The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი


საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბეჟაშვილი ლევან, ჩხაიძე თამარ, თარხნიშვილი შოთა
თემატური კატალოგი ლექსიკონები
საავტორო უფლებები: © საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ლექსიკონის შექმნის თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
ლექსიკონის აღწერა: (2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით) / ლევან ბეჟაშვილი, თამარ ჩხაიძე, შოთა თარხნიშვილი ; საქ. პარლამენტის იურიდ. საკითხთა კომ-ტი - თბ. : [სიესტა], 2008 - 365გვ. ; 20სმ. - : [ფ.ა.][MFN: 110846] საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი (2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით) თბილისი 2008



1 წინასიტყვაობა

▲back to top


ჩვენს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი ქართულ სამართლებრივ სივრცეში პირველი მცდელობაა ერთ კონად შეიკრას საქართველოს მოქმედ საკანონმდებლო აქტებში გაფანტული ტერმინები. ლექსიკონი ამომწურავად მოიცავს საკონონმდებლო ტერმინებს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, იძლევა დაწვრილებით ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რომელ საკანონმდებლო აქტში და კონკრეტულად რომელ მუხლშია ესა თუ ის ტერმინი მოცემული.

წარმოდგენილი ლექსიკონის მნიშვნელობა დიდია. მიგვაჩნია, რომ ის ფასდაუდებელ დახმარებას გაუწევს როგორც პროფესიონალ იურისტებს, ასევე მოქალაქეებს, რომელთაც სურთ გარკვეული ინფორმაციის მოპოვება მოქმედი საკანონმდებლო ტერმინების მნიშვნელობის თაობაზე. ამასთან ერთად, ლექსიკონი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ერთიანი საკანონმდებლო ტერმინოლოგიის დამკვიდრება საქმეში.

გვინდა უღრმესი მადლიერება გამოვხატოთ ევროკავშირის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეფორმის მხარდაჭერა“ (EUSPGeorgia) მიმართ ფინანსური, ორგანიზაციული და პროფესიული დახმარებისათვის.

ლექსიკონის გამოცემულია ევროკავშირის ფინანსური დახმარებით. ლექსიკონში მოცემული მასალები არ გამოხატავს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას.

2 საქართველოს საკანონმდებლო ტერმინები

▲back to top


2.1

▲back to top


აბიტურიენტი - სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სწავლის გაგრძელებას აპირებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

აბონენტი - ბოლო მომხმარებელი, რომელსაც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელთან წინასწარ გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე მიეწოდება საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემა - ტექნოლოგიური სისტემა, ტექნიკური საშუალებები და მათთან დაკავშირებული საოპერაციო მართვის პროგრამული უზრუნველყოფის რესურსები, რომლებიც უზრუნველყოფს აბონენტის მიერ ინდივიდუალური, კოდირებული ციფრული მაუწყებლობის მომსახურების მიღებას.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

აბრაზია - ზღვის ნაპირისა და მიმდებარე ტერიტორიის რღვევა-ჩარეცხვა წყლის მიმოქცევისა და ტალღების შედეგად.

(საქართველოს კანონი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა - გაუმჯობესების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

აბსოლუტური პრივილეგია - კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება.

(საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, 2004 წლის 24 ივნისი, მუხლი 1)

აგრომადნეულები - წიაღისეული, რომელსაც აქვს ნიადაგების გაუმჯობესებისა და ნაყოფიერების ამაღლების თვისებები.

(საქართველოს კანონი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა - გაუმჯობესების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

აგროქიმიკატები - სასუქები, ქიმიური მელიორანტები, აგრომადნეულები, საკვები დანამატები, რომლებიც გათვალისწინებულია მცენარეთა კვებისათვის, ნიადაგის ნაყოფიერების რეგულირებისა და ცხოველთა დამატებითი კვებისათვის.

(საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

აგროქიმიკატების ხელახალი რეგისტრაცია - სარეგისტრაციო მოწმობის მოქმედების ვადის გასვლისას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების განმეორებითი რეგისტრაცია.

(საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე და 1432-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის თანხმობას მის წინასწარგანზრახულ ექსპლუატაციაზე მნიშვნელობა არ ენიჭება.

(საქართველოს კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, 2006 წლის 28 აპრილი, მუხლი 3)

ადამიანით მოვაჭრე - ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა ჯგუფი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე ან/და 1432-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

(საქართველოს კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, 2006 წლის 28 აპრილი, მუხლი 3)

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი, რომლის მიზანია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა თავშესაფრით უზრუნველყოფა და იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა სახის მომსახურება მათი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის, რეაბილიტაციისა და ოჯახსა და საზოგადოებაში სრული რეინტეგრაციის მიზნით.

(საქართველოს კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, 2006 წლის 28 აპრილი, მუხლი 3)

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი - პირი, რომელსაც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ მიჩნეულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად.

(საქართველოს კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, 2006 წლის 28 აპრილი, მუხლი 3)

ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემო - გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ გარემოს, სახეცვლილ და შერეული ტიპის ეკოსისტემებს, ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ანთროპოგენულ ლანდშაფტებს.

(საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ, 1996 წლის 10 დეკემბერი, მუხლი 4)

ადგილზე მოქმედების კოორდინატორი - ნავსადგურის კაპიტანი, საძიებოსამაშველო ერთეულის კაპიტანი, საზღვაო გემის ან საფრენი აპარატის კაპიტანი, რომელიც კოორდინაციას უწევს საძიებო-სამაშველო ოპერაციებს.

(საქართველოს კანონი საზღვაო - სამაშველო სამსახურის შესახებ, 2000 წლის 29 სექტემბერი, მუხლი 3)

ადგილობრივი დაშვების ქსელი - ადგილობრივი მომსახურების ზონაში ოპერატორის სადენიანი (ელექტროსადენიანი ან ოპტიკურ-ბოჭკოვანი) საკაბელო-სახაზო მეურნეობა ან უსადენო (ფიქსირებული რადიოსიხშირული ან ღია ოპტიკური) დაშვების ტექნიკური საშუალებები ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების მიზნით, ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ ტერმინალურ მოწყობილობასა და საკომუტაციო ან გადამცემ სადგურს შორის გამოძახებების ან საინფორმაციო სიგნალების გასატარებლად, ციფრული მაუწყებლობის სიგნალების გადასაცემად.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი - 1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შემოსულობების, მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების ძირითადი საფინანსო გეგმა, რომელიც დამტკიცებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) მიერ.

საქართველოს კანონიადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ, 2006 წლის 24 მაისი, მუხლი 2)

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შემოსულობების, მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების ნუსხა, რომელსაც ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო (საკრებულო).

(საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ, 2003 წლის 24 აპრილი, მუხლი 3)

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების შეფასება - ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობისა და ბიუჯეტის შესრულებიდან გამომდინარე მიღებული სოციალური შედეგების და ხარჯების ეფექტიანობის შეფასება.

(საქართველოს კანონი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ, 2006 წლის 24 მაისი, მუხლი 2)

ადგილობრივი თვითმმართველობა, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული, ექსკლუზიური, დელეგირებული და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებები - შეესაბამება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში მოცემულ განმარტებებს.

(საქართველოს კანონი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ, 2006 წლის 24 მაისი, მუხლი 2)

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო; საქართველოს დედაქალაქის - თბილისის, მუნიციპალიტეტის და თვითმმართველი ქალაქის საკრებულო.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

ადგილობრივი მაუწყებლობა - ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია ლიცენზიით განსაზღვრული მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, რომელიც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრების მაჟორიტარული წესით ასარჩევად.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

ადგილობრივი მომსახურების ზონა - მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული (ტერიტორიული) სეგმენტი, სადაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ბოლო მომხმარებლისთვის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა - მგზავრის გადაყვანა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით ქალაქის (რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში) ადმინისტრაციული ტერიტორიის საზღვრებში.

(საქართველოს კანონი საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ, 1995 წლის 4 აპრილი, მუხლი 1)

ადგილობრივი სარკინიგზო მიმოსვლა (გადაყვანა-გადაზიდვა) - მგზავრთა გადაყვანა, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

ადგილობრივი საჰაერო ხაზი - სამეთვალყურეო რაიონი ან მისი ნაწილი, რომელიც უზრნველყოფილია აეროდრომით, სანაოსნო, საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებებით და წარმოადგენს საჰაერო სივრცეში სიმაღლესა და სიგანეში შეზღუდულ, საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენისათვის განკუთვნილ დერეფანს საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

ადგილობრივი ტყის ფონდი - სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ნაწილი, რომელთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს ამ კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არეგულირებენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.

(საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსი, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 5)

ადგილობრივი ხელისუფლება - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ, 2003 წლის 24 აპრილი, მუხლი 3)

ადეკვატური საკვები - ბავშვის ასაკის, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი საკვები.

(საქართველოს კანონი ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ, 1999 წლის 9 სექტემბერი, მუხლი 3)

ადვოკატურა, საადვოკატო ბიურო, ფირმა - ორგანიზაციული წარმონაქმნი, სადაც მუშაობენ საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადვოკატთა კოლეგიების წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილნი არიან აწარმოონ საადვოკატო საქმიანობა.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

ადმინისტრატორი - ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის (გამგეობის) ან სარევიზიო კომისიის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც დამოუკიდლებლად ან ერთ ან მეტ პირთან ერთად უფლებამოსილია იკისროს ვალდებულებები ბანკის სახელით.

(საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1)

ადმინისტრაცია - საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საზღვაო ადმინისტრაცია.

(საქართველოს კანონი მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ, 2000 წლის 26 სექტემბერი, მუხლი 1)

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) - ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

ადმინისტრაციულ - ტექნიკური პერსონალი - დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებული პირები, რომლებიც ასრულებენ ფინანსური, მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფისა და დამხმარე ხასიათის სხვა ფუნქციებს.

(საქართველოს კანონი დიპლომატიური სამსახურის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

ადმინისტრაციული ბარიერი - სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს მიერ შესაბამისი კანონმდებლობით მასზე დელეგირებული უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენება (ზედმეტი დოკუმენტების მოთხოვნა, ეკონომიკური საქმიანობის დაწყებისთვის აუცილებელი დოკუმენტების გაცემის დაუსაბუთებელი შეფერხება და სხვა).

(საქართველოს კანონი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ, 2005 წლის 3 ივნისი, მუხლი 2)

ადმინისტრაციული ორგანო -

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ორგანო.

(საქართველოს კანონი პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 3)

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორგანო.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

3. ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერის სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანო, დაწესებულება ან პირი, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლობისა.

(საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, 2004 წლის 24 ივნისი, მუხლი 1)

5. ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერის სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

ადმინისტრაციული საჩივარი - დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების 11 შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

ადმინისტრაციული ხელშეკრულება - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

ადმინისტრაციული წარმოება - ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

ადრეული ასაკის ბავშვი - ბავშვი 12 თვიდან 3 წლამდე.

(საქართველოს კანონი ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ, 1999 წლის 9 სექტემბერი, მუხლი 3)

აეროდრომი - მიწის ან წყლის ზედაპირის გარკვეული ფართობი (მასზე განლაგებული შენობებით, ნაგებობებითა და მოწყობილობებით), რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისათვის.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

აეროპორტი - საავიაციო საწარმო, რომელიც ახორციელებს საჰაერო გადაყვანაგადაზიდვებს, საჰაერო ხომალდების მოძრაობას და ამ მიზნით აქვს აეროდრომი, აეროვაგზალი, აგრეთვე სხვა მიწისზედა ნაგებობები, მოწყობილობები და ჰყავს მომსახურე პერსონალი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

აეროპორტის საზედამხედველო არე - ჰორიზონტალური და ვერტიკალური სიბრტყეებით შეზღუდული საჰაერო ნაწილი, აეროპორტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის თავზე.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

ავალი -

1. სათამასუქო თავდებობა.

(საქართველოს კანონი თამასუქის შესახებ, 1995 წლის 19 აპრილი)

2. საჩეკო თავდებობა.

(საქართველოს კანონი ჩეკის შესახებ, 1995 წლის 19 აპრილი)

ავარიული სტადია - გაურკვევლობის, განგაშის ან განსაცდელის სტადიის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი.

(საქართველოს კანონი საზღვაო - სამაშველო სამსახურის შესახებ, 2000 წლის 29 სექტემბერი, მუხლი 3)

ავთენტიკურობა - ობიექტის, მისი სტრუქტურული ელემენტის, გარემოს, კონტექსტის, ფუნქციის ან/და თვისებების პირველქმნილობა, მათი შექმნის ან ჩამოყალიბების თანადროულობა.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

ავიაკომპანიის სატარანსპორტო პილოტი - ნებისმიერ თვითმფრინავზე ან შვეულმფრენზე მეთაურის ან მეორე პილოტის დანიშნულების შესრულების უფლების მქონე: „ავიკომპანიის სატარნსპორტო პილოტის“ მოწმობის მფლობელი პილოტი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

ავტონომია - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი ერთეულის თავისუფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

ავტონომიური რეგლამენტირების უფლება - ეროვნული ბანკის უფლება დამოუკიდებლად, სხვა პირებისა და ორგანოების ჩაურევლად მოამზადოს და მიიღოს (გამოსცეს) სამართლებრივი აქტი.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლება - აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ, 2003 წლის 24 აპრილი, მუხლი 3)

ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი, რომლებიც მოიცავს ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ავტონომიური რესპუბლიკების შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს, მათ შემოსულობებსა და გადასახდელებს.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ, 2003 წლის 24 აპრილი, მუხლი 3)

ავტორი - ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები.

(საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

ავტორიზაცია - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ავტორიზებული პირი - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ რეგისტრირებული ნებისმიერი სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას (ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი) ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას (ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი).

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ავტორიზებული პირების ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება - მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ორი ან მეტი ავტორიზებული პირის ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, ანუ ისეთი მდგომარეობა, როცა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული ანალიზი ადასტურებს, რომ ბაზრის ამ სეგმენტზე ჩამოყალიბებული კონიუნქტურა და კონკურენციის მახასიათებლები მათი შეთანხმებულად მოქმედებისა და ბაზარზე არაკონკურენტული უპირატესობის ერთობლივად მოპოვების შესაძლებლობას იძლევა, მაშინაც კი, თუ მათ შორის არ არსებობს სტრუქტურული ან სხვა სახის, მათ შორის, სახელშეკრულებო ურთიერთობები.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვა - საავტომობილო გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა/ტვირთის გადაზიდვა.

(საქართველოს კანონი საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ, 1995 წლის 4 აპრილი, მუხლი 1)

ავტოსატრანსპორტო საშუალება - ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად.

(საქართველოს კანონი საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ, 1995 წლის 4 აპრილი, მუხლი 1)

აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი - აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელი.

(საქართველოს კანონი ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, 2005 წლის 25 მარტი, მუხლი 3)

აზარტული თამაში - თამაში, რომლის შედეგია ფულის, საკუთრების, საკუთრების უფლების წაგება ან მოგება, რაც დამოკიდებულია შემთხვევითობაზე.

(საქართველოს კანონი მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის 14 შესახებ, 2001 წლის 28 სექტემბერი, მუხლი 3)

აზარტული თამაშობები - თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე, ტარდება ბანქოს დასტის, კამათლის, სათამაშო ბორბლის (რულეტის) ან სათამაშო აპარატის მეშვეობით და მასში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა.

(საქართველოს კანონი ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, 2005 წლის 25 მარტი, მუხლი 3)

აზარტული სათამაშო ავტომატი - მექანიკური ან ელექტრონული მექანიზმი, რომლით თამაშის შედეგია ფულის წაგება ან მოგება.

(საქართველოს კანონი მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, 2001 წლის 28 სექტემბერი, მუხლი 3)

აზარტული სათამაშო დაწესებულება - დაწესებულება, სადაც იმართება აზარტული თამაში.

(საქართველოს კანონი მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, 2001 წლის 28 სექტემბერი, მუხლი 3)

აზრი -

1. შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს.

(საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, 2004 წლის 24 ივნისი, მუხლი 1)

2. შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს.

(საქართველოს კანონიმაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

ათვისების გეგმა - ნავთობისა და გაზის საბადოს ათვისების გეგმა.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

აკადემიური თავისუფლება - აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა უფლება დამოუკიდებლად განახორციელონ სამეცნიერო კვლევა, სწავლება და სწავლა.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

აკადემიური მობილობა - სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილება სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, საქართველოს კანონმდებლობითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, აკადემიური ხარისხებისა და კვალიფიკაციის ცნობით.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

აკადემიური საბჭო - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.

(საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

აკადემიური უმაღლესი განათლება - უმაღლესი განათლების კურსი, რომელიც შეიცავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

აკადემიური უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო - ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შემადგენელი დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია საქართველოში არსებული აკადემიური უმაღლესი განათლების ყველა კვალიფიკაცია.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

აკადემიური ხარისხი - ხარისხი, რომელიც მიენიჭება პიროვნებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი უმაღლესი განათლების საფეხურის დამთავრებისას.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

აკადემიური წოდება - წოდება (საპატიო დოქტორი, ემერიტუსი), რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება უცხო ქვეყნის მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის ან საქართველოს მოქალაქეს აკადემიურ მოღვაწეობაში პროფესიული აღიარებისათვის.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

აკრედიტაცია -

1. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საექსპერტო შეფასება, რომლის განხორციელების შემდეგაც აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი შესაბამისი მოწმობის გაცემით ოფიციალურად აღიარებს იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას.

(საქართველოს კანონი „ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 4)

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსის (სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლების) დადგენის პროცედურა. ამ პროცედურას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი (შემდგომში - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი) სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ინსტიტუციური აკრედიტაცია) ან/და საგანმანათლებლო პროგრამის (პროგრამული აკრედიტაცია) შესაბამისობის დადგენით.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

3. ბირჟის მიერ იურიდიული ან/და ფიზიკური პირისათვის ბირჟის შუამავლის რწმუნების მიცემა.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 2)

4. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საექსპერტო შეფასება, რომლის განხორციელების შემდეგაც აკრედიტაციის ეროვნული ორგანო შესაბამისი ატესტატის (მოწმობის) გაცემით ოფიციალურად აღიარებს იურიდიული ან ფიზიკური პირის შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული (სპეციფიკური) საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას.

(საქართველოს კანონი პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 3)

5. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პროფესიულ სტანდარტთან, სტანდარტულ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამასთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმატივებთან შესაბამისობის დადასტურება.

(საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 4)

აკრედიტაციის ეროვნული ორგანო - ამ კანონის საფუძველზე შექმნილი ორგანო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს შესაბამისობის შემფასებელ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა აკრედიტაციას.

(პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ, საქართველოს კანონი, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 3)

აკრედიტაციის მოწმობა - დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული (სპეციფიკური) საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას

(„პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“, საქართველოს კანონი, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 3)

აკრძალული პესტიციდი - პესტიციდი, რომლის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით ნებისმიერ სფეროში აკრძალულია სარეგისტრაციო ორგანოს გადაწყვეტილებით.

(საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

ამოწურვადი რესურსი - რადიოსიხშირული სპექტრი ან/და ნუმერაციის რესურსი.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური - რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობისათვის ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა განისაზღვრება აუქციონის საფუძველზე და რომელიც სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ანაბარი -

1. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისა და საკრედიტო კავშირის წევრის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები, რომლებზედაც საკუთრების უფლებას იძენს საკრედიტო კავშირი და რომლებსაც, როგორც წესი, ერიცხება პროცენტი.

(საქართველოს კანონი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების- საკრედიტო კავშირების შესახებ, 2002 წლის 4 ივლისი მუხლი 1)

2. კომერციულ ბანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში პირის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები, რომლებზედაც საკუთრების უფლებას იძენს კომერციული ბანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება და რომელსაც, როგორც წესი, ერიცხება პროცენტები.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

ანალიზი - მავნე ორგანიზმის გამოვლენის ან მისი იდენტიფიკაციის მიზნით სამსახურის მიერ ჩატარებული არავიზუალური ოფიციალური შემოწმება.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ, 1997 წლის 15 მაისი, მუხლი 1)

ანალიზის შედეგი - ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება თესლის (სარგავი მასალის) ხარისხის განსაზღვრისათვის ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის შედეგი.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

ანგარიშვალდებული საწარმო - ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საწარმო.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

ანგარიშის მფლობელი ბანკი - ნებისმიერი ბანკი, რომელსაც ანგარიში აქვს ეროვნული ბანკის დავთრებში.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

ანთროპოგენური ზემოქმედება -

1. ადამიანის, საზოგადოების მხრიდან სასიცოცხლო გარემოზე გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი გარდამქმნელი ზემოქმედება, რასაც უმეტესწილად მოსდევს ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა და ბუნებრივი რესურსების აღუდგენელი განადგურება.

(საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, 1996 წლის 7 მარტი, გამოყენებული ტერმინები)

2. ადამიანის, საზოგადოების მხრიდან სასიცოცხლო გარემოზე გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი გარდამქმნელი ზემოქმედება, რომელსაც უმეტესწილად მოსდევს ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა და ბუნებრივი რესურსების აღუდგენელი განადგურება.

(საქართველოს კანონი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 2003 წლის 22 აპრილი, მუხლი 1)

3. ადამიანის, საზოგადოების მხრიდან სასიცოცხლო გარემოზე გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი გარდამქმნელი ზემოქმედება, რომელსაც უმეტესწილად მოსდევს ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა და ბუნებრივი რესურსების აღუდგენელი განადგურება.

(საქართველოს კანონი კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 1998 წლის 9 დეკემბერი, მუხლი 1)

ანტიდოტები - პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არასწორი ხმარებით გამოწვეული მოწამვლის საწინააღმდეგო საშუალებანი.

(საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

არაამორტიზებადი ძირითადი საშუალება - ძირითადი საშუალება, რომელიც ექსპლუატაციის დროს არ კარგავს თავის ღირებულებას.

(საქართველოს კანონისაქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

არაგადამდებ სნეულებათა საწინააღმდეგო ღონისძიებები - პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებების, მათ შორის, ქირურგიული, კოსმეტიკური, გინეკოლოგიური და სხვა სპეციალური ოპერაციების, ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი ვეტერინარიის შესახებ, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1)

არადისკრიმინაციულობა - გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღების აკრძალვა და თანაბარი მოპყრობის ვალდებულება.

(საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, 2004 წლის 24 ივნისი, მუხლი 1)

არათავისუფლად ბრუნვადი საქონელი - საქონელი, რომლის წარმოება, იმპორტი, მიწოდება და მოხმარება ხდება შეზღუდული (სპეციფიკური), განსაკუთრებული პირობებით.

(საქართველოს კანონი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ, 2005 წლის 3 ივნისი, მუხლი 2)

არაკონკურენტული გარემო - სასაქონლო ბაზრები, სადაც შესაძლებელია კონკურენციის არსებობა, მაგრამ იგი შეზღუდული ან/და აკრძალულია სახელმწიფო ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ.

(საქართველოს კანონი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ, 2005 წლის 3 ივნისი, მუხლი 2)

არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი.

(საქართველოს კანონი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“, 2003 წლის 6 ივნისი. მუხლი 2)

არამაგისტრალური მილსადენი - მხოლოდ ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილ ფართობზე განლაგებული შემკრები და ტექნოლოგიური მილსადენები.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

არამატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი - ფასიანი ქაღალდი, რომელიც არ არსებობს ქაღალდის ფორმით, მაგრამ არსებობს ჩანაწერის სახით ფასიანი ქაღალდების რეესტრში ან ცენტრალურ დეპოზიტარში ბენეფიციარი მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის სახელზე.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

არამატერიალური აქტივი - ფიზიკური ფორმის არმქონე იდენტიფიცირებადი არაფულადი აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, სხვისთვის იჯარით გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის. არამატერიალურ აქტივს მიეკუთვნება საავტორო უფლება, პატენტი, სავაჭრო ნიშანი, გუდვილი, კომპიუტერული პროგრამა, ლიცენზია, იჯარის უფლება, ფრანჩიზი, საბადოების დამუშავების უფლება, იმპორტისა და ექსპორტის სპეციალური უფლებები.

(საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა - ზეპირსიტყვიერების ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, ენის, როგორც მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მატარებლის, ჩათვლით, საშემსრულებლო ხელოვნება, ადათ-წესები, ჩვეულებები, ტრადიციულ ხელოვნებასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, ასევე მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული სივრცეები, რომლებიც საზოგადოების, ჯგუფებისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ცალკეული პირების მიერ აღიარებულია მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

არაორგანიზებული ტურისტი - ტურისტი, რომელიც მოგზაურობს ინდივიდუალურად ხელშეკრულების, საგზურის, სამარშრუტო წიგნაკის გარეშე.

(საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტის შესახებ, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2)

არაპირდაპირი გადასახადი - გადასახადი (დღგ, აქციზი და სხვა), რომელიც დგინდება მიწოდებული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას. არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება გადასახადის გადამხდელად.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

არაპირდაპირი დაშვება - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან, ან მათი გამოყენებით განხორციელებულ (ან განხორციელებად) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან მსურველი ავტორიზებული პირის დაშვება სხვა ტრანზიტული კავშირის (მომსახურების) ოპერატორის ქსელების გავლით.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

არაპირდაპირი მონაწილეობა - კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალში წილის ფლობა შესაბამისი მესამე პირის მეშვეობით.

(საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1)

არარეგულარული (ჩარტერული) ერთჯერადი საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა - კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, რომელიც სრულდება განრიგის გარეშე და რომლის ყოველი რეისი მოითხოვს შესაბამის ნებართვას ფრენების დაგეგმვისათვის.

(საქართველოს კანონი სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, 2000 წლის 15 სექტემბერი, მუხლი 3)

არარეგულარული (ჩარტერული) მრავალჯერადი საჰაერო გადაყვანაგადაზიდვა - კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, რომელიც სრულდება რეგულარულად, მაგრამ მხოლოდ წელიწადის განსაზღვრულ დროს (სეზონურად, არა უმეტეს 3 თვისა).

(საქართველოს კანონი სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, 2000 წლის 15 სექტემბერი, მუხლი 3)

არარეზიდენტი - პირი, რომელიც არ არის რეზიდენტი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

არარეზიდენტი პირი - პირი, რომელიც არ არის რეზიდენტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

(საქართველოს კანონი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 2)

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება - საკრედიტო კავშირი - კოოპერატივის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული საწარმო, რომელიც მხოლოდ თავისი წევრებისაგან იღებს ანაბრებს, აძლევს მათ სესხს, ახორციელებს ამ კანონით ნებადართულ საბანკო საქმიანობას და რომლის მთავრესი მიზანი არ არის მოგების მიღება.

(საქართველოს კანონი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ, 2002 წლის 4 ივლისი, მუხლი 1)

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება - იურიდიული პირი, რომელიც არ წარმოადგენს კომერციულ ბანკს და უფლებამოსილია მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით თავისი სახელით აწარმოოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბანკო საქმიანობის ნაწილი, გარდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ ლიცენზირებული პირისა.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

არასაერთო სარგებლობის ადგილები - დახურული და ღია საწყობები, აგრეთვე რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სპეციალურად გამოყოფილი მიწის ნაკვეთები, რომლებიც არ არის რკინიგზის მფლობელობაში ან მის მიერ იჯარით გადაცემულია სხვა პირთა სარგებლობაში და გამოიყენება ტვირთის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის დატვირთვის, გადმოტვირთვის, დახარისხებისა და შენახვისათვის.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

არასათანადო ზემოქმედება და არასამართლებრივი ჩარევა - პირის ქმედება, კერძოდ, ზემოქმედება, ჩარევა, ხელის შეშლა ან სხვაგვარი ზეგავლენა დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოში მიმდინარე განხილვების შედეგებზე ან მის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე ან კომისიონერის თავისუფალ და დამოუკიდებელ მსჯელობებზე ან აპარატის თანამშრომელთა საქმიანობაზე, იმ გზით, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონს და საქართველოს კანონმდებლობას, იმ მიზნით, რომ მიიღოს სარგებელი ან განსაკუთრებული მოპყრობა.

(საქართველოს კანონი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ, 2002 წლის 13 სექტემბერი, მუხლი 3)

არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობა - პირის მიერ სხვა პირისათვის საფასურის გადახდით ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) დროებით მფლობელობაში, მართვაში ან სარგებლობაში გადაცემა, ამ ქონებაზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების გადაცემისა და ქონების შემდგომი გასხვისების შესაძლებლობის გარეშე. ასეთი გადაცემა არ უნდა განეკუთვნებოდეს ფინანსურ საქმიანობას და ქონების მიმღები პირისათვის არ უნდა წარმოშობდეს გადაცემული ქონების მიზნობრივ გამოყენებასთან დაუკავშირებელ დამატებით ვალდებულებებს ან ამ ქონების ფლობისათვის, მართვისათვის ან ამ ქონებით სარგებლობისათვის საფასურის გადახდასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას განეკუთვნება:

ა) დაქირავებით მუშაობა;

ბ) ფულადი სახსრების განთავსება ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში;

გ) ქონების იჯარით გადაცემა, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაქირავება ან იჯარით გადაცემა;

დ) ქონების მართვა მინდობილობით;

ე) ფიზიკური პირის მიერ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის დამოუკიდებლად განხორციელება.

თუ ამ მუხლის მე-4 ნაწილით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას უთანაბრდება საწარმოს საწესდებო კაპიტალში წილის ან ფასიანი ქაღალდების შეძენა (რეალიზაცია), ობლიგაციებისა და სხვა სავალო ვალდებულებათა შეძენა (რეალიზაცია), საპაიო საინვესტიციო ფონდში პაის შეძენა (რეალიზაცია), აგრეთვე გამყიდველის საკუთრებაში არსებული საავტორო ან სხვა ანალოგიური უფლებების რეალიზაცია.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 13)

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - მიწა, რომელიც არ არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

არასატარიფო ღონისძიებები - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ან დაცვითი ღონისძიებები, საქონლის საქართველოში შემოტანასა და საქართველოდან გატანაზე დაწესებული აკრძალვები ან/და შეზღუდვები.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი - იურიდიული პირი, რომელიც განსაზღვრულია „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით.

(საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ, 1997 წლის 2 მაისი, მუხლი 2)

არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი - „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იურიდიული პირი.

(საქართველოს კანონი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 2)

არასრულწლოვანი - პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.

(საქართველოს კანონი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

არაფორმალური განათლება - პროფესიული განათლება, გარდა პროფესიული უმაღლესი განათლებისა, რომელიც პირმა მიიღო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან დამოუკიდებლად ან არააკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად.

(საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 4)

არსებითი ნაკლოვანება - ნაკლოვანება, რომელიც დაუშვებელს ან შეუძლებელს ხდის პროდუქციის გამოყენებას მისი მიზნობრივი დანიშნულებით, ან როდესაც შეუძლებელია მისი აღმოფხვრა ან რომლის აღმოფხვრას სჭირდება შრომისა და დროის დიდი დანახარჯები, ან რომელიც თავს იჩენს ნაკლოვანების აღმოჩენების შემდეგაც.

(საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, 1996 წლის 20 მარტი, შესავალი)

არსებითი (ფაქტი ან მოვლენა) - ფაქტი ან მოვლენა, რომელსაც, კეთილგონიერების ფარგლებში, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ინვესტორი ან პოტენციური ინვესტორი ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღებისას.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

არსებული ხელშეკრულება - საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე სახელმწიფოს ან/და სახელმწიფოს სახელით ნავთობის ეროვნულ კომპანიასა და ინვესტორს შორის ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება, ან/და სახელმწიფოს სახელით გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

არქეოლოგიური გათხრები - არქეოლოგიური ობიექტების გამოვლენისა და მეცნიერული შესწავლის მიზნით ჩატარებული მიწის ან წყალქვეშა სამუშაოები.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

არქეოლოგიური დაზვერვა - არქეოლოგიური ობიექტის არსებობის, მისი სტრატიგრაფიისა და ქრონოლოგიის ვიზუალურად ან სასინჯი თხრილებით განსაზღვრა.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

არქეოლოგიური ობიექტი - 100 ან მეტი წლის წინ ნაწილობრივ ან სრულად განამარხებული ან წყალქვეშ მოქცეული ნაშთი, კულტურული ფენა, რომელიც შექმნილია ადამიანის მიერ ან ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგად ან რომელსაც ატყვია ადამიანის ზემოქმედების კვალი.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

არქეოლოგიური სამუშაოები - სამეცნიერო საქმიანობა, რომელიც მიმართულია არქეოლოგიური ობიექტების გამოსავლენად და შესასწავლად; არქეოლოგიური ობიექტის მოკვლევის, გათხრის, რესტავრაცია-კონსერვაციისა და მეცნიერული შესწავლის სრული ციკლი.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო - საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექცია (არქმშენინსპექცია) და მის სისტემაში შემავალი ადგილობრივი ინსპექციები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

(საქართველოს კანონი სამშენებლო საქმიანობის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 3)

არჩევნები - ამ კანონის მიზნებისთვის არჩევნები არის საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოების და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა საყოველთაო არჩევნებით.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

არჩევნების დასასრული - შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული არჩევნების საბოლოო შედეგების (არჩევნების მეორე ტურისა და განმეორებითი კენჭისყრის ჩათვლით) შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების თარიღი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

არჩევნების დღე - საერთო ან ხელახალი არჩევნების ჩატარების დღე.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

არჩევნების მეორე ტური - კენჭისყრა, რომელიც იმართება ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და ვადებში, როდესაც არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

ასისტენტ-პროფესორი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობა, რომელზეც შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც არის დოქტორი ან დოქტორანტი და უძღვება ლაბორატორიულ, სასემინარო ან პრაქტიკულ მეცადინეობებს.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

ასოცირებული პროფესორი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობა. ასოცირებული პროფესორი მონაწილეობს სასწავლო პროცესში და ხელმძღვანელობს სტუდენტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

ატესტაცია - უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არაფორმალური გზით შეძენილი სახელობო განათლების მქონე პირის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება და შესაბამისი კვალიფიკაციის დადასტურება.

(საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 4)

ატმოსფერული ჰაერი - ატმოსფერული გარსის ჰაერი, შენობა-ნაგებობებში არსებული ჰაერის გარდა.

(საქართველოს კანონი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

აუდიოვიზუალური ნაწარმოები - ნაწარმოები, რომელიც შედგება თანამიმდევრული გამოსახულებებისაგან ხმის თანხლებით ან/და უამისოდ, ქმნის მოძრაობის შთაბეჭდილებას და შეიძლება აღქმულ იქნეს მხედველობით ან/და სმენით. აუდიოვიზუალურ ნაწარმოებს მიეკუთვნება კინემატოგრაფიული და სხვა ნაწარმოებები, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით (ტელე, ვიდეო, დიაფილმები და სხვა).

(საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელი (პროდიუსერი) - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც თავის თავზე აიღო ინიციატივა და იკისრა პასუხისმგებლობა ასეთი ნაწარმოების დამზადებისათვის; თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება, აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებლად მიიჩნევა ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სახელი ან დასახელებაც სათანადო წესით აღნიშნულია ნაწარმოებზე.

(საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

აუდიტორი - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგულირებადი აუდიტორი. აუდიტორი ან ნებისმიერი აუდიტორული კომპანია, რომელთანაც იგი არის აფილირებული, დამოუკიდებელი უნდა იყოს ამ მუხლის მე-11 პუნქტში აღნიშნული იმ პირისაგან, რომელსაც ის ემსახურება, როგორც აუდიტორი.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

აუქციონი - კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში რადიოსიხ- შირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების ფორმა, რომლის დროსაც ლიცენზია მიენიჭება აუქციონში გამარჯვებულ მაძიებელს.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

აფთიაქის ფილიალი - აფთიაქის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით სათანადო ლიცენზიის საფუძველზე ასრულებს დამფუძნებელი აფთიაქის ურეცეპტოდ გასაცემი მზა სამკურნალო საშუალებების განყოფილების ფუნქციას.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

აფილირებული კომპანია -

ა) იურიდიული პირის წარმომადგენელი სხვა იურიდიული პირი (შემდგომ - პირი), რომელშიც იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს 50% ან მეტ აქციებს, ხმების უმრავლესობას, ან სხვაგვარად შეუძლია პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა;

ბ) იურიდიული პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს პირის 50% ან მეტ აქციებს, ხმების უმრავლესობას, ან რომელსაც სხვაგვარად შეუძლია პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახე, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

აქტიური საარჩევნო უფლება - მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებსა და რეფერენდუმში.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

აქცეპტი -

1. გადამხდელის ხელმოწერა იმის თაობაზე, რომ მან თამასუქი მიიღო გადასახდელად დადგენილ ვადაში და თანახმაა გადაიხადოს.

(საქართველოს კანონი თამასუქის შესახებ, 1995 წლის 19 აპრილი)

2. გადამხდელის ხელმოწერა იმის თაობაზე, რომ მან ჩეკი მიიღო გასანაღდებლად დადგენილ ვადაში და თანახმაა გაანაღდოს.

(საქართველოს კანონი ჩეკის შესახებ, 1995 წლის 19 აპრილი)

აღიარებული ზედმეტად გადახდილი თანხა - ცალკეული გადასახადების ან/და სანქციების მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელიც:

ა) გამოვლენილია საგადასახადო ორგანოს მიერ;

ბ) დადასტურებულია საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე;

გ) დადასტურებულია ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით;

დ) წარმოშობილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

აღიარებული საგადასახადო დავალიანება - სხვაობა გადასახადის გადამხდელის/ საგადასახადო აგენტის აღიარებულ ჯამურ საგადასახადო ვალდებულებასა და მის მიერ ცალკეული გადასახადების ან/და სანქციების მიხედვით აღიარებული ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამს შორის.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

აღიარებული საგადასახადო ვალდებულება - გადასახადი ან/და სანქცია, რომელიც წარმოშობილია:

ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის საფუძველზე;

ბ) „საგადასახადო მოთხოვნის“ საფუძველზე, რომელსაც გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ეთანხმება ან რომლის გასაჩივრების ვადა გასულია;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. 27

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

აღკვეთილი -

1. დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას - ჰაბიტატების/ სახეობების მართვის ტერიტორია (Habitat / Species Managment Area).

(საქართველოს კანონი კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 1998 წლის 9 დეკემბერი, მუხლი 1)

2. დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას - ჰაბიტატების/სახეობების მართვის ტერიტორია (Habitat/Species Management Area).

(საქართველოს კანონი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 2003 წლის 22 აპრილი, მუხლი 1)

3. შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას - ჰაბიტატების/სახეობების მართვის ტერიტორია (Habitat /Species Managment Area).

(საქართველოს ანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, 1996 წლის 7 მარტი, გამოყენებული ტერმინები)

აღკვეთილი დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას - ჰაბიტატების/სახეობების მართვის ტერიტორია (Habitat/Species Managment Area).

(საქართველოს კანონი ცხოველთა სამყაროს შესახებ, 1996 წლის 26 დეკემბერი, მუხლი 2)

აღმასრულებელი პრივილეგია - საჯარო დაწესებულებებისა და საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლება ამ თავით გათვალისწინებული მოვალეობებისაგან.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 27)

აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოები - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

(საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

აღმწერი პერსონალი - სპეციალურად მომზადებული მუშაკები, რომლებიც თითოეულ ადმინისტრაციულტერიტორიულ ერთეულში ორგანიზებას უწევენ და ატარებენ მოსახლეობის აღწერას.

(საქართველოს კანონი საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ, 2001 წლის 12 ოქტომბერი, მუხლი 1)

აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება - „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამთავრობო ან/და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.

(საქართველოს კანონი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

აღწარმოება - საფუტკრეების შევსების ან გაფართოების მიზნით ფუტკრის ოჯახის, დედა ფუტკრისა და ფუტკრის ამანათნაყარის გამრავლება.

(საქართველოს კანონი მეფუტკრეობის შესახებ, 2002 წლის 18 მაისი, მუხლი 3)

აღწერის მეთოდი - მოსახლეობის შესახებ მონაცემთა მოპოვების წესი.

(საქართველოს კანონი საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ, 2001 წლის 12 ოქტომბერი, მუხლი 1)

ახალი კრედიტორი - სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი კრედიტორი.

(საქართველოს კანონი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 3)

ახლო ნათესავი -

1. მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული). ამ კოდექსის XXIV თავის მიზნებისათვის ახლო ნათესავად ითვლება ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და და ძმა, მშობლისა და შვილის გერები, მეუღლის და, ძმა და მშობელი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

2. პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლისა და შვილის გერები.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

3. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის წევრის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს სხვა ნათესავი, გერი, და, ძმა, აგრეთვე მშობლისა და შვილის გერები.

(საქართველოს კანონი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ, 2002 წლის 4 ივლისი, მუხლი 1)

2.2

▲back to top


ბავშვის საკვები - სურსათი, რომელიც აკმაყოფილებს ჯანმრთელი ჩვილი ბავშვისა და ადრეული ასაკის ბავშვის კონკრეტულ კვებით მოთხოვნებს და რომელიც გამოიყენება ჩვილი ბავშვისათვის დედის რძის ჩანაცვლების, ადრეული ასაკის ბავშვისათვის დამატებითი საკვების მიცემის ან მათი ჩვეულებრივ კვებაზე პროგრესული ადაპტაციის მიზნით.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

ბავშვთა საკვები ფორმულა 1 - საკვები ფორმულა №1-ის სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად ქარხნული წესით დამზადებული რძე ან/და მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტი, რომელიც გამიზნულია საკვებზე 6 თვემდე ასაკის ბავშვთა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

(საქართველოს კანონი ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ, 1999 წლის 9 სექტემბერი, მუხლი 3)

ბავშვთა საკვები ფორმულა 2 - „კოდექს ალიმენტარიუსის“ (Codex Alimentarius) ბავშვთა საკვები ფორმულა №2- ის სტანდარტის შესაბამისად ქარხნული წესით დამზადებული რძე ან/და მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტი, რომელიც გამიზნულია საკვებზე 6 თვის და მეტი ასაკის ჩვილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

(საქართველოს კანონი ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ, 1999 წლის 9 სექტემბერი, მუხლი 3)

ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტები -

ა) ბავშვთა საკვები ფორმულა №1;

ბ) ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ვარგისია ან შემოთავაზებულია ვარგისად 6 თვემდე ასაკის ბავშვის კვებისათვის;

გ) ბავშვთა საკვები ფორმულა№2;

დ) ბავშვთა დამატებითი საკვები.

(საქართველოს კანონი ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ, 1999 წლის 9 სექტემბერი, მუხლი 3)

ბაზარი - ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების გასაღების ბაზარი.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ბაზარზე განთავსება -

1. საქართველოს ბაზარზე პროდუქციის პირველადი განთავსება (ხელმისაწვდომად გახდომა) პროდუქციის გავრცელების ან გამოყენების მიზნით.

(პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ, საქართველოს კანონი, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 3)

2. სურსათის ან ცხოველის საკვების განთავსება-შენახვა მისი რეალიზაციის მიზნით, რაც მოიცავს მიწოდებას, გაყიდვას ან გადაცემას ნებისმიერი ფორმით.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

ბაზრის ზედამხედველობა და კონტროლი - მეთოდების, პროცედურებისა და საქმიანობის ერთობლიობა, რომლებსაც ახორციელებენ კომპეტენტური ორგანოები ბაზარზე გატანილი პროდუქციის სავალდებულო მოთხოვნებთან შესაბამისობის, შესაბამისობის ეროვნული ნიშნის სწორად გამოყენებისა და პროდუქციის თანმხლები აუცილებელი ტექნიკური დოკუმენტაციის არსებობის უზრუნველყოფის მიზნით.

(საქართველოს კანონი პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 3)

ბაკალავრი - მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი საფეხურისათვის - ბაკალავრიატისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

ბაკალავრიატი - აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხური, სასწავლო პროგრამების ერთობლიობა, რომელიც ძირითადად ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალობების თეორიული საფუძვლების სწავლებას, რაც აუცილებელია პირის მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის ან მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

ბანკთან დაკავშირებული პირები - ბანკის ადმინისტრაციული მუშაკები და პარტნიორები (აქციონერები), მათთან ცოლქმრული, ახლო ნათესაური კავშირის მქონე ან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირები.

(საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1)

ბანკი - საბანკო დაწესებულება, რომელიც ორგანიზებულია „მეწარმეთა შესახებ“, ხოლო ლიცენზირებულია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონების მიხედვით.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

ბანკის ფილიალი - ბანკის ქვედანაყოფი, სადაც უშუალოდ ხორციელდება საბანკო საქმიანობა ან მისი ნაწილი.

(საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1)

ბარგი -

1. მგზავრის ქონება, რომელიც გადაიზიდება საბარგო ვაგონით.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

2. მგზავრებისაგან განცაკევებულად გადასაზიდი საგნები.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი
2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

ბარჟა - მცურავი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ბუქსირით მოძრაობს, კარჭაპი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საზღვაო კოდექსი, 1997 წლის 15 მაისი, საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი - საქართველოს საზღვაო კოდექსში გამოყენებული საზღვაო ტერმინები)

ბენეფიციარი -

1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი.

(საქართველოს კანონი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 2)

2. სოციალური დახმარების მიმღები.

(საქართველოს კანონი სოციალური დახმარების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 4)

ბენეფიციარი მესაკუთრე - პირი, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი ან რეგისტრირებული მფლობელის წარმომადგენელი და რომელიც აკმაყოფილებს ნებისმიერ შემდეგ მოთხოვნას:

ა) არის ფასიანი ქაღალდის რეგისტრირებული მფლობელი, გარდა ნომინალური მფლობელისა;

ბ) წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ნებას რთავს ნომინალურ მფლობელს, იმოქმედოს მისი ინტერესებისათვის;

გ) იღებს ფულად მოგებას, როგორც ფასიანი ქაღალდის მესაკუთრე;

დ) აქვს ფასიან ქაღალდთან დაკავშირებული ხმის განკარგვის უფლება;

ე) აქვს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება, გახდეს ფასიანი ქაღალდის ბენეფიციარი მესაკუთრე.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

ბერბოუტ-ჩარტერი - გემის დაქირავება უეკიპაჟოდ.

(საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსი“, 1997 წლის 15 მაისი, საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი - „საქართველოს საზღვაო კოდექსში გამოყენებული საზღვაო ტერმინები“)

ბილეთი - სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც იძლევა მატარებლით მგზავრობის უფლებას და რკინიგზისთვის წარმოშობს მგზავრის გადაყვანის ვალდებულებას.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

ბილინგის ინფორმაცია - მომხმარებლისთვის მიწოდებული მომსახურების ან ოპერატორის ქსელის შესაბამისი ელემენტების დატვირთვის (ტრაფიკის) და მათი საოპერაციო რესურსების გარკვეულ პერიოდში გამოყენებული მოცულობის შესახებ მონაცემები, რომელთაც ოპერატორები აწვდიან ერთმანეთს ან ბოლო მომხმარებელს ანგარიშსწორების ჩატარების მიზნით.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ბინა მრავალბინიან სახლში - მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსების ერთობლიობა), რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის.

(საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, 2007 წლის 11 ივლისი, მუხლი 3)

ბინადრობის უფლება - თავდაპირველი საცხოვრებლით სარგებლობის ან მასზე საკუთრების უფლება.

(საქართველოს კანონი ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 2)

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა - მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება.

(საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, 2007 წლის 11 ივლისი, მუხლი 3)

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება - მიწის ნაკვეთი, ამავე ნაკვეთზე განთავსებული მრავალბინიანი სახლი, მასთან დაკავშირებული მომსახურე საინჟინრო ქსელების, მოწყობილობა-დანადგარების, შენობა-ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ობიექტების ერთობლიობა, რომელიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში.

(საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, 2007 წლის 11 ივლისი, მუხლი 3)

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარება -ქმედება, რომელიც მიმართულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების გაუმჯობესებისაკენ, ფუნქციური ცვლილებებისაკენ ან რეკონსტრუქციისაკენ.

(საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, 2007 წლის 11 ივლისი, მუხლი 3)

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაცია - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ფუნქციური გამართულობის და გამართული ფიზიკურ-ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფისაკენ მიმართული ქმედებები.

(საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, 2007 წლის 11 ივლისი, მუხლი 3)

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლაპატრონობა - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის საჭირო ქმედებები.

(საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, 2007 წლის 11 ივლისი, მუხლი 3)

ბინის საერთო ფართობი - ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული, ერთ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსები, იზოლირებული სათავსი ან/და იზოლირებული სათავსების ფართობთა ჯამი.

(საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, 2007 წლის 11 ივლისი, მუხლი 3)

ბიოგეოგრაფიული ერთეულები - ლანდშაფტის, ფლორისა და ფაუნის მიხედვით დარაიონების ერთეულები.

(საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, 1996 წლის 7 მარტი, გამოყენებული ტერმინები)

ბიოდეგრადირებადი მასალა - მასალა, რომელიც ექვემდებარება ბუნებრივი დაშლის პროცესს.

(საქართველოს კანონი ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 4)

ბიოლოგიური მეთოდები - პროდუქციის წარმოების ყველა ის მეთოდი, რომელიც მთლიანად გამორიცხავს სინთეზური საშუალებებითა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებით ბიოპროდუქციის წარმოებას და სრულად შეესაბამება ბიოწარმოების სტანდარტს.

(საქართველოს კანონი ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 4)

ბიოლოგიური მეურნეობა - სასოფლო-სამეურნეო ოპერაციების მოწესრიგებული სისტემა, რომელიც მოიცავს მეურნეობის დაგეგმვის, მართვის და პროდუქციის წარმოების მეთოდებს და რომელიც ხელს უწყობს ცოცხალი ორგანიზმებისა და გარემოს ისეთ ურთიერთდამოკიდებულებას, როდესაც შენარჩუნებულია ბუნებრივი წონასწორობა. „ბიოლოგიური მეურნეობის“ სინონიმებია „ეკოლოგიური მეურნეობა“, „ორგანული მეურნეობა“.

(საქართველოს კანონი ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 4)

ბიოლოგიური მრავალფეროვნება -

1. ცხოველთა და მცენარეთა მრავალფეროვნება სახეობებს შორის, ერთი სახეობის ფარგლებში და ეკოსისტემებში.

(საქართველოს კანონი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 2003 წლის 22 აპრილი, მუხლი 1)

2. ცხოველთა და მცენარეთა მრავალფეროვნება სახეობებს შორის, ერთი სახეობის ფარგლებში და ეკოსისტემებში.

(საქართველოს კანონი კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 1998 წლის 9 დეკემბერი, მუხლი 1)

ბიოლოგიური უსაფრთხოება - პათოგენური ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებისაგან პერსონალის, მოსახლეობისა და გარემოს დაცვისკენ მიმართული ორგანიზაციული, სამედიცინო-ბიოლოგიური და საინჟინრო-ტექნოლოგიური ღონისძიებებისა და საშუალებების სისტემა.

(საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 3)

ბიომი - ბიოგეგრაფიული დარაიონების ერთეული.

(საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, 1996 წლის 7 მარტი, გამოყენებული ტერმინები)

ბიომრავალფეროვნება -

1. გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების მრავალსახეობა, ხმელეთის, ზღვის და წყლის ეკოსისტემები და ეკოლოგიური კომპლექსები, რომლებიც მოიცავენ მრავალფეროვნებას სახეობის ფარგლებში, სახეობათა შორის და ეკოსისტემებში.

(საქართველოს კანონი საქართველოს წითელი ნუსხისადაწითელი წიგნის შესახებ, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 1)

2. ცოცხალ ორგანიზმთა მრავალსახეობა, ხმელეთის, ზღვის და წყლის ეკოსისტემები და ეკოლოგიური კომპლექსები, რომლებიც მოიცავენ მრავალფეროვნებას სახეობის ფარგლებში, სახეობათა შორის და ეკოსისტემებში.

(საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ, 1996 წლის 10 დეკემბერი, მუხლი 4)

ბიომრავალფეროვნების კონვენცია -

1. 1992 წლის კონვენცია „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ”.

(საქართველოს კანონი კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 1998 წლის 9 დეკემბერი, მუხლი 1)

2. 1992 წლის კონვენცია „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“.

(საქართველოს კანონი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 2003 წლის 22 აპრილი, მუხლი 1)

ბიოპროდუქცია (ან სიტყვათა ნებისმიერი კომბინაცია, რომელშიც გამოყენებულია ეკო“, „ბიო“, „ორგანული“) - პროდუქცია, რომლის წარმოების და შემდგომი გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების, შეფუთვის, ეტიკეტირებისა და რეალიზაციის წესები შეესაბამება ბიოწარმოების სტანდარტის მოთხოვნებს და რომლის ეტიკეტზე არსებობს ამ შესაბამისობის დამადასტურებელი ნიშანი და წარწერა. ბიოწარმოების შესაბამის სტანდარტში მოთხოვნები განსაზღვრულია შემდეგი პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავების წესების მიმართ:

ა) სასურსათოდ განკუთვნილი მემცენარეობისა და მეცხოველეობის პირველადი (გადაუმუშავებელი) პროდუქცია;

ბ) სასურსათოდ განკუთვნილი მემცენარეობისა და მეცხოველეობის გადამუშავებული პროდუქცია, რომელიც წარმოებულია ერთი ან რამდენიმე მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტისაგან (ნედლეულისაგან);

გ) საკვები, კომბინირებული საკვები და ცხოველთა გამოსაკვებად წარმოებული სხვა პროდუქცია, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტში.

(საქართველოს კანონი ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 4)

ბიოსფერო -

1. აქტიური არეალი, რომლის შედგენილობა, სტრუქტურა და ენერგეტიკა განპირობებულია ცოცხალი ორგანიზმების ცხოველმყოფელობით.

(საქართველოს კანონი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

2. ბიოს - სიცოცხლე, სპჰაიზა - სფერო, აქტიური ცხოველმყოფელობის არეალი, რომლის შემადგენლობა, სტრუქტურა და ენერგეტიკა განპირობებულია ცოცხალი ორგანიზმების ცხოველმყოფელობით.

(საქართველოს კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ, 1994 წლის 12 მაისი, მუხლი 11)

ბიოწარმოება - სოფლის მეურნეობის პროდუქციის (სურსათისა და საკვების) წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის სისტემა, რომელიც იმართება ბიოწარმოების სტანდარტში მოცემული წესების მიხედვით. ეს სისტემა წარმოადგენს ბიოლოგიური, კულტურული და მექანიკური მეთოდების ერთობლიობას, რომლებიც ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას და ბიომრავალფეროვნებისა და ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას.

(საქართველოს კანონი ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 4)

ბიოწარმოების სერტიფიცირება - სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილ განაცხადში მითითებული პროდუქციის წარმოებისათვის გამოყენებული საწარმოო პროცესისა და საწარმოს ფარგლებში არსებული წარმოების შემდგომი საფეხურების (გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების, შეფუთვის, ეტიკეტირებისა და რეალიზაციის) ბიოწარმოების სტანდარტში მოცემულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

(საქართველოს კანონი ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 4)

ბირჟის წევრი (ბირჟის პარტნიორი, აქციონერი) - ბირჟის დამფუძნებელი ან ბირჟის შუამავალი, ან იურიდიული ან ფიზიკური პირი.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 2)

ბირჟის შუამავალი - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საბროკერო კომპანია ან დამოუკიდებელი ბროკერი.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 2)

ბიუჯეტი - საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების შემოსულობების, აგრეთვე მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების ნუსხა, რომლებიც დამტკიცებულია ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების შესაბამისი დონეების მიერ.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ, 2003 წლის 24 აპრილი, მუხლი 3)

ბიუჯეტის გადასახდელები - ბიუჯეტის ანგარიშებიდან გასაცემი ყველა სახის ფულადი სახსრების ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ, 2003 წლის 24 აპრილი, მუხლი 3)

ბიუჯეტის შემოსულობები - ბიუჯეტის ანგარიშებზე მისაღები ყველა სახის ფულადი სახსრების ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ, 2003 წლის 24 აპრილი, მუხლი 3)

ბიუჯეტის შემოსავლები - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბიუჯეტების ანგარიშებზე მისაღები ფულადი სახსრები, რომელთა დაბრუნება და ანაზღაურება არ ხდება.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ, 2003 წლის 24 აპრილი, მუხლი 3)

ბიუჯეტის ხარჯები - ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ მათი ამოცანებისა და ფუნქციების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ფულადი სახსრები.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ, 2003 წლის 24 აპრილი, მუხლი 3)

ბიცობი ნიადაგი - ნიადაგი, რომლის პროფილშიც ნატრიუმიანი ჰორიზონტი გამოხატულია ზედაპირიდან 100 სმ-ის ფარგლებში.

(საქართველოს კანონი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

ბიცობი - ნიადაგის ტიპი, რომელსაც პროფილში ნატრიუმიანი ჰორიზონტი გამოსახული აქვს ზედაპირიდან 100 სმ ფარგლებში.

(საქართველოს კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ 1994 წლის 12 მაისი, მუხლი 11)

ბოლო მომხმარებელი - მომხმარებელი, რომელიც საკუთარი მოხმარებისათვის იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება და მიზნად არ ისახავს მის შემდგომ მიყიდვას სხვა მომხმარებლისათვის.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ბონიტირება - სანაშენე ცხოველის სანაშენე და პროდუქტიული თვისებების შეფასება და აღიარება.

(საქართველოს კანონი სანაშენე მეცხოველეობის შესახებ, 1996 წლის 5 სექტემბერი, მუხლი 2)

ბონუსი - თანხა, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით გადაეცემა სახელმწიფოს ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის დროს, ან სამრეწველო მნიშვნელობის ნავთობის და გაზის მარაგების აღმოჩენისას, ან/და ნავთობისა და გაზის მოპოვების გარკვეული დონის მიღწევისას, ან სხვა შემთხვევებში.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ბრალდების მხარე - პროკურორი, აგრეთვე დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე და მათი წარმომადგენლები.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

ბრალდებული - სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

ბროკერი - ფიზიკური პირი, რომელიც დამქირავებელი საბროკერო კომპანიის სახელით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ გარიგებებს ან/და ეწევა ამასთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებას.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

ბუნებრივი გარემო - გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ბუნებრივ ლანდშაფტებს.

(საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ, 1996 წლის 10 დეკემბერი, მუხლი 4)

ბუნებრივი კვება - ბავშვის კვება ძუძუთი.

(საქართველოს კანონი ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ, 1999 წლის 9 სექტემბერი, მუხლი 3)

ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმა (შემდგომში ეროვნული რეაგირების გეგმა) - ერთიან სისტემაში მყოფ სამინისტროთა, მათი მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა რეაგირების გეგმების ერთობლიობა, რომლებიც ითვალისწინებს ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვას.

(საქართველოს კანონი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ, 2007 წლის 8 ივნისი, მუხლი 1)

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა - გარემოდან სასარგებლო წიაღისეულის, ტყის ფონდის მერქნული რესურსების, მცენარეული არამერქნული რესურსების

(მათ შორის, სოჭის გირჩების), ზედაპირული წყლის რესურსებისა და ცხოველთა სამყაროს რესურსების ამოღება. (საქართველოს კანონი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ, 2004 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 2)

ბუნებრივი სამკურნალო (საკურორტო) რესურსები - მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახები, სამკურნალოდ ვარგისი კარსტული მღვიმეები. ზღვა, ტყე, სამკურნალო კლიმატი და სხვა ბუნებრივი რესურსები, რომლებიც გამოიყენება მკურნალობის, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნით.

(საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტის შესახებ, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2)

ბუნების ძეგლი -

1. დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების III კატეგორიას - ბუნების ძეგლი (Natural Monument).

(საქართველოს კანონი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 2003 წლის 22 აპრილი, მუხლი 1)

2. (Natural Monument). შეესატყვისება ბუნების დაცვის სერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების III კატეგორიას - ბუნების ძეგლი.

(საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, 1996 წლის 7 მარტი, გამოყენებული ტერმინები)

ბუნებრივი რესურსები - ბუნებრივი გარემოს შემადგენელი ბუნებრივი ელემენტები.

(საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ, 1996 წლის 10 დეკემბერი, მუხლი 4)

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვა - ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირება, აღრიცხვა, ლიცენზირება, ზედამხედველობა და კონტროლი.

(საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ 1996 წლის 10 დეკემბერი, მუხლი 4)

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი - საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით ან/და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი, საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ნავთობისა და გაზის რესურსების მოცულობისათვის (რაოდენობისათვის), რომლის ოდენობა 1 ტონა ნავთობისა და 1000 კუბური მეტრი გაზისათვის ლარებში შეიტანება ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიაში და ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებაში.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ბუქსირი (ბუქსირმზიდი) - საბაგირე გემი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საზღვაო კოდექსი, 1997 წლის 15 მაისი, საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი - საქართველოს საზღვაო კოდექსში გამოყენებული საზღვაო ტერმინები)

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (შემდგომში - ბასს) - ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომისიის მიერ დამტკიცებული და საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტები.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები - ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის მიერ დამტკიცებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები.

(საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სახელმწიფო რეგულირება - სახელმწიფო ორგანოების მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებით ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წესებისა და ნორმების დადგენა.

(საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების თვითრეგულირება - ბუღალტერთა დამოუკიდებელი პროფესიული ორგანიზაციების მიერ კერძო სამართლის სუბიექტების ბუღალტრული აღრიცხვის სრულყოფა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის მიერ დამტკიცებული სტანდარტების ინტერპრეტაციების, დროებითი სტანდარტებისა და მეთოდური მითითებების პრაქტიკაში დამკვიდრების გზით.

(საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტები - საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის მიერ დამტკიცებული ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი წესები, დადგენილი იმ სააღრიცხვო ობიექტებისათვის, რომელთა ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით.

(საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

გადაზიდვის უკანასკნელი პუნქტი - საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული პუნქტი, სადაც ნედლეულზე ან ნავთობგაზპროდუქტებზე საკუთრების უფლება გადაეცემა მომხმარებელს ან „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების ლიცენზიის მფლობელს, ან სადაც ნედლეული ან ნავთობგაზპროდუქტები კვეთს საქართველოს საზღვარს.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

2.3

▲back to top


გადაზიდვის უკანასკნელი პუნქტი - საქართველოს ტერიტორიაზე ანლაგებული პუნქტი, სადაც ნედლეულზე ან ნავთობგაზპროდუქტებზე საკუთრების უფლება გადაეცემა მომხმარებელს ან „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების ლიცენზიის მფლობელს, ან სადაც ნედლეული ან ნავთობგაზპროდუქტები კვეთს საქართველოს საზღვარს.

(საქართველოს კანონინავთობისა და გაზის შესახებ“, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

გადაზღვევა - ოპერაცია ორ სადაზღვევო კომპანიას შორის, რომლის დროსაც დაზღვევის (გადაზღვევის) ხელშეკრულებით ერთ-ერთი მხარე თავის თავზე იღებს რისკის ნაწილს სადაზღვევო პრემიის გადახდის სანაცვლოდ.

(საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ, 1997 წლის 2 მაისი, მუხლი 2)

გადამეტტვირთი - სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაში დადგენილ ნორმაზე მეტი ოდენობით ჩატვირთული ტვირთი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

გადამზიდავი -

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან განკარგავს ნედლეულს ან ნავთობგაზპროდუქტებს და რომელიც არ არის ტრანსპორტირების კომპანია ან/და რომელსაც დადებული აქვს ხელშეკრულება ტრანსპორტირების კომპანიასთან, რათა მან ასეთი პირის მფლობელობაში ან კონტროლის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდოს ნედლეული ან ნავთობგაზპროდუქტები.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

გადამზიდველი -

1. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და ახორციელებს ავტოსატრანსპორტო გადაყვანას/გადაზიდვას.

(საქართველოს კანონი საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ, 1995 წლის 4 აპრილი, მუხლი 1)

2. პირი, რომელიც გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვას მის მფლობელობაში არსებული სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებით.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

გადამუშავება - ნებისმიერი პროცესი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის თავდაპირველ პროდუქტს; მათ შორის გაცხელება, შებოლვა, კონსერვირება, დამწიფება, გამოშრობა, დამარილება, გაცივება ან ამ პროცესთა ნებისმიერი კომბინაცია.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

გადამუშავების პროდუქტი - საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

გადამყვანი კომპანიები - ტრანსპორტის სფეროში მომუშავე იურიდიული პირები, რომლებიც დაკავებული არიან საქართველოში მგზავრთა ჩამოყვანითა და საქართველოდან მათი გაყვანით.

(საქართველოს კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 2)

გადაპირება - ლიცენზიის მფლობელის მიერ მის მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების ამ კანონით გათვალისწინებული წესით ნაწილობრივი ან სრული დათმობა სხვა პირის სასარგებლოდ.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

გადასახადების ადმინისტრირება - გადასახადების გამოანგარიშებასთან, გადახდასთან და დეკლარირებასთან, საგადასახადო კონტროლთან, აგრეთვე გადასახადის გადამხდელთა/საგადასახადო აგენტთა აღრიცხვასთან, ინფორმირებასთან და საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფორმების, მეთოდებისა და წესების ერთობლიობა, რომლებსაც საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების პროცესში.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი - საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად მიკუთვნებული ნომერი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

გადაუდებელი აუცილებლობა -

1. ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას, ან შეზღუდოს საწარმოს კონკურენტუნარიანობა.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, 2005 წლის 20 აპრილი, მუხლი 3)

2. კანონმდებლობის დარღვევის საშიშროება ან ვითარება, როდესაც დემოკრატიულ საზოგადოებაში რეალური საფრთხე ექმნება საჯარო დაწესებულებების ფუნქციონირებას.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 27)

გადაუმუშავებელი სასურსათო პროდუქტი - სასურსათო პროდუქტი, რომელსაც არ გაუვლია გადამუშავების პროცესი.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

გადაუმუშავებელი საქონელი - საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში ან საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი, რომელიც არ არის გადამუშავებული ამ რეჟიმში.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

გადაყვანა-გადაზიდვის დოკუმენტები - ბილეთი, ბარგის ქვითარი, ტვირთბარგის ქვითარი, ზედნადები, საგზაო უწყისი, სავაგონო ფურცელი და სხვა სატრანსპორტო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობას.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები - გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ბიოლოგიური სახეობები ან/და მათი სხვა ტაქსონომიური ერთეულები, რომელთა რაოდენობისა და გავრცელების არეალის შემცირება, საარსებო პირობების გაუარესება ან სხვა გარემოებები მიუთითებს მათი დაცვისა და კვლავწარმოებისათვის სასწრაფო ზომების მიღების აუცილებლობაზე.

(საქართველოს კანონი საქართველოს წითელი ნუსხისა დაწითელი წიგნის შესახებ, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 1)

გადაცემა - (საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მიზნებისათვის) - სახელმწიფოს მიერ პირის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

გადაწყვეტილება - დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ კანონის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტი (დადგენილება, გადაწყვეტილება და ა.შ.).

(საქართველოს კანონი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ, 2002 წლის 13 სექტემბერი, მუხლი 3)

გადახდისუუნარობა -

1. მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა.

(საქართველოს კანონი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 3)

2. საწარმოს მიერ დადგენილ ვადაში საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების სრულად დაფარვის შეუძლებლობა.

(საქართველოს კანონი საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ, 2004 წლის 13 თებერვალი, მუხლი 1)

გადახდისუუნარო ბანკი - ბანკი, რომლის აქტივები ვეღარ ფარავს მისსავე ვალდებულებებს.

(საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1)

გადახდისუუნარო პირი - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სოციალურეკონომიკური მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია.

(საქართველოს კანონი იურიდიული დახმარების შესახებ, 2007 წლის 19 ივნისი, მუხლი 2)

გაერთიანება - მეწარმეთა ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც შექმნილია საქართველოს ან მისი წარმოშობის ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

გაზეთი - ნებისმიერი გაზეთი, რომელსაც ამ კანონის მიზნებისათვის ასეთად მიიჩნევს კომისია.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

გაზის დამამუშავებელი ქარხანა - ბუნებრივი გაზის დამუშავებისათვის საჭირო ქარხანა მასთან დაკავშირებული ყველა მოწყობილობა-დანადგარით.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

გაზის დამუშავება - ბუნებრივი გაზის დამუშავება ნავთობგაზპროდუქტების მიღების მიზნით.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

გაზის იარაღი - იარაღი, რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენ ან გამაღიზიანებელ ნივთიერებათა საშუალებით ცოცხალი ობიექტის დროებით დაზიანებისათვის.

(საქართველოს კანონი იარაღის შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

გაზომვის ერთეული - ფიზიკური ან ტექნიკური სიდიდის სპეციფიკური მნიშვნელობა, რომელიც მიღებულია მეტრული კონვენციის შესაბამისად და რომლითაც ერთგვაროვანი სხვა ერთეულების სიდიდეები შეედარება ერთმანეთს ამ სპეციფიკური სიდიდის მიმართ მათი მნიშვნელობის დამოკიდებულების გამოსახატავად.

(საქართველოს კანონი გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 1)

გაზომვის ერთეულის ეტალონი (ეტალონი) - გაზომვის საშუალება, რომელიც განკუთვნილია გაზომვის ერთეულის ფიზიკური ან ტექნიკური სიდიდის განსაზღვრისა და აღწარმოებისათვის.

(საქართველოს კანონი გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 1)

გაზომვის საშუალება - ტექნიკური საშუალება, რომელიც გამოიყენება გაზომვისათვის და გააჩნია ნორმირებული მეტროლოგიური მახასიათებლები.

(საქართველოს კანონი გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 1)

გაზომვის საშუალების ბაზარზე გატანა - საქართველოს ბაზარზე გაზომვის საშუალების პირველადი განთავსება, მათ შორის იმპორტი, გაზომვის საშუალების გავრცელების ან გამოყენების მიზნით.

(საქართველოს კანონი გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 1)

გაზომვის საშუალების მიკვლევადობა - კონკრეტული გაზომვის საშუალების თაობაზე ინფორმაცია, რომლითაც დგინდება აღწარმოებული გაზომვის ერთეულის მნიშვნელობის გაერთიანება მნიშვნელობების გადაცემის უწყვეტ ჯაჭვში გაზომვის ერთეულის ეტალონამდე.

(საქართველოს კანონი გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 1)

გაზომვის საშუალების ტიპი - დოკუმენტაციის შესაბამისი კონკრეტული კონსტრუქციის გაზომვის საშუალების საბოლოო მოდელი.

(საქართველოს კანონი გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 1)

გაზპროდუქტები - მეთანი, ეთანი, პროპანი, ბუტანი და სხვა პროდუქტები, რომლებიც მიიღება ბუნებრივი გაზის დამუშავებით, მისართებისა და დანამატების დამატებით ან უამისოდ და აკმაყოფილებს ტექნიკურ ნორმებს და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

გათვითცნობიერებული ინვესტორი - პირი, რომელიც გათვითცნობიერებულია ინვესტირების თეორიისა და პრაქტიკის საკითხებში, თუ კომისიის წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

გამართლებული - პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

გამოთანაბრებითი ტრანსფერი - ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ კანონით განსაზღვრული ფორმულით, ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილი სახსრები, რომელთა გამოყენების მიმართულებებს დამოუკიდებლად განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.

(საქართველოს კანონი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ, 2006 წლის 24 მაისი, მუხლი 2)

გამომძიებელი - საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადო საგამოძიებო დანაყოფის თანამდებობის პირი, რომელიც გამოძიებას აწარმოებს სრული მოცულობით.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

გამოსავლიანობის ნორმა - გადამუშავების პროდუქტის რაოდენობა, რომელიც მიღებულია განსაზღვრული რაოდენობის საქონლის გადამუშავების შედეგად.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

გამოსაკვლევი პირი - პირი, რომელსაც ფსიქიკური მდგომარეობის შეფასების მიზნით უტარდება გამოკვლევა.

(საქართველოს კანონი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ, 2006 წლის 14 ივლისი, მუხლი 4)

გამოქვეყნება -

1. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე მუხლით დადგენილი წესით.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

2. კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში საჯარო ინფორმაციის შეტანა და საჯარო ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 27)

გამოყენებითი პროგრამული ინტერფეისი - ციფრული მაუწყებლობის ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მომსახურების სახეების სამომხმარებლო რესურსებისა და ციფრული მაუწყებლობის ტექნიკური საშუალებების ფუნქციონალური რესურსების დამაკავშირებელი პროგრამული ინტერფეისი.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

გამოყოფილი მიწა - ფიზიკური პირების ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემული მიწა.

(საქართველოს კანონი ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ, 1998 წლის 28 ოქტომბერი, მუხლი 1)

გამოცემა - ავტორის, საავტორო ან მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელის, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის თანხმობით ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლების სამოქალაქო ბრუნვაში გაშვება გაყიდვის ან გაქირავების ანდა ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის გზით იმ რაოდენობით, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოების გონივრულ მოთხოვნებს.

(საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

გამოძიების ადგილი - საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციული შენობის განთავსების ადგილი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

გამოძიების მოსამართლე - ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოს და საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიების მოსამართლე, რომელიც წყვეტს ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებს.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

გამოხატვის საგანი - თემა ან საკითხი, რომლის შესახებაც მიმდინარეობს მსჯელობა და ამა თუ იმ თვალსაზრისის გამოხატვა.

(საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, 2004 წლის 24 ივნისი, მუხლი 1)

გამსაღებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ცალობით ან ბითუმად ასაღებს ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტს, საწოვრიან ბოთლს, საწოვარას, სატყუარას.

(საქართველოს კანონი ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ, 1999 წლის 9 სექტემბერი, მუხლი 3)

გამფრახტავი - გემის გამქირავებელი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საზღვაო კოდექსი, 1997 წლის 15 მაისი, საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი - „საქართველოს საზღვაო კოდექსში გამოყენებული საზღვაო ტერმინები)

გამყიდველი - ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით პროდუქციის გამსაღებელი საწარმო, ორგანიზაცია, დაწესებულება, ან მოქალაქე.

(საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, 1996 წლის 20 მარტი, შესავალი)

განათლების დიპლომი - მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა საზღვაო სასწავლებლის მიერ „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

(საქართველოს კანონი მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ, 2000 წლის 26 სექტემბერი, მუხლი 1)

განაშენიანების რეგულირების გეგმა - ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც დასახლებათა ტერიტორიებისთვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს (ქვეზონებს) ან/და აზუსტებს ცალკეული გეგმარებითი ერთეულების, განაშენიანების არქიტექტურულგეგმარებით და სივრცით-მოცულობით მახასიათებლებს, შენობების განთავსებას, მათ გეგმარებით პარამეტრებს; აზუსტებს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ქალაქთმშენებლობით მახასიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

განაშენიანების რეგულირების ხაზები (წითელი ხაზები) - მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტით დადგენილი წარმოსახვითი მიჯნა, რომლის მიღმაც უნდა განთავსდეს შენობანაგებობები; მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) შეიძლება დადგინდეს ერთი ან რამდენიმე წითელი ხაზი.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

განაშენიანების სავალდებულო ხაზები (ლურჯი ხაზები) - მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტით დადგენილი წარმოსახვითი მიჯნა, რომელზედაც უნდა განთავსდეს შენობა-ნაგებობები; მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) შეიძლება დადგინდეს ერთი ან რამდენიმე ლურჯი ხაზი.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

განაშენიანების სივრცით-გეგმარებითი წყობა - ტერიტორიებისა და განაშენიანებული გარემოს ჩამოყალიბებული ან/და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით განსაზღვრული ურთიერთ-მიმართება, სტრუქტურა და მახასიათებელთა სისტემა.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

განაშენიანებული მიწის ნაკვეთის გამოყენების სახეობა - მიწის ნაკვეთის არსებული ან ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით განსაზღვრული გამოყენების სახეობა.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

განაჩენი - პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

განაცხადი -

1. ტოპოლოგიის რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთების ერთობლიობა, რომელიც ფორმდება დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

(საქართველოს კანონი ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 2)

2. მოწმობის გასაცემად აუცილებელი საბუთების ერთობლიობა, რომელიც ფორმდება დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

3. დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გაფორმებული, პატენტის გასაცემად აუცილებელი საბუთების ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი საქართველოს საპატენტო კანონი, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

4. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის სარეგისტრაციოდ ან რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენებაზე უფლების მოსაპოვებლად საჭირო საბუთების ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 2)

განახლება - სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემა მათი ტარის, შეფუთვისა და შენახვის დადგენილი ვადების გასვლასთან დაკავშირებით, აგრეთვე ისეთ გარემოებათა წარმოშობისას, რომლებიც განაპირობებენ რეზერვში შენახულ მატერიალურ ფასეულობათა გაფუჭებას ან ხარისხის დაქვეითებას შენახვის დადგენილი ვადების გასვლამდე, სახელმწიფო რეზერვში იმავე რაოდენობის ანალოგიურ მატერიალურ ფასეულობათა ერთდროული მიწოდების პირობით.

(საქართველოს კანონი საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ, 1998 წლის 13 დეკემბერი, მუხლი 2)

განახლებადი რესურსები - ბუნებრივი რესურსები, რომლებიც ხასიათდება თვითგანახლებით.

(საქართველოს კანონი ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 4)

განგაშის სტადია - სიტუაცია, როდესაც საშიშროება ემუქრება გემის ან ადამიანების უსაფრთხოებას, რადგან გაურკვევლობის სტადიის დაფიქსირების შემდეგ ვერ მოხერხდა გემთან დაკავშირება ან ინფორმაციის სხვა წყაროებიდან მიღება, ან როდესაც მიღებული ინფორმაციით გემის საექსპლუატაციო საიმედობა არ არის იმდენად დარღვეული, რომ გამოიწვიოს განსაცდელის სტადია.

(საქართველოს კანონი საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ, 2000 წლის 29 სექტემბერი, მუხლი 3)

განვითარებული ქვეყნები - საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ განვითარებული ქვეყნების ნუსხაში შეტანილი ქვეყნები.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

განმცხადებელი -

1. ფიზიკური ან იურიდიული პირი ან მეწარმეთა ნებისმიერი გაერთიანება, მიუხედავად მისი ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმისა, რომელიც ითხოვს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშნვის რეგისტრაციას ან რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლებას.

(საქართველოს კანონი საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 2)

2. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოითხოვს პატენტის მიღებას

(საქართველოს კანონი საქართველოს საპატენტო კანონი, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

3. პირი, რომელიც ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელ სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს განაცხადს ლიცენზიის მიღების მიზნით.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

4. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს მოწმობას.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

5. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების უფლებას.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

განსაიდუმლოება - ამ კანონით დადგენილ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობებთან დაშვებისა და მათი გავრცელების შეზღუდვების მოხსნა.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

განსაკუთრებული ამოცანები - სასაზღვრო პოლიციის მიერ განსაკუთრებულ შემთხვევებში გასატარებელი ღონისძიებები, რომლებიც არ არის დაკავშირებული მის პირდაპირ მოვალეობასთან.

(საქართველოს კანონი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ, 2006 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

განსაკუთრებული კონტინგენტი -- ამ კანონის მიზნებისათვის, ყველა ადამიანი, რომელსაც არ აქვს ან შეზღუდული აქვს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი (არასრულწლოვანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ხანდაზმული, სტაციონარის ავადმყოფი) და რომელსაც სახელმწიფომ იძულებით შეუზღუდა თავისუფალი მოქმედება.

(საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 3)

განსაკუთრებით საშიში ინფექციები - პათოგენური ბიოლოგიური აგენტებით გამოწვეული დაავადებები, რომლებიც განსაკუთრებულ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობას.

(საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 3)

განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა - ამ კანონის მიზნებისათვის, „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დედაქალაქის და ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქების ტერიტორიებზე განსაზღვრული განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

განსაკუთრებული საკუთრება - არათავისუფლად ბრუნვადი საქონლის ტრანსპორტირების (გატარების) ერთი ან რამდენიმე საშუალება.

(საქართველოს კანონი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ, 2005 წლის 3 ივნისი, მუხლი 2)

განსაკუთრებული საკუთრების მფლობელი - ეკონომიკური აგენტი, რომელიც გვევლინება არათავისუფლად ბრუნვადი საქონლის ტრანსპორტირების (გატარების) ერთი ან რამდენიმე საშუალების მფლობელად (მფლობელებად) ან მოიჯარედ (მოიჯარეებად).

(საქართველოს კანონი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ, 2005 წლის 3 ივნისი, მუხლი 2)

განსაკუთრებული უფლების მქონე პირი - პირი, რომელსაც უფლება აქვს შეხედულებისამებრ გამოიყენოს მცენარის ჯიში, რაზედაც მას აქვს განსაკუთრებული უფლების დამადასტურებელი, სამართლებრივი დაცვის მოწმობა; ამ მოწმობით განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია სამართლებრივად დაცული მცენარის ჯიში შეიტანოს სამოქალაქო ბრუნვაში და მიიღოს მისგან შემოსავალი, აგრეთვე გაყიდოს ან გაასხვისოს მოწმობა.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

განსაკუთრებული შემთხვევა -

ა) იმ საწარმოს საპრივატიზებოდ მომზადება მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით, რომელშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50%-ზე მეტს, აქვს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის სტრატეგიული დანიშნულება და საექსპორტო პოტენციალი;

ბ) საწარმოს (ორგანიზაციის) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების არსებობა, რომელიც წარმოიშვა იმ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდებაზე მიუღებელი ანაზღაურების გამო, რომელიც უნდა დაფინანსებულიყო შესაბამისი ბიუჯეტიდან.

(საქართველოს კანონი: საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ, 2004 წლის 13 თებერვალი, მუხლი 1)

განსასჯელი - ბრალდებული, რომლის მიმართ საბრალდებო დასკვნის შედგენის შემდეგ საქმე არსებითად განსახილველად ან საპროცესო შეთანხმების დადების შემდეგ დასამტკიცებლად ჩაბარდა სასამართლოს განსჯადობის მიხედვით.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

განსაცდელის სტადია - სიტუაცია, როდესაც დანამდვილებითაა ცნობილი, რომ გემს ან ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ის საჭიროებს შველას, რადგან:

ა) მიღებულია ინფორმაცია, რომ გემს ან ადამიანების სიცოცხლეს სერიოზული და გარდუვალი საფრთხე ემუქრება;

ბ) განგაშის სტადიის დაფიქსირების შემდეგ ვერ მოხერხდა ვერც გემთან დაკავშირება და ვერც ინფორმაციის სხვა წყაროებიდან მიღება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლებელია გემი იმყოფებოდეს განსაცდელში;

გ) მიღებული ინფორმაციით, გემის საექსპლუატაციო საიმედობა იმდენადაა დარღვეული, რომ განსაცდელის სტადია გარდუვალია.

(საქართველოს კანონი საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ, 2000 წლის 29 სექტემბერი, მუხლი 3)

განსახლება - მოსახლეობის, ეკონომიკური და სხვა სახის აქტივობის გადანაწილება ქვეყნის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, რეგიონის, რაიონის, დასახლების ტერიტორიაზე.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

განსხვავებულობა - მცენარის ჯიშის ძირითადი ნიშან-თვისებების ცნობილი ჯიშებისაგან განსხვავება განაცხადის შეტანის დღისთვის; მცენარის ჯიში ცნობილად ითვლება, თუ მის შესახებ მონაცემები შეტანილია ოფიციალურ კატალოგში და საცნობარო ფონდებში, აღწერილი და გამოქვეყნებულია სპეციალურ ლიტერატურაში ან გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში. სელექციონერის უფლების მოპოვების მიზნით მცენარის ჯიშის სამართლებრივი დაცვის ან გასავრცელებლად დაშვების სხვა ქვეყანაში წარდგენილი განაცხადი მცენარის ჯიშს ცნობილად აღიარებს, თუ იგი იქნება სამართლებრივად დაცული ან გასავრცელებლად დაშვებული.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

განუყოფელი ქონება (ფონდი) - სამომხმარებლო კოოპერატივის (კავშირის) მთლიანი ქონების ნაწილი, რომელიც კოოპერატივის ფუნქციონირების პერიოდში მეპაიეთა შორის განაწილებას არ ექვემდებარება.

(საქართველოს კანონი სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ, 1997 წლის 15 მაისი, მუხლი 1)

განჩინება - კოლეგიური წესით გამოტანილი პირველი, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (განაჩენის გარდა) ნებისმიერ საკითხზე.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

განცხადება -

1. ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო.

(საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, 2004 წლის 24 ივნისი, მუხლი 1)

2. სამართლებრივი აქტის გამოცემით დაინტერესებული მხარის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი მოთხოვნა.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

3. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი მოთხოვნა.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 4)

განცხადებული საწესდებო კაპიტალი - საზოგადოების აქციონერთა მიერ დათქმული და წესდებით გათვალისწინებული საწესდებო კაპიტალი; „განაღდებული საწესდებო კაპიტალი“ - განცხადებული საწესდებო კაპიტალის ფაქტობრივად შევსებული ნაწილი.

(საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1)

გარანტია - თავდებობა, სამართლებრივი პრინციპებისა და საშუალებების ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს ვალდებულებათა შესრულებას.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 2)

გარდაცვალება - პირის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ, ან გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 4)

გარემო - ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემოს ერთობლიობა, რომელიც ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ცოცხალ და არაცოცხალ, შენარჩუნებულ და ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს, ბუნებრივ და ანთროპოგენულ ლანდშაფტებს.

(საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ, 1996 წლის 10 დეკემბერი, მუხლი 4)

გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემა - გარემოს დაბინძურების რეგულირების ისეთი სისტემა, რომელიც ეფუძნება დაბინძურების აკუმულირების უნარის მქონე გარემოს ძირითადი კომპონენტების - მიწის, წყლისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინტეგრირებულ (კომპლექსურ) კონტროლს.

(საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ 1996 წლის 10 დეკემბერი, მუხლი 4)

გარემოს დაცვა - ადმინისტრაციულ, სამეურნეო, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურსამართლებრივ და საზოგადოებრივ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს გარემოში არსებული ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებას და აღდგენას.

(საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ, 1996 წლის 10 დეკემბერი, მუხლი 4)

გარემოს დაცვის სამენეჯმენტო სისტემა - საქმიანობის ობიექტის მართვის სისტემისა და ბიზნეს-სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს გარემოზე ზემოქმედების საკითხებთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ, ობიექტების ფუნქციონირების ყველა ასპექტს (გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმის, გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ორგანიზაციისა და კადრების, გარემოს დაცვის ნორმების რეესტრის ჩათვლით).

(საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ, 1996 წლის 10 დეკემბერი, მუხლი 4)

გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლი - გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების შემადგენელი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების მოთხოვნების დაცვას და მოიცავს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგისა და ამავე კანონმდებლობის დაცვის კონტროლის ზომების ერთობლიობას.

(საქართველოს კანონი გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ, 2005 წლის 23 ივნისი, მუხლი 3)

გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დაცვის კონტროლი - გარემოსდაცვით მოთხოვნებთან შეუსაბამო საქმიანობაში ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან ამ საქმიანობის შეწყვეტის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება, რაც მოიცავს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ხელშემწყობ ღონისძიებებს, გარემოსდაცვით შემოწმებასა და დარღვევებზე რეაგირების ზომების გატარებას.

(საქართველოს კანონი გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ, 2005 წლის 23 ივნისი, მუხლი 3)

გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა - ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან სტიმულს აძლევს გარემოსდაცვითი მოთხოვნების ნებაყოფლობით შესრულებას.

(საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ, 2005 წლის 23 ივნისი, მუხლი 3)

გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგი - ინსპექტირებამდელი შესწავლა, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ან დარღვევის შესახებ ინფორმაციის უწყვეტი შეგროვება და სისტემური ანალიზი.

(საქართველოს კანონი გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ, 2005 წლის 23 ივნისი, მუხლი 3)

გარემოსდაცვითი შემოწმება - გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დაცვის კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც გულისხმობს გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შემოწმებას დადგენილი წესის შესაბამისად.

(საქართველოს კანონი გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ, 2005 წლის 23 ივნისი, მუხლი 3)

გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორი - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი გარემოს დაცვის სფეროში.

(საქართველოს კანონი გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ“, 2005 წლის 23 ივნისი, მუხლი 3)

გარემოს დაცვის სფერო - ამ კანონის მიზნებისათვის გარემოს დაცვის სფეროში იგულისხმება ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და აღწარმოების, ნარჩენების მართვისა და ქიმიური უსაფრთხოების სფერო. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონით „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“.

(საქართველოს კანონი გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ, 2005 წლის 23 ივნისი, მუხლი 3)

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადგილობრივი ორგანო - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის რეგიონალური (საქალაქო) სამმართველოების, ასევე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებისა და ქალაქ თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის რაიონული სტრუქტურული ქვედანაყოფები.

(საქართველოს კანონიგარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“, 1996 წლის 15 ოქტომბერი, მუხლი 3)

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეგიონალური ორგანო - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ორგანიზაციები, კერძოდ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის რეგიონალური (საქალაქო) სამმართველოები, ასევე ქალაქ თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი.

(საქართველოს კანონი გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ, 1996 წლის 15 ოქტომბერი, მუხლი 3)

გარემოსდაცვითი ნებართვა - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მისი რეგიონალური და ადგილობრივი ორგანოებისა და აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების წერილობითი გადაწყვეტილება. მისი შინაარსი, ფორმა (გაფორმების წესი) და გაცემის პროცედურა განსხვავებულია სხვადასხვა კატეგორიის საქმიანობისათვის. გარემოსდაცვითი ნებართვა არის ინტეგრირებული ნებართვა, რომელიც შეიცავს ნებართვას გამონაბოლქვზე, ნარჩენების განთავსებაზე და სხვა.

(საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ, 1996 წლის 15 ოქტომბერი, მუხლი 3)

გარემოს დაცვის ნორმები - გარემოზე საქმიანობის ზემოქმედების ისეთი ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ გარემოს ეკოლოგიურ წონასწორობას. ამ მიზნით დაწესებული გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები - ატმოსფერულ ჰაერში, წყალში და ნიადაგში ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის მავნე ნივთიერებების კონცენტრაციისა და მიკრორგანიზმების რაოდენობათა ზღვრულად დასაშვები ნორმები; ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები; რადიაციული ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები; - გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკრორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები; გარემოში ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმები; ეკოლოგიური მოთხოვნები პროდუქციისადმი; გარემოზე დატვირთვის ნორმები.

(საქართველოს კანონი გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ, 1996 წლის 15 ოქტომბერი, მუხლი 3)

გარემოსათვის ზიანის მიყენება - სანაპირო და შიდა წყლებში ან მათ მიმდებარე რაიონებში ადამიანის ჯანმრთელობისათვის, საზღვაო ფლორის, ფაუნისა და რესურსებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, რაც გამოწვეულია დაბინძურებით, ხანძრით, აფეთქებით ან სხვა მსგავსი ინციდენტით.

(საქართველოს კანონი „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ, 2000 წლის 29 სექტემბერი, მუხლი 3)

გასავრცელებლად დაშვება - მცენარის ჯიშის საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების ნებართვა, რომელშიც მითითებულია მცენარის ჯიშის გავრცელების ხელსაყრელი ზონები.

(საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

გასესხება - სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემა, დადგენილი დროის გასვლის შემდეგ სახელმწიფო რეზერვში იმავე ხარისხის, სახეობისა და რაოდენობის მატერიალურ ფასეულობათა დაბრუნების პირობით.

(საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ, 1998 წლის 13 დეკემბერი, მუხლი 2)

გასხვისების ზოლი - რკინიგზის მფლობელობაში არსებული მიწის ვაკისი, რომელზედაც განლაგებულია ხელოვნური და სახაზო-სალიანდაგო ნაგებობები, რკინიგზის ელექტრომომარაგებისა და კავშირგაბმულობის მოწყობილობები, რკინიგზის სადგურები, დამცავი ტყე-ნარგავები და რკინიგზის ფუნქციონირებისათვის საჭირო შესაბამისი ობიექტები და რკინიგზის სტრუქტურული ერთეულები.

(საქართველოს კანონი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

გაურკვევლობის სტადია - გემის ან ადამიანების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი გაურკვეველი სიტუაცია, რომელიც წარმოიშობა განსაზღვრულ დროს ნავსადგურში გემის მიუსვლელობით ან გემის ადგილსამყოფელის თუ უსაფრთხო ნავიგაციის შესახებ ინფორმაციის მიუღებლობით.

(საქართველოს კანონი „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ, 2000 წლის 29 სექტემბერი, მუხლი 3)

გაუსნებოვნება - დეზინსექციის, დეზინფექციისა და დერატიზაციის ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია მავნებლების, მცენარეთა დაავადებებისა და მღრღნელების წინააღმდეგ.

(საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

გაქირავება - ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის ორიგინალის ან ასლის ხელმისაწვდომობა დროის განსაზღვრულ პერიოდში სარგებლობისათვის მოგების მიღების მიზნით.

(საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

გაყიდვა - ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ან სხვაგვარი გასხვისების შესახებ.

(საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

გაშვება - სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურის შეცვლასთან დაკავშირებით სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა რეალიზაცია ან უსასყიდლოდ გაცემა გარკვეული მიმღებისათვის (მომხმარებლისათვის).

(საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“, 1998 წლის 13 დეკემბერი, მუხლი 2)

გაცემა - სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გატანა განახლების, შეცვლის, გასესხების, ჯავშნიდან მოხსნის, გაშვების ოპერაციათა წარმოებისას.

(საქართველოს კანონი საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ, 1998 წლის 13 დეკემბერი, მუხლი 2)

გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი - პირის შესაძლებლობა, შეაფასოს საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობა, სამედიცინო ჩარევის მიზანი და მკურნალობის მოსალოდნელი შედეგი.

(საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ, 2006 წლის 14 ივლისი, მუხლი 4)

გეგმარებითი დავალება - დაგეგმვაზე უფლებამოსილი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნების ერთობლიობა, რომლებიც ადგენს დაგეგმვის ამოცანებს, პარამეტრებს, ტერიტორიულ ფარგლებს, აგრეთვე დაგეგმვის და მისი განხორციელების ეკოლოგიურ, ტექნიკურ, საორგანიზაციო და სხვა პირობებს.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

გეგმარებითი რეგიონი - ისტორიულკულტურული ან/და ეკონომიკური ნიშნით გაერთიანებული, ან/და სპეციალური სივრცით-ტერიტორიული ამოცანების გადასაწყვეტად ფორმირებული რაიონების ტერიტორიების ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

გემი - საზღვაო ხომალდი.

(საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსი, 1997 წლის 15 მაისი, საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი - „საქართველოს საზღვაო კოდექსში გამოყენებული საზღვაო ტერმინები)

გემის დროშის სახელმწიფო - სახელმწიფო, რომლის დროშითაც დაცურავს გემი და რომლის გემების სახელმწიფო რეესტრშიც არის ეს გემი რეგისტრირებული.

(საქართველოს კანონი საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ”, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 6)

გემის იპოტეკა - გემის დაგირავება.

(საქართველოს კანონი საქართველოს საზღვაო კოდექსი, 1997 წლის 15 მაისი, საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი - საქართველოს საზღვაო კოდექსში გამოყენებული საზღვაო ტერმინები)

გენერიკული მედიკამენტი - საერთაშორისო, არაპატენტირებული მედიკამენტი.

(საქართველოს კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11.)

გენეტიკური ნათესავი - დონორის ან რეციპიენტის შვილი, დედა, მამა, შვილიშვილი, ბებია, პაპა, ძმა, და, ძმისწული, დისწული, დედის ძმა ან და, მამის ძმა ან და, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი.

(საქართველოს კანონი ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, 2000 წლის 23 თებერვალი, მუხლი 3)

გენერალური ლიცენზია - უფლება, როდესაც პირს შეუძლია ერთიანი ზოგადი ლიცენზიის საფუძველზე განახორციელოს მსგავსი ტიპის საქმიანობები და ვალდებული არ არის ცალ-ცალკე მოიპოვოს თითოეული საქმიანობის ლიცენზია.

(საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3)

გენერალური შეთანხმება - შეთანხმება საქართველოს მთავრობას, პროფესიული კავშირებისა და მეწარმეთა საერთო-ეროვნულ გაერთიანებებს შორის, რომელიც არეგულირებს მხარეთა შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს.

(საქართველოს კანონი „პროფესიული კავშირების შესახებ, 1997 წლის 2 აპრილი, მუხლი 3)

გენომი - ქრომოსომების ერთობლიობა, რომელიც შეიცავს მემკვიდრეობით ფაქტორებს (გენებს).

(საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ“, 2000 წლის 5 მაისი, მუხლი 4)

გენური ინჟინერია - ტექნოლოგია, რომელიც იძლევა მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდით მცენარეული, ცხოველური, უჯრედული და სხვა ბიოლოგიური ორგანიზმების ისეთი მიღების საშუალებას, რომელიც ვერ მიიღწევა ბუნებრივი სელექციით ან რეკომბინაციით.

(საქართველოს კანონი „ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 4)

გეოგრაფიული ობიექტები - დედამიწის ბუნებრივი წარმონაქმნები: კონტინენტები, ოკეანეები, ზღვები, კუნძულები, მთები, მდინარეები, ტბები, მყინვარები და სხვა, აგრეთვე ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები, მათი ცენტრები, ქალაქები, დაბები, თემები, სოფლები, ქუჩები, მოედნები, პარკები და სხვა მსგავსი ობიექტები.

(საქართველოს კანონი „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ, 2000 წლის 29 სექტემბერი, მუხლი 3)

გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენა - არსებულ სახელწოდებათა გამოვლენა, სახელწოდებათა არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდება, აგრეთვე სახელდებული გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელწოდებების გადარქმევა.

(საქართველოს კანონი „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ, 2000 წლის 29 სექტემბერი, მუხლი 3)

გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ნორმალიზება - გეოგრაფიული ობიექტების ფართოდ გავრცელებული სახელწოდებების შერჩევა, მათი გამოყენების წესების განსაზღვრა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა კორექტირება ეროვნული ტრადიციების მიხედვით.

(საქართველოს კანონი „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ, 2000 წლის 29 სექტემბერი, მუხლი 3)

გეოლოგიური მინაკუთვნი - ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად განსაზღვრული წიაღის ნაწილი, რომელიც გამოიყენება შესაბამისად გეოლოგიური შესწავლის მიზნით. გეოლოგიური მინაკუთვნით სარგებლობის ნებართვა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად გაიცემა ამ ლიცენზიასთან ერთად.

(საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

გეოლოგიური საქმიანობა - გეოლოგიის სფეროში სამეწარმეო საქმიანობის მიზნით განხორციელებული რეგიონული გეოლოგიური, გეოლოგიურ- აგეგმვითი, გეოფიზიკური, გეოქიმიური, ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო- გეოლოგიური, გეოეკოლოგიური, ლითოლოგიური, ვულკანოლოგიური, სტრატიგრაფიული, პალეონტოლოგიური, ტექტონიკური, მეტალოგენიური, მინერალოგიური და გეომორფოლოგიური საქმიანობა, აერო და კოსმო მასალების გეოლოგიური დეშიფრირება და ყველა სახის სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ძებნა-ძიებაზე ორიენტირებული საქმიანობა.

(საქართველოს კანონი „გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზია - საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, განუსაზღვრელი ვადით განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა გეოლოგიის სფეროში „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი პირობების დაცვით.

(საქართველოს კანონი გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

გეოლოგიური საქმიანობის სალიცენზიო პირობები - „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად, აგრეთვე წესების, სტანდარტებისა და მოთხოვნების ერთობლიობა, რომელთა დაცვაც კანონით მოეთხოვება ლიცენზიის მფლობელს სამეწარმეო გეოლოგიური საქმიანობის განხორციელებისას ლიცენზიით განსაზღვრული გეოლოგიური საქმიანობის სახეობებზე.

(საქართველოს კანონი გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

გლეხური/ფერმერული/კუსტარული წარმოება - საქმიანობა, რომლის მიზანია საკუთარი ან შეძენილი პროდუქციისაგან ტრადიციული წესითა და ჩვეულებით წარმოებული სურსათის რეალიზაცია.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

2.4

▲back to top


დაბალი მჟავიანობის დაკონსერვებული სასურსათო პროდუქტი - სასურსათო პროდუქტი, რომელიც ჰერმეტულად შენახულია კონტეინერში, რომლის ბუნებრივი pH უფრო მაღალია, ვიდრე 4.6.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

დაბინძურება - საშიში ნივთიერების განთავსება, გამოშვება, გადაღვრა, გაჟონვა, გადატუმბვა, დაღვრა, დაცლა, გარემოში გადაყრა, მათ შორის, საშიში ნივთიერების შემცველი კონტეინერების, ცისტერნების და სხვა დახურული სათავსების მიტოვება ან დაცლა; ავტომობილის, მატარებლის, თვითმფრინავის ან გემის ძრავის გამონაბოლქვის, აგრეთვე ისეთი დაბინძურების გარდა, რომელიც ზიანს აყენებს მხოლოდ სამუშაო ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს, თუ მათ შეუძლიათ პრეტენზია წაუყენონ თავიანთ უშუალო უფროსს.

(საქართველოს კანონი საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ, 1999 წლის 23 ივლისი, მუხლი 2)

დადგენილება - გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლეს ერთპიროვნულად გამოაქვს საქმის განხილვისას; გამომძიებლის, პროკურორის გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც წარმოიშობა წინასწარი გამოძიების პროცესში.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

დავალიანებების გადავადება - ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების გადახდის ვალდებულების განვადება.

(საქართველოს კანონი: საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ, 2004 წლის 13 თებერვალი, მუხლი 1)

დავალიანებების გაყინვა - ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების გადახდის შეჩერება განსაზღვრული ვადით.

(საქართველოს კანონი: საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ, 2004 წლის 13 თებერვალი, მუხლი 1)

დაზარალებული - პირი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში ცნობილია დაზარალებულად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

(საქართველოს კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, 2006 წლის 28 აპრილი, მუხლი 3)

დაზღვევა - ურთიერთობა, რომელიც მყარდება ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე, გარკვეული გარემოებების (სადაზღვევო შემთხვევების) დადგომისას.

(საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ, 1997 წლის 2 მაისი, მუხლი 2)

დაზღვეული - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაზღვევა. დამზღვევი შეიძლება იმავდროულად იყოს დაზღვეული, თუ დამზღვევის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

(საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ, 1997 წლის 2 მაისი, მუხლი 2)

დათვალიერების აქტი - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი, რომელსაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მისი რეკვიზიტების წარმოდგენილ დოკუმენტებთან შედარების შედეგად ადგენს უფლებამოსილი პირი.

(საქართველოს კანონი: საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 3)

დაინტერესებული მხარე - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

დაინტერესებული პირი -

1. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ლიცენზიის მფლობელის საქმიანობა.

(საქართველოს კანონიმაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

2. ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან იურიდიული ფაქტის საფუძველზე წარმოეშვა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, ყადაღის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მათში ცვლილების ან მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება, ან რომლის უფლება, ყადაღა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა დარეგისტრირდა შესაბამის რეესტრში, ან რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ან ქმედება.

(საქართველოს კანონი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ, 2005 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც მართლზომიერად ფლობს, სარგებლობს ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობანაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, აგრეთვე ის პირი, რომელმაც სახელმწიფოს საკუთრების არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

(საქართველოს კანონი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, 2007 წლის 11 ივლისი, მუხლი 2)

4. პირი, რომელიც დაინტერესებულია განსახილველი საქმის შედეგით და ამ მიზნით ცდილობს მოსამართლესთან კომუნიკაციას.

(საქართველოს კანონი საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ, 2007 წლის 11 ივლისი, მუხლი 2)

დაკავშირებული პირი -

1. ა) ფიზიკურ პირთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხება;

ბ) საწარმო, რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს, რომელიც მას პრაქტიკულ საშუალებას აძლევს, ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე;

გ) იმ საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი, რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს, რომელიც მას პრაქტიკულ საშუალებას აძლევს, ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე;

დ) იურიდიული პირის მმართველი ორგანოს წევრი ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი;

ე) იურიდიული პირის პარტნიორი ან დამფუძნებელი, რომელსაც პრაქტიკული საშუალება აქვს, ზემოქმედება მოახდინოს ამ პირის გადაწყვეტილებებზე.

(საქართველოს კანონი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 3)

2. ა) ფიზიკურ პირთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხება;

ბ) საწარმო, რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს, რომელიც მას პრაქტიკულ საშუალებას აძლევს, ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე;

გ) იმ საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი, რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს, რომელიც მას პრაქტიკულ საშუალებას აძლევს, ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე;

დ) იურიდიული პირის შემთხვევაში:

დ.ა) პირის მმართველი ორგანოს წევრი ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი;

დ.ბ) პირის პარტნიორი ან დამფუძნებელი, რომელსაც პრაქტიკული საშუ63 ალება აქვს ზემოქმედება მოახდინოს ამ იურიდიული პირის გადაწყვეტილებებზე.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

3. პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ იგი მიღებულია ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და ამ ქონებით სარგებლობს ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

დაკალიბრების ლაბორატორია - ლაბორატორია, რომელიც ადგენს გაზომვის საშუალების გაზომვის სტანდარტთან შესაბამისობას.

(საქართველოს კანონი პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 3)

დაკანონებული გაზომვის საშუალება - გაზომვის საშუალება, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო შესაბამისობის შეფასებას ან მეტროლოგიურ კონტროლს.

(საქართველოს კანონი აზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 1)

დამამზადებელი -

1. რეალიზაციის ან გაცვლის მიზნით პროდუქციის მწარმოებელი საწარმო, ორგანიზაცია, დაწესებულება ან მოქალაქე-მეწარმე.

(საქართველოს კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, 1996 წლის 20 მარტი, შესავალი)

2. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს პესტიციდს ან აგროქიმიკატს.

(საქართველოს კანონი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

დამატებითი ინდივიდუალური მუშაობა - ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით დადგენილი გაკვეთილების (საათების) გარდა, მასწავლებლის მუშაობა ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მისაღწევად.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

დამატებითი რეისი - ავიაგადამზიდველის მიერ შესრულებული არარეგულარული ერთჯერადი რეისი იმ საჰაერო ხაზზე, რომლის რეგულარული ექსპლუატაციის უფლებაც მას ლიცენზიით აქვს მინიჭებული.

(საქართველოს კანონი სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, 2000 წლის 15 სექტემბერი, მუხლი 3)

დამატებითი საკვები - ნებისმიერი საკვები, რომელიც ვარგისია ან შემოთავაზებულია ვარგისად 6 თვეზე მეტი ასაკის ბავშვის კვებისათვის, როგორც ქალის რძის ან ბავშვთა საკვები ფორმულის დამატება, როცა ამ უკანასკნელთაგან თითოეული არ არის საკმარისი საკვებზე ბავშვის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და რომელიც შეიძლება მომზადდეს საწარმოო ან სახლის პირობებში.

(საქართველოს კანონი „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ, 1999 წლის 9 სექტემბერი, მუხლი 3)

დამატებითი საფასური - გადაყვანაგადაზიდვასთან დაკავშირებული ოპერაციების (სამუშაოების) საფასური, რომელიც არ შედის გადაყვანა-გადაზიდვის ტარიფში.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი“, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

დამზღვევი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც დადო დაზღვევის ხელშეკრულება მზღვეველთან.

(საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ, 1997 წლის 2 მაისი, მუხლი 2)

დამკვეთი -

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კერძო სამართლის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც მენაშენისაგან ხელშეკრულებით დელეგირებული აქვს მშენებლობის პროცესთან დაკავშირებულ იურიდიულ ან მეწარმე ფიზიკურ პირთან უშუალო ურთიერთობის განხორციელების ფუნქციები.

(საქართველოს კანონი „სამშენებლო საქმიანობის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 3)

2. ფიზიკური ან იურიდიული პირი, კანონით განსაზღვრული ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი, ან ამხანაგობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამუშაოს უკვეთავს საპროექტო ან/და სამშენებლო ორგანიზაციას.

(საქართველოს კანონი მშენებლობის ნებართვის შესახებ, 2004 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

დამკვეთის ნედლეულით (მასალით) საქონლის წარმოება - საქონლის ნებისმიერი წარმოება, მათ შორის, მისი დამზადება, გადამუშავება, დამუშავება ან აღნიშნული ნედლეულის (მასალის) სხვაგვარი ტრანსფორმაცია, რომლის პროცესში როგორც ნედლეულის (მასალის), ისე საბოლოო პროდუქტის მესაკუთრე არის პირი, რომელმაც მიაწოდა ნედლეული (მასალები) და ფულადი ან ნატურალური ფორმით აანაზღაურა ამ ნედლეულით (მასალით) საქონლის წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურების ღირებულება (მიუხედავად იმისა, წარმოებისას მწარმოებელმა გამოიყენა თუ არა საკუთარი ნედლეული (მასალა), მაკომპლექტებლები ან სხვა კომპონენტები, რომელთა ღირებულებაც ჩაითვალა ასეთ წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურების ღირებულებაში).

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 18)

დამლაშებული ნიადაგი - წყალში ხსნადი მარილებით მდიდარი ნიადაგი, რომელიც აბრკოლებს კულტურული მცენარეების განვითარებას.

(საქართველოს კანონი „ნიადაგის დაცვის შესახებ, 1994 წლის 12 მაისი, მუხლი 11)

დამოუკიდებელი ბროკერი - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც სავაჭრო შუამავლობას ეწევა სასაქონლო ბირჟაზე გამყიდველსა და მყიდველს შორის გარიგებათა დადებით, მოქმედებს კლიენტის დავალებით და კლიენტის ხარჯით, აგრეთვე თავისი სახელით და კლიენტის ხარჯით, კლიენტის სახელით და თავისი ხარჯით.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 2)

დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო - სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს ამ კანონითა და შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

(საქართველოს კანონი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“, 2002 წლის 13 სექტემბერი, მუხლი 3)

დამოუკიდებელი პროგრამა - პროგრამა, რომლის საავტორო უფლებების მფლობელსა და ლიცენზიის მფლობელს შორის არ არსებობს ურთიერთდამოკიდებულება.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა - უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

(საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ“, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5)

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი - პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას.

(საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5)

დამოუკიდებლობა - როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს, ისე კომისიონერის შესაძლებლობა, არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევის გარეშე განახორციელოს მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება, მათ შორის, განიხილოს, გამოიკვლიოს და გადაწყვიტოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხები; დაუშვებელია ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს ჩარევა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში, ამ საქმიანობის კონტროლი და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონით.

(საქართველოს კანონი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ, 2002 წლის 13 სექტემბერი, მუხლი 3)

დამსაქმებელი (სამუშაოს მიმცემი, დამქირავებელი) - ორგანიზაცია ან იურიდიული პირი, რომელიც წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით (ადმინისტრაციით) ან ფიზიკური პირი, რომელთანაც მუშაკს (მომუშავეს) გაფორმებული აქვს ხელშეკრულება (კონტრაქტი) შრომითი ურთიერთობის შესახებ.

(საქართველოს კანონი პროფესიული კავშირების შესახებ, 1997 წლის 2 აპრილი, მუხლი 3)

დამსწრე - ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში მოწვეული პირი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

დამტკიცებული პროსპექტი - ემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია კომისიის მიერ.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

დამფრახტავი - გემის დამქირავებელი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საზღვაო კოდექსი, 1997 წლის 15 მაისი, საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი - საქართველოს საზღვაო კოდექსში გამოყენებული საზღვაო ტერმინები)

დამცავი ზონა - რკინიგზის ნაგებობების, მოწყობილობებისა და სხვა ობიექტების დაცვის, მიწის ვაკისის სიმკვრივისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად საჭირო მიწის ნაკვეთი, აგრეთვე მისი მომიჯნავე მცოცავი მიწა.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

დამხმარე დონე - პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია გემზე რიგითი შემადგენლობის მიერ თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებასთან, ექსპლუატაციის ან მართვის დონეზე მომუშავე პირის ხელმძღვანელობით.

(საქართველოს კანონი მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ, 2000 წლის 26 სექტემბერი, მუხლი 1)

დამხმარე (ბუფერული) ზონა - დაცული ტერიტორიის გარშემო არსებული ზონა, რომლის გამოყენება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოებს მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის კატეგორიის გამოყენებით.

(საქართველოს კანონი კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 1998 წლის 9 დეკემბერი, მუხლი 1)

დამხმარე მასალები და საგნები - მასალები, საგნები და მოწყობილობა-დანადგარები, რომლებიც გამოიყენება სურსათის წარმოების, გადამუშავების, შენახვის, რეალიზაციის, მანიპულირებისა და მოხმარების დროს და უშუალო შეხებაშია სურსათთან, აგრეთვე თამბაქოს ნაწარმთან შეხებაში მყოფი გარსები, კოლოფები და სხვა შესაფუთი მასალები.

(საქართველოს კანონი სურსათისა და თამბაქოს შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

დამხმარე ტექნიკური პერსონალი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში არადიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული ან ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებული პირები, რომლებიც ასრულებენ ფინანსური, მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფისა და დამხმარე ხასიათის სხვა ფუნქციებს.

(საქართველოს კანონი დიპლომატიური სამსახურის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

დანაკლისი - სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება და, შესაბამისად, ინვენტარიზაცია ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ჩაითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთან, თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილია დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა, დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი ნაკლებობა.

(საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

დანიშნულების სახელმწიფო - სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზედაც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს უწევენ ექსპლუატაციას.

(საქართველოს კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, 2006 წლის 28 აპრილი, მუხლი 3)

დაპატიმრება - წინასწარი პატიმრობა.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

დარგი - დაკისრებული კომპეტენციის ფარგლებში რეგულირებადი სფერო.

(საქართველოს კანონი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ, 2007 წლის 8 ივნისი, მუხლი 1)

დარგობრივი პროფესიული კავშირი - პროფესიული კავშირი, რომელიც ნებაყოფილობით აერთიანებს საქართველოს ეროვნული მეურნეობის ერთი ან რამდენიმე მონათესავე დარგის საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში მომუშავე პროფკავშირის წევრებს და მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

(საქართველოს კანონი პროფესიული კავშირების შესახებ, 1997 წლის 2 აპრილი, მუხლი 3)

დარგობრივი (სატარიფო) შეთანხმება - შეთანხმება აღმასრულებელი ხელისუფლების, პროფესიული კავშირებისა და დამსაქმებელთა (მეწარმეთა) შესაბამის ორგანოებს შორის, რომელიც არეგულირებს მხარეთა შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს.

(საქართველოს კანონი პროფესიული კავშირების შესახებ, 1997 წლის 2 აპრილი, მუხლი 3)

დასაბეგრი ქონების ადგილსამყოფელი - ადგილი, სადაც უძრავი ქონება ფაქტობრივად მდებარეობს, ხოლო მოძრავი ქონება რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ არ არსებობს მოძრავი ქონების რეგისტრაციის ადგილი, დასაბეგრი ქონების ადგილსამყოფლად ითვლება ადგილი, სადაც მოძრავი ქონება ფაქტობრივად მდებარეობს.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

დასაიდუმლოება - ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებთან დაშვებისა და მათი გავრცელების შეზღუდვები.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

დასაცავი პირი - ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი ან მსჯავრდებული, რომელსაც დამცველი იცავს.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

დასახლება - განსახლების განსხვავებული ფორმების (ტიპების) საერთო სახელწოდება (ქალაქი, დაბა, თემი, სოფელი).

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები - დაგეგმვაზე უფლებამოსილი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები - ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიებზე უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესებს.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

დასახელებული საგამოცდო ლაბორატორია - დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული და ლაბორატორიათაშორისი გამოცდების შედეგად დასახელებული ლაბორატორია, რომელიც შეტანილია აკრედიტაციის სისტემის სახელმწიფო რეესტრში.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

დაუზუსტებელი მოთხოვნა - მოთხოვნა, რომელიც ჯერ არ არის დაზუსტებული და მოიცავს მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან, ხელშეკრულების დარღვევასთან ან შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ან სამოქალაქო ურთიერთობიდან წარმოშობილ სხვა მოთხოვნებს.

(საქართველოს კანონი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 3)

დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქცია - ფარმაცევტული პროდუქტი, რომელსაც გავლილი აქვს საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესის ყველა სტადია, გარდა საბოლოო შეფუთვისა.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

დაფარვითი ინვენტარიზაცია - კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტების გამოვლენის, ამ ობიექტებისა და მათი გარემოს შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

დაფარული ქონება (შემოსავალი) - ქონება (შემოსავალი), რომელიც ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულმა პირებმა მიიღეს საკუთრებაში ან სარგებლობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 193-ე, 194-ე, 195-ე, 196-ე მუხლებით, 197-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 199-ე, მე-200, 201-ე, 204-ე, 209-ე, 210-ე, 211-ე, 213-ე, 216-ე, 218-ე, 219-ე, 220-ე, 221-ე მუხლებით, 214-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და ამ ნაწილებთან დაკავშირებით 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, აგრეთვე საქართველოს 1960 წლის 30 დეკემბრის სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., ¹1, მუხ. 10) 79-ე მუხლის პირველი ნაწილით, 160-ე, 1601, 1602 მუხლებით, 162-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 163-ე, 1631, 164-ე, 165-ე, 1651, 1653, 1654, 1655, 1656, 166-ე, 1661, 167-ე, 1693, 1696, 1697, 1711, 172-ე, 173-ე, 1731, 1732 და 174-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შედეგად.

(საქართველოს კანონი ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ, 2004 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

დაფასოებული სასურსათო პროდუქტი - სურსათის ნებისმიერი ნაწილობრივ ან მთლიანად შეფუთული ერთეული, რომლის შიგთავსის შეცვლა შეუძლებელია შეფუთვის გახსნის ან შეცვლის გარეშე.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

დაფასოებული საქონელი - შეფუთული საქონელი, რომლის რაოდენობა აღნიშნულია შეფუთვაზე, რომელიც შეესაბამება წინასწარ შერჩეულ ნომინალურ მნიშვნელობას და რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს შეფუთვის გახსნის ან მისი ხილული დაზიანების გარეშე.

(საქართველოს კანონი გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 1)

დაფრახტვა - გემის დაქირავება გარკვეული ვადით.

(საქართველოს კანონი საქართველოს საზღვაო კოდექსი, 1997 წლის 15 მაისი, საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი - საქართველოს საზღვაო კოდექსში გამოყენებული საზღვაო ტერმინები)

დაქირავებით მუშაობა - დაქირავებით მუშაობად ითვლება:

ა) ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით ან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით;

ბ) ფიზიკური პირის მიერ იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სამართალდამცავ და მასთან გათანაბრებულ ორგანოებში მის სამსახურთან;

გ) ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 16)

დაშვება - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პირობებით (მათ შორის, ტარიფებით) საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტებით, ტექნიკური საშუალებებით, მათი თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით, ან მათი გამოყენებით განხორციელებული (ან განხორციელებადი) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს უზრუნველყოფას: ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ქსელის ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესაბამისი ელემენტებითა და ტექნიკური საშუალებებით; ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტებით და მათი თავისუფალი რესურსებით, მათ შორის, საკანალიზაციო არხებით და ჭებით, სააბონენტო წყვილებით, ანძებით და ბოძებით; თანალოკაციის ფართობით; ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ქსელის შესაბამისი ელემენტებით, მათი თავისუფალი საოპერაციო რესურსებითა და სიმძლავრეებით (მათ შორის, როუმინგის მიწოდებასთან დაკავშირებული რესურსებით); აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემისა და პროგრამების (მომსახურების) ელექტრონული სარჩევის (მეგზურის) რესურსებით; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვისა და მომხმარებელთა საინფორმაციო ბაზების, ნომრების პორტაბელურობასთან (ტრანსლირებასთან) დაკავშირებული რესურსებით, ასევე ვირტუალური ქსელების მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიმწოდებელი - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რომელსაც მოეთხოვება მის ქსელთან, სისტემასთან, ქსელის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან, ან ამ ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებულ (ან განხორციელებად) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან მსურველი ოპერატორის დაშვება ან/და ურთიერთჩართვის მიწოდება.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მსურველი - ავტორიზებული პირი, რომელიც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორისაგან მოითხოვს ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებას და/ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახე, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

დაშვების ტარიფი - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ქსელის ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების საფასური.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

დაჩქარებული მომსახურება - დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მომსახურების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაზე უფრო შემჭიდროებულ დროში.

(საქართველოს კანონი: საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 3)

დაცვითი ნარგაობა - ნიადაგის დაცვის მიზნით გაშენებული მერქნიან მცენარეთა ნარგავები.

(საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსი, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 5)

დაცვის მხარე - ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი, დამცველი, ბრალდებულის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე და მისი წარმომადგენელი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

დაცული ლანდშაფტი - დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების V კატეგორიას - დაცული ლანდშაფტი (Protected Landscape).

(საქართველოს კანონი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 2003 წლის 22 აპრილი, მუხლი 1)

დაცული ლანდშაფტი - შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების V კატეგორიას - დაცული ლანდშაფტი (Protected Lahdscape).

(საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, 1996 წლის 7 მარტი, გამოყენებული ტერმინები)

დაცული ტერიტორია -

1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი განსაზღვრული სტატუსის მქონე სახმელეთო ტერიტორია და/ან ზღვის აკვატორია.

(საქართველოს კანონი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 2003 წლის 22 აპრილი, მუხლი 1)

2. ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შესანარჩუნებლად განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომლის დაცვა და მართვა ხორციელდება გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ საფუძველზე. დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელი - ბიოსთფერული რეზერვატების, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის, დაკვირვების,ზრუნვისა და ფინანსური ხელშეწყობის სტატუსის მქონე დაცული ტერიტორიების ქსელები.

(საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, 1996 წლის 7 მარტი, გამოყენებული ტერმინები)

3. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი განსაზღვრული სტატუსის მქონე სახმელეთო ტერიტორია და/ან ზღვის აკვატორია.

(საქართველოს კანონი კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 1998 წლის 9 დეკემბერი, მუხლი 1)

4. ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შენარჩუნების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომლის დაცვა და მართვა ხორციელდება გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ საფუძველზე. დაცული ტერიტორია იქმნება უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის - უნიკალური, იშვიათი და დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად, მათი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი მეურნეობის განვითარების მიზნით გამოყენების უზრუნველსაყოფად.

(საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ, 1996 წლის 10 დეკემბერი, მუხლი 4)

დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელი - ბიოსფერული რეზერვატების, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილი სტატუსის მქონე დაცული ტერიტორიების ქსელი.

(საქართველოს კანონი კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 1998 წლის 9 დეკემბერი, მუხლი 1)

დაცული ტერიტორიების სისტემა -

1. დაცული ტერიტორიების სხვადასხვა კატეგორიებისაგან აგებული ქსელი, რომელიც ფუნქციონირებს და იმართება, როგორც ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარების ერთიანი სისტემა.

(საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, 1996 წლის 7 მარტი, გამოყენებული ტერმინები)

2. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული დაცული ტერიტორიების სხვადასხვა კატეგორიების ქსელი, რომელიც ფუნქციონირებს და იმართება, როგორც ერთიანი სისტემა.

(საქართველოს კანონი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ
2003 წლის 22 აპრილი, მუხლი 1)

3. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული დაცული ტერიტორიების სხვადასხვა კატეგორიების ქსელი, რომელიც ფუნქციონირებს და იმართება, როგორც ერთიანი სისტემა.

(საქართველოს კანონი კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 1998 წლის 9 დეკემბერი, მუხლი 1)

დაწყებითი საზღვაო განათლება - საზღვაო სკოლაში ერთწლიანი თეორიული მომზადების აღიარებული კურსი, რომლის გავლის შემდეგ გაიცემა გემზე დამხმარე დონის მუშა სპეციალისტის მოწმობა.

(საქართველოს კანონი მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ, 2000 წლის 26 სექტემბერი, მუხლი 1)

დაჭაობება -

1. პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ნიადაგში ტენიანობის გაზრდის შედეგად და რომელსაც თან სდევს მცენარეულობის, მიკროფლორისა და ჟანგვა-აღდგენის რეჟიმის შეცვლა, რკინის ქვეჟანგისა და დაუშლელი ორგანული ნივთიერებების დაგროვება.

(საქართველოს კანონი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა - გაუმჯობესების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

2. პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ნიადაგში ტენიანობის გაზრდის შედეგად, თან სდევს მცენარეულობის, მიკროფლორის, ჟანგვა-აღდგენის რეჟიმის შეცვლა, რკინის ქვეჟანგის და დაუშლელი ორგანული ნივთიერების დაგროვება.

(საქართველოს კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ, 1994 წლის 12 მაისი, მუხლი 11)

დახედვა - მავნე ორგანიზმის არსებობის ან არარსებობის დადგენის ან/და ფიტოსანიტარიული რეგლამენტაციის დაცვის მიზნით მცენარის, მცენარეული პროდუქციისა და ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული სხვა მასალის ვიზუალური გამოკვლევა.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ, 1997 წლის 15 მაისი, მუხლი 1)

დახლი ან არასტაციონარული სავაჭრო ადგილი - ბაზრის ან ბაზრობის ტერიტორიაზე გაქირავებული ადგილი, საიდანაც ხდება პირის მიერ საქონლის მიწოდება და რომლის ფართობს და მომსახურების საფასურს (ქირას) განსაზღვრავს ბაზრის ან ბაზრობის ხელმძღვანელი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

დეგრადირებული ნიადაგი - ნიადაგი, რომლის ბიოლოგიური თვისებები გაუარესებულია, ხოლო ეკონომიკური მაჩვენებლები დაცემულია სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად.

(საქართველოს კანონი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა - გაუმჯობესების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

დედა ფუტკარი - მდედრობითი სქესის ფუტკარი, რომელსაც განვითარებული აქვს სასქესო ორგანოები.

(საქართველოს კანონი მეფუტკრეობის შესახებ, 2002 წლის 18 მაისი, მუხლი 3)

დედობილ-მამობილი - ფიზიკური პირები, მათ შორის, ორივე ან ერთერთი მეუღლე, რომლებმაც გაიარეს სპეციალური მომზადება და რომლებსაც სახელმწიფოს სახელით, ხელშეკრულების საფუძველზე, აღსაზრდელად და მოსავლელად გადაეცათ ბავშვი.

(საქართველოს კანონი ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 1)

დევნილთა ანკეტირება - სამინისტროს მიერ დევნილის პერსონალური (საიდენტიფიკაციო) მონაცემების აღრიცხვის პროცედურა.

(საქართველოს კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ, 1996 წლის 28 ივნისი, მუხლი 11)

დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი - დევნილთა დროებითი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ორგანიზებულად იქნენ განსახლებული დევნილები.

(საქართველოს კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ, 1996 წლის 28 ივნისი, მუხლი 11)

დევნილთა რეგისტრაცია - სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადებში დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაციისა და ახალი მოწმობის გაცემის პროცედურა.

(საქართველოს კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ, 1996 წლის 28 ივნისი, მუხლი 11)

დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი (დევნილის რეგისტრაციის ადგილი) - დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი ან ადგილი, სადაც იგი დროებით იქნა განსახლებული.

(საქართველოს კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ, 1996 წლის 28 ივნისი, მუხლი 11)

დევნილის მოწმობა - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ იძულებით გადაადგილებულ პირზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის დევნილად ცნობასა და დევნილის სტატუსის მინიჭებას.

(საქართველოს კანონი „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ, 1996 წლის 28 ივნისი, მუხლი 11)

დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი - პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო.

(საქართველოს კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ, 1996 წლის 28 ივნისი, მუხლი 11)

დევნილის სტატუსის მაძიებელი - პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით განცხადებით მიმართა სამინისტროს და რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ის შეიძლება ამ კანონის პირველი მუხლის საფუძველზე ჩაითვალოს დევნილად.

(საქართველოს კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ, 1996 წლის 28 ივნისი, მუხლი 11)

დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია - საცავებში, საწყობებში, სათბურებში შესაბამისად დაავადებების, მავნებლობის და მღრღნელების საწინააღმდეგო ღონისძიებანი.

(საქართველოს კანონი მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ, 1994 წლის 12 ოქტომბერი, მუხლი 14)

დეკლარანტი - პირი, რომელიც საბაჟო დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება საბაჟო დეკლარირება.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

დეკრეტირებული კონტინგენტი - პირები, რომელთა საქმიანობა უკავშირდება საკვები პროდუქციისა და სასმელი წყლის წარმოებას, შენახვას, ტრანსპორტირებას, რეალიზაციას, ბავშვების აღზრდასა და სწავლებას, მოსახლეობის სამედიცინო, კომუნალურ და საყოფაცხოვრებო მომსახურებას.

(საქართველოს კანონი საქართველოს სანიტარიული კოდექსი, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 4)

დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების ზედამხედველობა - მიზანშეწონილობის მოტივით ზედამხედველობა, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის მიერ მისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას სახელმწიფო ინტერესებისა და იმ მითითებების შესაბამისად, რომლებსაც დელეგირების განმახორციელებელი იძლევა.

(საქართველოს კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ, 2007 წლის 8 ივნისი, მუხლი 2)

დელიმიტაცია - დაინტერესებულ სახელმწიფოთა შორის ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ან კონტინენტური შელფის გამყოფი ხაზის დადგენა შეთანხმების საფუძველზე.

(საქართველოს კანონი საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ”, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 6)

დე-მინიმისიმპორტი - არაკომერციული დანიშნულების მქონე მცირე რაოდენობის საქონელი, რომელიც მოთავსებულია მგზავრის ბარგში ან იგზავნება მცირე კონტეინერით.

(საქართველოს კანონი ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 2)

დენომინაცია - ქვეყანაში ფულის მიმოქცევის მოწესრიგების, აღრიცხვისა და ანგარიშსწორების გაადვილების მიზნით ეროვნული ფულის ერთეულის გამსხვილება დაწესებული თანაფარდობის მიხედვით, ძველი ფულის ნიშნების ახალზე გადაცვლის მეშვეობით.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

დეპოზიტარიუმი - უფლებამოსილი ორგანიზაცია, სადაც ინახება ბიოლოგიური რეპროდუცირებადი მასალა.

(საქართველოს კანონი საქართველოს საპატენტო კანონი, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

დეპოზიტი - კომერციულ ბანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში პირის მიერ შეტანილი ანაბარი ან გადახდის სხვა საშუალებები.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

დეპონირებული თანხა - საბანკოსაკრედიტო დაწესებულებაში ფულადი თანხის და სხვა სახეობის ფასეულობათა შესანახად ჩაბარება.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

დივიდენდი - მოგების ნაწილი, რომელსაც იურიდიული პირი სამეურნეო წლის (სამეურნეო წლების) შედეგების მიხედვით ანაწილებს პარტნიორთა შორის, აგრეთვე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციების გამოსყიდვისას („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 531 მუხლის შესაბამისად) ქონების განაწილებით მიღებული შემოსავალი, გარდა საწესდებო და საემისიო კაპიტალის ქონებისა ან/და იმ ქონებისა, რომელიც პარტნიორმა ადრე განახორციელა შენატანის სახით.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

დილერი - შუამავალი (იურიდიული ან ფიზიკური პირი), რომელიც სასაქონლო ბირჟაზე მოქმედებს თავისი სახელითა და თავისი ხარჯით.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 2)

დიპლომატიური თანამდებობის პირთან გათანაბრებული პირი - სახელმწიფო მოხელე, რომელიც საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, აგრეთვე შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სახელით მონაწილეობს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში და საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების ან, შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე გათანაბრებულია დიპლომატიური თანამდებობის პირთან. ეს სტატუსი მოქმედებს მხოლოდ ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქმიანობის განხორციელების დროს.

(საქართველოს კანონი დიპლომატიური სამსახურის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

დიპლომატიური თანამდებობის პირი - დიპლომატიურ სამსახურში შტატით გათვალისწინებულ დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული პირი.

(საქართველოს კანონი დიპლომატიური სამსახურის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

დიპლომატიური რანგი - დიპლომატიურ სამსახურში დაწესებული საკლასო ჩინი.

(საქართველოს კანონი დიპლომატიური სამსახურის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

დიპლომატიური სამსახური - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მისი ქვედანაყოფები ქვეყნის ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ.

(საქართველოს კანონი დიპლომატიური სამსახურის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

დიპლომატიური წარმომადგენლობა - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობებისას წარმოადგენს საქართველოს.

(საქართველოს კანონი დიპლომატიური სამსახურის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

დიპლომი -

1. სერტიფიკატი, რომლითაც დასტურდება, რომ მცენარის ჯიში შეტანილია საქართველოს ტერიტორიაზე მცენარეთა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების სახელმწიფო რეესტრში.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის ან/და მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

დიპლომირებული მედიკოსი (ვეტერინარი) - მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება. პროგრამა ითვალისწინებს მედიცინის (მათ შორის, სავეტერინარო მედიცინის) სპეციალისტის მომზადებას პრაქტიკული ხასიათის პროფესიული საქმიანობისათვის.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

დიპლომირებული სპეციალისტი -

1. პირი, რომელსაც პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კრედიტების დადგენილი რაოდენობის დაგროვების შედეგად შესაბამისი დოკუმენტით მიენიჭა კვალიფიკაცია და რომელსაც შეუძლია სწავლის პროცესში მიღებული ცოდნის პროფესიულ საქმიანობაში გამოყენება.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

2. პირი, რომელსაც პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კრედიტების დადგენილი რაოდენობის დაგროვების შედეგად შესაბამისი დოკუმენტით მიენიჭა კვალიფიკაცია და რომელსაც შეუძლია სწავლის პროცესში მიღებული ცოდნის პროფესიულ საქმიანობაში გამოყენება.

(საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 4)

დიპლომის დანართი - დოკუმენტი, რომელსაც გასცემს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დიპლომთან ერთად სტუდენტის მიერ მიღებული განათლების შინაარსისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული სტატუსის დასადასტურებლად.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) - დიპლომამდელი სამედიცინო განათლების შემდგომი პროფესიული მზადება, რომელიც ეფუძნება პრაქტიკულ საექიმო საქმიანობას და რომლის მიზანია საექიმო სპეციალობის დაუფლება.

(საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5)

დისერტაცია - სამეცნიერო ნაშრომი, რომელსაც დოქტორანტი იცავს დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

დისკონტი - თამასუქის განაღდება, პროცენტი, რომელსაც უკავებენ თამასუქის განაღდებისას.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

დისკრეციული უფლებამოსილება - უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

დისკრიმინაციული ბარიერი - სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხრიდან საკუთრების ფორმის, რეზიდენტობის ან სხვა, ცალკე აღებული კრიტერიუმების მიხედვით, ეკონომიკური აგენტისათვის დაუსაბუთებელი, განსხვავებული და უსამართლო მოთხოვნების წაყენება ან შეღავათების მინიჭება.

(საქართველოს კანონი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ, 2005 წლის 3 ივნისი, მუხლი 2)

დისტრიბუტორი -

1. პირი (მათ შორის, რეალიზატორი), რომელიც მოქმედებს თავისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში პროდუქციით უზრუნველყოფის ქსელში და რომლის საქმიანობას შეუძლია გავლენა მოახდინოს ბაზარზე გატანილი პროდუქციის უვნებლობის მახასიათებლებზე.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

2. პირი, რომელიც მოქმედებს თავისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში პროდუქციით უზრუნველყოფის ქსელში და რომლის საქმიანობა გავლენას არ ახდენს პროდუქციის უსაფრთხოების მახასიათებლებზე.

(საქართველოს კანონი პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 3)

დისციპლინური გადაცდომა - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული წესების დარღვევა.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

დისციპლინური დევნა - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია მოსწავლის ან მასწავლებლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

დისციპლინური სახდელი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომისათვის გათვალისწინებული ზემოქმედების ზომა.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

დონორი - ცოცხალი ადამიანი ან გარდაცვლილი, რომლისგანაც იღებენ ორგანოს სხვა ადამიანისათვის გადასანერგად.

(საქართველოს კანონი ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, 2000 წლის 23 თებერვალი, მუხლი 3)

დოქტორანტი - პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

დოქტორანტურა - უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხური, სასწავლო პროგრამების და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

დოქტორი - მფლობელი იმ უმაღლესი აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს დოქტორანტურისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისებისა და დისერტაციის დაცვის შედეგად ენიჭება.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

დროებითი ასლი - ნაწარმოების, შესრულების ჩანაწერის, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის ან მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის ჩანაწერის შემთხვევითი ან აუცილებელი დროებითი ასლი, რომელიც წარმოადგენს ტექნიკური პროცესის აუცილებელ და მნიშვნელოვან ნაწილს; დროებითი ასლის შექმნის ერთადერთი მიზანია უზრუნველყოს ობიექტის ქსელში გადაცემა მესამე პირებს შორის ნაწარმოების ან/და მომიჯნავე უფლებების ობიექტების შუალედური ან კანონიერი გამოყენებისას და ასეთ დროებით ასლს არ აქვს დამოუკიდებელი კომერციული მნიშვნელობა.

(საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

დროებითი ბანკი - განსაკუთრებულ შემთხვევაში საბანკო სისტემის სტაბილურობისა და დეპოზიტების უსაფრთხოების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საგანგებოდ და დროებით შექმნილი ბანკი.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

დროებითი კერძო ვეტერინარული საქმიანობა - უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული კერძო ვეტერინარული საქმიანობა.

(საქართველოს კანონი ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ, 2004 წლის 26 ოქტომბერი, მუხლი 5)

დროებითი საექიმო საქმიანობა - უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ხანგრძლივობით განხორციელებული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა.

(საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5)

DSS - საზღვაო კავშირის გლობალური სისტემა, რომელიც გამოიყენება ძიებისა და უბედურების შემთხვევის დროს.

(საქართველოს კანონი მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ, 2000 წლის 26 სექტემბერი, მუხლი 1)

2.5

▲back to top


ევროკავშირის კანონმდებლობა - ევროპის ეკონომიკური გაერთიანების საბჭოს, ევროგაერთიანების საბჭოს, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ მიღებული დებულებები, გადაწყვეტილებები და დირექტივები.

(საქართველოს კანონი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

ევროპული წარმოების პროდუქცია - პროდუქცია, რომელიც წარმოებულია ევროპის იმ ქვეყანაში, რომელშიც ძალაშია „ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ“ ევროპის კონვენცია, ან საქართველოში, ან რომლის საავტორო უფლებების მფლობელია ამ ქვეყნის ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

ეთერში გადაცემა - საზოგადოების მიერ მიღების მიზნით ხმის ან/და გამოსახულების გადაცემა უსადენო კავშირგაბმულობით, მათ შორის, თანამგზავრის მეშვეობით (თანამგზავრი - ყველა თანამგზავრი, რომელიც მუშაობს ტელესაკომუნიკაციო წესების შესაბამისად საზოგადოებისათვის მისაწოდებელი სამაუწყებლო სიგნალებისათვის განკუთვნილ სიხშირეთა დიაპაზონში; თანამგზავრის მეშვეობით გადაცემა - მაუწყებლობის ორგანიზაციის კონტროლისა და პასუხისმგებლობის პირობებში პროგრამების მატარებელი სიგნალების მიღება; საზოგადოებისათვის განკუთვნილი პროგრამები მიიღება კავშირის უწყვეტი ჯაჭვის სახით - ზევით სატელიტისა და ქვევით დედამიწის მიმართულებით); კოდირებული სიგნალების გადაცემა წარმოადგენს ეთერში გადაცემას, თუ დეკოდირების საშუალებები საზოგადოებას მიეწოდება საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ ან მისი თანხმობით.

(საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

ეკვივალენტური საქონელი - საქართველოს საქონელი, რომელიც საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოსატანი საქონლის ნაცვლად გამოიყენება გადამუშავების პროდუქტის მისაღებად.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობა - განსაკუთრებული მომზადების მქონე კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდის მისი აღჭურვილობის საფრენოსნო ექსპლუატირების უფლების მიმნიჭებელი მოწმობის მფლობელი ეკიპაჟის წევრები.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია - ეკოლოგიურად უსაფრთხო ნედლეულისაგან რესურსთდამზოგველი და საუკეთესო ტექნოლოგიითა და ტექნიკით წარმოებული პროდუქცია.

(საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ, 1996 წლის 10 დეკემბერი, მუხლი 4)

ეკონომიკური აგენტი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც, განურჩევლად რეზიდენტობისა, საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა, ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. ეს ტერმინი აგრეთვე მოიცავს მოგებაზე არაორიენტირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და სხვა გაერთიანებებს, რომლებიც არიან ბაზრის მონაწილენი ან მოქმედებენ მეწარმეების, საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და პროფესიული გაერთიანებების ინტერესების შესაბამისად.

(საქართველოს კანონი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ, 2005 წლის 3 ივნისი, მუხლი 2)

ეკონომიკური კონკურენცია - მეტოქეობა, რომლის დროსაც ეკონომიკური აგენტები ცდილობენ თავიანთი სამეწარმეო საქმიანობა კონკურენტებზე უფრო წარმატებით განახორციელონ, სთავაზობენ რა მომხმარებლებს უკეთეს პირობებს ფასებთან, ხარისხთან, შეფუთვასთან, მომსახურების სტანდარტებთან და სხვა ეკონომიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით.

(საქართველოს კანონი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ, 2005 წლის 3 ივნისი, მუხლი 2)

ეკონომიკური სამსახურის ვადა - განისაზღვრება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

ეკონომიკური საქმიანობა -

1. ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება:

ა) სახელმწიფო ხელისუფლების, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების შესრულებასთან, გარდა ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი მომსახურების გაწევისა და სხვა სამეწარმეო საქმიანობისა;

ბ) საქველმოქმედო საქმიანობა;

გ) რელიგიური საქმიანობა.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 13)

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქმიანობა.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ეკონომიკური საქმიანობის სახეობების ეროვნული კლასიფიკატორი - საქსტანდარტის 1997 წლის 13 იანვრის N2 ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული კლასიფიკატორი sep(NACE) 001-97 - ეკონომიკური საქმიანობის სახეობები“.

(საქართველოს კანონი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

ეკონომიკური ძალადობა - ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.

(საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, 2006 წლის 25 მაისი, მუხლი 4)

ეკოსისტემა -

1. ცოცხალ ორგანიზმთა თანასაზოგადოება და ის ფიზიკური გარემო, სადაც ისინი არიან დასახლებულნი.

(საქართველოს კანონი ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 4)

2. გარკვეულ ტერიტორიაზე არსებულ ურთიერთმოქმედ ცოცხალ ორგანიზმთა და არაორგანულ ელემენტთა ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 2003 წლის 22 აპრილი, მუხლი 1)

3. გარკვეულ ტერიტორიაზე არსებულ ურთიერთმოქმედ ცოცხალ ორგანიზმთა და არაორგანულ ელემენტთა ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 1998 წლის 9 დეკემბერი, მუხლი 1)

ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება - საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირი განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ სთავაზობს მსურველ ოპერატორს ან მომხმარებელს.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ან მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან ან რესურსებთან დაშვებული ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს ქსელის ამ ელემენტებით ან რესურსებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ელექტრონული საკომუნიკაციო სპეციალური ქსელები - საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელისგან ფიზიკურად განცალკევებული ქსელები, რომლებიც შექმნილია არაკომერციული მიზნით, სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებათა ჩასატარებლად.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელი - ქსელი, რომელიც შექმნილია არაკომერციული მიზნით, ფუნქციონირებს შიდასაწარმოო საჭიროებისათვის და ჩართულია საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები (ელექტრო-კავშირგაბმულობის ქსელები) - გამოძახებებისა და სხვადასხვა საინფორმაციო სიგნალების ელექტრონული დამუშავების, დამისამართების (კომუტაციის), გატარების და გადაცემის ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც მოიცავს სადენიან (მათ შორის, ოპტიკურ-ბოჭკოვან), თანამგზავრულ, რადიოსიხშირულ ან ოპტიკურ აღჭურვილობას, სხვა ტექნოლოგიურ საშუალებებს და საოპერაციო ტექნიკურ რესურსებს, მათ შორის, ფიქსირებული (არხული და პაკეტური კომუტაციის, მათ შორის, ინტერნეტის) და მობილური კომუნიკაციების, ციფრული მაუწყებლობის, საეთერო და საკაბელო ქსელებს. სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის ორგანოების ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფა ითვალისწინებს ელექტრონული საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების არსებობასაც.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფა - ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა, ექსპლუატაცია და მათი გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობა, აგრეთვე ქსელის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვება.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობები - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო, საჰაერო, რადიოსარელეო, თანამგზავრული ხაზების ფიზიკური წრედები და სახაზო ტრაქტები ან/და მათი ტექნოლოგიური სისტემის შემადგენელი დანადგარების, მოწყობილობებისა და ნაგებობების ერთიანი კომპლექსები, რომლებიც გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო გამოძახებისა და საინფორმაციო სიგნალების გატარებისათვის ან/და გადაცემისათვის.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტები - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შემადგენელი, ფუნქციონალურად განცალკევებული ტექნიკური ან ტექნოლოგიური საშუალებები, მათი საოპერაციო რესურსები და სიმძლავრეები, რომლებიც თავიანთი მახასიათებლებით უზრუნველყოფს გამოძახებებისა და საინფორმაციო სიგნალების გატარებას, გადაცემას, დამისამართებას (კომუტაციას); ბილინგის ინფორმაციის შეგროვებას; ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებული მომსახურების პირობების მართვას და ურთიერთოპერაბელურობას; სააბონენტო ნომრების პორტაბელურობას; ოპერატორის საოპერაციო, საცნობარო, დამხმარე და საგანგებო მომსახურებას; ქსელების სინქრონიზაციასა და სიგნალიზაციას; გამოძახებებთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზებში შეღწევას; მულტიმედიას; ციფრული მაუწყებლობის მომსახურების მიწოდებას; კონვერსიას, კოდირებას, უსაფრთხოების დაცვას; პეიჯინგს; ციფრული მონაცემების ტელედამუშავებას და ინტერნეტის ან სხვა პროტოკოლის გამოყენებით გადაცემას და სხვა.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის თავისუფალი ელემენტი - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტი, მისი ფუნქციონალური რესურსი ან სიმძლავრე, რომელიც არ არის დატვირთული და რომლის გამოყენებაც ტექნიკური და საოპერაციო მოთხოვნების დაცვით შესაძლებელია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი - ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ან ქსელის შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფას და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ავტორიზებული პირის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვებას, ასევე მათი გამოყენებით მომხმარებლებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტები - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფასთან ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებასთან უშუალოდ დაკავშირებული ქსელის ელემენტები ან ტექნიკური საშუალებები და მათი ფუნქციონალური რესურსები, მათ შორის, ციფრული მაუწყებლობის მიწოდებასთან დაკავშირებული აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემის რესურსები.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ელექტროშოკური იარაღი - მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული მუხტის საშუალებით ცოცხალი ობიექტის დროებით დაზიანებისათვის.

(საქართველოს კანონი იარაღის შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

ემისია - ფულის ან ფასიანი ქაღალდების გაშვება მიმოქცევაში.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

ემისიის პროსპექტი - წერილობითი შეტყობინება ან შეტყობინება ელექტრონული თუ ბეჭდვითი საინფორმაციო საშუალებებით, რომლის მიზანია ფასიანი ქაღალდის გასაყიდად შეთავაზება.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

ემინენტ დომეინი - აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიწის და მასზე არსებული კერძო საკუთრების დროებით ჩამორთმევა სათანადო ანაზღაურების გადახდით. ემინენტ დომეინი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ემიტენტი - პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით უშვებს ფასიან ქაღალდებს.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

ენტომოფილური მცენარეები - მცენარეები, რომელთა დამტვერვაშიც მონაწილეობენ მწერები.

(საქართველოს კანონი მეფუტკრეობის შესახებ, 2002 წლის 18 მაისი, მუხლი 3)

ეპიდემია - განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან მოსახლეობის ცალკეულ ჯგუფში დროის გარკვეულ პერიოდში დაავადების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელ (ფონურ) დონესთან შედარებით.

(საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 3)

ეპიდემიური აფეთქება - მოსახლეობის შეზღუდულ რაოდენობაში გადამდები დაავადების ახალი შემთხვევების სიხშირის მკვეთრი ზრდა ხანმოკლე პერიოდში.

(საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 3)

ეპიდემიური კერა - ინფექციის წყაროს ადგილი და მისი მომიჯნავე ტერიტორია, რომელთა ფარგლებშიც მოცემულ პირობებში შესაძლებელია ჯანმრთელი ადამიანების ინფიცირება დაავადების გამომწვევით.

(საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 3)

ეპიდზედამხედველობა - მოსახლეობის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და გავრცელების მუდმივმოქმედი სისტემა.

(საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 3)

ეპიზოოტია - გადამდები სნეულებით ერთდროულად მრავალი ცხოველის დასენიანება განსაზღვრულ ტერიტორიაზე, დროის გარკვეულ მონაკვეთში.

(საქართველოს კანონი ვეტერინარიის შესახებ, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1)

ეპიზოოტია - განსაზღვრულ ტერიტორიაზე და დროის გარკვეულ მონაკვეთში ცხოველებში საშიში ინფექციური დაავადებების მასობრივად გავრცელება.

(საქართველოს კანონი მეფუტკრეობის შესახებ“, 2002 წლის 18 მაისი, მუხლი 3)

ეპიზოოტიური მდგომარეობა - განსაზღვრულ ტერიტორიაზე და დროის გარკვეულ მონაკვეთში გადამდები სნეულებების წარმოშობისა და გავრცელების შესახებ მონაცემების ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი ვეტერინარიის შესახებ, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1)

ეპიზოოტიის საწინააღმდეგო ღონისძიებები - გადამდები სნეულებების ზოგად-პროფილაქტიკური და სალიკვიდაციო ღონისძიებების ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი ვეტერინარიის შესახებ, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1)

ერთგვაროვნება - მცენარის ჯიშის ძირითადი ნიშან-თვისებების ერთგვაროვნება, გამრავლების პროცესისათვის დამახასიათებელი ცვალებადობის გათვალისწინებით.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

ერთგვაროვანი პროდუქცია - საწარმოს მიერ ერთი და იმავე ნედლეულისაგან დამზადებული და გამოშვებული ერთი (და ერთზე მეტი) ნომენკლატურის (დასახელების) პროდუქცია, რომლისთვისაც გამოიყენება ერთნაირი ტექნოლოგიური აღჭურვილობა და მოწყობილობა, წარმოებისა და მანიპულირების მეთოდები; ამ პროდუქციისათვის დადგენილი ფიზიკური, ქიმიური ან/და ბიოლოგიური ფაქტორების შემცველობის ჰიგიენური ნორმატივების მაჩვენებლები არის იდენტური.

(საქართველოს კანონი: საქართველოს სანიტარიული კოდექსი, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 4)

ერთდღიანი ვიზიტიორი - პირი, რომელიც იმყოფება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, უცხო გარემოში, დასვენების, საქმიანი თუ სხვა მიზნით, ვადით არაუმეტეს 24 საათისა და ყოფნის ადგილას მისი საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი.

(საქართველოს კანონი საქართველოში შემოსული და საქართველოდან გასული ტურისტების აღრიცხვის მოწესრიგების შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

ერთეულთა საერთაშორისო SI სისტემა - გაზომვის ერთეულთა საერთაშორისო სისტემა, რომელიც რეკომენდირებული და მიღებულია მეტრული კონვენციის შესაბამისად ზომისა და წონის გენერალური კონფერენციის მიერ.

(საქართველოს კანონი გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 1)

ერთეული ფასი - პროდუქციის საბოლოო სარეალიზაციო ფასი, რომელიც მოიცავს დღგ-ს ან/და სხვა გადასახადებს ერთი კილოგრამი, ერთი ლიტრი, ერთი მეტრი, ერთი კვადრატული მეტრი ან ერთი კუბური მეტრი პროდუქციისათვის, ან განსხვავებული სიდიდის ერთეული, რომელიც ფართოდ არის გამოყენებული ქვეყანაში პროდუქციის საბაზრო მიმოქცევისას.

(საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, 1996 წლის 20 მარტი, შესავალი)

ერთი სარკმლის პრინციპი - ადმინისტრაციული წარმოების წესი, როდესაც ლიცენზიის ან ნებართვის გამცემი თავად უზრუნველყოფს დამატებითი სალიცენზიო ან სანებართვო პირობების სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადასტურებას. დამატებითი სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დადასტურება დაკავშირებული უნდა იყოს ლიცენზიის ან ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებასთან. ამ პირობების დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებების მოპოვება უშუალოდ უნდა ემსახურებოდეს ლიცენზიის ან ნებართვის მიღების მიზანს.

(საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3)

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა - პროცედურა, რომლის წარმატებით გავლა უფლებას აძლევს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს, მონაწილეობა მიიღოს დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) რომელიმე საექიმო სპეციალობის დასაუფლებლად.

(საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5)

ერთიანი ეროვნული გამოცდა - პროცედურა, რომელიც ადგენს აბიტურიენტის მზაობას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია (შემდგომში - ადმინისტრაცია) - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც ტრანსპორტის სფეროში ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

(საქართველოს კანონი ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ, 2007 წლის 30 მარტი, მუხლი 1)

ერთობლივად მოქმედი პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი - ახლო ნათესაურ კავშირში მყოფ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი ან პარტნიორები (აქციონერები), რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, ბანკის გარდა, სხვა კომერციული ინტერესებით.

(საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1)

ერთობლივი დაშვება - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კონკრეტული ელემენტის განცალკევებად ფუნქციონალურ რესურსებთან ან სიმძლავრეებთან ორი ან მეტი მსურველი ავტორიზებული პირის დაშვება.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება - პაციენტის (პაციენტების) სამედიცინო მომსახურება, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება ერთ თვეს.

(საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5)

ერთჯერადი ფულადი შემწეობა - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მიეცემა უმწეო მდგომარეობაში მყოფ დევნილს მისი განცხადების საფუძველზე.

(საქართველოს კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ, 1996 წლის 28 ივნისი, მუხლი 11)

ეროვნული პარკი - დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების II კატეგორიას - ეროვნული პარკი (National Park).

(საქართველოს კანონი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 2003 წლის 22 აპრილი, მუხლი 1)

ეროვნული პროფესიული სააგენტო - საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პროფესიული განათლების რეგულირების მიზნით შეიმუშავებს პროფესიულ სტანდარტებს და ასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

(საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 4)

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო - დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციის ჩარჩოს, მათ შორის, პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს.

(საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 4)

ეროვნულ ანგარიშთა სისტემა - ეკონომიკური სტატისტიკის წარმოების, ეკონომიკურ-სტატისტიკური და საერთაშორისო შედარებითი ანალიზის მიზნით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის გაერთიანების კომისიის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტატისტიკური კომისიის 1993 წლის 22 თებერვლის 27-ე სესიის მიერ რეკომენდებული იქნა გამოსაყენებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისათვის.

(საქართველოს კანონი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო -

1. დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, უმაღლესი განათლების კვალიფიკაციებს.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

2. დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურებს.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

ეროვნული სასწავლო გეგმა - დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ზოგადი განათლების ყველა საფეხურისათვის საათების განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებსა და რეკომენდაციებს, მოსწავლეთა აუცილებელ და მაქსიმალურ დატვირთვას, იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი საფეხურის დამთავრებისას, და ამ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებების აღწერას.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება - საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში საათების მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში გაწეული მომსახურება.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება - საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, სააღმზრდელო და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ საგნებში გაწეული საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

ეროვნული შეფასებების სისტემა - სისტემა, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო ამოწმებს, რამდენად შეესაბამება მოსწავლეთა მიღწევები ეროვნული სასწავლო გეგმებით დადგენილ მიღწევათა დონეებს და რამდენად რეალურია ამ დონეების დაძლევა.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

ეროვნული მაუწყებლობა - ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

ეტიკეტი -

1. სურსათთან დაკავშირებული ნებისმიერი სიტყვა, ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი, დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო განთავსებული შეფუთვაზე, იარლიყზე, სურსათს თანდართულ ან მასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე, შენიშვნაზე, იარლიყზე, საყელურზე ან ბეჭედზე.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

2. ნებისმიერი დაბეჭდილი ან ამოტვიფრული იარლიყი, ტვიფარი, საფირმო ნიშანი, გრაფიკული ან სხვა გამოსახულება, რომელიც დაბეჭდილია ან მიკრულია ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტზე, საწოვრიან ბოთლზე, საწოვარაზე, სატყუარაზე ან/და მათ შესაფუთ მასალაზე.

(საქართველოს კანონი ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ, 1999 წლის 9 სექტემბერი, მუხლი 3)

ექიმი - ექსპერტი - სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი ექიმი, რომელსაც სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაში სპეციალური ცოდნა აქვს.

(საქართველოს კანონი სამედიცინო - სოციალური ექსპერტიზის შესახებ, 2001 წლის 7 დეკემბერი, მუხლი 3)

ექიმი სპეციალისტი - პირი, რომელმაც გაიარა რეზიდენტურის კურსი ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში და მიიღო ამ დარგში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი.

(საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5)

ექიმ - ფსიქიატრთა კომისია - არანაკლებ ორი სპეციალისტისაგან შემდგარი კომისია, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონით დადგენილი წესით.

(საქართველოს კანონი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ, 2006 წლის 14 ივლისი, მუხლი 4)

ექსკურსია - ღირსშესანიშნავი ადგილის დათვალიერება, გასეირნება ან გამგზავრება შემეცნებითი, სპორტული ან დასვენების მიზნით.

(საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტის შესახებ, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2)

ექსკურსანტი - ექსკურსიაში მონაწილე ფიზიკური პირი.

(საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტის შესახებ, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2)

ექსკურსიამძღოლი - ექსკურსიის ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს ექსკურსანტებისათვის განსაზღვრულ მარშრუტზე არსებული ღირსშესანიშნავი ობიექტების ჩვენებას და მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი ტურისტული სუბიექტის მიერ დამტკიცებული მეთოდური დოკუმენტაციის მიხედვით.

(საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტის შესახებ, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2)

ექსპედიტორი - პირი, რომელიც შემკვეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯით ახორციელებს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

ექსპერტიზა - ლატარიის ან/და მომგებიანი თამაშობის ბილეთის იდენტურობის დადგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებულ და ლეგალიზებულ ნიმუშთან.

(საქართველოს კანონი ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, 2005 წლის 25 მარტი, მუხლი 3)

ექსპლუატანტის სერტიფიკატი - სერტიფიკატი, რომელიც ექსპლუატანტს ანიჭებს უფლებას შეასრულოს გარკვეული კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

ექსპლუატაცია - პირის გამოყენება იძულებითი შრომისათვის ან მომსახურებისათვის, მისი დანაშაულებრივ ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ან პროსტიტუციაში ჩაბმა, მონობის მსგავს მდგომარეობაში ან მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება, სექსუალური ექსპლუატაცია ან სხვა სახის მომსახურების გაწევის იძულება, აგრეთვე პირის გამოყენება სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვისათვის ან/და სხვა მიზნით.

(საქართველოს კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, 2006 წლის 28 აპრილი, მუხლი 3)

ექსპლუატაციის დონე (ოპერატიული) - პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია გემის კაპიტნის სავახტო თანაშემწის, სავახტო მექანიკოსისა და რადიოოპერატორის მიერ თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებასთან, სათანადო პროცედურების შესაბამისად და რომელიც ხორციელდება კაპიტნის უფროსი თანაშემწის, უფროსი მექანიკოსის ხელმძღვანელობით.

(საქართველოს კანონი მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ, 2000 წლის 26 სექტემბერი, მუხლი 1)

ექსპროპრიატორი - პირი, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

(საქართველოს კანონი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ, 1999 წლის 23 ივლისი, მუხლი 1)

ექსპროპრიაცია - საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევა, ჩამორთმეული ქონების სათანადო კომპენსაციით.

(საქართველოს კანონი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ, 1999 წლის 23 ივლისი, მუხლი 1)

ექსპროპრიაციის უფლება - საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და ამ კანონით განსაზღვრული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის ერთჯერადი უფლება სათანადო კომპენსაციის უზრუნველყოფით.

(საქართველოს კანონი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ, 1999 წლის 23 ივლისი, მუხლი 1)

ექსტერნატი - იმ პირის მიერ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების წესი, რომელმაც დამოუკიდებლად აითვისა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

ექსტრადიცია - (საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მიზნებისათვის) - ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოსათვის პირის გადაცემა საერთაშორისო ხელშეკრულების ან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - ბრალდებული, რომლის მიმართაც განიხილება საქართველოში ექსტრადიციის საკითხი, ან პირი, რომლის მიმართაც განიხილება საზღვარგარეთ ექსტრადიციის საკითხი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

ეჭვმიტანილი - პირი, რომლის მიმართ არსებობს გონივრული ეჭვის საფუძველი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, მაგრამ ამგვარი ეჭვი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პირის მიმართ წაყენებულ იქნეს ბრალდება. პირი ეჭვმიტანილად ითვლება ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაკავებისთანავე ან პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანისთანავე.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

2.6

▲back to top


ვაგონი - ღია ან დახურული, ლითონის ბორბლებიანი სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია მატარებელში ჩასართავად საჭირო ყველა საშუალებით და განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადასაზიდად.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

ვაგონის სახეობა - ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი უნივერსალური ან სპეციალური ვაგონი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გადაუხდელობის შედეგად წარმოქმნილი დავალიანება, რომელიც არ არის გადახდილი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

(საქართველოს კანონი საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ, 2004 წლის 13 თებერვალი, მუხლი 1)

ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება - სახელმწიფო სახსრების ხარჯზე გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტის დაუბრუნებლობის შედეგად წარმოქმნილი დავალიანება, რომელიც არ არის გადახდილი დადგენილ ვადაში.

(საქართველოს კანონი საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ, 2004 წლის 13 თებერვალი, მუხლი 1)

ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია - ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების, ჯარიმებისა და მათზე დარიცხული საურავების გაყინვა ან/და გადავადება ამ კანონით დადგენილი წესით.

(საქართველოს კანონი საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ, 2004 წლის 13 თებერვალი, მუხლი 1)

ვადამოუსვლელი მოთხოვნა - მოთხოვნა, რომლის გადახდის ვადა არ დამდგარა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის.

(საქართველოს კანონი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 3)

ვალდებულების აღება - მომავალში გადახდაზე პასუხისმგებლობის აღება.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ, 2003 წლის 24 აპრილი, მუხლი 3)

ვალდებული პირი - პირი, რომელსაც ეკისრება საბაჟო ვალდებულების შესრულება.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

ვარჯშეუკვრელი კულტურები - ტყის აღდგენის მიზნით გაშენებული ტყის კულტურები ვარჯების ურთიერთგადაფარვამდე.

(საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსი, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 5)

ვაუჩერი -

1. სახელმწიფოს მიერ მოსწავლისათვის გადაცემული, მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოშვებული იქნეს როგორც მატერიალიზებული, ისე არამატერიალიზებული ფორმით და რომელიც განკუთვნილია მოსწავლის მიერ ზოგადი განათლების მიღების დასაფინანსებლად.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

2. სახელმწიფოს მიერ პროფესიული სტუდენტისათვის გადაცემული, მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოშვებულ იქნეს როგორც მატერიალიზებული, ისე არამატერიალიზებული ფორმით და რომელიც განკუთვნილია პროფესიული სტუდენტის მიერ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების დასაფინანსებლად.

(საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 4)

ველურად მზარდი მცენარე - არაკულტივირებულ ფართობებზე არსებული მცენარე, რომლის მიმართაც ადამიანის შეხება გამოიხატება მხოლოდ მოსავლის აღებით.

(საქართველოს კანონი ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 4)

ვერტიკალურად ინტეგრირებული ოპერატორი - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რომელიც მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე თავისი საქმიანობისას ფლობს და იყენებს ქსელის შესაბამისი ელემენტების ან მათი ფუნქციონალური რესურსების სრულ სპექტრს, მნიშვნელოვნად აკონტროლებს კონკრეტული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების მთლიან პროცესს.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ვერტიკალური ძოვება - ნახირისა და ფარის ძოვება ჰიფსომეტრული სიმაღლის მიხედვით სხვადასხვა ზონებში.

(საქართველოს კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ, 1994 წლის 12 მაისი, მუხლი 11)

ვეტერინარი ექიმი (ვეტერინარულ-სანიტარიული ექიმი, ვეტერინარი ფარმაცევტი) - პირი, რომელსაც სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლეს ვეტერინარულ სასწავლებელში სწავლების სრული კურსის გავლის შედეგად მიღებული განათლების შესაბამისად მიენიჭა სათანადო კვალიფიკაცია და აქვს დიპლომი.

(საქართველოს კანონი ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ, 2004 წლის 26 ოქტომბერი, მუხლი 5)

ვეტერინარია (ვეტერინარული მედიცინა) - სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა, რომლის მიზანია ყველა სახის ცხოველის, ფრინველის, თევზის, ფუტკრის, წყალ-ხმელეთის ძუძუმწოვარი ცხოველების, ამფიბიების, ემბრიონების, ცხოველთა კვერცხუჯრედების, საინკუბაციო კვერცხის, განაყოფიერებული ქვირითის (შემდგომში - ცხოველები) სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა, ვეტერინარულ-სანიტარიული თვალსაზრისით სრულფასოვანი და კეთილსაიმედო მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება და ცხოველებისა და ადამიანის საერთო სნეულებებისაგან მოსახლეობისა და ქვეყნის ტერიტორიის დაცვა.

(საქართველოს კანონი ვეტერინარიის შესახებ, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1)

ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა - ვეტერინარული საქმიანობის მოსაწესრიგებლად მიღებული კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი ვეტერინარიის შესახებ, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1)

ვეტერინარულ - ინსპექტორული კონტროლი - სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორების საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ყველა სახის ობიექტზე ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს.

(საქართველოს კანონი ვეტერინარიის შესახებ, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1)

ვეტერინარულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია, მასალა და ობიექტი - ცოცხალი ორგანიზმი, პროდუქცია, ტვირთი, მასალა და ობიექტი, რომელსაც შეუძლია ან რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ინფექციური და გადამდები დაავადებების გავრცელება.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ, 1997 წლის 15 მაისი, მუხლი 1)

ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა - სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე მუდმივი მეთვალყურეობა, რომელიც უზრუნველყოფს დასენიანებული ცხოველების გადაყვანის, ვეტერინარული თვალსაზრისით არაკეთილსაიმედო მეცხოველეობის პროდუქციის დამზადების, გადამუშავების, შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის აღკვეთას.

(საქართველოს კანონი ვეტერინარიის შესახებ, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1)

ვეტერინარულ-სანიტარიული ღონისძიებები - სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელება და გარემოში გადამდები სნეულებების აღმძვრელისა და მათი გადამტანების სალიკვიდაციო ღონისძიებათა ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი ვეტერინარიის შესახებ, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1)

ვეტერინარულ-სანიტარიული შეფასება - ვეტერინარულ-სანიტარიული დასკვნა, რომელიც განსაზღვრავს ვეტერინარული თვალსაზრისით ცხოველის ტანხორცისა და შინაგანი ორგანოების, მეცხოველეობის სხვა პროდუქციის კეთილსაიმედოობას.

(საქართველოს კანონი ვეტერინარიის შესახებ, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1)

ვეტერინარული განათლება - უმაღლეს ვეტერინარულ სასწავლებელში სწავლისა და შემდგომი პროფესიული მომზადების პერიოდი, რომელიც გრძელდება კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის მთელი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში, არის ვეტერინარული საქმიანობის განუყოფელი ნაწილი და რომლის მიზანია თანამედროვე ვეტერინარულ მიღწევებთან და ტექნოლოგიებთან კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესაბამისობის უზრუნველყოფა.

(საქართველოს კანონი ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ, 2004 წლის 26 ოქტომბერი, მუხლი 5)

ვეტერინარული კარანტინი - სახელმწიფო საკარანტინო ღონისძიებათა კომპლექსი ცხოველებისა და ადამიანებისათვის საერთო, აგრეთვე ცხოველთა სხვა ინფექციური და გადამდები დაავადებების საქართველოში შემოტანისა და გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ, 1997 წლის 15 მაისი, მუხლი 1)

ვეტერინარული კარანტინის ობიექტი - დაავადებული ან მასზე საეჭვო ცხოველი, ფრინველი, თევზი, ფუტკარი, მათი განთავსების და შენახვის ადგილი და ტერიტორია, ინფიცირებული ან მასზე საეჭვო მეცხოველეობისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ნედლეული, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქტი, ნედლეული, ტვირთი და მასალა.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ, 1997 წლის 15 მაისი, მუხლი 1)

ვეტერინარული ლაბორატორიული გამოკვლევა (ექსპერტიზა) - ლაბორატორიული მეთოდებით ცხოველთა სნეულებების აღმძვრელის დადგენა, ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების ხარისხის შემოწმება და ვეტერინარული თვალსაზრისით მეცხოველეობის პროდუქციის კეთილსაიმედოობის მაჩვენებლების განსაზღვრა.

(საქართველოს კანონი ვეტერინარიის შესახებ, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1)

ვეტერინარული საქმიანობა - ვეტერინარიის სფეროში სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების, აგრეთვე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირთა საქმიანობა, რომლის მიზანია ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სტანდარტებისა და ნორმების გამოყენებით ცხოველთა, ცხოველთა და ადამიანის საერთო სნეულებებისაგან მოსახლეობის დაცვა, ვეტერინარული თვალსაზრისით კეთილსაიმედო ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით მოსახლეობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.

(საქართველოს კანონი ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ, 2004 წლის 26 ოქტომბერი, მუხლი 5)

ვიდეოგრამა - გამოსახულებათა თანამიმდევრობის ჩანაწერი რაიმე ობიექტური ფორმით, ხმის თანხლებით ან უამისოდ.

(საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

ვიდეოგრამის დამამზადებელი (პროდიუსერი) - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც თავის თავზე აიღო ინიციატივა და იკისრა პასუხისმგებლობა გამოსახულებათა თანამიმდევრობის პირველი ჩანაწერის ხმის თანხლებით ან უამისოდ განხორციელებისათვის; თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება, ვიდეოგრამის დამამზადებლად მიიჩნევა ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სახელი ან/და დასახელებაც სათანადო წესით აღნიშნულია ვიდეოგრამაზე ან/და მის ფუტლარზე.

(საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

ვიზა - დადგენილი ფორმის აღნიშვნა სამგზავრო დოკუმენტში, რომელიც ადასტურებს უცხოელის უფლებას შემოვიდეს და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გადაკვეთოს მისი ტერიტორია.

(საქართველოს კანონი სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 2)

ვიზის მოქმედების ვადა - პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება.

(საქართველოს კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 2)

ვიზის ყოფნის ვადა - საქართველოს ვიზაში აღნიშნული ვადა, რომლის განმავლობაშიც უცხოელს უფლება აქვს იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე. ყოფნის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ვიზის მოქმედების ვადას, აითვლება უცხოელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პირველად გადმოკვეთის დღიდან.

(საქართველოს კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 2)

ვიზიტორი -

1. დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის პერსონალის გარდა ამ ტერიტორიაზე კანონით განსაზღვრული წესით დაშვებული პირი.

(საქართველოს კანონიდაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, 1996 წლის 7 მარტი, გამოყენებული ტერმინები)

2. დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის პერსონალის გარდა ამ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაშვებული პირი.

(საქართველოს კანონი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 2003 წლის 22 აპრილი, მუხლი 1)

3. დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის პერსონალის გარდა ამ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაშვებული პირი.

(საქართველოს კანონი კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 1998 წლის 9 დეკემბერი, მუხლი 1)

ვიზუალური კონტროლი - ოპერატიული თვალთვალი, რომელიც კონსპირაციულად ტარდება ოპერატიული მუშაკის, გამომძიებლის ან ოპერატიულსამძებრო ორგანოს მიერ უშუალოდ ან ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.

(საქართველოს კანონი ოპერატიულსამძებრო საქმიანობის შესახებ, 1999 წლის 30 აპრილი, მუხლი 1)

ვიწროდ მიზანმიმართული კანონი - ნორმა, რომელიც აწესებს შეზღუდვის პირდაპირ მოთხოვნას, კონკრეტულ კრიტერიუმებსა და ამომწურავ ჩამონათვალს და შეიცავს ამ ნორმის არამიზნობრივად გამოყენების საწინააღმდეგო გარანტიებს.

(საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, 2004 წლის 24 ივნისი, მუხლი 1)

2.7

▲back to top


ზედამხედველობა - მოცემულ ზონაში მავნე ორგანიზმის არსებობის ან არარსებობის შესახებ მონაცემების შეკრებისა და რეგისტრაციის ოფიციალური პროცესი, გამოკვლევის, მონიტორინგისა და სხვა პროცედურების გამოყენებით.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ, 1997 წლის 15 მაისი, მუხლი 1)

ზედნადები - გადაზიდვის ხელშეკრულება, რომელიც წერილობით ფორმდება რკინიგზასა და ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) შორის, თან ახლავს ტვირთს მისი მსვლელობის მთელ გზაზე და შეიცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და ამ კანონით გათვალისწინებულ მონაცემებს ტვირთის გადაზიდვის შესახებ.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

ზვავი - დიდ გროვად წამოსული ჩამორღვეული მიწა ან თოვლი.

(საქართველოს კანონი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა- გაუმჯობესების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

ზიანი - უშუალო ზიანი და ანაცდენი სარგებელი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

ზიანის კომპენსაცია - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის (შემდგომ - ზიანი) ანაზღაურება.

(საქართველოს კანონი საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ“, 1999 წლის 23 ივლისი, მუხლი 2)

ზოგადი განათლება - განათლება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის. საქართველოში სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი - დოკუმენტი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს ქვეყანაში არსებული ზოგადი განათლების სისტემის მიზნებს. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი არის ეროვნული სასწავლო გეგმის და ზოგადი განათლების სისტემის ძირითადი მაჩვენებლების შემუშავების საფუძველი. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს იღებს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით და წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

ზოგადი განათლების საფეხურები - საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი).

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

ზოგადი განათლების სისტემა - ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების, მათი განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, იმ სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ზოგადი განათლების მიღებას.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა - საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციული და ფინანსური ავტონომია - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობა, რომლის სუბიექტები საჯარო სკოლაში არიან: სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, ასევე სააპელაციო კომიტეტი - ასეთის არსებობის შემთხვევაში.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა - საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან.

(საქართველოს კანონი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, 2005 წლის 10 მარტი, მუხლი 2)

ზოოანთროპონოზური სნეულებები - ისეთი ინფექციური და ინვაზიური სნეულებები, რომლებიც ადამიანს ცხოველებიდან გადაეცემა.

(საქართველოს კანონი ვეტერინარიის შესახებ, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1)

ზოონოზური დაავადება - ადამიანისა და ცხოველის საერთო დაავადება.

(საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 3)

ზოონოზური სნეულებები - ისეთი ინფექციური და ინვაზიური სნეულებები, რომლებიც ცხოველებს ცხოველებიდან გადაეცემა.

(საქართველოს კანონი ვეტერინარიის შესახებ, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1)

ზღვაოსანთა უწყება - სპეციალური საინფორმაციო ბიულეტენი ზღვებსა და ოკეანეებში სანავიგაციო მდგომარეობისა და ცურვის რეჟიმში მომხდარი ცვლილებების შესახებ. საქართველოში „ზღვაოსანთა უწყებებს” გამოსცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საზღვაო ძალები.

(საქართველოს კანონი საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ”, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 6)

ზღვის გარემოს დაბინძურება - ზღვის გარემოში, მათ შორის, ესტუარში ნივთიერებათა ან ენერგიის პირდაპირ ან არაპირდაპირ შეტანა, რასაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ცოცხალ რესურსებს, საფრთხე შეუქმნას ზღვაში სიცოცხლის არსებობას და ადამიანის ჯანმრთელობას, ხელი შეუშალოს ზღვაზე საქმიანობას, თევზჭერასა და ზღვის მართლზომიერ გამოყენებას, გამოიწვიოს გამოსაყენებელი წყლის ხარისხისა და დასვენების პირობების გაუარესება.

(საქართველოს კანონი საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ”, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 6)

ზღვის კიდის ხაზი - წყნარი ზღვის პირობებში ხმელეთისა და წყლის გამმიჯნავი ხაზი.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 2)

ზღვის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონა - სივრცე, რომელიც მოიცავს ზღვის აკვატორიას 20 მ. სიღრმემდე და ხმელეთის არა უმეტეს 500 მ. სიგანის სანაპირო ზოლს. იგი შედგება მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლებისაგან.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 2)

ზღვრული ტარიფი - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ტარიფის კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილი ზედა ზღვარი.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

2.8

▲back to top


თავდაპირველი მცხოვრები - პირი, რომელსაც ჰქონდა ბინადრობის უფლება თავდაპირველ საცხოვრებელში.

(საქართველოს კანონი ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 2)

თავდაპირველი საცხოვრებელი - იძულებით გადაადგილებული პირის საცხოვრებელი, სადაც მას ჰქონდა ბინადრობის უფლება დატოვების მომენტში.

(საქართველოს კანონი ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 2)

თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული დონის სამართლებრივი აქტები - ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული აქტები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პარლამენტი.

(საქართველოს კანონი თავდაცვის დაგეგმვის შესახებ, 2006 წლის 28 აპრილი, მუხლი 3)

თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტები - ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული აქტები, რომლებსაც გამოსცემს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

(საქართველოს კანონი თავდაცვის დაგეგმვის შესახებ, 2006 წლის 28 აპრილი, მუხლი 3)

თავდებობა - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ ბანკის ან სხვა საკრედიტო დაწესებულების წინაშე იმ საწარმოს თავდებად დადგომა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ბანკის ან სხვა საკრედიტო დაწესებულების მოთხოვნებს სამეწარმეო საქმიანობის რისკის ან/და საგარანტიო უზრუნველყოფის შესახებ.

(საქართველოს კანონი საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ, 2002 წლის 19 ივნისი, მუხლი 3)

თავის ტვინის სიკვდილი - სპეციალური სამედიცინო საშუალებებით სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის შენარჩუნების ფონზე თავის ტვინისა და ზურგის ტვინის საწყისი სეგმენტების ფუნქციის შეუქცევადი შეწყვეტა.

(საქართველოს კანონი ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, 2000 წლის 23 თებერვალი, მუხლი 3)

თავისუფალი პროფესიის ადამიანი - გარკვეული პროფესიის პირი, რომელიც პირთა ან საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს პრაქტიკულ ან ინტელექტუალურ მომსახურებას.

(საქართველოს კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 2)

თავშესაფარი -

1. სოციალური მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს უსახლკარო პირებს ღამის სათევითა და საკვებით.

(საქართველოს კანონი სოციალური დახმარების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 4)

2. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის ბაზაზე არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე დაცვის ღონისძიებებს; ამ კანონის VI თავის ამოქმედებამდე - ასევე ოჯახის ნათესავებისა და მეგობრების ოჯახი.

(საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, 2006 წლის 25 მაისი, მუხლი 4)

თამასუქი - ფასიანი ქაღალდი, დოკუმენტი, რომლითაც მისი გამცემი პირი კისრულობს უპირობო ვალდებულებას გადაიხადოს თამასუქში ნაჩვენები თანხა პირადად ან ან სხვა პირს ავალებს მის გადახდას. თამასუქი შეიძლება იყოს გადასაპირებელი (ტრატა) და მარტივი (ხოლო თამასუქი). გადასაპირებელი თამასუქით თამასუქის გამცემი ავალებს სხვა პირს გადაუხადოს თამასუქში ნაჩვენები თანხა თამასუქში მითითებულ პირს. მარტივი თამასუქით მისი გამცემი კისრულობს ვალდებულებას თვითონ გადაიხადოს თამასუქში მითითებული თანხა.

(საქართველოს კანონი თამასუქის შესახებ“, 1995 წლის 19 აპრილი)

თამბაქოს ინდუსტრია - თამბაქოს პროდუქციის წარმოება, იმპორტი, რეალიზაცია და ექსპორტი.

(საქართველოს კანონი საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 2)

თამბაქოს მოწევა - თამბაქოს პროდუქციის წვის შედეგად გამოყოფილი კვამლის შესუნთქვა.

(საქართველოს კანონი საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 2)

თამბაქოს ნაწარმი - ნედლი თამბაქოსაგან ან მისი გამოყენებით დამზადებული და მოსაწევად, საღეჭად ან საყნოსად განკუთვნილი ნაწარმი; თამბაქოს ნაწარმის ცნება მოიცავს სიგარეტის ქაღალდს, ხელოვნურ გარსს და თამბაქოს ნაწარმთან მჭიდროდ დაკავშირებულ სხვა კომპონენტებს, სიგარეტების მუნდშტუკებისა და ყველა სახის ფილტრის გარდა.

(საქართველოს კანონი სურსათისა და თამბაქოს შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

თამბაქოს პროდუქცია - თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნებისმიერი პროდუქტი, გარდა ნიკოტინის შემცველი სამკურნალწამლო საშუალებებისა, რომელიც განკუთვნილია მოსაწევად, საღეჭად ან შესასუნთქად, მათ შორის:

ა) ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტები;

ბ) პაპიროსები, სიგარები და სიგარილები;

გ) საჩიბუხე თამბაქო;

დ) შესახვევი თუთუნი;

ე) საღეჭი და შესასუნთქი თამბაქო.

(საქართველოს კანონი საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 2)

თანალოკაცია - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდების მიზნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ გამოყოფილ სათანადო სიდიდის თანალოკაციის ფართობზე მსურველი ავტორიზებული პირის დაშვება და მისი ტექნიკური საშუალებების განთავსებისა და საოპერაციო მომსახურების განხორციელების უზრუნველყოფა.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

თანამგზავრული მაუწყებლობა - ტელე ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების გამოყენებით მაუწყებლობა.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

თანამდებობის პირი -

1. პირი, რომელიც მუდმივად ან დროებით, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, დანიშვნით ან არჩევით და ცალკეული დავალებების შესაბამისად კომისიაში ან საზოგადოებრივ მაუწყებლობაში ასრულებს განმკარგულებელ, ორგანიზაციულ - სამეურნეო, ადმინისტრაციულ ან სხვა ამგვარ ფუნქციებს.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

2. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი

(საქართველოს კანონი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 27)

თანამდებობის პირი (რომლის მიმართაც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი) - ამ კანონის მიზნებისათვის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე ან/და საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო ფლობს წილის (აქციათა) 50%-ს ან 50%-ზე მეტს, ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელსაც ბრალად ედება თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შესაბამისად სამოხელეო ან/და სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, გამოძალვა, მითვისება ან გაფლანგვა, გადასახადებისაგან თავის არიდება, საბაჟო წესების დარღვევა, წამება ან წამების მუქარა ან/და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი დაკავებული თანამდებობიდან.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი”, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

თეორიული მომზადების აღიარებული კურსი - შესაბამის საზღვაო სასწავლებელში, რომლის სასწავლო პროგრამა შეესაბამება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე საქართველოს კანონმდებლობას და დამტკიცებულია ადმინისტრაციის მიერ, სპეციალური საზღვაო განათლების შედეგად მიღებული თეორიული მომზადების დონე.

(საქართველოს კანონი მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ, 2000 წლის 26 სექტემბერი, მუხლი 1)

თერაპიული ეფექტის მქონე საკვები დანამატი - კვების პროდუქტის შემავსებელი საკვები დანამატისა და აქტიური ქიმიური ინგრედიენტისაგან შემდგარი ნარევი, რომელიც გამოიყენება დაავადების პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

თესლი - სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლი, აგრეთვე სათესი მასალის ყველა ბოტანიკური სახე: ხეხილის, კენკროვნების, დეკორატიული ყვავილებისა და სამკურნალო მცენარეების ნაყოფები, რთული ნაყოფის ნაწილები, თანანაყოფები.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

თესლის (სარგავი მასალის) პარტია - ერთი და იმავე ხარისხის ნებისმიერი რაოდენობის თესლი (სარგავი მასალა), რომელიც დასტურდება ხარისხის სერტიფიკატით.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

თესლის სიცოცხლისუნარიანობა - თესლის (სარგავი მასალის) მდგომარეობა მასში მავნებელ-დაავადებათა არსებობის გათვალისწინებით.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

თესლის ხარისხი - თესლის ძირითადი ხარისხობრივი მაჩვენებლები (სიწმინდე, გაღივება, 1000 მარცვლის მასა, ტენიანობა, სიცოცხლისუნარიანობა), რომლებიც დასტურდება ხარისხის სერტიფიკატით.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

თვითმყოფადი ბუნებრივ-კულტურული გარემო - მრავალფეროვანი, ხელუხლებელი და ნაკლებად სახეშეცვლილი ბუნებრივი გარემო და მისი მრავალსაუკუნოვანი ათვისების შედეგად ჩამოყალიბებული და მასთან შერწყმული ისტორიულ-კულტურული გარემო, რომელიც გამოირჩევა ეკოლოგიური წონასწორობით, მაღალი ესთეტიკური ღირებულებითა და რაციონალური სამეურნეო გამოყენებით.

(საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, 1996 წლის 7 მარტი, გამოყენებული ტერმინები)

თვითნებურად დაკავებული მიწა - ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ 2007 წლის 1 იანვრამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.

(საქართველოს კანონი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, 2007 წლის 11 ივლისი, მუხლი 2)

თვითშეფასება - სკოლის მიერ მიმდინარე სასწავლო პროცესის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტთან, ეროვნულ სასწავლო გეგმებთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნორმატივებთან შესაბამისობის შემოწმება. თვითშეფასების პროცესში მონაწილეობენ სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

2.9

▲back to top


იარაღი -

1. მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დაზიანებისა და განადგურებისათვის.

(საქართველოს კანონი იარაღის შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

2. ამ კანონის მიზნებისათვის, სამოქალაქო იარაღის შემდეგი სახეობები:

ა) სანადირო ხრახნილლულიანი, გლუვლულიანი და კომბინირებული იარაღი;

ბ) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი, რევოლვერი);

გ) გაზის იარაღი (პისტოლეტი, რევოლვერი);

დ) მოკლეგლუვლულიანი იარაღი;

ე) სასპორტო ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი.

(საქართველოს კანონი: საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 3)

იარაღის ბრუნვა - იარაღით ვაჭრობა, იარაღის აღრიცხვა, სერტიფიცირება, დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით), შეძენა, შენახვა, ტარება, გამოყენება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, ამოღება, განადგურება, ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავება, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა, კოლექციონირება და ექსპონირება, იარაღის ცალკეული ეგზემპლარის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა.

(საქართველოს კანონი იარაღის შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

იარაღის დამამზადებელი - პირი, რომელსაც აქვს იარაღის დამზადების ლიცენზია.

(საქართველოს კანონი იარაღის შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

იარაღის მესაკუთრე - პირი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება.

(საქართველოს კანონი იარაღის შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

იარაღით მოსარგებლე - პირი, რომელსაც იარაღი გადაცემული აქვს დროებითი სარგებლობისათვის, სამსახურებრივ მოვალეობათა შესასრულებლად.

(საქართველოს კანონი იარაღის შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა - დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირთან იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების უფლებას.

(საქართველოს კანონი: საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 3)

იდენტური საქონელი -

1. საქონელი, რომელიც შესაფასებელ საქონელთან შედარებით ყოველმხრივ, ფიზიკური მახასიათებლების, ხარისხისა და რეპუტაციის (სავაჭრო ნიშნის) ჩათვლით, ერთნაირია, აგრეთვე აქვს ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი პირი (ან სხვადასხვა მწარმოებელი პირი, თუ არ მოიპოვება მონაცემები შესაფასებელი საქონლის მწარმოებელი პირის მიერ წარმოებულ იდენტურ საქონელზე). უმნიშვნელო გარეგნული განსხვავებები არ უნდა უშლიდეს ხელს საქონლის იდენტურად მიჩნევას, თუ სხვა მაჩვენებლებით იგი შეესაბამება მოცემულ განსაზღვრებას. იდენტურ საქონლად არ ჩაითვლება ისეთი საქონელი, რომლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები დამზადებულია საქართველოში.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

2. სხვადასხვა საქონელი, რომლებსაც აქვთ ერთნაირი მახასიათებლები, კერძოდ, ფიზიკური მახასიათებლები, ხარისხი, რეპუტაცია ბაზარზე, წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

იზოლაცია - ავადმყოფის ან ინფიცირებული პირის განცალკევება სხვა ადამიანებისაგან დაავადების გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში, ისეთ ადგილას ან/და ისეთ პირობებში, რომელიც (რომლებიც) შეზღუდავს ან გამორიცხავს მისგან ამ დაავადების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით სხვა ადამიანზე გადადებას.

(საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 3)

იმავე კლასის ან ტიპის საქონელი - საქონელი, რომელიც ძირითადი ფიზიკური მახასიათებლებით ერთგვაროვანია შესაფასებელ საქონელთან მიმართებით. იგი მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს იმპორტირებული საქონლის მახასიათებლებთან და მიეკუთვნებოდეს შესაფასებელი საქონლის სახეობის ვიწრო ჯგუფს, რიგსა და ნომენკლატურას. ამასთანავე, იმავე კლასის ან ტიპის საქონლად შეიძლება ჩაითვალოს საქონელი, რომლის შემოტანა ხორციელდება როგორც შესაფასებელი საქონლის ქვეყნიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

იმუნობიოლოგიური პრეპარატი - სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება იმუნობიოლოგიური პროფილაქტიკისა და თერაპიისათვის (ვაქცინები, შრატები, ტესტსისტემები).

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

in - situ კონსერვაცია -

1. გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ბიოლოგიური სახეობების დაცვა ბუნებრივ პირობებში.

(საქართველოს კანონი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 2003 წლის 22 აპრილი, მუხლი 1)

2. გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ბიოლოგიური სახეობების დაცვა ბუნებრივ პირობებში.

(საქართველოს კანონი კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 1998 წლის 9 დეკემბერი, მუხლი 1)

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

ინდივიდუალური საკუთრება - ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, აგრეთვე ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ან/და დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.).

(საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“, 2007 წლის 11 ივლისი, მუხლი 3)

ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა - სტუდენტის ინტერესებისა და აკადემიური მომზადების დონის შესაბამისად შედგენილი სასწავლო გეგმა, შინაარსი, მოცულობა და ათვისების წესი.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა ამხანაგობა - ორ ან ორზე მეტ მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე არსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა მიერ ნებაყოფლობით დაფუძნებული ამხანაგობა.

(საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, 2007 წლის 11 ივლისი, მუხლი 3)

ინდოსამენტი -

1. თამასუქზე წარწერა გადაცემის შესახებ.

(საქართველოს კანონი თამასუქის შესახებ, 1995 წლის 19 აპრილი)

2. ჩეკზე წარწერა გადაცემის შესახებ.

(საქართველოს კანონი ჩეკის შესახებ, 1995 წლის 19 აპრილი)

ინდოსანტი -

1. პირი, რომელმაც წააწერა ჩეკზე.

(საქართველოს კანონი ჩეკის შესახებ, 1995 წლის 19 აპრილი)

2. პირი, რომელმაც წააწერა თამასუქზე.

(საქართველოს კანონი თამასუქის შესახებ, 1995 წლის 19 აპრილი)

ინდოსატი -

1. პირი, რომელმაც მიიღო ჩეკი ინდოსამენტით.

(საქართველოს კანონი ჩეკის შესახებ, 1995 წლის 19 აპრილი)

2. პირი, რომელმაც მიიღო თამასუქი ინდოსამენტით.

(საქართველოს კანონი თამასუქის შესახებ, 1995 წლის 19 აპრილი)

ინვესტიცია -

1. სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა დარგის საწარმოში, საწარმოო-საინვესტიციო პროგრამებსა და საწარმოო-საინვესტიციო პროექტებში კაპიტალის დაბანდება, რომლის ძირითადი მიზანია ქვეყნის სამრეწველო პოტენციალის მაქსიმალური ეფექტიანობით ამოქმედება და წარმოების განვითარების ხელშეწყობით უმუშევრობის დონის შემცირება.

(საქართველოს კანონი საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ, 2002 წლის 19 ივნისი, მუხლი 3)

2. „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული ფასეულობა ან უფლება.

(საქართველოს კანონი ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ, 2004 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

ინკლუზიური სწავლება - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში სხვა მოსწავლეებთან ერთად.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ,” 2005 წლის 8 აპრილი მუხლი 2)

ინვესტიცია - შესაძლო მოგების მიღების მიზნით ჭარბი ლიკვიდური სახსრების დაბანდება მოკლევადიან მატერიალურ ან არამატერიალურ აქტივებში.

(საქართველოს კანონი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ, 2002 წლის 4 ივლისი, მუხლი 1)

ინვესტორი -

1. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, იურიდიული პირები ან იურიდიული პირების ერთობლიობა (კონსორციუმი), რომლებიც მონაწილეობენ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებასა და მოპოვებაში და ამისათვის იყენებენ საკუთარ, ნასესხებ ან მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს.

(საქართველოს კანონი: ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

2. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არის საქმიანობის განხორციელების ინიციატორი და მიმართავს გარემოსდაცვითი ნებართვის გამცემ ორგანოს საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად.

(საქართველოს კანონი გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ, 1996 წლის 15 ოქტომბერი, მუხლი 3)

ინვესტორის საკომპენსაციო ნავთობი და გაზი - მოპოვებული ნავთობისა და გაზის ნაწილი, რომელიც ხმარდება ფართობზე ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვებისათვის გაწეული ხარჯების და დანახარჯების ანაზღაურებას, დაფინანსების ხარჯების ჩათვლით. საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის ოდენობა და კომპენსირების წესები და პროცედურა განისაზღვრება ხელშეკრულებით.

(საქართველოს კანონი: ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ინსპექტირება სასაზღვრო გამტარ პუნქტში - უცხოელის შემოსვლისას და გასვლისას სასაზღვრო-მიგრაციული კონტროლი.

(საქართველოს კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 2)

ინსტიტუტი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც უნდა იყოს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის - მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

ინსტრუქცია - მომხმარებლისათვის განკუთვნილ ფურცელზე წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც თან ახლავს სამკურნალო საშუალებას.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

ინტეგრალური მიკროსქემა (შემდგომში - იმს) - ელექტრონული ფუნქციის შემსრულებელი ნაკეთობა დასრულებული ან შუალედური ფორმით, რომლის ელემენტები, რომელთაგან ერთი მაინც აქტიურია, და მათ შორის არსებული ზოგიერთი ან ყველა ურთიერთშეერთება განუყოფლადაა ფორმირებული ნაკეთობის მასალის მოცულობაში ან/და ზედაპირზე.

(საქართველოს კანონი ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 2)

ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგია (შემდგომში - ტოპოლოგია) - იმს-ის ელემენტთა, რომელთაგან ერთი მაინც აქტიურია, და მათ შორის არსებული ზოგიერთი ან ყველა ურთიერთშეერთების რაიმე სახით გამოსახული სამგანზომილებიანი განლაგება, ან იმს-ის წარმოებისათვის მომზადებული სამგანზომილებიანი განლაგება.

(საქართველოს კანონი ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 2)

ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა - განსაკუთრებული სახის შესყიდვა, რომლის ობიექტია ინტელექტუალური და სხვა სახის საკონსულტაციო მომსახურება - მომსახურება სასწავლო- საგანმანათლებლო სფეროში, მომსახურება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, მომსახურება ტელე და რადიომაუწყებლობის სფეროში, მომსახურება არქიტექტურის, საინჟინრო გამოკვლევისა და მასთან დაკავშირებული ტექნიკური დარგების სფეროში, მმართველობითი მომსახურება, მეცნიერული კვლევები და ექსპერიმენტები, საპროექტო სამუშაოები და სხვა საქმიანობის სახეები, რომლებიც მიეკუთვნება ინტელექტუალურ მომსახურებას.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, 2005 წლის 20 აპრილი, მუხლი 3)

ინტერფეისი - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების, ტექნიკური საშუალებების, საოპერაციო პროგრამული რესურსებისა და სისტემების ურთიერთმოქმედების ფიზიკური ან ლოგიკური ფორმატი, რომელიც განსაზღვრულია საერთო ფუნქციონალური, ელექტრული, ოპტიკური, კონსტრუქციული და სხვა თავსებადობის მახასიათებლებით, პროტოკოლის მიმართ ერთგვაროვანი მოთხოვნებით.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ინფორმაციის დაცვის საშუალებები - სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის ტექნიკური, კრიპტოგრაფიული, პროგრამული და სხვა საშუალებები.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

ინფორმაციის მოხსნა კავშირგაბმულობის არხიდან - ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს მიერ ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით ელექტრონული კავშირიდან (ელექტროფოსტა), კომპიუტერული ქსელიდან, სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემებიდან გადაცემული, შეკრებილი, დამუშავებული ან დაგროვებული ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.

(საქართველოს კანონი ოპერატიულსამძებრო საქმიანობის შესახებ, 1999 წლის 30 აპრილი, მუხლი 1)

ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება - მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებული გირავნობის არსებობისას, მოგირავნის მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში, სააგენტოს ვალდებულება, დაინტერესებული პირის განცხადება დაგირავებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სარეგისტრაციო ცვლილებების განხორციელების თაობაზე არ დააკმაყოფილოს სამი სამუშაო დღის განმავლობაში და აღნიშნული გარემოება აცნობოს მოგირავნეს.

(საქართველოს კანონი: საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 3)

ინფორმირებული თანხმობა -

1. პაციენტის, ხოლო მისი ქმედუუნარობის შემთხვევაში, ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ამა თუ იმ სამედიცინო მომსახურებაზე, მას შემდეგ, რაც მათ მიეწოდათ ინფორმაცია:

ა) სამედიცინო მომსახურების არსისა და საჭიროების შესახებ;

ბ) სამედიცინო მომსახურების მოსალოდნელი შედეგების შესახებ;

გ) პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ამ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკის შესახებ;

დ) განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტებისა და ამ უკანასკნელთა თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ;

ე) სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის მოსალოდნელი შედეგების შესახებ;

ვ) „ბ.ა”- „ბ.ე” ქვეპუნქტებში ჩამოთვლილთან დაკავშირებული ფინანსური და სოციალური საკითხების შესახებ.

(საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ, 2000 წლის 5 მაისი, მუხლი 4)

2. პაციენტის, ხოლო მისი ქმედუუნარობის შემთხვევაში, ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა გადანერგვასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ სამედიცინო ჩარევის ჩატარებაზე ამ ჩარევის არსის, ჩვენებების, მოსალოდნელი ეფექტის, შესაძლო გვერდითი მოვლენების, აგრეთვე პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ამ ჩარევასთან დაკავშირებული რისკის განმარტების შემდეგ.

(საქართველოს კანონი ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, 2000 წლის 23 თებერვალი, მუხლი 3)

3. პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ფსიქიატრიული დახმარების მიღებაზე, მისთვის დაავადებისა და სამედიცინო ჩარევის შესახებ სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაციის მიწოდების შემდეგ.

(საქართველოს კანონი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ, 2006 წლის 14 ივლისი, მუხლი 4)

ინფრასტრუქტურა - საინჟინრო-ტექნიკური და სოციალური მომსახურების, ასევე საკომუნიკაციო ობიექტების, ნაგებობებისა და ქსელების ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ინფრასტრუქტურული სფერო - სფერო, რომელშიც ხორციელდება არათავისუფლად ბრუნვადი საქონლის წარმოება, მიწოდება, მომსახურება.

(საქართველოს კანონი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ, 2005 წლის 3 ივნისი, მუხლი 2)

იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებები - ორგანიზმის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ორგანიზმში იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების არასაკმარისი რაოდენობით.

(საქართველოს კანონი იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ, 2005 წლის 25 თებერვალი, მუხლი 2)

იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა - სახელმწიფოებრივ ღონისძიებათა სისტემა, რომლის მიზანია იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების თავიდან აცილება.

(საქართველოს კანონი იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ, 2005 წლის 25 თებერვალი, მუხლი 2)

იოდირებული მარილი - იოდით გამდიდრებული მარილი.

(საქართველოს კანონი იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ, 2005 წლის 25 თებერვალი, მუხლი 2)

იონმცვლელები - ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ფაზებს შორის მიმდინარე ელექტროლიზური რეაქციის დროს იწვევენ იონების ცვლას.

(საქართველოს კანონი სურსათისა და თამბაქოს შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

ისტორიულ-კულტულური ლანშაფტი - ანთროპოლოგიური წარმოშობის ხანგრძლივი ისტორიული პროცესის ან მისი რომელიმე პერიოდის მატერიალურად ამსახველი ლანდშაფტი, რომელიც გამოირჩევა ეთიკურ-ესთეტიკური და სხვა კულტურული ღირებულებით. მანიპულაციები - მეცნიერული კვლევისა და მოვლა-პატრონობის აქტიური ქმედება და საქმიანობა, კერძოდ, ბუნებრივი მასალის მოპოვება, ლაბორატორიებისა და საცდელი სადგურების მოწყობა, ცხოველთა სახელბების ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, ტრანსლოკაცია, სანიტარული და სხვა მოვლითი და აღდგენითი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები და სხვა.

(საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, 1996 წლის 7 მარტი, გამოყენებული ტერმინები)

ისტორიულ - კულტურული ძეგლების კონსერვაცია - ისტორიულ-კულტურული ძეგლების არსებულ მდგომარეობაში შენარჩუნება.

(საქართველოს კანონი კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 1998 წლის 9 დეკემბერი, მუხლი 1)

ისტორიული განაშენიანება - 100 ან მეტი წლის წინ ჩამოყალიბებული, ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე განაშენიანება.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

ისტორიული მუზეუმი - მუზეუმი, სადაც დაცულია საზოგადოებისა და სახელმწიფოს ისტორიულ განვითარებასთან, აგრეთვე ცალკეული მხარის ისტორიასთან დაკავშირებული მასალები.

(საქართველოს კანონი მუზეუმების შესახებ, 2001 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემო - 100 ან მეტი წლის წინ ჩამოყალიბებული მხატვრულ-არქიტექტურული, სივრცითი, ლანდშაფტური ან სოციალურ-ეკონომიკური კონტექსტების ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

იურიდიული დახმარება - სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა, წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით და ადმინისტრაციულ ორგანოში, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესში სახელმწიფოს ხარჯზე.

(საქართველოს კანონი იურიდიული დახმარების შესახებ, 2007 წლის 19 ივნისი, მუხლი 2)

იურიდიული დახმარების მიმწოდებელი (შემდგომში - მიმწოდებელი) - იურიდიული დახმარების განმახორციელებელი კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ადვოკატი.

(საქართველოს კანონი იურიდიული დახმარების შესახებ, 2007 წლის 19 ივნისი, მუხლი 2)

იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირი - საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ კრიტერიუმებს.

(საქართველოს კანონი იურიდიული დახმარების შესახებ, 2007 წლის 19 ივნისი, მუხლი 2)

იურიდიული კონსულტაცია - ყველასთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი რჩევა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე.

(საქართველოს კანონი იურიდიული დახმარების შესახებ, 2007 წლის 19 ივნისი, მუხლი 2)

იძულება - ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ან/და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

(საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის ღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, 2006 წლის 25 მაისი, მუხლი 4)

იძულებით გადაადგილებული პირი - კონფლიქტის შედეგად საქართველოს ფარგლებს გარეთ ან საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული პირი.

(საქართველოს კანონი ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 2)

იძულებით გადასახლებული პირი - პირი, რომელიც XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან სსრკ-ის სხვა რესპუბლიკებში, სსრკ-ის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 31 ივლისის N6279ცც დადგენილების საფუძველზე, იძულებით იქნა გადასახლებული.

(საქართველოს კანონი ყოფილი სსრკის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ, 2007 წლის 11 ივლისი, მუხლი 2)

იძულებითი შრომა - ნებისმიერი სამუშაო ან მომსახურება, რომელიც მიიღება პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულებით, მის მიმართ მუქარის, შანტაჟის ან მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებით.

(საქართველოს კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, 2006 წლის 28 აპრილი, მუხლი 3)

2.10

▲back to top


კაბელით გადაცემა - საზოგადოების მიერ მიღების მიზნით ხმის ან/და გამოსახულების გადაცემა სადენით, ოპტიკური ბოჭკოს ან სხვა ანალოგიური საშუალებით.

(საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

კაბელით ხელახალი გადაცემა - სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით.

(საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

კალენდარული წელი - დროის მონაკვეთი ერთი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ახალრეგისტრირებული გადასახადის გადამხდელებისათვის - პირველ წელს რეგისტრაციის თარიღიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

კანონიერი წარმომადგენელი - ახლო ნათესავი, მეურვე, მზრუნველი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

კანონმდებლობა ფასიანი ქაღალდების შესახებ - ეს კანონი, აგრეთვე სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები, რომელთა შესრულებაზეც ზედამხედველობას ახორციელებს კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

კაპიტალური ხარჯები (ძირითადი კაპიტალის შეძენა) - სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად სახელმწიფო დაკვეთებით ან/და ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯები.

(საქართველოს კანონი სამშენებლო საქმიანობის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 3)

კაპიტალური ხარჯები - გადასახდელები, რომელთა მიზანია კაპიტალური აქტივების, სტრატეგიული და განსაკუთრებული მარაგის, საქონლის, მიწის, არამატერიალური აქტივების შეძენა, შენობა-ნაგებობების, მანქანადანადგარების, მოწყობილობების, სატრანსპორტო და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენა, კაპიტალური რემონტი, მშენებლობა და რეკონსტრუქცია.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

კარანტინი - შემზღუდავ ღონისძიებათა სისტემა მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანთა ინფექციებისა და მავნებლების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ, 1997 წლის 15 მაისი, მუხლი 1)

კარანტინის ზომა - ტერიტორია, რომელზეც ვრცელდება საკარანტინო ღონისძიებები.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ, 1997 წლის 15 მაისი, მუხლი 1)

კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი მფლობელები - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე და 164-ე მუხლებით განსაზღვრული პირები.

(საქართველოს კანონი ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 2)

კერძო ბრალმდებელი - დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი, რომელიც მხარს უჭერს ბრალდებას სასამართლოში.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

კერძო გამოძიება - დაცვის მხარის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დაცვისათვის საჭირო მონაცემების შეკრება და მტკიცებულებათა სახით პროცესის მწარმოებელი ორგანოსათვის წარდგენა. აღნიშნული საქმიანობა არ წესრიგდება ამ კოდექსით.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

კერძო ვეტერინარული საქმიანობა -

1. კერძო ვეტერინარული სამსახურების საქმიანობა ვეტერინარიის სფეროში.

(საქართველოს კანონი ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ, 2004 წლის 26 ოქტომბერი, მუხლი 5)

2. ვეტერინარული განათლების და დამოუკიდებელი ვეტერინარული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა.

(საქართველოს კანონი ვეტერინარიის შესახებ, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1)

კერძო ვეტერინარული სამსახური - ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი.

(საქართველოს კანონი ვეტერინარიის შესახებ, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1)

კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტი - ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კერძო ვეტერინარულ საქმიანობას.

(საქართველოს კანონი ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ, 2004 წლის 26 ოქტომბერი, მუხლი 5)

კერძო მაუწყებლობა - ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის კომერციული ან არაკომერციული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც არ არის არც საზოგადოებრივი და არც სათემო მაუწყებლობა.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

კერძო პირი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო.

(საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, 2004 წლის 24 ივნისი, მუხლი 1)

კერძო სკოლა - კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ,” 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

კვალიფიკაცია -

1. კონკრეტულ შრომით საქმიანობაში პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციათა ფლობის დონე; პროფესიული უმაღლესი განათლების შესაბამის კვალიფიკაციებს განსაზღვრავს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ“, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

2. კონკრეტულ შრომით საქმიანობაში პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციათა ფლობის დონე.

(საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 4)

კვალიფიკაციის ამაღლება - სწავლების პროცესი, რომლის მიზანია გარკვეულ სფეროში კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ დამატებით ახალი პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების დახვეწა.

(საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 4)

კვალიფიციური პრივილეგია - კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის ნაწილობრივ ან პირობით განთავისუფლება. სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით პირმა ბრალეული ქმედების ჩადენისათვის შეიძლება დაკარგოს პრივილეგია, თუ ეს აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

(საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, 2004 წლის 24 ივნისი, მუხლი 1)

კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი - საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტი.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

კინემატოგრაფია (კინო) - ხელოვნების დარგი, რომელიც მოიცავს პროფესიულ, შემოქმედებით, საწარმოო, ტექნიკურ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას და მიმართულია კინოპროდუქციის შესაქმნელად და გასავრცელებლად

(საქართველოს კანონი ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, 2000 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 4)

კინოარქივი - ფილმსაცავი, სადაც ინახება კინოპროდუქცია.

(საქართველოს კანონი ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, 2000 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 4)

კინოაღჭურვილობა - მოწყობილობა, აპარატურა, ტექნიკური საშუალებები და მათი სათადარიგო ნაწილები, რომლებიც გამოიყენება კინოწარმოების, ტირაჟირების, გაქირავების, ფილმის ჩვენებისა და ფილმწარმოებისათვის საჭირო სამუშაოებისა და მომსახურებისათვის.

(საქართველოს კანონი ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“, 2000 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 4)

კინოდარბაზი - სათანადოდ აღჭურვილი სპეციალიზებული ადგილი, სადაც ხდება ფილმის ჩვენება.

(საქართველოს კანონი ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, 2000 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 4)

კინომასალები - ნედლეული და მასალა, რომლებიც გამოიყენება ფილმის წარმოების, ტირაჟირების, გაქირავების, ჩვენებისა და აღდგენისათვის, აგრეთვე ფილმწარმოებისათვის აუცილებელი სამუშოების შესრულებისა და მომსახურებისათვის, კინოაღჭურვილობის დამზადებისათვის.

(საქართველოს კანონი ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“, 2000 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 4)

კინომატიანე - დოკუმენტური მასალა, რომელშიც ასახულია წარსული მოვლენები ან ფაქტები და მისი გამოყენება შესაძლებელია მომავალში

(საქართველოს კანონი ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, 2000 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 4)

კინოორგანიზაცია - იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის ძირითად საგანს განეკუთვნება ფილმის ან კინომატიანის სიუჟეტის შექმნა, ფილმის ასლის გამრავლება, გაქირავება, ჩვენება, ფილმის აღდგენა, კინოდარბაზის ტექნიკური მომსახურება, კინომასალებისა და კინოაღჭურვილობის წარმოება, ფილმწარმოების მომსახურება (კინოტექნიკის გაქირავება, კინოკომპლექსის ან კინოპავილიონის იჯარა, კოსტიუმების შეკერვა, დეკორაციების მშენებლობა, გრიმისა და საგრიმიორო მასალების დამზადება, რეკვიზიტის დამზადება-გაქირავება, გადასაღები ტექნიკისა და სპეცეფექტების მომზადება, კინოფირის დამუშავება, ფილმის გახმოვანება, მუსიკალური გახმოვანება და სხვა.), საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ბეჭდვითი, საგამომცემლო, სარეკლამო-პროპაგანდისტული საქმიანობა კინოს სფეროში, ფილმის ან კინომატიანის ასლისა და საწყისი მასალების შენახვა.

(საქართველოს კანონი ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, 2000 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 4)

კინოპროდუქცია - ფილმი, კინომატიანე, ფილმის ან კინომატიანის საწყისი მასალები, ტირაჟი ან ტირაჟის ნაწილი.

(საქართველოს კანონი ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, 2000 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 4)

კლასი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა დროებითი, სულ მცირე ერთი სასწავლო წლის განმავლობაში შენარჩუნებული ერთიანობა, რომელიც შედგენილია ეროვნულ სასწავლო გეგმებში მოცემული რეკომენდაციებისა და ამ დაწესებულების წესდების მიხედვით და რომელში გაერთიანებული მოსწავლეებიც ძირითადად ერთად სწავლობენ ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ,” 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

კლინიკური პრაქტიკის მეთოდური რეკომენდაცია - კონკრეტული კლინიკური მდგომარეობის პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის ან რეაბილიტაციის სქემა, რომელიც შემუშავებულია ფაქტებზე დამყარებული მედიცინის მონაცემების გამოყენებით.

(საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5)

კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური მეთოდური რეკომენდაცია - კონკრეტული კლინიკური პრობლემის მართვის ქვეყანაში ოფიციალურად აღიარებული სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც ეფუძნება მიმდინარე პერიოდში საერთაშორისოდ აღიარებულ მეცნიერულ მტკიცებულებებს.

(საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5)

კლირინგი - მოთხოვნისა და ვალდებულებების ურთიერთჩათვლაზე დაფუძნებული საშინაო და საერთაშორისო უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა სავაჭრო და სხვა ოპერაციებისათვის.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 2)

კლირინგი (საკლირინგო ხელშეკრულება) - უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა, რომელიც ემყარება მოთხოვნებისა და ვალდებულებების ურთიერთჩათვლას და გამოიყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ანგარიშსწორებაში.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

კოდექს ალიმენტარიუსი“ (Codex Alimentarius) - კვების პროდუქტების საერთაშორისო სტანდარტი, დამტკიცებული საკვების სტანდარტების საერთაშორისო კომისიის მიერ.

(საქართველოს კანონი ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ, 1999 წლის 9 სექტემბერი, მუხლი 3)

კოდირებული სატელევიზიო არხი - სატელევიზიო არხი, რომლის პროგრამის მატარებელი სიგნალები დაშიფრულია და კავშირი ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლობის ორგანიზაცია თანახმაა უზრუნველყოს საზოგადოებისათვის გაშიფრვის საშუალებათა მიწოდება.

(საქართველოს კანონი მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, 2001 წლის 28 სექტემბერი, მუხლი 3)

კოეფიციენტი (კოეფიციენტები) - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრული ერთეული (ერთეულები), რომლის შესაბამისად ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების რანჟირება კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკრეტულ ფაკულტეტზე ჩასარიცხად.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

კოლეგიური საჯარო დაწესებულება - საჯარო დაწესებულება, რომლის ხელმძღვანელი ან სათათბირო ორგანო ერთზე მეტი პირისაგან შედგება და რომელშიც გადაწყვეტილებებს ერთზე მეტი პირი ერთობლივად იღებს ან ამზადებს.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 27)

კოლეგიური საჯარო დაწესებულების წევრი - საჯარო მოსამსახურე, რომელიც ხმის უფლებით მონაწილეობს კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში ან მომზადებაში.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 27)

კოლექტიური ხელშეკრულება - ხელშეკრულება დამსაქმებელს, საწარმოს, ორგანიზაციას, დაწესებულებასა და პროფესიული კავშირის ორგანიზაციას შორის, რომელიც არეგულირებს მხარეთა შრომით, სოციალურ და პროფესიულ ურთიერთობებს.

(საქართველოს კანონი პროფესიული კავშირების შესახებ, 1997 წლის 2 აპრილი, მუხლი 3)

კოლეჯი -

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას ან/და აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის - ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას.

(საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 4)

კომერციული ბანკი -

1. ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით აწარმოებს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

2. ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით აწარმოებს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას.

(საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1)

3. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას.

(საქართველოს კანონი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ, 2002 წლის 4 ივლისი, მუხლი 1)

კომერციული რეკლამა - რეკლამა საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ, რომელიც ემსახურება მეწარმის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, კომერციული იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, კომერციული იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

კომერციული საიდუმლოება - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ ინფორმაცია არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას.

(საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, 2004 წლის 24 ივნისი, მუხლი 1)

კომერციული ფრენა (კომერციული გადაზიდვა) - ფასით ან დაქირავებით მგზავრების, ტვირთისა და საფოსტო გზავნილების გადასაზიდად განხორციელებული საჰაერო ხომალდის ფრენა.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი“, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

კომისია -

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია, რომლის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. კომისიის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, შედიან საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტების თავმჯდომარეები.

(საქართველოს კანონი საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“, 2004 წლის 13 თებერვალი, მუხლი 1)

2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ“, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

4. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

კომისიის რეგულირების სფერო - კავშირგაბმულობის, მაუწყებლობისა და ფოსტის სფერო, რომელშიც მომსახურების გაწევა ან საქმიანობა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის თანახმად ექვემდებარება ლიცენზირებას ან ამ კანონის მიხედვით საჭიროებს ნებართვას და ამ მომსახურების გაწევაზე ან საქმიანობაზე გაცემულია შესაბამისი ლიცენზია ან ნებართვა და რომელშიც კომისია ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სპეციალურ უფლებამოსილებებს.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ“, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

კომისიის წევრი - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2.)

კომისიონერი - პირი, რომელიც ამ კანონითა და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით დადგენილი წესით, სათანადო აქტის საფუძველზე დანიშნულია ამ მარეგულირებელი ორგანოს წევრად.

(საქართველოს კანონი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ, 2002 წლის 13 სექტემბერი, მუხლი 3)

კომპენსაცია -

1. პირის მიერ საქონლის მიწოდების, გაწეული მომსახურების ან მისივე ხარჯების, დანაკარგის ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება, გასამრჯელო, სარგებელი, საფასური, საზღაური.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

2. მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ სათანადო საკომპენსაციო თანხის გადახდა ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემა.

(საქართველოს კანონი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ, 1999 წლის 23 ივლისი, მუხლი 1)

3. პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 4)

კომპენსაციის მიმღები პირი - პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს კომპენსაცია.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 4)

კომპენსაციის პროპორციული განაწილება - ამ კანონით დადგენილი კომპენსაციის ოდენობის პროპორციულად განაწილება მისი მიღების უფლებამოსილების მქონე პირებზე.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 4)

კომპეტენტური ორგანო -

1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო, რომელიც ბაზარზე გატანილ პროდუქციაზე ახორციელებს ზედამხედველობას და კონტროლს.

(საქართველოს კანონი პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 3)

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 4)

კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები - ევროსაბჭო, ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი (FATF) და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ასეთად აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

(საქართველოს კანონი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 2)

კომპიუტერული პროგრამა - ინსტრუქციათა ერთობლიობა სიტყვების, კოდების, სქემების ან მანქანით წაკითხვადი სხვა ფორმით, რომელიც საშუალებას იძლევა აამოქმედოს კომპიუტერი განსაზღვრული შედეგების მისაღწევად. ტერმინი მოიცავს კომპიუტერული პროგრამის დიზაინის მოსამზადებელ მასალას.

(საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

კომპლემენტარული (ჰომეოპათიური, ანთროპოსოფიული, ჰომოტოქსიკოლოგიური) სამკურნალო საშუალება - ბუნებრივი (მინერალური, მცენარეული, ცხოველური) წარმოშობის ნივთიერებისგან ან ნივთიერებათა ჯამისგან დამზადებული საშუალება, რომლის მოქმედება და სტანდარტულობა არ არის დადასტურებული ობიექტური მტკიცებულებებით.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

კომპლექსური დაცვითი ღონისძიებები - მავნე ორგანიზმებისაგან დაცვითი ღონისძიებების სისტემა, რომლის შესაბამისად გამოიყენება არსებული ურთიერთშემავსებელი ეფექტური ხერხები და მეთოდები მავნე ორგანიზმების რიცხოვნობის ისეთი დონის დასადგენად, როცა გამორიცხულია ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ზარალის მიყენება.

(საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

კონკურენციის წინასწარი რეგულირება - კომისიის მიერ ავტორიზებული პირის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განსაზღვრა და მისთვის ამ კანონით წინასწარ დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

კონოსამენტი - გემის მფლობელის მიერ გაცემული ხელწერილი (დოკუმენტი), რომელიც ტვირთის მფლობელს (გამგზავნს) ეძლევა იმის დასადასტურებლად, რომ ტვირთი მიღებულია საზღვაო გზით გადასაზიდად (სხვა საბირჟო საქონელთან და კონტრაქტებთან ერთად კონოსამენტი შესაძლებელია გახდეს ბირჟაზე ვაჭრობის საგანი და იქცეს საქონელგანმანაწილებელ დოკუმენტად).

(საქართველოს კანონი სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 2)

კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა - ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს ან გამომძიებლის მიერ დანაშაულებრივ ფორმირებაში შესაღწევად ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციის შექმნა.

(საქართველოს კანონი ოპერატიულსამძებრო საქმიანობის შესახებ, 1999 წლის 30 აპრილი, მუხლი 1)

კონსული - ნიშნავს გენერალურ კონსულს, კონსულს, ვიცე-კონსულს ან საკონსულო აგენტს, რომელიც მეთაურობს საკონსულო დაწესებულებას.

(საქართველოს კანონი საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ, 1994 წლის 22 ნოემბერი, მუხლი 2)

კონტეინერი - მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო მოწყობილობა, რომლის კონსტრუქცია უზრუნველყოფს გადასაზიდი ტვირთის დაცვას ერთი ან სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებაში და აღჭურვილია სამარჯვებით დატვირთვის, გადმოტვირთვისა და გადატვირთვის დასაჩქარებლად.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

კონტრაქტი - რეგისტრირებული საბირჟო გარიგება მოლაპარაკებულ მხარეებს - კონტრაგენტებს შორის, რომელშიც განსაზღვრულია მხარეთა უფლებები და ვალდებულებები, მათი შესრულების პირობები, ვადები და პასუხისმგებლობა კონტრაქტის შეუსრულებლობისათვის.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 2)

კონტრაჰენტი - ხელშეკრულების მონაწილე მხარე, რომელსაც მისასვლელი ლიანდაგის ფარგლებში აქვს თავისი სასაქონლო საწყობები, დატვირთვისა და გადმოტვირთვისათვის განკუთვნილი შესაბამისი ადგილები და მასთან მიერთებული სარკინიგზო ლიანდაგები.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

კონტრაფაქციული პროდუქცია - ნებისმიერი საქონელი, მათ შორის, შესაფუთი საქონელი, რომელზედაც უნებართვოდაა მოთავსებული იმ სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი, რომელიც კანონიერად არის რეგისტრირებული ამ საქონელთან დაკავშირებით ან არსებითად არ განსხვავდება აღნიშნული სასაქონლო ნიშნისაგან, და, აქედან გამომდინარე, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებებს.

(საქართველოს კანონი ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 2)

კონტროლი -

1. კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობაზე და ამ საქმიანობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაზე პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

2. სურსათის, თამბაქოს და მათი ნედლეულის, აგრეთვე სურსათისა და თამბაქოს მწარმოებელი და მარეალიზებელი ობიექტების ერთი ან რამდენიმე მახასიათებლის შემოწმება, ტესტირება ან შეფასება და მიღებული შედეგების დადგენილ მოთხოვნებთან შედარება.

(საქართველოს კანონი სურსათისა და თამბაქოს შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

3. კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობაზე და ამ საქმიანობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაზე პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ზეგავლენის მოხდენა.

(საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1.)

4. თუ კონტექსტი სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ვითარება, როდესაც პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა წრე საწარმოში ფლობს ხმების 10%-ზე მეტს.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

კონტროლირებადი მიწოდება - დანაშაულის გასახსნელად, დანაშაულის ჩამდენი პირის გამოსავლენად საქართველოს ფარგლებში (ხოლო საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში - საქართველოს ფარგლებს გარეთაც), საქართველოს ფარგლებს გარედან საქართველოში ან საქართველოს გავლით ნივთიერი მტკიცებულების ან ისეთი საგნის კონტროლირებადი გადაადგილება, რომლის თავისუფალი რეალიზება კანონით აკრძალული ან შეზღუდულია.

(საქართველოს კანონი ოპერატიულსამძებრო საქმიანობის შესახებ, 1999 წლის 30 აპრილი, მუხლი 1)

კონტრ-ტერორისტული ოპერაცია - სპეციალურ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მიმართულია ტერორისტული ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების თავიდან აცილებისა და აღკვეთისაკენ, ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ, ტერორისტების გაუვნებლებისაკენ და ტერორისტული აქტის ან/და ტერორისტული მიზნით განხორციელებული სხვა დანაშაულის მოსალოდნელი შედეგების მინიმუმამდე შემცირებისაკენ.

(საქართველოს კანონი ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 1)

კონტრ-ტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონა - ადგილმდებარეობის ან აკვატორიის ცალკეული მონაკვეთები, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა, დაწესებულება და მათი მიმდებარე სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც ტარდება აღნიშნული ოპერაცია.

(საქართველოს კანონი ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 1)

კორომი - მომიჯნავე ტერიტორიისგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული ტყის ნაწილი.

(საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსი, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 5)

კონფლიქტი - 1989-1992 წლებში და მის შემდგომ პერიოდში ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შეიარაღებული კონფლიქტი ან/და საქართველოს სხვა რეგიონებში ქართველ და ოს მოსახლეობას შორის დაპირისპირება.

(საქართველოს კანონი ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 2)

კრიტიკული მომენტი - დროის განსაზღვრული მომენტი, რომლის შესაბამისად წარმოებს მოსახლეობის აღწერა.

(საქართველოს კანონი საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ, 2001 წლის 12 ოქტომბერი, მუხლი 1)

კრუიზი - საზღვაო მოგზაურობა.

(საქართველოს კანონი საქართველოს საზღვაო კოდექსი, 1997 წლის 15 მაისი, საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი - საქართველოს საზღვაო კოდექსში გამოყენებული საზღვაო ტერმინები)

კრედიტი -

1. ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტის მიერ ერთი საგნის ასათვისებლად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

2. ერთეული, რომელიც გამოხატავს პროფესიული სტუდენტის მიერ ერთი საგნის ასათვისებლად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას.

(საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 4)

3. დაბრუნებადობის, ფასიანობის, უზრუნველყოფადობის და ვადიანობის საწყისებზე ფულადი სახსრების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

4. დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება; „ოპციონი” - ვალდებულების შესრულების საშუალების, ფორმის, მოცულობის ამორჩევის უფლება, რომელიც ხელშეკრულების (კონტრაქტის) პირობებით ენიჭება ერთ-ერთ მონაწილე მხარეს ან ხელშეკრულებით (კონტრაქტით) განპირობებულ გარემოებათა გამო ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის უფლება.

(საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1)

კრედიტორი - პირი, რომელსაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის მომენტისათვის მოვალის მიმართ აქვს საფუძვლიანი ფინანსური მოთხოვნა (მათ შორის, ვადამოუსვლელი მოთხოვნა).

(საქართველოს კანონი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 3)

კრედიტორთა გადაწყვეტილება - კრედიტორთა კრების ან კრედიტორთა კომიტეტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაწყვეტილება.

(საქართველოს კანონი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 3)

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი (ძეგლი) -

ა) კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ან მოძრავი ობიექტი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული უძრავი ან მოძრავი ნივთი), რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიენიჭა ძეგლის სტატუსი;

ბ) კომპლექსური ძეგლი დ ფიზიკურად, ფუნქციურად, ისტორიულად ან ტერიტორიულად დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ერთობლიობა, რომელიც ტოპოგრაფიულად იდენტიფიცირებადი ერთეულია და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიენიჭა ძეგლის სტატუსი.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა (დამცავი ზონა) - კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტების ირგვლივ ან/და მათი გავრცელების ან გავლენის არეალში ამ კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ექსპლუატაციის განსაკუთრებული რეჟიმი და რომლის დანიშნულებაა, მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობა დაიცვას არასასურველი ზეგავლენისაგან.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - სამართლებრივ, სამეცნიეროკვლევით, სარეაბილიტაციო, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის სრული მრავალფეროვნებით შენარჩუნება და მისი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

კულტურული ფასეულობა -

1. შემოქმედებითი პროცესის შედეგად, ნებისმიერი მასალითა და საშუალებით, ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი უძრავი ან მოძრავი ნივთი, რომელსაც აქვს მხატვრული, ესთეტიკური, ეთნოლოგიური, არქეოლოგიური, ისტორიული, რელიგიური, მემორიალური, მეცნიერული, ტექნიკური, ტექნოლოგიური ღირებულება.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

2. არქეოლოგიის, წინაისტორიული პერიოდის, ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და სხვა მნიშვნელოვანი სასულიერო თუ საერო ხასიათის ფასეულობა, რომელიც:

ა) შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე ქართველი ერის ან სხვა ერების მიერ, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე;

ბ) შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე და უცხოელი მოქალაქეების მიერ, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე;

გ) აღმოჩენილია საქართველოს ტერიტორიაზე;

დ) წარმოადგენს საჩუქარს, ან შეძენილია იმ უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების თანხმობით, სადაც შექმნილია ეს კულტურული ფასეულობა;

ე) შეძენილია საქართველოს არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და საბუნებისმეტყველო ექსპედიციების მიერ იმ უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების თანხმობით, სადაც შექმნილია ეს კულტურული ფასეულობა.

(საქართველოს კანონი კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ, 2001 წლის 22 ივნისი, მუხლი 3)

კულტურულ ფასეულობათა კოლექცია - ერთგვარ ან გარკვეული ნიშნით შეკრებილ სხვადასხვაგვარ კულტურულ ფასეულობათა ერთობლიობა, რომელსაც აქვს ისტორიული, მხატვრული, სამეცნიერო ან სხვა კულტურული მნიშვნელობა.

(საქართველოს კანონი კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ, 2001 წლის 22 ივნისი, მუხლი 3)

კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთიდან დროებით შემოტანა - ნებისმიერი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით კულტურული ფასეულობის შემოტანა დადგენილ ვადებში მისი უკან გატანის ვალდებულებით.

(საქართველოს კანონი კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ, 2001 წლის 22 ივნისი, მუხლი 3)

კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთიდან შემოტანა - ნებისმიერი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით კულტურული ფასეულობის შემოტანა მისი უკან გატანის ვალდებულების გარეშე.

(საქართველოს კანონი კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ, 2001 წლის 22 ივნისი, მუხლი 3)

კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანა - ნებისმიერი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობის გადაადგილება მისი უკან შემოტანის ვალდებულების გარეშე.

(საქართველოს კანონი კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ, 2001 წლის 22 ივნისი, მუხლი 3)

კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანა - ნებისმიერი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობის გადაადგილება დადგენილ ვადებში მისი უკან შემოტანის ვალდებულებით.

(საქართველოს კანონი კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ, 2001 წლის 22 ივნისი, მუხლი 3)

კულტურული ფენა - მიწის შრეები ან წყლით დაფარული ტერიტორია (ფსკერი), რომელსაც ატყვია ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის კვალი.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

კურორტი - საკურორტო ადგილი, რომელზეც განლაგებულია სამკურნალო და გამაჯანსაღებელი დაწესებულება, ნაგებობა და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

(საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტის შესახებ, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2)

კურორტზე არსებული სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ობიექტი - ობიექტი, სადაც დამსვენებელთა სამედიცინო მომსახურება, მკურნალობა და რეაბილიტაცია ხორციელდება უპირატესად ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების (კლიმატი, მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახი და სხვა) საშუალებით.

(საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტის შესახებ, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2)

2.11

▲back to top


ლაბორატორია - საქართველოს ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ მოქმედი დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია განახორციელოს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების გამოცდა (საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის ან ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ შექმნილი ლაბორატორიის ჩათვლით).

(საქართველოს კანონი: ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ლაბორატორიის (ცენტრის) აკრედიტაცია - პროცედურა, რომლითაც სამინისტრო და საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) ან საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანო ოფიციალურად აღიარებს ლაბორატორიის (ცენტრის) უფლებამოსილებას, შეასრულოს პროდუქციის, ობიექტის, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ლაბორატორიული გამოცდა ან/და კვლევა სანიტარიულ ნორმებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით. აკრედიტაცია არ ვრცელდება იმ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საგამოცდო, საწარმოო ან აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების კუთვნილ ნებისმიერი დანიშნულების ლაბორატორიაზე, რომელიც უშუალოდ არ გასცემს (ან არ მონაწილეობს) ჰიგიენურ სერტიფიკატს ან ჰიგიენურ დასკვნას.

(საქართველოს კანონი საქართველოს სანიტარიული კოდექსი, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 4)

ლატარია - ნებაყოფლობითი ჯგუფური ან მასობრივი თამაშობა, რომლის დროსაც ლატარიის ორგანიზატორი საჯაროდ გამოქვეყნებული, დადგენილი წესისა და პირობების დაცვით ათამაშებს საპრიზო ფონდს. მოგების დამთხვევა ლატარიის რომელიმე ბილეთზე დამოკიდებული არ არის ლატარიის ორგანიზატორის ან სხვა სუბიექტის ნებასურვილსა და მოქმედებაზე, წარმოადგენს შემთხვევითობას და არ შეიძლება იყოს სპეციალურად მოწყობილი. ლატარიის სახეებია:

ა.) ტირაჟიანი ლატარია - ლატარია, რომლის ჩატარების პროცესი დაყოფილია ტირაჟებად, ცალკეულ სრულ ციკლებად, ბილეთის დამზადებიდან და რეალიზაციიდან - საპრიზო ფონდის გათამაშების ჩათვლით. ლატარიის ბილეთის მფლობელი ბილეთის მომგებიანობას ადგენს მხოლოდ გათამაშების ჩატარების შემდეგ;

ბ.) მომენტალური ლატარია - ლატარია, რომლის გათამაშების შედეგი ირკვევა ადგილზე ბილეთის შემოწმების ან უშუალოდ ბილეთზე გათამაშების ჩატარების გზით.

(საქართველოს კანონი ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, 2005 წლის 25 მარტი, მუხლი 3)

ლატარიის ან სხვა მომგებიანი თამაშობის ბილეთი - გასავრცელებლად გამზადებული ბარათი, თამაშობაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ნივთი, პერსონალური საიდენტიფიკაციო კოდი (ნომერი) ან ინფორმაციის სხვა მატარებელი, რომელიც პასუხობს კანონისა და კონკრეტული ლატარიის ან თამაშობის ჩატარების პირობებს და მოგების შემთხვევაში ადასტურებს მოგების ფაქტს.

(საქართველოს კანონი ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, 2005 წლის 25 მარტი, მუხლი 3)

ლატარიის მოცულობა - კონკრეტული გათამაშებისათვის განკუთვნილი ბილეთების რაოდენობის ნამრავლი ბილეთების საცალო ღირებულებაზე.

(საქართველოს კანონი ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, 2005 წლის 25 მარტი, მუხლი 3)

ლეგალიზაცია -

1. სათანადო უფლებამოსილების მქონე საჯარო მოსამსახურის მიერ საბუთის ხელმოწერის ნამდვილობისა და საბუთის ხელმოწერის მომენტისათვის ამ საჯარო მოსამსახურის მიერ შესაბამისი თანამდებობის კანონიერად დაკავების ნამდვილობის სახელმწიფოებრივი დადასტურება.

(საქართველოს კანონი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ, 1998 წლის 15 ოქტომბერი, მუხლი 3)

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ლატარიის ბილეთებისა და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღჭურვა სპეციალური დამცავი ნიშნებით.

(საქართველოს კანონი ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, 2005 წლის 25 მარტი, მუხლი 3)

ლეგიტიმური მიზანი - საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაცული სიკეთეები.

(საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, 2004 წლის 24 ივნისი, მუხლი 1)

ლიანდი - რელსებს შორის დადგენილი მანძილი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოები - შემოქმედი მუშაკის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1025-ე მუხლის ჩამონათვალით, გარდა მეცნიერების ნაწარმოებისა.

(საქართველოს კანონი შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ, 1999 წლის 8 ივნისი, მუხლი 3)

ლიზინგი (ფინანსური იჯარა) -

1. თუ პირი ლიზინგით (ფინანსური იჯარით) გასცემს ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებს, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოპერაცია ითვლება საქონლის მიწოდებად.

ქონების იჯარა წარმოადგენს ლიზინგს (ფინანსურ იჯარას), თუ არსებობს ერთერთი შემდეგი პირობა:

ა) იჯარის ვადის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა ან იჯარის მიმღებს უფლება ექნება შეიძინოს ქონება ფიქსირებული ან იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასით;

ბ) იჯარის ვადა აღემატება ძირითად საშუალებათა ეკონომიკური სამსახურის ვადის 75 პროცენტს;

გ) იჯარით აღებული ქონების მოსალოდნელი ნარჩენი ღირებულება იჯარის ვადის დასრულებისას ამ ვადის დასაწყისში ქონების საბაზრო ღირებულების 20 პროცენტზე ნაკლებია;

დ) მინიმალური საიჯარო გადასახდელის მიმდინარე დისკონტირებული ღირებულება ლიზინგის (ფინანსური იჯარის) მთელი პერიოდისათვის ქონების საბაზრო ღირებულების 90 პროცენტია ან აღემატება მას.

„დ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება იჯარაზე, რომლის ვადის დასაწყისიც მოდის ქონებით სარგებლობის ვადის ბოლო 25 პროცენტზე.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 21)

2. ლიზინგის საგნის გამცემის მიერ (შემდგომში - გამცემი) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ლიზინგის საგნის მესაკუთრისაგან ან მწარმოებლისაგან ლიზინგის საგნის შეძენა (ან მისი დამზადება) ლიზინგის საგნის მიმღებისათვის (შემდგომში - მიმღები) დროებით ფასიან სარგებლობაში გადაცემის მიზნით, მისი გამოსყიდვის უფლებით ან ვალდებულებით.

(საქართველოს კანონი სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ, 2002 წლის 7 მაისი, მუხლი 1)

ლიზინგის საგანი - ამორტიზაციას დაქვემდებარებული ნებისმიერი სახის ქონება.

(საქართველოს კანონი სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ, 2002 წლის 7 მაისი, მუხლი 1)

ლიზინგის საგნის გამყიდველი - ლიზინგის საგნის მესაკუთრე ან მწარმოებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ლიზინგის საგანს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემს გამცემს ან მიმღებს.

(საქართველოს კანონი სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ, 2002 წლის 7 მაისი, მუხლი 1)

ლიზინგის საგნის საწყისი ღირებულება - ლიზინგის საგნის ღირებულება მისი გადაცემის მომენტისათვის.

(საქართველოს კანონი სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ, 2002 წლის 7 მაისი, მუხლი 1)

ლიზინგის სარგებელი - ლიზინგის ხელშეკრულების მთლიან ფასსა და ლიზინგის საგნის საწყის ღირებულებას (ლიზინგის საგნის ნარჩენი ღირებულების გამოკლებით) შორის სხვაობა.

(საქართველოს კანონი სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ, 2002 წლის 7 მაისი, მუხლი 1)

ლიზინგის საზღაური - მიმღების მიერ გამცემისათვის პერიოდულად გადასახდელი ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა (ან ამ თანხის ღირებულების პროდუქცია), რომლის გადახდით (ან მიწოდებით) მიმღები გამცემს თანდათანობით უნაზღაურებს ლიზინგის საგნის საწყის ღირებულებასა (ლიზინგის საგნის ნარჩენი ღირებულების გამოკლებით) და ლიზინგის სარგებელს.

(საქართველოს კანონი სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ, 2002 წლის 7 მაისი, მუხლი 1.)

ლიზინგის ხელშეკრულების მთლიანი ფასი - ლიზინგის საზღაურის მთლიანი თანხა.

(საქართველოს კანონი სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ, 2002 წლის 7 მაისი, მუხლი 1)

ლიტერატურული მუზეუმი - მუზეუმი, სადაც დაცულია ლიტერატურის ისტორიისა და თანამედროვე ლიტერატურის ამსახველი მასალები.

(საქართველოს კანონი მუზეუმების შესახებ, 2001 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

ლიცენზია -

1. ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გაცემული ნებართვა, რომელიც ლიცენზიის მფლობელს უფლებას აძლევს, განსაზღვრული პირობების დაცვით განახორციელოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა ან/და საავიაციო სამუშაოები.

(საქართველოს კანონი სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, 2000 წლის 15 სექტემბერი, მუხლი 3)

2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლიცენზია.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

3. კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სახელმწიფო ორგანოს სპეციალური ნებართვა, რომელიც მის მფლობელს აძლევს უფლებას განსაზღვრული პირობების დაცვით განახორციელოს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობა.

(საქართველოს კანონი სამშენებლო საქმიანობის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 3)

4. ამ კანონითა და „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელის უფლება, განსაზღვრული პირობების დაცვით განახორციელოს მაუწყებლობა.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

5. საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირისათვის მინიჭებული უფლება, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობა შესაბამისი პირობების დაცვით.

(საქართველოს კანონი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ, 2002 წლის 4 ივლისი, მუხლი 1)

6. სპეციალური ნებართვა, რომელიც პირს განსაზღვრული ვადით ანიჭებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლებას.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

7. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება.

(საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3)

ლიცენზიის გამცემი - ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონით დადგენილი წესით გასცემს ლიცენზიას.

(საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3)

ლიცენზიის გაუქმება - ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადება.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ლიცენზიის მაძიებელი -

1. ლიცენზიის მიღების მსურველი პირი.

(საქართველოს კანონი სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, 2000 წლის 15 სექტემბერი, მუხლი 3)

2. ლიცენზიის მიღების მსურველი პირი.

(საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3)

ლიცენზიის მოდიფიცირება - საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში შეტანილი ცვლილებების ან/და დამატებების შესაბამისად ან/და კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიაში ცვლილებების ან/ და დამატებების შეტანა.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

ლიცენზიის მფლობელი -

1. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, რომელსაც ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მინიჭებული აქვს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება.

(საქართველოს კანონი სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, 2000 წლის 15 სექტემბერი, მუხლი 3)

2. პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება.

(საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3)

ლოდინის პერიოდი - დღეებით გამოხატული დრო პესტიციდით უკანასკნელი დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე.

(საქართველოს კანონი მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ, 1994 წლის 12 ოქტომბერი, მუხლი 14)

ლოკომოტივი - მოძრავ შემადგენლობას მიკუთვნებული ძალური გამწევი საშუალება, რომელიც განკუთვნილია სარკინიგზო ლიანდაგზე მატარებლის ან ვაგონის გადაადგილების უზრუნველსაყოფად.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

ლოტი - ერთი შესყიდვის ფარგლებში გამოცალკევებული შესყიდვის ობიექტი, რომელიც შემდგომ დაყოფას არ ექვემდებარება. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადება შეიძლება წარადგინოს მისთვის სასურველ ერთ ან მეტ ლოტზე, ხოლო გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს ყოველ ლოტზე ცალცალკე.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, 2005 წლის 20 აპრილი, მუხლი 3)

ლუქი - საარჩევნო მოწყობილობის, საბუთების შესაფუთი ყუთის, საბუთების შეკვრის, სარეგისტრაციო ჟურნალის, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის გახსნის ადგილებზე დაწებებული ქაღალდის ზოლი, რომელზედაც იწერება დალუქვის თარიღი და დრო და ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული პირები.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

2.12

▲back to top


მაგისტრალური მილსადენი - ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი მილსადენი, რომელიც არ მიეკუთვნება არამაგისტრალურ მილსადენებს.

(საქართველოს კანონი: ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

მაგისტრალური რეცეპტით მომზადებული წამალი - ინდივიდუალური პაციენტისათვის განკუთვნილი, აფთიაქში მომზადებული წამალი.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

მაგისტრატურა - აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხური, სასწავლო პროგრამების ერთობლიობა, რომელიც აუცილებლად შეიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის ან მკვლევრის მომზადებას, აგრეთვე ამზადებს პირს მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

მაგისტრი - მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურისათვის - მაგისტრატურისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

მადრიდის შეთანხმების ოქმი - 1989 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების ოქმი.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

მაკონტროლებელი ორგანო - სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონის შესაბამისად უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი სამეწარმეო საქმიანობაზე.

(საქართველოს კანონი სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 2)

მაკონტროლებელი პირი -

1. კონტროლის განმახორციელებელი პირი.

(საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1)

2. კონტროლის განმახორციელებელი პირი.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

მაკორექტირებელი ღონისძიებები - არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და რეგულირების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის ან/და საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს ღონისძიებები.

(საქართველოს კანონი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ, 2002 წლის 4 ივლისი, მუხლი 1)

მავნე ზეგავლენა - იმ ფილმების ჩვენებით, ნაბეჭდი პროდუქციის, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს მოხმარება-გასაღებით, აზარტულ თამაშობებში მონაწილეობით მიღებული ზემოქმედება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფსიქიკურ ან/და ფიზიკურ ჯანმრთელობას, მის მორალურ და სოციალურ განვითარებას.

(საქართველოს კანონი მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, 2001 წლის 28 სექტემბერი, მუხლი 3)

მავნე ნივთიერება - ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე.

(საქართველოს კანონი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

მავნე ორგანიზმი - მცენარეული, ცხოველური და სხვა პათოგენური აგენტი, რომელიც ვნებს მცენარეს და მცენარეულ ნაწარმს, ცხოველს, ფრინველს და მათგან წარმოებულ პროდუქტნედლეულს, აქცევს მათ ინფექციის გავრცელების წყაროდ.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ, 1997 წლის 15 მაისი, მუხლი 1)

მავნებელი სურსათი - სურსათი, რომელიც ვერ უპასუხებს ამ კანონით გათვალისწინებულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

მავნეობის ეკონომიკური ზღვარი - მავნე ორგანიზმების გავრცელების ინტენსიურობა ან მცენარეთა ხარისხი, როდესაც მცენარეთა დაცვის ღონისძიება ეკონომიკურად და ეკოლოგიურად გამართლებულია.

(საქართველოს კანონი მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ, 1994 წლის 12 ოქტომბერი, მუხლი 14)

მანიპულაციები -

1. მეცნიერული კვლევისა და მოვლაპატრონობის აქტიური ქმედება და საქმიანობა, კერძოდ, ბუნებრივი მასალის მოპოვება, ლაბორატორიებისა და საცდელი სადგურების მოწყობა, ცხოველთა სახეობების ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, ტრანსლოკაცია, სანიტარიული და სხვა მოვლითი და აღდგენითი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები და სხვა.

(საქართველოს კანონი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 2003 წლის 22 აპრილი, მუხლი 1)

2. მეცნიერული კვლევისა და მოვლაპატრონობის აქტიური ქმედება და საქმიანობა, კერძოდ, ბუნებრივი მასალის მოპოვება, ლაბორატორიებისა და საცდელი სადგურების მოწყობა, ცხოველთა სახეობების ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, ტრანსლოკაცია, სანიტარიული და სხვა მოვლითი და აღდგენითი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები და სხვა.

(საქართველოს კანონიკოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 1998 წლის 9 დეკემბერი, მუხლი 1)

მანიპულირება - აწონვა, გაზომვა, გადასხმა, ჩამოსხმა, დადამღვა, დაბეჭდვა, შეფუთვა, დაწყობა, გადაადგილება.

(საქართველოს კანონი სურსათისა და თამბაქოს შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

მარეგულირებელი ორგანო - „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფოს მიერ შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე ორგანო.

(საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, 1996 წლის 20 მარტი, შესავალი)

მარკირება - ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილია პირველად ან/და მეორეულ შეფუთვაზე.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

მართვის დონე (ადმინისტრაციული) - პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია გემის კაპიტნის, უფროსი თანაშემწის, უფროსი მექანიკოსის ან მეორე მექანიკოსის მიერ სათანადო თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებასთან.

(საქართველოს კანონი მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ, 2000 წლის 26 სექტემბერი, მუხლი 1)

მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა - სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობანაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც ფიზიკურ პირს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა 1999 წლის 1 იანვრამდე.

(საქართველოს კანონი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, 2007 წლის 11 ივლისი, მუხლი 2)

მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი - მასწავლებლის ქცევის სავალდებულო ნორმები.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი - პროფესიული ცოდნის, უნარ- ჩვევების, ღირებულებებისა და ვალდებულებების ჩამონათვალი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა მასწავლებელი.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

მასწავლებლობის მაძიებელი - პირი, რომელიც დროებით ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

მასწავლებლის პროფესიული განვითარების პორტფოლიო - მასწავლებლის პროფესიული მომზადების, უწყვეტი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული საქმიანობის ანალიზის, შეფასებისა და პროფესიული წარმატებების დამადასტურებელი დოკუმენტების ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

მატარებელი - ვაგონების შემადგენლობა ერთი ან რამდენიმე მოქმედი ლოკომოტივით ან ძრავიანი ვაგონით, აგრეთვე დადგენილი სიგნალებით აღჭურვილი უვაგონო ლოკომოტივები, ძრავიანი ვაგონები, ავტომოტრისები და არასაღები ტიპის დრეზინები, რომლებიც იგზავნება გადასარბენებზე.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვა - სახელმწიფო რეზერვის გაცემის შესახებ განკარგულების მიღებამდე, განკარგვის უფლების გარეშე, სახელმწიფო რეზერვში არსებული მატერიალური ფასეულობების შენახვა.

(საქართველოს კანონი საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ, 1998 წლის 13 დეკემბერი, მუხლი 2)

მატერიალური აქტივი - აქტივი, რომელიც არ არის არამატერიალური აქტივი.

(საქართველოს კანონისაქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა - ადამიანის მიერ ან ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგად შექმნილი ნებისმიერი სახის მხატვრული, ესთეტიკური, ისტორიული, მემორიალური ღირებულების მქონე არქიტექტურული, ხელოვნების, ქალაქთმშენებლობითი, სასოფლო, არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, მონუმენტური, ტექნიკის განვითარებასთან დაკავშირებული უძრავი ან მოძრავი ობიექტები, დოკუმენტური მასალები, ასევე ბაღები, პარკები, ლანდშაფტური არქიტექტურის ობიექტები, ისტორიული დასახლებები, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემო, დაკავშირებული ქვეყნის ისტორიასთან, განვითარებასთან, ფოლკლორთან, რწმენასა და ტრადიციებთან, ადრე ან ამჟამად არსებულ ცივილიზაციასთან.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

მაუწყებელი - ლიცენზიის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ტელე ან რადიოპროგრამების გავრცელებას სახმელეთო გადამცემებით, საკაბელო ქსელის ან თანამგზავრის მეშვეობით, სადენით ან ჰაერით, კოდირებული ან არაკოდირებული ფორმით.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

მაუწყებლობის ტრანზიტი - პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე ან რადიოარხის უცვლელი სახით გადაცემა. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილებების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება სხვა მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემა - საზოგადოების მიერ მისაღებად განკუთვნილი ხმის ან/და გამოსახულების ერთობლიობა, რომელიც გადაიცემა ეთერში ან კაბელით.

(საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები - საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრების არჩევნები ერთმანდატიანი ან მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

მაჟორიტარი კანდიდატი - საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული, პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აგრეთვე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საქართველოს მოქალაქე.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

მაღალი რისკის წარმოება - ცხოველური წარმოშობის სურსათის, დაბალი მჟავიანობის დაკონსერვებული სურსათის, ბავშვის საკვების წარმოება, გადამუშავება ან დისტრიბუცია, ცხოველის საკვების წარმოება ან შეფუთვა.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

მაღალმთიანი რეგიონები - ტერიტორიები, რომლებიც მოქცეულია იმ სოფლების, თემებისა და დაბების ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

(საქართველოს კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ, 1994 წლის 12 მაისი, მუხლი 11)

მაღალმთიანი საძოვრები - მაღალმთიან რეგიონებში არსებული საძოვრები.

(საქართველოს კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ, 1994 წლის 12 მაისი, მუხლი 11)

მგზავრი -

1. პირი, რომელიც მგზავრობს მატარებლით და აქვს ბილეთი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

2. ფიზიკური პირი, რომელიც კანონიერად კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს, მიუხედავად საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მიზნებისა.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

მდგრადი განვითარება - საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას ისარგებლონ შექცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.

(საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ, 1996 წლის 10 დეკემბერი, მუხლი 4)

მდგრადი განვითარების პრიციპები - პრინციპები, რომლებიც ინტეგრირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიოდე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (United Nations Conference on Environment and Development, Rio de Jeneiro, 1992) მიერ მიღებული „გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაციის” „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის - დღის წესრიგი 21-ის” და „ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპების შესახებ არასაკანონმდებლო ვალდებულებათა განცხადების” დასკვნით დოკუმენტებში.

(საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ, 1996 წლის 10 დეკემბერი, მუხლი 4)

მდინარის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონა - სივრცე, რომელიც მოიცავს მდინარის კალაპოტსა და ჭალას. იგი შედგება მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლებისაგან.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 2)

მდინარის ჭალა - მდინარის ხეობის ის ნაწილი, რომელიც იტბორება მხოლოდ წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების დროს.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 2)

მდინარის კალაპოტი - მდინარის ხეობის უდაბლესი ნაწილი, რომელშიც წყალი გაედინება წყალდიდობებს შორის პერიოდში.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 2)

მედია - მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის, ინტერნეტი.

(საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, 2004 წლის 24 ივნისი, მუხლი 1)

მელიორირებული ნიადაგი - ნიადაგი, რომელზედაც, ჩატარებულია სამელიორაციო ღონისძიებები (ირიგაცია, დაშრობა, ქიმიური მელიორაცია, ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები, ნიადაგის ძირეული და ზედაპირული გაუმჯობესება და სხვა).

(საქართველოს კანონი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა- გაუმჯობესების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

მელიორანტი - ქიმიური, ბიოლოგიური და სხვა ნაერთები, რომლებიც გამოიყენება ნიადაგის გასაუმჯობესებლად.

(საქართველოს კანონი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა- გაუმჯობესების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

მემორიალური მუზეუმი - მუზეუმი, სადაც დაცულია ისტორიულ პირთან დაკავშირებული მასალები ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ისტორიული მოვლენის ამსახველი მასალები.

(საქართველოს კანონი მუზეუმების შესახებ, 2001 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

მენარდე - იურიდიული ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს წინასაპროექტო, საპროექტო-საძიებო, სამშენებლო-სამონტაჟო და გამშვებგასამართ სამუშაოებს, დადგენილი წესით მიღებული აქვს საპროექტოსამშენებლო საქმიანობის ლიცენზია და პასუხისმგებელია მის და ქვემენარდის მიერ წარმოებულ სამუშაოებზე.

(საქართველოს კანონი სამშენებლო საქმიანობის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 3)

მენაშენე - საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კერძო სამართლის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც ხელშეკრულების საფუძველზე, დამკვეთის მეშვეობით ან უშუალოდ, ურთიერთობა აქვს წინასაპროექტო, საპროექტო, სამშენებლო-სამონტაჟო და გამშვებ-გასამართი სამუშაოების შემსრულებელ მენარდესთან და რომლისგანაც მას საექსპლუატაციოდ გადაეცემა დასრულებული ობიექტი ან მისი ნაწილი.

(საქართველოს კანონი სამშენებლო საქმიანობის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 3)

მენეჯმენტის გეგმა - ტერიტორიის ფუნქციონალურ-გეგმარებითი ორგანიზაციისა და ეკონომიკური დაგეგმვის ინტეგრალური, განხორციელებად ღონისძიებებზე ორიენტირებული დოკუმენტი.

(საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, 1996 წლის 7 მარტი, გამოყენებული ტერმინები)

მეორადი საჯარო ვაჭრობა - ფასიანი ქაღალდის იმგვარი ყიდვა ან გაყიდვა, რომელიც:

ა) არ ხორციელდება ემიტენტის სახელით ან არ წარმოადგენს ამ კანონის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 მუხლების მიხედვით საჯარო შეთავაზების ნაწილს;

ბ) ღიაა პირდაპირი ან წარმომადგენლის საშუალებით მონაწილეობისათვის არანაკლებ 100 პირისათვის ან პირთა წინასწარ დაუზუსტებელი წრისათვის.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

მეორე რეპროდუქციის სერტიფიცირებული თესლი - პირველი რეპროდუქციის სერტიფიცირებული თესლის გამრავლებით მიღებული სათესლე ან სასურსათო დანიშნულების თესლი.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

მეორეული გამოყენების მასალა (რეციკლირებადი) - მასალა ან ჭურჭელი, რომლის ხელმეორედ გამოყენება შესაძლებელია.

(საქართველოს კანონი ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 4)

მეორეული შეფუთვა - შეფუთვის ფორმა, რომელშიც თავსდება სამკურნალო საშუალება პირველადი შეფუთვით.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

მეპაიე - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც ცნო კოოპერატივის წესდება და შეიტანა საწევრო და პაი.

(საქართველოს კანონი სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ, 1997 წლის 15 მაისი, მუხლი 1)

მესაკუთრე - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი ბინის მესაკუთრე.

(საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, 2007 წლის 11 ივლისი, მუხლი 3)

მეურვე - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

მექანიკური სატრანსპორტო საშუალება - ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, მოპედის გარდა, აგრეთვე ყველა სახის ტრაქტორი, მისაბმელი და თვითმავალი მანქანა.

(საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 3)

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა - დოკუმენტი, რომელშიც აისახება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობა (არის თუ არა ძებნაში, არის თუ არა სამართლებრივად დატვირთული ან უფლებრივად შეზღუდული).

(საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 3)

მეცნიერი - ფიზიკური პირი, რომელიც დასაქმებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე ან სამეცნიეროკვლევით დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 4)

მეცხოველეობის პროდუქცია - ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია ადამიანის და ცხოველთა საკვებად, აგრეთვე ფარმაცევტული და საწარმოო გამოყენებისათვის:

ა) ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია ადამიანის საკვებად: ხორცი, ხორცის პროდუქტები, შინაგანი ორგანოები და სხვა სუბპროდუქტები, კვერცხი, კვერცხის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი და თევზის პროდუქტები;

ბ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია ცხოველთა საკვებად: ხორცის, ღვიძლის, ძვლის, სისხლის, ფრთა-ბუმბულის, ცხიმოვანი ქსოვილებისა და პროტეინული ნარჩენების (კრეტონი) ფქვილი და რძის პროდუქტები;

გ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია ფარმაცევტული წარმოებისათვის: ორგანოები, ჯირკვლები, ქსოვილები და ცხოველების ორგანული სითხეები;

დ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია საწარმოო გამოყენებისათვის: ტყავი, ქურქი, მატყლი, ბეწვი, ჯაგარი, ფრთა-ბუმბული, რქები, ჩლიქები, ძვლები, სისხლი, ნაწლავები და რძის პროდუქტები.

(საქართველოს კანონი ვეტერინარიის შესახებ, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1)

მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო - სამრეწველო საწარმო, რომელიც ახორციელებს მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადამუშავებას, მათგან კვების პროდუქტების და მეცხოველეობასა და ვეტერინარიაში გამოსაყენებელი სხვა პროდუქციის დამზადებას, შენახვასა და რეალიზაციას ვეტერინარულსანიტარიული წესებისა და ტექნოლოგიური პარამეტრების სრული დაცვით, მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.

(საქართველოს კანონი ვეტერინარიის შესახებ, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1)

მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შემნახველი საწარმო - საწარმო, რომელიც განკუთვნილია ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით, შესაბამის ტემპერატურულ რეჟიმში მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შესანახად მათი გაფუჭების თავიდან აცილების მიზნით. ასეთი საწარმოს აღჭურვილობა და ფუნქციონირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს.

(საქართველოს კანონი ვეტერინარიის შესახებ, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1)

მეცხოველების და მეცხოველეობის ნედლეულის დამამზადებელი საწარმო - საწარმო, რომელიც ვეტერინარულ-სანიტარიული წესებისა და მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების დაცვით ახორციელებს ცხოველებისა და მეცხოველეობის ნედლეულის დამზადებას.

(საქართველოს კანონი ვეტერინარიის შესახებ, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1)

მეწარმე - „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, აგრეთვე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას ამ საქმიანობის ნაწილში.

(საქართველოს კანონი სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 2)

მეწყერი - ფერდობების დიდი მოცულობით ჩამონგრევა.

(საქართველოს კანონი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა - გაუმჯობესების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

მზა პროდუქცია - რესურსებისა და საქმიანობის ერთობლიობის (სამრეწველო გადამუშავების) შედეგად მიღებული პროდუქტი.

(საქართველოს კანონი სურსათისა და თამბაქოს შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

მზღვეველი -

ა) შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია;

ბ) ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში რეგისტრირებული და შესაბამისი ორგანოების მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო და გადაზღვევის ორგანიზაციების მიერ საქართველოში დაფუძნებული ფილიალი (წარმომადგენლობა), რომელიც რეგისტრირებულია ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

(საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ, 1997 წლის 2 მაისი, მუხლი 2)

მთავარი მოვლენა - საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე კომისიის მიერ განსაზღვრული მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენა, მიმდინარე საქართველოში და მსოფლიოში, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ, რელიგიურ თუ სხვა სფეროში.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

მიზნობრივი სოციალური დახმარება - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფულადი გასაცემელი, რომელიც გაიცემა ოჯახის სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად.

(საქართველოს კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ, 1996 წლის 28 ივნისი, მუხლი 11)

მიზნობრივი ტრანსფერი - დელეგირებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებიდან ფინანსური დახმარების სახით მიღებული სახსრები.

(საქართველოს კანონი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ, 2006 წლის 24 მაისი, მუხლი 2)

მიკვლევადობა - სურსათის, ცხოველის საკვების, მათში გამოსაყენებლად განკუთვნილი ნებისმიერი ნივთიერების ან სურსათის საწარმოებლად განკუთვნილი ცხოველის შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის დადგენის შესაძლებლობა წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყოველ ეტაპზე.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

მიკროაღწერა - მოსახლეობის შერჩევითი (10%-მდე) აღწერა.

(საქართველოს კანონი საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ, 2001 წლის 12 ოქტომბერი, მუხლი 1)

მიკროკრედიტი - მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ერთ მსესხებელზე არ უნდა აღემატებოდეს 50000 (ორმოცდაათი ათას) ლარს.

(საქართველოს კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ, 2006 წლის 18 ივლისი, მუხლი 5.1)

მიკროლიზინგი - ლიზინგი, რომლის ღირებულება განისაზღვრება მიკროკრედიტის დადგენილი ზღვრით.

(საქართველოს კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ, 2006 წლის 18 ივლისი, მუხლი 2)

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც მისი განაცხადის საფუძველზე რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას ეროვნული ბანკის ზედამხედველობით.

(საქართველოს კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ, 2006 წლის 18 ივლისი, მუხლი 2)

მიკროორგანიზმები - მიკრობები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სურსათის დამზადების ტექნოლოგიურ პროცესებში.

(საქართველოს კანონი სურსათისა და თამბაქოს შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

მიმღები ოჯახი -

1. ოჯახი, რომელიც სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს ამ ოჯახის არაწევრი, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის თავისთან ცხოვრებასა და მასზე ზრუნვას.

(საქართველოს კანონი სოციალური დახმარების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 4)

2. ოჯახი, რომელსაც სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსავლელად და აღსაზრდელად გადაეცემა ობოლი და მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვი.

(საქართველოს კანონი ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 1)

მიმწოდებელი - საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, 2005 წლის 20 აპრილი, მუხლი 3)

მისასვლელი ლიანდაგი - ლიანდაგი, რომელიც განკუთვნილია ცალკეულ პირთა მომსახურებისათვის და მიერთებულია საერთო სარგებლობის სარკინიგზო ქსელთან.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

მიწა - ხმელეთის ბიოპროდუქტიული სისტემა, რომელიც მოიცავს ნიადაგს, მცენარეულ საფარს, სხვა ბიომასებს, ეკოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პროცესებს, რომლებიც მოქმედებენ ამ სისტემაში.

(საქართველოს კანონი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა- გაუმჯობესების შესახებ“, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა - ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

მიწათსარგებლობის დაგეგმვა - საქმიანობა, რომელიც განსაზღვრავს მიწის (დასახლებათა ტერიტორიების) გამოყენების სახეობას, ინტენსივობას და პირობებს ზონირების მეთოდით.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

მიწათსარგებლობის ზონის ტიპი - ზონის ტერიტორიის გამოყენების (მიწათსარგებლობის) სახეობა, რომელიც განისაზღვრება ზონის ტერიტორიაზე განთავსებული მიწის ნაკვეთების გამოყენებისა და ინფრასტრუქტურის სახეობით.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი - ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა ან სათანადო წესით მათი დამოწმებული ასლი.

(საქართველოს კანონი ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ, 1998 წლის 28 ოქტომბერი, მუხლი 1)

მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისია - „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის N160 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისია.

(საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსი, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 5)

მიწის გამოყოფის დადგენილი წესი - მიწით მოსარგებლისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამოყოფის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მიწის გამოყოფის წესი.

(საქართველოს კანონი ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ, 1998 წლის 28 ოქტომბერი, მუხლი 1)

მიწის კადასტრი - მიწის სახელმწიფო რეგისტრაცია.

(საქართველოს კანონი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა - გაუმჯობესების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

მიწის მინაკუთვნი - ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად წიაღით სარგებლობის მიზნით გამოყოფილი ტერიტორია. მიწის მინაკუთვნით სარგებლობის ნებართვა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად გაიცემა ამ ლიცენზიასთან ერთად.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

მიწის ნაკვეთი - საკადასტრო ერთეული საზღვრებით (საკადასტრო საზღვარი) სარგებლობის, მათი განკარგვისა და განვითარებისათვის.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი - მიწის ნაკვეთის კაპიტალური შენობა-ნაგებობებით დაუფარავი ზედაპირის ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან მეათედის სიზუსტით.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი - მიწის ნაკვეთზე განთავსებული კაპიტალური შენობა-ნაგებობების სართულების ჯამური ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან მეათედის სიზუსტით.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი - მიწის ნაკვეთის კაპიტალური შენობა-ნაგებობებით დაფარული, განაშენიანებული ზედაპირის ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან მეათედის სიზუსტით.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი - მიწის ნაკვეთის კაპიტალური შენობა-ნაგებობებით დაფარული, განაშენიანებული ზედაპირის ფართობი.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

მიწის ნაკვეთის ფართობი - მიწის ნაკვეთის საზღვრებით შემოფარგლული ტერიტორიის ორთოგონალური პროექციის ფართობი.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

მიწოდება - მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვისათვის მატერიალურ ფასეულობათა შესყიდვა და/ან გადატვირთვა (მიტანა).

(საქართველოს კანონი საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ, 1998 წლის 13 დეკემბერი, მუხლი 2)

მიწოდების მხარის ჩანაცვლება - მომსახურების ბაზარზე დამკვიდრებული კონკურენციის პირობებში ავტორიზებული პირების მიერ მომხმარებლისათვის ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების მიწოდების შესაძლებლობა.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება - საქართველოში სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის აკრძალული, განსაკუთრებით საშიში ნარკოტიკული საშუალება, რომლის გამოყენებაც ნებადართულია მხოლოდ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო-დიაგნოსტიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით.

(საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

მკაცრი აღრიცხვის ფორმა - განსაზღვრული შინაარსის, ფორმისა და ზომის ბლანკი, ბილეთი ან საბუთი, რომელიც გამიზნულია სხვადასხვა სფეროში საქმიანობასთან (საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება, მომსახურების გაწევა და სხვა) დაკავშირებული ანგარიშსწორების, ანგარიშგების, იურიდიული ან სხვა ფაქტის დაფიქსირებისათვის, რომელსაც შეიმუშავებს ერთი ან რამდენიმე სამართალსუბიექტი დარგობრივი ნიშნით და რომელიც შემოღებულია სამოქმედოდ ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით.

(საქართველოს კანონი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ, 2005 წლის 22 მარტი, მუხლი 2)

მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხა - ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ნუსხა.

(საქართველოს კანონი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ, 2005 წლის 22 მარტი, მუხლი 2)

მკაცრი ზედამხედველობის ზოლი - სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის ის ნაწილი, რომელიც განიცდის ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა წყლების აქტიურ ზემოქმედებას და რომლის საზღვრებშიც მიმდინარეობს ტალღების ტრანსფორმაცია, მათი ენერგიის სრული დახარჯვა, სანაპიროს მორფოლოგიის სისტემატური სახეცვლილება და ნაშალი მასალის გადაადგილება. მკაცრი ზედამხედველობის ზოლი მოიცავს: ზღვის სანაპიროსათვის - ზღვის აკვატორიის 20 მ-იან იზობათსა და ხმელეთზე მაქსიმალური ზვირთცემის გავრცელების არეს შორის არსებულ ზოლს; წყალსატევის სანაპიროსათვის - წყალსატევის მთლიან აკვატორიას და ხმელეთის ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელიც მაქსიმალური ზვირთცემისას იფარება წყლით; მდინარის სანაპიროსათვის - მდინარის კალაპოტს.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 2)

მლაშობი ნიადაგი - წყალში ხსნადი მარილებით მდიდარი ნიადაგი, რომელიც ხასიათდება უარყოფითი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით და მნიშვნელოვნად აბრკოლებს მცენარეთა ზრდა-განვითარებას.

(საქართველოს კანონი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა - გაუმჯობესების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

მმართველი ორგანო - დადგენილი წესით არჩეული ან დანიშნული დირექტორები ან/და სამეთვალყურეო საბჭო.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია, ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება -

1. ისეთი რეკონსტრუქცია, ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება, რომელთა განსახორციელებლად საჭიროა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტის შემუშავება.

(საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ, 1996 წლის 10 დეკემბერი, მუხლი 4)

2. ისეთი რეკონსტრუქცია, ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება, რომელთა განსახორციელებლად საჭიროა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტის შემუშავება.

(საქართველოს კანონი გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ, 1996 წლის 15 ოქტომბერი, მუხლი 3)

მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება - მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, ანუ ისეთი მდგომარეობა, როცა კომისიის მიერ ჩატარებული ანალიზი ადასტურებს, რომ ავტორიზებულ პირს არ ჰყავს კონკურენტები, დაცულია მნიშვნელოვანი კონკურენციისაგან ან მისი კონკურენტული პოზიცია საშუალებას აძლევს მას, ცალმხრივად არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზრის ამ სეგმენტზე და შეზღუდოს კონკურენცია.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

მნიშვნელოვანი წილი - კომერციული ბანკის განცხადებული თუ განაღდებული საწესდებო კაპიტალის 10-პროცენტიანი და 10-ზე მეტ პროცენტიანი წილი, რომელსაც პირი ფლობს საწესდებო კაპიტალში პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობით.

(საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1)

მნიშვნელოვანი წილის შეძენა - ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის საწესდებო კაპიტალში იმ ოდენობის წილის შეძენა, რომელიც განაპირობებს ამ პირის საქმიანობის მნიშვნელოვან კონტროლს (საკონტროლო წილი).

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

მობილიზაცია - ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს შექმნილი სამობილიზაციო რესურსებისა და რეზერვების, საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის საჭიროებისათვის გამოყენებას (მობილიზაცია შეიძლება იყოს როგორც საერთო, ისე ნაწილობრივი).

(საქართველოს კანონი მობილიზაციის შესახებ, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 1)

მობილიზაციისათვის მზადყოფნა - მშვიდობიანობის პერიოდში მიმდინარე ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკის, აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ სამობილიზაციო რესურსებისა და რეზერვების შექმნას საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს სამხედრო ძალების მზადყოფნისათვის და სახელმწიფოსა და მოსახლეობის გადაუდებელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის.

(საქართველოს კანონი მობილიზაციის შესახებ, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 1)

მოგების ნავთობი და გაზი - მოპოვებული ნავთობისა და გაზის ის ნაწილი, რომელიც რჩება მოპოვებული ნავთობისა და გაზის სრული ოდენობისაგან საბაზისო და საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის გამოკლების შემდეგ.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

მოდიფიცირებული სასწავლო გეგმა - ეროვნული სასწავლო გეგმის შემადგენელი ნაწილი, განსხვავებული სასწავლო გეგმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

მოდული -

1. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის დამოუკიდებელი ბლოკი, რომელიც მოიცავს კონკრეტულ სფეროს და რომელშიც ასახულია მზადების მიზანი, ასათვისებელი საკითხებისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, მზადების ფორმები, მეთოდები და ხანგრძლივობა, მოსალოდნელი შედეგები და შეფასების კრიტერიუმები.

(საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5)

2. სწავლების დამოუკიდებელი თანმიმდევრული ბლოკი, რომელიც აერთიანებს მონათესავე საგნებს. მოდულში განსაზღვრულია საგანთა ურთიერთკავშირები და თანმიმდევრობა. რამდენიმე მოდული შეადგენს სასწავლო გეგმას.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

მოვლითი ჭრა - სატყეო-სამეურნეო ღონისძიება, რომელიც ხორციელდება ტყის სახეობრივი შემადგენლობის, სტრუქტურისა და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

(საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსი, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 5)

მოთამაშე - პირი, რომელიც თამაშობაში მონაწილეობს მოგების მიღების მიზნით.

(საქართველოს კანონი ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, 2005 წლის 25 მარტი, მუხლი 3)

მოთხოვნა - ნებისმიერი ვალი ან ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, რომლის შესრულების მოვალეობა ან შესრულებისთვის პასუხისმგებლობა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის ეკისრება მოვალეს და რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს დაუზუსტებელ მოთხოვნებს, პირობით მოთხოვნებს, ვადამოუსვლელ მოთხოვნებსა და ჯარიმებს.

(საქართველოს კანონი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 3)

მოთხოვნის მხარის ჩანაცვლება - მომხმარებლის მიერ ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახის არჩევის შესაძლებლობა, რომელიც მეტ-ნაკლებად იმავე საფასურით, ხარისხითა და მოცულობით აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონება - იპოთეკით ან გირავნობით დატვირთული ან სასამართლოს მიერ დაყადაღებული ქონება, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე წარმოშობილი უზრუნველყოფით მიღებული ქონება.

(საქართველოს კანონი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 3)

მოკლემეტრაჟიანი ფილმი - 52 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის ფილმი.

(საქართველოს კანონი ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, 2000 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 4)

მომგებიანი თამაშობები -

ა) ლოტო - ჯგუფური თამაშობა, რომლის მონაწილე ირჩევს რიცხვით ან სიმბოლოების კომბინაციებს და მოგება დამოკიდებულია რიცხვითი ან სიმბოლოების კომბინაციების მთლიან ან ნაწილობრივ დამთხვევაზე და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან. ლოტო ტარდება სპეციალურად მოწყობილ შენობაში და მასში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება შენობაში არსებული სათამაშო ადგილების რაოდენობით;

ბ) ბინგო - ჯგუფური თამაშობა, რომელშიც რიცხვითი ბარათების ან ელექტროტაბლოს მეშვეობით ფიქსირდება მოგება სპეციალური მოწყობილობიდან ამოსული რიცხვითი კომბინაციების დამთხვევით და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან. ბინგო ტარდება სპეციალურად მოწყობილ შენობაში და მასში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება შენობაში არსებული სათამაშო ადგილების რაოდენობით;

გ) ტოტალიზატორი - თამაშობა, რომელიც იმართება მოთამაშეების მიერ შეჯიბრების მიმდინარეობის ან/და თამაშობის შედეგის პროგნოზზე ფსონების დადებით, ხოლო მოგება დამოკიდებულია ფსონის მოცულობაზე. ტოტალიზატორი იმართება მხოლოდ სპეციალურად მოწყობილ შენობაში;

დ) წამახალისებელი გათამაშება - თამაშობა, რომელიც ტარდება კონკრეტული სახის პროდუქციის (მომსახურების) სწრაფად და ეფექტიანად რეალიზების მიზნით და წამახალისებელი გათამაშების ბილეთი გაიცემა უფასოდ. წამახალისებელი გათამაშების ნებართვა გაიცემა კონკრეტული პროდუქციის (მომსახურების) მწარმოებელ იურიდიულ (ფიზიკურ) პირზე ან მის წარმომადგენელზე. დაუშვებელია წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობისათვის ნებისმიერი ფორმით საფასურის დაწესება.

(საქართველოს კანონი ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, 2005 წლის 25 მარტი, მუხლი 3)

მომზადება - მოპოვებული ნავთობისა და გაზის მინარევებისაგან გაწმენდა.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

მომთაბარე საფუტკრე - საფუტკრე, რომელსაც სეზონურად უცვლიან სადგომ ადგილს.

(საქართველოს კანონი მეფუტკრეობის შესახებ, 2002 წლის 18 მაისი, მუხლი 3)

მომიჯნავე სპეციალობები - მედიცინის ერთ დარგში შემავალი საექიმო სპეციალობები, რომელთა საგანმანათლებლო პროგრამა და პროფესიული საქმიანობის ხასიათი გარკვეულწილად ესადაგება ერთმანეთს.

(საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5)

მომსახურე პერსონალი - დიპლომატიურ სამსახურში ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებული პირები, რომლებიც ასრულებენ მომსახურე ფუნქციებს.

(საქართველოს კანონი დიპლომატიური სამსახურის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

მომსახურე პერსონალის მუშაკი - ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც საკონსულო დაწესებულებას ემსახურება.

(საქართველოს კანონი საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ, 1994 წლის 22 ნოემბერი, მუხლი 2)

მომსახურება -

1. იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების ნებართვების გაცემა; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის გაცემა; იარაღის ცალკეული ეგზემპლარის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა; იარაღის რეგისტრაცია; იარაღის ბალისტიკური შემოწმება; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმება; სატრანსპორტო საშუალებების, ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მათი მისაბმელების რეგისტრაცია (რეგისტრაციაში ცვლილებები); სატრანსპორტო საშუალების ან ტრაქტორის მართვის უფლების მინიჭება და შესაბამისი მოწმობის გაცემა; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვა, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა და ამ კანონით განსაზღვრული სხვა ქმედებების შესრულება.

(საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 3)

2. შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. ამასთანავე, ამ კანონის მიზნებისათვის, ტერმინი „მომსახურება“ მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, 2005 წლის 20 აპრილი, მუხლი 3)

3. საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას განეკუთვნება შემდეგი საქმიანობა:

ა) სამშენებლო-სამონტაჟო;

ბ) სარემონტო;

გ) სარესტავრაციო;

დ) საცდელ-საკონსტრუქტორო;

ე) გეოლოგიურ-საძიებო;

ვ) სატრანსპორტო, მათ შორის, გაზის, ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ელექტრო და თბოენერგიის ტრანსპორტირება;

ზ) ქონების გადაცემა ქირით ან იჯარით (გარდა ლიზინგით გადაცემისა);

თ) საშუამავლო;

ი) პერსონალის შერჩევა;

კ) პატენტების, მოწმობების, ლიცენზიების, სავაჭრო ნიშნების, მომსახურების ნიშნების, ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა პირადი არაქონებრივი უფლების გამოყენებაზე უფლების გადაცემა;

ლ) შესრულება ვალდებულებისა - არ მიიღოს ან დაუშვას რაიმე მოქმედება (სიტუაციები);

მ) კავშირგაბმულობის მომსახურება, საყოფაცხოვრებო და საბინაო-კომუნალური მომსახურება;

ნ) სარეკლამო მომსახურება;

ო) საინოვაციო მომსახურება;

პ) ფინანსური მომსახურება;

ჟ) სადაზღვევო მომსახურება;

რ) საკონსულტაციო, იურიდიული, ბუღალტრული, აუდიტორული, მარკეტინგული მომსახურება;

ს) მონაცემთა დამუშავებისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის მომსახურება;

ტ) საქონლის სარეალიზაციოდ მომზადების მომსახურება, მათ შორის, პარტიის დანაწილება, გასაგზავნად ფორმირება, დახარისხება, შეფუთვა, გადაფუთვა, ჩამოსხმა;

უ) საქონლის ან სხვა ქონების შენახვის მომსახურება;

ფ) დაცვის მომსახურება;

ქ) დამკვეთის ნედლეულით (მასალით) საქონლის ან სხვა ქონების წარმოება;

ღ) სატრანსპორტო ტვირთების მომსახურება, მათ შორის, საექსპედიტორო, ჩატვირთვის, გადმოტვირთვის, გადატვირთვის მომსახურება;

ყ) საზღვაო გემების მომსახურება, მათ შორის, საპორტო მომსახურება, საპორტო ფლოტის გემების მომსახურება;

შ) საჰაერო ხომალდების მომსახურება, მათ შორის, საქართველოს აეროპორტებში, საჰაერო და კოსმოსურ სივრცეში გაწეული აერონავიგაციის მომსახურება;

ჩ) სხვა მომსახურება.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 18)

მომსახურების ბაზრის კონიუნქტურა - მომსახურების ბაზრის სტრუქტურული და დინამიკური ფაქტორებისა და მომსახურების კონკრეტულ სახეზე მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთქმედებით ბაზარზე ჩამოყალიბებული მდგომარეობა.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

მომსახურების ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტები - მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტები, სადაც ერთ ან რამდენიმე ავტორიზებულ პირს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების ან მათი ქსელების სტრუქტურული კავშირის გამო ბაზრის ერთ სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება შესაძლებელია მათ ცალ-ცალკე ან ურთიერთშეთანხმებულად გამოიყენონ სხვა სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მოსაპოვებლად ან გასაძლიერებლად.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტები - მომსახურების ბაზარზე ჩამოყალიბებული ტარიფების, კონიუნქტურის, კონკურენციის, მოთხოვნისა და მიწოდების მხარეების ჩანაცვლების ფაქტორების გათვალისწინებით გამოყოფილი მომსახურების სახეები, ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ჩათვლით.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

მომსახურების ბაზრის შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრები - კონკურენციის ერთგვაროვანი პირობებით გამოყოფილი მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული (ტერიტორიული) სეგმენტი.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

მომსახურების გაწევა - ითვლება სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. მომსახურების მიწოდებას არ განეკუთვნება ისეთი მომსახურების გაწევა, რომელიც დღგის მიზნებისათვის გულისხმობს ფულზე ან მიწაზე საკუთრების უფლების გადაცემას ან დაქირავებით მუშაობას.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 20)

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი (საზოგადოებრივი დამცველი) - შესაბამისი მომსახურების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების დამცველი.

(საქართველოს კანონი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ, 2002 წლის 13 სექტემბერი, მუხლი 3)

მომხმარებელი -

1. სურსათის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც არ გამოიყენებს სურსათს სხვა პროდუქციის საწარმოებლად.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

2. პირადი საჭიროებისათვის საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) გამოყენებული, შემძენი, შემკვეთი, ან ასეთი განზრახვის მქონე მოქალაქე.

(საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, 1996 წლის 20 მარტი, შესავალი)

3. პირი, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას, მაგრამ მის მიმართ ჩამოყალიბებული არა აქვს ფსიქიკური ან/და ფიზიკური დამოკიდებულება.

(საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

4. იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობა - აბონენტის ან ბოლო მომხმარებლის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაღებად განკუთვნილი, მობილური ან ფიქსირებულ მისამართზე განთავსებული ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც არ არის ოპერატორის ქსელის ნაწილი, თუმცა დაკავშირებულია მასთან.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

მონათესავე საწარმო - იურიდიული პირის შვილობილი და კონტროლს დაქვემდებარებული საწარმო, აგრეთვე მისი მაკონტროლებელი პირები და მათი შვილობილი და კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოები.

(საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1)

მონაცემთა ბაზა - სისტემური ან მეთოდური წესით განლაგებული ნაწარმოებების ან/და სხვა მონაცემებისა და მასალის კრებული, რომელიც ინდივიდუალურად ხელმისაწვდომია ელექტრონული ან სხვა საშუალებებით. ტერმინი არ გულისხმობს კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც გამოიყენება ელექტრონული საშუალებებით ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის შექმნისა და გამოყენების დროს.

(საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

მონაწილე - სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი, სააქციო საზოგადოების აქციონერი, კოოპერატივის წევრი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრი კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამხანაგობის მონაწილე, არარეგისტრირებული კავშირის წევრი.

(საქართველოს კანონი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 3)

მონიტორინგი -

1. გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვებისა და მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და პროგნოზირების ერთიანი სისტემა.

(საქართველოს კანონი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 2003 წლის 22 აპრილი, მუხლი 1)

2. ნიადაგში მიმდინარე პროცესების ცვლილებეზე დაკვირვება დროსა და სივრცეში.

(საქართველოს კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ, 1994 წლის 12 მაისი, მუხლი 11)

3. გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვებისა და მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და პროგნოზირების ერთიანი სისტემა.

(საქართველოს კანონი კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 1998 წლის 9 დეკემბერი, მუხლი 1)

4. ამ კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ამ კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.

(საქართველოს კანონი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 2)

მონიტორინგის განმახორციელებელი პირი - ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს.

(საქართველოს კანონი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 2)

მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი - საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და რომელიც ემსახურება საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა სანაპირო ზონების დაცვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 2)

მონობის მსგავსი მდგომარეობა - „მონობის, მონათვაჭრობისა და მონობის მსგავსი ინსტიტუტებისა და ჩვეულებების გაუქმების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1956 წლის 7 სექტემბრის დამატებითი კონვენციით განსაზღვრული პირის სტატუსი ან მდგომარეობა.

(საქართველოს კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, 2006 წლის 28 აპრილი, მუხლი 3)

მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება - პირისათვის პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ჩამორთმევა, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა, ოჯახთან კავშირის, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონო კონტაქტების, აკრძალვა, კულტურული იზოლაცია, პატივისა და ღირსების შემლახველ პირობებში ან/და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ან არაადეკვატური ანაზღაურებით მუშაობის იძულება.

(საქართველოს კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, 2006 წლის 28 აპრილი, მუხლი 3)

მონოპოლიური მდგომარეობა - ბაზრის ისეთი მდგომარეობა, სადაც არსებობს საქონლის ერთი გამყიდველი და საქონელს არ გააჩნია სხვა ურთიერთშენაცვლებადი საქონელი.

(საქართველოს კანონი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ, 2005 წლის 3 ივნისი, მუხლი 2)

მორიგი არჩევნები - საერთო არჩევნები, რომელიც იმართება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებითა და სათანადო კანონებით დადგენილ ვადებში.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი მოვალე - მოვალე, რომელიც სათანადო ზომების მიუღებლობის შემთხვევაში უახლოეს მომავალში გახდება ან შესაძლებელია გახდეს გადახდისუუნარო.

(საქართველოს კანონი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 3)

მოსამართლე - ორგანო, რომელიც ერთპიროვნულად, არსებითად განიხილავს სისხლის სამართლის საქმესა და მასალებს საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

მოსამართლესთან კომუნიკაცია - საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან ნებისმიერი ფორმით ურთიერთობა, მათ შორის, მიმოწერა, საუბარი ტელეფონით ან სხვა სახის ტექნიკური საშუალებით.

(საქართველოს კანონი საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ, 2007 წლის 11 ივლისი, მუხლი 2)

მოსარგებლე - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დამზღვევის ხელშეკრულების ან სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის თანახმად იღებს სადაზღვევო ანაზღაურებას.

(საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ, 1997 წლის 2 მაისი, მუხლი 2)

მოსახლეობის აღწერა - განსაზღვრულ დროში ქვეყნის მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული ვითარების მახასიათებელი მონაცემების მოპოვების, დამუშავების, შეფასების, ანალიზის, განზოგადებისა და გამოქვეყნების საერთო პროცესი.

(საქართველოს კანონი საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ, 2001 წლის 12 ოქტომბერი, მუხლი 1)

მოსახლეობის აღწერის მასალების დამუშავების პროგრამა - სისტემა, რომელიც იძლევა მოსახლეობის აღწერის დროს მოპოვებული ინდივიდუალური მონაცემების საფუძველზე მიღებული შედეგების ნაერთ, განზოგადებულ სიდიდეთა ერთობლიობად გარდაქმნის შესაძლებლობას.

(საქართველოს კანონი საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ, 2001 წლის 12 ოქტომბერი, მუხლი 1)

მოძალადე - ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

(საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, 2006 წლის 25 მაისი, მუხლი 4)

მოძრაობა - ტრანსპორტის საშუალებების გადაადგილება გზაზე, როცა ერთი ტრანსპორტის საშუალება გადაიზიდება სხვა ტრანსპორტის საშუალებით. მხედველობაში მიიღება მხოლოდ გადამზიდავი ტრანსპორტის საშუალების გადაადგილება.

(საქართველოს კანონისაავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“, 1995 წლის 4 აპრილი, მუხლი 1)

მოწვევა - საქართველოს მოქალაქის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის წერილობითი შუამდგომლობა უცხოელის საქართველოში ჩამოსვლასა და მგზავრობის მიზანზე.

(საქართველოს კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 2)

მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი (შემდგომში - რეესტრი) - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მონაცემების საფუძველზე შედგენილი იურიდიული დახმარების განმახორციელებელი ადვოკატების სია.

(საქართველოს კანონი იურიდიული დახმარების შესახებ, 2007 წლის 19 ივნისი, მუხლი 2)

მოწმობა -

1. დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მეზღვაურის მიერ მომზადების სპეციალური კურსის გავლას.

(საქართველოს კანონი მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ, 2000 წლის 26 სექტემბერი, მუხლი 1)

2. ამ კანონის შესაბამისად სასაქონლო ნიშნის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

მოწმობის აღიარება - ქმედობა, რომლის შედეგადაც სახელმწიფო სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემულ მოწმობას საკუთრების თანაბარ ღირებულებად აღიარებს.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

მოწმობა ტოპოლოგიაზე (შემდგომში - მოწმობა) - ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული, ტოპოლოგიის მფლობელის სახელზე გაცემული და მისი განსაკუთრებული უფლებების დამადასტურებელი დოკუმენტი.

(საქართველოს კანონი ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 2)

მოწოდება - განცხადება, რომლის ავტორიც მიზნად ისახავს ან აშკარად უშვებს გარკვეული ქმედების გამოწვევას.

(საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, 2004 წლის 24 ივნისი, მუხლი 1)

მჟავე ნიადაგი -

1. ნიადაგი, რომელსაც ახასიათებს ფუძეებით მაძღრობის დაბალი ხარისხი და მჟავე რეაქცია.

(საქართველოს კანონი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა- გაუმჯობესების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

2. ნიადაგი, რომელსაც ახასიათებს ფუძეებით ნიადაგის მაძღრობის დაბალი ხარისხი და მჟავე აქვს რეაქცია (60-ზე).

(საქართველოს კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ, 1994 წლის 12 მაისი, მუხლი 11)

მრავალბინიანი სახლი - სახლი, რომელიც შედგება ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან (ბინისაგან).

(საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, 2007 წლის 11 ივლისი, მუხლი 3)

მრავალბინიანი სახლის ბინათა საერთო ფართობი - მრავალბინიან სახლში ბინების საერთო ფართობების ჯამი.

(საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, 2007 წლის 11 ივლისი, მუხლი 3)

მრავალმანდატიანი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - საარჩევნო ოლქი, რომელიც იქმნება საქართველოს დედაქალაქის - თბილისის თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს წევრების მაჟორიტარული წესით ასარჩევად.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია -

1. დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების VI კატეგორიას - რესურსების მართვის დაცული ტერიტორია (Managed Resource Protected Area).

(საქართველოს კანონი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 2003 წლის 22 აპრილი, მუხლი 1)

2. დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების VI კატეგორიას - რესურსების მართვის დაცული ტერიტორია (Managed Resource Protected Area).

(საქართველოს კანონი კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 1998 წლის 9 დეკემბერი, მუხლი 1)

3. შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების VI კატეგორიას - რესურსების მართვის დაცული ტერიტორია (Managed Resource Protected Area).

(საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, 1996 წლის 7 მარტი, გამოყენებული ტერმინები)

მსგავსი საქონელი -

1. საქონელი, რომელიც არ არის ზუსტად შესაფასებელი საქონელი და აქვს ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი პირი (ან სხვადასხვა მწარმოებელი პირი, თუ არ მოიპოვება მონაცემები შესაფასებელი საქონლის მწარმოებელი პირის მიერ წარმოებულ იდენტურ საქონელზე), მსგავსი ფიზიკური მახასიათებლები და შემადგენელი მასალები, რომელთა საფუძველზედაც ამ საქონელს შეუძლია შეასრულოს იგივე ფუნქციები და იყოს კომერციული თვალსაზრისით ჩანაცვლებადი. მსგავს საქონლად არ მიიჩნევა ისეთი საქონელი, რომლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები დამზადებულია საქართველოში.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

2. სხვადასხვა საქონელი, რომლებიც არ არიან იდენტური, მაგრამ აქვთ მსგავსი მახასიათებლები და შედგებიან მსგავსი კომპონენტებისაგან, რაც მათ საშუალებას აძლევს, განახორციელონ ერთი და იგივე ფუნქციები და იყვნენ კომერციულად ურთიერთშემცვლელნი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

მსჯავრდებული - პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია - კონვენცია „მსოფლიო მნიშვნელობის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ”.

(საქართველოს კანონი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 2003 წლის 22 აპრილი, მუხლი 1)

მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოება (SWIFT) - საერთაშორისო ბანკთაშორისი ქსელი (სისტემა), რომელიც ბანკთაშორისი ანგარიშსწორების განხორციელებისა და ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთი საშუალებაა.

(საქართველოს კანონი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 2)

მსხვერპლი - ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება.

(საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, 2006 წლის 25 მაისი, მუხლი 4)

მუდმივი მეთვალყურეობის ზოლი - სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის ის ნაწილი, რომელიც მოთავსებულია მკაცრი ზედამხედველობის ზოლისა და სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის სახმელეთო საზღვრებს შორის.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 2)

მუდმივი მოსახლეობა - ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც მუდმივად ცხოვრობს მოცემულ ადგილზე, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებოდა იგი აღწერის ჩატარების მომენტში.

(საქართველოს კანონი საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ, 2001 წლის 12 ოქტომბერი, მუხლი 1)

მუზეუმი - კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია.

(საქართველოს კანონი მუზეუმების შესახებ, 2001 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

მუზეუმის ფონდი - მუზეუმში დაცული ექსპონატებისა და კოლექციების ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი მუზეუმების შესახებ, 2001 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

მუზეუმის საინვენტარო წიგნი - დადგენილი წესით შედგენილი სააღრიცხვო დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია ძირითადი მონაცემები თითოეულ სამუზეუმო ექსპონატსა და კოლექციაზე.

(საქართველოს კანონი მუზეუმების შესახებ, 2001 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

მულტიმოდალური (კომბინირებული) გადაზიდვა - გადაზიდვები, რომლებიც ხორციელდება ერთი გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, არანაკლებ ორი სახეობის სატრანსპორტო საშუალებითა და ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტით (გადაზიდვები ერთმანეთის მიმდევარი გადამზიდველების მიერ).

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

მუშაკი - ფიზიკური პირი, რომელიც მუშაობს საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის საფუძველზე ან ეწევა ინდივიდუალურ მეწარმეობას.

(საქართველოს კანონი პროფესიული კავშირების შესახებ, 1997 წლის 2 აპრილი, მუხლი 3)

მშენებლობა - შენობა-ნაგებობის აგების (მათ შორის, რეკონსტრუქციის) პროცესი, რომელიც მოიცავს სამშენებლო და სპეციალურ სამშენებლო სამუშაოებს.

(საქართველოს კანონი მშენებლობის ნებართვის შესახებ, 2004 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

მშენებლობის ნებართვა -

1. განსხვავებული იერარქიული ნებართვა, რომელიც ნებართვის მაძიებელთა ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია - ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა; II სტადია - არქიტექტურულსამშენებლო პროექტის შეთანხმება; III სტადია - მშენებლობის ნებართვის გაცემა. აღნიშნულ სტადიებზე ვრცელდება ამ კანონით ნებართვის გაცემისათვის განსაზღვრული წესები და პრინციპები. ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე განიხილება, როგორც არქიტექტურულ- გეგმარებითი დავალება, ხოლო არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი შეიძლება განხილული იქნეს, როგორც არქიტექტურული პროექტი.

(საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3)

2. უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესითა და ფორმით, გარკვეული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს.

(საქართველოს კანონი მშენებლობის ნებართვის შესახებ, 2004 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

მშობელი - მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვი - 18 წლის ასაკამდე პირი, რომელიც დარჩა მშობლების მზრუნველობის გარეშე, იმ შემთხვევაში, როდესაც:

ა) მშობლებს ჩამოერთვათ ან შეეზღუდათ მშობლის უფლებები;

ბ) მშობლები აღიარებულნი არიან ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად;

გ) უცნობია მშობელთა ვინაობა (მიგდებული ბავშვი);

დ) მშობლები ხანგრძლივად ავადმყოფობენ;

ე) მშობლები, რომლებიც სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;

ვ) მშობლები იმყოფებიან წინასწარი პატიმრობის ადგილებში ან სასამართლოს განაჩენით - სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;

ზ) არის ობოლი, ან გარდაცვლილი ჰყავს ერთ-ერთი მშობელი;

თ) მშობლები თავს არიდებენ საკუთარი ბავშვის აღზრდის პროცესში მონაწილეობის მიღებას, როდესაც იგი იმყოფება აღმზრდელობით, სამკურნალო-პროფილაქტიკურ ან სოციალური დაცვის დაწესებულებებში;

ი) მშობლები თავს არიდებენ საკუთარი მოვალეობების შესრულებას ან არა აქვთ ურთიერთობა საკუთარ ბავშვთან.

კ) მშობლები, რომლებიც თავს არიდებენ საკუთარი ბავშვის აღზრდის პროცესში მონაწილეობას, როდესაც ბავშვი იმყოფება აღმზრდელობით, სამკურნალო-პროფილაქტიკურ და სოციალური დაცვის დაწესებულებებში (თავშესაფარი, პანსიონატი და სხვა), მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად ან უარს აცხადებენ აღნიშნული დაწებულებებიდან ბავშვის გამოყვანაზე.

(საქართველოს კანონი ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 1)

მცენარე - მცენარე და მისი ნაწილი, თესლის ჩათვლით.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ, 1997 წლის 15 მაისი, მუხლი 1)

მცენარეთა დაცვის საშუალებების, ზრდის რეგულატორებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო ორგანო - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

(საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

მცენარის ჯიში - მცენარეთა ჯგუფი, ცნობილი ბოტანიკური ტაქსონის უდაბლესი საფეხურის ფარგლებში, რომელიც, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა სრულად სელექციონერის უფლების მინიჭების პირობებს, შესაძლებელია განისაზღვროს მოცემული გენოტიპით ან გენოტიპთა კომბინაციით განპირობებულ მახასიათებელთა გამომჟღავნებით, განსხვავდება სხვა მცენარეთა ჯგუფებისაგან მითითებული განპირობებული მახასიათებლებიდან სულ მცირე ერთის გამომჟღავნებით და შეიძლება განხილულ იქნეს მთლიანად მისი უცვლელად კვლავწარმოებისათვის გამოდგომის თვალსაზრისით.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

მცენარის ჯიშის სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობა - სახელმწიფო რეესტრში შეტანილი მცენარის ჯიშის მონაცემებთან შედარებით, ისეთი მცენარის ჯიშის სამეურნეოდ სასარგებლო ნიშან-თვისებათა კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს მისგან წარმოებული პროდუქციის ხარისხს, მიღებული მოსავლის გამოყენებას და მნიშვნელობას საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ერთი ან რამდენიმე ზონისათვის; ამ მონაცემების შეფასება წარმოებს მცენარის ჯიშის ნიშან-თვისებათა ურთიერთშეთანწყობა-კომპენსირების პრინციპით.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

მცენარის ჯიშის სამართლებრივი დაცვითუნარიანობა - მცენარის ჯიში, რომელიც აკმაყოფილებს მისი სამართლებრივი დაცვისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

მცენარის ჯიშის შემნარჩუნებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შეტანილია სახელმწიფო რეესტრში და პასუხისმგებელია მცენარის ჯიშის იმ ნიშან-თვისებათა შენარჩუნებაზე, რომლის საფუძველზედაც მცენარის ჯიში შეტანილი იქნა სახელმწიფო რეესტრში.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

მცირე და საშუალო საწარმოთა წლიური ბრუნვა - მცირე და საშუალო საწარმოთა მიერ წინა ფინანსური წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი ამონაგები.

(საქართველოს კანონი საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ, 2002 წლის 19 ივნისი, მუხლი 3)

მცირე საწარმო - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ყველა ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა არ აღემატება 20 დასაქმებულს და რომლის წლიური ბრუნვა - 500 000 ლარს.

(საქართველოს კანონი საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“, 2002 წლის 19 ივნისი, მუხლი 3)

მცირეკონტინგენტიანი სკოლა - სკოლა, რომელშიც ადგილობრივი პირობების გამო სწავლობს მცირე რაოდენობის მოსწავლე. მცირეკონტინგენტიანი სკოლის ნორმატივს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

მცირერიცხოვანი (გენოფონდური) ჯიში - გენეტიკურ-სელექციური თვისებებით განსხვავებული და გაქრობის წინაშე მყოფი განსაზღვრული ჯიშის იშვიათ ცხოველთა ჯგუფი.

(საქართველოს კანონი სანაშენე მეცხოველეობის შესახებ, 1996 წლის 5 სექტემბერი, მუხლი 2)

მცირეწლოვანი - პირი, რომელსაც 14 წელი არ შესრულებია.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

მძევალი - ფიზიკური პირი, აყვანილი იმ მიზნით, რომ ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობის პირები ან სხვა პირები აიძულონ, განახორციელონ რაიმე ქმედება ან თავი შეიკავონ რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, აყვანილი პირის გათავისუფლების პირობით.

(საქართველოს კანონი ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 1)

მძღოლი - ფიზიკური პირი, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საავტომობილო გზაზე დადგენილი წესით.

(საქართველოს კანონი საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ, 1995 წლის 4 აპრილი, მუხლი 1)

მწარმოებელი -

1. ა) პროდუქციის დამამზადებელი ან სხვა პირი, რომელიც თავის თავს წარმოადგენს დამამზადებლად პროდუქციისათვის თავისი სახელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა განმასხვავებელი ნიშნის მინიჭებით, ან პროდუქციის გადამკეთებელი;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენელი ან პროდუქციის იმპორტიორი, როდესაც უცხოელ დამამზადებელს არ ჰყავს წარმომადგენელი.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

2. ა) პროდუქციის დამამზადებელი ან სხვა პირი, რომელიც თავის თავს წარმოადგენს დამამზადებლად პროდუქციისათვის თავისი სახელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა განმასხვავებელი ნიშნის მინიჭებით, ან პროდუქციის გადამკეთებელი;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენელი ან ბაზარზე პროდუქციის განმთავსებელი, როდესაც უცხოელ დამამზადებელს არ ჰყავს წარმომადგენელი.

გ) სხვა პირი, რომელიც მოქმედებს თავისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში პროდუქციით უზრუნველყოფის ქსელში და რომლის საქმიანობას შეუძლია გავლენა მოახდინოს ბაზარზე გატანილი პროდუქციის უსაფრთხოების მახასიათებლებზე;

(პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ, საქართველოს კანონი, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 3)

3. ა) პროდუქციის დამამზადებელი ან სხვა პირი, რომელიც საკუთარ თავს წარმოადგენს დამამზადებლად პროდუქციისათვის თავისივე სახელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა განმასხვავებელი ნიშნის მინიჭებით, ან პროდუქციის გადამკეთებელი;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენელი ან პროდუქციის იმპორტიორი, როდესაც უცხოელ დამამზადებელს არ ჰყავს წარმომადგენელი.

(საქართველოს კანონი სურსათისა და თამბაქოს შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

მხარეები - სისხლის სამართლის პროცესის მონაწილენი, რომლებიც იცავენ საკუთარ ან მარწმუნებლების ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეში.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

მხარჯავი დაწესებულება - ბიუჯეტის ხარჯების ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით პირველი თანრიგის დაწესებულება, რომლისთვისაც ბიუჯეტით გათვალისწინებულია ასიგნება და რომელიც პასუხისმგებელია ხარჯების მართვაზე.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ, 2003 წლის 24 აპრილი, მუხლი 3)

2.13

▲back to top


ნაკლოვანება - საქონლის მახასიათებელთა ცალკეული შეუსაბამობანი სტანდარტის სავალდებულო მოთხოვნებთან, ხელშეკრულების პირობებთან, აგრეთვე დამამზადებლის (შემსრულებლების, გამყიდველის) მიერ საქონელზე წარმოდგენილ ინფორმაციასთან.

(საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, 1996 წლის 20 მარტი, შესავალი)

ნავთობი - თხევადი ნახშირწყალბადი ან მისგან მიღებული ნივთიერება, მათ შორის, ნედლი და საპოხი ნავთობი, ბენზინი, დიზელის საწვავი, ნავთი, მაზუთი, ნავთობის ნარჩენები, სხვა ნავთობპროდუქტები ან მათი თანმდევი პროდუქტები.

(საქართველოს კანონი საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ, 1999 წლის 23 ივლისი, მუხლი 2)

ნავთობი და გაზი - ნახშირწყალბადების ბუნებრივი ნაერთების კომპლექსი, რომელიც ნორმალური ატმოსფერული წნევისა და ტემპერატურის პირობებში შეიძლება იყოს აირად (ნავთობის თანმდევი ან ბუნებრივი გაზი), თხევად (ნავთობი და კონდენსატი) ან მყარ (პარაფინი, ბიტუმი, გაზის ჰიდრატები) მდგომარეობაში.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა - ნავთობის გადამუშავებისათვის საჭირო ქარხანა მასთან დაკავშირებული ყველა მოწყობილობა-დანადგარით.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ნავთობგაზპროდუქტები - ნავთობის პროდუქტები და გაზის პროდუქტები.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების გამომწვევი ინციდენტი - შემთხვევა ან ერთნაირი მიზეზით გამოწვეული შემთხვევები, რომლებსაც მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურება, რაც საფრთხეს შეუქმნის ერთი ან რამდენიმე ქვეყნის ინტერესებში შემავალ ზღვის გარემოს თუ სანაპირო ზოლს და მოითხოვს გადაუდებელ მოქმედებას ან საგანგებო ზომების მიღებას.

(საქართველოს კანონი საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“, 2000 წლის 29 სექტემბერი, მუხლი 3)

ნავთობის დამუშავებასთან დაკავშირებული საზღვაო ნავსადგურები და ობიექტები - ნავთობტერმინალები, მილსადენები, საზღვაო ნავსადგურები და სხვა ობიექტები, რომლებიც გამოიყენება ნავთობის დამუშავებისას და ქმნიან ნავთობით დაბინძურების საშიშროებას.

(საქართველოს კანონი საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ, 2000 წლის 29 სექტემბერი, მუხლი 3)

ნავთობის გადამუშავება - პროცესების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ნედლი ნავთობის გადამუშავებას ნავთობპროდუქტების მიღების მიზნით.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია (საქმიანობის ლიცენზია) - ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაცემული იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის უფლებას, განახორციელოს ნავთობის გადამუშავება, ბუნებრივი გაზის დამუშავება, ნავთობის ტრანსპორტირება ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ნავთობისა და გაზის ბუდობი - წიაღში მნიშვნელოვანი რაოდენობის ნავთობისა და გაზის ბუნებრივი თავმოყრა.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ნავთობისა და გაზის ბუდობის ათვისება - ნავთობისა და გაზის მოპოვების მიზნით განხორციელებული ტექნოლოგიური და საორგანიზაციო სამუშაოები, ნახშირწყალბადების წიაღიდან ამოღება, მათი შეგროვება, მომზადების ადგილამდე გადატანა და ნავთობისა და გაზის მომზადება.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ნავთობისა და გაზის ბუდობის ძიება - გეოლოგიური, გეოფიზიკური, ტექნოლოგიური და სხვა სამუშაოები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება ბუდობის სტრუქტურის, ნავთობისა და გაზის მარაგების, ხარისხისა და მოპოვების პირობების განსაზღვრა.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ნავთობისა და გაზის ოპერაციები - ხელშეკრულებით და ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის წიაღში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოები, აგრეთვე ამ სამუშაოებთან უშუალოდ დაკავშირებული ოპერაციები (მოპოვებული ნავთობისა და გაზის შეგროვება, მომზადება, გაზომვა და შენახვა).

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ნავთობისა და გაზის ოპერაციებზე გაწეული ხარჯები და დანახარჯები - ნავთობისა და გაზის ოპერაციებზე გაწეული დანახარჯები და საექსპლუატაციო ხარჯები, რომელთა განსაზღვრის წესი და პროცედურა დგინდება ხელშეკრულებით.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ნავთობისა და გაზის რესურსები - წიაღში არსებული ნავთობის, გაზისა და კონდენსატის რაოდენობა.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო - საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/ და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია (სარგებლობის ლიცენზია) - ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ სახელმწიფოს სახელით გაცემული იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან მოპოვების საქმიანობის უფლებას.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ნავთობისა და გაზის საბადო - ნავთობისა და გაზის ბუდობების ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა - გეოლოგიური, გეოფიზიკური, ბურღვითი და სხვა დამხმარე სამუშაოები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება საბადოს სამრეწველო მნიშვნელობის წინასწარი შეფასება.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ნავთობის ეროვნული კომპანია - საწარმო, რომლის წილის (აქციების) 75%-ზე მეტს ფლობს საქართველოს სახელმწიფო და რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მინიჭებული აქვს ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსი.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ნავთობპროდუქტები - ბენზინი, დიზელის საწვავი, ნავთი, მაზუთი, თხევადი გაზი, საზეთი მასალები და სხვა პროდუქტები, რომლებიც შეესაბამება საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 271000270, 271000290, 271000320, 271000510, 271000550, 271000590, 271000690, 271000740, 271000980 კოდებით განსაზღვრულ საქონელს.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ნათელი და განჭვრეტადი კანონი - ჯეროვანი სიზუსტით ფორმულირებული ნორმა, რომელიც არ შეიცავს ზოგად, ორაზროვან და ბუნდოვან დებულებებს და პირს აძლევს საშუალებას, დაარეგულიროს საკუთარი ქმედება, აგრეთვე წინასწარ, ცხადად განსაზღვროს მისი სამართლებრივი შედეგები.

(საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, 2004 წლის 24 ივნისი, მუხლი 1)

ნათესავი -

1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირი.

(საქართველოს კანონი ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 2)

2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2-ე ნაწილით განსაზღვრული პირი.

(საქართველოს კანონი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 3)

ნათესების მინდვრად ინსპექტირება (აპრობაცია) - სათესლედ განკუთვნილი ნათესების ჯიშობრივი იდენტიფიკაცია და ჯიშობრივი სიწმინდის დადგენა, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

ნამატი ნავთობი და გაზი - საბაზისო ნავთობისა და გაზის გარდა მოპოვებული ნავთობი და გაზი.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ნაპირის აბრაზია - ზღვისა და წყალსატევის ძირითადი (კლდოვანი) ქანებით აგებული ნაპირების ზვირთცემითა და დინებით გამოწვეული მექანიკური ნგრევისა და დაშლის პროცესი.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 2)

ნაპირის ეროზია - ზღვისა და წყალსატევის ნაპირების ზვირთცემითა და დინებით გამოწვეული მექანიკური წარეცხვის პროცესი; მდინარის ნაპირის წყლის ნაკადით გამოწვეული მექანიკური ნგრევისა და წარეცხვის პროცესი.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 2)

ნარგაობის ინსპექტირება (აპრობაცია) - მრავალწლიანი კულტურების - ხეხილის, ვენახის, ჩაის, ციტრუსებისა და სხვა ნარგაობის ჯიშობრივი იდენტიფიკაცია და ჯიშობრივი სიწმინდის დადგენა, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

ნარკომანია - დაავადება, რომელიც ხასიათდება ნარკოტიკული საშუალებების მიღებისადმი მზარდი, დაუძლეველი სურვილით მათ მიმართ ჩამოყალიბებული ფსიქიკური ან/და ფიზიკური დამოკიდებულების გამო.

(საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

ნარკომანიით დაავადებული პირი - პირი, რომელსაც შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი აქვს დიაგნოზი „ნარკომანია“.

(საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

ნარკოტიკული დანაშაული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული.

(საქართველოს კანონი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, 2007 წლის 3 ივლისი, მუხლი 2)

ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი - პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი), 261-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების მიზანი), 262-ე, 263-ე, 264-ე, 265-ე, 266-ე, 267-ე, 268-ე, 271-ე ან 272-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

(საქართველოს კანონი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, 2007 წლის 3 ივლისი, მუხლი 2)

ნარკოტიკული საშუალება - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს კონვენციების შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების სიაში.

(საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

ნარკოტიკული საშუალების ანალოგი - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის უცნობი ნივთიერება, რომელიც შეტანილი არ არის სიებში, მაგრამ თავისი ფსიქოაქტიური მოქმედებით ნარკოტიკული საშუალების მსგავსია.

(საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობი - ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და პირთა ჯგუფი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით (თუ დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი) ან 261-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თუ დადასტურებულია ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების მიზანი) გათვალისწინებული დანაშაული, ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

(საქართველოს კანონი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 175 შესახებ, 2007 წლის 3 ივლისი, მუხლი 2)

ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი - პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (თუ დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი) ან 261-ე (თუ დადასტურებულია ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

(საქართველოს კანონი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, 2007 წლის 3 ივლისი, მუხლი 2)

ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების გადაზიდვა - ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება ნებისმიერი საშუალებით, მათი განმკარგავი ან მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ.

(საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების გაცემა - უფლებამოსილი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების გაცემა იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე სათანადო დანიშნულებით, უფასოდ ან დადგენილი ფასით.

(საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი - პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

(საქართველოს კანონი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, 2007 წლის 3 ივლისი, მუხლი 2)

ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის გამოყენება - სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

(საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის ბრუნვა - ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველ მცენარეთა დათესვა, მოყვანა და კულტივირება; ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის შექმნა, წარმოება, მომზადება, გადამუშავება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა, გაცემა, რეალიზაცია, განაწილება, შეძენა, გამოყენება, მოხმარება, განადგურება, შემოტანა, გატანა, ტრანზიტი და რეექსპორტი.

(საქართველოს კანონი არკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის ლეგალური ბრუნვა - სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვა საქართველოს კანონმდებლობის დაცვით.

(საქართველოს კანონი არკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების სიები (სიები) - საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ჩამონათვალი.

(საქართველოს კანონი არკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის უკანონო ბრუნვა - სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით.

(საქართველოს კანონი არკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის შექმნა - სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ახალი ნივთიერების შემუშავება.

(საქართველოს კანონი არკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის გადაგზავნა - სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება ნებისმიერი საშუალებით, ტვირთის გამგზავნის, მიმღებისა და ადრესატის დაუსწრებლად.

(საქართველოს კანონი არკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის გადამუშავება - პრეპარატის რაფინირება (უცხო მინარევებისაგან გაწმენდა), მისგან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების გამოყოფა, ამ ნივთიერების კონცენტრაციის შეცვლა, ან ისეთი ნივთიერებების მიღება, რომლებიც არ ექვემდებარება სპეციალურ კონტროლს.

(საქართველოს კანონი არკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა (შემოტანა, გატანა) - სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გადმოტანა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადატანა.

(საქართველოს კანონი არკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების მომზადება - სამკურნალო დანიშნულების ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებისათვის წამლის ფორმის მიცემა შესაბამისი ლიცენზიის მქონე აფთიაქში, რეცეპტის საფუძველზე, სათანადო ტექნოლოგიით.

(საქართველოს კანონი არკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ 2002 წლის 5 დეკემბერი. მუხლი 2)

ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების რეალიზაცია - უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების გასხვისება იურიდიულ პირზე.

(საქართველოს კანონი არკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების ფარმაცევტული წარმოება - ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების სერიული მიღება შესაბამისი ლიცენზიის მქონე საწარმოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

(საქართველოს კანონი არკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება - ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, რაც ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებით.

(საქართველოს კანონი არკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების სახელმწიფო კვოტა - საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებასა და ფსიქოტროპულ ნივთიერებაზე საქართველოს წლიური მოთხოვნილების საფუძველზე განსაზღვრული და გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის მიერ დამტკიცებული ლიმიტი.

(საქართველოს კანონი არკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

ნარჩენი რაოდენობა - პესტიციდების მოქმედი ნივთიერება ან წარმოებულნი (გარდაქმნის პროდუქტები, მეტაბოლიტები), მინარევები, ნიტრატები და ა.შ. კვების პროდუქტებში, სოფლის მეურნეობის პროდუქციაში ან ცხოველების საკვებში, რომელთა არსებობა გამოწვეულია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებით.

(საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

ნაწილობრივი მობილიზაცია - ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ხორციელდება საგანგებო მდგომარეობის დროს და ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის საჭიროებისათვის განსაზღვრულ ოპერატიულ მიმართულებებზე ან/და შესაბამის რეგიონებში სამობილიზაციო რესურსებისა და რეზერვების ნაწილობრივ გამოყენებას.

(საქართველოს კანონი მობილიზაციის შესახებ, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 1)

ნახირი - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.

(საქართველოს კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ, 1994 წლის 12 მაისი, მუხლი 11)

ნებართვა -

1. საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ან ქალაქის (რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, გარკვეული ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების დაცვით.

(საქართველოს კანონი საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ, 1995 წლის 4 აპრილი, მუხლი 1)

2. ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის უფლებას, განახორციელოს საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში (აეროპორტებიდან) და აეროდრომებში (აეროდრომებიდან) კომერციული საერთაშორისო და შიდა გადაყვანა-გადაზიდვები ან/და საავიაციო სამუშაოები.

(საქართველოს კანონი სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, 2000 წლის 15 სექტემბერი, მუხლი 3)

3. ამ კანონით გათვალისწინებული, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. შესაძლებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისთვის, თუ ეს კანონით არ არის აკრძალული ან ნებართვა არსობრივად არ არის დაკავშირებული მის მფლობელთან.

(საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3)

ნებართვის გამცემი - ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონით დადგენილი წესით გასცემს ნებართვას.

(საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3)

ნებართვის მაძიებელი - ნებართვის მიღების მსურველი პირი.

(საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3)

ნებართვის მფლობელი - პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება, ან სხვა ნებართვის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს სანებართვო ქმედების განხორციელების უფლება.

(საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3)

ნედლეული - ნედლი ნავთობი და ბუნებრივი გაზი ბუნებრივ მდგომარეობაში, იმპორტირებული ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ჩათვლით, რომლებიც გამოიყენება ნავთობის გადამუშავებისათვის, გაზის დამუშავებისათვის ან ტრანსპორტირების საქმიანობისათვის.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ნედლი ნავთობი - წიაღში ბუნებრივად წარმოქმნილი გადაუმუშავებელი თხევადი ნახშირწყალბადების ნარევი, აგრეთვე იმგვარად გადამუშავებული ნედლი ნავთობი, რომ შესაძლებელი იყოს მისი ტრანსპორტირება, ასევე ნედლი ნავთობი, რომლისგანაც გამოყოფილია დისტილაციური ფრაქციები ან რომელსაც დამატებული აქვს ეს ფრაქციები.

(საქართველოს კანონი საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ, 1999 წლის 23 ივლისი, მუხლი 2)

ნიადაგების კონსერვაცია - ნიადაგების დაცვა და ტიპური სახით შენარჩუნება.

(საქართველოს კანონი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა -გაუმჯობესების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

ნიადაგი -

1. დედამიწის ფხვიერი ზედა ნაწილი, რომელიც შექმნილია ქანების, კლიმატის, ბიოსფეროს, რელიეფის ხნოვანების და ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ურთიერთქმედებით.

(საქართველოს კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ, 1994 წლის 12 მაისი, მუხლი 11)

2. დედამიწის ზედა, ფხვიერი და ნაყოფიერი ფენა, რომელიც ნიადაგწარმომქმნელ ფაქტორთა ხანგრძლივი ურთიერთმოქმედების შედეგია.

(საქართველოს კანონი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

ნიადაგის ბონიტირება -

1. ნიადაგის, როგორც სოფლისა და სატყეო მეურნეობის წარმოების საშუალებების, ხარისხის შედარებითი შეფასება, გამოხატული რაოდენობრივი მაჩვენებლებით დაფუძნებული ნიადაგისა და მოსავლის დონის აღრიცხვაზე.

(საქართველოს კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ, 1994 წლის 12 მაისი, მუხლი 11)

2. ნიადაგის, როგორც სოფლისა და სატყეო მეურნეობის წარმოების ძირითადი საშუალების, ხარისხობრივი შეფასება, რაც დაფუძნებულია ნიადაგის თვისებებსა და მოსავლიანობის დონეზე და გამოხატულია რაოდენობრივი მაჩვენებლებით.

(საქართველოს კანონი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

ნიადაგის ეროზია -

1. ნიადაგის ზედა ფენის რღვევა, დაშლა, გაფანტვა და ჩამორეცხვა ანთროპოგენური და სხვა ფაქტორების ზეგავლენის შედეგად.

(საქართველოს კანონი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა- გაუმჯობესების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

2. ნიადაგის ზედა ნაყოფიერი ფენების დაშლა, გაფანტვა და წყლით ჩამორეცხვა.

(საქართველოს კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ, 1994 წლის 12 მაისი, მუხლი 11)

ნიადაგის მონიტორინგი - ნიადაგში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება დროსა და სივრცეში, მიღებული მონაცემების ანალიზი და პროგნოზი.

(საქართველოს კანონი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

ნიადაგის ნაყოფიერება - ნიადაგის უმთავრესი და არსებითი თვისება, რომელიც განასხვავებს მას დედაქანისაგან და რომელიც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის უზრუნველმყოფი თვისებების ერთობლიობას.

(საქართველოს კანონი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

ნიადაგის ტიპი -

1. ნიადაგის კლასიფიკაციის ძირითადი ტაქსონომიური ერთეული, მასში გაერთიანებული ნიადაგები ვითარდება ერთ ტიპურ ბიოლოგიურ, კლიმატურ და ჰიდროლოგიურ პირობებს.

(საქართველოს კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ, 1994 წლის 12 მაისი, მუხლი 11)

2. ნიადაგის კლასიფიკაციის ძირითადი ტაქსონომიური ერთეული.

(საქართველოს კანონი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

ნივთი - საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მოძრავი ან უძრავი ნივთი.

(საქართველოს კანონი ქონების ლეგალიზების შესახებ, 2007 წლის 22 ივნისი, მუხლი 3)

ნიმუში - ბავშვთა კვებისათვის განსაზღვრული ნაწარმის საცალო ან საბითუმო მცირე რაოდენობა, რომელიც გაიცემა უფასოდ.

(საქართველოს კანონი ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ, 1999 წლის 9 სექტემბერი, მუხლი 3)

ნიშანდება - სანაშენე პირუტყვის დანომვრა, ტატუირება, დადაღვა და ცხოველისათვის სხვა განუყოფელი ნიშნის დადება, რომელიც იძლევა მისი იდენტიფიკაციის საშუალებას.

(საქართველოს კანონი სანაშენე მეცხოველეობის შესახებ, 1996 წლის 5 სექტემბერი, მუხლი 2)

ნოზოკომიური ინფექცია - სამედიცინო დაწესებულებაში შეძენილი ინფექცია.

(საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 3)

ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

ნუმერაციის რესურსი - ნუმერაციის სისტემის საფუძველზე არსებული სიმბოლოების სისტემა, რომელიც გამოიყენება ნუმერაციის მინიჭებისას.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ნუმერაციის სისტემა - სიმბოლოების განსაზღვრული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების პროცესში ელექტრონული საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის ან მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიცირებისათვის.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

2.14

▲back to top


ობიექტი - საწარმო, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობები და ცალკეული ნაგებობები, პროდუქციის შესანახი და სარეალიზაციო, საგანმანათლებლო, სამედიცინო, საკურორტო-გამაჯანსაღებელი და სხვა დანიშნულების დაწესებულებები, სატრანსპორტო საშუალებები (საქმიანობის სახეობის, საკუთრებისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად).

(საქართველოს კანონი: საქართველოს სანიტარიული კოდექსი, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 4)

ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატი - ობიექტის ექსპლუატაციისათვის (ფუნქციონირებისათვის) სავალდებულო, სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულების მიერ გაცემული, ამ ობიექტის სანიტარიულ ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სანიტარიული კოდექსი, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 4)

ობოლი ბავშვი - 18 წლის ასაკამდე პირი, რომელსაც გარდაცვლილი ჰყავს ორივე ან ერთადერთი მშობელი და რომელზედაც მისი გამოვლენის მომენტიდან სახელმწიფომ იკისრა ძირითადი მზრუნველის როლი.

(საქართველოს კანონი ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 1)

ორგანიზაცია - საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული და ორგანიზაციად ცნობილი წარმონაქმნი.

(საქართველოს კანონი: საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ, 2004 წლის 13 თებერვალი, მუხლი 1)

ორგანიზებული ტურისტი - პირი, რომელსაც შეძენილი აქვს ტური, ანუ რომლის მოგზაურობა ორგანიზებულია ტურისტული სუბიექტის (ფირმის, საწარმოს, ორგანიზაციის, ტუროპერატორის და სხვა) მიერ და იღებს მისგან კომპლექსურ მომსახურებას.

(საქართველოს კანონი საქართველოში შემოსული და საქართველოდან გასული ტურისტების აღრიცხვის მოწესრიგების შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

ორგანოთა გადანერგვა, ტრანსპლანტაცია - ადამიანის ორგანოს სხვა ადამიანისათვის გადანერგვა სიცოცხლის გადარჩენის, განკურნების, დაავადების პროგრესირების შეფერხების ან ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

(საქართველოს კანონი ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, 2000 წლის 23 თებერვალი, მუხლი 3)

ორგანოლეპტიკური მახასიათებლები - მახასიათებლები, რომლებიც ადამიანის გრძნობის ორგანოებით აღიქმება (შესახედაობა, ფერი, გემო, სუნი და სხვა.).

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

ორგანოლეპტიკური მახასიათებლები - საქონლის მახასიათებლები, რომელთა შეფასება ხდება ადამიანის გრძნობათა ორგანოებით.

(საქართველოს კანონი საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 2)

ოფციური გარიგება - მომავალში კონტრაქტების დადების უფლების ყიდვასთან დაკავშირებული გარიგება, რომლის თანახმადაც ერთ-ერთ მხარეს კონტრაქტით დადგენილი ფასით და დროის განსაზღვრულ მონაკვეთში საქონლის ყიდვა-გაყიდვის უფლება ენიჭება.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 2)

ოფიცინალური რეცეპტით მომზადებული წამალი - ფარმაკოპეის შესაბამისად აფთიაქში მომზადებული წამალი.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი - ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს კომპეტენტურ ორგანოს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს.

(საქართველოს კანონი სოციალური დახმარების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 4)

ოჯახური წარმოება - საქმიანობა, რომლის მიზანია საკუთარი ან შეძენილი პროდუქციისაგან ტრადიციული წესითა და ჩვეულებით დამზადებული სურსათის წარმოება საკუთარი მოხმარებისთვის.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

ოჯახის წევრი -

1. მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე ეჭვმიტანილთან, ბრალდებულთან ან განსასჯელთან მუდმივად მცხოვრები პირი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

2. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისა და საკრედიტო კავშირის წევრის მეუღლე, მშობლები, შვილები, ნაშვილები და მის კმაყოფაზე მყოფი პირი.

(საქართველოს კანონი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ, 2002 წლის 4 ივლისი, მუხლი 1)

3. კომისიონერის მამა, დედა, მეუღლე და შვილი.

(საქართველოს კანონი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ, 2002 წლის 13 სექტემბერი, მუხლი 3)

4. დიპლომატიური მოსამსახურის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები და მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირები.

(საქართველოს კანონი დიპლომატიური სამსახურის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

5. პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირები.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

6. „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

7. ამ კანონის მიზნებისთვის დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, აგრეთვე ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები, მეურვე.

(საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, 2006 წლის 25 მაისი, მუხლი 4)

8. მეუღლე, შვილი, მშობელი, მშვილებელი, ნაშვილები, პაპა-ბებია, შვილიშვილი, და-ძმა.

(საქართველოს კანონი ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 2)

2.15

▲back to top


პათოგენური ბიოლოგიური აგენტი - მიკროორგანიზმი, ბიოლოგიური წარმოშობის შხამი, აგრეთვე მათი შემცველი ნებისმიერი წარმოშობის ობიექტი და მასალა

(საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 3)

პაი -

1. საპაიო ფონდში მეპაიეს შენატანი ფულით ან ქონებით.

(საქართველოს კანონი სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ, 1997 წლის 15 მაისი, მუხლი 1)

2. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისა და საკრედიტო კავშირის საწესდებო კაპიტალში საკრედიტო კავშირის წევრის ფულადი შესატანი, რომელიც მის წევრს ანიჭებს ამ კანონითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებებს საკრედიტო კავშირის მიმართ.

(საქართველოს კანონი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ, 2002 წლის 4 ივლისი, მუხლი 1)

პალიატიური მზრუნველობა - აქტიური, მრავალპროფილური მზრუნველობა, რომლის უპირველესი ამოცანაა ტკივილისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომების მოხსნა, ავადმყოფთა სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება, სულიერი თანადგომა. იგი ვრცელდება იმ პაციენტებზე, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება; ასეთი მზრუნველობით შესაძლებელია ავადმყოფებისა და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება).

(საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ, 2000 წლის 5 მაისი, მუხლი 4)

პალიატიური მკურნალობა - სამედიცინო მომსახურება, რომლითაც რადიკალურად არ უმჯობესდება პაციენტის მდგომარეობა, არ იცვლება არაკეთილსაიმედო პროგნოზი და რომლის მიზანია პაციენტის მდგომარეობის დროებითი შემსუბუქება.

(საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ, 2000 წლის 5 მაისი, მუხლი 4)

პალეტი - სატრანსპორტო პაკეტი ან ქვეშზე მოთავსებული, ცელოფნით შეფუთული ტვირთი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

პანდემია - გადამდები დაავადების უჩვეულოდ ფართო (რამდენიმე ქვეყნის, კონტინენტის ან მსოფლიოს მასშტაბით) გავრცელება, რომელიც მოიცავს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს.

(საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 3)

პარასამკურნალო საშუალება - გარკვეული თერაპიული ეფექტის მქონე, მცენარეული, ცხოველური ან მინერალური წარმოშობის საშუალება, რომელიც შეიცავს წამლის სპეციფიკურ სუბსტანციას ისეთი სახითა და რაოდენობით, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს წამლის ფორმად.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

პარიზის კონვენცია -

1. 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს).

(საქართველოს კანონი საქართველოს საპატენტო კანონი, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

2. 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს).

(საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

პარლამენტის მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შექმნილი მრავალმანდატიანი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რომელიც მოიცავს რამდენიმე საარჩევნო ოლქს.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

პარტია - ერთი ტიპისა და დასახელების პროდუქციის იდენტიფიცირებადი რაოდენობა, გამოშვებული ერთი და იმავე საწარმოს მიერ, ერთი და იმავე ცვლის დროს და გაფორმებული ერთი და იმავე ეტიკეტით.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატი - საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ პარტიულ სიაში შეყვანილი საქართველოს მოქალაქე.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

პარტნიორი - პარტნიორი, აქციონერი, კომანდიტი, კომპლემენტარი, კოოპერატივის წევრი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

პასიური საარჩევნო უფლება - მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

პასუხისმგებელი პირი - პირი, რომელიც საშიში ნივთიერების (ცალკე ან სხვა ნივთიერებებთან ერთად) წარმოების, გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების, გამოყენების ან განთავსების დროს საშიში ნივთიერებით აბინძურებს გარემოს, აგრეთვე პირი, რომელიც ფლობს ან აკონტროლებს საშიშ ნივთიერებას; ასევე პირი, რომელიც სხვა პირის სახელით ახორციელებს საშიში ნივთიერების წარმოებას, გადამუშავებას, შენახვას, ტრანსპორტირებას, გამოყენებას ან განთავსებას.

(საქართველოს კანონი საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ, 1999 წლის 23 ივლისი, მუხლი 2)

პატენტი - ამ კანონის შესაბამისად გაცემული დამცავი დოკუმენტი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საპატენტო კანონი”, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

პატენტრწმუნებული - სამრეწველო საკუთრების სფეროში სხვისი სახელით მოქმედი „საქპატენტში“ რეგისტრირებული პირი.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

პატენტრწმუნებული - სამრეწველო საკუთრების სფეროში სხვისი სახელით მოქმედი „საქპატენტში“ რეგისტრირებული პირი

(საქართველოს კანონი საქართველოს საპატენტო კანონი”, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

პაციენტი -

1. ნებისმიერი პირი, რომელიც, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს, საჭიროებს ან აპირებს ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომსახურებით.

(საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ, 2000 წლის 5 მაისი, მუხლი 4)

2. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი, რომელიც სარგებლობს ფსიქიატრიული დახმარებით.

(საქართველოს კანონი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ, 2006 წლის 14 ივლისი, მუხლი 4)

პაციენტის კანონიერი წარმომადგენელი -

1. პაციენტის მეურვე ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი.

(საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ“, 2000 წლის 5 მაისი, მუხლი 4)

2. მშობელი, თუ პაციენტის ასაკი არ აღემატება 16 წელს, პაციენტის მეურვე ან მზრუნველი.

(საქართველოს კანონი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ, 2006 წლის 14 ივლისი, მუხლი 4)

პაციენტის ნათესავი -

1. პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რიგითობის მიხედვით აქვს უპირატესი უფლება მონაწილეობა მიიღოს პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების აღმოჩენასთან ან მის სიკვდილთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში).

(საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ, 2000 წლის 5 მაისი, მუხლი 4)

2. პაციენტის მშობელი, შვილი, მეუღლე, და-ძმა, პაპა და ბებია, შვილიშვილი ან/და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სხვა აღმავალი და დაღმავალი ხაზის ნათესავი, ან პაციენტთან მუდმივად მცხოვრები პირი.

(საქართველოს კანონი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ, 2006 წლის 14 ივლისი, მუხლი 4)

პედაგოგიური პერსონალი - აკადემიური პერსონალი, მასწავლებელი, აღმზრდელი, ასევე ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საგანმანათლებლო/სააღმზრდელო პროცესში.

(საქართველოს კანონი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, 2005 წლის 10 მარტი, მუხლი 2)

პედაგოგიური საქმიანობა - მასწავლებლის მიერ მოსწავლეებთან საგაკვეთილო და დამატებითი ინდივიდუალური მუშაობა.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

პერსონალური მონაცემები - საჯარო ინფორმაცია, რომელიც პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა

(საქართველოს კანონი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 27)

პესტიციდები -

1. მცენარეთა დაცვის საშუალებები, რომლებიც წარმოშობით შეიძლება იყოს ქიმიური, ბიოლოგიური და მცენარეული.

(საქართველოს კანონი მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ, 1994 წლის 12 ოქტომბერი, მუხლი 14)

2. ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების, მავნებლებისა და სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების, ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგ, აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის, მოსავლის აღების წინ მცენარეთათვის ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები) და მცენარეების შესახმობად (დესიკანტები), საცავების, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებების, სათბურების, ნიადაგის, მცენარეული და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის.

(საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების რეგლამენტი - აუცილებელი მოთხოვნა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების წესისა და პირობების შესახებ.

(საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენება - მათი რეგლამენტირებული, მეცნიერულად დასაბუთებული, მიზანდასახული მოხმარება სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაზრდის, ადამიანის კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის, მცენარეებისა და ცხოველების ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისათვის.

(საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ზღვრულად დასაშვები ნარჩენი რაოდენობა - ნარჩენი რაოდენობის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია, რომელიც გათვალისწინებულია ნორმატიული აქტებით ან საყოველთაოდ მიღებულია კვების პროდუქტებში, სოფლის მეურნეობის პროდუქციაში ან ცხოველების საკვებში.

(საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდები - პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ბიოლოგიური და ეკონომიკური ეფექტურობის, ადამიანისა და გარემოსათვის უსაფრთხოების შესწავლის რეგლამენტირებული სისტემა.

(საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაცია - პროცესი, რომლის საფუძველზედაც აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო პესტიციდის/აგროქიმიკატის გამოცდების შედეგებისა და სამეცნიერო მონაცემების, რეგისტრანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის კომპლექსური შეფასებისა და ანალიზის შემდეგ იძლევა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საქართველოში წარმოების, შემოტანის, შენახვის, რეალიზაციის, გამოყენებისა და რეკლამის უფლებას.

(საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო მოხმარება - მოქმედების ნორმები და სტანდარტები, რომლებიც გამორიცხავენ ადამიანის, დასაცავი მცენარეებისა და ცხოველების ჯანმრთელობასა და გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას მათი კონკრეტული სახით გამოყენების, შემუშავების, გამოცდის, ექსპერტიზის, რეგისტრაციის, წარმოების, მარკირების, შეფუთვის, რეალიზაციის, შენახვის, ტრანსპორტირების, გაუვნებელყოფის, განთავსების, რეკლამისა და ექსპორტიმპორტის დროს.

(საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

პესტიციდის მოქმედი ნივთიერება - პესტიციდის ბიოლოგიურად აქტიური ნაწილი, რომლის სხვადასხვა პრეპარატული ფორმით გამოყენება ზემოქმედებას ახდენს მავნე ორგანიზმზე ან მცენარის ზრდა-განვითარებაზე.

(საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

პილოტირება (მართვა) - ფრენის დროს საჰაერო ხომალდის მართვის ორგანოებით მანიპულირება.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

პილოტირება - ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებისა და ამ მიზნების მიღწევის საშუალებების რეალურობის შემოწმება სკოლებში.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

პირადი ნივთები - მგზავრობის დროს მგზავრის პირადი გამოყენებისა და მოხმარებისათვის განკუთვნილი საგნები, რომლებიც მგზავრის გადაყვანისას გადაიზიდება ბარგით ან/და ხელბარგით.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

პირადი საიდუმლოება - პირადი ფასეულობის მქონე ინფორმაცია, რომლის საიდუმლოობის დაცვასაც მოითხოვს კანონი, აგრეთვე ყველა ის ინფორმაცია და გარემოება, რომელთან დაკავშირებითაც ადამიანს აქვს კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის გონივრული მოლოდინი. ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ ინფორმაცია არ წარმოადგენს პირად საიდუმლოებას.

(საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, 2004 წლის 24 ივნისი, მუხლი 1)

პირი -

1. ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, საწარმო ან ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

2. იურიდიული ან ფიზიკური პირი.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

(საქართველოს კანონი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ, 2004 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 2)

4. როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირი.

(საქართველოს კანონი ჩეკის შესახებ, 1995 წლის 19 აპრილი)

5. ფიზიკური პირები და ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მქონე იურიდიული პირები, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, სხვა სახელმწიფო ორგანოები.

(საქართველოს კანონი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ, 2002 წლის 13 სექტემბერი, მუხლი 3)

6. ნებისმიერი სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

7. ფიზიკური ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

8. ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.

(საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1)

9. ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

10 ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, ან/და მათი გაერთიანება.

(საქართველოს კანონი ქონების ლეგალიზების შესახებ, 2007 წლის 22 ივნისი, მუხლი 3)

11. ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი.

(საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3)

პირი, რეზიდენტი, არარეზიდენტი, საწარმო, ორგანიზაცია, მეწარმე ფიზიკური პირი, საქართველოს საწარმო/ორგანიზაცია, უცხოური საწარმო/ორგანიზაცია, საბიუჯეტო ორგანიზაცია, ურთიერთდამოკიდებული პირები, ნათესავი, დაქირავებული პირი, პირის ოჯახი, კომპენსაცია - თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

პირის ოჯახი - პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, ბაბუა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და ეწევიან საერთო მეურნეობას.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

პირველადი რეაგირება - ყველა ზომის მიღება, რომელიც საჭიროა:

ა) საშიში ნივთიერებით დაბინძურებისა და დამაბინძურებელი საშიში ნივთიერების შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად;

ბ) საშიში ნივთიერებით გარემოს დაბინძურების შედეგად ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსადმი არსებული ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შეტყობინებისა და სახელმწიფო ორგანოების ინფორმირების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე დაბინძურების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირებისა და ამ ორგანოებთან თანამშრომლობისათვის; იმ პირის ევაკუაციის მიზნით, რომელიც დაშავდა ან რომლის ჯანმრთელობასაც საფრთხე შეექმნა გარემოს საშიში ნივთიერებებით დაბინძურების შედეგად, ასევე მისი დროებითი თავშესაფრით, პირველადი საჭიროების საგნებით და პირველადი სამედიცინო დახმარებით უზრუნველსაყოფად;

გ) საშიში ნივთიერებით გამოწვეული შესაძლო ზიანისაგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად.

(საქართველოს კანონი საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ, 1999 წლის 23 ივლისი, მუხლი 2)

პირველადი წარმოება - პროდუქტების პირველადი წარმოება, მოშენება, გაზრდა და მოყვანა, მოსავლის აღების, ნაყოფის კრეფის, რძის წველისა და დაკვლამდე ცხოველის მოშენების ჩათვლით. პირველადი წარმოება აგრეთვე მოიცავს ნადირობას, თევზჭერასა და ველური მცენარეების შეგროვებას.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

პირველი თაობის ჰიბრიდი - გენეტიკურად განსხვავებული ფორმების შეჯვარების შედეგად პირველ წელს მიღებული თაობა.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

პირველი რეპროდუქციის სერტიფიცირებული თესლი - საბაზისო თესლის გამრავლებით მიღებული თესლი.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

პირის იდენტიფიკაცია - პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას.

(საქართველოს კანონი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 2)

პირველადი შეფუთვა - შეფუთვის ფორმა, რომელიც უშუალოდ ეხება სამკურნალო საშუალებას.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ. 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

პირდაპირი დაშვება - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის უშუალოდ დაშვება.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

პირველადი მოწყობის ხარჯები - დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ მივლინებული მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრების საყოფაცხოვრებო მოწყობისათვის ერთჯერადად გაცემული თანხა, რომლის მიზნობრიობასა და ოდენობას, ადგილსამყოფელ სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

(საქართველოს კანონი დიპლომატიური სამსახურის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

პირის გამოკითხვა - ოპერატიული მუშაკის ან გამომძიებლის პირადი გასაუბრება ფიზიკურ პირთან, რომელმაც რაიმე იცის გამოსაკვლევი შემთხვევის ან მასთან დაკავშირებულ პირთა შესახებ. (გამოკითხვა ნებაყოფლობითია და გამოსაკითხ პირს არ აფრთხილებენ ცრუ ჩვენების მიცემისათვის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ოპერატიული მუშაკი ან გამომძიებელი გამოკითხვის შესახებ დადგენილი წესით ადგენს პატაკს, რომელიც გასაცნობად არ წარედგინება გამოკითხულ პირს).

(საქართველოს კანონი ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის შესახებ, 1999 წლის 30 აპრილი, მუხლი 1)

პირობითი მოთხოვნა - მოთხოვნა, რომლის წარმოშობა დამოკიდებულია მომავალ და უცნობ მოვლენაზე და რომელიც, ამასთანავე, მოიცავს გარანტიასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებიც დამოკიდებულია მოვალის მიერ თავისი ძირითადი ვალდებულების შესრულებაზე.

(საქართველოს კანონი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 3)

პიროვნების იდენტიფიკაცია (გაიგივება) - შესამოწმებელი პირის ან ეჭვმიტანილის დადგენა დაქტილოსკოპიური კარტოთეკის, შემთხვევის ადგილზე დატოვებული კვალის, სუნის ან გამონაყოფის მიხედვით.

(საქართველოს კანონი ოპერატიულსამძებრო საქმიანობის შესახებ, 1999 წლის 30 აპრილი, მუხლი 1)

პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია - პროფკავშირული ორგანიზაცია, რომელიც ნებაყოფლობით აერთიანებს ერთ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მომუშავე პროფკავშირის წევრებს, მოქმედებს შესაბამისი პროფესიული კავშირის წესდებით და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის დებულებით.

(საქართველოს კანონი პროფესიული კავშირების შესახებ, 1997 წლის 2 აპრილი, მუხლი 3)

პლაჟი - სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის წყალქვეშა და ხმელეთის ზოლის ის ნაწილი, რომელიც განიცდის ზვირთცემის მუდმივ ზემოქმედებას და აგებულია მუდმივად დეფორმირებადი სხვადასხვა ფრაქციული შემადგენლობის ფხვიერი მასალით.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 2)

პლაცკარტი - სამგზავრო ვაგონის კატეგორიისა და კლასის შესაბამისი საწოლი ადგილი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

პნევმატური იარაღი - იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს შეკუმშული აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დაზიანებისათვის.

(საქართველოს კანონი იარაღის შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

პოლიტიკური ზეწოლა - არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევის განხორციელება, რომელიც მოტივირებულია პოლიტიკური მოსაზრებებით, ან პირის (ან პირთა ჯგუფის) მიერ პოლიტიკური მიზნების მიღწევის სურვილით.

(საქართველოს კანონი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ, 2002 წლის 13 სექტემბერი, მუხლი 3)

პოლიტიკური თანამდებობის პირი - ამ კანონის მიზნებისათვის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობის პირი, აგრეთვე მინისტრის მოადგილე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი და აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

პოტენციურად საშიში პროდუქცია ან/და ტვირთი - ფიზიკური, ქიმიური ან/და ბიოლოგიური ფაქტორების შემცველი პროდუქცია ან/და ტვირთი, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს მავნე ზეგავლენა ადამიანის, მომავალი თაობების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთის უსაფრთხო გამოყენებას უზრუნველყოფს იმ ფაქტორების ჰიგიენური ნორმირება და სანიტარიული ნორმების დაცვა, რომლებსაც ის შეიცავს.

(საქართველოს კანონი საქართველოს სანიტარიული კოდექსი, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 4)

პრაქტიკული საქმიანობის დაწყება - მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიით ნებადართული მომსახურების ან საქმიანობის დაწყება.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

პრევენცია - ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს პირის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების დაცვას და მისი მშობელთა მზრუნველობამოკლებულად ცნობისთვის თავის არიდებას.

(საქართველოს კანონი სოციალური დახმარების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 4)

პრეკურსორი - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ დამზადებისას და გაეროს კონვენციების შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული პრეკურსორების სიაში.

(საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

პრეპარატი - ნებისმიერ ფიზიკურ მდგომარეობაში არსებული კომბინირებული წამლის ფორმა, რომელიც შეიცავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ერთ ან რამდენიმე ნივთიერებას.

(საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

პრეტენდენტი -

1. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გამოთქვამს სურვილს, მიიღოს დაფინანსება ფონდის სახსრებიდან და ამ მიზნით მონაწილეობს საწარმოო-საინვესტიციო პროექტების შესარჩევ კონკურსში.

(საქართველოს კანონი საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ, 2002 წლის 19 ივნისი, მუხლი 3)

2. საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც გადაიხადა სატენდერო მოსაკრებელი.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, 2005 წლის 20 აპრილი, მუხლი 3)

პრიორიტეტი -

1. უპირატესობა, რომლითაც სარგებლობს ადრე შეტანილი განაცხადი უფრო გვიან შეტანილის მიმართ

(საქართველოს კანონი საქართველოს საპატენტო კანონი, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

2. უპირატესობა, რომლითაც სარგებლობს განაცხადი მასზე გვიან შეტანილ განაცხადთან შედარებით.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

პროგრამა - პირდაპირ ან ჩანაწერის მეშვეობით ეთერში გადაცემული ტელე-რადიოპროდუქცია.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

პროდუქცია -

1. საქართველოს ბრუნვაში არსებული საქონელი ან მომსახურება მიუხედავად იმისა განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ მომხმარებლისათვის, რომელიც მოწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის.

(საქართველოს კანონი სტანდარტიზაციის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

2. საქონელი, მომსახურება, სამუშაო.

(საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, 1996 წლის 20 მარტი, შესავალი)

3. სამრეწველო-ტექნიკური დანიშნულების ნაწარმი, რომლის წარმოებაში, ტრანსპორტირებაში, შენახვასა და გამოყენებაში უშუალოდ მონაწილეობს ადამიანი; მოსახლეობის მიერ პირადი ან/და საყოფაცხოვრებო მიზნით გამოყენებული საქონელი, საკვები პროდუქცია (მათ შორის, ეთილის სპირტი, ალკოჰოლური სასმელი და წყლის სასაქონლო პროდუქცია), თამბაქო, თამბაქოს ნაწარმი, აგრეთვე მათი წარმოებისათვის საჭირო ნედლეული და ინგრედიენტები.

(საქართველოს კანონი საქართველოს სანიტარიული კოდექსი, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 4)

4. საქართველოს ბრუნვაში არსებული საქონელი ან მომსახურება მიუხედავად იმისა განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ მომხმარებლისათვის, რომელიც მოწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის.

(საქართველოს კანონი სტანდარტიზაციის შესახებ”, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

5. საქართველოს ბრუნვაში არსებული საქონელი ან მომსახურება, მიუხედავად იმისა, განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ მომხმარებლისათვის, რომელიც მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის.

(საქართველოს კანონი პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 3)

პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება - სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულ ფართობზე, განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, ანაზღაურებადი ურთიერთობის საფუძველზე ინვესტორს ენიჭება საქართველოს წიაღში ან/და კონტინენტურ შელფზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების ექსკლუზიური უფლება. ინვესტორი იღებს ვალდებულებას თავისი რისკითა და ხარჯებით, ხელშეკრულების შესაბამისად, აწარმოოს ძებნა-ძიებისა და მოპოვების ყველა სამუშაო. სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ნავთობისა და გაზის აღმოჩენის და მოპოვების შემთხვევაში ხელი შეუწყოს ინვესტორის მიერ გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურებას ამ კანონისა და ხელშეკრულების შესაბამისად.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიკატი - პროდუქციის წარმოების, ექსპორტის, იმპორტის, მიწოდებისა და რეალიზაციისათვის სავალდებულო, სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულების მიერ გაცემული, ამ პროდუქციის სანიტარიულ ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სანიტარიული კოდექსი, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 4)

პროფესია - ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციათა ერთობლიობა, რომელთა ფლობა აუცილებელია გარკვეულ სფეროში შრომითი საქმიანობისათვის და რომელთა შეძენა შესაძლებელია სწავლის ან/და შესაბამის სფეროში საქმიანობის შედეგად.

(საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 4)

პროფესიულ კვალიკიფაციათა ჩარჩო - დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია საქართველოში არსებული სახელობო და პროფესიული უმაღლესი განათლების შესაბამისი ყველა პროფესია, კვალიფიკაცია, კვალიფიკაციის დონე და პროფესიული სტანდარტი.

(საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 4)

პროფესიული ასოციაცია - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე პროფესიის წარმომადგენლებისაგან და რომლის მიზანია პროფესიის განვითარებისათვის ხელშეწყობა, წევრთა ერთობლივი ინტერესების დაცვა, პროფესიული ეთიკის დაცვაზე ზრუნვა.

(საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 4)

პროფესიული განათლება - სახელობო ან/და პროფესიული უმაღლესი განათლება, რომლის მიზანია პირის მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება.

(საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 4)

პროფესიული გადამზადება - სწავლების პროცესი, რომლის მიზანია ადრე მიღებულისაგან განსხვავებული პროფესიული ცოდნის შეძენა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც განპირობებულია პროფესიული საქმიანობის ხასიათისა და შინაარსის შეცვლის აუცილებლობით.

(საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ“, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 4)

პროფესიული ორიენტაცია - ღონისძიებათა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირის შემდგომი განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობათა, სხვადასხვა სახის საქმიანობის სპეციფიკის, პროფესიათა შესახებ ინფორმაციასთან დაშვების ხელმისაწვდომობას და ხელს უწყობს მას, პროფესია აირჩიოს ინდივიდუალური თავისებურებების, მიდრეკილებებისა და შესაძლებლობათა გათვალისწინებით.

(საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 4)

პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი - დოკუმენტი, რომელიც ადგენს სტანდარტული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის პირობებსა და წესს.

(საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 4)

პროფესიული სტანდარტი - ეროვნული პროფესიული სააგენტოს მიერ დამტკიცებული, პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს შემადგენელი დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია ის პროფესიული ცოდნა, უნარ-ჩვევები და კომპეტენციები, რომლებსაც უნდა ფლობდეს კონკრეტული პროფესიის წარმომადგენელი.

(საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 4)

პროფესიული სტუდენტი - პირი, რომელიც სწავლობს სახელობო საგანმანათლებლო პროგრამით.

(საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 4)

პროფესიული სწავლების ცენტრი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება - საჯარო ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებს.

(საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 4)

პროფკავშირის კომიტეტი (პროფკომიტეტი) - პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის მიერ არჩეული პროფკავშირული ორგანო.

(საქართველოს კანონი პროფესიული კავშირების შესახებ, 1997 წლის 2 აპრილი, მუხლი 3)

პროფკავშირის წევრი - ფიზიკური პირი (მუშაკი, დროებით უმუშევარი, პენსიონერი, სტუდენტი), რომელიც იზიარებს (ეთანხმება) პროფკავშირის წესდებას, ასრულებს მას და ირიცხება პროფკავშირულ ორგანიზაციაში.

(საქართველოს კანონი პროფესიული კავშირების შესახებ, 1997 წლის 2 აპრილი, მუხლი 3)

პროფკავშირული მუშაკი - პროფკავშირის წევრი, რომელიც არჩეულია პროფკავშირულ ორგანოში ან მუშაობს ამ ორგანოში შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე.

(საქართველოს კანონი პროფესიული კავშირების შესახებ, 1997 წლის 2 აპრილი, მუხლი 3)

პროფკავშირული ორგანო - ორგანო, რომელიც შექმნილია (არჩეულია) პროფესიული კავშირის წესდების, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) წესდების ან პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის დებულების შესაბამისად.

(საქართველოს კანონი პროფესიული კავშირების შესახებ, 1997 წლის 2 აპრილი, მუხლი 3)

პროკურორი - საქართველოს გენერალური პროკურორი და მისადმი დაქვემდებარებული ყველა პროკურორი, მათი მოადგილეები და თანაშემწეები.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

პროკურორის სანქცია - პროკურორის მიერ გამომძიებლის, ქვემდგომი პროკურორის დადგენილების დამტკიცება ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები - საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრების არჩევნები პარტიული სიების საფუძველზე.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

პროფესია - ადამიანის შრომითი საქმიანობის სახე, რომელსაც ის ფლობს სპეციალური განათლების შედეგად მიღებული ცოდნით, უნარითა და გამოცდილებით.

(საქართველოს კანონი სამედიცინოსოციალური ექსპერტიზის შესახებ, 2001 წლის 7 დეკემბერი, მუხლი 3)

პროფესიული ასოციაცია - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე პროფესიის წარმომადგენლებისაგან და რომლის მიზანია პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, წევრთა ერთობლივი ინტერესების დაცვა, პროფესიული ეთიკის დაცვაზე ზრუნვა.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

პროფესიული კავშირების ეროვნული გაერთიანება (ასოციაცია) - პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია), რომელიც ნებაყოფლობით აერთიანებს პროფესიულ კავშირებს და/ან პროფესიული კავშირების გაერთიანებებს (ასოციაციებს) და მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

(საქართველოს კანონი პროფესიული კავშირების შესახებ, 1997 წლის 2 აპრილი, მუხლი 3)

პროფესიული რეაბილიტაცია - უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომელიც გულისხმობს შედარებით ხანგრძლივი (1-5-თვიანი) სწავლების/მზადების კურსის გავლას და რომლის მიზანია ექიმის პროფესიული კომპეტენციის აღდგენა კონკრეტულ საექიმო სპეციალობაში.

(საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5)

პროფესიული საიდუმლოება - აღსარების საიდუმლოება, პარლამენტის წევრის, ექიმის, ჟურნალისტის, უფლებადამცველის, დამცველის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით მათთვის განდობილი ინფორმაცია, აგრეთვე პროფესიული ფასეულობის მქონე ინფორმაცია, რომელიც პირისათვის ცნობილი გახდა კონფიდენციალობის დაცვის პირობით, მის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით და რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პირის პროფესიულ რეპუტაციას. ინფორმაცია, რომელიც არ არის სახელმწიფო საიდუმლოება ან სხვა პირის პირადი ან კომერციული საიდუმლოება, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ ინფორმაცია არ წარმოადგენს პროფესიულ საიდუმლოებას.

(საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, 2004 წლის 24 ივნისი, მუხლი 1)

პროფესიული სპეციფიკის პროფკავშირი - პროფესიული კავშირი, რომელიც ნებაყოფილობით აერთიანებს ერთი ან სხვადასხვა დარგის საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში მომუშავე ერთი და იგივე პროფესიის მქონე პროფკავშირის წევრებს და მოქმედებს ერთი ან რამდენიმე საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, რაიონის, ქალაქის, რეგიონის ან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

(საქართველოს კანონი პროფესიული კავშირების შესახებ, 1997 წლის 2 აპრილი, მუხლი 3)

პროფილაქტიკური აცრა - ადამიანის ორგანიზმში ვაქცინის შეყვანა (ვაქცინაცია) გადამდები დაავადებებისადმი სპეციფიკური იმუნიტეტის განვითარების მიზნით

(საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 3)

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი - იმ ინფექციური დაავადებების სია, რომელთათვისაც საჭიროა პროფილაქტიკური აცრა და პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ასაკობრივი მაჩვენებლები, ვადები და წესები

(საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 3)

პროფილაქტიკური მკურნალობა - სამედიცინო ინტერვენციების განხორციელება (ვაქცინაცია, სპეციფიკური მედიკამენტების მიღება) გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით რისკ-ჯგუფის პაციენტებში

(საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 3)

პროფორგანიზატორი (პროფჯგუფორგი) - პროფკავშირის წევრი, რომელიც არჩეულია იმ პროფკავშირული ორგანიზაციის მიერ, სადაც აღრიცხვაზე იმყოფება პროფკავშირის 15 წევრზე ნაკლები, და რომელიც მოქმედებს პროფკავშირის წევრთა კრების რწმუნებით.

(საქართველოს კანონი პროფესიული კავშირების შესახებ, 1997 წლის 2 აპრილი, მუხლი 3)

პროცენტი - სავალო ვალდებულებებთან (გარდა საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით წარმოშობილი სავალო ვალდებულებებისა), მათ შორის, კრედიტებთან (სესხებთან), დეპოზიტებთან, ანაბრებთან, ობლიგაციებთან დაკავშირებული გადასახდელი, აგრეთვე დისკონტის სახით მიღებული შემოსავალი და არასახელმწიფო საპენსიო ფონდიდან მიღებული პროცენტი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

პროცესის მონაწილე - პროკურატურის მუშაკი, გამომძიებელი, ადვოკატი, წარმომადგენელი, მხარე, მესამე პირი, აგრეთვე სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვაში მონაწილე სხვა პირი.

(საქართველოს კანონი აერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ 2007 წლის 11 ივლისი, მუხლი 2)

2.16

▲back to top


რადიაქტიური დიაგნოსტიკური სამკურნალო საშუალება - მაიონიზებელი გამოსხივების თვისების მქონე, სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენებული საშუალება.

(საქართველოს კანონი ამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

რადიონუკლიდები -

1. რადიოაქტიური ელემენტები (სტრონციუმი, ცეზიუმი და სხვა), რომლებიც ნიადაგში შეიძლება მოხვდეს სხვადასხვა გზით.

(საქართველოს კანონი იადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა - გაუმჯობესების შესახებ 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

2. ატომური იარაღის აფეთქების შედეგად ნიადაგში მოხვედრილი სხვადასხვა ქიმიური ელემენტები: Sr, Zn, J და სხვა.

(საქართველოს კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ, 1994 წლის 12 მაისი, მუხლი 11)

რამსარის კონვენცია - 1971 წლის რამსარის კონვენცია „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ”.

(საქართველოს კანონი კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 1998 წლის 9 დეკემბერი, მუხლი 1)

რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, თუ რომელმა აბიტურიენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხვის შემთხვევაში.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

რანჟირება კოეფიციენტებით - გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულის/ქულების გადათვლის შედეგად დადგენილი ჩამონათვალი ფაკულტეტების მიერ წინასწარ დადგენილი კოეფიციენტების მიხედვით. ამ გადათვლის შედეგად აბიტურიენტები ნაწილდებიან კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

რეალიზაცია - გაყიდვის ან სხვა სახით გასაღების მიზნით სურსათისა და თამბაქოს მზა პროდუქციის საღად შენახვა და ნებისმიერი ფორმით სხვა პირისათვის გადაცემა.

(საქართველოს კანონი სურსათისა და თამბაქოს შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

რეალური საქონელი - სახეზე (საწყობში) არსებული საქონელი, რომლის მიწოდება ბითუმად ყიდვა-გაყიდვით შესაძლებელია დაუყოვნებლივი მოთხოვნით და აქვს შესაბამისი სასაქონლო თვისებები.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 2)

რეგისტრანტი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეაქვს განაცხადი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციისათვის.

(საქართველოს კანონიპესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

რეგისტრაცია -

1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირის ნებაყოფლობითი რეგისტრაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში.

(საქართველოს კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ, 2006 წლის 18 ივლისი, მუხლი 2)

2. უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე მასზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში.

(საქართველოს კანონი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ, 2005 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

რეგისტრაცია დაუზუსტებელი მახასიათებლებით - უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია საკადასტრო აზომვითი ნახაზის მოთხოვნის გარეშე, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში წარმოდგენილი უძრავი ნივთის ტექნიკური მახასიათებლების საფუძველზე, რომელიც დასტურდება ამ უფლების დადგენის შესახებ დოკუმენტით.

(საქართველოს კანონი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 3)

რეგისტრირებული მფლობელი - ფასიანი ქაღალდების მესაკუთრე ან ნომინალური მფლობელი, რომელიც რეგისტრირებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრში.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

რეგულარული გადაყვანა - მგზავრთა მრავალჯერადი გადაყვანა, რომელიც სრულდება იმ განსაზღვრულ მარშრუტზე, მოძრაობის დადგენილი განრიგის შესაბამისად, რომლით სარგებლობის უფლებაც აქვს ნებისმიერ პირს.

(საქართველოს კანონი საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ, 1995 წლის 4 აპრილი, მუხლი 1)

რეგულარული რეისის ჩაშლა - ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულარული რეისის განრიგის დარღვევა 12 საათზე მეტი ხნით.

(საქართველოს კანონი სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, 2000 წლის 15 სექტემბერი, მუხლი 3)

რეგულარული საჰაერო გადაყვანაგადაზიდვა - მრავალჯერადი კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, რომელიც სრულდება გამოცხადებული განრიგის შესაბამისად და რომლით სარგებლობის უფლებაც აქვს ნებისმიერ მომხმარებელს.

(საქართველოს კანონი სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, 2000 წლის 15 სექტემბერი, მუხლი 3)

რეგულირება -

1. შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღება, ლიცენზიების/ნებართვების გაცემა, მონიტორინგის, კოორდინაციის, ზედამხედველობისა და სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება.

(საქართველოს კანონი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ, 2002 წლის 13 სექტემბერი, მუხლი 3)

2. ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში კომისიის მიერ სამართლებრივი აქტების მიღება (გამოცემა), მონიტორინგის, ზედამხედველობის, კონტროლისა და კოორდინაციის განხორციელება.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

რეგულირებადი ეკონომიკური სფეროები - ეკონომიკური საქმიანობის სახეები, რომლებიც მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე ექვემდებარება სატარიფო რეგულირებას ან/და ინფრასტრუქტურულ სფეროებში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოები.

(საქართველოს კანონი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ, 2005 წლის 3 ივნისი, მუხლი 2)

რეგულირებადი პროფესია -

1. საქმიანობა, რომლის წინაპირობაა, შესაბამისი აკადემიური ხარისხის ან პროფესიული უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის გარდა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

2. პროფესია, რომლით საქმიანობის განსახორციელებლად პირმა უნდა მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმალური განათლება და ჩააბაროს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდა.

(საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 4)

რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა - პროგრამა, რომლისთვისაც სახელმწიფო ადგენს სპეციალურ სააკრედიტაციო მოთხოვნებს ან/და რომლითაც მაგისტრისა და დოქტორის მომზადებას სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეციალური კვლევითი პროგრამების მეშვეობით.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

რეგულირების ობიექტები - ფიზიკური და იურიდიული პირები, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებზედაც ვრცელდება გარემოსდაცვითი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

(საქართველოს კანონი გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ, 2005 წლის 23 ივნისი, მუხლი 3)

რეგულირების საფასური -

1. ამ კანონისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი საფასური.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

2. განსაზღვრულია „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

რეზერვები - ქონება, რომელიც იქმნება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების დ საკრედიტო კავშირის მიერ მიზნობრივი დანიშნულებით და არ წარმოადგენს მისი წევრების საერთო წილობრივ საკუთრებას.

(საქართველოს კანონი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ, 2002 წლის 4 ივლისი, მუხლი 1)

რეზერვუარი - მიწისზედა ან მიწისქვეშა ხელოვნური საცავი, ან განცალკევებული, ლითოლოგიური საზღვრებით შეზღუდული გეოლოგიური სტრუქტურა, რომელიც გამოიყენება ნედლეულის, თხევადი გაზის, ნავთობქიმიური პროდუქტების, ასევე ნავთობისა და გაზის ოპერაციებისათვის საჭირო ნივთიერებათა მოსაგროვებლად და შესანახად.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

რეზიდენტი -

1. რეზიდენტი ფიზიკური პირი ან რეზიდენტი იურიდიული პირი (საქართველოს საწარმო ან საქართველოს ორგანიზაცია).

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

2. პირი, რომელიც გადის რეზიდენტურის კურსს ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში.

(საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5)

რეზიდენტურა - უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომისშემდგომი საფეხური, სასწავლო პროგრამებისა და პრაქტიკული საექიმო საქმიანობის ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო შეკვეთის საფუძველზე (სტომატოლოგიურ სპეციალობებში დასაშვებია კერძო დაფინანსება) პროფესიულ მზადებას ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში, სარეზიდენტო პროგრამის დადგენილ ვადაში.

(საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5)

რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) - დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ფორმა, რომელიც წარიმართება სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებს გარეთ და გულისხმობს სარეზიდენტო პროგრამის ყველა მოდულის კანონით განსაზღვრულ ვადებში გავლას.

(საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5)

რეინტეგრაცია - სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული პირის ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან (მზრუნველთან) საცხოვრებლად დაბრუნება.

(საქართველოს კანონი სოციალური დახმარების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 4)

რეიოდირება - იოდირებული მარილის ან სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტის განმეორებითი იოდირება.

(საქართველოს კანონი იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ, 2005 წლის 25 თებერვალი, მუხლი 2)

რეკეტი - შემოსავლის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის სისტემატურად მიღების მიზნით წარმოებული არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია განზრახი დანაშაულის ჩადენასთან (თუ ნასამართლობა არ არის გაქარწყლებული ან მოხსნილი), თუ იგი განხორციელდა ორჯერ მაინც ხუთი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელშიც არ შედის რეკეტირის დაპატიმრებისა და სასჯელის მოხდის ვადა.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

რეკეტირი - პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) ერთად წარმართავს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობას, ან სხვაგვარად მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში და მისთვის ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება რეკეტული დაჯგუფებაა, აგრეთვე, უკანონოდ წყვეტს ან მონაწილეობს რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირთა შორის დავების გადაწყვეტაში.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

რეკეტული დაჯგუფება - თავისი საქმიანობით რეკეტთან დაკავშირებული იურიდიული პირი, აგრეთვე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა ნებისმიერი გაერთიანება.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

რეკეტული ქონება - რეკეტიდან მიღებული ქონება, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რეკეტიდან მიღებული შემოსავლით შეძენილი ქონება, აგრეთვე რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, რეკეტირის ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

რეკლამა -

1. კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

2. განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერი შესაძლო ფორმით, მათ შორის უწყებების, ნიშნების, ეტიკეტების, სავიზიტო ბარათების, წერილების, კატალოგების, ფასების ნუსხათა ჩვენებით, სურათების, ფოტოების გამოფენით, კინოფილმების დემონსტრაციით, აუდიო- ან ტელეგადაცემებით, კომპიუტერული ქსელებით, სხვადასხვა ჩანაწერების გავრცელებით და ნებისმიერი სხვა მსგავსი სახით.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

რეკონსტრუქცია -

1. უძრავი ქონების სახეცვლილება, რომლის შედეგადაც არსებითად შეიცვალა ქონების ფართობი და საბაზრო ღირებულება.

(საქართველოს კანონი ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 2)

2. შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლის, გადაკეთების, აღდგენა-რეაბილიტაციის ან/და რეგენერაცია-ადაპტაციის მიზნით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც იწვევს მისი კონსტრუქციული ელემენტების ცვლილებებს. კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის მიმართ რეკონსტრუქციის ცნება განისაზღვრება „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

(საქართველოს კანონი სამშენებლო საქმიანობის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 3)

რეკულტივაცია -

1. re - განმეორებითი, cultivo - მიწების ნაყოფიერებისა და სასოფლო-სამეურნეო თვისებების აღდგენის კომპლექსური სამუშაოები.

(საქართველოს კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ“, 1994 წლის 12 მაისი, მუხლი 11)

2. სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად დაზიანებული მიწების აღდგენა და სასოფლო-სამეურნეო ათვისება.

(საქართველოს კანონი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა- გაუმჯობესების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

3. არქეოლოგიური სამუშაოების დასრულების შემდეგ, შესწავლილი ობიექტის (ტერიტორიის) კონსერვაციის ან/და გარემოს თავდაპირველი სახით აღდგენის მიზნით მიწის ფენით ხელახლა დაფარვა.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

რელიგიური საქმიანობა - რელიგიურ საქმიანობად ითვლება დადგენილი წესით რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანებების) საქმიანობა, რომლის მიზანია აღმსარებლობისა და სარწმუნოების გავრცელება, მათ შორის, ისეთი გზით, როგორიცაა:

ა) რელიგიური წეს-ჩვეულებების, ცერემონიების, ლოცვების ან სხვა საკულტო მოქმედებათა ორგანიზება და ჩატარება;

ბ) მორწმუნეთათვის შესაძლებლობის მიცემა, ჰქონდეთ ან გამოიყენონ სამლოცველო შენობები ან სარიტუალო ნაგებობები რელიგიურ მოთხოვნილებათა როგორც ერთობლივად, ისე ინდივიდუალურად დასაკმაყოფილებლად;

გ) რელიგიური დელეგაციების, მომლოცველების, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლების მიღებისა და გამგზავრების ორგანიზება, ეროვნული და საერთაშორისო რელიგიური თათბირების, ყრილობების, სემინარების ორგანიზება, აღნიშნულ ღონისძიებათა ჩატარების პერიოდში მათი მონაწილეების სასტუმროებით (სხვა საცხოვრებლით), ტრანსპორტით, კვებითა და კულტურული მომსახურებით უზრუნველყოფა;

დ) მონასტრების, სამონასტრო ეკლესიების, სასულიერო-სასწავლო დაწესებულებების შენახვა, აღნიშნული სასულიერო-სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა და მსმენელთა სწავლება, საქველმოქმედო ორგანიზაციების (საავადმყოფოები, თავშესაფრები, მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლები) შენახვა, აგრეთვე კანონიკური წესებით განპირობებული სხვა ანალოგიური საწესდებო საქმიანობა.

რელიგიურ საქმიანობას უთანაბრდება იმ რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანებების) საწარმოთა საქმიანობა, რომლებიც გამოსცემენ რელიგიურ (საღვთისმსახურო) ლიტერატურას ან აწარმოებენ რელიგიური დანიშნულების საგნებს; ამ ორგანიზაციების (გაერთიანებების) ან მათი საწარმოების საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია რელიგიური (საღვთისმსახურო) ლიტერატურის ან რელიგიური დანიშნულების საგნების რეალიზაციასთან (გავრცელებასთან); აგრეთვე ასეთი საქმიანობით მიღებული ფულადი სახსრების გამოყენება რელიგიური საქმიანობის განსახორციელებლად.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 15)

რეპატრიანტი - პირი, რომელმაც ამ კანონით დადგენილი წესით მოიპოვა რეპატრიანტის სტატუსი.

(საქართველოს კანონი ყოფილი სსრკის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ, 2007 წლის 11 ივლისი, მუხლი 2)

რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირი - ამ კანონით დადგენილი წესით რეპატრიანტის სტატუსის მაძიებლად აღრიცხული პირი.

(საქართველოს კანონი ყოფილი სსრკის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ, 2007 წლის 11 ივლისი, მუხლი 2)

რეპროგრაფიული გამრავლება (ასლის გადაღება) - წერილობითი ან გრაფიკული საშუალებით გამოხატული ნაწარმოების, მონაცემების ან სხვა მასალის ორიგინალის ან ასლის ფაქსიმილური რეპროდუცირება ნებისმიერი ზომით, ფოტოკოპირების ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. რეპროგრაფიულ გამრავლებად არ ჩაითვლება ჩაწერა ელექტრონული (ციფრულის ჩათვლით), ოპტიკური ან მანქანით წაკითხვადი სხვა ფორმით.

(საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

რეპროდუცირება - ნაწარმოების, მომიჯნავე უფლების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის პირდაპირ ან არაპირდაპირ, მთლიანად ან მისი ნაწილის ერთი ან ერთზე მეტი ასლის დამზადება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მათ შორის, ხმისა და ვიდეოჩანაწერის ფორმით. რეპროდუცირებად ასევე ჩაითვლება ჩაწერა დროებითი ან მუდმივი შენახვისათვის, ელექტრონული (ციფრულის ჩათვლით), ოპტიკური ან მანქანით წაკითხვადი სხვა ფორმით.

(საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

რეჟიმი კონტრ-ტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში - განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დამყარდეს დროებით, კონტრ-ტერორისტული ოპერაციის ჩატარების პერიოდში და რომელიც ითვალისწინებს ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტებისათვის კანონით განსაზღვრული სპეციალური უფლებამოსილების მინიჭებას, რომელიც აუცილებელია მძევალთა განთავისუფლებისათვის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

(საქართველოს კანონი ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 1)

რექტორი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

რეცეპტი - ფარმაცევტისადმი ექიმის წერილობითი მიმართვა წამლის მომზადების, გაცემისა და მიღების წესების შესახებ. იგი წარმოადგენს იურიდიული, სამედიცინო, სამეურნეო-საფინანსო და ტექნოლოგიური მნიშვნელობის საბუთს.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

რეციპიენტი - ადამიანი, რომელსაც მკურნალობის მიზნით გადაენერგა სხვა ადამიანის ორგანო.

(საქართველოს კანონი ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“, 2000 წლის 23 თებერვალი, მუხლი 3)

რიგგარეშე არჩევნები - საერთო არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

რისკი -

1. პესტიციდის ან აგროქიმიკატის საშიშროების განხორციელების ალბათობის ხარისხი მისი კონკრეტულ პირობებში გამოყენებისას.

(საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

2. მომხმარებლის ჯანმრთელობაზე საფრთხით გამოწვეული არასასურველი ზეგავლენის და მისი სიმძიმის ალბათობა.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

რისკის ანალიზი - პროცესი, რომელიც მოიცავს 3 ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს: რისკის შეფასებას, რისკის მართვას და რისკის კომუნიკაციას.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

რისკის შეფასება - მეცნიერულად დასაბუთებული პროცესი, რომელიც მოიცავს 4 საფეხურს: საფრთხის იდენტიფიცირებას, საფრთხის დახასიათება-აღწერას, საფრთხის გამოვლენის შეფასებასა და რისკის დახასიათებას.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

რისკის მართვა - რისკის შეფასებისაგან განსხვავებული პროცესი, რომლის დროსაც რისკის შეფასების შედეგების გათვალისწინებით ხდება გადაწყვეტილების შერჩევა შესაძლო ალტერნატივებს შორის სამართლებრივი ნორმების ფარგლებში.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

რისკის კომუნიკაცია - რისკის ანალიზის პროცესში ინფორმაციისა და დასკვნების შეუფერხებელი გაცვლა მეცნიერებს, რისკის შემფასებელებს, რისკის მართვაზე პასუხისმგებელ პირებს, ასევე მომხმარებლებს, სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებლებს/დისტრიბუტორებს შორის საფრთხეებისა და რისკების, რისკის შეფასების შედეგებისა და რისკის მართვის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების საჭირო განმარტებების ჩათვლით.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

რკინიგზა - მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადასაზიდად საჭირო ყველა ტექნიკური საშუალებით აღჭურვილი, კომპლექსური საწარმო, რომლის მომსახურებას უზრუნველყოფენ ამ საშუალებების ექსპლუატაციისა და გადაყვანა-გადაზიდვის ორგანიზების განმახორციელებელი სპეციალისტები და რომლის საქმიანობა რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

რკინიგზის ვაგზალი - ერთ რკინიგზის სადგურზე განლაგებულ ნაგებობათა და მოწყობილობათა კომპლექსი, რომელიც მოიცავს მგზავრთა მომსახურებისათვის განკუთვნილ შენობანაგებობებს, პავილიონებს, მგზავრთა ჩასასხდომ - ფარდულიან ან უფარდულო პლატფორმებს, ერთ ან სხვადასხვა დონეზე მდებარე გადასასვლელებს, მცირე არქიტექტურულ ფორმებსა და ვიზუალურ კომუნიკაციებს.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

რკინიგზის სადგური - რკინიგზის სტრუქტურული ერთეული ან ფილიალი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ორგანიზებისათვის.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა - ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს რკინიგზის მიერ გადაყვანა-გადაზიდვის საფასურის დაწესებისა და რეგულირების წესს.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

რკინიგზის სტრუქტურული ერთეულები - რკინიგზის სადგური, მგზავრთა მომსახურების სამსახური, სალოკომოტივო და სავაგონო დეპოები, სავაგონო უბანი, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა მექანიზებული, სალიანდაგო, ელექტრომომარაგების, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის შენობა-ნაგებობათა დისტანციები, აგრეთვე გადაყვანა-გადაზიდვის ორგანიზებისა და უზრუნველყოფისათვის განკუთვნილი სხვა სტრუქტურული ერთეულები.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

რკინიგზის ტერიტორიული სამმართველო - რკინიგზის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს მგზავრთა გადაყვანას, ტვირთის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვას იმ რეგიონში, რომელსაც იგი ემსახურება.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

როიალტი - როიალტს მიეკუთვნება:

ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და ტექნოგენური წარმონაქმნების გადამუშავების პროცესში წიაღით სარგებლობის უფლების საფასური;

ბ) საავტორო უფლებების, პროგრამული უზრუნველყოფის, პატენტის, ნახაზის, მოდელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირზე გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი;

გ) სამრეწველო, სავაჭრო ან სამეცნიერო-კვლევითი მოწყობილობის გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირზე გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი;

დ) ნოუ-ჰაუს გამოყენებისათვის მიღებული შემოსავალი;

ე) კინოფილმების, ვიდეოფილმების, ხმის ჩანაწერების ან ჩაწერის სხვა საშუალებათა გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირზე გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი;

ვ) ამ ნაწილით გათვალისწინებულ უფლებებთან დაკავშირებით ტექნიკური დახმარების გაწევისათვის ან ამ უფლებათა გამოყენებაზე უარის თქმით მიღებული შემოსავალი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

როტაცია - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების დიპლომატიური თანამდებობის პირთა ურთიერთშენაცვლება.

(საქართველოს კანონი დიპლომატიური სამსახურის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

როტაციის წესით სამუშაო მივლინება - დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ წარგზავნა ამ კანონით დადგენილი წესითა და ვადით.

(საქართველოს კანონი დიპლომატიური სამსახურის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

2.17

▲back to top


სააბონენტო ნუმერაცია - ნუმერაციის სისტემის საფუძველზე არსებული ციფრული სისტემა აბონენტის ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიცირებისათვის.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

სააგენტო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახური.

(საქართველოს კანონი სოციალური დახმარების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 4)

საავიაციო პერსონალი - საავიაციო საწარმოს დაწესებულების ან ორგანიზაციის განსაკუთრებული შემადგენლობა იგი ყალიბდება სათანადოდ მომზადებული ავიასპეციალისტებისაგან, რომელთაც აქვთ ფრენის შესრულებისა და მომსახურების ნებართვა.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

საავიაციო სამუშაოები -

1. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ დაკვეთის საფუძველზე საჰაერო ხომალდით შესრულებული სამუშაოები, გარდა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისა (სამშენებლო-სამონტაჟო, სასოფლო-სამეურნეო და საძებნ-სამაშველო სამუშაოები, ტოპოგრაფიული და ფოტო-გადაღება, პატრულირება და სხვა).

(საქართველოს კანონი სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, 2000 წლის 15 სექტემბერი, მუხლი 3)

2. საჰაერო ხომალდის გამოყენება ისეთი დარგების მომსახურებისათვის, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ტოპოგრაფიული გადაღებები, პატრულირება, ძებნა, შველა და ა.შ.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

საავიაციო საშუალებები - საჰაერო ხომალდები, აეროდრომები, აეროპორტები, მათი მოწყობილობები, საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებები, საჰაერო ტრასებისა და ადგილობრივი საჰაერო ხაზების რადიოტექნიკური მოწყობილობები, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგისტრირებული სხვა საჰაერო საშუალებები.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

საავიაციო შემადგენლობა - სამოქალაქო ავიაციის მუშაკები, რომელთა საქმიანობა სამოქალაქო ავიაციის მეშვეობით განსახორციელებელ მიზნებს ემსახურება.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

საავტომობილო გზა - მყარი საფარის მქონე მაკავშირებელი სავალი ზოლი, რკინიგზებისა და ასაფრენ-დასაჯდომი მოედნების გარდა, რომელიც ღიაა საერთო მოძრაობისათვის და უმთავრესად განკუთვნილია საკუთარი თვლებით გადაადგილებადი საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის, მათ შორის, ხიდები, გვირაბები, მზიდი კონსტრუქციები, გზათა გადაკვეთები, გზაჯვარედინები და გზათა განშტოებები.

(საქართველოს კანონი საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ, 1995 წლის 4 აპრილი, მუხლი 1)

საავტომობილო ტრანსპორტი - ტრანსპორტის სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს საავტომობილო ტრანსპორტირებას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

(საქართველოს კანონი საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ, 1995 წლის 4 აპრილი, მუხლი 1)

საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია - ნებისმიერი საქონელი, რომელიც წარმოებულია უფლების მფლობელის ან საქონლის წარმოშობის ქვეყანაში მისი რწმუნებულის ნებართვის გარეშე და რომელიც, საქართველოში წარმოშობის შემთხვევაში, წარმოებულია საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით.

(საქართველოს კანონი ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 2)

საამფეთქებლო საქმე - ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან დაკავშირებული მეწარმე ფიზიკური ან/და იურიდიული პირის საქმიანობა.

(საქართველოს კანონი სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ, 2003 წლის 7 მაისი, მუხლი 1)

საამფეთქებლო საქმის ხელსაწყო - დენის წყაროს წარმომქმნელი ასაფეთქებელი ხელსაწყო, წინაღობის გამზომი აპარატურა.

(საქართველოს კანონი სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ, 2003 წლის 7 მაისი, მუხლი 1)

სააპელაციო პალატა -

1. „საქპატენტთან“ არსებული სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავის განმხილველი ორგანო.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

2. „საქპატენტთან“ არსებული, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავის განმხილველი ორგანო.

(საქართველოს კანონი ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 2)

საარსებო მინიმუმი - საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

(საქართველოს კანონი საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 2)

საარჩევნო ადმინისტრაცია - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

საარჩევნო ბლოკი - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული 2 ან მეტი პარტიის გაერთიანება.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

საარჩევნო დოკუმენტაცია - საარჩევნო კომისიებში შემოსული და საარჩევნო კომისიებიდან გასული განცხადებები, საჩივრები, წერილები, საქმიანი ქაღალდები, ოქმები, საარჩევნო ბიულეტენები, სპეციალური კონვერტები, საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები, საკონტროლო ფურცლები, სარეგისტრაციო ჟურნალები, ამომრჩეველთა სიები, ამომრჩევლის ბარათები და სხვა დოკუმენტაცია.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

საარჩევნო კამპანია - საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საარჩევნო კამპანიის ჩატარების პროცედურა.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

საარჩევნო ოლქი - საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიების სამოქმედო ტერიტორია/ტერიტორიები, რომელიც/რომლებიც განისაზღვრება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

საარჩევნო რეგისტრაცია - შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

საარჩევნო სუბიექტი - საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი, შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული პარტია, საარჩევნო ბლოკი და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

საარჩევნო უფლება - აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

საატესტაციო ორგანო - საჯარო ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულია, როგორც სახელობო განათლების ატესტაციის ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანო.

(საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 4)

სააქციო კაპიტალი - კომერციული ბანკის აქციონერთა კაპიტალი, რომელიც განისაზღვრება როგორც სხვაობა ბანკის მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის.

(საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1)

სააღმზრდელო საქმიანობა - საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სააღმზრდელო დაწესებულების/საბავშვო-სამზრუნველო დაწესებულების მიერ მშობელთა მზრუნველობამოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სადღეღამისო სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელებასთან.

(საქართველოს კანონი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, 2005 წლის 10 მარტი, მუხლი 2)

სააღრიცხვო დოკუმენტაცია - პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

საბაზისო თესლი (ელიტა) - წინასაბაზისო თესლის გამრავლებით მცენარის ჯიშის შემნარჩუნებლის ან მისი პასუხისმგებლობით სხვა პირის მიერ მიღებული თესლი.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

საბაზისო ნავთობი და გაზი - სახელმწიფოსთვის გადასაცემი მოპოვებული ნავთობი და გაზი, რომლის ოდენობის გაანგარიშების წესი განისაზღვრება ინვესტორთან დადებული ხელშეკრულებით და ითვალისწინებს:

ა) ნავთობისა და გაზის ოდენობას, რომელიც მოიპოვებოდა ინვესტორისთვის გადაცემულ ფართობზე მისთვის ამ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარების უფლების მინიჭებამდე;

ბ) საბადოს/საბადოების გამოფიტვის პროფილს;

გ) სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ფაქტორს.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

საბანკო დაწესებულება -

1. საჯარო ან კერძო დაწესებულება, რომელსაც მეწარმეობის წესით უფლება აქვს განახორციელოს საბანკო საქმიანობა.

(საქართველოს კანონი თამასუქის შესახებ, 1995 წლის 19 აპრილი)

2. საჯარო ან კერძო დაწესებულება, რომელსაც მეწარმეობის წესით უფლება აქვს განახორციელოს საბანკო საქმიანობა.

(საქართველოს კანონი ჩეკის შესახებ, 1995 წლის 19 აპრილი)

საბანკო ლიცენზია - საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის განხორციელების ნებართვა.

(საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1)

საბანკო საქმიანობა -

1. ამ კანონის 21-ე მუხლში ჩამოთვლილი საქმიანობის სახეობანი.

(საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1)

2. ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საქმიანობა.

(საქართველოს კანონი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ, 2002 წლის 4 ივლისი, მუხლი 1)

საბაჟო გადაწყვეტილება - საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული ქმედება ან დოკუმენტი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ან გასცემს საბაჟო ორგანო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

საბაჟო გადასახდელები -

ა) იმპორტის გადასახდელი - საბაჟო მოსაკრებელი, საბაჟო გადასახადი, აქციზი ან/და დამატებული ღირებულების გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან დაკავშირებით;

ბ) ექსპორტის გადასახდელი - საბაჟო მოსაკრებელი ან/და გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებით.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

საბაჟო დავალიანება - სხვაობა დეკლარანტის ჯამურ საბაჟო ვალდებულებასა და მის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ცალკეული საბაჟო ვალდებულების მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამს შორის.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

საბაჟო დამუშავების ოპერაცია - საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენება, საქონლის გადატანა თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის რეექსპორტი, საქონლის განადგურება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ ან საქონლის გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

საბაჟო დეკლარაცია - დოკუმენტი, რომლითაც პირი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ფორმისა და საშუალების შესაბამისად აცხადებს საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენების განზრახვას.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

საბაჟო დეკლარირება - მოქმედება, რომლითაც პირი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ფორმისა და წესის შესაბამისად აცხადებს საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების განზრახვას.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

საბაჟო ვალდებულება - პირის ვალდებულება, გადაიხადოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო გადასახდელები, ჯარიმები ან/და საურავები.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

საბაჟო ზედამხედველობა - საბაჟო ორგანოს მიერ გატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების, შეზღუდვების, აკრძალვების, მოთხოვნების ან სხვა პირობების დაცვა.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

საბაჟო კონტროლი - საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესრულების უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურების განხორციელება.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

საბაჟო მარშრუტი - საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის გადაადგილებისათვის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული მარშრუტი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

საბაჟო ორგანო - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მისი სტრუქტურული ერთეული, ტერიტორიული ორგანო, ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეული ან სხვა ქვედანაყოფი, რომლის ფუნქციაა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული პროცედურების, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელება. ამასთანავე, აღნიშნული ორგანოების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში საბაჟო ორგანოდ აგრეთვე ჩაითვლება რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დაწესებულება, ამ დაწესებულების ტერიტორიული ორგანო ან სხვა ქვედანაყოფი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს უფლებამოსილება, შეასრულოს საბაჟო ორგანოს ფუნქციები.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა - საბაჟო ორგანოში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის საბაჟო ორგანოსათვის მიწოდება.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

საბაჟო პროცედურები - საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა და დათვალიერება, სათანადო დოკუმენტების არსებობის დადგენა, ზოგადი დეკლარირება, საბაჟო დეკლარაციის წარდგენა და რეგისტრაცია, საბუღალტრო და სხვა დოკუმენტაციის შემოწმება, საბაჟო გადასახდელების გადახდა, საქონლის, სატრანსპორტო საშუალებისა და მგზავრის პირადი ნივთების შემოწმება, აგრეთვე საბაჟო ორგანოების ან მათი უფლებამოსილი პირების ოფიციალური მოთხოვნა ან/და ქმედება, რომლის მიზანია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესრულება.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

საბაჟო რეჟიმები -

ა) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი);

ბ) საქონლის ტრანზიტი;

გ) საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა;

დ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავება;

ე) საქონლის დროებითი შემოტანა;

ვ) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავება;

ზ) საქონლის ექსპორტი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

საბირჟო საქონელი - ბირჟის მიერ დადგენილი წესით საბირჟო ვაჭრობაზე დაშვებული, ბრუნვაში მყოფი, გარკვეული სახეობისა და ხარისხის სტანდარტული საქონელი, მათ შორის, ამ საქონლის სტანდარტული კონტრაქტი და კონოსამენტი.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 2)

საბიუჯეტო ორგანიზაცია - მხარჯავი დაწესებულება ან მის დაქვემდებარებაში მყოფი ერთეული, რომელიც ახორციელებს საკუთარი ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას დადგენილი ნორმების, სტანდარტებისა და წესების შესაბამისად.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ, 2003 წლის 24 აპრილი, მუხლი 3)

საბიუჯეტო (ფისკალური) წელი - კალენდარული წელი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ, 2003 წლის 24 აპრილი, მუხლი 3)

საბლანკო კრედიტი - კრედიტი, რომელიც გაიცემა სასაქონლო-მატერიალური ან ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფის გარეშე.

(საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1)

საბროკერო კომპანია - სავაჭრო შუამავალი (იურიდიული პირი), სასაქონლო ბირჟაზე გამყიდველსა და მყიდველს შორის გარიგებათა დადებისას, რომელიც მოქმედებს კლიენტის დავალებითა და კლიენტის ხარჯით, აგრეთვე თავისი სახელით და კლიენტის ხარჯით, ან კლიენტის სახელით და თავისი ხარჯით.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 2)

საბუთების შეფუთვა - საბუთების იმგვარად შეკვრა ან ყუთში ჩაწყობა, რომ შეკვრის/ყუთის დალუქვის შემდეგ ლუქის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს შეკვრიდან/ყუთიდან რაიმეს ამოღება ან მასში რაიმეს ჩადება.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

საბუქსირე - გემი ან სხვა მცურავი ობიექტი, რომელიც ბუქსირმზიდის მეშვეობით დაცურავს (მოძრაობს).

(საქართველოს კანონი საქართველოს საზღვაო კოდექსი, 1997 წლის 15 მაისი, საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი - საქართველოს საზღვაო კოდექსში გამოყენებული საზღვაო ტერმინები)

საბრძოლო მასალა - მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია შესაბამისი სახის იარაღიდან გასროლისათვის.

(საქართველოს კანონი იარაღის შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

საბუნებისმეტყველო მუზეუმი - მუზეუმი, სადაც დაცულია ბუნების მოვლენების, ადამიანისა და ბუნების ურთიერთზემოქმედების ამსახველი მასალები, აგრეთვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განვითარებასთან დაკავშირებული მასალები.

(საქართველოს კანონი მუზეუმების შესახებ, 2001 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

საბიუჯეტო განაცხადი, საბიუჯეტო პროცესი, ბიუჯეტის ყოვლისმომცველობა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებლობა და უნივერსალობა - შეესაბამება „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში მოცემულ განმარტებებს.

(საქართველოს კანონი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ, 2006 წლის 24 მაისი, მუხლი 2)

საგადასახადო დავალიანება - სხვაობა გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ჯამურ საგადასახადო ვალდებულებასა და მის მიერ ცალკეული გადასახადების ან/და სანქციების მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამს შორის.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

საგადასახადო ორგანო - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მისი სტრუქტურული ერთეული, ტერიტორიული ორგანო, ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეული ან სხვა ქვედანაყოფი, რომლის ფუნქციაა გადასახადების ადმინისტრირება. ამასთანავე, აღნიშნული ორგანოების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოდ აგრეთვე ჩაითვლება რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დაწესებულება, ამ დაწესებულების ტერიტორიული ორგანო ან სხვა ქვედანაყოფი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს უფლებამოსილება, შეასრულოს საგადასახადო ორგანოს ფუნქციები.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

საგამოფენო პრიორიტეტი -

1. პრიორიტეტი, რომლითაც შეუძლია ისარგებლოს განმცხადებელმა პარიზის კონვენციის სხვა მონაწილე ქვეყანაში პატენტის მიღების მიზნით განაცხადის მიწოდების შემთხვევაში და რომელიც დგინდება ზემოაღნიშნული კონვენციის წევრ ქვეყანაში მოწყობილ ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ გამოფენაზე გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის ექსპონირების თარიღით, ამ კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად

(საქართველოს კანონი საქართველოს საპატენტო კანონი, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

2. პარიზის კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად დადგენილი პრიორიტეტი.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

საგამოძიებო კოლეგია - საოლქო სასამართლოს ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც გამოძიების მოსამართლეებს აერთიანებს.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

საგამოძიებო (სასამართლო) მოქმედება - საპროცესო მოქმედება, რომელიც ტარდება მტკიცებულებათა შეკრების, დამაგრების, შემოწმებისა და შეფასების მიზნით.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა -სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც მიღებულია „საქონლის აღწერილობისა და კოდირების სისტემის ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა - საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა ვიზუალურად ან ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით, რაც არ ითვლება ექსპერტის დასკვნად.

(საქართველოს კანონი ოპერატიულსამძებრო საქმიანობის შესახებ, 1999 წლის 30 აპრილი, მუხლი 1)

საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი) - სასწავლო კურსების ერთობლიობა (მათი მიზნები, მოცულობა და სწავლების შედეგები, სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებები), რომელიც სათანადო აკადემიური ხარისხის ან პროფესიული უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის მოსაპოვებლად არის გამიზნული.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

საგანმანათლებლო სერტიფიკატის ცნობა - კომპეტენტური ორგანოს მიერ უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის ცნობა ან/და მომართვის საფუძველზე საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ავთენტიკურობის დადგენა.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

საგადასახადო ვალდებულება - სახელმწიფოს წინაშე ფულადი ფორმით გამოხატული ვალდებულება, რომელიც საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით და „საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით ექვემდებარება დეკლარირებას ან/და გადახდას.

(საქართველოს კანონი ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ, 2004 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა - „სასაქონლო აღწერისა და კოდირების შესახებ“ 1983 წლის 14 ივნისის ბრიუსელის საერთაშორისო კონვენციით დადგენილი სასაქონლო აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემა, რომლის საფუძველზედაც საგარეოეკონომიკური საქმიანობის ერთიანი სასაქონლო ნომენკლატურის მიღების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს მიერ 1995 წლის 3 ნოემბერს მოსკოვში დადებული ხელშეკრულებით „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ერთიანი სასაქონლო ნომენკლატურის შესახებ“.

(საქართველოს კანონი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

საგანგებო სიტუაცია - ობიექტზე, გარკვეულ ტერიტორიაზე ან აკვატორიაში ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურების, ხანძრის, ავარიის, კატასტროფის ან სხვა სახის უბედურებების, აგრეთვე დაზიანების საბრძოლო საშუალებათა გამოყენების შედეგად წარმოქმნილი სიტუაცია, როდესაც ირღვევა ადამიანთა ცხოვრებისა და საქმიანობის ნორმალური პირობები, საფრთხე ემუქრება მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზარალდება მოსახლეობა და ზიანდება ბუნებრივი გარემო.

(საქართველოს კანონი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ, 2007 წლის 8 ივნისი, მუხლი 1)

საგანგებო სიტუაციის ზონა - განსაზღვრული ტერიტორია ან აკვატორია, სადაც წარმოიქმნა საგანგებო სიტუაცია.

(საქართველოს კანონი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ, 2007 წლის 8 ივნისი, მუხლი 1)

საგანგებო სიტუაციის რისკი - საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შესაძლებლობა ან სიხშირე, რომელიც განისაზღვრება რისკის შესაბამისი მაჩვენებლებით.

(საქართველოს კანონი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ, 2007 წლის 8 ივნისი, მუხლი 1)

საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილება - სამართლებრივ, ორგანიზაციულ, ეკონომიკურ, საინჟინროტექნიკურ, სანიტარიულ-ჰიგიენურ, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ და სხვა ღონისძიებათა კომპლექსი, რომლებიც ხორციელდება ბუნებრივ გარემოსა და საშიშ საწარმოო ობიექტზე მონიტორინგისა და კონტროლის ორგანიზების, საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის პროგნოზირებისა და პროფილაქტიკის, საგანგებო სიტუაციისათვის მომზადების, ხოლო მისი წარმოქმნის შემთხვევაში ზარალის შემცირების მიზნით.

(საქართველოს კანონი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ, 2007 წლის 8 ივნისი, მუხლი 1)

საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია - საგანგებო სიტუაციების გაერთიანებული სალიკვიდაციო ძალების მიერ ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენისა და მათი ჯანმრთელობის შენარჩუნების, მატერიალური ზიანისა და ბუნებრივი გარემოს დაზიანების შემცირების, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის ზონის ლოკალიზებისა და საგანგებო სიტუაციის წყაროს დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების შემცირების მიზნით საგანგებო სიტუაციის ზონაში და მის მიმდებარე რაიონებში ყველა სახის სადაზვერვო, საავარიო-სამაშველო და საავარიოაღდგენითი სამუშაოების შესრულება, ასევე ამ ძალების პირადი შემადგენლობის სასიცოცხლო უზრუნველყოფის ორგანიზება.

(საქართველოს კანონი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ, 2007 წლის 8 ივნისი, მუხლი 1)

საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების, ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის ერთიანი სისტემა (შემდგომში - ერთიანი სისტემა) - საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამინისტროთა, მათი მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა ერთობლიობა, რომელთა მიზანია საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილება, ხოლო მისი წარმოქმნის შემთხვევაში საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეკონომიკის ობიექტებისა და ბუნებრივი გარემოს დაცვა და მატერიალური ზიანის შემცირება.

(საქართველოს კანონი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ, 2007 წლის 8 ივნისი, მუხლი 1)

საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალები - ეროვნული, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ძალები, რომლებიც შედგება სახანძრო-სამაშველო დანაყოფებისაგან.

(საქართველოს კანონი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ, 2007 წლის 8 ივნისი, მუხლი 1)

სადაზღვევო აგენტი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს მზღვეველის დავალებით და სახელით მისთვის მზღვეველის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

(საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ, 1997 წლის 2 მაისი, მუხლი 2)

სადაზღვევო ბროკერი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ლიცენზიის შესაბამისად ახორციელებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას, როგორც თავისი სამეწარმეო საქმიანობის სახეობას.

(საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ, 1997 წლის 2 მაისი, მუხლი 2)

სადაზღვევო პოლისი - მზღვეველის მიერ გაცემული დაზღვევის ან გადაზღვევის ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს განხორციელებული დაზღვევის დამადასტურებელ საბუთს და დამზღვევს უფლებას აძლევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურება ან სადაზღვევო თანხა.

(საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ, 1997 წლის 2 მაისი, მუხლი 2)

სადაზღვევო რისკი - მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა.

(საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ, 1997 წლის 2 მაისი, მუხლი 2)

სადაზღვევო საქმიანობა - დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების გაფორმებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობა.

(საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ, 1997 წლის 2 მაისი, მუხლი 2)

სადაზღვევო შემთხვევა - მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას.

(საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ, 1997 წლის 2 მაისი, მუხლი 2)

სადისერტაციო საბჭო - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე არსებული ორგანო, რომელიც ანიჭებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

საეთერო მაუწყებლობა - სიხშირის გამოყენებით მაუწყებლობა.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

საემისიო კაპიტალი - სხვაობა საწარმოს მიერ აქციების პირველადი განთავსებიდან მიღებულ ან მისაღებ თანხასა და ამ აქციების ჯამურ ნომინალურ ღირებულებას შორის, აგრეთვე სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებისას არაფულადი შესატანის ღირებულების მეტობა დათქმულ თანხაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 3.3 პუნქტის შესაბამისად.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

საერთაშორისო აეროპორტი - აეროპორტი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მომსახურებას და უზრუნველყოფილია საბაჟო, სასაზღვრო და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლით.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

საერთაშორისო ბიურო - ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიურო.

(საქართველოს კანონი საქართველოს საპატენტო კანონი, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

საერთაშორისო გადაზიდვა -

1. ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტით ტვირთის გადაზიდვა გაგზავნის, დანიშნულებისა და სატრანზიტო ქვეყნების საბაჟო ტერიტორიებზე, ერთი ან რამდენიმე ქვეყნის საზღვრის გადაკვეთით, ერთი ქვეყნის ნებისმიერი საბაჟოდან მეორე ქვეყნის ერთი ან რამდენიმე შუალედური საბაჟოს გავლით.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

2. ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტის ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან იმპორტამდე (საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე) ტვირთების გადაზიდვა, აგრეთვე ორი ქვეყნის გაგზავნისა და დანიშნულების პუნქტებს შორის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვა - სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებულ ორ პუნქტს შორის განხორციელებული სამგზავრო გადაყვანა (ჩასხდომა და გადმოსხდომა) ან სატვირთო გადაზიდვა (დატვირთვა და გადმოტვირთვა), მათ შორის, ტრანზიტი, ერთი ან რამდენიმე ქვეყნის გავლით.

(საქართველოს კანონი საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ, 1995 წლის 4 აპრილი, მუხლი 1)

საერთაშორისო განაცხადი - საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მოთხოვნით გაფორმებული და შეტანილი განაცხადი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საპატენტო კანონი, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

საერთაშორისო კლასიფიკატორი - 1957 წლის 15 ივნისს ნიცის შეთანხმებით მიღებული და ხელმოწერილი საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკატორი (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, ჟენევაში 1977 წლის 13 მაისს).

(საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლა (გადაყვანა-გადაზიდვა) - მგზავრთა გადაყვანა, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა საქართველოსა და უცხო სახელმწიფოებს შორის.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

საერთაშორისო სტანდარტი -

1. სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული სტანდარტი, რომელიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის.

(საქართველოს კანონი სტანდარტიზაციის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

2. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) შესაბამისი კონვენციები, სახელმძღვანელო საერთაშორისო საზღვაო და საჰაერო ძიებისა და შველის შესახებ.

(საქართველოს კანონი საზღვაო - სამაშველო სამსახურის შესახებ, 2000 წლის 29 სექტემბერი, მუხლი 3)

საერთაშორისო სტანდარტები - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ დაწესებული მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის სტანდარტები.

(საქართველოს კანონი მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ, 2000 წლის 26 სექტემბერი, მუხლი 1)

საერთაშორისო ტერორიზმი - ტერორისტული საქმიანობა, რომელიც განხორციელდა:

ა) ტერორისტების, ტერორისტული ჯგუფების ან ტერორისტული ორგანიზაციების მიერ სხვა სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ტერიტორიაზე (ტერიტორიებზე), ან თუ ზიანი მიადგა სხვა სახელმწიფოს (სახელმწიფოებს);

ბ) ერთი სახელმწიფოს მოქალაქეთა მიერ მეორე სახელმწიფოს მოქალაქეთა მიმართ;

გ) იმ შემთხვევაში, როდესაც როგორც ტერორისტი, ისე ტერორიზმის მსხვერპლი არიან ერთი ან სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეები, მაგრამ ტერორისტული აქტი ჩადენილია ამ სახელმწიფოთა ტერიტორიების გარეთ.

(საქართველოს კანონი ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 1)

საერთო მაუწყებლობა - არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

საერთო მობილიზაცია - ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ხორციელდება საომარი მდგომარეობის დროს და ითვალისწინებს საომარი მდგომარეობის საჭიროებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამობილიზაციო რესურსებისა და რეზერვების სრულ გამოყენებას.

(საქართველოს კანონი მობილიზაციის შესახებ, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 1)

საერთო სარგებლობის ადგილები - დახურული და ღია საწყობები, აგრეთვე რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სპეციალურად გამოყოფილი მიწის ნაკვეთები, რომლებიც რკინიგზის მფლობელობაშია და გამოიყენება ტვირთის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის დატვირთვის, გადმოტვირთვის, დახარისხებისა და შენახვისათვის.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ერთიანი სისტემა, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლებლისთვის საზოგადოებისათვის შეუზღუდავად ხელმისაწვდომი, საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგი - სარკინიგზო ხაზი, რომელზედაც განლაგებულია რკინიგზის სადგურები და რომლით სარგებლობაც შეუძლია ნებისმიერ პირს.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

საერთო ტევადობა - საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული გემის ზომის პირობითი სიდიდე.

(საქართველოს კანონი მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“, 2000 წლის 26 სექტემბერი, მუხლი 1)

საერთო არჩევნები - მორიგი ან რიგგარეშე საყოველთაო არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის ასარჩევად და რომელში მონაწილეობის უფლებაც აქვს შესაბამისად ამ წარმომადგენლობითი ორგანოს ან თანამდებობის პირის ამ კანონით დადგენილ ყველა ამომრჩეველს.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

საექიმო საქმიანობა - მედიცინაში განსწავლული, სათანადო უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის მიზანია ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების გამოყენებით, აგრეთვე საექიმო ტრადიციების გათვალისწინებით ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა, მისთვის ტანჯვის შემსუბუქება.

(საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5)

საექიმო სპეციალობის მაძიებელი - პირი, რომელიც ეუფლება საექიმო სპეციალობას ამ კანონით დადგენილი წესით, რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლებით (პროფესიული მზადებით).

(საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5)

საექიმო სუბსპეციალობა - დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე ექიმი-სპეციალისტის დამატებითი კომპეტენცია, რომელიც გულისხმობს პროფილაქტიკური, სადიაგნოზო, სამკურნალო ან სარეაბილიტაციო ტექნოლოგიის ან მეთოდის ფლობას, ან რომელიმე ორგანოს ან ორგანოთა სისტემის დაავადების მართვას და რომლის დასაუფლებლად აუცილებელია სათანადო მზადების კურსის გავლა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დამტკიცებული შესაბამისი პროგრამით.

(საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5)

საექსპლუატაციოდ მიმღები კომისია - დადგენილი წესით შექმნილი და დამტკიცებული სპეციალისტების ჯგუფი, რომლის ამოცანაა მშენებლობადამთავრებული შენობებისა და ნაგებობების საექსპლუატაციოდ მზადყოფნის დადგენა შესაბამისი დოკუმენტით.

(საქართველოს კანონი სამშენებლო საქმიანობის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 3)

საექსტრადიციო პატიმრობა - პატიმრობა, რომელიც გამოიყენება საზღვარგარეთ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ექსტრადიციის უზრუნველსაყოფად.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

საეჭვო გარიგება - გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (არა აქვს დასაბუთებული ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც იგი შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან.

(საქართველოს კანონი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 2)

საეჭვო ზონა - ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ.

(საქართველოს კანონი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 2)

საეჭვო ფინანსური ინსტიტუტი - საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ვერ პასუხობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის სტანდარტებს.

(საქართველოს კანონი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 2)

სავალდებულო სერთიფიკაცია - სტანდარტის სავალდებულო მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დადასტურება სათანადო რწმუნების მქონე ორგანოს მიერ.

(საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, 1996 წლის 20 მარტი, შესავალი)

სავალო ინსტრუმენტი - ნებისმიერი მიმოქცევადი სავალო საბუთის და ამ საბუთის ეკვივალენტური სხვა ნებისმიერი ინსტრუმენტი, აგრეთვე ნებისმიერი მიმოქცევადი საბუთი, რომელიც იძლევა სხვა სავალო ინსტრუმენტის შეძენის უფლებას ხელმოწერის ან გაცვლის გზით; მიმოქცევად სავალო ინსტრუმენტს შეიძლება ჰქონდეს სერტიფიკატების ან საბუხჰალტრო ჩანაწერების ფორმა.

(საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1)

სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები - საქონლის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის მარეგულირებელი აქტების საფუძველზე მოქმედი სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებები.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

საზედამხედველო კაპიტალი - კაპიტალის სახეობა, რომელიც იქმნება საბანკო საქმიანობის განხორციელებისათვის, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების/ზარალის განეიტრალებისა და სხვადასხვა სახის რისკისაგან დასაცავად.

(საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1)

საზედამხედველო ორგანო - ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ზედამხედველობას უწევს მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი პირების საქმიანობას.

(საქართველოს კანონი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 2.)

საზიანო ხელშეშლა - ხელშეშლა, რომელიც საზიანო გავლენას ახდენს რადიოდანადგარზე ან/და მომხმარებლის ტერმინალურ მოწყობილობაზე.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

საზოგადოებრივი ადვოკატი - იურიდიული დახმარების ბიუროს, იურიდიული დახმარების მიმწოდებლის ან რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატი, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს იურიდიულ დახმარებას.

(საქართველოს კანონიიურიდიული დახმარების შესახებ, 2007 წლის 19 ივნისი, მუხლი 2)

საზოგადოებრივი მაუწყებლობა - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელე-რადიო მაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას (შემდგომში - საზოგადოებრივი მაუწყებელი), მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომლის მიზანია პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება საზოგადოებისათვის.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა - მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლისაკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 3)

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური - სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახური.

(საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 3)

საზღვაო დანადგარი - ნებისმიერი სახის სტაციონარული ან მცურავი დანადგარი თუ ნაგებობა, რომელიც გამოიყენება აირისა და ნავთობის დაზვერვისას, მოპოვებისას და წარმოებისას, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ჩატვირთვა-გადმოტვირთვისას.

(საქართველოს კანონი საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ, 2000 წლის 29 სექტემბერი, მუხლი 3)

საზღვაო დიპლომი (შემდგომში - დიპლომი) - კომპეტენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია ან აღიარებულია საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ და უფლებას აძლევს მის მფლობელს დაიკავოს ამ დოკუმენტით გათვალისწინებული თანამდებობა.

(საქართველოს კანონი მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ, 2000 წლის 26 სექტემბერი, მუხლი 1)

საზღვაო მოღვაწეობის სუბიექტები - საზღვაო საქმიანობასთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, იურიდიული და ფიზიკური პირები.

(საქართველოს კანონისაქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ, 2006 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

საზღვაო სამაშველო - საკოორდინაციო ცენტრი (შემდგომში -სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი) - საძიებო-სამაშველო რაიონში ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისა და საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელების ორგანიზებისა და კოორდინაციისათვის პასუხისმგებელი ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეული.

(საქართველოს კანონი საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ, 2000 წლის 29 სექტემბერი, მუხლი 3)

საზღვაო სასწავლო - საწვრთნელი ცენტრი (შემდგომში - ცენტრი) - საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული მეზღვაურთა გადამზადების ცენტრი.

(საქართველოს კანონი მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ, 2000 წლის 26 სექტემბერი, მუხლი 1)

საზოგადოებრივი ყურადღება - საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან.

(საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, 2004 წლის 24 ივნისი, მუხლი 1)

სათამაშო აპარატი - მექანიკური ან ელექტრონული მექანიზმები, რომლებიც მოქმედებაში მოჰყავთ მონეტებით, ჟეტონებით ან სხვა საშუალებით და მოგება განისაზღვრება ციფრების, სიმბოლოების ან მათი კომბინაციის მთლიანი ან ნაწილობრივი დამთხვევით.

(საქართველოს კანონი ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, 2005 წლის 25 მარტი, მუხლი 3)

სათამაშო აპარატების სალონი - სპეციალური სათამაშო ადგილი, სადაც განთავსებულია სათამაშო აპარატები.

(საქართველოს კანონი ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, 2005 წლის 25 მარტი, მუხლი 3)

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივ ბიუჯეტში, რომელიც დადგენილია სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად.

(საქართველოს კანონი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 2)

სათამაშო ბიზნესით დაკავებული პირისაგან მიღებული მოგებები - შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება ფიზიკური პირის (მოთამაშის) მიერ აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობებიდან ერთ ბილეთზე, ჟეტონზე, მონეტაზე ან/და სხვა საშუალებაზე მიღებული და დადებული თანხის ან/და ნივთის ღირებულების დადებითი სხვაობით.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

სათამაშო დარბაზი - სამორინეში თამაშობების ჩასატარებელი სპეციალური ადგილი, სადაც უზრუნველყოფილია მოთამაშეთა უსაფრთხოება და დაცულია საზოგადოებრივი წესრიგი და რომელიც აკმაყოფილებს სანიტარიულ, ჰიგიენურ და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმებს; აგრეთვე მოწყობილია სპეციალური საკასო ოთახი.

(საქართველოს კანონი ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, 2005 წლის 25 მარტი, მუხლი 3)

სათავო დაწესებულება („სათავო ორგანიზაცია”) - „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით შექმნილი და რეგისტრირებული იურიდიული პირი.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

სათემო მაუწყებლობა - ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის არაკომერციული ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის ემსახურება, და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

საიდუმლო თანამშრომელი (კონფიდენტი) - 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც ნებაყოფლობით, კონტრაქტის საფუძველზე თანამშრომლობს ოპერატიულსამძებრო ორგანოსთან ან გამომძიებელთან და ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

(საქართველოს კანონი ოპერატიულსამძებრო საქმიანობის შესახებ, 1999 წლის 30 აპრილი, მუხლი 1)

საიდუმლოების გრიფი - რეკვიზიტი, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოების ხარისხს.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

საიდუმლოობის ხარისხი - კატეგორია, რომელიც გამოხატავს ინფორმაციის მნიშვნელობას, მისი გამჟღავნებით ან დაკარგვით გამოწვეულ შესაძლო ზიანს, ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ხარისხს და სახელმწიფოს მიერ მისი დაცვის დონეს.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

საინჟინრო-გეოდეზიური საქმიანობა - განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების (შენობა-ნაგებობების) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში მაღალი სიზუსტის გეოდეზიური დაკვირვებების მეთოდების გამოყენებით განხორციელებული საქმიანობა.

(საქართველოს კანონი განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების საინჟინრო-გეოდეზიური კონტროლისა და უსაფრთხოების შესახებ, 2003 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 3)

საინჟინრო - გეოდეზიური კონტროლი - განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების (შენობა-ნაგებობების) უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად მაღალი სიზუსტის სისტემური, გეგმაზომიერი გეოდეზიური დაკვირვება მათი მშენებლობისა და ექსპლუატაციის მთელ პერიოდში.

(საქართველოს კანონი განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების საინჟინრო-გეოდეზიური კონტროლისა და უსაფრთხოების შესახებ, 2003 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 3)

საკაბელო მაუწყებლობა - საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობა.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

საკარანტინო ღონისძიებები - ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში.

(საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 3)

საკვალიფიკაციო კურსი - უმაღლესი განათლების შემდგომი პროფესიული მომზადების ეტაპი ერთ-ერთ ვეტერინარულ სპეციალობაში.

(საქართველოს კანონი ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ, 2004 წლის 26 ოქტომბერი, მუხლი 5)

საკვები დანამატი -

1. ნივთიერება, რომელიც მიუხედავად მისი საკვები ღირებულებისა ჩვეულებრივ პირობებში არ გამოიყენება კვებისთვის, მაგრამ ხელოვნურად ემატება საკვებს დამუშავების, გადამუშავების, წარმოების, შეფუთვისა და შენახვის დროს, რის შემდეგადაც აღნიშნული ნივთიერება ან მისი გვერდითი პროდუქტები ხდება საკვები პროდუქტის ინგრედიენტი.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

2. ნივთიერება, რომელიც, მიუხედავად მისი საკვები ღირებულებისა, ჩვეულებრივ პირობებში არ გამოიყენება კვებისთვის, მაგრამ ხელოვნურად ემატება საკვებს დამუშავების, გადამუშავების, წარმოების, შეფუთვისა და შენახვის დროს, რის შედეგადაც აღნიშნული ნივთიერება ან მისი გვერდითი პროდუქტები ხდება საკვები პროდუქტის ინგრედიენტი. საკვებ დანამატთან გაიგივებულია:

ა) მინერალური ნივთიერებები და მიკროელემენტები, აგრეთვე მათი გარდაქმნის პროდუქტები (სუფრის მარილის გარდა), ამინმჟავები და მათი გარდაქმნის პროდუქტები, შაქრის შემცვლელი ტკბილი ნაერთები (ფრუქტოზის გარდა);

ბ) გამოყენებული აირები ან მსგავსი ნაერთები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვს პროდუქტთან.

(საქართველოს კანონი სურსათისა და თამბაქოს შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

საკვები პროდუქტების ფორტიფიკაცია - საკვები პროდუქტების მიკროელემენტებითა და ვიტამინებით გამდიდრება მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკისათვის.

(საქართველოს კანონი იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ, 2005 წლის 25 თებერვალი, მუხლი 2)

საკოლექციო იარაღი - იარაღი, რომელსაც აქვს სამეცნიერო, ისტორიული, მხატვრული ღირებულება და რომლის დანიშნულებაა კოლექციის ფორმირება და ექსპონირება.

(საქართველოს კანონიიარაღის შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

საკონვენციო პრიორიტეტი -

1. პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილი პრიორიტეტი.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

2. პრიორიტეტი, რომლითაც შეუძლია ისარგებლოს განმცხადებელმა პარიზის კონვენციის სხვა მონაწილე ქვეყანაში პატენტის მიღების მიზნით განაცხადის მიწოდების შემთხვევაში და რომელიც დგინდება პირველი განაცხადის შეტანის თარიღით, ამ კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად.

(საქართველოს კანონი საქართველოს საპატენტო კანონი, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

საკონსულო დაწესებულება - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფი, რომელიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან საკონსულო ურთიერთობისას და იმ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობისას, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობა არ არის დაფუძნებული, წარმოადგენს საქართველოს.

(საქართველოს კანონი დიპლომატიური სამსახურის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

საკონსულო დაწესებულების მეთაური - ნიშნავს პირს, რომელსაც ევალება ამ დაწესებულების ხელმძღვანელობა.

(საქართველოს კანონი საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ, 1994 წლის 22 ნოემბერი, მუხლი 2)

საკონსულო თანამდებობის პირი - ნიშნავს ნებისმიერ პირს, მათ შორის საკონსულო დაწესებულებების მეთაურს, რომელსაც ევალება საკონსულო ფუნქციების შესრულება; „საკონსულოს მომსახურე” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ადმინისტრაციულ ან ტექნიკურ მოვალეობას ასრულებს საკონსულო დაწესებულებაში.

(საქართველოს კანონი საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ, 1994 წლის 22 ნოემბერი, მუხლი 2)

საკონსულო მოსაკრებელი - არის დიპლომატიური წარმომადგენლობების ან საკონსულო დაწესებულებების მიერ საკონსულო მოქმედებების შესრულებისათვის კანონით დადგენილი თანხა, რომელიც ასახავს მოქმედების პოლიტიკურ მნიშვნელობას და მის ეკონომიკურ ღირებულებას.

(საქართველოს კანონი საკონსულო მოსაკრებლის შესახებ, 1997 წლის 27 ივნისი, მუხლი 1)

საკონსულო ოლქი - ნიშნავს რაიონს, რომელიც საკონსულო დაწესებულებას გამოეყოფა საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად.

(საქართველოს კანონი საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ, 1994 წლის 22 ნოემბერი, მუხლი 2)

საკონსულო პერსონალის მუშაკი - ნიშნავს საკონსულო თანამდებობის პირს, (საკონსულო დაწესებულების მეთაურის გარდა), აგრეთვე საკონსულოს მომსახურეს და მომსახურე პერსონალის მუშაკს.

(საქართველოს კანონი საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ, 1994 წლის 22 ნოემბერი, მუხლი 2)

საკონსულოს კარ-მიდამო - ნიშნავს მხოლოდ საკონსულო დაწესებულებების მიზნებისათვის გამოყენებულ შენობებს ან შენობათა ნაწილებს და ამ შენობებისა თუ შენობათა ნაწილების გარშემო მიწის ნაკვეთს, ვის საკუთრებასაც უნდა შეადგენდეს იგი; „საკონსულო არქივები” ნიშნავს ყველა ქაღალდს, დოკუმენტს, კორესპონდენციას, წიგნს, ფილმს, ვიდეო და აუდიო-ჩანაწერებს, დისკეტსა და საკონსულო დაწესებულების რეესტრებს შიფრებთან და კოდებთან, კარტოტეკებთან და შესაბამის საავეჯო საგნებთან ერთად, რომლებიც გათვალისწინებულია მათ შესანახად.

(საქართველოს კანონი საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ, 1994 წლის 22 ნოემბერი, მუხლი 2)

საკონსულტაციო ფირმა - იურიდიული პირი, რომელსაც წესდების შესაბამისად უფლება აქვს გასწიოს კონსულტაცია გარემოს დაცვის სფეროში.

(საქართველოს კანონი გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ, 1996 წლის 15 ოქტომბერი, მუხლი 3)

საკონტროლო ღონისძიება - პესტიციდების გამოყენების აკრძალვის ან მკაცრი შეზღუდვის ღონისძიება.

(საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

საკონტროლო შესყიდვა - ოპერატიული მუშაკის, გამომძიებლის ან ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგნის ან ნივთიერების შეძენა ან/და შეძენის სიტუაციის შექმნა (მისი გასაღების ან მოხმარების მიზნის გარეშე).

(საქართველოს კანონი ოპერატიულსამძებრო საქმიანობის შესახებ, 1999 წლის 30 აპრილი, მუხლი 1)

საკუთრების შეძენის საფუძველი - პირისთვის სამართლებრივი აქტით ან/და გარიგებით ქონების გადაცემა მისთვის საკუთრებაში გადაცემის პირობით.

(საქართველოს კანონი ქონების ლეგალიზების შესახებ, 2007 წლის 22 ივნისი, მუხლი 3)

საკურორტო ადგილი - ტერიტორია, რომელიც შეიცავს ბუნებრივ სამკურნალო რესურსებს, ვარგისია მიზნობრივი ექსპლუატაციისათვის და არ აქვს შესაბამისი შენობა-ნაგებობანი.

(საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტის შესახებ, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2)

საკურორტო საქმიანობა - ბუნებრივი სამკურნალო რესურსების, მათი სარგებლობისათვის აუცილებელი ნაგებობებისა და მოწყობილობების (ჭაბურღილი, ბიუვეტი, გალერეა, სააბაზანო, ტალახით სამკურნალო, პლაჟები, კლიმატური პავილიონი, აეროსოლარიუმი და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (სანატორიუმი, სასტუმრო, დასასვენებელი სახლი, პანსიონატი, სპორტული და კულტურის ობიექტები და სხვა) გამოყენების ორგანიზება პროფილაქტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და გაჯანსაღების მიზნით.

(საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტის შესახებ, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2)

სალიცენზიო მოსაკრებელი -

1. ლიცენზიის მაძიებლისათვის კანონით განსაზღვრული ოდენობით დაკისრებული გადასახდელი.

(საქართველოს კანონი სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, 2000 წლის 15 სექტემბერი, მუხლი 3)

2. ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში, რომელსაც ლიცენზიის მაძიებელი იხდის კანონით დადგენილი ოდენობით, მისთვის კანონით განსაზღვრული ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებისათვის. სალიცენზიო მოსაკრებლით გაითვალისწინება ლიცენზიის გაცემის ადმინისტრირების ხარჯები.

(საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3)

სალიცენზიო მოწმობა -

1. ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

(საქართველოს კანონი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ, 2002 წლის 4 ივლისი, მუხლი 1)

2. ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი საბუთი.

(საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3)

სალიცენზიო რეესტრი (სახელმწიფო, უწყებრივი) - მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ლიცენზიების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანისა და მათი გაუქმების თაობაზე.

(საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3)

სალიცენზიო პირობები - კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად და ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას.

(საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3)

სამგზავრო დოკუმენტი - პასპორტი, მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ვარგისია მგზავრობისათვის.

(საქართველოს კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 2)

სამედიცინო ან ფარმაცევტული დაწესებულების პასპორტი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი მინიმალური მოთხოვნები (შენობის დახასიათება - ნახაზი, კადრები, აპარატურა, სამუშაოს მოცულობა), რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება კონკრეტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად.

(საქართველოს კანონი სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

სამედიცინო დაწესებულება - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ლიცენზიის მქონე ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას.

(საქართველოს კანონი სამედიცინოსოციალური ექსპერტიზის შესახებ, 2001 წლის 7 დეკემბერი, მუხლი 3)

სამედიცინო მომსახურება - დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ პაციენტისათვის ჩატარებული ნებისმიერი მანიპულაცია და პროცედურა.

(საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ, 2000 წლის 5 მაისი, მუხლი 4)

სამედიცინო მომსახურების გამწევი - პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო მომსახურებას.

(საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ, 2000 წლის 5 მაისი, მუხლი 4)

სამედიცინო ჩანაწერები - სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ ქაღალდზე, აგრეთვე ინფორმაციის სხვადასხვა მატარებლებზე, მათ შორის, კომპიუტერში დაფიქსირებული ინფორმაცია პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით.

(საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ, 2000 წლის 5 მაისი, მუხლი 4)

სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი - სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების სახელმწიფო სერტიფიკატი ან შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია.

(საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 3)

სამედიცინო მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება - უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომელიც გულისხმობს ექიმის კლინიკური საქმიანობის ხარისხისა და გამოსავლის/შედეგების პერიოდულ შეფასებას და შესაბამისი ინდიკატორების ეტაპობრივ გაუმჯობესებას.

(საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5)

სამედიცინო საქმიანობა - საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასა და რეაბილიტაციასთან და შეესაბამება ქვეყანაში აღიარებულ სამედიცინო მომსახურების პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს.

(საქართველოს კანონი სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

სამედიცინო ხარისხის აუდიტი - სამედიცინო დახმარების ხარისხის შეფასება, ანუ იმის განსაზღვრა, თუ რამდენად შეესაბამება გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი დადგენილ ნორმატივს.

(საქართველოს კანონი სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

სამენეჯმენტო გეგმა - დაცული ტერიტორიის ფუნქციონალურ-გეგმარებითი ორგანიზაციისა და ეკონომიკური დაგეგმვის ინტეგრალური, განხორციელებად ღონისძიებებზე ორიენტირებული დოკუმენტი, მიღებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

(საქართველოს კანონი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 2003 წლის 22 აპრილი, მუხლი 1)

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი - კანონმდებლობით მოწესრიგებული სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობა, რომლის მიზანია მეწარმის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობისა და მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების შემოწმება, აგრეთვე მეწარმის საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, მის საქმიანობაში სამართალდარღვევების გამოვლენა ან შესაბამისი სანქციის დადება. ამ კანონის მიზნებისათვის კონტროლს არ წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიის, ნებართვის, სერტიფიკატის გაცემა, სავაჭრო ქსელში სერტიფიკატის მოთხოვნა და შესაბამისი აქტის შედგენა, გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შემოწმების მიზნით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა, აგრეთვე ნავთობისა და გაზის რესურსებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობა.

(საქართველოს კანონი სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 2)

სამომხმარებლო კოოპერატივი - ფიზიკურ და იურიდიულ პირთა გაერთიანება, რომელიც ნებაყოფლობით იქმნება ერთობლივი საქმიანობისათვის საპაიო შენატანების გაერთიანებით, ურთიერთდახმარების პრინციპზე წევრთა მატერიალურ-კულტურულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების, მატერიალური და ფინანსური რესურსების მიზიდვისა და ეფექტიანი გამოყენების მიზნით.

(საქართველოს კანონი სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ, 1997 წლის 15 მაისი, მუხლი 1)

სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი - სამომხმარებლო კოოპერატივებისა და სხვა იურიდიულ პირთა ქონების ნებაყოფლობითი წილობრივი გაერთიანება, რომლის ორგანიზაციულსამართლებრივ ფორმას წარმოადგენს კოოპერატივი, რომელიც საქმიანობას წარმართავს თავისი წევრებისა და მოსახლეობის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.

(საქართველოს კანონი სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ, 1997 წლის 15 მაისი, მუხლი 1)

სამომხმარებლო კოოპერატივში შესასვლელი საწევრო - ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ სამომხმარებლო კოოპერატივში გაწევრიანებისათვის შესატანი თანხა.

(საქართველოს კანონი სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ, 1997 წლის 15 მაისი, მუხლი 1)

სამომხმარებლო კოოპერატივის წარმომადგენელი - მეპაიეთა საერთო კრების მიერ არჩეული პირი სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის წარმომადგენელთა კრებაში მონაწილეობის მისაღებად.

(საქართველოს კანონი სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ, 1997 წლის 15 მაისი, მუხლი 1)

სამომხმარებლო კოოპერაცია - ნებაყოფლობით შექმნილი მრავალდარგოვანი სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ საქმიანობას წარმართავს თავისი წევრებისა და მოსახლეობის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. ამ მიზნით სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციები ახორციელებენ საცალო და საბითუმო ვაჭრობას, კვებითი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მომსახურებას, სახალხო მოხმარების საქონლისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას, აგრეთვე აღნიშნული პროდუქციის შესყიდვას, გადამუშავებას და რეალიზაციას.

(საქართველოს კანონი სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ, 1997 წლის 15 მაისი, მუხლი 1)

სამოქალაქო აქტები - მოქალაქეთა სამოქალაქო და საოჯახო-სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები (დაბადება, ქორწინება, განქორწინება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა, მოქალაქეობის შეცვლა, გარდაცვალება), რომლებიც ექვემდებარება სახელმწიფოს სახელით სავალდებულო რეგისტრაციას და წარმოადგენს მოქალაქეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტის საფუძველს.

(საქართველოს კანონი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ, 1998 წლის 15 ოქტომბერი, მუხლი 3)

სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია - სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა ქონებრივი, აგრეთვე პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით იურიდიული ფაქტების დაფიქსირება და აღრიცხვა.

(საქართველოს კანონი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“, 1998 წლის 15 ოქტომბერი, მუხლი 3)

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში „სააგენტო”) ტერიტორიული სამსახური, აგრეთვე საქართველოს საკონსულო დაწესებულება, რომელთაც შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე მინიჭებული აქვთ უფლებამოსილება, განახორციელონ სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია.

(საქართველოს კანონი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ, 1998 წლის 15 ოქტომბერი, მუხლი 3)

სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა - თესლის მარკეტინგისათვის დაშვება თესლის მარკეტინგის მარეგულირებელი დებულებების შესაბამისად.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ“, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალები (შემდგომში - ფეთქებადი მასალები) - სამრეწველო მიზნებისათვის გამოსაყენებელი ფეთქებადი ნივთიერებები (მათ შორის დენთი), აფეთქების გამომწვევი (მაინიცირებელი) საშუალებები და პიროტექნიკური ნაკეთობები.

(საქართველოს კანონი სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ, 2003 წლის 7 მაისი, მუხლი 1)

სამრეწველო საკუთრების ობიექტი - გამოგონება, სასარგებლო მოდელი, სამრეწველო ნიმუში.

(საქართველოს კანონი საქართველოს საპატენტო კანონი“, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

სამშენებლო კომპლექსი - სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტოსაძიებო, სამშენებლო-სამონტაჟო, საშენი მასალებისა და ნაკეთობების, სპეციალიზებული მექანიზაციისა და ტრანსპორტის საჯარო სამართლის იურიდიულ და კერძო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი სამშენებლო საქმიანობის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 3)

სამშენებლო სამუშაო (შემდგომში - სამუშაო) - შენობის, ნაგებობის ან სხვა ობიექტის მშენებლობასთან, რეკონსტრუქციასთან, ნგრევასთან, რემონტთან ან განახლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო (მათ შორის, სამშენებლო მოედნის მოწყობა, გრუნტის ამოღება, შენობის ან ნაგებობის აგება-აშენება, აღჭურვილობის მონტაჟი, მოპირკეთება და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მშენებლობასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო ქსელების მოწყობის სამუშაოები), აგრეთვე მშენებლობის თანამდევი მომსახურება, როგორიცაა ბურღვა, გეოდეზიური სამუშაოები, კოსმოსური და აეროგადაღება, სეისმური კვლევა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ანალოგიური მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სამშენებლო სამუშაოს ღირებულებას.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, 2005 წლის 20 აპრილი, მუხლი 3)

სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები - მშენებლობის, კაპიტალური შეკეთების, რეკონსტრუქციის, საწარმოთა ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვის, აღდგენითი და სარესტავრაციო სამუშაოები.

(საქართველოს კანონი სამშენებლო საქმიანობის შესახებ“, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 3)

სამშენებლო საქმიანობა - ხელშეკრულებით გათვალისწინებული, მშენებლობადამთავრებული შენობანაგებობების მენაშენისათვის გადასაცემად (ჩასაბარებლად) დამკვეთისა და სამშენებლო კომპლექსის ყველა მონაწილის მოქმედების ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი სამშენებლო საქმიანობის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 3)

სამხედრო ხომალდი - საქართველოს ან უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების სანაოსნო საშუალება, რომელსაც აქვს სამხედრო ხომალდის განმასხვავებელი ნიშნები, რომელსაც მეთაურობს ამ ქვეყნის საზღვაო ოფიცერთა სიაში ან სხვა ეკვივალენტურ დოკუმენტში რეგისტრირებული სამხედრო სამსახურის ოფიცერი და ჰყავს სამხედრო დისციპლინას დაქვემდებარებული ეკიპაჟი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ”, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 6)

სამუშაო პროგრამა და ბიუჯეტი - წლიური სამუშაო პროგრამა და მისი განხორციელებისათვის საჭირო ბიუჯეტი.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

სამთო მინაკუთვნი - ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული წიაღის უბანი, რომლის ფარგლებშიც წიაღით მოსარგებლეს ეძლევა წიაღით სარგებლობის უფლება. სამთო მინაკუთვნით სარგებლობის ნებართვა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად გაიცემა ამ ლიცენზიასთან ერთად.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

სამორინე - სპეციალური სათამაშო დაწესებულება, სადაც სათამაშო ბორბლის (რულეტის), ბანქოს, სათამაშო მაგიდების, კამათლების, სათამაშო აპარატებისა და სხვა ინვენტარის საშუალებით ხორციელდება ფულადი მოგების გათამაშება.

(საქართველოს კანონი ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, 2005 წლის 25 მარტი, მუხლი 3)

სამორინეს მაგიდა - სამორინეში განთავსებული სპეციალურად მოწყობილი მაგიდა, რომელზეც სამორინეს წარმომადგენელსა და მოთამაშეს (მოთამაშეებს) შორის, აგრეთვე მოთამაშეებს შორის მიმდინარეობს ერთი კონკრეტული თამაშობა სათამაშო ბორბლის (რულეტის), ბანქოს, კამათლებისა და სხვა საშუალებებით ფულადი მოგების გათამაშებისათვის.

(საქართველოს კანონი კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 1998 წლის 9 დეკემბერი, მუხლი 1)

სამენეჯმენტო გეგმა - დაცული ტერიტორიის ფუნქციონალურ-გეგმარებითი ორგანიზაციისა და ეკონომიკური დაგეგმვის ინტეგრალური, განხორციელებად ღონისძიებებზე ორიენტირებული დოკუმენტი.

(საქართველოს კანონი კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 1998 წლის 9 დეკემბერი, მუხლი 1)

სამეურნეო საქმიანობა - „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით მასშტაბის, მნიშვნელობისა და გარემოზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით დადგენილი, პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიას მიკუთვნებული სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობა.

(საქართველოს კანონი კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 1998 წლის 9 დეკემბერი, მუხლი 1)

სამაუწყებლო ბადე - მაუწყებლის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პროგრამების დასახელებას, მოკლე ანოტაციას და მაუწყებლობის დროს.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

სამაუწყებლო კონცეფცია - ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მფლობელის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მაუწყებლობის სავარაუდო მოდელს, შეიცავს პროგრამების დასახელებას და მოკლე ანოტაციას.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

სამეურნეო ობიექტები - საქმიანობის ობიექტი.

(საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ, 1996 წლის 10 დეკემბერი, მუხლი 4)

სამეურვეო ქონება - ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის, ასევე ამ მომენტიდან შეძენილი ან/და წარმოებული (შექმნილი) ქონება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, იმ ნივთებისა და მოთხოვნების გამოკლებით, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება.

(საქართველოს კანონი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 3)

სამახსოვრო მონეტები - საიუბილეო, სამახსოვრო და სხვა სპეციალური მონეტები, რომელთა დასამზადებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძვირფასი, ისე სხვა სახის ლითონი.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

სამუზეუმო კოლექცია - რაიმე საერთო ნიშნით ერთმანეთთან დაკავშირებული ნივთების ერთობლიობა, რომელიც შეადგენს მუზეუმის ფონდის ნაწილს.

(საქართველოს კანონი მუზეუმების შესახებ, 2001 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

სამუზეუმო საქმიანობა - მუზეუმთან დაკავშირებული საკანონმდებლო და საფინანსო-ეკონომიკური, შეგროვებითი, საფონდო, სარესტავრაციო, სამეცნიერო-კვლევითი, კულტურულსაგანმანათლებლო და საექსპოზიციო საქმიანობა.

(საქართველოს კანონი მუზეუმების შესახებ, 2001 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

სამუზეუმო ექსპოზიცია - გარკვეული სისტემით ექსპონირებული მუზეუმის ფონდის ის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია დამთვალიერებლისათვის.

(საქართველოს კანონი მუზეუმების შესახებ, 2001 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

სამუზეუმო ექსპონატი - დადგენილი წესით აღრიცხული სამუზეუმო ნივთი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამუზეუმო ექსპონატის სტატუსი.

(საქართველოს კანონი მუზეუმების შესახებ, 2001 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

სამუზეუმო ნივთი - მუზეუმის ფონდში დაცული კულტურული ფასეულობა, მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლი, კულტურის უძრავი ძეგლის ფრაგმენტული ნაწილი ან კულტურის ძეგლის ნიშნის მქონე ანტიკვარული საგანი.

(საქართველოს კანონი მუზეუმების შესახებ, 2001 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

სამართლებრივი ზედამხედველობა - ზედამხედველობის სახე, რომელიც ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

(საქართველოს კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ, 2007 წლის 8 ივნისი, მუხლი 2)

სამრეწველო გადამუშავება - საწარმოში (ქარხანაში) მეცხოველეობის ნედლეულიდან სასაქონლო (მზა) პროდუქციის დამზადება ვეტერინარულ- სანიტარიული წესებისა და ტექნოლოგიური პარამეტრების სრული დაცვით, ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.

(საქართველოს კანონი ვეტერინარიის შესახებ, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1)

სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი - სამკურნალო საშუალებების ხარისხის უზრუნველყოფის საკანონმდებლო მოთხოვნათა შესრულებისათვის ორგანიზაციული და სამართლებრივი ღონისძიებების ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

სამკურნალო საშუალების ხარისხის სერტიფიკატი - სამკურნალო საშუალების ფარმაკოპეის სტანდარტისადმი შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

სამკურნალო საშუალებების წვრილსაბითუმო რეალიზაცია (საბითუმო 243 დისტრიბუცია) - სამკურნალო საშუალებების საბითუმო რეალიზაცია, გარდა ექსპორტ-იმპორტ-რეექსპორტისა.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

სამკურნალო საშუალების ხარისხი - სამკურნალო საშუალების მახასიათებელი, რომელიც მოიცავს მისი იდენტურობის, ინგრედიენტების რაოდენობრივი შემადგენლობის, სიწმინდის, ქიმიური და ბიოლოგიური კომპონენტების ფარმაკოპეის სტანდარტთან შესაბამისობას.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

სამკურნალო საშუალებების საბითუმო რეალიზაცია (საბითუმო დისტრიბუცია) - სამკურნალო საშუალებების შესყიდვასთან, შენახვასთან, მომარაგებასთან და ექსპორტ-იმპორტრეექსპორტთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, გარდა მოსახლეობაზე გაცემისა.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

სამკურნალო საშუალების უკანონო ასლი - სამკურნალო საშუალება, რომლის შეფუთვა და ეტიკეტი წარმოადგენს სხვა მწარმოებლის იმიტაციას.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

სამკურნალო საშუალების უსაფრთხოობა - სამკურნალო საშუალების ეფექტიანობის და მის მიერ ჯანმრთელობის ზიანის გამოწვევის რისკის შეფასების შედარებით ანალიზზე დამყარებული მახასიათებელი.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

სამკურნალო საშუალების რეგისტრაცია - საქართველოში წარმოებული და საზღვარგარეთიდან შემოტანილი სამკურნალო საშუალების სახელმწიფო ექსპერტიზის პროცედურა, რომლის საფუძველზედაც გაიცემა საქართველოში მისი მიმოქცევის ნებართვა.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

სამკურნალო საშუალების ნედლეული - ნებისმიერი წარმოშობის ნედლეული, რომელიც უშუალოდ ან გადამუშავების შემდეგ გამოიყენება წამლის მოსამზადებლად.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

სამკურნალო საშუალება (ფარმაცევტული პროდუქტი) - წამალი ან ფიზიოლოგიურად აქტიური, ბუნებრივი ან სინთეზური გზით მიღებული სამკურნალო ნივთიერება ან მათი კომბინაცია, რომლებიც ნებადართულია სამედიცინო გამოყენებისათვის.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

სამკურნალო საშუალების ეფექტიანობა - დაავადების მიმდინარეობაზე სამკურნალო საშუალების დადებითი ზემოქმედების მეცნიერული მეთოდებით დადგენილი ხარისხის მახასიათებელი.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

სამკურნალო საშუალებების მიმოქცევა - საქმიანობა, რომელიც მოიცავს სამკურნალო საშუალებების მომზადებას, წარმოებას, სტანდარტიზაციას, ხარისხის კონტროლს, შეფუთვას, შესყიდვას, გადაგზავნა-გადაზიდვას, შენახვას, გაცემას, მოსახლეობისა და სპეციალისტების ინფორმირებას, რეკლამას, მარკეტინგს, ექსპორტს, იმპორტს, რეექსპორტს, გამოყენებას, განადგურებას და სამკურნალო საშუალებებთან დაკავშირებულ სხვა მოქმედებებს.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

სამედიცინო დანიშნულების საქონელი - სამედიცინო პრაქტიკაში დაავადების პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ავადმყოფის მოვლის მიზნით გამოყენებული სამედიცინო საქონელი: ინსტრუმენტები, მოწყობილობები, დანადგარები, სამედიცინო ტექნიკა, შესახვევი მასალა, საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმი და სხვა.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

სამკურნალო ტურიზმი - კურორტების გამოყენება მკურნალობის, სამედიცინო გამოკვლევისა და სხვა სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

(საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტის შესახებ, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2)

სამუშაო დრო - დროის მონაკვეთი გაფრენისწინა მზადების დაწყებიდან ფრენის დამთავრებამდე (საჰაერო ხომალდის დაფრენიდან 30 წუთის შემდეგ). თუ ამ დროის განმავლობაში ეკიპაჟი უზრუნველყოფილი იყო არანაკლებ სამსაათიანი განუწყვეტელი დასვენებით (მათ შორის სათანადო პირობებში ძილის ჩათვლით), ეს უკანასკნელი სამუშაო დროდ არ ჩაითვლება.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

სამოქალაქო ავიაცია - ავიაცია, რომელიც გამოყენების მიზნის მიხედვით იყოფა სატრანსპორტო და საჰაერო დანიშნულების ავიაციად: სამოქალაქო ავიაცია, რომელიც გამოიყენება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განსახორციელებლად, მიეკუთვნება სატრანსპორტო ავიაციას; სამოქალაქო ავიაცია, რომელიც არ გამოიყენება სატარნსპორტო ავიაციის მიზნებისათვის, მიეკუთვნება საერთო დანიშნულების ავიაციას.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობა - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობა, კერძოდ, ისეთი ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სავაჭრო გარიგებების ან სხვა სამეურნეო ოპერაციების სახით, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ან სხვა ქონების შეძენასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) ასეთი საქმიანობა ხორციელდება სისტემატურად და აღნიშნული ოპერაციების განმახორციელებელი პირის პროფესიული საქმიანობაა;

ბ) ხდება გამყიდველის მიერ წარმოებული საქონლის/გაწეული მომსახურების რეალიზაცია;

გ) ასეთი ოპერაციები ხორციელდება სავაჭრო, სავაჭრო-საშუამავლო (დილერის საქმიანობის ჩათვლით) ან საშუამავლო საქმიანობის ფარგლებში.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 13)

სამარშრუტო გადაზიდვა - ერთი ზედნადებით გადაზიდვა ტვირთისა, რომლის მასა შეესაბამება მარშრუტის წონით ნორმას.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

სამედიცინო გაფრთხილება - გამაფრთხილებელი წარწერა თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ.

(საქართველოს კანონი «საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ», 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 2)

სანაპიროს მორფოდინამიკა - სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის წყალქვეშა და ხმელეთის ზედაპირის რელიეფწარმომქმნელი პროცესების განვითარება დროსა და სივრცეში.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 2)

სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის გენერალური სქემა - დოკუმენტი, რომელიც ადგენს მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლების საზღვრებს, სანაპირო ზონის სივრცით-ტერიტორიული განვითარების რეგლამენტს და განსაზღვრავს პრევენციულ ნაპირდაცვის ღონისძიებებს.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 2)

სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მონაცემთა ბაზა - სანაპიროს ფიზიკურ მახასიათებელთა რაოდენობრივ და თვისობრივ მაჩვენებელთა ერთობლიობა, რომელიც იძლევა მისი მდგრადობის შეფასების საშუალებას.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 2)

სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მონიტორინგი - სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მდგრადობაზე მუდმივი მეთვალყურეობა, ამ ზონაში ბუნებრივი და ტექნოგენური მიზეზებით გამოწვეული ცვლილებების დროული გამოვლენა და ზონის მართვის სისტემის უზრუნველყოფა.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 2)

სანაშენე მეცხოველეობის საწარმო - იურიდიული პირი, გლეხური (ფერმერული) მეურნეობა, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას სანაშენე პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის ან სანაშენე მეცხოველეობის მომსახურების სფეროში.

(საქართველოს კანონი სანაშენე მეცხოველეობის შესახებ, 1996 წლის 5 სექტემბერი, მუხლი 2)

სანაშენე პროდუქცია - სანაშენე ცხოველი, მისი თესლი და ემბრიონი.

(საქართველოს კანონი სანაშენე მეცხოველეობის შესახებ, 1996 წლის 5 სექტემბერი, მუხლი 2)

სანაშენე პროდუქციის სახელმწიფო რეგისტრაცია - სანაშენე პროდუქციის შესახებ ცნობების ფიქსაცია სახელმწიფო სანაშენე წიგნში ან სახელმწიფო სანაშენე რეესტრში ცხოველთა შთამომავლობის განსაზღვრისა და პროდუქტიულობის დასადგენად მათი იდენტიფიკაციის მიზნით.

(საქართველოს კანონი სანაშენე მეცხოველეობის შესახებ, 1996 წლის 5 სექტემბერი, მუხლი 2)

სანაშენე საქმიანობა მეცხოველეობაში - სანაშენე ცხოველთა მოშენება და სანაშენე პროდუქციის წარმოება.

(საქართველოს კანონი სანაშენე მეცხოველეობის შესახებ, 1996 წლის 5 სექტემბერი, მუხლი 2)

სანაშენე ღირსება - ცხოველის გენეტიკური პოტენციალი და მისი გავლენა შთამომავლობის სამეურნეო-სასარგებლო თვისებებზე.

(საქართველოს კანონი სანაშენე მეცხოველეობის შესახებ, 1996 წლის 5 სექტემბერი, მუხლი 2)

სანაშენე ცხოველი - ჯიშის აღწარმოებისათვის განკუთვნილი ცხოველი, რომელიც რეგისტრირებულია არსებული წესით.

(საქართველოს კანონი სანაშენე მეცხოველეობის შესახებ, 1996 წლის 5 სექტემბერი, მუხლი 2)

სანაშენე ცხოველთა პროდუქტიულობა - სანაშენე ცხოველთა სამეურნეო-სასარგებლო თვისებათა ერთობლიობა, მათგან მიღებული პროდუქციის ხარისხის ჩათვლით.

(საქართველოს კანონი სანაშენე მეცხოველეობის შესახებ, 1996 წლის 5 სექტემბერი, მუხლი 2)

სანიტარიული ნორმები - სამინისტროს მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი სავალდებულო ტექნიკური რეგლამენტები.

(საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 3)

სანაპირო ნაოსნობა - ნაოსნობა საქართველოს ნავსადგურებს შორის და სანაპირო ზოლის გასწვრივ, ნაპირიდან არა უმეტეს 50 საზღვაო მილის დაშორებით.

(საქართველოს კანონი მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ, 2000 წლის 26 სექტემბერი, მუხლი 1)

სანებართვო პირობები - კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას.

(საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3)

სანებართვო მოსაკრებელი - ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ან შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტში (თუ ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანო), რომელსაც ნებართვის მაძიებელი იხდის კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ (თუ ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანო) დადგენილი ოდენობით, მისთვის კანონით განსაზღვრული სანებართვო ქმედების განხორციელების უფლების მინიჭებისათვის. სანებართვო მოსაკრებლით გაითვალისწინება ნებართვის გაცემის ადმინისტრირების ხარჯები.

(საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3)

სანებართვო რეესტრი (სახელმწიფო, უწყებრივი) - მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანისა და მათი გაუქმების თაობაზე.

(საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3)

სანებართვო მოწმობა - ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი.

(საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3)

სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და წესები - „საქართველოში 1992 წლამდე მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური წესების, ნორმებისა და ჰიგიენური ნორმატივების დროებით ძალაში დატოვების შესახებ“ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1998 წლის 30 იანვრისN44/ო ბრძანებით საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებლად განსაზღვრული სანიტარიულ-ჰიგიენური წესები, ნორმები და ჰიგიენური ნორმატივები.

(საქართველოს კანონი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

სანიტარიული დაცვის ზონა - საქართველოს კანონმდებლობით განსაკუთრებით დაცული ტერიტორია, რომელიც საჭიროებს დაცვას ბუნებრივი სამკურნალო რესურსების ნაადრევი გამოლევის, გაფუჭებისა და დაბინძურებისაგან.

(საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტის შესახებ, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2)

საოპერაციო კომპანია - საქართველოში ჩამოყალიბებული იურიდიული პირი, რომელიც ინვესტორისათვის და ინვესტორის სახელით ახორციელებს ნავთობისა და გაზის ოპერაციებს, სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

საპაიო ფონდი - ფონდი, რომელიც შედგება საპაიო შენატანებისგან და სამომხმარებლო კოოპერატივის ქონების ფორმირების წყაროა.

(საქართველოს კანონი სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ, 1997 წლის 15 მაისი, მუხლი 1)

საპროცესო გადაწყვეტილება - გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება, საბრალდებო დასკვნა, სასამართლოს (მოსამართლის) განაჩენი, განჩინება, დადგენილება.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა - პროცესის მონაწილის გამოუცხადებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით და სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით, რომლებიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემული, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე შეტყობინება უნდა წარედგინოს სასამართლოს პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ პროცესის გამართვამდე არა უგვიანეს 48 საათისა. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს გამოუცხადებლობიდან 5 დღეში.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულება - 1970 წლის 19 ივნისს ხელმოწერილი, მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება (შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს, ცვლილებები შეტანილია 1984 წლის 3 თებერვალს).

(საქართველოს კანონი საქართველოს საპატენტო კანონი, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

საპროცესო მოქმედება - სამართალწარმოების ნებისმიერი ორგანოს მოქმედება, რომელიც ტარდება ამ კოდექსით დადგენილი პროცედურის ფარგლებში.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

საპილოტაჟო არე - ჰორიზონტალური და ვერტიკალური სიბრტყეებით შეზღუდული, საგანგებოდ გამოყოფილი საჰაერო სივრცის ნაწილი, რომელიც გამოიყენება საჰაერო ხომალდების გამოსაცდელად, ეკიპაჟების საფრენოსნო წვრთნისათვის და ა.შ.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

საპროექტო-საძიებო სამუშაოები - ტოპოგრაფიულ, გეოლოგიურ, ჰიდროგეოლოგიურ, ლაბორატორიულ კვლევებთან, მშენებლობასთან, რეკონსტრუქციასთან, კაპიტალურ შეკეთებასთან, აღდგენასთან, რესტავრაციასთან და საწარმოთა ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვასთან დაკავშირებული კომპლექსური ტექნიკური დოკუმენტაცია.

(საქართველოს კანონი სამშენებლო საქმიანობის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 3)

საპრიზო ფონდი - ანუ თანხები, რომლებიც შემოსვლამდე აღიარებულია მყარ ვალდებულებად მესამე პირის (მოგებახვედრილი ბილეთის მფლობელის) ან მარწმუნებლის ან პრინციპალის სასარგებლოდ და განკუთვნილია მათზე გადასაცემად, გათამაშების პირობებით გათვალისწინებული მოგების ოდენობით. კონკრეტული თამაშობის მოწყობის პირობების შესაბამისად მოგება შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფულადი, ნივთობრივი ან სხვა ფორმით და გაიცემა თამაშობაში მოგებულ ბილეთზე. აკრძალულია საპრიზო ფონდის დატვირთვა რაიმე სხვა ვალდებულებებით, გარდა ვალდებულებისა, რომელიც დადებულია გათამაშების მონაწილეებთან. საპრიზო ფონდი არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფინანსურ, კომერციულ, საწარმოო ან სხვა ბრუნვაში.

(საქართველოს კანონი ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანითა მაშობების მოწყობის შესახებ, 2005 წლის 25 მარტი, მუხლი 3)

საპრიზო ფონდის გათამაშება - პროცედურა, რომლის დროსაც დასტურდება მოგების დამთხვევის ფაქტი ლატარიის ან/და მომგებიანი თამაშობის ბილეთზე.

(საქართველოს კანონი ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, 2005 წლის 25 მარტი, მუხლი 3)

საპრიზო ფონდის უზრუნველყოფა - ფინანსური (ქონებრივი) მექანიზმი, რომლითაც მოგების შემთხვევაში უზრუნველყოფილია ლატარიის, ლოტოს, ბინგოს, ტოტალიზატორისა და წამახალისებელი გათამაშების მოთამაშეთა ინტერესები და რომლის ფორმირებაც ხდება ქონებით ან სხვა სახის უზრუნველყოფით.

(საქართველოს კანონი ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, 2005 წლის 25 მარტი, მუხლი 3)

საპროექტო დოკუმენტაცია (მშენებლობის პროექტი) - ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული შემადგენლობის, შემუშავებული, შეთანხმებული და დამტკიცებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

(საქართველოს კანონი მშენებლობის ნებართვის შესახებ, 2004 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

სარგავი მასალა - სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჩითილები, ხეხილის, კენკროვნების, დეკორატიული ყვავილების, სამკურნალო მცენარეების, ვაზის, ჩაისა და სხვა სუბტროპიკული კულტურების ვეგეტატიურად გასამრავლებელი მასალა.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

სარეაბილიტაციო ცენტრი - მოძალადის დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მოძალადის რეაბილიტაციას, კრიზისულ ინტერვენციასა და სამედიცინო დახმარებას და იქმნება კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში, ასევე არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ.

(საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, 2006 წლის 25 მაისი, მუხლი 4)

სარეზერვო ფონდი - ფონდი, რომელიც გამოიყენება საგანგებო ვითარებით გამოწვეული დანაკარგების ასანაზღაურებლად.

(საქართველოს კანონი სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ, 1997 წლის 15 მაისი, მუხლი 1)

სარეკრეაციო ტერიტორია - საქართველოს დასახლებული ან/და დაუსახლებელი ტერიტორია, რომლის განვითარების ძირითადი პოტენციალია ტურიზმი და რეკრეაცია და რომელიც მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ ბუნებრივ და კულტურულ კომპლექსებს, ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადამიანთა დასვენებისათვის, მათი რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

სარეკრეაციო ტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები - საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი, რომელიც არეგულირებს სარეკრეაციო ტერიტორიებზე უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესებს.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

სარკინიგზო ლიანდაგი - წყვილი ლიანდაგი, რომელზედაც მოძრაობს მატარებელი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

სარკინიგზო ტრანსპორტი - ტრანსპორტის დარგი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

სარკინიგზო ქსელი - მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგი მასთან მიერთებული ლიანდაგებით, მათ შორის, მისასვლელი ლიანდაგებით.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

სარკინიგზო შემადგენლობა - გადაბმული სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებები ლოკომოტივის, მისი მომსახურე სამატარებლო ბრიგადებისა და სამატარებლო სიგნალების გარეშე.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

სარისკო მომსახურების ხელშეკრულება - სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც ინვესტორს ენიჭება განსაზღვრული დროის განმავლობაში ფართობზე ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოების წარმოების უფლება.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

სარეაბილიტაციო ღონისძიებები - ნარკომანიით დაავადებულ პირთა გამოჯანმრთელებისაკენ და საზოგადოებრივ-შრომითი ინტეგრაციისაკენ მიმართული სამედიცინო და სოციალური ღონისძიებების სისტემა.

(საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

სარგებლობის ლიცენზია - ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის უფლება. სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით და უკავშირდება ობიექტს. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია დაყოს სარგებლობის ლიცენზია ან/და მთლიანად ან ნაწილი გადასცეს სხვა პირს, მათ შორის, მემკვიდრეობით.

(საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3)

სარეზერვო პასივები - ვალდებულებათა სახით განსაზღვრული პასივები, რომელთა მიხედვითაც დაცული უნდა იყოს რეზერვები ეროვნული ბანკის მარეგლამენტირებელი დებულებით.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი - დადგენილი წესით ფიზიკური პირების ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის გამოყოფილი არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

(საქართველოს კანონი ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ, 1998 წლის 28 ოქტომბერი, მუხლი 1)

სარეზერვო ფონდი - ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯების, აგრეთვე სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დასაფინანსებლად განსაზღვრული საბიუჯეტო სახსრები.

(საქართველოს კანონი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ, 2006 წლის 24 მაისი, მუხლი 2)

სარეგისტრაციო მოწმობა - სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

სასაზღვრო გამტარი პუნქტი - საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილი ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი.

(საქართველოს კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 2)

სასაზღვრო ზონა - სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან ან სანაპირო ზოლიდან საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შემავალი არა უმეტეს 5 კილომეტრის სიგანის სახმელეთო ზოლი, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტის (აეროდრომის), რკინიგზის სადგურის, საერთაშორისო სამდინარო და საზღვაო პორტის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი.

(საქართველოს კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 2)

სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიება - სამსახურებრივ-ორგანიზაციული, საპროცესო, საგამოძიებო, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ოპერატიულ-სამძებრო, სადაზვერვო, კონტრდაზვერვითი, სარეჟიმო, ტექნიკური და სამხედრო-ტაქტიკური ღონისძიებების ერთობლიობა, რომელსაც სასაზღვრო პოლიცია ახორციელებს მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად.

(საქართველოს კანონი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ, 2006 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიების ობიექტი - პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიება.

(საქართველოს კანონი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ, 2006 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

სასაზღვრო რკინიგზის სადგური - საქართველოს სახელმწიფო საზღვართან ან საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგური, სადაც სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთისა და სხვა გადასაზიდი ქონების მიმართ ხორციელდება სასაზღვრო და საბაჟო კონტროლი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

სასაზღვრო საკონტროლო პოსტი - სასაზღვრო რკინიგზის სადგურზე გამოყოფილი ტერიტორია, სადაც ხორციელდება საზღვარზე გატარებასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საბაჟო პროცედურები.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

სასამართლო - მართლმსაჯულების განმახორციელებელი კოლეგიური ორგანო.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

სასამართლო გადაწყვეტილება - სასამართლოს (მოსამართლის) განაჩენი, განჩინება, დადგენილება, ბრძანება, განკარგულება.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

სასამართლო ინსტანციები - პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოები.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები - პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალები, ნახევარფაბრიკატები, მარაგ-ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

სასაქონლო ნიშნის დაუცველი ნაწილი - სასაქონლო ნიშნის ნაწილი, რომელზედაც არ ვრცელდება მფლობელის განსაკუთრებული უფლებები.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

სასესხო ვალდებულება - ფასიანი ქაღალდი ან სხვა რაიმე სავალო ინსტრუმენტი ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფულადი სახსრების პროცენტით ან უპროცენტოდ მიღება-გაცემის უფლებას ან ვალდებულებას.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

სასკოლო დრო - სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიციირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული, აგრეთვე მისი სპონსორობით ჩატარებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

სასკოლო სასწავლო გეგმა - სასწავლო გეგმა, რომელიც კონკრეტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის აზუსტებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ დატვირთვას აუცილებელი და მაქსიმალური დატვირთვის ფარგლებში; განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას და გაუთვალისწინებელ დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას, აგრეთვე სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არის:

ა) სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, ბუნებრივი და გაკულტურებული სათიბები და საძოვრები;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული ან გამოსაყენებლად ნებადართული წყლის ფონდისა და ტყის ფონდის მიწები;

გ) საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო ნაკვეთები;

დ) დასახლებული პუნქტების ფარგლების გარეთ მდებარე მრეწველობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, თავდაცვის, დაცული ტერიტორიებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

ე) ქალაქის, დაბის, სოფლის, კურორტისა და სხვა ტიპის დასახლებათა ფარგლებში მდებარე მიწის ის ნაკვეთები, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება არ არის შეცვლილი და რომელთა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება ნებადართულია კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით;

ვ) სამელიორაციო ქსელებით დაკავებული მიწები;

ზ) სხვა მიწა, რომელიც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიკატები - ქიმიური ნივთიერებების კატეგორია, რომელიც მოიცავს პესტიციდებსა და აგროქიმიკატებს და გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, აგრეთვე სატყეო, კომუნალურ მეურნეობაში და სხვა.

(საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

სასოფლო-სამეურნეო კარანტინი - ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ სახელმწიფო საკარანტინო ღონისძიებათა სისტემა.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ, 1997 წლის 15 მაისი, მუხლი 1)

სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ცნება - სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად ითვლება საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული მიწა, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის - მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე.

სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად ითვლება ასევე:

ა) კომლის (ოჯახის) საკუთრების წილი სოფლის, თემის, იურიდიული პირების საძოვრების, სათიბების, ტყეების ტერიტორიებზე;

ბ) სასოფლო -სამეურნეო მიწის ის ნაწილი, რომელიც შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ, 1996 წლის 22 მარტი, მუხლი 3)

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა - ტრაქტორები, ტრაქტორების მისაბმელები, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო და საგზაო-სამშენებლო მანქანები, სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებები, რომელთა რეგისტრაცია სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

(საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 3)

სასპორტო უმაღლესი განათლება - უმაღლესი განათლება, რომლის მიზანია სპორტის ერთ ან რამდენიმე სახეობაში შემსრულებელი სპეციალისტების მომზადება.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) - სასწავლო კურსის მიზნების, შინაარსის, სწავლების შედეგების, მეთოდური უზრუნველყოფის, ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასების სისტემის აღწერა.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

სატვირთო ვაგონი - ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ვაგონი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

სატრანსპორტო საშუალება - საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ყველა მილსადენი (შემკრები და არამაგისტრალური მილსადენების ჩათვლით) და ყველა სხვა საშუალება, რომელიც საჭიროა ქარხნამდე ან გადაზიდვის უკანასკნელ პუნქტამდე ტრანსპორტირებისათვის. სატრანსპორტო საშუალება არ მოიცავს ნებისმიერ სატრანზიტო (იმპორტ-ექსპორტის) მილსადენს, საერთაშორისო ხელშეკრულებით ამ მიზნისათვის გათვალისწინებულ სხვა ნებისმიერ საშუალებას, ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემას, რომელიც განსაზღვრულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

სატრანსპორტო სისტემა - „საავტომობილო, საზღვაო/სამდინარო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროს სატრანსპორტო საწარმოთა, ხელოვნურ სატრანსპორტო ნაგებობათა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის სატრანსპორტო ქსელისა და მათი მართვის სისტემათა ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების 256 შესახებ, 2007 წლის 30 მარტი, მუხლი 1)

სატრანსპორტო საშუალება - მგზავრების გადასაყვანად და ტვირთების გადასაზიდად, აგრეთვე საავიაციო სამუშაოების შესასრულებლად გამოყენებული მოძრავი სატრანსპორტო ერთეული: საავტომობილო, საზღვაო, საჰაერო, სამდინარო.

(საქართველოს კანონი ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ, 2007 წლის 30 მარტი, მუხლი 1)

სატრანსპორტო პროცესი - ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრების გადაყვანასა და ტვირთების გადაზიდვას, აგრეთვე საავიაციო სამუშაოების შესასრულებლად მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

(საქართველოს კანონი ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ, 2007 წლის 30 მარტი, მუხლი 1)

სატარიფო რეგულირება - შეზღუდული კონკურენციის პირობებში პროდუქციასა და მომსახურებაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრული ფასი (ტარიფი).

(საქართველოს კანონი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ, 2005 წლის 3 ივნისი, მუხლი 2)

სატარიფო ღონისძიებები - განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო გადასახადით.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

სატრანსპორტო საშუალება - საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე ელექტროგადამცემი ხაზები, მილსადენი, კონტეინერი, მისაბმელი, ნახევარმისაბმელი და ნებისმიერი სხვა საშუალება, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადაყვანისათვის ან/და საქონლის გადაზიდვისათვის.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

სატყეო ურთიერთობები - სატყეოსამეურნეო ღონისძიებების განხორციელებისა და ტყითსარგებლობის დროს წარმოშობილი ურთიერთობები.

(საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსი, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 5)

სატყეო უბანი - სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა ოპტიმალურად ორგანიზების მიზნით გამოყოფილი სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია.

(საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსი, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 5)

სატყუარა - საწოვარა, რომელიც არ გამოიყენება კვების მიზნით.

(საქართველოს კანონი ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ, 1999 წლის 9 სექტემბერი, მუხლი 3)

საუკეთესო დრო - დრო 19.00 სთ-დან 24.00 სთ-მდე, როდესაც შესაძლებელია ლიცენზიის მფლობელის პროგრამებს უყუროს ან უსმინოს მისი მომსახურების ზონის აუდიტორიის პიკურმა ოდენობამ.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

საუკეთესო ტექნიკა - საუკეთესო ტექნოლოგია და მისი მართვის, ორგანიზაციის, ზედამხედველობის, კონტროლის მეთოდები და განხორციელების საშუალებები.

(საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ, 1996 წლის 10 დეკემბერი, მუხლი 4)

საუკეთესო ტექნოლოგია -

1. გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო, გამოყენებადი და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურია გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, მინიმუმამდე შემცირების ან გარდაქმნის თვალსაზრისით; შესაძლოა არ იყოს ფართოდ გავრცელებული, მაგრამ მისი ათვისება, დანერგვა და გამოყენება შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით; შესაძლოა ეკონომიკურად არ განაპირობებდეს მნიშვნელოვნად მაღალი ღირებულების ხარჯზე ზღვრული გარემოსდაცვითი სარგებლის მიღების მიზანშეწონილობას, მაგრამ იგი, ამავე დროს, ხელმისაწვდომია ეკონომიკური თვალსაზრისით.

(საქართველოს კანონი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

2. გარემოსდაცვითი თვალსაზრისით სუკეთესო, გამოყენებადი და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურია გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, მინიმუმამდე შემცირების ან გარდაქმნის თვალსაზრისით; შესაძლოა არ იყოს ფართოდ გავრცელებული, მაგრამ მისი ათვისება, დანერგვა და გამოყენება შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით; შესაძლოა ეკონომიკურად არ განაპირობებდეს მნიშვნელოვნად მაღალი ღირებულების ხარჯზე ზღვრული გარემოსდაცვითი სარგებლის მიღების მიზანშეწონილობას, მაგრამ იგი, ამავე დროს, ეკონომიკური თვალსაზრისით ხელმისაწვდომია საქმიანობის სუბიექტისათვის.

(საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ, 1996 წლის 10 დეკემბერი, მუხლი 4)

3. გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო, გამოყენებად და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურია გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, მინიმუმამდე შემცირების ან გარდაქმნის თვალსაზრისით; შესაძლოა არ იყოს ფართოდ გავრცელებული, მაგრამ მისი ათვისება, დანერგვა და გამოყენება შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით; შესაძლოა ეკონომიკურად განაპირობებდე მნიშვნელოვნად მაღალი ღირებულების ხარჯზე ზღვრული გარემოსდაცვითი სარგებლის მიღების მიზანშეწონილობას, მაგრამ იგი, ამავე დროს, ეკონომიკური თვალსაზრისით ხელმისაწვდომია ინვესტორისათვის.

(საქართველოს კანონი გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ, 1996 წლის 15 ოქტომბერი, მუხლი 3)

საუნივერსიტეტო კლინიკა - შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე, კვალიფიციური ექიმებითა და პედაგოგებით დაკომპლექტებული, სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებში მონაწილე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სისტემაზე ორიენტირებული უმაღლესი დონის მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულება, რომელშიც მიმდინარეობს კლინიკური დისციპლინების სწავლება, მეცნიერული კვლევა და უმცროსი ექიმისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისება და რომელიც ეკუთვნის სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლეს სამედიცინოსაგანმანათლებლო დაწესებულებას ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის წარმართვის შესახებ.

(საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5)

საფანტის იარაღი - იარაღი, რომლის ვაზნები წარმოადგენს ტრავმული დაზიანების ვაზნებს და რომელიც გასროლის შედეგად არ იწვევს სხეულში შემავალ, ღია დაზიანებას.

(საქართველოს კანონი იარაღის შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

საფასური - ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით, რომელიც გადაიხდება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის.

(საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 3)

საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტი - პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ცოდნა და განათლება მხარის მიერ დასმულ საკითხებზე საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

საფრენოსნო დავალება - დადგენილი ფორმის საბუთი, რომელიც შეიცავს აუცილებელ მონაცემებს ეკიპაჟის, საჰაერო ხომალდისა და ფრენის მიზნის შესახებ. „საფრენოსნო ეკიპაჟის წევრი” - მოწმობის მქონე ეკიპაჟის წევრი, რომელსაც ფრენის დროის განმალობაში საჰაერო ხომალდის მართვასთან დაკავშირებული მოვალეობები აკისრია.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

საფრენოსნო სამუშაო - საფრენოსნო დავალების შესასრულებლად ეკიპაჟის მიერ ჩატარებული სამუშაო.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი მუხლი 1)

საფრთხე - ისეთი ბიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური აგენტი, რომელმაც სასურსათო პროდუქტში ან ცხოველის საკვებში მოხვედრის შემთხვევაში შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

საფრთხეშემცველი ტვირთი - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნივთიერებები, ნაკეთობები, მასალები, საწარმოო და სხვა საქმიანობის ნარჩენები, რომლებიც მათი თვისებების გამო, გარკვეული ფაქტორების არსებობისას, გადაზიდვის, დატვირთვის, გადმოტვირთვისა და შენახვის პროცესში შეიძლება გახდეს სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების, გადასაზიდი ტვირთის, მოწყობილობების, შენობა-ნაგებობების აფეთქების, დაწვის ან სხვაგვარი დაზიანების, აგრეთვე ადამიანების, ცხოველთა და ფრინველთა სიკვდილის, ტრავმირების, მოწამვლის, დასხივების, დამწვრობის, დაავადების ან გარემოს დაზიანება-დაბინძურების მიზეზი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი - საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული, პარტიის ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს მოქალაქე.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

საქართველოს საზღვაო სივრცე - საქართველოს შიდა წყლები, ტერიტორიული ზღვა, მიმდებარე ზონა, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა და კონტინენტური შელფი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ, 2006 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

საქართველოს სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრი - ცნობარი, რომელიც მოიცავს საქართველოში წარმოებისათვის და სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენებისათვის ნებადართული სამკურნალო საშუალებების ნუსხას.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული მცენარეთა ჯიშების სახელმწიფო რეესტრი (შემდგომში - სახელმწიფო რეესტრი) - საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული მცენარეთა ჯიშების ჩამონათვალი.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

საქართველოს სტანდარტი - საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული სტანდარტი.

(საქართველოს კანონი სტანდარტიზაციის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

საქართველოს ტყის ფონდი - სახელმწიფო ტყის ფონდისა და საქართველოში საკუთრების სხვა ფორმებით არსებული ტყეების და მათი რესურსების ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსი, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 5)

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური - ამ კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

(საქართველოს კანონი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 2)

საქართველოს პრეზიდენტის წარმოების განვითარების საინვესტიციო ფონდი (შემდგომში - ფონდი) - საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული საწარმოოსაინვესტიციო პროგრამების დაფინანსების ძირითადი წყარო.

(საქართველოს კანონი საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ, 2002 წლის 19 ივნისი, მუხლი 3)

საქართველოს აერონავიგაციური ინფორმაციის კრებული - კრებული, რომელშიც ქვეყნდება საქართველოს ტერიტორიაზე და საჰაერო სივრცეში უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის მიერ ფრენებისა და საავიაციო სამუშაოების შესრულების მოთხოვნები.

(საქართველოს კანონი სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, 2000 წლის 15 სექტემბერი, მუხლი 3)

საქართველოს ტერიტორია - მის სუვერენიტეტს დაქვემდებარებული სახმელეთო ტერიტორია და მასთან მიმდებარე შავი ზღვის ტერიტორიული წყლები.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

საქართველოს საჰაერო სივრცე - სახმელეთო ტერიტორიისა და მასთან მიმდებარე შავი ზღვის ტერიტორიული წყლების თავზე არსებული სივრცე.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

საქართველოს ავიაგადამყვან-გადამზიდველი (შემდგომში - საქართველოს ავიაგადამზიდველი) - საქართველოში რეგისტრირებული საავიაციო საწარმო - საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, რომელსაც საკუთრების უფლებით, იჯარით ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძველზე მფლობელობაში აქვს საჰაერო ხომალდი, ახორციელებს ფრენებს ექსპლუატანტის სერტიფიკატში მითითებული პირობების შესაბამისად და აქვს სათანადო ლიცენზია.

(საქართველოს კანონი სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, 2000 წლის 15 სექტემბერი, მუხლი 3)

საქართველოს სტანდარტი - საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული სტანდარტი.

(საქართველოს კანონი სტანდარტიზაციის შესახებ”, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარული სამსახური - იმ სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ერთიანი სისტემა, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო საკონტროლო-საზედამხედველო საქმიანობას და საჭიროების შემთხვევაში ატარებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს ცხოველთა მფლობელებისა და სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ყველა სახის ობიექტის მესაკუთრეების მიმართ, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა.

(საქართველოს კანონი ვეტერინარიის შესახებ, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1)

საქართველოს სახელმწიფო ფარმაკოპეა - საქართველოში წარმოებული სამკურნალო საშუალებების სტანდარტებისა და დებულებების კრებული.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ. 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

საქართველოს მუზეუმების სისტემა - საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და არასახელმწიფო მუზეუმების ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი მუზეუმების შესახებ, 2001 წლის 22 ივნისი, მუხლი 4.)

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფოებრივ მართვას.

(საქართველოს კანონი დიპლომატიური სამსახურის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

საქართველოს სამუზეუმო ფონდი - საქართველოს მუზეუმებში დაცული ფონდების ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი მუზეუმების შესახებ, 2001 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო ნაწილი - სახელმწიფო და ადგილობრივ მუზეუმებში აღრიცხული და დაცული სამუზეუმო ექსპონატებისა და კოლექციების ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი მუზეუმების შესახებ, 2001 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

საქართველოს სამუზეუმო ფონდის არასახელმწიფო ნაწილი - არასახელმწიფო და შერეული საკუთრების ფორმის მუზეუმების საკუთრებაში არსებული, აღრიცხული და დაცული სამუზეუმო ექსპონატებისა და კოლექციების ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი მუზეუმების შესახებ, 2001 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

საქართველოსწითელი ნუსხა- საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების ჩამონათვალი.

(საქართველოს კანონი საქართველოს წითელი ნუსხისადაწითელი წიგნის შესახებ, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 1)

საქართველოსწითელი წიგნი - დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მონაცემებს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების სტატუსის, გავრცელების არეალის, ადგილსამყოფლის, რაოდენობის, გამრავლების ადგილებისა და პირობების, მათ დასაცავად მიღებული ზომებისა და დაცვისათვის აუცილებელი ღონისძიებების, აგრეთვე მათთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების შესახებ.

(საქართველოს კანონი საქართველოს წითელი ნუსხისადაწითელი წიგნის შესახებ, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 1)

საქველმოქმედო საქმიანობა -

საქველმოქმედო საქმიანობად ითვლება:

ა) დახმარების უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით, ნებაყოფლობით და უანგაროდ გაწევა იმ პირებისათვის, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებენ, მათ შორის:

ა.ა) იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დაცვას ან ადაპტაციას, სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე ხელმოკლე ფიზიკური პირებისათვის, მათ შორის: ინვალიდებისათვის, მოხუცებულებისათვის, ობოლი ბავშვებისათვის, მარჩენალდაკარგულებისათვის, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის - დევნილებისათვის, ავადმყოფებისათვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მათი წევრებისათვის, ომის, შეიარაღებული კონფლიქტების, ავარიების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, ეპიდემიების ან/და ეპიზოოტიების შედეგად დაზარალებულებისათვის;

ა.ბ) ბავშვთა, მოხუცებულთა და ინვალიდთა მომვლელი ან მომსახურე ორგანიზაციებისათვის, მათ შორის: ბავშვთა სახლებისათვის, სკოლა-ინტერნატებისათვის, ინტერნატებისათვის, სკოლამდელი და სხვა საბავშვო დაწესებულებებისათვის, მოხუცებულთა სახლებისათვის, უფასო სასადილოებისათვის, სამედიცინო დაწესებულებებისათვის, სარეაბილიტაციო ცენტრებისათვის;

ა.გ) საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის;

ა.დ) რელიგიური ორგანიზაციებისათვის;

ა.ე) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ფიზიკური პირებისათვის - მათი ტალანტის განვითარების მიზნით:

ა.ვ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებისათვის - მათში მოთავსებულ პირთა მოვლის ან სამედიცინო მომსახურების პირობების გაუმჯობესების მიზნით;

ა.ზ) იმ პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას;

ბ) ორგანიზაციების მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელება შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კულტურა, განათლება, მეცნიერება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური დაცვა, ფიზიკური აღზრდა და სამოყვარულო სპორტი, ხელოვნება. ქველმოქმედებას არ განეკუთვნება ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საქმიანობა:

ა) განხორციელებული სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ;

ბ) განხორციელებული საწარმოს, პოლიტიკური პარტიის ან არჩევნებში მონაწილე სხვა საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად;

გ) განხორციელებული ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ნათესავებისათვის ან იურიდიული პირის მიერ მისი მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებისათვის და მათი ნათესავებისათვის;

დ) თუ ის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით ითვლება სპონსორობად.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 14)

საქმიანი პარტნიორი - არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასთან - საკრედიტო კავშირთან კომერციული ინტერესებით დაკავშირებული პირი.

(საქართველოს კანონი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ, 2002 წლის 4 ივლისი, მუხლი 1)

საქმიანობა -

1. სამეწარმეო, სამეურნეო ან ყველა სხვაგვარი საქმიანობა, განსახლებისა და განვითარების გეგმებისა და პროექტების განხორციელება, ინფრასტრუქტურული პროექტების, განაშენიანებისა და სექტორული განვითარების გეგმების, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის, ტყის, მიწის, წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, გამოყენებისა და სარგებლობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელების ჩათვლით, ასევე არსებული საწარმოების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია და ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება, რომლებიც ახდენენ ან შეუძლიათ მოახდინონ გავლენა გარემოს მდგომარეობის ხარისხზე.

(საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ, 1996 წლის 10 დეკემბერი, მუხლი 4)

2. სამეწარმეო, სამეურნეო ან ყველა სხვაგვარი საქმიანობა, განსახლებისა და განვითარების გეგმებისა და პროექტების განხორციელება, ინფრასტრუქტურული პროექტების, განაშენიანებისა და სექტორული განვითარების გეგმების, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის, ტყის, მიწის, წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, გამოყენებისა და სარგებლობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელების ჩათვლით, ასევე არსებული საწარმოების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია და ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება.

(საქართველოს კანონი გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ, 1996 წლის 15 ოქტომბერი, მუხლი 3)

საქმიანობის არსებული ლიცენზია - ამ კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფოს მიერ გაცემული, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების სფეროში საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

საქმიანობის ლიცენზია - ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება. საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მაძიებლის მიერ კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ და უკავშირდება სუბიექტს. საქმიანობის ლიცენზიის მემკვიდრეობით ან სხვა სახით გადაცემა დაუშვებელია.

(საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3)

საქმიანობის/სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი - პირი, რომელზედაც ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაცემულია საქმიანობის/სარგებლობის ლიცენზია.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

საქმიანობის სუბიექტი - საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

(საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ, 1996 წლის 10 დეკემბერი, მუხლი 4)

საქმიანობის ფართობი - ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული ფართობი საქართველოს ტერიტორიაზე, რომელზედაც ამ ლიცენზიის მფლობელს ეძლევა უფლება, განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

საქონელი -

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდები, ელექტრო და თბოენერგია, გაზი და წყალი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

2. მატერიალური ან არამატერიალური ქონება, მათ შორის, ელექტრო და თბოენერგია, გაზი და წყალი. დღგ-ის მიზნებისათვის საქონელს არ განეკუთვნება ფული და მიწა.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 17)

3. ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი (მათ შორის, ნედლეული, ნაკეთობა, მოწყობილობა, შენობა, ნაგებობა, წარმოების სხვა საშუალება, მოხმარების საგანი) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე ელექტროენერგია, საქონლის მიწოდების თანამდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, 2005 წლის 20 აპრილი, მუხლი 3)

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრი - მონაცემთა ერთობლიობა ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის, აგრეთვე რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირთა შესახებ.

(საქართველოს კანონი საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 2)

საქონლის ექსპორტი, საქონლის იმპორტი, საქონლის რეექსპორტი, საქონლის ტრანზიტი, საქონლის დროებით შემოტანა, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავება, გადამუშავებული პროდუქტი, გადაუმუშავებელი საქონელი, საქართველოს საბაჟო ტერიტორია და საბაჟო საზღვარი - თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, განისაზღვრება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

საქონლის გადამუშავების ოპერაციები -

ა) საქონლის დამუშავება, მათ შორის, მონტაჟი, აწყობა ან სხვა საქონელზე მორგება;

ბ) საქონლის წარმოება;

გ) საქონლის შეკეთება, მათ შორის, აღდგენა და მუშა მდგომარეობაში მოყვანა;

დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული საქონლის გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავების პროდუქტის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი მთლიანად ან ნაწილობრივ იხარჯება გადამუშავების პროცესში.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

საქონლის გაშვება - მოქმედება, რომლითაც საბაჟო ორგანო უზრუნველყოფს დეკლარანტის მიერ საქონლის განკარგვის ან/და საქონლით სარგებლობის შესაძლებლობას მის მიმართ გამოყენებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის პირობების შესაბამისად.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

საქონლის მესაკუთრე - პირი, რომელსაც საქონელზე აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული საკუთრების უფლება.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

საქონლის მიწოდება - პირის მიერ სხვა პირისთვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროექტების (მათ შორის, მოსამზადებელი ეტაპის) განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, რომლებთანაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაფორმებული აქვს პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება, ამ პროექტების ფარგლებში საქონლის სხვა პირებისათვის გადაცემა არ ითვლება საქონლის მიწოდებად.

საქონლის მიწოდებად არ ითვლება:

ა) სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის აქტივების გამოტანა იმ საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან, რომლის წილის/აქციების 50%-ზე მეტი სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაშია;

ბ) სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 20)

საქონლის მფლობელი - პირი, რომელიც საქონლის შემდგომი გადაზიდვის ან/და სხვა მოქმედების შესრულების მიზნით საქონელს ინახავს საწყობში ან სხვაგვარადაა პასუხისმგებელი საქონლის შენახვისათვის, აგრეთვე პირი, რომელიც საბაჟო ორგანოს ვერ დაუმტკიცებს, რომ მის სატრანსპორტო საშუალებაში, შენობა-ნაგებობაში ან სხვა ტერიტორიაზე მოთავსებული საქონელი მასთან მოხვდა მისი ნების საწინააღმდეგოდ.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

საქპატენტი -

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში სამართლებრივად უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებს.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

2. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საპატენტო კანონი, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

3. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში სამართლებრივად უზრუნველყოფს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებს.

(საქართველოს კანონი ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ. 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 2)

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების სფეროში სამართლებრივად უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებს.

(საქართველოს კანონი საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 2)

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია - ნებისმიერი საქონელი, რომელზედაც უკანონოდ არის გამოყენებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა.

(საქართველოს კანონი ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 2)

საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამა - სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია ხელოვნების ან/და სპორტის ერთ-ერთ ან რამდენიმე საშემსრულებლო სპეციალობაში შემსრულებლის (მათ შორის, მხატვრის, მუსიკოსის, მსახიობის, სპორტსმენისა და სხვა) მომზადება და შესაბამისი სპეციალობით აკადემიური ხარისხის ან/და პროფესიული უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

საშიში ნივთიერება -

1. ელემენტი, რთული ნივთიერება ან ნაერთი, მათ შორის, ნავთობი, ბუნებრივი გაზი და მისგან გამოყოფილი სხვა გაზები და ნივთიერებები (ბუნებრივი, გადაუმუშავებელი რადიაქტიური ნივთიერებების გარდა), აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200 მუხლით, ამავე კოდექსის საფუძველზე და „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფეროში გამოფრქვეულ და წყლის ობიექტებში ჩაშვებულ მავნე ნივთიერებათა ფარდობითი საშიშროების კოეფიციენტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1997 წლის 25 ნოემბრის 139 ბრძანებით განსაზღვრული ნივთიერებები, რომელთაც პირდაპირ ან გარემოსა და ცოცხალ ორგანიზმებში დაგროვების შედეგად შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ ადამიანს, გარემოსა და ქონებას.

(საქართველოს კანონი საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ, 1999 წლის 23 ივლისი, მუხლი 2)

2. ნივთიერებები, მათი ნაერთები ან ნაერთების ნარევი, რომლებსაც განსაზღვრული რაოდენობით თავისი ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებებით შეუძლიათ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედება.

(საქართველოს კანონი სურსათისა და თამბაქოს შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

საშიშროება - ადამიანსა და გარემოზე უარყოფითი გავლენის ალბათობა.

(საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

საშუალებები - ყველა ტერმინალი, რეზერვუარი, საქაჩი და საკომპრესორო სადგური, ჩასატვირთი, მათ შორის, საზღვაო ჩასატვირთი მოწყობილობა, სააღრიცხვო სადგური, საკომუნიკაციო ხაზი და დანადგარი, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სხვა სადგური თუ მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ნავთობის გადამუშავებისათვის, გაზის დამუშავებისათვის ან ტრანსპორტირების საქმიანობისათვის.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

საშუალო საზღვაო განათლება - საზღვაო სასწავლებელში სამწლიანი თეორიული მომზადების აღიარებული კურსი, რომლის გავლის შემდეგ გაიცემა განათლების დიპლომი, რომელიც იძლევა გემზე ექსპლუატაციის დონის თანამდებობის დაკავების უფლებას.

(საქართველოს კანონი მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ, 2000 წლის 26 სექტემბერი, მუხლი 1)

საშუალო საწარმო - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ყველა ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა არ აღემატება 100 დასაქმებულს და რომლის წლიური ბრუნვა - 1 500 000 ლარს.

(საქართველოს კანონი საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ, 2002 წლის 19 ივნისი, მუხლი 3)

საცალო ვაჭრობა - სურსათის, მისი დამუშავების ან შენახვის ორგანიზება მის სარეალიზაციოდ განკუთვნილ ადგილზე ან საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდების ადგილზე.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

საცხოვრებელი - საცხოვრებლად განკუთვნილი უძრავი ქონება.

(საქართველოს კანონი ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 2)

საცხოვრისი - მუდმივად ან დროებით საცხოვრებლად მოწყობილი და გამოყენებული, ერთი ან მეტი საცხოვრებელი ოთახისაგან შემდგარი ბინა.

(საქართველოს კანონი საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ, 2001 წლის 12 ოქტომბერი, მუხლი 1)

საძიებო-სამაშველო ერთეული - სათანადოდ მომზადებული პერსონალით დაკომპლექტებული და შესაბამისი მოწყობილობებით აღჭურვილი გემი, რომლითაც შესაძლებელია საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელება.

(საქართველოს კანონი საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ, 2000 წლის 29 სექტემბერი, მუხლი 3)

საძიებო-სამაშველო კოორდინატორი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია, რომელიც საძიებო-სამაშველო რაიონში ხელმძღვანელობს ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციას, საძიებო და სამაშველო სამუშაოებს.

(საქართველოს კანონი საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ, 2000 წლის 29 სექტემბერი, მუხლი 3)

საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი - საძიებო-სამაშველო ოპერაციების ხელმძღვანელი.

(საქართველოს კანონი საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ, 2000 წლის 29 სექტემბერი, მუხლი 3)

საძიებო-სამაშველო რაიონი - საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და ტერიტორიული ზღვის რაიონი, რომლის საზღვრებშიც ხორციელდება საძიებო-სამაშველო ოპერაციები.

(საქართველოს კანონი საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ, 2000 წლის 29 სექტემბერი, მუხლი 3)

საწარმო - საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმის საწარმო.

(საქართველოს კანონი საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ, 2004 წლის 13 თებერვალი, მუხლი 1)

საწარმოო ობიექტი - საწარმო, საამქრო ან მათი უბნები და სხვა საწარმოო ქვედანაყოფები და ტერიტორიები, აგრეთვე მოწყობილობები, რომლებიც სურსათისა და თამბაქოს წარმოების პროცესში გამოიყენება.

(საქართველოს კანონი სურსათისა და თამბაქოს შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

საწარმოო - საინვესტიციო პროგრამა - ცალკეული დარგისა და საწარმოს განვითარების, აგრეთვე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებისა და სტაბილური განვითარების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული საფინანსო-ეკონომიკური გეგმა, რომელიც შეესაბამება საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმით განსაზღვრულ პრიორიტეტებს.

(საქართველოს კანონი საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ, 2002 წლის 19 ივნისი, მუხლი 3)

საწარმოო-საინვესტიციო პროექტი - საწარმოო-საინვესტიციო პროგრამით განსაზღვრული დარგის განვითარების მიზნით შემუშავებული კონკრეტული მოქმედებების გეგმა.

(საქართველოს კანონი საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ, 2002 წლის 19 ივნისი, მუხლი 3)

საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსების სისტემა - ამ კანონით განსაზღვრული ნორმების ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსებას და განსაზღვრავს მათი განხორციელების პრინციპებს.

(საქართველოს კანონი საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ, 2002 წლის 19 ივნისი, მუხლი 3)

საწარმოო - საინვესტიციო პროექტის წარმდგენი ორგანიზაცია - რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საწარმოო-საინვესტიციო პროექტს წარადგენს ამ კანონის შესაბამისად.

(საქართველოს კანონი საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ, 2002 წლის 19 ივნისი, მუხლი 3)

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, რაიონული, საქალაქო, რეგიონული, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროფესიული კავშირი ან პროფკავშირული ორგანიზაცია - პროფესიული კავშირი, რომელიც ნებაყოფილობით აერთიანებს ერთი პროფკავშირის წევრებს და მოქმედებს შესაბამისად ერთი საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, რაიონის, ქალაქის, რეგიონის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

(საქართველოს კანონი პროფესიული კავშირების შესახებ, 1997 წლის 2 აპრილი, მუხლი 3)

საწარმოს დაწესებულების, ორგანიზაციის, რაიონული, საქალაქო, რეგიონული, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) - პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია), რომლებიც ნებაყოფლობით აერთიანებს პროფესიულ კავშირებსა და/ან პროფესიული კავშირების გაერთიანებებს (ასოციაციებს) და მოქმედებს შესაბამისად საწარმოს. დაწესებულების, ორგანიზაციის, რაიონის, ქალაქის, რეგიონის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე.

(საქართველოს კანონი პროფესიული კავშირების შესახებ, 1997 წლის 2 აპრილი, მუხლი 3)

საწარმოს (ორგანიზაციის) რესტრუქტურიზაცია - საწარმოს (ორგანიზაციის) საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიმართული სამართლებრივი, ორგანიზაციული, ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა სახის ღონისძიებების ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ, 2004 წლის 13 თებერვალი, მუხლი 1)

საწყისი ხაზები - სანაპირო ზოლი ზღვის მაქსიმალური უკუქცევის დროს ან სწორი ხაზები, რომლებიც აერთებენ ზღვაში ნაპირის ყველაზე დაშორებულ წერტილებს, ღუზაზე სადგომი რეიდების, ჰიდროტექნიკური და სხვა მუდმივი სანავსადგურო ნაგებობების ჩათვლით.

(საქართველოს კანონი საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ”, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 6)

სახანძრო-სამაშველო დანაყოფები - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსადმი დაქვემდებარებული სახანძრო დაცვისა და სამოქალაქო თავდაცვის სამსახურების გაერთიანების შედეგად შექმნილი ძალები.

(საქართველოს კანონი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ, 2007 წლის 8 ივნისი, მუხლი 1)

სახელმწიფო ბიუჯეტი - საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შემოსულობების, აგრეთვე მისი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების ნუსხა.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ, 2003 წლის 24 აპრილი, მუხლი 3)

სახელმწიფო ბრალმდებელი - პროკურორი, რომელიც მხარს უჭერს ბრალდებას პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

სახელმწიფო დახმარება -

1. სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადი სახით, გარკვეული ვადითა და ნებისმიერი ფორმით გაწეული დახმარება. კერძოდ, გადასახადებისაგან გათავისუფლება ან მათი გადავადება, ვალების ჩამოწერა, რესტრუქტურიზაცია, სესხების გაცემა განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებით, სესხის შეღავათიანი გარანტიები, უძრავი ქონების შეძენა განსაკუთრებული პირობებით, პრეფერენციული პირობები სახელმწიფო შესყიდვების დროს და მოგების მიღების გარანტია, აგრეთვე სხვა ექსკლუზიური უფლებების მინიჭება, რომლებიც ზღუდავენ კონკურენციას ან ქმნიან მისი შეზღუდვის საშიშროებას, ანიჭებს რა უპირატესობას გარკვეულ ეკონომიკურ აგენტებს ან გარკვეული საქონლის წარმოებას.

(საქართველოს კანონი საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ, 2004 წლის 13 თებერვალი, მუხლი 1)

2. სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადი სახით, გარკვეული ვადითა და ნებისმიერი ფორმით გაწეული დახმარება; კერძოდ - გადასახადებისაგან გათავისუფლება ან მათი გადავადება, ვალების ჩამოწერა, რესტრუქტურიზაცია, სესხების გაცემა ხელსაყრელი პირობებით, სესხის შეღავათიანი გარანტიები, უძრავი ქონების შეძენა განსაკუთრებული პირობებით, პრეფერენციული პირობები სახელმწიფო შესყიდვების დროს და მოგების მიღების გარანტია და სხვა ექსკლუზიური უფლებების მინიჭება, რომლებიც ზღუდავენ კონკურენციას ან ქმნიან მისი შეზღუდვის საშიშროებას, ანიჭებენ რა უპირატესობას გარკვეულ ეკონომიკურ აგენტებს ან გარკვეული საქონლის წარმოებას.

(საქართველოს კანონი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ, 2005 წლის 3 ივნისი, მუხლი 2)

სახელმწიფო დახმარების გეგმა - სახელმწიფო დახმარების განხორციელებისათვის საჭირო მატერიალური და ფინანსური რესურსებისა და შესაბამისი ვადების ჩვენებით გათვალისწინებული ღონისძიებები.

(საქართველოს კანონი საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ, 2004 წლის 13 თებერვალი, მუხლი 1)

სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლი - ვეტერინარული საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით და ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე ვეტერინარულ-ინსპექტორულ კონტროლს, ვეტერინარულსანიტარიულ ზედამხედველობას ცხოველებისა და მეცხოველეობის პროდუქციის ექსპორტ-იმპორტზე, ტრანზიტზე, შენახვასა და რეალიზაციაზე, აგრეთვე ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების ხარისხის კონტროლს.

(საქართველოს კანონი ვეტერინარიის შესახებ, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1)

სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტი - ყველა სახის ცხოველის ფერმერული, გლეხური, ოჯახური საწარმო და ჯიშსაშენი მეურნეობა, ფაბრიკა, ინკუბატორი; ცხოველთა გადასაყვანი ყველა სახის სატრანსპორტო საშუალება; მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შემგროვებელი, გადამამუშავებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტები; სამრეწველო მაცივრები (მაცივარკომბინატები) და კვების ობიექტები; ცხოველთა საკვების, საკვებდანამატების დამამზადებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტები; ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების (საშუალებების) მწარმოებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტები; ვეტერინარული დანიშნულების ყველა სახის ობიექტი; ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული ობიექტები, აგრარული ბაზრები, ბაზრობები და სხვა სავაჭრო ობიექტები.

(საქართველოს კანონი ვეტერინარიის შესახებ, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1)

სახელმწიფო ზედამხედველობა - ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოების მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომლის მიზანია უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კანონიერება და მიზანშეწონილობა. ზედამხედველობის სახეებია: სამართლებრივი ზედამხედველობა და დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების ზედამხედველობა.

(საქართველოს კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ, 2007 წლის 8 ივნისი, მუხლი 2)

სახელმწიფო კატალოგი - საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ჩამონათვალი.

(საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

სახელმწიფო კონტროლი - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიერ განხორციელებული ქმედება სურსათის ან ცხოველის საკვების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ან გამოვლენილი შეუსაბამობის აღმოფხვრის უზრუნველყოფის მიზნით.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა - ეკონომიკურ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების მიზნით სახელმწიფოს მიერ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საფუძველზე რესურსებით, პასუხისმგებელი შემსრულებელი სამთავრობო დაწესებულებებით, შესრულების ვადებით და მომხმარებლებით უზრუნველყოფილი სოციალურ-ეკონომიკურ ღონისძიებათა კომპლექსი.

(საქართველოს კანონი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ, 2005 წლის 3 ივნისი, მუხლი 2)

სახელმწიფო ნაკრძალი -

1. დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების I კატეგორიას - მკაცრი ბუნებრივი რეზერვატი (Strict Nature Reserve/Wilderness Area).

(საქართველოს კანონი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 2003 წლის 22 აპრილი, მუხლი 1)

2. დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების I კატეგორიას - მკაცრი ბუნებრივი რეზერვატი (Strict Nature Reserve/Wilderness Area).

(საქართველოს კანონი კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 1998 წლის 9 დეკემბერი, მუხლი 1)

სახელმწიფო ორგანო ან/და სახელმწიფო იურიდიული პირი - სახელმწიფო ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (საჯაროსამართლებრივი კორპორაცია, საჯაროსამართლებრივი დაწესებულება), რომლის შექმნის, ორგანიზაციისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით.

(საქართველოს კანონი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

სახიფათო პროდუქცია - საქონელი ან მომსახურება, რომელიც არ შეესაბამება ამ მუხლში მოცემულ „უსაფრთხო პროდუქციის“ განმარტებას.

(საქართველოს კანონი პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 3)

სახელმწიფო საიდუმლოება - ინფორმაციის სახეობა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერობების, დაზვერვის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს, რაც ამ კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად და ექვემდებარება სახელმწიფო დაცვას.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

სახელმწიფო სტანდარტი - „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული საქართველოს სახელმწიფო სტანდარტი ან/და „სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებ“ 1992 წლის 13 მარტს მოსკოვში დადებული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებით შეთანხმების მონაწილე ქვეყნების ტერიტორიაზე გამოსაყენებლად განსაზღვრული სტანდარტი.

(საქართველოს კანონი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

სახელმწიფოს საკომპენსაციო ნავთობი და გაზი - მოპოვებული ნავთობისა და გაზის ნაწილი, რომელიც ხმარდება ფართობზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების მიზნით ინვესტორისათვის ამ ფართობზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლების მინიჭებამდე, სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურებას, თუ ეს ხარჯები და დანახარჯები აღიარებულია ხელშეკრულებით ინვესტორის მიერ.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

სახელმწიფო რეგისტრაცია - ტრანსპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სატრანსპორტო სისტემისა და საშუალებების აღრიცხვასთან დაკავშირებული საქმიანობა.

(საქართველოს კანონი ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ, 2007 წლის 30 მარტი, მუხლი 1)

სახელმწიფო საიდუმლოება - ინფორმაცია, რომელიც „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად და ექვემდებარება სახელმწიფოს მიერ დაცვას.

(საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, 2004 წლის 24 ივნისი, მუხლი 1)

სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდი - სახელმწიფო ტყის ფონდი, სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების გარდა.

(საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსი, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 5)

სახელმწიფო სანაშენე რეესტრი - სანაშენე ნახირის (კოლტის, ჯოგის) შესახებ მონაცემების კრებული.

(საქართველოს კანონი სანაშენე მეცხოველეობის შესახებ, 1996 წლის 5 სექტემბერი, მუხლი 2)

სახელმწიფო სანაშენე წიგნი - ცხოველთა ხალასჯიშიანი მოშენების შედეგად მიღებული ჯიშისათვის განსაკუთრებული ღირსების სანაშენე თვისებათა მონაცემების კრებული.

(საქართველოს კანონი სანაშენე მეცხოველეობის შესახებ, 1996 წლის 5 სექტემბერი, მუხლი 2)

სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა - სურსათისა და თამბაქოს, აგრეთვე მათი მწარმოებელი და მარეალიზებელი ობიექტებისათვის სანიტარიულ-ჰიგიენური წესებითა და ნორმებით, ჰიგიენური ნორმატივებით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობა.

(საქართველოს კანონი სურსათისა და თამბაქოს შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

სახელმწიფო საწარმოო-საინვესტიციო პოლიტიკა - სახელმწიფო ორგანოების მიერ შემუშავებული ძირითადი პრინციპების ერთობლიობა, რომლის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა.

(საქართველოს კანონი საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ, 2002 წლის 19 ივნისი, მუხლი 3)

სახელმწიფო ტყე - სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტყე.

(საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსი, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 5)

სახელმწიფო ტყის ფონდი - საქართველოს სახელმწიფო ტყის, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მიკუთვნებული მიწებისა და მისი რესურსების ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსი, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 5)

სახელმწიფო უწყება - საქართველოს სახელმწიფოს ნებისმიერი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფი ან უწყება.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

სახელმწიფო ფიტოსანიტარიული კონტროლი - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობა, მიმართული მავნებლების, დაავადებებისა და სარეველების მასობრივი გავრცელების გამოვლენისა და თავიდან აცილებისაკენ, მცენარეთა დაცვის ღონისძიებების დარღვევათა გამოვლენისაკენ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

(საქართველოს კანონი მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ, 1994 წლის 12 ოქტომბერი, მუხლი 14)

სახელმწიფო ფიტოსანიტარიული ზედამხედველობა - საშიში მავნე ორგანიზმების აღმოჩენისას მასობრივი გავრცელების მიზეზების გამოვლენა და დადგენა, მავნე ორგანიზმებისაგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მცენარეთა დაცვის ღონისძიებების გატარებასა და საშუალებების გამოყენებაზე რეგლამენტების მოთხოვნათა შესრულება.

(საქართველოს კანონი მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ, 1994 წლის 12 ოქტომბერი, მუხლი 14)

სახელმწიფო შესყიდვა - შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა შემდეგი სახსრებით (თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული):

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტში კონსოლიდირებული სახსრებით;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების სახსრებით;

გ) ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრებით;

დ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით;

ე) უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე გრანტისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს კანონი კოლიზიაში შედის შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან, ან საგრანტო და საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრულია შესყიდვების განხორციელების საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებული, ამ კანონისაგან განსხვავებული წესები);

ვ) სახელმწიფო გარანტიით მიღებული საკრედიტო და საინვესტიციო სახსრებით;

ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრებით, ამ სახსრების წარმოშობის წყაროს მიუხედავად;

თ) იმ საწარმოს სახსრებით, რომლის საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, 2005 წლის 20 აპრილი, მუხლი 3)

სახელმწიფო ხაზინა - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ, 2003 წლის 24 აპრილი, მუხლი 3.)

სახელმძღვანელო დოკუმენტები - საქართველოს კანონმდებლობა, საძიებო-სამაშველო ოპერაციებისა და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის გეგმა.

(საქართველოს კანონი საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ, 2000 წლის 29 სექტემბერი, მუხლი 3)

სახელმწიფო სამდუმლოებასთან დაშვება - სახელმწიფო ორგანოებისათვის, ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მიცემული ნებართვა შეასრულოს სამუშაო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოყენებით.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სისტემა - სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ორგანოების მიერ გამოყენებული საიდუმლოების დაცვის საშუალებები და მეთოდები, აგრეთვე ამ მიზნით განხორციელებული ღონისძიებები.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობის უფლება - თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე პირისათვის მიცემული შესაძლებლობა გაეცნოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალას.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მქონე - დოკუმენტი ან სხვა სახის მატერიალური საგანი, რომელიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებად აღიარებულ ინფორმაციას.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები - ნებისმიერი შენობა-ნაგებობა, რომლის მესაკუთრეა საქართველოს სახელმწიფო.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ, 2006 წლის 14 აპრილი, მუხლი 2)

სახელმწიფო სასწავლო გრანტი - სახელმწიფოს მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდის/გამოცდების ჩაბარების საფუძველზე სტუდენტისათვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) ან/და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობა - საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან.

(საქართველოს კანონი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, 2005 წლის 10 მარტი, მუხლი 2)

სახელოვნებო უმაღლესი განათლება - უმაღლესი განათლება, რომლის მიზანია ხელოვნების ერთ ან რამდენიმე დარგში შემსრულებელი სპეციალისტების მომზადება.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

სახიფათო ტვირთი - ტვირთი, რომელიც ოფიციალურად, საერთა- შორისო ნორმებით კლასიფიცირებულია როგორც სახიფათო.

(საქართველოს კანონი საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ, 1995 წლის 4 აპრილი, მუხლი 1)

საჯარო გაცნობა - ნებისმიერი მოქმედება (გამოქვეყნების გარდა), რომლის შედეგადაც უშუალოდ ან ტექნიკური საშუალებით ნაწარმოები, შესრულება, ფონოგრამა, ვიდეოგრამა, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემა ან მონაცემთა ბაზა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა.

(საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

საჯარო გადაცემა - ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.

(საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

საჯარო დაწესებულება - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

საჯარო პირი - „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2-ე მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.

(საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, 2004 წლის 24 ივნისი, მუხლი 1)

საჯარო რეგისტრი - ეროვნული ბანკის უწყებრივი საჯარო რეესტრი, რომელშიც ხდება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების აღრიცხვა და სისტემატიზაცია.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) - ამ კანონით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დებულებას ამტკიცებს და ხელმძღვანელს ნიშნავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

(საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 3)

საჯარო საქმიანობა - ადმინისტრაციულ ორგანოში ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 4)

საჯარო სკოლა - საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

საჯარო შესრულება - ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის წარმოდგენა დეკლამაციის, თამაშობის, სიმღერის, ცეკვის ან სხვა სახით, უშუალოდ (ცოცხალი შესრულება) ან ნებისმიერი მოწყობილობის მეშვეობით, ადგილზე (ადგილებზე), სადაც საჯარო შესრულება შეიძლება აღქმულ იქნეს საჯარო გადაცემის აუცილებლობის გარეშე და სადაც ესწრებიან ან შეიძლება ესწრებოდნენ პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს. აუდიოვიზუალური ნაწარმოების საჯარო შესრულებად ითვლება ნაწარმოების გამოსახულებათა ჩვენება თანამიმდევრობით.

(საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

საჯარო ჩვენება - ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის დემონსტრირება უშუალოდ ან ეკრანზე ფირის, სლაიდის, კადრის ან სხვა ტექნიკური საშუალების მეშვეობით, რასაც ესწრებიან ან შეიძლება ესწრებოდნენ პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს. აუდიოვიზუალური ნაწარმოების საჯარო ჩვენებად ჩაითვლება ცალკეული კადრების ჩვენება თანამიმდევრობის გარეშე;

(საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

საჰაერო გადამყვან-გადამზიდველი - საავიაციო საწარმო-საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, რომელსაც თავის გამგებლობაში საკუთრების უფლებით, იჯარით ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძველზე აქვს საჰაერო ხომალდი და რომელიც ფრენას ახორციელებს ექსპლუატანტის სერტიფიკატში მითითებული პირობების შესაბამისად.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა - საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ შესრულებული რეგულარული ან არარეგულარული მგზავრთა გადაყვანა, ტვირთის, ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა განსაზღვრულ საჰაერო ხაზზე.

(საქართველოს კანონი სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, 2000 წლის 15 სექტემბერი, მუხლი 3)

საჰაერო მოძრაობა - ჰაერში მყოფი და აეროდრომის სამიმოსვლო ფართობზე მოძრავი ყველა საჰაერო ხომალდი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

საჰაერო მოძრაობის არე (რაიონი) - დადგენილი ზომების სივრცე, სადაც საჰაერო მოძრაობის ორგანო ახორციელებს თავის დანიშნულებას.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი“, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

საჰაერო სატრანსპორტო საშუალებები - თვითმფრინავები, შვეულმფრენები, დირიჟაბლები, პლანერები, საჰაერო ბუშტები, სამაშველო პარაშუტები, საფრენი აპარატები და სხვა საფრენად განკუთვნილი საშუალებები.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

საჰაერო სივრცის ზედამხედველი სახელმწიფო - სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებელია საჰაერო სივრცეში ჰაერნაოსნობაზე.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

საჰაერო ტრასა - სამეთვალყურეო რაიონი ან მისი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს საჰაერო სივრცეში უსაფრთხო ფრენის შესრულებისათვის განკუთვნილ, სიმაღლესა და სიგანეში შეზღუდულ დაფრენას და უზრუნველყოფილია აეროდრომებით, სანაოსნო, საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებებით.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

საჰაერო ხაზი - სამეთვალყურეო რაიონი ან მისი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფილია აეროდრომით, სანაოსნო და საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებებით და წარმოადგენს საჰაერო სივრცეში სიმაღლესა და სიგანეში შეზღუდულ, საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენისათვის განკუთვნილ დერეფანს.

(საქართველოს კანონი სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, 2000 წლის 15 სექტემბერი, მუხლი 3)

საჰაერო ხომალდი - ნებისმიერი აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად ინარჩუნებს, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაეროვან ურთიერთქმედების გამოკლებით, საჰაერო ხომალდებია: თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი და სხვა საშუალებები.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

საჰაერო ხომალდის ეროვნულობა - საქართველოში ეროვნულად ითვლება ის საჰაერო ხომალდი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს საჰაერო ხომალდების შესაბამის სახელმწიფო რეესტრში.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი - პირნი, რომელთაც საფრენოსნო დავალების შესრულებისას საჰაერო ხომალდის მართვა მომსახურების განსაზღვრული მოვალეობები აკისრიათ.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

საჰაერო ხომალდის მეთაური - ფრენისას საჰაერო ხომალდის მართვისა და მისი უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პილოტი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

საჰაერო ხომალდის სახეობა - უმთავრესი მახასიათებლების საფუძველზე საჰაერო ხომალდების დაყოფა, მაგალითად: თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი, თავისუფალი აეროსტატი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

სელექციონერი - პირი, რომელმაც გამოავლინა და გააუმჯობესა, ან გამოიყვანა მცენარის ახალი ჯიში.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

სელექციონერის მიერ მიღებული თესლი (ორიგინალური თესლი) - წინასაბაზისო თესლის წინა თაობის თესლი, რომელიც მიღებულია მცენარის ჯიშის შემნარჩუნებლის ან მისი პასუხისმგებლობით სხვა პირის მიერ.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ“, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

სერია - საწყისი ნედლეულის, შესაფუთი მასალის ან პროდუქციის განსაზღვრული რაოდენობა, რომელიც ექვემდებარება დამუშავებას ერთ ან რამდენიმე შემდგომ ტექნოლოგიურ პროცესში იმგვარად, რომ მიღწეულ იქნეს მისი ერთგვაროვნება.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

სერტიფიკატი (მოწმობა) - ცხოველის წარმოშობის, პროდუქტიულობის და სხვა სანაშენე თვისებების, თესლის ან ემბრიონის ხარისხობრივი მაჩვენებლების დამადასტურებელი საბუთი.

(საქართველოს კანონი სანაშენე მეცხოველეობის შესახებ, 1996 წლის 5 სექტემბერი, მუხლი 2)

სერტიფიკატი -

1. კანონმდებლობის საფუძველზე მშენებლობაში სერტიფიკაციის სისტემის წესების შესაბამისად გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქცია შეესაბამება კონკრეტულ სტანდარტს.

(საქართველოს კანონი სამშენებლო საქმიანობის შესახებ“, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 3)

2. დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას, უსაფრთხოდ განახორციელოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები (საავიაციო სამუშაოები) ან/და ამ გადაყვანა-გადაზიდვების (საავიაციო სამუშაოების) მომსახურება იმ შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრულია სერტიფიკატითა და მისი დანართებით.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი“, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

3. დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ საჭირო სახით იდენტიფიცირებული მოწყობილობა ან მომსახურება შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

4. ფუტკრის წარმოშობის, სხვა სანაშენე თვისებებისა და ფუტკრის პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების დამადასტურებელი საბუთი.

(საქართველოს კანონი მეფუტკრეობის შესახებ“, 2002 წლის 18 მაისი, მუხლი 3)

სერტიფიკაციის ორგანო - ამ კანონის შესაბამისად აკრედიტებული, ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მქონე იურიდიული პირი, საკუთრების ფორმის მიუხედავად, რომელიც დადგენილი პროცედურების მეშვეობით აფასებს პროდუქციის შესაბამისობას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან ან ნებაყოფლობით სტანდარტებთან და გასცემს შესაბამის სერტიფიკატს

(საქართველოს კანონი პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 3)

სერტიფიცირება -

1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების პროცესი, რომლის მიზანია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უნარის შეფასება.

(საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5)

2. კომპეტენტური ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ტყის ეკოლოგიური მდგომარეობის, მისი რესურსების, ტყის დაცვის ღონისძიებების და სხვათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარება.

(საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსი, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 5)

3. კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლების მინიჭება.

(საქართველოს კანონი ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ, 2004 წლის 26 ოქტომბერი, მუხლი 5)

4. კერძო ვეტერინარული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება.

(საქართველოს კანონი ვეტერინარიის შესახებ“, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1)

5. მასწავლებლისათვის პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება ან/და განახლება.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

სერტიფიცირების წესი - პროცედურა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

(საქართველოს კანონი ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ“, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 4)

სესხი - არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის მიერ თავისი წევრისათვის დაბრუნებადობის, ფასიანობისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი სახსრების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება.

(საქართველოს კანონი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ“, 2002 წლის 4 ივლისი, მუხლი 1)

სექსუალური ექსპლუატაცია - პირის ჩაბმა პროსტიტუციაში, სხვა სახის სქესობრივ მომსახურებაში ან პორნოგრაფიული მასალის წარმოებაში მის მიმართ მუქარის, ძალადობის, იძულების, შანტაჟის ან მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან სამუშაოს ხასიათისა და პირობების შესახებ ყალბი ინფორმაციის მიწოდებით.

(საქართველოს კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, 2006 წლის 28 აპრილი, მუხლი 3)

სექსუალური ძალადობა - სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ.

(საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, 2006 წლის 25 მაისი, მუხლი 4)

სიგარეტი - ნებისმიერი გრაგნილი ან მილისებრი აგებულების მქონე კონსტრუქცია, რომელიც შეიცავს თამბაქოს ან მის წარმოებულებს, მოხმარების ჩვეულებრივ პირობებში გათვალისწინებულია მოწევისათვის და განსხვავდება სიგარებისა და სიგარილებისაგან.

(საქართველოს კანონი საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 2)

სივრცითი მოწყობა - ტერიტორიების ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის ფორმირებისათვის კანონმდებლობის, ამ დარგის სახელმწიფო და ადგილობრივი პოლიტიკის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, ფიზიკური და იურიდიული პირების მოღვაწეობის ერთობლიობით განსაზღვრული პირობები და პროცესები.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

სივრცით-ტერიტორიული განვითარების რეგლამენტები - ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების პირობები და მახასიათებლები, რომლებიც დადგენილია დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების საფუძველზე.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა - საქმიანობა, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათსარგებლობის, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციის სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის განმახორციელებლები - დაგეგმვაზე უფლებამოსილი უწყებები, ფიზიკური და იურიდიული პირები.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმები და წესები - დაგეგმვაზე უფლებამოსილი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია - ამ კანონით განსაზღვრული წესით შემუშავებული, შეთანხმებული და დამტკიცებული დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაციას.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

სიმძლავრე - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტის ფუნქციონალური რესურსის რაოდენობრივი მახასიათებელი.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

სისხლისსამართლებრივი დევნა - ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონებით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების უზრუნველყოფა.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

სისხლის სამართლის პროცესი - გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის, სასამართლოსა და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეთა კანონით მოწესრიგებული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ამ კოდექსის მუხლით გათვალისწინებული ამოცანების გადასაწყვეტად.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო (თანამდებობის პირი) - გამომძიებელი, პროკურორი, სასამართლო (მოსამართლე).

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

სისხლის სამართლის საქმე - საგამოძიებო და სასამართლო ოქმების, დოკუმენტების, ექსპერტების დასკვნების, ნივთიერ და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

სკოლის დირექცია - სკოლის დირექტორი, მისი მოადგილე/მოადგილეები და ბუღალტერია.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

სკოლის პედაგოგიური საბჭო - სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

სკოლის სამეურვეო საბჭო - სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

სომატონარკომანი - ტკივილის სინდრომით მიმდინარე რომელიმე სომატური ავადმყოფობით დაავადებული პირი, რომელსაც კანონიერად დაენიშნა ნარკოტიკული საშუალება და მის მიმართ ჩამოყალიბებული აქვს ფსიქიკური ან/და ფიზიკური დამოკიდებულება.

(საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

სოციალიზაცია - ბავშვის პიროვნების სოციალურ-კულტურული ჩამოყალიბების, მის მიერ საზოგადოებრივი ქცევის ნორმების ფსიქოლოგიური მექანიზმებისა და სოციალურ ღირებულებათა ათვისების პროცესი.

(საქართველოს კანონი ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 1)

სოციალური დახმარება - ნებისმიერი სახის, ფულადი ან არაფულადი ხასიათის სარგებელი, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირისათვის, ღატაკი ოჯახისათვის ან უსახლკარო პირისათვის.

(საქართველოს კანონი სოციალური დახმარების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 4)

სოციალური დახმარების სისტემა - სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ორგანიზებული ან/და მისი მეთვალყურეობით განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის, ღატაკი ოჯახის ან უსახლკარო პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ.

(საქართველოს კანონი სოციალური დახმარების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 4)

სოციალური მომსახურება - საქმიანობა, რომლის მიზანია არაფულადი სოციალური დახმარების მეშვეობით სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის, ღატაკი ოჯახის ან უსახლკარო პირის სპეციფიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება.

(საქართველოს კანონი სოციალური დახმარების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 4)

სოციალური მომსახურების მიმწოდებელი - ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრული წესით უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების მიწოდებას.

(საქართველოს კანონი სოციალური დახმარების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 4)

სოციალური რეკლამა - საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

სოციალური მუშაკი -

1. სერტიფიცირებული, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელსაც გამოაქვს დასკვნა მზრუნველობამოკლებული ბავშვის სტატუსის მინიჭების, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ზრუნვისა და მზრუნველობამოკლებულ სრულწლოვნებზე ზრუნვის სახეების გამოყენების შესახებ, აგრეთვე მშობლის უფლების ჩამორთმევის ან ამ უფლების ჩამორთმევის გარეშე ბავშვის ჩამორთმევის თაობაზე.

(საქართველოს კანონი სოციალური დახმარების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 4)

2. უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელმაც გაიარა სპეციალური მომზადება, რომლის გამოცდილება შეესაბამება სათანადო საქმიანობას და რომელიც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ შეყვანილია სოციალურ მუშაკთა ერთიან რეესტრში.

(საქართველოს კანონი ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 1)

სოციალური ობლები - სოციალურდემოგრაფიული პირობების გამო მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა განსაკუთრებული სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფი 18 წლის ასაკამდე, ე. ი. ობლები, რომლებსაც სინამდვილეში ჰყავთ მშობლები.

(საქართველოს კანონი ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 1)

სოციალური ობლობა - მშობლების მიერ საკუთარი ბავშვების მიმართ მშობელთა მოვალეობებისათვის თავის არიდების ან ამ მოვალეობების შეუსრულებლობის შედეგი.

(საქართველოს კანონი ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 1)

სპეციალიზებული მაუწყებლობა - ერთი თემატიკის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით მაუწყებლობა.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები - ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული ნივთიერება და პრეკურსორი.

(საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

სპეციალური (ზონალური) შეთანხმება - შეთანხმება, რომლის მიღება სავალდებულოა უძრავ ქონებაში (ობიექტში) ცვლილებების შეტანამდე, ამ ქონების (ობიექტის) ისეთი გამოყენების შემთხვევაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით მოითხოვს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

სპეციალური კონტროლი - საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის ლეგალურ ბრუნვაზე დაწესებული განსაკუთრებული კონტროლი.

(საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

სპეციალური ლიცენზია - უფლება, როდესაც პირს შეუძლია განახორციელოს რომელიმე ვიწრო საქმიანობა ლიცენზირებადი საქმიანობის ზოგადი სახეობიდან და ვალდებულია წარმოადგინოს მხოლოდ სპეციალური სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებები. ლიცენზიის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს სპეციალური ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა ისე, რომ არ მოიპოვოს საქმიანობათა უფრო ფართო წრის მარეგულირებელი ლიცენზია.

(საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3)

სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირი -

ა) ობოლი და მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვი;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;

გ) ოჯახის მზრუნველობამოკლებული, თვითმომსახურების შეზღუდული უნარის მქონე სრულწლოვანი.

(საქართველოს კანონი სოციალური დახმარების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 4)

სპეციალური ტრანსფერი - ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის ეკოლოგიური და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, აგრეთვე კონკრეტული კაპიტალური და სხვა მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებიდან ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილი სახსრები.

(საქართველოს კანონი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ, 2006 წლის 24 მაისი, მუხლი 2)

სპეციალური შემოწმება - სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიება, რომელიც ხორციელდება დამხმარე და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, სასაზღვრო რეჟიმის უზრუნველყოფის მიზნით, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

(საქართველოს კანონი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ, 2006 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

სპეციფიკური ვალდებულება - მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულება.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

სპონსორობა - პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

სპოტური ოპერაცია - ნაღდი სავალუტო ოპერაცია ან სხვა სახის გარიგების სწრაფი ანგარიშსწორება დაუყოვნებლად.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

სრული პროფესორი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

სრულმეტრაჟიანი ფილმი - 52 წუთზე მეტი ხანგრძლივობის ფილმი

(საქართველოს კანონი ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, 2000 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 4)

სრულყოფილი განცხადება - ინფორმაცია, რომელიც მომხმარებლისათვის თვალსაჩინოს ხდის სურსათისა და თამბაქოს ხარისხის მაჩვენებლების დადგენილ ნორმებთან სრულ შესაბამისობას.

(საქართველოს კანონი სურსათისა და თამბაქოს შესახებ“, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

სტაბილურობა - მცენარის ჯიშის თვისება, მრავალჯერადი გამრავლების ან გამრავლების განსაკუთრებული ციკლის მიუხედავად, უცვლელად შეინარჩუნოს ჯიშის ძირითადი ნიშანთვისებები.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

სტანდარტი -

1. უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის განკუთვნილი დოკუმენტი, რომელიც პროდუქციისთვის და მასთან დაკავშირებული წარმოების მეთოდებისთვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს და მახასიათებლებს. სტანდარტების გამოყენება სავალდებულო არ არის. სტანდარტი ასევე შეიძლება მოიცავდეს ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების, ეტიკეტირებისადმი პროცესის ან წარმოების მეთოდებისადმი არსებულ მოთხოვნებს.

(საქართველოს კანონი „სტანდარტიზაციის შესახებ“, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

2. სტანდარტი, სანიტარული ნორმები და წესები, სამშენებლო ნორმები და წესები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს (ადგენს) პროდუქციის ხარისხისადმი სავალდებულო მოთხოვნებს.

(საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, 1996 წლის 20 მარტი, შესავალი)

სტანდარტების ინტერპრეტაცია - ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დებულებებისა და ტერმინების გაგების მიზნით შემუშავებული ახსნა-განმარტებები.

(საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

სტანდარტული კონტრაქტი - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-348-ე მუხლებით განსაზღვრული კონტრაქტის სტანდარტული პირობები.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 2)

სტანდარტული საქონელი - ბირჟაზე მხოლოდ ერთი სტანდარტის ანუ კონკრეტული ხარისხის, გარკვეული საზომი ერთეულის თუ სხვა განუსაზღვრელი მახასიათებლის მქონე, სტანდარტიზაციას დაქვემდებარებული საქონელი, რაც შესაძლებლობას იძლევა გაიყიდოს ერთი კონტრაქტით სხვადასხვა ქვეყანაში ან რეგიონში წარმოებული საქონელი, თუ ის აკმაყოფილებს სტანდარტულ კონტრაქტში ასახულ პირობებს.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 2)

სტაციონარული საფუტკრე - საფუტკრე, რომელსაც არ უცვლიან სადგომ ადგილს.

(საქართველოს კანონი მეფუტკრეობის შესახებ, 2002 წლის 18 მაისი, მუხლი 3)

სტრუქტურული ქვედანაყოფი - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის შიდაორგანიზაციული სტრუქტურის ფუნქციური ქვედანაყოფი, რომელიც ავტორიზებული პირის საქმიანობიდან გამომდინარე ასრულებს კონკრეტულ სამუშაოს და ახორციელებს განსაზღვრული სახის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებას.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

სტუდენტი - პირი, რომელიც ამ კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დიპლომირებული სპეციალისტის, ასევე დოქტორანტურის პროგრამის გასავლელად.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

სუბვენცია - განსაზღვრული ოდენობის მიზნობრივი ფულადი დახმარება, რომელსაც საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო გამოყოფს შესაბამისი ღონისძიების ან/და ობიექტის დასაფინანსებლად.

(საქართველოს კანონი საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ, 2002 წლის 19 ივნისი, მუხლი 3)

სუბიექტი - საჯარო და კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირები.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

სუბპროდუქტები - შინაგანი ორგანოები, თავი, კუდი, ფეხები, ცური, ხორცის ჩამონაჭრები და სხვა პროდუქტები, რომლებიც მიღებულია ცხოველთა გადამუშავებისას.

(საქართველოს კანონი ვეტერინარიის შესახებ, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1)

სუბსიდია - ფულადი ან სხვა მატერიალური სახის დახმარება, რომელსაც საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო გასცემს ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთის გარკვეული ნაწილის დასაფარავად, საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით.

(საქართველოს კანონი საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ, 2002 წლის 19 ივნისი, მუხლი 3)

სუპერინტენდანტი - საზღვაო მომზადების მქონე კომპანიის თანამდებობის პირი, რომელიც უშუალოდ აგებს პასუხს გემის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე ან/და ნაოსნობის უსაფრთხოებაზე.

(საქართველოს კანონი მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ, 2000 წლის 26 სექტემბერი, მუხლი 1)

სურსათი (ან სასურსათო პროდუქტი) -

1. ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი პროდუქტი, გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი. სურსათი მოიცავს ასევე ყველა სახის სასმელს, საღეჭ რეზინს და ყოველ ნივთიერებას დაფასოებული და სურსათში გამოსაყენებელი წყლის ჩათვლით, რომელიც მიზანმიმართულადაა დამატებული სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს. სურსათი არ მოიცავს ცხოველის საკვებს, ფარმაცევტულ პრეპარატებს ან სამკურნალო პროდუქტებს, საერთო მოხმარების საგნებს, თამბაქოს და თამბაქოს პროდუქტებს, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს, სხვადასხვა ნარჩენებსა და დამაბინძურებლებს.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

2. ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი პროდუქტი, გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი. სურსათი მოიცავს ასევე ყველა სახის სასმელს, საღეჭ რეზინს და ყოველ ნივთიერებას, დაფასოებული და სურსათში გამოსაყენებელი წყლის ჩათვლით, რომელიც მიზანმიმართულადაა დამატებული სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს. სურსათი არ მოიცავს ცხოველის საკვებს, ფარმაცევტულ პრეპარატებს და სამკურნალო პროდუქტებს, საერთო მოხმარების საგნებს, თამბაქოს და თამბაქოს პროდუქტებს, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს, სხვადასხვა ნარჩენებსა და დამაბინძურებლებს.

(საქართველოს კანონი სურსათისა და თამბაქოს შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

სურსათის ან ცხოველის საკვების მწარმოებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პასუხს აგებს ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებაზე მის მიერ წარმოებული საქმიანობის ყოველ ეტაპზე.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

სურსათის ხარისხი - უვნებელი სურსათის იმ მახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც დაკავშირებულია საბოლოო მომხმარებლის ეკონომიკურ ინტერესებთან.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

სურსათისა და თამბაქოს მწარმოებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს სურსათს და თამბაქოს და პასუხს აგებს ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისათვის მის მიერ წარმოებული საქმიანობის ყოველ ეტაპზე.

(საქართველოს კანონი სურსათისა და თამბაქოს შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

სხვა უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი და არასაცხოვრებელი უძრავი ქონება, რომელიც მყარად დგას მიწაზე.

(საქართველოს კანონი ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 2)

სხვა ადმინისტრაციული ორგანო - ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონმდებლობის თანახმად ვალდებულია დაადგინოს კანონმდებლობით განსაზღვრული დამატებითი სალიცენზიო და სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებები. დადგენის პროცედურაზე ვრცელდება ამ კანონით ლიცენზიისა და ნებართვის გაცემისათვის დადგენილი წესები და პრინციპები.

(საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3)

2.18

▲back to top


ტაიმ-ჩარტერი - გემის დაქირავება ეკიპაჟით.

(საქართველოს კანონი საქართველოს საზღვაო კოდექსი, 1997 წლის 15 მაისი, საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი - საქართველოს საზღვაო კოდექსში გამოყენებული საზღვაო ტერმინები)

ტაქსონომიური ერთეული (ტაქსონი) - ერთმანეთისაგან გენეტიკურად მეტნაკლები ხარისხით განსხვავებული გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების დაქვემდებარებული სისტემატიკური ჯგუფი.

(საქართველოს კანონი საქართველოს წითელი ნუსხისადაწითელი წიგნის შესახებ, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 1)

ტელემედიცინა - სამედიცინო მომსახურების დისტანციური უზრუნველყოფა, რომელსაც სამედიცინო დარგის პროფესიონალი ახორციელებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით და რომლის მიზანია ინფორმაციის გაცვლა დაავადებათა დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, აგრეთვე სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლების, სამედიცინო კვლევისა და მისი შედეგების შეფასებისათვის.

(საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5)

ტელეშოპინგი - პროგრამა, რომელიც შეიცავს საფასურის სანაცვლოდ რაიმე უფლების, ვალდებულების, საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს მიყიდვის პირდაპირ შეთავაზებას.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

ტერიტორიული დაგეგმარება -

1. სახელმწიფოს ქონების ტერიტორიის დაგეგმარება სხვადასხვა ტერიტორიულ რანგში და სხვადასხვა დეტალიზაციით: განსახლების გენერალური სქემებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაიონული დაგეგმარების სქემებითა და პროექტებით რეგიონალურ დონეზე, გენერალური სქემებითა და მენეჯმენტის გეგმებით სპეციალური მნიშვნელობის ტერიტორიებისა და ზონებისათვის და გენერალური გეგმებით დასახელებებისა და დასახელებების ჯგუფებისათვის და სხვა.

(საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, 1996 წლის 7 მარტი, გამოყენებული ტერმინები)

2. სახელმწიფოს ტერიტორიის დაგეგმარება სხვადასხვა ტერიტორიულ რანგში და სხვადასხვა დეტალიზაციით: განსახლების გენერალური სქემებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაიონული დაგეგმარების სქემებითა და პროექტებით რეგიონულ დონეზე, გენერალური სქემებითა და მენეჯმენტის გეგმებით სპეციალური მნიშვნელობის ტერიტორიებისა და ზონებისთვის, გენერალური გეგმებით დასახლებებისა და დასახლებების ჯგუფებისთვის და სხვა.

(საქართველოს კანონი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 2003 წლის 22 აპრილი, მუხლი 1)

3. სახელმწიფოს ტერიტორიის დაგეგმარება სხვადასხვა ტერიტორიულ რანგში და სხვადასხვა დეტალიზაციით: განსახლების გენერალური სქემებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაიონული დაგეგმარების სქემებითა და პროექტებით რეგიონულ დონეზე, გენერალური სქემებითა და მენეჯმენტის გეგმებით სპეციალური მნიშვნელობის ტერიტორიებისა და ზონებისთვის, გენერალური გეგმებით დასახლებებისა და დასახლებების ჯგუფებისთვის და სხვა.

(საქართველოს კანონი კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 1998 წლის 9 დეკემბერი, მუხლი 1)

ტერიტორიული ორგანო -

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი ტერიტორიული ორგანო.

(საქართველოს კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ, 1996 წლის 28 ივნისი, მუხლი 11)

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე.

(საქართველოს კანონი დიპლომატიური სამსახურის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

ტერმინალური მდგომარეობა - უკურნებელი დაავადების სიკვდილისწინა სტადია).

(საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ, 2000 წლის 5 მაისი, მუხლი 4)

ტერმინები - ტექნიკური რეგლამენტი, შესაბამისობის შეფასება, პროდუქცია, უსაფრთხო პროდუქცია - განისაზღვრება „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

(საქართველოს კანონი საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“, 1995 წლის 4 აპრილი, მუხლი 1)

ტერორისტი - პირი, რომელიც მონაწილეობს ტერორისტულ საქმიანობაში.

(საქართველოს კანონი ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 1)

ტერორიზმი - ძალადობა ან ძალადობის გამოყენების მუქარა, მიმართული ფიზიკური ან იურიდიული პირების წინააღმდეგ, შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების, კომუნიკაციებისა და სხვა მატერიალური ობიექტების განადგურება-დაზიანება ან მათი განადგურება-დაზიანების მუქარა იარაღის, ასაფეთქებელი მასალების, ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური თუ სხვა, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერების გამოყენებით ან ადამიანის გატაცებითა თუ მძევლად აყვანით, რათა ხელისუფლება ან/და მისი რომელიმე ორგანო ან საერთაშორისო ორგანიზაცია იძულებული გახდეს, განახორციელოს გარკვეული ქმედება ან თავი შეიკავოს გარკვეული ქმედების განხორციელებისაგან, რომელიც ტერორისტების მართლსაწინააღმდეგო ინტერესებში შედის.

(საქართველოს კანონი ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 1)

ტერორიზმთან ბრძოლა - საქმიანობა, რომელიც მიმართულია ტერორისტული საქმიანობის გამოვლენისაკენ, თავიდან აცილების, აღკვეთისა და მოსალოდნელი შედეგების მინიმუმამდე შემცირებისაკენ.

(საქართველოს კანონი ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 1)

ტერორისტული აქტი - აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას, ხელყოფს საზოგადოების უსაფრთხოებას, სახელმწიფოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ინტერესს და ჩადენილია მოსახლეობის დაშინების ან ხელისუფლების ორგანოზე ზემოქმედების მიზნით.

(საქართველოს კანონი ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 1)

ტერორისტული ორგანიზაცია - ორგანიზაცია (მიუხედავად მისი ფორმისა), შექმნილი ტერორისტული საქმიანობის (ტერორისტული აქტის) განხორციელების მიზნით. ორგანიზაცია შეიძლება ცნობილ იქნეს ტერორისტულად, თუ მისი თუნდაც ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფი ან თუნდაც ერთი წევრი ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის (ხელმძღვანელის) ნებართვით ახორციელებს ტერორისტულ საქმიანობას (ტერორისტულ აქტს).

(საქართველოს კანონი ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 1)

ტერორისტული საქმიანობა - საქმიანობა, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავით.

(საქართველოს კანონი ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 1)

ტერორისტული ჯგუფი - ორი ან მეტი პირის გაერთიანება ტერორისტული საქმიანობის (ტერორისტული აქტის) განხორციელების მიზნით.

(საქართველოს კანონი ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 1)

ტესტირების ლაბორატორია - ლაბორატორია, რომელიც ტექნიკური ოპერაციებისა და დადგენილი პროცედურების მეშვეობით ადგენს პროდუქციის ან მასთან დაკავშირებული პროცესის ერთ ან რამდენიმე მახასიათებელს.

(საქართველოს კანონი პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 3)

ტექნიკური რეგლამენტი -

1. „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტი.

(საქართველოს კანონი ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“, 2007 წლის 30 მარტი, მუხლი 1)

2. დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს პროდუქციის მახასიათებლებს ან მასთან დაკავშირებულ პროცესებს და წარმოების მეთოდებს შესაბამისი ადმინისტრაციული დებულებების ჩათვლით, რომელთა დაცვაც სავალდებულოა. იგი ასევე შეიძლება მოიცავდეს ან უშუალოდ ეხებოდეს ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების, ეტიკეტირების, პროდუქციასთან დაკავშირებული პროცესის ან წარმოების მეთოდის მიმართ არსებულ მოთხოვნებს

(საქართველოს კანონი პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 3)

ტექნიკური რეგლამენტის აღიარება - საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე კონკრეტული ტექნიკური რეგლამენტისათვის საქართველოს ტექნიკური რეგლამენტის სამართლებრივი სტატუსის მინიჭება

(საქართველოს კანონი პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 3)

ტექნიკური რეგლამენტის ეკვივალენტად მიღება - სხვა ქვეყნის კონკრეტული ტექნიკური რეგლამენტის მიმართ საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე განხორციელებული ერთჯერადი აქტი, რომელიც ადასტურებს, რომ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი ადეკვატურად ასრულებს ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილ უსაფრთხოების მიზნებს

(საქართველოს კანონი პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 3)

ტექნიკური რეგულირება - ტრანსპორტის სფეროს უსაფრთხოების მიზნით ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება, გამოცემა და მათი შესრულების ზედამხედველობა.

(საქართველოს კანონი ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ, 2007 წლის 30 მარტი, მუხლი 1)

ტექნიკური საშუალებები - ელექტრონული საკომუნიკაციო გამოძახებებისა და საინფორმაციო სიგნალების ფორმირების, დამუშავების, გატარების, გადაცემის ან მიღების მიზნით გამოყენებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის აღჭურვილობა და საშუალებები.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ტექნოლოგიური საშუალება - ნებისმიერი ტექნოლოგია, მოწყობილობა ან მისი კომპონენტი, რომელთა ნორმალურად ფუნქციონირების დროს აღკვეთილია ან იზღუდება მოქმედებები, რომლებიც არ არის ნებადართული საავტორო ან სხვა უფლებების მფლობელის მიერ; ტექნოლოგიური საშუალება ქმედითად ჩაითვლება, თუ დაცული ნაწარმოების ან სხვა ობიექტის გამოყენებისას უფლებათა მფლობელი მასთან წვდომას აკონტროლებს იმ პროცესების მეშვეობით (დაშიფრვის, კოპირების შეზღუდვისა და სხვა გზით), რომლებიც ემსახურება დაცვის მიზანს.

(საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლა - მოწყობილობის ან მისი კომპონენტის ან/და სხვა საშუალებების გამოყენება ტექნოლოგიური საშუალებების ნეიტრალიზაციისათვის.

(საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი - პრინციპი, რომლის მიხედვითაც მარეგულირებელი გადაწყვეტილებების მიღებისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ბოლო მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეს და არა ამ მომსახურების მისაწოდებლად გამოყენებულ ტექნოლოგიებს.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ტვირთ - ბარგი - ქონება, რომელიც გადაიზიდება სამგზავრო ან საფოსტოსაბარგო მატარებლით.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

ტვირთი - ქონება, მათ შორის, ცოცხალი ცხოველები, აგრეთვე კონტეინერები, პალეტები ან ანალოგიური საგნები, გადასაზიდი ან შესაფუთი მოწყობილობები, რომლებიც ტვირთმფლობელის მიერ მიწოდებულია გადასაზიდად.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

ტვირთგამგზავნი - პირი, რომლის მიერ ან რომლის სახელით იდება ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ხელშეკრულება, ან რომლის მიერ ან რომლის სახელით ტვირთი, ბარგი, ტვირთ-ბარგი და ფოსტა ბარდება რკინიგზას, გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) გამოცხადებული ფასეულობა - ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) ტვირთგამგზავნის ან მგზავრის მიერ გამოცხადებული ფასი, რომელიც აღინიშნება ზედნადებში და გამოხატავს ტვირთგამგზავნის ან მგზავრის განსაკუთრებულ დაინტერესებას მოცემული გადაზიდვით.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

ტვირთმიმღები - ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის მიღების უფლებამოსილების მქონე პირი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

ტიპირება - ქსოვილების იმუნოლოგიური მახასიათებლების განსაზღვრა.

(საქართველოს კანონი ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, 2000 წლის 23 თებერვალი, მუხლი 3)

ტრანზიტი - საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთა მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით.

(საქართველოს კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 2)

ტრანზიტის სახელმწიფო - სახელმწიფო, რომლის ტერიტორიის გავლითაც ხორციელდება ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი).

(საქართველოს კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, 2006 წლის 28 აპრილი, მუხლი 3)

ტრანზიტული კავშირის (მომსახურების) ოპერატორი - პირი, რომელიც ფლობს და საქმიანობს ტრანზიტული გატარების ან გადაცემის ქსელის ელემენტებით და მათი გამოყენებით აერთებს ერთ ან რამდენიმე ადგილობრივი მომსახურების ზონაში მოქმედი სხვადასხვა ოპერატორების ქსელებს, ან ახორციელებს სხვადასხვა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ან ციფრული მაუწყებლობის საინფორმაციო სიგნალების გატარებას ან/და გადაცემას.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ტრანზიტული ტურისტი - პირი, რომელიც მიემგზავრება მესამე ქვეყანაში საქართველოს ტერიტორიის გავლით.

(საქართველოს კანონი საქართველოში შემოსული და საქართველოდან გასული ტურისტების აღრიცხვის მოწესრიგების შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

ტრანსპორტირების კომპანია - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს საქმიანობის ლიცენზიას (მილსადენის ექსპლუატაციის უფლებას), გაიღებს სახსრებს და ატარებს ეკონომიკურ რისკს იმ თანხის პროპორციულად, რომელიც ჩადებული აქვს ამ საქმიანობაში.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ტრანსპორტირების საქმიანობა (ტრანსპორტირება) - სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ფარგლებში ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების გადაზიდვა: ნედლეულის ტრანსპორტირება საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვების ან ათვისების პუნქტიდან ქარხნამდე ან გადაზიდვის უკანასკნელ პუნქტამდე, ან/და საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის პუნქტიდან ან ქარხნიდან გადაზიდვის უკანასკნელ პუნქტამდე, აგრეთვე შესაბამისი საშუალებების მშენებლობა და ექსპლუატაცია. ტრანსპორტირების საქმიანობა არ მოიცავს ნებისმიერი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სატრანზიტო (იმპორტ-ექსპორტის) საქმიანობას და „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ტრანსპორტის სფერო - სატრანსპორტო სისტემისა და სატრანსპორტო პროცესის ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ, 2007 წლის 30 მარტი, მუხლი 1)

ტრანსპორტის სფეროში საქმიანობა - საავტომობილო, საზღვაო/სამდინარო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში სატრანსპორტო პროცესთან დაკავშირებული საქმიანობა.

(საქართველოს კანონი ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ, 2007 წლის 30 მარტი, მუხლი 1)

ტრანსფერული აგენტი - ტრანსფერული ოპერაციის განმახორციელებელი პირი.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

ტრანსფერული ოპერაცია - ფულის გადაგზავნა ერთი საფინანსო დაწესებულებიდან მეორეში ან ფასიანი ქაღალდების გადაცემა ერთი მფლობელიდან მეორის სახელზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

ტრანში - საერთაშორისო საობლიგაციო სესხის სერია და ნაწილი, რომელიც გამოშვებულია ბაზრის კონიუნქტურის გაუმჯობესებისათვის ან სხვადასხვა ქვეყნის სასესხო ბაზრებზე სესხის განთავსებისათვის.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

ტრასტი - ნდობითი ფუნქცია.

(საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1)

ტრაფიკი - ოპერატორის ქსელის ელემენტებისა და ტექნიკური საშუალებების ჯამური დატვირთვა დროის ინტერვალში.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ტურაგენტი - იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის რეალიზაციას.

(საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტის შესახებ, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2)

ტური - კონკრეტული ვადით, განსაზღვრული მიზნითა და მარშრუტით მოგზაურობა, რომელიც უზრუნველყოფილია ტურისტული პროდუქტით.

(საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტის შესახებ, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2)

ტურიზმი - ადამიანის თავისუფალი, ნებაყოფლობითი, დროებითი გადაადგილება თავისი საცხოვრებელი ადგილიდან დასვენების, გაჯანსაღების, ისტორიისა და კულტურის ძეგლების დათვალიერების და/ან სხვა მიზნით.

(საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტის შესახებ, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2)

ტურისტი -

1. პირი რომელიც იმყოფება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, უცხო გარემოში, დასვენების, საქმიანი თუ სხვა მიზნით, ვადით არანაკლებ 24 საათისა და არაუმეტეს ერთი წლისა - უწყვეტად, და ყოფნის ადგილას მისი საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი.

(საქართველოს კანონი საქართველოში შემოსული და საქართველოდან გასული ტურისტების აღრიცხვის მოწესრიგების შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

2. ფიზიკური პირი, რომელიც ნებაყოფლობით მოგზაურობს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, დასვენების, გაჯანსაღების, საქმიანი ან სხვა მიზნით, არანაკლებ 24 საათის და არა უმეტეს ერთი წლის ვადით, და რომლის მოგზაურობაც არ ანაზღაურდება დროებითი ყოფნის ადგილის საფინანსო წყაროებიდან.

(საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტის შესახებ, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2)

ტურისტული და საკურორტო ინდუსტრია - ტურისტული და საკურორტო საქმიანობის სუბიექტებისა და ობიექტების ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტის შესახებ, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2)

ტურისტული და საკურორტო საქმიანობის სუბიექტი (დარგის სუბიექტი) - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ეწევა ტურისტულ და საკურორტო საქმიანობას.

(საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტის შესახებ, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2)

ტურისტული ლაშქრობა - დასვენების, მოგზაურობისა და გაჯანსაღების პროცესი, რომლის აუცილებელი კომპონენტებია კვება, ღამის თევა, ექსკურსია და აქტიური საშუალებებით (ფეხით, ცხენით, ველოსიპედით, თხილამურებით და ა.შ.) გადაადგილება.

(საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტის შესახებ, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2)

ტურისტული მოგზაურობა - ტურიზმის ფორმა, რომლის აუცილებელი კომპონენტებია კვება, ღამის თევა და ექსკურსია.

(საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტის შესახებ, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2)

ტურისტული პროდუქტი, ტურისტული მომსახურების პაკეტი (შემდგომში - პაკეტი) - ტურისტული მომსახურების ძირითად ფორმათა (კვება, ღამის თევა განთავსების სხვადასხვა საშუალებებში, სატრანსპორტო მომსახურება, ექსკურსიები, ტურისტული ლაშქრობები და ა.შ.) არანაკლებ ორი კომპონენტისაგან შემდგარი კომპლექსი, რომელიც აუცილებელია ტურისტის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და რომლის ღირებულება შედის ტურისტული საგზურის ფასში.

(საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტის შესახებ, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2)

ტურისტული რესურსები - ბუნებრივი, ისტორიულ-კულტურული, შემეცნებითი და სოციალურ-საყოფაცხოვრებო რესურსების და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის ერთობლიობა, რომელიც აკმაყოფილებს ტურისტის მოთხოვნილებებს.

(საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტის შესახებ, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2)

ტურისტული საქმიანობა - ტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ ტურისტთა განთავსების, კვების, ტუროპერატორული ტრანსპორტირების, საექსკურსიო, გასაჯანსაღებელი, რეაბილიტაციის, სარეკლამო-საინფორმაციო, კულტურული, სპორტული, საყოფაცხოვრებო, გასართობი და ა.შ. მიზნით გაწეული მომსახურება, რომელიც მიმართულია ტურისტის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.

(საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტის შესახებ, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2.)

ტურისტული საგზური (ვაუჩერი) - დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ტურისტის სტატუსს, მისთვის გასაწევი მომსახურების კატეგორიას და ამ კატეგორიით მომსახურების გარანტიას.

(საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტის შესახებ, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2)

ტუროპერატორი - იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის ფორმირებასა და რეალიზაციას.

(საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტის შესახებ, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2)

ტყე - გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილი, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით ტყისთვის მიკუთვნებული ხეების, მათი გავრცელების არეალში მოქცეული მიწის, აგრეთვე ბუჩქების, ბალახების, ცხოველებისა და სხვათა ერთობლიობას, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიან ბიოლოგიურად და გავლენას ახდენენ ერთმანეთსა და გარემოზე.

(საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსი, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 5)

ტყეკაფი - საქართველოს ტყის ფონდის ტყის განსაზღვრული უბანი, რომელზედაც განსაზღვრულია მოსაჭრელი ხეების ოდენობა და მონიშნულია მოსაჭრელი ხეები.

(საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსი, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 5)

ტყეთმოწყობა - სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის სისტემის შემადგენელი ნაწილი.

(საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსი, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 5)

ტყითმოსარგებლე - საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი პირი, რომელიც ახორციელებს ტყითსარგებლობას.

(საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსი, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 5)

ტყის კულტურები - თესვით ან დარგვით გაშენებული ტყის მერქნიან სახეობათა ნარგავები.

(საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსი, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 5)

ტყის სუბალპური ზოლი - ტყის სუბალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალი.

(საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსი, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 5)

2.19

▲back to top


უზრუნველყოფილი კრედიტორი - კრედიტორი ან ახალი კრედიტორი, რომლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, გირავნობით ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვალდებულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებით.

(საქართველოს კანონი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 3)

უიმედო სესხი - სასესხო დავალიანება, რომელიც ვერ დაიფარება სასესხო დავალიანების ამოღების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი ხასიათის ღონისძიებების განხორციელების შედეგად.

(საქართველოს კანონი საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ, 2004 წლის 13 თებერვალი, მუხლი 1)

უკანონო შემოსავალი - პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ფულადი სახსრები, სხვა ქონება ან ქონებრივი უფლებები, რომლებიც მან მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის (მათ შორის, იარაღით ვაჭრობის, ნარკოტიკული დანაშაულების, ტრეფიკინგის, ტერორიზმის) ჩადენის შედეგად, გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროებში დანაშაულების ჩადენის შემთხვევებისა.

(საქართველოს კანონი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 2)

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია - უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ან/და ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა.

(საქართველოს კანონი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 2)

უკმარტვირთი - სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაში დადგენილ ნორმაზე ნაკლები ოდენობით ჩატვირთული ტვირთი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

უმაღლესი განათლება - სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა დარგში კვალიფიცირებული კადრების მომზადებას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა - საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან.

(საქართველოს კანონი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, 2005 წლის 10 მარტი, მუხლი 2)

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განმახორციელებელი სასწავლოსამეცნიერო დაწესებულება, რომლის ძირითადი საქმიანობაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელება, აგრეთვე შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შედგება ძირითადი საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან და ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს/ხარისხებს ან/და პროფესიული უმაღლესი განათლების შესაბამის კვალიფიკაციას.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნაწილი, რომელსაც აქვს გარკვეული დამოუკიდებლობა, ტერიტორიულად განცალკევებულია ამ დაწესებულების მართვის ორგანოებისაგან და ახორციელებს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (პროგრამებს), რასაც შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

უმაღლესი საზღვაო განათლება - უმაღლეს საზღვაო სასწავლებელში ოთხწლიანი თეორიული მომზადების აღიარებული კურსი, რომლის გავლის შემდეგ გაიცემა განათლების დიპლომი, რომელიც იძლევა გემზე მართვის დონის თანამდებობის დაკავების უფლებას.

(საქართველოს კანონი მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ, 2000 წლის 26 სექტემბერი, მუხლი 1)

უმცროსი ექიმი - თანამდებობა, რომლის დაკავების უფლება აქვს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს. ამ თანამდებობაზე დანიშნული პირი ექიმის ფუნქციას ასრულებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მითითებითა და პასუხისმგებლობით.

(საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5)

უმცროსი ვეტერინარი სპეციალისტი (ვეტერინარი ტექნიკოსი - ვეტერინარი ფერშალი) - კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის არმქონე პირი, რომელიც კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის მითითებითა და პასუხისმგებლობით ასრულებს ვეტერინარი ექიმის ფუნქციას.

(საქართველოს კანონი ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ 2004 წლის 26 ოქტომბერი, მუხლი 5)

უმწეო მდგომარეობა - მდგომარეობა, როდესაც პირი სხვა პირზე მატერიალურად ან სხვაგვარად არის დამოკიდებული, როდესაც პირს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო არ შეუძლია რეალურად შეაფასოს არსებული ვითარება, როდესაც პირს არ გააჩნია სხვა რეალური საშუალება, გარდა იმისა, რომ დაემორჩილოს მის მიმართ გამოყენებულ ძალადობას.

(საქართველოს კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, 2006 წლის 28 აპრილი, მუხლი 3)

უნივერსიტეტი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

უპგ ქულების ტიპები - ქულების ტიპებად კლასიფიცირება უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეულ კომპონენტებში მონაწილეობის მიხედვით.

(საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5)

ურბანული ქსოვილი - ქალაქთმშენებლობითი სტრუქტურების, მათ შორის, ქუჩათა ქსელის, მოედნების, ბაღების, შენობა-ნაგებობების, ეზოების ან საინჟინრო კომუნიკაციების ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

ურთიერთდამოკიდებულება -

1. ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის, პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს; აგრეთვე თუ ერთი მაუწყებელი ახორციელებს მაუწყებლობას მეორე მაუწყებლის მეშვეობით.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

2. ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობა, რომელსაც შეუძლია უშუალო გავლენა მოახდინოს მათ შორის გარიგებების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ასეთ განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება, კერძოდ, ურთიერთობები, რომელთა დროსაც: პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი თანამდებობრივი მდგომარეობით ექვემდებარება მეორე პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; პირები არიან ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; პირები ნათესავები არიან. ამ კანონის მიზნებისთვის ნათესავებად ითვლებიან: ოჯახის წევრები, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავები, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ურთიერთოპერაბელურობა - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და სისტემების ინტერფეისების, აგრეთვე ტექნიკური, საოპერაციო და ფუნქციონალური მახასიათებლების ურთიერთთავსებადობა და ურთიერთმართვადობა.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეები - სახის, ხარისხის, საფასურის და სხვა მახასიათებლების მიხედვით ერთგვაროვანი მომსახურების სახეები, რომლებიც ერთობლიობაში იმდენად მსგავსია, რომ მომხმარებელი ცვლის ან მზადაა შეცვალოს ერთი მომსახურება მეორეთი.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ურთიერთშენაცვლებადი საქონელი - საქონელი ან საქონელთა ჯგუფი, რომელიც ფუნქციური დანიშნულების, გამოყენების, ხარისხის, ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით ცვლის სხვა საქონელს ან საქონელთა ჯგუფს.

(საქართველოს კანონი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ, 2005 წლის 3 ივნისი, მუხლი 2)

ურთიერთჩართვა - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირი, რომელსაც იყენებს ერთი ან რამდენიმე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რათა ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცეს, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, და რომელიც ხორციელდება ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ურთიერთჩართვის წერტილი - თანალოკაციის ფართობზე განთავსებული წერტილი, სადაც მთავრდება ერთი ოპერატორის და იწყება მეორე ოპერატორის დაშვებასთან ან/და ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა, მათ შორის, ბილინგის ინფორმაციის უზრუნველყოფა.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

უსაფრთხო პროდუქცია - საქონელი ან მომსახურება, რომელიც ნორმალურად და გონივრულად გამოყენებისას არ შეიცავს რისკს ან შეიცავს მხოლოდ ადამიანთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მაღალი დონის გათვალისწინებით დასაშვებად მიჩნეულ, მინიმალურ რისკს. უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფის შესაძლებლობა ან ნაკლები რისკის შემცველი სხვა პროდუქციის ხელმისაწვდომობა არ არის პროდუქციის სახიფათოდ მიჩნევის საფუძველი.

(საქართველოს კანონი პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 3)

უსაფრთხოების დეკლარაცია - საგანგებო სიტუაციის რისკის ფაქტორის შეფასების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი ინფორმაცია საშიში საწარმოო ობიექტის შესახებ.

(საქართველოს კანონი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ, 2007 წლის 8 ივნისი, მუხლი 1)

უსაფრთხოების ზონა - ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების აქტიური და მასობრივი მოქმედების ზონა.

(საქართველოს კანონი ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 1)

უსახლკარო პირი - მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო.

(საქართველოს კანონი სოციალური დახმარების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 4)

უტილიზაცია - ლატარიის, მომგებიანი თამაშობის ბილეთის განადგურება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

(საქართველოს კანონი ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, 2005 წლის 25 მარტი, მუხლი 3)

უფლებამოსილება - დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით განსაზღვრული და ამ მარეგულირებელ ორგანოზე სპეციალურად დელეგირებული უფლებები და მოვალეობები.

(საქართველოს კანონი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელ იორგანოების შესახებ, 2002 წლის 13 სექტემბერი, მუხლი 3)

უფლებაუნარიანობა - პირის შესაძლებლობა, იქონიოს უფლებები და მოვალეობები.

(საქართველოს კანონი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელ იორგანოების შესახებ, 2002 წლის 13 სექტემბერი, მუხლი 3)

უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

(საქართველოს კანონი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ, 2005 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

უფლებრივი ზონირება - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დასახლებათა ტერიტორიების ცალკეული ზონებისათვის სივრცით-ტერიტორიული განვითარების პირობების დადგენა.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

უფლების მართვის ინფორმაცია - ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის საშუალებით ხორციელდება ნაწარმოების ან ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის, ავტორის ან უფლებათა მფლობელის იდენტიფიცირება, ან/და ინფორმაცია ნაწარმოების ან ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენების პირობების შესახებ, აგრეთვე ნებისმიერი ციფრები და კოდები, რომლებშიც მოცემულია ასეთი ინფორმაცია, თუ ამ ინფორმაციის ნებისმიერი ელემენტი აღნიშნულია ნაწარმოების ან ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის ასლზე ან/და ჩნდება მათი საჯარო გაცნობის დროს.

(საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

უფლების მფლობელი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს საავტორო ან მომიჯნავე უფლება, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლება, განსაკუთრებული უფლება სასაქონლო ნიშანზე ან/და რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლება.

(საქართველოს კანონი ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 2)

უფრო სუფთა წარმოება - საწარმოო პროცესი, რომლის დროსაც ხორციელდება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის უწყვეტი გამოყენება.

(საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ, 1996 წლის 10 დეკემბერი, მუხლი 4)

უცხო ქვეყნის სტანდარტი - სტანდარტი, რომელიც მიღებული ან აღიარებულია სხვა ქვეყნის მიერ.

(საქართველოს კანონი სტანდარტიზაციის შესახებ”, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

უცხოელი - პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და არ არის საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, აგრეთვე ამ კანონის მესამე კარით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირი, რომელსაც დოკუმენტურად არ უდასტურდება ან/და არ უდგინდება რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობისადმი კუთვნილება და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

(საქართველოს კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 2)

უცხოელი კრედიტორი - ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 182 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერ 12-თვიან პერიოდში, ან იურიდიული პირი, რომლის იურიდიული მისამართი საქართველოს ფარგლებს გარეთაა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არარეზიდენტ იურიდიულ პირს ფილიალი (წარმომადგენლობა, სააგენტო) საქართველოს ტერიტორიაზე აქვს.

(საქართველოს კანონი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 3)

უცხოელის ნათესავი - უცხოელის მეუღლე, შვილი, მშობელი, შვილობილი, მშვილებელი, აგრეთვე უცხოელის მზრუნველობის (მეურვეობის) ქვეშ მყოფი ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი.

(საქართველოს კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 2)

უძრავი ქონების (ობიექტის) ამ კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამო გამოყენება - უძრავი ქონების (ობიექტის) გამოყენების სახეობა, რომელიც არ შედის მოცემული უფლებრივი ზონის გამოყენების ნებადართულ სახეობათა ჩამონათვალში.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

უძრავი ქონების (ობიექტის) გამოყენების სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით ნებადართული სახეობა - გამოყენების ნებადართული სახეობები, რომლებიც დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით და უფლებრივი ზონირების რუკებით განსაზღვრულია უძრავი ქონებისათვის (ობიექტისათვის), როგორც შესაბამისი, და რომლებისთვისაც საჭიროა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

უძრავი ქონების (ობიექტის) გამოყენების ძირითადი ნებადართული სახეობა - გამოყენების ნებადართული სახეობები, რომლებიც დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით და უფლებრივი ზონირების რუკებით განსაზღვრულია უძრავი ქონებისათვის (ობიექტისათვის), როგორც შესაბამისი, და რომლებისთვისაც არ არის საჭირო სპეციალური (ზონალური) შეთანხმება.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

უძრავი ძეგლის გადაადგილება - უძრავი ძეგლის მდებარეობის ცვლილება მისი ძირითადი მახასიათებლების ცვლილების გარეშე, ძეგლის დაშლითა და თავდაპირველი სახით აღდგენით ან მისი სხვაგვარად გადატანით.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

უძრავი ძეგლის გადაადგილებადი ფრაგმენტი - უძრავი ძეგლის წარსულში ან ამჟამად შემადგენელი არსებითი ნაწილი, რომელიც გამოცალკევებულია ძეგლისაგან და ამ კანონით აღიარებულია ცალკე უფლების ობიექტად, ან რომლის გამოცალკევებაც, უძრავი ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ძეგლის დაუზიანებლად.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

უძრავი ძეგლის ტერიტორია - უძრავ ძეგლზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებული მიწის ნაკვეთი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში უძრავი ძეგლის მიერ უშუალოდ დაკავებული ტერიტორია.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

უხამსობა -

1. ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

2. განცხადება, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს.

(საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, 2004 წლის 24 ივნისი, მუხლი 1)

უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი - მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი ლიცენზიის გაცემის, მოქმედების შეჩერების და გაუქმების შესახებ მონაცემთა ერთობლიობის თაობაზე.

(საქართველოს კანონი სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, 2000 წლის 15 სექტემბერი, მუხლი 3)

უწყვეტი პროფესიული განვითარება - უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მომდევნო პერიოდი, რომელიც გრძელდება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მთელი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში და არის საექიმო საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. მისი მიზანია თანამედროვე მედიცინის მიღწევებთან და ტექნოლოგიებთან დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაბამისობის უზრუნველყოფა.

(საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5)

უწყვეტი პროფესიული განვითარების ქულა (შემდგომში - უპგ ქულა) - უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობის შესაფასებელი ერთეული.

(საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ“, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5)

უწყვეტი სამედიცინო განათლება - უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომელიც მოიცავს როგორც თვითგანათლებას, ისე ფორმალიზებული სწავლების/მზადების პროგრამებში მონაწილეობას, აგრეთვე სხვადასხვა საქმიანობებს, რომლებიც ექიმის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების განმტკიცებას და გაუმჯობესებას უწყობს ხელს (კონგრესებში, კონფერენციებში მონაწილეობა, ნაშრომების გამოქვეყნება, სწავლება და სხვა).

(საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5)

უწყვეტი პრაქტიკული საექიმო საქმიანობა - უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომელიც გულისხმობს კონკრეტულ სპეციალობაში უწყვეტ პრაქტიკულ კლინიკურ საქმიანობას და ფასდება სათანადო მახასიათებლებით (პაციენტების რაოდენობა, ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა, პრაქტიკული საქმიანობის ხანგრძლივობა და სხვა).

(საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5)

უხეში დარღვევა - დარღვევა, რომელიც არ არის ტექნიკური ხასიათისა და წარმოადგენს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული კანონების ან თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესების მოთხოვნათა განზრახ უგულებელყოფას.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

2.20

▲back to top


ფაკულტატური გადაზღვევა - ამ კანონის მიზნებისათვის, გადაზღვევის ისეთი ფორმა, როდესაც ხდება რისკის ერთჯერადი 100%-იანი გადაზღვევა დამზღვევის ან მისი უცხოელი პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე, დამზღვევის უცხოელი პარტნიორის მიერ არჩეულ, საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული რეიტინგის მქონე უცხოელ პარტნიორთან.

(საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ, 1997 წლის 2 მაისი, მუხლი 2)

ფაკულტეტი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის ან/და პროფესიული უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

ფაკულტეტის საბჭო - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

ფალსიფიკაცია - სურსათის შემადგენლობის, მახასიათებლების, ასორტიმენტის და წარმოშობის შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან ან თანდართულ დოკუმენტებში და ეტიკეტზე აღნიშნულ მონაცემებთან.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

ფალსიფიცირებული სამკურნალო საშუალება - იდენტურობასთან ან/და წარმოშობასთან დაკავშირებით განზრახ არასწორად მარკირებული ფარმაცევტული პროდუქტი.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

FAO” - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია.

(საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

ფარა - წვრილფეხა პირუტყვი (ცხვარი, თხა).

(საქართველოს კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ, 1994 წლის 12 მაისი, მუხლი 11)

ფართობი - ხელშეკრულებით განსაზღვრული ტერიტორია, რომელზეც ინვესტორს ენიჭება ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების და მოპოვების ექსკლუზიური უფლება.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ფართოფორმატიანი ციფრული სატელემაუწყებლო მომსახურება - ტელემაუწყებლობა, რომლის პროგრამების წარმოება, რედაქტირება და მომხმარებლისთვის მიწოდება უზრუნველყოფილია ფართოეკრანიან (16/9) ფორმატში.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ფარმაკოლოგიური საშუალება - დადგენილი ფარმაკოლოგიური აქტივობისა და უსაფრთხოობის ნივთიერება ან ნივთიერებათა კომბინაცია, რომელიც კლინიკური კვლევის ობიექტია.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკამდელი კვლევა - ფარმაკოლოგიური საშუალების ფარმაკოლოგიური, ტოქსიკოლოგიური და სხვა სახის სამეცნიერო შესწავლა მისი სპეციფიკური აქტივობისა და ფიზიოლოგიურ სისტემაზე ზემოქმედების დადგენის მიზნით.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

ფარმაკოპეა - სამკურნალო საშუალების ხარისხის განმსაზღვრელი სტანდარტებისა და დებულებების კრებული.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

ფარმაკოპეის სტანდარტი (სტატია, მონოგრაფია, დროებითი ფარმაკოპეის სტატია, ტექნიკური პირობა) - სამკურნალო საშუალების ხარისხის მახასიათებლების და მათი განმსაზღვრელი ანალიზის მეთოდების ამსახველი იურიდიული დოკუმენტი.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

ფარმაცევტული დაწესებულება - ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელების მიზნით შექმნილი, დადგენილი წესით ლიცენზირებული იურიდიული პირი.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

ფარმაცევტული პრეპარატი (წამლის ფორმა) - გარკვეული ფორმის სახით არსებული (მათ შორის, აბი, კაფსულა, ტაბლეტი, ამპულა, სანთელი, კაპლეტი, დრაჟე) კონკრეტული, დოზირებული მზა წამალი.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

ფარმაცევტული საქმიანობა -

1. სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის სფეროში დაკავებული ფიზიკური და იურიდიული პირების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმიანობა.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

2. სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის სფეროში დაკავებული იურიდიული პირის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმიანობა.

(საქართველოს კანონი სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

ფარმაცევტული სუბსტანცია - ნებისმიერი წარმოშობის, შესაბამისი ხარისხისა და ფარმაკოლოგიური აქტივობის ნივთიერება, რომელიც გამოიყენება წამლის მომზადებისათვის ან/და წარმოებისათვის.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

ფასების კოტირება - საბირჟო ფასების (კურსის) დადგენა მოთხოვნამიწოდების საფუძველზე საბირჟო ვაჭრობის დროს, დღის განმავლობაში დადებული გარიგებების შედეგად.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 2)

ფასთა კოტირება - გამარტივებული საშუალება საქონლის, მომსახურებისა და მცირე სახის სამუშაოს შესყიდვისათვის, რომლის დროსაც განმსაზღვრელია ფასის კრიტერიუმი.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, 2005 წლის 20 აპრილი, მუხლი 3)

ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილე - ინვესტორი, ემიტენტი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილე, აუდიტორი.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილე - საფონდო ბირჟა, ცენტრალური დეპოზიტარი, სხვა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი - საბროკერო კომპანია ან სხვა შუამავალი, რომლის საქმიანობასაც ზედამხედველობას უწევს კომისია დადგენილი წესის მიხედვით.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

ფასიანი ქაღალდების ემისია (გამოშვება) - პროცედურა, რომლის საშუალებითაც ემიტენტი განათავსებს ფასიან ქაღალდებს.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

ფასიანი ქაღალდების კლასი - ემიტენტის ყველა ის ფასიანი ქაღალდი, რომლებიც კომისიის წესების შესაბამისად ადასტურებს იდენტურ უფლებამოვალეობებს.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი - პირი, რომელიც აწარმოებს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრს და ასრულებს სხვა ისეთ ფუნქციებს, რომლებიც განსაზღვრულია ხელშეკრულებაში ემიტენტსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს შორის, არ არის ემიტენტის ან ამ კანონის 29-ე მუხლის მიხედვით ლიცენზირებული პირის თანამშრომელი.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

ფასიანი ქაღალდების რეესტრი - რეესტრი, რომელსაც აწარმოებს ემიტენტი ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და რომელშიც აღნიშნულია რეგისტრირებული მფლობელებისა და მათ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, კლასი და მათთან დაკავშირებული, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება - ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების შეთავაზების განმახორციელებელ ემიტენტსა და ერთ ან რამდენიმე საბროკერო კომპანიას შორის, რომლის მიხედვითაც საბროკერო კომპანია/კომპანიები კისრულობენ განათავსონ ფასიანი ქაღალდები გარანტირებულ ან არაგარანტირებულ საფუძველზე, კომისიის წესების შესაბამისად:

ა) გარანტირებული საფუძველი ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნიშნავს საბროკერო კომპანიების მიერ ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის შესყიდვას, თავიანთ საკუთრებაში მისი დატოვების ან შემდგომი გადაყიდვის პირობით;

ბ) არაგარანტირებული საფუძველი ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გულისხმობს საბროკერო კომპანიების მიერ ფასიანი ქაღალდების ემიტენტისაგან ფასიანი ქაღალდების ემისიის პირობით შესყიდვას იმ გარანტიის გარეშე, რომ ისინი დაიტოვებენ ან გადაყიდიან მთელ ემისიას.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

ფასიანი ქაღალდი (ფასიანი ქაღალდები) - მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტები და უფლებები, რომელთა საჯარო შეთავაზებაც შესაძლებელია წილობრივი თუ სასესხო ფასიანი ქაღალდების სახით, ან რომლებიც შეიძლება გარდაიქმნას ასეთებად, ან რომლებიც არიან ასეთებზე ხელმოწერისა თუ შეძენის უფლების მატარებლები, საინვესტიციო ხელშეკრულებები და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ინსტრუმენტები და უფლებები. ამ კანონით შემდეგი ინსტრუმენტები არ განიხილება და არ რეგულირდება როგორც ფასიანი ქაღალდები:

ა) ბანკების ვალდებულებები, დაკავშირებული დეპოზიტებთან ან სხვა ფიქსირებულ ვადიან ფინანსირებასთან, რომლებსაც წარმოქმნის კლიენტთა პირდაპირი, შუამავლების გარეშე მომსახურება და რომლებისთვისაც არ არის დამახასიათებელი საჯარო მიმოქცევა;

ბ) ნებისმიერი სადაზღვევო პოლისი ან ენუიტური კონტრაქტი, გამოშვებული დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედი იურიდიული პირის მიერ;

გ) ჩეკები (რეგულირდება საქართველოს კანონით „ჩეკების შესახებ“);

დ) კომისიის წესებით განსაზღვრული გამონაკლისი ხელშეკრულებები ან ფინანსური ინსტრუმენტები, რომელთა რეგულირებაც შესაბამისად ხორციელდება ამ ან სხვა კანონებით.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი - იურიდიული პირი, რომელიც არის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი, ბანკი ან ცენტრალური დეპოზიტარი, რომელსაც ბენეფიციარი მესაკუთრე (ან სხვა ნომინალური მფლობელი) წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს უფლებას, ფასიანი ქაღალდები ამ ნომინალური მფლობელის სახელზე შეიტანოს რეესტრში და ბენეფიციარი მესაკუთრის (ან სხვა ნომინალური მფლობელის) ინტერესებისათვის ჩაებას ამ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებში.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

ფაქტობრივი მოსახლეობა - ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც აღწერის თარიღისათვის იმყოფებოდა მოცემულ ადგილზე, მიუხედავად იმისა, იქ მუდმივად ცხოვრობდა თუ დროებით.

(საქართველოს კანონი საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ, 2001 წლის 12 ოქტომბერი, მუხლი 1)

ფაქტორინგი - სავაჭრო-საკომისიო ოპერაციის სახეობა, რომელიც შეხამებულია კლიენტის საბრუნავი კაპიტალის დაკრედიტებასთან, მოიცავს კლიენტის დებიტორული დავალიანების ინკასირებას, დაკრედიტებას და საკრედიტო და სავალუტო რისკის გარანტიებს.

(საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1)

ფეთქებადი მასალების ამოღება - უკანონო ბრუნვაში მყოფი ფეთქებადი მასალების ჩამორთმევა.

(საქართველოს კანონი სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ, 2003 წლის 7 მაისი, მუხლი 1)

ფეთქებადი მასალების ბრუნვა - საქმიანობა, რომელიც მოიცავს ფეთქებადი მასალებისა და საამფეთქებლო საქმის ხელსაწყოების გამოცდას, დამზადებას, შეფუთვას, გადაზიდვას, შენახვას, გამოყენებას, აღრიცხვას, შეძენას, განადგურებას, რეალიზაციას, ამოღებას, ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებას, ექსპორტს, იმპორტს, რეექსპორტს, ტრანზიტს, აგრეთვე, ფეთქებად მასალებთან და საამფეთქებლო საქმესთან დაკავშირებული პერსონალის მომზადებას.

(საქართველოს კანონი სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ, 2003 წლის 7 მაისი, მუხლი 1)

ფეთქებადი მასალების გადაზიდვა - ფეთქებადი მასალების გადატანა საშიში ტვირთების უსაფრთხოდ გადაზიდვის წესებისა და ნორმების შესაბამისად აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებებით.

(საქართველოს კანონი სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ, 2003 წლის 7 მაისი, მუხლი 1)

ფეთქებადი მასალების განადგურება - ფეთქებადი მასალების გაუვნებელყოფა აფეთქებით, დაწვით ან წყალში გახსნით.

(საქართველოს კანონი სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ, 2003 წლის 7 მაისი, მუხლი 1)

ფეთქებადი მასალების დამზადება - ფეთქებადი ნივთიერებების, მაიინიცირებელი საშუალებებისა და პიროტექნიკური ნაკეთობების დამზადება, რომლებშიც კომპონენტად გამოყენებულია ცალკეული ქიმიური ნივთიერება ან ქიმიურ ნივთიერებათა მექანიკური ნარევი.

(საქართველოს კანონი სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ, 2003 წლის 7 მაისი, მუხლი 1)

ფეთქებადი მასალების დანაკლისი - ფეთქებადი მასალების დატაცება, გაბნევა და დაკარგვა.

(საქართველოს კანონი სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ, 2003 წლის 7 მაისი, მუხლი 1)

ფეთქებადი მასალების შეფუთვა - საშუალება ან საშუალებათა კომპლექსი, რომელიც იცავს ფეთქებად მასალებს დაზიანებისა და დაბინძურებისაგან და უზრუნველყოფს შენახვისა და გადაზიდვის რეგლამენტირებულ პირობებს, მათი აღრიცხვის შესაძლებლობას.

(საქართველოს კანონი სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ“, 2003 წლის 7 მაისი, მუხლი 1)

ფეთქებადი მასალების შენახვა - ფეთქებადი მასალების განთავსება ისეთ შენობა-ნაგებობებში, რომელიც აკმაყოფილებს საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების მოთხოვნებს.

(საქართველოს კანონი სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ, 2003 წლის 7 მაისი, მუხლი 1)

ფიდუციარული ოპერაცია - ნდობითი ოპერაცია, რომელსაც ბანკი ან სატრასტო კომპანია აწარმოებს თავისი სახელით, მაგრამ კლიენტის დავალებით და მის ხარჯზე (როგორც წესი, ინვესტიციების სამართავად). მთელ რისკს კლიენტი იღებს თავის თავზე, ხოლო ბანკი - საკომისიოს.

(საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1)

ფიზიკური ან/და იურიდიული პირი - კერძო სამართლის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.

(საქართველოს კანონი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

ფიზიკური ძალადობა - ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.

(საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, 2006 წლის 25 მაისი, მუხლი 4)

ფილმი - რეპროდუქციისათვის გამიზნული აუდიო-ვიზუალური ნაწარმოები, რომელიც გარკვეული ჩანაფიქრის საფუძველზე აერთიანებს კინო, ვიდეოფირზე, ლაზერულ დისკეტზე ან სხვა სახის ტექნიკურ საშუალებაზე აღბეჭდილ თანამიმდევრობით დაკავშირებულ კადრებს და აღიქმება შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის დახმარებით

(საქართველოს კანონი ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, 2000 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 4)

ფილმის ან კინომატიანის საწყისი მასალები - ნეგატივი, კონტრატიპი, საკონტროლო ასლი, ვიდეომასტერკასეტა, მაგნიტური ფონოგრამის ორიგინალი და სხვა მასალა, რომელიც აუცილებელია ფილმის წარმოებისა და ტირაჟირებისათვის ნებისმიერი ფორმით (კინოფილმი, ვიდეოკასეტა, ლაზერული დისკეტი და სხვა).

(საქართველოს კანონი ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, 2000 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 4)

ფილმის გაქირავება - მოგების მიღების მიზნით ფილმის ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით გავრცელება

(საქართველოს კანონი ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, 2000 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 4)

ფილმის დემონსტრატორი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უჩვენებს მაყურებელს ფილმს

(საქართველოს კანონი ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, 2000 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 4)

ფილმის დისტრიბუტორი (გამქირავებელი) - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც უფლება აქვს გააქირაოს ფილმი

(საქართველოს კანონი ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, 2000 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 4)

ფილმის პროდიუსერი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ინიციატორი და პასუხისმგებელია ფილმის წარმოებასა და დაფინანსებაზე

(საქართველოს კანონი ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, 2000 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 4)

ფილმის პროექტი - დოკუმენტების პაკეტი, რომლის საფუძველზედაც მიიღება გადაწყვეტილება ფილმის წარმოების დაფინანსების შესახებ.

(საქართველოს კანონი ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, 2000 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 4)

ფილმის ტირაჟირება (გამრავლება) - ფილმის ერთი ან მეტი ასლის დამზადება ნებისმიერი ფორმით.

(საქართველოს კანონი ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, 2000 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 4)

ფილმის ჩვენება - კინოდარბაზში, აგრეთვე საეთერო, საკაბელო და თანამგზავრული ტელევიზიით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მაყურებლისათვის ფილმის დემონსტრირება.

(საქართველოს კანონი ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, 2000 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 4)

ფინანსური ინსტიტუტები -

1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინსტიტუტები.

(საქართველოს კანონი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 2)

2. იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომლებიც მოქმედებენ კომერციული ბანკის, სადაზღვევო კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, ფასიანი ქაღალდების საბროკერო კომპანიის, საინვესტიციო ფონდის ან/და ფინანსური მომსახურების განმახორციელებელი სხვა ორგანიზაციის სახით.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

ფინანსური მომსახურება - ფინანსურ მომსახურებას განეკუთვნება:

ა) კრედიტების (სესხების) გაცემა; კრედიტებზე (სესხებზე), საკრედიტო (სასესხო) გარანტიებსა და ფულად-საკრედიტო (ფულად-სასესხო) ოპერაციებზე უზრუნველყოფის საშუალებების გაცემა, მათ შორის, პირის მიერ გაცემული კრედიტების (სესხების) და საკრედიტო (სასესხო) გარანტიების მართვა;

ბ) ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებულია კლიენტების დეპოზიტებისა და ანგარიშების მომსახურებასთან, ანგარიშსწორებებთან, ფულად გზავნილებთან, სასესხო ვალდებულებებთან და საგადამხდელო ინსტრუმენტებთან;

გ) გადახდის კანონიერი საშუალებების - ვალუტის, ფულის, ბანკნოტების (გარდა ნუმიზმატიკური მიზნით გამოყენებულისა) - მიმოქცევასთან დაკავშირებული ოპერაციები, გარდა საინკასაციო მომსახურებისა;

დ) საწესდებო კაპიტალში წილის, აქციების, ობლიგაციების, სერტიფიკატების, თამასუქების, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების მიმოქცევასთან დაკავშირებული ოპერაციები და მათი მომსახურება;

ე) წარმოებულ და სინთეზურ ფინანსურ ინსტრუმენტებთან, ფორვარდულ შეთანხმებებთან, ოფციონებსა და სხვა მსგავს ინსტრუმენტებთან დაკავშირებული ოპერაციები და მათი მომსახურება;

ვ) საინვესტიციო ფონდების მართვასთან დაკავშირებული მომსახურება; ზ) დაზღვევისა და გადაზღვევის ოპერაციები.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 19)

ფისკალური აგენტი - საგადამხდელო სისტემისა და ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის ორგანიზებით სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკის განხორციელების მხარდამჭერი პირი, სახელმწიფოს წარმომადგენელი სხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

ფიტოსანიტარიული კარანტინი - სახელმწიფო საკარანტინო ღონისძიებათა კომპლექსი მცენარეთა საკარანტინო ორგანიზმების შემოტანისა და გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ, 1997 წლის 15 მაისი, მუხლი 1)

ფიტოსანიტარიული კარანტინის ობიექტი - მავნებელი, მცენარეთა დაავადების გამომწვევი აგენტი და სარეველა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არ არის ან შეზღუდულადაა გავრცელებული.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ, 1997 წლის 15 მაისი, მუხლი 1)

ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია, მასალა და ობიექტი - პროდუქცია, მასალა და ობიექტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საკარანტინო ობიექტების გავრცელება.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ, 1997 წლის 15 მაისი, მუხლი 1)

ფიტოსანიტარიული მდგომარეობა - სავარგულების, ტყეებისა და მცენარეული საფარის მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია მცენარეთა მავნებლების რიცხოვნობით, მცენარეთა დაავადებების გავრცელებითა და სარეველა მცენარეების არსებობით.

(საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

ფიტოსანიტარიული მონიტორინგი - ორგანიზმთა გავრცელების, რიცხოვნობის, განვითარების ინტენსივობისა და მავნეობის მოსალოდნელი დონის დადგენა და პროგნოზი.

(საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი - სამსახურის მიერ გაცემული, ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის, ობიექტის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც მომზადებულია მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით (FAO, 1997) დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ, 1997 წლის 15 მაისი, მუხლი 1)

ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება - ფიტოსანიტარიული პროცედურების გამოყენება, რომლის შედეგადაც გაიცემა ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ, 1997 წლის 15 მაისი, მუხლი 1)

ფიტოსანიტარიული პროცედურები - სამსახურის მიერ ფიტოსანიტარიული რეგლამენტაციის გამოყენების მეთოდები საკარანტინო და არასაკარანტინო მავნე ორგანიზმებთან დაკავშირებით, დახედვის, ანალიზის, ზედამხედველობის, დამუშავების ჩატარების ჩათვლით.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ, 1997 წლის 15 მაისი, მუხლი 1)

ფიუჩერსული გარიგება - გარიგება საბირჟო საქონლის მიწოდების სტანდარტულ კონტრაქტებზე, საქონლის მიწოდების შესახებ კონტრაქტების ყიდვაზე, რომლის აუცილებელი პირობა ითვალისწინებს საქონლის რეალიზაციას კონტრაქტში მითითებული ფასით, გარიგების დადებიდან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 2)

ფიუჩერსული ოპერაციები - ნედლეულის, ოქროს, საფინანსო და საკრედიტო ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვის სწრაფი გარიგებები ბირჟებზე გარიგების დადების მომენტისათვის ფიქსირებული ფასით, ოპერაციის გარკვეული დროის შემდეგ შესრულებით. გარიგების შესრულებამდე გარანტის სახით შეიტანება გარკვეული თანხა.

(საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1)

ფონოგრამა - შესრულების ხმის, სხვა ხმის ან ხმის გამომხატველი სიგნალის ჩანაწერი. ტერმინი არ გულისხმობს აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში ჩართულ ხმის ჩანაწერს.

(საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

ფონოგრამის დამამზადებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც თავის თავზე აიღო ინიციატივა და იკისრა პასუხისმგებლობა შესრულების ან სხვა ხმების პირველი ხმოვანი ჩანაწერის განხორციელებისათვის; თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება, ფონოგრამის დამამზადებლად მიიჩნევა ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სახელი ან/და დასახელებაც სათანადო წესით აღნიშნულია ფონოგრამაზე ან/და მის ფუტლარზე.

(საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

ფონური განაშენიანება - განაშენიანების ორგანული ნაწილი, რომელიც აყალიბებს ძეგლების მხატვრულ-არქიტექტურულ კონტექსტს, ხელს უწყობს ძეგლების დომინანტური როლის შენარჩუნებას და წარმოჩენას.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

ფორვარდული გარიგება - საბირჟო გარიგება, რომელიც იდება როგორც რეალხურ საქონელზე, ისე განსაზღვრულ ვადაში (მომავალში) დასამზადებელ საქონელზე ხელშეკრულების დადებისას შეთანხმებული და ხელშეკრულებაში მითითებული ფასის მიხედვით.

(საქართველოს კანონი სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 2)

ფორვარდული ოპერაცია - ბირჟის გარეშე სასწრაფო სავალუტო გარიგებები, რომლებსაც ბანკები და სამრეწველო-სასაქონლო კორპორაციები ასრულებენ ტელეფონით ან ტელექსით შეთანხმების საფუძველზე.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა - მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვებაზე საგანაცხადო მასალის სისრულისა და გაფორმების, აგრეთვე მასში აღწერილი ობიექტის ერთიანობის შემოწმება.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა - საგანაცხადო მასალების სისრულის, გაფორმებისა და მათში აღწერილი ობიექტის ერთიანობის შემოწმება.

(საქართველოს კანონი საქართველოს საპატენტო კანონი, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

ფორსმაჟორი - სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორსმაჟორად არ ითვლება ინვესტორის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული. ამ დროს მხარეებს შორის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელ თანხაზე ფორსმაჟორის შემთხვევაში გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ფორტიფიკანტი - დანამატი ნივთიერება, რომელიც გამოიყენება საკვები პროდუქტების ფორტიფიკაციისათვის.

(საქართველოს კანონი იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“, 2005 წლის 25 თებერვალი, მუხლი 2)

ფორფეტირება - საგარეო ვაჭრობის გარიგებების დროს ექსპორტის დაკრედიტება მიმწოდებლის მიერ ბრუნვის გარეშე კომერციული თამასუქების, სხვა სავალო ვალდებულებების შეძენის გზით. ამ ოპერაციის დროს გარანტად გამოდის იმპორტიორი ქვეყნის ბანკი.

(საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1)

ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტები - მიკროელემენტებითა და ვიტამინებით გამდიდრებული საკვები პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკისათვის

(საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 3)

ფრახტი - გემით ტვირთის გადაზიდვის ქირა.

(საქართველოს კანონი საქართველოს საზღვაო კოდექსი“, 1997 წლის 15 მაისი, საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი - საქართველოს საზღვაო კოდექსში გამოყენებული საზღვაო ტერმინები)

ფრენის გეგმა - საჰაერო ხომალდის დასახულ ფრენაზე ან მის ნაწილზე საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსათვის წარდგენილი სათანადო ცნობები.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი“, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

ფრენის დრო (ნაფრენი) - დრო საჰაერო ხომალდის ძრავის ამუშავებიდან, დაფრენის შემდეგ მის გამორთვამდე. - საერთო დრო აფრენის მიზნით საჰაერო ხოლმალდის გამწევი ძალის ხარჯზე მოძრაობის დაწყებიდან ფრენის დამთავრებისას მის შენარჩუნებამდე.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი», მუხლი 1)

ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი - საბუთი, რომელიც ადასტურებს საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისიანობას.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

ფრენისათვის აკრძალული არე - სახელმწიფო ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზე არსებული დადგენილი ზომის სივრცე, რომლის ფარგლებშიც საჰაერო ხომალდების ფრენა აკრძალულია.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

ფრენისათვის სახიფათო არე - სახელმწიფო ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზე არსებული დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც დროის გარკვეულ მონაკვეთში შეიძლება განხორციელდეს საჰაერო ხომალდების ფრენის სახიფათო საქმიანობა.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი“, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

ფრენისათვის შეზღუდული არე - სახელმწიფო ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზე არსებული ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებში საჰაერო ხომალდების ფრენა შეზღუდულია გარკვეული პირობებით.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

ფსიქიატრიული დახმარება - ღონისძიებათა კომპლექსი, რომლის მიზანია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის გამოკვლევა, მკურნალობა და დაავადების გამწვავების თავიდან აცილება, მისი სოციალური ადაპტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა.

(საქართველოს კანონი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“, 2006 წლის 14 ივლისი, მუხლი 4)

ფსიქიატრიული დაწესებულება - შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულება ან სამედიცინო დაწესებულების განყოფილება, რომლის საქმიანობის მიზანია პირისათვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა.

(საქართველოს კანონი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“, 2006 წლის 14 ივლისი, მუხლი 4)

ფსიქიატრიის დარგის მუშაკი - ექიმი, ფსიქოლოგი, ექთანი, მომვლელი, სოციალური მუშაკი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც სპეციალური მომზადებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული კვალიფიკაციის საფუძველზე უფლება აქვს დახმარება გაუწიოს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირს.

(საქართველოს კანონი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ, 2006 წლის 14 ივლისი, მუხლი 4)

ფსიქიატრიული დაწესებულების კლინიკური ხელმძღვანელი - ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის წევრი, რომელიც ხელმძღვანელობს ფსიქიატრიული დახმარების პროცესს.

(საქართველოს კანონი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ, 2006 წლის 14 ივლისი, მუხლი 4)

ფსიქიკური აშლილობა - პირის ძირითადი ფსიქიკური ფუნქციების დარღვევა ან ქცევის აშლის გამომხატველ სიმპტომთა ჯგუფი, რომელიც იწვევს პიროვნულ დისფუნქციას, არღვევს გარემოსთან ადაპტაციის პროცესს. ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი დგინდება საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების მიხედვით.

(საქართველოს კანონი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“, 2006 წლის 14 ივლისი, მუხლი 4)

ფსიქოლოგიური ძალადობა - შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

(საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, 2006 წლის 25 მაისი, მუხლი 4)

ფსიქოტროპული ნივთიერება - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს კონვენციების შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული ნივთიერებების სიაში.

(საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

ფუტკრის ოჯახი - ბიოლოგიური და სამეურნეო ერთეული, რომელიც წარმოდგენილია მუშა ფუტკრებით, ერთი განაყოფიერებული დედა ფუტკრით, მამრი ფუტკრებით, ფიჭითა და საკვები თაფლის გარკვეული ოდენობით წლის დროის მიხედვით.

(საქართველოს კანონი მეფუტკრეობის შესახებ, 2002 წლის 18 მაისი, მუხლი 3)

ფუტკრის ამანათნაყარი - ფუტკრის ოჯახის ნაწილი, რომელიც მოთავსებულია ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილ ამანათყუთში.

(საქართველოს კანონი მეფუტკრეობის შესახებ, 2002 წლის 18 მაისი, მუხლი 3)

ფუტკრის ბუნებრივი ნაყარი - ფუტკრის ოჯახის ნაწილი, რომელიც ბუნებრივად გამოეყო ოჯახს.

(საქართველოს კანონი მეფუტკრეობის შესახებ, 2002 წლის 18 მაისი, მუხლი 3)

ფუტკრის პროდუქტების მწარმოებელი - ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს ფუტკრის ოჯახები და აწარმოებს ფუტკრის სასაქონლო პროდუქციას.

(საქართველოს კანონი მეფუტკრეობის შესახებ“, 2002 წლის 18 მაისი, მუხლი 3)

ფუტკრის სანაშენე პროდუქცია - ფუტკრის ჯიშის აღწარმოებისათვის განკუთვნილი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებული ფუტკრის ოჯახი, დედა ფუტკარი, ფუტკრის ამანათნაყარი, სპერმა, ჭია და კვერცხი.

(საქართველოს კანონი მეფუტკრეობის შესახებ, 2002 წლის 18 მაისი, მუხლი 3)

ფუტკრის პროდუქცია - ფუტკრის ოჯახი, დედა ფუტკარი, ფუტკრის ამანათნაყარი, სპერმა, ჭია, კვერცხი, თაფლი, ცვილი, ფუტკრის რძე, დინდგელი, შხამი და მისი კომპონენტები, ყვავილის მტვერი.

(საქართველოს კანონი მეფუტკრეობის შესახებ“, 2002 წლის 18 მაისი, მუხლი 3)

ფუტკრის პოპულაცია - გარკვეულ არეალში გავრცელებული ფუტკრის ჯიშის ნაწილი.

(საქართველოს კანონი მეფუტკრეობის შესახებ, 2002 წლის 18 მაისი, მუხლი 3)

2.21

▲back to top


ქალაქთმშენებლობა - ქალაქგანვითარება (ურბანული განვითარება); დასახლებათა (მათ შორის, სასოფლო დასახლებათა) ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის ფორმირებისათვის კანონმდებლობის, ამ დარგის სახელმწიფო და ადგილობრივი პოლიტიკის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, ფიზიკური და იურიდიული პირების მოღვაწეობის ერთობლიობით განსაზღვრული პირობები და პროცესები.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ქალაქთმშენებლობითი კადასტრი (მრავალმიზნობრივი კადასტრი) - საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს სივრცით-ტერიტორიული განვითარების რეგლამენტების მონაცემებს, ინფორმაციას სოციალური, სატრანსპორტო, საინჟინრო და სამრეწველო ინფრასტრუქტურის, შენობა-ნაგებობების განთავსებისა და მდგომარეობის შესახებ, ტერიტორიების ეკოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური და სეისმური მდგომარეობის თაობაზე, აგრეთვე სხვა მონაცემებს, რომლებიც გამოიყენება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავებისათვის და სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვისათვის.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ქარხანა - ნავთობგადამამუშავებელი ან გაზის დამამუშავებელი ქარხანა.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ“, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ქველიზინგი - მიმღების მიერ მესამე პირისათვის ლიზინგის საგნით სარგებლობის უფლების გადაცემა ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე.

(საქართველოს კანონი სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ“, 2002 წლის 7 მაისი, მუხლი 1)

ქვემენარდე - იურიდიული ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ხელშეკრულებით დაკავშირებულია მენარდესთან სამუშაოს გარკვეული ნაწილის შესრულებაზე და რომელსაც მიღებული აქვს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზია.

(საქართველოს კანონი სამშენებლო საქმიანობის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 3)

ქვეტყე - მერქნიან და ბუჩქოვან მცენარეთა სახეობების ერთობლიობა, რომლებიც არ ქმნიან და არსებულ პირობებში ვერ შექმნიან კორომის ზედა საბურველს.

(საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსი“, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 5)

ქიმიური მელიორაცია - თაბაშირის, კირის, ტორფ-კომპოსტების, ბენტონიტების და სხვა ქიმიური შენაერთების გამოყენებით ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების გაუმჯობესება.

(საქართველოს კანონი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

ქიმიური ნივთიერებების ბრუნვა - ქიმიური ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი.

(საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 3)

ქმედობაუნარიანობა - თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარი.

(საქართველოს კანონი სამედიცინო - სოციალური ექსპერტიზის შესახებ“, 2001 წლის 7 დეკემბერი, მუხლი 3)

ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა - ჯანმრთელობის მოშლით გამოწვეული ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრა, რაც ხასიათდება თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვით.

(საქართველოს კანონი სამედიცინო - სოციალური ექსპერტიზის შესახებ, 2001 წლის 7 დეკემბერი, მუხლი 3)

ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ხარისხი - ჯანმრთელობის მოშლის შედეგად გამოწვეული ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრის სიდიდე.

(საქართველოს კანონი სამედიცინო - სოციალური ექსპერტიზის შესახებ, 2001 წლის 7 დეკემბერი, მუხლი 3)

ქონება -

1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება.

(საქართველოს კანონი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 2)

2. ყველა ნივთი და არამატერიალური სიკეთე, რომელთა შეუზღუდავად შეძენა და რომელთა ფლობა, განკარგვა და რომლებით სარგებლობა შეუძლიათ პირებს.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

3. ნივთი, ფასიანი ქაღალდი ან/და მოთხოვნის უფლება, რომელიც პირს საკუთრებაში გადასცა სახელმწიფომ ან თვითმმართველმა ერთეულმა პირდაპირ ან წარმოებული სახით.

(საქართველოს კანონი ქონების ლეგალიზების შესახებ“, 2007 წლის 22 ივნისი, მუხლი 3)

ქონებრივი რესტიტუცია - კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაკარგული საცხოვრებლის ან სხვა უძრავი ქონების კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნება.

(საქართველოს კანონი ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 2)

ქონების ლეგალიზება - ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ქონებაზე კანონიერი საკუთრების უფლების დადასტურება, რომელიც შეიძლება შეიზღუდოს ან ჩამორთმეულ იქნეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში.

(საქართველოს კანონი ქონების ლეგალიზების შესახებ“, 2007 წლის 22 ივნისი, მუხლი 3)

ქონების ჩამორთმევა - როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლით.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

ქცევის კოდექსი - ამ კანონის საფუძველზე კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს ლიცენზიის მფლობელთა მიერ მომსახურების გაწევის წესებს.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

2.22

▲back to top


ღამის დრო - 22 საათიდან 6 საათამდე.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

ღატაკი ოჯახი - განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები პირი ან პირთა წრე, რომელიც ეწევა ერთობლივ შინასამეურნეო საქმიანობას და რომლის სოციალურეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ დონეზე ნაკლებია.

(საქართველოს კანონი სოციალური დახმარების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 4)

ღეროვანი უჯრედები - წინამორბედი, მოუმწიფებელი უჯრედების ჯგუფი, რომლებსაც აქვს თვითგანახლებისა და სპეციალიზებულ ქსოვილად დიფერენცირების უნარი.

(საქართველოს კანონი ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“, 2000 წლის 23 თებერვალი, მუხლი 3)

ღვარცოფი - მთისა და მთისწინა რეგიონებიდან დიდი რაოდენობით მთის ქანის ნანგრევის დაბლობში ჩამოტანა, რაც იწვევს ნიადაგის გადარეცხვასა და ფართობის დარიყვას.

(საქართველოს კანონი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა- გაუმჯობესების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

2.23

▲back to top


შანტაჟი - პირის იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს რაიმე მოქმედება მისთვის ან მისი ახლობლებისათვის სახელის გამტეხი ან სხვა საზიანო ცნობების გახმაურების მუქარით.

(საქართველოს კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, 2006 წლის 28 აპრილი, მუხლი 3)

შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება - საქართველოში სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ნარკოტიკული საშუალება.

(საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, 2002 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 2)

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი -

1. ადამიანი, რომელსაც დაავადების, ტრავმის, გონებრივი თუ ფიზიკური დეფექტის შედეგად, ჯანმრთელობის მეტ-ნაკლებად მოშლის გამო, დარღვეული აქვს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები, რაც განაპირობებს პროფესიული შრომის უნარის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას ან/და ყოფაცხოვრების არსებით გაძნელებას, რასაც იგი მიჰყავს ქმედობაუნარიანობის დროებით ან მუდმივ შეზღუდვამდე და სოციალური დაცვის საჭიროებამდე.

(საქართველოს კანონი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“, 2001 წლის 7 დეკემბერი, მუხლი 3)

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის ადამიანი, რომელსაც დაავადების, ტრავმის, გონებრივი თუ ფიზიკური დეფექტის შედეგად დარღვეული აქვს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები ჯანმრთელობის მეტ-ნაკლებად მოშლის გამო, რაც განაპირობებს პროფესიული შრომის უნარის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას ან/და ყოფაცხოვრების არსებით გაძნელებას.

(საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 2)

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი - პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 4)

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სოციალური დაცვა - სახელმწიფოს მიერ გარანტირებული მუდმივი ან დროებითი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი ღონისძიებების სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს სათანადო პირობების შექმნა, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადალახოს ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს სხვა მოქალაქეთა მსგავსად მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ საქმიანობასა და ყოფა-ცხოვრებაში.

(საქართველოს კანონი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“, 2001 წლის 7 დეკემბერი, მუხლი 3)

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის წარმომადგენელი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მშვილებელი, მეურვე, მზრუნველი ან ნდობით აღჭურვილი პირი).

(საქართველოს კანონი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ, 2001 წლის 7 დეკემბერი, მუხლი 3)

შეზღუდვის პროპორციულობა - ლეგიტიმური მიზნისა და კრიტიკული აუცილებლობის შესაბამისი შეზღუდვა, რომელიც ამ მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტიანი და ყველაზე ნაკლებად შემზღუდავი საშუალებაა. უფრო მკაცრი ზომების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა სხვაგვარად შეუძლებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა და კრიტიკული აუცილებლობის მოთხოვნების დაკმაყოფილება.

(საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, 2004 წლის 24 ივნისი, მუხლი 1)

შეთავაზება - გამოშვებული ან გამოსაშვები ფასიანი ქაღალდის ან მასზე საკუთრების უფლების გაყიდვის ან ანაზღაურებით გასხვისების ნებისმიერი ცდა. იგი არ გულისხმობს საბროკერო კომპანიისათვის ან საბროკერო კომპანიის მიერ შეთავაზებულ წინადადებას მიიღოს მონაწილეობა ფასიანი ქაღალდის ან მასზე საკუთრების უფლების შეთავაზების.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

შეთავაზების განაცხადი - ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კომისიაში წარდგენილი განაცხადი, რომელიც გულისხმობს მის ნებისმიერ შესწორებას და ნებისმიერ ემისიის პროსპექტს, ანგარიშს ან დოკუმენტს, რომელიც ამ განაცხადის ნაწილია - უშუალოდ ან ჩართული მასზე მითითების გზით.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

შემაჯამებელი გადაწყვეტილება - გადაწყვეტილება, რომელიც ამთავრებს სისხლის სამართლის პროცესის ამა თუ იმ სტადიას.

(საქართველოს კანონი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

შემდგომი მცხოვრები - პირი, რომელიც ამჟამად კეთილსინდისიერად ან არაკეთილსინდისიერად ფლობს იძულებით გადაადგილებული პირის თავდაპირველ საცხოვრებელს.

(საქართველოს კანონი ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 2)

შემმუშავებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ქმნის პესტიციდს ან აგროქიმიკატს, შეისწავლის მათ აქტივობას, ტოქსიკოლოგიურ თვისებებს და გარემოზე ზემოქმედებას.

(საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

შემოსავლების სამსახური -

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ან შემოსავლების სამსახურის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში ამის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დაწესებულება, რომელსაც მიენიჭება უფლებამოსილება, შეასრულოს შემოსავლების სამსახურის ამ კოდექსით გათვალისწინებული ფუნქციები.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი“, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ან შემოსავლების სამსახურის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დაწესებულება, რომელსაც მიენიჭება უფლებამოსილება, შეასრულოს შემოსავლების სამსახურის ამ კოდექსით გათვალისწინებული ფუნქციები.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

შემოტანილი პატენტი - უცხოეთში დაპატენტებულ გამოგონებაზე ამ კანონის შესაბამისად გაცემული პატენტი

(საქართველოს კანონი საქართველოს საპატენტო კანონი“, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2)

შემოქმედებითი კავშირი - საჯარო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ლიტერატურისა და ხელოვნების ერთი ან რამდენიმე სფეროს არანაკლებ 5 შემოქმედი მუშაკის პროფესიულ-შემოქმედებითი გაერთიანება, რომელშიც გაწევრიანება ნებაყოფლობითია და იგი მიზნად ისახავს ლიტერატურისა და ხელოვნების ამა თუ იმ დარგის განვითარებას, მის წევრთა საერთო კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვას, სხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობის განხორციელებას.

(საქართველოს კანონი შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ, 1999 წლის 8 ივნისი, მუხლი 3)

შემოქმედებითი კავშირის ფილიალი (ადგილობრივი ორგანიზაცია) - კავშირის განცალკევებული ქვედანაყოფი, რომელიც მდებარეობს კავშირის ადგილსამყოფელის გარეთ და მთლიანად ან ნაწილობრივ ახორციელებს მის ფუნქციებს, მოქმედებს კავშირის მიერ დამტკიცებული წესდების საფუძველზე და არ არის იურიდიული პირი.

(საქართველოს კანონი შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ, 1999 წლის 8 ივნისი, მუხლი 3)

შემოქმედი მუშაკი - ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგია ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოები ან მათი ინტერპრეტაცია.

(საქართველოს კანონი შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ, 1999 წლის 8 ივნისი, მუხლი 3)

შემოქმედებითი ჯგუფი - საერთო მიზნის მისაღწევად არანაკლებ 5 შემოქმედი მუშაკის ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც არ არის იურიდიული პირი. ამასთან, შემოქმედებითი კავშირის წევრს უფლება აქვს გაწევრიანდეს შემოქმედებით ჯგუფშიც, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კავშირის წესდებას.

(საქართველოს კანონი შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ, 1999 წლის 8 ივნისი, მუხლი 3)

შემსრულებელი -

1. მსახიობი (თეატრის, კინოსი და ა.შ.), მომღერალი, მუსიკოსი, მოცეკვავე ან სხვა პირი, რომელიც თამაშობს როლს, კითხულობს, მღერის, ახდენს დეკლამირებას, უკრავს მუსიკალურ ინსტრუმენტზე ან სხვაგვარად ასრულებს ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოებს, საესტრადო, საცირკო, თოჯინურ ან ფოლკლორულ ნომერს.

(საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

2. სამუშაოთა შემსრულებელი ან მომსახურების გამწევი საწარმო, ორგანიზაცია, დაწესებულება, ან მოქალაქემეწარმე.

(საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, 1996 წლის 20 მარტი, შესავალი)

შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება (შემდგომში - დაწესებულება) - სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული დაავადებებისათვის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტებისათვის ახორციელებს სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებას.

(საქართველოს კანონი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ, 2001 წლის 7 დეკემბერი, მუხლი 3)

შემსყიდველი ორგანიზაცია - ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, 2005 წლის 20 აპრილი, მუხლი 3)

შენობა-ნაგებობები - ნებისმიერი შენობა, კონსტრუქცია და ნაგებობა (ან მათი ნაწილი) მიწის ნაკვეთით, რომელზედაც იგი არის დამაგრებული.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ, 2006 წლის 14 აპრილი, მუხლი 2)

შერწყმა - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ორი ავტორიზებული პირის გაერთიანება ერთ სამეწარმეო პირად, რომელიც თავდაპირველი ავტორიზებული პირების სამართალმემკვიდრეა.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

შესაბამისი კანონი - საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ძირითად ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს.

(საქართველოს კანონი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ, 2002 წლის 13 სექტემბერი, მუხლი 3)

შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი) - დოკუმენტი, რომლითაც მწარმოებელი ან შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ადასტურებს, რომ პროდუქცია შეესაბამება ტექნიკურ რეგლამენტს, სტანდარტს ან სხვა წესებსა და მოთხოვნებს; ნებაყოფლობით სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურება სავალდებულო არ არის და კონკრეტული პროდუქციის სერტიფიცირება ნებაყოფლობითია.

(საქართველოს კანონი პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 3)

შესაბამისობის ეროვნული ნიშანი - ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ პროდუქცია შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს

(საქართველოს კანონი პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 3)

შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზი - შესაძლებლობის შეზღუდვის გამომწვევი სამედიცინო-ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორები, რომლებმაც განაპირობეს პირის შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დადასტურებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

(საქართველოს კანონი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ, 2001 წლის 7 დეკემბერი, მუხლი 3)

შესაბამისი სამსახური - სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი დ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და მისი ტერიტორიული ორგანოები.

(საქართველოს კანონი ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ, 1998 წლის 28 ოქტომბერი, მუხლი 1)

შესაბამისობის სერტიფიკატი - დოკუმენტი, რომელიც ასაბუთებს ტურისტული და საკურორტო მომსახურების ხარისხს და მის შესაბამისობას კონკრეტულ სტანდარტთან ან სხვა ნორმატიულ დოკუმენტთან.

(საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტის შესახებ, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2)

შესაბამისობის შემფასებელი ორგანო (სერტიფიკაციის ორგანო) - „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ორგანო, რომლის აკრედიტაციასაც ახორციელებს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო დ აკრედიტაციის ცენტრი.

(საქართველოს კანონი ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 4)

შესაბამისობის შემფასებელი ორგანო (სერტიფიკაციის ორგანო) - „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ორგანო, რომლის აკრედიტაციასაც ახორციელებს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო დ აკრედიტაციის ცენტრი.

(საქართველოს კანონი ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 4)

შესაბამისობის შეფასება - პროცედურა, რომლითაც დგინდება, შესრულებულია თუ არა ტექნიკური რეგლამენტების ან სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნები.

(საქართველოს კანონი პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 3)

შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები - არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე, ურთიერთშენაცვლებადი შესყიდვის ობიექტები.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, 2005 წლის 20 აპრილი, მუხლი 3)

შესყიდვის ობიექტი - შესასყიდი საქონელი, მომსახურება ან სამშენებლო სამუშაო.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, 2005 წლის 20 აპრილი, მუხლი 3)

შეფასების სისტემა - სისტემა, რომლის მეშვეობითაც ფასდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და დგინდება მისი კეთილდღეობის დონე.

(საქართველოს კანონი სოციალური დახმარების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 4)

შეფასება - სპეციალურად უფლებამოსილი პირის მიერ საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებისა და სანაცვლო კომპენსაციის განსაზღვრა.

(საქართველოს კანონი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ, 1999 წლის 23 ივლისი, მუხლი 1)

შეფუთვა - ჭურჭელი (ტარა) დამცავი შეხვევით, რომელსაც იყენებენ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ტრანსპორტირებისას.

(საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

შეღავათიანი პერიოდი - ლიზინგის საწყისი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მიმღები არ იხდის ლიზინგის საზღაურს.

(საქართველოს კანონი სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ, 2002 წლის 7 მაისი, მუხლი 1)

შეცვლა - მიღებული სტანდარტების ან ტექნიკური პარამეტრების შეცვლასთან დაკავშირებით სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემა, იმავე რაოდენობის ანალოგიური ან თვისობრივად მსგავსი მატერიალური ფასეულობების ჩანაცვლებით.

(საქართველოს კანონი საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ, 1998 წლის 13 დეკემბერი, მუხლი 2)

შველა - განსაცდელში მყოფი ადამიანების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა და მათთვის სხვა სახის დახმარების გაწევა.

(საქართველოს კანონი საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ, 2000 წლის 29 სექტემბერი, მუხლი 3)

შვილობილად აყვანა (მინდობით აღზრდა) - ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მოვლისა და აღზრდის მიზნით, სახელმწიფოსა და დედობილ-მამობილს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის განხორციელებითაც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დაიცვას და უზრუნველყოს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის კანონიერი უფლება.

(საქართველოს კანონი სოციალური დახმარების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 4)

შვილობილად აყვანა - ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მოვლისა და აღზრდის მიზნით სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის განხორციელებით სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას დაიცვას და უზრუნველყოს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის კანონიერი უფლება.

(საქართველოს კანონი ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 1)

შვილობილი -

1. სახელმწიფოსა და დედობილ-მამობილს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე დედობილ-მამობილისათვის მოსავლელად და აღსაზრდელად გადაცემული ბავშვი.

(საქართველოს კანონი სოციალური დახმარების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 4)

2. ხელშეკრულების საფუძველზე მიმღებ ოჯახში გადაცემული ბავშვი.

(საქართველოს კანონი ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 1)

შვილობილის მოვლა და აღზრდა - შრომითი საქმიანობა, რომელიც განსხვავდება ბავშვთა მოვლისა და აღზრდის სხვა სამართლებრივი ფორმებისაგან (შვილად აყვანა, მეურვეობა, მზრუნველობა) შემდეგი დამახასიათებელი ნიშნებით: დროებითი სახელშეკრულებო ხასიათი, მიმღები ოჯახის სათანადო მომზადება, მის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურება და აღნიშნული საქმიანობის საერთო შრომით სტაჟში ჩათვლა.

(საქართველოს კანონი ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 1)

შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) -

1. ამ კანონის მიზნებისათვის იურიდიული პირი, რომელშიც სხვა იურიდიული პირი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 ან მეტ პროცენტს.

(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75)

2. ამ კანონის მიზნებისათვის იურიდიული პირი, რომელშიც სხვა იურიდიული პირი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 ან მეტ პროცენტს.

(საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1)

შიდა ტრანზიტი - ქვეყნის შიგნით მოქმედი სატრანსპორტო საშუალების დროებითი სარეგისტრაციო ნიშანი, რომელიც გაიცემა სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ მითითებული ვადით:

კ.ა) იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც ქვეყნის შიგნით ეცვლებათ დგომის (რეგისტრაციის) ადგილი, არა უმეტეს 10 დღის ვადით;

კ.ბ) უცხო ქვეყანაში აღრიცხვიდან მოხსნილ იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოში შემოიყვანეს რეგისტრაციის მიზნით, არა უმეტეს 30 დღის ვადით.

(საქართველოს კანონი: საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 3)

შიდა ტურიზმი - საქართველოში მცხოვრები ფიზიკური პირებისათვის გაწეული ტურისტული მომსახურება მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, ქვეყნის საზღვრებში.

(საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტის შესახებ, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2)

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელი - შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების თანამშრომელი, რომლის ვინაობა გასაიდუმლოებულია, პროცესში მონაწილეობს ფსევდონიმით და რომელიც უფლებამოსილია ჩვენება მისცეს მხოლოდ შეცვლილი გარეგნობით ან ხმით.

(საქართველოს კანონი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

შინამეურნეობა - საზოგადოების ძირითადი მეურნეობრივი საყოფაცხოვრებო უჯრედი - ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც ექვემდებარება ერთ საცხოვრებელ ერთეულზე ერთობლივი ცხოვრების საერთო წესებს და ერთმანეთთან დაკავშირებულია საერთო ბიუჯეტით (მისი ნაწილით), ნათესაური ან/და არანათესაური ურთიერთობებით (შინამეურნეობა შეიძლება შედგებოდეს ერთი პირისაგანაც).

(საქართველოს კანონი საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ, 2001 წლის 12 ოქტომბერი, მუხლი 1)

შინასამეურნეო საქმიანობა - ოჯახის სასიკეთოდ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მის მოვლაპატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებების მოპოვებასა და ერთობლივ განკარგვა-განაწილებას.

(საქართველოს კანონი სოციალური დახმარების შესახებ, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 4)

შრომითი, საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის სპეციალურად შექმნილი პირობები - სპეციალური სანიტარიულ-ჰიგიენური, ორგანიზაციული, ტექნიკური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი, ეკონომიკური, მიკროსოციალური ფაქტორები, რომლებიც შესაძლებელს ხდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა შეასრულოს შრომითი, საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივი საქმიანობა რეაბილიტაციური პოტენციალის შესაბამისად.

(საქართველოს კანონი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ, 2001 წლის 7 დეკემბერი, მუხლი 3)

შრომისუუნარო - პირი, რომელსაც დადგენილი აქვს მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი ან არის 65 წლის ან მეტი ასაკის.

(საქართველოს კანონი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 4)

2.24

▲back to top


ჩამარხვა - ნარჩენების ან სხვა მასალების გემებიდან, საფრენი აპარატებიდან, ბაქნებიდან და ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციებიდან განზრახ მოცილება, აგრეთვე გემების, საფრენი აპარატების, ბაქნების ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციების განზრახ განადგურება; ჩამარხვად არ ითვლება ისეთი ნარჩენების ან სხვა მასალების მოცილება, რომლებიც გემების, საფრენი აპარატების, ბაქნების ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციების და მათი მოწყობილობების ნორმალური ექსპლუატაციის შედეგია, გარდა იმ ნარჩენების ან სხვა მასალებისა, რომლებიც სპეციალურად არის ტრანსპორტირებული გემებით, საფრენი აპარატებით, ბაქნებით ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციებით მათი მოცილების მიზნით ან რომლებსაც მოზიდავენ ასეთ გემებთან.

(საქართველოს კანონი საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ”, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 6)

ჩანაწერი - ნებისმიერი ინფორმაცია, წარმოდგენილი ანგარიშის, კორესპონდენციის, მაგნიტურ ფირსა და კომპიუტერის დისკზე ჩანაწერებისა თუ სხვა სახით, რომელთა წაკითხვაც შესაძლებელია ჩვეულებრივ ან რაიმე ტექნიკური საშუალებებით.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

ჩარტერი -

1. ხელშეკრულება, რომელშიც ერთი მხარე (გამქირავებელი) განსაზღვრულ საფასურად გადასცემს მეორე მხარეს (დამქირავებელს) ერთი ან რამდენიმე საჰაერო ხომალდის მთლიან ტევადობას ან მის ნაწილს ერთი ან რამდენიმე რეისით მგზავრების გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადაზიდვისათვის ან სხვა მიზნისათვის.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

2. გემთმფლობელსა და დამქირავებელს შორის დადებული ხელშეკრულება გემის მთლიანად ან მისი ნაწილის იჯარით აღების შესახებ.

(საქართველოს კანონი საქართველოს საზღვაო კოდექსი, 1997 წლის 15 მაისი, საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი - საქართველოს საზღვაო კოდექსში გამოყენებული საზღვაო ტერმინები)

ჩაწერა - გამოსახულების ან/და ხმის ფიქსირება რაიმე ობიექტური ფორმით, რაც ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებით მათი აღქმის, რეპროდუცირებისა და გადაცემის საშუალებას იძლევა.

(საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

ჩეკი - დადგენილი ფორმის ფასიანი ქაღალდი, რომელიც შეიცავს ჩეკის გამცემის წერილობით დავალებას საბანკო დაწესებულებებისადმი გაანაღდოს ჩეკში აღნიშნული თანხა.

(საქართველოს კანონი ჩეკის შესახებ, 1995 წლის 19 აპრილი)

ჩვილი - 12 თვემდე ასაკის ბავშვი.

(საქართველოს კანონი ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ, 1999 წლის 9 სექტემბერი, მუხლი 3)

ჩხრეკა - მოქმედება, რომლის მიზანია დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომელიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენა და ამოღება სკოლაში საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.

(საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2)

2.25

▲back to top


ცენტრალური დეპოზიტარი (დეპოზიტარი) - პირი, რომელიც უფლებამოსილია, ბენეფიციარი მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის დავალებით აწარმოოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური კლირინგი და ანგარიშსწორება, აგრეთვე განახორციელოს სპეციალიზებული დეპოზიტარის და კომისიის წესებით განსაზღვრული სხვა მომსახურება.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

ცესია -

1. სხვა პირისათვის მოთხოვნის უფლების დათმობა.

(საქართველოს კანონი ჩეკის შესახებ“, 1995 წლის 19 აპრილი)

2. სხვა პირისათვის მოთხოვნის უფლების დათმობა.

(საქართველოს კანონი თამასუქის შესახებ, 1995 წლის 19 აპრილი)

ცეცხლსასროლი იარაღი - იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს ფეთქებადი ნივთიერების აფეთქების შედეგად წარმოქმნილი აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკური დაზიანებისა და განადგურებისათვის.

(საქართველოს კანონი იარაღის შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

ცივი იარაღი - იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხების საშუალებით ობიექტის დაზიანებისათვის.

(საქართველოს კანონი იარაღის შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

ცივი სასროლი იარაღი - იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით ან მექანიკური მოწყობილობის საშუალებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დაზიანებისათვის.

(საქართველოს კანონი იარაღის შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

ცილისწამება - არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.

(საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, 2004 წლის 24 ივნისი, მუხლი 1)

ციფრული ტელემაუწყებლობის აღჭურვილობა - ბოლო მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობა, რომელიც მიერთებულია სატელევიზიო მიმღებთან ან ინტეგრირებულია მასში და განკუთვნილია ციფრული, ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის მომსახურების მისაღებად.

(საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

ცნობების შეგროვება - ოპერატიული მუშაკის ან გამომძიებლის მიერ კრიმინალისტიკური, ოპერატიულ-სამძებრო ან ინფორმაციის შენახვის სხვა წყაროდან იმ ფაქტობრივი მონაცემების ოფიციალურად მოპოვება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად.

(საქართველოს კანონი ოპერატიულსამძებრო საქმიანობის შესახებ, 1999 წლის 30 აპრილი, მუხლი 1)

ცხოველთა საკვები - ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქტების საწარმოო წესით გადამუშავების შედეგად მიღებული ყველა სახის ცხოველთა საკვები.

(საქართველოს კანონი ვეტერინარიის შესახებ, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1)

ცხოველთა საკვებდანამატი - ბუნებრივი ან სინთეზირებული ნივთიერებები (ნაერთები), რომლებიც განკუთვნილია ცხოველთა საკვების ვიტამინოვან- მინერალური შემადგენლობის გასამდიდრებლად.

(საქართველოს კანონი ვეტერინარიის შესახებ, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1)

ცხოველის საკვები - ნებისმიერი ნივთიერება ან პროდუქტი, საკვებდანამატების ჩათვლით, გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი, რომელიც გამიზნულია ცხოველის საკვებად.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

ცხოველური წარმოშობის პროდუქტი - პროდუქტი, რომელიც წარმოებულია ცოცხალი და დაკლული ცხოველისაგან და გამიზნულია ადამიანთა მოხმარებისათვის.

საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

2.26

▲back to top


ძალადობის ამსახველი სცენა - კადრი, რომელშიც ასახულია განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა, თვითმკვლელობა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, წამება, დასახიჩრება.

(საქართველოს კანონი მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, 2001 წლის 28 სექტემბერი, მუხლი 3)

ძეგლის ადაპტაცია - ძეგლში მისი რეაბილიტაციის, ასევე ფუნქციის დასაშვები ცვლილების ინტერესით განპირობებული იმგვარი ცვლილებების შეტანა, რომლებიც არ იწვევს ძეგლის მხატვრულ-ესთეტიკური, ისტორიული და სხვა მნიშვნელობის შემცირებას და გამართლებულია მეთოდოლოგიურად.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

ძეგლის განადგურება - ძეგლის მოსპობა, ასევე ძეგლზე ან მის ნაწილზე იმგვარი ზემოქმედება, რომელიც ძეგლს უკარგავს იმ მახასიათებლებს, რომლებისთვისაც მას მიენიჭა ძეგლის სტატუსი.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

ძეგლის გაწმენდა - ძეგლზე დროთა განმავლობაში, ბუნებრივი ან ხელოვნური ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილი ან დაგროვილი ორგანული ან არაორგანული საფარის, ფენების ან დანამატების მოშორება ძეგლში ცვლილებების შეტანის (უძრავი ძეგლის შემთხვევაში დ ასევე მიწის არსებული ზედაპირის მოხსნის) გარეშე.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

ძეგლის დაზვერვა - ძეგლის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, შესაბამისი მეთოდოლოგიით, მასში ფიზიკური ჩარევით ან ვიზუალური შესწავლის საშუალებით განხორციელებული საქმიანობა.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

ძეგლის დაზიანება - ძეგლის ან მისი ნაწილის იმგვარი სახეცვლილება, რომელიც აუარესებს ძეგლის მდგომარეობას ან აღქმას.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

ძეგლის თავდაპირველი სახით აღდგენა - რესტავრაციის ან რეკონსტრუქციის (მათ შორის, გვიანდელი დანამატების მოხსნის) გზით ძეგლისათვის მისი შექმნის მომენტისთვის არსებული სახის მიცემა.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

ძეგლის კონსერვაცია - ძეგლის არსებული მდგომარეობის შენარჩუნების, მისი განადგურების ან შეუქცევადი ცვლილებებისაგან დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობა. ძეგლზე ასევე შეიძლება ჩატარდეს პრევენციული კონსერვაცია, რომლის მიზანია მხოლოდ პირველადი, გადაუდებელი, დროებითი ზომების მიღება ძეგლის რეაბილიტაციამდე. პრევენციული კონსერვაციისას გამოყენებული მეთოდოლოგია უნდა ითვალისწინებდეს გამოყენებული მასალებისა და საშუალებების ძეგლის დაუზიანებლად მოხსნის შესაძლებლობას.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

ძეგლის მოვლა-პატრონობა - ძეგლის (უძრავი ძეგლის შემთხვევაში, ასევე მისი ტერიტორიის) დაზიანებისა და განადგურებისაგან დაცვის, მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

ძეგლის რეკონსტრუქცია - დეტალურ სამეცნიერო კვლევებზე და ზუსტ ანაზომებზე დაყრდნობით, ახალი ან ძველი მასალით ან მათი კომბინაციის გამოყენებით, მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრეული ან დაშლილი ძეგლის ან მისი ფრაგმენტის პირვანდელი სახით ხელახლა აშენება.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

ძეგლის რესტავრაცია - შემორჩენილი ავთენტიკური მასალისა და ელემენტების ფარგლებში ძეგლის დაზიანებული ფრაგმენტების თავდაპირველი სახით აღდგენა მისი შექმნის თანადროული ან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

ძეგლის სტატუსი - ობიექტის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც იწვევს მასზე საქართველოს კანონმდებლობით ძეგლის მიმართ დადგენილი რეჟიმის გავრცელებას.

(საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3)

ძირითადი საშუალება - მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი 1 წელზე მეტი ხნით იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯები - ხარჯები, რომლებიც ამაღლებს ძირითადი საშუალებების ამოსავალ (თავდაპირველ, ნორმატიულ) მწარმოებლურობას (მათ შორის, შენობა-ნაგებობების ელემენტების მოდიფიკაცია (რეკონსტრუქცია) მათი სასარგებლო მომსახურების ვადის გახანგრძლივების მიზნით და მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად; მანქანა-დანადგარების ნაწილების გაუმჯობესება მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად და ახალი საწარმოო პროცესების დანერგვა, გარდა მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებისა, რომლებიც გაიწევა ძირითადი საშუალებების ამოსავალი მწარმოებლურობის აღდგენის ან შენარჩუნების მიზნით.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

ძლიერდაქვიანებული ნიადაგი - ნიადაგი, რომლის ზედაპირის 20-40% დაფარულია 5 სმ-ზე მეტი დიამეტრის ქვებით.

(საქართველოს კანონი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა- გაუმჯობესების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

ძლიერი ქვიანობა - ნიადაგის ზედაპირის 20-40 %-ით დაფარულობა 5 სმ და მეტი ზომის ქვებით.

(საქართველოს კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ, 1994 წლის 12 მაისი, მუხლი 11)

ძუძუთი ექსკლუზიური კვება - ჩვილის კვება მხოლოდ ქალის რძით.

(საქართველოს კანონი ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ, 1999 წლის 9 სექტემბერი, მუხლი 3)

2.27

▲back to top


წამალი (სამკურნალწამლო საშუალება, მედიკამენტი) - ის ნივთიერება ან ნივთიერებათა კომბინაცია ფარმაცევტული პრეპარატის სახით, რომელიც გამოიყენება ფიზიოლოგიური სისტემის გამოსაკვლევად, ადამიანისა და ცხოველის რეპროდუქციული ფუნქციის დასარეგულირებლად, პათოლოგიური მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად ან რეციპიენტის სასარგებლოდ შესაცვლელად.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

წამლის კლინიკური კვლევა (გამოცდა, გამოკვლევა) - ფარმაკოლოგიური საშუალების ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების შესწავლა არასასურველი რეაქციების დადგენის, ეფექტიანობისა და უსაფრთხოობის შეფასების მიზნით.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

წამლის მომზადება - აფთიაქში მაგისტრალური ან ოფიციალური რეცეპტის საფუძველზე სამკურნალო საშუალებისათვის წამლის ფორმის მიცემა.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

წამლის წარმოება - საწარმოში სათანადო სტანდარტის მოთხოვნათა სრული დაცვით წამლის სერიულად გამოშვება.

(საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11)

წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპები - პროცესის ყოველი ეტაპი სურსათისა და ცხოველის საკვების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების, ბაზარზე განთავსებისა და მომხმარებლისთვის მიწოდების ჩათვლით.

(საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3)

წარმოების ნარჩენები - მრეწველობაში პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენი მასა, რომელიც გამოიყენება ნიადაგების გასაუმჯობესებლად.

(საქართველოს კანონი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა - გაუმჯობესების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

წარმომადგენელი - უფლებამოსილი პირი, რომელიც კოორდინაციას უწევს რეპატრიაციის პროცესს საზღვარგარეთ.

(საქართველოს კანონი ყოფილი სსრკის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ, 2007 წლის 11 ივლისი, მუხლი 2)

წარმომადგენლობა - საქართველოს დიპლომატიური ან სხვა შესაბამისად უფლებამოსილი დაწესებულება საზღვარგარეთ.

(საქართველოს კანონი ყოფილი სსრკის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ, 2007 წლის 11 ივლისი, მუხლი 2)

წარმომადგენლობითი ხარჯი - პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს:

ა) პირის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) პროტოკოლით გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს;

ბ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს;

გ) სუვენირების შეძენის ხარჯებს;

დ) სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათ შორის:

დ.ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, გაგრძელება) ხარჯებს; დ.ბ) აეროპორტში დახვედრისა და გაცილების („vip“-ის დარბაზის მომსახურება) ხარჯებს;

დ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს;

დ.დ) სასტუმრო მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება) ხარჯებს;

დ.ე) პროტოკოლით გათვალისწინებული მიღებების, წვეულებების (წვენები, მინერალური წყლები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

წარმომადგენელთა საბჭო (სენატი) - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი ორგანო.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

წარმოშობის სახელმწიფო - სახელმწიფო, რომლის მოქალაქე ან რომელში მუდმივად მცხოვრები პირი არის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი.

(საქართველოს კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, 2006 წლის 28 აპრილი, მუხლი 3)

წელი (გარდა კალენდარული წლისა) - დროის მონაკვეთი, რომელიც შედგება ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვისაგან.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

წერილობითი ფორმა - კომუნიკაციის ნაბეჭდი, ლითოგრაფიული ან ნებისმიერი გრაფიკული ფორმა.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

წესების შეუსაბამო მიწის ნაკვეთი - მიწის ნაკვეთი, რომლის გამოყენება, ფართობი ან ზომები არ შეესაბამება მოცემული უფლებრივი ზონის მოთხოვნებს.

(საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2)

წიაღი - მიწის ზედაპირის ან წყალსატევების (შიდა წყლების, ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) და კონტინენტური შელფის ფსკერს ქვეშ არსებული ან ზედაპირზე გაშიშვლებული დედამიწის ქერქის ნაწილი, რომლის შესწავლა და გამოყენება შესაძლებელია თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებებით.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ“, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

წიაღით სარგებლობასთან დაუკავშირებელი ნავთობისა და გაზის ოპერაციები - ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებული არ არის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებასთან და მოპოვებასთან, ნავთობისა და გაზის იმპორტი, ტრანზიტი, მაგისტრალური მილსადენითა და მობილური საშუალებებით ტრანსპორტირება, გადამუშავება, ნავთობპროდუქტების მიწოდება და ექსპორტ-იმპორტი.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

წილობრივი ფასიანი ქაღალდი - ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მესაკუთრის წილს საწარმოში.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

წინასაარჩევნო აგიტაცია - საქართველოს მოქალაქეებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

წინასაარჩევნო კამპანია - საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატისა და საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

წინასაარჩევნო რეკლამა - რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევის ხელშეწყობას.

(საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ“, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2)

წინასაბაზისო თესლი (სუპერ-ელიტა) - სელექციონერის თესლის გამრავლებით მცენარის ჯიშის შემნარჩუნებლის ან მისი პასუხისმგებლობით სხვა პირის მიერ მიღებული საბაზისო თესლის წინა თაობის თესლი.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

წინასწარ დასაბუთებული თანხმობა - პრინციპი, რომლის თანახმად საერთაშორისო ვაჭრობისას არ შეიძლება აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული პესტიციდის შემოტანა სათანადო შეთანხმების გარეშე ან სარეგისტრაციო ორგანოს გადაწყვეტილების გვერდის ავლით, წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის დარღვევით.

(საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, 1998 წლის 25 ნოემბერი, მუხლი 3)

წინასწარი გამოძიება - უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადგენა და მისი ჩამდენი პირის მხილება.

(საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44)

წინასწარი პროსპექტი - ემისიის პროსპექტი, რომელიც წარედგინა კომისიას, მაგრამ ჯერ არ დამტკიცებულა.

(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2)

წლიური საბიუჯეტო კანონი - საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონი.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“, 2003 წლის 24 აპრილი, მუხლი 3)

წმინდა აქტივები - სხვაობა პირის აქტივებსა და მის ვალდებულებებს შორის.

(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12)

წყალდიდობა - მდინარეების ადიდება თოვლის დნობის ან წვიმების შედეგად.

(საქართველოს კანონი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

წყალსატევის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონა - სივრცე, რომელიც მოიცავს წყალსატევის აკვატორიას და ხმელეთის არა უმეტეს 100 მ. სიგანის სანაპირო ზოლს. იგი შედგება მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლებისაგან.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 2)

2.28

▲back to top


ჭალის ტყე - ვაკე რელიეფზე მდინარეების აუზში არსებული ტყეები.

(საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსი“, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 5)

ჭარბი ლიკვიდურობა - ფულადი სახსრები, რომლებიც რჩება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას - საკრედიტო კავშირს მეანაბრეების მიმართ არსებული, ასევე სხვა ფინანსური ვალდებულებების დროული დაფარვისა და სესხზე მისი წევრების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ.

(საქართველოს კანონი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ, 2002 წლის 4 ივლისი, მუხლი 1)

ჭარბტენიანი ტერიტორიები - ჭაობები, ჭანჭრობები, ტორფიანი ადგილები ან წყალსატევები - ბუნებრივი, ხელოვნური, მუდმივი, დროებითი, გამდინარი, გაუდინარი, მტკნარი, ნაკლებად მარილიანი ან მარილიანი, ზღვის აკვატორიის ჩათვლით, რომლის სიღრმე უკუქცევის დროს არ აღემატება 6 მეტრს.

(საქართველოს კანონი კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, 1998 წლის 9 დეკემბერი, მუხლი 1)

2.29

▲back to top


ხაზობრივი ნაგებობა - საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, მილგაყვანილობა, საჰაერო-საბაგირო გზა და ელექტროგადამცემი ხაზი.

(საქართველოს კანონი მშენებლობის ნებართვის შესახებ, 2004 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

ხალასჯიშიანი მოშენება - ერთი და იმავე ჯიშის ფუტკრის მოშენება.

(საქართველოს კანონი მეფუტკრეობის შესახებ, 2002 წლის 18 მაისი, მუხლი 3)

ხალასჯიშიანი მოშენება - ერთი და იმავე ჯიშის ცხოველთა მოშენება ჯიშისათვის დამახასიათებელი თვისებების კონსოლიდაციისა და ტიპიზაციის მიზნით.

(საქართველოს კანონი სანაშენე მეცხოველეობის შესახებ, 1996 წლის 5 სექტემბერი, მუხლი 2)

ხალასჯიშიანი ცხოველი - ერთი და იმავე ჯიშის მშობლებისაგან წარმოშობილი სანაშენე ცხოველი.

(საქართველოს კანონი სანაშენე მეცხოველეობის შესახებ, 1996 წლის 5 სექტემბერი, მუხლი 2)

ხარისხი - უვნებელი სურსათისა და თამბაქოს იმ მახასიათებლების ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებულია საბოლოო მომხმარებლის ეკონომიკურ ინტერესებთან.

(საქართველოს კანონი სურსათისა და თამბაქოს შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2)

ხარისხიანი თესლი (სარგავი მასალა) - სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლი ან მრავალწლიანი კულტურების ნერგი, რომელიც დასტურდება ხარისხის სერტიფიკატით.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

ხარისხის უზრუნველყოფა - შიდა და გარე შეფასების პროცედურები, რომელთა განხორციელება ხელს უწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.

(საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2)

ხარისხის სერტიფიკატი - თესლის (სარგავი მასალის) ხარისხის დამადასტურებელი ოფიციალური მოწმობა.

(საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3)

ხარჯები - ექსპროპრიაციისას და სამართალწარმოებისას გაწეული დანახარჯები, რომლებიც მოიცავს მიწის შეფასების ხარჯებსა და სხვა ხარჯებს.

(საქართველოს კანონი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ, 1999 წლის 23 ივლისი, მუხლი 1)

ხელახალი არჩევნები - არჩევნები, რომლებიც მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება:

ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში, თუ ისინი არჩატარებულად გამოცხადდა და კანონი აღარ ითვალისწინებს განმეორებითი კენჭისყრის გამართვის შესაძლებლობას;

ბ) მთელ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში, თუ ისინი არჩატარებულად გამოცხადდა, ან შედგა, მაგრამ ასარჩევი პირი ვერ აირჩა და კანონი აღარ ითვალისწინებს არჩევნების მეორე ტურის გამართვის შესაძლებლობას;

გ) თუ არჩეულმა პირმა ამ კანონით დადგენილ ვადაში ცესკოს არ წარუდგინა ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა და არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი ცესკოს შესაბამისი გადაწყვეტილებით;

დ) თუ არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით.

(საქართველოს კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3)

ხელბარგი -

1. მგზავრის კუთვნილი, ხელით გადასაზიდი ქონება, რომელიც შეიძლება თავისუფლად განთავსდეს სამგზავრო ვაგონში გამოყოფილ სათავსოებში.

(საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსი“, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2)

2. მგზავრების მიერ პირადად გადასატანი საგნები.

(საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსი, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7)

ხელმძღვანელი ორგანო - არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო, გამგეობა.

(საქართველოს კანონი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ, 2002 წლის 4 ივლისი, მუხლი 1)

ხელოვნების მუზეუმი - მუზეუმი, სადაც დაცულია ხელოვნების სხვადასხვა დარგის ისტორიისა და თანამედროვე ხელოვნების ამსახველი მასალები.

(საქართველოს კანონი მუზეუმების შესახებ, 2001 წლის 22 ივნისი, მუხლი 4)

ხელშეკრულება -

1. ზეპირი ან წერილობითი შეთანხმება გამყიდველსა და მყიდველს შორის ხარისხზე, ფასზე, ვადებსა და სხვა პირობებზე, რომლითაც ხორციელდება ყიდვა-გაყიდვის აქტი, ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს ქვითრით, სასაქონლო ჩეკითა ან სხვა წერილობითი დოკუმენტით.

(საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, 1996 წლის 20 მარტი, შესავალი)

2. სახელმწიფოსა და ინვესტორის წერილობითი შეთანხმება ფართობზე ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების პირობების შესახებ.

(საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1)

ხელშემკვრელი სახელმწიფო - სხვა სახელმწიფოსთან საჰაერო სივრცით, აეროდრომებით, კავშირგაბმულობის საშუალებებით ერთობლივი სარგებლობის, აგრეთვე, სამოქალაქო ავიაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ხელშეკრულებების, შეთანხმების დამდები სახელმწიფო.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

ხე-ტყის დამზადება - ხეების მოჭრა, სამანქანო გზამდე მოთრევა და დახარისხება.

(საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსი, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 5)

ხის მეორეხარისხოვანი მასალები - მერქნიანი მცენარეების ფესვები, ქერქი, ლაფანი, ნეკერი, ძირკვი, ფიჩხი, თესლი, ტოტები.

(საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსი, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 5)

ხის უკანონო ჭრა - ხეების ნებართვის გარეშე მოჭრა.

(საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსი, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 5)

ხომალდი - ადამიანების გადასაყვანი და ტვირთის გადასაზიდი მცურავი სატრანსპორტო საშუალება.

(საქართველოს კანონი საქართველოს საზღვაო კოდექსი, 1997 წლის 15 მაისი, საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი - საქართველოს საზღვაო კოდექსში გამოყენებული საზღვაო ტერმინები)

2.30

▲back to top


ჯავშნიდან მოხსნა - სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემა მისი შემდგომი დაბრუნების გარეშე.

(საქართველოს კანონი საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“, 1998 წლის 13 დეკემბერი, მუხლი 2)

ჯანმრთელობის საერთაშორისო წესები - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორმოცდამეთვრამეტე გენერალურ ასამბლეაზე მიღებული დოკუმენტი, რომელიც დაავადებათა გავრცელებისაგან დაცვის გლობალური ინსტრუმენტია

(საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 3)

ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა - შრომის, ყოფა-ცხოვრების, დასვენების, კვების, სწავლებისა და აღზრდის, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების განმსაზღვრელი სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვაზე ზედამხედველობა, ქვეყნის საზღვრებზე სახელმწიფო სანიტარიულ-ჰიგიენურ და სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები.

(საქართველოს კანონი საქართველოს სანიტარიული კოდექსი, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 4)

ჯვარედინი დონორობა - ერთი პოტენციური რეციპიენტის მეუღლის ან გენეტიკური ნათესავის რომელიმე ორგანოს აღება მეორე პოტენციური რეციპიენტისათვის გადასანერგად და, შესაბამისად, მეორე პოტენციური რეციპიენტის მეუღლის ან გენეტიკური ნათესავის იმავე ორგანოს აღება პირველი პოტენციური რეციპიენტისათვის გადასანერგად.

(საქართველოს კანონი ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, 2000 წლის 23 თებერვალი, მუხლი 3)

ჯილდოდ მიღებული იარაღი - იარაღი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, წახალისების ფორმით გადაეცემა ფიზიკურ პირს განსაკუთრებული სამსახურებრივი ან საბრძოლო დამსახურებისათვის ან/და სპორტული მიღწევებისათვის.

(საქართველოს კანონი იარაღის შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

2.31

▲back to top


ჰაერსანაოსნო ინფორმაცია - აეროდრომების მახასიათებლებთან და ფიზიკურ მდგომარეობასთან, აეროდრომების რაიონში მანევრების წესებთან, საჰაერო ტრასებთან და მის რადიოელექტროტექნიკურ აღჭურვილობასთან დაკავშირებული შეტყობინება.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებული - სახელმწიფოს მიერ გამოშვებული და დამტკიცებული გამოცემა, რომელიც შეიცავს ამ სახელმწიფოს საჰაერო სივრცის ფარგლებში საჰაერო ხომალდის ფრენის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან გრძელვადიან ჰაერსანაოსნო ინფორმაციას.

(საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1)

ჰარმონიული ლანდშაფტი - ლანდშაფტი, რომელშიც ბუნებრივი და ანთროპოგენული კომპენენტები და ელემენტები ფუნქციონალურად გაწონასწორებულია და მიღწეულია მათი მაღალესთეტიკური შერწყმა.

(საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, 1996 წლის 7 მარტი, გამოყენებული ტერმინები)

ჰიგიენური დასკვნა - გარემო ფაქტორის, საქმიანობის, დოკუმენტაციის პროექტის, ობიექტის ან პროდუქციის სანიტარიულ ნორმებთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

(საქართველოს კანონი საქართველოს სანიტარიული კოდექსი, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 4)

ჰიგიენური ნორმები - სამინისტროს მიერ განსაკუთრებული კონტინგენტისათვის დადგენილი სავალდებულო ნორმები.

(საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 3)

ჰიგიენური შეფასება - სანიტარიულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ექიმ-ჰიგიენისტის მიერ დოკუმენტაციის პროექტის, ობიექტის ან პროდუქციის შემოწმება, შესწავლა და განხილვა.

(საქართველოს კანონი საქართველოს სანიტარიული კოდექსი, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 4)

ჰიდროტექნიკური ნაგებობების ზედა ბიეფი - კალაპოტის ის ნაწილი, რომელიც მდინარის ნაგებობით გადაკეტვისას შეტბორილი წყლით იფარება და ხდება მყარი ნატანის დაგროვება.

(საქართველოს კანონი საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 2)

ჰუმუსი -

1. ნიადაგში არსებული სპეციფიკური და არასპეციფიკური ორგანული ნივთიერებების ერთობლიობა, მუქად შეფერილი უფორმო მასა, რომელიც არ შეიცავს ცოცხალ ორგანიზმებსა და მათი ნარჩენების ისეთ მინარევებს, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ უჯრედული აგებულება.

(საქართველოს კანონი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა- გაუმჯობესების შესახებ, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2)

2. ნიადაგის სპეციალური და არასპეციალური ორგანული ნივთიერებების ერთობლიობა, მუქად შეფერილი უფორმო მასა, რომელიც არ შეიცავს ცოცხალ ორგანიზმებსა და მათი ნარჩენების ისეთ მინარევებს, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ უჯრედული აგებულება.

(საქართველოს კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ, 1994 წლის 12 მაისი, მუხლი 11)

3 გამოყენებულ კანონთა სია და მათი აღნიშვნის გვერდები

▲back to top


3.1

▲back to top


საქართველოს კანონი „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, 2006 წლის 28 აპრილი: 6, 60, 67, 92, 116, 160, 282, 297, 303, 328, 345 გვერდები.

საქართველოს კანონი „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“, 2000 წლის 23 თებერვალი: 57, 79, 103, 114, 182, 209, 297, 327, 353 გვერდები.

საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“, 2007 წლის 8 ივნისი: 75, 242, 272 გვერდები.

საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“, 2006 წლის 24 მაისი: 75, 242, 272 გვერდები.

საქართველოს კანონი „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“, 2004 წლის 24 დეკემბერი: 69, 111, 221 გვერდები.

საქართველოს კანონი „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ“, 2002 წლის 4 ივლისი: 21, 28, 111, 123, 135, 139, 183, 185, 204, 235, 263, 282, 348 გვერდები.

საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“, 1999 წლის 22 ივნისი: 25, 28, 81, 83, 89, 139, 221, 247, 257, 273, 315 გვერდები.

საქართველოს კანონი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“, 1999 წლის 23 ივლისი: 92, 124, 333, 350 გვერდები.

3.2

▲back to top


საქართველოს კანონი „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“, 1999 წლის 9 სექტემბერი: 9, 11, 29, 37, 46, 64, 91, 122, 181, 256, 338, 343 გვერდები.

საქართველოს კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“, 2007 წლის 11 ივლისი: 32, 33, 110, 145, 163 გვერდები.

საქართველოს კანონი „ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ“, 2006 წლის 25 ივლისი: 15, 33, 35, 48, 58, 83, 95, 145, 282, 332, 333 გვერდები.

საქართველოს კანონი „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“, 2007 წლის 8 ივნისი: 37, 67, 221, 222, 223, 270, 305 გვერდები.

საქართველოს კანონი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“, 2004 წლის 29 დეკემბერი 37, 38, 190 გვერდები.

3.3

▲back to top


საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“, 2007 წლის 28 მარტი: 28, 42, 62, 69, 94, 129, 155, 159, 161, 173, 193, 202, 241, 301, 307 გვერდები.

საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ“, 2005 წლის 23 ივნისი: 53, 54, 204 გვერდები.

საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“, 1996 წლის 10 დეკემბერი: 6, 34, 37, 38, 52, 53, 72, 82, 143, 153, 241, 257, 263, 264, 306 გვერდები.

საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“, 1996 წლის 15 ოქტომბერი: 54, 55, 112, 153, 234, 241, 257, 263 გვერდები.

საქართველოს კანონი „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“, 1996 წლის 6 სექტემბერი: 43, 44, 63, 70, 87 გვერდები.

საქართველოს კანონი „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“, 2000 წლის 29 სექტემბერი: 58 გვერდი.

საქართველოს კანონი „გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“, 2003 წლის 8 მაისი: 58, 59 გვერდები.

3.4

▲back to top


საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, 1996 წლის 7 მარტი: 17, 27, 33, 34, 38, 66, 72, 73, 98, 107, 115, 144, 164, 292, 353 გვერდები.

საქართველოს კანონი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“, 2002 წლის 13 სექტემბერი: 21, 42, 65, 124, 140, 158, 183, 184, 190, 194, 203, 332 გვერდები.

საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“, 1997 წლის 2 მაისი: 22, 40, 61, 64, 147, 161, 223, 310, 314 გვერდები.

საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“, 1999 წლის 25 ივნისი: 10, 67, 77, 156, 184, 193, 211, 233, 261, 293 გვერდები.

საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, 2005 წლის 2 ივნისი: 5, 7, 13, 17, 20, 25, 32, 36, 41, 45, 71, 82, 83, 84, 85, 89, 95, 102, 105, 113, 124, 126, 135, 136, 151, 153, 155, 158, 159, 181, 190, 192, 204, 212, 226, 228, 281, 284, 287, 289, 295, 296, 297, 298, 304, 311, 331, 339 გვერდები.

საქართველოს კანონი „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“, 2000 წლის 5 დეკემბერი: 120, 121, 155, 288, 316, 317 გვერდები.

3.5

▲back to top


საქართველოს კანონი „ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ“, 2004 წლის 26 ოქტომბერი: 80, 96, 97, 98, 118, 119, 232, 303 გვერდები.

საქართველოს კანონი „ვეტერინარიის შესახებ“, 1995 წლის 14 ივნისი: 18, 87, 96, 97, 101, 102, 118, 146, 147, 242, 261, 271, 272, 282, 290, 340 გვერდები.

3.6

▲back to top


საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი: 63, 79, 90, 93, 95, 100, 101, 107, 111, 118, 119, 121, 140, 141, 154, 166, 168, 188, 190, 253, 254, 278, 282, 284, 338 გვერდები.

3.7

▲back to top


საქართველოს კანონი „თამასუქის შესახებ“, 1995 წლის 19 აპრილი: 11, 26, 104, 110, 111, 216, 339 გვერდები.

საქართველოს კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“, 2005 წლის 3 ივნისი: 10, 18, 50, 79, 82, 114, 161, 203, 256, 271, 272, 304 გვერდები.

საქართველოს კანონი „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“, 2007 წლის 27 ივნისი: 128, 168, 208, 225, 293, 294, 305 გვერდები.

საქართველოს კანონი „ტურიზმისა და კურორტის შესახებ“, 1997 წლის 6 მარტი: 19, 38, 91, 131, 234, 235, 359 244, 248, 298, 299, 300, 332, 335 გვერდები.

საქართველოს კანონი „თუშეთის, ბაწარაბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, 2003 წლის 22 აპრილი: 18, 27, 33, 34, 38, 72, 73, 83, 89, 99, 110, 140, 159, 163, 164, 237, 272, 293 გვერდები.

3.8

▲back to top


საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“, 2003 წლის 8 მაისი: 43, 85, 108, 194, 219, 233, 258, 339, 352 გვერდები.

საქართველოს კანონი „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“, 1999 წლის 23 ივნისი: 76, 127, 213, 266, 306 გვერდები.

საქართველოს კანონი „იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“, 2005 წლის 25 თებერვალი: 114, 115, 205, 233, 320 გვერდები.

საქართველოს კანონი „იურიდიული დახმარების შესახებ“, 2007 წლის 19 ივნისი: 43, 116, 162, 229 გვერდები.

საქართველოს კანონი „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“, 1996 წლის 28 ივნისი: 148, 293 გვერდები.

3.9

▲back to top


საქართველოს კანონი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, 1998 წლის 9 დეკემბერი: 18, 27, 33, 34, 66, 72, 73, 83, 99, 110, 115, 140, 160, 163, 201, 241, 273, 293, 348 გვერდები.

საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, 1996 წლის 23 თებერვალი: 9, 20, 30, 31, 43, 52, 88, 123, 127, 129, 138, 153, 159, 191, 215, 216, 219, 228, 298, 314, 315, 317, 319, 320, 335 გვერდები.

საქართველოს კანონი „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“, 2001 წლის 22 ივნისი: 130, 131 გვერდები.

საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, 2007 წლის 8 მაისი: 12, 19, 23, 24, 69, 115, 129, 130, 131, 141, 207, 303, 307, 308, 319, 341, 342 გვერდები.

3.10

▲back to top


საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“, 2005 წლის 25 მარტი: 13, 14, 92, 133, 154, 156, 230, 231, 240, 249, 305 გვერდები.

საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, 2004 წლის 23 დეკემბერი: 8, 10, 14, 45, 61, 65, 81, 90, 105, 119, 123, 124, 135, 136, 142, 145, 148, 184, 191, 194, 195, 203, 204, 206, 214, 224, 225, 229, 231, 232, 241, 257, 278, 285, 286, 288, 292, 303, 308, 326, 346 გვერდები.

საქართველოს კანონი „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“, 1994 წლის 12 ოქტომბერი: 75, 136, 139, 188, 275 გვერდები.

საქართველოს კანონი „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, 2001 წლის 28 სექტემბერი: 14, 122, 139, 341 გვერდები.

საქართველოს კანონი „მეფუტკრეობის შესახებ“, 2002 წლის 18 მაისი: 28, 74, 86, 87, 156, 281, 289, 322, 323, 349 გვერდები.

საქართველოს კანონი „მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“, 2000 წლის 26 სექტემბერი: 9, 46, 66, 73, 80, 92, 106, 140, 162, 225, 226, 229, 230, 247, 267, 290, 302 გვერდები.

საქართველოს კანონი „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“, 2006 წლის 18 ივლისი: 148, 149, 202 გვერდები.

საქართველოს კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, 1996 წლის 20 მარტი: 23, 46, 63, 88, 140, 158, 170, 195, 228, 288, 331, 350 გვერდები.

საქართველოს კანონი „მშენებლობის ნებართვის შესახებ“, 2004 წლის 25 ივნისი: 64, 165, 166, 250, 349 გვერდები.

საქართველოს კანონი „მუზეუმების შესახებ“, 2001 წლის 22 ივნისი: 115, 135, 144, 165, 219, 241, 242, 261, 350 გვერდები.

3.11

▲back to top


საქართველოს კანონი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, 2007 წლის 3 ივლისი: 174, 175 გვერდები.

საქართველოს კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, 2002 წლის 5 დეკემბერი: 152, 159, 174, 175, 176, 177, 178, 194, 195, 251, 285, 286, 287, 322, 328 გვერდები.

საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“, 1999 წლის 16 აპრილი: 14, 19, 23, 26, 29, 37, 38, 40, 43, 44, 49, 58, 86, 111, 112, 132, 138, 150, 154, 156, 170, 171, 172, 173, 179, 196, 204, 216, 240, 248, 251, 255, 263, 264, 267, 274, 290, 297, 311, 320, 324, 346, 351 გვერდები.

საქართველოს კანონი „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა- გაუმჯობესების შესახებ“, 2003 წლის 8 მაისი: 35, 36, 100, 144, 149, 163, 179, 180, 207, 325, 327, 343, 347, 354 გვერდები.

საქართველოს კანონი „ნიადაგის დაცვის შესახებ“, 1994 წლის 12 მაისი: 35, 36, 64, 73, 95, 142, 143, 160, 163, 178, 179, 180, 201, 207, 310, 343, 354 გვერდები.

3.12

▲back to top


საქართველოს კანონი „ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ“, 1999 წლის 22 ივნისი: 74, 149, 167, 182, 285, 286, 334 გვერდები.

საქართველოს კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, 2006 წლის 25 მაისი: 83, 104, 116, 162, 164, 184, 250, 282, 315, 322 გვერდები.

საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, 1999 წლის 30 აპრილი: 99, 113, 126, 127, 193, 221, 231, 234, 340 გვერდები.

3.13

▲back to top


საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, 2000 წლის 5 მაისი: 57, 114, 185, 187, 188, 236, 293 გვერდები.

საქართველოს კანონი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“, 1998 წლის 25 ნოემბერი: 5, 6, 16, 18, 27, 56, 63, 126, 167, 178, 188, 189, 202, 209, 234, 254, 267, 272, 310, 318, 330, 333, 347 გვერდები.

საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“, 2007 წლის 28 მარტი: 16, 23, 25, 78, 89, 95, 119, 123, 128, 196, 197, 198, 203, 215 გვერდები.

საქართველოს კანონი „პროფესიული კავშირების შესახებ“, 1997 წლის 2 აპრილი: 57, 66, 67, 68, 122, 165, 193, 198, 199, 200, 269, 270 გვერდები.

3.14

▲back to top


საქართველოს კანონი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“, 1995 წლის 4 აპრილი: 8, 13, 40, 162, 168, 178, 202, 213, 224, 277, 293 გვერდები.

საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, 1999 წლის 22 ივნისი: 12, 25, 46, 56, 80, 81, 98, 117, 125, 142, 159, 208, 213, 277, 279, 296, 306, 319, 331, 338 გვერდები.

საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“, 2001 წლის 8 ივნისი: 65, 78, 80, 88, 89, 91, 121, 154, 156, 199, 204, 205, 226, 227, 236, 258, 282, 292, 302, 303, 308, 309 გვერდები.

საქართველოს კანონი „საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ“, 2007 წლის 11 ივლისი: 62, 161, 200 გვერდები.

საქართველოს კანონი „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“, 2004 წლის 13 თებერვალი: 43, 50, 60, 94, 124, 182, 269, 270, 271, 301 გვერდები.

საქართველოს კანონი „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“, 2005 წლის 10 მარტი: 101, 188, 277 გვერდები.

საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“, 2006 წლის 29 დეკემბერი: 61, 71, 108, 109, 113, 145, 146, 157, 255, 258, 278, 335 გვერდები.

საქართველოს კანონი „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ”, 2001 წლის 7 დეკემბერი: 328, 329, 331, 332, 336 გვერდები.

საქართველოს კანონი „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“, 1997 წლის 15 მაისი: 51, 145, 185, 237, 238, 248, 250 გვერდები.

საქართველოს კანონი „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“, 2000 წლის 27 ოქტომბერი: 20, 63, 135, 136, 178, 203, 212, 235, 260, 279, 280, 308 გვერდები.

საქართველოს კანონი „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ“, 2003 წლის 7 მაისი: 213, 239, 314, 315 გვერდები.

საქართველოს კანონი „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“, 2000 წლის 15 სექტემბერი: 24, 64, 117, 135, 144, 206, 227, 239, 240, 249, 281, 324 გვერდები.

საქართველოს კანონი „სანაშენე მეცხოველეობის შესახებ“, 1996 წლის 5 სექტემბერი: 36, 168, 181, 246, 274, 281, 349 გვერდები.

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, 1995 წლის 23 ივნისი: 12, 17, 21, 28, 76, 78, 80, 86, 121, 123, 127, 129, 138, 184, 191, 231, 241, 251, 253, 275, 278, 288, 298, 317, 319, 334 გვერდები.

საქართველოს კანონი „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“, 2002 წლის 19 ივნისი: 103, 111, 168, 195, 260, 268, 269, 274, 289, 290 გვერდები.

საქართველოს კანონი „საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“, 2003 წლის 6 ივნისი: 104, 105, 245, 283 გვერდები.

საქართველოს კანონი „საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ“, 2001 წლის 12 ოქტომბერი: 28, 128, 148, 161, 162, 165, 268, 314, 335 გვერდები.

საქართველოს კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, 2001 წლის 2 აგვისტო: 8, 24, 26, 119, 137, 142, 161, 163, 186, 187, 194, 198, 209, 214, 215, 219, 226, 259, 346, 350 გვერდები.

საქართველოს კანონი „საქართველოს საბაჟო კოდექსი“, 2006 წლის 25 ივლისი: 22, 31, 41, 42, 45, 75, 81, 95, 109, 143, 164, 190, 191, 216, 217, 218, 228, 256, 264, 265, 266, 330, 350 გვერდები.

საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“, 2003 წლის 24 აპრილი: 7, 9, 12, 36, 94, 169, 218, 219, 270, 276, 347 გვერდები.

საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, 2004 წლის 22 დეკემბერი: 18, 19, 20, 22, 26, 27, 39, 41, 64, 67, 68, 70, 74, 76, 82, 109, 117, 124, 134, 141, 157, 158, 164, 186, 190, 191, 200, 204, 207, 211, 215, 220, 224, 230, 245, 253, 254, 263, 264, 265, 266, 317, 325, 330, 342, 343, 345, 347 გვერდები.

საქართველოს კანონი „საქართველოს საჰაერო კოდექსი“, 1996 წლის 29 ოქტომბერი: 8, 11, 12, 81, 92, 123, 162, 190, 212, 213, 224, 244, 249, 258, 260, 279, 280, 281, 321, 337, 351, 353 გვერდები.

საქართველოს კანონი „საქართველოს სანიტარიული კოდექსი“, 2003 წლის 8 მაისი: 75, 87, 132, 182, 194, 195, 196, 352, 353 გვერდები.

საქართველოს კანონი „საქართველოს საპატენტო კანონი“, 1999 წლის 5 თებერვალი: 48, 49, 76, 186, 187, 195, 220, 224, 233, 239, 248, 266, 320, 330 გვერდები.

საქართველოს კანონი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსი“, 2002 წლის 28 დეკემბერი: 8, 21, 31, 40, 42, 55, 64, 66, 91, 94, 100, 126, 133, 137, 141, 143, 149, 165, 185, 193, 210, 224, 225, 226, 245, 250, 251, 252, 253, 255, 259, 296, 301, 350 გვერდები.

საქართველოს კანონი „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“, 2006 წლის 27 დეკემბერი: 49, 229, 252, 259, 287 გვერდები.

საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსი”, 1997 წლის 15 მაისი: 31, 38, 46, 57, 66, 70, 128, 219, 292, 320, 337, 351 გვერდები.

საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი - „საქართველოს საზღვაო კოდექსში გამოყენებული საზღვაო ტერმინები“: 31, 38, 46, 57, 66, 70, 128, 219, 292, 320, 337, 351 გვერდები.

საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსი“, 1999 წლის 22 ივნისი: 9, 71, 95, 128, 150, 154, 256, 260, 274, 275, 282, 300, 325, 348, 351 გვერდები.

საქართველოს კანონი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ», 2003 წლის 6 ივნისი: 34, 42, 262, 292 გვერდები.

საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, 1999 წლის 25 ივნისი: 9, 10, 11, 27, 28, 42, 45, 52, 61, 79, 105, 110, 122, 181, 188 გვერდები.

საქართველოს კანონი „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“, 2000 წლის 27 ოქტომბერი: 102, 143, 144, 152, 160, 165, 173, 193, 245, 246, 347, 354 გვერდები.

საქართველოს კანონი „სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“, 1999 წლის 23 ივნისი: 16, 35, 52, 65, 76, 121, 126, 183, 202, 218, 219, 289, 312, 319 გვერდები.

საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“, 1999 წლის 5 თებერვალი: 43, 48, 49, 138, 162, 186, 187, 195, 213, 220, 225, 233, 253, 266 გვერდები.

საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“, 1997 წლის 15 მაისი: 17, 74, 96, 97, 100, 118, 139, 167, 254, 318 გვერდები.

საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ“, 1999 წლის 25 ივნისი: 17, 49, 50, 51, 55, 77, 87, 106, 145, 167, 168, 173, 192, 215, 239, 250, 259, 280, 281, 288, 320, 346, 349 გვერდები.

საქართველოს კანონი „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“, 2006 წლის 29 დეკემბერი: 230 გვერდი.

საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“, 2005 წლის 27 დეკემბერი: 52, 124, 125, 146, 278, 328, 336 გვერდები.

საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, 2005 წლის 20 აპრილი: 41, 113, 137, 149, 157, 195, 239, 264, 276, 312, 331, 333 გვერდები.

საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, 2007 წლის 27 ივნისი: 34, 49, 86, 101, 109, 181, 185, 200, 229, 232, 236, 246, 320, 325, 352, 353 გვერდები.

საქართველოს კანონი „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“, 2000 წლის 29 სექტემბერი: 48, 51, 55, 56, 170, 171, 229, 230, 268, 276, 334 გვერდები.

საქართველოს კანონი „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“, 1999 წლის 8 ივნისი: 133, 330, 331 გვერდები.

საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“, 1995 წლის 14 ივნისი: გვერდი.

საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, 2004 წლის 24 ივნისი: 5, 10, 14, 18, 46, 51, 99, 119, 123, 133, 144, 163, 173, 190, 199, 230, 274, 278, 308, 329, 339 გვერდები.

საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“, 2005 წლის 2 ივნისი: 47, 50, 51, 56, 57, 68, 114, 149, 150, 151, 250, 283, 284, 286, 306, 307, 324, 346 გვერდები.

საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“, 2006 წლის 29 დეკემბერი: 31, 104, 149, 183, 194, 205, 212, 285, 286, 287, 305, 327, 333, 334, 335 გვერდები.

საქართველოს კანონი „სტანდარტიზაციის შესახებ“, 1999 წლის 25 ივნისი: 195, 196, 225, 259, 261, 273, 288, 306 გვერდები.

საქართველოს კანონი „სურსათისა და თამბაქოს შესახებ“, 1999 წლის 25 ივნისი: 67, 104, 115, 127, 140, 147, 149, 169, 202, 232, 267, 269, 274, 288, 290, 291, 349 გვერდები.

საქართველოს კანონი „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“, 2005 წლის 27 დეკემბერი: 29, 30, 41, 42, 59, 60, 69, 79, 91, 139, 142, 148, 158, 169, 183, 186, 192, 209, 210, 232, 259, 268, 272, 290, 291, 310, 340, 344 გვერდები.

3.15

▲back to top


საქართველოს კანონი „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, 2005 წლის 27 დეკემბერი: 41, 98, 104, 112, 162, 235, 252, 297, 306, 307 გვერდები.

საქართველოს კანონი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“, 2003 წლის 6 ივნისი: 19, 20, 22, 31, 125, 160, 164, 192, 227, 228, 260, 301, 317, 325 გვერდები.

საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, 2004 წლის 21 დეკემბერი: 5, 9, 12, 14, 15, 16, 24, 25, 30, 77, 78, 79, 80, 88, 90, 110, 112, 119, 122, 128, 138, 154, 199, 201, 202, 203, 204, 208, 221, 223, 255, 267, 277, 288, 289, 302, 303, 310, 345, 349 გვერდები.

საქართველოს კანონი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“, 2005 წლის 28 დეკემბერი: 61, 202, 306 გვერდები.

3.16

▲back to top


საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, 1998 წლის 24 დეკემბერი: 17, 19, 23, 25, 30, 31, 37, 43, 44, 48, 56, 63, 66, 86, 117, 124, 127, 135, 145, 153, 190, 202, 206, 309, 312, 313, 314, 317, 329, 337, 339, 345, 346, 347 გვერდები.

საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, 2007 წლის 11 ივლისი: 62, 107, 140 გვერდები.

საქართველოს კანონი „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“, 1998 წლის 28 ოქტომბერი: 45, 150, 251, 332 გვერდები.

საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“, 2006 წლის 14 ივლისი: 45, 56, 91, 114, 187, 188, 321, 322 გვერდები.

3.17

▲back to top


საქართველოს კანონი „ქონების ლეგალიზების შესახებ“, 2007 წლის 22 ივნისი: 180, 191, 234, 325, 326 გვერდები.

3.18

▲back to top


საქართველოს კანონი „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“, 2007 წლის 11 ივლისი: 116, 207, 344, 345 გვერდები.

საქართველოს კანონი „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“, 2006 წლის 29 დეკემბერი: 32, 103, 116, 118, 128, 173, 184, 206, 268, 291, 326, 329 გვერდები.

3.19

▲back to top


საქართველოს კანონი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“, 1996 წლის 26 დეკემბერი: 27 გვერდი.

3.20

▲back to top


საქართველოს კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“, 1997 წლის 17 აპრილი: 26, 57, 69, 106, 109, 112, 125, 138, 140, 145, 183, 186, 192, 201, 209, 242, 243, 244, 252, 259, 261, 281, 310, 311, 312, 344 გვერდები.