პლასა-უინკული - ქალაქი არგენტინის ნეუკენის პროვინციაში.

პლასეტასი - ქალაქი კუბის ვილია-კლარის პროვინციაში.

პლასიდო (ნამდვილი სახელი და გვარი - გაბრიელ დე ლა კონსეფსიონ ვალდესი) - კუბელი პოეტი (1809-1844 წწ).

პლასკეტი ჯონ სტენლი - კანადელი ასტრონომი (1865-1941 წწ).

პლასტი

  1. (ბერძნ.) - ფენა, შრე.

  2. ქალაქი რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში.

პლასტიდები (ბერძნ.) - უჯრედის პროტოპლაზმაში არსებული სხეულაკები, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ მცენარეული ორგანიზმის სიცოცხლეში.

პლასტიკა (ბერძნ.)

  1. ძერწვის ხელოვნება; ქანდაკება, სკულპტურა.

  2. სხეულის მოხდენილი, რიტმული მოძრაობის ხელოვნება.

პლასტიკატი - პოლივანილქლორიდის საფუძველზე დამზადებული ელასტიკური მასალა; უშვებენ ლენტების, აფსკების, ფურცლების და მისთანათა სახით.

პლასტიკაცია

  1. პროცესი კაუჩუკის მექანიკური ან თბური დამუშავებისა, რომლის შედეგადაც მისი პლასტიკურობა იზრდება.

  2. პლასტიკური მასების ნადნობად გადაქცევის პროცესი, რომლის შედეგადაც ადვილი ხდება მათი გადამუშავება.

პლასტიკური

  1. პლასტიკასთან დაკავშირებული.

  2. რაც იღებს და ინარჩუნებს ნებისმიერ ფორმას.

  3. გამომხატველობითი, ლამაზი, მოქნილი.

პლასტილინი (იტალ.) - ძნელად შრობადი მასა, რომელიც მზადდება თიხასთან სანთლის, ქონისა და ზოგი სხვა ნივთიერების შერევით; იყენებენ საძერწავად.

პლასტიფიკატორი - ნივთიერება, რომელიც შეჰყავთ პოლიმერებში მათთვის ელასტიკურობის მისაცემად.

პლასტიფიკაცია - პოლიმერების დამუშავება პლასტიფიკატორით.

პლასტმასა - პლასტიკური მასა.

პლასტოგამია (ბერძნ.) - რამდენიმე ერთუჯრედიანი ორგანიზმის გაერთიანება მხოლოდ მათი ციტოპლაზმის შერწყმით (როდესაც ბირთვები არ ერწყმიან ერთმანეთს).

პლასტოვი არკადი - რუსი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1893-1972 წწ).

პლასტრონი (ფრანგ.) - გულისპირი, რომელსაც ძალზე გახამებულს იკეთებენ ღრმად ამოჭრილი ჟილეტის ქვეშ (როდესაც ფრაკი ან სმოკინგი აცვიათ).

პლასტუნი (რუს.) - მეფის რუსეთში - შავი ზღვისა და ყუბანის კაზაკთა ჯარის განსაკუთრებული ქვეითი ნაწილების ჯარისკაცი.

პლატეა - ძველი ქალაქი საბერძნეთში (სამხრეთი ბეოტია)

პლატენი ავგუსტ ფონ - გერმანელი პოეტი და დრამატურგი (1796-1835 წწ).

პლატენი ფრიდრიხ (ფრიც) - შვეიცარიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1883-1942 წწ).

პლატერესკო (ესპან.) - არქიტექტურული სტილი აღორძინების ხანის ესპანეთში; ახასიათებს უნატიფესი, უკიდურესად დეტალიზებული ჩუქურთმები; აქვს სიბრტყითი, „ხალიჩური“ შესახედაობა.

პლატი - მდინარე აშშ-ში, მისურის მარჯვენა შენაკადი.

პლატი სილვია - ამერიკელი პოეტი ქალი (1932-1963 წწ).

პლატინა (ესპან.) (PL) - ქიმიური ელემენტი; ფოლადისფერი კეთილშობილი ლითონი. ატომური ნომერი 78, ატომური მასა 195,02. ადამიანისათვის ცნობილია უძველესი დროიდან.

პლატინი მიშელ - ფრანგი ფეხბურთელი, ნახევარმცველი; მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე; ევროპის 1984 წლის ჩემპიონი, უეფა-ს პრეზიდენტი 2007 წლის იანვრიდან (დაიბადა 1955 წელს).

პლატიოფსი - ნამარხი ამფიბიების გვარი ლაბირინთოდონტების ზერიგისა.

პლატო (ფრანგ.) - ზღვის დონიდან შედარებით მაღლა მდებარე ვაკე; ზეგანი.

პლატონი - ძველბერძენი ფილოსოფოსი (ძვ.წ.აღ. 428 ან 427 - 348 ან 347 წწ).

პლატონიზმი

  1. ძველი ბერძენი ფილოსოფოსის პლატონისა და მისი მიმდევრების იდეალისტური ფილოსოფია.

  2. პლატონური სიყვარული.

პლატონიკოსი - პლატონის მოწაფე ან პლატონიზმის მიმდევარი.

პლატონოვი ანდრეი - რუსი მწერალი (1899-1951 წწ).

პლატონოვი ბორისი - ბელორუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1903-1967 წწ).

პლატონური

  1. პლატონიზმთან დაკავშირებული.

  2. მხოლოდ სულიერ მისწრაფებაზე დამყარებული, არახორციელი (სიყვარული).

  3. რასაც პრაქტიკული მიზნები არ აქვს; განყენებული.

პლატფორმა (ფრანგ.)

    1. რკინიგზის სადგურში ნიადაგის გასწვრივ მოწყობილი ბაქანი.

    2. მატარებლის მცირე ხნით გასაჩერებელი ადგილი. ბაქანი.

    3. ღია, უკედლებო სატვირთო ვაგონი.

    4. რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ჯგუფის სამოქმედო პროგრამა; პოლიტიკური მოთხოვნები.

პლატფორმინგი - ნავთობპროდუქტთა კატალიზური გადამუშავების ერთ-ერთი სახე.

პლაუდისი იანის - ლატვიელი მწერალი (1903-1952 წწ).

პლაუენი - ქალაქი გერმანიის საქსონიის მხარეში (70 ათასი).

პლაფონი (ფრანგ.)

  1. მოხატული ან რელიეფით შემკული ჭერი.

  2. ელექტრული სანათი, მოწყობილი ზედ ჭერზე ან კედელზე (უპირატესად ვაგონის კუპეში, გემის კაიუტაში ან სალონში).

პლაშკოუტი (რუს.) - ბრტყელძირიანი, უგემბანო არათვითმავალი გემი, რომელსაც იყენებენ ნავსადგურის შიგნით ტვირთის გადასაზიდად ან მცურავი ხიდის საყრდენად.

პლაჩიდო მიკელე - იტალიელი კინომსახიობი და რეჟისორი (დაიბადა 1946 წელს).

პლაცენტა (ლათ.) - ორგანო, რომელიც ვითარდება ორსული ქალის (ან მაკე ცხოველის) ორგანიზმში და უზრუნველყოფს ჩანასახის კვებასა და სუნთქვას; მომყოლი.

პლაცდარმი (ფრანგ.)

  1. სივრცე, სადაც მზადდება და იშლება საომარი ოპერაცია.

  2. ტერიტორია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საწყის პუნქტად საომარი მოქმედებისათვის.

პლაცენტა (ლათ.) - ორგანო, რომელიც ვითარდება ორსული ქალის (ან მაკე ცხოველის) ორგანიზმში და უზრუნველყოფს ჩანასახის კვებასა და სუნთქვას; მომყოლი.

პლაცი (გერმ.) - მოედანი სამხედრო პარადებისა და სამწყობრო ვარჯიშისათვის.

პლაცკარტი (გერმ.) - სამგზავრო ბილეთის დანართი, რომელიც შორი მიმოსვლის მატარებლის ვაგონში გარკვეული ადგილის დაკავების უფლებას იძლევა.

პლახოვი ლავრ - რუსი ფერმწერი (1810-1881 წწ).

პლეადა (ბერძნ.) - ერთი ეპოქის, ერთი მიმართულების გამოჩენილ მოღვაწეთა ჯგუფი.

პლეადები - იხილე პლეიადები.

პლებეი (ლათ.)

  1. ძველ რომში - დაბალი წრეების წარმომადგენელი, პირადად თავისუფალი ადამიანი, რომელსაც პირველ ხანებში არავითარი პოლიტიკური უფლებები არ ჰქონდა.

  2. დაბალი წრეების წარმომადგენელი ზოგადად.

პლებეობა (პლებსი)

  1. ძველი რომის თავისუფალი მოსახლეობის ერთ-ერთი წოდება.

  2. შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის ქალაქის მოსახლეობის დაბალი, უღარიბესი ფენა.

პლებისციტი (ლათ.) - საერთო-სახალხო კენჭისყრა.

პლებსი (ლათ.) - (კრებითი) პლებეები.

პლედი (ინგლ.) - დიდი და სქელი შალი, ჩვეულებრივ კუბოკრული და ფოჩებიანი; იყენებენ ლოგინის გადასაფარებლად.

პლევენი - ქალაქი ჩრდილოეთ ბულგარეთში, ამავე სახელწოდების ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი (380 ათასი).

პლევენი რენე - საფრანგეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1901-1990 წწ).

პლევნა - იხილე პლევენი.

პლევრა (ბერძნ.) - აპკი, რომელიც ფარავს ფილტვებისა და გულმკერდის ღრუს კედლებს.

პლევრიტი - პლევრის ანთება.

პლევროპნევმონია (ბერძნ.) - ფილტვებისა და პლევრის ერთდროული ანთება.

პლეზიანთროპი (ბერძნ.) - ადამიანის მსგავსი განათხარი მაიმუნი; ახლოსაა ავსტრალოპითეკთან.

პლეზიოზავრი (ბერძნ.) - ზღვის გადაშენებული ქვეწარმავალი; ჰქონდა გრძელი კისერი, პატარა თავი, წყალში მოსასმელი დიდი კიდურები.

პლეთისმოგრაფი (ბერძნ.) - ხელსაწყო, რომლითაც იწერენ ადამიანის და ცხოველის ორგანოთა მოცულობის ცვლილებას, რაც დამოკიდებულია სისხლძარღვების სისხლით შევსების დინამიკაზე.

პლეთისმოგრაფია - სხეულის სხვადასხვა ორგანოს მოცულობის გაზომვა პლეთისმოგრაფის საშუალებით.

პლეთორა (ბერძნ.) - სხეულში ან მის რომელიმე ნაწილში სისხლის რაოდენობის მომატება.

პლეიადები

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ატლანტოსისა და ოკეანიდ პლეიონეს შვიდი ქალიშვილი, რომლებიც ღმერთმა თვითმკვლელობის შემდეგ თანავარსკვლავედებად აქციეს. გადატანითი მნიშვნელობით უწოდებენ გამოჩენილ ადამიანთა ჯგუფს.

  2. ასტრონომიაში - ვარსკვლავთა გროვა კუროს თანავარსკვლავედში.

პლეინე მარსელინ - ფრანგი პოეტი (დაიბადა 1933 წელს).

პლეიონე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი ოკეანიდი, პლეიადების დედა.

პლეიოტროპია (ბერძნ.) - ერთი მემკვიდრული ფაქტორის (გენის) უნარი ზემოქმედება იქონიოს ერთდროულად ორგანიზმის რამდენიმე ნიშან-თვისებაზე.

პლეი-ოფი (ინგლ.) - სპორტულ ასპარეზობაში - ტურნირიდან გამოთიშვა წაგებულისა.

პლეისი ფრანსის - ინგლისის პოლიტიკური მოღვაწე (1771-1854 წწ).

პლეისტონი (ბერძნ.) - ერთობლიობა წყლის ორგანიზმებისა, რომლებიც ჩერდებიან წყლის ზედაპირზე, ანდა მასში ნახევრად ჩაყურსულ მდგომარეობაში.

პლეისტორისი - თრაკიული ღვთაება.

პლეისტოსეისტები (ბერძნ.) - გეოგრაფიულ რუკაზე გაკეთებული ხაზები, რომლებიც აერთებს მიწისძვრის ყველაზე დიდი ძალის წერტილებს.

პლეისტოცენი (ბერძნ.) - დედამიწის ისტორიის მეოთხეული პერიოდის შუა (ყინულოვანი) ეპოქა.

პლენარული (ფრანგ.) - ისეთი, რომელშიც რაიმე ორგანოს ყველა წევრი იღებს მონაწილეობას; საერთო, სრული.

პლენერი (ფრანგ.) - ფერწერა გარეთ, ღია ცის ქვეშ, ჰაერზე; ზუსტად გადმოსცემს ბუნებრივ განათებას, ჰაერის გარემოს, ბუნების რეალურ ფერებს.

პლენერისტი - მხატვარი, პლენერის ოსტატი.

პლენუმი (ლათ.) - არჩევითი ხელმძღვანელი ორგანოს სხდომა, რომელსაც ყველა წევრი ესწრება; პლენარული სხდომა.

პლენცდორფი ულრიხ - გერმანელი დრამატურგი (დაიბადა 1934 წელს).

პლეონაზმი (ბერძნ.) - წინადადების კონსტრუქცია, რომელიც შეიცავს ერთნაირი მნიშვნელობის მქონე (ხშირად ლოგიკურად ზედმეტ) სიტყვებს.

პლეოქრიზმი (ბერძნ.) - ნივთიერების შეფერილობის შეცვლა მასში გავლილ შუქზე იმის მიხედვით, თუ რა მიმართულებით ვრცელდება ეს შუქი და როგორია მისი პოლარიზაცია.

პლერეზები (ფრანგ.)

  1. სამგლოვიარო დანაკვრები ტანსაცმელზე.

  2. სირაქლემას ბუსუსიანი ფრთები ქალის შლაპაზე.

პლერომა (ბერძნ.) - ცენტრალური ნაწილი უმაღლესი მცენარეების ფესვების ზრდის ზონაში, აგრეთვე ყლორტის ზრდის კენწერულ ზონაში.

პლესეცკი - ქალაქი რუსეთის არხანგელსკის ოლქში, სადაც 1960 წელს აიგო სპეციალური კოსმოდრომი.

პლესი - ქალაქი რუსეთის ივანოვოს ოლქში.

პლესიმეტრი (ბერძნ.) - ლითონის ან სხვა მასალის თხელი ფირფიტა; იყენებენ ადამიანის შინაგანი ორგანოების პერკუსიის (კაკუნის) მეთოდით გამოკვლევის დროს.

პლესნერი ჰელმუტ - გერმანელი ფილოსოფოსი (1892-1985 წწ).

პლეტნიოვი პეტრე - რუსი პოეტი (1792-1866 წწ).

პლექსავრე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ოკეანოსის ერთ-ერთი ქალიშვილი.

პლექსიგლასი (გერმ.) - გამჭვირვალე პლასტმასა; იყენებენ მინად თვითმფრინავებში, ავტომობილებში.

პლექსიტი - ნერვული წნულების დაავადება; ვითარდება ინფექციის, ინტოკსიკაციის, ტრავმისა და სხვათა შედეგად.

პლექტრი (ბერძნ.) - პატარა თხელი ფირფიტა (რქისა, ძვლისა, ცელულოიდისა და სხვა), რომლითაც ზოგიერთ სიმებიან საკრავს უკრავენ. მედიატორი.

პლეშჩეევი ალექსეი - რუსი პოეტი, მწერალი (1825-1893 წწ).

პლეხანოვი გიორგი - რუსი პოლიტიკური მოღვაწე, ფილოსოფოსი, მარქსიზმის პროპაგანდისტი (1856-1918 წწ).

პლზენი - ქალაქი ჩეხეთში, დასავლეთ ჩეხეთის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (175 ათასი).

პლიავინიასი - ქალაქი ლატვიაში.

პლიატი როსტისლავ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1908-1989 წწ).

პლითონი (პლეთონი) გეორგიოს გემისტე - ბიზანტიელი ფილოსოფოსი (დაახლოებით 1355-1452 წწ).

პლიმუთი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის (ინგლისი) დევონშირის საგრაფოში (255 ათასი).

პლიმუთროკი (ინგლ.) - სახორცე და კვერცხისმდებელი ქათმის ჯიში ერთგვარი.

პლინთი (ბერძნ.)

  1. ფართო და ბრტყელი, კვადრატული აგური.

  2. სატანვარჯიშო იარაღი; წარმოადგენს ხის წაკვეთილ პირამიდას.

პლინთუსი (ბერძნ.) - თამასა, ლარტყა, რომელიც გასდევს კედელს იატაკის გადაკვეთასთან.

პლინიუს (უმცროსი) გაიუს პლინიუს ცეცილიუს სეკუნდუსი - რომაელი მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე (61/62 - 113/114 წწ)

პლინიუს (უფროსი) გაიუს პლინიუს სეკუნდუსი - რომაელი მწერალი, სწავლული და სახელმწიფო მოღვაწე (23/24 - 79 წწ).

პლიოცენი (ბერძნ.) - დედამიწის ისტორიის მესამეული პერიოდის უკანასკნელი ეპოქა; მოსდევს მიოცენს.

პლისე (ფრანგ.) - ქსოვილზე სპეციალური მანქანით ან უთოთი გამოყვანილი წვრილი, ერთმანეთზე მილაგებული ნაკეცები.

პლისეცკაია მაია - რუსი ბალერინა, ბალეტმაისტერი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1925 წელს).

პლისი (შვედ.) - ძველებური ხავერდისნაირი ქსოვილი ბამბისა.

პლისკა - ბულგარეთის პირველი სახელმწიფოს დედაქალაქი VII-IX საუკუნეებში.

პლიუვიოზი (ფრანგ.) - საფრანგეთის რესპუბლიკური კალენდრის მიხედვით წლის მეხუთე თვე (20-21 იანვრიდან 18-19 თებერვლამდე); კალენდარი მიიღო კონვენტმა 1793 წელს და მოქმედებდა 1806 წლამდე).

პლიუკერი იულიუს - გერმანელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი (1801-1868 წწ).

პლოეშტი - ქალაქი სამხრეთ რუმინეთში, პრახოვას ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი (250 ათასი).

პლოვდივი - ქალაქი სამხრეთ ბულგარეთში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (380 ათასი).

პლომბი (გერმ.)

  1. სპეციალური ბეჭდით ჩაჭყლეტილი ტყვიის ან სხვა პლასტიკური მასალის პატარა ნაჭერი, რომელსაც ნიშნად ადებენ დაკეტილ კარს, შეფუთულ საქონელს და სხვა.

  2. მკვრივი ნივთიერება, რომლითაც ავსებენ დაზიანებული კბილის ღრუს.

პლომბირი (ფრანგ.) - მაღალი ხარისხის ნაყინი, რომელშიც ჩვეულებრივ შერეულია რაიმე ხილი, ნიგოზი, შოკოლადი.

პლონსკი მიხაილ - პოლონელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1778-1812 წწ).

პლოტინე - ძველბერძენი ფილოსოფოსი (დაახლოებით 204/205 - 279/270 წწ).

პლოტნიკოვი ნიკოლაი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1897-1979 წწ).

პლოტნიკოვი პავლე - მფრინავი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, გენერალ-მაიორი, მეორე მსოფლიოს ომის მონაწილე (დაიბადა 1920 წელს).

პლოცკი - ქალაქი ცენტრალურ პოლონეთში, ამავე სახელწოდების სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (125 ათასი).

პლუგარჟი ზდენეკ - ჩეხი მწერალი (დაიბადა 1913 წელს).

პლუდონისი ვილის - ლატვიელი პოეტი (1874-1940 წწ).

პლუდრა ბენო - გერმანელი მწერალი (დაიბადა 1925 წელს).

პლუვიოგრაფი (ლათ.) - ხელსაწყო, რომელიც აღნიშნავს მოსული წვიმის რაოდენობას.

პლუვიოზი - იხილე პლიუვიოზი.

პლუმაჟი (ფრანგ.) - ფრთების კონა, ძუის ფუნჯი და მისთანები როგორც სამკაული ქუდზე ან ცხენის აკაზმულობაზე; ჯიღა.

პლუნგე - ქალაქი ლიტვაში (25 ათასი).

პლუმბიკონი (ლათ.) - სატელევიზიო გადამცემი მილაკი, ვიდიკონის სახესხვაობა.

პლუჟნიკი ევგენი - უკრაინელი პოეტი (1898-1936 წწ).

პლურალიზმი (ლათ.)

  1. იდეალისტური მოძღვრება, რომელიც უარყოფს სამყაროს ერთიანობას და ამტკიცებს, რომ მას საფუძვლად უდევს მრავალი ერთმანეთთან დაუკავშირებელი სულიერი არსი.

  2. სახელმწიფოს მმართველობის მრავალპარტიული სისტემა.

პლურალური ვოტუმი - ამომრჩევლის უფლება ისარგებლოს რამდენიმე ხმით ქონებრივი, განათლების და სხვა ცენზის მიხედვით.

პლუსი (ლათ.)

  1. მათემატიკაში ნიშანი (+), რომელიც აღნიშნავს მიმატებას ან დადებით სიდიდეს.

  2. იგივე ნიშანი, რომელიც აღნიშნავს ტემპერატურას ნულს ზემოთ.

  3. (გადატანით) დადებითი მხარე, ღირსება, უპირატესობა.

პლუსკვამპერფექტი (ლათ.) - გრამატიკული დრო ბევრ ენაში - აღნიშნავს მოქმედებას, რომელიც წინ უსწრებდა რაიმე სხვა მოქმედებას წარსულში (ნამყო წინარეწარსული).

პლუტარქე - ძველბერძენი მწერალი, ისტორიკოსი და ფილოსოფოსი (დაახლოებით 50 - 125 წწ).

პლუტოკრატი - გაბატონებული კლასის ყველაზე უფრო მდიდარი ფენის წარმომადგენელი, რომელსაც თავისი სიმდიდრით აქვს მოპოვებული გავლენა და ძალაუფლება.

პლუტოკრატია (ბერძნ.) - პოლიტიკური წყობილება, რომლის დროსაც სახელმწიფოს მართავს გაბატონებული კლასის ყველაზე მდიდარ წარმომადგენელთა მცირერიცხოვანი ჯგუფი.

პლუტონი

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსის ძმა, მიწისქვეშეთის ღმერთი; ჰადესის მეორე სახელი.

  2. მზიდან ყველაზე უფრო დაშორებული დიდი პლანეტა მზის სისტემისა. მზის გარშემო ერთი შემოვლის პერიოდი - 247,7 წელიწადი; საკუთარი ღერძის გარშემო ერთი შემობრუნება - 6,4 დღე-ღამე.

პლუტონიზმი - მოძღვრება დედამიწის გეოლოგიურ ისტორიაში შინაგანი ძალების ძირითადი როლის შესახებ.

პლუტონიუმი - რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი, რომელიც მიეკუთვნება აქტინიდებს; მიიღეს ხელოვნურად 1940 წელს. მის ერთ-ერთ იზოტოპს იყენებენ ატომური ენერგიის მისაღებად. ატომური ნომერი 94.

პლუტოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სიმდიდრის ღვთაება.

პლუქსნე კარლის - ლატვიელი არქიტექტორი (1906-1973 წწ).

პლუში (გერმ.) - ხავერდის მსგავსი ქსოვილი, რომელსაც უფრო მაღალი, მაგრამ ნაკლებად ხშირი ხაო აქვს.

პლუჩეკი ვალენტინ - თეატრის რუსი რეჟისორი და მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოსკოვის სატირის თეატრის მთავარი რეჟისორი (1909-2000 წწ).

2.6 პმ

▲ზევით დაბრუნება


პმ (Пистолет Макарова) - 1951 წელს სსრკ-ში შექმნილი პისტოლეტი, კალიბრი 9 მმ, მჭიდში - 8 ტყვია; შემქმნელი - ნ.ფ.მაკაროვი.

2.7 პნ

▲ზევით დაბრუნება


პნევმატიკა - პნევმატიკურად მოქმედ მექანიზმთა, მოწყობილობათა ერთობლიობა.

პნევმატიკური (ბერძნ.) - შეკუმშული ჰაერით მოქმედი.

პნევმატოლიზი (ბერძნ.) - ქანებზე აირებისა და აქროლად ნივთიერებათა ზემოქმედების გზით მინერალების წარმოქმნის პროცესი.

პნევმერკატორი (ბერძნ.) - პნევმატიკური ხელსაწყო, რომლითაც განსაზღვრავენ სითხის დონეს რეზერვუარებში, ცისტერნებში, გემის ნაკვეთურებში და სხვა.

პნევმოგრაფი (ბერძნ.) - ხელსაწყო სუნთქვითი მოძრაობის რეგისტრაციისათვის.

პნევმოთორაქსი (ბერძნ.)

  1. ჰაერის დაგროვება პლევრის ღრუში.

  2. ჰაერის შეშვება პლევრის ღრუში სპეციალური აპარატით; მიმართავენ ფილტვის ტუბერკულოზის მკურნალობის დროს.

პნევმოკოკი (ბერძნ.) - პნევმონიის გამომწვევი მიკრობი.

პნევმოკონიოზი (ბერძნ.) - პროფესიული დაავადება - შემაერთებელი ქსოვილის გაზრდა ფილტვებში საწარმოო მტვრის ხანგრძლივად შესუნთქვის შედეგად.

პნევმოკოსტიუმი (ბერძნ.) - პლასტიკატის ჰერმეტიზებული კოსტიუმი ატმოსფეროში სამუშაოდ, სადაც რადიოაქტიური აირები და რადიოაქტიური მტვერია.

პნევმონია (ბერძნ.) - ფილტვების ანთება.

პნევმოსკლეროზი (ბერძნ.) - მედიცინაში - შემაერთებელი ქსოვილის გაზრდა ფილტვებში სხვადასხვა დაავადების შედეგად.

პნიევსკი ბოგდან - პოლონელი არქიტექტორი (1897-1965 წწ).

პნინი ივან - რუსი განმანათლებელი, პოეტი (1773-1805 წწ).

პნომპენი - კამბოჯის დედაქალაქი; წარმოიშვა XIV საუკუნეში. ქვეყნის დედაქალაქია XV საუკუნიდან (800 ათასი).

2.8 პო

▲ზევით დაბრუნება


პო

  1. მდინარე ჩრდილოეთ იტალიაში, ერთვის ადრიატიკის ზღვის ვენეციის ყურეს (სიგრძე - 652 კილომეტრი).

  2. ქალაქი საფრანგეთში, ქვემო პირენეს დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (85 ათასი).

პო ედგარ ალან - ამერიკელი პოეტი და პროზაიკოსი, ნოველის კლასიკოსი (1809-1849 წწ).

პობედიტი (რუს.) - ვოლფრამის შემცველი შენადნობი დიდი სიმაგრისა.

პობლეტე (პობლეტე დე ესპინოსა) ოლგა - ჩილეს საზოგადო მოღვაწე ქალი (1908-1995 წწ).

პოგაჩიჩი ვლადიმირ - იუგოსლავიელი კინორეჟისორი და სცენარისტი (დაიბადა 1919 წელს).

პოგენდორფი იოჰან კრისტიან - გერმანელი ფიზიკოსი (1796-1877 წწ).

პოგოდინი ნიკოლა (ნამდვილი გვარი სტუკალოვი) - რუსი დრამატურგი (1900-1962 წწ).

პოგონოფორები (ბერძნ.) - ზღვის უხერხემლო ცხოველები, რომლებიც ბინადრობენ გრძელ რქოვან მილებში.

პოგორელსკი ანტონი - რუსი მწერალი (1787-1836 წწ).

პოგრადეცი - ქალაქი ალბანეთში, ამავე სახელწოდების რეთის ადმინისტრაციული ცენტრი.

პოგრებიშჩე - ქალაქი უკრაინის ვინიცის ოლქში.

პოდაგრა (ბერძნ.) - სახსრებისა და ქსოვილების დაავადება, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევით; ახასიათებს მარილების დალექვა; ნიკრისის ქარი.

პოდალეირიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ასკლეპიოსის ვაჟი, ჯარის ექიმი ტროის ომში.

პოდარგე - იხილე ჰარპიები.

პოდარკე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პრიამოსის პირველი სახელი.

პოდგაიცი - ქალაქი უკრაინის ტერნოპოლის ოლქში.

პოდგორიცა (1952-92 წლებში ტიტოგრადი) - ჩერნოგორიის დედაქალაქი. ცნობილია 1330 წლიდან. XIX საუკუნემდე შედიოდა თურქეთის იმპერიაში (100 ათასი).

პოდგორნი ნიკოლაი - საბჭოთა ეპოქის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, 1965-77 წლებში სსრკ-ს უმაღლესი პრეზიდიუმის საბჭოს თავმჯდომარე (1903-1983 წწ).

პოდგოროდნოე - ქალაქი უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში (20 ათასი).

პოდდუბნი ივანე - ლეგენდარული რუსი მოჭიდავე და ცირკის მსახიობი (1871-1949 წწ).

პოდებრადი - კურორტი ჩეხეთის შუა ჩეხეთის ოლქში.

პოდებრადი იორჟი - ჩეხეთის მეფე (1420-1471 წწ).

პოდესტა (იტალ.)

  1. შუა საუკუნეების იტალიაში - უმაღლესი თანამდებობის პირი ბევრ ქალაქ-კომუნაში.

  2. ფაშისტური იტალიის ქალაქებში 1926-1946 წლებში - უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობა - ქალაქის თავი.

პოდიუმი (ლათ.)

    1. მოქანდაკეებისა და მხატვრების სახელოსნოებში - ამაღლებული ადგილი ნატურისათვის.

    2. მაღალი ბაქანი, რომელზედაც აშენებდნენ ანტიკურ (უპირატესად რომაულ) ტაძრებს.

    3. მოდის სიახლეთა სადემონსტრაციო სცენა.

პოდკამენაია-ტუნგუსკა (ჩულაკანი, შუა ტუნგუსკა) - მდინარე რუსეთის კრასნოიარსკის მხარესა და ირკუტსკის ოლქში, ენისეის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 1865 კილომეტრი).

პოდკუმოკი - მდინარე ჩრდილოეთ კავკასიაში, კუმის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 160 კილომეტრი).

პოდნიექსი იური - ლატვიელი კინორეჟისორი და ოპერატორი (1950-1992 წწ).

პოდოლი

  1. ძველრუსული ქალაქების შემადგენელი ნაწილი, მდინარის პირას განლაგებული.

  2. ქალაქ კიევის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე უძველესი რაიონი, ძველად სამდინარო პორტის მუშათა და ხელოსანთა საცხოვრებელი ადგილი.

პოდოლიე - მდინარე სამხრეთ ბუგასა და დნესტრის მარცხენა სანაპიროს შორის მოთავსებული ისტორიული რეგიონის სახელწოდება.

პოდოლსკი - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (195 ათასი).

პოდპოლკოვნიკი (რუს.) - ოფიცრის წოდებულება, მაიორზე მეტი.

პოდპოროჟიე - ქალაქი რუსეთის ლენინგრადის ოლქში (25 ათასი).

პოდპორუჩიკი (რუს.) - მეფის რუსეთის არმიაში - ოფიცრის ჩინი, პრაპორშჩიკზე მეტი.

პოდუროვი ტიმოთე - ემელიანე პუგაჩოვის თანამებრძოლი, კაზაკთა ასმეთაური (1723-1775 წწ).

პოეზია (ბერძნ.)

  1. სიტყვების საშუალებით აზრის ხატოვნად გამოსახვა; სიტყვიერი შემოქმედება უპირატესად ლექსების სახით.

  2. რიტმულად მოწესრიგებული მეტყველება; ლექსები (პროზისაგან განსხვავებით).

  3. რომელიმე ხალხის, ეპოქის, საზოგადოებრივი ჯგუფის და ასე შემდეგ ლექსთა ერთობლიობა.

პოემა (ბერძნ.)

  1. თხრობითი ხასიათის მხატვრული ნაწარმოები ლექსად.

  2. ზოგი მუსიკალური ნაწარმოების სახელწოდება.

პოეტესა (ბერძნ.) - პოეტი ქალი.

პოეტი (ბერძნ.) - ავტორი, რომელიც ლექსებს თხზავს.

პოეტიკა (ბერძნ.)

  1. მეცნიერება მხატვრული ლიტერატურის შესახებ; ლიტერატურის თეორია.

  2. პოეზიის თეორია.

  3. რომელიმე პოეტის ან ლიტერატურული მიმართულების მხატვრულ ფორმათა თავისებურებანი.

პოეტური

  1. პოეზიასთან ან პოეტთან დაკავშირებული.

  2. რაც შემოქმედებით აღმაფრენას იწვევს; მშვენიერი, მომხიბვლელი.

პოვორინო - ქალაქი რუსეთის ვორონეჟის ოლქში (20 ათასი).

პოზა (ფრანგ.)

  1. ადამიანის სხეულის ესა თუ ის მდგომარეობა.

  2. (გადატანით) არაგულწრფელი ქცევა, მანჭვა.

პოზიორი (ფრანგ.) - პოზის (მნიშვნელობა 2) მოყვარული პირი, რომელიც თავისი ქცევის გარეგნულ ეფექტებზე ზრუნავს.

პოზირება - გარკვეული პოზის მიღება მხატვრის, მოქანდაკის (ფოტოგრაფის) წინაშე.

პოზიტივი (ლათ.) - ფოტოგრაფიასა და კინემატოგრაფიაში სურათი, რომელზედაც გადაღებული საგნის ნათელი და მუქი ადგილები სინამდვილეში არსებულის შესაბამისად არის გამოსული.

პოზიტიური

  1. დადებითი.

  2. ცდაზე, ფაქტებზე დამყარებული.

  3. რაც პოზიტივს წარმოადგენს.

პოზიტრონი (ლათ.) - დადებითად დამუხტული ელექტრული ნაწილაკი, რომლის მასა უდრის უარყოფითად დამუხტული ელექტრონის მასას; დადებითი ელექტრონი.

პოზიტურა (ლათ.) - იგივეა, რაც პოზა.

პოზიცია (ლათ.)

  1. ვისიმე ან რისიმე მდგომარეობა, განლაგება.

  2. ბრძოლის დროს ჯარების განლაგების ადგილი.

  3. ჭადრაკში, შაშში - ფიგურების განლაგება თამაშის ამა თუ იმ მომენტში.

  4. (გადატანით) დამოკიდებულება რაიმე საქმისადმი.

პოზიციური (ბერძნ.)

  1. ისეთი (ომი, ბრძოლა), რომელიც წარმოებს გამაგრებულ პოზიციებზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

  2. ჭადრაკში - ისეთი მდგომარეობა, როდესაც მოთამაშე თანდათან იკავებს უკეთეს პოზიციას.

პოზნანი - ქალაქი დასავლეთ პოლონეთში, ამავე სახელწოდების სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (590 ათასი).

პოზნერი ვლადიმირ - ფრანგი მწერალი, წარმოშობით რუსეთიდან (1905-1995 წწ).

პოიანტი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არგონავტი, თავმაკოსის ვაჟი.

პოიანხუ - ტბა ჩინეთში.

პოიკილოთერმული ცხოველები - ცივსისხლიანი ცხოველები.

პოინე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, შურისძიების ერთ-ერთი ღმერთქალი.

პოინტერი (ინგლ.) - მოკლებალნიანი სანადირო (მეძებარი) ძაღლის ჯიში.

პოინტინგი ჯონ ჰენრი - ინგლისელი ფიზიკოსი (1852-1914 წწ).

პოიტინგერი კონრად - გერმანელი ჰუმანისტი (1465-1547 წწ).

პოკაჩი - ქალაქი რუსეთის ხანტი-მანსის ავტონომიურ ოლქში.

პოკერი (ინგლ.) - ბანქოს ერთგვარი აზარტული თამაში.

პოკიდჩენკო ანა - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1926 წელს).

პოკლენი ჟან ბატისტ - ფრანგი კომედიოგრაფის მოლიერის ნამდვილი გვარი.

პოკორნი კარელ - ჩეხი მოქანდაკე (1891-1962 წწ).

პოკრასი დიმიტრი - კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1899-1978 წწ).

პოკრიშევი - რუსი მფრინავი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, გენერალ-მაიორი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1914-1967 წწ).

პოკრიშკინი - რუსი მფრინავი, საბჭოთა კავშირის სამგზის გმირი, ავიაციის მარშალი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1913-1985 წწ).

პოკროვი - ქალაქი რუსეთის ვლადიმირის ოლქში.

პოკროვსკი ბორის - რუსი საოპერო რეჟისორი და პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1912 წელს).

პოლაბები (პოლაბელი სლავები) - დასავლეთ სლავთა ტომების დიდი ჯგუფი

პოლაიოლო (ნამდვილი გვარი ბენჩი) - იტალიელი ფერმწერი, მოქანდაკე, იუველირი და გრავიორი (1433-1498 წწ).

პოლაკი კარლ - გერმანელი საზოგადო მოღვაწე და მეცნიერი იურისტი (1905-1963 წწ).

პოლაკი მიხაი - უნგრელი არქიტექტორი, კლასიციზმის წარმომადგენელი (1773-1855 წწ).

პოლაკი სიდნი - ამერიკელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და მსახიობი (დაიბადა 1934 წელს).

პოლაკიურია (ბერძნ.) - შარდის გახშირებული გამოყოფა.

პოლანი მაიკლ - ინგლისელი ფილოსოფოსი, პოსტპოზიტივიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1891-1976 წწ).

პოლანი ჟან - ფრანგი მწერალი (1884-1968 წწ).

პოლანი ჯონ - კანადელი ფიზიოქიმიკოსი, 1986 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1929 წელს).

პოლანსკი რომან - ინგლისელ-ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, წარმოშობით პოლონეთიდან (დაიბადა 1933 წელს).

პოლარიზატორი - ოპტიკური ხელსაწყო სინათლის პოლარიზაციისთვის.

პოლარიზაცია (პოლარიზება)

    1. ელექტრომაგნიტურ და სინათლის რხევათა თვისება - განლაგდნენ, იყონ ერთ გარკვეულ სიბრტყეში.

    2. ელექტროდებზე დალექვა სხვადასხვა ნივთიერებისა, რომლებიც დენის ძალას ასუსტებენ.

პოლარიმეტრი - ხელსაწყო სინათლის პოლარიზაციის ხარისხის განსაზღვრისათვის.

პოლარისკოპი - ოპტიკური ხელსაწყო სინათლის პოლარიზაციაზე დაკვირვებისათვის.

პოლაროგრაფია (ლათ.) - ელექტროქიმიური ანალიზის მეთოდი; საშუალებას იძლევა განისაზღვროს გახსნილ ნივთიერებათა კონცენტრაცია და თვისება; იყენებენ მინერალური ნედლეულისა და რეაქტივების სიწმინდის შესამოწმებლად.

პოლაროიდი

  1. პოლარიზატორის ნაირსახეობა.

  2. ფოტოაპარატის ნაირსახეობა.

პოლარული

  1. პოლუსთან, პოლუსის რაიონთან დაკავშირებული.

  2. ფიზიკაში - რაც დაკავშირებულია დადებითი და უარყოფითი მუხტების არსებობასთან.

  3. (გადატანით) სრულიად სხვაგვარი, საწინააღმდეგო, საპირისპირო.

პოლბინი - რუსი მფრინავი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, ავიაციის გენერალ მაიორი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1905-1945 წწ).

პოლ-ბონკური ჟოზეფ - საფრანგეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, საგარეო საქმეთა მინისრი (1873-1972 წწ).

პოლგარები - უნგრელი მოჭადრაკე ქალები. დები:

პოლგარი ჟუჟა - (დაიბადა 1969 წელს), საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს ჩემპიონი 1995-99 წლებში;

პოლგარი სოფია (დაიბადა 1974 წელს) - საერთაშორისო დიდოსტატი, საჭადრაკო „ოსკარის“ მფლობელი 1994 წელს;

პოლგარი იუდიტ (დაიბადა 1976 წელს) - საერთაშორისო დიდოსტატი, საჭადრაკო „ოსკარის“ მფლობელი 1988-90 წლებში.

პოლგარი ალფრედ - ავსტრიელი მწერალი (1875-1955 წწ).

პოლდერი (ჰოლანდ.) - ჰოლანდიაში - ჩრდილოეთის ზღვის დაბლობი სანაპიროს ამოშრობილი და დამუშავებული მიწის ნაკვეთი. რომელიც ზღვის დონეზე დაბლაა და ჯებირით არის დაცული წყლით დაფარვისგან.

პოლევოი ბორის (ნამდვილი გვარი კამპოვი) - რუსი მწერალი (1908-1981 წწ).

პოლევსკოი - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში (75 ათასი).

პოლემიკა (ბერძნ.)

  1. ძველი ქართული მწერლობის დარგი; მისი წარმოშობა დაკავშირებულია ქრისტიანული რელიგიის საბოლოო გამარჯვებასთან.

  2. კამათი რაიმე მეცნიერული თუ პოლიტიკური საკითხების განხილვისას.

პოლემისტი (ბერძნ.) - პოლემიკის მოყვარული.

პოლემოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ომის განსახიერება, ბრძოლის ღმერთი, არესის თანამგზავრი.

პოლენოვა ელენა - რუსი ფერმწერი ქალი (1850-1898 წწ).

პოლენოვი ვასილი - რუსი ფერმწერი (1844-1927 წწ).

პოლენტა (იტალ.) - იტალიური ფაფა, ღომის მსგავსი, რომელსაც აკეთებენ სიმინდის ან წაბლის ფქვილისაგან.

პოლენცი ვილჰელმ ფონ - გერმანელი მწერალი-ნატურალისტი (1861-1903 წწ).

პოლეჟაევი ალექსანდრე - რუსი პოეტი (1804-1838 წწ).

პოლესკი (1946 წლამდე ლაბიაუ) - ქალაქი რუსეთის კალინინგრადის ოლქში.

პოლეტაევი ნიკოლაი - რუსი პოეტი (1889-1935 წწ).

პოლეტა - XVII-XVIII საუკუნეების საფრანგეთში სახელმწიფო ჩინოვნიკების მიერ ყოველწლიური სახაზინო შენატანი.

პოლეშჩუკი ალექსანდრე - რუსი მფრინავი კოსმონავტი, 1993 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1953 წელს).

პოლი ვინცენტი - პოლონელი პოეტი (1807-1872 წწ).

პოლი (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს „ბევრს“.

პოლიაკოვი ვალერი - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, 1988-89 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1942 წელს).

პოლიანა - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

პოლიანდრია (ბერძნ.) - ქორწინების ფორმა, რომლის დროსაც ქალს შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ქმარი ჰყავდეს.

პოლიანოვი დიმიტრი - (ნამდვილი სახელი და გვარი დიმიტრ ივანოვ პოპოვი) - ბულგარელი პოეტი (1876-1953 წწ).

პოლიართრიტი (ბერძნ.) - რამდენიმე სახსრის ერთდროული ან თანამიმდევრული დაავადება.

პოლიარნი - ქალაქი რუსეთის მურმანსკის ოლქში (25 ათასი).

პოლიარნიე ზორი - ქალაქი რუსეთის მურმანსკის ოლქში (20 ათასი).

პოლიბიოსი - ძველბერძენი ისტორიკოსი, პოლიტიკური მოღვაწე (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 201/200 - 120 წწ).

პოლიბოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად: 1) ანტენორის ვაჟი, ეგვიპტელთა წინამძღოლი. 2) ევრიმაქოსის მამა, პენელოპეს ქმრობის ერთ-ერთი პრეტენდენტი.

პოლიგამია (ბერძნ.)

  1. ქორწინების ფორმა, როდესაც თითოეულს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე მეუღლე ჰყავდეს.

  2. ერთი მამლის შეჯვარება ერთი სეზონის განმავლობაში რამდენიმე დედალთან.

პოლიგენიზმი (ბერძნ.) - ანთროპოლოგიური მოძღვრება, რომელიც, მონოგენიზმის საპირისპიროდ, ამტკიცებს, რომ ადამიანთა რასები წარმოშობილია სხვადასხვა პრიმატისაგან დედამიწის სხვადასხვა ნაწილში, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.

პოლიგენია (ბერძნ.) - ქორწინების ფორმა, როდდესაც მამაკაცს შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ცოლი ჰყავდეს.

პოლიგლანდალური (ბერძნ.) - მრავალჯირკვლიანი; ტერმინს იყენებენ ისეთ დაავადებებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოწვეულია შინაგანი სეკრეციის რამდენიმე ჯირკვლის მოქმედების მოშლის შედეგად.

პოლიგლაციალიზმი (ბერძნ.) - თეორია კონტინენტების მრავალჯერადი გამყინვარების შესახებ.

პოლიგლობულია (ბერძნ.) - ერითროციტების რაოდენობის გაზრდა სისხლის მოცულობის ერთეულში.

პოლიგლოტი (ბერძნ.) - ბევრი ენის მცოდნე.

პოლიგნოტე - ძველბერძენი მხატვარი (დაიბადა დაახლოებით ძვ.წ.აღ. 510 წელს).

პოლიგნოტე (პირველი) - ძველბერძენი ლარნაკმწერი (ძვ.წ.აღ. V საუკუნის III მეოთხედი).

პოლიგონი (ბერძნ.)

    1. სპეციალურად მოწყობილი ადგილი იარაღის, საბრძოლო ტექნიკის, სამხედრო მასალის გამოსაცდელად, აგრეთვე ჯარის ნაწილების სავარჯიშოდ.

    2. ღია მოედანი, რომელზედაც გამართულია ასაწყობ სამშენებლო კონსტრუქციათა ელემენტების დასამზადებელი მოწყობილობა.

პოლიგონომეტრია (ბერძნ.) - გეოდეზიურ გაზომვათა ერთ-ერთი მეთოდი.

პოლიგრაფია (ბერძნ.) - ტექნიკის დარგი, მრეწველობა, რომელიც მოიცავს ბეჭდვითი პროდუქციის წარმოების ყველა სახეობას.

პოლიგრაფისტი (ბერძნ.) - პოლიგრაფიული წარმოების სპეციალისტი.

პოლიდამანტი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტროელი გმირი, ჰექტორის მეგობარი, „ილიადის“ ერთ-ერთი მოქმედი პირი.

პოლიდამნა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ეგვიპტელი გრძნეული ქალი, სასწაულებრივი წამლების დამამზადებელი.

პოლიდაქტილია (ბერძნ.) - ზედმეტი თითების ქონა ხელზე ან ფეხზე.

პოლიდევკე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი დიოსკური, ზევსისა და ლედას ვაჟი, კასტორის ტყუპის ცალი, არგონავტი.

პოლიდეკტე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კუნძულ სერიფოსის მეფე, რომელმაც შეიკედლა პერსევსი და დანაე.

პოლიდიფსია (ბერძნ.) - ავადმყოფურად გაძლიერებული წყურვილი.

პოლიდოროსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად: 1) თებეს მეფე, კადმოსისა და ჰარმონიას ვაჟი. 2) პრიამოსისა და ჰეკაბეს უმცროსი ვაჟი.

პოლიე - კარსტული მხარისათვის დამახასიათებელი დახშული ქვაბული.

პოლიედრი (ბერძნ.) - გეომეტრიული სხეული, რომელიც ყოველი მხრიდან შემოსაზღვრულია ბრტყელი მრავალკუთხედებით; მრავალწახნაგა.

პოლიემბრონია (ბერძნ.)

  1. ცხოველებში: რამდენიმე ჩანასახის წარმოქმნა ერთი კვერცხუჯრედიდან.

  2. მცენარეებში: რამდენიმე ჩანასახის წარმოქმნა ერთ თესლში.

პოლიეიდოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დიონისეს ქურუმი, კორინთელი ექიმი და წინასწარმეტყველი.

პოლიეთილენი - ორგანული ნივთიერება; იყენებენ პლასტმასის წარმოებაში.

პოლიეკრანული კინო - კინოფილმების გადაღების და დემონსტრაციის მეთოდი; უზრუნველყოფს თემატურად დაკავშირებული სახვადასხვა გამოსახულების ერთდროულად ჩვენებას.

პოლიემბრიონია (ბერძნ.)

    1. ცხოველებში - რამდენიმე ჩანასახის წარმოქმნა ერთი კვერცხუჯრედიდან.

    2. მცენარეებში - რამდენიმე ჩანასახის წარმოქმნა ერთ თესლში.

პოლივალენტოვანი ენა - ენა, რომელსაც მოეპოვება ყველა ფუნქცია, რაც სალიტერატურო ენას შეიძლება ჰქონდეს.

პოლივინილაცეტატი - ვინილაცეტატის პოლიმერი; იყენებენ სხვადასხვა ლაქისა და წებოს მისაღებად.

პოლივინილქლორიდი - მაღალმოლეკულური ნაერთი; მიიღება ვინილქლორიდის პოლიმერიზაციით; იყენებენ ქიმიური აპარატების დასაცავად კოროზიისაგან, მილების წარმოებაში.

პოლივიტამინი (ბერძნ.) - რამდენიმე სხვადასხვა ვიტამინის პრეპარატების კომბინაცია.

პოლივკა ირჟი - ჩეხი ფოლკლორისტი, ლინგვისტი, ლიტერატურის ისტორიკოსი (1858-1933 წწ).

პოლითეიზმი (ბერძნ.) - რელიგია, რომელიც მრავალ ღმერთს აღიარებს.

პოლითემატიზმი (ბერძნ.) - მუსიკალური ნაწარმოების აგების პრინციპი - მრავალი თემის გაერთიანება ერთ მთელად.

პოლიკარპული მცენარეები (ბერძნ.) - მცენარეები, რომლებიც სიცოცხლის განმავლობაში მრავალჯერ ყვავიან და იძლევიან ნაყოფს.

პოლიკლინიკა (ბერძნ.) - სამკურნალო დაწესებულება, რომელიც სამედიცინო დახმარებას უწევს მომსვლელ (აგრეთვე შინ მწოლიარე) ავადმყოფებს ძირითად სპეციალობათა მიხედვით.

პოლიკლიტე არგოსელი - ძველბერძენი მოქანფაკე და ხელოვნების თეორიტიკოსი (ძვ.წ.აღ. V საუკუნის II ნახევარი).

პოლიკლიტე უმცროსი - ძველბერძენი არქიტექტორი (ძვ. წ.აღ. IV საუკუნე).

პოლიკროსი (ბერძნ.) - მასობრივი გამოსაცდელი შეჯვარების მეთოდი; იყენებენ მცენარეთა სელექციაში.

პოლიმასტია (ბერძნ.) - დამატებითი ძუძუების, ძუძუს კერტების ქონა (ფიზიკური განვითარების მანკი).

პოლიმედე - ერთ-ერთი ბერძნული მითის თანახმად, იასონის დედა, ავტოლიკოსის ქალიშვილი.

პოლიმედე არგოსელი - ძველბერძენი მოქანდაკე; მოღვაწეობდა დაახლოებით ძვ.წ.აღ. VII-VI საუკუნეების მიჯნაზე).

პოლიმელა - არგონავტ იასონის დედა ჰესიოდეს მიხედვით.

პოლიმერები (ბერძნ.) - ნივთიერებანი, რომელთაც ერთნაირი ქიმიური შემადგენლობა აქვთ, მაგრამ განსხვავდებიან მოლეკულაში ატომების სხვადასხვა რაოდენობით.

პოლიმერია (ბერძნ.) - მოვლენა, რომლის დროსაც ერთი და იმავე შემადგენლობის ნივთიერებანი მოლეკულაში შეიცავენ ერთი და იმავე ატომის ორმაგ, სამმაგ და მეტ რაოდენობას.

პოლიმერიზაცია (ბერძნ.) - მაღალი მოლეკულური წონის მქონე ორგანულ ნაერთთა წარმოქმნა დაბალმოლეკულური ნივთიერებისგან.

პოლიმესტორი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ხერსონესის მბრძანებელი.

პოლიმეტრია (ბერძნ.) - პოეტური მეტყველების ისეთი ფორმა, რომელშიც სხვადასხვა სალექსო ზომაა გამოყენებული.

პოლიმნია (ბერძნ.) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლირიკული პოეზიისა და ჰიმნების მუზა.

პოლიმორფიზმი (ბერძნ.) - მცენარეთა და ცხოველთა ერთი და იმავე გვარის ან სახის ფარგლებში აგებულებით განსხვავებული მრავალი ფორმის სახეობა.

პოლიმორფული - რაც სხვადასხვა ფორმით არსებობს; მრავალფორმიანი.

პოლინგი ლაინუს კარლ - ამერიკელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, საზოგადო მოღვაწე, 1954 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიაში და 1962 წლის ლაურეატი მშვიდობის დარგში (1901-1994 წწ).

პოლინევრიტი (ბერძნ.) - პერიფერიული ნერვების ანთება.

პოლინეზია - კუნძულთა ერთ-ერთი ძირითადი ჯგუფი ოკეანეთში, წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში.

პოლინეზია საფრანგეთისა - საფრანგეთის სამფლობელო ტერიტორია წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში, პოლინეზიაში.

პოლინიაკი ოგიუსტ ჟიულ არმან მარი - საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე, 1829-30 წლებში საფრანგეთის მთავრობის მეთაური (1780-1847 წწ).

პოლინი მაურიციო - იტალიელი პიანისტი (დაიბადა 1942 წელს).

პოლინიკე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ოიდიპოსისა და იოკასტეს ვაჟი, ეტეოკლეს ძმა.

პოლინომი (ბერძნ.) - ალგებრული გამოსახულება შემდგარი რამდენიმე ერთწევრისაგან, რომელთა შორის შეკრების ან გამოკლების ნიშანია; მრავალწევრი.

პოლიოენცეფალიტი (ბერძნ.) - თავის ტვინის რუხი ნივთიერების ანთება.

პოლიოზები - იგივეა, რაც პოლისაქარიდები.

პოლიომიელიტი (ბერძნ.) - ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების ანთება; ბავშვთა მწვავე ინფექციური დაავადება; იწვევს დამბლას.

პოლიპერასონალიზმი (ბერძნ.) - ლინგვისტიკაში - მრავალპირიანობა.

პოლიპი (ბერძნ.)

  1. ნაწლავღრუიანი ცხოველი, რომელიც ერთი ბოლოთი მიმაგრებულია უძრავ საგანზე, ხოლო მეორე ბოლოზე აქვს პირი.

  2. ლორწოვანი გარსების (უპირატესად ცხვირის ღრუს) კეთილთვისებიანი სიმსივნე.

პოლიპლოიდია (ბერძნ.) - ქრომოსომების რაოდენობის ჯერადი გაზრდა მცენარეთა ან ცხოველთა უჯრედებში.

პოლიპნოე (ბერძნ.) - იგივეა, რაც ტაქიპნოე.

პოლიპროპილენი - მაღალმოლეკულური ნაერთი, პოლიმერი; იყენებენ მილების დასაფარავად, კოროზიის საწინააღმდეგოდ და სხვა.

პოლიპტიკი (ფრანგ.) - შუა საუკუნეებში - მონასტრის კუთვნილი ადგილ-მამულის, სავარგულების, ნაგებობათა, აგრეთვე გლეხების აღწერილობა.

პოლიპტიქი (ბერძნ.) - რამდენიმე სურათი, რომლებიც გაერთიანებულია საერთო ჩანაფიქრით, აგრეთვე ფერითა და კომპოზიციური აღნაგობის ერთობით.

პოლიპტოტონი - რიტორიკული ფიგურა, ერთი და იმავე სიტყვის (არსებითის ან ნაცვალსახელის) მრავალგზისი გამეორება სხვადასხვა ბრუნვაში.

პოლისაევო - ქალაქი რუსეთის კემეროვოს ოლქში (35 ათასი).

პოლისაქარიდები (ბერძნ.) - რთული ნახშირწყლები, რომლებიც ჰიდროლიზის დროს იშლება უბრალო შაქრების რამდენიმე მოლეკულად - მონოსაქარიდებად.

პოლისემანტიკური - ლინგვიტიკაში - მრავალმნიშვნელობიანი (სიტყვა).

პოლისემია (ბერძნ.) - ლინგვისტიკაში - მრავალმნიშვნელობიანობა სიტყვისა.

პოლისი

  1. სიცოცხლის, ქონების და სხვათა დაზღვევის მოწმობა.

  2. (ბერძნ.) - ძველ საბერძნეთში - ქალაქი-სახელმწიფო.

პოლისინდეტონი (ბერძნ.) - პოეტიკაში - რამდენიმე კავშირის თავმოყრა წინადადებაში.

პოლისმენი (ინგლ.) - პოლიციელი ინგლისსა და აშშ-ში.

პოლისპასტი (ბერძნ.) - მექანიზმი, რომელიც წარმოადგენს რამდენიმე უძრავი და მოძრავი ბლოკის შეერთებას; იყენებენ ძალის ან სიჩქარის მოსაგებად ტვირთის აწევისას, გადაადგილებისას.

პოლისპერმია (ბერძნ.) - განაყოფიერების დროს კვერცხუჯრედში რამდენიმე სპერმატოზოიდის შეღწევა.

პოლისტიროლი - სტიროლის პოლიმერიზაციის პროდუქტი - პლასტიკური მასალა; იყენებენ ელექტრომრეწველობაში.

პოლისულფიდები (ბერძნ.) - მრავალგოგირდოვანი ლითონები (გოგირდის ნაერთები ლითონებთან). ზოგ მათგანს იყენებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნებლების წინააღმდეგ.

პოლიტ - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს პოლიტიკურს.

პოლიტბიურო - საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი ორგანო სსრკ-ში.

პოლიტაგია (ბერძნ.) - ისეთ ცხოველთა კვების რეჟიმი, რომლებიც სხვადასხვა მცენარეულ და ცხოველურ საკვებს ჭამენ.

პოლიტე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტროელი მეფისწული პრიამოსისა და ჰეკაბეს ვაჟი, რომელიც სწრაფი სირბილით იყო ცნობილი.

პოლიტექნიზმი - სწავლების სისტემა, რომლის დროსაც მოსწავლეები თეორიულად და პრაქტიკულად ეცნობიან წარმოების მთავარ დარგებს.

პოლიტექნიკური

  1. ტექნიკის სხვადასხვა დარგის შესწავლასა და გამოყენებასთან დაკავშირებული.

  2. პოლიტექნიზმზე დაფუძნებული.

პოლიტი ჰარი - ინგლისისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1890-1960 წწ).

პოლიტიკა (ბერძნ.)

  1. სახელმწიფო ხელისუფლების, პარტიის ან საზოგადოებრივი ჯგუფის მოღვაწეობა შინასახელმწიფოებრივი მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში.

  2. მოქმედება რისამე მისაღწევად; სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, დამოკიდებულება.

პოლიტიკანი (რუს.) - პირი, რომელიც პოლიტიკას პირადი სარგებლობისათვის მისდევს.

პოლიტიკოსი - პოლიტიკის სფეროში მოღვაწე, პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანი.

პოლიტიკური

  1. პოლიტიკასთან დაკავშირებული.

  2. სახელმწიფოებრივი, სამოქალაქო-უფლებრივი.

პოლიტიპაჟი (ფრანგ.) - ხეზე შესრულებული გრავიურა, რომელიც გამრავლებულია სტერეოტიპურად და ჩართულია წიგნში ან სხვა გამოცემაში, როგორც ილუსტრაცია.

პოლიტოლოგია - მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის საზოგადოების პოლიტიკურ ორგანიზაციასა და პოლიტიკურ ცხოვრებას, საშინაო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების პრობლემებს.

პოლიტონალობა (ბერძნ.) - სხვადასხვა (ჩვეულებრივ ორი) ტონალობის ერთდროული ბგერადობა.

პოლიტურა (ლათ.) - სპირტიანი ლაქი, რომელსაც იყენებენ ხის გასაპრიალებლად.

პოლიტცერი ჟორჟ - ფრანგი ფილოსოფოსი (1903-1942 წწ).

პოლიუდოვ კრაჟი - ქედი რუსეთის პერმის ოლქში (სიგრძე 100 კმ, უმაღლესი მწვერვალი - 529 მ).

პოლიურია (ბერძნ.) - შარდის ჭარბად გამოყოფა დღე-ღამის განმავლობაში.

პოლიუსი პიერ - ბელგიელი ფერმწერი (1881-1959 წწ).

პოლიფაგია (ბერძნ.)

  1. ისეთ ცხოველთა კვების რეჟიმი. რომლებიც სხვადასხვა ცხოველურ და მცენარეულ საკვებს ჭამენ.

  2. ადამიანის მიერ საჭმლის არანორმალურად უხვად ჭამა.

პოლიფემე - არგონავტ იასონის დედა ჰეროდოტეს მიხედვით.

პოლიფემოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად: 1) კიკლოპი, პოსეიდონის ვაჟი, რომელთანაც დაკავშირებულია ოდისევსის ერთ-ერთი თავგადასავალი. 2) ერთ-ერთი ლაპითი, ლაპითების კენტავრების წინააღმდეგ ბრძოლის მონაწილე, ჰერაკლეს დის ქმარი.

პოლიფილია (ბერძნ.) - წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ცხოველებისა და მცენარეების სახეობანი წარმოშობილია წინაპართა ბევრი სხვადასხვა ჯგუფისაგან.

პოლიფონია (ბერძნ.) - რამდენიმე ხმის ერთდროული შეხამება ვოკალურ ან ინსტრუმენტულ ნაწარმოებში. მრავალხმიანობა.

პოლიფორუმი (ბერძნ.) - არქიტექტურულად გაფორმებული დიდი მოედანი, სადაც ეწყობა კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, სურათების გამოფენა.

პოლიფრონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პოლიდოროსის ძმა, ქალაქი ფერეს უსასტიკესი ტირანი.

პოლიქსენე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტროელი მეფის ასული, პრიამოსისა და ჰეკაბეს ქალიშვილი.

პოლიქსო - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლემნოსელთა დედოფლის - ჰიფსიპლეს ძიძა.

პოლიქრომია (ბერძნ.) - მრავალი ფერის გამოყენება (ხუროთმოძღვრებაში, ქანდაკებაში).

პოლიშინელი (ფრანგ.) - ფრანგული ხალხური თეატრისა და თოჯინების თეატრის კომიკური პერსონაჟი. პოლიშინელის საიდუმლო - ისეთი საიდუმლო, რომელიც ყველამ იცის, ვითომ საიდუმლო.

პოლიშჩუკი ლუბოვ - რუსი მსახიობი ქალი (1949-2006 წწ).

პოლიცემაიკო ვიტალი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1906-1967 წწ).

პოლიცენტრიზმი (ბერძნ.) - მოძღვრება თანამედროვე ადამიანის წარმოშობის შესახებ დედამიწის რამდენიმე ნაწილში.

პოლიცენტრული - რამდენიმე ცენტრის მქონე.

პოლიცერი ადამ - ავსტრიელი ექიმი, ოტიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1835-1920 წწ).

პოლიცია (გერმ.) - ადმინისტრაციული ორგანოები, რომელთა ხელში არის შეიარაღებული რაზმები და რომელთაც ევალებათ წესრიგისა და არსებული საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი წყობილების დაცვა.

პოლიციანო (ნამდვილი გვარი ამბროჯინი) ანჯელო - იტალიელი პოეტი, ჰუმანისტი (1454-1494 წწ).

პოლიციელი - პოლიციის სამსახურში მყოფი ადამიანი.

პოლიცმაისტერი (გერმ.) - პოლიციის უფროსი.

პოლიჰიმნია (ლათ.) - ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლირიკული პოეზიის მფარველი მუზა.

პოლკა (ჩეხ.)

  1. ჩქარტემპიანი საბალო ცეკვა.

  2. მუსიკალური ნაწარმოები, რომელსაც ამ ცეკვის რიტმი აქვს.

პოლკა-მაზურკა - სამეჯლისო ცეკვა, რომელიც წარმოიშვა საფრანგეთში პოლკის მოძრაობათა და მაზურკის მუსიკალური რიტმისა და მეტრის შეხამებით.

პოლკი (რუს.) - დამოუკიდებელი საჯარისო ერთეული, რომელიც ჩვეულებრივ შედის დივიზიის ან ბრიგადის შემადგენლობაში.

პოლკი ჯეიმზ ნოქს - აშშ-ს მე-11 პრეზიდენტი 1845-49 წლებში დემოკრატიული პარტიიდან (1795-1849 წწ).

პოლკის სრუტე - სრუტე ინდოსტანის ნახევარკუნძულსა და შრი-ლანკას შორის.

პოლკოვნიკი (რუს.) - ოფიცრის წოდებულება, პოდპოლკოვნიკზე მეტი და გენერალზე ნაკლები.

პოლო

  1. (ესპან.) - ესპანური (ანდალუსიური) სწრაფი, ტემპერამენტიანი ცეკვა.

  2. (ინგლ.) - ცხენოსანთა სპორტული გუნდური ბურთის თამაში.

პოლო გასპარ ხილი - ესპანელი მწერალი (დაახლოებით 1529-1591 წწ).

პოლო მარკო - იტალიელი მოგზაური და მწერალი (დაახლოებით 1254-1324 წწ).

პოლოგი - ქალაქი უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში (25 ათასი).

პოლოკი ჯექსონ - ამერიკელი ფერმწერი (1912- 1956 წწ).

პოლონარუვა - ქალაქი შრი-ლანკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

პოლონეზი (ფრანგ.)

  1. საზეიმო სამეჯლისო ცეკვა-მსვლელობა.

  2. მუსიკალური ნაწარმოები, რომელსაც ამ ცეკვის რიტმი აქვს.

პოლონეთი (პოლონეთის რესპუბლიკა, პოლონ. Rzeczpospolita Polska).

- სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში, მდინარეების ვისლისა და ოდრის აუზში. დასავლეთით ესაზღვრება გერმანიას, სამხრეთ-დასავლეთით - ჩეხეთს, სამხრეთით - სლოვაკეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთით - უკრაინას, აღმოსავლეთით - ბელორუსიას, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ლიტვას და რისეთის კალინინგრადის ოლქს. ჩრდილოეთით აკრავს ბალტიის ზღვა.
- ეტიმოლოგია - საკუთარი სახელი პოლსკა მიღებულია სლავური ტომების პოლანიესაგან, რაც „ველზე მცხოვრებს“ ნიშნავს.
- დამოუკიდებლობის დღე (გერმანიის, ავსტრო-უნგრეთის და რუსეთისგან) - 1918 წლის 11 ნოემბერი.
- ჰიმნი - „Mazurek Dabrowskiego'.
- მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი ეროვნული კრება (სეიმი და სენატი).
- ფართობი - 312 685 კმ.
- დაყოფილია 17 სავოევოდოდ, რომლებიც თავის მხრივ იყოფა პოვიატებად და გმინებად.
- მოსახლეობა - 38,7 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 123 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნეები უმთავრესად კათოლიკეები არიან.
- ოფიციალური ენა - პოლონური.
- დედაქალაქი - ვარშავა.
- ვალუტა - ზლოტი.
- ქვეყნის კოდი - POL.
- დროის სარტყელი - UTC +1.
- სატელეფონო კოდი - +48.
- ინტერნეტ-დომენი - PL.

პოლონიზმი - პოლონური ენიდან ნასესხები სიტყვა ან გამოთქმა.

პოლონიუმი (PO) - რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი; მოვერცხლისფრო თეთრი ფერის ლითონი; ატომური ნომერი 84. იყენებენ როგორც ნეიტრონების წყაროს. ძლიერ შხამიანია. სახელი ეწოდა მისი აღმომჩენის - მარი სკლოდოვსკა-კიურის - სამშობლოს მიხედვით.

პოლონოე - ქალაქი უკრაინის ხმელნიცკის ოლქში (25 ათასი).

პოლონსკაია ელიზავეტა - რუსი პოეტი ქალი (1890-1969 წწ).

პოლონსკი იაკობ - რუსი პოეტი (1819-1998 წწ).

პოლორჭიკი - ხის პატარა მრგვალი, ირგვლივ ამოღარული ფირფიტა ტიკის ნახვრეტებში ჩასასმელად.

პოლოცკი - ქალაქი ბელორუსიის ვიტებსკის ოლქში (80 ათასი).

პოლ პოტი - 1976-79 წლებში „წითელი ქხმერების“ ექსტრემისტული რეჟიმის მეთაური კამბოჯაში (1928-1998 წწ).

პოლსკიხი გალინა - რუსი მსახიობი ქალი (დაიბადა 1939 წელს).

პოლტავა - ქალაქი უკრაინაში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (320 ათასი).

პოლტორაცკი - თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადის სახელი 1919-27 წლებში.

პოლუბოტოკი პავლე - დნეპრის მარცხენანაპირეთის ჰეტმანი უკრაინაში 1722-23 წლებში, ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის წინამძღოლი (1660-1723 წწ).

პოლუგაევსკი ლევ - რუსი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს ჩემპიონობის პრეტენდენტთა მატჩების მონაწილე (1934-1995 წწ).

პოლუსი (ლათ.)

  1. დედამიწის ბრუნვის წარმოსახვითი ღერძის მიერ დედამიწის ზედაპირის გადაკვეთის წერტილი; ამ წერტილთან ახლოს მდებარე ადგილი.

  2. ელექტრული წრედის ორი ბოლოდან ერთ-ერთი.

  3. მაგნიტის ან ელექტრომაგნიტის ორი ბოლოდან ერთ-ერთი.

  4. (გადატანით) უკიდურესად განსხვავებული რამ; საპირისპირო, საწინააღმდეგო.

პოლუშკა - რუსული მონეტა, მიმოქცევაში იყო XV საუკუნიდან 1916 წლამდე.

პოლუციტი (პოლუქსი) - მინერალი სილიკატების კლასისა; მადანი, რომლიდანაც მიიღება ცეზიუმი და მისი მარილები.

პოლუცია (ლათ. pollutio გასვრა, დალაქავება) - მამაკაცის თესლის არანებისმიერი გამოყოფა ძილში.

პომადა (ფრანგ.)

  1. სხვადასხვა ნივთიერებისაგან დამზადებული კოსმეტიკური საცხი.

  2. ერთგვარი რბილი სურნელოვანი კანფეტი.

პომბალი სებასტიან ჟოზე - პორტუგალიის სახელმწიფო მოღვაწე (1699-1782 წწ).

პომერანია - შუა საუკუნეების საჰერცოგო ბალტიის ზღვის სანაპიროზე, შემდგომში პრუსიის პროვინცია.

პომიდორი (იტალ.)

  1. ბოსტნეული მცენარე, ისხამს მრგვალ წითელ წვნიან ნაყოფს.

  2. ამ ბოსტნეულის ნაყოფი, რომელიც იჭმება.

პომიდორო არნოლდო - იტალიელი მოქანდაკე (დაიბადა 1926 წელს).

პომოლოგია (ლათ.) - მოძღვრება ხეხილის ჯიშების შესახებ.

პომონა - ნაყოფის რომაული ღვთაება, ბაღ-ვენახების ღმერთის - ვერტუმნუსის სატრფო.

პომორები - თეთრი ზღვის სანაპიროებზე მცხოვრები რუსი მოსახლეობა.

პომორიელები - ბალტიისპირეთში მცხოვრებ დასავლელ სლავთა ტომები.

პომოშნაია - ქალაქი უკრაინის კიროვოგრადის ოლქში.

პომპა (ფრანგ.)

  1. ტუმბო.

  2. (ლათ.) - გარეგნული, მოჩვენებითი ბრწყინვალება.

პომპადური ჟანა ანტუანეტა (პუასონი) მარკიზა დე - საფრანგეთის მეფის ლუი XV-ის ფავორიტი ქალი (1721-1764 წწ).

პომპადური - ავეჯის, ტანსაცმლისა და სხვათა სტილი.

პომპეზური (ფრანგ.) - ზარ-ზეიმის ხასიათისა; ეფექტისათვის გამიზნული.

პომპეი - ქალაქი იტალიის ნეაპოლის პროვინციაში (25 ათასი).

პომპეუსი გნეუს მაგნუს - რომაელი სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 106-48 წწ).

პომპეუსი სექსტუს - რომაელი სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე (ძვ.წ.აღ. 75-35 წწ).

პომპეუსის ხიდი (მოგვთა ხიდი) - არქეოლოგიურ-ისტორიული ძეგლი მდებარეობს ქალაქ მცხეთის შესასვლელში, ამჟამად მდინარე მტკვარზე არსებული გადასასვლელი ხიდის აღმოსავლეთით 100 მეტრში. მცხეთის ხიდთან იყრიდა თავს ამიერკავკასიის მთავარი გზები - დარიალის ხეობიდან საქართველოს სამხრეთ საზღვრამდე და შავი ზღვიდან კასპიის ზღვის სანაპირომდე. ტრადიცია ხიდის სახელს რომაელ მხედართმთავარს გნეუს პომპეუს უკავშირებს, რომელმაც ძვ. წ. 65 წელს დალაშქრა საქართველო და გზად ლეგიონერების ხელით ააგო ხიდი. არქეოლოგიურმა გათხრებმა პომპეუსის ხიდის ადგილას აღმოაჩინა ხის ხიდის კონსტრუქციის ფრაგმენტები, რომელიც ადრე მოგვთა ხიდის სახელით იყო ცნობილი. V საუკუნეში ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს პომპეუსის ხიდი საფუძვლიანად გადაუკეთებიათ. XVIII საუკუნეში ხიდის მოვლა დაევალათ მცხეთელ აზნაურებს - გედევანიშვილებს, რომლებსაც უფლება მიეცათ შრომის საფასურად აეკრიფათ სახიდე გადასახადი. XIX საუკუნეში მძიმე ტრანსპორტის განვითარებასთან ერთად პომპეუსის ხიდის გამოყენება სახიფათო გახდა, ამიტომ ძველი ხიდი დაანგრიეს და მის ადგილას 1839-1841 წლებში ააშენეს მაღალი ოთხმალიანი ქვის თაღოვანი ხიდი, რომელმაც მხოლოდ 85 წელი იარსება. 1926 წელს ზაჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გაკეთდა ჯებირები რის გამოც პომპეუსის ხიდი წყლით დაიფარა და მის მაგივრად დასავლეთით აშენდა ახალი რკინის სამმალიანი ხიდი.

პომპიდუ ჟორჟ - საფრანგეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, მეხუთე რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტი 1969-74 წლებში (1911-1974 წწ).

პომპონაცი პიეტრო - იტალიელი ფილოსოფოსი (1462-1525 წწ).

პომპონი (ფრანგ.) - შალის, ბეწვისა და მისთანათაგან გაკეთებული ბურთულაკი ქალის ან ბავშვის ქუდის, ფეხსაცმლის და სხვათა სამკაულად.

პომპონიუსი სექსტუს - რომაელი იურისტი (II საუკუნე).

პომპონიუს ლეტუსი - იხილე ლეტუს პომპონიუსი.

პონაპე - კუნძული წყნარ ოკეანეში, კაროლინის კუნძულთა შორის, აშშ-ს სამეურვეო ტერიტორია.

პონაროვსკაია ირინა - ესტრადის რუსი მომღერალი ქალი (დაიბადა 1953 წელს).

პონდიშერი (პუტუჩერი) - ქალაქი ინდოეთში, პონდიშერის მოკავშირე ტერიტორიის ადმინისტრაციული ცენტრი (400 ათასი).

პონედელნიკი ვიქტორ - რუსი ფეხბურთელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, 1960 წლის ევროპის ჩემპიონი (დაიბადა 1937 წელს).

პონი (ინგლ.) - პატარა ტანის ცხენის ჯიში.

პონიატოვსკი იუზეფ - პოლონელი გენერალი, საფრანგეთის მარშალი (1763-1813 წწ).

პონიატოვსკი სტანისლავ II ავგუსტ - რეჩ პოსპოლიტას უკანასკნელი მეფე 1764-95 წლებში (1732-1798 წწ).

პონიჩანი იან (ფსევდონიმი რობი) - სლოვაკი მწერალი (1902-1990 წწ).

პონკიელი ამილკარე - იტალიელი კომპოზიტორი (1834-1886 წწ).

პონოი - მდინარე რუსეთის კოლის ნახევარკუნძულზე, ერთვის თეთრ ზღვას (სიგრძე - 426 კილომეტრი).

პონომარენკო ევგენი - უკრაინელი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1909 წელს).

პონომარიოვა ნინა - რუსი სპორტსმენი ქალი (მძლეოსნობა, ბადროს ტყორცნა); პირველი ოლიმპიური ჩემპიონი საბჭოთა სპორტსმენებს შორის 1952 წელს (დაიბადა 1929 წელს).

პონომარიოვი ალექსანდრე - რუსი ფეხბურთელი („ტრაქტორი“ სტალინგრადი, „ტორპედო“ მოსკოვი), რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ეკუთვნოდა რეკორდი გატანილი გოლების მიხედვით (148 გოლი) სსრკ-ს ჩემპიონატებში (დაიბადა 1918 წელს).

პონომარიოვი ნიკოლაი - გრაფიკოსი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1918 წელს).

პონორი - ბუნებრივი ხვრელი კარსტული ძაბრებისა და ქვაბების ფსკერზე, რაც შთანთქავს ზედაპირულ წყალს და უშვებს მიწისქვეშა სიღრმეებში.

პონოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერიდას ვაჟი, შრომის განსახიერება.

პონჟი ფრანსის - ფრანგი პოეტი (1899-1988 წწ).

პონსე - ქალაქი პუერტო-რიკოში (160 ათასი).

პონსე დე ლეონი - ესპანელი კონკისტადორი (დაახლოებით 1460-1521 წწ).

პონსელე ჟან ვიქტორ - ფრანგი მათემატიკოსი და ინჟინერი (1788-1867 წწ).

პონსო (ფრანგ.) - სინთეზური მჟავური საღებავი, იყენებენ მატყლისა და აბრეშუმის (ჭიაფრად) შესაღებავად.

პონტა-გროსა - ქალაქი ბრაზილიის პარანის შტატში.

პონტანო ჯოვანი - იტალიელი პოეტი, ფილოსოფოსი-ჰუმანისტი (1426 ან 1429 - 1503 წწ).

პონტი კარლო - იტალიელი პროდიუსერი და კინომოღვაწე, სოფი ლორენის მეუღლე (1913-2007 წწ).

პონტი ჯო (ჯოვანი) - იტალიელი დიზაინერი და არქიტექტორი (1891-1979 წწ).

პონტიაკი- ინდიელთა ტომის ბელადი, ინგლისელ კოლონიზატორთა წინააღმდეგ მიმართული აჯანყების მეთაური (დაახლოებით 1720-1769 წწ).

პონტიაკი - ამერიკული ფირმა „ჯენერალ მოტორისის“ განყოფილება, რომელიც სპორტულ ავტომობილებს აწარმოებს, მისი შტაბ-ბინა მდებარეობს აშშ-ს მიჩიგანის შტატის ქალაქ პონტიაკში.

პონტიანაკი - ქალაქი ინდონეზიაში, დასავლეთ კალიმანტანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (390 ათასი).

პონტიევედრა - ქალაქი-პორტი ესპანეთში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

პონტი-მუსინი - ქალაქი საფრანგეთის მერტის და მოზელის დეპარტამენტში.

პონტიორი (ფრანგ.) - ბანქოს აზარტულ თამაშში - პირი, რომელიც თამაშობს ბანკის წინააღმდეგ.

პონტიფექსი (ლათ.) - ძველ რომში - ქურუმთა უმაღლესი კოლეგიის წევრი.

პონტიფიკატი (ინგლ.) - კათოლიკურ ეკლესიაში - რომის პაპის მმართველობის პერიოდი.

პონტიფიკები - ქურუმთა კოლეგია ძველ რომში, რომელიც განაგებდა მთელი სახელმწიფოს რელიგიურ ცხოვრებას და თვალყურს ადევნებდა ღვთისმსახურებას.

პონტონი (ფრანგ.) - ბრტყელძირიანი ნავი, რომელსაც იყენებენ დროებითი ხიდის ან რაიმე ნაგებობის საყრდენად წყალზე.

პონტონიერი (ფრანგ.)

  1. პონტონური ნაწილის სამხედრო მოსამსახურე, პონტონის ხიდების გადების სპეციალისტი.

  2. პირი, რომელიც ხიდზე გადასვლის საფასურს კრეფს.

პონტონური

  1. არმიის ან საჯარისო შენაერთის კუთვნილი საპონტონე ქონების ერთობლიობა.

  2. სპეციალური სამხედრო ნაწილი, რომელსაც ევალება მდინარეებზე გადასასვლელის მოწყობა, პონტონის ხიდების გადება.

პონტოპიდანი ჰენრიკ - დანიელი მწერალი (1857-1943 წწ).

პონტორმო (საკუთრივ იაკოპო კარუჩი) - იტალიელი ფერმწერი (1494-1557 წწ).

პონტოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, გეას ნაშობი ღმერთი, ზღვის განსახიერება.

პონტოს მთები (ჩრდილოეთ ანატოლიის მთები) - მთათა სისტემა თურქეთში.

პონტოს სამეფო - ელინისტური სახელმწიფო მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძვ.წ. აღ. 302-დან 64 წლამდე.

პონტოს ქედი - იხილე ჭანეთის ქედი.

პონჩო (ესპან.) - ქსოვილის ოთხკუთხა ნაჭრის წამოსასხამი, რომელსაც შუაში აქვს ჭრილი თავის გასაყოფად (ატარებენ სამხრეთამერიკელი ინდიელები).

პონციუს პილატე - იუდეის რომაელი პროკურატორი (ძვ.წ.აღ. I ს - ახ.წ.აღ. I ს).

პოოპო - მლაშე ტბა ბოლივიაში, ცენტრალურ ანდებში, 3690 მეტრ სიმაღლეზე (სიღრმე 3 მეტრი).

პოპა ვასკო - სერბი პოეტი (დაიბადა 1922 წელს).

პოპაიანი - ქალაქი კოლუმბიაში, კაუკის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (205 ათასი).

პოპ-არტი (ინგლ.) - ნეოავანგარდისტული მიმართულება სახვით ხელოვნებაში; გავრცელდა XX საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან.

პოპასნაია - ქალაქი უკრაინის ლუგანსკის ოლქში (30 ათასი).

პოპენჩენკო ვალერი - რუსი სპორტსმენი (კრივი), 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1937-1975 წწ).

პოპერი დავიდ - ჩეხი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და პედაგოგი (1843-1913 წწ).

პოპერი კარლ რაიმუნდ - ავსტრიელი და ინგლისელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი და სოციოლოგი (1902-1990 წწ).

პოპესკუ დუმიტრუ რადა - რუმინელი მწერალი (დაიბადა 1936 წელს).

პოპესკუ-გოპო იონ - რუმინელი კინორეჟისორი და მხატვარი (1923-1989 წწ)).

პოპი ალეგზანდერ - იხილე პოუპი ა.

პოპიგაი - მდინარე აღმოსავლეთ ციმბირის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში (სიგრძე - 532 კილომეტრი).

პოპკოვი ვიტალი - რუსი მფრინავი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, ავიაციის გენერალ-ლეიტენანტი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1922 წელს).

პოპლინი (ფრანგ.) - აბრეშუმის ან ბამბის თხელი ქსოვილი ერთგვარი.

პოპოვა მარტა ივანოვა - ბულგარელი მსახიობი ქალი (1891-1978 წწ).

პოპოვა როზა მიხაილოვა - ბულგარელი მსახიობი ქალი, რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე (1879-1949 წწ).

პოპოვი ალექსანდრე - რუსი სპორტსმენი (ცურვა), 1992 და 1996 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (დაიბადა 1971 წელს).

პოპოვი ალექსანდრე - რუსი ფიზიკოსი-ელექტრომექანიკოსი, ელექტრომაგნიტური ტალღების გამოყენების ერთ-ერთი პიონერი რადიოკავშირის მიზნით (1859-1905 წწ).

პოპოვი ალექსეი - რუსი რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1892-1961 წწ).

პოპოვი ანდრეი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1918-1983 წწ).

პოპოვი ლეონიდ - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, პოლკოვნიკი, სამი კოსმოსური ფრენის მონაწილე 1980-82 წლებში (დაიბადა 1945 წელს).

პოპოვი მეთოდე ატანასოვ - ბულგარელი ბიოლოგი (1881-1954 წწ).

პოპოვი ოლეგ - ცირკის რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1930 წელს).

პოპოვიჩი იოვან - სერბი მწერალი და დრამატურგი (1905-1952 წწ).

პოპოვი პავლე - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, ავიაციის გენერალ-მაიორი, 1962 და 1974 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1930 წელს).

პოპოვი ტიტუს - რუმინელი მწერალი და სცენარისტი (დაიბადა 1930 წელს).

პოპოკატეპეტლი - მოქმედი ვულკანი მექსიკაში, განივი ვულკანური სიერა (5452 მეტრი).

პოპოლანები (იტალ.) - XII-XVI საუკუნეებში ჩრდილოეთი და ცენტრალური იტალიის ქალაქების ვაჭარ-ხელოსანთა ფენები, რომლებიც გაერთიანებული იყვნენ ამქრებში.

პოპოქი

  1. ბამბის გაუშლელი კოლოფი.

  2. პარკოსან მცენარეთა პარკი.

პოპულარიზატორი - პირი, რომელიც რისამე პოპულარიზაციას ეწევს.

პოპულარიზაცია (პოპულარიზება)

  1. რისამე პოპულარულად, გასაგებად გადმოცემა.

  2. რისამე ფართო მასებში გავრცელება, ყველასთვის ხელმისაწვდომად ქცევა.

პოპულარული (ლათ.)

  1. შინაარსით, გადმოცემით მარტივი; ბევრისთვის გასაგები, ხელმისაწვდომი.

  2. ვინც ან რაც საყოველთაო პატივისცემით, მოწონებით სარგებლობს, რასაც ან

  3. ვისაც ბევრი უჭერს მხარს; ფართოდ ცნობილი, ფართოდ გავრცელებული.

პოპულაცია (ფრანგ.)

  1. ერთი სახეობის იმ ინდივიდთა ერთობლიობა, რომლებიც მრავალი თაობის მანძილზე ერთსა და იმავე ტერიტორიაზე ცხოვრობენ, თავისუფლად ეჯვარებიან ერთმანეთს და სხვა ასეთივე ჯგუფებისაგან მეტნაკლებად იზოლირებული არიან.

  2. დემოგრაფიაში - თანასაზოგადოებანი, რომელთა შიგნითაც ქორწინება ხდება უფრო ხშირად, ვიდრე სხვადასხვა პოპულაციათა ადამიანებს შორის.

პოპულიზმი (ფრანგ.) - ფრანგული ლიტერატურის სკოლა XX საუკუნის 30-იან წლებში; სიტყვით მოითხოვდა ქალაქისა და სოფლის ღარიბი ფენების ყოველდღიური ცხოვრების სიმართლით ასახვას, რაც თავისუფალი იქნებოდა პოლიტიკური ტენდენციებისა და სოციალური განზოგადებისგან, სინამდვილეში წარმოადგენდა ნატურალიზმის ნაირსახეობას.

პოპური (ფრანგ.) - მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც შედგენილია სხვადასხვა პოპულარული ოპერის, ოპერეტის, ხალხური სიმღერისა და მისთანების მოტივებისგან.

პოჟარსკი დიმიტრი - თავადი, მხედართმთავარი, რუსეთის სახალხო გმირი, კ.მინინის თანამებრძოლი პოლონელ ინტერვენტთა წინააღმდეგ ბრძოლაში (1578-1642 წწ).

პოჟელა იურას - ლიტველი ფიზიკოსი, ლიტვის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი 1984-92 წლებში (დაიბადა 1925 წელს).

პორატი ერკერ ულოფ - შვედი ბიოქიმიკოსი (დაიბადა 1923 წელს).

პორ-დე-გალე (პუენტ-დე-ლე, ლე-პორი) - ქალაქი-პორტი რეიუნიონში.

პორი (შვედურად - ბიერნებორგი) - ქალაქი-პორტი ფინეთის ტურკუ-პორის ლიანში (80 ათასი).

პორკალა-უდი - ნახევარკუნძული სამხრეთ ფინეთში.

პორკიუპაინი

  1. მდინარე კანადასა და აშშ-ში (ალასკაზე), მდინარე იუკონის შენაკადი (სიგრძე - 953 კილომეტრი).

  2. ქალაქი კანადის ონტარიოს პროვინციაში.

პორნოგრაფია (ბერძნ.) - სქესობრივი ცხოვრების გამოხატვა (ლიტერატურაში, მხატვრობაში, კინემატოგრაფიაში), უხამსი სურათები ან ლიტერატურა.

პოროლონი - ხელოვნური ბოჭკო ერთგვარი, ამ ბოჭკოს ქსოვილი, რომელსაც იყენებენ რბილ ავეჯზე გადასაკრავად და სხვა.

პორონაი - მდინარე კუნძულ სახალინზე.

პორონაისკი (1946 წლამდე სიკუკა) - ქალაქი რუსეთის სახალინის ოლქში (25 ათასი).

პორონინი - კურორტი პოლონეთის კრაკოვის სავოევოდოში, ქალაქ ზაკოპანესთან.

პორპორა ნიკოლა - იტალიელი კომპოზიტორი, პედაგოგი (1686-1768 წწ).

პორჟეზინსკი ვიქტორი კარლის ძე - რუსი და პო-ლონელი ენათმეცნიერი (1870-1929 წწ).

პორ-რუიალი - ქალთა მონასტერი პარიზის მახლობლად; საფრანგეთის სალიტერატურო ცხოვრების ცენტრი.

პორსანგერ-ფიორდი - ბარენცის ზღვის ყურე ნორვეგიის ჩრდილოეთ სანაპიროსთან.

პორსგრუნი - ქალაქი-პორტი ნორვეგიის ტელემარკის ფიულკეში.

პორსელენი - საფრანგეთში გამოყვანილი მწევარი ძაღლების უძველესი ჯიში, ცნობილია XVII საუკუნიდან.

პორსელისი იან - ჰოლანდიელი ფერმწერი (დაახლოებით 1584-1632 წწ).

პორტა (ფრანგ.) - ოსმალეთის (ოტომანთა იმპერიის) მთავრობისა და ზოგჯერ თვით იმპერიის სახელწოდება, რომელიც იხმარებოდა ევროპის ქვეყნების დიპლომატიურ დოკუმენტებსა და ლიტერატურაში.

პორტა კარლო - იტალიელი პოეტი (1775-1821 წწ).

პორტა ჯაკომო დელა - იტალიელი არქიტექტორი (1540-1602 წწ).

პორტალი (ლათ.)

  1. დიდი შენობის მთავარი შესასვლელი, არქიტექტურულად გაფორმებული.

  2. ლითონის მზიდი კონსტრუქცია „პისებური“ (ბერძნული ასოს მიხედვით). წარმოადგენს ზოგი მანქანის ნაწილს.

პორტალი ჩარლზ ფრედერიკ ალჯერნონ - დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოღვაწე, მარშალი (1893-1971 წწ).

პორტალური - რაც პორტალს წარმოადგენს.

პორტამენტო - მელოდიის შესრულების მანერა ვოკალურ ხელოვნებაში და ხემიან საკრავებზე.

პორტანი ჰენრიკ გაბრიელ - ფინელი განმანათლებელი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი (1739-1804 წწ).

პორტ-ანტონიო - ქალაქი-პორტი იამაიაკაში.

პორტ-არტური - იხილე ლიუიშუნი.

პორტატივი (ფრანგ.) - პატარა, ხელით გადასატანი ორგანი.

პორტატიული (ფრანგ.) - პატარა ზომისა, თან სატარებლად მარჯვე, ადვილად გადასატანი.

პორტ-ბლერი - ქალაქი ინდოეთში, ანდამანისა და ნიკობარის მოკავშირე ტერიტორიის ადმინისტრაციული ცენტრი (50 ათასი).

პორტ-დარვინი - ქალაქი ავსტრალიაში.

პორტ-ელიზაბეთი - ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კაპის პროვინციაში (275 ათასი).

პორტერი (ინგლ.) - შავი ლუდი ერთგვარი, მაგარი და მომწარო.

პორტერი კეტრინ ან - ამერიკელი მწერალი ქალი (1890-1980 წწ).

პორტერი კოულ - ამერიკელი კომპოზიტორი (1891-1964 წწ).

პორტერი როდნი რობერტ - ინგლისელი იმუნოლოგი, ბიოქიმიკოსი, 1972 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჯ.ედელმანთან ერთად (1917-1985 წწ).

პორტერი ჯორჯ - ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი, 1967 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მ.ეიგენთან და რ.ნორიშთან ერთად (დაიბადა 1920 წელს).

პორტ-ეტიენი - იხილე ნუადიბუ.

პორტვაინი (გერმ.) - მაგარი ღვინო.

პორტი (ფრანგ.) - ნავსადგური; საჰაერო მისადგომი.

პორტი მარტ - ესტონელი არქიტექტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორი (დაიბადა 1922 წელს).

პორტიე (ფრანგ.) - სასტუმროს მოსამსახურე, რომელიც თვალყურს ადევნებს წესრიგს შესასვლელსა და ვესტიბიულში, აბარია ფოსტა, ჩასაწერი დავთარი და ასე შემდეგ.

პორტიერი (ფრანგ.) - კარის ან ფანჯრის ფარდა სქელი, მძიმე ქსოვილისა.

პორტიკი (ლათ.) - სვეტებისაგან წარმოქმნილი დახურული გალერეა, რომელიც ხშირად შენობის შესასვლელზეა მიშენებული.

პორტინარი ბეატრიჩე - ფლორენციელი ქალბატონი, დანტე ალიგიერის სატრფო, მისი „ღვთაებრივი კომედიის“ მთავარი გმირი (1265-1290 წწ).

პორტინარი კანდიდო - ბრაზილიელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1903-1962 წწ).

პორტიში ლაიოშ - უნგრელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტთა მატჩების მონაწილე (დაიბადა 1937 წელს).

პოტკალა-უდი - ნახევარკუნძული ფინეთში.

პორტ-კემბლა - ქალაქი ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწლში, ახალი უელსის შტატში.

პორტლანდცემენტი - ყველაზე უფრო გავრცელებული ცემენტის სახელწოდება; სხვანაირად - სილიკატური ცემენტი.

პორტლენდი

  1. ქალაქი აშშ-ს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ორეგონის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (440 ათასი, გარეუბნებით 1,1 მილიონი).

  2. ქალაქი აშშ-ს მენის შტატში (215 ათასი).

პორტ-ლიოტე - მაროკოს ქალაქ კენიტრას ადრინდელი სახელი.

პორტ-ლუი - მავრიკიის დედაქალაქი (1968 წლიდან) და მთავარი პორტი (145 ათასი).

პორტმანი ნატალი - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1981 წელს).

პორტმონე (ფრანგ.) - საფულე.

პორტ-მორზბი - პაპუა-ახალი გვინეის დედაქალაქი და მთავარი პორტი (200 ათასი).

პორტ-ნატალი - ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. იხილე დურბანი.

პორტნოვა ზინა - ნორჩი პარტიზანი გოგონა, საბჭოთა კავშირის გმირი (1926-1944 წწ).

პორტო (იტალ.) - საფოსტო-სატელეგრაფო ხარჯები, რომლებიც კლიენტმა უნდა დაფაროს.

პორტოვიეხო - ქალაქი ეკვადორში, მანაბის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (130 ათასი).

პორტ-ოვ-სპეინი - ტრინიდადი და ტობაგოს დედაქალაქი და მთავარიპორტი; მდებარეობს კუნძულ ტრინიდადზე (50 ათასი).

პორტო-ნოვო - ბენინის ფაქტიური დედაქალაქი, პორტი გვინეის ყურის სანაპიროზე. პირველი ცნობები მის შესახებ XVII საუკუნიდან მოიპოვება (220 ათასი).

პორტ--პრენსი - ჰაიტის დედაქალაქი და მთავარი საზღვაო პორტი. დაარსებულია ფრანგების მიერ 1749 წელს (750 ათასი).

პორტოფინო - კლიმატური კურორტი იტალიაში, ლიგურიის ზღვის სანაპიროზე, ქალაქ გენუასთან; შედის იტალიის რივიერაში.

პორტო-ფრანკო (იტალ.) - ნავსადგურის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ნებადართულია საქონლის შეტანა და გატანა უბაჟოდ.

პორტ-ოფ-სპეინი - ტრინიდადისა და ტობაგოს დედაქალაქი და მთავარი პორტი (50 ათასი)

პორტ-პაჟი (ფრანგ.) - ანაწყობი გვერდის ქვეშ დატანებული ქაღალდის საფენი; იყენებენ ანაწყობთა გადასატანად და შესანახად.

პორტპლედი (ფრანგ.) - სამგზავრო ჩანთა პლედისა და ქვეშაგებისთვის.

პორტ-ჟანტილი - ქალაქი-პორტი გაბონში (164 ათასი).

პორტრეტი (ფრანგ.)

  1. გარკვეული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული ან ფოტოგრაფიული გამოსახულება.

  2. პერსონაჟის გარეგნობის აღწერა ლიტერატურულ ნაწარმოებში.

  3. (გადატანით) პიროვნების დახასიათება, აღწერა.

პორტრეტისტი - მხატვარი, რომელიც პორტრეტებს ქმნის.

პორტ-საიდი - ქალაქი ეგვიპტეში, ამავე სახელწოდების მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი (450 ათასი).

პორტსიგარი (ფრანგ.) - ბრტყელი კოლოფი პაპიროსის, სიგარეტის ან სიგარის თან სატარებლად.

პორტსმუთი

  1. ქალაქი-პორტი აშშ-ს ვირჯინიის შტატში, ნორფოლკის გარეუბანი (105 ათასი).

  2. ქალაქი აშშ-ს ოჰაიოს შტატში.

  3. ქალაქი-პორტი დიდ ბრიტანეთში (ინგლისი), ლა-მანშის სრუტის პირას (185 ათასი).

პორტ-სტენლი - ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულების ადმინისტრაციული ცენტრი და მთავარი პორტი.

პორტ-სუდანი - ქალაქი სუდანში, წითელი ზღვის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (215 ათასი).

პორტ-ტოლბოტი - ქალაქი-პორტი დიდი ბრიტანეთის ვესტ-გლამორგინის საგრაფოში (უელსი).

პორტუ (ოპორტო) - ქალაქი პორტუგალიაში, პორტუს ოლქისა და დორუ-ლიტორალის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (350 ათასი).

პორტუ-ალეგრი - ქალაქი ბრაზილიაში, რიუ-გრანდი-დი-სულის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (1,2 მილიონი).

პორტუგალია (პორტუგალიის რესპუბლიკა. პორტუგ. Republica Portuguesa).

- სახელმწიფო ევროპის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პირენეს ნახევარკუნძულზე, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრება ესპანეთს, სამხრეთით და აღმოსავლეთით აკრავს ატლანტის ოკეანე.
- სახელი მომდინარეობს ქალაქ პორტუსაგან, რომლის ძველი ლათინური სახელია Portus Galle, ანუ „გალების (ძველი კელტური ტომის) ნავსადგური“. რომაელები ამ ქვეყანას ლუზიტანიას უწოდებდნენ. არის მეორე ვარიანტიც - Portus Cale - „თბილი პორტი“.
- დამოუკიდებლობის დღე (სამეფო ლეონესაგან) - 1143 წლის 5 ოქტომბერი.
- ჰიმნი - „A Portuguesa“.
- მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი.
- ფართობი - 92 391 კვ. კმ.
- დაყოფილია 18 რეგიონად და 2 ავტონომიურ ოლქად.
- მოსახლეობა - 10,6 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 114 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნეთა უმრავლესობა კათოლიკეები არიან.
- ოფიციალური ენა - პორტუგალიური.
- დედაქალაქი - ლისაბონი.
- ვალუტა - ევრო.
- ქვეყნის კოდი - PRT.
- დროის სარტყელი - UTC 0.
- სატელეფონო კოდი - +351.
- ინტერნეტ-დომენი - PPT.

პორტუგალიური ენა - პორტუგალიელებისა და ბრაზილიელების ენა. განეკუთვნება რომანულ ენათა ჯგუფის იბერიულ-რომანულ ქვეჯგუფს.

პორტუგესა - შტატი ვენესუელის დასავლეთ ნაწილში; ადმინისტრაციული ცენტრი - გუანარე.

პორტულანები (პორტოლანები) - საზღვაო-სანავიგაციო რუკები, რომლებსაც ხმარობდნენ XIII-XVI საუკუნეებში სავაჭრო ზღვაოსნობასთან დაკავშირებით ხმელთაშუა ზღვაში; მათზე სანაპირო ზოლი ნაჩვენები იყო დაწვრილებით.

პორტუნუსი - იანუსის მონათესავე, მგზავრთა მფარველი ძველრომაული ღვთაება.

პორტფელი (ფრანგ.) - ოთხკუთხა ჩანთა (საკეტიანი და სახელურიანი) საქმიანი ქაღალდების ან წიგნების სატარებლად.

პორტ-ფრანკი - იხილე ილებო.

პორტშეზი (ფრანგ.) - მსუბუქი, ხელით სატარებელი სავარძელი.

პორტ-ჰარკორტი - ქალაქი ნიგერიაში, რივერზის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (340 ათასი).

პორტ-ჰურონი - ქალაქი აშშ-ს მიჩიგანის შტატში.

პორუმბესკუ ჩიპრიან - რუმინელი კომპოზიტორი, დირიჟორი (1853-1883 წწ).

პორუჩიკი (რუს.) - მეფის რუსეთის არმიაში - ოფიცრის ჩინი, პოდპორუჩიკზე მეტი.

პორფირა - ძოწეული წყალმცენარეების გვარი ბანგიასნაირთა კლასისა.

პორფირი (ბერძნ.) - წითელი ფერის გრძელი ხავერდის მოსასხამი, რომელსაც მეფეები იცვამდნენ საზეიმო შემთხვევებში (სამეფო ძალაუფლების სიმბოლო).

პორფირი (ბერძნ.) - ვულკანური ქანი, რომლის ცალკეული მსხვილი კრისტალები ძირითადი მასისგან გამოირჩევა სიდიდით ან ფერით.

პორფირინები - ბუნებაში ფართოდ გავრცელებული პიგმენტები, რომელთა მოლეკულის საფუძველია პორფინი - 4 პიროლის რგოლისაგან აგებული სტრუქტურა.

პორფირიონი

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი გიგანტი.

  2. (ხონთქრის ქათამი) - ფრინველი ლაიანასებრთა ოჯახისა; მისი სხეულის სიგრძე 45 სმ-ს აღწევს; გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში.

პორფირიოსი (პორფირი ტვირელი) - ძველბერძენი ფილოსოფოსი (დაახლოებით 233 - 304 წწ).

პორშე ფერდინანდ - ავსტრიელი ინჟინერი, ცნობილი გერმანული ავტომობილის „ფოლკსვაგენის“ შემქმნელი (1875-1951 წწ).

პორცელანი (გერმ.<იტალ. „პორჩელინო“) - ფაიფური. ეტომოლოგია: ადრეულ შუა საუკუნეებში იტალიელები ჩინეთიდან შემოტანილ ფაიფურის ნაკეთობებს, გლუვი ზედაპირის ქონის გამო, ნიჟარებს ადრიდნენ, თავად ნიჟარა კი, მათი აზრით, ახლადდაბადებულ გოჭს (იტალიურად „პორჩელინო“ - გოჭი) ჰგავდა.

პორცელანიტი (გერმ.) - თიხა, თიხიანი ფიქალი, მერგელის თიხა და სხვა, რომლებიც ქვანახშირის სიზრქის მიწისქვეშა ხანძრების ზემოქმედებით გარდაქმნილია მკვრივ ფაიფურისებრ ქანებად. იყენებენ სამშენებლო მასალად.

პორცია (ლათ.)

  1. კერძო, ულუფა; წილი.

  2. ერთი კაცისათვის ერთ ჯერზე განკუთვნილი საჭმელი ან სასმელი.

პორცია - პლანეტა ურანის თანამგზავრი; აღმოჩენილია 1986 წელს.

პორციგი ვალტერ - გერმანელი ფილოლოგი (1895-1961 წწ).

პორხოვი - ქალაქი რუსეთის ფსკოვის ოლქში.

პოსადა ხოსე გუადალუპე - მექსიკელი გრაფიკოსი (1851-1913 წწ).

პოსადასი - ქალაქი არგენტინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მისიონესის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (220 ათასი).

პოსა-რიკა-დე-იდალგო - ქალაქი მექსიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ვერაკრუსის შტატში (150 ათასი).

პოსარტი ერნსტ - გერმანელი მსახიობი, რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე (1841-1921 წწ).

პოსეიდონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზღვის ღმერთი, კრონოსისა და რეას ვაჟი, ზევსის, ჰადესის, ჰერას, დემეტრასა და ჰესტიას ძმა. ითვლებოდა ცხენთა მფარველ ღვთაებადაც. რომში პოსეიდონის კულტი ნეპტუნისას შეერწყა.

პოსესია (ლათ.) - მიწის საიჯარო მფლობელობა.

პოსესიური - კუთვნილებითი მნიშვნელობა ან მნიშვნელობის ნიუანსი.

პოსესორი (პოსესიონერი) - მიწის ნაკვეთის მოიჯარე.

პოსიბილისტები (ლათ.) - უკიდურესად ოპორტუნისტული მიმდინარეობა XIX საუკუნის საფრანგეთის სოციალისტურ მოძრაობაში.

პოსიეტის ყურე - იაპონიის ზღვის ყურე პეტრე დიდის ყურისა დასავლეთ სანაპიროსთან.

პოსოხინი მიხაილ - მოსკოვის მთავარი არქიტექტორი (1966-82 წლებში), საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორი (1910-1989 წწ).

პოსპიშილი ფრანტიშეკ - ჩეხი სპორტსმენი (შაიბიანი ჰოკეი), XX საუკუნის 70-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე მსოფლიოში (დაიბადა 1944 წელს).

პოსტ (ლათ.) - თავსართი, რომელიც დაერთვის არსებით ან ზედსართავ სახელს და ნიშნავს შემდეგს, რისამე მომდევნოს.

პოსტავი - ქალაქი ბელორუსიის ვიტებსკის ოლქში (20 ათასი).

პოსტამენტი (გერმ.)

  1. ამაღლებული საფუძველი, რომელზედაც აღმართულია ძეგლი, სვეტი; კვარცხლბეკი.

  2. ქვესადგამი, საყრდენი, რომელზედაც დგამენ ქანდაკებას (მუზეუმში, გამოფენებზე).

პოსტემბრიონული განვითარება - ორგანიზმის განვითარება ჩასახვის შემდგომ პერიოდში.

პოსტერი (ინგლ.) - განცხადება, აფიშა, პლაკატი (ხშირად სარეკლამო ხასიათის).

პოსტი (ფრანგ.)

  1. საგუშაგო, სადარაჯო პუნქტი, საიდანაც უთვალთვალებენ ან იცავენ რასმე.

  2. პირი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც დაყენებულია გარკვეულ ადგილას რისამე დასაცავად ან სათვალთვალოდ. 3) საპასუხიმგებლო თანამდებობა.

პოსტი ემილ ლეონ - ამერიკელი მათემატიკოსი და ლოგიკოსი (1897-1954 წწ).

პოსტი უაილი - ამერიკელი მფრინავი; 1933 წელს პირველმა შემოუფრინა დედამიწას მარტომ (1898-1935 წწ).

პოსტი ფრანს - ნიდერლანდელი მხატვარი-პეიზაჟისტი (1612-1680 წწ).

პოსტიმპრესიონიზმი (ლათ.) - ფრანგული ფერწერის ძირითადი მიმართულებანი XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში. წარმოიშვა იმპრესიონიზმის კრიზისის შედეგად.

პოსტინფარქტული - ინფარქტის შემდეგ გაჩენილი.

პოსტიშევი პავლე - საბჭოთა ეპოქის პოლიტიკური მოღვაწე, უკრაინის კომპარტიის პირველი მდივანი 1930-33 წლებში (1887-1939 წწ).

პოსტმარბურგი - ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კაპის პროვინციაში.

პოსტნატალური - დაბადების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებული.

პოსტოიანსკა-იამა (პოსტოინის მღვიმე, ადელსბერგის მღვიმე) - მღვიმე სლოვენიაში, დინარის კარსტში, 22 კილომეტრი საერთო სიგრძით.

პოსტპაკეტი (გერმ.) - ერთ პუნქტში გასაგზავნი წერილების შეკვრა.

პოსტპოზიცია - სიტყვის მდგომარეობა იმ სიტყვის შემდეგ, რომელსაც იგი უშუალოდ უკავშირდება.

პოსტპოზიციური - განსასაზღვრავი სიტყვის შემდეგ დასმული.

პოსტსკრიპტუმი (ლათ.) - მინაწერი წერილის ბოლოს, ხელმოწერის შემდეგ; აღნიშნავენ შემდეგი ასოებით - P.S.

პოსტულატი (ლათ.) - მტკიცება, რომელიც აღიარებულია რაიმე თეორიის ამოსავალ დებულებად დასაბუთების გარეშე.

პოსტულირება - რისამე აღიარება პოსტულატად.

პოსუმი - იხილე ოპოსუმი.

პოსუს-დი-კალდასი - ქალაქი ბრაზილიის მინას-ჟერაისის შტატში.

პოტაკეტი - ქალაქი აშშ-ს როდ-აილენდის შტატში.

პოტამოლოგია (ბერძნ.) - ჰიდროლოგიის ნაწილი, რომელიც მდინარეებს სწავლობს.

პოტამოპლანქტონი (ბერძნ.) - მდინარის პლანქტონი.

პოტანინის მყინვარი - მდებარეობს მონღოლეთში.

პოტაპენკო იგნატი - რუსი მწერალი (1856-1929 წწ).

პოტაპოვა ელენა - ბალეტის უკრაინელი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1930 წელს).

პოტარო - მდინარე გაიანაში, მდინარე ესეკიბოს მარცხენა შენაკადი.

პოტატორი (ლათ.) - იგივეა, რაც ალკოჰოლიკი.

პოტაში (ინგლ.) - თეთრი კრისტალური ნივთიერება, რომელსაც იღებენ ხის ნაცრისგან ან ქლოროვანი კალიუმისგან; ფართო გამოყენება აქვს მინის, თხევადი საპნის წარმოებაში, ფოტოგრაფიაში.

პოტგიტერი ევერარდ იოჰან - ნიდერლანდელი მწერალი და კრიტიკოსი (1808-1875 წწ).

პოტენი პიერ კარლ ედუარ - ფრანგი თერაპევტი და მეცნიერი (1825-1901 წწ).

პოტენტატი (ლათ.) - მპყრობელი, მბრძანებელი, გვირგვინოსანი.

პოტენცია (ლათ.) - ფარული შესაძლებლობა, უნარი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სათანადო პირობებში.

პოტენციალი (ლათ.)

  1. ფიზიკაში - სიდიდე, რომელიც ახასიათებს სივრცის მოცემულ წერტილში არსებული სხეულის ენერგიის მარაგს.

  2. (გადატანით) რისამე სიმძლავრის ხარისხი; რისამე განხორციელებისათვის საჭირო შესაძლებლობათა ერთობლიობა.

პოტენციომეტრი (ლათ.) - ხელსაწო ელექტრომამოძრავებელი ძალისა და ძაბვის გასაზომად.

პოტენცირება - გალოგარითმების საპირისპირო მოქმედება - მოცემული ლოგარითმით რიცხვის პოვნა.

პოტენციური - პოტენციის სახით, ფარულად არსებული; შესაძლებელი.

პოტერი პაულუს - ჰოლანდიელი ფერმწერი და ოფორტისტი (მოინათლა 1625 წ - 1654 წ).

პოტეხინი ალექსეი - რუსი მწერალი (1829-1908 წწ).

პოტი ავგუსტ ფრიდრიხ - გერმანელი ენათმეცნიერი (1802-1887 წწ).

პოტიე ეჟენ - ფრანგი პოეტი (1816-1887 წწ).

პოტინი - რისამე წასავლებად ხელის გაშვერა, ხელის წატანება; მობღაუჭება; ფათური (ხელისა).

პოტიომკინი პავლე - რუსი პოეტი (1886-1926 წწ).

პოტიომკინი - შავი ზღვის ჯავშნოსანი გემი, რომელზედაც 1905-07 წლების რევოლუციის დროს მოხდა რუსეთის შეიარაღებული ძალების პირველი რევოლუციური გამოსვლა.

პოტო - ლემური (ნახევრად მაიმუნი), ბინადრობს დასავლეთ აფრიკის ტროპიკულ ტყეებში

პოტომაკი - მდინარე აშშ-ში, ერთვის ატლანტის ოკეანის ჩესაპაკის ყურეს (სიგრძე - 780 კილომეტრი).

პოტო-პოტო - თანამედროვე აფრიკული ფერწერისა და გრაფიკის სკოლა-სახელოსნო. სახელი ეწოდა კონგოს ქალაქი ბრაზავილის ერთ-ერთი რაიონის მიხედვით.

პოტოსი - ქალაქი ბოლივიაში, ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (115 ათასი).

პოტოცკი ვაცლავ - პოლონელი პოეტი (1621-1696 წწ).

პოტოცკი იან - პოლონელი ისტორიკოსი, გეოგრაფი, ეთნოგრაფი, არქეოლოგი, მოგზაური; აქვს ცნობები საქართველოს შესახებ (1781-1815 წწ).

პოტრერილიოსი - ქალაქი ჩილეს ატაკამის პროვინციაში.

პოტრჩი ივან - სლოვენი მწერალი (დაიბადა 1913 წელს).

პოტსდამი - ქალაქი გერმანიაში, ბრანდენბურგის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი (140 ათასი).

პოტჰასტი ავგუსტ - გერმანელი ისტორიკოსი (1824-1898 წწ).

პოუგი უილიამ - აშშ-ს კოსმონავტი-მფრინავი, პოლკოვნიკი, 1973-74 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1930 წელს).

პოუელი ჯონ უეზლი - ამერიკელი გეოლოგი, გეომორფოლოგი (1834-1902 წწ).

პოულიკი იოსეფ - ჩეხი არქეოლოგი (1910-1995 წწ).

პოუპი (პოპი) ალეგზანდერ - ინგლისელი პოეტი (1688-1744 წწ).

პოქარა - ქალაქი ნეპალში.

პოშეპნი ფრანტიშეკ ბერგრატ - ჩეხი გეოლოგი (1836-1895 წწ).

პოშეხონიე - ქალაქი რუსეთის იაროსლავლის ოლქში.

პოშკა დიონიზას - ლიტველი პოეტი, ისტორიკოსი (1757-1830 წწ).

პოშოლა - ჩვეულებრივი (რბილი) ხორბლის საგაზაფხულო უფხო ჯიშის სახელწოდება ქართლსა და კახეთში.

პოჩაევი - ქალაქი უკრაინის ტერნოპოლის ოლქში.

პოჩეპი - ქალაქი რუსეთის ბრიანსკის ოლქში.

პოჩეფსტრუმი - ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტრანსვაალის პროვინციაში.

პოჩინოკი - ქალაქი რუსეთის სმოლენსკის ოლქში.

პოცო ანდრეა დელ - იტალიელი ფერმწერი და არქიტექტორი (1642-1709 წწ).

პოცუოლი - ქალაქი იტალიის ნეაპოლის პროვინციაში.

პოჭიკი (პოჭოკი) - ცხვრის, გოჭის და მისთანების ფეხი.

პოჭოჭიკი

  1. თეძოს ძვლის თავი.

  2. ღერძის თავი, რომელზედაც ჩამოცმულია თვალი (ბორბალი).

  3. ქვევრის ძირი (გარედან).

პოხვისტნევო - ქალაქი რუსეთის სამარის ოლქში (30 ათასი).

პოხიელა - ფინურ და კარელიურ მითოლოგიაში - ჩრდილოეთის ქვეყანა, რომელიც ასოცირდება საიქიოსთან.

პოხიერი

  1. მსუქანი, ცხიმით მდიდარი.

  2. ნოყიერი (ნიადაგი).

პოხიტონოვი ივან - რუსი მხატვარი-პერედვიჟნიკი (1850-1923 წწ).

2.9 პრ

▲ზევით დაბრუნება


პრა - მდინარე რუსეთის ევროპულ ნაწილში, ოკის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 167 კილომეტრი).

პრაგმატიზმი (ბერძნ.)

  1. ფილოსოფიის მიმართულება, რომელიც ჭეშმარიტად აღიარებს იმას, რაც პრაქტიკულად სასარგებლოა (და არა ობიექტურ ჭეშმარიტებას).

  2. მიმართულება ისტორიის მეცნიერებაში; იფარგლება ამბების გადმოცემით და არ ხსნის ისტორიული განვითარების ობიექტურ კანონებს.

პრაგმატიკოსი - იგივეა, რაც პრაგმატისტი.

პრაგმატისტი - პრაგმატიზმის მიმდევარი.

პრადო (ესპან.) - სამხატვრო მუზეუმი მადრიდში (ესპანეთი), დაარსებულია 1819 წელს.

პრადო ჩავეს ხორხე დელ - პერუს მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1910-1995 წწ).

პრაენა - იგივე ფუძე ენა.

პრავდინსკი (1946 წლამდე ფრიდლანდი) - ქალაქი რუსეთის კალინინგრადის ოლქში.

პრაზეოდიმი (ბერძნ.) (PR) - ქიმიური ელემენტი ლანთანოიდების ოჯახისა, იშვიათმიწოვანი ლითონი; იყენებენ მინისა და ფაიფურის შესაღებად. ატომური ნომერი 59, ატომური მასა 140,9077. აღმოჩენილია 1885 წელს ავსტრიელი ქიმიკოსის კ. აუერ ფონ ველსბახის მიერ.

პრაია - კაბო-ვერდეს დედაქალაქი და მთავარი პორტი (60 ათასი).

პრაიაგა - იხილე ალაჰაბადი.

პრაიდი (ინგლ.) - ლომის, ვეფხვისა და მისთანათა ოჯახი.

პრაიმერიზმი (ინგლ.) - აშშ-ში: 1) პრეზიდენტის კანდიდატების პირველადი არჩევნები. 2) პარტიული ყრილობის დელეგატების არჩევა.

პრაისი რეინოლდს - ამერიკელი მწერალი (დაიბადა 1933 წელს).

პრაისკურანტი (პრეისკურანტი) (გერმ.) - გასაყიდი საქონლის ფასების ცნობარი.

პრაისლერი ჰელმუტ - გერმანელი მწერალი (დაიბადა 1925 წელს).

პრაკრიტი (სანსკრ.) - სხვადასხვა საშუალო ინდური ენის საერთო სახელწოდება.

პრაკუნი

  1. პრაკაპრუკით სიარული.

  2. სულელური უთავბოლო სიარული.

პრალინე (ფრანგ.) - ერთგვარი კანფეტი.

პრამბანანი - დასახლებული პუნქტი ინდონეზიის კუნძულ იავაზე, სადაც შემონახულია შუა საკუნეთა IX-X საუკუნეების ნაგებობები.

პრამუტია ანანტა ტური - იხილე ტურ პრამუტია ანანტა.

პრანდტლი ლუდვიგ - გერმანელი მეცნიერი მექანიკის დარგში, აეროდინამიკის ერთ-ერთი მამამთავარი (1875-1953 წწ).

პრანწია - ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა; მისი სხეულის სიგრძე 30 სმ-ს აღწევს; საქართველოში გვხვდება გადაფრენის პერიოდში.

პრანჭია - ვისაც პრანჭვა სჩვევია, ზედმეტად უყვარს საკუთარი თავის წარმოჩენა.

პრაპორშჩიკი (რუს.) - მეფის რუსეთის არმიაში (აღადგინეს სსრკ-ში 1971 წლიდან) ოფიცრის ყველაზე დაბალი წოდებულება.

პრასადი რაჯენდრა - ინდოეთის პრეზიდენტი 1950-62 წლებში (1884-1963 წწ).

პრასადი ჯაიშნკარ - ინდოელი მწერალი (1889-1937 წწ).

პრასანა (ხაზაზა) - ბალახოვანი მცენარე ხახვისებრთა ოჯახისა; იზრდება ტყეებსა და ბუჩქნარებში, ხახვის სუნი და გემო აქვს.

პრასი (Allium porrum) - ხახვის ერთ-ერთი სახეობა; აქვს გრძელი, ბრტყელი ფოთლები და განუვითარებელი, მოგრძო ბოლქვი. ხმარობენ საჭმელად, საკაზმავად.

პრასიანი - სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

პრატასი - იხილე დუნშა.

პრატი ჯეიმზ ბისეტ - ამერიკელი ფილოსოფოსი (1875-1944 წწ).

პრატო - ქალაქი იტალიის ფლორენციის პროვინციაში.

პრატოლონი ვასკო - იტალიელი მწერალი-ნეორეალისტი (1913-1991 წწ).

პრატუნი - წარამარა, უთავბოლოდ სიარული.

პრაქსიტელე - ძველბერძენი მოქანდაკე (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 390 - 330 წწ).

პრაქტიკა (ბერძნ.)

  1. ადამიანთა მოქმედება, რომლითაც ისინი ზეგავლენას ახდენენ ობიექტურ, მატერიალურ სამყაროზე და გარდაქმნიან მას.

  2. სტუდენტის, მოსწავლის და სხვების მიერ თეორიული ცოდნის გამოყენება და საქმეში განმტკიცება.

  3. გამოცდილება, დახელოვნება რაიმე საქმეში.

პრაქტიკანტი - პირი, რომელიც პრაქტიკას გადის.

პრაქტიკოსი - თავისი საქმის პრაქტიკულად მცოდნე, თავის სპეციალობაში დიდი გამოცდილების მქონე.

პრაქტიკული

  1. პრაქტიკასთან დაკავშირებული.

  2. საყოფაცხოვრებო საქმიანობაში უნარიანი, გამოცდილი.

პრაქტიკუმი (ბერძნ.) - რაიმე სასწავლო საგანში პრაქტიკული მეცადინეობის სახეობა.

პრაქტიციზმი

  1. პრაქტიკული საქმიანობით გატაცება და თეორიის უგულებელყოფა.

  2. საქმიანი, პრაქტიკული, საღი დამოკიდებულება რაიმესადმი.

  3. საკუთარი საქმეების მოგვარების უნარი.

პრაღა (ჩეხ. Praha) - ჩეხეთის დედაქალაქი, შუა ჩეხეთის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი; გაშენებულია მდინარე ვლტავის ნაპირებზე. პრაღის ტერიტორიაზე სლავთა პირველი დასახლება VIII-IX საუკუნეებში შეიქმნა. X საუკუნიდან ჩეხეთის სახელმწიფოს დედაქალაქია, XIV საუკუნიდან იყო რომის საღვთო იმპერიის დედაქალაქიც. 1918-92 წლებში იყო ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქი (1,3 მილიონი).

პრაშტაპროშტი - იგივე მტლაშამტლუში.

პრაჩი ივან (იან ბოგუმირ) - რუსი კომპოზიტორი (? - 1818 წწ).

პრაჰოვა - ჟუდეცი რუმინეთში.

პრეამბულა (ფრანგ.) - მნიშვნელოვანი აქტის, საერთაშორისო შეთანხმების, ხელშეკრულების შესავალი ნაწილი.

პრებენდა - შემოსავალი და ქონება (სახლები, მამულები), რომლებიც ებოძებოდა ხოლმე პრივილეგირებულ (გარკვეულ თანამდებობათა მქონე) კათოლიკურ სასულიერო პირებს.

პრებისლავი - ბოდრიჩების მთავარი, მეკლენბურგების დინასტიის მამამთავარი (გერმანია) (გარდაიცვალა 1178 წელს).

პრებიში რაულ - არგენტინელი ეკონომისტი (1901-1986 წწ).

პრეგლი ფრიც - ავსტრიელი ქიმიკოსი, 1923 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1869-1930 წწ).

პრეგოლია - მდინარე რუსეთის კალინინგრადის ოლქში, ერთვის ბალტიის ზღვას (სიგრძე - 187 კილომეტრი)..

პრედა მარინ - რუმინელი მწერალი (1922-1980 წწ).

პრედიკატი (ლათ.)

  1. ის, რაც მსჯელობაში არის ნათქვამი.

  2. გრამატიკაში - შემასმენელი.

პრედნიზოლონი - სინთეზური სამკურნალწამლო საშუალება, ჰორმონული პრეპარატი; იყენებენ სხვადასხვა ანთებისა და ალერგიის წინააღმდეგ.

პრევალირება (ლათ.) - უპირატესობის მოპოვება; ვინმეზე, რამეზე მეტობა.

პრევენტიული (ლათ.) - პრევენციის ხასიათისა; თავიდან ასაცილებელი, დაცვითი.

პრევენტორი (ლათ.) - მოწყობილობა ბურღვადი ჭაბურღილის პირის ჰერმეტიზაციისთვის; იყენებენ ნავთობის და ან აირის ღია ამოშედრევნების თავიდან ასაცილებლად.

პრევენცია (ლათ.) - წინასწარი ზომების მიღება რისამე თავიდან ასაცილებლად.

პრევერბი - იგივეა, რაც ზმნისწინი.

პრევერი ჟაკ - ფრანგი პოეტი და სცენარისტი (1900-1977 წწ).

პრევილი (ნამდვილი სახელი და გვარი - პიერ ლუი დიუბიუსი) - ფრანგი მსახიობი (1721-1799 წწ).

პრევინი ანდრე - ამერიკელი დირიჟორი, პიანისტი, კომპოზიტორი (დაიბადა 1929 წელს).

პრევო - თანამდებობის პირის წოდება XI-XVIII საუკუნეების საფრანგეთში; სამეფო კარის ჩინოვნიკი, რომელიც განაგებდა სასამართლო და სამხედრო საქმეებს.

პრევო ' ეგზილი - ანტუან ფრანსუა - ფრანგი მწერალი (1697-1763 წწ).

პრევო ეჟენ მარსელ - ფრანგი მწერალი (1862-1941 წწ).

პრეზენსი (ლათ.) - გრამატიკაში - აწმყო.

პრეზენტაბელური (ფრანგ.) - წარმოსადეგი.

პრეზენტანტი (ლათ.) - წარმდგენი, წარმომდგენი.

პრეზენტაცია (ლათ.) - წარდგენა, წარმოდგენა.

პრეზენტი (ფრანგ.) - საჩუქარი.

პრეზენტიზმი (ინგლ.) - მიმდინარეობა XX საუკუნის ისტორიის მეთოდოლოგიაში, რომელიც ამტკიცებს, რომ ისტორიული მეცნიერება ყველაფერს აშუქებს თანამედროვეობის თვალთახედვიდან.

პრეზერვატივი (ფრანგ.) - საშუალება ვენერული სენისაგან ან ორსულობისაგან დასაცავად.

პრეზერვაცია (ლათ.) - შენახვა, დაცვა რისამე.

პრეზერვი (ლათ.) - საკვები პროდუქტი (ჩვეულებრივ თევზისა), რომელიც მოთავსებულია ჰერმეტულად დახურულ თუნუქის ან მინის ტარაში, ოღონდ კონსერვისაგან განსხვავებით არ არის სტერილიზებული (გაფუჭებისაგან იცავს მარილი, ძმარმჟავა და სხვა).

პრეზიდენტ-ელექტი - აშშ-ში - ახლად არჩეული პრეზიდენტი გარდამავალ პერიოდში (არჩევნებიდან თანამდებობის დაკავებამდე).

პრეზიდენტი (ლათ.)

  1. რესპუბლიკური სახელმწიფოს მეთაური, არჩეული გარკვეული ვადით.

  2. თავმჯდომარე, რომელიც არჩეულია ზოგი დიდი დაწესებულების ან საზოგადოების ხელმძღვანელად.

პრეზიდიუმი (ლათ.)

  1. არჩევითი ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობს, კრებას, თათბირს, ყრილობას.

  2. ზოგი ორგანიზაციის ან დაწესებულების ხელმძღვანელი ორგანო.

  3. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო.

პრეზუმფცია (ლათ.) - ვარაუდზე დამყარებული მოსაზრება; რაიმე ფაქტის აღიარება სარწმუნოდ, სანამ არ დამტკიცდება მისი მცდარობა.

პრეილი - ქალაქი ლატვიაში.

პრეისკურანტი - იხილე პრაისკურანტი.

პრეისტორია - საზოგადოების განვითარების უძველესი ხანა, რომლის შესახებ წერილობითი ძეგლები არ მოიპოვება.

პრეიუდიციული საკითხი (ფრანგ.) - უფლებრივი საკითხი, რომლის წინასწარი გადაჭრის გარეშე არ შეიძლება სასამართლოში გაირჩეს მოცემული საქმე.

პრეკარიუმი (ლათ.) - რომაულ და შუასაუკუნეობრივ სამართალში - იმ მიწით სარგებლობა, რომელსაც იძლეოდა მესაკუთრე წერილობითი თხოვნის საფუძველზე მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი ვადით.

პრეკოსი (ფრანგ.) - წმინდამატყლიანი ცხვრის სახორცე და სამატყლე ჯიში.

პრეკულე - ქალაქი ლიტვაში.

პრელატი (ლათ.) - კათოლიკური და ანგლიკანური ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირი (არქიეპისკოპოსი).

პრელიმინარიები (ლათ.) - წინასწარი შეთანხმებანი, დროებითი გადაწყვეტილებანი.

პრელიმინარული - წინასწარი.

პრელოგი ვლადიმირ - შვეიცარიელი ქიმიკოსი, 1975 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჯ. კორნფორტთან ერთად (1906-1998 წწ).

პრელუდი - მუსიკაში - იგივა, რაც პრელუდია.

პრელუდია (ლათ.)

  1. მუსიკალური ნაწარმოების შესავალი.

  2. დამოუკიდებელი მუსიკალური პიესა, უპირატესად ფორტეპიანოსათვის.

  3. (გადატანით) რისამე დასაწყისი, შესავალი.

პრემადასა რანასინგხე - შრი-ლანკას პრეზიდენტი 1989-1993 წლებში (1924-1993 წწ).

პრემია (ლათ.)

  1. ფულადი ან ნივთიერი ჯილდო რაიმე დარგში წარმატებისათვის, დამსახურებისათვის.

  2. დამატებითი ფულადი ანაზღაურება (ხელფასს ზევით).

  3. განსხვავება ფასიანი ქაღალდის საბირჟო და ნომინალურ ღირებულებას შორის.

პრემიერა (ფრანგ.) - პირველი წარმოდგენა თეატრალური პიესისა, ოპერისა, ბალეტისა, ფილმისა.

პრემიერი (ფრანგ.)

  1. იგივეა, რაც პრემიერ-მინისტრი.

  2. მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობი.

პრემიერ-მინისტრი - მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე.

პრემინჯერი ოტო ლუდვიგ - ამერიკელი კინორეჟისორი, პროდიუსერი (1906-1986 წწ).

პრემირება - პრემიის მინიჭება.

პრემჩანდი (ნამდვილი სახელი დჰანპატრაი შრივასტავი) - ინდოელი მწერალი და პუბლიცისტი (1880-1936 წწ).

პრენაი - ქალაქი ლიტვაში.

პრენატალური (ლათ.) - რაც დაკავშირებულია მშობიარობის წინა პერიოდთან.

პრენიტი - სილიკატების კლასის მინერალი.

პრეობრაჟენსკაია სოფია - ოპერის რუსი მომღერალი (მეცო-სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1904-1966 წწ).

პრეპარატი (ლათ.)

  1. მცენარის ან ცხოველის ორგანიზმის ნაწილი, მომზადებული გამოკვლევებისათვის სასწავლო მიზნებისათვის და სხვ.

  2. ქიმიური ანალიზისათვის მომზადებული ნივთიერება. 3) ქიმიური ან ფარმაცევტული პროდუქტი, დამზადებული ლაბორატორიულია ან საფაბრიკო წესით.

პრეპარატორი - ლაბორატორიის, საცდელი სადგურის და მისთანების თანამშრომელი, რომელიც ლაბორანტის ხელმძღვანელობით ამზადებს პრეპარატებს.

პრეპარირება (ლათ.)

  1. პრეპარატის მომზადება.

  2. რისამე დამუშავება გარკვეული წესით; რამესთვის გარკვეული ხარისხის მიცემა.

პრეპრინტი (ინგლ.) - წინასწარ სტამბურად დაბეჭდილი დოკუმენტი.

პრეჟიჰოვ ვორანცი (ნამდვილი სახელი და გვარი ლოვრო კუჰარი) - სლოვენი მწერალი (1893-1950 წწ).

პრერადოვიჩი პეტარ - ხორვატი პოეტი (1818-1872 წწ).

პრერაფაელიტები - XIX საუკუნის II ნახევრის ინგლისელ მხატვართა, პოეტთა და კრიტიკოსთა ჯგუფი; მიზნად ისახავდნენ აღედგინათ გვიანდელი შუა საუკუნეების (რაფაელამდელი) ხელოვნების პრინციპები.

პრერია (ფრანგ.) - პრერიები - ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერი კლიმატური სარტყლის ვრცელი ველები.

პრერიალი (ფრანგ.) - საფრანგეთის რესპუბლიკური კალენდრის მიხედვით - წლის მეცხრე თვე (20-21 მაისიდან 18-19 ივნისამდე); კალენდარი მიიღო კონვენტმა 1793 წელს და მოქმედებდა 1806 წლამდე.

პრეროგატივა (ლათ.) - სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან თანამდებობის პირის განსაკუთრებული უფლება, უპირატესობა.

პრერომატიზმი - გარდამავალი ხანა XVIII საუკუნის დასასრულისა დ XIX საუკუნის დამდეგის ევროპული ლიტერატურისა და ხელოვნების ისტორიაში.

პრესა (ფრანგ.) - პერიოდულ გამოცემათა (ჟურნალ-გაზეთების) ერთობლიობა.

პრეს-ატაშე (ფრანგ.) - დიპლომატიური წარმომადგენლობის (საელჩოს, მისიის) თანამშრომელი პრესის საკითხებში.

პრესბიაკუზისი - სმენის დაქვეითება მხცოვან ასაკში.

პრესბიოპია (ბერძნ.) - თვალის აკომოდაციის ასაკობრივი შესუსტება; გამოწვეულია თვალის ბროლის ელასტიკურობის დაკარგვით.

პრეს-ბიურო (ინგლ.) - სარედაქციო აპარატი, რომელიც პრესას აწვდის მზა სტატიებს, ინფორმაციას, საილუსტრაციო და სხვა მასალას.

პრესბონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აიეტის შვილიშვილი, ფრიქსოსის ვაჟი.

პრესვიტერი (ბერძნ.) - მღვდელი.

პრესვიტერიანელები - პროტესტანტული სარწმუნოების მიმდევრები, რომლებიც უარყოფენ ეპისკოპოსის ხელისუფლებას და კულტის მსახურად ცნობენ მხოლოდ პრესვიტერს (მღვდელს).

პრესერვი - იხილე პრეზერვი.

პრესი (ლათ.) - მანქანა, მოწყობილობა მასალების დასამუშავებლად დაწოლით, წნევით; წნეხი.

პრესინგი (ინგლ.) - სპორტულ თამაშში დაცვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტიური ფორმა - მოწინააღმდეგის მოქმედების შეზღუდვა წესის დაურღვევლად, ყველა თავდამსხმელის წინააღმდეგობით მთელ მოედანზე.

პრეს-კონფერენცია (ინგლ.) - სახელმწიფო, პოლიტიკური, საზოგადო მოღვაწის (ან მოღვაწეთა) შეხვედრა, საუბარი პრესის წარმომადგენლებთან.

პრესკოტი უილიამ ჰიკლინგ - ამერიკელი ისტორიკოსი და ლიტერატურათმცოდნე (1796-1859 წწ).

პრესლავი - ქალაქი ბულგარეთის შუმენის ოკრუგში, პირველი ბულგარული სახელმწიფოს დედაქალაქი 893-971 წლებში.

პრესლი ელვის აარონ - ამერიკელი მომღერეალი, კომპოზიტორი, კინომსახიობი (1935-1977 წწ).

პრესლი იან სვატოპლუკ - ჩეხი მეცნიერი (1791-1849 წწ).

პრესლი კარელ ბორჟივოი - ჩეხი მეცნიერი (1794-1852 წწ).

პრესპა - ტბა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ალბანეთის, მაკედონიისა და საბერძნეთის საზღვარზე (სიღრმე 54 მ).

პრეს-პაპიე (ფრანგ.)

  1. საწერი მოწყობილობის ნაწილი; წარმოადგენს რკალისებურ ფირფიტას ან ძელაკს, რომელზედაც გადაკრულია საშრობი ქაღალდის ფურცლები.

  2. ბრინჯაოს, მარმარილოს და სხვა მძიმე საგანი ქაღალდებზე დასადებად.

პრეს-რელიზი (ფრანგ.) - ოფიციალური ორგანოს ან პირის მიერ პრესაში გამოსაქვეყნებლად გადაცემული განცხადება.

პრესტესი ლუის კარლოს - ბრაზილიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1898-1985 წწ).

პრესტიდიჟიტატორი (ფრანგ. prestidigitateur < preste - სწრაფი და ლათ. digitus - თითი) - ცირკის, ესტრადის მსახიობი, ოინბაზი, ილუზიონისტი, რომელიც ხელის სწრაფი, მოხერხებული მოძრაობით მალავს ან გამოაჩენს სხვადასხა ნივთებს, ამჟამად ასეთ მსახიობს მანიპულატორი ჰქვია.

პრესტიჟი (ფრანგ.) - გავლენა, ავტორიტეტი, ნდობა.

პრესტისიმო (იტალ.) - ძალიან სწრაფი ტემპი მუსიკაში (პრესტოზე სწრაფი).

პრესტო (იტალ.) - მუსიკაში - სწრაფი ტემპი.

პრესტონი - ქალაქი დიდ ბრიტანეთის ლანკაშირის საგრაფოში (ინგლისი).

პრესფორმა (გერმ.) - მოწყობილობა პლასტმასის ნაკეთობათა დასამზადებლად დაწნეხვის გზით.

პრესშპანი (გერმ.) - თხელი, მკვრივი, პრიალა, დაპრესილი მუყაო.

პრეს-ცენტრი - დიდი მნიშვნელობის მქონე ღონისძიებაზე ცენტრი, ადგილი, სადაც პრესის წარმომადგენლები იღებენ საჭირო ინფორმაციას.

პრეტენდენტი (ლათ.) - პირი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს რამეზე; რაიმე უფლების მაძიებელი.

პრეტენზია (ლათ.)

  1. რაიმეზე თავისი უფლების გამოცხადება; სწრაფვა რისამე მოპოვებისაკენ; საჩივარი.

  2. უკმაყოფილების გამოხატვა, საჩივარი; სარჩელი.

  3. ადამიანის მისწრაფება მიიწეროს ისეთი თვისებები, რომელიც სინამდვილეში მას არ გააჩნია.

პრეტენზიული (პრეტენციოზული) - რასაც პრეტენზია აქვს ორიგინალურობისა; უბრალოებას მოკლებული, მანერული.

პრეტერიტი (ლათ.) - ნამყო.

პრეტიჩი - თავად სვიატოსლავ იგორის ძის ვოევოდა, რომელმაც 968 წელს გაათავისუფლა კიევი პაჭანიკებისაგან.

პრეტორი (ლათ.) - ძველ რომში - კონსულის ან დიქტატორის ტიტული; შემდეგში თანამდებობის პირი, რომელსაც ეკუთვნოდა უმაღლესი სასამართლო ხელისუფლება.

პრეტორია - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქი 1961 წლიდან. დაარსებულია 1855 წელს. 1860 წლიდან ტრანსვაალის დედაქალაქი (820 ათასი).

პრეტორიანელები (ლათ.)

  1. ძველ რომში - იმპერატორთა გვარდია, რომელიც დიდ როლს თამაშობდა სასახლეში გადატრიალებათა მოწყობაში.

  2. იტყვიან დაქირავებულ ჯარისკაცზე, რომელიც ემსახურება ძალმომრეობაზე დამყარებულ ხელისუფლებას.

პრეტორიუმი (ლათ.) - ძველ რომში: 1) ის ადგილი სამხედრო ბანაკში, სადაც დადგმული იყო მხედართმთავრის კარავი. 2) მხედართმთავრის სამხედრო საბჭო.

პრეტორიუსი ანდრიეს ვილჰელმუს იაკობუს - ბურების პოლიტიკური მოღვაწე (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) (1798-1853 წწ).

პრეტორიუსი მარტინუს - სამხრეთ აფრიკაში ტრანსვაალის რესპუბლიკის ერთ-ერთი შემქმნელი, მისი პრეზიდენტი 1857-69 და 1864-71 წლებში (1819-1901 წწ).

პრეტორიუსი პრეფერანსი (ფრანგ.) - ბანქოს ერთგვარი თამაში სამი ან ოთხი პირის მონაწილეობით.

პრეფერენცია (ლათ.) - ორ ან მეტ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულებით ერთმანეთისთვის მინიჭებული უპირატესობა, შეღავათი.

პრეფერნციული (ლათ.) - უპირატესობის მქონე; შეღავათიანი.

პრეფექტი (ლათ.)

  1. დეპარტამენტის სათავეში მდგომი თანამდებობის პირი.

  2. ძველ რომში - ზოგი ადმინისტრაციული და სამხედრო თანამდებობის სახელწოდება.

პრეფექტურა (ლათ.)

  1. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მმართველობის ორგანო.

  2. პრეფექტის კანცელარია.

პრეფიქსი (ლათ.) - სიტყვის მარტივი ფუძის (ძირის) წინ მოთავსებული აფიქსი; თავსართი.

პრეფორმაცია - მოძღვრება ორგანიზმის სასქესო უჯრედებში სავსებით ფორმირებული ჩანასახის ან მისი ნაწილების არსებობის შესახებ.

პრეფორმიზმი (ლათ.) - XVII-XVIII საუკუნეებში გაბატონებული მეტაფიზიკური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც უკვე ჩანასახშივეა მოცემული ორგანიზმის მთელი მრავალფეროვნება და მისი განვითარება არის მხოლოდ კვერცხში ან სპერმატოზოიდში წინასწარ შექმნილი სტრუქტურათა უბრალო ზრდა.

პრეშერნი ფრანცე - სლოვენი პოეტი (1800-1849 წწ).

პრეშოვი - ქალაქი სლოვაკეთში (80 ათასი).

პრეშოვის მთები (სლანის მთები) - მთები ჩეხეთში.

პრეცედენტი (ლათ.)

  1. შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს ნიმუშს ან გამართლებას შემდეგდროინდელი მსგავსი შემთხვევებისათვის. უპრეცედენტო - ისეთი, რომლის მსგავსი ადრე არ ყოფილა.

  2. სამართალში - სასამართლოს ან სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოს ადრინდელი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ნიმუშად სხვა მისი მსგავსი საკითხების გადაწყვეტის დროს.

პრეციზიული (ფრანგ.) - რაც დიდი სიზუსტით გამოირჩევა.

პრეციპიტატი (ლათ.)

  1. ქიმიაში - ნალექი.

  2. ხელოვნური ფოსფორული სასუქი.

პრეციპტაცია - დალექვა.

პრიალა - რასაც პრიალი გააქვს, მოლაპლაპე, მოელვარე.

პრიალი

  1. ელვარება, ლაპლაპი, ბრწყინვა.

  2. ბრიალი, გიზგიზი.

პრიამოსი (პრიამე) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტროის უკანასკნელი მეფე, ლაომედონტის უმცროსი ვაჟი. ითვლება მრავალტანჯული მოხუცის ზოგად სახელად, გადატანითი მნიშვნელობით მრავალი შვილის მამას, დიდი ოჯახის პატრონს უწოდებენ.

პრიაპოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დიონისეს და ქიონეს ვაჟი, ბაღების, მინდვრების, თხების და ცხვრების ფარათა მფარველი, მოგვიანებით - ტკბილი განცდების ღვთაება. გამოისახებოდა გრძელ ტანსაცმელში გამოწყობილ წვერიან მამაკაცად. გადატანითი მნიშვნელობით პრიაპოსს ტკბილ განცდას უწოდებენ.

პრიაპული - ვნებიანი, ავხორცული.

პრიაპულიდები - ზღვის ჭიების მცირე რელიქტური ჯგუფი. სხეულის სიგრძე რამდენიმე მილიმეტრიდან 20 სანტიმეტრს აღწევს.

პრიბილოვი გავრილ - რუსი ზღვაოსანი (?-1796 წ).

პრიბილოვის კუნძულები - კუნძულების ჯგუფი ბერინგის ზღვაში, ეკუთვნის აშშ-ს.

პრიბიჩევიჩი სვეტოზარ - სერბიის პოლიტიკური მოღვაწე (1875-1936 წწ).

პრიგოჟინი ილია რომანის ძე - ბელგიელი ფიზიკოსი, წარმოშობით რუსი, 1977 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1917 წელს).

პრიდი პანომიონგი - ტაილანდის (სიამის) პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1900-1985 წწ).

პრიდნეპროვსკი - ქალაქი უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში.

პრიედე გუნარს - ლატვიელი დრამატურგი (დაიბადა 1928 წელს).

პრიედე-ბერზინია ლილია - ლატვიელი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1903-1983 წწ).

პრიეკულე - ქალაქი ლატვიაში (35 ათასი).

პრიენე - ძველბერძნული ქალაქი მცირე აზიაში, მდინარე მეანდროსის ნაპირზე. დაარსდა ძვ.წ.აღ. XI საუკუნეში.

პრიეტო (პრიეტო ტუერო) ინდალესიო - ესპანეთის პოლიტიკური მოღვაწე (1883-1962 წწ).

პრივატ-დოცენტი (გერმ.) - დასავლეთ ევროპის ქვეყნებში - უმაღლესი სასწავლებლის შტატგარეშე მასწავლებლის სამეცნიერო წოდებულება.

პრივატიზაცია - იხილე პრივატიზება.

პრივატიზება (ლათ.) - სახელმწიფოსგან საკუთრების უფლების გადაცემა სამართლის სხვა სუბიექტებზე, შრომით კოლექტივებზე, მოქალაქეებზე და სხვა არასახელმწიფო ორგანიზაციებზე.

პრივატული (ლათ.) - კერძო; არაოფიციალური.

პრივილეგია (ლათ.) - განსაკუთრებული უფლება, რომელიც მინიჭებული აქვს ვისმე სხვებისგან განსხვავებით; უპირატესობა.

პრივილეგირებული - იგივეა, რაც პრივილეგიური.

პრივილეგიური

  1. ვისაც პრივილეგიები აქვს მინიჭებული; ვინც პრივილეგიებით სარგებლობს.

  2. რაც რაიმე პრივილეგიას იძლევა.

პრივოლიე - ქალაქი უკრაინის ლუგანსკის ოლქში.

პრივოლჟსკი - ქალაქი რუსეთის ივანოვოს ოლქში (20 ათასი).

პრიზი (ფრანგ.)

  1. ჯილდო რაიმე შეჯიბრებაში გამარჯვებისათვის.

  2. მეომარი ქვეყნის მიერ შეპყრობილი, ხელში ჩაგდებული სავაჭრო გემები და ტვირთი.

პრიზიორი - რაიმე შეჯიბრების მონაწილე, რომელმაც პრიზი მიიღო.

პრიზმა (ბერძნ.)

  1. მათემატიკაში - მრავალწახნაგა სხეული, რომლის ორი ერთმანეთის პარალელური და ტოლი წახნაგი (ფუძე) წარმოადგენს მრავალკუთხედებს, ხოლო დანარჩენი წახნაგები (გვერდები) პარალელოგრამებია.

  2. სამი არაპარალელური სიბრტყით შემოსაზღვრული გამჭვირვალე სხეული, რომელშიც სხივი გადატყდება და იშლება შემადგენელი ფერებად; იყენებენ ოპტიკურ ხელსაწყოებში.

პრიზმატოიდი (ბერძნ.) - მრავალწახნაგა, რომლის ორი წახნაგი (ფუძეები) მოთავსებულია პარალელურ სიბრტყეებზე, ხოლო დანარჩენი წახნაგები წარმოადგენს სამკუთხედებს ან ტრაპეციებს, თანაც სამკუთხედების ერთი მხარე, ხოლო ტრაპეციების ორივე ფუძე წარმოადგენს პრიზმატოიდის ფუძეთა გვერდებს.

პრიზრენი - ქალაქი სერბიაში, კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიურ მხარეში (135 ათასი).

პრითვირაჯ III - ჩრდილოეთ ინდოეთის ტერიტორიაზე არსებული ჩაუჰანების სახელმწიფოს მმართველი (XII საუკუნე).

პრიიმაკი ბორის - უკრაინელი არქიტექტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორი (დაიბადა 1909 წელს).

პრიკაზი (რუს.)

  1. რუსეთის სახელმწიფოში XVI-XVII საუკუნეებში - უწყება, რომელიც განაგებდა სახელმწიფო მმართველობის ამა თუ იმ დარგს.

  2. საქართველოში XIX საუკუნეში - საადგილმამულო საკრედიტო დაწესებულების მოსახსენიებელი სახელი.

პრიკუმსკი - ქალაქი რუსეთის სტავროპოლის მხარეში.

პრილეპი - ქალაქი მაკედონიაში.

პრილეჟაევა მარინა - რუსი მწერალი ქალი (1903-1989 წწ).

პრილუკი - ქალაქი უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში (75 ათასი).

პრიმა

  1. რომაული მითოლოგიის თანახმად, რომულუსისა და ჰერსილიას ქალიშვილი.

  2. (ლათ.) გამის პირველი, ძირითადი ბგერა.

  3. ინტერვალი ბგერათა ერთი და იმავე საფეხურების ფარგლებში.

  4. საკრავი, რომელზედაც სრულდება წამყვანი პარტია ანსამბლში; პირი, რომელიც ასრულებს წამყვან პარტიას.

  5. პირველი ხმა მრავალხმიან ნაწარმოებში.

პრიმა-ბალერინა (იტალ.) - ბალეტში მთავარი პარტიების შემსრულებელი მოცეკვავე ქალი.

პრიმადონა (იტალ.) - ოპერასა და ოპერეტაში მთავარი პარტიების შემსრულებელი მომღერალი ქალი.

პრიმაკოვი ევგენი - რუსეთის პრემიერ-მინისტრი 1898-99 წლებში (დაიბადა 1929 წელს).

პრიმასი (ლათ.) - ამა თუ იმ სახელმწიფოს კათოლიკური ან ანგლიკანური ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირი.

პრიმატები (ლათ.) - ყველაზე უფრო ორგანიზებულ ძუძუმწოვართა რაზმი, რომელშიც შედიან მაიმუნები, ნახევრად მაიმუნები და ადამიანი.

პრიმატი (ლათ.) - უპირატესი მნიშვნელობა, უპირატესი მდგომარეობა.

პრიმატოლოგია (ლათ.) - ზოოლოგიის დარგი, რომელიც პრიმატებს სწავლობს.

პრიმატორი (ჩეხ.) - ჩეხეთში - ქალაქის თვითმმართველობის თავმჯდომარე; ქალაქის თავი.

პრიმი (პრიმი ი პრატსი) ხუან - ესპანეთის პოლიტიკური მოღვაწე (1814-1870 წწ).

პრიმიტივი (ლათ.)

  1. განუვითარებელი, მარტივი მოვლენა იმავე რიგის შემდეგდროინდელ მოვლენებთან შედარებით.

  2. უძველესი ხელოვნების ნაწარმოები, რომლის გამომხატველობითი საშუალებანი შედარებით ნაკლებადაა განვითარებული.

  3. გაუბრალოებული; შესრულების ტექნიკით მარტივი, უბრალო.

პრიმიტივიზმი (ფრანგ.)

  1. სიმარტივე, უბრალოება რისამე შესრულებში.

  2. რთული მოვლენის, რთული საკითხის გაუბრალოება, ზედმეტად გამარტივება.

პრიმიტივისტი - პრიმიტივიზმის მიმდევარი; პრიმიტივის შემსრულებელი.

პრიმიტიული (ლათ.)

  1. ადამიანთა საზოგადოების განვითარების ადრეულ საფეხურებთან დაკავშირებული; პირველყოფილი.

  2. მარტივი, არართული.

  3. ნაკლებად განათლებული, ნაკლებად კულტურული.

პრიმო დე რივერა ხოსე ანტონიო - ესპანური ფალანგის ფაშისტური პარტიის დამაარსებელი (1903-1936 წწ).

პრიმო დე რივერა (პრიმო დე რივერა ი ორბანეხა) მიგელ, მარკიზი დე ესტელია - ესპანეთის სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის ფაქტიური დიქტატორი 1923-30 წლებში (1870-1930 წწ).

პრიმორდიუმი (ლათ.) - მცენარის ჩანასახოვანი, ჯერ კიდევ დაუნაწევრებელი ორგანო.

პრიმორსკი

  1. (1946 წლამდე ფიშჰაუზენი) - ქალაქი რუსეთის კალინინგრადის ოლქში.

  2. (1918-49 წლებში კოივისტო) - ქალაქი რუსეთის ლენინგრადის ოლქში.

  3. ქალაქი უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში.

პრიმორსკოე - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

პრინგლი ჯონ - შოტლანდიელი ექიმი (1707-1782 წწ).

პრინგსჰაიმი ნათანაელ - გერმანელი ბოტანიკოსი (1823-1894 წწ).

პრინს ედუარდის კუნძული - პროვინცია პრინს- ედუარდის კუნძულზე (კანადა).

პრინსი (ნამდვილი სახელი და გვარი პრინს როჯერს ნელსონი) - ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი (დაიბადა 1958 წელს).

პრინსი ჰენდრიკ - ნიდერლანდელი ქიმიკოსი (1899-1958 წწ).

პრინსიპი - იხილე სან-ტომე და პრინსიპი.

პრინს-პატრიკი - კუნძული კანადის არქიპელაგში, ეკუთვნის კანადას.

პრინს-რიჯენტი - სრუტე კანადის არქტიკის არქიპელაგში.

პრინს-რუპერტი - ქალაქი კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში.

პრინს-ჯორჯი - ქალაქი კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში.

პრინტერი - ელექტრომექანიკური მოწყობილობა ინფრომაციის გამოსატანად (დასაბეჭდად) ქაღალდზე.

პრინცესა (ფრანგ.) - მეფის ქალიშვილის ან პრინცის მეუღლის ტიტული.

პრინცესა ასტრიდის ნაპირი - დედოფალ მოდის მიწის სანაპიროს ნაწილი.

პრინცეფსი - ძველ რომში - პირველი კაცი სენატორთა ნუსხაში.

პრინცი (გერმ.) - სამეფო სახლის წევრის ან მთავრის ტიტული; უფლისწული. უელსის პრინცი - ინგლისის ტახტის მემკვიდრის ტიტული.

პრინციპალი - პიროვნება, რომლის სახელითაც მოქმედებს აგენტი, წარმომადგენელი.

პრინციპატი (ლათ.) - ძველ რომში - ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნის II ნახევარში შექმნილი სახელმწიფო წყობილება, რომლის დროსაც შენარჩუნებული იყო ზოგი რესპუბლიკური დაწესებულება, მაგრამ ხელისუფლება ფაქტობრივად ეკუთვნოდა ერთ პირს - იმპერატორს.

პრინციპი (ლათ.)

  1. რომელიმე თეორიის, მოძღვრების, მეცნიერების და მისთანების ძირითადი ამოსავალი დებულება; სახელმძღვანელო იდეა.

  2. მოქმედების, ქცევის ძირითადი წესი; რწმენა, თვალსაზრისი.

  3. რაიმე მექანიზმის, ხელსაწყოს აგებულების ან მოქმედების ძირითადი თავისებურება.

პრინციპი გავრილო - იუგოსლავიის ეროვნული გმირი (1894-1918 წწ).

პრინციპული

  1. პრინციპებიდან გამომდინარე, პრინციპზე დამყარებული.

  2. ვინც ან რაც მტკიცედ იცავს, ასრულებს პრინციპებს.

პრიოზიორსკი (1948 წლამდე კექსჰოლმი) - ქალაქი რუსეთის ლენინგრადის ოლქში (20 ათასი).

პრიოლო - ქალაქი იტალიის რაგუზის პროვინციაში.

პრიორატი (იტალ.) - შუა საუკუნეებში იტალიაში - იმ კომუნების (ფლორენციის, არეცის და სხვა) საქალაქო მმართველობის ორგანო, რომლებშიც ხელისუფლება პოპოლანებს ეკუთვნოდა.

პრიორი (ლათ.) - კათოლიკური მამათა მონასტრის წინამძღვარი.

პრიორიტეტი (გერმ.)

  1. პირველობა მეცნიერულ აღმოჩენაში, გამოგონებაში, გამოკვლევაში.

  2. უპირველესი მნიშვნელობა, უპირატესობა.

პრიპიატი

  1. ქალაქი უკრაინის კიევის ოლქში.

  2. (სტრუმენი) მდინარე ბელორუსიასა და უკრაინაში, დნეპრის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 781 კილომეტრი).

პრისკე პანიონელი - ბიზანტიელი ისტორიკოსი (გარდაიცვალა 472 წლის შემდეგ).

პრისმანოვა ანა - რუსი პოეტი ქალი (1892-1960 წწ).

პრისტავი (რუს.) - რევოლუციამდელ რუსეთში - ბოქაული.

პრისტლი ჯოზეფ - ინგლისელი ფილოსოფოსი, ქიმიკოსი, საზოგადო მოღვაწე (1733-1804 წწ).

პრისტლი ჯონ ბოინტონ - ინგლისელი მწერალი (1894-1984 წწ).

პრიტი დენის ნოუელ - ინგლისელი იურისტი და საზოგადო მოღვაწე (1887-1972 წწ).

პრიტჩარდია - მარაოფოთლებიანი პალმების გვარი.

პრიუდონი პიერ პოლ - ფრანგი ფერმწერი (1758-1823 წწ).

პრიუნიერი ანრი - ფრანგი მუსიკათმცოდნე (1886-1942 წწ).

პრიფიქსი (ფრანგ.) - სრულიად გარკვეული ფასი, რომლის არც დაწევა, არც აწევა არ შეიძლება.

პრიშვინი მიხეილ - რუსი მწერალი, ავტორი ბუნების შესახებ შექმნილი ნაწარმოებებისა (1873-1954 წწ).

პრიშიბი - ქალაქი აზერბაიჯანში.

პრიშტინა - ქალაქი სერბიაში, კოსოვო და მეტოხიის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი; 2008 წლიდან დამოუკიდებლად გამოცხადებული კოსოვოს დედაქალაქი (245 ათასი).

პრიჩარდი კატერინა სიუზენა - ავსტრალიელი მწერალი ქალი (1884-1969 წწ).

პრკე - იხილე ბრკე.

პრო (ლათ.) - თავსართი, რომელიც დაერთვის არსებით ან ზედსართავ სახელს და ნიშნავს ვისიმე ან რისამე მომხრეს, ვისიმე ან რისამე ინტერესებით მოქმედს.

პრობანდი (გერმ.) - ვისიმე გენეალოგიის, საგვარეულო ნუსხის პირველი დამწყები პიროვნება.

პრობლემა (ლათ.) - რთული თეორიული ან პრაქტიკული საკითხი, რომელიც საჭიროებს ახსნას, შესწავლას, გამოკვლევას. 2) (გადატანით) იტყვიან ძნელად გადასაწყვეტ, ძნელად განსახორციელებელ რამეზე.

პრობლემატიკა - პრობლემათა ერთობლიობა.

პრობლემატური

  1. რაც პრობლემას წარმოადგენს; ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი, სავარაუდო, შესაძლებელი.

  2. ნაკლებად სარწმუნო, საეჭვო.

პრობლემისტი - ამოცანების შემდგენელი საჭადრაკო კომპოზიტორი.

პრობსტი (გერმ.) - ლუთერანული ეკლესიის უფროსი პასტორი.

პროგენია - ქვედა ყბისა და ნიკაპის წინ წამოწევა, ფიზიოლოგიური თანკბილვის სახე.

პროგესტერონი - ადამიანისა და ხერხემლიან ცხოველთა მდედრობითი სასქესო ჰორმონი.

პროგიმნაზია (ლათ.) - რევოლუციამდელ რუსეთში (აგრეთვე გერმანიაში XX საუკუნის 30-იან წლებამდე) ზოგადსაგანმანათლებლო არასრული საშუალო (4-6 კლასიანი) სასწავლებელი.

პროგნათიზმი (ბერძნ.) - ყბების წინ გამოწეულობა.

პროგესტერონი (ლათ.) - ერთ-ერთი მდედრობითი სასქესო ჰორმონი; წარმოიქმნება საკვერცხეში (ე.წ. „ყვითელ სხეულში“), ხოლო ორსულობის დროს, აგრეთვე, პლაცენტაში, ასრულებს ბევრ ფუნქციას ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში.

პროგნოზი (ბერძნ.) - რაიმე მოვლენის განვითარებისა და შედეგების წინასწარ განჭვრეტა; წინასწარმეტყველება.

პროგნოზირება - პროგნოზის შემუშავება; რაიმე მოვლენის განვითარებისა და შედეგების წინასწარ განჭვრეტა; წინასწარმეტყველება არსებული მეცნიერული მონაცემების საფუძველზე.

პროგნოსტიკა (ბერძნ.)

  1. პროგნოზების თეორია და პრაქტიკა.

  2. მეცნიერება პროგნოზების შემუშავების კანონთა და საშუალებათა შესახებ.

პროგრამა (ბერძნ.)

  1. მომავალი მუშაობის, მოღვაწეობის და მისთანების გეგმა.

  2. იმ ძირითადი პრინციპების, ამოცანების, მიზნების შემცველი დოკუმენტი, რომლებიც დასახული აქვს პოლიტიკურ პარტიას, სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოს, საზოგადოებრივ ორგანიზაციას ან ცალკეულ პიროვნებას.

  3. მოქმედების გეგმა, „დავალება“, რომელიც ავტომატურად უნდა შეასრულოს მანქანამ, დანადგარმა, კომპიუტერმა და მისთანებმა.

  4. იმ ნომრების, ნაწარმოებთა ერთობლიობა, რომლებიც სრულდება კონცერტზე, ცირკში და სხვაგან; სპექტაკლის მოქმედ პირთა, როლების შემსრულებელთა და სპექტაკლის მომზადებაში მონაწილეთა სია.

  5. რადიოს, ტელევიზიის გადაცემათა თანამიმდევრობა.

პროგრამირება - პროგრამის შედგენა მანქანისთვის, კომპიუტერისთვის.

პროგრამისტი - პროგრამირების სპეციალისტი.

პროგრესი (ლათ.) - წინსვლა, აღმავლობა.

პროგრესია (ლათ.) - გარკვეული წესით მზარდ რიცხვთა მწკრივი.

პროგრესისტი (ლათ.) - პროგრესის მომხრე, პროგრესული იდეების მქონე ადამიანი.

პროგრესიული - რაც თანდათანობით იზრდება, ძლიერდება; რაც პროპორციულად მატულობს.

პროგრესული - რაც მიმართულია საზოგადოებრივი პროგრესისაკენ, ხელს უწყობს მას.

პროდანოვიჩი იაშა - იუგოსლავიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი (1867-1948 წწ).

პროდი რომანო - იტალიელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, იტალიის პრემიერ-მინისტრი 1996-99 წლებში, ევროკომისიის თავმჯდომარე 1999 წლიდან (დაიბადა 1939 წელს).

პროდიუსერი (ინგლ.) - კინოსტუდიის პატრონი, რომელიც ზოგჯერ ფილმის დამდგმელიც არის.

პროდრომი - დაავადების მომასწავებელი რამ.

პროდრომული (ბერძნ.) - პროდრომული პერიოდი - ინფექციური დაავადების დაწყებითი სტადია, როდესაც ადამიანი შეუძლოდ გრნობს თავს, მაგრამ დაავადების დამახასიათებელი ნიშნები ჯერ არ ჩანს.

პროდუქტი (ლათ.)

  1. საგანი, ნივთიერება, რომელიც მიღებულია ადამიანის შრომის შედეგად.

  2. პროდუქტები - სურსათ-სანოვაგე.

  3. რისამე შედეგი, ნაყოფი.

პროდუქტიული - მწარმოებლური, ნაყოფიერი.

პროდუქცია (ლათ.)

  1. ქვეყნის (ფირმის, საწარმოს, ადამიანის და ა.შ.) მიერ წარმოებული პროდუქტები ერთად.

  2. ნაწარმოებთა ერთობლიობა

პროდუცენტი - გარკვეული საქონლის მწარმოებელი ქვეყანა.

პროექტანტი - პირი, რომელიც პროექტს ადგენს.

პროექტი (ლათ.)

  1. რისამე ასაგებად, დასამზადებლად ან რეკონსტრუქციისთვის დამუშავებული გეგმა.

  2. რაიმე დოკუმენტის, აქტის, დადგენილების წინასწარი, სავარაუდო ტექსტი.

  3. გეგმა, განზრახვა.

პროექტორი (ლათ.) - იგივეა, რაც საპროექციო აპარატი.

პროექცია (ლათ.)

  1. მათემატიკაში - სხეულის გამოსახვა სიბრტყეზე; გეგმილი.

  2. სურათების, ნახაზების, კინოკადრების გადიდებული გამოსახულების მიღება ეკრანზე ოპტიკური საშუალებით.

პროვანსალი (ფრანგ.) - კვერცხის გულისა და ზეთისაგან მომზადებული საწებელი, რომელიც შეზავებულია ძმრით, მდოგვით და ზოგი სხვა სანელებლით.

პროვანსი - ისტორიული ოლქი სამხრეთ საფრანგეთში. მთავარი ქალაქები - ეკ-სან-პროვანსი და მარსელი.

პროვანსის ალპები - დასავლეთ ალპების ნაწილი საფრანგეთში.

პროვანსული ზეთი - ზეითუნის ზეთი.

პროვაცეკი სტანისლავ - ავსტრიელი ზოოლოგი (1875-1915 წწ).

პროვიანტი (გერმ.) - სურსათი (უპირატესად ჯარისთვის).

პროვიდენსი - ქალაქი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, როდ-აილენდის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (160 ათასი).

პროვიდენციალიზმი (ლათ.) - რელიგიურ-იდეალისტური შეხედულება, რომელიც ცდილობს ახსნას ისტორიული მოვლენები არა მათი შინაგანი კანონზომიერებით, არამედ განგების ძალით.

პროვიდენციული (ლათ.) - რაც ბედისწერას, განგებას მიეწერება, რაც წინასწარ არის განსაზღვრული.

პროვიზორი (გერმ.) - აფთიაქის მუშაკი, მაღალი განათლების მქონე ფარმაცევტი.

პროვიზორული (გერმ.)

  1. წინასწარი, სავარაუდო.

  2. დროებითი.

პროვინცია (ლათ.)

  1. დედაქალაქს ან მსხვილ კულტურულ ცენტრს დაშორებული ადგილი, კუთხე; პერიფერია.

  2. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ზოგიერთ სახელმწიფოში.

  3. ისტორიული ცნება - რომაელების მიერ დაპყრობილი ტერიტორია.

პროვინციალი - პროვინციის მცხოვრები, პროვინციელი.

პროვინციალიზმი (ლათ.)

  1. ჩამორჩენილობა; თვალსაზრისის, ინტერესთა შეზღუდულობა, რაც დამახასიათებელია პროვინციის არცთუ ყველა მცხოვრებლისთვის.

  2. იგივეა, რაც დიალექტიზმი.

პროვიტამინები (ბერძნ.) - ვიტამინების ბიოქიმიური წინამორბედები; ნივთიერებანი, რომელთაგანაც ვიტამინები წარმოიქმნება ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში.

პროვოკატორი (ლათ.)

  1. საიდუმლო აგენტი, რომელიც შეპარულია ამა თუ იმ ორგანიზაციაში და პროვოკაციებს (მნიშვნელობა 2) აწყობს.

  2. პირი, რომელიც გაცემის, ღალატის მიზნით იწვევს აკრძალულ მოქმედებას; წამქეზებელი.

პროვოკაცია (პროვოცირება) (ლათ.)

  1. ცალკეული პირის, პირთა ჯგუფების, ორგანიზაციების, სახელმწიფოების წაქეზება ისეთი მოქმედებისათვის, რასაც მოჰყვება მათთვის მძიმე, ზოგჯერ დამღუპველი შედეგები.

  2. პოლიციის ფარული აგენტების გამცემლური მოქმედება ამა თუ იმ ორგანიზაციაში, მათ მიერ ისეთი მოქმედების გამოწვევა, რომელსაც შედეგად მოჰყვება ამ ორგანიზაციების დასუსტება ან განადგურება.

  3. მედიცინაში - დაავადების რაიმე მოვლენის, რაიმე ნიშან-თვისების ხელოვნური გამოწვევა ან გაძლიერება.

პროზა (ლათ.)

  1. თხრობითი, გაულექსავი ლიტერატურა (რომანები, მოთხრობები და მისთანები).

  2. (გადატანით) რაც ჩვეულებრივია, აუცილებელია ცხოვრებაში, ყოველდღიურობა.

პროზაიზმი - ჩვეულებრივი, არაპოეტური სიტყვა ან გამოთქმა პოეტურ ნაწარმოებში.

პროზაიკოსი - პროზაულ ნაწარმოებთა შემქმნელი მწერალი.

პროზაული - პროზის სახით დაწერილი, არაპოეტური.

პროზელიტი (ბერძნ.)

  1. ვისაც ახლად აქვს მიღებული რომელიმე სარწმუნოება.

  2. რისამე ახალი და თავდადებული დამცველი.

პროზელიტიზმი - მისწრაფება თავის სარწმუნოებაზე სხვების მოქცევისაკენ.

პროზენქიმა (ბერძნ.) - მცენარის ქსოვილი; შედგება წაგრძელებული უჯრედებისგან, რომელთა ბოლოები ჩვეულებრივ წაწვეტებულია (პარენქიმის უჯრედებისგან განსხვავებით).

პროზერპინა - რომაულ მითოლოგიაში - ცერერასა და იუპიტერის შვილი, დედამიწის მცენარეული ძალებისა და მიწისქვეშეთის, საიქიოს ქალღმერთი. ბერძნული პერსეფონეს ლათინური შესატყვისი.

პროზექტორი - სამკურნალო დაწესებულების პათოლოგიურ-ანატომიური განყოფილება, სადაც გვამებს კვეთენ.

პროზუმენშჩიკოვა გალინა - რუსი სპორტსმენი ქალი (ბრასით ცურვა), 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 1968, 1972 წლების თამაშების პრიზიორი (დაიბადა 1948 წელს).

პროთეზი (ლათ.) - სხეულის ხელოვნური ნაწილი (ფეხი, ხელი, კბილი და სხვა), რომელიც გაკეთებული აქვთ დაკარგული სათანადო ბუნებრივი ნაწილის ნაცვლად.

პროთეზისტი - პროთეზის დამზადების სპეციალისტი.

პროთრომბინი - ცილოვანი ნივთიერება - სისხლის პლაზმის შემადგენელი ნაწილი.

პროიტოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აბანტის ვაჟი, არგოლიდის მითიური მეფე.

პროკამბიუმი (ლათ.) - მცენარის ორგანოებში (ღეროებში, ფესვებში) ახალგაზრდა ნაწილების წარმომქმნელი ქსოვილი, რომლისგანაც ვითარდება პირველადი გამტარი ქსოვილები.

პროკარიოტები - საერთო სახელწოდება ერთუჯრედიანი ორგანიზმებისა, რომელთაც არა აქვთ ნამდვილი ბირთვი და ქრომოსომებად ჩამოყალიბებული მემკვიდრული აპარატი.

პროკლამაცია (ლათ.)

  1. სააგიტაციო ფურცელი, მოწოდება პოლიტიკური ხასიათისა (ჩვეულებრივ არალეგალური).

  2. რისამე გამოქვეყნება, საყოველთაოდ გამოცხადება.

პროკლე დიადოქოსი - ძველბერძენი ფილოსოფოსი (410 - 485 წწ).

პროკლეტიე - იხილე ჩრდილოეთ ალბანეთის ალპები.

პროკლიტიკა (ბერძნ.) - ერთ ან ორმარცვლიანი სიტყვა, რომელსაც არა აქვს საკუთარი მახვილი და წარმოთქმაში უერთდება თავის მომდევნო სიტყვას.

პროკნე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ძევქსიპესა და პანდიონის ქალიშვილი, თრაკიის მეფის ტერევსის მეუღლე.

პროკონსული (ლათ.) - ძველ რომში - პროვინციის მმართველი (ინიშნებოდა ყოფილ კონსულთა რიცხვიდან).

პროკოპ დიდი (პროკოპ ტიტველი) - ჰუსიტთა რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე ჩეხეთში (დაახლოებით 1380 - 1434 წწ).

პროკოპ მცირე (პროკუპეკი) - ჰუსიტთა რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე ჩეხეთში (? - 1434 წ).

პროკოპიევსკი - ქალაქი რუსეთის კემეროვოს ოლქში (240 ათასი).

პროკოპი კესარიელი - ბიზანტიელი ჟამთააღმწერელი, კარის ისტორიკოსი, იურისტი და დიპლომატი (დაახლოებით 507 - 562 წლის შემდეგ).

პროკოპოვიჩი თეოფანე (ელეაზარი) - რუსეთის სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწე, პეტრე პირველის თანამოღვაწე (1681-1736 წწ).

პროკოფიევი ალექსანდრე - რუსი პოეტი (1900-1971 წწ).

პროკოფიევი ივანე - რუსი მოქანდაკე (1758-1828 წწ).

პროკოფიევი სერგეი - რუსი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი (1891-1953 წწ).

პროკრუსტე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ავაზაკ დამასტოსის ზედმეტი სახელი. მოკლა თეზევსმა.

პროკრუსტეს სარეცელი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ავაზაკ დამასტოსის (პროკრუსტეს) საწოლი, რომელზედაც იგი შეპყრობილ მგზავრებს აწვენდა; თუ შეპყრობილი ლოგინის სიგრძეზე მეტი აღმოჩნდებოდა, ზედმეტ ნაწილს წააჭრიდა, მოკლეს კი გაჭიმავდა. ფრაზა „პროკრუსტეს ლოგინი“ - ხატოვნად ზომას, ჩაკეტილობას, ტრაფარეტულობას აღნიშნავს.

პროკულუსი - რომაელი იურისტი (I საუკუნე).

პროკურატორი (ლათ.) - ძველ რომში მოხელე, რომელიც განაგებდა უპირატესად გადასახადების აკრეფას სახელმწიფო ხაზინისთვის.

პროკურატურა - სახელმწიფოს ორგანო, რომელიც თვალყურს ადევნებს კანონების ზუსტად შესრულებას.

პროკურისტი (ლათ.) - სავაჭრო ფირმის რწმუნებული, რომელსაც მინდობილი აქვს ყოველგვარი გარიგების დადება.

პროკურორი (ფრანგ.)

  1. თანამდებობის პირი, რომელიც თვალყურს ადევნებს კანონების ზუსტად დაცვას.

  2. სახელმწიფო ბრალმდებელი სასამართლო პროცესზე.

პროლანი - ჰორმონული ხასიათის ნივთიერება, რომელსაც გამოყოფს ორსული ქალის პლაცენტა.

პროლაფსი (ლათ.) - მედიცინაში - რომელიმე ორგანოს გარეთ გამოვარდნა.

პროლაქტინი - ჰიპოფიზიის წინა ნაწილის ერთ-ერთი ჰორმონი. მონაწილეობს სარძევე ჯირკვლებისა და საკვერცხეების ფუნქციათა რეგულირებაში.

პროლეგომენა (ბერძნ.) - წინასწარი მსჯელობა, შესავალი რისამე შესწავლაში.

პროლეტარი (ლათ.)

  1. დაქირავებული მუშა, რომელსაც წარმოების საშუალებანი არ გააჩნია.

  2. ძველ რომში - მოქალაქე, ღატაკთა წოდების წარმომადგენელი.

პროლეტარსკი - ქალაქი რუსეთის როსტოვის ოლქში.

პროლიფერაცია

  1. ბიოლოგიაში - ორგანიზმის ქსოვილის ზრდა უჯრედების გამრავლების შედეგად (შეშუპებისაგან განსხვავებით).

  2. იგივეა, რაც პროლიფიკაცია.

პროლიფიკაცია (ლათ.) - ისეთი ყვავილის გაღვივება, რომელმაც განვითარება დაამთავრა.

პროლოგი (ბერძნ.)

  1. ლიტერატურული ნაწარმოების შესავალი ნაწილი.

  2. (გადატანით) რისამე შესავალი, დასაწყისი.

პროლონგაცია - ხელშეკერულების ვადის გაგრძელება.

პროლუვიონი (ლათ.) - ქანების დაშლის პროდუქტები, რომლებიც ნიაღვრებით არის ჩამორეცხილი მთის მწვერვალებიდან და ფერდობებიდან.

პრომე - იხილე პიი.

პრომედოლი - ტკივილგამაყუჩებელი სამკურნალწამლო პრეპარატი, ნარკოტიკი.

პრომეთე (ბერძნ. „წინასწარმეტყველება“)

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, იაპეტისა და ოკეანიდ აზიის ვაჟი, რომელიც ღმერთებს ებრძოდა ადამიანთა ინტერესების დასაცავად და ამ მიზნით ოლიმპოს მთიდან ღმერთებს ცეცხლიც კი მოჰპარა. ამის სასჯელად ზევსმა პრომეთე კავკასიონის მთების ერთ-ერთ კლდეზე მიაჯაჭვა. პრომეთე გაათავისუფლა ჰერაკლემ || პრომეთეოსი მხატვრულ აზროვნებაში დიდის, ძლიერის და ზეაღმატებულის მნიშვნელობით გამოიყენება (ქართულ ფოლკლორში მას შეესაბამება ამირანი).

  2. პლანეტა სატურნის თანამგზავრი; აღმოჩენილია 1980 წელს.

პრომეთეს მემინდვრია - ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა; სხეულის სიგრძე 17 სმ-ს, მასა 80 გრამს აღწევს.

პრომეთეუმი (PM) - რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი ლანთანოიდების ჯგუფისა; ატომური ნომერი 61. აღმოაჩინეს ამერიკელმა მეცნიერებმა 1945 წელს.

პრომენადი

  1. სეირნობა, გასეირნება.

  2. სასეირნო ადგილი.

პრომერისტემა (ბერძნ.) - მცენარის პირველადი, ყველაზე ნაკლებად დიფერენცირებული, წარმომქმნელი ქსოვილი.

პრომილე (ლათ.) - რაიმე რიცხვის მეათასედი ნაწილი (პროცენტის მეათედი).

პრომისკუიტეტი (ლათ.) - მოუწესრიგებელი სქესობრივი ურთიერთობა ადამიანთა პირველყოფილ საზოგადოებაში (ქორწინებისა და ოჯახის წარმოშობამდე).

პრომოტორი (ლათ.) - ისეთი ნივთიერება, რომელიც აძლიერებს კატალიზატორის მოქმედებას (სხვანაირად - აქტივატორი).

პრომოუტერი (ინგლ.) - კომერციულ ფირმებში - სპეციალისტი, რომელსაც ევალება ფირმის მიერ წარმოებული საქონლის წინწაწევა ბაზარზე, აგრეთვე ინვესტორებისა და სპონსორების მოზიდვა.

პრომოუშენი (ინგლ.) - რეკლამის საგნად ქცეული სპონსორის ან მოვლენის გაცნობა მაქსიმალურად მეტი მომხმარებლისათვის.

პრომოცია (ლათ.) - სამეცნიერო ხარისხის მინიჭება.

პრომპტი - ჩარტერი, რომელიც იყიდება სასწრაფოდ

პრომულგაცია (ლათ.) - რაიმე სახელმწიფოებრივი აქტის გამოქვეყნება.

პრონაცია (ლათ.)

  1. ანატომიაში - ხელისგულის ჩატრიალება შიგნით.

  2. ფარიკაობაში - პოზიცია, რომლის დროსაც შეიარაღებული ხელის შიგნითა მხარე (ხელისგული) მიმართულია ქვევითკენ.

პრონია - მდინარე რუსეთის ევროპულ ნაწილში, ოკის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 336 კილომეტრი).

პრონონსი (ფრანგ.) - წარმოთქმა. მაგალითად, ფრანგული პრონონსი.

პრონუნსიამენტო (ესპან.) - ესპანეთსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში სახელმწიფო სამხედრო გადატრიალების სახელწოდება.

პრონჩიშჩევი ვასილი - რუსი ზღვაოსანი, კამჩატკის ექსპედიციის ხელმძღვანელი 1733 წელს (1702-1736 წწ).

პროპაგანდა (ლათ.) - რაიმე იდეის, მოძღვრების, ცოდნის გავრცელება დაწვრილებითი და ღრმა ახსნა-განმარტების გზით; ფართო მასებზე იდეური ზემოქმედება, რასაც პოლიტიკური ხასიათი აქვს.

პროპაგანდისტი - პირი, რომელიც რისამე პროპაგანდას ეწევა.

პროპანი - ორგანული ნაერთი; მიიღება ნავთობიდან; ბუტანთან ერთად იყენებენ სათბობად და შიგაწვის ძრავების საწვავად.

პროპედევტიკა (ბერძნ.) - რაიმე მეცნიერების წინასწარი კურსი, შესავალი, რომელიც წარმოადგენს ამ მეცნიერების შეკუმშულ, ელემენტარულ გადმოცემას.

პროპედევტიკული - მოსამზადებელი.

პროპელერი (ინგლ.) - საჰაერო ხრახნი, მოძრაობაში მოჰყავს თვითმფრინავი, გლისერი.

პროპერციუსი სექსტუს - რომაელი პოეტი (ძვ.წ. აღ. 47 - 15 წწ).

პროპილეა (ბერძნ.) - არქიტექტურულად გაფორმებული კოლონადა შენობის ან რაიმე ტერიტორიის შესასვლელის წინ.

პროპილენი (პროპენი) - ორგანული ნაერთი, რომელიც წარმოიქმნება ნავთობის, ქვანახშირის და ზოგი სხვა ნივთიერების მშრალი გამოხდით.

პროპლიოპითეკი - ნამარხი ადამიანის მსგავსი მაიმუნი.

პროპოისკი - ბელორუსიის ქალაქ სლავგოროდის სახელი 1945 წლამდე.

პროპოლისი (ბერძნ.) - დინდგელი, სკის წებო.

პროპორცია (ლათ.)

  1. თანაფარდობა ნაწილებს შორის.

  2. მათემატიკაში - ორი შეფარდების ტოლობა.

პროპორციული

  1. მათემატიკაში - ისეთი, რომელიც სხვა სიდიდის რამდენჯერმე გაზრდით ან შემცირებით თვითონაც იცვლება იმდენჯერვე.

  2. ერთმანეთთან სწორად შეფარდებული ნაწილების მქონე.

პროპრეტორი (ლათ.) - ძველ რომში - ყოფილი პრეტორი, რომელიც მმართველად იყო დანიშნული პროვინციაში.

პროჟექტი (ფრანგ.) - უსაფუძვლო, განუხორციელებელი პროექტი ან გეგმა.

პროჟექტიორი - (ირონიულად) პროჟექტების შედგენის მოყვარული.

პროჟექტორი (ფრანგ.) - მძლავრი გასანათებელი ხელსაწყო.

პროჟექტორისტი (ბერძნ.) - პროჟექტორზე მომუშავე.

პრორექტორი (ლათ.) - რექტორის მოადგილე.

პროროგაცია (ლათ.) - სახელმწიფოს მეთაურის (მონარქის ან რესპუბლიკის პრეზიდენტის) უფლება - გადადოს პარლამენტის სესია.

პროროკოვი ბორის - რუსი გრაფიკოსი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1911-1972 წწ)..

პროსემინარი (ბერძნ.) - უმაღლეს სასწავლებელში პრაქტიკული მეცადინეობა დაბალ კურსებზე, მოსამზადებელი საფეხური სემინარში მუშაობისათვის.

პროსკენიონი (ბერძნ.) - ძველ ბერძნულ თეატრში - სკენეს წინ ამაღლებული ბაქანი, რომელზედაც მსახიობები თამაშობდნენ.

პროსკრიფციები (ლათ.) - ძველ რომში - იმ პირთა სიები, რომლებიც კანონგარეშე იყვნენ გამოცხადებულნი.

პროსკუროვი - უკრაინის ქალაქ ხმელნიცკის სახელი 1954 წლამდე.

პროსოდია (ბერძნ.)

  1. ლინგვისტიკაში - მახვილიან და უმახვილო, გრძელ და მოკლე მარცვალთა წარმოთქმის სისტემა მეტყველებაში.

  2. ლიტერატურაში - მარცვალთა შეფარდება ლექსში.

პროსოპოპეა (ბერძნ.) - სტილისტიკური ხერხი; მდგომარეობს იმაში, რომ უსულო საგანს მიეწერება სულიერის მოქმედება ან მდგომარეობა (სხვანაირად - პერსონიფიკაცია).

პროსპერიტი (ინგლ.) - კაპიტალისტური მეურნეობის ნაწილობრივი აღმავლობის ხანმოკლე პერიოდი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. დასრულდა 1929 წელს უდიდესი ეკონომიკური კრიზისით.

პროსპექტი (ლათ.)

  1. ქალაქის დიდი, ჩვეულებრივ განიერი და სწორი ქუჩა.

  2. რაიმე გამოსაცემი წიგნის (სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოს და სხვა) შინაარსი, დაწვრილებითი გეგმა.

  3. ნაბეჭდი რეკლამა ფურცლის ან ბროშურის სახით; სავაჭრო ცნობარი, რომელშიც მოცემულია საქონლის აღწერა და შეძენის პირობები.

პროსტაგლანდინები (ბერძნ.) - ძუძუმწოვართა ჰორმონები, რომლებიც ასრულებენ მრავალ ფიზიოლოგიურ ფუნქციას.

პროსტატა (ბერძნ.) - წინამდებარე ჯირკვალი.

პროსტატიტი - პროსტატის ანთება.

პროსტეიოვი - ქალაქი ჩეხეთის სამხრეთ მორავიის ოლქში (50 ათასი).

პროსტი ალენ - ფრანგი სპორტსმენი (ავტორბოლა) მსოფლიოს ჩემპიონი

„ფორმულა-1“-ში 1985, 1086, 1989, 1993 წლებში (დაიბადა 1955 წელს).

პროსტილი - ანტიკური ტაძრის ტიპი, ჩვეულებრივ გეგმით სწორკუთხა მცირე ზომის შენობა.

პროსტიტუცია (ლათ.) - ქალების მიერ საკუთარი სხეულით ვაჭრობა; მეძავობა.

პროსტრაცია (ლათ.) - დაძაბუნება, უხალისობა; გარემოსადმი ინტერესის დაკარგვა.

პროსცენიუმი (ლათ.) - სცენის წინა ნაწილი (ფარდის გარეთ).

პროტაგონისტი (ბერძნ.) - ძველ ბერძნულ ლიტერატურაში - მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი.

პროტაგორა აბდერელი - ძველბერძენი ფილოსოფოსი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 480 - 410 წწ).

პროტაზანოვი იაკობ - რუსი კინორეჟისორი (1881-1945 წწ).

პროტანდრია (პროტერანდრია) - ყვავილის მტვრის უფრო ადრე მომწიფება ბუტკოს დინგთან შედარებით.

პროტარგოლი (ბერძნ.) - სამკურნალო პრეპარატი, რომელიც შეიცავს კოლოიდურ ვერცხლს; იყენებენ სადეზინფექციო საშუალებას თვალების, ცხვირის, შარდსადენი მილის ანთებითი დაავადებების დროს.

პროტასოვი ოლეგ - უკრაინელი სპორტსმენი (ფეხნურთი), სპორტის დამსახურებული ოსტატი; 1980-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი საბჭოთა კავშირში (დაიბადა 1964 წელს).

პროტაქტინიუმი (PA) - რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი, რომელიც მიეკუთვნება აქტინიდებს. წარმოადგენს მონაცრისფრო თეთრ უჟანგავ ლითონს; ატომური ნომერი 91. აღმოაჩინეს 1918 წელს.

პროტეაზები - ფერმენტები ჰიდროლაზების კლასისა.

პროტევსი

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზღვის ღვთაება, პოსეიდონის ქვეშევრდომი; ჰქონდა წინასწარმეტყველების უნარი.

  2. ჩხირისებრი ბაქტერია; იწვევს ხორცის, თევზის და სხვა საკვები პროდუქტების ლპობას.

  3. კუდიანი ამფიბია.

პროტეზი - იხილე პროთეზი.

პროტეიდი - რთული ცილა, რომელიც წარმოადგენს მარტივი ცილების ნაერთს არაცილოვან ნივთიერებასთან.

პროტეინი (ბერძნ.) - მარტივი ცილა, რომელიც მხოლოდ ამინომჟავებისაგან შედგება.

პროტეინოთერაპია - დაავადებათა მკურნალობა ცილოვანი ნივთიერებებით, რომლებიც შეჰყავთ ორგანიზმში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდის ავლით.

პროტეინოიდები

  1. უბრალო ცილები (პროტეინები) ცხოველური წარმოშობისა; ასრულებენ უპირატესად საყრდენის ფუნქციებს.

  2. ცილისმაგვარი ნივთიერებანი; იღებენ ხელოვნურად ისეთი ცდებით, რომლებითაც პირველყოფილი დედამიწის პირობების მოდელირებას ახდენენ.

პროტეჟე (ფრანგ.) - ვინც ვისიმე პროტექციით, მფარველობით სარგებლობს.

პროტერანდრია - იხილე პროტანდრია.

პროტეროგინია - იხილე პროტოგინია.

პროტესტანტი (ლათ.)

  1. პროტესტანტიზმის მიმდევარი.

  2. პირი, რომელიც პროტესტს აცხადებს რისამე წინააღმდეგ.

პროტესტანტიზმი - საერთო სახელწოდება სხვადასხვა ქრისტიანული სარწმუნოებისა (ლუთერანობისა, კალვინიზმისა და სხვა), რომლებიც წარმოიშვა ევროპაში XVI საუკუნის რეფორმაციის დროს, როგორც პროტესტი კათოლოციზმის წინააღმდეგ.

პროტესტი (გერმ.)

  1. რაიმე მოვლენისადმი უარყოფითი დამოკიდებულების, უკმაყოფილების ენერგიული გამოხატვა.

  2. სათანადო სასამართლო თუ საპროკურორო ორგანოების წერილობითი წარდგინება სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

პროტექტორატი (ინგლ.) - სახელმწიფოთა დამოკიდებულების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ძლიერს საშუალებას აძლევს დაიმორჩილოს სუსტი.

პროტექტორი (ლათ.)

  1. პირი, რომელიც პროტექციას უწევს ვისმე.

  2. ავტომობილის და მისთანების საბურავის გარეთა ზედაპირის უფრო სქელი და მაგარი ნაწილი.

პროტექცია (ლათ.) - გავლენიანი პირის მიერ გაწეული დახმარება; მფარველობა.

პროტექციონიზმი

  1. საბაჟო პოლიტიკის სისტემა - შემოტანილ საქონელზე დიდი ბაჟის დადება, რომლის მიზანია დაიცვან თავის ქვეყნის მრეწველობა და სოფლის მეურნეობა უცხოეთის კონკურენციისაგან.

  2. პროტექციის მიხედვით შერჩევა კადრებისა.

პროტვინო - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (35 ათასი).

პროტისტები (ბერძნ.) - უმარტივესი ერთუჯრედიანი ორგანიზმები.

პროტისტოლოგია (ბერძნ.) - ზოოლოგიის ნაწილი, რომელიც უმარტივეს ორგანიზმებს (პროტისტებს) შეისწავლის.

პროტიუმი (ბერძნ.) - წყალბადის სტაბილური იზოტოპი.

პროტო შარლ ლუი ეჟენ - პარიზის კომუნის (1871 წელი) წევრი (1839-1921 წწ).

პროტო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს: 1) პირველს, პირველადს, პირველდაწყებითს. 2) უფროსს, მთავარს, უმაღლესს.

პროტობულგარები - თურქული წარმოშობის ტომები. IV საუკუნიდან ცხოვრობდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტეპებში. VII საუკუნიდან მათი ნაწილი ასპარუხის მეთაურობით ბალკანეთის ტერიტორიაზე გადასახლდა და შეერივნენ ადგილობრივ სლავებს; ითვლებიან თანამედროვე ბულგარელთა ჩამოყალიბებაში მონაწილე ტომებად.

პროტოგონია (პროტეროგენია) - ბოტანიკაში - ბუტკოს დინგის უფრო ადრე მომწიფება ყვავილის მტვერთან შედარებით.

პროტოგრაფი (ბერძნ.) - წყაროთმცოდნეობაში - თავდაპირველი ხელნაწერი, რომელიც საფუძვლად დაედო უფრო გვიანდელ ნუსხებს.

პროტოდიაკონი - მთავარი დიაკონი.

პროტოზოა (ბერძნ.) - ერთუჯრედიანი ცხოველური ორგანიზმების საერთო სახელწოდება. უმარტივესნი.

პროტოზოოლოგია - იგივე პროტისტოლოგია.

პროტოგინია - ყვავილოვანი მცენარეების ბუტკოს დინგის მომწიფება სამტვრეებზე უფრო ადრე.

პროტოისტორია - კაცობრიობის ცხოვრების ისტორიამდელი პერიოდი.

პროტოკოლი (ბერძნ.) - ხელნაწერის გრაგნილზე დაწებებული პირველი ფურცელი, რომელზედაც აღნიშნული იყო თარიღი და დამწერის სახელი.

პროტონემა (წანაზარდი) - გამეტოფიტის ნაწილი; ახასიათებს ხავსებს.

პროტონეოლითი - გარდამავალი პერიოდი პალეოლითსა და ნეოლითს შორის.

პროტონი (ბერძნ.) - ნივთიერების დადებითად დამუხტული ელემენტარული ნაწილაკი, რომელიც წარმოადგენს ატომგულის შემადგენელ ნაწილს.

პროტოპლაზმა (ბერძნ.) - ცხოველური და მცენარეული უჯრედების ნივთიერება, რომელიც წარმოადგენს მათში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესების საფუძველს.

პროტოპლასტი (ბერძნ.) - ცხოველური ან მცენარეული ორგანიზმის უჯრედი თავისი შიგთავსითურთ.

პროტოპტერუსი - თევზების გვარი ორგვარადმსუნთქავთა კლასისა.

პროტორენესანსი - იტალიური კულტურის ისტორიის ეტაპი, რომელმაც ნიადაგი მოუმზადა აღორძინების ხელოვნებას.

პროტოსტელა - მცენარის ცენტრალური ცილინდრის (სტელის) უმარტივესი ტიპი.

პროტოსტილია - ხერხემლიანი ცხოველების ყბებისა და ლაყუჩების ჩონჩხის სატვინე ქალასთან დაკავშირების ერთ-ერთი ფორმა.

პროტოტერი (ბერძნ.) - ორმაგად მსუნთქავი თევზი; ბინადრობს ტროპიკული აფრიკის მტკნარ წყლებში, რომელთა სრული დაშრობის პერიოდში იფლობა ლამში. უწყლოდ შეუძლია გაძლოს 5-9 თვე.

პროტოტიპი (ბერძნ.)

  1. ნამდვილი პიროვნება, რომლის მიხედვითაც ავტორმა შექმნა ლიტერატურული სახე, აგრეთვე ლიტერატურული ტიპი, სახე, რომელიც გამოიყენა ნიმუშად სხვა ავტორმა.

  2. რისამე პირველადი ნიმუში, პირველსახე, დედანი.

პროტოჰიპუსი (ბერძნ.) - ამომწყდარი სამთითა ცხენი.

პროტრაქტორი (ლათ.) - ტრანსპორტირის მსგავსი ხელსაწყო, რომლითაც საზღვაო რუკაზე აღნიშნავენ გემის ადგილმდებარეობას.

პროტრომბინი - იხილე პროთრომბინი.

პროტუბერანცი (გერმ.) - გავარვარებული გაზების მნათი წარმონაქმნი, რომელიც შეინიშნება შვერილის სახით მზის დისკოს კიდეზე.

პროფაგი - ლიზოგენური ბაქტერიის ქრომოსომაში ჩართული სხვადასხვა ბაქტერიოფაგის არაინფექციური ლატენტური ფორმა.

პროფაზა (ბერძნ.) - მიტოზიის ერთ-ერთი ფაზა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ქრომოსომების გამოჩენა.

პროფანი (ლათ.) - რაიმე დარგში უცოდინარი, უვიცი.

პროფანაცია (ლათ.) - უპატივცემლო, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება საყოველთაოდ აღიარებული მოვლენის მიმართ, მისი დამახინჯება, შებღალვა.

პროფაშისტი - ფაშიზმის მომხრე.

პროფანუსი - ძველ რომში პროფანებს უწოდებდნენ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობას არ იღებდნენ ღვთის მსახურებაში. აზრობრივად ნიშნავს უწმინდურს და თანამედროვე გაგებით ეწოდება ისეთ ადამიანს, რომელსაც არაფერი გაეგება ცხოვრებისა.

პროფერმენტები (ლათ.) - ფერმენტების არააქტიური წინამორბედები, რომლებიც წარმოიქმნება მათი ბიოსინთეზის პროცესში.

პროფესია (ლათ.) - ხელობა, საქმიანობა, სპეციალობა, რომელსაც გარკვეული მომზადება სჭირდება და რომლითაც ადამიანი თავს ირჩენს.

პროფესიონალი - პირი, რომელმაც რაიმე საქმიანობა გაიხადა თავის პროფესიად, ვინც მუდმივად ეწევა რაიმე საქმიანობას, მოღვაწეობას.

პროფესიონალიზმი - პროფესიული დახელოვნება.

პროფესორი (ლათ.) - სამეცნიერო წოდებულება, რომელსაც ანიჭებენ უმაღლესი სასწავლებლების ყველაზე უფრო კვალიფიციურ მასწავლებლებს (აგრეთვე სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა მეცნიერ თანამშრომლებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას). ამ წოდებულების მქონე პირი.

პროფესურა

  1. პროფესორის წოდებულება.

  2. (კრებითი) პროფესორები.

პროფილაქტიკა (ბერძნ.) - ღონისძიებანი, რომელთა მიზანია დაავადების თავიდან აცდენა ნაადრევი გაცვეთისაგან, გაფუჭებისაგან და მისთანებისგან.

პროფილაქტიკური - გაფრთხილებითი, დაცვითი.

პროფილაქტორიუმი

  1. სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულება.

  2. სადგომი, სადაც აწარმოებენ ავტომობილების, მანქანების და მისთანების პროფილაქტიკურ რემონტს.

პროფილი (ფრანგ.)

  1. სახის ან საგნის გამოსახულება, შესახედაობა გვერდიდან.

  2. რაიმე საგნის, რისამე უბნის, ზედაპირის ვერტიკალური ჭრილი.

  3. ნაგლინის განივი ჭრილის ფორმა.

  4. პროფესიის, მეურნეობის ძირითად დამახასიათებელ ნიშანთა ერთობლიობა; საქმიანობის მიმართულება, ხასიათი.

პროფილირება - რაიმესადმე სწორი პროფილის მიცემა.

პროფიტროლი (ფრანგ.) - ტკბილეული, ტკბილღვეზელა ერთგვარი.

პროფორმა (ლათ.) - რისამე შესრულება ფორმალურად, მოსაჩვენებლად.

პროქირონი - ბიზანტიური სამოქალაქო, სისხლისა და ნაწილობრივ, სასამართლო და საეკლესიო სამართლის ზოგიერთი ძირითადი ინსტიტუტის კოდიფიკაცია.

პროქსენია - ძველ საბერძნეთში ხელშეკრულება სტუმართმოყვარეობის შესახებ; პოლისებს შორის კავშირის ფორმა.

პროქსიმალური (ლათ.) - ანატომიაში - სხეულის შუა ხაზთან, ღერძთან არსებული.

პროქტერი ბრაიან უოლერ (ნამდვილი სახელი და გვარი ბარი კორნუოლი) - ინგლისელი მწერალი (1787-1874 წწ).

პროქტიტი (ბერძნ.) - მედიცინაში - სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება.

პროქტოლოგია (ბერძნ.) - კლინიკური მედიცინის ნაწილი, რომელიც შეისწავლის მსხვილი ნაწლავის (და მასთან ერთად სწორი ნაწლავის) დაავადებებს.

პროში - დიდი, სქელი და გადმობრუნებული ტუჩი.

პროშიანი პერჩ (ნამდვილი სახელი და გვარი ჰოვანეს ტერ-არაქელიანი) - სომეხი მწერალი (1837-1907 წწ).

პროშტი - კოცნა.

პროცედურა (ფრანგ.)

  1. რისამე შესასრულებლად, განსახილველად საჭირო მოქმედებათა, ღონისძიებათა თანამიმდევრობა.

  2. ექიმის მიერ სამკურნალო მიზნებით დანიშნულ ღონისძიებათა ერთობლიობა.

პროცენტი (ლათ.)

  1. მეასედი ნაწილი რაიმე რიცხვისა, რომელიც მიღებულია მთელად, ერთეულად (აღინიშნება %-ით); რისამე რაოდენობა, გამოანგარიშებული მეასედი ნაწილებით.

  2. საფასური, რომელსაც იღებს ფულის გამსესხებელი მოვალისაგან (ანგარიშობენ ფულის ყოველი ასი ერთეულიდან).

პროცესი (ლათ.)

  1. რაიმე მოვლენათა თანამიმდევრული მონაცვლეობა, რისამე განვითარების გზა.

  2. დაავადების აქტიური მიმდინარეობა.

  3. სასამართლო საქმის გარჩევა; კანონით დადგენილი წესი სასამართლო საქმის გარჩევისა.

პროცესია (ლათ.) - მრავალრიცხოვანი ხალხის სვლა (საზეიმო, სამგლოვიარო).

პროციონი (პატარა ქოფაკისა) - 0,4 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდის ვარსკვლავი; ნათება 7-ჯერ აღემატება მზისას.

პროცესორი - ციფრული გამომთვლელი მანქანის (ან გამომთვლელი სისტემის, კომპიუტერის) მოწყობილობა, რომელიც ასრულებს ლოგიკურ არითმეტიკულ ოპერაციებს.

პროცესუალური - სასამართლო პროცესთან დაკავშირებული.

პროწიალი - სწრაფად ტრიალი.

პროხასკა (პროხაზკა) იირჟი (გეორგ) - ჩეხი ფიზიოლოგი, ანატომი, ოფთალმოლოგი (1749-1820 წწ).

პროხლადნი - ქალაქი-რუსეთის ყაბარდინო-ბალყარეთის რესპუბლიკაში (60 ათასი).

პროხოროვი ალექსანდრე - რუსი ფიზიკოსი, კვანტური ელექტრონიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1916-2000 წწ).

პროჰიბიციონისტები (ლათ.) - ვაჭრობაში აკრძალვითი სისტემის მიმდევრები.

პრჟევალსკი ნიკოლაი - რუსი მოგზაური, ცენტრალური აზიის მკვლევარი (1839-1888 წწ).

პრჟევალსკი (1989 წლამდე და 1921-39 წლებში კარაკოლი) - ქალაქი ყირგიზეთის ისიყ-ყულის ოლქში (65 ათასი).

პრჟევალსკის ქედი - იხილე არკატაგი.

პრჟემისლ I (ოტოკარი) - ჩეხეთის მთავარი 1192-93 წლებში, მეფე 1198 წლიდან (გარდაიცვალა 1230 წელს).

პრჟემისლ II - ჩეხეთის მეფე 1253 წლიდან (დაახლოებით 1230-1278 წწ).

პრჟემისლოვიჩები - ჩეხი მთავრებისა და მეფეების დინასტია (IX-XIV საუკუნეები).

პრტყელი - იხილე ბრტყელი.

პრუდკინი მარკ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1898-1994 წწ).

პრუდონი პიერ ჟოზეფ - ფრანგი სოციალისტი, ანარქიზმის თეორიტიკოსი (1809-1865 წწ).

პრუდონიზმი - წვრილბურჟუაზიული სოციალიზმის მიმდინარეობა XIX საუკუნის მეორე ნახევარში, მიმართული იყო მუშათა რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ.

პრუნარიუ დუმიტრუ - რუმინელი კოსმონავტი-მკვლევარი, 1981 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1952 წელს).

პრუნერი (ფრანგ.) - ბამბის ან აბრეშუმის მკვრივი ქსოვილი; იხმარება ქალის ფეხსაცმლის საპირედ, ავეჯზე გადასაკრავად და სხვა.

პრუნსკენე კაზიმირა - ლიტვის პრემიერ-მინისტრი ქალი 1990-91 წლებში, მოიხსენიებოდა როგორც „ქარვის ქალბატონი“ (დაიბადა 1943 წელს).

პრუჟანი - ქალაქი ბელორუსიის ბრესტის ოლქში.

პრუსები - ტომთა ჯგუფი, რომელიც ძველთაგან ბალტიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, მდინარეების ვისლასა და ნემანის ქვემო დინებათა შორის სახლობდა.

პრუსი ბოლესლავ (ნამდვილი სახელი და გვარი ალექსანდრ გლოვაცკი) - პოლონელი მწერალი (1847-1912 წწ).

პრუსია - სახელმწიფო, შემდეგ მხარე (1945 წლამდე) თანამედროვე გერმანიის ტერიტორიაზე

პრუსტი მარსელ - ფრანგი მწერალი (1871-1922 წწ).

პრუსტი ჟოზეფ ლუი - ფრანგი ქიმიკოსი (1754-1826 წწ).

პრუტი - მდინარე უკრაინაში, დუნაის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 967 კილომეტრი).

პრუშკუვი - ქალაქი პოლონეთის ვარშავის სავოევოდოში.

პრუწუნი - იხილე წრუპუნი.

პრუხა იაროსლავ - ჩეხი მსახიობი და რეჟისორი (1898-1963 წწ).

პრუხნიაკი ედუარდ (პარტიული ფსევდონიმი „სევერი“) - პოლონეთისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1888-1937 წწ).

პრშეროვი - ქალაქი ჩეხეთის ჩრდილოეთ მორავიის ოლქში (50 ათასი).

პრშიბრამი - ქალაქი ჩეხეთში (40 ათასი).

2.10 პს

▲ზევით დაბრუნება


პსელი - მდინარე რუსეთსა და უკრაინაში, დნეპრის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 717 კილომეტრი).

2.11 პტ

▲ზევით დაბრუნება


პტაჰი - ძველ ეგვიპტურ რელიგიაში - ყველა არსის შემქმნელი ღმერთი, ხელოვნებისა და ხელოსნობის მფარველი.

პტენა - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

პტერანოდონი (ბერძნ.) - განმარხებული უზარმაზარი მფრინავი ქვეწარმავალი პტეროზავრების რაზმისა.

პტერელაოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პოსეიდონის შვილიშვილი, ტაფიელების მეფე.

პტერილიები (ბერძნ.) - ადგილები ფრინველის სხეულზე, რომლებიც დაფარულია ნაკრტენით.

პტეროდაქტილი (ბერძნ.) - ერთგვარი პტეროზავრი.

პტეროზავრი (ბერძნ.) - განმარხებული ქვეწარმავალი, მფრინავი ხვლიკი.

პტი ალექსი ტერეზ - ფრანგი ფიზიკოსი (1791-1820 წწ).

პტიალინი - ადამიანისა და ზოგი ცხოველის ნერწყვის ფერმენტი.

პტი-დე ლა კრუა ფრანსუა - ფრანგი მწერალი (1653-1713 წწ).

პტი-დიუტაი შარლ - ფრანგი ისტორიკოსი (1868 - 1947 წწ).

პტიფური (ფრანგ.) - ერთგვარი ნამცხვარი.

პტიში

  1. მყინვარი და უღელტეხილი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონზე.

  2. მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ჩხალთის მარჯვენა შენაკადი.

  3. სოფლების მარჯვენა პტიშისა და მარცხენა პტიშის გავრცელებული სახელწოდება (გულრიფშის მუნიციპალიტეტი).

პტიჩი - მდინარე ბელორუსიაში, პრიპიატის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 421 კილომეტრი).

პტოზი (ბერძნ.) - ზედა ქუთუთოს ჩამოვარდნა მისი ამწევი კუნთის დამბლის შედეგად.

პტოლემე კლავდიოს - ძველბერძენი ასტრონომი (II საუკუნე).

პტოლემეები (ლაგიდები) - სამეფო დინასტია ელინისტურ ეგვიპტეში (ძვ.წ.აღ. 305 - 30 წწ).

პტუი - ქალაქი სლოვენიაში.

პტუშკო ალექსანდრე - რუსი კინორეჟისორი და მხატვარი, საბჭთა კავშირის სახალხო არტისტი (1900-1973 წწ).

2.12 პუ

▲ზევით დაბრუნება


პუაზეილი ჟან ლუი მარი - ფრანგი ექიმი და ფიზიკოსი (1799-1869 წწ).

პუაზი - ნივთიერებათა სიბლანტის საზომი ერთეული.

პუანკარე ჟიულ ანრი - ფრანგი მათემატიკოსი (1854-1912 წწ).

პუანკარე რაიმონ - საფრანგეთის პრეზიდენტი 1913-20 წლებში (1860-1934 წწ).

პუანსო ლუი - ფრანგი მათემატიკოსი და მექანიკოსი (1777-1859 წწ).

პუანსონი (ფრანგ.)

  1. შტამპის ზედა, ამობურცული ნაწილი, რითაც ლითონს ტვიფრავენ.

  2. იგივეა, რაც პუნსონი (მნიშვნელობა 2).

პუანტები (ფრანგ.) - საბალეტო ფეხსაცმლის მაგარი წვერები.

პუანტილიზმი (ფრანგ.) - ფერწერის თავისებური მანერა - ხატვა წვრილ-წვრილი წანაცხებებით, წერტილებით, ვიწრო ზოლებით.

პუასონი სიმეონ დენი - ფრანგი მეცნიერი მექანიკის, მათემატიკის და მათემატიკური ფიზიკის დარგში (1781-1840 წწ).

პუატიე - ქალაქი საფრანგეთში, ისტორიულ ოლქ პუატუს და დეპარტამენტ ვიენას ადმინისტრაციული ცენტრი (100 ათასი).

პუატიე დიანა დე - ჰერცოგინია, ჰენრიხ II ფრანგის ფავორიტი (1499-1566 წწ).

პუატიე სიდნი - ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი (დაიბადა 1924 წელს).

პუატუ - ისტორიული ოლქი საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში, მთავარი ქალაქი - პუატიე.

პუბერტატიული (ლათ.) - რაც სქესობრივ მოწიფულობასთან არის დაკავშირებული.

პუბერტაცია (ლათ.) - სქესობრივი მომწიფების პერიოდი.

პუბლიკა (ლათ.) - საზოგადოება, ხალხი (ჩვეულებრივ, თეატრში ან სხვა სანახაობაზე)

პუბლიკანები (ლათ.) - ძველ რომში - სახელმწიფო ქონების მოიჯარეები და სახელმწიფო გადასახადის ამკრეფნი.

პუბლიკაცია (ლათ.) - ცალკეულ ნაწარმოებთა, ნაშრომთა გამოქვეყნება, ბეჭდვა.

პუბლიცისტი - მწერალი, რომელიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებზე წერს.

პუბლიცისტიკა - საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხასიათის ლიტერატურა აქტუალურ თემებზე.

პუგაჩოვა ალა - ესტრადის რუსი მომღერალი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1949 წელს).

პუგაჩოვი ემელიან - დონის კაზაკი, 1773-75 წლების გლეხთა აჯანყების ხელმძღვანელი რუსეთში (1742-1775 წწ).

პუგაჩოვი (1918 წლამდე ნიკოლაევსკი) - ქალაქი რუსეთის სარატოვის ოლქში (40 ათასი).

პუგო ბორის - 1909-91 წლებში სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტ გორბაჩოვის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილე; სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (1937-1991 წწ).

პუგოვკინი მიხაილ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1923-2008 წწ).

პუდელი (გერმ.) - ოთახის ძაღლის ჯიში, აქვს გრძელი ხუჭუჭი ბალანი.

პუდინგი (ინგლ.) - კულინარული ნაწარმი; აკეთებენ ბურღულის, ფქვილის, ხაჭოს ან სხვა მასალისაგან - შაქრის, კვერცხის, რძის და მისთანების დამატებით.

პუდიციცია - მორცხვობის, უმანკოების, სიქალწულისა და ქალის გულწრფელობის განმასახიერებელი ქალღმერთი ძველ იტალიაში.

პუდოვკინი ვსევოლოდ - რუსი კინორეჟისორი, კინოს თეორიტიკოსი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1893 - 1953 წწ).

პუდოჟი - ქალაქი რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში

პუდრეტი (ფრანგ.) - ორგანული სასუქი - ხელოვნურად გამომშრალი და ფხვნილად ქცეული ფეკალური მასა.

პუდრი (ფრანგ.) - ძალიან წმინდა და რბილი, ჩვეულებრივ სურნელოვანი ფხვნილი, იყენებენ ჰიგიენური და კოსმეტიკური მიზნებისათვის.

პუებლა

  1. ქალაქი მექსიკაში, ამავე სახელწოდების შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (1 მილიონი).

  2. შტატი მექსიკის ცენტრალურ ნაწილში.

პუებლო

  1. ქალაქი აშშ-ს დასავლეთ ნაწილში, კოლორადოს შტატში (100 ათასი).

  2. (ესპან.) - აშშ-სა და მექსიკაში მცხოვრებ მიწათმოქმედ ინდიელთა ტომების საერთო სახელწოდება.

პუეირედონი (ჩილეს ტერიტორიაზე კოჩრანე) - ტბა არგენტინასა და ჩილეში.

პუენტ--პიტრი - ქალაქი-პორტი კუნძულ გვადელუპაზე (25 ათასი).

პუენტ-დე-გალე - იხილე პორ-დე-გალე.

პუენტ-ნუარი - ქალაქი-პორტი კონგოში (575 ათასი).

პუერარია (კუძუ) - მრავალწლიანი ხვიარა მცენარე (ლიანა) პარკოსანთა ოჯახისა; ხარობს სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში და სხვაგან.

პუერპერული (ლათ.) - მშობიარობისშემდგომი.

პუერტო-ბარიოსი - ქალაქი გვატემალაში, ისაბალის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.

პუერტო-დე-სანტა-მარია - ქალაქი ესპანეთის სამხრეთ ნაწილში (60 ათასი).

პუერტო-კაბელიო - ქალაქი ვენესუელის კარიბის შტატში (95 ათასი).

პუერტო-კაბესასი - ქალაქი ნიკარაგუაში.

პუერტო-კორტესი - ქალაქი ჰონდურასის კორტესის დეპარტამენტში.

პუერტო-ლა-კრუსი - ქალაქი ვენესუელის მირანდის შტატში (290 ათასი).

პუერტოლიანო - ქალაქი ესპანეთის სიუდად-რეალის პროვინციაში (50 ათასი).

პუერტო-მონტი - ქალაქი-პორტი ჩილეს სამხრეთ ნაწილში, ლოს-ლაგოსის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (130 ათასი).

პუერტო-ორდასი - ქალაქი ვენესუელის ბოლივარის შტატში.

პუერტო-პადრე - ქალაქი კუბის ორიენტეს პროვინციაში.

პუერტო-პლატა - ქალაქი დომინიკელთა რესპუბლიკაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

პუერტო-რიკო

  1. კუნძული ატლანტის ოკეანეში, დიდი ანტილის კუნძულებში, აშშ-ს სამფლობელო.

  2. (თანამეგობრობა პუერტო-რიკო) - აშშ-ს სამფლობელო ვესტ-ინდოეთში; ფართობი 8,9 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 3,8 მილიონი. ოფიციალური ენა - ესპანური. მორწმუნეები კათოლიკეები არიან. ადმინისტრაციული ცენტრი - სან-ხუანი. აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში დგას არჩეული გუბერნატორი; საკანონმდებლო ორგანო - საკანონმდებლო თავყრილობა.

პუზირკოვი ვიქტორ - უკრაინელი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1918 წელს).

პუიგი მანუელ - არგენტინელი მწერალი (1932-1990 წწ).

პუიე კლოდ სერვე მატიასი - ფრანგი ფიზიკოსი (1790-1868 წწ).

პუიმანოვა მარია - ჩეხი მწერალი ქალი (1893-1958 წწ).

პუკალპა - ქალაქი პერუში, უკაიალას დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.

პუკე - ლატვიურ მითოლოგიაში - დრაკონის სახის მქონე სული, რომელსაც სიმდიდრე მოაქვს.

პუკეტი - იხილე ფხუკეტი.

პუკირევი ვასილი - რუსი ფერმწერი (1832-1890 წწ).

პულა - ქალაქი-პორტი ხორვატიაში (85 ათასი).

პულავი - ქალაქი პოლონეთის ლიუბლიანის სავოევოდოში (55 ათასი).

პულანგი (ქვემო დინებაში მინდანაო) - მდინარე კუნძულ მინდანაოზე (ფილიპინები), ერთვის სულავესის ზღვის ილიანის ყურეს.

პულატოვი თემურ - უზბეკეთის სახალხო მწერალი (დაიბადა 1939 წელს).

პულენკი ფრანსის - ფრანგი კომპოზიტორი (1899-1963 წწ).

პულვერიზატორი (ფრანგ.) - სითხის მისასხურებელი მოწყობილობა.

პულვერიზაცია (ლათ.) - სითხის მისხურება პულვერიზატორით.

პული

  1. ქალაქი დიდი ბრიტანეთის დორსეტშირის საგრაფოში (135 ათასი).

  2. (უნგრ.) - ცხვრის ძაღლი, ნაგაზი უნგრული ჯიშისა.

  3. (ინგლ.) - მონოპოლიების ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც ყველა მონაწილის მოგება მიდის საერთო ფონდში და შემდეგ ინაწილებენ წინასწარ დათქმული პროპორციით.

პულიტცერი - ამერიკელი ჟურნალისტებისათვის დაწესებული პრემია, რომელიც გაიცემა 1947 წლიდან.

პულიტცერი ჯოზეფ - ამერიკელი გამომცემელი (წარმოშობით უნგრელი), ჟურნალისტი, „ყვითელი პრესის“ ჟანრის მამამთავარი (1847-1911 წწ).

პულმანი - დიდი (ოთხღერძიანი) სამგზავრო ან სატვირთო ვაგონი.

პულმონოლოგია (ლათ.) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ფილტვების ე.წ. არასპეციფიკურ დაავადებებს: ქრონიკულ პნევმონიას, ბრონქიალურ ასთმას, ფილტვების კიბოს და სხვა.

პულმოტორი (ლათ.) - ხელოვნური სუნთქვის აპარატი, რომლითაც შეჰყავთ ჟანგბადი ფილტვებში.

პულო - რუსული მონეტა, რომელიც მიმოიქცეოდა XV-XVI საუკუნეებში.

პულოგი - მწვერვალი კუნძულ ლუსონზე (ფილიპინები).

პულოვერი (ინგლ.) - ტრიკოტაჟის უსაყელო ფუფაიკა, მჭიდროდ ჩასაცმელი წელს ზევით.

პულოროზი - ფრინველთა ინფექციური დაავადება; ფართოდაა გავრცელებული წიწილებსა და ჭუკებში.

პულპა (ლათ.)

  1. ანატომიაში - ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი, რომლითაც კბილის ღრუ არის ამოვსებული.

  2. რაიმე ფხვიერი ან დაქუცმაცებული ნივთიერებისა და სითხის ნარევი.

პულპიტი - კბილის პულპის ანთება.

პულსარები (ინგლ.) - ახალი ტიპის კოსმოსური რადიოწყაროები, რომლებიც გამოასხივებენ სიგნალებს მკაცრი პერიოდულობით.

პულსაცია (პულსირება) - პულსის ქონა (გულის ცემა, სისხლძარღვების ძგერა).

პულსი (ლათ.)

  1. სისხლძარღვთა კედლების ძგერა, რომელიც გამოწვეულია გულის ყოველი შეკუმშვისას მისგან სისხლის გამოდენით (ისინჯება მაჯაზე თითის დადებით; ამ შემთხვევაში ითქმის „მაჯისცემა“).

  2. (გადატანით) მოძრაობის, ცხოვრების რიტმი.

პულტი

  1. დახრილი მაგიდა, სადგამი ნოტებისათვის.

  2. ამა თუ იმ აპარატის სამართავი მოწყობილობა.

პულტუსკი - ქალაქი პოლონეთის ციეხანუვის სავოევოდოში.

პულჩი ლუიჯი - იტალიელი პოეტი (1432-1484 წწ).

პულჩინელა (იტალ.) - იტალიური ნიღბების კომედიის პერსონაჟი, ხუმარა.

პუმა (ესპან.)

  1. მტაცებელი ცხოველი კატების ოჯახისა; ცხოვრობს ამერიკაში; სხეულის სიგრძე 2 მეტრამდე აღწევს.

  2. გერმანიის სპორტული საქონლის (ტანსაცმლის, ფეხსაცმლის...) მწარმოებელი ფირმა; დაარსებულია 1924 წელს.

პუმი (უნგრ.) - ცხვრის ძაღლი, ნაგაზი, რომელიც გამოყვანილია უნგრეთში პულის შეჯვარებით გერმანულ და ფრანგულ ნაგაზებთან.

პუმიპონ ადულიადეტი - ტაილანდის მეფე 1946 წლიდან (დაიბადა 1927 წელს).

პუმპულა - იგივეა, რაც დასტამბო.

პუმპურსი ანდრეის - ლატვიელი პოეტი (1841-1902 წწ).

პუნა

  1. ქალაქი ინდოეთის დასავლეთ ნაწილში, მაჰარაშტრას შტატში (1,6 მილიონი).

  2. (ესპან.) - შინაგანი პლატო სამხრეთ ამერიკის ცენტრალურ ანდებში; ახასიათებს ზეგანური რელიეფი, მწირი მცენარეულობა.

პუნაქა - ქალაქი ბჰუტანში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

პუნები - რომაელების მიერ ფინიკიელებისათვის შერქმეული სახელწოდება.

პუნი ჩეზარე - იტალიელი კომპოზიტორი (1802-1870 წწ).

პუნიკური ომები - ომები რომის იმპერიასა და კართაგენს შორის ძვ.წ.აღ. 264 - 146 წლებში).

პუნო - ქალაქი პერუს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (95 ათასი).

პუნსონი (ფრანგ.)

  1. პოლიგრაფიაში - ფოლადის შტამპი, რომელზედაც ასოს ან სხვა ნიშნის რელიეფური გამოსახულებაა; იყენებენ მატრიცების (ასოების ჩამოსასხმელი ფორმების) დასამზადებლად.

  2. პირობითი ნიშანი (რგოლი, კვადრატი და მისთანები) გეოგრაფიულ რუკაზე.

პუნტა-არენასი - ქალაქი ჩილეს სამხრეთ ნაწილში, მაგალიანესის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (115 ათასი).

პუნტა-კარდონი - ქალაქი და სანავთობო პორტი ვენესუელაში.

პუნტარენასი - ქალაქი კოსტა-რიკაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

პუნტი - აფრიკაში, ალბათ, ადენის ყურის სანაპიროზე (სომალის ნახევარკუნძულის ნაწილზე) მდებარე ქვეყნის სახელწოდება ძველ ეგვიპტეში.

პუნტულა - იგივეა, რაც ფუნჩულა.

პუნქტი (ლათ.)

  1. რაიმესათვის განკუთვნილი, რაიმე მხრივ მნიშვნელოვანი ადგილი.

  2. ადგილი, სადგომი, რომელიც მოწყობილია მუშაობისთვის, საქმიანობისთვის,

  3. ოფიციალური დოკუმენტი ან რაიმე ტექსტის პატარა ნაწილი, რომელიც გამოყოფილია ნომრით ან ასოთი.

  4. რაიმე ცალკეული მომენტი რისამე განვითარებაში.

  5. ბირჟაზე ფასის მინიმალური მერყეობის ცვალებადობის საზომი ერთეული.

პუნქტირი (ლათ.) - წყვეტილი ხაზი, რომელიც შედგება წერტილების ან პატარ-პატარა ხაზებისგან.

პუნქტუალური (ფრანგ.) - ზედმიწევნით წესიერი, ზუსტი.

პუნქტუაცია (გერმ.) - სასვენ ნიშანთა ხმარების წესი.

პუნქცია (ლათ.) - მედიცინაში - სხეულის რაიმე ღრუს ან სისხლძარღვის გაჩხვლეტა სამკურნალო ან დიაგნოსტიკური მიზნით.

პუნში (ინგლ.) - მაგარი სასმელი - რომი, რომელშიც ურევია ჩაი, შაქარი, წყალი და სხვა.

პუპინი მაიკლ (მიხაილო) - ამერიკელი ფიზიკოსი და ელექტროტექნიკოსი, წარმოშობით სერბი (1858-1935 წწ).

პუპინიზაცია - ტელეფონისა და ტელეგრაფის გადაცემათა მანძილის გაზრდის მეთოდი.

პურადი - მასპინძლობაში გულუხვი, სტუმარმოყვარე.

პურამხი - ვედურ მითოლოგიაში - ფუფუნებისა და წყალობის გაღების ღვთაება.

პურანები - ინდუისტური კანონიკური ტექსტები, ეპიკური პოემები და ჰიმნები.

პურაძვირი - არასტუმართმოყვარე.

პურბახი (პოიერბახი) გეორგ - ავსტრიელი ასტრონომი და მათემატიკოსი (1423-1461 წწ).

პურგენი (ლათ.) - სასაქმებელი წამალი.

პურეული - მარცვლეული მცენარეები, რომლებსაც პურად იყენებენ.

პურვიტასი ვილჰელმს - ლატვიელი ფერმწერი (1872-1945 წწ).

პური

  1. ადამიანის საკვები პროდუქტი, რომელსაც ხორბლეულის ფქვილისაგან აცხობენ.

  2. მცენარე, რომლის მარცვლის ფქვილისაგან აცხობენ ამ საკვებს; ხორბალი.

  3. მდინარე დასავლეთ ციმბირის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ერთვის კარის ზღვას (სიგრძე - 389 კილომეტრი).

პურიანი

  1. პურით მდიდარი.

  2. პურით, ხორბლით, მარცვლით სავსე.

პურიზმი (ფრანგ.)

  1. მისწრაფება ზნეობრივი სიწმინდის დაცვისადმი (ზოგჯერ მოჩვენებითი).

  2. ბრძოლა ენაში უცხოურ სიტყვათა ჭარბად შემოტანის წინააღმდეგ (ხშირად მიდის იმ აზრამდე, რომ ყოველგვარი სესხება გაუმართლებელი და უარსაყოფია).

პურისტი - პურიზმის მომხრე.

პურისცომი - ხაში (პურის გასაფუებელი).

პურიტანი (ინგლ.)

  1. XVI-XVII საუკუნეებში - მონაწილე ინგლისის ბურჟუაზიის რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობისა, რომელიც მიმართული იყო ფეოდალიზმის წინააღმდეგ და მიზნად ისახავდა ინგლისის ეკლესიის გაწმენდას კათოლოციზმის ნაშთებისგან.

  2. ადამიანი, რომელიც მკაცრად (ხშირად მოჩვენებითად) იცავს ზნეობას.

პურკინე იან ევანგელისტა - ჩეხი ბიოლოგი და საზოგადო მოღვაწე (1787-1869 წწ).

პურკინე კარელ - ჩეხი ფერმწერი (1834-1868 წწ).

პურმარილი - სტუმრისათვის მირთმეული საჭმელ-სასმელი; სტუმართმოყვარეობა.

პურმარილიანი - სტუმართმოყვარე, ხელგაშლილი.

პურპურა (ლათ.) - მედიცინაში - წერილოვანი სისხლჩაქცევები კანში, ლორწოვან გარსებში.

პურპურინი (ლათ.) - წითელი საღებავი ნივთიერება; იღებენ ენდროს ფესვებიდან ალიზარინთან ერთად.

პურტალესი ფრიდრიხ - გერმანელი დიპლომატი (1853-1928 წწ).

პურტი - იგივეა, რაც თხელფერდი.

პურტყუნი - იგივე ბურტყუნი.

პურურვასი - ინდუისტური მითოლოგიიის თანახმად, მთვარის დინასტიის დამაარსებელი.

პურუსი - მდინარე პერუსა და ბრაზილიაში, მდინარე ამაზონის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 3200 კილომეტრი).

პურუშაპურა - იხილე ფეშავარი.

პურუჭმელი - ვისაც პური, საჭმელი არ უჭამია.

პურშავი - პურაძვირი, ძუნწი.

პურჩაყრილი - რაშიც პურია ჩაყრილი.

პურჭყი - იხილე ფურთხი.

პუსანი - ქალაქი-პორტი სამხრეთ კორეაში, კიონსან-ნამდოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (3,8 მილოინი).

პუსენი ნიკოლა - ფრანგი ფერმწერი (1594-1665 წწ).

პუსტომიტი - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში.

პუსტოშკა - ქალაქი რუსეთის ფსკოვის ოლქში.

პუსტულა - ჩირქოვანი ბუშტუკი, რომელიც ჩნდება კანზე დერმატიზებისა და ზოგიერთი ინფექციური დაავადების დროს.

პუ სუნლინი (ფსევდონიმი ლიაო ჯაი) - ჩინელი მწერალი (1640-1715 წწ).

პუტენჰემი ჯორჯ - ინგლისელი მწერალი (1520-1590 წწ).

პუტი (იტალ.) - პატარა (ზოგჯერ ფრთებიანი) ბიჭების გამოსახულება; აღორძინების ხელოვნების გამორჩეული დეკორატიული მოტივი.

პუტიელი - ქალაქი უკრაინის სუმის ოლქში.

პუტინი ვლადიმირ - რუსეთის პრეზიდენტი 2000-2008 წლებში (დაიბადა 1952 წელს).

პუტკუნა - მსუქანი, ფუნჩულა.

პუტრამენტი იეჟი - პოლონელი მწერალი (1910-1986 წწ).

პუტუმაიო (ქვემო დინებაში ისა) - მდინარე კოლუმბიისა და პერუს საზღვარზე, მდინარე ამაზონის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 1580 კილომეტრი).

პუტუნი - იგივეა, რაც ჩურჩული, ბუტბუტი.

პუტუჩერი - იხილე პონდიშერი.

პუტჩი (გერმ.) - შეთქმულთა ჯგუფის ავანტიურისტული ცდა მოახდინოს სახელწიფო გადატრიალება.

პუტჩისტი - პუტჩის მონაწილე; მეამბოხე.

პუულავესი - ტბა ფინეთში.

პუფენდორფი სამუელ - გერმანელი იურისტი, განმანათლებელი (1632-1694 წწ).

პუფი (ფრანგ.) - ტაბურეტი, რომელსაც აქვს რბილი (ჩვეულებრივ, მრგვალი) დასაჯდომი.

პუქცინია - ჟანგა სოკოების გვარი.

პუშბოლი (ინგლ.) - სპორტული გუნდური თამაში დიდი (180 სმ დიამეტრის) ბურთით.

პუშერი (ინგლ.) - ნარკოტიკების არალეგალურად გამყიდველი აშშ-ში.

პუშკაში ფერენც - უნგრელი ფეხბურთელი (თავდამსხმელი); მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშე (დაიბადა 1927 წელს).

პუშკინი ალექსანდრე - რუსი პოეტი, ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებელი (1799-1837 წწ).

პუშკინი ვასილი - რუსი პოეტი (1770-1830 წწ).

პუშკინი ვასილი (1918 წლამდე ცარსკოე სელო, 1937 წლამდე დეტსკოე სელო) - ქალაქი რუსეთის ლენინგრადის ოლქში (95 ათასი).

პუშკინო

  1. აზერბაიჯანის ქალაქ ბილიასუვარის სახელი 1991 წლამდე.

  2. ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (75 ათასი).

პუშტა (უნგრ.) - ველისა და ტყე-ველის სივრცეები უნგრეთში; ამჟამად მთლიანად გადახნულია.

პუშტუ - ავღანეთის ერთ-ერთი სახელმწიფო ენა.

პუშტუნები (ავღან.) - ეთნიკური სახელწოდება ავღანეთში მცხოვრები მრავალრიცხოვანი ხალხისა.

პუშჩინო - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (20 ათასი).

პუჩეჟი - ქალაქი რუსეთის ივანოვოს ოლქში.

პუჩინი ჯაკომო - იტალიელი კომპოზიტორი (1858-1924 წწ).

პუციჩი მედო - ხორვატიის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი, პოეტი (1821-1882 წწ).

პუცოლანი (იტალ. პოზზოლანა) - ვულკანური ამონაფრქვევის პროდუქტი (ფერფლი, პემზა), ნალექი ქანი, აგრეთვე ქარხნის პროდუქტი (წიდა, ნაცარი) რომელსაც ურევენ სამშენებლო დუღაბებში წყალგამძლეობის მისაცემად.

პუწკია - (კუთხურად) იგივეა, რაც პრანჭია.

პუჭპიჭებიანი - ნაოჭასხმული, ნაოჭებიანი.

პუხალსკი ვლადიმერ - უკრაინელი პიანისტი, პედაგოგი და კომპოზიტორი (1848-1933 წწ).

პუხლევი ალექსი რომანოვ - ბულგარელი ექიმი, მეცნიერი (1905-1990 წწ).

პუხტა გეორგ ფრიდრიხ - გერმანელი მეცნიერი იურისტი (1798-1846 წწ).

2.13 პფ

▲ზევით დაბრუნება


პფაიფერი მიშელ - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1957 წელს).

პფაიფერი რიხარდ - გერმანელი ბაქტერიოლოგი, იმუნოლოგი და ჰიგიენისტი (1858-1945 წწ).

პფალცგრაფი (გერმ.) - შუა საუკუნეების ფრანკთა სახელმწიფოში - მეფის კარის მოსამართლე, შემდეგ - მთავარი.

პფალცი - ისტორიული ოლქი, სამთავრო შუა საუკუნეების გერმანიაში, მდინარე რეინის შუა დინებაში.

პფაფი იოჰან ფრიდრიხ - გერმანელი მათემატიკოსი (1765-1825 წწ).

პფენიგი (გერმ.) - ხურდა ფული გერმანიაში ევროს შემოღებამდე, მარკის ერთი მეასედი ნაწილი.

პფეფერი ვილჰელმ - გერმანელი ბოტანიკოსი (1845-1920 წწ).

პფლიუგერი ედუარდ ფრიდრიხ ვილჰელმ - გერმანელი ფიზიოლოგი (1829-1910 წწ).

პფორცჰაიმი - ქალაქი გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში (105 ათასი).

პფული კარლ ლუდვიგ ავგუსტ - პრუსიელი სამხედრო თეორიტიკოსი (1757-1826 წწ).

2.14 პყ

▲ზევით დაბრუნება


პყრობილი

  1. იგივეა, რაც დაპყრობილი.

  2. იგივეა, რაც შეპყრობილი.

2.15 პშ

▲ზევით დაბრუნება


პშემისლი - იხილე ფშემისლი.

2.16 პჩ

▲ზევით დაბრუნება


პჩილა ოლენა (ნამდვილი სახელი და გვარი ოლგა კოსაჩი) - უკრაინელი მწერალი, პუბლიცისტი, ეთნოგრაფი; ლესია უკრაინკას დედა (1849-1930 წწ).

2.17 პწ

▲ზევით დაბრუნება


პწკალა - მისადგმელი ხის კიბე (გურიაში).

პწკალი

  1. წვრილი, მხოხავი ფესვმომკიდე ღერო, რომლითაც ხდება მცენარის ვეგეტატიური გამრავლება.

  2. იგივეა რაც ვაზის ულვაში.

  3. ფხა, ბეწვი (ლობიოს, ცერცვის და მისთანების პარკისა).

  4. იგივეა, რაც ბრჭყალი.

პწკარედი - პწკარების (სტრიქონების) მიხედვით სიტყვასიტყვითი თარგმანი.

პწკარი - იგივეა, რაც სტრიქონი.

პწკენა - იგივეა, რაც ჩქმეტა.

3

▲ზევით დაბრუნება


- ქართული ანბანის მეთექვსმეტე (ძველ რთულში მეთვრამეტე) ასო; მისი სახელია „ჟანი“; გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი მჟღერი შიშინა ნაპრალოვანი თანხმოვნისა. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ოთხმოცდაათს (90).

3.1 ჟა

▲ზევით დაბრუნება


ჟაბელიანუ ეუჯენ - რუმინელი პოეტი (1911-1995 წწ).

ჟაბესი ედმონ - ფრანგი პოეტი (1912-1991 წწ).

ჟაბეში - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ჟაბინკა - ქალაქი ბელორუსიის ბრესტის ოლქში.

ჟაბნა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ჟაბო (ფრანგ.)

  1. მამაკაცის პერანგის საყელოზე მოვლებული ბაფთა ან მარმაში.

  1. მარმაშის ან მსუბუქი ქსოვილის გაწყობილობა ქალის ზედატანზე ან კაბაზე.

ჟაბოტინსკი ვლადიმერ - მწერალი, სიონისტური მოძრაობის მოღვაწე (1880-1940 წწ).

ჟაბოტინსკი ლეონიდ - უკრაინელი სპორტსმენი (ძალოსნობა), 1964 და 1968 წლების ოლიმპიური ჩემპიონი ზემძიმე წონაში (დაიბადა 1938 წელს).

ჟაგარე - ქალაქი ლიტვაში (40 ათასი).

ჟაგატა ულდის - ბალეტის ლატვიელი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1928 წელს).

ჟაგვარალი ნიამინ - მონღოლეთის პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1919 წელს).

ჟადოვილი - იხილე ლიკასი.

ჟადოვსკაია იულია - რუსი მწერალი ქალი (1824-1883 წწ).

ჟავარი - მდინარე ბრაზილიისა და პერუს საზღვარზე, მდინარე ამაზონის მარჯვენა შენაკადი.

ჟაირზინიო ჟაირ ვენტურო ფილიო - ბრაზილიელი ფეხბურთელი (თავდამსხმელი), 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონი (დაიბადა 1944 წელს).

ჟაკანი (უფრო სწორია იაკანი) (რუს.) - მსხვილი ტყვია დათვზე სანადიროდ.

ჟაკარდული ქსოვილი - მსხვილსახეებიანი ქსოვილი.

ჟაკარი ჟოზეფ მარია - ფრანგი ფეიქარი და გამომგონებელი (1752-1834 წწ).

ჟაკ-დალკროზი ემილ (ნამდვილი გვარი ჟაკი) - შვეიცარიელი კომპოზიტორი და პედაგოგი (1865-1950 წწ).

ჟაკ დე ვიტრი - ფრანგი მღვდელმსახური, მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილე (1170-1240 წწ).

ჟაკერია - საფრანგეთის გლეხთა აჯანყება 1358 წელს.

ჟაკეტი (ფრანგ.) - ქალის ზედა ჩასაცმელი, ჩვეულებრივ, წელში გამოყვანილი.

ჟაკლარი შარლ ვიქტორ - პარიზის კომუნის (1871 წ) მონაწილე (1840-1903 წწ).

ჟაკმოტი ჟოზეფ - ბელგიის მუშათა და კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1883-1936 წწ).

ჟაკო (ფრანგ.) - პატარა ნაცრისფერი თუთიყუში, რომელიც აფრიკაშია გავრცელებული; ადვილად შინაურდება.

ჟაკობი ირენ - ფრანგი მსახიობი ქალი (დაიბადა 1966 წელს).

ჟაკობი მაქს - ფრანგი მწერალი (1876-1944 წწ).

ჟაკობი ჟორჟ - ფრანგი მხატვრული ავეჯის ოსტატი (1739-1814 წწ).

ჟაკობი ჟორჟ ალფონს - ფრანგი მხატვრული ავეჯის ოსტატი (1799-1870 წწ).

ჟაკობი ფრანსუა ონორე - ფრანგი ბიოლოგი, 1965 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ა.ლვოვთან და ჟ.მონოსთან ერთად (დაიბადა 1920 წელს).

ჟაკოვი ოლეგ - რუსი კინომსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1905-1988 წწ).

ჟაკოლიო ლუი - ფრანგი მწერალი (1837-1890 წწ).

ჟაკოტე ფილიპ - ფრანგი პოეტი (დაიბადა 1925 წელს).

ჟალაკიავიჩიუსი ვიტაუტას - ლიტველი კინორეჟისორი, სცენარისტი (1930-1996 წწ).

ჟალე (ნამდვილი გვარი სოლთანი) - ირანელი პოეტი ქალი (დაიბადა 1922 წელს).

ჟალეთი - ძველი ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, ადრინდელი შუა საუკუნეების კახეთის პოლიტიკური და კულტურულ-რელიგიური ცენტრი.

ჟალეთის ბაზილიკა - ჟალეთის IX-X საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა მდებარეობს სოფელ საყარაულოს ჩრდილო-აღმოსავლეთით.

ჟალეიკა (ბრიოლკა) - რუსული სასულე ენაკიანი საკრავი.

ჟალია - ძველი ქართული მონასტერი კუნძულ კვიპროსზე.

ჟალია იონ - რუმინელი მოქანდაკე (1887-1980 წწ).

ჟალტამი - (კუთხურად) იგივეა, რაც შამბი.

ჟალუზი (ფრანგ.) - დარაბა ან შტორი, რომელიც შედგება ერთმანეთის პარალელურად განლაგებული ფირფიტებისაგან, აკეთებენ ფანჯარაზე სინათლისა და ჰაერის სარეგულაციოდ.

ჟამგულანი - საგალობელთა კრებული.

ჟამენი ჟიულ სელესტენ - ფრანგი ფიზიკოსი (1818-1886 წწ).

ჟამთააღმწერელი

  1. ისტორიული ამბების აღმწერი, მემატიანე.

  2. XIV საუკუნის ანონიმი ქართველი ისტორიკოსი. დაწერილი აქვს საქართველოს ისტორია XIII საუკუნის 10-იანი წლებიდან XIV საუკუნის 10-იან წლებამდე.

ჟამი

  1. დრო, ხანი.

  2. შავი ჭირი.

  3. უჟმური, პირქუში (ადამიანი).

ჟამი ფრანსის - ფრანგი პოეტი (1868-1938 წწ).

ჟამიანობა - ჟამის, შავი ჭირის ეპიდემია.

ჟამისწირვა - იხილე კონდაკი.

ჟამკარი - ჟამკარს აურევს - საქმეებს აუწეწავს, გზა-კვალს აურევს.

ჟამნი - ზოგი საეკლესიო ლოცვის (მწუხრის, ცისკრის და სხვა) კრებული.

ჟამსი ემილ პიერ მარი - ფრანგი ეკონომისტი (1899-1985 წწ).

ჟამურის ხეობა - ხეობა ახალგორის მუნიციპალიტეტში, ქსნის ზემო დინებაში.

ჟამუში - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ჟან II (კეთილი) - საფრანგეთის მეფე 1350 წლიდან (1319-1364 წწ).

ჟანა ,არკი (ორლეანელი ქალწული) - საფრანგეთის სახალხო გმირი (1412 - 1431 წწ).

ჟანატასი - ქალაქი ყაზახეთის ჯამბულის ოლქში (55 ათასი).

ჟანაურა - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ჟანგარო

  1. სპილენძის ჟანგი.

  2. შავი საღებავი; ამზადებენ მოდუღებული თავშავა ბალახისაგან, რომელშიც ყრიან წიდასა და ძველ რკინეულს.

ჟანგბადი (O2) - ქიმიური ელემენტი, აირი; შედის ჰაერისა და წყლის შემადგენლობაში. აუცილებელია სუნთქვისა და წვისათვის. ატომური ნომერი 8, ატომური მასა 15,9994.

ჟანგეულები - ქიმიურ ელემენტთა ნაერთები ჟანგბადთან.

ჟანგი

  1. მოწითალო ფენა რკინის ზედაპირზე.

  2. ქიმიაში - რომელიმე ნივთიერების ნაერთი ჟანგბადთან.

ჟანგიანი - ჟანგით დაფარული.

ჟანგისფერი - რაც ფერით ჟანგს მოგვაგონებს; წითელმურა.

ჟანგმოდებული - რასაც ჟანგი აქვს მოდებული.

ჟანგმოკიდებული - რასაც ჟანგი აქვს მოკიდებული.

ჟანდარმერია (ფრანგ.) - სამხედრო წყობის პოლიცია.

ჟანდარმი (ფრანგ.) - ჟანდარმერიაში მომუშავე პირი.

ჟან დე ვენეტი - ფრანგი მემატიანე (დაახლოებით 1307-1370 წწ).

ჟანდოვი ზახარ - ბულგარელი კინორეჟისორი (დაიბადა 1911 წელს).

ჟანე პიერ - ფრანგი ფსიქოლოგი და ფსიქოპათოლოგი (1859-1947 წწ).

ჟანეკენი კლემან - ფრანგი კომპოზიტორი (დაახლოებით 1585-1558 წწ).

ჟანენი ჟიულ გაბრიელ - ფრანგი მწერალი, კრიტიკოსი და ჟურნალისტი (1804-1874 წწ).

ჟანერე შარლ ედუარ - იხილე ლე კორბიუზიე ..

ჟანი - ქართული ანბანის მეთექვსმეტე ასო ჟ-ს სახელწოდება.

ჟანი ბენუა გიიომ რობერ ანტუან ლუი მარი ადოლფ მარკ 'ავიონი - ლუქსემბურგის სახელმწიფო მოღვაწე, პრინცი ბურბონპარმელი (დაიბადა 1921 წელს).

ჟანივრი - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ჟან ლე მერ დე ბელჟი - ფრანგი პოეტი და ისტორიკოსი (1473-1525 წწ).

ჟან პაული (ნამდვილი სახელი და გვარი იოჰან პაულ ფრიდრიხ რიხტერი) - გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი და პედაგოგი (1763-1825 წწ).

ჟანრი (ფრანგ.)

  1. ხელოვნების რაიმე დარგის ნაწარმოების სახეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ესა თუ ის სიუჟეტური და სტილისტიკური ნიშნები.

  2. ფერწერა საყოფაცხოვრებო თემაზე.

ჟანრისტი - ჟანრის (მნიშვნელობა 2) სპეციალისტი მხატვარი.

ჟანრობრივი - ჟანრთან დაკავშირებული.

ჟანსენი პიერ ჟიულ სეზარ - ფრანგი ასტრონომი (1824-1907 წწ).

ჟანსუსი პიერ - საფრანგეთის და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1925 წელს).

ჟან უშიშარი - ბურგუნდიის ჰერცოგი (1371-1419 წწ).

ჟაპურა (იაპურა, კოლუმბიის ტერიტორიაზე კაკეტა) - მდინარე ბრაზილიაში, ამაზონის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 1930 კილომეტრი).

ჟარგონი (ფრანგ.) - თავისებური სიტყვები ან გამოთქმები, რომლებსაც ხმარობენ რაიმე პროფესიულ ჯგუფში, წრეში და სხვაგან; პირობითი ენა, რომელიც გასაგებია მხოლოდ ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის. იგივეა, რაც არგო3.

ჟარი

  1. ქალაქი პოლონეთის დასავლეთ ნაწილში, ზიელონა-გურის სავოევოდოში (40 ათასი).

  2. მდინარე ბრაზილიაში, მდინარე ამაზონის მარცხენა შენაკადი.

ჟარი ალფრედ - ფრანგი მწერალი (1873-1907 წწ).

ჟაროვი ალექსანდრე - რუსი პოეტი (1904-1984 წწ).

ჟაროვი მიხაილ - კინოსა და თეატრის რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1900-1981 წწ).

ჟაროკოვი თაირ - ყაზახი პოეტი (1908-1965 წწ).

ჟასმინი (ფრანგ.) - დეკორატიული ბუჩქი; აქვს ყვითელი და თეთრი სურნელოვანი ყვავილი.

ჟატეცი - ქალაქი ჩეხეთის ჩრდილოეთ ჩეხიის ოლქში.

ჟაშკოვი - ქალაქი უკრაინის ჩერკასის ოლქში.

ჟაშქვა - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ჟახუნდერი - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

3.2 ჟდ

▲ზევით დაბრუნება


ჟდანოვი ანდრეი - საბჭოთა ეპოქის მაღალჩინოსანი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, 1930-40 წლების რეპრესიების ერთ-ერთი ორგანიზატორი (1896-1948 წწ).

ჟდანოვი ლევ (ნამდვილი გვარი გელმანი) - რუსი მწერალი (1864-1951 წწ).

ჟდანოვი - უკრაინის ქალაქ მარიუპოლის სახელი 1948-89 წლებში.

ჟდანოვკა - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში.

3.3 ჟე

▲ზევით დაბრუნება


ჟე - ბრაზილიაში მცხოვრები ინდიელი ხალხის ჯგუფი (დაახლოებით 40 ათასი).

ჟებელიანუ ეუჯენ - იხილე ჟაბელიანუ.

ჟებოტა (ყოფილი მათურიანთკარი) - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში, თიანეთის ქვაბულში, მდინარე ივრის მარცხენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: თეგერაანები, თეთრახევა, თხილა, ლელოვანი, მამადაანები, ჟებოტა, საჭურე, ძებნიაურები, ჭურჭელაურები). ზღვის დონიდან - 1160 მეტრი, თიანეთიდან - 1 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 238 კაცი.

ჟევუსკი ჰენრიკ - პოლონელი მწერალი (1791-1866 წწ).

ჟეკიტინიონია - მდინარე ბრაზილიაში, ერთვის ატლანტის ოკეანეს.

ჟელატინი (ფრანგ.) - ცხოველური წარმოშობის ცილოვანი ნივთიერება, რომლის ხსნარი გაცივებისას იწყებს შედედებას.

ჟელე კლოდ - ფრანგი ფერმწერის და გრაფიკოსის კ.ლორენსის ნამდვილი სახელი და გვარი (1600-1682 წ).

ჟელე (ფრანგ.) - ტკბილი ლაბისებური საჭმელი; ამზადებენ ხილის წვენისა და შაქრისაგან.

ჟელევი ჟელიუ - ბულგარეთის პრეზიდენტი 1990-97 წლებში (დაიბადა 1935 წელს).

ჟელეზნაია - მთა ჩრდილოეთ კავკასიაში, პიატიგორსკის მახლობლად (852 მეტრი).

ჟელეზნოგორსკი - ქალაქი რუსეთის კურსკის ოლქში (100 ათასი).

ჟელეზნოდორჟნი - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (100 ათასი).

ჟელეზნოვოდსკი - ქალაქი რუსეთის სტავროპოლის მხარეში, ბალნეოლოგიური კურორტი (30 ათასი).

ჟელივსკი იან - ჰუსიტური რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე ჩეხეთში (გარდაიცვალა 1422 წელს).

ჟემაიტე (ნამდვილი სახელი და გვარი იულია ბენიუშიავიჩიუტე-ჟიმანტენე) - ლიტველი მწერალი ქალი (1845-1921 წწ).

ჟემიე ფირმენ (ნამდვილი გვარი ტონერი) - ფრანგი მსახიობი, რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე (1869-1933 წწ).

ჟემჩუჟნიკოვი ალექსეი - რუსი პოეტი (1821-1908 წწ).

ჟენმინ ჟიბაო - ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყოველდღიური გაზეთი, გამოდის პეკინში 1949 წლიდან.

ჟენე ჟან - ფრანგი მწერალი (1910-1986 წწ).

ჟენევა - ქალაქი შვეიცარიაში, ამავე სახელწოდების კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი (170 ათასი).

ჟენევის ტბა (ლემანი) - ტბა შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე.

ჟენი პიერ ჟილ დე - ფრანგი ფიზიკოსი, 1991 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1932 წელს).

ჟენშო (ჭარხლისა) - შაქრის ჭარხლის ექსტრაჰირებული ნაკუწები; შაქრის ჭარხლის მრეწველობის ნარჩენები.

ჟენშენი (ჩინ.) - ბალახოვანი მცენარე; იზრდება შორეულ აღმოსავლეთში; იყენებენ მედიცინაში.

ჟეოდა - ქანში არსებული დიდი ბუნებრივი სიცარიელე (სეკრეცია), რომელიც ნაწილობრივ ამოვსებულია მინერალთა ფარული ან აშკარად კრისტალური აგრეგატებით.

ჟეოფსე - მდინარე გაგრის შემოგარენში, ხაშუფსეს მარჯვენა მდგენელი.

ჟერარი ფრანსუა - ფრანგი ფერმწერი (1770-1837 წწ).

ჟერარი (გერჰარდტი) შარლ ფრედერიკ - ფრანგი ქიმიკოსი (1816-1856 წწ).

ჟერდევკა - ქალაქი რუსეთის ტამბოვის ოლქში.

ჟერი

  1. მდინარე საფრანგეთში, მდინარე გარონის მარცხენა შენაკადი.

  2. დეპარტამენტი საფრანგეთში.

ჟერიკო თეოდორ - ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი (1791-1824 წწ).

ჟერმინალი (ფრანგ.) - საფრანგეთის რესპუბლიკური კალენდრის მიხედვით - წლის მეშვიდე თვე (21-22 მარტიდან 19-20 აპრილამდე). კალენდარი მიიღო კონვენტმა 1793 წელს და მოქმედებდა 1806 წლამდე.

ჟერო - დიდი ზომის ფრინველი ლაკლაკისნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძე 80 სმ-ს, წონა კი 1,5 კგ-ს აღწევს.

ჟერომი ჟან ლეონ - ფრანგი ფერმწერი და მოქანდაკე (1824-1904 წწ).

ჟერომსკი სტეფან - პოლონელი მწერალი (1864-1925 წწ).

ჟერონა - იხილე ხერონა.

ჟესტი (ფრანგ.)

  1. სხეულის ნაწილების, განსაკუთრებით ხელების, მოძრაობა, რაც თან ახლავს მეტყველებას ან ცვლის მას.

  2. (გადატანით) რაიმე განზრახვით, რისამე ნიშნად ჩადენილი საქციელი.

ჟესტიკულაცია (ჟესტიკულირება) - ჟესტების გამოყენება ლაპარაკში, მეტყველებაში.

ჟეტე (ფრანგ.)

  1. კლასიკური ცეკვის ცნება, ნახტომის სახეობა.

  2. სხვადასხვაგვარ ნახტომთა ჯგუფი.

ჟეტიბაი - ნავთობისა და გაზის საბადო ყაზახეთში.

ჟეტონი (ფრანგ.) - ლითონის პატარა ნიშანი, რომელსაც ატარებენ ზოგი საზოგადოების წევრები; აძლევენ აგრეთვე რისამე სახსოვრად ან რაიმე შეჯიბრებაში გამარჯვებისათვის.

ჟეფიშხა - მთა ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, კოდორის ქედზე (2078 მეტრი).

ჟეშუვი - ქალაქი პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (115 ათასი).

ჟეხე (ლიაოსი) - მთიანეთი ჩინეთში.

3.4 ჟვ

▲ზევით დაბრუნება


ჟვავი - წვიმის ჩამონაწვეთი ხის ფოთლებზე; ლეშხი.

ჟვავიაკვარა (ჟოეკვარა) - ქედი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ჩხალთის ქედის განშტოება.

ჟვანეცკი მიხაილ - რუსი მწერალი-სატირიკოსი (დაიბადა 1934 წელს).

ჟვანია გრიგოლ - ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (დაიბადა 1915 წელს).

ჟვანია გურამ - კინორეჟისორი (1933-1983 წწ).

ჟვანია ზურაბ - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 1995-2001 და პრემიერ-მინისტრი 2003-2005 წლებში (1963-2005 წწ).

ჟვანია ნოდარ - მუსიკოსი (ალტი), საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1945 წელს).

ჟვერი

  1. შტო, რომელსაც ფოთლები შერჩენილი აქვს.

  2. (კუთხურად) იგივეა, რაც ჭოკი.

ჟვირგვა (ჟურგია) - მთა გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ჟვირგვის ქედზე (2400 მეტრი).

ჟვიფშხვა - მთა ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, კოდორის ქედზე.

3.5 ჟი

▲ზევით დაბრუნება


ჟიარდია - პარაზიტული უმარტივესი შოლტოსნაირთა კლასისა; იგივეა, რაც ლამბლია.

ჟიარი ალფრედ მატიე - ფრანგი ბიოლოგი (1846-1908 წწ).

ჟიბიანი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ჟიგა (ფრანგ.)

  1. ინგლისური წარმოშობის ცეკვა.

  2. ძველებური საცეკვაო სიუიტის შემადგენელი ნაწილი.

  3. ძველებური ხემიანი ხალხური საკრავი.

ჟიგოლო (ფრანგ.) - დაქირავებული კავალერი (რესტორანში, დანსინგში).

ჟიგული - მდინარე ვოლგის პირას მდებარე მთები; უმაღლესი წერტილი - 375 მეტრი.

ჟიგულიოვსკი - ქალაქი რუსეთის სამარის ოლქში (45 ათასი).

ჟიდაჩოვი - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში.

ჟიდი ანდრე პოლ გიიომ - ფრანგი მწერალი, 1947 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1846-1951 წწ).

ჟიდი შარლ - ფრანგი ეკონომისტი (1847-1932 წწ).

ჟივანში იუბერ ტაფენ დე - ფრანგი მოდელიორი და დიზაინერი (დაიბადა 1927 წელს).

ჟივილი

  1. ჩიტების გუნდის ხმიანობა; ჟივჟივი, ჭიკჭიკი.

  2. ბევრი ბავშვის (ადამიანის) ხმაურობა, ჟრიამული.

ჟივილ-ხივილი - ჟრიამული.

ჟივკოვი ტოდორ ხრისტოვ - ბულგარეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, ბულგარეთის კომპარტიის გენერალური მდივანი 1954-89 წლებში (1911-1999 წწ).

ჟივკოვიჩი პეტარ - იუგოსლავიის პოლიტიკური მოღვაწე (1879-1947 წწ).

ჟივჟავი - იგივეა, რაც ჭივჭავი; ჟივჟივი.

ჟივჟივი - ფრინველთა გაბმული ჟივილი.

ჟიზდრა

  1. ქალაქი რუსეთის კალუგის ოლქში.

  2. მდინარე რუსეთის ევროპულ ნაწილში, ოკის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 223 კილომეტრი).

ჟიკიდი აურელ - რუმინელი გრაფიკოსი და ფერმწერი (1896-1962 წწ).

ჟიკლიორი (ფრანგ.) - კარბიურატორის ნასვრეტიანი დეტალი საწვავის დოზირებისათვის.

ჟიკჟიკი - ბრწყინვა, ციმციმი.

ჟილარდი (ჯილარდი) დომენტი (დომენიკო) - არქიტექტორი, წარმოშობით იტალიელი, მოღვაწეობდა რუსეთში (1788-1845 წწ).

ჟილე ნიკოლა ფრანსუა - ფრანგი მოქანდაკე (1709-1791 წწ).

ჟილეტი (ფრანგ.) - მამაკაცის მოკლე სამოსი (წელს ზევით ჩასაცმელი), რომელსაც არა აქვს საყელო და სახელოები; იცვამენ პიჯაკის, ფრაკის, სერთუკის ქვეშ.

ჟილიერონი ჟიულ - შვეიცარიელი ენათმეცნიერი (1854-1926 წწ).

ჟილინა ქალაქი სლოვაკეთში (85 ათასი).

ჟილინა ელენა - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1890-1963 წწ).

ჟილინსკაიტე ვიტაუტე - ლიტველი მწერალი ქალი (დაიბადა 1930 წელს).

ჟილინსკისი არვიდს - ლატვიელი კომპოზიტორი, პიანისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1905 წელს).

ჟილკენი ივან - ბელგიელი პოეტი (1858-1924 წწ).

ჟილსონი ეტიენ ანრი - ფრანგი რელიგიის ფილოსოფოსი (1884-1978 წწ).

ჟილცოვი ალექსეი - რუსი მსახიობი და პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1895-1972 წწ).

ჟინვალი - დაბა (1976 წლიდან) დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირას, საქართველოს სამხედრო გზაზე. სადაბო საკრებულოს ცენტრი (შედის ჟინვალი, სოფლები:არანისი, ბზიკურთკარი, ბოდავი, გუდრუხი, ეთვალისი, ზემო ხორხი, თვალივი, ლაუშა, მენესო, ნეძიხი, ჟინვალა, სონდისველა, სწროფავი, უბანი, ფუძნარი, ქვემო ხორხი, ჩინთი, ხარტიშო, ხირაუშა). ზღვის დონიდან - 760 მეტრი, დუშეთიდან - 15 კილომეტრი. მოსახლეობა 1.9 ათასი (2002).

ჟინვალის სადაბო საკრებულო - იხილე ჟინვალი.

ჟინვალის წყალსაცავი - მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვზე, ფართობი 11.5 კვ.კმ. ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით შეიქმნა მდინარე არაგვის ხეობაში. საქართველოს წყალსაცავებიდან ის ყველაზე ახლგაზრდაა. მას დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქ თბილისის წყლით მომარაგების საკითხში.

ჟინვანი იხილე ჟინვალი.

ჟინი

  1. დიდი, უძლეველი სურვილი; წადილი.

  2. ჯიბრი, ჯავრი.

ჟინიანი

  1. ჯიუტი, თავისნება; ჭირვეული.

  2. დაჟინებული, ამოჩემებული.

ჟინოთა - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეგში.

ჟინჟღალა - მწითური, სისხლსავსე, ღაჟღაჟა.

ჟინჟღილა - იგივეა, რაც ჟინჟღალა.

ჟინჟღილი - იგივეა, რაც ჩირაღდანი.

ჟინჟღლი - წვრილი წვიმა; თქორი.

ჟინჟღლიანი - ჟინჟღლის შემცველი.

ჟიონო ჟან - ფრანგი მწერალი (1895-1970 წწ).

ჟიპი (ნამდვილი სახელი და გვარი სიბილ გაბრიელ მარი ანტუან დე რიკეტი დე მირაბო) - ფრანგი მწერალი ქალი (1849-1932 წწ).

ჟიპიტაური - შინაური სუსტი არაყი.

ჟიჟია - მდინარე რუმინეთში, მდინარე პრუტის მარჯვენა შენაკადი.

ჟიჟინი

  1. ხმაურობა, ყაყანი; ძახილი, ყვირილი.

  2. ფრინველთა ხმიანობა; ჟივჟივი.

ჟიჟკა იან - ჰუსიტური რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე ჩეხეთში (დაახლოებით 1360-1424 წწ).

ჟიჟმატი - ძალიან წვრილი.

ჟიჟო - ახლად თავჩენილი ბალახი.

ჟირანდოლი (ფრანგ.) - დიდი ფიგურული შანდალი რამდენიმე სანთლისათვის.

ჟირარდო ანი - ფრანგი მსახიობი ქალი (1931-2011 წწ).

ჟირარდონი ფრანსუა - ფრანგი მოქანდაკე (1628-1715 წწ).

ჟირარდუვი - ქალაქი პოლონეთის სკიერნიევიცეს სავოევოდოში.

ჟირარი ალბერ - ჰოლანდიელი მათემატიკოსი (1595-1632 წწ).

ჟირარი ფილიპ ანრი - ფრანგი გამომგონებელი (1775-1845 წწ).

ჟირაფი (ფრანგ.) - მცოხნავი ხალებიანი ცხოველი, რომელსაც აქვს ძალიან გრძელი კისერი, მაღალი, წვრილი ფეხები; გავრცელებულია აფრიკაში.

ჟირი - უძველესი ქართული სამსიმიანი (სამძალიანი) საკრავის მეორე (შუა) სიმის სახელწოდება.

ჟირინოვსკი ვლადიმერ - რუსი პოლიტიკური მოღვაწე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (დაიბადა 1946 წელს).

ჟირნოვსკი - ქალაქი რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში.

ჟირო (იტალ.) - წარწერა თამასუქზე, ჩეკზე და მისთანებზე სხვა პირისთვის მისი გადაცემის შესახებ.

ჟირო ანრი ონორე - საფრანგეთის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე (1879-1949 წწ).

ჟიროდუ ჟან - ფრანგი მწერალი (1882-1944 წწ).

ჟირონდა

  1. მდინარეების გარონისა და დორდონის ესტუარი საფრანგეთში.

  2. დეპარტამენტი საფრანგეთში.

  3. საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს - მსხვილი ბურჟუაზიის ინტერესების გამომხატველი პარტია, რომელიც კონტრრევოლუციის მხარეზე გადავიდა.

ჟირონდისტი - ჟირონდის წევრი, ჟირონდელი.

ჟიროსკოპი - იგივეა, რაც გიროსკოპი.

ჟირღალიშქა - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

ჟირში - სახალხო მთქმელი და მომღერალი ყაზახეთში.

ჟირწყალი - სოფელ აძიბჟარის ძველი სახელწოდება (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი).

ჟისკარ ,ესტენი ვალერი - საფრანგეთის პრეზიდენტი 1974-81 წლებში (დაიბადა 1926 წელს).

ჟიტკოვიჩი - ქალაქი ბელორუსიის გომელის ოლქში.

ჟიტომირი - ქალაქი უკრაინაში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (300 ათასი).

ჟიუ - მდინარე რუმინეთში, დუნაის მარცხენა შენაკ(სიგრძე - 348 კილომეტრი).მ.

ჟიულ ვერნი - იხილე ვერნი .

ჟიულიენი (ფრანგ.) - ბოსტნეულის წვენი ერთგვარი.

ჟიუ პეონი - იხილე სიუი ბეიხუნი.

ჟიური (ფრანგ.) - სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც გამოყოფილია კონკურსზე, გამოფენასა და მათ მსგავს ღონისძიებებზე პრემიების, ჯილდოების მისანიჭებლად.

ჟიუსიე ანტუან ლორან - ფრანგი ბოტანიკოსი (1748-1836 წწ).

ჟიუსიე ბერნარ - ფრანგი ბოტანიკოსი (1669-1777 წწ).

ჟიფარი ანრი - ფრანგი კონსტრუქტორი (1825-1882 წწ).

3.6 ჟლ

▲ზევით დაბრუნება


ჟლობინი - ქალაქი ბელორუსიის გომელის ოლქში (60 ათასი).

3.7 ჟმ

▲ზევით დაბრუნება


ჟმერინკა - ქალაქი უკრაინის ვინიცის ოლქში (40 ათასი).

ჟმიხოვსკა ნარციზა - პოლონელი მწერალი ქალი (1819-1876 წწ).

ჟმუიძინავიჩიუსი ანტანას - ლიტველი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1875-1966 წწ).

3.8 ჟო

▲ზევით დაბრუნება


ჟო - ჩინელთა წარმოდგენით, მითიური ხე, რომელიც დასავლეთით იზრდება და ჩამავალ მზეს თავის ტოტებში მალავს.

ჟოანარი ჟიულ პოლ - საფრანგეთისა და საერთაშორისო მუშათა სოციალისტური მოღვაწე (1843-1892 წწ).

ჟოდელი ეტიენ - ფრანგი პოეტი და დრამატურგი (1532-1573 წწ).

ჟოდინო - ქალაქი ბელორუსიის მინსკის ოლქში (55 ათასი).

ჟოეკვარა (ჟვავაკვარა) - მდინარე გაგრის შემოგარენში (სიგრძე - 20 კილომეტრი).

ჟოვტნევოე - უკრაინის ქალაქ ნიკოლაევის ნაწილი, 1938 წლამდე ქალაქი ბოგოიავლენსკი.

ჟოზეფ-ბონაპარტი - ყურე ტიმორის ზღვაში.

ჟოზეფინა - საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ I-ის პირველი მეუღლე (1763-1814 წწ).

ჟოკეი (ინგლ.) - პროფესიონალი მხედარი, რომელიც დოღში მონაწილეობს.

ჟოკი - მოლდავური ცეკვა.

ჟოკური ლუი დე - ფრანგი მეცნიერი, განმანათლებელი, მწერალი (1704-1779 წწ).

ჟოლიო-კიური (1934 წლამდე კიური) ირენ - ფრანგი ფიზიკოსი, საზოგადო მოღვაწე ქალი, 1935 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1897-1956 წწ).

ჟოლიო-კიური ფრედერიკ - ფრანგი ფიზიკოსი, საზოგადო მოღვაწე (1900-1958 წწ).

ჟოლკვა - უკრაინის ქალაქ ნესტეროვის (ლვოვის ოლქი) სახელი 1951 წლამდე.

ჟოლკიევსკი სტანისლავ - იხილე ჟულკიევსკი .

ჟოლო

  1. (Rubus idaeus) ტანმორჩილი კენკროვანი ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა; ისხამს სურნელოვან მოწითალო ფერის ტკბილ ნაყოფს.

  2. ამ მცენარის ნაყოფი.

ჟოლობოვი ვიტალი - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, 1976 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1937 წელს).

ჟოლოსფერი - რაც ფერით ჟოლოს მოგვაგონებს.

ჟოლტიე-ვოდი - ქალაქი უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში.

ჟომინი ანტუან ანრი - სამხედრო თეორიტიკოსი და ისტორიკოსი, რუსეთის არმიის გენერალი, წარმოშობით ფრანგი (1779-1869 წწ).

ჟონგლიორი (ძვ.ფრანგ. „jougleor“, „jongleur“. ლათ. joculator-დან - „მასხარა“)

  1. ცირკის მსახიობი, რომელიც მარჯვედ ათამაშებს (ჰაერში ისვრის და იჭერს) ერთდროულად რამდენიმე საგანს.

  2. შუა საუკუნეებში საფრანგეთსა და ესპანეთში - მოხეტიალე მსახიობის, მუსიკოსის მოსახსენიებელი სიტყვა.

ჟონეთი - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (ოფურჩხეთის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 310 მეტრი, წყალტუბოდან - 40 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 452 კაცი.

ჟოჟონი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), მდინარე მთიულეთის არაგვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1600 მეტრი, დუშეთიდან - 74 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 1 კაცი.

ჟორდანი მარი ენმონ კამილ - ფრანგი მათემატიკოსი (1838-1922 წწ).

ჟორდანია ანდრო - ფეხბურთელი, ნახევარმცველი. თამაშობდა საქართველოს, რუსეთის და უკრაინის სხვადასხვა გუნდებში. იყო თბილისის „დინამოს“ (1945, 1946-47, 1955, 1959-61), თბილისის „სპარტაკის“ (1948-51), ქუთაისის „ლოკომოტივის” (1957-58), თბილისის „ლოკომოტივის“ (1962), ქუთაისის „ტორპედოსა“ (1964-65) და ტყიბულის „მეშახტის“ (1966-67) მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით თბილისის „დინამო“ სამჯერ გახდა სსრკ ჩემპიონატების მესამე პრიზიორი, ორჯერ კი თასის გათამაშების ფინალში გავიდა. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი (1904-1074 წწ).

ჟორდანია გაიოზ (გიზო) - თეატრის რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1934 წელს).

ჟორდანია ნოე - პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, ქართველ მენშევიკთა ლიდერი, 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავმჯდომარე; 1921 წლიდან იყო ემიგრაციაში (1869-1953 წწ).

ჟორესი ჟან - საფრანგეთისა და საერთაშორისო მუშათა და სოციალისტური მოძრაობის მოღვაწე (1859-1914 წწ).

ჟორჟი მარგერიტ ჟოზეფინ (ნამდვილი გვარი - ვეიმერი) - ფრანგი მსახიობი ქალი (1787-1867 წწ).

ჟორჟი პიერ - ფრანგი გეოგრაფი (1909-1990 წწ).

ჟორჟოლიანი ალექსანდრე - კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1888-1969 წწ).

ჟორჟ სანდი - იხილე სანდი .

ჟოსკენ დეპრე - ფრანგი და ფლამანდელი კომპოზიტორი (დაახლოებით 1440-1521 წწ).

ჟოტრანი ლუსიენ ლეოპოლდ - ბელგიის პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი (1804-1877 წწ).

ჟოუ-ში (ნამდვილი სახელი - ჯაო პინ-ფუ) - ჩინელი მწერალი (1901-1931 წწ).

ჟოფრი ჟოზეფ ჟაკ სეზერ - საფრანგეთის მარშალი (1852-1931 წწ).

ჟოფრუა სენტ-ილერი ეტიენ - ფრანგი ზოოლოგი (1772-1844 წწ).

ჟოფრუა სენტ-ილერი იზიდორ - ფრანგი ზოოლოგი (1805-1861 წწ).

ჟოშუი (ეძინგოლი, ზემო და შუა დინებაში - ხეიხე) - მდინარე ჩინეთში, იყოფა ტოტებად და ერთვის გაშუნ-ნურისა და სოგო-ნურის ტბებს (სიგრძე - 900 კილომეტრი).

ჟოშხა - სოფლების ზემო ჟოშხისა და ქვემო ჟოშხის გავრცელებული სახელწოდება (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი).

ჟოხოვის კუნძული - კუნძული აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, დე ლონგის კუნძულების ჯგუფში.

3.9 ჟჟ

▲ზევით დაბრუნება


ჟჟენოვი გიორგი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1915-2006 წწ).

3.10 ჟრ

▲ზევით დაბრუნება


ჟრიალი

  1. იგივეა, რაც ჟივილი.

  2. იგივეა, რაც ჟღარუნი.

  3. იგივეა, რაც ჟრჟოლა.

ჟრიამული - ფრინველთა ან ადამიანთა ხმაური (უპირატესად მხიარული); ჟივილი.

ჟრიკჟრიკი - ფრინველთა გალობის ხმა; ჟღურტული, ჭიკჭიკი.

ჟრინევი - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიცეულის მარცხენა შენაკადი.

ჟრჟოლა - თრთოლა, კანკალი.

ჟრუანტელი - ტანში გაჟრჟოლება.

ჟრუნი

  1. მონაცრისფრო ჭრელი.

  2. (თეტრასტეს ბონასია) - ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძე - 35-37 სმ, მასა 350-500 გრამამდე. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში.

3.11 ჟუ

▲ზევით დაბრუნება


ჟუან I - პორტუგალიის მეფე 1383-1433 წლებში (1357-1433 წწ).

ჟუან II - პორტუგალიის მეფე 1481 წლიდან (1455-1495 წწ).

ჟუან III - პორტუგალიის მეფე 1521 წლიდან (1502-1557 წწ).

ჟუან IV - პორტუგალიის მეფე (1604-1656 წწ).

ჟუან V - პორტუგალიის მეფე 1706 წლიდან (1689 -1750 წწ).

ჟუან VI ბრაგანსა - პორტუგალიის მეფე 1816 წლიდან (1767-1826 წწ).

ჟუანდო მარსელ - ფრანგი პროზაიკოსი (1888-1979 წწ).

ჟუანვილი ჟან - ფრანგი მემატიანე (1224-1317 წწ).

ჟუან-პესოა (1930 წლამდე პარაიბა) - ქალაქი ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, პარაიბის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (400 ათასი).

ჟუბანოვა გაზიზა - ყაზახი კომპოზიტორი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1927 წელს).

ჟუბერი ჟოზეფ - ფრანგი მოაზროვნე და მწერალი (1754-1824 წწ).

ჟუდეცი (რუმინ.) - მსხვილი ადმინისტრაციული ერთეული რუმინეთში.

ჟუეძინი - ქალაქი ჩინეთის ძიანსის პროვინციაში.

ჟუვე ლუი - ფრანგი რეჟისორი, მსახიობი, პედაგოგი (1887-1951 წწ).

ჟუვი პიერ ჟან - ფრანგი მწერალი და მთარგმნელი (1887-1976 წწ).

ჟუვილი - დაბუჟული ხორცის ჩხვლეტა.

ჟუვინტასი - ნაკრძალი ლიტვის სამხრეთ ნაწილში; დაარსებულია 1946 წელს.

ჟუზი - ყაზახთა გვარებისა და ტომების ჯგუფი.

ჟუიოვიჩი ჟივოინ - სერბი დემოკრატი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი (1838-1870 წწ).

ჟუის-დი-ფორა - ქალაქი ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მინას-ჟერაისის შტატში (380 ათასი).

ჟუკასი სტიაპას - ლიტველი გრაფიკოსი, კარიკატურისტი (1904-1946 წწ).

ჟუკი ალექსანდრე - საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორი (დაიბადა 1917 წელს).

ჟუკოვი გიორგი - რუსი მხედართმთავარი, მარშალი, საბჭოთა კავშირის ოთხგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1896-1974 წწ).

ჟუკოვი ნიკოლაი - რუსი გრაფიკოსი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1908-1973 წწ).

ჟუკოვკა - ქალაქი რუსეთის ბრიანსკის ოლქში (20 ათასი).

ჟუკოვსკი- ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (100 ათასი).

ჟუკოვსკი ვალენტინ - რუსი ირანისტი-აღმოსავლეთმცოდნე (1858-1918 წწ).

ჟუკოვსკი ვასილი - რუსი პოეტი, აკადემიკოსი (1783-1852 წწ).

ჟუკროვსკი ვოიცეხ - პოლონელი მწერალი (დაიბადა 1916 წელს).

ჟულავი (ვისლის ჟულავი) - დაბლობი პოლონეთში, მდინარე ვისლის დელტის ნაწილი.

ჟულკიევსკი სტანისლავ - პოლონეთის სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი (1547 ან 1550 - 1620 წწ).

ჟუნდიაი - ქალაქი ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (315 ათასი).

ჟუნჟრუკი - მცენარეთა გვარი მიხაკისებრთა ოჯახისა, მრავალწლოვანი ბალახი.

ჟუნ-ხუნი - ჩინეთის პოლიტიკური მოღვაწე, რეფორმატორი (1828-1912 წწ).

ჟუო ლეონ - საფრანგეთის და საერთაშორისო პროფმოძრაობის მოღვაწე (1879-1954 წწ).

ჟუპა - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ და დასავლეთ სლავებთან.

ჟუპანი - ხორვატიის დიდი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.

ჟუპანჩიჩი ოტონ - სლოვენი პოეტი (1878-1949 წწ).

ჟუპერი ბარტელემი კატრინ - ფრანგი გენერალი (1769-1799 წწ).

ჟუპერი პეტრუს იაკობუს - ტრანსვაალის რესპუბლიკის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე (1834-1900 წწ).

ჟუჟუი - ქალაქი და პროვინცია არგენტინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (125 ათასი).

ჟუჟუნა

  1. მშვენიერი, მოციმციმე, მბრწყინავი (თვალები).

  2. ნელი და ხანგრძლივი (წვიმა).

ჟუჟუნას მზითევი - ქართული მხატვრული ფილმი, კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1934 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - სიკო ფალავანდიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - ვლადისლავ პოზნანი. მთავარ როლებში: გიორგი გაბელაშვილი, კირილე მაჭარაძე, ალექსანდრე თოიძე, ილია მამფორია, არკადი ხინთიბიძე, დავით ალავიძე.

ჟუჟუნი

  1. კრთომა, ციმციმი, ბრწყინვა (თვალებისა).

  2. ნელი და ხანგრძლივი წვიმის ხმაური.

ჟურავლიოვი ფირს - რუსი ფერმწერი (1836-1901 წწ).

ჟურგია - იხილე ჟვირგვა.

ჟურდანი ჟან ბატისტ - საფრანგეთის მარშალი (1762-1833 წწ).

ჟურდენი ფრანსის - ფრანგი მწერალი (1876-1958 წწ).

ჟურდი ფრანსუა - პარიზის კომუნის (1871 წ) წევრი (1843-1893 წწ).

ჟურნალი (ფრანგ.) - პერიოდული გამოცემა წიგნის სახისა.

ჟურნალისტი - პროფესიონალი ლიტერატურული მუშაკი, რომელიც ჟურნალისტიკას მისდევს.

ჟურნალისტიკა

  1. ლიტერატურულ-პუბლიცისტური მოღვაწეობა პრესაში.

  2. ჟურნალ-გაზეთები ერთობლივ.

ჟურუა - მდინარე ბრაზილიაში, მდინარე ამაზონის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 3280 კილომეტრი).

ჟურული გიორგი - რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1899-1964 წწ).

ჟურული ვარლამ - პოეტი (1908-1965 წწ).

ჟურფიქსი (ფრანგ.) - ფეოდალურ-ბურჟუაზიულ საზოგადოებაში კვირის ესა თუ ის დღე, რომელიც სტუმრების მისაღებად ჰქონდათ წინასწარ დანიშნული.

ჟუტაი - მდინარე ბრაზილიაში, მდინარე ამაზონის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 1200 კილომეტრი).

ჟუ-შოუ - ჩინურ მითოლოგიაში - შემოდგომის ღმერთი.

3.12 ჟღ

▲ზევით დაბრუნება


ჟღავილი - ჩხავილი, ყვირილი.

ჟღავიჟღუვი - უწესრიგო ხმაური.

ჟღავჟღავი - იგივეა, რაც ჟღავიჟღუვი.

ჟღალთვალება - ჭროღა თვალების მქონე.

ჟღალთმიანი - ჟღალი (ჭაღარა) თმის მქონე.

ჟღალი

  1. შავმოწითალო (ფერი).

  2. შავ-თეთრი, მუქი ნაცრისფერი, რუხი.

ჟღალწვერა - ჟღალი (ჭაღარა) წვერის მქონე.

ჟღარაჟღური - ჟღარუნი, ჟღრიალი.

ჟღარუნა - იგივეა, რაც ეჟვანი.

ჟღელე - ხეობა ისტორიულ დვალეთში (ამჟამად რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია).

ჟღენტი ბესარიონ (ბესო) - კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1903-1976 წწ).

ჟღენტი სულიკო - კინოდრამატურგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1925-2000 წწ).

ჟღენტი ტარიელ - სპორტსმენი (სასტენდო სროლა, მრგვალი სტენდი). მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1971, 73, 74), მეორე (1983) და მესამე (1981) პრიზიორი, ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად პირველობაში (1973, 81) და ხუთგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1972, 73, 74, 81, 84), ორგზის მეორე პრიზიორი (1975, 82 - გუნდურში), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1968, 78, 83), სპორტის დამსახურებული ოსტატი. (დაიბადა 1945 წელს).

ჟღერა - საამური ბგერების გამოცემა.

ჟღერადი - რაც სასიამოვნოდ ჟღერს.

ჟღვინტი - დიდი წვინტლი, ბოტოტი.

ჟღივილი - იგივეა, რაც ჟივილი.

ჟღმურტლი - წვრილი, ნისლიანი წვიმა.

ჟღმურტლიანი - ნისლიან-წვიმიანი, მოღრუბლული და ნამიანი.

ჟღრიალი - იგივეა, რაც ჟღარუნი.

ჟღურტული

  1. ფრინველთა გალობა; ჭიკჭიკი.

  2. (გადატანით) ტიტინი, ტიკტიკი.

4

▲ზევით დაბრუნება


- ქართული ანბანის მეჩვიდმეტე (ძველი ქართული ანბანის მეცხრამეტე) ასო. მისი სახელია „რაე“; გრაფიკული სიმბოლო ენისწვერისმიერი მთრთოლი სონორი თანხმოვნისა. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ასს (100).

4.1 რა

▲ზევით დაბრუნება


რა

  1. კითხვითი ნაცვალსახელი; იხმარება ყველაფრის მიმართ (საგნები, ცხოველები), გარდა ადამიანისა.

  2. რამდენი? რა რაოდენობის? (რა მიეცი საათში?)

  3. ნაწილაკი გამოხატავს ხვეწნას (ჩემთან ერთად წამოდი, რა!)

  4. ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში მზის ღმერთი სამყაროს, ადამიანებისა და ღმერთების შემქმნელი.

  5. მდინარე ვოლგის სახელი ანტიკური ეპოქის მწერლების ნაწარმოებებში.

  6. პაპირუსის ნავის სახელწოდება, რომლითაც ნორვეგიელმა ტურ ჰეიერდალმა ეკიპაჟის 6 წევრთან ერთად გადაცურა ატლანტის ოკეანე მაროკოდან კუნძულ ბარბადოსამდე 1970 წელს.

რააბე ვილჰელმ - გერმანელი მწერალი (1831-1910 წწ).

რააბი - იხილე რაბა.

რააბი იულიუს - ავსტრიის ფედერალური კანცლერი 1953-61 წლებში (1891-1964 წწ).

რააგი ილმარ - ესტონელი კინორეჟისორი (დაიბადა 1968 წელს).

რაანანა - ქალაქი ისრაელის სამხრეთ ნაწილში (80 ათასი).

რააფლაუბი ბეატ მარტინ - შვეიცარიელი დირიჟორი (დაიბადა 1946 წელს).

რააჰე - ქალაქი ფინეთის ოულუს ლიანში (25 ათასი).

რაბა (რააბი) - მდინარე ავსტრიასა და უნგრეთში, მდინარე დუნაის მარჯვენა შენაკადი.

რაბადის კარი - თბილისის ჩრდილოეთ კედელში დატანებული კარი, რომელიც ქალაქს აკავშირებდა რაბადთან გარეუბანთან.

რაბათი (არაბ.) - შუა აზიისა და სპარსეთის ქალაქებში VII-VIII საუკუნეებში ხელოსნებითა და ვაჭრებით დასახლებული გარეუბანი. X საუკუნიდან კი აღმოსავლური ფეოდალური ქალაქი ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი.

რაბანასტრი (რავანსტრონი) - ინდოელთა 2-სიმიანი მუსიკალური ხემიანი მუსიკალური ინსტრუმენტი.

რაბანი ბურხანუდდინ - ავღანეთის პრეზიდენტი 1992-2000 წლებში (დაიბადა 1940 წელს).

რაბანუს მაურუსი - იხილე ჰრაბანუს მაურუსი.

რაბასი ვაცლავ - ჩეხი ფერმწერი (1885-1954 წწ).

რაბატი

  1. მაროკოს დედაქალაქი, მდებარეობს ატლანტის ზღვის სანაპიროზე, დაარსებულია XII საუკუნეში (900 ათასი).

  2. (გერმ.) ქუჩის გაყოლებაზე მოწყობილი ყვავილნარის ზოლი, რომელსაც გარს შემოვლებული აქვს დეკორატიული მცენარეები.

  3. საქონელზე ფასჩამოკლება მუდმივი პარტნიორისთვის, რომელიც ბითუმად ყიდულობს.

რაბაუ - დასახლება ავსტრიაში, შტირიის ფედერალურ მხარეში.

რაბაული (Rabaul) - ქალაქი-პორტი კუნძულ ახალ ბრიტანეთზე პაპუა-ახალი გვინეის შემადგენლობაში.

რაბეარიველუ ჟან ჟოზეფ - მადაგასკარელი პოეტი (1901-1937 წწ).

რაბეკი კნუდ ლიუნე - დანიელი მწერალი, კრიტიკოსი (1760-1830 წწ).

რაბემანანძარა ჟაკ - მადაგასკარელი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე (1913-1995 წწ).

რაბენაუ - ქალაქი გერმანიის საქსონიის მხარეში.

რაბი

  1. ნაგებობა, რომლის საშუალებითაც გემი გადაჰყავთ მდინარის ან არხის ერთი უბნიდან მეორეში, სადაც წყლის დონე განსხვავებულია.

  2. მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ჩაკეტავენ ან მიუგდებენ წყალს არხში.

რაბი ალფონს - ფრანგი მწერალი-რომანტიკოსი (1786-1830 წწ).

რაბი იზიდორ აიზეკ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1944 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1898-1985 წწ).

რაბი ჟუჟა - უნგრელი პოეტი და მთარგმნელი (დაიბადა 1926 წელს).

რაბიზი - თანამედროვე სომხური ქალაქური მუსიკის მიმდინარეობა. წარმოდგება საბჭოთა ორგანიზაციიდან „РАБотники ИСкусства“.

რაბინი - ებრაელი კულტის მსახური, მოძღვარი.

რაბინი იცხაკ - ისრაელის პრემიერ-მინისტრი 1974-77 და 1992-95 წლებში, 1994 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1922-1995 წწ).

რაბინოვიჩი ისააკ - თეატრის მხატვარი, მოღვაწეობდა რუსეთში (1894-1961 წწ).

რაბინოვიჩი საულ - საბჭოთა კავშირში მოღვაწე ებრაული ეროვნების მოქანდაკე (1905-1988 წწ).

რაბლე ფრანსუა - ფრანგი მწერალი-ჰუმანისტი (1494-1553 წწ).

რაბლი კარლ - ავსტრიელი ემბრიოლოგი, ციტოლოგი და ანატომი (1853-1917 წწ).

რაბობი (რუბაბი) (არაბ.) - სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტი; გავრცელებულია აზიის ხალხებში.

რაბღუზი - XII-XIV საუკუნეების ზღვარზე მოღვაწე თურქულენოვანი მწერალი.

რაგბი - იხილე რეგბი.

რაგვარი - იგივეა, რაც როგორი.

რაგვი - წნელის ღობე.

რაგი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

რაგინდ - რაც უნდა, როგორც უნდა.

რაგინდარა - ყოველგვარი, ნებისმიერი.

რაგნარეკი - სკანდინავიური მითოლოგიის თანახმად, სამყაროს დაღუპვის შესახებ არსებული წარმოდგენა.

რაგნიტი - რუსეთის კალინინგრადის ოლქის ქალაქ ნემანის სახელი 1946 წლამდე.

რაგუ (ფრანგ.) - წვრილად დაჭრილი ხორცისა და ბოსტნეულისაგან გაკეთებული კერძი.

რაგუბა - სამთო-სამრეწველო ცენტრი ლიბიაში.

რაგუზა - ქალაქი იტალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (65 ათასი).

რად - რის გამო? რატომ?

რადა (უკრ.)

  1. (ძველად) უკრაინაში სახალხო კრება, თავყრილობა;

  2. ხელისუფლების უმაღლესი ორგანო საბჭოთა ეპოქამდე და მის შემდეგდროინდელ უკრაინაში.

რადა ვლასტიმილ - ჩეხი ფერმწერი და გრაფიკოსი (1895-1962 წწ).

რადამანთისი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მიწისქვეშა სამყაროს ანუ ელისიის ერთ-ერთი მოსამართლეთაგანი, ზევსისა და ევროპეს ვაჟი.

რადამისტი - ქართლის (იბერიის) მეფის ფარსმან I-ის ვაჟი (ახ.წ.აღ. I საუკუნის შუა წლები).

რადარი (ინგლ.) - შემოკლებული სახელწოდება რადიოლოკატორისა და რადიოლოკაციისა.

რადგან - კავშირი ქართულ ენაში მიუთითებს მიზეზზე; ვინაიდან, იმიტომ რომ.

რადგანაც - იგივეა, რაც რადგან.

რადებოილი - ქალაქი გერმანიიის საქსონიის მხარეში (30 ათასი).

რადევი ვილო - ბულგარელი კინოოპერატორი და რეჟისორი (დაიბადა 1923 წელს).

რადევსკი ხრისტო - ბულგარელი პოეტი (1903-1990 წწ).

რადეცკი (ფონ რადეცი) იოზეფ - ავსტრიის ფელდმარშალი (1766-1858 წწ).

რადეხოვი - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში.

რადვილიშკისი - ქალაქი ლიტვაში (20 ათასი).

რადი (ინგლ.) - გამოსხივების შთანთქმული ენერგიის ერთეული, რომლის დროსაც ერთ გრამ ნივთიერებაში შთაინთქმება 100 ერგი ენერგია.

ალ-რადი ჰუსაინ აჰმად - ერაყის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1924-1963 წწ).

რადიანი - ბრტყელი კუთხის რადიანული ზომის ერთეული.

რადიანი (ნამდვილი გვარი შეწირული) შალვა - კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1905-1977 წწ).

რადილაური - რაც რადიუსის სახით არის მიმართული, განლაგებული; სხივისებური.

რადიანტი (ლათ.) - ცის სფეროს წერტილი, მოჩვენებითი წყარო მეტეორებისა, რომლებიც ჩანან დედამიწის შეხვედრისას მეტეორული სხეულების გუნდთან, როდესაც ეს სხეულები მოძრაობენ საერთო ორბიტაზე მზის ირგვლივ.

რადიატორი (ლათ.)

  1. გასახურებელი მოწყობილობა ცენტრალური გათბობისა, მილების სისტემა, რომელშიც ცხელი წყალი ან ორთქლი მოძრაობს.

  2. ავტომობილის, ტრაქტორის და მისთანების შიგაწვის ძრავაში თბოგადამცემი, გამაცივებელი სითხის ან საზეთი ზეთის ტემპერატურის დასაწევად.

რადიაცია (ლათ.) - რაიმე სხეულის მიერ ელექტრომაგნიტური ენერგიის გამოსხივება.

რადიკალი (ლათ.)

  1. რადიკალიზმის მომხრე.

  2. უკიდურეს, გადამწყვეტ ღონისძიებათა მომხრე.

  3. მათემატიკაში ფესვის ამოღების, ამოფესვის ნიშანი. ფესვის ამოღების შედეგი.

  4. ქიმიაში ატომთა ჯგუფი, რომელიც ერთი ნაერთიდან მეორეში უცვლელად გადადის.

რადიკალიზმი - ძირეული, გადამჭრელი ზომების მიღება თეორიული და პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტისას.

რადიკალური - გადამჭრელი, გადამწყვეტი, უკიდურესი.

რადიკულიტი (ლათ.) - ზურგის ტვინის ნერვთა ფესვების ანთება.

რადიმიჩები - აღმოსავლელ სლავთა გაერთიანება დნეპრსა და დესნას შორის ახ.წ.აღ. I ათასწლეულის ბოლოდან XII საუკუნემდე.

რადიო

  1. (ლათ.) - გადაცემა და მიღება ელექტრომაგნიტური ტალღებისა, რომლებიც სივრცეში უსადენებოდ ვრცელდება.

  2. რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი აღნიშნავს: 1) რადიოსთან კავშირს. 2) რადიუმთან, რადიოაქტიურობასთან, რადიაციასთან დაკავშირებულს.

რადიოაქტიურობა - ქიმიური ელემენტების ატომგულების თვითნებური ან ხელოვნურად გამოწვეული დაშლა, რასაც თან სდევს ელემენტარული ნაწილაკების (ელექტრონების, პოზიტრონების) გამოსხივება.

რადიოგრაფია - სხვადასხვა ობიექტის (ნაკეთობათა, მინერალების და ა.შ.) გამოკვლევის მეთოდი, რომელიც იყენებს რადიოაქტიური იზოტოპების გამოსხივების ზემოქმედებას ფოტოშრეზე.

რადიოგრამა - რადიოთი გადმოცემული ტელეგრამა.

რადიოელექტრონიკა - კომპლექსი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგებისა, რომლებიც დაკავშირებულია ელექტრომაგნიტური ტალღების საშუალებით ინფორმაციის გადაცემის, მიღების და გარდაქმნის პრობლემებთან.

რადიოზონდი - სხვადასხვა სიმაღლეზე წნევის, ტემპერატურისა და ტენიანობის გასაზომი მეტეოროლოგიური ხელსაწყო, რომელიც რადიოთი ავტომატურად გადმოსცემს გაზომვის შედეგებს; ატმოსფეროში უშვებენ პატარა ჰაერბურთის საშუალებით.

რადიოთერაპია - რადიუმითა და სხვა რადიოაქტიური ნივთიერებებით მკურნალობა.

რადიოინტერფერომეტრი - რადიოასტრონომიული დაკვირვებისათვის საჭირო ხელსაწყო, რომელიც შედგება ორი ანტენისგან; ეს ანტენები ერთმანეთთან დაკავშირებულია კავშირგაბმულობის კაბელური, ტალღასატარი ან სარეტრანსლაციო ხაზით.

რადიოკომპასი - თვითმფრინავის რადიოპელენგატორი მიწისზედა გადამცემი რადიოსადგურების პელენგაციისათვის.

რადიოლა - აპარატი, რომელშიც გაერთიანებულია რადიომიმღები და ფირსაკრავი.

რადიოლიზი - ქიმიაში სხვადასხვა ნივთიერების (წყლის, ორგანული ნაერთების და ა.შ.) დაშლა მაიონიზებელი გამოსხივების ზემოქმედებით.

რადიოლოგია - მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის მაიონიზებელ გამოსხივებათა გამოყენებას სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით, აგრეთვე მათს ბიოლოგიურ მოქმედებას.

რადიოლოკაცია - რადიოტალღების საშუალებით სხვადასხვა ობიექტის აღმოჩენა და მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრა.

რადიომეტეოროლოგია - მეცნიერება, რომელიც ერთი მხრივ შეისწავლის მეტეოროლოგიური პირობების გავლენას რადიოტალღების გავრცელებაზე ტროპოსფეროსა და სტრატოსფეროში, ხოლო მეორე მხრივ ტროპოსფეროსა და სტრატოსფეროს იკვლევს რადიოტალღების საშუალებით.

რადიომეტრია

  1. ფიზიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სხივური ენერგიის გაზომვის წესებს.

  2. სასარგებლო წიაღისეულის დაზვერვის მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია რადიოაქტიურობის გაზომვაზე; იყენებენ რადიოაქტიური მადნის და წყლის დაზვერვის დროს.

რადიომიმღები - რადიოგადაცემათა მიმღები აპარატი.

რადიომოყვარული - რადიოთი, რადიოტექნიკით დაინტერესებული პირი.

რადიონავიგატორი - ხელსაწყო ზღვაში გემის ადგილის გეოგრაფიული კოორდინატების დასაზუსტებლად რადიოსიგნალების საშუალებით, რომლებსაც განუწყვეტლივ გამოასხივებს სინქრონულად მომუშავე სამი სანაპირო სადგური.

რადიონავიგაცია - გემებისა და თვითმფრინავების ტარება რადიოტექნიკურ საშუალებათა დახმარებით.

რადიოპელენგატორი - რადიომიმღები მოწყობილობა, რომლითაც განსაზღვრავენ მიმართულებას გადამცემი სადგურებისაკენ.

რადიოპელენგაცია - პელენგაციის სახეობა მიმართულების განსაზღვრა რადიოგამოსხივების წყაროსაკენ.

რადიოპელენგი - კუთხე მერიდიანსა და სიგნალების გამომსხივარი რადიოსადგურებისკენ მიმართულებას შორის.

რადიოპილოტი - აეროლოგიური ხელსაწყო; წარმოადგენს წყალბადით გავსებულ რეზინის ბურთს, რომელსაც აქვს სამიზნე რადიოტალღების ასარეკლად; იყენებენ ქარის სიჩქარისა და მიმართულების გასარკვევად ღრუბლებში და ღრუბლებს ზევით.

რადიოსადგური - სადგური, რომელიც რადიოს საშუალებით გადასცემს და იღებს ბგერებს და სხვა სიგნალებს.

რადიოტალღები - ელექტრომაგნიტური ტალღები, რომლებსაც იყენებენ ბგერებისა და სიგნალების უმავთულოდ გადასაცემად შორ მანძილზე.

რადიოტელეგრაფი - უსადენო ტელეგრაფი; ცნობების გადაცემა ხორციელდება რადიოტალღების საშუალებით და ასოების, ციფრების ან სხვა ნიშნების გამოყენებით.

რადიოტელემეტრია - სხვადასხვა ფიზიკური, ტექნიკური სიდიდის გაზომვა შორი მანძილიდან, რომლის დროსაც გასაზომი სიდიდე გარდაიქმნება რადიოსიგნალად.

რადიოტელესკოპი - ასტრონომიული ხელსაწყო, რომელსაც იყენებენ მზის სისტემის, გალაქტიკის და მეგაგალაქტიკის ობიექტებისაგან რადიოგამოსხივების მისაღებად.

რადიოტექნიკა - მეცნიერება, რომელიც სწავლობს მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტურ რხევებსა და რადიოტალღებს; ტექნიკის დარგი, რომელიც ახორციელებს მათ გამოყენებას კავშირგაბმულობისათვის, რადიოლოკაციისათვის, ტელევიზიისათვის, ნავიგაციისათვის და სხვა.

რადიოტოქსემია - ორგანიზმის მოწამვლა რადიოაქტიური ნივთიერებებით.

რადიოფიკაცია (რადიოფიცირება)

  1. რადიოსადგურებისა და რადიოდანადგარების ქსელის მოწყობა.

  2. რადიოაპარატურით აღჭურვა რისამე.

რადიოფონია - რადიომაუწყებლობის ტექნიკის დარგი, რომელსაც ეხება მუსიკალურ გადაცემათა ხარისხის საკითხი.

რადისტი - რადიოთი ცნობების გადაცემა-მიღების სპეციალისტი

რადიუმი (ლათ.) (Ra) - ქიმიური ელემენტი, რადიოაქტიურ თვისებათა მქონე ლითონი. ატომური ნომერი 88. აღმოჩენილ იქნა XIX საუკუნის ბოლოს საფრანგეთში ა.ბეკერელის მიერ.

რადიუსი (ლათ.)

  1. მათემატიკაში სწორი ხაზის მონაკვეთი, რომელიც აერთებს წრეხაზის (ან სფეროს ზედაპირის) რომელიმე წერტილს ცენტრთან.

  2. (გადატანით) რისამე გავრცელების ან მოქმედების არე.

რადიშჩევი ალექსანდრე - რუსი მოაზროვნე, მწერალი (1749-1802 წწ).

რადიჩევიჩი ბრანკო - სერბი პოეტი (1824-1853 წწ).

რადიჩი ანტე - ხორვატი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე (1868-1919 წწ).

რადიჩი სტიეპენა - ხორვატი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე (1871 - 1928 წწ).

რადიჩკოვი იორდან - ბულგარელი მწერალი (დაიბადა 1929 წელს).

რადკლიფ-ბრაუნი ალფრედ რეჯინალდ - ინგლისელი ეთნოგრაფი (1881-1955 წწ).

რადკლიფი ენ (ქალიშვილობის გვარი - უორდი) - ინგლისელი მწერალი ქალი (1764-1823 წწ).

რადნორშირი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში (უელსი).

რადნოტი მიკლოშ - უნგრელი პოეტი და მთარგმნელი (1909-1944 წწ).

რადო დიერდ - უნგრელი ლიტერატურათმცოდნე და მთარგმნელი (1912-1995 წწ).

რადო შანდორ - უნგრელი კარტოგრაფი და გეოგრაფი (1899-1981 წწ).

რადოევი ივან - ბულგარელი მწერალი (დაიბადა 1927 წელს).

რადოიჩიჩი ნიკოლა - სერბი ისტორიკოსი (1873-1964 წწ).

რადომი - ქალაქი პოლონეთის ცენტრალურ ნაწილში, ამავე სახელწოდების სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (230 ათასი).

რადომიშლი - ქალაქი უკრაინის ჟიტომირის ოლქში.

რადომსკო - ქალაქი პოლონეთის სამხრეთ ნაწილში, პიოტრკუვის სავოევოდოში (50 ათასი).

რადონი (ლათ.) (Rn) - რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი (გაზი), რადიუმის დაშლის პროდუქტი. ატომური ნომერი 86; აღმოჩენილ იქნა 1899 წელს ე.რეზერფორდის მიერ.

რადონიჩი იოვან - სერბი ისტორიკოსი (1873-1956 წწ).

რადოსლავოვი ვასილი - ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი 1886-87 წლებში (1854-1929 წწ).

რადუ დიდი - ვლახეთის გოსპოდარი 1495 წლიდან (გარდაიცვალა 1508 წელს).

რადუჟნი

  1. ქალაქი რუსეთის ხანტი-მანსის ავტონომიურ ოკრუგში (50 ათასი).

  2. ქალაქი რუსეთის ვლადიმირის ოლქში.

რადჰაკრიშნანი სარვეპალი - ინდოეთის პრეზიდენტი 1962-67 წლებში (1888-1975 წწ).

რაე - ქართული ანბანის მეჩვიდმეტე ასოს რ-ს სახელწოდება.

რაევსკი გიორგი (ნამდვილი გვარი ოცუპი) - რუსი პოეტი (1897-1963 წწ).

რაევსკი ვლადიმერ - რუსი პოეტი, დეკაბრისტი, მაიორი, 1812 წლის ომის მონაწილე ნაპოლეონის წინააღმდეგ (1795-1872 წწ).

რაევსკი იოსებ - რუსი მსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1900-1972 წწ).

რავაიაკი ფრანსუა - საფრანგეთის მეფის ანრი IV-ის მკვლელი (1578-1610 წწ).

რავალპინდი - ქალაქი პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში (1,2 მილიონი).

რავა-რუსკაია - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში.

რაველი მორის ჟოზეფ - ფრანგი კომპოზიტორი (1875-1937 წწ).

რაველინი (ფრანგ.) - დამხმარე საფორტიფიკაციო ნაგებობა ციხე-სიმაგრის ზღუდის წინ.

რავენა - ქალაქი-პორტი იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (140 ათასი).

რავენდუკი (რავენტუკი) (ჰოლანდ.) - სელის სქელი ქსოვილი, აფრისი ერთგვარი; იყენებენ ფეხსაცმლისა და ქიმიური მრეწველობაში.

რავენსბრუკი - ქალთა საკონცენტრაციო ბანაკი ფაშისტურ გერმანიაში.

რავენსკიხი ბორის - რუსი რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1914-1980 წწ).

რავი - მდინარე ინდოეთსა და პაკისტანში, მდინარე ჩინაბის მარცხენა შენაკადი (სიგრძე 725 კილომეტრი).

რაზა - კარის ან ფანჯრის დასაკეტი რკინა, რომელიც გადაეცემა კოჭაკს.

რაზგრადი - ქალაქი ბულგარეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (95 ათასი).

რაზდანი

  1. (1959 წლამდე ახტა) - ქალაქი სომხეთში (60 ათასი).

  2. (ზანგა) მდინარე სომხეთში, არაქსის მარცხენა შენაკადი (სიგრძე 146 კილომეტრი).

  3. ერევნის ცენტრალური სტადიონის სახელწოდება (იტევს 70 ათას მაყურებელს).

რაზდელნაია - ქალაქი უკრაინის ოდესის ოლქში.

რაზე

  1. რის ზევიდან.

  2. რის შესახებ, რის გამო.

რაზელმი - ტბათა ჯგუფი რუმინეთში.

ალ-რაზი (ლათინიზებული - რაზესი) აბუ ბაქრ მუჰამად ბენ ზაქარია - შუა საუკუნეების ირანის სწავლული-ენციკლოპედისტი, ექიმი და ფილოსოფოსი (865 - 925 ან 934 წწ).

რაზიკაშვილი თედო - მწერალი, ვაჟა-ფშაველას და ბაჩანას ძმა (1869-1922 წწ).

რაზიკაშვილი ლუკა - იხილე ვაჟა-ფშაველა.

რაზიკაშვილი პავლე - იხილე ბაჩანა.

რაზინი სტეფანე - დონელი კაზაკი, 1670-71 წლების გლეხთა აჯანყების ხელმძღვანელი რუსეთში (1630-1671 წწ).

რაზმაძე ანდრია - მათემატიკოსი, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი (1889-1929 წწ).

რაზმაძე როსტომ - იხილე რუსტამი.

რაზმაძე სოლომონ - პოეტი, მთარგმნელი (1797-1860 წწ).

რაზმეთი - ქედი გორის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოება.

რაზმელი - რაზმის (მნიშვნელობა 1) წევრი.

რაზმი

  1. ჯარის, ლაშქრის ნაწილი, გარკვეული საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად გამოყოფილი.

  2. ბიოლოგიაში ერთეული, კლასზე მცირე და ოჯახზე მსხვილი; რიგი.

რაზმისთავი - რაზმის (მნიშვნელობა 1) მეთაური.

რაზნოჩინელები (რაზნოჩინცები) - XIX საუკუნის რუსეთში ინტელიგენტები, რომლებიც არ ეკუთვნოდნენ თავადაზნაურობას, გამოსული იყვნენ ვაჭრების, მეშჩანების, სამღვდელოების, გლეხების, წვრილი მოხელეების წრიდან.

რაზომ - რაოდენ, რამდენად, როგორ.

რაზუმოვსკი კირილ - გრაფი, უკრაინის უკანასკნელი ჰეტმანი 1750-64 წლებში (1728-1803 წწ).

რათა - გრამატიკული კავშირი ქართულ ენაში მიუთითებს მიზანზე; იმისათვის, რომ.

რათენაუ ვალთერ - გერმანელი მწერალი (1867-1922 წწ).

რაი

  1. პირველი შემადგენელი რთული ფუძეებისა ნიშნავს რაიონულს, სარაიონოს.

  2. იტალიის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია; დაარსებულია 1924 წელს; 1954 წლიდან ეწევა ტელემაუწყებლობას.

რაი რამოჰან - ინდოელი განმანათლებელი, ფილოსოფოსი, რელიგიის რეფორმატორი, საზოგადოებრივი და ლიტერატურული მოღვაწე (1772 - ან 1774 - 1833 წწ).

რაი ჯამინი - ინდოელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1887-1972 წწ).

რაიათები (რაიათი) - ყველა ქვეშევრდომის მოსახსენიებელი სიტყვა ახლო და შუა აღმოსავლეთის მუსლიმანურ ქვეყნებში ან ხარკის გადამხდელთა წოდება.

რაიანი მეგ - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1962 წელს).

რაიდერი ალბერტ პინკემ - ამერიკელი ფერმწერი (1847-1917 წწ).

რაიდტი - ქალაქი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში.

რაიე ჟორჟ ანტუან - ფრანგი ასტრონომი (1839-1979 წწ).

რაიზმანი იული - რუსი კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1903-1994 წწ).

რაიკინი არკადი - რუსი მსახიობი, პაროდისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1911-1987 წწ).

რაიკოვი ევგენი - ოპერის რუსი მომღერალი (ლირიკო-დრამატული ტენორი), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1937 წელს).

რაილი გილბერტ - ინგლისელი ფილოსოფოსი (1900-1976 წწ).

რაილი მარტინ - ინგლისელი ასტრონომი, 1974 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ე. ჰევიშთან ერთად (1918-1984 წწ).

რაიმანი მაქს - გერმანიის და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1898-1977 წწ).

რაიმე - იგივეა, რაც რამე.

რაიმონ ტულუზელი (რაიმონ დე სენ-ჟილი, რაიმონ IV) - ტულუზის გრაფი (1042-1105 წწ).

რაიმონდი - მარკანტონიო - იტალიელი გრავიორი (1480-1534 წწ).

რაიმონტი ივან - ჩეხი რეჟისორი (დაიბადა 1946 წელს).

რაიმუნდი ფერდინანდ - ავსტრიელი მსახიობი და დრამატურგი (1790-1836 წწ).

რაინდი

  1. უაღრესად პატიოსანი, კეთილშობილი, დიდსულოვანი ადამიანი (მამაკაცი).

  2. უშიშარი, გმირი, თავდადებული მებრძოლი.

  3. ფეოდალიზმის ხანაში - სამხედრო-თავადაზნაურული წოდება.

რაინდობა

  1. რაინდის თვისება, რაინდად ყოფნა.

  2. სამხედრო-მსახურეული ფენა შუა საუკუნეების დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში.

რაინდული - რაინდის (მნიშვნელობა 1) შესაფერი, რაინდის დამახასიათებელი.

რაინემსი იაკობ (ნამდვილი სახელი და გვარი კრისტიან-რუდოლფ ელიხი) - რუსეთის რეზიდენტი ერეკლე II-ის კარზე (1744-1793 წწ).

რაინი - მდინარე შვეიცარიაში, ლიხტენშტეინში, ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდში, ერთვის ჩრდილოეთის ზღვას (სიგრძე 1320 კილომეტრი).

რაინისი იანის (ნამდვილი გვარი პლიექშანსი) - ლატვიის სახალხო პოეტი, დრამატურგი (1865-1929 წწ).

რაინის ფიქლოვანი მთები - მდებარეობს გერმანიაში, ნაწილობრივ ბელგიაში, საფრანგეთსა და ლუქსემბურგში.

რაინის ჩანჩქერი - მდებარეობს მდინარე რაინზე, შვეიცარიაში.

რაინლანდ-პფალცი - მხარე გერმანიაში.

რაინოვი ბოგომილ ნიკოლაევ - ბულგარელი მწერალი (დაიბადა 1919 წელს).

რაინ-რონის არხი (რონა-რაინის არხი) - მდებარეობს საფრანგეთში.

რაინჰარდტი მაქს (ნამდვილი გვარი გოლდმანი) - გერმანელი რეჟისორი, მსახიობი, თეატრალური მოღვაწე (1873-1943 წწ).

რაინჰაუზენი - ქალაქი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში.

რაინ-ჰერნეს არხი - მდებარეობს გერმანიაში.

რაინჰოლდი ოტო - გერმანელი ეკონომისტი (დაიბადა 1925 წელს).

რაიონი (ფრანგ.)

  1. რაიმე ნიშნის მიხედვით გამოყოფილი ადგილი, სივრცე, სადაც რამე ხდება, წარმოებს.

  2. დასახლებული ადგილის ნაწილი, რომელიც რამეთი ხასიათდება.

  3. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ყოფილ სსრკ-სა და პოსტსაბჭოური ეპოქის ქვეყნებში.

რაიონული - რაიონთან დაკავშირებული.

რაიპური - ქალაქი ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (440 ათასი).

რაისი იოჰან ფილიპ - გერმანელი გამომგონებელი (1834-1874 წწ).

რაისი კარელ ვაცლავ - ჩეხი მწერალი (1859-1926 წწ).

რაისი კონდოლიზა - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი (ქალი) 2005 წლიდან (დაიბადა 1954 წელს).

რაისი - ქალაქისა და მისი ოლქის უფროსი შუა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

რაისმუსი (რაისმასი) - მოსანიშნი ხელსაწყო ლითონდამუშავებაში; საკაწრისი.

რაისფედერი (გერმ.)

  1. სახაზავი ხელსაწყო, რომელსაც ხმარობენ ტუშით ხაზვის დროს.

  2. მოკლე ფანქარზე წამოსაცმელი ლითონის ღილაკი.

რაისშინა (გერმ.) - დიდი სახაზავი, შიმშა, რომელსაც ცალ ბოლოზე პერპენდიკულარული მოკლე ლარტყა აქვს.

რაიტერები (რაიტარები) - დასავლეთ ევროპის ქვეყნებში XVI საუკუნეში დაქირავებული ცხენოსანი ჯარისკაცები.

რაიტერი (გერმ.)

  1. მოღუნული მავთულის საწონი, რომელიც რამდენიმე მილიგრამს იწონის; იყენებენ ზუსტი აწონისათვის ანალიზურ სასწორზე, რომლის მხრეულზედაც არის იგი ჩამოცმული და გადაადგილდება აქეთ-იქით.

  2. მოძრავი ქვესადგამი (შტატივი), რომლითაც ოპტიკურ ხელსაწყოებს, მათ დეტალებსა და კვანძებს ამაგრებენ ოპტიკურ მერხზე.

  3. ლითონის ან პლასტმასის მომჭერი, რომელიც ჩამოცმულია ცალკეულ ბარათებზე (კართოტეკაში) და რომელზედაც აღნიშნულია ბარათის ნომერი ან სპეციალური კოდი.

რაიტი დერბიდან (ქალაქიდან) - ინგლისელი ფერმწერი (1734-1797 წწ).

რაიტი ორვილ - ამერიკელი გამომგონებელი, ავიაკონსტრუქტორი და მფრინავი (1871-1948 წწ).

რაიტი რიჩარდ - ამერიკელი მწერალი (1908-1960 წწ).

რაიტი უილბერ - ამერიკელი გამომგონებელი, ავიაკონსტრუქტორი და მფრინავი (1867-1912 წწ).

რაიტი ფრანსის (ფანი) აშშ-ს მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1795-1852 წწ).

რაიტი ფრენკ ლოიდ - ამერიკელი არქიტექტორი (1869-1959 წწ).

რაიშაუერი ედუინ ოულდფაზერ - ამერიკელი ისტორიკოსი (1910-1995 წწ).

რაიჩევი გეორგი მიხალევ - ბულგარელი მწერალი (1882-1947 წწ).

რაიჩი იოვან - სერბი ისტორიკოსი (1726-1801 წწ).

რაიჩიჩი სტანოილო - სერბი კომპოზიტორი და პედაგოგი (1910-1995 წწ).

რაიჩიხინსკი - ქალაქი რუსეთის ამურის ოლქში (30 ათასი).

რაიხენაუ ვალტერ - ფაშისტური გერმანიის გენერალ-ფელდმარშალი (1884-1942 წწ).

რაიხენბახი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

რაიხენბახი ჰანს - გერმანელი ფილოსოფოსი და ლოგიკოსი (1891-1953 წწ).

რაიხი (გერმ.) - სახელმწიფო, იმპერია (გერმანიისა).

რაიხსბანერი (გერმ.) - გერმანიაში 1924-33 წლებში გასამხედროებული ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანი იყო ვაიმარის რესპუბლიკის დაცვა მონარქიული რეაქციისა და ფაშისტური ტერორისგან.

რაიხსვერი (გერმ.) - გერმანიის შეიარაღებული ძალების სახელწოდება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ 1935 წლამდე.

რაიხსკანცლერი (გერმ.) - სახელმწიფო კანცლერი, მთავრობის მეთაური გერმანიში 1945 წლამდე.

რაიხსრატი (გერმ.)

  1. პარლამენტი ყოფილ ავსტრია-უნგრეთის ავსტრიულ ნაწილში.

  2. გერმანიის სამოკავშირეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ სახელმწიფოს ყველა მხარის წარმომადგენლები; გაუქმდა 1934 წელს.

რაიხსტაგი (გერმ.) - გერმანიის პარლამენტი მეორე მსოფლიო ომამდე.

რაიხშტაინი ტადეუშ - შვეიცარიელი ქიმიკოსი (1897-1985 წწ).

რაკარუკი - ხშირად გამეორებული რაკუნის ხმა.

რაკელი (გერმ.) - ღრმა ბეჭდვის მანქანებში თხელი ფირფიტა, რომელიც საბეჭდი ფორმის ზედაპირიდან ფხეკს ზედმეტ საღებავს.

რაკეტა (გერმ.)

  1. რეაქტიული ძრავის მქონე საფრენი აპარატი, რომელიც ავითარებს დიდ სისწრაფეს და მიდის ძალიან შორს (თვით უჰაერო სივრცეშიც, კოსმოსში).

  2. დენთით დატენილი ჰილზი, რომელიც აფეთქებისას მაღლა მიდის და გამოსცემს სხვადასხვა ფერის სინათლეს; იყენებენ ფოიერვერკისათვის, აგრეთვე სამხედრო საქმეში სიგნალიზაციისათვის და ადგილმდებარეობის გასანათებლად; შუშხუნა.

  3. (ფრანგ.) ჩოგბურთის სათამაშო ჩოგანი, ტარიანი ოვალური ჩარჩო, რომელზედაც გაჭიმულია ბადე ბურთის დასარტყმელად.

  4. პატარა მრგვალი ხის ნიჩაბი (ჩოგანი) მაგიდის ჩოგბურთის სათამაშოდ.

რაკეტადრომი - საგანგებოდ მოწყობილი ადგილი, საიდანაც რაკეტებს უშვებენ.

რაკვალი - მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

რაკვერე (1917 წლამდე ვეზენბერგი) - ქალაქი ესტონეთში (20 ათასი).

რაკიჩი მილან - სერბი პოეტი (1876 - 1938 წწ).

რაკოვი ვასილი - რუსი მფრინავი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, ავიაციის გენერალ-მაიორი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1909-1996 წწ).

რაკოვი ნიკოლაი - რუსი კომპოზიტორი, საბჭოთა კავაშირის სახალხო არტისტი (1908-1990 წწ).

რაკოვსკი გეორგი სტოიკოვ - ბულგარელი რევოლუციონერი და მწერალი (1821-1867 წწ).

რაკოში მატიაშ - უნგრეთის პოლიტიკური მოღვაწე (1892-1971 წწ).

რაკოცი (დიერდ I რაკოცი) - ტრანსილვანიის მთავარი 1630 წლიდან (1593-1648 წწ).

რაკოცი ფერენც II - უნგრელი ხალხის ანტიჰაბსბურგული განმათავისუფლებელი ომის ხელმძღვანელი (1676-1735 წწ).

რაკრაკა - რაც რაკრაკებს.

რაკრაკი

  1. ვიწროყელიანი ჭურჭლიდან სითხის გადმოდინების ხმა.

  2. ხმა, ხმაური (წყაროსი, ნაკადულისა).

რაკუნი - ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხმა, რომელსაც გამოსცემს მაგარი საგნის ხშირი ცემა ასეთსავე საგანზე; კაკუნი.

რაკურსი (ფრანგ.)

  1. მხატვრობაში ფიგურების, საგნების გამოსახვა პერსპექტივაში, მაყურებლისაგან დაშორებული ნაწილების დაპატარავებით.

  2. კინოგადაღებაში ოპერატორული ხერხი ობიექტის გამოსახვა მხედველობის სხვადასხვა წერტილიდან როგორც მოძრავი, ისე უძრავი კამერით.

რალენტანდო - მუსიკაში რიტარტანდოს მსგავსად ტემპის თანდათანობითი შენელება.

რალი (ინგლ.) - ერთგვარი სპორტული შეჯიბრება ავტომობილებით ან მოტოციკლებით.

რამ - იგივეა, რაც რამე.

რამა - ტაილანდის (სიამის) ჩაკრის დინასტიის მეფეთა სახელი.

რამადანი - იხილე რამაზანი.

რამადიე პოლ - საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი 1947 წელს (1888-1961 წწ).

რამაზანი (არაბ.) - მუსლიმანური კალენდრის მთვარის მეცხრე თვე (დაახლოებით შეესაბამება იანვარ-თებერვალს), რომლის განმავლობაშიც მორწმუნენი მარხულობენ მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე; თვით ეს მარხვა.

რამათ-განი - ქალაქი ისრაელის თელ-ავივის ოლქში (125 ათასი).

რამაიანა - ძველინდური ეპიური პოემა სანსკრიტზე; შექმნილია ძვ.წ.აღ. IV საუკუნეში. მიეწერება ლეგენდარულ პოეტ ვალმიკის; ეძღვნება რამას გმირობებს.

რამაკრიშნა (საერო სახელი - გადადჰარ ჩატერჯი) - ინდოელი ფილოსოფოსი (1836-1886 წწ).

რამალა - ქალაქი პალესტინის ავტონომიაში, მისი ადმინისტრაციული ცენტრი (40 ათასი).

რამალიუ ეანიში ანტონიუ დუშ სანტუშ - პორტუგალიის პრეზიდენტი 1976-86 წლებში (დაიბადა 1935 წელს).

რამანი ჩანდრასექარა ვენკატა - ინდოელი ფიზიკოსი, 1930 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1888-1970 წწ).

რამანუჯა - შუა საუკუნეების ინდოელი რელიგიური მოაზროვნე (XI-XII სს).

რამანუჯანი სრინივასა - ინდოელი მათემატიკოსი (1887-1920 წწ).

რამაპითეკი - ადამიანის მსგავსი ნამარხი მაიმუნი, რომლის ნარჩენები ნაპოვნია სამხრეთ აზიაში.

რამაცინი ბერნარდინო - იტალიელი ექიმი (1633-1714 წწ).

რამაძოტი ეროს - იტალიელი პოპ-მომღერალი (დაიბადა 1963 წელს).

რამბერი მარი (ნამდვილი სახელი და გვარი - მარიამ რამბერგი) - ინგლისელი ბალეტის მსახიობი და თეატრალური მოღვაწე (1888-1982 წწ).

რამბო ალფრედ - საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე და ისტორიკოსი (1842-1905 წწ).

რამბუიე - ქალაქი საფრანგეთის იველინის დეპარტამენტში; საფრანგეთის მეფეთა რეზიდენცია.

რამბულიე - ფრანგული ჯიშის წმინდამატყლიანი ცხვარი მერინოსის ნაირსახეობისა.

რამგანგა - მდინარე ინდოეთში, მდინარე განგის მარცხენა შენაკადი.

რამგულამი სივუსაგურ - მავრიკის პრემიერ-მინისტრი 1965-82 წლებში (1900-1985 წწ).

რამდენგვარი - იგივეა, რაც რამდენნაირი.

რამდენი

  1. რა რაოდენობისა.

  2. რა ბევრი.

  3. რაც უფრო, რამდენადაც.

რამდენიმე - განუსაზღვრელი ნაცვალსახელი ქართულ ენაში მცირე რაოდენობისა, არაბევრი.

რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1978 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ლანა ღოღობერიძე. სცენარის ავტორები - ზაირა არსენიშვილი, ერლომ ახვლედიანი, ლანა ღოღობერიძე. დამდგმელი ოპერატორი - ნუგზარ ერქომაიშვილი. კომპოზიტორი - გია ყანჩელი. მთავარ როლებში: სოფიკო ჭიაურელი (სოფიკო), გია ბადრიძე (არჩილი), ჟანრი ლოლაშვილი (ირაკლი), ქეთევან ბოჭორიშვილი, სალომე ალექსი-მესხიშვილი, ლევან აბაშიძე, გიგოლა თალაკვაძე, ბერტა ხაფავა.

რამდენიმეჯერ - რამდენიმეზე გამრავლებული.

რამდენიც - მიმართებითი ნაცვალსახელი იმდენი როგორც ის, რაიმე ოდენობისა.

რამდენნაირი

  1. რამდენი სახისა.

  2. მრავალი სახისა, ბევრნაირი.

რამდენჯერ

  1. რამდენ ჯერობაზე, რამდენზე გამრავლებული.

  2. ბევრჯერ, მრავალგზის.

რამდენჯერმე - იგივეა, რავ რამდენიმეჯერ.

რამე - განუსაზღვრელი ნაცვალსახელი ქართულ ენაში რაღაც ნივთი, მოვლენა.

რამე პიერ დე ლა (ლათინიზებული - პეტრუს რამუსი) - ფრანგი ჰუმანისტი, ფილოსოფოსი (1515-1572 წწ).

რამეგვარად - რამე საშუალებით, როგორმე.

რამეთუ - რადგანაც, იმიტომ, რომ... იმის გამო, რომ...

რამენაირი - რისამე მსგავსი, რამე სახისა.

რამენსკოე - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (90 ათასი).

რამერუმე - სხვადასხვა რამე.

რამესიდები - მეცნიერებაში მიღებული პორობითი სახელი ძველი ეგვიპტის მეფეებისა.

რამზაი უილიამ - იხილე რამზი.

რამზი ალან - შოტლანდიელი პოეტი (1686-1758 წწ).

რამზი უილიამ - ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი (1852-1916 წწ).

რამზი ჯორჯ - ინგლისელი ეკონომისტი და ფილოსოფოსი (1800-1871 წწ).

რამი

  1. (ყოფილი თხუმინა) - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

  2. (მალაიური, Boehmeria) - მცენარე ჭინჭრისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ჩინეთში, იაპონიასა და ინდოჩინეთში.; ბოჭკოს იყენებენ საფეიქრო, ფეხსაცმლის და სხვა წარმოებაში.

რამიგალა - ქალაქი ლიტვაში.

რამიკები - დაბალი ფენა ადრინდელ ფეოდალურ სომხეთში

რამიუ (რამიუზი) შარლ ფერდინანდ - შვეიცარიელი მწერალი (1878-1947 წწ).

რამიშვილი ისიდორე - ქართველ მენშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი; 1921 წლიდან იყო ემიგრაციაში (1859-1937 წწ).

რამიშვილი ნინო - მოცეკვავე, ქორეოგრაფი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1910-2000 წწ).

რამიშვილი ნოე - სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ერთ-ერთი ლიდერი (1881-1930 წწ).

რამიშვილი ოთარ - მომღერალი, მუსიკოსი, პოეტი... თბილისის „კოლორიტად“ აღიარებული პიროვნება (1934-2011 წწ).

რამიშვილი სიმონ - საბჭოთა ეპოქის კონტრ-ადმირალი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1903-1973 წწ).

რამიშვილი ტრიფონ - დრამატურგი (1875-1929 წწ).

რამლი - სამკითხაო ქვიშა.

რამო ჟან ფილიპ - ფრანგი კომპოზიტორი და მუსიკის თეორიტიკოსი (1683-1764 წწ).

რამოდენა - რა სიდიდისა, რა ზომისა.

რამონი გასტონ ლეონ - ფრანგი იმუნოლოგი (1886-1963 წწ).

რამონ კახალი - ესპანელი ჰისტოლოგი (1852-1934 წწ).

რამოს ბეხარანო დიონისიო (ფსევდონიმი მორალეს მარიო) - ჰონდურასის კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1918 წელს).

რამოსი ფიდელ ვალდესი - ფილიპინების პრეზიდენტი 1992-98 წლებში (დაიბადა 1928 წელს).

რამოს პედრუესა რაფაელ - მექსიკის საზოგადო მოღვაწე (1897-1943 წწ).

რამოჰან რაი - იხილე რაი .

რამპა (ფრანგ.) - თეატრში გრძელი, დაბალი ბარიერი ავანსცენის გასწვრივ, რომელიც ფარავს დარბაზის მხრიდან სცენის გასანათებელ მოწყობილობას; თვით ეს გასანათებელი მოწყობილობა.

რამპური - ქალაქი ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატში.

რამსეს I - ეგვიპტის ფარაონი ძვ.წ.აღ. 1315-1314 წლებში.

რამსეს II - ეგვიპტის ფარაონი ძვ.წ.აღ. 1292-1225 წლებში.

რამსეს III - ეგვიპტის ფარაონი ძვ.წ.აღ. 1198-1167 წლებში.

რამსიგანე - რა განიერი, როგორი განიერი.

რამსიგრძე - რა გრძელი, როგორი გრძელი.

რამსიდიდე - რა დიდი, როგორი დიდი.

რამსიმაღლე - რა მაღალი, როგორი მაღალი.

რამსიმძიმე - რა მძიმე როგორი მძიმე.

რამსისქე - რა სქელი, როგორი სქელი.

რამსისხო - რა მსხვილი, როგორი მსხვილი.

რამსიღრმე - რა ღრმა, როგორი ღრმა.

რამსიშორეზე - რა შორს, როგორ შორს.

რამსიშორით (რამსიშორიდან) - რა სიშორიდან, რა შორიდან.

რამსტედტი გუსტავ იონ - ფინელი ენათმეცნიერი (1873-1950 წწ).

რამსფელდი დონალდ - აშშ-ს თავდაცვის მინისტრი 2000-2006 წლებში (დაიბადა 1932 წელს).

რამუზიო ჯოვანი ბატისტა - იტალიელი გეოგრაფი, ისტორიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე (1485-1557 წწ).

რამუსი გრასილიანუ - ბრაზილიელი მწერალი (1892-1953 წწ).

რამუშ როზა ანტონიუ - პორტუგალიელი პოეტი (დაიბადა 1924 წელს).

რამფორდი ბენჯამინ - ინგლისელი ფიზიკოსი (1753-1814 წწ).

რამშტექსი (ინგლ.) - შემწვარი ხორცი (ძროხის ბარკლის ნაჭერი).

რამხელა - იგივეა, რაც რამოდენა.

რამ-ჯანგლი - სამთო-მომპოვებელი ცენტრი ავსტრალიაში.

რანა - არისტოკრატული კლანი, რომელიც მართავდა ნეპალს 1846-51 წლებში.

რანადე მაჰადევ გოვინდ - ინდოეთის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ეკონომისტი (1842-1901 წწ).

რანაირი - იგივეა, რაც როგორი.

რანგი (ფრანგ.) - ხარისხი, თანრიგი, სპეციალური წოდებულება.

რანგოუტი - იხილე რანჰოუტი.

რანგპური

  1. ქალაქი ბანგლადეშში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (40 ათასი).

  2. მიწათმოქმედ ტომთა მრავალფენიანი ნამოსახლარი ინდოეთში.

რანგუნი - იხილე იანგონი.

რანდა - გრძელი შალაშინი.

რანდევუ (ფრანგ.) - პაემანი, შეხვედრა.

რანდვიირი ტიიუ - ბალეტის ესტონელი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1938 წელს).

რანდი (Rand) - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ფულის ერთეული. სახელი წარმოდგა ვიტვატერსრანდ-ის (ჭიტწატერსრანდ) ქედისგან, სადაც მდებარეობს ოქროს საბადოები.

რანდფონტეინი - ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტრანსვაალის პროვინციაში (50 ათასი).

რანევსკაია ფაინა - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1896-1984 წწ).

რანენბურგი - რუსეთის ლიპეცკის ოლქის ქალაქ ჩაპლიგინის სახელი 1948 წლამდე.

რანერსი - ქალაქი დანიის ორჰუსის ამტში.

რანეტი (ფრანგ.) - ზამთრის ვაშლი ერთგვარი.

რანეტი ეგონ - ესტონელი მწერალი (1911-1983 წწ).

რანვერსმანი (ფრანგ.) - უმაღლესი პილოტაჟის ფიგურა.

რანვიე გაბრიელ - პარიზის კომუნის (1871 წ) წევრი, მხატვარ-დეკორატორი (1828-1879 წწ).

რანკაგუა - ქალაქი ჩილეში, ლიბერტადორის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (190 ათასი).

რანკე ლეოპოლდ ფონ - გერმანელი ისტორიკოსი (1795-1886 წწ).

რანკინი უილიამ ჯონ მაკუორნი - შოტლანდიელი ინჟინერი და ფიზიკოსი (1820-1872 წწ).

რანკოვიჩი სვეტოლიკ - სერბი მწერალი (1863-1899 წწ).

რანჟირება (გერმ.) - დონეებად დაყოფა, დახარისხება (ცნებებისაც კი).

რანჟირი (გერმ.) - ჯარისკაცების დაწყობა მწკრივში სიმაღლის მიხედვით.

რანტი (გერმ.) - ტყავის ვიწრო ზოლი, რომელიც ფეხსაცმლის საპირეს გარედან აერთებს ლანჩასთან.

რანტიე (ფრანგ.) - გასესხებული კაპიტალის სარგებლით, ფასიანი ქაღალდების (აქციების, ობლიგაციების) შემოსავლით მცხოვრები პიროვნება.

რანჩერო (ესპან.) - რანჩოს პატრონი.

რანჩი - ქალაქი ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ბიჰარის შტატში (500 ათასი).

რანჩო (ესპან.) - ლათინურ ამერიკაში კარ-მიდამო, სახლკარი. აშშ-ს დასავლეთ შტატებში მესაქონლეობის ფერმა.

რანჯბარები - ფეოდალზე დამოკიდებულ გლეხთა კატეგორია ირანსა და აზერბაიჯანში.

რანჯიტ სინგჰი გაბრიელ - პენჯაბის სახელმწიფო გამგებელი (1780-1839 წწ).

რანჰოუტი (ჰოლანდ.) - გემის აღჭურვილობაში ხის მრგვალი ძელების ან ფოლადის მილების (ანძების და სხვა) ერთობლიობა.

რაო ჩანდრა რაჯეშვარ - ინდოეთისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1914-1995 წწ).

რაობა - რისამე დედააზრი, ძირითადი თვისება. არსი, ბუნება.

რაოდენ - როგორ, რამდენად, რაზომ.

რაოდენი - იგივეა, რაც რამდენი.

რაოდენობა

  1. რისამე რიცხვი, სიმრავლე.

  2. ლოგიკური კატეგორია საგნების, მოვლენების პროცესების ისეთი გარკვეულობა, რომლის ცვლაც განსაზღვრულ მომენტამდე არ იწვევს ძირფესვიან თვისებრივ ცვლილებებს, არამედ მხოლოდ ამზადებს მათ.

რაოდენობითი - იგივეა, რაც რაოდენობრივი.

რაოდენობრივი - რაოდენობაზე დამყარებული, რაოდენობის გამომხატველი.

რაპა - ლიმნების, მლაშე ტბებისა და ხელოვნური წყალსატევების მარილიანი წყლის ნაჯერი ხსნარი.

რაპაკივი (ფინ.) - პორფირისებრი სტრუქტურის მქონე გრანიტი; ძვირფასი სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვა.

რაპალო - კლიმატური კურორტი იტალიაში, გენუის მახლობლად, ლიგურიის ზღვის სანაპიროზე.

რაპანა - მტაცებელი მუცელფეხიანების გვარი.

რაპანუი - იხილე აღდგომის კუნძული.

რაპიდგადაღება - ჩქარული კინოგადაღება (წამში 300 კადრამდე სიხშირით); იყენებენ მოძრაობის შენელების ეფექტის შესაქმნელად.

რაპიდოგრაფი (ფრანგ.) - ხელსაწყო, რომელიც უშუალოდ ტუშით ხაზვის საშუალებას იძლევა გამჭვირვალე სახაზავ ქაღალდზე.

რაპირა (ფრანგ.) - საჩხვლეტი იარაღი; აქვს გრძელი და მოქნილი ოთხწახნაგოვანი პირი (ამჟამად ხმარობენ მხოლოდ სპორტულ ფარიკაობაში).

რაპისარდი მარიო - იტალიელი პოეტი (1844-1912 წწ).

რაპორტი (ფრანგ.)

  1. პატაკი.

  2. ნახატის გამეორებული ნაწილი ქსოვილზე, ნაქარგზე, ხალიჩაზე, შპალერზე და სხვა.

რაპტი - მდინარე ნეპალსა და ინდოეთში, მდინარე გჰაგჰრის მარცხენა შენაკადი (სიგრძე 600 კილომეტრი).

რაჟამს - როდესაც.

რაჟდენი (წმინდა რაჟდენი) - ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწე, გაქრისტიანებული სპარსელი (გარდაიცვალა დაახლოებით 457 წელს).

რაჟრაჟი - იხილე რიჟრაჟი.

რაჟღარუჟღი - იხილე ჟღარაჟღური.

რარიგ - იგივეა, რაც რარიგად.

რარიტეტი (გერმ.) - ძალიან იშვიათი ნივთი.

რარო

  1. მთა ჯავის მუნიციპალიტეტში, ოსეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოებაზე.

  2. სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

რასა (ფრანგ.) - საერთო წარმოშობის მქონე ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული ჯგუფი, რომელსაც ახასიათებს მემკვიდრეობით გადაცემული საერთო ნიშან-თვისებები.

რასათმცოდნეობა - ანთროპოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანთა რასების ფიზიკური ტიპის თავისებურებებს.

რასაკვირველია - ჩართული სიტყვა რა თქმა უნდა, ცხადია, უეჭველია.

რას-დაშანი - უმაღლესი მწვერვალი ეთიოპიის მთიანეთში (4626 მეტრი).

რასეინიაი - ქალაქი ლიტვაში.

რას-ელ-ანუფი - ქალაქი ლიბიის ჩრდილოეთ ნაწილში

რასელი ბერტრან - ინგლისელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, სოციოლოგი, საზოგადო მოღვაწე, 1950 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1872-1970 წწ).

რასელი კენ - ინგლისელი რეჟისორი (დაიბადა 1927 წელს).

რასელი უილიამ (ბილ) - ამერიკელი სპორტსმენი (კალათბურთი), ერთ-ერთი საუკეთესო NBA-ს ისტორიაში (დაიბადა 1937 წელს).

რასელი ჯონ - ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1846-52 და 1865-66 წლებში (1792-1878 წწ).

რასელი ჰენრი ნორის - ამერიკელი ასტრონომი (1877-1957 წწ).

რასიზმი - თეორია, რომელიც ამტკიცებს თითქოს არსებობდეს ადამიანთა „მაღალი“ და „დაბალი“, „სრულფასოვანი“ და „არასრულფასოვანი“ რასები.

რასინი - ქალაქი აშშ-ს ჩრდილოეთ ნაწილში უისკონსინის შტატში (175 ათასი).

რასინი ჟან - ფრანგი დრამატურგი (1639-1699 წწ).

რასისტი - რასიზმის მომხრე.

რასკაზოვო - ქალაქი რუსეთის ტამბოვის ოლქში (50 ათასი).

რასკი რასმუს კრისტიან - დანიელი ენათმეცნიერი და ფილოლოგი (1787-1832 წწ).

რასკინი ჯონ - ინგლისელი ესეისტი (1819-1900 წწ).

რას-ლანუფი - ქალაქი ლიბიაში.

რასმუსენი ანდრეს ფოგ (Rasmussen Anders Fogh) - დანიელი პოლიტიკოსი, 2001-2009 წლებში დანიის 48-ე პრემიერ-მინისტრი, 2009 წლის 1 აგვისტოდან ნატო-ს მე-12 გენერალური მდივანი (დაიბადა 1953 წელს).

რასმუსენი კნუდ იოჰან ვიქტორ - დანიელი ეთნოგრაფი, გრენლანდიისა და არქტიკული ამერიკის მკვლევარი (1879-1933 წწ).

რასპაი ფრანსუა ვენსან - საფრანგეთის რესპუბლიკური და დემოკრატიული მოძრაობის მოღვაწე, ქიმიკოსი და მედიკოსი (1794-1878 წწ).

რასპე რუდოლფ ერიხ - გერმანელი მწერალი (1737-1794 წწ).

რასპუტინი გრიგორი (ნამდვილი გვარი ნოვიხი) - გლეხი ტობოლსკის გუბერნიიდან; რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის და მისი მეუღლის ფავორიტი „წინასწარმეტყველებათა“ და „განკურნების“ უნარის გამო (1864-1916 წწ).

რასპუტინი ვალენტინ - რუსი მწერალი (დაიბადა 1937 წელს).

რასტაბაზარი (სპარს.) - შუა საუკუნეების თბილისის საქმიანი უბანი რიგებად განლაგებული ბაზარი და სავაჭრო-სახელოსნოები. მდებარეობდა ახლანდელი ერეკლე II-ის ქუჩაზე.

რას-ტანურა - ქალაქი საუდის არაბეთში.

რასტრელი ბართლომე ბართლომეს ძე (ბარტოლომეო ფრანჩესკო) - არქიტექტორი, XVIII საუკუნის შუა წლების რუსული ბაროკოს მამამთავარი, წარმოშობით იტალიელი (1700-1771 წწ).

რასტრელი ბარტოლომეო კარლო - მოქანდაკე; ეროვნებით იტალიელი, მოღვაწეობდა საფრანგეთში, შემდეგ რუსეთში (1675-1744 წწ).

რასტრი (გერმ.)

  1. ოპტიკური, გრაფიკული ან სხვა წესით რაიმე ზედაპირზე გარკვეული თანამიმდევრობით გავლებული ხაზების სისტემა.

  2. მოწყობილობა, რომელიც შედგება შესაბამისად განლაგებული ძაფების, ზოლების, პრიზმების, ლინზებისა და მისთანათა სისტემისგან.

  3. ხელსაწყო სანოტო ქაღალდის (ან ნოტების საბეჭდი ფირფიტის) დასახაზავად; ერდროულად ავლებს ხუთ პარალელურ ხაზს.

  4. მნათი სტრიქონები ტელევიზორის ეკრანზე.

რასულ რზა (ნამდვილი სახელი და გვარი რასულ იბრაჰიმ ოღლი რზაევი) - აზერბაიჯანის სახალხო პოეტი (1910-1981 წწ).

რას-ღარიბი - ქალაქი ეგვიპტეში.

რას-ჰაფუნი - იხილე ჰაფუნი.

რატბური - ქალაქი ტაილანდში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

რატგაუზი დანიილ - რუსი პოეტი (1868-1937 წწ).

რატევანი - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

რატენაუ ვალთერ - იხილე რათენაუ .

რატზია - ქალაქი-პორტი ვიეტნამის სამხრეთ ნაწილში, კიენზიანგის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (105 ათასი).

რატი I ბაღვაში - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე კლდეკარის ერისთავი (გარდაიცვალა 1021 წელს).

რატი IV ბაღვაში - კლდეკარის ერისთავი XI საუკუნის მიწურულსა და XII საუკუნის დასაწყისში.

რატიანი პროკოფი - ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (დაიბადა 1914 წელს).

რატილი (ნამდვილი გვარი ნავრატილი) იოსებ ივანეს ძე - ჩეხი მომღერალი, ლოტბარი, 1880 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში (1840-1912 წწ).

რატინი (ფრანგ.) - მატყლის საპალტოე ქსოვილი, რომელსაც კარგ პირზე ტალღოვანი ხაო აქვს.

რატიფიკაცია (რატიფიცირება) - დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცება ქვეყნის უზენაესი ორგანოების მიერ.

რატიშვილი გაბრიელი - მწერალი (1770 - ?)

რატიციდები (ლათ.) - ქიმიური და ბაქტერიოლოგიური საშუალებანი თაგვებისა და ვირთაგვების მოსასპობად.

რატნაპურა - ქალაქი შრი-ლანკის საბარაგამუვის პროვინციაში (40 ათასი).

რატომ - რა მიზეზით? რის გამო?

რატჟა - ქალაქი-პორტი ვიეტნამში, კიენჟანგის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

რატრატი - უთავბოლო ლაპარაკი, ყბედობა, ლაქლაქი.

რატუშა (პოლონ.) - ქალაქის თვითმმართველობის შენობა.

რაუ იოჰანეს - გერმანიის პრეზიდენტი 1999 წლიდან (დაიბადა 1921 წელს).

რაუდი მარტი - ესტონეთის სახალხო მწერალი (1903-1980 წწ).

რაულ დე უდანი - ფრანგი პოეტი (XI საუკუნის დასაწყისი).

რაული ფრანსუა მარი - ფრანგი ქიმიკოსი და ფიზიკოსი (1830-1901 წწ).

რაუნგი - ვულკანი ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე.

რაუნდი (ინგლ.)

  1. კრივში დროის მონაკვეთი (ჩვეულებრივ 2-3 წუთი), რომლის განმავლობაშიც იბრძვიან მოწინააღმდეგენი.

  2. (გადატანით) ასე უწოდებენ მძიმე და ხანგრძლივი საერთაშორისო მოლაპარაკების ცალკეულ ეტაპს.

რაუსი ფრანსის პეიტონ - ამერიკელი ბიოლოგი და ონკოლოგი (1879-1970 წწ).

რაუსი - მოხეტიალე ცირკის გარეთა აივანი.

რაუტი (ინგლ.) - საზეიმო წვეულება, დარბაზობა.

რაუშენბერგი რობერტ - ამერიკელი მხატვარი (დაიბადა 1925 წელს).

რაფა (არაბ.) - ფანჯრის ძირში ჰორიზონტალურად ჩადგმული ფიცარი.

რაფაელი (საკუთრივ რაფაელო სანტი) - იტალიელი ფერმწერი და არქიტექტორი (1483-1520 წწ).

რაფი (ნამდვილი სახელი და გვარი აკოფ მელიქ-აკოფიანი) - სომეხი მწერალი-რომანისტი (1835-1988 წწ).

ალ-რაფი აბდ ალ-რაჰმან - არაბი ისტორიკოსი (1889-1966 წწ).

რაფარენი ჟან-პიერ - საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი 2002 წლიდან (დაიბადა 1948 წელს).

რაფია (ინგლ.)

  1. პალმა, რომელსაც აქვს მოკლე ტანი და გიგანტური ფოთლების ვარჯი.

  2. ბოჭკო, რომელსაც ამზადებენ ამ პალმის ზოგი სახეობის ფოთლებისაგან; იყენებენ სახვევ მასალად (მებაღეობაში).

რაფინადი (ფრანგ.) - გაწმენდილი ნატეხი შაქარი სხვადასხვა ფორმისა.

რაფინაცია (ფრანგ.) - საკვები პროდუქტების (შაქრის, კარაქის, სპირტის) გაწმენდა მინარევებისგან.

რაფინდი - იხილე დაფნა.

რაფინერი (ფრანგ.) - მანქანა ბოჭკოვან ნივთიერებათა დასაფქველად; იყენებენ ცელულოზისა და ქაღალდის მრეწველობაში.

რაფინირება (ფრანგ.) - გაწმენდა მინარევებისაგან.

რაფინირებული

  1. გაწმენდილი.

  2. დახვეწილი.

რაფინოზა - არააღდგენილი ტრისაქარიდი.

რაფიწა - სოფელი გაგრის შემოგარენში.

რაფლზი ტომას სტამფორდ - ინგლისელი კოლონიური მოღვაწე (1781-1826 წწ).

რაფსანჯანი - იხილე ჰაშემი-რაფსანჯანი.

რაფსი (გერმ.) - ყვითელყვავილიანი ბალახოვანი მცენარე. მოჰყავთ თესლისათვის, რომელიც მდიდარია ზეთით.

რაფსოდი (ბერძნ.) - ძველ საბერძნეთში მოხეტიალე მომღერალი, რომელიც აგროვებდა და ასრულებდა ეპიკურ სიმღერებს.

რაფსოდია (ბერძნ.)

  1. ინსტრუმენტული ნაწარმოები, რომელიც დაწერილია ხალხური სიმღერებისა და ცეკვების თემებზე.

  2. ძველ საბერძნეთში ეპიკური ნაწარმოების ნაწყვეტი, რომელსაც რაფსოდი ასრულებდა.

რაფტინგი - სპორტის ექსტრემალური სახეობა, სწრაფ მდინარეებზე გაბერილი რეზინის ტივებით დაშვება.

რაქაინი - იხილე რაქჰაინი.

რაქვთა - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

რაქიტი (ბერძნ.) - ბავშვთა დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძვლებისა და ნერვული სისტემის განვითარების დარღვევა; გამოწვეულია ორგანიზმში მინერალური მარილების ცვლის მოშლით.

რაქიტიზმი - რაქიტის ნიშნების ერთობლიობა.

რაქჰაინი (არაკან-იომა) - იხილე არაკანი.

რაღა

  1. განუსაზღვრელი ნაცვალსახელი აბა რა? მაშ რა?

  2. ნაწილაკი გამოხატავს მოქმედების დაჩქარებას.

რაღად - რაღა მიზეზის გამო? რისთვისღა?

რაღაცა - განუსაზღვრელი ნაცვალსახელი რომელიღაც საგანი ან ცოცხალი არსება (გარდა ადამიანისა); უცნობი რამ.

რაღაცნაირი - ერთგვარი, თავისებური, გაურკვეველი, უცნაური.

რაღაც-რაღაცეები - რაღაცა ნივთები, საგნები.

რაყამი - სპარსეთის შაჰის ან ოსმალეთის სულთნის (ხონთქრის) წერილი, ბრძანებულება.

რაყისწყალი - მდინარე ასპინძის მუნიციპალიტეტში, ურავლის სათავე.

რაყიფი (არაბ.) - მეტოქე, მოცილე სიყვარულში.

რაშელი (ნამდვილი სახელი და გვარი ელიზაბეთ რაშელ ფელიქსი) - ფრანგი მსახიობი ქალი (1821-1858 წწ).

რაშეტი ჟან დომინიკ - ფრანგი მოქანდაკე (1744-1809 წწ).

რაში (სპარს.)

  1. ზღაპრული ცხენი, მერანი.

  2. (გადატანით) მეტად მალი ცხენი, ბედაური.

  3. რის შიგნით?

  4. რისთვის?

  5. რატომ?

რაშიდ ალ-დინი ფაზლ ალ-ლაჰ იბნ აბუ -ხაირ ჰამადანი - ირანელი ისტორიკოსი, სწავლული ენციკლოპედისტი და სახელმწიფო მოღვაწე (1247-1318 წწ).

რაშიდი - ქალაქი ეგვიპტეში.

რაშიდოვი შარაფ - უზბეკეთის სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, 1959-83 წლებში უზბეკეთის კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი (1917-1983 წწ).

რაშკა - სერბიის სამთავროს (მოგვიანებით სამეფოს) სახელწოდება შუა საუკუნეებში.

რაშკვარა

  1. მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, მრამბის მარჯვენა შენაკადი.

  2. მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ღალიძგის მარცხენა შენაკადი.

რაშკული (ბერძნ.) - ნახშირის ფანქარი.

რაშტრაკუტები - მმართველი დინასტია ინდოეთის დასავლეთ ნაწილში (760-973 წწ).

რაჩიუნასი ანტანას - ლიტველი კომპოზიტორი (1905-1984 წწ).

რაჩიჩი იოსიპ - ხორვატი ფერმწერი და გრაფიკოსი (1885-1908 წწ).

რაჩკი ფრანიო - ხორვატი ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე (1828-1894 წწ).

რაჩხუნი - იგივეა, რაც ჩხარუნი.

რაც()

  1. მიმართებითი ნაცვალსახელი ის (საგანი ან სულიერი გარდა ადამიანისა), რომელიც

  2. კავშირი რა დროიდანაც.

რაცელი ფრიდრიხ - გერმანელი გეოგრაფი, ეთნოგრაფი და სოციოლოგი (1844-1904 წწ).

რაც გინახავს, ვეღარ ნახავ - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1965 წელს. დამდგმელი რეჟისორი - მიხეილ ჭიაურელი. სცენარის ავტორები - ნოდარ წულეისკირი, მიხეილ ჭიაურელი. დამდგმელი ოპერატორი - დუდარ მარგიევი. კომპოზიტორი - რევაზ ლაღიძე. მთავარ როლებში: სოფიკო ჭიაურელი (ტასია), გიორგი შენგელაია (გოგია), აკაკი ხორავა (გიჟუა), ვასო გოძიაშვილი (ავეტიკა), ვახტანგ ნინუა (თავადი ავთანდილი), ვერიკო ანჯაფარიძე (თავადის ქალი), სერგეი მარტინსონი (ბორისი), არჩილ გომიაშვილი (კოსტაია), ფარსმან სონღულაშვილი (მოურავი), აკაკი კვანტალოანი (პაპა), ცაცა ამირეჯიბი (მელანო), მერი დავითაშვილი, კოტე დაუშვილი, ემანუილ აფხაიძე.

რაცია (რუს.) - მცირე სიმძლავრის მიმღებ-გადამცემი რადიოსადგური, ჩვეულებრივ, გადასატანი ან მოძრავი.

რაციბუჟი - ქალაქი პოლონეთის სამხრეთ ნაწილში, კატოვიცეს სავოევოდოში (65 ათასი).

რაცინი კოჩო (ნამდვილი სახელი და გვარი კოსტა აპოსტოლოვ სოლევი) - მაკედონიელი მწერალი (1908-1943 წწ).

რაციონი (გერმ.) - საკვების ულუფა, ნორმა.

რაციონალიზატორი - პირი, რომელიც წარმოების რაციონალიზაციას ახდენს.

რაციონალიზაცია (ლათ.) - რისამე მოწყობა რაციონალურად.

რაციონალიზმი (ლათ.)

  1. ფილოსოფიური რწმენა იმისა, რომ შემეცნებისათვის ყველაფერი მისაწვდომია.

  2. შემეცნების თეორიის მიმართულება, რომელიც ჭეშმარიტი ცოდნის ერთადერთ წყაროდ გონებას მიიჩნევს.

რაციონალისტი - რაციონალიზმის მიმდევარი.

რაციონალური (ლათ.) - გონივრული, მიზანშეწონილი.

რაცირაკა დიდიე - მადაგასკარის პრეზიდენტი 1975-93 წლებში (დაიბადა 1936 წელს).

რაცრაცი - ბარბაცი, ტორტმანი.

რაძინია ელზა - კინოსა და თეატრის ლატვიელი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1917 წელს).

რაძინსკი ედუარდ - რუსი დრამატურგი (დაიბადა 1936 წელს).

რაძიონკუვი - ქალაქი პოლონეთის კატოვიცეს სავოევოდოში.

რაწამს - კავშირი; მიუთითებს დროზე რა დროსაც, როგორც კი...

რაწკარუწკი (რაწკუნი) - წკარაწკური, წკარუნი.

რაჭა - მხარე დასავლეთ საქართველოში.

რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონი - კავკასიონის ქედის მონაკვეთი რაჭისა და ლეჩხუმის ფარგლებში.

რაჭა, ჩემო სიყვარულო - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1977 წელს. დამდგმელი რეჟისორები - თემურ ფალავანიშვილი, იოზეფ მედვედი. სცენარის ავტორი - სულიკო ჟღენტი. დამდგმელი ოპერატორები - დუდარ მარგიევი, ტიბორ ბიატი. კომპოზიტორები - ჯანსუღ კახიძე, სვეტოზარ სტრაჩინა. მთავარ როლებში: ანდრეა ჩუნდერლიკოვა (დარიინა), ბადრი კაკაბაძე (ზაური), გურამ ლორთქიფანიძე (ვანო), ბესო ხიდეშელი (ალიკო), დოდო აბაშიძე, იპოლიტე ხვიჩია, რამაზ ჩხიკვაძე, კარლო საკანდელიძე, ვასილ ჩხაიძე.

რაჭველები - რაჭის მკვიდრი ქართველები.

რაჭველების მღვიმე - იხილე თაროკლდის მღვიმე.

რაჭის მაზრა - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში, ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში; გაუქმდა 1930 წელს.

რაჭის საერისთავო - ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული ფეოდალურ საქართველოში; ჩამოყალიბდა X საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში

რაჭისუბანი - სოფლები ლაგოდეხის და ბოლნისის (ყოფილი სავანეთი) მუნიციპალიტეტებში.

რაჭის ქედი - ქედი ამბროლაურის, ონის, საჩხერის და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, კავკასიონის სამხრეთი განშტოება.

რაჭული - რაჭველების დამახასიათებელი; რაჭაში გავრცელებული.

რახათლუხუმი (არაბ.) - აღმოსავლური ტკბილეული; ამზადებენ ხილის წვენის, შაქრის, ნიგვზის, ნუშის და სახამებლისაგან.

რახან - იგივეა, რაც რადგან.

რახანია - რამდენი ხანია.

რახარუხი - მაგარი სხეულების, ვარდნის, ცემის, ერთმანეთზე მიხლის ხმა.

რახი (არაბ.-თურქ.) - ცალნახადი სუსტი არაყი.

რახიტი - იხილე რაქიტი.

რახლენკო ლეონ - ბელორუსი მსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1907-1986 წწ).

რახმანინოვი სერგეი - რუსი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი (1873-1943 წწ).

რახოვი - ქალაქი უკრაინის ზაკარპატიეს ოლქში.

რახრახი - უსწორმასწორო ზედაპირზე მძიმე სხეულის (ქვის, ეტლის, მანქანის....) მოძრაობის ხმა.

რახსი - შავმოწითალო, წაბლისფერი ცხენი.

რახტი (სპარს.) - აღვირის მორთულობა ოქროსი ან ვერცხლისა.

რახუნი - მაგარ სხეულზე მაგარი სხეულის ცემის ხმა, ბრახუნი.

რაჯა (სანსკრ.) - ინდოეთში ძველად მეფე, ამჟამად თავადის ტიტული.

რაჯაგოპალაჩარია ჩაკრავარტი - ინდოეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1878-1972 წწ).

რაჯამანდრი - ქალაქი ინდოეთის ანდჰრა-პრადეშის შტატში (330 ათასი).

რაჯანგი - მდინარე მალაიზიაში, კუნძულ კალიმანტანზე, ერთვის სამხრეთ ჩინეთის ზღვას (სიგრძე 60 კილომეტრი).

რაჯასტანი

  1. შტატი ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

  2. (რაჯპუტანა) ისტორიული ოლქი ინდოეთში.

რაჯკოტი - ქალაქი ინდოეთის გუჯარათის შტატში (555 ათასი).

რაჯონიერი ერნესტო - იტალიელი ისტორიკოსი (1926-1975 წწ).

რაჯპუტანა - იხილე რაჯასტანი.

რაჯპუტები (სანსკრ.)

  1. შუა საუკუნეებში ინდოეთში სამხედრო ფეოდალური კასტა.

  2. თანამედროვე ინდოეთში მაღალი მდგომარეობის მქონე კასტების ჯგუფი.

რაჯშაჰი - ქალაქი ბანგლადეშში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.

რაჰიმი მამედ (ნამდვილი სახელი და გვარი მამედ რაჰიმ აბას ოღლი ჰუსეინოვი) - აზერბაიჯანის სახალხო პოეტი (1907-1977 წწ).

რაჰიმი მუჰამედჯან - ტაჯიკი პოეტი (1901-1968 წწ).

რაჰიმოვი ნაბი - უზბეკი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1911-1994 წწ).

რაჰიმოვი სულეიმან ჰუსეინ ოღლი - აზერბაიჯანის სახალხო მწერალი (1900-1983 წწ).

რაჰმადიევი ერგაკელი - ყაზახი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1932 წელს).

რაჰმან-ბაბა - იხილე აბდ ალ-რაჰმან მომანდი.

რაჰმანი ზიაურ - იხილე ზიაურ-რაჰმანი.

რაჰმონოვი იმამალი - ტაჯიკეთის პრეზიდენტი 1994 წლიდან (დაიბადა 1952 წელს).

4.2 რბ

▲ზევით დაბრუნება


რბილეული

  1. საკლავის რბილი, უძვლო ხორცი.

  2. ხილის, ნაყოფის კანქვეშა ნაწილი.

რბილი

  1. რაც ადვილად იცვლის ფორმას, ადვილად იზნიქება, იღუნება, იჭყლიტება.

  2. ნაზი (კანი, ტყავი....), წმინდა (თმა, ბეწვი...).

  3. ხორცი (ჩვეულებრივ გამოთქმაში - ძვალი და რბილი).

  4. (გადატანით) დამთმობი, თვინიერი, წყნარი. არამკაცრი. 5) თბილი, სასიამოვნო.

რბილობი - იგივეა, რაც რბილეული.

რბოლა

  1. რბენა, სირბილი.

  2. სპორტული შეჯიბრება სისწრაფეში (ველოსიპედით, ავტომობილით).

რბონა - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

რბონის წმინდა გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ რბონაში. დგას სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 300-400 მეტრზე. აგებულია 1893 წელს ალექსანდრე გვარამაძის მიერ.

4.3 რგ

▲ზევით დაბრუნება


რგანი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან 750 მეტრი, ჭიათურიდან 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1958 კაცი.

რგანისღელე - მდინარე ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადი.

რგოლი

  1. ლითონის, ხის და მისთანა საგანი, რომელსაც წრეხაზის ფორმა აქვს.

  2. უმცირესი ორგანიზაციული ერთეული, ჯგუფი, უჯრედი (ყოფილ სსრკ-ში კოლმეურნეობის, პიონერთა ორგანიზაციის).

რგული - იგივეა, რაც დარგული.

4.4 რე

▲ზევით დაბრუნება


რე

  1. (იტალ.) - მუსიკალური გამის მეორე ბგერა; ამ ბგერის აღმნიშვნელი ნოტი. აღინიშნება სიმბოლოთი D.

  2. (ლათ.) - თავსართი, რომელიც აღნიშნავს: 1) მოქმედების განახლებას ან გამეორებას. 2) საწინააღმდეგო, საპირისპირო მოქმედებას.

რეა

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დედა ღმერთქალი, ურანოსისა და გეას ქალიშვილი, კრონოსის ცოლი, კრონიდების დედა.

  2. ასტრონომიაში პლანეტა სატურნის თანამგზავრი; აღმოაჩინა იტალიური წარმოშობის ფრანგმა ასტრონომმა ჯ.კასინიმ 1672 წელს.

  3. (ჰოლანდ.) - ანძებზე განივად დამაგრებული ძელი, რომელზედაც აბამენ სწორ იალქნებს და აღმართავენ ხოლმე სასიგნალო ინვენტარს.

რეაბილიტაცია (ლათ.)

  1. ღირსების უმართებულოდ შელახული ან შეურაცხყოფილი ადამიანის რეპუტაციის აღდგენა; სასამართლოს მიერ ან ადმინისტრაციული წესით პირვანდელ უფლებებში დაბრუნება.

  2. იმ პირთა ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის აღდგენა, რომელთაც გადატანილ დაავადებათა ან ტრავმების შედეგად შეზღუდული აქვთ ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობანი.

რეაბსორბცია (ლათ.) - წყლისა და მასში გახსნილ ნივთიერებათა უკანვე შეწოვა ე.წ. პირველადი შარდიდან, როდესაც ეს უკანასკნელი მიედინება თირკმლების არხებში; იწვევს საბოლოო შარდის წარმოქმნას, რომელიც გამოიყოფა ორგანიზმიდან.

რეაგენტი (ლათ.) - ქიმიურ რეაქციაში მონაწილე ნივთიერება.

რეაგირება (ლათ.)

  1. რაიმე სახის გამოხმაურება, პასუხი შთაბეჭდილებაზე, გარე ზემოქმედებაზე.

  2. ქიმიურ რეაქციაში მონაწილეობა.

რეაკლიმატიზაცია

  1. ხელახლა აკლიმატიზაცია.

  2. ორგანიზმების ამა თუ იმ სახეობის ინდივიდთა რაოდენობის აღდგენა ადამიანის სამეურნეო საქმიანობის გამო მათი დროებითი შემცირების შემდეგ.

რეალგარი (ფრანგ.) - მინერალი, გოგირდოვანი დარიშხანა; გამოიყენება სოფლის მეურნეობის მავნებლების მოსასპობად.

რეალ ვალიადოლიდი (ესპან. Real Valladolid Club de Futbol) - ესპანთის საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1928 წელს.

რეალი

  1. (ესპან.) - ძველებური ესპანური ვერცხლის ფული.

  2. (გერმ.) - სტამბაში დახრილზედაპირიანი მაგიდა-კარადა, რომელზედაც იდგმება შრიფტის კასა.

  3. ესპანეთის ქალაქ მადრიდის საფეხბურთო კლუბი. დაარსებულია 1902 წელს. მატჩებს ატარებს „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე, რომელიც 80 ათას მაყურებელს იტევს. ესპანეთის 31-გზის ჩემპიონი 1931-2008 წლებში. ევროპის ჩემპიონთა ლიგის (ჩემპიონთა თასის) 9-გზის მფლობელი 1955-2002 წლებში, უეფას თასის მფლობელი 2-ჯერ.

რეალია (ლათ.) - ნამდვილად არსებული ნივთი, მატერიალური კულტურის ყოველი საგანი.

რეალიზაცია (ლათ.)

  1. რისამე განხორციელება, ცხოვრებაში გატარება.

  2. ქონების ან ფასიანი ქაღალდების ფულად ქცევა; გაყიდვა (საქონლისა).

რეალიზმი (ლათ. რეალის - „ნამდვილი“)

  1. ლიტერატურასა და ხელოვნებაში მხატვრული შემეცნების მეთოდი, რომელსაც ახასიათებს სინამდვილის მართალი ასახვა, ტიპობრივი სახეებისა და ტიპობრივ გარემოებათა დახატვა.

  2. უნარი იმისა, რომ გაითვალისწინონ რეალური ვითარება, არსებული შესაძლებლობანი და ძალთა თანაფარდობა.

რეალითი შოუ - სატელევიზიო გადაცემის ფორმატი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს შოუს ყოველგვარი წინასწარი სცენარის ან დაგეგმვის გარეშე

რეალისტი

  1. რეალიზმის მიმდევარი (ლიტერატურასა და ხელოვნებაში).

  2. ადამიანი, რომელიც თავის მოქმედებაში ანგარიშს უწევს რეალურ ვითარებას, არსებულ შესაძლებლობებსა და ძალთა თანაფარდობას.

რეალისტური - რეალიზმით განმსჭვალული, რეალიზმის დამახასიათებელი.

რეალური (ლათ.)

  1. ნამდვილად არსებული; ჭეშმარიტი, ნამდვილი.

  2. რის განხორციელებაც შესაძლებელია.

  3. რაც ემყარება სინამდვილეში არსებული პირობების გაგებას და გათვალისწინებას.

რეანიმატოლოგია - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს რეანიმაციას.

რეანიმაცია (ლათ.) - მედიცინაში სხვადასხვა საშუალებით სიცოცხლის აღდგენა-შენარჩუნება (კოლაფსის, აგონიის ან არასრული კლინიკური სიკვდილის დროს).

რეანიმობილი - სპეციალურად მოწყობილი სასწრაფო დახმარების ავტომობილი, რომელშიც ავადმყოფს სარეანიმაციო დახმარებას უწევენ გზაშივე, საავადმყოფოში მიყვანამდე,

რეა სილვია - რომის მითიური დამაარსებელი, რემის (რემუსის) და რომულუსის დედა.

რეაქტივი (ფრანგ.) - ქიმიური ნივთიერება, რომელსაც იყენებენ ლაბორატორიებში სხვადასხვა სახის სამუშაოებისათვის.

რეაქტიული

  1. რასაც რეაქტივად იყენებენ ქიმიური რეაქციის დროს.

  2. ფიზიკაში რაც უკუცემის ძალის მეშვეობით წარმოიქმნება.

რეაქტოლოგია - მიმართულება ფსიქოლოგიაში, რომელიც ფსიქოლოგიას განიხილავდა, როგორც მეცნიერებას ცოცხალ არსებათა (მათ შორის ადამიანთა) ქცევის შესახებ.

რეაქტორი

  1. ატომური რეაქტორი - დანადგარი, რომელშიც ხორციელდება ატომგულების გაყოფის ჯაჭვური რეაქცია; იყენებენ ატომური ენერგიის განუწყვეტლივ მისაღებად.

  2. ელექტრული აპარატი, რომელიც ცვლადი დენის ჯაჭვში ზღუდავს მოკლე შერთვის დენებს.

  3. გარკვეული ტემპერატურისა და წნევის პირობებში ქიმიური რეაქციის მოსახდენი აპარატი.

რეაქცია (ფრანგ.)

  1. რაიმე ზემოქმედების საპასუხო მოქმედება გარეგან ან შინაგან გაღიზიანებაზე.

  2. ორგანიზმის საპასუხო მოქმედება გარეგან ან შინაგან გაღიზიანებაზე.

  3. ქიმიაში ორი ან რამდენიმე ნივთიერების ურთიერთმოქმედება, რომლის შედეგად წარმოიშვება ახალი ნივთიერება.

  4. მკვეთრი ცვლილება ვისიმე სულიერ განწყობილებაში; ძლიერი აგზნების შემდეგ ძალ-ღონის გამოცლა, მოდუნება.

რეაქციონერი - სოციალური და კულტურული პროგრესის მტერი.

რებანე კარლ - ესტონელი ფიზიკოსი, ესტონეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი 1973-90 წლებში (დაიბადა 1926 წელს).

რებეკი - ევროპაში გავრცელებული სამსიმიანი მუსიკალური ინსტრუმენტი.

რებერნი ჰენრი - შოტლანდიელი ფერმწერი (1756-1823 წწ).

რებოლიედო ბერნარდინო - ესპანელი პოეტი და დრამატურგი (1597-1676 წწ).

რებორდა (ფრანგ.) - ბორბლის (შკივის) ფერსოზე გამოშვერილი ნაპირი; საჭიროა იმისათვის, რომ ბორბალი არ ასცდეს რელსს ან ბაგირი, ღვედი არ გადაცურდეს ბორბლიდან. ნაწიბური.

რებრიანუ ლივიუ - რუმინელი მწერალი (1885-1944 წწ).

რებუსი (ლათ.) - გამოცანა, რომელშიც გამოსაცნობი სიტყვა ან ფრაზა მოცემულია ნახატების, ნიშნების, ასოების კომბინაციით.

რებჰუნი პაულ - გერმანელი მწერალი (დაახლოებით 1500-1546 წწ).

რეგალი (ფრანგ.) - პატარა (ჩვეულებრივ მაგიდის) ორგანი.

რეგალია (ლათ.)

  1. მეფის ხელისუფლების მანიშნებელი საგანი (გვირგვინი, სკიპტრა, ტახტი და სხვა).

  2. შუა საუკუნეებში მეფეების, მსხვილი ფეოდალების მონოპოლიური უფლება გარკვეულ შემოსავალზე.

  3. წარჩინების ნიშანი (ორდენი და მისთანები).

რეგარი - ტაჯიკეთის ქალაქ თურსუნზადეს სახელი 1978 წლამდე.

რეგატა (იტალ. ღეგატტა) - დიდი სანაოსნო შეჯიბრება ნიჩბიანი, იალქნიანი ან მოტორიანი ნავებით.

რეგბი (რაგბი) - სპორტული თამაში ნაირსახეობა ფეხბურთისა, რომლისგანაც განსხვავებით ბურთი ოვალურია და ორივე გუნდის თითოეული მოთამაშე ერთმანეთისთვის ხელით და ფეხით გადაცემით ცდილობს დაამიწოს იგი ჩათვლის ველზე მოწინააღმდეგის კარს მიღმა ან გაიტანოს იგი H-ის ფორმის კარში. სახელი დაერქვა ინგლისის ქალაქ ღუგბყ-ს მიხედვით, სადაც შედგა პირველი მატჩი 1823 წელს.

რეგბისტი (რაგბისტი) - რეგბის მოთამაშე სპორტსმენი.

რეგეი - იხილე რეგი.

რეგენერატი (ლათ.) - გამოყენებული მასალა, რომელსაც აღდგენილი აქვს თავისი პირვანდელი თვისებები.

რეგენერატორი (ლათ.) - მეტალურგიული ღუმელის ნაწილი კამერა, რომელშიც ხურდება ღუმელში შემავალი ჰაერი.

რეგენერაცია (ლათ.)

  1. წარმოებაში უკვე გამოყენებული, ნამუშევარი პროდუქტებისათვის თავდაპირველ თვისებათა აღდგენა.

  2. ღუმელში შემავალი გაზისა და ჰაერის გათბობა უკვე გამოყენებული წვის პროდუქტებით.

  3. დაკარგული ან დაზიანებული ნაწილების (ორგანოების, ქსოვილის, უჯრედების) აღდგენა ორგანიზმის მიერ.

  4. რადიომიმღების მიერ დამოუკიდებელი რადიოტალღების გამოსხივება.

რეგენსბურგი - ქალაქი გერმანიის ბავარიის მხარეში, პორტი მდინარე დუნაიზე (125 ათასი).

რეგენტი (ლათ.)

  1. მონარქიულ ქვეყნებში სახელმწიფოს დროებითი მმართველი.

  2. მგალობელთა გუნდის ლოტბარი ეკლესიაში.

რეგენტის ალმასი (იგივე პიტის ალმასი) - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალმასი. დღესდღეობით პერუში ინახება. ზომა - 140, 64 კარატი.

რეგერი მაქს იოჰან ბაპტისტ იოზეფ - გერმანელი კომპოზიტორი, ორგანისტი, დირიჟორი (1873-1916 წწ).

რეგვენი - სულელი, ბრიყვი, უმეცარი.

რეგვნული - რეგვენის დამახასიათებელი.

რეგი (regei, Reggae) - იამაიკური პოპ-მუსიკის სტილი, რომელსაც ხალხური მუსიკის ელემენტები აქვს შერეული.

რეგინი - ქალაქი რუმინეთის მურეშის ჟუდეცში.

რეგიომონტანუსი კენიგსბერგელი (ნამდვილი სახელი და გვარი იოჰანეს მიულერი) - გერმანელი ასტრონომი და მათემატიკოსი (1436-1476 წწ).

რეგიონალიზმი - მიმდინარეობა ამერიკულ ფერწერაში, რომლის წარმომადგენლებიც თავს არიდებენ ქალაქს და სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიურ პროცესებს. რეგიონალისტი მხატვრები უპირატესობას პროვინციული სოფლის ცხოვრების აღწერას ანიჭებენ. ეს სტილი ამერიკაში 1930-35 წლებიდან დაიწყო და მისი თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ გრანტ ვუდი და თომას ჰარტ ბენტონი., ახასიათებს ასევე ტიპიურად ამერიკული ლანდშაფტების და ყოფითი დეტალების ასახვა.

რეგიონი (ლათ.) - ქვეყანა, მხარე, ოლქი; ტერიტორიული ერთეული.

რეგიონალური (ლათ.) - რაც შეეხება ცალკეულ მხარეს, ქვეყანას ან რამდენსამე მეზობელ ქვეყანას; ადგილობრივი.

რეგიონული (ლათ.) - ადგილობრივი.

რეგისტანი

  1. უდაბნო ირანსა და ავღანეთში.

  2. სააღლუმო მოედანი შუა საუკუნეების აღმოსავლეთის ქალაქებში; ყველაზე უფრო ცნობილია სამარყანდის რეგისტანი.

რეგისტრატორი - პირი, რომელიც რეგისტრაციას ახდენს.

რეგისტრატურა - დაწესებულების განყოფილება, სადაც რეგისტრაცია წარმოებს.

რეგისტრაცია (რეგიტრირება)

  1. დავთარში ჩაწერა, სიაში, რეესტრში შეტანა.

  2. რაიმე მოვლენის, ფაქტის ჩაწერა, აღნიშვნა აღრიცხვის ან ფაქტისთვის კანონიერი ძალის მინიჭების მიზნით.

რეგისტრი (ლათ.)

  1. რისამე სია; მაჩვენებელი.

  2. მუსიკალური საკრავის ან მომღერლის ხმის ბგერითი დიაპაზონის მონაკვეთი.

  3. კლავიშებიან და ენებიან სასულე მუსიკალურ საკრავებში ერთი და იმავე ტემბრის მქონე მილების ან ენების ჯგუფი.

რეგლამენტაცია (ფრანგ.) - რისამე ზუსტად განსაზღვრა, დადგენა; გარკვეული წესებისადმი დაქვემდებარება, მოწესრიგება.

რეგლამენტი (ფრანგ.)

  1. კრების, ყრილობის, კონფერენციისა და მისთანების ჩატარების წესი.

  2. ერთობლიობა წესებისა, რომლებიც განსაზღვრავენ სახელმწიფო ორგანოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა მუშაობას.

რეგლა - ქალაქი კუბაში, ჰავანის გარეუბანში.

რეგლანი (ინგლ.) - პალტოს ან კაბის ისეთი ფასონი, როდესაც სახელო და მხარი ერთი ნაჭრისაგანაა გამოჭრილი.

რეგლანი ფიცროი ჯეიმზ ჰენრი სომერსეტ - ინგლისელი ფელდმარშალი (1788-1855 წწ).

რეგლეტი (ფრანგ.) - საამწყობო საქმეში სახარვეზო მასალის სახეობა, ლითონის ან პლასტმასის ფირფიტა, რომელსაც იყენებენ სათაურებისა და ილუსტრაციების გამოსაყოფად ძირითადი ტექსტისაგან ან სვეტების ერთმანეთისგან დასაცილებლად.

რეგნიცი (ზემო დინებაში - რედნიცი) - მდინარე გერმანიაში, მაინის მარცხენა შენაკადი.

რეგოლიტი (ინგლ.) - მტვრისებური მასალა, რომლითაც დაფარულია მთვარის ზედაპირი.

რეგრესანტი

  1. პირი, რომელიც წარუდგენს რეგრესატს რაიმე მოთხოვნას რეგრესის (მნიშვნელობა 2) უფლებით.

  2. პირი, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული რეგრესის (მნიშვნელობა 2) უფლება.

რეგრესი (ლათ.)

  1. უკუსვლა, დაქვეითება.

  2. სამართალში რომელიმე პირის ან დაწესებულების უკუმოთხოვნილება, რომელიც წარედგინება ისეთ პირს ან ორგანიზაციას, რომლის ვალდებულება მან შეასრულა.

რეგრესია (ლათ.) - ზღვის უკან დახევა.

რეგტაიმი (ინგლ.)

  1. ამერიკელ ზანგთა საცეკვაო მუსიკის ფორმა, რომელიც ჩამოყალიბდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში; ჯაზის ერთ-ერთი წინამორბედი.

  2. ამერიკული სალონური და სამეჯლისო (წყვილთა) ცეკვა; მისგან წარმოიშვა ტუსტეპი, უანსტეპი, ფოქსტროტი.

რეგულა (ლათ.) - იგივეა, რაც მენსტრუაცია.

რეგულარული (ლათ.) - თანაზომიერი, სწორი, სისტემატური; თანაბრად და სწორად მიმდინარე.

რეგულატორი - მოწყობილობა, რომელიც ავტომატურად უნარჩუნებს მექანიზმს თანაბარ მუშაობას, სიჩქარეს, ტემპერატურას.

რეგულირება (რეგულაცია) - რისამე გარკვეული წესით მოწყობა, საჭირო და სწორ წესრიგში მოყვანა.

რეგულუსი მარკუს ატილიუს - რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე (გარდაიცვალა დაახლოებით ძვ.წ.აღ. 248 წელს).

რედა ჟაკ - ფრანგი პოეტი (დაიბადა 1929 წელს).

რედანი (ფრანგ.)

  1. გლისერის, ჰიდროთვითმფრინავის, სწრაფმავალი კატერის და მისთანების ფსკერის გამონაშვერი, რომლის დანიშნულებაა წყლის წინააღმდეგობის შემცირება მოძრაობის დროს.

  2. ღია საველე საფორტიფიკაციო ნაგებობა წინ გამოწეული კუთხის ფრომისა.

რედაქტორი (ფრანგ.)

  1. პირი, რომელიც წიგნის, ჟურნალის, გაზეთის გამოცემას ხელმძღვანელობს, მის შინაარსს ამტკიცებს.

  2. პირი, რომელიც რედაქციას უკეთებს რაიმე ტექსტს.

რედაქცია (ფრანგ.)

  1. ხელნაწერი ტექსტის გასწორება, ლიტერატურული დამუშავება და მომზადება დასაბეჭდად (რედაქტირება).

  2. გამოცემის (წიგნის, ჟურნალის, გაზეთის და მისთანების) ხელმძღვანელობა.

  3. რაიმე ლიტერატურული, მუსიკალური და სხვა ნაწარმოების ან მისი ცალკეული ნაწილის ვარიანტი; გარკვეული სახით დამუშავებული ტექსტი.

  4. აზრის, დებულების გამოხატვის ესა თუ ის ფორმა; ფორმულირება.

  5. კოლექტივი მუშაკებისა, რომლებიც აწარმოებენ პერიოდული ორგანოს გამოცემას.

რედგრეივი ვანესა - კინოსა და თეატრის ამერიკელი მსახიობი ქალი (დაიბადა 1937 წელს).

რედგრეივი მაიკლ სკიუდამორ - ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი (1908-1985 წწ).

რედგრეივი სტივ - ამერიკელი სპორტსმენი (აკადემიური ნიჩბოსნობა), ზედიზედ ხუთი ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი 1984-დან 2000 წლამდე (დაიბადა 1962 წელს).

რედემარკაცია (ფრანგ.) - სასაზღვრო ნიშნების აღდგენა სახელმწიფო საზღვარზე.

რედერი ერიხ - ფაშისტური გერმანიის სამხედრო-საზღვაო მოღვაწე (1876-1960 წწ).

რედი ნილამ სანჯივა - ინდოეთის სახელმწიფო მოღვაწე (1913-1995 წწ).

რედი ფრანჩესკო - იტალიელი ბუნებისმეტყველი და ექიმი (1626-1698 წწ).

რედიკული (ფრანგ.) - ქალის ხელჩანთა.

რედიკულუსი - მტრის უკან დახევის მაიძულებელი რომაული ღვთაება.

რედინგი

  1. ქალაქი დიდ ბრიტანეთში, ბერქშირის საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი (135 ათასი).

  2. ქალაქი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთში, პენსილვანიის შტატში (80 ათასი).

რედინგოტი (ფრანგ.) - გრძელი სერთუკი, რომელსაც თავდაპირველად იცვამდნენ ცხენზე შესაჯდომად.

რედიფი - აღმოსავლური პოეზიისათვის დამახასიათებელი ცნება სიტყვა ან სიტყვების ჯგუფი, რომლებიც სრული სახით მეორდება სალექსო სტრიქონის ბოლოში.

რედკლიფ-ბრაუნი ალფრედ რეჯინალდ - იხილე რადკლიფ-ბრაუნი ა.რ.

რედკლიფი ენ - იხილე რადკლიფი .

რედმონდი ჯონ ედუარდ - ირლანდიის პოლიტიკური მოღვაწე (1856-1918 წწ).

რედნიცი - რეგნიცის ზემო დინების სახელწოდება.

რედონი ოდოლონ - ფრანგი გრაფიკოსი და ფერმწერი (1840-1916 წწ).

რედრესაცია - სხეულის გაღუნული ნაწილების (უპირატესად კიდურების) გასწორება გაჭიმვით.

რედ-რივერი

  1. მდინარე აშშ-ში, მდინარე მისისიპის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე 2050 კილომეტრი).

  2. მდინარე აშშ-სა და კანადაში, ერთვის უინიპეგის ტბას (სიგრძე 920 კილომეტრი).

რედუბლემანი - ფარიკაობაში განმეორებითი შეტევა.

რედულესკუ იონ ელიადე - იხილე ჰელიადე-რედულესკუ .

რედუპლიკაცია (ლათ.) - ლინგვისტიკაში სიტყვაწარმოება ფუძის გამეორებით.

რედუტი (ფრანგ.) - მიწური საველე სიმაგრე, სანგარი.

რედუქტორი (ინგლ.)

  1. მექანიზმი, რომელიც ბრუნვას გადასცემს კბილანების საშუალებით.

  2. ხელსაწყო, რომელიც საჭიროა მილსადენში მიმდინარე სითხის ან გაზის წნევის შესამცირებლად ანდა მუდმივი წნევის შესანარჩუნებლად.

რედფორფი რობერტ - ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი (დაიბადა 1937 წელს).

რედუქცია (რედუცირება)

  1. რთულის შეცვლა მარტივით; შემცირება, შესუსტება.

  2. ბიოლოგიაში ორგანოს აგებულების გამარტივება, მისი შემცირება ან სრული გაქრობა ფუნქციის დაკარგვის შედეგად.

  3. ქიმიაში ნივთიერების გათავისუფლება ჟანგბადისაგან.

  4. ლინგვისტიკაში ბგერის დასუსუტება ან მისი სრული დაკარგვა.

რეევაკუაცია - მოსახლეობის, წარმოება-დაწესებულებათა და მათი ქონების დაბრუნება ძველ ადგილას, საიდანაც ევაკუირებული იყვნენ.

რეემიგრანტი - ემიგრაციდან სამშობლოში დაბრუნებული პირი.

რეემიგრაცია - ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება.

რეესტრი (რუს.)

  1. სია, ნუსხა, აღწერა.

  2. საქმეებისა და დოკუმენტების ჩასაწერი დავთარი.

რეექსპოზიცია (ფრანგ.) - რაიმე გამოფენის განახლება, ხელახალი ექსპოზიცია.

რეექსპორტი - ადრე იმპორტირებული საქონლის ექსპორტი მესამე ქვეყანაში.

რევ I - ქართლის მეფე IV საუკუნის დასაწყისში, მირიან III-ის მამა.

რევაზაშენი - ძველი ნასოფლარი სოფელ დიდი გომარეთის (დმანისის მუნიციპალიტეტი) მიდამოებში.

რევაზიშვილი გიორგი - მოჭიდავე (ძიუდო, 66 და 73 კგ). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე (1997) და მესამე (1999) პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი (1996), ორგზის მეორე (1995, 97) და სამგზის მესამე (1994, 98, 2000) (დაიბადა 1974 წელს).

რევაი იოჟეფ - უნგრეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1898-1959 წწ).

რევალვაცია (ფრანგ.) - ვალუტის კურსის აწევა.

რევანდი (Rheum) - დიდფოთოლა, მაღალი მცენარე მატიტელასებრთა ოჯახისა; ზოგი სახეობა ბოსტნეულად გამოიყენება, ზოგი სამკურნალოდ, ზოგიც დეკორატიულად.

რევანში (ფრანგ.) - სამაგიეროს გადახდა, მიზღვა ბრძოლაში ან თამაშში დამარცხებისათვის; განმეორებითი ბრძოლა ან თამაში წინათ გამარჯვებულის დამარცხების მიზნით.

რევანშიზმი (ფრანგ.) - დამარცხებულის მხრივ სამაგიეროს გადახდის საბაბით ახალი ომის მომზადების პოლიტიკა.

რევაქცინაცია - განმეორებითი ვაქცინაცია.

რევდა - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში (65 ათასი).

რეველი - ესტონეთის დედაქალაქ ტალინის სახელი 1219-1917 წლებში.

რეველი აბელ - იტალიელი იარაღის კონსტრუქტორი (1864-1930 წწ).

რეველი ვილიო გაბრიელ - ფინელი არქიტექტორი (1910-1964 წწ).

რევერანსი (ფრანგ.)

  1. თავის დაკვრა მარჯვენა მუხლის ოდნავ ჩაკეცვით.

  2. (გადატანით) პატივისცემის გადაჭარბებული გამოხატვა.

რევერბერაცია (ლათ.) - დახურულ სადგომში ბგერის გავრცელება, ჟღერა, რაც შენარჩუნებულია ბგერის წყაროს მოქმედების შეწყვეტის შემდეგ იმის გამო, რომ სადგომის კედლებიდან მრავალგზის აირეკლება ბგერის ტალღები.

რევერდი პიერ - ფრანგი პოეტი (1889-1960 წწ).

რევერსი (ლათ.)

  1. ლითონის ფულის ან მედლის უკანა მხარე.

  2. ეკონომიკაში ვალდებულება, რაც რისამე გარანტიას იძლევა.

  3. მანქანის ბრუნვის მიმართულების შემცვლელი მექანიზმი.

რევერსია (ლათ.)

  1. ორგანიზმში ისეთ ნიშან-თვისებათა გაჩენა, რომლებიც არ ჰქონიათ მის უახლოეს წინაპრებს, მაგრამ ჰქონდათ უფრო შორეულებს; ატავიზმი.

  2. სამართალში ქონების დაბრუნება წინანდელი პატრონისათვის.

რევერსირება - მანქანის მუშა ნაწილების მოძრაობის მიმართულების შეცვლა.

რევერსიული (ლათ.) - რასაც შეიძლება შეეცვალოს ბრუნვის ან მოძრაობის მიმართულება.

რევერსორი (ინგლ.) - ამომრთველი, რომელიც იძლევა ძრავების შეერთების შეცვლის საშუალებას იმისათვის, რომ შეიცვალოს მათი ბრუნვის მიმართულება.

რევესი (ნამდვილი გვარი ჩებრაი) იმრე - უნგრელი ფერმწერი (1859-1945 წწ).

რევი - ქართლის მეფე მირიანის ძე, მართავდა კახეთსა და კუხეთს, გარდაიცვალა მამაზე ადრე (IV საუკუნე).

რევიზია (ლათ.)

  1. რომელიმე დაწესებულების, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის მუშაობის გამორკვევა მოქმედების სისწორისა და კანონიერების შემოწმების მიზნით.

  2. რაიმე მოძღვრების, თეორიის, დებულების ისე გადასინჯვა და შეცვლა, რომ არსებითად დამახინჯდეს ამ მოძღვრების დედააზრი.

რევიზიანთკარი - ყოფილი სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

რევიზორი - თანამდებობის პირი, რომელიც რევიზიას ახდენს.

რევიუ (ფრანგ.) - საესტრადო ან თეატრალური წარმოდგენა, რომელიც შედგენილია ცალკეული სცენებისგან, ნომრებისგან.

რევიშვილი შოთა - ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (დაიბადა 1919 წელს).

რევკომი - საბჭოთა ხელისუფლების დროებითა საგანგებო ორგანო 1918-20 წლებში.

რევმატიზმი (ბერძნ.) - გულისა და სისხლძრღვთა სისტემის, სახსრებისა და კუნთების დაავადება, რომელსაც ჩვეულებრივ თან ახლავს ტკივილი, ტეხა.

რევმატიზმული - რევმატიზმთან დაკავშირებული.

რევმატოლოგია - მედიცინის ნაწილი, რომელიც შეისწავლის რევმატიზმულ დაავადებებს.

რევმოკარდიტი - გულის დაავადება რევმატიზმის შედეგად.

რევოკაცია (ლათ.)

  1. ელჩის ან სხვა წარმომადგენლის გამოწვევა სხვა სახელმწიფოდან საკუთარ ქვეყანაში.

  2. წინათ გაცემული განკარგულების, ბრძანების გაუქმება.

რევოლვერი (ინგლ.) - ცეცხლსასროლი პატარა იარაღი ხელისა; პირველად გამოიყენეს XVI საუკუნეში.

რევოლუცია (ფრანგ.)

  1. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ურთიერთობაში მომხდარი ძირფესვიანი გადატრიალება, საწარმოო ძალთა და წარმოებრივ ურთიერთობათა გარდაქმნა, დრომოჭმული წყობილების ძალით დამხობა და ახალი, წყობილების დამყარება.

  2. ძირფესვიანი ცვლილება, გადატრიალება ცოდნის რაიმე დარგში, ტექნიკაში, ხელოვნებაში.

  3. ფილოსოფიაში დიალექტიკური, ნახტომისებრი გადასვლა ერთი თვისებრივი მდგომარეობიდან მეორეში რაოდენობრივ ცვლილებათა თანდათანობითი დაგროვების შედეგად.

რევოლუციონერი - რევოლუციური მოძრაობის მონაწილე; რევოლუციის მოღვაწე.

რევუელტასი სილვესტრე - მექსიკელი კომპოზიტორი, მევიოლინე, დირიჟორი (1899-1940 წწ).

რევუცკი ლევ - უკრაინელი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1889-1977 წწ).

რეზა აბასი - ირანელი მინიატურისტი (დაახლოებით 1575-1635 წწ).

რეზაიე - იხილე ურმია.

რეზანა - ფულის ერთეული ძველ რუსეთში.

რეზანცევი ვალერი - რუსი სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი 1972 და 1976 წლებში (დაიბადა 1946 წელს).

რეზა-შაჰ ფეჰლევი - ირანის შაჰი 1925-41 წლებში (1878-1944 წწ).

რეზედა (ფრანგ.) - ბაღის ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე; აქვს სურნელოვანი წვრილი ყვავილი სხვადასხვა ფერისა.

რეზეკნე (1893 წლამდე როზიტენი, 1917 წლამდე რეჟიცა) - ქალაქი ლატვიაში (45 ათასი).

რეზერვაჟი (ფრანგ.) - კერამიკულ ნაკეთობათა ორ ფერად შეღებვის ხერხი.

რეზერვატი (ლათ.)

  1. იგივეა, რაც რეზერვაცია.

  2. ნაკრძალის სახელწოდება საზღვარგარეთის ქვეყნებში.

რეზერვაცია (ლათ.)

  1. რეზერვების (მარაგის) შექმნა.

  2. უფლების დატოვება, რომ კვლავ დაუბრუნდნენ რაიმე საკითხს.

  3. ადგილი, სადაც იძულებითი წესით არიან დასახლებული ადგილობრივი მკვიდრნი.

  4. ტერიტორია, რომლის ბუნებრივი სიმდიდრეები (მცენარეები თუ ცხოველები) დაცულია სახელმწიფოს მიერ.

რეზერვი (ფრანგ.)

  1. წყარო, საიდანაც იძენენ ახალ-ახალ ძალებს, საშუალებებს.

  2. რისამე მარაგი.

  3. მეთაურის განკარგულებაში დატოვებული ჯარის ნაწილი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ჩააბამენ ბრძოლაში.

  4. სამხედრო ვალდებულნი, რომელთაც გავლილი აქვთ ნამდვილი სამსახური და საჭიროების შემთხევაში გაიწვევენ ჯარში; თადარიგი.

რეზერვუარი (ფრანგ.) - სითხის ან გაზის მარაგის შესანახი ნაგებობა.

რეზერპინი - სამკურნალო პრეპარატი, ალკალოიდი; დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და დაბლა სწევს სისხლის წნევას.

რეზერფორდი დანიელ - შოტლანდიელი ქიმიკოსი, ბოტანიკოსი და ექიმი (1871-1937 წწ).

რეზერფორდი ერნესტ - ინგლისელი ფიზიკოსი, 1908 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1871-1937 წწ).

რეზერფორდი მარკ - (ნამდვილი სახელი და გვარი უილიამ ჰეილ უაიტი) - ინგლისელი მწერალი (1831-1913 წწ).

რეზერფორდი - რადიოაქტიურობის საზომი ერთეული.

რეზერფორდიუმი (Rf) - ხელოვნურად მიღებული რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი; ატომური ნომერი 104. აღმოჩენილ იქნა 1964 წელს.

რეზექცია (ლათ.) - რაიმე დაავადებული ორგანოს სრული ან ნაწილობრივი მოკვეთა.

რეზეშები - წვრილი მიწათმფლობელები მოლდავეთში XVI-XIX საუკუნეებში.

რეზიდენტი (ფრანგ.)

  1. დაზვერვის საიდუმლო წარმომადგენელი უცხო სახელმწიფოში.

  2. რომელიმე ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მუდმივად უცხო ქვეყანაში ცხოვრობს.

  3. შუა საუკუნეებში უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენელი, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა მოცემულ ქვეყანაში.

რეზიდენტურა

  1. რეზიდენტების ერთობლიობა.

  2. რეზიდენტის საქმიანობა.

რეზიდენცია (ლათ.) - მთავრობის, სახელმწიფოს მეთაურის ან სხვა მაღალი თანამდებობის პირის ადგილსამყოფელი.

რეზინა - ქალაქი მოლდავეთში.

რეზინი (ლათ.) - დრეკადი მასალა, რომელსაც იღებენ კაუჩუკის ვულკანიზაციის გზით.

რეზინიაცია (ფრანგ.) - ბედს დამორჩილება უსიტყვოდ, უდრტვინველად.

რეზინოზისი (ლათ.) - ფისის გამოყოფა წიწვოვანი მცენარეების ღეროდან და ტოტებიდან.

რეზისტენტობა (ლათ.) - გამძლეობა.

რეზისტინი (ლათ.) - სპილენძის, მანგანუმისა და რკინის შენადნობი; იყენებენ ელექტროსახურებელი ხელსაწყოების წარმოებაში.

რეზიუმე (ფრანგ.) - შრომის, მოხსენების, სტატიის და მისთანების მოკლე შინაარსი, დასკვნა.

რეზიუმირება - რისამე რეზიუმეს, დასკვნის გაკეთება.

რეზოლვენტა - ამომხსნელი განტოლება, ამომხსნელი ფუნქცია ან ამომხსნელი ოპერატორები.

რეზოლი (ლათ.) - სითხე, რომელიც შედგება ხის კუპრის, სპირტისა და მწვავე კალისაგან; იყენებენ სანაგვე ორმოების დეზინფექციისათვის.

რეზოლუცია (ლათ.)

  1. გადაწყვეტილება, დადგენილება, რომელიც მიღებულია კრებაზე, ყრილობაზე, კონფერენციაზე რაიმე საკითხის განხილვის შედეგად.

  2. თანამდებობის პირის წერილობითი დასკვნა, განკარგულება, წარწერილი საქმიან ქაღალდზე.

რეზონანსი (ფრანგ.)

  1. ფიზიკაში სხეულის ბგერადობის გამოწვევა მასთან შეთანხმებულად აწყობილი მეორე მბგერი სხეულის მიერ.

  2. ზოგი სათავსის უნარი იმისა, რომ გადაიდოს ბგერის ძალა და ხანგრძლივობა სათავსის შიგნითა ზედაპირის მიერ ბგერის არეკვლის შედეგად.

  3. (გადატანით) გამოხმაურება, გამოძახილი.

რეზონატორი - სისტემა ან სხეული, რომელშიც რეზონანსი ხდება.

რეზონი (ფრანგ.) - გონივრული საფუძველი რისამე; აზრი.

რეზონიორი (ფრანგ.)

  1. ადამიანი, რომელსაც უყვარს გაჭიანურებული მსჯელობა დამრიგებლობითი ხასიათისა.

  2. ძველებური რომანის ან პიესის პერსონაჟი, რომლის პირითაც ავტორი გამოთქვამს თავის შეხედულებებს ნაწარმოებში აღწერილი ამბების შესახებ და იძლევა დანარჩენი მოქმედი პირების მორალურ დახასიათებას.

  3. ამპლუა მსახიობისა, რომელიც ასეთ პერსონაჟს ასახიერებს.

რეზონული (ფრანგ.) - საფუძვლიანი, გონივრული, დასაბუთებული.

რეზორბცია (ლათ.) - მეორეული შთანთქმა; შეწოვა.

რეზორცინი (ფრანგ.) - უფერული მოტკბო კრისტალები; კარგად იხსნება წყალში, სპირტში, ეთერში, იყენებენ ფეთქებად ნივთიერებათა დასამზადებლად, შედის კანის დაავადებათა სამკურნალო მალამოებისა და ხსნარების შემადგენლობაში.

რეზულტანტი (ლათ.) - მათემატიკაში ალგებრული გამოსახულება, რომელსაც იყენებენ ალგებრულ განტოლებათა სისტემის ამოხსნის დროს.

რეზულტატი (ლათ.) - შედეგი.

რეზუსი - პატარა მაიმუნი მაკაკების გვარისა; აქვს მომწვანო ბეწვი, ბინადრობს სამხრეთ აზიის ტყეებში. იყენებენ ლაბორატორიებში ცდებისათვის.

რეზუს-ფაქტორი - ანტიგენი, რომელსაც შეიცავს ადამიანთა 85%-ის ერითროციტები.

რეთელი ალფრედ - გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1816-1859 წწ).

რეი - ქალაქი ირანში, თეირანის სიახლოვეს.

რეი მიკოლაი - პოლონელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1505-1569 წწ).

რეი ნიკოლას - ამერიკელი კინოსცენარისტი და რეჟისორი (1911-1979 წწ).

რეი მანი - ამერიკელი და ფრანგი მხატვარი (1890-1976 წწ).

რეი ჟან - ბელგიელი მწერალი (1887-1964 წწ).

რეი სატიაჯიტ - ინდოელი კინორეჟისორი (დაიბადა 1921 წელს).

რეი ჯონ - ინგლისელი ბიოლოგი (1627-1705 წწ).

რეიბერნი ჰენრი - შოტლანდიელი ფერმწერი (1756-1823 წწ).

რეიგანი რონალდ უილსონ - აშშ-ს მე-40 პრეზიდენტი 1981-89 წლებში რესპუბლიკელთა პარტიიდან (1911-2004 წწ).

რეიდერი (ინგლ.) - სამხედრო გემი, რომელიც აწარმოებს დამოუკიდებელ სამხედრო ოპერაციებს.

რეიდი აფონსუ ედუარდუ - ბრაზილიელი არქიტექტორი (1909-1964 წწ).

რეიდი

  1. (ჰოლანდ.) - გემების ღუზით გასაჩერებელი მარჯვე ადგილი ნავსადგურში ან მის მახლობლად.

  2. (ინგლ.)მოძრავი ჯარების (კავალერიის, მოტომექანიზებული ნაწილების) ან პარტიზანული რაზმების შეჭრა მტრის ზურგში საბრძოლო მოქმედებისათვის.

  3. მოულოდნელი რევიზია, გამოკვლევა, რომელსაც ახდენს აქტივისტთა ჯგუფი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პრესის დავალებით.

რეიესი ალფონსო - მექსიკელი პოეტი (1889-1959 წწ).

რეიზენი მარკ - ოპერის რუსი მომღერალი (ბანი), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1895-1992 წწ).

რეიკიავიკი - ისლანდიის დედაქალაქი და მთავარი პორტი. წარმოიშვა IX საუკუნეში. 1944 წლიდან ისლანდიის დედაქალაქია (100 ათასი).

რეინტერპრეტაცია (ლათ.) - ხელახალი ინტერპრეტაცია, ახლებურად გააზრება რისამე.

რეიმონტი ვლადისლავ - პოლონელი მწერალი (1867-1925 წწ).

რეიმპორტი - საკუთარი წარმოების საქონლის (დაბალი ხარისხის, აუქციონზე დაწუნებულების და ა.შ.) საზღვარგარეთ შესყიდვა და ქვეყანაში შემოტანა.

რეიმსი - ქალაქი საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მარნის დეპარტამენტში (185 ათასი).

რეინალი გიიომ თომას ფრანსუა - ფრანგი ისტორიკოსი და სოციოლოგი (1713-1796 წწ).

რეინესი ფრედერიკ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1995 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მ.პერლთან ერთად (დაიბადა 1918 წელს).

რეინდირ-ლეიკი - იხილე ირმის ტბა.

რეინი - იხილე რაინი.

რეინირი - მოქმედი ვულკანი აშშ-ს კასკადოვან მთებში (4392 მეტრი).

რეინდორფი გიუნტერ - გერმანული წარმოშობის რუსი გრაფიკოსი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1889-1974 წწ).

რეინლანდ-პფალცი - მხარე გერმანიაში, მდინარე რაინის აუზში; ადმინისტრაციული ცენტრი - მაინცი.

რეინო პოლ - საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე (1878-1966 წწ).

რეინოლდზი

  1. ოზბორნ - ინგლისელი ფიზიკოსი და ინჟინერი (1842-1912 წწ).

  2. ჯოშუა - ინგლისელი მხატვარი (1723-1792 წწ).

რეინოსა - ქალაქი მექსიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ტამაულიპასის შტატში (270 ათასი).

რეინუოტერი ჯეიმზ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1975 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ო.ბორთან და ბ.მოტელსონთან ერთად (დაიბადა 1917 წელს).

რეინფექცია - განმეორებითი დასნებოვნება.

რეისბრუკი იან ვან - ნიდერლანდელი მწერალი და თეოლოგი (1293-1381 წწ).

რეისდალი იაკობ ვან - ჰოლანდიელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1628 ან 1629 - 1682 წწ).

რეისდალი სალომონ ვან - ჰოლანდიელი მხატვარი (1600 ან 1603 - 1682 წწ).

რეის-ეფენდი (არაბ.-თურქ.) - ოსმალეთის იმპერიაში 1836 წლამდე (საგარეო სამინისტროს შექმნამდე) თანამდებობის პირი, რომელსაც ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის შესაბამისი პოსტი.

რეისი (რუს.) - გზა, რომელსაც გადის გემი, თვითმფრინავი, ავტობუსი.

რეისი ფრედერიკ - ჰოლანდიელი ანატომი (1638-1731 წწ).

რეისფედერი (რეისშინა) - იხილე რაისფედერი.

რეიტერი მიხეილ ადრიანსზონ დე - ნიდერლანდელი ფლოტის უფროსი (1607-1676 წწ).

რეიტერი უოლტერ - იხილე რუთერი ..

რეიტერი - ინგლისის საინფორმაციო სააგენტო; შეიქმნა 1851 წელს.

რეიტი ბენედიქტ (ბენეშ, რეიტ პისტოველი) - ჩეხი არქიტექტორი (1453-1534 წწ).

რეიტინგი (ინგლ.) - პოპულარობის ინდექსი, კატეგორიის მინიჭება.

რეიტუზი (გერმ.) - ვიწრო შარვალი, რომლის ტოტები მჭიდროდ ეკვრის ფეხებს; გრძელი ქვედა საცვალი ტრიკოტაჟისა.

რეიუნიონი - კუნძული ინდოეთის ოკეანეში, საფრანგეთის სამფლობელო. მთავარი საზღვაო პორტი ლე-პორი.

რეიფელსონი ბობ - ამერიკელი კინორეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი (დაიბადა 1939 წელს).

რეიშაუერი - იხილე რაიშაუერი ..

რეიხსკანცლერი (რეიხსტაგი) - იხილე რაიხსკანცლერი, რაიხსტაგი.

ალ-რეიჰანი ამინ იბნ ფარის - არაბი მწერალი (ლიბანი) (1876-1940 წწ).

რეკა - სოფლები ოჩამჩირის და სენაკის მუნიციპალიტეტებში.

რეკაბარენი ლუის ემილიო - ჩილეს და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნების მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1876-1924 წწ).

რეკამიე ჟიული - პარიზელი ბანკირის ცოლი, რომლის სალონი გახდა პარიზის პოლიტიკური და ლიტერატურული ცენტრი (1777-1849 წწ).

რეკანი - იაპონელი პოეტი და კალიგრაფი, სოტო-ძენის სკოლის ბერი (1758-1831 წწ).

რეკაპიტულაცია (ლათ.)

  1. ნათქვამის გამეორება ძალიან მოკლედ.

  2. შორეული წინაპრების ნიშან-თვისებათა გამეორება თანამედროვე ორგანიზმში, მის სტრუქტურაში, ფუნქციებში.

  3. სავაჭრო დავთრებისა და ანგარიშების შემოწმება.

რეკასი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰენიოხების (სვანების) ერთ-ერთი შორეული წინაპარი.

რეკესენს სუნიიგა - ესპანეთის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე (1528-1576 წწ).

რეკეტი (ინგლ.) - გამოძალვა.

რეკეტირი - გამომძალველი.

რეკვა - მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჩხალთის მარცხენა შენაკადი.

რეკვიემი

  1. კათოლიკური ღვთისმსახურების ერთ-ერთი სახე მიცვალებულის სულის მოსახსენიებელი მესა (წირვა).

  2. სამგლოვიარო ხასიათის მუსიკალური ნაწარმოები ორკესტრისა და გუნდისათვის.

რეკვიზიტი (ლათ.)

  1. თეატრში ნივთები (ნამდვილი ან ბუტაფორული), რომლებიც სჭირდებათ მსახიობებს წარმოდგენის მსვლელობის დროს ანდა წარმოადგენს დეკორაციული გაფორმების ნაწილს.

  2. აუცილებელი ფორმალური ელემენტების ერთობლიობა; ფირმის (საწარმოს, გაერთიანების, ორგანიზაციის) სრული დასახელება, ქვეყანა, საფოსტო ინდექსი, მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ბანკის ანგარიშის ნომერი.

რეკვიზიტორი - თეატრის თანამშრომელი, რომელიც რეკვიზიტს განაგებს.

რეკვიზიცია (ლათ.) - კერძო პირთა ან საზოგადოებრივ ორგანიზაციათათვის სახელმწიფო ორგანოს მიერ ქონების სამუდამო ან დროებითი ჩამორთმევა ანაზღაურებით.

რეკვირენტი (ლათ.) - თამასუქის პატრონი, რომელიც მიმართავს ნოტარიუსს და მოითხოვს თამასუქის გაპროტესტებას.

რეკლამა (ფრანგ.)

  1. განცხადება, პლაკატი, რადიო ან ტელეგადაცემა თუ სხვა ღონისძიება მომხმარებელთა, მაყურებელთა მიზიდვის მიზნით.

  2. ვისიმე ან რისამე შესახებ ცნობების გავრცელება, შექება მისთვის სახელის მოხვეჭის, მისი პოპულარიზაციის მიზნით.

რეკლამაცია (ლათ.)

  1. უკმაყოფილების გამოხატვა, პრეტენზია, საჩივარი.

  2. პრეტენზია საქონლის დაბალი ხარისხის გამო და ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა, რაც გაფორმებულია სათანადო აქტებით.

რეკლამირება

  1. რეკლამის გაკეთება, რეკლამის მოწყობა.

  2. ზედმეტად შექება. 2) რეკლამაციის (მნიშვნელობა 2) გამოცხადება.

რეკლინგჰაუზენი - ქალაქი გერმანიის ჩრილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში (120 ათასი).

რეკლიუ ჟან ჟაკ ელიზე - ფრანგი გეოგრაფი, სოციოლოგი, პოლიტიკური მოღვაწე (1830-1905 წწ).

რეკოგნოსცირება (ლათ.)

  1. სამხედრო საქმეში დაზვერვა პირადად მეთაურის ან შტაბის ოფიცრის მიერ საბრძოლო მოქმედების დაწყების წინ.

  2. გეოდეზიაში წინასწარი დათვალიერება, გამოკვლევა (ადგილმდებარეობისა) გეოდეზიურ სამუშაოთა საწარმოებლად.

რეკომენდაცია (ლათ.) - ვისიმე მუშაობის, საქმიანობის დადებითი წერილობითი (ან სიტყვიერი) დახასიათება სამუშაოზე მისაღებად.

რეკომენდებული

  1. ვისაც რეკომენდაცია მისცეს.

  2. რაც ურჩიეს ვისმე.

რეკონვალესცენტი - გამოჯანსაღების პერიოდში მყოფი.

რეკონვალესცენცია - ადამიანის გამოჯანსაღების პერიოდი; დამახასიათებელია დაავადების ნიშნების თანდათანობითი გაქრობა და ორგანიზმის ნორმალური ცხოველქმედების აღდგენა.

რეკონვერსია (ლათ.) - სამხედრო მრეწველობის გადაყვანა მშვიდობიანობის დროისათვის საჭირო საქონლის წარმოებაზე.

რეკონკისტა (ესპან. Reconquista „დაბრუნება“) - VIII-XV საუკუნეებში პირენეს ნახევარკუნძულის ხალხების მიერ არაბებისაგან დაპყრობილი ტერიტორიების ბრძოლით უკან დაბრუნება, ასევე ფართო მნიშვნელობით, მუსულმანებისა და იუდეველების ძალდატანებითი მონათვლა.

რეკონსტრუქცია (ლათ.)

  1. ძირფესვიანი გადაკეთება, გარდაქმნა.

  2. რისამე აღდგენა, ახლად აგება შემორჩენილი ნაშთის აღწერილობის მიხედვით.

რეკორდერი - ელექტრული სიგნალების საჭრისის ჩამწერი წვეროს მექანიკურ რხევებად გარდამქმნელი მოწყობილობა.

რეკორდი (ინგლ.)

  1. უმაღლესი, საუკეთესო შედეგი რაიმე სპორტულ შეჯიბრებაში.

  2. საუკეთესო მაჩვენებელი, დიდი მიღწევა შრომაში.

  3. ქართული მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი, კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1973 წელს. დამდგმელი რეჟისორი - გურამ პატარაია. სცენარის ავტორები - გურამ პატარაია, ამირან ჭიჭინაძე. დამდგმელი ოპერატორი - ირაკლი ონოფრიშვილი, ამირან ჭიჭინაძე. მთავარ როლებში: გოვენ ჭეიშვილი (ხუტა), ჯუმბერ ჟვანია (ღინტუ), გიორგი ლომაია (რომან თურქია), მანუჩარ შერვაშიძე, ევა ხუტუნაშვილი.

რეკორდსმენი - სპორტსმენი, რომელსაც რეკორდი აქვს დამყარებული.

რეკრეატიული (ფრანგ.) - რაც გართობის ელემენტებს შეიცავს.

რეკრეაცია (ლათ.)

  1. საფრანგეთში, ინგლისსა და ზოგ სხვა ქვეყანაში დასვენება გაკვეთილებს შორის სკოლაში.

  2. მეცნიერული ტერმინი აღნიშნავს დასვენებას; ადამიანის ძალების აღდგენას, რაც დაეხარჯა მას შრომის პროცესში.

რეკრედიტივი (გერმ.)

  1. მთავრობის სიგელი დიპლომატიური წარმომადგენლის უკან გამოწვევის შესახებ.

  2. საბუთი, რომელიც აუქმებს აკრედიტივს.

რეკრუტი (გერმ.) - ჯარში ახლად გაწვეული ჯარისკაცი.

რეკულტივაცია (ლათ.) - ისეთი მიწების პროდუქტიულობის აღდგენა, რომლებიც უნაყოფო გახდა ადამიანის მოქმედების შედეგად.

რეკუპერაცია (ლათ.)

  1. ტექნოლოგიური პროცესის დროს დახარჯული ნივთიერების ან ენერგიის კვლავ მიღება.

  2. წარმოების ნარჩენების დაჭერა და გამოყენება.

რელატივიზმი (ლათ.) - შემეცნების თეორიაში იდეალისტური მიმართულება, რომელიც ჩვენს ცოდნას მხოლოდ შეფარდებითად მიიჩნევს და უარყოფს ობიექტურ ჭეშმარიტებას.

რელატიური - შეფარდებითი, მიმართებითი.

რელაქსანტები (ლათ.) - სამკურნალწამლო საშუალებანი, რომლებიც აქვეითებენ ჩონჩხის მუსკულატურის ტონუსს.

რელაქსაცია (ლათ.)

  1. ტექნიკაში სხეულის რაიმე მდგომარეობის თანდათანობით შესუსტება ამ მდგომარეობის გამომწვევი ფაქტორების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ.

  2. ჩონჩხის მუსკულატურის ტონუსის დაქვეითება, რაც გამოწვეულია, კერძოდ, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებით.

რელაქსინი (ლათ.) - ჰორმონი, რომელიც უმთავრესად საკვერცხეებში წარმოიქმნება.

რელაცია (ლათ.)

  1. მეთაურის ცნობა საომარი მოქმედების მიმდინარეობის შესახებ.

  2. ვისიმე საბრძოლო გმირობის წერილობითი დახასიათება ჯილდოზე წარსადგენად.

რელე (ფრანგ.) - ავტომატური ხელსაწყო, რომელიც რეაგირებს რაიმე დანადგარის ერთ-ერთი პარამეტრის ცვლილებაზე და მცირე სიმძლავრის საშუალებით ჩართავს ან გამორთავს დენის გაცილებით უფრო მძლავრ დამხმარე წყაროს.

რელევანტური (ინგლ.) - რაც გამოყენებულია ენობრივ ერთეულთა ერთმანეთისაგან განსასხვავებლად; არსებითი, ფასეული, მნიშვნელოვანი.

რელეი ჯონ უილიამ - ინგლისელი ფიზიკოსი (1842-1919 წწ).

რელიგია (ლათ.) - რწმენა ზებუნებრივი ძალებისა; სარწმუნოება.

რელიეფი (ფრანგ.)

  1. ამობურცული გამოსახულება სიბრტყეზე.

  2. დედამიწის ზედაპირის სხვადასხვა უსწორმასწორობის (მთების, დაბლობების, ღრმულების) ერთობლიობა.

რელიეფური

  1. ზედაპირზე ამოწეული, ამობურცული.

  2. (გადატანით) გარკვეული, ნათელი, მკაფიო.

რელიზანი - იხილე იღილიზანი.

რელიკვარიუმი - რელიკვიების შესანახი სათავსი, დამზადებული კეთილშობილი ლითონებისაგან, სპილოს ძვლისაგან და მისთანებისგან.

რელიკვია (ლათ.)

  1. რელიგიური თაყვანისცემის საგანი, რომელსაც ეკლესია სასწაულმოქმედ ძალას მიაწერს.

  2. ნივთი, რომელსაც ინახავენ როგორც განსაკუთრებით ძვირფას სახსოვარს.

რელიკი - მარჯნის ატოლებისა და კუნძულების ჯგუფი წყნარ ოკეანეში, მარშალის კუნძულების შემადგენლობაში.

რელინი - რეზინის ლინოლეუმი; იატაკის საფარი, რომელსაც ამზადებენ სინთეზური კაუჩუკის საფუძველზე.

რელიქტი (ლათ.) - ორგანიზმი, ნივთი ან მოვლენა, რომელიც წარმოადგენს შორეული წარსულის, ძველი ეპოქების გადმონაშთს.

რელიქტური - რელიქტის სახით შემონახული.

რელსი (ინგლ.) - ფოლადის ვიწრო ძელი, რომელზედაც ვაგონები მოძრაობს.

რემა - ცხენის ჯოგი.

რემაკი რობერტ - გერმანელი ჰისტოლოგი, ემბრიოლოგი და ნევროპათოლოგი (1815-1865 წწ).

რემარკა (ფრანგ.)

  1. დრამატულ ნაწარმოებში ავტორის შენიშვნა (ჩვეულებრივ ფრჩხილებში), რომელიც შეიცავს სცენის მოწყობილობის, პერსონაჟთა გარეგნობისა და ქცევის მოკლე დახასიათებას.

  2. შენიშვნა, მინაწერი.

რემარკი ერიხ მარია (ნამდვილი სახელი პაულ) - გერმანელი მწერალი (1898-1970 წწ).

რემბო ჟან ნიკოლ არტურ - ფრანგი პოეტი (1854-1891 წწ).

რემბრანდტი ჰარმენს ვან რეინ - ჰოლანდიელი ფერმწერი, გრაფიკოსი, ოფორტისტი (1606-1669 წწ).

რემედასი - (აბრევიატურა) რევოლუციის მებრძოლთა დამხმარე საერთაშორისო საზოგადოების საქართველოს განყოფილების ყოველთვიური ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1924-1932, 1936-1941 წლებში.

რემედიუმი (ლათ.) - ოქროს ან ვერცხლის მონეტების წონის (კანონით დასაშვები) შემცირება და სინჯისაგან გადახრა, რაც გამოწვეულია ბრუნვაში მათი გაცვეთით.

რემეზი (Remizinae) - ფრინველების ქვეოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა, რომელიც აერთიანებს 8 სახეობას.

რემეკი ვლადიმირ - ჩეხი კოსმონავტი-მკვლევარი, 1978 წლის კოსმოსური ფრენის მონაწილე (დაიბადა 1948 წელს).

რემენსები - ყმა გლეხები შუა საუკუნეების კატალონიაში (ესპანეთი).

რემერი ოლე კრისტენსენ - დანიელი ასტრონომი (1644-1710 წწ).

რემზი ალან - იხილე რამზი .

რემი (რემუსი) - იხილე რომულუსი.

რემი ერნსტ - იმპერიის მინისტრი გერმანიაში, მოიერიშეთა ჯგუფების შტაბის უფროსი; დახვრეტილ იქნა ჰიტლერის სანქციით (1887-1934 წწ).

რემიზი (ფრანგ.)

  1. ბანქოს ზოგიერთ თამაშში კარტის დადგენილი რაოდენობის ვერაყვანა; ჯარიმა ამგვარი ვერაყვანისათვის.

  2. ფარიკაობაში განმეორებითი გამაფრთხილებელი დარტყმა (ჩხვლეტა).

რემილიტარიზაცია (ფრანგ.) - განიარაღებული სახელმწიფოს ხელახალი შეიარაღება.

რემინგტონი (ფრანგ.) - გარკვეული სისტემის საბეჭდი მანქანა.

რემინისცენცია

  1. ბუნდოვანი ხსოვნა; გამოძახილი.

  2. შტრიხები, რომელიც ამა თუ იმ მხატვრული ქმნილების აღქმისას სხვა ასეთივე ქმნილების გახსენების საშუალებას იძლევა.

რემისია (ლათ.) - ავადმყოფობის მოვლენათა დროებითი შესუსტება ან გაქრობა.

რემიტენტი (ლათ.) - გადაგზავნილი თამასუქის მიმღები.

რემიქსი - სიმღერის ხელმეორე ჩანაწერი, რომელიც ორიგინალისაგან რიტმ-პარტიით და ტემპით განსხვავდება.

რემკე იოჰანეს - გერმანელი ფილოსოფოსი (1848-1930 წწ).

რემონტანტური (ფრანგ.) - ისეთი მცენარე, რომელსაც უნარი შესწევს ხელახლა ან მრავალგზის იყვავილოს და ნაყოფი მოგვცეს ერთი ვეგეტაციური პერიოდის განმავლობაში.

რემონტი

  1. (ფრანგ.) - შეკეთება, აღდგენა (რაიმე დაზიანებულისა, გაცვეთილისა).

  2. (ფრანგ.) ჯარში გამოკლებული ცხენების შევსება.

  3. საქონლის, ჯოგის, ნახირის და მისთანების შევსება მოზარდეულის სისტემატური გამოზრდის გზით.

რემონტუარი (ფრანგ.)

  1. საათის მოსამართი მოწყობილობა.

  2. საათი, რომელიც უგასაღებოდ მოიმართება, იქოქება.

რემპლინგი შარლოტა - ინგლისელი მსახიობი ქალი (დაიბადა 1945 წელს).

რემშაიდი - ქალაქი გერმანის დასავლეთ ნაწილში, რაინ-ვესტფალიის მხარეში (125 ათასი).

რენანი ჟოზეფ ერნესტ - ფრანგი მწერალი და ფილოლოგი (1823-1892 წწ).

რენარი ჟიულ - ფრანგი მწერალი (1864-1910 წწ).

რენარი შარლ ალექსანდრ - ფრანგი ჰაერნაოსანი (1847-1905 წწ).

რენატურალიზაცია (ფრანგ.) - მოცემული ქვეყნის მოქალაქეობის უფლებების აღდგენა იმ პირთათვის, რომლებიც რაიმე მიზეზის გამო დაკარგეს ეს უფლებები.

რენდი - ფულის ერთეული სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

რენე - სოფლების ზემო რენესა და ქვემო რენეს გავრცელებული სახელწოდება (კასპის მუნიციპალიტეტი).

რენე ალენ - ფრანგი კინორეჟისორი (დაიბადა 1922 წელს).

რენე ფრანს ალბერტ - სეიშელის კუნძულების რესპუბლიკის პრეზიდენტი 1977-2004 წლებში (დაიბადა 1935 წელს).

რენეგატი (ლათ.) - ადამიანი, რომელმაც უღალატა თავის რწმენას და მოწინააღმდეგის მხარეზე გადავიდა.

რენეგადოსი (ესპან.) - შუა საუკუნეებში მუსლიმანურ ესპანეთში ქრისტიანები, რომლებმაც მიიღეს ისლამი.

რენერი იოჰან - ლივონიელი მემატიანე (დაახლოებით 1525-1583 წწ).

რენერი კარლ - ავსტრიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1870-1950 წწ).

რენესანსი (ფრანგ.) - XIV-XVI საუკუნეების ევროპის რიგ ქვეყნებში კულტურული და იდეოლოგიური განვითარების პერიოდი, რომლისთვისაც დამახასიათებელია კაპიტალისტური ურთიერთობის ჩასახვა და ხელოვნების აყვავება. აღორძინების ეპოქა.

რენეტი - იხილე რანეტი.

რენი

  1. ქალაქი საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში, ისტორიულ ოლქ ბრეტანის და დეპარტამენტ ილისა და ვილენის ადმინისტრაციული ცენტრი (205 ათასი).

  2. ქალაქი უკრაინის ოდესის ოლქში (25 ათასი).

რენი გვიდო - იტალიელი ფერმწერი, ბაროკოს ოსტატი (1575-1642 წწ).

რენი კრისტოფერ - ინგლისელი არქიტექტორი და სწავლული (1632-1723 წწ).

რენი ლუდვიგ (ნამდვილი სახელი და გვარი - ფრიდრიხ ფით ფონ გოლსენაუ) - გერმანელი მწერალი (1889-1979 წწ).

რენიარი ჟან ფრანსუა - ფრანგი დრამატურგი (1655-1709 წწ).

რენიე ანრი ფრანსუა ჟოზეფ დე - (ფსევდონიმი - იუგ ვინი) ფრანგი მწერალი (1864-1936 წწ).

რენიე მატიურენ - ფრანგი პოეტი (1573-1613 წწ).

რენიე ჟან ლუი - ფრანგი გენერალი (1771-1814 წწ).

რენიო ანრი ვიქტორ - ფრანგი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1810-1878 წწ).

რენიუმი (Re) - ქიმიური ელემენტი, ვერცხლისფერი ძნელდნობადი ლითონი; იყენებენ შენადნობებში (ანტიკოროზიული დაფარვისათვის) და სხვა. ატომური ნომერი 75, ატომური მასა 186,207.

რენკლოდი (ფრანგ.) - ქლიავის ჯიში; ისხამს მსხვილ ყვითელ ან მწვანე წვნიან ნაყოფს; ამ ჯიშის ქლიავის ნაყოფი.

რენო

  1. მდინარე იტალიაში, ერთვის ადრიატიკის ზღვას.

  2. ავტომობილების მწარმოებელი სახელმწიფო კომპანია საფრანგეთში; აწარმოებს მსუბუქ, სპორტულ და სატვირთო ავტომობილებს. პირველი ავტომობილი გამოშვებულ იქნა 1898 წელს.

რენო ლუი - ფრანგი გამომგონებელი და მეწარმე, უდიდესი ფრანგული საავტომობილო კომპანია „რენოს“ დამაარსებელი (1877-1944 წწ).

რენო ჟან (ნამდვილი სახელი და გვარი ხუან მორენო) - კინოსა და თეატრის ფრანგი მსახიობი (დაიბადა 1948 წელს).

რენოდელი პიერ - საფრანგეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1871-1935 წწ).

რენომე (ფრანგ.) - ვისიმე შესახებ შექმნილი შეხედულება, რეპუტაცია.

რენონსი (ფრანგ.) - ბანქოს თამაშში ისეთი მდგომარეობა, როდესაც მოთამაშეებს ხელზე არა აქვთ რომელიმე ფერის ქაღალდი.

რენჟი - ქალაქი საფრანგეთის ვალ-დე-მარნის დეპარტამენტში.

რენსომი ჯონ კროუ - ამერიკელი პოეტი, კრიტიკოსი (1888-1974 წწ).

რენტა (გერმ.) - შემოსავლის სახე, რომელიც რეგულარულად მიიღება კაპიტალის, მიწის, ქონებისაგან და არ არის დაკავშირებული მეწარმეობასთან.

რენტაბელური (გერმ.) - რაც გაწეულ ხარჯებს ამართლებს, სამეურნეო თვალსაზრისით მიზანშეწონილი, სარგებლიანი, შემოსავლიანი.

რენტგენი ვილჰელმ კონრად - გერმანელი ფიზიკოსი, 1901 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1845-1923 წწ).

რენტგენი

  1. რენტგენის სხივები უხილავი სხივები, რომლებიც წარმოადგენენ მოკლე ელექტრომაგნიტურ ტალღებს; აქვთ გაუმჭვირავ საგნებში შეღწევის უნარი.

  2. ასეთი სხივებით გასაშუქებელი აპარატი.

  3. რენტგენის სხივების გამოყოფის რაოდენობის (დოზის) ერთეული.

რენტგენოგრამა - რენტგენის სხივების საშუალებით ფოტოფირზე მიღებული გამოსახულება.

რენტგენოგრაფია - რენტგენის სხივების საშუალებით გაუმჭვირი საგნების შინაგანი აგებულების ფოტოგრაფირება.

რენტგენოდიაგნოსტიკა - ქსოვილებისა და ორგანოების დაავადების ამოცნობა რენტგენის სხივების საშუაალებით.

რენტგენოთეკა - რენტგენის სურათების საცავი.

რენტგენოთერაპია - რენტგენის სხივების გამოყენება სამკურნალო მიზნით.

რენტგენოლოგია - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს რენტგენის სხივების გამოყენებას დაავადების ამოცნობისა და მკურნალობისათვის.

რენტგენოსკოპია - სხეულების გაშუქება რენტგენის სხივებით და მათი ჩრდილოვანი გამოსახულების გასინჯვა საგანგებო ეკრანზე შინაგანი აგებულების გამოსაკვლევად.

რენუარი პიერ ოგიუსტ - ფრანგი ფერმწერი, გრაფიკოსი და მოქანდაკე (1841-1919 წწ).

რენუარი ჟან - ფრანგი კინორეჟისორი (1894-1979 წწ).

რენუვიე შარლ - ფრანგი ფილოსოფოსი (1815-1903 წწ).

რენფრუ - საგრაფო დიდ ბრიტანეთში (შოტლანდია).

რენში ბერნჰარდ - გერმანელი ზოოლოგი, ევოლუციის თანამედროვე სინთეტიკური თეორიის ერთ-ერთი ავტორი (1900-1990 წწ).

რენძიუ - სამაგიდო სპორტულ-ლოგიკური თამაში; წარმოიშვა 4 ათასი წლის წინ ცენტრალურ აზიაში.

რეობაზა (ბერძნ.) - მუდმივი ელექტროდენის უმცირესი ძალა, რომელიც თავისი საკმაოდ ხანგრძლივი მოქმედების დროს იწვევს აღგზნებას ცოცხალ ქსოვილებში.

რეობიონტები (ბერძნ.) - მცენარეები და ცხოველები, რომლებიც გამდინარ წყლებში ცხოვრობენ.

რეოგრაფია (ბერძნ.) - სხეულის რაიმე ადგილის სისხლით ავსების შესწავლის მეთოდი მისი (ამ ადგილის) ელექტროწინაღობის რხევების გრაფიკული რეგისტრაციის გზით.

რეოლოგია (ბერძნ.) - მეცნიერება ნივთიერებათა დეფორმაციებისა და დენადობის შესახებ.

რეომეტრი (ბერძნ.) - ხელსაწყო აირის მოცულობითი ხარჯის გასაზომად.

რეომიური რენე ანტუან - ფრანგი ბუნებისმეტყველი (1683-1757 წწ).

რეომიურის თერმომეტრი - თერმომეტრი, რომელსაც ყინულის დნობისა და წყლის დუღილის წერტილებს შორის 80-გრადუსიანი სკალა აქვს.

რეორგანიზაცია (რეორგანიზება) - დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა.

რეოსტატი (ბერძნ.) - ხელსაწყო, რომელიც დენის ძალის ან ძაბვის რეგულირებას ახდენს ელექტრულ წრედში.

რეოტროპიზმი (ბერძნ.) - ბევრი მცენარის ფესვების თვისება - ზრდის დროს გადაიხარონ ან წყლის დინების წინააღმდეგ ანდა დინების მიმართულებით.

რეპარაცია (ლათ.) - ფულადი ან ნატურალური გადასახადი, რომელსაც უხდის ომში დამარცხებული ქვეყანა გამარჯვებულს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად.

რეპარტიმიენტო (ესპან.) - ესპანეთის კოლონიებში ამერიკაში XV საუკუნის ბოლოდან მიწის, ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის, საქონლის და სხვათა განაწილება კოლონისტებს შორის.

რეპატრიაცია (რეპატრირება) - ემიგრანტების, ტყვედ წაყვანილი პირების, ლტოლვილების დაბრუნება სამშობლოში.

რეპატრინტი (ლათ.) - პირი, რომელიც ბრუნდება სამშობლოში რეპატრიაციის ძალით.

რეპელენტები (ლათ.) - ცუდი სუნის მქონე პრეპარატები, რომლებსაც იყენებენ მწერების დასაფრთხობად.

რეპერი (ფრანგ.)

  1. გეოდეზიაში მიწის ან შენობის კედელში დამაგრებული ნიშანი იმ წერტილის აღსანიშნავად, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან განსაზღვრულია ნიველირების გზით.

  2. სამხედრო საქმეში დამხმარე წერტილი (მიწაზე ან ჰაერში), რომელსაც იყენებენ საარტილერიო ცეცხლის დასამიზნებლად იმისათვის, რომ შემდეგში ცეცხლი უშუალოდ მიზანზე გადაიტანონ.

რეპერტუარი (ფრანგ.)

  1. თეატრში, ესტრადაზე და მისთანებზე გარკვეულ პერიოდში დადგმულ დრამატულ, მუსიკალურ და სხვა ნაწარმოებთა ერთობლიობა.

  2. მსახიობის მიერ შესრულებული როლების ერთობლიობა.

რეპეტირი (ფრანგ.) - საათის მექანიზმი, რომელიც კნოპზე თითის დაჭერის შემთხვევაში რეკავს დროს; ასეთი მექანიზმის შემცველი საათი.

რეპეტიტორი (ლათ.)

  1. კერძო, ფასიანი მასწავლებელი, რომელიც ეხმარება ჩამორჩენილ მოსწავლეს გაკვეთილების მომზადებაში ანდა ამზადებს აბიტურიენტებს ამა თუ იმ საგანში.

  2. ქორეოგრაფიულ კოლექტივებსა და სასწავლებლებში პედაგოგი, რომელიც წარმართავს რეპეტიციას ცალკეული ნომრებისა და პარტიების მოსამზადებლად.

რეპეტიცია (ლათ.) - დასწავლა ან სასინჯი შესრულება დრამატული, მუსიკალური და სხვა ნაწარმოებისა, რომელიც განკუთვნილია სპექტაკლისათვის, კონცერტისათვის და მისთანებისთვის.

რეპინი ილია - რუსი ფერმწერი, პერედვიჟნიკი (1844-1930 წწ).

რეპკე ვილჰელმ - შვეიცარიელი ეკონომისტი (1899-1966 წწ).

რეპლანტაცია (ლათ.)

  1. მედიცინაში სხეულის მოჭრილი ნაწილის (თითის, ხელის, ფეხის...) მიკერება და შეზრდა.

  2. ამოღებული კბილის კვლავ ჩასმა თავის ფოსოში.

რეპლიკა (იტალ.)

    1. კრებაზე ან მისთანებზე ორატორისათვის ადგილიდან მიცემული მოკლე შენიშვნა; შეპასუხება, წამოძახილი.

    2. ფრაზის დაბოლოება, მოქმედი პირის ბოლო სიტყვები, რომელთა შემდეგაც ლაპარაკს იწყებს მეორე მოქმედი პირი სპექტაკლში.

    3. სამართალში ერთი მხარის შეკამათება მეორესთან სასამართლო პროცესზე.

    4. მუსიკაში მუსიკალური ფრაზის გამეორება სხვა ხმით ან სხვა ტონალობით.

    5. სახვით ხელოვნებაში მხატვრული ნაწარმოების საავტორო პირი, რომელიც ორიგინალისგან ზომით განსხვავდება.

რეპოზიცია (ლათ.) - მედიცინაში თავის ადგილას ჩასმა ძვლის დაძრული ნაწილებისა (მოტეხილობის, ღრძობის დროს).

რეპორტაჟი (ფრანგ.) - დღის განმავლობაში მომხდარი ამბების შესახებ ცნობათა შედგენა პრესისა და რადიოსათვის; ასეთი ცნობა, მოთხრობა, გამოქვეყნებული პრესაში ან გადმოცემული რადიოთი თუ ტელევიზიით.

რეპორტი (ფრანგ.) - ბუხჰალტერიაში ჯამის გადატანა მეორე გვერდზე.

რეპორტიორი (ინგლ.) - გაზეთის, ჟურნალის, რადიოს, საინფორმაციო სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც აგროვებს ცნობებს სხვადასხვა ამბის და შემთხვევის შესახებ.

რეპრეზენტანტი (ფრანგ.) - წარმომადგენელი.

რეპრეზენტაცია - წარმომადგენლობა.

რეპრესალია (ლათ.) - საერთაშორისო ურთიერთობაში იძულებითი ზომა, რომელსაც მიმართავს ერთი სახელმწიფო მეორის არაკანონიერი მოქმედების საპასუხოდ.

რეპრესია (ლათ.) - სახელმწიფო ორგანოების მიერ შემოღებული დამსჯელი ზომები; დასჯა.

რეპრიზა (ფრანგ.)

  1. მუსიკალური პიესის რომელიმე ნაწილის გამეორება; ასეთი გამეორების სანოტო ნიშანი.

  2. მოკლე სახუმარო ნომერი, რომელსაც ასრულებენ კლოუნები ან ცირკის და ესტრადის სხვა მსახიობები.

რეპროდუქტორი - მოწყობილობა რადიოგადაცემათა ხმის გასაძლიერებლად.

რეპროგრაფია - დოკუმენტების პირის გადაღების პროცესების საერთო სახელწოდება.

რეპროდუქცია (რეპროდუცირება)

  1. საზოგადოებრივი წარმოების განმეორებითი პროცესი; აღწარმოება.

  2. სხვადასხვა გამოსახულების (სურათის, ნახატის, ნაბეჭდი ტექსტის) ხელახლა გადაღება და გამრავლება ფოტოგრაფიული ან პოლიგრაფიული საშუალებით.

  3. მეხსიერებაში შემონახული რისამე აღდგენა, გახსენება.

რეპრუა - მსოფლიოში ყველაზე პატარა მდინარე. მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ძველი გაგრის მიდამოებში. ერთვის შავ ზღვას სათავიდან 18 მეტრის მოშორებით. წარმოადგენს მძლავრ ვოკლუზიურ კარსტულ ნაკადს, რომელიც გამოედინება გაგრის ქედის კალთებიდან, პლაჟის ზონაში. აღსანიშნავია, რომ მისი სიგრძე ზვირთცემისას უფრო ნაკლებია და 6-10 მეტრს შეადგენს

რეპტილია (ლათ.) - ქვეწარმავალი.

რეპუტაცია (ფრანგ.) - ვისიმე (ან რისამე) ღირსებათა და ნაკლოვანებათა შესახებ შექმნილი საერთო აზრი, შეხედულება.

რეჟანი გაბრიელ (ნამდვილი სახელი და გვარი - შარლოტ რეჟიუ) - ფრანგი მსახიობი ქალი (1856-1920 წწ).

რეჟი - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში (45 ათასი).

რეჟიმი (ფრანგ.)

  1. სახელმწიფო წყობილება, მმართველობის წესი.

  1. ცხოვრების, შრომის, დასვენების, კვების და სხვათა მტკიცედ დადგენილი წესი.

  2. რისამე მუშაობის, მოქმედების, არსებობის პირობები.

  3. რაიმე მიზნისთვის საჭირო წესთა, ღონისძიებათა სისტემა.

რეჟისორი (ფრანგ.) - სპექტაკლის, კინოფილმის დადგმის სამხატვრო ხელმძღვანელი.

რეჟისურა

  1. რეჟისორის მუშაობა, საქმიანობა.

  2. სპექტაკლის, კინოფილმის დადგმის ხელმძღვანელობა. 3) (კრებითი) რეჟისორები.

რერი - იხილე რური.

რერიხი ნიკოლაი - რუსი ფერმწერი, თეატრის მხატვარი, მოგზაური, მწერალი, ფილოსოფოსი-მისტიკოსი (1874-1947 წწ).

რერიხი სვიატოსლავ - რუსი ფერმწერი (1904-1993 წწ).

რერო

  1. მისამღერი ქართულ სიმღერაში.

  2. საქართველოს ფილარმონიის საესტრადო ორკესტრი, დაარსდა 1957 წელს.

რესელი (რასელი) ჰენრი ნორის - ამერიკელი ასტრონომი (1877-1957 წწ).

რესი - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

რესივერი (ინგლ.) - კომპრესორული დანადგარი; მისი დანიშნულებაა აირის ან ორთქლის შეგროვება (რომელიც შემდეგ იხარჯება მცირე განივკვეთის მილების გზით), აგრეთვე წნევის რხევების შენელება.

რესისტენსია - ქალაქი არენტინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩაკოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (220 ათასი).

რესიფი (პერნამბუკუ) - ქალაქი-პორტი ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, პერნამბუკუს შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (2,9 მილიონი).

რესიწყალი - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თერგის მარცხენა შენაკადი.

რესიხოხი - მწვერვალი ჯავის მუნიციპალიტეტში, ოსეთის კავკასიონზე (3285 მეტრი).

რესკონტრო (იტალ.) - დამხმარე საბუხჰალტრო დავთარი სხვადასხვა ორგანიზაციასა და პირთან წარმოებული ანგარიშსწორების აღრიცხვისათვის.

რესკრიპტი (ლათ.)

  1. მეფის მიერ გამოქვეყნებული წერილი ქვეშევრდომებისადმი გაწეული სამსახურისათვის მადლობის გამოცხადების, დაჯილდოების და სხვათა შესახებ.

  2. ძველ რომში იმპერატორის მიერ შეკითხვაზე გაცემული პასუხი, რომელსაც კანონის ძალა ჰქონდა.

რესორი (ფრანგ.) - ავტომობილის, ვაგონის, ეკიპაჟის და მისთანების ლითონის დრეკადი ნაწილი, რომელიც მოთავსებულია ძარასა და ღერძს შორის და მოქმედებს როგორც ზამბარა (მოძრაობის დროს წარმოქმნილი ბიძგების შესარბილებლად).

რესპექტაბელური (ფრანგ.) - პატივსაცემი, ღირსეული, დარბაისლური.

რესპექტი (ფრანგ.) - პატივი, პატივისცემა.

რესპიგი ოტორინო - იტალიელი კომპოზიტორი (1879-1936 წწ).

რესპირატორი (ლათ.) - მოწყობილობა (ფილტრიანი ნიღაბი ან ნახევარნიღაბი) სასუნთქი ორგანოების დასაცავად მავნე აირებისა და მტვრისაგან.

რესპირაცია (ლათ.) - სუნთქვა.

რესპონდენტი (ლათ.) - ვისაც შეკითხვებით მიმართავენ (სოციოლოგიაში), ცდისპირი (ფსიქოლოგიაში).

რესპუბლიკა (ლათ.) - სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს ირჩევენ განსაზღვრული ვადით; ასეთი მმართველობის მქონე ქვეყანა.

რესპუბლიკელი

  1. რესპუბლიკური წყობილების მომხრე.

  2. აშშ-ში ერთ-ერთი ძირითადი პარტიის („რესპუბლიკური პარტიის“) წევრი.

რესტავრატორი

  1. რესტავრაციის (მნიშვნელობა 1) სპეციალისტი.

  2. რესტავრაციის (მნიშვნელობა 2) მომხრე; ვინც ცდილობს აღადგინოს ძველი, დამხობილი პოლიტიკური წყობილება.

რესტავრაცია (რესტავრირება)

  1. ჟამთა ვითარებაში დაზიანებული არქიტექტურული ძეგლების, ხელოვნების ნაწარმოების, არქეოლოგიური ნივთებისა და სხვათა აღდგენა პირვანდელი სახით.

  2. ძველი დამხობილი პოლიტიკური წყობილების აღდგენა.

რესტანტი (ფრანგ.)

  1. ფინანსური ტერმინი - ვალი, რომელიც ირიცხება ბალანსის დასკვნის დროისათვის.

  2. ეკონომიკაში ჩაწოლილი საქონელი; ნარჩენები.

რესტიტუცია (ლათ.)

  1. ბიოლოგიაში რეგენერაციის ერთ-ერთი სახე სხეულის ერთი ნაწილისგან მთელი ორგანიზმის აღდგენა.

  2. სამართალში ძველი უფლებრივი მდგომარეობის აღდგენა; ერთი სახელმწიფოს მიერ მეორისათვის იმ ქონების დაბრუნება, რომელიც ომის დროს უკანონოდ იყო მიტაცებული.

რესტორანი (ფრანგ.) - კარგად მოწყობილი ძვირფასი სასადილო (ჩვეულებრივ მუსიკით, ცეკვებით).

რესტორატორი (ფრანგ.) - რესტორნის პატრონი.

რესტრეპო კარლოს ლიერას - კოლუმბიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1908-1995 წწ).

რესტრიქცია (ლათ.) - წარმოების, გაყიდვისა და ექპორტის შეზღუდვა, რომელსაც მიმართავენ მონოპოლიები საქონელზე ფასების აწევისა და მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით.

რესუ კამილ - რუმინელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1880-1962 წწ).

რესურსი (ფრანგ.)

  1. რისამე მარაგი.

  2. ფულადი სახსრები.

  3. ტექნიკური მოწყობილობის (მანქანის, სისტემის) ნამუშევარი იქამდე, სანამ ეს მოწყობილობა მიაღწევს ზღვრულ მდგომარეობას, რომლის დროსაც მისი შემდგომი ექსპლუატაცია შეუძლებელია ან არ არის სასურველი ეფექტურობის შემცირების ან ადამიანისათვის გაზრდილი საფრთხის გამო.

რეტავასი - ქალაქი ლიტვაში.

რეტარდაცია (ლათ.) - მხატვრულ ლიტერატურაში (უმეტესად დრამაში) თხრობის, მოქმედების შენელება ინტერესის გასაძლიერებლად.

რეტდასხმული - თავბრუდახვეული.

რეტი - იგივეა, რაც თავბრუ.

რეტი რიხარდ - ჩეხი მოჭადრაკე, თეორიტიკოსი და კომპოზიტორი (1889-1929 წწ).

რეტიანი

  1. ვისაც რეტი დაესხა.

  2. გიჟი, გადარეული.

რეტიგანი ტერენს მერვინი - ინგლისელი დრამატურგი (1911-1977 წწ).

რეტიკუსი (ნამდვილი სახელი და გვარი იოახიმ ფონ ლაუხენი) - გერმანელი მათემატიკოსი (1514-1576 წწ).

რეტინა (ლათ.) - თვალის ბადურა.

რეტინიტი (ლათ.) - რეტინის ანთება.

რეტინოლი - A ვიტამინი; გროვდება ღვიძლში; განსაკუთრებით ბევრია ვეშაპის, თევზის ღვიძლში, თევზის ქონში.

რეტირადი - საზოგადოებრივი საპირფარეშო ქალაქებში.

რეტის ალპები - ალპების ნაწილი იტალიაში, შვეიცარიასა და ავსტრიაში.

რეტიფ დე ლა ბრეტონი ნიკოლა - ფრანგი მწერალი (1734-1806 წწ).

რეტკე თეოდორ - ამერიკელი პოეტი (1908-1963 წწ).

რეტორსია (ლათ.) - საერთაშორისო სამართალში ერთი სახელმწიფოს მოქმედება მეორის უსამართლო ან არამეგობრული მოქმედების საპასუხოდ.

რეტორტა (ლათ.) - სითხის გამოსახდელი ხელსაწყო (მსხლის ფორმისა), რომელსაც გრძელი, გვერდზე გადახრილი ყელი აქვს.

რეტრანსლატორი - რეტრანსლაციისთვის საჭირო დანადგარი.

რეტრანსლაცია (რეტრანსლირება) - რადიო ან ტელეგადაცემის მიღება კავშირგაბმულობის შუალედურ პუნქტში გასაძლიერებლად და შემდგომ გადასაცემად.

რეტრო - (შემოკლებით) იგივეა რაც რეტროსპექტივა.

რეტროგრადი (ლათ.) - პროგრესის მოწინააღმდეგე, რეაქციონერი.

რეტროსპექტივა (ლათ.) - კინოფილმების ჩვენება-განხილვა გარკვეული თანამიმდევრობით.

რეტროსპექტული (ლათ.) - წარსულისაკენ მიმართული, წარსულის განხილვისადმი მიძღვნილი.

რეტროსპექცია - რეტროსპექტული განხილვა, წარსულისაკენ მიმართვა.

რეტუში (ფრანგ.) - ფოტოგრაფიული ანაბეჭდის (პოზიტივის), ნეგატივის ან დიაპოზიტივის შესწორება ფანქრით, საღებავით.

რეტუშირება - რეტუშის კეთება.

რეტუშორი - რეტუშის სპეციალისტი.

რეუტი - მდინარე მოლდავეთში, დნესტრის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე 286 კილომეტრი).

რეუტილიზაცია (ლათ.) - ბოტანიკაში მცენარის მიერ განმეორებით (ზოგჯერ მრავალგზის) გამოყენება ფესვების შთანთქმული მინერალური ნივთიერებებისა.

რეუტოვი - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (70 ათასი).

რეფაქცია (ფრანგ.) - ფასჩამოკლება იმ შემთხევაში, თუ საქონელი დაბალი ხარისხისა გამოდგა ხელშეკრულებით გათვალისწინებულთან შედარებით.

რეფერატი (ლათ.)

  1. მოკლე წერილობითი ან ზეპირი გადმოცემა მეცნიერული ნაშრომისა, წაკითხული წიგნის შინაარსისა და სხვათა.

  2. მოხსენება, რომელშიც მოცემულია რაიმე საკითხის შესახებ არსებული ლიტერატურის მიმოხილვა.

რეფერენდუმი (ლათ.) - საყოველთაო სახალხო გამოკითხვა კენჭისყრით დიდად მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების გადასაწყვეტად.

რეფერენტი (ლათ.)

  1. პირი, რომელიც რეფერატს კითხულობს.

  2. თანამდებობის პირი, მომხსენებელი, კონსულტანტი გარკვეული საკითხების გადასაწყვეტად.

რეფერენცია (ლათ.)

  1. ცნობა სამსახურის შესახებ; აზრის გამოთქმა, გამოხმაურება.

  2. ფირმის, დაწესებულების და მისთანების გადახდისუნარიანობის დამოწმება; რეკომენდაცია.

რეფერი (ინგლ.) - სპორტული შეჯიბრების მსაჯი.

რეფერირება - რისამე რეფერატის გაკეთება.

რეფიში ჰანს იოზეფ (ფსევდონიმები: გეორგ ტურნერი, რენე კესტნერი) - გერმანელი მწერალი (1891-1960 წწ).

რეფლექსი (ლათ.) - ცოცხალი ორგანიზმის რეაქცია გარეგან გაღიზიანებაზე, რაც ხორციელდება ცენტრალური ნერვული სისტემის მონაწილეობით.

რეფლექსია (ლათ.) - საკუთარი აზრებისა და განცდების ანალიზი; ჩაფიქრება.

რეფლექსოგენური (ლათ.) - რეფლექსის გამომწვევი.

რეფლექსოთერაპია - იგივეა, რაც აკუპუნქტურა.

რეფლექსოლოგია (ლათ.) - მექანიცისტური მიმართულება ფსიქოლოგიაში 1900-1930 წლებში.

რეფლექსური - რეფლექსთან დაკავშირებული; არანებისმიერი, შეუცნობელი.

რეფლექტომემტრი (ლათ.) - ხელსაწყო არეკვლის კოეფიციენტის გასარკვევად.

რეფლექტორი (ლათ.)

  1. სხივების ამრეკლავი მოწყობილობა.

  2. გასახურებელი ხელსაწყო, რომელიც შედგება ელექტრული ლამპისა და ამრეკლავისაგან.

  3. ტელესკოპი, რომელშიც გამოსახულება მიიღება ჩაზნექილი სარკის საშუალებით.

რეფო-ეწერი - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

რეფორმა (ფრანგ.)

  1. გარდაქმნა, შეცვლა რისამე.

  2. პოლიტიკური გარდაქმნა, რომელსაც ახდენს მმართველი კლასი არსებული სახელმწიფოებრივი წყობილების შეუცვლელად.

რერორმატორი (ლათ.) - რეფორმის გამტარებელი პირი.

რეფორმაცია (ლათ.) - XVI საუკუნის დასავლეთ ევროპაში ანტიფეოდალური ხასიათის სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც გამოვლინდა კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რეფორმირება - რეფორმის გზით შეცვლა.

რეფრაქტორი (ლათ.) - ტელესკოპი, რომელშიც ცის სხეულების გამოსახულება მიიღება ლინზების საშუალებით.

რეფრაქცია (ლათ.)

  1. ფიზიკაში სინათლის სხივის გარდატეხა.

  2. ასტრონომიაში დედამიწის ატმოსფეროში მნათობთა სხივების გარდატეხა, რის შედეგადაც მნათობები უფრო მაღლა ჩანან ცის თაღზე, ვიდრე სინამდვილეში არიან.

რეფრენი (ფრანგ.)

  1. პოეტური ტაეპები, რომლებიც ლექსში გარკვეული წესით მეორდება.

  2. მუსიკაში კუპლეტური ფორმის ვოკალური ნაწარმოების ნაწილი, რომელიც უცვლელად მეორდება.

რეფრეჟიე ანტონ - ამერიკელი ფერმწერი და გრფიკოსი (1905-1979 წწ).

რეფრიჟერატორი (ფრანგ.)

  1. მაცივრის ნაწილი, რომელშიც ორთქლდება სითხე და ტემპერატურა დაბლა იწევს.

  2. სპეციალური გემი, ვაგონი, ავტომობილი და სხვები, რომელშიც დაცულია ტემპერატურის რეჟიმი.

რეფსი (ფრანგ.) - შალის, ბამბის ან აბრეშუმის მკვრივი ქსოვილი; აქვს წვრილი, პარალელურად ამობურცული ზოლები.

რექა (ბაკურხევი) - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის არაგვის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 14 კილომეტრი, აუზის ფართობი 60,2 კვ.კმ. მიედინება ვიწრო ხეობაში, შესართავთან აჩენს რიყით აგებულ გამოზიდვის კონუსს. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით და მიწისქვეშა წყლით.

რექსისტები - ფაშისტური პარტიის წევრები ბელგიაში 1935-41 წლებში.

რექსროტი კენეტ - ამერიკელი პოეტი (1905-1982 წწ).

რექტიფიკატი - რექტიფიკაციის გზით გაწმენდილი სპირტი.

რექტიფიკაცია - რამდენიმე კომპონენტისაგან შედგენილი სითხეების ნარევის გაყოფის ხერხი.

რექტორი (ლათ.)

  1. უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელი.

  2. სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელი.

რექტორატი - უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციულ-სასწავლო ხელმძღვანელობა რექტორის მეთაურობით.

რექტოსკოპი - სპეციალური ენდოსკოპი, რომელიც შეჰყავთ სწორ ნაწლავში მის გამოსაკვლევად.

რექტოსკოპია (ლათ.) - მედიცინაში სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის გამოკვლევა რექტოსკოპის საშუალებით.

რეშად ნური გუნთექინი - თურქი მწერალი (1889-1956 წწ).

რეშევიე (რვიაშ-რვია) - მდინარე (ბზიფის მარცხენა შენაკადი) და სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

რეშევსკი სემიუელ - ამერიკელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (1911-1992 წწ).

რეშეტნიკოვი თედორე - რუსი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1906-1988 წწ).

რეშთი - ქალაქი ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, გილანის ოსთანის ადმინისტრაციული ცენტრი (295 ათასი).

რეშიდ-ფაშა მუსტაფა - თურქი დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე (1800-1858 წწ).

რეშიცა - ქალაქი რუმინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კარაშ-სევერინის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (95 ათასი).

რეჩიტატივი (იტალ.) - დეკლამაციის ხასიათის მელოდია, რომელიც უახლოვდება ჩვეულებრივ მეტყველებას.

რეჩიცა - ქალაქი ბელორუსიის გომელის ოლქში (70 ათასი).

რეჩკალოვი გრიგორი - რუსი მფრინავი, ავიაციის გენარალ-მაიორი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1920 წელს).

რეჩ-პოსპოლიტა - XV-XVIII საუკუნეებში პოლონეთის ტრადიციული სახელწოდება.

რეჩხი

  1. გულმა რეჩხი უყო გული შეუტოკდა, შეუკრთა, გულმა უთხრა რაღაცა.

  2. მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, დიდი ერისწყლის მარჯვენა შენაკადი.

  3. სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

რეცენზენტი - რეცენზიის ავტორი.

რეცენზია (ლათ.) - ლიტერატურული, მეცნიერული ნაშრომის, სპექტაკლის, კინოფილმისა და მისთანების გარჩევა, კრიტიკული შეფასება.

რეცეპტარი - აფთიაქის თანამშრომელი, რომელიც წამლის შეკვეთას იღებს ექიმის რეცეპტის მიხედვით.

რეცეპტი (ლათ.)

  1. აფთიაქში წარსადგენად ექიმის მიერ შედგენილი ბარათი, რომელშიც აღნიშნულია წამლის შემადგენლობა, აგრეთვე ავადმყოფის მიერ მისი მიღების წესი.

  2. რისამე დამზადების წესი.

რეცეპტორი (ლათ.) - გრძნობადი ნერვული ბოჭკოს დაბოლოება, რომელიც იღებს გაღიზიანებას.

რეცეპტურა

  1. რეცეპტების გამოწერისა და წამლების დამზადების წესების ერთობლიობა.

  2. რისამე დამზადების წესების ერთობლიობა.

რეცეფცია (ლათ.)

  1. ფიზიოლოგიაში რეცეპტორების საშუალებით გამღიზიანებლების ენერგიის მიღება და მისი ნერვულ სიგნალებად გარდაქმნა.

  2. სამართალში სესხება და შეგუება ამა თუ იმ ქვეყნის პირობებთან, რომელიც შემუშავებულია სხვა სახელმწიფოში ან წინამავალ ისტორიულ ეპოქაში.

რეცი ჟიულ დე - ბარონი, ფრანგი მხედართმთავარი, ჟანა დ'არკის თანამებრძოლი (1404-1440 წწ).

რეციდივი (ლათ.)

  1. თითქოს გამქრალი მოვლენის დაბრუნება, გამეორება.

  2. ავადმყოფობის შებრუნება.

  3. დანაშაულის განმეორებით ჩადენა.

რეციდივიზმი - მოვლენის განმეორადობა.

რეციდივისტი - ადამიანი, რომელმაც განმეორებით (მრავალგზის) ჩაიდინა დანაშაული.

რეციპიენტი (ლათ.)

  1. ქიმიაში ჭურჭელი, რომელიც წარმოადგენს სითხეების ან აირების მიმღებს.

  2. ადამიანი, რომელსაც სისხლს გადაუსხამენ ან რაიმე ქსოვილს, ორგანოს გადაუნერგავენ.

რეცირკულაცია (ლათ.) - აირების, სითხეების ან მაგარ ნივთიერებათა დაბრუნება დანადგარში, აპარატში საწარმოო პროცესის რეგულირების და სხვა მიზნით.

რეწვა

  1. ნადირობა რამეზე, მოპოვება რისამე.

  2. წვრილი ხელოსნური წარმოება როგორც საარსებო საშუალება და დამატებითი შემოსავალი.

რეხა

  1. სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

  2. სოფლების ზემო რეხისა და ქვემო რეხის გავრცელებული სახელწოდება (გორის მუნიციპალიტეტი).

რეხვა - მდინარე ახალგორის მუნიციპალიტეტში, ქსნის მარცხენა შენაკადი.

რეხვიაშვილი ალექსანდრე - კინორეჟისორი (დაიბადა 1938 წელს).

რეხოვითი - ქალაქი ისრაელში.

რეხონ დე სილვა დიეგო ანტონიო - ესპანელი მწერალი, ხელოვნების თეორიტიკოსი (დაახლოებით 1740-1796 წწ).

რეჯიანი სერჟ - ფრანგი კინომსახიობი და მომღერალი (დაიბადა 1922 წელს).

რეჯო-დი-კალაბრია - ქალაქი-პორტი სამხრეთ იტალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (120 ათასი).

რეჯო-ნელ-ემილია - ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (130 ათასი).

რეჰანი (Ocimum basilicum) - მუქი-მოლურჯო სურნელოვანი მწვანილი ტუჩოსანთა ოჯახისა.

4.5 რვ

▲ზევით დაბრუნება


რვა - რიცხვი და რაოდენობა 8.

რვაასი - რიცხვი და რაოდენობა 800.

რვალი - იგივეა, რაც ბრინჯაო.

რვაფეხა (Octopus vulgaris) - თავფეხიანი მოლუსკი რბილტანიანთა ტიპისა.

რველი - სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

რვეული - საწერი დანიშნულების ერთად აკინძული დაჭრილი ქაღალდები (თავდაპირველად ოთხად გაკეცილ რვა გვერდს წარმოადგენდა).

რვიანი

  1. რვის შემცველი.

  2. ბანქოს სათამაშო ქაღალდი, რომელზედაც რვა ქულაა გამოსახული.

რვილი

  1. გუთნის ნაწილი მოხრილი ან სწორი გრძელი ძელი, რომელზედაც მიმაგრებულია საკვეთი, სახნისი, ფრთა.

  2. საქსოვი დაზგის ნაწილი მრგვალი ხის ნაჭერი, რომელზედაც იქსელება ძაფი.

რვული - ქართული ლექსის სახეობა, რომელიც რვა ერთნაირი რითმით არის დაწერილი.

4.6 რთ

▲ზევით დაბრუნება


რთველი - ყურძნის კრეფის დრო.

რთვილი - იგივეა, რაც თრთვილი.

რთომისწყალი - მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ერისწყლის მარჯვენა შენაკადი.

რთული

  1. ბევრი ნაწილისგან შემდგარი.

  2. ძნელად გამოსაცნობი, არეულ-დარეული, დახლართული.

რთულყვავილოვანნი - ორლებნიან მცენარეთა ოჯახი; ორწლოვანი ან უფრო ხშირად მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეებია.

4.7 რი

▲ზევით დაბრუნება


რი კრისი (სრული სახელი ქრისტოფერ ენტონ რია) - ინგლისელი პოპ-მომღერალი და კომპოზიტორი (დაიბადა 1951 წელს).

რიაბუშკინი ანდრეი - რუსი ფერმწერი, ხატმწერი გლეხის შვილი (1861-1904 წწ).

რიადნოვი ევგენი (ნამდვილი გვარი შულცი) - თბილისში მოღვაწე მომღერალი (ტენორი) და პედაგოგი (1853-1925 წწ).

რიაეტსი - ესტონელი კომპოზიტორი (დაიბადა 1932 წელს).

რიაზანი - ქალაქი რუსეთის ევროპულ ნაწილში, საოლქო ცენტრი (530 ათასი).

რიაზანოვი ალექსეი - რუსი მფრინავი, ავიაციის გენერალ-მაიორი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1920 წელს).

რიაზანოვი ელდარ - რუსი კინორეჟისორი-კომედიოგრაფი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1927 წელს).

რიაზანოვი ვასილი - რუსი მფრინავი, ავიაციის გენერალ-მაიორი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1901-1951 წწ).

რიალი

  1. არევ-დარევა, აურზაური, შეხლა-შემოხლა.

  2. (სპარს.) - ირანის ფულის ერთეული.

რიაჟსკი - ქალაქი რუსეთის რიაზანის ოლქში (25 ათასი).

რია-რია - არევ-დარევა, აურზაური, ალიაქოთი.

რიასა-გარნაჩო ლუის - ესპანელი დრამატურგი (დაიბადა 1925 წელს).

რიასიანენი არვო მარტი ოქტავიანუს - ფინელი ენათმეცნიერი (1893-1976 წწ).

რიაფში - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

რიბაკი ნათან - უკრაინელი პოეტი, მწერალი (1912-1978 წწ).

რიბაკოვი ანატოლი - რუსი მწერალი (1911-1998 წწ).

რიბალკო პავლე - რუსი მხედართმთავარი, ჯავშანსატანკო ჯარების მარშალი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1894-1948 წწ).

რიბარი ივო ლოლა - იუგოსლავიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1916-1943 წწ).

რიბასი ხოსე დე (დერიბასი) - რუსი ადმირალი, წარმოშობით ესპანელი (1749-1800 წწ).

რიბატეჟუ - პროვინცია პორტუგალიაში.

რიბაჩი - ნახევარკუნძული ბარენცის ზღვაში, რუსეთის მურმანსკის ოლქის (კოლის ნახევარკუნძულის) ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

რიბეირან-პრეტუ - ქალაქი ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სან-პაულუს შტატში (430 ათასი).

რიბეირუ აკილინუ - პორტუგალიელი მწერალი (1885-1963 წწ).

რიბეირუ ბესა მილიტან - პორტუგალიისა და ბრაზილიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1896-1950 წწ).

რიბეირუ (ინცე რიბეირუ) ერნესტუ როდოლფუ - პორტუგალიის პოლიტიკური მოღვაწე (1849-1907 წწ).

რიბენტროპი იოახიმ - ფაშისტური გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ერთ-ერთი მთავარი სამხედრო დამნაშავე (1893-1946 წწ).

რიბერა (მეტსახელი სპანიოლეტო) ხუსეპე დე - ესპანელი ფერმწერი (1591-1652 წწ).

რიბირაბო - რიჟრაჟი, განთიადი.

რიბინსკი (1946-57 წლებში შჩერბაკოვი, 1984-89 წლებში ანდროპოვი) - ქალაქი რუსეთის იაროსლავლის ოლქში (245 ათას).

რიბისი - მთა ჯავის მუნიციპალიტეტში, ლიხის ქედზე.

რიბკა ეუგენიუშ - პოლონელი ასტრონომი (1898-1985 წწ).

რიბმონ-დესენი ჟორჟ - ფრანგი პროზაიკოსი და დრამატურგი-სიურრეალისტი (1884-1974 წწ).

რიბნიკი - ქალაქი პოლონეთის კატოვიცეს სავოევოდოში.

რიბნიკოვი ნიკოლაი - რუსი კინომსახიობი (1930-1990 წწ).

რიბნიცა - ქალაქი მოლდავეთში (65 ათასი).

რიბნოე - ქალაქი რუსეთის რიაზანის ოლქში.

რიბო ტეოდიულ არმან - ფრანგი ფსიქოლოგი (1839-1916 წწ).

რიბონუკლეინმჟავა (რნმ) (ლათ.) - რთული ორგანული ნაერთი, ერთ-ერთი ნუკლეინმჟავა; ორგანიზმში მონაწილეობს ცილის ბიოსინთეზში.

რიბოსომები (ლათ.) - უჯრედის შიგნითა ნაწილაკები, რომლებიც ახდენენ ცილის ბიოსინთეზს; აღმოჩენილია უკლებლივ ყველა ცოცხალ ორგანიზმში; თითოეული უჯრედი შეიცავს ათობით ან ათიათასობით რიბოსომას.

რიბოფლავინი (ლათ.) - B2 ვიტამინი; ყვითელი პიგმენტი; მისი ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს ნერვული სისტემის მძიმე დაშავებას, კანისა და ლორწოვანი გარსების დაავადებებს.

რიბსტული (შვედ.) - სატანვარჯიშო კედელი; მოწყობილობა, რომელიც ვერტიკალურად დადგმული კიბეების მწკრივს მოგვაგონებს (შვედური კედელი).

რიბხუ - ვედურ მითოლოგიაში სიმდიდრისა და შრომის მფარველი ნახევრადღვთაებრივი არსებანი.

რიგა - ლატვიის დედაქალაქი, გაშენებულია მდინარე დაუგავას ნაპირებზე. საისტორიო წყაროებში ცნობილია 1198 წლიდან. ლატვიის დედაქალაქია 1919 წლიდან (850 ათასი).

რიგასი (ველესტინლისი, რიგას ფერეოსი) კონსტანდინოს - ბერძენი რევოლუციონერ-დემოკრატი (დაახლოებით 1757-1798 წწ).

რიგელი

  1. (გერმ.) - მშენებლობაში ზოგი მზიდი კონსტრუქციის ჰორიზინტალური (ან დახრილი) ელემენტი, რომელიც აერთებს საყრდენებს, კოლონებს, ნივნივებს და მისთანებს.

  2. (ორიონისა) - მოცისფრო-თეთრი ვარსკვლავი ნულოვანი ვარსკვლავიერი სიდიდისა, მზეზე 23-ჯერ მეტი ნათების უნარის მქონე.

რიგერი ფრანტიშეკ ლადისლავ - ჩეხეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1818-1903 წწ).

რიგვედა (სანსკრ.) - ვედების უძველესი ნაწილი; შეიქმნა ძვ.წ.აღ. II ათასწლეულის შუა ხანებში.

რიგი

  1. ერთ ხაზზე განლაგებული საგნების, ადამიანების წყება.

  2. ჯერი, თანამიმდევრობა.

  3. ნაწილი, წყება.

  4. (მრავლობით რიცხვში) რიგები ორგანიზებული ჯგუფი ადამიანებისა; შემადგენლობა.

  5. ზოგი, ზოგიერთი, საკმაოდ ბევრი.

  6. ბიოლოგიაში იგივეა, რაც რაზმი.

  7. თადარიგი, განკარგულება.

  8. ქალაქის ვიწრო ქუჩა, რომლის ორივე მხარეს მოთავსებული იყო რისამე სახელოსნოები, სავაჭროები.

რიგიანი - საკმაოდ კარგი, გვარიანი, ხეირიანი.

რიგიდულობა (რიგიდობა) (ლათ.) - მოუხეშაობა, გაშეშებულობა, სიტლანქე, რაც გამოწვეულია კუნთების დაძაბვით.

რიგითი

  1. რიგის მიხედვით გაკეთებული.

  2. ვინც ხელმძღვანელ თანამდებობაზე არ იმყოფება.

რიგლი ალოიზ - ავსტრიელი ხელოვნებათმცოდნე (1858-1905 წწ).

რიგო იასენტ (გიაცინტ) - ფრანგი ფერმწერი (1659-1743 წწ).

რიგო რაულ ჟორჟ ადოლფ (პარიზის კომუნის (1871 წ) წევრი (1846-1871 წწ).

რიგობა - წყება, ჯერი.

რიგორიზმი (ფრანგ.) - რაიმე პრინციპების, წესების წვრილმანურად მკაცრი, განუხრელი დაცვა, უპირატესად, ზნეობრივ საკითხებში.

რიგორისტი - პირი, რომელსაც რიგორიზმი ახასიათებს.

რიგ-რიგად

  1. რიგების მიხედვით.

  2. ერთიმეორის მიყოლებით.

რიგრიგობით - იგივეა, რაც რიგრიგად.

რიგსდაგი (დან.) - დანიის პარლამენტის სახელწოდება 1953 წლამდე.

რიდბერგი იუჰანეს რობერტ - შვედი ფიზიკოსი (1854-1919 წწ).

რიდე

  1. ქალის თავსაბურავი, პირბადე.

  2. იგივეა, რაც ჩალმა.

რიდი - მოკრძალება, მორიდება.

რიდი კეროლ - ინგლისელი რეჟისორი და პროდიუსერი (1906-1976 წწ).

რიდი ტომას - ინგლისელი ფილოსოფოსი (1710-1796 წწ).

რიდი ტომას მაინ - ინგლისელი მწერალი (1818-1883 წწ).

რიდი ჯონ - ამერიკის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, მწერალი და პუბლიცისტი (1887-1920 წწ).

რიდრუეხო დიონისიო - ესპანელი პოეტი (1912-1975 წწ).

რიეგო ნუნიესი რაფაელ - ესპანეთის რევოლუციის (1820-23 წლები) მოღვაწე (1785-1823 წწ).

რიეთი - სოფელ ქვემო რიეთის გავრცელებული სახელწოდება (გორის მუნიციპალიტეტი).

რიეკა - კუნძული ადრიატიკის ზღვაში, ეკუთვნის ხორვატიას.

რიელი - კამბოჯის ფულის ერთეული.

რიელო ფერნანდო - ესპანელი პოეტი (დაიბადა 1923 წელს).

რივადავია ბერნარდინო - არგენტინის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი (1780-1845 წწ).

რივე პოლ - ფრანგი ეთნოგრაფი (1876-1958 წწ).

რიველი - მსახიობ ორნელა მუტის ნამდვილი გვარი.

რიველინო რობერტო - ბრაზილიელი ფეხბურთელი (ნახევარმცველი), 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, ერთ-ერთი უძლიერესი ბრაზილიის ფეხბურთის ისტორიაში (დაიბადა 1946 წელს).

რივერა - ქალაქი ურუგვაიში, ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (55 ათასი).

რივერა დიეგო - მექსიკელი ფერმწერი და საზოგადო მოღვაწე (1886-1957 წწ).

რივერა ხოსე ეუსტასიო - კოლუმბიელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1889-1928 წწ).

რივერა ჯანი - იტალიელი ფეხბურთელი, მიჩნეულია XX საუკუნის უძლიერეს მოთამაშედ იტალიის ფეხბურთის ისტორიაში (დაიბადა 1943 წელს).

რივერაინა - დაბლობი რეგიონი ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

რივერზი ლარი - ინგლისელი მხატვარი (დაიბადა 1923 წელს).

რივერზი უილიამ - ინგლისელი ეთნოგრაფი (1864-1922 წწ).

რივერსაიდი - ქალაქი აშშ-ს კალიფორნიის შტატში (290 ათასი).

რივზი კიანუ ჩარლზ - ამერიკელი მსახიობი და მუსიკოსი (დაიბადა 1964 წელს).

რივი კრისტოფერ - ამერიკელი კინომსახიობი (დაიბადა 1952 წელს).

რივიერა (იტალ.) - ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ვიწრო ზოლი საფრანგეთისა და იტალიის ტერიტორიაზე; დასავლეთ ევროპის უდიდესი საკურორტო რეგიონი.

რივოდო ანდრე დე - ფრანგი პოეტი (დაახლოებით 1538-1580 წწ).

რიზა - ქალაქი გერმანიის საქსონიის მხარეში (45 ათასი).

რიზალიტი (იტალ.) - შენობის ფასადის წინა გამოწეული ნაწილი.

რიზე - ქალაქი-პორტი თურქეთში, რიზეს ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი.

რიზენშნაუცერი - სასამსახურო ძაღლის ჯიში, შნაუცერების ყველაზე დიდი სახესხვაობა.

რიზოქტონიოზი - მცენარეთა სოკოვანი დაავადება.

რითმა (ბერძნ.) - ლექსის სხვადასხვა სტრიქონში ბოლო ბგერების გამეორება.

რიკარდო დეივიდ - ინგლისელი ეკონომისტი, კლასიკური პოლიტეკონომიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი (1772-1823 წწ).

რიკატი იაკოპო ფრანჩესკო - იტალიელი მათემატიკოსი (1676-1754 წწ).

რიკერი პოლ - ფრანგი ფილოსოფოსი (დაიბადა 1913 წელს).

რიკერტი ჰაინრიხ - გერმანელი ფილოსოფოსი (1863-1936 წწ).

რიკეტსიები - სხვადასხვა დაავადების, ე.წ. რიკეტსიოზების გამომწვევი მიკრობები.

რიკეტსიოზები - ადამიანისა და ცხოველის გადამდები დაავადებანი (პარტახტიანი ტიფი და სხვა).

რიკი - მოკლე ჯოხი.

რიკმანი ალან - ინგლისელი მსახიობი (დაიბადა 1946 წელს).

რიკო - საოფისე ტექნიკის მწარმოებელი უდიდესი იაპონური კომპანია; დაარსებულია 1936 წელს; შტაბ-ბინა მდებარეობს ტოკიოში.

რიკოვი ალექსეი - რუსი პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციონერი, საბჭოთა ეპოქის მაღალჩინოსანი ფუნქციონერი, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი (1881-1938 წწ).

რიკოთის უღელტეხილი - უღელტეხილი ხარაგაულის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში, ლიხის ქედზე.

რიკოთულა - მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ძირულის მარცხენა შენაკადი.

რიკორდი პეტრე - რუსი ზღვაოსანი (1776-1855 წწ).

რიკოშეტი (ფრანგ.) - სწრაფად მოძრავი სხეულის ასხლეტა გარკვეული კუთხით რაიმე ზედაპირზე მოხვედრის შემდეგ.

რიკრიკი

  1. იგივეა, რაც რაკრაკი.

  2. იგივეა, რაც ჭიკჭიკი.

რიკ-ტაფელა

  1. რიკი და ტაფელა (მოკლე და გრძელი ჯოხები ბავშვების სათამაშო); ჩილიკა-ჯოხი.

  1. ამ ჯოხებით თამაში. ტაფელათი რიკს შორს გადაისვრიან და მოწინააღმდეგე ცდილობს ჰაერშივე დაიჭიროს ის.

რიკულებიანი - რიკულების მქონე.

რიკული - მრგვლად გამოთლილი, გამოხარატებული ხის პატარა სვეტი ან ფიგურებიანი ფიცარი; უკეთებენ მოაჯირს, ზოგ ავეჯს და სხვას.

რიკუოკუ - იხილე ოუ.

რილა (რილა-პლანინა) - მთის მასივი ბულგარეთში, უმაღლესი წერტილი - მუსალა (2925 მეტრი).

რილა-პლანინა - იხილე რილა.

რილეევი კონდრატე - რუსი პოეტი, დეკაბრისტი (1795-1826 წწ).

რილი ალოიზ - გერმანელი ფილოსოფოსი (1844-1924 წწ).

რილი ლუი - კანადის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1844-1885 წწ).

რილკე რაინერ მარია - ავსტრიელი პოეტი (1875-1926 წწ).

რილსკი - ქალაქი რუსეთის კურსკის ოლქში.

რილსკი მაქსიმ - უკრაინელი პოეტი, აკადემიკოსი (1895-1964 წწ).

რიმანი გეორგ ფრიდრიხ ბერნჰარდ - გერმანელი მათემატიკოსი (1826-1866 წწ).

რიმანი კარლ ვილჰელმ იულიუს ჰუგო - გერმანელი მუსიკათმცოდნე (1849-1919 წწ).

რიმეიკი - გადაკეთებული ან აღდგენილი ვარიანტი მხატვრული ნაწარმოებისა.

რიმენშნაიდერი ტილმან - გერმანელი მოქანდაკე (1460-1531 წწ).

რიმესა (იტალ.) - ყოველი თამასუქი, რომლითაც უნდა მიიღონ ფული.

რიმინი - ქალაქი-პორტი იტალიაში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე ფორლის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (130 ათასი).

რიმკევიჩი იაროსლავ მარეკ - პოლონელი მწერალი (დაიბადა 1935 წელს).

რიმნიკი - მდინარე რუმინეთში, მდინარე სირეტის მარცხენა შენაკადი.

რიმნიკის ბრძოლა - ბრძოლა ოსმალეთისა და რუსეთ-ავსტრიის ჯარებს შორის მდინარე რიმნიკთან 1789 წლის 11 სექტემბერს.

რიმნიკუ-ვილჩა - ქალაქი რუმინეთის სამხრეთ ნაწილში, ვილჩის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი (115 ათასი).

რიმნიკუ-სერატი - ქალაქი რუმინეთის ბუზუეს ჟუდეცში.

რიმსკი-კორსაკოვი ნიკოლაი - რუსი კომპოზიტორი, დირიჟორი, საზოგადო მოღვაწე (1844-1908 წწ).

რიმშა პიატრას - ლიტველი მოქანდაკე (1881-1961 წწ).

რინალდი ანტონიო - იტალიელი არქიტექტორი (1710-1794 წწ).

რინგელნაცი იოაჰიმ (ნამდვილი სახელი და გვარი ჰანს ბეტიგერი) - გერმანელი პოეტი-სატირიკოსი (1883-1934 წწ).

რინგვასეი - კუნძული ნორვეგიაში.

რინგი (ინგლ.)

  1. თოკებით შემოკავებული კვადრატული ფორმის მოედანი კრივში შეჯიბრებისათვის.

  2. ძაღლების გამოფენაზე წრე, რომელზედაც ძაღლებს ატარებენ.

  3. (ინგლ.) - მეწარმეთა ხანმოკლე გაერთიანება ამა თუ იმ საქონელზე ფასის ასაწევად; ამ მიზნით საქონელს ერთად შეისყიდიან და საწყობებში გააჩერებენ ხოლმე ხელსაყრელ მომენტამდე.

რინგიტა - მალაიზიის ფულის ერთეული; შემოღებულ იქნა 1967 წლიდან.

რინგო - სპორტული თამაში, ფრენბურთის მსგავსი; ერთმანეთს ეთამაშება თითო, ორ-ორი ან სამ-სამი ადამიანი.

რინდები (სპარს.) - სუფიურ-დერვიშული მისტიკურ-ფილოსოფიური მომძღვრების მიმდევრები შუა საუკუნეების ახლო აღმოსავლეთში

რინდინი ვადიმ - რუსი თეატრის მხატვარი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1902-1974 წწ).

რინეკერი გიუნთერ - გერმანელი ქიმიკოსი (1904-1990 წწ).

რინია - ხმელეთის ნამარხ პრიმიტიულ მცენარეთა გვარი ფსილოფიტების კლასისა.

რინიტი (ბერძნ.) - ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება; სურდო.

რინკი (ინგლ.) - იგივეა, რაც სკეტინგ-რინკი.

რინკ-ჰოკეი - ბურთიანი ჰოკეის სახეობა, რომელსაც გორგოლაჭებზე შემდგარნი თამაშობენ.

რინო - ქალაქი აშშ-ს დასავლეთ ნაწილში, ნევადის შტატში (135 ათასი).

რინოდერმები - ამფიბიების ქვეოჯახი მოკლეთავა ბაყაყისებრთა ოჯახისა.

რინოლოგია (ბერძნ.) - მედიცინის ნაწილი, რომელიც ცხვირის დაავადებებს სწავლობს.

რინოპლასტიკა (ბერძნ.) - ცხვირის პლასტიკური ოპერაცია.

რინოსკლერომა (ბერძნ.) - ქრონიკული ინფექციური წარმონაქმნები ცხვირსა და ცხვირხახაში.

რინოსკოპი (ბერძნ.) - ცხვირის ღრუს გასასინჯი სარკე.

რინოსკოპია - ცხვირის ღრუს გასინჯვა რინოსკოპის საშუალებით.

რინოსპორიდიოზი - ადამიანისა და ცხოველის ღრმა ქრონიკული მიკოზი, რომლისთვისაც დამახასიათებელია, ცხვირის, თვალის, ყურის, ხორხის და სხვა ორგანოების ლორწოვან გარსზე პოლიპური წამონაზარდების წარმოქმნა.

რინოფიმა - ცხვირის კანის გაზრდა.

რინუჩინი ოტავიო - იტალიელი პოეტი, დრამატურგი, ლიბრეტისტი (1563-1621 წწ).

რინქიტები - ხოჭოების კლასი ცხვირგრძელასებრთა ოჯახისა.

რინჯანი - ვულკანი ინდონეზიაში.

რიობამბა - ქალაქი ეკვადორში, ჩიმბორასოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (150 ათასი).

რიო-ბერმეხო - მდინარე არგენტინაში, მდინარე პარაგვაის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე 1600 კილომეტრი).

რიო-ბრავო-დელ-ნორტე - იხილე რიო-გრანდე.

რიო-გრანდე (რიო-ბრავო-დელ-ნორტე) - მდინარე აშშ-სა და მექსიკაში, ერთვის ატლანტის ოკეანის მექსიკის ყურეს (სიგრძე 2870 კილომეტრი).

რიო-დე-ორო - დასავლეთ საჰარის სამხრეთი ზონის სახელწოდება.

რიო-დე-ჟანეირო

  1. ბრაზილიის იმპერიის დედაქალაქი 1822 წლიდან, ბრაზილიის შეერთებული შტატების დედაქალაქი 1889-1960 წლებში (11,8 მილიონი).

  2. შტატი სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში.

რიო-დულსე - მდინარე არგენტინაში, ერთვის მარ-ჩიკიტის ტბას (სიგრძე 650 კილომეტრი).

რიო-კოლორადო - მდინარე არგენტინაში, ერთვის ატლანტის ოკეანეს (სიგრძე 1200 კილომეტრი).

რიო-კუარტო - ქალაქ არგენტინის კორდოვის პროვინციაში.

რიო-მუნი - ეკვატორული გვინეის კონტინენტური ნაწილის სახელწოდება.

რიო-ნეგრო

  1. მდინარე არგენტინაში, ერთვის ატლანტის ოკეანეს (სიგრძე 1400 კილომეტრი).

  2. პროვინცია არგენტინის სამხრეთ ნაწილში; ადმინისტრაციული ცენტრი ვიედმა.

  3. მდინარე ურუგვაიში, მდინარე ურუგვაის, მარცხენა შენაკადი (სიგრძე 500 კილომეტრი).

რიონი

  1. უდიდესი მდინარე, რომელიც მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე მიედინება (ონის ბაღდათის მუნიციპალიტეტები). სიგრძე 327 კილომეტრი, აუზის ფართობი 13400 კვ.კმ. სათავე აქვს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე ფასის მთაზე, ზღვის დონიდან 2960 მეტრზე. ერთვის შავ ზღვას ფოთთან. რიონის მთავარი შენაკადებია მარჯვენა: საკაურა, ლუხუნი, რიცეულა, ლაჯანური, გუბისწყალი, ცხენისწყალი, ტეხური, ცივი; მარცხენა: ჭანჭახი, ღარულა, ჯეჯორა, ლეხიდარი, ყვირილა, ხანისწყალი, სულორი, ყუმური, ხევისწყალი.რიონის აუზი ლანდშაფტების მრავალფეროვნებით ხასიათდება. ეს არსებით გავლენას ახდენს მის ჰიდროლოგიურ რეჟიმზე. იგი საზრდოობს მყინვარული, თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულ-ზაფხულზეა, რაც გამოწვეულია სეზონური თოვლისა და მყინვარების დნობით, აგრეთვე წვიმებით. წყალდიდობა ზემო დინებაში იწყება აპრილის დასაწყისში, შუაწელში - მარტის პირველ ნახევარში, ხოლო ქვემოთ - თებერვლის ბოლოს. წყალდიდობის მაქსიმუმი ზემო დინებაში შუა ივნისშია, შუაწელში - მაისის ბოლო დეკადაში, ქვემოთ - მაისის დასაწყისში. წყალდიდობა გრძელდება აგვისტოს ბოლომდე. სექტემბრის ბოლოს იწყება თავსხმა წვიმებით გამოწვეული წყალდიდობა, რომელიც მაქსიმუმს ოქტომბერ-ივნისში აღწევს. ყველაზე დაბალი დონეა ზამთარში (დეკემბერ-თებერვალში). მაგრამ ქვემოთ დინებაში იგი ირღვევა წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნებით. მდინარეზე აგებულია ჰიდროელექტროსადგურები: რიონჰესი, გუმათჰესი I, გუმათჰესი II, ვარციხეჰესი. ჰესები აგებულია შენაკადებზეც: ლაჯანურჰესი, შაორჰესი, ტყიბულჰესი. რიონი და მისი შენაკადები გამოყენებულია სარწყავად (მაშველისა და აჯამეთის არხები), აგრეთვე ყოფილი ფაბრიკებისა და ქარხნების წყალმომარაგებისათვის. რიონის ნაპირას გაშენებულია ქალაქები: ონი, ამბროლაური, ქუთაისი, სამტრედია, ფოთი. მდინარე რიონის ძველი ბერძნული სახელწოდებაა :ფასისი". ფასისზე გადიოდა სავაჭრო მაგისტრალის მონაკვეთი შავსა და კასპიის ზღვებს შორის. ძველი ბერძნები ფასისს ევროპისა და აზიის საზღვრად მიიჩნევდნენ. ძველ მსოფლიოში ფასისი და კოლხიდა (კოლხეთი) ხშირად ერთ ცნებად აღიქმებოდა. რომაელთა ძლიერების ხანაში ფასისი მათი სამფლობელოების ჩრდილოეთი ზღვარი იყო. ძველი ბერძნულ მითოლოგიაში ფასისი და კოლხეთი იასონისა და არგონავტთა მოქმედების არეალია.

  2. სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან 250 მეტრი, წყალტუბოდან 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1664 კაცი.

  3. რიონის დაბლობი - იგივე კოლხეთის დაბლობი.

რიო-სალადო - მდინარე არგენტინაში, მდინარე პარანის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე 1300 კილომეტრი).

რიოს მორალესი ხუან ანტონიო - ჩილეს სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1888-1946 წწ).

რიო-ტერსერო - ქალაქი არგენტინის კორდოვის პროვინციაში.

რიოტინტო - იხილე მინას-დე-რიოტინტო.

რიოში - არანამდვილი, ყალბი, შერყვნილი.

რიპეის მთები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰიპეერბორების ქვეყანაში მდებარე მთები, რომლებიც დედამიწის უკიდურეს ჩრდილოეთად მიაჩნდათ.

რიპერი - ცივი იარაღი, დასაკეცი დანა.

რიპი ჯეიმზ ფრედ - ამერიკელი ისტორიკოსი (1892-1964 წწ).

რიპკა იან - ჩეხი აღმოსავლეთმცოდნე (1886-1968 წწ).

რიპლი ჯორჯ - ამერიკელი პუბლიცისტი, ფილოსოფოსი, სოციალისტ-უტოპისტი (1802-1880 წწ).

რიპლ-რონაი იოჟეფ - უნგრელი ფერმწერი (1861-1927 წწ).

რიპონის ჩანჩქერი - მდებარეობს მდინარე ვიქტორია-ნილოსზე, უგანდაში.

რიპოსტი (ფრანგ.) - ფარიკაობაში საპასუხო ჩხვლეტა ან დარტყმა თავდაცვის შემდეგ.

რიჟინაშვილი რაფიელ - არქიტექტორი (დაიბადა 1916 წელს).

რიჟკოვი ნიკოლაი

  1. 1985-91 წლებში სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (დაიბადა 1929 წელს).

  2. რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1900-1986 წწ).

რიჟოვა ვარვარა - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1871-1963 წწ).

რიჟრაჟი - გათენების დასაწყისი; ალიონი, აისი.

რირპროექცია (ინგლ.) - მეთოდი ობიექტის კინოგადაღებისა ისეთი ეკრანის ფონზე, რომელზედაც იმავდროულად ხდება სხვა გამოსახულების პროექცირება.

რისალი (რისალ ი ალონსო) ხოსე - ფილიპინელი განმანათლებელი (1861-1896 წწ).

რისბერმა (ჰოლანდ.) - წყლის ნაკადის კალაპოტის გამაგრება ჰიდროტექნიკური ნაგებობების საზღვრებში; ძირითადად განკუთვნილია კალაპოტის დასაცავად წარეცხვისაგან.

რისერ-ლარსენი იალმარ - ნორვეგიელი პოლარეთის მკვლევარი, სამხედრო მფრინავი (1890-1965 წწ).

რისერ-ლარსენის ზღვა - ინდოეთის ოკეანის აუზის ზღვა ანტარქტიდის სანაპიროებთან.

რისვი - გაზაფხულზე ნაპარსი მატყლი.

რისი მარსელ - უნგრელი მათემატიკოსი (1886-1980 წწ).

რისი ფრიდიეშ - უნგრელი მათემატიკოსი (1880-1956 წწ).

რისკი (ფრანგ.) - მოსალოდნელი საფრთხე, საშიშროება.

რისკინი სერგეი - რუსი მწერალი (1859-1895 წწ).

რისლინგი (გერმ.) - საღვინე ყურძნის ჯიში; ამ ყურძნისაგან დაყენებული თეთრი ღვინო.

რისორჯიმენტო (იტალ.)

  1. იტალიელი ხალხის ბრძოლა ეროვნული განთავისუფლებისა და ქვეყნის გაერთიანებისათვის; ბრძოლა დამთავრდა ერთიანი სახელმწიფოს შექმნით 1870 წელს.

  2. ასე უწოდებდნენ აგრეთვე იტალიაში 1943-45 წლებში განამათავისუფლებელ ბრძოლას ფაშიზმის წინააღმდეგ.

რისტი იოჰან - გერმანელი პოეტი (1607-1667 წწ).

რისტიკივი კარლ - ესტონელი მწერალი (1912-1977 წწ).

რისტიჩი იოვან - სერბიის პრემიერ-მინისტრი 1873, 1878-80, 1887 წლებში, ისტორიკოსი (1831-1899 წწ).

რისტიჩი მარკო - სერბი პოეტი (1902-1984 წწ).

რისტიჩი მილან - სერბი კომპოზიტორი (1902-1982 წწ).

რისტორი ადელაიდა - იტალიელი მსახიობი ქალი (1822-1906 წწ).

რისყულოვი მურათბეკ - ყირგიზი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1909-1974 წწ).

რისხვა - ძლიერი წყრომა, გაჯავრება, აღშფოთება.

რიტა - ვედური მითოლოგიის თანახმად, კოსმიური ძალა, რომელიც არეგულირებს სამყაროსა და ადამიანის სიცოცხლეს.

რიტარდანდო - მუსიკის ცნება - ტემპის თანდათანობითი შემცირება.

რიტენუტო - მუსიკის ცნება შედარებით ნელ ტემპზე გადასვლის მითითება.

რიტერი გერჰარდ - გერმანელი ისტორიკოსი (1888-1967 წწ).

რიტერი კარლ - გერმანელი გეოგრაფი (1779-1859 წწ).

რიტერის ქედი - იხილე დაკენ-დაბანი.

რიტველდი გერიტ - ნიდერლანდელი არქიტექტორი (1888-1964 წწ).

რიტმი (ბერძნ.) - თანაბარზომიერი პერიოდული მონაცვლეობა რაიმე ელემენტებისა (მოძრაობათა, ბგერათა და სხვა).

რიტმიკა (ბერძნ.)

  1. რიტმის სისტემა და ხასიათი.

  2. მოძღვრება რიტმის შესახებ.

  3. ფიზიკურ ვარჯიშთა სისტემა, რომლის მიზანია რიტმის გრძნობის შემუშავება.

რიტმული - რიტმს დაქვემდებარებული, რიტმის შესაბამისი.

რიტონი (ბერძნ.) - ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში, ძველ საბერძნეთსა და სხვაგან ყანწის მოყვანილობის სასმისი, რომელსაც ბოლოში ჰქონდა პატარა ნახვრეტი; შემკული იყო რელიეფითა და გრავირებით.

რიტორი (ბერძნ.) - მჭევრმეტყველი ადამიანი.

რიტორიკა (ბერძნ.) - მჭევრმეტყველების თეორია, მეცნიერება ორატორული ხელოვნების შესახებ.

რიტორიკული

  1. რიტორიკასთან დაკავშირებული.

  2. მჭევრმეტყველური. რიტორიკული შეკითხვა - მტკიცება, რომელიც შეკითხვის ფორმით არის გამოხატული; კითხვა, რომელიც პასუხს არ მოითხოვს.

რიტუალი (ლათ.) - წეს-ჩვეულებათა ერთობლიობა.

რიტურნელი (ფრანგ.) - მოკლე ინსტრუმენტული პასაჟი, ჩანართი, რომელიც პაუზებში მეორდება სიმღერის შესრულების დროს.

რიტხეუ იური - ჩუკოტკელი მწერალი (დაიბადა 1930 წელს).

რიუ-ბრანკუ - მდინარე ბრაზილიაში, მდინარე რიუ-ნეგრუს მარცხენა შენაკადი (სიგრძე 1300 კილომეტრი).

რიუგენი - კუნძული ბალტიის ზღვაში, ეკუთვნის გერმანიას.

რიუ-გრანდი

  1. მდინარე პარანის მარცხენა მდგენელი (ბრაზილია).

  2. ქალაქი-პორტი ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში რიუ-გრანდი-დე-სულის შტატში (180 ათასი).

რიუ-გრანდი-დუ-ნორტი - შტატი ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში; ადმინისტრაციული ცენტრი - ნატალი.

რიუ-გრანდი-დუ-სული - შტატი ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში; ადმინისტრაციული ცენტრი - პორტუ-ალეგრი.

რიუდბერგი აბრაჰამ ვიქტორ - შვედი მწერალი-რომანტიკოსი (1828-1895 წწ).

რიუდი ფრანსუა - ფრანგი მოქანდაკე (1784-1855 წწ).

რიუ-დოსი - იხილე დოსი.

რიუეი-მალმეზონი - ქალაქი საფრანგეთის ო-დე-სენის დეპარტამენტში.

რიუემია მაური - ფინეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1911-1958 წწ).

რიუეფი ჟაკ ლეონ - ფრანგი ეკონომისტი (1896-1978 წწ).

რიუიტელი არნოლდ - ესტონეთის პრეზიდენტი 2001-2006 წლებში (დაიბადა 1928 წელს).

რიუკერტი ფრიდრიხ (ნამდვილი სახელი და გვარი ფრაიმუნდ რაიმარი) - გერმანელი პოეტი (1788-1866 წწ).

რიუკიუ (ნანსეი) - ვულკანური და მარჯნის კუნძულების არქიპელაგი, ეკუთვნის იაპონიას.

რიუმინი ვალერი - რუსი მფრინავი კოსმონავტი, სამი კოსმოსური ფრენის მონაწილე 1977, 1979 და 1980 წლებში (დაიბადა 1939 წელს).

რიუ-ნეგრუ (სათავეში გუაიანია) - მდინარე ბრაზილიაში, ამაზონის მარცხენა შენაკადი (სიგრძე 2300 კილომეტრი).

რიუ-პარა - მდინარე, იხილე პარა.

რიუპელი - მდინარე ბელგიაში, მდინარე შელდის მარჯვენა შენაკადი.

რიურიკი - მემატიანეთა ლეგენდის თამახმად, ვარიაგთა სამხედრო რაზმის უფროსი, რომელიც ილმენის სლავებმა ნოვგოროდის მთავრად მიიწვიეს; რიურიკოვიჩების დინასტიის დამაარსებელი.

რიურიკოვიჩები - რუს მთავართა და მეფეთა დინასტია IX-XVI საუკუნეებში.

რიუსტენბურგი - ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტრანსვაალის პროვინციაში (30 ათასი).

რიუტბეფი - ფრანგი პოეტი და დრამატურგი (1230-1285 წწ).

რიუტი რისტო - ფინეთის პრეზიდენტი 1940-44 წლებში (1889-1956 წწ).

რიუტიმაიერი ლუდვიგ - შვეიცარიელი პალეონტოლოგი (1825-1895 წწ).

რიუფისკი - ქალაქი სენეგალში.

რიფათი ოქთაი (სრული სახელი - ოქთაი რიფათ ჰოროზჯუ) - თურქი პოეტი (1914-1995 წწ).

რიფათ ილგაზი - თურქი პოეტი (1911-1995 წწ).

რიფამპიჩინა (რიფამპიცინი) (იტალ.) - ნივთიერება, რომელიც სპობს ზოგიერთ ვირუსს.

რიფები - მაროკოში მცხოვრები ხალხი.

რიფი

  1. მთაგრეხილი ატლასის მთების სისტემაში (მაროკო).

  2. (გერმ.) - წყალქვეშა კლდე.

  3. (ჰოლანდ.) - მოწყობილობა იალქნის ზედაპირის შესამცირებლად ძლიერი ქარის დროს.

რიფის რესპუბლიკა - სახელმწიფო 1921-26 წლებში მაროკოს ტერიტორიაზე.

რიფორმინგი (ინგლ.) - ნავთობის, ბენზინისა და ლიგროინის ფრაქციების საწარმოო გადამუშავება მაღალოქტანური ბენზინებისა და არომატული ნახშირწყალბადის მისაღებად.

რიფსიმე

  1. სომხეთის ეკლესიაში წმინდანად შერაცხული ქალი, ქრისტიანობის გამავრცელებელი.

  2. ჯვაროვან-გუმბათოვანი ეკლესია ეჩმიაძინში (სომხეთი); შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლი. მშენებლობა დასრულდა 618 წელს.

რიფტი (ინგლ.) - დედამიწის ქერქის ხაზისებრი ტექტონიკური სტრუქტურები, რომლებიც ვრცელდება ასობით და ათასობით კილომეტრზე.

რიქსდაგი (შვედ.) - შვედეთის პარლამენტი.

რიქშა (იაპონ.) - აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიის ქვეყნებში: 1) მსუბუქი ორთვლიანი ეტლი, რომლის ხელნებშიც შებმულია ადამიანი. 2) თვით ადამიანი, რომელიც ასეთ ეტლშია შებმული.

რიღზა - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

რიყე

  1. ქვიანი ნაპირი მდინარისა.

  2. სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

რიყეთი - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

რიყიანი - სადაც რიყეა.

რიშარი მორის - კანადელი ჰოკეისტი, სპორტის ამ სახეობის ერთ-ერთი ლეგენდარული მოთამაშე (1921-2001 წწ).

რიშარი პიერ - ფრანგი მსახიობი და კინორეჟისორი (დაიბადა 1936 წელს).

რიშე შარლ - ფრანგი ფიზიოლოგი და იმუნოლოგი, 1913 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1850-1935 წწ).

რიშელიე არმან ემანიუელ დიუ პლესი - საფრანგეთისა და რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე (1766-1822 წწ).

რიშელიე არმან ჟან დიუ პლესი - საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე, კარდინალი (1585-1642 წწ).

რიშთანი (1977 წლამდე კუიბიშევო) - ქალაქი უზბეკეთის ფერღანის ოლქში (25 ათასი).

რიშლენი ჟან - ფრანგი პოეტი (1849-1926 წწ).

რიშტა - პარაზიტული მრგვალი ჭია.

რიჩარდ I ლომგული - ინგლისის მეფე 1189 წლიდან (1157-1199 წწ).

რიჩარდ II პლანტაგენეტი - ინგლისის უკანასკნელი მეფე პლანტაგენეტთა დინასტიიდან 1377-99 წლებში (1367-1400 წწ).

რიჩარდ III - ინგლისის მეფე იორკების დინასტიიდან 1483-85 წლებში (1452-1485 წწ).

რიჩარდზი დიკინსონ - ამერიკელი კარდიოლოგი, 1956 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ა.კურნანთან და ვ.ფორსმანთან ერთად (1895-1973 წწ).

რიჩარდზი თეოდორ უილიამ - ამერიკელი ქიმიკოსი, 1914 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1868-1928 წწ).

რიჩარდზი პოლ უილიამ - ამერიკელი კოსმონავტი, 2001 წლის კოსმოსური ფრენის მონაწილე (დაიბადა 1964 წელს).

რიჩარდსონი დოროთი მილერ - ინგლისელი მწერალი ქალი (1873-1957 წწ).

რიჩარდსონი ოუენ უილენზ - ინგლისელი ფიზიკოსი (1879-1959 წწ).

რიჩარდსონი რობერტ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1996 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი დ.ლისთან და დ. ოშეროფთან ერთად (დაიბადა 1937 წელს).

რიჩარდსონი სემიუელ - ინგლისელი მწერალი (1689-1761 წწ).

რიჩარდსონი ტოუნი (ნამდვილი სახელი - სესილ ანტონი) - ინგლისელი კინოსა და თეატრის რეჟისორი (დაიბადა 1928 წელს).

რიჩარდსონი ჯეიმზ - ინგლისელი აფრიკის მკვლევარი (1806-1851 წწ).

რიჩარდსონი ჯონ - შოტლანდიელი კანადის არქტიკის მკვლევარი (1787-1865 წწ).

რიჩარდსონი ჰენრი ჰობსონ - ამერიკელი არქიტექტორი (1838-1886 წწ).

რიჩარელი კატია - იტალიელი მომღერალი (ლირიკო-დრამატული სოპრანო) (დაიბადა 1946 წელს).

რიჩი მარკო - იტალიელი ფერმწერი (1676-1729 წწ).

რიჩი ნინა - ფრანგი მოდელიერ-დიზაინერი (1883-1970 წწ).

რიჩი სებასტიანო - იტალიელი ფერმწერი (1659-1734 წწ).

რიჩმონდი

  1. ქალაქი აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვირჯინიის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (205 ათასი).

  2. ქალაქი აშშ-ს კალიფორნიის შტატში.

რიჩოლი ჯოვანი ბატისტა - იტალიელი ასტრონომი (1598-1671 წწ).

რიცეულა (დიდი რიწა) - ტბა გუდაუთის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

რიცოსი იანის - ბერძენი პოეტი (1909-1990 წწ).

რიცხვი

  1. რაოდენობის გამომხატველი ცნება; სიდიდე, რომლის საშუალებითაც ითვლიან, ანგარიშობენ.

  2. რაოდენობა, ერთობლიობა, ჯგუფი.

  3. რიგის მიხედვით ესა თუ ის დღე თვისა.

  4. (გრამატიკაში) მორფოლოგიური კატეგორია, რომელიც მიუთითებს ერთ საგანზეა ლაპარაკი თუ მეტზე.

რიცხვითი - რიცხვითი სახელი (გრამატიკაში) მეტყველების ნაწილი, რომელიც აღნიშნავს საგნების რაოდენობას ან მათ რიგს (თვლაში).

რიცხობრივი - რიცხვით გამოხატული, რაოდენობრივი.

რიწა - ტბა აფხაზეთში (სიღრმე 960 მეტრი).

რიწკინი - იხილე წკარუნი.

რიხი - საკუთარი თავის რწმენა, სითამამე, გაბედულება.

რიხიანი - რიხის მქონე, გამბედავი, თამამი.

რიხინი - იგივეა, რაც რახრახი.

რიხტერი ბერტონ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1976 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1931 წელს).

რიხტერი იერემია ბენიამინ - გერმანელი ქიმიკოსი (1762-1807 წწ).

რიხტერი იოჰან პაულ ფრიდრიხ - იხილე ჟან პაული.

რიხტერი ლუდვიგ - გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1803-1884 წწ).

რიხტერი სვიატოსლავ - რუსი პიანისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1915-1997 წწ).

რიხტერი ჰანს ვერნერ - გერმანელი მწერალი (1908-1990 წწ).

რიხტერი ჰანს თეო - გერმანელი გრაფიკოსი (1902-1969 წწ).

რიხტჰოფენი ვოლფრამ ფონ - ფაშისტური გერმანიის გენერალ-ფელდმარშალი (1895-1945 წწ).

რიხტჰოფენი ფერდინანდ პაულ ვილჰელმ - გერმანელი გეოგრაფი და გეოლოგი (1833-1905 წწ).

რიხტჰოფენის ქედი - იხილე ცილიანშანი.

რიჯაინა - ქალაქი კანადის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სასკაჩევანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (180 ათასი).

რიჯალი ნაგენდრა პრასად - ნეპალის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1927 წელს).

რიჯუეი მეთიუ ბანკერ - ამერიკელი გენერალი (1895-1985 წწ).

რიჰანდი - მდინარე ინდოეთში, მდინარე სონის მარჯვენა შენაკადი.

4.8 რკ

▲ზევით დაბრუნება


რკალი

  1. წრეხაზის, წრის ან სხვა მრუდი ხაზის ნაწილი.

  2. (გადატანით) გარემოცვა. ალყა.

რკვია - სოფლების მარჯვენა რკვიისა და მარცხენა რკვიის გავრცელებული სახელწოდება (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი).

რკილი - იგივეა, რაც კილი.

რკინა (Fe) - ქიმიური ელემენტი, მძიმე მოვერცხლისფრო ლითონი, თუჯისა და ფოლადის ძირითადი შემადგენელი ნაწილი. ატომური ნომერი 26, ატომური მასა 55,847. ადამიანისათვის ცნობილია უძველესი დროიდან.

რკინაბეტონი - რკინის (ფოლადის) ღეროებისა და ბეტონის შეერთებით მიღებული საშენი მასალა.

რკინეული (რკინეულობა) - რკინისაგან დამზადებული ნაკეთობა.

რკინიგზა - რელსებიანი გზა მატარებლის სამოძრაოდ.

რკინიგზელი - რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკი.

რკინისმკვნეტელი - უძლეველი გმირი (ზღაპრებში).

რკინის ჯვარი

  1. ქედი ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოება.

  2. მთა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ განტოტება-რკინისჯვარზე, მდინარე საკრაულის (ხანისწყლის მარჯვენა შენაკადი) ზემოთში. სიმაღლე 2439 მეტრი. აგებულია პალეოგენური ანდეზიტებით, ტუფებითა და ტუფ-ბრექჩიებით. კალთები ციცაბოა, შემოსილია სუბალპური ბალახმცენარეულობით.

  3. უღელტეხილი - იხილე ზეკარი (2).

რკო - მუხის ნაყოფი.

რკონი

  1. ყოფილი სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

  2. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაჩუბეთის მიდამოებში; მისი უძველესი ნაგებობა მიეკუთვნება VII საუკუნეს.

4.9 რო

▲ზევით დაბრუნება


რო - ბერძნული ანბანის მეჩვიდმეტე ასო.

რო ალიოტ ვერნონ - ინგლისელი მფრინავი, ავიაკონსტრუქტორი და მეწარმე (1877-1958 წწ).

როა ბასტოსი აუგუსტო - პარაგვაელი მწერალი (დაიბადა 1917 წელს).

როანი - ქალაქი საფრანგეთის ლუარის დეპარტამენტში.

როანოკი

  1. ქალაქი აშშ-ს სამხრეთ -აღმოსავლეთ ნაწილში, ვირჯინიის შტატში (225 ათასი).

  2. მდინარე აშშ-ს აღმოსავლეთ ნაწილში, ერთვის ატლანტის ოკეანეს (სიგრძე 725 კილომეტრი).

როარინგი - ჩანჩქერი აღმოსავლეთ ავსტრალიაში, კვინსლენდის შტატში (სიმაღლე - 300 მეტრი).

როარტაგი (პროარტაგი, პროვარტაგი) - საბუთის სახეობა ძველ საქართველოში; „წიგნი მეფეთა მიერი, ყოვლადვე მოუშლელი“; „მეფეთაგან ბრძანება-შეუცვალებელი წერილი“, „რომლის გარდანაწერ პოირს პაჭენისი ეწოდებოდა“ (საბა).

რობა - ძველ რუსეთში:

  1. მონა ქალი, მოსამსახურე.

  2. ხოლოპის ცოლი.

რობაი (არაბ.) - სპარსული პოეზიისათვის დამახასიათებელი სატრფიალო ან ფილოსოფიური ლექსი, რომელიც ოთხი სტრიქონისაგან შედგება.

რობაქიძე ალექსი - ეთნოგრაფი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1907-1990 წწ).

რობაქიძე გრიგოლ - მწერალი, წერდა ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე; 1931 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში (1880-1962 წწ).

რობ-გრიიე ალენ - ფრანგი მწერალი და კინორეჟისორი (დაიბადა 1922 წელს).

რობერვალი (ნამდვილი გვარი პერსონიე) ჟილ - ფრანგი მათემატიკოსი (1602-1675 წწ).

რობერი იუბერ - ფრანგი ფერმწერი (1733-1808 წწ).

რობერტ I - საფრანგეთის მეფე 922-923 წლებში (დაახლოებით 865 - 923 წწ).

რობერტ II

  1. ნორმანდიის ჰერცოგი, ჯვაროსნული ომების მონაწილე 1087-1106 წლებში (დაახლოებით 1054-1134 წწ).

  2. საფრანგეთის მეფე კაპეტინგების დინასტიიდან 887 წლიდან (დაახლოებით 970-1031 წწ).

რობერტ ბრუსი - იხილე ბრუსი .

რობერტ გუისკარი - იხილე გუისკარი .

რობერტ დე ბორონი - ინგლისელ-ნორმანდიელი პოეტი (XII საუკუნის II ნახევარი).

რობერტსი ედვარდ - ამერიკელი ინჟინერი, პირველი კომერციული პერსონალური კომპიუტერის Altair-ის შემქმნელი.

რობერტსი რიჩარდი - ინგლისელი გამომგონებელი (1789-1864 წწ).

რობერტსი რიჩარდი - ამერიკელი ბიოლოგი, 1993 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1943 წელს).

რობერტსი ჯულია (ნამდვილი სახელი მიშელი) - ამერიკელი მსახიობი ქალი (დაიბადა 1967 წელს).

რობერტსონი ოსკარ - ამერიკელი კალათბურთელი, NBA-ს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშე (დაიბადა 1938 წელს).

რობერტსონი ჯონ მაკკინონ - ინგლისელი ისტორიკოსი (1856-1933 წწ).

რობერტსონი ჯორჯ მაკნილ - ლორდი, ნატო-ს გენერალური მდივანი 1999-2003 წლებში (დაიბადა 1946 წელს).

რობესპიერი მაქსიმილიენ მარი იზიდორ დე - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1758-1794 წწ).

რობესპიერი ოგიუსტენ ბონ ჟოზეფ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1763-1794 წწ).

რობი (ფრანგ.) - სპეციალური სამუშაო ტანსაცმელი.

რობია ანდრეა დელა - იტალიელი მოქანდაკე (1435-1525 წწ).

რობია ლუკა დელა - იტალიელი მოქანდაკე (1399 - ან 1400-1482 წწ).

რობია ჯოვანი დელა - იტალიელი მოქანდაკე (1469-1529 წლის შემდეგ).

რობიგო - ძველიტალიური მითოლოგიის ბოროტი ღვთაება, რომელიც ძველი რომელების რწმენით ყანებში მოსავალს აავადებდა.

რობინე ჟან ბატისტ რენე - ფრანგი ფილოსოფოსი-მატერიალისტი (1735-1820 წწ).

რობინზი ლაიონელ ჩარლზ - ინგლისელი ეკონომისტი (1898-1985 წწ).

რობინზი ფრედერიკ ჩეპმენ - ამერიკელი ვირუსოლოგი, 1954 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჯ.ენდერსთან და თ.უელერთან ერთად (დაიბადა 1916 წელს).

რობინზი ჩარლზ - ამერიკელი ეკონომისტი და პოლიტიკური მოღვაწე (1898-1984 წწ).

რობინზი ჯერომ - ამერიკელი ბალეტმაისტერი, მრავალმხრივი ქორეოგრაფი (1918-1998 წწ).

რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1986 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ნანა ჯორჯაძე. სცენარის ავტორი - ირაკლი კვირიკაძე. დამდგმელი ოპერატორი - ლევან პაატაშვილი. კომპოზიტორი - ენრი ლოლაშვილი. მთავარ როლებში: ჟანრი ლოლაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, გურამ ფირცხალავა, ელგუჯა ბურდული, რუსუდან ბოლქვაძე, თამარ ციციშვილი, შალვა ხერხეულიძე, ლაურა რეხვიაშვილი.

რობინია (Robinia) - პარკოსანი ხე ან ბუჩქი; ყველაზე უფრო ცნობილი სახეობაა ცრუ აკაცია ანუ ეკლის ხე.

რობინსონი დეივიდ მურ - ამერიკელი არქეოლოგი და ისტორიკოსი (1880-1958 წწ).

რობინსონი დევიდ მორის - ამერიკელი კალათბურთელი, NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე (დაიბადა 1965 წელს).

რობინსონი ედუინ არლინგტონ - ამერიკელი პოეტი (1869-1935 წწ).

რობინსონი მერი - ირლანდიის პრეზიდენტი 1999 წლიდან (დაიბადა 1944 წელს).

რობინსონი რობერტ - ინგლისელი ქიმიკოსი, 1947 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1886-1975 წწ).

რობინსონი ჯოან ვაიოლიტ - ინგლისელი ეკონომისტი ქალი (1903-1983 წწ).

რობინ ჰუდი - ინგლისური ეროვნული ბალადების გმირი.

რობოროვსკი ვსევოლოდ - რუსი მოგზაური, პრჟევალსკის ექსპედიციების წევრი შუა და ცენტრალურ აზიაში (1856-1910 წწ).

რობოტი (ჩეხ.) - ავტომატური მანქანა, მოწყობილობა, რომელიც რთულ ოპერაციებს ასრულებს და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ადამიანი მოქმედებსო; სავსებით ან ნაწილობრივ ცვლის ადამიანს.

რობოტიზაცია - რობოტებით აღჭურვა.

რობსონი - მწვერვალი კანადაში (კლდოვანი მთები).

რობსონი პოლ - ამერიკელი მომღერალი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე (1898-1976 წწ).

როგავა გიორგი - ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1905-1990 წწ).

როგატინი - ქალაქი უკრაინის ივანო-ფრანკოვსკის ოლქში.

როგანოვი - ქალაქი ბელორუსიის გომელის ოლქში.

როგაშკა-სლატინა - კურორტი სლოვენიაში.

როგაჩოვი - ქალაქი ბელორუსიის გომელის ოლქში (40 ათასი).

როგე ჟაკ - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მერვე პრეზიდენტი 2001 წლიდან, ბელგიის მოქალაქე (დაიბადა 1942 წელს).

როგევენი იაკობ - ჰოლანდიელი ზღვაოსანი (1659-1729 წწ).

როგერვიკი - ესტონეთის ქალაქ პალდისკის სახელი 1723-82 წლებში.

როგირ ვან დერ ვეიდენი (როჟიე დე ლა პატიური) - ნიდერლანდელი ფერმწერი (დაახლოებით 1400-1464 წწ).

როგო - იგივეა, რაც სკა.

როგოვცევა ადა - უკრაინელი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1937 წელს).

როგორ

  1. რა წესით, რა საშუალებით.

  2. გამოხატავს აღტაცებას, გაკვირვებას და სხვა; ძალიან, მეტისმეტად.

  3. გამოხატავს რისამე შეუძლებლობას, შეუსაბამობას, უარყოფას.

  4. გამოხატავს უკმაყოფილებას, აღშფოთებას (ხშირად თუ ნაწილკათან ერთად).

როგორი - კითხვითი ნაცვალსახელი, ნიშნავს რა თვისებისა, რანაირი.

როგორმე - რაიმე საშუალებით, რამენაირად.

როგორღა - მაშ როგორ.

როგორღაც - ერთგვარად, რაღაცნაირად.

როგორც - მიმართებითი ზმნისართი; იხმარება კავშირად:

  1. გამოხატავს შედარებას, მსგავსებას.

  2. იხმარება დანართთან და ნიშნავს ვისიმე, რისამე სახით, დანიშნულებით.

  3. იხმარება ჩართული სიტყვის დასაწყისში.

როგუნი - ქალაქი ტაჯიკეთში.

როდა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კუნძულ როდოსის ეპონიმი, პოსეიდონის ქალიშვილი.

როდ-აილენდი - იხილე როუდ-აილენდი.

როდარი ჯანი - იტალიელი საბავშვო მწერალი (1920-1980 წწ).

როდბელი მარტინ - ამერიკელი ბიოქიმიკოსი, 1994 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ა.გილმანთან ერთად (დაიბადა 1925 წელს).

როდბერტუს იაგეცოვი კარლ იოჰან - გერმანელი ეკონომისტი (1805-1875 წწ).

როდეზია - დიდი ბრიტანეთის ორი კოლონიის სახელი სამხრეთ აფრიკაში: ჩრდილოეთი როდეზია (ახლანდელი ზამბია) და სამხრეთი როდეზია (ახლანდელი ზიმბაბვე). 1953-61 წლებში ორივე კოლონია შედიოდა როდეზიის ფედერაციისა და ნიასალენდის შემადგენლობაში.

როდელი - მსუბუქი მილებისაგან გაკეთებული მარხილი.

როდემდე (როდემდის) - რა დრომდე, სანამ.

როდენბახი ჟორჟ - ფრანგულენოვანი ბელგიელი მწერალი (1855-1898 წწ).

როდენი ფრანსუა ოგიუსტ - ფრანგი მოქანდაკე (1840-1917 წწ).

როდეო (ესპან.)

  1. აშშ-ს დასავლეთში კოვბოების ოსტატობის ჩვენება (ჯირითში, ცხენების, ხარების დაჭერაში და სხვა).

  2. მოტოციკლებითა და მსუბუქი ავტომობილებით შეჯიბრება სხვადასხვა ექსცენტრიკული ნომრის, ტრიუკის ჩვენებით.

როდერემი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის საუთ-იორქშირის მეტროპოლიურ საგრაფოში.

როდესაც - მიმართებითი ზმნისართი; იხმარება კავშირად: მიუთითებს დროზე რა დროსაც, როცა.

როდი - ნაწილაკი; გამოხატავს უარყოფას.

როდი ედუარ - შვეიცარიელი მწერალი (1857-1910 წწ).

როდიმცევი - რუსი მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1905-1977 წწ)

როდინაული - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან 120 მეტრი, ზესტაფონიდან 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 957 ადამიანი. სოფელ როდინაულში მდებარეობს ეკლესია „აჯამეთის მაცხოვარი“ .

როდინდელი

  1. კითხვითი ნაცვალსახელი რა დროისა, რა ხნისა.

  2. ძალიან ძველი, დიდი ხნისა.

როდინი - საოჯახო ხელსაწყო (ჩვეულებრივ ხისა), რომელშიც მსხვილი მოგრძო ქვით ნაყავენ მარილს, ნიგოზს, ნიორს და მისთანებს. ავანდასტა.

როდინობა - როდინობის კვირაში (ირონიულად) არასოდეს.

როდინსკოე - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში.

როდიონოვკა (ყოფილი ფარავანი) - სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

როდის - რა დროს?

როდისმე - რაღაც დროს.

როდის-როდის - კარგა ხნის შემდეგ, დიდი დაგვიანებით.

როდისღა - მერე როდის, მაინც როდის.

როდიუმი (Rhodium, Rh) - ქიმიური ელემენტი, მოვერცხლისფრო ლითონი, პლატინის თანამგზავრი. ატომური ნომერი 45, ატომური მასა 102,9055.

როდმანი დენის კეიტ - ამერიკელი კალათბურთელი, NBA-ს ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშე (დაიბადა 1961 წელს).

როდნა - მთათა მასივი რუმინეთის კარპატებში (უმაღლესი წერტილი 2305 მეტრი).

როდნი ჯორჯ ბრიჯიზ - ინგლისელი ადმირალი (1718-1792 წწ).

როდნიკი - ქალაქი რუსეთის ივანოვოს ოლქში (35 ათასი).

როდნინა ირინა - რუსი სპორტსმენი ქალი (ფიგურული სრიალი), ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი 1972, 1976, 1980 წლებში (დაიბადა 1949 წელს).

როდო ხოსე ენრიკე - ურუგვაელი ფილოსოფოსი და ლიტერატურათმცოდნე (1871-1917 წწ).

როდოდენდრონი (ბერძნ.) - დეკის, შქერისა და ინდური იელის საერთო სახელწოდება.

როდოლიკო ნიკოლო - იტალიელი ისტორიკოსი (1873-1969 წწ).

როდონიტი (ბერძნ.) - მინერალი სილიკატების კლასისა; იყენებენ როგორც მოსაპირკეთებელ ქვას.

როდოპე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფერია, პერსეფონეს თანამგზავრი.

როდოპები (როდოპის მთები) - მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ბულგარეთსა და საბერძნეთში; სიმაღლე 2200 მეტრამდე აღწევს.

როდოპოლისი - ისტორიული ქალაქი დასავლეთ საქართველოში; ნაქალაქარი შემორჩენილია სოფელ ვარციხის ახლოს (ბაღდათის მუნიციპალიტეტი).

როდოსი

  1. კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, სამხრეთ სპორადების არქიპელაგში, ეკუთვნის საბერძნეთს.

  2. ქალაქი-პორტი საბერძნეთის დოდეკანესის ნომში.

როდოქროზიტი - კარბონატების კლასის მინერალი.

როდრიგესი - კუნძული ინდოეთის ოკეანეში, შედის მასკარენის კუნძულებში, ეკუთვნის მავრიკის.

როდრიგესი კარლოს რაფაელ - კუბის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე (1913-1995 წწ).

როდრიგესი მანუელ - ჩილეს პოლიტიკური მოღვაწე (1786-1818 წწ).

როდრიგეს ლარა გილიერმო - ეკვადორის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1923 წელს).

როდრიგეს ფრეილე ხუან - კოლუმბიელი მწერალი (1566-1640 წწ).

როდსი სესილ ჯონ - იხილე როუდზი ..

როვენკი - ქალაქი უკრაინის ლუგანსკის ოლქში (60 ათასი).

როვიგო - ქალაქი იტალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

როვინსკი ქსავერ - პოლონელი რადიოლოგი (1904-1985 წწ).

როვნო - ქალაქი უკრაინაში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (240 ათასი).

როვუმა - იხილე რუვუმა.

როზა სალვატორე - იტალიელი ფერმწერი (1615-1673 წწ).

როზალია - პატარა ცხვირფართო მაიმუნი; ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიის მთიან ტყეებში.

როზალინდა - პლანეტა ურანოსის თანამგზავრი; აღმოჩენილია 1986 წელს.

როზანოვი ევგენი - საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორი (დაიბადა 1925 წელს).

როზგი (რუს.) - ახლად მოჭრილი წკეპლა; იყენებდნენ დამნაშავის დასასჯელად.

როზე გუსტავ - გერმანელი მინერალოგი და კრისტალოგრაფი (1798-1873 წწ).

როზე იანის - ლატვიელი ფერმწერი (1823-1897 წწ).

როზე ფრანსუაზ - ფრანგი კინომსახიობი ქალი (1891-1974 წწ).

როზებომი ჰენრიკ ვილემ ბაკჰოის - ნიდერლანდელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1854-1907 წწ).

როზეგერი პეტერ (ნამდვილი გვარი კეტენფაიერი) - ავსტრიელი მწერალი (1843-1918 წწ).

როზენბაუმი ალექსანდრე - ესტრადის რუსი მომღერალი, საკუთარი სიმღერების შემსრულებელი, პროფესიით ექიმი (დაიბადა 1951 წელს).

როზენბერგი ალფრედ - ფაშისტური გერმანიის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო დამნაშავე, ფაშიზმის იდეოლოგი (1893-1943 წწ).

როზენბლატი ფრენკ - ამერიკელი ფსიქოლოგი (1928-1971 წწ).

როზენბუში კარლ ჰაინრიხ ფერდინანდ - გერმანელი პეტროგრაფი და გეოლოგი (1836-1914 წწ).

როზენი ვიქტორ - რუსი აღმოსავლეთმცოდნე-არაბისტი (1849-1908 წწ).

როზენი სემიუელ - ამერიკელი ოტარინოლარინგოლოგი (1897-1985 წწ).

როზენკვიდტი ჯეიმზ - ამერიკელი ფერმწერი, პოპ-არტის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი (დაიბადა 1933 წელს).

როზენკროიცები - XVII-XVIII საუკუნეების გერმანიაში, რუსეთში, ნიდერლანდსა და სხვაგან რელიგიურ-მისტიკური ხასიათის საიდუმლო საზოგადოებათა წევრები.

როზენტალი კონსტანტინ - რუმინელი ფერმწერი (1820-1851 წწ).

როზენტალსი იანის - ლატვიელი ფერმწერი (1866-1916 წწ).

როზეოლა - წითელი გამონაყარი კანზე ოსპისოდენა ლაქების სახისა.

როზეტა - იხილე რაშიდი.

როზეტი (ფრანგ.)

  1. სამურაბე ლამბაქი.

  2. პლასტმასის, ფაიფურის და მისთანათა ნახვრეტებიანი პატარა მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც გასახურებელი ან გასანათებელ ხელსაწყოებს რთავენ ელექტრულ ქსელში.

როზვადოვსკი იან მიხალ - პოლონელი ენათმეცნიერი (1867-1935 წწ).

როზი ფრანჩესკო - იტალიელი კინორეჟისორი (დაიბადა 1922 წელს).

როზიტენი - ლატვიის ქალაქ რეზეკნეს სახელწოდება 1893 წლამდე.

როზმარინი სტეფან - პოლონელი იურისტი და სახელმწიფო მოღვაწე (1908-1969 წწ).

როზმარინი (ლათ.) - მარადმწვანე ბუჩქი, რომლისგანაც ეთეროვან ზეთს იღებენ.

როზმინი სერბატი ანტონიო - იტალიელი ფილოსოფოსი და თეოლოგი (1797-1855 წწ).

როზოვი ვიქტორ - რუსი დრამატურგი (1913-2004 წწ).

როზობსკი მარკ - რუსი რეჟისორი, დრამატურგი, მწერალი (დაიბადა 1937 წელს).

როზტოჩე - მაღლობი პოლონეთში.

როთა პოლ - ინგლისელი კინორეჟისორი (1907-1984 წწ).

როთერი ჰანს-იორგ - გერმანელი მწერალი (დაიბადა 1941 წელს).

როთი იოზეფ - ავსტრიელი მწერალი (1894-1939 წწ).

როთი პაულ რუდოლფ - გერმანელი იურისტი და სამართლის ისტორიკოსი (1820-1892 წწ).

როთი ფრედერიკა - გერმანელი მწერალი ქალი (დაიბადა 1948 წელს).

როთფელსი ჰანს - გერმანელი ისტორიკოსი (1891-1976 წწ).

როი ბიმალ - ინდოელი კინორეჟისორი (1909-1967 წწ).

როი ჩოუდჰური დევი პრასად - ინდოელი ფერმწერი, გრაფიკოსი და მოქანდაკე (1899-1975 წწ).

როი ჯამინი - ინდოელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1887-1972 წწ).

როიალი (ფრანგ.) - კლავიშიანი მუსიკალური საკრავი, ფორტეპიანოს ერთ-ერთი სახეობა, რომელშიც სიმები ჰორიზონტალურად არის დაჭიმული.

როიალიზმი (ფრანგ.) - მეფის ხელისუფლების ერთგულება.

როიალისტი - მეფის ხელისუფლების ერთგული.

როი დე ლეუჩსენრინგი ემილიო - კუბელი ისტორიკოსი და პუბლიცისტი (1889-1964 წწ).

როიკოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სამოსის ტაძრის ლეგენდარული ამშენებელი.

როინაშვილი ალექსანდრე - პირველი ქართველი ფოტოგრაფი (1846-1898 წწ).

როინიშვილი გიორგი - გრაფიკოსი და ფერმწერი (დაიბადა 1921 წელს).

როიო - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სატრფო აპოლონისა, რომლისგანაც ქალიშვილი შეეძინა.

როის დეკორელია ჯოან - კატალონიელი პოეტი, ღვთისმსახური (1433-სა და 1443 წელს შორის - 1497 წწ).

როისი - მდინარე შვეიცარიაში, მდინარე აარეს მარჯვენა შენაკადი.

როისი ჰენრი - ინგლისელი გამომგონებელი, ინჟინერი, მეწარმე, კომპანია „როლს როსის“ დამაარსებელი (1863-1933 წწ).

როისი ჯოუსაია - ამერიკელი ფილოსოფოსი (1855-1916 წწ).

როიტბაკი ალექსანდრე - საქართველოში მოღვაწე ფიზიოლოგი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1919-1991 წწ).

როიტერი ფრიც - გერმანელი მწერალი (1810-1874 წწ).

როიხლინი იოჰან - გერმანელი ჰუმანისტი (1455-1522 წწ).

როკა

  1. უღელტეხილი ჯავის მუნიციპალიტეტში, ოსეთის კავკასიონზე.

  2. სოფლების ზემო როკის, შუა როკისა და ქვემო როკის გავრცელებული სახელწოდება (ჯავის მუნიციპალიტეტი).

  3. კონცხი პირენეს ნახევარკუნძულზე (პორტუგალია).

როკა ხულიო არხენტინო - არგენტინის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1843-1914 წწ).

როკადა (ფრანგ.) - გზა ფრონტის ხაზის გასწვრივ.

როკათა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

როკ-აილენდი - ქალაქი აშშ-ს ჩრდილოეთ ნაწილში, ილინოისის შტატში (50 ათასი).

როკაილი (ფრანგ.)

  1. ორნამენტის მოტივი, რომელიც დამახასიათებელია როკოკოსათვის; წარმოადგენს სტილიზებულ ნიჟარას.

  2. ზოგჯერ ამ ტერმინით აღნიშნავენ თავად როკოკოს.

როკალი - მთა ლეჩხუმის ქედზე (ლენტეხის მუნიციპალიტეტი).

როკანი - მდინარე ინდონეზიაში, ერთვის მალაკის სრუტეს.

როკაპი

  1. კუდიანების უფროსი; წარმოდგენილი ჰყავდათ ბებერი ქალის სახით.

  2. (გადატანით) უშნო, ავი, ყბედი ქალი.

როკ-ბანდი (ინგლ.) - აშშ-ში მუსიკალური კოლექტივი, რომელიც გამოდის სიმებიან, სიმფონიურ, სასულე და ჯაზურ ორკესტრებთან ერთად.

როკ-ენ-როლი (ინგლ.) - წყვილთა იმპროვიზაციული ცეკვა; წარმოიშვა აშშ-ში.

როკერი (ინგლ.) - ციგურებით ფიგურულ სრიალში განსაკუთრებით რთული ფიგურა.

როკვა - იგივეა, რაც ცეკვა.

როკი

  1. წაჭრილი ტოტის ძირი (ხეზე).

  2. იგივეა, რაც ნუჟრი.

როკიანისღელე (სიმონეთისღელე) - მდინარე თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ყვირილის მარჯვენა შენაკადი.

როკითი - სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში. თემის საკრებულოს ცენტრი. მდებარეობს მდინარე ხანისწყლის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 140 მეტრი, ბაღდათიდან 10 კილომეტრი. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 619 კაცი.

როკისწყალი - მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ერთვის მდინარე ლიახვს.

როკიტინსკი კარლ - ავსტრიელი ექიმი; ეროვნებით ჩეხი (1804-1878 წწ).

როკიშკისი - ქალაქი ლიტვაში (20 ათასი).

როკ--როლი - თანამედროვე პოპ-მუსიკის ყველაზე ადრეული სახესხვაობა. წარმოიშვა 1950-იანი წლების შუა ხანებში.

როკოკო (ფრანგ.) - არქიტექტურული და დეკორატიული სტილი, რომელიც წარმოიშვა XVIII საუკუნეში საფრანგეთში და ახასიათებს ნატიფი რთული ფორმები.

როკოსოვსკი კონსტანტინე - საბჭოთა მხედართმთავარი, მარშალი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1896-1968 წწ).

როკოტოვი თედორე - რუსი ფერმწერი-პორტრეტისტი (1735-1808 წწ).

როკოში - რეჩ-პოსპოლიტაში მეფის წინააღმდეგ მიმართული შლიახტის კონფედერაცია.

როკპელინსი ფრიცის - ლატვიელი მწერალი (1909-1969 წწ).

როკრუა - ქალაქი საფრანგეთის არდენის დეპარტამენტში.

როკფელერები - აშშ-ს საფინანსო ჯგუფი; ჩამოყალიბდა XIX საუკუნის დასასრულს; მისი დამაარსებელია ჯონ დეივისონ როკფელერი-უფროსი (1839-11937 წწ).

როკფელერის პლატო - ყინულოვანი პლატო მერი ბელდის მიწაზე (ანტარქტიდა).

როკფორდი - ქალაქი აშშ-ს ჩრდილოეთ ნაწილში, ილინოისის შტატში (140 ათასი).

როკფორი (ფრანგ.) - ცხვრის ყველი ცხარე გემოსი.

როკჰემპტონი - ქალაქი ავსტრალიის კუინზლენდის შტატში (70 ათასი).

როლანდი - ბრეტონის მარკგრაფი (გარდაიცვალა 778 წელს).

როლანდ ჰოლსტი (როლანდ ჰოლსტ დერ სხალკი) ჰენრიეტე - ნიდერლანდის სოციალისტური მოძრაობის მოღვაწე ქალი (1869-1952 წწ).

როლანი რომენ - ფრანგი მწერალი (1866-1944 წწ).

როისი (როლან დე ლა პლატიერი) ჟან მარი (ან მანონ) - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე ქალი (1734-1793 წწ).

როლგანგი (გერმ.) - გორგოლაჭებისაგან შემდგარი კონვეირი; გორგოლაჭებიანი ტრანსპორტიორი.

როლერი - ჩაის ფოთლის სარეცხი მანქანა.

როლერი მიჰაილ - რუმინელი ისტორიკოსი (1908-1958 წწ).

როლი

  1. (ფრანგ.) დრამატული სახე, რომელსაც მსახიობი განასახიერებს სცენაზე. კინოფილმში და სხვა.

  2. თითოეული მოქმედი პირისათვის განკუთვნილი ტექსტის ერთობლიობა პიესაში.

  3. რაიმე საქმიანობაში ვისიმე მონაწილეობის ხვედრითი წონა, მნიშვნელობა.

  4. ქალაქი აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კაროლინის შტატში (210 ათასი).

  5. (გერმ.) - ქაღალდის წარმოებაში მანქანა, რომელიც ფქვავს ბოჭკოვან ნივთიერებებს (ჩვრებს, ცელულოზას, ხის მასალას).

როლი მიშელ - ფრანგი მათემატიკოსი (1652-1719 წწ).

როლი უოლტერ - ინგლისის პოლიტიკური მოღვაწე და ისტორიკოსი (დაახლოებით 1552-1618 წწ).

როლინგ სტოუნზი - ინგლისური როკ-ჯგუფი; შეიქმნა 1962 წელს.

როლდანი ამადეო - კუბელი კომპოზიტორი (1900- 1939 წწ).

როლს-როისი - პრესტიჟული ავტომობილების მწარმოებელი ინგლისური კომპანია; 1998 წელს შეიძინა კონცერნმა „ფოლკსვაგენმა“; შტაბ-ბინა მდებარეობს ლონდონში.

როლფსი გერჰარდ - გერმანელი აფრიკის მკვლევარი (1831-1896 წწ).

რომ - კავშირი; დამოკიდებულ წინადადებას აერთებს მთავართან.

რომა - ქალაქ რომის ერთ-ერთი ეპონიმი, ენეასის (ზოგი ვერსიით - ოდისევსის) ვაჟი; რომის სახელმწიფოს განსახიერება.

რომადინი ნიკოლაი - რუსი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1902-1987 წწ).

რომაელები - ძველი რომის სახელმწიფოს მოქალაქენი.

რომანეთი - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში (საპრასიის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ძულხურის (სულორის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 320 მეტრი. ვანიდან 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 471 ადამიანი.

რომანელი პიეტრო - იტალიელი არქეოლოგი (1889 - 1980 წწ).

რომანენკო იური - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, პოლკოვნიკი, სამი კოსმოსური ფრენის მონაწილე 1977-78, 1980 და 1987 წლებში (დაიბადა 1944 წელს).

რომანი (ფრანგ.)

  1. დიდი მოცულობის თხრობითი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელსაც ახასიათებს რთული სიუჟეტი.

  2. სამიჯნურო ურთიერთობა ქალსა და ვაჟს შორის.

  3. ქალაქი რუმინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ნიამცის ჟუდეცში (70 ათასი).

რომანია - ისტორიული ოლქი ჩრდილოეთ იტალიაში.

რომანიზი ჯორჯ ჯონ - ინგლისელი ნატურალისტი (1848-1894 წწ).

რომანიზმი - ლინგვისტიკაში რომანული ენებიდან ნასესხები სიტყვა ან გამოთქმა.

რომანისტი

  1. მწერალი, რომელიც რომანებს წერს.

  2. რომანისტიკის სპეციალისტი.

რომანისტიკა - იმ მეცნიერებათა ერთობლიობა, რომლებიც სწავლობენ რომანულ ენებსა და კულტურას; რომანული ფილოლოგია.

რომანიცკი ბორის - უკრაინელი მსახიობი, რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1891-1980 წწ).

რომანიშინი ოლეგ - უკრაინელი მოჭადრაკე, საერთაშორის დიდოსტატი, მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტთა მატჩების მონაწილე (დაიბადა 1952 წელს).

რომან-კოში - ყირიმის ნახევარკუნძულის უმაღლესი მწვერვალი (1545 მეტრი).

რომან მსტისლავის ძე - ნოვგოროდისა (1168-69 წწ) და ვლადიმირ-ვოლინის (1170-1205 წწ) მთავარი (გარდაიცვალა 1205 წელს).

რომანო ჯულიო (ნამდვილი სახელი კულიო პიპი) - იტალიელი არქიტექტორი და ფერმწერი (1492 ან 1499 - 1546 წწ).

რომანოვები - რუსეთის მეფეთა და იმპერატორთა დინასტია 1613-1917 წლებში.

რომანოვი ივანე - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1896-1963 წწ).

რომანოვი პანტელეიმონ - რუსი მწერალი (1884-1938 წწ).

რომანოვული ცხვარი - უხეშმატყლიანი ჯიში საქურქე მიმართულებისა.

რომანოზ I (ლაკაპენოსი) - ბიზანტიის იმპერატორი (გარდაიცვალა 948 წელს).

რომანოზ II - ბიზანტიის იმპერატორი 959-963 წლებში.

რომანოზ III (არგირუსი) - ბიზანტიის იმპერატორი 1028-1034 წლებში.

რომანოზ IV (დიოგენე) - ბიზანტიელი პოეტი (V საუკუნის დასასრული - დაახლოებით 560 წ).

რომანოზ მელოდოსი (ლაკაპენოსი) - ბიზანტიის იმპერატორი (გარდაიცვალა 948 წელს).

რომანონესი (ფიგეროა ი ტორესი) ალვარო - ესპანეთის სახელმწიფო მოღვაწე და ისტორიკოსი (1863-1950 წწ).

რომანოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ოდისევსის და კირკეს ვაჟი, ზოგი წყაროს თანახმად - რომის დამაარსებელი.

რომანსერო - ესპანური ხალხური რომანსების, როგორც ცალკეული ციკლების, ასევე სრული კრებულების ერთობლიობა.

რომანსი (ფრანგ.)

  1. ლექსის სიტყვებზე დაწერილი პატარა ვოკალური ნაწარმოები, რომელსაც მღერიან ფორტეპიანოს ან სხვა საკრავის თანხლებით.

  2. მელოდიური ხასიათის პიესა ვიოლინოს, ვიოლონჩელის და ფორტეპიანოსათვის.

  3. პატარა სასიმღერო ლირიკული ლექსი.

რომანტიზაცია - ვისიმე ან რისიმე წარმოდგენა, წარმოსახვა რომანტიკული სახით; გაიდეალება.

რომანტიზმი (ფრანგ.)

  1. XIX საუკუნის დასაწყისში ლიტერატურასა და ხელოვნებაში მიმართულება, რომელიც წინ აყენებდა პიროვნების ინტერესებსა და გრძნობებს; ახასიათებდა არსებული სინამდვილისაგან განზე გადგომა, ინდივიდუალიზმი.

  2. მხატვრული მეთოდი, რომელიც განმსჭვალულია ოპტიმიზმით და მიისწრაფვის ნათელი სახეებით გვიჩვენოს ადამიანის მაღალი დანიშნულება.

  3. რისამე იდეალიზაცია.

რომანტიკა

  1. ემოციური, ამაღლებული დამოკიდებულების შემქმნელი.

  2. იგივეა, რაც რომანტიზმი.

რომანტიკოსი

  1. რომანტიზმის მიმდევარი პირი.

  2. პირი, რომელსაც სჩვევია ადამიანისა და ცხოვრების იდეალიზაცია. მეოცნებე.

რომანტიკული

  1. რომანტიზმთან დაკავშირებული, რომანტიზმის დამახასიათებელი.

  2. რომანტიკასთან დაკავშირებული.

რომანული

  1. (ლათ.) - რაც წარმოშობილია ძველი რომის კულტურიდან ან დაკავშირებულია მასთან.

  2. ქალ-ვაჟის სიყვარულთან დაკავშირებული.

რომანული ენები - ინდოევროპული ენების ოჯახის ერთ-ერთი ჯგუფი (პორტუგალიური, ესპანური, კატალანური, გალისიური, ფრანგული, პროვანსული, იტალიური, სარდინიული, რუმინული, მოლდავური); ამ ენებზე ლაპარაკობს თანამედროვე მსოფლიოს 400 მილიონზე მეტი ადამიანი.

რომარიო დე სოუზა ფარია - ბრაზილიელი ფეხბურთელი (თავდამსხმელი), 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, XX საუკუნის დასასრულის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე (დაიბადა 196 წელს).

რომასი იაკობ - ფერმწერი. დეკორატიული ხელოვნების ოსტატი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1902-1969 წწ).

რომაული - ძველ რომთან დაკავშირებული; რომის სახელმწიფოში შექმნილი, იქიდან მომდინარე.

რომბი (ბერძნ.) - ტოლგვერდა და ირიბკუთხა პარალელოგრამი.

რომბოედრი (ბერძნ.) - პარალელეპიპედი, რომლის ყველა წახნაგი რომბია.

რომბოუტსი თეოდორ - ფლამანდელი ფერმწერი (1579-1637 წწ).

რომელი - კითხვითი ნაცვალსახელი; აღნიშნავს რამდენიმედან ერთ-ერთს; სახელდობრ ვინ ან რა.

რომელი დიტრიხ-კრისტოფ - გერმანელი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი და ფილოლოგი (1781-1859 წწ).

რომელი ერვინ - ფაშისტური გერმანიის გენერალ-ფელდმარშალი (1891-1944 წწ).

რომელიმე - განუსაზღვრელი ნაცვალსახელი ერთ-ერთი მრავალთაგან.

რომელიც - მიმართებითი ნაცვალსახელი, სწორედ ის, ვინც, რაც.

რომენი - მსოფლიოში ერთადერთი თეატრი ბოშებისა; დაარსებულია მოსკოვში 1930 წელს და იქვე ფუნქციონირებს.

რომენი ჟიულ (ნამდვილი სახელი და გვარი ლუი ფარიგული) - ფრანგი მწერალი (1885-1972 წწ).

რომენსი ჯორჯ ჯონ - იხილე რომანიზი ..

რომეო როზარიო - იტალიელი ისტორიკოსი (დაიბადა 1924 წელს).

რომერო ელვიო - პარაგვაელი მწერალი (დაიბადა 1926 წელს).

რომი

  1. იტალიის დედაქალაქი და ლაციოს ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. ლეგენდის თანახმად დაარსებულია ძვ.წ.აღ. 753 წელს. V საუკუნემდე იყო რომის იმპერიის ცენტრი, გაერთიანებული დამოუკიდებელი იტალიის დედაქალაქად გამოცხადდა 1871 წლიდან (3 მილიონი).

  2. (ინგლ.) - მაგარი, სპირტიანი სასმელი, რომელსაც ამზადებენ შაქრის ლერწმის დადუღებული წვენის ან ბადაგისაგან.

რომი მიხაილ - რუსი კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1901-1971 წწ).

რომი შარლ ჟილბერ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1750-1795 წწ).

რომის პაპი - კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური.

რომის უნივერსიტეტი - ევროპის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი; დაარსდა 1303 წელს.

რომისღელე - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი.

რომიტანი - ქალაქი უზბეკეთის ბუხარის ოლქში.

რომნი - ქალაქი უკრაინის სუმის ოლქში (60 ათასი).

რომნი (რომნეი) ჯორჯ - ინგლისელი ფერმწერი (1734-1802 წწ).

რომნი-მარში - ნახევრად წმინდამატყლიანი გრძელბეწვიანი, ადრეული ცხვრის ჯიში; გამოყვანილია ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (კენტის საგრაფო).

რომულუს ავგუსტულუსი - დასავლეთ რომის იმპერიის იმპერატორი 475-476 წლებში.

რომულუსი - რომის მითიური დამაარსებელი, რეა სილვასა და მარსის ვაჟი, რემის (რემუსის) ტყუპისცალი. რომის პირველი მეფე 754-717 წლებში. ლესგენდის მიხედვით იგი ცოცხლადვე ამაღლდა ცად და რომაელებმა კვირინუსის სახელით აღიარეს.

რომც - კიდევაც რომ.

რონა

  1. მდინარე შვეიცარიასა და საფრანგეთში, ერთვის ხმელთაშუა ზღვის ლიონის ყურეს (სიგრძე 812 კილომეტრი).

  2. დეპარტამენტი საფრანგეთში.

რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა - ბრაზილიელი ფეხბურთელი (თავდამსხმელი), 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონი (დაიბადა 1976 წელს).

რონა-რაინის არხი - იხილე რაინ-რონის არხი.

რონდა - ქალაქი დიდი ბრიტანეთის გლამორგანშირის საგრაფოში (უელსი).

რონდელი

  1. (ნამდვილი გვარი ცაგარეიშვილი) დავით - კონორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1904-1974 წწ).

  2. (ფრანგ.) - წყვილრითმიანი ლექსი; ემყარება სამ სტროფს და ცამეტი ტაეპისგან შედგება.

რონდირისი დიმიტრიოს - ბერძენი მსახიობი და რეჟისორი (1899-1985 წწ).

რონდიში - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (კინჩხის თემის საკრებულო), მდებარეობს ასხის მასივის სამხრეთ კალთაზე. მდინარე ოკაცეს მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 600 მეტრი, ხონიდან 31 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 54 ადამიანი.

რონდო

  1. (იტალ.) - მუსიკალური ფორმა, რომელშიც მთავარი თემა ხშირად მეორდება სხვა, არაძირითად თემებთან მონაცვლეობით.

  2. (ფრანგ.)განსაკუთრებულად მომრგვალებული ხელნაწერი ასოები ან სასტამბო შრიფტი.

  3. ფართოწვერიანი კალამი ასეთი ასოებით საწერად.

რონდონია - შტატი ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი პორტუ-ველიო.

რონე ფინ - ანტარქტიკის ამერიკელი მკვლევარი (1899-1985 წწ).

რონებიუ - ბალნეოლოგიური კურორტი შვედეთში.

რონი

  1. (ნამდვილი სახელი და გვარი ჟოზეფ ანრი ბექსი) - ფრანგი მწერალი (1856-1940 წწ).

  2. (ნამდვილი სახელი და გვარი - სერაფენ ჟიუსტენ ფრანსუა) - ფრანგი მწერალი (1859-1948 წწ).

რონინი

  1. სიარული, სვლა.

  2. ხელით აქეთ-იქით ტარება.

რონის დაბლობი - მდებარეობს საფრანგეთში.

რონკონი ლუკა - იტალიელი რეჟისორი (დაიბადა 1963 წელს).

რონოდა - (უმართებულოა) იხილე ვაგონი.

რონსარი პიერ დე - ფრანგი პოეტი (1524-1585 წწ).

რონსევალის ბრძოლა - ბრძოლა ბასკებსა და კარლოს დიდის ფრანგთა ჯარებს შორის 778 წლის 15 აგვისტოს პირენეეებში მდებარე სოფელ რონსევალთან.

რონსენი შარლ ფილიპ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1752-1794 წწ).

როომი აბრამ - რუსი კინორეჟისორი (1894-1976 წწ).

როონი ალბრეხტ - პრუსიის სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი (1803-1879 წწ).

როჟა ფერენც - უნგრეთის კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1906-1942 წწ).

როჟდესტვენსკი გენადი - რუსი დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1931 წელს).

როჟდესტვენსკი ვალერიან - რუსი მფრინავი კოსმონავტი, 1976 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1939 წელს).

როჟდესტვენსკი რობერტ - რუსი პოეტი (1932-1994 წწ).

როჟე-დიუკასი ჟან ჟიულ ემაბლ - ფრანგი კომპოზიტორი (1873-1954 წწ).

როჟიე შარლ ლატერ - ბელგიის მთავრობის მეთაური 1847-52, 1857, 1868 წლებში (1800-1885 წწ).

რორაიმა

  1. მთის მასივი ვენესუელის, გაიანისა და ბრაზილიის საზღვარზე.

  2. შტატი ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში; ადმინისტრაციული ცენტრი ბოა-ვისტა.

რორერი ჰენრიხ - შვეიცარიელი ფიზიკოსი, 1986 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გ.ბინიგთან ერთად (დაიბადა 1933 წელს).

რო-რო - ისეთი გემი, რომლის დატვირთვა-გადმოტვირთვაც ჰორიზინტალურად ხდება და რომლისთვისაც ამიტომ ამწეები არ არის საჭირო; იძლევა დიდ ეკონომიას.

რორტი რიჩარდ - ამერიკელი ფილოსოფოსი (დაიბადა 1931 წელს).

რორშახი ჰერმან - შვეიცარიელი ფსიქიატრი (1884-1922 წწ).

როს

  1. იგივეა, რაც როდის.

  2. იგივეა, რაც როდესაც.

როსალეს კამაჩო ლუის - ესპანელი პოეტი (1936-1991 წწ).

როსარიო - ქალაქი არგენტინის სანტა-ფეს პროვინციაში (1,1 მილიონი).

როსასი ხუან მანუელ - არგენტინის სახელმწიფო მოღვაწე (1793-1877 წწ).

როსბი კარლ გუსტავ არვიდ - შვედი მეტეოროლოგი (1898-1957 წწ).

როსე ფრანსუა - ფრანგი მწერალი (დაახლოებით 1570-1619 წწ).

როსელი კარლო - იტალიის ანტიფაშისტური მოძრაობის მოღვაწე (1899-1937 წწ).

როსელი ლუი ნატანიელ - საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე (1844-1871 წწ).

როსელინი იზაბელა - იტალიელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1952 წელს).

როსელინი რობერტო - იტალიელი კინორეჟისორი (1906-1977 წწ).

როსელინო ანტონიო - იტალიელი მოქანდაკე (1427 - დაახლოებით 1479 წ).

როსელინო ბერნარდო - იტალიელი არქიტექტორი და მოქანდაკე (1409-1464 წწ).

როსეტი ალექსანდრე - რუმინელი ენათმეცნიერი (1895-1985 წწ).

როსეტი გაბრიელე - იტალიელი პოეტი (1783-1854 წწ).

როსეტი დანტე გაბრიელ - ინგლისელი ფერმწერი და პოეტი (1828-1882 წწ).

როსი ალდო - იტალიელი არქიტექტორი და ხელოვნების ისტორიკოსი (დაიბადა 1931 წელს)

როსი დაიანა - ამერიკელი სოულის და დისკო-მომღერალი (დაიბადა 1944 წელს).

როსი ერნესტო - იტალიელი მსახიობი (1827-1896 წწ).

როსი კარლ - რუსი არქიტექტორი, რუსული კლასიციზმის წარმომადგენელი (1775-1849 წწ).

როსი რონალდ - ინგლისელი პარაზიტოლოგი, მიკრობიოლოგი და ექიმი, 1902 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1857-1932 წწ).

როსი პაოლო - იტალიელი ფეხბურთელი, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, საუკეთესო ფეხბურტელი და ბომბარდირი (6 გოლი) (დაიბადა 1956 წელს).

როსი უილიამ - იხილე პარსონზი .

როსი ჯეიმზ კლარკ - ინგლისელი სამხედრო მეზღვაური, არქტიკის მკვლევარი (1777-1856 წწ).

როსი - მდინარე უკრაინაში, დნეპრის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე 346 კილომეტრი).

როსინანტი - ხუმრობით იტყვიან გაძვალტყავებულ, ჯაგლაგ ცხენზე (სერვანტესის რომანის მთავარი გმირის დონ კიხოტის ცხენის სახელის მიხედვით).

როსინი ჯოაკინო ანტონიო - იტალიელი კომპოზიტორი (1792-1868 წწ).

როსის ზღვა - წყნარი ოკეანის აუზის ზღვა ანტარქტიდის ნაპირებთან.

როსის შელფური მყინვარი - მდებარეობს ანტარქტიდაში.

როსკილე - ქალაქი დანიაში, ამავე სახელწოდების ამტის ადმინისტრაციული ცენტრი (50 ათასი).

როსკიპი - მეძავი ქალი.

როსკოუ ჰენრი ენფილდ - ინგლისელი ქიმიკოსი (1833-1915 წწ).

როსლავლი - ქალაქი რუსეთის სმოლენსკის ოლქში (60 ათასი).

როსლინი (როსლენი) ალექსანდრ - შვედი ფერმწერი (1718-1793 წწ).

როსლინი თოროს - სომეხი მხატვარი-მინიატურისტი, მოღვაწეობდა XII საუკუნის II ნახევარში.

როსო მედარდო - იტალიელი მოქანდაკე (1858-1928 წწ).

როსოში - ქალაქი რუსეთის ვორონეჟის ოლქში (65 ათასი).

როსტანი ედმონ - ფრანგი პოეტი და დრამატურგი (1868-1918 წწ).

როსტბიფი (ინგლ.) - ძროხის სუკის შემწვარი ნაჭერი.

როსტერი (ჰოლანდ.) - გემის ბორტის გასწვრივ ჯიხურსა და ბიგებს შორის მოთავსებული ბიმსების რიგი.

როსტვერკი (გერმ.) - ხიმინჯებიანი საძირკვლის ნაწილი (ფილა ან კოჭი), რომელიც აერთიანებს ხიმინჯის თავებს და წარმოადგენს ნაგებობის საყრდენ კონსტრუქციას.

როსტიაშვილი შოთა - საბჭოთა კავშირის გმირი, სერჟანტი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1924-1945 წწ).

როსტისლავი - დიდი მორავის მთავარი 846 - 870 წლებში.

როსტოვი

  1. იხილე დონის როსტოვი.

  2. ქალაქი რუსეთის იაროსლავლის ოლქში (35 ათასი).

როსტოკი - ქალაქი გერმანიის მეკლენბურგ-პიმერანიის მხარეში (245 ათასი).

როსტომაშვილი ივანე - პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე (1852-1924 წწ).

როსტომ გურიელი - გურიის მთავარი 1534-66 წლებში, მამია გურიელის ძე.

როსტომი

  1. ქართლის მეფე 1633-58 და ქართლ-კახეთის მეფე 1648-58 წლებში, დავით XI-ის (დაუთ-ხანის) ძე (დაახლოებით 1565-1658 წწ).

  2. იმერეთის მეფე 1590-1605 წლებში (გარდაიცვალა 1605 წელს).

  3. (ჯაყელი) ახალციხის ფაშა 1647-58 წლებში.

როსტომი - ფირდოუსის პოემა „შაჰ-ნამეს“ მთავარი მოქმედი პირი.

როსტომიანი

  1. ქართული ხალხური ეპიკური ძეგლი; გვხვდება პროზაული და ლექსნარევი ვარიანტების სახით. სიუჟეტურად ეფუძნება ფირდოუსის „შაჰ-ნამეს“.

  2. ფირდოუსის „შაჰ-ნამეს“ ქართულად თარგმნილი ვერსიების საერთო სახელწოდება.

როსტოუ უოლტ უიტმენ - ამერიკელი სოციოლოგი და ეკონომისტი (დაიბადა 1916 წელს).

როსტოცკი სტანისლავ - რუსი კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1924-2001 წწ).

როსტრა (ლათ.)

  1. არქიტექტურული სამკაული; წარმოადგენს ძველებური ხომალდების ცხვირებს.

  2. ძველ რომში ფორუმზე აღმართული ტრიბუნა, რომელიც მორთული იყო მტრისათვის წართმეული ხომალდების ცხვირებით.

როსტრები (ჰოლანდ.) - ცხაური ფენილი ხომალდის ზედა გემბანის თავზე; განკუთვნილია ნავების, თვითმფრინავების და სხვათა მოსათავსებლად.

როსტროპოვიჩი მსტისლავ - გამოჩენილი რუსი ვიოლონჩელისტი (1927-2007 წწ).

როსცელინუსი (როსცელინი) იოან - ფრანგი ფილოსოფოსი და თეოლოგი (დაახლოებით 1050-1120 წწ).

როსციუსი კვინტუს გალუს - ძველრომაელი მსახიობი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 130 - 62 წწ).

როტა - ქალაქი-პორტი სამხრეთ ესპანეთში, ანდალუსიის ოლქში (25 ათასი).

როტა ნინო - იტალიელი კომპოზიტორი (1911-1979 წწ).

როტა პოლ - ინგლისელი კინორეჟისორი-დოკუმენტალისტი (1907-1984 წწ).

როტანგი (მალაიური) - ლიანები პალმების ოჯახისა, გავრცელებულია ტროპიკულ აზიაში.

როტაპრინტი (ინგლ.) - პატარა გამარტივებული ოფსეტური საბეჭდი მანქანა, რომლითაც ამრავლებენ შედარებით მცირეტირაჟიან მასალებს.

როტარი (როთარისი) - ლანგობარდთა მეფე (დაახლოებით 606-652 წწ).

როტარი პიეტრო - იტალიელი ფერმწერი (1707-1762 წწ).

როტარუ სოფია - უკრაინელი მომღერალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1947 წელს).

როტატორი (ლათ.) - მბრუნავცილინდრიანი აპარატი, რომელიც ტრაფარეტის საშუალებით ამრავლებს ხელნაწერს, ნახაზს, ნახატს.

როტაცია (ლათ.)

  1. ბრუნვა, ტრიალი, წრებრუნვა.

  2. იგივეა, რაც როტაციული მანქანა.

როტაციზმი (ბერძნ.) - ზოგი ბგერის (ჩვეულებრივ ს-ს) გადასვლა რ-ში.

როტაციული მანქანა - მაღალმწარმოებლური საბეჭდი მანქანა, რომელსაც აქვს მბრუნავი საბეჭდი ფორმა.

როტერდამი - ქალაქი ნიდერლანდის სამხრეთ ჰოლანდიის პროვინციაში; მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პორტი (600 ათასი).

როტვაილერი (გერმ.) - სასამსახურო ძაღლების ჯიში. გამოყვანილია გერმანიაში 1920-იან წლებში.

როტი ტიმ - ინგლისელი მსახიობი (დაიბადა 1961 წელს).

როტიე - რუსეთის არმიის პოლკოვნიკი, წარმოშობით ბელგიელი, აქვს ცნობები სქართველოს შესახებ (გარდაიცვალა 1829 წლის შემდეგ).

როტკო მარკ - ამერიკელი მხატვარი, წარმოშობით ლიტველი (1903-1970 წწ).

როტმაირი იოჰან მიხაელ - ავსტრიელი ფერმწერი, ბაროკოს წარმომადგენელი (1654-1730 წწ).

როტმისტრი (პოლონ.) - რევოლუციამდელ რუსეთში კავალერიის, აგრეთვე ჟანდარმერიის, ოფიცრის ჩინი. შეესაბამებოდა ქვეითი ჯარის კაპიტანს.

როტონდა (იტალ.) - გუმბათიანი მრგვალი ნაგებობა (შენობა, ფანჩატური, დარბაზი).

როტოპრინტი - იხილე როტაპრინტი.

როტორი (ლათ.) - მანქანის (ტურბინის, ელექტროძრავის და მისთანების) მბრუნავი ნაწილი.

როტორუა - ბალნეოლოგიური კურორტი და ტურიზმის ცენტრი ახალ ზელანდიაში.

როტრუ ჟან დე - ფრანგი დრამატურგი (1609-1650 წწ).

როტშილდები - ფინანსური ჯგუფი დასავლეთ ევროპაში; დამაარსებლად მიჩნეულია მ.ა.როტშილდი (XVIII საუკუნე, საფრანგეთი).

როუ ალექსანდრე - რუსი კინორეჟისორი (1906-1973 წწ).

როუდ-აილენდი (როდ-აილენდი) - შტატი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ფართობი 3,2 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 1 მილიონი; ადმინისტრაციული ცენტრი - პროვიდენსი.

როუდზი სესილ ჯონ - ინგლისელი კოლონიური მოღვაწე (1853-1902 წწ).

როულანდსონი ტომას - ინგლისელი მხატვარი (1756-1827 წწ).

როულენდი შერვუდ - ამერიკელი ქიმიკოსი, 1995 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი პ.კრუტცენთან და მ.მოლონასთან ერთად (დაიბადა 1927 წელს).

როულინგი ჯოან - ინგლისელი მწერალი ქალი, ჰარი პოტერის შესახებ არსებული რომანების სერიის ავტორი (დაიბადა 1965 წელს).

როულინსონი ჰენრი კრესუიკ - ინგლისელი დიპლომატი და აღმოსავლეთმცოდნე (1810 - 1895 წწ).

როურკელა - ქალაქი ინდოეთის ორისას შტატში (215 ათასი).

როუსი ფრენსის - ამერიკელი პათოლოგი და ონკოლოგი, 1966 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჩ.ბ.ჰაგინსთან ერთად (1879-1970 წწ).

როფი - ამოთლილი ან ფიცრებისაგან შეკრული ხის დიდი პირღია ჭურჭელი.

როფსი ფელისიენ - ბელგიელი გრაფიკოსი და ფერმწერი (1833-1898 წწ).

როქი

  1. ჭადრაკში მეფისა და ეტლის ერთდროული სვლა

  2. როქის სპა დაქირავებული ჯარი.

როქსოლანები - ერთ-ერთი სარმატული მესაქონლე ტომი; ბინადრობდნენ სკვითური ტომების მეზობლად.

როყინი - კამეჩის ხმიანობა.

როყიო

  1. უხეში, უშნო, დიდი (ხმა).

  2. ცუდად, დაუკვირვებლად მოლაპარაკე.

  3. დაუკვირვებლად, უადგილოდ ნათქვამი (სიტყვა).

როყრორი - იგივეა, რაც როხროხი.

როშალი - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (25 ათასი).

როშალი გრიგორი - რუსი კინორეჟისორი, პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1899-1983 წწ).

როშანი - მოგოლთა იმპერიისა და ავღანელ ფეოდალთა წინააღმდეგ პუშტუნების (ავღანელების) სახალხო მოძრაობა, რომელსაც მუსლიმანური სექტა როშანი ხელმძღვანელობდა.

როშა პომბუ ფრანსისკუ - ბრაზილიელი ისტორიკოსი (1853-1933 წწ).

როშე ვალდეკ - საფრანგეთისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1905-1983 წწ).

როშეშანა - ებრაელთა ახალი წელი მთვარის კალენდრის მიხედვით; აღინიშნება თიშრის (სექტემბერი-ოქტომბერი) თვეში.

როშერი ვილჰელმ გეორგ ფრიდრიხ - გერმანელი ეკონომისტი (1817-1894 წწ).

როში - საქონლისთვის მსხვილად დაფქული მარცვლეული.

როშკა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), მთიულეთ-ფშავის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. მდინარე როშკისწყლის (ხევსურეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 2000 მეტრი, დუშეთიდან 74 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 53 კაცი.

როშკახოხი - მწვერვალი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარ, მდინარე ჯუთისა (თერგის აუზი) და ხევსურეთის არაგვის წყალგამყოფ ქედზე. აგებულია ქვედაიურული თხიაფიქლებით და ქვიშაფიქლებით (სიმაღლე 3562 მეტრი).

როშკა-ჯუთი - იხილე საძელიღელე.

როშკიონი - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონთგორის ძველი სახელი.

როშკისწყალი - მდინარე მთიულეთ-ფშავის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდინარე ქმოსტურას მარცხენა შენაკადი. სიგრძე 11 კილომეტრი, აუზის ფართობი 47 კვ.კმ. საშუალო წლიური ხარჯი 1,5 კუბ.მ/წმ საზრდოობს თოვლის, მყინვარული, წვიმისა და მიწისქევაშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში.

როშტაინი (გერმ.) - შუალედური პროდუქტი, რომელსაც იღებენ სპილენძის, კალის, ნიკელის ან კობალტის კონცენტრატებისა და მადნების დნობის დროს.

როშფორი ვიქტორ ანრი, მარკიზი დე როშფორ-ლუსე - ფრანგი პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე (1831-1913 წწ).

როშფორი ჟან - ფრანგი მსახიობი (დაიბადა 1930 წელს).

როშჩინი ანატოლი - რუსი სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), 1972 წლის ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (დაიბადა 1932 წელს).

როშჩინი მიხეილ - რუსი მწერალი (დაიბადა 1933 წელს).

როჩა - ქალაქი ურუგვაიში, ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.

როჩდვილი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის დიდი მანჩესტერის მეტროპოლიურ საგრაფოში (ინგლისი).

როჩესტერი

  1. ქალაქი-პორტი დიდი ბრიტანეთის კენტის საგრაფოში.

  2. ქალაქი აშშ-ს მინესოტის შტატში.

  3. ქალაქი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ნიუ-იორკის შტატში (235 ათასი).

როჩესტერი ენ - ამერიკელი ისტორიკოსი და ეკონიმისტი ქალი, მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1880-1966 წწ).

როჩი მონსერატ - კატალონიელი მწერალი ქალი (დაიბადა 1946 წელს).

როჩი ჯაკმე (ჯაუმე) - კატალონიელი პოეტი (? - 1478 წწ).

როცა - იგივეა, რაც როდესაც.

როცა აყვავდა ნუში - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1972 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ლანა ღოღობერიძე. სცენარის ავტორები - ზაირა არსენიშვილი, ლანა ღოღობერიძე. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი ჭელიძე. კომპოზიტორი - გია ყანჩელი. მთავარ როლებში: ზურაბ ყიფშიძე, გოგა ფიფია, თინათინ ვარდანაშვილი, ეკა მაღალაშვილი, სესილია თაყაიშვილი, დოდო აბაშიძე, ლია კაპანაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, მარინე თბილელი.

როჭო (Lyrurus) - მოზრდილი ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა; ბინადრობს ალპურ მდელოებზე, დეკიანებში და უღრან ტყეებში.

როხანა - იხილე რუხუნა.

როხასი (ყოფილი კაპისი) - ქალაქი-პორტი ფილიპინებში, კაპისის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (105 ათასი).

როხასი ფერნანდო დე - ესპანელი მწერალი (დაახლოებით 1465-1541 წწ).

როხასი (როხას ი აკუნია) მანუელ - ფილიპინების პოლიტიკური მოღვაწე (1892-1948 წწ).

როხასი ხოსე ანტონიო - ჩილეს პოლიტიკური მოღვაწე (1732 ან 1743 - 1816 წწ).

როხას პინილია გუსტავო - კოლუმბიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1900-1975 წწ).

როხას სორილია ფრანსისკო დე - ესპანელი დრამატურგი (1606-1648 წწ).

როხი

  1. მსხვილად დაფქული მარცვალი.

  2. (გადატანით) მსხვილი, უსწორმასწორო.

  3. სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში. სოფლის საკრებულოს ცენტრი. მდებარეობს მდინარე კორისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 80 მეტრი, ბაღდათიდან 12 კილომეტრი. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2162 კაცი.

როხროხი - უშნო, ბოხი ხმით ლაპარაკი, ხმაური.

როჯერ II - სიცილიის სამეფოს პირველი მეფე (დაახლოებით 1095-1154 წწ).

როჯერზი კარლ - ამერიკელი ფსიქოლოგი (1902-1990 წწ).

როჯერზი სემიუელ - ინგლისელი პოეტი (1763-1855 წწ).

როჯერზი ჯეიმზ ედუინ თოროლდ - ინგლისელი ისტორიკოსი და ეკონომისტი (1823-1890 წწ).

როჯერზი ჯინჯერ - ამერიკელი მსახიობი ქალი (1911-1995 წწ).

როჯერზი ჯონ - ამერიკელი გეოლოგი (1914-1995 წწ).

როჯერზის ბექი - იხილე დიდი ბექი.

როჯერსი ერნესტო ნათან - იტალიელი არქიტექტორი (1909-1990) იხილე ბ პ რ.

როჯერ უენდოვერელი - ინგლისელი მემატიანე (გარდაიცვალა 1236 წელს).

როჰაჩ დუბელი იან - ჰუსიტური რევოლუციის მოძრაობის მოღვაწე (გარდაიცვალა 1437 წელს).

4.10 რჟ

▲ზევით დაბრუნება


რჟევი - ქალაქი რუსეთის ტვერის ოლქში (70 ათასი).

რჟევსკი ალექსეი - რუსი პოეტი, დრამატურგი (1737-1804 წწ).

რჟეზაჩი ვაცლავ (ნამდვილი გვარი ვონიავკა) - ჩეხი მწერალი (1901-1956 წწ).

რჟეცკაია ლიდია - ბელურუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1899-1977 წწ).

4.11 რს

▲ზევით დაბრუნება


რსდმპ - (აბრევიატურა) რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია.

რსფსრ - (აბრევიატურა) რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა.

4.12 რტ

▲ზევით დაბრუნება


რტიშჩევო - ქალაქი რუსეთის სარატოვის ოლქში (45 ათასი).

რტო - შტო, ტოტი.

რტოებგაშლილი - რასაც რტოები აქვს გაშლილი.

რტოებდაგრეხილი - რასაც რტოები აქვს დაგრეხილი.

4.13 რუ

▲ზევით დაბრუნება


რუ - სარწყავად გაყვანილი პატარა არხი; ასეთ არხში მომდინარე წყალი.

რუ ვილჰელმ - გერმანელი ანატომი და ემბრიოლოგი (1850-1924 წწ).

რუ პოლ ემილ - ფრანგი მიკრობიოლოგი (1853-1933 წწ).

რუ ჟაკ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1752-1794 წწ).

რუა გაბრიელ (ნამდვილი სახელი და გვარი - მარსელ კარბოტი) - კანადელი მწერალი ქალი (1909-1983 წწ).

რუა კლოდ (ნამდვილი გვარი ორლანი) - ფრანგი მწერალი (დაიბადა 1915 წელს).

რუა მორის - ფრანგი მეცნიერი, მექნიკოსი (1899-1985 წწ).

რუაიალი მარი სეგოლენ - იხილე სეგოლენ რუაიალი.

რუაიე-კოლარი პიერ პოლ - საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე, ფილოსოფოსი (1763-1845 წწ).

რუანდა (რუანდის რესპუბლიკა, ფრანგ. Republique du Rwanda, რუანდ. Republika y'u Rwanda).
- სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში. დასავლეთით საზღვრება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ჩრდილოეთით უგანდას, აღმოსავლეთით ტანზანიას და სამხრეთით ბურუნდის. ზღვაზე გასასვლელი არ აქვს.
- დამოუკიდებლობის დღე (ბელგიისგან) 1962 წლის 1 ივლისი.
- ჰიმნი „Rwanda Nziza“.
- მმართველობის ფორმა რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - გარდამავალი ეროვნული ყრილობა.
- ფართობი 26 338 კვ.კმ.
- დაყოფილია 5 პროვინციად, რომლებიც მოიცავენ 30 რაიონს.
- მოსახლეობა 7,6 მილიონი.
- სიმჭიდროვე 281 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნეები ძირითადად კათოლიკეები არიანი.
- ოფიციალური ენები: რუანდა და ფრანგული.
- დედაქალაქი კიგალი.
- ვალუტა რუანდული ფრანკი.
- ქვეყნის კოდი RWA.
- დროის სარტყელი UTC +2.
- სატელეფონო კოდი +250.
- ინტერნეტ-დომენი rw.

რუანდა-ურუნდა - 1922-46 წლებში ბელგიის გამგებლობაში მყოფი ერთა ლიგის სამანდატო ტერიტორია, 1946-62 წლებში გაეროს სამეურვეო ტერიტორია, 1962 წლის ივლისიდან ამ ტერიტორიაზე შეიქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფოები ბურუნდი და რუანდა.

რუანი - ქალაქი საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ისტორიულ ოლქ ნორმანდიის და ზღვისპირა სენის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (105 ათასი).

რუაპეჰუ - მოქმედი ვულკანი ახალ ზელანდიაში (2796 მეტრი).

რუბაია - იხილე რობაი.

რუბაშვილი ვლადიმერ - მოჭიდავე (თავისუფალი ჭიდაობა, 63 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (1961), 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, სსრკ ხალხთა III სპარტაკიადის ჩემპიონი (1963), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1961, 62). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში. (1940-1964 წწ).

რუბატო (იტალ.) - მუსიკაში შესრულების რიტმულად თავისუფალი სტილი.

რუბე - ქალაქი საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ნორის დეპარტამენტში (105 ათასი).

რუბ-ელ-ხალი - უდაბნო არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოავლეთ ნაწილში.

რუბენი ვალტერ - გერმანელი ინდოლოგი (1899-1985 წწ).

რუბენსი პეტერ პაულ - ფლამანდელი ფერმწერი (1577-1640 წწ).

რუბეჟნოე - ქალაქი უკრაინის ლუგანსკის ოლქში (75 ათასი).

რუბეროიდი (ლათ.) - სახურავი ან საიზოლაციო მასალა, რომელიც გაჟღენთილია ბიტუმით.

რუბია კარლო - იტალიელი ფიზიკოსი, 1984 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ც.ვან დერ მერთან ერთად (დაიბადა 1934 წელს).

რუბიანუს კროტუსი (ნამდვილი სახელი და გვარი იოჰან იეგერი) - გერმანელი ჰუმანისტი (დაახლოებით 1480-1540 წწ).

რუბიდიუმი (ლათ.) (Rb) - ქიმიური ელემენტი; მოვერცხლისფრო-თეთრი ტუტე ლითონი; იყენებენ ფოტოელემენტების კათოდების, დღის სინათლის ლამპების და სხვათა წარმოებაში. მცირე რაოდენობით მოიპოვება მცენარისა და ცხოველის ქსოვილებში. ატომური ნომერი 37; ატომური მასა 85,4678.

რუბიკონი

  1. მდინარე იტალიაში, აპენინის ნახევარკუნძულზე, ერთვის ადრიატიკის ზღვას.

  2. ქართული ყოველკვირეული ლიტერატურული გაზეთი; გამოდიოდა 1923 წელს.

რუბიკონის გადალახვა - ურყევი გადაწყვეტილების მიღება, გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა.

რუბინერი ლუდვიგ - გერმანელი მწერალი, ექსპრესიონიზმის თეორიტიკოსი (1882-1920 წწ).

რუბინი ჯოვანი ბატისტა - იტალიელი მომღერალი (ტენორი) (1794 ან 1795 - 1854 წწ).

რუბინშტეინი აკიბა - მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე XX საუკუნის დასაწყისში, საერთაშორისო დიდოსტატი (1882-1961 წწ).

რუბინშტეინი ანტონ - რუსი პიანისტი, კომპოზიტორი და დირიჟორი 1829-1894 წწ).

რუბინშტეინი არტურ - პოლონელი პიანისტი (1887-1982 წწ).

რუბლი - რუსეთის ფულის ერთეული. მოიხსენიება XIII საუკუნიდან; იყო საბჭოთა კავშირის ფულის ერთეული, 90-იანი წლებიდან რუსეთის ფედერაციის ფულის ერთეულად გამოცხადდა.

რუბნერი მაქს - გერმანელი ფიზიოლოგი და ჰიგიენისტი (1854-1932 წწ).

რუბო ჟაკ - ფრანგი პოეტი (დაიბადა 1932 წელს).

რუბო ფრანც - რუსი ფერმწერი (1856-1928 წწ).

რუბოძალის ქედი - იხილე შოდა-კედელას ქედი.

რუბოძალისწყალი - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარჯვენა შენაკადი.

რუბრიკა (ლათ.)

  1. განყოფილების სათაური (გაზეთში, ჟურნალში და მისთანებში).

  2. ნაწილი, ქვეგანყოფილება, გრაფა.

რუბრიკაცია - რუბრიკების მიხედვით განაწილება.

რუბროფიტია - ადამიანის სოკოვანი დაავადება ხელისგულებსა და ტერფის ძირის კანზე.

რუბრუკი (რუბრუკვისი) ვილემ - ფლამანდელი მოგზაური, ბერი; აქვს ცნობები საქართველოს შესახებ (1215-სა და 1220-ს შორის - 1293 წწ).

რუბცოვა ოლღა - რუსი მოჭადრაკე ქალი, საერთაშორისო დიდოსტატი, ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი 1956-58 წლებში (1909-1994 წწ).

რუბცოვსკი - ქალაქი რუსეთის ალთაის მხარეში (165 ათასი).

რუგე არნოლდ - გერმანელი ფილოსოფოსი და პუბლიცისტი (1802-1880 წწ).

რუდანსკი სტეპან - უკრაინელი პოეტი (1833-1873 წწ).

რუდა-სლიონსკა - ქალაქი პოლონეთის სამხრეთ ნაწილში, კატოვიცეს სავოევოდოში (170 ათასი).

რუდაქი აბუ აბდ ალ-ლაჰ ჯაფარ იბნ მუჰამად - სპარსული პოეზიის წარმომადგენელი (დაახლოებით 860 - 941 წწ).

რუდაში ლასლო - უნგრეთის მუშათა მოძრაობის და პოლიტიკური მოღვაწე, ფილოსოფოსი (1885-1950 წწ).

რუდენკო ბელა - ოპერის რუსი მომღეალი (კოლორატურული სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1933 წელს).

რუდენკო ლარისა - ოპერის ურაინელი მომღერალი ქალი (მეცო-სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1918-1981 წწ).

რუდენკო ლუდმილა - რუსი მოჭადრაკე ქალი, საერთაშორისო დიდოსტატი, ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი 1949-50 წლებში (1904 - 1986 წწ).

რუდენკო რომან - საბჭოთა იურისტი, სსრკ-ს გენერალური პროკურორი, მთავარი ბრალმდებელი სსრკ-დან ნიურნბერგის პროცესზე (1907-1981 წწ).

რუდეპურტ-მარაბეკი - ქალაქი სამხრეთ აფრიკის ტრანსვაალის პროვინციაში.

რუდერპისი (ინგლ.) - საჭის ჩარჩოს ვერტიკალური ნაწილი, რომელზედაც მაგრდება საჭის სიბრტყე (ფრთა).

რუდერპოსტი (ინგლ.) - გემის კიჩოს დაბოლოების ვერტიკალური ძელი, რომელზედაც იკიდება საჭე.

რუდერული მცენარეები - სარეველა მცენარეები, რომლებიც ხარობენ არა ნათესებში, არამედ დანაგვიანებულ ადგილებში, ღობის ძირებში, კლდეებზე, გზის პირებზე და მისთანები.

რუდიმენტი (ლათ.)

  1. იგივეა, რაც რუდიმენტული ორგანო.

  2. (გადატანით) რაიმე გამქრალი მოვლენის ნაშთი, კვალი.

რუდიმენტული ორგანო - ორგანო, რომელსაც ორგანიზმის ისტორიული განვითარების პროცესში დაკარგული აქვს თავისი პირვანდელი მნიშვნელობა და სრულიად არ ვითარდება.

რუდისტები - ორსაგდულიანი მოლუსკების ამომწყდარი რიგი; არსებობდნენ გვიანდელ იურულსა და ცარცულ პერიოდში.

რუდკი - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში (50 ათასი).

რუდნი - ქალაქი ყაზახეთის კუსტანაის ოლქში (130 ათასი).

რუდნია - ქალაქი რუსეთის სმოლენსკის ოლქში.

რუდნიცკი ადოლფ - პოლონელი მწერალი (1912-1995 წწ).

რუდნიცკი ლუციან - პოლონელი მწერალი (1882-1968 წწ).

რუდოლფ I ჰაბსბურგი - გერმანიის მეფე 1273-91 წლებში (1218-1291 წწ).

რუდოლფ II - „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი 1576-1612 წლებში (1552-1612 წწ).

რუდოლფი ალან - ამერიკელი კინორეჟისორი (დაიბადა 1943 წელს).

რუდოლფი კარლ ასმუნდ - გერმანელი ბუნებისმეტყველი (1771-1832 წწ).

რუდოლფის ტბა - მდებარეობს კენიასა და ეთიოპიაში.

რუდოლშტადტი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

რუდუნი (რუდუნება) - შრომა, გარჯა, ზრუნვა, ღვაწლი.

რუედა ლოპე დე - ესპანელი დრამატურგი (1500-სა და 1510-ს შორის - დაახლოებით 1565 წწ).

რუელი გიიომ ფრანსუა - ფრანგი ქიმიკოსი (1703-1770 წწ).

რუვარაცი ილარიონ (ნამდვილი სახელი იოვან) - სერბი ისტორიკოსი (1832-1905 წწ).

რუვენზორი - მთის მასივი ზაირისა და უგანდაში.

რუვუ - იხილე პანგამი.

რუვუმა (როვუმა) - მდინარე მოზამბიკისა და ტანზანიის საზღვარზე, ერთვის ინდოეთის ოკეანეს (სიგრძე 800 კილომეტრი).

რუზა

  1. ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.

  2. მდინარე რუსეთის მოსკოვის ოლქში, ერთვის მდინარე მოსკოვს (სიგრძე 145 კილომეტრი).

რუზაევკა - ქალაქი რუსეთის მორდოვეთის რესპუბლიკაში (50 ათასი).

რუზბეჰი ხოსროვ - ირანის რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე (1915-1958 წწ).

რუზველტი თეოდორ - აშშ-ს 26-ე პრეზიდენტი 1901-09 წლებში რესპუბლიკელთა პარტიიდან (1858-1919 წწ).

რუზველტი ფრანკლინ დელანო - აშშ-ს 32-ე პრეზიდენტი 1933-45 წლებში დემოკრატიული პარტიიდან (1882-1945 წწ).

რუზრუზი - ხმაური, ჩოჩქოლი, აურზაური.

რუთენბერგი ჩარლზ ემილ - აშშ-ს მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1882-1927 წწ).

რუთენიუმი (Ru) - პლატინის ჯგუფის ლითონი მორუხო-თეთრი ფერისა; მისგან ამზადებენ საიუველირო ნაწარმს, სალაბორატორიო ჭურჭელს. ატომური ნომერი 44, ატომური მასა 101,07.

რუთერი უოლტერ - აშშ-ს პროფკავშირული მოღვაწე (1907-1970 წწ).

რუთულელები - დაღესტნის რუთულის რაიონსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ხალხი.

რუისბოლო - სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

რუიიენა - ქალაქი ლატვიაში.

რუის დე ალარკონ მენდოსა ხუან - ესპანელი დრამატურგი (1581-1639 წწ).

რუისელები - წყლის იმ მწერების რიგი, რომელთაც სრული გარდაქმნა ახასიათებთ.

რუისი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

რუისი ხუან - ესპანელი პოეტი (1283-1350 წწ).

რუისპირი - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე თურდოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. თემის საკრებულოს. ზღვის დონიდან 600 მეტრი, თელავიდან 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2632 ადამიანი. სოფელში დგას VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამეკლესიიანი ბაზილიკა. რუისპირის მიდამოებშია ასევე ადამაანთ ციხე (XVIII საუკუნის ბოლო მესამედი).

რუისპირის სამეკლესიიანი ბაზილიკა - VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში.

რუის სორილია მანუელ - ესპანეთის პოლიტიკური მოღვაწე (1833-1895 წწ).

რუის-ურბნისის საეკლესიო კრება - დავით აღმაშენებლის ინიციატივით მოწვეული კრება 1704 წელს, რომელიც მიზნად ისახავდა ცენტრალიზებული სახელმწიფოს გაძლიერების სამსახურში ეკლესიის ჩაყენებას.

რუკა - დედამიწის ზედაპირის შემცირებული გამოსახულება.

რუკავიშნიკოვი იულიან - რუსი მოქანდაკე, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1922 წელს).

რუკავიშნიკოვი ნიკოლაი - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, სამი კოსმოსური ფრენის მონაწილე 1971, 1974 და 1979 წლებში (1932-2000 წწ).

რუკვა - ტბა ტანზანიაში.

რუკზაკი (გერმ.) - ზურგჩანთა.

რუკი - მდინარე კონგოში, მდინარე კონგოს (ზაირის) მარცხენა შენაკადი.

რუკრუკი

  1. მოკლე, წყვეტილი ხმიანობა (ქათმისა).

  2. რაკრაკი (ნაკადულის).

რულადა (ფრანგ.) - ვირტუოზული პასაჟი სიმღერაში.

რულეტი (ფრანგ.)

  1. დანაყოფებიანი ვიწრო ლენტი (ფოლადისა, ტილოსი ან აბრეშუმისა), რომელიც დახვეულია ლილვზე და მოთავსებულია ბუდეში; იყენებენ მცირე მანძილის გასაზომად.

  2. სპეციალური მოწყობილობა აზარტული თამაშისათვის დანომრილი დანაყოფების მქონე მბრუნავი წრე, რომელშიც აგორებენ ბურთულას.

  3. გულიანი ხვეული ნამცხვარი.

რული - მსუბუქი ძილი, თვლემა.

რულმორეული - ვისაც რული მოერია; მთვლემარე.

რულონი (ფრანგ.) - რისამე (ქაღალდის, ქსოვილის, ლინოლეუმის და მისთანების) გრაგნილი.

რულფო ხუან - მექსიკელი მწერალი (1918-1986 წწ).

რუმაილა - ქალაქი და ნავთობსდაბადო ერაყში.

რუმანილი ჟოზეფ - პროვანსელი მწერალი (1818 - 1891 წწ).

რუმბა (ესპან.) - მექსიკური წარმოშობის ცეკვა.

რუმბი

  1. ძროხის ან კამეჩის ტყავის დიდი ტიკი.

  2. (ინგლ.) მიმართულება ხილული ჰორიზონტის წერტილებისაკენ ქვეყნის მხარეებთან შეფარდებით; კუთხე ორ ასეთ მიმართელებას შორის.

  3. დანაყოფი კომპასის წრეზე; შეესაბამება ჰორიზონტის 1/32 ნაწილს.

რუმელია - თურქ-ოსმალოების მიერ ბიზანტიის იმპერიის დაპყრობის შემდეგ იმ ვილაიეთის (პროვინციის) თურქული სახელწოდება, რომელიც მოიცავდა ბალკანეთის ქვეყნებს.

რუმენი ჟაკ - ჰაიტის პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი (1907-1944 წწ).

რუმენიგე კარლ-ჰაინც - გერმანელი ფეხბურთელი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი 1980-იან წლებში (დაიბადა 1955 წელს).

რუმი ჯალალ-ალ-დინ იბნ ბაჰა ალ-დინ - სპარსელი პოეტი (1207-1273 წწ).

რუმინა - ძუძუთა ბავშვის მფარველი რომაული ღვთაება, რომელიც მოგვიანებით აკა ლარენციასთან გააიგივეს.

რუმინეთი (რუმინ. Romania).

- სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, მდინარე დუნაის ქვემო დინებაში. ჩრდილოეთით და აღმოდავლეთით ესაზღვრება უკრაინას, ჩრდილო-აღმოსავლეთით მოლდოვას, სამხრეთით ბულგარეთს, დასავლეთით სერბეთს და უნგრეთს, აღმოსავლეთიდან აკრავს შავი ზღვა.
- დამოუკიდებლობის დღე (გამოცხადდა) 1877 წლის 9/21 მაისი, (ცნობილ იქნა) 1878 წლის 13 ივლისი.
- სახელის წარმოშობა დაკავშირებულია რომის იმპერიასთან მისდამი კუთვნილებასთან.
- ჰიმნი Desteapta-te, Romane!“.
- მმართველობის ფორმა საპარლამენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო ორპალატიანი პარლამენტი.
- ფართობი 237 500 კვ.კმ.
- დაყოფილია 41 ჟუდეცად და დედაქალაქის მუნიციპალურ ოლქად.
- მოსახლეობა 22,5 მილიონი.
- სიმჭიდროვე 91 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნეები ძირითადად მართლმადიდებელნი არიან.
- ოფიციალური ენა რუმინული.
- დედაქალაქი ბუქარესტი.
- ვალუტა ლეი.
- ქვეყნის კოდი ROU.
- დროის სარტყელი UTC +2.
- სატელეფონო კოდი +40.
- ინტერნეტ-დომენი ro.

რუმის სასულთნო - იგივე კონიის (იკონიის) სასულთნო.

რუმნიეცე ბერტა - ლატვიელი მსახიობი ქალი (1865-1953 წწ).

რუმო პაულ - ესტონელი მწერალი (1909-1981 წწ).

რუმპელი (რუს.) - საჭის მოსაბრუნებელი ბერკეტი.

რუმფორდი ბენჯამინ - იხილე რამფორდი .

რუნგე ფილიპ ოტო - გერმანელი ფერმწერი (1777-1810 წწ).

რუნდშტედტი კარლ რუდოლფ გერდ ფონ - ფაშისტური გერმანიის გენერალ-ფელდმარშალი (1875-1953 წწ).

რუნებერგი იოჰან ლუდვიგ - ფინელი და შვედი პოეტი (1804-1877 წწ).

რუნები

  1. (ფინ.) - ფინელებისა და კარელების ხალხური ეპიკური სიმღერები, რომლებსაც ასრულებენ კანტელის აკომპანემენტით.

  2. უძველესი გერმანული დამწერლობა (დაახლოებით III საუკუნე); შემონახულია ქვაზე ან ლითონზე ამოკვეთილ წარწერებში.

რუო ჟორჟ - ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი (1871-1958 წწ).

რუპია (სანსკრ.) - ფულის ერთეული ინდოეთში, პაკისტანში, ნეპალში, ინდონეზიაში, შრი-ლანკაში და ზოგ სხვა ქვეყანაში.

რუპორი (ჰოლანდ.) - ხმის გამაძლიერებელი მილი კონუსური ფორმისა.

რუჟე დე ლილი კლოდ ჟოზეფ - ფრანგი პოეტი და კომპოზიტორი (1760-1836 წწ).

რუჟევიჩი ტადეუშ - პოლონელი მწერალი (დაიბადა 1921 წელს).

რუჟიჩკა ლეოპოლდ - შვეიცარიელი ქიმიკოსი, 1939 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1887-1976 წწ).

რუჟიჩკა სტროცი მარია - ხორვატი მსახიობი ქალი (1850-1937 წწ).

რუჟმონი დენი დე - შვეიცარიელი მწერალი (1906-1985 წწ).

რუჟომბეროკი - ქალაქი სლოვაკეთში.

რური (რერი)

  1. მდინარე გერმანიაში, ბელგიასა და ნიდერლანდში, მდინარე მაასის მარჯვენა შენაკადი.

  2. მდინარე გერმანიაში, რაინის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე 146 კილომეტრი).

  3. სამრეწველო რეგიონი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში.

რურკი მიკი (ნამდვილი სახლეი ანდრე) - ამერიკელი კინომსახიობი (დაიბადა 1953 წელს).

რურუა ილია - მწერალი (დაიბადა 1923 წელს).

რურუა პარმენ - პოეტი (1888-1963 წწ).

რურუა რომან - მოჭიდავე ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (63 და 68 კგ). 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მეორე პრიზიორი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი (1966, 67, 69, 70). სსრკ ხალხთა III, IV, V სპარტაკიადების ჩემპიონი (1963, 67, 71), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1964, 65, 70). სპორტის დამსახურებული ოსტატი. (დაიბადა 1942 წელს).

რუსა სტიუარტ - აშშ-ს კოსმონავტი მფრინავი, შეასრულა კოსმოსური ფრენა მთვარის გარშემო 1971 წელს (დაიბადა 1933 წელს).

რუსა I - ურარტუს მეფე ძვ.წ.აღ. 735-714 წლებში, სარდურ I-ის შვილი.

რუსაანთუბანი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

რუსაირისი - ქალაქი სუდანის ცისფერი ნილოსის პროვინციაში.

ალ-რუსაფი მაარუფ იბნ აბდ ალ-ღანი - არაბი პოეტი და ლიტერატურათმცოდნე (1875-1945 წწ).

რუსე - ქალაქი ბულგარეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი (190 ათასი).

რუსები - რუსეთის ძირითადი მოსახლეობა (საერთო რაოდენობა დაახლოებით 150 მილიონი); უკრაინელებთან და ბელორუსებთან ერთად წარმოიშვნენ აღმოსავლეთ სლავთა ტომებისაგან და საბოლოოდ IX-XIII საუკუნეებში ჩამოყალიბდნენ.

რუსეთი (რუსეთის ფედერაცია, რუს. Российская Федерация).

- სახელმწიფო ევროპის აღმოსავლეთ და აზიის ჩრდილოეთ ნაწილებში. ხმელეთზე ესაზღვრება შემდეგ ქვეყნებს: ნორვეგია, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ბელორუსია, უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მონღოლეთი, ჩინეთი, ჩრდ. კორეა. აქვს საზღვაო საზღვარი აშშ-სთან და იაპონიასთან.
- ჰიმნი „Государственный гимн России“ (რუსეთის სახელმწიფო ჰიმნი).
- მმართველობის ფორმა საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტი.
- წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანოები (პარლამენტი) შედგება ორი პალატისაგან: სახელმწიფო დუმა და ფედერაციათა საბჭო.
- ფართობი 17 075 400 კვ.კმ.
- რუსეთი დაყოფილია 7 ფედერალურ ოლქად, რომელთა შემადგენლობაში შედის რესპუბლიკა, 9 მხარე, 46 ოლქი, 4 ავტონომიური ოლქი.
- მოსახლეობა 142 მილიონი.
- სიმჭიდროვე 8,3 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ქრისტიანული აღმსარებლობისაა, დანარჩენი მუსლიმანები.
- ოფიციალური ენა რუსული.
- დედაქალაქი მოსკოვი.
- ვალუტა რუბლი.
- ქვეყნის კოდი RUS.
- დროის სარტყელი UTC +2.+12
- სატელეფონო კოდი +7.
- ინტერნეტ-დომენი ru.

რუსელი ალბერ - ფრანგი კომპოზიტორი, პედაგოგი (1869-1937 წწ).

რუსელი რემონ - ფრანგი მწერალი (1877-1933 წწ).

რუსენსკი-ლომი - იხილე ლომი.

რუსეთის მთები - მდებარეობს ანტარქტიდის დედოფალ მოდის მიწაზე.

რუსეთუმე

  1. გარუსებული ქართველის ირონიული სახელწოდება.

  2. იგივეა, რაც თერგდალეული.

რუსთაველი

  1. (რუსთველი) შოთა - XII-XIII საუკუნეების დიდი ქართველი პოეტი, ჰუმანისტი და მოაზროვნე; ჩვენამდე მოღწეულია მისი ერთადერთი პოემა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც XII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედშია დაწერილი.

  2. მცირე ცთომილი №1171. აღმოაჩინა ბელგიელმა ასტრონომმა ს. არენდმა 1930 წელს. შეისწავლა და სახელი უწოდა გ.ნეიუმინმა.

რუსთაველის თეატრი - საქართველოს უდიდესი დრამატული თეატრი; დაარსდა თბილისში 1879 წელს, 1921 წელს ეწოდა რუსთაველის სახელი.

რუსთავი

  1. მთა ჯავის მუნიციპალიტეტში, ლიხის ქედზე.

  2. მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხოტეურის მარჯვენა შენაკადი.

  3. ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე (160 ათასი).

  4. სოფლები ასპინძისა და ცხინვალის მუნიციპალიტეტებში.

რუსთავის მწვერვალი - მწვერვალი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, შანის ქედზე (2900 მეტრი).

რუსთველოლოგია - რუსთველის „ვეფხისტყაოსნისა“ და მისი ეპოქის შემსწავლელი მეცნიერება.

რუსიანი - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (გომბორის საკრებულო). მდებარეობს გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1150 მეტრი, საგარეჯოდან 52 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 111 კაცი.

რუსიზმი (და არა რუსიციზმი) - რუსული ენიდან ნასესხები სიტყვა ან გამოთქმა.

რუსილიონი - ისტორიული ოლქი სამხრეთ საფრანგეთში; მთავარი ქალაქი - პერპინიანი.

რუსინოვი ივანე - რუსი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1909-1997 წწ).

რუსისტი - რუსისტიკის სპეციალისტი.

რუსისტიკა - რუსული ენისა და კულტურის შემსწავლელ მეცნიერებათა ერთობლიობა.

რუსისხევი - მდინარე მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე თეზმის მარჯვენა შენაკადი; სათავე აქვს ქართლის ქედის განშტოების საბადურის ქედზე მდებარე ზაქარიასთავის მთასთან.

რუსიფიკატორი - რუსიფიკაციის მომხრე, გამტარებელი.

რუსიფიკაცია (რუსიფიცირება) - ადგილობრივი ენობრივი კულტურის დათრგუნვა და მის ნაცვლად რუსული ენისა და კულტურის იძულებით დანერგვა არარუს ხალხთა შორის.

რუსიციზმი - იხილე რუსიზმი.

რუსკა ერნსტ - გერმანელი ფიზიკოსი, 1986 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გ.ბინიგთან და გ.რორერთან ერთად (1907-1988 წწ).

რუსლანი - რუსული 4 ძრავიანი სატრანსპორტო თვითმფრინავი; ტვირთამწეობა - 150 ტონა.

რუსლო ჟან პიერ - ფრანგი ენათმეცნიერი-ფონეტიკოსი (1846-1924 წწ).

რუსნე - ქალაქი ლიტვაში.

რუსნიაკი იშტვან - უნგრელი თერაპევტი, პათოფიზიოლოგი და ბიოქიმიკოსი (1889-1974 წწ).

რუსო ალეკუ - მოლდაველი და რუმინელი მწერალი (1819-1859 წწ).

რუსო ანრი ჟიულიენ ფელიქს - ფრანგი ფერმწერი (1844-1910 წწ).

რუსო ვინჩენცო - იტალიელი მოაზროვნე, რევოლუციონერი (1770-1799 წწ).

რუსო თეოდორ - ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი (1812-1867 წწ).

რუსო ჟან ბატისტ - ფრანგი პოეტი (1670/1671 - 1741 წწ).

რუსო ჟან ჟაკ - ფრანგი ფილოსოფოსი, განმანათლებელი, მწერალი, კომპოზიტორი (1712-1778 წწ).

რუსოსი დემის - ესტრადის ბერძენი მომღერალი (დაიბადა 1947 წელს).

რუსოფილი - რუსებისა და ყოველივე რუსულის მოყვარული.

რუსოფობი - რუსებისა და ყოველივე რუსულის მოძულე.

რუსტამი (რუსტენი, რუსტამ რაზა, ფრანგ. ღოუსტამ ღაზა) - „ნაპოლეონის მამლუქად“ და პირად მცველად წოდებული ქართველი როსტომ რაზმაძე (სხვა მონაცემებით იგი იყო თბილისელი სომხების შვილი). ბავშვობაში გატაცებულ იქნა საქართველოდან; მონაწილეობდა ნაპოლეონის ომებში (1780-1845 წწ).

რუსტემასი იონას - ლიტველი ფერმწერი (1762-1835 წწ).

რუსტემი ავნი - ალბანეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და რევოლუციურ-დემოკრატიული მოძრაობის მოღვაწე (1895-1924 წწ).

რუსტი (ლათ.) - ქვა, რომლის ზედაპირი უხეშადაა დამუშავებული და ამობურცულია.

რუსტიკა - შენობის მოპირკეთება რუსტებით.

რუსუდანი (სახელი წარმოდგება სპარსული სიტყვისგან - „რუზდან“- სიტვასიტყვით ნიშნავს დღის მქონეს, დღეგრძელს

  1. საქართველოს მეფე 1223-45 წლებში, თამარ მეფის ასული (1194-1245 წწ).

  2. XII საუკუნის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი, დედოფალი, დემეტრე I-ის ასული.

რუსუდანიანი - ქართული მწერლობის ძეგლი; ზოგიერთი მკვლევარის აზრით, შექმნილია XIII საუკუნეში.

რუსული - რუსების დამახასიათებელი, რუსეთიდან მომდინარე.

რუსული ენა - რუსი ხალხის ეროვნული ენა; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი ენა. განეკუთვნება სლავურ ენათა ჯგუფის აღმოსავლურ ქვეჯგუფს. XXI საუკუნის დასაწყისისათვის რუსულად დაახლოებით 250 მილიონი ადამიანი მეტყველებს.

რუსული სამკუთხედი - ქართული მხატვრული ფილმი, დეტექტივი. ეკრანებზე გამოვიდა 2007 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - ალექსანდრე ცაბაძე. დამდგმელი ოპერატორები - გიორგი ბერიძე, არჩილ ახვლედიანი. კომპოზიტორი - ვახტანგ კახიძე. მთავარ როლებში: კონსტანტინე ხაბენსკი, პიოტრ მირონოვი, არტიომ ტკაჩენკო, ოსტაპ სტუპკა.

რუსხმული - მაღლა აშენებული ხე დაბლობიდან მაღლობზე წყლის ასაყვანად.

რუტენბერგი .. - იხილე რუთენბერგი ..

რუტერი (ინგლ.) - სამშენებლო მანქანა, რომლითაც აფხვიერებენ ქვიან და სხვა მკვრივ გრუნტს.

რუტილი (ლათ.) - მინერალი, ტიტანის ორჟანგი; იყენებენ ტიტანის შემცველი პრეპარატების დასამზადებლად.

რუტინა (ფრანგ.) - შიში სიახლის, ცვლილებების წინაშე; უძრაობა, ჩამორჩენილობა, შაბლონი.

რუტინიორი (ფრანგ.) - რუტინის მიმდევარი, სიახლის გრძნობას მოკლებული ადამიანი.

რუტკაი ევა - უნგრელი თეატრისა და კინოს მსახიობი ქალი (1927-1986 წწ).

რუტკოვსკი იან - პოლონელი ისტორიკოსი და ეკონომისტი (1886-1949 წწ).

რუუს-ელ-ჯიბალი - ნახევარკუნძული ომანსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.

რუფია - გამონემსვა, კემსვა.

რუფინი პაოლო - იტალიელი მათემატიკოსი (1765-1822 წწ).

რუფინი ჯოვანი დომენიკო - იტალიელი მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე (1807-1881 წწ).

რუფიჯი - მდინარე ტანზანიაში, ერთვის ინდოეთის ოკეანეს (სიგრძე 1400 კილომეტრი).

რუფო (რუფო დი ბანიარა) ფაბრიციო - კარდინალი, სახელმწიფო მოღვაწე პაპის სახელმწიფოსა და ორივე სიცილიის სამეფოებში (1744-1827 წწ).

რუფოთი - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ჩხარის (ყვირილის აუზი) ნაპირებზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 2 სოფელს: რუფოთი, ტელეფა). ზღვის დონიდან 240 მეტრი, თერჯოლიდან 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1838 ადამიანი.

რუქნადინი (რუქნ ალ-დინ სულეიმან-შაჰი) - მცირე აზიის სელჯუკთა სახელმწიფოს სულთანი (1188-1204 წწ).

რუშავა - მდინარე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ყვირილის მარცხენა შენაკადი.

რუშდი სალმან - ინდური წარმოშობის ინგლისელი მწერალი (დაიბადა 1947 წელს).

რუძკი მავრიკი - პოლონელი ასტრონომი და გეოფიზიკოსი (1862-1916 წწ).

რუძუტაკი იან - საბჭოთა ეპოქის მაღალჩინოსანი პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე (1887-1938 წწ).

რუხაძე ზოია - პარტიზანი ქალი, დიდი სამამულო ომის მონაწილე (1923-1944 წწ).

რუხი

  1. მუქი ნაცრისფერი, ლეგა.

  2. სოფელი და მდინარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში (მდინარე ენგურის მარცხენა შენაკადი).

რუხის ციხე - შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე დასავლეთ საქართველოში (სოფელ რუხთან); აშენებულია 1647 წელს სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანის მმართველობისას.

რუხიღალი - მდინარე მარტვილის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჩხოროწყუს მარჯვენა შენაკადი.

რუხრუხი

  1. რახრახი, გრიალი, გრგვინვა.

  2. ზოგიერთი ცხოველის (ვეფხვის, მგლის.....) ხმიანობა.

  1. რუხუნა (როხანა, როხუნა) - შრი-ლანკის ძველი და შუა საუკუნეების ერთ-ერთი ოლქი.

რუჰა - იხილე დიდი რუჰა.

რუჰი ბაღდადი - თურქი პოეტი (1545/47-1605 წწ).

რუჰულა სიგდი (ნამდვილი გვარი ახუნდოვი) - აზერბაიჯანელი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1866-1959 წწ).

4.14 რქ

▲ზევით დაბრუნება


რქა

  1. მაგარი, ბოლოში წაწვეტებული ძვლოვანი წანაზარდი ზოგი ცხოველის თავის ქალაზე.

  2. იგივეა, რაც ყანწი.

  3. მკვრივი გამონაზარდი ზოგი მწერის თავზე.

  4. ვაზის ერთწლიანი ტოტი, ლერწი.

რქაბუდიანი - იგივეა, რაც ქორბუდიანი.

რქატყუარა - სილიკატების კლასის ამფიბოლების ჯგუფის მინერალი.

რქაფოთოლა (Ceretophyllum) - უფესვო მრავალწლოვანი წყალმცენარე.

რქაწითელი

  1. თეთრყურძნიანი ვაზის კახური ჯიში. აქვს წაბლისფერ-მოწითალო რქა, მომწვანო ან მოყვითალო მარცვლების მქონე კუმსი მტევანი. საუკეთესო ღვინო იცის.

  2. ამ ყურძნის ღვინო.

რქიანი - რქის მქონე; რქოსანი.

რქოვანა - რქოვანი გარსი თვალში.

რქოვანი - იმავე ნივთიერებისაგან შედგენილი, როგორც რქაა.

რქოსანი - იგივეა, რაც რქიანი.

4.15 რღ

▲ზევით დაბრუნება


რღვნა - იგივეა, რაც წარღვნა.

4.16 რყ

▲ზევით დაბრუნება


რყევისა - მდინარე ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ფრონეს მარცხენა შენაკადი.

4.17 რშ

▲ზევით დაბრუნება


რშტუნი თეოდოროს - სომეხი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე (? - 658 წ).

4.18 რჩ

▲ზევით დაბრუნება


რჩევა

  1. არჩევა, ამორჩევა, არჩევანი; ბჭობა, თათბირი

  2. ჭკუის სწავლება, დარიგება.

რჩენილი - იგივეა, რაც დარჩენილი.

რჩეული

  1. ამორჩეული, არჩეული.

  2. სხვებს შორის შერჩეული და ისე გამოცემული.

  3. საუკეთესო.

რჩეულიშვილი გრიგოლ - მწერალი (1820-1877 წწ).

რჩეულიშვილი გურამ - მწერალი (1934-1960 წწ).

რჩოლია - პირუტყვი, რამაც რჩოლა, რქის ამოკვრა იცის.

რჩხა - კაპებიანი ჯოხი.

4.19 რც

▲ზევით დაბრუნება


რცმელი - ფერდის მქონე, ნაფერდალი.

რცხილა (Carpinus caucasius) - ფოთლოვანი ხე არყისებრთა ოჯახისა; აქვს ნაცრისფერი ქერქი, დაკბილული ფოთლები; მისი მერქანი მაგარი და მძიმეა.

რცხილათი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ქვაციხის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ბუჯის ზემოთში. ზღვის დონიდან 680 მეტრი, ჭიათურიდან 21 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 876 კაცი.

რცხილაძე გიორგი (გულო) - სპორტსმენი (სპორტული ტანვარჯიში). სსრკ სამგზის აბსოლუტური ჩემპიონი (1932, 33, 34), სსრკ ნაკრების ლიდერი 1930-იან წლებში. თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე (1953-68). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1909-1968 წწ).

რცხილნარი - რცხილის ტყე.

რცხმელური

  1. სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

  2. მდინარე ცაგერის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი.

4.20 რძ

▲ზევით დაბრუნება


რძალი - შვილის, ძმის ან მაზლის ცოლი, საერთოდ გვარში ან ოჯახში ვისიმე ცოლად მოყვანილი ქალი.

რძე

  1. თეთრი სითხე, რომელსაც გამოყოფენ ქალი და დედალი ძუძუმწოვარა ცხოველები მკერდის ჯირკვლებიდან მშობიარობის შემდეგ ჩვილი შვილების (ნაშიერის) საკვებად.

  2. ზოგიერთი მცენარის თეთრი ან მოყვითალო წვენი.

რძეგამშრალი - ძუძუს მაწოვებელი ქალი (ან ცხოველი) რომელსაც რძე გაუშრა.

რძიანა

  1. (Euphorbia) - ბალახოვანი მცენარე; ჭრილობიდან რძისფერი წვენი გამოსდის.

  2. იხილე სტომატომიკოზი.

რძიანი - რძის შემცველი.

რძია-რძია - იგივეა, რაც რძიანა.

რძისფერი - ძალიან თეთრი.

4.21 რწ

▲ზევით დაბრუნება


რწმენა

  1. რისამე სარწმუნოდ მიჩნევა, დაჯერება, დარწმუნება რამეში.

  2. მრწამსი, მსოფლმხედველობა.

რწმუნება

  1. იგივეა, რაც რწმუნებულება.

  2. იგივეა, რაც რწმენა (მნიშვნელობა 1).

  3. იგივეა, რაც ნდობა.

რწმუნებულება - უფლება, რომელიც მინიჭებული აქვს ვისამე რისამე შესასრულებლად; უფლებამოსილება.

რწმუნებული

  1. ოფიციალური პირი, რომელიც მოქმედებს რაიმე რწმუნებულების საფუძველზე.

  2. ვისიმე განკარგულებაში არსებული.

რწყილი - პატარა უფრთო პარაზიტი მწერი, ხტუნვით მოძრაობს.

რწყილიანი - რასაც რწყილი ჰყავს.

რწყული - რაც ირწყვებოდა; მორწყული.

რწყულება - წყლის დალევინება (პირუტყვისათვის).

4.22 რხ

▲ზევით დაბრუნება


რხევითი - რხევასთან დაკავშირებული.

რხეული - რაც ირხეოდა.

4.23 რჯ

▲ზევით დაბრუნება


რჯული

  1. ესა თუ ის რელიგიური მოძღვრება; სარწმუნოება.

  2. კანონი, სამართალი.

  3. ჩვეულება, წესი, ადათი.

რჯულიანი - რჯულის მქონე, მორწმუნე.

რჯულიერი

  1. იგივეა, რაც რჯულიანი.

  2. წესიერი, კანონიერი.

რჯულიერება - სამართლიანობა, კანონიერება.

რჯულისმდებელი - იგივეა, რაც კანონმდებელი.

რჯულძაღლი - სალანძღავი სიტყვა.

რჯღა - იგივეა, რაც ჯღა.