The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ე)


უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ე)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ელერდაშვილი ალექსანდრე
თემატური კატალოგი ლექსიკონები
საავტორო უფლებები: © ელერდაშვილი ალექსანდრე
ლექსიკონის შექმნის თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
ლექსიკონის აღწერა: 22 000 სიტყვა დანართი ნობელის პრემიის ლაურიატები – 1901-2003 წწ შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილი „ფანტაზია“ 2004 წიგნი გამოცემულია ი/ს „ფანტაზია 2000“-ის მიერ აიწყო და დაკაბადონდა გაზეთ „ფანტაზიის“ კომპიუტერულ ცენტრში პირველი გამოცემა 2004 წელი



1

▲back to top


  1. ქართული ანბანის მეხუთე ასო. მისი სახელია „ენი“. შეესაბამება წინა რიგის საშუალო აწეულობის არალაბიალიზებულ ხმოვანს. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ციფრ ხუთს (5).

  2. ე! (საუბ.) - 1) იგივეა, რაც აი. 2) იგივეა, რაც ეი!

1.1 ეა

▲back to top


ეა (ეია)

  1. მდინარე რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ერთვის აზოვის ზღვას (სიგრძე - 311 კილომეტრი).

  2. კოლხეთის ძველი სახელწოდება.

  3. ქალაქი თესალიაში (ძველი საბერძნეთი).

  4. შუმერთა და შემდეგ ბაბილონელთა პანთეონის ღრმა წყალთა ბრძენი ღვთაება.

ეაგრე

  1. თრაკიის მითიური მეფე.

  2. არისტოფანეს თანამედროვე აქტიორი.

ეაგროსი (ეაგრე) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მდინარის ღმერთი, მუზა კალიოპეს ქმარი. ერთ-ერთი მითის მიხედვით, ორფევსის მამა.

ეაკიდე - ეაკოსის ვაჟი ან საერთოდ შთამომავალი. ეაკიდად ძირითადად აქილევსს მიიჩნევდნენ.

ეაკოსი (ეაკე) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსისა და ფერია ეგინას ვაჟი, კუნძულ ეგინას მითიური მეფე, ტელამონისა და პელევსის მამა, ეანტოს დიდი პაპა. სიკვდილის შემდეგ ქვესკნელის სამყაროს სამთაგან ერთ-ერთი მსაჯულთაგანი.

ეაკულაცია (ლათ.) - თესლის გადმონთხევა.

ეამი - (აბრევიატურა) საბერძნეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი ფრონტი, რომელიც 1941 წელს შეიქმნა.

ეანა - ტაძარი ურუქში.

ეანათუმი - შუმერის ქალაქ-სახელმწიფო ლაგაშის სახელმწიფოს მმართველთა პირველი დინასტიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მმართველი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 2450-2425 წწ).

ეანეში ანტონიუ დუშ სანტუშ რამალიუ - პორტუგალიის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, პორტუგალიის პრეზიდენტი 1976-86 წლებში (დაიბადა 1935 წელს).

ეანეში ჟილ - XV საუკუნის პორტუგალიელი ზღვაოსანი, 1433 წელს მიაღწია კანარის კუნძულებამდე.

ეანტები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ორი გმირის სახელი: დიდი ანუ ბუმბერაზი ეანტი და ეანტი მცირე. ტროას ომის მონაწილენი, რომელთა მეგობრობა განზოგადდა და გადატანითი მნიშვნელობით „განუყრელი მეგობრების“ სიმბოლოდ იქცა. იგივე აიაქსები.

ეარი - გაზაფხული (საბა).

ეასტ-ი - (რუსული აბრევიატურა) თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაცია.

1.2 ებ

▲back to top


ებაბარა (შუმერ. „მზის სახლი“) - მზის ტაძარი ქალაქ ლარსაში.

ებადი შირინ - იხილე აბადი შ.

ებალე - სპარტის მეფე (ძველი საბერძნეთი).

ებანი

  1. უძველესი ქართული მრავალსიმიანი სამუსიკო საკრავი.

  2. დაირა, დაფი.

ებანოიძე ლევან - მეცნიერი-ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (დაიბადა 1907 წელს).

ებეიტი - ყველაზე დიდი მლაშე ტბა რუსეთის ომსკის ოლქში, იშიმის ვაკეზე (ფართობი - 90-113 კვ. კმ. სიღრმე მერყეობს სხვადასხვა წლებში - 0,6-დან 3 მეტრამდე).

ებეკო - მოქმედი ვულკანი კუნძულ პარამუშირზე (რუსეთის სახალინის ოლქი).

ებელებენი - ქალაქი გერმანიის ტიურინგიის მხარეში, შედის კიფჰოიზერის რაიონში.

ებელი ჟან პიერ - ფრანგი ბიოქიმიკოსი (დაიბადა 1920 წელს).

ებელინგი ადოლფ - გერმანელი მწერალი 1827-1896 წწ).

ებელინგი კარლ - ჰოლანდიელი ენათმეცნიერი, იკვლევდა დაღესტნის ენებს (1892-1980 წწ).

ებერბახი - ქალაქი გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში (15 ათასი).

ებერდინი ჯორჯ - იხილე აბერდინი.

ებერდინშირი - საგრაფო (იგივე აბერდინი).

ებერი ანა - კანადელი პოეტი, დრამატურგი, პროზაიოსი ქალი; წერდა ფრანგულ ენაზე (1916-2000 წწ).

ებერი ჟაკ რენე - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე, მემარცხენე იაკობინელი, ჟურნალისტი (1754-1794 წწ).

ებერკრომბი - იხილე აბერკრომბი ლ.

ებერლე კრისტოფ - ავსტრიელი დირიჟორი (დაიბადა 1959 წელს).

ებერნი - ქალაქი გერმანიის ბავარიის მხარეში (8 ათასი).

ებერსვალდე (ებერსვალდე-ფინოვი) - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში, ბრანდენბურგის მხარეში (55 ათასი).

ებერსვალდ-ფინოვი - იხილე ებერსვალდე.

ებერსი გეორგ - გერმანელი ეგვიპტოლოგი და მწერალი (1837-1898 წწ).

ებერტი კარლ ჟოზეფ - გერმანელი ბაქტერიოლოგი (1835-1926 წწ).

ებერტი მაქს - გერმანელი არქეოლოგი, ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სპეციალისტი (1879-1929 წწ).

ებერტი ფრიდრიხ - გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი. ქვეყნის პრეზიდენტი, 1919-25 წლებში (1871-1925 წწ).

ებერტისტები - საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს: მემარცხენე პოლიტიკური დაჯგუფება იაკობინელთა რიგებში (მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელის ჟ.რ.ებერის გვარის მიხედვით).

ებერშტი იაკობ - ჟაკ ოფენბახის ნამდვილი გვარი.

ებერჰარდი - გერმანული წარმოშობის სახელი მამაკაცისა, წარმოდგა გერმანული სიტყვებისგან: „ებერ“ (ტახი) და „ჰარდ“ (მაგარი, მტკიცე).

ებერჰარდი დენის - ამერიკელი კომპოზიტორი (1943-2005 წწ).

ებიკონი - ქალაქი შვეიცარიის ლუცერნის კანტონში.

ებილვილი - ქალაქები აშშ-ს ლუიზიანას (11 ათასი) და სამხრეთ კაროლინას (6 ათასი) შტატებში.

ებინგჰაუზი ჰერმან - გერმანელი ფსიქოლოგი, ასოციაცინისტური ფსიქოლოგიის წარმომადგენელი (1850-1909 წწ).

ები-ნური - გაუდინარი მლაშე ტბა ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

ებისუ - წარმატების მომნიჭებელი ერთ-ერთი შვიდთაგანი ღმერთი იაპონურ მითოლოგიაში.

ებიჰარა ჰიროიუკი - იაპონელი პროფესიონალი მოკრივე, მსოფლიოს ჩემპიონი უმჩატეს წონაში WBA-ს ვერსიით XX საუკუნის 60-იან წლებში (1940-1991 წწ).

ებლა - უძველესი სავაჭრო ქალაქი-სახელმწიფო ევფრატის დასავლეთ ნაპირზე, სირიაში, ძვ.წ.აღ. I საუკუნეში.

ებლინგი რიჩარდ - ამერიკელი ეკონომისტი (დაიბადა 1950 წელს).

ებნერ-ეშენბახი მარი ფონ - ავსტრიელი მწერალი ქალი (1830-1916 წწ).

ებნერი კლაუს - ავსტრიელი მწერალი (დაიბადა 1964 წელს).

ებნისი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მჭადიჯვრის თემის საკრებულო), ალევის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ნარეკვავის ხეობაში. ზღვის დონიდან - 1040 მეტრი, დუშეთიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 229 კაცი.

ებოლა - მდინარე კონგოში, მდინარე მონგალას ერთ-ერთი მდგენელი.

ებოლოვა - ქალაქი კამერუნის ცენტრალური სამხრეთის პროვინციაში (25 ათასი).

ებონიტი (ინგლ.) - მაგარი მასალა. რომელსაც იღებენ რეზინული შენარევების ვულკანიზაციით.

ებორიხი - დასავლელგერმანელი ტომების სვებების მეფე 583-584 წლებში.

ებოტი ედვინ ებოტ - ინგლისელი მწერალი, თეოლოგი (1838-1926 წწ).

ებოტი ჯეიკობ - ჩრდილოამერიკელი მწერალი, პასტორი ( 1803-1879 წწ).

ებრ (ებრივ) - თანდებული, რომელიც დაერთვის სახელთა ფუძეს ან ნათესაობით ბრუნვას და აღნიშნავს მსგავსებას.

ებრაელები (საკუთარი სახელი იეჰუდიმ) - მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ხალხი, წარმოშობილი პალესტინის ძველი მოსახლეობისაგან; მთელ მსოფლიოში 14 მილიონზე მეტი ებრაელი ცხოვრობს.

ებრაელთა ავტონომიური ოლქი - ავტონომიური წარმონაქმნი რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში, მდინარე ამურის აუზში. შეიქმნა 1934 წელს. ადმინისტრაციული ცენტრი - ბირობიჯანი.

ებრაიზმი - იხილე ჰებრაიზმი.

ებრაისტი - იხილე ჰებრაისტი.

ებრაისტიკა - იხილე ჰებრაისტიკა.

ებრალიძე არჩილ - მოჭადრაკე. ოსტატი (1941). საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი (1938, 39, 41, 46). მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ტიგრან პეტროსიანის პირველი მწვრთნელი (1908-1960 წწ).

ებრალიძე რევაზ - კინოსცენარისტი (ფილმები: „ამბავი ერთი ქალიშვილისა“, „უდიპლომო სასიძო“, „ქალაქი ადრე იღვიძებს“) (1921-1980 წწ).

ებრაული დამწერლობა - ანბანური კონსონანტური დამწერლობა. გამოყენება დაიწყეს ძვ.წ.აღ. III საუკუნიდან და იხმარება როგორც თვით ებრაული ენისთვის, ისე ევროპულ (იდიში) და თურქულ (ყარაიმული) ენებზე აღმოცენებული ებრაული მეტყველების გადმოსაცემად.

ებრაული ენა (სახესხვაობები: ივრითი, იდიში) - განეკუთვნება სემიტურ ენათა ქანაანურ ჯგუფს. მისი უძველესი ძეგლებია ბიბლია და სხვადასხვა ეპიგრაფიკული ქმნილებები (მაგალითად, გეზერის კალენდარი - ძვ.წ.აღ. VII ს), თანამედროვე ისრაელის ოფიციალური სახელმწიფო ენა.

ებრაული ქვა (წვრილი გრანიტი, პეგმატიტი) - გრანიტის სტრუქტურული სახესხვაობა, რომელშიც მინდვრის შპატი და კვარცი ერთმანეთთან კანონზომიერადაა შეზრდილი.

ებრენიკი - თეთრ-მარცვალი დიკა (საბა).

ებრო - მდინარე ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სათავეს იღებს კანტაბრიის მთებში, ერთვის ხმელთაშუა ზღვას (აუზის ფართობი - 86,8 ათასუ კვ.კმ. სიგრძე - 928 კილომეტრი).

ებუდი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ებულიოსკოპია (ლათ.) - კვლევის ფიზიკურ-ქიმიური მეთოდი, დაფუძნებულია ამა თუ იმ ნივთიერების ხსნარის დუღილის ტემპერატურის ამაღლების გაზომვაზე.

1.3 ეგ

▲back to top


ეგ - ქართული ენის ჩვენებითი ნაცვალსახელი, მიუთითებს მეორე პირთან ახლოს მდებარე საგანზე, გამოყენებულია მესამე პირის ნაცვალსახელადაც.

ეგადის კუნძულები - მდებარეობს ხმელთაშუა ზღვაში, ეკუთვნის იტალიას.

ეგალიტარიზმი (ფრანგ.) - კონცეფცია საყოველთაო გათანაბრებისა, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების პრინციპისა.

ეგარსლან ბაკურციხელი - XIII საუკუნის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, მონაწილეობდა კოხტასთავის შეთქმულებაში.

ეგაძე ოთარ - დრამატურგი, ხელოვნების კრიტიკოსი (დაიბადა 1913 წელს).

ეგბერტი - უესექსის მეფე 802-839 წლებში, რომელმაც ანგლოსაქსონური ინგლისის დიდი ნაწილი გააერთიანა (გარდაიცვალა 839 წელს).

ეგე (იეგე) ლადისლავ (ნამდვილი გვარი ნადაში) - სლოვაკი მწერალი (1866-1940 წწ).

ეგე

  1. ქალაქი აქაიაში.

  2. კუნძული ქიოსთან (ძველი საბერძნეთი).

ეგებ (ეგება, ეგების) - იგივეა, რაც „იქნებ“.

ეგედე-ნისენი ადამ-იალმარ - ნორვეგიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1868-1953 წწ).

ეგეთი - როგორც ეგ არის, მაგისნაირი.

ეგეიონი - ეგეოსის ტაძარი ძველ ათენში.

ეგელნი - ქალაქი გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში.

ეგეოსი (ეგევსი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ათენის მეფე, კეკროპის შვილიშვილი, პანდიონის ვაჟი, თეზევსის მამა. თავი ზღვაში დაიხრჩო და ამ ზღვას მისი სახელი ეწოდა.

ეგეოსის ზღვა - ნახევრად დახშული ზღვა ხმელთაშუა ზღვის აუზში, ბალკანეთისა და მცირე აზიის ნახევარკუნძულებს შორის. ფართობი 191 ათასი კვ.კმ. მაქსიმალური სიღრმე - 2561 მეტრი.

ეგეოსის კულტურა (კრეტა-მიკენის კულტურა) - ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ.აღ. III-II ათასწლეული) კულტურა, გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში.

ეგერ (დიალექტ.) - აი იქ, აგერ იქ.

ეგერევი ვიქტორ - რუსი არქიტექტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორი (დაიბადა 1923 წელს).

ეგერი - ქალაქი უნგრეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ჰევეშის მედიეს ადმინისტრაციული ცენტრი (65 ათასი).

ეგერი (გერმ.)

  1. პროფესიონალი მონადირე, რომელიც ქირით მუშაობს.

  2. ზოგი ქვეყნის არმიებში განსაკუთრებული მსროლელი ნაწილების ჯარისკაცი.

ეგერია - რომაულ მითოლოგიაში წყაროდ ქცეული ქალი, რომლის კულტი გადატანითი მნიშვნელობით მრჩეველ, ხელმძღვანელ ქალს ნიშნავს.

ეგერმეისტერი - რუსეთის იმპერიაში საიმპერატორო ნადირობის ხელმძღვანელი.

ეგერტი ჯონ ემილ მაქს - გერმანელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი (1891-1973 წწ).

ეგერშეგი (ეგერსეგი) კრისტინა - უნგრელი სპორტსმენი ქალი (ზურგზე ცურვა, კომპლექსური ცურვა), 1988 წელს 14 წლის ასაკში გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, 1992 და 1996 წლების ოლიმპიადებზე კიდევ ოთხჯერ გაიმარჯვა. მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი (დაიბადა 1974 წელს).

ეგესტატე - ძველრომაელთა წარმოდგენით, სიღარიბისა და მათხოვრობის განსახიერება. გამოისახებოდა ხელგაწვდილად ჯოჯოხეთის კართან.

ეგვიპტე (ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა, jumhuriiaTi misr al-arabia).

  • სახელმწიფო აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილსა და სინაის ნახევარკუნძულზე. ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ისრაელს, სამხრეთით - სუდანს, დასავლეთით - ლიბიას. ჩრდილოეთიდან აკრავს ხმელთაშუა ზღვა, ხოლო აღმოსავლეთიდან წითელი ზღვა.

  • დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1922 წლის 28 თებერვალი.

  • მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბლიკა.

  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

  • ფართობი - 1 001 450 კვ.კმ.

  • დაყოფილია 27 საგუბერნატოროდ (მუჰაფაზად).

  • მოსახლეობა - 78 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 74 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • დედაქალაქი - კაირო.

  • ოფიციალური ენა - არაბული.

  • ეროვნული ვალუტა - ეგვიპტური გირვანქა.

  • ქვეყნის კოდი - EGY.

  • დროის სარტყელი - UTC +2.

  • სატელეფონო კოდი - +20.

  • ინტერნეტ-დომენი - eg.

ეგვიპტელები - ეგვიპტის ძირითადი მოსახლეობა (54,5 მილიონი).

ეგვიპტოლოგია - აღმოსავლეთმცოდნეობის ერთ-ერთი დარგი, რომელიც ძველი ეგვიპტის ენას, დამწერლობას, კულტურას და არქეოლოგიურ ძეგლებს შეისწავლის.

ეგვიპტოსი - ეგვიპტის მითიური მეფე, 50 ვაჟის მამა.

ეგვიპტური - ეგვიპტისათვის დამახასიათებელი.

ეგვიპტური გირვანქა - ფულის ერთეული ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, უდრის 100 პიასტრს.

ეგვიპტური დამწერლობა - იეროგლიფური დამწერლობა, რომელსაც იყენებდნენ ძველ ეგვიპტეში. უძველესი ტექსტები მიეკუთვნება ძვ.წ.აღ. IV ათასწლეულის ბოლოს.

ეგვიპტური ენა - ძველი ეგვიპტელების აწ მკვდარი ენა, განეკუთვნება სემიტურ-ქამიტურ ენათა ოჯახს.

ეგვტერი და ეკვდერი (ბერძნ.)

  1. ეკლესიის მოშორებით ცალკე აგებული ან ეკლესიას მიშენებული მცირე ნაგებობა; სამლოცველო.

  2. ეკლესიას მიდგმული საგვარეულო სასაფლაო, საძვალე.

ეგზალტაცია (ლათ.) - უკიდურესად აღგზნებული ან აღფრთოვანებული მდგომარეობა, რაც რეფრაქტორული პერიოდის შემდეგ წარმოიქმნება ნერვულ ქსოვილში.

ეგზალტირებული - უკიდურესად აღგზნებული, აღფრთოვანებული.

ეგზამენი (ლათ.) - ძველად ითქმოდა „გამოცდის“ სანაცვლოდ.

ეგზამინატორი - გამომცდელი.

ეგზარაცია (ლათ.) - მყინვარული ეროზია, მყინვარის მოქმედება ხმელეთის ზედაპირზე, რის შედეგადაც წარმოიქმნება რელიეფის მყინვარული ფორმები.

ეგზარქატი - მართლმადიდებელ ეკლესიაში რამდენიმე ეპარქიის გამაერთიანებელი საეკლესიო ოლქი.

ეგზარქოსი (ბერძნ)

  1. ძველბერძენთა ქურუმთუფროსი.

  2. ბიზანტიაში ბარბაროსთაგან წართმეული ოლქის მმართველი.

  3. დღეს - მართლმადიდებელთა ეგზარქატის თავი, ავტოკეფალიას მოკლებული ეკლესიის მღვდელმთავარი.

ეგზეგეზა (ბერძნ.)

  1. ზოგადად რელიგიური შინაარსის მქონე ძველი ტექსტების განმარტება.

  2. კონკრეტული კანონიკური ტექსტების (ბიბლიის, ყურანის) განმარტება.

ეგზეგეტიკა (ბერძნ.) - ღვთისმეტყველების დარგი, რომლის მიზანია საღმრთო წერილის - ბიბლიის (დაბადების) - ახსნა-განმარტება.

ეგზეკვატურა (ლათ.)

  1. ოფიციალური დოკუმენტი, რომ კონსულს სცნობს მიმღები სახელმწიფოს მთავრობა.

  2. სხვა ქვეყანაში გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება მოცემულ ქვეყანაში.

ეგზეკუტორი (ლათ.)

  1. ძველ რუსეთში მოხელე, რომელიც დაწესებულების მეურნეობას განაგებდა.

  2. ზოგ ქვეყანაში - ჯალათი.

ეგზეკუცია (ლათ.) - დამსჯელი რაზმების ჩაყენება მთავრობის საწინააღმდეგოდ განწყობილ სოფლებში.

ეგზემა (ბერძნ.) - კანის ანთებითი დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია გამონაყარი, ბუგრები, ბუშტუკები, ჩირქგროვა.

ეგზემპლარი (ლათ.) - ერთგვაროვანი საგნების ცალკეული ნიმუში.

ეგზემპლიფიკაცია (გერმ.) - ახსნა მაგალითების საშუალებით, საილუსტრაციო მასალის დართვა.

ეგზერსისი (ფრანგ.) - სავარჯიშო, ვარჯიში (ჩვეულებრივ, მუსიკაში).

ეგზიბიციონიზმი - იხილე ექსჰიბიციონიზმი.

ეგზითპოლი (ინგლ.) - არჩევნებში მონაწილე პირთა გამოკითხვა საარჩევნო პუნქტიდან გამოსვლისთანავე.

ეგზისტენციალი - გერმანული ეგზისტენციალური ფილოსოფიის წარმომადგენლის, მ. ჰაიდეგერის მიერ შემოღებული ტერმინი; აღნიშნავს ადამიანის ყოფიერების ძირითად სტრუქტურას, რითაც განსხვავდება კატეგორიისაგან.

ეგზისტენციალიზმი (ლათ.) - მიმართულება თანამედროვე ფილოსოფიაში; მისი ძირითადი თემაა პიროვნების ბედ-იღბალი თანამედროვე სამყაროში, რწმენა და ურწმუნობა, სიცოცხლის აზრის დაკარგვა და შეძენა.

ეგზიტპოლი - იხილე ეგზითპოლი.

ეგზო (ბერძნ.) - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი, აღნიშნავს გარეთ, რისამე გარეშე მყოფს.

ეგზოასკები - სოკოების ოჯახი ჩანთიანების კლასისა, ძირითადად ვარდისებრთა და არყისებრთა ოჯახის მერქნიანი მცენარეების პარაზიტია.

ეგზობიოლოგია - ექსპერიმენტალური სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც იკვლევს სიცოცხლის დედამიწის გარეშე ფორმებს.

ეგზოგამია (ბერძნ.) - ჩვეულება, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ქორწინება ერთი და იმავე გვარის ან თემის წარმომადგენლებს შორის.

ეგზოგენური (ბერძნ.) - რაც წარმოიქმნება დედამიწის ზედაპირზე გარეშე ძალების ზემოქმედებით.

ეგზოდერმა (ბერძნ.) - იგივეა, რაც ექტოდერმა.

ეგზოთერმული - რაც დაკავშირებულია სითბოს გამოყოფასთან.

ეგზოკრინული ჯირკვლები - ცხოველებისა და ადამიანის ჯირკვლები, რომლებიც სეკრეტს სპეციალური სადინარებით გამოყოფენ სხეულის ზედაპირზე.

ეგზომ - ამდენად, მაგდენად.

ეგზომი - ამოდენა, მაგოდენა.

ეგზოსტოსი - ერთჯერადი ან მრავალჯერადი წანაზარდები ძვლის ზედაპირზე.

ეგზოსფერო - ატმოსფეროს ზედა შრე.

ეგზოტერიკული (ბერძნ.) - რაც საიდუმლოს არ წარმოადგენს და განკუთვნილია ყველასათვის (ითქმის რელიგიური წესების, მისტიკურ მოძღვრებათა, მაგიურ ფორმულათა შესახებ).

ეგზოტი (ბერძნ.) - უცხო ქვეყნიდან შემოტანილი მცენარე (ან შემოყვანილი ცხოველი), რომელიც ადგილობრივი ჰავისათვის არ არის დამახასიათებელი.

ეგზოტიკა (ბერძნ.) - ყველაფერი ის (ბუნება, ყოფა-ცხოვრება, კულტურა), რაც უჩვეულოა ევროპის ქვეყნებისათვის.

ეგზოტიკური

  1. ევროპის ქვეყნებისათვის, ევროპელთათვის უჩვეულო.

  2. (გადატანით) საოცარი, განსაცვიფრებელი.

ეგზოფთალმი - თვალის კაკლის გადმოკარკვლა თვალის ბუდიდან.

ეგიალევსი - ზოგი ბერძნული მითის თანახმად, მედეას ძმა, იგივე აფსირტე, ერთი ეპიგონთაგანი.

ეგიალეია - ძველი ბერძნული მითის თანახმად, არგოსის მეფის ადრასტეს ქალიშვილი.

ეგიდა (ეგიდე) - ძველბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰეფესტოს მიერ ზევსისათვის გაკეთებული ფარი. გადატანითი მნიშვნელობით ეგიდე მფარველობას, დაცვას, ფარს ეწოდება.

ეგიინგოლი - იხილე ეგინგოლი.

ეგიკა - ვესტგოთების მეფე 687-701 წლებში (610-702 წწ).

ეგიკორეოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, იონიელთა მითიური წინაპრის - იონის ვაჟი. ერთ-ერთი ატიკური ფილის ეპონიმი.

ეგილეა - კუნძული ევბეის სანაპიროსთან (ძველი საბერძნეთი).

ეგიმიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დორიელთა მითიური მეფე, ჰერაკლეს მოკავშირე.

ეგინა

  1. კუნძული ეგეოსის ზღვაში, ეკუთვნის საბერძნეთს.

  2. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფერია, მდინარის ღმერთის - ასოპოსის (ასოპეს) - ქალიშვილი.

ეგინგოლი (ეგიინგოლი) - მდინარე სელენგის მარცხენა შენაკადი მონღოლეთში.

ეგიოხი (ეგიოხოსი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსის ერთ-ერთი მეტსახელი, ეპითეტი (ნიშნავს „ეგიდეს მპყრობელს“).

ეგიპტე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ბელეს ვაჟი, ეგვიპტის მითიური მეფე.

ეგიპტიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ოიდიპოსის მეგობარი.

ეგისთე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აგამემნონის მკვლელი, კლიტემნესტრას საყვარელი, მიკენეს მეფე შვიდი წლის განმავლობაში.

ეგკი ვერნერ - გერმანელი კომპოზიტორი (1901-1983 წწ).

ეგლე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თესევსის მეუღლე.

ეგლომიზე - ხეზე ან მინაზე შესრულებული ორნამენტი, რომელიც კლასიციზმის ეპოქაში იყო პოპულარული.

ეგმონტი ლამორალ - გრაფი, ესპანეთის მხედართმთავარი და ნიდერლანდის სახელმწიფო მოღვაწე, ნიდერლანდში ანტიესპანური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ისტორიას შემორჩა „ეგმონტ“-ის სახელით (1522-1568 წწ).

ეგმონტი

  1. იოჰან ვოლფგანგ გოეთეს დრამა (1788 წ).

  2. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის უვერტიურა და ცხრა მუსიკალური ფრაგმენტი გოეთეს დრამისათვის (1809-1810 წწ).

  3. ეროვნული პარკი ახალ ზელანდიაში (შეიქმნა 1900 წელს).

ეგმონტის კუნძულები - შედის ჩაგოსის არქიპელაგში (ინდოეთის ოკეანე).

ეგნატაშვილი ბერი - ისტორიკოსი, ჩამომავლობით აზნაური (გარდაიცვალა დაახლოებით XVIII საუკუნის მეორე ნახევარში).

ეგნატაშვილი გიორგი - სპორტსმენი, ტანმოვარჯიშე, პედაგოგი და მოღვაწე, ქართული სატანვარჯიშო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1885-1962 წწ).

ეგნატაშვილი სიმონ იაგორის ძე (იგნატიევი) - XVIII საუკუნის მეორე ნახევრის მწიგნობარი, მთარგმნელი. ცხოვრობდა მოსკოვის ქართველთა კოლონიაში.

ეგნაცია - ძველრომაული ქალაქი, რომელიც იტალიის პროვინცია აპულიაში მდებარეობდა ძვ.წ.აღ. IV-III საუკუნეებში.

ეგოიანი ატომ - სომხური წარმოშობის კანადელი რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი (დაიბადა 1960 წელს).

ეგოიზმი (ფრანგ.) - საკუთარი ინტერესების საზოგადოებრივზე წინ დაყენება, მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ზრუნვა.

ეგოისტი - ეგოიზმით შეპყრობილი ადამიანი.

ეგოისტური - ეგოისტის დამახასიათებელი.

ეგონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არგოსის მითიური მეფე.

ეგორიევსკი - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (75 ათასი).

ეგორლიკი - მდინარე ჩრდილო კავკასიაში (სტავროპოლის მხარე), მანიჩის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 448 კილომეტრი).

ეგოროვა ლუბოვ - რუსი სპორტსმენი ქალი, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონი სათხილამურო სპორტში (დაიბადა 1966 წელს).

ეგოროვი ალექსანდრე - საბჭოთა კავშირის მარშალი (1883-1939 წწ).

ეგოროვი ალექსეი - რუსი ფერმწერი, წარმოშობით ყალმუხი, კლასიციზმის წარმომადგენელი (1776-1851 წწ).

ეგოროვი ბორის - რუსი კოსმონავტი, საბჭოთა კავშირის გმირი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, 1964 წელს იფრინა კოსმოსში (1937-1994 წწ).

ეგოროვი ვლადიმირ - თეატრისა და კინოს რუსი მხატვარი (1878-1960 წწ).

ეგოროვი იური - რუსი კინორეჟისორი და სცენარისტი (1920-1982 წწ).

ეგორშინო - სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქის ქალაქ არტემოვსკის სახელი 1938 წლამდე.

ეგოს-პოტამოსი - მდინარე თრაკიის ქერსონესში (ძველი საბერძნეთი).

ეგოტიზმი (ფრანგ.) - გადაჭარბებული წარმოდგენის ქონა საკუთარ თავზე, საკუთარ ღირსებასა და მნიშვნელობაზე.

ეგოტოვი ივან - რუსი არქიტექტორი, კლასიციზმის წარმომადგენელი (1756-1814 წწ).

ეგოფსიქოლოგია - სიღრმისეული ფსიქოლოგიის მიმდინარეობა, რომელიც წინა პლანზე შეგნებულ „მე“-ს აყენებს, როგორც წარმმართველ ძალას ფსიქიკის ინტეგრაციის დროს.

ეგოცენტრიზმი (ლათ.) - ეგოიზმისა და ინდივიდუალობის გამოვლენის უკიდურესი ფორმა; საკუთარი პიროვნებით გატაცება, წარმოდგენა, რომ იგი ქვეყნიერების ცენტრია.

ეგოცენტრული მეტყველება - სკოლამდელი ასაკის ბავშვთა მეტყველების განსაკუთრებული ფორმა, ბავშვის ლაპარაკი საკუთარ თავთან.

ეგრე - მაგნაირად.

ეგრეთწოდებული (შემოკლებით „ე.წ.“)

  1. ამ სახელის მატარებელი, ამ სახელით ცნობილი.

  2. იხმარება, როდესაც მთქმელი უნდობლად ეპყრობა, ირონიით აღნიშნავს რასმე.

ეგრეტი (ფრანგ.) - ქალის თავსაბურავზე (შლაპაზე) დამაგრებული, ზევით აშვერილი ფრთა ან სხვა რამე მსგავსი სამკაული.

ეგრეში გაბორ - უნგრელი მსახიობი (1808-1866 წწ).

ეგრი (ეგრისი) - ისტორიული ქალაქი მდინარე ენგურის ქვემო წელში. დაუარსებია ლეგენდარულ ეთნარქ ეგროსს.

ეგრიდირი - ტბა თურქეთის ტავრის მთებში.

ეგრისელაშვილი გიორგი (ფსევდონიმები „დრაკო ლოკჰარდი“, „ჯორჯ ლოკჰარდი“) - მწერალი-ფანტასტი (დაიბადა 1976 წელს).

ეგრისი (ეგრი, ეგური)

  1. ფართო მნიშვნელობით - დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდება.

  2. ვიწრო მნიშვნელობით - რიონსა და ეგრისწყალს (ვარაუდით დღევანდელი ენგური, ოხოჯა ან ღალიძგა) შორის მოქცეული ტერიტორიის ისტორიული სახელწოდება.

ეგრისის სამეფო (ლაზიკის დამეფო) - ძველი ქართული სამეფო დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, წარმოიქმნა კოლხეთის სამეფოს დაშლის შემდეგ დაახლოებით ახ.წ.აღ. I საუკუნეში. იარსება VIII საუკუნის ბოლომდე.

ეგრისის ქედი (სამეგრელოს ქედი, ოდიშის ქედი) - ქედი მესტიის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

ეგრისისწყალი (ეგრისის წყალი) - ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, მდინარე დასავლეთ საქართველოში, ვარაუდით უნდა იყოს ენგური, ოხოჯა ან ღალიძგა.

ეგროსი - ლეონტი მროველის მიხედვით, ქართველთა ერთ-ერთი ლეგენდარული ეთნარქი.

ეგუავონი ავგუსტინ - ნიგერიელი ფეხბურთელი (დაიბადა 1965 წელს).

ეგუდინი ვალერი - რუსი მომღერალი, ტენორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1937 წელს).

ეგუესი - მუნიციპალიტეტი ესპანეთში, შედის ნავარის პროვინციაში.

ეგუკა - კორეის რესპუბლიკის ჰიმნის სახელწოდება.

ეგური - იხილე ეგრისი.

ეგუტი კიიოსი (ეგუტი კანი) - იაპონელი მწერალი (1887-1975 წწ).

ეგუტია მარლენ - მსახიობი (დაიბადა 1937 წელს).

ეგუტერი (ფრანგ.)

  1. იხილე ეგვტერი.

  2. ბადეგადაკრული გორგოლაჭი ქაღალდის ზედაპირის გასასწორებლად.

ეგფრიტი - ნორტუმბრიის მეფე 670-685 წლებში.

1.4 ედ

▲back to top


ედა

  1. უმცროსი (სნორის ედაანუ, პროზაული ედა) - ძველისლანდიური ლიტერატურის ძეგლი, სკალდების პოეტიკის სახელმძღვანელო. შედგენილია 1222-23 წლებში.

  2. უფროსი - ძველი ისლანდიური მითოლოგიური და საგმირო სიმღერების კრებული. შექმნილია XIII საუკუნის შუა წლებში.

  3. (აბრევიატურა) - საბერძნეთის პოლიტიკური პარტია, რომელმაც საბერძნეთის მემარცხენე პოლიტიკური ძალები გააერთიანა XX საუკუნის მეორე ნახევარში.

ედაფონი (ბერძნ.) - ნიადაგში მცხოვრებ ორგანიზმთა ერთობლიობა.

ედგარ ეტელინგი - ინგლისის ტახტის ანგლოსაქსონელი პრეტენდენტი ჰაროლდ II-ის სიკვდილის შემდეგ (გარდაიცვალა 1125 წელს).

ედბალდი - კენტის სამეფოს (დიდი ბრიტანეთი) მეფე 616-640 წლებში, ეტელბერტ I-ის და ბერტას ვაჟი.

ედბერგი სტეფან - შვედი ჩოგბურთელი, მსოფლიოს პირველი ჩოგანი XX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში (დაიბადა 1966 წელს).

ედბერტი - ნორტუმბრიის მეფე 737-758 წლებში.

ედგარი

  1. მერსიისა და ნორტუმბრიის მეფე 957 წლიდან, უესექსისა 959 წლიდან (943/944-975 წწ).

  2. ჯაკომო პუჩინის ოპერა (დაიწერა 1889 წელს).

ედე

  1. ქალაქი ნიდერლანდის გელდერლანდის პროვინციაში (90 ათასი).

  2. ქალაქი ნიგერიის ოიოს შტატში.

ედეა - ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ კამერუნში.

ედეიენ-მურზუქი (იდეჰან-მურზუქი) - ქვიშრობი უდაბნო ლიბიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (დაახლოებით 200 ათასი კვ.კმ).

ედეიენ-უბარი (იდეჰან-უბარი) - ქვიშრობი უდაბნო საჰარის ცენტრალურ ნაწილში (ლიბია).

ედელვაისი (გერმ. edel - კეთილშობილი და wei - თეთრი. Leontopodium alpinum) - მთის ბალახოვანი მცენარე; იკეთებს მოყვითალო თეთრ ყვავილს. გავრცელებულია ევრაზიაში. ალპიური ედელვაისი - იკეთებს ქათქათა თეთრ ყვავილს (ამჟამად ძალზე იშვიათია).

ედელმანი ჯერალდ მორის - ამერიკელი ბიოქიმიკოსი. 1972 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი რ.რ.პორტერთან ერთად (დაიბადა 1929 წელს).

ედელფელტი ალბერტ - ფინელი ფერმწერი-პორტრეტისტი (1854-1905 წწ).

ედემი (ძვ.ებრ. „ედენ“ წარმოდგება შუმერულიდან და ნიშნავს „ველს“)

  1. მითიური ადგილი, სადაც ძველებრაელთა ტრადიციით არსებობდა მიწიერი სამოთხე, წალკოტი. იქ ცხოვრობდნენ ადამი და ევა, ვიდრე გველი აცდუნებდათ.

  2. (გადატანით) თვალწარმტაცი, ყველა სიკეთით შემკობილი ადგილი.

ედენა (ედენისა)

  1. მწვერვალი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონზე (3951 მეტრი).

  2. მყინვარი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

ედენი ნილს - შვედეთის პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი (1860-1932 წწ).

ედენი ფრედერიკ ვან - ნიდერლანდელი მწერალი (1860-1932 წწ).

ედესა - ქალაქები: ძველ შუამდინარეთში და მაკედონიაში.

ედესის საგრაფო - პირველი ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც დააარსეს ჯვაროსნებმა XI საუკუნის დამლევს მახლობელ აზიაში.

ედვანსტ მაიკრო დივაისიზ - ამერიკული კორპორაცია, რომელიც ინტეგრალური სქემების, ელექტრონული სქემების და კომპიუტერის კომპონენტების წამყვან შემქმნელად და მწარმოებლად ითვლება. დაარსებულია 1969 წელს. შტაბ-ბინა მდებარეობს აშშ-ს კალიფორნიის შატატის ქალაქ სანივეილში.

ედვარდსი ხორხე - ჩილელი მწერალი (დაიბადა 1931 წელს).

ედვარდსი ჯონათან - ამერიკელი ღვთისმეტყველი, ახალი ინგლისის რელიგიური მოღვაწე, მისტიკოსი და ფუნდამენტალისტი (1703-1758 წწ).

ედი დონ - ამერიკელი მხატვარი (დაიბადა 1944 წელს).

ედი ემილ ფრანსუა დეზირე - ფრანგი რევოლუციონერი, პარიზის კომუნის (1871 წ) მოღვაწე (1843-1888 წწ).

ედიბერიძე ალექსანდრე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ქირურგიული სტომატოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში (1898-1978).

ედიგეი

  1. თეთრი ურდოს ემირი, ნოღაის ურდოს დამაარსებელი, 1399 წლიდან ოქროს ურდოს მმართველი (1352-1419 წწ).

  2. (იდიგე) - ყაზახ, უზბეკ, თათარ, ბაშკირ და სხვა ხალხებს შორის გავრცელებული ჰეროიკული ეპოსი, შექმნილია XV საუკუნის I ნახევარში.

ედიკულა - ანტიკურ არქიტექტურაში ნიშა, რომელიც კოლონების ან პილასტრების ზემოთ იყო განლაგებული.

ედილაშვილი (ედილი) ზაქარია - საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პროფესიით ექიმი ვეტერინარი (1873-1956 წწ).

ედილი (ლათ.) - ძველ რომში - ტრიბუნის თანაშემწე, რომელსაც ევალებოდა ტაძრების, გზების, ბაზრების მეთვალყურეობა, ქალაქის მომარაგება სურსათით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სხვა, იყო არჩევითი თანამდებობა.

ედინბურგი - დიდი ბრიტანეთის შოტლანდიის მთავარი ქალაქი (470 ათასი).

ედინგტონი ართურ სტენლი - ინგლისელი ასტრონომი (1882-1944 წწ).

ედინეცი (ედინცი) - ქალაქი მოლდავეთში.

ედინცი - იხილე ედინეცი.

ედინსტვო - უკიდურეს მემარჯვენე მენშევიკ-ობორონელების, ყოფილ ლიკვიდატორთა ჯგუფი. არსებობდა 1914-18 წლებში, რუსეთის ქალაქებში.

ედირნე - ქალაქი თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თრაკიაში (105 ათასი).

ედირონდეკი - იხილე ადირონდაკი.

ედისა (ედისისა) - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ედისონი თომას ალვა - გამოჩენილი ამერიკელი გამომგონებელი და მეწარმე (1847-1931 წწ).

ედის ჯვარი - მწვერვალი ხარაგაულისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ლიხის ქედზე.

ედიტორული (ლათ.) - გამოცემის ხასიათისა, გამომცემლობითი.

ედიფიკატორები (ედიფიკატორული მცენარეები) - მცენარეები, რომლებიც ძირითად როლს ასრულებენ ფოტოცენოზის შექმნაში.

ედიქილისა - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

ედიქტი (ლათ.)

  1. სხვადასხვა სახელმწიფოში უმაღლესი ხელისუფლების ბრძანებულება განსაკუთრებული მნიშვნელობისა.

  2. ძველ რომში - მაგისტრატის (პრეტორი, პროვინციის მმართველის) განცხადება თანამდებობის დაკავების დროს, შეიცავდა ერთგვარ პროგრამას.

ედიცია (ლათ.) - ტექსტის მეცნიერული გამოცემა, ტექსტოლოგიის ერთ-ერთი გამოყენებითი სახესხვაობა.

ედლისი იური - რუსი დრამატურგი, მწერალი (დაიბადა 1929 წელს).

ედლუნდი ერიკ - შვედი ფიზიკოსი (1819-1888 წწ).

ედლუნდი რიჩარდ - კინოს სპეცეფექტების ამერიკელი მხატვარი (დაიბადა 1940 წელს).

ედმერი - შუა საუკუნეების ინგლისელი ისტორიკოსი და ღვთისმეტყველი (დაახლოებით 1060-1124 წწ).

ედმონტონი - ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ კანადაში, მდინარე სასკაჩევანის ნაპირზე. ალბერტას პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (620 ათასი).

ედმონტონ ოილერზი (ედმონტონელი მენავთობეები) - კანადის პროფესიული ჰოკეის კლუბი NHL-ში. დაარსებულია 1979 წელს.

ედნა - ქალწულთ(ა) წინდობისა ჟამისა ნიჭი არს (საბა).

ედო - იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს ოფიციალური სახელი 1869 წლამდე.

ედობე (ედოუბი) - იხილე ადობე.

ედომი (იდუმეა) - ძველი მთაგორიანი ქვეყანა სამხრეთ პალესტინაში, თანამედროვე იორდანიის ტეტრიტორიაზე.

ედრი (ბერძნ.) - რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს რანდენიმე ზედაპირით, წახნაგით შემოსაზღვრულს.

ედრიანი (ეიდრიანი) ედგარ დუგლას - ამერიკელი ფიზიოლოგი. 1932 წლის ნობელის პრემიის ლაურტეატი ჩ.ს.შერინგტონთან ერთად (1889-1977 წწ).

ედსელ-ფორდი - მთები ანტარქტიდის დასავლეთ ნაწილში.

ედსტრემი იუჰანეს ზიგფრიდი - საერთაშორისო სპორტული მოძრაობის მოღვაწე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მეოთხე პრეზიდენტი 1946-52 წლებში. (1870 1964 წწ).

ედუარდ - ინგლისის მეფეები

ედუარდ I - პლანტაგენეტთა დინასტიის წარმომადგენელი, ჰენრი მესამის ძე, მეფე 1272 წლიდან (1239-1307 წ).

ედუარდ II - ედუარდ I-ის ძე, მეფე 1307 წლიდან (1284-1327 წწ).

ედუარდ III - ედუარდ II-ის ძე, მეფე 1327 წლიდან, (1312-1377 წწ).

ედუარდ IV - იორკების დინასტიის პირველი წარმომადგენელი, მეფე 1461 წლიდან, (1442-1483 წწ).

ედუარდ VI - ტიუდორთა დინასტიის წარომადგენელი, ჰენრი VIII-ის ძე, მეფე 1547 წლიდან (1537-1553 წწ).

ედუარდ VII - დედოფალ ვიქტორიას ძე, მეფე 1901 წლიდან (1841-1910 წწ).

ედუარდ VIII - ჯორჯ V-ის ძე, მეფე 1936 წლის 20 იანვრიდან 11 დეკემბრამდე, უარი განაცხადა ტახტზე თავისი ძმის, ჯორჯ V-ის სასარგებლოდ (1894-1972 წწ).

ედუარდ აღმსარებელი - ანგლოსაქსთა მეფე (დაახლოებით 1003-1066 წწ).

ედუარდ VI-ის ნახევარკუნძული - მერი ბერდის (დასავლეთი ანტარქტიდა) მიწის უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი წერტილი.

ედუარდზი ჯონათან - ამერიკელი რელიგიის ფილოსოფოსი, თეოლოგი (1703-1768 წწ).

ედუარდი - ტბა მდინარე ნილოსის სისტემაში, კონგოსა და უგანდის საზღვარზე, იგივე იდი-ამინ-დადა (სიღრმე 111 მეტრამდე).

ედუები - გალიის ტერიტორიაზე მცხოვრები კელტური ტომები.

ედუსა - რომაულ მითოლოგიაში - ბავშვების კვების მფარველი ღმერთქალი.

ედფუ (იდფუ) - უძველესი ქალაქი ეგვიპტეში, ნეკროპოლისი.

ედშმიდი კაზიმირ (ნამდვილი სახელი და გვარი ედუარდ შმიდი) - გერმანელი მწერალი (1890-1966 წწ).

1.5 ეე

▲back to top


ეე (ეეე) - შორისდებული; გამოხატავს დანანებას, წყენას, უკმაყოფილებას.

ეელი - სასმელ-საჭმელთ ათქმა (საბა).

ეერიბეა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ევრიმაქეს ასული, ეფიალტეს დედა.

ეეხ (ეეჰ) - შორისდებული; გამოხატავს სინანულს, წუხილს.

1.6 ევ

▲back to top


ევა (ძვ.ებრ. „ხავა“ - სიცოცხლე) - ბიბლიის თანახმად ადამის ცოლი, რომელიც ღმერთმა ადამის ნეკნისაგან შექმნა. ადამიანთა მოდგმის პირველი ქალი, დედამთავარი.

ევაგრე - VI საუკუნის II ნახევრის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი, ერისკაცობაში - ქართლის სპასპეტი.

ევაგორა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სალამინის მეფე კვიპროსზე.

ევაგრიოს სქოლასტიკოსი - ბიზანტიელი ისტორიკოსი, ღვთისმეტყველი, იურისტი და ლიტერატორი (535 ან 536 - VI საუკუნის დასასრული).

ევადნე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კაპინევსის ცოლი, რომელიც ქმართან ერთად დაიწვა ცეცხლში.

ევაკუატორი

  1. ტურბაზებში პირი, ვისაც ევალება ტურისტების გამგზავრება, მათთვის სამგზავრო ბილეთების შეძენა და ა.შ.

  2. სატრანსპორტო ერთეულთა გადაზიდვის საშუალება.

ევაკუაცია (ლათ.) და ევაკუირება - ორგანიზებული გამოყვანა მოსახლეობისა, დაწესებულებებისა, გამოტანა ქონებისა იმ ადგილებიდან, რომელსაც რაიმე საფრთხე მოელის.

ევალდი იოჰანეს - დანიელი მწერალი (1743-1781 წწ).

ევანგელე - იხილე სახარება.

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პერიკლეს მონა.

  2. ახალი ატიკური კომედიის წარმომადგენელი.

ევანგელიკური (ბერძნ.) - დაჯგუფებები, რომელთაც თავის სარწმუნოების საფუძვლად მხოლოდ სახარება მიაჩნია (ითქმის ქრისტიანული რელიგიის ზოგიერთი მიმართულების შესახებ).

ევანგელისტები

  1. სახარების ავტორები: მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე.

  2. ევანგელიკური საზოგადოების წევრები. დასავლეთ ევროპის ქრისტიანულ-პროტესტანტული სექტა, ახლოსაა ბაპტიზმთან.

ევანდრე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:

  1. ჰერმესისა და თემიდას ვაჟი.

  2. ლაკიდეს მოწაფე.

ევანდრუსი - იტალიურ თქმულებათა გმირი, ძველრომაელთათვის საკულტო პიროვნება.

ევანზი ართურ ჯონ - ინგლისელი არქეოლოგი, კრეტას ცივილიზაციის პირველაღმომჩენი (1851-1941 წწ).

ევანზი ედიტ - ინგლისელი მსახიობი ქალი (1888-1976 წწ).

ევანზი რონალდ - ამერიკელი კოსმონავტი, მეცნიერების მაგისტრი, მთვარის გარშემო შემოიფრენა „აპოლონ-17“-ით 1972 წლის დეკემბერში (1933-1990 წწ).

ევანზი უილიამ დეივის - ინგლისელი მოჭადრაკე, XIX საუკუნის ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშე, ცნობილი გამბიტის ავტორი (1790-1872 წწ).

ევანზი უოკერ - ამერიკელი ფოტოხელოვანი (1903-1975 წწ).

ევანზი ფრედერიკ ჰენრი - ინგლისელი ფოტოგრაფი, არქიტექტურის ძეგლთა გადაღების ერთ-ერთი პირველი ოსტატი (1853-1943 წწ).

ევანთე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დიონისესა და არიადნეს ვაჟი.

ევანი - ერქვანთ ღვედი (საბა).

ევანსვილი - ქალაქი აშშ-ს ინდიანას შტატში (230 ათასი).

ევანსი - იხილე ევანზი.

ევანხელისტა კრისანტო - ფილიპინების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1888-1942 წწ)

ევანჯელისტა ლინდა - პოპულარული ტოპ-მოდელი, მსახიობი (დაიბადა 1965 წელს).

ევატაკი - იატაკი (საბა).

ევბეა

  1. (ევია) უდიდესი კუნძული ეგეოსის ზღვაში, ეკუთვნის საბერძნეთს.

  2. ქალაქი ძველ სიცილიაში.

ევბლეფარისებრნი - ხვლიკების ოჯახი, ახლოს დგანან გეკონისებრთან. გავრცელებულია ცენტრალურ ამერიკაში, აფრიკასა და წინა აზიაში.

ევბულე - ათენელი ორატორი და სახელმწიფო მოღვაწე, დემოსთენეს მოწინააღმდეგე (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 405 - 330 წწ).

ევბულიდე მილეტელი - ძველბერძენი ფილოსოფოსი, დემოსთენეს მასწავლებელი (ძვ.წ.აღ. IV საუკუნე).

ევბულოსი (ბერძნ. „სამართლიანი მოსამართლე“) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მრავალი ღმერთისა და გმირის ზედმეტი სახელი.

ევგენი III - რომის პაპი 1145 წლიდან. (გარდაიცვალა 1153 წელს).

ევგენი IV (ერისკაცობაში გაბრიელე კონდულმარო) - რომის პაპი 1431-47 წლებში (1383-1447 წწ).

ევგენიკა (ბერძნ.) - თეორია ადამიანის მემკვიდრეობითი ჯანმრთელობისა და მისი გაუმჯობესების შესახებ.

ევგენი ონეგინი - ა.ს.პუშკინის რომანი ლექსად და ამავე ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი.

ევგენი (იოგენ) სავოიელი - პრინცი, ავსტრიელი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალისიმუსი (1663-1736 წწ).

ევგენისტი - ევგენიკის მიმდევარი.

ევგენოლი - მიხაკის სუნის მქონე უფერო ან მოყვითალო სითხე, პარფიუმერული ნედლეული.

ევგლენასნაირნი - მიკროსკოპული, ერთუჯრედიანი, იშვიათად კოლონიური მოძრავი ორგანიზმები.

ევდამიდა - სპარტის მეფეთა სახელი ძველ საბერძნეთში.

ევდემე - ძველბერძენი ფილოსოფოსი, არისტოტელეს მეგობარი და მოწაფე ძვ.წ.აღ. IV საუკუნის მეორე ნახევარი.

ევდემე როდოსელი - ძველბერძენი ფილოსოფოსი (ძვ.წ.აღ. IV საუკუნე).

ევდემოზ I (დიასამიძე) - აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1630-38 წლებში (გარდაიცვალა 1643 წელს).

ევდემოზ II (დიასამიძე) - აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1701-05 წლებში.

ევდემონ I (ჩხეტიძე) - დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1557-78 წლებში (გარდაიცვალა 1578 წელს).

ევდემონ I (საყვარელიძე) - დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1666-69 წლებში.

ევდემონიზმი (ბერძნ.) - ანტიკური სამყაროდან მომდინარე ეთიკური პრინციპი, რომლის მიხედვითაც ადამიანის ცხოვრების მიზანი ბედნიერების, სიამისაკენ მისწრაფებაა.

ევდოკიმოვი მიხაილ - რუსული ესტრადის მსახიობი, პაროდისტი და პოლიტიკური მოღვაწე (1957-2005 წწ).

ევდოკიმოვი ნიკოლაი - რუსი მწერალი (დაიბადა 1922 წელს).

ევდოქსე კიზიკოსელი - ძველბერძენი გეოგრაფი და მეზღვაური.

ევდოქსე კნიდოსელი - ძველბერძენი მათემატიკოსი და ასტრონომი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 408 - 355 წწ).

ევდოქსე სიცილიელი - ახალი ატიკური კომედიის წარმომადგენელი.

ევდოქსია - იმპერატორ არკადიუსის ცოლი, იოანე ოქროპირის მტერი.

ევდოშვილი (ნამდვილი გვარი ხოსიტაშვილი) იროდიონ - პოეტი, მწერალი (1873-1916 წწ).

ევე (საკუთარი სახელი ევეგბე) - განის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილსა და სამხრეთ ტოგოში მცხოვრები ხალხი (2 მილიონი).

ეველთონტი - ძველბერძნული მითოლოგიის თანახმად, სალამინის მეფე კვიპროსზე.

ეველინგი ედუარდ - ინგლისის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, სოციალისტი (1851-1898 წწ).

ეველინგი ელეონორ - იხილე მარქსი ე.

ევენე ძველბერძნული მითოლოგიის თანახმად:

  1. ოკეანეს ვაჟი, მდინარის ღმერთი.

  2. არესისა და დემონიკეს ვაჟი.

ევენები (ლამუტები) - წარმომავლობით, ენითა და კულტურით ევენკებთან ახლომდგომი ხალხი. ცხოვრობენ რუსეთის მაგადანის და კამჩატკის ოლქებში.

ევენკები (ძველი სახელი „ტუნგუსები“) - რუსეთის კრასნოიარსკის მხარესა და კუნძულ სახალინზე მცხოვრები ხალხი.

ევენკეთი - რუსეთის კრასნოიარსკის მხარის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი - ტურა.

ევენკური ენა (ტუნგუსური ენა) - ტუნგუსურ-მანჯურიული ენების ტუნგუსური ჯგუფის ენა. გავრცელებულია კრასნოიარსკის ევენკთა ავტონომიურ ოკრუგში.

ევენოსი

  1. მდინარე ძველ იტალიაში.

  2. ამ მდინარის თანამოსახელე ღმერთი.

ევენსკი - დაბა რუსეთის მაგადანის ოლქში.

ევენსმუ სიგურდ - ნორვეგიელი პოეტი (დაიბადა 1912 წელს).

ევენტუალური (ფრანგ.) - რაც შეიძლება მოხდეს გარკვეულ პირობებში, სათანადო გარემოში.

ევერგლეიდსი - აშშ-ს ფლორიდის შტატში მდებარე ეროვნული პარკი.

ევერდინგენი ალარტ ვან - ნიდერლანდელი მხატვარი (1621-1675 წწ).

ევერესტი - დედამიწის უმაღლესი მწვერვალის ჯომოლუნგმას მეორე სახელი.

ევერლანი არნულფ - ნორვეგიელი პოეტი (1889-1968 წწ).

ევერტ-ლოიდი კრისტინა მარია - ამერიკელი ჩოგბურთელი ქალი, დიდი შლემის ტურნირების 18 ტიტულის მფლობელის (დაიბადა 1954 წელს).

ევექცია - მთვარის მოძრაობის ყველაზე მეტი გადახრა კეპლერის კანონების შესაბამასი მოძრაობისაგან, რომელიც გამოწვეულია მზის ზემოქმედებით.

ევეხმე - ძველი ბერძნული მითოლოგიიის თანახმად, ნილოსის ქალიშვილი.

ევთანასია (ბერძნ.) - ტკბილი, უშფოთველი სიკვდილი; უკურნებელი სენით დაავადებულისათვის, სიბრალულის გამო, სიკვდილის დაჩქარების საშუალების მიცემა.

ევთიდემე - ათენის მხედართმთავარი, ქიოსელი სოფისტი, სოკრატეს მოწაფე.

ევთიმიდე - ძველბერძენი ლარნაკმწერი.

ევია - იხილე ევბეა.

ევიანის შეთანხმებები 1962 - საფრანგეთის მთავრობასა და ალჟირის რესპუბლიკას შორის 1962 წლის 18 მარტს საფრანგეთის ქალაქ ევიანში ხელმოწერილი შეთანხმებები საომარი მოქმედების დროებით შეწყვეტის შესახებ.

ევიან-ლე-ბენი - ბალნეოკლიმატური კურორტი საფრანგეთში, ჟენევის ტბის სამხრეთ ნაპირზე.

ევიპე - ერთ-ერთი ძველბერძნული მითის თანახმად, ეპირის მეფის ქალიშვილი, რომელმაც ოდისევსისაგან ვაჟი შობა.

ევკალიპტი (ბერძნ.) - მცენარის გვარი მირტისებრთა ოჯახისა, სწრაფად მზარდი (155 მეტრამდე სიმაღლის), ავსტრალიური წარმოშობის მარადმწვანე ხე, მისი ფოთლები მდიდარია ეთეროვანი ზეთებით.

ევკარიოტები - საერთო სახელი ორგანიზმებისა, რომელთაც აქვთ მორფოლოგიურად გაფორმებული ბირთვი.

ევკლაზი - სილიკატების კლასის მინერალი.

ევკლეიები - ძველი საბერძნეთის კორინთოსა და დელფოში არტემიდესადმი მიძღვნილი დღესასწაული.

ევკლიდე - ძველბერძენი მათემატიკოსი, „გეომეტრიის მამად“ წოდებული (გარდაიცვალა ძვ.წ.აღ. 275 და 270 წლებს შუა).

ევკლიდეს გეომეტრია - გეომეტრიული თეორია, რომელიც შეუსწავლის ფიგურების იმ თვისებას, რომლებიც არ იცვლება მათი მოძრაობის დროს.

ევკლიდეს „საწყისები“ - ძვ.წ.აღ. III საუკუნეში ევკლიდეს მიერ დაწერილი მეცნიერული თხზულება, შეიცავს ანტიკური მათემატიკის საფუძვლებს.

ევკლიდური სივრცე - სივრცე, რომლის თვისებებს ევკლიდეს აქსიომებით აღწერენ.

ევკომია (ბერძნ.) - სწრაფად მზარდი ჩინური ხე, გუტაპერჩის შემცველი.

ევლალე (ევლავიოსი) - ქართლის კათალიკოსი VI საუკუნის შუა წლებში, მფარველობდა და დახმარებას უწევდა ასურელ მამებს.

ევლასევო - დაბა რუსეთის პენზის ოლქში.

ევლახი - ქალაქი აზერბაიჯანში, მდინარე მტკვარზე (50 ათასი).

ევლე - ქალაქი-პორტი შვედეთში, ევლებორგის ლენის ადმინისტრაციული ცენტრი (90 ათასი).

ევლია ჩელები (დერვიშ მეჰმედ ზილი) - თურქი მოგზაური, გეოგრაფი, ისტორიკოსი, მწერალი (1611 - 1682/83 წწ).

ევლოგია (ბერძნ.) - ნაკურთხი სეფისკვერი, ნაკურთხი წყალი და მისთანა, რომლის ნაწილს აძლევენ ეკლესიაში.

ევმაიოსი (ევმეოსი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ოდისევსის ერთგული მონა, ღორების მწყემსი.

ევმელე - ბოსფორის მეფე ძვ.წ.აღ. 310-304 წლებში.

ევმენი - ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთი დაახლოებული პირი (გარდაიცვალა ძვ.წ.აღ. 316 წელს).

ევმენიდები (ბერძნ.) - მოწყალე ქალღმერთები, იხილე ერინიები.

ევმოლპიდები - ძველ საბერძნეთში ატიკელ ქურუმთა კოლეგია, რომლებიც ელევსინურ დღესასწაულებს განაგებდნენ.

ევმოლპოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ღმერთქალ დემეტრას ლეგენდარული ქურუმი, ევმოლპიდთა ტომის მითიური დამაარსებელი.

ევნეოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, იასონის ვაჟი, რომელიც მას კუნძულ ლემნოსზე ჰიფსიპილესაგან შეეძინა.

ევნომია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მშვიდობიანი ცხოვრების და წესრიგის მფრაველი ღვთაება, თემიდას ერთ-ერთი ქალიშვილი.

ევნონი (ენონი) - ქართლის კათალიკოსი სტეფანოზ I-ის დროს (VII საუკუნის I ნახევარი).

ევნუქოიდიზმი (ბერძნ.) - დაავადება, რასაც იწვევს სასქესო ჯირკვლების თანდაყოლილი ან შეძენილი უკმარისობა მათი უშუალო დაზიანების, ამოკვეთის ან ჰიპოფიზის მიერ გონადოტროპული ჰორმონების გამოყოფის შემცირების შედეგად.

ევოკაცია - ძველ რომში - რელიგიური წეს-ჩვეულება, რაც მტრის ღმერთების შელოცვაზე იყო დაფუძნებული.

ევოლვენტა (ლათ.) - ბრტყელი მრუდი, რომელიც წარმოადგენს სხვა ბრტყელი მრუდის (ევოლუტის) შლილს.

ევოლუტა (ბერძნ.) - ბრტყელი მრუდი, გაიშლება, განიფინება გარკვეული წესით სხვა ბრტყელ მრუდად (ევოლვენტად).

ევოლუცია (ლათ.) - თანდათანობითი, უწყვეტი ცვლილების პროცესი, რომელსაც უნდა მოჰყვეს თვისობრივი გადასხვაფერება.

ევოლუციონიზმი

  1. მოძღვრება, რომლის თანახმადაც ყველაფერი არსებული ევოლუციას, მუდმივ განვითარებას განიცდის.

  2. მოძღვრება, რომელიც განვითარების პროცესში უარყოფს ნახტომისებურ თვისობრივ ცვლილებებს, რევოლუციურ გადატრიალებას.

ევოლუციონისტი - ევოლუციონიზმის მიმდევარი.

ევოლუციური - ევოლუციის შესაფერი, ევოლუციაზე დამყარებული.

ევორა - ქალაქი პორტუგალიის სამხრეთ ნაწილში, ისტორიული პროვინციის ალტუ-ავენტეჟის ადმინისტრაციული ცენტრი.

ევორზია (ლათ.) - ვარდნილი წყლის ეროზიული მოქმედება.

ევორონი - ტბა რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში.

ევპატრიდი (ბერძნ.) - ძველ საბერძნეთში გვაროვნული არისტოკრატიის წარმომადგენელი.

ევპატორია - უკრაინის ყირიმის კლიმატური კურორტი და პორტი შავ ზღვაზე (110 ათასი).

ევჟენტი - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ჩეკურაანთგორის თემის საკრებულო), ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1200 მეტრი, თიანეთიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 64 კაცი.

ევრაზია - დედამიწის ყველაზე დიდი მატერიკი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მთლიანი ფართობი 54,9 მილიონი კვ.კმ.

ევრატომი - (შემოკლებული) ევროპული გაერთიანება ატომური ენერგიის დარგში.

ევრეინოვი ანა - ქალთა მოძრაობის მონაწილე რუსეთში, სამრთლის პირველი დოქტორი ქალი რუსეთში (1844-1919 წწ).

ევრენი ქენან - თურქეთის პრეზიდენტი 1982-89 წლებში (დაიბადა 1918 წელს).

ევრი (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს „ფართოს, ვრცელს“.

ევრიალე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი გორგონათაგანი, ორიონის დედა.

ევრიალოსი - ერთ-ერთი ძველბერძნული მითის თანახმად, ოდისევსის ვაჟი, რომელიც მას ეპირის მეფის ქალიშვილი ევიპესაგან შეეძინა.

ევრიბათური (ბერძნ.) ევრიბათური ორგანიზმები - წყლის ორგანიზმები, რომლებიც ბინადრობენ სხვადასხვა სიღრმეზე (შეადარე სტენობათურს).

ევრიბატესი - ძველი ბერძნულ მითოლოგიის თანახმად, კუნძულ ითაკას მცხოვრები, ოდისევსის თანამგზავრი ტროის ომის დროს.

ევრიბია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი ტიტანიდა, პონტოსისა და გეას ქალიშვილი.

ევრიბიონტები - ორგანიზმების ინდივიდები და სახეობები, რომლებსაც შეუძლიათ გადაიტანონ გარემო პირობების მკვეთრი ცვალებადობა.

ევრიდიკე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ორფევსის მეუღლე (ზოგიერთი გადმოცემის მიხედვით - აპოლონის ქაკიშვილი).

ევრიკა

  1. (ბერძნ. „ვიპოვე“) - ძველბერძნული ლეგენდის თანახმად, არქიმედეს შეძახილი მის მიერ ჰიდროსტატიკის კანონის აღმოჩენის დროს. გადატანითი მნიშვნელობით - სიხარულის გამოხატვა რაიმე რთული ამოცანის გადაწყვეტის დროს.

  2. ლიმონის ჯიში, გამოყვანილია კალიფორნიაში, 1858 წელს.

ევრიკლეა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ოდისევსის ძიძა.

ევრილიტე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აიეტის ცოლი, აფსირტოსის დედა.

ევრილოქე (ევრილოქოსი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ოდისევსის ნათესავი და ერთ-ერთი თანამგზავრი.

ევრიმედე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ბელეროფონტის დედა.

ევრიმედონტი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აგამემნონის მეეტლე.

ევრინომე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი ოკეანიდი, რომელმაც ჰერას მიერ ოლიმპოდან გადმოგდებული ჰეფესტოსი დამალა.

ევრინომოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰადესში მცხოვრები დემონი, რომელიც მიცვალებულთა გვამებით იკვებება, ხრწნადობის განსახიერება.

ევრიპიდე - ძველბერძენი დრამატურგი, დიდ ბერძენ ტრაგიკოსთა მესამე, უმცროსი წარმომადგენელი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 480 - 406 წწ).

ევრიპილოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პოსეიდონის ვაჟი, კუნძულ კისოსის მეფე. მოკლა ჰერაკლემ.

ევრიპონტიდები - დინასტია, მეფობდა სპარტაში ძვ.წ.აღ. XI-II საუკუნეებში.

ევრიპოსი - სრუტე საბერძნეთთან, ეგეოსის ზღვაში.

ევრიპტერიდები (გოლიათი ფაროსნები, გიგანტოსტრაკები) - ნამარხი კიბომორიელები, ცნობილია ყველა მატერიკზე პალეოზოური ერიდან.

ევრისთევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტირინთოსა და მიკენეს მეფე.

ევრისტიკა (ბერძნ.) - მეცნიერება, რომელიც შემოქმედებითი აზროვნების ნაყოფიერებას შეისწავლის.

ევრიტიონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი კენტავრი.

ევრიტოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არგონავტი, ჰერმესის ვაჟი.

ევრიფაგია - ყოვლისმჭამელობა, საკვები რეჟიმი იმ ცხოველებისა, რომლებიც ჭამენ ცხოველური და მცენარეული შედგენილობის სხვადასხვა საკვებს.

ევრიჰალური (ბერძნ.) ევრიჰალური ორგანიზმები - ორგანიზმები, რომლებიც შეგუებულნი არიან წყლის მარილიანობის მნიშვნელოვან ცვლილებათა პირობებში არსებობას (შეადარე სტენოჰალურს).

ევრო - დასავლეთ ევროპის ქვეყნების საერთო ფულის ერთეული, რომელიც შემოღებულია 1979 წელს, მაგრამ 1996 წლამდე ეკიუ-ს სახელით მოიხსენიებოდა. ნაღდი ანგარიშსწორებისათვის ბრუნვაშია 2001 წლიდან.

ევრონოტოს - ქარია ერთი (საბა).

ევროპა

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფინიკელთა მეფე აგენორეს ასული, ზევსისაგან მოტაცებული, რომელმაც კრეტაზე ზევსისაგან შობა მინოსი.

  2. იუპიტერის თანამგზავრი, აღმოაჩინა გალილეო გალილეიმ 1610 წელს.

  3. ქვეყნის ნაწილი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ევრაზიის კონტინენტის დასავლეთი შემადგენელი ნაწილი (ფართობი დაახლოებით 10 მილიონი კვ.კმ.).

ევროპე - წინაბერძნული ხანის მიწათმოქმედების ღვთაება, მიიჩნევენ ფენიქსის ქალიშვილად.

ევროპელები - ევროპის მკვიდრნი.

ევროპეიზაცია - ევროპულ ყაიდაზე მოწყობა რისამე.

ევროპეიზმი - ევროპის კულტურის თავისებურებანი სხვა კულტურის თავისებურებებთან დაპირისპირებით.

ევროპეისტიკა - ერთობლიობა იმ სამეცნიერო დისციპლინებისა, რომლებიც ევროპულ კულტურას სწავლობენ.

ევროპეოდი - ევროპეოდული რასის წარმომადგენელი.

ევროპეოიდური რასა - კაცობრიობის ერთ-ერთი დიდი რასა, რომლისთვისაც დამახასიათებელია რბილი თმა, ღია ფერის კანი, სუსტად გამოწეული ღაწვები და სხვა. გავრცელებულია ევროპასა და აზია-აფრიკის ევროპასთან მოსაზღვრე რეგიონებში.

ევროპიუმი (Eu) - ქიმიური ელემენტი იშვიათი მიწების ჯგუფისა, ატომური ნომერი 63, ატომური მასა 151,96. აღმოაჩინა ე.დემარსემ 1886 წელს.

ევროპული - ევროპელების დამახასიათებელი, ევროპიდან მომდინარე.

ევროსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აღმოსავლეთის (განთიადის) ქარის ღვთაება.

ევსები კესარიელი (ევსები პამფილიელი) - რომაელი საეკლესიო მწერალი, ისტორიკოსი (260-სა და 263-ს შორის - 340).

ევსეევი ნიკოლაი - რუსი პოეტი-ემიგრანტი, იბრძოდა თერთგვარდიელთა რიგებში (1891-1974 წწ).

ევსტათი თესალონიკელი - ბიზანტიელი კომენტატორი, თესალონიკეს არქიეპისკოპოსი (XII საუკუნე).

ევსტათი მაკრემბოლიტე - XIII საუკუნის ბიზანტიელი მწერალი, ავტორი პროზაული რომანისა „ისმენეს და ისმინიას სიყვარული“.

ევსტათი მცხეთელი - ქრისტიანობისათვის წამებული სპარსელი VI საუკუნის საქართველოში.

ევსტათი მცხეთელის მარტვილობა - ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულება. ასახავს სპარსელი ქრისტიანი კაცის წამების ამბავს, შეთხზულია VI საუკუნის 70-იან წლებში.

ევსტარი - წინაცურვალი (საბა).

ევსტაქი (ეუსტაქიო) ბარტოლომეო - იტალიელი ანატომი და ექიმი, სამეცნიერო ანატომიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (დაახლოებით 1510-1574 წწ).

ევსტიგნეევი ევგენი - თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1926-1992 წწ).

ევსტიგნეევი კირილ - რუსი მფრინავი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი (დაიბადა 1917 წელს).

ევტანაზია - იხილე ევთანასია.

ევტერპე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი ცხრათაგანი მუზა, ლირიული პოეზიის მფარველი. გამოისახებოდა ლირით ხელში.

ევტექტიკა (ბერძნ.)

  1. თხევადი ევტაქტიკა - თხევადი ხსნარი, მოცემულ წნევაზე წონასწორობაშია მყარ ფაზებთან, რომელთა რიცხვი სისტემაში შემავალი კომპონენტების რიცხვის ტოლია.

  2. მყარი ევტექტიკა - თხევადი ევტექტიკის გამყარების პროდუქტი.

ევტიხი ასკერ - ადიღეელი მწერალი (დაიბადა 1915 წელს).

ევტროპიუსი ფლავიუს - რომაელი ისტორიკოსი (გარდაიცვალა დაახლოებით 370 წელს).

ევტროფიკაცია - მდინარეების და ტბების გამდიდრება ბიოგენური ელემენტებით.

ევტუშენკო ევგენი - რუსი პოეტი და კინომოღვაწე (დაიბადა 1933 წელს).

ევფემიზმი (ბერძნ.) - არაპირდაპირი, შერბილებული გამოხატვა ამა თუ იმ უხეში ან ეთიკური ნორმების შემლახველი აზრისა, კეთილსიტყვაობა.

ევფემოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არგონავტი, პოსეიდონის ვაჟი.

ევფონია (ბერძნ.) - კეთილხმოვანება.

ევფორბოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტროელი გმირი, რომელიც მოკლა მენელაოსმა.

ევფორია - იხილე ეიფორია.

ევფორიონი

  1. ძველბერძენი მწერალი და გრამატიკოსი (დაიბადა დაახლოებით ძვ.წ.აღ. 275 წელს).

  2. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აქილევსისა და ელენეს ვაჟი.

ევფრატი (არამეულად - „ტკბილი წყალი“) - მდინარე თურქეთში, სირიასა და ერაყში (სიგრძე - 3065 კილომეტრი).

ევფრონიოსი - ძველბერძენი ლარნაკმწერი და მეთუნე (ძვ.წ.აღ. VI-V სს).

ევფროსინე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი ქარიტთაგანი.

ევფუიზმი (ინგლ.) - მაღალფარდოვანი სტილი, რომელიც დატვირთულია ტროპებით, მეტაფორებით, პერიფრაზებით.

ევქარისტია - იხილე ზიარება.

ევქსინის პონტო (ბერძნ. „სტუმართმოყვარე ზღვა“) - შავი ზღვის უძველესი ბერძნული სახელწოდება.

ევჰემერე მესენელი - ძველბერძენი მწერალი და ფილოსოფოსი (ძვ.წ.აღ. IV-III სს).

ევჰემერიზმი - ევჰემერეს ფილოსოფიურ-უტოპისტური მოძღვრება

1.7 ეზ

▲back to top


ეზანა - აქსუმის სახელმწიფოს, ახლანდელი ეთიოპიის ტერიტორიის, მეფე (დაახლოებით 325 - არა უგვიანეს 375 წლისა).

ეზატი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

ეზეკია (ხიზკია) - იუდეველთა მეფე (ძვ.წ.აღ. VI საუკუნე).

ეზეკიელი - ძველებრაელთა ერთ-ერთი წინასწარმეტყველი (ძვ.წ.აღ. VI საუკუნე).

ეზელი - ესტონეთის ქალაქ საარემაას ძველი სახელი.

ეზერა (ნამდვილი გვარი კინძულე) რეგინა - ლატვიელი მწერალი ქალი, ლატვიის სახალხო მწერალი (დაიბადა 1930 წელს).

ეზერიშჩე - დაბა ბელორუსიის ვიტებსკის ოლქში.

ეზეროსი - ლიტვის ქალაქ ზარასაის სახელი 1842 წლამდე.

ეზიკაშვილი ოთარ - ინჟინერ-მექანიკოსი, ტექნი-კის მეცნიერებათა დოქტორი (დაიბადა 1915 წელს).

ეზ-ზაკაზიკი - ქალაქი ეგვიპტეში, ნილოსის დელტაში (280 ათასი).

ეზ-ზარკა - ქალაქი იორდანიის ჩრდილოეთ ნაწილში (520 ათასი).

ეზ-ზუვაიტინა (ეზ ზუეტინა) - ქალაქი ლიბანში, პორტი ხმელთაშუა ზღვაზე.

ეზნასი (1917 წლამდე ეზნო) - ქალაქი ლიტვაში.

ეზო - შემოკავებული მიწის ნაკვეთი, სადაც სახლი და დამხმარე ნაგებობები დგას.

ეზო-გარემო - ეზო და სახლ-კარის გარშემო ადგილები.

ეზო-ეზო - ეზოდან ეზოში.

ეზოიანი - ეზოს მქონე.

ეზოპე (ესოპე) - ძველბერძენი მეიგავე. იგავის, როგორც ჟანრის, შემქმნელი (ძვ.წ.აღ. VI საუკუნე).

ეზოსმოძღვარი - ძველი საქართველოს სამეფო სახლის (სასახლის) გამგებელი.

ეზოტერიკული (ბერძნ.) - რაც განკუთვნილია მხოლოდ იმათთვის, ვისაც საიდუმლო გაანდეს.

ეზოფაგოსკოპია (ბერძნ.) - სპეციალური ხელსაწყოს - ეზოფაგოსკოპის - საშუალებით საყლაპავი მილის შიგნითა ზედაპირის გამოკვლევის მეთოდი.

ეზო-ყურე - იგივეა, რაც კარ-მიდამო.

ეზრა

  1. (ეზდრა) - ბაბილონელი ებრაელი მღვდელი, იუდაიზმის რეფორმატორი (ძვ.წ.აღ. IV საუკუნე).

  2. X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი.

  3. ანჩელი - ანჩის ეპისკოპოსი XI საუკუნის I ნახევარში.

  4. მთაწმიდელი - XI საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი.

ეზუსი - კელტურ მითოლოგიაში - ღვთაება, რომელსაც მსხვერპლად სწირავდნენ ჩამომხრჩვალ ადამიანებს.

1.8 ეთ

▲back to top


ეთანი (ბერძნ.) - უფერო გაზისებრი საწვავი ნივთიერება, რომელსაც შეიცავს სანათი გაზი.

ეთანოლი - იგივეა, რაც ეთილის სპირტი.

ეთე - ძველ ბერძნულ მითოლოგიაში აგამენონის ცხენის სახელი.

ეთერზეთები - ეთეროვანი ზეთები.

ეთერზეთოვანი - ეთეროვანი ზეთის შემცველი.

ეთერი

  1. ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ პერსონაჟი.

  2. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰაერის მაღალი ფენის განსახიერება, ზევსის ადგილსამყოფელი.

  3. ორგანული ნივთიერება, უფერული, აქროლადი სითხე, ხმარობენ მედიცინაში, პარფიუმერიაში.

  4. გარემომცველი საჰაერო სივრცე, ჰაერი, სადაც ვრცელდება რადიოტალღები.

ეთერიანი - ქართული ხალხური სამიჯნურო-რომანტიული ეპოსი, აბესალომისა და ეთერის სიყვარულის ამბავი.

ეთერის სიმღერა - ქართული მხატვრული ფილმი, ბიოგრაფიული (ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრების შესახებ). ეკრანებზე გამოვიდა 1956 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - სიკო დოლიძე. დამდგმელი ოპერატორი - დიმიტრი ფელდმანი. მთავარ როლებში: ვალერიან კვაჭაძე (ზაქარია ფალიაშვილი), მედეა ჯაფარიძე (ნატო), ბელა ვინოგრადოვა, ვასო გოძიაშვილი, ქეთი დოლიძე, გიორგი გეგეჭკორი, გურამ საღარაძე, სალექსანდრე ჟორჟოლიანი, მეგი წულიკიძე, თამარ ციციშვილი, აკაკი კვანტალიანი, ედიშერ მაღალაშვილი, დოდო აბაშიძე.

ეთერიფიკაცია - სპირტისა და მჟავასგან ეთერების მიღება.

ეთეროვანი - ეთერის შემცველი.

ეთვალისი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჟინვალის სადაბო საკრებულო), არაგვის ხეობაში. ზღვის დონიდან - 900 მეტრი, დუშეთიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 14 კაცი.

ეთიკა (ბერძნ.)

  1. მოძღვრება ზნეობის, მორალის შესახებ.

  2. ყოფაქცევის ნორმების ერთობლიობა, გარკვეული საზოგადოებრივი წრის მორალი.

ეთიკეტი - იხილე ეტიკეტი.

ეთიკური - ეთიკის თვალსაზრისით მისაღები, მოსაწონი.

ეთილა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტროელი ქალიშვილი.

ეთილაცეტატი - უფერო საწვავი სითხე, ეთილის სპირტისა და ძმარმჟავას რთული ეთერი; იყენებენ როგორც გამხსნელს.

ეთილენგლიკოლი (ეთანდიოლი) - უმარტივესი ორატომიანი სპირტი, უფერული, უსუნო ტკბილი სითხე. იყენებენ პლასტმასისა და სინთეზური ბოჭკოს წარმოებაში.

ეთილენდიამინი - უფერული სითხე, აქვს ამიაკის სუნი. იყენებენ საფეიქრო მრეწველობაში.

ეთილენი (ეთენი) - უფერო საწვავი გაზი, რომელიც შედგება ნახშირბადისა და წყალბადისაგან. შედის სანათი გაზის შემადგენლობაში.

ეთილენქლორჰიდრინი - ორგანული ნაერთი, ეთერის სუნის მქონე უფერული სითხე.

ეთილი (ბერძნ.) - ნახშირბადისა და წყალბადის ატომების ჯგუფი, რომელიც შედის ბევრი ორგანული ნაერთის შემადგენლობაში. ეთილის სპირტი - ორგანული ნაერთი; იყენებენ როგორც გამხსნელს სინთეზური კაუჩუკის მისაღებად.

ეთიმ გურჯი - იხილე იეთიმ გურჯი.

ეთიმ ემინი (ნამდვილი სახელი მაჰომედ ემინი) - ლეზგი (დაღესტნელი) პოეტი (1838-1884 წწ).

ეთიოპები (ბერძნ. იტიოპები, იტოპები - „მზით დამწვარნი“) - ეთიოპიის ძირითადი მოსახლეობის სახელწოდება.

ეთიოპია (სხვაგვარად - აბისინია, ძველქართულად - აბაშეთი, ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა, ye-Ityoppya Federalawi Dimokrasiyawi Ripeblik).

  • სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში, ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. ჩრდილოეთით ესაზღვრება ერითრეას, ჩრდილო-დასავლეთით - ჯიბუტის, სამხრეთ-აღმოსავლეთით - სომალის, სამხრეთით - კენიას და დასავლეთით - სუდანს.

  • ჰიმნი - „Wodefit Gesgeshi, Widd Innat Ityopp'ya“ (იარე წინ, ძვირფასო დედა, ეთიოპია).

  • მმართველობის ფორმა - ფედერაციული საპარლამენტო რესპუბლიკა.

  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

  • საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი.

  • ფართობი - 1 104 300 კვ.კმ.

  • 1994 წლიდან დაყოფილია 9 რეგიონად, რაც სხვაგვარად შტატებადაც მოიხსენიება.

  • მოსახლეობა - 75 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 70 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • მორწმუნეთა უმრავლესობა მუსლიმანები და ქრისტიანები არიან.

  • დედაქალაქი - ადის-აბება.

  • ოფიციალური ენა - ამჰარული.

  • ეროვნული ვალუტა - ეთიოპური ბირი.

  • ქვეყნის კოდი - ETH.

  • დროის სარტყელი - UTC +3.

  • სატელეფონო კოდი - +251.

  • ინტერნეტ-დომენი - eg.

ეთმოიდიტი (ბერძნ.) - ცხავის ძვლის ლაბირინთის ლორწოვანი გარსის ანთება.

ეთნარქი (ბერძნ.) - გვარის, ტომის მამამთავარი.

ეთნიკური (ბერძნ.) - ამა თუ იმ ტომთან, ხალხთან დაკავშირებული.

ეთნოგენეზი (ბერძნ.) - ხალხის, ტომის წარმოშობა.

ეთნოგრაფი - ეთნოგრაფიის სპეციალისტი.

ეთნოგრაფია (ბერძნ.)

  1. ისტორიული მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს ხალხთა ყოფა-ცხოვრებას, ნივთიერ და სულიერ კულტურას.

  2. ამა თუ იმ ხალხის ან ტომობრივი გაერთიანების ყოფა-ცხოვრებისა და კულტურის თავისებურებათა ერთობლიობა.

ეთნოგრაფიული - ეთნოგრაფიასთან დაკავშირებული.

ეთნოლოგია (ბერძნ.) - ტერმინი, რომელსაც იყენებენ ეთნოგრაფიის ნაცვლად უცხოელი (უპირატესად გერმანელი) მეცნიერები.

ეთნონიმი (ბერძნ.) - სიტყვა, რომელიც წარმოადგენს ამა თუ იმ ხალხის სახელწოდებას.

ეთნონიმიკა (ბერძნ.) - ლექსიკოლოგიის, კერძოდ ონომასტიკის, დარგი, რომელიც შეისწავლის ეთნონიმებს ანუ ხალხების, ტომების საკუთარ სახელებს.

ეთნოსი (ბერძნ.) - ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული მეტ-ნაკლებად დიდი თუ მცირე ჯგუფი, შეკავშირებული თავდაპირველი ტერიტორიის, ენისა და კულტურის ერთობის საფუძველზე.

ეთოლოგია (ბერძნ.) - ზოოლოგიის დარგი, რომელიც ცხოველთა ქცევას სწავლობს.

ეთოსი (ბერძნ.) - ჰომეროსის მიხედვით, ადგილსამყოფელი, საცხოვრებელი კერა, კარავი.

ეთრა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ეგეოსის ცოლი, თეზევსის დედა.

ეთუსა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აპოლონის სატრფო.

1.9 ეი

▲back to top


ეია - იხილე ეა.

ეიადემა გნასინგბე ეტიენ - ტოგოს პრეზიდენტი 1967-2005 წლებში (1937-2005 წწ).

ეიგენი მანფრედ - გერმანელი ქიმიკოსი, 1967 წლის ნობელი პრემიის ლაურეატი რ.ნორიშთან და ჯ.პორტერთან ერთად (დაიბადა 1927 წელს)

ეიგრი პეტერ - ამერიკელი ქიმიკოსი, 2003 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1949 წელს).

ეიდელმანი ნათან - საბჭოთა კავშირში მოღვაწე ებრაელი მწერალი და ისტორიკოსი (1930-1989 წწ).

ეიდემანისი რობერტ - ლატვიელი მწერალი (1895-1937 წწ).

ეიდოთია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზღვის ღვთაება.

ეიდოლოგია (ბერძნ.) - მოძღვრება სახეობის შესახებ, ევოლუციური მოძღვრების ნაწილი.

ეიდრიანი (ედრიანი) ედგარ დაგლას - ინგლისელი ფიზიოლოგი, 1932 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჩ.ს. შერინგტონთან ერთად (1889-1977 წწ).

ეიდუკიავიჩუსი პრანას - ლიტველი რევოლუციონერი (1869-1926 წწ).

ეიე - ეგვიპტის ფარაონი დაახლოებით 1338-1334 წლებში ჩვენს ერამდე. პირობითად მიეკუთვნება XVIII დინასტიას.

ეივე მაქს (მაგიელის) - ნიდერლანდელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, 1935-37 წლების მსოფლიოს ჩემპიონი, ფიდეს პრეზიდენტი 1970-78 წლებში (1901-1981 წწ).

ეიზელი დონ - აშშ-ს კოსმონავტი, მეცნიერების მაგისტრი. 1968 წლის ფრენის მონაწილე (1930-1987 წწ).

ეიზელი - ბელგიის ქალაქ ბრიუსელის საფეხბურთო სტადიონი.

ეიზენი არტურ - საოპერო მომღერალი, ბანი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი (დაიბადა 1927 წელს).

ეიზენშტედტი ალფრედ - გერმანული ფოტორეპორტაჟის ერთ-ერთი პიონერი (1898 - 1995 წწ).

ეიზენშტეინი სერგეი - რუსი (საბჭოთა) კინორეჟისორი, ხელოვნების თეორიტიკოსი, პედაგოგი (1898-1948 წწ).

ეიზენჰაუერი (აიზენჰაუერი) დუაიტ დევიდ - აშშ-ს 34-ე პრეზიდენტი 1953-61 წლებში რესპუბლიკელთა პარტიიდან (1890-1969 წწ).

ეიკა - მდინარე ქვემო ტუნგუსკის მარჯვენა შენაკადი რუსეთის კრასნოიარსკის მხარის ევენკთა ავტონომიურ ოკრუგში.

ეიკები - იხილე ვან ეიკები.

ეიკენი ვალტერ - გერმანელი ეკონომისტი, ნეოლიბერალიზმის თეორიტიკოსი (1891-1950 წწ).

ეიკენი კონრად - ამერიკელი მწერალი (1889-1973 წწ).

ეიკენი რუდოლფ - გერმანელი ფილოსოფოსი, ი.გ. ფიხტეს მომდევარი, 1908 წლის ნობელის პრემიის ლაურეტი (1846-1926 წწ).

ეიკენი ჰოვარდ ჰატაუეი - ამერიკელი მათემატიკოსი, ერთ-ერთი პირველი ელექტროგამომთვლელი მანქანის შემქმნელი (1900-1973 წწ).

ეიკენსაიდი მარკ - ინგლისელი პოეტი (1721-1770 წწ).

ეიკი (ვან ეიკი) იან - ნიდერლანდელი მხატვარი, ჩრდილოეთის აღორძინების ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი (1390-1441 წწ).

ეიკი ჰუპერტ - ნიდერლანდელი ფერმწერი (გარდაიცვალა 1426 წელს).

ეიკია არმას (ნამდვილი სახელი და გვარი ვილიე ვეიე) - ფინელი პოეტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე (1904-1965 წწ).

ეიკინსი თომას - ამერიკელი ფერმწერი (1844-1916 წწ).

ეიკმანი კრისტიან - ნიდერლანდელი ექიმი, ბაქტერიოლოგი და ფიზიოლოგი, 1929 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1858-1930 წწ).

ეიკონალი - ფუნქცია, რომელიც განსაზღვრავს ოპტიკური გზის მანძილს ორ შერჩეულ წერტილს შორის.

ეიკროიდი დენ - კანადური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი (დაიბადა 1952 წელს).

ეილერი ლეონარდ - შვეიცარიელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი (1707-1783 წწ).

ეილერი (ეილერ-კელპინი) ულფ სვენტე ფონ - შვედი ფიზიოლოგი, 1970 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ბ.კაცთან და ჯ.აქსელროდთან ერთად (1905-1983 წწ).

ეილერ-კელპინი ჰანს კარლ ავგუსტ სიმონ ფონ - შვედი ქიმიკოსი, 1929 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ა.ჰარდენთან ერთად (1873-1963 წწ).

ეილვინ ასოკარი პატრისიო - ჩილეს პრეზიდენტი 1990-94 წლებში (დაიბადა 1918 წელს).

ეილი ალვინ - ამერიკელი მსახიობი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი, პედაგოგი. ცეკვის „მოდერნის“ სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი (1931-1989 წწ).

ეი, მაესტრო - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1987 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ნოდარ მანაგაძე. სცენარის ავტორები - ერლომ ახვლედიანი, ნოდარ მანაგაძე, დავით ჯავახიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - ლევან პაატაშვილი. მთავარ როლებში: თენგიზ ამირიძე, ელენე კვირკველია, ეკატერინე მჭედლიძე , დალი ჩიტალაძე, მაყვალა გონაშვილი.

ეიმანსბერგერი ლუდვიგ ფონ - ავსტრიელი სამხედრო თეორიტიკოსი, არტილერიის გენერალი (1878-1945 წწ).

ეიმეიდენი - ქალაქი ნიდერლანდის ჩრდილოეთ ჰოლანდიის პროვინციაში.

ეიმერია - უმარტივესი ცხოველების გვარი კოქციდიების რიგისა.

ეიმერის შელფური მყინვარი - მდებარეობს ანტარქტიდაში.

ეიმსი ოლდრინ - აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი, რომელიც საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ წარმოებულ შპიონაჟში ამხილეს 1994 წელს (დაიბადა 1941 წელს).

ეინარ იოუნსონი - ისლანდიელი მოქანდაკე (1874-1954 წწ).

ეინაუდი ლუიჯი - იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1948-55 წლებში (1874-1961 წწ).

ეინდჰოვენი - ქალაქი ნიდერლანდში, ჩრდილოეთ ბრაბანტის პროვინციაში (200 ათასი, გარეუბნებით 400 ათასი).

ეინმანი ედუარდ - ესტონელი მხატვარი-გრაფიკოსი (1913-1982 წწ).

ეინტჰოვენი ვილემ - ნიდერლანდელი ელექტროფიზიოლოგი, 1924 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1860-1927 წწ).

ეინჰერიები - სკანდინავიურ მითოლოგიაში - მეომრები, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ და ოდინმა შეიფარა მათი სულები.

ეირაგოლა - ლიტვის ქალაქ არეგალას სახელი 1917 წლამდე.

ეირამჯანი ანატოლი (ნამდვილი გვარი ტერ-გრიგორიანი) - სომხური წარმოშობის რუსი სცენარისტი და კინორეჟისორი (დაიბადა 1937 წელს).

ეირე - ირლანდიის ეროვნული სახელი, მისი ოფიციალური სახელი 1937-49 წლებში.

ეირენე (ირინე) - მშვიდობის მფარველი ღმერთქალი ძველ საბერძნეთში, მშვიდობიანობის განსახიერება.

ეირენისი - გველების გვარი ანკარისებრთა ოჯახისა (60 სმ-მდე სიგრძის).

ეირი

  1. უდიდესი გაუდინარი მლაშე ტბა ავსტრალიის სამხრეთ ნაწილში.

  2. ნახევარკუნძული ავსტრალიის სამხრეთ ნაწილში.

ეირი ედუარდ ჯონ - ავსტრალიის ინგლისელი მკვლევარი, ახალი ზელანდიის გუბერნატორი (1815-1901 წწ).

ეირიკ რაუდი (ერიკ მწითური, ეირიკ თორვალდსენი) - ნორმანი ზღვაოსანი, მიაღწია გრენლანდიის ნაპირებს, ითვლება ამერიკის პირველაღმომჩენად (X საუკუნე).

ეირინგი ჰენრი - ამერიკელი ფიზიოქიმიკოსი (1901-1981 წწ).

ეისაი - იაპონელი ბუდისტი ბერი, ძენ-ბუდიზმის სკოლის დამაარსებელი (1141-1215 წწ).

ეისებიო (ეუსებიო) პერეირა და სილვა - პორტუგალიელი ფეხბურთელი, წარმოშობით მოზამბიკელი, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი (დაიბადა 1943 წელს).

ეისელი - მდინარე რაინის მარჯვენა ტოტი (ნიდერლანდი).

ეისერი - პერსონალური კომპიუტერების მწარმოებელი ტაივანის კორპორაცია.

ეი-სი/დი-სი - ავსტრალიური როკ-ჯგუფი, შეიქმნა 1974 წელს.

ეისკენსი გასტონ - ბელგიის პრემიერ-მინისტრი 1949-72 წლებში, ხანგამოშვებით (1905-1988 წწ).

ეისკი - ქალაქი რუსეთის კრასნოდარის მხარეში (85 ათასი).

ეისლებენი - ქალაქი გერმანიაში საქსონია-ანჰალტის მხარეში.

ეისნერი იან - ჩეხი ისტორიკოსი და არქეოლოგი (1885-1967 წწ).

ეიტკენი რობერტ გრანტ - ამერიკელი ასტრონომი (1864-1951 წწ).

ეიტსის ნაპირი - ელზუორთის მიწის სანაპიროს ნაწილი.

ეიფელი ალექსანდრ გუსტავ - ფრანგი ინჟინერ-მშენებელი, ეიფელის კოშკის შემქმნელი (1832-1923 წწ).

ეიფელის კოშკი - ფოლადის კოშკი პარიზში (300 მეტრი, მთლიანი წონა 9 ათასი ტონა), პარიზის ერთ-ერთი სიმბოლო. აგებულ იქნა 1889 წელს ა.გ.ეიფელის პროექტით მსოფლიო გამოფენასთან დაკავშირებით.

ეიფმანი ბორის - რუსი ბალეტმეისტერი (დაიბადა 1946 წელს).

ეიფორია (ბერძნ.) - აღგზნებული, მხიარული განწყობილება, კმაყოფილების, კეთილდღეობის გრძნობა, რაც არ შეესბამება ობიექტურ მდგომარეობას.

ეიფსთური - მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ოხოჯის მარჯვენა შენაკადი.

ეიშიშკესი - ქალაქი ლიტვაში.

ეიცი - მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი.

ეიხვალდი ედუარდ - რუსი ბუნებისმეტყველი (1795-1876 წწ).

ეიჰე რობერტ - დასავლეთ ციმბირის მაღალჩინოსანი რეპრესირებული საბჭოელი პოლიტიკური მოღვაწე (1890-1940 წწ).

1.10 ეკ

▲back to top


ეკაბპილსი (1917 წლამდე იაკობშტადტი) - ქალაქი ლატვიაში, მდინარე დაუგავაზე, იგივე იეკაბპილსი.

ეკალა (ხე)

  1. იგივეა, რაც ეკალღიჭი.

  2. ეკალღიჭის ნორჩი ყლორტები, რომელსაც მხლად ხმარობენ.

  3. ბრწამლი (საბა).

ეკალა-მთა - მთა ახმეტისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, გომბორის ქედზე (1602 მეტრი).

ეკალაძე ია (ნამდვილი სახელი და გვარი იაკობ ცინცაძე) - მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე (1872-1933 წწ).

ეკალბარდი - ეკლიანი ბარდი.

ეკალი

  1. მაგარი, წვეტიანი გამონაზარდი ზოგიერთი მცენარის ტანზე.

  2. მცენარე, რომელსაც ეკლები აქვს.

  3. ზღარბის ტანზე განვითარებული წვეტიანი გამონაზარდი.

  4. ქართული ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი, გამოდიოდა თბილისში 1908 წელს, გამოვიდა 32 ნომერი.

ეკალღიჭი (Smilax excelsa) - მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა, ეკლიანი მაღალი ხვიარა ბუჩქი, აქვს მცოცავი ღეროები.

ეკარიუსი იოჰან გეორგ - გერმანიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1818-1889 წწ).

ეკარტე - XIX საუკუნის ინგლის-საფრანგეთში პოპულარული თამაში ბანქოსი.

ეკარტსჰაუზენი კარლ ფონ - გერმანელი მწერალი (1752 1803 წწ).

ეკატერინბურგი (1924-1991 წლებში - სვერდლოვსკი) - ქალაქი რუსეთში, სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქის ცენტრი (1,3 მილიონი).

ეკატერინე I ალექსის ასული (მარტა სკავრონსკაია) - რუსეთის იმპერატრიცა 1725 წლიდან, პეტრე I-ის მეორე ცოლი (1684-1727 წწ).

ეკატერინე II დიდი ალექსის ასული (სოფია ფრედერიკა ავგუსტა ანჰალტ-ცერბესტი) - რუსეთის იმპერატრიცა 1762 წლიდან, იმპერატორ პეტრე III-ის ცოლი (1729-1796 წწ).

ეკატერინე არაგონელი - ინგლისის დედოფალი, მეფე ჰენრიხ VIII ტიუდორის მეუღლე (1485-1536 წწ).

ეკატერინე დადიანი - სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი, ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული (1816-1882 წწ).

ეკატერინე მედიჩი (კატრინ დე მედიჩი) - საფრანგეთის დედოფალი 1547 წლიდან, ჰენრიხ II ვალუას მეუღლე (1519-1589 წწ).

ეკატერინენშტადტი - რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ მარქსის სახელი 1920 წლამდე.

ეკატერინეს სრუტე - სრუტე კუნძულ კუნაშირსა და კუნძულ იტურუპს შორის, კურილის კუნძულების მწკრივში, ოხოტის ზღვას აკავშირებს წყნარ ოკეანესთან.

ეკატერინოდარი - რუსეთის ქალაქ კრასნოდარის სახელი 1920 წლამდე.

ეკატერინოვკა - დაბა რუსეთის სარატოვის ოლქში.

ეკატერინოსლავი - უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკის სახელი 1802-1926 წლებში.

ეკატერინოსლავკა - დაბა რუსეთის ამურის ოლქში.

ეკატერინოფელდი - ქალაქ ბოლნისის სახელი 1921 წლამდე.

ეკატერინშტადტი - რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ მარქსის სახელი 1920 წლამდე.

ეკაუდი (ეკაუტი) ჟორჟ - ბელგიელი მწერალი, წერდა ფრანგულ ენაზე (1854-1927 წწ).

ეკბატანა - ირანის ქალაქ ჰამადანის ძველბერძნული სახელი (აღმოსავლური წყაროების თანახმად - ამატანა).

ეკბერგი ანიტა (ნამდვილი სახელი კერსტინი) - შვედური წარმოშობის ჰოლივუდის მსახიობი ქალი (დაიბადა 1931 წელს).

ეკგოფი კონრად - გერმანელი მსახიობი, პედაგოგი, თეატრალური მოღვაწე (1720-1778 წწ).

ეკებერგი ანდერს გუსტავ - შვედი ქიმიკოსი და მინერალოგი (1767-1813 წწ).

ეკენერი ჰუგო - გერმანელი ჰაერნაოსანი, დირიჟაბლების ფირმა „ცეპელინის“ ხელმძღვანელი (1868-1945 წწ).

ეკერი (ფრანგ.) - გეოდეზიური იარაღი გარკვეული სიდიდის კუთხეების ასაგებად ადგილზე.

ეკერმანი იოჰან პეტერ - იოჰან ვოლფგანგ გოეთეს პირადი მდივანი და მემუარისტი (1792-1854 წწ).

ეკერსბერგი კრისტოფერ ვილჰელმ - დანიელი ფერმწერი და გრაფიკოსი, რეალისტი (1783-1853 წწ).

ეკერტი ჯონ პროსპერ - ამერიკელი ინჟინერი. 1946 წელს ჯ.მოკლისთან ერთად შექმნა პირველი უნივერსალური კომპიუტერი, რაც ბევრი თანამედროვე კომპიუტერის პროტოტიპად იქცა (1919-1995 წწ).

ეკეჰარტი - გერმანელი მწერალი, სასულიერო პირი, ბერი (910 - 973 წწ).

ეკვადორი (ეკვადორის რესპუბლიკა, ესპან. Republica Del Ecuador).

  • სახელმწიფო სამხრეთ-ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება კოლუმბიას, აღმოსავლეტით და სამხრეთით - პერუს; დასავლეთით აკრავს წყნარი ოკეანე. ეკვადორის შემადგენლობაში შედის გალაპაგოსის კუნძულები.

  • დამოუკიდებლობის დღე (ესპანეთისგან) - 1822 წლის 24 მაისი.

  • ეროვნული დევიზი - „Dios, patria y libertad“ (ღმერთი, სამშობლო და თავისუფლება).

  • ჰიმნი - „Salve, Oh Patria“.

  • მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.

  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

  • საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული კონგრესი.

  • ფართობი - 283 560 ათასი კვ.კმ.

  • დაყოფილია 24 პროვინციად და დედაქალაქის ოლქად.

  • მოსახლეობა - 14 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 47 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • დედაქალაქი - კიტო.

  • ოფიციალური ენა - ესპანური.

  • ვალუტა - დოლარი.

  • ქვეყნის კოდი - ECU.

  • დროის სარტყელი - UTC -5.

  • სატელეფონო კოდი - +593.

  • ინტერნეტ-დომენი - ec.

ეკვალაიზერი - რადიოელექტრონული დანადგარი, როგორც წესი, მაღალხარისხოვანი სტერეოფონური კომპლექსების შემადგენელი ნაწილი, იყენებენ ბგერის გამაძლიერებელ სისტემათა სიხშირული არხების კორექციისათვის.

ეკვატორი (დედამიწისა) - დედამიწის ზედაპირის გადამკვეთი წარმოსახვითი ხაზი, რომელიც დედამიწის ცენტრზე გამავალი სიბრტყით წარმოიქმნება, მისი ბრუნვის ღერძის პერპენდიკულარულია და ყოფს დედამიწას ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებად. სიგრძე - 40 075 696 მეტრი.

ეკვატორი (ცისა) - ცის სფეროს დიდი წრეწირი, რომლის თითოეული წერტილი 90 გრადუსითაა დაშორებული სამყაროს პოლუსებიდან.

ეკვატორი - ამა თუ იმ საქმიანობის მსვლელობის ნახევარი.

ეკვატორული აფრიკა - იხილე ცენტრალური აფრიკა.

ეკვატორული გვინეა (ეკვატორული გვინეის რესპუბლიკა, ესპან. Republica de la Guinea Ecuatorial).

  • სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება კამერუნს და გაბონს.

  • დამოუკიდებლობის დღე (ესპანეთისგან) - 1968 წლის 12 ოქტომბერი.

  • ეროვნული დევიზი - „Unidad, Paz, Justicia“ (ერთიანობა, მშვიდობა, სამართალი).

  • ჰიმნი - „ჩამინემოს პისანდო ლას სენდას“.

  • მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.

  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

  • საკანონმდებლო ორგანო - სახალხო წარმომადგენელთა პალატა.

  • ფართობი - 28 051 კვ.კმ.

  • დაყოფილია 7 პროვინციად.

  • მოსახლეობა - 550 ათასი.

  • სიმჭიდროვე - 17 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • დედაქალაქი - მალაბო.

  • ოფიციალური ენა - ესპანური.

  • ვალუტა - ფრანკი.

  • ქვეყნის კოდი - GNQ.

  • დროის სარტყელი - UTC +1.

  • სატელეფონო კოდი - +240.

  • ინტერნეტ-დომენი - gq.

ეკვდერი - იხილე ეგვტერი.

ეკვენზი სიპრიან - ნიგერიელი მწერალი, წერს ინგლისურ ენაზე (დაიბადა 1921 წელს).

ეკვივალენტი (ლათ.) - რისამე ტოლფასი, თანაბარღირებული რამ.

ეკვივალენტური

  1. რაც ეკვივალენტს წარმოადგენს, რაც სავსებით ცვლის რასმე, ტოლფასი, თანაბარღირებული.

  2. ეკონომიკაში - საქონელი, რომლითაც სხვა საქონლის ღირებულება გამოიხატება.

ეკვივალენცია - იხილე მაკავშირებელი.

ეკვიკოლა მარიო - იტალიელი მწერალი-ერუდიტი (1460-1525 წწ).

ეკვილიბრისტი - ცირკის მსახიობი, რომელიც ეკვილიბრისტიკაშია დახელოვნებული.

ეკვილიბრისტიკა (ლათ.) - საცირკო ხელოვნების ჟანრი, აკრობატიკისა და ჟონგლიორობის ნაერთი.

ეკვირინე - პერსონაჟი ქალი დავით კლდიაშვილის მოთხრობისა „ქამუშაძის გაჭირვება“, ოტია ქამუშაძის დედა.

ეკზალტაცია - იხილე ეგზალტაცია.

ეკზეკვატურა - იხილე ეგზეკვატურა.

ეკზეკუცია - იხილე ეგზეკუცია.

ეკზემა - იხილე ეგზემა.

ეკზემპლარი - იხილე ეგზემპლარი.

ეკზერციციები - იხილე ეგზერსისი.

ეკზისტენციალიზმი - იხილე ეგზისტენციალიზმი.

ეკზო - უმართებულოა, იხილე ეგზო.

ეკზობიოლოგია - იხილე ეგზობიოლოგია.

ეკზოგამია - იხილე ეგზოგამია.

ეკზონი (ინგლ.) - გენის ნაწილი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ცილის პირველადი სტრუქტურის შესახებ.

ეკზოსტოსი - იხილე ეგზოსტოსი.

ეკზოსფერო - იხილე ეგზოსფერო.

ეკზოტიკა - იხილე ეგზოტიკა.

ეკი (ნამდვილი გვარი ივაკინი) ნიკოლაი - კინორეჟისორი, პირველი საბჭოთა ხმოვანი („Путевка в жизнь“, 1931) და პირველი ფერადი („Груня Корнакова“, 1936) ფილმების გადამღები.

ეკი შანდორ (ფსევდონიმი ალექს კეილი) - უნგრელი მხატვარი (1902-1985 წწ).

ეკი - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

ეკიბასტუზი - იხილე ექიბასთუზი.

ეკივოკი (ფრანგ. equivoque ლათ.-dan aequus „თანაბარი“ + vox, vocis „ხმა“) - ორაზროვნება.

ეკიკლემა - ძველბერძნულ თეატრში - პატარა მოედანი, რომელსაც სცენის ცენტრალური ნაწილიდან გამოაგორებდნენ და გაითამაშებდნენ ხოლმე სახლის შიგნით მიმდინარე მოქმედებას.

ეკიმაუცი (ეკიმოუცი) - ტივერთა ტომის IX-XI საუკუნეების ნამოსახლარი ამავე სახელწოდების სოფლის მახლობლად (მოლდავეთი).

ეკიმოვიჩი - დაბა რუსეთის სმოლენსკის ოლქში.

ეკიმჩანი - დაბა რუსეთის ამურის ოლქში.

ეკიპაჟი (ფრანგ.)

  1. კოსმოსური ხომალდის, თვითმფრინავის, გემის, ტანკის პირადი შემადგენლობა.

  2. საერთო სახელწოდება მსუბუქი სამგზავრო საზიდრებისა.

ეკიპი - ფრანგული სპორტული ჟურნალი.

ეკიპირება - ყველა საჭირო ნივთით მომარაგება ექსპედიციისა.

ეკის განძი - სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკში 1971 წელს აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი - 907 ცალი.

ეკის მთა - სერი სენაკის მუნიციპალიტეტში, კოლხეთის დაბლობზე.

ეკისყურა - მდინარე სენაკის მუნიციპალიტეტში, ცივის მარცხენა შენაკადი.

ეკიუ

  1. ძველებური ფრანგული ოქროს და ვერცხლის მონეტა. ცნობილია XIII საუკუნიდან.

  2. ევროკავშირის ვალუტის ერთეული 1979-96 წლებში.

ეკლამფსია (ბერძნ. eklampsis - აგზნება) - ფეხმძიმე ქალთა გვიანდელი ტოქსიკოზი, მძიმე დაავადება, რასაც თან სდევს კრუნჩხვები და გონის დაკარგვა.

ეკლარა

  1. მთა ვანის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთში, სულორისა და ძულუხურის წყალგამყოფზე (სიმაღლე - 548 მეტრი).

  2. მთა ვანის მუნიციპალიტეტში, მესხთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთში, ფერეთის ზემოთში (სიმაღლე - 545 მეტრი).

ეკლარის ქვა - ამ სახელით ცნობილია ქუთაისის მიდამოების (სოფელ ჭოგნართან) ზედაცარცული ასაკის სქელშრეებრივი კირქვები.

ეკლერი (ფრანგ. eclair) - კრემიანი ტკბილეულის სახეობა.

ეკლესია (ბერძნ.)

  1. სახალხო თავყრილობა ძველ ათენში.

  2. რელიგიური ორგანიზაცია, სარწმუნოებისა და კულტის ერთიანობაზე დამყარებული ამა თუ იმ რელიგიის მიმდევართა გაერთიანება.

  3. საკულტო ნაგებობა ქრისტიანულ სამყაროში.

ეკლესიასტე (ბერძნ.) - ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი, მიეწერება სოლომონ ბრძენს.

ეკლესიოლოგია - ღვთისმეტყველური მოძღვრება ეკლესიაზე, როგორც „ქრისტეს სხეულზე“.

ეკლესიური - ეკლესიასთან დაკავშირებული, საეკლესიო.

ეკლექტიზმი (ბერძნ. eklektos - ამორჩეული) - სხვადასხვა, ხშირად საწინააღმდეგო პრინციპების, შეხედულებების, თეორიების, მხატვრული ელემენტების მექანიკური, არაბუნებრივი შერწყმა.

ეკლექტიკა (ბერძნ.) - იგივეა, რაც ეკლექტიზმი.

ეკლექტიკოსი - ეკლექტიზმის მიმდევარი, ეკლექტიკურად მოაზროვნე.

ეკლექტიციზმი - იხილე ეკლექტიზმი.

ეკლზი (ეკლსი) ჯონ კერუ - ავსტრიელი ფიზიოლოგი, 1963 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ა.ლ. ჰოჯინთან და ა. ფ. ჰაქსლისთან ერთად (1903-1995 წწ).

ეკლიანი - ეკლით დაფარული.

ეკლიმეტრი (ბერძნ.) - პორტატიული გეოდეზიური ხელსაწყო ადგილის დახრილობის კუთხის გასაზომად.

ეკლიპტიკა (ბერძნ.) - ციური სფეროს დიდი წრე, რომელზედაც მზის წლიური ხილული მოძრაობა გადის.

ეკლნარი - ადგილი, სადაც ეკლიანი მცენარეები ჭარბობს.

ეკლოგა (ბერძნ.)

  1. საკანონმდებლო წიგნი, რომელიც 726 წელს შეიქმნა ბიზანტიაში და რომელიც ძირითადად იმპერატორ იუსტინიანეს კოდექსის კომპილაციას წარმოადგენს.

  2. ბუკოლიკის ჟანრი, დიალოგი მწყემსებს, სოფლელებს შორის.

ეკლოგიტი - მასიური, ზოგჯერ ფიქლებრივი, კრისტალურ-მარცვლოვანი ქანი, ძირითადად შედგება პიროქსენისა და გრანიტისაგან.

ეკმაგიო - ტვიფრვა, გინა ბრწყინვალება (საბა).

ეკმალიანი მაკარ - სომეხი კომპოზიტორი, საგუნდო დირიჟორი, პედაგოგი (1856-1905 წწ).

ეკმანი ვაგნ ვალფრიდი - შვედი გეოფიზიკოსი და ოკეანოგრაფი (1874-1954 წწ).

ეკნომი - კუნძულ სიცილიის სამხრეთ სანაპიროს კონცხი, რომლის სიახლოვესაც პირველ პუნიკურ ომში რომაელთა ფლოტმა კართაგენელთა საზღვაო არმადა გაანადგურა.

ეკო უმბერტო - იტალიელი ფილოლოგი, ფილოსოფოსი, კულტუროლოგი, მწერალი. პოსტმოდერნიზმის თეორიტიკოსი (დაიბადა 1932 წელს).

ეკოგენეზი (ბერძნ.) - ევოლუციის პროცესში - ეკოლოგიურ ურთიერთობათა განვითარება ორგანიზმებსა და გარემოს შორის.

ეკოლოგია (ბერძნ.) - ბიოლოგიის შემადგენელი მეცნიერება ცოცხალი ორგანიზმების ურთიერთობის და მათს მიერ უერთიერთშორის და გარემოსთან დამოკიდებულებაში წარმოქმნილი თანასაზოგადოებების შესახებ.

ეკომიცუ რიიტი - იაპონელი მწერალი (1898-1947 წწ).

ეკონომაიზერი (ინგლ.)

  1. სითბომონაცვლეობის დანადგარი, რაც წყლის წინასწარ გაცხელებას ემსახურება გამავალი გაზების ტემპერატურის ხარჯზე.

  2. ავტომობილის კარბურატორის შემადგენელი ნაწილი.

ეკონომეტრია (ეკონომეტრიკა) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ეკონომიური ობიექტების კონკრეტულ რაოდენობრივ ურთიერთდამოკიდებულებას.

ეკონომი (ბერძნ.) - მეურნეობის გამგე, მნე.

ეკონომია (ბერძნ.)

  1. დაზოგვა, მომჭირნეობა.

  2. მომჭირნეობით ხარჯვის შედეგი.

  3. 1917 წლამდე დიდი სამეურნეო ერთეულის სახელი უკრაინაში.

ეკონომიზმი - XIX-XX საუკუნეების ზღვარზე ოპორტუნისტული მიმდინარეობა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში.

ეკონომიკა (ბერძნ.)

  1. საშინაო მეურნეობის წარმართვის ხელოვნება.

  2. წარმოების სფეროში არსებული საზოგადოებრივი ურთიერთობების, პროდუქციის გაცვლისა და განაწილების დარგი მეურნეობისა.

  3. ამა თუ იმ კონკრეტული ქვეყნის სახალხო მეურნეობა.

  4. მეცნიერება, რომელიც სწავლობს სამეურნეო ცხოვრების რომელიმე დარგს.

ეკონომიკური - ეკონომიკასთან დაკავშირებული.

ეკონომისტი - ეკონომიკის, ეკონომიკურ მეცნიერებათა სპეციალისტი.

ეკონომიური - ეკონომიის მომცემი, მომჭირნეობითი.

ეკონომიქსი - ეკონომიკური მეცნიერების დარგი, რომელიც მიკრო და მაკრო მასშტაბის ბიზნესის, მეურნეობის მართვის მეთოდების, ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებს სწავლობს.

ეკონომო კონსტანტინ ალექსანდრ ბარონი ფონ სან-სერფი - ავსტრიელი ნევროლოგი, წარმოშობით ბერძენი (1876-1931 წწ).

ეკოსეზი (ფრანგ.)

  1. შოტლანდიური ხალხური ცეკვა, კონტრდანსის სახესხვაობა.

  2. უჯრედებიანი ქსოვილის სახესხვაობა.

ეკოსისტემა (ეკოლოგიური სისტემა) - ერთიანი ბუნებრივი კომპლექსი, რომელსაც ქმნიან ცოცხალი ორგანიზმები და მათი ბინადრობის გარემო და სადაც შემადგენლი კომპონენტები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან ენერგიის და ნივთიერებათა გაცვლით.

ეკოტიპები (ეკოლოგიური ტიპები) - მცენარეთა და ცხოველთა ამა თუ იმ სახეობის პოპულაციები, რომლებიც შეგუებულნი არიან განსხვავებული ადგილსამყოფელის პირობებს.

ეკოფისკი - ნავთობგაზსაბადო ჩრდილოეთის ზღვის ნორვეგიულ სექტორში.

ეკრანი (ფრანგ.)

  1. ზედაპირული მოწყობილობა, რაც ნთქავს, გარდაქმნის ან ირეკლავს ენერგიის სხვადასხვა სახეობების გამოსხივებას.

  2. ჩარჩოზე გადაჭიმული თეთრი ქსოვილი ან სხვა ზედაპირი, რომელზედაც უჩვენებენ კინოფილმებს, დიაპოზიტივების გამოსახულებებს.

  3. მოძრავი ფარი სიცხისგან ან ზედმეტი სინათლისგან დასაცავად.

  4. 1976 წელს საბჭოთა კავშირიდან გაშვებული დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი.

ეკრანიზაცია (ეკრანიზირება) - პროზის, დრამატურგიის, პოეზიის ან საოპერო და საბალეტო ლიბრეტოების ინტერპრეტაცია კინემატოგრაფის საშუალებებით.

ეკრანირება - ადამიანების, ხელსაწყოების დაცვა გარეშე ზემოქმედებისგან, რისამე გავლენისგან.

ეკრანპლანი (ეკრანმფრენი) - მძიმე საფრენი აპარატი (მფრინავი ნავი), რომელსაც ჰაერში იკავებს მზიდ ზედაპირსა და ეკრანს შორის აპარატის სწრაფი მოძრაობისას დამუხრუჭებული ჰაერის ბალიში.

ეკრონი - იხილე აკრონი.

ეკუდარი - მცირე სამწირვალო (საბა).

ეკუმენე და ოიკუმენე (ბერძნ. Oikumene) - დედამიწის იმ არეალების ერთობლიობა, რომლებიც ძველი ბერძნების წარმოდგენით დასახლებული იყო ადამიანებით (ასეთებად მიაჩნდათ: ევროპა, წინა აზია, ინდოეთი და ჩრდილოეთი აფრიკა).

ეკუმენიზმი და ეკუმენური მოძრაობა - მოძრაობა, რომლის მიზანიცაა რელიგიური კონფენსიების გაერთიანება. ქრისტიანულ ეკუმენიზმს საფუძველი ჩაეყარა 1910 წელს ედინბურგში გამართულ მსოფლიო მისიონერულ კონფერენციაზე. ე., სულ ცოტა, სამ მიმართულებას ითვალისწინებს: 1. ქრისტიანული კონფენსიების გაერთიანებას; 2. არაქრისტიანული რელიგიების ინტეგრაციულ პროცესებსა და 3. ქრისტიანული ეკონომისტური ორგანიზაციების არაქრისტიანულ ორგანიზაციებთან შეთანხმებულ მოქმედებებს. უკანასკნელთა შორის გამოირჩევა ბუდისტების მსოფლიო საძმო, მსოფლიო ისლამური კონგრესი, ალ-ახზარესთან (ქაიროში) არსებული ისლამური კვლევების ცენტრი და სხვა. ქრისტიანობაში ეკუმენისტური პროცესების კოორდინატორია მსოფლიო საეკლესიო საბჭო, რომელიც 1948 წელს შეიქმნა. მასში გაერთიანებულია პროტესტანტული, მართლმადიდებლური, სომხურ-ბერძნული და სხვა კონფესიების უმრავლესობა.

ეკუმენური მოძრაობა - იხილე ეკუმენიზმი.

ეკფონეტიკური ნიშნები - თანამედროვე სანოტო სისტემის წინამორბედი სამუსიკო დამწერლობა ევროპაში, სომხეთსა და საქართველოში, გამოიყენებოდა საგალობლების ჩასაწერად.

ეკჰარტი იოჰანეს (მაისტერ ეკჰარტი) - გერმანელი მოაზროვნე, დომინაკენელი ბერი, გერმანული მისტიციზმის დამაარსებელი (1260-1327 წწ).

ეკჰაუტი ჰერბრანდ ვან დენ - ნიდერლანდელი ფერმწერი, რემბრანდტის მოსწავლე (1621-1674 წწ).

ეკჰოფი კონრად - გერმანელი მსახიობი და თეატრალური მოღვაწე (1720-1778 წწ).

1.11 ელ

▲back to top


ელ - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული სიტყვებისა, ნიშნავს „ელექტრო“-ს (მაგალითად, ელმავალი, ელსადგური).

ელ-აბიადი (ენგელა) - კონცხი აფრიკის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილში, ტუნისში.

ელაბუგა - ქალაქი რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში (55 ათასი).

ელაგაბალი - იხილე ჰელიოგაბალუსი.

ელადა (ბერძნ.) - საბერძნეთის მეორე სახელი.

ელ-აზიღი - ქალაქი თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (205 ათასი).

ელაიონი ჰერტრუდა ბელ - ამერიკელი ბიოქიმიკოსი და ფარმაკოლოგი ქალი, 1988 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი დ.ბლექთან და ჯ. ჰითჩინგსნთან ერთად (1918-1999 წწ).

ელ-აიუნი - დასავლეთ საჰარის არაოფიციალური დედაქალაქი (190 ათასი).

ელ-აკაბა - იხილე აკაბა.

ელ-ალამაინი - ქალაქი ეგვიპტეში.

ელ-ალამაინის ბრძოლა - ინგლისის მე-8 არმიის შეტევითი ოპერაცია გერმანია-იტალიის ჯარების წინააღმდეგ 1942 წლის ოქტომბერ-ნოემბერში.

ელამი

  1. თვალები, რომელთა გუგები ერთსა და იმავე მხარეს არ არის მომართული.

  2. ვისაც ასეთი თვალები აქვს.

  3. (შუმერული „ნიმ“, აქადური „ელამთუ“, ელამური „ჰათანთი“) - ძველი სახელმწიფო წინა აზიაში, წარმოიშვა ძვ.წ.აღ. III ათასწლეულის დასაწყისში. იარსება ძვ. წ.აღ. VI საუკუნემდე.

ელამონი - კარის ადგილს სადგომი ადგილი (საბა).

ელანდი - კუნძული ბალტიის ზღვაში, ეკუთვნის შვედეთს.

ელანეცი - დაბა უკრაინის ნიკოლაევის ოლქში.

ელანი

  1. მდინარე სავალის მარჯვენა შენაკადი რუსეთის ვორონეჟის ოლქში.

  2. მდინარე ტერსის მარჯვენა შენაკადი რუსეთის სარატოვის და ვოლგოგრადის ოლქებში.

ელან-კოლენოვსკი - დაბა რუსეთის ვორონეჟის ოლქში.

ელანსკაია კლავდია - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1898-1972 წწ).

ელ-არაიში - იხილე ლარაში.

ელარე

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსის ერთ-ერთი საყვარელი.

  2. პლანეტა იუპიტერის თანამგზავრი, რომელიც აღმოაჩინა ჩ.დ.პერაიონმა 1905 წელს.

ელარი

  1. არქეოლოგიურ ძეგლთა კომპლექსი ამავე სახელწოდების სოფელში, ერევნის ჩრდილოეთით 18 კილომეტრზე.

  2. სომხეთის ქალაქ აბოვიანის სახელი 1963 წლამდე.

ელარჯი - საჭმელია ერთგვარი - ღომში მოხარშული და ჩაზელილი სულგუნი.

ელ-ასი (ნაჰრ-ელ-ასი) - მდინარე ლიბანში, სირიასა და თურქეთში, ერთვის ხმელთაშუა ზღვას (სიგრძე - 71 კილომეტრი).

ელ-ასირი - იხილე ასირი (პროვინცია).

ელ-ასნამი - იხილე ეშ-შელიფი.

ელასტიკური (ლათ.) - დრეკადი, მოქნილი.

ელასტინი (ბერძნ.) - ცილოვანი ნივთიერება, რომელიც კანის, იოგების, არტერიის კედლების და მისთანების ელასტიკური ბოჭკოების შემადგენლობაში შედის.

ელასტომერები - მაღალმოლეკულური ნაერთები, რომლებსაც ფართო ინტერვალში მაღალელასტიკური თვისებები ახასიათებთ.

ელატი (ხე) - ნაძვი (საბა).

ელატივი (ლათ.) - ზოგ ენაში ეწ. გამოსვლითი ბრუნვა.

ელატმა - დაბა რუსეთის რიაზანის ოლქში.

ელაშხუფი - მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბავიუს მარჯვენა შენაკადი.

ელაჩიჩი იოსიპ - ავსტრიის არმიის გენერალი, ეროვნებით ხორვატი, 1848 წლის უნგრეთის აჯანყების ერთ-ერთი ჩამხშობი (1801-1859 წწ).

ელბა

  1. კუნძული ტირენეს ზღვის ტოსკანის არქიპელაგში, ეკუთვნის იტალიას.

  2. (ლაბა) მდინარე ჩეხეთსა და გერმანიაში, ერთვის ჩრდილოეთის ზღვას (სიგრძე - 1165 კილომეტრი).

ელ-ბაბი - ქალაქი სირიის ჰალაბის (ალეპოს) მუჰაფაზში.

ელბანი - დაბა რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში.

ელბასანი - ქალაქი ალბანეთში, ელბასანის რეთის ადმინისტრაციული ცენტრი (85 ათასი).

ელბა-ტრავეს არხი - აერთებს მდინარე ელბას მდინარე ტრავესთან გერმანიაში.

ელბაქიანი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

ელბაქითა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ელბაქიძე არკადი - რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში (1879-1919 წწ).

ელბა-ჰაფელის არხი - აერთებს მდინარე ელბას მდინარე ჰაფელთან გერმანიაში.

ელ-ბაჰრი - მდინარე ნილოსის არაბული სახელწოდება.

ელბერდ - ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა (გამოქვეყნდა 1882 წელს).

ელბერტი - მწვერვალი აშშ-ს კლდოვან მთებში (4399 მ).

ელ-ბილაიმი - იხილე ბალაიმი.

ელბის ქვიშიანი მთები - იხილე საქსონიის შვეიცარია.

ელბლონგი - ქალაქი პოლონეთში, სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (100 ათასი).

ელბრუსი - დაბა რუსეთის ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში.

ელბრუსკი - დაბა რუსეთის სტავროპოლის მხარის ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიურ ოლქში.

ელბურსი - მთიანეთი ირანში, კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ (სიგრძე - დაახლოებით 900 კილომეტრი).

ელგავა (1917 წლამდე მიტავა) - ქალაქი ლატვიაში, იგიევე იელგავა (75 ათასი).

ელგარი ედუარდ უილიამ - ინგლისელი კომპოზიტორი და დირიჟორი (1857-1934 წწ).

ელგერი სიმონ (ნამდვილი გვარი ვასილიევი) - ჩუვაში მწერალი (1894-1966 წწ).

ელგი - მდინარე ინდიგირკის მარცხენა შენაკადი რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.

ელგიგიტგინი - ტბა ანადირის ზეგანზე რუსეთის მაგადანის ოლქში.

ელგონი - ჩამქრალი ვულკანი აღმოსავლეთ აფრიკაში, კენია-უგანდის საზღვარზე (4322 მეტრი).

ელ გრეკო დომენიკო (ნამდვილი გვარი თეოტოკოპულო) - ბერძნული წარმოშობის ესპანელი ფერმწერი (1541-1614 წწ).

ელგუჯა - ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა (გამოქვეყნდა 1881 წელს).

ელდა - უეცარი შეგრძნება დიდი შიშისა.

ელდანაცემი - ვისაც ელდა ეცა, შეშინებული, თავზარდაცემული.

ელდარი - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის სახელი 1996 წლამდე (ტერიტორიულად მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში).

ელდარის დაბლობი (ელდარის ველი) - ვაკე-დაბლობი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

ელ-დივანია - იხილე დივანია.

ელდიკანი - დაბა რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.

ელდორადო (ესპ.)

  1. გავრცელებული აზრის თანახმად, ოქროთი და თვალ-მარგალიტით მდიდარი არარსებული ქვეყანა, რომელსაც ეძებდნენ სამხრეთ ამერიკაში პირველი ესპანელი კონკისტადორები.

  2. (გადატანით) ზღაპრული სიმდიდრის და სასწაულების ქვეყანა.

ელდორეტი - ქალაქი კენიის რიფტ-ველის პროვინციაში.

ელ-დრუზი - იხილე ჯებელ-დრუზი.

ელეა - დაბა ლატვიაში.

ელებაევი მუკაი - ყირგიზი მწერალი (1905-1943 წწ).

ელეგანტური (ფრანგ.) - მოხდენილი, კოხტა, ნატიფი.

ელეგესტი - მდინარე ენისეის მარცხენა შენაკადი რუსეთის ტუვის რესპუბლიკაში.

ელეგი (თურქ.) - კაცისა და ქალის მოკლე ზედატანი, გავრცელებული იყო გურიაში.

ელეგია (ბერძნ.)

  1. სევდიანი, ლირიკული ლექსი, ასეთი ხასიათის მუსიკალური პიესა.

  2. ილია ჭავჭავაძის ლექსი.

ელეელთა სკოლა - ძველი ბერძნული ფილოსოფიური სკოლა (ძვ.წ.აღ. VI-V საუკუნეები). სახელი ეწოდა სამხრეთ იტალიის ქალაქ ელეის მიხედვით.

ელევატორი (ლათ.)

  1. მარცვლეულის შესანახი საგანგებო დიდი ნაგებობა.

  2. ტვირთის ვერტიკალურად ასაწევი მანქანა.

ელევენდი

  1. უცოლშვილო (კაცი), უქმრო (ქალი), მარტოხელა.

  2. მომცდარი, უნაყოფო მცენარე.

ელევენი

  1. საზრდელია მწყერმარხილთა, სავნებელს არგებს (საბა).

  2. სარკმელი კამაროსანი მაღალი ტაძართა შინა, გინა სახლთა (საბა).

ელევსინი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ელევსინის მეფე და ეპონიმი.

ელევსინიები - დემეტრესა და პერსეფონეს პატივსაცემი წინაბერძნული ხანის წარმოშობის აგრარული დღესასწაულები ელევსინში.

ელეთმელეთი - შიშით შეპყრობა, თვზარდაცემა.

ელეილნი - სართულები (საბა).

ელელეცი - ტყირპი (საბა).

ელელიძეები - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

ელემენტი (ლათ.)

  1. რისამე შემადგენელი მარტივი ნაწილი.

  2. დამახასიათებელი თვისება რისამე შინაარსში.

  3. ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივი ქიმიური მეთოდებით არ იშლება.

  4. რაიმე საზოგადოებრივი წრის წარმომადგენელი.

  5. ძველ ბერძნულ მატერიალისტურ ფილოსოფიაში - ბუნების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი (ცეცხლი, წყალი, ჰაერი, მიწა).

ელემენტარული

  1. რაც მხოლოდ რისამე საფუძველს ეხება, დაწყებითი.

  2. მარტივი, უბრალო, ყველასათვის ცნობილი.

ელენე (მშვენიერი ელენე) - ძველმინოსური მცენარეულობის ღვთაება, ძველ საბერძნეთში კი ნაყოფიერებისა და სინათლის მფარველი ღმერთქალი, ზევსისა და ლედას შვილი, სპარტის მეფე მენელაოსის ცოლი. ძველბერძნული ეპოსის ულამაზესი და უპოპულარულესი ქალი.

ელენენდორფი - აზერბაიჯანის ქალაქ ხანლარის სახელი 1938 წლამდე.

ელენთა - ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების ორგანო, რომელიც ძევს მარცხენა ფერდქვეშ, წარმოშობს სისხლის თეთრ ბურთულებს.

ელენია-გურა - ქალაქი პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სუდეტის მთებში (95 ათასი).

ელენსე ფრანც - ბელგიელი მწერალი (1881-1972 წწ).

ელენოსი (ჰელენოსი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პრიამოსისა და ჰეკაბეს ვაჟი, წინასწარმეტყველური ნიჭის მქონე.

ელენსკი - დაბა რუსეთის კალუგის ოლქში.

ელენშლეგერი ადამ გოტლობ - დანიელი პოეტი და დრამატურგი (1779-1850 წწ).

ელეონი - ერისიონი (საბა).

ელეონორა - ალ. ყაზბეგის მოთხრობა (გამოქვეყნდა 1884 წელს).

ელერდაშვილები - სხვადასხვა თაობის ჩოგბურთელები - არჩილი (1920-1987 წწ), ვანო (1922 წ), მარინე (1955 წ), გია (1958 წ), ნიკო (1959 წ) - საბჭოთა კავშირის არაერთგზის ჩემპიონები.

ელერდაშვილი ალექსანდრე - თქვენს ხელთ არსებული ენციკლოპედიის შემდგენელი, აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, გაზეთ «ფანტაზიის» მთავარი რედაქტორი (დაიბადა 1956 წელს).

ელერი ჰეინო - ესტონელი კომპოზიტორი (1887-1970 წწ).

ელერონი (ფრანგ.) - თვითმფრინავის ფრთების ბოლოების მოძრავი ზედაპირი, რომელიც საჭიროა მფრინავი აპარატის წონასწორობის დასაცავად.

ელეფანტიაზი (ბერძნ. „elefas“ - სპილო) და ელეფანტიაზისი - სხეულის ცალკეული ნაწილების მნიშვნელოვანი გადიდება კანის მკვეთრი გასქელების შედეგად, რაც გამოწვეული ლიმფური გზების ქრონიკული ანთებით და ლიმფის შეგუბებით; სპილოვნობა, სპილოს დაავადება.

ელეფანტინე (ბერძნ.) - ნილოსის კუნძულის და აგრეთვე ქალაქის (ახლანდელი ასუანის პირდაპირ) ძველი სახელწოდება

ელეფ-რინგნესი - კუნძული კანადის არქტიკულ არქიპელაგში, ეკუთვნის კანადას.

ელექსირი (არაბ. „ალ-იქსირ“ - ფილოსოფიური ქვა) - მცენარეული ნივთიერების ნაჟური, ან სპირტით, ეთეროვანი ზეთით და მისთანებით დამზადებული მაგარი ნაყენი; იყენებენ მედიცინაში, კოსმეტიკაში. სიცოცხლის ელექსირი - ჯადოსნური სასმელი, რომელსაც თითქოს შეეძლო ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება, ახალგაზრდობის შენარჩუნება და რომლის მოპოვებასაც ამაოდ ცდილობდნენ ალქიმიკოსები.

ელექტიური არეები - შერჩევითი არეები, რომლებსაც იყენებენ გარკვეული მიკროორგანიზმების მოსაშენებლად.

ელექტორატი (ინგლ.) - ყველა ამომრჩეველი ერთად, ვისაც ხმის მიცემის უფლება გააჩნია.

ელექტრა ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:

  1. ოკეანიდი, ირიდასა და ჰარპიების დედა.

  2. ერთ-ერთი პლეიადთაგანი, იასონისა და დარდანოსის დედა.

  3. აგამემნონისა და კლიტემნესტრას ქალიშვილი, ორესტესა და იფიგენიას და.

  4. მე-4 ვარსკვლავიერი სიდიდის ვარსკვლავი, შედის პლეადების ვარსკვლავთა ხომლში.

ელექტრენაი - დაბა ლიტვაში.

ელექტრიზაცია

  1. ელექტრობით დამუხტვა სხეულისა.

  2. ელქტრობით მკურნალობა.

ელექტრიკი (ფრანგ.) - მოლურჯო-ცისფერი.

ელექტრიკოსი - იგივეა, რაც ელექტროტექნიკოსი.

ელექტრიონე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ელექტრიონის ქალიშვილი, ე.ი. ალკმენე, ჰერაკლეს დედა.

ელექტრიონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პერსევსისა და ანდრომედას ვაჟი, ალკმენეს მამა, მიკენეს მითიური მეფე.

ელექტრიფიკაცია (ელექტრიფიცირება) - ელექტრული ენერგიის ფართოდ გამოყენება მეურნეობასა და ყოფა-ცხოვრებაში.

ელექტრიფიცირებული - ელექტრულ ენერგიაზე გადაყვანილი.

ელექტრო - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა, ნიშნავს ელექტრობასთან დაკავშირებულს, ელექტრულს.

ელექტროაკუსტიკა - გამოყენებითი აკუსტიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სიგნალების ელექტრომექანიკური გარდამქმნელების საინჟინრო გაანგარიშებისა და კონსტრუირების თეორიასა მეთოდებს.

ელექტროამძრავი - მექანიზმის, ან მანქანის ასამუშავებელი მოწყობილობა.

ელექტროანალიზი - ნივთიერებათა გამოყოფა და დაყოფა ელექტროლიზის მეშვეობით.

ელექტრობა

  1. ენერგიის ფორმა, რომელიც განპირობებულია მატერიის ნაწილაკების (ელექტრონების, პოზიტრონების, პროტონების) მოძრაობით.

  2. ენერგია, რომელსაც იყენებენ საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის.

ელექტრობალასტერი - უწყვეტი მოქმედების დიდმწარმოებლური სალიანდაგო მანქანა, რომელსაც იყენებენ ბალასტის სადოზირებლად და სხვადასხვა სარემონტო სამუშაოს დროს.

ელექტროგამტარი - რაც ელექტრობას ატარებს.

ელექტროგამტარობა

  1. ნივთიერებათა თვისება გაატარონ ელექტრული დენი ელექტრული ძაბვის გავლენით.

  2. ელექტრული წინაღობის შებრუნებული სიდიდე.

ელექტროგაყვანილობა - გაყვანილობა ელექტრული დენის გასანაწილებლად.

ელექტროგორსკი - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.

ელექტროგრაფია - ფოტოგრაფიის დარგი, რომელშიც შუქმგრძნობიარე ფენად იყენებენ ფოტოგრაფიულ ნახევარ გამტარებს.

ელექტროდეპო - თბილისის მეტროპოლიტენის სადგური მთავარ ხაზზე, „ნაძალედევსა“ და „დიდუბეს“ შორის, ამოქმედდა 1966 წელს.

ელექტროდი (ბერძნ.)

  1. გამტარი (ფირფიტა, ღერო), რომლის საშუალებითაც ელექტრული დენი შედის სითხეში ან გაზში.

  2. მანქანებში, ხელსაწყოებში - ელექტრული დენის ჩართვის (გამოთიშვის) ადგილი.

ელექტროდიაგნოსტიკა - კუნთოვანი და ნერვული სისტემების ფუნქციური მდგომარეობის განსაზღვრა კუნთებისა და მამოძრავებელი ნერვების გალვანური და ფარადეის დენებით გაღიზიანებაზე რეაქციის მიხედვით.

ელექტროდინამიკა - ფიზიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს ელექტრული მუხტების მოძრაობისა და ურთიერთმოქმედების კანონებს.

ელექტროენცეფალოგრაფია - ადამიანისა და ცხოველების თავის ტვინის მოქმედების გამოკვლევის მეთოდი.

ელექტროთერაპია - ელექტრული დენის გამოყენება სამკურნალო მიზნით; ელექტრომკურნალობა.

ელექტროთერმია - გამოყენებითი მეცნიერება სამრეწველო მიზნით ელექტრული ენერგიის სითბურ ენერგიად გარდაქმნის პროცესების შესახებ.

ელექტროკარი - ოთხთვლიანი თვითმავალი ურიკა, რომელიც მოძრაობს მასზე დადგმული (აკუმულატორიანი) ელექტროძრავით; იყენებენ ტვირთის გადასატანად ვაგზლებში, ქარხნებში და სხვა.

ელექტროკარდიოგრამა - ელექტროკარდიოგრაფის საშუალებით მიღებული გრაფიკული გამოსახულება გულის მოქმედებისა.

ელექტროკარდიოგრაფი - აპარატი იმ ელექტრული იმპულსების რეგისტრაციისათვის, რომლებიც წარმოიქმნება გულის მოქმედ კუნთებში.

ელექტროკარდიოგრაფია - გულის ფიზიოლოგიურ თვისებათა გამოკვლევის მეთოდი გულის მოქმედ კუნთში წარმოქმნილი ელექტრული იმპულსების გრაფიკული რეგისტრაციის გზით.

ელექტროკორუნდი - სინთეზური აბრაზიული მასალა.

ელექტროლიზი (ბერძნ.) - ნივთიერების შემადგენელ ნაწილებად დაშლისა და ამ ნაწილების ელექტროდებზე გამოყოფის პროცესი (ელექტროლიტში დენის გავლისას).

ელექტროლიტები - ნივთიერებები, რომელთაც აქვთ უნარი წარმოქმნან იონური ელექტროგამტარობის მქონე სისტემები.

ელექტროლუმინესცენცია - ლუმინესცენცია, რომელიც წარმოიქმნება ელექტრული ველის ზემოქმედებით.

ელექტრომაგნეტიზმი - ელექტრული დენით გამოწვეული მაგნიტური მოვლენები.

ელექტრომაგნიტი - რკინის ღერო რომელიც მაგნიტდება მასზე დახვეულ განმხოლოებულ მავთულში გატარებული დენით; იყენებენ ელექტრულ მანქანებში, ტელეგრაფისა და ტელეფონის აპარატებში.

ელექტრომეტრი - ელექტრული ძაბვის საზომი ხელსაწყო.

ელექტრომეტრია - ელექტრულ გაზომვათა ხერხები და მეთოდები.

ელექტრომიოგრაფია - ჩონჩხის კუნთების ელექტრულ პოტენციალთა რეგისტრაცია.

ელექტრომობილი - ელექტრული ძრავით მომუშავე ავტომობილი.

ელექტრომონტიორი - ელექტრულ მოწყობილობათა მონტაჟის, გამართვის სპეციალისტი.

ელექტრონვოლტი - ენერგიის საზომი სისტემის გარეშე ერთეული ატომურ და ბირთვულ ფიზიკაში.

ელექტრონი (ბერძნ.)

  1. მატერიის ნაწილაკი, რომელიც ატარებს უარყოფით ელექტრულ მუხტს. შემადგენელი ნაწილია ატომისა და მოძრაობს მისი ბირთვის გარშემო.

  2. მაგნიუმის შენადნობი ალუმინთან, თუთიასთან და ზოგ სხვა ლითონთან. ახასიათებს დიდი სიმტკიცე და პლასტიკურობა.

ელექტრონიკა

  1. ფიზიკის შემადგენელი ნაწილი, რომელიც სწავლობს ელექტრონულ პროცესებს ვაკუუმში, გაზებში და მაგარ სხეულებში.

  2. ტექნიკის დარგი, რომელიც დაკავშირებულია ელექტრონულ ხელსაწყოთა წარმოებასა და გამოყენებასთან.

  3. ელექტრო ხელსაწყოების საწარმოო მარკა ყოფილ სსრკ-ში.

ელექტრონული - ელექტრონთან დაკავშირებული, ელექტრონზე დამყარებული.

ელექტროოპტიკა - ფიზიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ელექტრული ველის მოქმედებას ნივთიერების ოპტიკურ თვისებებზე.

ელექტროოსმოსი - სითხის მოძრაობა კაპილარებში, დიაფრაგმის ფორებში ან ძალიან წვრილი ნაწილაკების შემცველ ნალექში გარედან მოდებულ პოტენციალთა სხვაობის გავლენით.

ელექტროსადგური - სადგური, რომელიც გამოიმუშავებს ელექტრულ ენერგიას.

ელექტროსადენი - ელექტრული ენერგიის გადასაცემი სადენი.

ელექტროსინთეზი - ელექტროლიზის მეშვეობით სხვადასხვა ქიმიური ნაერთის მიღების მეთოდი.

ელექტროსკოპი - ხელსაწყო, რომლითაც არკვევენ დამუხტულია თუ არა სხეული ელექტრობით.

ელექტროსტალი (1928 წლამდე ზატიშიე) - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (150 ათასი).

ელექტროსტატიკა - ფიზიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს ელექტრობის, დაელექტროებულ სხეულთა თვისებებს შედარებით უძრავ მდგომარეობაში.

ელექტროტაქსისი - ორგანიზმის ან მისი ცალკეული ნაწილების გადაადგილება ელექტრული დენის ზეგავლენით.

ელექტროტექნიკა

  1. მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს ელექტრულ მოვლენებს, ელექტრობის გამომუშავებისა და გამოყენების საშუალებებს.

  2. მრეწველობის დარგი, რომლის საქმე ელექტროენერგიის გამომუშავებაა.

ელექტროტონი - ისეთი ნერვის, კუნთის და სახვა აღმგზნებადი ქსოვილების მდგომარეობის შეცვლა, რომლებიც განიცდიან მუდმივი ელექტრული დენის ზემოქმედებას.

ელექტროუგლი - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.

ელექტროფიზიოლოგია - ფიზიოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ორგანიზმში მიმდინარე ელექტრულ პროცესებს.

ელექტროფიკაცია - (არასწორია) იხილე ელექტრიფიკაცია.

ელექტროფილტრი - ელექტროენერგიით მოქმედი აპარატი, რომელიც გაზებს წმენდს მტვრის, ნაცრისა და სხვა მყარი მინარევებისაგან; ელექტროსაწური.

ელექტროფონი - საყოფაცხოვრებო მოწყობილობა გრამოფონის ფირფიტიდან ბგერის კვლავწარმოებისათვის; ფირსაკრავი.

ელექტროფორეზი - დამუხტული კოლოიდური ნაწილაკების გადაადგილება, რაც გამოწვეულია ელექტროდენის მოქმედებით.

ელექტროფორი - უმარტივესი ელექტროსტატიკური ხელსწყო ინდუქციის გზით ელექტრული მუხტების მისაღებად.

ელექტროქიმია - ფიზიკური ქიმიის ნაწილი, რომელიც სწავლობს პროცესებს, რომლებსაც ადგილი აქვს ქიმიური ენერგიის ელექტრულ ენერგიად (ანდა პირიქით) გარდაქმნის დროს.

ელექტროქსელი - მომხმარებელთა შორის ელექტრული ენერგიის გამნაწილებელი ხაზების სისტემა.

ელექტროშედუღება - ლითონთა შედუღება ელექტრული დენით.

ელექტრული

  1. ელექტრობასთან დაკავშირებული.

  2. ელექტრობით მოქმედი.

ელექტრული ლოქო (Malapterurus electricus) - თევზი ლოქოსებრთა ოჯახისა, გავრცელებულია მდინარე ნილოსსა და დასავლეთ აფრიკის მდინარეებში.

ელექტრული სკაროსი (თორპედო მარმორატა) - თევზი სკაროსისებრთა ოჯახისა, გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში.

ელექტრუმი (ლათ.) - მინერალი, თვითნაბადი ოქროს ნაირსახეობა. შეიცავს 25-50% ვერცხლს.

ელეცი - ქალაქი რუსეთის ლიპეცკის ოლქში (120 ათასი).

ელეცკი - დაბა რუსეთის კომის რესპუბლიკაში.

ელვა

  1. ატმოსფერული მოვლენა, ელექტრობის სწრაფი განმუხტვა ჰაერში, რაც გამოიხატება ძლიერი კლაკნილი ნათებით.

  2. ელვარება, ბრწყინვა, ლაპლაპი.

  3. ქართული ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტეტრატურული გაზეთი, გამოდიოდა თბილისში 1906 წლის მარტ-აპრილში.

  4. ქალაქი ესტონეთში.

ელვანა - წყალზე შავნი ჭუანი მიმორბენალნი (საბა).

ელვარე - იგივეა, რაც მოელვარე.

ელვეისტი იან - ესტონელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1962 წელს).

ელვიმას - მოგვი, გინა განდგომილი (საბა).

ელვისებური - ძალიან სწრაფი.

ელზა - ქართული სატელევიზიო მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1991 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ჰარტმუტ გრიესმაიერი. სცენარის ავტორები - დავით აგაიაშვილი, მანფრედ იაკობსი, ჰარტმუტ გრიესმაიერი. დამდგმელი ოპერატორი - კლაუს-პეტერ ვებერი. მთავარ როლებში: გოგი ხარაბაძე, ჰანელორე ელსნერი, დავით კვირცხალია, ქეთევან ფანცხავა, ბაია დვალიშვილი, ნანული სარაჯიშვილი.

ელ-ზაკაზიკი - ქალაქი ეგვიპტეში, შარკიის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი (180 ათასი).

ელ-ზარკა - ქალაქი ჩრდილოეთ იორდანიაში (250 ათასი).

ელზასი (ფრანგულად „ალზასი“) - ისტორიული ოლქი საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში. მთავარი ქალაქი სტრასბურგი (სტრასბური).

ელზას-ლოთარინგია (ფრანგულად „ალზას-ლორენი“) - საფრანგეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.

ელზევირები - XVI-XVII საუკუნეების ჰოლანდიელ მესტამბე-გამომცემელთა გვარი.

ელზევირი - ერთგვარი ძველებური ლამაზი შრიფტის სახელწოდება (დაერქვა ჰოლანდიელი გამომცემლის - Elsevier - გვარის მიხედვით).

ელზმირი - კუნძული კანადის არქტიკულ არქიპელაგში, ეკუთვნის კანადას.

ელ-ზუბაირი - ქალაქი ერაყში.

ელზუორთი ლინკოლნ - ამერიკელი პოლარეთის მკვლევარი (1880-1951 წწ).

ელზუორთი - მთები ანტარქტიდაში.

ელზუორთის მიწა - დასავლეთ ანტარქტიდის ტერიტორიული ნაწილი.

ელ-თიჰი - პლატო სინის ნახევარკუნძულზე (ეგვიპტე).

ელთურა - მდინარე ცხინვალის მუნიციპალიტეტში, პატარა ლიახვის მარჯვენა შენაკადი.

ელი

  1. (ინგლ.) - ღია ფერის, სქელი ლუდი.

  2. თურქული წარმოშობის მეჯოგე-მომთაბარე მოსახლეობა კახეთსა და ქვემო ქართლში XVI-XIX საუკუნეებში

ელია

  1. მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხევის კავკასიონის ჩრდილოეთ განშტოებაზე (2859 მ).

  2. მთა თბილისის მიდამოებში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.

  3. თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი, მდებარეობს მახათის მთის ფერდობზე. სახელი ეწოდა ელია წინასწარმეტყველის ეკლესიისაგან, რომელიც მახათის მთაზე იდგა.

  4. ქართული წარმართული ღვთაება, წვიმა-სეტყვისა და ჭექა-ქუხილის განმგებელი.

ელიადე მირჩე - ფრანგი კულტუროლოგი და მწერალი (1907-1985 წწ).

ელიადე-რედელესკუ იონ - რუმინელი პოეტი, განმანათლებელი (1802-1972 წწ).

ელიავა გიორგი - მიკრობიოლოგი (1892-1937 წწ).

ელიავა ლია - კინომსახიობი, სქართველოს სახალხო არტისტი (1934-1998 წწ).

ელიანდრე - სურო (საბა).

ელიანი ედუარდ - სომეხი მფრინავი-გამომცდელი, საბჭოთა კავშირის გმირი (დაიბადა 1926 წელს).

ელიაობა - ამინდის ღვთაების, ელიას სახელობის დღესასწაული, იმართებოდა ივლისის ბოლოს.

ელიასი ჰედერტს - ლატვიელი მხატვარი (1887-1975 წწ).

ელიასნიში - მთა დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე.

ელიასციხე - მთა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ განშტოებაზე.

ელიაღასი - თურქული ტომის ელის უფროსი.

ელიაშვილი არჩილ - ელექტროტექნიკოსი (1904-1971 წწ).

ელიაშვილი ივანე - ექიმი-ჰიგიენისტი, ჯანდაცვის ორგანიზატორი, საზოგადო მოღვაწე, მწერალი (1864 - 1932 წწ).

ელიაშვილი ლეონტი - მეან-გინეკოლოგი და ჯანდაცვის ორგანიზატორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1893-1958 წწ).

ელიაწმინდა - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

ელიბო

  1. მამაკაცის ქართული სახელი.

  2. ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, „ღვინის ქურდების“, პერსონაჟი კახი კავსაძის შესრულებით.

ელი დე ბომონი ლეონს (ჟან ბატისტ არმან ლუი ლეონს ელი დე ბომონი) - ფრანგი გეოლოგი (1798-1874 წწ).

ელიდურ-ერეტრიული სკოლა - ძვ.წ.აღ. IV საუკუნის ბერძნული ფილოსოფიური სკოლა, აერთია-ნებდა სოკრატეს მოწაფეთა მცირე ჯგუფს.

ელივარე - სამთო-სამრეწველო რაიონი შვედეთის ნორბოტენის ლენში.

ელიზაბეთი - ქალაქი-ნავსადგური აშშ-ს ნიუ-ჯერზის შტატში (110 ათასი).

ელიზაბეთვილი - იხილე ლუბუმბაში.

ელიზავეტგრადი - უკრაინის ქალაქ კიროვოგრადის სახელი 1924 წლამდე.

ელიზავეტგრადკა - დაბა უკრაინის კიროვოგრადის ოლქში.

ელიზავეტინსკაია ნაქალაქარი - მეოტების ტომის ძვ.წ.აღ. IV-I საუკუნეების გამაგრებული სამოსახლო ნაშთები სტანიცა ელიზავეტინსკაიასთან, რუსეთის კრასნოდარის მხარეში.

ელიზავეტპოლი - აზერბაიჯანის ქალაქ განჯის სახელი 1804-1918 წლებში.

ელიზარიევი ვალერი - ბელორუსიელი ბალეტმეისტერი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1947 წელს).

ელიზბარ ქსნის ერისთავი

  1. ქსნის ერისთავი XVI საუკუნის 60-70-იან წლებში.

  2. კახეთის 1659 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური (გარდაიცვალა 1662 წელს).

ელიზია (ლათ.) - ბოლოკიდური ხმოვნის დაკარგვა სიტყვაში, როდესაც მომდევნო სიტყვა ხმოვნით იწყება.

ელიზოვო - ქალაქი რუსეთის კამჩატსკის ოლქში (40 ათასი).

ელიკრიტონი - მრავალფერობა (საბა).

ელიმინაცია (ელიმინირება)

  1. თავიდან მოშორება, მოცილება.

  2. მათემატიკაში განტოლებათა სისტემიდან უცნობი წევრის გამორიცხვა.

ელინგი (ჰოლანდ.)

  1. ზღვის, მდინარის ან ტბის ნაპირას გამართული ნაგებობა გემების ასაშენებლად ან გასარემონტებლად - გემსაშენი ვერფის ძირითადი ნაწილი.

  2. სანიჩბოსნო სადგურში მოწყობილი ნაგებობა სასპორტო ნავების, ნიჩბებისა და სხვა ინვენტარის შესაკეთებლად.

  3. ნაგებობა დირიჟაბლების ასაგებად, გასაჩერებლად, შესანახად და შესაკეთებლად.

ელინგტონი ედუარდ კენედი (მეტსახელად დიუკი) - ამერიკელი პიანისტი და კომპოზიტორი (1899-1974 წწ).

ელინები - ძველი საბერძნეთის (ელადის) მკვიდრნი, ძველი ბერძნები.

ელინეკი გეორგ - გერმანელი იურისტი (1851-1911 წწ).

ელინეკი ელფრიდა - ავსტრიელი მწერალი ქალი (დაიბადა 1946 წელს).

ელინი (ჰელინი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ელინთა მითიური წინაპარი. ელადას ეპონიმი.

ელინიზმი

  1. ეპოქა, როდესაც აყვავებული იყო შერეული ბერძნულ-აღმოსავლური კულტურა.

  2. ძველი ბერძნული ენიდან ამ თუ იმ ენაში შესული სიტყვა ან გამოთქმა.

ელინისტი - ბერძნული ფილოლოგიის (ძველი ბერძნული ენისა და ლიტერატურის) სპეციალისტი.

ელინისტური - ელინიზმთან დაკავშირებული.

ელინოფონები - საქართველოში მცხოვრები ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე ბერძნები (განსხვავებით თურქულენოვანი ბერძნებისაგან - ურუმებისაგან).

ელინ-პელინი (ნამდვილი სახელი და გვარი დიმიტრ ივანოვ სტოანოვი) - ბულგარელი მწერალი, აკადემიკოსი (1877-1949 წწ).

ელინური - ელინებთან დაკავშირებული, ძველბერძნული.

ელიობა (ილიას დღე) - ილია წინასწარმეტყველის პატივსაცემი დღესასწაული მართლმადიდებლურ ეკლესიაში 20 ივლისს (2 აგვისტოს).

ელიოზაშვილი ალექსანდრე - საქართველოს რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობის მოღვაწე (გარდაიცვალა 1883 წელს).

ელიოზი (ერისკაცობაში გობირახისძე) - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1399-1419 წლებში.

ელიოზიშვილი იოსებ - გიორგი ერისთავის თეატრის მსახიობი თეატრის დაარსების დღიდან დახურვამდე (დაბადება-გარდაცვალების წლები უცნობია).

ელიოზიშვილი კონსტანტინე - საქართველოს დამსახურებული ექიმი (1874-1954 წწ).

ელიოზიშვილი მერაბ - მწერალი, დრამატურგი, კინომსახიობი (დაიბადა 1934 წელს).

ელიოტი ებენეზერი - ინგლისელი პოეტი (1781-1849 წწ).

ელიოტი ტომას სტერნზ - ინგლისელი პოეტი და კრიტიკოსი, 1948 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1888-1963 წწ).

ელიოტი ჯორჯ (ნამდვილი სახელი და გვარი მერი ენ ევანზი) - ინგლისელი მწერალი ქალი (1819-1880 წწ).

ელისაბედ I ტიუდორი - ინგლისის დედოფალი 1558 წლიდან, ჰენრიხ VIII ტიუდორის ასული (1533-1603 წწ).

ელისაბედ II - დიდი ბრიტანეთის დედოფალი 1952 წლიდან, უინძორების დინასტიის წარმომადგენელი (დაიბადა 1926 წელს).

ელისაბედის კონცხი - კონცხი კუნძულ სახალინის ჩრილოეთ ნაწილში, რუსეთის სახალინის ოლქში.

ელისაბედ პეტრეს ასული - რუსეთის იმპერატრიცა 1741 წლიდან (1709-1762 წწ).

ელისეევი ალექსანდრე - რუსი მოგზაური, მცირე აზიისა და აფრიკის მკვლევარი (1859-1895 წწ).

ელისეევი ალექსეი - რუსი კოსმონავტი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, 1969 და 1971 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1934 წელს).

ელისეევიგრიგოლ - რუსი ჟურნალისტი, პუბლიცისტი (1821-1891 წწ).

ელისენვაარა - ქალაქი რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში.

ელისენი (ენისელი) - ისტორიული მხარე ფეოდალური ხანის საქართველოში, ჰერეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

ელისეს მინდვრები

  1. (ელიზიუმი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ღმერთების რჩეულ გმირთა მარადიული სამყოფელი.

  2. პარიზის ერთ-ერთი უმთავრესი მაგისტრალი, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენცია - ელისეს სასახლე -- მდებარეობს.

ელისი - წყნარი ოკეანის ტუვალუს კუნძულების სახელი 1975 წლამდე.

ელისი ფრედ - ამერიკელი გრაფიკოს-კარიკატურისტი (1886-1965 წწ).

ელისიები (ელისიის მინდვრები) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ნეტარცხონებულთა საცხოვრებელი ადგილები იმიერ ქვეყანაში, სადაც მხოლოდ ღრმად მორწმუნენი და ღირსეული ადამიანები ხვდებიან გარდაცვალების შემდეგ.

ელისო

  1. ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა (გამოქვეყნდა 1882 წელს).

  2. ქართული მხატვრული მუნჯი ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1928 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ნიკოლოზ შენგელაია. სცენარის ავტორები - ნიკოლოზ შენგელაია, სერგეი ტრეტიაკოვი. დამდგმელი ოპერატორი - ვლადიმერ კერესელიძე. მთავარ როლებში: ალექსანდრე იმედაშვილი, კოხტა ყარალაშვილი, კირა ანდრონიკაშვილი, ცეცილია წუწუნავა, ალექსანდრე ჟორჟოლიანი. 3) კინოთეატრი თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე.

ელისონდო სალვადორ - მექსიკელი მწერალი (დაიბადა 1932 წელს).

ელისონი სემიულ - იხილე ალისონი.

ელისონი რალფ უოლდოუ - ამერიკელი მწერალი (დაიბადა 1914 წელს).

ელისტა (1944-57 წლებში სტეპნოი) - რუსეთის ყალმუხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი (105 ათასი).

ელისუს სასულთნო - ძველი ჰერეთის აღმოსავლეთი განაპირა თემი, მდინარეებს ყანი-ყობასა და ყაფიუჩაის შორის მდებარე ტერიტორია.

ელისღელე - მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი.

ელიტა (ფრანგ.)

  1. სელექციის შედეგად გამოყვანილი მცენარის ან ცხოველის საუკეთესო ეგზემპლარი; იყენებენ ჯიშის გასაუმჯობესებლად.

  2. „რჩეული“ საზოგადოება.

  3. ზოგიერთ ქვეყანაში რჩეული ჯარი.

ელიტისი ოდისევს (ნამდვილი გვარი ალეპუდელისი) - ბერძენი პოეტი, 1979 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1911-1996 წწ).

ელიუი ჩუცაი - მონღოლი სახელმწიფო მოღვაწე და სწავლული, ჩინგიზ ყაენის თანამებრძოლი, ავტორი ისტორიული შინაარსის თხზულებისა „დასავლეთისკენ მოგზაურობის აღწერა“ (1189-1243 წწ).

ელიფსი (ბერძნ.) - ჩაკეტილი მრუდი, რომლის ყოველი წერტილის მანძილების ჯამი ორი მოცემული წერტილიდან (ორი ფოკუსიდან) წარმოადგენს მუდმივ სიდიდეს.

ელიფსისი (ბერძნ.) - პოეტური ფიგურა, სტილისტიკური ხერხი, როცა წინადადებაში გამოტოვებულია ერთი ან რამდენიმე სიტყვა.

ელიფსოგრაფი - სამხაზველო ხელსაწყო ელიფსის დასახაზად.

ელიფსოიდი (ბერძნ.) - ზედაპირი, რომელიც მიიღება ელიფსის ბრუნვით თავისი ერთ-ერთი ღერძის ირგვლივ.

ელ-კასრ-ელ-ქაბირი (ყოფილი ალკასარკივირი) - ქალაქი მაროკოში (50 ათასი).

ელ-კატიფი - ქალაქი-ნავსადგური საუდის არაბეთში, სპარსეთის ყურის სანაპიროზე.

ელკი - ქალაქი პოლონეთის სუვალკის სავოევოდოში.

ელკინი სტენლი - ამერიკელი მწერალი (დაიბადა 1930 წელს).

ელ-კუთი - ქალაქი ერაყის ვასიტის მუჰაფაზში.

ელ-კუსაირი - იხილე კუსაირი.

ელ-ლიტანი - მდინარე ლიბანში, ერთვის ხმელთაშუა ზღვას.

ელმავალი - ლოკომოტივი, რომელიც ენერგიას იღებს ელექტროქსელიდან.

ელმანი (თურქ.) - ცივი იარაღის ნაწილი, ხმლის პირის გაფართოებული ნაწილი დარტყმის ძალის გასაზრდელად.

ელ-მანსურა - ქალაქი ეგვიპტის დაკაჰლიის მუჰაფაზში (370 ათასი).

ელმარენი - ტბა შვედეთის სამხრეთ ნაწილში.

ელ-მარჯი - ქალაქი ლიბიაში.

ელ-მაჰალა-ელ-ქუბრა - ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ეგვიპტეში (400 ათასი).

ელ-მინია - ქალაქი ეგვიპტის მინიის მუჰაფაზში, ნილოსის მარცხენა ნაპირზზე.

ელმოს ცეცხლი - მნათი ელექტრული განმუხტვის სახეობა, ჩნდება დედამიწის ზედაპირზე აშვერილ წვეტიან სხეულებზე

ელმსლევი ლუი - დანიელი ენათმეცნიერი (1899-1966 წწ).

ელ-მუჰარაქი - ქალაქი ბაჰრეინის კუნძულებზე.

ელ-ნასირია - იხილე ნასირია.

ელ-ნაჯაფი - იხილე ნაჯაფი.

ელნია - ქალაქი რუსეთის სმოლენსკის ოლქში.

ელ-ნინიო - თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში.

ელ-ობეიდი - ქალაქი სუდანის ჩრდილოეთ კორდოფანის პროვინციაში (140 ათასი).

ელოგუი - მდინარე ენისეის მარცხენა შენაკადი რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.

ელოდეა (წყლის ჭირი, Elodea) - მცენარეთა გვარი წყლის სუროსებრთა ოჯახისა, წყალში ჩაყურსული მრავალწლოვანი ბალახი.

ელოვაია (დიდი ელოვაია, ჩიჟანძი) - მდინარე კეტის მარცხენა შენაკადი რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.

ელოიანი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ელოი ბლანკო ანდრეს - ვენესუელელი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე (1897-1955 წწ).

ელოკვენცია (ლათ.) - მჭევრმეტყველება, ენემზეობა.

ელონგაცია (ლათ.) - პლანეტის ხილული კუთხური დაშორებულობა მზისაგან.

ელორა (ელორი, ელურა) - ისტორიული ძეგლებით მდიდარი სოფელი ინდოეთის მაჰარაშტრის შტატში, ქალაქ აურანგაბადის სიახლოვეს.

ელოშვილი ვლადიმერ - თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი XX საუკუნის 50-იან წლებში (მცველი), შემდგომ ცნობილი მწვრთნელი (დაიბადა 1927 წელს).

ელოჰიმი (ელოაჰ) - ბიბლიის ებრაულ ტექსტებში ღმერთის მოსახსენიებელი ერთ-ერთი სახელი.

ელ-პარდო - ქალაქი ესპანეთის მადრიდის პროვინციაში.

ელ-პასო - ქალაქი აშშ-ს ტეხასის შტატში (515 ათასი).

ელპატიევსკი სერგეი - რუსი მწერალი, მემუარისტი (1854-1933 წწ).

ელპენორი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ოდისევსის ერთ-ერთი თანამგზავრი.

ელ-რიადი - საუდის არაბეთის დედაქალაქი, მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში (400 ათასი, გარეუბნებით 2,2 მილიონი).

ელ-რიფი - იხილე რიფი.

ელ-როსეირესი - იხილე რუსაირისი.

ელსადგური - იგივეა, რაც ელექტროსადგური.

ელ-სალტი - ქალაქი იორდანიაში.

ელ-სიდერი - ქალაქი ლიბიაში.

ელსკამპი მაქს - ბელგიელი პოეტი (1862-1931 წწ).

ელსკი - ქალაქი ბელორუსიის გომელის ოლქში (15 ათასი).

ელსლერი ფანი (ნამდვილი სახელი ფრანცისკა) - ავსტრიელი ბალერინა, ბალეტის რომანტიული მიმდინარეობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი (1810-1884 წწ).

ელსმირი - კუნძული კანადის არქტიკულ არქიპელაგში.

ელსმენი - იგივე ტელეფონი.

ელსნერი გიზელა - გერმანელი მწერალი ქალი (1937-1992 წწ).

ელსნერი ვლადიმერ - რუსი პოეტი და მთარგმნელი, მოღვაწეობდა თბილისში (1886-1964 წწ).

ელსნერი იუზეფ - პოლონელი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი (1769-1854 წწ).

ელსტერი - იხილე ბად-ელსტერი.

ელსტერი (უფროსი) კრისტიან მანდრუპ - ნორვეგიელი მწერალი (1841-1881 წწ).

ელ-სუვაიდა - ქალაქი სირიაში.

ელ-სუვაირა (ესაუირა) - ქალაქი-პორტი მაროკოში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე.

ელსუორთი ლინკოლნ - ანტარქტიდის ამერიკელი მკვლევარი (1880-1951 წწ).

ელსხოტი ვილემ (ნამდვილი სახელი და გვარი ალფონს დე რიდერი) - ბელგიელი მწერალი (1882 -1960 წწ).

ელსჰაიმერი ადამ - გერმანელი ფერმწერი (მოინათლა 1578 წ - გარდაიცვალა 1610 წ).

ელ-ტაიფი - იხილე ტაიფი.

ელ-ტენიენტე - სპილენძის საბადო ჩილეში.

ელ-ტიგრე - ქალაქი ვენესუელას ანსოატეგის შტატში.

ელტირიოვა (ჟიგალოვა) - მდინარე კეტის მარჯვენა შენაკადი რუსეთის ტომსკის ოლქში.

ელტონი

  1. კურორტი რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში.

  2. მლაშე თვითმლექი ტბა კასპიისპირა დაბლობზე, რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში.

ელტურა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ელ-ტურბიო - ქალაქი არგენტინის სანტა-კრუსის პროვინციაში.

ელუარი (ელიუარი) პოლ (ნამდვილი სახელი და გვარი ეჟენ გრენდელი) - ფრანგი პოეტი (1895-1952 წწ).

ელუვიონი (ლათ.) - ფაშარი ნალექები, რომლებიც წარმოიქმნება ქანების გამოფიტვის შედეგად.

ელურუ - ქალაქი ინდოეთის ანდჰრა-პრადეშის შტატში (140 ათასი).

ელ-ფაიუმი - ქალაქი ეგვიპტეში, ლიბიის უდაბნოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (245 ათასი).

ელ-ფაშერი - ქალაქი სუდანში, ჩრდილოეთ დარფურის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ელფერი

  1. ოდნავ შესამჩნევი სხვაობა ერთისა და იმავე ფერისა.

  2. იერი, შესახედაობა.

  3. საერთოდ რისამე ოდნავ შესამჩნევი სხვაობა.

ელ-ფეროლი - ქალაქი-პორტი ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ლა-კორუნიას პროვინციაში (100 ათასი).

ელფი (გერმ.) - გერმანული მითოლოგიიის თანახმად, ადამიანებისადმი კეთილად განწყობილი სული, პატარა, ჰაეროვანი, ადამიანის მსგავსი არსება.

ელ-ქაფი - ქალაქი ტუნისში.

ელქაჯი - თხა წინათ მოარული (საბა).

ელქიმი - სენია, გვამზე დაჰყრის მქავანს (საბა).

ელქსნე არია (ნამდვილი გვარი ფიშერე) - ლატვიელი პოეტი ქალი (დაიბადა 1928 წელს).

ელ-ქუვეითი - ქუვეითის დედაქალაქი, საზღვაო ნავსადგური სპარსეთის ყურის სანაპიროზე (170 ათასი).

ელ-ქუფა - იხილე ქუფა.

ელ-ღაზალი (ბაჰრ-ელ-ღაზალი) - მდინარე ნილოსის მარცხენა შენაკადი.

ელყანთა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ელ-შელიფი - იხილე ეშ-შელიფი.

ელ-შიჰრი - ქალაქი-პორტი იემენში.

ელჩე - ქალაქი ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ალიკანტეს პროვინციაში (185 ათასი).

ელჩი (თურქ.)

  1. ერთი სახელმწიფოს უმაღლესი რანგის მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენელი მეორეში.

  2. იგივეა, რაც დესპანი.

ელცინი ბორის - რუსეთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი 1991-99 წლებში (1931-2007 წწ).

ელ-ხალილი (ჰებრონი) - ქალაქი იორდანიაში, მკვდარი ზღვის აღმოსავლეთ მხარეს (45 ათასი).

ელ-ხუმსი - ქალაქი ლიბიაში.

ელ-ჯადიდა (ყოფილი მაზაგანი) - ქალაქი-პორტი მაროკოში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე (85 ათასი).

ელ-ჯაზაირი - ალჟირის არაბული სახელი.

ელ-ჯაზირა - პლატო ერაყში, სირიასა და თურქეთში.

ელ-ჯაზირა - იხილე გეზირა.

ელ-ჯი (LG) - სამხრეთ კორეის საწარმოო კონცერნი, რომელიც სხვადასხვა სფეროსათვის მრავალფეროვან პრუდუქციას აწარმოებს. შეიქმნა 1947 წელს. შტაბ-ბინა მდებარეობს სეულში.

ელ-ჯიზა - იხილე გიზა.

ელ-ჯაუფი - ქალაქი ლიბიაში.

ელ-ჯაფურა - იხილე ჯაფურა.

ელ-ჯოფრა - იხილე ჯოფრა.

ელ-ჰამარი - ტბა ერაყში.

ელ-ჰამრა (ჰამადა-ელ-ჰამრა) - უდაბნოს პლატო ლიბიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

ელ-ჰარაში (ყოფილი მეზონ-კარი) - ქალაქი ალჟირში.

ელ-ჰასა (აღმოსავლეთი პროვინცია) - პროვინცია საუდის არაბეთში.

ელ-ჰუფუფი - ქალაქი საუდის არაბეთში.

1.12 ემ

▲back to top


ემა

  1. იაპონურ მითოლოგიაში - მიცვალებულთა სამყაროს მბრძანებელი.

  2. გუსტავ ფლობერის რომანის, „მადამ ბოვარის“, მთავარი პერსონაჟის სახელი.

ემათიონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტითონოსისა და ეოსის ვაჟი, მემნონის ძმა, ჰერაკლეს ხელით განგმირული.

ემაიიგი - მდინარე ესტონეთში, ერთვის ჩუდის ტბას (სიგრძე - 218 კილომეტრი).

ემალი (ფრანგ.)

  1. მინის მსგავსი გაუმჭვირი მასა, რომლითაც ფარავენ ლითონის საგნების ზედაპირს დაჟანგვისაგან დასაცავად; იგივეა, რაც მინანქარი.

  2. თეთრი მკვრივი ნივთიერება, რომლითაც დაფარული კბილის გარეთა ნაწილი.

ემანაცია (ლათ.)

  1. რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინი, აღნიშნავს ღვთაებრივი საწყისიდან სამყაროს მთელი მრავალფეროვნების გამოშლას, გამოსხივებას.

  2. ქიმიაში იგივეა, რაც ელემენტი რადონი.

ემანდ

  1. აი მანდ, მაგ ადგილას.

  2. ნაწილაკი, აღნიშნავს გაფრთხილებას.

მანჟელინსკი - ქალაქი რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში (35 ათასი).

ემანსიპაცია (ლათ.) - განთავისუფლება ვინმეზე დამოკიდებულებისაგან, უფლებრივად გათანასწორება.

ემანუელა

  1. ემანუელ არსანის რომანების მთავარი პერსონაჟი ქალი.

  2. ამ რომანების მიხედვით შექმნილი ეროტიული ფილმების მთავარი პერსონაჟი სილვია კრისტელის შესრულებით.

ემანუელი პიერ - ფრანგი პოეტი, საფრანგეთის აკადემიის წევრი (დაიბადა 1916 წელს).

ემარი გუსტავ (ნამდვილი სახელი და გვარი ოლივიე გლუ) - ფრანგი მწერალი (1818-1883 წწ).

ემბა

  1. ქალაქი ყაზახეთის აქტიუბინსკის ოლქში.

  2. მდინარე ყაზახეთის აქტიუბინსკის ოლქში, იკარგება კასპიისპირა დაბლობის ქვიშრობში.

ემბაზი (ბერძნ.) - ქრისტიანული წესით ბავშვის მოსანათლავი ჭურჭელი.

ემბარგო (ესპ.)

  1. საქონლისა თუ განძეულობის შეზიდვის ან გაზიდვის აკრძალვა რომელიმე სახელმწიფოში.

  2. უცხო სახელმწიფოს კუთვნილი ქონების (უპირატესად გემების) დაკავება პოლიტიკურ გართულებათა გამო.

ემბენჩიმე - მდინარე რუსეთის კრასნოიარსკის მხარის ევენკთა ავტონომიურ ოკრუგში, კოჩეჩუმის მარჯვენა შენაკადი.

ემბიები (Embioidea) - მწერების რიგი, აქვთ 15-20 სმ-მდე სიგრძის ცილინდრული სხეული.

ემბლემა (ბერძნ.) - რაიმე ცნების პირობითი გამოხატულება.

ემბლემატიკა - დამხმარე ისტორიული დისციპლინა, რომელიც სიმბოლოებსა და პიროვნულ ატრიბუტიკას შეისწავლის.

ემბოლია (ბერძნ.) - სისხლძარღვის სანათურის დაცობა სისხლის ნაკადით მოტანილი ნაწილაკებით.

ემბრიოგენეზი (ბერძნ.) - ემბრიონული განვითარების პროცესი.

ემბრიოლოგი - ემბრიოლოგიის სპეციალისტი.

ემბრიოლოგია (ბერძნ.) - ბიოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ემბრიონის განვითარებას.

ემბრიონი (ბერძნ.) - ჩანასახი (ადამიანის ან ცხოველისა).

ემდენი რობერტ - შვეიცარიელი ასტროფიზიკოსი და გეოფიზიკოსი (1862-1940 წწ).

ემე ანუკ (ნამდვილი სახელი და გვარი ფრანსუაზა სორია) - ფრანგი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1932 წელს).

ემე მარსელ - ფრანგი მწერალი (1902-1967 წწ).

ემეიცი - ჩინური ცივი იარაღი, დაახლოებით 30 სანტიმეტრის ორმხრივად ალესილი ფოლადის ღერო.

ემელიანოვო - დაბა რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.

ემელჩინო - დაბა უკრაინის ჟიტომირის ოლქში.

ემენი

  1. ქალაქი ნიდერლანდის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, დრენთეს პროვინციაში.

  2. სიტყვის მოუგონლობის ზრახვა (საბა).

ემერსონი პიტერ ჰენრი - ინგლისელი ფოტოგრაფი, ერთ-ერთმა პირველმა სცადა ფოტოგრაფიის, როგორც ხელოვნების დარგის, პროპაგანდირება (1856-1937 წწ).

ემერსონი რალფ უოლდოუ - ამერიკელი პოეტი, ესეისტი, მწერალი და ფილოსოფოსი (1803-1882 წწ).

ემეტი პოლ ჰიუ - ამერიკელი ფიზიკოქიმიკოსი (1900-1985 წწ).

ემეტი რობერტ - ირლანდიის ეროვნული მოძრაობის მოღვაწე, დასაჯეს სიკვდილით (1778-1803 წწ).

ემეტროპია (ბერძნ.) - თვალის ნორმალური რეფრაქცია.

ემვა - ქალაქი რუსეთის კომის რესპუბლიკაში.

ემზარი - ქართველი მამაკაცების სახელი.

ემი

  1. (იამი) - ბალტიისპირული ფინური ტომი.

  2. (ემის პრემია - „Emmy Award“) - პრემია, რომელიც გადაეცემათ სატელევიზიო ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებს განსაკუთრებული წარმატებებისთვის ამერიკის ტელეაკადემიის მიერ ყოველწლიურად 1949 წლიდან. სახელი წარმოდგა სიტყვა „immy“-დან, რაც პირველი სატელევიზიო კამერების კათოდურ მილაკს აღნიშნავდა.

ემიგრანტი (ლათ.) - ემიგრაციაში მყოფი პირი.

ემიგრაცია (ლათ.)

  1. სამშობლოდან სხვა ქვეყანაში გადასახლება.

  2. სხვა ქვეყანაში ცხოვრება ასეთი გადასახლების შედეგად.

ემიდა - ამანი, რომაელთ მღვდელთ სამკლავე (საბა).

ემილია-რომანია - ოლქი ჩრდილოეთ იტალიაში, მდინარე პოს მარჯვენანაპირეთში (ადმინისტრაციული ცენტრი - ბოლონია).

ემინესკუ მიჰაი (ნამდვილი გვარი ემინოვიჩი) - რუმინელი პოეტი (1850-1889 წწ).

ემინი გევორქ (ნამდვილი სახელი და გვარი კარლენ მურადიანი) - სომეხი პოეტი (1919-1998 წწ).

ემინი იოსებ - სომეხთა განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1726-1809 წწ).

ემი-ნო კუნი (ძვ.იაპ. „ყვითელი წყაროს ქვეყანა“) - იაპონურ მითოლოგიაში - მიცვალებულთა ქვეყანა, მარადიული წყვდიადის მიწისქვეშა სამფლობელო.

ემინ-ფაშა (ნამდვილი სახელი და გვარი ედუარდ შნიცერი) - გერმანელი კოლონიური მოღვაწე (1840-1892 წწ).

ემირატი - იგივე საემირო.

ემირი - იგივეა, რაც ამირა.

ემირიტონი - ელექტრონული მუსიკალური საკრავი, აღჭურვილია ფორტეპიანოს ტიპის კლავიატურით.

ემისარი (ლათ.) - პირი, რომელიც არაოფიციალურად იგზავნება სხვა ქვეყანაში საიდუმლო პოლიტიკური დავალებით.

ემისი კინგლზი უილიამ - ინგლისელი მწერალი (1922-1995 წწ).

ემისი მარტინ - ინგლისელი მწერალი (დაიბადა 1949 წელს).

ემისია (ლათ.) - ფასიანი ქაღალდების, ქაღალდის ფულის გამოშვება.

ემიტენტი (ლათ.) - სახელმწიფო, ბანკი, დაწესებულება, რომელიც აწარმოებს ემისიას.

ემლიქლი - მთა წალკისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში, ჯავახეთის ქედზე (3054 მ).

ემნესტი ინტერნეშნლ (ამნესტი ინტერნეშნლ) - ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია.

ემონზი არჩი რენდოლფ - ამერიკელი პოეტი (დაიბადა 1926 წელს).

ემონზი უილიამ ჰარვი - ამერიკელი გეოლოგი (1876-1948 წწ).

ემოტივიზმი (ინგლ.) - ნეოპოზიტივისტური ეთიკის ერთ-ერთი მიმდინარეობა.

ემოცია (ფრანგ.) - ადამიანის გრძნობა, განცდა (შიში, სიხარული და ა.შ.).

ემოციური - ემოციის გამომწვევი.

ემპედოკლე (აკრაგანტელი) - ძველბერძენი ფილოსოფოსი, ექიმი და პოლიტიკური მოღვაწე (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 490 - 430 წწ).

ემპესინადო (ელ ემპესინადო, ნამდვილი გვარი დიასი) ხუან მარტინ - ესპანელი რევოლუციონერი (1775-1825 წწ).

ემპიემა (ბერძნ.) - ჩირქის დაგროვება სხეულის რომელიმე ღრუში.

ემპირეა (ბერძნ.) - ძველი ბერძნების წარმოდგენით, ცის ყველაზე მაღალი ნაწილი, სუფთა ცეცხლითა და სინათლით მოცული, სადაც ცხოვრობენ ღმერთები, წმინდანები.

ემპირია (ბერძნ.)

  1. ადამიანის გამოცდილება, გარეშე სამყაროს აღქმა გრძნობის ორგანოების საშუალებით.

  2. დაკვირვება ბუნებრივ პირობებში (ექსპერიმენტისაგან განსხვავებით).

ემპირიზმი (ბერძნ.)

  1. ფილოსოფიური მიმართულება, რომელიც შემეცნების ერთადერთ წყაროდ თვლის გამოცდილებას, გრძნობად აღქმას.

  2. პრაქტიკული მოღვაწეობისადმი, ცდისადმი მიდრეკილება (თეორიული კვლევის საზიანოდ); პრაქტიკული მოღვაწეობა.

ემპირიკოსი - ემპირიზმის მიმდევარი.

ემპირიოკრიტიკოსი - ემპირიოკრიტიციზმის მიმდევარი.

ემპირიოკრიტიციზმი - სუბიექტურ-იდეალისტური მიმართულება ფილოსოფიაში მე-19 საუკუნის დასასრულს; მახიზმი.

ემპირიომონიზმი (ბერძნ.) - მახიზმის სახესხვაობა, ცდის მახისტური ინტერპრეტაციის ერთ-ერთი ფორმა.

ემპირიული

  1. ემპირიზმთან დაკავშირებული.

  2. ემპირიაზე (მნიშვნელობა 1) დამყარებული.

ემპოლი - ქალაქი იტალიის ფლორენციის ოლქში.

ემპსონი უილიამ - ინგლისელი პოეტი, ლიტერატურის თეორიტიკოსი (1906-1984 წწ).

ემპუსა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰეკატეს თანამგზავრი, რომელთანაც ხშირად აიგივებენ, ღამის დემონი.

ემს-აიდეს არხი - აკავშირებს ქალაქ ემდენს და მდინარე ემსს შესართავთან (გერმანი).

ემსი

  1. მდინარე გერმანიაში. ერთვის ჩრდილოეთის ზღვას (სიგრძე - 370 კილომეტრი)

  2. (ბად-ემსი) - კურორტი გერმანიის რაინლანდ-პფალცის მხარეში.

ემსის დეპეშა - ბისმარკის მიერ განზრახ დამახინჯებული პროვოკაციული დეპეშა, რომელიც 1870-71 წლების საფრანგეთ-პრუსიის ომის საბაბი გახდა.

ემს-ჰუნტეს არხი - აერთებს მდინარეებს ემსსა და ჰუნტეს (გერმანია).

ემუ (პორტუგ.) (Dromiceus novoehollandiae) - დიდი ზომის მორბენალი ფრინველი კაზუარების რიგისა (ჰგავს სირაქლემას), გავრცელებულია ავსტრალიაში.

ემუდა - ცალის ფერხის ბორკილი(ა) სატყვეო (საბა).

ემულგატორი - ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს ემულსიის წარმოქმნას და აგრეთვე ადიდებს მის მდგრადობას.

ემულსია (ლათ.)

  1. ორი ერთმანეთში გაუხსნელი სითხის ნარევი, რომელშიც ერთი სითხე შეტივტივებულია მეორეში წვრილი წვეთების სახით.

  2. ერთგვარი შუქმგრძნობიარე პრეპარატი, იყენებენ ფოტოტექნიკაში.

ემულსინი (ლათ.) - ცილოვანი ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ნუში.

ემფაზისი (ბერძნ.)

  1. მეტყველების ემოციური გამომხატველობის გაძლიერება, რასაც აღწევენ ინტონაციის შეცვლით, სხვადასხვა რიტორიკული ხერხის გამოყენებით.

  2. დაძაბულობა ზოგი ბგერის წარმოთქმისას.

ემფატიკური (ბერძნ.)

  1. რაც გამოირჩევა განსაკუთრებული ემოციური გამომხატველობით.

  2. განსაკუთრებული დაძაბულობით წარმოთქმული (ბგერა).

  3. ქართული ენის გრამატიკაში - ბრუნვის დაბოლოების სავრცობი -ა (კაცს - კაცსა, კაცით - კაცითა) ელემენტის სახელწოდება.

ემფიზემა (ბერძნ.)

  1. ჰაერის დაგროვება რაიმე ორგანოში, ქსოვილში.

  2. ფილტვების მოცულობის ავადმუოფური გადიდება.

ემფითევზისი (ლათ.) - სხვისი მიწით სარგებლობის მემკვიდრეობითი უფლება.

ემცა

  1. დაბა რუსეთის არხანგელსკის ოლქში.

  2. მდინარე რუსეთის არხანგელსკის ოლქში, ჩრდილოეთის დვინის მარცხენა შენაკადი.

1.13 ენ

▲back to top


ენა

  1. პირის ღრუში მოთავსებული მოქნილი და მოძრავი კუნთოვანი ორგანო, რომელიც გემოს გამგები და სამეტყველო ბგერათა საწარმოებელი ორგანოა.

  2. აზრის ჩამოყალიბებისა და გაგებინების საშუალება.

  3. მეტყველების უნარი, თავად მეტყველება.

  4. მეტყველების ნაირსახეობა, გადმოცემის თავისებურება.

  5. ზარის შიგნით ჩამოკიდებული ლითონის ღერო.

  6. მოგრძო და მოძრავი ნაწილი რისამე შიგნით.

  7. ქალაქი იტალიაში.

ენაამოდგმული - ამეტყველებული.

ენაამოუდგმელი - ვინც ჯერ ლაპარაკი არ იცის.

ენაბლუ - ენაჩლუნგი.

ენაბრგვნილი - ვინც ენას უკიდებს, ბორძიკით მოლაპარაკე.

ენაგატლეკილი - მეტიჩრულად, ზედმეტად მოლაპარაკე.

ენაგეთი (ყოფილი პატარა ენაგეთი) - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

ენაგეთისხევი - მდინარე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ალგეთის მარცხენა შენაკადი.

ენაგრძელი - ზედმეტი ლაპარაკის მოყვარე, ყბედი.

ენათმეცნიერი - ენათმეცნიერების სპეციალისტი.

ენათმეცნიერება - ინტეგრალური ჰუმანიტარული მეცნიერება ენის რაობის, ენის ფუნქციებისა და სტრუქტურის, ენის წარმოშობისა და განვითარების შესახებ.

ენაკიევო - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში (120 ათასი).

ენამახვილი - მოსწრებული, კვიმატი ენის მქონე.

ენამზე - წარმტაცად მოლაპარაკე.

ენამოთაფლული - ტკბილად, ალერსიანად მოლაპარაკე.

ენამოსწრებული - გონებამახვილური სიტყვა-პასუხის მქონე.

ენამოქარგული - იტყვიან ლამაზ-ლამაზ სიტყვებით მოლაპარაკეზე.

ენამოშლილობა - მეტყველების დარღვევა.

ენამოჩლექილი - ბავშვივით მოლაპარაკე.

ენამწარე - უსიამოვნოს უბოდიშოდ მთქმელი, ავყია.

ენამჭევრობა - იგივეა, რაც მჭევრმეტყველება, ენაწყლიანობა.

ენანთემა (ბერძნ.) - გამონაყარი ლორწოვან გარსებზე.

ენანტიომორფიზმი (ბერძნ.) - ზოგიერთი კრისტალის თვისება, იარსებოს „მარჯვენა“ და „მარცხენა“ მოდიფიკაციაში.

ენანჯაუნი - ქალაქი მიანმას (ბირმის) მაგუეს ოლქში.

ენ-არბორი - იხილე ან-არბორი.

ენარეტე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მეფე ეოლოსის ცოლი, ათამანტის, სიზიფოსისა და სალმონევსის დედა.

ენასოკო (Clavariadelphus ligula) - სახეობა საჩეჩელა სოკოების ოჯახისა.

ენატანია - ვისაც ენის მიტანა, გაგონილის უკითხავად გავრცელება უყვარს.

ენატანიობა - ენატანიას თვისება, მაბეზღარობა.

ენატარტარა - ბევრის მოლაპარაკე, ყბედი.

ენატკბილი - საამოდ მოუბარი.

ენაჩავარდნილი - დადუმებული, დამუნჯებული.

ენაჩლუნგი - გაურკვევლად მოლაპარაკე.

ენაწაგდებული - თავდაუჭერლად ზედმეტის მოლაპარაკე.

ენაწყლიანი - შეუფერხებლად ბევრის მეტყველი, მოხდენილად, მშვენივრად მოლაპარაკე.

ენაჭარტალა - ბევრი და უაზრო ლაპარაკის მოყვარული, ჭორიკანა.

ენ-ბი-სი (აბრევიატურა) - აშშ-ს ერთ-ერთი სამთაგანი საერთოეროვნული საეთერო კომერციული ტელერადიოკომპანია („National Broadcasting Company“ - „ეროვნული სამაუწყებლო კომპანია“). როგორც რადიო, დაარსდა 1926 წელს, ტელექსელი კი შეიქმნა 1939 წელს, ვაშინგტონში.

ენგელა - იხილე ელ-აბიადი.

ენგელბერგი - კომუნა შვეიცარიის ობვალდენის კანტონში.

ენგელბრექტ ენგელბრექტსონი - შვედეთის პოლიტიკური მოღვაწე, გლეხთა აჯანყების ბელადი (1390-1436 წწ).

ენგელი ერიხ - გერმანელი მსახიობი და რეჟისორი (1891-1966 წწ).

ენგელი ერნსტ - გერმანელი ეკონომისტი (1821-1896 წწ).

ენგელმანი თეოდორ ვილჰელმ - გერმანელი ბუნებისმეტყველი (1843-1909 წწ).

ენგელმანი პალ გაბორ - უნგრეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1854-1916 წწ).

ენგელსი ფრიდრიხ - გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე, მარქსიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1820 - 1895 წწ).

ენგელსი (1931 წლამდე პოკროვსკი) - ქალაქი რუსეთის სარატოვის ოლქში (190 ათასი).

ენგელსის პიკი - მწვერვალი ტაჯიკეთის მთიანი ბადახშანის რესპუბლიკაში, შაჰდარის ქედზე (6510 მეტრი).

ენგელსოვო - დაბა უკრაინის ვოროშილოვგრადის ოლქში.

ენგიბარიანი ვლადიმერ - სომეხი სპორტსმენი, მოკრივე, 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (დაიბადა 1932 წელს).

ენგიბაროვი ლეონიდ - სომხური წარმოშობის მსახიობი საბჭოთა ცირკისა, კლოუნი-მიმი (1935 - 1972 წწ).

ენგიჩარი - იხილე იანიჩარი.

ენგლერი ადოლფ ჰაინრიხ გუსტავ - გერმანელი ბოტანიკოსი (1844-1930 წწ).

ენგლერი კარლ ოსვალდ ვიქტორ - გერმანელი ქიმიკოსი (1842-1925 წწ).

ენგლი რობერტ - ამერიკელი ეკონომისტი, 2003 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი.

ენგლსი - იხილე ანგლსი.

ენგოზერო - ტბა რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში, ტოპოზეროს ტბის აღმოსავლეთით.

ენგრი ჟან ოგიუსტ დომინიკ - ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი (1780 - 1867 წწ).

ენგური (ენგურ-უხვანი)

  1. მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

  2. ერთ-ერთი უდიდესი მდინარე დასავლეთ საქართველოში (სიგრძე - 213 კილომეტრი).

ენგურესი - ტბა ლატვიაში, რიგის ყურის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე.

ენგურის ნაპირებზე - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანზე გამოვიდა 1961 წელს. დამდგმელი რეჟისორი - დავით რონდელი. სცენარის ავტორი - ალექსანდრე ვიტენზონი. დამდგმელი ოპერატორი - არჩილ ფილიპაშვილი. კომპოზიტორი - არჩილ კერესელიძე. მთავარ როლებში: ნუგზარ შარია, მალხაზ გორგილაძე, სოფიკო ჭიაურელი, არიადნა შენგელაია, თამარ ბაქრაძე, ბუხუტი ზაქარიაძე, გივი თოხაძე.

ენდაკო - მოლიბდენის საბადო კანადაში.

ენდალმა - წერილი ბრძანებათა ღვთისა, გინა მეფისათა (საბა).

ენდარტერიიტი (ბერძნ.) - სისხლძარღვების (უპირატესად ქვედა კიდურთა არტერიების) ქრონიკული დაავადება.

ენდეიდი - ძველბერძნული მითოლოგიის თანახმად, კენტავრ ქირონის ქალიშვილი, პელევსისა და ტელამონის დედა.

ენდემი (ბერძნ.) - მცენარე ან ცხოველი, რომელიც გავრცელებულია მხოლოდ გარკვეულ გეოგრაფიულ გარემოში.

ენდემია (ბერძნ.) - გადამდები დაავადების მუდმივი არსებობა რომელიმე მხარეში.

ენდემური - მხოლოდ გარკვეული ადგილისათვის, მხარისათვის დამახასიათებელი; ადგილობრივი.

ენდერბის მიწა - ანტარქტიდის ტერიტორიის ნაწილი.

ენდერზი ჯონ ფრანკლინ - ამერიკელი ბაქტერიოლოგი და იმუნოლოგი, 1954 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფ.რობინსთან და თ. უელერთან ერთად (1897 - 1985 წწ).

ენდერი კორნელია - გერმანელი სპორტსმენი ქალი, მოცურავე, 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ოთხგზის ჩემპიონი (დაიბადა 1958 წელს).

ენდი პოლ მარი თეოდორ ვენსან დ' - ფრანგი კომპოზიტორი, ორგანისტი, დირიჟორი (1851 - 1931 წწ).

ენდიკოტი ჯეიმზ - კანადელი მღვდელი, თეოლოგი, სინოლოგი (1898 - 1987 წწ).

ენდიმიონი - ძველბერძნული მითოლოგიის თანახმად, ყმაწვილი, რომელიც ზევსმა სილამაზის გამო ცაში წაიყვანა.

ენდირი - მდინარე რუსეთის ტიუმენის ოლქის ხანტი-მანსიის ავტონომიურ ოკრუგში, ერთვის დიდი სორის ტბას.

ენდლერი ადოლფ - გერმანელი მწერალი (დაიბადა 1930 წელს).

ენდო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს „შინაგა-ნს“.

ენდო სიოუსაკუ - იაპონელი მწერალი (დაიბადა 1923 წელს).

ენდოგამია (ბერძნ.) - ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ქორწინება დასაშვები იყო მხოლოდ ერთი და იმავე საზოგადოებრივი ჯგუფის წევრებს შორის; არსებობდა საზოგადოებრივი განვითარების ადრეულ საფეხურზე.

ენდოგენური (ბერძნ.) - რაც აიხსნება შინაგანი მიზეზებით.

ენდოდერმა (ბერძნ.) - მცენარის ღეროებსა და ფესვებში არსებული უჯრედების ფენა, რომელიც გარს ერტყმის ყველა შინაგან ქსოვილს.

ენდოთელიუმი - უჯრედის ფენა, რომელიც ქმნის სისხლისა და ლიმფის კაპილარების კედლებს, არტერიების, ვენების და გულის კედლის შიგნითა შრეს.

ენდოთერმული - რაც დაკავშირებულია სითბოს შთანთქმასთან.

ენდოკარდი (ბერძნ.) - გულის ღრუს შიგნითა გარსი.

ენდოკარდიტი - გულის შიგნითა გარსის, ენდოკარდიუმის ანთება.

ენდოკარდიუმი - გულის შიგნითა გარსი, რომლითაც ამოფენილია გულის შიგნითა ზედაპირი.

ენდოკარპიუმი (ბოტან.) - ნაყოფის პერიკარპიუმის (ნაყოფსაფარის) შიგნითა ნაწილი.

ენდოკრინოლოგი - ენდოკრინოლოგიის სპეციალისტი.

ენდოკრინოლოგია (ბერძნ.) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების აგებულებასა და ფუნქციებს.

ენდოკრინული (ბერძნ.) - რაც დაკავშირებულია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებთან. ენდოკრინული ჯირკვლები - შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, რომელთაც გამომტანი სადინარები არა აქვთ და რომლებიც ჰორმონებს გამოყოფენ სისხლში.

ენდომეტრიტი - საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთება.

ენდომიტოზი - ქრომოსომების რიცხვის გადიდება ბირთვისა და უჯრედის გაუყოფლად.

ენდომორფიზმი - იხილე ჰომომორფიზმი.

ენდოპარაზიტი - პარაზიტი, რომელიც ცხოვრობს სხვა ორგანიზმის ქსოვილებში ან შინაგან ორგანოებში.

ენდოპლაზმური ბადე (ენდოპლაზმური რეტიკულუმი) - უჯრედის ციტოპლაზმის დიფერენცირებული ნაწილი, რომელსაც შეადგენს ძლიერ დატოტვილი, გაბრტყელებული მილაკები და განცალკევებული პარკები და ბუშტები.

ენდოსკოპი (ბერძნ.) - ხელსაწყო სხეულის ღრუ და მილოვანი ნაწილების შიგნიდან გასაშუქებლად და თვალით გასასინჯად.

ენდოსკოპია (ბერძნ.) - მკურნალობის მეთოდი - ღრუ ორგანოების გამოკვლევა ოპტიკური ხელსაწყოების საშუალებით.

ენდოსპერმი (ბერძნ.) - ზოგი მცენარის თესლში არსებული ქსოვილი, სადაც გროვდება საკვები ნივთიერება.

ენდრი - დეპარტამენტი საფრანგეთში.

ენდრი და ლუარა - დეპარტამენტი საფრანგეთში.

ენდრიუსი ჯულია - ამერიკელი მსახიობი ქალი, სახელი გაითქვა ბროდვეის მიუზიკლებში მონაწილეობით (დაიბადა 1935 წელს).

ენდრო (Rubia tinctorum) - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე. იკეთებს მოყვითალო ყვავილს, მისი ფესვებისაგან წითელ საღებავს აკეთებენ.

ენდრონიკა (Galium) - ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახების, ზოგჯერ ბუჩქბალახების გვარი ენდროსებრთა ოჯახისა. თეთრი, ყვითელი, ან ვარდისფერი პატარა ყვავილები.

ენდშპილი (გერმ.) - ჭადრაკის პარტიის ბოლო სტადია, როდესაც დაფაზე ცოტა ფიგურაა დარჩენილი.

ენეასი (ენეა) - ძველბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტროის მეფის - პრიამოსის ნათესავი, ტროის ომის გმირი.

ენებისი ფრანსუა - ფრანგი მშენებელი და ინჟინერი, 1879 წელს პირველმა გამოიყენა რკინაბეტონის კონსტრუქცია (1842 - 1921 წწ).

ენედი - პლატო სამხრეთ საჰარაში, რესპუბლიკა ჩადში.

ენევსი - ძველბერძნული მითოლოგიის თანახმად, კალიდონის მეფე, დევკალიონის შთამომავალი.

ენეი ევგენი - კინოს მხატვარი, საბჭოთა კავშირის სახალხო მახატვარი (1890 - 1971 წწ).

ენეიდა - მარონ პუბლიუს ვერგილიუსის ჰეროიკული ეპოსი ტროელი გმირის ენეასის მოგზაურობათა შესახებ.

ენემი - დაბა რუსეთის კრასნოდარის მხარის ადიღეის ავტონომიურ ოლქში.

ენეოლითი (ბერძნ.-ლათ.) - გარდამავალი პერიოდი ნეოლითსა და ბრინჯაოს ხანას შორის, როდესაც ქვის იარაღების გვერდით პირველად ჩნდება სპილენძის იარაღი.

ენერგეტიკა

  1. ფიზიკის დარგი, რომელიც ენერგიას სწავლობს.

  2. ტექნიკის დარგი, ამუშავებს სხვადასხვა სახის ენერგიის გამოყენების მეთოდებს.

ენერგეტიკი

  1. დაბა თურქმენეთის მარის ოლქში.

  2. დაბა რუსეთის ორენბურგის ოლქში.

ენერგეტიკოსი - ენერგეტიკის სპეციალისტი.

ენერგეტიჩესკი - დაბა ყაზახეთის ალმა-ათის ოლქში.

ენერგია (ბერძნ.)

  1. მატერიის ერთი ძირითად თვისებათაგანი - მუშაობის შესრულების უნარი.

  2. მოქმედების უნარი, მხნეობა, ძალა, ძალ-ღონე.

ენერგიული

  1. ენერგიით აღსავსე, მხნე, საქმიანი, დაუცხრომელი.

  2. მტკიცე, გადამჭრელი, რადიკალური.

ენერგოდარი - ქალაქი უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში.

ენესიდემე - ძველბერძენი ფილოსოფოსი (ძვ.წ.აღ. I საუკუნე).

ენესკუ ჯორჯე - რუმინელი კომპოზიტორი, მევიოლინე, დირიჟორი, პიანისტი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე (1881 - 1955 წწ).

ენვერ-ფაშა - ოსმალეთის (თურქეთის) სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, გენერალი (1881-1922 წწ).AM

ენვონვუ ბენედიქტ (ბენ) - ნიგერიელი მხატვარი (დაიბადა 1921 წელს).

ენზელი - კასპიის ზღვისპირა ქალაქი-პორტი ირანის გილანის ოსთანში (60 ათასი).

ენზიმი (ბერძნ.) - იგივეა, რაც ფერმენტი.

ენზოოტია (ბერძნ.) - საქონლის გადამდები დაავადება, რომელიც დამახასიათებელია ამ თუ იმ ადგილისათვის.

ენთალპია (ბერძნ.) ანუ თბოშემცველობა - თერმოდინამიკური სისტემის მდგომარეობის ფუნქცია.

ენთელი

  1. (ზემო და ქვემო ენთელი) - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

  2. წყალთა თოში სამრიგი არს: მდინარის ფსკერით ამოსული არს ენთელი: რომელი ზე მოაქვს არს თოში; და რომელი ზედა შეუყინავს, ანუ ნალეწი მოაქვს, არს ხორგი, გინა ხორდი (საბა).

ენთუზიაზმი (ბერძნ.) - ძლიერი გატაცება ამა თუ იმ საქმიანობაში, აღფრთოვანება, აღტაცება.

ენთუზიასტი - ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანი.

ენთუსია - სული ღვთივ გაბრწყინებული (საბა).

ენი

  1. მდინარე უაზის მარცხენა შენაკადი (საფრანგეთი).

  2. (Ain) დეპარტამენტი საფრანგეთში.

  3. (Aisne) დეპარტამენტი საფრანგეთში.

ენიანი - ვისაც ენა, მეტყველების უნარი აქვს. 2) რასაც ენა აქვს.

ენიგმა - შიფრის შემქმნელი გერმანული მანქანა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მესამე რაიხის არმიასა და ფლოტში გამოიყენებოდა.

ენიგმატური (ბერძნ.) - საიდუმლოებით მოცული, გამოუცნობი.

ენიკი ამირხან - თათარი მწერალი (დაიბადა 1909 წელს).

ენიკოლოფოვი (ენაკოლოფაშვილი) ივანე - ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი (1888 - 1975 წწ).

ენიმალზ („ცხოველები“) - ინგლისური საესტრადო ჯგუფი, შეიქმნა 1961 წელს.

ენიო - ძველბერძნული მითოლოგიის თანახმად, ომის ღმერთქალი, არესის თანამგზავრი.

ენიპევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თესალიის ან ელიდის მდინარის ღვთაება.

ენისეი (ევენკურად - „იოანესი“) - მდინარე რუსეთის ტუვის რესპუბლიკასა და კრასნოიარსკის მხარეში (სიგრძე - 3487 კილომეტრი, პატარა ენისეის სათავიდან - 4102 კილომეტრი).

ენისეისკი - ქალაქი რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.

ენისეის ყურე - ყურე კარის ზღვაში, რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.

ენისეი-ჩულიმის ქვაბული - იხილე ჩულიმ-ენისეის ქვაბული.

ენისელი - იხილე ელისენი.

  1. სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში.

  2. ქართული კონიაკი.

ენიუსი კვინტუს - რომაელი პოეტი და დრამატურგი, წარმოშობით კალიბრიელი (ძვ.წ.აღ. 239 - 169 წწ).

ენიქენდი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ენკარნასიონი - ქალაქი პარაგვაის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, იტაპუის დეპარტამენტში, პორტი მდინარე პარანაზე (35 ათასი).

ენკაუსტიკა (ბერძნ.) - სანთელში გახსნილი საღებავებით ხატვა; ცვილოვანი ფერწერა.

ენკე იოჰან ფრანც - გერმანელი ასტრონომი (1791-1865 წწ).

ენკელადე - პლანეტა სატურნის თანამგზავრი, პლანეტიდან დაშორების მიხედვით მეორე.

ენკენია - ტაძართ განახლების ყოველწლიური დღესასწაული, კურთხევა.

ენკენისთვე - სექტემბრის ქართული ხალხური სახელწოდება.

ენკლიტიკა (ბერძნ.) - ერთ ან ორმარცვლიანი სიტყვა, რომელსაც არა აქვს საკუთარი მახვილი და წარმოთქმაში უერთდება თავის წინამავალ მახვილიან სიტყვას.

ენკომია - იხილე პანეგირიკი.

ენკომიენდა (ესპ.) - ინდიელი მოსახლეობის ექსპლუატაციის ფორმა ამერიკის ესპანელთა კოლონიებში.

ენკრატისი - მოწესე დედა, მონაზონი.

ენკუ - იაპონელი ბუდისტი მოქანდაკე ბერი (დაახლოებით 1632-1695 წწ).

ენლილი (ელილი) - შუმერულ მითოლოგიაში - უზენაესი ღვთაება.

ენმეშარა - შუმერულ მითოლოგიაში - ერთ-ერთი უძველესი ხთონიური ღვთაება, ღმერთი-მფარველი.

ენო (ჰენეგაუ) - ბელგიის ისტორიული ოლქი და პროვინცია.

ენობრივი - ენის დამახასიათებელი, ენასთან დაკავშირებული.

ენოზერო - ტბა რუსეთის მურმანსკის ოლქში, კოლის ნახევარკუნძულზე.

ენოზისი - იხილე ენოსისი.

ენოთეკა (ბერძნ.) - ღვინის ქარხანასთან საგანგებოდ მოწყობილი საცავი, სადაც ინახავენ ბოთლებში ჩასხმულ სხვადასხვა მარკის ღვინის კოლექციებს.

ენოთერა (Onagra biennis) - ორწლოვანი ბალახოვანი მცენარე ონაგრასებრთა ოჯახისა. აქვს მაღალი ღერო, რომლის ბოლოზე დიდი ყვითელი სურნელოვანი ყვავილები მტევნად არის შეკრული.

ენოლოგი - ენოლოგიის სპეციალისტი.

ენოლოგია (ბერძნ.) - მოძღვრება ღვინის შესახებ, მეღვინეობა.

ენომაოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ელიდის მეფე, არესის ვაჟი, პლეიად სტეროპეს საყვარელი, რომლისაგანაც ჰიპოდამია შეეძინა.

ენო-პელტრი რობერ - ფრანგი მეცნიერი ავიაციის დარგში, შექმნა პირველი მონოპლანი, გამოიგონა თვითმფრინავის მართვის სისტემა (1881-1957 წწ).

ენოპიონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დიონისესა და არიადნეს ვაჟი, რომელმაც ორიონი დააბრმავა.

ენოსისი (ბერძნ.) - მოძრაობა კუნძულ კვიპროსის საბერძნეთთან შეერთებისათვის.

ენოტანინი - მოყვითალო ფერის მწკლარტი მთრიმლავი ნივთიერება, ამზადებენ მცენარის ქერქისგან ან ყურძნის წიბწებისგან.

ენოტი (რუს.) - ძვირფასბეწვიანი პატარა ცხოველიც და ამ ცხოველის ბეწვიც.

ენოტისებრნი (Procyonidae) - პატარა ხუთთითიანი, თათითმავალი ძუძუმწოვარა ცხოველები. ძირითადად ბინადრობენ დასავლეთ ნახევარსფეროში. აქვთ ძვირფასი ბეწვი.

ენოქიმია (ბერძნ.) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ღვინის ქიმიურ შედგენილობას.

ენრაიტი დენის ჯოზეფ - ინგლისელი პოეტი (დაიბადა 1920 წელს)

ენრიკე II - კასტილიის მეფე, ტრასტამართა დინასტიის პირველი წარმომადგენელი (1333-1379 წწ).

ენრიკე ბურგუნდიელი - პორტუგალიის პირველი გრაფი (1057-1114 წწ).

ენრიკე ზღვაოსანი - პორტუგალიელი პრინცი, საზღვაო ექსპედიციების ორგანიზატორი (1394-1460 წწ).

ენსენიდა - ქალაქი არგენტინის ბუენოს-აირესის პროვინციაში.

ენსი - მდინარე დუნაის შენაკადი ავსტრიაში.

ენსინა

  1. ფრანსისკო ანტონიო - ჩილელი ისტორიკოსი და სოციოლოგი (1874-1965 წწ).

  2. ხუან დელ - ესპანელი დრამატურგი, ეკლესიის მსახური (1469 - 1529 ან 1533 წწ).

ენსო - ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგის) ოლქის ქალაქ სვეტოგორსკის სახელი 1948 წლამდე.

ენსორი ჯეიმზ - ბელგიელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1860-1949 წწ).

ენსხედე - ქალაქი-პორტი ნიდერლანდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ოვერეისელის პროვინციაში (150 ათასი, გარეუბნებით 250 ათასი).

ენტალცევი ანდრეი - დეკაბრისტი, პოდპოლკოვნიკი (1788-1845 წწ).

ენტებე - ტანზანიის ტბისპირა ქალაქი-პორტი უგანდაში.

ენტელქია (ბერძნ.) - არისტოტელეს ფილოსოფიის ცენტრალური ტერმინი, რომელიც გამოხატავს ძალას, მოქმედ მიზეზს.

ენტერი (ინგლ. „შესვლა“) - კომპიუტერის კლავიატურის კლავიში, აქვს პროგრამაში შესვლის და ამა თუ იმ შესასრულებელი მოქმედების დაწყების ფუნქცია.

ენტერიტი (ბერძნ.) - წვრილი ნაწლავების ლორწოვანი გარსის ანთება.

ენტერობიოზი - ჰელმინთოზი, რომელსაც იწვევს პარაზიტული ჭია ენტერობიუსი.

ენტერობიუსი (ადამიანის მახვილა) - მრგვალი ჭია, პარაზიტობს ადამიანის მსხვილ და წვრილ ნაწლავებში.

ენტეროკინაზა (ბერძნ.) - ფერმენტი, რომელიც გამომუშავდება თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსში.

ენტეროკოკი (ბერძნ.) - ოვალური ან მრგვალი ფორმის მიკრობი.

ენტეროკოლიტი - წვრილი და მსხვილი ნაწლავების ლორწოვანი გარსის ერთდროული ანთება.

ენტეროსეპტოლი - სამკურნალო პრეპარატი, ანტიბაქტერიული და ანტიპროტიზოული საშუალება.

ენტო (ბერძნ.) - რთული სიტყვების შემადგენელი ნაწილი, აღნიშნავს «შინაგანს».

ენტოდერმა - მრავალუჯრედიანი ცხოველების შიგნითა საჩანასახე ფურცელი, რომელიც გასტრულის კედლის შიგნითა შრეს ქმნის.

ენტომოზები - დაავადებები, რომლებსაც იწვევენ სასოფლო-სამეურნეო ცხოველების პარაზიტი მწერები.

ენტომოლოგი - ენტომოლოგიის სპეციალისტი.

ენტომოლოგია (ბერძნ.) - ზოოლოგიის დარგი, რომელიც მწერებს სწავლობს.

ენტომოფილია (ბერძნ.) - მცენარის ჯვარედინი დამტვერვა, რომლის დროსაც ყვავილის მტვერი ბუტკოს დინგზე მწერებს გადააქვთ.

ენტორია - პლუტარქეს თანახმად, იტალიელი მიწათმოქმედის, იკარიოსის ქალიშვილი.

ენტრე-რიოსი - პროვინცია არგენტინის აღმოსავლეთ ნაწილში.

ენტროპია (ბერძნ.) - სიდიდე, რომელიც დამახასიათებელია სხეულის ან სხეულთა სისტემის სითბური მდგომარეობისათვის. წარმოადგენს ალბათობის ზომას სისტემის მოცემული მდგომარეობის განსახორციელებლად.

ენუგუ - ქალაქი ნიგერიის ანამბრის შტატში (300 ათასი).

ენუკლეაცია (ლათ.) - ბურთისებრი სიმსივნეების (ათერომის, ჩიყვის) მთლიანად ამოკვეთა, აგრეთვე, თვალის კაკლის ამოღება.

ენური ენა - განეკუთვნება სამოდიურ ენათა ჯგუფს, გავრცელებულია რუსეთის კრასნოიარსკის მხარის ტაიმირის ნაციონალურ ოლქში.

ენუქიძე აბელ (პარტიული ფსევდონიმი „ზოლოტაია რიბკა“) - საბჭოთა კავშირის მაღალჩინოსანი პარტიული მოღვაწე, ძირითადად მუშაობდა მოსკოვში (1877-1937 წწ).

ენფილდი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის დიდი ლონდონის შემადგენლობაში.

ენქერი - სამღვდელმთავრო შესამოსელი, მარჯვენა გვერდზე დასაკიდი, ოთხკუთხი (ეპისკოპოსთა, არქიელთა).

ენქიდუ - შუმერულ-აქადური მითოლოგიიის თანახმად, ღმერთების მიერ შექმნილი ველური ადამიანი, ცხოველთა მეგობარი, გილგამეშის თანამგზავრი და დამხმარე.

ენცელადი - პლანეტა სატურნის თანამგზავრი. აღმოაჩინა უ.გერშელმა 1789 წელს.

ენცენსბერგერი ჰანს მაგნუს - გერმანელი პოეტი და მთარგმნელი (დაიბადა 1929 წელს).

ენცეფალიტი (ბერძნ.) - თავის ტვინის ანთება.

ენცეფალოგრაფია (ბერძნ.) - რენტგენის სხივებით თავის ტვინის გამოკვლევის მეთოდი, რომლის დროსაც მასში წინასწარ შეჰყავთ კონტრასტული ნივთიერება.

ენციკლიკა (ლათ.) - პაპის განსაკუთრებული მიმართვა სასულიერო სამყაროსა და მორწმუნეებისადმი მიმდინარე ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებზე.

ენციკლოპედია (ბერძნ. ენკყკლიოს პაიდეა - „ცოდნის წრე“) - თავმოყრილი ცნობები ცოდნის ყველა ან რომელიმე ერთი დარგიდან ლექსიკონის სახით. ცოცხალი

ენციკლოპედია - იტყვიან მრავალმხრივ განათლებულ ადამიანზე.

ენციკლოპედიზმი - ფართო, მრავალმხრივი განათლება ცოდნის სხვადასხვა დარგში.

ენციკლოპედისტი - პირი, რომელსაც ენციკლოპედიური ცოდნა აქვს; მრავალმხრივ განათლებული ადამიანი.

ენციკლოპედისტები - მე-18 საუკუნის მოწინავე ფრანგი მოაზროვნეები; გაერთიანებულნი იყვნენ „ენციკლოპედიის“ გარშემო, რომელსაც გამოსცემდნენ დიდრო და დ'ალამბერი.

ენციკლოპედიური - ენციკლოპედიასთან დაკავშირებული, ენციკლოპედიური ხასიათისა.

ენძელა (Merendera trigyna) - გაზაფხულის ერთი პირველი ყვავილთაგანი შროშანისებრთა ოჯახისა, აქვს თეთრი ან ვარდისფერი ყვავილი.

ენძელინი იან - ლატვიელი ფილოსოფოსი, ენათმეცნიერი (1873-1961 წწ).

ენჭო - მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე.

ენჯელბარტი დუგლას - ამერიკელი ინჟინერ-ელექტრიკოსი, კომპიუტერული „მაუსის“ გამომგონებელი.

ენჯელი ნორმან - ინგლისელი პუბლიცისტი და პაციფისტი. 1933 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (1873-1967 წწ).

ენჯელოუ მაია - აფროამერიკელი მწერალი ქალი (დაიბადა 1928 წელს).

ენჯომენი (სპარს.) - დემოკრატიული რევოლუციური კომიტეტი ირანში 1905-11 წლებში.

ენჰარმონიზმი (ბერძნ.)

  1. სხვადასხვა სახელწოდების ერთნაირი სიმაღლის ბგერების გაიგივება და გათანაბრება.

  2. ძველ საბერძნეთში - ბგერათა სისტემა, რომელიც შეიცავს დაახლოებით 1/4 ტონის ინტერვალებს. იხილე ტეტრაქორდი.

1.14 ეო

▲back to top


ეო - რთულის სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი „ადრეულის, პირველადის“ მნიშვნელობით.

ეოანთროპი - „ნამარხი ადამიანი“, რომლის ძვლები სამხრეთ ინგლისში აღმოაჩინეს.

ეოზინოფილები (აციდოფილები) - ხერხემლიანი ცხოველების და ადამიანის ლევკოციტების ერთ-ერთი სახე. ეკუთვნიან გრანულოციტების ჯგუფს.

ეოზინოფილია - ეიზინოფილების რაოდენობის მომატება სისხლში (5-6%-ზე მეტი).

ეოზუქიები - ნამარხი ქვეწარმავლების რიგი. ცნობილია სამხრეთ აფრიკის ზედა პერმული და ტრიასული ნალექებიდან. პატარა, ხვლიკისნაირი ცხოველები.

ეოლე - ქარის მბრძანებლის ეოლოსის ქნარი - ხის ჩარჩო, რომელზედაც გაჭიმულია სიმები.

ეოლია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:

  1. ქართა მბრძანებლის - ეოლოსის - კუნძული და სამეფო.

  2. ამითაონის ქალიშვილი, კალიდონის ცოლი.

ეოლიდა - ისტორიული ოლქი მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მოიცავდა ტროის სანაპირო ზოლს, მაზიას, ლიდიის ნაწილს და კუნძულებს - ლესბოსსა და ტენედოსს.

ეოლიელები - ერთ-ერთი ძირითადი ძველბერძნული ტომი იონიელებთან, დორიელებთან და აქაველებთან ერთად.

ეოლითი (ბერძნ.)

  1. მოძველებული სახელწოდება ქვის ხანის უძველესი პერიოდისა, როდესაც ადამიანი ყველაზე უფრო პრიმიტიულ იარაღებს აკეთებდა.

  2. (ეოლითები) ქვების (უპირატესად კაჟის) ნატეხები ბუნებრივი წარმოშობისა, რომლებიც XIX საუკუნეში არქეოლოგებს მიაჩნდათ ადამიანის უძველეს იარაღად.

ეოლოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:

  1. ელინისა და ფერია ორსეიდეს ვაჟი. ერთ-ერთი ბერძნული ტომის - ეოლიელების მითიური წინაპარი და ეპონიმი.

  2. კუნძულ ეოლიის მმართველი, ქართა მბრძანებელი, გადატანითი მნიშვნელობით „ქარი“.

ეონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ქრონოსის ვაჟი, მარადიულობის განსახიერება.

ეონი ბომონდ დ' - საფრანგეთის სამეფო კარის საიდუმლო აგენტი, ცნობილია, როგორც ქალად გარდასახვის უბადლო ოსტატი (1728-1810 წწ).

ეოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, განთიადის ღმერთქალი, რომელსაც ხშირად ჰემერასთან აიგივებენ (რომაულ მითოლოგიაში მას შეესაბამება ავრორა).

ეოცენი (ბერძნ.) - პალეოგენის შუა ეპოქა.

ეოჰიპუსი - ნამარხი ცხენების უძველესი წარმომადგენელი, იგივეა, რაც ჰირაკოთერიუმი.

1.15 ეპ

▲back to top


ეპაზმა - დედაბერთა მიერ დაჩურჩნა ჩჩვილთა ზედა, რეცა შემლოცველობა, და შუბლთა ნერწყვითა წარხოცა და დამბერველობა (საბა).

ეპამინონდა - ძველბერძენი პოლიტიკური მოღვაწე და მხედართმთავარი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 420 - 362 წწ).

ეპანაგოგა - ბიზანტიური სამართლის კრებული. შედგენილია IX საუკუნის ბოლოს.

ეპანჩა (რუს.) - ძველებური რუსული სამოსი, გრძელი, ფართო სამგზავრო ლაბადა.

ეპარქია (ბერძნ.) - საეკლესიო-ადმინისტრაციული ოლქი, არქიელის საბრძანებელი, სამღვდელმთავრო. განაგებს ეპისკოპოსი, არქიეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი.

ეპარხოზი - დიდი ვეზირი (საბა).

ეპატაჟი (ფრანგ.) - სკანდალური გამოხდომა; საქციელი, რომელიც არღვევს საერთოდ მიღებულ ნორმებსა და წესებს.

ეპატი - უფროსის ხელქვეშე (საბა).

ეპაფოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსისა და ძროხადქცეული იოს ვაჟი, ეგვიპტის მეფე, მემფისის დამაარსებელი.

ეპეიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:

  1. ელიდის მითიური მეფე, ეპეიელების მითიური წინაპარი.

  2. ტროის ომში მონაწილე ერთ-ერთი გმირი, იყო შესანიშნავი მხატვარი და ხელობის მცოდნე.

ეპეიროგენეზისი - დედამიწის ქერქის ვრცელი არეების საუკუნეობრივი ვერტიკალური რყევა, რომელიც არ იწვევს ქერქის შიდა სტრუქტურის შეცვლას.

ეპენდიმა (ბერძნ.) - თხელი გარსი, რომლითაც ამოფენილია თავის ტვინის პარკუჭები და ზურგის ტვინის ცენტრალური არხი.

ეპენთეზისი (ბერძნ.) - სიტყვის შიგნით თანხმოვნის განვითარება (მაგალითად, ძვ.ქართული „წმიდა“ და თანამედროვე ენის „წმინდა“).

ეპერნე - ქალაქი საფრანგეთის მარნის დეპარტამენტში.

ეპესენი კნუდ კრისტიან - დანიელი მუსიკათმცოდნე და კომპოზიტორი (1892-1974 წწ).

ეპი (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს არსებობას:

  1. რისამე ზევით.

  2. რისამე წინ.

  3. რამესთან ახლოს.

  4. რისამე შემდეგ.

ეპიბლემა (ბერძნ.) - მცენარის ფესვის მფარავი ქსოვილი. შეესაბამება მიწისზედა ორგანოების ეპიდერმისს.

ეპიგენეზი (ბერძნ.) - ისტორიულად პროგრესული მოძღვრება (XVII-XVIII სს) ორგანიზმის ჩანასახოვანი განვითარების შესახებ.

ეპიგონები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არგოსელი გმირები, რომლებსაც მამის სისხლის აღება სურდათ. ეპიგონი ზოგად სახელად იქცა და ყველა მხედართმთავრის შთამომავალს ეწოდა. გადატანითი მნიშვნელობით, რაიმე მიმართულების მიმდევრები, რომელთაც აკლიათ ორიგინალურობა.

ეპიგონი (ბერძნ.) - იხილე ეპიგონები.

ეპიგრამა (ბერძნ.)

  1. მოკლე სატირული ლექსი.

  2. ძველ საბერძნეთში: ძეგლზე, შენობაზე, საჩუქარზე და მისთანებზე გაკეთებული წარწერა პროზად ან ლექსად.

ეპიგრაფი (ბერძნ.) - თხზულების ან მისი ცალკეული თავის წინ წამძღვარებული ციტატა, გამონათქვამი. ერთგვარად გამოხატავს ნაწარმოების ძირითად იდეას.

ეპიგრაფიკა (ბერძნ.) - ისტორიის დამხმარე დისციპლინა, რომელიც სწავლობს ძველ წარწერებს; წარწერათმცოდნეობა.

ეპიდემია (ბერძნ.) - მწვავე გადამდები (ინფექციური) სენის ფართოდ გავრცელება.

ეპიდემიოლოგი - ეპიდემიოლოგიის სპეციალისტი.

ეპიდემიოლოგია (ბერძნ.) - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ეპიდემიათა წარმოშობასა და განვითარებას და მათთან ბრძოლის საშუალებებს.

ეპიდემიური - ეპიდემიის ხასიათისა.

ეპიდერმისი (ბერძნ.)

  1. ადამიანისა და ცხოველის კანის ზედა ფენა, რომელიც შედგება ეპითელიუმისაგან.

  2. მცენარის ფოთლის, ღეროს, ფესვის და ზოგი სხვა ორგანოს გარეთა საფარველი, კანი.

ეპიდერმოფიტია (ბერძნ.) - მოზრდილთა კანის დაავადება. იწვევს სხვადასხვა სახის სოკო ეპიდერმოფიტების გვარისა. უმეტესად საზარდულის მიდამოებში ვითარდება მოწითალო-მოყავისფრო ლაქების სახით.

ეპიდიასკოპი (ბერძნ.) - ოპტიკური ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც ეკრანზე მიიღება, როგორც გამჭვირვალე ობიექტის, ასევე გაუმჭვირი საგნის გამოსახულება.

ეპიდიდიმიტი (ბერძნ.) - სათესლე დანამატის - ეპიდიდიმისის ანთება.

ეპიდოტი (ფრანგ.) - ქანწარმომქმნელი მინერალი წყლის სილიკატების ჯგუფისა, იყენებენ როგორც სანაკეთო ქვას.

ეპივატნი - მენავენი (საბა).

ეპიზოდი (ბერძნ.)

  1. ცალკეული შემთხვევა, მომხდარი ამბავი.

  2. რაიმე მხატვრული ნაწარმოების ნაწყვეტი, სცენა, რომელსაც მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს.

ეპიზოდური - შემთხვევითი, უმნიშვნელო, არაძირითადი.

ეპიზოოტია (ფრანგ.) - გადამდები სენის ფართოდ გავრცელება ცხოველთა შორის.

ეპიზოოტოლოგია (ფრანგ.-ბერძნ.) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს სასოფლო-სამეურნეო ცხოველების გადამდებ დაავადებათა წარმოშობა-განვითარებას და მათთან ბრძოლის საშუალებებს.

ეპითალამა (ბერძნ.) - ძველ საბერძნეთსა და რომში საქორწილო სიმღერა ან ლექსი.

ეპითელი და ეპითელიუმი (ბერძნ.)

  1. ქსოვილი, რომელიც ფარავს ცხოველისა და ადამიანის სხეულის ზედაპირს, აგრეთვე შინაგანი ღრუ ორგანოების კედლებს.

  2. ბოტანიკაში - თხელკედლებიანი უჯრედები, რომლებითაც დაფარულია მცენარის ზოგი შინაგანი ღრუ.

ეპითელიუმი (ბერძნ.) - იხილე ეპითელი.

ეპითეტი (ბერძნ.) - მსაზღვრელი სიტყვა, რომელიც დაერთვის საგნის ან მოვლენის სახელს და გვიჩვენებს მის დამახასიათებელ ხატოვნობითს თვისებას.

ეპიკა (ბერძნ.) - ეპიკურ ნაწარმოებთა ერთობლიობა.

ეპიკანთუსი (ბერძნ.) - გულის კედლების გარეთა შრე, რომელიც შეზრდილია მის ქვეშ მდებარე კუნთოვან შრესთან - მიოკარდიუმთან.

ეპიკარდი და ეპიკარდიუმი (ბერძნ.) - გულის კედლების გარეთა ფენა.

ეპიკარდიტი (ბერძნ.) - ეპიკარდის ანთება.

ეპიკარდიუმი (ბერძნ.) - იხილე ეპიკარდი.

ეპიკასტე - ზოგი ძველბერძნული მითის თანახმად, იოკასტეს მეორე სახელი.

ეპიკლესი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, რომელიმე ღმერთის ან გმირის ზედმეტი სახელი (მაგალითად, ათენას ეპიკლესია «პალადა»).

ეპიკოსი - ეპიკური ნაწარმოების ავტორი.

ეპიკოტილი - იგივეა, რაც ლებნისზედა მუხლი.

ეპიკრიზი (ბერძნ.)

  1. საბოლოო დასკვნა რაიმე ავადმყოფობის შესახებ.

  2. პათოლოგიური მოვლენა, რაც მოსდევს ავადმყოფობის კრიზისს.

ეპიკურე - ძველბერძენი ფილოსოფოსი, მატერიალისტი, ანტიკური ატომისტური მოძღვრების გამგრძელებელი. (ძვ.წ.აღ. 341 - 270 წწ).

ეპიკურეიზმი

  1. ძველბერძენი მატერიალისტი ფილოსოფოსის ეპიკურეს ფილოსოფიური მოძღვრება.

  2. მსოფლმხედველობა, რომელიც შეიქმნა ამ მოძღვრების დამახინჯებულად განმარტების ნიადაგზე - თითქოს იგი სიცოცხლის აზრს ხედავდეს ხორციელი ინსტინქტების დაკმაყოფილებასა და განცხრომით ცხოვრებაში.

  3. (გადატანით) მისწრაფება გრძნობების დაკმაყოფილებასა და ნებიერი ცხოვრებისადმი.

ეპიკურელი

  1. ეპიკურეიზმის მიმდევარი.

  2. ადამიანი, რომელიც ყველაზე მაღლა აყენებს თავის პირად სიამოვნებას, ცხოვრებით ტკბობას.

ეპიკური (ბერძნ.)

  1. ეპოსის დამახასიათებელი, ეპოსის შესაფერი, ეპოსთან დაკავშირებული.

  2. გადატანით (წიგნ.) დინჯი, დარბაისლური.

ეპილაცია (ლათ.) - თმის მოშორება, მოცილება.

ეპილეპტიკოსი (ბერძნ.) - ადამიანი, რომელსაც ეპილეფსია სჭირს.

ეპილეფსია (ბერძნ.) - ქრონიკული ნერვული დაავადება, დამახასიათებელია შეტევები, რომლის დროსაც ავადმყოფს გონება ეკარგება და კრუნჩხვა მოსდის.

ეპილეფსიური - ეპილეფსიის დამახასიათებელი.

ეპილოგი (ბერძნ.) - ლიტერატურული ნაწარმოების დასკვნითი ნაწილი.

ეპიმეთე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პრომეთეს ძმა, მისი სრული

ანტიპოდი - მშიშარა და უჭკუო.

ეპიმელიდები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პირუტყვთა მფარველი ფერიები.

ეპიმენიდე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ნახევრად მითიური პოეტი და წინასწარმეტყველი.

ეპიმორფიზმი - იხილე ჰომომორფიზმი.

ეპინალი - ქალაქი საფრანგეთის ვოგეზის დეპარტამენტში.

ეპინასტია (ბერძნ.) - მცენარის ფოთლების, გვირგვინის ფურცლების, ჯამის ფოთოლაკებისა და სხვა ორგანოების ზედა მხარის უფრო სწრაფი ზრდა, რის შედეგადაც ორგანო იღუნება ქვევით ან გარეთ.

ეპინეტი (ფრანც.) - იგივეა, რაც სპინეტი.

ეპინუსი ფრანც ულრიხ თეოდორ - გერმანული წარმოშობის რუსი ფიზიკოსი (1724-1802 წწ).

ეპიონე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ასკლეპიოსის თანამგზავრი და მეუღლე.

ეპიორნისი (ბერძნ.) - სირაქლემას მსგავსი მორბენალი, ძალიან დიდი (3 მეტრზე მეტი სიმაღლის) ფრინველი; ბინადრობდა კუნძულ მადაგასკარზე, ამოწყვიტეს XVII-XVIII საუკუნეებში.

ეპირი - ისტორიულ-გეოგრაფიული ოლქი საბერძნეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, აკრავს იონიის ზღვა.

ეპირის დესპოტატი - ბერძნული (ბიზანტიური) სახელმწიფო; დააარსა მიქაელ ანგელოს დუკა კომნენოსმა 1204 წელს, ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ.

ეპისკოპი (ბერძნ.) - ოპტიკური ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც ეკრანზე გადასცემენ გაუმჭვირი ობიექტების გამოსახულებას.

ეპისკოპოსი (ბერძნ.) - ქრისტიანული ეკლესიების უმრავლესობის უმაღლესი იერარქი, არქიელთა საერთო სახელი, მღვდელმთავარი.

ეპისლოპოსი ნადირობაზე - ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი (გადაღებულია 1971 წელს; რეჟისორი - ლიანა ელიავა).

ეპისკოპალური ეკლესია - იგივე ანგლიკანური ეკლესია.

ეპისომა (ბერძნ.) - გენეტიკური ელემენტი, რომელიც ბაქტერიის უჯრედში ან დამოუკიდებლად არსებობს, ან ჩართულია ქრომოსომაში მემკვიდრული ნაწილაკების სახით.

ეპისტატი - მუშაკთა თავსმდეგი (საბა).

ეპისტემოლოგია - ტერმინი, რასაც იყენებენ ინგლისურ და ფრანგულენოვან ლიტერატურაში შემეცნების თეორიის აღსანიშნავად.

ეპისტოლე (ბერძნ.) - წერილი.

ეპისტოლეთა წიგნი - კრებული, რომელშიც დაცულია ქრისტიანული დოგმატიკისა და საეკლესიო პრაქტიკის შესახებ სომხეთის ეკლესიისა და სახელმწიფოს მესვეურთა მიმოწერა სხვა ქვეყნების ეკლესიებთან V-XIII საუკუნეებში.

ეპისტოლოგრაფია - დამხმარე ისტორიული დისციპლინა, რომელიც ძველი მსოფლიოს და შუა საუკუნეების ადამიანების პირად წერილებს შეისწავლის.

ეპისტოლური - მიმოწერითი.

ეპისტროფი (ბერძნ.) - რიტორიკული ხერხი - ერთი და იმავე სიტყვის ან გამოთქმის გამეორება.

ეპიტაფია (ბერძნ.)

  1. საფლავის ქვაზე მინაწერი ლექსი.

  2. ლექსი, გალობა (დაკრძალვაზე).

ეპიტიკოსი - მეფის მეხ(რ)მლე (საბა).

ეპიტიმია - მორალურ-გამასწორებელი სასჯელი, რასაც სულიერი მამა დაადებს მორწმუნე საეროებს (მაგალითად, ხანგრძლივი მარხვა).

ეპიტირიტი - დამხედავი (საბა).

ეპიტოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არკადიის მითიური მეფე, პოსეიდონის მიერ დაბრმავებული.

ეპიტროპი - ჯანიშინი (საბა). „ჯანიშინი“ სპარსული სიტყვაა და ნიშნავს „ადგილზე დასმულს“ ანუ მეფის ნაცვალს.

ეპიურა (ფრანგ.) - ფიგურის პროექციების ბრტყელი ხაზი, რომელიც მიღებულია პროექციათა სიბრტყეების შეთავსებით.

ეპიური - (არასწორია) იხილე ეპიკური.

ეპიფანი - დაბა რუსეთის ტუვის ოლქში.

ეპიფანია

  1. ქრისტეს გამოცხადება, ნათლობა იორდანეს წყალში.

  2. ზედსაჩინო, სიფრიფანა (საბა).

ეპიფიზი (ბერძნ.)

  1. ტვინის ზედა დანამატი, გირჩისებრი ჯირკვალი.

  2. გრძელი მილოვანი ძვლის ბოლო.

ეპიფიტი (ბერძნ.) - მცენარე, რომელიც ცხოვრობს სხვა მცენარეზე, მაგრამ, პარაზიტისაგან განსხვავებით, სხვის საშუალებით არ საზრდოობს.

ეპიფორა (ბერძნ.) - სალექსო სტრიქონთა ბოლოში ბგერათა კომპლექსების სიტყვების ან სიტყვათა ჯგუფების განმეორება. ანაფორის საპირისპირო ხერხია.

ეპიქარმე - ძველბერძენი პოეტი, დორიულ-სიცილიური კომედიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და საუკეთესო წარმომადგენელი (ძვ.წ.აღ. 550-460 წწ).

ეპიქტეტე

  1. ძველბერძენი ლარნაკმწერი (ძვ.წ. აღ. VI-V სს)

  2. ძველბერძენი ფილოსოფოსი (დაახლოებით 50 - 138 წწ).

ეპიცენტრი (ბერძნ.) - ადგილი დედამიწის ზედაპირზე, რომელიც მოთავსებულია რაიმე დამანგრეველი ძალის კერის თავზე ან მის ქვეშ.

ეპიციკლი (ბერძნ.) - წრეხაზი, რომლის ცენტრი თანაბარზომიერად მოძრაობს სხვა წრეხაზზე.

ეპლი (ინგლ. „ვაშლი“) - პერსონალური კომპიუტერების მწარმოებელი ამერიკული კორპორაცია. დაარსდა 1977 წელს. შტაბ-ბინა მდებარეობს კუპერტინოში (კალიფორნიის შტატი).

ეპლტონი ედუარდ ვიქტორ - ინგლისელი რადიოფიზიკოსი, 1947 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1892-1965 წწ).

ეპლტონი - იხილე აპლტონი.

ეპოდი (ბერძნ.) - ანტიკურ ლექსთწყობაში - ლირიკული ლექსი, რომელშიც გრძელი ტაეპი ენაცვლება მოკლეს.

ეპოლეტები (ფრანგ.) - ოფიცრის, გენერლის საპარადო სამხრეები, ბოლოებში მომრგვალებული, ფოჩებიან-ბუზმენტიანი.

ეპონა - მეცხენეობის გალიური ღმერთქალი, მფარველობდა ცხენებს, აქლემებს, სახედრებს, მეხრეებს და მეეტლებს.

ეპონიმი (ბერძნ.) - ბერძნული სიტყვაა და ქართულად სახელის მიცემას ნიშნავს, როდესაც რომელიმე გეოგრაფიულ ადგილს ამა თუ იმ გმირის ან ღვთაების სახელი დარქმევა.

ეპონჟი (ფრანგ.) - აბრეშუმის ან ბამბის ერთგვარი ქსოვილი, აქვს ხორკლიანი, ღრუბლისებრი ზედაპირი.

ეპოპეა (ბერძნ.)

  1. დიდი ეპიკური ნაწარმოები, რომელშიც აღწერილია მნიშვნელოვანი ამბები.

  2. (გადატანით, წიგნ.) დიდი მნიშვნელობის ამბები, ღირსშესანიშნავი თავგადასავალი.

ეპოპევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰელიოსის შვილიშვილი, მარათონის მამა. დაიღუპა თებეს მეფე ლიკოსთან ბრძოლაში.

ეპოსი (ბერძნ.)

  1. თხრობითი ჟანრი (მოთხრობა, რომანი, განსხვავებით დრამისა და ლირიკისა).

  2. ხალხური საგმირო სიმღერები, პოემები, თქმულებები.

ეპოქა (ბერძნ.)

  1. დროის ხანგრძლივი მონაკვეთი, რომელიც ხასიათდება ღირსშესანიშნავი მოვლენით.

  2. გეოლოგიური პერიოდის ნაწილი, რომელიც იყოფა საუკუნეებად.

  3. ასტრონომიაში - მომენტი, საიდანაც იწყებენ ცის სხეულის მოძრაობის ანგარიშს.

ეპოქალური - ამა თუ იმ ეპოქის დამახასიათებელი, რაც ეპოქას ქმნის.

ეპსტაინი ჯეიკობ - ამერიკელ-ინგლისელი მოქანდაკე (1880-1959 წწ).

ეპშტეინი მიხაილ - რუსი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე (დაიბადა 1950 წელს).

1.16 ეჟ

▲back to top


ეჟერენაი - ლიტვის ქალაქ ზარასაის სახელი 1919-29 წლებში.

ეჟერელისი - დაბა ლიტვაში.

ეჟექტორი (ფრანგ.) - ჭავლური აპარატი, რომელშიც გაზის და სითხის შესაწოვად სხვა გაზის ან სითხის კინეტიკური ენერგია გამოიყენება. პრაქტიკაში დანერგილია, მაგალითად, ჭავლურ ტუმბოებში.

ეჟვანი - ლითონის საჟღარუნებელი, ხმას გამოსცემს შიგ მოთავსებული ლითონისავე ბურთულების მოძრაობისგან.

ეჟვნებიანი - რასაც ეჟვნები აქვს შებმული.

ეჟოვი ვალენტინ - რუსი სცენარისტი (დაიბადა 1921 წელს).

ეჟოვი ნიკოლაი - საბჭოთა კავშირის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი 1936-1938 წლებში (1895-1940 წწ).

ეჟუგა - მდინარე რუსეთის არხანგელსკის ოლქში, მდინარე პინეგის მარჯვენა შენაკადი.

ეჟურა - მარჩილი (საბა).

1.17 ერ

▲back to top


ერა (ლათ.)

  1. წელთაღრიცხვის დასაბამი, წელთაღრიცხვის სიტემა.

  2. დიდი ისტორიული მონაკვეთი, პერიოდი.

  3. აქადურ მითოლოგიაში - ხთონიური ღვთაება, ერეშკიგალის მეუღლე, დედამიწაზე ომების და შავი ჭირის გამომგზავნი.

ერავნის ტბები - ტბათა ჯგუფი რუსეთის ბურიატიის რესპუბლიკაში.

ერაზმ როტერდამელი (ერაზმუს დეზიდერიუსი, ნამდვილი სახელი და გვარი გერჰარდ გერჰარდსი) - ნიდერლანდელი ჰუმანისტი, თეოლოგი, ფილოსოფოსი, მწერალი, ფილოლოგი, მთარგმნელი (1466 - 1536 წწ).

ერალაში (თურქ.) - რუსული საბავშვო სატელევიზიო იუმორისტული მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერიალი.

ერალიევი - დაბა ყაზახეთის მანგიშლაყის ოლქში.

ერალიევი სუიუნბაი - ყირგიზი პოეტი (დაიბადა 1921 წელს).

ერანი თაყი - ირანელი მეცნიერი და პოლიტიკოსი (1902-1940 წწ).

ერარიუმი (ლათ). - სახელმწიფო ხაზინა ძველ რომში; ინახებოდა სატურნის ტაძარში.

ერასისტრატე - ძველბერძენი ექიმი, თეოფრასტეს მოწაფე. განავითარა ანატომიის და ფიზიოლოგიის ცოდნა (ძვ.წ.აღ. IV-III სს).

ერატო (ბერძნ.) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სასიყვარულო, ეროტიკული პოეზიის მუზა. წარმოდგენილი ჰყავდათ ქალად, რომელსაც ხელში კითარა უჭირავს.

ერატოსთენე - მრავალმხრივი ცოდნისა და ინტერესების ძველბერძენი მეცნიერი-ფილოსოფოსი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 276 - 194 წწ).

ერაყი (არაბ. ალ-ჯუმჰურია ალ-ირაკია).

  • სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, მესოპოტამიის დაბლობზე, ტიგროსისა და ევფრატის ნაპირებზე. სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება ქუვეითს, სამხრეთით - საუდის არაბეთს, დასავლეთით - იორდანიას და სირის, ირანს - აღმოსავლეთით. აქვს გასასვლელი სპარსეთის ყურეში.

  • დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1932 წლის 3 ოქტომბერი.

  • მმართველობის ფორმა - ფედერაციული საპარლამენტო რესპუბლიკა.

  • საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი.

  • ფართობი - 437 072 კვ.კმ.

  • დაყოფილია 18 პროვინციად (მუჰაფაზად).

  • მოსახლეობა - 23 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 66 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • დედაქალაქი - ბაღდადი.

  • ოფიციალური ენები - არაბული და ქურთული.

  • ვალუტა - ერაყული დინარი.

  • ქვეყნის კოდი - IRQ.

  • დროის სარტყელი - UTC +3.

  • სატელეფონო კოდი - +964.

  • ინტერნეტ-დომენი - iq.

ერაძე ზაქარია - ცნობილი მესტვირე, შვილი ასევე ცნობილი მესტვირისა (1867-1953 წწ).

ერბენი კარელ იარომირ - ჩეხი პოეტი, ეთნოგრაფი და ფოლკლორისტი (1811-1870 წწ).

ერბი ელკე - გერმანელი მწერალი ქალი (დაიბადა 1938 წელს).

ერბი ვილჰელმ ჰაინრიხ - გერმანელი ექიმი, ნევროპათოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1840-1921 წწ).

ერბილი - ქალაქი ჩრდილოეთ ერაყში.

ერბიუმი (Er) - ქიმიური ელემენტი ლანთანოიდების ჯგუფისა, ლითონი. ატომური ნომერი 68, ატომური მასა 167,26. სახელი ეწოდა შვედეთის პატარა ქალაქ იტერბის (Itterby) მიხედვით.

ერბო - გადამდნარი კარაქი.

ერბოიანი - რასაც ერბო აცხია.

ერბოკვერცხი - ერბოში შემწვარი კვერცხი (ქათმისა), კუთხურად - ტაფამწვარი.

ერბოქვა (საუბ.) - სამართებლის, დანის და მისთანა მჭრელი იარაღის სალესი პირის ასაწყობი წმინდა ქვა, ერბოს (ან ზეთს) უსვამენ ხოლმე.

ერბრანი ჟაკ - ფრანგი მათემატიკოსი (1908-1931 წწ).

ერგა - მდინარე რუსეთის არხანგელსკის ოლქში, ჩრდილოეთის დვინის მარჯვენა შენაკადი.

ერგაკი - ქედი რუსეთის კრასნოიარსკის მხარის დასავლეთ საიანში.

ერგაკ-ტარგაკ-ტაიგა (ტაზარამა) - ქედი რუსეთის კრასნოიარსკის მხარისა და ტუვის რესპუბლიკის დასავლეთ საიანის აღმოსავლეთ ნაწილში.

ერგანე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ათენას, როგორც საქმიანობის მფარველი ღმერთქალის ეპონიმი.

ერგანი - ქალაქი თურქეთის დიარბაქირის ვილაიეთში.

ერგასტერიონი (ბერძნ.) - ძველ საბერძნეთში სახელოსნო, რომელშიაც უპირატესად მონები მუშაობდნენ.

ერგასტული - ძველ რომში:

  1. კერძო საპატიმრო მონებისათვის.

  2. ამა თუ იმ რეგიონის მონათა ერთობლიობა.

ერგატივი (ლათ.) - მოთხრობითი ბრუნვა, ქვემდებარის სპეციფიური ბრუნვა გარდამავალ ზმნასთან ქართველურსა, მთის იბერიულ-კავკასიურსა და რიგ სხვა ენებში.

ერგე - სოფელი და მთა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის დასავლეთ კალთაზე.

ერგენი - მაღლობი ვოლგისპირა მაღლობის სამხრეთით, რუსეთის ასტრახანის, ვოლგოგრადის და როსტოვის ოლქებში.

ერგეტა

  1. მდინარე ხობის მუნიციპალიტეტში, ბუის მარჯვენა შენაკადი.

  2. სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ერგზაშირა - უღელტეხილი მესტიის და ოჩამჩირის მუნიციპალიტეტებში, კოდორის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში.

ერგი

  1. (ბერძნ.) მუშაობის ან ენერგიის საზომი ერთეული, რაც უდრის ერთი დინის ძალის მუშაობას ერთი სანტიმეტრის მანძილზე.

  2. ჩრდილოეთ აფრიკის უდაბნოების ქვიშიანი მასივების არაბული სახელწოდება.

ერგ-იგიდი - უდაბნო საჰარაში (ალჟირი და მავრიტანია).

ერგინოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:

  1. ორქომენის მეფე, ხუროთმოძღვრების: ტროფონიოსისა და აგამედეს მამა.

  2. „არგოს“ მესაჭე ტიფისის დაღუპვის შემდეგ.

ერგლი - დაბა ლატვიაში.

ერგნეთი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ერგოგრაფი (ბერძნ.) - ხელსაწყო, რომელიც გრაფიკულად წერს ადამიანის კუნთების მუშაობას.

ერგონომიკა და ერგონომია (ბერძნ.) - მეცნიერება, რომლის მიზანია შეიქმნას ოპტიმალური სისტემა - „ადამიანი-მანქანა“. ჩაისახა XX საუკუნის 40-იანი წლების ინგლისში.

ერგოსტერინი და ერგოსტეროლი - ერთფუძიანი პოლიციკლური სპირტი სტერინების ჯგუფისა.

ერგოტიზმი (ფრანგ.) - ადამიანისა და ცხოველის მოწამვლა ჭვავის რქით ან მისგან დამზადებული სამკურნალო პრეპარატებით.

ერგოტიმე - ძველბერძენი მეთუნე, შექმნა ახალი ტიპის ლარნაკები (ძვ.წ.აღ. IV ს II მეოთხედი).

ერგ-შეში - უდაბნო საჰარაში (ალჟირი და მალი).

ერდელანი - იხილა არდელანი.

ერდეი ფერენც - უნგრელი ეკონომისტი, იურისტი და სახელმწიფო მოღვაწე (1910-1971 წწ).

ერდეი-გრუზი ტიბორ - უნგრელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1902-1976 წწ).

ერდელი ქსენია - რუსი არფისტი და პედაგოგი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1878-1971 წწ).

ერდელტერიერი (ინგლ.) - სამსახურეობრივი ძაღლის ჯიში ტერიერების ჯგუფისა. გამოყვანილია XIX საუკუნის მეორე ნახევარში, დიდი ბრიტანეთის იორკშირის საგრაფოში.

ერდენე სენგიინ - მონღოლი მწერალი (დაიბადა 1929 წელს).

ერდენეტი - ქალაქი მონღოლეთში (50 ათასი).

ერდენი-ძუ - ლამაისტების მონასტერი მონღოლეთში, დაარსებულია 1585 წელს.

ერდი

  1. პლატო საჰარაში (ჩადი).

  2. (ძვ.ისლანდ.) - სკანდინავიურ მითოლოგიაში დედამიწის პერსონიფიცირება.

ერდინჩი ფაჰრი - თურქი მწერალი (დაიბადა 1917 წელს).

ერდმანი ბენო - გერმანელი ფილოსოფოსი (1851-1921 წწ).

ერდმანი ნიკოლაი - რუსი დრამატურგი (1900-1970 წწ).

ერდო - ბანში შუაცეცხლის თავზე ამოჭრილი ადგილი, სარკმლისა და საკვამურის დანიშნულების მქონე.

ერდოიანი - ერდოს მქონე.

ერე - წვრილი ფული (მონეტები) შვედეთში, დანიასა და ნორვეგიაში, უდრის კრონის ერთ მეასედს.

ერებრუ - ქალაქი ცენტრალურ შვედეთში, ელმარენის ტბაზე (125 ათასი).

ერებუსი (ერებოსი)

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მარადიული სიბნელის განსახიერება. მიცვალებულთა სულები ერებოსში გავლის შემდეგ ხვდებიან ჰადესში.

  2. ვულკანი ანტარქტიდაში (3794 მ).

ერეგლი - ქალაქი სამხრეთ თურქეთში, კონიის ვილაიეთში (55 ათასი).

ერედა

  1. სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

  2. სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (წილკნის თემის საკრებულო), ალევის ქედის სამხრეთ დაბოლოებაზე, მდინარე ერედისხევის (ნარეკვავის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან - 680 მეტრი, მცხეთიდან - 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 565 კაცი. ეს სოფელი წყაროებში XV საუკუნის მეორე ნახევრიდან იხსენიება.

ერედვი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ერედია ჟოზე (ხოსე) მარია დე - ფრანგი პოეტი (1842-1905 წწ).

ერედია ხოსე მარია - კუბელი პოეტი (1803-1839 წწ).

ერედისხევი - მდინარე მცხეთის მუნიციპალიტეტში, ნარეკვავის მარცხენა შენაკადი.

ერევანი (1936 წლამდე ერივანი) - სომხეთის დედაქალაქი (1,3 მილიონი).

ერევინდი - მუხუდო (საბა).

ერეთა - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ბორითის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე დუმალის ნაპირზე. ზღვის დონიდან - 520 მეტრი. ხარაგაულიდან - 35 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 87 კაცი.

ერეთისკარი (ყოფილი ჭიაური, ივანოვკა) - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ერეთო - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

ერეთოს ჩანჩქერი - ჩანჩქერი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ერეთოსწყალზე.

ერეთოსწყალი - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი.

ერეიტოფობია - შიში გაწითლებისა თანამოსაუბრის წინაშე.

ერეკლე I (ნაზარალი-ხანი) - ქართლის მეფე 1688-1703 წლებში, თეიმურაზ I-ის ძის, დავითის შვილი (გარდაიცვალა 1709 წელს).

ერეკლე II (პატარა კახი) - 1744-62 წლებში კახეთის, 1762-98 წლებში ქართლ-კახეთის მეფე, თეიმურაზ II-ის ძე (1720 - 1798 წწ).

ერეკლე II-ის მოედანი - თბილისის ერთ-ერთი ძველი მოედანი კრწანისის რაიონში, მტკვრის მარჯვენა მხარეს, სიონისა და ანჩისხატის ტაძრების მიმდებარე ტერიტორიაზე.

ერეკლე II-ის სტამბა - დაარსდა თბილისში 1749 წელს (ანჩისხატის ეკლესიის ეზოში), იარსება 1802 წლამდე.

ერელაანთ ეკლესია - V-VI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ახმეტიდან 4 კილომეტრის მანძილზე.

ერემიანი სურენ - სომეხი ისტორიკოსი, პროფესორი. დაიბადა თბილისში (1908-1980 წწ).

ერემიაში - ჩეხი მუსიკოსი ძმები: იაროსლავი (1889-1919) და ოტაკარი (1892-1962 წწ).

ერემიტიზმი - იგივე განდეგილობა.

ერემო - ქართული მხატვრული ფილმის, „ბედნიერი შეხვედრის“ პერსონაჟი გიორგი შავგულიძის შესრულებით.

ერემოვი გრიგოლ - ქართველი მეცნიერი, იურისტი, სახელმწიფო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტი (დაიბადა 1912 წელს).

ერენბერგი ილია - რუსი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე (1891-1967 წწ).

ერენბერგი კრისტიან გოტფრიდ - გერმანელი ნატურალისტ-ზოოლოგი (1795-1876 წწ).

ერენთალი ალოიზ ფონ - ავსტრია-უნგრეთის პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი (1854-1912 წწ).

ერენფესტი პაულ - ნიდერლანდელი ფიზიკოსი (1880-1933 წწ).

ერენშტეინი ალბერტ - ავსტრიელი პოეტი და პროზაიკოსი (1885-1950 წწ).

ერენ-ხოტო - იხილე ერლიანი.

ერერა ფერნანდო დე (მეტსახელი „ღვთაებრივი“) - ესპანელი პოეტი (1534-1597 წწ).

ერერა ერერა (უფროსი) ფრანსისკო დე - ესპანელი ფერმწერი (1576-1656 წწ).

ერერა ხუან ბატისტა - დიდი ესპანელი არქიტექტორი (1530-1597 წწ).

ერერუიქის ბაზილიკა - სომხური ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უძველესი ძეგლი (V საუკუნე) ანისის რაიონის დაბა ანიპემზის მახლობლად.

ერესი (ბერძნ.)

  1. რელიგიური მოძღვრება, რომელიც ეწინააღმდეგება გაბატონებული რელიგიის დოგმატებს; მწვალებლობა.

  2. გაბატონებული ან საყოველთაოდ მიღებული შეხედულებისაგან, წესისაგან გადახვევა, განდგომა, ცდომილება.

ერესები - განდგომა, ეკლესიის ოფიციალური დოქტრინის, დოგმების წინააღმდეგ მიმართული მოძღვრებანი.

ერესუნი (ზუნდი) - სრუტე სკანდინავიის ნახევარკუნძულსა და ზელანდიის კუნძულს შორის.

ერეტიკოსი - ერესის მიმდევარი; ცოდვილი.

ერექთეიონი - ძველბერძნული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი ათენის აკროპოლისში.

ერექტორი (ინგლ.) - მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ხდება გვირაბის მოპირკეთება ლითონის ან რკინა-ბეტონის ასაწყობი ტიუბინგებით ან ბლოკებით.

ერექცია (ლათ.) - მამაკაცის სასქესო ასოს გაბერვა და გამაგრება სქესობრივი აღგზნების დროს (სისხლის გაძლიერებული მოწოლის შედეგად).

ერეშკიგალი - შუმერულ-აქადურ მითოლოგიაში - მიწისქვეშა სამყაროს ქალღმერთი, ინანას და.

ერეხთევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:

  1. გეასა და ჰეფესტოს ვაჟი, ატიკელი გმირი.

  2. პოსეიდონის ერთ-ერთი ეპიკლესი (ზედმეტი სახელი).

ერეხთიდები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერეხთევსის შთამომავლები. ათენელებს ზოგჯერ ერეხთიდებსაც უწოდებენ.

ერვანდაშატი - ელინისტური და ადრინდელი ფეოდალური ხანის სომხეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი მდინარეების ახურიანისა და არაქსის შესართავთან.

ერვანდუნები - მეფეთა და მმართველთა დინასტია ძველ სომხეთში ძვ.წ.აღ. VI-III საუკუნეებში.

ერვე გიუსტავ - საფრანგეთის რევოლუციის მოღვაწე (1871-1944 წწ).

ერვე ფლირიმონ (ნამდვილი გვარი რონჟე) - ფრანგი კომპოზიტორი და დირიჟორი (1825-1892 წწ).

ერზაცი (გერმ.) - რისამე არასრულფასოვანი შემცვლელი, სუროგატი.

ერზია (ნადვილი გვარი ნეფედოვი) სტეფანე - მორდოველი მოქანდაკე (1876-1959 წწ).

ერზინკა - ერზურუმის (არზრუმის) ძველქართული სახელი.

ერზინჯანი - ქალაქი აღმოსავლეთ თურქეთში (85 ათასი).

ერზურუმი (არზრუმი) - ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში (245 ათასი).

ერთ - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა, ნიშნავს ერთ რისამე შემცველს.

ერთად

  1. ერთმანეთის გვერდით, ერთმანეთის თანხლებით.

  2. ვისიმე თანამონაწილეობით, ვინმესთან ურთიერთობაში.

  3. რისამე ან ვისიმე ჩათვლით.

ერთადგილიანი - სადაც მხოლოდ ერთი ადგილია.

ერთადერთი - მხოლოდ ერთი.

ერთადერთხელ - მხოლოდ ერთხელ.

ერთა თანამეგობრობა (1947 წლამდე ერთა ბრიტანული თანამეგობრობა) - დიდი ბრიტანეთის, მისი დომინიონებისა და ყოფილი კოლონიების ასოციაცია.

ერ-თარღინი - ყაზახური საგმირო-რომანტიკული ეპოსი. გადმოგვცემს XV-XVI საუკუნეების დასავლეთ ყაზახეთის ისტორიულ მოვლენებს.

ერთაწმინდა - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

ერთაწმინდელი (ნამდვილი გვარი ბატკუაშვილი) სეზმან - ქართველი მწერალი (1890-1944 წწ).

ერთბაშად - უცებ, უეცრად, სწრაფად.

ერთგან - ერთ ადგილას.

ერთგვარი

  1. ერთმანეთის მსგავსი, ერთნაირი.

  2. თავისებური, გარკვეული ხასიათისა.

ერთგვარობა - მოვლენათა ერთგვარი, მსგავსი თვისება.

ერთგვაროვანი - ერთმანეთის მსგავსი, მთლიანი.

ერთგზის - ერთხელ.

ერთგზისი - ერთჯერადი.

ერთგულება - ერთგულის თვისება.

ერთგული - უსაზღვრო სიყვარულით განმსჭვალული, თავდადებული.

ერთდროული

  1. რაც ერთსა და იმავე დროს ხდება.

  2. რაც მხოლოდ ერთხელ ხდება.

ერთელიშვილი ფარნაოზ - ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1923-1972 წწ).

ერთ-ერთი - ორიდან ან ბევრიდან ერთი, ერთი მრავალთაგანი.

ერთეული

  1. ერთნიშნა რიცხვი ან მრავალნიშნა რიცხვის უკანასნელი ციფრი.

  2. სიდედე, აღებული სხვა ერთგვაროვან სიდიდეთა საზომად.

ერთთავად - განუწყვეტლივ, გამუდმებით, სულ მუდამ.

ერთთვალიანი - ერთი თვალის შემცველი, (სახლი) - ერთოთახიანი.

ერთთვიური

  1. რაც ერთი თვის განმავლობაში უნდა შესრულდეს.

  2. რაიმე კულტურული ღონისძიება, რაც ერთი თვის განმავლობაში ტარდება.

ერთი

  1. რიცხვი და რაოდენობა.

  2. იხმარება განუსაზღვრელი ნაცვალსახელის მნიშვნელობით - ვიღაც, ვინმე, რაღაც, რომელიღაც.

  3. საერთო.

ერთიათად - ათჯერ მეტად, ათმაგად.

ერთიანი

  1. მთელი, მთლიანი, დაუნაწევრებელი, განუყოფელი.

  2. (ძვ.) ყველაზე დაბალი ნიშანი მოსწავლის ცოდნის შეფასებისას.

ერთიანობა - ერთობა, განუყოფლობა.

ერთიმეორე - იგივეა, რაც ერთმანეთი.

ერთი ნახვით შეყვარება - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1975 წელს. დამდგმელი რეჟისორი - რეზო ესაძე. სცენარის ავტორი - ბელა აბრამოვა. დამდგმელი ოპერატორი - იური ვორონოვი. კომპოზიტორი - იაკობ ბობოხიძე. მთავარ როლებში: ვახტანგ ფანჩულიძე, ნატალია იურიზდიცკაია, რამაზ ჩხიკვაძე, კახი კავსაძე, სალომე ყანჩელი, ბუხუტი ზაქარიაძე, ბადრი ბეგალიშვილი, ზურაბ ქაფიანიძე, თამარ სხირტლაძე.

ერთიორად - ორჯერ მეტად.

ერთი-ორი - თითო-ოროლა, ორიოდე, რამდენიმე.

ერთი-ორჯერ - რამოდენიმეჯერ.

ერთი ცის ქვეშ - ქართული მხატვრული ფილმი, სამი ნოველა. ეკრანებზე გამოვიდა 1961 წელს. დამდგმელი რეჟისორი რეჟისორი - ლანა ღოღობერიძე. სცენარის ავტორები - ლანა ღოღობერიძე, არჩილ სულაკაური. დამდგმელი ოპერატორი - ლევან პაატაშვილი. კომპოზიტორი - რევაზ ლაღიძე. მთავარ როლებში: (პირველი ნოველა - „თავადის ქალი მაია“) ლიანა ასათიანი, ციცინო ციციშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გიული ჭოხონელიძე. (მეორე ნოველა - „მტრედები“) კირა ანდრონიკაშვილი, გივი ყიასაშვილი, რევაზ თათარაძე. (მესამე ნოველა - „ფრესკა“) გურანდა გაბუნია, თენგიზ არჩვაძე, ზეინაბ ბოცვაძე.

ერთკუზიანი - ერთი კუზის მქონე (აქლემი).

ერთლულიანი (ცალლულიანი) - ერთი ლულის მქონე თოფი.

ერთმანეთი - ნაცვალსახელი, აღნიშნავს ორი ან რამდენიმე პირის ურთიერთობას.

ერთმარცვლიანი - ერთი მარცვლის შემცველი.

ერთმმართველობა - ერთპიროვნული მმართველობა.

ერთმნიშვნელიანი - საერთო მნიშვნელის მქონე.

ერთმოქმედებიანი - ერთი მოქმედების შემცველი.

ერთმხრივ

  1. ერთი მხრისაკენ, ერთი მიმართულებით, ცალ მხარზე.

  2. იგივეა, რაც ერთი მხრივ.

ერთნაირი - იგივეა, რაც ერთგვარი.

ერთ-ნახევარი - ერთი და ნახევარი.

ერთობ - მეტად, ძალიან, ძლიერ.

ერთობა

  1. ერთიანობა, ერთსულოვნება, თანხმობა.

  2. ხალხური სახელწოდება 1905-1907 წლების რევოლუციისა.

  3. ქართული ყოველდღიური გაზეთი, გამოდიოდა თბილისში 1917-21 წლებში.

ერთობლივი

  1. ერთად აღებული, მთლიანი, ერთიანი.

  2. ვინმესთან ერთად შედგენილი.

ერთობლიობა - მთლიანობა, ერთიანობა.

ერთპირიანი - ისეთი ზმნა, რომელსაც მხოლოდ ერთი პირი აქვს.

ერთპიროვნული

  1. ვისაც აქვს ცალკე, დამოუკიდებელი მეურნეობა.

  2. ინდივიდუალური.

ერთსაათიანი - ერთი საათის ხანგრძლივობის.

ერთსართულიანი - ერთი სართულისაგან შემდგარი.

ერთსულოვანი - საერთო აზრით, გრძნობით განმსჭვალული, საერთო სულისკვეთებისა.

ერთსულოვნება - აზრის, გრძნობის, სულისკვეთების, მოქმედების სრული თანხმობა.

ერთტომეული - ერთ ტომად გამოცემული თხზულებები.

ერთურთი - იგივეა, რაც ერთმანეთი.

ერთუცნობიანი - ერთი უცნობის შემცველი (განტოლება).

ერთუჯრედიანი - ერთი უჯრედისაგან შემდგარი (მაგალითად, წყალმცენარეები).

ერთფეროვანი

  1. ერთნაირი, ერთგვარი, ერთსახოვანი.

  2. უფერული, მოსაწყენი.

ერთფეროვნება - ერთფეროვნის თვისება, მოსაბეზრებელი რამ.

ერთცვლიანი - რაც ერთ ცვლად წარმოებს.

ერთცხენიანი - რაშიც ერთი ცხენია შებმული.

ერთწევრი - რიცხობრივი მამრავლისა (კოეფიციენ-ტის) და ამა თუ იმ მთელი დადებით ხარისხის მაჩვენებლიანი ერთი ან რამდენიმე ასოს ნამრავლი.

ერთწლიანი

  1. ერთი წლისა.

  2. ერთი წლის ვადისა.

ერთწლოვანი - რაც ვითარდება და კვდება ერთი წლის განმავლობაში (მცენარეთა სამყაროში).

ერთხელ

  1. ერთ ჯერობაზე, ერთგზის.

  2. ერთ დროს, ოდესღაც.

ერთხმად

  1. ყველას მონაწილეობით ერთად, გამოუკლებლივ.

  2. ისე, რომ კენჭისყრის ყველა მონაწილე დადებით ხმას აძლევს.

ერთხმიანი - ერთ ხმაზე შესასრულებელი.

ერთხმოვნობა - საკითხის გადაწყვეტის წესი, როდესაც გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ კენჭისყრის ყველა მონაწილე ხმას აძლევს წინადადებას.

ერთხორცი - დიდად შეხმატკბილებული, ერთსულოვანი.

ერთჯერ - იგივეა, რაც ერთჯერ.

ერთჯერადი - რაც ერთხელ ხდება, ერთგზის.

ერთჯურა - ერთი სახისა, ერთგვარი.

ერი

  1. ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ერთობა, წარმოქმნილი ენის, ტერიტორიის, ეკონომიკური ცხოვრებისა და იმ ფსიქიკური წყობის ერთობის საფუძველზე რომლის გამოხატულებაა კულტურის ერთობა.

  2. ხალხი, საზოგადოება.

  3. თავმოყრილი, შეჯგუფებული ხალხი, კრებული, მარაქა.

  4. ქართული ყოველკვირეული პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1909-10 წლებში.

  5. ჩრდილოეთ ამერიკის დიდი ტბების სისტემის ტბა.

  6. ქალაქი-პორტი აშშ-ს პენსილვანიის შტატში (110 ათასი).

  7. საფრანგეთის დეპარტამენტი.

ერი ჯორჯ ბიდელ - ინგლისელი ასტრონომი (1801-1892 წწ).

ერია ფილიპ (ნამდვილი სახელი და გვარი რაიმონ ჟერარ პეიელი) - ფრანგი მწერალი (1898-1971 წწ).

ერიგონე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ეგისთესა და კლიტემნესტრას ქალიშვილი, ორესტეს რისხვისაგან არტემიდეს მიერ გადარჩენილი.

ერიდა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, განხეთქილების ღმერთქალი.

ერი და ლუარი - საფრანგეთის დეპარტამენტი.

ერიდანოსი (ერიდანუსი)

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მითიური მდინარე ჰიპერბორების ქვეყანაში.

  2. ცის სამხრეთი ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი.

ერიდუ - უძველესი ქალაქი მესოპოტამიის სამხრეთ ნაწილში.

ერივანი მირზა - აზერბაიჯანელი მხატვარი-მონუმენტალისტი (1825-1875 წწ).

ერიზიუმი - მცენარის გვარი ჯვაროსანთა ოჯახისა, ერთ, ორ ან მრავალწლიანი შებუსული ბალახები.

ერითემა (ბერძნ.) - კანის გაწითლება სისხლის მოწოლის შედეგად.

ერითია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მითიური კუნძული უკიდურეს დასავლეთში, ოკეანის მიღმა.

ერითრეა (იტალ. Stato dell'Eritrea).

  • სახელმწიფო აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, წითელი ზღვის სანაპიროზე. დასავლეთით ესაზღვრება სუდანს, სამხრეთით - ეთიოპიას, აღმოსავლეთით - ჯიბუტის.

  • დამოუკიდებლობის დღე (ეთიოპიისგან) - 1993 წლის 24 მაისი.

  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

  • საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი ეროვნული ასამბლეა.

  • ფართობი - 117 600 კვ.კმ.

  • დაყოფილია 6 პროვინციად.

  • მოსახლეობა - 4,5 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 37 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • ოფიციალური ენები - ტიგრინია, არაბული, იტალიური.

  • დედაქალაქი - ასმერა.

  • ვალუტა - ნაკფა.

  • ქვეყნის კოდი - ERI.

  • დროის სარტყელი - UTC +3.

  • სატელეფონო კოდი - +291.

  • ინტერნეტ-დომენი - er.

ერითრემია (პოლიციტემია, ვაკეზის დაავადება) - ქრონიკული ლევკოზის ერთ-ერთი ფორმა.

ერითროციტები (ბერძნ.) - სისხლის წითელი ბურთულები, რომლებიც შეიცავენ ჰემოგლობინს.

ერითროციტოზი - ერითროციტების მომატება სისხლში.

ერიკ - შვედეთის მეფეთა სახელი: 1) ერიკ IX (წმინდა) - მეფობდა დაახლოებით 1150 წლიდან (მოკლეს 1160 წელს). 2) ერიკ XIV - მეფე 1560-68 წლებში (1533 - 1577 წწ).

ერიკინე - მთა საბერძნეთში, ერიქსის მიდამოებში, სადაც აფროდიტე ერიკინეს ტაძარია.

ერიმანთოსის ტახი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰერაკლეს მიერ მესამე გმირობისას არკადიაში მოკლული ტახი.

ერინი ვიქტორ - რუსი სახელმწიფო მოღვაწე, რუსეთის შსს მინისტრი 1992-95 წლებში (დაიბადა 1944 წელს).

ერინიები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, შურისძიების ღმერთქალები, რომლებიც ჰადესში ცხოვრობენ და გამუდმებით სდევნიან ფიცის გამტეხებს და განსაკუთრებით - მკვლელებს. გამოისახებოდნენ მახინჯ მოხუც ქალებად, რომელთაც თავზე გველები ეხვიათ (რომაულ მითოლოგიაში მათ შეესაბამებათ ფურიები).

ერინჯა - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

ერიო ედუარ - საფრანგეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, 1924-32 წლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი (1872-1957 წწ).

ერიომენკო ანდრია - საბჭოთა კავშირის მარშალი, საბჭოთა კავშირის გმირი (1892-1970 წწ).

ერიომენკო ნიკოლაი - ბელორუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1923-2000 წწ).

ერის არხი - აერთებს ერის ტბას მდინარე ჰუსონთან (აშშ).

ერისთავთერისთავი - დიდ ფეოდალთა ტიტული ძველ საქართველოში.

ერისთავი - საფეოდალო ერთეულის მმართველი, თემის გამგებელი და მპყრობელი ძველ საქართველოში.

ერისთავი გიორგი დავითის ძე - დრამატურგი, პოეტი, თეატრის მოღვაწე (1813-1864 წწ).

ერისთავი გიორგი იასეს ძე - რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1759-1864 წწ).

ერისთავი დავით - მწერალი (1847-1890 წწ).

ერისთავი დიმიტრი - მხატვარი-გრაფიკოსი (დაიბადა 1931 წელს).

ერისთავი (სიდამონ-ერისთავი) დიმიტრი - ქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1903-971 წწ).

ერისთავი (ერისთვისშვილი) ელიზბარ გიორგის ძე - პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე (1738-1813 წწ).

ერისთავი ელიზბარ შანშეს ძე - 1832 წლის შეთქმულების აქტიური მონაწილე (1810-1870 წწ).

ერისთავი თამარ - პოეტი, მთარგმნელი (დაიბადა 1932 წელს).

ერისთავი კონსტანტინე - ქირურგი და საზოგადო მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1889-1975 წწ).

ერისთავი რაფიელ - მწერალი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი (1824-1901 წწ).

ერისთავი რევაზ - პოეტი, მთარგმნელი (1827-1899 წწ).

ერისთავობა - ერისთავის ხელისუფლება, ერისთავის თანამდებობა, ერისთავად ყოფნა.

ერისთავ-ხოშტარია ანასტასია - მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქალი, დუტუ მეგრელის მეუღლე (1868-1951 წწ).

ერისიონი

  1. ცისიერი, მთის თავ(ს) ზეით(ი) (საბა).

  2. ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი (XX-XXI სს).

ერისიხთონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თესალიელი გმირი, რომელიც ღმერთებმა მარადიული შიმშილით დასაჯეს, მან კი საკუთარი შიგნეულის შეჭმით თავი მოიკლა.

ერისკაცი - საერო, არასასულიერო წოდების პირი, სამოქალაქო პირი.

ერისკაცობა - ერისკაცად ყოფნა.

ერისმანი თედორე - ჰიგიენისტი, ჰიგიენის ერთ-ერთი ფუძემდებელი რუსეთში (1842-1915 წწ).

ერისტიკა (ბერძნ.) - კამათის, პაექრობის ხელოვნება.

ერისტოვი (ერისთავი) ბესარიონ - ჰიდროტექნიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1905-1975 წწ).

ერისწყალი (დიდი ერისწყალი)

  1. მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ოქუმის მარცხენა შენაკადი.

  2. დასახლება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

ერიუგენა იოანე სკოტუს - იხილე იოანე სკოტუს ერიუგენა.

ერიფილე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ადრასტეს და, ამფიარაოსის მეუღლე, ალკმეონის დედა, ქმრის ღალატისათვის შვილის ხელით მოკლული.

ერიქსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ამფიტრიტესა და პოსეიდონის ვაჟი. თანამოსახელე მთის და ქალაქის ეპონიმი, ამავე მთაზე აფროდიტეს ტაძრის ამშენებელი.

ერიქსონი

  1. სვენ გორან - შვედი საფეხბურთო მწვრთნელი (დაიბადა 1948 წელს).

  2. სიგურდ - შვედი ეთნოგრაფი (1888-1968 წწ).

ერიხთონიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ათენის მითიური მეფე, ჰეფესტოს და გეას ვაჟი.

ერიჰა - შორისდებული, გამოხატავს გაკვირვებას ან წენას.

ერკათი მიგრან - სომეხი საოპერო მომღერალი, ბარიტონი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1921-1986 წწ).

ერკალნადეიპური - მდინარე რუსეთის ტიუმენის ოლქში, მდინარე პურის აუზში.

ერკარტი დეივიდ - ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი (1805-1877 წწ).

ერკეთი - სოფლების ზემო ერკეთისა და ქვემო ერკეთის გავრცელებული სახელწოდება (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი).

ერკელი ფერენც - უნგრელი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი და მუსიკალური მოღვაწე (1810-1893 წწ).

ერკემალი - მამალი ცხვარი, ვერძი.

ერკერი (გერმ.) - კედლიდან გამოწეული ნახევრად მრგვალი ან მრავალწახნაგოვანი შემინული ნაწილი, რომელიც ასდევს შენობის რამდენიმე სართულს.

ერკერტი რიხარდ - პრუსიელი მკვლევარი, ეთნოგრაფიულ და ენათმეცნიურულ შრომებში აქვს ცნობები კავკასიის ხალხთა შესახებ (1830-1900 წწ).

ერკი - დაბა უკრაინის ჩერკასის ოლქში.

ერკმან-შატრიანი - ორი ფრანგი მწერალის ემილის (1822-1899 წწ) და შარლ ლუი გრატიენ ალექსანდრის (1826-1890 წწ) ლიტერატურული სახელი.

ერკოტა - ყოფილი სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში.

ერკულანუ (ერკულანუ დი კარვალიო არაუჟუ) ალეშანდრი - პორტუგალიელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1810-1877 წწ).

ერლანგა - მატარამის სახელმწიფოს (კუნძული იავა) მაჰარაჯა (1001-1049 წწ).

ერლანგენი - ქალაქი გერმანიის ბავარიის მხარეში. ნიურნბერგთან და ფიურტთან ერთად ქმნის ერთიან სამრეწველო სამთო აგლომერაციას (105 ათასი).

ერლანგერი ჟოზეფ - ამერიკელი ფიზიოლოგი, 1944 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გ.ს. გასერთან ერთად (1874-1965 წწ).

ერლანდერი ტაგე ფრიტიოფ - შვედეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1946-69 წლებში (1901-1985 წწ).

ერლენმაიერი რიხარდ ავგუსტ კარლ ემილ - გერმანელი ქიმიკოსი (1825-1909 წწ).

ერ-ლანი - ჩინური მითოლოგიის ღვთაება, რომელიც იცავს ჯებირებს, აჩერებს წყალდიდობებს და ა.შ. გამოისახებოდა მესამე თვალით შუბლზე.

ერლი (ინგლ.) - საგვარეულო არისტოკრატიის წარმომადგენელი ადრინდელი შუა საუკუნეების ინგლისში.

ერლიანი (ერენ-ხოტო) - ქალაქი ჩინეთის შიგა მონღოლეთის ავტონომიურ რაიონში.

ერლიფტი - იხილე აირლიფტი.

ერლიხი პაულ - გერმანელი ექიმ-ბაქტერიოლოგი. 1908 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ი.ი. მეჩნიკოვთან ერთად (1854-1915 წწ).

ერმაკი (ერმაკ ტიმოფევიჩი) - რუსი კაზაკთა ატამანი, მეთაურობდა დასავლეთ ციმბირში ლაშქრობას და მის ათვისება-შეერთებას რუსეთთან (დაიბადა 1537 და 1540 წლებს შორის - გარდაიცვალა 1585 წელს).

ერმაკი

  1. ქალაქი ყაზახეთის პავლოდარის ოლქში (50 ათასი).

  2. მსოფლიოში პირველი ყინულმჭრელი, აიგო 1899 წელს, რუსეთში, 1963 წლიდან აღარ არის ექსპლუატაციაში (წყალწყვა 8730 ტონა).

ერმაკოვა ვალენტინა - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1924 წელს).

ერმანარიხი (ჰერმანარიხი) - ოსტგუთების მეფე (გარდაიცვალა 375 წელს).

ერმანდადები - ქალაქებისა და გლეხური თემების კავშირები შუა საუკუნეების ესპანეთში.

ერმანი (შუა და ქვემო ერმანი) - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ერმანი ადოლფ - გერმანელი ეგვიპტოლოგი (1854 - 1937 წწ).

ერმანის ქედი

  1. ქედი ჯავის მუნიციპალიტეტში, ოსეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

  2. ქედი იმიერბაიკალეთში, რუსეთის ჩიტის ოლქში.

ერმანისწყალი - მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ლიახვის მარცხენა მდგენელი.

ერმენევი ივან - რუსი ფერმწერი და გრაფიკოსი (1746 - 1797 წლის შემდეგ).

ერმენთაუ - ქალაქი ყაზახეთის აკმოლის ოლქში.

ერმი

  1. წარმართული ღმერთი ქართულ მითოლოგიაში.

  2. ოტარიდი, ესე არს მეორესა ცასა ზედა, რომელსა ცასა ეწოდების ცორანო (საბა).

  3. იგივე მერკური.

ერმისა - ოთხშაბათი (საბა).

ერმიტაჟი (ფრანგ.)

  1. ქალაქგარეთ მდგარი სახლი, ვილა, პარკში გამართული პავილიონი.

  2. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამხატვრო და კულტურულ-ისტორიული მუზეუმი სანკტ-პეტერბურგში. დაარსდა 1764 წელს, როგორც ეკატერინე II-ის პირადი კოლექცია. პუბლიკისათვის გაიხსნა 1852 წელს.

ერმიტი შარლ - ფრანგი მათემატიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1822-1901 წწ).

ერმიში - დაბა რუსეთის რიაზანის ოლქში.

ერმლერი ფრიდრიხ (ნამდვილი სახელი და გვარი ვლადიმირ ბრესლავი) - საბჭოთა ეპოქის კინორეჟისორი, სცენარისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1898-1967 წწ).

ერმენკოვი ევგენი - ბულგარელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1949 წელს).

ერმოლაევი ალექსეი - ბალეტის რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1910-1975 წწ).

ერმოლაევი ვლადიმერ - რუსი ავიაკონსტრუქტორი, შემქმნელი Ер-2 ბომბდამშენისა (1909-1944 წწ).

ერმოლაევი იური - ცირკის რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1932 წელს).

ერმოლაევო - დაბა რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში.

ერმოლაი-ერაზმი - რუსი მწერალი, პუბლიცისტი, საეკლესიო მოღვაწე (XVI საუკუნე).

ერმოლინი ვასილი - რუსი არქიტექტორი და მოქანდაკე (გარდაიცვალა 1481 და 1484 წლებს შორის).

ერმოლინო - დაბა რუსეთის კალუგის ოლქში.

ერმოლოვა მარია - გამოჩენილი რუსი მსახიობი ქალი, მოღვაწეობდა მოსკოვის მცირე თეატრში (1853-1928 წწ).

ერმოლოვი ალექსი - რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, ინფანტერიისა და არტილერიის გენერალი. 1816-27 წლებში ქართული (შემდეგში კავკასიური) კორპუსის მეთაური, მთავარსარდალი საქართველოში და ამავე დროს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირანში (1777-1861 წწ).

ერმოსილია ალვარესი კარლოს - ჩილელი გრაფიკოსი და ფერმწერი (1905-1990 წწ).

ერმოსილიო - ქალაქი მექსიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სონორის შტატში (410 ათასი).

ერმუნგანდი - სკანდინავიურ მითოლოგიაში - უზარმაზარი გველეშაპი, რომელიც დასახლებულ ხმელეთზეა გარშემორტყმული.

ერნაკულამი - ქალაქი ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, კერალას შტატში.

ერნანდესი ამადო - ფილიპინელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1903-1970 წწ).

ერნანდესი მიგელ - ესპანელი პოეტი (1910-1942 წწ).

ერნანდესი ფელისბერტო - ურუგვაელი მწერალი (1902-1964 წწ).

ერნანდესი ხოსე - არგენტინელი პოეტი (1834-1886 წწ).

ერნბერგი სიქსტენ - შვედი სპორტსმენი, მოთხილამურე-სტაიერი, 1956-64 წლებში ოლიმპიური თამაშების ოთხგზის ჩემპიონი (დაიბადა 1929 წელს).

ერნე ნილს კაი - დანიელი იმუნოლოგი, 1984 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი კელერთან და მილშტეინთან ერთად (1911-1994 წწ).

ერნესაქსი გუსტავ - ესტონელი კომპოზიტორი და საგუნდო დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1908-1993 წწ).

ერნი ჰანს - შვეიცარიელი ფერმწერი და გრაფიკოსი (დაიბადა 1909 წელს).

ერნსტი მაქს - გერმანელ-ფრანგი მხატვარი (1891-1976 წწ).

ერნსტი პაულ - გერმანელი მწერალი (1866-1933 წწ).

ერნსტი რიჩარდ - შვეიცარიელი ფიზიოქიმიკოსი. 1991 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1933 წელს).

ერო - დეპარტამენტი საფრანგეთში.

ერობა

  1. რაიმე სახალხო გართობა-დღესასწაული, დღეობა.

  2. ხალხის კრება, სათემო ყრილობა.

  3. მეფის რუსეთში - ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებათა თავადაზნაურული სისტემა.

  4. ქართული ორკვირეული ჟურნალი, ერობათა კავშირის ორგანო, გამოდიოდა თბილისში 1920-21 წლებში.

ერო-გოლი - იხილე ირო.

ერო დე სეშელი მარი ჟან - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1759-1794 წწ).

ეროე ანტუან - ფრანგი პოეტი (დაახლოებით 1492 - 1568 წწ).

ეროვნება

  1. გამერთიანებელი სახელი ერისა, ხალხისა, ტომისა.

  2. ეროვნული წარმომავლობა, წარმოშობა, რომელიმე ერისადმი განკუთვნება.

ეროვნული - ერთან დაკავშირებული, ერის დამახასიათებელი, ერისთვის განკუთვნილი.

ეროზია (ლათ.)

  1. ნიადაგის ნგრევა ღვარებისაგან.

  2. ლითონის ზედაპირის დაშლა მექანიკური ზემოქმედების ან ელექტრული განმუხტვის შედეგად.

  3. (მედიც.) ლორწოვანი გარსის ზედაპირული დაწყლულება.

ეროოლი - მონღოლთა ერთ-ერთი უძველესი ზეპირსიტყვიერი სალექსო ფორმა.

ეროპკინი პეტრე - რუსი არქიტექტორი (1698 - 1740 წწ).

ეროსი და ეროტი (ბერძნ.)

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი უძველესი ღვთაება. მიაჩნდათ სამყაროს ერთ-ერთ საწყისად.

  2. მოგვიანებით გაზაფხულის, შემდეგ კი სიყვარულის ღმერთად მიიჩნიეს.

  3. გადატანითი მნიშვნელობით, ამურის და კუპიდონის მსგავსად, სიყვარულს ნიშნავს.

  4. მცირე ცთომილი №433, აღმოაჩინა ბერლინელმა ასტრონომიის მოყვარულმა გ.ვიტმა 1898 წელს.

ეროტი - იხილე ეროსი.

ეროტიზმი (ბერძნ.) - გადაჭარბებული სქესობრივი აღგზნებულობა. მეტისმეტი ვნებიანობა.

ეროტიკა (ბერძნ.) - სქესობრივი მგრძნობიარობა, გაძლიერებული ინტერესი სქესობრივი პრობლემებისადმი, ვნებიანობა.

ეროტომანი - ეროტომანიით შეპყრობილი.

ეროტომანია (ბერძნ.) - ავადმყოფურად გადაჭარბებული სქესობრივი აღგზნებულობა; ფსიქიკური აშლილობა ეროტიკულ ნიადაგზე.

ეროუ (აროუ) კენეტ - ამერიკელი ეკონომისტი. 1972 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჯ. ჰიქსთან ერთად (დაიბადა 1921 წელს).

ეროფეევა ლუდმილა - მოლდავეთში მოღვაწე რუსი საოპერო მომღერალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1937 წელს).

ეროფეევი ბენედიქტე - რუსი მწერალი (1938-1990 წწ).

ეროფეი-პავლოვიჩი - დაბა რუსეთის ამურის ოლქში.

ერჟარი - დაბა უზბეკეთის სირდარიის ოლქში.

ერსიკა - ლატგალების ქალაქი შუასაუკუნეებში, ამჟამად ლატვიის ტერიტორიაზეა.

ერსილია ი სუნიიგა ალონსო დე - ესპანელი პოეტი (1533 - 1594 წწ).

ერსკინი რალფ - ინგლისელი არქიტექტორი (დაიბადა 1914 წელს).

ერსლევი კრისტიან - დანიელი ისტორიკოსი (1852-1930 წწ).

ერსტედი ჰანს კრისტიან - დანიელი ფიზიკოსი (1777-1851 წწ).

ერსტედი - მაგნიტური ველის დაძაბულობის საზომი ერთეული.

ერ-ტარგინი - ყაზახური ჰეროიკული პოემა, რომელიც XV საუკუნის ისტორიულ მოვლენებს ასახავს.

ერტარსკი - დაბა რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.

ერტბელე (ერტებიოლე) - გვიანდელი მეზოლითისა და ნეოლითის ხანის (ძვ.წ.აღ. VI-III ათასწლეულები) ბინადარ მეთევზე-შემგროვებელთა არქეოლოგიური კულტურა, რომელიც გავრცელებული იყო დანიაში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე.

ერტე (ნამდვილი გვარი რომან ტირტოვი) - ფრანგი მხატვარი, წარმოშობით რუსი (1892-1990 წწ).

ერტელი ალექსანდრე - რუსი მწერალი (1855-1908 წწ).

ერტილი - ქალაქი რუსეთის ვორონეჟის ოლქში.

ერტისი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

ერუ პოლ ლუი ტუსენ - ფრანგი მეტალურგი (1863-1914 წწ).

ერუდიტი (ლათ.) - დიდი ერუდიციის მქონე ადამიანი.

ერუდიცია (ლათ.) - დიდი განსწავლულობა, ღრმა და მრავალმხრივი ცოდნა.

ერულუსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ღმერთქალ ფერონოიას ვაჟი. სამტანიანი და სამსულიანი გოლიათი.

ერუსლანი - მდინარე რუსეთის ვოლგოგრადისა და სარატოვის ოლქებში, ვოლგის მარცხენა შენაკადი.

ერუშეთი - ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში, არტაანის ჩრდილოეთით (ამჟამად თურქეთის საზღვრებშია).

ერუშეთის მთიანეთი - მთიანეთი ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში, საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე.

ერ ფრანსი - საფრანგეთის ეროვნული ავიაკომპანია, ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. დაარსდა 1933 წელს.

ერფურტი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში, ტიურინგიის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი (205 ათასი).

ერქენ-შახარი - დაბა რუსეთის ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიურ ოლქში.

ერქეფში - ცერის ბეჭედი (საბა).

ერქვანი

  1. გუთანი.

  2. გუთნის სახელური.

ერქომაიშვილები - ხალხურ მომღერალ-მგალობელთა ტრადიციული ოჯახი: თომა, ივანე, გიორგი, გიგო და მისი ათი ქალიშვილი, მათი შვილები და შვილიშვილები.

ერქომაიშვილი არტემი - ლოტბარი, მომღერალი (1887-1967 წწ).

ერქომაიშვილი ანანია - მომღერალ-მგალობელი, არტემის მოწაფე (1894-1977 წწ).

ერქომაიშვილი ანზორი - საგუნდო დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები (დაიბადა 1940 წელს).

ერქომაიშვილი ვლადიმერი - მომღერალი, ლოტბარი, პედაგოგი (1897-1980 წწ).

ერქუანი - არს, რომელსა სომეხნი გუთანს უწოდენ (საბა).

ერშოვა ვერა - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1917 წელს).

ერშოვი - ქალაქი რუსეთის სარატოვის ოლქში.

ერშოვი ვლადიმერ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1896-1964 წწ).

ერშოვი ივანე - რუსი მომღერალი და პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1867-1943 წწ).

ერშოვი პეტრე - რუსი მწერალი (1815-1869 წწ).

ერცბერგერი მათიას - გერმანიის პოლიტიკური მოღვაწე (1875-1921 წწ).

ერცევო - დაბა რუსეთის არხანგელსკის ოლქში.

ერცჰერცოგი (გერმ.) - ავსტრიაში და შემდეგ ავსტრია-უნგრეთში ჰაბსბურგების სამეფო გვარის პრინცების ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი.

ერწახვი (ერცოგი) - მწვერვალი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონზე (3910 მ).

ერწო - სოფელი და უღელტეხილი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ერწო-თიანეთი - მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე ივრის ზემოთა ზეგანზე (თიანეთის მუნიციპალიტეტი).

ერწოს ტბა - ტბა ჯავის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედზე.

ერწოს უღელტეხილი - უღელტეხილი ჯავის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედზე.

ერწოს ქვაბული

  1. ქვაბული თიანეთის მუნიციპალიტეტში, აძეძის აუზში.

  2. ქვაბული ჯავის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედზე.

ერწოსწყალი - მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ყვირილის მდგენელი.

ერხოსწყალი - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მნაისისწყლის მარცხენა შენაკადი.

ერჯიასი - ვულკანი თურქეთის ანატოლიის ზეგანზე.

ერჰარდი ლუდვიგ - გერმანიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, გფრ-ს ფედერალური კანცლერი 1963-66 წლებში (1897-1977 წწ).

ერჰარტი ამელია მერი - ამერიკელი მფრინავი ქალი, რომელმაც პირველმა სრულიად მარტომ გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს (1897-1937 წწ).

ერჰარტი გრეგორ - აღორძინების ეპოქის გერმანელი მოქანდაკე (გარდაიცვალა დაახლოებით 1540 წელს).

1.18 ეს

▲back to top


ეს

  1. ჩვენებითი ნაცვალსახელი, მიუთითებს პირველ პირთან მყოფ საგანზე.

  2. გამოყენებულია მესამე პირის ნაცვალსახელად (მრავლ. რიცხვი - ესენი).

ესა

  1. სრული ფორმა ჩვენებითი ნაცვალსახელისა „ეს“.

  2. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ბედის ქალღმერთი.

ესა დე კეიროში ჟოზე მარია - პორტუგალიელი მწერალი (1845-1900 წწ).

ესაია - ძველ ებრაელთა პოლიტიკური მოღვაწე და რელიგიის რეფორმატორი, ცნობილია წინასწარმეტყველის სახელით (ძვ.წ.აღ. 770 ან 760 - 687 ან 642 წწ).

ესაიაშვილი ვარლამ - მეცნიერი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (დაიბადა 1910 წელს).

ესაკი ლეო - იაპონელი ფიზიკოსი, 1973 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ე.ჯაიევერთან და ბ. ჯოზეფსონთან ერთად (დაიბადა 1920 წელს).

ესაკია ლეო - კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1899-1969 წწ).

ესაკოსი

  1. (ესაკი) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პრიამოსის ერთ-ერთი ვაჟი.

  2. სავარაუდო სიტყვა, რაც მირტის ან დაფნის რტოს შეესატყვისება, ძველ საბერძნეთში რელიგიურ დღეზეიმებზე რომ ეჭირათ და ასე მღეროდნენ საგალობელს.

ესამბაევი მაჰმუდ - ჩეჩენი მოცეკვავე, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მსოფლიოს ხალხთა ცეკვების შემსრულებელი (დაიბადა 1924 წელს).

ესაულის აქსაი - მდინარე რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ერთვის ციმლიანსკის წყალსაცავს.

ესაულოვკა - დაბა რუსეთის ვოროშილოვგრადის ოლქში.

ესაძე ბორის - სამხედრო ისტორიკოსი, პოდპოლკოვნიკი (1870-1914 წწ).

ესაძე რეზო - კინორეჟისორი (დაიბადა 1934 წელს).

ესაძე სიმონ - სამხედრო ისტორიკოსი, პოლკოვნიკი (1868-1927 წწ).

ესაჩო

  1. მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი.

  2. ყოფილი სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში.

ესბიერგი - ქალაქი-პორტი დანიის რიბეს ამტში.

ესბროკი მიშელ ვან - ბელგიელი ორიენტალისტი, ქართველოგი და არმენოლოგი (დაიბადა 1934 წელს).

ესე

  1. იგივეა, რაც ასე.

  2. (ფრანგ.) - თავისუფალი ფორმის ნარკვევი, რომელშიც განხილულია ლიტერატურული, ფილოსოფიური, სოციალური და სხვა პრობლემები.

ესებუა ვლადიმერ - უფროსი სერჟანტი, საბჭოთა კავშირის გმირი (1917-1971 წწ).

ესებუა ნესტორ - ერთ-ერთი უძლიერესი ქართველი ფალავანი (1864-1931 წწ).

ესეთი - იგივეა, რაც ასეთი.

ესეი - ტბა რუსეთის კრასნოიარსკის მხარის ევენკთა ავტონომიურ ოკრუგში, მდინარე ხატანგის აუზში.

ესეის ქვაბული (ესეი-მურუქტის ქვაბული) - მდებარეობს რუსეთის კრასნოიარსკის მხარის ევენკთა ავტონომიურ ოკრუგში.

ესეისტი - ესეების შემქმნელი (ავტორი).

ესეკიბო - მდინარე სამხრეთ ამერიკაში, გაიანაში, ერთვის ატლანტის ოკეანეს (სიგრძე - 970 კილომეტრი).

ესენი

  1. მრავლობითი რიცხვი მესამე პირის ნაცვალსახელისა „ეს“.

  2. ქალაქი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში (630 ათასი).

ესენიკი - იხილე იესენიკი.

ესენინი სერგეი - რუსი პოეტი (1895-1925 წწ).

ესენიცე - იხილე იესენიცე.

ესენოვა თოუშან - თურქმენი პოეტი ქალი (დაიბადა 1915 წელს).

ესენსკი იანკო - სლოვაკი მწერალი (1874-1945 წწ).

ესენტუკი

  1. ქალაქი-კურორტი რუსეთის სტავროპოლის მხარეში.

  2. მარილ-ტუტიანი სამკურნალო მინერალური წყალი.

ესენცია (ლათ.) - აქროლადი ნივთიერების კონცენტრირებული ხსნარი.

ესერი (რუს.) - სოციალისტ-რევოლუციონერების პარტიის აბრევიატურა, XX საუკუნის დასაწყისის რუსეთში კონტრრევოლუციური პარტიის წევრი.

ეს-ეს - სულ ცოტა ხანია, რაც.... სწორედ ახლახან.

ესესელები - ფაშისტური გერმანიის მცველი რაზმების ან არმიის სპეციალური ნაწილების მომსახურება.

ესექსი - საგრაფო ინგლისში (დიდი ბრიტანეთი).

ესექსი რობერტ დევერე - ინგლისის რევოლუციის მოღვაწე (1591-1646 წწ).

ესეც - სხვასთან ერთად ეს, აგრეთვე ეს.

ესე-ხაია - დაბა რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.

ესთეზიოლოგია (ბერძნ.) - ანატომიის ნაწილი, რომელიც სწავლობს გრძნობის ორგანოებს.

ესთეზიომეტრია - შეხებისა და დაწოლის მიმართ კანის მგრძნობიარობის გაზომვა.

ესთერაზები - ფერმენტების ჯგუფი რომლებიც კატალიზატორის როლს ასრულებენ კარბონმჟავის ეთერების ჰიდროლიზსა და სინთეზში.

ესთეტი - ესთეტიზმის მიმდევარი; სრულყოფილი ფორმების, მშვენიერების მოტრფიალე.

ესთეტიზმი

  1. მიდრეკილება რაიმე ესთეტიკურისადმი.

  2. ხელოვნებაში - ძლიერი მიდრეკილება ეფექტური გარეგნული ფორმების შექმნისადმი ნაწარმოების იდეური მხარის, შინაარსის საზიანოდ; ფორმალიზმი.

ესთეტიკა - ფილოსოფიური მოძღვრება ხელოვნებისა და, საერთოდ, მშვენიერების შესახებ.

ესთეტიკოსი

  1. ესთეტიკის საკითხების მკვლევარი.

  2. იგივეა, რაც ესთეტი.

ესთეტიკური - ესთეტიკის დამახასიათებელი, ესთეტიკასთან დაკავშირებული.

ესთეტობა - იგივეა, რაც ესთეტიზმი.

ესილი - ქალაქი ყაზახეთის აკმოლის ოლქში.

ესინი სერგეი - რუსი მწერალი (დაიბადა 1935 წელს).

ესიპოვა ანა - რუსი პიანისტი ქალი, რუსული პიანისტური სკოლის ერთ-ერთი შემქმნელი (1851-1914 წწ).

ესიქიმო

  1. მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხევის კავკასიონზე.

  2. მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თერგის მარჯვენა შენაკადი.

ესკადრა (ფრანგ.)

  1. სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემების დიდი შენაერთი.

  2. სამხედრო-საჰაერო ძალების შენაერთი ზოგი უცხო ქვეყნის არმიაში მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.

ესკადრილია (ფრანგ.) - სამხედრო-საჰაერო ძალების ტაქტიკური ქვეგანაყოფი, რომელიც შედგება რამდენიმე რგოლისა და რაზმისაგან.

ესკადრონი (ფრანგ.) - ცხენოსანი ჯარის ერთეული, რომელიც დაახლოებით ქვეითი ჯარის ასეულს უდრის.

ესკალადა (ფრანგ.) - იერიში ციხესიმაგრეზე კიბეების დახმარებით.

ესკალატორი (ფრანგ.) - განუწყვეტლივ მოძრავი კიბის სახეობა (მაგალითად, მეტროპოლიტენის სადგურებში).

ესკალაცია (ინგლ.) - აგრესიის განუხრელი გაფართოების, გაძლიერების, დაჩქარების სტრატეგია.

ესკალოპი (ფრანგ.) - რბილი, მჭლე ხორცის შემწვარი ნაჭრები მოგრძო ფორმისა.

ესკაპიზმი (ინგლ.) - პიროვნების მცდელობა კრიზისისა და გაჭირვების ჟამს რეალური სამყაროდან ილუზორულ ხილვებში გაქცევისა.

ესკარპი (ფრანგ.)

  1. სიმაგრის გარეთა თხრილის უკანა, დამრეცი კედელი.

  2. ტანკსაწინააღმდეგო დაბრკოლება სიმაგრის გარეთა თხრილის ციცაბო კედლის სახით.

ესკვაირი (ინგლ.) - საპატიო ტიტული ინგლისში.

ესკვილინი - ძველი რომის შემადგენელი ერთ-ერთი ბორცვი.

ესკიზი (ფრანგ.)

  1. წინასწარი მონახაზი (ნახატისა), წინასწარი ჩანაწერი, წინასწარი გეგმა.

  2. ლიტერატურული, მუსიკალური ნაწარმოების ან მისი ნაწილის წინასწარი რედაქცია.

ესკილსტუნა - ქალაქი ცენტრალურ შვედეთში, სედერმანლანდის ლენში (90 ათასი).

ესკიმო (ფრანგ.) - ნაყინის სახესხვაობა.

ესკიმოსები - ჩრდილოეთ ამერიკის პოლარული სანაპიროებისა და აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთის კიდეზე მცხოვრები ხალხი.

ესკიპიზმი - იხილე ესკაპიზმი.

ესკიროლი ვან ეტიენ დომინიკ - ფრანგი ექიმი-ფსიქიატრი (1772-1840 წწ).

ესკი-ქერმენი - V-XIII საუკუნეების ქვაბული ქალაქის ნარჩენები ყირიმში, ბახჩისარაის მახლობლად.

ესკო - მდინარე შელდას სახელწოდება საფრანგეთში.

ესკოლა ანტს - ესტონელი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1908-1990 წწ).

ესკოლა პენტი - ფინელი პეტროლოგი (1883-1964 წწ).

ესკორიალი (ესკურიალი) - ქალაქი ესპანეთის მადრიდის პროვინციაში. ესპანელ მეფეთა რეზიდენცია.

ესკორტი (ფრანგ.) - ვისიმე ან რისამე თანმხლები სამხედრო დაცვა, ბადრაგა.

ესკრივა - XV-XVI საუკუნეების ესპანელი პოეტი.

ესკუდო (ესპან.-პორტუგ.) - პორტუგალიის, ჩილეს და ზოგი სხვა ქვეყნის ფულის ერთეული.

ესკუინტლა - ქალაქი გვატემალაში, ამავე სახელის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (75 ათასი).

ესკულაპი - იხილე ესკულაპუსი.

ესკულაპუსი (ესკულაპი) - ასკლეპიოსის ლათინური სახელწოდება. მკურნალობისა და განკურნების ღვთაება ძველ იტალიაში. გამოხატავდნენ დაყრდნობილს კვერთხზე, რომელსაც გველი ეხვევა.

ესლა - მდინარე ესპანეთში, დუვორის მარჯვენა შენაკადი.

ესლავა ანტონიო - ესპანელი მწერალი (დაიბადა დაახლოებით 1570 წელს).

ესლინგენ-ამ-ნეკარი (ესლინგენი) - ქალაქი გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში.

ესმარხი ფრიდრიხ ავგუსტ ფონ - გერმანელი ქირურგი (1823-1908 წწ).

ესმენი ჟან პოლ იპოლიტი ემანუელ - ფრანგი მეცნიერი იურისტი (1848-1964 წწ).

ესმერალდა - ვიქტორ ჰიუგოს რომანი - „პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის“ - მთავარი პერსონაჟი ქალი.

ესმერალდასი - ქალაქი-პორტი ეკვადორში, ამავე სახელის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (120 ათასი).

ესოდენ - ასე, ამდენად, ეგზომ.

ესოდენი - ამდენი, ასეთი, ამოდენა.

ესოვეემი - მდინარე რუსეთის კამჩატკის ოლქში, მდინარე ბელაიას მარცხენა სათავე.

ესონი

  1. დეპარტამენტი საფრანგეთში.

  2. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, იასონის მამა, რომელიც მედეამ გააცოცხლა და გაახალგაზრდავა.

ესოპე - ძველბერძენი მწერალი, იგავ-არაკის ჟანრის ფუძემდებელი (ძვ.წ.აღ. VI საუკუნე).

ესოპუსი კლოდიუს - რომაელი მსახიობი (ძვ.წ.აღ. I საუკუნე).

ესპადა (ესპ.) - იგივეა, რაც მატადორი.

ესპადრონი (ფრანგ.) - ცივი იარაღი, საფარიკაო დაშნა.

ესპანდერი (ინგლ.) - სატანვარჯიშო იარაღი, ერთმანეთთან რეზინის ჩალიჩებით ან ზამბარებით შეერთებული სახელურები.

ესპანეთი (ესპანეთის სამეფო, espan. Reino de Espana).

  • სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, პირენეს ნახევარკუნძულზე. დასავლეთით ესაზღვრება პორტუგალიას, სამხრეთით - ბრიტანეთის სამფლობელო გიბრალტარს, ჩრდილოეთით - საფრანგეთს და ანდორას; ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან აკრავს ატლანტის ოკეანე, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან - ხმელთა შუა ზღვა.

  • ეროვნული დევიზი - „Plus Ultra“.

  • ჰიმნი - „Marcha Real“.

  • მმართველობის ფორმა - მემკვიდრეობითი კონსტიტუციური მონარქია.

  • სახელმწიფოს მეთაური - მეფე.

  • საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (გენერალური კორტესები): დეპუტატთა კონგრესი და სენატი.

  • ფართობი - 504 782 კვ.კმ.

  • დაყოფილია 50 პროვინციად, რომლებიც 17 ავტონომიურ ოლქში შედიან. ესპანეთს ეკუთვნის ორი ავტონომიური ქალაქიც აფრიკაში - სეუტა და მელილია.

  • მოსახლეობა - 41 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 87 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • დედაქალაქი - მადრიდი.

  • ოფიციალური ენა - ესპანური.

  • ვალუტა - ევრო.

  • ქვეყნის კოდი - ESP.

  • დროის სარტყელი - UTC +1.

  • სატელეფონო კოდი - +34.

  • ინტერნეტ-დომენი - es.

ესპანელები - ესპანეთის ძირითადი მოსახლეობა. სულ მთელ მსოფლიოში 30 მილიონამდე ესპანელი ცხოვრობს.

ესპანიოლა - კუნძულ ჰაიტის ძველი სახელწოდება 1492-1802 წლებში (მეორე სახელი იყო სანტა-დომინგო).

ესპანიოლი (ფრანგ.) - მოკლედ და მახვილად შეკრეჭილი წვერი ნიკაპზე.

ესპანტონი - რუსული არმიაში ოფიცრების საპატიო იარაღი 1732-1805 წლებში.

ესპანურა (Epicauta) - ხოჭოების გვარი სამწიფარასებრთა ოჯახისა.

ესპანური - ესპანელების კუთვნილი, მათი დამახასიათებელი.

ესპანური ენა - ესპანეთისა და ლათინური ამერიკის უმრავლესი ქვეყნების სახელმწიფო ენა. გაერო-ს ერთ-ერთი ოფიციალური სამუშაო ენა. სულ მთელ მსოფლიოში 320 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს ესპანურად.

ესპარტერო ბალდომერო - ესპანეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის მთავრობის მეთაური 1840-41 წლებში (1792 - 1879 წწ).

ესპარცეტი (Onobrychis, ფრანგ.) - ბალახი პარკოსანთა ოჯახისა; იყენებენ საქონლის საკვებად.

ესპერანტისტი - ესპერანტოს მცოდნე, სპეციალისტი.

ესპერანტო - ყველაზე გავრცელებული ხელოვნური საერთაშორისო ენა. შეიქმნა 1887 წელს და სახელი ეწოდა მისი პროექტის ავტორის ლუდვიგ ზამენჰოფის

ფსევდონიმის - დოქტორ ესპერანტო (იმედის მქონე) - საფუძვლზე.

ესპერსენი ოტო - დანიელი ენათმეცნიერი (1860-1943 წწ).

ესპი ჯეიმზ ჰოლარდ - ამერიკელი მეტეოროლოგი (1785-1860 წწ).

ესპინელი ვისენტე - ესპანელი მწერალი (1550 - 1624 წწ).

ესპინოსა (ოლგა პობლეტე დე ედპინოსა) - ჩილეს საზოგადო მოღვაწე ქალი (1908-1990 წწ).

ესპინოსა პედრო დე - ესპანელი მწერალი, სასულიერო მოღვაწე (1578-1650 წწ).

ესპირიტუ-სანტუ - შტატი ბრაზილიის აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი - ვიტორია.

ესპლანადა (ფრანგ.)

  1. ცარიელი, უშენი ადგილი სიმაგრესა და ქალაქს შორის.

  2. მოედანი დიდი შენობის წინ.

  3. განიერი ქუჩა, რომლის შუაშიც ხეივანია; ბულვარი.

ესპო - ქალაქი ფინეთში, ჰელსინკის სიახლოვეს (180 ათასი).

ესპოზიტო ფილიპ (ფილ) - კანადელი ჰოკეისტი. NHL-ის (ჰოკეის ეროვნული ლიგის) ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მოთამაშე (დაიბადა 1942 წელს).

ესპრი (ფრანგ.) - ბუმბულებით მორთული სამკაული ქუდის ან ვარცხნილობისათვის.

ესპრიუ სალვადორ - კატალონიელი მწერალი (1913-1985 წწ).

ესპრონსედა (ესპრონსედა დელგადო ხოსე დე) - ესპანელი მწერალი, რევოლუციური რომანტიზმის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი (1808 - 1942 წწ).

ესტადოსი - არგენტინის კუთვნილი კუნძული ატლანტის ოკეანეში.

ესტაკადა (ფრანგ.) - ხიდისებრი ნაგებობა, რომელზედაც გაყვანილია გზა (ხშირად რკინიგზა).

ესტამპაჟი (ფრანგ.) - ტვიფვრა, შტამპვა.

ესტამპი (ფრანგ.) - რაიმე გამოსახულების ანაბეჭდი ქაღალდზე, გადაღებული თვით მხატვრის მიერ გაკეთებული ფორმიდან.

ესტანი ლიუკ (ნამდვილი სახელი და გვარი ლუსიენ ბასტერი) - ფრანგი პოეტი და პროზაიკოსი (1911-1991 წწ).

ესტანსია (ესპ.) - ლათინური ამერიკის ზოგ ქვეყანაში მიწის ნაკვეთი, მამული.

ესტაფეტა (ფრანგ.)

  1. გუნდური შეჯიბრება სირბილში (ცურვაში), როდესაც მთელი დისტანციის რამდენიმე ეტაპს გუნდის წევრები გადიან, ერთმანეთის შენაცვლებით - ამანათრბენი.

  2. საგანი (ჩვეულებრივ პატარა ჯოხი), რომელსაც ასეთი შეჯიბრების მონაწილე გუნდის წევრები გადასცემენ ერთმანეთს შენაცვლებისას.

ესტბერგი რაგნარ - შვედი არქიტექტორი (1866-1945 წწ).

ესტებანი კლოდ - ფრანგი პოეტი (დაიბადა 1935 წელს).

ესტერგომი - ქალაქი უნგრეთის ჩრდილოეთ ნაწილში, კომარომის მედიეში, პორტი მდინარე დუნაიზე (30 ათასი).

ესტერსუნდი - ქალაქი შვედეთში, იემტლანდის ლენის ადმინისტრაციული ცენტრი.

ესტერხაზი პეტერ - უნგრელი მწერალი (დაიბადა 1950 წელს).

ესტიმამიზუ - ქვა არს წარბთ საღებავი, ლახოსტაკი ან ანთიმონი (საბა).

ესტლანდია - ესტონეთის ჩრდილოეთი ნაწილის ისტორიული სახელწოდება.

ესტოკადა - პირდაპირი, პერპენდიკულარული დარტყმა ფარიკაობაში, ძგერება.

ესტოკი (იტალ.) - ცივი იარაღი, ევროპული მძიმე მახვილი 112-115 სმ სიგრძის პირით.

ესტონეთი (ესტონეთის რესპუბლიკა, eston. Eesti Vabariik).

  • სახელმწიფო აღმოსალეთ ევროპაში, ბალტიის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. აღმოსავლეთით ესაზღვრება რუსეთს, სამხრეთით - ლატვიას.

  • დამოუკიდებლობის დღე - 1918 წლის 24 თებერვალი, სსრკ-სგან დამოუკიდებლობა მიიღო 1991 წლის 20 აგვისტოს.

  • ჰიმნი - „Mu isamaa, mu onn ja room“ (სამშობლო - ჩემი ბედნიერება და სიხარული).

  • მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.

  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

  • ფართობი - 45 226 კვ.კმ.

  • დაყოფილია 15 რაიონად (მააკონდად).

  • მოსახლეობა - 1,4 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 29 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • დედაქალაქი - ტალინი.

  • სახელმწიფო ენა - ესტონური.

  • ვალუტა - ესტონური კრონი.

  • ქვეყნის კოდი - EST.

  • დროის სარტყელი - UTC +2.

  • სატელეფონო კოდი - +372.

  • ინტერნეტ-დომენი - ee, eu.

ესტონელები (საკუთარი სახელი - ეესტლასედ) - ესტონეთის ძირითადი მოსახლეობა. მთელ მსოფლიოში დაახლოებით 1,1 მილიონი ესტონელი ცხოვრობს.

ესტონკა (ყოფილი ბაღნაშენი) - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ესტონური - ესტონელების დამახასიათებელი.

ესტონური ენა - ესტონეთის სახელმწიფო ენა. განეკუთვნება ფინურ-უიღორულ ენათა ჯგუფს.

ესტრადა (ფრანგ.)

  1. ამაღლებული ადგილი, სცენა მსახიობთა, ორატორთა, გუნდისა და სხვათა გამოსასვლელად.

  2. ხელოვნების მცირე ფორმები, საკონცერტო სანახაობანი, რაც მცირე სცენაზე იმართება.

ესტრემადურა - ისტორიული ოლქი დასავლეთ ესპანეთში. მთავარი ქალაქი - მერიდა.

ესტროგენები - სტეროიდული ბუნების ჰორმონები.

ესტროზი - ცხოველის ინვაზიური დაავადება. იწვევს ცხვირის ღრუს ბირას მატლი.

ესტრუპი იაკობ ბრენუმ სკავენიუს - დანიის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1825-1913 წწ).

ესტუარი (ლათ.) - ზღვაში ან ოკეანეში ჩამავალი მდინარის გაფართოებული, ძაბრისებრი შესართავი, ზღვის მოქცევით წალეკილი ნაპირი.

ესქატოლოგია (ბერძნ.) - რელიგიური მოძღვრება ქვეყნის აღსასრულზე, რაც გამოიხატება წარღვნის, მეორედ მოსვლის, განკითხვის დღის, ეკოლოგიური კატასტროფის რწმენით.

ესქილე - ძველბერძენი დრამატურგი, „ტრაგედიის მამად“ წოდებული (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 525 - 456 წწ).

ესქინე

  1. სოკრატეს მოწაფე და მეგობარი.

  2. ათენის პოლიტიკური მოღვაწე და ორატორი, (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 390-314 წწ).

ესქიშეჰირი - ქალაქი დასავლეთ თურქეთში (370 ათასი).

ესღა - მხოლოდ ეს.

ესხარი - დაბა უკრაინის ხარკოვის ოლქში.

1.19 ეტ

▲back to top


ეტა - პარიების კასტა იაპონიაში, მათ მიეკუთვნებოდნენ „უწმინდური“ პროფესიის ადამიანები.

ეტალონი (ფრანგ.)

  1. ზომის ზუსტი ნიმუში, რომლითაც მოწმდება ხმარებაში არსებული საზომი ხელსაწყო-იარაღები.

  2. გადატანით (წიგნ.) შაბლონი, რისამე საზომი.

ეტაპი (ფრანგ.)

  1. რისამე გზის, დისტანციის ცალკეული მონაკვეთი.

  2. საფეხური, სტადია რაიმე მოვლენი განვითარებაში.

  3. პუნქტი ჯარების მოძრაობის გზაზე, სადაც სამხედრო პირებს ხვდებათ ღამის გასათევი ადგილი, ეძლევათ სურსათი.

ეტაჟერი (ფრანგ.) - თაროებიანი დგამი, თაროედი.

ეტატიზმი (ფრანგ.) - პოლიტიკური აზროვნების მიმართულება, რომელიც სახელმწიფოს განიხილავს, როგორც საზოგადოებრივი განვითარების უმაღლეს შედეგსა და მიზანს.

ეტეოკლე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ოიდიპოსისა და იოკასტეს ვაჟი, პოლინიკეს უმცროსი ძმა და მოქიშპე.

ეტერიები - იხილე ჰეტერიები.

ეტერნიტი (ფრანგ.) - სახურავი მასალა, აზბესტისა და ცემენტის ნარევისაგან გაკეთებული ცეცხლგამძლე და წყალგაუვალი ფილები.

ეტვეში იოჟეფ - უნგრელი მწერალი, პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი (1813-1871 წწ).

ეტვეში ლორანდ - უნგრელი ფიზიკოსი (1848-1919 წწ).

ეტვუდი - იხილე ატვუდი მ.

ეტი

  1. ვაზების რამდენიმე მწკრივი (რასაც ერთ გავლაზე კრეფენ), სვე რთველში.

  2. ვენახის ან ბაღის თითოეული ის ნაწილი, რომელთა შორისაც ბილიკი ან საურმე გზა გადის.

ეტიგო - ქედი და დაბლობი იაპონიაში.

ეტიენი (ესტიენი) - ფრანგ მესტამბე-გამომცემელთა და ფილოლოგთა დინასტია:

  1. ანრი I - (1460-1520 წწ).

  2. რობერ I (1503-1559 წწ).

  3. ანრი II - (1528/ 1531-1598 წწ).

ეტიენ-მარსელი - 1357-58 წლების პარიზის აჯანყების ხელმძღვანელი.

ეტიკეტი (ფრანგ.)

  1. საქონელზე, პროდუქციაზე დაკრული საფაბრიკო ან სავაჭრო ნიშანი, იარლიყი.

  2. თავის დაჭერისა და თავაზიანი მოპყრობის წესები.

ეტიკი - გზის მცოდნე (საბა).

ეტილენი - იხილე ეთილენი.

ეტიმოლოგია (ბერძნ.) - ენათმეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს სიტყვის წარმომავლობას.

ეტიმოლოგიური - ეტიმოლოგიის ხასიათისა, ეტიმოლოგიასთან დაკავშირებული.

ეტიმონი (ბერძნ.) - ამოსავალი სიტყვა, რომლისგანაც წარმოიშვა მოცემული ენის ესა თუ ის სიტყვა.

ეტინგერი ფრიდრიხ კრისტოფ - გერმანელი რელიგიური მოაზროვნე და მწერალი (1702-1782 წწ).

ეტიოლოგია (ბერძნ.)

  1. მოძღვრება დაავადების წარმომშობი მიზეზებისა და პირობების შესახებ.

  2. ამა თუ იმ დაავადების გამომწვევი მიზეზი.

ეტიუდი (ფრანგ.)

  1. სახვით ხელოვნებაში წინასწარი მონახაზი, ესკიზი კომპოზიციურად მთლიანი ნაწრმოების დეტალისა.

  2. მცირე ზომის ლიტერატურული ან მეცნიერული ნარკვევი, რომელიც ეძღვნება რაიმე კერძო საკითხს.

  3. მუსიკაში - სავარჯიშო პიესა დაკვრის ტექნიკის ასათვისებლად.

  4. მცირე მუსიკალური პიესა ვირტოუზული ხასიათისა.

  5. ჭადრაკის ფიგურების ხელოვნურად შედგენილი განლაგება, რომელშიც უნდა მოიძებნოს ერთადერთი სწორი გზა მოგების ან ყაიმის მისაღწევად.

ეტიუდისტი - ეტიუდების შემდგენელი საჭადრაკო კომპოზიტორი.

ეტიფანე (ეპიფანე) - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი XIII საუკუნის 20-იან წლებში.

ეტლი

  1. ზოდიაქოს ცთომილთა ნიშანი, პლანეტა, ცთომილი, ვარსკვლავი, ბედი, ბედისწერა.

  2. ცხენშებმული მსუბუქი სამგზავრო საშუალება.

  3. ბედი, ბედისწერა.

  4. ჭადრაკის ფიგურა.

ეტლი (Attlee) კლემენტ რიჩარდ - ინგლისის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, 1945-51 წლებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი (1883-1967 წწ).

ეტნა - მოქმედი ვულკანი იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე (3340 მ).

ეტნე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მთა, რომელიც ზევსმა თავზე დაადგა ურჩხულ ტიფონს. რომლის სუნქთვის შედეგიცაა ამოფრქვეული ვულკანი.

ეტო დე ნიუიზმანი კლოვის - ფრანგი პოეტი (დაახლოებით 1550-სა და 1560-ს შორის - 1623 ან 1624 წწ).

ეტოლია - ისტორიული ოლქი შუა საბერძნეთში, ძველი ელადის შუა დასავლეთი მხარე, თესალიასა და იონიის ზღვას შორის.

ეტოლოგია - იხილე ეთოლოგია.

ეტოლოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:

  1. ენდიმიონისა და ფერია იფიანასის ვაჟი.

  2. კალიდონის მამა, ეტოლიის ოლქის ეპონიმი.

ეტოშა (ეტოშა-პანი) - ნაკრძალი და ეროვნული პარკი ნამიბიაში.

ეტრატი - საგანგებოდ დამუშავებული ცხვრის, თხის ან ხბოს ტყავი, რომელსაც ძველად საწერ მასალად ხმარობდნენ.

ეტრუსკები ანუ ტუსკები (ლათ.) - ძველი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი ტომის სახელწოდება.

ეტრუსკული აპენინები - იხილე ტოსკანა-ემილიის აპენინები.

ეტუნები - სკანდინავიურ მითოლოგიაში - გოლიათები, რომლებიც სამყაროს მორევის ქაოსიდან წარმოიშვნენ, ველური სტიქიის გამომხატველნი.

ეტუნჰეიმი - სკანდინავიურ მითოლოგიაში - ეტუნების საცხოვრებელი, ცივი კლდოვანი ქვეყანა დედამიწის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაპირებზე.

ეტუოტერი უილბერ - ამერიკელი ფიზიოლოგი (1844-1907 წწ).

ეტუში ვლადიმერი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1923 წელს).

ეტცელი - იხილე ატილა.

1.20 ეუ

▲back to top


ეუკაჰაინენი - ფინური და კარელიური მითოლოგიის გმირი, ვიანიამეინენის უმცროსი ძმა, მკვეხარა და უქნარა პერსონაჟი.

ეული

  1. ვისაც არავინ არ ჰყავს, უპატრონო, უთვისტომო.

  2. უმიწაწყლო, უსახლკარო.

  3. უუფლო (საბა).

ეული სანდრო (ნამდვილი სახელი და გვარი ალექსანდრე ქურიძე) - ქართველი პოეტი (1890-1965 წწ).

ეუსებიო - იხილე ეისებიო.

ეუსკადი - იგივე ბასკების ქვეყანა.

ეუფილინი - სპაზმოლიზური და სისხლძარღვთა გამაფართოებელი საშუალება, მოყვითალო კრისტალური ფხვნილი.

1.21 ეფ

▲back to top


ეფა (Echis) - შხამიანი გველების გვარი გველგესლასებრთა ოჯახისა.

ეფანოვი ვასილი - რუსი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1900-1978 წწ).

ეფებია - თავისუფლად დაბადებული ჭაბუკების სახელმწიფო ორგანიზაცია ძველ საბერძნეთში.

ეფედრა (ბერძნ.) - მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარე, ცხენისმუხლა.

ეფედრინი - ალკალოიდი, რომელსაც შეიცავს ეფედრა, მიიღება სინთეზური გზითაც, გამოიყენება მედიცინაში.

ეფელი ჟან (ნამდვილი სახელი და გვარი ფრანსუა ლეჟენი) - ფრანგი გრაფიკოსი, კარიკატურისტი (1908-1982 წწ).

ეფემერა - იხილე ეფემერიდი.

ეფემერი (ბერძნ.) - მშრალი ადგილების (უდაბნოს) მცენარე, რომელიც ვითარდება ტენიან პერიოდში, გვალვისას კი მოსვენებით მდგომარეობაშია.

ეფემერიდი (ბერძნ.)

  1. ფრთოსანი მწერი, რომელიც მხოლოდ ერთი ან რამდენიმე დღე ცოცხლობს; მედღეურა.

  2. ხანმოკლე, ეფემერული რამ.

ეფემერული (ბერძნ.)

  1. ხანმოკლე, სწრაფწარმავალი, არამყარი.

  2. არარეალური, მოჩვენებითი.

ეფენდი (თურქ.)

  1. მამაკაცისადმი ზრდილობიანი მიმართვის ფორმა თურქეთში („ბატონო!“).

  2. არაბულ ქვეყნებში სწავლულის საპატიო წოდებულება.

ეფესო - ძველბერძნული ქალაქი მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე. მითიური გადმოცემის თანახმად, დაუარსებიათ ამორძალებს.

ეფესტოსი - იხილე ჰეფესტოსი.

ეფექტი (ლათ.)

  1. ძლიერი შთაბეჭდილება, ზემოქმედება.

  2. რისამე მოქმედება, გავლენა, შედეგი.

  3. ხერხი, საშუალება, რაც შთაბეჭდილებას ქმნის, ახდენს.

ეფექტიანი - იგივეა, რაც ეფექტური.

ეფექტორული ორგანო - ადამიანისა და ცხოველის ყველა ორგანო, რომელიც თავისი მოქმედებით უზრუნველყოფს ორგანიზმის საპასუხო რეაქციას შინაგან და გარეგან გაღიზიანებაზე.

ეფექტური - ეფექტის, ძლიერი შთაბეჭდილების მომხდენი.

ეფთვიმე (ევფრმოს) - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი XIV საუკუნის I ნახევარში.

ეფთვიმე I (გვარად საყვარელიძე) - დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1578-1616 წლებში.

ეფთვიმე II (გვარად საყვარელიძე) - დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1669-1673 წლებში.

ეფთვიმე გენათელი (გვარად შერვაშიძე) - მიტროპოლიტი 1776-1820 წლებში (გარდაიცვალა 1822 წელს).

ეფიალტე

  1. ათენის პოლიტიკური მოღვაწე (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 500 - 462 წწ).

  2. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პოსეიდონის შვილიშვილი, ლეგენდარული გოლიათი.

ეფიმენკო პეტრე - რუსი არქეოლოგი, პალეოლითის სპეციალისტი (1884-1969 წწ).

ეფიმოვები - რუსი მხატვრები, თოჯინების თეატრის მოღვაწეები: ივანე (1878-1959 წწ) და ნინა (1877-1948 წწ).

ეფიმოვი ალექსანდრე - რუსი მხედართმთავარი, ავიაციის გენერალ-პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი (დაიბადა 1923 წელს).

ეფიმოვი ბორის (ნამდვილი გვარი ფრიდლიანდი) - რუსი გრაფიკოსი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1900-1995 წწ).

ეფიმოვსკი - დაბა რუსეთის სანკტ-პეტერბურგის ოლქში.

ეფლათუნი ჯემ გუნეი - თურქი მწერალი (1896-1985 წწ).

ეფორე - ძველბერძენი ისტორიკოსი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 405 - 330 წწ).

ეფოროსები - თანამდებობის პირთა კოლეგია სპარტაში და ზოგიერთ სხვა ძველბერძნულ პოლისში, განაგებდნენ ქვეყნის მთელ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას.

ეფრეიტორი (გერმ.) - სამხედრო წოდებულება რიგით ჯარისკაცსა და სერჟანტს შორის.

ეფრემ II (ერისკაცობაში გრიგოლ სიდამონიძე) - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1960-72 წლებში (1896-1972 წწ).

ეფრემ ასური - სირიელი პოეტი, მწერალი, ასკეტურ-მისტიკური მიმართულების საეკლესიო მოღვაწე (306 - 373 წწ).

ეფრემვერდი - ძველი ქართული ასტროლოგიური (ვარსკვლავთმისნობის) წიგნი.

ეფრემი - ქართველი მინიატურისტი და კალიგრაფი (XIII-XIV საუკუნეების მიჯნა).

ეფრემ მაწყვერელი - აწყურის ეპისკოპოსი დაახლოებით 845-885 წლებში.

ეფრემ მცირე - XI საუკუნის II ნახევრის ქართველი ფილოლოგი, ფილოსოფოსი და მთარგმნელი.

ეფრემოვი - ქალაქი რუსეთის ტულის ოლქში (55 ათასი).

ეფრემოვი ვასილი - ორზის საბჭოთა კავშირის გმირი, პოლკოვნიკი (დაიბადა 1915 წელს).

ეფრემოვი ივანე - რუსი მწერალი და პალეონტოლოგი (1907-1972 წწ).

ეფრემოვი ოლეგ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1927-2000 წწ).

ეფრემოვკა - სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

ეფროსი ანატოლი - თეატრის რუსი რეჟისორი (1925-1987 წწ).

ეფსილონი - ბერძნული ანბანის მეხუთე ასო.

ეფსომიტი (ინგლ.) - მინერალი, ბუნებრივი გოგირდმჟავა მაგნიუმი.

ეფსონი - იხილე სეიკო ეფსონი.

ეფსტაინი ჯეიკობ - ამერიკელი მოქანდაკე (1890-1959 წწ).

ეფტალიტები (ხიონიტები, თეთრი ჰუნები) - ტომთა გაერთიანება V-VI საუკუნეების შუა აზიასა და ავღანეთში.

ეფტიმიუ ვიქტორი - რუმინელი პოეტი, დრამატურგი, თეატრალური მოღვაწე (1889-1980 წწ).

ეფუზია (ფრანგ.)

  1. მაგმის ამოფრქვევა დედამიწის ზედაპირზე.

  2. გაზის გასვლა ფოროვან ტიხრში.

1.22 ექ

▲back to top


ექადია - ყოფილი სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ექემონი - ტროას მეფე პრიამოსის ვაჟი.

ექეტე - ეპირის მითიური მეფე.

ექექი - X საუკუნის საქართველოს ხუროთმოძღვრების ძეგლი თორთომის ხეობაში, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში (ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა).

ექვთიმე მთაწმინდელი (ათონელი) - ქართველი მთარგმნელი და სასულიერო მოღვაწე (955-1028 წწ).

ექვივალენტი - (არასწორია) იხილე ეკვივალენტი.

ექვს - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული სიტყვებისა, ნიშნავს რისამე ექვსი ერთეულის შემცველს.

ექვსასი (600) - რიცხვი და რაოდენობა.

ექვს-ექვსი - თითოში ექვსი, თითოზე ექვსი ან ჯერზე ექვსი.

ექვსი - რიცხვი და რაოდენობა (6).

ექვსიანი

  1. ექვსის შემცველი.

  2. სათამაშო ქაღალდი (ბანქო), რომელზედაც ექვსი ქულაა გამოსახული.

ექვსიოდე - დაახლოებით ექვსი.

ექთანი - ექიმის თანაშემწე.

ექთი - უფასური (საბა).

ექიბასთუზი - ქალაქი ყაზახეთის პავლოდარის ოლქში (140 ათასი).

ექიდნა

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სასწაულმოქმედი დემონი, ნახევრად ქალი, ნახევრად გველი, ტარტაროზისა და გეას ქალიშვილი.

  2. იხილე იქედნე.

ექიმბაში (არაბ-თურქ.) - პირი. რომელსაც სამედიცინო მომზადება არა აქვს და ავადმყოფებს მკურნალობს შელოცვებითა და თვითნამზადი წამლებით.

ექიმბაშობა - ექიმბაშის ხელობა.

ექიმი (არაბ.)- უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც მკურნალობს ავადმყოფებს.

ექიმობა - ექიმის საქმიანობა, ექიმის სპეციალობა.

ექინი - ზღვის ძღარბი (საბა).

ექინოკოკი (ბერძნ.)

  1. ლენტური ჭია, რომელიც პარაზიტობს ძაღლისა და ზოგი სხვა ცხოველის ნაწლავებში.

  2. ამ ჭიის მატლი, რომელიც გვხვდება ადამიანისა და ცხოველის სხვადასხვა ორგანოში.

ექინოკოკოზი - ექინოკოკით გამოწვეული დაავადება.

ექიონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:

  1. კადმოსისაგან დათესილი დრაკონის კბილებიდან აღმოცენებული მეომარი.

  2. ერთ-ერთი არგონავტი, ჰერმესის ვაჟი.

ექიურიდები (Echiuroidea) - უხერხემლო ცხოველთა კლასი რგოლოვანი ჭიების ტიპისა.

ექო (ბერძნ.)

  1. ბგერის არეკვლა რაიმე საგნებზე - გამოძახილი.

  2. ექოს განმასახიერებელი ფერია, ერთ-ერთი ძველბერძნული მითის თანახმად, ნარცისზე უიმედოდ გამიჯნურებული, რის გამოც მან ხორციელება დაკარგა და მხოლოდ ხმა დარჩა მისგან.

ექოლოკაცია (ბერძნ.) - ზოგი ცხოველის (დელფინის, ღამურას) თვისება გამოასხივოს ან აღიქვას არეკლილი მაღალი სიხშირის ბგერითი სიგნალები, რაც მნიშვნელოვანი საშუალებაა საკვების მოსაძებნად.

ექოლოტი (ბერძნ.) - ხელსაწყო, რითაც ავტომატურად ზომავენ წყლის სიღრმეს.

ექს (ლათ.)

  1. თავსართი, რომელიც აღნიშნავს მოძრაობას შიგნიდან გარეთ.

  2. რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს „ყოფილს“.

ექსალტადოსი - მემარცხენე ლიბერალების პარტია 1820-23 წლების ესპანეთის რევოლუციის დროს.

ექს-ან-პროვანსი - ქალაქი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ისტორიული ოლქის პროვანსის მთავარი ქალაქი (130 ათასი).

ექსგუმაცია - იხილე ექსჰუმაცია.

ექსედრა (ბერძნ.) - ანტიკურ არქიტექტურაში ნახევრადმრგვალი ნიშა კედლის გასწვრივ, რომელიც თავყრილობათა დარბაზში გასდევს სკამებს.

ექსეკია - ძველბერძენი მეთუნე და ლარნაკმწერი (ძვ.წ.აღ. VI საუკუნე).

ექსერგია - მაქსიმალური მუშაობა, რომელიც შეიძლება შეასრულოს თერმოდინამიკურმა სისტემამ მოცემული მდგომარეობიდან გარემოსთან შეგუებულ მდგომარეობაში გადასვლისას.

ექსეტერი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, დევონშირის საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი.

ექსეულიძე ანზორ - ხელბურთელი, თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკში” (1958-75), იყო სსრკ ნაკრების წევრი (1965-67). სსრკ ორგზის ჩემპიონი (1962, 64), სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 14 მატჩი, გაიტანა 13 გოლი (1939-2001 წწ).

ექსიკატორი (ლათ.) - მინის სქელკედლიანი ხელსაწყო ისეთ ნივთიერებათა გასაშრობად ან შესანახად, რომლებიც ადვილად იღებენ ჰაერიდან სინესტეს; იყენებენ ქიმიურ ლაბორატორიებში.

ექსიტონი (ლათ.) - დიელექტრიკებსა და ნახევრად გამტარებში ელექტრონთა სისტემის აგზნებული მდგომარეობა.

ექსიტრონი (ლათ.) - ვერცხლისწყლის ვენტილი, რომელშიც კათოდური ლაქა შენარჩუნებულია მუდმივად ანთებული აგზნების რკალით.

ექსკავატორი (ინგლ.) - მიწისმთხრელი მანქანების ძირითადი ტიპი.

ექსკავაცია (ლათ.) - ქანების ამოღების პროცესი ექსკავატორის, ბულდოზერის, სკრეპერისა და მისთანების საშუალებით.

ექსკლავი (ლათ.) - სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილი, რომელსაც არ გააჩნია საზღვარი ძირითად სახელმწიფოსთან (მაგალითად კალინინგრადის ოლქი რუსეთისთვის და ნახიჭევანი აზერბაიჯანისთვის).

ექსკლუზივი (ლათ.) - ზოგ ენაში (ქართველური ენებიდან სვანურშია) ზმნისა და ნაცვალსახელის მრავლობითი რიცხვის პირველი პირის ფორმა, რომელიც გამორიცხავს მეორე პირს. ჩვენ = მე და ის. შეადარე ინკლუზივს.

ექსკორიაცია (ლათ.) - კანის დაბეჟილობა, დანაბეჟი.

ექსკრემენტი (ლათ.) - განავალი და შარდი.

ექსკრეტი (ლათ.) - ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტი, რომელიც გამოიდევნება ორგანიზმიდან.

ექსკრეცია (ლათ.) - ნივთიერებათ ცვლის გამოუყენებელი ან მავნე პროდუქტების ორგანიზმიდან გამოდევნის პროცესი; გამოყოფა.

ექსკურსანტი - ექსკურსიის მონაწილე.

ექსკურსი (ლათ.) - ძირითადი თემიდან გადახრა, მეორეხარისხოვანი ან თანამდევი საკითხის განსახილველად, წიაღსვლა.

ექსკურსია (ლათ.)

  1. კოლექტიური გამგზავრება სასწავლო-სამეცნიერო მიზნით, რისამე დასათვალიერებლად ან გასართობად.

  2. ასეთი გამგზავრების მონაწილეთა ჯგუფი.

ექსკურსიამძღოლი - ექსკურსიის ხელმძღვანელი, გიდი.

ექს-ლე-ბენი - ბალნეოლოგიური კურორტი საფრანგეთში, სავოის ალპების კალთაზე, ქალაქ შამბერის ჩრდილოეთით.

ექსლიბრისი (ლათ.) - საწიგნე ნიშანი, რაც წიგნის კუთვნილებაზე მიგვითითებს.

ექსოდი (ბერძნ.) - ანტიკურ თეატრში ტრაგედიის დასკვნითი ნაწილი და, აგრეთვე, მსახიობთა საზეიმო გასვლა სცენაზე.

ექსოვიტი - გუნდის თავი (საბა).

ექსონი - აშშ-ს ნავთობკომპანია, დაარსებულია 1882 წელს.

ექსორია (ბერძნ.)

  1. სამშობლოდან გაძევება ან გადახვეწა უცხო მხარეში.

  2. სხვაგან პატიმრად წარგზავნა (საბა).

ექსპანსია (ლათ.) - მბრძანებლობის, ზეგავლენის სფეროს გაფართოება პირველდაწყებით საზღვრებთან მიმართებაში.

ექსპანსიონიზმი - ექსპანსიის პოლიტიკა.

ექსპანსიონისტი - ექსპანსიონიზმის მომხრე.

ექსპანსიური (ფრანგ.) - ვინც თავის გრძნობებს ვერ ფარავს, ადვილად ამჟღავნებს.

ექსპანსიურობა - გრძნობათა უეცარი, ბობოქარი გამოვლინება.

ექსპატრიანტი - პირი, რომელმაც ექსპატრიაცია განიცადა.

ექსპატრიაცია და ექსპატრიირება (ლათ.) - ნებაყოფლობითი ან იძულებითი გასახლება სამშობლოდან, ჩვეულებრივ მოქალაქეობის გამოცვლით.

ექსპედიტორი - რისამე გამგზავნი, დამგზავნი, მიმწოდებელი.

ექსპედიცია (ლათ.)

  1. გაგზავნა, განაწილება რაიმესი (მაგალითად, კორესპონდენციის).

  2. დაწესებულების განყოფილება, რომელიც გაგზავნა-განაწილებითაა დაკავებული.

  3. ადამიანთა ჯგუფის გამგზავრება რაიმე საგანგებო მიზნის შესასრულებლად.

ექსპერიმენტატორი - ექსპერიმენტის მწარმოებელი.

ექსპერიმენტი (ლათ.) - ცდის სახეობა, რასაც მიზანმიმართული კვლევის ხასიათი გააჩნია და ხორციელდება ხელოვნურ პირობებში.

ექსპერიმენტული - ექსპერიმენტზე დაფუძნებული.

ექსპერტი (ლათ.) - სპეციალისტი, რომელიც იძლევა დასკვნას რაიმე საკითხის განხილვისას.

ექსპერტიზა (ფრანგ.) - სპეციალისტის მიერ ამა თუ იმ საკითხის გამოკვლევა, რის გადაწყვეტაც სპეციალურ ცოდნას საჭიროებს.

ექსპირაცია (ლათ.) - ამოსუნთქვა, ამოოხვრა.

ექსპლანტაცია (ლათ.) - ორგანიზმისაგან განცალკევებით ქსოვილის გამოზრდის, განვითარების ექსპერიმენტული მეთოდი.

ექსპლიკაცია (ლათ.)

  1. იგივეა, რაც ლეგენდა.

  2. მუზეუმის ექსპოზიციის მოკლე წერილობით თანხლება, რაც მოცემული მხატვრული ღირებულების ახსნა-განმარტებას და ღირებულებას შეიცავს.

  3. სპექტაკლის შემოქმედებითი გეგმა, რომელსაც ერთვის რეჟისორის მითითებანი გაფორმების, მოქმედ პირთა დახასიათებისა და მისთანების შესახებ.

ექსპლოზია (ფრანგ.) - სკდომა ხშული თანხმოვნების წარმოთქმის დროს.

ექსპლორერი (ინგლ. „აღმომჩენი“) - დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების ამერიკული ხომალდების სერია. 1958-81 წლებში სულ 65 „ექსპლორერი“ იქნა გაშვებული.

ექსპლუატატორი - პირი, რომელიც ექსპლუატაციას უწევს სხვის შრომას.

ექსპლუატაცია (ფრანგ.)

  1. სხვისი შრომის ნაყოფის მითვისება.

  2. ბუნებრივი სიმდიდრის გამოყენება.

  3. შრომის იარაღების და ტრანსპორტის გამოყენება.

ექსპლუატირებული - ვისაც ექსპლუატაციას უწევენ.

ექსპო - (შემოკლებულია) იგივეა, რაც ექსპოზიცია; მაგალითად, ექსპო-80 - 1980 წელს მოწყობილი გამოფენა.

ექსპოზე (ფრანგ.)

  1. ამა თუ იმ დოკუმენტის ან ამონაწერის მოკლე გადმოცემა.

  2. პარლამენტში - პრემიერ-მინისტრის ან მინისტრის მოკლე გამოსვლა მიმდინარე პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით.

ექსპოზიმეტრი - იგივეა, რაც ექსპონომეტრი.

ექსპოზიცია (ლათ.)

  1. ლიტერატურულ ნაწარმოებში მთავარი მოქმედი პირების და გარემოს წარმოჩენა ფაბულით გათვალისწინებული ძირითადი მოქმედების დაწყების წინ.

  2. მუსიკაში სონატური ფორმის საწყისი ნაწილი, სადაც ნაწარმოების ძირითადი თემებია მოცემული.

  3. მუზეუმებში ექსპონატების განლაგება.

  4. საგნის განათებულობის დონე.

  5. ფოტოგრაფიაში დრო, რომლის განმავლობაშიც ფოტოაპარატის ობიექტივი ღიაა გადასაღებად; დაყოვნება.

ექსპონატი (ლათ.) - ნივთი, რომელიც მუზეუმში დამთვალიერებელთათვისაა გამოფენილი.

ექსპონირება

  1. რისამე გამოფენა დასათვალიერებლად.

  2. იგივეა, რაც ექსპოზიცია (ფოტოგრაფიაში).

ექსპონომეტრი (ლათ.) - დანადგარი ექსპოზიციის გასარკვევად კინო და ფოტო გადაღებების დროს.

ექსპორტი და ექსპორტირება (ინგ.) - საქონლის ან კაპიტალის საზღვარგარეთ გატანა.

ექსპორტიორი (ინგლ.) - ექსპორტის მწარმოებელი, საზღვარგარეთ საქონლის გამტანი პირი.

ექსპრესი (ლათ.) - მატარებელი, ავტობუსი ან გემი, რომელიც შორეული მგზავრობისთვისაა განკუთვნილი და შედარებით მაღალი სიჩქარით მოძრაობს.

ექსპრესია (ლათ.) - გრძნობათა, განწყობათა თუ შეხედულებათა აშკარა, თვალშისაცემი გამომხატველობა.

ექსპრესიონიზმი (ფრანგ.) - მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში XX საუკუნის პირველ ნახევარში, რომელიც ერთადერთ რეალურ სინამდვილედ ადამიანის სუბიექტურ სულიერ სამყაროს მიიჩნევს.

ექსპრესიონისტი - ექსპრესიონიზმის მიმდევარი.

ექსპრესიული - ექსპრესიის ხასიათისა, გამომეტყველებითი, გამომსახველობითი.

ექსპრომტი (ლათ.)

  1. პატარა ლექსი, უფრო ხშირად სახუმარო ხასიათის, რაც წამიერად, იმპროვიზირებულადაა შექმნილი.

  2. ლირიული მუსიკალური პიესა იმპროვიზაციული ხასიათის (ძირითადად ფორტეპიანოსათვის).

ექსპროპრიატორი - ექსპროპრიაციის აღმსრულებელი, მონაწილე.

ექსპროპრიაცია (ფრანგ.) - საკუთრების ან სოციალური მდგომარეობის იძულებითი ჩამორთმევა.

ექსტაზი

  1. (ბერძნ.) - აღფრთოვანების უმაღლესი ზომა, უკიდურესი ნერვული დაძაბულობა, აღტყინება.

  2. პოპულარული სახელწოდება არალეგალური ნარკოტიკული საშუალებისა, რომლის სამედიცინო სახელწოდებაც MDMA-დ წოდებული 3,4-მეთილენედიოქსიმეტამფეტამინია.

ექსტემპორალე (ლათ.) - წერითი სავარჯიშოს ერთ-ერთი სახე - ტექსტის თარგმნა ბერძნულ ან ლათინურ ენაზე წინასწარი მომზადების გარეშე.

ექსტენსიური (ლათ.) - რაც დაკავშირებულია რაოდენობრივ (და არა ხარისხობრივ) ზრდასთან, გაფართოებასთან.

ექსტერი ალექსანდრა - რუსი მხატვარი ქალი (1882-1949 წწ).

ექსტერიერი (ფრანგ.) - ცხოველის გარეგნული შესახედაობა და აგებულება.

ექსტერიტორიზაცია - ინტერიორიზაციის საპირისპირო პროცესი, შინაგანი ფსიქიკური მოქმედების გაშლა გარეგანი ფორმით.

ექსტერიტორიულობა (ლათ.) - გარკვეულ უცხოელ პირთა ან უცხოურ ორგანიზაციათა განთავისუფლება ადგილობრივი კანონებისადმი დამორჩილებისაგან და მათთვის ზოგიერთი განსაკუთრებული უფლების მინიჭება.

ექსტერნატი - გამოცდების ჩაბარების წესი იმ პირთათვის, ვინც მოცემულ სასწავლებელში არ სწავლობს.

ექსტერნი (ლათ.) - პირი, რომელიც სასწავლებელში არ ირიცხება და ასე აბარებს გამოცდებს.

ექსტეროცეფცია (ლათ.) - გაღიზიანებათა მიღება ექსტერორეცეპტორებით, ე.ი. სხეულის ზედაპირზე განლაგებული რეცეპტორებით.

ექსტირპაცია (ლათ.) - რაიმე ორგანოს ან სიმსივნის მთლიანად მოცილება ქირურგიული საშუალებით.

ექსტრა (ლათ.)

  1. წინსართა, რომელიც აღნიშნავს ზემოთ, დამატებით ან ზღვარსმიღმა ყოფნას.

  2. ყველაზე კარგი, საუკეთესო (ითქმის ზოგ საქონელზე).

ექსტრადიცია და ექსტრადირება (ლათ.) - უცხო სახელმწიფოებისათვის დამნაშავეთა გაცემა, ჩაბარება.

ექსტრავაგანტური (ფრანგ.) - უჩვეულო, მიღებული წესებისა და ნორმებისაგან განსხვავებული ვინმე ან რამ.

ექსტრაკლასი - უმაღლესი კლასი, უმაღლესი ხარისხი რისამე.

ექსტრაორდინარული - უკიდურესი, გამონაკლისი, საგანგებო, არაჩვეულებრივი.

ექსტრაპოლაცია (ლათ.) - სტატისტიკაში მოვლენის ერთ ნაწილზე გაკვირვების შედეგად მიღებული დასკვნების გავრცელება მის მეორე ნაწილზე.

ექსტრასენსი (ლათ.) - ტერმინი, რომელიც გამოხატავს ადამიანს, რომელსაც ზემგრძნობიარე უნარი გააჩნია.

ექსტრასისტოლია (ლათ.) - გულის ნორმალური რიტმის დარღვევა, გულის ნაადრევი, რიგგარეშე შეკუმშვა.

ექსტრაქტი (ლათ.)

  1. საქმის შინაარსის მოკლედ გადმოცემა.

  2. პრეპარატი, რომელსაც იღებენ სამკურნალწამლო ნივთიერების გამოწურვით მცენარეული და ცხოველური ქსოვილებიდან რაიმე გამხსნელის საშუალებით.

ექსტრაქტორი

  1. ექსტრაჰირებისათვის საჭირო აპარატი.

  2. თოფის მექანიზმი გასროლილი ვაზნის სავაზნიდან ავტომატურად გამოსაგდებად.

ექსტრაქცია (ლათ.)

  1. კბილის ამოღების ოპერაცია.

  2. იგივეა, რაც ექსტრაჰირება.

ექსტრაჰირება (ლათ.) - ნარევიდან რაიმე ნივთიერების გამოყოფა, გამოცალკევება გამხსნელების საშუალებით.

ექსტრემალური - იხილე ექსტრემული.

ექსტრემიზმი (ლათ.) - უკიდურეს შეხედულებათა მხარდაჭერა.

ექსტრემისტი - ექსტრემიზმის მომხრე, უკიდურესი შეხედულებების მქონე, უკიდურესი ზომების მომხრე.

ექსტრემული (ლათ.)

  1. რაიმე სიდიდის ექსტრემუმთან დაკავშირებული.

  2. უკიდურესი, მეტისმეტი.

ექსტრემუმი (ლათ.) - სიდიდეთა უდიდესი ან უმცირესი მნიშვნელობა (იყენებენ მაქსიმუმისა და მინიმუმის ცნებათა გასერთიანებლად).

ექსტროსპექტული (ლათ.) - რაც დაკავშირებულია გარეგნულ გამოვლინებათა ობიექტურ დაკვირვებაზე.

ექსტრუზია (ლათ.) - დედამიწის ზედაპირზე ბლანტი ლავის ამონთხევის შედეგად წარმოქმნილი მაგმური სხეული.

ექსუდატი (ლათ.) - სითხე, რომელიც ანთებითი პროცესის დროს გამოდის წვრილი სისხლძარღვების კედლებიდან და გროვდება ქსოვილებში ან რომელიმე შინაგან ორგანოში.

ექსუდაცია - ექსუდატის წარმოქმნის პროცესი.

ექს-ჩემპიონი - ყოფილი ჩემპიონი.

ექსცენტრიადა - კინოში, ცირკში, თეატრში, ესტრადაზე კომედიური, გროტესკული გამოხატვა პერსონაჟთა ალოგიკური ქმედებებისა.

ექსცენტრიკა - იგივეა, რაც ექსცენტრიადა.

ექსცენტრიკი (ფრანგ.)

  1. მანქანის ან მექანიზმის ნაწილი, დისკო, რომელსაც ბრუნვის ღერძი ცენტრში კი არა აქვს, არამედ გვერდზე.

  2. მსახიობი, რომელიც ექსცენტრიკულ, სახუმარო ნომრებს ასრულებს.

ექსცენტრიკული

  1. ექსცენტრიკთან დაკავშირებული, რასაც ექსცენტრიკი აქვს.

  2. მათემატიკაში - რასაც საერთო ცენტრი არ აქვს.

  3. მკვეთრი ბგერითი ან მხედველობითი კონტრასტების, ძალიან სასაცილო ხერხების შემცველი სანახაობა.

  4. (გადატანით) მეტისმეტად უცნაური, არაჩვეულებრივი, ახირებული.

ექსცენტრისიტეტი (ფრანგ.) - მანძილი ექსცენტრიკის ბრუნვის ღერძსა და მის ცენტრს შორის.

ექსცესი (ლათ.)

  1. რაიმეს უკიდურესი გამოვლინება; ზედმეტობა.

  2. რაიმეს ნორმალური მსვლელობის დარღვევა.

ექსციზია (ლათ.) - მედიცინაში - ამოკვეთა.

ექსჰაუსტერი (ინგლ.) - გამომწოვი ვენტილატორი საწარმოებში, შახტებში.

ექსჰიბიციონიზმი (ლათ. ეხჰიბეო - „ჩვენება, დემონსტრირება”) - სქესობრივი უკუღმართობა, სასქესო ორგანოების საჯაროდ გაშიშვლება, გამოჩენა.

ექსჰუმაცია (ლათ.) - გვამის ამოთხრა საფლავიდან მისი ხელახალი ექსპერტიზის მიზნით.

ექტაზია (ლათ.) - რომელიმე ღრუ ორგანოს (მაგალითად, ბრონქების) სისხლძარღვების დაჭიმვა.

ექტიპოგრაფია (ბერძნ.) - ამობურცული ბეჭდვა უსინათლოთათვის.

ექტენია - იხილე კვერექსი.

ექტო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს „გარეთას“.

ექტოგენეზი (ბერძნ.) - საერთო სახელწოდება ევოლუციური მოძღვრების მიმართულებებისა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ორგანიზმების ისტორიული განვითარების მიზეზია გარემოსადმი უშუალოდ შეგუება, გარემოს ზემოქმედების ადექვატურად მათი შეცვლა.

ექტოდერმა (ბერძნ.) - მრავალუჯრედიანი ცხოველური ორგანიზმის ჩანასახის გარეთა ფენა, რომლისაგანაც შემდეგ წარმოიქმნება კანის ეპითელიუმი, ნერვული სისტემა, გრძნობის ორგანოები.

ექტოპარაზიტი - პარაზიტი, რომელიც ცხოვრობს ცხოველის ან მცენარის სხეულზე.

ექტოპია - შინაგანი ორგანოს ან ქსოვილის დაბადებისეული ან შეძენილი გადაადგილება, ზოგჯერ სხეულის ზედაპირზე ამოსვლით.

1.23 ეღ

▲back to top


ეღეგნაძორი - დაბა სომხეთში.

ეღვარდი - ისტორიული ძეგლებით მდიდარი უძველესი დასახლება სომხეთის აშტარაკის რაიონში.

ეღიაზარიანი გრიგორი - სომეხი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1908-1988 წწ).

ეღიშე

1) (ძვ.სომხ ელიშე) - V საუკუნის სომეხი ისტორიკოსი.

2) სომეხი მამაკაცების სახელი.

ეღრა - მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ხიფსთის მარჯვენა შენაკადი.

ეღრასტი - ქარია ერთი (საბა).

1.24 ეყ

▲back to top


ეყბალი (ეყბალ აშთიანი) აბას - ირანელი ისტორიკოსი და ფილოლოგი (1897-1956 წწ).

1.25 ეშ

▲back to top


ეშაფოტი (ფრანგ.) - ამაღლებული ფიცარნაგი, რომელზედაც სიკვდილით სჯიდნენ.

ეშბა ეფრემ - აფხაზი კომუნისტი-რევოლუციონერი (1893-1939 წწ).

ეშბერი ჯონ - ამერიკელი პოეტი, დრამატურგი (დაიბადა 1927 წელს).

ეშბი

  1. დოროთი (ნამდვილი სახელ ჯეინი) - ამერიკელი ჯაზის მუსიკოსი ქალი, არფისტი და პიანისტი (1932-1986 წწ).

  2. უილიამ როს - ინგლისელი ფსიქიატრი, კიბერნეტიკის სპეციალისტი (1903-1990 წწ).

ეშევენები (ფრანგ.) - თანამდებობის პირები ფეოდალური საფრანგეთის ქალაქებში, უპირატესად საქალაქო საბჭოს წევრები.

ეშელონი (ფრანგ.)

  1. საბრძოლოდ გამზადებული ჯარის ნაწილი, რომელიც განლაგებულია ფრონტზე ან სიღრმეში.

  2. სპეციალური მატარებელი, რომლითაც გადაჰყავთ ჯარის ნაწილები ან გადააქვთ სამხედრო ქონება.

ეშელონირება - ეშელონებად განლაგება, დაწყობა.

ე შენტაო - ჩინელი მწერალი (1894-1988 წწ).

ეშერა - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

ეშერი მორის კორნელიუს - ნიდერლანდელი მხატვარი, გრავიურის დიდოსტატი (1898-1972 წწ).

ეშვი - კბილი, რომელიც მოთავსებულია საჭრელ და ძირითად კბილებს შორის. ზოგ ცხოველს (მაგ. სპილოს) გარეთ აქვს გამოშვებული.

ეშთეჰა (იშტა) მირზა (ნამდვილი სახელი მირზა აბდ ალ-ლაჰ იბნ ფერიდუნ გორჯი) - სპარსელი პოეტი, წარმოშობით ქართველი (1829-1872 წწ).

ეში (ეშ-სიურ-ალზეტი) - ქალაქი ლუქსემბურგში, მდინარე ალზეტის ნაპირზე.

ეშიკაღასბაში (ეშიკაღასი) - საპოლიციო-ადმინისტრაციული აპარატის უფროსი გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში.

ეშიმენისი ფრანსესკ - კატალონიელი მწერალი, სასულიერო პირი (დაახლოებით 1340 - დაახლოებით 1409 წწ).

ეშკროფტი პეგი (ნამდვილი სახელი მარგარეტი) ინგლისელი მსახიობი ქალი (1907-1991 წწ).

ეშლი უილიამ ჯეიმზ - ინგლისელი ეკონომისტი და ისტორიკოსი (1860-1927 წწ).

ეშმა - იგივეა, რაც ეშმაკი.

ეშმაკეული - ეშმაკის კუთვნილი, ეშმაკისაგან შეპყრობილი.

ეშმაკი

  1. მსოფლიოს ხალხთა უმრავლესობისათვის ცნობილი ავი სული, ბოროტი საწყისი, ღმერთის მთავარი მოქიშპე, ყველა ცოდვისა და უბედურების მიზეზი, იგივე სატანა.

  2. მატყუარა, თვალთმაქცი ადამიანის დასახასიათებელი სიტყვა.

  3. ქართული იუმორისტული ალმანახის „ხუმარას“ გაგრძელება, გამოდიოდა თბილისში 1907-08 წლებში.

ეშმაკის მათრახი - ქართული ყოველკვირეული იუმორისტული ჟურნალი, გამოდიოდა თბილისში 1907-08 წლებში.

ეშმაკის მახე - ქართული ყოველკვირეული იუმორისტული ალმანახი, გამოდიოდა თბილისში 1911 წელს.

ეშმაკის სალამური - ქართული ყოველკვირეული იუმორისტული ალმანახი, გამოდიოდა თბილისში 1909 წელს.

ეშმაკობა - ეშმაკის დამახასიათებელი, ცუღლუტობა.

ეშმაკუნა - პატარა ეშმაკი.

ეშმაკური - თვალთმაქცური, ცბიერი.

ეშმი - ძვირფასი ქვა, იასპი.

ეშპაი ანდრეი ანდრეის ძე - რუსი სცენარისტი და რეჟისორი (დაიბადა 1956 წელს).

ეშპაი ანდრეი იაკობის ძე - რუსი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1925 წელს).

ეშრეფი მეჰმედ - თურქი პოეტი (1846-1912 წწ).

ეშტია - სოფელი და მთა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სამსარის ქედზე.

ეშტიისწყალი - მდინარე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარვანის მარჯვენა შენაკადი.

ეშტრემადურა (ესპანეთში - ესტრემადურა) - ისტორიული პროვინცია პორტუგალიის აღმოსავლეთ ნაწილში.

ეშყი მირ-ზადე - ირანელი პოეტი და პუბლიცისტი (1894-1924 წწ).

ეშ-შელიფი - (ყოფილი ორლეანვილი, ელ-ასნამი) - ქალაქი ალჟირის ჩრდილოეთ ნაწილში, ეშ-შელიფის ვილაიის ადმინისტრაციული ცენტრი (130 ათასი).

ეშხი (არაბ.)

  1. სიყვარული, ტრფობა.

  2. სილამაზე, სიტურფე, მიმზიდველობა, მომხიბვლელობა.

ეშხიანი - ტურფა, მომხიბლავი, მიმზიდველი.

1.26 ეჩ

▲back to top


ეჩეგარაი ი ეისაგირე ხოსე - ესპანელი დრამატურგი, 1904 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1832-1916 წწ).

ეჩევერია ესტებან ხოსე ანტონიო - არგენტინელი სოციოლოგი, პოეტი, ისტორიკოსი (1805-1851 წწ).

ეჩმიაძინი (1945 წლამდე ვაგარშაპატი) - ქალაქი სომხეთში, სადაც სომხურ-გრიგორიანული ეკლესიის საკათედრო ტაძარი მდებარეობს (65 ათასი).

ეჩო - ხის სათლელი იარაღი, პირბრტყელი და თოხივით მოხრილი.

1.27 ეც

▲back to top


ეცავა - დაბა, იხილე იეცავა.

ეცერი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ეციდიუმი - ჟანგა სოკოების სასპორე ორგანოები, რომელშიც წარმოიქმნება ეციდიოსპორები.

ეცტალის ალპები - აღმოსავლეთ ალპების ნაწილი იტალიასა და ავსტრიაში.

1.28 ეძ

▲back to top


ეძანი (დამბაშის გამოქვაბული, ბარმაქსიზი) - განვითარებული მეზეოლითის ხანის ნამოსახლარი წალკის ჩრდილოეთ ნაწილში.

ეძგვერაძე ბარნაბა - რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში (1884-1966 წწ).

ე ძიანინი - ჩინეთის სამხედრო, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1897-1990 წწ).

ეძინ-გოლი - იგივე ჟოშუი, მდინარე ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში (სიგრძე - 900 კილომეტრი).

ეძო - იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს ოფიციალური სახელი 1868 წლამდე.

1.29 ეწ

▲back to top


ეწერბაში - პირველი ეწერბაშის და მეორე ეწერბაშის გავრცელებული სახელი (სამტრედიის მუნიციპალიტეტი).

ეწერი

  1. საერთო სახელი ნიადაგის სხვადასხვა ტიპისა.

  2. მწირი, უნაყოფო, მცირემოსავლიანი მიწა.

  3. ბუჩქით, ისლით და მისთანებით დაფარული დაბლობი ადგილი.

  4. სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

  5. სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

  6. სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ძევრულის (ჩოლაბურის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 2 სოფელს: ახალუბანი, ეწერი.). ზღვის დონიდან - 200 მეტრი, თერჯოლიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1683 ადამიანი.

  7. სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

  8. სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

  9. სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

  10. ) სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

  11. იხილე ჯვარიეწერი.

ეწერის თემის საკრებულო - თემის საკრებულო სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მოიცავს 6 სოფელს: ახალსოფელი, გვიმრალა, კეჭინარი, ოჭოფა, პატარა ეწერი, ჯიქთუბანი.

ეწერფერდი - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

1.30 ეჭ

▲back to top


ეჭვგარეშე - რაც ეჭვს არ იწვევს.

ეჭვი

  1. რწმენის უქონლობა.

  2. ვარაუდი, ფიქრი, გუმანი.

ეჭვიანი

  1. ვინც ყველაფერს ეჭვით უყურებს.

  2. ვისაც ეჭვი ეპარება მეუღლის ერთგულებაში.

ეჭვმიტანილი - საეჭვოდ მიჩნეული.

ეჭვმიუტანელი - უეჭველი, ნამდვილი, სარწმუნო.

ეჭვნეულად - ეჭვით, ეჭვის თვალით.

1.31 ეხ

▲back to top


ეხ - იგივეა, რაც ეჰ.

ეხაგი - დაბა რუსეთის სახალინის ოლქში.

ეხვევი - XI საუკუნის დამდეგის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთნავიანი ეკლესია „დედა ღვთისა“ მდინარე ყვირილის ხეობაში, საჩხერიდან 10 კილომეტრზე. საყურადღებოა მისი ჩრდილოეთი და დასავლეთი შესასვლელების მოჩუქურთმებული ტიმპანები და დასავლეთ და აღმოსავლეთ სარკმლის საპირეები, სათაურები და შეწყვილებული გრეხილი „სვეტები“, რომლებიც ტაო-კლარჯეთის X-XI საუკუნეების ძეგლთა მორთულობის ენათესავება. ჩუქურთმები მაღალ პროფესიულ დონეზეა შესრულებული. თავდაპირველად ეკლესიას ეგვტერები ჰქონია, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისში შენობის შეკეთებისას ძველი სენაკების ნაშთებთან ერთად დაუნგრევიათ.

ეხი (გროტი)

  1. ბუნებრივი გამოქვაბული კლდეში.

  2. კლდე გამონახეთქი ქვაბივით (საბა).

ეხნატონი - იგივე ამენჰოტეპ IV, ეგვიპტის ფარაონი ძვ.წ.აღ. დაახლოებით 1424-1400 წლებში.

ეხო - (არასწორია) იხილე ექო.

ეხორი - ბურიატების ხალხური ცეკვა.

1.32 ეჯ

▲back to top


ეჯევითი ბიულენთ - თურქეთის პრემიერ-მინისტრი 1974 და 1978-79 წლებში (დაიბადა 1925 წელს).

ეჯი - კუნძული შპიცბერგენის არქიპელაგში, ეკუთვნის ნორვეგიას.

ეჯი

  1. მანძილის საზომი ერთეული, დაახლოებით 4-5 კმ.

  2. სამი მილი ერთი ეჯი არს (საბა).

ეჯიბი (არაბ.)

  1. ერთ-ერთი დიდი მოხელეთაგანი ქართველი მეფის (დიდებულის) სასახლეში.

  2. ქორწილში მეფის პირველი მაყარი, მეფის მეჯვარე. 3) მეფის მაგიერ მოლაპარაკე (საბა).

ეჯუორთი

  1. მარია - ირლანდიელი მწერალი ქალი (1767- 1849 წწ).

  2. ფრენსის ისიდრო - ინგლისელი ეკონომისტი, თავისი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური მეცნიერ-ეკონომისტი, მათემატიკური ეკონომიკური თეორიის დამაარსებელი (1845-1926 წწ).

1.33 ეჰ

▲back to top


ეჰ - შორისდებული, გამოხატავს დანანებას, წყენას.

ეჰა - შორისდებული, გამოხატავს მიმართვას, მოწოდებას.

ეჰანი - თევზი რამე არს მცირე, ზღვასა შინა ნავთა დააყენებს, რა ნავს მოეკიდოს (საბა).

ეჰეი - შორისდებული, გამოხატავს წყენას.

ეჰეჰეი - შორისდებული, გამოხატავს სევდიან ირონიას, სინანულს.

ეჰიმე - პრეფექტურა იაპონიაშია, კუნძულ სიკოკუს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ადმინისტრაციული ცენტრი - მაცუიამა.

ეჰლი შირაზი - იხილე აჰლი შირაზი.