The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ა)


უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ა)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ელერდაშვილი ალექსანდრე
თემატური კატალოგი ლექსიკონები
საავტორო უფლებები: © ელერდაშვილი ალექსანდრე
ლექსიკონის შექმნის თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
ლექსიკონის აღწერა: 22 000 სიტყვა დანართი ნობელის პრემიის ლაურიატები – 1901-2003 წწ შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილი „ფანტაზია“ 2004 წიგნი გამოცემულია ი/ს „ფანტაზია 2000“-ის მიერ აიწყო და დაკაბადონდა გაზეთ „ფანტაზიის“ კომპიუტერულ ცენტრში პირველი გამოცემა 2004 წელი



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი მიზნად ისახავს კომპაქტური სახით თავი მოუყაროს ყველა იმ ლექსიკურ ერთეულს, რაც ქართულ და უცხოურ საცნობარო მასალაშია ანბანურად თუ თემატურად განაწილებული

ლექსიონს ვურთავთ ნობელის პრემიის ყველა ლაურეატის სიას მათი დამსახურების და ცხოვრების წლების მითითებით.

აქვე აღნუსხულია ყველა ის ტექსტუალური თუ ელექტრონული (კომპიუტერული) წყარო, რითაც ამ ლექსიკონის შედგენისას ვსარგებლობდით.

2 შემდგენლისაგან

▲ზევით დაბრუნება


უნივერსალურ ენციკლოპედიურ ლექსიკონზე მუშაობა 2000 წლის გაზაფხულზე დავიწყეთ და პირველ წიგნში მთელი მასალის ერთი მესამედი განვათავსეთ.

მომდევნო ტომების გამოცემას ვვარაუდობთ ორწლიანი ინტერვალით: მეორე ტომი (ვ - ნ), მესამე ტომი (ო - ჰ).

ამგვარი სახის გამოცემას ჩვენ პრაქტიკულად არცერთ ენაზე არ შევხვედრვართ. შესაძლოა, საკამათო და მიუღებელი იყოს ის მიზანი, რაც ჩვენ დავისახეთ, ანუ - ყველა იმ სიტყვის ერთად თავმოყრა, განურჩევლად მათი სპეციალიზაციისა, რომლებიც იხმარება თანამედროვე ქართული ენის ზეპირსიტყვიერებასა თუ წერილობით დოკუმენტებში, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შრომა გამართლებულად ჩაითვლება.

ლექსიკონს, რა თქმა უნდა, არ გააჩნია ყველა ცნობის დეტალური განხილვის მიზანი, აქ მხოლოდ ძირითადი ინფორმაციაა თავმოყრილი, რაც ყოველდღიურ მუშაობაში გამოადგება მკითხველთა ფართო წრეს.

ლექსიკონის გარკვეული ღირსება ის გახლავთ, რომ თანამედროვე გეოგრაფიულ-პოლიტიკური (ტოპონიმიკური ცვლილებანი, მოსახლეობის რიცხობრივი მონაცემები და ა.შ.), საზოგადოებრივ-ბიბლიოგრაფიული თუ მიმდინარე ცხოვრების სხვა სპეციალური საკითხები პრაქტიკულად ასახავს დღევანდელ რეალურ სურათს და, რაც მთავარია, არანაირ უსაფუძვლო მოდერნიზმს, პოლიტიკურ მიკერძოებას თუ შეუმოწმებელ ინფორმაციას არ იზიარებს.

პირველ გამოცემაში არ მოხერხდა ბევრი სპეციფიკური თუ სპეციალური სფეროს ტერმინოლოგიის ჩართვა (ქართული ენის დიალექტური ფორმები, ტექნიკური ტერმინოლოგია, ჟარგონული ლექსიკა თუ სხვ), რაც შემდგომ გამოცემებში შეძლებისდაგვარად გავითვალისწინებთ.

ენციკლოპედიურ ლექსიკონში შემდეგი სახის თავისებურებანი შეინიშნება:

- თანამედროვე ქართველ და უცხოელ მოღვაწეთაგან ზოგს არ აქვს მიწერილი დაბადების ან გარდაცვალების წლები, რაც გამოწვეულია ასეთი ინფორმაციის არარსებობით ჩვენთვის ხელმისაწვდომ წყაროებში. ვიმედოვნებთ ამ ხარვეზის აღმოფხვრას შემდგომ გამოცემებში.

- ქართველი მოღვაწეების, ქართული ტოპონიმებისა და ცნობების განმარტებისას არ არის კონკრეტულად მითითებული მათი „ქართულობა-ქართველობა“ (რაც თავისთავად იგულისხმება) უცხოელებთან დაკავშირებით კი განსამარტი ერთეულის სადაურობა აუცილებლად დაკონკრეტებულია.

- ლექსიკონი შექმნილია იმ პერიოდში, როცა საბჭოური ეპოქის იდეურ-თემატურ ცნებებს ჯერაც არ დაუკარგავთ თავისი მნიშვნელობა, ამიტომაცაა მასში შენარჩუნებული ხსენებული ეპოქის ბევრი პოსტულატი (საბჭოთა კავშირის გმირობა, სახალხო არტისტობა, სახალხო მხატვრობა, მასში შემავალი ყოფილი რესპუბლიკების დაწვრილებითი ტოპონიმიკა და ა.შ.). ანუ: „საბჭოური“ ტიტული ჩვენ მივიჩნიეთ პიროვნების რეალურ დამსახურებად და არა იდეოლოგიურ გადმონაშთად.

- ლექსკიკონში სრულადაა უგულვებელყოფილი საბჭოური სინამდვილის იმ პიროვნებათა ან მოვლენათა ნუსხა, რომელთა ხსოვნა მხოლოდ კომუნისტური ქვეყნის იდეოლოგიურ საფუძველს სჭირდებოდა და არა ისტორიულ სინამდვილეს. ამავე მიზეზით იგნორირებულია ამა თუ იმ ცნების განმარტებათა ისეთი „ეპითეტები“ როგორიცაა: „კაპიტალისტური“, ბურჟუაზიული და ა.შ.

- ლექსიკონში, შეძლებისდაგვარად შეტანილია მთელი მასალა, რაც საბჭოური იდეოლოგიის მიერ იყო უგულვებელყოფილი და რაც ე.წ. „დასავლური კულტურის“ მნიშვნელოვან ცნებებს წარმოადგენენ, თუმცა (ჩვენი პასუხისმგებლობით) იგნორირებულია ის ფსევდოკულტურული მოვლენები, რაც თანამედროვე იაფფასიანმა დასავლურმა ცნობიერებამ მოიტანა და რასაც მარადიულობის, ან თუნდაც ხანგრძლივობის, არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

- რელიგიური და მითოლოგიური ცნებების განმარტებისას დაცულია სრული ობიექტურობა, რაც ყოველი ამგვარი ფენომენის ერთ ჭრილში განხილვას გულისხმობს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით, ლექსიკონში შევიტანეთ ისეთი რელიგიურ-მითოლოგიური ცნებები (ჩინური, იაპონური, ინდური, სკანდინავიური, კელტური თუ სხვა სამყაროდან), რაც პრაქტიკულად არსადაა დაფიქსირებული ქართულ ენაზე, ამიტომ ჩვენს ენაზე ამგვარ სიტყვებს საკუთარი პასუხისმგებლობით მოვუძებნეთ მაქსიმალურად სწორი ფორმა.

- უცხოური სიტყვების გადმოქართულებისას ვიცით ამ ტრადიციას, რაც განვლილი ორასწლეულის პერიოდში დამკვიდრდა (ანუ - „გენეზისი“ და არა „ჯენეზისი“, „კლინტონი“ და არა „ქლინტონი“) თანამედროვე ეპოქაში შემოსულ სიტყვებს კი პრაქტიკულად ვუნარჩუნებთ ორიგინალურ ჟღერადობას.

- ლექსიკონში მაქსიმალური სიზუსტითაა მოცემული პოსტკომუნისტური თუ სხვა ქვეყნის სახეშეცვლილი ტოპონიმების თანამედროვე ვარიანტები.

- ლექსიკონში შესულია ამა თუ იმ სფეროს (ბიზნესი, სპორტი, ხელოვნება) სპეციალური თანამედროვე ტერმინოლოგია, რაც, რა თქმა უნდა, სრულყოფილი არ არის, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ გამოცემებში მეტი სისრულით ავსახავთ ხსენებულ მასალას.

- ლექსიკონში, გარდა ფართო სპეციალიზაციისა, აქვს ვიწრო საკროსვორდო დანიშნულებაც, ამიტომაც მასში გათვალისწინებული ისეთი იშვიათი აგებულების სიტყვები (პიროვნებათა სახელები, პერსონაჟები, მხატვრული ნაწარმოებბების სათაურები, თანამედროვე ცნებები), რომლებიც გარკვეულ სამსახურს გაუწევს კროსვორდის და ინტელექტუალური გართობის სხვა სახეობათა მოყვარულებს.

- ლექსიკონში არ არის არანაირი შემოკლება (გარდა ამა თუ იმ სიტყვის სადაურობის მითითებისა, შემოკლებანი იწვევს გაუგებრობას და უხერხული შეცდომების სათავე ხდება.

- ამა თუ იმ პიროვნებას ცხოვრების ან მხოლოდ დაბადების წლები მითითებული მის შესახებ არსებული ინფორმაციის ბოლოში (ფრჩხილებში).

- ლექსიკონს დართული აქვს ნობელის პრემიის ლაურეატების 1901-2003 წლების სია. მეორე და მესამე წიგნზე გათვალისწინებულია სხვა სახის საცნობარო მასალის დართვა.

- ლექსიკონის მთელი ტექსტი ააწყო და დააკაბადონა ამ სტრიქონების ავტორმა და სწორედ ამან გახადა შესაძლებელი მისი მომზადება შემჭიდროებულ ვადებში, თუმცა, ამავე მიზეზით გარკვეული უზუსტობანიც შეინიშნება.

- შესაძლო შეცდომები:

ა) შესაძლოა არაზუსტად იყოს გარდაცვალების წელი ზოგი იმ პიროვნების, რომელიც XX საუკუნის 70-იან წლებში გამოიცა.

ბ) შესაძლოა, უზუსტობანი შეინიშნებოდეს შეინიშნებოდეს პოსტკომუნისტურ სივრცეში განხორციელებული ტოპონიმიკური ცვლილებების ორთოგრაფიაში, რაც ჩვენს ენაზე ჯერ არავის დაუდგენია და ამდენად ამის მიჩნევა შეცდომად არ იქნება მართებული.

გ) შესაძლოა, ერთი პიროვნება ან ცნება ორჯერ იყოს მოხსენიებული სხვადასხვა ადგილზე (ვთქვათ, გაიგერ - გეიგერი, გოარი - გიჰარი), რაც სხვადასხვა წყაროებში სხვადასხვაგვარი ვარიაციების არსებობითაა გამოწვეული.

ვაკონკრეტებთ - ასეთი შეცდომები შესაძლოა იყოს ან არ იყოს. არსებობის შესაძლებლობა კი მასალის ძალზე დიდი მოცულობით და მრავალფეროვნებითაა განპირობებული შეცდომების არსებობა არარსებობის წიგნის მოხმარებისას შევიტყობთ (რაშიც, იმედია, თქვენც დაგვეხმარებით) და შევასწორებთ. შედარებისათვის აღვნიშნავთ, რომ ამ ლექსიკონზე მუშაობისას ბევრი წყაროს გადახედვა მოგვიხდა და ბევრად უფრო ავტორიტეტულ გამოცემებში მრავალი ლაფსუსი აღმოვაჩინეთ, რაც აღვნუსხეთ კიდეც და საჭირო შემთხვევაში შეგვიძლია მივაწოდოთ დაინტერესებულ პირებს.

უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონის პირველი გამოცემა ერთგვარ ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს და ძალზედ მცირე რაოდენობით იბეჭდება, რაც, გარდა ექსპერიმენტულობისა, იმითაცაა განპირობებული, რომ დღევანდელ პირობებში წიგნის რეალიზაცია გაძნელებულია. წიგნის შეძენის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ (79-53-70 ან 877 45 19 80).

გვაქვს კიდევ დიდი თხოვნა: ნებისმიერი შეცდომა რასაც თქვენ აღმოაჩენთ, გთხოვთ გვაცნობოთ.

ალექსანდრე ელერდაშვილი

3 ნობელის პრემიის ლაურიატები

▲ზევით დაბრუნება


  • 1980 წელი
    კლეინი (
    Klein) ლორენს
    (1920 - ) აშშ
    შრომები ეკონომეტრიული მოდელების შექმნის და მათი გამოყენების სფეროში.

  • 1981 წელი
    ტობინი (
    Tobin) ჯეიმზ
    (1911-2002) აშშ
    გამოკვლევები ფინანსური ბაზრების და მომხმარებლური სფეროს კავშირის დარგში.

  • 1982 წელი
    სტიგლერი (S
    tigler) ჯორჯ
    (1911-1991) აშშ
    ფინანსური ბაზრების საწარმოო სტრუქტურების შესწავლა.

  • 1983
    დებრე (
    Debreu) ჯერარდ
    (1921 - ) აშშ
    შრომები საერთო ეკონომიკური თანაფარდობის სფეროში.

  • 1984 წელი
    სტოუნი (Stone) რიჩარდ
    (1913 - 1991) დიდი ბრიტანეთი
    ეროვნული ანგარიშების სტატისტიკური საზომის სისტემის შექმნა.

  • 1985 წელი
    მოდილიანი (Modigliani) uranko
    (1918 - ) აშშ
    ადამიანთა ქცევის გაანალიზება დანაზოგთან მიმართებაში

  • 1986 წელი
    ბიუკენენი (
    Buchanen) ჯეიმზ
    (1919 - ) აშშ
    შრომები ფინანსური პოლიტიკის სფეროში

  • 1987 წელი
    სოლოუ (
    Solow) რობერტ
    (1924 - ) აშშ
    ფუნდამენტური შრომები ეკონომიკური თეორიის სფეროში.

  • 1988 წელი
    ალე
    (Allais) მორის
    (19111 - ) აშშ
    შრომები ინვესტიციების ეკონომიურობის ურთიერთკავშირთა სფეროში.

  • 1989 წელი
    ჰოველმო (
    Haavelmo) ტრიუგეე
    (1911 - ) ნორვეგია
    შრომები ეკონომეტრიის სფეროში

  • 1990 წელი
    მერკოვიჩი (
    Merkowitz) ჰარი
    (1927 - ) აშშ
    მილერი (Miller)
    (1923 - 2000) აშშ
    შარპი (Sharpe) იულიამ
    (1934 - ) აშშ
    გამოკვლევები ფინანსების სფეროში

  • 1992 წელი
    ბეკერი (
    becker) გარი
    (1930 - ) აშშ
    შრომები მიკროეკონომიკური ანალიზის სფეროთა გაფართოების საკითხში.

  • 1993 წელი
    ნორტი (
    North) დუგლას სესილ, აშშ
    ფოგელი (Fogel) რობერტ, აშშ
    ეკონომიკური მეთოდების გამოყენება ისტორიული მოვლენათა შესწავლის დროს.

  • 1994 წელი
    ზელტენი (
    Selton) რეინფარდტ, გერმანია
    ნეში
    (Nash) ჯონ, აშშ
    ჰარსანი
    (Harsznyi) ჯონ აშშ

  • 1995 წელი
    ლუკასი (lucas)
    რობერტ აშშ

  • 1996 წელი
    მირლესი (Mirrless)
    ჯეიმზ, დიდი ბრიტანეთი
    ვიკრი (Vickrey) უილიამ, აშშ

  • 1997 წელი
    მერტონი (Meron)
    რობერტ, აშშ
    შოულზი (Sholes) მირონ, აშშ

  • 1998 წელი
    ამარტია სენი (Amartya Sen)
    ინდოეთი
    სიღატაკის მიზეზების კვლევა მესამე მსოფლიოს ქვეყნებში

  • 1999 წელი
    მანდელი (Mundell)
    დენიელ
    (1932 - ) კანადა
    შრომები მონეტარული და ფინანსური პოლიტიკის ანალიზის სფეროში.

  • 2000 წელი
    ჰეკმანი (Heckman
    ) ჯეიმზ, აშშ
    მაკფადენი (McFadden) დანიელ, აშშ
    შრომები ახალი მიკროეკონემტრიული მიმართულებების სფეროში

  • 2001 წელი
    აკერლოფი (Akerlof
    ) ჯორჯ
    (1949 - ) აშშ
    სპენცი (Akerlof) ბაიკლ
    (1943 - ) აშშ
    სტიგლიცი (Akerlof) ჯოზეფ
    (1943 - ) აშშ

  • 2002 წელი
    კანემანი (Kanheman)
    დანიელ, აშშ
    სმიტი (Smith) ვერნონ, აშშ

  • 2003 წელი
    ენგლი (Engle)
    რობერტ, აშშ
    გრენგერი (Granger) კლაივ, დიდი ბრიტანეთი

4 გამოყენებული ლიტერატურისა და ელექტრონული ენციკლოპედიების სია

▲ზევით დაბრუნება


- სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, წიგნი I, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თბილისი, 1966, „საბჭოთა საქართველო“.

- ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი, ვარლამ თოფურიას რედაქციით, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თბილისი, 1968, „განატლება

- მითოლოგიური ლექსიკონი (შეადგინა ნოდარ გაფრინდაშვილმა), თბილისი, 1972, „განათლება“.

- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტომი მეორე (ატოცობა - გარიგება), 1977 წ., ტომი მესამე (გარიგება - ეგე), 1978 წ, ტომი მეოთხე (ეგევსი - თუთა), 1979 წ.

- აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, თბილისი, 1983. „საბჭოთა საქართველო“.

- რუსულ-ქართული ლექსიკონი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თბილისი, 1983. „საბჭოთა საქართველო“

- ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (შეადგინა კონა გიგინეიშვილმა). თბილისი, 1985 წ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია.

- საქართველოს სსრ გეპფრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (მასალები), თბილისი, 1987 წ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მტავარი სამეცნიერო რედაქცია.

- საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორტოგრაფიული ლექსიკონი, თბილისი, 1987 წ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია.

- საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორტოგრაფიული ლექსიკონი, თბილისი, 1089 წ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია.

- უცხოურ პირთა სახელები ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბილისი, 1989 წ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია.

- უცხო სიტყვათა ლექსიკონი (შეადგინა მიხეილ ჭაბასვილმა), მესამე შესწორებული და სევსებული გამოცემა, თბილისი, 1989 წ, „განათლება“.

- ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (ერთტომეული), ნაკვეთი ა-ლ, თბილისი, 1990 წ, ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია.

- აკაკი გელოვანი, „რწმენა, ღმერთები, ადამიანები“. რელიგიურ ტერმინთა ლექსიკონი. თბილისი, 1990 წ. საქართველოს კპ ცკ-ის გამომცემლობა.

- Англо-русский словарь (Составил В. К, М олзер). Москва. 1962, Государственное издательство иностранных и национальных словарей.

- Персидско-русский словарь, издание 2-е (под руководством Ю. А. Рубинчика), Москва, 1983 Русский язык

- Малый атлас мира, Москва, 1986, Главное управление геодезии и картографии при министров СССР.

- Словарь иностранных слов, 17-е издание, Москва, 1988, Русский язык.

- Шахматы, Энциклопедический словарь (главный редактор А. Е. Карпов), Москва, 1990, Советская энциклопедия)

- Большая Энциклопедия Кирилла и Мефодия, 2003.

- Энциклопедия кино Кирилла и Мефодия, Версия 2002.

- 2002 GROLIER Multimedia Encycclopedia, Deluxe 2CD.

- ENCARTA 2004 Encyclopedia, Deluxe 3CD

5

▲ზევით დაბრუნება


  1. ქართული ანბანის პირველი ასო. მისი სახელია „ანი“. შეესაბამება შუა რიგის დაბალ, ნეიტრალურ-არალაბიალიზებულ ხმოვანს. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ციფრ ერთს (1).

  2. ნაწილაკი, იგივეა, რაც აჰა.ა) შორისდებული, იგივეა, რაც აა!

  3. წინსართი ზმნისა:

ა) აღნიშნავს მიმართულებას ქვევიდან ზევით.
ბ) ზმნის უსრული სახის ფორმას აქცევს სრული სახისად.
გ) აწმყოს ფორმას აძლევს მყოფადის მნიშვნელობას.
მეშველი ზმნის შეკვეცილი სახე (კაცი-ა).

  1. (ხმოვნით დაწყებულ სიტყვებთან -ან) - უარყოფითი თავსართი, რომელიც უმთავრესად ბერძნულ-ლათინურ სიტყვებს ერთვის.

5.1 აა

▲ზევით დაბრუნება


აა - ქართული ენის შორისდებული, გამოხატავს ვინმესთან შეხვედრით გამოწვეეულ სიამოვნებას ან გაოცებას.

აადუ - ესტონელი მწერლის, ჰინტის სახელი.

აავი ევალდ - ესტონელი კომპოზიტორი და საგუნდო დირიჟორი (1900-1939 წწ).

ააიუნი - იხილე ელ-აიუნი.

ააკიერი იეპე - იხილე ოკიერი .

აალება - საწვავი ნივთიერების ანთება ცეცხლის წყაროს შეხებით.

აალსტი - იხილე ალსტი.

აალტო ალვარ ჰუგო ჰენრიკ - ფინელი არქიტექტორი (1898-1976 წწ).

აალტონენი ვიაინიო ვალდემარ - ფინელი მოქანდაკე და ფერმწერი (1894-1966 წწ).

აამსთა - ფეოდალური კლასის წარმომადგენელი აფხაზეთში, შეესაბამება ქართულ აზნაურს.

აარაუ - ქალაქი შვეიცარიაში, აარგაუს კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი (70 ათასი).

აარგაუ - კანტონი შვეიცარიის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე აარეს ქვემო დინებაში.

აარე - მდინარე შვეიცარიაში, რაინის მარცხენა შენაკადი, აუზის ფართობი - 17,8 ათასი კვ.კმ. სიგრძე - 295 კილომეტრი.

აარნე ანტი ამატუს - ფინელი ფოლკლორისტი (1867-1925 წწ).

აარონი- იხილე არონი

აარონი მანუელ - ინდოელი მოჭადრაკე, პირველი საერთაშორისო ოსტატი ინდოეთში (დაიბადა 1935 წელს).

აარონი ჰენკ - ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი ამერიკელი ბეისბოლისტი (დაიბადა 1934 წელს).

აარონოვშჩინა - რუსული სტაროობრიადული სექტანტური მოძრაობა.

აასენი ივარ ანდრეას - ნორვეგიელი პოეტი და დრამატურგი (1813-1896 წწ).

ააფსთა - იხილე ბაკლანოვკა.

ააცი (ყოფილი ბაკლანოვკა) - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ააფსთის (ბაკლანოვკის) მარცხენა ნაპირზე. თემის ცენტრი (მოიცავს 5 სოფელს: ააცი, ალრა, ალძიხი, ბინთხა, კუტიძრა). ზღვის დონიდან - 40 მეტრი, შავი ზღვიდან - 6 კილომეტრი, გუდაუთიდან - 13 კილომეტრი. ამჟამად კონტროლდება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ. საქართველოს უახლესი (2010 წ) კანონმდებლობით მიეკუთვნება „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს“.

აახენი (ახენი) - ქალაქი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში (260 ათასი).

აახი (იახი) - მთვარის ღვთაება ძველ ეგვიპტეში.

5.2 აბ

▲ზევით დაბრუნება


აბა

  1. ქართული ენის შორისდებული, აღნიშნავს დასტურს, გაოცებას, დამუქრებას.

  2. ქალაქი ნიგერიის სამხრეთ ნაწილში (265 ათასი).

აბააჟვახუ

  1. (ყოფილი თილითი) - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (თხინის თემის საკრებულო), კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მოქვის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან - 240 მეტრი, შავი ზღვიდან - 19 კილომეტრი, ოჩამჩირიდან - 25 კილომეტრი. აქ იყო აფხაზეთის კათალიკოსის სასახლე (შემორჩენილია ნანგრევები „თლუთ აბაას“ სახელწოდებით). XVII საუკუნეში 80-იან წლებში ქართული მოსახლეობა აფხაზურმა შეცვალა და სოფელს „აბააჟვახუ“ დაერქვა. ამჟამად (2010 წ.) კონტროლდება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ. საქართველოს უახლესი კანონმდებლობით მიეკუთვნება „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს“.

  2. სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (ჯგერდის თემის საკრებულო). კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ცხენისწყლის (აფხაზეთისა) სათავესთან. ზღვის დონიდან - 260 მეტრი, შავი ზღვიდან - 22 კილომეტრი, ოჩამჩირიდან - 25 კილომეტრი. ამჟამად კონტროლდება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ. საქართველოს უახლესი (2010 წ) კანონმდებლობით მიეკუთვნება „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს“.

აბააქითი - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (კუტოლის თემი), მდინარე ბზანის სათავეში, ზღვის დონიდან - 260 მეტრი, შავი ზღვიდან - 22 კილომეტრი, ოჩამჩირიდან - 25 კილომეტრი. შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხე-კოშკისა და ეკლესიის ნანგრევები. ამჟამად კონტროლდება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ. საქართველოს უახლესი (2010 წ) კანონმდებლობით მიეკუთვნება „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს“.

აბაახუდა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში (ანუხვის თემის საკრებულო). ზღვის დონიდან - 150 მეტრი, შავი ზღვიდან - 4 კილომეტრი, გუდაუთიდან - 24 კილომეტრი. ამჟამად კონტროლდება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ. საქართველოს უახლესი (2010 წ) კანონმდებლობით მიეკუთვნება „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს“.

აბაბა - ლაგაშის ღმერთი, შუმერული ეპოსის გმირი.

აბაგური - დაბა რუსეთის კემეროვოს ოლქში.

აბადანი - ქალაქი ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პორტი მდინარე შატ-ელ-არაბზე (340 ათასი).

აბადი - ქალაქის აღმნიშვნელი ბოლოსართი აღმოსავლურ ტოპონიმებში.

აბადი (ებადი) შირინ - ირანელი საზოგადო მოღვაწე ქალი, სამართალდამცავი და იურისტი, 2003 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (დაიბადა 1947 წელს).

აბადიტები (იბადიტები) - ხარიჯიტების მუსლიმანური სექტის ზომიერი ფრთის მიმდევრები.

აბადო კლაუდიო - იტალიელი დირიჟორი (დაიბადა 1933 წელს).

აბადონა - პერსონაჟი მიხაილ ბულგაკოვის რომანისა „ოსტატი და მარგარიტა“, ომის დემონი.

აბაევი ვასილი - საბჭოთა ეპოქის ენათმეცნიერი, ფოლკლორისტი, ლექსიკოგრაფი. დაიბადა საქართველოში (1900-1975 წწ).

აბავა - მდინარე ლატვიაში.

აბაზა - ქალაქი რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში, ხაკასეთის რესპუბლიკაში (20 ათასი).

აბაზა ალექსანდრე - რუსეთის ფინანსთა მინისტრი 1880-81 წლებში (1821-1895 წწ).

აბაზანა - ჰიგიენური და სამკურნალო პროცედურების ჩასატარებელი საგანგებო ჭურჭელი.

აბაზასძე ივანე - XI საუკუნის I ნახევრის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე ქართლის ერისთავთერისთავის ბაგრატ IV-ის დროს.

აბაზასძენი - აღმოსავლეთ საქართველოს ფეოდალური საგვარეულო. წარმომავლობით დაკავშირებული ჩანს IX-X საუკუნეების შიდა ქართლის ერისთავების - ტბელების - ფეოდალური სახლთან.

აბაზაძე მანანა - მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1947 წელს).

აბაზაძე ნიკოლოზ - ეთნოგრაფი, საზოგადო მოღვაწე (1863-1931 წწ).

აბაზ ბაკურიანის ძე - XI საუკუნის ქართველი მოღვაწე, ბიზანტიის იმპერიის მაგისტროსი, ძმა გრიგოლ ბაკურიანის ძისა.

აბაზგები - ძველი აფხაზური ტომი. პირველად იხსენიებს არიანე ფლავიუსი (II ს.). იმ დროს აბაზგები აფსილების ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ და დაახლოებით ახლანდელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ეკავათ.

აბაზგია - აბაზგებით დასახლებული ისტორიული მხარე დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე.

აბაზები (აფხაზურადაშვი“) - აფხაზების მონათესავე ხალხი, რომელიც დღევანდელი ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიაში ცხოვრობს.

აბაზი - წვრილი ფულის 20 ერთეული აღმოსავლეთის ქვეყნებში. ვერცხლის მონეტის სახით პირველად შემოიღო შაჰ-აბას I-მა (აქედან წარმოდგა მისი სახელიც - „აბას-ი“ ანუ „აბასისა“).

აბაზია (უფრო სწორია: აბასია) [ბერძ. a (უარყოფითი ნაწილაკი) და basis მოძრაობა, სიარული] - მედიცინაში - სიარულის უნარის დაკარგვა, მეტწლად ნერვული სისტემის დაავადების შედეგად (იხილე აგრეთვე, ასტაზია).

აბაზური ენა - აბაზების მშობლიური ენა.

აბათაი-ხანი - მონღოლი მთავარი, თუშეთუ-ხანების სამთავრო სახლის დამაარსებელი (1534-1586 წწ).

აბათხევი - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში (წყალთბილას თემის საკრებულო). ზღვის დონიდან -1340 მეტრი, ახალციხიდან - 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 330 ადამიანი.

აბაი

  1. ცისფერი ნილოსის ზედა დინების სახელი ეთიოპიაში.

  2. (1961 წლამდე ჩურუბაი-ნურა) - ქალაქი ყაზახეთის ყარაღანდის ოლქში (45 ათასი).

  3. იხილე აბე.

აბაი კუნანბაევი - ყაზახი პოეტი-განმანათლებელი, დამწერლობიანი ყაზახური ლიტერატურის ფუძემდებელი (1845-1904 წწ).

აბაიმე - შიშის გამომხატველი შორისდებული ქართული ენისა.

აბაის სტეპი - მთათაშორისი დაბლობი რუსეთის ალთაის მთებში.

აბაიშვილი ჯემალ - ხელბურთელი, მეკარე. თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკში“ (1961-70), კრასნოდარის სკიფ-სა (1971-73) და სსრკ-ს ნაკრებში (1962-67). სსრკ-ს ორგზის ჩემპიონი (1962, 64), სამგზის მეორე (1965, 66, 67) და ორგზის მესამე (1963, 71) პრიზიორი. მონაწილეობდა ორ მსოფლიო ჩემპიონატში (1964, 67 წწ). სსრკ-ს ნაკრებში ჩაატარა 51 მატჩი. სპორტის საპატიო ოსტატი (1938-1989 წწ).

აბაკა (ესპ.)

  1. ტროპიკული მცენარე, საფეიქრო ბანანი.

  2. ამ მცენარის ბოჭკო, რომლისგანაც ამზადებენ გემის მოსართავებს.

აბაკანი

  1. (1925-31 წლებში ხაკასსკი) - ქალაქი რუსეთის კრასნოიარსკის მხარის ხაკასეთის რესპუბლიკაში (165 ათასი).

  2. მდინარე რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში, ენისეის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 514 კილომეტრი).

აბაკანის სტეპი - დაბლობი მდინარე აბაკანის მარცხენა სანაპიროზე.

აბაკანის ქედი - მდებარეობს დასავლეთ ციმბირის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (სიგრძე - 300 კილომეტრი, სიმაღლე - 1980 მეტრამდე).

აბაკელია თამარ - მოქანდაკე, გრაფიკოსი და თეატრის მხატვარი, საქარველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1905-1953 წწ).

აბაკელია იოსებ - ფთიზიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1882-1938 წწ).

აბაკი (ბერძნ.)

  1. საანგარიშო დაფა არითმეტიკული გამოთვლებისათვის ძველ საბერძნეთსა და რომის იმპერიაში, მოგვიანებით - დასავლეთ ევროპაშიც.

  2. არქიტექტურულ ორდერებში სვეტის კაპიტელის ზედა ფილა.

აბაკუმი - რუსული სტაროობრიადული მოძრაობის მამამთავარი XVII საუკუნეში.

აბაკუმოვი გლებ - რუსი ქიმიკოსი (დაიბადა 1937 წელს).

აბაკურა - იხილე ჰაბკვირის ქედი.

აბალაკოვები ვიტალი (1905-1986 წწ) და ევგენი (1907-1947 წწ) - რუსი ალპინისტი ძმები.

აბალკინი ლეონიდ - რუსი ეკონომისტი, აკადემიკოსი (დაიბადა 1930 წელს).

აბანდონი - ტვირთ ან გემთფლობელის მიერ თავისი უფლებების დათმობა დაზღვეულ ქონებაზე დამზღვევის მიმართ.

აბანთოსი - იხილე აბანტი.

აბანი - დაბა რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.

აბანიანო ნიკოლა - იტალიელი ფილოსოფოსი, ე.წ. პოზიტიური ეკზისტენციალიზმის ფუძემდებელი (1901-1990 წწ).

აბანკინი პავლე - რუსი ადმირალი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1902-1965 წწ).

აბანო

  1. ტანის დასაბანად საგანგებოდ მოწყობილი შენობა, სადაც, ცხელი წყლის გარდა, ზოგკერ იყენებენ ცხსელ ჰაერს (თურქული, ფინური) ან ორთქლს (რუსული).

  2. (აბანოს სერი) - უღელტეხილი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. გადასასვლელი მდინარე სტორის ხეობიდან თუშეთის ალაზნის ხეობაში. ზღვის დონიდან - 2950 მეტრი.

  3. მყინვარი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის მასივის აღმოსავლეთ კალთაზე.

  4. სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში (ბრეზის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ლოპანისწყლის ნაპირებზე. ზღვის დონიდან - 720 მეტრი. ქარელიდან - 27 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 368 კაცი.

  5. სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (კობის თემის საკრებულო), მდებარეობს თრუსოს ხეობაში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 2160 მეტრი, სტეფანწმინდიდან - 28 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში უკვე აღარავინ ცხოვრობს.

  6. სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში (ყემულთის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე სარითარის (ფაწის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1440 მეტრი, ჯავიდან - 20 კილომეტრი. ამჟამად კონტროლდება სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ. საქართველოს უახლესი (2010 წ) კანონმდებლობით მიეკუთვნება „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს“.

აბანოეთი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ბუგეულის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 600 მეტრი, ამბროლაურიდან - 13 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 180 ადამიანი.

აბანოზი - ძვირფასმერქნიანი ხე, იგივე ეკალმუხა.

აბანოზისებრნი - ძვირფასმერქნიან მცენარეთა ოჯახი, ხარობს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში.

აბანოთუბანი (იგივე თათრის მეიდანი) - ძველი თბილისის უბანი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.

აბანოს სერი - უღელტეხილი, იხილე აბანო.

აბანოსღელე

  1. მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი სოფელ გუდათუბანთან.

  2. მდინარე ახალციხის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) მუნიციპალიტეტში.

ბანოს ღრუბელი (Euspongia officinalis) - ცხოველი ღრუბლების ტიპისა, რომელიც შეიცავს რქოვან ნივთიერებას - სპონინგს; მისგან ამზადებენ ტანის დასაბან ღრუბელს.

აბანოსხევი

  1. სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ლაფანაანთკარის თემის საკრებულო), მდინარე აბანოსხევის (არაგვის მარცხენა შენაკადი) ორივე ნაპირზე. ზღვის დონიდან - 580 მეტრი, დუშეთიდან - 13 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 471 კაცი.

  2. მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, არაგვის მარცხენა შენაკადი.

აბანო-ტერმე - ბალნეოლოგიური კუროტი იტალიაში (ვენეციის ოლქი).

აბანტები - თრაკიელთა ტომი ძველ საბერძნეთში.

აბანტი (აბასი, აბანთოსი) - არგოსის მეთორმეტე მეფე (ძველი საბერძნეთი).

აბანტიადები - აბანტის შვილები: აკრისიოსი, კანეთოსი, ოე.

აბანტიადი - აკრისიოსის ასულ დანაეს მეტსახელი, როგორც აბანტის შვილიშვილისა.

აბანტიდა - აბანტის (აბანტოდების) კუნძული, იგივე კუნძული ევბეა.

აბაჟური (ფრანგ.) - ლამპის საფარი.

აბარბანელი იეჰუდა - ესპანელ-ებრაელი რელიგიური მწერალი-მოაზროვნე (1470-1521 წწ).

აბარი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ლიხეთის თემის საკრებულო), მდებარეობს ლეჩხუმის ქედის სამხრეთ კალთაზე. მდინარე ლუხუნისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 880 მეტრი, ამბროლაურიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 180 ადამიანი.

აბარიდი (აბარისი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აპოლონის ქურუმი, ჰიპერბორეელი გმირი.

აბარისი - იხილე აბარიდი.

აბარმადი - იხილე აბრამადი.

აბარნიდა - კონცხი ჰელესპონტზე (ძველი საბერძნეთი).

აბას I (შაჰ-აბას დიდად წოდებული) - ირანის შაჰი 1587-1629 წლებში (1571-1629 წწ).

აბას II - ირანის შაჰი 1633-66 წლებში.

აბასთუმანი

  1. დაბა (1926 წლიდან) ადიგენის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოცხის ხეობაში. ზღვის დონიდან - 1340 მეტრი. ადიგენიდან - 25 კილომეტრი, რკინიგზის სადგურ ახალციხიდან - 28 კილომეტრი. სამთოკლიმატური კურორტი (3 ათასი).

  2. სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში (ვარხანის თემის საკრებულო), მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოცხის ხეობაში. ზღვის დონიდან - 1160 მეტრი. ადიგენიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 371 ადამიანი.

  3. სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჯუმის მარცხენა სანაპიროზე, თემის ცენტრი (მოიცავს 3 სოფელს: აბასთუმანი, მენჯი, ხეცერა.). ზღვის დონიდან 100 მეტრი. ზუგდიდიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1152 ადამიანი.

  4. მცირე ცთომილი №1390.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, მდებარეობს ყანობილის მთაზე, დაარსებულია 1932 წელს.

აბასთუმნისწყალი - მდინარე, იხილე ოცხე.

აბასი ფერჰათ - ალჟირის დროებითი მთავრობის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1958-61 წლებში (1899-1985 წწ).

აბასი ხოჯა აჰმადი - ინდოელი მწერალი და კინორეჟისორი (1914-1987 წწ).

აბასია - იხილე აბაზია.

აბასიანები (აბასიდები) - არაბი ხალიფების დინასტია 750 - 1258 წლებში.

აბასიანთა სახალიფო - არაბული სახელმწიფო 750-1258 წლებში. შეიქმნა აბუ მუსლიმის აჯანყების შედეგად, რომელმაც ბოლო მოუღო ომანიანთა დინასტიის ბატონობას.

აბას იბნ ალ-აჰნაფი აბუ -ფადლ - არაბი პოეტი (750 - დაახლოებით 808 წწ).

აბასიდები - იხილე აბასიანები.

აბასიიანიკი საიდ ფაიკ - თურქი მწერალი (1907-1954 წწ).

აბას მარვაზი - სპარსულ-ტაჯიკური პოეზიის წარმომადგენელი (გარდაიცვალა 815 წელს).

აბას მაჰმუდ ალ-აკადი - ეგვიპტელი არაბი მწერალი (1889-1964 წწ).

აბას-მირზა - ირანის დიდი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, სამეფო ტახტის მემკვიდრე (1789 - 1833 წწ).

აბასოვი აზად - ყაზანელი თათარი საოპერო მომღერალი, ლირიული ტენორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1925 წელს).

აბასოვი მიტატ თეიმურ ოღლი - აზერბაიჯანელი გეოლოგი, აკადემიკოსი (დაიბადა 1926 წელს).

აბასოვი შურჰათ - უზბეკი კინორეჟისორი და სცენარისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1931 წელს).

აბას საჰათი - იხილე მეჰდიზადე აბას საჰათი.

აბატი (ლათ.)

  1. საეკლესიო ტიტული, რომელიც ენიჭება კათოლიკურ ეკლესიაში მამათა მონასტრის წინამძღვარს. სააბატო - კათოლიკური მონასტერი თავისი ადგილ-მამულებით.

  2. ფრანგი კათოლიკე მღვდლის ტიტული.

აბატისა (ლათ.) - კათოლიკე დედათა მონასტრის წინამძღვარი.

აბატსკი - დაბა რუსეთის ტიუმენის ოლქში.

აბაღა-ხანი - ირანის მონღოლი გამგებელი (1234-1282 წწ).

აბაღიანი არმენ - ატომური ენერგიის სფეროს მეცნიერი, მოღვაწეობს რუსეთში (დაიბადა 1933 წელს).

აბაშა

  1. ქალაქი საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარეებს აბაშასა და ნოღელას შორის, ზღვის დონიდან - 23 მეტრი. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. მოსახლეობა 6,5 ათასი (2002 წ.), სარკინიგზო სადგური; მანძილი თბილისიდან - 258 კილომეტრი.

  2. მდინარე აბაშის და მარტვილის მუნიციპალიტეტებში, ტეხურის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 66 კილომეტრი, აუზის ფართობი 370კვ.კმ.). იწყება ასხის კირქვული მასივის სამხრეთ კალთებიდან. მის სათავეს ქმნის მდინარეები რაჩხისწყალი და ტობა, რომლებიც ერთდება სოფელ ბალდის ზემოთ (ზღვის დონე 325 მეტრი).

აბაშეთი - ეთიოპიის ძველქართული სახელი.

აბაშელი (ნამდვილი სახელი და გვარი ისააკ ჩოჩია) ალექსანდრე - ქართველი პოეტი (1884-1954 წწ).

აბაშვილი გიორგი - საბჭოთა ეპოქის ვიცე-ადმირალი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1910 - 1975 წწ).

აბაშისპირი (ყოფილი საჩოჩიო) - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში (ნორიოს თემის საკრებულო). ზღვის დონიდან - 20 მეტრი აბაშიდან - 1,5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 356 ადამიანი.

აბაშის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარეში, კოლხეთის დაბლობზე. 1917 წლამდე ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრაში შედიოდა, 1917-1930 წლებში - სენაკის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია, 1963-1966 წლებში შედიოდა ყოფილ გეგეჭკორის (ამჟამად მარტვილის) რაიონში. ფართობი - 320,5 კვ.კმ. 1 ქალაქი, 40 სოფელი. მოსახლეობის რაოდენობა 28,5 ათასამდე (2006 წ).

აბაშიძე ასლან - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური 1991-2004 წლებში (დაიბადა 1938 წელს).

აბაშიძე გიორგი-მალაქია - იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე (გარდაიცვალა 1722 წელს).

აბაშიძე გრიგოლ გრიგოლის ძე - პოეტი და მწერალი (1914-1994 წწ).

აბაშიძე გრიგოლ დავითის ძე - პოეტი (1866-1903 წწ)

აბაშიძე გოჩა - კინომსახიობი (1930-1962 წწ).

აბაშიძე დავით (დოდო) - კინომსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1924-1990 წწ).

აბაშიძე დევი - კინორეჟისორი (დაიბადა 1924 წელს).

აბაშიძე დიმიტრი - თეატრის რეჟისორი (1893-1975 წწ).

აბაშიძე ვასილ (ვასო) - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1854-1926 წწ).

აბაშიძე ვახტანგ - თეატრის რეჟისორი (1897-1937 წწ).

აბაშიძე ვახუშტი - ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე (XVIII საუკუნის I ნახევარი).

აბაშიძე ირაკლი - პოეტი-აკადემიკოსი (1909-1992 წწ).

აბაშიძე კიტა - კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი (1870-1917 წწ).

აბაშიძე ლევან - კინომსახიობი (1965-1992 წწ).

აბაშიძე ლეილა - კინომსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1929 წელს).

აბაშიძე მემედ - საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი (1873-1941 წწ).

აბაშიძე როსტომ - კლასიკური (ბერძნულ-რომაული) სტილის მოჭიდავე, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი 1958, 1962 და 1963 წლებში (დაიბადა 1935 წელს).

აბაშიძე ტასო (ანასტასია) - მსახიობი, ვასო აბაშიძის ქალიშვილი (1881-1958 წწ).

აბაშიძე ჰაიდარ ალის ძე - საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი. სანჯაყ-ბეგ

აბაშიძეთა შთამომავალი (1893-1966 წწ).

აბაშიძეები - ფეოდალური საგვარეულო იმერეთში, ქართლსა და კახეთში.

აბაშიძე-ფინეზიშვილი ნიკოლოზ - იმერეთის 1819-1820 წლების აჯანყების აქტიური მონაწილე.

აბაჩა სანი - ნიგერიის მთავრობის ლიდერი 1993-98 წლებში (1933-1998 წწ).

აბაცვახუ (აბაცვა-ხუ) - მთა გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედის დასავლეთ ნაწილში.

აბაძეხები - ადიღეელების ეთნოგრაფიული ჯგუფი.

აბაძეხსკაია - აშელის ხანის ღია ტიპის ნამოსახლარი სტანიცებს აბაძეხსკაიასა და სევასტოპოლსკაიას შორის (რუსეთის კრასნოდარის მხარის ადიღეს ავტონომია).

აბახვამწა - იხილე აბახუამწა.

აბახუამწა (აბახვამწა) - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში (აბღარხუქის თემის საკრებულო), მდინარე ბაკლანოვკის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 80 მეტრი, შავი ზღვიდან - 7 კილომეტრი, გუდაუთიდან - 13 კილომეტრი. ამჟამად კონტროლდება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ. საქართველოს უახლესი (2010 წ) კანონმდებლობით მიეკუთვნება „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს“.

აბბა (აბრევიატურა) - XX საუკუნის 70-80-იანი წლების შვედური ანსამბლი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მთელ მსოფლიოში. შეიქმნა 1973 წელს, დაიშალა 1983 წელს. შემადგენლობა: ბიორნ ულვეუსი, ბენი ანდერსონი, ანი-ფრიდ ლინგსტადი, აგნეტა ფელტსკოგი.

აბგა - მხარიღლივ გადასაკიდი ჩანთა.

აბგავერა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში (ყულანურხვის თემის საკრებულო). ზღვის დონიდან - 70 მეტრი, შავი ზღვიდან - 5 კილომეტრი, გუდაუთიდან - 7 კილომეტრი. ამჟამად კონტროლდება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ. საქართველოს უახლესი (2010 წ) კანონმდებლობით მიეკუთვნება „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს“.

აბგარა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში (დურიფშის თემის საკრებულო). მდინარე ბელაიას მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 200 მეტრი, შავი ზღვიდან - 12 კილომეტრი, გუდაუთიდან - 15 კილომეტრი. ამჟამად კონტროლდება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ. საქართველოს უახლესი (2010 წ) კანონმდებლობით მიეკუთვნება „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს“.

აბდ (არაბულადმონა“) - არაბული სახელების შემადგენელი ნაწილი.

აბდალა - კუბელი პოეტის ხოსე მარტის პოემა.

აბდალი

  1. ავღანელ ტომთა ერთ-ერთი ჯგუფის - დურანის - სახელწოდება XVIII საუკუნის შუა წლებამდე.

  2. (გურულ დიალექტში) გონებასუსტი, დებილი.

აბდალიარი - აზერბაიჯანის ქალაქ ლაჩინის სახელი 1926 წლამდე.

აბდ-ალ-კადირი - ფრანგ დამპყრობთა წინააღმდეგ მებრძოლთა ბელადი ალჟირში, ეროვნული გმირი (1808-1883 წწ).

აბდ-ალ-ლაჰ იბნ ალ-ზუბაირი - არაბი პოლიტიკური მოღვაწე (624-692 წწ).

აბდ ალ-ლაჰ იბნ ალ-მუკაფა - იხილე იბნ ალ-მუკაფა.

აბდ ალ-ლაჰ იბნ ალ-საიდ მუჰამადი - სუდანის გამგებელი XIX საუკუნის მეორე ნახევარში (გარდაიცვალა 1899 წელს).

აბდ ალ-ლაჰ იბნ ალ-ფადლ ანტიოქიელი - ქრისტიანი არაბი მწერალი (XI საუკუნე).

აბდ ალ-ლაჰ იბნ ჰუსეინი - 1946-51 წლებში იორდანიის მეფე (1882-1951 წწ).

აბდ ალ-მალიქ იბნ მარვანი - ომაიანთა დინასტიის ხალიფა (646-705 წწ).

აბდალო - ყოფილი სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში (ქვეშის თემის საკრებულო). მდინარე მაშავერას მარცხენა ნაპირზე, დმანის-ბოლნისის გზატკეცილზე. ზღვის დონიდან - 620 მეტრი.

აბდ ალ-რაზაყ დუმბული - ირანის სამეფო კარის ისტორიკოსი (1763-1828 წწ).

აბდ ალ-რაზაყ სამარყანდი - შუააზიელი ისტორიკოსი, წერდა სპარსულ ენაზე (1413 - 1482 წწ).

აბდ ალ-რაჰმან I იბნ მუავია იბნ ჰიშამ - კორდოვის ომაიანთა დინასტიისა და საამიროს ფუძემდებელი, ამირა (734-788 წწ).

აბდ ალ-რაჰმან II იბნ ალ-ჰაქიმ - კორდოვის ამირა (792-852 წწ).

აბდ ალ-რაჰმან III - ალ-ნასირად („ძლევამოსილად“) წოდებული, კორდოვის ამირა (891-961 წწ).

აბდ ალ-რაჰმან ალ-შარკავი - იხილე შარკავი.

აბდ ალ-რაჰმან მომანდი (რაჰმან ბაბა) - ავღანელი პოეტი (1632-1706 წწ).

აბდ ალ-სამადი - ინდოელი მინიატურისტი და კალიგრაფი (გარდაიცვალა 1593 წლის შემდეგ).

აბდ ალ-ქარიმი - მაროკოს პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1881-1962 წწ).

აბდ-ალ-ყადირ-ხან ხათაქი - ავღანელი პოეტი, ლირიკოსი (1651 - დაახლოებით 1702 წწ).

აბდ ალ-ჰამიდ მომანდი - ავღანელი პოეტი (1660-1732 წწ).

აბდარაჰმან I - არაბული ემირატის დამაარსებელი პირენეს ნახევარკუნძულზე VIII საუკუნეში (731-788 წწ).

აბდაუბდა - უთავბოლო მსჯელობა.

აბდერა - ქალაქი თრაკიაში (ძველი საბერძნეთი).

აბდეროსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰერმესის ან პოსეიდონის ვაჟი, ჰერაკლეს საყვარელი მეგობარი და მხლებელი.

აბდერჰალდენი ემილ - შვეიცარიელი ბიოქიმიკოსი და ფიზიოლოგი (1877-1950 წწ).

აბდიკაცია (ლათ.) - მეფის გადადგომა ტახტიდან, ხელისუფლებაზე უარის თქმა.

აბდიშო - სირიელი მწერალი, ნესტორიანელი ღვთისმეტყველი (გარდაიცვალა 1318 წელს).

აბდო მუჰამად - ისლამის ეგვიპტელი რეფორმატორი და საზოგადო მოღვაწე (1849-1905 წწ).

აბდომენი (ლათ.) - ფეხსახსროვანი ცხოველების სხეულის უკანა ნაწილი, მუცელი.

აბდომინური - მედიცინის ცნება - მუცლის ღრუსთან დაკავშირებული; მუცლისა.

აბდრაშიტოვი ვადიმ - რუსი კინორეჟისორი (დაიბადა 1945 წელს).

აბდულა-ბეგი (არჩილი) - ქართლის მეფის იასეს (ალიყული-ხანის) ძე, სამეფო ტახტის პრეტენდენტი XVIII საუკუნეში.

აბდულა გორანი (სრული სახელი აბდულა სულეიმან გორანი) - ერაყელი ქურთი პოეტი (1904-1975 წწ).

აბდულაევი აბდულაჰ - უზბეკი მხატვარი (დაიბადა 1918 წელს).

აბდულაევი მიქაელ ჰუსეინ ოღლი - აზერბაიჯანელი ფერმწერი და გრაფიკოსი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1921 წელს).

აბდულაევი ჰაბიბ - უზბეკი პოეტი (1912-1962 წწ).

აბდულაზიზი (აბდ ალ-აზიზი) - 1861-76 წლებში ოსმალეთის სულთანი (1830-1876 წწ).

აბდულა საბირი (ნამდვილი სახელი და გვარი საბირჯან აბდულაევი) - უზბეკეთის სახალხო პოეტი (1905-1972 წწ).

აბდულატიპოვი რამაზან - რუსეთის პოლიტიკოსი, წარმოშობით დაღესტნელი (დაიბადა 1946 წელს).

აბდულა შაიგი - იხილე თალიბზადე აბდულა შაიგ.

აბდულა-ხან II (აბდულა-ხან იბნ ისქანდერი) - უზბეკთა ხანი 1583 წლიდან შაიბანიდების დინასტიისა (დაახლოებით 1534-1598 წწ).

აბდულაჯაევი აბდუმალიქ - ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრი 1992-93 წლებში (დაიბადა 1949 წელს).

აბდულაჰ - მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა „მართალი აბდულაჰ“-ის პერსონაჟი.

აბდულაჰ ბინ აბდულკადირ მუნში - მალაელი მწერალი-განმანათლებელი (1796-1854 წწ).

აბდული პოლა ჯულია - ამერიკელი როკ-მომღერალი, მოცეკვავე და ქორეოგრაფი ქალი (დაიბადა 1962 წელს).

აბდულინი რიშათ - ყაზახი საოპერო მომღერალი, ბარიტონი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1916-1988 წწ).

აბდულინო - ქალაქი რუსეთის ორენბურგის ოლქში (25 ათასი).

აბდულმესიანი - ძველი ქართული ლიტერატურის კლასიკური ძეგლი, სახოტბო ოდების კრებული, რომლის ავტორადაც მიჩნეულია იოანე შავთელი (XIII საუკუნე).

აბდულ მუისი - ინდონეზიელი მწერალი (1886 - 1959 წწ).

აბდულოვი ალექსანდრე - თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი (1953-2008 წწ).

აბდულოვი ოსიპ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1900-1953 წწ).

აბდულ-რაჰმანი ტენკუ აბდულ რაჰმან პუტრა ალ-ჰაჯ - მალაიზიის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1903-1975 წწ).

აბდულქერიმ ნადირ-ფაშა - თურქი მარშალი (1807-1858 წწ).

აბდულ-ჯაბარი ქარიმ - იხილე ალსინდორი.

აბდულჰამიდ II - ოსმალეთის სულთანი 1876-1909 წლებში (1842-1918 წწ).

აბდულჰაქ ჰამიდ თარჰანი - თურქი მწერალი (1852-1937 წწ).

აბდუმომონოვი თოქთობოლოთ - ყირგიზი მწერალი, დრამატურგი (დაიბადა 1922 წელს).

აბდურაჰმანი - ავღანეთის ამირა 1880-91 წლებში (1844-1901 წწ).

აბდურაჰმან მომანდი - ავღანელი პოეტი, სუფიზმის მიმდევარი (1632-1707 წწ).

აბდურაჰმანოვა დილბარ - უზბეკი დირიჟორი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1936 წელს).

აბდურაჰმანოვი ფუად ჰასან-ოღლუ - აზერბაიჯანელი მოქანდაკე (1915-1971 წწ).

აბდუქცია - (ლათ. abductio - განზიდვა) კიდურის ან მისი ნაწილის განზიდვა სხეულის შუა ხაზიდან.

აბდუშაჰილი - აკაკი წერეთლის მოთხრობა „ბაში აჩუკის“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი.

აბე ერნსტ - გერმანელი ფიზიკოსი (1840-1905 წწ).

აბე კობო - იაპონელი მწერალი (1924-1993 წწ).

აბე ტიმოძი - იაპონელი მწერალი, კრიტიკოსი, მთარგმნელი (1903-1975 წწ).

აბე (აბაი) - ქალაქი ფოკიდაში (ძველი საბერძნეთი).

აბებე - ეთიოპელი სპორტსმენის ბიკილას სახელი.

აბედათი

  1. სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში, მდინარე აბაშის მარჯვენა ნაპირზე. თემის ცენტრი (მოიცავს 4 სოფელს: აბედათი, ლემიქავე, ლექაჯაიე, ჯოლევი). ზღვის დონიდან - 130 მეტრი, მარტვილიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 464 კაცი.

  2. მთა მარტვილის მუნიციპალიტეტში, კოლხეთის ბარში.

აბედი - ცეცხლის მისაღები, საგანგებოდ დამუშავებული ხის (უმეტესად წიფლის) სოკო.

აბედინი ზეინულ - ბანგლადეშელი ფერმწერი და გრაფიკოსი (დაიბადა 1917 წელს).

აბევილის კულტურა - ქვედა პალეოლითის კულტურა, სახელი მიიღო საფრანგეთის ქალაქ აბევილისაგან.

აბეზარა - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1956 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ნიკოლოზ სანიშვილი. სცენარის ავტორი - ალექსანდრე ვიტენზონი. დამდგმელი ოპერატორი - დიმიტრი ფელდმანი. კომპოზიტორი - სულხან ცინცაძე. მთავარ როლებში: ლეილა აბაშიძე (ლია), თენგიზ მუშკუდიანი (გიორგი), გიორგი გეგეჭკორი (ვახტანგი), მარინე თბილელი (ბუბუსია), აკაკი კვანტალიანი (ანდრო), ალექსანდრე ჟორჟოლიანი (სანდრო), სესილია თაყაიშვილი (სესილი), ივანე გვინჩიძე (მინისტრი).

აბეზარი (სპარს.) - შემაწუხებელი, მომაბეზრებელი.

აბეზი - დაბა რუსეთის კომის რესპუბლიკაში.

აბეკამქი - ბალახთ იყი (საბა).

აბელამი - პაპუას ტომი ახალ გვინეაში (70 ათასამდე).

აბელარი პიერ - ფრანგი ფილოსოფოსი, ღვთისმეტყველი, ლოგიკოსი და პოეტი (1079-1142 წწ).

აბელი - ბიბლიური პერსონაჟი, ადამის მეორე ვაჟი. მოკლა საკუთარმა ძმამ, კაენმა, იმის შურით, რომ აბელი უფრო მეტად უყვარდა იაჰვეს. აბელი უდანაშაულო მსხვერპლის ზოგად სახედაა მიჩნეული.

აბელი კელ - დანიელი დრამატურგი (1901-1961 წწ).

აბელი ნილს ჰენრიკ - ნორვეგიელი მათემატიკოსი (1802-1829 წწ).

აბელი ოტენიო - ავსტრიელი პალეონტოლოგი (1875-1946 წწ).

აბელი რუდოლფ (ნამდვილი სახელი და გვარი უილიამ ფიშერი) - საბჭოთა მზვერავი (1903-1971 წწ).

აბელი - ლიტვის ქალაქ ობიალიაის სახელი 1917 წლამდე.

აბელია

  1. მცენარეთა გვარი ცხრატყავასებრთა ოჯახისა. ძირითადად იზრდება აღმოსავლეთ აზიაში, გამოიყენება, როგორც დეკორატიული მცენარე.

  2. არქეოლოგიური, ხუროთმოძღვრებისა და ეპიგრაფიკის ძეგლებით მდიდარი რეგიონი ქვემო ქართლში (ახლანდელი აბელიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი).

აბელიანი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ჩხიკვთის თემის საკრებულო), მდინარე ალგეთის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1020 მეტრი. თეთრიწყაროდან - 5 კილომეტრი .2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 46 ადამიანი.

აბელიანი ჰოვანეს - თეატრისა და კინოს სომეხი მსახიობი (1865-1936 წწ).

აბელიშვილი ლევან - ელექტროტექნიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1909-1974 წწ).

აბელ-მარდუქი - ახალი ბაბილონის სამეფოს მეფე ძვ.წ.აღ. 562-559 წლებში, მოხსენიებულია ბიბლიაში.

აბენდროთი ჰერმან - გერმანელი დირიჟორი (1883-1956 წწ)

აბეოკუტა - ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ნიგერიაში, ოგუნის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (400 ათასი).

აბერაცია (ლათ.)

  1. ოპტიკურ ხელსაწყოებში გამოსახულების გაბუნდოვანება.

  2. ცაზე ვარსკვლავების მოჩვენებითი გადახრა, რაც გამოწვეულია დედამიწის მოძრაობით.

  3. ცთომილება, ყოველგვარი გადახრა ტიპობრივი ნიმუშიდან.

აბერდინი ჯორჯ ჰამილტონ გორდონ - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1852-55 წლებში (1784-1860 წწ).

აბერდინი - ქალაქი და საგრაფო დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში (210 ათასი).

აბერე - მაგიური ძალით აღჭურვილი ქალი პოლინეზიურ მითოლოგიაში, მატრიარქატის ტიპიური წარმომადგენელი სამხრეთის ზღვების ხალხთა წარმოდგენაში.

აბერისტუითი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში.

აბერკრომბი ლესელზ - ინგლისელი პოეტი, ესეისტი, პოეზიის თეორიტიკოსი (1881-1938 წწ).

აბერკრომბი ლესლი პატრიკ - ინგლისელი არქიტექტორი (1879-1957 წწ).

აბერკრომბი რალფ - ინგლისელი ფელდმარშალი (1734-1801 წწ).

აბერტი ჰერმან - გერმანელი მუსიკათმცოდნე, ანტიკური ეპოქის და შუასაუკუნეების მუსიკის მკვლევარი (1871-1927 წწ).

აბესალომ და ეთერი - ქართული მხატვრული ფილმი, კინოოპერა. ეკრანებზე გამოვიდა 1966 წელს. დამსგმელი რეჟისორი - ლეო ესაკია. სცენარის ავტორი - ლეო ესაკია. დამდგმელი ოპერატორი - ლევ სუხოვი. მთავარ საოპერო პარტიებს ასრულებენ: ზურაბ ანჯაფარიძე და მედეა ამირანაშვილი. მთავარ როლებში: არჩილ მეტონიძე (აბესალომი), ლალი ხაბაზიშვილი (ეთერი), ნუგზარ შარია (მურმანი).

აბესალომი

  1. ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომი და ეთერი“-ს პერსონაჟი.

  2. კინოფილმ „ქვევრის“ პერსონაჟი.

აბესაძე კაპიტონ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1900-1975 წწ).

აბესაძე ნანული - ესტრადის მომღერალი (დაიბადა 1932 წელს).

აბეღიანი მანუკ - სომეხი ლიტერატურათმცოდნე, ფოლკლორისტი (1865-1944 წწ).

აბეღიანი მჰერ - სომეხი ფერმწერი და გრაფიკოსი, სომხეთის სახალხო მხატვარი (1909-1978 წწ).

აბეშლა - ჩრდილო-აღმოსავლეთ მცირე აზიაში ტომობრივი გაერთიანება, იხსენიება ძვ.წ.აღ. XI საუკუნის წარწერაში.

აბეჩხარი - მოუვლელობით შიგადაშიგ გამხმარი ვენახი.

აბვერი (გერმ.) - ჰიტლერული გერმანიის სამხედრო დაზვერვა და კონტრდაზვერვა 1919-44 წლებში.

აბზაცი (გერმ.) - ტექსტის შეწეული მონაკვეთი.

აბზეცერი (გერმ.) - მრავალჩამჩიანი ექსკავატორი ფუჭი ქანის ამოსაღებად და კარიერის ნაყარზე გადასატანად.

აბზიანიძე ნიკოლოზ - ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1907-1975 წწ).

აბზინდა

  1. ლითონისენიანი შესაკრავი ქამრისა.

  2. სამკურნალო ბალახი, იგივე ავშანი.

აბზუ (აპსუ) - შუმერულ-აქადურ მითოლოგიაში მტკნარი წყლის ოკეანე, ქაოსი, საიდანაც დედამიწა და ცა წარმოიქმნა.

აბი

  1. ბურთულის ფორმის წამალი, იგივე, რაც ტაბლეტი.

  2. ნასოფლარი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარტიკამის ახლოს. მოიხსენიება „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (XVI საუკუნის მიწურული). ოსმალთა მიერ სამცხე-საათაბაგოს აღწერის დროს აბი უკვე დაცარიელებული ყოფილა. ხსენებულ დავთარში შეცდომაა დაშვებული, ამ სოფლის ქართული სახელი იყო „აბლარი“.

  3. ნასოფლარი ახალციხის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან - 1240 მეტრი, ახალციხიდან - 2 კილომეტრი. ბოლო წლებში აბის მოსახლეობა ახალციხეში, მარდის უბანში, ჩასახლდა. მოიხსენიება „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (XVI საუკუნის მიწურული), იმ დროს იქ ქართველ გლეხთა 10 კომლი ცხოვრობდა.

აბიანდა-ჩაამა - განედური ანტიკლინური ქედი მდინარე გუმისთასა და კელასურს შორის, აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, სოხუმის მუნიციპალიტეტში.

აბია-პალუოია - დაბა ესტონეთში.

აბიბოს ნეკრესელი - ერთი ასურელი მამათაგანი, საქართველოში მოსული სირიიდან VI საუკუნეში. მოღვაწეობა დაიწყო ზედაზნის მონასტერში.

აბიდენე - იგივე აბიდოსის მხარე (ძველი საბერძნეთი).

აბიდოსი - ძველი ეგვიპტის საღვთო ქალაქი, სადაც, ლეგენდის თანახმად, მოკლეს და დაკრძალეს ოსირისი; აქვე იყო აგებული მისი სახელობის ტაძარი.

აბიები - ჰომეროსთან დამოწმებული თრაკიული ტომი.

აბილაური - ზამთრის ვაშლის ქართული ჯიში.

აბილილი - ერთწლოვანი ხვიარა დეკორატიული მცენარე ხვართქლასებრთა ოჯახისა.

აბინსკი - ქალაქი რუსეთის კრასნოდარის მხარეში (30 ათასი).

აბიო - ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ პერსონაჟი მეფე.

აბიოგენეზი

  1. თეორია, რომლის თანახმადაც ცოცხალი არსებები არაორგანულ ნივთიერებათაგან წარმოიშვნენ.

  2. ორგანულ ნივთიერებათა წარმოქმნა ორგანიზმის გარეთ.

აბიოტური ფაქტორები (გარემონი) - ორგანიზმზე მოქმედი არაორგანული გარემოს ფაქტორთა ერთობლიობა.

აბისალი (ფრანგ.) - ზღვის ყველაზე ღრმა ზონა (2 000 მეტრზე მეტი).

აბისალური - ზღვის სიღრმესთან ან დედამიწის ქერქის ქვედა არეებთან დაკავშირებული.

აბისი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში, თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 3 სოფელს: აბისი, აბისისთავი, ბერძენაული), მდინარეების ლოპანისწყლისა და დასავლეთის ფრონეს შესართავთან. ზღვის დონიდან - 670 მეტრი, ქარელიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 517 კაცი.

აბისინია - ეთიოპიის ძველი არაოფიციალური სახელი.

აბისისთავი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში (აბისის თემის საკრებულო), მდინარე დასავლეთის ფრონეს მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 740 მეტრი, ქარელიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 180 კაცი.

აბისკო - ნაციონალური პარკი ჩრდილოეთ შვედეთში.

აბიტიბი - ტბა კანადაში.

აბიტურიენტი (ლათ.) - უმაღლეს სასწავლებელში შემსვლელი.

აბიურაცია (ლათ.) - საჯაროდ განდგომა სარწმუნოებისაგან, მრწამსის უარყოფა.

აბიშარა-ახუბა - კავკასიონის განშტოება ქედი რუსეთის სტავროპოლის მხარეში.

აბიხი ოტო ვილჰელმ ჰერმან - გერმანელი გეოლოგი, კავკასიის მკვლევარი (1806-1886 წწ).

აბიჯანი - ქალაქი-პორტი კოტ-დ'ივუარში (2 მილიონი).

აბკაიკი - ქალაქი საუდის არაბეთში, ერთ-ერთი უდიდესი ნავთობსაბადო ამ რეგიონისა.

აბლაბუდა - ობობას ქსელი.

აბლაბუდატკიპასებრნი - ფეხსახსრიანების ოჯახი ნამდვილი ტკიპების რიგისა.

აბლაი - საშუალო ჟუზის სულთანი ყაზახეთში, 1771 წლიდან ხანი, თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი (გარდაიცვალა 1781 წელს).

აბლარი - მდინარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში,. ფარავნის მარჯვენა შენაკადი.

აბლატივი (ლათ.) - ბრუნვა ზოგიერთ ენაში, რაც დაშორებას აღნიშნავს.

აბლაუტი (გერმ.) - იგივე აპოფონია, ხმოვანმონაცვლეობა, ძირისეული ხმოვნის ცვლა ერთი და იმავე სიტყვის სხვადასხვა ფორმაში.

აბლაქტირება (ლათ.) - ერთმანეთთან ახლო მდგომი მცენარეების მყნობა მათი ტოტების მიახლოებითა და შეერთებით.

აბლაცია - ნივთიერების მასის ართმევა სხეულის ეროზიის ან ლღობის დროს.

აბლესიმოვი ალექსანდრე - რუსი მწერალი, მეიგავე (1742-1783 წწ).

აბლუხვარა - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში (აზანთის თემის საკრებულო). მდინარე სხჭის (მდინარე ამტყელის მარჯვენა შენაკადი) სათავესთან. ზღვის დონიდან - 720 მეტრი, შავი ზღვიდან - 21 კილომეტრი, რაიცენტრ მაჭარიდან - 33 კილომეტრი. ამჟამად კონტროლდება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ. საქართველოს უახლესი (2010 წ) კანონმდებლობით მიეკუთვნება „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს“.

აბო - ფინეთის ქალაქ ტურკუს შვედური სახელი.

აბობოქრებული - უკიდურესად აღელვებული (ბუნებრივი მოვლენა, სტიქია).

აბოვიანი ხაჩატურ - სომეხი მწერალი-განმანათლებელი (1805-1848 წწ).

აბოვიანი (1963 წლამდე ელარი) - ქალაქი სომხეთში, ერევნიდან - 10 კილომეტრი (60 ათასი).

აბო თბილელი - საქართველოში ქრისტიანობის მიღებისათვის წამებული არაბი ჭაბუკი (757-786 წწ).

აბოლი ედუარდ - ფარმაკობოტანიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მოღვაწეობდა საქართველოში (1868-1959).

აბოლიცია (ლათ.)

  1. სამართლებრივი აქტის ან თანამდებობის გაუქმება.

  2. სისხლის სამართლის შეწყვეტა ისეთ სტადიაში, როდესაც ბრალდება ჯერ იურიდიულად დადგენილი არ არის.

აბოლიციონიზმი (ლათ.) - რაიმე კანონის გაუქმებისადმი მიმართული საზოგადოებრივი მოძრაობა.

აბოლიციონისტი - აბოლიციონიზმის მიმდევარი.

აბომაზოტომია - მუცლის კედლიდან მაჭიკის (მცოხნავი ცხოველის კუჭის) გაკვეთა.

აბომეი - ქალაქი სამხრეთ ბენინში.

აბონემენტი (ფრანგ.)

  1. რაიმეთი სარგებლობის უფლება გარკვეული დროის განმავლობაში.

  2. ამ უფლების დამადასტურებელი საბუთი.

აბონენტი (გერმ.) - აბონემენტით მოსარგებლე პირი ან ორგანიზაცია.

აბოჟირება (კუთხურად) - აწიოკება.

აბორბადი - მიტოვებული სალოცავების მცველი და სახატო წესების შემსრულებელი თუშეთში.

აბორდაჟი (ფრანგ.) - (ძველად) საზღვაო ბრძოლის ხერხი.

აბორიგენი (ლათ.)

  1. ძველ იტალიაში მობინადრე უძველესი ხალხის წარმომადგენელი.

  2. ზოგადად - ადგილობრივი მკვიდრი.

აბორტი (ლათ.) - ორსულობის ნაადრევად ხელოვნური შეწყვეტა.

აბორტიული - რაიმე პროცესის შემწყვეტი.

აბორტმახერი - უნებართვოდ აბორტების მკეთებელი ექიმბაში.

აბოტი ჩარლზ გრილი - ამერიკელი ასტროფიზიკოსი (1872-1973 წწ).

აბოტი ჯორჯ - კენტერბერის არქიეპისკოპოსი, ბიბლიის მთარგმნელი ინგლისურ ენაზე (1562-1633 წწ).

აბჟააფთრა - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

აბჟალილოვი ხალილ - ყაზანელი თათარი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1896-1963 წწ).

აბჟანდაძე რენა - ქართველი ჩოგბურთელი ქალი (1940-1995 წწ).

აბჟაყვა - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდინარე ბესლეთის მარჯვენა ნაპირზე. თემის ცენტრი (მოიცავს 4 სოფელს: აბჟაყვა, ბესლეთი, ზემო ბირცხა, ქვემო ბირცხა). ზღვის დონიდან - 3 მეტრი, შავიზღვიდან - 5,5 კილომეტრი. სოხუმიდან - 4 კილომეტრი.

აბჟუა - მხარე აფხაზეთის შუა ნაწილში, შემოსაზღვრული მდინარე კოდორითა და ღალიძგით. ძველი ქართული წყაროებით - შუასოფელი. მოიცავდა დაახლოებით თანამედროვე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას.

აბრა - წარწერიანი დაფა, ფირნიში (ქართულად საჭარბი ჰქვია - საბა).

აბრაამი (აბრამი) - ებრაელთა ბიბლიური მამამთავარი.

აბრაამ პალიცინი (ერისკაცობაში ავერკი პალიცინი) - რუსი პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწე, მწერალი (გარდაიცვალა 1626 წელს).

აბრაგამი ანატოლ - ფრანგი ფიზიკოსი (დაიბადა 1914 წელს).

აბრაგამი მაქს - გერმანელი ფიზიკოსი-თეორიტიკოსი (1875-1922 წწ).

აბრაგანი

  1. ბურთის ჩოგნის აღმა აკვრა (საბა).

  2. სათამაშო ილეთი რაგბის თამაშში.

აბრაგი - ყაჩაღი, ავაზაკი.

აბრაზია (ლათ.)

  1. ზღვების, ტბების ნაპირების ნგრევა ტალღების მოქმედებით.

  2. საშვილოსნოს გამოფხეკა მისი ზოგი დაავადების დროს.

  3. აბრაზივი (აბრაზიული მასალა) - დიდი სიმტკიცის წვრილმარცვლოვანი ან ფხვნილისებრი ნივთიერებანი, რომლებსაც იყენებენ ლითონის, მინერალის, ხის, მინის და მისთანების გასაპრიალებლად.

აბრაკადაბრა (ლათ.) - ამულეტზე წაწერილი უაზრო სიტყვა, აბდაუბდა.

აბრაკი - წურწუმა (საბა).

აბრამადი (აბარმადი) - მეფის მოხელე ძველ საქართველოში, უმთავრესად სამეურნეო სფეროში.

აბრამიანი - ხონჩაზე გაწყობილი საახალწლო მისალოცი.

აბრამიანი ხორენ - სომეხი მსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1930 წელს).

აბრამიშვილი მიხეილ - კრიტიკოსი, ფოლკლორისტი, პედაგოგი (1892-1939 წწ).

აბრამიშვილი შალვა - მხატვარი-რესტავრატორი (1903-1973 წწ).

აბრამიძე პავლე - გენერალ-მაიორი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1901-1975 წწ).

აბრამოვი ალექსანდრე (ნამდვილი გვარი რაბინოვიჩი) - რუსი კინორეჟისორი და სცენარისტი (დაიბადა 1915 წელს).

აბრამოვი კუზმა - მორდოველი მწერალი (დაიბადა 1914 წელს).

აბრამოვიჩი ბოშკო - იუგოსლავიელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1951 წელს).

აბრამოვიჩი ნიკოლაი (ფსევდონიმი ნ. კადმინი) - რუსი მწერალი (1881-1922 წწ).

აბრამ ურიაყოფილი - XVIII საუკუნის II ნახევრის ქართველი მესტამბე, სამეფო კარის მღვდელი.

აბრამცევო - ისტორიული ადგილ-მამული მოსკოვის ოლქში.

აბრაუ-დიურსო

  1. დასახლება კრასნოდარის მხარეში, ნოვოროსიისკიდან 14 კილომეტრ მანძილზე.

  2. ცნობილი ღვინისა და შამპანიურის მარკა.

აბრაშევიჩი კოსტა - სერბი პოეტი (1879-1898 წწ).

აბრაჰამ I (აბრამი) - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი XIII-XIV საუკუნეებში.

აბრაჰამ II (აბრამ აბალაკი) - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1492-1497 წლებში.

აბრაჰამ ალბათანეცი (ალბათანელი) - სომხეთის კათალიკოსი 607-615 წლებში.

აბრაჰამ სანტა-კლარა (ერობაში ჰანს ულრიხ მეგერლე) - ავგუსტინელი ბერი, მოძღვარი და სატირიკოსი (1644-1709 წწ).

აბრაჰამ ერევანცი (ერევნელი) - XVIII საუკუნის I ნახევრის სომეხი ისტორიკოსი.

აბრაჰამი რაიმუნდ - აშშ-ში მოღვაწე ავსტრიელი არქიტექტორი (დაიბადა 1933 წელს).

აბრაჰამ კრეტაცი (კრეტელი) - სომეხთა კათალიკოსი 1734-1737 წლებში, ისტორიკოსი, ავტორი „ისტორიოგრაფიისა“.

აბრაჰამსი პიტერ ჰენრი - სამხრეთაფრიკელი ინგლისურენოვანი მწერალი (1919-1995 წწ).

აბრაჰამსი ჯიმი - ამერიკელი კომედიური ჟანრის კინორეჟისორი და სცენარისტი (დაიბადა 1944 წელს).

აბრევი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში (წინაგრის თემის საკრებულო), მდინარე ლეხურის მარჯვენა მხარეზე. ზღვის დონიდან - 880 მეტრი. ახალგორიდან - 55 კილომეტრი.

აბრევიატურა (ლათ.) - სიტყვათა შემოკლება, მხოლოდ პირველი ან საწყისი ასოებით ახალი სიტყვის მიღება (მაგალითად, აშშ - ამერიკის შეერთებული შტატები, ან გა-ერ-ო - გაერთიანებული ერების ორგანიზაცია).

აბრევიაცია - ბიოლოგიაში ორგანოს ან მისი ნაწილის განვითარების შემოკლება.

აბრენე - რუსეთის ფსკოვის ოლქის ქალაქ პიტალოვოს სახელი 1920-45 წლებში.

აბრეჟე (ფრანგ.) - შემოკლებული გადმოცემა, ამონაწერი რაიმე თხზულებისა.

აბრეშუმა - უფოთლო და უფესვო პარაზიტი მცენარე.

აბრეშუმი - ძვირფასი ქსოვილი (ჭიჭნაური - საბა).

აბრეშუმის ჭია - თუთის აბრეშუმხვევიას (აბრეშუმის პეპლის) ლარვა (მატლი).

აბრეშუმხვევიასებრნი - მწერების ოჯახი ქერცლფრთიანების ანუ პეპლების რიგისა.

აბრია უჯირაული - კონსტანტინე გამსახურდიას რომან “ვაზის ყვავილობის” პერსონაჟი.

აბრიკოსოვები - XIX საუკუნეში საკონდიტრო სფეროს რუს ვაჭართა და მეწარმეთა ოჯახი.

აბრიკოსოვი ალექსეი - რუსი ფიზიკოსი, 2003 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1928 წელს).

აბრიკოსოვი ანდრეი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1906-1973 წწ).

აბრილი ვიქტორია - ესპანელი მსახიობი ქალი, ძირითადი პროფესით ბალერინა (დაიბადა 1959 წელს).

აბრისი (გერმ.)

  1. რაიმე საგნის მოხაზულობა.

  2. გეოდეზიაში - ველზე ხელით შესრულებული ნახაზი.

  3. გამჭვირვალე მასალაზე შესრულებული კონტურული გამოსახულება.

აბროგაცია (ლათ.) - ძველი კანონის გაუქმება.

აბროსიმოვი პაველ - რუსი არქიტექტორი (1900-1961 წწ).

აბრსკილი - „ამირანიანის“ აფხაზური ვარიანტის მთავარი გმირი.

აბრსკილის მღვიმე - კარსტული მღვიმე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, კოდორის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარე მოქვის აუზში. წარმოქმნილია ნეოგენური ასაკის კირქვებში.

აბრუ (სპარს.) - იგივეა, რაც სინდისი, იხტიბარი.

აბრუდი - ქალაქი რუმინეთის დასავლეთ ნაწილში.

აბრუი - VI საუკუნეში ქვემო სოღდის აჯანყების მეთაური.

აბრუკა - კუნძული ბალტიის ზღვის რიგის ყურეში.

აბრუნდი - თაღლითურად შეცვლა ერთი დებულებისა მეორით.

აბრუპტივი - ხშული თანხმოვანი (პ, ტ, კ, წ, ჭ, ყ).

აბრუცი - ოლქი იტალიაში, აპენინის ნახევარკუნძულზე, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე. ფართობი - 10,8 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 1,2 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - ლ'აკუილა.

აბსალამოვი აბდურაჰმან - ყაზანელი თათარი მწერალი (1911-1979 წწ).

აბსალონი - დანიის საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე (1128-1201 წწ).

აბსანსი (ფრანგ.) - გონების უეცარი ხანმოკლე დაბინდვა.

აბსენთი (ფრანგ.) - მოყვითალო-მომწვანო ფერის ალკოჰოლიანი სასმელი, აბზინდის არაყი.

აბსენტეიზმი (ლათ.)

  1. ამომრჩეველთა მიერ არჩევნებში მონაწილეობისაგან თავის არიდება.

  2. მიწათმფლობელობის ფორმა, რომლის დროსაც მიწის მეპატრონე არ მონაწილეობს წარმოების პროცესში და შემოსავალს რენტიდან იღებს.

აბსოლუტი (ლათ.) - სამყაროს უსასრულო პირველმიზეზი, მარადიული და განუსაზღვრელი საფუძველი ყოველივესი.

აბსოლუტივი - ზმნის უცვლელი ფორმა.

აბსოლუტიზმი (ლათ.)

  1. მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც უმაღლესი ხელისუფლება მთლიანად და განუყოფლად ეკუთვნის ერთ პირს, მონარქს.

  2. მეფის შეუზღუდავი ძალაუფლება, თვითმპყრობელობა.

აბსოლუტისტი - აბსოლუტიზმის მომხრე.

აბსოლუტური (ლათ.) - სრული, ყოველმხრივი, არაშეფარდებითი.

აბსოლუცია (ლათ.)

  1. სასამართლოს დადგენილება, რომლითაც ბრალდებულს ათავისუფლებენ სასჯელისაგან.

  2. ეკლესიაში - სასჯელის, ცოდვის მიტევება.

აბსორბენტი (ლათ.) - აბსორბციის უნარის მქონე ნივთიერება.

აბსორბერი (ლათ.) - აირების ნარევების შემადგენელ ნაწილებად დამშლელი აპარატი.

აბსორბცია და აბსორბირება (ლათ.) - აირის შთანთქმა, შეწოვა, შესრუტვა სითხის ან მყარი სხეულის მიერ.

აბსტენციონისტები - საპარლამენტო არჩევნების მიმართ ბოიკოტის გამოცხადების მომხრენი.

აბსტინენტი (ლათ.) - პირი, რომელიც მოითხოვს, რომ სრულიად შეწყდეს მაგარი სასმელების წარმოება, გაყიდვა, მოხმარება.

აბსტინენცია (ლათ.)

    1. სპირტიანი სასმელების მიღების სრული აღკვეთა.

    2. სქესობრივი ცხოვრებისაგან თავის შეკავება.

აბსტრაქტული - განყენებული, არაკონკრეტული.

აბსტრაქცია და აბსტრაჰირება (ლათ.)

  1. რაიმე საგნებისა და მოვლენების თვისებების განყენება, განზოგადება, არარსებითი ნიშნების უგულებელყოფა.

  2. ასეთი პროცესის შედეგად მიღებული განყენებული ცნება.

აბსტრაქციონიზმი - XX საუკუნის დასაწყისის უკიდურესად ფორმალისტური მიმდინარეობა მხატვრობასა და ქანდაკებაში; აბსტრაქტული ხელოვნება.

აბსტრაქციონისტი - აბსტრაქციონიზმის მიმდევარი.

აბსურდი (ლათ.) - უაზრობა, აშკარა მცდარობა.

აბსურდული - უაზრო, შეუსაბამო.

აბსცესი (ლათ.) - ჩირქის დაგროვება რაიმე ორგანიზმსა და ქსოვილში, ჩირქგროვა.

აბსცისა (ლათ.) - წერტილის ერთ-ერთი კოორდინატი დეკარტის კოორდინატთა სისტემაში; მეტწილად x-ით აღინიშნება.

აბუ

  1. მთა ინდოეთში, ჯაინიზმის ერთ-ერთი რელიგიური ცენტრი.

  2. მუსლიმანთა სახელების შემადგენელი ნაწილი.

  3. შუმერთა ნაყოფიერების ღმერთი.

აბუ ალი იბნ ალ-ჰაისამი - იხილე იბნ-ალ-ჰაისამი.

აბუ ალი იბნ სინა - იხილე იბნ სინა.

აბუ-ბაქარი (ნამდვილი გვარი აბაქაროვი) აჰმედხან - დარგუელი (დაღესტნელი) მწერალი (1931-1961 წწ).

აბუ ბაქრი აბდ ალ-ლაჰ იბნ უსმან ალ-სიდიკ - არაბთა პირველი ხალიფა 632 წლიდან, „სიმართლისმოყვარულად“ წოდებული (573-634 წლები).

აბუ ბაქრ ქელევი - სარბედართა აჯანყების (1365-1366 წწ) ერთ-ერთი ხელმძღვანელი სამარყანდში (გარდაიცვალა 1366 წელს).

აბუბაცერი - იხილე იბნ ტუფაილი.

აბუბუ - შუმერულ მითოლოგიაში: 1) წარღვნის ქარი. 2) ღმერთთა კვერთხი.

აბუ-დაბი (აბუ-ზაბი) - არაბთა გაერთიანებული საამიროების დროებითი დედაქალაქი (370 ათასი).

აბუ დაჰბალ ალ-ჯუმაჰი ვაჰბ იბნ ზამა - არაბი პოეტი კურაიშის გვარისა, მოღვაწეობდა მექაში (გარდაიცვალა 715 წლის შემდეგ).

აბუდელაური - მდინარე დუშეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, როშკისწყლის მარჯვენა შენაკადი.

აბუდელაურის მყინვარი - მცირე მყინვარი ხევსურეთში, ჭიუხის მასივის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე აბუდელაურის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან -1900 მეტრი.

აბუდ მარუნი - ლიბანელი არაბი მწერალი, ჟურნალისტი და ლიტერატურათმცოდნე (1886-1962 წწ).

აბუ დულამა ზანდ იბნ ალ-ჯავნ - არაბულენოვანი ზანგი პოეტი (გარდაიცვალა 777 წელს).

აბუ დულაფი მისარ იბნ მუჰალჰილ ალ-ხაზრაჯი ალ იანბუი - არაბი პოეტი, მოგზაური, მეცნიერი (X საუკუნე).

აბუეტი - შტერი, ჩერჩეტი.

აბუ ზაბი - იხილე აბუ-დაბი.

აბუ თამამი ჰაბიბ იბნ ავს - არაბი პოეტი (804/806 - 843 წწ).

აბუია - ქალაქი ნიგერიაში.

აბუ ისა (ებრაულად - იცხაკ ბენ იაკობ ალ-ისფაჰანი) - VIII საუკუნის ებრაელი რელიგიური რეფორმატორი, ისავიტების სექტის დამაარსებელი.

აბუ იუსუფი იაკუბ იბნ იბრაჰიმ ალ-ანსარი ალ-ქუფი - არაბი სამართლისმცოდნე, აბუ ჰანიფას მოწაფე და მიმდევარი (731-798 წწ).

აბუ კამილი - არაბი მათემატიკოსი (დაახლოებით 850 - 930 წწ).

აბუკირი - კუნძული და კონცხი ნილოსის დელტაში (ეგვიპტე), სადაც 1798 წელს ინგლისის ფლოტმა დაამარცხა საფრანგეთის საზღვაო შენაერთები.

აბუ კურა - IX საუკუნის ბიზანტიელი ქრისტიანი არაბი მწერლის თეოდორე ხარანელის ზედწოდება, იხილე თეოდორე აბუკურა.

აბუკურა - ძველი ქართული მწერლობის ძეგლი.

აბულა - მდინარე ლიტვაში.

აბუ -აბას ალ-საფაჰი - 750-754 წლებში აბასიანთა დინასტიის პირველი ხალიფა (724-754 წწ).

აბუ -ათაჰია აბუ ისჰაკ ისმაილ იბნ ალ-კასიმ იბნ სუვაიდ იბნ ქაისან - არაბი პოეტი (748-825 წწ).

აბუ -ალა განჯევი მაჰმუდ ნაზიმ ალ-დინ - სპარსულენოვანი აზერბაიჯანელი პოეტი (XII საუკუნის პირველი ნახევარი).

აბულალი - ჰერეთის მთავარი XI საუკუნის დამლევს, მთავრად დასვა ბაგრატ III-მ.

აბულასანი - XII საუკუნის მიწურულის საქართველოს სამეფოს დიდი მოხელე, ერისთავთერისთავი, თამარ მეფის მეჭურჭლეთუხუცესი.

აბულაშვილი ანზორ - პოეტი (დაიბადა 1932 წელს).

აბულაძე თენგიზ - კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1924-1994 წწ).

აბულაძე ილია - ფილოლოგი, ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის მკვლევარი (1901-1968 წწ).

აბულაძე იუსტინე - აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი, რუსთველოლოგი (1874-1962 წწ).

აბულეთი - კახეთის დიდგვაროვანი ფეოდალი XII საუკუნის პირველ ნახევარში.

აბულეთისძე ივანე - კახეთის დიდგვაროვანი ფეოდალი XII საუკუნის პირველ ნახევარში.

აბულეთისძე მოდისტოს - XII საუკუნის I მეოთხედის მღვდელმთავარი.

აბულეთისძე ქირქიშ (თირქაშ) - კახეთის დიდგვაროვანი ფეოდალი XII საუკუნის II ნახევარში.

აბულეთისძე ძაგან - კახეთის დიდგვაროვანი ფეოდალი XII საუკუნის I მეოთხედში, იბრძოდა დავით აღმაშენებლის ცენტრალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ.

აბულეთისძენი - კახეთის დიდგვაროვანთა საგვარეულო სახლი (XII-XIII საუკუნეებში).

აბუ -ვაფა მუჰამად იბნ მუჰამად - არაბი ასტრონომი და მათემატიკოსი (940 - 998 წწ).

აბუ -თიმანი მუჰამედ ჯაფარ - ერაყის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1881-1945 წწ).

აბული

  1. მთების დიდი აბულის და პატარა აბულის გავრცელებული სახელწოდება.

  2. მდინარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ფარავნის მარჯვენა შენაკადი.

  3. ტბა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, პატარა აბულის მთის დასავლეთ ფერდობზე. ზღვის დონიდან - 2176 მეტრი, ზედაპირის ფართობი - 0,9 კვ.კმ. აუზის ფართობი - 8,3 კვ.კმ. სიღრმე - 1,4 მეტრი.

  4. სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში (კარტიკამის თემის საკრებულო), მდებარეობს პატარა აბულის მთის ძირას, მდინარე ფარავნის შენაკად აბულის სათავეში. ზღვის დონიდან - 1960 მეტრი, ახალქალაქიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 627 ადამიანი.

აბულია (ბერძნ.) - ნებისყოფის ავადმყოფური შესუსტება ან სრული დაკარგვა, სურვილთა და მოთხოვნილებათა არქონა.

აბუ -კასიმი იუსუფ იბნ აბუ -საჯ - 921-927 წლებში სამხრეთ აზერბაიჯანის არაბი ამირა (გარდაიცვალა 927 წელს).

აბულმუგი (აბულმუქი) - ნასოფლარი მაშავერას ხეობაში, დმანისის ნაქალაქარის მახლობლად.

აბელ-სამსრის ქედი - იხილე სამსრის ქედი.

აბუ -ფაზლი - ინდოელი მემატიანე და ფილოსოფოსი (1551-1602 წწ).

აბუ--ფათჰი - XI-XII საუკუნეების სპარსელი მოჭადრაკე, შათრანჯის (ჭადრაკის) ერთ-ერთი პირველი სახელმძღვანელოს შემქნელი.

აბუ -ფარაჯ ალ-ისფაჰანი ალი იბნ ალ-ჰუსაინ მუჰამად იბნ აჰმად ალ-კურაში - არაბი პოეტი და სწავლული (897-967 წწ).

აბუ -ფარაჯი - იხილე ბარ ჰებრაია.

აბუ -ფიდა ისმაილ იბნ ალი - არაბი ისტორიკოსი, გეოგრაფი და პოეტი (1271-1331 წწ).

აბულღაზი - 1645 წლიდან ხივის ხანი, ისტორიკოსი და პოეტი (1603-1663 წწ).

აბულხაირი

  1. 1428 წლიდან უზბეკთა ხანი (1412 - 1468 წწ).

  2. უმცროსი ჟუზის ყაზახი ხანი (1693 - 1748 წწ).

აბუ მიჰჯანი აბდ ალ-ლაჰ იბნ ჰაბიბ - არაბი პოეტი (VII საუკუნის დასაწყისი).

აბუ მუსლიმი აბდ ალ-რაჰმან იბნ მუსლიმ - ირანში ომაიანების წინააღმდეგ აჯანყებულ ხორასნელთა ბელადი (727-755 წწ).

აბუმუსლიმნამე - XI-XIII საუკუნის სპარსული „სახალხო რომანი“.

აბუნგი - მუსლიმანური აღმსარებლობის ხალხი ინდონეზიაში.

აბუნდანცია - ხვავისა და დოვლათის რომაული ქალღმერთი.

აბუ ნუვასი ალ-ჰასან იბნ ჰანი ალ-ჰაქიმი - არაბი პოეტი (747/762 - 813/815 წწ).

აბუ რაიჰან მუჰამად იბნ აჰმად ალ-ბირუნი - იხილე ბირუნი.

აბური - ქალაქი იორდანიაში მკვდარი ზღვის აღმოსავლეთით.

აბუ საიდი ფადლ ალ-ლაჰ იბნ აბუ -ხაირ მეიჰანი - სპარსელი პოეტი, სწავლული, მისტიკოსი (967-1049 წწ).

აბუსალათინი (ლათ. Ricinus communis) - ზეთოვანი მცენარე რძიანისებრთა ოჯახისა. იყენებენ ტექნიკაში, მედიცინაში, ლაქ-საღებრებისა და ქიმიურ მრეწველობაში, ასევე სოფლის მეურნეობაში - სასუქად. აბუსალათინის სამშობლოა აფრიკა. საქართველოში გავრცელებული იყო ყარაიაში, ამჟანად არ მოჰყავთ.

აბუ-საფა - საუდის არაბეთში, სპარსეთის ყურის სანაპიროზე მდებარე ნავთობსაბადო.

აბუსერისძე აბუსერ - XI საუკუნის შუა წლების საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, არტანუჯისა და ხიხათა (აჭარის) ერისთავი.

აბუსერისძე გრიგოლ - XI საუკუნის შუა წლების საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, ძე აბუსერ აბუსერისძისა.

აბუსერისძე ტბელი - ქართველი მწერალი და ასტრონომი, ხიხათა ერისთავთერისთავის ივანეს შვილი (1190-1240 წწ).

აბუსერისძენი -XI-XIV საუკუნეებში საქართველოს დიდი ფეოდალური საგვარეულო.

აბუ-სიმბალი - ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ადგილი, სადაც შემორჩენილია ძველეგვიპტური ხელოვნების უძველესი ნიმუშები.

აბუსირი - პირამიდების გვერდით მდებარე სოფელი ეგვიპტეში.

აბუტარატი - სხამის ბალახი (საბა).

აბუ ფირასი ალ-ჰამდანი ალ-ჰარის იბნ აბი -ალა საიდ იბნ ჰამდან ალ-თაღლიბი - არაბი პოეტი (932 - 968 წწ).

აბუქეთა - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში (წონიარისის თემის საკრებულო). მდინარე აჭარისწყლის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 380, ქედიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 265 კაცი.

აბუ შადი აჰმად ზაქი - ეგვიპტელი არაბი მწერალი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი (1892-1955 წწ).

აბუში ალექსანდერ - გერმანელი მწერალი-პუბლიცისტი, კრიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე (1902-1975 წწ).

აბუ შუქურ ბალხი - სპარსელი პოეტი (დაიბადა 915 წელს - გარდაცვალების წელი უცნობია).

აბუჩალაკი - არად მიჩნეული (საბა).

აბუჩი - უხამსი სტუმარი (საბა).

აბუხალო

  1. უღელტეხილი ქარელის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ტანისა და ძამის წყალგამყოფზე. ზღვის დონიდან - 2200 მეტრი. გადასასვლელი მდინარე ტანის (ატენის ხეობის) სათავეებიდან (გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურიდან) მდინარე ძამის ხეობაში (ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ გვერძინეთში).

  2. მთა ქარელის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, აბულოს უღელტეხილის სამხრეთით, გვირგვინას ქედზე (სიმაღლე - 2250 მეტრი).

  3. სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში (ზღუდერის თემის საკრებულო). მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ძამის სათავეში. ზღვის დონიდან 1480 მეტრი. ქარელიდან 35 კილომეტრი. 2002 წკუს აღწერის მიხედვით, სოფელში აღარავინ ცხოვრობს).

აბუხალოსღელე (აბუხალოსხევი) - მდინარე ქარელის მუნიციპალიტეტში, ტყემლოვნისწყლის მარჯვენა შენაკადი.

აბუხალოსხევი - იხილე აბუხალოსღელე.

აბუჯა - ნიგერიის დედაქალაქი 1991 წლის 12 დეკემბრიდან (800 ათასი, დიდი აგლომერაცია - 1,4 მილიონი).

აბუ ჰანიფა ალ-ნუმან იბნ საბით - მუსლიმური სამართლის მეცნიერი და ღვთისმეტყველი. ჰანიფატების სკოლის მამამთავარი (699-767 წწ).

აბუ ჰანიფა ალ-დინავარი - იხილე დინავარი.

აბღარხუქი (ყოფილი ლადარი-არჰაბლა) - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბაკლანოვკის მარჯვენა ნაპირზე. თემის ცენტრი (მოიცავს 6 სოფელს:აბახუამწა, აბღარხუქი, ბაზიქითა, ბაღიქითა, თასრაყვა, ცოუხვა). ზღვის დონიდან - 150 მეტრი, შავი ზღვიდან - 3 კილომეტრი, გუდაუთიდან - 10 კილომეტრი. ამჟამად კონტროლდება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ. საქართველოს უახლესი (2010 წ) კანონმდებლობით მიეკუთვნება „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს“.

აბშტრიხი (გერმ.) - დარიშხანისა და სურმისაგან ტყავის გაწმენდის დროს მიღებული წიდა.

აბცუგი (გერმ.) - ვერკბლეიდან ოქროს, ვერცხლისა და კალის გამოყოფის დროს მიღებული წიდა.

აბჯარი - სამხედრო საჭურველი.

აბჯრისმტვირთველი - იგივე მეაბჯრე.

აბჰა - ქალაქი საუდის არაბეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

აბჰიდჰარმა - ბუდიზმში უზენაესი კანონმდებლობა.

აბჰინავაგუპტა - ინდოელი პოეტი, ლიტერატურისა და ხელოვნების თეორიტიკოსი (X-XI სს).

აბჰირატი - ბუდიზმის სამოთხე, მითიური სანეტარო მხარე, რომელსაც მართავს ბუდა აკშობჰია.

5.3 აგ

▲ზევით დაბრუნება


აგა

  1. გომბეშოსებრთა ოჯახის ცხოველი.

  2. მდინარე რუსეთის ჩიტის ოლქში.

აგადა (ჰაგადა, ებრაულად თხრობა)

  1. ძველებრაული ზეპირი კანონის ნაწილი.

  2. ძველებრაული ლიტერატურის ჟანრი, რომელიც შეიცავს რელიგიურ თემაზე შექმნილ არაკებს, ლეგენდებსა და ჰიმნებს.

აგადესი - ქალაქი ნიგერში.

აგადირი

  1. ქალაქი-პორტი მაროკოში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (700 ათასი).

  2. დაბა ყაზახეთის ჯეზყაზღანის ოლქში.

აგავა (ბერძნ.) - ამარილისისებრთა ოჯახის მცენარე. აქვს ხორციანი ფოთლები და მრავალყვავილიანი მტევანი. მისი სამშობლოა მექსიკა.

აგავე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კადმოსისა და ჰარმონიას ასული, მეფე ექიონის ცოლი.

აგათანგელოსი - V საუკუნის სომეხი ისტორიკოსი.

აგათარქე - ძველბერძენი მხატვარი.

აგათია სქოლასტიკოსი - ბიზანტიელი პოეტი და ისტორიკოსი (დაახლოებით 536 - 582 წწ).

აგათისი - არაუკარიისებრთა ოჯახის წიწვოვანი მცენარე.

აგათოკლე - ძველბერძენი ტირანი, სირაკუსის მმართველი (ძვ.წ.აღ. 361/360 - 289 წწ)

აგათონი - ძველბერძენი დრამატურგი (ძვ.წ.აღ. 448 - 397 წწ).

აგაკოვი ლეონიდ - ჩუვაში მწერალი (1910-1977 წწ).

აგალეგა - კუნძულთა ჯგუფი ინდოეთის ოკეანეში.

აგალმატოლითი (ბერძნ.) - მინერალი, მოსაპირკეთებელი ქვა, პიროფილიტის ნაირსახეობა.

აგალცოვი ფილიპ - ავიაციის მარშალი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1900-1980 წწ).

აგამა - იშვიათი ხვლიკის სახეობა.

აგამბენი ჯორჯო - იტალიელი ფილოსოფოსი (დაიბადა 1942 წელს).

აგამედე (აგამედესი)

  1. ლეგენდარული ძველბერძენი ხუროთმოძღვარი, ორქომენის მეფის ერგინოსის შვილი, გმირი რომელსაც თავის ძმა ტროფონიოსთან ერთად მიეწერება დელფოს ტაძრის აგება.

  2. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, გრძნეული თესალიელი ქალი, ზოგი მკვლევარი მედეას ზედწოდებადაც თვლის.

აგამემნონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არგოსისა და მიკენეს მეფე, ატრევსის ძე, მენელაეს ძმა, ტროას ომის მონაწილე, ჰომეროსის “ილიადის” ერთ-ერთი გმირი.

აგამემნონიდი

  1. ორესტე, აგამემნონოს ვაჟი.

  2. აგამემნონის შთამომავალთა მოსახსენიებელი სიტყვა.

აგამი იაკობ - ებრაელი მხატვარი, ისრაელის სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი (დაიბადა 1928 წელს).

აგამია (ბერძნ.)

  1. დაუქორწინებლობა.

  2. სქესის უქონლობა.

აგამოგონია (ბერძნ.) - უჯრედის უსქესო გამრავლება გაყოფის ან კვირტვის გზით.

აგანა - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში (კოჭიოს თემის საკრებულო) მდინარე ბარალეთის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1780 მეტრი, ახალქალაქიდან - 22 კილომეეტრი 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 708 კაცი.

აგანგლაობა - ერთგვარი საბავშვო თამაში.

აგანი - მდინარე რუსეთის ტიუმენის ოლქში.

აგანია - ქალაქი მარიანის კუნძულებზე (გუამი, აშშ-ს ტერიტორია).

აგანიპე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ნიმფა, რომლის სახელი ეწოდებოდა საღვთო წყაროს ჰელიკონის მთაზე (ძველი საბერძნეთი).

აგანო - მდინარე იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე.

აგაპა - მდინარე რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.

აგაპენორი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არკადიის მეფე, ელენეს ერთ-ერთი მთხოვნელი, ტროას ომის მონაწილე.

აგაპიტი - რომის პაპი VI საუკუნეში.

აგაპოვი ბორის - რუსი მწერალი და პუბლიცისტი, მოღვაწეობდა თბილისშიც (1899-1975 წწ).

აგაპოვკა - დაბა რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში.

აგარა

  1. დაბა (1934 წლიდან) ქარელის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მტკვრის ხეობაში, ზღვის დონიდან - 640 მეტრი, ქარელიდან - 6 კილომეტრი, თბილისის ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებით 100 კილომეტრ მანძილზე. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 3,5 ათასი კაცი.

  2. სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ჭელიაღელის თემის საკრებულო), მდინარე ხოტეურას სათავეში, ტყიბულ-ამბროლაურის გზატკეცილზე. ზღვის დონიდან - 1040 მეტრი, ამბროლაურიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 164 ადამიანი.

  3. სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში. მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. თემის ცენტრი (მოიცავს 5 სოფელს: აგარა, გურკელი, ზიკილია, საყუნეთი, წინუბანი) ზღვის დონიდან - 955 მეტრი, ახალქალაქიდან - 17 კილომეეტრი 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 393 კაცი.

  4. სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში (ორთაბათუმის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ყოროლისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 200 მეტრი, შავი ზღვიდან - 5 კილომეტრი, ხელვაჩაურიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 911 კაცი.

  5. სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში (თხილნარის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 500 მეტრი, შავი ზღვიდან - 17 კილომეტრი, ხელვაჩაურიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 258 კაცი.

  6. სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე საყევარას მარცხნივ. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 1280 მეტრი, ხულოდან - 13 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 908 კაცი. სოფელში არის შუა საუკუნეების ძეგლი „ნასაყდრალი“.

  7. ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა აგარის და ქვედა აგარის გავრცელებული სახელი.

აგარ-აგარი (მალაიური) - ძოწეული და წაბლა წყალმცენარეების ლაბა. იყენებენ კვების მრეწველობაში და ბაქტერიოლოგიაში.

აგარათა ციხე - იხილე აგარანი (2).

აგარაკი

  1. ქალაქგარეთა დასასვენებელი ადგილი.

  2. საცხოვრებელი სახლი სააგარაკო ადგილას.

  3. სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ლისის თემის საკრებულო). მდებარეობს თბილისის დასავლეთით 8 კილომეტრზე. ზღვის დონიდან - 780 მეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 141 კაცი.

  4. (ყოფილი კავაქლუქი) სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (მოიცავს 3 სოფელს: აგარაკი, რიაფშა, წანიგვართა). ზღვის დონიდან - 150 მეტრი, შავი ზღვიდან - 3,5 კილომეტრი, გუდაუთიდან - 34 კილომეტრი. ამჟამად კონტროლდება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ. საქართველოს უახლესი (2010 წ) კანონმდებლობით მიეკუთვნება „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს“.

  5. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის სოფელ დაჩის ძველი სახელი.

  6. დაბა სომხეთში.

აგარანი (აგარაები)

  1. შინდისი-ტაბახმელა-კოჯორ-წავკისის საერთო სახელი.

  2. ციხე ქვემო ქართლში, აგარანზე გამავალ დიდ საქარავნო გზაზე. ისტორიულ წყაროებში ხშირად მოიხსებიება აგრეთვე როგორც „აგარათა ციხე“. იცავდა საქართველოს სამხრეთ საზღვრებისკენ მომავალ გზებს. XI საუკუნის 60-ან წლებში ბაგრატ IV-ემ წაართვა განძის ამირა ფადლომს. ითვლებოდა ქართველ მეფეთა საზაფხულო რეზიდენციად. აქ გარდაიცვალა თამარ მეფე. XV საუკუნიდან მას კოჟრის ციხე ეწოდებოდა. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით ამ ციხეს ადრე აზეულას ციხე ერქვა.

აგარდი - (აბრევიატურა - Advisory Group for Aerospace Research and Development) ნატო-სთან არსებული სათათბირო კომიტეტი სამეცნიერო-კვლევით საკითხებში.

აგარდი იაკობ გეორგ - შვედი ბოტანიკოსი (1813-1901 წწ).

აგარდი კარლ ადოლფ - შვედი ბოტანიკოსი (1785-1859 წწ).

აგარები - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში (გომის თემის საკრებულო), შიდა ქართლის ვაკეზე. ზღვის დონიდან - 660 მეტრი, ხაშურიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 137 კაცი.

აგარი - ბიბლიური აბრაამის მეუღლის სარას მხევალი, რომლისგანაც აბრაამს შეეძინა ვაჟი ისმაელი

აგარიანები - არაბების, მუსლიმების სახელწოდება ძველ ქართულ სინამდვილეში.

აგარის მონასტერი - სამონასტრო კომპლექსი, ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი მდინარე ურაველის ხეობაში (ახალციხის მუნიციპალიტეტი). მთავარი ეკლესია აგებულია X-XI საუკუნეებში.

აგარისტე

  1. ძველბერძენი ექიმის, ჰიპოკრატეს ასული

  2. ძველბერძენი სახელმწიფო მოღვაწის, პერიკლეს დედა.

აგარისწყალი - მდინარე ქედის მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის მარჯვენა შენაკადი.

აგარისხევი - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ხოტეურის ერთ-ერთი მდგენელი.

აგარტალა - ქალაქი ინდოეთში, შტატ ტრიპურის ადმინისტრაციული ცენტრი (160 ათასი).

აგასე - ქალაქი თესალიაში (ძველი საბერძნეთი).

აგასი (აღასიანი) ანდრე - აშშ ჩოგბურთელი, დაახლოებით პროფესიონალთა 30 ტურნირის გამარჯვებული 1986-96 წლებში (დაიბადა 1970 წელს).

აგასისი (აგასი) ჟან ლუი რუდოლფ - შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი (1807-1873 წწ).

აგასისი - მტკნარი მყინვარისპირა ტბა ჩრდილოეთ ამერიკაში 10-12 ათასი წლის წინ.

აგასტია - ვედურ მითოლოგიაში ბრძენი-რიში, რიგვედის ჰიმნების ლეგენდარული ავტორი.

აგასფერი - (არასწორია) იხილე აჰასფერი.

აგატიარი - აგასტიას სახელის თამილური ვარიანტი, სამხრეთ ინდოეთში თაყვანს სცემენ როგორც პირველი სანგის და პირველი თამილური გრამატიკის ავტორს.

აგაუ - ეთიოპიის ხალხთა უძველესი ჯგუფი (დაახლოევით 500 ათასი).

აგაფარხე - ძველბერძენი მხატვარი, ესქილეს ტრაგედიების დეკორაციების ავტორი (ძვ.წ.აღ. V საუკუნე).

აგაშა - მდინარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სუფსის მარცხენა შენაკადი.

აგაცი ევანდრო - იტალიელი ფილოსოფოსი და ლოგიკოსი (დაიბადა 1934 წელს).

აგახა - იხილე არაშა.

აგაჯარი - ირანში, სპარსეთის ყურის ნაპირზე მდებარე ერთ-ერთი უდიდესი ნავთობსაბადო.

აგაჰი მუჰამად რიზა - უზბეკი მწერალი (1809-1874 წწ).

აგბოვილი - ქალაქი კოტ დ'ივუარში

აგდამი - იხილე აღდამი.

აგდისტისი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სანგარიოსის ასულის ძე, ნუშის ნაყოფიდან შობილი.

აგებულება - ნაწილების ურთიერთშეწყობა.

აგეგმვა - ტოპოგრაფიულ რუკაზე წვლილადების დასატანად საჭირო სამუშაოთა ერთობლიობა.

აგეევი მიხაილ -იხილე ლევი მარკ.

აგეევო - დაბა რუსეთის ტულის ოლქში.

აგელადე - ძველბერძენი მოქანდაკე, არგოსის სკოლის მამამთავარი ძვ.წ.აღ. (520 - 450 წწ).

აგენორეა - მხნეობისა და ენერგიის ქალღმერთი რომაულ მითოლოგიაში.

აგენორი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფინიკიის მეფე, ევროპეს მამა, ტროელი გმირი, „ილიადას“ პერსონაჟი.

აგენორიდები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აგენორის შთამომავალნი.

აგენორიდი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აგენორის ვაჟები კადმოსი და ფენიქსი.

აგენტი (ლათ.)

  1. ვისიმე დავალებით მოქმედი პირი.

  2. ამა თუ იმ დაწესებულების, ორგანიზაციის წარმომადგენელი.

  3. ამა თუ იმ სადაზვერვო ორგანოს საიდუმლო თანამშრომელი.

  4. სამეცნიერო ტერმინოლოგიაში - მოქმედი ფაქტორი, რომელიც იწვევს რაიმე პროცესს ან მოვლენას ბუნებაში.

აგენტურა

  1. სადაზვერვო-საძიებო სამსახური.

  2. აგენტთა ერთობლიობა.

  3. აგენტის საქმიანობა.

აგეო - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე (200 ათასი).

აგერ - (გრამატიკული ნაწილაკი) აი, აქვე ახლოს.

აგერ პუბლიკუსი - სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ფონდი ძველ რომში.

აგესანდრე - ძველბერძენი მოქანდაკე (ძვ.წ. II-I სს), გველშემოხვეული ლაოკოონისა და მისი შვილების ქანდაკების ავტორი.

აგესილაე - სპარტის მეფეთა სახელი (ძვ.წ.აღ. V-IV სს).

აგეფსთა (აღეფსთა, იაღიაფსთა)

  1. მთა გუდაუთის მუნიციპალიტეტში, გაგრის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე გეგის მარცხენა შენაკად აგეფსთის სათავესთან. აგებულია ბაიოსური ტუფპორფირიტებით (სიმაღლე - 3257 მეტრი).

  2. მყინვარი გუდაუთის მუნიციპალიტეტში, გაგრის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში,

  3. მდინარე გაგრის სიახლოვეს, გეგის მარცხენა შენაკადი.

აგვავერა

  1. სოფელი გალის მუნიციპალიტეტში (ოქუმის თემის საკრებულო) მდინარე ოქუმის მარჯვენა შენაკად მარიჯის სათავეებში. ზღვის დონიდან - 160 მეტრი, გალიდან -17 კილომეტრი. ამჟამად კონტროლდება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ. საქართველოს უახლესი (2010 წ) კანონმდებლობით მიეკუთვნება „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს“.

  2. სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (გუფის თემის საკრებულო), მდინარე ღალიძგის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან - 15 მეტრი, შავი ზღვიდან - 5 კილომეტრი, ოჩამჩირიდან - 4 კილომეტრი.

აგვიე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ძველი სახელი.

აგვისტო - კალენდარული წლის მერვე თვე ივლისსა და სექტემბერს შორის. მოიცავს 31 დღეს. ძველ საქართველოში ერქვა მარიამობისთვე.

აგზამოვი გიორგი - უზბეკი მოჭადრაკე, პირველი საერთაშორისო დიდოსტატი უზბეკეთში (1954-1986 წწ).

აგზნება - ცოცხალი უჯრედის საპასუხო რეაქცია გამღიზიანებელზე.

აგზუ - დასახლება რუსეთის ვლადივოსტოკის მხარეში.

აგი - კონცხი ჩრდილოეთ საფრანგეთში.

აგიადები - სამეფო დინასტია სპარტაში ძვ.წ.აღ. V-III საუკუნეებში.

აგიაპანტი - ქართული მონასტერი ბიზანტიაში, კონსტანტინოპოლში.

აგია-ტრიადა (ჰაგია-ტრიადა) - ნაქალაქარი კუნძულ კრეტაზე, ეგეოსის კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი.

აგიაშვილი ნიკა - მწერალი, მთარგმნელი (1903-1980 წწ).

აგიდელი - ქალაქი რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში.

აგიეა (ნამდვილი სახელი საჩიდანანდ ჰირანანდ ვატსიაიანი) - ინდოელი პოეტი (1911-1990 წწ).

აგილა - ქალაქი ეტრურიაში (ძველი საბერძნეთი).

აგილასი - კურორტი ხმელთაშუაზღვისპირა ესპანეთში.

აგილერა მალტა დემეტრიო - ეკვადორელი მწერალი (დაიბადა 1909 წელს).

აგინალდო ემილიო - ფილიპინების პოლიტიკური მოღვაწე, ესპანელთა წინააღმდეგ განმათავისუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, 1897 და 1899-1901 წლებში ფილიპინების დამოუკიდებელი რესპუბლიკის პრეზიდენტი (1869-1964 წწ).

აგინი ალექსანდრე - რუსი მხატვარი (1817-1875 წწ).

აგინსკოე - დაბა რუსეთის ჩიტის ოლქში.

აგიოგრაფია - იხილე ჰაგიოგრაფია.

აგირბიჩანუ იონ - რუმინელი მწერალი (1882-1963 წწ).

აგირე სერდა პედრო - ჩილეს პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, ადვოკატი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სენატორი (1879-1941 წწ).

აგისი

  1. აგიადების დინასტიის დამაარსებელი ლეგენდარული მეფე.

  2. სპარტის მეფეების სახელი ძვ.წ.აღ. V-III სს.

აგიტ - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს აგიტაციასთან დაკავშირებულს, სააგიტაციოს.

აგიტატორი - აგიტაციის გამწევი.

აგიტაცია (ლათ.) - მასების შეგნებასა და განწყობაზე პოლიტიკური ზემოქმედების საშუალება.

აგიში - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში (ოქტომბრის თემის საკრებულო). მდინარეებს დიდ მაჭარასა და პატარა მაჭარას შორის. ზღვის დონიდან - 130 მეტრი, შავი ზღვიდან - 18 კილომეტრი, რაიცენტრ მაჭარიდან - 17 კილომეტრი. ამჟამად კონტროლდება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ. საქართველოს უახლესი (2010 წ) კანონმდებლობით მიეკუთვნება „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს“.

აგიში საგიტ - ბაშკირი მწერალი (1905-1973 წწ).

აგლავროსი (აგრავლე) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ათენას მიერ ქვადგადაქცეული ქალწული.

აგლაია

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად: ერთი ქარიტთაგანი;

  2. პერსონაჟი თეოდორ დოსტოევსკის რომან „იდიოტისა“.

  3. კარამზინის მიერ დაარსებული ლიტერატურული ალმანახი, გამოდიოდა 1794-95 წლებში.

აგლაოპა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი სირენა.

აგლაოტრიენასი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პოსეიდონის ზედწოდება.

აგლაოფონტი (აგლაოფონე) - განთქმული ძველბერძენი თასოსელი ფერმწერი (ძვ.წ.აღ. VI-V სს).

აგლაძე დავით - ზოოლოგი, პროფესორი (1900-1975 წწ).

აგლაძე (აღლაძე) ილია - პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი (1872-1948 წწ).

აგლაძეები ძმები ვლადიმერ, ნეოფიტე და მათი მოგვარე ლავრენტი - ქვის მხატვრულად დამუშავების ოსტატები (XIX-XX საუკუნეები).

აგლიბოლი - დასავლურსემიტურ მითოლოგიაში - მთვარის ღვთაება.

აგლიკონი - ამა თუ იმ ორგანული ნაერთის ნარჩენი.

აგლიპაის ეკლესია - რეფორმატორული რელიგიური მიმდინარეობა ფილიპინებზე (XIX-XX საუკუნეები).

აგლომერატი

  1. სხვადასხვა ქანისა და მინერალის შენაერთი.

  2. წვრილი, ფხვიერი მადნისაგან გავარვარებით მიღებული ფორებიანი ნაჭრები.

  3. სხვადასხვა ნაწილისაგან შეკოწიწებული რამ.

აგლომერაცია (ლათ.)

  1. სხვადსხვა ქანების ერთ მთელად შეერთების ბუნებრივი პროცესი.

  2. წვრილი, ფხვიერი მადნისაგან გამოსადნობად ვარგისი ნაჭრების მიღება გავარვარებით.

  3. თანამედროვე დიდი ქალაქი მის გარშემო გაშენებული უბნებით.

აგლოპორიტი - მსუბუქი ბეტონების ხელოვნური ფოროვანი შემვსები ნივთიერება.

აგლუტინატი - მკვრივ მასად შეცხობილი პიროკლასტური მასალა.

აგლუტინაცია (ლათ.)

  1. ლინგვისტიკაში - აფიქსის მექანიკური დაკავშირება სიტყვის ძირთან.

  2. სითხეში შეტივტივებულ ნაწილაკთა გუნდებად შეწებება იმუნური შრატის მოქმედების შედეგად.

აგლუტინაციური ენები - ენები, რომელსაც აგლუტინაცია (მნიშვნელობა ¹1) ახასიათებს.

აგლუტინინი (ლათ.) - ნივთიერება, რომელიც გროვდება სისხლში რაიმე ინფექციური დაავადების ან აცრის დროს და იწვევს აგლუტინაციას (მნიშვნელობა №2).

აგნატები - მამის მხრივ სისხლით ნათესავი მამაკაცები.

აგნესა - პერსონაჟი გოგონა თემურ ბაბლუანის ფილმისა „უძინართა მზე“.

აგნი - ცეცხლის ღვთაება ინდურ მითოლოგიაში.

აგნია - სახელი რუსი საბავშვო მწერლის, ბარტოსი.

აგნივცევი ნიკოლაი - რუსი პოეტი (1882-1932 წწ).

აგნო - დასახლება საფრანგეთ-გერმანიის საზღვარზე.

აგნოზია (ბერძნ.) - ცნობის უნარის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა თავის ტვინის ქერქის დაზიანების გამო.

აგნონი შმუელ - ებრაელი მწერალი, 1966 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1888-1970 წწ).

აგნოსტიკოსი - აგნოსტიციზმის მიმდევარი.

აგნოსტიციზმი (ბერძნ.) - სინამდვილის ობიექტური კანონების ადეკვატური შემეცნების შესაძლებლობის უარყოფა.

აგო - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე.

აგობარდი ლიონელი - წმინდა კათოლიკური ეკლესიის მოღვაწე (779-840 წწ).

აგოგიკა (ბერძნ.) - მუსიკალური ნაწარმოების ტემპის ან მეტრის მცირე შეცვლა.

აგოთა - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში (ოქტომბრის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 187 კაცი.

აგოლი იზრაილ - რუსი გენეტიკოსი და ფილოსოფოსი, აკადემიკოსი (1891-1937 წწ).

აგონი - იგორ სტრავინსკის ბალეტი (შეიქმნა 1947 წელს).

აგონია (ბერძნ.) - სიკვდილისწინა მდგომარეობა.

აგონსილიო ტეოდორო - ფილიპინელი ისტორიკოსი (დაიბადა 1914 წელს).

აგორა (ბერძნ.) - სახალხო კრება ძველ საბერძნეთში და მოედანი, სადაც კრებები იმართებოდა.

აგორანომოსი - „ბაზრის კანონმდებელი“ საგანგებო მოხელე ძველ საბერძნეთში.

აგორაფობია (ბერძნ.) - გაშლილი, დიდი სივრცის შიში.

აგოსტი ექტორ - არგენტინელი ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე (1911-1980 წწ).

აგრა

  1. ქალაქი ჩრდილოეთ ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში, მდინარე ჯამნაზე. აგრაში მდებარეობს ცნობილი მავზოლეუმი თაჯ-მაჰალი (900 ათასი).

  2. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ატიკის დემოსი, სადაც არტემიდე-მონადირის სამლოცველო იმყოფებოდა.

აგრავაცია (ლათ.) - ავადმყოფის მიერ თავისი სნეულების გაზვიადება.

აგრავლე - იხილე აგლავროსი.

აგრაი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

აგრამანტი (ფრანგ.) - სამოსის დამამშვენებელი წნული ზონარი.

აგრამატიზმი - ენამოშლილობის სახესხვაობა.

აგრამი - ხორვატიის ქალაქ ზაგრების გერმანული სახელი.

აგრანულოციტები (უმარცვლო ლევკოციტები) - სისხლის თეთრი უჯრედები, რომელთა ციტოპლაზმა არ შეიცავს გრანულებს (მარცვლებს).

აგრანულოციტოზი (ალეიკია) - სისხლში მარცვლოვანი ლეიკოციტების შემცირება.

აგრარიები (ლათ.) - მსხვილი მიწათმფლობელები, მსხვილი მემამულეები.

აგრარნოე - დაბა უკრაინის ყირიმის ოლქში.

აგრარული - მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული.

აგრაფი (ფრანგ.)

  1. აბზინდის სახეობა.

  2. არქიტექტურაში - თაღის ცენტრში დატანებული ქვა, ჩვეულებრივ მოჩუქურთმებული.

აგრაფია (ბერძნ.) - წერის უნარის დაკარგვა.

აგრახანის ყურე - კასპიის ზღვის დაღესტნის სანაპიროზე არსებული ყურე.

აგრბა აზიზ - აფხაზი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1912 წელს)

აგრბა ვლადიმერ - აფხაზი მწერალი (1912-1937 წწ).

აგრბა რაზამბეი - აფხაზი მსახიობი და რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1913 წელს).

აგრეგატი (ლათ.)

  1. მანქანის ტექნიკური კვანძი, ერთმანეთთან შეერთებული სხვადასხვა ტიპის დანადგარები.

  2. ქანი, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა მინერალის შენაერთს.

აგრეგატული - ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა - ნივთიერების ერთ-ერთი ფიზიკური მდგომარეობა.

აგრეგაცია - მსგავსი უჯრედების შეწებება მრავალუჯრედიან წარმონაქმნად.

აგრეთვე - დამხმარე სიტყვა (ასევე).

აგრემანი (ფრანგ.) - თანხმობა დიპლომატიური წარმომადგენლობის მიღების შესახებ.

აგრემც - გრამატიკული ნაწილაკი.

აგრეჟე (ფრანგ.) - სამეცნიერო ხარისხი XIX საუკუნის საფრანგეთში; მის მფლობელს მასწავლებლობის უფლება გააჩნდა.

აგრესია (ლათ.) - სახელმწიფოებრივი ძალადობის სახეობა, თავდასხმა სხვა ქვეყანაზე მისი დაპყრობის მიზნით.

აგრესიული - აგრესიის ხასიათის მქონე, დაპყრობითი.

აგრესორი - აგრესიის ჩამდენი, თავდამსხმელი, მოძალადე მხარე.

აგრეციუსი - ძველრომაელი გრამატიკოსი.

აგრიგენტუმი - ძველბერძნული ქალაქი სიცილიაზე.

აგრიე - გიგანტი, იხილე აგრიოსი.

აგრიზი - ქალაქი რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში (20 ათასი).

აგრიკოლა გეორგ (ნამდვილი გვარი ბაუერი) - გერმანელი ექიმი, მინერალოგი, მეტალურგი (1494-1555 წწ).

აგრიკოლა გნეუს იულიუს - ძველრომაელი სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი (40 - 93 წწ).

აგრიკოლა მიქაელ (ნამდვილი გვარი სიმონსონი) - ფინელი რელიგიური რეფორმატორი, ფინური ლიტერატურის მამამთავარი (1508 ან 1510 - 1557 წწ).

აგრიკოლა რუდოლფ (ნამდვილი გვარი ჰუისმანი) - ნიდერლანდელი ჰუმანისტი, ფილოსოფოსი (1443-1485 წწ).

აგრიკულტურა (ლათ.) - რაციონალური, გაუმჯობესებული მიწათმოქმედება.

აგრინიონი - ქალაქი ძველ საბერძნეთში.

აგრიონიები - დიონისესადმი მიძღვნილი დღესასწაულები.

აგრიონიოსი - დიონისეს ერთ-ერთი ეპითეტი.

აგრიოსი

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ოდისევსისა და კირკეს შვილი.

  2. ერთ-ერთი გიგანტი, ოლიმპიელთა და გიგანტთა ბრძოლაში მოკლული.

აგრიპა - I-II საუკუნეების რომაელი ფილოსოფოსი, გვიანდელი სკეპტიციზმის წარმომადგენელი.

აგრიპა მარკუს ვიფსანიუს - რომაელი მხედართმთავარი (ძვ. წ.აღ. 63 - 12 წწ).

აგრიპა ნეტესჰაიმელი (ნამდვილი სახელი და გვარი ჰაინრიხ კორნელიუსი) - გერმანელი მოაზროვნე და ჰუმანისტი (1486-1535 წწ).

აგრიპინა იულია უმცროსი - რომის იმპერატორ კლავდიუსის ცოლი, ნერონის დედა (16 - 59 წწ).

აგრის ბრძოლა - 1751 წლის ბრძოლა ქართლ-კახეთის მხედრობასა და ჭარ-ბელაქნისა და შაქის გაერთიანებულ ლაშქარს შორის.

აგრიჯენტო (1927 წლამდე ჯირჯენტი) - ქალაქი იტალიაში, კუნძულ სიცილიის სამხრეთ ნაწილში (55 ათასი).

აგრო (ბერძნ.) - მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული პირველი შემადგენელი ნაწილი რთული სიტყვებისა.

აგრობიზნესი - საბაზრო ეკონომიკის სექტორი, რომელიც დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო პროცესების წარმოებასთან.

აგრობიოლოგია - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ბილოგიურ კანონზომიერებებს მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობაში.

აგრობიოცენოზი - ორგანიზმთა თანასაზოგადოება ნათესებსა და ნარგავებში.

აგროკლიმატოლოგია - შეისწავლის კლიმატს, როგორც სასოფლო-სამეურნეო წარმოების ფაქტორს.

აგროლოგია (ბერძნ.) - ნიადაგმცოდნეობის დარგი.

აგრონი - ძველ საბერძნეთში - ლიდიის პირველი მეფე, ჰერაკლეს შთამომავალი.

აგრონომი - უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტი სოფლის მეურნეობისა.

აგრონომია (ბერძნ.) - სასოფლო-სამეურნეო წარმოების მეცნიერული საფუძვლები, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ერთობლიობა სოფლის მეურნეობის სფეროში.

აგროტექნიკა - სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ღონისძიებათა სისტემა, მემცენარეობის ტექნოლოგია.

აგროფიტოცენოზი - ხელოვნურად შექმნილი მცენარეთა თანასაზოგადოება.

აგროქიმია - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ნიადაგსა და მცენარეში მიმდინარე ქიმიურ და ბიოქიმიურ პროცესებს.

აგტელეკი (ბარადლა-დომიცა) - ევროპის ერთ-ერთი უდიდესი კარსტული მღვიმე (უნგრეთი-სლოვაკეთი).

აგუასკალიენტესი - ქალაქი (300 ათასი) და შტატი ცენტრალურ მექსიკაში, ამავე სახელის მქონე შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.

აგუბედია - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

აგუდა - XI-XII საუკუნეების ჩინეთში ჯურჯენთა სახელმწიფოს, ძინის დამაარსებელი და პირველი იმპერატორი.

აგული

  1. (ერისთავი) - მთავარი პერსონაჟი ქართული მხატვრული ფილმისა „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (გურამ ლორთქიფანიძის შესრულებით).

  2. მდინარე რუსეთის ირკუტსკის ოლქში.

აგულიასი (აგულიაში) - აფრიკის უკიდურესი სამხრეთი კონცხი (ნემსა კონცხი).

აგულიას-ნეგრასი („შავი ნემსი“, სხვა სახელი - იტატიაია) - მწვერვალი ბრაზილიაში, სერა-და-მანტიკეირას ქედის უმაღლესი წერტილი (2787 მეტრი).

აგუმაა ქიაზიმ - აფხაზი მწერალი (1915-1950 წწ).

აგუნა (ნუნუა) - ღვინის ღმერთი, მევენახეობა-მეღვინეობის ქართული წარმართული ღვთაება, მის საპატივცემლოდ რიტუალები საშემოდგომო და საახალწლო დღესასწაულებზე სრულდებოდა.

აგუნგი - ვულკანი ინდონეზიაში.

აგუნი - იაპონიის კუნძული.

აგურა ჩაი - ჩაის ერთ-ერთი სახეობა.

აგური - ხელოვნური საშენი ქვა.

აგურიბზა - მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბავიუს მარცხენა შენაკადი.

აგუსტა - ვერტმფრენების მწარმოებელი ფირმა იტალიაში. შეიქმნა 1907 წელს.

აგუტი - მღრღნელი, ე.წ. “კუზიანი კურდღელი”. ბინადრობს სამხრეთ და ჩრდილოეთი ამერიკის ტროპიკულ ტყეებში.

აგუტინი ლეონიდ - რუსული ესტრადის მომღერალი (დაიბადა 1968 წელს).

აგუძერა

  1. ყოფილი სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

  2. მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.

აგფა - გერმანული წარმოების ფოტოფირი.

5.4 ად

▲ზევით დაბრუნება


ადა

  1. მდინარე ჩრდილოეთ იტალიაში, პოს მარცხენა შენაკადი (აუზის ფართობი 8 ათასი კვ.კმ. სიგრძე - 313 კილომეტრი).

  2. ქალაქი სერბეთში, ვოევოდინას ავტონომიურ მხარეში.

  3. პროგრამირების კომპიუტერული ენა, რომელიც პასკალზეა დაფუძნებული.

  4. რუსი ქალების სახელი (მაგალითად, როგოვცევა, მსახიობი).

  5. ნაბოკოვის რომანი.

  6. ბაირონის ქალიშვილის სახელი.

ადაბაშიანი ალექსანდრე - რუსი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი (დაიბადა 1945 წელს).

ადაბი - შუა საუკუნეების აღმოსავლურ სამყაროში გავრცელებული დიდაქტიკური ლიტერატურის სახეობა.

ადაბნა - ქართულ მითოლოგიაში მიწის, სახნავ-სათესთა, დაბა-სოფელთა ღმერთი.

ადადი - ჭექა-ქუხილის, წვიმის, ქარის ღვთაება ძველ აღმოსავლელთა, აქადურ მითოლოგიაში.

ადადნირარი - ძვ.წ.აღ. XIV საუკუნის ასურეთის მეფე.

ადათი - წესი, ტრადიცია, ჩვეულება.

ადაი-ხოხი - კავკასიონის მწვერვალი ჩრდილოეთ ოსეთში (4408 მ).

ადალათი (ადალიათი) - ირანელი მუშების სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია, რომელიც 1917 წელს შეიქმნა ბაქოში.

ადალა-შუხგელმერი - მწვერვალი დაღესტანში, ბოღოზის ქედზე (4151 მეტრი).

ადალათი მაგდებურგელი - გერმანელი საეკლესიო-პოლიტიკური მოღვაწე და მემატიანე, მაგდებურგის ეპისკოპოსი (გარდაიცვალა 981 წელს).

ადალბერტ ბრემენელი - გერმანელი პოლიტიკურ-რელიგიური მოღვაწე (1000/1016 - 1072 წწ).

ადალვინი - ზალცბურგის არქიეპისკოპოსი, სლავთა წმინდანების კირილეს და მეთოდეს მისიონერული მოღვაწეობის შეურიგებელი მოწინააღმდეგე (IX საუკუნე).

ადალინი (კარბრომალი) - ძილის მომგვრელი და დამამშვიდებელი საშუალება.

ადამაანთ ციხე - VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამეკლესიიანი ბაზილიკა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში.

ადამავა - ზეგანი კამერუნში.

ადამანატანი - მედიცინასა და ტექნიკაში ხმარებული უფერო კრისტალები.

ადამარი ჟაკ - ფრანგი მათემატიკოსი (1865-1963 წწ).

ადამაუას აღმოსავლური ენები - ნიგერო-კონგოლეზური ენების ქვეოჯახი.

ადამაშვილი - მიხეილ ჯავახიშვილის ნამდვილი გვარი.

ადამ ბრემენელი - ჩრდილოგერმანელი მემატიანე, არქიეპისკოპოსი (გარდაიცვალა 1081 წლის შემდეგ).

ადამი - ბიბლიისა და ყურანის თანახმად, უფლისაგან შექმნილი პირველი ადამიანი.

ადამი რობერტ - ინგლისელი არქიტექტორი, კლასიციზმის წარმომადგენელი (1728-1792 წწ).

ადამია ალიო - მწერალი (დაიბადა 1914 წელს).

ადამია ნოე - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1917-1942 წწ).

ადამიანთა სევდა - ქართული მხატვრული ფილმი, კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1984 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - გოდერძი ჩოხელი). დამდგმელი ოპერატორი - იგორ ამასიისკი. მთავარ როლებში: გურამ ფირცხალავა, მიხეილ (მამუკა) ხერხეულიძე, თამარ სხირტლაძე, ლაურა რეხვიაშვილი, ზანდა იოელიანი, ელენე ყიფშიძე, ნინო ჩხეიძე.

ადამიანი - საზოგადოებრივი, გონიერი არსება.

ადამიანი ნორა (ნამდვილი სახელი და გვარი - ელეონორა ადამოვა) - რუსი მწერალი ქალი (დაიბადა 1910 წელს).

ადამიანი პეტროს - სომეხი თეატრალური მოღვაწე, მსახიობი (1849-1991 წწ).

ადამისი - ავსტრიული წარმოების რევოლვერი.

ადამიტები (პიკარდები) - ქრისტიანული სექტების საერთო სახელწოდება II საუკუნიდან.

ადამიშინი ანატოლი - რუსი დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1934 წელს).

ადამკუსი ვალდას - ლიტვის პრეზიდენტი 1998-2003 და 2004-2009 წლებში (დაიბადა 1926 წელს).

ადამო სალვატორე - იტალიური წარმოშობის ბელგიელი მომღერალი-შანსონიე, მღერის ფრანგულად (დაიბადა 1943 წელს).

ადამოვა ევგენია - რუსი მხატვარი ქალი (1912/13 - 1991 წწ).

ადამოვი არკადი - რუსი მწერალი (1920-1991 წწ).

ადამოვი არტურ - ფრანგი დრამატურგი (1908-1970 წწ).

ადამოვი გრიგორი (ნამდვილი გვარი გიბსი) - რუსი მწერალი (1885-1945 წწ).

ადამოვიჩი ალექსანდრ (ალეს) - ბელორუსი მწერალი (1927-1994 წწ).

ადამოვკა - დაბა რუსეთის ორენბურგის ოლქში.

ადამსი ბრაიან - კანადელი მომღერალი, კომპოზიტორი, გიტარისტი (დაიბადა 1959 წელს).

ადამსი სემიუელ - ამერიკელი პოლიტიკოსი, ჩრდილოეთ ამერიკის ინგლისური კოლონიების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1722-1803 წწ).

ადამსი უოლტერ სიდნი - ამერიკელი ასტრონომი (1876-1956 წწ).

ადამსი ჯეინ - ამერიკელი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ქალი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში 1931 წელს ნ. მ. ბატლერთან ერთად (1860-1935 წწ).

ადამსი ჯონ - 1797-1801 წლებში აშშ-ს რიგით მეორე პრეზიდენტი (1735-1826 წწ).

ადამსი ჯონ კუინსი - პრეზიდენტ ჯ. ადამსის შვილი, 1825-29 წლებში აშშ-ს რიგით მეექვსე პრეზიდენტი (1767-1848 წწ).

ადამსი ჰენრი ბრუქსი - ამერიკელი მწერალი და ისტორიკოსი (1838-1918 წწ).

ადამსიტი - მომწამლავი ნივთიერება, ყვითელი კრისტალები, აზიანებს სასუნთქი ორგანოების ლორწოვან გარსს.

ადამსონი ამანდუს - ესტონელი მოქანდაკე (1855-1929 წწ).

ადამსონი ერიკ - ესტონელი ფერმწერი - (1902-1968 წწ).

ადამსონი ჯოი - ნატურალისტი, მწერალი ქალი. დაიბადა ავსტრიაში, მოღვაწეობდა კენიაში (1910-1980 წწ).

ადამსტაუნი - კუნძულ პიტკერნის (წყნარი ოკეანე) ადმინისტრაციული ცენტრი და ერთადერთი დასახლებული პუნქტი.

ადანა (სეიჰანი) - ქალაქი სამხრეთ თურქეთში (920 ათასი).

ადანგე

  1. უღელტეხილი სოხუმისა და გულრიფშის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ჩხალთის ქედზე.

  2. მდინარე ჩხალთის ერთ-ერთი მდგენელი.

ადანგმე - ხალხი განაში (დაახლოებით 700 ათასი).

ადან დე ლა ალი - ფრანგი ტრუვერი, პოეტი-მომღერალი (დაახლოებით 1240-1286 წწ).

ადანი ადოლფ შარლ - ფრანგი კომპოზიტორი, პიანისტი და პედაგოგი (1803-1856 წწ).

ადანსონი მიშელ - ფრანგი ბოტანიკოსი (1727-1806 წწ).

ადაპა - შუმერულ მითოლოგიაში - ქალაქ ერიდუს მბრძანებელი, უდრეკი გმირი, საზღვაო გზების გამკვლევი და დამმორჩილებელი.

ადაპტაცია (ლათ.)

  1. ორგანიზმის შეგუება გარემო პირობებთან არსებობის შესანარჩუნებლად.

  2. გრძნობის ორგანოს შეჩვევა გარემოსთან.

  3. გამარტივება, შემოკლება-გადაკეთება (უცხოენოვანი ტექსტისა).

ადაპტაციოგენეზი - ორგანიზმის შემგუებლური ფორმის წარმოქმნის ისტორიული პროცესი.

ადაპტეკი - კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ფირმა აშშ-ში.

ადაპტერი (ინგლ.) - ელექტრომაგნიტური ხელსაწყოების შემადგენელი ნაწილი, რომელიც გადმოსცემს გრამოფონის ფირფიტაზე ჩაწერილ ხმას.

ადაპტირებული - შემოკლებული, გაადვილებული ტექსტი.

ადაჟიო - იხილე ადაჯო.

ადარბადაგანი - აზერბაიჯანის ისტორიული სახელი.

ადარი - იხილე აიდარი.

ადარნასე (ადარნერსე)

  1. ქართლის ერისმთავარი VII საუკუნის I ნახევარში.

  2. ქართლის ერისმთავარი და კურაპალატი VIII საუკუნის II ნახევარში.

  3. ადარნასე ბაგრატიონი - ტაო კლარჯეთის მთავრის, აშოტ I დიდის მამა (VIII ს მე-2 ნახევარი).

ადარნასე I - აშოტ დიდის უფროსი ძე, ქართველ ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს მამამთავარი (გარდაიცვალა დაახლოებით 867-869 წლებში).

ადარნასე II - ქართველთა მეფე 888-923 წლებში, დავით I კურაპალატის ძე.

ადარნასე III - ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი, 945 წლიდან მაგისტროსი, 958 წლიდან კურაპალატი (გარდაიცვალა 961 წელს).

ადარნასე პატრიკი - ჰერეთის მეფე (დაახლოებით 915-944 წწ).

ადაფაზარი - ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, საქარიას ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (170 ათასი).

ადაშევი ალექსი - რუსეთის პოლიტიკოსი, ივანე IV-სთან დაახლოებული პირი (გარდაიცვალა 1561 წელს).

ადაშევი დანიელ - რუსი მხედართმთავარი (გარდაიცვალა დაახლოებით 1562-63 წლებში).

ადაძეები - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

ადახა - მდინარე ჩრდილოეთ ესპანეთში.

ადაჯო და ადაჟიო (იტალ.)

  1. ნელი ტემპი მუსიკაში, ასეთი ტემპით შესრულებული ნაწარმოები ან მისი ნაწილი.

  2. ბალეტში ნელი, ლირიკული ცეკვა.

ადგილი - ვინმეს ან რაიმეს განთავსების სივრცე.

ადგილის დედა - ქართულ მითოლოგიაში - ნადირთა პატრონი, დალზე უფრო წმინდა და უმწიკვლო, პატივით გარემოსილი მფარველი დედა.

ადგილობრივი - მოცემულ კონკრეტულ ადგილთან დაკავშირებული.

ადგილსამყოფელი - ბიოლოგიაში მცენარის ან ცხოველის ამა თუ იმ კონკრეტული ინდივიდის ან სახეობის საცხოვრებელი გარემო.

ადეიგვარა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ადეკვატური (ლათ.) - შესაბამისი, შესატყვისი.

ადელაიდა

  1. ქალაქი ავსტრალიაში, შტატ სამხრეთ ავსტრალიის ადმინისტრაციული ცენტრი; დაარსებულია 1836 წელს (1,1 მილიონი გარეუბნებით).

  2. დოსტოევსკის რომან „იდიოტის“ პერსონაჟი.

ადელეიდი - ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

ადელის მიწა - ანტარქტიდის ტერიტორიის ნაწილი.

ადელუნგი თედორე - რუსი ისტორიკოსი, ბიბლიოგრაფი (1768-1843 წწ).

ადელუნგი იოჰან კრისტოფ - გერმანელი გრამატიკოსი და ლექსიკოგრაფი (1732-1806 წწ).

ადელხანოვი გიორგი - ცნობილი თბილისელი მეწარმე, ტყავის ქარხნის მფლობელი (XIX საუკუნე).

ადელჰეიმი - XX საუკუნის დასაწყისის რუსი მსახიობი ძმების (რობერტის და რაფაელის) გვარი.

ადემირი (პორტ. Ademir Marques de Menezes) - ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე (1922-1996 წწ).

ადემუსი - ქალაქი ესპანეთში (არაგონი).

ადენაუერი კონრად - 1949-63 წლებში გფრ-ს ფედერალური კანცლერი (1876-1967 წწ).

ადენდუმი (ლათ.) - ხელშეკრულების დამატება, რომელიც ცვლის ან ავსებს ამა თუ იმ პირობას.

ადენე ლე რუა - ფრანგი პოეტი (დაახლოებით 1240 - დაახლოებით 1300 წწ).

ადენესი - არს სადგური და სიმტკიცე სულისა ჭურჭელთანი (საბა).

ადენი - აზიის სახელმწიფო იემენის ეკონომიკური დედაქალაქი, ამავე სახელწოდების მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი (320 ათასი).

ადენილატკინაზა - აღდგენის რეაქციაში მონაწილე ფერმენტი.

ადენინი - ორგანული ნაერთი, განეკუთვნება პურინის ფუძეებს.

ადენიტი (ბერძნ.) - ლიმფური ჯირკვლების ანთება.

ადენოვირუსები - ადამიანის სხეულის უჯრედებში აღმოჩენილი ვირუსების დიდი ჯგუფი.

ადენოზინი - ერთ-ერთი ნუკლეოზიდი, შედგება ადენინისა და რიბოზისაგან.

ადენოზინფოსფორის მჟავები - ნუკლეოტიდები, რომელთა შედგენილობაში შედის ადენინი, რიბოზა და ფოსფორმჟავას ერთი, ორი ან სამი ნაშთი.

ადენოიდი (ბერძნ.) - ცხვირხახის ლიმფოიდური ქსოვილის პათოლოგიური ზრდა.

ადენოკარცინომა - ავთვისებიანი სიმსივნის სახესხვაობა.

ადენომა (ბერძნ.) - მომრგვალო ფორმის, პარკში გახვეული კეთილთვისებიანი სიმსივნე.

ადენომატოზი ფილტვისა - ცხოველის ქრონიკული დაავადება.

ადენტია - კბილების არქონა ემბრიონალურ პერიოდში მომხდარი დარღვევების გამოისობით.

ადეპტი (ლათ.)

  1. რაიმე მოძღვრების თავგამოდებული დამცველი.

  2. ამა თუ იმ მოძღვრების, სექტის საიდუმლოებას განდობილი.

ადერკი - ლეონტი მროველის მიხედვით, ქართლის მეათე მეფე (ძვ.წ.აღ. II ან I საუკუნე).

ადერმინი (ბერძნ.) - იგივეა, რაც პირიდოქსისი.

ადესა - ყურძენ იზაბელას უფრო გავრცელებული სახელი საქართველოში.

ადვაიტა - იგივე ვედანტა.

ადვაძე ვალერიან - ეკონომისტი, საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი XX საუკუნის 90-იან წლებში (დაიბადა 1930 წელს).

ადვენტი - საეკლესიო წლის დასაწყისი, აღდგომამდელი პერიოდი კათოლიკეთა შორის.

ადვენტისტები (ლათ.) - ძირითადად ამერიკაში მოქმედი ქრისტიანული პროტესტანტული სექტა. წარმოიშვა XIX საუკუნის 30-იან წლებში.

ადვენტიური ემბრიონია - მცენარის ჩანასახის ფორმირება თესლკვირტის სომატური (და არა სასქესო) უჯრედებიდან.

ადვენტიცია - შემაერთებელი და კუნთოვანი ქსოვილით წარმოქმნილი სისხლძარღვთა კედლის გარეთა გარსი.

ადვერბი (ლათ.) - ზმნისართი.

ადვერბიალიზაცია (ლათ.) - სახელის ზმნისართად ქცევა.

ადვექცია (ლათ.) - ჰაერის ჰორიზონტალური გადაადგილება, რომლის დროსაც ის ინარჩუნებს, ტემპერატურას, სიმკვრივეს, სინოტივეს.

ადვილი - იოლი, არაძნელი.

ადვოკატი (ლათ.) - იურიდიული დახმარების აღმომჩენი პირი, იგივე ვექილი.

ადვოკატურა - ადვოკატთა გაერთიანება.

ადი ენდრე - უნგრელი პოეტი და პუბლიცისტი (1877-1919 წწ).

ადიაბატა (ლათ.) - თერმოდინამიკურ დიაგრამაზე ადიაბატური პროცესის გამომსახველი წირი.

ადიაბენე - მხარე ძველ ასურეთში, მდინარე ტიგროსის პირას.

ადიამანი

  1. სოფელი სევანის ტბის პირას, უძ-ველეს ადამიანთა გორასამარხი.

  2. ქალაქი თურქეთში, ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი.

ადიანტო უტუტ - ინდონეზიელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1965 წელს).

ადიბ ისჰაკი - სირიელი არაბი პუბლიცისტი, პოეტი, მთარგმნელი (1856-1885 წწ).

ადიბ ნიშაბური მირზა აბდულ ჯავად იბნ მულა აბას - ირანელი პოეტი და მეცნიერი (1867-1926 წწ).

ადი-ბუდა - მესამე მიმართულების, ვაჯრაიანის ბუდიზმში პირველბუდა, რომელიც ყველა ბუდისა და ბოდჰისატვას დროის მიღმიერ ერთიანობას გამოხატავს.

ადიგალახი - დაბა რუსეთის მაგადანის ოლქში.

ადიგენი - დაბა ადიგენის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის და სადაბო საკრებულოს ცენტრი. მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ქვაბლიანის ნაპირას, ახალციხე-ბათუმის საავტომობილო გზაზე, ქალაქ ახალციხიდან - 32 კმ, თბილისიდან - 245 კმ. ზღვის დონიდან 1240 მ. დაბის სტატუსი მიენიჭა 1961 წელს. მოსახლეობა 1.0 ათასი (2002).

ადიგენის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციული რეგიონი სამცხე-ჯავახეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე თბილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში შედიოდა, 1917-30 წლებში — ახალციხის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე ადმინისტრაციული ერთეულია. მუნიციპალიტეტის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს. ფართობი - 799 კვ.კმ. 2 დაბა, 55 სოფელი. მოსახლეობა - 21 ათასი.

ადიგრანთჰი (სანსკრიტზე - „პირველსაწყისი წიგნი“) - სიქჰების საღვთო წიგნი, ღვთისმსახურების სახელმძღვანელო.

ადიდა - მავთულის გამოსაყვანი ხელსაწყო.

ადიდასი - სპორტული საქონლის მწარმოებელი გერმანული ფირმა. დაარსდა 1948 წელს.

ადიდვა - ლითონის წნევით დამუშავების ერთ-ერთი ხერხი.

ადიექტივი (ლათ.) - ზედსართავი სახელი.

ადივარი ჰალიდე ედიპ - თურქი მწერალი ქალი (1883-1964 წწ).

ადილოვი საბირ - უზბეკი არქიტექტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორი (დაიბადა 1932 წელს).

ადიმი - ტყავი მოუქნელი (საბა).

ადინამია - ქმედითი აქტიურობის დაქვეითება.

ადიპინმჟავა - ორფუძიანი ორგანული მჟავა, უფერო კრისტალები.

ადირონდაკი - აპალაჩების ქედის მთის მასივი (აშშ).

ადირხაევა სვეტლანა - რუსი ბალერინა, დიდი თეატრის სოლისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1938 წელს).

ადის-აბება (ამჰარულ ენაზე „ახალი ყვავილი“) - 1989 წლიდან აფრიკის სახელმწიფო ეთიოპიის დედაქალაქი; მდებარეობს ზღვის დონიდან 2,4 ათას მეტრ სიმაღლეზე; დაარსებულია 1887 წელს (1,7 მილიონი).

ადისონი ტომას - ინგლისელი ექიმი, კლინიცისტი და პათანატომი (1793-1860 წწ).

ადისონი ჯოზეფ - ინგლისელი განმანათლებელი, მწერალი (1672-1719 წწ).

ადიტი (სანსკრ. „უსაზღვრო“) - სამყაროს განმასახიერებელი ქალღმერთი, “ღმერთთა დედა” ვედურ მითოლოგიაში.

ადიტია - ვედურ მითოლოგიაში - მზის ღვთაების ერთ-ერთი სახელი, ადიტის ვაჟი. მოხსენიებულია, აგრეთვე, როგორც სურია.

ადიტიურობა - სიდიდეთა ერთ-ერთი თვისება მათემატიკაში. გამოიხატება იმით, რომ მთელი ობიექტის შესაბამისი სიდიდე, ობიექტის ნებისმიერი დაყოფისას, მისი ნაწილების შესაბამის სიდიდეთა ჯამის ტოლია.

ადიულტერი (ლათინურად „მრუშობა“) - მეუღლის ღალატი.

ადიუნქტი (ლათ.) - უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის ასპირანტი.

ადიუნქტურა - სამეცნიერო კადრების მომზადების ფორმა შეიარაღებული ძალების სასწავლებლებში.

ადიუტანტი (გერმ.)

  1. მეთაურის უშუალო განკარგულებაში მყოფი ოფიცერი.

  2. ჭაობისპირა ფრინველის, მარაბუს მეორე სახელი.

ადიღე (ადიღეს ავტონომიური ოლქი) - რუსეთის კრასნოდარის მხარეში შემავალი ავტონომიური წარმონაქმნი; ადმინისტრაციული ცენტრი - მაიკოპი; ფართობი - 7,6 ათასი კვ.კმ. (440 ათასი).

ადიღეები - წარსულში მრავალრიცხოვანი, ენითა და წარმოშობით მონათესავე ტომების ჯგუფი ჩრდილოეთ კავკასიაში.

ადიღეელები - ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთი ნაწილის აბორიგენი მოსახლეობა, ცხოვრობენ რუსეთის კრასნოდარის მხარეში შემავალ ადიღეს ავტონომიაში. აღმსარებლობით მუსლიმანი სუნიტები არიან. ცხოვრობენ რუსეთში, თურქეთსა და არაბულ ქვეყნებში (სულ 140 ათასამდე).

ადიღური ენები - იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის აფხაზურ-ადიღურ ენათა ჯგუფის ერთ-ერთი შტო, რომელშიც შედის ადიღეური და ყაბარდოული ენები.

ადიში (ჰადიში)

  1. ალპური კლდოვანი მწვერვალი ცენტრალურ კავკასიონზე, მესტიის მუნიციპალიტეტში (4290 მ).

  2. სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ადიშჭალა - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი.

ადიჩა - მდინარე რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.

ადიჯე - მდინარე ჩრდილოეთ იტალიაში, ერთვის ადრიატიკის ზღვას. აუზის ფართობი - 14,7 ათასი კვ.კმ. სიგრძე - 410 კილომეტრი.

ადლაბიჯა - დაუდეგარი, ქარაფშუტა.

ადლეიბა ბორის - აფხაზეთის კომპარტიის პირველი მდივანი XX საუკუნის 80-იან წლებში.

ადლერბერგი ვლადიმერ - XIX საუკუნის რუსეთის პოლიტიკური მოღვაწე, კარის მინისტრი, გრაფი (1791-1884 წწ).

ადლერი - რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ სოჭის ერთ-ერთი რაიონი.

ადლერი ალფრედ - ავსტრიელი ექიმი-ფსიქიატრი და ფსიქოლოგი, ზიგმუნდ ფროიდის მოსწავლე (1870-1937 წწ).

ადლერი გვიდო - ავსტრიელი მუსიკის ისტორიკოსი, თანამედროვე ევროპული მუსიკათმცოდნეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1855-1941 წწ).

ადლერი ვიქტორ - ავსტრიის სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი ლიდერი (1852-1918 წწ).

ადლერი მაქს - ავსტრიელი ფილოსოფოსი (1873-1937 წწ).

ადლერი ფრიდრიხ - ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და ავსტრომარქსიზმის ერთ-ერთი იდეოლოგი და ლიდერი (1879-1960 წწ).

ადლი - სიგრძის საზომი ერთეული ძველ საქართველოში, უდრიდა 2 წყრთას (101,15 სმ). იხსენიება XVI საუკუნიდან.

ადლი (ალ-ადლი, არ-რუმი) - შათრანჯის (ჭადრაკის) ერთ-ერთი პირველი ჩვენთვის ცნობილი მოთამაშე, წარმოშობით ბიზანტიელი (IX საუკუნე).

ადლია - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

ადმეტე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ოკეანოსის ქალიშვილი.

ადმეტოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თესალიელი გმირი, არგონავტთა ლაშქრობის მონაწილე, იაზონის ბიძაშვილი.

ადმინისტრატორი (ლათ.) - პასუხისმგებელი განმკარგულებელი პირი.

ადმინისტრაცია - აღმასრულებელი ორგანოს ზოგადი სახელი.

ადმინისტრირება

  1. მმართველობა-გამგებლობა.

  2. მართვა ფორმალურად, ბიუროკრატიულად.

ადმირალი (ჰოლანდ. admiraal > არაბ. ამირ ალ ბაჰრ, ქართ. ამირბარი)

  1. წოდება სამხედრო-საზღვაო ფლოტში.

  2. დღის პეპელა.

ადმირალიტეტი (გერმ.) - ფლოტის უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობა.

ადმირალტი - მთაგრეხილი ვიქტორიის მიწაზე (ანტარქტიდა).

ადმონი ვლადიმირ (ნამდვილი სახელი და გვარი ვოლდემარ-ვოლფ ადმონი-კრასნი) - რუსი პოეტი და მთარგმნელი (1909-1993 წწ).

ადნ - (აბრევიატურა) ყოფილი გდრ-ს დეპეშათა სააგენტო.

ადობე (edobe Adobe Systems Incorporated) - პერსონალური კომპიუტერებისათვის პროგრამების („ადობე პეიჯმეიკერი“, „ადობე ფოტოშოპი“, „ადობე პრემიერი“, „ადობე აკრობატი“ და სხვა) მწარმოებელი ფირმა აშშ-ში. დაარსებულია 1982 წელს, შტაბ-ბინა მდებარეობს კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ხოსეში.

ადოლესკარია - დიგენეზური ტრემატოდების განვთარების ლარვის სტადია.

ადოლფი - გერმანულენოვან სამყაროში გავრცელებული სახელი მამაკაცისა.

ადომაიტისი რეგიმანტას - ლიტველი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1937 წელს).

ადონაი - (ძველებრაულად „უფალნი ჩემნი“) ღვთის წარმოუთქმელი წმიდათაწმიდა სახელის, იაჰვეს, ნაცვლად სახმარი ზედსახელი იუდაიზმში.

ადონიზიდი - გულის სამკურნალო საშუალება.

ადონისი

  1. მცენარეულისა და ნაყოფიერების ფინიკიური ღვთაების ბერძნული სახელი (შეესატყვისება ბაბილონურ თამუზს).

  2. ზღაპრული სილამაზის ჭაბუკის სინონიმი.

  3. მზის სისტემის მცირე პლანეტა.

  4. იხილე ცხვირისატეხელა.

ადონისის ბაღები - ყოველივე დროებითის, წარმავალის, მსწრაფლ განქარებადის სიმბოლო.

ადონცი ნიკოლოზ - სომეხი ისტორიკოსი-ბიზანტინოლოგი (1871-1942 წწ).

ადოპტაცია (ლათ.) - მცირეწლოვანი ბავშვის შვილად აყვანა.

ადორაცია (ლათ.) - თაყვანისცემა, გაღმერთება.

ადორიანი ანდრაშ (ნამდვილი გვარი იოხა) - უნგრელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, ჭადრაკის თეორიტიკოსი და მწვრთნელი (დაიბადა 1950 წელს).

ადორნო თეოდორ (ადორნო დედის გვარია, მამის გვარი - ვიზენგრუნდი) - გერმანელი ფილოსოფოსი-სოციოლოგი (1903-1969 წწ).

ადრა - ქალაქი ესპანეთში (ანდალუსიის პროვინცია).

ადრაგუნი - ყვავილი („ვისრამიანი“).

ადრამიტეიონი - ქალაქი ძველ მიდიაში.

ადრანო - ქალაქი იტალიაში (სიცილიის ოლქი).

ადრანონი - ქალაქი ძველ სიცილიაში, ახლანდელი ადრანონი.

ადრარი - დასახლება საჰარის უდაბნოში (ალჟირი).

ადრარ-იფორასი - უდაბნოსებრი ზეგანი საჰარის სამხრეთ ნაწილში, რესპუბლიკა მალის შემადგენლობაში.

ადრასმანი - დაბა ტაჯიკეთის ხოჯენდის ოლქში.

ადრასტე (ადრესტოსი) - ძველ ბერძნულ ქალაქ არგოსის მეფე, რომელმაც წარუმატებლად ილაშქრა თებეზე.

ადრასტეია

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სასჯელისა და შურისძიების ქალღმერთი.

  2. იუპიტერის თანამგზავრი.

ადრე

  1. ახალ გათენებულზე, დილაადრიან.

  2. სხვებზე უწინ.

  3. წინათ, უწინ.

ადრეკილაი - ნაყოფიერების ღვთაების, კვირიასადმი მიძღვნილ ადრესაგაზაფხულო დღესასწაულთა ციკლში შემავალი რიტუალი.

ადრენალინი (ფრანგ.) - თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერების ჰორმონი.

ადრესანტი (გერმ.) - წერილის გამგზავნი

ადრესატი (გერმ.)- წერილის მიმღები.

ადრესი (ფრანგ.) - წერილობითი მისალმება ვინმესადმი.

ადრეული - ითქმის ხილის ზოგიერთ ჯიშზე.

ადრეულობა - სავეგეტაციო პერიოდი.

ადრიანე (ჰადრიანე)

  1. პუბლიუს ელიუს - რომის იმპერატორი 117-138 წწ.

  2. რომის პაპები: I (772-995) და IV - ერთადერთი ინგლისელი პაპი (1152-1154).

ადრიანო - მამაკაცის იტალიური სახელი.

ადრიანოპოლი - ქალაქ ედირნეს (თურქეთი) ბერძნული სახელი.

ადრიატიკა - ადრიატიკის ზღვისპირა რეგიონი.

ადრიატიკის ზღვა - ხმელთაშუა ზღვის შემადგენელი ნაწილი, აპენინისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულებს შორის. ფართობი 144 ათასი კვ.კმ. სიღრმე 1230 მეტრამდე.

ადრიმეტი - უძველესი ქალაქი ჩრდილოეთ აფრიკაში.

ადრინდელი - გარდასული, ძველი.

ადრონები - ზოგი ელემენტარული ნაწილაკის (პროტონები, ნეიტრონები) საერთო სახელი.

ადსონი მარიე - იხილე უნდერი.

ადსორბენტი - სხეული, რომელიც აირიდან ან ხსნარიდან კარგად შთანთქავს ნივთიერებას.

ადსორბერი - ადსორბციისათვის განკუთვნილი აპარატი.

ადსორბცია (გერმ.) - სითხის ან მყარი სხეულის ზედაპირის მიერ აირიდან ან ხსნარიდან ნივთიერების შთანთქმა.

ადსტრატი - ბილინგვიზმის სახეობა, უცხო ენის შეჭრა აბორიგენთა ენაში.

ადუედააძიჟი - ტბა კოდორის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ადუვა (ადუა) - ქალაქი ჩრდილოეთ ეთიოპიაში.

ადულიარი - გამჭვირვალე მინერალი.

ადური - მდინარე საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სათავეს იღებს პირენეებში, ერთვის ბისკაის ყურეს. აუზის ფართობი - 22 ათასი კვ.კმ. სიგრძე - 335 კილომეტრი.

ადჰეზია - ორი სხვადასხვაგვარი სხეულის ზედაპირის შეწებება.

ადჰიატმანი - ვედურ ფილოსოფიაში - მსოფლიო სული.

5.5 აე

▲ზევით დაბრუნება


აეგვიიდუ - დაბა ესტონეთში.

აედონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ქალი, საკუთარი შვილის მკვლელი, ზევსისაგან ბულბულად ქცეული.

აედოსი - სახალხო მთქმელი ძველ საბერძნეთში.

აელა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ამორძალთა ლაშქრის წინამძღოლი, ერთ-ერთი ჰარპია (საზარელი გარეგნობის ქალი-ფრინველი), ჰერაკლესაგან ისრით მოკლული.

აელიტა

  1. ალექსეი ტოლსტოის რომანი (1923 წ).

  2. იაკობ პროტაზანოვის ფილმი.

აერარიუმი (ბერძნ.) - ჰაერის აბაზანების მისაღებად მოწყობილი მოედანი.

აერატორი - სამსხმელ საამქროებში გამოყენებული მანქანა.

აერაცია (ფრანგ.) - აირმიმოცვლა ნიადაგის ჰაერსა და ატმოსფეროს ჰაერს შორის, ბუნებრივი ვენტილაცია.

აერენქიმა (ბერძნ.) - წყლისა და ჭაობის მცენარეთა ფაშარი ქსოვილი.

აერო - რთულ სიტყვებში „ჰაერის“ აღმნიშვნელი ბერძნული წინსართი.

აერობები (ბერძნ.) - ორგანიზმები, რომელთაც საარსებოდ თავისუფალი ჟანგბადი სჭირდებათ. მათ განეკუთვნებათ თითქმის ყველა მცენარე, ცხოველი და მიკროორგანიზმი.

აერობიკა (ინგლ.) - გამაჯანსაღებელი ვარჯიშების სისტემა, რიტმული ტანვარჯიში.

აერობიოზი (ბერძნ.) - სიცოცხლე თავისუფალი ჟანგბადის პირობებში.

აერობუსი - თანამედროვე დიდი თვითმფრინავი.

აეროგენური (ბერძნ.) - ჰაერით გადაცემული.

აეროგრაფი (ბერძნ.) - საღებავის შესაშხეფებელი ხელსაწყო.

აეროგრაფია

  1. ქსოვილის შეღებვა შეშხეფებით.

  2. იგივეა, რაც აეროლოგია.

აეროდინამიკა (ბერძნ.) - ჰაერის და გაზების მოძრაობისა და წინააღმდეგობის შემსწავლელი მეცნიერება.

აეროდრომი (ფრანგ.) - თვითმფრინავთა სადგომ-საფრენი მოედანი.

აეროზოლი (ბერძნ.) - აირის გარემოსაგან შედგენილი კოლოიდური სისტემა.

აეროთერაპია (ბერძნ.) - ატმოსფერული ჰაერით მკურნალობა.

აეროლითი (ბერძნ.) - ქვის მეტეორიტი.

აეროლოგია (ბერძნ.) - მეტეოროლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენებში მიმდინარე ფიზიკურ მოვლენებსა და პროცესებს.

აეროლოცია - საჰაერო ხაზების გარშემო მდებარე ნაგებობების აღწერილობა.

აერომარხილი - საჰაერო ხრახნის წევის ძალით თოვლზე ან ყინულზე მოძრავი მარხილი.

აერომეტრი (ბერძნ.) - ჰაერის და სხვა გაზების წონისა და სიმკვრივის საზომი.

აერომექანიკა - აირების და მათში მოქცეული სხეულების მოძრაობის შემსწავლელი მეცნიერება.

აერონავიგაცია - თვითმფრინავის ტარების თეორია.

აერონავტი (ბერძნ.) - ჰაერზე უფრო მსუბუქი აპარატით მფრინავი.

აერონავტიკა - ჰაერზე მსუბუქი საფრენი აპარატების ფრენის თეორია და პრაქტიკა.

აერონი - პირღებინების საწინააღმდეგო საშუალება. იყენებენ ზღვის დაავადებების, ორსულთა და სხვა ეტიოლოგიის პირღებინების დროს.

აერონომია (ბერძნ.) - ატმოსფეროს ზედა ფენების შემსწავლელი მეცნიერება.

აეროოტიტი - ყურის ერთგვარი დაავადება.

აეროპე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მიკენეს მეფის ატრევსის ცოლი, აგამემნონისა და მენელაოსოს დედა.

აეროპლანი (ფრანგ.) - თვითმფრინავის ძველი სახელი.

აეროპლანშეტი - ლითონის კოლოფი, რომელზედაც დამაგრებულია თვითმფრინავის კურსის აღმნიშვნელი რუკა.

აეროპონიკა (ბერძნ.) - მცენარეთა უნიადაგოდ გამოზრდის მეთოდი, საკვები ნივთიერებების მიწოდება ხდება ჰაერში დაკიდულ ფესვებზე წყლისა და საკვები ხსნარების შეფრქვევით.

აეროპორტი - დიდი აეროდრომი ტვირთის, მგზავრების, ფოსტის მისაღებად ან გასაგზავნად.

აეროსინუსიტი - ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება ბარომეტრული წნევის ცვლილებათა დროს.

აეროსმიტი - ამერიკული როკ-ჯგუფი, ამერიკული „მეტალის“ თვალსაჩინო წარმომადგენელი. შეიქმნა 1971 წელს.

აეროსპასიალი - საფრანგეთის წამყვანი ავიაკოსმოსური ფირმა.

აეროსოლარიუმი - იხილე სოლარიუმი.

აეროსტატი (ბერძნ.)- ჰაერზე მსუბუქი საფრენი აპარატი.

აეროსტატიკა (ბერძნ.) - აირების კანონების შემსწავლელი დარგი მექანიკისა.

აეროტაქსისი (ბერძნ.) - მიკროორგანიზმების, ერთუჯრედიან ან მრავალუჯრედიან ორგანიზმთა მოძრაობა ჟანგბადის წყაროსკენ.

აეროტენკი და აეროტანკი - რკინაბეტონის ნაგებობა ჩამდინარე წყლის ბიოლოგიური წმენდისთვის.

აეროტორია (ბერძნ.) - საჰაერო სივრცე აეროდრომიდან 50 კმ-ის რადიუსში.

აეროტროპიზმი - მცენარის ორგანოების (ფესვი, ღერო) ზრდა ჟანგბადის წყაროს მიმართულებით.

აეროფიტები (ბერძნ.) - მცენარეები, რომლებიც საკვებს მხოლოდ ჰაერიდან იღებენ.

აეროფლოტი - ყოფილი სსრკ-ს, მას შემდეგ კი რუსეთის ავიაკომპანია.

აეროფონი - სასულე მუსიკალური ინსტრუმენტების მეორე სახელი.

აეროფოტოგრამმეტრია (ბერძნ.) - ადგილის გეგმის აგება თვითმფრინავიდან გადაღებული სურათების საფუძველზე.

აეს-ი (აბრევიატურა) - ატომური ელექტროსადგური.

აეტა (ატა, ინაგტა) - ფილიპინების ძირითადი მკვიდრი ტომების სახელი, ძირითადად ცხოვრობენ კუნძულ ლუსონის მთიან რაიონებში.

აეტიონი - ძველბერძენი მხატვარი იონიიდან (ძვ. წ.აღ. IV საუკუნის მეორე ნახევარი).

აეშაგი - ჯაშუში, მსტოვარი (საბა).

აეციუსი ფლავიუს - დასავლეთ რომის იმპერიის მხედართმთავარი, პოლიტიკოსი და დიპლომატი (დაახლოებით 390 - 454 წწ).

5.6 ავ

▲ზევით დაბრუნება


ავა (ინვა)

  1. ისტორიული სახელმწიფო და ამავე სახელის ქალაქი ცენტრალურ მიანმაში (ბირმაში), მანდალაის მახლობლად XIV-XVIII საუკუნეებში.

  2. სახელი ამერიკელი კინომსახიობის, გარდნერისა.

  3. იაპონიის კუნძული.

  4. გერმანელი რელიგიური პოეტი ქალი (გარდაიცვალა 1127 წელს).

ავაგ ათაბაგი - იხილე მხარგრძელი.

ავადალა ბაბიქერ - სუდანის პოლიტიკური და საოგადო მოღვაწე (დაიბადა 1917 წელს).

ავადი თაუფიკ იუსუფ - ლიბანელი არაბი მწერალი (1908-1980 წწ).

ავადმყოფი

  1. სნეული

  2. აკაკი წერეთლის ლექსი, დაიწერა 1880 წელს.

ავადმყოფი მგოსანი - აკაკი წერეთლის ლექსი, დაიწერა 1894 წელს..

ავადმყოფობა - ორგანიზმის ცხოველმოქმედების დარღვევა გარეგანი ან შინაგანი განსაკუთრებული გამაღიზიანებლის გავლენით.

ავადობა - სტატისტიკური მონაცემები მოსახლეობაში დაავადების გავრცელების შესახებ.

ავადონი - იუდაიზმში - სიკვდილის ანგელოსი.

ავადჰარა

  1. მდინარე გუდაუთის რაიონში, ლაშიფსეს მარჯვენა შენაკადი.

  2. სამთოკლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი საქართველოში (აფხაზეთში, გაგრის სიახლოვეს).

ავაზა

  1. (გეპარდი) კატისებრი დიდი ზომის შავი მტაცებელი ცხოველი.

  2. მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო სკოლა თბილისში.

ავაზაკი - მძარცველი, ყაჩაღი.

ავაზანი - წყლის სადგური (საბა).

ავაზაშვილი დავით - მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1911-1985 წწ).

ავაზი ოთარ-ოღლუ - უზბეკი პოეტი-განმანათლებელი (1884-1919 წწ).

ავალი - სათამასუქო თავდებობა.

ავალიანი ლადო - მწერალი (1913-1985 წწ).

ავალიანი ლავრენტი - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1923-1943 წწ).

ავალიანი სიმონ - ისტორიკოსი (1881-1922 წწ).

ავალიშვილები - ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. დაწინაურდა XV-XVI საუკუნეებში ძველი თორის მხარეში (ახლანდელი ბორჯომის რაიონი).

ავალიშვილი ბიძინა - მოქანდაკე (დაიბადა 1922 წელს).

ავალიშვილი გიორგი - პოეტი და დრამატურგი (1759-1850 წწ).

ავალიშვილი ზურაბ - ქართული ემიგრაციის მოღვაწე (1876-1944 წწ).

ავალიშვილი ნიკოლოზ - ჟურნალისტი, მთარგმნელი, თეატრის მოღვაწე (1844-1929 წწ).

ავალიშვილის თეატრი - ქართული საერო თეატრი თბილისში, ერეკლე II-ის სამეფო კარზე. დააარსა 1791 წელს გიორგი ავალიშვილმა.

ავალიშვილ-ხერხეულიძე ბაბო (ბარბალე) - მსახიობი, ტრაგიკული და დრამატული როლების პირველი შემსრულებელი თბილისის 1879 წელს განახლებულ თეატრში (1851-1900 წწ).

ავალიცა - სოფელი გუდაუთის რაიონში.

ავალოკიტეშვარა (სანსკრ. მეუფე, რომელიც ყველას მოწყალებით უმზერს) - ბუდიზმის იდეალური არსება, რომელიც სრულყოფის მიღწევის შემდეგ უარს ამბობს ნირვანაში წასვლაზე და ბუდად გახდომზე და ამის ნაცვლად რჩება მოკვდავთა შორის, რათა შეუმსუბუქოს მათ ტანჯვა.

ავალონი - ნეტარების კუნძული კელტურ მითოლოგიაში, მეფე არტურის სავანე.

ავამა - ქალაქი მაროკოში.

ავან - „წინას“ აღმნიშვნელი ფრანგული წინსართი რთულ სიტყვებში.

ავანაანთხევი - პერიოდული მდინარე თბილისის ძველ ნაწილში, გარეთუბანში.

ავანგარდი (ფრანგ.)

  1. ჯარის მეწინავე ნაწილი.

  2. რაიმე საზოგადოებრივი ჯგუფის, კლასის მოწინავე ნაწილი.

  3. ფრანგული კინოს მიმდინარეობა XX საუკუნის დასაწყისში.

ავანგარდიზმი (ფრანგ.) - მიმდინარეობა XX საუკუნის დასაწყისის ხელოვნებაში, რომლის ძირითადი ნიშანი კლასიკურ ხელოვნებასთან კავშირის რადიკალური გაწყვეტა იყო.

ავანგარდისტები - ავანგარდიზმის მიმდევრები.

ავანგარდისტული - ავანგარდიზმისა და ავანგარდისტების დამახასიათებელი, მათთან დაკავშირებული.

ავანგი - თამბაქოს ხმელი ფოთლების ასხმულა.

ავანდასტა (სპარს.) - თითბრის როდინი.

ავანზალი (ფრანგ.) - დიდ შენობებში, სასახლეებში მომცრო დარბაზი, ოთახი მთავარი დარბაზის წინ.

ავანისხევი (ავანი) - მდინარე ყვარლის რაიონში, ალაზნის მარცხენა შენაკადი.

ავანლოჟა (ფრანგ.) - ლოჟის წინ მდებარე ოთახი თეატრში.

ავანპორტი (ფრანგ.)

  1. პორტის გარეთა ნაწილი ზღვის მხრიდან.

  2. მდინარის შესართავის შორიახლოს აგებულ მთავარ პორტთან შეწყვილებული ნავსადგური

ავანპოსტი (ფრანგ.) - მოწინავე სადარაჯო პოსტი.

ავანსი (ფრანგ.) - შესასრულებელი სამუშაოს წინასწარი ანაზღაურება.

ავანსცენა (ფრანგ.) - ფარდის წინ მდებარე ნაწილი სცენისა.

ავანტაჟი (ფრანგ.) - სარგებლობა, ხეირი.

ავანტი - იტალიის სოციალისტური პარტიის ყოველდღიური გაზეთი. დაარსდა 1896 წელს.

ავანტიტული - წიგნის საწყისი ფურცელი.

ავანტიურა (ფრანგ.) - საძრახისი, ჩვეულებრივ უპერსპექტივო თავგადასავალი.

ავანტიურიზმი - ადვილი წარმატების მისაღწევად წამოწყებულ ქმედებათა ერთობლიობა.

ავანტიურინი (ფრანგ.) - სასამკაულე ბრჭყვიალა ფერადი კვარცი.

ავანტიურისტი - ადვილი წარმატების იმედის მქონე, უპრინციპო საქმოსანი.

ავანჩავანი - ვისიმე საქმის ვითარება.

ავარა

  1. უსაქმო, მოხულიგნო ადამიანი.

  2. ინდური ფილმი რაჯ კაპურის მონაწილეობით.

ავარაირის ბრძოლა - 451 წელს არტაზის ოლქის ავარაირის ველზე (ჩრდილოეთი ირანი) გამართული ბრძოლა სომხებსა და სპარსელებს შორის.

ავარე - ქალაქი ბრაზილიაში.

ავარები - თურქულენოვან ტომთა დიდი კავშირი V-VIII საუკუნეებში.

ავართა სახაკანო - იხილე ავარები.

ავარია (იტალ.) - მანქანის ან მექანიზმის დაზიანება, რაც სახიფათოა ადამიანის სიცოცხლისათვის.

ავარიელები - დაღესტანში მცხოვრები ხალხი, იხილე ხუნძები.

ავარიის სახანო (ღუნძეთი, ხუნძახი) - სახელმწიფო თანამედროვე დაღესტნის ტერიტორიაზე XII-XIX საუკუნეებში.

ავარისი - ქალაქი ძველ ეგვიპტეში, მდინარე ნილოსის დელტის აღმოსავლეთ ნაწილში.

ავარტნი - საკოლოტე პალო, მახარი (საბა).

ავარუა - კუკის კუნძულების ადმინისტრაციული ცენტრი და პორტი კუნძულ რაროტონგაზე (ახალი ზელანდიის სამფლობელო).

ავარული ენა - კავკასიურ ენათა დაღესტნური ენების ნაწილი.

ავასი - ქალაქი აღმოსავლეთ საბერძნეთში.

ავასირხვა - სოფელი გუდაუთის რაიონში.

ავასო - ქალაქი განაში.

ავატარა (სანსკრიტის თანახმად „გამოცხადება“, „ქვეყნად მობრძანება“)

  1. ინდუიზმის მნიშვნელოვანი პერსონაჟი, უზენაესი ღმერთის, ვიშნუს ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ქვეყნად ცხადდება მაშინ, როცა კეთილს ბოროტი ემუქრება.

  2. კომპიუტერულ ტერმინოლოგიაში - ინტერნეტის ამა თუ იმ საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებლის ვიზუალური სიმბოლო.

ავაში - მდინარე და ეროვნული პარკი ეთიოპიაში.

ავაჩა

  1. მდინარე რუსეთის კამჩატსკის ოლქში.

  2. (ავაჩის სოპკა) მოქმედი ვულკანი კამჩატკაზე.

ავაძი - იაპონიის კუნძული.

ავაჯი - მომაღლო გრძელი ხმა (საბა), ჰიმნოგრაფიის ტერმინი, საგალობლის ხმა.

ავბედი - უკუღმართი ბედის მქონე.

ავგაროზ ბანდაისძე - XIV საუკუნის ქართველი მწიგნობარი, კალიგრაფი, მხატვარი.

ავგაროზი - თილისმა.

ავგე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ათენას ქურუმი, არკადიის მეფის ალეოსის ქალიშვილი.

ავგეა - ელიდის მეფე, მზის ღმერთის ჰელიოსის ვაჟი, მითიური თავლების პატრონი.

ავგერისი მარკოს (ნამდვილი სახელი და გვარი - გეორგოს პაპადოპულოსი) - ბერძენი მწერალი (1884-1975 წწ).

ავგია - სოფელი ხელვაჩაურის რაიონში.

ავგიას თავლა - ძველბერძნულ მითოლოგიაში მეფე ავგიას დაბინძურებული თავლები, რომელიც ჰერაკლემ გაწმინდა. ალეგორიულად - მეტისმეტი უწესრიგობა, უყურადღებობა.

ავგიე - ქალაქი ძველ საბერძნეთში.

ავგილა - ოაზისი ლიბიაში.

ავგიორგი - მეტსახელი კახეთის მეფე გიორგი II-ისა, მეფობდა 1511-13 წლებში.

ავგიტი (ბერძნ.) - ძეწკვისებრი სტრუქტურის ქანმაშენი სილიკატი პიროქსინების ჯგუფისა. უმეტესად შავია, იშვიათად - მუქი მწვანე ფერისა.

ავგური (ლათ.) - ქურუმი ძველ რომში, რომელსაც გააჩნდა წინასწარმეტყველების უნარი ფრინველის ფრენის და ხმიანობის მიხედვით.

ავგურის ღიმილი - ითქმის ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ერთმანეთს პირში ატყუებენ (ციცერონის თქმით, უკვე მის დროს, I საუკუნეში, ეღიმებოდათ ავგურთა წინასწარმეტყველებაზე).

ავგუსტ - ტიტული, რომელიც ერთვოდა იმპერატორის ოჯახის წევრების საზოგადო სახელებს (მაგალითად, უავგუსტოესი მონარქი).

ავგუსტა იან - XVI საუკუნის ჩეხეთის საეკლესიო მოღვაწე (1500-1572 წწ).

ავგუსტალები - ქურუმთა კოლეგია ძველ რომში.

ავგუსტა-პრეტორია - ძველი რომაული ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში (ახლანდელი აოსტა).

ავგუსტ-თისენ-ჰიუტტე - შავი მეტალურგიის უდიდესი საწარმო გერმანიაში. დაარსდა 1871 წელს.

ავგუსტინე ნეტარი (ავგუსტინე ავრელიუსი) - ქრისტიანი ღვთისმეტყველი-ფილოსოფოსი, დასავლეთის ეკლესიის მამათაგანი (354 - 430 წწ).

ავგუსტინელები - კათოლიკე ბერმონაზვნების ორდენი, დაარსდა XIII საუკუნის 40-იან წლებში

ავგუსტინიზმი - მიმდინარეობა კათოლიკეთა ქრისტიანულ ფილოსოფიაში.

ავგუსტინჩიჩი ანტუნ - ხორვატი მოქანდაკე (1909-1979 წწ).

ავგუსტოდუნუმი - გალური ტომების ედუების ქალაქი.

ავგუსტოვი - ქალაქი პოლონეთში.

ავგუსტუსი გაიუს ოქტავიანე - რომის იმპერატორი, იულიუს კეისრის შვილობილი და მემკვიდრე (ძვ.წ.აღ. 63 - ახ.წ.აღ. 14).

ავდარი - ცუდი ამინდი.

ავდეევი მიხაილ - რუსი მწერალი (1821-1876 წწ).

ავდეევი სერგეი - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, 1992-93 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1956 წელს).

ავდეევკა - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში (40 ათასი).

ავდეენკო ალექსანდრ - რუსი მწერალი, დრამატურგი, კინოსცენარისტი (1908-1996 წწ).

ავდიუშკო ვიქტორ - რუსი კინომსახიობი (1925-1975 წწ).

ავედონი რიჩარდ - სახელგანთქმული მაერიკელი ფოტოგრაფი (1923-2004 წწ).

ავეიდო ოსკარ - 1863-1864 წლების პოლონეთის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1837-1897 წწ).

ავეირუ - ქალაქი პორტუგალიაში.

აველანჟი ჟოაო - ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა-ს) პრეზიდენტი 1974-1998 წლებში (დაიბადა 1916 წელს).

აველიანედა

  1. ქალაქი აღმოსავლეთ არგენტინაში, დიდი ბუენოს-აირესის შემადგენლობაში (350 ათასი).

  2. ხერტრუდის გომეს - იხილე გომეს დე აველიანედა .

ავე მარია (ლათ. გიხაროდეს, მარია!) - კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთი ძირითადი ლოცვა, ღვთისმშობლის სადიდებელი ჰიმნი, რომლის ტექსტიც, დამტკიცებული 1545 წელს საეკლესიო კრების მიერ, არ უნდა შეცვლილიყო, მაგრამ დაწყებული XIX საუკუნიდან „ავე მარიას“ უწოდებენ ნებისმიერ ტექტზე შექმნილ სევდიანი განწყობის ვოკალურ ნაწარმოებს, მიძღვნილს წმინდა მარიამისადმი

ავენარიუსი ვასილი - რუსი მწერალი (1839-1823 წწ).

ავენარიუსი რიხარდ - შვეიცარიელი ფილოსოფოს-პოზიტივისტი, ემპირიოკრიტიციზმის ფუძემდებელი (1843-1896 წწ).

ავენელი ჟორჟ ვიკონტ ' - ფრანგი ისტორიკოსი (1855-1939 წწ).

ავენიდა (ესპ.) - ქუჩის ზოგადი სახელი ლათინური ამერიკის და ესპანეთის ქალაქებში (შეადარე ფრანგულ ავენიუ-ს).

ავენისი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ანანურის თემის საკრებულო), მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 840 მეტრი, დუშეთიდან - 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 2 კაცი.

ავენიუ (ფრანგ.) - ფართო ქუჩა აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ქალაქებში, რომლის გასწვრივ ხეებია დარგული, პროსპექტი.

ავენტი - მდინარე საბინთა მხარეში (ძველი რომი).

ავენტიკუმი - ჰელვეტების ქალაქი (რომის იმპერია).

ავენტინი - იხილე ავენტინუსი.

ავენტინის ბლოკი - იტალიის ოპოზიციური ანტიფაშისტური პარტიებისა და პოლიტიკური დაჯგუფებების ბლოკი, შეიქმნა 1924 წელს.

ავენტინუსი - ერთ-ერთი 7 ბორცვთაგანი, რომელზედაც აღმოცენდა ქალაქი რომი.

ავენტინუსი - (ნამდვილი სახელი და გვარი - იოჰან ტურმაირი) - გერმანელი ჰუმანისტი, ისტორიკოსი (1477-1534 წწ).

ავერბახი ილია - საბჭოთა რეჟისორი და სცენარისტი (1934-1986 წწ).

ავერბახი იური - საბჭოთა მოჭადრაკე, დიდოსტატი, ჭადრაკის ლიტერატორი და თეორეტიკოსი (დაიბადა 1922 წელს).

ავერბახი მიხაილ - საბჭოთა ეპოქის ოფთალმოლოგი, აკადემიკოსი (1872 - 1944 წწ).

ავერესკუ ალექსანდრ - რუმინეთის სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე (1859 1935 წწ).

ავერინცევი სერგეი - რუსი ფილოლოგი, კულტუროლოგი, მთარგმნელი (დაიბადა 1937 წელს).

ავერკამპი ჰენდრიკ - ჰოლანდიელი ფერმწერი (1585-1634 წწ).

ავერკიევი დიმიტრი - რუსი მწერალი, პუბლიცისტი, თეატრალური კრიტიკოსი (1836-1905 წწ).

ავერნი (ავერნო, ავერნუსი) - კრატერული ტბა იტალიის კამპანიის ოლქში. ძველრომაელთა რწმენით ჰადესში (ჯოჯოხეთში) შემავალი კარი.

ავეროესი - არაბი ფილოსოფოსის მუჰამად იბნ რუშდის ლათინიზებული სახელი.

ავეროიზმი - მიმდინარეობა XIII-XVI საუკუნეების დასავლურევროპულ ფილოსოფიაში, რომელიც იბნ რუშდის (ავეროესის) იდეებს ავითარებდა სამყაროს მარადიულობისა და ხელთუქმნელობის შესახებ.

ავერონი - დეპარტამენტი საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ადმინისტრაციული ცენტრი - როდეზი.

ავერსა - ქალაქი იტალიაში, ნეაპოლთან.

ავერსი (ფრანგ.) - ლითონის ფულის ან მედლის წინა მხარე, შუბლი (რევერსის საპირისპირო).

ავერუნკუსი - უბედურებათაგან განმარინებელი ღვთაება ძველ რომაულ მითოლოგიაში.

ავერჩენკო იური - რუსი მწერალი (1881-1925 წწ).

ავესტა (ზენდავესტა) - ზოროასტრიზმის წმინდა წიგნების კრებული, ძველირანული რელიგიური ძეგლი. ადგენდნენ ძველი წელთაღრიცხვის IX საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვის III საუკუნემდე. ამჟამად ფარსების (ინდოეთში მცხოვრები ზოროასტრელების) და გებრების (ირანელი ზოროასტრელების) საღვთო წიგნია.

ავეტიკა - პერსონაჟი სპექტაკლისა „ძველი ვოდევილები“, XX საუკუნის 70-80-იან წლებში ვასო გოძიაშვილის და შემდეგ ირაკლი უჩანეიშვილის შესრულებით.

ავეტისიანი ავეტ - სომეხი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1897-1971 წწ).

ავეტისიანი მინას - სომეხი მხატვარი, გრაფიკოსი (1928-1975 წწ).

ავეშეჯიბარზონდი (ავშაჯიბარზონდი) - უღელტეხილი კავკასიონის მთავარი ქედის ცენტრალურ ნაწილში.

ავეცანო - ქალაქი ცენტრალურ იტალიაში.

ავეჯი - ოთახში დასადგმელი ნივთები.

ავეჯულობა - სახლის ჭურჭელი, რაგინდარა გლეხურად (საბა).

ავზი - სითხის საცავი დიდი ჭურჭელი.

ავზონიუსი - იტალიის პირველი მეფე, მიჩნეულია ოდისევსის და კირკეს შვილად.

ავთანდილი - შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი.

ავთანდილ შულავრელი - XVIII საუკუნის ქართველი ხუროთმოძღვარი, ააშენა ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი სოფელ წესთან (ამბროლაურის რაიონი).

ავთენტიკური - იხილე ავთენტური.

ავთენტური (ბერძნ. authentic; authentique ნამდვილი, სანდო; Authentikos პირველწყაროდან აღმოცენებული) - ნამდვილი, სარწმუნო, პირველწყაროზე დამყარებული, დედნის შესაბამისი.

ავთრათი - ბარათი (საბა).

ავი - არკეთილი.

ავია - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, აღნიშნავს საავიაციოს, საჰაეროს.

ავიაბაზა - საჰაერო ბაზა, აეროდრომი, მასზე განლაგებული საწყობებითა და სარემონტო სახელოსნოებით.

ავიაბომბი - თვითმფრინავიდან ჩამოსაგდები ბომბი.

ავიადესანტი - საჰაერო დესანტი, თვითმფრინავით გადაყვანილი დესანტი.

ავიამაგისტრალი - საჰაერო მაგისტრალი.

ავიამზიდი - წყალზედა საბრძოლო ხომალდი, მაღალმანევრული მცურავი საავიაციო ბაზა.

ავიამოდელი - საფრენი აპარატის მოქმედი მოდელი.

ავიამოდელიზმი - საფრენ აპარატთა მოდელების კონსტრუირება და აგება ტექნიკური ან სპორტული მიზნით.

ავიანე ფლავიუს - რომაელი პოეტი, მეიგავე (IV საუკუნე).

ავიასპორტი - საჰაერო სპორტის სახეობა, რომელიც დაკავშირებულია ფრენასთან.

ავიატორი (ფრანგ.) - პირი, რომელსაც თვითმფრინავებთან აქვს საქმე, მფრინავი.

ავიაცია (ფრანგ.) - საჰაერო ფლოტი, საფრენი მანქანების ერთობლიობა.

ავიახაზი (ავიატრასა) - სატრანსპორტო თვითმფრინავების რეგულარული ფრენის დადგენილი მარშრუტი.

ავიაჰორიზონტი - საავიაციო გიროსკოპული ხელსაწყო, რომელიც მფრინავს თვითმფრინავის განივსა და გრძივ დახრილობას უჩვენებს.

ავიდია - ბუდიზმის ერთ-ერთი მთავარი მოძღვრება.

ავიდიუსი გაიუს კასიუს - II საუკუნის რომაელი მხედართმთავარი.

ავიენუსი რუფიუს ფესტუს - ძველრომაელი პოეტი.

ავიეტი (ფრანგ.) - პატარა ერთ ან ორადგილიანი თვითმფრინავი.

ავი ზნე - იხილე ეპილეფსია.

ავიზო (იტალ.)

  1. საბანკო დოკუმენტი, ურთიერთანგარიშსწორებაში მომხდარ ცვლილებათა შეტყობინება.

  2. პატარა, სწრაფმავალი მზვერავი გემის სახეობა.

ავილა - (ავილა დე ლოს კაბალიეროსი) - ისტორიული ქალაქი სამხრეთ ესპანეთში, ძველ კასტილიაში.

ავილა ხუან - ესპანელი ღვთისმსახური, „ანდალუსიის მოძღვარი“ (1500-1569 წწ).

ავილესი - ქალაქი-კურორტი ესპანეთში, ასტურიაში (ოვიედოს პროვინცია) ბისკაის ყურის სანაპიროზე (90 ათასი).

ავილიუსი - ძველი რომის ლეგენდარული მეფის რომულუსის და ჰერსილიას ვაჟი.

ავილოვი მიხაილ - რუსი მხატვარი-ბატალისტი (1882-1954 წწ).

ავიმორი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში (შოტლანდია).

ავინიონი - ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, პროვანსში, მდინარე რონასა და დიურანსის არხზე (100 ათასი).

ავიჟიუსი იონას - ლიტველი მწერალი (დაიბადა 1922 წელს).

ავისის დინასტია - შუა საუკუნეების პორტუგალიის სამეფო დინასტია.

ავისის ორდენი - პორტუგალიის საულიერო-სარაინდო ორდენი, დააარსეს 1147 წელს მავრებთან საბრძოლველად.

ავისტა (იტალ. draft at sight; a vista წარდგენით, წარმოდგენით) - თამასუქი ან ფულადი ანგარიშსწორების დოკუმენტზე არსებული წარწერა, რომელიც ადასტურებს წარდგენისთანავე ან წარდგენიდან განსაზღვრული ვადის გასვლას.

ავიტაბილე პიეტრო დონ - თეატინელი ბერი, კათოლიკე იტალიელი მისიონერი საქართველოში 1626-1628 წლებში.

ავიტამინოზი - სნეულება, ვიტამინების ნაკლებობა.

ავიტელინოზი - მცოხნელ ცხოველთა ჰელმინთოზური დაავადება.

ავიტუსი - ლათინურენოვანი გერმანელი მწერალი და საეკლესიო მოღვაწე, ეპისკოპოსი (დაახლოებით 460 - დაახლოებით 518 წწ).

ავიფაუნა - იგივეა, რაც ორნითოფაუნა.

ავი შაული მორდეხაი (ნამდვილი გვარი - მანდელი) - ებრაელი მწერალი ისრაელიდან, წერდა ივრითზე (1898-1988 წწ).

ავიჩიკვარა - მდინარე ოჩამჩირის რაიონში, ღალიძგის მარცხენა შენაკადი.

ავიცებრონი - XI საუკუნის ესპანელი ებრაელი პოეტის სოლომონ იბნ გებიროლის ლათინიზებული სახელი.

ავიცენა - შუააზიელი ფილოსოფოსისა და მეცნიერის იბნ სინას ლათინიზებული სახელი.

ავკვეთი - სოფელი გორის რაიონში.

ავლაბარი

  1. თბილისის უძველესი უბანი, მდებარეობს მტკვრის მარცხენა ნაპირზე, რიყეს, ელიას ჩუღურეთსა და ისანს შორის, ამჟამად შედის ისნის რაიონში.

  2. თბილისის მეტროპოლიტენის სადგური მთავარ ხაზზე „თავისუფლების მოედანსა“ და „300 არაგველს“ შორის, ამოქმედდა 1967 წელს (1990 წლამდე ეწოდებოდა „26 კომისარი“).

ავლევი - სოფელი ქარელის რაიონში.

ავლესტე - ეტრუსკთა მთავარი (ძველი რომი).

ავლი - ფერფლი.

ავლიდა - ქალაქი ძველ საბერძნეთში (ბეოტია).

ავლინი კლოდ - ფრანგი მწერალი (1901-1980 წწ).

ავლონი - ქალაქი ძველ საბერძნეთში (მესენია).

ავლოსი (ბერძნ.) - ბერძნულ-აღმოსავლური ჩასაბერი მუსიკალური საკრავი, ჰობოის მსგავსი.

ავნევი - სოფელი ზნაურის რაიონში.

ავოგადრო ამედეო - იტალიელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1776-1856 წწ).

ავოგადროს რიცხვი - მოლეკულების რიცხვი ნივთიერების ერთ გრამ-მოლეკულაში.

ავოკა - მდინარე სამხრეთ ავსტრალიაში.

ავოკადო (პორტუგ. - actek.) - მარადმწვანე სუბტროპიკული ხე მსხლისმაგვარი ნაყოფით, რომელიც საჭმელი ზეთითაა მდიდარი.

ავჟანდი - უზანგი.

ავრალი (ინგლ.)

  1. მთელი ეკიპაჟის მუშაობა გემზე.

  2. მთელი კოლექტივის გადაყვანა რაიმე სასწრაფო სამუშაოზე.

ავრამოვი ივან - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1915-1985 წწ)

ავრამოვი პაველ - დეკაბრისტი, პოლკოვნიკი (1790-1836 წწ).

ავრანლო - სოფელი წალკის რაიონში.

ავრანში - ქალაქი ჩრდილოეთ საფრანგეთში.

ავრეზი - ღვინის საწურავი (საბა).

ავრელია - იულიუს კეისრის დედა.

ავრელიანე ლუციუს დომიციუს - რომის იმპერატორი 270 წლიდან (214 - 275 წწ).

ავრელი აქოლისი - ძველი მცხეთის ხუროთმოძღვარი და მხატვართუხუცესი (IV საუკუნე).

ავრელიუსი ვიქტორ სექსტუს - IV საუკუნის რომაელი ისტორიკოსი.

ავრელიუსი - იხილე მარკუს ავრელიუსი.

ავრეხი - გვარად უნაყოფო ვაზი (საბა).

ავრი - მდინარე საფრანგეთში.

ავრილი ფილიპ - XVII-XVIII საუკუნეების ფრანგი იეზუიტი მისიონერი.

ავრიტი - ხის ქერქის თოკი (საბა).

ავრო - დიდი ბრიტანეთის თვითმფრინავმშენებელი ფირმა, დაარსებულია 1930 წელს.

ავრორა (ლათ.)

  1. ცისკრის ქალღმერთი რომაულ მითოლოგიაში.

  2. ბოლშევიკთა კრეისერი, რომელმაც 1917 წლის რევოლუციის დროს პირველი შეტევა განახორციელა ზამთრის სასახლეზე.

ავსა - ქალაქი ანტიკურ ესპანეთში.

ავსეენკო ვასილი - რუსი მწერალი, კრიტიკოსი, ჟურნალისტი (1842-1913 წწ).

ავსონიუსი დეციმუს მაგნუს - რომაელი მწერალი (309-394 წწ).

ავსტრაზია - მეროვინგების დროის ფრანკთა სამეფოს (V-IX საუკუნეები) აღმოსავლეთი ნაწილი (ამ სამეფოს დასავლეთ ნაწილს ნოისტრია ეწოდებოდა).

ავსტრალია (ლათ. australis - „სამხრეთი“) - კონტინენტი დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში, 7,7 მილიონი კვ.კმ.

ავსტრალია (ავსტრალიის კავშირი, Commonwealth of Australia)

  • სახელმწიფო სამხრეთ ნახევარსფეროში, ავსტრალიის კონტინენტზე, კუნძულ ტასმანიაზე და მიმდებარე კუნძულებზე.

  • დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1986 წლის 3 მარტი.

  • ჰიმნი - „Advance Australia Fair“.

  • შედის ერთა თანამეგობრობაში.

  • მმართველობის ფორმა - კონსტიტუციური მონარქია - ფედერალური საპარლამენტო სახელმწიფო.

  • სახელმწიფოს მეთაური - დიდი ბრიტანეთის დედოფალი.

  • საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი: სენატი და წარმომადგენელთა პალატა.

  • შედგება 6 შტატის და 2 ტერიტორიისგან.

  • ფართობი - 7 686 850 კვ.კმ.

  • მოსახლეობა - 21 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 2,7 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • ოფიციალური ენა - ინგლისური.

  • დედაქალაქი - კანბერა.

  • ეროვნული ვალუტა - ავსტრალიური დოლარი.

  • ქვეყნის კოდი - AUS.

  • დროის სარტყელი - UTC +8....+10.

  • სატელეფონო კოდი - +61.

  • ინტერნეტ-დომენი - au.

ავსტრალოპითეკი (ლათ.) - ადამიანის მსგავსი ნამარხი მაიმუნი.

ავსტრალორპი - სახორცე-საკვერცხე ქათმის ჯიში.

ავსტრალური (ლათ.) - სამხრული, სამხრეთისა.

ავსტრია (ავსტრიის რესპუბლიკა, გერმ. Republik Osterreich - „აღმოსავლეთის ქვეყანა“) - სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში, მდინარე დუნაის აუზში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეხეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთით - სლოვაკეთი, აღმოსავლეთით - უნგრეთი, სამხრეთით - სლოვენია, იტალია და შვეიცარია, დასავლეთით - ლიხტენშტეინი, შვეიცარია და გერმანია.

  • დამოუკიდებლობის დღე - 1955 წლის 27 ივლისი.

  • ჰიმნი - „Land der Berge, Land am Strome“.

  • მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.

  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

  • საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი.

  • ფართობი - 83 871 კვ. კმ.

  • შედგება რვა მხარისაგან და ადმინისტრაციულად მათთან გათანაბრებული ვენის რეგიონისგან.

  • მოსახლეობა - 8,2 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 97 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • ოფიციალური ენა - გერმანული.

  • დედაქალაქი - ვენა.

  • ეროვნული ვალუტა - ევრო.

  • ქვეყნის კოდი - AUT.

  • დროის სარტყელი - UTC +1.

  • სატელეფონო კოდი - +43.

  • ინტერნეტ-დომენი - at.

ავსტრიელები - ერი, ავსტრიის ძირითადი მოსახლეობა.

ავსტრომარქსიზმი - იდეოლოგიური და პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც ავსტრიული სოციალ-დემოკრატიის ბაზაზე შეიქმნა XX საუკუნის დასაწყისში.

ავსტროსლავიზმი - ავსტრიის იმპერიის ფედერაციულ სახელმწიფოდ რეფორმირების პროგრამა, შეიქმნა ჩეხეთში XIX საუკუნის მიწურულს.

ავსტრო-უნგრეთი - დუალისტური მონარქია, რომლის სათავეში ავსტრიის იმპერატორი იდგა (იგივე უნგრეთის მეფე), არსებობდა 1867-1918 წლებში.

ავსული - კუდიანი, ეშმაკი.

ავტარკია (ბერძნ.)

  1. ფილოსოფიური პრინციპი, რომლის თანახმადაც ადამიანს ბედნიერებას ანიჭებს მხოლოდ სათნოება.

  2. ეკონომიკაში - კარჩაკეტილი მეურნეობის შექმნა ამა თუ იმ ქვეყნის ფარგლებში.

ავტო

  1. რთული სიტყვების შემადგენელი ნაწილი, შეესაბამება „თვით“-ს.

  2. იგივე ავტომობილი.

ავტობაზა - საავტომობილო ბაზა, ავტომობილების დასაყენებელი ადგილი.

ავტობანი - იხილე აუტობანი.

ავტობიოგრაფია - პროზაული ჟანრი, საკუთარი ცხოვრების აღწერა.

ავტობლოკირება - მოძრაობის რეგულირება შუქნიშანთა სისტემის საშუალებით.

ავტობუსი (ფრანგ.-ლათ ) - მრავალადგილიანი სამგზავრო ავტომობილი.

ავტოგამია (ბერძნ.) - ერთუჯრედიანი ორგანიზმების ისეთი განაყოფიერება, როდესაც ერთმანეთს ერწყმის არა ორი უჯრედი, არამედ ერთ უჯრედში არსებული ორი ბირთვი.

ავტოგენეზი (ბერძნ.) - თეორია, რომლის თანახმადაც ორგანიზმის განვითარება ხდება შინაგანი ფაქტორებით.

ავტოგენური შედუღება - ლითონთა ჭრა-შედუღება ძალზედ მაღალი ტემპერატურით.

ავტოგოლი - საკუთარ კარში გატანილი გოლი ფეხბურთში.

ავტოგრავიურა - ხეზე (ლითონზე, ლინოლეუმზე) შესრულებული გრავიურა თვით ავტორის მიერ.

ავტოგრაფი (ბერძნ.)

  1. ნაწარმოების ავტორისეული ხელნაწერი.

  2. სამახსოვრო ხელმოწერა ვინმე ცნობილი პიროვნებისა.

ავტოგრაფია - ზუსტად, ზედმიწევნით გადაღება ვისიმე ხელისა, ნახაზისა ან ნახატისა.

ავტოდაფე - იხილე აუტოდაფე.

ავტოდიდაქტი (ბერძნ.) - პირი, რომელიც სკოლის გარეშე იღებს ცოდნას, თვითნასწავლი.

ავტოდინი - დადებით-უკუკავშირიანი რადიომიმღები.

ავტოდრომი (ფრანგ.) - ავტომობილების შეჯიბრის ან გამოცდის სპეციალური მოედანი.

ავტოვაგზალი - ნაგებობათა კომპლექსი საავტობუსო ხაზების ბოლო პუნქტებში მგზავრთა მომსახურებისათვის.

ავტოვაქცინა - თავად ავადმყოფის ბაქტერიებისაგან დამზადებული ვაქცინა.

ავტოკალამი - პორტატული საწერი მოწყობილობა.

ავტოკანე - კონცხი ელიდაში (ძვ. საბერძნეთი).

ავტოკარი (ინგლ.)

  1. შიგაწვის ძრავით აღჭურვილი პატარა თვითმოძრავი ურიკა.

  2. პატარა ავტომობილი.

ავტოკატალიზი - ქიმიური რეაქციის დაჩქარება რეაქციის პროდუქტის გავლენით.

ავტოკეფალია (ბერძნ.) - ამა თუ იმ რეგიონალური მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა.

ავტოკლავი (ფრანგ.) - აპარატი, რომელშიც მაღალი ტემპერატურისა და ნორმალურ ატმოსფერულზე მაღალი წნევის პირობებში ახორციელებენ სხვადასხვა პროცესს.

ავტოკოდი - პროგრამირების მარტივი ენა.

ავტოკოლიმატორი - ზუსტი კუთხური გაზომვისათვის განკუთვნილი ოპტიკურ-მექანიკური ხელსაწყო.

ავტოკოლონა - ავტომობილების კოლონა.

ავტოკრატი (ბერძნ.) - თვითმპყრობელი, შეუზღუდავი მმართველი ქვეყნისა.

ავტოკრატია (ბერძნ.) - სახელმწიფო მმართველობის ფორმა, როცა შეუზღუდავი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება თავმოყრილია ერთი პირის ხელში, თვითმპყრობელობა, აბსოლუტიზმი.

ავტოლი - ძრავის საპოხი ზეთის სახეობა, ავტომობილის ზეთი.

ავტოლიზი (ბერძნ.) - ორგანიზმის ქსოვილების დაშლა ამ ქსოვილებში არსებული ფერმენტების მოქმედების შედეგად.

ავტოლიკოსი (ავტოლიკე) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ქურდების ღმერთის ჰერმესისა და ქიონეს ვაჟი.

ავტოლოგია (ბერძნ.) - სიტყვის ხმარება პირდაპირი მნიშვნელობით, ფიგურალური ან გადატანითი მნიშვნელობის საპირისპიროდ.

ავტომაგისტრალი - იგივეა, რაც ავტოსტრადა.

ავტომატი (ბერძნ.)

  1. აპარატი, რომელიც ამოქმედების შემდეგ რაიმე სამუშაოს ასრულებს თავისით, შიდა მექანიზმის საშუალებით.

  2. ერთგვარი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ჩახმახის ერთი გამოკვრის შემდეგ ავტომატურად განაგრძობს სროლას.

ავტომატია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, შემთხვევითობის და მოულოდნელი ბედნიერების ქალღმერთი.

ავტომატიზაცია - საწარმოო პროცესის სრულყოფა.

ავტომატიზმი - მექანიკური, არაცნობიერი შეუგნებელი მოქმედება.

ავტომატიკა

  1. წარმოების ავტომატიზაციის შემმუშავებელი დარგი ტექნიკისა.

  2. ავტომატურად მოქმედი მექანიზმების მოწყობილობათა ერთობლიობა.

ავტომედონტი (ავტომედონი) - აქილევსის მეეტლე და თანამებრძოლი ჰომეროსის პოემის თანახმად.

ავტომედუსა (მედუზა) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, გმირ ალკათოოსის ასული, ჰერაკლეს ძმის, იფიკლეს პირველი ცოლი.

ავტომიქსისი - თვითგანაყოფიერება უმარტივეს ცხოველებში.

ავტომობილი (ფრანგ.) - შიგაწვის ძრავის საშუალებით მოძრავი მანქანა, რასაც აქვს ორზე მეტი თვალი.

ავტომობილიზმი (ფრანგ.)

  1. საავტომობილო სპორტი.

  2. საავტომობილო საქმე.

ავტომოდელიზმი - ავტომობილების კონსტრუირება ტექნიკური ან სპორტული მიზნებით.

ავტომოპასუხე (ავტომატური მოპასუხე) - მოწყობილობა, რომელიც სააბონენტო სატელეგრაფო კავშირის დროს ავტომატურად უპასუხებს გამომძახებელ აბონენტს.

ავტომორფიზმი - იხილე იზომორფიზმი.

ავტომოტრისა (ფრანგ.) - თვითმავალი სამგზავრო ვაგონი, რომელიც ლიანდაგებზე მოძრაობს შიგაწვის ძრავით.

ავტომუტაგენი - უჯრედში წარმოქმნილი ნივთიერება, რომელიც მემკვიდრეობის ცვლილებებს იწვევს.

ავტონიმი (ბერძნ.) - ფსევდონიმიანი ავტორის ნამდვილი სახელი.

ავტონიმია (ბერძნ.) - სახელის (ან საზოგადოდ ენობრივი გამოსახულების: სიმბოლოს, სიტყვის, გამოთქმის) თავისსავე სახელად ხმარება.

ავტონოე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პენელოპეს მოახლე.

ავტონომია (ბერძნ.)

  1. კონსტიტუციურ სამართალში ამა თუ იმ ტერიტორიის უფლება იმისა, რომ თავად განახორციელოს სახელმწიფოებრივი მმართველობა კონსტიტუციურად ნებადართულ ფარგლებში.

  2. ამა თუ იმ სამეცნიერო ან სასწავლო დაწესებულების დამოუკიდებლობა.

ავტონომიური

  1. ავტონომიის მქონე.

  2. რაც დაკავშირებული, მიერთებული არ არის მის გარეშე მყოფ ენერგიის წყაროსთან.

ავტონომიურობა - ბმული რეგულირების სისტემებში ერთი რომელიმე მართული სიდიდის დამოუკიდებლობა სხვა მართულ სიდიდეთა ცვლილებისაგან.

ავტოპილოტი - საფრენი აპარატის ავტომატური მართვის მოწყობილობა.

ავტოპლასტიკა - ქსოვილების გადანერგვა სხეულის ერთი ნაწილიდან მეორეზე.

ავტოპორტრეტი - მხატვრის მიერ დახატული საკუთარი სახე.

ავტოჟირი (ფრანგ.) - ჰაერზე მძიმე ხრახნფრთიანი საფრენი აპარატი, ძველებური შვეულმფრენი.

ავტორეფერატი - ავტორის მიერ საკუთარი სამეცნიერო ნაშრომის მოკლე შინაარსის გადმოცემა.

ავტორი (ლათ.) - ნაწარმოების შემქმნელი, გამომგონებელი.

ავტორიზებული თარგმანი - ავტორის მიერ ნებადართული ან მოწონებული თარგმანი.

ავტორიტარული რეჟიმი - ვინმესადმი უსიტყვო მორჩილებაზე დამყარებული მმართველობის სახეობა.

ავტორიტეტი (გერმ.)

  1. აღიარებული გავლენა, მნიშვნელობა.

  2. პირი, რომელსაც ასეთი გავლენა აქვს მოპოვებული.

ავტორ-მთქმელი - ქართულ ფოლკლორისტიკაში მიღებული ტერმინი, აღნიშნავს ისეთ შემსრულებელს, რომელსაც რეპერტუარში საკუთარი ნაწარმოებებიც მოეპოვება.

ავტორხანოვი აბდურახმან - რუსი ისტორიკოსი და მწერალი (1908-1997 წწ).

ავტორხევა - არამილევადი რხევა, რომელსაც რაიმე რხევით სისტემაში გარეშე პერიოდული ზემოქმედებისაგან დამოუკიდებლად შეუძლია იარსებოს და რომლის ამპლიტუდა და პერიოდი (სიხშირე) თვით ამ სისტემის თვისებებით არის განპირობებული.

ავტოსადგური - სატრანსპორტო დაწესებულება, რომელიც ემსახურება მგზავრების მიმოსვლასა და ტვირთის გადაზიდვას.

ავტოსალონი

  1. ახალი ავტომობილების სადემონსტრაციო დაწესებულება.

  2. ავტომობილების საერთაშორისო გამოფენა.

ავტოსერვისი - ავტომობილების მომსახურება.

ავტოსეროთერაპია (ბერძნ.) - ავადმყოფის მკურნალობა თავისივე სისხლის შრატით.

ავტოსტერილობა - მტვრის მარცვლის გაუღივებლობა ამავე ყვავილის, ამ მცენარის სხვა ყვავილის ანდა ამავე ჯიშის სხვა მცენარის ყვავილის დინგზე მოხვედრისას.

ავტოსტილია - პირველადი ზედა ყბის უშუალო შეერთება ტვინის ქალასთან.

ავტოსტოპი

  1. მოწყობილობა მატარებლების ავტომატურად გასაჩერებლად დაკეტილ საგზაო სიგნალთან მიახლოებისას.

  2. მგზავრთა გადაადგილების ერთგვარი წესი, როდესაც გზად მიმავალ ავტომობილს აჩერებენ და მიჰყვებიან დანიშნულ ადგილამდე.

ავტოსტრადა (იტალ.) - თანამედროვე ტიპის სამანქანო გზა.

ავტოტიპია (ბერძნ.)

  1. გამოსახულების მიღების და კლიშეს დამზადების ფოტომექანიკური საშუალება.

  2. ასეთი კლიშედან აღებული ანაბეჭდი.

ავტოტომია (ბერძნ.) - ზოგი ცხოველის უნარი თვითონ მოიშოროს სხეულის ნაწილი.

ავტოტრანსფორმატორი - ელექტრული ტრანსფორმატორი, რომლის ყველა გრაგნილი ერთმანეთთან შეერთებულია გალვანურად.

ავტოტრანსფუზია (ბერძნ.) - ავადმყოფისათვის თავისივე სისხლის გადასხმა.

ავტოტროპიზმი - მცენარის თვისება - გასწორდეს მოღუნვის შემდეგ.

ავტოტროფული ორგანიზმები - არაორგანული ნივთიერებებით კვებადი ორგანიზმები.

ავტოფერტილობა (თვითნაყოფიერება) - მცენარის უნარი თვითდამტვერვით მოგვცეს ნორმალური თესლი.

ავტოფსია (ბერძნ.) - გვამის გაკვეთა სიკვდილის მიზეზის დასადგენად.

ავტოქთონები (ბერძნ.)

  1. ორგანიზმები, რომლებიც, ალოქთონებისაგან განსხვავებით, საკუთარი ჩამოყალიბების დღიდან ერთ რომელიმე განსაზღვრულ რეგიონში არსებობენ.

  2. ქვეყნის უძველესი მკვიდრი მოსახლეობა, აბორიგენები.

ავტოქთონი (ავტოხთონი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ატლანტიდის მითიური მეფე.

ავტოქთონური - ადგილობრივი წარმოშობისა (ქანები, ნახშირი, თიხა და სხვა).

ავტოქორები (ბერძნ.) - მცენარეები, რომლებიც ვრცელდებიან გარე ფაქტორთა ზემოქმედების გარეშე, გახეთქილი მწიფე ნაყოფიდან თესლის გატყორცნით.

ავტოქრომი - ფერადი გამოსახულების მისაღები ფოტოფირფიტა.

ავტოხთონი - იხილე ავტოქთონი.

ავტოჰემოთერაპია - ავადმყოფის კუნთში მისივე ვენიდან აღებული სიხლის შეყვანა.

ავუარი (ფრანგ.) - ანაბარი საზღვარგარეთის ბანკში.

ავუნკულატი (ლათ.) - დედის ძმის და დისწულის განსაკუთრებული დამოკიდებულება, მატრიარქატის გადმონაშთი. გულისხმობს ბიძის განსაკუთრებულ უფლება-მოვალეობებს დისწულების საოჯახო მდგომარეობის მოწესრიგებაში.

ავფი (აუფი) მუჰამად იბნ მუჰამად სადიდ ალ-დინ ბუხარაი - სპარსული ლიტერატურის ისტორიკოსი (XII-XIII სს).

ავფიდიუსი გნეუს ორესტე ავრელიანე - ძველი რომის სახალხო ტრიბუნი.

ავქატები - სკვითური ტომი.

ავქაში - იგივე საწინწკარა.

ავქსენტი - ქართველი დრამატურგის ცაგარელის სახელი.

ავღანეთი (ისლამური რესპუბლიკა ავღანეთი, Jumhuri-yi Islami-yi Afganistan)

  • სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. დასავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება ირანი, სამხრეთით - პაკისტანი, აღმოსავლეთით - ჩინეთი, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით - შუა აზიის ქვეყნები: თურქმენეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი.

  • დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1919 წლის 19 აგვისტო.

  • ჰიმნი „Soroud-e Melli“ (ეროვნული სიმღერა).

  • მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.

  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

  • ფართობი - 647 500 კვ.კმ.

  • დაყოფილია 34 პროვინციად (ვილაიეთად).

  • მოსახლეობა - 30 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 43 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • სახელმწიფო ენები - პუშტუ და დარი (სპარსული ენის სახესხვაობა).

  • დედაქალაქი - ქაბული.

  • ეროვნული ვალუტა - ავღანი.

  • ქვეყნის კოდი - AFG.

  • დროის სარტყელი - UTC +4.30.

  • სატელეფონო კოდი - +93.

  • ინტერნეტ-დომენი - af.

ავღანელები - ავღანეთის ძირითადი მოსახლეობა.

ავღანი - ავღანეთის ფულის ერთეული.

ავყია - ლანძღვა-გინების მოყვარული.

ავშანი (აბზინდა) - ცხვრის საკვები ბალახი.

ავშარა - ულაგმო აღვირი.

ავშარაჯი - მსხალთა წვენი სასმელად შემზადებული (საბა).

ავშარები - ჩრდილოეთ ირანის თურქულენოვანი ხალხი.

ავშნიანი (აბზინდიანი) - ნახევრად უდაბნოსა და უდაბნოს მცენარეთა ფორმაცია.

ავშრიკი - თოკის ავშარა ცუდი (საბა).

ავჩიანი სურენ - სომეხი მწერალი (1904-1980 წწ).

ავჭალა - ყოფილი სოფელი მცხეთის და შემდეგ გარდაბნის მუნიციპალიტეტებში, ამჟამად თბილისის უბანი გლდანი-ნაძალადევის რაიონის შემადგენლობაში; მდებარეობს თბილისის ჩრდილოეთით, საგურამოს ქედის მთისწინეთისა და გარე კახეთის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირის ტერასაზე, ზღვის დონიდან 440 მეტრზე. ავჭალა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სოფელი იყო. ისტორიულ ქრონიკებში ხშირად მოიხსენიება. დიდი თურქობის დროს, XI საუკუნის 80-იან წლებში, თურქები ზამთრობით ავჭალასა და დიღომში იდგნენ. IX-XI საუკუნეებში ავჭალა თბილისის საამიროში შედიოდა, XII-XIII საუკუნეებში - კახეთის საერისთავოში. ავჭალასთან მტკვარზე კარგი ფონი იყო, რითაც სარგებლობდნენ ლეკი მოთარეშეები. ლეკებისაგან თავდასაცავად 1734 წელს მტკვრის გაყოლებით აშენდა ციხე და 12 კოშკი. 1887 წელს კი თბილისის წყლით მოსამარაგებლად შეკრიბეს წყაროები და გაიყვანეს ავჭალის წყალსადენი. სოფელი ავჭალა გაყოფილი იყო ორ ნაწილად: ზემო და ქვემო ავჭალად. ზემო ავჭალა იწყებოდა თითქმის მცხეთიდან გვინდაძის ხევამდე, ხოლო ქვემო ავჭალა იწყებოდა გვინდაძის ხევიდან მდინარე გლდანულამდე. უბნის ასეთი დაყოფა და შესაბამისი ტოპონიმები დღემდე შემორჩა.

ავჭალური - ერთგვარი თამაში-აკენწვლა წინდაში გახვეული მარცვლეულის.

ავხანა - სანეშტე (საბა).

ავხორცი - სქესობრივად აღვირახსნილი ადამიანი.

5.7 აზ

▲ზევით დაბრუნება


აზაბა - სამთამადნო რეგიონი ალჟირში.

აზაგი - შუმერულ მითოლოგიაში - სნებისა და სიკვდილის ღმერთი.

აზადი დოვლეთმამედ - თურქმენი პოეტი და სწავლული (1700-1760 წწ).

აზადი მავლანა აბულ ქალამ - ინდოეთის პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი (1888-1958 წწ).

აზადოვსკი მარკ - რუსი ლიტერატურათმცოდნე, ფოლკლორისტი (1888-1954 წწ).

აზავერი - სასაპალნე პირუტყვი.

აზავრეთი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

აზავრეთისხევი - მდინარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ბარალეთისწყლის მარჯვენა შენაკადი.

აზაზელი - იუდაიზმის თანახმად, ზნედაცემული ანგელოსი, რომელმაც აცდუნა ადამიანთა მოდგმა და უფლის წინააღმდეგ ამბოხი მოაწყო.

აზაზელო - პერსონაჟი მიხაილ ბულგაკოვის რომანისა „ოსტატი და მარგარიტა“, დემონი-მკვლელი.

აზალია - როდოდენდრონის რამოდენიმე სახეობის სახელი.

აზამატი - პერსონაჟი მიხაილ ლერმონტოვის მოთხრობისა “ჩვენი დროის გმირი”.

აზამბარი - ღვინის სმაში გათანასწორება შემოსწრებულისა.

აზამი ეგიდ კვირინ - გერმანელი ფერმწერი, მოქანდაკე, არქიტექტორი (1696-1750 წწ).

აზამი კოსმას დამიან - გერმანელი ფერმწერი, მოქანდაკე და არქიტექტორი (1686-1739 წწ).

აზანდე (ბანდა)

  1. ზეგანი ცენტრალურ აფრიკაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის, კონგოსა და სუდანის ტერიტორიაზე.

  2. მდინარე უელისა და მბომუს შუამდინარეთში (კონგო) მცხოვრები ხალხი.

აზანთა - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

აზანი

  1. მუეძინის ხმამაღალი მოწოდება მინარეთიდან ლოცვის დროის დადგომის შესახებ.

  2. იხილე აძანი.

აზარაშვილი ვაჟა - კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1936 წელს).

აზარაშვილი მაია - სპორტსმენი (მძლეოსნობა, სირბილი), 1988 წლის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი 4X100 მეტრ ესტაფეტაში (დაიბადა 1964 წელს).

აზარიანი ალბერტ - სომეხი სპორტსმენი, ტანმოვარჯიშე, ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონი XX საუკუნის 50-60-იან წლებში (დაიბადა 1929 წელს).

აზაროვა ლუდმილა - მხატვარი-კერამიკოსი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1922 წელს).

აზარტი (ფრანგ.) - თავდავიწყებით გატაცება.

აზარფეშა (სპარს.) - ვერცხლის გრძელტარიანი სასმისი.

აზასი - მდინარე და ნაკრძალი რუსეთის ტუვის რესპუბლიკაში.

აზატი

  1. შუა საუკუნეების (სასანიანთა) ირანში თავისუფალი მიწათმოქმედი.

  2. თავისუფალი გლეხი შუა საუკუნეების საქართველოში.

აზატსკოე - ტბა რუსეთის ვოლოგდის ოლქში.

აზატ-ხანი - ირანის მეფის, ნადირ-შაჰის (XVIII საუკუნე) სარდალი, წარმოშობით ავღანელი.

აზაუ - კავკასიონის ორი მყინვარი იალბუზის მთის მახლობლად.

აზბესტი (ბერძნ.) - სილიკატების კლასის მინერალთა საერთო სახელი, ცეცხლგამძლე მასალა.

აზბესტიტი - აზბესტის ბოჭკოსაგან დამზადებული მასალა თბოიზოლაციისათვის.

აზბოლითი - ცემენტის, ნახერხის და აზბესტის ნაერთი სამშენებლო მასალა.

აზბოპლასტიკატები - პლასტმასები, რომელთა შემვსებადაც იყენებენ აზბესტის ბოჭკოვან მასალას. ფართო გამოყენება აქვს რაკეტულ ტექნიკაში თბოიზოლაციისათვის.

აზგარდი - სკანდინავიურ მითოლოგიაში - უზენაესი ღმერთების ადგილსამყოფელი.

აზგური ზაირ - ბელორუსი მოქანდაკე, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1908 წელს).

აზდაკი - რამაზ ჩხიკვაძის მიერ განსახიერებული პერსონაჟი ბრეხტის პიესაში „კავკასიური ცარცის წრე“.

აზები - ღმერთების ზოგადი სახელი გერმანულ და სკანდინავიურ წარმართულ პანთეონში.

აზელუსი - ფეხსახსრიანი ცხოველი ტოლფეხიანების რიგისა.

აზემა საბინა - ფრანგი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1945 წელს).

აზენკური - 1415 წლის ინგლის-საფრანგეთის ბრძოლის ადგილი საფრანგეთის ქალაქ კალეს სამხრეთით.

აზერბაიჯანელები (საკუთარი სახელი - აზერილერ) - აზერბაიჯანის ძირითადი მოსახლეობა (6 მლნ.). დიდი რაოდენობით ცხოვრობენ აგრეთვე ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (11 მლნ.). მთელ მსოფლიოში 18 მილიონამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს.

აზერბაიჯანი (აზერბაიჯანის რესპუბლიკა, azerb. Azerbaycan Respublikasi).

  • სახელმწიფო ამიერკავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთი, ჩრდილოეთით და დასავლეთით - საქართველო, სამხრეთით - სომხეთი და ირანი, აღმოსავლეთით აკრავს კასპიის ზღვა. აზერბაიჯანის ექსკლავი - ნახიჭევანის ავტონომიური რესპუბლიკა - დასავლეთით ესაზღვრება თურქეთსაც.

  • დამოუკიდებლობის დღე (რუსეთის იმპერიისგან) - 1918 წლის 28 მაისი, (სსრკ-სგან - 1991 წლის 30 აგვისტო.

  • ეროვნული დევიზი - „Odlar Yurdu“ (სინათლის ქვეყანა).

  • ჰიმნი - „Azerbaycan“.

  • მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.

  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

  • უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი (მილი მეჯლისი).

  • ფართობი - 86 600 კვ.კმ.

  • დაყოფილია 61 რაიონად (65 ქალაქი და 122 ქალაქის ტიპის დასახლება).

  • მოსახლეობა - 8,6 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 91 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • მორწმუნეები - მუსლიმანი-შიიტები.

  • ოფიციალური ენა - აზერბაიჯანული.

  • დედაქალაქი - ბაქო.

  • ეროვნული ვალუტა - მანათი.

  • ქვეყნის კოდი - AZE.

  • დროის სარტყელი - UTC +4.

  • სატელეფონო კოდი - +994.

  • ინტერნეტ-დომენი - Az.

აზერბაიჯანი - ვიქტორ დოლიძის სიმფონია.

აზერბაიჯანფილმი - (ჯაბარლის სახელობის) მხატვრული და დოკუმენტური ფილმების სტუდია ბაქოში, დაარსებულია 1923 წელს.

აზერინფორმი - აზერბაიჯანის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო, დაარსებული 1920 წელს.

აზეულა - მწვერვალი გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თელეთის ქედზე.

აზეულას ციხე - იხილე აგარანი (2).

აზეფი ევნო - XX საუკუნის დასაწყისის რუსეთში ესერთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი (1869-1918 წწ).

აზია - ყველაზე ვრცელი ნაწილი ქვეყნისა. ფართობი - დაახლოებით 43,4 მილიონი კვ.კმ. ევროპასთან ერთად ადგენს ევრაზიის მატერიკს. 2000 წლისათვის აზიაში დაახლოებით 4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა.

აზიანი (ნამდვილი გვარი დონდაროვა) ნატალია - ქართველი დრამატურგი (1878-1943 წწ).

აზიანიკური ენები - პირობითი სახელწოდება ენობრივი ჯგუფისა, რომელიც მოიცავდა ახლო აღმოსავლეთში ძვ.წ.აღ. III-II ათასწლეულებში გავრცელებულ არაინდოევროპულ და არასემიტურ ენებს (ელემური, კასიტური, ურარტული, შუმერული და ა.შ).

აზიდები - აზოტწყალბადმჟავას ქიმიური ნაერთები.

აზიზა (აზიზა მუჰამედოვა) - ესტრადის უზბეკი მომღერალი ქალი (დაიბადა 1964 წელს).

აზიზბეკოვი მეშადი აზიმ-ბეკ-ოღლუ - აზერბაიჯანელი რევოლუციონერი (1876-1918 წწ).

აზიზბეკოვი - სომხეთის ქალაქ ვაიქის სახელი კომუნისტურ ეპოქაში.

აზიზი - ნაზი, სათუთი.

აზიზმაზიზი - ძალზედ აზიზი.

აზიზ ნესინი (ნამდვილი სახელი და გვარი მაჰმუდ ნუსრეთი) - თურქი მწერალი, სატირიკოსი, იუმორისტი და დრამატურგი (დაიბადა 1915 წელს).

აზიზქენდი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

აზითავადა - კილიკიაში მცხოვრები ხალხის დანუნელთა მეფე ძვ.წ.აღ. IX საუკუნის I ნახევარში.

აზიკივე ბენჯამინ - ნიგერიის პრეზიდენტი 1963-66 წლებში (1904-1996 წწ).

აზილის კულტურა - ადრინდელი მეზოლითის ხანის კულტურა ძვ.წ.აღ. VIII ათასწლეულში.

აზიმზადე აზიმ ასლან ოღლი - აზერბაიჯანელი მხატვარი-გრაფიკოსი (1880-1943 წწ).

აზიმოვი აიზეკ - ამერიკელი მწერალი-ფანტასტი (1920-1992 წწ).

აზიმოვი ფიღამ - თურქმენი ენათმეცნიერი, აკადემიკოსი (დაიბადა 1915 წელს).

აზიმოვი უზბეკი პოეტის ჰამიდ ალიმჯანის ნამდვილი გვარი.

აზიმუტი (არაბ. „ას-სუმუთ“ - გზა, მიმართულება)

  1. კუთხე დამკვირვებლის წერტილის მერიდიანის სიბრტყესა და ამ წერტილზე და დასამზერ საგანზე გამავალ ვერტიკალურ სიბრტყეს შორის.

  2. დედამიწის ზედაპირზე სვლის პირდაპირი მიმართულება.

აზინები - ჰეტეროციკლური ნაერთები.

აზიხის მღვიმე - მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი აზერბაიჯანის ჰადრუთის რაიონის სოფელ აზიხის მახლობლად.

აზმა - იგივე ქება.

აზმაითი - თოვლისგან თვალის ვნება (საბა).

აზმაიფარი - საქებელი (საბა).

აზმაიფარაშვილი გივი - დირიჟორი და პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1930 წელს).

აზმაიფარაშვილი ზურაბ - მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, 2003 წელს ევროპის ჩემპიონი (დაიბადა 1960 წელს).

აზმაიფარაშვილი შალვა - დირიჟორი (1902-1957 წწ).

აზმანა

  1. ყოფილი სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

  2. მდინარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი.

აზნავური შარლ (ნამდვილი სახელი და გვარი ვარენაგ აზნავურიანი) - სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერალი, კინომსახიობი და პოეტი (დაიბადა 1924 წელს).

აზნაკაევო - ქალაქი რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში (35 ათასი).

აზნაური - პრივილეგირებული პირი ფეოდალურ საქართველოში.

აზნაურიშვილი - იგივე აზნაური.

აზო (აზონი) - ალექსანდრე მაკედონელის მიერ მცხეთაში დანიშნული მმართველი, შემდგომ ქართლის სამეფოს მეფე.

აზო - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, რომელიც მიუთითებს აზოტის შემცველობაზე.

აზობენზოლი - უმარტივესი არომატული აზონაერთი.

აზოვი - ქალაქი რუსეთის როსტოვის ოლქში (80 ათასი).

აზოვის ზღვა (ძვ.რუსულად Сурожское море )- ატლანტის ოკეანის აუზის განაპირა ზღვა, მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთ ნაწილში, შავ ზღვასთან შეერთებულია ქერჩის სრუტით. ფართობი 39 ათასი კვ.კმ. მაქსიმალური სიღრმე - 15 მეტრი

აზოვსკოე - დაბა უკრაინის ყირიმის ოლქში.

აზოლსკი ანატოლი - რუსი მწერალი (დაიბადა 1930 წელს).

აზოოსპერმია - სათესლე სითხეში სპერმატოზოიდების უქონლობა.

აზორის კუნძულები - პორტუგალიის კუთვნილი ვულკანური არქიპელაგი ატლანტის ოკეანეში, აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან.

აზორკი და არმაზელი - ლეონტი მროველის თანახმად, „ორმეფობის ხანის“ ქართლის მეცამეტე მეფენი.

აზოტემია - სისხლში ცილოვანი ცვლის აზოტოვანი პროდუქტების რაოდენობის მომატება.

აზოტი (N) - მენდელეევის პერიოდული სისტემის V ჯგუფის ქიმიური ელემენტი. ატომური ნომერი 7, ატომური მასა 14,0067. უფერული გაზი, რომელსაც არა აქვს სუნი და გემო. ჰაერის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი (78%). 1722 წელს აღმოაჩინა შოტლანდიელმა მეცნიერმა დ.რეზერფორდმა.

აზოტბაქტერი - ნიადაგის ბაქტერია, რომელიც ჰაერიდან ითვისებს აზოტს და ამდიდრებს ნიადაგს აზოტოვანი ნივთიერებით.

აზოტიზაცია - ლეგირებული ფოლადის ზედაპირის გაჯერება აზოტით.

აზოტის კარტელი - საერთაშორისო გაერთიანება, დაარსებულია 1928 წელს გერმანიის, ინგლისის და ნორვეგიის აზოტის მონოპოლიათა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

აზოტმჟავა - ერთფუძიანი ძლიერი მჟავა.

აზოტოვანი ცილა - აზოტშემცველ ნივთიერებათა გარდაქმნის პროცესი ორგანიზმში.

აზოტფიქსაცია - ატმოსფეროს მოლეკულური აზოტის შებოჭვისა და აზოტოვან ნაერთებად გარდაქმნის პროცესი.

აზოშეუღლება - დიაზონაერთების ურთიერთქმედება ფენოლებთან, ნაფთოლებსა და მათს წარმოებულებთან.

აზრაკიტები - სარიჯიტული მიმდინარეობის ყველაზე უკიდურესი და შეურიგებელი სექტის წარმომადგენლები ისლამში.

აზრი - განსჯის პროდუქტი.

აზრი - XX საუკუნის დასაწყისის ქართული ყოველდღიური პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთი. გამოდიოდა 1908 და 1914 წლებში.

აზროვნება - შემეცნებითი პროცესის შემადგენელი ნაწილი.

აზუა - ალოეს ქართული სახელი.

აზურიტი (არაბ.) - სპილენძის მინერალი ლურჯი ფერისა.

აზღუდი

  1. ქალის გარდერობის შემადგენელი ნაწილი.

  2. იგივეა, რაც ბარტყი.

აზჰარი ისმაილ - სუდანის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1902-1969 წწ).

აზჰარი (ალ-ჯამი, ალ-აზჰარი) - მუსლიმანური რელიგიური და საერო უმაღლესი სასწავლებლების და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების კომპლექსი კაიროში (ეგვიპტე).

5.8 ათ

▲ზევით დაბრუნება


ათა - თურქულად „მამა“

ათაბაგი

  1. საქართველოში - ვაზირი, XV საუკუნიდან კი სამცხის მმართველთა ტიტული.

  2. სელჯუკთა სახელმწიფოში ტახტის მემკვიდრის აღმზრდელი და მეურვე.

  3. ეგვიპტეში მამლუქთა მეთაურის წოდება.

  4. ცალკეული სამთავროების მთავრები მახლობელი აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში XII-XIII საუკუნეებში.

ათაბასკა - ტბა დასავლეთ კანადაში, მდინარე მაკენზის სისტემის ზემო ნაწილში.

ათაბასკები (ათაპასკები, საკუთარი სახელწოდება - დენე) - ჩრდილოამერიკელ ინდიელთა ტომები.

ათაევა საბირა - თურქმენი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1917-2002 წწ).

ათავარვედა (ათარვავედა, სანსკრიტის თანახმად, „მისნობათა ცოდნა“) - მედიცინის ისტორიული თვალსაზრისით საყურადღებო ნაშრომი, IV ვედა, ჯადოსნური ფორმულების კრებული.

ათათურქი მუსტაფა ქემალ - 1918-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი რევოლუციის ხელმძღვანელი თურქეთში, თურქეთის რესპუბლიკის ფუძემდებელი და მისი პირველი პრეზიდენტი 1923-1938 წლებში (1881-1938 წწ).

ათაი - უზბეკი პოეტი-ლირიკოსი (XV საუკუნე).

ათაი ფალიჰ რიფქი - თურქი მწერალი, ჟურნალისტი (1894-1975 წწ).

ათამანია - მხარე ძველ საბერძნეთში.

ათამანტი (ათანასი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ორქომენის ან თებეს მეფე, მინიების მბრძანებელი ბეოტიაში.

ათამანტიდები - ათამანტის შვილები და მემკვიდრეები (ფრიქსე, ჰელე, ლარქი, მელიკერტე).

ათამანტიონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფთიოტიდის ვაკე, საძოვარი.

ათამასი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ბეოტიის ქალაქ ორქომენესის მეფე, ფრიქსეს და ჰელეს მამა.

ათანატი - სირაკუსელი ისტორიკოსი (ძველი საბერძნეთი).

ათანასე ათონელი (ერისკაცობაში აბრამი) - დიდი ბიზანტიელი საეკლესიო მოღვაწე, ათონის მთაზე ათანასეს ლავრის აღმშენებელი (დაახლოებით 920-1000 წწ).

ათანასე ალექსანდრიელი - ქრისტიანულ-მართლმადიდებლური ეკლესიის მოღვაწე და ღვთისმეტყველი, „მართლმადიდებლობის მამად“ წოდებული (დაახლოებით 295-373 წწ).

ათანასე თბილელი (ამილახვარი) - ქართველი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, რუსეთთან კავშირის აქტიური მომხრე (გარდაიცვალა 1774 წელს).

ათანასეს ლავრა - მონასტერი ათონის მთაზე (ქალკედონის ნახევარკუნძული, საბერძნეთი). დააარსა ათანასე ათონელმა 973 წელს.

ათანასოვი გიორგი - ბულგარელი კომპოზიტორი, დირიჟორი, ბულგარული ეროვნული ოპერის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1882-1931 წწ).

ათაჟუკინი ყაზი (ხატახშოკო ყაზი) - XIX საუკუნის II ნახევრის ყაბარდოელი განმანათლებელი და საზოგადო მოღვაწე.

ათარა (ნაბჟოუ) - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ათარბა-იხუსთა - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ათარბეგოვი გიორგი - საბჭოელი პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე-რევოლუციონერი (1892-1925 წწ).

ათარვავედა - იხილე ათავარვედა.

ათარი - ფარიდ ალ-დინ მოჰამედ იბნ იბრაჰიმ - XII-XIII საუკუნეების სპარსელი პოეტი, სუფიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ათარი - მეწვრილმანე.

ათარჰაბლა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ათა სალიჰი - თურქმენი პოეტი, სახალხო მგოსანი (შარიჰი) (1908-1964 წწ).

ათას ერთი ღამე (არაბულად „ალფ ლაილა ვა ლაილა”) - არაბული ზღაპრების კრებული, რომელიც იქმნებოდა საუკუნეების მანძილზე (800 ან 900 - 1500 წლებს შორის).

ათასეული - პოლკის, ბრიგადის უმაღლესი ტაქტიკური ქვეგანაყოფი, ბატალიონი.

ათასი - რიცხვი და რაოდენობა 1000.

ათასი ნურ ალ-დინ - სირიის სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1929 წელს).

ათასი ჰაშიმ - სირიის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1876 - 1960 წწ).

ათასისთავი - სამხედრო და ადმინისტრაციული ფუნქციების მქონე ადგილობრივი მოხელე ძველ საქართველოში.

ათასუ - დაბა ყაზახეთის ჯეზყაზღანის ოლქში.

ათასწლეული - ათი საუკუნე ანუ მილენიუმი.

ათაქუზიევი რაჰმათულა - იხილე უიღუნი.

ათაშანგი (სიფილისი, ლუესი) - ქრონიკული ვენერული დაავადება.

ათაჯანოვი ათა - თურქმენი მწერალი (1922-1989 წწ).

ათბასარი - ქალაქი ყაზახეთის აკმოლის ოლქში.

ათ-ბაში - მთაგრეხილი შიგა ტიან-შანის სამხრეთ ნაწილში.

ათეიზმი (ბერძნ.) - ღმერთის, რელიგიის უარყოფა.

ათეისტი - ურწმუნო, ღმერთის უარმყოფელი.

ათენა (ათენა პალადა) - ძველ ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება, ზევსის ასული. სიბრძნის, ხელოვნების, ხელოსნობის, მიწათმოქმედების, ქალაქთა, მეცნიერებათა, ომისა და მშვიდობიანი შრომის მარად უბიწო ქალღმერთი.

ათენაგორა - ძველბერძენი ფილოსოფოსი.

ათენგენობა - ქრისტიანული დღესასწაული საქართველოში წამებული ბერძენი მღვდელმოძღვრის ათენეგენე სებასტიელის მოსახსენიებლად აღდგომიდან 98-ე დღეს.

ათენეონი - ათენას ტაძარი.

ათენეოს ნავკრატიდელი - ძველბერძენი მწერალი, რიტორი და გრამატიკოსი (II-III სს).

ათენი

  1. საბერძნეთის დედაქალაქი (1 მილიონი, დიდი ათენი - 3 მილიონი). 1896 წლის ზაფხულის I და 2004 წლის XXVIII ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი.

  2. ქალაქი-სახელმწიფო ძველ საბერძნეთში.

  3. ისტორიული ნავსადგური შავი ზღვის სამხრეთით.

ათენოდორე - ძველბერძენი მოქანდაკე.

ათერინისებრნი - კეფალისნაირთა რიგის თევზების ოჯახი.

ათერაუ (1992 წლამდე გურიევი) - ქალაქი ყაზახეთში (160 ათასი).

ათერომა (ბერძნ.) - კეთილთვისებიანი სიმსივნისებრი წარმონაქმნი.

ათეროსკლეროზი - გულსისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადება.

ათერტონი - პლატო ავსტრალიაში.

ათეტოზი (ბერძნ.) - უნებლიე მოძრაობის თავისებური ფორმა. ნელი, ერთი კუნთიდან მეორეზე გარდამავალი კრუნჩხვა.

ათეული

  1. საანგარიშო ერთეული, რომელიც ათ ცალ რამეს შეიცავს.

  2. პირველადი საჯარისო ქვედანაყოფი.

ათეშგაჰი (სპარს. „ცეცხლის ადგილი“), ათეშგა - ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძარი, ცეცხლის საგზებელი.

ათი - რიცხვი და რაოდენობა 10.

ათიანი - სამიზნის ცენტრი სასროლეთში.

ათინა - იხილე ათენა.

ათინათი - ჭუჭრუტანიდან ბნელში შეღწეული მზის სხივი.

ათირეოზი - ფარისებური ჯირკვლის ფუნქციის სრული მოშლა.

ათისთავი - მუშათა მცირე ჯგუფის უფროსი.

ათიძთ - სოფელი გაგრასთან, აფხაზეთში.

ათლეტი (ბერძნ.) - ბრგე და ღონიერი კაცი, სპორტსმენი.

ათლეტიზმი - იგივე კულტურიზმი.

ათლეტიკა (ბერძნ.) - ძველ საბერძნეთში ფიზიკურ თვისებათა განვითარების ხელოვნება.

ათლეტური - ათლეტის დამახასიათებელი (აგებულება).

ათნოხი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდამაყრის თემის საკრებულო), მდინარე გუდამაყრის არაგვის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1600 მეტრი, დუშეთიდან - 50 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 4 კაცი.

ათოვდა ზამთრის ბაღებს - სატელევიზიო მხატვრული ფილმი, 2 სერია. ეკრანებზე გამოვიდა 1984 წელს. დამდგმელი რეჟისორი - გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი. სცენარის ავორები - გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი, დავით აგიაშვილი, კარლო კობერიძე, დევი ივანოვ-ჩიქოვანი, ნოდარ თარხნიშვილი. დამდგმელი ოპერატორები - ტრისტან კანდელაკი, ნოდარ ნამგალაძე. კომპოზიტორი - გია ყანჩელი. მთავარ როლებში: ირაკლი ხიზანიშვილი, ნოდარ კახნიაშვილი, ზაზა კოლელივილი, ლაურა რეხვიაშვილი, ივანე იანტბელიძე.

ათონი (აიონ-ოროსი)

  1. ნახევარკუნძული თანამედროვე საბერძნეთში.

  2. მთა ისტორიულ საბერძნეთში, თრაკიაში.

ათონის ივერთა მონასტერი - ძველი ქართული მწერლობისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა ათონის მთაზე.

ათოსი (გრაფი დე ლა ფერი) - ალექსანდრე დიუმა-მამის რომან „სამი მუშკეტერის“ პერსონაჟი.

ათრაქა შარაღანის ძე - დავით აღმაშენებლის მეუღლის, გურანდუხტის მამა, ყივჩაღთა მთავარი.

ათრაქასისი - აქადურ მითოლოგიაში - წარღვნის მითის გმირი, რომელმაც დაკარგა თავისი ხომალდი და ადამიანთა ახალი მოდგმის მამამთავრად იქცა დედამიწაზე.

ათრაქი (სელიახა, სულიახა) - ირან-თურქმენეთის მდინარე.

ათრაში (ალ-ათრაში) სულთან - დრუზი ფეოდალი, სირიის ეროვნული აჯანყების (1925-27 წწ) ხელმძღვანელი (1891-1975 წწ).

ათრევი - მდინარე გორის მუნიციპალიტეტში, ტანის მარცხენა შენაკადი.

ათრი - ბრძენი-რიში, რიგვედას ერთ-ერთი მითიური ავტორი.

ათუმი - ერთ-ერთი უძველესი ღმერთი ეგვიპტური მითოლოგიისა, ჰელიოპოლური კოსმოგონიის მთავარი დემიურგი; ათუმის კულტი თანდათანობით რა-ს კულტს შეერწყა.

ათური - ძველეგვიპტელთა ღმერთის, ისიდას მეორე სახელი.

ათძალი - ძველქართული ათსიმიანი საკრავი, კითარის მსგავსი.

ათწილადი - წილადი, რომლის მნიშვნელი 10-ის მთელი ხარისხია.

ათჯერ - ათზე გამრავლებული.

ათჰარვავედა - ერთ-ერთი ოთხთაგანი წმინდა წიგნი-ვედა, რომელიც შელოცვებსა და მაგიურ ფორმულებს შეიცავს.

ათჰარვანი - ვედურ მითოლოგიაში - ქურუმი, რომელმაც პირველმა მოიპოვა ცეცხლი და დააწესა ცეცხლისადმი მსხვერპლთშეწირვა.

5.9 აი

▲ზევით დაბრუნება


აი

  1. მითითების სიტყვა ქართულ ენაში.

  2. მდინარე რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში, სამხრეთ ურალში, მდინარე უფის მარცხენა შენაკადი; აუზის ფართობი - 15 000 კვ.კმ. სიგრძე - 549 კილომეტრი.

აია

  1. ძველი კოლხეთის სამეფოს დედაქალაქი.

  2. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მონადირე ქალი, რომელიც მდინარის ღმერთს ფაზისს გაურბოდა და ღმერთებმა თავისი სახელობის კუნძულად აქციეს.

  3. ქუთაისის რაგბისტთა გუნდი.

  4. კონცხი ყირიმის ნახევარუნძულზე.

აიაგუზი

  1. ქალაქი ყაზახეთის სემიპალატინსკის ოლქში.

  2. მდინარე ყაზახეთში, ბალხაშის ტბის შენაკადი.

აია დე ლა ტორე ვიქტორ რაულ - პერუს პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-რეფორმისტული სახალხო პარტიის ლიდერი (1895-1979 წწ).

აიაზმა

  1. (ბერძნ.) - ნაკურთხი წყალი.

  2. (ყოფილი თეთრიწყარო)

  3. სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

  4. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი წალკის მუნიციპალიტეტში.

აიაზმისწყალი - მდინარე წალკის მუნიციპალიტეტში, ქციის აუზში.

აიათი - ყურანის სალექსო სტრიქონი.

აიათოლა (არაბ.) - ირანში შიიტური სექტის უმაღლესი სასულიერო პირის ტიტული.

აიაკი - იხილე ეაკოსი (ეაკე).

აიაკუჩო - ქალაქი სამხრეთ პერუში

აიამ ალ-არაბი (სიტყვასიტყვით „არაბთა დღეები“) - არაბული ეპოსის ჟანრი ტომთაშორის ომების შესახებ. შეიქმნა V-VII საუკუნეებში.

აიანი - მდინარე რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.

აიან-იურიახი - მდინარე რუსეთის მაგადანის ოლქში.

აიანკა - მდინარე რუსეთის კამჩატკის ოლქში.

აიანჟი - ქალაქი აღმოსავლეთ საფრანგეთში.

აიანტები - იხილე ეანტები.

აიატი

  1. დაბა რუსეთის ეკატერინბურგის ოლქში.

  2. მდინარე რუსეთსა და ყაზახეთში.

აიაქოზი - ქალაქი და მდინარე ყაზახეთში, ერთვის ბალხაშის ტბას.

აიაქსები - იხილე ეანტები.

აიაქსი - ჰოლანდიის ქალაქ ამსტერდამის საფეხბურთო კლუბი. დაარსებულია 1900 წელს. ჰოლანდიის 27-გზის ჩემპიონი (2007 წლამდე). ევროპის ჩემპიონთა თასის (1971, 1972, 1972, 1995 წწ), თასების მფლობელთა თასის (1987 წ) და უეფას თასის (1992 წ) მრავალგზის მფლობელი.

აიაჩო - კუნძულ კორსიკის (საფრანგეთი) მთავარი ქალაქი (55 ათასი).

აიბექი (ნამდვილი სახელი და გვარი - მუსა თაშმუჰამედოვი) - უზბეკი მწერალი (1904-1968 წწ).

აი-ბი-ემი (IBM, International Business Machines) - ამერიკული ელექტრონული კორპორაცია, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ყველა სახის კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებაში; ამ კორპორაციას ხშირად მეტსახელით - „ცისფერი გიგანტითაც“ - მოიხსენიებენ ხოლმე.

აიბოლიტი - კორნეი ჩუკოვსკის ზღაპრის პერსონაჟი (ექიმი).

აიგენი მანფრედ - გერმანელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, 1967 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი რ. ნორიშთან და ჯ. პორტრემთან ერთად (დაიბადა 1927 წელს).

აიგენი რეშად ენის - თურქი მწერალი (დაიბადა 1909 წელს).

აიგი გენადი - რუსი პოეტი და მთარგმნელი (დაიბადა 1934 წელს).

აიგნერი ხრისტიან პიოტრ - პოლონელი არქიტექტორი, არქიტექტურის თეორიტიკოსი (1756-1841 წწ).

აიგუტი - ცივი იარაღის სახეობა, იაპონური ჯაყვა ოდნავ გაზნექილი წვერით.

აიდაბული - დაბა ყაზახეთის ქოქჩეთაუს ოლქში.

აიდა - ჯუზეპე ვერდის ოპერა; პირველად დაიდგა 1867 წლის 24 დეკემბერს კაიროში.

აიდარი - მდინარე რუსეთის ბელგოროდის ოლქში.

აიდაროვი ზნაურ - ოსი რევოლუციონერი, ოსეთის ბოლშევიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი შემქმნელი (1889-1919 წწ).

აიდარქოლი - ტბა უზბეკეთის სამარყანდისა და ჯიზახის ოლქებში.

აიდაჰო - შტატი აშშ-ს დასავლეთ ნაწილში. ფართობი 216 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 1,1 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - ბოისე.

აიდი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ქვესკნელისა და საიქიოს ღვთაება (იხილე აგრეთვე ჰადესი, პლუტონი).

აიდინი - ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში, ამავე სახელობის ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი.

აიდიო - საუკუნო, გინა უცვალებელი (საბა).

აიდირლინსკი - დაბა რუსეთის ორენბურგის ოლქში.

აიდიტი დიპა ნუსანტარა - ინდონეზიის მუშათა მოძრაობის ლიდერი (1922-1965 წწ).

აიდოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კდემის და სირცხვილის ღვთაება.

აიდუკევიჩი კაზიმეჟ - პოლონელი ფილოსოფოსი და ლოგიკოსი (1890-1963 წწ).

აიე-აიე - ნახევრადმაიმუნების სახეობა. ბინადრობენ მხოლოდ მადაგასკარის ტყეებში.

აიერი ალფრედ ჯულს - ინგლისელი ფილოსოფოსი, ნეოპოზიტივიზმის წარმომადგენელი (1910-1989 წწ).

აიეტი (ბერძნ.)

  1. არგონავტების თქმულების გმირი, ძველი კოლხეთის მითიური მეფე, მედეას მამა.

  2. VI საუკუნის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, ორატორი.

  3. თბილისის ტელესაკომუნიკაციო ფირმა.

აიეტიდა - აიეტის ასული (მედეა ან ქალკიოპე).

აივაზოვსკი ივანე - სომხური წარმოშობის რუსი მხატვარი-მარინისტი (1817-1900 წწ).

აივანი - შენობის ფასადზე გამავალი ბაქანი.

აივასედაპური - მდინარე რუსეთის ტიუმენის ოლქში.

აივენჰო - უოლტერ სკოტის რომანი და ამავე რომანის მთავარი პერსონაჟი, სახელად უილფრედი.

აივზი ჩარლზ - ამერიკელი კომპოზიტორი, თანამედროვე ამერიკული მუსიკის ერთ-ერთი მამამთავარი (1874-1954 წწ).

აივიექსტე - მდინარე ლატვიაში.

აიზენახელები - წევრები გერმანიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიისა, რომელიც 1869 წელს ქალაქ აიზენახში შეიქმნა.

აიზენახი (ეიზენახი) - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში, ტიურინგიის მხარეში (50 ათასი).

აიზენერცი - ქალაქი ავსტრიაში (შტირიის მხარე).

აიზენჰიუტენშტადტი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში, ბრანდენბურგის მხარეში .

აიზმანი დავიდ - რუსი ებრაელი მწერალი (1869- 1922 წწ).

აიზპუტე (1917 წლამდე გაზენპოტი) - ქალაქი ლატვიაში.

აიზრაუკლე (1990 წლამდე სტუჩკა) - ქალაქი ლატვიაში.

აითიევი ღაფარ - ყირგიზი მხატვარი (1912-1984 წწ).

აითიში (აითისი) - სახალხო მთქმელთა პაექრობა ყირგიზეთსა და ყაზახეთში.

აითმათოვი ჩინგიზ - ყირგიზი მწერალი (1928-2008 წწ).

აითრა (ეთრა) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თეზევსის დედა.

აიიანარი - მიწათმოქმედების თამილური ღვთაება, როგორც წესი, ცხენზე მჯდომი გამოისახებოდა.

აიიუვა - მდინარე რუსეთის კომის რესპუბლიკაში.

აიკა - ქალაქი უნგრეთში (ვესპრემის მედიე).

აიკაპი (სარკე) - ყაზახეთში გამომავალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ლიტერატურულ-კრიტიკული ჟურნალი.

აიკე ფონ რეპკოვი - გერმანელი იურისტი (დაახლოებით 1118 - გარდაიცვალა 1233 წლის შემდეგ).

აიკიდო - უიარაღოდ თავდაცვის ერთ-ერთი აღმოსავლური საბრძოლო სისტემა.

აილათი - ქალაქი ისრაელში.

აილამა (აჰლამა) - მწვერვალი ცენტრალურ კავკასიონზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტში (სიმაღლე - 4547 მეტრი).

აილაოშანი - ქედი ჩინეთში.

აილენბურგი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

აილი

  1. მონღოლთა შორის მომთაბარეთა საოჯახო ჯგუფი.

  2. ყირგიზეთში - სასოფლო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.

აილილი - ირლანდიურ მითოლოგიაში - დედოფალ მედბის მეუღლე, რომელთა წინააღმდეგობრივი ცხოვრება და განქორწინება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საგის სიუჟეტად იქნა გამოყენებული.

აილისლი აქრამ (ნამდვილი სახელი და გვარი აქრამ ნაჯაფ ოღლი ნაიბოვი) - აზერბაიჯანელი მწერალი (დაიბადა 1937 წელს).

აიმაკები - ავღანეთის ცენტრალურ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მცხოვრებ ხალხთა ჯგუფი.

აიმაკი (თურქ.-მონღ.)

  1. თავდაპირველად ტომის, ხალხის აღმნიშვნელი სიტყვა თურქულ-მონღოლური მოდგმის ხალხში.

  2. მონღოლეთის მსხვილი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული.

  3. ბურიატეთსა და მთიან ალთაიში მცირე ტერიტორიული ერთეულის აღმნიშვნელი ცნება, იგივე რაიონი.

აიმანოვი შაქენ - თეატრისა და კინოს ყაზახი მსახიობი, კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1914-1970 წწ).

აიმან შოლფანი - ყაზახური ლირიულ-ეპიური დრამა გმირ ქალწულ აიმანის შესახებ. შეიქმნა XIX საუკუნის I ნახევარში.

აიმარა

  1. სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

  2. სამხრეთ ამერიკაში, ბოლივიაში, პერუსა და ჩილეში მცხოვრები ინდიელი ხალხი.

  3. აიმარას ხალხის ენა, ბოლივიის სამი ოფიციალური ენიდან ერთ-ერთი ენა.

აიმედოვა მაიაგოზელი - თურქმენი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1941 წელს).

აიმერი თეოდორ გუსტავ ჰაინრიხ - გერმანელი ზოოლოგი (1843-1898 წწ).

აიმი - მდინარე და დაბა რუსეთის ხაბაროვსკის ოლქში.

აიმურზაევი ჟოლმურზა - ყარაყალპაყელი მწერალი (დაიბადა 1910 წელს).

აინა (სპარსულად „სარკე“) - სარეცხის ფხვნილი.

აინალოვი დიმიტრი - საბჭოთა ეპოქის ხელოვნების ისტორიკოსი, აკადემიკოსი (1862-1939 წწ)

აინაჟი (1917 წლამდე გაინაში) - ქალაქი ლატვიაში, რიგის ყურის სანაპიროზე.

აინები - იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე მცხოვრები ხალხი (20 ათასი).

აინზიდელი იოჰან ავგუსტ - გერმანელი ფილოსოფოსი (1754-1837 წწ).

აინი (ნამდვილი სახელი და გვარი სადრიდინ საიდ-მუროდზოდა) - ტაჯიკური ლიტერატურის კლასიკოსი მწერალი (1878-1954 წწ.

აინინა - წარმართული ღვთაება ძველ საქართველოში.

აინუნი - „არაფრად ჩაგდების“ გამომხატველი სიტყვა.

აინუური ენა - იაპონიაში მცხოვრები ხალხის, აინების ენა.

აინშტაინი ალბერტ - გერმანელი ფიზიკოს-თეორიტიკოსი, თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი შემქმნელი, 1921 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1879-1955 წწ).

აინშტაინი ალფრედ - გერმანელი მუსიკის ისტორიკოსი და კრიტიკოსი (1880-1952 წწ).

აინშტაინი - სინათლის კვანტების ენერგიის საზომი ერთეული, იხმარება ფოტოქიმიაში.

აინშტაინიუმი (Es) - მენდელეევის პერიოდული სისტემის III ჯგუფის ხელოვნურად მიღებული რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. ეკუთვნის აქტინოიდების ოჯახს. ატომური ნომერი 99.

აინჰარდი - „კაროლინგური აღორძინების“ მოღვაწე ფრანკთა სახელმწიფოში (დაახლოებით 770-840 წწ)

აიოდჰია - ინდიუსტთა წმინდა ქალაქი.

აიოვა - შტატი აშშ-ს შუა დასავლეთ ნაწილში. ფართობი 146 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 2,8 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - დე-მოინი.

აიომეგა - ამერიკული კორპორაცია, დიდი საინფორმაციო მასივების მოხმარებისა და შენახვის მოწყობილობათა შემქმნელი და მწარმოებელი.

აიონი - კუნძული აღმოსავლეთ ციმბირის ზღვაში (რუსეთის მაგადანის ოლქი).

აიონ-ოროსი - ნახევარკუნძული აღმოსავლეთ საბერძნეთში, ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთი შვერილი.

აიოძორის ქედი (დარალაგიოზის ქედი) - მდებარეობს სომხეთის მთიანეთის სამხრეთ ნაწილში.

აიპე - (აბრევიატურა - Association internationale de la presse echiqueenne - AIPE) - საჭადრაკო პრესის საერთაშორისო ასოციაცია.

აი-პეტრი - მწვერვალი ყირიმის მთების მთავარ ქედზე, ალუპკის რაიონში (1233 მ).

აირავათა - ვედურ და ინდუისტურ მითოლოგიაში - სპილო, რომელიც სამყაროს შექმნის დასაწყისში იშვა.

აირანალიზატორი - აირის ნარევის შედგენილობის განმსაზღვრელი ხელსაწყო.

აირანი (თურქ.) - მაწვნის მსგავსი პროდუქტი თურქეთსა და შუა აზიაში.

აირაპეტიანი ბორის - სომხური წარმოშობის რუსი სცენარისტი და რეჟისორი (დაიბადა 1955 წელს).

აირაში - მწვერვალი ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედის სამხრეთ კალთაზე.

აირბეტონი - უჯრედოვანი ბეტონის სახესხვაობა.

აირგენერატორი - მყარი და თხევადი სათბობისაგან საწვავი აირის მისაღები აპარატი.

აირენი - შუა საუკუნეების სომხური პოეზიის სალექსო ფორმა.

აირი

  1. იგივე გაზი.

  2. (აზბინი) - ზეგანი სამხრეთ საჰარაში.

აირლიფტი - შეკუმშული აირით სითხის ამოსაღები მოწყობილობა.

აირმედი - ირლანდიურ მითოლოგიაში - მკურნალობის ქალღმერთი, განკურნების ღვთაების დიან კეხტის ასული.

აირმომარაგება - აირის მრეწველობის შემადგენელი ნაწილი.

აიროლო - ქალაქი შვეიცარიაში.

აირონსი ჯერემი - ინგლისელ-ამერიკელი კინომსახიობი (დაიბადა 1948 წელს).

აირსადენი - საწვავი აირის დიდ მანძილზე გადასაცემი ნაგებობა.

აირსაცავი - საწვავი აირის საცავი ნაგებობა.

აირსიუხვე - წიაღისეულის მოპოვებისას მისი მასის ან მოცულობის ერთეულზე გამოყოფილი აირის რაოდენობა.

აირტონი ჰენრი - ინგლისის სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე, ზომიერი ინდეპენდენტების იდეოლოგი ინგლისის რევოლუციის დროს (1611-1651 წწ).

აირუმები - აზერბაიჯანელების ეთნოგრაფიული ჯგუფი, ცხოვრობენ აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილში, მცირე კავკასიონის მთებში.

აირცვლა - ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმში მიმდინარე ბუნებრივი პროცესი.

აირწინაღი - სასუნთქი ორგანოების და სახის დასაცავი ინდივიდუალური საშუალება.

აირწმენდა - სამრეწველო აირებიდან მინარევების გამოყოფის პროცესი.

აისა (იესა) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ბედისწერის ქალღმერთი, მოირას ორეული.

აისბერგი (ინგლ.) - წყალში მცურავი ყინულის დიდი მთა, პოლარული მყინვარის მონატეხი.

აისედორა - ამერიკელი მოცეკვავე ქალის, დუნკანის სახელი.

აისი

  1. გარიჟრაჟი.

  2. ქართული ლიტერატურული ჟურნალი, გამოვიდა 2 ნომერი 1918-1920 წლებში.

აისლებენი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

აისლერი ჰანს - გერმანელი კომპოზიტორი (1898-1962 წწ).

აისნერი კურტ - გერმანელი მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1867-1919 წწ).

აისორები - იგივე ასურელები.

აისრიზენველტი - კარსტული მღვიმე ავსტრიაში.

აისტისი იონას (ნამდვილი სახელი და გვარი კოსუ-ალექსანდრიშკის ალექსანდრავიჩიუსი) - ლიტველი პოეტი, მოღვაწეობდა ემიგრაციაში (1904-1973 წწ).

აიტა - ეტრუსკულ მითოლოგიაში - ხთონიური ღვთაება, გაიგივებულია ბერძნულ ჰადესთან.

აიტვარასი - ლიტვურ მითოლოგიაში - ცეცხლოვანი გველეშაპი, რომელსაც ხალხისთვის სიმდიდრე მოაქვს.

აიტი - იაპონიის პრეფექტურა კუნძულ ჰონსიუზე.

აიტნერი რობერტ - გერმანელი მუსიკათმცოდნე (1832-1905 წწ).

აი-ტოდორი - ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე კონცხი.

აიტოსი - ქალაქი ბულგარეთში.

იუ (ნამდვილი სახელი ტან დაოგენი) - ჩინელი მწერალი (1904-1990 წწ).

აიუბ ზუ--ნუნი - ერაყელი არაბი მწერალი და პუბლიცისტი (1908-1990 წწ).

აიუბიდები - დინასტია ადრეული შუა საუკუნეების ახლო აღმოსავლეთში (ეგვიპტე).

აიუბ-ხანი მუჰამედ - პაკისტანის პრეზიდენტი 1960-69 წლებში (1907-1974 წწ).

აიუ-დაღი (დათვი-მთა) - მთა და კონცხი ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე.

აიუთა - ლიტერატურაში მიღებული დასახელება სიამის სახელმწიფოსი (თანამედროვე ტაილანდის) 1350-1767 წლებში.

აიუთჰაია (აიუთია) (ოფიციალური სახელი - პრა-ნაკონ-სი-აიუთჰაია) - ქალაქი ტაილანდში, ამავე სახელის მქონე პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

აიუი ვალენტინ - ფრანგი პედაგოგი (1745-1822 წწ).

აიუი რენე ჟიუსტ - ფრანგი კრისტალოგრაფი და მინერალოგი (1743-1822 წწ).

აიუკა - ვოლგელ ყალმუხთა ხანი (1642-1724 წწ).

აიურვედა - ერთ-ერთი წმინდა ინდური წიგნი, რომელიც შეიცავს მსხვერპლშეწირვის ფორმულებს.

აიუს ლუკუციუსი (ლათინურად „ვამბობ“) - რომაულ მითოლოგიაში - უჩინარი ღვთაება, რომელმაც განსაცდელის წინ რომაელები გააფრთხილა - გალები აგაოხრებენო.

აიუტინსკი - დაბა რუსეთის როსტოვის ოლქში.

აიუყი - XI საუკუნის სპარსელი პოეტი, სულთან მაჰმუდ ღაზნევის (969-1030) კარის მოღვაწე.

აიუყულაქის ქედი - მდებარეობს რუსეთის მთიანი ალთაის მხარეში.

აიუში - ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე მონღოლეთში (1858-1939 წწ).

აიფე - ირლანდიურ მითოლოგიაში - დედოფალი - მებრძოლი, რომელმაც ბევრ გმირს შეასწავლა საბრძოლო ხელოვნება.

აიფელი - რაინის ფიქლოვანი მთების დასავლეთი ნაწილი (გერმანია).

აი-ქიუ (Intelligence Quotient, SemoklebiT IQ) - (აბრევიატურა) ინტელექტუალობის კოეფიციენტი, გონებრივი განვითარების მაჩვენებელი. ტერმინი შემოღებულია 1911 წელს ვ.შტერნის მიერ.

აიშა

  1. ქალაქი ეთიოპიაში.

  2. მუჰამედის უსაყვარლესი ცოლი. პირველი ხალიფას, აბუ-ბაქრის ასული.

აიშა-ბიბი - XI-XII საუკუნეების მავზოლეუმი ქალაქ ჯამბულში (ყაზახეთი).

აიშე - თურქი ქალების სახელი.

აი ცინი (ნამდვილი სახელი ძიან ხაიჩენი) - ჩინელი პოეტი (დაიბადა 1910 წელს).

აიძუვაკამაცუ (ვაკამაცუ, იანაიძუ) - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე.

აიხალი - ქალაქის ტიპის დასახლება რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.

აიხბიული - სოფელი გერმანიაში, სადაც ნეოლითის ხანის ნასოფლარია აღმოჩენილი.

აიხენდორფი იოზეფ ფრაიჰერ ფონ - გერმანელი მწერალი (1788-1857 წწ).

აიხენვალდი იული - რუსეთში მოღვაწე ებრაელი კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ე.წ. იმპრესიონისტული კრიტიკის წარმომადგენელი (1872-1928 წწ).

აიხი გიუნტერ - გერმანელი მწერალი, ჰაიდელბერგის წრესთან დაახლოებული რომანტიკოსი (1788-1957 წწ).

აიხლერი ავგუსტ ვილჰელმ - გერმანელი ბოტანიკოსი (1839-1887 წწ).

აიხმანი კარლ ადოლფ - ფაშისტური გერმანიის სამხედრო დამნაშავე (1906-1962 წწ).

აიხჰორნი ემილ - გერმანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1863-1925 წწ).

აიხჰორნი კარლ ფრიდრიხ - გერმანელი იურისტი, სამართლის ისტორიკოსი (1781-1854 წწ).

აიჯალი - ქალაქი ინდოეთში, შტატ მიზორამის ადმინისტრაციული ცენტრი (160 ათასი).

აიჰენდორფი იოზეფ - გერმანელი მწერალი-რომანტიკოსი (1788-1857 წწ).

აიჰმანი კარლ ადოლფ - ფაშისტური გერმანიის სამხედრო დამნაშავე. დასჯილ იქნა სიკვდილით (1906-1962 წწ).

5.10 აკ

▲ზევით დაბრუნება


აკა

  1. სელმა ლაგერლოფის „ნილსის თავგადასავლის“ პერსონაჟი ბატი.

  2. სახელი არკადი - მოკლედ და მოფერებით.

  3. იხილე აკო2.

აკაბა

  1. წითელი ზღვის ყურე.

  2. (ელ-აკაბა) ქალაქი-პორტი იორდანიაში, წითელი ზღვის აკაბას ყურის ნაპირზე (40 ათასი).

აკაბორი სირო - იაპონელი ორგანიკოს-ქიმიკოსი და ბიოქიმიკოსი, აკადემიკოსი (1910-1980 წწ).

აკადემე - ძველბერძენი ატიკელი გმირი, მის სახელს უკავშირდება ათენთან აკადემიის ბაღის დაარსება.

აკადემია (ბერძნ.) - სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებათა სახელწოდება. სახელი წარმოდგება ათენთან მდებარე ბაღისაგან, სადაც პლატონის აკადემია არსებობდა ძვ.წ.აღ. IV საუკუნეში.

აკადემიადა - აკადემიის თანამშრომელთა შეჯიბრი სპორტში.

აკადემია დელ ჩიმენტო - ტოსკანაში XVII საუკუნეში არსებული აკადემია, სადაც ბუნებისმეტყველებისადმი ექსპერიმენტული დამოკიდებულების მეთოდი ჩაისახა.

აკადემიზმი

  1. წმინდა თეორიული მიმართულება, ტრადიციონალიზმი მეცნიერებასა და განათლების სფეროში.

  2. მეცნიერების, ხელოვნების, განათლების ცხოვრების მოწყვეტა ცხოვრებისა და საზოგადოებრივი პრაქტიკისაგან.

  3. XVI-XIX საუკუნეების მიმართულება მხატვრობაში.

აკადემიის ყურე - ოხოტის ზღვის ყურე აზიის აღმოსავლეთ ნაპირთან.

აკადემიკოსი - სამეცნიერო აკადემიის ნამდვილი წევრი, მეცნიერი.

აკადემიური

  1. აკადემიასთან დაკავშირებული.

  2. აკადემიური წელი - დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც უმაღლეს სასწავლებელში წარმოებს მეცადინეობა.

  3. აკადემიური საათი - გაკვეთილის ან ლექციის ხანგრძლივობა (საშუალოდ 40-50 წუთი).

  4. აკადემიური ნიჩბოსნობა - შეჯიბრება სპეციალური ნავებით, რომლებსაც მოძრავი დასაჯდომები (სლაიდები) აქვს, ხოლო ნიჩბის პალოები ბორტის გარედან უძრავად აქვს დამაგრებული.

აკადემიური ლეგიონი - ავსტრიის რევოლუციის (1848-49 წწ) მონაწილე სტუდენტთა შეიარაღებული ორგანიზაცია.

აკადემოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ატიკელი გმირი, რომელიც დაეხმარა დიოსკურებს მშვენიერი ელენეს პოვნაში.

აკადი აბას მაჰმუდ - ეგვიპტელი არაბი მწერალი, კრიტიკოსი და პუბლიცისტი (1899-1964 წწ).

აკაევი ასკარ - ყირგიზეთის პრეზიდენტი 1991-2005 წლებში, პროფესიით ფიზიკოსი, ყირგიზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი 1989-90 წლებში (დაიბადა 1944 წელს).

აკავრეთა - მდინარე ქედის მუნიციპალიტეტში, იგივე მერისი.

აკაზმები - ვერტიკალური საქსოვი დაზგა თუშეთში.

აკაზმულობა - საჯდომი, საკიდარი და შესაბმელი ცხენის მორთულობა.

აკათისტო - საგალობელი საკითხავი მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

აკაკალისი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მინოსის ასული, არიადნეს და ფედრას და.

აკაკი

  1. მცენარეების გვარი თელისებრთა ოჯახისა.

  2. საქართველოსა და რუსეთში გავრცელებული სახელი მამაკაცისა.

  3. ქალაქი ეთიოპიაში.

აკაკიანი - აკაკის ხის მცენარეთა ფორმაცია.

აკაკის აკვანი - ქართული მხატვრული. ეკრანებზე გამოვიდა 1947 წელს. დამდგმელი რეჟისორი - კონსტანტინე პიპინაშვილი. სცენარის ავტორები - ლევან ასათიანი და კონსტანტინე პიპინაშვილი. დამდგმელი ოპერატორი - ფელიქს ვისოცკი. კომპოზიტორი - ალექსი მაჭავარიანი. მთავარ როლებში: ომარ ჩიტაია (აკაკი წერეთელი - ბავშვობაში), შოთა ქოჩორაძე (აკაკი წერეთელი - ჭაბუკი), მიხეილ ყვარელაშვილი (აკაკი წერეთელი - იუბილარი), სპარტაკ ბაღაშვილი, თამარ ციციშვილი, მედეა ჯაფარიძე, ნატო ვაჩნაძე, კოტე მიქაბერიძე, კოტე დაუშვილი, ლეილა აბაშიძე, ედიშერ მაღალაშვილი, ივანე პერესტიანი, ალექსანდრე ჟორჟოლიანი.

აკაკი წერეთლის მწვერვალი - კლდოვანი მწვერვალი კავკასიონზე, შავანის ქედზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (სიმაღლე - 3780 მეტრი).

აკალამრა (ყოფილი ბამბუკოვანი) - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

აკა ლარენცია (Acca Larentia) - მითიური რომაელი ქალი, მწყემს ფაუსტულუსის ცოლი, ჰერკულესის საყვარელი, რემის და რომულუსის ძიძა.

აკალი - ნეოლითის ხანის ნამოსახლარი ესტონეთში.

აკამანტი - ძველი ბერძენული მითოლოგიის თანახმად, ათენელი გმირი, თეზევსისა და ფედრას ვაჟი.

აკამანტიდი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აკამანტის შთამომავალი.

აკამბა (კამბა) - სამხრეთ კენიაში მცხოვრები ხალხი.

აკამფსისი - მდინარე ჭოროხის ანტიკური სახელი.

აკანათი - ძუის მახე ფრინველთა დასაჭერად, იგივე კაკანათი.

აკანთო - მცენარეების გვარი აკანთოსებრთა ოჯახისა, უმეტესად ბალახია.

აკანთოცეფალები - პარაზიტული ჭიების კლასი.

აკანთოცეფალოზი - პარაზიტული ჭიებით გამოწვეული დაავადება.

აკანი

  1. დასავლეთ აფრიკაში მცხოვრებ ხალხთა მონათესავე ჯგუფი.

  2. ერთ-ერთი კვა ენა, აფრიკის დასავლეთში გავრცელებული ენათაგანი.

აკანიშთხა - ბუდიზმში უზენაეს არსებათა სამყოფი ციური სფერო.

აკანტი (ბერძნულად - აკანტოსი) - დეკორატიული ფორმა, რაც მცენარეული სამყაროს ფოთლების ნახატზე იყო დაფუძნებული და ფართოდ გამოიყენებოდა ანტიკურ ხელოვნებაში.

აკაპელა - გუნდური მრავალხმიანი სიმღერა ინსტრუმენტული თანხლების გარეშე.

აკაპულკო - კლიმატური კურორტი მექსიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, წყნარი ოკეანისპირა პორტი (520 ათასი).

აკაჟუ და კაჟუ (ფრანგ.) - ტროპიკული მცენარე, ხე თუთუბოსებრთა ოჯახისა. აქვს ძვირფასი მერქანი.

აკარაპიდოზი - ფუტკრის ქრონიკული ინვაზიური დაავადება.

აკარიგუა - ქალაქი ვენესუელის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, პორტუგესას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (130 ათასი).

აკარიციდები (ლათ.) - ტკიპების საწინააღმდეგო ქიმიური ბრძოლის საშუალებები.

აკარნანია - მხარე ძველი საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში, ეტოლიასა და იონიის ზღვის კუნძულებს შორის.

აკაროზი - ცხოველის ინვაზიური ქრონიკული დაავადება.

აკაროლოგია (ლათ.) - ტკიპების შემსწავლელი დარგი ზოოლოგიისა.

აკასი - ქალაქი და ნავსადგური იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე, ჰიოგოს პრეფექტურაში, კობეს თანამგზავრი ქალაქი (275 ათასი).

აკასტე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არგონავტების ლაშქრობისა და კალიდონის ნადირობის მონაწილე.

აკაურთა - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

აკაფა - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

აკაცია (Acacia) - მცენარეთა გვარი მიმოზისებრთა ქვეოჯახისა. უმეტესად ეკლიანი ხეებია. გვხვდება ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ცნობილია 750-მდე სახეობა. .

აკაჰატა („წითელი დროშა“) - იაპონური ყოველდღიური გაზეთი, იაპონიის კომპარტიის ცენტრალური ორგანო.

აკბაში - მეცხვარის ძაღლის თურქეთში გავრცელებული სახეობა.

აკბულაკი - დაბა რუსეთის ორენბურგის ოლქში.

აკბულატი - ჩრდილო კავკასიაში გავრცელებული სახელი მამაკაცისა.

აკდი - მუსლიმანური სამართლის ცნება. აღნიშნავს ორ მხარეს შორის ხელშეკრულების გაფორმებას.

აკ-დოვურაკი - ქალაქი რუსეთის ტუვის რესპუბლიკაში.

აკე (აკო) - კოლხეთის მეფე (ძვ.წ.აღ. III საუკუნე).

აკეთი - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

აკელა - რადიარდ კიპლინგის „მაუგლის“ პერსონაჟი მგელი.

აკერა - მდინარე აზერბაიჯანში, არაქსის მარცხენა შენაკადი.

აკერი - ძველეგვიპტურ მითოლოგიაში - მიწის ღვთაება, მიცვალებულთა მფარველი, გამოისახებოდა ორთავიანი სფინქსის სახით.

აკერლოფი ჯორჯ - ამერიკელი ეკონომისტი, 2001 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1940 წელს).

აკერმანი - უკრაინის ქალაქ ბელგოროდ-დნესტროვსკის სახელი 1944 წლამდე.

აკერმანოვკა - დაბა რუსეთის ორენბურგის ოლქში.

აკესო - ქალურ ავადმყოფობათა მკურნალობის ღმერთქალი ძველ საბერძნეთში.

აკეს სტატერი - კოლხეთში მოჭრილი ოქროს მონეტა (ძვ.წ.აღ. III საუკუნე).

აკვავივა კლაუდიო - იეზუიტთა ორდენის მოღვაწე, ლოიოლას საქმის განმგრძობი (1543-1615 წწ).

აკვაკვარი - აფხაზური ხაჭაპური.

აკვაკულტურა (ლათ.) - კონტროლირებად პირობებში წყლის ორგანიზმების (თევზების, მოლუსკების, წყალმცენარეების) მოშენება.

აკვალანგი (ლათ.) - წყალქვეშ სასუნთქი აპარატი. 1943 წელს გამოიგონა ჟაკ ივ კუსტომ.

აკვამარინი (ლათ.) - ზღვის გამჭვირვალე, მოცისფრო-მომწვანო მინერალი, ძვირფასი ქვა.

აკვამეტრია (ლათ.) - ნივთიერებაში წყლის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდი.

აკვანავტი - წყალქვეშ მომუშავე.

აკვანება - VI-VII საუკუნეების ხუროთმოძღვრების ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

აკვანი - ჩვილის საწოლი.

აკვაპიმი - განაში მცხოვრები ხალხი.

აკვაპლანი (ლათ.) - პატარა ფიცარი წყალზე სასრიალოდ.

აკვარათაბა - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, დღამიშის მარჯვენა შენაკადი.

აკვარელი (ფრანგ.) - წყალში გასახსნელი საღებავი.

აკვარიდები - მეტეორული ნაკადები, რომელთა რადიანტები მერწყულის თანავარსკვლავედშია.

აკვარიკვარა - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარცხენა შენაკადი.

აკვარიუმი (ლათ.)

  1. წყლის ბინადართა მოსაშენებელი მინისკედლებიანი ჭურჭელი.

  2. დაწესებულება, სადაც უკვირდებიან და სწავლობენ ცოცხალ წყლის ცხოველებს, თევზებსა და წყალმცენარეებს.

  3. რუსული როკ-ჯგუფი, შეიქმნა 1972 წელს ბორის გრებენშჩიკოვის თაოსნობით.

აკვარიქვა

  1. სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

  2. მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ოჯოღორეს მარცხენა შენაკადი.

აკვასკია - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

აკვასქემწა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

აკვატინტა (იტალ.) - გრავიურის ერთ-ერთი სახე.

აკვატიპია (ლათ.) - სურათების ბეჭდვა არაზეთოვანი საღებავით.

აკვატორია (ლათ.)

  1. დადგენილ საზღვრებში მოქცეული ზღვის ან პორტის სივრცე.

  2. ჰიდროაეროდრომის ნაწილი ჰიდროთვითმფრინავების ასაფრენ-დასაფრენად.

აკვაფორტე (იტალ.) - იგივეა, რაც ოფორტი.

აკვაღა - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

აკვედუკი (ლათ.) - ხიდის ან ესტაკადის ტიპის ნაგებობა, რომლითაც მდინარეებზე და ხევებზე გადაყვანილია წყალსადენი მილი ან არხი.

აკვიზატორი (ლათ.) - სატრანსპორტო ან სადაზღვევო საწარმოს აგენტი.

აკვილა კასპარ - მარტინ ლუთერის ერთ-ერთი უახლოესი თანამზრახველი (1488-1560 წწ).

აკვილიუსი მანიუს - ძვ.წ.აღ. II-I საუკუნეების რომაელი პოლიტიკური მოღვაწე.

აკვილონი - ჩრდილოეთის ქარი რომაულ მითოლოგიაში.

აკვილონოვი ევგენი - რუსი სასულიერო მწერალი (1861-1911 წწ).

აკვინკუმი - რომის იმპერიის დროინდელი ქალაქი ახლანდელი უნგრეთის ტერიტორიაზე.

აკვიტანია - ისტორიული ოლქი საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, უძველეს დროში წარმოადგენდა რომის პროვინციას.

აკი - გაკვირვება-დადასტურების გამომხატველი ნაწილაკი ქართული ენისა.

აკია - პერსონაჟი ფილმისა „შეხვედრა წარსულთან“ სოსო გოგიჩაიშვილის შესრულებით.

აკიბა

  1. მთა გალისა და ოჩამჩირის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, აკიბის ქედზე.

  2. ცნობილი მოჭადრაკის რუბინშტეინის სახელი.

აკიბის ქედი - ქედი მესტიისა და ოჩამჩირის მუნიციპალიტეტებში, კოდორის ქედის სამხრეთი განშტოება.

აკიდა - მუსლიმანური რელიგიის ძირითადი დოგმების კრებული, რწმენის სიმბოლო.

აკიდი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფავნის (ფაუნუსის) და ნიმფა სიმეფიდეს შვილი, ნიმფა გალატეას მიჯნური, სიცილიელი მწყემსი. მიჩნეულია მდინარის ღვთაებად.

აკიდო - ვაზის მოკლედ აჭრილი წყვილმტევნიანი რქა.

აკილბეკოვი საბირბეკ - ერთ-ერთი პირველი ყირგიზი მხატვარი (1914-1968 წწ).

აკიმი - პერსონაჟი ფილმისა „არაჩვეულებრივი გამოფენა“, აგულის უმცროსი შვილი.

აკიმოვი ბორის - ბალეტის რუსი მოცეკვავე, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1946 წელს).

აკიმოვი ნიკოლოზ - რუსი რეჟისორი, მწერალი, პედაგოგი და მხატვარი (1901-1968 წწ).

აკიმოვკა - დაბა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში.

აკინაკი - ცივი იარაღი, სკვითების რკინის გრძელი (ან მოკლე) მახვილი, სპეციფიური ვადით.

აკინეზია - ნებისმიერი აქტიური მოძრაობის უნარის დაკარგვა პარალიჩის, ტკივილების, სახსრების უმოქმედობის შედეგად.

აკინი (ყაზახ.) - სახალხო მთქმელი-მომღერალი შუა აზიასა და ყაზახეთში.

აკინო კორასონ - ფილიპინების პრეზიდენტი ქალბატონი 1986-92 წლებში (დაიბადა 1933 წელს).

აკირა

  1. ქალაქი და პრეფექტურა იაპონიაში კუნძულ ჰონსიუზე.

  2. იაპონელი კინორეჟისორის, კუროსავას სახელი.

აკიტა - ქალაქი იაპონიაში კუნძულ ჰონსიუზე, ამავე სახელწოდების პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (305 ათასი).

აკიტა-ინუ - სამსახურეობრივი ძაღლების სახეობა.

აკიტა უძიაკუ (ნამდვილი სახელი ტოკუძო) - იაპონელი მწერალი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე (1883-1970 წწ).

აკიღვრა - მთა გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედის სამხრეთ განშტოებაზე.

აკიჰიტო - იმპერატორ ჰიროჰიტოს ვაჟი, იაპონიის იმპერატორი 1989 წლიდან (დაიბადა 1933 წელს).

აკლამაცია (ლათ.) - კრების მიერ რაიმე საკითხის გადაწყვეტა ხმების დაუთვლელად, დარბაზის რეპლიკებისა და აპლოდისმენტების საფუძველზე.

აკლდამა - სამარხი ნაგებობა.

აკლდამა მცხეთისა - გვიანდელი ანტიკური ხანის არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლი. აღმოჩენილია მცხეთის რკინიგზის სადგურთან, მთა ქართლის ჩრდილოეთ ციცაბო კლდის ძირას. გაითხარა 1951 წელს. ერთსენაკიანი, სწორკუთხა ნაგებობაა. აგებულია ქვატეხილით.

აკლება - დანაშაულის სახე შუა საუკუნეების საქართველოში.

აკლიმატიზაცია (გერმ.) - ორგანიზმის შეგუება ახალ საარსებო პირობებთან.

აკმე (ბერძნ.) - რაიმეს (ძირითადად ავადმყოფობის) განვითარების უმაღლესი ხარისხი, აპოგეა.

აკმეიზმი (ბერძნ.) - მოდერნისტული მიმართულება XX საუკუნის დასაწყისის რუსულ პოეზიაში.

აკმიანე - ქალაქი ლიტვაში.

აკმოლა - ქალაქ ცელინოგრადის (ყაზახეთი) სახელი 1997-98 წლებში (ამჟამად ასტანა).

აკმოლინსკი - ქალაქ ცელინოგრადის (ყაზახეთი) სახელი 1961 წლამდე და 1992-97 წლებში (ამჟამად ასტანა).

აკმონი - ერთ-ერთი დაქტილთაგანი, დაქტილესა და იდეას ვაჟი.

აკმრასი - მდინარე, იხილე მრას-სუ.

აკმულა მიფთაჰეტდინ - ბაშკირი მწერალი-განმანათლებელი (1831-1895 წწ).

აკნეხისწყალი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუროსწყლის მარჯვენა შენაკადი.

აკნისტე - დაბა ლატვიაში.

აკო

  1. ძველ საბერძნეთში ბავშვების დასაშინებელი საფრთხობელა.

  2. (აკა) ძველი ქალაქი პალესტინაში.

აკოლა - ქალაქი ცენტრალურ ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში.

აკოლა ემილ - ფრანგი მეცნიერი იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე (1826-1891 წწ).

აკოლადა (ფრანგ.)

  1. ფრჩხილი, რომელიც აერთებს რამდენიმე ხუთხაზიან სანოტო სისტემას.

  2. შუა საუკუნეების ევროპაში რაინდად კურთხევის ცერემონიალი.

აკოლოთი - მერიგე თუ რიგი (საბა).

აკომოდაცია (ლათ.) - შეგუება, იგივე ადაპტაცია.

აკომპანემენტი (ფრანგ.)

  1. ძირითადი მუსიკალური ხმის ჰარმონიული ან რიტმული თანხლება.

  2. სოლო პარტიის თანხლება ერთი ან რამდენიმე ინსტრუმენტით აგრეთვე ორკესტრით.

აკომპანიატორი - აკომპანემენტის შემსრულებელი, ჩვეულებრივ პიანისტი.

აკონიტუმი (ბერძნ.) - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ხარისძირასებრთა ოჯახისა, ტილჭირი.

აკონკაგუა - ანდების და მთელი ამერიკის უმაღლესი მწვერვალი (6960 მ), მდებარეობს არგენტინაში.

აკონტიოსი - სიმდიდრითა და სილამაზით ცნობილი დელფოსელი გმირი ჭაბუკი ძველ საბერძნეთში.

აკორა - შუა საუკუნეების ფეოდალური სამთავრო ავღანეთში.

აკორდეონი (ფრანგ.) - კლავიშებიანი მუსიკალური ინსტრუმენტი აეროფონის კლასისა.

აკორდი (ფრანგ.) - მუსიკალური ბგერების შეხმატკბილებული ჟღერა.

აკოსტა (უფრო სწორია და კოსტა) ურიელ (გაბრიელ) - პორტუგალიაში მოღვაწე ებრაელი მოაზროვნე (1585-1640 წწ).

აკოფიანი (დარდიმანდიანცი) - ცნობილი სპექტაკლის „ხანუმას“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი რამაზ ჩხიკვაძის შესრულებით (რეჟისორი - რობერტ სტურუა).

აკოფიანი აკოფ - სომეხი პოეტი, სომხეთისა და საქართველოს სახალხო პოეტი, დაკრძალულია თბილისში (1866-1937 წწ).

აკოფიანი არუთინ - სომეხი ესტრადის მსახიობი, ილუზიონისტი, საბჭოთა კავშირის სახ ალხო არტისტი (დაიბადა 1918 წელს).

აკოფიანი ვენერა - სომეხი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1904-1980 წწ).

აკოფიანი ვლადიმერ - სომეხი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1971 წელს).

აკოფიანი კორიუნ - სომეხი არქიტექტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორი (დაიბადა 1908 წელს).

აკრა - აფრიკის სახელმწიფო განის რესპუბლიკის დედაქალაქი, პორტი გვინეის ყურეში (950 ათასი).

აკრატოფორი (ბერძნ.) - რეზერვუარის წესით შამპანური ღვინის დასაყენებელი აპარატი.

აკრედიტაცია - იხილე აკრედიტება.

აკრედიტება (ლათ.)

  1. დიპლომატიური პირის უფლებამოსილების ცნობის პროცესი.

  2. ჟურნალისტის ოფიციალური დაშვება რაიმე საერთაშორისო კონფერენციაზე.

აკრედიტივი (გერმ.) - კრედიტის მისაღები სახელობითი დოკუმენტი.

აკრეცია - ნივთიერების ვარდნა კოსმოსურ სხეულზე მიზიდულობის ძალით.

აკრი

  1. შტატი ბრაზილიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

  2. ფართობის საზომი ერთეული (= 4046,86 კვ.მ.).

აკრიანის ქედი - იხილე იალნოს ქედი.

აკრიბია (ბერძნ.) - დიდი სიზუსტე.

აკრიდინი (ლათ.) - ორგანული ნაერთი, ღია ყვითელი ნემსისებრი კრისტალები.

აკრილატები - აკრილმჟავას ეთერები.

აკრილმჟავა - უჯერი ორგანული მჟავა, მძაფრსუნიანი უფერო სითხე.

აკრილონი - ხელოვნური ნართის სახეობა.

აკრილონიტრილი - ორგანული ნაერთი, დამახასიათებელი სუნის უფერო სითხე.

აკრისიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არგოსის მეფე, აბანტის შვილი, დანაეს მამა, პერსევსის პაპა.

აკრიქინი - მალარიის საწინააღმდეგო სინთეზური სამკურნალო პრეპარატი.

აკრობატი - ცირკის მსახიობი ან სპორტსმენი.

აკრობატიკა (ბერძნ.) - საცირკო ხელოვნების და ტანვარჯიშის სახეობა.

აკრობოლისტები (ბერძნ.) - ძველ საბერძნეთში მსუბუქად შეიარაღებული ცხენოსანთა რაზმები.

აკროიდი პიტერ - ინგლისელი პოეტი და პროზაიკოსი (დაიბადა 1949 წელს).

აკროკეფალია (ბერძნ.) - თავის ქალის „კოშკისებური“ ფორმა.

აკროკორინთო (დიდი კორინთო) - ძველი კორინთოს აუღებლად ცნობილი მთა და შეუვალი სიმაგრე.

აკროლეინი (ლათ.) - ორგანული ნაერთი, უფერო აქროლადი სითხე, მომწამლავი ნივთიერება.

აკრომეგალია (ბერძნ.) - ძვლებისა და რბილი ქსოვილების პათოლოგიური ზრდა.

აკრონი (ეკრონი) - ქალაქი აშშ-ს ოჰაიოს შტატში.

აკრონიმი (ბერძნ.) - იგივეა, რაც აბრევიატურა.

აკროპეტალური (ბერძნ.-ლათ.) - წვერისაკენ მიმართული.

აკროპოლისი და აკროპოლი (შიდა ქალაქი) - ძველბერძნული ქალაქების ყველაზე მაღალი და გამაგრებული ნაწილი.

აკროსტიქი (ბერძნ.) ანუ კიდურწერილობა - ლექსი, რომლის სტრიქონთა თავკიდური ასოები შეადგენენ რაიმე სიტყვას ან ფრაზას.

აკროტერიუმი (ბერძნ.) - შენობის ფრონტონის კუთხეებზე მოთავსებული ქანდაკება.

აკროციანოზი - კიდურების სილურჯე სისხლბრუნვის დარღვევის შედეგად.

აკუგრა (აკუღრა) - მთა ბზიფის ქედის განშტოებაზე (2511 მ).

აკუდროხა - მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, დასავლეთის გუმისთის მარჯვენა შენაკადი.

აკუზატივი (ლათ.) - ბრალდებითი ბრუნვა ზოგ (ლათინურ, გერმანულ, რუსულ) ენებში.

აკუი - სოფელი გუდაუთისმუნიციპალიტეტში.

აკუილა (ლ'აკუილა) - ქალაქი იტალიაში.

აკულტურაცია - კულტურათა ურთიერთზეგავლენის პროცესი.

აკუმენე - ძველი ათენელი ექიმი, სოკრატეს მეგობარი.

აკუმი - ესე არს არც მამალი, არც დედალი (საბა).

აკუმულატორი (ლათ.) - ენერგიის დასაგროვებელი მოწყობილობა.

აკუმულაცია - დაგროვება, შეკრება (მაგალითად - ენერგიის).

აკუნდინოვი ტიმოთე - რუსი პოეტი, რუსული ბაროკოს წარმომადგენელი (1617-1653 წ).

აკუნინი ბორის (ნამდვილი სახელი და გვარი გრიგოლ ჩხარტიშვილი) - რუსი მწერალი (დაიბადა 1956 წელს).

აკუპუნქტურა (ლათ.) - ნემსის ჩხვლეტით მკურნალობის მეთოდი.

აკურა - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის აღმოსავლეთ ფერდობის ძირას, მდინარე ვანთისხევზე. საკრებულოს თემის ცენტრი (მოიცავს 2 სოფელს: აკურა, ვანთისხევი). ზღვის დონიდან - 620 მეტრი, თელავიდან - 12 კილომეტრი, თბილისიდან - 60. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2249 ადამიანი. აკურის მიდამოებშია მამადავითის მონასტერი — სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც აშენებული 855 წელს და ილარიონ ქართველის მოღვაწეობას უკავშირდება. სოფელში დგას ასევე წმინდა ილია წინასწარმეტყველის და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები.

აკურატული

  1. ზუსტად შესრულებული, წესიერი.

  2. კარგად გაკეთებული, სუფთა ნამუშევარი.

აკურგანი - ქალაქი უზბეკეთის ტაშკენტის ოლქში.

აკურეირი - ქალაქი ჩრდილოეთ ისლანდიაში.

აკურიო - იაპონურ მითოლოგიაში - ბოროტი სული, მენ-გუს სახესხვაობა.

აკურისხევი - მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

აკუსილაე არგოსელი - ძველბერძენი ლოგოგრაფი და ისტორიკოსი (ძვ.წ.აღ. VI საუკუნე).

აკუსტიკა (ბერძნ.)

  1. ფიზიკის დარგი, რომელიც ბგერას შეისწავლის.

  2. სმენადობის პირობები რაიმე შენობაში.

აკუტაგავა იასუსი - იაპონელი კომპოზიტორი (1925-1989 წწ).

აკუტაგავა რიუნოსკე - იაპონელი მწერალი (1892-1927 წწ).

აკუტიხა - დაბა რუსეთის ალთაის მხარეში.

აკუშერი (ფრანგ.) - ექიმი-მეანი.

აკუშო

  1. სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), მდინარე აკუშოსხევზე (ხევსურეთის არაგვის მარცხენა შენაკადი), კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობზე. ზღვის დონიდან - 1400 მეტრი, დუშეთიდან - 44 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 14 კაცი.

  2. მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოებაზე.

აკუშოსხევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთის არაგვის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, დათვისჯვრისღელის უღელტეხილის მახლობლად (სიგრძე - 12,8 კილომეტრი, აუზის ფართობი - 34,9 კვ.კმ).

აკყულარი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

აკშობჰია (სანსკრ. „აუღელვებელი“) - მაჰაიანას ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი ბუდა.

5.11 ალ

▲ზევით დაბრუნება


ალა

  1. მთოვარის პირის ლიბრი (საბა).

  2. წისქვილის ნაწილი, საფქვილე.

  3. ქალის რუსული სახელი.

ალა ალ-დინ ჰილჯი - დელის სასულთნოს მმართველი (1296-1316 წწ).

ალა-არჩა - ბუნებრივი ეროვნული პარკი ყირგიზეთში.

ალაბაი - ძაღლის ჯიში, შუააზიური ნაგაზი.

ალაბამა

  1. მდინარე აშშ-ს ჩრდილოეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში.

  2. შტატი აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ფართობი - 133,7. ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 4,1 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - მონტგომერი.

ალაბასტრონი - ანტიკურ სამყაროში და ძველ აღმოსავლეთში გავრცელებული ცილინდრული ჭურჭელი.

ალაბი - სიგრძის საზომი ერთეული აღმოსავლეთის ზოგ ქვეყანაში (68,8 სმ), დაახლოებით იგივეა, რაც ადლი.

ალაბიანი კარო - რუსეთში მოღვაწე სომეხი არქიტექტორი (1897-1959 წწ).

ალაბულა - ნოტიოში ბეწვ-ჩალა (საბა).

ალაბუღა - მდინარე ყირგიზეთში.

ალაგე - ღობეზე გადასასვლელი ადგილი.

ალაგეზი - მთა სომხეთში, იგივე არაგაწი.

ალაგი - იგივე ადგილი.

ალაგირი - ქალაქი რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში, მდინარე არდონზე (20 ათასი).

ალაგოასი - შტატი ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში; ფართობი - 27,7 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 2,5 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - მასეიო.

ალადასტური - ქართული ვაზის ჯიში.

ალადაშვილი ალექსანდრე - თერაპიული სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი საქართველოში (1876-1950 წწ).

ალადი (შედუ) - შუმერულ-აქადურ მითოლოგიაში კეთილი მფარველი სული ყოველი ადამიანისა.

ალადინი - არაბული ზღაპრის გმირი.

ალ-ადლი - იხილე ადლი2.

ალადოვი ნიკოლაი - ბელორუსი კომპოზიტორი (1890-1972 წწ).

ალაედინ ქეიყუბადი - სელჯუკთა სახელმწიფოს სულთანი (გარდაიცვალა 1239 წელს).

ალავა - ქალაქი ესპანეთის ბასკეთის ქვეყანაში.

ალავარი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ალავერდი

  1. სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ოჟიოს თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 430 მეტრი, ახმეტიდან - 25 კილომეტრი. თელავიდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) - 20 კილომეტრი. სოფელში დგას ალავერდის მონასტერი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 176 ადამიანი.

  2. სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (კლდეეთის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 387 ადამიანი.

  3. XI საუკუნეში აგებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალავერდის საეპისკოპოსოს ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე სოფელ ალავერდთან (ახმეტის მუნიციპალიტეტი), თელავიდან 20 კმ-ზე. ეს მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმინდა გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი. ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში (41,7ხ26,4, სიმაღლე - 50 მეტრამდე). შენობის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის სამი, ერთმანეთს ტოლი მკლავი ნახევარწრიული აბსიდებით მთავრდება და ქმნის ე. წ. ტრიკონქს. ტაძარი უმთავრესად გარე და შიგა პირი კი მოპირკეთებულია შირიმის მოზრდილი კვადრებით. ნაგებობა გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული დიდი ზომის კრამიტის ფილებით, რომელთა ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი, შემორჩენილია აგრეთვე წარწერები.

  4. ქართულ სუფრაზე სიტყვიერი გადაცემა სადღეგრძელოსი.

  5. ქალაქი სომხეთში, ლორის მარზაში, ერევნიდან 167 კილომეტრი, ქალაქში გადის საავტომობილო გზა - „ვანაძორი-თბილისი“ და რკინიგზის ხაზი - „ერევანი-თბილისი“. მდებარეობს მდინარე დებედის ვიწრო ხეობაში. ზღვის დონიდან 750-1400 მეტრზე. ცნობილია როგორც სომხეთის სპილენძის წარმოების ცენტრ (15 ათასი).

ალავერდიანი ლეონ - სომეხი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1887-1963 წწ).

ალავერდის ეპარქია (საეპისკოპოსო) - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპარქიაა საქართველოში (მოიცავს ქალაქ თელავს და ახმეტას თავისი მუნიციპალიტეტებით).

ალავერდის მონასტერი - რომელიც X საუკუნის კახეთის მთავრების ძირითადი სალოცავი იყო, XI საუკუნიდან ეპარქიის ცენტრად და კახეთის მეფეთა საძვალედ იქცა.

ალავერდი-ხანი - ირანის სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე, წარმოშობით ქართველი, გვარად უნდილაძე (გარდაიცვალა 1614 წელს).

ალავერდობა

  1. ნაყოფიერებისა და მოსავლის აღება-დაბინავებასთან დაკავშირებული სახალხო დღესასწაული, იმართება ალავერდის ტაძრის კარზე, იწყება 28 სექტემბერს და გრძელდება სამი კვირის განმავლობაში.

  2. გურამ რჩეულიშვილის მოთხრობა.

  3. ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1962 წელს. დამდგმელი რეჟისორი - გიორგი შენგელაია. სცენარის ავტორები - რევაზ ინანიშვილი, გიორგი შენგელაია. დამდგმელი ოპერატორი - ალექსანდრე რეხვიაშვილი. მთავარ როლებში: გეიდარ ფალავანდიშვილი, კოტე დაუშვილი, ირაკლი ქოქრაშვილი, ნოდარ ფირანიშვილი, კოტე თოლორაია.

ალავი - ძველი ქართული საქორწილო ჩვეულება, პატარძლისადმი ძღვენის მირთმევა.

ალავი ბოზორგ - ირანელი მწერალი, პუბლიცისტი და ლიტერატურათმცოდნე (1904-1980 წწ).

ალავიტები (ნუსაირელები)

  1. შიიტთა ერთ-ერთი სექტის მიმდევრები.

  2. სამეფო დინასტია მაროკოში.

ალაზანი - მდინარე აღმოსავლეთ საქართველოსა (ახმეტის, თელავის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები) და აზერბაიჯანში, ნაწილობრივ მიედინება საქართველოს საზღვრის გასწვრივ. ალაზნის სიგრძეა 390 კილომეტრი, აუზის ფართობი - 11 800 კვ.კმ. წყლის საშუალო ხარჯი - 98 კუბ.მ/წმ. სათავე კავკასიონზე, მწვერვალ დიდი ბორბალოს აღმოსავლეთ ფერდობზე აქვს. ზემო დინებაში მთის მდინარეა, შემდეგ გამოდის ალაზნის ვაკეზე და იტოტება. ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს (აზერბაიჯანი). ამ უკანასკნელის დაგუბებამდე პირდაპირ მტკვარში ჩაედინებოდა. ალაზანი საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. წყლის ჩამონადენის დაახლოებით 40%-ს მიწისქვეშა წყალი შეადგენს, წვიმისა და თოვლისა - 30-30%-ს. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ ნახევარში იცის, მოვარდნა - შემოდგომაზე. ზამთარში წყალმცირეა. გაზაფხულზე მოდის წყლის ჩამონადენის 38,3%, ზაფხულზე - 29,1%, შემოდგომაზე - 20,3%, ზამთარში - 12,3%. არ იყინება. ალაზნის მარცხენა შენაკადებია სტორი, ლოპოტა, ინწობა, ჩელთი, დურუჯი, ავანისხევი, კაბალი, ლაგოდეხისწყალი, მაწიმისწყალი, გიშისწყალი (აგრიჩაი) და სხვა. მარჯვენა - ილტო, თურდო, კისისხევი, ჭერემისხევი, ფაფრისხევი და სხვა. ზოგი შენაკადი ღვარცოფულია (მაგალითად, დურუჯი). ალაზანს მინგეჩაურის წყალსაცავში წლიურად შეაქვს 2,5 მლრდ. კუბ.მ. წყალი. იყენებენ სარწყავად.

ალაზანი (ნამდვილი გვარი გაბუზიანი) ვაჰრამ - სომეხი მწერალი (1903-1966 წწ).

ალაზეა - მდინარე რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში. აუზის ფართობი - 64,7 ათასი კვ.კმ. სიგრძე - 1590 კილომეტრი.

ალაზნის ველი (ალაზნის ვაკე) - ვაკე შიგნიკახეთში.

ალაზნის წყალსაქაჩი - სოფელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.

ალაზონები - სკვითი მიწათმოქმედი ტომები, ბინადრობდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში (ძვ. წ.აღ. VII-II საუკუნეები).

ალათა - ფანჯრის ჩარჩო.

ალათაუ

  1. დაბა ყაზახეთის ალმა-ათის ოლქში.

  2. ე. წ. „ჭრელი მთები“, სხვადასხვა მცენარეული საფარის მქონე მთები შუა აზიაში.

ალათი - დაბა აზერბაიჯანში.

ალათირი - იხილე ალატირი.

ალათუბანი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

ალაის ქედი - ჰისარო-ალაის ქედის ნაწილი, ძირითადად ყირგიზეთშია.

ალაიხა - მდინარე რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.

ალაკოკი მარგარიტა მარია - ვიზანტანდინის მონასტრის ფრანგი მონაზონი-წინასწარმეტყველი (1647-1690 წწ).

ალაკოლი - მლაშე გაუმდინარი ტბა ყაზახეთის ბალხაშ-ალაკოლის ქვაბულში.

ალალახი (მუქიში) - უძველესი ქალაქი-სახელმწიფო სირიაში.

ალალბედზე - წინასწარ მოუფიქრებლად.

ალალი

  1. შავარდნისებრთა ოჯახის მტაცებელი ფრინველი.

  2. მართალი, პატიოსანი.

ალალია - მეტყველების უნარის უქონლობა ან შეზღუდულობა ბავშვებში.

ალამბარი - სოფელი ქობულეთისმუნიციპალიტეტში.

ალამდარი - მედროშე.

ალამედინი - მდინარე ყირგიზეთში.

ალამი - იგივე დროშა.

ალამიდა - ქალაქი აშშ-ს კალიფორნიის შტატში.

ალამოგორდო - ქალაქი აშშ-ს ნიუ-მექსიკოს შტატის სამხრეთ ნაწილში, სადაც გამოცადეს პირველი ატომური ბომბი 1945 წლის 16 ივლისს (30 ათასი).

ალამუთი - ციხე-სიმაგრე ჩრდილოეთ ირანში, ელბრუსის მთებში, ქალაქ ყაზვინის მახლობლად, XI-XIII საუკუნეების ასასინების თეოკრატიული სახელმწიფოს ცენტრი.

ალანდის კუნძულები (აჰვენანმაა) - ფინეთის შემადგენლობაში მყოფი კუნძულთა ჯგუფი ბალტიის ზღვაში.

ალანები (ოსები) - ირანული წარმოშობის ჩრდილოკავკასიური ტომები.

ალანია

  1. სახელმწიფო IX-XIII საუკუნეების ჩრდილოეთ კავკასიაში.

  2. ვლადიკავკაზის საფეხბურთო კლუბი.

  3. ქალაქი-კურორტი თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ანთალიიდან აღმოსავლეთით 120 კმ მანძილზე (70 ათასი).

ალანინი - ბუნებაში ფართოდ გავრცელებული აციკლური ამინომჟავა.

ალანკარა - ძველინდური პოეტიკის მხატვრულ-სტილისტიკურ ხერხთა სისტემა.

ალანსონი - ქალაქი საფრანგეთში, ორნის დეპარტამენტში.

ალანტი - მინერალი, იგივეა, რაც ორტიტი.

ალანტოინი - ნივთიერებათა ცვლის ერთ-ერთი პროდუქტი ძუძუმწევრებს შორის (გარდა პრიმატებისა).

ალანტოისი (ბერძნ.) - უმაღლესი ხერხემლიანი ცხოველების ერთ-ერთი ჩანასახოვანი გარსი.

ალანძა (ტოლოში) - VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მესხეთში (ასპინძის მუნიციპალიტეტი).

ალაო

  1. ნოტიო და ჩახურებული ფქვილი.

  2. ძირითადი ნედლეული სპირტის, ვისკის, ლუდის და ბურახის წარმოებაში.

ალაოს შაქარი - ნახშირწყალი, იგივე მალტოზა.

ალაპაევსკი - ქალაქი რუსეთის ეკატერინბურგის ოლქში.

ალა პრიმა (იტალ. ალლა პრიმა) - ფერწერის სახესხვაობა, ნახატის დასრულება ერთი სეანსის განმავლობაში სველი ნედლეულით.

ალარდენი - ბროწეულის გერკი (საბა)

ალარიხ I - ვესტგუთების მეფე (370-410 წწ).

ალარკონი პედრო ანტონიო - ესპანელი მწერალი (1833-1891).

ალარკონ მენდოსა ხუან რუის დე - იხილე რუის დე ალარკონ მენდოსა .

ალარკოსი - ქალაქი ესპანეთში.

ალარმისტი (ფრანგ.) - პანიკის, შეუმოწმებელი ხმების გამავრცელებელი ადამიანი.

ალაროდები - ჰეროდოტეს ცნობით, უძველესი ხალხი აქემენიდთა სახელმწიფოში, ძველი ურარტუს ტერიტორიაზე.

ალას ურენია - ესპანელი მწერალი, ლიტერატურის თეორიტიკოსი (1852-1901 წწ).

ალასკა

  1. აშშ-ს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე შტატი. ფართობი - 1519 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 600 ათასი. ადმინისტრაციული ცენტრი - ჯუნო

  2. ნახევარკუნძული ჩრდილოეთ ამერიკაში.

ალასტანელი - ქართველ უფლისწულთა ზედწოდება XIII-XIV საუკუნეებში.

ალასტანი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

ალასტორი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დანაშაულისათვის სამაგიეროს მისაგებად მდევნელი დემონი.

ალასტრიმი - დაავადება ყვავილის ნაირსახეობა, უფრო მსუბუქი მიმდინარეობით.

ალატი - ქალაქი უზბეკეთის ბუხარის ოლქში.

ალატირი

  1. ქალაქი რუსეთის ჩუვაშეთის რესპუბლიკაში.

  2. მდინარე რუსეთის ვოლგისპირეთში, სურის მარცხენა შენაკადი; აუზის ფართობი -11,2 ათასი კვ.კმ. სიგრძე - 296 კილომეტრი.

ალაუიტები (ალავიტები, ფილალიდები) - მაროკოს სულთანთა დინასტია XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან.

ალაუნპაია (ალომპრა) - ბირმის მმართველი, კონბაუნების დინასტიის დამაარსებელი (1714-1760 წწ).

ალაფანკვარა - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ალაფი

  1. საომარი ნადავლი.

  2. საქონლის საკვები - ფურაჟი.

  3. მარცვლეულისა და ფქვილის ვაჭარი.

ალაქოლი - გაუდინარი მლაშე ტბა ყაზახეთში.

ალაყაფი - იგივე ჭიშკარი.

ალაშანი (ხელანშანი) - უდაბნო და ქედი ცენტრალურ აზიაში, ჩინეთში.

ალაშარა (აფხაზურად „სინათლე“) - გამომცემლობა და ჟურნალი საბჭოთა ეპოქის აფხაზეთში.

ალაშთრახუ - მთა და უღელტეხილი სოხუმის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე.

ალაში - საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაცია ყაზახეთში, პოლიტიკური პარტია.

ალაში - მდინარე რუსეთის ტუვის რესპუბლიკაში.

ალაჩოყი - დროებითი საზაფხულო კარავი მთაში, უმთავრესად თუშეთში.

ალაჭანი - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ტუშურების თემის საკრებულო), მდინარე ვერხველის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1140 მეტრი, თიანეთიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 72 კაცი.

ალახაძი - სოფელი გაგრის სიახლოვეს.

ალახ-იუნი - დაბა და მდინარე რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.

ალაჯა - მთა ყარსის ზეგანზე, ქალაქ ყარსის აღმოსავლეთით.

ალაჯაჯიანი სტეფანე - სომეხი მწერალი (დაიბადა 1924 წელს).

ალაჯაჰოიუქი - სოფელი ჩრდილოეთ თურქეთში, არქეოლოგიური გათხრების ცენტრი.

ალაჯუნე - უთავბოლოდ მოსიარულე

ალაჰაბადი (მე-17 საუკუნემდე „პრაიაგა“- ქალაქი ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატში, მდინარეების განგისა და ჯამნას შესაყარზე (810 ათასი).

ალაჰაშხუ - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ალაჰი (არაბ.) - ღმერთის სახელი ისლამში.

ალ-აჰრამი - იხილე აჰრამი.

ალბა (პროვანს.) - ცისკრის სიმღერა, შუა საუკუნეების სარაინდო პოეზიის ჟანრი.

ალბა ალვარეს დე ტოლედო ფერნანდო - ჰერცოგი, ესპანელი სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე, ნიდერლანდის მმართველი, მხედართმთავარი (1507-1582 წწ).

ალბაზინი - ხაბაროვის მიერ XVII საუკუნეში დაარსებული რუსული ციხესიმაგრე ამურის მარცხენა ნაპირზე.

ალბათ (არაბ.) - ვარაუდის გამომხატველი სიტყვა.

ალბათობა - რაიმე გარკვეული ხდომილების ამა თუ იმ გარკვეულ პირობებში გამოვლენის შესაძლებლობის რიცხობრივი მახასიათებელი.

ალბა-იულია - ქალაქი ცენტრალურ რუმინეთში, მდინარე მურეშზე.

ალბა-ლონგა - ლათინთა უძველესი ქალაქი იტალიაში, რომის სამხრეთ-აღმოსავლეთით.

ალბანეთი (ალბანეთის რესპუბლიკა, ალბან. ღეპუბლიკა ე შჰქიპერისა).

  • სახელმწიფო თანამედროვე ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში, ადრიატიკის და იონიის ზღვების სანაპიროზე. ჩრდილოეთით და სამხრეთით ესაზღვრება სერბეთს და ჩერნოგორიას, აღმოსავლეთით - მაკედონიას, სამხრეთით - საბერძნეთს.

  • დამოუკიდებლობის დღე (ოსმალეთის იმპერიისგან) - 1912 წლის 28 ნოემბერი.

  • ჰიმნი - „Hymni i Flamurit“.

  • მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.

  • უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო პარლამენტი - ერთპალატიანი ეროვნული თავყრილობა.

  • ფართობი - 28 748 კვ.კმ.

  • დაყოფილია 12 პრეფექტურად, რომლებიც თავის მხრივ 36 რაიონს (რეტს) მოიცავენ.

  • მოსახლეობა - 3,6 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 123 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • ოფიციალური ენა - ალბანური.

  • დედაქალაქი - ტირანა.

  • ეროვნული ვალუტა - ლეკი.

  • ქვეყნის კოდი - ALB.

  • დროის სარტყელი - UTC +2.

  • სატელეფონო კოდი - +355

  • ინტერნეტ-დომენი -al

ალბანეთი კავკასიისა - ადრინდელი კლასობრივი სახელმწიფო აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

ალბანელები (საკუთარი სახელი - შკიპტარი) - ალბანეთის ძირითადი მოსახლეობა, ცხოვრობენ სერბეთსა და მაკედონიაშიც. სულ მთელ მსოფლიოში 6 მილიონამდე ალბანელია.

ალბანი - მე-3 საუკუნის ბრიტანეთში ქრისტიანობისათვის წამებული პირველი ადამიანი.

ალბანური ენა - ინდოევროპული ენების ოჯახის ცალკეული განშტოება. ალბანეთის ოფიციალური ენა. გენეტიკურად ყველაზე ახლოსაა აწ უკვე არარსებულ ილირიულ და ფრიგიულ ენებთან.

ალბასეტე - ქალაქი ესპანეთში, მურსიის ოლქში (130 ათასი).

ალბატროსი (ფრანგ.) - ქარიშხალასნაირთა ოჯახის ზღვის დიდი ფრინველი.

ალბატროსი - გერმანიის თვითმფრინავმშენებელი ფირმა, არსებობდა 1909-31 წლებში.

ალბახ-რეტი როზმარი -კინომსახიობ რომი შნაიდერის ნამდვილი გვარ-სახელი.

ალბედო (ლათ.) - რაიმე სხეულის ზედაპირიდან არეკლილი სხივური ნაკადის ფარდობა მასზე დაცემულ სხივურ ნაკადთან.

ალბედომეტრი - ხელსაწყო სხვადასხვა ფიზიკური სხეულის ალბედოს გასაზომად.

ალბენა - კურორტი ბულგარეთში, ქალაქ ვარნასთან.

ალბენისი ისააკ მანუელ ფრანსისკო - ესპანელი კომპოზიტორი და პიანისტი (1860-1909 წწ).

ალბერდი ხუან ბაუტისტა - არგენტინის დიდი პოლიტიკური მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ეკონომისტი (1860-1909 წწ).

ალბერვილი

  1. ქალაქი საფრანგეთში, 1992 წლის ზამთრის XVI ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი.

  2. კონგოს ქალაქ კალემიეს სახელი 1968 წლამდე.

ალბერი ალექსანდრ (ნამდვილი გვარი მარტენი) ფრანგი სოციალისტი (1815-1895 წწ).

ალბერი ეჟენ ' - ფრანგული წარმოშობის კომპოზიტორი და ვირტუოზი პიანისტი (ფერენც ლისტის მოსწავლე), ცხოვრობდა რიგაში (1864-1932 წწ).

ალბერონი ხულიო (ჯულიო) - ესპანეთის დიდი პოლიტიკური მოღვაწე, წარმოშობით იტალიელი (1664-1752 წწ).

ალბერსი ჯოზეფ - გერმანელ-ამერიკელი მხატვარი (1888-1979 წწ).

ალბერტ I - ბელგიის მეფე 1909-34 წლებში (1875-1934 წწ).

ალბერტ II - ბელგიის მეფე 1993 წლიდან (დაიბადა 1934 წელს).

ალბერტა

  1. პროვინცია სამხრეთ-დასავლეთ კანადაში, ფართობი - 661,2 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 2,5 მილიონი. ადმნისტრაციული ცენტრი - ედმონტონი.

  2. ქვანახშირის აუზი კანადაში.

ალბერტ დიდი (ალბერტ ფონ ბოლშტედტი) - გერმანელი თეოლოგი, ფილოსოფოსი (1193 - 1280 წწ).

ალბერტი მონაკოს თავადი (სრული სახელი - ალბერტ ონორე ჩარლზ გრიმალდი) - ცნობილი ოკეანოგრაფი-მოყვარული (1848-1922 წწ).

ალბერტი ლეონ ბატისტა - იტალიელი სწავლული (1404-1472 წწ).

ალბერტი რაფაელ - ესპანელი პოეტი (1902-1999 წწ).

ალბერტი ფლორიან - უნგრელი ფეხბურთელი, 1969 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, „ოქროს ბურთის მფლობელი“ (დაიბადა 1941 წელს).

ალბერტი - აფრიკის ტბა მობუტე-სესე-სეკოს სახელი 1973 წლამდე.

ალბერტინა - გრაფიკულ ნაწარმოებთა უმდიდრესი კოლექცია ვენაში.

ალბერტის არხი - აერთებს ბელგიაში მდინარეებს მაასს და შელდას.

ალბიგოელები - ქრისტიანულ-ბიურგერული მწვალებლობის მიმდევრები XII-XIII საუკუნეების სამხრეთ საფრანგეთში.

ალბინი ფრანკო - იტალიელი არქიტექტორი (1905-1977 წწ).

ალბინიზმი (ლათ.) - ორგანიზმისათვის დამახასიათებელი ნორმალური პიგმენტაციის უქონლობა.

ალბინოსი (ფრანგ.) - მთლად ან ნაწილობრივ თეთრთმიანი ადამიანი ან ცხოველი.

ალბიონი (კელტ.) - ბრიტანეთის კუნძულების უძველესი სახელწოდება.

ალბირი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ალბისუ კამპოს პედრო - პუერტო-რიკოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი (1893-1965 წწ).

ალბიტი (ლათ.) - ქანწარმომქმნელი თეთრი ფერის მინერალი.

ალბიტიზაცია (გაალბიტება) - შედარებით ფუძე პლაგიოკლაზის მეტასომატური ჩანაცვლება ალბიტით.

ალბიტოფირი - პორფირული სტრუქტურის ძარღვული ქანი.

ალბიცი - XIII-XV საუკუნეების ფლორენციელთა დინასტია, მედიჩის კონკურენტი ტახტისათვის ბრძოლაში.

ალბიცია (ლათ.) - მიმოზისებრთა ოჯახის ხე ან ბუჩქი.

ალბოვი მიხეილ - რუსი მწერალი (1851-1911 წწ).

ალბოვიოდოქსა - რთულყვავილოვანთა ოჯახის რელიქტური მცენარე.

ალბომი (ფრანგ.) - სახატავი სუფთა ფურცლები ან ნახატების და ფოტოსურათების კრებული.

ალბორადა (ესპ.) - ესპანელი მწყემსების დილის სიმღერა.

ალბრეხტ ბრანდენბურგელი - ტევტონთა ორდენის უკანასკნელი გროსმაისტერი, პრუსიის პირველი ჰერცოგი (1490-1568 წწ).

ალბრეხტ დათვი - ბრანდენბურგის პირველი მარკგრაფი, სლავთა მიწების დასაპყრობი მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი (დაახლოებით 1100-1170 წწ).

ალბრეხტ მეკლენბურგელი - შვედეთის მეფე, მეკლენბურგის ჰერცოგი (დაახლოებით 1340-1412 წწ).

ალბუკერკე - ქალაქი აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ნიუ-მექსიკოს შტატში (400 ათასი).

ალბუკერკე აფონსუ ' - პორტუგალიელი დამპყრობელი, ინდოეთის ვიცე-მეფე (1453-1515 წწ).

ალბულეცი მარია - რუსი მოჭადრაკე ქალი, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1932 წელს).

ალბუმინი (ფრანგ.) - წყალში ხსნადი უმარტივესი ცილა.

ალბუმინურია (ლათ.) - ცილის გამოყოფა შარდთან ერთად.

ალბუნეა - ნიმფა ძველრომაულ მითოლოგიაში.

ალბურტი ლევ - მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, წარმოშობით ოდესელი, 1979 წლიდან ცხოვრობს აშშ-ში (დაიბადა 1946 წელს).

ალბუციდი - ანტიბაქტერიული სამკურნალო პრეპარატი.

ალგა - ქალაქი ყაზახეთის აქტიუბინსკის ოლქში.

ალგა ალექსანდრ - ჩუვაშეთის სახალხო პოეტი (1913-1977 წწ).

ალგამა - მდინარე რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.

ალგამბრა - XIII საუკუნის ციხე-სიმაგრე ესპანეთში, გრანადის მახლობლად, მავრიტანული არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში.

ალგარვი - პორტუგალიის ისტორიული პროვინცია.

ალგაროტი ფრანჩესკო - იტალიელი მწერალი, განმანათლებელი, ენციკლოპედისტი (1712-1764 წწ).

ალგებრა (ლათ.) - მათემატიკის ერთ-ერთი დარგი, რომელიც სწავლობს სიდიდეებზე მოქმედებათა ზოგად კანონებს ამ სიდიდეების რიცხობრივი მნიშვნელობისაგან დამოუკიდებლად.

ალგეთი

  1. მდინარე თეთრიწყაროს და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი.

  2. სოფლები თეთრიწყაროს და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.

ალგითი - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ალგირდასი (ოლგერდი) - ლიტვის დიდი მთავარი 1345-1377 წლებში.

ალგოლი (არაბ.) - პერსევსის, ბნელებად-ცვალებადი ვარსკვლავი, რომლის სიკაშკაშე იცვლება ვარსკვლავიერი სიდიდის 2,1 ერთეულიდან 3,4 ერთეულამდე.

ალგოლი (ინგლ.) - პროგრამირების ენების გარკვეული ჯგუფის შემოკლებული სახელი.

ალგოლოგია (ლათ.) - მეცნიერება წყალმცენარეების შესახებ.

ალგონკინები - ენით მონათესავე ინდიელთა ტომები (ოჯიბვე, მიკმაკი, დელავერი, კრი, მონტანიე, ნასკალი, ჩეიენი) ჩრდილოეთ ამერიკაში.

ალგონკინო-ვაკაშის ენები - ინდიელთა ენების მაკროოჯახი.

ალგორითმი (ფრანგ.) - რაიმე ამოცანის ამოსახსნელად საჭირო მათემატიკურ მოქმედებათა ერთობლიობა.

ალგრაფია (ლათ.) - ე.წ. ბრტყელი ბეჭდვის ერთ-ერთი წესი.

ალგრენი - იხილე ბენედიქსტონი .

ალდაგი - პირველი არასახელმწიფო სადაზღვევო კომპანია საქართველოში. შეიქმნა 1990 წელს.

ალდანი

  1. მდინარე იაკუტიაში, ლენას მარჯვენა შენაკადი; აუზის ფართობი - 729 ათასი კვ.კმ. სიგრძე -2273 კილომეტრი.

  2. ქალაქი რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში (25 ათასი).

ალდანოვი მარკ (ნამდვილი გვარი ლანდაუ) - ემიგრანტი რუსი მწერალი (1886-1957 წწ).

ალდგელმი - ინგლისელი საეკლესიო მოღვაწე, ლათინურენოვანი მწერალი, აბატი, მოგვიანებით ეპისკოპოსი (640-709 წწ).

ალდე დედოფალი - საქართველოს მეფე გიორგი I-ის მეორე ცოლი, ოსთა მეფის ასული (XI საუკუნე).

ალდებარანი - კუროს, პირველი ვარსკვლავიერი სიდიდის მოწითალო გიგანტი ვარსკვლავი კუროს თანავარსკვლავედში.

ალდერი კურტ - გერმანელი ქიმიკოსი, 1950 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ო.დილსთან ერთად (1902-1958 წწ).

ალდეჰიდი (ლათ.) - ორგანული ნაერთი, რომელიც მიიღება სხვადასხვა სპირტისაგან ორი ატომი წყალბადის გამოცლის შედეგად.

ალდინები (ალდები) - იტალიელი მესტამბის ალდუს მანუციუსის და მისი შვილების მიერ 1495-1597 წლებში შექმნილი მცირეშრიფტიანი გამოცემები (დაახლოებით 1100 ცალი).

ალდო - იტალიელი მამაკაცების სახელი.

ალდოლაზა - ლიაზების ჯგუფის ფერმენტი, წყვეტს და ასინთეზებს ნახშირბადულ ბმებს.

ალდონსა - გლეხის გოგო, რომელსაც სერვანტესის რომანის მთავარმა გმირმა დონ კიხოტ ლამანჩელმა დულსინეა ტობოსელი შეარქვა და თავის სატრფოდ წარმოისახა.

ალდოსტერონი (ალდოკორტინი) - თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონი.

ალდრინი - მავნე მწერებთან ბრძოლის ქიმიური საშუალება.

ალდროვანდა - მწერიჭამია წყლის მცენარე დროზერისებრთა ოჯახისა.

ალდროვანდი ულისე - იტალიელი ბუნებისმეტყველი (1522-1605 წწ).

ალდუს მანუციუსი - იტალიელი ჰუმანისტი და გამომცემელი (1449-1515 წწ).

ალე აუგუსტ - ესტონელი მწერალი (1890-1952 წწ).

ალე მორის - ფრანგი ეკონომისტი, 1988 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1911 წელს).

ალეანდერი იერონიმი - იტალიელი მეცნიერი, კარდინალი, ლათინურ-ბერძნული ლექსიკონის და ბერძნული ენის გრამატიკის შემქმნელი (1480-1542 წწ).

ალეატორიკა - XX საუკუნის მუსიკალური კომპოზიციის ერთგვარი მეთოდი, შემთხვევითობაზე დაფუძნებული.

ალებარდა (ფრანგ.) - ჩუგლუგი, საომარი ცული. შუბი, ზედ დამაგრებული ცულით.

ალებასტრი (ბერძნ.) - გამომწვარი თაბაშირი.

ალეგანი - აშშ-ში აპალაჩის პლატოს აღმოსავლეთი ნაწილი.

ალეგზანდერი სემიუელ - ინგლისელი ფილოსოფოსი (1859-1938 წწ).

ალეგზანდერი ჯეიმზ უენდელ - ამერიკელი მათემატიკოსი (1888-1971 წწ).

ალეგზანდერი ჰაროლდ რუპერტ ლეოფრიკ ჯორჯ (ტუნისელი) - ბრიტანელი ფელდმარშალი, მე-2 მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა ჯარების მთავარსარდალი ხმელთაშუაზღვის აუზის საომარ მოქმედებათა თეატრზე (1891-1969 წწ).

ალეგი ანრი (ნამდვილი სახელი და გვარი ანრი ჟან სალემი) - ალჟირელი მწერალი (დაიბადა 1921 წელს).

ალეგორია (ბერძნ.) - აბსტრაქტული იდეების პირობითი გამოხატვა ხელოვნების მხატვრული ხერხებით.

ალეგრეტო (იტალ.) - ზომიერად ჩქარი მუსიკალური ტემპი.

ალეგრი (იტალ.) - ლატარია, რომელიც ბილეთის შეძენისთანავე თამაშდება და მოგებაც მაშინვე გაიცემა.

ალეგრია სირო - პერუელი მწერალი (1909-1967 წწ).

ალეგრო (იტალ.) - მუსიკალური ნაწარმოების შესრულების ჩქარი ტემპი.

ალეგროვა ირინა - რუსული ესტრადის მომღერალი (დაიბადა 1952 წელს).

ალევასი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰერაკლეს შთამომავალი, ლარისას მითიური მეფე.

ალევი ელი - ფრანგი ისტორიკოსი (1870-1937 წწ).

ალევი ჟაკ ფრანსუა ფრომანტალ ელი - ფრანგი კომპოზიტორი (1799-1862 წწ).

ალევი - ძველი სოფელი ქსნის მარცხენა შენაკად ალეურის ქვემოწელზე (ახლანდელი ახალგორის მუნიციპალიტეტი).

ალევიზ-ფრიაზინი (ალევიზ მილანელი) - იტალიელი არქიტექტორი (XV-XVI სს).

ალევის კლდე (ლორწომის კლდე, უნაგირა) - მთა დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ალევის ქედის სამხრეთ დაბოლოებაზე. წარმოადგენს ორმაგ მასივს ქარაფოვანი მაღალი სამხრეთი კედლით, აგებულია ზედაიურული კირქვებით. შემოსილია სუბალპური ტყითა და მდელობეით (სიმაღლე -1973 მეტრი).

ალევის ქედი (ლომის-ალევის ქედი) - ქედი დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში, კავკასიონის სამხრეთ შტოზე, ქსნისა და არაგვის წყალგამყოფი. არხის ქედით უერთდება მთავარი წყალგამყოფი ქედის ტოტს - ხარულის ქედს. ჩრდილოეთით იწყება მექეთის მწვერვალთან, რომელიც ქედის უმაღლესი წერტილია (2937 მ), ქედზე აღმართულია მწვერვალები: შელი (2579 მ), მუნჯუხი (2685 მ), ყურყუტა (2681 მ), ლომისი (2452 მ); სამხრეთით ბოლოვდება ლორწომისკლდის (ალევისკლდის) მასივით.

ალევკია ალიმენტურ-ტოქსიკური (სეპტიკური ანგინა) - სისხლის წარმომქმნელი აპარატის დაავადება, რომლის დროსაც მკვეთრად მცირდება სისხლში ლევკოციტების, თრომბოციტებისა და ერითროციტების რაოდენობა.

ალევრიტი (ბერძნ.) - წვრილმარცვლოვანი დანალექი ფხვიერი ქანი, საშუალო თიხასა და ქვიშას შორის.

ალევროლითი (ბერძნ.) - მკვრივი დანალექი ქანი.

ალეზი ჟან - „ფორმულა-1“-ის ფრანგი ავტომრბოლელი.

ალეზია - ციხე-ქალაქი ძველ გალიაში (საფრანგეთი)

ალეთოლოგია - მოძღვრება ჭეშმარიტებაზე, შალვა ნუცუბიძის ფილოსოფიური ნააზრევი.

ალეთოლოგიური რეალიზმი - შალვა ნუცუბიძის ფილოსოფიური ნააზრევი, რომელიც მან შეიმუშავა მოღვაწეობის პირველ ნახევარში.

ალეი - მდინარე რუსეთის ალთაის მხარეში, ობის მარცხენა შენაკადი.

ალეიკია - იგივეა, რაც აგრანულოციტოზი.

ალეინიკოვი ვლადიმირ - რუსი პოეტი (დაიბადა 1946 წელს)

ალეინიკოვი პეტრე - რუსი მსახიობი (1914-1965 წწ).

ალეიჟადინიუ (ანუ „პატარა „ხეიბარი“, ნამდვილი სახელი და გვარი ანტონიუ ფრანსისკუ ლისბოა) - ბრაზილიელი მოქანდაკე და არქიტექტორი (1730 ან 1738 - 1814 წწ).

ალეირომეტრი - ხელსაწყო, რომლითაც ზომავენ ფქვილის გაჯირჯვებას.

ალეირონული მარცვლები - წვრილი ცილოვანი წარმონაქმნები მცენარეთა თესლში, წარმოადგენს ჩანასახის დამატებით საკვებ მასალას.

ალეისკი - ქალაქი რუსეთის ალთაის მხარეში (30 ათასი).

ალეიქსანდრე ვისენტე - ესპანელი პოეტი, 1977 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1898-1984 წწ).

ალეკო

  1. რახმანინოვის ოპერა.

  2. რუსული მსუბუქი ავტომობილი.

ალელი (ბერძნ.) - მემკვიდრეობითი ფაქტორები, რომლებიც ჰომოლოგიური ქრომოსომების ერთნაირ უბნებშია განლაგებული.

ალელიზმი - გენეტიკაში: ორგანიზმის ალტერნატიულ ნიშან-თვისებათა წყვილად არსებობის მოვლენა.

ალელიუხინი ალექსი - სამხედრო მფრინავი, პოლკოვნიკი, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1920 წელს).

ალელომორფი - იგივე ალელი.

ალელომორფიზმი - იგივე ალელიზმი.

ალელოპათია - მცენარეთა ურთიერთმოქმედება მათგანვე გამოყოფილი სხვადასხვა ნივთიერების მეშვეობით.

ალემანდა - გერმანული წარმოშობის ძველებური ფრანგული ცეკვა. მუსიკალური ზომა - 4/4.

ალემანები (ალამანები) - III საუკუნის დამდეგიდან ზემო რაინზე მცხოვრები გერმანული ტომები.

ალემანია - გერმანიის სახელწოდება ზოგიერთ ევროპულ ენაში (ფრანგული, ესპანური და სხვა).

ალამენ--დე-ენერო მატეო - ესპანელი მწერალი (1547-1614 წწ).

ალენი (ნამდვილი სახელი და გვარი ემილ შარტიე) - ფრანგი მოაზროვნე-ესეისტი (1868-1951 წწ).

ალენი ვან დონ ჟან - გენერალი, წარმოშობით ბელგიელი, მოღვაწეობდა ესპანეთსა და რუსეთში, აქვს ცნობები საქართველოს შესახებ (1790-1864 წწ).

ალენი ვუდი (ნამდვილი სახელი და გვარი ალენ სტიუარტ კენიგსბერგი) - ამერიკელი კინორეჟისორი და მსახიობი (დაიბადა 1935 წელს).

ალენი ითენ - ამერიკელი განმანათლებელი (1737-1789 წწ).

ალენი უილიამ ედუარდ დეივიდ - ინგლისელი ისტორიკოსი, ქართველოლოგი (1901-1973 წწ).

ალენკარი ჟოზე მარტინიანუ დი - ბრაზილიელი მწერალი, რომანტიკოსი (1829-1877 წწ).

ალენკასტრე ამილკარ გომეს - ბრაზილიელი საზოგადო მოღვაწე, ეკონომისტი (1916-2000 წწ).

ალენტაუნი - ქალაქი აშშ-ს პენსილვანიის შტატში.

ალენტოვა ვერა - რუსი კინომსახიობი (დაიბადა 1942 წელს).

ალენ-ფურნიე (ნამდვილი სახელი და გვარი ანრი ალბან ფურნიე) - ფრანგი მწერალი (1886-1914 წწ).

ალეპი - ქალაქი-პორტი სამხრეთ ინდოეთში, კერალის შტატში.

ალეპო (ანტიკური ბეროია) - ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, იგივე ჰალაბი (1,4 მილიონი).

ალეპუდელისი - ოდისევს ელიტისის ნამდვილი გვარი.

ალერგია (ბერძნ.) - ორგანიზმის მგრძნობიარობის შეცვლა მიკრობების ან უცხო ცილების განმეორებითი ზემოქმედების მიმართ.

ალერგოლოგია - ალერგიულ დაავადებათა გამომწვევი მიზეზების მკურნალობისა და პროფილაქტიკის შემსწავლელი მეცნიერება.

ალერდი - ახლად მოთიბული ბალახი, „ნედლი თივა“ (საბა).

ალერი - მდინარე ვეზერის მარჯვენა შენაკადი (გერმანია)

ალერსი - ვისიმე მიმართ ნაზი გრძნობების, სიყვარულის გამოხატვა.

ალერტი - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ალესანდრია - ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, პიემონტის ოლქში.

ალესანდრი პალმა არტურო - ჩილეს სახელმწიფო მოღვაწე, ადვოკატი (1868-1950 წწ).

ალესი გალეაცო - იტალიელი ხუროთმოძღვარი (1512-1572 წწ).

ალეტესი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰერაკლეს შთამომავალი, რომელიც კორინთოს დაეპატრონა და იქიდან სიზიფეს შთამომავლები გააძევა.

ალეურა - მდინარე ახალგორის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქსნის მარცხენა შენაკადი. სიგრძე - 21 კილომეტრი, აუზის ფართობი - 95 კვ.კმ. სათავე აქვს ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე საფერშეთის მთის მახლობლად. მიედინება ღრმა და ვიწრო ტყიან ხეობაში. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა - გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში.

ალეუტები (საკუთარი სახელწოდება „უნანგანი“) - ალეუტის კუნძულების (აშშ) აბორიგენები.

ალეუტის დეპრესია (ალეუტის მინიმუმი) - დაბალი ატმოსფერული წნევის არე წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში.

ალეუტის კუნძულები - მდებარეობს წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, 1740 კმ გადაჭიმულ რკალზე, ფართობი - 37,8 ათასი კვ.კმ. შედის აშშ-ს ალასკის შტატის შემადგენლობაში.

ალეუტის ღრმული - ღრმული წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, სიღრმე - 7855 მეტრამდე.

ალეფი

  1. ებრაული და არაბული ანბანის პირველი ასო

  2. ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობების კრებული.

ალექპეროვი ალესკერ ჰაჯი აღა ოღლი - აზერბაიჯანელი მსახიობი, საბჭოთა კავირის სახალხო არტისტი (1910-1963 წწ)

ალექსანდერი - იხილე ალეგზანდერი.

ალექსანდერსდორფი - ვიურტემბერგელ გერმანელთა დასახლება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ძველი თბილისიდან დაახლოებით 6 კილომეტრზე, ახლანდელი ა.წერეთლის გამზირის მიდამოებში.

ალექსანდრა (შურა) - ქალის სახელი.

ალექსანდრავიჩიუსი პიატრას პოვილო - ლიტველი მოქანდაკე (დაიბადა 1906 წელს).

ალექსანდრა ფიოდოროვნა (ქალიშვილობის სახელი და გვარი) - ალისა ვიქტორია ელენე ლუიზა ბეატრისა) - რუსეთის იმპერატრიცა, ნიკოლოზ II-ის მეუღლე (1872-1918 წწ).

ალექსანდრ ბატენბერგი - იხილე ბატენბერგი .

ალექსანდრე (სანდრო, ალეკო, საშა) - მამაკაცის ბერძნული წარმოშობის სახელი.

ალექსანდრე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პარისის სახელი მაშინ, როცა მწყემსებთან ცხოვრობდა და არაფერი იცოდა საკუთარი წარმოშობის შესახებ.

ალექსანდრე (ერისკაცობაში ალექსი ოქროპირიძე) - ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე (1824-1907 წწ).

ალექსანდრე - ამ სახელით ცნობილია რამდენიმე პაპი რომისა:

  1. ალექსანდრე III (ერისკაცობაში ორლანდო ბანდინელი, პაპობის წლები 1159-1181 წწ).

  2. ალექსანდრე IV (ერისკაცობაში რაინალდო დე კონტი, 1254-1261 წწ).

  3. ალექსანდრე VI (ერისკაცობაში როდრიგო ბორჯა, 1492-1503 წწ).

  4. ალექსანდრე VII (ერისკაცობაში ფასიო კიჯი, 1655-1667 წწ).

ალექსანდრე I

  1. იმერეთის მეფე 1387-1389 წლებში, დავით ნარინის შთამომავალი (გარდაიცვალა 1389 წელს).

  2. კახეთის მეფე 1476-1511 წლებში, გიორგი VIII-ის ძე (1454/56 - 1511 წწ).

  3. რუსეთის იმპერატორი 1801-25 წლებში, პავლე I-ის შვილი (1777-1825 წწ).

ალექსანდრე I დიდი - საქართველოს მეფე 1412-1442 წლებში, კონსტანტინე I-ისა და ნათია ამირეჯიბის ძე (დაახლოებით 1390-1442 წწ).

ალექსანდრე II

  1. იმერეთის მეფე 1484-1510 წლებში, ბაგრატ VI-ის ძე (გარდაიცვალა 1510 წელს).

  2. კახეთის მეფე 1574-1605 წლებში, ლევან მეფის ძე (1527 - 1605 წწ).

  3. რუსეთის იმპერატორი 1855-81 წლებში, ნიკოლოზ I-ის უფროსი ძე (1818-1881 წწ).

ალექსანდრე III

  1. იმერეთის მეფე 1639-1660 წლებში, გიორგი მესამის უფროსი ძე (გარდაიცვალა 1660 წელს).

  2. რუსეთის იმპერატორი 1881-94 წლებში, ალექსანდრე II-ის ძე (1845-1894 წწ).

ალექსანდრე IV - იმერეთის მეფე 1683-1695 წლებში, ბაგრატ IV-ის უკანონო შვილი (გარდაიცვალა 1695 წელს).

ალექსანდრე V - იმერეთის მეფე 1720-1751 წლებში (1703/4 - 1752 წწ).

ალექსანდრე აფროდისიელი - არისტოტელეს ნაშრომთა კომენტატორი (III საუკუნე).

ალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი იმერეტინსკი) - მეფე არჩილ II-ის ძე, რუსეთის პირველი გენერალ-ფელდცოიხმაისტერი (1674-1711 წწ).

ალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი) - მეფე დავით II-ის (იმამყული-ხანის) უფროსი ვაჟი, მუსლიმანური სახელი ალი-მირზა, ქართლის მმართველი 1736 წლიდან (გარდაიცვალა 1737 წელს).

ალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი) - იმერეთის მეფე სოლომონ I-ის ერთადერთი ძე, მამის წინააღმდეგ აჯანყებული (1760-1780 წწ).

ალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი) - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, ერეკლე II-ის ძე, აქტიურად იბრძოდა რუსეთის გაბატონების წინააღმდეგ საქართველოში (1770-1844 წწ).

ალექსანდრე ბაქარის ძე (ბაგრატიონი) - ქართლის სამეფო ტახტის პრეტენდენტი, ვახტანგ VI-ის შვილიშვილი (1724/28-1791 წწ).

ალექსანდრე იესეს ძე (ბაგრატიონი) - ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVIII საუკუნის I ნახევარში, დაიბადა ირანში, იწოდებოდა ისაკ ბეგად.

ალექსანდრე I-ის მიწა - ანტარქტიკის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთი მაწილი.

ალექსანდრე I კაზიმიეჟის ძე იაგელონი - ლიტვის დიდი მთავარი, პოლონეთის მეფე (1460-1506 წწ).

ალექსანდრე I კარაგეორგიევიჩი - იუგოსლავიის მეფე (1888-1934 წწ).

ალექსანდრე კეთილი - მოლდავეთის მთავარი 1400 წლიდან (გარდაიცვალა 1432 წელს).

ალექსანდრე ლუარსაბის ძე (ბაგრატიონი) - ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, ირანში შაჰის კარზე მყოფი ქართლის მეფე გიორგი XI-ის ნაცვალი (გარდაიცვალა 1711 წელს).

ალექსანდრე მაკედონელი (ალექსანდრე დიდი) - მაკედონიის მეფე 336 წლიდან, კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე (ძვ.წ.აღ. 356 - 323 წწ).

ალექსანდრე მაკედონელის სტატერი - ოქროს მონეტა მოჭრილი ალექსანდრე მაკედონელის სახელით ძვ.წ.აღ. IV საუკუნეში (საშუალო წონა 8.6 გ). ასრულებდა საერთაშორისო ფულის ერთეულის როლს.

ალექსანდრე ნეველი - რუსი სახელმწიფო მოღვაწე, მხედართმთავარი, ნოვგოროდის მთავარი 1236-1251 წლებში (1220-1263 წწ).

ალექსანდრეს არქიპელაგი - კუნძულების ჯგუფი აშშ-ს ალასკის შტატის დასავლეთ სანაპიროზე.

ალექსანდრესკუ სიკე ვასილე - რუმინელი რეჟისორი (1896-1973 წწ).

ალექსანდრეს რომანი - ძველი ბერძნული რომანი, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის თავგადასავალს გადმოგვცემს.

ალექსანდრესწყარო - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ალექსანდრეტა - თურქეთის ქალაქ ისქენდერუნის ბერძნული სახელი.

ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავზედ - აკაკი წერეთლის ლექსი, დაიწერა 1882 წელს.

ალექსანდრე ჯაფარიძის მწვერვალი - მწვერვალი ცენტრალური კავკასიონის გვერდით ქედზე, ეწოდა 1945 წელს მთამსვლელ ალ.ჯაფარიძის საპატივცემლოდ (4700 მ).

ალექსანდრი ვასილე - რუმინელი მწერალი (1821-1890 წწ).

ალექსანდრია ნანა - ქართველი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი, საჭადრაკო ოლიმპიადების 6-გზის გამარჯვებული (1969-86 წწ), სსრკ-ს 3-გზის ჩემპიონი (1966-69 წწ), პროფესიით ჟურნალისტი (დაიბადა 1949 წელს).

ალექსანდრია (არაბულად ალ-ისქანდარია) - ქალაქი ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილში, ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე, ამავე სახელის მქონე მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი. დაარსებულია ძვ.წ.აღ. 332-331 წლებში ალექსანდრე მაკედონელის მიერ (3,2 მილიონი).

ალექსანდრია

  1. ქალაქი აშშ-ს აღმოსავლეთ ნაწილში, ვაშინგტონის შემოგარენში (110 ათასი).

  2. ქალაქი რუმინეთის სამხრეთ ნაწილში, ტელეორმანის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი (50 ათასი).

  3. ქალაქი უკრაინის კიროვოგრადის ოლქში (105 ათასი).

ალექსანდრიანი - XVIII საუკუნეში ქართულ ენაზე თარგმნილი ლიტერატურული ძეგლი, სადაც აღწერილია ალექსანდრე მაკედონელის თავგადასავალი.

ალექსანდრიის ბიბლიოთეკა - ანტიკური სამყაროს ყველაზე ცნობილი ბიბლიოთეკა და სამეცნიერო ცენტრი.

ალექსანდრიის ომი - რომაელების ომი ეგვიპტესთან ძვ.წ.აღ. 48-47 წწ.

ალექსანდრიის საპატრიარქო - ერთ-ერთი ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესია (კათედრა ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში), დაარსდა IV საუკუნეში.

ალექსანდრიტი - ძვირფასი ქვა ზურმუხტოვანი მწვანე ფერისა.

ალექსანდრიული ლექსი - ფრანგული თორმეტმარცვლიანი სილაბური ლექსი.

ალექსანდროვა-კოჩეტოვა (ქალიშვილობის გვარი სოკოლოვა) ალექსანდრა - რუსი ოპერის მსახიობი, ლირიკულ-კოლორატურული სოპრანო (1833-1902 წწ).

ალექსანდროვი ალექსანდრე ვასილის ე - რუსი კომპოზიტორი და საგუნდო დირიჟორი (1883-1946 წწ).

ალექსანდროვი ალექსანდრე პავლეს ძე - რუსი მფრინავი კოსმონავტი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, 1983 და 1987 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1943 წელს).

ალექსანდროვი ალექსანდრე პანაიოტოვი - ბულგარელი მფრინავი-კოსმონავტი, 1988 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1951 წელს).

ალექსანდროვი ანატოლი - რუსი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1888-1982 წწ).

ალექსანდროვი ანატოლი - რუსი ფიზიკოსი, ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი, აკადემიკოსი, სოციალისტური შრომის სამგზის გმირი (1903-1994 წწ).

ალექსანდროვი ბორის - რუსი კომპოზიტორი და საგუნდო დირიჟორი (1905-1994 წწ).

ალექსანდროვი გრიგორი (ნამდვილი გვარი მორმონენკო) - რუსი კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, ლუბოვ ორლოვას მეუღლე (1903-1983 წწ).

ალექსანდროვი ვენიამინ - რუსი ჰოკეისტი, მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1937-1991 წწ).

ალექსანდროვი - ქალაქი რუსეთის ვლადიმირის ოლქში (70 ათასი).

ალექსანდროვკა - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ალექსანდროვსკაია ლარისა - ბელორუსი მომღერალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1904-1984 წწ).

ალექსანდროვსკი - ქალაქები რუსეთის პერმის და უკრაინის ლუგანსკის ოლქებში.

ალექსანდროვსკ-სახალინი - ქალაქი რუსეთის სახალინის ოლქში.

ალექსანდროპოლი - სომხეთის ქალაქ გიუმრის (ლენინაკანის) სახელი 1840-1924 წლებში.

ალექსანდროული - ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში.

ალექსანდრუპოლისი - ქალაქი-პორტი ჩრდილოეთ საბერძნეთში.

ალექსატი - ბიზანტიური ოქროს მონეტა მოჭრილია ბიზანტიის იმპერატორ ალესი I კომნენის მიერ XI საუკუნეში.

ალექსეევა ელიზავეტა - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1901 - 1972 წწ).

ალექსეევი ალექსის - ფრანგი რეჟისორი-მულტიპლიკატორი, მხატვარი, გამომგონებელი (1901-1982 წწ).

ალექსეევი ბორის - რუსი (ჩუვაში) მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1911-1973 წწ).

ალექსეევი გლებ - რუსი მწერალი (1892-1938 წწ).

ალექსეევი ვალერი - რუსი მწერალი (დაიბადა 1939 წელს).

ალექსეევი ვასილი - რუსი მძიმეწონოსანი ძალოსანი, XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი, ორგზის ოლიმპიური და შვიდგზის მსოფლიოს ჩემპიონი (დაიბადა 1942 წელს).

ალექსეევი თედორე - რუსი ფერმწერი (1753/55 - 1824 წწ).

ალექსეევი ნიკოლაი - რუსი ფილოსოფოსი, ევრაზეიზმის ერთ-ერთი იდეოლოგი (1879-1964 წწ).

ალექსეევი სერგეი - იხილე ასკოლდოვი.

ალექსეევკა

  1. სოფლები თეთრიწყაროს და სოხუმის მუნიციპალიტეტებში.

  2. ქალაქები რუსეთის ბელგოროდის (40 ათასი), სამარის და სარატოვის ოლქებში.

  3. ქალაქი ყაზახეთის აკმოლის ოლქში (20 ათასი).

ალექსენკო ვლადიმირ - ავიაციის გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1923 წელს).

ალექსი I (ბერად აღკვეცამდე სიმანსკი სერგეი) - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი (1877-1970 წწ).

ალექსი I კომნენოსი - ბიზანტიის იმპერატორი 1081-1118 წლებში (1048 - 1118 წწ).

ალექსი I კომნენოსი - (კომნიანოსი) ტრაპიზონის იმპერატორი 1204-1222 წლებში (1182 - 1222 წწ).

ალექსი II (ბერად აღკვეცამდე რიდიგერი ალექსეი) - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი 1990 წლიდან (დაიბადა 1929 წელს).

ალექსია - კითხვის და წაკითხულის აღქმის უნარის მოშლა ან სრული დაკარგვა.

ალექსიარესი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰერაკლეს შვილი, ჰერას ასულ ჰებესაგან შობილი მამის გარდაცვალების შემდეგ.

ალექსი ვრანა - ბიზანტიელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე (გარდაიცვალა დაახლოებით 1186/1187 წლებში).

ალექსი-მესხიშვილები - XVII-XIX საუკუნეების ქართული კულტურის მოღვაწე მწიგნობართა გვარი.

ალექსი-მესხიშვილი ბარბარე - მსახიობი, ლადო მესხიშვილის ქალიშვილი (1898-1980 წწ).

ალექსი-მესხიშვილი ვლადიმერ (ლადო მესხიშვილი) - დიდი ქართველი მსახიობი და რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1857-1920 წწ)

ალექსი-მესხიშვილი ვლადიმერ - არქიტექტორი (დაიბადა 1915 წელს).

ალექსი-მესხიშვილი ნინო ვლადიმერის ასული - დრამისა და ესტრადის მსახიობი (1896-1956 წწ).

ალექსი-მესხიშვილი ნინო სარდიონის ასული - მსახიობი (1900-1980 წწ).

ალექსი-მესხიშვილი სარდიონ - კრიტიკოსი, მთარგმნელი, ექიმი, სამხედრო ექიმი (1814-1863 წწ).

ალექსი მიხეილის ძე - რუსეთის მეფე 1645-76 წლებში (1629-1676 წწ).

ალექსინე - ძველბერძენი ფილოსოფოსი.

ალექსინი

  1. ქალაქი რუსეთის ტულის ოლქში (75 ათასი).

  2. (ბერძნ.) - სისხლის შრატში არსებული დამცავი ნივთიერება.

ალექსიპე - ალექსანდრე მაკედონელის ექიმი.

ალექსი პეტრეს ძე - პეტრე პირველის უფროსი ვაჟი (1690-1718 წწ).

ალექსიროე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მდინარის ღმერთ გრანიკეს მშვენიერი ასული, პრიამოსის პირველი ცოლი.

ალექსისი ჟაკ სტეფან - ჰაიტელი ფრანგულენოვანი მწერალი (1922-1961 წწ).

ალექსის რაველინი - სიმაგრე სანკტ-პეტერბურგში, პეტრე-პავლეს ციხის დასავლეთ ზღუდესთან.

ალექსიუ ელი - ბერძენი მწერალი ქალი (1900-1980 წწ).

ალექსიშვილი ოთარ - რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1914-1974 წწ).

ალექსიშვილ-მესხიშვილი დავით - იხილე დავით რექტორი.

ალექსიძე ალექსანდრე (ნამდვილი გვარი სონღულაშვილი) - პირველი ქართველი პროფესიონალი მოცეკვავე (1874-1934 წწ).

ალექსიძე გიორგი - მოცეკვავე, ბალეტმაისტერი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1941 წელს).

ალექსიძე დიმიტრი (დოდო) - დიდი ქართველი თეატრალური რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1910-1984 წწ).

ალექსიძე ირინე - ბალეტის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1914 წელს).

ალექსიძე ნელი - მოქანდაკე (დაიბადა 1921 წელს).

ალექტო (ბერძნულად „დაუღალავი“) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი ერინია.

ალექტრიონი (ბერძნულად „მამალი“) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ომის ღმერთის, არესის მოსამსახურე ბიჭი, რომელიც მამლად გადაქცევით იქნა დასჯილი.

ალექტრომანტია - მამლით მკითხაობა.

ალექფეროვი ალესკერ ჰაჯი აღა ოღლი - აზერბაიჯანელი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1910-1963 წწ).

ალექფეროვი ვაგით - აზერბაიჯანული წარმოშობის რუსი ბიზნესმენი, სანავთობო კომპანია „ლუკოილის“ პრეზიდენტი (დაიბადა 1950 წელს).

ალეში მიკოლაშ - ჩეხი ფერმწერი და გრაფიკოსი (1852-1913 წწ).

ალეშკი - უკრაინის ქალაქ ციურუპინსკის სახელი 1928 წლამდე.

ალეშკოვსკი იუზ (იოსიფ) - რუსი ემიგრანტი მწერალი (დაიბადა 1929 წელს).

ალეჩის მყინვარი - უდიდესი მყინვარი შვეიცარიის ალპებში.

ალვა (ალვის ხე) - ფოთოლმცვივანი, ორსახლიანი ხე ტირიფისებრთა ოჯახისა.

ალვანი (ალონი)

  1. ველი შიგნიკახეთში (ახმეტის მუნიციპალიტეტი).

  2. სოფლების ზემო ალვანის და ქვემო ალვანის გავრცელებული სახელწოდება.

ალვანისღელე - მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში, წინუბნისწყლის მარცხენა შენაკადი.

ალვარადო არელიანო უბერტო - გვატემალის შრომის პარტიის გენერალური მდივანი 1972-74 წლებში, მწერალი (1927-1974 წწ).

ალვარადო მონსონ ბერნარდო - გვატემალის შრომის პარტიის გენერალური მდივანი 1954-72 წლებში (1925-1972 წწ).

ალვარადო პედრო - ერნანდო კორტესის ლაშქრობების თანამონაწილე ამერიკის დაპყრობისას (XVI საუკუნე).

ალვარეს დე კასტრო მარიანო - ესპანელი გენერალი, ესპანეთის დამოუკიდებლობისათვის ომის (1808-14 წწ) გმირი (1749-1810 წწ).

ალვარეს დელ ვაიო ხულიო - ესპანეთის პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი და დიპლომატი (1891-1980 წწ).

ალვარესი ალეხანდრო - ჩილელი იურისტი და დიპლომატი (1868-1920).

ალვარესი ლუის უოლტერ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1968 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1911-1988 წწ).

ალვარო კორადო - იტალიელი მწერალი (1895-1956 წწ).

ალვახაზი - ნადუღი თაფლისაგან დამზადებული საახალწლო ტკბილეული.

ალვეარი კარლოს მარია - არგენტინელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი (1789-1852 წწ).

ალვები - სკანდინავიურ მითოლოგიაში ღვთაებები და სტიქიური სულები.

ალვენი - იხილე ალფვენი.

ალვეოლა (ფრანგ.) - ბუშტული, ფილტვის ბრონქიოლების დაბოლოება.

ალვერი ბეტი (ნამდვილი სახელი და გვარი ელიზაბეტ ლეპიკი) - ესტონეთის სახალხო მწერალი ქალი (1906-1989 წწ).

ალვისი - სკანდინავიური მითოლოგიის ჯუჯა, რომელიც ღმერთების ენას ეზიარა და ქვად იქცა.

ალვის ხე - იხილე ალვა.

ალზამაი - ქალაქი რუსეთის ირკუტსკის ოლქში.

ალზასი - ისტორიულ ოლქ ელზასის ფრანგული სახელი.

ალზი (ალშე) - ხეთური, ურარტული და ასურული წყაროების თანახმად, ქვეყანა ტიგროსის ზემო დინებაში.

ალთაბაევი ვალერი - თბილისის „დინამოს“ კალათბურთელი XX საუკუნის 50-60-იან წლებში (დაიბადა 1940 წელს).

ალთაელები (ოიროთები) - რუსეთის ალთაის მხარეში მცხოვრები ხალხი.

ალთაი - მთათა სისტემა სამხრეთ ციმბირში.

ალთაია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მელეაგროსის დედა.

ალთან-ბულაღი - ქალაქი მონღოლეთის სელენგის აიმაკში.

ალთან-თობჩი - XVII საუკუნის მონღოლური მატიანე, ისტორიულ-ლიტერატურული ძეგლი.

ალთან-ხანი

  1. XIII საუკუნეში ძინის დინასტიის იმპერატორთა ტიტული. მართავდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთს.

  2. XVI საუკუნეში ტუმეტების (სამხრეთ მონღოლეთი) მთავრის - ამდას ტიტული.

  3. XVII საუკუნეში ხოტოგოიტების (ჩრდილო-დასავლეთ მონღოლეთი) მთავრების ტიტული.

ალთაური ენები - ენათა ოჯახი, რომელიც აერთიანებს თურქულ, მონღოლურ და ტუნგუსურ-მანჯურიულ ენებს.

ალთაური ცხვარი - სამატყლო-სახორცე წმინდამატყლიანი ცხვრის ჯიში, გამოყვანილია 1930-1949 წლებში.

ალთაფა - სპილენძის ხელსაბანი ჭურჭელი.

ალთეა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ეტოლიის მეფის თესტიოსის ასული, კალედონის მეფის ოინევსის (ენევსის) მეუღლე, მელეაგრეს დედა.

ალთემენე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კრეტის მეფის, კატრევსის ვაჟი, რომელმაც ოიდიპოსივით შეუცნობლად მოკლა საკუთარი მამა.

ალთინგი (ისლანდ.)

  1. სახალხო კრება შუა საუკუნეების ისლანდიაში.

  2. თანამედროვე ისლანდიის პარლამენტი.

ალთინთაღი - ქედი ცენტრალურ აზიაში, ჩინეთის დასავლეთ ნაწილში.

ალთინთეფე - ურარტული ციხე-ქალაქის ნანგრევები თურქეთში, ქალაქ ერზინჯანის აღმოსავლეთით.

ალთინ-თოფქანი - დაბა ტაჯიკეთის ხოჯენდის ოლქში.

ალთინთუ - ქედი რუსეთის ალთაის მხარეში.

ალთინსარინი იბრაი - პირველი ყაზახი პედაგოგი, მწერალი, განმანათლებელი, ფოლკლორისტი, ეთნოგრაფი (1841-1889 წწ).

ალთინქოლი - ტბა, იხილე ტელეცკოე.

ალთიუსერი ლუი - ფრანგი ფილოსოფოსი, მარქსისტი (დაიბადა 1918 წელს).

ალთუზიუსი იოჰან - გერმანელი იურისტი (1557-1638 წწ).

ალთუნი - შუა საუკუნეების თურქული ოქროს მონეტა, იჭრებოდა კონსტანტინოპოლის აღების (1453 წელი) შემდეგ.

ალთუნიანი თათულ - სომეხი საგუნდო დირიჟორი და მუსიკის მოღვაწე, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1901-1973 წწ).

ალთუნ-იარუქი - ძველი უიღურული დამწერლობის X საუკუნის ძეგლი ბუდისტური მოძღვრების შესახებ, თარგმნილია ჩინური ენიდან.

ალი იბნ აბუ თალიბი - არაბეთის სახალიფოს მეოთხე “მართლმორწმუნე” ხალიფა 656 წლიდან, მუჰამედის სიძე (602-661 წწ).

ალი მუსტაფა - თურქი ისტორიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე (1541 - 1600 წწ).

ალი

    1. ნიკო ლომოურის მოთხრობა.

    2. ქართულ წარმართულ პანთეონში ნადირთა, ტყის და წყლის პატრონი, მაცდური ქალი.

    3. სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

    4. ქართული სოციალ-დემოკრატიული მიმართულების ყოველდღიური გაზეთი, გამოდიოდა 1908 წელს თბილისში.

ალი პიერ - ფრანგი ღვთისმეტყველი და საეკლესიო მოღვაწე, პარიზის უნივერსიტეტის კანცლერი (1350-1420 წწ).

ალია

  1. ებრაელთა რეპატრიაცია, სამშობლოში იმიგრირების პროცესი.

  2. ქართული გაზეთი, გამოდის 1993 წლიდან, თბილისში.

  3. მდინარე იტალიაში, ტიბრის მარცხენა შენაკადი.

ალია რამიზ - ალბანეთის პრეზიდენტი 1991-1992 წლებში, ალბანეთის კომპარტიის მეთაური 1985-1991 წლებში (დაიბადა 1925 წელს).

ალიაბადი - ძვ.წ.აღ. IV-III საუკუნეების ბრინჯაოს ხანის ნასოფლარი სამხრეთ-დასავლეთ ირანში.

ალიაბიევი ალექსანდრე - რუსი კომპოზიტორი (1787-1851 წწ).

ალიანსი (ფრანგ.)

  1. კავშირი, გაერთიანება.

  2. ქორწინებითი კავშირი.

ალიაქოთი - იგივე აურზაური.

ალი აშ-შათრანჯი ალადინ ათ-თაბრიზი - შათრანჯის (ჭადრაკის) მოთამაშე სპარსელი ოსტატი 14-15 საუკუნეებისა.

ალი-ბაირამლი - ქალაქი აზერბაიჯანში, მდინარე მტკვარზე (60 ათასი).

ალიბარი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ალი-ბეი ალ-ქაბირი - ეგვიპტის მამლუქთა სახელმწიფოს მმართველი 1763-1772 წლებში, თავადაც მამლუქი (1728-1773 წწ).

ალიბეკი - მწვერვალი და უღელტეხილი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე.

ალიბი (ლათ.) - უდანაშაულობის მტკიცებულება.

ალიბუხარი - ქლიავის ჯიში.

ალიგარჰი - ქალაქი ჩრდილოეთ ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში.

ალიგატორები (ინგლ.) - ნიანგების რიგის ქვეწარმავალები, შეიცავს თავად ალიგატორებს და კაიმანებს.

ალიგერი მარგარიტა - რუსი პოეტი ქალი (1915-1992 წწ).

ალიგოტე - ფრანგული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში.

ალიდადა (ლათ.) - გეოდეზიური კუთხსაზომი ხელსაწყოების დეტალი.

ალიდები

  1. ხალიფა ალის და მისი მეუღლის, მუჰამედის ქალიშვილის ფატიმას შთამომავლები.

  2. შიიტების მეორე სახელწოდება.

  3. ფეოდალური დინასტია მუსლიმანური აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებში.

ალიე - მდინარე საფრანგეთში, ლუარის მარცხენა შენაკადი.

ალიევა ფაზუ - დაღესტნელი (ხუნძი) პოეტი ქალი, დაღესტნის სახალხო პოეტი (დაიბადა 1932 წელს).

ალიევი მირზა აღა ალი ოღლი - აზერბაიჯანელი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1883-1954 წწ).

ალიევი ილხამ - აზერბაიჯანის პრეზიდენტი 2003 წლიდან (დაიბადა 1961 წელს).

ალიევი ჰეიდარ - აზერბაიჯანის პრეზიდენტი 1993-2003 წლებში (1923-2004 წწ).

ალიენდე გოსენს სალვადორ - ჩილეს პრეზიდენტი 1970-73 წლებში (1908-1973 წწ).

ალი-ზადე აბდულქერიმ ალი-ოღლი - აზერბაიჯანელი აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსი, აკადემიკოსი (1906-1979 წწ).

ალი იბნ ალ-ჯაჰმ ალ-სამი - არაბი პოეტი (დაახლოებით 804-863 წწ).

ალიზარინი (ფრანგ.) - ორგანული ნაერთი, ნარინჯისფერი კრისტალური ნივთიერება. საღებავი მასალა, რომელსაც იღებენ ენდროს ფესვებისაგან.

ალიზი - საშენი მასალა, მზეზე გამომშრალი, გამოუწვავი აგური.

ალი-ილაჰი (ალის გამღმერთებლები) - შიიტების ერთ-ერთი სექტა, აღმერთებს მეოთხე ხალიფასა და შიიტების პირველ იმამ ალის.

ალიკანტე - ქალაქი-პორტი სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში (260 ათასი).

ალიკაპი - ხის აღვირი (საბა).

ალიკატა მარიო - იტალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, პუბლიცისტი და კრიტიკოსი (1918-1966 წწ).

ალიკულოვი ბარპი - ყირგიზი პოეტი-აკინი (1884-1949 წწ).

ალილენგიუმი - სახელმწიფო ბეგარა ბიზანტიაში (შემოიღეს X საუკუნის I ნახევარში).

ალილის სპირტი - ორგანული ნაერთი, უმარტივესი უჯერი სპირტი.

ალილო - ქართული საწესო სიმღერა, სრულდებოდა შობის წინა ღამეს.

ალილუევი სერგეი - რუსი რევოლუციონერი, ერთხანს მუშაობდა თბილისშიც, იოსებ სტალინის სიმამრი (1866-1945 წწ).

ალილუევა ნადეჟდა - იოსებ სტალინის მეუღლე (1901-1932 წწ).

ალილუევა სვეტლანა - იოსებ სტალინის ქალიშვილი (1926-2011 წწ).

ალილუია (ალელუია) - იუდაიზმში და ქრისტიანობაში - უფლის სახოტბო შეძახილი, საზეიმო საგალობელი ან მისი მისამღერი.

ალიმარინი ივანე - საბჭოთა ეპოქის ქიმიკოს-ანალიტიკოსი, აკადემიკოსი (1903-1989 წწ).

ალიმენტაცია - ბავშვებისადმი გაწეული სახელმწიფო დახმარება ძველ რომში. დააწესეს იმპერატორებმა ნერვამ და ტრაიანემ.

ალიმენტი (ლათ.) - სარჩო, რომელიც კანონის ძალით ეძლევა ნათესავს ნათესავისაგან.

ალი-მირზა - კახეთის მეფე დავით II-ის უფროსი ვაჟის ალექსანდრე ბატონიშვილის მაჰმადიანური სახელი.

ალიმკა - მდინარე რუსეთის ტიუმენის ოლქში.

ალიმონაკი ლერი - მწერალი, კრიტიკოსი (დაიბადა 1940 წელს).

ალი მოჰამადი - იხილე ბაბი საიდ ალი მუჰამად.

ალიმჟანოვი ანუარ - რუსულენოვანი ყაზახი მწერალი (1930-1993 წწ).

ალი მუჰამედი - ინდოეთის საზოგადო მოღვაწე და ჟურნალისტი (1878-1931 წწ).

ალი მუჰამედი - იხილე მუჰამედ ალი.

ალიმქენთი - დაბა უზბეკეთის ტაშკენტის ოლქში.

ალიმჯანი (ნამდვილი გვარი აზიმოვი) ჰამიდ - უზბეკი პოეტი (1909-1944 წწ).

ალიონი

  1. განთიადი, აისი.

  2. სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

ალიოშა პოპოვიჩი - გოლიათი, რუსული ბილინების გმირი.

ალიოშინი (ნამდვილი გვარი კოტლიარი) სამუილ - რუსი დრამატურგი (დაიბადა 1913 წელს).

ალიოხინი ალექსანდრე - რუსი მოჭადრაკე, მსოფლიოს მეოთხე ჩემპიონი ჭადრაკში 1927-35, 1937-46 წლებში, ჭადრაკის თეორიტიკოსი და ლიტერატორი, სამართლის დოქტორი (1882-1946 წწ).

ალისა

  1. ლუის კეროლის მოთხრობის მთავარი პერსონაჟი გოგონა.

  2. ალ. ტოლსტოის „ოქროს გასაღების ანუ ბურატინოს თავგადასავლის“ პერსონაჟი მელა.

  3. ცნობილი მსახიობები: ალისა კოონენი, ალისა ფრეინდლიხი.

  4. პერსონაჟი ფილმისა „თოჯინები იცინიან“ მარინე თბილელის შესრულებით.

  5. რუსული როკ-ჯგუფი, შეიქმნა 1983 წელს.

ალისარჩული - ერთწლოვანი კულტურული საღები მცენარე.

ალი საფი ფახრ ალ-დინ ალი იბნ ქამალ ალ-დინ ჰუსეინ ვაეზ ქაშეფი - სპარსელი მწერალი (გარდაიცვალა 1533 წელს).

ალისმერეთი - სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში (ნერგეეთის თემის საკრებულო). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ხანისწყლის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 600 მეტრი, ბაღდათიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 31 კაცი.

ალისონი (ელისონი) სემიუელ კინგ - ამერიკელი ფიზიკოსი (1900-1965 წწ).

ალისონი (ელისონი) ფრედ - აშშ ფიზიკოსი, დაამტკიცა დეიტერიუმის, ფრანციუმის და ასტატინის არსებობა (1882-1974 წწ).

ალისუბანი - სოფლების ზედა ალისუბნისა და ქვედა ალისუბნის გავრცელებული სახელწოდება (თერჯოლის მუნიციპალიტეტი).

ალისუბნის თემის საკრებულო - თემის საკრებულო თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მოიცავს 5 სოფელს: ზარნაძეები, ზედა ალისუბანი, თხილთაწყარო, მაჩიტაური, ქვედა ალისუბანი.

ალიტერაცია (ლათ.) - სალექსო ტაეპებში, ფრაზაში, სტროფში ერთი და იმავე ან მსგავსი თანხმოვნის გამეორება.

ალიტირება - დაალუმინება, ლითონთა ზედაპირის ალუმინით გაჯერება.

ალიტუსი - ქალაქი ლიტვაში (75 ათასი).

ალიფატური ნაერთები - იგივე აცილური ნაერთები.

ალი-ფაშა - ქართული ხალხური (გურული) სიმღერა, პოლიფონიური საგუნდო შემოქმედების კლასიკური ნიმუში.

ალი-ფაშა ტეპელენელი (ალი-ფაშა იანინელი) - ალბანელი ფეოდალი, მე-19 საუკუნის პირველ მეოთხედში ბალკანეთის ნახევარკუნძულის ნაწილის მმართველი (დაახლოებით 1744 - 1822 წწ).

ალიქაში - თივის თოკი (საბა).

ალი-ქოში - ნეოლითის ხანის (ძვ.წ.აღ. VIII-VI ათასწლეულები) ნამოსახლარი ირანის ქალაქ მუსიანის მახლობლად.

ალ-ისირ - იხილე ელექსირი.

ალიყული-ხანი - ქართლის მეფე იესეს (1714-1716 წწ) მაჰმადიანური სახელი.

ალიყური - სილის გაწვნა.

ალიშანი ლეონიდ - სომეხი პოეტი, ფილოლოგი ისტორიკოსი, ცხოვრობდა ვენეციაში (1820-1901 წწ).

ალიშარ-ჰოიუქი - მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი (ბორცვი) ცენტრალურ ანატოლიაში (თურქეთი).

ალიშაჰბანა სუტან ტაკდირ - ინდონეზიელი მწერალი, ფილოლოგი (დაიბადა 1908 წელს).

ალიშერი - თურქულენოვან ხალხში გავრცელებული სახელი მამაკაცისა (მაგალითად, ალიშერ ნავოი - უზბეკი პოეტი)

ალიში (ნამდვილი გვარი ალიშევი) აბდულა - ყაზანელი თათარი მწერალი (1908-1944 წწ).

ალიჩური - მდინარე ტაჯიკეთში.

ალიციკლური ნაერთები - ორგანული ნაერთები, რომელთა მოლეკულები შეიცავენ ნახშირბადის ატომებისაგან შემდგარ არაარომატული ბუნების ციკლებს.

ალი-ხან ბეგი - იხილე მავჯი.

ალიხანიანი არტემ - საბჭოთა ეპოქის სომეხი ფიზიკოსი (1908-1978 წწ).

ალიხანიანი ისაკ - სომეხი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1876-1946 წწ).

ალიხანოვი აბრამ - რუსი ფიზიკოსი, აკადემიკოსი, დაიბადა თბილისში (1904-1970 წწ).

ალკაბალა - გადასახადი სავაჭრო ბრუნვაზე შუა საუკუნეების ესპანეთში და მის კოლონიებში, შემოიღეს არაბთა ბატონობის დროს.

ალკადიენები - უჯერი ნახშირწყალბადები.

ალკაზარი (არაბ.-ესპ.) - ესპანეთში ციხე-სიმაგრე ან სასახლე.

ალკათოოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ახალი მეგარის დამაარსებელი, ელიდელი გმირი.

ალკაიაგა გოდოი - გაბრიელა მისტრალის ნამდვილი სახელი და გვარი.

ალკალა გალიანო ანტონიო - ესპანეთის პოლიტიკური მოღვაწე, ფრანკ-მასონთა ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1789-1865 წწ).

ალკალა სამორა ტორესი ნისეტო - ესპანეთის სახელმწიფო მოღვაწე (1877-1949 წწ).

ალკალდი (ესპ.)

  1. შუასაუკუნეების ესპანეთში სახელმწიფო მოხელე, რომელიც ადმინისტრაციულ ფუნქციებს ასრულებდა პროვინციაში.

  2. თანამედროვე ესპანეთსა და ლათინური ამერიკის ზოგ ქვეყანაში ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ალკალიზაცია - ქიმიის ცნება, იგივე შეტუტვა.

ალკალიმეტრია - მოცულობითი ქიმიური ანალიზის მეთოდი, რომელსაც იყენებენ რაიმე ნივთიერებაში ტუტის რაოდენობის გასარკვევად.

ალკალოზი (ლათ.) - ორგანიზმის ტუტე-მჟავური წონასწორობის დარღვევა.

ალკალოიდები (ლათ.) - ფიზიოლოგიურად აქტიური, ფუძე თვისებების მქონე, მცენარეული წარმოშობის აზოტშემცველი ორგანული ნაერთები.

ალკამა იბნ აბადა - არაბი პოეტი (VI საუკუნის პირველი ნახევარი).

ალკამენე - ძვ.წ.აღ. V საუკუნის II ნახევრის ბერძენი მოქანდაკე, ფიდიასის მოსწავლე.

ალკანა - ბალახოვანი მცენარეების გვარი ლაშქარასებრთა ოჯახისა.

ალკანები - იგივეა, რაც აციკლური ნაჯერი ნახშირწყალბადები.

ალკანტარა - ადრეფეოდალური ეპოქის ესპანეთში სასულიერო რაინდული ორდენი, რომელიც დაარსდა რეკონკისტას ხანაში, 1156 წელს.

ალკასარარკივირი - იხილე ელ-კასრ-ელ-ქაბირი.

ალკატრასი - კუნძული აშშ-ს ქალაქ სან-ფრანცისკოს მახლობლად, სადაც 1868-1963 წლებში მდებარეობდა ქვეყნის ფედერალური საპყრობილე.

ალკენები - უჯერი ნახშირწყალბადები, რომელთა მოლეკულაში არის ერთი ორმაგი ბმა.

ალკენი - ალუმინის მწარმოებელი კომპანია კანადაში, ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიოში.

ალკეოსი

  1. ძვ.წ.აღ. VII-VI საუკუნეების ბერძენი პოეტი.

  2. (დევგმირი) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პერსევსის და ანდრომედეს შვილი, ჰერაკლეს ახლდა ამორძალთა ქვეყანაში.

ალკესტიდა (ალკესტე) -„მარად ახალგაზრდა“ ქალი ძველბერძნული მითოლოგიისა, ქმრის ერთგულების სიმბოლო.

ალკიდე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:

  1. ალკეოსის შთამომავალი.

  2. ჰერაკლეს პირველი სახელი.

ალკიბიადე - ძვ.წ.აღ V საუკუნის ათენელი პოლიტიკური მოღვაწე და მხედართმთავარი.

ალკითოე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თებელი ქალი, ბაკქოსის მიერ ღამურად გადაქცეული.

ალკილატი - ნაჯერი ნახშირწყალბადების ნარევი.

ალკილები - ნაჯერი ნახშირწყალბადების ერთვალენტოვანი რადიკალები.

ალკილირება - სხვადასხვა ქიმიურ ნაერთში ალკილის ჯგუფების შეყვანა.

ალკიმაქე („მამაცურად მებრძოლი“) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ათენას ერთ-ერთი ეპითეტი.

ალკიმედე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, იასონის დედა.

ალკიმენე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, იასონისა და მედეას ძე, დესალოსის ტყუპისცალი.

ალკიმიდიდი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ალკიმეს ძე, ე.ი. მენტორი.

ალკინები - უჯერი ნახშირწყალბადები, რომელთა მოლეკულაში ერთი სამმაგი ბმაა.

ალკინოე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პოსეიდონის შვილიშვილი, თეაკების მეფე.

ალკიო (ნამდვილი გვარი ფილანდერი) სანტერი - ფინელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1862-1930).

ალკიონე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პოსეიდონის სატრფო.

ალკიონევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, გიგანტი, რომელიც ჰერაკლეს დაესხა თავს ისთმოსში.

ალკიონიდები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, გიგანტ ალკიონევსის ასულები. მას შემდეგ, რაც ჰერაკლემ მამა მოუკლათ, ზღვაში გადაცვივდნენ და ზღვის ფრინველებად იქცნენ.

ალკიპე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დედალოსის დედა.

ალკისნაირნი - ზღვის ფრინველთა ნაირსახეობანი, შეიცავს ერთ ოჯახს, რომლის 13 გვარი 20-მდე სახეობას აერთიანებს.

ალკიფრონი - II საუკუნის ბერძენი რიტორი და სოფისტი.

ალკკ - (აბრევიატურა) ახალგაზრდობის ლენინური კომუნისტური კავშირი (კომკავშირი).

ალკლედი - ალუმინის შენადნობის ნახევარფაბრიკატი, რომლის ზედაპირიც კოროზიისაგან დასაცავად ორივე მხრიდან მაღალი ხარისხის ალუმინითაა დაფარული.

ალკმანი - ძვ.წ.აღ. VII საუკუნის ძველბერძენი (სპარტელი) პოეტი.

ალკმარი - ქალაქი ნიდერლანდში (ჩრდილოეთ ჰოლანდიის პროვინცია).

ალკმენე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მეფე ამფიტრიონის მეუღლე, ჰერაკლეს და იფიკლეს დედა.

ალკმეონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არგოსელი გმირი, თებეზე ლაშქრობისას არგოსელთა ლაშქრის სარდალი.

ალკმეონიდები - ძველ საბერძნეთში ათენის არისტოკრატული საგვარეულო.

ალკმონიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჭალა ამორძალთა ქვეყანაში, სადაც ღმერთი არესი “მიუდგა” ნიმფა ჰარმონიას და იშვა მეომარ ქალთა დედამთავარი.

ალკოვი (ფრანგ.) - კედელში ამოჭრილი ნიშა საწოლისათვის.

ალკოი - ქალაქი ესპანეთში (ვალენსია, ალიკანტეს პროვინცია).

ალკორი - დიდი დათვის თანავარსკვლავედისა, მეოთხე სიდიდის ვარსკვლავი, რომელიც მიცართან ერთად ორმაგ ვარსკვლავს ქმნის.

ალკოჰოლები (გერმ.) - ორგანული ნაერთები. იგივეა, რაც ერთატომოანი სპირტები.

ალკოჰოლი (გერმ.)

  1. ღვინის სპირტი.

  2. მაგარი სასმელები: ღვინო, არაყი და სხვა.

ალკოჰოლიზი - ნივთიერებათა მიმოცვლითი დაშლა სპირტებთან ურთიერთქმედებისას.

ალკოჰოლიზმი - სპირტიანი სასმელების სისტემატური და ხანგრძლივი მოხმარებით გამოწვეული სენი.

ალკოჰოლომეტრია (სპირტომეტრია) - ალკოჰოლიან ხსნარებში ეთილის სპირტის შემცველობის (სიმაგრის) განსაზღვრა.

ალკოჰოლური ფსიქოზები - ქრონიკული ალკოჰოლიზმის შედეგად განვითარებულ ფსიქიკურ დაავადებათა ჯგუფი (თეთრი ცხელება, ალკოჰოლური ჰალუცინოზი, კორსაკოვის ფსიქოზი).

ალკუინი (ფლაკუს ალბინუსი) - ანგლოსაქსი მეცნიერი, საეკლესიო მოღვაწე, პedagogi (735-804 წწ).

ალკუნისებრნი - ფრინველთა ოჯახი ყაპყაპისნაირთა რიგისა.

ალკუფსთა - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, კოდორის აუზში.

ალმა პეტერ (პეტრუს) - ჰოლანდიელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1886-1970 წწ).

ალმა - მდინარე უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე, ერთვის შავ ზღვას (სიგრძე - 83 კილომეტრი).

ალმა-ათა (ყაზახურად ნიშნავს „ვაშლოვანს“, 1921 წლამდე ეწოდებოდა „ვერნი“) - ქალაქი ყაზახეთში, 1929-1997 წლებში ყაზახეთის დედაქალაქი (1,1 მილიონი).

ალმა-არასანი - კურორტი ალმა-ათის მახლობლად (ყაზახეთი).

ალმაგელი - კუჭის სამკურნალო მედიკამენტი.

ალმაგესტი - ცნობილი ბერძენი მეცნიერის კლავდიუს პტოლემეს უმთავრესი ასტრონომიული ნაშრომის („უდიდესი აღნაგობა“) გავრცელებული სახელწოდება. დაწერილია II საუკუნეში და შედგება 13 წიგნისაგან.

ალმაგი - სამოსელი არს საომარი ჯაჭვთა გარეგან საცმელი (საბა).

ალმაგრო დიეგო დე - ესპანელი კონკისტადორი, პერუს ერთ-ერთი პირველი დამპყრობი (დაახლოებით 1470-1538 წწ).

ალმადა - ქალაქი პორტუგალიაში (სეტუბალის ოლქი).

ალმადენი - ვერცხლისწყლის ერთ-ერთი უდიდესი საბადო მსოფლიოში (ესპანეთის სიუდად-რეალის პროვინცია).

ალმადი - აფრიკის კონტინენტის უკიდურესი დასავლეთი კონცხი.

ალმაზარი - დაბა უზბეკეთის ტაშკენტის ოლქში.

ალმაზნაია - დაბა უკრაინის ლუგანსკის ოლქში.

ალმაზნი - დაბები რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში და როსტოვის ოლქში.

ალმალიქი - ქალაქი უზბეკეთის ტაშკენტის ოლქში (120 ათასი).

ალმა-მატერი (ლათ.) - ასე უწოდებდნენ ძველად სტუდენტები უნივერსიტეტს, რომელიც მათ „სულიერ საზრდოს“ აძლევდა.

ალმანახი (არაბულად „ალ-მუნაგ“ ანუ კალენდარი) - არაპერიოდული ლიტერატურული ან სხვა შინაარსის კრებული.

ალმანდინი - ძოწის ჯგუფის მინერალი, ძვირფასი ქვა, მუქი წითელი ფერისა.

ალმანი (ალემანი) ჟან - ფრანგი სოციალისტი (1843-1935 წწ).

ალმანი ჰანს - შვედი გლაციოლოგი და გეოგრაფი (1889-1974 წწ).

ალმანისტები (ალამანისტები) - საფრანგეთის მუშათა სოციალ-რევოლუციური პარტიის წევრები.

ალ-მანსური - იხილე მანსური.

ალმასზადე გამარ ჰაჯიაღა ყიზი - აზერბაიჯანელი ბალეტის მოცეკვავე ქალი და ბალეტმაისტერი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1915 წელს).

ალმასი - ძვირფასი ქვა, ხალასი ელემენტების კლასის მინერალი.

ალმასიანი - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (კობის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე თერგის ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1960 მეტრი, სტეფანწმინდიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 13 კაცი.

ალმასტი - სომეხი კომპოზიტორის, ალექსანდრე სპენდიაროვის, ოპერა.

ალმასხანი - პერსონაჟი ქართული მხატვრული ფილმისა „შეხვედრა წარსულთან“ სერგო ზაქარიაძის შესრულებით.

ალმატი - სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში (საბუეს თემის საკრებულო), კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. მდინარე ინწობის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 580 მეტრი, ყვარლიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 689 კაცი.

ალმაფუერტე (ნამდვილი სახელი და გვარი პედრო ბონიფასიო პალასიოსი) - არგენტინელი პოეტი, გვიანდელი რომანტიზმის წარმომადგენელი (1854-1917 წწ).

ალმაცერი - დახრილი, ირიბი.

ალმედად - მხარ-იღლივ (საბა).

ალმეიდა ფრანსიშკუ - პორტუგალიელი ზღვაოსანი, ინდოეთის პირველი პორტუგალიელი ვიცე-მეფე (დაახლოებით 1450-1510 წწ).

ალმეიდა გარეტი ჟუან ბაბტიშტა და სილვა ლეიტან - პორტუგალიელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1799-1854 წწ).

ალმელო - ქალაქი ნიდერლანდში (ოვერეისელის პროვინცია).

ალმენდე - შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში თემის წევრთა საერთო მფლობელობის მიწები.

ალმერია - ქალაქი-პორტი ესპანეთში (ანდალუსიის ავტონომიური ოლქი).

ალმეტიევსკი - ქალაქი რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში (135 ათასი).

ალმის ბრძოლა - ყირიმის ომის (1853-1856 წწ) პირველი ბრძოლა მდინარე ალმასთან რუსეთისა და მოკავშირეთა (საფრანგეთი, ინგლისი, ოსმალეთი) ჯარებს შორის.

ალმკვისტი კარლ იონას ლოვე - შვედი მწერალი (1793-1866 წწ).

ალმოდოვარი პედრო (ნამდვილი სახელი და გვარი კალსადა დე კალატრავა) - ესპანელი კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, კომპოზიტორი (დაიბადა 1951 წელს).

ალმორავიდები - აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში 1050-1146 წლებში არსებული მავრულ-ესპანური დინასტიის და ფეოდალური სახელმწიფოს სახელწოდება.

ალმოჰადები - აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში 1146-1269 წლებში არსებული მავრულ-ესპანური დინასტიის და ფეოდალური სახელმწიფოს სახელწოდება.

ალმუკანტარათი (არაბ.) - ცის სფეროზე ჰორიზონტის პარალელური მცირე წრე.

ალმური - ბუღი, სიმხურვალე.

ალო

  1. ერთი დღის სახნავი მიწა.

  2. ბერძნული წინსართი, აქვს შემდეგი მნიშვნელობები: „სხვა”, „მეორე” და ა.შ.

  3. (ინგლ.) - სატელეფონო-საკონტაქტო სიტყვა.

ალოა

  1. ისტორიული სახელმწიფო (VII-XIV საუკუნეები) აფრიკის თანამედროვე სახელმწიფო სუდანის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში.

  2. დემეტრას და დიონისეს დღესასწაული ძველ საბერძნეთში, ათენში.

ალოადები (ალოიდები) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ალოევსის და იფიმედეას ბუმბერაზი შვილები: ოტოსი და ეფიალტესი.

ალოასი (ალოადე, „კალოს მფარველი“) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დემეტრას ზედწოდება, როგორც მიწის ნაყოფიერების ქალღმერთისა.

ალობროგები - კელტური ტომი, რომელიც რომაელებმა 121 წელს დაიპყრეს.

ალოგამია - ყვავილის დამტვერვა სხვა ყვავილის მტვრით.

ალოგენეზი - იგივე ალომორფიზმი.

ალოგიზმი (ბერძნ.) - არაგონებრივი, არალოგიკური ცნება.

ალოგიკური - ლოგიკის საწინააღმდეგო, არალოგიკური.

ალოდი (გერმ.) - ძველ ევროპაში თავისუფლად განსხვისებადი მიწის საკუთრება.

ალოე (საბრი) - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი, გამოიყენება როგორც სამკურნალო საშუალება.

ალოევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ალოადების („მლეწავთა”) მამა.

ალოვი (ნამდვილი გვარი ლაპსკერი) ალექსანდრე - რუსი კინორეჟისორი და სცენარისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1923-1983 წწ).

ალოზავრები - ორფეხა მტაცებელი დინოზავრები თეროპოდთა ქვეჯგუფიდან.

ალოია - დაბა ლატვიაში.

ალომეტრია (ბერძნ.) - სხეულის ნაწილების არათანაბარი ზრდა.

ალომორფი (ბერძნ.) - ენათმეცნიერებაში მორფემის კონკრეტული გამოვლინება ამა თუ იმ პოზიციაში.

ალომორფიზმი (ბერძნ.) - ორგანიზმის გარდაქმნა გარემო პირობების შეცვლის გამო.

ალონიმი (ბერძნ.) - ვისიმე ნამდვილი სახელი, ფსევდონიმად გამოყენებული.

ალონჟი (ფრანგ.)

  1. მაცივრის კონუსური მილაკი.

  2. კრივში - უდიდესი მანძილი, საიდანაც დარტყმა შეიძლება.

ალონსო ალისია (ნამდვილი გვარი მარტინეს დელ ოიო) - კუბელი ბალერინა, ეროვნული საბალეტო სკოლის დამაარსებელი (დაიბადა 1921 წელს).

ალონსო დამასო - ესპანელი პოეტი (1898-1990 წწ).

ალოობა - სასოფლო-სამეურნეო სამუშაოთა დრო.

ალოპათია (ბერძნ.) - მკურნალობისას ისეთი წამლების გამოყენება, რომლებიც დაავადების სიმპტომთა საწინააღმდეგო სიმპტომს ავლენს.

ალოპატრია (ბერძნ.) - სახეობათა წარმოქმნის ისეთი ტიპი, რომლის დროსაც ახალი სახეობები წარმოიშობა გეოგრაფიულად იზოლირებულ მდგომარეობაში მყოფი პოპულაციისაგან.

ალოპე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰიპოთოონტის დედა, ელევსინელი ბუმბერაზის კერკიონის ასული. პოსეიდონისაგან ფარულად შვა ბავშვი, რისთვისაც მისი დასჯა განიზრახეს და პოსეიდონმა იგი წყაროდ აქცია.

ალორთქილი - ახლად ამოყრილი მცენარის შესახებ ითქმის.

ალორ-სტარი - ქალაქი მალაიზიაში, კედაჰის სამთავროს ადმინისტრაციული ცენტრი.

ალოსტი - იხილე ალსტი.

ალოტეტრაპლოიდები - იხილე ამფიდიპლოიდები.

ალოტი - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ჩეკურაანთგორის თემის საკრებულო), თბილისი-თიანეთის გზატკეცილზე, სიონის წყალსაცავის დასავლეთით. ზღვის დონიდან - 1120 მეტრზე. თიანეთიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 140 ადამიანი.

ალოტროპია (ბერძნ.) - ერთი და იმავე ქიმიური ელემენტის არსებობა აღნაგობითა და თვისებებით განსხვავებული ორი ან რამდენიმე მარტივი ნივთიერების სახით.

ალოფი - კუნძულ ნიუეს (პოლინეზია) მთავარი ქალაქი და პორტი.

ალოფონი (ბერძნ.) - ფონემის კონკრეტული ბგერითი რეალიზაცია.

ალოქთონები (ბერძნ.) - ორგანიზმები, რომლებიც ცხოვრობენ არა საკუთარი ევოლუციური წარმოშობა-განვითარების ტერიტორიაზე, არამედ სხვა ადგილებში.

ალოქორები (ბერძნ.) - მცენარეები, რომლებსაც ავრცელებენ გარეფაქტორები.

ალოქორია (ბერძნ.) - ორგანოს მდებარეობის შეცვლა ორგანიზმის განვითარების პროცესში.

ალოღლეტია - (სასაუბრო) არაფრის გამკეთებელი.

ალოჰა

  1. აშშ-ს შტატ ჰავაის მეტსახელი.

  2. ჰავაის კუნძულელების მცხოვრებთა თავაზიანი მისალმების და დამშვიდობების გამომხატველი სიტყვა.

ალპაგა და ალპაკა (ესპ.-ფრანგ.) - ძუძუმწოვარა ცხოველი ლამასებრთა ოჯახისა, გუანაკოსა და ვიკუნიას ჰიბრიდი.

ალპაკა (გერმ.) - სპილენძის, ნიკელისა და თუთიის მოვერცხლისფრო შენადნობი. იყენებენ ელექტრომოწყობილობის, მუსიკალური საკრავებისა და სხვათა დასამზადებლად.

ალპაკი - თხელი მკვრივი აბრეშუმის ქსოვილი მქრქალი ფონითა და მბრწყინავი ნახატით.

ალპანა - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ალპარი (იტალ.) - ფასიანი ქაღალდების ან ვალუტის საბირჟო კურსისა და მათი ნომინალის შესაბამისობა.

ალპარი დიულა - უნგრეთისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1882-1944 წწ).

ალპები (ალპების მთები) - უმაღლესი მთათა სისტემა ევროპაში (სიგრძე დაახლოებით 1200 კილომეტრი, სიგანე 50-260 კილომეტრი), უმაღლესი მწვერვალი მონბლანი (4807 მ).

ალპენშტოკი (გერმ.) - ალპინისტის წვეტიანი ჯოხი.

ალპეროვები (სერგეი, ბერნარდო, დიმიტრი) - რუსი ცირკის მსახიობების ოჯახი, კლოუნები (XIX-XX საუკუნეები).

ალპინარიუმი - ბოტანიკური ბაღის ნაწილი, სადაც თავმოყრილია მაღალმთისათვის დამახასიათებელი მცენარეულობა.

ალპინიადა - მასობრივი სასწავლო-სპორტული ან საიუბილეო ღონისძიება.

ალპინიზმი (ფრანგ.) - მთამსვლელობა, სპორტის სახეობა.

ალპინისტი - მთამსვლელი.

ალპინოტიპური დანაოჭება - გეოსინკლინური, სრული, ხაზობრივი დანაოჭება, გეოსინკლინში გამოვლენილი დანაოჭება.

ალპური - სოფელი გაგრის სიახლოვეს.

ალპური დანაოჭება - დედამიწის ქერქის დანაოჭების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ციკლი.

ალპური მდელო - ტყის სარტყლისა და სუბალპურ მდელოს ზემოთ გავრცელებული მაღალმთის მცენარეთა თანასაზოგადოება.

ალპური ჭკა - ფრინველი ყორნისებრთა ოჯახისა, იგივეა, რაც მაღრანი.

ალჟირი (ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, არაბ. „ალ-ჯუმჰურია ალ-ჯაზაირია დემოკრატია აშ-შააბია“, ფრანგ. Republique Algerienne Democratique et Populaire).

  • სახელმწიფო ჩრდილოეთ აფრიკაში. დასავლეთით ესაზღვრება მაროკო, სამხრეთ-დასავლეთით - მავრიტანია და მალი, სამხრეთ-აღმოსავლეთით - ნიგერი, აღმოსავლეთით - ლიბია და ტუნისი.

  • დამოუკიდებლობის დღე (საფრანგეთისგან) - 1962 წლის 5 ივლისი.

  • ჰიმნი - „Kassaman“.

  • მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.

  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

  • საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი ეროვნული კრება.

  • სახელმწიფო რელიგია - ისლამი.

  • ფართობი - 2 381 740 კვ.კმ.

  • ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა - 48 ვილაია (პროვინცია).

  • მოსახლეობა - 32,5 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 13,6 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • ოფიციალური ენა - არაბული, ფრანგული.

  • დედაქალაქი - ალჟირი.

  • ეროვნული ვალუტა - დინარი.

  • ქვეყნის კოდი - DZA.

  • დროის სარტყელი - UTC +1.

  • სატელეფონო კოდი - +213.

  • ინტერნეტ-დომენი - dz.

ალჟირი (არაბ. ალ-ჯაზაირი) - აფრიკის სახელმწიფო ალჟირის დედაქალაქი, პორტი ხმელთაშუა ზღვაზე; დაარსებულია მე-10 საუკუნეში (1,5 მილიონი).

ალრა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ალსეკო (იტალ.) - მშრალ კედელზე წყლიანი საღებავით შესრულებული ნახატი.

ალსვიდრი - სკანდინავიურ მითოლოგიაში - ღვთაებრივი ცხენი, რომელიც მზის ეტლშია შებმული.

ალსინდორი ფერდინანდ ლუის - ამერიკული პროფესიული კალათბურთის ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი და შედეგიანი (38 387 ქულა) მოთამაშე, იგივე ქარიმ აბდულ-ჯაბარი (დაიბადა 1947 წელს).

ალსტი (აალსტი, ალოსტი) - ქალაქი ბელგიაში, აღმოსავლეთ ფლანდრიის პროვინციაში.

ალსუ (ნამდვილი გვარი საფინა) - რუსული ესტრადის მომღერალი ქალი, ეროვნებით თათარი (დაიბადა 1983 წელს).

ალსუნგა - დაბა ლატვიაში.

ალტაზიმუტი (ლათ.) - მნათობთა აზიმუტისა და სიმაღლის საზომი ხელსაწყო.

ალტაირი - არწივის თანავარსკვლავედისა, ყველაზე კაშკაშა პირველი ვარსკვლავიერი სიდიდის ვარსკვლავი. ვეგასა და დენებთან ერთად ქმნის ე.წ. ზაფხულის დიდ სამკუთხედს.

ალტამი - პატარა გუნდებად მოხარშული სიმინდის ფქვილის ცომი.

ალტამირა - კარსტული წარმოშობის მღვიმე კანტაბრიის მთებში (ესპანეთის სანტანდერის პროვინცია).

ალტამირა კრევეა რაფაელ - ესპანელი ისტორიკოსი (1866-1951 წწ).

ალტამირანო იგნასიო მანუელ - მექსიკელი მწერალი (1834-1893).

ალტანი იპოლიტ - რუსი დირიჟორი და ქორმეისტერი, 1882-1906 წლებში დიდი თეატრის მთავარი დირიჟორი (1846-1919 წწ).

ალტარია - ღმერთთა და გმირთა საკურთხეველი, საზორავი ღია ცის ქვეშ. ქრისტიანულ ეკლესიაში სამსხვერპლო ნაწილი, ან მთელი ტაძარი.

ალტაუზენი ჯეკ (იაკოვ) - რუსი პოეტი (1907-1942 წწ).

ალტაფინი ჟოზე ჟოაო - ბრაზილიელ-იტალიელი ფეხბურთელი, 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში; იტალიაში თამაშობდა ჯუზეპე მაცოლას ფსევდონიმით (დაიბადა 1938 წელს).

ალტდორფერი ალბრეხტ - აღორძინების ეპოქის გერმანელი ფერმწერი (1480-1538 წწ).

ალტენბერგი პეტერ (ნამდვილი სახელი და გვარი რიხარდ ენგლენდერი) - ავსტრიელი მწერალი (1859-1919 წწ).

ალტენბურგი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

ალტერაცია (ფრანგ.)

  1. ბიოლოგიაში უჯრედის, ქსოვილის ან ორგანოს სტრუქტურისა და ფუნქციის შეცვლა.

  2. მუსიკაში კილოს საფეხურების ან ბგერათრიგის ძირითადი საფეხურის სიმაღლის შეცვლა ნახევარი ან მთელი ტონით.

ალტერი ფრანც კარლ - ავსტრიელი აღმოსავლეთმცოდნე, ევროპული ქართველოლოგიის ფუძემდებელი (1749-1804 წწ).

ალტერმანი თეოდორ - ესტონელი მსახიობი და რეჟისორი (1885-1915 წწ).

ალტერნარიოზი - მცენარეთა დაავადება.

ალტერნატი (ლათ.) - საერთაშორისო ხელშეკრულების შედგენისა და ხელმოწერის წესი.

ალტერნატივა (ფრანგ.) - ორი ერთმანეთის გამომრიცხავი შესაძლებლობიდან ერთ-ერთის არჩევის აუცილებლობა.

ალტერნატორი - ელექტრული მანქანა, რომელიც გამოიმუშავებს ცვლად დენს.

ალტერნაცია - ფონოლოგიურად შეპირობებული ბგერითი მონაცვლეობა ერთი და იმავე მორფემის ფარგლებში.

ალტი (იტალ.)

  1. პარტია გუნდში, რომელიც ბავშვის ან ქალის დაბალი ხმით სრულდება.

  2. ბავშვის დაბალი ხმა.

  3. ხემიანთა ჯგუფის სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტი.

ალტი ჰერმან - გერმანელი მექანიკოსი და ინჟინერი, მექანიზმების სინთეზის გეომეტრიული მეთოდის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1889-1954 წწ).

ალტიკიერო - იტალიელი (ვერონელი) ფერმწერი (XIV საუკუნე).

ალტიმეტრი (ლათ.) - სიმაღლის საზომი ბარომეტრული ხელსაწყო.

ალტინაი - დაბა რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.

ალტინგი - იხილე ალთინგი.

ალტიპლანო - სამხრეთ ამერიკის ცენტრალური ანდების 3300-3800 მეტრ სიმაღლეზე მდებარე შიდა მთიანი ვაკის დასავლეთი ნაწილი.

ალტისი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსის ტაძრის წმინდა ჭალა ოლიმპიაში.

ალტის ჰობოი - ინგლისური ქარახსა, ჰობოების ჯგუფის ხის ჩასაბერი საკრავი.

ალტიტუდა (ლათ.) - ადგილმდებარეობის ამა თუ იმ წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან, აბსოლუტური სიმაღლე.

ალტიუსერი ლუი - ფრანგი ფილოსოფოსი (დაიბადა 1918 წელს).

ალტმანი იოგან - საბჭოთა ეპოქის კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე (1900-1955 წწ).

ალტმანი ნათან - რუსი ფერმწერი, მოქანდაკე, გრაფიკოსი (1889-1970 წწ).

ალტონა - ქალაქ ჰამბურგის ნაწილი, 1937 წლამდე ცალკე ქალაქი.

ალტრუიზმი (ფრანგ.) - ეგოისტურ მისწრაფებათა დაძლევა, სხვაზე ზრუნვა.

ალტრუისტი - ალტრუიზმით განმსჭვალული, სხვის კეთილდღეობაზე მზრუნველი ადამიანი.

ალტუ-ავენტეჟი - პროვინცია პორტუგალიის სამხრეთ ნაწილში.

ალტუნა - ქალაქი აშშ-ს პენსილვანიის შტატში (55 ათასი).

ალტუხოვო - დაბა რუსეთის ბრიანსკის ოლქში.

ალუბალი - მერქნიანი მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა.

ალუბლის ბუზი - მწერი ჭრელურების ოჯახისა, მბზინავი ყავისფერი ბუზი.

ალუბლის რინქიტი - ხოჭო მილხვევიასებრთა ოჯახისა, მომწვანო-ჟოლოსფერი მწერი.

ალუბლის ხერხია - მწერი ნამდვილი ხერხიების ოჯახისა, მბზინვარე შავი ფერისა.

ალუბლიძირა - ქუდიანი სოკო ფირფიტოვანთა ოჯახისა.

ალუდა - ვაჟა-ფშაველას პოემის “ალუდა ქეთელაური” მთავარი პერსონაჟის სახელი.

ალუვიონი (ალუვიური ნალექი) - მდინარეული ნალექი.

ალუვიური - მონატანი, მონარიყი (სილა, თიხა და სხვა).

ალუზია (ფრანგ.) - სტილისტური ფიგურა, ცნობილი ფაქტის ან პიროვნების გადაკვრით მოხსენიება.

ალუმელი - ძნელდნობადი შენადნობი ნიკელის, ალუმინის და მანგანუმისა.

ალუმინთერმია - ლითონთა ჟანგების ალუმინით აღდგენა.

ალუმინი (Al) - მენდელეევის პერიოდული სისტემის III ჯგუფის ქიმიური ელემენტი. რბილი მსუბუქი მოვერცხლისფრო-თეთრი ლითონი. ატომური ნომერი 13. ატომური მასა 26,98154.

ალუმინნიტრატი (აზოტმჟავა ალუმინი) - მარილი, ჩვეულებრივ ტემპერატურაზე უფერო, წყალში ხსნადი კრისტალები.

ალუმინსილიკატები - ბუნებაში გავრცელებული მინერალთა ჯგუფი.

ალუმინსულფატი (გოგირდმჟავა ალუმინი) - მარილი, ჩვეულებრივ პირობებში გვხვდება უფერო კრისტალჰიდრატის სახით.

ალუმინქლორიდი (მარილმჟავა ალუმინი) - წყალში ხსნადი უფერო მარილი. წყალხსნარიდან გამოიყოფა მოთეთრო მოყვითალო განცორვილი კრისტალების სახით.

ალუმოგელი - ალუმინის ჰიდროჟანგის ლაბისებრი მასის ფრთხილი გაშრობით მიღებული პროდუქტი.

ალუნანსი ადოლფს - ლატვიელი მსახიობი და რეჟისორი (1848-1912 წწ).

ალუნანსი იურის - ლატვიელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე (1832-1864 წწ).

ალუნითდაღი - დაბა აზერბაიჯანში.

ალუნიტი (ფრანგ.) - თეთრი ფერის მინერალი.

ალუნიტიზაცია - ქანების შეცვლის მეორეული პროცესი.

ალუპკა - საკურორტო ქალაქი უკრაინაში (ყირიმის ნახევარკუნძული).

ალურები (ფარვანები) - ოჯახი ქერცლფრთიანი პეპლებისა.

ალური (ფრანგ.) - ცხენის სხვადასხვაგვარი სვლა (ნაბიჯით, თოხარიკით, ოთხით და სხვა).

ალურ-სეტარი - ქალაქი მალაიზიაში, კედახის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.

ალუქსნე (1917 წლამდე მარიენბურგი) - ქალაქი ლატვიაში.

ალუშტა - საკურორტო ქალაქი უკრაინაში (ყირიმის ნახევარკუნძული) (40 ათასი).

ალუჩა (სპარს.) - მრავალწლოვანი ხეხილოვანი მცენარე ტყემლოვანთა ოჯახისა.

ალფა - ბერძნული ანბანის პირველი ასო.

ალფაბეტი (ბერძნ.) - იგივე ანბანი.

ალფაიძე გალაქტიონ - გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1916 წელს).

ალფამიში - თურქულენოვანი საგმირო ეპოსი.

ალფა-ნაწილაკი - ნაწილაკი, ჰელიუმის ატომის ბირთვი, რომელსაც გამოასხივებს ზოგიერთი რადიოაქტიური ელემენტი.

ალფანი ლუი - ფრანგი ისტორიკოსი-მედიევესტი (1880-1950 წწ).

ალფანო ფრანკო - იტალიელი კომპოზიტორი და პიანისტი (1876-1954 წწ).

ალ-ფარაბი - იხილე ფარაბი.

ალფარო ელოი - სამხრეთ ამერიკის სახელმწიფო ეკვადორის პრეზიდენტი 1895-1901, 1906-1911 წლებში (1842-1912 წწ).

ალფა რომეო - სპორტული ავტომობილების მწარმოებელი იტალიური კომპანია, შედის „ფიატის“ კონცერნში.

ალფ-არსლანი მუჰამედ იბნ დაუდ - სელჩუკთა სახელმწიფოს სულთანი 1063-72 წლებში (1029/1030 - 1072/1073 წწ).

ალფა-სპექტრომეტრი - რადიოაქტიური ბირთვების მიერ გამოსხივებული ნაწილაკების ენერგიის საზომი ხელსაწყო.

ალფეიოსი (ალფეოსი) - საბერძნეთის ნახევარკუნძულ პელოპონესის მთავარი მდინარე.

ალფელდი - დაბლობი დუნაის შუა წელში (უნგრეთი).

ალფენოლი - მაგნიტურრბილი შენადნობი.

ალფეოსი - ძველბერძენი პოეტი.

ალფერაცი - ანდრომედესი, ანდრომედეს თანავარსკვლავედის ყველაზე ბრწყინვალე, მეორე ვარსკვლავიერი სიდიდის მოლურჯო ვარსკვლავი.

ალფერი - რკინისა და ალუმინის რბილი შენადნობი.

ალფეროვა ირინა - რუსი მსახიობი ქალი (დაიბადა 1951 წელს).

ალფეროვი ჟორეს - რუსი ფიზიკოსი, 2000 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1930 წელს).

ალფვენი (ალვენი) ჰანეს - შვედი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი. 1970 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1908-1995 წწ).

ალფვენი (ალვენი) ჰუგო - შვედი კომპოზიტორი, პედაგოგი, დირიჟორი (1872-1960 წწ).

ალფ-თეგინი - ღაზნევიდთა სახელმწიფოს დამაარსებელი (გარდაიცვალა 963 წელს).

ალფიერი ვიტორიო - იტალიელი პოეტი-დრამატურგი (1749-1803 წწ).

ალფონსი (ფრანგ.) - საყვარლის კმაყოფაზე მცხოვრები მამაკაცი.

ალფონსო I (მეომარი) - არაგონისა და ნავარის მეფე 1104-1134 წლებში.

ალფონსო III (დიდი) - ლეონისა და გალისიის მეფე 866-910 წლებში (838-910 ან 912 წწ).

ალფონსო V (სულგრძელი) - არაგონისა და სიცილიის მეფე 1416-1442 წლებში (1396 - 1458 წწ).

ალფონსო VI (მამაცი) - ლეონის, კასტილიის და გალისიის მეფე (1030-1109 წწ).

ალფონსო VII - კასტილიისა და ლეონის მეფე 1126 წლიდან (1104-1157 წწ).

ალფონსო IX - ლეონის მეფე 1188-1230წლებში (1171-1230 წწ).

ალფონსო X (ბრძენი) - კასტილიისა და ლეონის მეფე 1252-1284 წლებში (1221-1284 წწ).

ალფონსო XIII ესპანეთის მეფე ბურბონთა დინასტიისა 1902-1931 წლებში (1886-1941 წწ).

ალფონსოსეული ცხრილები - ლეონისა და კასტილიის (ესპანეთი) მეფის ალფონსო X-ის თაოსნობით XIII საუკუნეში შედგენილი ასტრონომიული ცხრილები.

ალფონსუ (აფონსუ I ენრიკიში, აფონსუ I დამპყრობელი) - პორტუგალიის პირველი მეფე 1139-1185 წლებში (1111-1185 წწ).

ალფრედ დიდი - ანგლოსაქსთა ერთიანი სამეფოს მეფე 878-900 წლებში.

ალ ფრესკო (a fresko, იტალ.) - სველ კედელზე წყლიანი საღებავით შესრულებული ნახატი.

ალფურები - მოლუკის კუნძულების აბორიგენი მოსახლეობის ერთდროს გავრცელებული სახელწოდება.

ლფჰაიმი - ალფთა სამყოფელი, კეთილ ქალღმერთთა სავანე ჩრდილოურ-გერმანულ მითოლოგიაში, სამყაროს მესამე სფერო.

ალყა (სპარს.) - საბრძოლო ტაქტიკის შემადგენელი ნაწილი, ამა თუ იმ ობიექტის წრისებური ბლოკირება, გარემოცვა.

ალ-ყაიდა (ალ-ქაიდა) - ვაჰაბისტური მიმართულების ისლამის წარმომადგენელთა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია; შეიქმნა XX საუკუნის 80-იან წლებში სსსრკ-ს ჯარების წინააღმდეგ საბრძოლველად. ორგანიზაციის ხელმძვანელად იტვლება უსამა ბინ ლადენი.

ალ-ქაიდა - იხილე ალ-ყაიდა.

ალქატი - გლახა (საბა).

ალქაჯი - მავნე სული.

ალქიმია (არაბ.) - ქიმიის მცდარი მიმართულება, რომლის ძირითადი მიზანი „ფილოსოფიური ქვის“ მიღება იყო.

ალქსნისი (ალქსნე) ადამ - ლატვიელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1864-1897 წწ).

ალღა - ქალაქი ყაზახეთში.

ალღო - ცხოველის მიერ სუნის აღების უნარი, ინსტინქტი.

ალღუმი - მეზობელ კომლთა სამეურნეო გაერთიანება ფშავ-ხევსურეთში.

ალყა - გარემოცვა, ბლოკადა.

ალშპისი - ძველი ევროპული მოკლე შუბი.

ალჩედარი - უძველესი ქალაქი თანამედროვე მოლდავეთის ტერიტორიაზე.

ალჩევსკაია ხრისტინა - უკრაინელი პოეტი ქალი (1882-1931 წწ).

ალჩევსკი - ქალაქი უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში (ძველად ვოროშილოვსკი, კომუნარსკი).

ალჩიატი ანდრეა - იტალიელი სამართალმცოდნე და მწერალი-ერუდიტი (1492-1550 წწ).

ალჩუ - სათამაშო კოჭის ზედა, ოდნავ ამობურცული მხარე.

ალცესტე - კრისტოფ ვილიბალდ გლუკის ოპერა (შეიქმნა 1767 წელს).

ალციონე - პლეადების გროვის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი კუროს თანავარსკვლავედში.

ალცჰეიმერის დაავადება - ტვინის ფუნქციონირების დარღვევა, რაც უპირატესად გამოიხატება მეხსიერების და პირობითი რეფლექსების შესუსტებაში. ძირითადად ვითარდება ხანშიშესული ადამიანების ასაკობრივ ჯგუფში.

ალძიხი - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ალხაზიშივილი იაკობ - ინფანტერიის გენერალი (1826-1896 წწ).

ალხაზიშივილი გივი - პოეტი (დაიბადა 1944 წელს).

ალხაზიშივილი ილია - მწერალი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე (1853-1921 წწ).

ალხაზიშივილი შალვა - კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე (1899-1980 წწ).

ალხანა - ჩალხანას პარტნიორი, მისი ანტიპოდი ცნობილი იდიომატური გამოთქმის თანახმად.

ალხაშენდა - მთა ჯავის მუნიციპალიტეტში, ლიხის ქედის ჩრდილოეთ მონაკვეთზე.

ალხესირასი - ქალაქი სამხრეთ ესპანეთში, ხმელთაშუაზღვის პორტი (ანდალუსია).

ალხი

  1. ნაზამთრი მჭლე პირუტყვი (საბა).

  2. დიდი სიცხე.

ალ-ჯუმჰურია (ჯიმჰურია) - ეგვიპტის ყოველდღიური გაზეთი, გამოდის 1953 წლიდან.

ალჰამბრა - XIII-XIV საუკუნეების გვიანდელი მავრული ხელოვნების ძეგლი ესპანეთში.

ალჰარიზი იეჰუდა ბენ შოლომო ბენ ჰოფნი - შუა საუკუნეების ესპანეთში მცხოვრებ ებრაელ პოეტთაგან უკანასკნელი დიდი წარმომადგენელი (1170-1225 ან 1230 წწ).

5.12 ამ

▲ზევით დაბრუნება


ამა

  1. სრული სახე ჩვენებითი ნაცვალსახელისა ამ.

  2. იაპონიაში - მარგალიტის მაძიებელი პროფესიონალი მყვინთავი ქალი.

ამაგასაკი - ქალაქი-პორტი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს სამხრეთ სანაპიროზე, ოსაკის შემოგარენში (500 ათასი).

ამაგდარი (სპარს.) - იგივე მოამაგე.

ამაგი (სპარს.) - ვინმეზე გაწეული შრომა.

ამადეო სავოიელი - ესპანეთის მეფე 1870-1873 წლებში, იტალიის მეფის ვიტორიო ემანუილ II-ის ძე (1845-1890 წწ).

ამადიესი - გაუმდინარი მლაშე ტბა ავსტრალიის ცენტრალურ ნაწილში.

ამადის გალელი - რაინდული რომანი უელსის უფლისწულის ამადის გალელისა და ინგლისის მეფის ასულის ორიანას მიჯნურობის შესახებ (XVI-XVII საუკუნეები).

ამადუ ჟორჟი - ბრაზილიელი მწერალი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწე (1912-2001 წწ).

ამავე - აგრეთვე ამ. სწორედ ამ.

ამავროზი - (ბერძნ.) იგივეა, რაც სიბრმავე.

ამაზარი - მდინარე და დაბა რუსეთის ჩიტის ოლქში.

ამაზასპი

  1. ქართლის მეფე II საუკუნის პირველ ნახევარში.

  2. იბერიის მეფე მითრიდატე III-ის ძმა (II საუკუნის პირველი ნახევარი).

  3. ქართლის მეფე III საუკუნის შუახანებში.

ამაზონასი - შტატი ჩრდილო-დასავლეთ ბრაზილიაში. ფართობი - 1567,9 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 2,2 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - მანაუსი.

ამაზონები (ამაძონები) - მითიური მებრძოლი ქალები, იგივე ამორძალები.

ამაზონი - მდინარე სამხრეთ ამერიკაში) ძირითადად ბრაზილიის ტერიტორიაზე). წყლიანობისა და აუზის ფართობის მიხედვით უდიდესია მსოფლიოში; აუზის საერთო ფართობი 7 მილიონ კვ.კმ-ზე მეტი. სიგრძე - 6400 კილომეტრი (მარანიონის სათავიდან) და 7 ათას კმ-ზე მეტი (უკაიალას სათავიდან).

ამაზონიტი - მინერალი. მიკროკლინის მოცისფრო-მწვანე ნაირსახეობა.

ამაზონის დაბლობი - ყველაზე დიდი დაბლობი დედამიწაზე, ფართობი - 5 მილიონ კვ.კმ.-ზე მეტი.

ამაზონომაქია - ბერძენი გმირების (ბელეროფონტეს, ჰერაკლეს, თეზევსის, აქილევსის) და ამორძალების ბრძოლა, რაც ბერძნული ხელოვნების პოპულარულ სიუჟეტს წარმოადგენდა.

ამაზრზენი - შემზარავი, საზიზღარი.

ამათუსი - ძველი ქალაქი კუნძულ კვიპროსის სამხრეთ ნაწილში, სადაც აფროდიტეს ერთ-ერთი ტაძარი იყო აღმართული

ამალა - მაღალი თანამდებობის პირის მხლებლები.

ამალასუნთა (ამალასვინთა) - ოსტგუთების სამეფოს გამგებელი 526-534 წლებში; მეფე თეოდორიხის ასული.

ამალატი - მდინარე რუსეთის ბურიატიის რესპუბლიკაში.

ამალგამა (ფრანგ.) - შენადნობი, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია ვერცხლისწყალი.

ამალგამაცია

  1. მეტალურგიაში დაქუცმაცებული მადნებიდან ან ქვიშიდან ლითონთა ამოკრეფა ვერცხლისწყლის საშუალებით.

  2. ეკონომიკაში სამრეწველო ან საბანკო კომპანიების ურთიერთშერწყმა.

ამალდი ედოარდო - იტალიელი ფიზიკოსი (1908-1989 წწ).

ამალდი უგო - იტალიელი მათემატიკოსი და მექანიკოსი (1875-1957 წწ).

ამალთეა

  1. ზევსის მაწოვარა მითოლოგიური თხა თუ ნიმფა, რომელიც კუნძულ კრეტაზე ბინადრობდა.

  2. პლანეტა იუპიტერის უახლოესი თანამგზავრი; აღმოაჩინა ამერიკელმა ე.ბერნარდომ 1892 წელს.

  3. სააქციო საზოგადოება „დიდუბის რძის“ სახელი, 1993 წელს შეიქმნა რძის კომბინატის ბაზაზე.

ამალი

  1. მდინარე ყაზბეგის რაიონში, თერგის მარცხენა შენაკადი.

  2. ანაზდად შიმშილით მიბნედა (საბა)

  3. ნავთობსაბადო ლიბიაში.

ამალრიკ ბენელი (ამორი ბენელი) - ფრანგი ფილოსოფოსი პანთეისტი (გარდაიცვალა 1206 წელს).

ამალრიკი ანდრეი - რუსი სამართალდამცავი, მწერალი (1936-1940 წწ).

ამალრიკი ლეონიდ - რუსი მულტიპლიკატორი (დაიბადა 1905 წელს).

ამალფი - ქალაქი სამხრეთ იტალიაში, კამპანიის ოლქში.

ამამლო (ჰამამლო) - სოფელი დმანისის რაიონში.

ამანათი (არაბულად „სანდოობა, დაცვა“)

  1. ვისიმე ხელით ან ფოსტით გაგზავნილი ნივთი, ფუთა ან ყუთი.

  2. ძველად შესანახად ჩაბარებული ნივთი.

  3. ხევსურეთში - დამნაშავე, მკვლელი, რომელიც მესისხლეების შიშით უცხო გვარს ან სოფელს იყო შეხიზნული.

  4. ძველ საქართველოში „მძევალის“ სინონიმი.

ამანათრბენი - იგივე ესტაფეტა სპორტში.

ამანატი ბარტოლომეო - იტალიელი არქიტექტორი და მოქანდაკე (1511 - 1592 წწ).

ამანაუზი

  1. მწვერვალები კავკასიონზე (მთავარი ამანაუზი - 3757მ, სამხრეთი ამანაუზი - 3692მ).

  2. უღელტეხილი კავკასიონის დასავლეთ ნაწილში.

ამანგელდი იმანოვი - ყაზახეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი XX საუკუნის დასაწყისში (1873-1919 წწ).

ამანელისძენი - XII-XIII საუკუნეების საქართველოს დიდგვარიანი ფეოდალები, არგვეთის ერისთავთერისთავები.

ამანი თეოდორ - რუმინელი ფერმწერი (1831-1891 წწ).

ამანი - აზიის სახელმწიფო იორდანიის დედაქალაქი 1946 წლიდან (1,2 მილიონი).

ამანოვი ბაზარ - თურქმენი მსახიობი, დრამატურგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1908-1981 წწ).

ამანჟოლოვი ყასიმ - ყაზახი პოეტი (1911-1955 წწ).

ამანსიო ამარო ვარელა - ესპანელი ფეხბურთელი, 1962-76 წლებში თამაშობდა მადრიდის „რეალში“ და ესპანეთის ნაკრებში (დაიბადა 1939 წელს).

ამანულა-ხანი - ავღანეთის ამირა (1919-1926 წწ) და შემდეგ მეფე 1926-29 წლებში, ბარაქზაის დინასტიის ჩამომავალი (1892-1960 წწ).

ამანუსი (გიავურდალი, ნურდაღი, ნურდაღლარი) - ქედი თურქეთში.

ამაო - ფუჭი, უნაყოფო, უშედეგო.

ამაოება - უმიზნობა, უაზრობა.

ამაპა - შტატი ჩრდილოეთ ბრაზილიაში. ფართობი - 142,4 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 300 ათასი. ადმინისტრაციული ცენტრი - მაკაპა.

ამარა

  1. ნათესაობითი ბრუნვის ცალკე მდგომი თანდებული.

  2. ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ერაყში.

ამარავატი - ქალაქი ცენტრალურ ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში (440 ათასი).

ამარაველა - კოსმიზმის მიმდევარი მხატვრების გაერთიანება მოსკოვში XX საუკუნის 20-იან წლებში, რერიხის და ჩიურლენისის ხელმძღვანელობით.

ამარათდერე - მდინარე ახალციხის რაიონში, ლეკნარისღელის მარცხენა შენაკადი.

ამარალი პაულო ლიმა - XX საუკუნის 50-იანი წლების ბრაზილიელი ფეხბურთელი და შემდეგ მწვრთნელი (1923-2008 წწ).

ამარანტები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მთები, სადაც სათავეს იღებს მდინარე ფაზისი (იგულისხმება კავკასიონი).

ამარანტი - საკვებ, დეკორატიულ და სარეველა მცენარეთა გვარი.

ამარანტიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, იგივე მდინარე ფაზისი (რიონი).

ამარაპურა - ქალაქი მიანმაში (ბირმაში).

ამარეტო - ნუშის იტალიური ლიქიორი.

ამართული - მთა დედოფლისწყაროს რაიონში, ივრის ზეგანზე.

ამარი მიკელე - იტალიელი ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე (1806-1889 წწ).

იხილე ცეტლინი მ.ო.

ამარილდო ტავარეს დე სილვეირა - ბრაზილიელი ფეხბურთელი, 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონი (დაიბადა 1939 წელს).

ამარილისი (ბერძნ.) - ბოლქვიანი ბალახოვანი მცენარეების გვარი ამარილისისებრთა ოჯახისა.

ამარილისისებრნი (ნარგიზისებრნი) - ერთლებნიანი ყვავილოვანი მცენარეების ოჯახი. მრავალწლოვანი, ბოლქვიანი, იშვიათად ფესურიანი ბალახოვანი მცენარეები.

ამარილო - ქალაქი აშშ-ს ტეხასის შტატში (160 ათასი).

ამარინკევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ეპირის მეფე, ავგეასის თანამებრძოლი და ტახტის მოზიარე.

ამარკორდი - ფედერიკო ფელინის ფილმი (გადაღებულია 1973 წელს).

ამარნა (თელ-ელ-ამარნა) - დასახლებული პუნქტი ეგვიპტეში, ძველი ეგვიპტის დედაქალაქის, აქეტატონის, ადგილზე ფარაონ ექნატონის დროს (ძვ. წ.აღ. XIV საუკუნე).

ამარტა - მძივია ქვათა (საბა).

ამარტი - ერთგვარი ძვირფასი ქვა, იასპი, ეშმი.

ამარტია სენი - ინდოელი ეკონომისტი, 1998 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი.

ამარტოლი (ამარტოლოსი, ბერძნულად „ცოდვილი“) - შუა საუკუნეების ბერ-მონაზვნების ზედსახელი, ამ ეპითეტით ცნობილია რამდენიმე მოღვაწე ბიზანტიასა და საქართველოში.

ამარუ (ამარუკა) - VIII საუკუნის ინდოელი ლირიკოსი პოეტი, წერდა სანსკრიტზე.

ამასია - ქალაქი ჩრდილოეთ თურქეთში, 1555 წელს ირანსა და თურქეთს შორის ზავის დადების ადგილი.

ამასისი - ეგვიპტის ფარაონის სახელის იაჰმესის ბერძნული ფორმა.

ამასონასი - ადმინისტრაციული ტერიტორია ვენესუელას სამხრეთ ნაწილში.

ამატანა - ისტორიულ ქალაქ ეკბატანას აღმოსავლურ წყაროებში დაფიქსირებული სახელი.

ამატები - ხემიანი საკრავების იტალიელ ოსტატთა ოჯახი: მამა - ანდრეა (1520-1580 წწ), შვილები: ანდრეა ანტონიო (1540-1600 წწ), ჯიროლამო (1561-1630 წწ), შვილიშვილი: ნიკოლო (1596-1684 წწ).

ამატერასუ (ამატერასუ-ომიკამი, იაპონურად „დიდი მანათობელი ღვთაება“) - მზის განმასახიერებელი უმაღლესი ღვთაება იაპონურ მითოლოგიასა და სინტოისტურ რელიგიაში, სინტოს პანთეონის უზენაესი არსება, მზის ღმერთი.

ამატი - ძველი ეგვიპტური მითოლოგიის თანახმად, ურჩხული, რომელიც დუატში ცხოვრობს და ცოდვილებს ნთქავს.

ამაღამ - ამ ღამეს.

ამაღლება

  1. ქრისტიანული დღესასწაული აღდგომის მე-40 დღეს.

  2. სოფელი ვანის რაიონში.

  3. მთა ახალციხის რაიონში, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე.

  4. ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1977 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ნოდარ მანაგაძე. სცენარის ავტორები - ერლომ ახვლედიანი, ნოდარ მანაგაძე, დავით ჯავახიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - ნუგზარ ერქომაიშვილი. კომპოზიტორი - ნოდარ გაბუნია. მთავარ როლებში: ზურაბ ქაფიანიძე, ჯემალ მონიაცა, იოსებ ჯაჭვლიანი, თემურ ჩხეიძე, გურამ ფირცხალავა, იზა გიგოშვილი.

ამაღლების კუნძული - ვულკანური კუნძული ატლანტის ოკეანეში, დიდი ბრიტანეთის კოლონია.

ამაღლებული - ესთეტიკური კატეგორია, რომელიც აღნიშნავს ადამიანის დამოკიდებულებას იმ ობიექტისადმი, რასაც განუზომლად დიდი შინაგანი მნიშვნელობისა და მიმზიდველობის ძალით განიცდის.

ამაღლობელი ნოდარ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 1985-91 წლებში (დაიბადა 1930 წელს).

ამაღლობელი სერგო - თეატრალური მოღვაწე, კრიტიკოსი, დრამატურგი (1899-1946 წწ).

ამაყი - საკუთარი ღირსების გრძნობით განმსჭვალული.

ამაშუკეთი - ხარაგაულის რაიონის სოფელ ციხისძირის ძველი სახელი.

ამაშუკელი ელგუჯა - მოქანდაკე, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1928-2002 წწ).

ამაშუკელი ვასილ - პირველი ქართველი კინოდოკუმენტალისტი და რეჟისორი (1886-1980 წწ).

ამაშუკელი რევაზ - პოეტი (დაიბადა 1936 წელს).

ამაცუმარა - იაპონური მითოლოგიის თანახმად, ღვთაება, რომელმაც მაგიური სარკე შექმნა, რაც იაპონელ იმპერატორთა ერთ-ერთ რელიქვიას წარმოადგენს. მჭედელთა მფარველი.

ამაძონები (ამაზონები, ამორძალები) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ღმერთ არესის და ნიმფა ჰარმონიას ასულნი, მითიური მეომარი დამპყრობელი ქალების მოდგმა, რომლებიც მეოტიდის ტბის (აზოვის ზღვის) სანაპიროებზე, სკვითიაში, პონტიდაში, თრაკიაში და ტრიტონის ტბის მიდამოებში ბინადრობდნენ.

ამაძონიოსი - მთები, სადაც სათავეს იღებდა ამაძონთა მდინარე თერმოდონტი.

ამაძონომაქია - ამაძონთა ბრძოლა, ბერძენთა და ამაძონთა მრავალგზისი ომი ზოგადად.

ამაწურასგუ - ყმა გლეხების მცირერიცხოვანი ზედაფენა გვიანდელ ფეოდალურ აფხაზეთში.

ამბა - მონასტრის წინამძღვრის ქართული სახელწოდება „მამის“ შესატყვისი.

ამბავი - ვისიმე თავგადასავალი, ვისიმე ცხოვრების აღწერა.

ამბავი აფხაზი ჭაბუკისა - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1977 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ალექსანდრე ჟღენტი. სცენარის ავტორები - ლამარა გვაზავა-სანაძე, რევაზ ებრალიძე, ალექსანდრე ჟღენტი. დამდგმელი ოპერატორები - იგორ ამასიისკი, ოთარ ჭუმბურიძე. კომპოზიტორი - ნოდარ გაბუნია. მთავარ როლებში: ადგურ ინალ-იფა, როლანდ კაკაურიძე, კონსტანტინე სტეპანკოვი, ლია კაპანაძე.

ამბავი იგორის ლაშქრობისა - კიევის რუსეთის დროინდელი ლიტერატურული ძეგლი. შეიქმნა XII საუკუნის დასასრულს. ავტორი უცნობია.

ამბავი ერთი ქალიშვილისა - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1960 წელს. დამდგმელი რეჟისორი - მიხეილ ჭიაურელი. სცენარის ავტორები - ლეონიდ აგრანოვიჩი, რევაზ ებრალიძე, მიხეილ ჭიაურელი. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი კალატოზიშვილი. კომპოზიტორი - ირაკლი გეჯაძე. მთავარ როლებში: აკაკი ვასაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი, გიორგი შენგელაია, კოტე დაუშვილი, სალომე ყანჩელი.

ამბავი სურამის ციხისა - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1984 წელს. დამდგმელი რეჟისორები - დოდო აბაშიძე და სერგო ფარაჯანოვი. სცენარის ავტორი - ვაჟა გიგაშვილი. დამდგმელი ოპერატორი - იური კლიმენკო. კომპოზიტორი - ჯანსუღ კახიძე. მთავარ როლებში: ვერიკო ანჯაფარიძე (ვარდო), სოფიკო ჭიაურელი (ვარდო), დოდო აბაშიძე (ოსმან-აღა), დუდუხანა წეროძე, თამარ ციციშვილი, გივი თოხაძე, აბესალომ ლორია, ზურაბ ყიფშიძე, ლევამ უჩანეიშვილი, გია ბურჯანაძე, პაატა ბარათაშვილი.

ამბაზუკი - კასპიის (დარიალის) კარის მფლობელი V საუკუნის დასასრულს.

ამბაკო - აკაკი წერეთლის ძიძიშვილი ფილმ „აკაკის აკვანის“ თანახმად.

ამბალა - ქალაქი ჩრდილოეთ ინდოეთში, ჰარიანას შტატში.

ამბალაჟი (ფრანგ.)

  1. შესაფუთავი მასალა.

  2. შეფუთვის ხარჯი.

ამბარა - სოფელი და მდინარე (ერთვის შავ ზღვას) გუდაუთის რაიონში.

ამბარვალიები - ძველ რომში მაისის თვის დღესასწაულები, როცა რომის მდაბიო მოსახლეობა კარგი მოსავლის მოსაყვანად მარსსა და ცერერას (ბერძნ. დემეტრას) მსხვერპლად სწირავდა ხარს.

ამბართაფა - სოფელი გარდაბნის რაიონში.

ამბარი

  1. (არაბ.) - ცვილისებრი სურნელოვანი ნივთიერება: 1) უმეტესად მიიღება ამბრის ხისაგან. 2) წარმოიქმნება კაშალოტის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.

  2. დიდი ტევადობის სათავსი ხორბლეულისათვის.

ამბარისი (ამბარიდი) - თაბალების ერთ-ერთი გაერთიანების ბით-ბურუთაშის მეფე (ძვ.წ.აღ. VIII საუკუნე).

ამბარიხუწა - სოფელი სოხუმის რაიონში.

ამბარკაცია - ჯარების ჩასხდომა ხომალდში დანიშნულების ადგილზე მისასვლელად.

ამბარნი - დაბა რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში.

ამბაროვკა - სოფელი მარნეულის რაიონში.

ამბარტაფა (ყოფილი ტრაუბენტალი) - სოფელი გარდაბნის რაიონში.

ამბარჩიკი - უბე აღმოსავლეთ ციმბირის ზღვის კოლიმის ყურეში.

ამბარცუმიანი ვიქტორ - სომეხი ასტროფიზიკოსი, აკადემიკოსი, სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი 1947-93 წლებში. დაიბადა თბილისში (1908-1996 წწ).

ამბატო - ქალაქი ეკვადორში, ტუნგურაუის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ამბახი - მთა ხონის რაიონში, ასხის მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებაზე.

ამბედკარი ბჰიმრაო რამჯი - ინდოეთის პოლიტიკური მოღვაწე (1893-1956 წწ).

ამბერსაძე ნიკოლოზ - რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, იბრძოდა რუსეთ-ოსმალეთის 1787-1791 წლების ომში (1754-1814 წწ).

ამბივალენტობა გრძნობისა - ემოციური განწყობა, რომლის დროსაც საწინააღმდეგო გრძნობათა ერთდროული განცდა ხდება.

ამბივალენტური (ლათ.) - ერთმანეთის საპირისპირო გრძნობების (მაგალითად, სიყვარულის და სიძულვილის) ერთდროული შემცველი.

ამბიონი (ბერძნ.) - ამაღლებული ადგილი ეკლესიაში, საიდანაც ლოცვებს წარმოთქვამენ.

ამბიპოლარული დიფუზია (ორპოლარული დიფუზია) - ორივე ნიშნით დამუხტული ნაწილაკების ერთობლივი გადაადგილება იონიზებულ გარემოში მათი კონცენტრაციების შემცირების მიმართულებით.

ამბისტომა (ბერძნ.) - კუდიანი ამფიბიების გვარი ამბისტომისებრთა ოჯახისა.

ამბიცია (ლათ.) - პატივმოყვარეობა, ამპარტავნობა, ქედმაღლობა.

ამბლიოპია (ბერძნ.) - მხედველობის დაქვეითება, რაც მხედველობითი ანალიზატორის ფუნქციონალური დარღვევითაა გამოწვეული.

ამბლისტომა - ამბისტომის ძველი, არასწორი სახელწოდება.

ამბოკარი - უმამულო, უსახლკარო.

ამბოლი - უკანა უღლეული (საბა).

ამბონელები (ამბოინელები) - მოლუკის კუნძულების მკვიდრნი (ინდონეზია).

ამბონი (ამბოინა) - ქალაქი-პორტი ინდონეზიის კუთვნილ მოლუკის კუნძულების კუნძულ ამბონზე.

ამბორი - იგივე კოცნა.

ამბოცეპტორი (ლათ.) - დამცავი ნივთიერება, რომელიც ჩნდება სისხლის შრატში მიკრობებით იმუნიზაციის დროს.

ამბოხება - სტიქიური აჯანყება.

ამბოხი - იხილე ამბოხება

ამბრავი - ფინიკის გერკი (საბა).

ამბრაზაიტიტე ნიელე - ლიტველი მომღერალი ქალი, მეცო-სოპრანო, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1939 წელს).

ამბრაზურა (ფრანგ.) - თავდაცვით ნაგებობასა და ჯავშნიან კოშკებში დატანებული სარკმელი.

ამბრაკიკოსი - იონიის ზღვის ყურე (საბერძნეთი).

ამბრეთი - სოფლების ზემო ამბრეთის და ქვემო ამბრეთის გავრცელებული სახელწოდება (ზნაურის რაიონი).

ამბრი (ომრი) - ისრაელის სამეფოს მეფე ძვ.წ.აღ. 882-871 წლებში, ქალაქ სამარიას დამაარსებელი.

ამბრის ხე (ლიკვიდამბარი) - ხეების გვარი ჰამამელისებრთა ოჯახისა.

ამბროზია

  1. ჩანთიანი სოკოების მიცელიუმის თეთრი ან ვარდისფერი ნაფიფქი, რომლითაც ამოფენილია ქერქიჭამია ხოჭოს მატლების სავალი მერქანში.

  2. აბეზარი სარეველა მცენარე, რომლის სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკა.

ამბროლაური - ქალაქი (1966 წლიდან) დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის, აგრეთვე ამბროლაურის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე, გაშენებულია რიონის და კრიხულის შესართავთან. ტყიბულიდან - 43 კმ, ქუთაისიდან - 96, თბილისიდან - 240 კმ (მოსახლეობა 3 ათასამდე).

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე რიონის აუზში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრაში, 1921-დან — რაჭის მაზრაში, 1928-დან — რაჭა-ლეჩხუმის მაზრაში, 1930-დან დამოუკიდებელი რაიონია. 1951-53 წლებში შედიოდა ქუთაისის ოლქში. ფართობი 1142 კვ.კმ. 1 ქალაქი, 1 დაბა, 70 სოფელი. მოსახლეობა - 16 ათასი.

ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1921-27 წლებში (1861-1927 წწ).

ამბროსი მედიოლანელი - ქრისტიანი ღვთისმეტყველი და ჰიმნოგრაფი, მილანის ეპისკოპოსი (დაიბადა დაახლოებით 333-340 წლებში - გარდაიცვალა 397 წელს).

ამბროსია - უკვდავებისა და მარადიული სიჭაბუკის მომნიჭებელი „ღმერთების საზრდო“ ძველბერძნულ მითოლოგიაში.

ამბროსი ნეკრესელი (ერისკაცობაში ზაქარია მიქაძე) - ქართველი სასულიერო მოღვაწე, მქადაგებელი პოეტი (1728 წელი - გარდაცვალების წელი უცნობია).

ამბროჯო დელ ანჯოლი - ავგუსტინელი მონაზონი, მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდა ირანში, აქვს ცნობები საქართველოს შესახებ (XVII საუკუნე).

ამბულაკრული სისტემა (ლათინურად „სასეირნო ადგილი, ხეივანი“) - სითხით ამოვსებული ამბულაკრული არხების სისტემა კანეკლიანებში. ემსახურება მოძრაობას, სუნთქვას, გამოყოფასა და შეხებით შეგრძნებას.

ამბულატორია (ლათ.) - სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულება.

ამბუნდუ - ბანტუს ჯგუფის ხალხი ანგოლაში (2 მილიონზე მეტი).

ამბურანი - კონცხი აფშერონის ნახევარკუნძულზე (აზერბაიჯანი).

ამბუშური (ფრანგ.)

  1. ჩასაბერი მუსიკალური საკრავის ნაწილი, იგივე მუნდშტუკი.

  2. ტუჩებისა და ენის განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც საჭიროა ჩასაბერი საკრავის ასახმიანებლად.

ამგა - მდინარე რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში, ალდანას მარცხენა შენაკადი. აუზის ფართობი - 69,3 ათასი კვ.კმ. სიგრძე - 1462 კილომეტრი.

ამგალი - სამწყსო მეზობლად მდგარი (საბა).

ამგვარი - ამისთანა.

ამგუემა (ომვაამაი, ზემო დინებაში - ვულვივეემი) - მდინარე რუსეთის მაგადანის ოლქში, ერთვის ჩუკოტკის ზღვას. აუზის ფართობი - 28 ათასი კვ.კმ. სიგრძე - 498 კილომეტრი.

ამგუნი - მდინარე რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში, ამურის მარცხენა შენაკადი. აუზის ფართობი - 56,5 ათასი კვ.კმ. სიგრძე - 723 კილომეტრი.

ამდერმა - დაბა რუსეთის არხანგელსკის ოლქში.

ამდო - ტიბეტის მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის სახელი ჩინეთში.

ამება (ბერძნ.) - უმარტივესი ერთუჯრედიანი ცხოველი, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი ფორმა. ცხოვრობს წყალში, ზოგი სახეობა პარაზიტობს ადამიანის და ცხოველის ორგანიზმში.

ამებიაზი - მსხვილი ნაწლავებისა და ზოგი შინაგანი ორგანოს დაავადება, რომელსაც იწვევს ამება.

ამებოციტები (ბერძნ.) - უხერხემლოთა სისხლის უფერული უჯრედები.

ამედიჩი - მდინარე რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.

ამეზიუსი გილიელმუს (ლათინიზირებული ფორმა უილიამ ეიმზის სახელისა) - ინგლისელი რეფორმატორი ღვთისმეტყველი (1576-1633).

ამეთვისტო (ბერძნ.)

  1. მინერალი. კვარცის გამჭვირვალე იისფერი სახესხვაობა.

  2. კინოფილმ „ლონდრეს“ პერსონაჟი ლია გუდაძის შესრულებით.

ამელი - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

ამელიორაცია (ფრანგ.) - გაუმჯობესება, მოწესრიგება.

ამენგერობა - ყაზახების საქორწინო ჩვეულება, რომლის დროსაც დაქვრივებული ქალი უნდა მისთხოვებოდა მაზლს.

ამენდოლა ჯოვანი - იტალიელი პოლიტიკური მოღვაწე და პუბლიცისტი (1882-1926 წწ).

ამენემჰეტი - ეგვიპტის შუა სამეფოს (ძვ.წ.აღ. 2000-1700) დროინდელი XII დინასტიის რამოდენიმე ფარაონის სახელი.

ამე-ნო ვაკა-ჰიკო - იაპონურ მითოლოგიაში - ღვთაება ამატერასუს მიერ დედამიწაზე წარმოგზავნილი ზეციური ჭაბუკი, რომელმაც დედამიწის ქალღმერთის ასული შეიყვარა და აღარ დაბრუნდა ზეცაში, რის გამოც მოკლულ იქნა ზეციური ისრით.

ამე-ნო მინაკანუსი - სინტოიზმში ღვთაება, რომელიც ცასა და დედამიწას ყოფს.

ამენორეა (ბერძნ.) - თვიურის უქონლობა. ფიზიოლოგიური მოვლენა გოგონებში სქესობრივ მომწიფებამდე და ქალებში - ორსულობისა და მეძუძურობის პერიოდში ან კლიმაქსის შემდეგ.

ამე-ნო ტოკოტატი - სინტოიზმში - ღვთაება, რომელიც სამყაროს პირველქმნადობის დღეებში ლერწმის სახით იშვა.

ამე-ნო უძუმე - იაპონურ მითოლოგიაში - მოცეკვავე ქალღმერთი, მშობელი ქურუმებისა, რომლებიც საზეიმო რიტუალებს ასრულებენ.

ამენოფისი - ეგვიპტის ფარაონთა სახელის, ამენჰოტეპის, ბერძნული ვარიანტი.

ამენსალიზმი (ბერძნ.) - სხვადასხვა სახეობის ორგანიზმთა ურთიერთდამოკიდებულება, ერთისთვის სასარგებლო, მეორისთვის საზიანო, სიმბიოზის ერთ-ერთი ფორმა.

ამენჰოტეპი - ეგვიპტის ახალი სამეფოს (ძვ.წ.აღ. 1580-1100) XVIII დინასტიის რამოდენიმე ფარაონის სახელი.

ამენტეტი - ძველი ეგვიპტური მითოლოგიის თანახმად, მიცვალებულთა საუფლოს ღვთაება, რომელიც გარდაცვლილებს დუატში ხვდება და მფარველობს.

ამენცია - გონების დაბინდვის სახეობა (აღქმის ფრაგმენტულობა, მოუწესრიგებელი აღგზნება მისი მომდევნო ამნეზიით).

ამერიგო ვესპუჩი - იხილე ვესპუჩი .

ამერიკა - ქვეყნის ნაწილი დასავლეთ ნახევარსფეროში, მოიცავს ორ კონტინენტს: ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას. მის შემადგენლობაში შედის კუნძული გრენლანდიაც. ამერიკის, როგორც ქვეყნის ნაწილის, საერთო ფართობია 42,5 მილიონი კვ.კმ. მოსახლეობა - 725 მილიონი.

ამერიკანა - იხილე ამერიკის ენციკლოპედია.

ამერიკან ერლაინზ - აშშ-ს ავიაკომპანია, დაარსებულია 1934 წელს, ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს თანამედროვე მსოფლიოს ავიაციაში.

ამერიკანიზმი - სიტყვები და გამოთქმები, რაც ინგლისური ენის ამერიკული ვარიანტიდანაა ნასესხები (მაგალითად: „განგსტერი“, „ბლოკბასტერი“ და აშ.).

ამერიკანკა

  1. ბილიარდის თამაშის სახეობა, სადაც შეიძლება ნებისმიერ ბურთს ნებისმიერი ბურთით დაარტყა.

  2. ქართული მხატვრული მუნჯი ფილმი. ეკრანზე გამოვიდა 1930 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ლეო ესაკია. სცენარის ავტორები - გიორგი სტურუა, გიორგი მდივანი, ვიქტორ შკლოვსკი. დამდგმელი ოპერატორები - ხერგეი ზაბოზლაევი, ალექსანდრე კალპერინი. მთავარ როლებში: ზაქარია ბერიშვილი, არკადი ხინთიბიძე, გიორგი მდივანი.

ამერიკა ონლაინ - აშშ-ს ერთ-ერთი უდიდესი ინტერნეტ-პროვაიდერი.

ამერიკელები - ერი, აშშ-ს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი (194 მილიონი).

ამერიკიანი ცოლაკ - სომეხი მსახიობი, სომხეთის სახალხო არტისტი (1887-1964 წწ).

ამერიკის ენციკლოპედია (amerikana, The Encyclopedia Americana) - აშშ-ს უნივერსალური ენციკლოპედია: პირველი გამოცემა - 1903-04 წწ (16 ტომი), მეორე გამოცემა 1918-20 წწ (30 ტომი).

ამერიკის ლეგიონი - აშშ-ში სხვადასხვა ომებში მონაწილეთა ორგანიზაცია, დაარსებულია 1919 წელს.

ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ, ინგლ. The United States of America, USA)

  • სახელმწიფო ჩრდილოეთ ამერიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება კანადას, სამხრეთით - მექსიკას.

  • დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1776 წლის 4 ივლისი.

  • ეროვნული დევიზი - ლათ. „E Pluribus Unum, ingl. In God We Trust“.

  • ჰიმნი - „The Star-Spangled Banner“.

  • მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.

  • უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი კონგრესი: წარმომადგენელთა პალატა და სენატი.

  • ფართობი - 9 518 900 კვ.კმ.

  • შედგება 50 შტატის და ფედერალურ ოლქ კოლუმბიისაგან.

  • მოსახლეობა - 305 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 31 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • დედაქალაქი - ვაშინგტონი.

  • ოფიციალური ენა - ინგლისური.

  • ფულის ერთეული - დოლარი.

  • ქვეყნის კოდი - USA.

  • დროის სარტყელი - UTC -5....-10.

  • სატელეფონო კოდი - +1.

  • ინტერნეტ-დომენები - .us, .edu, .mil, .um, .gov.

ამერიკის ხმა - აშშ-ს მთავრობის რადიომაუწყებლობა საზღვარგარეთის ქვეყნებისათვის (1942 წლიდან).

ამერიკული რასა (ამერიკანოიდული რასა) - მოიცავს ამერიკის მკვიდრ მოსახლეობას (ინდიელებს).

ამერიკული ფეხბურთი - სპორტული თამაში ოვალური ბურთით, გავრცელებულია აშშ-სა და კანადაში, ჰგავს რაგბის.

ამერინდები - ამერიკის კონტინენტის აბორიგენების, ინდიელების, ესკიმოსების და ალეუტების, გამაერთიანებელი პირობითი სახელი.

ამერიციუმი (Am) - ხელოვნურად მიღებული რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. ატომური ნომერი 95.

ამერლინგი კარელ - ჩეხეთის კულტურისა და განათლების მოღვაწე (1807-1884 წწ).

ამერსფორტი - ქალაქი ნიდერლანდში, უტრეხტის პროვინციაში (100 ათასი).

ამეტროპია (ბერძნ.) - თვალის რეფრექციის დარღვევა.

ამეტ-ხანი სულთან - საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მფრინავი-გამომცდელი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1920-1971 წწ).

ამვროსიევკა - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში.

ამზარა - სოფლები გულრიფშისა და სოხუმის რაიონებში.

ამზია - დაბა რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში.

ამზიჩხვა - მდინარე გაგრაში, ერთვის შავ ზღვას.

ამთავითვე - თავიდანვე, დასაწყისიდანვე.

ამია - შლამის თევზი, ამიასებრთა ოჯახის ერთადერთი სახეობა.

ამიაკატები (კომპლექსნაერთები) - მარილებთან ამიაკის შეერთების პროდუქტი.

ამიაკი ანუ ამონიკი (ბერძნ.) - NH3 მწვავე სუნის მქონე უფერო გაზი, აზოტის უმარტივესი წყალბადნაერთი. მის წყალში გახსნით იღებენ ნიშადურის სპირტს.

ამიანე მარცელინუსი - რომაელი ისტორიკოსი (330-400 წწ).

ამიგასა - იაპონური სატყორცნი ცივი იარაღი.

ამიგდალინი - ბუნებრივი ორგანული ნაერთი გლიკოზიდების კლასისა.

ამიდა - იაპონური სახელი ბუდა ამიტაბჰასი.

ამიდაიზმი - ბუდიზმის იაპონური მიმართულების სახელი დასავლურ ევროპულ კულტურებში.

ამიდაზები - ჰიდროლიზური ფერმენტების ჯგუფი.

ამიდი - ერთ-ერთი მოხელე ფეოდალურ თბილისში, მწიგნობარი, სამდივამწიგნობროს მოხელე.

ამიდოლი (ბერძნ.) - მარილმჟავა 2,4 - დიამინოფენოლი, ორგანული ნაერთი. იყენებენ ფოტოგრაფიაში როგორც სამჟღავნს.

ამიდოპირინი (პირამიდონი) - ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი.

ამიელი ანრი ფრედერიკ - შვეიცარიელი პოეტი, ესეისტი, მთარგმნელი (1821-1881 წწ).

ამიენი - ქალაქი ჩრდილოეთ საფრანგეთში, დეპარტამენტ სომას ცენტრი და ისტორიულ ოლქ პიკარდიის მთავარი ქალაქი (140 ათასი).

ამიერი - აქეთა მხრისა, აქეთური.

ამიერკავკასია - კავკასიონის ქედის სამხრეთი რეგიონი.

ამილაზები (ბერძნ.) - კარბოჰიდრაზების ჯგუფის ფერმენტები, რომელიც შლის სახამებელს და ხელს უწყობს მის გარდაქმნას შაქრად.

ამილაცეტატი (ბერძნ.) - უფერო საწვავი სითხე. იყენებენ ლაკების წარმოებაში. ე.წ. მსხლის ესენცია.

ამილახვარი ალექსანდრე - პოლიტიკური მოღვაწე, პროზაიკოსი, დრამატურგი (1750-1802 წწ).

ამილახვარი ამირინდო - ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე (გარდაიცვალა 1772 წელს).

ამილახვარი ანდუყაფარ - ქართლის დიდი ფეოდალი, ირანული ორიენტაციის ფეოდალთა ლიდერი (გარდაიცვალა 1626 წელს).

ამილახვარი ბარძიმ - ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, პროთურქული დასის მეთაური (XVI საუკუნის II ნახევარში).

ამილახვარი გივი - ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, გორის მოურავი (1689 - 1754 ან 1757 წწ).

ამილახვარი დემეტრე - XVIII საუკუნის 50-60-იან წწ პოლიტიკური მოღვაწე, ქართლის სამეფო კარის სახლთუხუცესი.

ამილახვარი დიმიტრი

  1. საფრანგეთის არმიის ოფიცერი, გმირულად დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს (1906-1942 წწ).

  2. ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე (გარდაიცვალა 1787 წელს).

ამილახვარი ივანე - რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი (1829-1905 წწ).

ამილახვარი იოთამ - XVII საუკუნის 30-50-იანი წლების ქართლის დიდი ფეოდალი, პოლიტიკური მოღვაწე.

ამილახვარი ოთარ - აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, გორის მოურავი (გარდაიცვალა 1827 წელს).

ამილახვარი პაპუნა - XVII საუკუნის პირველი მეოთხედის ქართლის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, გორის მოურავი.

ამილახვარი რევაზ - XVIII საუკუნის შუა წლების აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, მონაწილეობდა ანტიირანულ აჯანყებაში; თბილისის ციხისთავი, მინბაში.

ამილახვარი - მთა ბაღდადის რაიონში, მესხეთის ქედის მთისწინეთში.

ამილახვრები - თავადთა საგვარეულო ქართლის სამეფოში, მსხვილი სათავადოს, საამილახოროს მფლობელები.

ამილახორი (ამირახორი, ამილახვარი) - გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში ცენტრალური სახელმწიფო აპარატის სამხედრო უწყების მოხელე.

ამილენები - ოლეფინების რიგის უჯერი ნახშირწყალბადები.

ამილი - მდინარე რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.

ამილნიტრიტი - აზოტოვანი მჟავასა და იზოამილის სპირტის რთული ეთერი.

ამილოდექსტრინი - სახამებლის ჰიდროლიზური დაშლის საწყისი პროდუქტი.

ამილოზა (ბერძნ.) - სახამებლის ერთ-ერთი ძირითადი პოლისაქარიდი.

ამილოიდი (ბერძნ.) - ჰემიცელულოზის მსგავსი შედგენილობის ნახშირწყალი.

ამილოიდოზი (ბერძნ.) - ცილების ცვლის მოშლა.

ამილოპექტინი - სახამებლის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი.

ამიმია - მიმიკის შესუსტება ან სრული უქონლობა ნერვული სისტემის დაავადების შედეგად.

ამინ (ამენ) - ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში დამამტკიცებელი, დამადასტურებელი დასკვნითი ფორმულა.

ამინაზინი - ნეიროპლეგიურ საშუალებათა ჯგუფის სამკურნალო პრეპარატი.

ამინაშატი - ჩამოსხმული ილეკროს ხატი (საბა).

ამინდი - მეტეოროლოგიურ ელემენტთა ერთობლიობა დროის გარკვეულ მომენტსა თუ შუალედში.

ამინები - აზოტშემცველი ორგანული ნაერთების კლასი.

ამინ-ზადე ზებო - ტაჯიკი ბალეტმეისტერი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1948 წელს).

ამინ-ზადე მუჰიდინ - ტაჯიკი პოეტი და მთარგმნელი (1904-1966 წწ).

ამინი - უხილავი ძალა, რომელიც ვითომდა ადამიანს ნატვრას უსრულებს.

ამინი აჰმედ - ეგვიპტელი არაბი ისტორიკოსი და ფილოლოგი (1878-1954 წწ).

ამინი იდი (სრული სახელი იდი ამინ დადა უმა) - უგანდის პრეზიდენტი 1971-1979 წლებში (დაიბადა 1924 წელს).

ამინი კასიმ - ეგვიპტელი არაბი მწერალი (1865-1908 წწ).

ამინი ჰაფიზულა - ავღანეთის მმართველი 1979 წელს, რომელიც მოკლეს ავღანეთში შეჭრილმა საბჭოთა ჯარებმა.

ამინირება - სხვადასხვა ორგანულ ნაერთში ამინოჯგუფის შეყვანის მეთოდი.

ამინომჟავები - ორგანული ნაერთების კლასი, რომელთაც მჟავების თვისებებიც აქვთ და ამინებისაც.

ამინტა - იტალიელი პოეტის ტორკვატო ტასოს პასტორალური დრამა.

ამიო ჟაკ - ფრანგი მწერალი-ჰუმანისტი და სწავლული ელინისტი, ეპისკოპოსი (1513-1593 წწ).

ამირა - მთავრის შესატყვისი ტიტული აღმოსავლეთის ქვეყნებში.

ამირაბადის კულტურა - გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ.აღ. IX-VIII სს) არქეოლოგიური კულტურა ძველი ხვარაზმის ტერიტორიაზე.

ამირალდი (ამირო) მოიზ - ფრანგი რეფორმატორი ღვთისმეტყველი (1596-1664 წწ).

ამირ ალ-მუმინინი (არაბულად „მართლმორწმუნეთა მბრძანებელი“) - არაბი ხალიფების ტიტული, პირველად უწოდა საკუთარ თავს ომარ I-მა.

ამირ ალ-უმარა (არაბულად „ამირთამირა“) - თურქული გვარდიის მეთაური აბასიანთა სახალიფოში 908 წლიდან.

ამირანაშვილი მედეა - საოპერო მომღერალი, სოპრანო, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1930 წელს).

ამირანაშვილი პეტრე - საოპერო მომღერალი, ბარიტონი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1907-1976 წწ).

ამირანაშვილი შალვა - ხელოვნებათმცოდნე, ისტორიკოსი (1899-1975 წწ).

ამირანდარეჯანიანი - XI-XII საუკუნეების ქართული საფალავნო-სათავგადასავლო ჟანრის ნაწარმოები.

ამირანი

  1. ქართული ხალხური ეპოსის გმირი.

  2. ქართველ ტანმოვარჯიშეთა სპორტული საზოგადოება 1917-1918 წლებში.

  3. ოჩამჩირის ფეხბურთის გუნდი.

  4. კინოთეატრი თბილისში ჯერ აღმაშენებლის (პლეხანოვის) გამზირზე და შემდეგ კოსტავას ქუჩაზე.

ამირანიანი - ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ძეგლი.

ამირანის გორა (თავშან-თაფა)

  1. ენეოლითის, ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნასახლარი ქალაქ ახალციხის მახლობლად.

  2. მთა ახალქალაქის რაიონში, ახალქალაქის პლატოზე.

ამირანტის კუნძულები - მარჯნის კუნძულების ჯგუფი ინდოეთის ოკეანეში.

ამირაჯანი - დაბა აზერბაიჯანში.

ამირაჯიბი კონსტანტინე - მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი (1869-1948 წწ).

ამირაჯიბი მიხეილ - რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1833 -1903 წწ).

ამირაჯიბი სოფიო - მთარგმნელი (1847-1906 წწ).

ამირბარი (ამილბარი, არაბულად „ამირ-ალ-ბაჰრ“ ანუ „ზღვათა ამირა, მბრძანებელი“) - საზღვაო ფლოტის უფროსი ძველ საქართველოში.

ამირბეკიანი არტაშეს - სომეხი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1905-1980 წწ)

ამირდოვლათი ამასნაცი - სომეხი მკურნალი (1420 ან 1425 - 1496 წწ).

ამირეჯიბი (არაბულად „ამირ-ჰაჯიბ“, ანუ კარისკაცთა ამირა) - გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში ცენტრალური სახელმწიფო აპარატის მოხელე, მანდატურთუხუცესის თანაშემწე.

ამირეჯიბი რუსა - XIV XV საუკუნეების საზოგადო მოღვაწე ქალი, ქუცნა ამირეჯიბის მეუღლე, ალექსანდრე I დიდის აღმზრდელი ბებია.

ამირეჯიბი სიმონ - ბაქტერიოლოგიისა და ჰიგიენის ფუძემდებელი საქართველოში, პროფესორი (1877-1906 წწ).

ამირეჯიბი ქუცნა - XIV-XV საუკუნეების პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი.

ამირეჯიბი ცაცა (ეკატერინე) - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1889-1985 წწ).

ამირეჯიბი ჭაბუა (მზეჭაბუკ) - ქართველი მწერალი (დაიბადა 1921 წელს).

ამირთა ამირა (ამირთამირა) - ქალაქის თავი ფეოდალურ საქართველოში XII საუკუნის ბოლოდან.

ამირთკარი - ძველი სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის არაგვის მარჯვენა მხარეს ახლანდელი ზემო ამირნის და 1972 წლამდე ქვემო ამირნის ადგილზე. შედიოდა არაგვის საერისთავოში. სოფელს სახელი შეერქვა აქ მოსახლე ამირიძეების მიხედვით.

ამირთხევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი.

ამირნასარიანი - ვახტანგ VI-ის მიერ სპარსულიდან თარგმნილი დიდაქტიკური ნაწარმოები.

ამირნი - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ამირნის გავრცელებული სახელწოდება.

ამიროვი ფიქრეთ - აზერბაიჯანელი კომპოზიტ-ორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1922 - 1984 წწ).

ამირსპასალარი (არაბულად „ამირ“ - „უფროსი“ და სპარსულად „სეფაჰსალარ“ -„მხედართმთავარი“) - გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში ვეზირი, მთავარსარდალი, განაგებდა მუდმივ ჯარს.

ამირჩქარი - გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში ამირსპასალარის უწყების მოხელე.

ამირხანი ფათიჰ - ყაზანელი თათარი მწერალი (1886-1926 წწ).

ამირ ხოსროვ დეჰლევი - იხილე ხოსროვ დეჰლევი.

ამირ ჰამზაჰი - ინდონეზიელი პოეტი (1911-1946 წწ).

ამისოსი - ძველი ქალაქი შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე.

ამისტადი - სტივენ სპილბერგის ფილმი (გადაღებულია 1997 წელს).

ამისულაშვილი შალვა - პოეტი (დაიბადა 1916 წელს).

ამიტაბჰა (იაპონურად „ამიდა“, ჩინურად „ამიტაფო“) - ერთ-ერთი მთავარი ბუდა მაჰაიანასა და ვაჯრაიანში.

ამიტაიუსი - ბუდა ამიტაბჰას ერთ-ერთი საწყისი სახელი.

ამიტოზი (ბერძნ.) - ბირთვის გაყოფის ერთ-ერთი სახე უმარტივეს არსებებში.

ამიჩი ჯოვანი ბატისტა - იტალიელი ბოტანიკოსი და ოპტიკოსი; გააუმჯობესა მიკროსკოპი (1786-1863 წწ).

ამიჩისი ედმონდო - იხილე დე ამიჩისი ე.

ამლათი - მცირე ხანს სწრაფი (საბა)

ამლაკი - ჭრელი ცხენი (საბა).

ამლარი - მთა გულრიფშის რაიონში, კელასურისა და ამტყელის წყალგამყოფზე.

ამლაყი - ჭრელი ფერადლაქებიანი ცხენი.

ამლევი - სოფელი თეთრი წყაროს რაიონში.

ამნეზია (ბერძნ.) - ხსოვნის დაკარგვა ან არასრული ხსოვნა გარკვეულ პერიოდში განცდილი მოვლენების შესახებ.

ამნესტი ინტერნეშნლ - იხილე ემნესტი ინტერნეშნლ.

ამნია - მდინარე რუსეთის ტიუმენის ოლქში.

ამნიონი (ბერძნ.) - ქვეწარმავლების, ფრინველების და ძუძუმწოვრების ჩანასახოვანი გარსი.

ამნისტია (ბერძნ.) - დამნაშავეთა მთლიანი ან ნაწილობრივი განთავისუფლება სასჯელისაგან.

ამნოკანი - კორეული სახელი მდინარე იალუძიანისა, რომელიც ჩინეთ-კორეის საზღვარზე გაედინება.

ამო

  1. იგივე საამო.

  2. (აბრევიატურა, Акционерное машиностроительное общество) საბჭოური სატვირთო ავტომობილების და ავტობუსების მარკა, რომელიც მოსკოვის საავტომობილო ქარხანაში იწარმოებოდა 1924-34 წლებში.

ამოგჰასიდჰი - ხუთთაგან ერთ-ერთი მთავარი ბუდა ვაჯრაიანში.

ამოი - იგივე სიამინი, ქალაქი ჩინეთში.

ამოკი

  1. (მალაურად „სიშმაგე“) - შეტევითი ხასიათის ფსიქიკური დაავადება. მკვლელობის მანია.

  2. ქართული მხატვრული მუნჯი ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1927 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - კოტე მარჯანიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - სერგეი ზაბოზლაევი. მთავარ როლებში: ნატო ვაჩნაძე, ალექსანდრე იმედაშვილი, ვალერიან გუნია, სიკო ფალავანდიშვილი, ცეცილია წუწუნავა.

ამოკო - აშშ-ს ნავთობკომპანია.

ამონა - X საუკუნის პირველი ნახევრის ქართველი ხუროთმოძღვარი, ხანძთის ეკლესიის აღმშენებელი.

ამონაგი - სადნობი და სახურებელი ღუმელის, საკვამურის დამცავი შიგა პირნაკეთობა.

ამონალები (ბერძნ.) - ამონიუმის გვარჯილის ჯგუფის ფეთქებად ნივთიერებათა სახეობა.

ამონაშვილი შალვა - პედაგოგი, ფსიქოლოგი (დაიბადა 1931 წელს).

ამონახსნი (განტოლებისა) - უცნობის ის მნიშვნელობა, რომლის ჩასმა უცნობის ნაცვლად სათანადო განტოლებას იგივეობად აქცევს.

ამონი

  1. (ამუნი) - ძველ ეგვიპტელთა ღვთაება, მზის ღმერთი, ღმერთების მეუფე და ფარაონთა ხელისუფლების მფარველი.

  2. - ძველი სახელმწიფო აღმოსავლეთ პალესტინაში. დააარსა არაბეთიდან მოსულმა სემიტური ტომის ხალხმა.

ამონიკი - იგივეა, რაც ამიაკი.

ამონიოს საკა - ალექსანდრიელი ფილოსოფოსი, ნეოპლატონიზმის მამამთავარი (დაახლოებით 175 - დაახლოებით 242 წწ).

ამონიოს ჰერმია - ბერძენი ფილოსოფოსი, არისტოტელეს ცნობილი კომენტატორი (V საუკუნე).

ამონიტები - ამომწყდარი გარენიჟარიანი თავფეხიანი მოლუსკების ზერიგი.

ამონიტი - ფეთქებადი ნარევი, რომელიც შეიცავს ამონიუმის ნიტრატს.

ამონიუმი (ბერძნ.)

  1. აზოტისა და წყალბადის ნაერთი, რომელიც ბუნებაში თავისუფლად არ მოიპოვება და შედის სხვადასხვა მარილის შემადგენლობაში.

  2. ფხვნილი, რომელიც საფუარის ნაცვლად იხმარება, იყენებენ მედიცინაშიც.

ამონიფიკაცია - აზოტის შემცველი ორგანული ნაერთების დაშლის პროცესი.

ამონტონი გიიომ - ფრანგი მექანიკოსი და ფიზიკოსი (1663-1705 წწ).

ამოორთქვლა - გამხსნელი აორთქლებით მყარ ნივთიერებათა ხსნარების კონცენტრირების პროცესი.

ამორალიზმი (იმორალიზმი) - ნიჰილისტური დამოკიდებულება მორალისადმი, პიროვნების ყოველგვარი უზნეო საქციელის გამამართლებელი მოძღვრება.

ამორალური

  1. ზნეობრივი ნორმების უარმყოფელი პირი.

  2. ამორალიზმზე დაფუძნებული.FU

ამორეველები - ძვ.წ.აღ. III ათასწლეულის II ნახევრიდან I ათასწლეულის XIV-XIII საუკუნეებამდე სამხრეთ-დასავლეთ აზიაში მოსახლე სემიტური მოდგმის ტომები.

ამორელი - ალუბლის სახეობა.

ამორეული ენა - ჩრდილო-დასავლური სემიტური ენა, რაზედაც მეტყველებდნენ ამორეველები.

ამორიმი ენრიკე - ურუგვაელი მწერალი (1900-1960 წწ).

ამოროსი ფრანსისკო - ესპანელი სამხედრო მოღვაწე და პედაგოგი (1767-1848 წწ).

ამორტიზატორი - დარტყმის შემარბილებელი მოწყობილობა ავტომობილებში, თვითმფრინავებში.

ამორტიზაცია (ლათ.)

  1. ბიძგების, დარტყმების შერბილება.

  2. ძირითადი ფონდების თანდათანობითი ცვეთა.

  3. დაბეგრილი ქონების ღირებულების თანდათანობითი შემცირება.

  4. ვალის თანდათანობითი დაფარვა.

  5. სავალო საბუთის გაუქმება მისი დაკარგვის გამო.

ამორტიფიკაცია (ლათ.) - ოფიციალური განცხადება დაკარგული დოკუმენტების გაუქმების შესახებ.

ამორფიზმი - კრისტალური აგებულების არქონა.

ამორფული

  1. უფორმო.

  2. კრისტალური აგებულების არმქონე.

ამორძალები - ამაძონების (ამაზონების) ქართულ ლიტერატურაში დამკვიდრებული სახელი.

ამოსი - ძველ ებრაელთა ერთ-ერთი წინასწარმეტყველი (ძვ.წ.აღ. VIII საუკუნე).

ამოსკუნა - ტირილით სლუკ-სლუკი (საბა).

ამოსოვი ალექსანდრე - რუსი პოეტი (1823-1866 წწ).

ამოსოვი ივანე - რუსი გამომგონებელი, გენერალ-ინჟინერი, გემთმშენებელი (1800-1878 წწ).

ამოფოსი - ორმაგი აზოტფოსფორიანი კონცენტრირებული მინერალური სასუქი.

ამოფოსკა - სამმაგი რთული მინერალური სასუქი. შედგება ამონიუმის სულფატის, ამოფოსისა და ქლორკალიუმისაგან.

ამოხოსტოსი - იგივე ფამაგუსტა, ქალაქი კუნძულ კვიპროსზე.

ამოხსნადობა (გადაწყვეტადობა) - დადებითი პასუხის არსებობა ზოგადად.

ამპელოგრაფია (ბერძნ.) - ვაზის სახეობებისა და ჯიშების შემსწავლელი მეცნიერება.

ამპელოთერაპია - იგივე, რაც ყურძნით მკურნალობა.

ამპელოლოგია - ვაზის სახეობისა და ჯიშების შემსწავლელი მეცნიერება.

ამპელოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დიონისეს მეგობარი, მშვენიერი ჭაბუკი.

ამპერი ანდრე მარი - ფრანგი ფიზიკოსი, მათემატიკოსი (1775-1836 წწ).

ამპერი - დენის ძალის ერთეული.

ამპერმეტრი - დენის ძალის საზომი ხელსაწყო.

ამპი პიერ (ნამდვილი სახელი და გვარი ანრი ლუი ბურიიონი) - ფრანგი მწერალი (1876-1962 წწ).

ამპიკი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ამპიკეს ძე, მისანი მოფსოსი, არგონავტი.

ამპირი (ფრანგ.) - კლასიციზმის ხანის დასავლეთ ევროპის ხელოვნებაში გაბატონებული სტილი.

ამპიცილინი - ანტიბიოტიკური მედიკამენტი.

ამპლიდინი - სუსტი დენისა და სიმძლავრის გამაძლიერებელი ელექტრული მანქანის მოძველებული სახელი.

ამპლიტუდა (რხევებისა) - ჰარმონიულად მერხევი სიდიდის ნულოვანი მნიშვნელობიდან უდიდესი გადახრა.

ამპლიფიკაცია (ლათ.) - სტილისტიკური ხერხი, ფრაზაში ეპითეტთა, სინონიმურ თქმათა და სხვათა უხვი გამოყენება.

ამპლუა (ფრანგ) - ერთი პირობითი სახელით გაერთიანებული გარკვეული როლები.

ამპულა (ლათ.) - პატარა ვიწროყელიანი ჰერმეტულად დახურული მინის ჭურჭელი.

ამპურა (მაპურა, პურა-პურა, დათვი-ბაბა) - მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა, ბუჩქი ან მცირე ზომის ხე.

ამპუტაცია და ამპუტირება (ლათ.) - რომელიმე ორგანოს პერიფერიული ნაწილის სრული ან ნაწილობრივი მოკვეთა.

ამრა - რამდენიმე რესტორნის სახელი სოხუმში.

ამრანი - მთავარი გმირი ოსური დარეჯანიანთა ეპოსისა.

ამრეზი - ფრინველი მოაშიკე (საბა).

ამრეკი - კორომის ხეები და ბუჩქები, რომლებიც ხელს უწყობენ ტყის მთავარი ჯიშის ზრდის აჩქარებას.

ამრი - სინდსა და სამხრეთ ბელუჯისტანში გავრცელებული ენეოლითისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის კულტურა.

ამრი ჰასან - იემენის არაბთა რესპუბლიკის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე (დაიბადა 1918 წელს).

ამრი იბნ ქულსუმი - არაბი პოეტი (VI საუკუნე).

ამრიკიანი მიჰრდატ - სომეხი მსახიობი და თეატრალური მოღვაწე (1843-1879 წწ).

ამრიტა (სანსკრტის თანახმად - „უკვდავი“) - ინდუისტურ მითოლოგიაში - საგანგებო სასმელი, უკვდავების ელექსირი, რომლის მოპოვებაც ღმერთებმა ოკეანიდან შეძლეს სამყაროს შექმნის დასაწყისშივე.

ამრიტა პრიტამი - ინდოელი მწერალი ქალი (დაიბადა 1918 წელს).

ამრიტსარი - ქალაქი ჩრდილოეთ ინდოეთში (პენჯაბის შტატი).

ამრო (ამსტერდამ-როტერდამის ბანკი) - ნიდერლანდის უმსხვილესი ბანკი.

ამრუში ჟან ელ-მუხუვ - ალჟირელი მწერალი (1906-1962 წწ).

ამსაისი - სოფელი ზესტაფონის რაიონში.

ამსდორფი ნიკოლაი - მარტინ ლუთერის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და თანამზრახველი (1483-1565 წწ).

ამსტელი

  1. მდინარე ნიდერლანდში, რომლის დელტაშიც მდებარეობს ქალაქი ამსტერდამი.

  2. ცნობილი ჰოლანდიური ლუდის მარკა.

ამსტერდამი - ნიდერლანდის (ჰოლანდიის) დედაქალაქი. პორტი ჩრდილოეთის ზღვაზე. 1928 წლის ზაფხულის IX ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი (800 ათასი, გარეუბნებით 1 მილიონი).

ამტი - დანიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.

ამტმან-ბრიედიტი (ნამდვილი გვარი ამტმანისი) ალფრედს - ლატვიელი რეჟისორი, მსახიობი, პედაგოგი (1885-1966 წწ).

ამტნისხევი - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელების ძველი სახელი.

ამტყელი - (აზანთა) სოფელი, ქედი, უღელტეხილი, მთა, მდინარე და ტბა აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში.

ამუაი - ქალაქი და ნავთობექსპორტის პორტი ვენესუელაში.

ამუგო - მთა, იხილე ამღა.

ამუგოსხევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ანდაქის მარჯვენა შენაკადი.

ამუდარია - შუა აზიის უდიდესი მდინარე ტაჯიკეთის, უზბეკეთის და თურქმენეთის ტერიტორიებზე (1415 კილომეტრი).

ამუკი - კრებითი სახელი მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლებისა ანთაქიის (ანტიოქიის) ველზე (თურქეთი, ჰათაის ვილაიეთი).

ამულეტი (ლათ.) - იგივე ავგაროზი.

ამულიუსი - ლათინთა მითიური სახე, ალბა-ლონგის ლეგენდარული მეფის პროკას შვილი.

ამუნატეგი მიგელ ლუის - ჩილელი საზოგადო მოღვაწე და განმანათლებელი (1828-1888 წწ).

ამუნდსენი რუალ - ნორვეგიელი მოგზაური, პოლარეთის მკვლევარი (1872-1928 წწ).

ამუნდსენ-სკოტი - აშშ-ს შიგაკონტინენტური სამეცნიერო სადგური სამხრეთ პოლუსზე.

ამუნი - იხილე ამონი1.

ამუნია - ძაღლი ბავშვის ენაზე.

ამუნიცია (ფრანგ.) - სამხედრო მოსამსახურის აღჭურვილობა.

ამური

  1. (ბერძნული ეროსის შესაბამისი) - სიყვარულის ღმერთი, ფრთოსანი ბიჭუნა.

  2. მცირე ცთომილი №1221, მზიდან საშუალო მანძილი 288 მლნ. კმ.

  3. (მონღოლურად „ხარა მურენი“ - შავი მდინარე, ჩინურად „ხეილუნძიანი“ - შავი დრაკონის მდინარე) - მდინარე აღმოსავლეთ აზიაში (სიგრძე - 2824 კილომეტრი, არგუნის სათავიდან - 4440 კილომეტრი).

  4. - კობრისებრთა ოჯახის ორი სახეობის თევზი.

ამურის კომსომოლსკი - ქალაქი რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში (300 ათასი).

ამურის ნიკოლაევსკი - ქალაქი რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში.

ამურისპირეთი - მდინარე ამურის შუა და ქვემო დინების აუზში მდებარე ტერიტორია.

ამურსანა - ჯუნგარიის (ოირათთა) სახანოს ერთ-ერთი მთავარი, მონღოლთა ანტიმანჯურიული აჯანყების (1755-1758 წწ) აქტიური მონაწილე (1722-1757 წწ).

ამურ-სანანი ანტონ - ყალმუხი მწერალი (1888-1939 წწ).

ამურსკი - ქალაქი რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში.

ამურუ - აქადელთა ერთ-ერთი ღვთაება იგივე მარტუ.

ამფარაარხუ - სოფელი გუდაუთის რაიონში.

ამფი - რთული სიტყვების ბერძნული წინსართი, ნიშნავს «ორმხრივს».

ამფიარაოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არგოსის მეფე, არგონავტთა ლაშქრობის მონაწილე.

ამფიბია (ბერძნ.) - წყალ და ხმელეთმავალი საბრძოლო მანქანა.

ამფიბიები - წყალხმელეთა ცხოველები.

ამფიბოლები (ბერძნ.) - მაგნიუმის, რკინის, კალციუმის და სხვა შემცველი მინერალთა ჯგუფი.

ამფიბოლია (ბერძნ.) - ორაზროვანი გამოთქმა, რომელიც სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნეს აღქმული.

ამფიბრაქი (ბერძნ.) - სამმარცვლიანი სალექსო ტერფი.

ამფიდიპლოიდები (ალოტეტრაპლოიდები) - შთამომავლობის მომცემი ჰიბრიდული ორგანიზმები, რომელთა უჯრედში ორი სხვადასხვა სახეობის ორგანიზმის ქრომოსომთა სრული დიპლოიდური კომპლექტია წარმოდგენილი.

ამფითეატრი (ბერძნ.)

  1. ძველ საბერძნეთში მონუმენტური ნაგებობა საჯარო სანახაობებისათვის.

  2. თანამედროვე თეატრში - პარტერის უკან თანდათანობით ამაღლებული ადგილები.

ამფიკარპია - მცენარეზე ორგვარი - მიწისზედა და მიწისქვეშა - ნაყოფების განვითარება.

ამფილოქე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არგოსელი მისანი, ბრძენ ამფიარაოსის შვილი, ელენეს ხელის ერთ-ერთი მაძიებელი.

ამფიმაკრი (ბერძნ.) - სამმარცვლიანი სალექსო ტერფი ანტიკურ ლექსთწყობაში.

ამფიმაქე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დულიხიელი უსაქმური დიდებული, პენელოპეს ხელის ერთ-ერთი მთხოვნელი.

ამფიმედონტი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პენელოპეს ხელის ერთ-ერთი მთხოვნელი.

ამფიმიქსისი - ჩვეულებრივი ტიპის სქესობრივი პროცესი.

ამფინომე - ძველი ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი მითის თანახმად, იასონის დედა.

ამფიოქსუსი - ცხოველი უქალოების ქვეტიპისა.

ამფიპოლისი - ანტიკური ქალაქი თრაკიაში.

ამფიპროსტილი - ტაძრის ტიპი ძველ საბერძნეთში.

ამფისტილია - პირველადი ზედა ყბის ორმაგი, ნაკლებმოძრავი შეერთება სატვინე ქალასთან.

ამფიტეატროვი ალექსანდრე - რუსი მწერალი (1862-1938 წწ).

ამფიტრიონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტირინთოს მეფე, ალკმენეს მეუღლე.

ამფიტრიტე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზღვის ღმერთთა - ნერევსისა და დორიდას - ქალიშვილი, პოსეიდონის მეუღლე.

ამფიუმისებრნი - კუდიანი ამფიბიების ოჯახი. შეიცავს ერთ გვარს, ერთ სახეობას - ამფიუმას.

ამფიფიტები - წყალხმელეთა მცენარეები.

ამფიქტიონია - ძველ საბერძნეთში - ტომთა და ქალაქ-სახელმწიფოთა კავშირი საერთო სამლოცველოების დასაცავად.

ამფორა (ბერძნ.) - ანტიკურ ხანაში თიხის, იშვიათად ლითონის, ვიწროყელიანი ორყურა ჭურჭელი.

ამფოტერობა - ნივთიერების უნარი გამოამჟღავნოს ან მჟავა, ან ფუძე თვისებები.

ამფსონი (სპარს.) - ამყოლი, თანამესუფრე, თანამეინახე.

ამქარი (სპარს. „ჰამ-ქარ“ - თანამოსაქმე) - ოსტატთა გაერთიანება შუა საუკუნეების აღმოსავლურ ქალაქებში და მათ შორის ძველ თბილისშიც.

ამღა

  1. (ამუგო) მწვერვალი დუშეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, აწუნტის ქედზე. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით, კალთები შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით (სიმაღლე - 3840 მეტრი).

  2. სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), პირიქითა ხევსურეთში, მდინარე არხოტისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1720 მეტრი, დუშეთიდან - 80 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 31 კაცი.

ამცაბზ (ალი) - აფხაზური მხატვრულ-ლიტერატურული დასურათებული საბავშვო ჟურნალი, დაარსდა 1957 წელს.

ამწე

  1. ტვირთის და ადამიანების ერთი სიმაღლიდან მეორეზე გადასატანი დანადგარი.

  2. საცალო და ფხვიერი ტვირთის (ნახშირი, მადანი) ასაწევი და გადასატანი მანქანა.

ამხანაგი (სპარს. „ჰამ-ხანე“ - თანამოსახლე) - საქმიანობით ახლობელი ადამიანი.

ამხელა - ამოდენა.

ამხერი - ყოფილი სოფელი ადიგენის რაიონში.

ამჰარა - ხალხი, ეთიოპიის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, ცხოვრობენ ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში.

ამჰარული ენა (ამჰარას ენა) - განეკუთვნება სემიტურ ენათა ეთიოპურ შტოს, ეთიოპიის ოფიციალური ენაა ინგლისურთან ერთად.

5.13 ან

▲ზევით დაბრუნება


ან - ქართული ენის გრამატიკული კავშირი.

ანა

  1. ქალაქი ერაყში.

  2. მდინარე თურქეთში.

  3. დაბა რუსეთის ვორონეჟის ოლქში.

  4. ქალის გავრცელებული სახელი ბევრ ქვეყანაში (ანა კალანდაძე, ანა ახმატოვა, ანა მანიანი და ა.შ.).

  5. წვრილი ფული ინდოეთში.

ანა ავსტრიელი - საფრანგეთის დედოფალი და რეგენტი (1601-1666 წწ).

ანაბა (1963 წლამდე ბონი) - ქალაქი-პორტი ჩრდილო-აღმოსავლეთ ალჟირში.

ანაბანა - იგივე ანბანი.

ანაბაზინსულფატი - მავნე მწერებთან ბრძოლის ქიმიური საშუალება.

ანაბაზისი - იხილე ანაბასისი.

ანაბაპტიზმი - XVI საუკუნის გერმანიასა და სხვა მახლობელ ქვეყნებში რელიგიურ-სექტანტური მიმდინარეობა.

ანაბაპტისტები („ხელმეორედ მონათლულნი“) - შუა საუკუნეების სექტანტები ევროპაში, მოძრაობა ჩაისახა 1519 წელს ციურიხში.

ანაბარი

  1. იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ ბანკში შესანახად შეტანილი ფული.

  2. მდინარე რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.

ანაბარის ყურე - ყურე ლაპტევების ზღვაში.

ანაბასი - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მტკნარი წყალსატევების თევზი.

ანაბასისი და ანაბაზისი (ბერძნულად „აღმასვლა“) - ორი უძველესი თხზულების სახელი: 1) „კიროსის ანაბასისი“ - ქსენოფონტე ათონელისა და 2) „ალექსანდრეს ანაბასისი“ - არიანე ფლავიუსისა.

ანაბასისი - სამხედრო ლაშქრობა დაბლა მდებარე ტერიტორიიდან ხღცის დონიდან უფრო მაღლა არსებული რეგიონისკენ.

ნაბერგ-ბუხოლცი - ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ გერმანიაში, საქსონიის მხარეში.

ანაბეჭდი - საღებავწასმული საბეჭდი ფორმიდან ქაღალდზე გადატანილი სასტამბო ტექსტი.

ანაბიოზი (ბერძნ.) - სასიცოცხლო პროცესების დროებით დაქვეითება ან შეწყვეტა.

ანაბოლია - ზრდასრული ორგანიზმის ნიშან-თვისებათა შეცვლა ფორმათწარმომქმნელი პერიოდის ბოლოს.

ანაბოლიზმი (ბერძნ.) - ნივთიერებათა ცვლის პროცესთა ერთობლიობა ორგანიზმში უჯრედების შემადგენელი ნაწილების წარმოქმნით.

ანაგა - სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

ანაგალაქტიკური - ჩვენი გალაქტიკის გარეთ არსებული ვარსკვლავთა სისტემები.

ანაგენეზი - ევოლუციური პროცესის ტიპი ბიოლოგიაში, ქსოვილთა რეგენერაციის პროცესი.

ანაგვირილა - ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა.

ანაგისხევი - პერიოდული მდინარე სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

ანაგლიფია - მოცულობითი გამოსახულების მიღების პოლიგრაფიული ხერხი.

ანაგრამა (ბერძნ.) - ასოების გადასმით ერთი სიტყვიდან მეორის მიღება.

ანაგული - მატყლის ანაჩეჩი (საბა).

ანადიომენე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აფროდიტეს ზედწოდება.

ანადიპლოზისი - სტილისტური ხერხი: ერთი წინადადების ბოლო სიტყვის გამეორება მეორე წინადადების თავში.

ანადირი - ქალაქი და მდინარე ჩუკოტკაში (რუსეთის მაგადანის ოლქი).

ანადოლუ აჟანსი - თურქეთის საინფორმაციო სააგენტო.

ანაერობები (ბერძნ.) - ორგანიზმები, რომელთაც ჟანგბადის გარეშე შეუძლიათ არსებობა.

ანაერობიოზი - სიცოცხლე თავისუფალი ჟანგბადის გარეშე.

ანავასია - წამალი რამეა მკურნალთა შორის, რომელთა იქონებენ და არღარა ეყნოსებათ სიმყრალე სნეულთანი (საბა).

ანაზატი (სომხურად „არათავისუფალი“) - ძველ სომხეთში საზოგადოების დაბალი ფენის წარმომადგენელი.

ანაზდად - უეცრად, მოულოდნელად.

ანაზდეული - უეცარი, მოულოდნელი.

ანაზღაურება - შრომის ფულადი შეფასება.

ანათემა (ბერძნ.) - ეკლესიის მიერ შეჩვენება, განკვეთა, დაწყევლა.

ანა იაროსლავოვნა - კიევის რუსეთის მთავრის, იაროსლავ ბრძენის ასული, საფრანგეთის მეფე ჰენრიხ I-ის მეუღლე (დაიბადა დაახლოებით 1024 - 1075 წწ).

ანა ივანოვნა - რუსეთის იმპერატრიცა 1730-40 წლებში (1693-1740 წწ).

ანაიზა - ქალაქი საუდის არაბეთში.

ანაიტისი - იხილე ანაჰიტა.

ანაკლია - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ანაკო - ქალაქი ვენესუელაში.

ანაკოლუთი (ბერძნ.) - სტილისტიკური ფიგურა, როცა სიტყვათა შორის დარღვეულია სწორი გრამატიკული შეთანხმება.

ანა კომნენე - ბიზანტიელი მწერალი და ისტორიკოსი ქალი, იმპერატორ ალექსი I კომნენის ასული (1083 - დაახლოებით 1148 წწ).

ანაკონდა (ესპ.) - მახრჩობელასებრთა ოჯახის გველი, აქვს 6-7, იშვიათად 9 მეტრი სიგრძე.

ანაკოფია - ციხე-ქალაქი ძველ საქართველში, ახლანდელი ახალი ათონის სიახლოვეს.

ანაკოფიის მღვიმე (ივერიის მღვიმე) - იხილე ახალი ათონის მღვიმე.

ანაკოფიისწყალი - მდინარე, იხილე ფსირცხა.

ანაკრეონტი - ძველბერძენი პოეტი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 570-487 წწ).

ანაკრეონტული პოეზია - მსუბუქი, ხალისიანი ლირიკა.

ანაკრუზა - მოკლე ან უმახვილო მარცვლები ტაეპის დასაწყისში.

ანალგეზია - ტკივილის შეგრძნების დაკარგვა.

ანალგეტიკები (ბერძნ.) - ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები.

ანალგია - იგივე ანალგეზია.

ანალგინი - ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატი.

ანალები - საისტორიო თხზულებათა უძველესი სახე; რომაული, აგრეთვე შუა საუკუნეების მატიანეები.

ანალექტები (ბერძნ.) - ერთი ან რამდენიმე მწერლის რჩეული თხზულებები.

ანალიზატორები (ბიოლ) - ორგანიზმზე მოქმედი გაღიზიანების აღქმისა და ანალიზისთვის განკუთვნილი ანატომიურ-ფიზიოლოგიური სისტემები.

ანალიზატორი - ოპტიკური ხელსაწყო სინათლის პოლარიზაციის ხასიათის დასადგენად.

ანალიზი (ბერძნ.) - საგნის აზრობრივი დაშლა შემადგენელ ნაწილებად.

ანალიზური - ანალიზზე დაფუძნებული.

ანალისტები - ძველრომაელი ისტორიკოსები.

ანალიტიკოსი - ადამიანი, რომელსაც საკუთარ ქცევა-განცდათა ან საზოგადო მოვლენათა ანალიზი სჩვევია.

ანალიტიკური - იხილე ანალიზური.

ანალოგი (ბერძნ.) - მსგავსი, იდენტური, რაც ანალოგიის საფუძელს იძლევა.

ანალოგია (ბერძნ.) - საგან-მოვლენათა მსგავსება რაიმე მიმართებით ან თვისებით.

ანალოე (ბერძნ.) - მართლმადიდებლურ ეკლესიაში მაგიდა, რომელზედაც საღვთო წიგნს დებენ ლოცვისას.

ანალური ხვრელი - საკვებგადამამუშავებელი არხის ბოლო ნაწილის ხვრელი, რაც ორგანიზმიდან საკვების ნარჩენების გამოდევნას ემსახურება.

ანალფაბეტური - ის, რაც ასოებით არაა გამოხატული, არაანბანური.

ანალციმი - კარკასული სტრუქტურის წყლიანი ალუმინსილიკატი.

ანამბასი - არქიპელაგი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

ანამი კორეტიკა - იაპონელი გენერალი (1886-1945 წწ).

ანამი - ვიეტნამის ძველი სახელი.

ანამის მთები - მთიანეთი ვიეტნამსა და ლაოსში.

ანამიტები - იგივე ვიეტნამელები.

ანამნეზი (ბერძნ.) - გამოკითხვით შეკრებილი ინფორმაცია ავადმყოფის სნეულებათა პროცესების შესახებ.

ანამნეზისი - შემეცნების პროცესი პლატონის ფილოსოფიაში.

ანამორფირება - ობიექტის გამოსახულების კონფიგურაციის გარდაქმნა.

ანამორფოზი (ბერძნ.) - დამახინჯებული სურათი, რომელიც სწორად ჩანს გარკვეულ პირობებში.

ანამური - დასახლებული პუნქტი ხმელთაშუაზღვისპირა თურქეთში.

ანანა - წარმართული ქართული ღვთაება, რომლის სახელიც ეწოდა ანანუპს.

ანანასი (ესპ.) - ტროპიკული ბალახოვანი მცენარე საკვები ნაყოფით.

ანანდა - ბუდიზმში - ბიძაშვილი და ერთგული მოსწავლე ბუდა შაკიამუნისა, რომელსაც იგი მუდამ თან ახლავს.

ანანდავარდჰანა - ინდოელი ლიტერატურის თეორიტიკოსი (დაახლოებით IX საუკუნე).

ანანდა მაჰიდონი - იხილე ჩაკრი.

ანანდი მულქ რაჯ - ინდოელი მწერალი (1905-1995 წწ).

ანანდი ვიშვანათან - პირველი ინდოელი მოჭადრაკე, რომელსაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა 1988 წელს. მსოფლიოს ჩემპიონი 2000 წლიდან ფიდე-ს ვერსიით (დაიბადა 1969 წელს).

ანანი კოფი ატა - გაეროს გენერალური მდივანი 1997-2006 წლებში, აფრიკის სახელმწიფო განის წარმომადგენელი (დაიბადა 1938 წელს).

ანანია - XV საუკუნის ქართველი მხატვარი, მინიატურისტი.

ანანიანი ვახტანგ - სომეხი მწერალი (დაიბადა 1905 წელს).

ანანიაშვილი ნინო - ბალერინა, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1963 წელს).

ანანია შირაკაცი (შირაკელი) - VII საუკუნის სომეხი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი.

ანანიევი ანატოლი - რუსი მწერალი (დაიბადა 1925 წელს).

ანანიევი - ქალაქი უკრაინის ოდესის ოლქში.

ანანინოს კულტურა - რკინის ხანის არქეოლოგიური კულტურა, გავრცელებული იყო ძვ.წ. VIII-III საუკუნეებში მდინარე კამისა და ვოლგის შენაკადებს შორის.

ანანკე

  1. პლანეტა იუპიტერის თანამგზავრი.

  2. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ბედისწერის ქალღმერთი, ბუნებაში ურღვევი კანონის განსახირება, რომლის ძალას თავად ღმერთებიც ემორჩილებოდნენ.

ანანტა - ინდუისტურ მითოლოგიაში - გველი, რომელიც დაცურავს კოსმიური ოკეანის წყლებში და ვიშნუს დაატარებს.

ანანური - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე, საქართველოს სამხედრო გზაზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 15 სოფელს: ავენისი, ანანური, ბანცურთკარი, დგნალი, ზოტიკაანთკარი, თანდილაანთკარი, კადოეთი, პავლეური, უფურეთი, ფხუნდავი, შალიკაანთკარი, ცივწყარო, ციხისძირი, ციხისსოფელი, ჭივილაანები). ზღვის დონიდან - 900 მეტრი, დუშეთიდან - 23 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 508 კაცი.

ანანურის მაზრა - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ყოფილ თბილისის გუბერნიაში.

ანანურის თემის საკრებულო - იხილე სოფელი ანანური.

ანანურის ციხესიმაგრე - ამ არქიტექტურული ანსამბლის მთავარი ტაძრის სამხრეთ კედელში ჩატანებულ ქვაზე შესრულებული წარწერის მიხედვით ეკლესიის აგება 1689 წელს დაუმთავრებია მსაჯულთუხუცეს ბარძიმს; გვიან შუა საუკუნეებში წარმოადგენდა არაგვის საერისთავოს მთავარ საკვანძო პუნქტს (რეზიდენციას), სადაც იკვეთებოდნენ, ერთის მხრივ, ჩრდილოეთიდან - თერგისა და არაგვის ხეობებით, მეორე მხრივ კი, ქართლიდან შემომავალი გზები, კეტავდა ჩრდილოეთიდან დარიალის ხეობით მომავალ გზას. 1803-1821 წლებში იყო ანანურის მაზრის ცენტრი. ეს არის საქართველოს გვიანდელი ხანის ერთერთი საუკეთესო ხუროთმოძღვრული ძეგლი, რომელშიც თავმოყრილია საკულტო, სამხედრო და საერო ხასიათის ნაგებობები.

ანაპა - ქალაქი-კურორტი რუსეთის კრასნოდარის მხარეში (60 ათასი).

ანა პერენა - რომაულ მითოლოგიაში - ახალი წლისა და გაზაფხულის მფარველი ქალღმერთი. მისი სადიდებელი ზეიმები მარტის იდებს ემთხვეოდა (15 მარტი).

ანაპესტი - სამმარცვლიანი სალექსო ტერფი. იგივე ანტიდაქტილი

ანაპლაზმა - ცხოველთა სისხლის პარაზიტების გვარი რიკეტსიების რიგისა.

ანაპლაზმოზი (ბერძნ.) - შინაური და გარეული ცხოველების დაავადება.

ანაპოლისი - ქალაქი ცენტრალურ ბრაზილიაში.

ანარა - ქალაქი რეზო ესაძის ამავე სახელწოდების ფილმიდან.

ან-არბორი (ენ-არბორი) - ქალაქი აშშ-ს მიჩიგანის შტატში.

ანარდარა - დასახლებული პუნქტი დასავლეთ ავღანეთში.

ანარეკლი

  1. ზედაპირზე არეკლილი სხივი.

  2. მარიამ გარიყულის რომანი.

  3. ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1974 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ოთარ აბესაძე. სცენარის ავტორები - თეიმურაზ მაღლაფერიძე და ოთარ აბესაძე. დამდგმელი ოპერატორი - არჩილ ფილიპაშვილი. კომპოზიტორი - რევაზ ლაღიძე. მთავარ როლებში: თენგიზ არჩვაძე, მედეა ბიბილეიშვილი, იზა გიგოშვილი, დავით პაპუაშვილი, მარინე თბილელი, ზურაბ ლაფერაძე, ბუხუტი ზაქარიაძე, სპარტაკ ბაღაშვილი, კოტე დაუშვილი, ვახტანგ ნინუა, იპოლიტე ხვიჩია.

ნარი რასულ ოღლი (სრული სახელი და გვარი ანარ რასულ ოღლი რზაევი) - აზერბაიჯანელი მწერალი (დაიბადა 1938 წელს)

ანარია

  1. მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.

  2. სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

ანარქია (ბერძნ.) - სრული უწესრიგობა, არეულობა

ანარქიზმი - სახელმწიფო ხელისუფლების უარმყოფელი პოლიტიკური მიმდინარეობა.

ანასეული - ყოფილი სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ანასპიდები - ნამარხი უყბოების ქვეკლასი.

ანასტასი - საბჭოთა პარტიული მოღვაწის მიქოიანის სახელი.

ანასტასი სინელი - VII საუკუნის მეორე ნახევრის ბიზანტიელი თეოლოგია, ორთოდოქსიის შეუპოვარი დამცველი.

ანასტასია - ამერიკული ფილმი რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ქალიშვილის შესახებ.

ანასტასიოს I - ბიზანტიის იმპერატორი 491-518 წლებში (დაახლოებით 430-518 წწ).

ანასტიგმატი - გაუმჯობესებული ფოტოგრაფიული ობიექტივის სახესხვაობა.

ანა სტიუარტი - დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალი 1702-14 წლებში (1665-1714 წწ).

ანასტომოზი (ბერძნ.) - სისხლძარღვების, ლიმფის სადინარების ან ნერვების შეერთება.

ანატაზი - პოლიმორფული მოდიფიკაციის მინერალი.

ანატები - ერთდროული გადასახადი პაპის კურიის სასარგებლოდ კათოლიკურ ეკლესიაში.

ანატექსისი - დედამიწის ქერქის ქვედა ნაწილის გადნობის პროცესი.

ანატკეცი - კაჟის, ობსიდიანის ან სხვა ქანის ნუკლეუსიდან ადამიანის ხელით ატკეცილი ფირფიტა.

ანატი - დასავლურსემიტურ მითოლოგიაში ნადირობისა და ომის ქალღმერთი, ძველეგვიპტელები თაყვანს სცემდნენ, როგორც რას ასულს.

ანატოლია - თურქეთის აზიური ნაწილი.

ანატომია (ბერძნ.) - ცოცხალი ორგანიზმის აგებულების შემსწავლელი მეცნიერება.

ანატორისღელე - უღელტეხილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე.

ანატორის ჯვარი - „წმინდა“ ნადირის (ჯიხვის, არჩვის, შვლისა და სხვა) მფარველი ღვთაება ხევსურეთში.

ანატოქსინი - ტოქსინის უვნებელი წარმოებული, რომელსაც დაკარგული აქვს შხამის თვისებები.

ანაუ

  1. მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი აშხაბადის სიახლოვეს.

  2. დაბა თურქმენეთის აშხაბადის ოლქში.

ანაფაზა - მცენარეული და ცხოველური უჯრედის არაპირდაპირი გაყოფის მესამე სტადია ან ფაზა.

ანაფე - მცირე კუნძული სპორადებში, ეგეოსის და კრეტის ზღვებს შორის, სადაც ქარიშხალში თავი შეაფარეს არგონავტებმა.

ანაფილაქსია (ბერძნ.) - პათოლოგიური პროცესი ორგანიზმში უცხო ცილის განმეორებითი შეყვანისას.

ანაფორა (ბერძნ.)

  1. მღვდლის განიერი და გრძელი ზედა ტანსაცმელი.

  2. მოსახსენებელი წირვა (აღაპის დროს), აგრეთვე წირვისა და აღაპის ნარჩენი პურ-ღვინო.

  3. სტილისტიკური ფიგურა პოეზიაში - მოსაზღვრე ტაეპების ან სხვა ნაწილების დაწყება ერთი და იმავე ან მსგავსი სიტყვებით.

ანაფრონტი (ბერძნ.) - მეტეოროლოგიაში ატმოსფერული ფრონტი თბილი ჰაერის აღმავალი მოძრაობით.

ანაქორეტი (ბერძნ.) - განდეგილი, მეუდაბნოე.

ანაქრომატი - ოპტიკური სისტემის სახესხვაობა.

ანაქრონიზმი - წლების ანგარიშისას დაშვებული შეცდომა ან დროთა აღრევა.

ანაქსაგორა (კლაზომენელი, ჰეგესიბულეს ძე) - ძველბერძენი ფილოსოფოსი (დაახლოებით ძვ. წ. აღ. 500-428 წწ).

ანაქსიმანდრე (მილეტელი, პრაქსიადეს ძე) - ძველბერძენი ფილოსოფოსი, თალესის მოწაფე (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 610-546 წწ).

ანაქსიმენე (მილეტელი, ევრისტრატეს ძე) - ძველბერძენი ფილოსოფოსი, ანაქსიმანდრეს მოწაფე (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 585-525 წწ).

ანაქსო - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ალკმენეს დედა, ჰერაკლეს დიდედა.

ანაქტორი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰერაკლეს ბიძა (დედის - ალკმენეს ძმა).

ანაყულიევა ანაგულ - თურქმენი მომღერალი ქალი, სოპრანო, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1924 წელს).

ანაშა - ნარკოტიკული ნივთიერების ჟარგონული სახელი.

ანაჩეჩი - ბოჭკოვანი მასალის ჩეჩვის დროს მორჩენილი ჭუჭყიანი მოკლე ბოჭკოები.

ანახომსთა - მდინარე გაგრის ტერიტორიაზე, ერთვის შავ ზღვას.

ანაჰაიმი - ქალაქი აშშ-ს კალიფორნიის შტატში.

ანაჰიტა (ძველსპარსულად „უბიწო“) - სიყვარულის და ნაყოფიერების ქალღმერთი მაზდეანურ რელიგიაში.

ანბანთქება - ქართული ლექსის სახეობა, ანბანზე გაწყობილი ლექსი. პოპულარული ჟანრი იყო აღორძინების ხანის ქართულ პოეზიაში.

ანბანი - ასოთა ერთობლიობა.

ანბერდი - VII-XII საუკუნეების ციხესიმაგრე სომხეთში.

ანგალა - საკლავის ნაწილი მუხლიდან ბეჭის სახსრამდე.

ანგალი - ლაზღანდარა, მასხარა.

ანგამა - ინდოეთის ნაგალენდის შტატში მცხოვრები ხალხი.

ანგაჟემენტი (ფრანგ.) - მსახიობის მიწვევა გარკვეული ვადით და პირობით.

ანგარა - მდინარე რუსეთის ირკუტსკის ოლქში და კრასნოიარსკის მხარეში (სიგრძე - 1779 კილომეტრი).

ანგარება - ამორალური, ეგოისტური თვისება ადამიანისა, გამორჩენის მიზნით მოქმედება.

ანგარეტისი (ნამდვილი გვარი ალექსა) ზიგმას - რევოლუციონერი, ლიტვის კომპარტიის ერთ-ერთი ლიდერი (1882-1940 წწ).

ანგარი (ფრანგ.) - თვითმფრინავების სადგომი.

ანგარია (ბერძნ.) - ომის დროს ნეიტრალური სახელმწიფოს სავაჭრო გემის დაკავება ერთ-ერთი მეომარი ქვეყნის მიერ.

ანგარიდა (ანგარისი, მდინარე ანგარის მიხედვით) - ჩრდილოეთ აზიის ტერიტორიაზე პალეოზოურ-მეზოზოურ ერათა ზღვარზე არსებული კონტინენტი.

ანგარიშგება - მუშაობის შედგების დამახასიათებელ მაჩვენებელთა სისტემა.

ანგარიში - მარტივი არითმეტიკული მოქმედება.

ანგარიშიანი - ითქმის ხელმომჭირნე ადამიანზე.

ანგარიშსწორება - პროდუქციის შეძენისას ან მომსახურებისას ნაღდი ფულის გადახდა.

ანგაროული - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევში შემორჩენილი შუა ფეოდალური ხანის ეკლესია, რომელზეც ლაპიდარული წარწერაა.

ანგარსკი - ქალაქი რუსეთის ირკუტსკის ოლქში (270 ათასი).

ანგასი (საკუთარი სახელწოდება კერანგი ან კარანგმა) - მუსლიმანური აღმსარებლობის ხალხი ნიგერიაში.

ანგ დუონგი - კამბოჯის (კამპუჩიის) მეფე (დაახლოებით 1806-1860 წწ).

ანგელინა პრასკოვია - ქალთა პირველი სატრაქტორო ბრიგადის ორგანიზატორი საბჭოთა კავშირში (1912-1959 წწ).

ანგელნური ჯიში (მსხვილი რქოსანი საქონლისა) - სარძეო მიმართულების ჯიში.

ანგელოვი დიმიტრ სიმეონოვ - ბულგარელი ისტორიკოსი (დაიბადა 1917 წელს).

ანგელოზა - ორ ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა.

ანგელოზი (ბერძნულად „მაცნე, შიკრიკი“) - ღვთის ზეციური მსახური, ადამიანის მსგავსი ფრთოსანი არსება.

ანგელოზის მთა - მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხევის კავკასიონზე.

ანგელოპულოსი თეო (სრული სახელი თეოდოროსი) - ბერძენი სცენარისტი, პროდიუსერი და კინორეჟისორი (დაიბადა 1936 წელს).

ანგელოსები - ბიზანტიის იმპერატორთა დინასტია 1185-1204 წლებში.

ანგელუს სილეზიუსი (ნამდვილი სახელი და გვარი იოჰან შეფლერი) - გერმანელი პოეტი-მისტიკოსი (1624-1677 წწ).

ანგიანო დანიელ - ესპანეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1882-1969 წწ).

ანგილეიკო თედორე - ბელორუსი ხის გრავიორი, პოლიგრაფიული საქმის ოსტატი (XVI XVIII საუკუნეების ზღვარი).

ანგინა (ლათ.) - ინფექციური დაავადება. ხახის ლიმფოიდური ქსოვილების ანთება.

ანგიო - რთული სიტყვების ბერძნული წინსართი, ნიშნავს „ძარღვს“.

ანგიოგრაფია (ბერძნ.) - სხვადსხვა ორგანოს სისხლძარღვთა გამოკვლევის რენტგენოლოგიური მეთოდი.

ანგიოლოგია (ბერძნ.) - სისხლძარღვებისა და ლიმფური სისტემების შემსწავლელი დარგი ანატომიისა.

ანგიომა (ბერძნ.) - სისხლძარღვების ან ლიმფური ძარღვებისაგან განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნე.

ანგიონევროზი (ბერძნ.) - სისხლძარღვთა ინერვაციის ფუნქციური მოშლა.

ანგიოსპაზმი - მცირე არტერიების სპაზმი, რაც ამა თუ იმ ორგანოში სისხლის მიწოდებას აფერხებს.

ანგირასი - ბრძენი-რიში, რიგვედას ერთ-ერთი მითიური ავტორი.

ან გირი - კორეის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე (1907-1947 წწ).

ანგისა (ანგესა) - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

ანგკორ-ვატი - ინდუისტური ტაძრების უზარმაზარი კომპლექსი კამბოჯაში.

ანგკორ-თომი - კამბოჯის დედაქალაქი XII-XVI საუკუნეებში.

ანგკორი - IX-XIII საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლი კამბოჯაში.

ანგლები - ძველი ჩრდილოგერმანული ტომი, თანამედროვე ინგლისელების წინაპრები.

ანგლეზი - საერთო სახელი ძველებური ინგლისური ცეკვებისა, რომლებიც სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.

ანგლეტერი - სასტუმრო ყოფილ ლენინგრადში, სადაც 1925 წელს თავი მოიკლა რუსმა პოეტმა სერგეი ესენინმა.

ანგლიკანური ეკლესია (ეპისკოპალური ეკლესია) - ერთ-ერთი პროტესტანტული ეკლესია, ჩამოყალიბდა XVI საუკუნეში.

ანგლიციზმი - ინგლისურიდან ნასესხები სიტყვა ან გამოთქმა.

ანგლოკათოლიციზმი - მოძრაობა ანგლიკანურ ეკლესიაში, მიზნად ისახავს კათოლიკობის აღდგენას.

ანგლომა ჟოსელინ - ფრანგი ფეხბურთელი (დაიბადა 1964 წელს).

ანგლომანია - გადაჭარბებული სიყვარული ყოველივე ინგლისურისა.

ანგლოსაქსები - საერთო სახელი იმ გერმანული ტომებისა (ანგლების, საქსების, იუტების და ფრიზების), რომლებმაც V-VI საუკუნეებში ბრიტანეთი დაიპყრეს.

ანგლოფილი - ინგლისური სამყაროს მოყვარული.

ანგლოფობია - ინგლისური სამყაროს სიძულვილი.

ანგლსი (ენგლსი) - კუნძული ირლანდიის ზღვაში, უელსის ჩრდილო-დასავლეთ ნაპირებთან.

ანგმაგსალიკი - დასახლებული პუნქტი სამხრეთ-აღმოსავლეთ გრენლანდიაში.

ანგობი - თიხის ხსნარი, რითაც იფარება თიხის ჭურჭლის ზედაპირი გამოწვამდე.

ანგოლა (ანგოლის რესპუბლიკა, portug. Republica de Angola)

  • სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში. სამხრეთით ესაზღვრება ნამიბიას, ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, აღმოსავლეთით - ზამბიას, აგრეთვე კონგოს რესპუბლიკას (ანკლავი კაბინდა); დასავლეთით აქვს გასასვლელი ატლანტის ოკეანეში.

  • დამოუკიდებლობის დღე (პორტუგალიისგან) - 1975 წლის 11 ნოემბერი.

  • ეროვნული დევიზი - „Virtus Unita Fortio“ (ერთობა ქმნის ძალას).

  • ჰიმნი - „ანგოლა, წინ!“

  • მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.

  • ფართობი - 1 246 700 კვ.კმ.

  • დაყოფილია 18 პროვინციად.

  • მოსახლეობა - 16 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 13 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • ოფიციალური ენა - პორტუგალიური.

  • დედაქალაქი - ლუანდა.

  • ფულის ერთეული - კვანზა.

  • ქვეყნის კოდი - AGO.

  • დროის სარტყელი - UTC +1.

  • სატელეფონო კოდი - +244.

  • ინტერნეტ-დომენი - ao.

ანგოლარი - სან-ტომეში გავრცელებული ენა, კრეოლური ენის სახესხვაობა.

ანგონი - ძველ ფრანკთა ცივი იარაღი, სატყორცნი შუბი.

ანგორის ბრძოლა - ბრძოლა თემურ-ლენგსა და თურქეთის სულთან ბაიაზედს შორის 1402 წელს ანგორასთან (ახლანდელი ანკარა).

ანგორული თხა - სამატყლე ჯიშის თხა, რომლის სამშობლოა შუამდინარეთის უძველესი ქვეყნები.

ანგრაპა - მდინარე რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და პოლონეთში.

ანგრბოდა - სკანდინავიურ მითოლოგიაში - გოლიათი ქალი, რომელმაც სამი ურჩხული შობა: მგელი ფერნირა, გველი ერმუნგანდა და მიცვალებულთა საუფლოს მბრძანებელი ჰელი.

ანგრევანი - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

ანგრენი (აჰანგარანი) - ქალაქი და მდინარე უზბეკეთში, ტაშკენტის ოლქში.

ანგსტრემი (ონგსტრიომი) იონას - შვედი ფიზიკოსი (1814-1874 წწ).

ანგსტრემი - სიგრძის საზომი ერთეული, უმთავრესად იხმარება ოპტიკაში, ატომურ და მოლეკულურ ფიზიკაში.

ანგულემი - ქალაქი დასავლეთ საფრანგეთში, დეპარტამენტ შარანტას ადმინისტრაციული ცენტრი (100 ათასი).

ანგუმუა - ისტორიული ოლქი დასავლეთ საფრანგეთში.

ანგუსი

  1. ოლქი აღმოსავლეთ შოტლანდიაში.

  2. ირლანდიურ მითოლოგიაში - ძლევამოსილი ჯადოქარი სიდი, რომელსაც აქვს უნარი უხილავად გადაადგილდეს ჰაერში.

ანგუსტანა - ინდიელ მოისართა თითზე წამოსაცმელი ლითონის ან ტყავის რგოლი.

ანდა - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

ანდაი მელიჰ ჯევდეთ - თურქი პოეტი და ჟურნალისტი (დაიბადა 1915 წელს).

ანდაზა - ზეპირსიტყვიერების ჟანრი, ხალხში გავრცელებული მოკლე გამონათქვამები იგავური მინიშნებით.

ანდალიბი ნურმუჰამედ ღარიბ - თურქმენი პოეტი (დაახლოებით 1710/11 - 1770/71 წწ).

ანდალუზიტი - ალუმინის სილიკატი, ვარდისფერი, იისფერი, წითელი, მწვანე და სხვა ფერის მინერალი, მინისებრი ელვარების მქონე.

ანდალუსია - ისტორიული ოლქი სამხრეთ-დასავლეთ ესპანეთში, რომელიც მოიცავს რვა პროვინციას: ალმერია, კადისი, კორდოვა, გრანადა, უელვი, ხაენა, მალაგა და სევილია.

ანდამანელები - ანდამანის კუნძულების (ინდოეთი) მკვიდრი მოსახლეობა.

ანდამანის და ნიკობარის კუნძულები - ინდოეთის კუთვნილი მოკავშირე ტერიტორია.

ანდამანის ზღვა - ნახევრად დახშული ზღვა ინდოეთის ოკეანეში.

ანდამანის კუნძულები - არქიპელაგი ინდოეთის ოკეანეში, ბენგალის ყურესა და ანდამანის ზღვას შორის.

ანდამატი - იგივე მაგნიტი.

ანდანტე (იტალ. სიტყვასიტყვით „ნაბიჯით მიმავალი“) - ზომიერად ნელი ტემპი მუსიკაში.

ანდანტინო (იტალ. ანდანტეს კნინობითი ფორმა) - ანდანტეზე უფრო ხალისიანი ტემპი.

ანდარაზანის ქედი - ქედის თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, კახეთის კავკასიონის სამხრეთი განშტოება, მდინარეების ლოპოტისა და დიდხევის წყალგამყოფი ქედი. ქედის ჩრდილოეთ ნაწილში აღმართულია მწვერვალი დიდი ანდარაზანი (სიმაღლე 3039 მ), სამხრეთით - მწვერვალი პატარა ანდარაზანი (სიმაღლე 2348 მ). ქედი ძირითადად აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. თხემურ ზონაში სუბალპური და ალპური მდელოებია, ქვევით - წიფლის ტყე.

ანდარზი - დიდაქტიკური ლიტერატურის სახეობა შუა საუკუნეების ირანულ სამყაროში.

ანდარმა - მდინარე რუსეთის ტომსკის ოლქში.

ანდაქი

  1. უღელტეხილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე; მდინარე ფშავის არაგვის სათავეებს (უკანაფშავი) აკავშირებს მდინარე ანდაქის ხეობასთან (პირიქითა ხევსურეთი) (სიმაღლე - 2887 მეტრი).

  2. სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (შატილის თემის საკრებულო), მდინარე ანდაქის ნაპირზე, პირიქითა ხევსურეთში. ზღვის დონიდან - 1550 მეტრი, დუშეთიდან - 123 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 17 კაცი.

  3. (ანდაქისწყალი) მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, არღუნის მარჯვენა შენაკადი, სათავე აქვს დიდი ბორბალოს მთასთან (სიგრძე - 18 კილომეტრი, აუზის ფართობი - 272 კვ.კმ). სათავე აქვს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მთა პატარა ბორბალოსთან.

ანდაქისწყალი - იხილე ანდაქი (3).

ანდები (ანდის კორდილერიები) - კორდილიერების მთათა სისტემის სამხრეთი ნაწილი, რომელიც სამხრეთ ამერიკის მთელ სიგრძეზეა გადაჭიმული.

ანდეგრაუნდი (ინგლ.) - მხატვრული მიმართულება თანამედროვე დასავლურ ხელოვნებაში, რომლისთვისაც დამახასიათებელია დაპირისპირება გაბატონებულ იდეოლოგიასთან.

ანდედ - ალალბედზე.

ანდეზინი (სახელი ეწოდა ანდების მიხედვით) - მორუხო-თეთრი ფერის მინერალი ცვალებადი ქიმიური შემადგენლობით, იყენებენ მჟავაგამძლე კერამიკულ ნაკეთობებში.

ანდეზიტ-ბაზალტი - ვულკანური წარმოშობის მასიური ან ფოროვანი ქანი, იყენებენ როგორც მჟავაგამძლე მასალას.

ანდეზიტი -

1) ვულკანური წარმოშობის საშუალო მჟავიანობის ქანი.

2) იხილე ბაკურიანის ანდეზიტი.

ანდეზიტური ხაზი - ხაზი, რომელიც გამოყოფს წყნარი ოკეანის პერიფერიულ ნაწილს მისი შიგა არეებისაგან.

ანდერლეჰტი (სამეფო სპორტული კლუბი «ანდერლეჰტი») - ბელგიის ერთ-ერთი უძლიერესი საფეხბურთო კლუბი, ქვეყნის 29-გზის ჩემპიონი (1947-2007 წწ). ევროპის თასების მფლობელთა თასის (1976, 1978) და უეფას თასის მფლობელი (1983). დაარსებულია 1908 წელს.

ანდერსენი ადოლფ - თავისი ეპოქის ერთ-ერთი უძლიერესი გერმანელი მოჭადრაკე (1818-1879 წწ).

ანდერსენი ჰანს ქრისტიან - დანიელი მწერალი, კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მეზღაპრე (1805-1875 წწ).

ანდერსენ-ნექსე მარტინ - დანიელი მწერალი (1869-1954 წწ).

ანდერსი უილიამ - ამერიკელი ასტრონავტი, რომელიც 1968 წელს ხომალდ „აპოლონ-8“-ით მთვარის ორბიტაზე გავიდა (დაიბადა 1933 წელს).

ანდერსონი ბიბი - შვედი მსახიობი ქალი (დაიბადა 1935 წელს).

ანდერსონი დან - შვედი მწერალი (1888-1920 წწ).

ანდერსონი კარლ დეივიდ - ამერიკელი ფიზიკოს-ექსპერიმენტატორი, 1936 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1905-1991 წწ).

ანდერსონი ლინდსეი - კინოსა და თეატრის ინგლისელი რეჟისორი (1923-1994 წწ).

ანდერსონი მარიან - აფროამერიკელი მომღერალი ქალი, კონტრალტო (1902-1993 წწ).

ანდერსონი პამელა - კანადელი ტოპ-მოდელი და მსახიობი (დაიბადა 1967 წელს).

ანდერსონი ულფ - შვედი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1951 წელს).

ანდერსონი ფილიპ უორენი - ამერიკელი ფიზიკოსი, 1977 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჯ.ვან ფლეკთან და ნ. მოტთან ერთად (დაიბადა 1923 წელს).

ანდერსონი შერვუდ - ამერიკელი მწერალი (1876-1941 წწ).

ანდერსონი ჯეიმზ - ბრიტანელი ეკონომისტი, მიწის რენტის თეორიის ავტორი (1739-1808 წწ).

ანდერსონი ჯილიან (ჯილიან ლი) - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1968 წელს).

ანდერსონი ჰერბერტ ლოურენს - ამერიკელი ფიზიკოსი (დაიბადა 1914 წელს).

ანდერსონი როუზ - მსახიობ ენდი მაკდაუელის ნამდვილი სახელი და გვარი.

ანდერსონი - ქალაქი აშშ-ს ინდიანას შტატში (60 ათასი).

ანდერში ალფრედ - გერმანელი მწერალი (1914 - 1980 წწ).

ანდერძი

  1. მოქალაქის განკარგულება მისი ქონების დატოვებაზე სიკვდილის შემთხვევაში.

  2. მინაწერი ძველ ხელნაწერებზე, რომელშიც მითითებულია გადამწერის ავტორის ან დამკვეთის ვინაობა.

ანდვარი - სკანდინავიურ მითოლოგიაში - ჯუჯა, ოქროს განძის მცველი.

ანდიევი სოსლან - ოსი მოჭიდავე, მსოფლიოს ექვსგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი (დაიბადა 1952 წელს).

ანდიელები (საკუთარი სახელწოდება „ყვანალი“) - კავკასიური წარმომავლობის ხალხი დაღესტანში.

ანდისი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ანდის ყოისუ - მდინარე საქართველოსა (ახმეტის მუნიციპალიტეტი) და რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკაში, სათავე აქვს კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე. წარმოიქმნება თუშეთის ალაზნისა და პირიქითი ალაზნის შეერთებით. სიგრძე (თუშეთის ალაზნის სათავიდან) - 203 კილომეტრი, აუზის ფართობი - 4820 კვ.კმ. მიედინება ვიწრო, ღრმა ხეობაში, აჩენს ჭორომებსა და ჩანჩქერებს. იერთებს მრავალ მთის მდინარეს. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით, ზემო დინებაში - მყინვარებითაც. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულში იცის, წყალმცირობა - ზამთარში. უერთდება მდინარე ავარიის ყოისუს და ქმნის მდინარე სულაკს.

ანდიური ენა - დაღესტნურ ენათა ჯგუფის ხუნძურ-დიდოური ქვეჯგუფის ერთ-ერთი ენა.

ანდიჯანი - ქალაქი უზბეკეთში, საოლქო ცენტრი (300 ათასი).

ანდო სიოეკი - იაპონელი მოაზროვნე, ათეისტი (დაახლოებით 1700-1760 წწ).

ანდო - იაპონელი არქიტექტორი (დაიბადა 1931 წელს).

ანდოზერო - ტბა რუსეთის ვოლოგდის ოლქში.

ანდოკიდე - ძვ.წ.აღ. VI საუკუნის II ნახევრის ბერძენი ფერმწერი.

ანდომა - მდინარე რუსეთის ვოლოგდის ოლქში.

ანდორა (ანდორის სამთავრო, ესპან. Principado de Andorra, frang. Principaute d'Andorre)

  • ჯუჯა სახელმწიფო (სამთავრო) სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში. მდებარეობს აღმოსავლეთ პირენეებში, საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. ზღვაზე გასასვლელი არ აქვს.

  • დაარსებულია 1278 წელს.

  • ეროვნული დევიზი - „Virtvs Vnita Fortior“.

  • ჰიმნი - „El Gran Carlemany“.

  • ფართობი - 468 კვ.კმ.

  • მოსახლეობა - 70 ათასი.

  • სიმჭიდროვე - 150 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • ოფიციალური ენა - კატალონური.

  • დედაქალაქი - ანდორა-ლა-ვიეხა.

  • ფულის ერთეული - ევრო.

  • ქვეყნის კოდი - AND.

  • დროის სარტყელი - UTC +1.

  • სატელეფონო კოდი - +376.

  • ინტერნეტ-დომენი - ad.

ანდორა-ლა-ვიეხა (ანდორა-ლა-ველია) - ანდორის დედაქალაქი (20 ათასი).

ანდორეთი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ანდრადე ედვარდ ნევილ და კოსტა - ინგლისელი ფიზიკოსი (1887-1971 წწ).

ანდრაშ II (ენდრე II) - უნგრეთის მეფე 1205 წლიდან, არპადების დინასტიიდან (1175-1235 წწ).

ანდრაში დიულა უფროსი - გრაფი, უნგრეთის პოლიტიკური მოღვაწე, 1848 წლის რევოლუციის მონაწილე (1823-1890 წწ).

ანდრე ემილ - ფრანგი არქიტექტორი (1871-1933 წწ).

ანდრე კარლი - ამერიკელი მოქანდაკე (დაიბადა 1935 წელს).

ანდრე სოლომონ ავგუსტ - შვედი ინჟინერი და არქტიკის მკვლევარი (1854-1897 წწ).

ანდრეა დელ სარტო - იტალიელი ფერმწერი (1486-1530 წწ).

ანდრეა პიზანო - იხილე პიზანო ა.

ანდრეაპოლი - ქალაქი რუსეთის ტვერის ოლქში.

ანდრეასი სუნესენი - დანიელი სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწე, ლუნდის არქიეპისკოპოსი (დაახლოებით 1160-1228 წწ).

ანდრეასიანი არკადი - ერევნის „არარატის“ და საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრები გუნდის წევრი XX საუკუნის 70-იან წლებში (დაიბადა 1947 წელს).

ანდრეე იოჰან ვალენტინ - გერმანელი ოკულტური მოაზროვნე და მწერალი (1586-1654 წწ).

ანდრეევი ბორის - რუსი კინომსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1915-1982 წწ).

ანდრეევი დანიილ - რუსი პოეტი-მისტიკოსი (1906-1959 წწ).

ანდრეევი ვადიმ - რუსი მწერალი (1902-1976).

ანდრეევი ვიქტორ - რუსი არქიტექტორი (1905-1988 წწ).

ანდრეევი ლეონიდ - რუსი მწერალი (1871-1919 წწ).

ანდრეევი ნიკოლაი - რუსი მოქანდაკე (1873-1932 წწ).

ანდრეევ-კუნი ჯორჯე- სერბი ფერმწერი და გრაფიკოსი (1904-1964 წწ).

ანდრეენი ელენორ ანდრეა - შვედი ექიმი ქალი, ქალთა საერთაშორისო მოძრაობის მოღვაწე (1888-1975 წწ).

ანდრეესკუ იონ - რუმინელი ფერმწერი (1850-1882 წწ).

ანდრეზი - ხევსურულ ზეპირსიტყვიერებაში სამაგალითოდ შემონახული ამბავი.

ანდრეიანოვა ელენა - ბალეტის რუსი მსახიობი, ჟიზელის პარტიის პირველი შემსრულებელი რუსეთში (1819-1857 წწ).

ანდრეიკო ანდრის - ლატვიელი მოშაშე, მსოფლიოს ჩემპიონი 1968-72 წლებში (1942-1976 წწ).

ანდრეი რუბლიოვი - რუსი მხატვარი, ხატმწერი (XIV-XV სს).

ანდრეიჩენკო ნატალია - რუსი კინომსახიობი (დაიბადა 1956 წელს).

ანდრელა (ოროსვიგოვსკი) მიხაილო - უკრაინელი მწერალი (დაახლოებით 1637-1710 წწ).

ანდრემონე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ქალი, რომელიც ხანდაზმულმა ოდისევსმა შეირთო და მასთან დარჩა სიცოცხლის ბოლომდე.

ანდრეოტი ჯულიო - იტალიის პოლიტიკური მოღვაწე, პრემიერ-მინისტრი 70-90-იან წლებში (დაიბადა 1919 წელს).

ანდრესი სტეფან - გერმანელი მწერალი (1906-1970 წწ).

ანდრესი ურსულა - ჰოლივუდის კინომსახიობი ქალი (დაიბადა შვეიცარიაში 1936 წელს).

ანდრეტი - ამერიკელი ავტომრბოლელები: მარიო (დაიბადა 1940 წელს), მისი შვილები: მაიკლი და ჯეფი - არაერთი რბოლისა და შეჯიბრების გამარჯვებულნი.

ანდრია - ქალაქი სამხრეთ იტალიაში.

ანდრია ალგირდასის ძე (ოლგერდის ძე) - პოლოცკისა და ფსკოვის მთავარი (1325-1399 წწ).

ანდრია ბოგოლიუბსკი - ვლადიმირ-სუზდალის და კიევის რუსეთის დიდი მთავარი, იური დოლგორუკის ვაჟი (დაახლოებით 1111-1174 წწ).

ანდრია კრეტელი - ბიზანტიელი ჰიმნოგრაფი (650-726 წწ).

ანდრია მოციქული - ქრისტეს ერთ-ერთი უახლოესი და საყვარელი მოწაფე.

ანდრიანოვი ვასილი - ავიაციის გენერალ-მაიორი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი (დაიბადა 1920 წელს).

ანდრიანოვი ნიკოლაი - რუსი ტანმოვარჯიშე, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონი XX საუკუნის 70-80-იან წლებში (დაიბადა 1952 წელს).

ანდრიაშვილი აკაკი - კომპოზიტორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1904-1990 წწწ).

ანდრიაწმინდა - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

ანდრიეში ანდრეი - მოლდაველი ფიზიკოსი, აკადემიკოსი (დაიბადა 1933 წელს).

ანდრიკანისი ევგენი - რუსი კინოოპერატორი და კინორეჟისორი (1909-1993 წწ).

ანდრისენი მარი სილვესტერ - ჰოლანდიელი მოქანდაკე (1897-1981 წწ).

ანდრისენი ჰენდრიკ - ჰოლანდიელი კომპოზიტორი (1892-1981 წწ).

ანდრისკოსი (ცრუფილიპე) - რომის წინააღმდეგ აჯანყებულ მაკედონელთა ძვ.წ.აღ. 149-148 წლებში წინამძღოლი.

ანდრიჩი ივო - სერბი მწერალი, 1961 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1892-1975 წწ).

ანდროგენეზი - მამრობითი ბირთვის შემცველი კვერცხუჯრედის განვითარება.

ანდროგეოსი („მამაცი“) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კრეტის მეფის მინოსის ვაჟი, პანათენური დღესასწაულების ასპარეზობათა ყველა ვარჯიშში გამარჯვებული.

ანდროგინია - მდედრობითი სქესის არსებისათვის მამრობითი სქესის ნიშნების ქონა და პირიქით.

ანდროვსკაია (ნამდვილი გვარი შულცი) ოლგა - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1898-1975 წწ).

ანდროიდი - ფანტასტიკურ ლიტერატურაში - ადამიანის გარეგნობის და თვისებების მქონე რობოტი.

ანდროლოგია - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს მამაკაცის უნაყოფობას და მისი მკურნალობის მეთოდებს.

ანდრომაქე

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტროას ომის გმირის, ჰექტორის ცოლი.

  2. ჟან რასინის ტრაგედია.

ანდრომედე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ულამაზესი ასული, პერსევსის მიერ ურჩხულის ხელიდან გამოხსნილი.

ანდრომედე - ცის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი, რომლის ფარგლებშიც მოჩანს ჩვენი გალაქტიკის მეზობელი გალაქტიკა.

ანდრომედიდები - მეტეორული ნაკადი.

ანდრონიკაშვილები - თავადთა საგვარეულო ფეოდალურ საქართველოში.

ანდრონიკაშვილი - ნატო ვაჩნაძის ნამდვილი გვარი.

ანდრონიკაშვილი აბელ - კახეთის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე (XVIII-XVIIII სს).

ანდრონიკაშვილი ელეფთერ - ფიზიკოსი, აკადემიკოსი (1910-1989 წწ).

ანდრონიკაშვილი ელო (ელენე) - მსახიობი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე (1883-1956 წწ).

ანდრონიკაშვილი ზაალ - მარტყოფის მოურავი, ერეკლე II-ის ჯარის სარდალი (გარდაიცვალა 1803 წელს).

ანდრონიკაშვილი თამაზ - ქიზიყის მოურავი XVII საუკუნის პირველ ნახევარში.

ანდრონიკაშვილი ივანე - რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი (1798-1868 წწ).

ანდრონიკაშვილი კირა - კინომსახიობი და რეჟისორი (1908-1960 წწ).

ანდრონიკაშვილი კონსტანტინე - რეჟისორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1887-1954 წწ).

ანდრონიკაშვილი ლუარსაბ - იურისტი და საზოგადო მოღვაწე (1872-1939 წწ).

ანდრონიკაშვილი მალხაზ - ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების პოლიტიკური მოღვაწე (გარდაიცვალა 1822 წელს).

ანდრონიკაშვილი მზია - აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (დაიბადა 1920 წელს).

ანდრონიკაშვილი პაატა - ქართლ-კახეთის სამეფოს სამხედრო მოღვაწე, ერეკლე II-ის ერთგული თანამებრძოლი (XVIII საუკუნის II ნახევარი).

ანდრონიკაშვილი რევაზ - ქიზიყის მოურავი, სახელმწიფო მოღვაწე (XVIII საუკუნის II ნახევარი).

ანდრონიკაშვილი ქაიხოსრო - ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფო მოღვაწე, მდივანბეგი, დიპლომატი და მწერალი (გარდაიცვალა 1792 წელს).

ანდრონიკაშვილი (ზურაბიშვილი) ქეთევან - მსახიობი (1862-1941 წწ)

ანდრონიკე I - ბიზანტიის იმპერატორი 1183-1185 წლებში, ალექსი I კომნენოსის შვილიშვილი (დაახლოებით 1122-1185 წწ).

ანდრონიკე I პალეოლოგოსი - ბიზანტიის იმპერატორი 1282-1328 წლებში (1260-1328 წწ)).

ანდრონიკე როდოსელი - ძველბერძენი ფილოლოგი, არისტოტელეს პირველი მეცნიერული კომენტატორი (ძვ.წ.აღ. I საუკუნე).

ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი) ირაკლი - რუსი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1908-1990 წწ).

ანდრონიკოვები - კახელი თავადების, ანდრონიკაშვილების შთამომავლები რუსეთში.

ანდრონოვი ალექსანდრე - საბჭოთა ეპოქის რუსი ფიზიკოსი, აკადემიკოსი (1901-1952 წ).

ანდრონოვი ნიკოლაი - რუსი მხატვარი (დაიბადა 1929 წელს).

ანდროპოვი იური - სკკპ გენერალური მდივანი 1982-84 წლებში (1914-1984 წწ).

ანდროპოვი - ქალაქ რიბინსკის სახელი 1984-89 წლებში.

ანდროსი - კუნძული ეგეოსის ზღვაში (საბერძნეთი).

ანდროსტერონი - მამრობითი სასქესო ჰორმონის ტესტოსტერონის წარმოებული.

ანდროუ - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ანდროფაგები - ადამიანის მჭამელი ტომები, ძველბერძნული მითოლოგიის თანახმად.

ანდროფობია (ბერძნ.) - მამაკაცების სიძულვილი.

ანდროცეუმი - ყვავილის ყველა მამრობითი ორგანოს, მტვრიანების ერთობლიობა.

ანდრუშევკა - ქალაქი უკრაინის ჟიტომირის ოლქში.

ანდუნი - ჩინეთის ქალაქ დანდუნის სახელი 1965 წლამდე.

ანდუყაფარი - ძველ საქართველოში გავრცელებული სახელი მამაკაცისა.

ანდღულაძე დავით - საოპერო მომღერალი, დრამატული ტენორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1895-1973 წწ).

ანდღულაძე ნოდარ - საოპერო მომღერალი, დრამატული ტენორი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1927 წელს).

ანდხოი - ქალაქი ჩრდილოეთ ავღანეთში.

ანდჰაკა - დემონური ღვთაება ინდუიზმში, ერთ-ერთი ასური, შივას ათასთავიანი და უსინათლო შვილი.

ანდჰრა

  1. უძველესი დროის სახელმწიფო სამხრეთ ინდოეთში.

  2. (ტელუგუ) - სამხრეთ ინდოეთში (ანდჰრა-პრადეშის, მადრასისა და მაისურის შტატები) მცხოვრები ხალხი.

ანდჰრა-პრადეში - შტატი ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ბენგალის ყურის სანაპიროზე. მოსახლეობა - 75 მილიონი (2001 წ). ადმინისტრაციული ცენტრი - ჰაიდარაბადი.

ანევრიზმა (ბერძნ.) - სისხლძარღვის შემოფარგლული გაგანიერება.

ანევრინი (ბერძნ.) - ნივთიერება, რომელიც აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური მოქმედებისათვის.

ანეკდოტი (ბერძნულად „გამოუქვეყნებელი“)

  1. მოკლე, სახუმარო ამბავი ამა თუ იმ ისტორიულ პირზე, ფაქტზე.

  2. ქალაქური ფოლკლორის ჟანრი, მცირე ზომის კომიკური ამბავი მოულოდნელი დასასრულით.

ანეკე ფრიდრიხ - გერმანიის მუშათა და დემოკრატიული მოძრაობის მოღვაწე (1818-1872 წწ).

ანელასი - ცივი იარაღი, მოკლე მახვილი, რომელიც ადრეული შუა საუკუნეების ევროპაში იყო გავრცელებული.

ანელექტროტონი - ნერვის ან რომელიმე აგზნებადი ქსოვილის მდგომარეობის შეცვლა ანოდის არეში მუდმივი დენის მოქმედებით.

ანელკა ნიკოლა სებასტიან - ფრანგი ფეხბურთელი, წარმოშობით მარტინიკელი; 2000 წლის ევროპის ჩემპიონი (დაიბადა 1979 წელს).

ანემია

  1. (ბერძნ.) - დაავადებათა ჯგუფი, რომელსაც ახასიათებს ერითროციტებში ჰემოგლობინის, სისხლში ერითროციტების რაოდენობის და სისხლის საერთო მასის შემცირება.

  2. ქართული მხატვრული ფილმი, ორი სერია. ეკრანებზე გამოვიდა 1987 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ვახტანგ კოტეტიშვილი. სცენარის ავტორები - ბიძინა კალანდაძე, დავით სულაკაური, ვახტანგ კოტეტიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი ბერიძე. მთავარ როლებში: ლევან აბაშიძე, პაატა მოისწრაფიშვილი, გრიგოლ ნაცვლიშვილი, ხათუნა იოსელიანი.

ანემო - რთული სიტყვების ბერძნული წინსართი „ქარის“ მნიშვნელობით.

ანემოგრაფი - ქარის სიჩქარისა და მიმართულების ავტომატურად ჩამწერი ხელსაწყო.

ანემომეტრი - ქარისა და აირის ნაკადის სიჩქარის საზომი ხელსაწყო.

ანემოფილია - მცენარეთა ჯვარედინი დამტვერვა ქარის საშუალებით.

ანემოქორია - მცენარეების ნაყოფის, თესლისა და სპორების გავრცელება ქარის საშუალებით.

ანენკოვი ბორის - რუსი მხედართმთავარი, გენერალ-მაიორი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე (1889-1927 წწ).

ანენკოვი ივან - დეკაბრისტი, პორუჩიკი (1802-1872 წწ).

ანენკოვი იული (ნამდვილი გვარი სოლიტერმანი) - რუსი მწერალი (დაიბადა 1919 წელს).

ანენკოვი ნიკოლაი (ნამდვილი გვარი კოკინი) - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1899-1999 წწ).

ანენკოვი პავლე - რუსი კრიტიკოსი, მემუარისტი (1812-1887 წწ).

ანენსკი ინოკენტი - რუსი პოეტი (1855-1909 წწ).

ანენფელდი - აზერბაიჯანის ქალაქ შამქორის სახელი 1928-37 წლებში.

ანერგია - ორგანიზმის უუნარობა წინააღმდეგობა გაუწიოს გარემოს დამაავადებელ ზემოქმედებას.

ანეროიდი (ბერძნ.) - ერთ-ერთი სახის ბარომეტრი. წარმოადგენს ლითონის კოლოფს, რომლიდანაც გამოდევნილია ჰაერი.

ანესთეზია (ბერძნ.) - მგრძნობელობის დაკარგვა ან შესუსტება. გაუტკივარება ოპერაციის გასაკეთებლად.

ანესთეზიოლოგია - მეცნიერება გაუტკივრების შესახებ.

ანესი (ანსი) - ქალაქი საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ალპებში (50 ათასი).

ანეტო - პირენეს მთების უმაღლესი მწვერვალი, 3404 მ (ესპანეთი).

ანეული - მინდორი, რომელიც მთელ სავეგეტაციო პერიოდში მრავალგზის მუშავდება სარეველებისაგან ნიადაგის გასაწმენდად, ზაფხულის ნახნავი შემოდგომის ხორბლის დასათესად.

ანეუპლოიდია - მემკვიდრეობითი ცვლილება, რომლის დროსაც ორგანიზმის უჯრედები შეიცავენ ისეთი ოდენობის ქრომოსომებს, რაც ძირითადი რაოდენობის ჯერადი არ არის.

ანექსია (ლათ.) - სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის ძალდატანებით მითვისება.

ანვარი ალი ავჰად ალ-დინ - XII საუკუნის სპარსელი პოეტი.

ანვერი ბეი ხანი აბდულა ჯაფა - ამერიკელი მოცეკვავის რობერტ ჯოფრის ნამდვილი სახელი და გვარი.

ანზანი ალექსანდრ - ფრანგი კონსტრუქტორი, წარმოშობით იტალიელი, ავტო და ველორბოლებში არაერთგზის გამარჯვებული (1877-1956 წწ).

ანზერინი (ანსერინი) - დიპეპტიდი, შედგება მეთილჰისტიდინის ამინომჟავებისგან და β-ალანინისაგან. უმთავრესად გვხვდება ხერხემლიანთა ჩონჩხის კუნთებში.

ანზიუსი - სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, რომელიც აერთიანებს ავსტრალიას, ახალ ზელანდიას და აშშ-ს.

ანზობი - უღელტეხილი ტაჯიკეთში.

ანზუდი (ანზუ) - შუმერულ მითოლოგიაში - გიგანტური ლომისთავიანი მეტყველი არწივი, ჭექა-ქუხილის განსახიერება.

ანთალია (ანტალია, ადალია) - ქალაქი-კურორტი სამხრეთ თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე (380 ათასი).

ანთარა იბნ შადად იბნ ამრ იბნ მუავია ალ-აბსი - წინაისლამური ხანის (VI-VII სს) არაბი პოეტი.

ანთარი

  1. საქონლის მფარველი ქართული წარმართული ღვთაება.

  2. ცხვირვიწრო მაიმუნების გვარი.

ანთაქია (ანტიოქია) - ქალაქი სამხრეთ თურქეთში (125 ათასი).

ანენკოვი ისააკ (დოდო) - თეატრალური მოღვაწე და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1900-1978 წწ).

ანენკოვი ვლადიმერ - მიკრობიოლოგი, პროფესორი (1898-1975 წწ).

ანენკოვი ლევან (ლეო) - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1932 წელს).

ანთება - ორგანიზმის რთული რეაქცია სხვადასხვა ფაქტორის მოქმედებაზე.

ანთელავა ირაკლი - ისტორიკოსი, პროფესორი (დაიბადა 1912 წელს).

ანთელავა ნიკოლოზ - ქირურგი, გულმკერდის ქირურგის ფუძემდებელი საქართველოში (1893-1970 წწ).

ანთერიდიუმი - სპოროვან მცენარეთა მამრობითი სასქესო ორგანო.

ანთეროზოიდი - მოძრავი მამრობითი სასქესო უჯრედი, სპერმატოზოიდი.

ანთესტერიები - ძველ ბერძენთა დიდი საგაზაფხულო დღესასწაული („ყვავილების დღესასწაული“), რომელიც დიონისეს საპატივცემლოდ და მიცვალებულთა ხსოვნისათვის იმართებოდა.

ანთიმოზ ივერიელი

  1. (ერისკაცობაში ანდრია) - რუმინეთის საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, განმანათლებელი, მესტამბე, მწერალი, მხატვარი. წარმოშობით ქართველი (დაახლოებით 1650-1716 წწ).

  2. - ქართული მხატვრული ფილმი, ორი სერია. ეკრანებზე გამოვიდა 1987 წელს. დამდგმელი რეჟისორი - გიული ჭოხონელიძე. სცენარის ავტორი - ვაჟა გიგაშვილი. დამდგმელი ოპერატორები - აბესალომ მაისურაძე, ნუგზარ ნოზაზე. კომპოზიტორი - ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე) მთავარ როლებში: გიული ჭოხონელიძე, ლაშა ოყროშიძე, თენგიზ არჩვაძე, დარეჯან ხარშილაძე, ზურაბ ყიფშიძე, მაკა მახარაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, მურმან ჯინორია, ოთარ კობერიძე, გურამ საღარაძე, ლია ელიავა, გიორგი გეგეჭკორი.

ანთოკი - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (გიორგიწმინდის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ივრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 840 მეტრი, საგარეჯოდან 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 75 კაცი.

ანთოლოგია (ბერძნ.) - პოეზიის ნიმუშთა კრებული.

ანთოლოგია პალატინა - ბერძნულ ეპიგრამათა კრებული 15 წიგნად. მისი ერთადერთი ხელნაწერი, რომელიც XI საუკუნით თარიღდება, აღმოაჩინეს 1606 წელს ჰაიდელბერგის პალატინის ბიბლიოთეკაში.

ანთოფილიტი - მინერალი, რომბული სინგონიის ამფიბოლია.

ანთოქლორი (ბერძნ.) - მცენარის უჯრედის წვენში არსებული ყვითელი საღებარი ნივთიერება.

ანთოციანები - მცენარეული საღებარი ნივთიერებანი.

ანთრაკა - ავხორცობის სენი (საბა).

ანთრაკი - გრანატების ჯგუფის მინერალი, ძვირფასი თვალი.

ანთრაკნოზი (ბერძნ.) - მცენარის სოკოვანი დაავადება.

ანთრაკოზი (ბერძნ.) - ფილტვის ქსოვილის დამტვრიანება ნახშირის ნაწილაკებით.

ანთრაქინონი - ორგანული ნაერთი, ღია ყვითელი ფერის კრისტალები. იყენებენ ალიზარინის საღებრის დასამზადებლად.

ანთრაცენი (ბერძნ.) - ორგანული ნაერთი, კონდენსირებული არომატული ნახშირწყალბადი.

ანთრაციტი (ბერძნ.) - მეტამორფული წიაღისეული, საუკეთესო ხარისხის ქვანახშირი.

ანთროპო (ანთროპ) - რთული სიტყვების ბერძნული წინსართი, რომელიც აღნიშნავს მისი სიტყვის დამოკიდებულებას ადამიანთან.

ანთროპოგენეზი - ადამიანის ისტორიულ-ევოლუციური ჩამოყალიბების, მისი შრომითი საქმიანობის განვითარების პროცესი.

ანთროპოიდები - ადამიანის მსგავსი მაიმუნები.

ანთროპოლოგია - მეცნიერება ადამიანის წარმოშობისა და ევოლუციის შესახებ.

ანთროპომეტრია - ანთროპოლოგიური კვლევის მეთოდურ ხერხთა ერთობლიობა.

ანთროპომორფიზმი - ბუნების მოვლენათა, ცხოველთა და მცენარეთა, წარმოსახულ მისტიკურ არსებათა და სხვათათვის ადამიანის თვისებების მიწერა.

ანთროპონიმი - ადამიანის საკუთარი სახელი.

ანთროპოსოფია - გერმანელი მოაზროვნის რუდოლფ შტაინერის მიერ შექმნილი თეოსოფიური მოძღვრება.

ანთროპოფაგია - იგივე კაციჭამიობა.

ანთროპოქორია - ადამიანის მიერ მცენარეთა უნებლიე გავრცელება (სხვადასხვა გადაზიდვების დროს).

ანთროპოცენტრიზმი - ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომლის თანახმადაც ადამიანი წარმოადგენს სამყაროს ცენტრს.

ანი

  1. სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

  2. ფრანგი კინომსახიობი ქალის, ჟირარდოს სახელი.

  3. ო.კ. ანტონოვის ხელმძღვანელობით შემუშავებული თვითმფრინავების მარკა (მათ შორისაა „რუსლანი“ და „მრია“).

  4. შუმერთა მითოლოგიაში - ცის ღმერთი, ანუნაკთა მამა.

ანიანი - ქალაქი აღმოსავლეთ ჩინეთში, ჰენანის პროვინციაში.

ანიბა - დასახლებული პუნქტი სამხრეთ ეგვიპტეში, არქეოლოგიური კვლევის ცენტრი.

ანიდი - პოლიამიდური ბოჭკოს ერთ-ერთი სახეობა.

ანიელი - ნაზი - იტალიის სამრეწველი ჯგუფი. კონცერნ „ფიატის“ ბირთვი, რომელიც ამ მარკის ავტომობილების 90%-ს აწარმოებს.

ანიელი ჯოვანი - იტალიელი მეწარმე, საავტომობილო კონცერნ „ფიატის“ დამაარსებელი (1866-1945 წწ).

ანიერი - ქალაქი საფრანგეთში, ო-დე-სენის დეპარტამენტში.

ანივა - ქალაქი რუსეთში სახალინის ოლქში და ყურე ოხოტის ზღვაში.

ანიზოგამია - იხილე ჰეტეროგამია.

ანიზოკორია - გუგების უთანაბრობა.

ანიზომერია - ორგანიზმის, უჯრედის ან უჯრედის ორგანელების ერთნაირ ნაწილთა თვისებრივი ან რაოდენობრივი სხვადასხვაობა.

ანიზოტროპია (ბერძნ.) - ნივთიერების ფიზიკურ თვისებათა არაერთგვაროვნება.

ანიზოფილია - ფოთლების არათანაბარი ზომა.

ანითა - ხეთების მეფე ძვ.წ.აღ. XIX-XVIII საუკუნეებში.

ანიკეტე - I საუკუნის 69 წელს პონტოსა და კოლხეთში რომის წინააღმდეგ აჯანყების მეთაური მონა.

ანიკუშინი მიხაილ - რუსი მოქანდაკე (1917-1997 წწ).

ანილინი - უმარტივესი არომატული ორგანული ნაერთი, უფერული ან მოყვითალო ზეთოვანი სითხე.

ანილინშავი - შავი ფერის საღებავი.

ანიმა - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, ლათინურად ნიშნავს „სულს“)

ანიმალისტი - მხატვარი, რომელიც უმთავრესად ცხოველებს ხატავს.

ანიმალკულისტები - XVII საუკუნის ბიოლოგები, რომლებიც თვლიდნენ, რომ სპერმატოზოიდში ჩასახულია მინიატურული ზრდასრული ორგანიზმი.

ანიმალური - ცხოველთან დაკავშირებული.

ანიმატიზმი - პირველყოფილი რელიგიის ნიშანი, რაც ყველაფრის უპიროვნო სულიერობაში მდგომარეობს.

ანიმიზმი (ლათ.) - პირველყოფილ ხალხთა რწმენა, რომ ყველა საგანს აქვს სული.

ანინა და დანანა - წარმართული ქალღმერთები ქართულ მითოლოგიაში, დედანი, შემოქმედნი, სნეულთა დედების სავედრებელნი.

ანინა - ქალაქი დასავლეთ რუმინეთში, ბანატის მთებში.

ანიონი (ბერძნ.) - უარყოფითად დამუხტული იონი.

ანიონიტები - წყალსა და ორგანულ გამხსნელებში პრაქტიკულად არახსნადი, ბუნებრივი ან ხელოვნური მყარი მასალა.

ანიპემზა - დაბა სომხეთში.

ანისი

  1. (ანი) - ქალაქი და ციხე-სიმაგრე შუა საუკუნეების სომხეთში.

  2. ვაშლის საშემოდგომო ჯიში.

ანისული - ერთწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა.

ანისხევი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ხევგრძელის მარცხენა შენაკადი.

ანიტა - შვედი მსახიობი ქალის, ეკბერგის სახელი.

ანიტია - ბუდიზმის ერთ-ერთი ცენტრალური ცნება, გამოხატავს წუთისოფლის ამაოებას.

ანიუი (ონიუი, დონდონი) - მდინარე რუსეთის მაგადანის ოლქში.

ანიქსტი ალექსანდრე - რუსი ლიტერატურათმცოდნე, შექსპიროლოგი (1910-1988 წწ).

ანიქშჩიაი (1917 წლამდე ონიკშტი) - ქალაქი ლიტვაში.

ანიშხწარა - ტბა აფხაზეთში, ბიჭვინთის კონცხზე.

ანიჰილაცია - ნაწილაკის და ანტინაწილაკის გარდაქმნის პროცესი სხვადასხვა ბუნების მქონე ფიზიკური ველების კვანტებად.

ანკა პოლი - ამერიკელი მომღერალი და პოპულარული სიმღერების ავტორი (დაიბადა 1941 წელს).

ანკარა

  1. (ძველად მოიხსენიებოდა ანგორად) - თურქეთის დედაქალაქი, მდებარეობს ანატოლიის ზეგანზე (2,6 მილიონი).

  2. (ყოფილი ქრისტესი) - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

  3. გველების გვარი.

  4. სუფთა, კამკამა.

ანკეოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არკადიელი გმირი, არგონავტი, არგოს მესაჭე.

ანკერი (გერმან.)

  1. საათის სასხლეტი მექანიზმის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს სვლის თანაბარზომიერებას.

  2. რკინის ჭანჭიკი ან კავი, რომლითაც ერთმანეთზე ამაგრებენ ქვის კედლის ნაწილებს.

  3. (ჰოლანდ.)პატარა კასრი სასმელი წყლის ან ღვინის შესანახად.

  4. ზოგ ქვეყანაში - ღვინის ძველებური საწყაო.

ანკერიტი - მინერალი, დოლომიტის ჯგუფის რთული კარბონატი.

ანკესი - თევზის საჭერი მოწყობილობა.

ანკეტა (ფრანგ.) - კითხვებიანი შესავსები ფურცელი.

ანკეტირება - სოციალური გამოკვლევის ერთ-ერთი ტექნიკური მეთოდი.

ანკილი - რომაული მითოლოგიის თანახმად, ფარი, რომელიც ციდან ჩამოვარდა და რომის სახელმწიფოს აყვავებისა და უსაფრთხოების სიმბოლოდ იქცა.

ანკილოზავრები - ცარცული პერიოდის მფრინავი დინოზავრების ქვერიგი.

ანკილოზი (ბერძნ.) - სახსრის უძრაობა, რასაც იწვევს ძვლების სასახსრე ზედაპირების შეზრდა.

ანკილოსტომიდოზი - პარაზიტული მრგვალი ჰელმინთებით - ანკილოსტომიდებით - გამოწვეული ინვაზიური დაავადება.

ანკილოსტომისებრნი - მრგვალი ჭიების ოჯახი, ძუძუმწოვრების, უმთავრესად მტაცებლების, იშვიათად ადამიანის ნაწლავთა პარაზიტები.

ანკილოსტომოზი - ხორციჭამია ცხოველის დაავადება.

ანკლავი (ენკლავი, ფრანგ.) - სახელმწიფოს ნაწილი ან მთლიანი სახელმწიფო, რომელსაც სხვა სახელმწიფო აკრავს გარს და საზღვაო ნაპირი არ აქვს.

ანკლეშვარი - ქალაქი ინდოეთში, გუჯარათის შტატში.

ანკოლე - სახელმწიფო XV-XVI საუკუნეების სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში.

ანკონა - ქალაქი-პორტი ცენტრალურ იტალიაში, მარკეს ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (105 ათასი).

ანკორიჯი - ქალაქი აშშ-ს ალასკის შტატში (230 ათასი).

ანკუსი (ანკასი) - გრძელი ჯოხი, რასაც შუბი აქვს წამოცმული. ინდოეთში სპილოების მოსათვინიერებლად გამოიყენება.

ანკუს მარციუსი - რომის მეოთხე ლეგენდარული მეფე (გადმოცემის თანახმად ძვ.წ.აღ. 641-616 წწ).

ანლუნდი ნილს - შვედი ისტორიკოსი (1889-1957 წწ).

ან ლუ-შანი (თავდაპირველი გვარი კანი, სახელი იალოშანი) - ჩინელი მხედართმთავარი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ანტისამთავრობო აჯანყებას და თავისი თავი იმპერატორად გამოაცხადა (გარდაიცვალა 757 წელს).

ან-ნადიმი აბულ-ფარაჯ მოჰამედ იბნ ისჰაკ - ბაღდადელი ლიტერატორი, რომელმაც მუსლიმანური სამყაროსა და მისი მეზობელი ქვეყნების ამსახველი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ენციკლოპედიური ლექსიკონი შექმნა (X საუკუნე).

ანოა - პატარა ზომის კამეჩი (სხეულის სიგრძე დაახლოებით 1,7 მეტრი), გავრცელებულია ინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე.

ანოდი (ბერძნ.) - დადებითი ელექტროდი.

ანოვკა - დაბა უკრაინის ლუგანსკის ოლქში.

ანოლისი - ხვლიკების გვარი იგუანისებრთა ოჯახისა.

ანოლიტი - ელექტროლიტი, რომელიც ეხება ანოდს და კათოდისაგან გამოყოფილია ფოროვანი ტიხრით.

ანომალია (ბერძნ.) - კანონზომირების დარღვევა, ნორმისაგან გადახრა.

ანომია (ბერძნ.) - სოციალური ვითარება, როცა სამართლებრივი თუ სხვა ნორმები ვეღარ განსაზღვრავენ ადამიანთა ქცევას.

ანონა

  1. ძველ რომში: ქალაქისათვის აუცილებელი წლის მოსავალი და პურის მარაგი.

  2. ნაყოფიერების ქალღმერთი რომაულ მითოლოგიაში.

ანონიმი (ბერძნ.) - წერილის ან თხზულების უცნობი ავტორი.

ანონისებრნი - მერქნიან მცენარეთა ოჯახი ორლებნიანთა კლასისა.

ანონსი (ფრანგ.) - წინასწარი განცხადება მომავალი სპექტაკლის ან კონცერტის შესახებ.

ანოპინო - დაბა რუსეთის ვლადიმირის ოლქში.

ანორათა - ბირმის მმართველი 1024-1077 წლებში.

ანორაკი - ესკიმოსთა შორის გავრცელებული ტყავის ან ნაქსოვი ზედა ტანსაცმელი.

ანორექსია (ბერძნ.) - მადის დაკარგვა, რასაც იწვევს არარაციონალური ან ძალდატანებითი კვება.

ანორთიტი - მაგმური წარმოშობის მონაცრისფრო-მოვარდისფრო მინერალი.

ანოსმია (ბერძნ.) - მედიცინაში ყნოსვის უქონლობა, წარმოიშობა ცხვირის ღრუში მომხდარი ანატომიური ცვლილებების შედეგად, იშვიათად მექანიკური დაზიანების შემდეგ.

ანოტაცია (ლათ.) - წიგნის, სტატიის ან ხელნაწრის შინაარსის მოკლე დახასიათება.

ანოფელესი (ბერძნ.) - იგივე მალარიის კოღო.

ანოფრიევი ოლეგ - რუსი მსახიობი და მომღერალი (დაიბადა 1930 წელს).

ანოფტალმი - დაბადებიდან არქონა ან შემდეგ დაკარგვა ერთი ან ორივე თვალის.

ანოქსემია (ბერძნ.) - ჟანგბადის უქონლობა სისხლში.

ანოქსია (ბერძნ.) - ჟანგბადის უქონლობა ორგანიზმში

ანოხინი პეტრე - საბჭოთა ეპოქის რუსი ფიზიკოსი, აკადემიკოსი (1898-1974 წწ).

ანპილოგოვი ალექსანდრე - თბილისის «ქარიშხალას» ხელბურთელთა გუნდის და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი, 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (დაიბადა 1954 წელს).

ანჟამბემანი (ფრანგ.) - იხილე გადატანა.

ანჟე - ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში, მენისა და ლუარის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (140 ათასი).

ანჟელიკა - მთავარი გმირი ანრი და სერჟ გოლონების სათავგადასავლო რომანების ციკლისა. ამ რომანების მიხედვით გადაღებული ფრანგული კინოსერიალის გმირი მიშელ მერსიეს შესრულებით.

ანჟერო-სუჯენსკი - ქალაქი რუსეთის კემეროვოს ოლქში.

ანჟი - დაღესტნის ქალაქ მახაჩყალის საფეხბურთო გუნდი.

ანჟუ - ისტორიული ოლქი ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში.

ანჟუ პეტრე - პოლარეთის რუსი მკვლევარი (1796-1869 წწ).

ანჟუს დინასტია - ანჟუს გრაფების საგვარეულოსაგან მომდინარე სამეფო დინასტია (IX-XV სს).

ანრი - საფანგეთის რამოდენიმე მეფის სახელი.

ანრი ნავარელი - ნავარის მეფე 1589 წლიდან, იგივე საფრანგეთის მეფე ანრი IV.

ანრი ტიერი დანიელ - ფრანგი ფეხბურთელი, 1998 წლის მსოფლიოს და 2000 წლის ევროპის ჩემპიონი (დაიბადა 1977 წელს).

ანრიო ფრანსუა - საფრანგის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1761-1794 წწ).

ანსა - (აბრევიატურა - Agenzia Nazionale Stampa Associata) იტალიის საინფორმაციო სააგენტო, ყოველდღიური გაზეთების გაერთიანება.

ანსამბლი (ფრანგ.)

  1. არქიტექტურაში - ერთიანი, მთლიანი.

  2. მუსიკაში - შემსრულებელთა კოლექტივი.

ანსარი (უნსური) აბუ ისმაილ აბდ ალ-ლაჰ იბნ მუჰამად ჰარავი - სპარსელი პოეტი (1006-1088 წწ).

ანსელი მარკ - ფრანგი მეცნიერი, იურისტი (1902-1990 წწ).

ანსელმი კენტერბერიელი - ინგლისელი თეოლოგი, კენტერბერის არქიეპისკოპოსი (1033/34 - 1109 წწ).

ანსელმი ჯუზეპე - იტალიელი მომღერალი, ტენორი (1876-1929 წწ).

ანსერმე ერნესტ - შვეიცარიელი დირიჟორი, „დიაგილევის რუსული ბალეტის“ მუსიკალური ხელმძღვანელი (1883-1969 წწ).

ანსი - ქალაქი საფრანგეთში, ზემო სავოიის დეპარტამენტი.

ანსიპი ანდრუს - ესტონეთის პრემიერ-მინისტრი 2005 წლიდან (დაიბადა 1956 წელს).

ანსოატეგი - შტატი ვენესუელის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

ანსონი ჯორჯ - ბარონი, ინგლისელი სამხედრო-საზღვაო მოღვაწე, ადმირალი (1697-1762 წწ).

ანტაბკა - ღვედის დასამაგრებელი და გადასაადგილებელი მოწყობილობა არბალეტის (მოგვიანებით თოფის, ავტომატის, ტყვიამფრქვევის) სახელურზე.

ანტაბლემენტი (ფრანგ.) - კლასიკური არქიტექტურული ორდერის სვეტებზე დაყრდნობილი ჰორიზონტალური ნაწილი.

ანტაგონიზმი (ბერძნ.) - შეურიგებელი წინააღმდეგობა ერთმანეთის საპირისპირო ძალებსა და ტენდენციებს შორის.

ანტაგონისტები - (ანატომიასა და ფიზიოლოგიაში) კუნთები, რომლებიც იწვევენ მოძრაობას ორი საწინააღმდეგო მიმართულებით.

ანტალგოლი - RR ლირის ტიპის ცვალებადი ვარსკვლავების ერთ-ერთი სახელწოდება.

ანტალი იოჟეფ - უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 1990-93 წლებში (1932-1993 წწ).

ანტალია - იხილე ანთალია.

ანტალკიდას ზავი (სამეფო ზავი) - დაიდო ძვ. წ.აღ. 387 ან 386 წლებში კორინთოს ომის შემდეგ სპარტასა და ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოთა კოალიციას შორის.

ანტანანარივუ (ტანანარივე) - აფრიკის სახელმწიფო მადაგასკარის (1975 წლამდე მალაგასის) დედაქალაქი (810 ათასი).

ანტანტა - ინგლისის, საფრანგეთის და რუსეთის კავშირი პირველი მსოფლიო ომის დროს.

ანტარა - ინდონეზიის ეროვნული საინფორმაციო სააგენტო.

ანტარესი - α ღრიანკალის თანავარსკვლავედისა, პირველი ვარსკვლავიერი სიდიდის ვარსკვლავი.

ანტარიქშა (სანსკრიტის თანახმად „საჰაერო სივრცე“) - ძველინდური შეხედულებების თანახმად, სივრცე ცასა და დედამიწას შორის, რომელიც ღრუბლების შავი წყლითაა სავსე.

ანტარქტიდა - სამხრეთ-პოლარული კონტინენტი. ფართობი - 13 975 ათასი კვ.კმ.

ანტარქტიკა (ბერძნ.) - დედამიწის სამხრეთ-პოლარული რეგიონი.

ანტასთმანი - სპაზმოლიზურ საშუალებათა ჯგუფის ჩეხური სამკურნალო პრეპარატი.

ანტეა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტირინთოს მეფის პროიტეს მშვენიერი, მაგრამ უზნეო ცოლი.

ანტები - აღმოსავლელი სლავური ტომების სახელი (IV-VII სს).

ანტეკერა ხოსე - პანამელი კრეოლი. ესპანელთა წინააღმდეგ აჯანყების მეთაური (1690-1731 წწ).

ანტეკლიზა - ბაქნის ძირითადი, დიდ ფართობზე გავრცელებული ტექტონიკური სტრუქტურა.

ანტელამი ბენედიტო - იტალიელი მოქანდაკე და არქიტექტორი (დაახლოებით 1150-1230 წწ).

ანტენ-2 - საფრანგეთის სახელმწიფო ტელევიზიის არხი. დაარსებულია პარიზში 1963 წელს.

ანტენა (ლათ.) - რადიოტალღების გამომსხივებელი და მიმღები მოწყობილობა.

ანტენარიისებრნი (ზღვისთაგვისებრნი) - თევზების ოჯახი ფარფლფეხიანების რიგისა.

ანტენატალური (ლათ.) - რაც დაკავშირებულია დაბადებამდელ პერიოდთან.

ანტენები - ფეხსახსრიანთა შეხებისა და ყნოსვის ორგანოები.

ანტენორი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტროელთა ერთ-ერთი ბელადი ტროას ომში.

ანტეოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლიბიის გამგებელი გოლიათი, პოსეიდონისა და გეას გოლიათი ვაჟი.

ანტეროსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ურთიერთსიყვარულის ღმერთი, ეროსის ძმა.

ანტეფიქსი - სახურავის კიდეებზე გრძივი კედლის გასწვრივ მოთავსებული არქიტექტურული სამკაული.

ანტვერპენი - ქალაქი ბელგიაში, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნავსადგური. 1920 წლის ზაფხულის VII ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი (470 ათასი, გარეუბნებით 1 მილიონამდე).

ანტ-ი - ა.ნ.ტუპოლევის ხელმძღვანელობით 1922-1942 წლებში შექმნილი თვითმფრინავების მარკა. 1940 წლიდან ეს თვითმფრინავები «ტუ» მარკით იწარმოებოდა.

ანტი

  1. არქიტექტურაში ანტიკური შენობის გრძივი კედლის შვერილი.

  2. რთული სიტყვების ბერძნული წინსართი, რაც ნიშნავს „წინააღმდეგ“-ს.

3) ძველეგვიპტური მითოლოგიის თანახმად, უდაბნოებისა და საქარავნო გზების მფარველი ღვთაება.

ანტიაპექსი - ცის სფეროზე აპექსის მოპირდაპირე წერტილი.

ანტიბარიონები - ელემენტარული ნაწილაკები, ბარიონების ანტინაწილაკები.

ანტიბი - ქალაქი-პორტი და კლიმატური კურორტი სამხრეთ საფრანგეთში ზღვისპირა ალპების დეპარტამენტში.

ანტიბიოტიკები - ბიოლოგიური წარმოშობის ნივთიერებანი, რომლებიც აფერხებენ ბაქტერიებისა და სხვა მიკრობების ზრდას.

ანტიგენი (ბერძნ.) - ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში შეყვანისას წარმოქმნის ანტისხეულებს.

ანტიგმირი - საგანგებოდ გამძაფრებული უზნეობითა და სიმდაბლით მოსილი პერსონაჟი დასავლურევროპული და ამერიკული ლიტერატურული ნაწარმოებებისა XX საუკუნის II ნახევარში.

ანტიგონე

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მეფე ოიდიპოსისა და იოკასტეს ასული.

  2. ქალური სიმამაცის სიმბოლო.

  3. სოფოკლეს, ჟან კოქტოსა და ჟან ანუის პიესები.

  4. ტომაზო ტრაეტასა და მიკის თეოდორაკისის ოპერები.

ანტიგონიდები - ელინისტური ხანის მაკედონიის მეფეთა დინასტია (ძვ.წ.აღ. 306-168).

ანტიგუა

  1. კუნძული კარიბის ზღვის აუზში, მცირე ანტილის კუნძულების ჯგუფში.

  2. ქალაქი გვატემალაში.

ანტიგუა და ბარბუდა (ინგლ. Antigua and Barbuda).

  • კუნძულოვანი სახელმწიფო, ვესტ-ინდოეთში, შედის მცირე ანტილის არქიპელაგში (კარიბის ზღვა).

  • დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1981 წლის 1 ნოემბერი.

  • ეროვნული დევიზი - „Each Endeavouring, All Achieving“.

  • ჰიმნი - „Fair Antigua, We Salute Thee“.

  • მმართველობის ფორმა - კონსტიტუციური მონარქია.

  • ფართობი - 442,6 კვ.კმ.

  • დაყოფილია 6 ოლქად და 2 დამოკიდებულ ტერიტორიად.

  • მოსახლეობა - 67 ათასი.

  • სიმჭიდროვე - 152 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • მორწმუნეთა უმრავლესობა პროტესტანტები არიან.

  • ოფიციალური ენა - ინგლისური.

  • დედაქალაქი - სენტ-ჯონსი.

  • ფულის ერთეული - აღმოსავლურ-კარიბული დოლარი.

  • ქვეყნის კოდი - ATG.

  • დროის სარტყელი - UTC -4.

  • სატელეფონო კოდი - +1-268

  • ინტერნეტ-დომენი - ag

ანტიდაქტილი - იგივე ანაპესტი.

ანტიდეპრესანტები - ფსიქოტროპიული საშუალებები, რომლებიც აუმჯობესებენ განწყობილებას, ხსნიან შიშსა და დაძაბულობას, აძლიერებენ ფსიქიკურ აქტივობას.

ანტიდეტონატორი - ქიმიური ნაერთი, იყენებენ ძრავაში სათბობის დეტონაციური თვისებების გასაუმჯობესებლად.

ანტი-დიურინგი - ფრიდრიხ ენგელსის ნაშრომი, სრული სახელია „ბატონი ევგენი დიურინგის მიერ მეცნიერებაში მოხდენილი გადატრიალება“.

ანტიდოტები - შხამსაწინააღმდეგო ნივთიერებანი.

ანტიდრამა - ავანგარდისტული დრამა, ჩაისახა XIX საუკუნის დამლევს.

ანტივირუსი - სამკურნალო პრეპარატი, მიკრობთა კულტურების ფილტრატი.

ანტითეზა - სტილისტიკური ხერხი მხატვრულ ლიტერატურასა და ორატორულ ხელოვნებაში შთაბეჭდილების გასაძლიერებლად.

ანტითეზისი - დიალექტიკაში ამოსავალი დებულების საწინააღმდეგო დებულება.

ანტიკაინენი ტოივო - ფინეთის კომპარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი (1898-1941 წწ).

ანტიკვა - ლათინური, მომრგვალებული შრიფტი.

ანტიკვარი (ლათ.) - სიძველეთა მცოდნე და ამგვარი ნივთებით მოვაჭრე.

ანტიკვარიატი - ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობა.

ანტიკვარიუმი - სიძველეთა კოლექციების საცავი.

ანტიკვარული - ძველებური, იშვიათი რამ.

ანტიკლე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აქაველი გმირი, ტროას ცხენში იჯდა.

ანტიკლინი (ბერძნ.) - ქანების შრეთა ნაოჭი.

ანტიკლინორიუმი - დედამიწის ქერქის ქანთა კომპლექსის მძლავრი და რთული ანტიკლანური აზავება.

ანტიკოაგულანტები - სისხლის შედედების შემფერხებელი და თრომბის გაჩენის საწინააღმდეგო ნივთიერებანი.

ანტიკოსტი - კუნძული წმინდა ლავრენტის ყურეში (კანადა).

ანტიკური - ძველი ბერძნული ან რომაული კულტურის, ხელოვნების, საზოგადოებრივი წყობის დამახასიათებელი ზოგადად.

ანტილია - ქალაქი-პორტი კუბაში.

ანტილიბანი - პლატოსებრი მთის მასივი სამხრეთ-დასავლეთ აზიაში.

ანტილის დინება - თბილი დინება ატლანტის ოკეანეში.

ანტილის კუნძულები - არქიპელაგი ვესტ-ინდოეთში.

ანტილოგარითმი - ლოგარითმის მოცემული მნიშვნელობის შესაბამისი რიცხვი.

ანტილოგიზმი - სამი ისეთი დებულების ერთობლიობა, რომელთაგან ორი კატეგორიული სილოგიზმის ნებისმიერი მართებული მოდუსის წანამძღვარია, ხოლო მესამე ამ მოდუსის დანასკვის უარყოფა.

ანტილოპა (ფრანგ) - წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარა ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა.

ანტილოქე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ნესტორ პილოსელისა და ევრიდიკეს შვილი, აქილევსისა და პატროკლეს მეგობარი.

ანტიმაქე კოლოფონელი - ძვ.წ.აღ. V-IV საუკუნეების ბერძენი პოეტი.

ანტიმაძველებლები - ნივთიერებები, რომელთა შეყვანა პოლიმერულ მასალებში ანელებს ყველა იმ პროცესის მიმდინარეობას, რაც იწვევს ამ მასალების გაუარესებას.

ანტიმეტაბოლიტები - ბუნებრივი ან ხელოვნურად სინთეზირებული, ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები, რომლებიც ქიმიური აგებულებით ნივთიერებათა ცვლის შუალედურ პროდუქტებს - მეტაბოლოტებს ემსგავსება.

ანტომონიდები - სტიბიუმის ნაერთები ლითონებთან.

ანტიმონიტი - სტიბიუმის კრილა, სტიბნიტი, მინერალი.

ანტიმონიუმი - სტიბიუმის მადანი, სტიბიუმის მინერალების სამრეწველო რაოდენობის ბუნებრივი დანაგროვი.

ანტიმჟანგავები (ანტიოქსიდანტები) - ბუნებრივი ან სინთეზური ნივთიერებები, რომლებიც აფერხებენ სხვადასხვა ორგანული ნაერთის დაჟანგვას.

ანტიმუტაგენები - ნივთიერებები, რომლებიც ამცირებენ მუტაციის სიხშირეს. აბრკოლებენ ფიზიკური და ქიმიური აგენტების მუტაგენურ მოქმედებას.

ანტინაწილაკები - ელემენტარული ნაწილაკები, რომლებსაც იგივე მასა, სპინი, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ზოგი სხვა მახასიათებელი აქვთ, როგორიც მათ „ორეულ“ ნაწილაკებს, მაგრამ განსხვავდებიან მათგან ელექტრული მუხტის და მაგნიტური მომენტის ნიშნით და ა.შ.

ანტინეიტრონი - ნეიტრონის ანტინაწილაკი.

ანტინივთიერება - ანტინაწილაკებისგან შემდგარი ნივთიერება.

ანტინოე - ბერძენი ჭაბუკი, რომის იმპერატორ ადრიანეს ფავორიტი.

ანტინომია - ვითარება, როცა შესაძლებელია დავამტკიცოთ და ამავე დროს უარვყოთ რაიმე დებულება.

ანტიოკია - დეპარტამენტი კოლუმბიაში.

ანტიოპე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსის საყვარელი, თებეს მეფის - ნიკტევსის (ზოგი ვერსიით მდინარის ღმერთ ასოპოსის) მშვენიერი ასული.

ანტიოქე

  1. სელევკიდების ელინისტური სახელმწიფოს, სირიის მეფეთა სახელი.

  2. ძველი ბერძნული მითოლოგიიის თანახმად, ჰერაკლეს შვილი, ფილანტეს მამა.

ანტიოქია

  1. რამდენიმე ძველი ქალაქის სახელი მცირე აზიაში.

  2. ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი, დგას მცხეთაში მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე, არაგვისა და მტკვრის შესართავთან. შედგება სხვადასხვა დროის ნაგებობებისაგან: ძველი სამნავიანი ბაზილიკის ჩრდილოეთით ნავიდან გადაკეთებული დარბაზული ეკლესიისაგან (VII-VIII სს.), კარიბჭისა და კარიბჭეზე დაშენებული სათავდაცვო კოშკისაგან (XVI-XVII სს.). ეკლესიის სამი კედელი და კარიბჭე ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით, ხოლო ეკლესიის სამხრეთი კედელი (გვიანდელია) და სათავდაცვო კოშკი - ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და აგურით.

ანტიოქიის საპატრიარქო - დაარსებულია IV საუკუნეში, აერთიანებს აღმოსავლეთის „დიოცეზში“ შემავალ ეკლესიებს. კათედრა ამჟამად აქვს დამასკში (სირია).

ანტიოქსიდანტები - იგივეა, რაც ანტიმჟანგავები.

ანტიპათია (ბერძნ.) - არაკეთილგანწყობა, შეფარული სიძულვილი ვისამე მიმართ.

ანტიპაპი - რომის პაპი, რომელიც კათოლიკურმა ეკლესიამ პაპად არ აღიარა. III-XV საუკუნეების ისტორია 30-ზე მეტ ანტიპაპს მოითვლის.

ანტიპასატი - ტროპიკულ სარტყლებში - ჰაერის მუდმივი დინება დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 4 კმ-ის სიმაღლეზე.

ანტიპატრე - მაკედონიელი მხედართმთავარი (ძვ. წ.აღ. 397-319 წწ), მეფე ფილიპე II-ის მეგობარი.

ანტიპერისტალტიკა - ადამიანის და ცხოველების ღრუმილოვანი ორგანოების კედლის ტალღისებრი შეკუმშვა ჩვეულებრივი მიმართულების საწინააღმდეგოდ.

ანტიპირენები - ნივთიერებანი ან ნარევები, რომლებიც მერქანს, ქსოვილს და სხვა ორგანულ მასალას აალებისა და თავისთავადი წვისაგან იცავენ.

ანტიპირეტიკები (ბერძნ.) - სიცხის დასაწევი საშუალებანი.

ანტიპირინი (ფენაზონი) - სიცხის დასაწევი, ტკივილგამაყუჩებელი წამალი.

ანტიპოდი (ბერძნ.) - დიამეტრალურად განსხვავებული, საწინააღმდეგო.

ანტიპროტონი - პროტონის ანტინაწილაკი.

ანტირაბიული აცრა - ცოფის საწინააღმდეგო აცრა.

ანტირომანი (ახალი რომანი) - XX საუკუნის 50-იანი წლების დასავლეთ ევროპის ლიტერატურაში კლასიკური რომანის უარმყოფელი პროზაული ნაწარმოების სახესხვაობა.

ანტისამყარო - ჰიპოთეზური კოსმოსური ობიექტი (ვარსკვლავის ან გალაქტიკის ტიპისა).

ანტისანა - მოქმედი ვულკანი ეკვადორში.

ანტისანიტარია - უსუფთაობა, სიბინძურე.

ანტისემიტიზმი - ებრაელთა მიმართ შეუწყნარებლობა.

ანტისეპტიკა - ჩირქმბადი მიკრობების მოსპობა ჭრილობასა და მიმდებარე ქსოვილებში.

ანტისთენე - ძვ.წ.აღ. V-IV საუკუნეების ბერძენი ფილოსოფოსი, კინიკური სკოლის დამაარსებელი.

ანტისტროფი - ძველბერძნულ ტრაგედიაში ქოროს სიმღერის ნაწილი.

ანტისხეულები - სპეციფიური ცილოვანი ნივთიერებები, რომლებიც გამომუშავდებიან ცხოველის და ადამიანის ორგანიზმში ანტიგენების შეყვანის საპასუხოდ.

ანტიტავრი (ანტიტორისი) - მთები სამხრეთ თურქეთში.

ანტიტოქსინები - ორგანიზმის იმუნური ანტისხეულები.

ანტიტრინიტარიები - რელიგიურ მოძღვრებათა და სექტების მიმდევრები, უარყოფდნენ ქრისტიანული ეკლესიის მთავარ დოგმატს წმინდა სამების შესახებ.

ანტიფანე - ძვ.წ.აღ. V საუკუნის ბერძენი პოეტი.

ანტიფატე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლესტრიგონების ბუმბერაზი მეფე, რომელმაც ოდისევსის თანამგზავრები შეჭამა.

ანტიფიდინგი - მწერების საწინააღმდეგო ქიმიური საშუალება.

ანტიფონი (ბერძნ.) - საეკლესიო გალობის ფორმა, სრულდება ორი გუნდის ან გუნდისა და სოლისტის მონაცვლეობით.

ანტიფრიზი (ბერძნ-ინგლ.) - სითხე, რომელსაც გაყინვის დაბალი ტემპერატურა აქვს.

ანტიფუნგინი (ბერძნ.) - სითხე შენობის ხის ნაწილების დასაცავად ლპობისაგან, რასაც ხის სოკო იწვევს.

ანტიქრისტე - ქრისტიანულ რელიგიაში იესო ქრისტეს მოწინააღმდეგე, რომელიც ქვეყნიერების დასასრულის წინ მოევლინება სამყაროს და ქრისტეს მიერ იქნება დასჯილი.

ანტიციკლონი - მაღალი ატმოსფერული წნევის არე, რომელიც მოთავსებულია ციკლონებს შორის.

ანტიციპაცია (ლათ.) - რაიმე მოვლენის წინასწარ განჭვრეტა, რისამე ვადაზე ადრე დადგომა.

ანტიჰორმონები - დამცველი ნივთიერებები, რომლებსაც წარმოქმნის ორგანიზმი, თუ მასში ხანგრძლივად შეჰყავთ დიდი რაოდენობით ცილოვანი ჰორმონული პრეპარატები.

ანტოკოლსკი მარკ - რუსი მოქანდაკე (1843-1902 წწ).

ანტოკოლსკი პავლე - რუსი პოეტი (1896-1978 წწ).

ანტონ I (ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი) - XVIII საუკუნის საქართველოს ცნობილი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, კათალიკოს-პატრიარქი (1720-1788 წწ).

ანტონ II (ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი) - აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ერეკლე II-ის ძე (1764-1827 წწ).

ანტონ გენათელი - გელათის მთავარეპისკოპოსი XVI საუკუნის II ნახევარში.

ანტონ გნოლისთავისძე - XII-XIII საუკუნეების საქართველოს პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწე, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი.

ანტონელო დე მესინა - იტალიელი ფერმწერი (დაახლოებით 1430-1479 წწ).

ანტონესკუ იონ - რუმინეთის სამხედრო-ფაშისტი დიქტატორი XX საუკუნის 30-40-იან წლებში (1882-1946 წწ).

ანტონიადი ეჟენ მიშელ - ფრანგი ასტრონომი (1870-1944 წწ).

ანტონი დიდი - ქრისტიანული მონაზვნობის ფუძემდებელი ეგვიპტეში, განდეგილი (250-356 წწ).

ანტონიმები - საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები.

ანტონინები - რომის საიმპერატორო დინასტია 96-192 წლებში.

ანტონინი - დაბა უკრაინის ხმელნიცკის ოლქში.

ანტონინიანი - რომაული ვერცხლის მონეტა.

ანტონინუს პიუსი (ანტონინუს ტიტუს ავრელიუს ფულვუს პიუსი) - რომის იმპერატორი 138-161 წლებში.

ანტონიონი მიქელანჯელო - იტალიელი კინორეჟისორი (1912-2007 წწ).

ანტონიუსი მარკუს (მარკუს ანტონიუსი) - რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 83-30 წწ).

ანტონ მარტყოფელი - მარტყოფის მონასტრის დამაარსებელი, ერთი ასურელი მამათაგანი (VI საუკუნე)

ანტონოვი ზურაბ - ქართველი დრამატურგი (1820-1854 წწ).

ანტონოვი იური - რუსული ესტრადის მომღერალი (დაიბადა 1945 წელს).

ანტონოვი ოლეგ - საბჭოთა ეპოქის რუსი ავიაკონსტრუქტორი (1906-1984 წწ).

ანტონოვი სერგეი - რუსი მწერალი (1915-1995 წწ).

ანტონოვკა - ზამთრის რუსული ვაშლის ჯიში.

ანტონოვსკაია ანა - რუსი მწერალი, დაიბადა თბილისში, ავტორი რომანისა «დიდი მოურავი» (1885-1967 წწ).

ანტონოვშჩინა - ანტისაბჭოთა აჯანყება ტამბოვის გუბერნიაში 1920-21 წლებში.

ანტონომაზია - ზოგადი სახელის შეცვლა საკუთარით ან პირიქით (მაგალითად, ციცერონი - ორატორი)

ანტონ ქუთათელი (ანტონ საღირის ძე) - საქართველოს საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე XII-XIII საუკუნეებში.

ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი - ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მქადაგებელი (გარდაიცვალა 1815 წელს).

ანტოპოლი - დაბა ბელორუსიის ბრესტის ოლქში.

ანტორია - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (გურნის თემის საკრებულო), მდებარეობს ოკრიბის წვრილმთიანეთში მდინარე ჭალის (წყალწითელას შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 570 მეტრი, ტყიბულიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 45 კაცი.

ანტოფაგასტა - ქალაქ-პორტი ჩილეში.

ანტოში იშტვან - უნგრეთის სახელმწიფო მოღვაწე, ეკონომისტი (1908-1960 წწ).

ანტოციანები - მცენარეთა წითელი, ლურჯი და იისფერი პიგმენტები (მღებავი ნივთიერებები).

ანტრაქტი (ფრანგ.)

  1. შესვენება სპექტაკლის მსვლელობისას.

  2. ინსტრუმენტული შესავალი ოპერის, საბალეტო ან დრამატული სპექტაკლის ამა თუ იმ მოქმედებისათვის.

ანტრაშა (ფრანგ.) - მსუბუქი შეხტომა საბალეტო ცეკვებში.

ანტრაციტი - ქალაქი უკრაინის ლუგანსკის ოლქში.

ანტრე (ფრანგ.) - კლოუნის ნომერი ცირკში.

ანტრეა - ქალაქ კამენოგორსკის სახელი 1948 წლამდე.

ანტრეკოტი (ფრანგ.) - ნეკნებს შორის ამონაჭერი ხორცი.

ანტრეპრენიორი (ფრანგ.) - კერძო სანახაობითი დაწესებულების მფლობელი.

ანტრეპრიზა (ფრანგ.) - თეატრის დასის მესვეურობა კერძო პირის მიერ.

ანტრესოლი (ფრანგ.) - ძირითადი სართულის მოცულობაში ჩაშენებული ნახევარსართული.

ანტრიმი

  1. პლატო ავსტრალიაში.

  2. საგრაფო ჩრდილოეთ ირლანდიაში.

ანტრო-დელ-კორკია - კარსტული მღვიმე იტალიაში, აპუანის ალპებში.

ანტროპოვი ალექსი - რუსი ფერმწერი (1716-1795 წწ).

ანტროპოვო - დაბა რუსეთის კოსტრომის ოლქში.

ანტსლა - ქალაქი ესტონეთში.

ანტსონი ალექსანდრ - ესტონელი მწერალი (1899-1945 წწ).

ანტუ (ანტუმი) - ზეცის შუმერულ-აქადური ღმერთის, ანუს მდედრი შესატყვისობა.

ანტუან ბურბონი - ნავარის მეფე 1555 წლიდან, ჰუგენოტების ერთ-ერთი ბელადი.

ანტუანი ანდრე - ფრანგი რეჟისორი, მსახიობი, თეატრის თეორეტიკოსი (1858-1943 წწ).

ანტუნიში ანტონიუ ლობუ - პორტუგალიელი მწერალი (დაიბადა 1943 წელს).

ანტურაჟი (ფრანგ.) - გარემო პირობების ერთობლიობა.

ანუ

  1. შუმერულ-აქადური პანთეონის უზენაესი ღვთაება, ქალაქ ურუქის მფარველი.

  2. - გრამატიკული კავშირი ქართულ ენაში.

ანუარხუ - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ანუბისი - სიკვდილის ღვთაება ძველ ეგვიპტეში, წარმოდგენილი ჰყავდათ ტურად (ზოგჯერ ძაღლად).

ანუი ჟან - ფრანგი დრამატურგი (1910-1987 წწ).

ანუი - მდინარე რუსეთის ალთაის მხარეში.

ანუიტეტი - სახელმწიფო სესხის სახეობა.

ანუკეტი - ეგვიპტურ მითოლოგიაში - ნაყოფიერებისა და ნილოსის სანახების ღვთაება. გამოისახებოდა ფრინველის ბუმბულით შემკობილი გვირგვინის მქონე ქალად.

ანუკვა - ქედი, იხილე ხუტია.

ანულირება - ამა თუ იმ აქტის თუ ხელშეკრულების უარყოფა, გაბათილება.

ანუნაკი - შუმერულ-აქადურ მითოლოგიაში - მიწისა და მიწისქვეშა სამყაროს ღვთაება, რომელიც ადამიანთა ბედიღბალს განსაზღვრავდა.

ანურადჰაპურა (ანურაჯაპურა) - ქალაქი შრი-ლანკას ჩრდილოეთ ნაწილში.

ანურია - შარდის გამოყოფის სრული შეწყვეტა.

ანუსი - იგივეა, რაც ანალური ხვრელი.

ანუშა აბულ-მუზაფარ მუჰამედ - ხივის ხანი, რუსეთის სამეფოსთან სავაჭრო-დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარების მომხრე (? - დაახლოებით 1686 წ).

ანუში - ოვანეს თუმანიანის მოთხრობა, რომლის მიხედვითაც არმენ ტიგრანიანმა შექმნა ოპერა, ივანე პერესტიანმა კი გადაიღო ფილმი.

ანუჩიჩი დიმიტრი - საბჭოთა ეპოქის ანთროპოლოგი, გეოგრაფი, ეთნოგრაფი (1843 - 1923 წწ).

ანუხვა (ყოფილი აგწა) - სოფლი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ანფანტენი ბარტელემი პროსპერ - ფრანგი სოციალისტ-უტოპისტი და ეკონომისტი, სენ-სიმონის მიმდევარი (1796-1864 წწ).

ანფასი (ფრანგ. ) - პირისახე ან საგანი წინიდან.

ანფელცია - მრავალწლოვანი ძოწეული წყალმცენარეების გვარი.

ანფილადა (ფრანგ.) - ერთმანეთის მიყოლებით განლაგებული ოთახები.

ანფიმოვი - თბილისში მოღვაწე ნევროპათოლოგი და ფსიქიატრი (1852-1930 წწ).

ანფინსენი კრისტიან-ბემერ - ამერიკელი ბიოქიმიკოსი, 1972 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ს.მურთან და უ.ხ.სტაინთან ერთად (დაიბადა 1916 წელს).

ანფლერაჟი (ფრანგ.) - ყვავილებიდან სურნელოვან ნივთიერებათა მიღება ცხოველური ცხიმების მიერ მათი შთანთქმის მეთოდით.

ანფუ - იხილე ანხოის ხროვა.

ანქესენპაამონი (ძველეგვიპტურად - „ის ცხოვრობს ამონისათვის“) - ეგვიპტელი დედოფალი, ექნატონისა და ნეფერტიტის ქალიშვილი, ტუტანჰამონის მეუღლე.

ანქი - ძველი ეგვიპტეს ჯვრის სახის უმნიშვნელოვანესი სიმბოლო. მასში ჩადებული იყო უკვდავების იდეა, აგრეთვე ქალური და მამაკაცური (ოსირისისა და ისიდას) საწყისის ერთიანობა ანუ კავშირი ცისა და დედამიწისა.

ანქიალე - მაკრონჰენიოხების გაერთიანებული სამეფოს მეფე II საუკუნის პირველ ნახევარში.

ანქითერიუმი - ნამარხი სამთითა ცხენი.

ანქური - იხილე ონურისი.

ანღლი - ფრინველთ ენა-პირთ მომჭმელი მუწუკი (საბა).

ანყოლი - კარს აქათ-იქით წირთხლები (საბა).

ანშანი

  1. ირანში არსებული უძველესი სახელმწიფო ელამის მთავარი ქალაქი.

  2. ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, ლიაონინის პროვინციაში.

ანშარი („უზენაესი“) - ღმერთთა მამათავარი, სამყაროს უძველესი განსახიერება შუმერთა მითოლოგიაში.

ანშეფი (გენერალ-ანშეფი) - რუსეთში პეტრე I-ის დროს - მთავარსარდალი.

ანშიუცი ჰაინრიხ - ავსტრიელი მსახიობი (1785-1865 წწ).

ანშლაგი (გერმ.) - სანახაობითი დაწესებულების სალაროსთან გამოკრული განცხადება ყველა ბილეთის გაყიდვის თაობაზე.

ანშლიფი (პოლირებული შლიფი) - მინერალის ან მინერალური აგრეგატებისაგან დამზადებული პრეპარატი.

ანშლუსი - გერმანიასთან ავსტრიის იძულებითი შეერთების პოლიტიკა.

ანშპუგი (ჰოლანდ.) - ხის ბერკეტი სიმძიმეების ასაწევად.

ანშუცი ჰენრიხ - ავსტრიელი მსახიობი, ავსტრიულ თეატრში სცენიური რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1785-1865 წწ).

ანჩაბაძე ზურაბ - ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1920-1984 წწ).

ანჩარი - ხე თუთისებრთა ოჯახისა.

ანჩაროვი მიხაილ - რუსი მწერალი (1923-1990 წწ).

ანჩის საეპისკოპოსო - საეპისკოპოსო ისტორიულ კლარჯეთში, დაარსდა VI-VII საუკუნეებში.

ანჩისხატი - VI საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.

ანჩოუსი (ინგლ.) - ზღვის წვრილი თევზი, ხამსა, ქაფშია.

ან ჩუნ გინი - კორეის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1879-1910 წწ).

ან ჩხან ხო - კორეის ბურჟუაზიულ-ნაციონალისტური მოძრაობის მოღვაწე (1878-1938 წწ).

ანჩხლი - გაბრაზებისას თავშეუკავებელი, კაპასი ადამიანი.

ანჩხო - მთა და უღელტეხილი აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ლაშიფსესა და ბავიუს წყალგამყოფზე.

ანცენგრუბერი ლუდვიგ - ავსტრიელი მწერალი (1839-1889 წწ).

ანცერანანა (ყოფილი დიეგო სუარესი) - ქალაქი და სავაჭრო პორტი კუნძულ მადაგასკარზე (55 ათასი).

ანცი - ცელქი, ონავარი.

ანცილოტი დიონისიო - იტალიელი მეცნიერი იურისტი (1867-1950 წწ).

ანცილუსი - მტკნარი წყლის მოლუსკების გვარი ფილტვიანების ქვეკლასისა.

ანცინი (ხუაინონი) - ქალაქი-პორტი აღმოსავლეთ ჩინეთში, ანხოის პროვინციაში, მდინარე იანძზე.

ანცირაბე - ქალაქი კუნძულ მადაგასკარზე (150 ათასი).

ანციფეროვო - დაბა რუსეთის ნოვგოროდის ოლქში.

ანძა - ფოლადის, ხის ან რკინა-ბეტონის ვერტიკალური ბოძი.

ანძლატი - შრატის ხაჭო (საბა).

ანწალისწყალი - მდინარე, იხილე შრომისხევი.

ანწლი - ყვავილოვან მცენარეთა გვარი ცხრატყავისებრთა ოჯახისა, ბუჩქი ან მცირე ზომის ხე, აქვს მძაფრი და უსიამოვნო სუნი.

ანწუხი - წვეტიანი სარი.

ანწუხელები - ხუნძების ეთნოგრაფიული ჯგუფი დაღესტანში.

ანხაიუ - ფეოდალურად დამოკიდებული გლეხი აფხაზეთში.

ანხელი - მსოფლიოს უდიდესი ჩანჩქერი ვენესუელაში მდინარე ჩურუნზე, სიმაღლე 1054 მ.

ანხოი (ანხუეი) - პროვინცია აღმოსავლეთ ჩინეთში, მდინარე იანძის ქვემო დინებაში.

ანხური - ომის ღმერთი ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში.

ანჯამა - ღეროთი შეერთებული ორი თამასა კარის ან ფანჯრის ჩამოსაკიდად.

ანჯაფარიძე ვერიკო - თეატრისა და კინოს დიდი ქართველი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1900-1987 წწ).

ანჯაფარიძე ზურაბ - ქართველი საოპერო მომღერალი, ლირიულ-დრამატული ტენორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1928-1997 წწ).

ანჯაფარიძე ოთარ - ვირუსოლოგი, პროფესორი (დაიბადა 1920 წელს).

ანჯეი - სახელი პოლონელი მამაკაცებისა, ანდრეის სახესხვაობა.

ანჯეიევსკი ეჟი - პოლონელი მწერალი (1909-1983 წწ).

ანჯელიკო (ნამდვილი სახელი ფრა ჯოვანი და ფიეზოლე) - იტალიელი ფერმწერი, ბეატოდ (ნეტარად) წოდებული (1400-1455 წწ).

ანჯელო ფილინელი - იტალიელი მონაზონი, ეწეოდა მისიონერულ მოღვაწეობას თბილისში (XVIII საუკუნე).

ანჯიევსკი - დაბა რუსეთის სტავროპოლის მხარეში.

ანჯმობა - იხილე საანჯმნო.

ანჯოლელო ჯოვანი მარია - ვენეციელი მოგზაური, დატოვებული აქვს ცნობები საქართველოს შესახებ (1451 ან 1452 - 1547 წწ).

ანჯოლიერი ჩეკო - იტალიელი პოეტი (დაახლოებით 1260-1312 წწ).

ანჰაშთუქი - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ანჰიდრიდი (ბერძნ.) - რომელიმე ელემენტის ქიმიური ნაერთი ჟანგბადთან.

ანჰიდრიტი - თეთრი ფერის მინერალი, რომლის წყალთან შეერთებით მიიღება თაბაშირი.

ანჰინგისებრნი - ფრინველთა ოჯახი ნიჩაბფეხიანთა რიგისა.

ანჰოი - იხილე ანხოი.

ანხოის ხროვა (ანფუს ხროვა) - ბეიანელი მილიტარისტების დაჯგუფება, შეიქმნა ჩინეთში 1916 წელს იუან ში-კაის გარდაცვალების შემდეგ.

ანჰრა-მაინიუ - იხილე აჰრიმანი.

5.14 აო

▲ზევით დაბრუნება


აო

  1. ჩინურ მითოლოგიაში - კუ, რომელიც ზღვაზე დააცურებს სამ წმინდა მთას, სადაც უკვდავნი ბინადრობენ. წარმოადგენს სიბრძნისა და გონიერების სიმბოლოს.

  2. ინდოეთის ნაგალენდის შტატში მცხოვრები ხალხი.

აო ბინი - ზღვის მეომარი ჩინურ მითოლოგიაში, აო გუანის, დრაკონების ხელმწიფის ვაჟი. გამოისახებოდა შუბშემართული ხელით.

აოდვა - მარცვლეულის ნაადრევად მომწიფება არახელსაყრელი გარემო პირობების გავლენით.

აომინი (აომენი) - იხილე მაკაო.

აომორი

  1. ქალაქი-პორტი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე (290 ათასი).

  2. პრეფექტურა იაპონიაში.

აონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პოსეიდონის ვაჟი, ბეოტიის მეფე, რომლის სახელიც მიიღო ბეოტიელ აონთა უძველესმა ტომმა.

აონიდები - მუზების ერთ-ერთი ლათინური სახელწოდება.

აორისტი (ბერძნ.) - ზმნის გრამატიკული ფორმა, რომელიც გამოხატავს წარსულში დასრულებულ მოქმედებას.

აორსები - სარმატულ ტომთა კავშირი ძვ.წ.აღ. I ათასწლეულის ბოლო საუკუნეებში.

აორტა (ბერძნ.) - სისხლის მიმოქცევის დიდი წრის მთავარი არტერია.

აორტიტი - აორტის კედლის ანთება.

აოსირხვა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

აოსტა - ქალაქი ჩრდილოეთ იტალიის ალპებში, ვალე-დ'აოსტას პროვინციაში (40 ათასი).

აოშვა - ხნულის ზედაპირული დამუშავება გამკვრივებული ფენის გასაფხვიერებლად.

აოჯირი - ქალაქი ჩრდილოეთ კორეაში.

5.15 აპ

▲ზევით დაბრუნება


აპადანა - აქემენიდთა ირანის მეფეთა საზეიმო მისაღები სასახლე, მრავალი სვეტით შემკული და ხის ბრტყელი ჭერით გადახურული.

აპათია (ბერძნ.) - გულგრილი დამოკიდებულება გარემოსადმი.

აპათოზავრები - გიგანტური ხვლიკმენჯა დინოზავრების გვარი.

აპალაჩები (აპალაჩის მთები) - მთათა სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში.

აპალაჩიკოლა - მდინარე აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

აპანაჟი (ბერძნ.) - საფრანგეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში საუფლისწულო, რომელიც ეძლეოდათ სამეფო ოჯახის უგვირგვინო წევრებს.

აპანი (აპნისი) - იანვრის ძველქართული სახელი.

აპაპა

  1. ქალაქ ლაგოსის (ნიგერია) სამრეწველო უბანი და ავანპორტი.

  2. აპაპაპა! - ქართული ენის შორისდებული, გამოხატავს კატეგორიულ უარყოფას.

აპარანი

  1. დაბა სომხეთში.

  2. - მდინარე, იგივე ქასაღი.

აპარატი (ლათ.) - ხელსაწყო, ტექნიკური მოწყობილობა, სამარჯვი.

აპარატურა - რაიმე სამუშაოს შესასრულებელი აპარატების, ხელსაწყოების ერთობლიობა; ლაბორატორიის, საამქროს, დიდი დანადგარების და მისთანების მოწყობილობა.

აპარელი (ფრანგ.) - სამხედრო-საინჟინრო საქმეში - მცირედ დაქანებული ჩასასვლელი გზა ციცაბო ადგილებში.

აპართეიდი (აფრ.) - რასობრივი დისკრიმინაციის ფორმა.

აპარტამენტი (ფრანგ.) - დიდი, მდიდრული ბინა.

აპარტეიდი - იხილე აპართეიდი.

აპარტი - მხოლოდ მაყურებლისადმი მიმართული მონოლოგი ან რეპლიკა.

აპასი - წყალთა საუფლოს ვედური ღვთაება; ადამიანთა მიმართ კეთილგანწყობილი სამკურნალო წყლები.

აპასიონატა - ბეთჰოვენის 23-ე რიგითი ნომერის საფორტეპიანო სონატა.

აპასიონატო (იტალ.) - მუსიკალური ნაწარმოების შესრულების მგზნებარე ხასიათი.

აპასტამბას კანონები - ძველი ინდური სამართლის ძეგლი, შედგენილია ბრაჰმანთა ერთ-ერთი სკოლის, სახელდობრ, აპასტამბას სკოლის მიერ ძვ.წ.აღ. IV საუკუნეში.

აპატე („სიცრუე“) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სიცრუის ქალღმერთი.

აპატიტი (ბერძნ.)

  1. მინერალი, რომელიც შედგება ფოსფორმჟავა კალციუმის, ქლორისა და ფთორისაგან. იხმარება სასუქად.

  2. აპატიტი - ქალაქი რუსეთის მურმანსკის ოლქში.

აპატრიდი (ბერძნ.) - იგივეა, რაც აპოლიდი, ანუ პირი, რომელსაც არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნია.

აპაში (ფრანგ.)

  1. დეკლასირებული ელემენტი საფრანგეთში (ხულიგანი, ქურდი); ეს ცნება ფრანგულ ენაში ამერიკის ათვისების შემდეგ გაჩნდა.

  2. გადახსნილსაყელოიანი პერანგი მამაკაცისა, რომელსაც ჰალსტუხს ვერ გაუკეთებ.

აპაჩები - აშშ-ს არიზონისა და ოკლაჰომას შტატებში მობინადრე ატაპასკების ხალხების ჯგუფი (ნავახო, მესკალერო, ჰიკარილა).

აპაჩი - ამერიკული საბრძოლო ვერტმფრენი.

აპაცაი ჩერე (აპაცაი ჩერი, აპაციუსი) იანოშ - უნგრელი პედაგოგი და ფილოსოფოსი (1629-1658 წწ).

აპდაიკი ჯონ ჰოიერ - ამერიკელი მწერალი (დაიბადა 1932 წელს).

აპე (1917 წლამდე ოპეკალნი) - ქალაქი ლატვიაში.

აპეირონი - ძველბერძნული ფილოსოფიის ცნება: აღნიშნავს იმას, რაც ყოველგვარი განსაზღვრულისა და სასრულის საფუძველი და წყაროა.

აპელა - სახალხო კრება ძველ საბერძნეთში, სპარტაში. ხელისუფლების უმაღლესი ორგანო.

აპელანტი - აპელაციის შემტანი პირი.

აპელაცია (ლათ.) - სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება უმაღლეს ინსტანციაში.

აპელდორნი - ქალაქი ნიდერლანდში (150 ათასი).

აპელენტი - ცხოველების მისაზიდი საშუალება, რეპელენტის (დასაფრთხობის) საწინააღმდეგო ცნება.

აპელესი - ძვ.წ.აღ. IV საუკუნის II ნახევრის ბერძენი ფერმწერი.

აპელი კარელ - ნიდერლანდელი მხატვარი (დაიბადა 1921 წელს).

აპელი პოლ ემილ - ფრანგი მათემატიკოსი და მექანიკოსი (1855-1930 წწ).

აპელი (ფრანგ.) - ფეხის დარტყმა ფარიკაობაში ყურადღების მისაპყრობად.

აპელირება - აპელაციის შეტანა.

აპელსინი - ფორთოხლის სახელი ევროპულ ენებში. სიტყვასიტყვით ნიშნავს „ჩინურ ვაშლს“.

აპენდექტომია - დაავადებული ჭიანაწლავის ამოკვეთა.

აპენდიკულარიები - ზღვის პლანქტონური ცხოველების კლასი.

აპენდიქსი (ლათ.) - ბრმა ნაწლავის დანამატი, ჭიანაწლავი.

აპენდიციტი - ბრმა ნაწლავის დანამატის, ჭიანაწლავის, აპენდიქსის ანთება.

აპენინები (აპენინის მთები) - მთათა სისტემა იტალიაში. სიგრძე - 1200 კილომეტრი, უმაღლესი მწვეერვალი - კორნო (2914 მეტრი).

აპენინის ნახევარკუნძული - ნახევარკუნძული სამხრეთ ევროპაში, შეჭრილია ხმელთაშუა ზღვაში.

აპერიტივი (ფრანგ.) - სუსტი სპირტიანი სასმელი, როგორც წესი, გამოიყენება მადის აღსაძრავად.

აპერკოტი (ინგლ.) - დარტყმა კრივში ქვემოდან ყბაში.

აპერტურა (ლათ.) - ოპტიკური სისტემების მოქმედი ხვრეტი, რომელიც განისაზღვრება ლინზების ან დიაფრაგმის ზომით.

აპერცეფცია (ბერძნ. ა(დ) და პერცეპტიონ „თან და აღქმა“) - ფსიქოლოგიაში - აღქმის დამოკიდებულება ადამიანის გამოცდილებაზე, ცოდნის მარაგზე.

აპეტალური ყვავილი (გვირგვინის ფურცელი) - გვირგვინის ფურცლებს მოკლებული ყვავილი.

აპეური - ტაბიკების გადასაბმელი თოკი.

აპექსი - (ასტრონომიაში) წერტილი ცის თაღზე, რომლის მიმართულებითაც მოძრაობს დედამიწა მოცემულ მომენტში.

აპველინგი - წყალსატევის სიღრმიდან წყლის ქვედა ფენების ამოსვლა ზედაპირზე, როცა ზედაპირული წყლის ფენები ქარის ქროლის შედეგად ზღვისაკენ მიედინება.

აპთეკერი ჰერბერტ - ამერიკელი ისტორიკოსი და პუბლიცისტი (დაიბადა 1915 წელს).

აპი (აპი-სლაუ) - მოქმედი ვულკანი ინდონეზიაში, კუნძულ სანგეანგზე.

აპია

  1. წყნარ ოკეანში მდებარე დასავლეთ სამოას სახელმწიფოს დედაქალაქი და მთავარი პორტი (35 ათასი).

  2. (აპიე) - საბერძნეთის ნახევარკუნძულ პელოპონესის ძველი სახელი.

აპიანე ალექსანდრიელი - რომაელი ისტორიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე (დაახლოებით 90-170 წწ).

აპიდი (აპისი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, გმირ ფორონევსის ვაჟი, ტირანი, რომელმაც თავისი სახელი უწოდა პელოპონესს.

აპითერაპია - ფუტკრის შხამისა და მისი პრეპარატების გამოყენება სამკურნალო მიზნებით.

აპიკალური თანხმოვნები - ენაწვერისმიერი თანხმოვნები, იწარმოება ნუნებთან ან მაგარ სასასთან.

აპიმონდია - მეფუტკრეთა გაერთიანებების საერთაშორისო ორგანიზაცია. შექმნილია 1949 წელს.

აპისი - ღვთაება ძველ ეგვიპტეში, მემფისის საღვთო ხარი, თაყვანს სცემდნენ როგორც ღვთაება პტას მიწიერ განსახიერებას.

აპიუსის გზა - პირველი რომაული მოკირწყლული გზა (350 კილომეტრი), რომსა და კაპუას შორის.

აპიცი ბრუნო - გერმანელი მწერალი (1900-1979 წწ).

აპკი - კანის თხელი ფირფიტა.

აპლაზია (ბერძნ.) - განვითარების ნაკლოვანება, თანდაყოლილი არქონა სხეულის რაიმე ნაწილის ან ორგანოსი (იხილე ჰიპოპლაზია).

აპლანატი (ბერძნ.) - ფოტოგრაფიული ობიექტივის სახესხვაობა.

აპლიზიები - მოლუსკების სახეობა, ე.წ. „ზღვის კურდღლები“.

აპლიკატა - დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში წერტილის ერთ-ერთი კოორდინატა.

აპლიკატორი (ლათ.) - მოწყობილობა რადიოაქტიური გამოსხივებით ზემოქმედებისათვის ადამიანის კანზე (სამკურნალო მიზნით).

აპლიკატურა (ლათ.) - თითების განლაგებისა და მონაცვლეობის წესი მუსიკალურ საკრავზე დაკვრის წინ.

აპლიკაცია (ლათ.) - ორნამენტის ან გამოსახულების შექმნის ერთგვარი ხერხი.

აპლიკე (ფრანგ.) - რამეზე გადაკრული ვერცხლი.

აპლიტი (ბერძნ.) - წვრილმარცვლოვანი გრანიტი.

აპლოდისმენტი (ფრანგ.) - ტაშისკვრა.

აპლომბი (ფრანგ.) - ზედმეტი თვითრწმენა, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა.

აპლტონი (ეპლტონი) - ქალაქი აშშ-ში, ვისკონსინის შტატში (70 ათასი).

აპლუ (აპულუ) - ეტრუსკული მითოლოგიის ღვთაება, რომელიც აპოლონის სრულ ანალოგიას წარმოადგენს.

აპნისი - იგივე აპანი.

აპნოე (ბერძნ.) - სუნთქვის დროებითი შეჩერება.

აპო

  1. რთული სიტყვების ბერძნული წინსართი მნიშვნელობით „შორს“, „გარეშე“.

  2. ვულკანი ფილიპინების კუთვნილ კუნძულ მინდანაოზე, ამ სახელმწიფოს უმაღლესი მწვერვალი (2954 მ).

აპოასტრი - ვარსკვლავთა ორჯერად სისტემაში თანამგზავრი ვარსკვლავის ორბიტის წერტილი, რომელიც მთავარი ვარსკვლავიდან მაქსიმალურადაა დაშორებული.

აპოგამია (აპოგამეტია) - ზოგი მცენარის გაუნაყოფიერებლად გამრავლება.

აპოგეა (ბერძნ. აპოგეუმი) - რისამე განვითარების უმაღლესი წერტილი.

აპოდეიქტიკა - მკაცრად დასაბუთებული, ჭეშმარიტი, აბსოლუტურად სარწმუნო მეცნიერული ცოდნა.

აპოზიცია (ლათ.) - ორგანიზმის ქსოვილების ზრდა ახალ-ახალი ფენების გაჩენით.

აპოთემა (ბერძნ.) - წესიერი მრავალკუთხედის ცენტრიდან მის ნებისმიერ გვერდზე დაშვებული მართობი.

აპოთეოზი (ბერძნ.)

  1. სპექტაკლის ან კონცერტის საფინალო მასობრივი სცენა.

  2. გამოჩენილ ადამიანთა, გმირთა, იმპერატორთა, შემოქმედთა, წმინდა მოწამეთა გაღმერთება.

აპოთეციუმი - ზოგიერთი ჩანთოსანი სოკოს და მღიერების ღია ნაყოფსხეული.

აპოკალიფსი (აპოკალიფსისი) - რელიგიური წიგნი, რომელიც შეიცავს წინასწარმეტყველებას სამყაროს დასასრულზე.

აპიკონიმი - იხილე ფსევდონიმი.

აპოკოპე (ბერძნ.) - ერთი ან რამდენიმე ბგერის მოკვეცა სიტყვის ბოლოს.

აპოკრინული ჯირკვლები - ჯირკვლები, რომელთა სეკრეტში ჯირკვლოვანი უჯრედის ციტოპლაზმის ნაწილი ისე გამოიყოფა, რომ უჯრედი არ იღუპება.

აპოკრიფი (ბერძნ.) - იუდაისტური და ქრისტიანული ლიტერატურის ზოგიერთი ძეგლი, რაც საეკლესიო კანონში არ შესულა.

აპოლდა - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

აპოლიდი - იგივე აპატრიდი.

აპოლინარიოსი (უმცროსად წოდებული) - ლაოდიკეის (სირია) ეპისკოპოსი, საეკლესიო მწერალი და ღვთისმეტყველი (310 - 382/392).

აპოლინერი გიიომ (ნამდვილი სახელი და გვარი ვილჰელმ აპოლინარი კოსტროვიცკი) - ფრანგი პოეტი (1880-1918 წწ).

აპოლო (კომუნისტობის პერიოდში „ოქტომბერი“) - კინოთეატრი თბილისში, აღმაშენებლის პროსპექტზე.

აპოლოგეტები - რომის იმპერიაში მცხოვრები ადრინდელი ქრისტიანი მწერლები.

აპოლოგეტი - დამცველი, მომხრე.

აპოლოგი - დამრიგებლობითი შინაარსის მოკლე ნაწარმოები.

აპოლოგია - ვისამე ან რისამე დაცვა-გამოსარჩლება.

აპოლოდორე - ძვ.წ.აღ. V საუკუნის ბერძენი ფერმწერი.

აპოლოდორე ათენელი - ძველბერძენი მწერალი მითოგრაფი, გრამატიკოსი, ისტორიკოსი და ლექსიკოგრაფ-კომენტატორი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 180-119 წწ).

აპოლოდორე დამასკელი - რომაელი ხუროთმოძღვარი და ინჟინერი (ძვ.წ.აღ. II საუკუნის I ნახევარი).

აპოლონ ბელვედერელი - აპოლონის ქანდაკების რომაული ასლი, რომელიც ვატიკანში მდებარე ბელვედერის დარბაზში ინახება.

აპოლონი

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კეთილდღეობის, მშვენიერების, ჯანმრთელობის ღვთაება.

  2. ამჟამად დაკარგული მცირე ცთომილი.

  3. აშშ-ს კოსმოსური ხომალდების სერია.

  4. დღის პეპელა.

აპოლონია ილირიისა - ძველბერძნული ქალაქი თანამედროვე ალბანეთის ტერიტორიაზე.

აპოლონია პონტოსი - ძველბერძნული ქალაქი მილეტის ახალშენის დასავლეთ შავიზღვისპირეთში (ახლანდელი სოზოპოლი, ბულგარეთი).

აპოლონიოს დისკოლო - ძველბერძენი გრამატიკოსი (II საუკუნე).

აპოლონიოს პერგელი - ძველბერძენი მათემატიკოსი (ძვ.წ.აღ. III საუკუნე).

აპოლონიოს როდოსელი - ბერძენი პოეტი და მეცნიერი, ეპიკური პოემა „არგონავტიკის“ ავტორი (ძვ.წ.აღ. 295-215 წწ).

აპოლონიოს ტიანელი - ბერძენი ფილოსოფოსი (I საუკუნე).

აპომიქსისი - ცხოველის და მცენარის უსქესო გამრავლების სხვადასხვა ხერხი.

აპომორფინი - მორფინისაგან მიღებული ალკალოიდური ჯგუფის პრეპარატი.

აპონევროზი - განსაკუთრებული წარმონაქმნი ხელისგულის, ფეხისგულის და თავის ქალის თმიანი ნაწილის კანქვეშ.

აპოპისი (აპოფისი) - უზარმაზარი გველი ძველეგვიპტურ მითოლოგიაში, რომელსაც ღმერთი რა ყოველღამ ებრძვის წყალქვეშა სივრცეებში ცურვისას.

აპოპლექსია (ბერძნ.) - სისხლჩაქცევა თავის ტვინში, იგივე ინსულტი.

აპორემა (ბერძნ.) - თეორიული, ლოგიკური ხასიათის სიძნელე, ხშირად იხმარება აპორიის ცნების სინონიმად.

აპორეტიკა - აპორემების ანუ სიძნელეთა გამომჟღავნებისა და ანალიზის ხელოვნება.

აპორია - იგივე აპორემა.

აპორისი - თავისუფალი მეთემე შუა საუკუნეების ბიზანტიაში.

აპორტი - ძვირფასადმიჩნეული ვაშლის ჯიში, მწიფდება ყველაზე გვიან, შუაგულ შემოდგომაზე.

აპოსელენიუმი (ბერძნ.) - მთვარის გარშემო მოძრავი კოსმოსური სხეულის მთვარიდან მაქსიმალურად დაშორებული წერტილი ორბიტისა.

აპოსპორია - ზოგიერთი უმაღლესი მცენარის გამრავლების სახესხვაობა.

აპოსტასია (ბერძნ.) - ძველი რწმენისაგან განდგომა.

აპოსტატა (ბერძნ.) - განდგომილი, ძველი რწმენის უარმყოფელი.

აპოსტერიორული - რაც წარმოიქმნება ცდისაგან.

აპოსტილბი (ბერძნ.) - განათებული ზედაპირის სიკაშკაშის მოძველებული ერთეული.

აპოსტოლი დანიილ - დნეპრის მარცხენა სანაპიროს უკრაინის უკანასკნელი არჩევითი ჰეტმანი. სპარსეთში ლაშქრობის მონაწილე (1654-1734 წწ).

აპოსტოლიკები („ძმები მოციქულები“) - ქრისტიანთა გლეხურ-პლებეური მწვალებლობა დააარსა პარმელმა (იტალია) გლეხმა გერარდო სეგარელიმ 1260 წელს.

აპოსტოლოვო (1923 წლამდე პოკროვსკოე) - ქალაქი უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში.

აპოსტროფა (ბერძნ.) - ორატორული ხერხი, მიმართვა უსულო საგნისადმი, როგორც სულიერისადმი.

აპოსტროფი (ბერძნ.) - მძიმის მსგავსი სტრიქონზედა ნიშანი.

აპოტროპეონი - გამოსახულება ან საგანი, რასაც მიეწერება ავი სულების განდევნის მაგიური ძალა.

აპოფატიკა (ბერძნ.) - უხილავობა, შეუცნობლობა, მიუწვდომლობა.

აპოფერმენტი - რთული ფერმენტის კოლოიდური, ცილოვანი ნაწილი.

აპოფთეგმები (ბერძნ.) - გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამების კრებული.

აპოფიზი (ბერძნ.)

  1. ძვლის წანაზარდი, რაზედაც მაგრდება მყესი.

  2. მსხვილი მაგმური ძარღვის უფრო წვრილი გვერდითი განშტოება გარემომცველ ქანებში.

აპოფილიტი - მოყვითალო ან მოწითალო მინერალი.

აპოფონია - იგივე აბლაუტი.

აპოქრომატი (ბერძნ.) - ფოტოობიექტივის სახესხვაობა, რაშიც მაქსიმალურადაა შემცირებული გამოსახულების ქრომატული აბერაცია.

აპოცენტრი (ბერძნ.) - ციური სხეულის ორბიტის უშორესი წერტილი იმ ცენტრალური სხეულიდან, რის გარშემოც ის მოძრაობს.

აპოხტება - გამომშრალი თევზის ან ხორცის (აპოხტის) დამზადების პროცესი.

აპოხტი - შესანახად გახმობილი ხორცი.

აპრა - (აბრევიატურა - ამერიკის სახალხო-რევოლუციური ალიანსი) პერუს პოლიტიკური პარტია, შეიქმნა 1924 წელს, მექსიკაში.

აპრაკოსი - საღვთისმსახურო კრებული, რაშიც საეკლესიო წელიწადის შესაბამისად თავმოყრილია ღვთისმსახურებაში გამოსაყენებელი ცალკეული ადგილები ანუ საკითხავები სახარებიდან და სამოციქულოდან.

აპრაქსია (ბერძნ.) - მიზანდასახული მოქმედებისა და მოძრაობის დარღვევა.

აპრაქსინი თედორე - გრაფი, რუსეთის ფლოტის გენერალ-ადმირალი (1661-1728 წწ).

აპრელევკა - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.

აპრეტი (ფრანგ.) - ქსოვილის გასაჟღენთი ნივთიერება.

აპრეტირება (აპრეტურა) - ქსოვილის საბოლოო გამოყვანის ერთ-ერთი ძირითადი პროცესი.

აპრილი - კალენდარული წლის მეოთხე თვე მარტსა და მაისს შორის. მოიცავს 30 დღეს. ძველ საქართველოში ერქვა იგრიკა.

აპრილი ლაიოშ - უნგრელი პოეტი (1887-1967 წწ).

აპრილოვი ვასილ ევსტატიევ - ბულგარეთის ეროვნულ-განმანათლებლური მოძრაობის მოღვაწე (1789-1847 წწ).

აპრიორი (ლათ.) - ცდისაგან დამოუკიდებლად, იმთავითვე არსებული.

აპრიორიზმი - თეორია, რომელიც ყოველგვარი ცოდნის ობიექტურ და აუცილებელ ხასიათს ადგენს და ხსნის აპრიორული შემეცნებით.

აპრიორული - რაც წინ უსწრებს ცდას, ცდისაგან დამოუკიდებლად არსებობს.

აპრობაცია (ლათ.) - მოწონება-დადასტურება წინასწარი შემოწმების შემდეგ.

აპროპრიაცია (ლათ.) - მითვისება, მიტაცება.

აპროქსიმაცია - მოცემულ მათემატიკურ ობიექტთა ერთობლიობის შეცვლა სხვა ერთობლიობით.

აპროში (ფრანგ.) - მანძილი პოლიგრაფიულ ასოებს შორის.

აპსარასები - ღმერთთა მეფის ინდრას მხლებელი ნიმფები ინდურ მითოლოგიაში.

აპსიშუ ეკაბსი (ნამდვილი სახელი და გვარი იანის იანზემისი) - ლატვიელი მწერალი (1858-1929 წწ).

აპსუ - იხილე აბზუ.

აპტე ჰარი ნარაიან - ინდოელი მწერალი (1864-1919 წწ).

აპტერიები (ბერძნ.) - ბუმბულს მოკლებული ადგილები ფრინველის კანზე.

აპუკა - მდინარე რუსეთის კორიაკთა ავტონომიურ ოკრუგში.

აპულეიუსი ლუციუს - რომაელი მწერალი („ოქროს ვირის“ ავტორი), ფილოსოფოსი და რიტორი (დაახლოებით 125 - დაახლოებით 180 წწ).

აპულეიუსი ლუციუს სატურნინუს - რომაელი პოლიტიკური მოღვაწე, ორატორი, სახალხო ტრიბუნი (ძვ.წ.აღ. II საუკუნე).

აპულია - ოლქი იტალიაში, აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

აპურე

  1. მდინარე ვენესუელაში, ორინოკოს მარცხენა შენაკადი.

  2. შტატი ვენესუელას სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

აპურიმაკი - მდინარე უკაიალის მარცხენა მდგენელი (პერუ).

აპუსენი - იგივე დასავლეთ რუმინეთის მთები.

აპუხტინი ალექსი - რუსი პოეტი (1840-1893 წწ).

5.16 აჟ

▲ზევით დაბრუნება


აჟაევი ვასილი - რუსი მწერალი (1915-1968 წწ).

აჟამგუა - მთა სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე.

აჟარა

  1. სოფლების ზემო აჟარის და ქვემო აჟარის გავრცელებული სახელწოდება გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

  2. (აჯრა) მთა გუდაუთის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონზე.

აჟბე (აშბე) ანტონ - სლოვენი ფერმწერი (1862-1905).

აჟინიაზი კოსიბაი ული - ყარაყალპაყელი პოეტი (1824-1878 წწ).

აჟიო (იტალ.) - ფულის ნიშნების, თამასუქების და ფასიანი ქაღალდების კურსის აწევა.

აჟიოტაჟი (ფრანგ.)

  1. სპეკულაციური საქმიანობა ბირჟაზე;

  2. აურზაური, ხმაური.

აჟურა - ბიზანტიური ვერცხლის მონეტის, არგვირას ქართული სახელწოდება.

აჟური

  1. (ბერძნ.) - გამჭვირვალე ბადისებრი ნაქსოვი.

  2. ბუხჰალტერიაში-სააღრიცხვო-საანგარიშო ჩანაწერების ოპერაციისთანავე შესრულება.

აჟურული - ბადისებრი გამჭვირვალე და ჭრელა-ჭრულა (ქსოვილი).

5.17 არ

▲ზევით დაბრუნება


არ - უარყოფითი თავსართი ქართული სიტყვებისა.

არა

  1. (არარა) - სოლისებრბოლოიანი თუთიყუშების სახეობა.

  2. ქართული ენის უარის მანიშნებელი სიტყვა.

  3. (აბრევიატურა - American Relief Administration) ამერიკული დახმარების ორგანიზაცია. არსებობდა 1919-23 წლებში პირველ მსოფლიო ომში დაზარალებული ევროპული ქვეყნების დახმარების აღმოსაჩენად.

არაბალი ფერნანდო - ესპანელი მწერალი, პროზაიკოსი (დაიბადა 1932 წელს).

არაბატის ისარა - სივაშის ყურეს გამოყოფს აზოვის ზღვისაგან.

არაბატის ყურე - მდებარეობს აზოვის ზღვის სამხრეთ სანაპიროსთან.

არაბები - დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში მცხოვრები ხალხი (ალჟირელები, ეგვიპტელები, მაროკოელები, სირიელები და სხვა). XX-XXI საუკუნეების ზღვარზე არაბების საერთო რაოდენობა მთელ მსოფლიოში 200 მილიონს აღწევს.

არაბეთი - არაბული ქვეყნების ზოგადი სახელი.

არაბეთის ზღვა - ინდოეთის ოკეანის ნაწილი არაბეთისა და ინდოსტანის ნახევარკუნძულებს შორის.

არაბეთის ნახევარკუნძული - მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ზომით ყველაზე დიდია დედამიწაზე (2,7 მილიონი კვ.კმ).

არაბეთის უდაბნო - საჰარის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი (აფრიკა).

არაბეთის ხალიფატი - VII-XIII საუკუნეებში არსებული თეოკრატიული სახელმწიფო, რომელიც წინასწარმეტყველმა მუჰამედმა და, მისი სიკვდილის შემდეგ, მისმა მემკვიდრე ხალიფებმა შექმნეს.

არაბელა

  1. რიჰარდ შტრაუსის ოპერა.

  2. კაპიტან ბლადის გემის სახელი რაფაელ საბატინის რომანის თანახმად.

არაბესკა (ფრანგ.)

  1. მუსიკალური პიესა, ძირითადად ფორტეპიანოსათვის.

  2. რთული ორნამენტის სახესხვაობა.

არაბესკი (ფრანგ.) - ილეთი კლასიკურ საბალეტო ცეკვაში.

არაბეთის გაერთიანებული საამიროები (ალ-იმარათ ალ-არაბია ალ-მუთაჰიდა)

  • სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე. დასავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება საუდის არაბეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთით - ომანს. აქვს გასასვლელი სპარსეთის ყურეში.

  • შედგება 7 საამიროსაგან: დუბაი, შარჯა, აჯმანი, რას-ელ-ხაიმა, უმ-ელ-კაივაინი, ელ-ფუჯაირა.

  • დაარსებულია 1971 წლის 2 დეკემბერს.

  • ეროვნული დევიზი - „ღმერთი, ერი, პრეზიდენტი“.

  • ჰიმნი - „იში ბილადი“.

  • მმართველობის ფორმა - კონსტიტუციური მონარქია.

  • ფართობი - 83 600 კვ.კმ.

  • მოსახლეობა - 4,5 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 64 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • ოფიციალური ენა - არაბული.

  • დედაქალაქი - აბუ დაბი.

  • ეროვნული ვალუტა - დირჰამი.

  • ქვეყნის კოდი - ARE.

  • დროის სარტყელი - UTC +4.

  • სატელეფონო კოდი - +971.

  • ინტერნეტ-დომენი - ae.

არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა - იხილე ეგვიპტე (ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა).

არაბიზმი - ამა თუ იმ ენაში შესული არაბული სიტყვა.

არაბიკა - ყავის სახესხვაობა.

არაბიკა (არაბიკის მასივი) - კირქვული მასივი გაგრის ქედის დასავლეთ ნაწილში, ფსოუსა და ბზიფის წყალგამყოფი.

არაბინოზა - C5H10O5, პენტოზების ჯგუფის მარტივი ნახშირწყალი (მონოსაქარიდები).

არაბისტიკა - არაბული სამყაროს შემსწავლელი ჰუმანიტარული მეცნიერება.

არაბი-ფაშა (ორაბი-ფაშა) აჰმად - ეგვიპტელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი (1839-1911 წწ).

არაბიძე ვასილი - კინოს და თეატრის მსახიობი (1881-1951 წწ).

არაბლინსკი (ნამდვილი გვარი ხალიფოვი) ჰუსეინ მამედ-ოღლუ - აზერბაიჯანელი მსახიობი და რეჟისორი, ეროვნული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1881-1919 წწ).

არაბობა საქართველოში - არაბთა ბატონობის ხანა VII-XI საუკუნეებში.

არაბოვი იური - რუსი მწერალი, პოეტი, კინოდრამატურგი, პუბლიცისტი (დაიბადა 1954 წელს).

არაბული დამწერლობა - წარმოიშვა IV საუკუნეში არამეული დამწერლობის საფუძველზე. გავრცელებულია დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. შედგება 28 ასოსაგან, რომელთა შორის მხოლოდ თანხმოვნები და გრძელი ხმოვნებია, მოკლე თანხმოვნების აღსანიშნავად გამოიყენება საგანგებო ნიშნები. იწერება და იკითხება მარჯვნიდან მარცხნივ.

არაბული ენა - მიეკუთვნება აფროაზიური ენების ოჯახის სემიტურ განშტოებას. ლიტერატურული ენაა, ამ ენაზე და მის სახედხვაობებზე XX-XXI საუკუნეების ზღვარზე 420 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს.

არაბული ლეგიონი - ტრანსიორდანიის არმიის ნაწილების სახელწოდება 1921-1956 წლებში.

არაგაწი

  1. (ალაგიოზი) სომხეთის მთიანეთის ყველაზე მაღალი მთა (4094 მ).

  2. დაბა სომხეთში.

არაგვა - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

არაგვი - მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ყაზბეგის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში. სიგრძე - 112 კმ, აუზის ფართობი - 2724 კვ.კმ. არაგვის სისტემას ქმნის მდინარეები - მთიულეთის (თეთრი) არაგვი, გუდამაყრის (შავი) არაგვი, ხევსურეთის არაგვი და ფშავის არაგვი. სათავედ ითვლება მთიულეთის არაგვი, რომელიც იწყება ყელის ვულკანური მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. არაგვი ზემო და შუა დინებაში მთის მდინარეა, ქვემო დინებით მუხრან-საგურამოს ვაკეზე იშლება. შესართავთან კვეთს სხალტბისა და საგურამოს ქედებს. ქალაქ მცხეთასთან ერთვის მტკვარს მარცხენა მხრიდან. არ იყინება. არაგვს მტკვარში წლიურად 1,5 მლრდ. კუბ.მეტრი. წყალი შეაქვს. იყენებენ მუხრან-საგურამოს ვაკის სარწყავად. არაგვის ქვემო დინების ფარგლებში გამოედინება ბულაჩაურის, ნატახტრისა და საგურამოს წყაროები, რომლებიც ქალაქ თბილისს სასმელი წყლით ამარაგებს. არაგვის ხეობაში გადის საქართველოს სამხედრო გზა. მდინარე არაგვის სავარაუდო უცხოური სახელწოდებაა პელორი: მომდინარეობს ბერძნული ზმნისგან - პელო - „ვმოძრაობ, მივისწრაფი“. მოიხსენიებს II-III საუკუნეების ბერძენი ისტორიკოსი დიონ კასიუსი ძვ. წ. 65 იბერიაში რომაელთა ლაშქრობასთან დაკავშირებით.

არაგვისთავი - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი.

არაგვის კარი - იხილე დარიალის ხეობა.

არაგვის კარი - გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის მცხეთის ზღუდე-გალავანში დატანებული ერთ-ერთი ძირითადი კარიბჭე, სამშენებლო ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუში (არაგვის კარი ეწოდა იმიტომ, რომ იგი ქალაქს არაგვის მიმართულებით ჩრდილოეთის მხარესთან აკავშირებს). გამოვლინდა 1965 წელს მცხეთაში კინოთეატრის მშენებლობის დროს (შესულია ამავე კინოთეატრის მოცულობაში). ალიზით ნაგები 6 მეტრი სისქის ქალაქის ზღუდეში ჩაშენებული კარიბჭის გვერდის კედლები თლილი ქვითაა ამოყვანილი. კედლებს შორის გზისთვის დატოვებული ღიობი 4,8 მეტრი სიგანისაა. გზა მოკირწყლული იყო და ჰქონდა ბორდიურით გამოყოფილი ფეხით სავალი ვიწრო ბილიკი. კარიბჭე ორივე მხრიდან ალიზითვე ნაგები კოშკებით იყო გამაგრებული. კარი ასაწევი უნდა ყოფილიყო და მძიმედ შეჭედილი. დიდ კარს, ხსნიდნენ, ალბათ, ქარავნების გასატარებლად, მგზავრებისათვის კი კარიბჭეში მცირე ზომის შესასვლელი იქნებოდა გაჭრილი. კარიბჭის გაწმენდა-გამოვლინების დროს გათხარეს მის დონეზე და უფრო ღრმად მდებარე ძველი კულტურული ფენები (სამაროვანი, ნამოსახლარი), რომლებიც მოიცავენ ძვ. წ. II საუკუნიდან — ახ. წ. VIII საუკუნამდე ხანას.

არაგვის საერისთავო - ფეოდალური საქართველოს სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული არაგვის ხეობასა და თერგის ხეობის სათავეებში.

არაგვისპირელი (ნამდვილი გვარი დედაბრიშვილი) შიო - ქართველი მწერალი (1867-1926 წწ).

არაგვისპირი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭონქაძის თემის საკრებულო), მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე. შეიქმნა სოფლების ინიანთკარის და ჯიქურაულთკარის გაერთიანების შედეგად. ზღვის დონიდან - 700 მეტრი, დუშეთიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 1088 კაცი.

არაგვისწყალი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ახიელისწყლის მარცხენა შენაკადი.

არაგვის ხეობა - ხეობა ქართლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ძირითადად დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

არაგო დომინიკ ფრანსუა - ფრანგი ფიზიკოსი, ასტრონომი, პოლიტიკური მოღვაწე (1786-1853 წწ).

არაგონი ლუი - ფრანგი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, სიურრეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1897-1982).

არაგონი - ისტორიული ოლქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთში (ადმინისტრაციული ცენტრი - სარაგოსა).

არაგონიტი - მინისებრი ელვარების მქონე თეთრი, ზოგჯერ მომწვანო ან მოიისფრო მინერალი.

არაგუა - შტატი ვენესუელას ჩრდილოეთ ნაწილში, ადმინისტრაციული ცენტრი - მარაკაი.

არაგუაია - მდინარე ბრაზილიაში, მდინარე ტოკანტინის (ამაზონის აუზი) მარცხენა შენაკადი (სიგრძე 2630 კილომეტრი).

არაგუაინა - ქალაქი და მუნიციპალიტეტი ბრაზილიაში, შედის ტოკანტინსის შტატში

არადა - ქართული ენის გრამატიკული კავშირი.

არადანი - არჩევანის საპასუხო სიტყვა თამაშში.

არადანის ქედი - მდებარეობს დასავლეთ საიანში (კრასნოიარსკის მხარე, რუსეთი).

არადეო - ქალაქი იტალიის აპულიის რეგიონში, ლეჩეს პროვინციაში (10 ათასი).

არადეთი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

არადელი-იშხნელი გიორგი ნიკოლოზის ძე - მსახიობი (1882-1920 წწ).

არადი - ქალაქი და ჟუდეცი დასავლეთ რუმინეთში.

არადუ - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

არაერთი - რამდენიმე, ბევრი.

არავაკები (არუვაკები, არუაკები) - ინდიელ ტომთა ლინგვისტური ნიშნით გაერთიანებული ჯგუფი სამხრეთ ამერიკაში.

არავაკული ენები - სამხრეთ ამერიკის ინდიელთა ენების ოჯახი. ყველაზე მეტად ცნობილია: ლოკონო (ანუ თავად არავაკული), გუახირო, მაიპურე, აჩაგუა, იპურინა, ტაინო, პირო, მოხო, პარესი.

არავანსაი - მდინარე ყირგიზეთში.

არავითარი - უარყოფითი ნაცვალსახელი.

არავინ - უარყოფითი ნაცვალსახელი.

არავიძე - გვარი დინასტიისა თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“.

არაზი (ნამდვილი სახელი და გვარი მოვსეს არუთინიანი) - სომეხი მწერალი (1878-1964 წწ).

არათითი - მეოთხე თითი ხელზე.

არათუ - ქართული ენის გრამატიკული კავშირი.

არაია ფრანჩესკო - იტალიელი კომპოზიტორი (1709 - დაახლოებით 1770 წწ).

არაკავა შუსაშ - იაპონელი მხატვარი-კონცეპტუალისტი (დაიბადა 1936 წელს).

არაკანი (რაქჰაინი)

  1. რეგიონი სამხრეთ-დასავლეთ მიანმაში.

  2. ისტორიული სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ ბირმაში.

არაკაჟუ - ქალაქი-პორტი ჩრდილო-აღმოსავლეთ ბრაზილიაში (290 ათასი).

არაკვა - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

არაკვისწყალი - მდინარე, იხილე ბარალეთისწყალი.

არაკვიჩი - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

არაკი

  1. ზღაპრული შინაარსის იგავი.

  2. სადაო - იაპონიის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, სამხედრო მინისტრი, მილიტარიზაციის იდეოლოგი (1877-1966 წწ).

არაკიჩი (1953 წლამდე დიდი აგარაკი) - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

არაკჩეევი - იხილე არაქჩეევი.

არალი - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

არალითონები - ქიმიური ელემენტები, რომელთაგან წარმოქმნილ მარტივ ნივთიერებებს არ გააჩნიათ ლითონების დამახასიათებელი ფიზიკური თვისებები.

არალიისებრნი - ორლებნიანი მცენარეთა ოჯახი, ხეები ან ბუჩქები (ზოგჯერ მცოცავი), იშვიათად მრავალწლოვანი ბალახები.

არალის ზღვა (ტბა) - მდებარეობს ყაზახეთ-უზბეკეთის საზღვარზე. ფართობი - 36,5 ათასი კვ.კმ. მაქსიმალური სიღრმე - 54,5 მეტრი.

არალსკი - ქალაქი ყაზახეთის ყიზილ-ორდას ოლქში.

არალსორი - გაუმდინარი მწარე-მლაშე ტბა ყაზახეთში, კასპიისპირა დაბლობზე.

არალ-ფაიღამბარი

  1. ნაკრძალი უზბეკეთში, სურხანდარიის ოლქში.

  2. მდინარე ამუდარიის კუნძული.

არამ - წეროების ოჯახის იშვიათი ფრინველი, ბინადრობს სამხრეთ ამერიკაში.

არამე - ურარტუს ერთ-ერთი პირველი მეფეთაგანი (ძვ.წ. აღ. IX საუკუნე)

არამედ - ქართული ენის გრამატიკული კავშირი.

არამეელები - სემიტური მოდგმის ხალხი, ცხოვრობდნენ ძვ.წ. აღ. II-I ათასწლეულში წინა აზიის ტერიტორიაზე.

არამეტალები - იგივე არალითონები.

არამეული დამწერლობა - ჩრდილო სემიტური დამწერლობის ერთ-ერთი ძირითადი სახეობა. შედგება 22 ნიშნისაგან, რომლებიც გამოყენებულია მხოლოდ თანხმოვნებისათვის. ტექსტი იწერება მარჯვნიდან მარცხნივ.

არამეული ენა - ერთ-ერთი სემიტური ენა. ძვ.წ.აღ. IX საუკუნეში გავრცელებული იყო სირია-მესოპოტამიაში.

არამზადა (არაბ.-სპარს. სიტყვასიტყვით «უკანონოდ შობილი») - სინდისზე ხელაღებული.

არამი

  1. - სომეხი ხალხის ლეგენდარული გმირი, სომხების ლეგენდარული მამამთავრის ჰაიკის შთამომავალი.

  2. (არაბ.) - შეურგებელი.

არამიანცი - თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს არაოფიციალური სახელი.

არამილი - დაბა რუსეთის ეკატერინბურგის ოლქში.

არამისი - ალექსანდრე დიუმა-მამის „სამი მუშკეტერის“ პერსონაჟი.

არამსუსხავნი - უხერხემლო ცხოველების ქვეტიპი ნაწლავღრუიანების ტიპისა, წარმოდგენილია ერთადერთი კლასით - სავარცხლურებით.

არამცოხნელები - ძუძუმწოვარ ცხოველთა ქვერიგი წყვილჩლიქოსნების რიგისა. აერთიანებს ბეჰემოთისებრთა და ღორისებრთა ოჯახებს.

არამ-ხუტუ - ამირანის ორეული ამირანიანის მეგრული ვერსიით.

არანაუსკასი ლეონას - რუსეთში მოღვაწე ლიტველი არქიტექტორი (დაიბადა 1921 წელს).

არანგო დოროთეო - იხილე ვილია ფრანსისკო.

არანდა (დ'არანდა) პედრო პაბლო აბარკა დე ბოლია - გრაფი, - ესპანელი დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე (1718-1798 წწ).

არანეოლოგია - იგივე არაქნოლოგია.

არანი იანოშ - უნგრელი პოეტი, 1848-49 წლების რევოლუციის მონაწილე (1817-1882 წწ).

არანი - კავკასიის ალბანეთის არაბიზირებული სახელი, ტერიტორია მტკვრისა და არაქსის შუამდინარეთში.

არანიაკი (სანსკრ. „ტყის წიგნები“) - უძველეს ინდოეთში ტყის განდეგილთა დასამოძღვრი წიგნები.

არანიანი - ტყისა და ხეების ძველინდური ქალღმერთი.

არანისი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჟინვალის სადაბო საკრებულო), მდინარე არაგვის მარჯვენა მხარეზე, საქართველოს სამხედრო გზის მახლობლად. ზღვის დონიდან - 1000 მეტრი, დუშეთიდან - 13 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 123 კაცი.

არანჟირება - მუსიკალური ნაწარმოების გადაკეთება სხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე შესასრულებლად.

არანხუესი - ქალაქი ცენტრალურ ესპანეთში (მადრიდის შემოგარენში), ესპანეთის მეფეთა ყოფილი რეზიდენცია.

არაპაიმა - მტკნარი წყლის სარეწაო თევზი ამაზონის აუზისა.

არაპაჰო (არაპაჰები) - ალგონკინების ჯგუფში შემავალი ინდიელთა ტომი.

არაპოვი პიმენ - რუსი დრამატურგი, თეატრის ისტორიკოსი (1796-1861 წწ).

არაჟანი - რძემჟავა საკვები პროდუქტი.

არაჟჰარა - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

არარა

  1. - იგივე არა (თუთიყუში).

  2. - ფილოსოფიაში იგივეა, რაც არარსი.

არარაკუარა - ქალაქი ბრაზილიაში.

არარაობა - არაფრის მაქნისი, ზნედაცემული.

არარატი

  1. ვულკანური მასივი მდინარე არაქსის შუა წელში, თურქეთის ტერიტორიაზე (დიდი არარატის მთა - 5165 მ).

  2. ქალაქი სომხეთში.

  3. სომხეთის საფეხბურთო კლუბი, 1973 წლის სსრკ-ს ჩემპიონი და თასის მფლობელი.

არარატის ველი - სამიწათმოქმედო ველი სომხეთში, არარატისა და არაგაწის მთებს შორის.

არარე - იაპონური სატყორცნი ცივი იარაღი, რასაც სფეროს ფორმა და წვეტები აქვს.

არარსი (არარა) - ფილოსოფიური კატეგორია, რომელიც გამოხატავს რაიმეს არარსებობას.

არასან-ყაფალი - კურორტი ყაზახეთის თალდი-ყორღანის ოლქში.

არასარა (ყოფილი თხილოვანი) - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

არასატუბა - ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ბრაზილიაში (115 ათასი).

არასაძიხი

  1. სოფელი გაგრასთან.

  2. სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

არასგზით - არავითარ შემთხვევაში.

არასერიოზული კაცი - ქართული სატელევიზო მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1980 წელს. დამდგმელი რეჟისორი - დიმიტრი ბათიაშვილი. სცენარის ავტორები - ერლომ ახვლედიანი, დიმიტრი ბათიაშვილი. დამდგმელი ოპერატორები - იგორ კრეპსი, თამაზ ბიჭიკაევი. კომპოზიტორი - ვახტანგ კუხიანიძე. მთავარ როლებში: გია ფერაძე, ავთანდილ დათუნაშვილი.

არასი - ქალაქი ჩრდილოეთ საფრანგეთში, ისტორიული ოლქის, არტუას, მთავარი ქალაქი.

არასლი ჰამიდ მამედთაღი-ოღლუ - აზერბაიჯანელი ლიტერატურათმცოდნე, აკადემიკოსი (1909-1990 წწ)

არასონი იოუნ - ისლანდიის ეროვნული გმირი, სკალდი (პოეტი), ჰოლარის უკანასკნელი კათოლიკე-ეპისკოპოსი (1484-1550 წწ).

არატე - ბერძენი დიდაქტიკოსი-პოეტი და ასტრონომი (ძვ.წ.აღ. დაახლოებით 315 - დაახლოებით 245 წწ).

არატე სიკიონელი - ძველბერძენი სახელმწიფო მოღვაწე (ძვ.წ.აღ. 271 - 213 წწ).

არატი - მონღოლი მეჯოგე.

არაუ

  1. იგივე აარაუ.

  1. შვეიცარიის საფეხბურთო კლუბი.

  1. 3)კუს სახეობა.

არაუკა - მდინარე ორინოკოს მარცხენა შენაკადი (ვენესუელა).

არაუკანები (საკუთარი სახელი მაპუჩე) - ჩილეს ინდიელი მოსახლეობის ძირითადი მასა.

არაუკარია - სამხრეთ ამერიკისა და ავსტრალიის წიწვოვან მცენარეთა გვარი.

არაფათი იასირ - პალესტინის ავტონომიის მეთაური. 1994 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი იცხაკ რაბინთან და შიმონ პერესთან ერთად მშვიდობის დარგში (დაიბადა 1929 წელს).

არაფერი - უარყოფითი ნაცვალსახელი.

არაფლო - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

არაფურის ზღვა - ინდოეთის ოკეანის განაპირა ზღვა ავსტრალიასა და ახალ გვინეას შორის.

არაფხა - ქვეყანა ძველ აღმოსავლეთში. მდებარეობდა თანამედროვე ერაყის მიდამოებში.

არაქათი (არაბ.) - ძალა, ღონე ილაჯი.

არაქალი - სოფლების დიდი არაქალის და პატარა არაქალის გავრცელებული სახელწოდება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

არაქელ დავრიჟეცი (თავრიზელი) - სომეხი ისტორიკოსი (1595-1669 წწ).

არაქელი - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

არაქელიანი სედრაკ - სომეხი მხატვარი (1884-1942 წწ).

არაქი (სოლთანაბადი) - ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ირანში (თეირანის ოსთანი).

არაქისი (ბერძნ. მიწის თხილი) - ბალახოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა.

არაქნე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლიდიელი გოგონა, რომელიც ათენას შეეჯიბრა საფეიქრო საქმეში.

არაქნიდები - ობობასებრი ცხოველები (ობობები, მორიელები, ტკიპები).

არაქნოზი - ცხოველთა დაავადება, რასაც იწვევს შხამიანი ობობა.

არაქნოიდიტი - თავის ან ზურგის ტვინის ქსლისებრი გარსის ანთება.

არაქნოლოგია (ბერძნ.) - ობობასნაირებრთა შემსწავლელი დარგი ზოოლოგიისა.

არაქოსია - ისტორიული ოლქი თანამედროვე ავღანეთის ტერიტორიაზე.

არაქსი (არეზი) - მდინარე ამიერკავკასიაში, სათავეს იღებს თურქეთში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 1072 კილომეტრი.

არაქჩეევი ალექსი - გრაფი, რუსეთის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე (1769-1834 წწ).

არაქჩეევშჩინა - უკიდურესი რეაქციის პოლიტიკა XIX საუკუნის რუსეთში.

არაყი (სპარს. „ოფლი“) - მაგარი ალკოჰოლიანი სასმელი.

არაყიშვილი დიმიტრი - კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე, საქართველოს სახალხო არტისტი (1873-1953 წწ).

არაშა (აგახა) - ტანტალის მოსაპოვებელი საბადო ბრაზილიაში (მინას-ჟერეისის შტატი).

არაშახუ - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

არაშენდა

  1. სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ქისტაურის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ხოდაშნისხევისა და ღურულას შორის, თელავი-ახმეტის გზატკეცილზე. ზღვის დონიდან - 600 მეტრი, ახმეტიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 180 ადამიანი.

  2. სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

  3. სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

  4. სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (გალავნის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე თეზამის (არაგვის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 660 მეტრი, მცხეთიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 203 კაცი.

არაშხა - მდინარე გაგრის ტერიტორიაზე, ფსოუს მარცხენა შენაკადი.

არაჩვეულებრივი გამოფენა - ქართული მხატვრული ფილმი, კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1968 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ელდარ შენგელაია. სცენარის ავტორი - რევაზ გაბრიაძე. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი გერსამია. კომპოზიტორი - გია ყანჩელი. მთავარ როლებში: გურამ ლორთქიფანიძე (აგული), ვალენტინა ტელეჩკინა (გლაშა) ვასილ ჩხაიძე (პიპინია), დოდო აბაშიძე (შავლეგი) სალომე ყანჩელი (ქვრივი), ჯულიეტა ვაშაყმაძე (თინა), შოთა გაბელაია (ვალოდია).

არახამია-გრანტი ქეთევან - ქართველი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, საჭადრაკო ოლიმპიადების 2-გზის გამარჯვებული (1994-96 წწ), მსოფლიოს ჩემპიონი 20 წლამდე გოგონათა შორის (1985 წ), (დაიბადა 1968 წელს).

არახვეთი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), მდინარე მთიულეთის არაგვის მარჯვენა ნაპირზე, საქართველოს სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან - 1520 მეტრი, დუშეთიდან - 61 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 326 კაცი.

არახლო - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

არახჩინი - თხელი ქსოვილის საშინაო ქუდი.

არბაბი (არაბ.>სპარს „ბატონი, მიწათმფლობელი“) - უპირობო ფეოდალური მიწის საკუთრება შუა საუკუნეების ირანში, რაც სახელმწიფოს წინაშე არანაურ ვალდებულებას არ ითვალისწინებდა.

არბაგარი - დაბა რუსეთის ჩიტის ოლქში.

არბათნოტი ჯონ - ინგლისელი პუბლიცისტი, სატირიკოსი (1667-1735 წწ) .

არბალეტი (ფრანგ.) - სატყორცნი იარაღი, გაუმჯობესებული მშვილდ-ისარი.

არბაჟი - დაბა რუსეთის კიროვის ოლქში.

არბაჩხანი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მაღაროსკარის თემის საკრებულო), მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1365 მეტრი, დუშეთიდან - 34 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.

არბენინი - მიხაილ ლერმონტოვის დრამა „მასკარადის“ მთავარი პერსონაჟი.

არბეკლი როსკო კონკლინი - იხილე ფატი.

არბენს-გუსმანი ხაკობო - გვატემალას სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1913-1971 წწ).

არბერი აგნეს - ინგლისელი ბოტანიკოსი (1879-1960 წწ).

არბერი ვერნერ - შვეიცარიელი გენეტიკოსი, 1978 წლის ნობელი პრემიის ლაურეატი დ. ნათანსთან და ჰ. სმიტთან ერთად (დაიბადა 1929 წელს).

არბესი იაკუბ - ჩეხი მწერალი (1840-1914 წწ).

არბიტრაჟი (ფრანგ.) - დავის გადაწყვეტა არა სასამართლო ორგანოს, არამედ მოდავე მხარეთა მიერ შერჩეული შუამავლის მიერ.

არბიტრი (ფრანგ.) - შუამავალი, მსაჯი.

არბო - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

არბოეთი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გრემისხევის თემის საკრებულო), მდინარე დუშეთისხევის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) სათავესთან. ზღვის დონიდან - 1200 მეტრი, დუშეთიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 12 კაცი.

არბოვირუსები - ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის ვირუსები, რომლებიც გადააქვთ ფეხსახსრიანებს.

არბოლითი - საშენი მასალა, მსუბუქი ბეტონის სახეობა.

არბოობა - წმინდა გიორგის სახელთან დაკავშირებული რელიგიური დღესასწაული.

არბორეტუმი - იგივე დენდრარიუმი.

არბორიციდები - სარეველა ხემცენარეებისა და ბუჩქების საწინააღმდეგო ქიმიური ნივთიერებები.

არბოშიკი - სოფელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში .

არ ბრიუტი (უხეში ხელოვნება) - სახვითი ხელოვნების მიმართულება XX საუკუნის შუა წლებში; სიახლოვეს ავლენს სიურრეალიზმსა და პრიმიტივიზთან.

არბუდა - ვედური დემონური ღვთაება, რომელიც გველის სახით გამოისახებოდა.

არბუზინკა - დაბა უკრაინის ნიკოლაევის ოლქში.

არბუზოვი ალექსი - რუსი დრამატურგი (1908-1986 წწ).

არგა - შინდის ხის ტოტებისაგან გაკეთებული ეზოს ცოცხი.

არგადესი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, იონის შვილი, არგადეველთა ტომის მითიური მამამთავარი.

არგაზისებრნი - პარაზიტული ტკიპების ოჯახი.

არგაიაში - დაბა რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში.

არგა-იურიახი - მდინარე რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.

არგანი - (ძვ.) გრძელი საბჯენი ჯოხი.

არბერი ემილ - შვეიცარიელი გეოლოგი (1879-1940).

არბერი ჟან რობერ - შვეიცარიელი მათემატიკოსი (1768-1822 წწ).

არგა-სალა - მდინარე რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.

არგედასი ალსიდეს - ბოლივიელი მწერალი (1879-1946 წწ).

არგედასი ხოსე მარია - პერუელი მწერალი (1911-1969 წწ).

არგეზი ტუდორ (ნამდვილი სახელი და გვარი - იონ ტეოდორესკუ) - რუმინელი მწერალი (1880-1967 წწ).

არგეიფონტი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არგოსის მკვლელ ჰერმესის ზედწოდება.

არგელანდერი ფრიდრიხ ვილჰელმ ავგუსტ - გერმანელი ასტრონომი (1799-1875 წწ).

არგენოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მშვენიერი ბეოტიელი ჭაბუკი, აგამემნოსის საყვარელი ადამიანი.

არგენტინა (არგენტინის რესპუბლიკა, ესპან. Republica Argentina).

  • სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში. დასავლეთით ესაზღვრება ჩილეს, ჩრდილოეთით - ბოლივიასა და პარაგვაის, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ბრაზილიას და ურუგვაის.

  • დამოუკიდებლობის დღე (ესპანეთისგან) - 1816 წლის 9 ივლისი.

  • ეროვნული დევიზი - „En Union y Libertad“ (ესპან. „ერთობა და თავისუფლება).

  • ჰიმნი - „Oid, Mortales“.

  • მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა,

  • ფართობი - 2 766 890 კვ.კმ.

  • შედგება 22 პროვინციის, ფედერალური (დედაქალაქის) ოლქის და ავტონომიური ტერიტორია „ცეცხლოვანი მიწისაგან“.

  • მოსახლეობა - 40 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 14 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • ოფიციალური ენა - ესპანური.

  • დედაქალაქი - ბუენოს-აირესი.

  • ფულის ერთეული - არგენტინული პესო.

  • ქვეყნის კოდი - ARG.

  • დროის სარტყელი - UTC -3.

  • სატელეფონო კოდი - +54.

  • ინტერნეტ-დომენი - AR.

არგენტიტი - Ag2S მინერალი, ვერცხლის კრიალა.

არგენტომეტრია - რაოდენობითი ანალიზის მეთოდი, რაც დაფუძნებულია აზოტმჟავა ვერცხლის ტიტრიანი ხსნარის გამოყენებაზე.

არგესი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი კიკლოპი.

არგვეთ - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ქვედა საქარის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ძირულის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 120 მეტრი, ზესტაფონიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1692 ადამიანი.

არგვეთი - (მარგვეთი)

  1. - ისტორიული პროვინცია დასავლეთ საქართველოში, ძველ ქართულ მწერლობაში მარგვეთის სახელითაც არის ცნობილი. ლეონტი მროველის (XI ს.) მიხედვით, არგვეთი მოიცავდა ტერიტორიას ლიხის ქედიდან რიონამდე და რაჭის მთებიდან ფერსათის მთებამდე, ე. ი. ახლანდელი ხარაგაულის, საჩხერის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ჭიათურის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას. არგვეთი საერისთავო ქვეყანა იყო. ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, აქ ჯერ კიდევ ქართლის მეფეს ფარნავაზს დაუსვამს ერისთავი, მასვე აუგია შორაპნისა და დიმის ციხეები. ვახტანგ გორგასალის დროს არგვეთი თაკვერსაც მოიცავდა. VIII საუკუნის 30-იან წლებში არგვეთის მთავრები იყვნენ დავითი და კონსტანტინე. IX საუკუნეში არგვეთის ერისთავად დადგენილი აფხაზთა უფლისწულის დემეტრეს რეზიდენცია ჩიხაში ყოფილა. XI საუკუნის I ნახევარში არგვეთის ერისთავებად იხსენიებიან ხურსი და გიორგი. არგვეთში იყო შუა საუკუნეების ერთ-ერთი მძლავრი ფეოდალური გვარის, ბაღვაშების (ბაღუაშების) მამული. უკანასკნელი ბაღვაშის, რატის, სიკვდილის შემდეგ (1103 წელი) დავით აღმაშენებელმა მათი მამული გელათის მონასტერს შესწირა. XII-XIII საუკუნეებში არგვეთის ერისთავებად ამანელისძენი ჩანან. გვიანდელი ფეოდალურ ხანაში არგვეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა სათავადოები: საწერეთლო, სააბაშიძეო, საჩხეიძეო და სამხეიძეო. არგვეთში ძირითადად მევენახეობა და მესაქონლეობა იყო განვითარებული. მოიპოვებოდა და მუშავდებოდა სპილენძი, რკინა, ვერცხლი. არგვეთში უმნიშვნელოვანესი ციხეები იყო: შორაპანი, აკანდა, სვერი, ჩიხა, მუხური და სახვა. საეკლესიო ნაგებობათაგან აღსანიშნავია უბისისა და ჯრუჭის მონასტრები (ეს უკანასკნელი ხურსი ერისთავმა საგვარეულო სამარხად ააგო X-XI საუკუნეების მიჯნაზე), ტაბაკინი და კაცხის ტაძარი, აგებული 1010-1014 წლებში ბაღვაშების საგვარეულო სამარხად.

  2. სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, იმერეთის მაღლობზე, მდინარე ლაშურის (ყვირილის შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 600 მეტრი, საჩხერიდან - 7 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 945 კაცი.

  3. იხილე გამოღმა არგვეთი.

არგვირა - ბიზანტიური ვერცხლის მონეტა.

არგვიცი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

არგი - მდინარე რუსეთის ამურის ოლქში.

არგიველი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არგოსის მცხოვრები.

არგილიტი (ლათ.) - დანალექი სამთო ქანი.

არგინინი - დიამინოკარბონის ამინომჟავა, რომლის მოლეკულა, ამინოჯგუფის გარდა, შეიცავს ამიდინის ჯგუფს.

არგინუსის ბრძოლა - ბრძოლა არგინუსის კუნძულებთან ეგეოსის ზღვაში სპარტელებსა და ათენელებს შორის ძვ.წ.აღ. 406 წელს.

არგიოპე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფერია, მომღერალ თამარისის მითიური დედა.

არგიროზი - ორგანოთა ქსოვილებში ვერცხლის მარილების დაგროვების შედეგად განვითარებული პიგმენტაცია.

არგიროპულო პერიკლე - ბერძნული წარმოშობის რუსი რევოლუციონერი (1839-1862 წწ).

არგიშთი I - ურარტუს მეფე (ძვ.წ.აღ 786-764 წწ).

არგიშთიხინილი - მეფე არგიშთი I-ის მიერ დაარსებული ქალაქი ძვ.წ.აღ. VIII საუკუნის ურარტუში.

არგნოსანი - საპოლიციო ფუნქციების შემსრულებელი მოხელე გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში.

არგო

  1. ძველბერძნული მითოლოგიის თანახმად, საქართველოში ჩამოსულ ბერძენ მოგზაურთა 50-ნიჩბიანი ხომალდი.

  2. ქართული ლუდი.

  3. გარკვეული სოციალური ჯგუფის დიალექტი, ჟარგონი (ე.წ. ქურდული ენა), რაც ენობრივი გამიჯნვის მიზნით იქმნება.

არგოლიდა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კორინთოს ყელის სამხრეთით გადაშლილი მშვენიერი ნაყოფიერი მხარე.

არგონავტები - მითოლოგიური გმირები, რომლებიც იასონის მეთაურობით ხომალდ „არგოთი“ საბერძნეთიდან კოლხეთში მოვიდნენ ოქროს საწმისის მოსატაცებლად.

არგონავტების თქმულება - ძვ.წ.აღ. II ათასწლეულის I ნახევრის ბერძნულ თქმულებათა ციკლი.

არგონავტი

  1. თავფეხიანი მოლუსკების გვარი.

  2. იალტის (ყირიმის) 1945 წლის 4-11 თებერვლის კონფერენციის კოდური დასახელება გერმანულ წყაროებში.

არგონავტიკა - აპოლონიოს როდოსელის პოემა.

არგონი (Ar) - ქიმიური ელემენტი, ინერტული აირი. ატომური ნომერი 18, ატომური მასა 39,948. აღმოჩენილია 1894 წელს ინგლისელი მეცნიერების უ. რამსეის და უ.რელის მიერ.

არგოს გემი - ერთ-ერთი თანავარსკვლავედი ცის დაყოფის ძველ სისტემაში, ამჟამად თავის მხრივ იყოფა ოთხ თანავარსკვლავედად (იალქნები, გემის ხერხემალი, კიჩო და კომპასი).

არგოსი

  1. ძველბერძნული ქალაქი პელოპონესის ნახევარკუნძულზე.

  2. (არგუსი) ძველბერძნულ მითოლოგიაში ასთვალა გოლიათი, რომელიც, ჰერას ბრძანებით, ზევსის სატრფო იოს დარაჯობდა.

  3. გადატანითი მნიშვნელობითი - ფხიზელი დარაჯი.

არგოტიზმი - ჟარგონული სიტყვები ან გამოთქმები საერთო-სახალხო ან ლიტერატურულ ენაში.

არგოხი - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, (მაღრაანის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე მაჭარეულის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეზე. ზღვის დონიდან - 500 მეტრი, ახმეტიდან - 23 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 329 ადამიანი.

არგუელიესი აგუსტინ - ესპანელი პოლიტიკური მოღვაწე, ლიბერალური თავადაზნაურობის ლიდერი (1776-1844 წწ).

არგუთი - მდინარე რუსეთის ალთაის მხარეში.

არგუმენტაცია - დამადასტურებელი ფაქტების მოხმობა.

არგუმენტი (ფრანგ.)

  1. მათემატიკაში - დამოუკიდებელი ცვლადი სიდიდე, რომლის სიდიდეზეც არის დამოკიდებული მეორე სიდიდის (ფუნქციის) ცვლილება.

  2. დამამტკიცებელი საბუთი.

არგუნი

  1. ქალაქი რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკაში.

  2. მდინარე რუსეთ-ჩინეთის საზღვარზე, ამურის მარჯვენა მდგენელი (1620 კილომეტრი).

არგუნ-კონოშოკი ანა - აფხაზი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1914 წელს).

არგუნოვები - XVIII-XIX საუკუნეების რუსი არქიტექტორების დინასტია.

არგუსი (ლათ.)

  1. ქათმისნაირთა რიგის (ხოხბების) ორი გვარის საერთო სახელწოდება, ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

  2. იხილე არგოსი.

არდა - მდინარე ბულგარეთში.

არდადეგები - არასასწავლო დღეები.

არდადეგი - მზის წლიურ მოქცევაზე დამოკიდებული ძველქართული კალენდრის თვე (20 ივლისი - 20 აგვისტო).

არდაზიანი ლავრენტი - მწერალი, ავტორი რომანისა „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ (1815-1870 წწ).

არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ - ქართული მხატვრული ფილმი, კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1978 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ყარამან (გუგული) მგელაძე. სცენარის ავტორები - ყარამან (გუგული) მგელაძე, ლევან ჭელიძე. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი ჭელიძე. კომპოზიტორი - ნუგზარ ვაწაძე. მთავარ როლებში: დოდო აბაშიძე, თენგიზ არჩვაძე, კოტე მახარაძე, ლია კაპანაძე, ლია ელიავა, გურმ ლორთქიფანიძე.

არდანი ფანი - ფრანგი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1949 წელს).

არდატოვი - ქალაქი რუსეთის მორდოვეთის რესპუბლიკაში.

არდაშევი პავლე - რუსი ისტორიკოსი (1865 წ -1923 წლის შემდეგ).

არდაშირ I პაპაკანი - ირანის შაჰი, სასანიანთა დინასტიის ფუძემდებელი (დაახლოებით 180-239 წწ).

არდგმული - სვეტებზე დაყრდნობილი, თავხე-ნივნივებით გაწყობილი, ნამჯით დახურული ღია ნაგებობა.

არდებილი - ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ირანში, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ოსთანში (285 ათასი).

არ დეკო - დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებისა და დიზაინის სტილი 1920-30-იანი წლების დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში.

არდელანი (ერდელანი) - ისტორიული ოლქი ირანში.

არდენი - ტვირთმზიდი ცხენის ჯიში.

არდენი ჯონ - ინგლისელი დრამატურგი (დაიბადა 1930 წელს).

არდი

  1. თბილისში მოქმედი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ფირმა.

  2. (აბრევიატურა - Arbeitsgemeinschaft der Offentlichen Rundfunkanstalten Bundesrehublik Deutschland) გერმანიის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია.

არდი ალექსანდრ - ფრანგი დრამატურგი (1572-1632 წწ).

არდიანშაჰი ჰასან - ინდონეზიელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1951 წელს)

არდისი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

არდისუბანი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

არდომეტრი - ელექტროხელსაწყო მაღალი ტემპერატურების გასაზომად.

არდონი

  1. ქალაქი რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში.

  2. მდინარე ჩრდილოეთ ოსეთში (თერგის მარცხენა შენაკადი).

არდოტი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (შატილის თემის საკრებულო), პირიქითა ხევსურეთში, მდინარე ანდაქის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1820 მეტრი, დუშეთიდან - 133 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 39 კაცი.

არდოტისთავი - მწვერვალი პირიქითა ხევსურეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ანდაქისა და არღუნის წყალგამყოფ მერიდიანულ ქხომაგის ქედზე. აგებულია ქვედაიურული ფიქლებით (სიმაღლე - 3357 მეტრი).

არდოტისწყალი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ანდაქის მარცხენა შენაკადი.

არდუენ-მანსარი ჟიულ - ფრანგი არქიტექტორი (1646-1708 წწ).

არე

  1. მხარე, მიდამო.

  2. მათემატიკაში ევკლიდეს სივრცის ღია ბმული ქვესიმრავლე.

არეა (არეასი) - იგივე მარსი.

არეალი (ლათ.) - ხმელეთის ან წყლის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც გვხვდება მცენარის ან ცხოველის ესა თუ ის სახეობა.

არეალოგია - იხილე ქოროლოგია.

არეგალა (1917 წლამდე ეირაგოლა) - ქალაქი ლიტვაში.

არევალო ხუან ხოსე - გვატემალის პოლიტიკური მოღვაწე და მწერალი (1904-1975 წწ).

არეზი - იგივე არაქსი.

არეთა კესარიელი - ბიზანტიელი ფილოლოგი და მწერალი (დაახლოებით 850-944 წწ).

არეთუსა - ძველი ბერძნულ მითოლოგიის თანახმად, წყარო სიცილიაში, ნახევარკუნძულ ორტიგიაზე.

არეითოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ბეოტიის არნეს მეფე, მრისხანე მეომარი, მეტსახელად „კომბლის მქნეველი“.

არეიონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ღვთაებრივი ცხენი, რომლის სადავეც სჭერიათ ჰერაკლეს და ადრასტეს.

არეკა - პალმის სახეობა აზიის ტროპიკებში.

არეკიპა - ქალაქი სამხრეთ პერუში, მოქმედი ვულკანის მისტის ძირას (635 ათასი).

არეკნი - რაგბის ცნება, ბურთის კარში გატანა.

არელატის სამეფო - ქვემო ბურგუნდიის სამეფოს (IX საუკუნი), შემდეგში ბურგუნდიის გაერთიანებული სამეფოს მეორე სახელი.

არემარე - მიდამო.

არემუა - მთა ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, კოდორის ქედის ჩრდილოეთ მონაკვეთზე.

არენა (ლათ.)

  1. ქვიშით დაფარული მრგვალი მოედანი ამფითეატრის ცენტრში, ცირკში.

  2. (გადატანით) მოღვაწეობის სფერო, ასპარეზი.

არენგა - პალმის სახეობა აზიის ტროპიკებში და ავსტრალიაში.

არენდა (პოლონ.) - უძრავი ქონების დროებით დაქირავება, იგივე იჯარა.

არენდალი - ქალაქი სამხრეთ ნორვეგიაში.'

არენდატორი - მოიჯარე, დამქირავებელი.

არენდტი ერიხ - გერმანელი პოეტი (1903-1984 წწ).

არენდტი ჰანა - გერმანელ-ამერიკელი ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი (1906-1975 წწ).

არენი უნო - შვედი არქიტექტორი (1897-1977 წწ).

არენიუსი სვანტე ავგუსტ - შვედი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, 1903 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1859-1927 წწ).

არენსბურგი - ესტონეთის ქალაქ კურესაარეს სახელი 1917 წლამდე.

არენსი ევგენი - რუსი ისტორიკოსი, გენერალი (1856-1931 წწ).

არენსკი ანტონ - რუსი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი (1861-1906 წწ).

არეოგრაფია (ბერძნ.) - პლანეტა მარსის შემსწავლელი დარგი ასტრონომიისა.

არეოლა - მოწითალო წრე ძუძუსთავის, წყლულის და სხვათა გარშემო.

არეოლა ხუან ხოსე - მექსიკელი მწერალი, პროზაიკოსი (დაიბადა 1918 წელს).

არეომეტრი - სითხეებისა და მყარი სხეულების სიმკვრივის საზომი ხელსაწყო.

არეოპაგი (ლათ.)

  1. გორაკი ძველ ათენში, სადაც თავს იყრიდა განთქმული კეთილშობილთა საბჭო თუ სამსჯავრო ამავე სახელწოდებისა.

  2. (გადატანით, ზოგჯერ ირონიულად) ავტორიტეტული ადმიანების შეკრება რაიმე საკითხის გადასაწყვეტად.

  3. თანამედროვე საბერძნეთში - უმაღლესი სასამართლო.

არეოპაგიტიკა - ბერძნულ ენაზე დაწერილ თხზულებათა კორპუსი. შედგება ოთხი ტრაქტატისა და ათი ეპისტოლესაგან.

არეს ბორგეზე - არესის მარმარილოს ქანდაკება ლუვრში.

არესი (ბერძნ.) - ომის ღმერთი ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, შეესაბამება რომაულ მარსს.

არესიბო - ქალაქი-პორტი პუერტო-რიკოში.

არესტორი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არგოსის (ასთვალა ბუმბერაზის) მამა.

არეტაონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფრიგიის მეფე, ტროის ომის გმირთა - ფორკისისა და ასკანიოსის - მამა.

არეტინო პიეტრო - იტალიელი მწერალი და პუბლიცისტი (1492-1556 წწ).

რეტირი - მოწყობილობა, რომლითაც ხდება ზუსტი ხელსაწყოების გრძნობიერი ნაწილებს ამორთვა.

არეფიევი ანატოლი - რუსი მხატვარი (დაიბადა 1918 წელს).

არეფორიები - ათენას სადიდებელი დღესასწაულები ძველ საბერძნეთში, ათენში. მოსავლის გაზრდისა და მიწის ნაყოფიერების მომნიჭებელი დღეობანი.

არეში - მდინარე ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, კაბალის მარჯვენა შენაკადი.

არეშიძე ვახტანგ - მსახიობი (დაიბადა 1909 წელს).

არეშფერანი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

არეცო - ქალაქი ცენტრალურ იტალიაში, ტოსკანას ოლქში.

არვადი - ძველი ქალაქი-სახელმწიფო ჩრდილოეთ ფინიკიაში (ახლანდელი სირია).

არვაიხერე - ქალაქი ცენტრალურ მონღოლეთში.

არვაკი - სკანდინავიურ მითოლოგიაში - ცხენი, რომელიც მზის ოთხთვალაშია შებმული.

არვალელი ძმები - ძველრომაელ ქურუმთა კოლეგია, რომელიც დაკავშირებული იყო ძველიტალიურ ღმერთქალ დიას კულტთან.

არვაში - მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ჯამპალის მარცხენა შენაკადი.

არვე - თხის ჯოგი.

არველაძეები - სამი ქართველი ფეხბურთელი, ძმები: რეზო, შოთა და არჩილი (XX-XXI სს).

არვერნები - აკვიტანიაში მცხოვრები გალური ტომი.

არვიდა - ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ კანადაში.

არზა - ხელისუფლებისადმი მიმართული წერილობითი თხოვნა თუ საჩივარი. ზოგადად წერილი.

არზამასი - ქალაქი რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში (110 ათასი).

არზანგი - ფეოდალურ საქართველოში - პატივი, რასაც ღირსებისამებრ მიაგებდნენ ამა თუ იმ პირს.

არზაყანი - კონსტანტინე გამსახურდიას რომან „მთვარის მოტაცების“ პერსონაჟ ზვამბაია-შვილის სახელი.

არზევი - ქალაქი-პორტი ჩრდილო-დასავლეთ ალჟირში.

არზიანი მალხაზ - XX საუკუნის 80-იანი წლების თბილისის «დინამოს» ფეხბურთელი, მცველი (დაიბადა 1964 წელს).

არზი-მემლექეთი - ფეოდალური მიწათმფლობელობის ძირითადი ფორმა შუა საუკუნეების ოსმალეთში.

არზნე - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

არზნი

  1. ბალნეოლოგიური კურორტი სომხეთში, ქალაქ აბოვიანის სიახლოვეს.

  2. მდინარე რაზდანის ხეობაში (სომხეთი).

არზრუმი - იგივე ერზერუმი.

ართანა - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში (სანიორეს თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე დიდხევის (ლოპოტის შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 460 მეტრი, თელავიდან - 21 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1201 ადამიანი.

ართვინი - ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, მდინარე ჭოროხის ნაპირზე.

ართიკი - ქალაქი სომხეთში.

ართრალგია (ბერძნ.) - სახსრების ტკივილი.

ართრიტი (ბერძნ.) - სახსრების ანთებითი დაავადება.

ართროგრიპოზი - კიდურების სახსართა თანდაყოლილი დაკრუნჩხვა.

ართროზი - ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული სახსრების ქრონიკული დაავადება.

ართროლოგია (ბერძნ.) - ანატომიის ნაწილი, რომელიც სახსრების აგებულებას სწავლობს.

ართრონი - იგივე არტიკლი.

ართროტომია (ბერძნ.) - სახსრის გაკვეთა ჩირქის მოსაშორებლად.

ართური ჩესტერ ალენ - აშშ-ს პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი (1830-1886 წწ).

ართური - კელტების ლეგენდარული მეფე V-VI საუკუნეებში.

ართურის ლეგენდები - ძველ კელტურ თქმულებებში ბრიტების ნახევრად ლეგენდარულ მეფე ართურზე (V-VI სს).

ართურმა - იგივე ოთურმა, თავხტომია.

ართხმო - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (სნოს თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ართხმოსწყლის მარცხენა ნაპირზე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 2000 მეტრი, სტეფანწმინდიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში უკვე აღარავინ ცხოვრობს.

ართხმოსწყალი - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში , სნოსწყლის მარცხენა შენაკადი.

ართჰა - ბრაჰმანისტულ რელიგიასა და ეთიკაში ერთ-ერთი ოთხთაგანი ძირითადი პრინციპი დჰარმას, კამას და მოქშასთან ერთად.

ართჰაშასტრა - ძველინდური ტრაქტატი, სახელმწიფოს მართვის რჩევა-დარიგებათა კრებული. იქმნებოდა ძვ.წ.აღ. IV - ახ.წ.აღ. II საუკუნეებში.

არი - მეტრულ სისტემაში ფართობის საზომი ერთეული (= 100 მ2 = 0,01 ჰა)

არია

  1. (იტალ.) - აგებულების თვალსაზრისით დასრულებული ეპიზოდი (ნომერი) ოპერაში, ოპერეტაში, ორატორიასა თუ კანტატაში, რასაც ასრულებს სოლისტი მომღერალი ორკესტრის თანხლებით.

  2. დაბა რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.

არიაბჰატა

  1. ინდოელი ასტრონომი და მათემატიკოსი (დაახლოებით 475 - ?).

  2. პირველი ინდური ხელოვნური თანამგზავრი დედამიწისა, რომელიც ორბიტაზე 1975 წელს იქნა გაყვანილი.

არიავარტა - ძველინდური ეპოსისა და მითების მოქმედების ადგილი, რომელიც ჩრდილოეთ ინდოეთში მდებარეობდა.

არიადევა - ბუდისტი მოაზროვნე, მადჰიამიკას ფილოსოფიურ-რელიგიური სკოლის მიმდევარი.

არიადნა - მსახიობი ქალის შენგელაიას (შპრინკის) სახელი.

არიადნე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კრეტის მეფის მინოსის ასული, რომლის ძაფის დახმარებით თეზევსმა თავი დააღწია მინოსის ლაბირინთს.

არიამანი - ვედური ღვთაება, ერთ-ერთი ადიტია. მას მიმართავდნენ ლოცვით ოჯახური კეთილდღეობისათვის.

არიანე ფლავიუს - ბერძენი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი (დაახლოებით 95 - 175 წწ).

არიანელობა (არიოზელობა) - ქრისტიანულ ეკლესიაში წარმოშობილი მიმდინარეობა IV-VI საუკუნეებში.

არიანა - უძველესი ირანის აღმოსავლეთი ნაწილის ძველბერძნული სახელი (იგულისხმება თანამედროვე ჰერათი, ავღანეთის ნაწილი).

არიანი - ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ შექმნილი რაკეტა-მატარებლების სერია კოსმოსში ხელოვნური თანამგზავრების გასაშვებად.

არიანი აბდ ალ-რაჰმან იბნ იაჰია - იემენის არაბთა რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწე (1910-1990 წწ).

არიან-ქართლი - ქართველი ხალხის თავდაპირველი სამშობლო „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ თანახმად.

არიარათე - კაბადოკიის მეფეებისა და მმართველების სახელი ძვ.წ.აღ. IV-I საუკუნეებში.

არიარი - მადაგასკარის ფულის ერთეული. ბრუნვაშია 1961 წლიდან.

არია სამაჯი - რელიგიურ-რეფორმატორული და საგანმანათლებლო საზოგადოება ინდოეთში, დაარსებულია 1875 წელს დ.სარასვატის მიერ.

არიას სანჩესი ოსკარ - კოსტა-რიკის პრეზიდენტი 1986-90 წლებში. 1987 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (დაიბადა 1941 წელს).

არიაშურა - ბუდისტი პოეტი, ავტორი ბუდა შაკიამუნის შესახებ შექმნილი პოემებისა (IV საუკუნე).

არიბალოსი - სფერული მოყვანილობის დაბალყელიანი და ფართოტუჩიანი საზეთე ჭურჭელი ძველ საბერძნეთში.

არ იდარდო - მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1968 წელს. დამდგმელი რეჟისორი - გიორგი დანელია. სცენარის ავტორი - რევაზ გაბრიაძე. დამდგმელი ოპერატორი - ვადიმ იუსოვი. კომპოზიტორი - გია ყანჩელი. მთავარ როლებში: ვახტანგ კიკაბიძე (ბენჟამენ ღლონტი), სერგო ზაქარიაძე (ლევან ცინცაძე), ანასტასია ვერტინსკაი (მერი ცინცაძე), სოფიკო ჭიაურელი (სოფიკო), გოგი ქავთარაძე (ლუკა), ევგენი ლეონოვი (ჯარისკაცი), კოტე დაუშვილი (მღვდელი), იპოლიტე ხვიჩია (სანდრო), დოდო აბაშიძე (გენერალი), არიადნა შენგელაია (გენერალის მეუღლე).

არიდული მცენარეულობა - მშრალი ჰავის პირობებში (უდაბნო, ველი) გავრცელებული მცენარეულობა.

არიელები (სანსკრ.) - ინდო-ირანულ ენებზე მოლაპარაკე ტომების და ხალხების (ინდოელების, ირანელების...) საერთო სახელწოდება მე-19 საუკუნიდან მოყოლებული.

არიელი

  1. (ებრაულად „უფლის ლომი“) ძველი აღთქმის თანახმად, უმანკოების დამცველი ანგელოზი.

  2. გადატანითი მნიშვნელობით ქალაქ იერუსალიმის სახელი.

  3. უილიამ შექსპირის პიესა „ქარიშხლის“ პერსონაჟი.

  4. პლანეტა ურანოსის თანამგზავრი, აღმოაჩინა ინგლისელმა ასტრონომმა უ. ლასელმა 1851 წელს.

  5. სარეცხი ფხვნილი.

არიერგარდი (ფრანგ.) - ჯარის ქვეგანაყოფი, რომელიც იცავს ჯარს უკან დახევის ან ფრონტის გასწვრივ მოძრაობის დროს.

არიერსცენა - სცენის უკანა ნაწილი.

არიეტა (იტალ.) - მცირე ზომის ვოკალური ნაწარმოები.

არივარა ნარიჰირა - იაპონელი პოეტი (825-880 წწ).

არიზონა - შტატი აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ფართობი - 295 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 4 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - ფინიქსი.

არითმეტიზაცია - (ლოგიკაში) ფორმალური თეორიის შესახებ ბჭობის თარგმნა არითმეტიკულ ფორმულათა ენაზე.

არითმეტიკა (ბერძნ.) - მეცნიერება რიცხვებზე და ამ რიცხვებზე არითმეტიკულ მოქმედებათა შესახებ.

არითმია (ბერძნ.) - გულის ნორმალური რიტმის დარღვევა.

არითმოგრაფი - გამოსათვლელი მანქანა, რომელიც მექანიკურად ასრულებს არითმეტიკულ მოქმედებებს და სპეციალურ ლენტზე ავტომატურად წერს მიღებულ შედეგებს.

არითმომეტრი - სამაგიდო საანგარიშო-ამომხსნელი მანქანა.

არითმომორფოზი - ევოლუციურ გარდაქმნათა ტიპი.

არიკა - ქალაქი-პორტი ჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში (195 ათასი).

არილი - მზის შუქი რაიმეზე დამდგარი.

არილირება - ორგანულ ნაერთში წყალბადის, ლითონის ან ჰალოგენის ატომების ჩანაცვლება არილის ჯგუფით.

არიმანი (ბერძნ.) - იგივე აჰრიმანი, ბოროტების ღვთაება ძველ სპარსულ რელიგიაში.

არიმასპები - ძველი ბერძნულ მითოლოგიიის თანახმად, მითიური ცალთვალა მეომარი ხალხი უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში.

არინა - ქალაქი ხეთების სახელმწიფოში.

არინბასაროვა ნატალია - თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი (დაიბადა 1946 წელს).

არინ-ბერდი (ერებუნი) - ბორცვი ერევნის მახლობლად, სადაც ურარტუს მეფე არგიშთი I-ის ციხესიმაგრე იყო აგებული.

არიობარზანე - კაპადოკიის და პონტოს მმართველთა სახელი.

არიოვისტი - ძველგერმანული ტომების სვებების ბელადი ძვ.წ.აღ. I საუკუნეში.

არიოზო (იტალ.) - ოპერის ვოკალური ეპიზოდი ერთი ხმისათვის.

არიოთი - ბალახ-ბულახი (საბა)

არიონი - ძვ.წ.აღ. VII-VI საუკუნეების ლეგენდარული ბერძენი პოეტი კუნძულ ლესბოსიდან.

არიოსტო ლუდოვიკო - შუა საუკუნეების იტალიელი პოეტი (1474-1533 წწ).

არირა (სხაპვა) - ქართული (მეგრული) ხალხური ცეკვა სიმღერის თანხლებით.

არისა - ხორციანი კორკოტი.

არისბა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტროას მეფე პრიამოსის პირველი მეუღლე.

არისი - მლაშე-მწარე ტბა, მდინარე და ქალაქი ყაზახეთში (ჩიმქენთის ოლქი).

არისიმა ტაკეო - იაპონელი მწერალი (1878-1923 წწ).

არისმენდი როდნეი - ურუგვაის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1913 წელს).

არისტაგორა მილეტელი - V საუკუნის მილეტის ტირანი, რომლის აჯანყებამ ძვ.წ.აღ. 500 წელს გამოიწვია ბერძენ-სპარსელთა ომი.

არისტაკეს ლასტივერტეცი - სომეხი ისტორიკოსი (XI საუკუნე).

არისტარქე - კოლხეთის მმართველი ძვ.წ.აღ. I საუკუნეში.

არისტარქე სამოთრაკიელი - ძველბერძენი გრამატიკოსი და კრიტიკოსი (ძვ.წ.აღ. III-II სს).

არისტარქე სამოსელი - ძველბერძენი ასტრონომი და გეომეტრი (ძვ.წ.აღ. IV-III სს).

არისტე პაულ - ესტონელი ენათმეცნიერი, ფინურ-უნგრული ენების სპეციალისტი (1905-1990 წწ).

არისტიდე - ათენის პოლიტიკური მოღვაწე (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 540-467 წწ.)

არისტიდე მილეტელი - ძველბერძენი მწერალი (ძვ.წ.აღ. I საუკუნე).

არისტიდი ჟან-ბერტრან - ჰაიტის პრეზიდენტი XX საუკუნის 90-იან წლებში.

არისტიპე კირენელი - ძვ.წ.აღ. V-IV საუკუნეების ბერძენი ფილოსოფოსი.

არისტო ქვაშავაძე - პერსონაჟი დ.კლდიაშვილის მოთხრობისა „სამანიშვილის დედინაცვალი“ (ფილმში ამ როლს შოთა გაბელაია ასრულებს).

არისტოგენეზი - იდეალისტური, ანტიდარვინისტული ევოლუციის თეორია.

არისტოდემა - ტროის მეფე პრიამოსის ასული.

არისტოდემოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პელოპონესის პირველი მეფე.

არისტოვი ვიქტორ - თეატრისა და კინოს რუსი რეჟისორი (1943-1994 წწ).

არისტოკრატი

  1. არისტოკრატიის წარმომადგენელი.

  2. საჭადრაკო კომპოზიცია (ამოცანა, ეტიუდი), სადაც მხოლოდ ფიგურებია წარმოდგენილი (პაიკების გარეშე).

არისტოკრატია (ბერძნ.) - საზოგადოებაში გვარიშვილობით ან სიმდიდრით წარჩინებულთა პრივილეგიური ზედაფენა.

არისტონი - მექანიკური მუსიკალური საკრავი ყუთის სახისა.

არისტონიკე - მონებისა და ღარიბების სოციალური მოძრაობის ბელადი ძვ.წ.აღ. II საუკუნის საბერძნეთში.

არისტოტელე - უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი, პლატონის მოსწავლე, ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი (ძვ.წ.აღ. 384 - 322 წწ).

არისტოტელიზმი - არისტოტელეს ფილოსოფიის ძირითადი პრინციპების აღიარება.

არისტოფანე - ძველბერძენი პოეტი-კომედიოგრაფი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 445 - 385 წწ).

არისტოფანე ბიზანტიონელი - ალექსანდრიელი გრამატიკოსი, ფილოლოგი (ძვ.წ.აღ. III-II სს).

არისტოფანი - ეპიზოდური პერსონაჟი ფილმისა «მიმინო», ვასილ ჩხაიძის შესრულებით.

არიტი - მალაის არქიპელაგის ბინადართა ცივი იარაღი, ორსახელურიანი ფართო ნამგალი.

არიფანა

  1. მოყვასთაგან საჭმელთ შემოკრება (საბა).

  2. ერთმანეთში შეგროვილი ფულით პურის ჭამა.

არიფ არდებელი - სპარსულენოვანი აზერბაიჯანელი პოეტი (XIV საუკუნე).

არიფი (არაბ.)

  1. (ძვ.) ამხანაგი, ტოლი, სწორი.

  2. გამოუცდელი, მიამიტი ადამიანი.

არიფიონი

  1. ქართველ მწერალთა ლიტერატურული გაერთიანება 1927-28 წლებში.

  2. ამავე გაერთიანების ჟურნალი.

არიფ ყაზვინი მირზა აბუ ყასემ - ირანელი პოეტი (1882-1933 წწ).

არიში (არეში) - სტრატეგიული პუნქტი ძველ ჰერეთში სავაჭრო გზაზე (ახლანდელი სოფელი მთისძირი, ყვარლის მუნიციპალიტეტი), რითაც ქართლი და კახეთი ძველ ალბანეთს უკავშირდებოდა.

არიშიანი - საქართველოს სახელმწიფო მოღვაწე XI-XII საუკუნეების მიჯნაზე, ჰერეთის დიდებული აზნაური.

არიშრააკვარა - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ხილკვარის მარცხენა შენაკადი.

არკ - ლათინური წინსართი, რომელიც ემატება პირდაპირ ტრიგონომეტრიულ ფუნქციებს და მიიღება შექცეული ფუნქციები: არკსინუსი, არკტანგენსი და ა.შ.

არკადა - იგივე თაღედი.

არკადაკი - ქალაქი რუსეთის სარატოვის ოლქში.

არკადი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსისა და კალისტოს ვაჟიშვილი, მამამთავარი არკადიელი ხალხისა.

არკადია

  1. თანამედროვე საბერძნეთის მხარე (ნომოსი) პელოპონესის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში.

  2. („საბერძნეთის სამოთხე“) მწყემსთა და მწყემსური პოეზიის სავანე, პელოპონესის ძველი კლასიკური მხარე.

  3. რომის ლიტერატურული აკადემია, ჩამოყალიბდა 1690 წელს.

არკადიევი ვლადიმირ - რუსი ფიზიკოსი (1884-1953 წწ).

არკადიმია - სახლი საფილასოფოსო (საბა).

არკადიუსი - აღმოსავლეთ რომის იმპერატორი, იმპერატორ თეოდოსიუს I-ის უფროსი ვაჟი (377-408).

არკალიკი - ქალაქი ყაზახეთის თურღაის ოლქში.

არკანზასი

  1. შტატი აშშ-ს სამხრეთ ნაწილში. ფართობი - 138 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 2,5 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - ლიტლ-როკი.

  2. მდინარე აშშ-ში, მისისიპის მარჯვენა შენაკადი (2410 კმ).

არკანი - გუცულების ხალხური ცეკვა, მუსიკალური ზომა 2/4.

არკანოვი არკადი - რუსი მწერალი-იუმორისტი (დაიბადა 1933 წელს).

არკატაგი - ქედი კუნლუნის (ჩინეთი) ცენტრალურ ნაწილში, იგივე პრჟევალსკის ქედი.

არკატურა (გერმ. „თაღნარი“) - დეკორატიული თაღების რიგი შენობის ფასადზე ან ნაგებობის შიდა კედლებზე.

არკაშონი - კლიმატური კურორტი საფრანგეთში, ბისკაის ყურის პირას.

არკბალისტა - შუა საუკუნეების ევროპულ შეიარაღებაში არბალეტის მსგავსი დიდი სატყორცნი იარაღი.

არკბუტანი (ფრანგულად „საბჯენი თაღი“) - შენობის გარე კედელს მიშენებული ნახევარრკალის ფორმის ქვის თაღი.

არკებუზი (ფრანგ.) - ცეცხლსასროლი იარაღის ერთ-ერთი პირველსახეობა დასავლეთ ევროპაში.

არკესილაე - ძველბერძენი ფილოსოფოსი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 315-240 წწ).

არკვა-პეტრარკა - ენეოლითისა და ბრინჯაოს ხანის ხიმინჯებიანი დასახლება ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ პადუის მახლობლად.

არკი - ციხე-სიმაგრე, ციტადელი ფეოდალური ხანის შუა აზიის ქალაქებში (ბუხარა, ხივა).

არკიგრამი (არკიგრემი) - ინგლისელ და ამერიკელ დიზაინერთა და არქიტექტორთა გაერთიანება, შეიქმნა 1961 წელს.

არკიზუმი - ექვსი ფლორენციელი დიზაინერ-არქიტექტორის ასოციაცია, შეიქმნა 1966 წელს.

არკინარეთი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

არკისიოსი - ზევსის ვაჟი, ოდისევსის პაპა.

არკნეთი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

არკოზი - გრანიტის, გნაისისა და მათი მსგავსი მჟავე ქანების დაშლით წარმოქმნილი ფხვიერი მასალა.

არკოლე - სოფელი იტალიაში (ვერონასთან), სადაც 1796 წელს ნაპოლეონის არმიამ დაამარცხა ავსტრიელთა ჯარი.

არკოლოგია - არქიტექტორ პ.სოლერის მიერ შემუშავებული არქიტექტურული კონცეფცია, რაც არქიტექტურისა და ეკოლოგიის სინთეზს გულისხმობს.

არკონა - ბალტიისპირა სლავების ქალაქი და რელიგიური ცენტრი X-XII საუკუნეში.

არკონადა სესარ მუნიოს - ესპანელი მწერალი და ჟურნალისტი (1898-1964 წწ).

არკრაიტი რიჩარდ - ინგლისელი გამომგონებელი და მეწარმე, საქსოვი მანქანის შემქმნელი (1732-1792 წწ).

არკული - დაბა რუსეთის კიროვის ოლქში.

არკფუნქციები - ტრიგონომეტრიული ფუნქციების შექცეული ფუნქციები.

არლანი მარსელ - ფრანგი მწერალი და კრიტიკოსი (1899-1975 წწ).

არლეკინადა - თეატრალური პიესა, რომლის მთავარი მოქმედი პირი არლეკინია.

არლეკინი (იტალ.) - იტალიური ხალხური კომედიის ტრადიციული პერსონაჟი.

არლენი ჰაროლდ (ნამდვილი სახელი და გვარი არლიუკი ჰიუმენი) - ამერიკელი ჯაზმენი, პიანისტი, კომპოზიტორი, მომღერალი (1905-1995 წწ).

არლეტი (ნამდვილი სახელი და გვარი არლეტ ლეონი ბატია) - ფრანგი კინომსახიობი ქალი (1898-1992 წწ).

არლი

  1. ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში.

  2. ურანის მოსაპოვებელი დიდი რეგიონი ნიგერის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

არლინგტონი - აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონის გარეუბანი, მდინარე პოტომაკის მარჯვენა ნაპირზე, სადაც მდებარეობს პენტაგონი და აშშ-ს ეროვნული სასაფლაო.

არლტი რაინერ - გერმანელი მეცნიერი იურისტი (დაიბადა 1928 წელს).

არმა - ხეთურ მითოლოგიაში - მთვარის ღვთაება.

არმაგედონი

  1. დამახინჯებული ებრაული ფრაზა - „harm giddon“ ანუ ქალაქი მეგიდას მთასთან. ადგილი ჩრდილოეთ პალესტინაში, სადაც იოანეს გამოცხადების მიხედვით უნდა მოხდეს უკანასკნელი დიდი შეტაკება იაჰვესა და სატანის ძალებისა.

  2. ჰოლივუდის ფილმი ბრუს უილისის მონაწილეობით (2000 წ).

არმადა (ესპ.) - საბრძოლო ხომალდების, თვითმფრინავების და ტანკების დიდი შენაერთი.

არმადილი (ესპ. „ჯავშნოსანი“) - ძუძუმწოვარა ცხოველი, რომლის სხეული დაფარულია ბაკნით.

არმავირი

  1. აირარატის (ძველი სომხეთის) სამეფოს დედაქალაქი ძვ.წ.აღ. IV-II საუკუნეებში.

  2. ქალაქი რუსეთის კრასნოდარის მხარეში (170 ათასი).

არმაზი

  1. ძველი ქართლის უზენაესი წარმართული ღვთაება.

  2. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი.

  3. სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

არმაზისხევი - ძველი მცხეთის ერთ-ერთი უბანი, ქართლის მეფეთა ერისთავების (პიტიახშების) რეზიდენცია. მდებარეობს მცხეთის დასავლეთით, არმაზისხევისა და მდინარე მტკვრის შესართავთან. მოიცავს მარტაზისხევის, სანგრისხევის და, საერთოდ, არმაზისხევ-ძეგვის ზოლის მტკვრის მარჯვენა ნაპირის ნამოსახლარებსა და ციხესიმაგრეებს. „დიდი მცხეთის“ ეს უბანი გვიანდელი ბრინჯაო-ადრინდელი რკინის ხანის ნამოსახლარზეა შექმნილი. საერისთავო სამყოფელი და განსასვენებელი კი მცხეთის გადედაქალაქებას უკავშირდება.

არმაზციხე - ძველი მცხეთის შიდაციხე მტკვრის მარჯვენა ნაპირას, ქალაქის სამხრეთ ნაწილში. მოხერხებული ადგილმდებარეობის გამო ბატონობდა მცხეთისაკენ მიმავალ გზებზე. ლეონტი მროველი ციხე-ქალაქის პირველ აღმშენებლად ქართლოსს - ქართველთა ნათესავთმთავარს ასახელებს. სახელწოდება „არმაზციხე“ (ბერძნულ-რომაული წყაროებით: ჰარმოზიკე, ჰარმაკტიკა, ჰერმასტუს და ა. შ.) ქართლის უზენაეს წარმართულ ღვთაებას არმაზს უკავშირდება.

არმაინ პანე - ინდონეზიელი მწერალი (1908-1970 წწ).

არმანდი ინესა - საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1870-1920 წწ).

არმანი - დაბა რუსეთის მაგადანის ოლქში.

არმანი ფერნანდეს - ფრანგი მოქანდაკე (დაიბადა 1928 წელს).

არმანი ჯორჯო - იტალიელი დიზაინერ-მოდელიორი (დაიბადა 1934 წელს).

არმანიაკები - ფეოდალური დაჯგუფება XV საუკუნის პირველი ნახევრის საფრანგეთში, ებრძოდნენ ბურგინიონებს.

არმანიაკი (ფრანგ.) - ფრანგული არაყი.

არმატოლები - შინაგანი დაცვის რაზმები XVII-XIX საუკუნეების საბერძნეთში.

არმატორი (ლათ.) - გემთმფლობელი პირი.

არმატურა (ლათ.)

  1. ბეტონში დატანებული ელემენტების ერთობლიობა.

  2. აპარატის ან მანქანის მეორეხარისხოვანი ნაწილები.

არმაღანი (სპარს.) - ძვირფასი საჩუქარი.

არმელი პიერ - ბელგიის სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1911 წელს).

არმენი მკრტიჩ (ნამდვილი გვარი არუთინიანი) - სომეხი მწერალი (1906 - 1985 წწ).

არმენი როზი - XX საუკუნის 70-იანი წლების ფრანგი საესტრადო მომღერალი ქალი, წარმოშობით სომეხი.

არმენია - ქალაქი კოლუმბიის ცენტრალურ ნაწილში.

არმენიანი (ნამდვილი გვარი - იპეკიანი) არმენ - სომეხი მსახიობი და რეჟისორი (1871-1965 წწ).

არმენიოსი (არმენოსი) - როდოსელი ან თესალიელი არგონავტი.

არმენისტიკა (არმენოლოგია) - სომეხი ხალხის ისტორიის, ლიტერატურისა და ყოფის შემსწავლელი ჰუმანიტარული დარგი მეცნიერებისა.

არმენოპულოსი კონსტანტინე - ბიზანტიის იურისპრუდენციის გამოჩენილი მოღვაწე, კანონთა მოკლე პრაქტიკული სახელმძღვანელოს ავტორი (1320 - 1380/83).

არმენპრესი - სომხეთის საინფორმაციო სააგენტო.

არმენფილმი (ჰაიასტანფილმი) - ამო ბეკ-ნაზაროვის სახელობის სომხეთის კინოსტუდია ერევანში, დაარსებულია 1923 წელს.

არმია (ფრანგ.)

  1. სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები.

  2. სახმელეთო ჯარები.

არმიაკი - უხეში ქსოვილით შეკერილი მამაკაცის ზედა სამოსი ძველ რუსეთში.

არმია კრაიოვა (სამამულო არმია) - 1942-45 წლებში ფაშისტთა მიერ ოკუპირებულ პოლონეთში მოქმედი არმია.

არმია ლუდოვა - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი პოლონური არმია, რომელიც შემდგომ „ვოისკო პოლსკოს“ შექმნის საფუძველი გახდა.

არმიანსკი - ქალაქი უკრაინის ყირიმის ოლქში.

არმიდე - კრისტოფ ვილიბალდ გლუკის ოპერა (შეიქმნა 1777 წელს).

არმიელი - მეომარი, ჯარისკაცი.

არმილარიოზი - მცენარის სოკოვანი დაავადება.

არმინა - პირველი სომხური სახელმწიფო ცენტრით მელიდაში, რომელიც ძვ.წ.აღ. 1180 წელს დააარსეს სომეხთა წინაპრებმა მცირე აზიაში.

არმინია - გერმანიის ქალაქი ბილეფელდის საფეხბურთო კლუბი; შექიმნა 1905 წელს.

არმინიუსი - გერმანული ტომის ხერუსკების ბელადი ძვ.წ.აღ. I საუკუნეში.

არმირება - მასალის ან კონსტრუქციის გაძლიერება სხვა მასალით.

არმკო-რკინა (შემოკლებული სახელწოდება ამერიკული ფირმისა American Rolling Mill Corporation) - ტექნიკურად სუფთა რკინა, რომელიც მიიღება მარტენისა და ელექტროსადნობ ღუმელებში მინარევების გამოწვის პროცესის გახანგრძლივებით.

არმკო-სტილ („Armco Steel“) - მეტალურგიული მრეწველობის ერთ-ერთი უდიდესი მონოპოლია აშშ-ში.

არმონკი - ქალაქი აშშ-ს ნიუ-იორკის შტატში, ფირმა „აი-ბი-ემ“-ის შტაბ-ბინის ადგილსამყოფელი.

არმორიკა (არემორიკა) - ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთის ტერიტორიის (ახლანდელი ბრეტანის) კელტური სახელწოდება.

არმრესლინგი (ინგლ.) - იგივე მკლავჭიდი.

არმსტრონგი ედუინ ჰაუარდ - ამერიკელი მეცნიერი, რადიოტექნიკოსი (1890-1954 წწ).

არმსტრონგი ლუი - ამერიკელი მომღერალი და მუსიკოსი (1900-1971 წწ).

არმსტრონგი ნილ (ნეილ) - ამერიკელი ასტრონავტი, რომელმაც 1969 წლის 21 ივლისს პირველმა დაადგა მთვარის ზედაპირს ფეხი (დაიბადა 1930 წელს).

არმუ - მდინარე რუსეთის პრიმორიეს მხარეში.

არმფელტი გუსტავ მორიც - შვედეთისა და რუსეთის სამსახურში მყოფი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, წარმოშობით ფინელი (1757-1814 წწ).

არმუნჯი - უწყლო ღვინო (საბა).

არმხი - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თერგის მარცხენა შენაკადი.

არმხის (ჯარიახის) ხეობა - მდებარეობს ჩეჩნეთისა და ინგუშეთის საზღვარზე.

არნადი - ბზის გასახვეტელი (საბა).

არნალდო დე ვილანოვა - ესპანელი ექიმი, ალქიმიკოსი, ფილოსოფოსი (დაახლოებით 1240-1310 წწ).

არნარსონი ინგოლფრ - ისლანდიის პირველი მოახალშენე, ნორვეგიელი (IX საუკუნე)

არნასონი (აურნასონი ) იოუნ ლოფტურ - ისლანდიელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1969 წელს).

არნაუდოვი მიხაილ - ბულგარელი ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი (1878 - 1950 წწ)

არნაუტი (არნაბუდი, არნაუდი) - სახელი, რომლითაც თურქები მოიხსენიებენ ალბანელებს.

არნდი იოჰან - პროტესტანტი პასტორი, მწერალი-ღვთისმეტყველი, პიეტიზმის წინამორბედი (1555-1621 წწ).

არნდტი ერნსტ მორის - გერმანელი პოეტი და პუბლიცისტი (1769-1860 წწ).

არნედო ალვარესი - არგენტინის მუშათა და კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1897-1980 წწ).

არნემი - ქალაქი-პორტი ნიდერლანდში, გელდერლანდის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (135 ათასი).

არნემლენდი - ნახევარკუნძული ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილში.

არნიმი ბეტინა (ელიზაბეთ) ფონ - გერმანელი მწერალი ქალი (1785-1859 წწ).

არნიმი ლუდვიგ ახიმ ფონ - გერმანელი მწერალი-რომანტიკოსი (1781-1831 წწ).

არნო ანტუან („დიდი არნო“) - ფრანგი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი (1612-1694 წწ).

არნო ანტუან ვენსან - ფრანგი დრამატურგი და პოეტი (1766-1834 წწ).

არნო ბერნარ - ფრანგი ბიზნესმენი, შედის პლანეტის ათი უმდიდრესი ადამიანის რიცხვში (დაიბადა 1949 წელს).

არნო ჟორჟ (ნამდვილი სახელი და გვარი ანრი ჟირარი) - ფრანგი მწერალი (დაიბადა 1917 წელს).

არნო

  1. მდინარე იტალიაში, ტოსკანას რეგიონში, ერთვის ლიგურიის ზღვას (აუზის ფართობი 8228 კვ.კმ. სიგრძე - 248 კილომეტრი).

  2. მარჯნის კუნძული წყნარ ოკეანეში, შედის მარშალის კუნძულებში.

  3. სომეხი კომპოზიტორის, ბაბაჯანიანის სახელი.

  4. ფრანგი რევოლუციონერი, 1871 წლის პარიზის კომუნის მონაწილე (1831-1885 წწ).

არნოლდ ბრეშიელი (არნალდო ბრეშიელი) - იტალიელი პოლიტიკური მოღვაწე, პაპობისა და კათოლიკური ეკლესიის მოწინააღმდეგე (დაახლოებით 1100-1155 წ).

არნოლდი ვალტერ - გერმანელი მოქანდაკე (1909-1979 წწ).

არნოლდი მეთიუ - ინგლისელი პოეტი (1822-1888 წწ).

არნოლდი ჰენრი ჰარლი - ამერიკელი სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე (1886-1950 წწ).

არნოლდ ლიუბეკელი - გერმანელი მემატიანე ბერი (გარდაიცვალა 1212 წელს).

არნოლდსონი კლას - შვედი ჟურნალისტი და გამომცემელი, 1908 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (1844-1916 წწ).

არნოლდსონი სიგრიდ - შვედი მომღერალი ქალი, ლირიულ-კოლორატურული სოპრანო (1861-1943 წწ).

არნოლფო დი კამბიო - იტალიელი მოქანდაკე და არქიტექტორი. პროტორენესანსის წარმომადგენელი (დაახლოებით 1245-1310 წწ).

არნონი დანიელ იზრეიელ - ამერიკელი ბიოქიმიკოსი და მცენარეთა ფიზიოლოგი (დაიბადა 1910 წელს).

არნუ შარლ ოგიუსტ ემილ არტურ - საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე (1833-1895 წწ).

არ ნუვო - „მოდერნის“ სტილის მოსახსენიებელი სიტყვა დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნისა და აშშ-ს სინამდვილეში.

არნშტადტი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში, ტიურინგიის მხარეში.

არნშტამი ლეო - საბჭოთა ეპოქის რეჟისორი და კინოდრამატურგი (1905-1979 წწ).

არო გილიერმო - მექსიკელი ასტრონომი (დაიბადა 1913 წელს).

არო ვლადიმირ - რუსი დრამატურგი (დაიბადა 1932 წელს).

არობელიძე ნათელა - ბალერინა, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1946 წელს).

აროგენეზი (ბერძნ.) - იგივე არომორფოზი.

აროზა - სამთო კლიმატური კურორტი შვეიცარიაში.

აროიი გლორია მაგაპაგალ - ფილიპინების პრეზიდენტი ქალბატონი 2000 წლიდან (დაიბადა 1947 წელს).

არომატი (ფრანგ.) - კეთილსურნელება.

არომორფოზი (ბერძნ.) და აროგენეზი - ევოლუციური პროგრესის მთავარი გზა, რომელიც ხორციელდება ორგანიზმის უნივერსალური ადაპტიური გარდაქმნებით.

არომუნები (ცინცარები, მაკედონელი რუმინელები, კუცოვლახები, ალბანეთში - ვლეხები) - რუმინელების მონათესავე ხალხი.

არონა - გარეული ცხოვარი (საბა).

არონი (აარონი, აჰარონი) - ბიბლიური პერსონაჟი, მოსეს უფროსი ძმა.

არონი რეიმონ - ფრანგი სოციოლოგი (1905-1983 წწ).

არონია - ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებული ვარდისებრთა ოჯახის დეკორატიული ბუჩქოვანი მცენარე.

არორუტი - კრახმალი, რომელიც ტროპიკული მცენარეების ფესვებიდან და ნაყოფიდან მიიღება.

აროსევა ოლგა - თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი (დაიბადა 1925 წელს).

აროსემენა გომესი ოტო - ეკვადორის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (დაიბადა 1911 წელს).

აროუ - იხილე ეროუ .

არპადები (არპადის ძენი) - უნგრეთის მეფეთა დინასტია XI-XIII საუკუნეებში.

არპადი - IX-X საუკუნეების ლეგენდარული უნგრელი დიდგვაროვანი, არპადთა დინასტიის მამამთავარი.

არპაჩია - ენეოლითის ხანის (ძვ.წ.აღ. V საუკუნე) ნამოსახლარი ერაყში, ქალაქ მოსულის ჩრდილოეთით.

არპეჯი (იტალ. „როგორც არფაზე“) - აკორდის ბგერების ტეხილი შესრულება აღმავალი ან დაღმავალი მიმართულებით.

არპი ჰანს (ჟან) - შვეიცარიელ-ფრანგი მხატვარი და პოეტი, დადაიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1887-1966 წწ).

არპი ჰელტონ კრისტიან - ამერიკელი ასტრონომი (დაიბადა 1927 წელს)

არპინო ჯოვანი - იტალიელი მწერალი (დაიბადა 1927 წელს).

არპინუმი - ვოლსკების ქალაქი იტალიაში (ლაციუმი) ძვ.წ.აღ. IV-I საუკუნეებში.

არჟანსონი რენე ლუი - ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე, ეკონომისტი, ლიბერალიზმის ერთ-ერთი ადრეული წარმომადგენელი (1694-1757).

არჟანტეი

  1. ქალაქი საფრანგეთში (ვალ-დ'უაზის დეპარტამენტი).

  2. ედუარ მანეს ნახატი.

არჟელამი - ქედი დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, ხევის კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე.

არსად - არც ერთ ადგილას, არც ერთ მხარეს.

არსაკიძე კონსტანტინე (უტა) - კონსტანტინე გამსახურდიას რომან „დიდოსტატის მარჯვენის“ მთავარი პერსონაჟი.

არსაული (ყოფილი გოგირდწყალი) - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

არსაქნელი - წყევლის სიტყვა.

არსება - სულდგმული ქმნილება.

არსებითი - უმთავრესი.

არსებითი სახელი - მეტყველების ნაწილი, სრულმნიშვნელობიანი სიტყვა, ატარებს საგნობრივ მნიშვნელობას, აღნიშნავს საგანს ან მოვლენას, საგნის ნაწილს ან მოვლენათა მთელ ჯგუფს.

არსებობა - ყოფნა, სიცოცხლე.

არსენ I დიდი (საფარელი) - ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი (დაახლოებით 820/830 - 877/887 წწ).

არსენ II - X საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, ქართლის კათალიკოსი.

არსენა

  1. იხილე ოძელაშვილი არსენა.

  2. ქართული მხტავრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1937 წელს. დამდგმელი რეჟისორი - სცენარის ავტორები - სანდრო შანშიაშვილი და მიხეილ ჭიაურელი. დამდგმელი ოპერატორი - ალექსანდრე დიღმელოვი. კომპოზიტორი - გრიგოლ კილაძე. მთავარ როლებში: სპარტაკ ბაღაშვილი (არსენა), ნატო ვაჩნაძე (ნენო), ალექსანდრე იმედაშვილი (ფარსადანი), ნუცა ჩხეიძე (დარეჯანი), ვერიკო ანჯაფარიძე (მანანა), ივანე პერესტიანი (ბარონი როზენი), სეფე ლორთქიფანიძე (ციციშვილი).

  3. ალექსანდრე ყაზბეგის პიესა (პირველად დაიდგა სცენაზე 1880 წელს).

არსენალი(ფრანგ.)

  1. სამხედრო იარაღისა და საჭურვლის საწყობი და ქარხანა.

  2. ლონდონის საფეხბურთო კლუბი. ინგლისის 13-გზის ჩემპიონი და 10-გზის თასის მფლობელი 2007 წლამდე; შეიქმნა 1886 წელს.

  3. თბილისში, გარეთუბანში (ახლანდელი მთაწმინდის უბანი) და ავლაბარსა და ელიას შორის არსებული ორი უბნის საერთო სახელი; სახელი ეწოდა აქ არსებული სამხედრო ქარხნების და სახელოსნოების მიხედვით.

არსენა მარაბდელი - მიხეილ ჯავახიშვილის რომანი (გამოქვეყნდა 1932 წელს).

არსენას ლექსი

  1. ქართული ზეპირსიტყვიერების ძეგლი, თექვსმეტმარცვლოვანი შაირით გაწყობილი მესტვირული პოემა (ავტორი - ან ანდრია ნადირაძე ან გიორგი ქებაძე).

  2. არსენა ოძელაშვილის თავგადასავალი. შექმნილია XIX საუკუნის 40-იან წლებში.

  3. ქართული მხტავრული ფილმი, 2 სერია. ეკრანებზე გამოვიდა 1985 წელს. დამდგმელი რეჟისორები - ნანა ხატისკაცი და თენგიზ მაღალაშვილი. სცენარის ავტორი - ნანა ხატისკაცი. დამდგმელი ოპერატორი - იგორ კრეპსი. კომპოზიტორი - იოსებ კეჭაყმაძე. მთავარ როლებში: ლადო ბურდული (არსენა), ია ფარულავა (ფოთოლა), მანანა მენაბდე (არსენას დედა), ზურაბ ყიფშიძე (ზაალ ბარათაშვილი, ფარსადანი, კუჭატნელი), დარეჯან ხარშილაძე (თებრო მონაზონი).

არსენატები და არსენიტები - დარიშხანმჟავას მარილები, შხამიანი ნივთიერებანი. იყენებენ სოფლის მეურნეობაში მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ.

არსენაული - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

არსენა ყაჩაღი - ქართული მხატვრული მუნჯი ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1923 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - ვლადიმერ ბარსკი. დამდგმელი ოპერატორი - ალექსანდრე დიღმელოვი. მთავარ როლებში: გრიგოლ ჩეჩელაშვილი (არსენა ოძელაშვილი), ნატო ვაჩნაძე (ნენო), პავლე ესიკოვსკი, კოტე ანდრონიკაშვილი, ზაქარია ბერიშვილი.

არსენა ჯორჯიაშვილი - ქართული მხატვრული მუნჯი ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1921 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ივანე პერესტიანი. სცენარის ავტორი - შალვა დადიანი. დამდგმელი ოპერატორი - ალექსანდრე დიღმელოვი. მთავარ როლებში: მიხეილ ჭიაურელი (არსენა ჯორჯიაშვილი), ივანე პერესტიანი (ვორონცოვ-დაშკოვი), ელისაბედ ჩერქეზიშვილი (არსენას დედა), კოტე მიქაბერიძე, ვალერიან გუნუა, ვასო აბაშიძე.

არსენ ბერი - XI-XII საუკუნის დიდი ქართველი საეკლესიო მოღვაწე, დავით აღმაშენებლის სულიერი მოძღვარი.

არსენ ბულმაისიმისძე - XIII საუკუნის I ნახევრის საქართველოს კათალიკოსი, მწერალი. იღწვოდა საქართველოს სიმტკიცისა და დამოუკიდებლობისათვის.

არსენ თბილელი - ქართლ-კახეთის სამეფოს საეკლესიო მოღვაწე ბაგრატიონთა გვარისა (გარდაიცვალა 1812 წელს).

არსენი

  1. XII საუკუნის ქართველი კალიგრაფი.

  2. XIV საუკუნის ქართველი მხატვარი.

არსენიდები (ლათ.) - დარიშხანის ნაერთები ლითონებთან.

არსენიევი ვლადიმერ - შორეული აღმოსავლეთის მკვლევარი, ავტორი რომანისა „დერსუ უზალა“ (1872-1930 წწ).

არსენიევი - ქალაქი რუსეთის პრიმორიეს მხარეში.

არსენიევკა - მდინარე რუსეთის პრიმორიეს მხარეში.

არსენიევო - ქალაქი რუსეთის ტულის ოლქში.

არსენიტები - იხილე არსენატები.

არსენ იყალთოელი - XI-XII საუკუნეების ქართველი სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი.

არსენიშვილი ალექსანდრე - კრიტიკოსი და მთარგმნელი (1892-1939 წწ).

არსენიშვილი გიორგი (გია) - საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, სახელმწიფო მინისტრი 2000-2001 წლებში (1942-2010 წწ).

არსენიძე რაჟდენ - პოლიტიკური მოღვაწე, მენშევიკი (1880/1881 - 1965 წწ).

არსენოპირიტი - ვერცხლისებრ-თეთრი ან ფოლადისფერი მინერალი.

არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი - საქართველოს სამეფოს ვაზირთუპირველესი XIII საუკუნის I ნახევარში.

არსი - რისამე დედააზრი.

არსიანის ქედი - მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, ჭოროხისა და მტკვრის აუზების წყალგამყოფი.

არსინოე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ორესტეს ძიძა, რომელმაც იხსნა მეფისწული ეგისთესა და მოღალატე დედის - კლიტემნესტრასაგან.

არსკი - დაბა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში.

არს ნოვა - პროგრესული მიმართულება XIV საუკუნის ფრანგულ და იტალიურ მუსიკაში.

არსობა - არსებობისათვის საჭირო საზრდო.

არსუკისძე - ქართველი ხუროთმოძღვარი, მცხეთის სვეტიცხოვლის ამშენებელი (გარდაიცვალა 1029 წელს).

არტ (ინგლ.) - უცხოურიდან შემოსულ ფრაზებში გამოიყენება «ხელოვნების» მნიშვნელობით.

არტაანი - ისტორიული მხარე და ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში (ამჟამად თურქეთის საზღვრებშია).

არტაბაზე

  1. სპარსეთის მეფის ქსერქსეს სარდალი ძვ.წ.აღ. V საუკუნეში.

  2. სარდალი და მცირე აზიის მმართველი სპარსეთის მეფე არტაქსერქსე II-ის დროს (ძვ.წ.აღ. IV საუკუნე).

არტაგი

  1. ლეონტი მროველის თანახმად, ქართლის მეექვსე მეფე, ძე არშაკისა.

  2. ქართლის მეფე ძვ.წ.აღ. 65 წლიდან, ბერძნულ წყაროებში იხსენიება არტოკედ.

არტავაზდ II - დიდი სომხეთის მეფე (გარდაიცვალა ძვ.წ.აღ. 34 წელს).

არტალა - ძროხის ბარკლის ქვედა ნაწილი.

არტანი

  1. თემის საკრებულო თიანეთის მუნიციპალიტეტში (სოფლები: ბოდახევა, დულუზაურები, ზემო არტანი, თეთრაულები, კვერნაულა, ლიშო, სახევი, სხლოვანი, ქვემო არტანი, ქუშხევი).

  2. სოფლების ზემო არტანის და ქვემო არტანის გავრცელებული სახელწოდება (თიანეთის მუნიციპალიტეტი).

არტანია (არსანია, არტა) - ძველი რუსეთის ერთ-ერთი ცენტრი კუიავიასა და სლავიასთან ერთად IX საუკუნეში იხსენებენ არაბი და სპარსი გეოგრაფები.

არტანუჯი - ციხე-ქალაქი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, მდინარე არტანუჯისწყლის მარცხენა ნაპირზე.

არტაქსერქსე („სამართლიანი მეფე“, საშუალო სპარსულად არდაშირ) - სპარსეთის მეფეები აქემენიდთა დინასტიისა: 1) I ანუ მაკროქეირი (ბერძნულად „მხარგრძელი“) ქსერქსეს უმცროსი ვაჟი (ძვ.წ.აღ. 465 - 424 წწ). 2) II ანუ მნემონი (ბერძნულად „მეხსიერი“) დარიოს II-ის ვაჟი (ძვ.წ.აღ. 404 - 358 წწ). 3) III ანუ „ოქოსი“ არტაქსერქსე II-ის ძე (ძვ.წ.აღ. 358 - 338 წწ).

არტაშანი - სამარჯვი, რომელიც იხმარება კიდურის უძრაობის უზრუნველსაყოფად სახსრების ღრძობის ან მოტეხილობის დროს.

არტაშატი - ქალაქი სომხეთში.

არტაშეს I - დიდი სომხეთის მეფე (გარდაიცვალა ძვ.წ.აღ. დაახლოებით 160 წელს).

არტაშეს II - დიდი სომხეთის მეფე, არტავაზდ II-ის ძე (ძვ.წ.აღ. 34 - 20 წწ).

არტახი

  1. (ტექნიკაში) ფოლადის რგოლი ან სარტყელი, რომლიც ეცმევა მანქანის ნაწილს ცვეთის საწინააღმდეგოდ.

  2. (ყოფაში) აკვანში ბავშვის ჩასაკრავი გრძელი და ფართო ნაჭერი.

არტედი პეტერ - შვედი ზოოლოგი (1705-1735 წწ).

არტეველდე იაკობ ვან - ფლანდრიელი პოლიტიკურ-სახელმწიფო მოღვაწე (1290-1345 წწ.

არტეველდე ფილიპ ვან - ფლანდრიის პოლიტიკური მოღვაწე (1340-1382 წწ).

არტეზიული წყლები - მიწისქვეშა წყლები.

არტეკი

  1. თქმულების თანახმად, ზღვაზე გადაფრენისას მწყრების გუნდის დასასვენებელი ადგილი.

  2. პიონერული ბანაკი ყირიმში.

არტელი (რუს.) - ერთობლივი სამეურნეო საქმიანობისათვის შექმნილი ნებაყოფლობითი გაერთიანება.

არტემ არარატელი - სომეხი მემუარისტი. ცნობილია 1813 წელს გამოცემული მისი ცხოვრების აღწერა (1774 - ?).

არტემი - XVI საუკუნის რუსი საეკლესიო მოღვაწე.

არტემი თედორე (ნამდვილი გვარი სერგეევი) - პროფესიონალი რევოლუციონერი, საბჭოეთის პოლიტიკური მოღვაწე (1883-1921 წწ).

არტემია (Artemia Salina) - კიბოსნაირთა გვარი ლაყუჩფეხიანთა რიგისა, წარმოდგენილია ერთადერთი სახეობით.

არტემიდე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსისა და ლეტოს ასული, აპოლონის ტყუპის ცალი, მთვარისა და ნადირობის ღვთაება.

არტემისია - კარიის მეფე მავსოლეს მეუღლე, რომელმაც დაასრულა მავზოლეუმის მშენებლობა.

არტემისიონი - კონცხი ეგეოსის ზღვაში (საბერძნეთი), სადაც არტემიდეს ტაძარი მდებარეობს.

არტემონი - ალექსეი ტოლსტოის ზღაპარ «ბურატინოს თავგადასავლის» პერსონაჟი ძაღლი.

არტერიები (ბერძნ.) - სისხლძარღვები, რომლებიც გულიდან სისხლს აწვდიან ყველა ორგანოს და ქსოვილს.

არტერიიტი - არტერიის კედლის ანთება.

არტერიოლა - უმცირესი არტერია, არტერიის ბოლო დანატოტი.

არტერიოსკლეროზი - არტერიის კედლის გამკვრივება-გასქელება.

არტესონადო - ხის ასაწყობი ჭერი, რომელიც ჩუქურთმებითაა მორთული. წარმოდგება შუა საუკუნეების მავრიტანული არქიტექტურიდან.

არტეფაქტი (ლათ.)

  1. საგანი, რომელიც ადამიანის ხელითაა დამზადებული.

  2. მოვლენები, რომლებიც თავს იჩენენ ორგანიზმის კვლევისას, თუმცა ზოგადად არ ახასიათებს მას.

არტი - დაბა რუსეთის ეკატერინბურგის ოლქში.

არტიგასი ხოსე ხერვასიო - ურუგვაელი სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნული გმირი (1764-1850 წწ).

არტიკი

  1. დაბა რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.

  2. ქალაქი სომხეთში.

არტიკლი (ფრანგ.) - არსებითი სახელის განმსაზღვრელ-დამხმარე სიტყვა ევროპულ ენებში (ძველქართულად ართრონი).

არტიკულაცია (ლათ.)

  1. (ფონეტიკაში) სამეტყველო ორგანოთა მოძრაობა ბგერების წარმოთქმისას.

  2. (მუსიკაში) ბგერათა თანამიმდევრული რიგის შესრულების ხერხი.

არტიკული (ლათ.) - ნაწარმი საქონლის ტიპი.

არტილერია (ფრანგ.)

  1. სხვადასხვა კონსტრუქციისა და ყალიბის ცეცხლსასროლი იარაღი.

  2. ჯარის ერთ-ერთი ძირითადი გვარეობა, რომელიც შეიარაღებულია ქვემეხებით, ზარბაზნებით.

  3. სამხედრო მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს ყოველგვარ ცეცხლსასროლ იარაღს და მის გამოყენებას ბრძოლაში.

არტილერისტი - სამხედრო პირი, რომელიც არტილერიაში მსახურობს.

არტინი ემილ - გერმანელი მათემატიკოსი (1898-1962 წწ).

არტიომენკო სტეფანე - პოლკოვნიკი, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1913-1977 წწ).

არტიომი - ქალაქი რუსეთის პრიმორიეს მხარეში.

არტიომოვკა - დაბა უკრაინის პოლტავის ოლქში.

არტიომოვო - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში.

არტიომოვსკი - ქალაქები რუსეთის პრიმორიესა და კრასნოიარსკის მხარეებში, ეკატერინბურგისა და ირკუტსკის ოლქებში და უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.

არტისტი (ფრანგ.) - ადამიანი, რომელიც ხელოვნების ამა თუ იმ დარგში ეწევა შემოქმედებით საქმიანობას.

არტიუხინი იური - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, საბჭოთა კავშირის გმირი, 1974 წლის ფრენის მონაწილე (1930-1998 წწ).

არტიშოკი (გერმ.) - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი, რთულყვავილოვანთა ოჯახისა, მხალეული.

არტიშტა - დაბა რუსეთის კემეროვოს ოლქში.

არტმანე ვია - ლატვიელი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1929-2008 წწ).

არტმანი ჰანს კარლ - ავსტრიელი მწერალი (დაიბადა 1921 წელს).

არტნის თემის საკრებულო - იხილე არტანი (1).

არტო ანტონენ (ნამდვილი სახელი და გვარი ანტუან მარი ჟოზეფი) - ფრანგი მწერალი (1896-1948 წწ).

არტო მარგერიტ ჟოზეფინ დეზირე - ფრანგი მომღერალი ქალი (1835-1907 წწ).

არტ-როკი - ფორმათა ერთობლიობა, სადაც მუსიკალურ საფუძვლად აკადემიური მუსიკის ელემენტებია გამოყენებული.

არტსენი პიტერ - ნიდერლანდელი ფერმწერი (1508-1575 წწ).

არტუა - ისტორიული ოლქი ჩრდილოეთ საფრანგეთში.

არტუზოვი (ნამდვილი გვარი ფრაუჩი) არტურ - საბჭოთა ეპოქის აგენტი, ჩეკისტი (1891 - 1943 წწ).

არუ - (აბრევიატურა - Объединение архитекторов-урбанистов) ურბანისტ არქიტექტორთა გაერთიანება მოსკოვში XX საუკუნის 30-იან წლებში.

არუბა - კუნძული კარიბის ზღვაში (ნიდერლანდის სამფლობელო).

არუბანი (არუბაინი, უარუბანი) - ურარტუელთა ღვთაება, ქალღმერთი, მთავარის ღვთაება ხალდის მეუღლე.

არუდი (არუზი) - არაბული ლექსთწყობის სისტემა.

არუე მარი ფრანსუა - იხილე ვოლტერი.

არუვიმი - მდინარე კონგოს მარჯვენა შენაკადი (კონგო).

არუზი - იგივე არუდი.

არუთა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

არუთინიანი ალექსანდრე - სომეხი კომპოზიტორი (დაიბადა 1920 წელს).

არული - შეძახილი ჭიაკოკონობის დროს.

არუნა

  1. ხეთურ მითოლოგიაში - ზღვის, მსოფლიო ოკეანიის ღვთაება.

  2. ვედურ მითოლოგიაში - განთიადის ღვთაება.

არუნაჩალ-პრადეში - ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე რეგიონი, რომელსაც შტატის სტატუსი გააჩნია; ადმინისტრაციული ცენტრი - იტანაგარი.

არუპა-დჰათუ - ბუდიზმში მესამე, უმაღლესი კოსმოლოგიური სფერო, რომელიც ნირვანის 4 სამყაროსაგან შედგება.

არურუ - აქადურ მითოლოგიაში - დედა-ღვთაება, ადამიანების მშობელი („გილგამეში“).

არუსპიკები (ჰარუსპიკები) - ძველ რომში - მკითხავები.

არუშა - ქალაქი ტანზანიის ჩრდილოეთ ნაწილში (100 ათასი).

არუხლო - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

არუხლოს გორა (ნახიდური) - მრავალფენიანი ნამოსახლარი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

არფა

  1. (გერმ.) - უძველესი დროიდან ცნობილი სიმებიანი საკრავი. თანამედროვე არფას აქვს 47 სიმი.

  2. (აღმოსავლეთის არფაჩაი) - მდინარე არაქსის შენაკადი (სომხეთი და აზერბაიჯანი)

არფალიქი - ფეოდალური მიწათმფლობელობის ფორმა შუა საუკუნეების ოსმალეთში.

არფანი - გმირ ურუზმაგის ჯადოსნური ცხენი, ცხენთა ჯილაგის მშობელი ოსური მითოლოგიის თანახმად.

არფიარიანი არფიარ - სომეხი მწერალი (1851-1908 წწ).

არქაიზაცია - მიბაძვა და აღდგენა ძველი ოსტატების შემოქმედებითი ხერხებისა.

არქაიზმი (ბერძნ.) - მოძველებული სიტყვა, გრამატიკული ფორმა ან კონსტრუქცია. ზოგადად - „ძველი“.

არქაიკა (ბერძნ.) - ხელოვნების განვითარების ადრინდელი საფეხური. ძველი დროის დამახასიათებელი ნიშნები.

არქაისტიკა (ბერძნ.) - ხელოვნებაში - ძველებური ფორმების მიბაძვა.

არქალაქსისი (ბერძნ.) - ორგანოთა ევოლუციური გარდაქმნის ერთ-ერთი გზა.

არქანთროპები (ბერძნ.) - უძველესი განათხარი ადამიანები, მათს ევოლუციას მოჰყვა პალეოანთროპების წარმოშობა.

არქაული (ბერძნ.) - ძველი, ძველებური.

არქე

  1. მმართველობა, ბატონობა.

  2. ფილოსოფიაში საწყისი, საფუძველი.

არქეანაქტიდები - ბოსფორის სახელმწიფოს მმართველები ძვ.წ.აღ. V საუკუნეში.

არქეგონიატები - უმაღლესი მცენარეები, რომელთა მდედრობითი სასქესო ორგანო არქეგონიუმის ფორმისაა.

არქეგონიუმი (ბერძნ.) - ხავსების, გვიმრებისა და შიშველთესლოვანი მცენარეების მდედრობითი სასქესო ორგანო.

არქელაე

  1. მაკედონიის მეფე ძვ.წ.აღ. V საუკუნეში.

  2. პონტოს მეფის მითრიდატე IV ევპატორის მხედართმთავარი ძვ.წ.II-I საუკუნეებში.

არქემორი (ბერძნულად „ადრე მკვდარი“) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლიკურგეს ძე, შვიდთა ლაშქრობის დროს გველმა რომ შეჭამა.

არქეო - რთული სიტყვების ბერძნული წინსართი „ძველის“ მნიშვნელობით.

არქეოგრაფია (ბერძნ.) - დამხმარე საისტორიო დისციპლინა, რომლის მიზანია ისტორიული ძეგლების მომზადება გამოსაცემად.

არქეოლოგია (ბერძნ.) - მეცნიერება, რომელიც კაცობრიობის წარსულს სწავლობს ადამიანთა ცხოვრება-მოღვაწეობის შემორჩენილი ნივთიერი კულტურის ძეგლების მიხედვით.

არქეომაგნეტიზმი - გეომაგნეტიზმის დარგი, რომლის საშუალებითაც ხდება დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილებათა აღდგენა.

არქეოპოლისი - ეგრისის ძველი დედაქალაქის, ციხე-გოჯის ბერძნული სახელწოდება (იგივე ნოქალაქევი).

არქეოპტერიქსი (ბერძნ.) - უძველესი პრიმიტიული განათხარი ფრინველი.

არქეორნისი (ბერძნ.) - კბილებიანი განათხარი ფრინველის სახესხვაობა.

არქეოციათები - ამომწყდარი უხერხემლო ცხოველების ტიპი, ცხოვრობდნენ ადრეული კემბრიული პერიოდის ზღვებში.

არქესპორიუმი - უჯრედების ჯგუფი, რომლებისგანაც წარმოიქმნება სპორები.

არქეტიპი (ბერძნ.) - ყველა ხერხემლიანი ცხოველის ჩონჩხის აგებულების პირველადი ტიპის, პროტოტიპის ცნება.

არქეული ერა (ბერძნ.) - უძველესი ერა დედამიწის გეოლოგიურ ისტორიაში.

არქვანაქტიდები - ბოსფორის სამეფოს მმართველები ძვ.წ.აღ. V საუკუნეში.

არქი

  1. რკინის ნაჭერი, რომელიც ჩასმულია წისქვილის ზედა ქვაში.

  2. წისქვილის თოკი (საბა).

  3. რთული სიტყვების ბერძნული წინსართი „მთავარის“, „უფროსის“ აღსანიშნავად.

არქიდამე II - სპარტის მეფე ძვ.წ.აღ. V საუკუნეში.

არქიდიაკონი - მთავარდიაკონი, საკათედრო ეკლესიის პირველი დიაკონი.

არქიელი (ბერძნ.) - უმაღლესი სამღვდელოების წარმომადგენელი, მღვდელმთავარი მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

არქიეპისკოპოსი - მთავარეპისკოპოსი, ქრისტიანული ეკლესიის მაღალი იერარქიის ტიტული.

არქიერატიკონი - ლიტურგიის წესების სახელმძღვანელო წიგნი.

არქივარიუსი - არქივის გამგე, მცველი.

არქივი (ლათ.)

  1. დოკუმენტური მასალების მიმღებ-აღმრიცხავი და დამცავი დაწესებულება.

  2. დაწესებულების ან ცალკე პირის წერილების, ხელნაწერების, ფოტოსურათების, კომპიუტერული ფაილების და მისთანების კრებული.

არქივისტი - საარქივო საქმის სპეციალისტი.

არქივოლტი (იტალ.) - არქიტექტურული დეტალი, თავსართი, ორნამენტით შემკული მთლიანი ან დანაწევრებული არშია.

არქიკარპიუმი - მრავალი ჩანთიანი სოკოს მდედრობითი სასქესო ორგანო.

არქილოქე - ძვ.წ.აღ. VII საუკუნის ბერძენი პოეტი.

არქიმანდრიტი (ბერძნ.) - მართლმადიდებელი ეკლესიის ბერთა უმაღლესი სასულიერო წოდება, მამაკაცთა დიდი მონასტრის წინამძღვრის, ზედამხედველის საპატიო ტიტული.

არქიმედე - ძვ.წ.აღ. III საუკუნის ბერძენი მეცნიერი და მათემატიკოსი.

არქიმილიონერი - იგივე მულტიმილიონერი.

არქიმიცეტები - უმდაბლესი, მიკროსკოპულად მცირე ზომის სოკოების კლასი.

არქიპელაგი (ბერძნ.) - ერთმანეთთან ახლოს მდებარე კუნძულების ჯგუფი.

არქიპოეტა - XII-XIII საუკუნეების უცნობი გერმანელი პოეტის ფსევდონიმი ან ზედმეტი სახელი.

არქიტა ტარენტელი - ძვ.წ.აღ. IV საუკუნის ბერძენი ფილოსოფოსი.

არქიტექტონიკა (ბერძნ.) - ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოების ცალკეული ნაწილების თანაბარზომიერი განლაგება.

არქიტექტორი - ხუროთმოძღვარი, არქიტექტურის სპეციალისტი.

არქიტექტურა (ლათ.) - ხუროთმოძღვრება, ნაგებობის დაპროექტება, აშენება და მხატვრული გაფორმება. ნაგებობის სტილი.

არქიტრავი (ფრანგ.) - მთავარი კოჭი, ანტაბლემენტის ქვედა ნაწილი.

არქიფო სეთური - ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიას“ პერსონაჟი.

არქიფონემა - ორი ან მეტი ფონემისათვის საერთო ნიშან-თვისებათა ერთობლიობა.

არქოზავრები - ქვეწარმავლების ქვეკლასი, რომელიც აერთიანებს თეკოდონტებს, ნიანგებს, დინოზავრებსა და მფრინავ ხვლიკებს.

არქონტი (ბერძნ.) - მაღალი თანამდებობის მოხელე ძველი საბერძნეთის პოლისებსა და ზოგიერთ ელინისტურ სახელმწიფოში.

არქტიკა (ბერძნ.)

  1. დედამიწის ჩრდილო-პოლარული მხარე, რომელიც ეკვრის ჩრდილოეთ პოლუსს.

  2. სსრკ-ს კუთვნილი ყინულმჭრელი.

არქტოგეა (ბერძნ.) - ხმელეთის ზოოგეოგრაფიული დანაყოფი, რომელიც მოიცავს ყველა ზოოგეოგრაფიულ არეს, სამხრეთამერიკულის, ავსტრალიურის და ანტარქტიკულის გარდა.

არქტოსი (ძველბერძნულად „დათვი“) - დიდი დათვის თანავარსკვლავედის ძველბერძნული სახელი (აქედან წარმოდგება ცნებები არქტიკა და ანტარქტიკა)

არქტური - მენახირისა, ცის ჩრდილოეთი ნახევარსფეროს ბრწყინვალე მოწითალო გიგანტი ვარსკვლავი.

არღავანი - (იუდას ხე) ფოთოლმცვივანი ხე ცეზალპინიისებრთა ოჯახისა.

არღანდაბი - მდინარე ავღანეთში.

არღანი - მუსიკალური ინსტრუმენტი, მექანიკური უკლავიშო გადასატანი ორგანის სახესხვაობა.

არღუნი

  1. სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭონქაძის თემის საკრებულო), მდინარე დუშეთისხევის სათავეში, ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1200 მეტრი, დუშეთიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 194 კაცი.

  2. მდინარე საქართველოსა (დუშეთის მუნიციპალიტეტი) და ჩეჩნეთში, მდინარე სუნჯის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 148 კილომეტრი, აუზის ფართობი 3,4 ათასი კვ.კმ. იწყება საქართველოში, პირიქითა ხევსურეთში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, დათვისჯვრის უღელტეხილის მახლობლად. ზემო დინებაში არღუნი მთის სწრაფი მდინარეა, შუაწელში არღუნის ხეობა განიერდება, ქვემო დინებაში ვაკეზე გამოდის. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით, აგრეთვე მარადიული თოვლისა და მყინვარების წყლით. წყალდიდობა გაზაფხუზე იცის, წყალმცირობა - ზამთარში. მთავარი შენაკადებია ანდაქი (საქართველოს ფარგლებში) და შაროარღუნი.

  3. ქალაქი რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკაში.

არღუნია - მდინარე (კოდორის მარჯვენა შენაკადი) და სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეში.

არღუნ-ხანი - ირანის მონღოლი გამგებელი 1284-1291 წლებში.

არყა (Lactarius piperatus) - საჭმელი სოკო რძიანი სოკოების გვარისა.

არყალა - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეში, მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი.

არყი (არყის ხე, Betula) - ფოთოლმცვივანი ხე არყისებრთა ოჯახისა.

არყინარეთი - მდინარე ცხინვალის მუნიციპალიტეტში, მეჯუდის მარჯვენა შენაკადი.

არყისებრნი - ერთსახლიანი, ორლებნიანი მცენარეების ოჯახი წიფლისნაირთა ოჯახისა.

არყისციხე - ციხესიმაგრე მესხეთში, იგივე ყულალისი.

არყისძირა - სახეობა ბებერი სოკოების გვარისა.

არყნალისხევი - მდინარე წალკის მუნიციპალიტეტში, ხრამის აუზში.

არყნარი - არყის ტყე.

რშა - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (სიონის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე თერგის ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1760 მეტრი, სტეფანწმინდიდან - 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 565 კაცი. სოფლის მახლობლად დგას არშის ციხე.

არშაკ II - სომხეთის მეფე არშაკუნიანთა დინასტიისა, ტიგრან მეფის ძე (350-367 წწ).

არშაკი - „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ქართლის ორი მეფის სახელი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. II საუკუნის მე-2 ნახევარი)

არშაკიანები ქართლისა - სომეხი არშაკუნიანების ქართლში გამეფებული შტო, „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით.

არშაკიდები (არშაკიანები) - პართული სამეფო დინასტია ირანში ძვ.წ.აღ. III - ახ.წ.აღ. III საუკუნეებში.

არშაკუნიანები - სამეფო დინასტია სომხეთში I-V საუკუნეებში.

არშია - ქსოვილის კიდეებზე მოვლებული ზოლი.

არშიიანი - რასაც არშია აქვს შემოვლებული.

არშიისებრნი - მწერების ოჯახი ნახევრადხეშეშფრთიანების რიგისა.

არშინი - სიგრძის საზომი ძველი ერთეული რუსეთში (= 71,12 სმ).

არშირა - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი.

არშიყი - მსუბუქი სიყვარული, ფლირტი.

არშუშა - ქვემო ქართლის ანუ გუგარეთის მთავარი (პიტიახში) V საუკუნის შუა წლებში.

არჩედა - მდინარე რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში.

არჩევანი - არჩევის უფლება.

არჩევითი - არჩევნების გზით შექმნილი.

არჩევნები - ხელისუფლების წარმომადგენელთა არჩევის პროცედურა.

არჩეული - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

არჩვაძე

  1. თენგიზ - კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1932 წელს).

  2. (ასლამაზიშვილი) ჟანეტა - ერთ-ერთი პირველი ქართველი ტელედიქტორი (დაიბადა 1930 წელს).

არჩვების ტბა - ტბა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ყელის ვულკანურ მთიანეთში.

არჩვი (ფსიტი) - ჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა.

არჩიბელები - დასავლეთ დაღესტანში მცხოვრები მცირერიცხოვანი ხალხი.

არჩივი - ვისიმე, რისამე წილი.

არჩილ I - ქართლის მეფე V საუკუნის 20-30-იან წლებში.

არჩილ II - ქართველი მეფე-პოეტი, ვახტანგ V-ის ძე. მეფობდა იმერეთში 1661-63 წლებში, კახეთში 1664-75 წლებში, კვლავ იმერეთში 1678-79 წლებში, 1690-91 წლებში (1647-1713 წწ).

არჩილის მონასტერი - არჩილ მეფის სამონასტრო კომპლექსი აგებულია სოფელ სიონთგორის (თიანეთის მუნიციპალიტეტი) სამხრეთ-დასავლეთით, შემაღლებულ ადგილზე. დღეისათვის შემორჩენილია ორი ეკლესია, კოშკი და მარნისა და საცხოვრებელი სათავსოს ნანგრევი. წერილობით წყაროებში და ზოგიერთ გამოკვლევაში ეს მონასტერი მოხსენიებულია, როგორც: ნადოკრა, ნაკორნა, ნოტკორა, არჩილის მონასტერი. ეკლესიის შიგნით მდებარე დანგრეული სამარხი მიჩნეულია VIII საუკუნეში არაბების მიერ წამებული ქართლის მეფე არჩილ II-ეს (719-745 წწ.) საფლავად. ეკლესიის აგების სავარაუდო თარიღია 730-745 წლები.

არჩილობა (4 ივლისი) - აღინიშნება თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადოკრაში. აქ, ტყის მაღალ ფერდობზე, თავისსავე აგებულ VIII საუკუნის მონასტერში განისვენებს წმინდა მეფის, არჩილის ცხედარი. 4 ივლისი მიჩნეულია წმინდა მეფის ხსენების დღედ.

არჩილ სტეფანოზის ძე - ქართლის ერისმთავარი VIII საუკუნეში.

არჩქორთი - ქედი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის მასივის ერთ-ერთი შტოქედი.

არც - უარყოფითი ნაწილაკი ქართული ენისა.

არცავა (არზავა) - ქვეყანა მცირე აზიის სამხრეთში ძვ.წ.აღ. II ათასწლეულში.

არცევი - სოფლები ქარელის და ცხინვალის მუნიციპალიტეტებში.

არციბაშევი მიხაილ - რუსი მწერალი (1878-1927 წწ).

არციზი - ქალაქი უკრაინის ოდესის ოლქში.

არციმოვიჩი ლევ - საბჭოთა ეპოქის ფიზიკოსი, აკადემიკოსი (1909-1973 წწ).

არციხოვსკი არტემ - საბჭოთა ეპოქის არქეოლოგი, აკადემიკოსი (1902-1978 წწ).

არცხელი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

არძინბა ვლადისლავ - ისტორიკოსი-აღმოსავლეთმცოდნე, 1994-2005 წლებში პრეზიდენტი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკისა, რომლის დამოუკიდებლობას არ სცნობს მსოფლიო საზოგადოებრიობა (1945-2010 წწ).

არწივაკი - სახლის მეორე ძელი (საბა).

არწივი (Aquila)

  1. ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა.

  2. თანავარსკვლავედი ცის ეკვატორულ სარტყელში.

  3. ვაჟა-ფშაველას ლექსი.

არწივისმაღალი - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტისა და რუსეთის რესპუბლიკა ჩეჩნეთის საზღვარზე, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე (სიმაღლე - 3863 მეტრი).

არწივისწვერი - მწვერვალი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის მასივის აღმოსავლეთ განშტოებაზე.

არწრუნები - სომეხ ნახარართა გავლენიანი სახლი, ცნობილია IV საუკუნიდან.

არწრუნი გრიგორ - სომეხი ლიბერალი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი (1845-1892 წწ)

არჭელები - იგივე არჩიბელები.

არჭილო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (შატილის თემის საკრებულო), პირიქითა ხევსურეთში, მდინარეების არჭილოსხევისა და ანდაქის შესართავთან. ზღვის დონიდან - 1900 მეტრი, დუშეთიდან - 113 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 7 კაცი.

არჭილოსმთა - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, არჭილოს ქედზე, შუახორხისხევის და არჭილოსხევის წყალგამყოფი (სიმაღლე - 3263 მეტრი).

არჭილოს ქედი - ქედი დუშეთის მუნიციპალიტეში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთ განშტოებაზე.

არჭილოსხევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეში, ანდაქის მარცხენა შენაკადი.

არხა (ეღირთა) - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეში.

არხადონი - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეში, თერგის მარჯვენა შენაკადი.

არხანგელსკი - ქალაქი-პორტი რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილში, თეთრი ზღვის ნაპირზე (370 ათასი).

არხანგელსკოე

  1. XVIII-XIX საუკუნეების რუსული საკარმიდამო ანსამბლი მოსკოვთან.

  2. დაბა უკრაინის ხერსონის ოლქში.

არხარა - დაბა რუსეთის ამურის ოლქში.

არხარი (თურქ. არგალი, არკალი, კაჩკარი) - გარეული ცხვარი.

არხარმერინოსი - იხილე ყაზახური არხარმერინოსი.

არხატი - ბუდიზმში - არსება, რომელმაც „განთავისუფლებას“ (ნირვანას) მიაღწია.

არხაშენის ქედი - ქედი გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.

არხაჯის ბალახი - ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე ნაცარქათამასებრთა ოჯახისა.

არხეინი - უდარდელი.

არხენტინო (ლაგო-არხენტინო) - მორენებით შეგუბებული მყინვარული ტბა არგენტინის სამხრეთ ნაწილში.

არხი (თურქ.)

  1. ჰიდროტექნიკური ნაგებობა, ხელოვნური მდინარე, სადინარი.

  2. კავშირგაბმულობაში - სისტემებში კოდირებული სიგნალების გადამცემ მოწყობილობათა ერთობლიობა.

  3. ტელევიზიაში - ამა თუ იმ სამაუწყებლო ორგანიზაციისათვის გამოყოფილი საეთერო სივრცე,

არხიზი - დაბა რუსეთის სტავროპოლის მხარეში.

არხილი - თხელი ბზარი (საბა).

არხილოსკალო - სოფელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.

არხიპოვა ირინა - რუსი საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1925 წელს).

არხიპოვი ვასილი - სატანკო ჯარების გენერალ-პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1906-1985 წწ).

არხიპოვკა - დაბა რუსეთის ივანოვოს ოლქში.

არხის ქედი - ქედი ახალგორისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, მთიულეთის არაგვისა და ქსნის ზემოთის წყალგამყოფი.

არხლი - თოვლის ფიფქი, დნობის შემდეგ შეყინული.

არხოტი

  1. (არხოტისთავი) მწვერვალი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე, მდინარე არხოტისწყლის სათავესთან. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. არის მეოთხეული გამყინვარების ნიშნები, კალთებზე ალპური მდელოებია (სიმაღლე - 3247 მეტრი).

  2. (არხოტისთავისღელე, წელთაგზა) უღელტეხილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე.

  3. (არხოტის ხეობა) ხეობა დუშეთის მუნიციპალიტეტში, პირიქითა ხევსურეთში.

  4. სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

არხოტისთავი - მწვერვალი, იხილე არხოტი (1).

არხოტისთავისღელე - უღელტეხილი, იხილე არხოტი (2).

არხოტისწყალი (ცირცლოვანისწყალი) - მდინარე კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტსა და ჩეჩნეთში (ჩეჩნეთში ეწოდება ასა). სათავე აქვს არხოტის უღელტეხილთან (სიგრძე - 23 კილომეტრი, აუზის ფართობი - 242 კვ.კმ.). სოფელ ახიელთან მარცხნიდან უერთდება მდინარე ახიელისწყალი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვესა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში.

არხოტის ჯვარი - არხოტის ხეობის (პირიქითა ხევსურეთი) მთავარი სათემო ღვთაება (ჯვარი), რომელსაც მიქელ მთავარანგელოზსაც უწოდებენ.

არხსათხრელი - ტრანშეების, კიუვეტების, სარწყავი არხების გასაყვანი მანქანა.

არჯაკელი (Lathyrus roseus) - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა.

არჯალი

  1. ურცხვად ანჩხლი (საბა).

  2. აღსასრულის დღე.

არჯასპი - იგივე აჯასპი.

არჯევანი - მწვერვალი თრიალეთის ქედზე, გორისა და წალკის მუნიციპალიტეტებში, მდინარე თეძმის სათავესთან (2759 მ).

არჯევანიძე გიორგი - რევოლუციამდელი რუსეთის სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1863-1940 წწ).

არჯევან-სარვანი - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

არჯევნიშვილი მარიამ - მომღერალი, ხალხური სიმღერების შემსრულებელი (1918-1958 წწ).

არჯენტო დარიო - იტალიელი კინორეჟისორი და სცენარისტი (დაიბადა 1943 წელს).

არჯეში

  1. ჟუდეცი სამხრეთ რუმინეთში.

  2. მდინარე რუმინეთში.

5.18 ას

▲ზევით დაბრუნება


ასა

  1. მდინარე საქართველოსა (დუშეთის მუნიციპალიტეტში) და ჩეჩნეთში, იხილე არხოტისწყალი.

  2. - კავკასიელ მთიელთა საცეკვაო შეძახილი.

  3. - სერგეი სოლოვიოვის მიერ გადაღებული მხატვრული ფილმი.

ასაბი (ასები) - ქალაქი-პორტი ერითრეაში.

ასაბია (არაბული „საჰიბ“-ს პატრონი, მეგობარი მრ.რ. ფორმა „ასჰაბ“)

  1. მტერზედ მიმყოლი, შემწე (საბა).

  2. გასვენებაზე შორიდან მოსული ჭირისუფლის მხლებლები.

ასაგ - ცივი იარაღი, რკინისპირიანი სატყორცნი შუბი, გავრცელებული იყო შავი აფრიკის ბევრ ქვეყანაში.

ასადი ტუსი აბუ მანსურ ალი იბნ აჰმად - სპარსელი პოეტი (XI საუკუნე).

ასადი ბაშარ ალ - სირიის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი 2000 წლიდან, ჰაფეზ ასადის შვილი.

ასადი ჰაფეზ - სირიის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი 1971-2000 წლებში (1930-2000 წწ).

ასადოვი ედუარდ - რუსი პოეტი (დაიბადა 1923 წელს).

ასავალ-დასავალი

  1. ვისიმე, რისიმე გზა-კვალი, ამბავი, ცხოვრება.

  2. ქართული გაზეთი, რედაქტორი - ლაშა ნადარეიშვილი (XX-XXI საუკუნეები).

ასაევი (ასათი) რევაზ - ოსი პოეტი (დაიბადა 1923 წელს).

ასათ (ასამ) გრიგოლის ძე - ქართველი დიდგვაროვანი ფეოდალი, გრიგოლისძეთა (გიშელთა) გვარის პირველი ცნობილი წარმომადგენელი (XII საუკუნე).

ასათიანი აკაკი - პოლიტიკოსი, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე XX საუკუნის 90-იან წლებში, ტრადიციონალისტთა კავშრის თავმჯდომარე (დაიბადა 1953 წელს)

ასათიანი გიორგი - რეჟისორი, კინოდოკუმენტალისტი (1914-1977 წწ).

ასათიანი გურამ - ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი (1928-1982 წწ).

ასათიანი თეიმურაზ - მოქანდაკე (დაიბადა 1916 წელს).

ასათიანი კახი - XX საუკუნის 60-70-იანი წლების თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი, ნახევარმცველი, საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი (1947-2002 წწ).

ასათიანი ლადო - პოეტი (1917-1943 წწ)

ასათიანი ლევან - ლიტერატურათმცოდნე (1900-1955 წწ).

ასათიანი ლიანა - კინომსახიობი (დაიბადა 1926 წელს).

ასათიანი მალხაზ - ქართველი ფეხბურთელი, ნახვარმცველი, 2003 წლიდან თამაშობს მოსკოვის „ლოკომოტივში“ (დაიბადა 1981 წელს).

ასათიანი მამია - მწერალი (1907-1970 წწ).

ასათიანი მიხეილ - მწერალი, პუბლიცისტი (1849-1879 წწ). 12) ნუგზარ - სპორტსმენი, მოფარიკავე, 1964 წლის ოლიმპიური და 1965 წლის მსოფლიოს ჩემპიონი (1937-1992 წწ).

ასათ მოქმედი - ქართველი ოქრომქანდაკებელი (X საუკუნე).

ასაკი - ჟამთა საზომი კაცთა (საბა).

ასაკი გეორგე - მოლდაველ-რუმინელი მწერალი (1788-1869 წწ).

ასაკიდისთავისწვერი - მწვერვალი ყვარლის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე.

ასალი - ცხენის ზურგზე გადასაფარებელი ქსოვილი.

ასალუხი - შუმერულ მითოლოგიაში - ღვთაება, რომელიც ავ სულებს დევნის და ადამიანს ეხმარება შელოცვების, ჯადოქრობის და მკურნალობის დროს.

ასამა - მოქმედი ვულკანი კუნძულ ჰონსიუზე (იაპონია).

ასამბლაჟი (ფრანგ.) - ზვრების სხვადასხვა ნაკვეთზე დაკრეფილი ყურძნისაგან მიღებული ახალი ღვინის მასალების ურთიერთშერევა ცქრიალა ღვინოების დამზადებისას.

ასამბლეა (ფრანგ.) - რაიმე საერთაშირისო ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება.

ასამელები (საკუთარი სახელწოდება ასამია, აჰომია) - ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში მცხოვრები ხალხი.

ასამი

  1. შტატი ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი - დისპური.

  2. კამბეჩოვანის მთავარი VI საუკუნის მეორე ნახევარში.

ასანა (ადანა) - იემენის ქალაქ ადენის ძველი სახელი.

ასანგა - ბუდისტი მოაზროვნე, იოგაჩარას სკოლის დამაარსებელი (IV საუკუნე).

ასანთი - ხის პატარა ჩხირი, რომლის თავიც წარმოადგენს აალებად ნივთიერებას.

ასანია დიესი მანუელ - ესპანელი პოლიტიკური მოღვაწე და მწერალი (1880-1940).

სანია მანუელ - ესპანეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1936-39 წლებში, სახალხო ფრონტის ლიდერი (1880-1940 წწ).

ასანიძე გიორგი - ქართველი ძალოსანი, 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონი (დაიბადა 1975 წელს).

ასან-მირზა - კახეთის მეფის დავით II-ის (იმამყული-ხანის) მესამე ვაჟი. ირანული ორიენტაციის მომხრე (გარდაიცვალა 1750 წელს).

ასანოვა დინარა - რუსი კინორეჟისორი (1942-1985).

ასანსოლი - ქალაქი ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში.

ასანუმა ინეძირო - იაპონიის სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის მოღვაწე (1898-1960 წწ).

ასანური - ყოფილი სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

ასანხოჯალო - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

ასარა ფელის დე - ესპანელი ტოპოგრაფი, ნატურალისტი (1746-1811 წწ).

ასარ თაბრიზი შამსედინ ჰაჯი მუჰამედ - აზერბაიჯანელი პოეტი და სწავლული (გარდაიცვალა 1390 წელს).

ასარისი გუნარ - ლატვიელი არქიტექტორი (დაიბადა 1934 წელს).

ასარხადონი (ასურ. აშურ-ახე-იდდინნა) - ასურეთის მეფე ძვ. წ.აღ. 680-669 წლებში.

ასასი (არაბ.)

  1. ღამის დარაჯი.

  2. საპოლიციო ფუნქციების მქონე მოხელე ფეოდალურ საქართველოში.

  3. აფხაზ გლეხთა კატეგორია, უდრის ქართველ ხიზანს.

ასასინები (არაბულად „ჰაშიშინ“ - ჰაშიშის მწეველი) - ისმაილიტთა მუსლიმანურ (შიიტთა) სექტაში XI საუკუნეში მომხდარი განხეთქილების შედეგად ირანში შექმნილი საიდუმლო სექტანტური ორგანიზაცია.

ასატური (ნამდვილი გვარი ასტვაწატრიანი) გევორქ - სომეხი ლიტერატორი, ქართული პოეზიის მთარგმნელი სომხურ ენაზე (1863-1937 წწ).

ასაფ ალი არუნა - ინდოეთის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ქალი (დაიბადა 1909 წელს).

ასაფიევი ბორის - რუსი კომპოზიტორი და მუსიკათმცოდნე (1884-1949 წწ).

ასაჰი (იაპ. „ამომავალი მზე“) - იაპონიის ყოველდღიური გაზეთი, გამოდის ოსაკაში 1879 წლიდან, ტოკიოში 1888 წლიდან.

ასაჰიკავა - ქალაქი იაპონიაში კუნძულ ჰოკაიდოზე (365 ათასი).

ასაჰი სიმბუნსია - იაპონური საგაზეთო კონცერნი. დაარსებულია 1879 წელს.

ასბესტი - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.

ასბიერნსენი პეტერ კრისტენ - ნორვეგიელი მწერალი და ფოლკლორისტი (1812-1885 წწ).

ასგერანი - დაბა აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის ავტონომიაში.

ასგარდი - სკანდინავიურ მითოლოგიაში - ღმერთ-ასების ადგილსამყოფელი, გოლიათის მიერ აგებული ციური ციხესიმაგრე.

ასდრენი ალექსანდრ სოტირ დრენოვა - ალბანელი პოეტი და პუბლიცისტი (1872-1947 წწ).

ასე - ამგვარად.

ასეა-ბრაუნ-ბოვერი - შვეიცარული საწარმოო კომპანია, რომელიც უდიდესად ითვლება ელექტროტექნიკის წარმოების მხრივ მთელ მსოფლიოში.

ასეანი - (აბრევიატურა - Association of South East Asian Nations) სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია, სახელმწიფოთშორისი ორგანიზაცია.

ასები - სკანდინავიურ მითოლოგიაში - ღმერთების ძირითადი ჯგუფი, რომელთაგან უმთავრესი არის ოდინი.

ასეევი ნიკოლაი - რუსი პოეტი (1889-1963 წწ).

ასევე - ამგვარადვე.

ასევედო ედუარდო - ურუგვაის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე (1857-1948 წწ).

ასევედო ისიდორო - ესპანელი მწერალი (1867-1952 წწ).

ასეთი - ამგვარი.

ასეისმური - ის ადგილი, სადაც მიწისძვრა არ არის.

ასეკო (იტალ.) - კედლის მხატვრობის ტექნიკა. მხატვრობა სრულდება გამშრალ ბათქაშზე.

ასელარელი ადამიანი - იმ უძველესი ადამიანის პირობითი სახელწოდება, რომლის ჩონჩხი ნაპოვნია საჰარაში, ფორტ ასელარის მახლობლად.

ასემბლერი - ოპერაციული სისტემის შემადგენლობაში არსებული დამხმარე პროგრამა საწყისი პროგრამის ავტომატური გადაყვანისათვის სამანქანო ენაზე.

ასენი - ქალაქი ნიდერლანდში, დრენტეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (45 ათასი).

ასენიზატორი - პირი, რომელიც ასენიზაციაზე მუშაობს.

ასენიზაცია (ფრანგ.) - ფეკალიების გატანის ღონისძიებათა სისტემა. რომელიმე ადგილის ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება.

ასენის (ასენიდების) დინასტია - სამეფო დინასტია შუა საუკუნეების ბულგარეთში (1186-1396 წწ).

ასენოვა ვენკა - ბულგარელი მოჭადრაკე ქალი, საერთაშორისო დიდოსტატი (1930-1986 წწ).

ასენოვგრადი (1934 წლამდე სტანიმაკა) - ბულგარეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, მდებარეობს პლოვდივის ოკრუგში (60 ათასი).

ასეპტიკა (ბერძნ.) - ოპერციის დროს სისხლის მოწამვლის წინააღმდეგ ზომების მიღება.

ასერი ტობიას - ნიდერლანდელი იურისტი და სახელმწიფო მოღვაწე, 1911 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ალფრედ ფრიდთან ერთად მშვიდობის დარგში (1838-1913 წწ).

ასერტორული მსჯელობა - ფაქტობრივი ვითარების გამომთქმელი მსჯელობა (დებულება), მსჯელობის მოდალობის ერთ-ერთი სახე.

ასესორი (ლათ.)

  1. სასამართლოს თანამდებობის პირი, მსაჯული (ძველ რომში).

  2. სამოქალაქო ჩინი მერვე კლასისა (ძველ რუსეთში).

ასეული

  1. საანგარიშო ერთეული.

  2. ჯარის ორგანიზაციულ-ტაქტიკური დანაყოფი.

ასექტატორები - ბიოლოგიაში მცენარეთა თანასაზოგადოების მუდმივი, მაგრამ არადომინანტური სახეობები.

ასვა - ძვ.წ.აღ. VII - ახ.წ.აღ. IX საუკუნეების ნამოსახლარი ხუტორი ესტონეთში კუნძულ სარემააზე.

ასთა - მდინარე ცხინვალის მუნიციპალიტეტში, კეხურის მარჯვენა შენაკადი.

ასთავის კრება - უმაღლესი საეკლესიო იერარქიის წარმომადგენელთა კრება რუსეთში მეფე ივანე IV-ისა და ბოიართა სათათბიროს მონაწილეობით.

ასთაკვი - ზღვაში მობინადრე კიბორჩხალა.

ასთენია (ბერძნ.) - ფიზიკური და ნერვული სისუსტე, უღონობა.

ასთენიკი - ასთენიური ტიპის ადამიანი.

ასთენიური ტიპი - სხეულის აგებულების ერთგვარი ტიპი, რომლისთვისაც დამახასიათებელია არაპროპორციულად ვიწრო გულმკერდი.

ასთენოპია (ბერძნ.) - მხედველობის შესუსტება.

ასთნოსფერო - დედამიწის ზედა მანტიაში, 100-150 კმ სიღრმეზე მდებარე შრე.

ასთირი და ასთარი - წონის ერთეული არაბულ წონით სისტემაში, ბაღდადური რატლის (ლიტრის) 1/20, დაახლოებით 18-20 გრამი.

ასთმა (ბერძნ.) - სულის ხუთვა გამოწვეული გულის ან ბრონქების დაავადებით.

ასთმატოლი - სამკურნალო პრეპარატი, მოსაწევი ფხვნილი რომლის ბოლსაც ისუნთქავენ ბრონქიალური ასთმის შეტევების დროს.

ასი

  1. რიცხვი და რაოდენობა 100.

  2. საჰაერო ბრძოლის ოსტატი, საუკეთესო პილოტი.

  3. ასი - ძველრომაული სპილენძის მონეტა ძვ.წ.აღ. V-დან ახ.წ.აღ. III საუკუნემდე.

ასი ადოლფ ალონს - პარიზის კომუნის (1871 წ) წევრი (1841-1886 წწ).

ასია - დიაუხის მეფე ძვ.წ.აღ. IX საუკუნის შუა ხანებში.

ასია - ივანე ტურგენევის მოთხრობა (დაიწერა 1858 წელს).

ასიათასი - რიცხვი და რაოდენობა 100 000.

ასიანი - (ჟარგონი) ჭეშმარიტი, ნამდვილი ამბავი.

ასი ახალი ნოველა - ნოველების კრებული, ფრანგული პრერენესანსის ძეგლი, გამოიცა დაახლოებით 1462 წელს.

ასიგნატი (ფრანგ.) - ქაღალდის ფული, რომელიც გამოშვებული იყო საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში.

ასიგნაცია (ფრანგ.) - ქაღალდის ფული ძველ რუსეთში.

ასიგნება - ფულადი თანხა ბიუჯეტით ან ხარჯთნუსხით დამტკიცებული ხარჯების გასაწევად.

ასიგნობა - გარკვეული ნიმუშის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბანკი იძლევა (ურიცხავს) დაწესებულებას ასიგნებულ თანხას.

ასიდა - მიმინოს ჰგავს, ღამით ხედავს, ღამურას უხმობენ (საბა).

ასიდოლი - ზეთოვანი მუქი ყავისფერი წყალში უხსნადი სითხე.

ასი დღე - ნაპოლეონ I-ის ხელმეორე მმართველობის პერიოდი, ბურბონების პირველსა და მეორე რესტავრაციას შორის 1815 წლის 20 მარტიდან 22 ივნისამდე.

ასიენდა (ესპ.) - მსხვილი მამული ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში, შეესაბამება არგენტინისა და ჩილეს ესტანსიას და ბრაზილიის ფაზენდას.

ასიენტო - ესპანეთის მთავრობის ხელშეკრულებები XVI-XVIII საუკუნეებში ლათინური ამერიკის ქვეყნებში ზანგი მონების შეყვანის თაობაზე.

ასიზები - ინგლისში სეფემერხის სასამართლოს, საფრანგეთში კი უმაღლესი სასამართლო ინსტანციის გამსვლელი სესიები.

ასიზი - ქალაქი იტალიაში, უმბრიის ოლქში.

ასიკაგა - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე, ტოტიგის პრეფექტურაში (170 ათასი).

ასიკაგა - სიოგუნთა მეორე თაობის მმართველი დინასტია იაპონიაში (1335-1573 წლები).

ასიკო - იაპონური ცივი იარაღი ხელჩართული ბრძოლისათვის, რომელიც ფეხზე მაგრდება.

ასიმეტრია (ბერძნ.) - სიმეტრიის უქონლობა, დარღვევა.

ასიმილაცია (ლათ.)

  1. რომელიმე ხალხის ეროვნული თავისებურების მოშლა.

  2. ერთი ბგერის სრული ან ნაწილობრივი დამსგავსება მეორე ბგერასთან.

ასიმოვი მუჰამედ - ტაჯიკი მეცნიერი, 1965-88 წლებში ტაჯიკეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი (დაიბადა 1920 წელს).

ასიმპტოტი (უსასრულო შტოს მქონე წირისა) - წრფე, რომელიც მხების ზღვრულ მდებარეობას წარმოადგენს, როდესაც შეხების წერტილები უსასრულობისაკენ მიისწრაფვის.

ასინდეტონი (ბერძნ.) - სტილისტიკური ხერხი: გრამატიკულად ერთგვაროვან სიტყვებსა და წინადადებებს შორის კავშირების გამოტოვება; უკავშირობა.

ასინეთა - პერსონაჟი ფილმში „დათა თუთაშხია“ სესილია თაყაიშვილის შესრულებით.

ასინიბოინი - მდინარე კანადაში, ნელსონის აუზი.

ასინო - ქალაქი რუსეთის ტომსკის ოლქში.

ასინტური დანაოჭება (სახელწოდება ჩრდილოეთ შოტლანდიის ასინტის რაიონის მიხედვით) - ყველაზე ახალგაზრდა დანაოჭება კამბრიულისწინა დანაოჭებათა შორის.

ასინქრონული - არაერთდროული, რაც დროში არ ემთხვევა ერთმანეთს.

ასიოდე - დაახლოებით ასი.

ასიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტროას გმირი, ჰექტორის მოკავშირე.

ასირი

  1. იხილე გვარდაფუი.

  2. (ელ-ასირი) - ისტორიული პროვინცია საუდის არაბეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

ასირია (ასურეთი) - უძველესი სახელმწიფო შუამდინარეთის ჩრდილოეთ ნაწილში, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე, ძვ.წ.აღ. XIV-IX საუკუნეებში. განსაკუთრებულ სიძლიერეს მიაღწია VIII-VII საუკუნეებში. ძვ.წ.აღ. 605 წლიდან, ბაბილონელთა და მიდიელთა დაპყრობის შედეგად, საერთოდ შეწყვიტა არსებობა.

ასირიელები (აისორები, ასურელები, საკუთარი სახელი „ათურაია“) - მახლობელ აღმოსავლეთსა და აშშ-ში მცხოვრები ხალხი. 350 ათასამდეა მთელ მსოფლიოში.

ასირიოლოგი - ასირიოლოგიის სპეციალისტი.

ასირიოლოგია - აღმოსავლეთმცოდნეობის დარგი, რომელიც სწავლობს ასურელ-ბაბილონელების, ურარტულების, ხეთებისა და ძველი აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ენას, ისტორიას, კულტურას და სხვა სფეროებს.

ასისთავა - სამკურნალო მცენარე. აქვს ვარდისფერი ყვავილები.

ასისთავი

  1. ასეულის მეთაური გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში.

  2. არჩევითი თანამდებობა სოფლად 1905 წლის რევოლუციის დროს.

ასისტენტი (ლათ.) - პროფესორის, რეჟისორის, ზოგადად ხელმძღვანელი პირის თანაშემწე, უმცროსი თანამშრომელი, საგამოცდო კომისიის წევრი.

ასისტენტურა - ასისტენტთა მომზადების სისტემა.

ასისტოლია (ბერძნ.) - გულის კუნთის შეკუმშვის მკვეთრი შესუსტება.

ასისხევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, იხილე ბროლისხევი.

ასიურე (ფრანგ.) - სასტამბო სახაზავი.

ასიუტი - ქალაქი ეგვიპტეში, პორტი მდინარე ნილოსზე.

ასიჰარა-ნო ნაკაცუკუნი - იაპონიის მითიური სახელი - „სამყარო, სადაც ადამიანები ბინადრობენ“.

ასკ - (აბრევიატურა) არმიის სპორტული კლუბი.

ასკანა - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

სკანგელი - ასკანის თიხის საბადოების ტუტემიწა ბენტონიტური თიხის სახეობა.

ასკანია-ნოვა

1) სახელმწიფო ნაკრძალი უკრაინის ხერსონის ოლქში, შეიქმნა 1921 წელს კერძო ნაკრძალის საფუძველზე.

2) ქალაქის ტიპის დასახლება უკრაინის ხერსონის ოლქში (1841 წლამდე - ჩაპლი).

ასკანიო - ალექსანდრე დიუმა-მამის რომანი მოქანდაკე ბენვენუტო ჩელინის ცხოვრების შესახებ.

ასკანის ციხე - ფეოდალური ხანის ციხე-სიმაგრე მდინარე ბახვისწყლის მარცხენა ნაპირზე (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი).

ასკარი ალბერტო - იტალიელი სპორტსმენი, ავტომრბოლელი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი 1952-53 წლებში „ფორმულა-1“-ში (1918-1955 წწ).

ასკარიდიოზი - ფრინველის ჰელმინთოზური დაავადება, რასაც იწვევს მრგვალი ჭია ასკარიდა.

ასკარიდისებრნი - მრგვალი ჭიების ოჯახი. პარაზიტობენ ადამიანისა და ცხოველის ნაწლავებში.

ასკარიდოზი - მრგვალი ჭიით, ასკარიდით გამოწვეული დაავადება ადამიანებისა და ღორებისა.

ასკეზა (ბერძნ.) - ცხოვრების წესი, რომელიც უპასუხებს ასკეტიზმის მოთხოვნებს; თვითშეზღუდვისა და თვითკონტროლის ფორმებისა და მეთოდების ერთობლიობა.

ასკენაზი შიმონ - ებრაული წარმოშობის პოლონელი ისტორიკოსი, აკადემიკოსი (1866-1935 წწ).

ასკერი (არაბ.) - ჯარისკაცი თურქეთში.

ასკეტი (ბერძნ.) - ადამიანი, რომელიც უარს ამბობს ყოველგვარი ამქვეყნიურ სიამოვნებაზე.

ასკეტიზმი

  1. რელიგიური ცხოვრების წესი, რაც ზნეობრივი სრულყოფის მისაღწევად ამ ქვეყნისაგან განდგომას მოითხოვს.

  2. უკიდურესი თავშეკავება, უარის თქმა ამქვეყნიურ სიამოვნებაზე.

ასკეცი - ერთი ასად აღებული.

ასკვითი ჰერბერტ ჰენრი - გრაფი, ლორდი, ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწე, 1908-16 წლებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი (1852-1928 წწ).

ასკი - ჩანთოსანი სოკოების სქესობრივი დაკავშირების ორგანო.

ასკიზი - დაბა და მდინარე რუსეთის კრასნოიარსკის მხარის ხაკასიის ავტონომიაში.

ასკილაური

  1. სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (გომბორის საკრებულო). მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. მდინარე გომბორის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1060 მეტრი, საგარეჯოდან - 45 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 89 კაცი.

  2. მთა (გომბორის ქედზე) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.

ასკილი - ველური ვარდი, მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა.

ასკინკილა - საბავშვო თამაში, ცალ ფეხზე ხტუნვა.

ასკისწყალი - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რიონის მარჯვენა შენაკადი.

ასკლეპიადე - რომაელი ექიმი, წარმოშობით ბერძენი (ძვ.წ.აღ. 128 - 56 წწ).

ასკლეპიადე სამოსელი - ძველბერძენი პოეტი-ეპიგრამისტი (ძვ.წ.აღ. III საუკუნე).

ასკლეპიოსი (ბერძნ.) - მკურნალობის ღვთაება ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად.

ასკოლდი - სკანდინავიური წარმოშობის ძველი რუსი თავადი. დირთან ერთად მეფობდა კიევში IX საუკუნის მეორე ნახევარში (?-882 წ).

ასკოლდის კუნძული - მდებარეობს რუსეთის პრიმორიეს მხარის პეტრე დიდის ყურეში.

ასკოლდოვი სერგეი (ნამდვილი სახელი და გვარი სერგეი ალექსეევი) - რუსი რელიგიური ფილოსოფოსი (1871-1945 წწ).

ასკოლი გრაციადო იზაია - იტალიელი ენათმეცნიერი, რომანულ ენათა მკვლევარი (1829-1907 წწ).

ასკოლი-პიჩენო - ქალაქი იტალიაში, პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ასკომიცეტები (ბერძნ.)- უმაღლესი სოკოების კლასი, იგივეა, რაც ჩანთიანი სოკოები.

ასკორბინი- მჟავა - სურავანდის საწინააღმდეგო ვიტამინი (ვიტამინი C).

ასკოსი - ზეთისა და ნელსაცხებლისთვის განკუთვნილი თიხის მცირე ზომის ჭურჭელი.

ასკოქიტოზი - სოკოთაგან გამოწვეული დაავადება.

ასკოჩენსკი ვიქტორ - რუსი მწერალი და ჟურნალისტი (1813-1879 წწ)

ასკურავა ივანე - სცენოგრაფი, თეატრის მხატვარი (დაიბადა 1917 წელს).

ასლამაზიანი მარიამ - სომეხი მხატვარი ქალი (1907-2000 წწ).

ასლამაზიშვილი სურენ - საბჭოთა კავშირის გმირი, გვარდიის სერჟანტი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1914-1970 წწ).

ასლანდუზის ბრძოლა - გაიმართა 1812 წლის 19-20 ოქტომბერს რუსეთისა და სპარსეთის ჯარებს შორის, მდინარე არაქსის პირას.

ასლანი - ძველი ჰოლანდიური ოქროს მონეტა.

ასლანიანი მკრტიჩ - სომეხი მწერალი (1908-1980 წწ).

ასლანიკაშვილი ალექსანდრე - გეოგრაფ-კარტოგრაფი (დაიბადა 1916 წელს).

ასლანიშვილი შალვა - მუსიკათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1896-1981 წწ).

ასლანოვი აზი აჰად ოღლი - გენერალ-მაიორი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი (1910-1945 წწ).

ასლანღელე - მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, კირის მარცხენა შენაკადი.

ასლაუგი - სკანდინავიურ მითოლოგიაში - ლეგენდარული დედა ნორვეგიელი მეფეებისა, კონინგ რაგნარ ლოდბორკის მეუღლე.

ასლი

  1. (წყვილმარცვალა) კილიანი ხორბალი.

  2. იგივეა, რაც პირი, კოპია.

ასლი და ქერემი - XVII-XVIII საუკუნეების პოპულარული აზერბაიჯანული სატრფიალო დასთანი (ამბავი).

ასმათი - „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟი ქალი.

ასმალარი - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

ასმანი რიხარდ - გერმანელი აეროლოგი, ერთ-ერთმა პირველმა დაადგინა სტრატოსფეროს არსებობა (1845-1918 წწ).

ასმაში - მწვერვალი (4057 მ), უღელტეხილი და მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

ასმერა (ასმარა) - აფრიკული ქვეყნის ერითრეის დედაქალაქი (350 ათასი).

ასმიკი (ნამდვილი სახელი თაღუშ აკოფიანი) - სომეხი მსახიობი ქალი (1879-1947 წწ).

ასმოდეოსი (ასმოდი, აზმოდეუსი) - ბიბლიური ეშმაკი, ბოროტი დემონი, უპირატესად ქორწინების რღვევის სიმბოლო.

ასმუსი ვალენტინ - საბჭოთა ეპოქის ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი (1895-1975 წწ).

ასნარი ხოსე მარი - ესპანეთის პრემიერ-მინისტრი 1996-2004 წლებში, სახალხო პარტიის წარმომადგენელი (დაიბადა 1953 წელს).

ასნაფი - ამქარის შესატყვისი ტერმინი XVII-XVIII საუკუნეების ამიერკავკასიაში.

ასნიკი ადამ - პოლონელი პოეტი (1838-1893 წწ).

ასო

  1. სამეტყველო ბგერის ნიშანი.

  2. (ფრანგ.) - ფარიკაობასა და კრივში ორი სპორტსმენის სავარჯიშო ბრძოლა.

  3. მოქმედი ვულკანი კუნძულ კიუსიუზე (იაპონია).

ასოკირკიტა - ვინც წვრილმანებს ჩაჰკირკიტებს.

ასომთავრული - ქართული დამწერლობის სახესხვაობა.

ასონანსი (ფრანგ.) - რითმა, რომელშიც მხოლოდ ხმოვნებია შეწყობილი.

ასოპიდა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თესპიოსის ერთ-ერთი ასული. ჰერაკლესთან გაატარა ერთი ღამე და შვა მენტორი.

ასორინი (ნამდვილი სახელი და გვარი ხოსე მარტინეს რუისი) - ესპანელი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე (1874-1967 წწ).

ასორტი (ფრანგ.) - საგანგებოდ შერჩეული ნარევი რისამე.

ასორტიმენტი (ფრანგ.) - სხვადასხვა სახეობისა და ხარისხის საქონელი.

ასოღიკი - იხილე სტეფანოს ტარონეცი.

ასოშეიტედ პრესი - აშშ-ს უდიდესი საინფორმაციო სააგენტო, დაარსებულია 1848 წ ნიუ-იორკში.

ასოციალური - ვინც, რაც ეწინააღმდეგება, არღვევს საზოგადოების უფლებებსა და ინტერესებს.

ასოციაცია (ლათ.)

  1. ერთგვარი გაერთიანება, კავშირი.

  2. კავშირი წარმოსახვათა შორის.

ასპაზია (ნამდვილი სახელი და გვარი ელზა როზენბერგი) - ლატვიელი პოეტი და დრამატურგი, იან რაინისის მეუღლე (1868-1943 წწ).

ასპარაგინი - აზოტოვანი ნაერთების ცვლის პროდუქტი მცენარეულ ორგანიზმში.

ასპარეზი (სპარსულად „ასბრიზ“ ანუ „ცხენის სარბიელი“) - მოქმედების, მოღვაწეობის, ბრძოლის, შეჯიბრის ადგილი.'

ასპარეზობა

  1. ძველ საქართველოში ცხენოსნობა ზოგადად.

  2. სპორტული შეჯიბრი, ტურნირი.

ასპარუგი (ასპავრუკი) - ქართლის მეფის პიტიახში, მამა ზევახ (ჯავახ) მცირისა, სერაფიტის მამისა.

ასპარუხი (ისპერიხი) - პროტობულგართა ხანი დაახლოებით 643-701 წლებში. აზოვისპირა და ქვემო ვოლგისპირა ძველი ბულგარების ტომთა კავშირის მეთაურის კუბრატ ხანის ძე.

ასპასია - სილამაზითა და განათლებით განთქმული ძველბერძენი (მილეტელი) ქალი, პერიკლეს სატრფო (დაიბადა დაახლოებით ძვ.წ.აღ. 470 წელს).

ასპენი (ესპინი) - სამთო კურორტი აშშ-ს კოლორადოს შტატში.

ასპერგილოზი - ადამიანისა და ფრინველის ინფექციური სოკოვანი დაავადება.

ასპერგილოტოქსიკოზი - ცხოველის მოწამვლა ისეთი საკვებით რომელსაც Aspergillus Mich-ის გვარის სოკო აქვს გაჩენილი.

ასპერგილუსი - ობის სოკოების გვარი ჩანთიანი სოკოების კლასისა.

ასპერმია (ბერძნ.) - სპერმატოზოიდების არარსებობა სათესლე სითხეში.

ასპერნის ბრძოლა - ბრძოლა ნაპოლეონ I-სა და ავსტრიის ერცჰერცოგ კარლის ჯარებს შორის 1809 წლის 21-22 მაისს სოფელ ასპერნთან (მდინარე დუნაის მარცხენა ნაპირი).

ასპექტი (ლათ.)

  1. შეხედულება, თვალსაზრისი.

  2. ზმნის გრამატიკული კატეგორია.

ასპიდი (იასპი, ეშმა) - შავი ფიქალი, რომლისაგანაც ამზადებენ გრიფელით საწერ პატარა დაფას.

ასპიდისტრა - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი შროშანისებრთა ოჯახისა.

ასპინძა (სპარსულად „ასფან-ჯა“ - ცხენების სადგომი) - დაბა ასპინძის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის და სადაბო საკრებულოს ცენტრი. მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ახალციხე-გიუმრის (სომხეთი) საავტომობილო გზაზე, ქალაქ ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 34 კმ-ზე. მანძილი თბილისიდან - 248 კმ. ზღვის დონიდან 1090 მ. დაბის სტატუსი მიენიჭა 1961 წელს. მოსახლეობა - 3,2 ათასი (2002)

ასპინძის ბრძოლა - ქართველთა ბრძოლა ოსმალეთის ლაშქართან ერეკლე II-ის სარდლობით 1770 წლის გაზაფხულზე.

ასპინძის მუნიციპალიტეტი - ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული სამცხე-ჯავახეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში შედიოდა, 1921 წლიდან - ახალციხის მაზრაში ტოლოშის რაიონის სახელით, 1930 წლიდან — ცალკე ტოლოშის რაიონია, 1933 წლიდან - იმავე საზღვრებში ასპინძის რაიონის სახელით. მუნიციპალიტეტის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს. ფართობი 822,4 კვ.კმ. 1 დაბა, 20 სოფელი. მოსახლეობა - 13 ათასი.

ასპირანტი (ლათ.) - პირი, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის ემზადება.

ასპირანტურა - ასპირანტების მოსამზადებელი განყოფილება.

ასპირატი (ლათ.) - ფშვინვიერი თანხმოვანი.

ასპირატორი

  1. გაზის შემწოვი მოწყობილობა.

  2. სხეულის ღრუებიდან სითხის ამომსრუტავი ხელსაწყო.

ასპირაცია (ფრანგ.) - რაიმე დაავადების შედეგად სხეულის ღრუებში დაგროვილი სითხის ამოსრუტვა.

ასპირინი - აცეტილსალიცილის მჟავა, მედიკამენტი.

ასპიროზი - ძველ ქართულ სინამდვილეში - ცთომილ ვენერას სახელი.

ასპისოვი ნიკოლა - თბილისში მოღვაწე საბჭოთა ეპოქის ოტოლარინგოლოგი (1877-1952 წწ).

ასპიტისებრნი - შხამიანი გველების ოჯახი.

ასპლუნდი ერიკ გუნარ - შვედი არქიტექტორი (1885-1940).

ასპრომონტე - მთის მასივი იტალიაში.

ასპუჭაკი - პატარა მგალობელი ფრინველი, ბინადრობს ბუჩქნარში.

ასრიანი არუზ - სომეხი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1904-1987 წწ)

ასტაზია (უფრო სწორია: „ასტასია“) - [ბერძნ. ა (უარყოფითი ნაწილაკი) და სტასის დგომა] - მედიცინაში - დგომის უნარის დაკარგვა, მეტწილად ნერვული სისტემის დაავადების (ისტერიის) შედეგად; ჩვეულებრივ გვხვდება აბაზიასთან ერთად

ასტამი - რკინის პატარა ნიჩაბი ცომის ასაფხეკად.

ასტამურა - ფოლადის თხელი ფირფიტა გაშალაშინებული ზედაპირის მოსასწორებლად.

ასტანა (1961-1997 წლებში - ცელინოგრადი, 1997-98 წლებში - აკმოლა) - ყაზახეთის დედაქალაქი (330 ათასი).

ასტანგოვი (ნამდვილი გვარი რუჟნიკოვი) მიხაილ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1900-1965 წწ).

ასტაპოვო - რკინიგზის სადგური რუსეთის ლიპეცკის ოლქში, სადაც გარდაიცვალა ლევ ტოლსტოი.

ასტარა - ქალაქი აზერბაიჯანში, ირანის საზღვართან.

ასტარტე - ფინიკიელთა და ქანაანელთა მთავარი ქალღმერთი, მიწის ნაყოფიერებისა და სიყვარულის მფარველი.

ასტასია - იხილე ასტაზია.

ასტატინი (ასტატი) (At) - რადიოაქტიური ელემენტი, რომელიც ხელოვნურად მიიღეს 1940 წელს. ატომური ნომერი 85, სტაბილური იზოტოპები არ გააჩნია. ქიმიური თვისებებით ახლოსაა იოდთან.

ასტაფიევა ნატალია (ნამდვილი გვარი რომანოვა-ასტაფიევა) - რუსი პოეტი ქალი, წერს პოლონურადაც (დაიბადა 1922 წელს).

ასტაფიევი ვიქტორ - რუსი მწერალი (დაიბადა 1924 წელს).

ასტახოვა პოლინა - უკრაინელი სპორტსმენი ქალი, ტანმოვარჯიშე, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონი (დაიბადა 1936 წელს).

ასტერი ფრედ (ნამდვილი სახელი და გვარი ფრედერიკ აუსტერლიცი) - ამერიკელი მსახიობი, მოცეკვავე (1899-1987 წწ).

ასტერიონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი არგონავტი.

ასტეროდეა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კავკასიელი ფერია, აიეტის საყვარელი თუ პირველი ცოლი.

ასტეროიდი (ბერძნ.) - მცირე პლანეტა, რომელიც ბრუნავს მზის ირგვლივ.

ასტეროპე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰელიოსის მეუღლე, აიეტისა და კირკეს დედა.

ასტეროპეტოსი (ელვისმტყორცნელი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსის ერთ-ერთი ეპითეტი.

ასტეროქსილონი - უძველესი განათხარი მცენარე. განეკუთვნება ფსილოფიტებს.

ასტვაცატუროვი არკადი - თბილისში მოღვაწე სომეხი სამშენებლო მექანიკის სპეციალისტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1910-1975 წწ).

ასტი - ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, პიემონტის ოლქში.

ასტიაგე - ძვ.წ.აღ. VI საუკუნის მიდიის მეფე.

ასტიგმატი - ფოტოგრაფიული ობიექტივის სახესხვაობა.

ასტიგმატიზმი (ბერძნ.) - ოპტიკური მინის ან თვალის ნაკლი, როცა ერთი წერტილიდან გამოსული სხივები კვლავ არ გროვდება მინის ან თვალის ბადურის ერთ ფოკუსში.

ასტონი ფრენსის უილიამ - ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, 1922 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1877-1945 წწ).

ასტრა (ბერძნ.) - ბალახოვანი დეკორატიული მცენარე.

ასტრაბადი - ქალაქ გორგანის (ირანი) ძველი სახელი.

ასტრაგალი (ბერძნ.) - რთული არქიტექტურული პროფილის დეტალი, რომელსაც ლილვაკის სახე აქვს.

ასტრალური (ლათ.) - ვარსკვლავისებური, ციურ სხეულებთან დაკავშირებული.

ასტრახან-ბაზარი - აზერბაიჯანის ქალაქ ჯალალაბადის სახელი 1967 წლამდე.

ასტრახანი - ქალაქი რუსეთში, მდინარე ვოლგის დელტაში, საოლქო ცენტრი (490 ათასი).

ასტრახანი დმიტრი - კინოსა და თეატრის რუსი რეჟისორი (დაიბადა 1957 წელს).

ასტრეა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსის ჰაეროვანი ასულის, სამართლიანობის ქალღმერთ დიკეს მეტსახელი.

ასტრიუკი ჟან - ფრანგი ექიმი, ბიბლიის ტექსტების კრიტიკული შესწავლის ფუძემდებელი (1684-1766 წწ).

ასტრო (ბერძნ.) - რთული სიტყვების წინსართი «ვარსკვლავთან» დაკავშირებულის მნიშვნელობით.

ასტრობიოლოგია - მეცნიერების დარგი, რომელიც იკვლევს სამყაროში სიცოცხლის არსებობის ყოველგვარ გამოვლინებას.

ასტრობლემა - უძველესი მეტეორიტული კრატერის გეოლოგიური სტრუქტურა.

ასტროგადამწოდი - ვარსკვლავისაკენ ან მნიშვნელოვნად დაშორებული ცთომილისაკენ მიმართულების მაფიქსირებელი მინიატურული ტელესკოპის სახის ბორტ-ხელსაწყო საფრენ აპარატებსა და გემებზე.

ასტროგნოზია - ცის თაღზე ვარსკვლავების განლაგების ცოდნა.

ასტროგრაფი - ცის მნათობთა ფოტოგადასაღები ხელსაწყო.

ასტროდრომი - იგივე კოსმოდრომი.

ასტროიდი (ბერძნ.) - ოთხქიმიანი ვარსკვლავის სახის მრუდი, შემოხაზული ისეთი მოძრავი წრეხაზის წერტილით, რომელიც მიგორავს მასზე ოთხჯერ უფრო დიდი რადიუსის მქონე მეორე უძრავი წრეხაზის შიგნით.

ასტროკოლორიმეტრია - დამზერითი ასტროფიზიკის დარგი, იყენებენ ციურ მნათობთა ფერის განსაზღვრისათვის.

ასტროკორექცია - კოსმოსური საფრენი აპარატის გიროსტაბილიზებული ბაქნის კუთხური მდებარეობის შესწორება იმ ასტროგადამწოდის სიგნალთა მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს მიმართულებას ვარსკვლავების ან სხვა ციურ ორიენტირთა მიმართ.

ასტროლაბი (ბერძნ.) - ასტრონომიაში ხმარებული ძველებური კუთხსაზომი ხელსაწყო.

ასტროლატრია - ასურეთსა და ბაბილონში გავრცელებული თაყვანისცემა ვარსკვლავებისა.

ასტროლეიბი - წყნარი ოკეანის ყურე.

ასტროლოგი - ვარსკვლავთმისანი.

ასტროლოგია (ბერძნ.) - ციური სხეულების მეშვეობით ადამიანთა ბედ-იღბლის მაწინასწარმეტყველებელი მოძღვრება.

ასტრომეტრია - ასტრონომიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, მოძღვრება ასტრონომიულ გაზომვათა მეთოდების შესახებ.

ასტრონავტი - აშშ-სა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში კოსმონავტის მოსახსენიებელი სიტყვა.

ასტრონავტიკა - იგივე კოსმონავტიკა.

ასტრონიმი (ბერძნ.) - ავტორის სახელის აღნიშვნა რაიმე სასტამბო ნიშნით (მაგალითად, ვარსკვლავით), ფსევდონიმის სახესხვაობა.

ასტრონომი - ასტრონომიის სპეციალისტი.

ასტრონომია (ბერძნ.) - ცის სხეულების შემსწავლელი მეცნიერება.

ასტრონომიული - (გადატანითი მნიშვნელობით) მეტად დიდი, გასაოცარი.

ასტროორიენტატორი - თვითმფრინავის, რაკეტის, კოსმოსური ხომალდის საბორტო ასტრონომიული მოწყობილობა.

ასტროპოლარიმეტრია - პრაქტიკული ასტროფიზიკის დარგი, რომელიც სინათლის პოლარიზაციის გაზომვის საშუალებით შეისწავლის ციური სხეულების გამოსხივებას.

ასტროფიზიკა - ასტრონომიის დარგი, რომელიც შეისწავლის ციურ სხეულებში, მათს სისტემებსა და კოსმოსურ სივრცეში მიმდინარე ფიზიკურ და ქიმიურ პროცესებს.

ასტურია - ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ისტორიული ოლქი. ადმინისტრაციული ცენტრი - ოვიედო.

ასტურიასი მიგელ ანხელ - გვატემალელი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, დიპლომატი, 1967 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1899-1974 წწ).

ასუანი (ძველი სახელი - სიენე) - კაშხალი ნილოსზე და ქალაქი (200 ათასი) ეგვიპტეში, მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი.

ასუბულუქი - ქალაქი ყაზახეთის აღმოსავლეთ ყაზახეთის ოლქში.

ასუელა მარიანო - მექსიკელი მწერალი (1873-1952 წწ).

ასუკტა იტიო - იაპონიის პოლიტიკური მოღვაწე (დაიბადა 1915 წელს).

ასული - ქალიშვილი.

ასუნსიონი - სამხრეთ ამერიკის სახელმწიფო პარაგვაის დედაქალაქი (610 ათასი).

ასურბანიფალი - ასურეთის მეფე ძვ.წ.აღ. VII საუკუნეში.

ასურები - ინდუისტურ მითოლოგიაში - ღმერთების ძლევამოსილი მოწინააღმდეგენი და მტრები, რომლებიც ზეციური სამყაროდან დაამხეს და დემონებად იქცნენ.

ასურეთი

  1. სოფელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში.

  2. უძველესი სახელმწიფო, რომელიც დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე არსებობდა ძვ.წ.აღ. III ათასწლეულიდან ძვ.წ.აღ. VII საუკუნის ბოლომდე.

ასურეთისხევი - მდინარე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ალგეთის მარცხენა შენაკადი.

ასურელები (საკუთარი სახელწოდება ათურაი, სურაი, ქალდაი) - სემიტური მოდგმის ხალხი.

ასურელი მამები - სირიიდან საქართველოში VI საუკუნეში მოსული თორმეტი თუ ცამეტი სასულიერო მოღვაწე, რომელთა სახელსაც უკვაშირდება საქართველოში სამონასტრო კოლონიზაციის დასაწყისი.

ასური - ღმერთების ზოგადი სახელი სანსკრიტის თანახმად.

ასურნასირფალ II - ასურეთის მეფე ძვ.წ.აღ. IX საუკუნეში.

ასურული ენა (ახალსირიული ენა) - საერთო სახელწოდება თანამედროვე აღმოსავლური არამეული დიალექტებისა, რომლებზეც ლაპარაკობენ ასურელები (სირიელები).

ასფაგური - ქართლის 23-ე ან 25-ე მეფე III საუკუნეში.

ასფალგი იულიუს - გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე, ქართველოლოგი (დაბადა 1919 წელს).

ასფალია - საბერძნეთის პოლიტიკური პოლიციის სახელწოდება.

ასფალტი (ბერძნ.) - გზების და ქუჩების საფარი ფისისებრი მასა.

ასფარა - სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

ასფიქსია (ბერძნ.) - სულის ხუთვა ჟანგბადის ნაკლებობის გამო.

ასფოდელო - ბალახოვანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა.

ასფურცელა

  1. იგივეა, რაც წიგნარა.

  2. ქართული ზღაპარი და მისი მთავარი გმირი.

ასციდია (ბერძნ.)

  1. უხერხემლო ზღვის ცხოველი.

  2. ზოგი მცენარის ფოთოლი, რომელსაც პარკის ან ჭურჭლის ფორმა აქვს.

ასციტი (ბერძნ.) - სითხის დაგროვება მუცლის ღრუში, მუცლის წყალმანკი.

ასწვრივ - პარალელურად ქვემოდან ზემოთ.

ასწილად - ასჯერ მეტად.

ასწლიანი ომი - ომი ინგლისსა და საფრანგეთს შორის XIV-XV საუკუნეებში.

ასწლოვანი - ასი წლისა, დიდი ხნისა.

ასხის მასივი - კავკასიონის სამხრეთი კალთის კირქვული ზოლის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი და მაღალი კარსტული მასივი ლეჩხუმ-იმერეთ-ოდიშის საზღვარზე (მარტვილის, ხონის და ცაგერის მუნიციპალიტეტები).

ასხმულა - ძაფზე ასხმული საგნების მთლიანობა.

5.19 ატ

▲ზევით დაბრუნება


ატა - გასეირნება ბავშვის ენაზე.

ატა (ატე) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ბოროტი ბედისწერის, უბედურების, შურისძიების ქალღმერთი.

ატაბასკა

  1. მდინარე და ტბა კანადაში, მდინარე მაკენზის სისტემაში.

  2. ბიტუმონოზური ქვიშების დიდი საბადო კანადაში (ალბერტას პროვინცია).

ატაბე - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), მდინარე ხევსურეთის არაგვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1700 მეტრი, დუშეთიდან - 98 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 3 კაცი.

ატაგაი - დაბა რუსეთის ირკუტსკის ოლქში.

ატავიზმი (ლათ.) - შორეული წინაპრებისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების გამოვლენა შთამომავლობაში.

ატავისტური - ატავიზმისათვის დამახასიათებელი.

ატაკა - ფორტეპიანოზე დაკვრისას ხელების უეცარი დაძაბვა.

ატაკამა - უდაბნო ჩილეში, წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ.

ატაკი - დაბა მოლდავეთში.

ატაკპამე - ქალაქი აფრიკის სახელმწიფო ტოგოში.

ატალანტე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სახელგანთქმული არკადიელი მონადირე ქალი.

ატალეა - ამერიკის ტროპიკებში მზარდი პალმის სახესხვაობა.

ატალიდები - პერგამონის ელინისტური სამეფოს მმართველი დინასტია ძვ.წ.აღ. III-II სს.

ატამანი (რუს.) - ზოგადად მეთაურის აღმნიშვნელი ცნება დონის, ზაპოროჟიეს, თერგის და ყუბანის კაზაკთა შორის.

ატამანოვი ლევ - რუსი კინორეჟისორი, საბჭოური მულტიპლიკაციის ერთ-ერთი მამამთავარი (1905-1981 წწ).

ატამანოვკა - დაბა რუსეთის ჩიტის ოლქში.

ატამი

  1. საშუალო სიმაღლის ნაყოფიანი ხე ვარდისებრთა ოჯახისა.

  2. - კურორტი სიძუოკის პრეფექტურაში (იაპონია).

ატანასოფი ჯონ ვინსენტ - ამერიკელი ფიზიკოსი-თეორიტიკოსი, ელექტრო-გამომთვლელი მანქანის შემქმნელი (1903-1995 წწ).

ატაპასკები (საკუთარი სახელი „დენე“) - ინდიელ ხალხთა ჯგუფი აშშ-სა და კანადაში.

ატარაქსია (ბერძნ.) - ძველბერძნული ეთიკის ცნება სულის აღუშფოთველობის, სულიერი სიმშვიდის შესახებ. ძველბერძენი ფილოსოფოსის დემოკრიტეს აზრით, ატრაქსია ცხოვრების უმაღლესი სიკეთეა, რაც მხოლოდ ბრძენთა ხვედრია.

ატარგატიდა - სირიელთა ნაყოფიერების ქალღმერთის ელინიზირებული სახელი.

ატარი

  1. მარცვლეულის საწყაო ოდიშში.

  2. იაპონური ელექტროსაქონლის ფირმა.

  3. სამაგიდო თამაშ გო-ში ჭადრაკის ქიშის მაგვარი მუქარა.

ატაროვი ნიკოლაი - რუსი მწერალი (1907-1978 წწ).

ატაქსია (ბერძნ.) - ნებისმიერ მოძრაობათა შეთანხმებულობის დარღვევა.

ატაშატი - ატაშეს საგამგებლო.

ატაშე (ფრანგ.)

  1. ამა თუ იმ დარგის სპეციალისტ-კონსულტანტი დიპლომატიურ მისიასთან.

  2. დაბალი დიპლომატიური რანგი.

ატაშე-კეისი - პატარა ბრტყელი ჩემოდანი დოკუმენტების გადასატანად.

ატაჰუალპა - პერუს ინკების უმაღლესი მმართველი ტაუანტინსუიუს სახელმწიფოში (1500-1533 წწ).

ატბარა - ქალაქი და მდინარე სუდანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

ატელანა (ლათ.) - ხალხური კომედიის ჟანრი ძველ რომში.

ატელექტაზი - ფილტვის ქსოვილის დაჩუტვა.

ატელიე (ფრანგ.)

  1. სახელოსნო (მხატვრის, ფოტოგრაფის, მკერავის და ა.შ.).

  2. პარიზში 1922 წელს გახსნილი ფრანგული დრამატული თეატრი.

ატენბორო რიჩარდ - ინგლისელი კინომსახიობი და რეჟისორი (დაიბადა 1923 წელს).

ატენი

  1. სოფლების დიდი ატენის და პატარა ატენის გავრცელებული სახელწოდება (გორის მუნიციპალიტეტი).

  2. ქალაქი ფეოდალურ საქართველოში, ატენის ხეობაში.

ატენის სიონი - ქართული ხუროთმოძღვრების VII საუკუნის ძეგლი გორის მუნიციპალიტეტში.

ატენის ციხე (ორბელიანის ციხე) - X-XI საუკუნეების ციხე-სიმაგრე ატენის ხეობაში.

ატენის ხეობა - ხეობა გორის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

ატენიუატორი (ფრანგ.) - მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაცაა დენის ძალის, ელექტრული ძაბვის, ელექტრომაგნიტური რხევების სიმძლავრის დაწევა.

ატენტატი (ფრანგ.) - სიცოცხლის ხელყოფა პოლიტიკურ ნიადაგზე.

ატერბერგი კურტ - შვედი კომპოზიტორი, დირიჟორი, მუსიკალურ-საზოგადოებრივი მოღვაწე (1887-1974 წწ).

ატერბუმი პიერ დანიელ ამადეუს - შვედი პოეტი (1790-1855 წწ).

ატერი (ატერზეე, კამერზეე) - ტბა ალპებში (ავსტრია).

ატესტატი (ლათ.)

  1. მოწმობა სასწავლებლის დამთავრების შესახებ.

  2. მოწმობა, რომლის მიხედვითაც სამხედრო მოსამსახურის ხელფასის გარკვეულ ნაწილს იღებს მისი ოჯახის რომელიმე წევრი.

ატესტაცია - ვისამე საქმიანი კვალიფიკაციის, ცოდნის დონის განსაზღვრა, დასკვნა ვისიმე უნარის, ღირსების, ქცევის შესახებ.

ატვუდი მარგარეტ - კანადელი მწერალი ქალი (დაიბადა 1939 წელს).

ატვუდი ტომას - ინგლისელი რადიკალი, ლიდერი ბირმინგემის პოლიტიკური კავშირისა, რომელმაც არჩევნების რეფორმაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1832 წელს (1783-1856 წწ).

ატია მაიკლ ფრენსის - ინგლისელი მათემატიკოსი (დაიბადა 1929 წელს).

ატია სუა (ატიარ სუა) - 1864-66 წლების კამბოჯის აჯანყების ხელმძღვანელი.

ატიაშევო - დაბა რუსეთის მორდვეთის რესპუბლიკაში.

ატიგი - დაბა რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.

ატიკა - ისტორიული ოლქი ძველ საბერძნეთში. მთავარი ქალაქი - ათენი.

ატიკი (ბერძნ.) - ნაგებობის დამაგვირგვინებელ კარნიზზე დაშენებული კედელი.

ატიკური კომედია - ბერძნული კომედია. აღმოცენდა და ჩამოყალიბდა ათენში.

ატილა (ეტცელი) - ჰუნების ტომის ბელადი და წინამძღოლი 434 წლიდან (445 წლამდე უფროს ძმასთან, ბლედასთან ერთად). ატილას პიროვნება მრავალრიცხოვანი ლეგენდებისა და თქმულებების სათავედ იქცა.

ატილა - გერმანელ ფაშისტთა მიერ საფრანგეთის ე.წ. არაოკუპირებული ზონის პრევენტული ოკუპაციის გეგმის კოდირებული სახელწოდება.

ატილი - ინდიელთა ცივი იარაღი, სწორი ხანჯალი ოდნავ მოხრილი სახელურით.

ატიმია - ძველ საბერძნეთში - მოქალაქეობის სრული ან ნაწილობრივი ჩამორთმევა.

ატიმნიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსისა და კასიოპეას ვაჟი.

ატიპია - არატიპიურობა, ნორმიდან გადახრა.

ატისი - ფრიგიული ღვთაება ნაყოფიერებისა, შეესაბამება ფინიკიურ ადონისს და ბაბილონურ თამუზს.

ატიტიუდი (ფრანგ.) - კლასიკური ცეკვის ერთ-ერთი პოზა - მოცეკვავე ერთ ფეხზე დგას, მეორე ფეხი მოხრილი აქვს და უკან გაწეული.

ატიშა (დიპანკარა შრიჯნიანა) - ინდობუდისტი მოაზროვნე, ტიბეტში ბუდიზმის აღორძინების ხელმძღვანელი (982-1054 წწ).

ატიშადუ (ყოფილი ვარდისუბანი) - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ატიციზმი (ბერძნ.) - მეტყველების დახვეწილობა და ინტელექტუალური ხატოვნება, რაც დამახასიათებელი იყო ატიკის (ძველი საბერძნეთის ცენტრალური ოლქის) ბინადართათვის.

ატკა - დაბა რუსეთის მაგადანის ოლქში.

ატკარსკი - ქალაქი რუსეთის სარატოვის ოლქში.

ატკვერი (ზაგარი) - უღელტეხილი მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, სვანეთის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში.

ატკოვი ოლეგ - რუსი კოსმონავტი, საბჭოთა კავშირის გმირი, 1984 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1949 წელს).

ატლანთროპი - აფრიკაში აღმოჩენილი უძველესი ნამარხი ადამიანი.

ატლანტა - ქალაქი აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი. 1996 წლის ზაფხულის XXVI ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი (400 ათასი, გარეუბნებით 2,4 მილიონი).

ატლანტა ტრეშერზი - აშშ-ს ეროვნული ჰოკეის ლიგის გუნდი.

ატლანტა ჰოუკზი - აშშ-ს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გუნდი.

ატლანტი

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსისაგან დასჯილი, მრავლის მომთმენი გოლიათი, პრომეთეს ბრძენი ძმა.

  2. არქიტექტურაში კაცის ქანდაკება, რომელიც ჩვეულებრივ მიდგმულია კედელზე.

  3. პლანეტა სატურნის თანამგზავრი.

  4. (ატლასი) ადამიანისა და უმაღლეს ხერხემლიანთა კისრის პირველი მალა, უშუალოდ ენაწევრება ქალას.

ატლანტია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი ნიმფა.

ატლანტიდა (ატლანტისი) - ატლანტის ოკეანეში ოდესღაც არსებული ნახევრადმითიური მატერიკი ან კუნძული.

ატლანტიდები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ატლანტის ასულები.

ატლანტიკ-სიტი - ქალაქი აშშ-ს ნიუ-ჯერსის შტატში (310 ათასი).

ატლანტისი - აშშ-ს მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი.

ატლანტის ოკეანე - სიდიდით მეორე ოკეანე დედამიწისა ევრაზია-აფრიკისა და ამერიკის კონტინენტებს შორის. ფართობი ზღვებთან ერთად 91,6 მილიონი კვ.კმ. მაქსიმალური სიღრმე 8742 მეტრი.

ატლანტის ლუარა - იხილე ქვემო ლუარა.

ატლანტოვი ვლადიმირ - რუსი მომღერალი, ლირიულ-დრამატული ტენორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1939 წელს).

ატლანტოლოგია - ატლანტიდის პრობლემათა შემსწავლელი მეცნიერება.

ატლასი

  1. გეოგრაფიული რუკების კრებული.

  2. (არაბ. „გლუვი“) ატლასის ხლართით ნაქსოვი აბრეშუმის ან ნახევრად აბრეშუმის სადა, პრიალა ზედაპირიანი მჭიდრო ქსოვილი.

  3. მთიანი ქვეყანა აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მაროკოს, ალჟირისა და ტუნისის ტერიტორიაზე.

  4. აშშ-ს რაკეტ-მატარებლების სერიის სახელწოდება.

ატლასოვი - რუსი პირველღმომჩენი, ციმბირელი კაზაკი, კამჩატკის ათვისების ფუძემდებელი (1661 ან 1664 - 1711 წწ).

ატლასოვის კუნძული - კუნძული რუსეთის კურილის კუნძულთა ჯგუფში.

ატლასოვო - დაბა რუსეთის კამჩატკის ოლქში.

ატლეტიკი (ბილბაო) - ესპანეთის საფეხბურთო კლუბი. დაარსებულია 1898 წელს. ესპანეთის 8-გზის ჩემპიონი (2007 წლამდე).

ატლეტიკო (მადრიდი) - ესპანეთის საფეხბურთო კლუბი. დაარსებულია 1903 წელს. თამაშობს „ვისენტე კალდერონის“ სტადიონზე. ესპანეთის 9-გზის ჩემპიონი (2007 წლამდე), ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი 1962 წელს.

ატლეტიკო მინეირო - ბრაზილიის ქალაქ ბელუ-ორიზონტის (შტატი მინას-ჟერაისი) საფეხბურთო კლუბი.

ატლეტიკო ნასიონალი - კოლუმბიის ქალაქ მედელინის საფეხბურთო კლუბი.

ატლეტიკო პარანაენსი - ბრაზილიის ქალაქ კურტიბეს (პარანას შტატი) საფეხბურთო კლუბი.

ატლი - გერმანულ-სკანდინავიური საგმირო ეპოსის გმირი, რომლის პროტოტიპი ჰუნების ბელადი ატილაა.

ატმანი - ინდუისტური ფილოსოფიისა და ინდუი-ზმის რელიგიის ერთ-ერთი ცენტრალური ცნება, ინდივიდუალური სულიერი საწყისი.

ატმომეტრი - ხელსაწყო წყლის აორთქლების სიჩქარის გასაზომად.

ატმოსფერიკები - ელექტრომაგნიტური იმპულსები ატმოსფეროში.

ატმოსფერო (ბერძნ.)

  1. ჰაერის გარსი, რომელიც დედამიწას არტყია გარს.

  2. ზოგადად - გარემო.

ატო - ფიზიკური სიდიდის ერთეულის სახელწოდების თავსართი.

ატოლი (ინგლ.)

  1. ღიმის გამსხვილებული ფესვი.

  2. რგოლისებრი მარჯნის კუნძული, რომლის შუაშიც მოქცეულია ლაგუნა.

ატომი (ბერძნ.) - ქიმიური ელემენტის უმცირესი ნაწილაკი, რომელიც შედგება ატომგულისა და ელექტრონებისაგან.

ატომიზატორი - ხელსაწყო სითხის წვრილად გასაფრქვევად.

ატომიზმი - იგივე ატომისტიკა.

ატომისტიკა - მატერიალური მოძღვრების განშტოება, რომლის მიხედვითაც მატერია შედგება უმცირესი ნაწილაკებისაგან - ატომებისაგან..

ატომური რეაქტორი - იხილე ბირთვული რეაქტორი.

ატონი („მზის დისკო“) - ძველ ეგვიპტურ რელიგიაში - ღვთაება, მზის განსახიერება. ფარაონ ექნატონის დროს (ძვ.წ.აღ. XIV საუკუნე) ითვლებოდა იმ ერთადერთ ღმერთად, რომელიც ეგვიპტესა და მის ფარაონს მფარველობდა.

ატონია (ბერძნ.) - ჩონჩხის კუნთებსა და შინაგან ორგანოებში (კუჭი, ნაწლავები, საშვილოსნო) ბუნებრივი დაჭიმულობის, ელასტიკურობისა და შეკუმშვის უნარის შესუსტება.

ატორნეი (ინგლ. ატორნი) - ანგლოსაქსურ ქვეყნებში ამა თუ იმ პირის წარმომადგენელი, ნდობით აღჭურვილი პირი.

ატორნეი-გენერალი (ინგლ. ატორნი-ჯენერალი) - დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და ზოგ სხვა სახელმწიფოში იუსტიციის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელსაც ევალება სახელმწიფო ინტერესებთან უშუალოდ დაკავშირებული სასამართლო და იურუდიული საქმეების წარმოება.

ატოფანი - იგივეა, რაც ცინქოფენი.

ატოცი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

ატოცობა (გიორგობა-ქვაშვეთობა) - წმინდა გიორგისთან დაკავშირებული რელიგიური დღესასწაული.

ატჟე ეჟენ - ფოტოხელოვნების ფრანგი ოსტატი (1856-1927 წწ).

ატრატო - მდინარე კოლუმბიაში (სიგრძე - 664 კილომეტრი).

ატრაქტანტი - ბუნებრივი ან სინთეზური ნივთიერება, რომელიც ცხოველებს იზიდავს.

ატრაქცია (ლათ.)

  1. გეოდეზიაში შვეულის გადახრა რაიმე მძიმე მასის მიზიდულობის ძალით.

  2. ლინგვისტიკაში წინადადებაში სიტყვათა შეწყობა არა გრამატიკული კანონების, არამედ აზრობრივი მნიშვნელობის მიხედვით.

ატრაქციონი (ფრანგ.)

  1. საცირკო ან საესტრადო სანახაობის ეფექტური ნომერი.

  2. სახალხო სეირნობების ადგილებში მოწყობილი გასართობები.

ატრა-ხაზისი (ბრძენთაბრძენი) - ძველი ბაბილონური მითის გმირი, რომლის ამბავი მოთხრობილია გილგამეშის მსგავსი ეპოსის III დაფაზე (შეესასტყვისება გილგამეშის XI დაფას).

ატრე პრაჰლად კეშავ - ინდოელი მწერალი (1898-1980 წწ).

ატრევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის გმირი, ტროას ომის გმირების აგამემნონისა და მენელაეს მამა.

ატრეზია - დაბადებითი ნაკლი ან ტრავმის შედეგად შეხორცება ორგანიზმის ამა თუ იმ ბუნებრივი არხისა.

ატრია

  1. წვრილად დაჭრილი თხელი ცომის ნაჭრები, რძეში ან წყალში მოხარშული.

  1. ატრიბუტი (ლათ.)

  2. მითოლოგიაში - საგნობრივი ნიშანი, რომელიც ითვლებოდა ღმერთთა შეუცვლელ საკუთრებად.

  3. რისამე შემადგენელი ნაწილი ზოგადად.

ატრიბუტივი (ლინგვისტიკა) - თვისების აღმნიშვნელი, განმსაზღვრელი სიტყვა.

ატრიბუცია - მწერლობისა და ხელოვნების ანონიმურ ნაწარმოებთა ავტორის დადგენა.

ატრიდები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ატრევსის შვილები და შთამომავლები.

ატრიუმი (ლათ.) - ძველ რომში - საცხოვრებელი სახლის შიგნითა ეზო.

ატროპატენა - ადრემონათმფლობელური სახელმწიფო სამხრეთ ამიერკავკასიაში ძვ.წ.აღ. IV-ახ. წ.აღ. VII საუკუნეებში. ზოროასტრიზმის ცენტრი; სამხრეთ აზერბაიჯანის ძველბერძნული სახელწოდება.

ატროპინი - შხამიანი ნივთიერება, ალკალოიდი, რომელსაც იღებენ ლენცოფის, ბელადონისა და ზოგი სხვა მცენარისაგან.

ატროპოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მესამე მოირა, სიცოცხლის ძაფის გადამჭრელი.

ატროფია (ბერძნ.)

  1. სხეულის რომელიმე ორგანოს გამოფიტვა და დაკნინება.

  2. (გადატანით) რისამე უნარის დაჩლუნგება, დაკარგვა.

ატროშანი („არტოშანი“ არასწორია) - ცეცხლთაყვანისმცებლობა, მაზდეანობა ძველქართულად.

ატუეი - ინდიელთა ბელადი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ესპანელ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლას ჰაიტისა და კუბაზე. 1515 წელს ესპანელებმა დაწვეს კოცონზე.

ატუმი - ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში - შემოქმედი ღმერთი, ცხრა ჰელიოპოლისელი ღმერთის მბრძანებელი.

ატუსპარია პედრო პაბლო - მემამულეთა წინააღმდეგ აჯანყებულ ინდიელ გლეხთა ხელმძღვანელი პერუში (გარდაიცვალა 1885 წელს).

ატფ - (აბრევიატურა) იხილე ადენოზინფოსფორის მჟავები.

5.20 აუ

▲ზევით დაბრუნება


აუ - გაკვირვების გამომხატველი შორისდებული ქართული ენისა.

აუა - ძაღლი ბავშვის ენაზე.

აუალიცა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

აუარება - ძალიან ბევრი.

აუბაქიროვი თოქთარ - ყაზახი კოსმონავტი, საბჭოთა კავშირის გმირი, 1991 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1946 წელს).

აუგი - საძრახისი რამ.

აუგმენტაცია (ლათ.) - მომატება, გაზრდა, გაძლიერება.

აუგრაბისი - ჩანჩქერი მდინარე ორანჟზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში (სიმაღლე - 146 მ).

აუგსბურგი - ქალაქი გერმანიის ბავარიის მხარეში (260 ათასი).

აუდენარდე (ოდნარდი) - ქალაქი ბელგიაში (აღმოსავლეთი ფლანდრია).

აუდერსკაია ხალინა - პოლონელი მწერალი ქალი (1904-2000 წწ).

აუდი

  1. ისტორიული ოლქი ინდოეთში, თანამედროვე უტარ-პრადეშის შტატში.

  2. მსუბუქი ავტომობილების მწარმოებელი გერმანული ფირმა. შედის „ფოლკსვაგენის“ კონცერნში. „აუდის“ მარკის პირველი ავტომობილი აუდი-B გამოშვებულ იქნა 1910 წელს.

აუდი იაკობუს იოჰანეს პიტერ - ჰოლანდიელი არქიტექტორი (1890-1963 წწ).

აუდიენცია (ლათ.) - ოფიციალური მიღება მაღალჩინოსანი პირის მიერ.

აუდიოლოგია (ლათ.) - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს სმენის დაქვეითებისა და სიყრუვის გამომწვევ მიზეზებს.

აუდიომეტრი - ადამიანის სმენის გამოსაკვლევი ხელსაწყო.

აუდიტი (ლათ.)

  1. ამა თუ იმ ორგანიზაციის ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება კვალიფიცირებული სპეციალისტის მიერ.

  2. ქონების შეფასება.

აუდიტორი (ლათ.) - სპეციალისტი, ბუხჰალტერ-რევიზორი, რომელიც ახორციელებს ქონების შეფასებას, აუდიტს.

აუდიტორია (ლათ.)

  1. სალექციო დარბაზი.

  2. ლექციის მსმენელები.

აუდიფონი - ხმის გამაძლიერებელი მიკროფონის მქონე სასმენი აპარატი.

აუდუმლა - სკანდინავიურ მითოლოგიაში - ძროხა, რომელიც სამყაროს მორევიდან იშვა და რომელმაც გოლიათთა მამამთავარი იმირი გამოკვება თავისი რძით.

აუე - ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ გერმანიაში, საქსონიის მხარეში.

აუეზოვი მუხთარ - ყაზახი მწერალი და მეცნიერი, აკადემიკოსი (1897-1961 წწ).

აუეზოვი - დაბა ყაზახეთის სემიპალატინსკის ოლქში.

აუენბრუგერი ლეოპოლდ - ავსტრიელი ექიმი (1722-1809 წწ).

აუერბახი ბერთოლდ (ნამდვილი სახელი და გვარი მოზეს ბარუხი) - გერმანელი მწერალი და პუბლიცისტი (1812-1882 წწ).

აუერბახი ერიხ - გერმანელი ისტორიკოსი, ფილოლოგი-რომანისტი (1892-1957 წწ).

აუერი ლეოპოლდ - უნგრელი წარმოშობის მევ-იოლინე და დირიჟორი, ცხოვრობდა რუსეთსა და აშშ-ში. (1845-1930 წწ).

აუერმანი ნადია - პოპულარული ტოპ-მოდელი (XX-XXI სს).

აუერ ფონ ველსბახი კარლ - ავსტრიელი ქიმიკოსი (1858-1929 წწ).

აუერშტედტი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში, საქსონიის მხარეში.

აუვერსი არტურ იულიუს გეორგ ფრიდრიხ - გერმანელი ასტრონომი (1838-1915 წწ).

აუზი - ხელოვნური წყალსატევი.

აუზინში იმანტს - ლატვიელი პოეტი (დაიბადა 1937 წელს).

აუიტა საიდ - მაროკოელი სპორტსმენი, მსოფლიოს (1987 წ) და ოლიმპიური თამაშების (1984 წ) ჩემპიონი 5000 მეტრზე სირბილში, მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენი (დაიბადა 1959 წელს).

აუკუბა - მარადმწვანე ბუჩქი ან პატარა ხე. ხარობს ნესტიან სუბტროპიკულ ტყეებში. ითვლება დეკორატიულ მცენარედ.

აული (თურქ.)

  1. კავკასიის მთიელთა სოფელი.

  2. დაბა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში.

აულიე-ათა - ყაზახეთის ქალაქ ჯამბულის სახელი 1936 წლამდე.

აუმინზათაუ - მთები ყიზილყუმის უდაბნოში (უზბეკეთი, ბუხარის ოლქი).

აუნ სანი - ბირმის ეროვნული გმირი, ხელმძღვანელობდა იაპონელ ოკუპანტთა ბატონობის წინააღმდეგ მიმართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას (1915-1947 წწ).

აუნ სან სუ ჯი - გენერალური მდივანი (ქალბატონი) მიანმის პარტიისა „ნაციონალური ლიგა დემოკრატიისათვის“ 1988-92 წლებში. ოპოზიციური დემოკრატიის ლიდერი. ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში 1991 წელს (დაიბადა 1945 წელს).

აურა

  1. (ლათინურად „ნიავის ქროლა“) ადამიანის სულისა და სულიერი სამყაროს მისტიური გამოვლინება.

  2. ეპილეფსიის ან ისტერიის წინმსწრები სიმპტომები.

  3. რომაელთა ნაზი ქალღმერთი, მსუბუქი სიოს განსახიერება.

აურანგაბადი - ქალაქი ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში.

აურანგზები - დიდ მოგოლთა იმპერიის (ინდოეთი) მმართველი 1658 წლიდან (1618-1707 წწ).

აურაცხელი - ძალიან ბევრი.

აურელია - უხერხემლო ცხოველი სციფოიდურთა კლასისა.

აურელიანი პეტრე - რუმინელი ეკონომისტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური მოღვაწე (1833-1909 წწ).

აურეომიცინი (ქლორტეტრაციკლინი) - ნიადაგის აქტინომიცეტების მიერ წარმოქმნილი ანტიბიოტიკი.

აურეუსი - რომაული ოქროს მონეტა რესპუბლიკის უკანასკნელ წლებში.

აურზაური - ალიაქოთი, შეხლა-შემოხლა.

აურ-ზაური - ქართული ყოველკვირეული სატირულ-იუმორისტული კარიკატურებიანი ალმანახი. გამოდიოდა თბილისში 1913 წელს.

აურზაური სალხინეთში - ქართული მხატვრული ფილმი, მიუზიკლი. ეკრანებზე გამოვიდა 1975 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ლანა ღოღობერიძე. სცენარის ავტორები - ზაირა არსენიშვილი და ლანა ღოღობერიძე. დამდგმელი ოპერატორი - ლომერ ახვლედიანი. კომპოზიტორი - ნოდარ გაბუნია. მთავარ როლებში: ნადეჟდა ხარაძე, სოფიკო ჭიაურელი, კახი კავსაძე, ნინო ანანიაშვილი, გეგა კობახიძე, ზურაბ კიკალეიშვილი. მარინე თბილელი.

აურიკალური - მედიცინაში ყურთან დაკავშირებული, ყურისა.

აურიკულარია - პოლოთურიების ლარვა.

აურიპიგმენტი - ოქროსფერი, იშვიათად ნარინჯისფერი მინერალი.

აუსანი - სახელმწიფო არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში ძვ.წ.აღ. I ათასწლეულში.

აუსგეირსონი აუსგეირ - ისლანდიის პრეზიდენტი 1952-1968 წლებში (1894-1972 წწ).

აუსეკლისი (ნამდვილი სახელი და გვარი მიკელის კროგზემისი) - ლატვიელი პოეტი და სახალხო მასწავლებელი (1850-1979 წწ).

აუსკულტაცია (ლათ.) - ადამიანის ან ცხოველის შინაგანი ორგანოების გამოკვლევის მეთოდი.

აუსპიციუმი - ძველ რომში, ღმერთების ნების შესაცნობად, მკითხაობა ფრინველთა ფრენის, მათი ხმიანობის მიხედვით.

აუსტენიტი - ფოლადისა და თუჯის ერთ-ერთი სტრუქტურული შემდგენი.

აუსტერლიცი (ახლანდელი სლავკოვი, ჩეხეთის ქალაქ ბრნოს სიახლოვეს) - 1805 წლის 20 ნოემბერს ნაპოლეონისა და რუსეთ-ავსტრიის გაერთიანებული ჯარების ბრძოლის ადგილი.

აუსტერლიცი ფრედერიკ - იხილე ასტერი ფ.

აუსტრია

  1. ავსტრიის ქალაქ ვენის საფეხბურთო კლუბი. შეიქმნა 1911 წელს. ავსტრიის 23-გზს ჩემპიონი. თამაშობს „ჰორ სტადიონზე“.

  2. ავსტრიის ქალაქ ზალცმურგის საფეხბურთო კლუბი შექმნა 1933 წელს.

აუტანელი - ვერგასაძლები.

აუტბორტი - კიდური ძრავა. ნავი, რომელსაც ასეთი ძრავა აქვს.

აუტბრიდინგი (ინგლ.) - ერთი ჯიშის, მაგრამ არა ახლომონათესავე ცხოველების შეჯვარება.

აუტი (ინგლ.) - ბურთის თამაშგარეთა მდგომარეობა სპორტულ თამაშებში.

აუტიზმი - ფსიქიკის ისეთი მდგომარეობა, როცა ინდივიდს ახასიათებს ჩაკეტილი ცხოვრება და გარემო სამყაროსაგან სრული მოწყვეტა.

აუტო (ესპ.-პორტუგ.) - შუა საუკუნეების (XIII-XVIII სს) ესპანეთსა და პორტუგალიაში ერთმოქმედებიანი რელიგიურ-ალეგორიული დრამატული წარმოდგენის სახეობა.

აუტო - რთული სიტყვების წინსართი, იგივე ავტო.

აუტობანი (ავტობანი) - ავტოსტრადა, მაღალი ხარისხის გზატკეცილი.

აუტოდაფე (პორტუგ. auto de fe) - შუა საუკუნეების ესპანეთსა და პორტუგალიაში ინკვიზიციის განაჩენის საზეიმო გამოცხადება, ერეტიკოსებისა და მათი თხზულებების საჯარო დაწვა. პირველი აუტოდაფე გაიმართა XIII საუკუნეში, უკანასკნელი - 1826 წელს ვალენსიაში.

აუტოფსია - გვამის გაკვეთა დიაგნოსტიკური ან სამეცნიერო მიზნით.

აუტრიგერი (ინგლ.) - ერთგვარი ნიჩბიანი ნავი.

აუტრიმფსი - პრუსიულ მითოლოგიაში - ზღვის ღმერთი.

აუტსაიდერი (ინგლ.)

  1. არასპეციალისტი, მოყვარული, ჩამორჩენილი.

  2. ბოლო ადგილზე მყოფი გუნდი სპორტულ გათამაშებაში.

აუტსაიდი (ინგლ.) - გარემარბი სპორტულ თამაშებში.

აუფი მუჰამად - იხილე ავფი მ.

აუქსანომეტრი - ხელსაწყო მცენარის სიგრძის მატების გასაზომად.

აუქსინები (ბერძნ.) - მცენარის მიერ გამომუშავებული სასარგებლო ნივთიერებანი, რაც ხელს უწყობს მათს ზრდას.

აუქსოტროფები - ბაქტერიები, სოკოები ან წყალმცენარეები, რომლებსაც მუტაციის შედეგად დაკარგული აქვთ მარტივი წინამორბედი ნივთიერებებისაგან ზრდისათვის აუცილებელი ერთ-ერთი ნივთიერების სინთეზის უნარი.

აუქშტაიტები - ლიტველ ტომთა ერთ-ერთი მსხვილი გაერთიანება ძველად, ამჟამად ლიტველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი.

აუქშტაიტია - ძველი ისტორიული ოლქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ლიტვაში.

აუქციონი (ლათ.) - საჯარო ვაჭრობით გაყიდვა, საჯარო გაყიდვის წესი, როცა ნივთს დამსწრეთაგან ის იძენს, ვინც ყველაზე მეტ ფასს გაიღებს.

აუშაუტსი - პრუსიული მითოლოგიაში - მკურნალობის მფარველი ღმერთი.

აუშევი რუსლან - რუსეთის რესპუბლიკა ინგუშეთის პრეზიდენტი 1993-2002 წლებში (დაიბადა 1954 წელს).

აუშრა - პირველი ლიტვური საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი, გამოდიოდა 1883-1886 წლებში.

აუცე - ქალაქი ლატვიაში.

აუცილებელი - გარდუვალი, უეჭველი.

აუძხა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

აუჰადი მარაღაი (სხვაგვარად - ისფაჰანი) რუქნ-ად-დინი - აზერბაიჯანელი პოეტი (დაბადების წელი უცნობია - გარდაიცვალა 1337 წელს).

5.21 აფ

▲ზევით დაბრუნება


აფაგია - ზოგიერთი ცხოველის განვითარების გარკვეულ ფაზაში გარემოდან საკვების მიღების უნარის უქონლობა.

აფაზია და აფასია (ბერძნ.) - მეტყველების მოშლა, როცა მეტყველებისა და სმენის ორგანოები დაზიანებული არ არის.

აფაკია - თვალის დაზიანება კატარაქტის ან მძიმე ტრავმის შედეგად.

აფალინა (Tursiops truncatus) - ძუძუმწოვარი ცხოველი დელფინისებრთა ოჯახისა. აფალინას სიგრძე 2,5-3,9 მ-მდეა, მასა 280 კგ-მდე. გავრცელებულია ფართოდ (არქტიკულ და ანტარქტიკულ წყლების გარდა). გვხვდება შავ ზღვაში, ძირითადად ყირიმის სანაპიროებთან.

აფანასიევი ალექსანდრ - რუსი ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფოლკლორისტი, მწერალი (1826-1871 წწ).

აფანასიევი ვიქტორ

  1. რუსი ფილოსოფოსი, აკადემიკოსი (1922-1994 წწ).

  2. რუსი კოსმონავტი, საბჭოთა კავშირის გმირი, 1990-91 წლების ფრენათა მონაწილე (დაიბადა 1948 წელს).

აფანდი კუსუმა - ინდონეზიელი ფერმწერი და გრაფიკოსი (დაიბადა 1910 წელს).

აფარები - აფრიკის ქვეყნებში - ჯიბუტიში, ერითრეასა და ეთიოპიაში - მცხოვრები ხალხი.

აფარი (დანაკილი) - ტექტონიკური ღრმული ეთიოპიის მთიანეთში.

აფაქიძე ანდრია - არქეოლოგი და ისტორიკოსი, აკადემიკოსი (1914-2005 წწ).

აფაქიძე ვალენტინ - საბჭოთა ეპოქის ცნობილი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1904-1969 წწ).

აფეთქება - დიდი რაოდენობის ენერგიის განთავისუფლება შეზღუდულ მოცულობაში დროის მცირე მონაკვეთში.

აფელინუსი (Aphelinus mali) - სიფრიფანაფრთიანი პარაზიტი მწერი ქალციდების ოჯახისა. იყენებენ ვაშლის საშიში მავნებლის ბურტყლა ბუგრის წინააღმდეგ.

აფელიუმი (ბერძნ.) - დედამიწის ან სხვა რომელიმე მნათობის ორბიტის წერტილი, როცა მზიდან დაშორება უდიდესია.

აფენი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე აფენისხევის (არეშის შენაკადი) ნაპირზე. ალაზნის ვაკეზე (გაღმამხარი). საკრებულოს ცენტრი (სოფლები: ბაღდადი, გვიმრიანი, ზემო ნაშოვარი, ონანაური, ფოდაანი, ქვემო ნაშოვარი, ჭაბუკიანი). ზღვის დონიდან - 240 მეტრი, ლაგოდეხიდან - 28 კილომეტრი.

აფენისხევი (აფენი) - მდინარე შიგნი კახეთში (გაღმამხარი), ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, არეშის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 23 კილომეტრი).

აფერა (ფრანგ.) - სახიფათო ბნელი რამ წამოწყება, ყალთაბანდობა.

აფერისტი - ყალთაბანდი, მატყუარა.

აფერუმ! (სპარსულად „აფერინ“) - (შორისდებული) ყოჩაღ! ბარაქალა!

აფექტაცია (ლათ.) - არაბუნებრივი, მეტისმეტი აღგზნებულობა, რაც ქცევასა და მეტყველებას ხელოვნურობის იერს აძლევს.

აფექტი (ბერძნ.) - უკიდურესად ინტენსიური, უეცრად წარმოქმნილი და სწრაფწარმავალი ემოცია, ძლიერი განცდის გამოვლინება.

აფთარი (Hyaena) - მტაცებელთა რიგის ძუძუმწოვარა ცხოველი. საქართველოში გავრცელებულია ამ გვარის ერთადერთი სახეობა - ზოლებიანი აფთარი (Hყაენა ჰყაენა).

აფთები (ბერძნ.) - პატარა მოყვითალო წყლულები პირის ღრუს, იშვიათად საშოს ლორწოვან გარსზე.

აფთი - ძველებური ბრტყელი, გრძელტარიანი მახვილი.

აფთიაქი - დაწესებულება, სადაც მზადდება, ინახება და იყიდება წამლეული.

აფიანდა - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

აფიანჩა

  1. მთა აფხაზეთში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში, მდინარე კოდორის მარჯვენა მახარეს. სიმაღლე - 1060 მეტრი.

  2. ძველი სოფელი აფხაზეთში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში (ახლანდელი ქვემო აფიანჩა). სოფლის მახლობლად.

აფიაქი - ნარდის თამაშში - წყვილი ერთიანი (იგივე იაგანი).

აფიეთი - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

აფილია (ბერძნ. a - უარყოფის ნაწილაკი და პჰყლლონ - ფოთოლი) - უფოთლობა, ფოთლების სრული რედუქცია.

აფინაჟი (ფრანგ. affinage < affiner - გაწმენდა) - მაღალი სიწმინდის კეთილშობილი ლითონების მიღების მეტალურგიული პროცესი. ლითონთა რაფინირების ერთ-ერთი სახეობა.

აფინაცია (ფრანგ.) - რაფინირებისათვის განკუთვნილი შაქრის ფხვნილის წინასწარი გაწმენდა.

აფინიტეტი - იგივე მყნობა.

აფინოგენოვი ალექსანდრე - რუსი დრამატურგი (1904-1941 წწ).

აფიონ-ყარაჰისარი - ქალაქი დასავლეთ თურქეთში, ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (160 ათასი).

აფირმაცია (ლათ.) - დადასტურება, დამტკიცება.

აფიფსი - მდინარე რუსეთის კრასნოდარის მხარეში.

აფიფსკი - დაბა რუსეთის კრასნოდარის მხარეში.

აფიქსი (ლათ.) - სიტყვის ნაწილი, რომელიც ცალკე მნიშვნელობას მოკლებულია, მაგრამ ფუძეზე დართვისას გარკვეულ ფუნქციას იძენს, აფორმებს ფუძეს ან მნიშვნელობას უცვლის მას.

აფიშა (ფრანგ.) - ამა თუ იმ კულტურული ღონისძიების მაუწყებელი რეკლამის ფორმა.

აფლათუნი - უღელტეხილი ჩათყალის ქედზე (ყირგიზეთი, ოშის ოლქი).

აფლეკი ბენ (სრული სახელი ბენჯამინ გეზა აფლეკი) - კინოსა და ტელევიზიის ამერიკელი მსახიობი (დაიბადა 1971 წელს).

აფლეკი რაიმონდ - კანადელი არქიტექტორი (დაიბადა 1922 წელს).

აფნია - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1700 მეტრზე, ახალქალაქიდან 23 კმ-ში.

აფნისი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში, (ბებნისის საკრებულო). მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 760 მეტრი. ქარელიდან - 3 კილომეტრი.

აფონია (ბერძნ.)

  1. ხმამაღლა ლაპარაკის უნარის დაკარგვა.

  2. გია დანელიას ფილმი.

  3. ამავე ფილმის მთავარი პერსონაჟი ლეონიდ კურავლიოვის შესრულებით.

აფონინი ვასილი - რუსი მწერალი (დაიბადა 1939 წელს).

აფორიზმი (ბერძნ.) - დახვეწილი, ლაკონური ფორმით გამოთქმული ბრძნული აზრი.

აფოცი - „შუშანიკის წამების“ პერსონაჟი, სასულიერო პირი.

აფრა

  1. იგივეა, რაც იალქანი.

  2. არქიტექტურაში - კონსტრუქციული ელემენტი, სამკუთხა ფორმის სფერული კამერა.

  3. (ველუმი) ზოგი ნაწლავღრუიანის, ზღვის მუცელფეხანების საკვების მიმტაცებელი ორგანო.

  4. ყვავილის გვირგვინის ზედა ფურცელი.

აფრაკი

  1. გახმობისას გამრუდებული, დაბრეცილი ფიცარი.

  2. თავქარიანი, მოსულელო ადამიანი.

აფრასიაბი - წინამონღოლური დროის ნაქალაქარი სამარყანდის გარეუბანში. ანტიკური ავტორების მიხედვით, სოგდიანეს ცენტრი - მარაკენდი (უზბეკეთი).

აფრაშთე მუჰამედ ალი - ირანელი მწერალი (1908-1959 წწ).

აფრიდები - პუშტუ ტომთა ჯგუფი დასავლეთ პაკისტანში.

აფრიდონი - XII საუკუნის II ნახევრის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, გიორგი III-ისა და თამარ მეფის მსახურთუხუცესი.

აფრიკა - სიდიდით მეორე კონტინენტი ევრაზიის შემდეგ (ფართობი კუნძულებთან ერთად 30,3 მილიონი კვ.კმ.).

ფრიკა რომისა - პროვინცია კართაგენის სახელმწიფოს ადგილას ძვ.წ.აღ. I საუკუნეში.

აფრიკაანსი (ჰოლანდ.) - აფრიკანერების (ბურების) ენა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სახელმწიფო ენა, განეკუთვნება დასავლეთ გერმანიკულ ენათა ჯგუფს.

აფრიკანდა - დაბა რუსეთის მურმანსკის ოლქში.

აფრიკანერები (ბურები) - სამხრეთ აფრიკაში ძირითადად XVII საუკუნეში გადასახლებულ ჰოლანდიელ მოახალშენეთა შთამომავლები.

აფრიკანთროპი - აფრიკელი განათხარი ადამიანი.

აფრიკანისტიკა - აფრიკის ხალხთა სოციალურ-პოლიტიკური და ჰუმანიტარული დისციპლინების შემსწავლელი მეცნიერება.

აფრიკატი (ლათინურად „ვხეხავ“) - ხშული თანხმოვნები, რომლის წარმოთქმისას განხშვის ჩქამს საწარმოთქმო ნაპრალში მიღებული ჩქამი მოსდევს (ჯ-ჩ-ჭ, ძ-ც-წ).

აფრილიდების კულტურა - IV-VIII საუკუნეების ხვარაზმის არქეოლოგიური კულტურა, სახელი ეწოდა ხვარაზმის მმართველი დინასტიის - აფრილიდების - მიხედვით.

აფრო ბოზელდელა - იტალიელი მხატვარი (1912-1976 წწ).

აფროდიზიაკი (ბერძნ.) - სექსუალური ლტოლვის გამაძლიერებელი პრეპარატი ან საშუალება.

აფროდისია (სასიყვარულო შექცევა) - ძველ საბერძნეთში აფროდიტესადმი მიძღვნილი დღესასწაული.

აფროდიტე (ბერძნ. „ქაფში შობილი“) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სიყვარულის, ქალის სილამაზის, ყვავილოვანი გაზაფხულის ქალღმერთი, მშვენიერებით ყველა ქალღმერთზე სრულყოფილი (რომაულ მითოლოგიაში მას შეესაბამება ვენერა).

აფროსნისებრნი (Papilionidae), დღის პეპლების ოჯახი. აერთიანებს 700 სახეობას. ფრთების შლილი 30 სმ აღწევს. მოხატულობა მრავალგვარია, მკვეთრი, ფოლადისფერი ელფერით. უკანა ფრთები ხშირად გრძელი კუდის მსგავსი გამონაზარდით ბოლოვდება. აფროსნისებრნი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, განსაკუთრებით ტროპიკებში. საქართველოში - 6 სახეობაა

აფროსნობა

  1. აფრიანი ნავის მართვის ხელოვნება.

  2. სპორტის ოლიმპიური სახეობა.

აფროტროპიკის ოლქი (აფროტროპიკი, მოძვ. ეთიოპიის ოლქი) - დედამიწის რვა ყველაზე დიდი ბიოგეოგრაფიული ოლქიდან ერთ-ერთი. იგი მოიცავს აფრიკას საჰარიდან სამხრეთით, ასევე მადაგასკარს და სხვა კუნძულებს.

აფსათი - ნადირთა და ფრინველთა გამგებელი ღვთაება სვანურ მითოლოგიაში.

აფსარუნტი (აფსაროსი)

  1. ძველი ციხე-ქალაქი კოლხეთის სამხრეთ ნაწილში.

  2. მდინარე ჭოროხის ძველი სახელი.

აფსიდა (აბსიდი) - შენობის ნაწილი, თაღი, კამარა.

აფსიდები (ლათ.) - ერთი ციური სხეულის გარშემო მეორის მოძრაობის ორბიტის უშორესი ან უმოკლესი მანძილების წერტილები.

აფსილები - ერთ-ერთი ძველი აფხაზური ტომი.

აფსილეთი (აფშილეთი) - აფსილების ეთნიკურ-პოლიტიკური ერთეული ძველ კოლხეთში, ჩამოყალიბდა თანამედროვე გალის ტერიტორიაზე I-II საუკუნეებში.

აფსირტე (აფსირტოსი) - კოლხეთის მეფე აიეტის ვაჟი, მედეას უმცროსი ნახევარძმა.

აფსკა - თხელი, სიფრიფანა კანი რისამე.

აფსკი - იგივეა, რაც ფირი.

აფსნი - აფხაზეთის სახელწოდება აფხაზურ ენაზე.

აფსუს! (სპარს.) - დანანების გამომხატველი შორისდებული.

აფტალიონი ალბერ - ფრანგი ეკონომისტი (1874-1956 წწ).

აფტერშოკი (ინგლ.) - ძლიერი მიწისძვრის მომდევნო სუსტი ბიძგი მთავარი კერის მახლობლად.

აფტონბლადეტი - ყოველდღიური შვედური გაზეთი, გამოდის 1830 წლიდან სტოკჰოლმში.

აფულა - ქალაქი ისრაელის ჩრდილოეთის მხარეში. დაარსდა 1925 წელს, ცნობილია როგორც „ველის დედაქალაქი“ (39 ათასი).

აფქიო - ნავის აფრა, რომელსა ქარი ბერავს (საბა).

აფშანხვარა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

აფშახვა - ყოფილი სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

აფშერონი - ნახევარკუნძული კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, აზერბაიჯანში.

აფშერონსკი - ქალაქი რუსეთის კრასნოდარის მხარეში.

აფშინაშვილი გრიგოლ - ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი (1866-1960 წწ).

აფშო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მაღაროსკარის თემის საკრებულო), მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა მხარეზე, მდინარე კიშხევის შესართავის მახლობლად. ზღვის დონიდან - 1400 მეტრი, დუშეთიდან - 45 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 8 კაცი.

აფშოსწყალი - იხილე კიშხევი.

აფციაური ვლადიმერ - სპორტსმენი, მოფარიკავე, 1988 წლის ოლიმპიური და 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (დაიბადა 1962 წელს).

აფცხვა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

აფხაზავა თეიმურაზ - მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 82 კგ). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1982, 83), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1983, 84) და ორგზის მესამე პრიზიორი (1979, 86), მსოფლიოს თასის და მსოფლიოს „სუპერთასის“ მფლობელი (1985), მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1975), მსოფლიო უნივერსიადის მეორე პრიზიორი (1981), სსრკ ჩემპიონი (1984). საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1983). სპორტის დამსახურებული ოსტატი. (დაიბადა 1955 წელს).

აფხაზები (საკუთარი სახელწოდება აფსუა) - აფხაზეთში მცხოვრები ერი.

აფხაზეთი - ავტონომიური წარმონაქმნი საქართველოს შემადგენლობაში, მდებარეობს მის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში. ფართობი - 8,6 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 550 ათასი. დედაქალაქი - სოხუმი.

აფხაზი კონსტანტინე - აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა ლიბერალური წრის ერთ-ერთი ლიდერი (XIX ს 60-იანი წწ - 1922 წ).

აფხაიძე ემანუილ - რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1899-1970 წწ).

აფხაიძე შალვა - პოეტი და ლიტერატურათმცოდნე (1894-1968 წწ).

5.22 აქ

▲ზევით დაბრუნება


აქ - ამ ადგილას, ამ მხარეს. ამ შემთხვევაში.

აქა - იგივეა, რაც აქ.

აქაბა - იხილე აკაბა.

აქა გუნდუზი (ნამდვილი სახელი ჰუსეინ ავნი) - თურქი მწერალი (1885-1958 წწ).

აქადი (აგადე)

  1. შუამდინარეთის უძველესი ქალაქი, მდებარეობდა თანამედროვე ბაღდადის სამხრეთ-დასავლეთით.

  2. სახელმწიფო შუამდინარეთში, რომელიც მდებარეობდა ტიგროსსა და ევფრატს შორის არსებულ ყველაზე ვიწრო რეგიონში.

აქადური ენა - განეკუთვნება სემიტურ ენათა ჩრდილო-აღმოსავლურ შტოს, ჰქონდა ორი დიალექტი - ასურული და ბაბილონური, რის გამოც ხშირად ასურულ-ბაბილონურსაც უწოდებენ.

აქაველები - ერთ-ერთი ძირითადი ძველბერძნული ტომი, რომელიც თავდაპირველად თესალიაში (ჩრდილოეთი საბერძნეთი) სახლობდა

აქაია - პელოპონესის ნახევარკუნძულის (საბერძნეთი) ჩრდილოეთი ზღვისპირა მუნიციპალიტეტი, რომის იმპერიის ყოფილი პროვინცია.

აქანბურლუქი - მდინარე ყაზახეთის ქოქჩეთაუს ოლქში.

აქანდაზი (სპარს.) - პატარა ნიჩაბი ნაგვის გადასაყრელად.

აქაობა - იგივეა, რაც აქაურობა.

აქაოდა - რადგანაცაო, რაკიო.

აქატე

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ენეასის მეგობარი და განუყრელი მეგზური.

  2. გადატანითი მნიშვნელობით „საიმედო მეგობარი“.

აქატი (ბერძნ.) - მინერალი, კვარცის ფარულკრისტალური სახესხვაობა.

აქატინა (Achatina) - ხმელეთის მოლუსკების გვარი აქატინისებრთა ოჯახისა, სხეულის სიგრძე 20 სანტიმეტრამდე.

აქაური - ამ ადგილების მკვიდრი.

აქაურობა - ყველაფერი, რაც აქ არის.

აქბაითალი - უღელტეხილი პამირის აღმოსავლეთ ნაწილში (ტაჯიკეთი).

აქბარ ალაჰაბადი (ნამდვილი სახელი საიდ აქბარ ჰუსეინ რიზეი) - ინდოელი პოეტი (1846-1921 წწ).

აქბარი ჯალალ-ალ-დინ მუჰამად - დიდ მოგოლთა იმპერიის (ინდოეთი) გამგებელი (1542-1605 წწ).

აქბაქაი - დაბა ყაზახეთის ჯამბულის ოლქში.

აქბეითი - დაბა ყაზახეთის ასტანის ოლქში.

აქ-ბეშიმი - ნაქალაქარი ქალაქ თოქმაქის მახლობლად (ყირგიზეთი).

აქბულაქი - დაბა ყირგიზეთის ისიქ-ქოლის ოლქში.

აქდარია - მდინარე უზბეკეთის სამარყანდის ოლქში.

აქდაში - დაბა თურქმენეთის თურქმენბაშის ოლქში.

აქედანა და შენამდე - ქართული მხატვრული ფილმი, ლირიული კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1984 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენრის ავტორი - ლეილა გორდაძე. დამდგმელი ოპერატორი - იური კიკაბიძე. კომპოზიტორი - ვახტანგ კუხიანიძე. მთავარ როლებში: ბადრი კაკაბაძე, რუსუდან ბოლქვაძე, ია ნინიძე, მკა მახარაძე.

აქეთ - ამ ადგილისაკენ, ამ მხარისკენ.

აქელოე (აქელოოსი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მდინარის ღვთაება, ოკეანესა და თეტიდას შვილი, სირენების მამა.

აქელოიდები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მდინარის ღმერთ აქელოეს ასულები.

აქემენიდები - სამეფო დინასტია ძველ სპარსეთში (ძვ. წ.აღ. 558-330 წწ), რომელმაც გააერთიანა სპარსული მოდგმის ტომები და საფუძველი დაუდო სპარსელთა ბატონობას მთელ წინა აზიაში. დინასტიის ფაქტობრივი დამაარსებელია კიროს II დიდი (530-522 წწ).

აქერონტი

  1. მდინარე საბერძნეთში, ეპირის სამხრეთით, ერთვის იონიის ზღვას.

  2. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მდინარე მიწისქვეშა სამეფოში.

აქვაჩა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

აქვაჩარხუ - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

აქვი - მღვიმე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ახალი ათონის მიდამოებში.

აქვიელი თომა - იხილე თომა აქვინელი.

აქვის ქედი - ქედი გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედის სამხრეთი შტოქედი.

აქვიტი - სათიბებსა და საძოვრებზე გათიბვის ან ძოვების შემდეგ წამოზრდილი ბალახი.

აქთასი - დაბები ყაზახეთის ყარაღანდის და ჯეზყაზღანის ოლქებში.

აქთაუ (1964-91 წლებში შევჩენკო) - ქალაქი ყაზახეთში, კასპიის ზღვისპირა პორტი, მანგისტაუს ოლქის ცენტრი (170 ათასი).

აქთაში

  1. ქალაქები უზბეკეთის ნამანგანის და სამარყანდის ოლქებში და რუსეთის ალთაის მხარეში.

  2. მდინარე დაღესტანში, ერთვის კასპიის ზღვას.

აქთოღაი - დაბა ყაზახეთის თალდი-ყორღანის ოლქში.

აქთუზი - დაბა ყირგიზეთში.

აქიდაყვა - მდინარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, აჭისწყლის მარჯვენა შენაკადი.

აქიდრა - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

აქილევსი

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის და ჰომეროსის „ილიადას“ თანახმად, ტროას ომის გმირი, უმამაცესი და უსწრაფესი ბერძენ გმირთა შორის.

  2. ცთომილი №588, განეკუთვნება მცირე ცთომილთა ტროელთა ჯგუფს.

აქილევსის ქუსლი - ძველბერძენი მეომრის აქილევსის ერთადერთი სუსტი ადგილი, რაც ზოგადად „სუსტი ადგილის“ აღმნიშვნელ ხატოვან გამოთქმად იქცა.

აქილევს ტატიოსი - ძველბერძენი მწერალი, ავტორი რომანისა „ლევკიპე და კლიტოფონტი“ (IV საუკუნე).

აქილია (ბერძნ.) - კუჭის წვენში მარილმჟავასა და ფერმენტული პეფსინის უქონლობა.

აქინჯიები - მეზობელი ქვეყნების მიწა-წყლის სარბევად და დასაზვერად მოწყობილ ლაშქრობათა მონაწილენი ოსმალეთში.

აქიუ - კარსტული მღვიმე გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

აქიფი (ნამდვილი გვარი ერსოი, ცნობილია აგრეთვე, როგორც მოლა სურათი) მეჰმედ - თურქი პოეტი და პუბლიცისტი (1873-1936 წწ).

აქლემი - მაღალი ერთ- ან ორკუზიანი მცოხნელი ძუძუმწოვარა ცხოველი.

აქო - ინდოელი პოეტი (1591-1656 წწ).

აქოლია (ბერძნ.) - თორმეტგოჯა ნაწლავში ნაღვლის გადასვლის შეწყვეტა.

აქჟალი - დაბები ყაზახეთის სემიპალატინსკის და ჯეზყაზღანის ოლქებში.

აქრომატი (ბერძნ.) - ფოტოაპარატის და მისთანათა ობიექტივი, რაშიც თავიდანაა აცილებული ქრომატული აბერაცია.

აქრომატინი - უჯრედის ბირთვის უბნები, რომლებიც სუსტად იღებება.

აქრომატიზმი

  1. ოპტიკური მინის თვისება, სინათლის სხივები გარდატეხოს შემადგენელ ნაწილებად დაშლის გარეშე.

  2. უფერულობა.

აქრომატოფსია (ბერძნ.) - მხედველობის ნაკლი, როდესაც ფერებს ვერ არჩევენ.

აქსაი

  1. ქალაქი რუსეთის როსტოვის ოლქში (35 ათასი).

  2. მდინარე ჩრდილოეთ კავკასიაში.

  3. ქალაქი ყაზახეთის დასავლეთ ყაზახეთის ოლქში (20 ათასი).

აქსაკოვი ივანე - რუსი პუბლიცისტი, სლავოფილი, პოეტი (1823-1886 წწ).

აქსაკოვი კონსტანტინე - რუსი პუბლიცისტი, ისტორიკოსი და ლიტერატორი (1817-1860 წწ).

აქსაკოვი სერგეი - რუსი მწერალი (1791-1859 წწ).

აქსაკოვო - დაბა რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში.

აქსარაილი ქერიმეთინ მაჰმუდ - მცირეაზიელი ისტორიკოსი (XIV საუკუნე).

აქსელბანდი (გერმ.) - სამხრე, საბეჭური, სამხედრო ფორმის ნაწილი.

აქსელერატი - აქსელერაციის შედეგად ჩამოყალიბებული ადამიანი.

აქსელერატორი - მოწყობილობა, რომელიც არეგულირებს შიგაწვის ძრავაში კარბურატორიდან საწვავის მიწოდებას.

აქსელერაცია

  1. ბიოლოგიაში - ჩანასახის ცალკეული ნაწილების ფორმირების დაჩქარება.

  2. ანთროპოლოგიაში - ბავშვებისა და მოზარდების სომატური განვითარებისა და ფიზიოლოგიური მომწიფების დაჩქარება.

აქსელერომეტრი - მოძრავი ობიექტის აჩქარების საზომი ხელსაწყო, იყენებენ კოსმონავტიკაში.

აქსელროდი ლიუბოვ (ფსევდონიმი ორთოდოქსი) - რუსი ფილოსოფოსი (1868-1946 წწ).

აქსელროდი პავლე - რუსი მენშევიკების ერთ-ერთი ლიდერი, ნაროდნიკი (1850-1928 წწ)

აქსელროდი ჯულიუს - ამერიკელი ბიოქიმიკოსი და ფარმაკოლოგი, 1970 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ბ.კაცთან და უ.ეილერთან ერთად (1912-2004 წწ).

აქსენგირი - მდინარე ყაზახეთის ალმა-ათის ოლქში.

აქსენუსი (არასტუმართმოყვარე ზღვა) - შავი ზღვის ადრინდელი სახელწოდება ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად.

აქსენფელდი იზრაილ - ებრაელი მწერალი (1787-1866 წწ).

აქსერი ერვინ - პოლონელი რეჟისორი (დაიბადა 1917 წელს).

აქსესუარი - რაიმეს კუთვნილება, საგნის თანმხლები დეტალი.

აქსინია - პერსონაჟი ქალი შოლოხოვის რომანისა „წყნარი დონი“. ფილმში ამ როლს ელინა ბისტრიცკაია ასრულებს.

აქსიოლოგია - ფილოსოფიის დარგი, შეისწავლის ღირებულების რაობას.

აქსიომა (ბერძნ.) - დებულება, რომლის ჭეშმარიტება თავისთავად ცხადია.

აქსიომური - თავისთავად ცხადი, უდავო.

აქსიონოვი ვასილი - რუსი მწერალი (დაიბადა 1932 წელს).

აქსიონოვი ვლადიმირ - რუსი კოსმონავტი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, 1976 და 1980 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1935 წელს).

აქსიონ ფრანსეზი - საფრანგეთის რეაქციული მონარქისტული ორგანიზაცია, დაარსებული 1899 წელს. მეორე მსოფლიო ომის წლებში თანამშრომლობდნენ გერმანელ ფაშისტებთან

აქსიოქე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი ნიმფა, პელოპეს სატრფო.

აქსისი (ჩერვუს axis) - ძუძუმწოვარა ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა.

აქსისი (ეპისტროფეუსი) - ადამიანისა და უმაღლეს ხერხემლიანთა კისრის მეორე მალა.

აქსოლოტლი - კუდიანი ამფიბიის, ვეფხვა ამბისტომის ლარვა.

აქსონი (ბერძნ. „ნეირიტი“, ღერძული ცილინდრი) - ნერვული უჯრედის მორჩი.

აქსონომეტრია - სივრცითი ნაკვთის სიბრტყეზე გამოსახვის ერთ-ერთი ხერხი.

აქსონ-რეფლექსი - რეფლექსური რეაქცია, რომელიც ნამდვილი რეფლექსისაგან განსხვავებით, ვითარდება ცენტრალური ნერვული მექანიზმების მონაწილეობის გარეშე.

აქსუ

  1. უღელტეხილი კავკასიონის მთავარ ქედზე, ბეჩოს უღელტეხილის აღმოსავლეთით.

  2. დაბები ყაზახეთის ასტანის და ყირგიზეთის ისიქ-ქოლის ოლქებში.

  3. მდინარე ყაზახეთის თალდი-ყორღანის ოლქში, ერთვის ბალხაში ტბას (აუზის ფართობი - 5 ათასი კვ.კმ. სიგრძე - 316 კილომეტრი).

აქსუათი - ტბა ყაზახეთის კუსტანაისა და თურღაის ოლქებში.

აქსუბაევო - დაბა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში.

აქსუმი - ქალაქი ჩრდილოეთ ეთიოპიაში.

აქსუმის სახელმწიფო - თანამედროვე ეთიოპიის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული სახელმწიფო II-XI საუკუნეებში.

აქ-სუუ (1985 წლამდე პერვომაისკი) - ქალაქი ყირგიზეთში.

აქტაში - ქალაქი უზბეკეთის სამარყანდის ოლქში (30 ათასი).

აქტე

  1. ატიკის (საბერძნეთი) ძველი სახელწოდება.

აქტე აინო (აქტე-იალანდერი) - ფინელი მომღერალი ქალი (1876-1944 წწ).

აქტე ემი შარლოტა (ქალიშვილობის გვარი სტრემერი) - ფინელი მომღერალი ქალი (1850-1924 წწ).

აქტე ლორენც ნიკოლაი - ფინელი კომპოზიტორი, მომღერალი, დირიჟორი, პედაგოგი (1835-1900 წწ).

აქტეონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მონადირე ჭაბუკი, თებეს მეფის კადმეს შვილიშვილი.

აქტი

  1. ცალკეული მოქმედება.

  2. ოფიციალური დოკუმენტი.

  3. დრამატული ნაწარმოების დასრულებული ნაწილი.

  4. გრამატიკული კატეგორია, რომელიც გვიჩვენებს, ნახა თუ არა მოუბარმა ზმნით გამოხატული მოქმედება.

  5. საზეიმო სხდომა სასწავლო დაწესებულებაში.

აქტივი (ლათ.)

  1. ორგანიზაციის ყველაზე მოწინავე, ქმედითი ნაწილი.

  2. ბუხჰალტრული ბალანსის ნაწილი.

აქტივისტი - პირი, რომელიც აქტიურობას იჩენს.

აქტივობა (თერმოდინამიკური) - სიდიდე, რომელიც ახასიათებს ხსნარიდან ნივთიერების გამოყოფის სწრაფვას.

აქტინი - კუნთოვანი ბოჭკოს ცილა. მიოზინთან ერთად მონაწილეობს კუნთების შეკუმშვაში.

აქტინიდია - საკვები ნაყოფის მქონე ხვიარა ბუჩქების გვარი.

აქტინიები (ზღვის ანემონები) - ზღვის ნაწლავღრუიანების რიგი მარჯნის პოლიპების კლასისა.

აქტინიუმი (Ac) - რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. ატომური ნომერი 89, ატომური მასა 227. აღმოჩენილია 1899 წელს ფრანგი მკვლევარის, ა.დებიერნის მიერ.

აქტინო - რთულის სიტყვების წინსართი მნიშვნელობით „სხივიანი“.

აქტინობაცილოზი - ცხოველთა ინფექციური ქრონიკული დაავადება.

აქტინოიდები (აქტინიდები) - ქიმიური ელემენტებისაგან შემდგარი ოჯახი მენდელეევის ელემენტთა პერიოდულ სისტემაში.

აქტინოლითი (ბერძნ. „სხივოსანი ქვა“) - ამფიბოლების ჯგუფის მინერალი.

აქტინომეტრი - მზის პირდაპირი რადიაციის ინტენსივობის საზომი ხელსაწყო.

აქტინომეტრია - მეტეოროლოგიის დარგი. შეისწავლის მზის სხივური ენერგიის ინტენსივობას.

აქტინომიკოზი - ადამიანისა და ცხოველის ქრონიკული ინფექციური დაავადება.

აქტინომიცეტები - მიკროოგანიზმების ჯგუფი ბაქტერიებსა და სოკოებს შორის.

აქტინონი (An) - ქიმიური ელემენტის, რადონის ერთ-ერთი იზოტოპი.

აქტინური (სხივი) - იისფერი და ულტრაიისფერი სხივები, რაც სხეულში იწვევს ქიმიურ და ელექტრულ ცვლილებებს.

აქტიორი (ფრანგ.) - მსახიობის მოსახსენებელი მოძველებული სიტყვა.

აქტიუბინსკი - ქალაქი ყაზახეთში, აქტიუბინსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (270 ათასი).

აქტიური - ენერგიული, ქმედითი.

აქტომიოზინი - კუნთოვანი ბოჭკოს შემკუმშავი კომპლექსური ცილა.

აქტორიდა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პენელოპეს მოახლე ქალი.

აქტრისა (ფრანგ.) - მსახიობი ქალის მოსახსენებელი მოძველებული სიტყვა.

აქტუალიზმი - გეოლოგიაში - დედამიწის განვითარების ისტორიის შეცნობის მეთოდი.

აქტუალური - დიდად მნიშვნელოვანი

აქტფსიქოლოგია - ემპირიული ფსიქოლოგიის მიმდინარეობა. წარმოადგენს ფსიქოლოგიური სისტემის ფსიქოლოგიურ აქტზე დაფუძნების ცდას.

აქუცა - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

აქ-ქოლი - ტბა ყაზახეთის ჯამბულის ოლქში.

აქშა! - შეძახილი ფრინველის დასაფრთხობად.

აქშიირაქი - მთის მასივი ტიან-შანში (ყირგიზეთი).

აქჩათაუ - დაბა ყაზახეთის ჯეზყაზღანის ოლქში.

აქცელერაცია - იხილე აქსელერაცია.

აქცენტი (ლათ.)

  1. იგივე, რაც მახვილი გრამატიკაში.

  2. დედაენის გამოთქმის თავისებურებათა შენარჩუნება უცხო ენაზე მეტყველებისას.

  3. (გადატანით) რაიმე აზრის, იდეის, გახაზვა (სტატიაში, სიტყვაში და ა.შ.)

აქცენტირება - ხაზგასმა.

აქცენტიოლოგია (ლათ.) - ენათმეცნიერების დარგი, რომელიც იკვლევს ენის მახვილთა სისტემას.

აქცენტუაცია (ფრანგ.)

  1. ამა თუ იმ ენის მახვილთა სისტემა.

  2. მეტყველებაში სათანადო ადგილას ხმის ამაღლება.

აქცენტური ლექსი - ლექსთწყობის ერთ-ერთი სახე, ემყარება ტაეპებში მახვილთა შედარებით თანაფარდობას.

აქცეპტანტი (ლათ. acceptantis) - პირი, რომელმაც აიღო ვალდებულება თამასუქის განაღდების შესახებ.

აქცეპტაცია - სამოქალაქო სამართალში ერთი მხარის თანხმობა მეორის შეთავაზებულ წინადადებაზე ხელშეკრულების დადების თაობაზე.

აქცეპტი (ლათ.)

  1. უნაღდო ანგარიშსწორების ერთ-ერთი ფორმა.

  2. გადამხდელის მიერ გაკეთებული წარწერა თამასუქზე, რომ იგი კისრულობს გაანაღდოს ეს თამასუქი დროულად.

აქცეპტორი (ლათ.) - ნახევრად გამტარის კრისტორიული მესრის დეფექტი.

აქცესიური ხელშეკრულება - ხელშეკრულება, რომლითაც სახელმწიფო უერთდება სხვა სახელმწიფოთა შორის ადრე დადებულ ხელშეკრულებას.

აქცესორული ხელშეკრულება ან ვალდებულება - დამატებითი ხელშეკრულება, რომელიც დაერთვის მთავარ ვალდებულებას.

აქცია (ფრანგ.)

  1. ცალკეული მოქმედება.

  2. ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მის მფლობელის მონაწილეობას სააქციო საზოგადოების კაპიტალში და აძლევს მას დივიდენდის უფლებას.

აქციდენცია (ლათ.)

  1. საგნის არარსებითი, შემთხვევითი, გარეგნული ნიშანი.

  2. მცირე პოლიგრაფიული ფორმების აწყობა-დაბეჭდვა.

აქციზი (ფრანგ.) - არაპირდაპირი გადასახადის ერთ-ერთი სახეობა.

აქციონერი - აქციების მფლობელი.

აქციუმი - კონცხი იონიის ზღვაში (საბერძნეთი), სადაც ძვ.წ.აღ. 31 წელს მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა ოქტავიანესა და მარკუს ანტონიუსს შორის.

აქციუსი ლუციუს - რომაელი დრამატურგი და ფილოსოფოსი (ძვ.წ.აღ. 170 - 90 წწ).

აქჰისარი - ქალაქი დასავლეთ თურქეთში.

5.23 აღ

▲ზევით დაბრუნება


აღა - „ბატონი“ სპარსულენოვან სამყაროში.

აღაბაბიანი რუბენ - თბილისში მოღვაწე სომეხი არქიტექტორი (1911-1970 წწ).

აღაზა - ვაჟა-ფშაველას პოემა „სტუმარ-მასპინძლის“ პერსონაჟი ქალი, ჯოყოლა ალხასტაიძის ცოლი.

აღათია - გვადი ბიგვას ცოლის სახელი ლეო ქიაჩელის მოთხრობაში „გვადი ბიგვა“.

აღაიანი ღაზაროს - საქართველოსა და სომხეთში მოღვაწე სომეხი მწერალი და პედაგოგი (1840-1911 წწ).

აღაიანი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში. მუხრანის ვაკეზე, მდინარე ქსნის მარჯვენა მხარეზე. საკრებულოს ცენტრი (სოფლები: საქადაგიანო, ხიდისყური). ზღვის დონიდან - 540 მეტრი, კასპიდან - 22 კილომეტრი.

აღალი - ურმებისა და საზიდრების ქარავანი.

აღა-მაჰმად-ხანი - ირანის გამგებელი 1794 წლიდან, შაჰი 1796-97 წლებში, ყაჯართა დინასტიის დამაარსებელი (1742-1797 წწ).

აღამედლი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

აღანბეგიანი აბელ - საბჭოთა ეპოქის ეკონომისტი, აკადემიკოსი (დაიბადა თბილისში 1932 წელს).

აღაპი (ბერძნულად „ძმური ტრაპეზი“)

  1. ეკლესიის შემომწირველთა აღმნუსხველი წიგნი.

  2. იგივე ქელეხი.

აღარცინი - სომხური მონასტერი თავუშის მიდამოებში, სომხეთში, ქალაქ დილიჯანიდან 18 კმ-ში. აგებულია X-XIII საუკუნეებში.

აღასფერი - იხილე აჰასფერი.

აღა-ხან III სულთან მეჰმედ-შაჰი - ისმაილიტების სექტის იმამი, ინდოეთის პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწე (1877-1957 წწ).

აღაჯანიანი სტეფანე - სომეხი ფერმწერი (1863-1940 წწ).

აღაჯარი - ქალაქი ირანში, ხუზისტანის ოსტანში.

აღაჯი

  1. მანძილის საზომი ერთეული ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, დაახლოებით უდრის 5,7-6,7 კილომეტრს.

  2. იგივე ეჯი.

აღბუღა I ჯაყელი - სამცხის ათაბაგი, საქართველოს ათაბაგ-ამირსპასალარი XIV საუკუნის II ნახევარში.

აღდამი - ქალაქი აზერბაიჯანში, ყარაბაღის ქედის ძირას (40 ათასი).

აღდარა - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

აღდაში - ქალაქი აზერბაიჯანის ცენტრალურ ნაწილში (20 ათასი).

აღდგენა ლითონებისა - ქიმიაში მადნებისა და მათი კონცენტრატებისაგან ლითონების მიღება აღდგენითი რეაქციებით.

აღდგომა - ქრისტიანული დღესასწაული. აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ, სავსე მთვარის მომდევნო კვირა დღეს.

აღდგომელაანთკარი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ნატახტარის თემის ტერიტორიული ორგანო). მდებარეობს მუხრანის ვაკეზე. მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 580 მეტრი, მცხეთიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 411 კაცი.

აღდგომის კუნძული (რაპანუი, ესპან. Pascua) - ვულკანური წარმოშობის კუნძული წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, ეკუთვნის ჩილეს.

აღდგომის სავანე (გოლგოთა) - ქრისტიანთა წმინდა ადგილი იერუსალიმში.

აღებმიცემობა - ყიდვა-გაყიდვა.

აღერება - მცენარის განვითარების ერთ-ერთი ფაზა.

აღერღილი - უგუნებოდ მყოფი, გაღიზიანებული.

აღეფსთა - იხილე აგეფსთა.

აღვი - ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების ქვედა აღვის და ზედა აღვის გავრცელებული სახელწოდება.

აღვირი - ცხენის აღკაზმულობის ნაწილი, სამართავი მოწყობილობა.

აღვირახსნილი - უტიფარი, თავაშვებული, ამორალური.

აღვსება - იგივეა, რაც აღდგომა.

აღზევანი - თურქეთის დასახლებული პუნქტის ყალიზმანის ძველქართული სახელწოდება.

აღზრდა - პიროვნების ჩამოყალიბების სოციალური, მიზანმიმართული, ორგანიზებული პროცესი, ყოფაქცევის ჩვევათა გადაცემა.

აღთამარი (ახთამარი) - კუნძული ვანის ტბაში (ახლანდელი თურქეთი), სომეხი მეფეების - არწრუნების რეზიდენცია X-XI საუკუნეებში.

აღთაქლა - სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

აღთქმა

  1. დაპირება, პირობის მიცემა.

  2. ქრისტიანული საღვთო წიგნების ზოგადი სახელი.

აღთქმული - საოცნებო, სანეტარო.

აღიარება

  1. სამოქალაქო სამართლის პროცესში მხარის ახსნა-განმარტების ერთ-ერთი სახე.

  2. დამსახურებათა ცხადყოფა.

აღკვეთილი - დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი. აღკვეთილი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმის ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზების და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დასაცავად, რაც ადამიანის მხრიდან მოითხოვს სპეციალურ აღდგენით და მოვლით ღონისძიებებს. აღკვეთილში მკაცრი კონტროლის პირობებში დაშვებულია ცალკეული განახლებადი რესურსის მოხმარება. აღკვეთილი საჭიროებს ეროვნულ და, ცალკეულ შემთხვევებში, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორიას ან/და აკვატორიას, სადაც ცოცხალ ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, დამახასიათებელი და „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობები და ეკოსისტემის ცალკეული მნიშვნელოვანი კომპონენტებია წარმოდგენილი. აღკვეთილი შეიძლება შედიოდეს ბიოსფერული რეზერვატის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის და სხვა დაცული ტერიტორიის შემადგენლობაში და ასევე მოიცავდეს ბუნების ძეგლს. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია აღკვეთილში მოეწყოს სხვადასხვა ზონა.

აღლაბიდები - არაბული წარმოშობის ამირების დინასტია ჩრდილოეთ აფრიკაში (IX-X სს.)

აღლაძე ილია - იხილე აგლაძე.

აღლუმი - საზეიმო სვლა.

აღმავლობა - განვითარება.

აღმართ-აღმართ - აკაკი წერეთლის ლექსი, დაიწერა 1876 წლის 1 იანვარს.

აღმართი - გზა, რომელიც ზევით მიემართება.

აღმასვლა - ზევითკენ სვლა.

აღმასკომი - აღმასრულებელი დანიშნულების ორგანო საბჭოთა ეპოქაში.

აღმატებითი - ზედსართავი სახელის ერთ-ერთი ფორმა.

აღმატებულება - მაღალჩინოსანი პირისადმი საპატიო მიმართვა.

აღმაღანის ქედი - იხილე გეღამის ქედი.

აღმაშენებელი დავითი - იხილე დავით IV აღმაშენებელი.

აღმაშენებელი - თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური გამზირი, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე (1990 წლამდე - პლეხანოვის პროსპექტი).

აღმზრდელი - საბავშვო ბაგა-ბაღის თანამშრომელი.

აღმონაცენი - მცენარის განვითარების ფაზა.

აღმოსავლეთი - ქვეყნის ის მხარე, საიდანაც მზე ამოდის.

აღმოსავლეთის გუმისთა - მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, გუმისთის მარჯვენა შენაკადი.

აღმოსავლეთის სამოა - იხილე სამოა აღმოსავლეთისა.

აღმოსავლეთის ფრონე - მდინარე ზნაურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, მტკვრის მარცხენა შენაკადი.

აღმოსავლეთმცოდნეობა (ორიენტალისტიკა) - მეცნიერება, რომელიც კომპლექსურად შეისწავლის აღმოსავლეთის ისტორიას, ეკონომიკას, ლიტერატურას, ენებს.

აღმოჩენა

  1. სამყაროში ობიექტურად არსებული, მაგრამ ადრე უცნობი კანონზომიერების, თვისების ან მოვლენის დადგენა.

  2. ახლად დადგენილი მნიშვნელოვანი დებულება.

აღნაგობა - იგივე აგებულება.

აღნიაშვილი ვლადიმერ - საზოგადო მოღვაწე, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი, პედაგოგი (1860-1904 წწ).

აღორძინება

  1. იგივე რენესანსი.

  2. პოლიტიკური გაერთიანება XX-XXI საუკუნეების ზღვარზე საქართველოში.

აღრი

  1. მდინარე წალკის მუნიციპალიტეტში, ერთვის ხრამის წყალსაცავს.

  2. მდინარე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის მარცხენა შენაკადი.

აღრიდაღი - ქედი სომხეთის მთიანეთის ცენტრალურ ნაწილში, აღმოსავლეთ თურქეთში.

აღრიზი - ქალაქი რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში.

აღრიქარი

  1. მთა დმანისის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში, ჯავახეთის ქედზე.

  2. მდინარე დმანისის მუნიციპალიტეტში, ტოძიხის მარჯვენა შენაკადი.

აღრიცხვა - ეკონომიკის და სტატისტიკის სფერო.

აღსაბაძე შოთა - თეატრის რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1896-1966 წწ).

აღსაბრისწყალი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ხევისჭალის მარჯვენა შენაკადი.

აღსავსე - ავსებული.

აღსაზრდელი - საბავშვო ბაგა-ბაღში მიბარებული ბავშვი.

აღსარება

  1. რომელიმე სარწმუნოების ან რელიგიური მოძღვრების აღიარება.

  2. ერთ-ერთი ქრისტიანული საიდუმლოებათაგანი.

აღსართან I გაგიკის ძე - კახეთ-ჰერეთის მეფე 1058-1084 წლებში.

აღსართან II - კახეთ-ჰერეთის უკანასკნელი მეფე 1102-1104 წლებში.

აღსართან I შირვანშა - იხილე ახსითან I.

აღსასრული - გარდაცვალება.

აღსაყკალი (თურქულად „თეთრწვერა“) - თურქულენოვან ხალხებში გვარის თავი, უხუცესი.

აღსთაფა

  1. ქალაქი აზერბაიჯანში.

  2. (აღსტევი) მდინარე სომხეთ-აზერბაიჯანში. მტკვრის მარჯვენა შენაკადი (აუზის ფართობი - 2,5 ათასი კვ.კმ. სიგრძე - 121 კილომეტრი).

აღსტევი - იხილე აღსთაფა.

აღსუ - ქალაქი აზერბაიჯანში.

აღტაცება - უაღრესი სიამოვნებისა და მოწონების გრძნობა.

აღუ - ჩვილი ბავშვის პირველი წამოძახილის აღმნიშვნელი სიტყვა.

აღუა - ჩვილი ბავშვი.

აღულები - დაღესტნის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ხალხი.

აღულური ენა - დაღესტნის იბერიულ-კავკასიურ ენათა ლეზგიური ქვეჯგუფის ენა.

აღურაფსთა - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

აღქმა - საგნის თვალსაჩინო ასახვა ადამიანის ცნობიერებაში შეგრძნების ორგანოებზე.

აღჩალა - ტბა აზერბაიჯანში, მუღანის ველზე.

აღწარმოება - განუწყვეტელ მოძრაობასა და განახლებაში განხილული წარმოების პროცესი.

აღწერა - საბუღალტრო-სტატისტიკური ცნება.

აღჯა მეჰმედ ალი - თურქი ტერორისტი, რომელმაც 1982 წელს რომის პაპის იოანე პავლე II-ის სიცოცხლის ხელყოფა სცადა(დაიბადა 1958 წელს).

აღჭურვილობა - შეიარაღება, ამუნიცია.

აღჯაბადი - ქალაქი აზერბაიჯანის ცენტრალურ ნაწილში (25 ათასი).

აღჯანაბადი - გარგარის ჯიში, ნაყოფისაგან უმთავრესად ჩირს ამზადებენ.

აღჯაყალა (თეთრი ციხე) - ისტორიული სოფელი და ციხესიმაგრე ქვემო ქართლში.

5.24 აყ

▲ზევით დაბრუნება


აყალმაყალი - ჩხუბი, დავიდარაბა.

აყალო - იგივე თიხა.

აყვარა - სოფელი გაგრის სიახლოვეს.

აყვარაში - სოფელი და მდინარე (ოხურვის მარჯვენა შენაკადი) ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

აყვარჩაფანი - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

აყირო - მცოცავღეროიანი მცენარე, ისხამს გრძელყელიან გოგრას.

აყიყი (არაბ.) - წითელი ფერის ძვირფასი ქვა.

აყლაყუდა - უშნოდ მაღალი.

აყნელი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), მდინარე ხევსურეთის არაგვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1800 მეტრი, დუშეთიდან - 70 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 2 კაცი.

აყ-ყოიუნლუ (თურქულად „თეთრბატკნიანები“) - ოღუზი თურქების (თურქმანების) მომთაბარე ტომთა გაერთიანება, მდებარეობდა მდინარე ტიგროსის ზემოწელში (XIV-XV სს).

5.25 აშ

▲ზევით დაბრუნება


აშა

  1. (ძვ.) - ხელაღებით უარის თქმა. იხილე აშორა.

  2. აშა- ქალაქი რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში.

  3. აშა- იხილე აშორო.

(ალ) აშა აბუ ბასირ მაიმუნ იბნ კაის იბნ ბაქრი - არაბი პოეტი (530-629 წწ).

აშანტი

  1. განაში მცხოვრები ხალხი.

  2. ძველი ფეოდალური სახელმწიფო განის ტერიტორიაზე.

აშარი

  1. - კაპასი, ანჩხლი.

  2. აშარი - გადასახადი მუსლიმანურ ქვეყნებში, იგივე უშრი.

(ალ) აშარი აბუ -ჰასან ალი - არაბი ღვთისმეტყველი, ისლამში სუნიტური სქოლასტიკური ღვთისმეტყველების - ქალამის - ფუძემდებელი (873/874 - 941 წწ).

აშაფენბურგი - ქალაქი გერმანიის ბავარიის მხარეში.

აშაღლარა - თავისუფალი ქცევის ქალი.

აშბერტონი (Ashburton) - მდინარე ავსტრალიაში, დასავლეთი ავსტრალიის შტატის რეგიონ პილბარაში, ჩაედინება ინდოეთის ოკეანეში, ონსლოუს დასავლეთით, დაახლ. 20 კმ-ში.

აშდოდი - ქალაქი ისრაელში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე (210 ათასი - 2008 წ).

აშელის კულტურა - კულტურა ტომებისა, რომლებიც ცხოვრობდნენ ქვედა პალეოლითის დასაწყისში დასავლეთ ევროპასა და კავკასიაში.

აშენდა - რკინიგზის ბაქანი გორი-ცხინვალის გადასარბენზე.

აშერა - ფინიკიური ქალღმერთი, ადონისის ცოლი, ბერძნული გეას ორეული.

აშერსლებენი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

აშეტი (ლიბრერი აშეტი) - საფრანგეთის სააქციო საზოგადოება, რომელიც წიგნებისა და პერიოდული ბეჭდვითი ორგანოების გამოცემითაა დაკავ-ებული.

აშექალა

  1. მატრიარქატის ჟამინდელი წარმართული ქართული მითის ერთ-ერთი პოეტური სახე, ქაჯეთიდან წამოყვანილი და მოქცეული ქალი.

  2. სალოცავი ხახმატში.

აშვაგჰოშა - I-II საუკუნეებში მოღვაწე ინდოელი მწერალი, ბუდისტი მოაზროვნე.

აშვამედჰა - ვედურ რელიგიაში - ცხენის მსხვერპლად შეწირვის რიტუალი.

აშვილი - ქალაქი აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინის შტატში (65 ათასი, გარეუბნებით 200 ათასი).

აშვინები - ვედურ მითოლოგიაში ცისკრისა და დაფიონის ღვთაებები, ყმაწვილი ტყუპი ძმები, რომლებიც ციურ სამყაროში მოგზაურობენ.

აშთარხანიდები (ჯანიდები) - ბუხარის ხანების დინასტია XVI-XVIII საუკუნეებში.

აშთი - დაბა ტაჯიკეთის ხოჯენდის ოლქში.

აში

  1. ერთ-ერთი უძველესი ღმერთი ეგვიპტური მითოლოგიისა. გამოისახებოდა შევარდნისთავიანი ადამიანის სახით.

  2. უდაბნოს ღმერთი.

აში შოლომ - ებრაელი მწერალი, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პოლონეთში (1880-1957 წწ).

აშიკი - მუსუსი, ქალების მოყვარული.

აშიკობა - ტრფიალება, მიჯნურობა.

აშიკ-ფაშა - თურქი პოეტი, სუფიზმის მიმდევარი (1271-1332 წწ).

აშიკ-ღარიბი - აზერბაიჯანული ხალხური დასთანი (ამბავი), რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა კავკასიის ხალხებში.

აშიმოვი ასანალი - ყაზახი მსახიობი და კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1937 წელს).

აშიროვი ჩარი - თურქმენი პოეტი (დაიბადა 1910 წელს).

აშკალა (ყოფილი ფარეხა) - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

აშკარა (სპარს.) - ცხადი, ნათელი.

აშკელონი - ქალაქი ისრაელის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე (110 ათასი - 2007 წ).

აშკენაზები (აშქენაზები) - შუა საუკუნეების გერმანიიდან გამოსულ ებრაელთა სუბეთნიკური ჯგუფი. შეადგენენ ისრაელის მოსახლეობის ნახევარს. სამეტყველო ენა - იდიში. „აშკენაზი“ ზოგადად ევროპელ ებრაელს ნიშნავს.

აშკენაზი ვლადიმერ - პიანისტი, დირიჟორი, ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში (დაიბადა 1937 წელს).

აშკერცი ანტონ - სლოვენი პოეტი (1856-1912 წწ).

აშკი უპენდრანთ - ინდოელი მწერალი (დაიბადა 1910 წელს).

აშლიკი - მდინარე რუსეთის ტიუმენის ოლქში.

აშმარი მუჰამედ - სირიის საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი (1880-1960 წწ).

აშოკა (სანსკრიტის თანახმად ნიშნავს „არასევდიანს, მხიარულს“) - ინდოეთის იმპერატორი მაურიების დინასტიიდან, ცნობილია როგორც ბუდიზმის მფარველი მეფე (ძვ.წ.აღ. 268-232 წწ).

აშოლტილი - მაღალი და სწორად ამართული.

აშორნია (სომხურად „არშარუნიქი“) - ისტორიული მხარე სომხეთში, აირარატის პროვინციის ერთ-ერთი თემი (გავარი). მდებარეობდა მდინარე არაქსის მარცხენა ნაპირზე.

აშორა (აშა, აშოროს < არაბ. ჰაშა - არამც და არამც, არასოდეს; უარყოფა) - ძველქართულ სასამართლო პროცესში - ბრალდებულის მიერ ბრალდების ანდა მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ხელაღებით უარყოფა.

აშოტ I დიდი კურაპალატი - ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა დინასტიის მამამთავარი (გარდაიცვალა 826 წელს).

აშოტი - სომხეთის სამეფო დინასტიის - ბაგრატუნების - რამდენიმე მეფის სახელი IX-X საუკუნეებში.

აშოტ კეკელა - ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს წარმომადგენელი, აშოტ I კურაპალატის ძის ადარნასეს ერთ-ერთი შვილი („კეკელა“ ნიშნავს ლამაზს, მშვენიერს).

აშოტ კუხი - ერისთავთერისთავი, ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს წარმომადგენელი (გარდაიცვალა 918 წელს).

აშოფი კარლ ალბერტ ლუდვიგ - გერმანელი მეცნიერი-ბუნებისმეტყველი (1866-1942 წწ).

აშრამა - ძველინდოელი არიას (ორჯერ დაბადებულის) სიცოცხლის პერიოდი; არიას სიცოცხლეში სულ ოთხი აშრამა იყო.

აშრაფი (არაბ.-სპარს.) - ოქროს მონეტა სპარსეთში XVI საუკუნიდან XX საუკუნემდე.

აშრაფი მუხთარ - უზბეკი კომპოზიტორი (1912-1975 წწ).

აშტარაკი - ქალაქი სომხეთში (25 ათასი).

აშტიბიული - ქალაქი აშშ-ში (ოჰაიოს შტატი).

აშტონი ფრედერიკ - ინგლისელი ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი (1906-1988 წწ).

აშპაშხანა (სპარს. „აშფაზხანა“ - საჭმლის მოსამზადებელი სახლი) - ძველ თბილისში - სასადილოების რიგი მდინარე წავკისისწყლის მარჯვენა ნაპირის გაყოლებაზე.

აშურა (არაბ.) - შიიტების სამგლოვიარო რიტუალი.

აშური

  1. ძველი ასურეთის დედაქალაქი ძვ.წ.აღ. II ათასწლეულის შუა წლებიდან.

  2. ასურელების პანთეონის მთავარი ღმერთი, ქალაქ აშურის მფარველი ღვთაება.

აშურიანი

  1. ვაკე კასპის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა მხარეს.

  2. ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის სახელობის მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესია, კასპის ჩრდილო-აღმოსავლეთით. აგებულია 1032 წელს

აშუღ-ალესქერი (სრული სახელი ალესქერ ალიმამედ-ოღლუ) - აზერბაიჯანელი აშუღი, ხალხური მთქმელი (1821-1926 წწ).

აშუღი - კავკასიელი მგოსანი, რომელიც საკრავზე ამღერებს თავისსავე ლექსებს.

აშუღ-ყარიბი

  1. იხილე აშიკ-ღარიბი.

  2. ქართული მხატვრული ფილმი, დრამა. ეკრანებზე გამოვიდა 1988 წელს. დამდგმელი რეჟისორები - დოდო აბაშიძე და სერგო ფარაჯანოვი. სცენარის ავტორი - გია ბადრიძე. დამდგმელი ოპერატორი - ალბერტ იავურიანი. მთავარ როლებში: იური მდოვიანი, სოფიკო ჭიაურელი, რამაზ ჩხიკვაძე.

აშქენაზები - იხილე აშკენაზები.

აშშ - (აბრევიატურა) იხილე ამერიკის შეერთებული შტატები.

აშჩისუ - მდინარე ყაზახეთის სემიპალატინსკის ოლქში.

აშჩიქოლი - ტბა ყაზახეთის ჯამბულის ოლქში.

აშხაბადი (სპარს. „აშქ-აბად-ი“ ანუ ცრემლის ქალაქი ან „ეშყ-აბად-ი“ ანუ სიყვარულის ქალაქი, 1919-27 წლებში - პოლტორაცკი, ინგლ. Ashgabat) - აზიის სახელმწიფო თურქმენეთის დედაქალაქი. დაარსებულია 1881 წელს როგორც რუსული ჯარის ციხე-სიმაგრე, 1882 წლიდან გახდა იმიერკასპიეთის ადმინისტრაციული ცენტრი, 1919-24 წლებში თურქესტანის ავტონომიის საოლქო ცენტრი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, 1924-91 წლებში თურქმენეთის სსრ-ს დედაქალაქი, 1991 წლიდან თურქმენეთის რესპუბლიკის დედაქალაქი (830 ათასი - 2004 წ).

აშხამაფი დაუდ - ენათმეცნიერი, ადიღეური ენების მკვლევარი (1897-1946 წწ).

აშხარაბარი - ახალი სომხური ენა.

აშჰაიმ-ცონდეკის რეაქცია - ორსულობის ადრე დასადგენი ბიოლოგიური სინჯი.

5.26 აჩ

▲ზევით დაბრუნება


აჩაბაჩა - რაღაც-რაღაცა, რამერუმე.

აჩაბეთი

  1. სოფლების ზემო აჩაბეთის და ქვემო აჩაბეთის გავრცელებული სახელწოდება ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

  2. ციხე ცხინვალის მუნიციპალიტეტში, ლიახვის მარჯვენა ნაპირზე.

აჩადარა

  1. უღელტეხილი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

  2. (ყოფილი მილარა) სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

აჩადი იგნაც - უნგრელი ისტორიკოსი (1845-1906 წწ).

აჩაპარა - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ბუტიხახის მარცხენა შენაკადი.

აჩაჩა (აჩაჩი) - ძველებური ქართული სახვნელი იარაღი (კავი), გავრცელებული იყო მთელ საქართველოში, განსაკუთრებით ფშავსა და ქართლ-კახეთში. შედგებოდა კავიანი მხარის ანუ რვილის, ქუსლ-კბილას, ერქვანის, ხმალას, სახნისის, საკვეთელისა და სოლებისაგან

აჩაჩული - უშნოდ, უხეიროდ ჩაცმული.

აჩე (აჩეჰი) - ისტორიული სასულთნო და ხალხი თანამედროვე ინდონეზიაში.

აჩეამპონგი იგნატიუს - განის პოლიტიკური და. სამხედრო მოღვაწე (დაიბადა 1931 წელს).

აჩებე ჩინუა - ნიგერიელი მწერალი (დაიბადა 1930 წელს).

აჩემი (აჩიმი) - აფრიკის სახელმწიფო განაში მცხოვრები ხალხი.

აჩეხი - ინდონეზიის კუნძულ სუმატრას ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები ხალხი.

აჩიბახი - მთა და ქედი გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ბზიფისა და იუფშარის წყალგამყოფი.

აჩიგვარა - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

აჩინსკი - ქალაქი რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.

აჩირხა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

აჩისაი - დაბა ყაზახეთის ჩიმქენთის ოლქში.

აჩიშხო - ქედი რუსეთის კრასნოდარის მხარეში, დასავლეთ კავკასიონის ჩრდილოეთი განშტოებ. სიმაღლე 2391 მეტრამდე.

აჩკაწა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

აჩმა - ხაჭაპურის სახესხვაობა.

აჩმარდა - სოფელი გაგრის სიახლოვეს.

აჩოლი - აფრიკის სახელმწიფო უგანდაში მცხოვრები ხალხი.

აჩრდილი

  1. მოჩვენება, ლანდი.

  2. ილია ჭავჭავაძის პოემა (პირველი რედაქცია შეიქმნა 1859 წელს, საბოლოო ვარიანტი - 1872 წელს).

აჩუ - შეძახილი ცხენის გასარეკად.

აჩუევო - დაბა რუსეთის კრასნოდარის მხარეში.

აჩქარება - ფიზიკის ცნება, ვექტორული სიდიდე, რომელიც ახასიათებს მატერიალური წერტილის სიჩქარის ცვლილებას.

აჩხოი-მართანი - ქალაქი ჩეჩნეთში, რაიონული ცენტრი.

აჩხოტი

  1. სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (სნოს თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე თერგის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1760 მეტრი, სტეფანწმინდიდან - 5 კილომეტრი.

  2. თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანის ყოფილი სახელი.

5.27 აც

▲ზევით დაბრუნება


აცაბაცა - აქეთ-იქით, შეუწყობლად სიარული ან განლაგება.

აცამაზი - ნართი გმირი ოსურ მითოლოგიაში.

აცანა - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი: (აცანა, გაგური). მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთით, მდინარე აცაურას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 150 მ. სოფელში გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა ლანჩხუთი-ნასაკირალი.

აცაურა - მდინარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სუფსის მარჯვენა შენაკადი.

აცერათერიუმი (ლათ. Aceratherium) - განათხარი ძუძუმწოვრების გვარი ურქო მარტორქების ჯგუფისა, ცხოვრობდნენ ევრაზიისა და აფრიკაში მესამეულ პერიოდში. თანამედროვე მარტორქასთან შედარებით მცირე ზომისანი იყვნენ.

აცეტაბულარია (ლათ. Acetabularia) - მწვანე წყალმცენარეების გვარი, გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვებში.

აცეტალდეჰიდი - მძაფრი სუნის მქონე უფერო სითხე. გამოიყენება როგორც ძმრის მჟავის წარმოების ნედლეული.

აცეტანილიდი - უფერო კრისტალები. საღებავებისა და სამკურნალო პრეპარატების ნახევარპროდუქტი.

აცეტატი (ლათ. Acetum) - ძმარმჟავა მარილი.

აცეტილენი (გერმ. Azetylen) - უჯერი ნახშირწყალბადი, უფერო საწვავი შხამიანი გაზი.

აცეტილსალიცილმჟავა (ასპირინი) - სამკურნალო პრეპარატი, სიცხის დამწევი, ოფლის მომგვრელი.

აცეტილქოლინი - ქოლინის ძმარმჟავა ეთერი.

აცეტილცელულოზა (ცელულოზის აცეტატები) - ცელულოზის ძმარმჟავა ეთერები.

აცეტონი (ლათ. დიმეთილკეტონი) - ორგანული ნაერთი, უფერო სითხე, ბევრი მნიშვნელოვანი ქიმიური პროდუქტის სინთეზის ნედლეული.

აცეტუკი - იხილე აწითაქუ.

აციდიმეტრია - ხსნარებში მჟავათა შემცველობის მოცულობითი რაოდენობის განსაზღვრის მეთოდი.

აციდობუტირომეტრი - ხელსაწყო, რომლითაც არკვევენ ცხიმის შემცველობას რძეში.

აციდოზი - მჟავების ჭარბი შემცველობა სისხლში და ორგანიზმის სხვა ქსოვილებში.

აციდომეტრია (ლათ.) - ხსნარებში მჟავათა შემცველობის მოცულობითი განსაზღვრის მეთოდი.

აციდოფილია (ლათ.) - ცხოველური ან მცენარეული ორგანიზმის უჯრედთა და ქსოვილთა უნარი შეღებილ იქნენ მჟავე საღებრებით.

აციდოფილინი (ლათ.) - განსაკუთრებული ბაქტერიებით შედედებული მაწონი.

აციკლური - რაც ციკლებისგან არ შედგება, არაციკლური.

აცილება - სისხლისა და სამოქალაქო სამართლის პროცესის ზოგიერთი მონაწილის ჩამოშორება ან თვითჩამოშორება საქმის წარმოებისაგან.

აცილირება - ორგანულ ნაერთში - წყალბადის ატომის ჩანაცვლება კარბონმჟავას ნაშთით.

აცინგანი (აწინგანი) - იგივე ბოშა ძველ ქართველთათვის.

აცინუსი - ფილტვის პირველადი სტრუქტურული ერთეული.

აციჯქვა - სოფელი გაგრის სიახლოვეს.

აცრა - სამედიცინო-პროფილაქტიკური ღონისძიება, ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში ვაქცინის ან სპეციფიური შრატის შეყვანა ინფექციური დაავადების სამკურნალოდ.

აცტეკა - მეხიკოს მთავარი სტადიონი, მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპორტული არენა. აშენდა 1962 წელს, იტევს 114 000 მაყურებელს. ითვლება ერთადერთ სპორტულ არენად, სადაც გაიმართა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ორი ფინალი (1970 და 1986 წლები).

აცტეკები - მექსიკის ინდიელთა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხი (1,2 მილიონი).

აცტეკური ენა (ნაუატლი, ნაუა) - მექსიკელ აცტეკთა ენა.

აცხა! - შეძახილი კატის გასაგდებად.

5.28 აძ

▲ზევით დაბრუნება


აძაბა - მღვიმე სოხუმის მუნიციპალიტეტში, ეშერის პლატოზე.

აძანი (აზანი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არკადიის ერთ-ერთი მეფე, არკადის შვილი, ელატეს და აფიდის ძმა.

აძაფში - მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში.

აძბააჩა ჰაკი - იხილე ჰაკი აძბა.

აძბააჩა - მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ერთვის რიწის ტბას.

აძე - ვამპირის სული, რომელიც, ცრუმორწმუნეთა აზრით, აფრიკაში, განას სახმრეთ-დასავლეთის და ტოგოს სამხრეთის ევების ტომებში ბინადრობს.

აძელიო მასიმო ტაპარელი, მარკიზ ' - იტალიის პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი და მხატვარი (1798-1866 წწ).

აძეძი - მდინარე თიანეთის მუნიციპალიტეტში, ივრის მარჯვენა შენაკადი.

აძვა - მდინარე რუსეთის არხანგელსკის ოლქში.

აძვი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში, (ახალუბნის საკრებულო). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. მდინარე აძურის (მდინარე მეჯუდის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ტირიფონის ვაკეზე. ზღვის დონიდან - 840 მეტრი. გორიდან - 22 კილომეტრი.

აძვისთავი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში, (არცევის საკრებულო). 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონის შემადგენლობაში. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. მდინარე აძურის (მდინარე მეჯუდის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 880 მეტრი. ცხინვალიდან - 20 კილომეტრი.

აძვისი - სოფლების ზემო აძვისის და ქვემო აძვისის გავრცელებული სახელწოდება (ხაშურის მუნიციპალიტეტი).

აძიბჟარა

  1. სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

  2. (ყოფილი ორწყალი) სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

აძიგეჟი - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

აძიდუ - მდინარე გაგრის სიახლოვეს, იკარგება ჭაობში.

აძიკვა

  1. (აძეიქვა) მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, დუაბის მარცხენა შენაკადი.

  2. მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.

აძიკვი - XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი, მანგლისის სამხრეთ-დასავლეთით 20 კილომეტრზე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი), ისტორიულ ალგეთის ხეობაში. თლილი ქვის მოზრდილი ფილებით შემოსილი ერთნავიანი ეკლესია ორი მინაშენით.

აძისიკი-ტაკა - იაპონურ მითოლოგიაში - მიწათმოქმედების ღვთაება.

აძლაგარა - სოფელი და მდინარე (ერთვის შავ ზღვას) გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

აძლაგარხუქი - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

აძუბჟა - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

აძუკი - ლობიოს სახეობა.

აძურა - მდინარე ცხინვალის მუნიციპალიტეტში, მეჯუდის მარჯვენა შენაკადი.

აძურუ - მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ოქუმის მარჯვენა შენაკადი.

აძუსთ- სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

აძღაფშა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

აძხიდა - სოფელები ოჩამჩირის და ტყვარჩელის მუნიციპალიტეტებში.

5.29 აწ

▲ზევით დაბრუნება


აწ - ამჟამად.

აწაიშაწგარა - მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეში, ჩხალთის მარცხენა შენაკადი.

აწალარი (აწოლირი) - მთა ლენტეხის მუნიციპალიტეში, სვანეთის ქედის სამხრეთ კალთაზე.

აწანგვარა (აფხაზ. აწან-გუარა - წანთა სადგომი) - ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიურ ძეგლთა კატეგორია აფხაზეთში. ნახევრად მეგალითური ნაგებობა, რომელშიც ზაფხულობით მწყემსთა ბინები და საქონლის სადგომები იყო მოწყობილი.

აწგარა - მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, იგივე ჩხალთა

აწი (დასავლურქართული დიალექტური ფორმა)

  1. ახლა.

  2. ამის შემდეგ.

აწითაქუ - მთა გაგრის ქედზე, რიწის ტბის ჩრდილოეთით (სიმაღლე 2538 მეტრი).

აწინდელი - ახლანდელი.

აწინკნები - იგივე ბოშები, აცინგნები.

აწმყო - ახლანდელი დრო.

აწრისხევი (აწერისხევი) - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში (ბელოთის საკრებულო), 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. მდებარეობს მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, გუდისის ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1320 მეტრი, ცხინვალიდან - 18 კილომეტრი.

აწუნტა - მყინვარი ახმეტის მუნიციპალიტეტში, აწუნტის ქედზე.

აწუნტის უღელტეხილი - უღელტეხილი აწუნტის ქედზე, ზღვის დონიდან - 3431 მეტრი, გადასასვლელი თუშეთიდან (პირიქითისა და თუშეთის ალაზნის ხეობები) ხევსურეთში (ანფაქის ხეობა) დუშეთის და ახმეტის მუნიციპალიტეტები).

აწუნტის ქედი - მდინარეების ანდაქისა და ანდის ყოისუს (პირიქითა ალაზნისა და თუშეთის ალაზნის) წყალგამყოფი მერიდიანული ქედი ახმეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთი განშტოება.

აწყვიტა

  1. სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში, ერუშეთის მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს. სასოფლო თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 1260 მეტრზე, ასპინძიდან - 2 კილომეტრი.

  2. ტბა (ერუშეთის მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე) ასპინძის მუნიციპალიტეტში.

აწყურელი (ნამდვილი გვარი გამყრელიძე) დავით - მსახიობი და დრამატურგი, მუშაობდა ქუთაისის, თელავის და ბაქოს ქართულ თეატრებში, დაწერა, გადმოაკეთა და თარგმნა 15-მდე პიესა (1863-1928 წწ).

აწყური

  1. სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, ვაკე ტერასაზე, მტკვრის ორივე ნაპირას, მდინარე აბანოსღელის შესართავთან. რკინიგზის სადგური. ზღვის დონიდან - 900 მეტრი, ახალციხიდან 22 - კილომეტრი.

  2. სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ზემო ხოდაშნის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ბერხევის (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან - 580 მეტრი, ახმეტიდან - 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 662 ადამიანი.

აწყურის ციხე - ფეოდალური ხანის ციხე-სიმაგრე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ აწყურთან. მატიანეებში პირველად იხსენიება XI საუკუნის შუა წლებში. ბორჯომიდან - 30 კილომეტრი.

5.30 აჭ

▲ზევით დაბრუნება


აჭავჭარა (აჩაშვჩარა) - უღელტეხილი სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედზე. ზღვის დონიდან 1795 მეტრი.

აჭანდარა - სოფლები გუდაუთის და გულრიფშის მუნიციპალიტეტებში.

აჭანვა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

აჭარა

  1. ისტორიული მხარე და ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ფართობი - 3,0 ათასი კვ. კმ. მოსახლეობა - 400 ათასამდე. დედაქალაქი - ბათუმი.

  2. - სასტუმრო თბილისში.

  3. სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ძირულის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ძირულის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 400 მეტრი, ზესტაფონიდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 157 ადამიანი.

  4. სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

აჭარა-იმერეთის ქედი - იხილე მესხეთის ქედი.

აჭარიანი რაჩია - სომეხი ენეთმეცნიერი და ლიტერატურათმცოდნე, სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1876-1953 წწ).

აჭარისაღმართი - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

აჭარისწყალი

  1. სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

  2. მდინარე ქედის, შუახევის, ხელვაჩაურის და ხულოს მუნიციპალიტეტებში, ჭოროხის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 90 კილომეტრი).

აჭარლები - ქართველების ერთ-ერთი ეთნიკური ჯგუფი.

აჭაფარა (აჩაფარა) - კარული ტიპის მყინვარი აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ყლიჩის აუზში.

აჭე - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), მდინარე ლიქოკისწყლის (ხევსურეთის არაგვის შენაკადი) მარჯვენა მხარეზე. ზღვის დონიდან - 1900 მეტრი, დუშეთიდან - 70 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 6 კაცი.

აჭი

  1. მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა შენაკადი.

  2. სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლიხაურის თემში. მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე აჭისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 420 მეტრი, ლიხაურიდან - 5 კილომეტრი.

  3. იხილე მუხაესტატე.

აჭიაბაჭია - აბდაუბდა, მოსაწყენი ლაპარაკი.

აჭიმი

  1. ცხენის პირს მოსკვნილი თოკი (საბა).

  2. შარვლის დასამაგრებელი ელასტიური სამხრე.

  3. აჭიმი - ძალოსნობის ილეთი, რომელიც გაუქმდა XX საუკუნის 70-იან წლებში.

აჭისწყალი - მდინარე ოზურგეთის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ბჟუჟის მარცხენა შენაკადი.

აჭიჭყნილი - ნაწერი მიყრილი ავად (საბა).

აჭრა (აჟარა, აჯრა) - მთა კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე (2908 მეტრი).

აჭრაჭუჭი - ერთი ცერცვივით არის (საბა).

აჭყვა - მდინარე აჭარაში. სათავე აქვს მესხეთის ქედის მთა ილიასციხის (ზღვის დონიდან - 1014 მეტრი) დასავლეთ კალთაზე, ერთვის შავ ზღვას ქ. ქობულეთთან. სიგრძე 19 კმ, აუზის ფართობი 37 კვ.კმ.

აჭყვისთავი - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის დასავლეთ მთისწინეთში, მდინარე აჭყვის სათავეებთან, ზღვის დონიდან - 240მ.

5.31 ახ

▲ზევით დაბრუნება


ახ - დანანების გამომხატველი შორისდებული.

ახა

  1. ცუდი ხმა რამეა (საბა).

  2. მდინარე (შავწყაროსწყლის მარცხენა შენაკადი) და სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

ახაბი - მთა გაგრის ქედის დასავლეთ განშტოებაზე (2732 მეტრი).

ახადი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (უკანაფშავის თემის საკრებულო), მდინარე ფშავის არაგვის მარცხენა მხარეზე. ზღვის დონიდან - 1900 მეტრი, დუშეთიდან - 70 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 6 კაცი.

ახადისწყალი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი.

ახაზი (ძვ. წ. 751 - ძვ. წ. 715) - იუდეის მეფე ძვ. წ. 735 - ძვ. წ. 715 წლებში. იოათამის ვაჟი.

ახაზია

  1. ისრაელის მეფე ძვ. წ. 850 - ძვ. წ. 849. აჰავას ვაჟი.

  2. იუდეის მეფე ძვ. წ. 842 წელს. იო-რამის ვაჟი.

ახათა - მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, აღმოსავლეთის გუმისთის მარცხენა შენაკადი.

ახალაანი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭონქაძის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 24 კაცი.

ახალბედა - რაიმე საქმიანობის ახლად დამწყები.

ახალბედისეული - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (ნახახულევის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ზემოკუხის (გუბისწყლის შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 200 მეტრი, ხონიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 376 კაცი.

ახალგაზრდა - ყმაწვილი კაცი, ჭაბუკი.

ახალგაზრდა გვარდია

  1. იატაკქვეშა ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებდა მეორე მსოფლიო ომის დროს კრასნოდონში გერმანელ ფაშისტთა მიერ დონბასის ოკუპაციის წლებში.

  2. ალექსანდრე ფადეევის რომანი (დაიწერა 1945 წელს, გადაკეთდა 1951 წელს სკკპ ცკ-ს იდეოლოგიური მითითებების საფუძველზე).

  3. სერგეი გერასიმოვის ფილმი.

ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1984 წელს. დამდგმელი რეჟისორი - გიორგი შენგელაია. სცენარის ავტორები - ერლომ ახვლედიანი და გიორგი შენგელაია. დამდგმელი ოპერატორი - ლევან პაატაშვილი. მთავარ როლებში: გია ფერაძე, ლევან აბაშიძე, ზურაბ ყიფშიძე, რუსუდან ქვლივიძე, რუსლან მიქაბერიძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ლილი იოსელიანი, ზინა კვერენჩხილაძე, ზაზა კოლელიშვილი, ირაკლი ხიზანიშვილი ლაურა რეხვიაშვილი.

ახალგაზრდა კომუნისტი - ქართული გაზეთი (ყოფილი ალკკ ცკ-ს ორგანო), გამოდიოდა 1925-1990 წლებში, კვირაში სამჯერ, თბილისში (1990 წლიდან ეწოდა „ახალგაზრდა ივერიელი“). საშუალო ტირაჟი - 220 ათასი.

ახალგორი (1935-91 წლებში ლენინგორი) - დაბა (1960 წლიდან) ახალგორის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის ცენტრი. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, ქალაქს ოკუპანტებმა დაუბრუნეს კომუნისტობისდროინდელი სახელწოდება (ლენინგორი). მდებარეობს ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის მარცხენა სანაპიროზე, რკინიგზის სადგურ ქსანიდან 35 კმ-ზე, მანძილი თბილისიდან 67 კმ. ზღვის დონიდან - 800 მ. დაბის სტატუსი მიენიჭა 1960 წელს. მოსახლეობა - 2.5 ათასი (2002).

ახალგორის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოს ცენტრალურ რეგიონში, ისტორიულ შიდა ქართლში. შედის მცხეთა-მთიანეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1922 წლიდან სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში იყო, 1992 წლიდან საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მყოფი ცალკე რაიონია. ფართობი 1011 კვ. კმ. 1 დაბა, 117 სოფელი. მოსახლეობა - 7.600 (2002 წ).

ახალდაბა

  1. სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

  2. სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ზემო ხოდაშნის თემის საკრებულო), ალაზნის ვაკეზე, მდინარე ხოდაშნისხევზე (ალაზნის მარჯვენა შენაკადი). ზღვის დონიდან - 760 მეტრი, ახმეტიდან - 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 26 ადამიანი.

  3. დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

  4. სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (მისაქციელის თემის საკრებულო), ლომის-ალევის ქედის სამხრეთ დაბოლოებაზე, მდინარე ნარეკვავის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 900 მეტრი, მცხეთიდან - 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 65 კაცი.

  5. სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

  6. სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (ხრესილის თემის საკრებულო), მდებარეობს ოკრიბის წვრილმთიანეთში მდინარე წყალწითელას ზემო აუზში. ზღვის დონიდან - 600 მეტრი, ტყიბულიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 31 კაცი.

  7. სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ახალზელანდიელები - ერი, ახალი ზელანდიის მოსახლეობა. ძირითადად შედგება პოლინეზიელების (მაორი) და ევროპელებისაგან (პაკეხა).

ახალთაობა - რევოლუციური მოძრაობის მიმდევრები 1905 წლის რევოლუციის დროს.

ახალთახალი - სულ მთლად ახალი.

ახალთესლი - საგაზაფხულო ქერის ქართული ჯიში.

ახალი - აწ ქმნილი (საბა).

ახალი აბასთუმანი - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ახალი ათონი (ყოფილი ფსირცხა) - საკურორტო დაბა გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ახალი ათონის მღვიმე (ანაკოფიის მღვიმე, ივერიის მღვიმე) - მღვიმე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედის სამხრეთ მთისწინეთში.

ახალი აკვასკია - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ახალი ამსტერდამი - პირველი (ჰოლანდიური) სახელი ქალაქ ნიუ-იორკისა 1662-64 წლებში.

ახალი არკადია - ქართული სატელევიზიო მხტავრულ ფილმი (2 სერია, კომედია). ეკრანებზე გამოვიდა 1986 წელს. დამდგმელი რეჟისორი - თემურ ფალავანდიშვილი. სცენარის ავტორი - სულიკო ჟღენტი. დამდგმელი ოპერატორი - გივი რაჭველიშვილი. მთავარ როლებში: ზურაბ ქაფიანიძე, კარლო საკანდელიძე, ლია გუდაძე, თამაზ თოლორაია, მეგი წულუკიძე.

ახალი აღთქმა (სახარება, ევანგელე) - „საღვთო წიგნების“ კრებული, ბიბლიის ნაწილი, რომელშიც გადმოცემულია იესო ქრისტეს ცხოვრება და მოღვაწეობა (ძირითადი ნაწილია „ოთხთავი“ ანუ მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებები და კიდევ 23 წიგნი).

ახალი ბურღული - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გრემისხევის თემის საკრებულო), მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეზე. ზღვის დონიდან - 980 მეტრი, დუშეთიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 55 კაცი.

ახალი გვინეა (ირიანი) - მსოფლიოს სიდიდით მეორე კუნძული. ფართობი — 786,000 კვ. კმ. მდებარეობს წყნარი ოკეანის დასავლეთით. კუნძულის დასავლეთი ნაწილი ეკუთვნის ინდონეზიას, ხოლო აღმოსავლეთი პაპუა-ახალი გვინეას.

ახალი გზა

1) ქართული ყოველკვირეული ჟურნალი, გამოდიოდა 1924-1928 წლებში, თბილისში.

2) - აკაკი წერეთლის ლექსი, დაიწერა 1880 წელს.

ახალი ზელანდია (ინგლ. New Zealand).

  • სახელმწიფო წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შედის ერთა თანამეგობრობაში. განლაგებულია ორ დიდ (ჩრდილოეთის და სამხრეთის) და მრავალ მცირე ზომის კუნძულეზე.

  • დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1986 წლის 13 დეკემბერი.

  • მმართველობის ფორმა - კონსტიტუციური მონარქია.

  • ჰიმნი - „God Defend New Zealand“.

  • ფართობი - 268 680 კვ.კმ.

  • ადმინისტრაციულად დაყოფილია 92 საგრაფოდ.

  • მოსახლეობა - 4 მილიონამდე.

  • სიმჭიდროვე - 15 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • ოფიციალური ენები - ინგლისური და მაორი.

  • დედაქალაქი - უელინგტონი.

  • მორწმუნეთა უმრავლესობა პროტესტანტები არიან.

  • ფულის ერთეული - ახალზელანდიური დოლარი.

  • ქვეყნის კოდი - NZL.

  • დროის სარტყელი - UTC +12.

  • სატელეფონო კოდი - +64.

  • ინტერნეტ-დომენი - nz.

ახალი ზირბითი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

ახალი თაობა - ქართული ყოველდღიური გაზეთი, გამოდის 1993 წლიდან, თბილისში.

ახალი თერჯოლა (ყოფილი მწუხარელა) - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის ბორცვიან-სერებიან მთისწინეთზე. მდინარეების ჩხარისა და ხაუჩის წყალგამყოფ სერზე. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 240 მეტრი, თერჯოლიდან - 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 955 ადამიანი.

ახალი ინგლისი - ისტორიულად ჩამოყალიბებული რეგიონი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მოიცავს მენის, ნიუ-ჰემფშირის, ვერმონტის, მასაჩუსეტსის, როდ-აილენდისა და კონექტიკუტის შტატებს.

ახალი კადოეთი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მჭადიჯვრის თემის საკრებულო), მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 800 მეტრი, დუშეთიდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 76 კაცი.

ახალი კალედონია - კუნძულთა ჯგუფი წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, მელანეზიაში. საფრანგეთის სამფლობელო.

ახალი კახოვკა - ქალაქი უკრაინის ხერსონის ოლქში (60 ათასი).

ახალიკი (ყოფილი აბანო) - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

ახალი კინდღი - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ახალი ლალალო - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში .

ახალი მამუდლო - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში .

ახალი მარაბდა - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში .

ახალი მიწა - არქიპელაგი ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში, ბარენცისა და კარის ზღვებს შორის. ეკუთვნის რუსეთს.

ახალი ნიჩბისი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ნიჩბისის თემის საკრებულო), თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 580 მეტრი, მცხეთიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 619 კაცი..

ახალი ოდესა - ქალაქი უკრაინის ნიკოლაევის ოლქში.

ახალი ორლეანი - ქალაქი-პორტი აშშ-ს სამხრეთ ნაწილში, ლუიზიანის შტატში (560 ათასი).

ახალი ოსები - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ლაფანაანთკარის თემის საკრებულო), ქართლის ქედის დასავლეთ კალტაზე, მდინარე აბანოსხევის (არაგვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1040 მეტრი, დუშეთიდან - 21 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 10 კაცი.

ახალი პანტიანი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

ახალისა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ახალი სამგორი - სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

ახალი სამხრეთი უელსი - შტატი ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი - სიდნეი.

ახალი სვირი - იხილე სადგური სვირი.

ახალი სიმღერა - აკაკი წერეთლის ლექსი, დაიწერა 1889 წელს.

ახალი ტონჩა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭონქაძის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 230 კაცი.

ახალი ურენგოი - ქალაქი რუსეთის იამალო-ნენეცთა ავტონომიურ ოკრუგში (90 ათასი).

ახალი ქვის ხანა (ნეოლითი) - ქვის ხანის ბოლო ეპოქა, რომელიც შეცვალა მეზოლითმა.

ახალი შოტლანდია

  1. ნახევარკუნძული ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

  2. პროვინცია კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი - ჰალიფაქსი.

ახალი ხიბულა - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

ახალი ხულგუმო - სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

ახალი ხურვალეთი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ახალკახათი - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ახალკაცი ნოდარ - თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდის უფროსი მწვრთნელი 1976-83 და 1985-86 წლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი 1990-98 წლებში (1938-1998 წწ).

ახალკვირა (ახალკვირაობა) - აღდგომის სწორის რელიგიური დღეობა (სვანეთში ეწოდებოდა „უფლიშ“, სამეგრელოში - „დიდი თანაფა“).

ახალმთვარეობა - მთვარის ერთ-ერთი ფაზა, როდესაც მთვარე დედამიწის ირგვლივ გარემოქცევისას დედამიწასა და მზეს შორისაა განლაგებული.

ახალმოსახლე - ახალი მოსახლე, ახალი ბინადარი.

ახალმოშენე - ვინც ახლად იჩენს კარმიდამოს.

ახალსოფელი

  1. სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე საგამზე (ივრის შენაკადი). თემის ცენტრი (სოფლები: ახალსოფელი, გოჯიაანები, ჩაბანო, ჭიაურა, ხაიშო). ზღვის დონიდან - 1160 მეტრი, თიანეთიდან - 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 312 კაცი.

  2. სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (საგურამოს თემის საკრებულო), საგურამოს ვაკეზე, მდინარე თეზამის (არაგვის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 650 მეტრი, მცხეთიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 178 კაცი.

  3. სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ეწერის თემის თემის საკრებულო), მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე გუბისწყლის (რიონის მარჯვენა შენაკადი) შესართავის დასავლეთით. ზღვის დონიდან - 30 მეტრი, სამტრედიიდან - 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 714 კაცი.

  4. სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (საწირის თემის საკრებულო), მდებარეობს ტყიბულის წყალსაცავის ჩრდილოეთ ნაპირზე. ზღვის დონიდან - 530 მეტრი, ტყიბულიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 429 კაცი.

  5. (ყოფილი ძველი გავაზი) სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე, მდინარეებს ავანისხევისა და შაროხევს შორის. თემის საკრებულოს ცენტრი (სოფელი: ბალღოჯიანი, თივი, თხილისწყარო, სარუსო, საცხენე). ზღვის დონიდან - 440 მეტრი, ყვარლიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 5367 კაცი. ახალსოფელი მდებარეობს ისტორიული გავაზის ტერიტორიაზე. XVIII საუკუნეში ლეკიანობისგან შევიწროებული გავაზის მოსახლეობა გადასახლდა ალაზნის ველზე, სადაც ამავე სახელწოდების სოფელი გაშენდა. ძველი გავაზის ტერიტორია ხელახლა 1850 წელს დაასახლეს.

  6. სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ფარცხნალის თემის საკრებულო). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთზე. ზღვის დონიდან - 640 მეტრი. ხარაგაულიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 244 კაცი.

  7. სოფლები ამბროლაურის, ახალგორის, გარდაბნის, გორის, გუდაუთის, ზნაურის, ზუგდიდის, თეთრი წყაროს, კასპის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, სენაკის, სოხუმის, ქარელის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხობის მუნიციპალიტეტებში.

ახალსოფლის თემის საკრებულო - იხილე ახალსოფელი (9).

ახალუბანი

  1. სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (მისაქციელის თემის საკრებულო). მდებარეობს მუხრანის ვაკის ჩრდილოეთ კიდეზე. ზღვის დონიდან - 560 მეტრი, მცხეთიდან - 11 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 421 კაცი.

  2. სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

  3. სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (ეწერის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის ბორცვიან-სერებიან მთისწინეთზე, მდინარე ძევრულის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 200 მეტრი, თერჯოლიდან - 11 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 176 ადამიანი.

  4. სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

  5. სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

ახალუხალი - ლხინი ხევსურეთში, ქალ-ვაჟთა სამხიარულო თავყრილობა.

ახალუხი

  1. დღესასწაულის ან საზეიმო სტუმრიანობის დროს ქალიშვილებისა და ვაჟების სამხიარულო თავყრილობა, ლხინი ხევსურეთში.

  2. (საგულე) ქართული ხალხური კოსტუმის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი, წელში გამოყვანილი სამოსელი მამაკაცისა, ღილ-კილოებით შესაკრავი.

ახალქალაქი

  1. ქალაქი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ზღვის დონიდან 1700 მ სიმაღლეზე, თურქეთის საზღვრიდან 30 კმ მანძილზე, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგურიდან) 74 კმ. მოსახლეობა - 9 800 (2002 წ).

  2. (ყოფილი წითელქალაქი) სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

  3. ქალაქი ისტორიულ თრიალეთში, ახლანდელი სოფელი დამბაში.

ახალქალაქის მაზრა - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში. მოიცავდა ახლანდელი ახალქალაქის, ნინოწმინდის და ასპინძის მუნიციპალიტეტებს. შეიქმნა 1874 წელს, გაუქმდა 1930 წელს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი - ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული სამცხე-ჯავახეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალქალაქის მაზრაში შედიოდა, 1921-30 წლებში — აღმოსავლეთ საქართველოს ახალქალაქის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. მუნიციპალიტეტის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს. ფართობი 1235 კვ.კმ. 1 ქალაქი, 64 სოფელი. მოსახლეობა - 62 ათასამდე.

ახალქალაქისწყალი - მდინარე სამხრეთ საქართველოში, იხილე ფარავანი.

ახალყოილნი - ახლად დაქორწინებული ქალ-ვაჟი.

ახალშენი

  1. სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ქისტაურის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ხაჭირისხევის (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 560 მეტრი, ახმეტიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 351 ადამიანი.

  2. სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

  3. სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

  4. სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

  5. სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

  6. სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

  7. სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

  8. სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

  9. სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

  10. სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

  11. სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

  12. სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (კუხის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის ვაკე-დაბლობზე, მდინარე ზემოკუხის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 125 მეტრი, ხონიდან - 2 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 694 კაცი.

  13. სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

ახალშენი - იგივე კოლონია.

ახალშობილი - ბავშვი დაბადებიდან 3-4 კვირის განმავლობაში.

ახალციხე

  1. (ძველი სახელი - „ლომსია“) ქალაქი (1840 წლიდან) საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის და ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ფოცხოვის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლეზე. მანძილი თბილისიდან 214 კმ. მოსახლეობა - 26 ათასი (2002 წ).

  2. სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხეობის თემის საკრებულო), მდინარე არაგვის ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1000 მეტრი, დუშეთიდან - 23 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 48 კაცი.

  3. სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

  4. სოფელი ყაზბიგის მუნიციპალიტეტში.

ახალციხელები - სამხრეთ საქართველოს დიდგვაროვან ფეოდალთა საგვარეულო XII-XIII საუკუნეებში.

ახალციხელი ივანე - ქართველი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე (დაიღუპა გარნისის ბრძოლაში 1225 წელს).

ახალციხელი ფარდავლა - ახალციხელთა ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენელი XIII საუკუნის I ნახევარში.

ახალციხელი შალვა - ქართველი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, თამარ მეფის ვაზირი (გარდაიცვალა 1226 წელს).

ახალციხის მაზრა - ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული რუსეთის იმპერიაში. შეიქმნა 1840 წელს. მოიცავდა დღევანდელი ახალციხის, ადიგენისა და ნაწილობრივ ასპინძის მუნიციპალიტეტებს. გაუქმდა 1930 წელს.

ახალციხის მუნიციპალიტეტი - ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული სამცხე-ჯავახეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში შედიოდა, 1917-30 წლებში — აღმოსავლეთ საქართველოში ახალციხის მაზრის სახელწოდებით, 1930 წლიდან ცალკე რაიონია დღევანდელ საზღვრებში. მუნიციპალიტეტის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს. ფართობი 1023 კვ.კმ. 2 ქალაქი, 47, სოფელი. მოსახლეობა - 46 ათასი (2006 წ).

ახალციხის საფაშო (ჩილდირის საფაშო) - ოსმალეთის სახელმწიფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული XVI საუკუნის I ნახევრიდან XIX საუკუნის შუა წლებამდე.

ახალციხის ქედი - იხილე მესხეთის ქედი.

ახალციხის ქვაბული (მესხეთის ქვაბული, სამცხის ქვაბული) - ტექტონიკური ეროზიული მთათაშორისი ქვაბული სამხრეთ საქართველოში, მდ. მტკვრის ზემო აუზში. ჩრდილოეთიდან შემოფარგლულია მესხეთის ქედის, სამხრეთიდან ერუშეთის ქედის, დასავლეთიდან არსიანის ქედის კალთებით; აღმოსავლეთით ესაზღვრება თრიალეთის ქედის დასავლეთი დაბოლოება.

ახალწელიწადი - ახალი წლის პირველი დღე.

ახალწლისა - ქართული წარმართული კალენდრის მიხედვით - იგივე სექტემბერი.

ახალწყარო - სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

ახალჭალა - მდინარე ცაგერის მუნიციპალიტეტში, ჯონოულის მარცხენა შენაკადი.

ახალხიბულა - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭანისწყალსა და ხობს შორის, ზღვის დონიდან - 105 მეტრი, ხობიდან - 22 კმ.

ახალხიზა - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში (სკრის საკრებულო), შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 630 მეტრი, გორიდან - 7 კილომეტრი.

ახან-სერი (ნამდვილი სახელი ახან კორამსინი) - ყაზახი აკინი და კომპოზიტორი (1843-1913 წწ).

ახარისხება - ალგებრული მოქმედება, მოცემული რიცხვის რამდენჯერმე თავის თავზე გამრავლება.

ახატანი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭოპორტის თემის საკრებულო), მდინარე ახატნისწყლის (არაგვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 820 მეტრი, დუშეთიდან - 24 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 135 კაცი.

ახატელი - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში (რუისპირის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე თურდოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 500 მეტრი, თელავიდან - 13 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 504 ადამიანი.

ახატნისწყალი - იხილე ახატნისხევი.

ახატნისხევი (ახატნისწყალი) - მდინარე დუშეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტებში, არაგვის მარცხენა შენაკადი სოფელ ჭოპორტის ქვემოთ.

ახაშალა (ახაშვალა) - ყმა გლეხების კატეგორია აფხაზეთში.

ახაშენი - სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე ჭერმისხევსა და ფაფრისხევს შორის. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 510 მეტრი, გურჯაანიდან - 14 კილომეტრი.

ახაშმულისღელე - მდინარე ჭიათურის მუნიციპალიტეტში, დუმალას მარცხენა შენაკადი.

ახეი - მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბავიუს მარცხენა შენაკადი.

ახენი - იხილე აახენი.

ახეცარა (ახიაცარა) - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ახეჯაკოვა ლია - რუსი კინომსახიობი (დაიბადა 1936 წელს).

ახვახელები (საკუთარი სახელი აშვადო) - ხუნძების მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფი.

ახვაჯა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ახვერდიანი გევორქ - სომეხი საზოგადო მოღვაწე, ლიტერატურათმცოდნე (1818-1861 წწ).

ახვერდოვი აბდურაჰიმ ასადბეკ ოღლი - აზერბაიჯანელი მწერალი (1870-1933 წწ).

ახვერდოვი თედორე - გენერალ-მაიორი, 1807-11 წლებში საქართველოს მმართველი (1773-1820 წწ).

ახვლედიანი გიორგი - ენათმეცნიერი, აკადემიკოსი (1887-1973 წწ).

ახვლედიანი ელენე - მხატვარი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი (1901-1975 წწ).

ახვლედიანი ერლომ - მწერალი, კინოსცენარისტი (დაიბადა 1933 წელს).

ახვლედიანი ლომერ - კინოოპერატორი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1934 წელს).

ახთამარი - იხილე აღთამარი.

ახთარი (ნამდვილი სახელი აჰმად-ბეგ გორჯი) - ირანელი პოეტი, ბელეტრისტი, მეცნიერი. დაიბადა თავრიზელი ქართველის ოჯახში (გარდაიცვალა 1816 წელს).

ახი

  1. ითქმის მაშინ, როცა ვინმე რამე ცუდს იმსახურებს (ახია შენზე! - ანუ ღირსი ხარ!)

  2. ძველეგვიპტურ მითოლოგიაში - ადამიანის ერთ-ერთი სულიერი საწყისი, მისი საიქიოსეული განსახიერება.

ახი ნარცის - გერმანელი ფსიქოლოგი (1871-1946 წწ).

ახია - მდინარე ესტონეთში.

ახიავა - ძლევამოსილი ძველი სახელმწიფო, რომელიც ძვ.წ.აღ. XIV-XIII საუკუნეების ხეთურ ტექსტებშია მოხსენიებული.

ახიბოხი - მთა გუდაუთის მუნიციპალიტეტში , ბზიფის ქედზე.

ახიელი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), მთა კიდეგანისმაღალის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე არხოტისწყლის (ასის) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1800 მეტრი, დუშეთიდან - 109 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 6 კაცი.

ახიელისწყალი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, არხოტისწყლის (ასის, ჩეჩნეთი) მარცხენა შენაკადი.

ახივაა - სოფელი ოჩამჩირისმუნიციპალიტეტში.

ახიზის ციხე - ციხესიმაგრე ადრინდელ ფეოდალურ საქართველოში, კლარჯეთში, მდინარე არტანუჯისწყლის მარცხენა ნაპირზე (ამჟამად თურქეთშია).

ახიმი ანდრაშ - უნგრეთის პოლიტიკური მოღვაწე, 1906-11 წლების გლეხთა მოძრაობის ხელმძღვანელი (1871-1911 წწ).

ახიფო - მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, ჩადიმის მარჯვენა შენაკადი.

ახკალაფა - სოფლების ზემო ახკალაფას და ქვემო ახკალაფას გავრცელებული სახელი (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი).

ახკალაფისწყალი - მდინარე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ხრამის მარცხენა შენაკადი.

ახლა - ამჟამად.

ახლად - ამ მოკლე ხნის წინ.

ახლავე - ამწუთშივე.

ახლამუ - დასავლელი სემიტი მომთაბარე ტომი ძვ.წ.აღ. II ათასწლეულში.

ახლისმსგავსი ვარსკვლავი - ცვალებადი ვარსკვლავი, რომელიც სპექტრისა და ბრწყინვალების ცვლილების ხასიათით ახალ ვარსკვლავს ემსგავსება, თუმცა მისი ბრწყინვალების ცვლილება უფრო მცირე ამპლიტუდისაა და ხშირად ისე მეორდება, რომ პერიოდსა და ამპლიტუდაში რეგულარული კანონზომიერება არ შეიმჩნევა.

ახლო - მცირე მანძილით დაშორებული.

ახლო აღმოსავლეთი - ტერმინი, რომელსაც ხშირად არქეოლოგები და ისტორიკოსები იყენებენ, და მიუთითებს რეგიონზე, რომელიც მოიცავს თანამედროვე ისარაელს, პალესტინის ტერიტორიებს, იორდანიას, სირიასა და ლიბანს, ასევე მცირე აზიას (თანამ. თურქეთი), მესოპოტამიას (ერაყი და აღმ. სირია) და ირანის პლატო (ირანი, ავღანეთი და დას. პაკისტანი).

ახლობელი - ნათესავი.

ახლომახლო - აქვე არსებული.

ახლომხედველობა (სიბეცე, მიოპია) - თვალის რეფრაქციის ნაკლოვანების ერთ-ერთი სახე.

ახლოს - მცირე მანძილზე მდებარე.

ახმა - აცმა.

ახმადულინა ბელა (იზაბელა) - რუსი პოეტი ქალი (1937-2010 წწ).

ახმაზი - იხილე ორლოვკის ტბა.

ახმატოვა ანა (ნამდვილი გვარი - გორენკო) - რუსი პოეტი ქალი (1889-1966 წწ).

ახმატოვა რაისა - ჩეჩენი პოეტი ქალი, ჩეჩნეთის სახალხო პოეტი (დაიბადა 1928 წელს).

ახმახი - უშნოდ მაღალი.

ახმაჯი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ახმესი - ძველეგვიპტელი ქურუმი და მეცნიერი, არითმეტიკისა და გეომეტრიის ჩვენამდე მოღწეული პირველი სახელმძღვანელოს შემდგენელი (დაახლ. ძვ.წ.აღ. 2000 წ).

ახმეტა - ქალაქი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეზე, ზღვის დონიდან 567 მეტრ სიმაღლეზე. გაშენებულია პანკისის ხეობის შესასვლელთან.

  • ქალაქი ახმეტა მდებარეობს 3 მდინარის, ილტოს, ალაზნის და ორვილის შესაყარზე.

  • ქალაქი ახმეტა ძირითადად სამი მთავარი უბნისაგან შედგება, ესაა უტო, ჟალური და სათიანო, თითოეულ მათგანს თავისი საკუთარი ისტორია აქვს. ჟალური მე-17 საუკუნის დასახლებაა. ამ პერიოდში ერწო-თიანეთიდან გადმოსახლებულან ცალკეული გვარები და ახალი სამოსახლოსთვის ძველი საცხოვრისის სახელი დაურქმევია, ანუ ჟალური (ჟალუთის მხრიდან გადმოსულნი). ისტორიულად ჟალუთის ქვეყანა ერქვა ერწო-თიანეთის მხარეს. სათიანო შედარებით გვიანდელი დასახლებაა და მისი სახელი პირდაპირ მიუთითებს მიგრირებულთა სადაურობას - თიანეთი ანუ თიანელთა (სათიანოს) მოსახლეობის საცხოვრისი. უტო ქალაქის უძველესი დასახლებაა. ამ უბანში ცხოვრობდა ბახტრიონის ცნობილი აჯანყების (1659 წელი) მეთაური ბიძინა ჩოლოყაშვილი.

  • გადმოცემის თანახმად ქალაქის სახელდება ანუ ნათლობა მეფეთა-მეფე თამარს მიეწერება. მას უთქვამს ცნობილი სიტყვები - „ახ ნეტავ უტოს წყალი კიდევ დამალევინაო“... „ახ ნეტავ“ შემდგომში დამკვიდრდა, როგორც ტოპონიმი ახმეტა, რომელმაც ტოპონიმი უტო ჩაანაცვლა.

  • 1959 წელს სოფელი ახმეტა გარდაიქმნა დაბად, 1966 წელს კი რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად.

  • მოსახლეობა - 8,6 ათასი (2002 წ).

  • მანძილი თბილისიდან - 174 კილომეტრი გურჯაანის გავლით და 110 კილომეტრი გომბორის უღელტეხილით.

ახმეტელი ალექსანდრე (სანდრო) - ქართველი თეატრალური რეჟისორი, ქართული რეჟისურის ერთ-ერთი მამამთავარი (1886-1937 წწ).

ახმეტელი (ახმეტელაშვილი) - სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1877-1922 წწ).

ახმეტელი-ვარკთილის ხაზი (ძვ. დიდუბე-სამგორის, გლდანი-ვარკეთილის ხაზი) — თბილისის მეტროპოლიტენის ხაზი. ხაზზე ამჟამად 16 სადგურია და მისი სიგრძე 19.6 კილომეტრს შეადგენს.

ახმეტელის თეატრი (ყოფილი სახელწოდება „გლდანი“) - თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის ბოლო გაჩერება. ხაზის შემდეგი სადგურია „სარაჯიშვილი“. მდებარეობს გლდანის დასახლებაში. გაიხსნა 1989 წელის 7 იანვარს და მისი პროექტის ავტორები არიან გ. რაზმაზე და ს. ჩოლოყაშვილი. სადგურს შესასვლელი ერთი მხრიდან აქვს.

ახმეტიევები - გრავირებული წიგნების რუს გამომცემელთა ოჯახი XVIII-XIX საუკუნეებში.

ახმეტის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში.

  • 1946 წლამდე შედიოდა თელავის რაიონის შემადგენლობაში, შემდეგ გამოიყო ცალკე რაიონად და ჩამოყალიბდა თანამედროვე საზღვრებში.

  • დაკავებული აქვს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთები, პირიქითი ქედის სამხრეთი კალთა და ალაზნის ვაკის უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი.

  • ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკა, აღმოსავლეთით - რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკა და თელავის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით - დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით - საგარეჯოს მუნიციპალიტეტი.

  • ფართობი - 2208 კვ.კმ. (საქართველოს მთელი ტერიტორიის 3,1%).

  • მოსახლეობა - 44 ათასი (2006 წ.).

  • სიმჭიდროვე - 19 კაცი კვ.კმ-ზე.

  • მოსახლეობის 69,7% ქართველია; 20,9% - ქისტი; 5,1% - ოსი; 3,2% - ჩეჩენი (ნოხჩო); 0,4% - აზერბაიჯანელი.

  • ახმეტის მუნიციპალიტეტი კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებისგან გამორჩეულია ეთნიკური მრავალფეროვნებითაც. აქ კომპაქტურად დასახლებულნი არიან ქისტები და ოსები, მარტო პანკისში ქისტების 6 სოფელია, ოსური სოფლები კი გაბნეულია მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, მათი რაოდენობა სულ 14-ია. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საქართველოს მთიანეთიდანაა მიგრირებული (თუშეთის, ფშავი, ხევსურეთი, რაჭა)

      1. ქალაქი (ახმეტა)

      2. სოფლის: კასრისწყლისს, მატნის და 12 თემის საკრებულო: დუისის (2), ზემო ალვანის (2), ზემო ხოდაშენის (4), ზემო ხალაწანის (4), მაღრაანის (3), ომალოს (10), ოჟიოს (5), საკობიანოს (7), ქვემო ალვანის (2), ქისტაურის (9), შახვეტილას (7), ჯოყოლოს (3).

        • 60 სოფელი: ალავერდი, არაშენდა, არგოხი, აწყური, ახალდაბა, ახალშენი, ახშანი, ახშნისველები, ბაბანეური, ბაყილოვანი, ბირკიანი, ბუღაანი, დანო, დართლო, დედისფერული, დიკლო, დოჭუ, დუისი, დუმასტური, ვეძები, ზემო ალვანი, ზემო ხალაწანი, ზემო ხოდაშენი, ინგეთი, კასრისწყალი, კოღოთო, კოჯორი, კუწახტა, მატანი, მაღრაანი, ნადუქნარი, ომალო, ომალო, ოჟიო, ოსიაური, საბუე, საკობიანო, საჩალე, ფიჩხოვანი, ქვემო ალვანი, ქვემო ხალაწანი, ქისტაური, ქორეთი, ქუმელაურთა, ყვარელწყალი, შახვეტილა, შენაქო, შტროლთა, შუა ხალაწანი, ჩაბინაანი, ჩარექაული, ჩაჩხრიალა, წინუბანი, ჭართალა, ხახაბო, ხევისჭალა, ხისო, ხორბალო, ხორხელი, ჯოყოლო (ჩამოთვლილთა შორის 4 დაუსახლებელი სოფელია: დანო, ქუმელაურთა, შტროლთა, ხისო).

    ახმი - ფეხის ზურგი. ფეხსაცმლის ნაწილი, რომელიც ფეხის ზურგს მალავს.

    ახმილოვსკაია-დონალდსონი ელენა - მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე ქალი, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს ჩემპიონობისათვის მატჩის მონაწილე 1986 წელს (დაიბადა 1957 წელს).

    ახმიმი - ქალაქი ეგვიპტის ცენტრალურ ნაწილში (100 ათასი - 2006 წ).

    ახნაზაროვი არტემ - სომხური წარმოშობის ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი (1866-1942 წწ).

    ახო

    1. საყანედ გაკაფული ტყე.

    2. სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

    ახოვანი - ტანად დიდი და ძლიერი.

    ახოიუ - ყმა-გლეხი ფეოდალურ აფხაზეთში, სამურზაყანოში «დოლმახარე» ეწოდებოდა (მეგრული „მოინალე“).

    ახოობა - ახოიანი მიწათმოქმედების სისტემასთან დაკავშირებული სათემო დღესასწაული. იმართებოდა გუდამაყარში.

    ახორი - იგივე თავლა.

    ახორხლილი - უწესრიგოდ დაყრილი.

    ახოსალარი - მეჯორე (საბა).

    ახპარები (სომხ.) - უცხოეთიდან საბჭოთა ეპოქაში სომხეთში დაბრუნებული სომხების მოსახსენიებელი სიტყვა.

    ახპატი - X-XIII საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი სომხეთში (ალავერდის რაიონი).

    ახრასი (Achras sapota) - 15-23 მ სიმაღლის ლამაზვარჯიანი მარადმწვანე ხე საპოტისებრთა ოჯახისა.

    (ალ) ახრასი აბდ ალ-ღაფარ იბნ ალ-ვაჰიდ იბნ ვაჰბი - ერაყელი არაბი პოეტი (1805-1874 წწ).

    ახრემჩიკი ივან - ბელორუსი მხატვარი (1903-1971 წწ).

    ახრისი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში, ახალუბნის საკრებულო. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. მდინარე მეჯუდის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 755 მეტრი. გორიდან 15 კილომეტრი.

    ახრომეევი სერგეი - მარშალი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1923-1991 წწ).

    ახსარგინა - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში (ღრომის საკრებულო), 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. მდებარეობს მდინარე ცალბუდის (ლეხურის შენაკადი) სათავეში. ცხინვალიდან - 28 კმ.

    ახსითან I (აბუ-ლ მუზაფარ მანუჩაჰრ ახსითან ბენ-ქესრან, ქართულ წყაროებში აღსართან შირვანშა) - შირვანშაჰი ქესრანიდების დინასტიისა (XII-XIII საუკენები).

    ახსირხვა

    1. ქედი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

    2. მთა გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ჩხალთის ქედზე (სიმაღლე - 2734 მეტრი).

    ახსუ - იხილე აღსუ.

    ახტა - ცხენი და ვირი მამალი (საბა).

    ახტალა

    1. დაბა სომხეთის თუმანიანის რაიონში.

    2. ტალახით სამკურნალო კურორტი გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

    ახტალის მონასტერი - X საუკუნის ფორტიფიცირებული სამონასტრო კომპლექსი სოფელ ახტალაში, ლორის პროვინციაში, ერევნიდან 185 კმ-ში, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს (უწინ საქართველოს ტერიტორიაზე). მონასტერი ამჟამად უმოქმედოა.

    (ალ) ახტალი ღიას იბნ ღავს იბნ ალ-სალტ - ქრისტიანი არაბი პოეტი (დაახლოებით 640-710 წწ).

    ახტანოვი თახავი - ყაზახი პოეტი (დაიბადა 1923 წელს).

    ახტაჯანა - მეტისმეტად თამამი გოგონა.

    ახტერლუკი (holand. achterluik)

    1. გემის ტრიუმში გამოყოფილი სათავსი, სადაც სურსათს ინახავენ.

    2. გემბანის ერთ-ერთი მთავარი ლუკი, რომლიდანაც გემში სხვადასხვა ტვირთი შეაქვთ.

    ახტერპიკი (holand. achterpiek) - სამოქალაქო გემის კიჩოს განაპირა ნაკვეთური, განკუთვნილია გემის გასაწონასწორებლად.

    ახტერშტევენი (holand. achtersteven) - გემის სპეციალური კონსტრუქცია, რომელიც კუთხით მდებარეობს კილის მიმართ და ერთგვარად მის გაგრძელებას წარმოადგენს.

    ახტირკა - ქალაქი უკრაინის სუმის ოლქში.

    ახტირსკი - დაბა რუსეთის კრასნოდარის მხარეში.

    ახტუბა - მდინარე ვოლგის მარცხენა ტოტი ვოლგოგრადთან.

    ახტუბინსკი - ქალაქი რუსეთის ასტრახანის ოლქში.

    ახუთი (ყოფილი სარღებო, სამღებრო) - სოფელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს დაბა ჩხოროწყუს აღმოსავლეთით, ზანასა და ოწყარიეს ხეობაში. მას ესაზღვრება სოფლები: ნოღა და ფოცხო, ასევე ქვედა ჩხოროწყუ, დაბა ჩხოროწყუ და ნაკიანი.

    ახუკდარა (ახუნდარა, ახუქუდარა) - უღელტეხილი მდინარე ლაშიფსესა და მზიმთის წყალგამყოფ ქედზე (აფხაზეთი).

    ახულგო - აული დაღესტანში, შამილის გამაგრებული პუნქტი კავკასიის ომის დროს.

    ახუნბაბაევი (1975 წლამდე სუფიყიშლაყი) - ქალაქი უზბეკეთის ანდიჯანის ოლქში.

    ახუნგორი - იხილე ახუნი (2).

    ახუნდი (სპარს.) - მაჰმადიანებში - სჯულის მცოდნე.

    ახუნდოვი მირზა ფათალი - აზერბაიჯანელი მწერალი-განმანათლებელი, ფილოსოფოსი. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში (1812-1878 წწ).

    ახუნდოვი სულეიმან სანი - აზერბაიჯანელი მწერალი (1875-1939 წწ).

    ახუნი

    1. მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქართლის ქედის დასავლეთ განშტოებაზე, მდინარე შარახევის (ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი) სათავესთან. კალთები შემოსილია ფოთლოვანი ტყით, ზემოთ სუბალპური მდელოა. მთის აღმოსავლეთით ამავე სახელწოდების უღელტეხილზე გადადის ბილიკი ფშავიდან (ჩარგლისწყლის ხეობიდან) ივრის ხეობაში (სიმაღლე - 2267 მეტრი).

    2. (ახუნგორი) მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოებაზე.

    3. მთა დასავლეთ კავკასიონზე, რუსეთის ქალაქ სოჭის მახლობლად (სიმაღლე - 663 მეტრი).

    ახუნოვი გარიფ - ყაზანელი თათარი მწერალი (დაიბადა 1925 წელს).

    ახუპაჭი - მთა გულრიფშის მუნიციპალიტეტში, მაჭარის სათავეებში.

    ახურიანი

    1. (დასავლეთი არფაჩაი) - მდინარე არაქსის მარცხენა შენაკადი (სომხეთი).

    2. ქალაქი სომხეთის შირაკის პროვინციაში (10 ათასამდე).

    ახუწა - სოფლები გუდაუთის და ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

    ახქერფი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

    ახქერფისწყალი - მდინარე ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბოლნისისწყლის მარჯვენა შენაკადი.

    ახშაანი - იხილე ახშანი.

    ახშანი (ახშაანი) - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ქისტაურის თემის საკრებულო), ალაზნის ვაკეზე, მდინარე ღურულაზე (ალაზნის მარჯვენა შენაკადი), თელავი-ახმეტის გზატკეცილზე. ზღვის დონიდან - 550 მეტრი, ახმეტიდან - 11 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 314 ადამიანი.

    ახშარუმოვა ანა - რუსი მოჭადრაკე ქალი, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1957 წელს).

    ახშარუმოვი დიმიტრი - რუსი საზოგადო მოღვაწე, პეტრაშეველი (1833-1910 წწ).

    ახშნისველები - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ქისტაურის თემის საკრებულო), ალაზნის ვაკეზე, მდინარე ღურულაზე (ალაზნის მარჯვენა შენაკადი). ზღვის დონიდან - 580 მეტრი, ახმეტიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 209 ადამიანი.

    ახცუ - ქედი დასავლეთ კავკასიონის სამხრეთ ნაწილში.

    ახჩა - თურქული ვერცხლის ფულის ძირითადი ერთეული (XIV საუკუნიდან).

    ახჩა-ყაია - გაუდინარი ღრმული ყარაყუმის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

    ახცუ - ქედი დასავლეთ კავკასიონზე, რუსეთის კრასნოდარის მხარეში.

5.32 აჯ

▲ზევით დაბრუნება


აჯა (ჰაჯა, არაბულად „ჰაჯათ“) - ძველ საქართველოში ხელისუფლებისადმი მიმართული თხოვნა-ვედრება.

აჯა ეკაპადი (სანსკრიტის თანახმად - „ცალფეხა თხა“) - ვედური ღვთაება, შუამავალი ცასა და ქვეყანას შუა.

აჯამეთი - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (როდინაულის თემის საკრებულო). მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე. მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 103 მეტრი, ზესტაფონიდან - 26 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 303 ადამიანი. სოფლის მახლობლად არის ძელქვისა და მუხის ტყის აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი. ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება დავით აღმაშენებლის ისტორიკოსთან XI საუკუნის II ნახევარში, როგორც სანადირო ადგილი. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით „აჯამეთს არს სანადირო მეფეთა, აღვსილი დიდ-მცირეთა ნადირთა“.

აჯამეთის არხი - სარწყავი სისტემა ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში. იწყება სოფელ ქვედა საქარასთან, მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირზე და მის პარალელურად მიემართება. სოფელ ახალ სვირთან აკვედუკით ყვირილის მარცხენა მხარეზე გადადის. მთავრდება ვარციხესთან, მდინარე ხანისწყალთან. სიგრძე - 30 კილომეტრი. არხში წყლის საშუალო ხარჯი - 3 კუბ.მ/წმ. საექსპლუატაციოდ გადაეცა 1950 წელს. რწყავს 3,5 ათ. ჰექტარ ფართობს.

აჯამეთის აღკვეთილი - აღკვეთილი ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქუთაისიდან 15 კილომეტრზე. დაარსდა 1935 წელს, ფართობი 4848 ჰექტარი. შექმნილია ორი მასივისაგან: აჯამეთის მუხნარისა (3742 ჰა, მდ. რიონის მარცხენა შენაკადებს — ყვირილასა და ხანისწყალს შორის) და ვარციხის მასივისაგან (1106 ჰა, ხანისწყლის მარცხენა მხარეს). აჯამეთის აღკვეთილში შემონახულია კოლხური ტიპის იმერული მუხის რელიქტური ტყეები (მუხნარების ხნოვანება 120-200 წლეებს შორის მერყეობს), კავკასიური ძელქვის წმინდა კორომები (1,5 ჰა) და აგრეთვე ჰარტვისის მუხა. აქვეა წარმოდგენილი ტყის სხვა ჯიშებიც: იფანი, კავკასიური რცხილა, მინდვრის ნეკერჩხალი, პანტა, თამელი. ქვეტის ჯიშებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია იელი და კუნელი, რომლებიც ზოგან გაუვალ რაყას ქმნის. ძუძუმწოვრებიდან გვხვდება შველი, მელა, თეთრყელა კვერნა, მაჩვი, კურდღელი, ციყვი. ფრინველებიდან საყურადღებოა ტყის ქათამი. აჯამეთის აღკვეთილის ძირითადი მიზანია კოლხეთის ტყის ნიმუშისა და მესამეული ეპოქის იმერული მუხის, ჰარტვისის მუხის, ძელქვისა და აგრეთვე ფაუნის დაცვა, მომრავლება და მეცნიერული შესწავლა. აჯამეთის აღკვეთილი საქართველოს ბუნების უნიკალური ძეგლია.

აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი - იხილე აჯამეთის აღკვეთილი.

აჯამი (სპარს.) - რეგვენი, ბრიყვი, ჯიუტი.

აჯამურა - მდინარე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ყვირილის მარცხენა შენაკადი.

აჯამფაზრა - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

აჯანი იზაბელ - ფრანგი კინომსახიობი და პროდიუსერი (დაიბადა 1955 წელს).

აჯანტა - კლდეში გამოკვეთილი ბუდისტური სამონასტრო კომპლექსი დასავლეთ ინდოეთში, მაჰარაშტრის შტატში.

აჯანყება - მასობრივი შეიარაღებული გამოსვლა.

აჯაჟვი - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

აჯასპი - მძიმე ლითონის გოგირდმჟავა მარილის (სულფატის) კრისტალჰიდრიტის ტექნიკური სახელწოდება.

აჯასპის ზეთი - კონცენტრირებული გოგირდმჟავას მოძველებული სახელწოდება.

აჯატაშატრუ - ინდოეთის მეფე ძვ.წ.აღ. V საუკუნეში, ბუდას თანამედროვე.

აჯაფსანდალი - ბოსტნეულისაგან მომზადებული კერძი.

აჯაღვა - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭურჭელაურების ძველი სახელი.

აჯახუ - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

აჯემი იბნ აბუ ბაქრ - აზერბაიჯანელი ხუროთმოძღვარი, ნახიჭევანის არქიტექტურული სკოლის წარმომადგენელი (დაახლოებით 1120 - XIII საუკუნის დასაწყისი).

აჯემიანი - იხილე მაარი.

აჯემიანი ვართან - სომეხი თეატრალური რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1905-1977 წწ).

აჯენა - აშშ-ს ზოგიერთი რაკეტამატარებლის უკანასკნელი საფეხური.

აჯერპრესი - რუმინეთის საინფორმაციო სააგენტო.

აჯიაშვილი ჯემალ - აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე (დაიბადა 1944 წელს).

აჯიბაი - ყურე არალის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან.

აჯიე ჯინდი - სომხეთში მოღვაწე ქურთი მწერალი (1908-1998 წწ).

აჯივიკა - ძველინდური რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა, რაც ბედისწერის დომინირების იდეას ეფუძნებოდა.

აჯიისქენდი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

აჯიკა - ცხარე სანალებლების ნაზავი, რომელსაც ქართულ სამზარეულოში კერძების მოსამზადებლად იყენებენ. მზადდება ცხარე პილპილით, ნივრით და მწვანილებით (ოხრახუში, ქინძი, ყვითელი პირი, კამა, ხმელი სუნელი, მისთ.). წარმოშობით სამეგრელოდან უნდა იყოს, გავრცელებულია მთელ საქართველოში

აჯილაკი (აჯლა) - მესხურ-ჯავახური დარბაზის კუთხეში საქორწილოდ გამართული, ხალიჩებით დამშვენებული მაღალი ტახტი ნეფე-დედოფლისათვის.

აჯილღა - სქესობრივად მომწიფებული დაუკოდავი ულაყი.

აჯილიტი (ინგლ.) - სამსახურეობრივი ძაღლების შეჯიბრის სახეობა, წინააღმდეგობათა გადალახვა საბელზე გამობმულ ძაღლთან ერთად. პირველი ასეთი შეჯიბრი ჩატარდა ინგლისში, 1978 წელს.

აჯიმუშკაი - მიწისქვეშა ქვასამტვრევი გვირაბები ყირიმში, სადაც 1942 წლის მაისში საბჭოთა მეომრებმა გმირული ბრძოლა გაუმართეს ჰიტლერელებს.

აჯიმჩიღრა - სოფელი და მღვიმე გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

აჯინა-ტეპე - ბუდისტური მონასტერი ტაჯიკეთის ტერიტორიაზე.

აჯიტატო (აგიტატო) - მუსიკალური ტერმინი, ნიშნავს „აღგზნებით, აღტყინებით“ შესრულებას.

აჯიღა - ქალის წამოსასხამი ძველ საქართველოში, ბამბის ქსოვილისაგან შეკერილი ოთხკუთხი განიერი ჩადრისებრი მოსაბურავი; ორ მხარეს სარტყელში ჩაკეცილი წამოსასხამით მანდილოსანი ისე იყო თავით ფეხებამდე დაფარული, რომ თვალებიღა უჩანდა.

აჯი-ჩალაბი (ჰაჯი ჩელებ ყურბან-ოღლუ) - აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოღვაწე, შაქის სახანოს დამაარსებელი და პირველი ხანი (XVIII საუკუნე).

აჯმანი - საამირო არაბთა გაერთიანებული საამიროების შემადგენლობაში. ფართობი 251 კვ.კმ. მთავარი ქალაქი - აჯმანი.

აჯმატვარა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

აჯმერი (აჯმირი) - ქალაქი ინდოეთის რაჯასთხანის შტატში (400 ათასი).

აჯრა - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

აჯუბეი ალექსეი - ცნობილი რუსი ჟურნალისტი, საბჭოურ ეპოქაში უმთავრესი კომუნისტური გაზეთების მთავარი რედაქტორი („კომსომოლსკაია პრავდა“, „იზვესტია“). ნიკიტა ხრუშჩოვის ქალიშვილის ქმარი (1924-1993 წწ).

აჯხახარა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

5.33 აჰ

▲ზევით დაბრუნება


აჰა - რისამე მიწოდება-მიცემისას ხმარებული ნაწილაკი ქართული ენისა.

აჰაბი - იხილე აჰავი.

აჰაგარი - მთის მასივი საჰარაში (ალჟირი).

აჰავი - ისრაელის მეფე ძვ. წ. 869 - ძვ. წ. 850 წლებში. ომრის ვაჟი.

აჰალია - ვედური მითოლოგიიის თანახმად, ბრძენ გაუტამას მეუღლე, რომელიც ინდრამ აცდუნა და ქვად იქცა.

აჰანგარანი - იგივე ანგრენი.

აჰარონი - იხილე არონი.

აჰასფერი (აგასფერი, აღასფერი, ლათ. Ahasverus) - შუა საუკუნეებში შექმნილი თქმულებების გმირი, ყარიბი ებრაელი, რომელიც ღმერთმა შეაჩვენა და საუკუნო ხეტიალი მიუსაჯა, რადგან მან არ მისცა იესო ქრისტეს დასვენების საშუალება ჯვარცმის წინ („მარადი ურია“).

აჰასფერის სინდრომი (იგივე აღასფერის სინდრომი) - ახასიათებს ტოქსიკომანიასა და ნარკომანიას. სინდრომი არ წარმოადგენს ორგანოპათოლოგიას და მასში თავმოყრილია მენტალური აშლილობის ნიშნები: პაციენტი გამუდმებით მიმართავს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას, დადის საავადმყოფოდან საავადმყოფოში, ექიმიდან ექიმთან, თხზავს ანამნეზის დრამატულ სურათებს, ხშირად მიმართავს თვითდაზიანებას

აჰბიუქი - სოხუმის ჩრდილოეთით მდებარე, მუსტიეს ხანის ნამოსახლარი-სახელოსნო.

აჰერნანი - α ერიდანასი, ნულოვანი ვარსკვლავიერი სიდიდის ვარსკვლავი.

აჰერნი ბერტი - ირლანდიის პრემიერ-მინისტრი 1997-2008 წლებში (დაიბადა 1951 წელს).

აჰეტატონი - ქალაქი ძველ ეგვიპტეში.

აჰვაზი

  1. ქალაქი სამხრე-დასავლეთ ირანში, ხუზისტანის ოსტანის ადმინისტრაციული ცენტრი (1,4 მილიონი - 2006 წ).

  2. ირანის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობსაბადო.

აჰვენანმაა - იხილე ალანდის კუნძულები.

აჰიბოხი - მთა აფხაზეთში, ბზიფის ქედზე (სიმაღლე 2634 მეტრი).

აჰი ბუდჰნია - ვედურ მითოლოგიაში - გველი, რომელიც წყლის სიღრმეების განსახიერებად ითვლება.

აჰიმსა - ინდუიზმის, ბუდიზმის და ჯაინიზმის რელიგიური პრინციპი, რომელიც კრძალავს ცოცხალი არსების განზრახ მოკვდინებას, ქმედებას ძალადობის გარეშე. ძირითადად კავშირშია ცხოველთა შეწყალებასა და მათი ხორცის საკვებად არ გამოყენებასთან.

აჰიჩჰატრა - ძველი ინდური ქალაქი მდინარე განგის ველზე.

აჰიჯო აჰმადუ - კამერუნის პრეზიდენტი 1960-1982 წლებში (1924-1989 წწ).

აჰლი შირაზი (ეჰლი შირაზი) - ირანელი პოეტი (დაახლოებით 1460-1536 წწ).

აჰმადაბადი - ქალაქი დასავლეთ ინდოეთში, გუჯარათის შტატში (2,9 მილიონი).

აჰმად ჯამალი (ნამდვილი სახელი და გვარი - ფრედერიკ რასელ ჯოუნსი) - ამერიკელი ჯაზის პიანისტი (დაიბადა 1930 წელს).

აჰმადე ხანი - ქურთი პოეტი, მწერალი და ფილოსოფოსი (1650-1707 წწ).

აჰმადი მუჰამად - იგივე მაჰდი სუდანელი.

აჰმადი (ელ-აჰმადი) - ქალაქი ქუვეითში (105 ათასი).

აჰმადია - 1889 წელს დაარსებული მუსლიმანური სექტა. ძირითადად გავრცელებულია პაკისტანსა და ინდოეთში.

აჰმად იბნ ჰანბალი - მუსლიმი თეოლოგი იურისტი (780-855 წწ).

აჰმადინეჟადი მაჰმუდ - ირანის პრეზიდენტი 2005 წლის 3 აგვისტოდან; პარტია - ისლამური ირანის მშენებელთა კავშირი (დაიბადა 1956 წელს).

აჰმად იუგნაკი - XII საუკუნის უზბეკი პოეტი.

აჰმად მავლავი - ავღანელი მწერალი (XIX საუკუნის მე-2 ნახევარი).

აჰმადნაგარი (აჰმედნაგარი) - 1) XV-XVII საუკუნეებში ფეოდალური სახელმწიფო ინდოეთის ტერიტორიაზე. 2) ქალაქი დღევანდელი ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში (120 ათასი).

აჰმადუ აჰიჯო - კამერუნის პირველი პრეზიდენტი 1960-82 წლებში (1924-1989 წწ).

აჰმად შავკი - არაბი პოეტი, ეგვიპტის მმართველის აბას II-ის კარის მგოსანი (1868-1932 წწ)

აჰმად-შაჰ დურანი - ავღანეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამაარსებელი (დაახლოებით 1721-1773 წწ).

აჰმად ჯამალი (ნამდვილი სახელი და გვარი - ფრედერიკ რასელ ჯოუნსი) - ამერიკელი ჯაზის პიანისტი პიტსბურგიდან, პენსილვანია. სახელ აჰმად ჯამალს 1952 წელს ისლამზე მოქცევის შემდეგ იყენებს (დაიბადა 1930 წელს).

აჰმადჯან მუნში - ავღანელი მწერალი (1882-1951 წწ).

აჰმაროვი ჩინგიზ - უზბეკი მხატვარი-მონუმენტალისტი (დაიბადა 1912 წელს).

აჰმედი

  1. ოქროს ურდოს მმართველი (XV საუკუნე).

  2. ტუნისის მმართველი 1837 წლიდან (1806-1855 წწ).

აჰმედი თაჯედინ იბრაჰიმ იბნ ჰიზრი - თურქი პოეტი (1334/5 - 1413 წწ).

აჰმედი ფახრუდინ ალი - ინდოეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1905-1990 წწ).

აჰმედ იასავი - შუა აზიელი სუფი პოეტი (1105-1166 წწ).

აჰმედლი - დაბა აზერბაიჯანში.

აჰმედ მიდჰათ-ფაშა - თურქი მწერალი, განმანათლებელი (1844-1913 წწ).

აჰმედოვა ფრანგიზ იუსუფ კიზი - აზერბაიჯანელი ოპერის მომღერალი ქალი, სოპრანო, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1928 წელს).

აჰმედოვი აბდულა - თურქმენი არქიტექტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორი (დაიბადა 1829 წელს).

აჰმედოვი იაკუბ - უზბეკი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1938 წელს).

აჰმედოვი რაჰიმ - უზბეკი მხატვარი (დაიბადა 1924 წელს).

აჰმედ-რასიმი - თურქი მწერალი, კრიტიკოსი, ჟურნალისტი (1864-1932 წწ).

აჰმედ-ფაშა - თურქი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე (1426-1497 წწ)

აჰმედ-ფაშა ხიმშიაშვილი - ყარს-ჩილდირის ფაშა 1829-1836 წლებში, აჭარის სანჯაყ-ბეგთა შთამომავალი (გარდაიცვალა 1836 წელს).

აჰმედ-ფაშა ჯაყელი - ახალციხის ფაშა 1754-1758 წლებში (გარდაიცვალა 1758 წელს).

აჰმედ ჯავადი (ნამდვილი სახელი ჯავად მამადალი-ოღლუ ახუნდზადე) - აზერბაიჯანელი პოეტი (1892-1937 წწ).

აჰმედ ჯალაირი - ჯალაირიდების სახელმწიფოს (ირანი) მმართველი დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი (გარდაიცვალა 1410 წელს).

აჰმედ ჰაშიმი - თურქი პოეტი (1885-1933 წწ).

აჰო (ნამდვილი გვარი ბრუფელდტი) იუჰან - ფინელი მწერალი და ჟურნალისტი (1861-1921 წწ).

აჰ პუჩი - სიკვდილის ღმერთი. მაიას ჯოჯოხეთის - მიტნალის - უზენაესი მმართველი.

აჰრამი („პირამიდები“) - ეგვიპტის ქალაქ კაიროში 1875 წლიდან გამომავალი ყოველდღიური გაზეთი.

აჰრიმანი (არიმანი) - ზოროასტრიზმში მთავარი ბოროტი ღვთაება, ბოროტი საწყისის განსახიერება, აჰურამაზდას ანტაგონისტი.

აჰტისაარი მაარტი - ფინეთის პრეზიდენტი 1994-2000 წლებში (დაიბადა 1937 წელს).

აჰურამაზდა

  1. უზენაესი ღვთაება ზოროასტრულ რელიგიაში, კეთილი შემოქმედი საწყისის განსახიერება.

  2. ორმუზდის ძველსპარსული სახელი.