The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ქ-ჰ)


უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ქ-ჰ)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ელერდაშვილი ალექსანდრე
თემატური კატალოგი ლექსიკონები
საავტორო უფლებები: © ელერდაშვილი ალექსანდრე
ლექსიკონის შექმნის თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
ლექსიკონის აღწერა: 22 000 სიტყვა დანართი ნობელის პრემიის ლაურიატები – 1901-2003 წწ შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილი „ფანტაზია“ 2004 წიგნი გამოცემულია ი/ს „ფანტაზია 2000“-ის მიერ აიწყო და დაკაბადონდა გაზეთ „ფანტაზიის“ კომპიუტერულ ცენტრში პირველი გამოცემა 2004 წელი



1

▲ზევით დაბრუნება


- ქართული ანბანის ოცდამეორე (ძველი ქართული ანბანის ოცდამეხუთე) ასო; მისი სახელია „ქანი“. გრაფიკული სიმბოლო უკანაენისმიერი ფშვინვიერი ხშულ-მსკდომი თანხმოვნისა; ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ექვსასს (600).

1.1 ქა

▲ზევით დაბრუნება


ქა - შემოკლებული ქალო! (მიმართვის დროს ქალების საუბარში).

ქაა - იგივეა, რაც ქა.

ქააბა - მუსლიმანთა წმინდა ტაძარი მექაში.

ქაბაბი (არაბ.>სპარს. BACn „შემწვარი ხორცი, მწვადი“) - დაკეპილი ხორცი მოგრძო გუნდებად შემწვარი, ხახვითა და სანელებლით შეკაზმული.

ქაბარჯინა - მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხევის კავკასიონზე (3141 მეტრი).

ქაბერტიოზი - ცხვრის, თხისა და სხვა მცოხნავთა ჰელმინთოზი.

ქაბ იბნ ზუჰაირი - არაბი პოეტი (გარდაიცვალა 662 წელს).

ქაბირი - ინდოელი პოეტი და მოაზროვნე (დაახლოებით 1440-1518 წწ).

ქაბული - ავღანეთის დედაქალაქი, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი; პირველად მოიხსენიება II საუკუნეში. XVI საუკუნეში იყო დიდ მოგოლთა სახელმწიფოს დედაქალაქი (1,4 მილიონი).

ქაგანი - ქალაქი უზბეკეთის ბუხარის ოლქში.

ქადა - ნამცხვარი, რომელსაც გულად აქვს ცხიმში ასვრილი მოხალული ფქვილი.

ქადაგება

1) რელიგიურ-დამრიგებლობითი ხასიათის შინაარსის სიტყვა, ეკლესიაში წარმოთქმული.

2) გავრცელება (რაიმე მოძღვრებისა, იდეისა).

ქადაგი - ხატის მსახური, რომელსაც ვითომ შეუძლია ხატთან ურთიერთობის დამყარება.

ქადილი

1) მუქარა.

2) თავის ქება, კვეხნა, ტრაბახი.

ქადისკვერი - კვერის მოყვანილობის ქადა.

ქაედი - ქალაქი მავრიტანიაში, მეოთხე ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქავა - ციხის გალავანი.

ქავანა (პრურიგო) - ბავშვთა ასაკის კანის ქრონიკული ალერგიული დაავადება.

ალ-ქავაქიბი აბდ-ალ-რაჰმან - არაბი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე (1849-1902 წწ).

ქავთარაძე გიორგი გრიგოლის ძე - მწერალი (1908-1988 წწ).

ქავთარაძე გიორგი (გოგი) გიორგის ძე - მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1940 წელს).

ქავთარაძე გულნარა - პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1921-2000 წწ).

ქავთარ ბარამის ძე - ჰერეთის დიდებული XI-XII საუკუნეებში.

ქავთარ ივანეს ძე - XII საუკუნის II ნახევრის ქართველი დიდებული, მეფე გიორგი III-ის მეჯინიბეთუხუცესი.

ქავილი - კანის გაღიზიანების სპეციფიკური შეგრძნება, რაც იწვევს გაღიზიანებული ადგილის ფხანის მოთხოვნილებას.

ქავჟარაძე იროდიონ - მწერალი, მთარგმნელი (1893-1985 წწ).

ქავჟარაძე ლიკა - მსახიობი (დაიბადა 1959 წელს).

ქავ-ციხე - ციხე-გალავანი.

ქაზდალი - ქოჯაქთრანის ქედის მაღალი წერტილი (თურქეთში).

ქაზემი მორთეზა მოშფეყ - ირანელი მწერალი (1887-1980 წწ).

ქაზერუნი - ქალაქი ირანის ფარსის ოსტანში.

ქაზმოგამია

1) დამტვერვა ყვავილისა, რომლის ყვავილსაფარი გაშლილია.

2) შეგუება ჯვარედინა დამტვერვისადმი.

ქათამი - მომცრო შინაური ფრინველი.

ქათები იასინ - ალჟირელი მწერალი (დაიბადა 1929 წელს).

ქათიბი - ქალის ზედა ტანსაცმელი, ბეწვმოვლებული.

ქათინაური - პირფერული ქება; კომპლიმენტი.

ქათიფ ჩელები მუსტაფა იბნ აბდულაჰ - თურქი ისტორიკოსი (1609-1657 წწ).

ქათმისკუჭა (Geranium columbimum) - ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე ნემსიწვერასებრთა ოჯახისა. ხმარობენ მხლად; გიორგელა.

ქათმის სიბრმავე - მხედველობის უნარის დაქვეითება ბინდის ან ღამის განათების დროს.

ქათქათა - რაც ქათქათებს, ძალიან თეთრი.

ქათქათი - თეთრად ელვარება, ბრწყინვა, კრიალი.

ქათქათისწყალი - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ნეძვისწყლის სათავე.

ქაიხოსრო - ქართლის მეფე 1709-11 წლებში.

ქაიხოსრო I

1) გურიელი - გურიის მთავარი 1640-59 წლებში.

2) ჯაყელი - სამცხის ათაბაგი 1498-1500 წლებში.

ქაიხოსრო II

1) გურიელი - გურიის მთავარი 1659-89 წლებში.

2) ჯაყელი - სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი, ყვარყვარე III-ს ძე (1522-1573 წწ).

ქაიხოსრო III გურიელი - გურიის მთავარი 1717 წელს, მამია III გურიელის ვაჟი.

ქაიხოსრო ბატონიშვილი - გიორგი V გურიელის ვაჟი, გურიის სამთავროს რეგენტი (გარდაიცვალა 1829 წელს).

ქალა (სპარს. „თავი“) - იგივეა, რაც თავის ქალა.

ქალაბიჭა - ვაჟური ხასიათის ქცევის ქალი, გოგო.

ქალამანა (პარამეციუმი) - უმარტივესი გვარი ინფუზორიების კლასისა; ცხოვრობენ მტკნარ წყალში.

ქალამანი - ხამი ტყავის მარტივი, შინ ნაკეთი ფეხსაცმელი, ასეთივე ტყავის თასმით (კოპით) ამოსხმული.

ქალამი

1) სალამ-ქალამი -ურთიერთმისალმება.

2) დოგმატიკური ღვთისმეტყველება, თეოლოგია, მუსლიმანური ორთოდოქსალური სქოლასტიკა.

ქალანთარი (სპარს.) - ქალაქის გავლენიანი მოხელე სეფიანთა სამეფოში, რომელიც სამოქალაქო საქმეებს განაგებდა.

ქალაფა - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ წერაქვის მახლობლად.

ქალაქგარეთ - ქალაქის ახლო-მახლო ადგილებში.

ქალაქელი

1) ქალაქის მცხოვრები.

2) საკუთრივ ქალაქ თბილისის მცხოვრები.

ქალაქი

1) დიდი დასახლებული პუნქტი, ჩვეულებრივ ადმინისტრაციული, სამრეწველო, სავაჭრო და კულტურული ცენტრი.

2) საკუთრივ ქალაქი თბილისი.

3) ჯგუფი საცხოვრებელი ან სასამსახურო შენობებისა, რომლებიც გაერთიანებულია თავისი დანიშნულებით.

ქალაქი ადრე იღვიძებს - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1967 წელს. დამდგმელი რეჟისორი - სიკო დოლიძე. სცენარის ავტორები - სიკო დოლიძე, რეზო ებრალიძე. დამდგმელი ოპერატორი - დუდარ მარგიევი. კომპოზიტორი - ბიძინა კვერნაძე. მთავარ როლებში: შალვა ხერხეულიძე, სესილია თაყაიშვილი, მეგი წულიკიძე, ოთარ კობერიძე, ლია ელიავა, იპოლიტე ხვიჩია, იაკობ ტრიპოლსკი, ბაადურ წულაძე, გიგოლა თალაკვაძე.

ქალაქი ანარა - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1976 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - ირაკლი კვირიკაძე. დამდგმელი ოპერატორი - იური კიკაბიძე. კომპოზიტორი - თეიმურაზ ბაკურაძე. მთავარ როლებში: რეზო ესაძე, სესილია თაყაიშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, ჰენრიეტა ლეჟავა, ბუხუტი ზაქარიაძე, დოდო აბაშიძე, ეროსი მანჯგალაძე, ზურაბ ქაფიანიძე, კახი კავსაძე, შალვა ხერხეულიძე, მაკა მახარაძე, ლია კაპანაძე, ჟანრი ლოლაშვილი.

ქალაქობანა (ქალაქობია) - ბავშვის (ბურთით) თამაში ერთგვარი.

ქალაქური - ქალაქისა და ქალაქელების დამახასიათებელი; ქალაქში წარმოშობილი.

ქალაქ-ქალაქ - სხვადასხვა ქალაქში, ქალაქიდან ქალაქში.

ქალაღაია (სპარს.) - თხელი აბრეშუმის თავზე მოსახვევი ქალისა.

ქალაღალი - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

ქალაშავა

1) საწყალი, საბრალო, უბედური ქალი.

2) (მოფერებით) ქალი.

ქალაჩუნა - მხდალი, ლაჩარი (მამაკაცი).

ქალაძა - თესლკვირტის ბაზალური ნაწილი, რომელიც თესლის ყუნწში გადადის და თესლკვირტს პლაცენტასთან აერთებს.

ქალბატონი

1) ბატონყმობის დროს -ბატონის მეუღლე.

2) პრივილეგირებული წრის წარმომადგენელი ქალი (მსახურის, მოახლის მიმართ).

3) თავაზიანი მიმართვა ან ხსენება ქალისა.

4) ხუმრობით ან დაცინვით იტყვიან ქალზე (ხშირად საკუთარ ცოლზე).

ქალბატონობა - ქალბატონად ყოფნა; ქალბატონის მსგავსი ქცევა.

ქალბიჭა - იხილე ქალაბიჭა.

ქალდი - უზენაესი ღვთაება ურარტუს პანთეონში; გამოსახავდნენ როგორც ლომზე ამხედრებულ მეომარს.

ქალეთი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ქალვაჟიანი - ქართული ხალხური გაბაასების ჟანრის თხზულება.

ქალთამზე - ლამაზი ქალის ეპითეტია.

ქალი

1) მდედრობითი სქესის სრულწლოვანი ადამიანი.

2) შვილი მდედრობითი სქესისა.

3) (საუბრისას) იგივეა, რაც ცოლი.

ქალიან-კაციანად - ქალი და კაცი ერთად.

ქალილო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მაღაროსკარის თემის საკრებულო), მდინარე ფშავის არაგვის ხეობაში. ზღვის დონიდან -1000 მეტრი, დუშეთიდან -40 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 53კაცი.

ქალის ტვირთი - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1957 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - ნიკოლოზ სანიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - დიმიტრი ფელდმანი. კომპოზიტორი - სულხან ცინცაძე. მთავარ როლებში: ლია ელიავა (ქეთევან ახატნელი), იაკობ ტრიპოლსკი (ზურაბ გურგენიძე), გიორგი შავგულიძე (კლიმიაშვილი), თამარ წულიკიძე, ალექსანდრე ომიაძე, გიორგი გეგეჭკორი, ვალერიან დოლიძე, ოთარ კობერიძე, მარინე თბილელი.

ქალიშვილი

1) ადამიანის შვილი მდედრობითი სქესისა; ასული.

2) ახალგაზრდა გაუთხოვარი ქალი; ქალწული.

ქალიშვილობა

1) ქალიშვილად ყოფნა, ქალიშვილის მდგომარეობა.

2) ქალიშვილები.

ქალკედონი (კალქედიონი) - ძველი ქალაქი ბითინიაში, პროპონტიდის (მარმარილოს ზღვის) სამხრეთ სანაპიროზე.

ქალკედონის ნახევარკუნძული (ქალკიდიკე) - მდებარეობს ეგეოსის ზღვაში (საბერძნეთი).

ქალკიდა - ძველბერძნული ქალაქი კუნძულ ევბეაზე.

ქალკიდის სრუტე - იხილე ევრიპოსი.

ქალკიოპე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აიეტის ქალიშვილი მედეას და, ფრიქსოსის მეუღლე.

ქალკოზინი (ბერძნ.) - სპილენძის კრიალა, სპილენძის ნაერთი გოგირდთან, სპილენძის მისაღები მასალაა.

ქალკოლთი (ბერძნ.) - სპილენძის ქვის ხანა.

ქალკომედუზა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლაერტეს დედა.

ქალკოპირიტი (ბერძნ.) - მინერალი, სპილენის ალმადანი, სპილენძის ნაერთი რკინასა და გოგირდთან; სპილენძის მისაღები მადანია.

ქალობა

1) ქალის თვისება; ქალად ყოფნა.

2) (კრებითი) ქალები.

ქალ-სიძე - გათხოვილი ქალი და მისი ქმარი (ქალის მშობლებისათვის).

ქალტაციაობა - ქალთა უძველესი საფერხულო წყობა, ანტიფონური ხასიათის სიმღერით, თამაშითა და ცეკვით.

ქალუნდაური მამუკა - ქართული ფოლკლორის პერსონაჟი, ხევსური სახალხო გმირი გოგოჭურების გვარისა.

ქალური - ქალის დამახასიათებელი, ქალის შესაფერი.

ქალქვა-ნამესრალი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ქალღმერთი - ქალი ღმერთი.

ქალცედონი (ბერძნ.) - მინერალი, კვარცის ნაირსახეობა.

ქალწული

1) გაუთხოვარი, უბიწო ქალი.

2) ზოდიაქოს ერთ-ერთი თანავარსკვლავედი, მისი ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავია სპიკა; ჰოროსკოპის მიხედვით შეესაბამება დრო 23.08-დან 21.09-მდე.

ქალწულობა - ქალწულის თვისება; ქალწულად ყოფნა, სიქალწულე.

ქალხუ (ქალაქი, ახლანდელი „ნიმრუდი“ ერაყში) - ძველი ქალაქი ასურეთში, მდინარე ტიგროსის მარცხენა სანაპიროზე.

ქამა - იგივეა, რაც ქამასოკო.

ქამალ ალ-მულქი - ირანელი ფერმწერი (XIX სა უკუნის დასასრული - 1941 წ).

ქამალ ხოჯენდი (ქამალ-ალ-დინ მასუდ) - სპარსულ-ტაჯიკური პოეზიის წარმომადგენელი (XIV საუკუნის დასაწყისი - დაახლოებით 1400 წ).

ქამანდარი

1) იგივეა, რაც მექამანდე.

2) კარგი მსროლელი.

ქამანი (სპარს.)

1) მჭედლისა და დურგლის იარაღი, ბურღის დასატრიალებელი მშვილდი.

2) იგივეა, რაც ხემი.

ქამანჩა (სპარს.) - აღმოსავლური სამსიმიანი საკრავი, რომელსაც უკრავენ ქამანით (ხემით).

ქამარი (სპარს.) - ტყავის ან ქსოვილის ვიწრო და გრძელი ნაჭერი წელზე შემოსარტყმელად; სარტყელი.

ქამასოკო (Psallicta campsetnis) - საჭმელი სოკო; იზრდება ნაკელიან ადგილზე, საბალახოებზე, ბზეზე, ფარეხების მახლობლად.... ხელოვნურადაც მოჰყავთ ბნელ სარდაფებში, სათბურებში.

ქამედაფნე (კასანდრა) - მცენარეთა გვარი მანანისებრთა ოჯახისა; მარადმწვანე ბუჩქებია.

ქამელეონი (ბერძნ.)

1) ხვლიკის მსგავსი ცხოველი, რომელიც ფერს იცვლის გარემოს, პირობებისა შეცვლის შედეგად.

2) იტყვიან უპრინციპო ადამიანზე, რომელიც გარემოებისდა მიხედვით ადვილად იცვლის პოზიციას, შეხედულებას.

3) ერთ-ერთი თანავარსკვლავედის სახელი.

ქამეროფსი - მცენარეთა გვარი პალმების ოჯახისა, დაბალტანიანი, მრავალღეროიანი პალმა.

ქამი - ბიბლიური ტრადიციით, ნოეს ერთ-ერთი ვაჟი იმ სამიდან (ქამი, სემი, იაფეტი), რომელთაგანაც გამრავლდა ხალხი მსოფლიო წარღვნის შემდეგ.

ქამილი მუსტაფა - ეგვიპტის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე, პუბლიცისტი და ორატორი (1874-1908 წწ).

ქამიტური ენები - აფრიკაში გავრცელებული ერთი ჯგუფის ენები: ბერბერული, ძველი ეგვიპტური, კოპტური და სხვა, რომლებიც ენათესავებიან სემიტურ ენებს (ბიბლიური ნოეს მეორე შვილის - ქამის - სახელის მიხედვით).

ქამრიანი - ვისაც ქამარი არტყია. || რაზედაც ქამარი არტყიათ.

ქამსა - იხილე ქაფშია.

ქამხა (სპარს.) - აბრეშუმის ფერადი ქსოვილი.

ქანაანელები - უძველესი სემიტური მოსახლეობა სირია-პალესტინისა და ფინიკიის ტერიტორიაზე.

ქანაანი - ძველი პალესტინის, სირიისა და ფინიკიის აღმნიშვნელი ზოგადი სახელი.

ქანდა

1) ოქროს ვარაყი.

2) სოფლების პატარა ქანდისა და ძველი ქანდის გავრცელებული სახელწოდება (მცხეთის მუნიციპალიტეტი).

ქანდაკი (სპარს.) - იგივეა რაც ქანდაკება.

ქანდაკება - ხელოვნების ნაწარმოები -თიხისაგან ან სხვა მასალისგან გამოძერწილი, ქვისაგან, ხისგან... გამოთლილი ან ლითონისგან ჩამოსხმული ფიგურა; სკულპტურა

ქანდარა (არაბ.)

1) ქათმის საჯდომი ხარიხა (საქათმეში).

2) თეატრში -ბალკონის ზედა იარუსი იაფფასიანი ადგილებით.

ქანდაქარი (სპარს.) - იგივეა, რაც მოქანდაკე.

ქანესი (ქანიში) - წინახეთური და ხეთური ხანის ქალაქი მცირე აზიაში.

ქანთარია მელიტონ - საბჭოთა კავშირის გმირი; 1945 წლის 30 აპრილს 22 საათზე მ. ეგოროვთან ერთად რაიხსტაგზე აღმართა გამარჯვების დროშა (დაიბადა 1920 წელს).

ქანობი - დაღმართი, დაქანებული ადგილი.

ქანი

1) ქართული ანბანის ოცდამეორე ასოს ქ-ს სახელწოდება.

2) დედამიწის ქერქის წიაღისეული, მინერალური შრე.

ქანიბადამი - ქალაქი ტაჯიკეთის ხოჯენდის ოლქში.

ქანობი

1) ქანის ნაშალი.

2) დახრილი გვირაბი, რომელსაც არა აქვს უშუალო გამოსასვლელი დედამიწის ზედაპირეზე.

ქანოლკარი ვასანტ რამჯი - ინდოელი პათოლოგი (1895-1985 წწ).

ქანქანა (სპარს.) - ხვრელი, გვირაბი.

ქანქარა

1) ღერო, რომელიც დაკიდულია უძრავ წერტილზე და ქანაობს აქეთ-იქით.

2) საათის ბორბალი, რომელიც თავის ღერძზე აქეთ-იქით თანაბარი მოძრაობით აწესრიგებს საათის სვლას.

ქანქარი - რხევა, რწევა, ქანაობა.

ქანჩახი - ბუჩქებით ან ტყით დაფარული კლდიანი, ძნელად სავალი ადგილი.

ქანჩი (თურქ.) - ხრახნიანი ღრუს მქონე მრავალწახნაგოვანი ლითონის ნაჭერი ჭანჭიკის მოსაჭერად.

ქანცი - ძალ-ღონე, არაქათი.

ქაოსი (ბერძნ.)

1) უსასრულო ცარიელი სივრცე, ბნელეთით მოცული, რომელიც, ძველი ბერძნების წარმოდგენით, სამყაროს შექმნამდე არსებობდა. სამყაროს მატერიალური ელემენტების უწესრიგო გროვა, რომლისგანაც წარმოიშვა ყველაფერი არსებული. ქაოსისგან წარმოიშვნენ გეა, ერებოსი, ეროსი, ტარტაროსი, ნიქტი და სხვა.

2) სრული უწესრიგობა, არეულ-დარეულობა, უსისტემობა.

ქაოსური - ქაოსის ხასიათისა, უწესრიგო, არეულ-დარეული.

ქარაგმა - შემოკლებული სიტყვის თავზე დასმული ნიშანი; თვით შემოკლებულად დაწერილი სიტყვა.

ქარაგმული - ორაზროვანი, გადაკრული სიტყვა (ლაპარაკი).

ქარაგოზი (სპარს.-თურქ.) - ფოთლოვანი მღიერი, იცის კლდეებსა და ხეებზე; ქვის ხავსი.

ქარაგპური - ქალაქი ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში.

ქარავანი (სპარს.)

1) საპალნიანი საკიდარი ცხოველები, უპირატესად აქლემები, რომელთაც გადააქვთ ტვირთი და გადაჰყავთ ადამიანები (აღმოსავლეთის ქვეყნების უდაბნოებსა და ველებში).

2) (გადატანით) ადამიანები, ცხოველები, საზიდრები და ა.შ., რომლებიც გამწკრივებულნი მიდიან.

ქარავნისგზა - უღელტეხილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გარეჯის სერზე.

ქარამე რაშიდ აბდულჰამიდ - ლიბანის პრემიერ-მინისტრი 1975 წლიდან (1921-1987 წწ).

ქარაოცი - ადამიანი, რომელიც უბრალო რამეს გაიოცებს; აჩქარებული მოქმედების მქონე.

ქარასხა - ფშავში -სტვირის მთავარი ნაწილი რქისა.

ქარაულები - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭონქაძის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ფოტისხევის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. ზღვის დონიდან -1000 მეტრი, დუშეთიდან -6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 18 კაცი.

ქარაფი - დიდი, ფრიალო კლდე.

ქარაფშუტა - არასერიოზული, ზერელე ადამიანი; თავქარიანი, ცერცეტი.

ქარაქსი - რომაული სამხედრო ბანაკი -სიმაგრე აიტოდორის კონცხზე.

ქარაქტერეოლოგია (ბერძნ.) - ფსიქოლოგიაში -მოძღვრება ხასიათის შესახებ.

ქარაქუცა - იგივეა, რაც ქარაფშუტა.

ქარაშოტი - უცებ ამოვარდნილი ძლიერი ქარი.

ქარაძენძი - დაბალი ბალახეული მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა; აქვს მონაცრისფრო-მწვანე ფოთლები; იკეთებს ლურჯ ან ცისფერ ყვავილებს.

ქარახსი (ქარახსა) - დიდი ყანწი; ჯიხვი.

ქარაჯი - ქალაქი ირანის თეირანის ოსტანში.

ქარბალა - ქალაქი ერაყში, მდინარე ევფრატის ნაპირზე, სადაც მდებარეობს მუჰამედის შვილიშვილის ჰუსეინის საფლავი და ითვლება ისლამის წმინდა ქალაქად; ამავე სახელწოდების მუჰაფაზისად მინისტრაციული ცენტრი (185 ათასი).

ქარბორბალა - ძლიერი მბრუნავი ქარი.

ქარბორია - იგივეა, რაც ბორიო.

ქარბუქი - თოვლიანი ქარი.

ქარგა (სპარს.)

1) მოწყობილობა მოსაქარგავი ქსოვილის გადასაჭიმად.

2) (გადატანით) ჩონჩხი, ამბავი (მხატვრული ნაწარმოებისა).

ქარგალი (სპარს.) - ხელოსანი, რომელმაც შეგირდობა დაამთავარა, მაგრამ ჯერ ოსტატად არ არის დალოცვილი და დაქირავებულ შრომას ეწევა.

ქარგამძლე - რასაც ქარი ვერ აზიანებს.

ქარგილი - ფიცრებით გაკეთებული რკალი, რომლის მიხედვითაც კეთდება ქვის (ან ბეტონის) თაღი.

ქარგული - იგივეა, რაც მოქარგული.

ქარელთკარი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ქარელი - ქალაქი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქარელის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ქართლში; 1917 წლამდე შედიოდა თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში, 1921 წლიდან ისევ გორის მაზრაში, 1939 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ფართობი - 687,9 კვ.კმ. 1 ქალაქი, 1 დაბა და 82 სოფელი.

ქარელიშვილი (ასტვაცატუროვი) ერემია - მწერალი, კრიტიკოსი (1908-1988 წწ).

ქარვა (სპარს.) - მაგარი, გამჭვირვალე ფისოვანი ნივთიერება ყვითელი ფერისა.

ქარვასლა (სპარს.)

1) ქარავნის, ვაჭრების გასაჩერებელი, ღამის გასათევი ადგილი.

2) სავაჭრო სახლი, სადაც გამართული იყო საქონლის საწყობები და მაღაზიები.

ქარვასლისხევი - მდინარე წალკის მუნიციპალიტეტში, მუხიანის მარჯვენა შენაკადი.

ქარვისფერი - რაც ფერით ქარვას მოგვაგონებს.

ქარზამეთი - XIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი; მდებარეობს ასპინძის მუნიციპალიტეტში.

ქარზამეთისწყალი - მდინარე ასპინძის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა შენაკადი (სიგრძე -20 კილომეტრი).

ქარზმანი - იხილე ქარძმანი.

ქარზურგა კუნძულები (სამხრეთ ანტილის კუნძულები) - მცირე ანტილის კუნძულების სამხრეთი ჯგუფი კარიბის ზღვაში.

ქართა - მთა თრიალეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ განშტოებაზე (სიმაღლე 2315 მეტრი).

ქართაბუდე - ქისტებით დასახლებული ტერიტორია ახმეტის მუნიციპალიტეტში.

ქართამი - ლეონტი მროველის მიხედვით, ქართლის მეთერთმეტე მეფე ძვ.წ.აღ. II საუკუნეში.

ქართები - ისტორიული ქართლის მოსახლეობის, ქართველი ტომების აღმოსავლური შტოს სახელწოდება.

ქართვანი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ქართველები - ერი, საქართველოს ძირითადი მოსახლეობა. ცხოვრობენ აგრეთვე ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთსა და ირანის ზოგიერთ პროვინციაში (გილანი, მაზანდარანი, ფერეიდანი). საერთო რაოდენობა მთელ მსოფლიოში დაახლოებით 4,5 მილიონს აღწევს.

ქართველთა ხეობა - სოფელი გაგრის შემოგარენში.

ქართველთმეტყველება - იგივეა, რაც ქართველთმცოდნეობა.

ქართველთმცოდნეობა - ქართული ენისა და კულტურის (ლიტერატურის, ისტორიის, ეთნოგრაფიის) შემსწავლელ მეცნიერებათა ერთობლიობა.

ქართველიშვილი გიორგი - მხატვარი, კერამიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1919-1982 წწ).

ქართველობა

1) ქართველად ყოფნა; ქართველის თვისება.

2) (კრებითი) ქართველები.

ქართველოლოგია - იგივეა, რაც ქართველთმცოდნეობა.

ქართველური - ქართველის დამახასიათებელი.

ქართველური ენები - ახლომონათესავე ენათა ჯგუფი, რომელიც შედის იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში; ქართველური ენებია: ქართული, ზანური, (მეგრულ-ჭანური ანუ კოლხური) და სვანური.

ქართი - თბილისის სინონიმი ტერმინი V-VI საუკუნეებში.

ქართისწყალი - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ნეძვისწყლის მარჯვენა შენაკადი.

ქართლელები - ქართლის მკვიდრი ქართველები.

ქართლი - მხარე აღმოსავლეთ საქართველოში.

ქართლ-იმერეთის ქედი - იხილე ლიხის ქედი.

ქართლის სამეფო - პირველი ქართული სახელმწიფო აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე; ჩამოყალიბდა ძვ.წ.აღ. IV საუკუნის დასასრულს

ქართლის ფრისი - სოფელ ზემო ფრისის ძველი სახელწოდება.

ქართლის ქედი

1) ქედი დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში, კავკასიონის სამხრეთი განშტოება. მდებარეობს ფშავის არაგვსა და იორს შორის. სიგრძე -100 კილომეტრი, სიმაღლე -3000 მეტრამდე (ჩრდილოეთში). ძირითადად აგებულია ქვიშაქვის, მერგელის და ფიქალისაგან. ფერდობებზე წიფლის და მუხის ტყეებია, თხემზე - მთის მდელოები.

2) ქედი კასპის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების საზღვარზე, თრიალეთის ქედის განშტოება.

ქართლის ცხოვრება - ძველი ქართული საისტორიო თხზულებათა კრებული; შეიცავს ქვეყნის ისტორიის გაბმულ თხრობას უძველესი ხანიდან.

ქართლ-კახეთის სამეფო - ქართლისა და კახეთის გაერთიანების შედეგად შექმნილი ფეოდალური სახელმწიფო 1762-1801 წლებში.

ქართლოსი - ლეონტი მროველის მიხედვით, ქართველი ხალხის ერთ-ერთი ეთნარქი.

ქართლური - ქართლისათვის, ქართლელებისათვის დამახასიათებელი, ქართლიდან მომდინარე.

ქართული

1) საქართველოს და ქართველების კუთვნილი.

2) ქართული ენა.

3) ქართველების ეროვნული (წყვილთა) ცეკვა.

ქართული დამწერლობა - წერის დამოუკიდებელი ორიგინალური სისტემა, რომელიც მოიცავს განვითარების 3 საფეხურს: V-XI საუკუნეები (მრგვლოვანი ანუ ასომთავრული), IX-XI საუკუნეები (ნუსხური ანუ ნუსხა-ხუცური), XI საუკუნიდან დღემდე (მხედრული ანუ საერო).

ქართული ენა - საქართველოს და ქართველობის ეროვნული ენა. განეკუთვნება იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ (იბერიულ) ჯგუფს. არსებობდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ერთიანი ტერიტორია, ეკონომიკა და ფსიქოლოგიური წყობა ქართველი ერისა.

ქართული თეთრი - რუსულ-ქართული ვერცხლის ფული, იჭრებოდა 1804-34 წლებში თბილისის ზარაფხანაში.

ქართული ფილმი (კინოსტუდია „ქართული ფილმი“) - დაარსდა თბილისში 1921 წელს.

ქარი

1) ჰაერის მოძრაობა, მიმდინარეობა ჰორიზონტალური მიმართულებით.

2) ქარები -იგივეა, რაც რევმატიზმი.

ქარი აბდულა - ავღანელი განამანათლებელი, ფილოლოგი, პოეტი (1871-1943 წწ).

ქარიანი

1) რასაც ქარი ახლავს, როდესაც ქარია.

2) სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

ქარიატა - სოფლების გაღმა ქარიატისა და გამოღმა ქარიატის გავრცელებული სახელწოდება (ხობის მუნიციპალიტეტი).

ქარიაქი - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

ქარიბდა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ურჩხული ანუ მესინიის სრუტეში მდებარე საშიში გასასვლელი, რომელსაც რაღაც ურჩხულად წარმოიდგენდნენ სკილასთნ (სცილასთან) ერთად.

ქარიზმა (ბერძნ. „წყალობა“, „ღვთიური ნიჭი“)

1) განსაკუთრებული ნიჭიერება (უნარიანობა).

2) სიბრძნის, რაინდობის, „წმინდანობის“ განსაკუთრებულ თვისებათა ქონა.

ქარიზმატული (ლიდერი) - ადამიანი, რომელიც მის მიმდევართათვის ავტორიტეტითაა აღჭურვილი.

ქარიკლო - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:

1) აპოლონის ან ოკეანოსის ქალიშვილი, კენტავრქირონის ცოლი.

2) ფერია, წინასწარმეტყველ ტირესიას დედა.

ქარიტები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსისა და ევრონომეს (ან ჰერას) ქალიშვილები, რომლებიც თავიდან ნაყოფიერების, შემდეგ კი სილამაზის, მხიარულებისა და ქალის მიმზიდველობის ღმერთქალებად აღიარეს.

ქარიტონ აფროდისიელი - ძველბერძენი მწერალი (ვარაუდით, I ან II საუკუნე).

ქარიყლაპია - მტაცებელი თევზი; აქვს ბრტყელი თავი და გაგრძელებული ტანი; ბუდობს მტკნარი წყლების ქვემო დინებაში.

ქარიშხალა (Puffinus puffinus) - ზღვის ფრინველი.

ქარიშხალი - ძლიერი ქარი წვიმითურთ.

ქარიშხლიანი

1) რასაც ქარიშხალი ახლავს; როდესაც ქარიშხალია.

2) (გადატანით) მღელვარე, მშფოთვარე, ბობოქარი.

ქარიშხლის კონცხი - იხილე კეთილი იმედის კონცხი.

ქარკაპი - ციხეზე ან კოშკზე მიშენებული სამკუთხა პრიზმის სახის ნაგებობა ქარისაგან დასაცავად და მეციხოვნე ჯარის საფარად ბრძოლის დროს.

ქარმალი ბაბრაქ - ავღანეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (დაიბადა 1929 წელს).

ქარონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერებოსისა და ნიქტის ვაჟი, რომელიც ცხოვრობდა მიწისქვეშეთში და მდინარეზე გადაჰყავდა მიცვალებულთა სულები.

ქაროხიძეები - მამა-შვილი - ივანე და სარელი - იმერეთის მეფის ალექსანდრე II-ის სასახლის კარის სახიობის მეჩანგე-მომღერლები.

ქარპირა კუნძულები (კარიბის კუნძულები) - კუნძულების ჯგუფი მცირე ანტილის კუნძულების აღმოსავლეთ ნაწილში კარიბის ზღვაში.

ქარსაზომი - ქარის ძალის გასაზომი ხელსაწყო.

ქარსალა (ქარსალი) - ზღვის წვრილი თევზი ქაშაყების ოჯახისა.

ქარსაფარი - ქარისაგან დასაფარავი, ქარისაგან დამცველი.

ქარსელაძე ვახტანგ - მოჭადრაკე, მწვრთნელი. ქართული ქალთა საჭადრაკო სკოლის ფუძემდებელი. საქართველოსა და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი. ნონა გაფრინდაშვილისა და ნანა ალექსანდრიას პირველი მწვრთნელი (1915-1966 წწ).

ქარსი (არაბ.-დან) - უფერო ან გამჭვირვალე მინერალი რთული შემადგენლობისა; ჩვეულებრივ შედგება თხელი ფენებისგან.

ქარსიანი

1) ქარსისაგან გაკეთებული.

2) ქარსის შემცველი.

ქარტა - იხილე რუკა.

ქარტეხილი - ძლიერი ქარი.

ქარტია (ბერძნ.)

1) ძველ საბერძნეთსა და რომში პაპირუსის ან პერგამენტის გრაგნილი.

2) სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე ზოგი დოკუმენტის სახელწოდება.

ქარუნი - მდინარე ირანში, მდინარე შატ-ელ-არაბის მარცხენა შენაკადი.

ქარქარა - ძლიერ თეთრი; ქათქათა.

ქარქაში - ხმლის, ხანჯლის, დანის.... ბუდე.

ქარქაშიანი - ქარქაშის მქონე, ქარქაშში მოთავსებული.

ქარქვეტა - მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა; აქვს კამის მსგავსი ფოთლები; იკეთებს ყვითელ ყვავილს; იზრდება მშრალ და კლდოვან ადგილებში; მის ღეროს მწნილად დებენ.

ქარქვეტი - ხმელი კაჭაჭი (საბა).

ქარქუშაანი -სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გრემისხევის თემის საკრებულო), მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან -970 მეტრი, დუშეთიდან -20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 78 კაცი.

ქარშიკი - ღაზლის ან სხვა მომსხო ძაფისაგან მოქსოვილი ბრტყელი სარტყელი საქონლის ზურგზე ჩულის დასამაგრებლად.

ქარშოშინი - მშრალი ცხელი ქარი; ხორშაკი.

ქარჩი - ერთი (ბრტყელი) პირის მქონე წერაქვი.

ქარჩითი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ქარჩოხი

1) ხეობა ახალგორის მუნიციპალიტეტში, ქსნის ხეობის მონაკვეთი.

2) სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ქარჩხაძე ჯემალ - მწერალი (1936-1998 წწ).

ქარცახი - იგივეა, რაც გელა.

ქარცები - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

ქარცემული - ქარისაგან გამხმარი (მცენარე).

ქარცეცხლი - დიდი ორომტრიალი, შეხლა-შემოხლა, გასაჭირი.

ქარცხვი (Campanula tridentata და C.Aucheri) - ბალახოვანი მცენარე მაჩიტასებრთა ოჯახისა; გავრცელებულია მაღალ მთებში; ცხვრის კარგი საკვებია.

ქარძმანი - სოფლების ზემო ქარზმანისა და ქვემო ქარზმანის გავრცელებული სახელწოდება (საჩხერის მუნიციპალიტეტი).

ქარწბი - კვარცი, მთის ბროლი.

ქარხანა [(სპარს. „ქარ“ (საქმე) + „ხანა“ (სახლი)] - სამრეწველო საწარმო, სადაც ხდება ნედლეულის მექანიკური დამუშავება.

ქარხანე (სპარს.) - XIII საუკუნეში მონღოლების მიერ ირანსა და აზერბაიჯანის ქალაქებში შექმნილი დიდი სახელოსნოები, რომლებიც სახელმწიფოს ან ხანების საკუთრებას შეადგენდნენ.

ქარხე - მდინარე ირანსა და ერაყში, იკარგება ელ-ჰავიზის ჭაობებში (სიგრძე -870 კილომეტრი).

ქარხემიში - ქალაქ-სახელმწიფო ჩრდილოეთ სირიაში, ძვ. წ.აღ. XIX-XVIII საუკუნეებიდან, ხეთების გააქტიურების პერიოდში.

ქარხნული - ქარხანასთან დაკავშირებული, ქარხნისთვის განკუთვნილი.

ქასაგინი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ქასალა - ქალაქი სუდანში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქასაღი (აპარანჩაი) - მდინარე სომხეთში, მდინარე სევჯურის მარცხენა შენაკადი.

ქასრა - სარეველა ბალახი მარცვლოვანთა ოჯახისა; აქვს გრძელი ფესურები. გავრცელებულია უმთავრესად დასავლეთ საქართველოს რეგიონებში.

ქასრაშვილი მაყვალა - ოპერის ქართველი მომღერალი (სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობს მოსკოვის დიდ თეატრში (დაიბადა 1942 წელს).

ქასტინგი - იხილე კასტინგი.

ქასური წმინდა გიორგის ეკლესია - VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის - სამეკლესიიანი ბაზილიკის შემორჩენილი ნანგრევები მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოდან ზედაზნისკენ მიმავალ გზაზე.

ქასქანჯიელი - იგივეა, რაც ეშმაკი.

ქასქასი - იგივეა, რაც ქაქანი.

ქასქები (ქაშქები) - ძველი ხალხები; ცხოვრობდნენ პონტოს მთებში შავი ზღვის სამხრეთ სანაპირომდე, ხეთების სამეფოს ჩრდილოეთ ნაწილში (იხსენიებიან ძვ.წ.აღ. XVI-XIII საუკუნეების ხეთურ ტექსტებში).

ქატმი (ფოხვერა) - მცენარეთა გვარი ბალბისებრთა ოჯახისა, ერთ ან მრავალწლოვანი ბალახები.

ქატო (სპარს.) - დაფქული მარცვლის გარსის ნარჩენი, გაცრისას საცერში რჩება.

ქაუქაბი გურჯი ყობად-ბეგ - ირანელი პოეტი, წარმოშობით ქართველი (გარდაიცვალა 1623 წელს).

ქაფანახჩი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ქაფარი (არაბ.) - აშარი, დამთხვეული.

ქაფრ-ელ-ზაიათი - ქალაქი ეგვიპტეში.

ქაფი

1) წვრილი ბუშტების თეთრი გაუმჭვირვალი მასა, წარმოქმნილი სითხისაგან.

2) თეთრ ბუშტებად ქცეული ოფლი.

3) დუჟი, დორბლი.

ქაფიანიძე ზურაბ - მსახიობი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი (1937-2011 წწ).

ქაფუნა (Herniaria) - მიწაზე გართხმული მონაცრისფრო ბალახი მიხაკისებრთა ოჯახისა. იზრდება მშრალსა და ხრიოკ ადგილებში; წყალში სრესით ქაფდება.

ქაფურა (Filipendula) - მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა, მრავალწლოვანი მაღალი ბალახები.

ქაფური (არაბ.) - ძლიერი სპეციფიკური სუნის მქონე უფერული გამჭვირვალე ნივთიერება.

ქაფქაფა - მდუღარე.

ქაფქაფი - ძლიერი დუღილი.

ქაფქირი (სპარს.) - დაჩვრეტილი დიდი კოვზი ქაფის მოსახდელად და წვნიანიდან რისამე ამოსაღებად.

ქაფშია (ქამსა, ლათ. Engraulis encrasicholus) - ზღვის წვრილი თევზი ქაფშიასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე -15სმ-მდე, მასა - 15 გრამს აღწევს. გავრცელებულია ატლანტის ოკეანეში, ხმელთაშუა, შავ და აზოვის ზღვებში. სარეწაო მნიშვნელობისაა.

ქაფჩა (არაბ.-სპარს.) - საკალატოზო ბრტყელი იარაღი რკინისა; იხმარება ბათქაშის კედელზე გასასწორებლად, გასალესად.

ქაქანი

1) აჩქარებულად, ხმაურით პირღია სუნთქვა (დაღლილობისგან, სიცხისგან...).

2) გაუთავებელი გაბმული ხმამაღალი ლაპარაკი.

ქაქუთი - სოფლები ოზურგეთის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.

ქაღალდი (არაბ.-სპარს. „ქაღაზ“)

1) სპეციალური მასალა საწერად, სახატავად, საბეჭდავად და სხვა მიზნებისთვის. მზადდება ხის ბოჭკოს ან ჩვრების მასისაგან.

2) ოფიციალური ხასიათის წერილობითი საბუთი.

3) იგივეა, რაც ბანქო.

ქაშა ვაშლი - ზოგი ჯიშის ვაშლი, რომელიც მოკრეფიდან რამდენიმე დღეში ფაშარი ხდება.

ქაშაკაშვილი ვალერიან - ოპერის მომღერალი (ბარიტონი), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1898-1954 წწ)

ქაშანთხევი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს მარჯვენა შენაკადი.

ქაშანი

1) შამბში ან თოვლზე გაქელილი გზა.

2) ქალაქი ირანის თეირანის ოსტანში.

ქაშანური - თიხის ჭურჭელი მოჭიქული და მოხატული (სპარსეთის ქალაქ ქაშან-ის სახელის მიხედვით).

ქაშაპი (სპარს.) (Seuciscus cephalus orientalis) - მტკნარი წყლის თევზი კობრისებრთა ოჯახისა.

ქაშაყი - ზღვის პატარა თევზი, ჭამენ, ჩვეულებრივ, დამარილებულს.

ქაშენვაკისწყალი - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ასკისწყლის მარჯვენა შენაკადი.

ქაშვეთი

1) სოფლები ხაშურის და მესტიის მუნიციპალიტეტში.

2) ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში, აგებულია 1904-10 წლებში ძველი ეკლესიის ადგილზე, მდებარეობს რუსთაველის პროსპექტზე.

ქაშვეთის გორა - მთა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.

ქაში (სპარს.) - ბურღულეულის ფაფა, რძეში (ან წყალში) მოხარშული.

ქაში ჯემშიდ იბნ მასუდ - მათემატიკოსი და ასტრონომი, მოღვაწეობდა სამარყანდში, ულუღბეგის ობსერვატორიაში (გარდაიცვალა დაახლოებით 1436/37 წელს).

ქაშმირი - ისტორიული ოლქი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჰიმალაისა და ტიბეტის საზღვარზე.

ქაშმირის ხეობა - მდებარეობს ჰიმალაისა და პირ-პანჯალის ქედებს შორის (ინდოეთი).

ქაჩალი (სპარს.)

1) კაცი, რომელსაც თავზე თმა არ ამოსდის.

2) იგივეა, რაც მელოტი.

ქაჩალმთა - მთა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.

ქაჩალტბა - ტბა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

ქაჩაჩი - ცხენის, ვირის და მისთანების ჩლიქი.

ქაჩიბაიძე ბარათა - „დიდ ბარათად“ წოდებული, კახეთის მეფის ალექსანდრე I-ის მოლარე, ბარათაშვილების საგვარეულოს მამამთავარი.

ქაჩუ

1) მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, პირიქითის ქედზე.

2) უღელტეხილი ახმეტის მუნიციპალიტეტში, პირიქითის ქედზე.

ქაცვი

1) (Hippophaea rhamnoides) ეკლიანი ბუჩქი ფშატი სებრთა ოჯახისა; ისხამს წვრილ, კურკიან, ყვითელ ნაყოფს; ხმარობენ ცოცხალღობედ.

2) ამ ბუჩქის ნაყოფი; იჭმება და სიროფების წარმოებაში იხმარება.

3) ხის ეკალი (საბა).

ქაჯან! - მოფერებითი მიმართვა, ჩვეულებრივ, ბავშვისადმი, ახალგაზრდისადმი.

ქაჯანა - ქართული მხატვრული ფილმი, გადაღებულია ნიკო ლომოურის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. ეკრანებზე გამოვიდა 1941 წელს. დამდგმელი რეჟისორი - კონსტანტინე პიპინაშვილი. სცენარის ავტორები - კარლო გოგოძე, კონსტანტინე პიპინაშვილი. დამდგმელი ოპერატორი - ფელიქს ვისოცკი. კომპოზიტორი - ალექსი მაჭავარიანი. მთავარ როლებში: თენგიზ ამირანაშვილი (ქაჯანა), ლეილა აბაშიძე (კატო), ნატო ვაჩნაძე, ალექსანდრე ალაზნისპირელი, სპარტაკ ბაღაშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, სანდრო კანდელაკი.

ქაჯარანი - ქალაქი სომხეთის ღაფანის რაიონში.

ქაჯი (სპარს.)

1) ავი სული, ეშმაკი.

2) (გადატანით) თავზეხელაღებული, დამთხვეული ადამიანი.

ქაჯიანი - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ლუხუნის მარჯვენა შენაკადი.

ქაჯისცოცხი - ხის გვერდითი ტოტები, მეტისმეტად უხვად, ცოცხივით გამოყრილი (ბალზე, ალუბალზე, რცხილაზე, არყსა და სხვებზე). მეტწილად პარაზიტი სოკოების მოქმედებითაა გამოწვეული.

ქაჯური

1) ქაჯების დამახასიათებელი; ჯადოსნური, ეშმაკური.

2) (გადატანით) უკუღმართი, გაუგებარი, ძნელად მისახვედრი.

1.2 ქბ

▲ზევით დაბრუნება


ქბილარი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (მანდაეთის თემის საკრებულო). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარეების დუმალისა და მეჩხეთურას (ძირულის მარჯვენა შენაკადები) შუამდინარეთში. ზღვის დონიდან -850 მეტრი, ჭიათურიდან -25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 77 კაცი.

1.3 ქე

▲ზევით დაბრუნება


ქე - მტკიცების გამომხატველი ნაწილაკი; დაისმის ზმნის წინ; კი.

ქება

1) ხოტბა.

2) სახოტბო ლექსი; ოდა.

ქებაანი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

ქებული - ვინც, რაც აქეს; ნაქები, სანაქებო.

ქედა - დაბა დასავლეთ საქართველოში, აჭარაში, მდინარე აჭარისწყლის ნაპირებზე; ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ბათუმიდან - 42 კმ, თბილისიდან - 392 კმ.

ქედანი

1) (Columba palumbus) - გარეული მტრედის ერთ-ერთი სახეობა, მასზე მოზრდილი.

2) სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ქედდახრილი - თავდახრილი, თავჩაქინდრული. || (გადატანით) დამორჩილებული, დამონებული.

ქედელები - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

ქედელი - სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

ქედელობა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გრემისხევის თემის საკრებულო), ალევის ქედის სამხრეთ დაბოლოებაზე, მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან -950 მეტრი, დუშეთიდან -25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 97 კაცი.

ქედი

1) მუშა საქონლის (ხარის, კამეჩის) კისერი, უღლის დასადები ადგილი.

2) ადამიანის კისერი.

3) წაგრძელებული მთა, სერი, მთაგრეხილი.

4) სოფლების ზემო ქედისა და ქვემო ქედის გავრცელებული სახელწოდება.

ქედიგორა - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ქედის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, აჭარაში. 1917 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ბათუმის მაზრაში, შემდეგ - ბათუმის ოკრუგში, 1930 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ფართობი - 452 კვ.კმ. 1 დაბა, 60 სოფელი.

ქედისუბანი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ქედლები - იხილე ქედელები.

ქედმაღალი

1) ამპარტავანი, მედიდური, ყოყოჩი.

2) ამაყი, შეუპოვარი, გაუტეხელი.

ქედმოდრეკილი - იგივეა, რაც ქედმოხრილი.

ქედმოუხრილი - ვინც ქედს არ იხრის; გაუტეხელი, დაუმორჩილებელი.

ქედმოხრილი

1) თავდახრილი, წელში მოხრილი.

2) დამორჩილებული, დამონებული.

ქედუხრელი - იგივეა, რაც ქედმოუხრელი.

ქედქედი - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

ქედქედისწყალი - მდინარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახლისწყლის მარცხენა შენაკადი.

ქედფიცხელი

1) ისეთი (ცხენი), რომელიც ლაგამს არ ემორჩილება.

2) (გადატანით) ცხარე, ფიცხი, კერპი (ადამიანი).

ქედძაღლი - ხარის, კამეჩის სალანძღავი სიტყვა.

ქედწახრილი - იგივეა, რაც ქედმოხრილი.

ქედხუდა (სპარს.) - იგივეა, რაც მამასახლისი.

ქევანი - ვირის ზურგზე, კურტნის ქვეშ დასადები საფენი.

ქევსელთა - მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ჯეჯორის მარცხენა შენაკადი.

ქევქევი

1) კოხტად ტარება (ცხენისა).

2) (გადატანით) ითქმის ადამიანის წყნარ, კოხტა სიარულზედაც.

ქევხა (ქემხა) - იგივეა, რაც მამასახლისი.

ქევხიანი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ქევხიშვილი თემურ - მომღერალი და ლოტბარი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1940 წელს).

ქეთევან ბაგრატიონი (ბატონიშვილი) - პოეტი, ერეკლე II-ის ასული (1764-1840 წწ).

ქეთევან დედოფალი - კახეთის მეფის, დავით I-ის მეუღლე, თეიმურაზ I-ის დედა; შაჰ-აბასის ბრძანებით, მუსლიმანობის მიღებაზე უარის თქმის გამო, 1724 წელს შირაზში წამებით მოკლეს.

ქეთვანარვა (ქეთუან-რვია) - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, დღამიშის მარცხენა შენაკადი.

ქეთლი (სპარს.) - ჩაიდანი (წყლის ასადუღებელი).

ქეთმენი - ქედი ჩინეთში.

ქეთო და კოტე - ქართული მხატვრული ფილმი, მუსიკალური კომედია. დამდგმელი რეჟისორები - ვახტანგ ტაბლიაშვილი, შალვა გედევანიშვილი. სცენარის ავტორი - სიკო ფაშალიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - ალექსანდრე დიღმელოვი. კო მპოზიტორები - ვიქტორ დოლიძე, არჩილ კერესელიძე. მთავრ როლებში: მედეა ჯაფარიძე (ქეთო), ბათუ კრავეიშვილი (კოტე), პეტრე ამირანაშვილი (თავადი ლევანი), შალვა ღამბაშიძე (მაკარი), თამარ ჭავჭავაძე (ხანუმა), მერი დავითაშვილი (ქაბატო), ვასო გოძიაშვილი (სიკო), გიორგი შავგულიძე ნიკო), ელისაბედ ჩერქეზიშვილი, თამარ ციციშვილი, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, აკაკი კვანტალიანი, გიორგი გელოვანი.

ქეთხუდა

1) იხილე ქედხუდა.

2) ხნიერი, პატივსაცემი, დარბაისელი ადამიანი.

ქეიბური - პირდიდი და ფრთამაღალი ისარი.

ქეიფი (არაბ.)

1) პურის ჭამა და ღვინის სმა ბევრისა ერთად, რასაც თან ახლავს მხიარულება; დროს ტარება, ნადიმი, ღრეობა.

2) გუნება-განწყობილება, მხიარულ, კარგ გუნებაზე ყოფნა.

ქელეხი (ხარჯი, რიგი) - მიცვალებულის მოსახსენიებლად გამართული პურისჭამა დამარხვის დღეს.

ქელეხსაანი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ქელქითი - მდინარე თურქეთში, მდინარე იეშილირმაქის მარჯვენა შენაკადი.

ქემალ-ბეი (ქემალი) ისმაილ - ალაბანეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1844-1918 წწ).

ქემალ-თაჰირი - თურქი მწერალი (1910-1995 წწ).

ქემერტელიძე იორამ - პოეტი (დაიბადა 1936 წელს).

ქემერტი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ქემი... ქემო... - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, აღნიშნავს დამოკიდებულებას ქიმიასთან.

ქემინე (ნამდვილი სახელი მამედველი) - თურქმენი პოეტი (დაახლოებით 1770-1840 წწ).

ქემფერი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ქენაზა - ქვანახშირის საბადოს ცენტრი ალჟირის საურის ვილაიეთში.

ქენდირი (თურქ.) - მრავალწლოვანი მცენარე; აქვს მაღალი ღირსების ბოჭკო, რომლისგანაც ამზადებენ თოკებს, სათევზაო ბადეებს და სხვა.

ქენთერი ილდიზ - თურქი მსახიობი ქალი, რეჟისორი, პედაგოგი და თეატრალური მოღვაწე (დაიბადა 1928 წელს).

ქენქაანი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ქერა - ღია ყვითელი, თაფლისფერი, ჩალისფერი (თმა). || ასეთი თმის პატრონი.

ქერანა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭონქაძის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან -920 მეტრი, დუშეთიდან -3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 30 კაცი.

ქერბაბაევი ბერდი - თურქმენეთის სახალხო მწერალი (1894-1974 წწ).

ქერბალა - იხილე ქარბალა.

ქერე

1) სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

2) სოფელ ზემო ქერეს გავრცელებული სახელწოდება (ცხინვალის მუნიციპალიტეტი).

ქერელი - სელის, კანაფის და მისთანების ქერქი; სართავი ხრალი.

ქერეჭი

1) მწერთა ფრთა (სბა).

2) იგივეა, რაც ქერცლი.

3) იგივეა, რაც ქერქი.

ქერეჭო - იგივეა, რაც ოფიჭო.

ქერზენი - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, გუჯარეთისწყლის მარჯვენა შენაკადი.

ქერი (Hordeum sativum) - თავთავიანი პურეული მცენარე; აქვს ფხიანი თავთუნები, კილგადაკრული მარცვალი. || ამ მცენარის მარცვალი; იხმარება ცხოველების (ზოგჯერ ადამიანის) საკვებად, საბურღულედ, სალუდედ.

ქერიანთკარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ლაფანაანთკარის თემის საკრებულო), ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე. მდინარე აბანოსხევის (არაგვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან -920 მეტრი, დუშეთიდან -21 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 23 კაცი.

ქერიმ-ხანი მოჰამედ - ზენდების დინასტიის დამაარსებელი ირანში, ქვეყენას განაგებდა 1760-79 წლებში (1704 ან 1705 - 1779 წწ).

ქერიფქლა (Verbascum) - ორ ან მრავალწლოვანი მსხვილი ბალახი შავწამალასებრთა ოჯახისა; აქვს შებუსვილი ღერო-ფოთოლი; იკეთებს ყვითელ ყვავილებს.

ქერიღო - უღელტეხილი ახმეტის მუნიციპალიტეტში, პირიქითის ქედზე.

ქერნაჭამი - რასაც ქერი აქვს ნაჭამი; ქერით გასუქებული (ცხენი და სხვა).

ქერონა - ბეღურის მსგავსი ფრინველი ლეგა ფერისა.

ქერონეა - ქალაქი ძველ საბერძნეთში, ბეოტიაში.

ქერსვილა

1) ქერნარევი ჭვავის ნათესი.

2) ქერ ნარევი ჭვავის პური.

ქერსონესი (ტავრიკესი; შუა საუკუნეებში - ქერსონი, კორსუნი) - ძველი ქალაქი ყირიმში, ახლანდელი სევასტოპოლის ფარგლებში. ძვ.წ.აღ. 422-421 წელს დააარსეს ბერძნებმა. იარსება XV საუკუნემდე.

ქერტლი - კანის რქოვანი უჯრედებისა და კანის ცხიმის წვრილი ნაწილაკები, რომლებიც გროვდება თავზე თმის ძირებთან და იქერცლება.

ქერქენი - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ქერქი

1) გარეთა, ადვილად ასაცლელი ფენა ხისა (მცენარისა).

2) ზედა (გარეთა) გამაგრებული ფენა რისამე.

3) ქალაქი თურქმენეთის ჩარჯოუს ოლქში.

ქერქეტი (ქერქეტა) - იგივეა, რაც ჩერჩეტი.

ქერქეჭანა (ქერქეჭინა)

1) ფიჭვის ქერქი.

2) ქერცლით დაფარული.

ქერქეჭელა - იგივეა, რაც ქერცლი.

ქერქიჭამია - ტყის მავნებელი პატარა ხოჭო; ცხოვრობს ხის ქერქსა და მერქანში.

ქერშავეთი - მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ხანისწყლის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2245 მეტრზე. სიგრძე -20 კილომეტრი, აუზის ფართობი -107 კვ.კმ. საზრდოობს წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. წყლის საშუალო წლიური ხარჯი - 3,1 კუბ.მ/წმ.

ქერჩი - ქალაქი უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე; IX-XI საუკუნეებში ბოსფორის სახელმწიფოს დედაქალაქი (175 ათასი).

ქერცვლა - ქერცლის ან გამხმარი კანის წვრილ-წვრილ ნაწილაკებად ძრობა.

ქერცლი - პატარ-პატარა რქოვანი ან ძვლოვანი ფირფიტები თევზების, ქვეწარმავალთა სხეულზე, ზოგი ფრინველის ფეხებზე და ზოგი ძუძუმწოვრის კუდზე.

ქერცლიანი (ქერცლოვანი) - ქერცლის მქონე, ქერცლით დაფარული.

ქერჭელა - იგივეა, რაც ქერჭრელი.

ქერჭრელი - ერთმანეთში არეული ქერი და ხორბალი.

ქესალო

1) სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

2) სოფლების პირველი ქესალოს და მეორე ქესალოს გავრცელებული სახელწოდება (მარნეულის მუნიციპალიტეტში).

ქესატი (არაბ.) - უფულო ადამიანი.

ქესატობა - ქესატად ყოფნა.

ქესია - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თერგის მარცხენა შენაკადი.

ქესრავი თებრიზი აჰმედ - ირანელი ისტორიკოსი და პუბლიცისტი (1890-1946 წწ).

ქესრანიდები - შირვანშაჰების მმართველი დინასტია შირვანის ფეოდალურ სახელმწიფოში (აზერბაიჯანი) 1027-1382 წლებში.

ქექილოვი ამან - თურქმენი პოეტი, აკადემიკოსი (1912-1990 წწ).

ქეშალო

1) სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, (იორმუღანლოს საკრებულო). მდებარეობს ივრის ზეგანზე. მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან -470 მეტრი, საგარეჯოდან -37 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2983 კაცი.

2) სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში

ქეშელა - ტიკივით გაბერილი (იტყვიან ადამიანზე ან მის მუცელზე).

ქეშელთა

1) უღელტეხილი ჯავის მუნიციპალიტეტში, ოსეთის კავკასიონზე.

2) მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ფაწის მარცხენა შენაკადი (სიგრძე -19 კილომეტრი).

3) სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ქეშელი

1) მოუკუპრავი ტიკი.

2) საღვინე ტიკი.

ქეში - ირიბი.

ქეშიკი - წარჩინებული პირი, (მეფის...) მცველი.

ქეშიშდაღი - იხილე ულუდაღი.

ქეჩა - მატყლისაგან მოთელილი ან ქსოვილების ჩამონაჭრებისაგან დაწნული საფენი; იგივე ნაბადი.

ქეჩეჩო - იგივეა, რაც ქოჩორი.

ქეჩი - იგივეა, რაც ბოტი.

ქეჩო - ზოგი ცხოველის კისრის ზედა ნაწილი. || აგდებით იტყვიან ადამიანის კისერზე.

ქეჩურა - ნაბდის ჩექმა; ბაგვი.

ქეჩხო

1) თხის ან ცხვრის მოქნილი ბეწვიანი ტყავი.

2) იგივეა, რაც გუდა.

ქეცბაია თემურ - ფეხბურთელი, ნახევარმცველი, თამაშობდა სოხუმის „დინამოში“ (1986), თბილისის „დინამოში“ (1987-91), „ანორთოსისში“ (კვიპროსი, 1991-94, 2002-იდან), აეკ-ში (საბერძნეთი, 1995-97), „ნიუკასლ იუნაიტედში“ (ინგლისი, 1997-2000), „ვულვერჰემპტონ უონდერერსსა“ (ინგლისი, 2000-01) და „დანდიში“ (შოტლანდია, 2001-02). 2004 წლიდან „ანორთოსისის“ მოთამაშე-მწვრთნელია. სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 54 მატჩი (8 გოლი), საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში - 50 (15 გოლი). საქართველოს ორგზის (1990, 91) და კვიპროსის (2005) ჩემპიონი, საბერძნეთის ორგზის (1996, 97) და კვიპროსის (2003) თასების მფლობელი. საქართველოს ორგზის (1990, 97) და საბერძნეთის (1996) წლის საუკეთესო ფეხბურთელი. საქართველოს ნაკრებში ითამაშა 52 მატჩი (17 გოლი). საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნეკუ 2010 წლიდან (დაიბადა 1968 წელს).

ქეცი - კანის გადამდები დაავადება; იწვევს კანის აქერცვლას და თმის, ბალნის ცვენას.

ქეციანი

1) რასაც, ვისაც ქეცი სჭირს.

2) (გადატანით) უხეირო, უვარგისი.

ქეძაფი - იხილე თეზაფი.

1.4 ქვ

▲ზევით დაბრუნება


ქვა

1) მაგარი ქანი, მთლიანი ან ნატეხის სახით.

2) მარილების მაგარი წარმონაქმნი შინაგან ორგანოებში.

3) იგივეა, რაც კოჭი.

ქვაბები - მთა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.

ქვაბთკარა - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა შენაკადი.

ქვაბი

1) ლითონის ჭურჭელი (ჩვეულებრივ ცილინდრული ფორმისა) საჭმლის მოსახარშად ან წყლის გასაცხელებლად.

2) ის რაოდენობა რისამე (საჭმლისა...), რაც ამ ჭურჭელში ჩაეტევა.

3) დახურული ჭურჭელი წყლის ორთქლად გადასაქცევად.

4) იგივეა, რაც გამოქვაბული; მღვიმე.

ქვაბისხევი

1) მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა შენაკადი (სიგრძე -11 კილომეტრი).

2) სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

ქვაბლიანი

1) მდინარე ხულოს და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, ფოცხოვისწყლის მარცხენა შენაკადი (სიგრძე -41 კილომეტრი).

2) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, ხეობა შუა საუკუნეების საქართველოში (ახლანდელი ადიგენის მუნიციპალიტეტი).

ქვაბრუთა (ქვაბრვითა) - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ქვაბული - ჩავარდნილი ადგილი მთებს შორის.

ქვაბქოთანი - თიხის ქვაბი.

ქვაბღა - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

ქვაბჩარა - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ქვაბჩარის მღვიმე - მღვიმე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, წებელდის მასივზე.

ქვადაურა - მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ძირულის მარცხენა შენაკადი.

ქვავნარის საყინულე - საყინულე ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიზაბავრასთან.

ქვაზვინეთი - მთა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე გურგონელას სათავეში (სიმაღლე -2025 მეტრი).

ქვაზი - უმართებულოა, იხილე კვაზი.

ქვათალისღელე - მდინარე ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ჭალის (ყვირილის აუზი) მარჯვენა შენაკადი.

ქვათანა - მთა თელავის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

ქვათახევი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტში, მდინარე კავთურის სათავესთან; თარიღდება XII-XIII საუკუნეების მიჯნით.

ქვათახევისთავი - მთა კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, გირგლის ქედზე, მდინარეების ლოპოტისა და ინწობის წყალგამყოფ საჯიხვის ქედზე; აგებულია ქვედაიურული ასპიდური ფიქლებით, თიხაფიქლებით და ქვიშაქვებით, შემოსილია ფოთლოვანი ტყით (სიმაღლე -1966 მეტრი).

ქვათეთრი

1) სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

2) მთა თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოებაზე, ღორისნამკალის ქედზე (2213 მეტრი).

ქვათესლა - სარეველა ბალახი ლაშქარასებრთა ოჯახისა; მეტწილად პურეულის ნათესებში იცის.

ქვაითი (ყოფილი ხუნწი) - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ქვაკალო - მთა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, იალნოს ქედის სამხრეთ კალთაზე.

ქვაკიბე - მთა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახლისწყლის და სკურდიდის წყალგამყოფზე.

ქვაკირი - დაუშლელი კირი.

ქვაკუთხედი

1) შენობის საძირკველში სიმაგრისათვის ჩატანებული კუთხის ქვა.

2) (გადატანით) ძირითადი იდეა, დედააზრი, საფუძველი რისამე.

ქვალოდი - დიდი ქვა, ლოდი.

ქვალონი

1) სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

2) რკინიგზის ბაქანი სენაკი-ხობის გადასარბენზე.

ქვამარილი - გაქვავებული მარილი, რომელსაც მიწიდან იღებენ.

ქვამუხა (Quereus ilex) - მარადმწვანე ხე წიფლისებრთა ოჯახისა.

ქვანახშირი - ორგანული წარმოშობის მაგარი საწვავი წიაღისეული, ჩვეულებრივ შავი ფერისა.

ქვაპურა - ერთწლოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა; უმთავრესად პურეულის ნათესებში იცის.

ქვარეხი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს მარჯვენა შენაკადი.

ქვარიანი დათუნა - XVII საუკუნის ქართველი პოეტი.

ქვარიანი სიმონ - მწერალი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე (1868-1946 წწ).

ქვასათალი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ქვასალესი - სალესი ქვა.

ქვასანაყი - მრგვალი გრძელი ქვა, რომლითაც ნაყავენ რასმე როდინში (ფილში).

ქვასვეტი - იგივეა, რაც სტელა.

ქვატეხია - ბალახოვან მცენარეთა გვარი ფხიჯასებრთა ოჯახისა.

ქვაფენილი - ქვით მოფენილი მოკირწყლული ნაწილი ქუჩისა (ტრანსპორტის სავალად).

ქვაყორე - ქვისა და ლოდის გროვა.

ქვაყრილი

1) ქვით მოფენილი ადგილი.

2) ქვითა და ღორღით შექმნილი ხელოვნური მაღლობი.

3) ქვის, ღორღის ნაგებობა.

ქვაყუდე - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (გორმაღალის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარე ხევისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან -180 მეტრი, სამტრედიიდან -17 კილომეტრი. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 475 ადამიანი.

ქვაყუთი - ქვის კუბო; იცოდნენ უძველეს დროში.

ქვაშავა (ქვაშავისწვერი) - მთა თელავის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

ქვაჩადალა - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

ქვაჩახია ვენორი - ფილოსოფოსი და სოციოლოგი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1924-1982 წწ).

ქვაცერისწყალი - მდინარე ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავანისხევის მარცხენა შენაკადი.

ქვაციხე

1) სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბუჯის (ყვირილის აუზი) ნაპირებზე. თემის საკრებულოს ცენტრი). ზღვის დონიდან -560 მეტრი, ჭიათურიდან -18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 805 კაცი.

2) მთა ჭიათურის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის სამხრეთ განშტოებაზე.

ქვაცხუნთა - უღელტეხილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაჭის ქედის დასავლეთ ნაწილში.

ქვაწვია (ქვახარშია) - ძალიან ხელმოჭერილი, ძუნწი.

ქვაჭარა - არქეოლოგიური ძეგლი, კარსტული წარმოშობის მღვიმე სოფელ ყადის მიდამოებში (გულრიფშის მუნიციპალიტეტი).

ქვახვრელი

1) ხვრელი, გამოქვაბული კლდეში.

2) სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ქვახიდისწყალი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, პირიქით ის ალაზნის მდგენელი (სიგრძე -19 კილომეტრი).

ქვაჯვარი

1) მთა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედზე (2290 მეტრი).

2) მთა გარდაბნის და მცხეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, საგურამო-იალნოს ქედის მთისწინეთში (980 მეტრი).

ქვაჯის მღვიმე - მღვიმე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ქვე

1) (შემოკლებული) ქვევით.

2) მტკიცებითი ნაწილაკი: კი, ჰო, დიახ.

3) იგივეა, რაც აბა.

4) პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა: ნიშნავს რაიმე ძირითადის ნაწილს, მასზე დაქვემდებარებულს.

ქვები - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (მოლითის თემის საკ რებულო). მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან -580 მეტრი. ხარაგაულიდან -12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 405 კაცი.

ქვებუდანი - ჩუმი ვერაგი (საბა); ქვეშქვეშა, გაიძვერა.

ქვეგამხედვარი - გაიძვერა, მუხანათი, ვერაგი.

ქვეგანაყოფი - სამხედრო ერთეული, რომელიც შედის უფრო მსხვილი სამხედრო ნაწილის შემადგენლობაში.

ქვეგანყოფილება - განყოფილების ნაწილი.

ქვედა - რამესთან შედარებით ქვევით არსებული, მოთავსებული.

ქვედა აბაყვა - მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ჩხალთის მარჯვენა შენაკადი.

ქვედა აგარა - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

ქვედა ალისუბანი - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში. მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 5 სოფელს: ზარნაძეები, ზედა ალისუბანი, თხილთაწყარო, მაჩიტაური, ქვედა ალისუბანი). ზღვის დონიდან -250 მეტრი, თერჯოლიდან -15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2829 ადამიანი. სოფლის მახლობლად უნაგირას მთაზე შემონახულია შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია.

ქვედა ალმე (ოქტომბერი) - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

ქვედა აღვი - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ქვედა აჭყვა - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

ქვედა ბაში - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ბაშის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან -25 მეტრი, სამტრედიიდან -15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 417 კაცი.

ქვედა ბახვი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ქვედა ბერეთისა - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ნიგოზეთის თემის საკრებულო). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე დუმალის ნაპირას. ზღვის დონიდან -840 მეტრი, ჭიათურიდან -17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 807 კაცი.

ქვედა ბზვანი - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ბზვანის თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან -160 მეტრი. ვანიდან -9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1529 ადამიანი.

ქვედა ბზებზუ - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

ქვედა გეზრული - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (გეზრულის თემის საკრებულო). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 480 მეტრი, ჭიათურიდან -30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 274 კაცი.

ქვედა გორა - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე კვინისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. გორის თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან -160 მეტრი, ვანიდან -18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1554 ადამიანი.

ქვედა გორდი - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (გორდის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 522 კაცი.

ქვედა დაგვა - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

ქვედა ეწერი - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (გომის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან -130 მეტრი, სამტრედიიდან -14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 237 კაცი.

ქვედა ვედი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ქვედა ზეგანი - სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში (ზეგნის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე საკრაულის (ხანისწყლის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან -310 მეტრი, ბაღდათიდან -7 კილომეტრი. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 584 კაცი.

ქვედა თლუღი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ქვედა ილემი - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ძირულის ხეობაში. ილემის თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან -300 მეტრი, ზესტაფონიდან -10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1047 ადამიანი.

ქვედა იფარი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ქვედა კვალითი - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (კვალითის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან -240 მეტრი, ზესტაფონიდან -4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1590 ადამიანი.

ქვედა კინჩხა - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (კინჩხის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ოკაცეს მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან -680 მეტრი, ხონიდან -27 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 143 ადამიანი.

ქვედა კლდეეთი - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (კლდეეთის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე აჯამურის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან -320 მეტრი, ზესტაფონიდან -4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 806 ადამიანი.

ქვედა კონდიდი - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

ქვედა ლუხვანო - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ქვედა ლუჰა - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ქვედა მამათი - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ქვედა მარღი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ქვედა მახუნცეთი - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

ქვედა მესხეთი - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (მუხიანის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან -100 მეტრი, წყალტუბოდან -35 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1082 კაცი.

ქვედა მუქედი - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთზე, მდინარე ყუმურის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. მუქედის თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან -240 მეტრი. ვანიდან -9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 491 ადამიანი.

ქვედა ნასაკირალი - დაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ქვედა ონჭეიში - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (მექვენის თემის საკრებულო), მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის მთისწინეთში, მდინარე ლეხიდრის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან -400 მეტრი, წყალტუბოდან -50 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 27 კაცი.

ქვედა ორღული - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჩიხის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან -500 მეტრი, საჩხერიდან -7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 848 კაცი.

ქვედა საზანო - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ძუსის (ყვირილის აუზი) ხეობაში. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან -280 მეტრი, ზესტაფონიდან -15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2834 ადამიანი.

ქვედა საირმე - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ქვედა სალიბაური - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

ქვედა სამება - სოფლები ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში.

ქვედა საქარა - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ყვირილისა და ჩოლაბურის შუამდინარეთში. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან -170 მეტრი, ზესტაფონიდან -4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2941 ადამიანი.

ქვედა საწუმბო - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ საწუმბოს ძველი სახელი.

ქვედა სიმონეთი - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან -250 მეტრი, თერჯოლიდან -15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2829 ადამიანი. სოფლის მახლობლად უნაგირას მთაზე შემონახულია შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია.

ქვედა სორტა - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

ქვედატანი

1) წელს ქვემოთა ნაწილი ადამიანისტანისა.

2) ქალის კაბა, წელს ქვემოთ ჩასაცმელი.

ქვედა ულიანოვკა - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

ქვედა ღვარდია - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ქვედა ღვირიში - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ქვედა ყოშრა - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი.

ქვედა შავრა - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ქვედა ჩხოროწყუ - სოფელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

ქვედა ჩხუტუნეთი - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

ქვედა ცაგერი - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ქვედა ციხესულორი - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ციხესულორის თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან -70 მეტრი. ვანიდან -3 კილო მეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 874 ადამიანი.

ქვედა ძიმითი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ქვედა წევა - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ძირულის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ძირულის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან -540 მეტრი, ზესტაფონიდან -12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 234 ადამიანი.

ქვედაწელი - იგივეა, რაც ქვედატანი.

ქვედა წირმინდი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ქვედა წიფლავაკე - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (სანახშირის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ძირულის ხეობაში. ზღვის დონიდან -400 მეტრი, ზესტაფონიდან -6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 460 ადამიანი.

ქვედა ჭალოვანი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (წირქვალის საკრებულო). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. ზღვის დონიდან 840 მეტრი, ჭიათურიდან 13 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 853 კაცი.

ქვედა ჭყეპი - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (ორპირის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე წყალწითელას მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან -290 მეტრი, ტყიბულიდან -16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 227 კაცი.

ქვედა ჭყვიში - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ქვედი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ქვედის ტბა - ტბა ჯავის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ქვედრულის ხეობაში (სიღრმე 14,5 მეტრი).

ქვედრულა - მდინარე ონის და ჯავის მუნიციპალიტეტებში, ჯეჯორის მარჯვენა შენაკადი.

ქვევიდან - ქვემოთა ადგილიდან ზევითკენ.

ქვევით

1) ქვედა ნაწილში, დაბლა.

2) რისამე შემდეგ.

ქვევითა - ქვევით მყოფი, ქვევით არსებული, ქვედა, ქვემოთა.

ქვევითკენ - ზევიდან ქვევით, ქვევითა მიმართულებით.

ქვევრი

1) ღვინის შესანახი თიხის დიდი ჭურჭელი, კვერცხის მოყვანილობისა; ინახავენ მიწაში ყელ ამდე ჩამარხულს.

2) ქართული მოკლემეტრაჟიანი სატელევ იზიო მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1970 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ირაკლი კვირიკაძე. სცენარის ავტოორი - რევაზ გაბრიაძე. დამდგმელი ოპერატორი - ლომერ ახვლედიანი. კომპოზიტორი - გია ყანჩელი. მთავარ როლებში: ბუხუტი ზაქარიაძე, ვახტანგ სულაქველიძე, ჰენრიეტა ლეჟავა, ეროსი მანჯგალაძე, ოთარ ზაუტაშვილი.

ქვეითი

1) ფეხით მავალი.

2) ქვეითი ჯარის მებრძოლი.

ქველდაბა (ქცელდაბა) - ადრინდელი შუა საუკუნეების ხანის კახეთის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ცენტრი.

ქველეთუბანი - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (დილიკაურის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ბუჯის ხეობაში. ზღვის დონ იდან -400 მეტრი, ზესტაფონიდან -13 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 204 ადამიანი.

ქველი

1) მოწყალე, კეთილი.

2) მხნე, გულადი.

3) ქართველი ხუროთმოძღვარი, რომელსაც X საუკუნის II ნახევარში აუგია შეპიაკის ეკლესია თრიალეთში (ახლა მოქცეულია ხრამჰესის ხელოვნური ტბის ფსკერზე).

ქველიაშვილი შოთა - სპორტსმენი (ტყვიის სროლა). 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი პირად პირველობაში და 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადის მონაწილე (IV ადგილი), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1959 - გუნდურში, 1969 - პირადსა და გუნდურში), მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1958), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1961, 64, 68), სამგზის მეორე (1961, 63, 68) და სამგზის მესამე (1959, 63, 67) პრიზიორი (1938-2004 წწ).

ქველიძე ლამარა - მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (დაიბადა 1937 წელს).

ქველმოქმედება - კერძო პირების მიერ მატერიალური დახმარების გაწევა უქონელთათვის, ღარიბებისთვის; მოწყალება.

ქველმოქმედი - ვინც ქველმოქმედებას სჩადის.

ქველობა - ქველის თვისება.

ქველური - ქველის დამახასიათებელი.

ქვემდგომი - ადმინისტრაციულად, ორგანიზაციულად დაქვემდებარებული.

ქვემდებარე - გრამატიკაში -წინადადების მთავარიწევრი, რომელიც მოქმედებს ან რომელსაც წინადადების აზრის მიხედვით მოქმედება მიეწერება.

ქვემეხი - საერთო სახელი საარტილერიო იარაღისა (ზარბაზნისა, ჰაუბიცისა და მისთანების).

ქვემო - იგივეა, რაც ქვევითა.

ქვემო აბაშა - სოფელი სამტრედიის მუნიციპალი ტეტში (გამოჩინებულის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან -240 მეტრი, სამტრედიიდან -17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 198 კაცი.

ქვემო ავსტრია - მხარე ავსტრიაში; ადმინისტრაციული ცენტრი - ვენა.

ქვემო ავჭალა - ავჭალის ადგილობრივი სახელწოდება (ზემო ავჭალის საპირისპიროდ).

ქვემო აკეთი - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ალევი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ალვანი - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 2 სოფელს: ბაბანეური, ქვემო ალვანი). ზღვის დონიდან -460 მეტრი, ახმეტიდან -15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3407 ადამიანი.

ქვემო ამბრეთი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ქვემო აჟარა - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ქვემო არანისი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჟინვალის სადაბო საკრებულო). 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 284 კაცი.

ქვემო არტანი - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (არტნის თემის საკრებულო), მდინარე ივრის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან -1170 მეტრი, თიანეთიდან -13 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 64 კაცი.

ქვემო არცევი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ქვემო აფიანჩა - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ქვემო აში - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭონქაძის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ფოტისხევის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან -900 მეტრი, დუშეთიდან -3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 51 კაცი.

ქვემო აჩაბეთი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ქვემო აძვისი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ახალსოფელი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ახალშენი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

ქვემო ახკალაფა - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

ქვემო ბაგები - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ბარი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ბარღები - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ბაქართა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ბირცხა - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ბიყარი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ბოდბე - სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ბოლი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ბოლნისი - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.- სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ბოშური - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ბროლოსანი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ქვემო გორეთი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ქვემო გულავერი - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

ქვემოდან - იგივეა, რაც ქვევიდან.

ქვემო დოდოთი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ქვემო დუნაის ვაკე (ვლახეთის დაბლობი) - მდებარეობს რუმინეთსა და ბულგარეთში.

ქვემო ენთელი - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ერკეთი - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ერმანი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ვილდა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ზამორი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ზონკარი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ქვემოთ - იგივეა, რაც ქვევით.

ქვემოთა - იგივეა, რაც ქვევითა.

ქვემო თელეთი - სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

ქვემოთი - ქვემო (ქვევითა) მხარე.

ქვემოთკენ - იგივეა, რაც ქვევითკენ.

ქვემო თრაკიის დაბლობი - მდებარეობს თურქეთის ევროპულ ნაწილში, საბერძნეთსა და ბულგარეთში.

ქვემო იაშთხვა - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

ქვემო კალიფორნია

1) (სამხრეთის) - შტატი მექსიკაში; ადმინისტრაციული ცენტრი - ლა-პასი.

2) (ჩრდილოეთის) - შტატი მექსიკაში; ადმინისტრაციული ცენტრი - მეხიკალი.

ქვემო კოდისწყარო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მჭადიჯვრის თემის საკრებულო), ალევის ქედის სამხრეთ დაბოლოებაზე. ზღვის დონიდან -870 მეტრი, დუშეთიდან -15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 30 კაცი.

ქვემო კოზი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ქვემო კორკულა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ქვემო კორსევი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ქვემო კოშკა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ქვემო კრიხი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ლეთეთი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ლინდა - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ლისი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ლისის თემის საკრებულო), თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან -800 მეტრი, მცხეთიდან -25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 234 კაცი.

ქვემო ლუარა (ატლანტის ლუარა) - დეპარტამენტი საფრანგეთში.

ქვემო მაკვანეთი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ქვემო მაღარო - სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

ქვემო მაჩხაანი - სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

ქვემო მაჩხარა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ქვემო მახისი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ქვემო მერხეული - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ქვემო მლეთა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მთიულეთის არაგვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან -1480 მეტრი, დუშეთიდან -70 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 137 კაცი.

ქვემო მონასტერი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ქვემო მსხალგორი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ქვემო მწარა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ნაგვაზავო - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ნატანები - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ნაქალაქარი (ყოფილი ბორტაძე) - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ნაქალაქარის თემის საკრებულო), ერწოს ქვაბულში, მდინარე აძეძის (ივრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან -1050 მეტრი, თიანეთიდან -33 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 133 კაცი.

ქვემო ნაშოვარი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ნიქოზი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ნიჩბისი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ნიჩბურას (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. ნიჩბისის თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 4 სოფელს: ახალი ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, სასხორი, ქვემო ნიჩბისი). ზღვის დონიდან -710 მეტრი, მცხეთიდან -18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 638 კაცი.

ქვემო ნოღა - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ტოლების თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 324 კაცი.

ქვემო ონჭიკეთი - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ოროზმანი - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ოსიაური - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ოტრევი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ოქონა - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ოქროყანა - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ჟოშხა - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ქვემორე - იგივეა, რაც ქვევით.

ქვემო რენე - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

ქვემო რეხა - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ქვემო რიეთი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ქვემო როკა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ქვემო სამგორის არხი - სარწყავი სისტემა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგნის დასავლეთ ნაწილში.

ქვემო სამწყარო - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ქვემო სანთის ტბა - ტბა წალკის მუნიციპალიტეტში, წალკის ქვაბულში.

ქვემო სარაბუკი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ქვემო სარალი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ქვემო საქსონია - მხარე გერმანიაში. ადმინისტრაციული ცენტრი - ჰანოვერი.

ქვემო სბა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ქვემო სობისი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ქვემო უბანი - თბილისის ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, კალის ნაწილი, ახლანდელი ლესელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია.

ქვემოური - ქვემოთ (ქვევითა) მხრის (კუთხის, უბნის....) მცხოვრები. || ქვემო მხრის მცხოვრებთა დამახასიათებელი.

ქვემო ფშაფი - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ქარძმანი - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალის თემის საკრებულო). 1991 წლამდე შედიოდა ჯავის რაიონში. მდებარეობს მდინარე ყვირილის ზემო დინების ხეობაში. ზღვის დონიდან -700 მეტრი. საჩხერიდან -30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 34 კაცი.

ქვემო ქართლი - ისტორიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, იგივე სომხითი. მდებარეობს მტკვრის დინების ქვემო - მარჯვენა მხარეს (ახლანდელი გარდაბნის მუნიციპალიტეტი).

ქვემო ქართლის ვაკე - ვაკე გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.

ქვემო ქედი - სოფელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.

ქვემო ქვალონი - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ქლივანა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ქოშაქილისი - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ღარისწყალა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭოპორტის თემის საკრებულო), ქართლის ქდის დასავლეთ კალთაზე, მდინარე არაგვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან -1100 მეტრი, დუშეთიდან -20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 11 კაცი.

ქვემო ღვერთევი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ღრუ - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ღუმურიში - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ყანდაურა - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან -680 მეტრი. საგარეჯოდან -28 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1247 კაცი.

ქვემო ყარაბულახი - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ყულარი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ქვემო შავშვები - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ქვემო შარახევი (ყოფილი თორელაანთკარი) - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ზარიძეების თემის საკრებულო), ქართლის ქედის კალთაზე, მდინარე შარახეულის (ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან -1250 მეტრი, თიანეთიდან -25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 41 კაცი.

ქვემო შაქშაქეთი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

ქვემო შუახევი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მჭადიჯვრის თემის საკრებულო), ალევის ქედის სამხრეთ დაბოლოებაზე, მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან -1000 მეტრი, დუშეთიდან -15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 193 კაცი.

ქვემო შუხუთი - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ჩიბათი - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ჩოჩეთი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ცხილონი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ძაღინა - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ქვემოწელი - ქვემოთა ნაწილი (მდინარისა).

ქვემო წირი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ქვემო წოლდა - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ქვემო წუბენი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ქვემო წყარო - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ჭალა - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ჭალადიდი - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ხალაწანი - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ზემო ხალაწნის თემის საკრებულო). მდებარეობს პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან -680 მეტრი, ახმეტიდან -15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 122 ადამიანი.

ქვემო ხანდაკი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ხარაბა - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

ქვემოხევი - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (სარეკის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ჯრუჭულის (ყვირილის მარჯვენა შენა კადი) ხეობაში. ზღვის დონიდან -560 მეტრი, საჩხერიდან -9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 294 კაცი.

ქვემო ხეთი - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ხეჩილი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ხვედურეთი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ხვითი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ხვწე - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ხოდაშენი - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, თელავი-გურჯაანის საავტომობილო გზაზე. ჩრდილო-დასავლეთიდან სოფელი წინანდლისგან გამოყოფილია მდინარე დოლიაურის ხევით. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 2 სოფელს: ბუშეტი, ქვემო ხოდაშენი). ზღვის დონიდან -460 მეტრი, თელავიდან -35 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1553 ადამიანი.

ქვემო ხორხი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჟინვალის სადაბო საკრებულო), გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ხორხულის (ერთვის ჟინვალის წყალსაცავს) ხეობაში. ზღვის დონიდან -1200 მეტრი, დუშეთიდან -52 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 14 კაცი.

ქვემო ხუნწი - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ჯახა - იხილე პატარა ჯახა.

ქვემო ჯომაღა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ქვემო ჯოჭო - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

ქვემძრომი

1) იგივეა, რაც ქვეწარმავალი.

2) (გადატანით) გაიძვერა, მლიქვნელი.

ქვემძრომობა - ქვემძრომის (მნიშვნელობა 2) თვისება.

ქვენა

1) ქვევითა, ქვედა.

2) მდაბალი, არაადამიანური, პირუტყვული.

ქვენამთა - მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხევის კავკასიონზე (3152 მეტრი).

ქვენამთის უღელტეხილი - იხილე გუდამაყრის უღელტეხილი.

ქვენამთისწყალი - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სნოსწყლის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე -3,8 კი ლომეტრი).

ქვენატკოცა - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

ქვენაფლავი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

ქვენიფნეველები - ფეოდალური საგვარეულო საქართველოში, ცხრაძმისხევის ერისთავები.

ქვენიფნეველი გირშელ - ცხრაძმისხევის ერისთავი XIV საუკუნის I ნახევარში.

ქვენიფნეველი შალვა - ცხრაძმისხევის ერისთავი XII-XIV საუკუნეების მიჯნაზე.

ქვენიფნევი - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ახლანდელი ახალგორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლარგვისის სამხრეთით 3 კილომეტრზე.

ქვენობანი - სოფლები გულრიფშის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.

ქვერუნა - მდინარე თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ძევრულის მარცხენა შენაკადი.

ქვეოსტატი - ოსტატის თანაშემწე.

ქვესადგური - შუალედური ელექტრული ან სატელეფონო სადგური.

ქვესათაური - მთავარი სათაურის შემდეგ მოყვანილი მეორე, დამატებითი სათაური.

ქვესკნელი

1) გარკვეული რწმენით -დედამიწის სიღრმე, სადაც ბნელი ძალები მოქმედებენ.

2) (გადატანით) იგივეა, რაც უფსკრული.

ქვეტექსტი - რაიმე ტექსტის, გამონათქვამის შინაგანი, დაფარული აზრი.

ქვეყანა

1) დედამიწა, დედამიწის ზურგი; მსოფლიო.

2) დედამიწის მცხოვრებნი; ბევრი ადამიანი ერთობლივ. ხალხი.

3) რაიმე ადგილი, ტერიტორია.

ქვეყანათმცოდნეობა - ცალკეული ქვეყნების გეოგრაფია.

ქვეყნიერება - იგივეა, რაც ქვეყანა (მნიშვნელობა 1,2).

ქვეყნისგული (Phallus impudicus) - სოკოა ერთგვარი.

ქვეყნიური - ქვეყნისა, დედამიწისა, მიწიერი.

ქვეშ - რაიმე საგნის (ან ვისიმე) ქვევით; ძირს.

ქვეშაგები - ლეიბი, საბანი და ბალიში ერთად; ლოგინი.

ქვეშევრდომი

1) პირი, რომელიც ითვლება ამა თუ იმ სახელმწიფოს მოქალაქედ.

2) იგივეა, რაც ხელქვეითი.

ქვეშეთი

1) ცის ქვეშეთი -დედამიწა, ქვეყანა.

2) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე მთიულეთის არაგვის ხეობაში. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 31 სოფელს: არახვეთი, ბედონი, ბენიან-ბეგონი, გვიდაქე, გოგნაური, ზაქათკარი, ზემო მლეთა, იუხო, კაიშაურნი, ლაკათხევი, მანასეური, მუღურე, ნადიბაანი, ნაღვარევი, ჟოჟონი, სალაჯური, სეთურნი, სეფე, სვიანა-როსტიანი, სონჩო, უშარნი, ქვემო მლეთა, ქვეშეთი, ქოროღო, ყველანი, შარმიანი, ჩოხელნი, ციხიანი, წკერე, ხარხეთი, ჯაღმიანი.). ზღვის დონიდან -1300 მეტრი, დუშეთიდან -65 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 355 კაცი.

ქვეშეთის თემის საკრებულო - იხილე სოფელი ქვეშეთი.

ქვეში - სოფლები ბოლნისის და გორის მუნიციპალიტეტებში.

ქვეშიდან - რისამე ქვეშ რომ არის, იქიდან.

ქვეშითა - ქვეშ მყოფი, ქვეშ მოქცეული.

ქვეშ-ქვეშ - სხვის შეუმჩნევლად, ფარულად, ჩუმ-ჩუმად.

ქვეშ-ქვეშა - ჩუმი, ეშმაკი, გაიძვერა.

ქვეშხი - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშურის მარცხენა შენაკადი.

ქვეცნობიერება - ჩასახული, მაგრამ ჯერ კიდევ არასრულად გაცნობიერებული აზრი, წარმოდგენა.

ქვეცნობიერი - რაც ქვეცნობიერებაშია მოცემული.

ქვეწარმავალი (რეპტილია) - წარმომადგენელი ხერხემლიან ცხოველთა კლასისა, რომლებიც უპირატესად ხოხვით მოძრაობენ და მუცელს მიწაზე მიათრევენ (გველი, ხვლიკი, კუ, ნიანგი).

ქვეწყობა - გრამატიკაში -მარტივ წინადადებათა კავშირი, რომელშიც ერთი მთავარია, დანარჩენი კი მასზე დამოკიდებული.

ქვეწყობილი წინადადება - რთული წინადადება, რომელშიც ერთი მთავარია, დანარჩენი კი მასზე დამოკიდებული.

ქვეჯგუფი - ჯგუფის ქვეგანაყოფი.

ქვიანი

1) ქვის შემცველი.

2) სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ქვიბია - მთა და ტაფობი მარტვილის მუნიციპალიტეტში, ასხის მასივზე.

ქვით - ქვით(ა) ვართ (ხართ, არიან) -იტყვიან, როდესაც ერთმანეთისა არაფერი მართებთ, როდესაც თამაშში თანაბრად არიან (თანატოლი ქულები აქვთ), ბარიბარში არიან.

ქვითარი - ოფიციალური ხელწერილი ფულის (ან სხვა ფასეულობათა) მიღების შესახებ.

ქვითინი - უსიტყვოდ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, გულამოსკვნით ტირილი.

ქვითკირი

1) იხილე ქვიტკირი.

2) (ქვიჭირი) - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ქვითკირისწყარო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მჭადიჯვრის თემის საკრებულო), ალევის ქედის სამხრეთ დაბოლოებაზე, მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს..ზღვის დონიდან -960 მეტრი, დუშეთიდან -18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 39 კაცი.

ქვითქვითი - იგივეა, რაც ქვითინი.

ქვითხურო - იგივეა, რაც კალატოზი.

ქვილიშორი

1) მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

2) სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (წყალტუბოს თემის საკრებულო), მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის ბორცვიან მთისწინეთში. ზღვის დონიდან -240 მეტრი, წყალტუბოდან -6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1179 კაცი. სოფელში მდებარეობს ქვილიშორის მღვიმეები.

ქვირითი - თევზის კვერცხების ერთობლიობა.

ქვირითობა - ქვირითის ყრის დრო.

ქვისკართხევი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს მარჯვენა შენაკადი.

ქვისლი - ცოლის დის ქმარი.

ქვის ხანა - საზოგადოების ყველაზე ადრინდელი და ხანგრძლივი ისტორიულ-კულტურული პერიოდი, როდესაც ადამიანი იარაღს ქვის სხვადასხვა ქანისაგან, აგრეთვე ხისა და ძვლისაგან ამზადებდა.

ქვიტირი - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზაზე. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან -105 მეტრი, წყალტუბოდან -18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2973 კაცი.

ქვიტკირი - ქვა და კირი ერთად შედუღაბებული.

ქვიქვირი - იგივეა, რაც ჩიჩვირი.

ქვიშ - ქვის წვრილი ნამსხვრევები, წყლის მიერ ფხვიერ მასად ქცეული.

ქვიშამხალი - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე; იცის ქვიშიანსა და კლდოვან ადგილებში; ფოთოლი იხმარება მხლად.

ქვიშანჭალა - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

ქვიშანი დარჩებიან - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1976 წელს. დამდგმელი რეჟისორი - გიორგი შენგელაია. სცენარის ავტორები - რევაზ ინანიშვილი, გიორგი შენგელაია. დამდგმელი ოპერატორები - ალექსანდრე მღებრიშვილი, ლერი მაჩაიძე. კომპოზიტორი - ვახტანგ კუხიანიძე. მთავრ როლებში: სოფიკო ჭიაურელი, გურამ ფირცხალავა, გიორგი შენგელაია, მერაბ ელიოზაშვილი.

ქვიშარი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ქვიში

1) მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

2) მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, დოლრის მარჯვენა შენაკადი.

ქვიშიანი - ქვიშის შემცველი.

ქვიშონა

1) სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

2) სოფელ პირველი ოტობაიას ძველი სახელწოდება.

ქვიშრობი

1) იგივეა, რაც ქვიშნარი.

2) მთამადნეულის (ლითონის, მინერალის) შემცველი ფენანიადაგში.

ქვიშხეთი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ქვიშხურა - მდინარე ხაშურის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა შენაკადი.

ქვიჯა - იგივეა, რაც როდინი.

ქვლივიძე მიხეილ - პოეტი და მთარგმნელი (1925-2005 წწ).

ქვორუმი - იხილე კვორუმი.

ქვრივი - ქალი, რომელსაც ქმარი მოუკვდა ან კაცი, რომელსაც ცოლი მოუკვდა.

ქვრივიშვილი ხათუნა - სპორტსმენი (მშვილდოსნობა). ევროპის სამგზის ჩემპიონი (1990 - გუნდური, 1992 - პირადი და გუნდური) და მესამე პრიზიორი (1990 - პირადი). 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში (დაიბადა 1974 წელს).

ქვრივოხერი - უპატრონო, უმწეო ქალი.

ქვრიმა - ფეტვისნაირი კულტურული მცენარე; იკეთებს ძურწის მსგავს თაველს.

1.5 ქი

▲ზევით დაბრუნება


ქია-ქია წაღება - გაცამტვერება.

ქიაზმოდონი - ღრმა წყლის თევზების გვარი ქორჭილასნაირთა რიგისა.

ქიაჩელი ლეო (ნამდვილი სახელი და გვარი ლეონ შენგელაია) - მწერალი (1884-1963 წწ).

ქიბროწაშვილი ანზორ - მოჭიდავე (ძიუდო, 93 კგ). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1965), ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად (1962, 65) და ოთხგზის ჩემპიონი გუნდურ (1962, 63, 66, 67) პირველობაში, სამგზის მეორე (1963, 67, 69) და მესამე (1966) პრიზიორი პირად ჩათვლაში. სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში (1966, 69). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1939 წელს).

ქივქივი - კოხტა სირბილი, ხტომით სიარული.

ქიზიყი - ისტორიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, მდინარეების -ივრისა და ალაზნის -ქვემო წყლის აუზში (ახლანდელი სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები).

ქილა (არაბ.)

1) ცილინდრული ჭურჭელი.

2) რაც ასეთ ჭურჭელში ჩავა.

3) მარცვლეულის, ფქვილის საწყაო, უდრის ერთ ფუთს (იციან იმერეთსა და გურიაში).

4) იგივეა, რაც მასრა.

ქილიაზმი (ბერძნ.) - რელიგიური მოძღვრება, რომლის თანახმადაც ქვეყნის აღსასრულის წინ დედამიწაზე იქნება ათასწლიანი „ღვთის სუფევა“; დამახასიათებელია ადრეული ქრისტიანობისთვის.

ქილიასტები - ქილიაზმის მიმდევრები.

ქილიკი

1) ხუმრობა, ოხუნჯობა; დაცინვა.

2) ხუმარა, ოხუნჯი.

ქილილა და დამანა - ერთი ჩარჩოთი შემოფარგლული, ლექსნარევი პროზით დაწერილი არაკების კრებული. ყველაზე ადრინდელ წყაროდ მიიჩნევენ ახ.წ.აღ. II-IV სს ინდოეთში შექმნილ ძეგლს „პანჩატანტრას“. ქართული თარგმანი შესრულდა ჯერ კიდევ XII საუკუნეში, საბოლოო ვერსია შექმნა სულხან-საბა ორბელიანმა 1717 წელს.

ქილისი - ქალაქი თურქეთის გაზიანთეფის ვილაიეთში.

ქილიში - დირე, რომელზედაც სახლის იატაკია დაგებული.

ქილუსი (ლათ.) - რძისფერი სითხე (რძეწვენი), რომელიც მოიპოვება ნაწლავების ლიმფის სადინარებში.

ქიმერა

1) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლომისთავიანი, თხისტანიანი და დრაკონის კუდიანი ცეცხლისმფრქვეველი ურჩხული.

2) შუა საუკუნეების ევროპის ხელოვნებაში ფანტასტიკური არსების (ურჩხულის) სკულპტურული გამოსახულება.

3) (გადატანით) განუხორციელებელი ოცნება.

4) ზოოლოგიაში -ზღვის ერთგვარი ხრტილოვანი თევზი.

ქიმერული - განუხორციელებელი.

ქიმი - გამოშვერილი, წაწვეტებული ნაწილი რისამე.

ქიმია - საბუნებისმეტყველო მეცნიერება, რომელიც სწავლობს ნივთიერებათა ატომურ აგებულებას და ერთი ნივთიერების გარდაქმნას სხვა ნივთიერებად.

ქიმიათერაპია - ინფექციური დაავადების მკურნალობა ქიმიური ნივთიერებებით.

ქიმიზაცია - ქიმიის მიღწევათა ყოველმხრივი გამოყენება, ქიმიური პროცესებისა და უახლესი ქიმიური მასალების დანერგვა მეურნეობის ყველა დარგში.

ქიმიკალიები - ქიმიური წარმოების პროდუქტები, ქიმიური პრეპარატები.

ქიმიკატები - იგივეა, რაც ქიმიკალიები.

ქიმიკოსი - ქიმიის სპეციალისტი.

ქიმიური - ქიმიასთან დაკავშირებული, რასაც ქიმია სწავლობს.

ქიმუნჯი - ქიმუნჯებსა სცემს (ჰკრავს, უთავაზებს...) -მუშტებს სცემს.

ქიმუსი (ბერძნ.) - თხელი ფაფისებრი მასა ნაწლავებში. წარმოიქმნება საჭმლის მომნელებელი წვენების მოქმედების შედეგად.

ქიმწმენდა

1) ქიმიური წმენდა (ტანსაცმლისა).

2) სახელოსნო, სადაც ტანსაცმელს იღებენ ასეთი წმენდისათვის.

ქინაქინა - თეთრი ფხვნილი მწარე გემოსი; იხმარება ციებ-ცხელების სამკურნალოდ.

ალ-ქინდი აბუ იუსუფ იაკუბ იბნ ისჰაკ - არაბი ფილოსოფოსი და სწავლული (VIII საუკუნის დასასრული - 860-სა და 879-ს შორის).

ქინთი - საარყე ტიკჭორა.

ქინოლინი - ორგანული ნაერთი; მოიპოვება ქვანახშირის ფისში. გამოიყენება როგორც გოგირდის, ფოსფორის გამხსნელი და სხვა.

ქინონი - ორგანული ნაერთი არომატული რიგისა, მოოქროსფრო-ყვითელი კრისტალური ნივთიერება; ჩვეულებრივ ანილინის დაჟანგვით მიიღება.

ქინქლა - ძალიან პატარა მფრინავი მწერი; მუმლი.

ქინქლაძე გიორგი - ფეხბურთელი, ნახევარმცველი. თამაშობდა თბილისის „მრეტებში“ (1990-92), „დინამოში“ (1992-93, 94-95), „ზაარბრიუკენში“ (გერმანია, 1994), „მანჩესტერ სიტიში“ (ინგლისი, 1995-98), „აიაქსში“ (ჰოლანდია, 1998-99), „დერბი ქაუნთსა“ (ინგლისი, 1999-2003) და „ანორთოსისში“ (კვიპროსი, 2005-იდან). საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 95 მატჩი (50 გოლი). საქართველოს სამგზის ჩემპიონი (1993, 94, 95) და ორგზის თასის მფლობელი (1993, 95). საქართველოს ორგზის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1993, 96). საქართველოს ნაკრებში ითამაშა 49 მატჩი (8 გოლი) (დაიბადა 1974 წელს).

ქინქლი - იხილე გინგლი.

ქინჩი - იგივეა, რაც ქეჩო.

ქინძათი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ქინძარა (Bifora radians) - ქინძის მსგავსი სარეველა ბალახი; გავრცელებულია პურეულის ნათესებში.

ქინძი (Coriandum sativum) - მწვანილი ქოლგოსანთა ოჯახისა. ფოთოლს და თესლს ხმარობენ საჭმლის შესაკაზმად.

ქინძისთავი - ლითონის წვრილი, წვეტიანი ღერი; აქვს მრგვალი თავი; ხმარობენ რისამე დასამაგრებლად რამეზე. || ასეთი ღერი, რომელსაც ლამაზი თავი აქვს; იხმარება სამკაულად.

ქინძმარაული - წითელი ტკბილი ღვინო; აყენებენ საფერავისგან (ყვარლის მუნიციპალიტეტში).

ქინძმარი - წვრილად დაჭრილი ქინძითა და ძმრით მომზადებული საწებელი.

ქიონე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:

1) ბორეასის ქალიშვილი, პოსეიდონის საყვარელი, ევმოლპოსის დედა.

2) მეფე დედალიონის ქალიშვილი, მომღერალი ფილიმონის დედა. იგი მოკლა არტემიდემ, რადგან საკუთარ თავს არტემიდეზე ლამაზად მიიჩნევდა.

3) პრიამოსის დედა.

ქიოსი

1) კუნძული ეგეოსის ზღვაში, ეკუთვნის საბერძნეთს.

2) ქალაქი-პორტი საბერძნეთში, ამავე სახელწოდების ნომის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქირა (არაბ.) - სასყიდელი სხვის რისამე გამოყენებისთვის, რამეთი დროებით სარგებლობისათვის.

ქირაჩ-მუღანლო - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ქირიქკალე - ქალაქი თურქეთის ანკარის ვილაიეთში

ქირმანი

1) ქალაქი ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების ოსთანის ადმინისტრაციული ცენტრი (260 ათასი).

2) ისტორიული ოლქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში.

3) ქირმანის შალი -ძველებური ძვირფასი მატყლის ქსოვილი, სახეებიანი (სპარსეთის ქალაქის მიხედვით).

ქირმანშალი - იგივეა, რაც ქირმანის შალი.

ქირმანშაჰი - იხილე ბახთარანი.

ქირომანტი - პირი, რომელიც ქირომანტიას მისდევს.

ქირომანტია (ბერძნ.) - მკითხაობა ხელისგულის ხაზების მიხედვით.

ქირონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ბრძენი კენტავრი, გმირების -აქილევსის, კასტორის, პოლიდევკეს, იასონის და სხვათა მასწავლებელი.

ქირურგი - ქირურგიის სპეციალისტი, ექიმი, დასტაქარი.

ქირურგია (ბერძნ.) - მედიცინის ნაწილი, რომელიც სწავლობს დაავადებათა ოპერაციის გზით მკურნალობის მეთოდებს. დასტაქრობა.

ქირქილი

1) ნელი ქროლა ნიავისა.

2) ჩუმი სიცილი.

ქირქუქი - ქალაქი ერაყში, თამიმის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქირწინა

1) სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

2) მდინარე ცხინვალის მუნიციპალიტეტში, სერისხევის მარჯვენა შენაკადი.

ქისა (არაბ.)

1) პატარა პარკი (ტყავისა ან რაიმე ქსოვილისა) ფულის ან სხვა წვრილმანი ნივთები სთვის.

2) უხეში ქსოვილის თათმანი აბანოში ტანის გასახეხად.

ქისაქურექი ნეჯიფ ფაზილ (ნამდვილი სახელი და გვარი აჰმედ ნეჯიფი) - თურქი პოეტი (1905-1990 წწ).

ქისი - ძველი ქართული საღვინე ვაზის ჯიში; გავრცელებულია კახეთში.

ქისრიბა - მრავალწლოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა; იგივეა, რაც ძიგვა.

ქისტანი

1) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (შატილის თემის საკრებულო), მდინარე არღუნის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან -2080 მეტრი, დუშეთიდან -100 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.

2) (ქისტანისთავი) - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთა თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე არღუნის (სუნჯის მარჯვენა შენაკადი) სათავეებში. აგებულია იურული თიხაფ იქლებითა და ქვიშა ქვებით, შემოსილია ალპური მდელოს ბალახეულით (სიმაღლე-3047 მეტრი).

ქისტანისთავი - იხილე ქისტანი.

ქისტაურა - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

ქისტაური - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კალთის ძირში, ახმეტა-თელავის საავტომობილო გზაზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 9 სოფელს: არაშენდა, ახალშენი, ახშანი, ახშნისველები, ინგეთი, კოჯორი, ოსიაური, საჩალე, ქისტაური). ზღვის დონიდან -540 მეტრი, ახმეტ იდან -7 კილომეტრი, თბილისიდან -170 კმ. თელავიდან -27 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2284 ადამიანი.

ქისტები - კავკასიის ძირძველი ხალხი, განეკუთვნებიან ვაინახურ ტომებს. ძირითადად ცხოვრობენ საქართველოში, პანკისის ხეობაში. „ვეინახ“ ითარგმნება როგორც ,,ჩვენ ხალხი“. ასეთი სახელით მოიხსენიებდნენ ჩეჩენი, ინგუში და ქისტი ხალხი საკუთარ თავს სხვა მთიელი კავკასიელებისგან განსასხვავებლად. სასაუბრო ენა ქისტებისათვის ჩაჩნურ-ინგუშური ენების ქისტური დიალექტია. მჭიდრო ურთიერთობა ქართველურ და ვაინახურ ტომებს შორის ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან იწყება. უძველეს ქართულ წყაროებში ვეინახები ნახჩებად, ღლიღვებად, ძურძუკებად და დურძუკებად მოიხსენიებიან. საქართველოში, მდინარე ალაზნის ვიწრო ხეობაში ერთმანეთთან ახლოს განლაგებულია ხეობის ზემოთ დასახლებულ ქისტების სოფლები. ისინი გადმოვიდნენ კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებიდან და შეადგენენ ჩეჩნების განაყოფს. ქისტებს უკავიათ მდინარე ალაზნის გასწვრივ სამი დიდი სოფელი: დუისი, ჯოყოლო და ომალო, 60-დან 120 კომლამდე თითოეულში და სამი ახალშენი: ხოროჯა, ჩხატანა და ქართაბუდე, 6-დან 12 კომლამდე თითოეულში. ამ ეროვნების დანარჩენი ნაწილი ცხოვრობს ყოფილი თიანეთის მაზრის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მთიელთა რესპუბლიკის საზღვართან. 2002 წლის მოსახლეობის აღწერით საქართველოში ცხოვრობდა 7110 ქისტი.

ქისტური - ქისტების დამახასიათებელი, ქისტებთან დაკავშირებული.

ქიტინი (ფრანგ.) - ორგანული ნივთიერება, რომლისგანაც შედგება ფეხსახსრიანთა გარეთა, მაგარი საფარველი.

ქიტონი (ბერძნ.)

1) ძველ საბერძნეთში -მატყლის ან სელის გრძელი პერანგი (იცვამდნენ მონები, გლეხები და ახალგაზრდა ქალები).

2) საბალეტო უსახელოო ტანსაცმელი, რომაული ტუნიკის მსგავსი.

ქიულთეფე (ქულთეფე) - ადრინდელ მიწათმოქმედ ტომთა (ძვ.წ.აღ III საუკუნე) გორანამოსახლარი ეჩმიაძინთან (სომხეთი).

ქიქინეთი - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

ქიქინი

1) ბზუილი, ზუზუნი.

2) ნელა ქროლა.

ქიქოძე გერონტი - მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე (1885-1960 წწ).

ქიქოძე შალვა - მწერალი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი (1894-1921 წწ).

ქიში (სპარს.) - ჭადრაკის თამაშში -ისეთი მდგომარეობა, როდესაც მეფეს მოწინააღმდეგის რაიმე ფიგურით ან პაიკით თავდასხმა ელის.

ქიშმირი - წმინდა შალის ქსოვილი.

ქიშმიში

1) ყურძნის უწიპწო ჯიში.

2) ამ ჯიშის ყურძნის მარცვალი, შემჭკნარი და გამომშრალი.

3) იგივეა, რაც ჩამიჩი.

ქიშპი - ჯიბრი, ცილობა, მეტოქეობა.

ქიცვი - ქერცლი (თევზისა).

ქიცვკუდა - ხვლიკების გვარი აგამისებრთა ოჯახისა.

ქიცინი - კუდის ქიცინი

1) კუდის ქნევა აქეთ-იქით.

2) (გადატანით) ლაქუცი, მლიქვნელობა.

ქიცუვათნა (ქიცვათნა) - ქვეყანა ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულში, მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში, კილიკიის ზეგანზე.

ქიძინიძეები - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ქიწნისი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

1.6 ქლ

▲ზევით დაბრუნება


ქლამიდი (ქლამინდი) - ძველი ბერძნებისა და რომაელების სამოსი (მამაკაცისა) -ერთგვარი ლაბადა, რომელსაც შესაკრავი ჰქონდა მარჯვენა მხარეზე ან გულზე.

ქლამიდომონადები - მოძრავი ერთუჯრედიანი მწვანე წყალმცენარეები, გავრცელებულია პატარ-პატარა მტკნარ წყალსატევებში.

ქლამიდომონასი - მწვანე წყალმცენარეების გვარი ვოლვოქსოვანთა კლასისა.

ქლესა

1) ქიმებშემოთლილი (სათამაშო) კოჭი.

2) (გადატანით) ფლიდი, ფარისეველი.

ქლეშა - ძლიერი ხეხა (საბა).

ქლიავი (Prunus domesrtica) - საშუალო სიმაღლის ხე ვარდისებრთა ოჯახისა; იკეთებს წყვილ-წყვილად განლაგებულ ყვავილს. იკეთებს გრძელყუნწიან, კურკიან, მომჟავო-ტკბილ ნაყოფს.

ქლიბი - ნაჭდევებიანი ფოლადის ძელაკი, რომლითაც ლითონს ფხეკენ.

ქლიბულა - მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, საკალმახეღელის მარჯვენა შენაკადი.

ქლივანა - სოფლების ზემო ქლივანას და ქვემო ქლივანას გავრცელებული სახელწოდება (ცხინვალის მუნიციპალიტეტი).

ქლორატორი - აპარატი წყლის ქლორირებისათვის.

ქლორაცეტოფენონი - ძლიერი ცრემლსადენი მომწამლავი ნივთიერება.

ქლორელა (ბერძნ.) - ერთუჯრედიანი მიკროსკოპული მწვანე წყალმცენარე; უხვად შეიცავს ცილას, ცხიმებს. მრავლდება სწრაფად.

ქლორი (Cl) - ქიმიური ელემენტი, მომწვანო-მოყვითალო ფერის მახრჩობელა გაზი; იყენებენ ტექნიკაში, სანიტარიაში და სხვა. ატომური ნომერი 17, ატომური მასა 35,453. ცნობილია უძველესი დროიდან, მაგრამ პირველად მიიღო და დაწვრილებით აღწერა შვედმა ქიმიკოსმა კ. შელემ 1774 წელს.

ქლორიდა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ყვავილების ღმერთქალი, იგივე რომაული ფლორა.

ქლორიდები - ქლოროვანი მარილმჟავას მარილები.

ქლორინი - ერთგვარი ხელოვნური ბოჭკო; ამ ბოჭკოს ქსოვილი.

ქლორირება - ქლორის საშუალებით გაწმენდა, ქლორით დამუშავება, გაწმენდა.

ქლორიტები - ქლოროვანი მჟავას მარილები.

ქლოროზი (ბერძნ.)

1) სისხლნაკლებობა, ჰემოგლობინის მნიშვნელოვანი დაქვეითება სისხლის წითელ ბურთულებში; სიმწვანის სენი.

2) მცენარის დაავადება, რომლის დროსაც ფოთლები და ყლორტები კარგავენ მწვანე შეფერილობას.

ქლოროპლასტი - ქლოროფილის შემცველი მწვანე სხეულაკი მცენარეთა უჯრედების პროტოპლაზმაში.

ქლოროფილი (ბერძნ.) - საღებავი ნივთიერება (პიგმენტი), რომელიც მწვანე ფერს აძლევს მცენარის ფოთლებსა და სხვა ნაწილებს.

ქლოროფორმი - ქლორის შემცველი თავისებური სუნის მქონე აქროლადი სითხე. მედიცინაში იყენებენ დასაძინებელ საშუალებად.

ქლორპიკრინი - მომწამვლელი ნივთიერება -მწვავე სუნის მქონე უფერო სითხე, რომელიც აღიზიანებს ლორწოვან გარსს.

ქლოშინი - იგივეა, რაც ქოშინი.

ქლუხორი - სტავროპოლის ქალაქ კარაჩაევსკის სახელი 1957 წლამდე.

ქლუხორის უღელტეხილი - უღელტეხილი აფხაზეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე; აკავშირებს კოდორის და თებერდის ხეობებს.

1.7 ქმ

▲ზევით დაბრუნება


ქმარი - კაცი იმ ქალის მიმართ, რომელთანაც ქორწინებით არის დაკავშირებული.

ქმარყოფილი - ვისიმე ქმრად ნამყოფი; ნაქმრევი.

ქმედითი - შედეგის მომცემი, ეფექტური.

ქმედობა - იგივეა, რაც მოქმედება.

მერები (კამპუჩიელები) - ერი, კამპუჩიის ძირითადი მოსახლეობა, ცხოვრობენ აგრეთვე ვიეტნამსა და ტაილანდში.

ქმნილება

1) ცოცხალი არსება.

2) ვისიმე, რისამე შექმნილი, ნამოქმედარი. წარმონაქმნი.

ქმნილი

1) შექმნილი, წარმოქმნილი, გაჩენილი.

2) სხვა რადმე ქცეული; გარდაქმნილი. || ნამოქმედარი, გაკეთებული.

ქმოსტი

1) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), მდინარე როშკისწყლის (ხევსურეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან -1970 მეტრი, დუშეთიდან -74 კილო მეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.

2) იხილე ქმოსტურა.

ქმოსტურა (ქმოსტი) - ხევსურეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი.

ქმრეული - ქმრის ნათესაობა, ქმრის ახლობლები.

1.8 ქნ

▲ზევით დაბრუნება


ქნარი

1) სიმებიანი სამუსიკო საკრავი; თითების გამოკვრით აჟღერებენ.

2) ცის ჩრდილოეთი ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი; მისი ყველაზე მბრწყინავი ვარსკვლავია ვეგა.

ქნესეთი (ებრ.) - ისრაელის სახელმწიფოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანო.

ქნოღო

1) მთა ცხინვალის და ახალგორის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ხარულის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში.

2) სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

1.9 ქო

▲ზევით დაბრუნება


ქოანები - ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის ცხვირის ღრუს შიგა ხვრელები.

ქობა - ტანსაცმლის ბოლოზე შიგნიდან ირგვლივ შემოკერებული ქსოვილი.

ქობინი

1) კარვის, ეტლის კამარის და მისთანების თავზე დადგმული მოოქრული ბურთი (საბა).

2) (ქობინო) სარეცხის სასრესი იარაღი (ხისა).

3) (ქობინო) კრამიტის მოსაჭრელი ყალიბი.

ქობისაანთუბანი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

ქობულაძე სერგო - გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1909-1978 წწ).

ქობულეთი

1) ქალაქი დასავლეთ საქართველოში, აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მანძილი ბათუმიდან -29 კმ, თბილისიდან -329 კმ.

2) სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

ქობულეთის დაბლობი - დაბლობი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, შავი ზღვის პირას.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, აჭარაში. 1917 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ბათუმის მაზრაში; 1924 წლიდან გამოიყი ქობულეთის მაზრის, შემდეგ რაიონის სახელწოდებით. 1963-64 წლებში შეუერთეს ბათუმის რაიონს და იწოდებოდა ჩაქვის რაიონად. ფართობი 720 კვ.კმ. 1 ქალაქი, 2 დაბა, 47 სოფელი.

ქობულეთის ქედი - ქედი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის შტოქედი.

ქობულო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), მდინარეების აკუშოსხევისა და ლიქოკისხევის (ხევსურეთის არაგვის მარცხენა შენაკადები) წყალგამყოფის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან -1350 მეტრი, დუშეთიდან -70 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 9 კაცი.

ქოდალო - სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

ქოთანთო - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ქოთანა (Silene) - ბალახოვანი მცენარე მიხაკისებრთა ოჯახისა; იზრდება ნათესებში, მდელოებზე და ტყისპირებში.

ქოთანი

1) პირფართო, ყელგანიერი ჭურჭელი თიხისა -შეჭამანდის გასაკეთებლად.

2) თიხის ჭურჭელი ოთახის მცენარეებისთვის.

ქოთაო - ცხენის გადამდები დაავადება.

ქოთი - შფოთი, ღრიანცელი.

ქოთიში - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

ქოთქოთი - ადამიანთა გაურკვეველი ხმაური და მოძრაობა; ჩოჩქოლი, წრიალი.

ქოლაგირი - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

ქოლგა

1) წვიმისაგან და მზისაგან დასაცავი ხელში დასაჭერი დასაკეცი მოწყობილობა -ტარზე მიმაგრებულ ჩხირებზე მომრგვალოდ გადაჭიმული ქსოვილი.

2) ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1967 წელს. და მდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - მიხეილ კობახიძე. დამდგმელი ოპერატორი - ნიკოლოზ სუხიშვილი. კომპოზიტორი - მიხეილ კობახიძე. მთავარ როლებში: ჯანა პეტრაიტიტე, გია ავალიშვილი, რამაზ გიორგობიანი.

ქოლერა (ბერძნ.) - მწვავე გადამდები დაავადება; იცის პირღებინება, კუჭის აშლა.

ქოლერიკი (ლათ.) - ქოლერიკული ტემპერამენტის მქონე, ფიცხი ადამიანი.

ქოლერიკული - ფიცხი, ენერგიული (ითქმის ტემპერამენტზე).

ქოლერინა - კუჭნაწლავის მწვავე აშლილობა; პირველ დღეებში ქოლერას მოგვაგონებს.

ქოლესტერინი (ბერძნ.) - ორგანული ნივთიერება, ერთატომიანი სპირტი სტერინების ჯგუფისა. მოიპოვება ცხოველურ ორგანიზმებში.

ქოლეცისტიტი (ბერძნ.) - ნაღვლის ბუშტის ანთება.

ქოლიამბი (კოჭლი იამბი) - ანტიკური ლექსის ერთ-ერთი საზომი.

ქოლინი (ბერძნ.) - B ჯგუფის ვიტამინი, რომელიც პირველად ნაღვლიდან გამოყვეს; ხელს უშლის ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარების შედეგად გაჩენილ ღვიძლის მძიმე დაავადებებს.

ქოლობანი - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

ქოლოთი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ქომაგი (სპარს.) - მოსარჩლე, დამცველი, მფარველი.

ქომეთიანი პეტრე - ბიოქიმიკოსი, აკადემიკოსი, ნეიროქიმიური სკოლის ფუძემდებელი საქართველოში (1901-1984 წწ).

ქომიტო - მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, პირიქითის ქედზე (სიმაღლე -4261 მეტრი).

ქომ-ომბო - ქალაქი ეგვიპტის ასუანის მუჰაფაზში.

ქონა

1) იგივეა, რაც ქონება.

2) (Ranunculus chius) - ერთწლოვანი ყვითელყვავილა მცენარე ბაიასებრთა ოჯახისა; გურიასა და ზემო იმერეთში მხლად ხმარობენ.

ქონგური (სპარს.) - ქონგურები -ციხესიმაგრის გალავანზე, კოშკებზე დაშენებული დაკბილული სვეტები.

ქონდარა - დაბალი ტანისა (მცენარე).

ქონდარი (Satureja horteni) - მწვანილი ტუჩოსანთა ოჯახისა; ფოთლები საჭმლის შესაკაზმად იხმარება.

ქონადაქარი (სპარს.) - იგივეა, რაც ჯალათი.

ქონდრიომი - ქონდრიოსომების ერთობლიობა.

ქონდრიოსომები (ბერძნ.) - უჯრედის ორგანოიდების ერთ-ერთი სახეობა. აქვთ მარცვლის ან ძაფის ფორმა. მათ შემადგენლობაში შედის სხვადასხვა ფერმენტი.

ქონდრისკაცი

1) ძალიან დაბალი კაცი, ჯუჯა.

2) (გადატანით) არაკაცი, კაცუნა.

ქონდრიტი (ბერძნ.) - ხრტილის ანთება.

ქონდროლოგია - ანატომიის ნაწილი, რომელიც ხრტილებს სწავლობს.

ქონდრომა - კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შედგება ხრტილოვანი ქსოვილისაგან.

ქონება - ვისიმე საკუთრებად არსებული ნივთებისა და სხვადასხვა ფასეულობათა ერთობლიობა.

ქონებრივი - ქონებასთან დაკავშირებული, ქონებით განსაზღვრული, ნივთიერი, მატერიალური.

ქონი - ცხოველის სხეულის ცხიმი.

ქორაი ქენან ჰულუსი - თურქი მწერალი (1908-1943 წწ).

ქორალი (ლათ.) - კათოლიკეთა და პროტესტანტთა რელიგიური საგალობელი.

ქორაფი (Acer laetum) - ფოთლოვანი მაღალი ხე ნეკერჩხლისებრთა ოჯახისა.

ქორაფიანი (ქორაფოვანი) - ქორაფის შემცველი ტყე.

ქორბეღელა - ქართული ხალხური ცეკვა, წრიული აგებულების სართულიანი ფერხული. გავრცელებულია თუშეთში.

ქორბუდა - იგივეა, რაც ქორბუდიანი.

ქორბუდიანი - ხარირმის (რომელსაც დატოტვილი რქები აქვს) ეპითეტი.

ქორდა (ბერძნ.)

1) სწორი ხაზი, რომელიც აერთებს რომელიმე მრუდი ხაზის ან მრუდი ზედაპირის ორ წერტილს.

2) ზოგი ცხოველის, აგრეთვე ადამიანის ჩანასახში ხერხემლის დრეკადი, ელასტიკური ღერო.

ქორდი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ქორდიკი - ცივი მჩხვლეტავი იარაღი, დაკუთხვილპირიანი და პატარა სახელურიანი ხანჯალი.

ქორდომეტრი (ბერძნ.) - სიმის სისქის გასაზომი ხელსაწყო.

ქორე (ბერძნ.) - ლექსის ორმარცვლიანი მუხლი, რომლის ერთი მარცვალი გრძელია (ან მახვილიანი), მეორე კი -მოკლე (ან უმახვილი).

ქორეა (ბერძნ.) - ნერვული დაავადება; ახასიათებს კიდურებისა და სახის კუნთების უნებლიე და უწესრიგო მოძრაობა, რაც მხოლოდ ძილში წყდება.

ქორებრივი - იგივა, რაც ქორული.

ქორეგოსი - ძველ ათენში, ძვ.წ.აღ. V-IV საუკუნეებში მდიდარი მოქალაქე, რომელსაც სახელმწიფო აკისრებდა ამა თუ იმ საპატიო მოვალეობის.

ქორედი - შენობის ზემო სართული.

ქორევტი - ქოროს ანუ გუნდის მონაწილე ძველ ბერძნულ თეატრში.

ქორეთი

1) სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (საკობიანოს თემის საკრებულო). მდებარეობს პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან -580 მეტრი, ახმეტიდან -12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 125 ადამიანი.

2) სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ყვირილის ხეობაში. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან -610 მეტრი, საჩხერიდან -5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1942 კაცი. სოფელში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები - ორი ეკლესია. ერთი დგას ბორცვზე, როგორც ჩანს წინარექრისტიანული სალოცავის ადგილზე და მეორე - ღვთაების ეკლესია. 1945 და 1955 წელს ქორეთში გაითხარა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ორი ყორღანული სამაროვანი. აქ აღმოჩენილ ინვენტარს დიდი კავშირი აქვს მტკვარ-არაქსის კულტურასთან. სამაროვანზე მიცვალებულები იმარხებოდნენ ძვ.წ. III ათასწლეულში.

ქორეთულა - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ლუხუნის მარჯვენა შენაკადი.

ქორეისუბანი - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ტოლების თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 69 კაცი.

ქორელი - იხილე კორელი.

ქორელი (ქორიძე) მიხეილ - თეატრის რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1876-1949 წწ).

ქორენიში - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ქორეოგრაფი - ქორეოგრაფიის სპეციალისტი.

ქორეოგრაფია (ბერძნ.)

1) ცეკვის ხელოვნება; ცეკვებისა და საბალეტო სპექტაკლების დადგმის ხელოვნება.

2) (მოძველებული) ცეკვის ჩაწერა საგანგებო პირობითი ნიშნების საშუალებით.

ქორეოლოგია (ბერძნ.) - მოძღვრება ცეკვის შესახებ.

ქორეპსკოპოსი (ბერძნ.)

1) მთავარი ეპისკოპოს ის თანაშემწე.

2) უმრევლო ეპისკოპოსი.

ქორვაჭარი - ჩარჩი, გადამყიდველი.

ქორთა - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ქორი (Accipter gentilis) - მტაცებელი ფრინველი, აქვს გრძელი ბასრი ბრჭყალები, ნისკარტი -მოკლე და კაუჭა. იკვებება უპირატესად ფრინველ ებით.

ქორია - ელამი, ბრუციანი.

ქორიამბი - ანტიკურ ლექსთწყობაში -ოთხმარცვლიანი ტერფი, რომელიც შედგება ქორესა და იამბისაგან.

ქორიონი (სეროზა) - ფრინველების, ქვეწარმავლების, ძუძუმწოვრების და მათ შორის ადამიანის განვითარების ადრინდელ სტადიაზე წარმოშობილი გარეთა ჩანასახოვანი გარსი.

ქორიძე ავთანდილ - სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ). 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი (1961), სსრკ ჩემპიონატის ორგზის მეორე (1957, 60) და მესამე (1958) პრიზიორი (1935-1966 წწ).

ქორიძე ვახტანგ - ფეხბურთელი, ნახევარმცველი. თამაშობდა ბათუმის „დინამოში“ (1967-69, 1970-74), თბილისის „დინამოსა“ (1969-70, 1975-80) და ლანჩხუთის „გურიაში“ (1981). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 4 მატჩი (1 გოლი), სსრკ უმაღლეს ლიგაში - 145 (22 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და ორგზის მესამე (1976 გაზაფხული, 76 შემოდგომა) პრიზიორი. სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1976, 79) და ფინალისტი (1980) (დაიბადა 1949 წელს).

ქორიძე ფილიმონ - პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალი (ბანი), მოღვაწეობდა პეტერბურგის მარიამის თეატრსა და მილანის „ლა-სკალაში“ (1829-1911 წწ).

ქორმაისტერი (ბერძნ.) - მომღერალი გუნდის ხელმძღვანელი; ლოტბარი.

ქორო (ბერძნ.) - მომღერალთა გუნდი.

ქორობანა - საბავშვო თამაშობა, რომელშიც ერთი ბავშვი ქორია ვითომც, ერთი კრუხი და სხვები -წიწილები.

ქორონიკონი - წელთაღრიცხვის ძველი სისტემა, რომელიც მიღებული იყო ქრისტიანულ ქვეყნებში, კერძოდ, საქართველოში (781 წლიდან). ქართული ქორონიკონის ციკლი ანუ მოქცევა შეიცავდა 532 წელს.

ქოროღლი (ქოროღლუ) - ხალხური-საგმირო რომატიული დასთანი; შექმნილია XVI-XVII საუკუნეებში აზერბაიჯანში; ცნობილია სხვა 12 ვერსიაც, მათ შორის ქართულიც.

ქოროღო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), მთიულეთის ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან -1800 მეტრი, დუშეთიდან -84 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 6 კაცი.

ქორუბანი - ყოფილი სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში.

ქორული - ქორის დამახასიათებელი.

ქორფა (თურქ.) - ახალი, ნორჩი.

ქორქალი - ხმაური, ბობოქრობა.

ქორქია მიხეილ - სპორტსმენი (კალათბურთი, 196სმ), თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ (1965-79) და სსრკ ნაკრებში (1971-77). 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი (1971) და ორგზის მეორე პრიზიორი (1975, 77), სსრკ ჩემპიონი (1968) და მეორე პრიზიორი (1969), სსრკ თასის მფლობელი (1969). სპორტის დამსახურებული ოსტატი (1948-2004 წწ).

ქორქია ოთარ - სპორტსმენი (კალათბურთი, 190 სმ), თამაშობდა ქუთაისისა (1943-46) და თბილისის „ინამოში” (1947-58), იყო სსრკ ნაკრების წევრი (1947-55) და კაპიტანი (1953-55). 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი (1947, 51, 53) და მესამე პრიზიორი (1955), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1950, 53, 54), მეორე (1947) და ორგზის მესამე (1948, 52) პრიზიორი, სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1949, 50), სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე (1952) სპორტის დამსახურებული ოსტატი (1923-2005 წწ).

ქორქია როდიონ - მწერალი (1894-1984 წწ).

ქორქის ტბა - იხილე კუს ტბა.

ქორცქვიტა (Falco columbarius) - მცირე ზომის მტაცებელი ფრინველი შავარდნისებრთა ოჯახისა; იკვებება უპირატესად წვრილი ფრინველებითა და მღრღნელებით.

ქორწილი

1) ლხინი ქორწინების აღსანიშნავად.

2) ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1964 წელს. და მდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - მიხეილ კობახიძე. დამდგმელი ოპერატორი - ნიკოლოზ სუხიშვილი. კომპოზიტორი - მიხეილ კობახიძე. მთავარ როლებში: გოგი ქავთარაძე, ნანა ქავთარაძე, ეკატერინე ვერულეიშვილი.

ქორწინება - ქალ-ვაჟის შეუღლება კანონიერი გაფორმებით.

ქორჭილა (ზღვის ქორჭილა) (Serranus sciriba) - მოწითალო ფერის თევზი; გვერდებზე აქვს შავი და ცისფერი ზოლები. ბინადრობს შავ და ხმელთაშუა ზღვებში.

ქორხუხი - მდინარე ადიგენის მუნიციპალიტეტში, ოცხის მარცხენა შენაკადი.

ქოსა - ბუნებრივად უწვერულვაშო მამაკაცი. || ბუნებრივად უწვერულვაშო სახე მამაკაცისა.

ქოსალარი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

ქოსატყუილა - ქართულ ზღარებში -მატყუარა ქოსაკაცი.

ქოსელი - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

ქოსთი - ქალაქი სუდანის ცისფერი ნილოსის პროვინციაში.

ქოსი (სპარს.) - სპილენძის დოლი.

ქოსმენი (სპარს.) - ნასუქი ღორი ან ცხვარი.

ქოსოფელი - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

ქოფაკი (თურქ.)

1) დიდი, ბანჯგვლიანი ძაღლი.

2) (გადატანით) სალანძღავი სიტყვაა (უპირატესად მოხუცის მიმართ).

ქოფეთდაღი - მთათა სისტემა ირანსა და თურქმენეთში.

ქოფრულუ მეჰმედ ფუად - თურქი ფილოლოგი, პუბლიცისტი და ისტორიკოსი (1890-1966 წწ).

ქოქარალი - კუნძული არალის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში.

ქოქი - ვისიმე ქოქი გაწყდეს -წყევლაა -ვისიმე გვარი, ჯიში, ჯილაგი გაწყდეს.

ქოქ-იანდაქი - ქალაქი ყირგიზეთის ოშის ოლქში.

ქოქინი - იგივეა, რაც ქოშინი.

ქოქლო - დედაკაცის ზედა სამოსელი ჩოხასავით (იციან ხევსურეთში).

ქოქობო - იგივეა, რაც ქობა.

ქოქოლა - ქოქოლას დაყრა -ხელების თავისებური მოძრაობით დაწყევლა ან დაცინვის გამოხატვა ვინმეს მიართ.

ქოქოლეთი - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

ქოქოსი (ესპან.)

1) იგივეა, რაც ქოქოსის პალმა.

2) ქოქოსის პალმის ნაყოფი, ქოქოსის კაკალი; ინდის კაკალი.

ქოქოსის კუნძულები (კილინგი) - მარჯნის მცირე კუნძულების ჯგუფი ინდოეთის ოკეანეში, ეკუთვნის ავსტრალიას.

ქოქოსის პალმა - მაღალი პალმა, რომელსაც აქვს რგოლებიანი ტანი და ფრთისებრი ფოთლები. ისხამს მსხვილ გემრიელ ყუათიან ნაყოფს.

ქოქსაღიზი (თურქ.) - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე; მისი ფესვები შეიცავს კაუჩუკს.

ქოქშაალთაუ - ქედი ჩინეთში, ტიან-შანის სამხრეთ ნაწილში.

ქოქჩა - ქედი ავღანეთში, მდინარე ფანჯის მარცხენა შენაკადი.

ქოქჩეთაუ - ქალაქი ყაზახეთში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (145 ათასი).

ქოყო - სოფელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

ქოშაქილისი - სოფლების ზემო ქოშაქილისის და ქვემო ქოშაქილისის გავრცელებული სახელწოდება.

ქოში - ქუსლიანი, ჭვინტიანი და უქუსლო საშინაო ფეხსაცმელი.

ქოშინი - აჩქარებული და მძიმე სუნთქვა, ავადმყოფობით ან დაღლით გამოწვეული.

ქოჩადალა - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

ქოჩაკიძე ოლეგ - ფერმწერი, იხილე სამეული.

ქოჩარა - მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, სპეროზის ქედზე.

ქორქია ერვანდ - სომეხი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი; დაიბადა თბილისში (1899-1979 წწ).

ქორქია რაჩია (ნამდვილი გვარი გაბრიელიანი) - სომეხი მწერალი (1910-1965 წწ).

ქოჩები

1) მთა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.

2) ტბა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგნის ჩრდილოეთ ფერდობზე.

ქოჩორა - ქოჩრის მქონე, ქოჩრიანი.

ქოჩორი

1) მრგვლად შემოკვეცილი თმა (საბა), ადამიანის თავის ზემო ნაწილის თმა.

2) ცხოველთა შუბლის გაზრდილი ბეწვი.

3) ბუმბული ფრინველის თავზე.

4) სიმინდის მამრობითი ყვავილედი.

ქოჩოჩი - იგივეა, რაც ქოჩორი.

ქოჩრიანი - იგივეა, რაც ქოჩორა.

ქოჩულო - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

ქოცო - პატარა ქვევრი (ხუთ ჩაფამდე ტევადობისა).

ქოხი - წნელის, ალიზისა და მისთანების უბრალო ნაგებობა, ჩალით ან ისლით დახურული (ჩვეულებრივ, საცხოვრებლად). || ღარიბული სახლი.

ქოხმახები - პატარ-პატარა ღარიბული სახლები.

ქოხ-სამკითხველო - სასოფლო კლუბის ერთ-ერთი სახეობა; ფართოდ იყო გავრცელებული საბჭოთა კავშირში (საბჭოთა ხელისუფლების პირველ პერიოდში).

ქოჯათურქი ვასფი მაჰირ - თურქი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე (1907-1961 წწ).

1.10 ქრ

▲ზევით დაბრუნება


ქრამ ხუარ ბორზარდი - ირანის შაჰის პიტიახში თბილისში (IV საუკუნის 70-იანი წლები).

ქრესტომათია (ბერძნ.) - სახელმძღვანელო. რომელშიც შერჩევით არის შეტანილი ლიტერატურული ან მეცნიერული თხზულებანი ან ასეთ თხზულებათა ნაწყვეტები.

ქრთამი

1) „საცოდავი ძღვენი“ (საბა); თანამდებობის პირისათვის მოსასყიდად მირთმეული ფული ან ძღვენი.

2) საჩუქარი, გასამრჯელო რაიმე საქმის გარიგების ან რაიმე სამსახურის გაწევისათვის (იცოდნენ ფშავში).

3) საპატარძლოსათვის ფულად მისაცემი თანხა მზითევთან ერთად.

ქრთილი - შემოდგომის ქერი.

ქრიზანთემა (ბერძნ.) - დეკორატიული მცენარე, რომელიც იკეთებს კალათებად შეკრებილ სხვადასხვა შეფერილობის ყვავილებს.

ქრიზე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აპოლონის ქურუმი, ქრიზეიდას დედა, რომელმაც აპოლონის შემწეობით იმით დასაჯა მისი ქალიშვილის ხელში ჩამგდები აგამემნონი, რომ ბერძენთა ჯარს საშინელი სენი შეჰყარა.

ქრიზეიდა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აპოლონის ქურიმის, ქრიზეს ქალიშვილი, რომელიც ტროას დაცემის შემდეგ აგამემნონს შეხვდა, როგორც ომის ნადავლი.

ქრიზო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი -ნიშნავს ოქროსფერის ქონას.

ქრიზობერილი (ბერძნ.) - გამჭვირვალე ძვირფასი ქვა, ოქროსფერი ან მწვანე.

ქრიზოკოლა (ბერძნ.) - მწვანე ან ლურჯი მინერალი; წარმოიქმნება სპილენძის სხვადასხვა მადნის დაშლის შედეგად; სპილენძის მისაღები მადანია.

ქრიზოლითი (ბერძნ.) - მინერალი, გამჭვირვალე სახეობა ოლივინისა; გადაჰკრავს დამახასიათებელი ოქროსფერი, იყენებენ საიუველირო საქმეში.

ქრიზოპრაზი (ბერძნ.) - ქალცედონის ნაირსახეობა, ნიკელის მარილების მიერ შეფერადებულია მწვანედ. წარმოადგენს ნახევრად ძვირფას ქვას.

ქრიზოტილი (ბერძნ.) - აზბესტის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაირსახეობა.

ქრისიპოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პელოპისა და ფერია - აქსიოქეს ვაჟი, რომელიც მამას ჰიპოდამიასთან შეძენილ ვაჟებზე - ატრევსსა და თიესტეზე - მეტად უყვარდა. მოკლულ იქნა ნახევარძმების მიერ დედინაცვლ ის რჩევით.

ქრისოთემიდე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აგამემნონისა და კლიტემნესტრას ქალიშვილი, იფიგენიასა და ლაოდიკესდა.

ქრისტე - იხილე იესო ქრისტე.

ქრისტესბეჭედა (Sanicula europaea) - მსხვილეკლიანი მაღალი ხე პარკოსანთა ოჯახისა: იკეთებს მუქ წაბლისფერ, დიდ ბრტყელ პარკებს; იყენებენ ცოცხალ ღობედ.

ქრისტეს ვნებანი - ბიზანტიური საეკლესიო დრამატული თხზულება; შექმნილია არაუადრეს VI საუკუნისა.

ქრისტესი - სოფელ ანკარის ძველი სახელწოდება (ონის მუნიციპალიტეტი).

ქრისტესისხლა (Ghelidonium majus) - მრავალწლოვანი ბალახი ყაყაჩოსებრთა ოჯახისა; შეიცავს მონარინჯისფრო-ყვითელ წვენს. იკეთებს ქოლგის მსგავსად შეკრებილ ყვითელ ყვავილს.

ქრისტეფორე I - აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1616-24 წლებში.

ქრისტეფორე II (ერისკაცობაში ურდუბეგაშვილი) - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1633-60 წლებში.

ქრისტეფორე III (ერისკაცობაში ციცქიშვილი) - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1927-32 წლებში (1873-1932 წწ).

ქრისტიანი - ქრისტიანობის მიმდევარი.

ქრისტიანობა - რელიგია, რომელსაც საფუძვლად უდევს იესო ქრისტეს კულტი.

ქრისტიანული - ქრისტიანობასთან დაკავშირებული.

ქრისტეშობა - იგივეა, რაც შობა.

ქრისტეშობისთვე - დეკემბრის ძველქართული სახელწოდება.

ქრისტიანია - ნორვეგიის დედაქალაქი ოსლოს ძველი სახელი.

ქრისტიანობა - ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია (ბუდიზმსა და ისლამთან ერთად). აქვს სამი მიმართულება: კათოლიკობა, მართლმადიდებლობა და პროტესტანტიზმი. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში: წარმოიშვა რომის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებში ახ.წ.აღ. I საუკუნეში.

ქრისტინე - ქართული მხატვრული მუნჯი ფილმი. გადაღებულია ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. ეკრანებზე გამოვიდა 1918 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - ალექსანდრე წუწუნავა. დამდგმელი ოპერატორები - ალექსანდრე შუგერმანი, ალექსანდრე დიღმელოვი. მთავარ როლებში: ანტონინა აბელიშვილი, გიორგი ფრონისპირელი, ვასო არაბიძე, სოფიო ყიფშიძე.

ქრისტოპულოსი ათანასიოს - ბერძენი მწერალი და მეცნიერი (1772-1847 წწ).

ქრისტოფორე მიტილენელი - ბიზანტიელი პოეტი (დაახლოებით 1000-1050 წწ).

ქროლი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ბაზალეთის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან -500 მეტრი. ხარაგაულიდან -7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 93 კაცი.

ქრომალი - საერთო სახელწოდება რკინის საფუძვლის მქონე მხურვალმედეგი შენადნობებისა, რომლებიც შეიცავს 17-30% ქრომსა და 4-5% ალუმინს.

ქრომატი - ქრომის მჟავას მარილი.

ქრომატიზმი (ბერძნ.)

1) ფიზიკაში -თეთრი სხივის თვისება დაიშალოს სხვადასხვა ფერის სხივებად.

2) მუსიკაში -ხმის მელოდიის ამაღლება ან დადაბლება ნახევარტონებით.

ქრომატინი (ბერძნ.) - ქრომოსომების ნივთიერება, რომელიც მოიპოვება მცენარეული და ცხოველური უჯრედის ბირთვებში.

ქრომატული (ბერძნ.) - ფერადი, შეღებილი.

ქრომელი (ბერძნ.) - ნიკელისა და ქლორის შენადნობი; უძლებს დიდ ტემპერატურას.

ქრომი (ბერძნ.)

1) (Cr) ქიმიური ელემენტი, მყარი მოვერცხლისფრო ლითონი. იყენებენ მყარ შენადნობთა მისაღებად და ლითონის ნაკეთობის ზედაპირის დასაფარავად. ატომური ნომერი 24, ატომური მასა 51,996.

2) ერთგვარი რბილი ტყავი, რომელიც გამოყვანილია ამ ლითონის მარილებით. იყენებენ ფეხსაცმლის საპირედ.

3) ერთგვარი ყვითელი საღებავი, რომელსაც ქრომატებისაგან იღებენ.

ქრომირება

1) ქრომის ფენით დაფარვა (ლითონის ნაკეთობისა).

2) ქრომის მასალებით დამუშავება ტყავისა.

ქრომიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პრიამოსის ვაჟი.

ქრომიტი (ბერძნ.) - ქრომისა და რკინის შემცველი მინერალი; ქრომოვანი რკინაქვა.

ქრომოლითოგრაფია - სხვადასხვა ფერის გამოსახულებათა ლითოგრაფიულად ბეჭდვის ხერხი.

ქრომოსომა (ბერძნ.) - უჯრედის ბირთვის ის ნაწილი, რომელიც იღებება და ყველაზე უფრო მკაფიოდ ჩანს უჯრედის გაყოფის დროს.

ქრომოსფერო (ბერძნ.) - მზის ატმოსფეროს ერთ-ერთი ფენა წითელი ფერისა, რომელიც შედგება უამრავი პროტუბერანცისაგან.

ქრონაქსია - უმცირესი დრო, რაც საკმარისია ქსოვილის აგზნებისათვის ორმაგი ზღურბლოვანი ძალის მუდმივი დენის მოქმედებისას.

ქრონიკა (ბერძნ.)

1) მიმდინარე ცხოვრების ამსახველი ცნობების, ახალი ამბების განყოფილება (პრესაში).

2) დოკუმენტური კინოფილმი (ჩვეულებრივ მოკლემეტრაჟიანი), რომელშიც ასახულია მიმდინარე ცხოვრების მოვლენები.

3) საზოგადოებრივი მოვლენების ქრონოლოგიური ასახვა; მატიანე.

4) ლიტერატურული ნაწარმოები, რომელშიც გადმოცემულია რაიმე მოვლენათა ისტორია, თანამიმდევრობა.

ქრონიკალური - ქრონიკასთან დაკავშირებული.

ქრონიკიორი (ფრანგ.) - პრესის, რადიოს, ტელევიზიის თანამშრომელი, რომელიც აგროვებს მასალას ქრონიკისათვის.

ქრონიკული

1) რაც დიდხანს გრძელდება, ხანგრძლივი, მუდმივი.

2) ისეთი ავადმყოფი, რომელსაც განუკურნებელი სენი სჭირს.

ქრონისტი - ქრონიკების შემდგენელი.

ქრონოგრაფი (ბერძნ.)

1) დროის უმცირესი მონაკვეთების გასაზომი ან ამა თუ იმ მოვლენის დროის ცალკეული მომენტების სარეგისტრაციო ხელსაწყო.

2) ძველი წერილობითი ძეგლი, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო ისტორიის ზოგად მიმოხილვას ბიბლიური ლეგენდებისა და ბიზანტიური წყაროების გამოყენებით.

ქრონოლოგია (ბერძნ.)

1) ისტორიული მოვლენების თანამიმდევრობა დროის მიხედვით.

2) და მხმარე ისტორიული დისციპლინა, რომელიც ადგენს ისტორიული მოვლენებისა და საბუთების თარიღებს.

ქრონოლოგიური

1) ქრონოლოგიასთან დაკავშირებული.

2) დროის მიხედვით თანამიმდევრული.

ქრონომეტრაჟი (ფრანგ.) - განმეორებადი შრომითი ოპერაციების შესრულებაზე სამუშაო დროის ხარჯვის შესწავლის მეთოდი; მდგომარეობს ამ ოპერაციების ხანგრძლივობის გაზომვაში და მათი შესრულების პირობათა ანალიზში.

ქრონომეტრი (ბერძნ.)

1) გადასატანი ზუსტი საათი, იყენებენ ასტრონომიაში, ნავიგაციაში, გეოდეზიაში და სხვა.

2) ჯიბის ზუსტი საათი.

ქრონოსი - დროის განმასახიერებელი ღვთაება ძველ საბერძნეთში. ითვლებოდა ცეცხლის, ჰაერის და წყლის მშობელად. გამოსახებოდა მოხუცად, რომელსაც ხელში ცელი უჭირავს, რითაც ყველაფრის მოცელვის, მოსპობის სიმბოლიკა იქმნებოდა.

ქრონოსკოპი (ბერძნ.) - ხელსაწყო დროის უმცირესი მონაკვეთების გასაზომად (წამის ერთ მეასედამდე სიზუსტით).

ქრცვინი (Putorius putorius) - მომცრო, ძვირფასბეწვიანი ყავისფერი ან შავი ცხოველი, კვერნისებრთა ოჯახისა.

1.11 ქს

▲ზევით დაბრუნება


ქსანთი - ქალაქი საბერძნეთში, ამავე სახელწოდების ნომის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქსანთიპე (ბერძნ.) - ბერძენი ფილოსოფოსის სოკრატეს ცოლი, რომლის სახელი დარჩა ავი და აშარი ქალის მოსახსენიებელ საზოგადო სახელად.

ქსანთოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თეთრთმიანი ცხენების ეპითეტი. ასე ეწოდება აქილევსის და ჰექტორის ცხენებს „ილიადაში“.

ქსანთოფილი (ბერძნ.) - უმაღლესი მცენარეების ფოთლებში, ყვავილებში, ნაყოფსა და კვირტებში არსებული ყვითელი პიგმენტების მთავარი შემადგენელი ნაწილი.

ქსანთოფსია (ბერძნ.) - საგნების დანახვა ყვითლად; შეინიშნება პიკრინმჟავათი, ზოგი სამკურნალო პრეპარატით მოწამვლის, სიყვითლის (ზაფრანის) და ზოგი სხვა დაავადების დროს.

ქსანი

1) მდინარე ოსეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ახალგორის, კასპის და მცხეთის მუნიციპალიტეტებში. მტკვრის მარცხენა შენაკადი. სიგრძე -84 კილომეტრი, აუზის ფართობი - 885 კვ.კმ. სათავე აქვს ყელის ვულკანურზე განზე, ყელის ტბიდან, ზღვის დონიდან 2914 მეტრზე, ზემო და შუა დინებაში ვიწრო ხეობა აქვს, მუხრანის ვაკეზე - ფართო. შესართავთან კვეთს სხალტბის ქედს და ისევ ვიწრო ხეობას აჩენს. მთავარი შენაკადებია: ცხრაძმულა, ჭურთა, ალეურა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა ზამთარში. ზაფხულსა და შემოდგომაზე იცის წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის 54 %, ზაფხულზე - 20 %, შემოდგომაზე - 14 %, ზამთარზე - 12 %. ყინულნაპირისი, ძგიფი და თოში იცის ნოემბრის შუა რიცხვებიდან მარტის ბოლომდე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან -15 მ3/წმ. მყარი ნატანის საშუალო წლიური ხარჯი -6,6კგ/წმ. იყენებენ სარწყავად. მდინარე ქსანი სოფელ ქსანთ ან უერთდება მდინარე მტკვარს.

2) სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა მხარეს; რკინიგზის საადგური. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 2 სოფელს: ქსანი, ციხისძირი). ზღვის დონიდან -490 მეტრი, მცხეთიდან -30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1658 კაცი.

ქსე (აბრევიატურა) - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.

ქსელი

1) საფეიქრო დაზგაზე სიგრძივგაბმული საქსოვი ძაფები, რომლებშიც მისაქსელი ძაფი გადის გარდიგარდმო და მატერია იქსოვება.

2) ძაფი, რომელსაც გამოყოფს აბრეშუმის ჭია, ობობა და მისთანები.

3) ერთობლიობა რაიმე ტერიტორიაზე, რაიმე სივრცეში განლაგებული გზებისა, ხაზებისა.

ქსენაკისი იანის - ბერძენი კომპოზიტორი (დაიბადა 1922 წელს).

ქსენიები

1) (ბერძნ.) - თესლი ან ნაყოფი, რომელიც განსხვავდება იმავე მცენარის სხვა თესლის ან ნაყოფისგან ამა თუ იმ ნიშან-თვისებით.

2) ძველ ბერძნებსა და რომაელებში საჩუქრები, რომლებსაც მასპინძელი მიართმევდა ხოლმე სტუმრებს.

3) მოკლე ლექსები ეპიგრამებისა და აფორიზმების სახით; პირველად ასე უწოდა სუფრაზე წარმოთქმულ თავის ეპიგრამებს რომაელმა პოეტმა მარციალისმა.

ქსენოგამია (ბერძნ.) - ჯვარედინი დამტვერვა, რომლის დროსაც ერთი მცენარის ყვავილი იმტვერება სხვა მცენარის ყვავილის მტვრით.

ქსენოთი (ბერძნ.) - უცხო ქანის ნატეხი, რომელიც მოქცეულია სხვა რომელიმე ამოფრქვეული ქანის შიგნით.

ქსენოლითი - უცხო ქანის ჩანართი მაგმურ ქანში.

ქსენონი

1) (ბერძნ.) (Xe) - ქიმიური ელემენტი, ჰელიუმის ჯგუფის გაზი; იყენებენ ელექტროტექნიკაში. ატომური ნომერი 54, ატომური მასა 131,29.

2) (ბერძნ.) საავადმყოფოებში მისაღები განყოფილების ძველი სახელწოდება.

3) (ბერძნ.) ძველ საქართველოში -საავადმყოფო.

ქსენოპოლი ალექსანდრუ - რუმინელი ისტორიკოსი (1847-1920 წწ).

ქსენოპულოსი გრიგორიოს - ბერძენი მწერალი (1867-1951 წწ).

ქსენოფანე კოლოფონელი - ძველბერძენი პოეტი და ფილოსოფოსი (ძვ.წ.აღ. VI-V სს).

ქსენოფილია (ბერძნ.) - უცხოელებისა და ყოველივე უცხოურის სიყვარული.

ქსენოფონტი - ძველბერძენი ისტორიკოსი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 435-სა და 431-ს შორის - 355/354 წწ).

ქსენოფობია (ბერძნ.) - უცხოელებისა და ყოველივე უცხოურის სიძულვილი.

ქსენძი (პოლონ.) - პოლონეთში -კათოლიკე მღვდელი.

ქსეროგრაფია - ნაწერის, ნახაზის, ნაბეჭდის ფოტო გრაფიული წესით მშრალად გამრავლების წესი.

ქსეროდერმა (ბერძნ.) - პიგმენტური ქსეროდერმა - კანის თანდაყოლილი ქრონიკული დაავადება.

ქსეროზი (ბერძნ.) - კანის სიმშრალე, რომელიც გამოწვეულია კანის ქონის სეკრეციის შემცირებით.

ქსერომორფიზმი (ბერძნ.) - მცენარის აგებულების თავისებურებანი, რაც მას ხდის გვალვაგამძლედ.

ქსეროსტომია (ბერძნ.) - პირის სიმშრალე: შეინიშნება სანერწყვე ჯირკვლების დაზიანების დროს შაქრიანი დიაბეტის, ფილტვების ტუბერკულოზის და ზოგი სხვა დაავადების შედეგად.

ქსეროფილები (ბერძნ.) - მშრალი ადგილსამყოფელის მცენარეები და ცხოველები.

ქსეროფიტები (ბერძნ.) - ისეთი მცენარეები, რომლებიც უწყლო ადგილებში, უდაბნოებში ხარობენ.

ქსეროფორმი (ბერძნ.) - ყვითელი ფხვნილი, ანტისეპტიკური საშუალება; იყენებენ მალამოებში ან საფრქვევად (წყლულების, სიდამწვრის და სხვათა სამკურნალოდ).

ქსეროქსი (ინგლ.) - აპარატი, რომლის საშუალებით აცხდება ქსეროგრაფიული გადაღება.

ქსერქსე - ძველი სპარსეთის მეფე აქემენიდთა დინასტიისა (გარდაიცვალა ძველი წელთაღრიცხვის 465 წელს).

ქსეფარნუგი - იხილე ხსეფარნუგი.

ქსილემა (ბერძნ.) - მიწისზედა მცენარეების ქსოვილი, რომელიც ატარებს წყალს და მინერალურ მარილებს ფესვებიდან ფოთლებისაკენ.

ქსილისი - ქედი კასპის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოება.

ქსილისის მთა - მთა კასპის მუნიციპალიტეტში, ქსილისის ქედზე.

ქსილიტი - შაქარზე ტკბილი, უფერო ჰიგროსკოპიული კრისტალები; იყენებენ შაქრის მაგივრად დიაბეტითა და სიმსუქნით დაავადებულთათვის.

ქსილო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი -ნიშნავს ხესთან (მერქანთან), როგორც მასალასთან, დაკავშირებულს.

ქსილოგრაფია

1) ხის მასალაზე ამოჭრა, გრავირება.

2) ხეზე გაკეთებული გრავიურა; ასეთი გრავიურის ანაბეჭდი.

ქსილოლი (ბერძნ.) - ორგანული ნაერთი, ნახშირწყალბადი, რომელიც მიიღება კოქსვის დროს გამოყოფილი აირისებრი პროდუქტების დაჭერით (მოპოვებით). იყენებენ როგორც გამხსნელს. აგრეთვე ორგანული საღებრების წარმოებაში.

ქსილოლითი - ხელოვნური საშენი მასალა, რომლის შემადგენლობაშიც შედის ნახერხი, აზბესტი და სხვა; იყენებენ იატაკების, ტიხრებისა და მისთანების გასაკეთებლად.

ქსილომეტრი - ხელსაწყო არასწორი ფორმის საგნების მოცულობის გასაზომად; მისი მოქმედება დაფუძნებულია სითხეში ჩაყურსული სხეულის მიერ გამოდევნილი სითხის მოცულობის გაზომვაზე.

ქსილოფონი (ბერძნ.) - სარტყამი მუსიკალური საკრავი, შედგება გარკვეული წესით შერჩეული ხის ფირფიტებისაგან, რომლებიც ხმას გამოსცემენ კოვზის მოყვანილობის ხის პატარა ჩაქუჩების დარტყმით.

ქსირგუ მარგარიტა - ესპანელი მსახიობი ქალი (1888-1969 წწ).

ქსიფოპაგები (ბერძნ.) - განვითარების ერთ-ერთი მანკი, რომლის დროსაც ორმაგი ნაყოფი (ტყუპები) შეხორცებულია ერთმანეთთან გულმკერდის ან მისი ხმლისებური გამონაზარდის არეში.

ქსნის საერისთავო - ფეოდალური საქართველოს სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული. XV საუკუნიდან საერისთავო-სათავადო.

ქსოვილი

1) რაც ქსოვით არის დამზადებული; ნაქსოვი.

2) ნივთიერება, რომელიც წარმოადგენს ორგანიზმის უჯრედების სისტემას.

ქსოვრეთი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

ქსოვრისი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში, მუხრანის ვაკეზე, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 3 სოფელს: ვაზიანი, ვარდისუბანი, ქსოვრისი). ზღვის დონიდან -640 მეტრი, მცხეთიდან -22 კილომეტრი. 2002 წლ ის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1502 კაცი. სოფელში შემორჩენილია XVIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების კომპლექსი -რატიშვილების ციხედარბაზის ნანგრევები და პატარა ეკლესია. სოფლის განაპირას შემორჩენილია ცილინდრული კოშკი.

ქსოვრისისხევი - მდინარე მცხეთის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი.

ქსუ - შეუჩვეველი, მფრთხალი (ცხოველი, ფრინველი). || (გადატანით) მიუკარებელი (ადამიანი).

ქსუთოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ელინისა და ფერია ორსეიდას ვაჟი, რომელიც თესალიიდან ათენში გადასახლდა და ერეხთევისის ქალიშვილი - კრეუსა შეირთო ცოლად.

ქსუისი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

1.12 ქტ

▲ზევით დაბრუნება


ქტესიბიოსი ბერძენი (ალექსანდრიელი) - მექანიკოს-გამომგონებელი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. II-I საუკუნეები).

ქტესიფონი - ძველი ქალაქი მდინარე ტიგრის ნაპირზე (თანამედროვე ბაღდადის მახლობლად, ერაყში). პართიის მეფეთა - არშაკიდების (ძვ.წ.აღ. I- ახ.წ.აღ. III სს) საზამთრო რეზიდენცია.

ქტიტორი (ბერძნ.) - ეკლესიაში -მნათე.

1.13 ქუ

▲ზევით დაბრუნება


ქუბრიანთკარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭოპორტის თემის საკრებულო), მდინარე არაგვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან -620 მეტრი, დუშეთიდან -15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 161 კაცი.

ქუდაშ საიბი - ბაშკირი პოეტი (1884-1980 წწ).

ქუდბედი - იგივეა, რაც მომყოლი (მნიშვნელობა 2).

ქუდბედიანი - იტყვიან იღბლიან ადამიანზე.

ქუდი - ადამიანის თავზე დასახურავი, თავსახურავი.

ქუდმოგლეჯილი

1) ვინც ქუდი მოიგლიჯა (სწრაფად მოიხადა).

2) იგივეა, რაც თავქუდმოგლეჯილი.

ქუდმოხდით - ქუდის მოხდით.

ქუდმოხდილი

1) ვისაც ქუდი მოხდილი აქვს.

2) (გადატანით) შერცხვენილი, თავმოჭრილი.

ქუდნისლა - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთის არაგვის და ფშავის არაგვის წყალგამყოფზე.

ქუდოსანი

1) იგივეა, რაც ქუდიანი.

2) (გადატანით) ნამდვილი მამაკაცი, ვაჟკაცი.

ქუდრეთ ჯევდეთი - თურქი მწერალი (1907-1990 წწ).

ქუდუნა

1) (Draba) დაბალი მცენარე ჯვაროსანთა ოჯახისა; მეტწილად გავრცელებულია მშრალსა და კლდოვან ადგილებში.

2) (Lepidium draba) სარეველა ბალახი იმავე ოჯახისა; იკეთებს თეთრ ყვავილს; გავრცელებულია ბაღებში, ვენახებში და გზისპირებზე.

ქუდური - ვაკიანი გორა, პლატო.

ქუვეითი (ქუვეითის სახელმწიფო, არაბ. - davlaT el quveiT).
- სახელი წარმოდგება არაბული სიტყვისგან „Kut“ და ნიშნავს „ფორტს“(გამაგრებული ნაგებობა).
- სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, სპარსეთის ყურის სანაპიროზე. ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრება ერაყს, სამხრეთით -საუდის არაბეთს.
- ჰიმნი -„Al-Nasheed Al-Watani“.
დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) -1961 წლის 19 ივნისი და 1991 წლის 28 თებერვალი (ერაყისგან).
- სახელმწიფო წყობა -კონსტიტუციური მონარქია.
- სახელმწიფოს მეთუარი -ამირა.
- საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის ამირას და ერთპალატიან ეროვნულ კრებას.
- ფართობი -17 818 კვ.კმ.
- მოსახლეობა -3,1 მილიონი.
- სიმჭიდროვე -131 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა -არაბული.
- სახელმწიფო რელიგია -ისლამი.
- დედაქალაქი -ელ-ქუვეითი.
- ეროვნული ვალუტა -ქუვეითის დინარი.
- ქვეყნის კოდი - KWT.
- დროის სარტყელი -UTC +3.
- სატელეფონო კოდი -+965
- ინტერნეტ-დომენი -kw.

ქუთათელაძე ანზორ - რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1933 წელს).

ქუთათელაძე აპოლონ - ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1899-1972 წწ).

ქუთათელაძე გურამ (ხიტა) - ფერმწერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1924-1979 წწ).

ქუთათელაძე ვლადიმერ (ლადო) - გრაფიკოსი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1902-1981 წწ).

ქუთათელაძე მარლენი (კარლო) - მხატვარი, ოქრომჭედელი (დაიბადა 1929 წელს).

ქუთათელი (ქუთათელაძე) ალექსანდრე - მწერალი (1898-1982 წწ).

ქუთაისი

1) ქალაქი დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, მდინარე რიონის ორივე ნაპირზე; ცნობილია ძვ.წ.აღ. VI საუკუნიდან. ძველი კოლხიდის და იმერეთის სამეფოს დედაქალაქი XIX საუკუნემდე (240 ათასი).

2) მცირე ცთომილი №1289. აღმოაჩინა გ. ნეუიმინმა 1933 წელს.

3) ქუთაისის გუბერნია - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის გუბერნიაში; შეიქმნა 1846 წლის დეკემბერში; იყოფოდა 5 მაზრად: ახალციხის, ქუთაისის, ოზურგეთის, რაჭის და შორაპნის. 1848 წელს მის შემადგენლობაში შევიდა სამურზაყანო, 1883 წელს კი ბათუმის და სოხუმის ოკრუგები. გაუქმდა 1917 წელს.

ქუთაისის მაზრა - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში, შემდეგ საქართველოს სსრ შემადგენლობაში; გაუქმდა 1930 წელს.

ქუთაური - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ქუთაჰია - ქალაქი თურქეთში, ამავე სახელწოდების ვილაიაეთის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქუთბ-შაჰი მუჰამად ყული - ინდოელი პოეტი, გოლკონდის ქუთბ-შაჰების დინასტიის მეფე; წერდა ურდუ, სპარსულ და ტელუგუ ენებზე (XVI-XVIII საუკუნეები).

ქუთუთო - თვალის კაკლის წინა ნაწილის მოძრავი საფარი.

ქუთქუთა - პურეულის ნათესებში გავრცელებული სარეველა ბალახი, ჯვაროსანთა ოჯახისა; იკეთებს თეთრ ყვავილებს, ისხამს ბრტყელ, მომრგვალო ნაყოფს.

ქულა

1) გაპენტილი ბამბის ფთილა.

2) ახლადგამოჩეკილი ნაზბუმბულიანი (ბარტყი, წიწილა).

3) მოგების აღმნიშვნელი სათვალავი ერთეული სპორტულ თამაშში, შეჯიბრებაში.

ქულაბი - ქალაქი ტაჯიკეთში, საოლქო ცენტრი (80 ათასი)

ქულამა - მწვადად ასაგები ხორცის ნაჭერი.

ქულაჯა (თურქ.) - მამაკაცის ზედა სამოსელი ძვირფასი ქსოვილისა, ბეწვმოვლებული.

ქულბაქი

1) ბაზარი; ბაზრის დუქანი.

2) მთა ასპინძის მუნიციპალიტეტში, ერუშეთის მთიანეთზე (სიმაღლე -2821 მეტრი).

3) სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ქულექ-ბოღაზი - იხილე კილიკიის კასრი.

ქულნა - ქალაქი ბანგლადეშში.

ქუმელაურთა - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ომალოს თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარეების თუშეთის ალაზნისა და ხისოს ალაზნის შესართავის მახლობლად. ზღვის დონიდან -1760 მეტრი, ახმეტიდან -95 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში უკვე აღარავინ ცხოვრობს.

ქუმელი - მოხალული მარცვლის ფქვილი. || ასეთი ფქვილი, ცივ წყალში ასვრემილი.

ქუმერთაუ - ქალაქი რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში.

ქუმლისციხე - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

ქუმსიაშვილი ნიკოლოზ (ნიკო) - ოპერის მომღერალი (დრამატული ტენორი), საქართველოს სახალხო არტისტი (1892-1942 წწ).

ქუმუხი (კუმუხი) - დიდი პოლიტიკური გაერთიანება ძვ.წ.აღ. I ათასწლეულში აღმოსავლეთ მცირე აზიაში, მდინარე ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე.

ქუნთანი - ქედი ტაილანდში.

ქუნთრუშა - მწვავე ინფექციური დაავადება; უპირატესად ბავშვთა: ახასიათებს ყელის ტკივილი, გამონაყარი, შემდეგ კანის აქერცვლა.

ქუნქლა - იგივეა, რაც ქინქლა.

ქუნცა - სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში.

ქუნცისღელე - მდინარე ასპინძის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა შენაკადი.

ქუნჯუთი (სპარს.) - ბალახოვანი მცენარე, რომელიც ხარობს ცხელ ქვეყნებში. მისი თესლისგან იღებენ ზეთს.

ქურა (არაბ.)

1) საბერველიანი სამჭედლო კერა ლითონის გასახურებლად.

2) ღუმელი თიხის ჭურჭლის, აგურის, კრამიტის და მისთანების გამოსაწვავად.

3) ბრძმედის ქვედა ნაწილი.

4) მოწყობილობა ცეცხლის გასაჩაღებლად ან რაიმე სხვა სახით სიმხურვალის მისაღებად.

ქურანი - წაბლისფერი ცხენი.

ქურატა - ნახვრეტი სამზარეულოს ქურაზე, რაზედაც დგამენ ქვაბს და მისთანებს.

ქურაში - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ქურახანა - აგურის, კრამიტის და მისთანების გამოსაწვავი ქარხანა.

ქურდ ალი მუჰამად ფარიდ - არაბი მეცნიერი, განამანათლებელი (სირია) (1876-1953 წწ).

ქურდამირი - ქალაქი აზერბაიჯანში, მტკვარ-არაქსის დაბლობზე.

ქურდბაცაცა - წვრილმანი ქურდი.

ქურდვაჭარი (ქურდვაჭრისხევი) - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შუა საუკუნეების საქართველოში, მდინარე დებედის ხეობის უძველესი სახელწოდება; ცენტრი - გაგის ციხე.

ქურდი - დამნაშავე, რომელიც ქურდობს, იპარავს.

ქურდიანი არჩილ - საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორი (1903-1978 წწ).

ქურდიანი ზაქარია - არქიტექტორი (1909-1983 წწ).

ქურდული

1) ქურდის დამახასიათებელი.

2) (გადატანით) ფარული, მალული.

3) სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

ქურთა

1) სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

2) სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

3) მდინარე ახალგორის მუნიციპალიტეტში, ქსნის მარჯვენა შენაკადი.

4) მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ხანის წყლის მარცხენა შენაკადი.

5) მთა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე (სიმაღლე -1360 მეტრი).

ქურთები (საკუთარი სახელწოდება „კურმანჯი“ - ირანული მოდგმის ხალხი; ცხოვრობენ ირანში, თურქეთში, ერაყში, სირიაში.... ნაწილობრივ ამიერკავკასიაში.

ქურთისტანი - ისტორიული ოლქი თურქეთის, ერაყის, სირიისა და ირანის ტერიტორიებზე.

ქურთიშვილი ვლადიმერ - არქიტექტორი (1935-1996 წწ).

ქურთლარი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ქურთუკი - იგივეა, რაც კურტაკი.

ქურთული - ქურთების დამახასიათებელი, ქურთებთან დაკავშირებული.

ქურთული ენა - განეკუთვნება ირანულ ენათა და სავლურ ჯგუფს.

ქურმუხი - საქართველოს ისტორიული მხარის - ჰერეთის - ისტორიული პუნქტი (ამაჟამად აზერ ბაიჯანის ფარგლებშია).

ქურო - მანქანის ან სხვა მოწყობილობის გრძივი ნაწილების (მილის, ლილვის....) შემაერთებელი დეტალი.

ქურსი (არაბ.) - საბანგადაფარებული ტახტი, რომლის ქვეშ დგას გაღვივებული მაყალი (ფეხებს შეჰყოფდნენ ხოლმე გასათბობად.)

ქურუმები - წარმართულ კულტთა მსახურები. გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს რაიმე საქმისთვის თავდადებულ ადამიანებს.

ქურუმი

1) წარმართებში -კულტის მსახური, რომელიც ასრულებდა მსხვერპლის შეწირვის რიტუალს.

2) (გადატანით). პირი, რომელიც თავდადებით ემსახურება მეცნიერებას, ხელოვნებას.

ქურუხა - პირქუში, კუშტი, წარბშეკრული (ადამიანი).

ქურქი (თურქ.) - თბილი ზედა ჩასაცმელი ბეწვეულისა.

ქურქუმა - მცენარეთა გვარი ჯანჯაფილისებრთა ოჯახისა.

ქურჩუმელა - იგივეა, რაც შალამანდილი.

ქურციკი (Gazella subgutturosa) - ტრამალებზე მცხოვრები ჩლიქგაყოფილი ცხოველი; ჯეირანი.

ქურხული ილიკო - ქართველი მოხეტიალე მუსიკოსი (მევიოლინე, მესტვირე, მომღერალი); შემოიარა საქართველოს, რუსეთის და უკრაინის მრავალი ქალაქი, იმოგზაურა თურქეთსა და ბალკანეთში (1885-1954 წწ).

ქუსარა - ქალაქი-სახელმწიფო ძვ.წ.აღ. II ათასწლ ეულის დასაწყისში მცირე აზიაში. მდებარეობდა ახლანდელი ქიულ-თეფეს (თურქეთი) მახლობლად.

ქუსეირ-ოღლუ - შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ძეგლი ქალაქ ნახიჩევანში.

ქუსლი

1) ადამიანის ტერფის უკანა ნაწილი.

2) ფეხსაცმლის ის ნაწილი, რაშიც ფეხის ქუსლი თავსდება. || შესაბამისი ნაწილი წინდისა.

3) ფეხსაცმლის ძირზე ქუსლთან დაკერებული ტყავი (ხე ან სხვა მასალა) სიმკვიდრისა და სიმაღლისათვის.

4) ზოგი მაღალი ჭურჭლის ქვედა ნაწილი გარედან.

5) გუთნის ან კავის ნაწილი, რაზედაც სახნისია წამოცმული. ,

ქუსნო (ვერხველი) - მდინარე თიანეთის მუნიციპალიტეტში, ივრის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1985 მეტრზე (სიგრძე -20 კილომეტრი, აუზის ფართობი -88 კვ.კმ.

ქუტირი - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბ ლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე. თემის საკრებულოს ცენ ტრი (მოიცავს 3 სოფელს: გვაზაური, პატარა ჯიხაიში, ქუტირი). ზღვის დონიდან -60 მეტრი, ხონიდან -9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 856 ადამიანი.

ქუფა - ძველი ქალაქი ერაყში.

ქუფთა - იხილე გუფთა.

ქუფრი - შავი, ბნელი.

ქუქუ - იგივეა, რაც ჯიბლიბო.

ქუქუმო - ქალის ჯუბის კალთებზე შემოვლებული სხვადასხვა ფერის არშია (იციან ფშავში, თუშეთში).

ქუშანები - იმ 5 ტომის ერთ-ერთი ირანულენოვანი ტომი, რომლებიც ძვ.წ.აღ. III საუკუნეში ჰუნებმა განდევნეს მდინარე ხუანხეს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ტერიტორიიდან.

ქუში - იგივეა, რაც პირქუში.

ქუშიანი - მოღუშული, პირქუში.

ქუშიტური ენები - მიეკუთვნება სემიტურ-ქამიტურ ენათა ოჯახს; გავრცელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში (სუდანი, ერითრია, ეთიოპია).

ქუშტარა - დურგლის იარაღი -ფიცრის ნაპირის გასასწორებელი შალაშინი (რანდი).

ქუშხევი - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (არტნის თემის საკრებულო), მდინარე ივრის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან -1480 მეტრი, თიანეთიდან -16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 14 კაცი.

ქუჩექ-ხანი (მირზა ქუჩექ-ხანი) - ჯენგელიელთა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ირანში (1880/81 - 1921 წწ).

ქუჩა (სპარს.) - ქალაქებში (დაბებში....) სახლების ორ მწკრივს შორის გაყვანილი გზა.

ქუჩაბანდი (სპარს. „ქუჩის შემკვრელი, ჩამკეტავი“) - პატარა ვიწრო ქუჩა; ჩიხი.

ქუჩეჩი - იგივეა, რაც ფუჩეჩი.

ქუჩი (Festuca sulcata) - მრავალწლოვანი ბალახი მარცვლოვანთა ოჯახისა; აქვს თმისებრი ფოთლები და წვრილი ღერო ფხიანი თავთუნებით, იზრდება კლდეებზე, მშრალ ადგილებსა და საძოვრებზე; ცხვრის კარგ საკვებად ითვლება.

ქუჩიშვილი (ნამდვილი გვარი ჩხეიძე) გიორგი - მწერალი (1886-1947 წწ).

ქუჩუკაშვილი ქეთევან - მწერალი, შიო მღვიმელის ქალიშვილი (დაიბადა 1915 წელს).

ქუჩლა (ლათ. Strychnos nux-vomica) — ტანდაბალი (15 მეტრამდე სიმაღლის) ხე ლოგანიასებრთა ოჯახისა. იზრდება აზიასა და ჩრდილოეთ ავსტრალიის ტროპიკულ ტყეებში. თესლი (ძირითადად), მერქანი და ქერქი შეიცავს შხამიან ალკალოიდებს — სტრიქნინს, რომელსაც მედიცინასა და ვეტერინარიაში იყენებენ, ბრუცინს და სხვა. მისი და ბევრი მასთან ახლომდგომი სახეობის ფესვები და ნორჩი ყლორტები შეიცავს ალკალოიდს კურარინს, რომლისგანაც იღებენ ძლიერ მცენარეულ შხამს — კურარეს (სამხრეთ ამერიკის ინდიელები მრავალი საუკუნის მანძილზე ხმარობდნენ ისრების მოსაშხამად).

ქუჩური - უხამსი, უწმაწური, უშვერი.

ქუჩქუჩად - გროვად, ერთად, ჯგუფად.

ქუცი-ქუცი

1) ღორის მოსახმობი ძახილი.

2) ძაღლის მოსაფერებელი სიტყვა.

ქუცუნა (ქუცუნია) - გოჭი (ბავშვის ენაზე).

ქუხილი

1) ჭექა-გრიალი ღრუბლებში, რაც თან სდევს გაელვებას.

2) (გადატანით) დიდი, ძლიერი ხმა.

ქუჯი - ეგრისის მმართველი (ერისთავი) ფარნავაზ I-ის დროს.

ქუჰე-ბაბა (ბაბა) - ქედი ჰინდუკუშის სისტემაში (ავღანეთი).

ქუჰესტანი - მთიანი მხარე ირანში, დაშთე-ქევირისა და დაშთე-ლუთის უდაბნოებს შორის.

ქუჰირუდი - ქედი ირანში.

ქუჰზადი აჰმად ალი - ავღანელი ისტორიკოსი (1908-1990 წწ).

1.14 ქშ

▲ზევით დაბრუნება


ქშა, ქშა - იგივეა, რაც აქშა.

ქშატრიები (სანსკრ.) - ძველ ინდოეთში სამხედრო არისტოკრატია.

ქშენეკი ერნსტ - იხილე კრშენეკიე.

ქშივიცკი ლუდვიკ - პოლონელი მეცნიერი და პუბლიცისტი (1859-1941 წწ).

ქშიტინი - იგივეა, რაც ქშუტუნი.

ქშუილი

1) ეთგვარი ყრუ, გაბმული ხმა.

2) შხუილი.

ქშუტუნი - ნაწყვეტ-ნაწყვეტი ქშენა.

1.15 ქც

▲ზევით დაბრუნება


ქცევა

1) გარემო სიტუაციაზე ორგანიზმის მიზანშეწონილ რეაქციათა სისტემა; მოქმედება.

2) (ვერსია) - ზმნის კატეგორია, რომელიც გამოხატავს კუთვნილებით ურთიერთობას სუბიექტსა და ობიექტს შორის. გამოიყოფა ქცევის სამი ფორმა: საარვისო, სათავისო და სასხვისო.

3) მიწის საზომი ერთეული დასავლეთ საქართველოში, უდრის 900 კვადრატულ საჟენს (ჰექტარის 2/5-ს)

ქცეული - რაც იქცა რადმე; გარდაქმნილი.

ქცია - მდინარე ბორჯომის და წალკის მუნიციპალიტეტებში.

1.16 ქხ

▲ზევით დაბრუნება


ქხომაგისთავი - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე.

ქხომისწყალი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ანდაქის მარჯვენა შენაკადი.

2

▲ზევით დაბრუნება


- ქართული ანბანის ოცდამესამე (ძველი ქართული ანბანის ოცდამეექვსე) ასო; მისი სახელია „ღანი“. გრაფიკული სიმბოლო უკანაენისმიერი მჟღერი ნაპრალოვანი თანხმოვნისა. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა შვიდასს (700).

2.1

▲ზევით დაბრუნება


ღა - ნაწილაკი

  1. დაერთვის სიტყვას და ნიშნავს: ა) მხოლოდ; ბ) უკვე; გ) კიდევ, კვლავ.

  2. აძლიერებს იმ სიტყვის შინაარსს, რომელსაც ახლავს.

ღაბაბი (არაბ.) - ნიკაპქვეშ ჩამონაზარდი (უპირატესად სიმსუქნისაგან). || ზოგი ცხოველის (ხარის, კამეჩის...) ჩამონაზარდი ყელზე. || ქათმის ნისკარტქვეშ ბიბილოსმაგვარი ჩამონაზარდი.

ღაბაში - ფეხსაცმელში საძირეზე ჩაფენილი თხელი ტყავი, ქსოვილი და მისთანები.

ღაბუა - ზოგი ფრინველი, რომელსაც ნისკარტქვეშ, ყელზე ბლომად აქვს ბუმბული.

ღადამესი - ქალაქი-ოაზისი ლიბიაში.

ღადამი - ქართლის (იბერიის) მეფე; ვარაუდობენ, რომ მეფობდა II ან III საუკუნეში.

ღადანა - ლეონტი მროველის მიხედვით, ქართლის (იბერიის) მეფის ფარსმან ქველის მეუღლე, რომელიც მეფობდა ქართლის მე-17 მეფის ფარსმანის მცირეწლოვნობის ჟამს (ვარაუდით II-III საუკუნეების მიჯნა).

ღადარი - ნაკვერჩხლიანი ნაცარი.

ღადაღუდა - ოღროჩოღრო; ღორღიანი, ძნელად სავალი ადგილი.

ღადიში - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ღადო

  1. ზღვის ტალღა.

  2. სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

  3. მესხეთის ქედის ერთ-ერთი ძველი სახელი.

  4. იხილე ფერსათი (მთა).

ღადრიანი - რასაც ღადარი აყრია.

ღადუნი - იგივეა, რაც კატუნი.

ღადღადა - რაც ღადღადებს.

ღადღადი - ძლიერი ნათება.

ღავრი - ტექტონიკური ღრმული ისრაელში.

ღავღავი - ნაწყვეტ-ნაწყვეტი ყეფა ერთგვარი.

ღაზა - ქალაქი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, 1967 წლიდან შედიოდა ისრაელის შემადგენლობაში.

ღაზავათი (არაბ.) - „წმინდა ომი“, რომელიც, ყურანის მოთხოვნით, უნდა აწარმოონ სხვა სარწმუნოების მიმდევარ ხალხებთან მუსლიმანებმა ისლამის გავრცელების მიზნით.

ღაზალი - იხილე ყაზალი.

ალ-ღაზალი აბუ ჰამიდ მუჰამად იბნ მუჰამად - არაბი თეოლოგი და ფილოსოფოსი (1058/59-1111 წწ).

ღაზი-მაჰომედი - დაღესტნისა და ჩეჩნეთის პირველი იმამი 1828 წლიდან (1795-1832 წწ).

ღაზლი (არაბ.)

  1. მატყლის მსხვილი ძაფი.

  2. თხის ბალნის მსხვილი ხლართი.

ღაზნევიდები - თურქული წარმოშობის დინასტია, ბატონობდა შუა აღმოსავლეთში (X-XII სს).

ღაზნი - ქალაქი ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (35 ათასი).

ღაზო (არაბ.) - შურიანი ბოროტი.

ღათი - ქალაქი-ოაზისი ლიბიის უბარის მუჰაფაზში.

ღალა (არაბ.)

  1. გადასახადი მიწით სარგებლობისათვის.

  2. გამოსავალი. ბარაქა (მიწისა, ჭირნახულისა და მისთანებისა).

  3. ნაწველი; წველის ბარაქიანობა და ცხიმიანობა.

  4. თაფლისთვის საჭირო ნექტარი, რასაც ფუტკარი იღებს ყვავილიდან.

ღალატი (არაბ.)

  1. გამცემლობა, ვერაგობა, ორგულობა.

  2. სხვაზე გაცვლა, ორგულობის გამოჩენა, მოვალეობის უგულებელყოფა (მეგობრობაში, სიყვარულში...).

  3. უარყოფა, დაგმობა.

  4. ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის პიესა.

ღალდიდი - მდინარე ხონის მუნიციპალიტეტში, ოკაცეს ზემო დინება.

ღალიანობა - გამოსავლიანობა.

ღალიძგა - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.

ღალღა (Crex crex) - ჭაობის მომცრო, რუხი-მოყავისფრო ფრინველი; აქვს გრძელი და სწორი ნისკარტი.

ღამბაშიძე შალვა - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1899-1955 წწ).

ღამე

  1. დროის მონაკვეთი საღამოდან დილამდე.

  2. იგივეა, რაც ღამით.

ღამენათევი - ვინც ღამე ათია, ვინც ღამე უძილოდ გაატარა.

ღამენატეხი - იგივეა, რაც ღამენათევი.

ღამეული - რაც ღამით არის, ღამით ხდება.

ღამიან - იგივეა, რაც ღამიანად.

ღამიანად - სანამ ჯერ კიდევ ღამეა; ჯერ ისევ ღამით, გათენებამდე.

ღამით - როცა ღამეა.

ღამინდელი - რაც ღამით იყო, ღამით მოხდა.

ღამურა (Vespertilio) - პატარა მფრინავი ძუძუმწოვარი ცხოველი.

ღამღამობით - ღამის დროს; ღამეების განმავლობაში.

ღანი - ქართული ანბანის რიგით ოცდამესამე ასოს - ღ-ს სახელწოდება.

ღანირი - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს, ხონი-სამტრედიის საავტომობილო გზაზე. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 55 მეტრი, სამტრედიიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1350 კაცი.

ღანტალი - იგივეა, რაც ღანღალი.

ღანძილი (Allium ursinum) - ტყის ბალახი, აქვს ძირში გამსხვილებული ღერო და ფართო ფოთლები; ღეროს წვეროზე იკეთებს თეთრ ყვავილს; უდის ნივრის სუნი. ნორჩობაში მოხარშული და შეკაზმული იჭმება.

ღანძლისფერი - რაც ფერით ღანძილს მოგვაგონებს; მუქი მწვანე.

ღაპაღუპი - ხშირი წვეთი (საბა).

ღაჟო (Lanius) - მომცრო ფრინველი; ჯიხოლა, ჯინხვა.

ღაჟღაჟა

  1. რაც ღაჟღაჟებს.

  2. ასეთი სახის მქონე.

ღაჟღაჟი

  1. წითლად ელვარება, წითლად ბრწყინვა.

  2. იგივეა, რაც ხაშხაში.

ღარადე (ღარადელა) - იგვეა, რაც ასხმულა.

ღარაკი - პატარა ღარი.

ღარბელი - წისქვილის ღარი, რომლითაც წყალი გროვდება კოდში (იციან ზემო იმერეთში).

ღარდაია - ქალაქი ალჟირის ოაზისის ვილაიაში.

ღართა - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ღართისკარი - მშრალი ხევი მცხეთის ჩრდილოეთით, სადაც აღმოჩენილია საფორტიფიკაციო ნაგებობათა კომპლექსი.

ღარი

  1. სითხის ღია სადინარი ხისა (ან ლითონისა).

  2. გრძელი ჩაღრმავება რამეზე.

  3. სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ღარიბი (არაბ.)

  1. მცირე ქონების პატრონი, მცირე შემოსავლის მქონე; ხელმოკლე, უქონელი.

  2. ღარიბული.

  3. ცოტას შემცველი.

  4. სიღრმეს, ძალას მოკლებული; განუვითარებელი, სუსტი.

ღარიბული - ღარიბის შესაფერი; სიღარიბის მაჩვენებელი.

ღარისთავი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ღარისთვალი - გურიაში - მდინარის კალაპოტის ვიწრო და ღრმა ადგილი, სადაც წყალი დიდი სისწრაფით მიედინება.

ღარისწყალა - სოფლების ზემო ღარისწყალასა და ქვემო ღარისწყალას გავრცელებული სახელი (დუშეთის მუნიციპალიტეტი).

ღარიხევი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ბაზალეთის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 440 მეტრი. ხარაგაულიდან - 7 კილო მეტრი. 2002 წლ ის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 188 კაცი.

ღაროვანი - ღარების მქონე; ღარებიანი.

ღარტაფი - იგივეა, რაც ღელე.

ღარულა - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 27 კილომეტრი).

ღარული - ღარივით გამოყვანილი; ამოღარული.

ღარღალი - ხმამაღალი ლაპარაკი.

ღარღლი - ნაწყენობის, უკმაყოფილების გრძნობა.

ღარხიდი - იგივეა, რაც ბელღარი.

ღატაკი - მეტისმეტად ღარიბი.

ღაფანი - ქალაქი სომხეთის აღმოსავლეთ ნაწილში.

ღაფური მაჯიდ ნურღანის - ბაშკირი პოეტი (1880-1934 წწ).

ღაფუროვი აბუტალიბ - დაღესტნის (ლაკი) სახალხო პოეტი (1882-1975 წწ).

ღაფურ ღულამი (ნამდვილი გვარი ღულამოვი) - უზბეკეთის სახალხო პოეტი, აკადემიკოსი (1903-1966 წწ).

ღაფღაფი - ბოხი ხმით ყეფა.

ღაღვისწყალი - მდინარე ადიგენის მუნიციპალიტეტში. ქვაბლიანის მარცხენა შენაკადი.

ღაღადი - ხმამაღლა თქმული მოწოდება.

ღაღადისი - იგივეა, რაც ღაღადი.

ღაღანა - რასაც ღაღანი გააქვს, მოღაღანე.

ღაღანი

  1. ფერადი ციმციმი, ელვარება.

  2. დედლის თავისებური ხმიანობა კვერცხის დადების წინ.

ღაღანიძე ჯემალ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობს რუსთაველის სახელობის თეატრში (დაიბადა 1933 წელს).

ღაღვი - გიდლის (კალათის...) ჩამოსაკიდებელი კაუჭი.

ღაღი - ჭუჭყი, მწიკვლი.

ღაღურა - მდინარე ქარელის მუნიციპალიტეტში, დასავლეთის ფრონის მარცხენა შენაკადი.

ღაწვებშეფაკლული - ვისაც ღაწვები, შეფაკლული, აწითლებული აქვს.

ღაწვი - იგივეა, რაც ლოყა.

ღაწვისთავი - ღაწვის ძვლის თავი თვალს ქვემოთ.

ღაჭაღუჭი - უგვანი ღეჭვის დროს ხმის გამოცემა.

ღაჭუნი - იგივეა, რაც ღაჭაღუჭი.

ღაჯია - ცერზე წამოსაცმელი დაკბილული საკაწრავი იარაღი ლითონისა, ჩხუბში სახმარი (იცოდნენ ხევსურეთში, მთიულეთში).

2.2 ღდ

▲ზევით დაბრუნება


ღდინი (არაბ.) - ღდინის გაცლა - ძალ-ღონის გამოცლა.

ღდინძაღლი - სალანძღავი სიტყვა.

ღდუ - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ღდულეთი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

2.3 ღე

▲ზევით დაბრუნება


ღები

  1. (ღებივცეკი) მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონზე.

  2. სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ღებისწყალი - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარჯვენა შენაკადი.

ღებურა - მდინარე საჩხერისა და ჯავის მუნიციპალიტეტებში, ყვირილის მარჯვენა შენაკადი.

ღელე

  1. პატარა ხევი, პატარა მდინარე.

  2. ჩავარდნილი ადგილი მინდორზე ან მთებს შორის; ურ იყო ნაწყლევი ადგილი, მშრალი ხევი.

  3. მდინარე თავისი ნაპირებითურთ; ჭალა, ხეობა.

ღელესყური - - მდინარე ვანის მუნიციპალიტეტში, მდინარე სულორის მარცხენა შენაკადი.

ღელია - მდინარე ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ღვაღვანის მარცხენა შენაკადი.

ღელიკეთი - მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქერშავეთის მარცხენა შენაკადი.

ღელისვაკე - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), ხევსურეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ხევსურეთის არაგვის ხეობაში. ზღვის დონიდან - 2150 მეტრი, დუშეთიდან - 73 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 6 კაცი.

ღეპები

  1. ფრთის ღერო (საბა).

  2. იგივეა, რაც დოყი.

  3. მეჭეჭის მსგავსი ხორცმეტი.

ღერბი - იხილე გერბი.

ღერბიჭა - მარტოხელა ბიჭი, კაცი.

ღერი

  1. ცალი (ითქმის უპირატესად ღეროს მსგავსი საგნის შესახებ).

  2. ბეწვი (თმისა, ბალნისა...).

  3. იგივეა, რაც ღერო.

ღერო

  1. მცენარის ძირითადი ორგანო, ტანი, რომელზედაც ტოტები და ფოთლებია გამოსხმული.

  2. წაგრძელებული საგანი, რომელიც შეიძლება გაყრილი იყოს რამეში.

ღერღედი

  1. იგივეა, რაც ბატი.

  2. ბატის სიარული, ბატივითი სიარული.

ღერღეტი - იხილე ღერღედი.

ღერღილი - ძლიერ მსხვილად დაფქული მარცვლები (სიმინდი, ხორბალი და მისთანები).

ღერძი

  1. ბორბალში გაყრილი ხის ან ლითონის ღერო.

  2. ბოძებზე დამაგრებული სატანვარჯიშო რკინის ძელი.

  3. წარმოსახვითი სწორი ხაზი, რომელიც გეომეტრიულ ფიგურაში ან სხეულში გადის და რამე განსაკუთრებული თვისებით ხასიათდება.

  4. (გადატანით) რაიმე მოვლენის მთავარი ნაწილი, ძირითადი მიმართულება, რომლის ირგვლივაც იშლება ამბები, მოვლენები.

ღესქე - მწვერვალი ონის მუნიციპალიტეტში, კედელას ქედზე (3426 მეტრი).

ღეღელა - ვისაც გული გაღეღილი აქვს; ვისაც ტანსაცმელი აქვს გახსნილი.

ღეშდერი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ღეჭია - ვისაც რისამე ღეჭვა სჩვევია.

ღეჯირი (დიდი ღეჯირი) - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ღალიძგის მარჯვენა შენაკადი.

2.4 ღვ

▲ზევით დაბრუნება


ღვადა - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ღვადაახუწა (ღვადა-ახუწა) - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ღვადარაში - მთა სვანეთის ქედზე (სიმაღლე - 3750 მეტრი).

ღვალდა - ქედი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრეთი განშტოება.

ღვანანა - მდინარე ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამის მარჯვენა შენაკადი.

ღვანკითი - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ჩხარის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 150 მეტრი, თერჯოლიდან - 2 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2333 ადამიანი. სოფლის დაავლეთით დგას დედაღვთისას ეკლესია.

ღვანკითის დედაღვთისა - XII საუკუნის ქართული ზუროთმოძღვრების ძეგლი, ეკლესია. მდებარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში, სოფლის დასავლეთით, მდინარე ჩოლაბურის მარჯვენა ნაპირზე.

დედაღვთისას ეკლესია ერთნავიანი ბაზილიკაა (დაახლოებით 9X6 მ), ნაშენია თლილი ქვისა და კირისაგან. 1924-1925 წლებში მისთვის შემოუცლიათ პერანგი, წაუღიათ და მდ.ჩოლაბურის ნაპირის გასამაგრებლად გამოუყენებიათ. 2006-2008 წლებში ტაძარს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. აღდგენისას ტაძრის არქიტექტონიკისა და სიძველის კვალის შენარჩუნების მიზნით, მაქსიმალურად იქნა გამოყენებული მშენებლობაში არსებული კონსტრუქციები. ამავე მიზეზით ტაძარს შიგნიდან არ ჩაუტარდა მოპირკეთებითი სამუშაობები, გაუკეთდა ქვის კანკელი და ქვის იატაკი, დაიხურა კრამიტით. დღეს აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

ეკლესიის შესახებ არსებობს ლეგენდა: ერთხელ მდინარე ჩოლაბური ისე ადიდებულა, რომ თამარ მეფე ღვანკითის მხარეს ვეღარ გასულა. სოფლის მცხოვრებლებს სასწრაფოდ აუგიათ ეკლესია და წყლის დაკლებამდე მეფისათვის ლოცვას შედგომიან, არგვეთის მხარეს კი, ეკლესიაში, თვითონ თამარ მეფე ლოცულობდა.

ღვარდია - სოფლების ზედა ღვარდიისა და ქვედა ღვარდიის გავრცელებული სახელწოდება (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი).

ღვარები - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ღვართქაფი - დიდი ღვარი; ნიაღვარი.

ღვარი - დიდი წვიმის დროს ან თოვლის დნობისას მოვარდნილი წყალი; ნიაღვარი.

ღვარსაშვები (ღვარსადენი) - თხრილი ან გვირაბი ღვარის სადინრად.

ღვარული - მოთიბული ბალახი, ყანა, ნათიბშივე ზოლ-ზოლად დაფენილი; ნამხრევი.

ღვარცოფი - მთიდან მოვარდნილი დიდი ნიაღვარი.

ღვარძლი

  1. სარეველა ბალახი მარცვლოვანთა ოჯახისა; იცის პურეულის ნათესებში.

  2. ბოროტება, შური, სიავე.

ღვატა - იგივეა, რაც ღოტა.

ღვაღვანა - მდინარე ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ჭალის მარჯვენა შენაკადი.

ღვაშიგვერდი - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

ღვაწლი - საზოგადო, საქვეყნო საქმეებისათვის გაწეული შრომა; ამაგი.

ღვაწლმოსილი - ვისაც ღვაწლი მიუძღვის, დამსახურებული (პირი); ნაღვაწი.

ღვებალდი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ღვებრა - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ღვედი

  1. მოქნილი ტყავის მოგრძო და ვიწრო ანაჭერი.

  2. ბორბლებს შორის გადაჭიმული თასმა ან თასმისნაირი ქსოვილი მოძრაობის გადასაცემად.

  3. სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (ძეძილეთის თემი საკრებულო), მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 40 მეტრი, ხონიდან - 29 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 190 ადამიანი. სოფელში დგას შუა საუკუნეების კოშკი. სოფელში არის ბარიტის საბადო.

ღვედისწყალი - მდინარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ლესიისწყლის მარცხენა შენაკადი.

ღვედკეცი (Periploca graeca) - დაბლობის ტყეებში გავრცელებული ხვიარა მცენარე; აქვს ხეებზე მცოცავი გრძელი ღერო და პირისპირ განლაგებული ტყავისებრი ფოთლები.

ღვედრეთი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ღვედური გადაცემა - (მანქანის) მოძრაობის გადაცემა ღვედის საშუალებით.

ღვევი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

ღვეზელი

  1. ხაჭაპური, რომელსაც ჩართული აქვს მოხარშული და შებოლილი კვერცხები.

  2. საერთოდ ხორცის, ყველ-კვერცხის და მისთანების გულის მქონე ნამცხვარი.

ღველფი - ფერფლმოდებული, ნაცრიანი ნაკვერჩხალი.

ღვენთი - მდნარი წვეთი (სანთლისა, ქონისა და მისთანებისა).

ღვერთეთი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ღვერკი

  1. სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ძირულის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 400 მეტრი, ზესტაფონიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 83 ადამიანი.

  2. სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ლაშის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 400 მეტრი. ხარაგაულიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 101 კაცი.

ღვთაება - იგივეა, რაც ღმერთი.

ღვთაებრივი

  1. ღვთაების დამახასიათებელი.

  2. (გადატანით) არაჩვეულებრივი, ზებუნებრივი; მეტისმეტად კარგი, სასიამოვნო.

ღვთიანი - ღვთისნიერი, კეთილი.

ღვთივკურთხეული - ღვთისაგან კურთხეული.

ღვთისმაძიებლობა - რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა, წარმოიშვა XX საუკუნის დასაწყისში რუსეთში. მისი მიმდევრები გამოდიოდნენ ოფიციალური მართლმადიდებლობის წინააღმდეგ და ცდილობდნენ გარდაექმნათ ადამიანთა არსებობისა და სამოქალაქო ყოფის იმდროინდელი ნორმები.

ღვთისმეტყველება - საეკლესიო მოძღვრება ღმერთზე; თეოლოგია.

ღვთისმოსავი - ღვთის მოიმედე.

ღვთისმოყვარე - მორწმუნე.

ღვთისმსახურება - კულტის მსახურთა მიერ რელიგიური წესების შესრულება.

ღვთისმშენებლობა - რელიგიურ-ფილოსოფიური, ეთიკური მიმდინარეობა, წარმოიშვა XX საუკუნ ის I ათწლეულში რუსეთში; მოითხოვდნენ „სოციალისტური რელიგიის“ შექმნას და მარქსიზმთან რელიგიურ შეერთებას, ახალ პროლეტარულ რელიგიას ღვთის გარეშე.

ღვთისმშობელი

1) იესო ქრისტეს დედის, მარიამის ეპითეტი.

2) სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

3) მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

ღვთისნიერი - შემბრალე, მოწყალე, კეთილი.

ღვთიური - ღვთისაგან მომდინარე; ღვთაებრივი.

ღვია (Juniperus) - დაბალი მარადმწვანე ხე ან ბუჩქი, ზოგჯერ მიწაზე გართხმული, იზრდება მშრალ ფერდობებსა და კლდეებზე.

ღვიარა - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ღვიდისი - მთა ჯავის მუნიციპალიტეტში, გუდისის ქედზე (2915 მეტრი).

ღვივილი - იგივეა, რაც ფუილი.

ღვიზგა - მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ყვირილის მარცხენა შენაკადი.

ღვითორი

  1. სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ვაჭევის თემის საკრებულო). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ღვითორის ხეობაში. ზღვის დონიდან - 700 მეტრი, ჭიათურიდან - 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 362 კაცი.

  2. მდინარე ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ბუჯის მარცხენა შენაკადი.

ღვიიანი - სადაც ღვია ხარობს; ღვიით დაფარული ადგილი.

ღვინა - ბოლქვიანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა; იკეთებს ღვინისფრად შეფერილ ერთ ყვავილს; იზრდება ბუჩქნარებში და მშრალ ფერდობებზე.

ღვინია - ღვინისფერი საქონელი (ჩვეულებრივ იხმარება ასეთი საქონლის საკუთარ სახელად).

ღვინიანი - რაშიც ღვინო დგას ან იდგა.

ღვინიაშვილი გაბრიელ - მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1892-1961 წწ).

ღვინიაშვილი თენგიზ - მოქანდაკე (დაიბადა 1925 წელს).

ღვინიო (Russulla lilacca) - საჭმელი სოკო ერთგვარი; ქუდი ნაზი აქვს, ღვინისფერი დაჰკრავს.

ღვინის ქურდები - ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1975 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ვალერიან კვაჭაძე. სცენარის ავტორი - ელგუჯა ჟღენტი. დამდგმელი ოპერატორი - ნუგზარ რუხაძე. კომპოზიტორი - დავით თორაძე. მთავარ როლებში: კარლო საკანდელიძე, გივი ბერიკაშვილი, ზურაბ ლაფერაძე, კახი კავსაძე, გულჩინა დადიანი.

ღვინო - ყურძნის ნაწური, თავისით დადუღებული, მათრობელა სასმელი.

ღვინობისთვე - ქართული (ხალხური) სახელწოდება ოქტომბრისა.

ღვინოგადაკრული - ვინც ღვინო გადაკრა; ნასვამი, შეზარხოშებული.

ღვინომასალა - თავანკარა ღვინო, რომლისგანაც შემდეგ აყენებენ სხვადასხვა სახის ღვინოს.

ღვინჭილა - პატარა ნიჟარა; იკეთებდნენ თმაში, იბამდნენ ყელზე, ასხმულს კიდებდნენ აკვანზე.

ღვინჯილია ჯანსუღ - მწერალი, კრიტიკოსი (1940-2001 წწ).

ღვირიში - სოფლების ზედა ღვირიშისა და ქვედა ღვირიშის გავრცელებული სახელწოდება (ცაგერის მუნიციპალიტეტი).

ღვიძილი - ისეთი მდგომარეობა, როდესაც ღვიძავთ; ფხიზლად ყოფნა.

ღვიძასოკო - სოკო აბედა-სოკოების ჯგუფისა.

ღვიძლი

  1. ადამიანისა და ცხოველის ყველაზე დიდი საჭმლის მომნელებელი ჯირკვალი, რომელიც ნაღველს გამოიმუშავებს.

  2. (გადატანით) სისხლით ნათესავი, ალალი, ძალიან ახლობელი.

ღვლარჭნილი - დახლართული, ბუნდოვანი; მძიმე (სტილი და მისთანები).

ღვლევი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

ღვლერჭი - დაგრეხილი წნელი.

ღვლიაპი - ტიტველი ბარტყი.

ღვლიპი (ღვლიპინა) - შიშველ-ტიტველი.

ღვრია

  1. სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

  2. მდინარე ცხინვალის მუნიციპალიტეტში, პატარა ლიახვის მარჯვენა შენაკადი.

ღვრიაწყალი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ღვრინჭილა - იგივეა, რაც ღვინჭილა.

ღვრიჭინა - ძალიან კარგად დაბანილი.

2.5 ღი

▲ზევით დაბრუნება


ღია

  1. რაც დახურული, დაკეტილი არ არის.

  2. გვერდებგახსნილი ან თავახდილი (ნაგებობა).

  3. გაშიშველებული, დაუფარავი (მკერდი, კისერი...).

  4. რაც მუშაობს, საქმიანობას აწარმოებს; რაც დაკეტილი არ არის.

  5. ნათელი, არამუქი, ბაცი.

ღივი - თესლიდან ახლად გამოსული მცენარე განვითარების პირველ ფაზაში; ღოჯი.

ღივღივი - მრავალხმიანი, ყურთასმენის წამღები ხმაურობა.

ღილაკი - ელექტროდენის ჩამრთველი (თითის დასაჭერი) მოწყობილობა.

ღილზაი - ავღანტომთა ერთ-ერთი დიდი ჯგუფი.

ღილი - ფირფიტა (ჩვეულებრივ მრგვალი) ტანსაცმლის შესაკრავად.

ღილ-კილო - აბრეშუმის გრეხილის ნაკვანძი პატარა ღილი.

ღიმი

  1. იგივეა, რაც ღიმილი.

  2. ორწლოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა, აქვს გამსხვილებული ფესვი; იჭმება. გვხვდება მეტწილად მთიანეთში (ნათესებსა და ნაჩხატებში).

ღიმილი - „სიცილი... უხმო, ბაგეთა ოდნავ შეეტყობოდეს“ (საბა). სიცილის, განწყობილების (ან სხვა რაიმე გრძნობის, სიამოვნების) გამომხატველი გამომეტყველება.

ღიმილის ბიჭები - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1969 წელს. დამდგმელი რეჟისორი - რეზო ჩხეიძე. სცენარის ავტორი - სულიკო ჟღენტი. დამდგმელი ოპერატორი - არჩილ ფილიპაშვილი. კომპოზიტორი - სულხან ცინცაძე. მთავარ როლებში: ლეილა ყიფიანი (ნათელა), კახა ქორიძე (თემური), გოჩა ლომაია (ბოლოკა), თამაზ თოლორაია (ლევანი), მიხო ბორაშვილი (ბაადური), ნუგზარ ბაგრატიონი, თეიმურაზ ბაბლუანი, ბიძინა ჩხეიძე, ზურაბ ქაფიანიძე, თამარ თვალიაშვილი, შალვა ხერხეულიძე, გრიგოლ კოსტავა, ვახტანგ ნინუა.

ღინკილა - ტანსაცმლის გასაწყობად ხმარებული პატარა ბიჟარა (იცოდნენ ფშავში).

ღინტლიანი - უხეირო, გლახაკი.

ღინტური - სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

ღინღლი

  1. ფრინველის სხეულზე (მეტწილად ფრთების ქვეშ, მუცელზე) ამოსული ნაზი ბეწვი, ბუსუსი.

  2. ახლად ამოსული წვერ-ულავაში, გინგლი. || აქა-იქ შემორჩენილი თითო-ოროლა ბეწვი (თმისა, წვერისა).

ღინღლოვანი - ღინღლისაგან შემდგარი.

ღინცილი - უშნო, უწესო სიცილი.

ღიობი - ღიად დატოვებული სივრცე, ნაგებობა.

ღინჭილა - იგივეა, რაც ღვინჭილა.

ღიპი - დიდი, გაბერილი მუცელი.

ღიჟღიჟი - ჟრიამული, ჟივილ-ხივილი.

ღირებულება

  1. საქონელში განივთებული შრომა.

  2. ფულით გამოხატული ფასი.

  3. მნიშვნელობა, ხარისხი.

ღირებული - რაც ღირს რადმე, ამა თუ იმ ფასის მქონე.

ღირსება

  1. დადებითი თვისება.

  2. მაღალი მორალური, ადამიანური ღირებულება.

ღირსეული

  1. ღირსების მქონე.

  2. რაც (ვინც) დამსახურების მიხედვით ეკუთვნის ვისმე, რასმე; შესატყვისი, შესაფერი, მართებული.

ღირსი - რაც, ვინც ვისიმე რისამე შესაფერია, რასაც ვინმე, რამე იმსახურებს; შესაფერი, დამსახურებული, საკადრისი.

ღირსსაცნობი - რის ცოდნაც, გაგებაც ღირს.

ღირსსახსენებელი - ვინც, რაც პატივისცემით, კრძალვით ხსენების ღირსია; საინტერესო, საგულისხმო.

ღირსსახსოვარი - რაც, ვინც ხსოვნის ღირსია.

ღირსშესანიშნავი - ყურადღების მიქცევის ღირსი; განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ღირსშესანიშნაობა - ადგილი, ნაგებობა, რაიმე საგანი და სხვა, რომელიც თავისი თვისებით, ღირსებით განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

ღირღიტი

  1. დაჟინებით ცქერა, თვალთვალი და ლოდინი.

  2. ჭრიალი, ღრიჭინი.

ღიტინი - კანზე მსუბუქი შეხების შედეგად ნერვული გაღიზიანება; ღუტუნი.

ღიტი-ღიტი - შეღიტინებისას გასაღიზიანებლად სათქმელი.

ღიღველი (ღიღველა) - შეუბუმბლავი, ტიტველი (ფრინველი...).

ღიღილო (Centaurea depressa) - ერთწლოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა; იკეთებს კალათებად შეკრებილ ლურჯ ყვავილებს, იზრდება ყანებში.

ღიღინი - დაბალი, საამო ხმით მღერა.

ღიცღიცი

  1. ლაზღანდარობა და უგვანო სიცილი.

  2. იგივეა, რაც ღორღალი.

ღიჭა (Sonchus) - ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა; აქვს დანაკვთული ფოთლები; იკეთებს კალათებად შეკრებილ ყვითელ ყვავილებს, ნორჩი ფოთლები მხლად იხმარება.

ღიჭი - იგივეა, რაც ეკალღიჭი.

ღიჭიანი - ღიჭით დაფარული ადგილი.

ღიჭინი - იგივეა, რაც ღიჯინი.

ღიჯინი - თავმომაბეზრებელი თხოვნა, ხვეწნა.

ღიჯღიჯი - უთავბოლო, უსაგნო სიცილი და ლაპარაკი.

2.6 ღლ

▲ზევით დაბრუნება


ღლაბუტა (ლოტა) - პატარა ლოქო.

ღლაბუცი - ლაზღანდარობა; ბღლაძუნი.

ღლავი - იგივეა, რაც ლოქო.

ღლანჭია - წვრილი, გამხდარი, მჭლე.

ღლაპი

  1. ახლად გამოჩეკილი, შეუბუმბლავი ბარტყი.

  2. ზოგი ძუძუმწოვარი ცხოველი (მაგალითად, თაგვის) ახალშობილი ნაშიერი.

  3. (გადატანით) ჩვილი, პატარა ბავშვი.

ღლონტი ალექსანდრე - ენათმეცნიერი, ფოლკლორისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1912 - ).

ღლონტი ფელიქს - კომპოზიტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (დაიბადა 1927 წელს).

ღლოფო - დიდი წვიმა, თავსხმა.

2.7 ღმ

▲ზევით დაბრუნება


ღმერთგამწყრალი - უღვთო, უგულო.

ღმერთი - უზენაესი ძალის მქონე ზებუნებრივი ძალა, რომელსაც სამყაროს შექმნა და განგება მიეწერება.

ღმერთკაცი - ღმერთთან გათანაბრებული ადამიანი. || (გადატანით) დიდი ძალის მქონე ადამიანი; სიკეთით სავსე ადამიანი.

ღმერთმანი - ფიცია ერთგვარი; იტყვიან, როცა უნდათ ვინმე დაარწმუნონ საკუთარ სიმართლეში.

ღმერთქალი - იგივეა, რაც ქალღმერთი.

ღმეჭია - ვისაც ღმეჭა სჩვევია.

ღმუილი - გაბმული ხმიანობა (მგლისა, ვეფხვისა და მისთანებისა).

2.8 ღნ

▲ზევით დაბრუნება


ღნავი - ძუძუმწოვარა ცხოველი მღრღნელების რიგისა.

ღნავილი - სუსტი ხმით უილაჯოდ კნავილი ან ტირილი.

ღნიოში - ფინთი (საბა).

ღნობა - ოდნავ გახმობა; შეჭკნობა (თამბაქოს, ჩაის... ფოთლისა).

2.9

▲ზევით დაბრუნება


ღობე - წნელით, ფიცრით და მისთანებით შემოვლებული ზღუდე ეზოს, რაიმე მიწის ნაკვეთის გარშემო.

ღობემძვრალა (Troglidites troglod tes) - რუხი ფერის პატარა ჩიტი, ბეღურის მსგავსი; ჭინჭრაქა.

ღობე-ყორე - ღობე-ყორე მოდება - უაზროდ, უთავბოლოდ მოქმედება.

ღობი - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

ღობიარები - სამცხე-ჯავახეთის დიდებულთა საგვარეულო XIII-XIV საუკუნეებში.

ღობისძირა (Polygonum dumetorum) - ერთწლოვანი ხვიარა მცენარე მატიტელასებრთა ოჯახისა; იკეთებს პატარა, უფერულ ყვავილებს; ისხამს სამწახნაგოვან შავ ნაყოფს; იზრდება ღობის ძირებში, ზოგჯერ ნათესებში.

ღობიშური - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარცხენა შენაკადი.

ღობურა - რაიმე ხელოვნური დაბრკოლება მოძრაობის შესაჩერებლად.

ღობური სადღეგრძელო - თანმიმდევრობით დღეგრძელება (ერთიმეორის გვერდით მსხდომთა).

ღოდორა - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალოვანის თემის საკრებულო). მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 750 მეტრი, საჩხერიდან - 41 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 197 კაცი.

ღოდორულა - მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ძირულის მარცხენა შენაკადი.

ღოლო (Rumex erispus) - მრავალწლოვანი მცენარე მატიტელასებრთა ოჯახისა; იზრდება ნათესებში, ვენახებსა და ბაღებში; იჭმება.

ღოლოვანი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

ღოლომჟავა - მრავალწლოვანი მცენარე მატიტელ ასებრთა ოჯახისა; აქვს მომჟავო გემოს ფოთლები; იჭმება.

ღოლოშმაგა - ღოლოს მსგავსი ბალახოვანი მცენარე; იზრდება ტყის პირებში, მინდვრებში; არ იჭმება.

ღომა

  1. იგივეა, რაც კვირჩხლა.

  2. იგივეა, რაც ციმორი.

ღომი (Sataria italica ssp. maxima)

  1. პურეული მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა; აქვს თავთავებად შეკრული მომრგვალო, წვრილი მარცვლები.

  2. ამ მცენარის მარცვალი.

  3. ამ მცენარის მარცვლისაგან ან სიმინდის ღერღილისა და ფქვილისაგან დამზადებული სქელი ფაფის მსგავსი საჭმელი; ეწევა პურის მაგივრობას.

ღომისღომი - ღომის მარცვლისაგან (და არა სიმინდის ღერღილისგან) დამზადებული ღომი.

ღონა - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 500 მეტრი, საჩხერიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 796 კაცი.

ღონე

  1. ცოცხალი ორგანიზმის ფიზიკური მოქმედების უნარი, კუნთების მოქმედების ძალა, ენერგია.

  2. ხერხი, საშუალება.

ღონეიმი მუჰამად ზაქარია - არაბი მეცნიერი, ეგვიპტოლოგი და არქეოლოგი (ეგვიპტე) (1910-1959 წწ).

ღონემიხდილი - ვისაც, რასაც ღონე აქვს წართმეული.

ღონემოცემული - მოღონიერებული.

ღონიერი

  1. დიდი ღონის მქონე; ძლიერი. || რაშიც ღონე აქვთ; რაც ღონით გამოირჩევა.

  2. (გადატანით) ნაყოფიერი, ნოყიერი (ნიადაგი).

  3. (გადატანით) შეძლებული, მდიდარი, დოვლათიანი.

ღონისღონე - ყველა ღონეზე დიდი ღონე.

ღონისძიება

  1. ორგანიზებული მოქმედება ან მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია რისამე განხორციელება.

  2. საშუალება, სახსარი.

ღონღილი - უძლურად სიარული.

ღორაობა - საბავშვო თამაში - ერთი მოთამაშე ხელ-ჯოხით კოჭურის („ღორის“) ჩაგდებას ცდილობს ორმოში („ბინაში“, „საღორეში“), დანარჩენები ხელს უშლიან.

ღორექეთი - ქედი ხულოს მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის სამხრეთი განშტოება.

ღორეშა - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე კვადაურის (ძირულის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 440 მეტრი. ხარაგაულიდან - 33 კილომეტრი. 2002 წლ ის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1016 კაცი.

ღორი

  1. წყვილჩლიქიანი, მოკლეფეხებიანი და დინგიანი ძუძუმწოვარი ცხოველი. მის შინაურ სახეობას აშენებენ ხორცის, ცხიმის, ტყავის და ჯაგრისათვის.

  2. (გადატანით, ლანძღვა) გაუმაძღარი, ღორმუცელა. || მდაბალი, უსინდისო (ადამიანი).

ღორისბირკა (Xanthium strumarium) - ერთწლოვანი სარეველა მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა; ისხამს მსხვილი კაუჭებით მოფენილ „ნაყოფს“.

ღორისნამკალი - მთა ხაშურის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოება.

ღორისქადა - რძიანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა. იკეთებს ყვითელ ყვავილს; იხმარება ცხოველთა, განსაკუთრებით ღორის საკვებად.

ღორიქაჩა - შემოკრული ღვლერჭის, მავთულის და მისთანების მაგრად მოსაჭერ-გადასაგრეხად გაყრილი კეტი.

ღორიხვა (Gavia) - გარეული იხვის მსგავსი წყლის ფრინველი.

ღორმუცელა - ვინც (რაც) ძალიან ბევრს ჭამს; გაუმაძღარი, ხარბი.

ღორობა - (გადატანით) გაუმაძღრობა, ღორმუცელობა. || სულმდაბალი საქციელი; უსინდისობა.

ღოროტოტო - საყვირისმაგვარი ჩასაბერი საკრავი.

ღორტავი (ღორტავა) - წყლის პატარა ცხოველი კიბოსნაირთა რიგისა.

ღორტევი (უფრო სწორია ორტევი) - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ღორტუსაღი - ტუსაღი, რომელიც გარეთ დადის და ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

ღორული - ღორის შესაფერი (ითქმის ადამიანის დასახასიათებლად).

ღორქლიავა - ქლიავის ერთ-ერთი ჯიში; აქვს მსხვილი ნაყოფი.

ღორღალი

  1. გაურკვეველი ხმაურობა; ღრიანცელი, ჩოჩქოლი.

  2. უმიზნოდ სიარული, ხეტიალი.

ღორღი - დამსხვრეული ქვა (ერთად დაყრილი).

ღორძე - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

ღორ-ხბო - ნახირიდან გამოყოფილი წვრილფეხა საქონელი (ღორი, ხბო, თხა).

ღორჯო - პატარა მსხილთავიანი მოშავო ფერის თევზი.

ღორჯომელაძეები - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

ღორჯომი - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

ღორჯომისწყალი (საციხური) - მდინარე ხულოს მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 13,4 კილომეტრი).

ღოტა - ერთგვარი პატარა თევზი.

ღოუბანი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

ღოღეთი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

ღოღიალი

  1. ნელი, ძლივძლივობით სიარული.

  2. (გადატანით) უაზროდ, უთავბოლოდ სიარული; წოწიალი.

ღოღნოშო (ღოღნაშო) (Prunus insititia) - კურკოვანი ხეხილი ვარდისებრთა ოჯახისა; ისხამს მრგვალ, მოლურჯო-შავ, ტკბილხორციან ნაყოფს.

ღოღო - იგივეა, რაც ზაქი.

ღოღობერიძე ავთანდილ - ფეხბურთელი (თავდამსხმელი, ნახევარმცველი). თამაშობდა სოხუმის „პიშჩევიკში“ (1939), სოხუმის „დინამოსა“ (1940-41) და თბილისის „დინამოში“ (1943-61). სსრკ ნაკრებში ითამაშა 3 მატჩი (1 გოლი), სსრკ უმაღლეს ლიგაში - 341 (127 გოლი). თბილისის „დინამოს“ რეკორდსმენი სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩატარებული მატჩებისა და გოლების მიხედვით. სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე (1951, 53) და ოთხგზის მესამე (1946, 47, 50, 59) პრიზიორი. სსრკ თასის გათამაშების ორგზის ფინალისტი (1946, 60). სსრკ ჩემპიონატების ორგზის საუკეთესო ბომბარდირი (1951, 54). სპორტის დამსახურებული ოსტატი (1922-1980 წწ).

ღოღობერიძე ლანა - კინორეჟისორი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1928 წელს).

ღოღბერიძე-ლუნდბერგი ელენე - მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე (1897-1978 წწ).

ღოღური - მდინარე ქართლში, ფრონის შენაკადი.

ღოჯე - ერთმანეთში ჩაჭედილფიცრებიანი შენობის კუთხე გარედან.

ღოჯი

  1. იგივეა, რაც ეშვი.

  2. (გადატანით) დიდი, უშნო, წინ წამოშვერილი კბილი.

  3. მრ. რიცხვში - ღოჯები - მიწის ზემოთ გამოტანილი ფესვები.

  4. იგივეა, რაც ღივი.

  5. ფოლადის ბრტყელპირიანი სოლი ლითონისა და ქვების დასამუშავებლად.

ღოჯური - საჭიდაო ფანდი, როცა მოჭიდავე მოწინააღმდეგეს წინიდან ან უკანიდან ორივე ხელს მჭიდროდ შემოარტყამს, შემოაჭდობს.

2.10 ღრ

▲ზევით დაბრუნება


ღრადო - იხილე ღრანტე.

ღრაკნილი - გრეხილი, დაღრეცილი, მიკლაკნილ-მოკლაკნილი.

ღრამულა - მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ჯეჯორის მარცხენა შენაკადი.

ღრანტე - ღრმა და ვიწრო ხევი, ხრამი.

ღრანჭი - ქვედა ყბა.

ღრაჭა - მცენარეული მავნებელი ხოჭო; არსებობს რამდენიმე სახეობა.

ღრაჭაღრუჭი - ძლიერი ღრაჭუნი (ნაწყვეტ-ნაწყვეტად).

ღრაჭუნი - რაიმე მაგრის ერთმანეთზე დაჭერითა და გასმით გამოწვეული ხმა.

ღრე - დიდად და გრძლად ჩაღრმავებული ადგილი.

ღრელი - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

ღრეობა - დიდი ქეიფი, დროს ტარება; ნადიმი.

ღრენია - რამაც ღრენა იცის.

ღრეჩო

  1. ვიწრო და გრძელი ჭუჭრუტანა.

  2. ვიწრო შუალედი მანქანის, მექანიზმის ნაწილებს შორის.

ღრეჭია - ვინც მუდამ იღრიჭება.

ღრიალი - გაბმული ხმამაღალი ხმიანობა (ზოგი ნადირის ან შინაური ცხოველისა). || (გადატანით) ხმამაღლა ტირილი; ბღავილი.

ღრიანკალი (ღრიანკელი) - იგივეა, რაც მორიელი.

ღრიანკელი - კლდოვანი ვიწრო და ღრმა ხეობა.

ღრიანცელი - ერთად შეკრებილი მრავალი ადმიანის ერთდროული ლაპარაკი; ყაყანი, დიდი ხმაურობა.

ღრიანჭველა - ორწლოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა; აქვს მაღალი ღერო და ვიწრო ნაწილებად დანაკვთული ფოთლები. ისხამს ეკლებით მოფენილ ნაყოფს; იზრდება მშრალ კლდოვან ადგილებსა და ბუჩქნარებში.

ღრინჭოლა - იგივეა, რაც ჭყიმი.

ღრიტინი

  1. გაბმული, უსიამოვნო ხმიანობა (წისქვილისა, გუთნისა...).

  2. (გადატანით) მომაბეზრებელი ხვეწნა, მუდარა.

ღრიჭინა - მთის პატარა, დაბალჭალებიანი ურემი.

ღრიჭინი - მშრალ ღერძზე თვლის ტრიალის დროს გამოცემული ხმიანობა, ჭრიალი.

ღრიჭო - იგივეა, რაც ღრეჭო.

ღრმა

  1. ზედაპირიდან ფსკერამდე დიდი მანძილის მქონე.

  2. (გადატანით) შინაარსის მიხედვით რთული, სერიოზული, საფუძვლიანი.

ღრმანი

  1. მთა ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე.

  2. მთა, იხილე თლილი.

  3. მდინარე ხულოს მუნიციპალიტეტში, ფოცხოვისწყლის მარცხენა შენაკადი.

ღრმა ტბა - ტბა წალკის მუნიციპალიტეტში, გომარეთის პლატოზე.

ღრმაღელე

  1. მდინარე, იხილე დიდი ღელე.

  2. სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

  3. თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, დიდუბესა და ავჭალას შორის.

  4. თბილისის მეტროპილიტენის სადგური მთავარ ხაზზე, სადგურ დიდუბესა და გურამიშვილს შორის; ამოქმედდა 1985 წელს.

ღრმული - ამოღრმავებული ადგილი; ფოსო.

ღრომი - სოფლების დიდი ღრომისა და პატარა ღრომის გავრცელებული სახელწოდება (ცხინვალის მუნიციპალიტეტი).

ღრტილა (ღირტილა, ხრტილა, იხტილა) - ისტორიული სოფელი სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში, ახლანდელ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

ღრუ

  1. სიცარიელე ამა თუ იმ საგნის შიგნით.

  2. სივრცე ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში, შინაგან ორგანოთა სათავსი.

  3. სიცარიელის შემცველი საგანი.

  4. სოფლების ზემო ღრუსა და ქვემო ღრუს გავრცელებული სახელწოდება (ახალგორის მუნიციპალიტეტი).

ღრუბელა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ღრუბელი

  1. წყლის შესქელებული ორთქლი.

  2. უდაბლესი მრავალუჯრედიანი ზღვის ცხოველი.

  3. ამ ცხოველის ზოგიერთი სახეობის რბილი ფოროვანი ჩონჩხი; ისრუტავს სითხეს და იხმარება დასაბანად ან რისამე გასარეცხად; ასეთი ნაკეთობა რეზინისა, პლასტმასისა.

ღრუბლიანობა - მოღრუბლულობა, ღრუბლით დაფარვა.

ღრუბლიო - ნაცრისფერი სოკო ერთგვარი; იჭმება.

ღრუდო

  1. უწყლო ადგილებში წყლის საპოვნელად გათხრილი ღრმა თხრილი, ორმო.

  2. მდინარის ნაპირებზე კლდის ხვრელებიდან გამომდინარე წყაროები; ზამთრობით შიგ თევზი იბუდებს.

ღრუილი - მუცლის ხმაურობა.

ღრუტუნა - რაც ღრუტუნებს (მოფერებით იტყვიან ღორზე).

ღრუტუნი - ღორის ხმიანობა.

ღრუჩუნი - იხილე ღრუტუნი.

ღრღნა

  1. წვრილად დაფხვნა, დაქუცმაცება კბილებით რაიმე მაგრის.

  2. (გადატანით) ტკივილის, ფიქრის... ჩუმი, შემაწუხებელი მოქმედება.

ღრძილი - კუნთოვანი ქსოვილი, რომელიც კბილების ფესვებს გარს არტყია.

ღრძო (ღრძუ)

  1. ბოროტი, ღვარძლიანი, შურიანი (ადამიანი).

  2. ასეთი ადამიანის დამახასიათებელი.

ღრჭენა

  1. კბილების ერთმანეთზე გასმით უსიამოვნო ხმის გამოცემა.

  2. (გადატანით) წყრომა, მუქარა, გაბრაზება.

ღრჭიალი

  1. იგივეა, რაც ღრჭენა.

  2. (გადატანით) ლითონის ნაწილების ერთმანეთზე ხახუნით გამოცემული უსიამოვნო ხმა.

ღრჯო - იგივეა, რაც ღრძო.

ღრჯოლი - ღრჯოლები - დიდი და წინ გამოშვერილი კბილები.

2.11 ღუ

▲ზევით დაბრუნება


ღუ - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ღუა - იგივეა, რაც ჭიაღუა.

ღუდუდი - კანზე ამობურცული წამოწითლებული მუწუკების, მეჭეჭების მსგავსი ხორკლები.

ღუდუმექედი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ფარცხნალის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ჯიხველის (ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 520 მეტრი. ხარაგაულიდან - 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 46 კაცი.

ღუდუშაური ლევან - სპორტსმენი (კრივი), სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ-ს ჩემპიონი ქვემძიმე წონაში 1945 წელს (1912-1981 წწ).

ღუდუშაური ოთარ - ტრავმატოლოგ-ორთოპედი, აკადემიკოსი (1925-1991 წწ).

ღუდუშაურის არაგვი - მდინარე, იხილე სნოსწყალი.

ღუდღუდი - წყნარად, უალოდ ნთება ცეცხლისა; ღუღუნი. || კაშკაშა წითელი ფერის გამოცემა.

ღუზა

1) ჯაჭვზე მობმული რკინის კავებიანი ღერო ზღვის (მდინარის...) ფსკერზე ჩასაშვებად გემის დგომისას.

2) ელექტროძრავის ერთ-ერთი ნაწილი.

ღულათი - უკიდურესი შიიტები ისლამში.

ღულამები

  1. მონები შუა საუკუნეების მუსლიმანურ ქვეყნებში.

  2. ცხენოსანთა მუდმივი გვარდია აბასიანთა სახალიფოში; შეიქმნა ხალიფა მამუნის (813-833) დროს.

ღულამ მუჰამადი - პაკისტანის სახელმწიფო მოღვაწე, ფინანსისტი, 1951-55 წლებში ქვეყნის გენერალ-გუბერნატორი (1895-1956 წწ).

ღულელები (ყოფილი ამტნისხევი) - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში, ერწოს ქვაბულში, მდ ინარე აძეძის (ივრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ბალებისხევი, გუდანელები, თოხოლჩა, თრანი, კვერნაული, კვირიასხევი, სიონთგორი, ტოლათსოფელი, ღულელები, წყაროთუბანი, ხადოელები). ზღვის დონიდან 1040 მეტრი, თიანეთიდან 27 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 357 კაცი.

ღული

  1. დაკბილული ნამგალი.

  2. სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), ხევსურეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ხევსურეთის არაგვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1680 მეტრი, დუშეთიდან - 71 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 10 კაცი.

ღუმელი

  1. აგურის, ქვის ან რკინის მოწყობილობა, რომელსაც ახურებენ; იხმარება შენობის გასათბობად, საჭმლის მოსამზადებლად და სხვა.

  2. მოწყობილობა ან ნაგებობა გახურებით რისამე დასამუშავებლად.

ღუმურიში - სოფლების ზემო ღუმურიშისა და ქვემო ღუმურიშის გავრცელებული სახელწოდება (გალის მუნიციპალიტეტი).

ღუნდა - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ღუნვადი - მოღუნვის თვისების მქონე.

ღუნიბი - პლატო და სოფელი შუა დაღესტანში.

ღუნიბის მოედანი - ძველ თბილისში მოედანი მე ფისნაცვლის სასახლეს, I გიმნაზიასა და ყოფილ პირველ არსენალს შორის.

ღუნღულა - საამოდ რბილი და თბილი, ფაფუკი (ქსოვილი და მისთანები).

ღურზული - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ღური - მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედზე.

ღურიდები - ღურის სულთანთა დინასტია (ახლანდელი ავღანეთი და ინდოეთის ნაწილი) (1148-1206 წწ).

ღურისწყალი - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი.

ღურკანა - თევზი ორაგულის გვარისა.

ღურტა - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

ღურულა - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

ღურღუმელა - მდინარე ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ყვირილის მარცხენა შენაკადი.

ღურღუმელი

  1. (ღურღუმელა) - იგივეა, რაც ღურღუმი.

  2. მდინარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მოდულისწყლის მარცხენა შენაკადი.

ღურღუმი - ღრმა ადგილი მდინარეში, მორევი.

ღურღური

  1. იგივეა, რაც ყურყური.

  2. იგივეა, რაც გურგური.

ღურწკაია დიანა - ესტრადის მომღერალი (დაიბადა 1979 წელს).

ღუტუნი - იგივეა, რაც ღიტინი.

ღუღუნა

  1. რასაც ღუღუნი სჩვევია.

  2. რაც ღუღუნით ანთია.

ღუღუნი

  1. ზოგი ფრინველის (მტრედის, გვრიტის, ქედნის...) ხმა.

  2. (გადატანით) ტკბილი სიმღერა, ღიღინი, საამო ხმა.

  3. იგივეა, რაც ღუდღუდი.

3

▲ზევით დაბრუნება


- ქართული ანბანის ოცდამეოთხე (ძველი ქართული ანბანის ოცდამეშვიდე) ასო. მისი სახელია „ყარი“. გრაფიკული სიმბოლო უკანანუნისმიერი გრძლივი აბრუპტიული თანხმოვნისა, რომელიც ნაპრალოვნადაც შეიძლება წარმოითქვას და აფრიკატადაც. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რვაასს (800).

3.1 ყა

▲ზევით დაბრუნება


ყაანი ჰაბიბოლა - ირანელი პოეტი (1808-1854 წწ).

ყაანური - XIII საუკუნის 60-70-იან წლებში თბილისში მოჭრილი მონღოლური ანონიმური ვერცხლის მონეტა. მოქმედებდა მთელ ამიერკავკასიაში.

ყაბალახი (თურქ.) - რბილი ქსოვილის წოწოლა გრძელტოტიანი თავსაბურავი, ჩვეულებრივ, მამაკაცისა.

ყაბარდო-ბალყარეთი - რესპუბლიკა რუსეთის შემადგენლობაში; მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში. ფართობი 12,5 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 800 ათასამდე. დედაქალაქი - ნალჩიკი

ყაბარდოელები - ყაბარდო-ბალყარეთის ძირითადი მოსახლეობა.

ყაბაყი (თურქ.) (Cucurbita pepo var, giromentia)

  1. გოგრის სახესხვაობა; იზრდება ბუჩქად; ისხამს პატარა ნაყოფს.

  2. ამ მცენარის ნაყოფი; იხმარება კულინარიაში.

ყაბახი

  1. სამიზნედ დადგმული ძვირფასი ლითონის თასი, რომელსაც მოჯირითენი ცხენდაცხენ ისარს ესროდნენ ჩამოსაგდებად; ვინც ჩამოაგდებდა ჯილდოდ ამ თასს იღებდა.

  2. ადგილი, სადაც ასეთი ასპარეზობა იმართებოდა.

ყაბახი - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თერგის მარცხენა შენაკადი.

ყაბზობა - კუჭში შეკრულობა.

ყაბლუფლავი - ფლავი შემწვარი ხორცით.

ყაბული (არაბ.) - თანახმა; თანხმობის მიცემა.

ყაბუსნამე - სპარსული კლასიკური მწერლობის ძეგლი. დაწერა ამირანსარ ქეი-ქავუსმა XI საუკუნის მიწურულს.

ყადა

  1. მთა გულრიფშის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

  2. სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ყადაღა (თურქ.) - სასამართლოს ორგანოების მიერ კერძო პირის ან ორგანიზაციის კუთვნილი ქონების გამოყენების აკრძალვა.

ყადი (არაბ.) - თანამდებობა აღმოსავლეთის ქვეყნებში მუსლიმანთა სასულიერო მსაჯული, მოსამართლე.

ყადირი აბდულა - უზბეკი მწერალი, ჟურნალისტი (1894-1940 წწ).

ყადისარი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ყადლასანი - მწვერვალი ჯავის მუნიციპალიტეტში, ოსეთის კავკასიონზე (3832 მეტრი).

ყადლასანისწყალი - მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ლიახვის მდგენელი (სიგრძე - 13,2 კილომეტრი).

ყადორის უღელტეხილი - უღელტეხილი ყვარლის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე.

ყადორისღელე - უღელტეხილი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მაკრატელას ქედზე.

ყადრი (არაბ.) - ფასი, ღირებულება, დაფასება, მნიშვნელობა.

ყაენი (თურქ.) - მეფის ტიტული აღმოსავლეთის ზოგ ქვეყანაში.

ყაენობა

  1. ყაენის ბატონობა.

  2. ზოგ შემთხვევაში ენაცვლებოდა სიტყვა ყეენობა-ს.

ყავა (არაბ.)

  1. ერთგვარი ტროპიკული მცენარის (ყავის ხის) მარცვლები (თესლი).

  2. ამ მცენარის წინასწარ მოხალული და დაფქული მარცვლებისაგან მომზადებული სასმელი.

ყავადანი (არაბ.-სპარს.) - ჭურჭელი, რომელშიც ყავას ადუღებენ.

ყავამ ალ-დინ შირაზი - ირანელი ხუროთმოძღვარი (გარდაიცვალა 1440 წელს).

ყავამ ეს-სალთანე აჰმად - ირანის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1879-1955 წწ).

ყავარი (თურქ.) - ნაპობი თხელი ფიცარი შენობის სახურავად.

ყავარ-ყავარ - ზოლ-ზოლად.

ყავარჯენი

  1. იღლიით საბჯენი ჯოხი ფეხმტკივანთა ან ცალფეხათათვის.

  2. საერთოდ, საბჯენი ჯოხი.

ყავახანა (არაბ.-სპარს.) - სასადილო, სადაც ყავას სვამენ.

ყაველაშვილი მიხეილ - ფეხბურთელი, თამაშობდა თბილისის „დინამოში“, ვლადიკავკაზის „ალანიაში“, დიდი ბრიტანეთის და შვეიცარიის კლუბებში, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 46 მატჩი (9 გოლი) (დაიბადა 1971 წელს).

ყავისფერი - რაც ფერით მოხალულ ყავას მოგვაგონებს; მიხაკისფერი.

ყავლაშვილი შოთა - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, თბილისის საპატიო მოქალაქე (1926-1995 წწ).

ყავლი (არაბ.) - განსაზღვრული, დათქმული დრო რაიმე პირობისა; ვადა.

ყავრული - ყავრით დახურული.

ყავყავი

  1. იგივეა, რაც ღავღავი.

  2. გაუთავებელი, ხმამაღალი და უგვანი ლაპარაკი.

ყაზაზი (არაბ.) - ყაითნის, ბუზმენტის მქსოველი, ფეიქარ-ხელოსანი; აბრეშუმის ხელობის ოსტატი.

ყაზალი (არაბ.) (ღაზალი) - არაბულ-სპარსულ პოეზიაში ორტაეპიანი სტროფი; ასეთი სტროფებით დაწერილი ლექსი.

ყაზანაური - XIII საუკუნის მიწურულს ჰულაგუიანი ყაზაენ-ყაენის დროს მოჭრილი უნიფიცირებული ვერცხლის მონეტის ქართული სახელწოდება.

ყაზანი - ქალაქი რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქი, პორტი მდინარე ვოლგაზე; და არსებულია XII საუკუნეში (1,1 მილიონი).

ყაზან-ყაენი მაჰმუდ - ირანის მონღოლი გამგებელი ჰულაგუიანთა დინასტიისა (1271-1304 წწ).

ყაზარაშვილი თეიმურაზ - სპორტსმენი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (48 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (1982) და მესამე პრიზიორი (1983), მსოფლიოს თასის მფლობელი (1980), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1985), მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1981), სსრკ-ს ორგზის ჩემპიონი (1982, 84), სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1959 წელს).

ყაზარმა (იტალ.) - სამხედრო ნაწილის საცხოვრებლად განკუთვნილი შენობა.

ყაზარმობა - ქართველ თავად-აზნაურთა 1832 წლის შეთქმულების მონაწილეთა ყაზარმებში ცხ ო ვრების პერიოდი (სასჯელის მოხდისას).

ყაზახა (Muscari) - ბოლქვიანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა; ღეროს წვერზე იკეთებს მტევნებად შეკრებილ პატარა ლურჯ ყვავილებს.

ყაზახები

  1. ყაზახეთის ძირითადი მოსახლეობა.

  2. (ძველად) იგივეა, რაც კაზაკები.

ყაზახეთი (ყაზახეთის რესპუბლიკა, ყაზახ. - Казах стан Республикасы).

- სახელმწიფო ევრაზიის ცენტრალურ ნაწილში.
- დამოუკიდებლობის დღე (სსრკ-სგან) - 1991 წლის 16 დეკემბერი.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი უმა ღ ლესი საბჭო.
- ფართობი - 2 724 900 კვ.კმ.
- დაყოფილია 20 ოლქად და 207 რაიონად.
- მოსახლეობა - 16 მილიონი.
- ოფიციალური ენა - ყაზახური.
- დედა ქალაქი - ასტანა.
- ეროვნული ვალუტა - ტენგე.
- სატელეფონო კოდი - +7
- ინტერნეტ-დომენი - kz.

ყაზახი (თურქ.) - (ძველად, კუთხურად) გლეხი.

ყაზახობა - დასავლეთ საქართველოში - ხელისუფლების უკმაყოფილო და მის წინააღმდეგ ამხედრებული გლეხობის აბრაგობა, ყაჩაღობა გვიანდელი შუა საუკუნეების საქართველოში.

ყაზახტვიბი - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი.

ყაზახური ენა - ეკუთვნის თურქულ ენათა ყივჩაყური ჯგუფის ყივჩაყურ-ნოღაურ ქვეჯგუფს.

ყაზბეგი ალექსანდრე (ჩოფიკაშვილი) - დიდი ქართველი მწერალი (1848. 8(20).01. -1893 10(22).12.).

ყაზბეგი ნიკოლოზ - თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1910-1983 წწ).

ყაზბეგი

  1. მწვერვალი, იხილე მყინვარწვერი.

  2. (ყოფილი სტეფანწმინდა) დაბა აღმოსავლეთ საქართველოში, მდებარეობს მდინარე თერგის ნაპირებზე; ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, ხევის კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. 1917 წლამდე შედიოდა თბილისის გუბერნიის დუშეთის მაზრაში. 1921 წლიდან შედიოდა კვლავ დუშეთის მაზრაში, 1930 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ფართობი 1081,9 კვ.კმ. 1 დაბა და 45 სოფელი.

ყაზვინი ქალაქი - ირანის ზინჯანის ოსტანში.

ყაზვინი მირზა მოჰამედ აბდ ალ-ვაჰაბ - ირანელი ლიტერატურათმცოდნე და ტექსტოლოგი (1877-1949 წწ).

ყაზვინი ჰამდალაჰ მოსთოუფი - ირანელი ისტორიკოსი და გეოგრაფი (1281-1355 წწ).

ყაზილარი - იგივეა, რაც ლაწირაკი.

ყაემშაჰრი - ქალაქი ირანის მაზანადარანის ოსტანში.

ყაიდა (არაბ.)

  1. როგორიმე წესი, რიგი, ხასიათი.

  2. დაფა-ზურნის დაკვრის ესა თუ ის კილო, ჰანგი.

ყაითანი (თურქ.) - წნული ზონარი, ჩვეულებრივ რამეზე შემოსავლებად.

ყაითმაზაშვილი ფილიპე - XVIII საუკუნის II ნახევრის ქართველი მწიგნობარი, მთარგმნელი.

ყაიენი - მთები ირანში.

ყაიმი (არაბ.) - ჭადრაკში (შაშში) შეჯიბრების შედეგი, როდესაც გამარჯვებული არ ვლინდება.

ყაირათი (არაბ.) - იგივეა, რაც მომჭირნეობა.

ყაირათიანი - იგივეა, რაც მომჭირნე.

ყაირი - ცხენის, ხარის და მისთანების დასაჭედი ლურსმანი.

ყაისი (თურქ.) - გარგარის ჯიში.

ყაისნაღი - საქსოვი ჩხირი, თავწვრილი და კავიანი.

ყაიყული - სომხეთის ისტორიული მხარის აბოცის (აშოცის) სახელწოდება გვიანდელ ფეოდალურ ხანაში.

ყალამა

  1. ნაბდის ქუდის შემოკეცილი ნაწილი.

  2. ხუჭუჭი კრავის ტყავი.

ყალამი (არაბ.)

  1. ლერწმის კალამი, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული არაბული ანბანის მქონე ხალხებს შორის.

  2. ითქმის მხატვრის ფუნჯზე.

ყალამრასუკი - მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

ყალამქარი (არაბ. სპარს.) - დაჩითული ბამბის ქსოვილი შინაური წარმოებისა.

ყალანი - მონღოლური საგადასახადო ტერმინი; ბეგარა, გადასახადი.

ყალბი (არაბ.)

  1. არანამდვილი, მაგრამ ნამდვილს მიმსგავსებული.

  2. (გადატანით) არაგულწრფელი (ადამიანი).

ყალბისმნელი - ვინც სიყალბე, თაღლითობა ჩაიდინა.

ყალთაბანდი (სპარს.) - პირი, რომელიც სიყალბეს სჩადის; თაღლითი.

ყალთაღი (თურქ.) - ცარიელი, უნარგავო ადგილი (ბაღ-ვენახებში).

ყალი - მარხილის მსგავსად შეკრული ფიცრები თოვლში თივის სათრევად (იციან ფშავში).

ყალია (არაბ.) - ღორის ხორცის ჩიხირთმა.

ყალიბი (არაბ.)

  1. ამა თუ იმ მოყვანილობის სათავსი, რაშიც ასხამენ რაიმე მასას მისთვის სათანადო მოყვანილობის მისაცემად.

  2. იგივეა, რაც კალიბრი.

ყალიმი (თურქ.) - აღმოსავლეთის ქვეყნების ზოგიერთ ხალხში საფასური, რომელსაც უხდის სასიძო ქალის მშობლებს; ურვადი.

ყალიონი (არაბ.-სპარს.) - იგივეა, რაც ჩიბუხი.

ყალმუხები (საკუთარი სახელწოდება ხალმგი) - რუსეთის ყალმუხეთის რესპუბლიკის ძირითადი მოსახლეობა.

ყალმუხეთი - რესპუბლიკა რუსეთის შემადგენლობაში. მდებარეობს რუსეთის ევროპული ნაწილის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში.

ფართობი - 76,1 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 320 ათასი. დედა ქალაქი - ელისტა.

ყალმუხური ენა - განეკუთვნება მონღოლურ ენათა ჩრდილოურ (სინჰარმონიულ) ენათა ჯგუფს.

ყალყი (არაბ.) - ყალყზე დადგომა

  1. უკანა ფეხებზე შედგომა (ცხენის).

  2. (გადატანით) აღელვება, საწინააღმდეგოდ განწყობა.

ყამა (თურქ.) - მრავალწვერა სატევარი.

ყამბრო (Crataegus pontica) - კუნელის ერთი სახეობათაგანი; ისხამს მსხვილ ხორციან, მოვარდისფრო და ტკბილ ნაყოფს. მოჰყავთ ბაღებში, უპირატესად აღმოსავლეთ საქართველოში.

ყამირი (არაბ.) - უხნავი დაუმუშავებელი მიწა.

ყანა - თავთავიანი კულტურების (ხორბლის, ქერის და მისთანების) ნათესი.

ყანაოზი - აბრეშუმის ქსოვილი.

ყანაჭრია - იგივეა, რაც კალია.

ყანდარელი გივი - მხატვარი, გობელენის ოსტატი (დაიბადა 1933 წელს).

ყანდაურა - სოფლების ზემო ყანდაურისა და ქვემო ყანდაურის გავრცელებული სახელწოდება (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი).

ყანდაშვილი ირაკლი - მხატვარი, კერამიკოს-დეკორატორი (დაიბადა 1919 წელს).

ყანდაჰარი (ყანდაარი) - ქალაქი ავღანეთის სამხრეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინის ტრაციული ცენტრი (225 ათასი).

ყანდაჰარის სამთავრო - სამთავრო ავღანეთის ტერიტორიაზე 1818-55 წლებში.

ყანდი

  1. (სპარს.) - დაწმენდილი, თეთრი ნატეხი შაქარი.

  2. დამპალი ადგილი (ხეზე).

ყანთარი - სასწორი ერთგვარი.

ყანლის მთა - მთა ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე (2040 მეტრი).

ყანობი - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

ყანობილი - მთა ადიგენის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე (1553 მეტრი).

ყანობირი - ყანები, მოსავალი პურისა.

ყანყალი - რყევა, ფამფალი.

ყანყრატო - სასულე ხორხი.

ყანჩა (Ardea) - წყლის დიდი ფრინველი; აქვს გრძელი კისერი და ნისკარტი, მაღალი ფეხები.

ყანჩაველი ლევან - ფიტოპათოლოგი, აკადემიკოსი (1900-1987 წწ).

ყანჩავეთი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ყანჩაურა - მდინარე ახალგორის მუნიციპალიტეტში, ქსნის მარჯვენა შენაკადი.

ყანჩელი გიორგი (გია) - კომპოზიტორი (დაიბადა 1935 წელს).

ყანჩელი სალომე - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის თეატრში (1921-1985 წწ).

ყანწი

  1. ღვინის (აგრეთვე არყის) სასმელი რქა (ძროხის, ჯიხვის და მისთანების).

  2. მამლის დეზი.

ყანჭი (სპარს „ყაჩ“) - საზამთროს ან ნესვის ნაჭერი.

ყაპო - იხილე ღაბაბი.

ყაპყაპი (Coracias garrulus) - საშუალო ზომის ფრინველი; აქვს მომწვანო-ცისფერი, მოყვითალო-მურა და სხვა ფერის ბუმბულით; სპობს მავნე მწერებს.

ყაპყი - იგივეა, რაც ფიფქი (მნიშვნელობა 2).

ყარაბაღის მთიანეთი - ვულკანური ლავური მთიანეთი ამიერკავკასიაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

ყარაბინი - იგივეა, რაც კარაბინი.

ყარაბულახი - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ყარაბულახისა და ქვემო ყარაბულახის ძველი სახელწოდება.

ყარა-ბოღაზ-გოლი - თურქმენეთში მდებარე მლაშე ტბა.

ყარაგიოზის თეატრი - ხალხური ჩრდილების თეატრი ძველ თბილისში.

ყარადაღი - მთა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სამსრის ქედზე (3047 მეტრი).

ყარადაში (ყოფილი წყნარი) - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

ყარაევი ყარა - აზერბაიჯანელი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1918-1982 წწ.)

ყარათაუ - ქალაქი ყაზახეთის ჯამბულის ოლქში (45 ათასი).

ყარათაფა - მთა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის მთიანეთში (2353 მეტრი).

ყარათაქლა - სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

ყარათეფე - ძვ.წ.აღ. IX-V საუკუნეების გამაგრებული ნაქალაქარი მდინარე ჯეიჰანის ნაპირზე (თურქეთი).

ყარათიქანი - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

ყარათუბანი - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

ყარაიის ველი (გარდაბნის ვაკე) - ვაკე ქვემო ქართლის ვაკის აღმოსავლეთ ნაწილში, ახლანდელი რუსთავის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ცნობილი იყო როგორც ზამთრის საძოვრები.

ყარა-იუსუფი - დასავლეთის ოღუზი თურქმანების მომთაბარე ტომთა ერთ-ერთი გაერთიანების - ყარა-ყოიუნლუს ბელადი.

ყარაკომი - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

ყარაკული (უზბეკ.) - მოკლე და ხუჭუჭბეწვიანი ტყავი გარკვეული ჯიშის ახლად მოგებული (2-3 დღის) ბატკნისა; კრაველი.

ყარაკულჩა - მოკლე და ხუჭუჭბეწვიანი ტყავი ნაადრევად მოგებული ბატკნისა.

ყარალაშვილი კოხტა - კინომსახიობი (1898-1947 წწ).

ყარამანდული (თურქ.) - ატლასივით პრიალა შავი ქსოვილი წმინდა მატყლისა.

ყარამანი - ქალაქი თურქეთის კონიის ვილაიეთში.

ყარანა (Phyllscopus borealis) - პატარა მგალობელი ფრინველი ასპუჭაკისებრთა ოჯახისა.

ყარაჟალი - ქალაქი ყაზახეთის ჯეზყაზღანის ოლქში.

ყარასუ

  1. მდინარე დმანისის მუნიციპალიტეტში, მოშვენის მარცხენა შენაკადი.

  2. (დასავლეთი ევფრატი) - მდინარე თურქეთში, მდინარე ევფრატის ერთ-ერთი მდგენელი.

ყარატაელები - მორდველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში.

ყარაული (თურქ.)

  1. შეიარაღებული მცველი; დარაჯი; გუშაგი.

  2. შეიარაღებულ პირთა ჯგუფი, რომელიც სადარაჯო სამსახურს ეწევს.

ყარაფაფახები - აზერბაიჯანელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი.

ყარაფილა - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

ყარაღანდა - ქალაქი ყაზახეთში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (610 ათასი).

ყარაღაჯი - სოფლები კასპის და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.

ყარაყაია - უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

ყარაყალპაკეთი - რესპუბლიკა უზბეკეთის შემადგენლობაში, მდებარეობს მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში; ფართობი 164,9 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 1,3 მილიონი. დედაქალაქი - ნუქუსი.

ყარა-ყოიუნლუ (შავბატკნიანები) - ოღუზი თურქების (თურქმანები) მომთაბარე ტომების გაერთიანება XV საუკუნეში; სახლობდნენ ირანის აღმოსავლეთ ნაწილში

ყარაყორუმი

  1. მთათა სისტემა ჩინეთსა და ინდოეთში.

  2. (ხარა-ხორინი) ძველი მონღოლური სახელმ წიფოს დედაქალაქი. 1220 წელს დააარსა ჩინგიზ-ყაენმა მდინარე ორხონის ზემოეთში, იარსება XVI საუკუნემდე.

ყარაყუმი - ქვიშიანი უდაბნო თურქმენეთსა და არალისპირეთში.

ყარაყურთი - შხამიანი ობობა; მისი შხამი მომაკვდინებელია ადამიანის და ცხოველებისთვის. გავრცელებულია ჩრდილო აფრიკაში და დასავლეთ და შუა აზიაში.

ყარაშვილი ანდრია - კომპოზიტორი, მევიოლინე-ვირტუოზი, პედაგოგი (1857-1925 წწ).

ყარაჩაელები (საკუთარი სახელი „ყარაჩაილ“) - ბალყარების მონათესავე ხალხი, ყარაჩაი-ჩერქეზეთის ძირითადი მოსახლეობა.

ყარაჩაი-ჩერქეზეთი - რესპუბლიკა რუსეთის შემადგენლობაში; მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში. ფართობი - 14,1 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 440 ათასი. დედაქალაქი - ჩერკესკი.

ყარაჩი

  1. (თურქ.) - შავი ფერისა (ადამიანი).

  2. (კარაჩი) - ქალაქი პაკისტანში, ქვეყნის უდიდესი ეკონომიკური ცენტრი და პორტი, სინდის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (8 მილიონი, 2001 წლის არაოფიციალური მონაცემებით - 15 მილიონი).

ყარაჩოღელი (ყარაჩოხელი) - ძველ თბილისში - წვრილი ვაჭარი ან ხელოსანი (გამოირჩეოდა სიდარბაისლით, დარდიმანდობით).

ყარახანიდები (ილექ-ხანები) - თურქთა მუსლიმანური დინასტია, მართავდა ყარახანიდების სახელმწიფოს 927-1212 წლებში.

ყარახანიდების სახელმწიფო - ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო X საუკუნის 90-იანი წლებიდან აღმოსავლეთ თურქესტანის, შვიდმდინარეთის და სამხრეთ ტიანშანისპირა ტერიტორიაზე.

ყარახატაელების სახელმწიფო - ფეოდალური სახელმწიფო შუა აზიასა და ცენტრალურ აზიაში დაახლოებით 1140-1213 წლებში.

ყარაჯალა

  1. სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე თურდოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 460 მეტრი, თელავიდან - 35 კილომეტრი. 2002 წლის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის მიხედვით მესამე სოფელია (8 270 კაცი).

  2. სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ყარაჯალარი - სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

ყარი

  1. ქართული ანბანის ოცდამეოთხე ასოს - ყ-ს სახელწოდება.

  2. სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ყარიბი (არაბ.)

  1. უცხოობაში მყოფი, გადახვეწილი, უთვისტომო.

  2. (გადატანით) უპატრონო, საწყალი, ღარიბი.

ყარიში - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

ყარნება - მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ჩხერიმელას მარჯვენა შენაკადი სოფელ ლაშესთან.

ყარსაღი - მტაცებელი ძუძუმწოვარი ძაღლისებრთა ოჯახისა, გავრცელებულია ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტუნდრასა და ტყე-ტუნდრაში.

ყარსი - ქალაქი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (70 ათასი).

ყარსიმაანთკარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბაზალეთის თემის საკრებულო), ბაზალეთის ტბის პლატოზე, ბაზალეთის ტბის ნაპირას. ზღვის დონიდან - 840 მეტრი, დუშეთიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 55 კაცი.

ყარსუბანი (ყოფილი კართუბანი) - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ყარსაღჯინი - მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ფაწის მარჯვენა შენაკადი.

ყარტლი - სიბინძურე, ჭუჭყი.

ყარფუზი (თურქ.) - იგივეა, რაც საზამთრო.

ყარღანი (Salsola dendroides) - მრავალწლოვანი ბუჩქბალახა მცენარე ნაცარქათამასებრთა ოჯახისა; გავრცელებულია მლაშობებზე, იყენებენ ცხვრის საკვებად.

ყარყარა - ვერცხლის სანადიმო ჭურჭელი.

ყარყარი

  1. ყაყანი, ხმაურობა.

  2. იგივეა, რაც ყაშყაში.

ყარყატი (Cyconia) - თეთრი ან შავი მოზრდილი ფრინველი; აქვს გრძელი ნისკარტი, მაღალი ფეხები.

ყარყუმი (Mustela erminea) - მომცრო ტანის ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა; აქვს ძვირფასი თეთრი ბეწვი.

ყარში (1926-37 წლებში ბექ-ბუდი) - ქალაქი უზბეკეთში, ყაშყადარიის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (170 ათასი).

ყარჩიხა-ხანი - შაჰ-აბას I-ის სარდალი (გარდაიცვალა 1625 წელს).

ყასაბი (არაბ.) - საქონლის დამკვლელი ან ხორცის გამყიდველი.

ყასიდა (არაბ.) - აღმოსავლური ლირიკის ჟანრი. ერთიანი რითმით დაწერილი ერთმანეთისაგან თითქმის დამოუკიდებელი ხუთი ნაწილისაგან შემდგარი ოდა, პასკვილი. ჩამოყალიბდა არაბულ ლიტერატურაში VI საუკუნეში.

ყასიდად (არაბ.) - არაგულწრფელად, ტყუილად, მოსაჩვენებლად.

ყასიმ ალი (ყასიმ იბნ ალი) - XV-XVI საუკუნეების ზღვარზე მოღვაწე ირანელი მხატვარი-მინიატურისტი.

ყასრე-შირინი - ქალაქი ირანის ბახთარანის ოსტანში.

ყასქელენი - ქალაქი ყაზახეთის ალმა-ათის ოლქში.

ყატყატი - იგივეა, რაც ყაყანი.

ყაურმა

  1. (თურქ.) - საკუთარ ქონში მოხრაკული ხორცი ხახვით.

  2. სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

ყაუხჩიშვილი თინათინ - ფოლოლოგი, აკადემიკოსი (დაიბადა 1919 წელს).

ყაუხჩიშვილი სიმონ - ფილოლოგი და ისტორიკოსი, აკადემიკოსი (1895-1981 წწ).

ყაფაზი (არაბ.)

  1. კედლებზე გამართული თაროები დაყოფილი ოთხკუთხედებად, უჯრა-უჯრად.

  2. დუქანი, სადაც ასეთი რამ არის გამართული.

ყაფანი (არაბ.) - ბაზრის დიდი სასწორი. || ადგილი (ბაზარში), სადაც ასეთი სასწორი იყო გამართული.

ყაფანდარი (არაბ.-სპარს.) - მესასწორე, მწონავი.

ყაფარი - ძლიერ დაქანებული.

ყაფაღიანი წაღები - ჭვინტიანი წაღები, რომელიც ფუნჯიანი ყაითნით იკვრებოდა.

ყაფიჩი - მოხელე მეკარე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში.

ყაფლანიშვილები (იგივე ორბელიშვილები, ორბელიანები, ჯამბაკურ-ორბელიანები) - ქართლის დიდებულ თავადთა ერთ-ერთი საგვარეულო, ქაჩიბაიძე-ბარათაშვილების ერთ-ერთი შტო.

ყაღი (თურქ.) - დამარილებული გამხმარი ხორცი.

ყაღიზმანი (ძვ.ქართულში - აღზევანი) - დასახლებული პუნქტი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, ყარსის ვილაიეთში; ადგილი, სადაც ძველთაგანვე იღებდნენ სუფრის მარილს; იქიდან შემოჰქონდათ მარილი საქართველოშიც.

ყაყანი - ხმამაღლა და უთავბოლოდ ლაპარაკი ბევრისა.

ყაყი - ჭუჭყი, მწიკვლი.

ყაყაჩო (Papaver) - ბალახოვანი მცენარე; აქვს გრძელი ღერო; იკეთებს დიდ შავხალიან წითელ ყვავილს.

ყაშყაში - არწივის, ორბის და მისთანების ხმაური; ყივილი.

ყაჩაღანა - ყოჩაღი და ცელქი (ითქმის გოგოზე).

ყაჩაღანი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ყაჩაღი (თურქ.)

  1. შეიარაღებული თავდამსხმელი; მძარცველი, ავაზაკი.

  2. ექსპლუატატორთა ხელისუფლების უკმაყოფილო და მის წინააღმდეგ მებრძოლი - ტყეში გაჭრილი, გავარდნილი პირი. (გადატანით) ცელქი, დაუდეგარი.

ყაჩაღობა - ყაჩაღის მოქმედება.

ყაძახი - იგივეა, რაც ყაზახი (გლეხი).

ყაწიმი

  1. თასმა ხმლის მხარიღლივ ჩამოსაკიდებლად, ვერცხლის ბალთებით შეკრული.

  2. ჩოხის მასრები, მოვერცხლილი და ვერცხლის ძეწკვებით შემკული.

  3. თვით ვერცხლის ბალთა, სამკაული, რომელსაც იკერებენ სარტყელზე, ჯუბაზე და სხვა.

ყაჩეიშვილი გიორგი - მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (1999), საქართველოს ჩემპიონი (1995), მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების მონაწილე (2000, 2004) (დაიბადა 1977 წელს).

ყაჭი

  1. ნაცარტუტში გამოხარშული აბრეშუმის ჭიის პარკი (ძაფად ამოსახვევი).

  2. იგივეა, რაც აბრეშუმი.

  3. აბრეშუმის ჭია.

ყაჯარები - ირანის სამეფო დინასტია 1796-1925 წლებში.

ყაჯარი - უნაგირზე გადასაფარებელი მოქარგული ქსოვილი.

ყაჯირი - იგივეა, რაც ძერძერუკი.

ყაჯირის მთა - მთა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.

ყაჯირის ტბა - ტბა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.

ყაჰარი აბდულა - უზბეკი მწერალი (1907-1968 წწ).

3.2 ყბ

▲ზევით დაბრუნება


ყბა

  1. პირისახის ძვალი, რომელშიც ამოდის კბილები.

  2. იგივეა, რაც ლოყა.

ყბადასაღები - სალაპარაკოდ, მითქმა-მოთქმის საგნად გასახდომი.

ყბადაღებული - სალაპარაკოდ გამხდარი, მითქმა-მოთქმის საგნად ქცეული.

ყბაყურა - მწვავე გადამდები დაავადება; ახასიათებს ყბა-ყურის ჯირკვლების ანთება.

ყბაჩა (ყბაჩუა) - ადამიანი, რომელსაც ყბა, სახე მოქცეული აქვს.

ყბედი - ადამიანი, რომელსაც ბევრი და მომაბეზრებელი ლაპარაკი სჩვევია; მოლაყბე.

3.3 ყდ

▲ზევით დაბრუნება


ყდა

  1. მუყაოს, ტყავის ან სხვა მასალისგან გაკეთებული გარეკანი, რომელშიც ჩასმულია წიგნი.

  2. საფეიქრო იარაღი - ქსლის გასაბმელი ჩარჩო.

3.4 ყე

▲ზევით დაბრუნება


ყე - ნაწილაკი ქართული ენის ზოგიერთ კილოში - დაერთვის ზმნას და აღნიშნავს მიცემით ან სახელობით ბრუნვაში დასმული ობიექტის მრავლობითობას.

ყეენი

  1. იგივეა, რაც ყაენი.

  2. ყეენობის მთავარი მოქმედი პირი.

ყეენობა - წარმართობის დროიდან მომდინარე ძველი ქართული ხალხური თამაშობა-წარმოდგენა - შვილიერობისა და აგრეთვე მოსავლიანობის დღესასწაული; იმართებოდა დიდმარხვის პირველ ორშაბათს.

ყევარი - ორი უღელი ხარ-კამეჩი.

ყევსელთა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ყეინი - იგივეა, რაც ყაენი.

ყეინობა - იგივეა, რაც ყაენობა.

ყელ - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა; ნიშნავს: 1) როგორიმე ყელის მქონეს. 2) ყელთან დაკავშირებულს.

ყელა - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ყელავშარა - ღორის ყელის ხორცი.

ყელგადაგდებით - თავის გადახრით და ყელის გამოწევით.

ყელგამოწევით ხვეწნა - ძალიან დიდი ხვეწნა, მუდარა.

ყელეთი - სოფლების დიდი ყელეთისა და პატარა ყელეთის გავრცელებული სახელწოდება (ხაშურის მუნიციპალიტეტი).

ყელეთის ქედი - ქედი ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოება.

ყელეთის მთიანეთი - მთიანეთი ჯავის, ახალგორის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, ოსეთის კავკასიონზე.

ყელეთის ტბა - ტბა ახალგორის მუნიციპალი ტეტში, ყელეთის მთიანეთში (სიღრმე 63 მეტრი).

ყელი

  1. კისრის წინა ნაწილი, რომელშიც მოთავსებულია საყლაპავი მილისა და სასუნთქი გზების დასაწყისი.

  2. კისერი.

  3. ზოგი ჭურჭლის მუცლისზევითა ვიწრო ნაწილი.

  4. ფეხსამოსის კოჭებსზევითა ნაწილი.

  5. მიწის ზოლი, რომელიც აერთებს ხმელეთის ორ ნაწილს.

  6. წისქვილის ზედა ქვის ნახვრეტი.

  7. იგივეა, რაც რვილი.

ყელიცადი - ტბა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ყელის მთიანეთში.

ყელსაბამი - ყელზე შესაბმელი სამკაული.

ყელსახვევი

  1. ყელზე შემოსახვევი ქსოვილი სითბოსთვის ან სილამაზისთვის.

  2. იგივეა, რაც ჰალსტუხი.

ყელქცეული - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ყემულთა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ყეყეჩი - სულელი, ჩერჩეტი, შტერი.

ყეშმი - კუნძული ჰორმუზის სრუტეში, ეკუთვნის ირანს.

3.5 ყვ

▲ზევით დაბრუნება


ყვავი

  1. (Corvus) საშუალო ზომის შავი ან რუხი ფერის ფრინველი ყორნისებრთა ოჯახისა.

  2. სათამაშო ქაღალდში (ბანქოში) - ერთი ოთხ სახეობათაგანი, რომელზედაც შავი ფერის შუბის პირია გამოსახული.

ყვავილბატონები - იგივეა, რაც ყვავილი (მნიშვნელობა 2).

ყვავილედი - ყვავილების დაჯგუფებანი მცენარეზე.

ყვავილი

  1. მცენარის გამრავლების ორგანო, რომელიც მეტწილად შედგება ყვავილსაფარის, ბუტკოსა და მტვრიანებისაგან.

  2. მძიმე გადამდები დაავადება; ახასიათებს წვრილი ჩირქოვანი მუწუკები, რომლებიც კვალს ტოვებენ სახეზე.

  3. სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჭონქაძის თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 21 სოფელს: არაგვისპირი, არღუნი, ახალაანი, ახალი ტონჩა, ბოდორნა, დუდაურები, ველთაურთკარი, ვეძათხევი, თანიანთკარი, იორი, მგლიანი, მეზვრიანთკარი, მჭედლიანთკარი, ნანიანი, ოქრუაანი, ფრიდონაანთკარი, ქარაულები, ქერანა, ქვემო აში, ყვავილი, ჯავახიანთკარი), მდებარეობს მდინარე ფოტისხევის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) ნაპირ ებზე. ზღვის დონიდან - 800 მეტრი, დუშეთიდან - 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 76 კაცი.

ყვავილი თოვლზე - ქართული მხატვრული ფილმი, კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1959 წელს. დამდგმელი რეჟისორი - შოთა მანაგაძე. სცენარის ავტორები - გრიგოლ კოლტუნოვი, გიორგი გელოვანი, შოთა მანაგაძე. დამდგმელი ოპერატორი - ფელიქს ვისოცკი. კომპოზიტორი - რევაზ ლაღიძე. მთავარ როლებში: ლეო ანთაძე (კახაბერი), ჯულიეტა ვაშაყმაძე (ციცინო), ნატაშა კობახიძე (ნელი), ალექსანდრე ომიაძე, კოტე დაუშვილი, ბუხუტი ზაქარიაძე, მეგი წულუკიძე, ჩიტოლია ჩხეიძე.

ყვავილნარი - ადგილი, სადაც ყვავილებია დარგულ-დათესილი.

ყვავილობა - მცენარის სიცოცხლის პერიოდი პირველი ყვავილების გამოსვლიდან უკანასკნელი ყვავილების დაცვენამდე.

ყვავილოვანი - იგივეა, რაც ყვავილიანი.

ყვავილსაფარი - ყვავილის გარეთა ნაწილი, მეტწილად შეფერილი და მტვრიანებისა და ბუტკოს ირგვლივ შემომწკრივებული; ყვავილის ჯამი და გვირგვინი.

ყვავილსაჯდომი - ყვავილების შემოკლებული ღერო, რომელზედაც მიმაგრებულია ჯამი, გვირგვინი, მტვრიანები და ბუტკო.

ყვავისფრჩხილა (Coronilla varia) - მრავალწლოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა; იკეთებს ქოლგად შეკრებილ ვარდისფერ ყვავილებს და აღმართულ პარკებს.

ყვავიხმალა (Hipecoum pendulum) - ერთწლოვანი მცენარე ყაყაჩოსებრთა ოჯახისა; იკეთებს ყვითელ ყვავილს.

ყვავლო - ყოფილი სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში.

ყვავლოს მთა - მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, პირიქითის ქედის სამხრეთ კალთაზე (სიმაღლე - 4096 მეტრი).

ყვავტყემელა (Amelanchier notundifolia) - ტყის დაბალი ბუჩქი; იკეთებს თეთრ ყვავილს; ისხამს შავ მოტკბო ნაყოფს.

ყვანა

  1. იგივეა, რაც დიზენტერია.

  2. სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ყვანჩალა

  1. იგივეა, რაც ყვავი.

  2. (Stachys silvatica) - ტყის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე; იკეთებს მუქ წითელ ყვავილს.

ყვანჭი - საბურთალი ჩოგანი (საბა).

ყვაპუზა - დაბალი და მსხვილი (გაბერილი) კაცი.

ყვარა - ყოფილი სოფელი თიანეთის მუნიციპალიტ ეტში.

ყვარაში - მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ჩხალთის მარჯვენა შენაკადი.

ყვარაშის ტბა - იგივე გორაფის ტბა, ტბა გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ყვარელაშვილი მიხეილ - ოპერის მომღერალი (ლირიკულ-დრამატული ტენორი), საქართველოს სახალხო არტისტი (1906-1984 წწ).

ყვარელი - ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, ბურსისა და დურჯის შუამდინარეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.

ყვარელწყალი - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (საკობიანოს თემის საკრებულო). მდებარეობს მდებარეობს პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 620 მეტრი, ახმეტიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 299 ადამიანი.

ყვარლის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, შიგნით კახეთში, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს. 1917 წლამდე შედიოდა თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში, 1921 წლიდან კვლავ თელავის მაზრაშია, 1930 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ფართობი 1000,8 კვ.კმ. 1 ქალაქი და 16 სოფელი.

ყვარყვარე I ჯაყელი - სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი 1334-61 წლებში, სარგის II-ის ძე.

ყვარყვარე II ჯაყელი - სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი 1451-98 წლებში, ბექა II-ის ძე (1416-1498 წწ).

ყვარყვარე III ჯაყელი - სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი 1516-35 წლებში, ქაიხოსრო I-ის ძე.

ყვარყვარე IV ჯაყელი - სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი 1574-81 წლებში, ქაიხოსრო II-ის ძე.

ყვარყვარე - ქართული მხატვრული ფილმი, კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1978 წელს. დამდგმელი რეჟისორი - დევი აბაშიძე. სცენარის ავტორები - რეზო ჭეიშვილი, დევი აბაშიძე. და მდგმელი ოპერატორი - იგორ ამასიისკი. კომპოზიტორი - ჯანსუღ კახიძე. მთავარ როლებში: დოდო აბაშიძე (ყვარყვარე), გულჩინა დადიანი (აგრაფინა), ნანა ესაკია, მიხეილ ვაშაძე, ეროსი მანჯგალაძე, შოთა გაბელაია, ვიქტორ ნინიძე, კახი კავსაძე, გივი თოხაძე, გურამ ფირცხალავა, ბაადურ წულაძე, გიგლა ფირცხალავა.

ყვა-ყვა - ყვავის ხმიანობა, ყრანტალი.

ყვედრეში - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

ყველა - განსაზღვრებითი ნაცვალსახელი - გამონაკლისის გარეშე, ვინც, რაც არის ერთად აღებული.

ყველაანთუბანი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში - ქართული მხ ატვრული ფილმი, კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1985 წელს. დამდგმელი რეჟისორი - გია მატარაძე. სცენარის ავტორები - ამირან ჭიჭინაძე, გია მატარაძე. და მდგმელი ოპერატორი - ლერი მაჩაიძე. კომპოზიტორი - გომარ სიხარულიძე. მთავარ როლებში: რამაზ გიორგობიანი (წამყვანი), ზურაბ ქაფიანიძე, გივი ბერიკაშცილი, ტრისტან სარალიძე, შოთა სხირტლაძე, ამირან ბუაძე, ზაზა ქაშიბაძე, გურამ ფირცხალავა, მარინა კახიანი, ზაზა კოლე ლიშვილი, აკაკი ხიდაშელი.

ყველანაირი - ყოველგვარი, ყოველნაირი.

ყველაანი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებ ულო), მდინარე მთიულეთის არაგვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1360 მეტრი, დუშეთიდან - 73 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 26 კაცი.

ყველაფერი - ყველა რამე; ყოველივე.

ყველაყა - იგივეა, რაც ყველაფერი.

ყველაწმინდა - იგივეა, რაც ყოვლად წმინდა.

ყველგან - ყოველ ადგილას.

ყველგანმავალი - ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია ძნელად სავალი გზებისათვის ან უგზო ადგილებში გამოსაყენებლად.

ყველდება - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ყველეული - საჭმელი პროდუქტი - ხაჭოსაგან გაკეთებული რბილი მასა, ჩვეულებრივ სანელებლებიანი.

ყველეური - სხვადასხვა ყველი.

ყველი - საკვები პროდუქტი; წარმოადგენს მაგარ ან ნახევრად მაგარ მასას, რომელიც რძისაგან მზადდება.

ყველიერი - დიდმარხვის წინა კვირა, როდესაც ხორცეული არ იჭმებოდა.

ყველისციხე - ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყის წყლის სათავეში (ახ ლანდელი თურქეთის ტერიტორია).

ყველისწვერი - უღელტეხილი ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე.

ყვერბეული - საახალწლოდ გამომცხვარი დიდი პური, შუაში ჯვრიანი.

ყვერბი - იგივეა, რაც კერა.

ყვერული - დაკოდილი მამალი.

ყვიბისი - სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

ყვიბისისწყალი - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი.

ყვითელაშვილი თემურ - მუსიკოსი, გიტარაზე ვირტუოზი შემსრულებელი (დაიბადა 1960 წელს).

ყვითელთავთავა (Anthoxanthum odoratum) - მრავალწლოვანი ბალახი მარცვლოვანთა ოჯახისა; იკეთებს მოყვითალო თავთავს.

ყვითელი - სპექტრის ერთ-ერთი ძირითადი ფერთაგანი, ოქროს, ან ქარვის ფერი.

ყვითელი ზღვა (ხუანხაი) - წყნარი ოკეანის ნახევრად დახშული ზღვა აზიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან. ფართობი 416 ათასი კვ.კმ. მაქსიმალური სიღრმე 106 მეტრი.

ყვითელი მდინარე - იხილე ხუანხე.

ყვითლოდი (კიოლოდი)

  1. მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

  2. უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე.

ყვითრი - კვერცხის გული.

ყვინჩილა

  1. ზრდადაუმთავრებელი მამალი; მამლაყინწა.

  2. ყოყლოჩინა ახალგაზრდა.

ყვირა

  1. ქედი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მაგანის აუზში.

  2. მთა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ყვირის ქედზე (2038 მეტრი).

ყვირალა - მთა და უღელტეხილი ხულოს მუნიციპალიტეტში, შავშეთის ქედზე.

ყვირილა - მდინარე დასავლეთ საქართველოში (საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, თერჯოლის და ბაღდათის მუნიციპალიტეტები), რიონის მარცხენა შენაკადი. სათავეს იღებს რაჭის ქედზე, ძირულას შესართავამდე ხეობაში მიედინება, შემდეგ - დაბლობზე. მდინარის სიგრძე 140 კმ-ია, აუზის ფართობი 3630 კვ.კმ, წყლის საშუალო ხარჯი - 61 კუბ.მ/წმ ზესტაფონთან, 90 კუბ.მ/წმ - შესართავთან. ძირითადად საზრდოობს წვიმის წყლებით. ყვირილის აუზში მდებარეობს ჭიათურის მანგანუმის საბადოები. მის ნაპირზე გაშენებულია ქალაქები - საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი.

ყვირილასწყალი - მდინარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, გუბაზეულის მარცხენა შენაკადი.

ყვირილი - ხმამაღლა ძახილი ადამიანისა; თავისებური ხმიანობა ზოგი ცხოველისა და ფრინველისა.

ყვირილობა - დრო, როდესაც ხარირემი ყვირილით მოუხმობს ფურირემს.

ყვიტყვიტი - ზოგი ფრინველის ხმიანობა.

ყვიციანი - ყვითელი, ფერდაკარგული (ადამიანი),

ყვრიმალი - ლოყის ზემო ნაწილი.

3.6 ყი

▲ზევით დაბრუნება


ყია - იგივეა, რაც ხახა.

ყიალი - უსაქმოდ, უმიზნოდ სიარული.

ყიამეთი (ყიამეთი) (არაბ.) - ცუდი, საშინელი; ბნელი.

ყიამყრალი - ცუდი, ავი ენის პატრონი; ავყია.

ყიასაშვილი ნიკო - ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (დაიბადა 1926 წელს).

ყიაჩაკვარა (ქიაჩ-აკვარა) - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ღალიძგის მარჯვენა შენაკადი.

ყიბლანი (არაბ.) - იგივეა, რაც კომპასი.

ყიბლეში - მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

ყივანახველა - ბავშვთა გადამდები დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია სულის შემხუთავი ხველის შეტევები.

ყივილი

  1. მამლის და ზოგი სხვა ფრინველის ხმიანობა.

  2. ხმამაღლა ძახილი.

ყივყივი - ზოგი ფრინველის (არწივის, წეროს, იხვის...) ხმიანობა.

ყივჩაყები - თურქულენოვანი მომთაბარე ტომი შუა საუკუნეებში (რუსეთში „პოლოვცებს“ ეძახდნენ, ევროპაში - „კუმანებს“); XI საუკუნიდან შავი ზღვისპირეთში ცხოვრობდნენ, XIII საუკუნის პირველი ნახევრიდან შეერივნენ მეზობელ ხალხებს.

ყიზელოუზენი (ქვემო დინებაში - სეფიდრუდი) - მდინარე ირანში, ერთვის კასპიის ზღვას.

ყიზილ-არმათი - ქალაქი თურქმენეთში.

ყიზილაჯლო - სოფლები დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.

ყიზილბაშები (თურქ. „წითელთავიანები“) - თურქული მომთაბარე ტომები მცირე აზიასა და აზერ ბაიჯანში, რომლებმაც შექმნეს მძლავრი გაერთიანება და შემდეგ სახელმწიფო XV საუკუნის II ნახევრიდან.

ყიზილბაშობა - ნადირ-შაჰის მიერ დამყარებული პოლიტიკური რეჟიმი ქართლ-კახეთში 1735-47 წლებში.

ყიზილირმაქი - მდინარე თურქეთში, ერთვის შავ ზღვას.

ყიზილ-ორდა (1853 წლამდე აქ-მეჩეთი, 1925 წლამდე პეროვსკი) ქალაქი ყაზახეთში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (160 ათასი).

ყიზილსუ - მდინარე კაშგარის სახელწოდება ტაჯიკეთის ტერიტორიაზე.

ყიზილქილისა

  1. მდინარე წალკის მუნიციპალიტეტში, ქციის მარჯვენა შენაკადი.

  2. სოფლები დმანისის და წალკის მუნიციპალიტეტებში.

ყიზილყუმი (თურქ. „წითელი ქვიშა“) - ქვიშიანი უდაბნო ამუდარიისა და სირდარიის შუამდინარეთში, უზბეკეთსა და თურქმენეთში.

ყიზლარი - ქალაქი რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკაში.

ყიზ-ჟიბექი - ყაზახური ეპოსი; ჩამოყალიბდა დაახლოებით XVII საუკუნეში.

ყიზყალასი - XII საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი ბაქოში, ე.წ. ქალწულის კოშკი.

ყითა - სწორი ნაწლავის ბოლო ნაწილი.

ყილხოხი - კლდოვანი მწვერვალი ჯავის მუნიციპალიტეტში, ქეშელთის სათავეებში (3300 მეტრი).

ყინვა

  1. ძლიერი სიცივე (როდესაც ჰაერის ტემპერატურა ნულს ქვევითაა); სუსხი.

  2. იგივეა, რაც ყინული.

ყინვარშაქარი - იგივეა, რაც შაქარყინული.

ყინტორა (Chaerophyllum) - ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა; აქვს ღრუ ღერო; იკეთებს თეთრ ყვავილს. ისხამს მოგრძო ნაყოფს.

ყინული - ყინვისაგან გამკვრივებული წყალი.

ყინჩაური - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

ყინჩი - კარგი, ლამაზი, მოხდენილი.

ყინწვისი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

ყინწი - იგივეა, რაც კინწი.

ყიპყიპი - შევარდნისა და გავაზის ხმიანობა.

ყიჟინი (ყიჟინა) - ბევრი ადამიანის შეძახილი.

ყირა - ხელებზე და თავზე დაყრდნობით დგომა ისე, რომ ფეხები მაღლაა აშვერილი.

ყირათი (ცერცვის მარცვალი) - წონის (მასის) ერთეული XVII-XVIII საუკუნეების საქართველოში, მისხლის 1/24, 0,192 გრამი.

ყირამალა - თავით ძირს, თავდაყირა.

ყირგიზები - ყირგიზეთის ძირითადი მოსახლეობა.

ყირგიზეთი (ყირგიზეთის რესპუბლიკა, Кыргыз Республикасы).

- სახელმწიფო შუა აზიის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ყაზახეთს, დასავლეთით - უზბეკეთს, სამხრეთ-დასავლეთით - ტაჯიკეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით - ჩინეთს.
- დამოუკიდებლობის დღეა (სსრკ-სგან) - 1991 წლის 31 აგვისტო.
- მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
- უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (საკანონმდებლო კრება და სახალხო დეპუტატთა კრება).
- ფართობი - 198 500 კვ.კმ.
- დაყოფილია 7 ოლქად.
- მოსახლეობა - 5 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 25 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- სახელმწიფო ენა - ყირგიზული;
- მორწმუნეები - მუსლიმანი-სუნიტები არიან.
- დედაქალაქი - ბიშკეკი.
- ეროვნული ვალუტა - სომი.
- ქვეყნის კოდი - KGZ.
- დროის სარტყელი - UTC +6.
- სატელეფონო კოდი - +996.
- ინტერნეტ-დომენი - kg.

ყირგიზული ენა - განეკუთვნება თურქულ ენათა დასავლურ (ყივჩაყურ) ჯგუფს.

ყირიმი

  1. ინგლისური კაჟიანი თოფი (ყირიმის სახანოდან შემოჰქონდათ საქართველოში).

  2. (ყირიმის ნახევარკუნძული) - ნახევარ კუნძული უკრაინის სამხრეთ ნაწილში, შავსა და აზოვის ზღვებს შორის.

ყირიმის სახანო - თათართა ფეოდალური სახელმწიფო ყირიმში XV-XVIII საუკუნეებში.

ყირმიზი (თურქ.) - წითელი.

ყირმიზქედი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ყირქესალი ივანე - ქართველი არქიტექტორი (1896-1959 წწ).

ყისინა - უხეში ქსოვილია ერთგვარი.

ყისმათი (არაბ.) - ბედი, იღბალი.

ყისმათიანი - ყისმათის მქონე.

ყისტი - იგივეა, რაც ქისტი.

ყიტაანი - სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

ყიფიანთუბანი - სოფელი ხაშურის მუნიციპალ ი ტეტში.

ყიფიანი ბარბარე - პირველი ქართველი ფსიქოფიზიოლოგი ქალი (1879-1965 წწ).

ყიფიანი დავით - დიდი ქართველი ფეხბურთელი (თავდამსხმელი, ნახევარმცველი), სპორტის დამსახურებული ოსტატი, თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ (1968-69, 71-82) და „ლოკომოტივში“ (1970). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 19 მატჩი (7 გოლი). ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976), ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამა რჯვებული (1981). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 245 მატჩი (79 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და ხუთგზის მესამე (1971, 72, 76 გაზაფხული, 76 შემოდგომა, 81) პრიზიორი. სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1976, 79) და ფინალისტი (1980). სსრკ წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1977), გრიგორი ფედოტოვის სახელობის ასიანთა კლუბის წევრი (115 გოლი). იყო თბილისის „დინამოს“ (1984-85, 88-91, 95-98), „ლოკომოტივის“ (1988), ნიქოზიის „ოლიმპიაკოსის“ (კვიპროსი, 1992-93), იაროსლ ავლის „შინიკის“ (რუსეთი, 1998), ქუთაისის „ტორპედოსა“ (1999-2000, 2000-01) და საქართველოს ნაკრების (1997, 1999-2001) მთავარი მწვრთნელი. (1951-2001 წწ).

ყიფიანი დიმიტრი - საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური (1814-887 წწ).

ყიფიანი ედიშერ - მწერალი (1924-1972 წწ).

ყიფიანი ლეილა - მსახიობი (დაიბადა 1947 წელს).

ყიფიანი კონსტანტინე - მსახიობი (1849-1921 წწ).

ყიფიანი ნიკოლოზ - საზოგადო მოღვაწე, კრიტიკოსი, პუბლიცისტი (1846-1905 წწ).

ყიფიანი ნინო (ქალიშვილობის გვარი ტატიშვილი) - მწერალი (1867-1937 წწ).

ყიფიანი ნორა - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა სოხუმის ქართულ თეატრში (დაიბადა 1917 წელს)

ყიფლიბანდი (სპარს.) - ჩვილი ბავშვის თავის ქალის ნაკერების შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც შემდგომ მაგრდება.

ყიფშიძე გრიგოლ - მწერალი (1858-1921 წწ).

ყიფშიძე ელენე - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში (1925-2004 წწ).

ყიყვი - იგივეა, რაც ჩიყვი.

ყიყინა - რამაც ყიყინი იცის, რასაც ყიყინი სჩვევია.

ყიყინი - ბაყაყის, აგრეთვე ბატის, იხვის ხმიანობა.

ყიყლიყო

  1. მამლის ძახილი, ყივილი.

  2. გათქვეფილ კვერცხში ამოვლებული და ერბოში შემწვარი პური.

ყიშლაღი (თურქ.) - სოფელი შუა აზიაში.

ყიჭინი - იგივეა, რაც ღიჯინი.

ყიჭყიჭი - ყელში ლაპარაკი.

3.7 ყლ

▲ზევით დაბრუნება


ყლაპანი - წყალში ჩავარდნა.

ყლაპაყლუპი - ბევრი ყლაპვის ხმა.

ყლაპვა - რთული რეფლექსური აქტი - საკვების გადასვლა პირის ღრუდან კუჭში.

ყლაპი - ყელში სასმელის ერთგზის ჩაშვება, ჩაყლაპვა.

ყლაპია - იტყვიან ბევრი ჭამა-სმის მოყვარულზე.

ყლარტი

  1. დამდგარი წყლის ზედაპირზე მოდებული მწვანე ლორწოსებრი მასა.

  2. ჩიბუხის ტარში დაგროვილი მოყვითალო, ლორწოვანი მასა.

  3. გოგრის გამონაფხეკი.

ყლარწა

  1. იგივეა, რაც აყლარწული.

  2. ლუკმის ერთბაშად ჩაყლაპვა.

ყლიჩი

  1. ქედი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთი შტოქედი.

  2. მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, კოდორის აუზში.

ყლორტი - მცენარის ნორჩი ტოტი.

ყლუპი - იგივეა, რაც ყლაპი.

3.8 ყმ

▲ზევით დაბრუნება


ყმა

  1. ბატონყმობის დროს - მემამულის (ბატონის) მიწაზე მცხოვრები გლეხი, რომელსაც არ გააჩნდა წარმოების საშუალებანი, ამუშავებდა მემამულის მიწას და აძლევდა მას ღალას.

  2. პატრონყმობის დროს - პატრონის ქვეშევრდომი, ხელქვეითი.

  3. რომელიმე ხატის, სალოცავის მლოცველი (ფშავ-ხევსურეთში).

  4. იგივეა, რაც ყრმა.

ყმადნაფიცი - რომელიმე ძლიერი სახელმწიფოს ქვეშევრდომი (ქვეყანა).

ყმაწვილი

  1. იგივეა, რაც ბავშვი.

  2. ახალგაზრდა (ვაჟი, ქალი).

  3. ვაჟი, ჭაბუკი.

ყმიანი - ყმების პატრონი.

ყმობა - ყმად ყოფნა.

ყმუილი - მგლის, ძაღლის და მისთანების გაბმული ხმიანობა.

ყმური - ყმის შესაფერი, ყმისთვის დამახასიათებელი.

ყმუყუნი - ცხვრის (ყოჩის) მიერ ნაწყვეტ-ნაწყვეტად გამოცემული ხმა.

3.9 ყნ

▲ზევით დაბრუნება


ყნოსვა - ადამიანთა და ცხოველთა განსაკუთრებული ორგანოების საშუალებით გარემოში არსებულ ქიმიურ შენაერთთა სუნის აღქმა.

3.10 ყო

▲ზევით დაბრუნება


ყობი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ყოველგან - იგივეა, რაც ყველგან.

ყოველგვარი - ყოვლის მომცველი, ყოველნაირი, ყველანაირი.

ყოველდღე - ყოველ დღეს, ყოველდღიურად, მუდამდღე.

ყოველდღიური - ყოველდღე განმეორებული.

ყოველდღიურობა - ყოველდღიური ყოფა, ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმი.

ყოველი - მრავალში თითოეულად ყველა, ყველაში თითო.

ყოველმხრივ (ყოველმხრით)

  1. ყოველგვარად, ყოველნაირად.

  2. ყოველ მხარეს, ყოველგან, სრულიად.

ყოველმხრივი - ყოველგვარი, ყოველნაირი, სრული.

ყოვლად - სრულიად, სავსებით, მთლად.

ყოვლადმოწყალე - დიდად მოწყალე.

ყოვლისმომცველი - ყოველივეს, ყველაფრის შემცველი.

ყოვლისმცოდნე - ყველაფრის მცოდნე, მრავალმხრივი ცოდნის პატრონი.

ყოისუ - რამდენიმე მდინარის სახელწოდება დაღესტნის მთიან ნაწილში.

ყოლა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ყომარბაზი - ყომარის მოთამაშე.

ყომარი (არაბ.) - კოჭის ან კამათლის თამაში ფულზე.

ყომრალი (თურქ.) - მუქი, ნაცრისფერი, რუხი, ლეგა.

ყონაღი (თურქ.) - სტუმრობით დამეგობრებული პირი.

ყონაღობა - სტუმრობა.

ყორა - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ჯუთისწყლის მარჯვენა შენაკადი.

ყორათი - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

ყორანა - ითქმის ძალიან შავ კამეჩზე (ცხენზე...).

ყორანთა - ნასოფლარი მდინარე მაშავერის მარცხენა ნაპირზე, ქალაქ ბოლნისის ჩრდილოეთით.

ყორანი

  1. (Corvus corax) - მოზრდილი ფრინველი; აქვს შავი ფერის მბზინავი ფრთა-ბუმბული.

  2. იგივეა, რაც ყურანი.

ყორასი - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ყორე

  1. ქვისა და მისთანების გროვა.

  2. უკიროდ, უტალახოდ ნაგები ქვის კედელი.

ყორენასწყალი - მდინარე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, წყალწითელას მარჯვენა შენაკადი.

ყორიანი - მდინარე ყვარლის მუნიციპალიტეტში ფატმასურის მარჯვენა შენაკადი.

ყორიასაული - იასაულების უფროსი გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში.

ყორნალისღელე - მდინარე ხულოს მუნიციპალიტეტში, კალოთის მარცხენა შენაკადი.

ყორნისი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში,.

ყორნისისწყალი (ყორნისის ფრონე) - მდინარე ზნაურის მუნიციპალიტეტში, აღმოსავლეთის ფრონის მდგენელი.

ყორნისკლდე (საყორნისკლდე) - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, აღმოსავლეთ კავკასიონზე.

ყორნისფერი - ძალიან შავი.

ყოროლისთავი

  1. სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

  2. მთა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე.

ყოროლისწყალი - მდინარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას (სიგრძე - 13,8 კილომეტრი).

ყორულდაში

  1. მწვერვალი ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

  2. მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ზესხოს მარჯვენა შენაკადი.

ყორული - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ყორუღი (თურქ.) - ნაკრძალი სათიბი (საძოვარი...).

ყორღანაშვილი იოსებ - ერეკლე II-ის კარზე დაწინაურებული პირი, ამილახვარი.

ყორღანი (თურქ.)

  1. მეზობლების მიწებს შორის გაკეთებული სასაზღვრო ნიშანი, ქვების გროვა მიწაში; სამანი.

  2. საფლავზე გაკეთებული მაღალი ბორცვი. || საერთოდ ბორცვი.

ყორჩიბაში (თურქ.) - მეფის შეიარაღებულ მცველთა უფროსი.

ყორჩი-ყალა - თბილისის თაბორის ციხის თურქული სახელი.

ყოფა - არსებობა, ცხოვრება, სიცოცხლე; ყოფნა.

ყოფაქცევა - ადამიანის მოქმედებათა ერთობლიობა; ქცევა, საქციელი.

ყოფა-ცხოვრება - ცხოვრების საერთო პირობები, ყოველდღიური ცხოვრება.

ყოფაცხოვრებითი - ყოფა-ცხოვრებასთან დაკავშირებული, ყოფა-ცხოვრების ხასიათისა.

ყოფიერება - ობიექტური სინამდვილე (მატერია, ბუნება), რომელიც არსებობს ჩვენი ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად.

ყოფითი - იგივეა, რაც ყოფაცხოვრებითი.

ყოფილი

  1. რაც წინათ იყო, წარსულში არსებობდა.

  2. ვინც წინათ იყო რაიმე თანამდებობაზე, ვისაც რაიმე წოდება ჰქონდა.

ყოფნა - არსებობა, ცხოვრება.

ყოფჩური (ყაფჩერი) - მონღოლური გადასახადი; თავდაპირველად მომთაბარე მეჯოგეთა გადასა ხადი იყო, შემდეგ სულადობრივად აქციეს.

ყოღოთოს სამაროვანი - მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.

ყოყინა - ზაქის ეპითეტად იხმარება.

ყოყინი - ზაქის, კამეჩის ხმიანობა.

ყოყლოჩინა - ვინც ყოყლოჩინობს, ყოყოჩა.

ყოყმანა - ვისაც ყოყმანი სჩვევია.

ყოყმანი - მერყეობა, ორჭოფობა.

ყოშთანთაუ - მწვერვალი ცენტრალური კავკასიონის გვერდით ქედზე, ყაბარდო-ბალყარეთში (5152 მეტრი).

ყოში

  1. მაჯის პირი (ჩვეულებრივ სამკუთხედის სახისა) გადაკეცილი.

  2. კოვზის მსგავსი ხელსაწყო ფხვიერი რისამე (ფქვილის, ბურღულის...) ამოსაღებად.

ყოჩაობა - ყოჩების ჭიდაობა, ჩხუბი.

ყოჩაღ - შორისდებული; გამოხატავს მოწონებას, წახალისებას.

ყოჩაღი - გულადი, გამბედავი, მამაცი; მარჯვე.

ყოჩი (თურქ.)

  1. დაუკოდავი მამალი ცხვარი; ვერძი, ერკემალი.

  2. მოჩხუბარი, ფალავანი.

ყოჩიანი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ყოჩივარდა (Cyclamea) - მრავალწლოვანი ტუბერიანი მცენარე ფურისულასებრთა ოჯახისა; იკეთებს გრძელყუნწიან ვარდისფერ ან წითელ (იშვიათად თეთრ) ყვავილს.

3.11 ყრ

▲ზევით დაბრუნება


ყრანი (სპარს.) - ძველებური სპარსული ფულის ერთეული.

ყრანტალა - რასაც ყრანტალი სჩვევია.

ყრანტალი - ყვავის, ყორნის და მისთანების ხმიანობა.

ყრიალი - ყვავ-ყორანთა, წეროთა და მისთანების ხმიანობა.

ყრილი - მიწის, ქვის და მისთანების დაყრით გაკეთებული ამაღლებული ადგილი.

ყრილობა

  1. დიდი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელთა კრება.

  2. ხალხის თავმოყრა, კრება.

ყრიტინი - იგივეა, რაც ყრიალი.

ყრიყინი - ზოგი ფრინველის ხმიანობა.

ყრმობა - ყრმის ასაკი.

ყრონტი (ყრონჭი) - იხილე ყანყრატო.

ყროყინი

  1. ვირისა და კამეჩის ხმიანობა.

  2. (გადატანით) ულაზათო ხმა, მაღალი სიმღერა; ღრიალი.

ყრუ

  1. ადამიანი, რომელსაც სმენა არა აქვს.

  2. (გადატანით) მივარდნილი, უკაცრიელი (ადგილი).

  3. დაბალი, გაურკვეველი ხმა.

ყრუალა - იგივეა, რაც ყრუჩუნა.

ყრუანჩელა - იგივეა, რაც ყრუჩუნა.

ყრუაშვილი კარლო - ფეხბურთი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. 30-ზე მეტი საერთაშორისო, სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში იმსაჯა 160 მატჩი (1960-76). 11-ჯერ დაასახელეს სსრკ 10 საუკეთესო მსაჯს შორის. იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კოლეგიის (1990-93) და სამსაჯო კომიტეტის (1994-98) თავმჯდომარე. (1927-2002 წწ).

ყრუ-მუნჯი - ადამიანი, რომელიც ყრუც არის და მუნჯიც.

ყრუმუნჯობა - თანდაყოლილი ან ადრეული ბავშვობის ასაკში შეძენილი სიყრუვე და ამით გამოწვეული სიმუნჯე.

ყრუჩუნა

  1. იგივეა, რაც ყრუ.

  2. გამოჩერჩეტებული, გამოთაყვანებული.

3.12 ყუ

▲ზევით დაბრუნება


ყუა

  1. მჭრელი იარაღის პირის მოპირდაპირე. არამჭრელი მხარე.

  1. პურის გარეთა (სქელი) მხარე.

  2. წიგნის (რვეულის...) ის მხარე, სადაც ფურცლებია ერთმანეთზე დაკერებული.

ყუათი (არაბ.)

  1. სანოყივრე მაწიერობა (საკვებისა).

  2. ძალა, ღონე.

ყუათიანი

  1. ყუათის მქონე, ნოყიერი, მაწიერი, მარგებელი (საკვები).

  2. ძლიერი, ღონიერი, ჯანიანი.

ყუბანეიშვილი თეიმურაზ - გრაფიკოსი (დაიბადა 1924 წელს).

ყუბანეიშვილი სოლომონ - ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1901-1986 წწ).

ყუბანი (Кубань) - მდინარე რუსეთის სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეებში (სიგრძე - 870 კილომეტრი).

ყუბანოქერუსი - ნამარხი ღორი. ზომით დღემდე ცნობილ ყველა ღორს შორის ყველაზე დიდი იყო.

ყუბასარი - XIII საუკუნის II ნახევრის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, გაქრისტიანებული „ნაყივჩაყარი“.

ყუბილაი - მონღოლი მეხუთე დიდი ყაენი 1260 წლიდან (1215-1294 წწ).

ყუბიშხა - მთა სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედზე.

ყუდე - სადგომი, თავშესაფარი.

ყუდრო

  1. (ყოფილი მკერელ იანი) სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში.

  2. სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ყუთბი - XIV საუკუნეში მცხოვრები ოქროს ურდოს პოეტი.

ყუთი

  1. ოთკუთხა სათავსი, ჩვეულებრივ ფიცრისა.

  2. ასეთ სათავსში მოქცეული რაოდენობა რისამე.

ყუთლუ-არსლანი - საქართველოს მეფეების გიორგი III-ის და თამარის მეჭურჭლეთუხუცესი XII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში.

ყულაბა - ვიწრო ჭრილის მქონე პატარა დახურული ჭურჭელი ხურდა ფულის ჩასაყრელად.

ყულალისი - სოფლები ახალციხის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

ყულანურხვა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ყულარაღასი - მეფის მცველ მეთოფეთა უფროსი გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში.

ყულარი

  1. სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

  2. სოფლების ზემო ყულარის და ქვემო ყულარის გავრცელებული სახელწოდება (მარნეულის მუნი ციპალიტეტი).

ყულევი - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

ყულისწყალი - მდინარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ჯუმის მარცხენა შენაკადი.

ყული (ინდ.) - აზიის ზოგ ქვეყანაში მტვირთავი, ბარგის წამღები მუშა, აგრეთვე შავი მუშა.

ყულფი - იგივეა, რაც მარყუჟი.

ყუმარჩი (ქუმარჩა) - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, დუაბის მარჯვენა შენაკადი.

ყუმბარა (თურქ.) - მსკდომი ჭურვი.

ყუმი

  1. მდინარე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდინარე სემის მარცხენა შენაკადი.

  2. ქალაქი ირანის ცენტრალურ ოსთანში; რელიგიური ცენტრი.

ყუმისთავი

  1. მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

  2. სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (ცხუნკურის თემის საკრებულო), მდებარეობს წყალტუბოს ტალღობრივ ვაკეზე, მდინარე ყუმის ხეობაში. ზღვის დონიდან - 220 მეტრი, წყალტუბოდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1006 კაცი. სოფელში მდებარეობს ყუმისთავის მღვიმე.

ყუმური

  1. მთა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.

  2. მდინარე ვანის მუნიციპალიტეტში, სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოების - ხუცის ნაქონების კალთაზე. მდინარე რიონის მარცხენა შენაკადი. სიგრძე - 28 კილომეტრი, აუზის ფართობი - 83,7 კვ.კმ, სათავიდან სოფელ შუამთამდე მთის ტიპისაა, შუამთის ქვემოთ - ვაკის. საზრდოობს თოვლის წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. საშუალო წლიური ხარჯი 2,5 კუბ.მ/წმ.

  3. (ყოფილი საპაიჭაო) - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთის წინეთზე, მდინარე ყუმურის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 3 სოფელს: დუცხუნი, მაისაური, ყუმური). ზღვის დონიდან - 210 მეტრი. ვანიდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 556 ადამიანი.

ყუმუხები - რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკაში მცხოვრები ხალხი.

ყუნდუზი - მდინარე სურხაბის ქვემო დინების სახელწოდება.

ყუნცული

  1. სკუპ-სკუპი, ცუნცული.

  2. დიდხანს და უნაყოფოდ ლოდინი.

ყუნწი

  1. ფოთლის, ყვავილის ან ნაყოფის ის ნაწილი, რომლითაც მიმაგრებულია მცენარეზე.

  2. დანის, წალდის და მისთანების წვეტიანი ღერო ტარის დასაგებად.

  3. ლითონის კაუჭი კარის მისაბმელად ჩარჩოზე.

  4. ნახვრეტი ამა თუ იმ საგანზე შიგ რისამე გასაყრელად.

ყუნწშაქარა (hovenia) - ფოთოლმცვივანა ხე ხეჭრელასებრთა ოჯახისა.

ყურ - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა; ნიშნავს ყურთან დაკავშირებულს.

ყურადსაღები - იგივეა, რაც საყურადღებო.

ყურადღება

  1. აზრის, მხედველობის ან სმენის მიმართვა, მიპყრობა რამეზე.

  2. მზრუნველობა.

ყურადღებიანი

  1. ვინც ყურადღებით ისმენს; დაკვირვებული.

  2. ვინც სხვებისადმი ყურადღებას იჩენს ხოლმე; მზრუნველი.

ყურანი (არაბ.) - წიგნი, რომელშიც გადმოცემულია მუსლიმანური რელიგიის დოგმები და დებულებები, მუსლიმანური მითები და სამართლის ნორმები.

ყურბელა - მრავალფეხა მოწაბლისფრო ჭია ერთგვარი.

ყურგრძელი - რასაც გრძელი ყურები აქვს (ხშირად კურდღლის ეპითეტად იხმარება).

ყურდაცქვეტილი - ვისაც, რასაც ყურები დაცქვე ტილი აქვს.

ყურდიდა - დიდი ყურების მქონე (ჩვეულებრივ იხმარება ვირის ეპითეტად).

ყურე

  1. ხმელეთში შეჭრილი ზღვის, ოკეანის ნაწილი.

  2. კუნჭული, კუთხე. || მოფარებული მყუდრო ადგილი (ტყის, მთის, კლდის და მისთანების ძირში).

ყურებ - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა; ნიშნავს ყურებთან დაკავშირებულს.

ყურებჩამოყრით - დაღონებით, მოწყენით.

ყურებწკაპუნა - კურდღლის ეპითეტია.

ყურემარე - იგივეა, რაც ყურე-კუნჭული.

ყურთაგლეჯა - საბავშვო გასართობი; რაიმე პირის ჩასატკბარუნებელს აისვრიან ზევით, წაეტანებიან და ვინც დაიჭერს, იმას სხვები სწვდებიან ყურში და ცდილობენ ხელიდან გააგდებინონ.

ყურთაზიარობა - იგივეა, რაც ყურთაგლეჯა.

ყურთასმენა - იგივეა, რაც სმენა.

ყურთბალიში - პატარა ბალიში.

ყურთმაჯი - ძველებური ქართული კაბის სახელო, რომელიც მთელ სიგრძეზე იღლიიდან ბოლომდე ღიაა და თავისუფლად არის ჩამოშვებული, ბოლო (მაჯასთან) სამკუთხედად აქვს.

ყურთუკის ბალიში - ბუმბულის ბალიში.

ყურთუკუღმა - იგივეა, რაც კურთუკუღმა.

ყური

  1. სმენის ორგანო, მისი გარეთა ნაწილი ნიჟარის მოყვანილობისა.

  2. რაიმე ჭურჭლის ხელის მოსაკიდებელი ნაწილი.

ყურისგდება

  1. ყურის მიპყრობა; მოსმენა.

  2. ყურადღების მიქცევა, მოვლა, ზრუნვა.

ყურისმგდებელი

  1. მსმენელი.

  2. მომვლელი.

ყურმახვილი - მახვილი, კარგი სმენის მქონე.

ყურმილი - ტელეფონის მილი, რომლის ერთი ბოლოს ყურზე იდებენ მოსასმენად, ხოლო მეორეში ლაპარაკობენ.

ყურმოკრულად (ყურმოკვრით) - შემთხვევით, ჭორად.

ყურმოჭრილი მონა - ვისიმე ნებასურვილის უსიტყვოდ, ბრმად შემსრულებელი.

ყურო - ქედი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხევის კავკასიონზე.

ყურულთაი - რევოლუციამდელ მონღოლეთში მმართველი ფეოდალური კლასის წარმომადგენელთა ყრილობა.

ყურუმსაღი (თურქ.) - სალანძღავი სიტყვა.

ყურუში (თურქ.) - ლითონის ხურდა ფული თურქეთში (სხვანაირად - პიასტრი).

ყურღანთეფე - ქალაქი ტაჯიკეთში, ვახშის ხეობაში.

ყურყუმასწვერი - მთა პირიქითას ქედზე ტებულოსა და უყერიჩოს უღელტეხილებს შორის (3675 მეტრი).

ყურყუმელა - თავდაღმა წყალში ჩასვლა.

ყურყური - მუცლის ხმიანობა.

ყურყუტა - მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ყუროს ქედზე (2681 მეტრი).

ყურყუტი - დიდხანს ლოდინი, ცდა.

ყურშა - ძაღლი, რომელსაც შავი ყურება აქვს (ჩვეულებრივ ასეთი ძაღლის სახელად იხმარება).

ყურცქვიტა - რასაც ყურები მუდამ დაცქვეტილი აქვს (კურდღლის ეპითეტად იხმარება).

ყურძენი - ვაზის ნაყოფი; წარმოადგენს ტკბილი წვნიანი მარცვლებისაგან შემდგარ მტევანს; მისი დაწურვით აყენებენ ღვინოს.

ყურძნობა - ყურძნის მწიფობის დრო.

ყურჭატა (Auricula judae) - სოკოა ერთგვარი; იცის ხეზე.

ყურჭი - ძლიერ შავი.

ყუტყუტი - მწყრის ხმიანობა; კურკუტი.

ყუფარაძე ვლადიმერ - მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი (1921-1981 წწ).

ყუყუნი - მუცლის ხმაური, ბუყბუყი, ყურყური.

ყუშიტაშვილი ვასილ (ვასო) - რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1894-1962 წწ).

ყუჩან-მეშჰედის ველი - დაბლობი ირანში.

ყუჩი - მშვიდი, ჩუმი, წყნარი.

ყუჩილი - ყუჩად ყოფნა; დუმილი, სიწყნარე, სიმშვიდე.

4

▲ზევით დაბრუნება


- ქართული ანბანის ოცდამეხუთე (ძველი ქართული ანბანის ოცდამერვე) ასო; მისი სახელია „შანი“; სიმბოლო წინაენისმიერი ფშვინვიერი შიშინა ნაპრალოვანი თანხმოვნისა; ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ცხრაასს (900).

4.1 შა

▲ზევით დაბრუნება


შაამიანი (შაჰ-მირიანი) შაჰამირ სულთანუმ - სომეხი ვაჭარი, განმანათლებელი, საზოგადო მოღვაწე; ცხოვრობდა მადრასში (ინდოეთი) (1723-1798 წწ).

შაბა (1972 წლამდე კატანგი) - ოლქი კონგოში.

შაბათი (ძვ.ებრ.) - შვიდდღიანი კვირის მეექვსე დღე.

შაბათიღელე - მდინარე ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ჭიშურის მარჯვენა შენაკადი.

შაბათკვარა - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

შაბათობა - საზოგადოებრივი საქმის ნებაყოფლობითი კოლექტიური კეთება არასამუშაო დროს.

შაბათობით - ყოველ შაბათს.

შაბაკა (ზეობის სახელი ნეფერ-კარა) - ძველი ეგვიპტის ფარაონი (ძვ.წ.აღ. VIII საუკუნე).

შაბალინი ალექსანდრე - რუსი კონტრადმირალი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1914-1982 წწ).

შაბან-დელმასი ჟაკ (ნამდვილი გვარი დელმასი) - საფრანგეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1915-1995 წწ).

შაბანიბელი - მთა ასპინძის მუნიციპალიტეტში, ერუშეთის მთიანეთში (2644 მეტრი).

შაბარანი - უძველესი ქალაქი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, არსებობდა VI-XVIII საუკუნეებში.

შაბარდუხი - დიდი, შავი ფერის მტაცებელი ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა.

შაბაშ (სპარს. „შად ბაშ“ - მხიარული იყავ) - შორისდებული: ვაშა! ყოჩაღ!

შაბაში (ძვ.ებრ.) - მუშაობის შეწყვეტა, დასვენება.

შაბაცი - ქალაქი სერბიაში (იუგოსლავია).

შაბდრუნგი (შაბდრუნგ ნგავანგ ნამგიალი) - ბჰუტანის დამაარსებელი, მეფე და ბუდისტური სკოლის დრუკპა კაგიუს მღვდელმსახური. მან ქვეყნის გაერთიანება შეძლო დაახლოებით 1630 წელს და მისცა მას კულტურული და სახელწიფოებრივი დამოუკიდებლობა (1594-1651 წწ).

შაბერი (გერმ.) - საჭრელი იარაღი ლითონის ძალიან წმინდად დასამუშავებლად.

შაბვა - იემენის მუჰაფაზა. მდებარეობს იემენის დასავლეთ ნაწილში. პროვინციას ესაზღვრება 4 იემენური მუჰაფაზა: აბიანი, ელ-ბეიდა, მარიბი და ჰადრამაუტი.

შაბთაი ცვი (ასევე ამირა, ან მეჰმეთ ეფენდი, სხვა ტრანსკრიპციით - საბათეი ლევი, საბათაი ცვი) - კაბალისტი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ებრაელი ცრუმესია; XVII სუკუნის მოძრაობის ლიდერი, რომელმაც თითქმის მთელი ებრაული სამყარო მოიცვა (1626—1676 წწ).

შაბთარი (Trifolium resupinatum) - სამყურას ერთი სახეობათაგანი; იკეთებს ღრუღეროიან ვარდისფერ ყვავილებს; ცხოველების კარგი საკვებია.

შაბი (არაბ.) - თეთრი კრისტალური ნივთიერება; იყენებენ ტექნიკაში, როგორც სადეზინფექციო საშუალებას.

შაბი აბუ -კასიმ - არაბი პოეტი (ტუნისი) (1909-1990 წწ).

შაბიამანი - ცისფერი გამჭვირვალე კრისტალური ნივთიერება; იყენებენ მცენარეთა შესაწამლავად, საღებავების დასამზადებლად.

შაბლი (ფრანგ.) - ფრანგული თეთრი ღვინო, რომელსაც აყენებენ პინოს ჯიშის ყურძნისაგან.

შაბლონი (გერმ.)

1) ნიმუში, რომლის მიხედვითაც ამზადებენ ერთნაირ ნაკეთობებს.

2) მოწყობილობა მზა ნაწარმის ფორმის შესამოწმებლად.

3) (გადატანით) ერთხელ და სამუდამოდ მიღებული ნიმუში, რომელსაც ბრმად მისდევენ; ტრაფარეტი, შტამპი.

4) არქიტექტურული დეტალის ნახაზი ნატურალური სიდიდისა.

შაბლონური - გაცვეთილი; ტრაფარეტული.

შაბო ფედერიკო - იტალიელი ისტორიკოსი (1901-1960 წწ).

შაბროლი კლოდ - ფრანგი კინორეჟისორი (დაიბადა 1930 წელს).

შაბროლი ჟან პიერ - ფრანგი მწერალი, წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე (დაიბადა 1925 წელს).

შაბურისძენი - ქართლის მთიანეთის წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო XIII-XV საუკუნეებში.

შაბუტი - ქვეწარმავალი ხმელეთის კუების ოჯახისა. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში.

შაგალი მარკ - ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი (1887-1985 წწ).

შაგვარი ენდრე - უნგრეთის ახალგაზრდობის მოძრაობის მოღვაწე (1913-1944 წწ).

შაგინიანი მარიეტა - რუსი მწერალი ქალი, წარმოშობით სომეხი (1888-1982 წწ).

შაგონარი - ქალაქი რუსეთში (ტუვის რესპუბლიკა).

შაგრენი (ფრანგ.) - საგანგებოდ გამოყვანილი რბილი ხორკლიანი ტყავი (ცხვრის, თხისა), რომელსაც თავისებური სახეები აქვს.

შაგრენის ტყავი - ონორე დე ბალზაკის რომანი (დაიწერა 1831 წელს).

შადი იოჰან ბაპტისტ - გერმანელი ფილოსოფოსი (1758-1834 წწ).

შადლი ბენჯადიდი - ალჟირის პოლიტიკური მოღვაწე (დაიბადა 1929 წელს).

შადოვი (გერმანული გამოთქმით შადო) იოჰან გოტფრიდ - გერმანელი მოქანდაკე (1764-1850 წწ).

შადოვი (გერმანული გამოთქმით შადო) ვილჰელმ - გერმანელი ფერმწერი (1788-1862 წწ).

შადრევანი

1) (სპარს.) - სითხის ნაკადი, რომელიც ზევით ამოდის მილიდან ან ხვრელიდან წნევის ძალით.

2) შადრევანი- სოფელი გაგრის შემოგარენში.

შადრინსკი - ქალაქი რუსეთის კურგანის ოლქში.

შადური ვანო - ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1910-1990 წწ).

შავ - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა; ნიშნავს:

1) შავის შემცველს.

2) შავი ფერის რისამე მქონეს.

შავათი - ქალაქი უზბეკეთის ხორეზმის ოლქში.

შავანა - მწვერვალი, იხილე შანი.

შავანი ედუარ - ფრანგი სინოლოგი (1865-1918 წწ).

შავანი პიუვი დე - იხილე პიუვი დე შავანი.

შავანის ქედი - იხილე შანის ქედი.

შავარდენი (Falco pererinus) - მტაცებელი ფრინველი საშუალო ზომისა; გაწვრთნილს იყენებენ ნადირობაში.

შავბალახა (Leonurus guingue lobatas) - ერთწლოვანი მაღალი ბალახი ტუჩოსანთა ოჯახისა; იკეთებს ვარდისფერ პატარა ყვავილებს.

შავბატკნიანები - იხილე ყარა-ყოიუნლუ.

შავბედი - ცუდი ბედი, უბედობა, უბედურება.

შავბედობა - უბედობა, ბედუკუღმართობა, უბედურება.

შავბნელი

1) მეტად შავი, ბნელი.

2) ბოროტი, ავისმზრახველი, მძიმე, აუტანელი.

შავგვრემანი - მუქი, მოშავო ფერის კანისა და შავი თმის მქონე.

შაბედი - ცუდი ბედი; უბედობა, უბედურება.

შაველა - მდინარე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ყვირილის მარცხენა შენაკადი.

შავგული - ჩაგრული, უბედური, ტანჯული გული.

შავგულიძე გიორგი - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში (1910-1959 წწ).

შავგულიძე შოთა - ფეხბურთელი, მცველი. თამაშობდა თბილისის „დინამოში“ (1931-40). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 85 მატჩი. სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე (1939, 40) და მესამე (1936, შემოდგომა) პრიზიორი. სსრკ თასის გათამაშების ორგზის ფინალისტი (1936, 37). იყო თბილისის „დინამოს“ პირველი კაპიტანი სსრკ-ს ჩემპიონატებში, გუნდის უფროსი (1961-62). სპორტის დამსახურებული ოსტატი (1912-1963 წწ).

შავ-და-უკუღმა - უბედურად და უკუღმართად.

შავეთი - იგივეა, რაც საიქიო.

შავერზაშვილი ალექსანდრე - კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1919 წელს).

შავერზაშვილი თამარ - კომპოზიტორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1901-1955 წწ).

შავ-ზაქარია - XI საუკუნის ქართველი კალიგრაფი; მოღვაწეობდა პალესტინაში.

შავთარა (Fumaria) - ერთწლოვანი ბალახი ყაყაჩოსებრთა ოჯახისა; იკეთებს ვარდისფერ ან წითელ ყვავილებს.

შავთელი იოანე - XII-XIII საუკუნეების ზღვარზე მოღვაწე ქართველი პოეტი.

შავი

1) ნახშირის ფერი; ამ ფერის საგანი. სამგლოვიარო ტანსაცმელი ამ ფერისა.

2) შედარებით მუქი ფერისა.

3) (გადატანით) ბოროტი, ავი, ცუდი.

4) ნასწორები ნაწერი, რომლიდანც ტექსტი სუფთად (თეთრად) უნდა გადაწერონ.

შავი არაგვი - იხილე გუდამაყრის არაგვი.

შავი ზღვა (ლათ. Pontus Euxinus - „ევქსინეს ზღვა“) - ატლანტის ოკეანის განაპირა ზღვა ევროპასა და აზიას შორის; ფართობი 420,3 ათასი კვ.კმ. საშუალო სიღრმე 1300 მეტრი. შავ ზღვას ესაზღვრება თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი და საქართველო.

შავი იანვარი (აზერბ. Qara Yanvar, ასევე ცნობილია როგორც შავი შაბათი ან იანვრის ხოცვა) - ბაქოში მშვიდობიან აზერბაიჯანელ მომიტინგეთა დარბევა საბჭოთა არმიის მიერ, 1990 წლის 20 იანვარს, რის შედეგადაც 130 ადამიანი დაიღუპა.

შავი კლდე

1) მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე.

2) უღელტეხილი ახმეტის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე.

3) იხილე ყარაყაია.

შავი მდინარე - იხილე და.

შავი მთა

1) მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, პირიქითის ქედზე (3420 მეტრი).

2) მთა ბაღდათის და ახალციხის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე (სიმაღლე - 2435 მეტრი).

შავი მთები - იხილე ჩერნოგორა.

შავი სოფელი (ძაღლის სოფელი, ძაღლის უბანი) - თბილისის მიკროუბანი მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ავლაბრის შემადგენელი ნაწილი, სასტუმრო „მეტეხი-პალასის“ უკანა მხარეს.

შავი ტბა

1) ტბა ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

2) ტბა ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის აღმოსავლეთი შტოქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

3) ტბა წალკის მუნიციპალიტეტში, ჭოჭიანის პლატოზე.

შავი ქვიშა - მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, პირიქითის ქედის სამხრეთ კალთაზე.

შავიღელე

1) მდინარე ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეხიდრის მარჯვენა შენაკადი.

2) მდინარე ხობის მუნიციპალიტეტში, ერთვის პალიასტომის ტბას.

შავიშვილი მიხეილ - მომღერალი და ლოტბარი, საქართველოს სახალხო არტისტი (1890-1974 წწ).

შავიშვილი მიხეილ - არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1894-1958 წწ).

შავი წყალი

1) მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთის ალაზნის მარცხენა შენაკადი.

2) მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მეღრუკის მარცხენა შენაკადი.

შავი ჭირი (ჟამი) - ადამიანისა და ცხოველის მწვავე ინფექციური დაავადება.

შავკაბა (შავკაბახევი) - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, დიდრიყის მარჯვენა შენაკადი.

შავკაბახევი - იხილე შავკაბა.

შავკაკალა - იგივეა, რაც სოინჯი.

შავკაპიტო - შავყურძნიანი ვაზის ჯიში; მტევანი დიდი აქვს, მსხვილმარცვალა, ღვინო მაგარი და გამძლე იცის.

შავკი აჰმად - არაბი მწერალი (ეგვიპტე) (1868-1932 წწ).

შავკი ბაღდადი - არაბი მწერალი (სირია) (დაიბადა 1928 წელს).

შავლაყაძე რობერტ - სპორტსმენი, მძლეოსანი (სიმაღლეზე ხტომა), 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე (IV-V ადგილი). ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962), სსრკ ჩემპიონი (1964). საუკეთესო შედეგი - 217 სმ. სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1933 წელს).

შავლეგი (შავლეგა)

1) ძალიან მუქი, ლეგა.

2) შავი, შავგვრემანი.

შავლეგო

1) ქართული ხალხური პანტომიმური ხასიათის გაცეკვებული ქმედობა; სრულდება საფერხულო წყობის დროს.

2) ქართული ხალხური გმირულ-პატრიოტული სიმღერა მიძღვნილი სახალხო გმირის შალვა ახალციხელისადმი.

შავლიანები - სამეფო დინასტია „აფხაზთა სამეფოში“ (დასავლეთ საქართველოს სამეფო) დაახლოებით 868-887 წლებში.

შავლოვი ართურ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1981 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ნ. ბლომბერგენთან ერთად (დაიბადა 1921 წელს).

შავმიწა - შავი, ნოყიერი ნიადაგი.

შავნაბადა

1) მთა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თელეთის ქედზე.

2) მთა ჯავის მუნიციპალიტეტში, ყელის მთიანეთში.

3) მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის მასივის სამხრეთ ნაწილში, ორწვერის ქედზე.

შავრა

1) შავი ფერის ცხენი.

2) სოფლების ზედა შავრისა და ქვედა შავრის გავრცელებული სახელწოდება (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი).

შავრაზმელი - მეფის რუსეთში - უკიდურესი რეაქციონერი, შოვინისტი, მონარქისტი.

შავრონა - მდინარე ჭიათურის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში, ბუჯის მარცხენა შენაკადი.

შავსაყდარი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

შავსოფელი - ქარელის მუნიციპალიტეტის წითელსოფლის ძველი სახელწოდება.

შავტუხა - მეტად შავგვრემანი, შავი.

შავტყე - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი გორის მუნიციპალიტეტში.

შავულა - ყვინთია იხვის რამდენიმე სახეობის სახელწოდება.

შავფხა - თავთუხის ერთ-ერთი სახეობა; იკეთებს მუქად შეფერილ თავთავს.

შავქლიავი - ქლიავის ჯიში; ისხამს მსხვილ, მოშავო, ტკბილ ნაყოფს.

შავღელე - მდინარე ხობის მუნიციპალიტეტში, მუნჩიის ტოტი.

შავყურა - შავი ყურების მქონე (ძაღლი...).

შავ-შავი - საკმაოდ შავი.

შავშეთი - მხარე ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ისტორიული მესხეთის ნაწილი, შემოსაზღვრულია არსიანის მთით, არტანუჯის კლდის მასივით და მდინარე ჭოროხით. სახელწოდება მოდის ამავე დასახელების დაბიდან, რომელიც მისი ადრინდელი ცენტრი იყო. IX საუკუნეში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).

შავშეთის ქედი - ქედი შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს სამხრეთ მთიანეთში, თურქეთის საზღვარზე.

შავშვები - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში (შავშვების საკრებულო), მდებარეობს კვერნაქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ნატახტარი-გორის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 700 მეტრი, გორიდან 12 კილომეტრი.

შავშიქისწყალი - მდინარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მარდეწელის სათავე.

შავშიწვერი - მთა ადიგენის მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის აღმოსავლეთ შტოქედზე.

შავჩოხა (Lycopsis orientalis)

1) ერთწლოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა; აქვს ხაოიანი ღერო-ფოთოლი.

2) მოშავო ფერის სოკო; იჭმება.

შავწამალა (Scrophularia nodosa) - ფესვგამსხვილებული ბალახოვანი მცენარე; ხალხურ მედიცინაში ციმბირის წყლულის სამკურნალოდ ხმარობენ.

შავწყალა - მდინარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, არეშის მარცხენა შენაკადი.

შავწყალა-ქვიშარა - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი.

შავწყაროსწყალი - მდინარე დმანისის მუნიციპალიტეტში, ხრამის მარჯვენა შენაკადი.

შავჭაწყალი - მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ლიახვის მარჯვენა შენაკადი.

შავხალის ხანჯალი - სამღარიანი ხანჯალი ერთგვარი; აქვს ნახევრამდე ჯავარისებური ზოლები (იცოდნენ ფშავში, მთიულეთში).

შავჯაგა (Rhamnus pallasii) - დაბალი, ძირიდანვე ძალიან დატოტვილი ეკლიანი ბუჩქი; ისხამს წვნიან, კურკიან ნაყოფს, რომელიც არ იჭმება.

შათირი

1) (არაბ.) იგივეა, რაც შიკრიკი.

2) სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

შათირიშვილი კონსტანტინე (კოტე) - მსახიობი და რეჟისორი (1868-1921 წწ).

შაიბა (გერმ.)

1) საყელური (ქანჩის ქვეშ დასადებად).

2) ჰოკეის თამაშში - რეზინის დისკო, რომელსაც ყინულზე მიაცურებენ.

შაიბანი აბუ ნასრ ფათჰოლახან ქაშანი - ირანელი პოეტი (1830-1891 წწ).

შაიდა მუჰამად ქაზიმ - ავღანელი პოეტი (1727 - XVIII საუკუნის დასასრული).

შაიდემანი ფილიპ - გერმანიის სოციალ-დემოკრატიის მემარჯვენე ფრთის მოღვაწე (1865-1939 წწ).

შაითანი (არაბ.) - ავი სული, ეშმაკი ისლამში.

შაიენი (Cheyenne) - ქალაქი აშშ-ში, უაიომინგის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (55 ათასი).

შაიმიევი მინტიმერ - რუსეთის თათრეთის რესპუპლიკის პრეზიდენტი 1992 წლიდან (დაიბადა 1937 წელს).

შაინა იუზეფ - პოლონელი მხატვარი, სცენოგრაფი, რეჟისორი (დაიბადა 1922 წელს).

შაინერი კრისტოფ - გერმანელი ასტრონომი, ფიზიკოსი და მათემატიკოსი (1575-1650 წწ).

შაინობა კაროლ - პოლონელი ისტორიკოსი, პუბლიცისტი, მწერალი (1818-1868 წწ).

შაიო (სლანა) - მდინარე ჩეხეთსა და უნგრეთში, მდინარე ტისას მარჯვენა შენაკადი.

შაირი (არაბ.)

1) თექვსმეტმარცვლიანი ოთხტაეპიანი ლექსი.

2) ლექსი ზოგადად.

3) სახელდახელოდ თქმული, გამკილავი შინაარსის, ჩვეულებრივ ოთხტაეპიანი ლექსი.

შაირობა - შაირის, ლექსის თხზვა.

შაიტახტი - იხილე შაჰტახტი.

შაიშმელაშვილი ივანე - გენერალ-მაიორი, მკვლევარი და მწერალი (1910-1990 წწ).

შაიშუნაგა - ძველინდური დინასტია (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 430 - 364 წწ).

შაკა მიკელე ფედერიკო - იტალიელი ფილოსოფოსი (1908-1995 წწ).

შაკი (Pondion haliaetus) - მტაცებელი ფრინველი საშუალო ზომისა; ბინადრობს წყალსატევების სანაპიროებზე, იკვებება თევზით.

შაკია (საკია) - უძველეს დროში ქშატრიების ოლიგარქიული რესპუბლიკა და ტომი ნეპალის ტერაების რაიონში.

შაკიაი - ქალაქი ლიტვაში, კაუნასიდან 65 კმ მანძილზე.

შაკიკი (არაბ.) - თავის ერთი მხარის დროგამოშვებით ტკივილი, გამოწვეული ტვინში სისხლის მიმოქცევის საშუალებით; ჰემიკრანია.

შაკირბაია ეკატერინე - აფხაზი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1907-1979 წწ).

შაკუნტალა - ინდუისტური მითოლოგიის გმირი ქალი, ერთგული მეუღლის იდეალი.

შაკუროვი სერგეი - რუსი მსახიობი (დაიბადა 1941 წელს).

შალაი იმრე - უნგრეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1897-1932 წწ).

შალალი - სქელი და მყრალი ნადენი წყლულისა (საბა).

შალამანდილი (შალვია გლუტინოსა) - მაღალი ბალახოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა; აქვს ისრის მოყვანილობის წებოვანი, გრძელყუნწიანი ფოთლები; იკეთებს ყვითელ ყვავილებს.

შალამბერიძე ოთარ - პოეტი (დაიბადა 1932 წელს).

შალანდა (ფრანგ.)

  1. პატარა ბრტყელძირიანი გემი, რომელსაც იყენებენ რეიდზე მდგომი დიდი გემების დასატვირთავად და გადმოსატვირთავად, მიწის წასაღებად და სხვა.

  2. პატარა იალქნიანი თევზსაჭერი გემი.

შალაური - (ყოფილი შალვაური) - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 650 მეტრი, თელავიდან - 2 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2523 ადამიანი.

შალაფა (Sorghum halepense) - მრავალწლოვანი მაღალღეროიანი სარეველა ბალახი მარცვლოვანთა ოჯახისა; ნორჩობაში საქონლის საკვებია.

შალაშინი - სადურგლო იარაღი - ხის (რკინის) ბუდე შიგ ჩასმული ბრტყელი მჭრელი პირით; ხმარობენ ფიცრისა და მისთანების ზედაპირის სუფთად სათლელად.

შალახო - იუმორისტული ხასიათის ქალაქური ცეკვა; სრულდება მამაკაცთა მიერ.

შალგი (Brassica campestris ssp. cleifera) - ზეთოვანი მცენარე ჯვაროსანთა ოჯახისა.

შალგოტარიანი - ქალაქი ჩრდილოეთ უნგრეთში, ნოგრადის მედიეს ადმინისტრაციული ცენტრი (50 ათასი).

შალგრენი ჟან ფრანსუა - ფრანგი არქიტექტორი (1739-1811 წწ).

შალდამი (შალდაყი) - იგივეა, რაც შამბი.

შალე (ფრანგ.)

  1. შვეიცარიის მთებში - პატარა სოფლური სახლი.

  2. პატარა აგარაკი.

შალეული - სხვადასხვა შალი ერთობლივ.

შალეულობა - იგივეა, რაც შალეული.

შალვა ქსნის ერისთავი - ქსნის საერისთავოს ერისთავი, კახეთის 1659 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური (გარდაიცვალა 1662 წელს).

შალვაური - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურის ძველი სახელი.

შალთა

  1. ნამგლის მოყვანილობის რკინის დაკბილული იარაღი ბოსტნეულის გასამარგლავად; ზოგგან გარეთა მხარე მჭრელი აქვს.

  2. იგივეა, რაც ფუჩფუჩა.

შალი (ფრანგ.)

  1. მატყლის ქსოვილი.

  2. ქალის თბილი მოსასხამი (მოსახვევი) მატყლისაგან ნაქსოვი.

  3. ქალაქი რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკაში (25 ათასი).

შალი ენდრიუ - ამერიკელი მედიკოსი, 1977 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1926 წელს).

შალი კლიფორდ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1994 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ბ. ბროკჰაუზთან ერთად (დაიბადა 1915 წელს).

შალი მიშელ - ფრანგი მათემატიკოსი და მათემატიკის ისტორიკოსი (1793-1811 წწ).

შალიაპინი თედორე - ოპერის გამოჩენილი რუსი მომღერალი (ბანი) (1873-1938 წწ).

შალიე მარი ჟოზეფ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1747-1793 წწ).

შალითა - საგნის ფორმის მიხედვით შეკერილი ქსოვილის (ტყავის და მისთანების) ჩამოსაცმელი - გაფუჭებისაგან (გაჭუჭყიანებისაგან) დასაცავად.

შალიკაშვილი ამირან - მსახიობი და რეჟისორი, პირველი ქართული პანტომიმური სპექტაკლის შემქმნელი 1965 წელს (დაიბადა 1939 წელს).

შალიკაშვილი ანა - ფერმწერი, გრაფიკოსი, მხატვარ-მულტიპლიკატორი, საქართველოს სახალხო მხატვარი (დაიბადა 1919 წელს).

შალიკაშვილი ვალერიან - მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი (1874-1919 წწ).

შალიკაშვილი კოკოლა ვარაზის ძე - XVI საუკუნის II ნახევრის მესხი ფეოდალი.

შალიკიანთკარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ანანურის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე არყალას (მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 1000 მეტრი, დუშეთიდან - 26 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 77 კაცი.

შალიკოვი პეტრე - ქართული წარმოშობის რუსი მწერალი (1767-1852 წწ).

შალიუკი პაულ - გერმანელი მწერალი (1922-1976 წწ).

შალნარევი - რასაც მატყლი ურევია.

შალონ-სიურ-მარნი - ქალაქი საფრანგეთში, მარნის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (50 ათასი).

შალონ-სიურ-სონი - ქალაქი საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში (60 ათასი).

შალუტაშვილი ნადეჟდა - თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (დაიბადა 1918 წელს).

შალშავი - იგივეა, რაც მოცვი.

შალჩინინკაი - ქალაქი ლიტვაში.

შამადავლე დადიანი - ოდიშის ერისთავი 1470-74 წლებში.

შამადელა - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

შამათავა - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

შამათავა პეტრე - პუბლიცისტი, სცენარისტი, ჟურნალისტი (1911- ).

შამათი (სპარს.-არაბ. - შაჰ მათ - მეფე მკვდარია) - ჭადრაკში ისეთი მდგომარეობა, როდესაც ერთ-ერთი მხარის მეფეს აღარ შეუძლია თავდაცვა მოწინააღმდეგის ქიშისაგან (ნიშნავს წაგებას).

შამაია (სპარს.) (Chalcalburnus chalcoides) - თევზი კობრისებრთა ოჯახისა; ბინადრობს კასპიის, შავსა და აზოვის ზღვებში და მათ შენაკადებში.

შამანაძე ნოდარ - მწერალი (დაიბადა 1930 წელს).

შამანი

  1. უდედო, დაუდუღებელი, ტკბილი, სუსტი ღვინო (იციან ქართლსა და კახეთში).

  2. ბოლოს გადმოსული სუსტი არაყი (ქართლსა და ხევსურეთში).

  3. შავი ჩირქნარევი სისხლი.

  4. შამანი (ტუნგუს. - მანჯურ.) - ზოგ ხალხში - კულტის მსახური, ჯადოქარი, ექიმბაში.

შამანიზმი (შამანობა) - ჩრდილოეთ და შუა აზიის, ამერიკის, აფრიკის და სხვა ქვეყნების ზოგ ხალხში - რელიგიის ფორმა, ავი და კეთილი სულების კულტი.

შამაში - ასრულ-ბაბილონურ რელიგიასა და მითოლოგიაში - მზის ღვთაება.

შამაშ-შუმუქინი (სამუგენი, საოსდუქინოსი) - ბაბილონის მეფე ძვ.წ.აღ. 667-648 წლებში.

შამბალა (ვაშამბალა, შამბაა) - ტანზანიაში მცხოვრები ხალხი.

შამბალეთი - მდინარე შუახევის მუნიციპალიტეტში, მოდულისწყლის მარჯვენა შენაკადი.

შამბალილა (Trigonella feonum graccum) - ერთწლოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა; ცხოველთა საკვებია.

შამბერი - ქალაქი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ისტორიულ ოლქ სავოიის და დეპარტამენტ სავოიის ადმინისტრაციული ცენტრი (55 ათასი).

შამბერიერი (ფრანგ.) - გრძელი მათრახი, შოლტი, რომელსაც იყენებენ ცირკში, მანეჟზე.

შამბერლანი შარლ ედუარ - ფრანგი ქიმიკოსი და ბაქტერიოლოგი (1851-1908 წწ).

შამბი - მაღალი და მსხვილი ბალახი.

შამბიანი

1) იგივეა, რაც შამბნარი.

2) მთა ნინოწმინდის და წალკის მუნიციპალიტეტებში, ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე (2882 მეტრი).

შამბიეთი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

შამბნარი - შამბით დაფარული ადგილი.

შამბორი ანრი - ბორდოს ჰერცოგი, ბურბონთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი (1820-1883 წწ).

შამგონა - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

შამთა - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

შამილი - კავკასიის მთის (დაღესტანი, ჩეჩნეთი) დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მეთაური 1834-59 წლებში (1797-1861 წწ).

შამირი იცხაკ - ისრაელის პრემიერ-მინისტრი 1983-84 და 1986-92 წლებში (დაიბადა 1915 წელს).

შამისო ადელბერტ ფონ - გერმანელი მწერალი და მეცნიერი-ბუნებისმეტყველი (1781-1838 წწ).

შამოზიტი (ფრანგ.) - მინერალი ფენოვანი სილიკატების კლასისა; მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს რკინას.

შამონი - ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, სავოიის ალპებში, ტურიზმის ცენტრი, ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი 1924 წელს.

შამოტი (გერმ.) - მაღალი ტემპერატურის პირობებში გამომწვარი ცეცხლგამძლე თიხა ან კაოლინი.

შამპანი - ისტორიული ოლქი ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში.

შამპანიზაცია - ღვინის გაჯერება ნახშირმჟავა გაზით (მეორედ დადუღების საშუალებით).

შამპანისტი - შამპანურის დამზადების სპეციალისტი, მეღვინე.

შამპანური (ფრანგ.) - მშხეფარე ღვინო, რომელიც გაჯერებულია ნახშირმჟავა გაზით (საფრანგეთის პროვინციის Champagne-ს სახელის მიხედვით).

შამპეინი - ქალაქი აშშ-ს ილინოისის შტატში.

შამპენი ფილიპ დე - ფრანგი ფერმწერი (1602-1674 წწ).

შამპინიონი (ფრანგ.) - ქამასოკო.

შამპინი-სიურ-მარნი - ქალაქი საფრანგეთის ვალ-დე-მარნის დეპარტამენტში.

შამპლენი სამიუელ - ფრანგი კარტოგრაფი, კანადისა და აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთის მკვლევარი (1567-1635 წწ).

შამპლენი - ტბა აშშ-სა და კანადაში (სიღრმე 183 მეტრი).

შამპოლიონი ჟან ფრანსუა - ფრანგი ისტორიკოსი, ეგვიპტოლოგიის ფუძემდებელი (1790-1832 წწ).

შამპუნი (ინგლ.) - თხევადი ან ფხვიერი თავსაბანი საპონი.

შამს ალ-დინ ილთუთმიში - დელის სასულთნოს მმართველი (1211-1236 წწ).

შამსონი ანდრე - ფრანგი მწერალი (1900-1983 წწ).

შამუგია პაატა - სპორტული ტანვარჯიში. მსოფლიოს თასის მფლობელი ბჯენით ხტომაში (1975), მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში (1974), სსრკ რვაგზის ჩემპიონი (1973-77 წწ - მრავალჭიდსა და ცალკეულ იარაღებზე), სსრკ თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1973) (დაიბადა 1952 წელს).

შამუნი ქამილ - ლიბანის პრეზიდენტი 1952-55 წლებში (1900-1985 წწ).

შამურათოვა აიმხან - ყარაყალპაკეთის მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1917 წელს)

შამურამიტი (ბერძნ. სემირამიდა) - ასურეთის დედოფალი ძვ.წ.აღ. IX საუკუნეში.

შამფორი სებასტიან როკ ნიკოლა - ფრანგი მწერალი (1740-1794 წწ).

შამფრიანი სიმონ - პოეტი (დაიბადა 1925 წელს).

შამფური - ხის ან რკინის წვეტიანი ღერო, რომლითაც წვავენ ხორცს (მწვადს).

შამქორი - ქალაქი აზერბაიჯანში (30 ათასი).

შამქორის ბრძოლა

  1. 1198 წლის 1 ივნისს ბრძოლა საქართველოს ლაშქრისა აზერბაიჯანის ათაბაგის აბუ ბაქრის ჯარის წინააღმდეგ, რომელიც ქართველთა გამარჯვებით დასრულდა.

  2. 1824 წლის 3 სექტემბერს ერთ-ერთი დიდი ბრძოლა ირანის არმიასა და რუსეთის ჯარებს შორის; ირანელების დამარცხებამ განაპირობა რუსეთის პოზიციის გამაგრება ამიერკავკასიაში.

შამშიადადი - ასურეთის მეფეთა სახელი, რომლებიც ძვ.წ.აღ. XIX-IX საუკუნეებში მეფობდნენ.

შამშიევი ბოლოთბეგ - ყირგიზი კინორეჟისორი, სცენარისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1941 წელს).

შამხალი (შავქალი, შაუხალი) - ყუმუხების, ლაკების, დარგუელების მმართველთა ტიტული დაღესტანში XII საუკუნის დასასრულიდან.

შანა - რაიმე ნივთი (უპირატესად ლითონისა), რომელსაც შეულოცავდნენ ხოლმე (ან მაჯაზე) აბამდნენ ვითომდა ავი თვალისაგან (ავი სულისაგან) დასაცავად.

შანავარი - ჭკვიანი საქონელი.

შანდაკი

  1. ვაკე, მოსუფთავებული ადგილი.

  2. ბათქაშის მოსასწორებელი, მოსაპირკეთებელი იარაღი.

შანდალი (არაბ.-სპარს.) - სანთლის ჩასადგმელი; სასანთლე.

შანდონი - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, არმხის შენაკადი.

შანდორი - ლითონის, რკინაბეტონის ან ხის კოჭი. ასეთ კოჭებს იყენებენ წყალგამშვები ნახვრეტების გადასაკეტად ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში, სარწყავ, დასაშრობ, გამწყლოვანებელ და სხვა სისტემებში.

შანდუნი

  1. ნახევარკუნძული ყვითელ ზღვაში (ჩინეთი).

  2. პროვინცია აღმოსავლეთ ჩინეთში.

შანელი გაბრიელ (კოკო) - ფრანგი-მოდელიორ-დიზაინერი (1883-1971 წწ).

შანთი - სხეულის ამოსაწვავი, დასადაღავი გახურებული რკინა.

შანი (შავანა)

  1. მწვერვალი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხდის მთათა ჯგუფში.

  2. ნაციონალური ოლქი მიანმაში.

შანი ბენ (ბენჯამენ) - ამერიკელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1898-1969 წწ).

შან იანი - ჩინეთის სახელმწიფო მოღვაწე და რეფორმატორი (ძვ.წ.აღ. 390 - 338 წწ).

შანის მთიანეთი - მდებარეობს მიანმაში, ლაოსში, ტაილანდსა და ჩინეთში.

შანის ქედი (შავანის მთიანეთი) - ქედი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთი შტოქედი.

შანიძე აკაკი - დიდი ქართველი ენათმეცნიერი, აკადემიკოსი, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი (1887-1987 წწ).

შანიძე ალექსანდრე - პოეტი (1907-1990 წწ).

შანიძე დიმიტრი (დიტო) - სპორტსმენი (ძალოსნობა, 60 კგ), 968 წლის მეხიკოსა და 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი. მსოფლიოს ჩემპიონი (1973) და მეორე პრიზიორი (1974). მსოფლიოს ჩემპიონატში აკვრაში მოიგო მცირე ოქროს მედალი (1969). ევროპის ჩემპიონი (1972) და ოთხგზის მეორე პრიზიორი (1968, 69, 71, 74). ევროპის ჩემპიონატებში მოგებული აქვს სამი მცირე ოქროს მედალი (1972 - ატაცსა და აკვრაში, 1973 - აკვრაში). სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1969-74) და ორგზის მეორე პრიზიორი (1968, 75). დამყარებული აქვს მსოფლიოს სამი რეკორდი: ორი აკვრაში - 153,5 კგ (1971), 156,0 კგ (1972) და ერთი სამჭიდში - 402,5 კგ (1972). სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1937 წელს).

შანკარა - ინდოელი რელიგიის ფილოსოფოსი და პოეტი (ვარაუდით 788 - 820 წწ).

შანკევანი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (საგურამოს თემის საკრებულო), საგურამოს ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 880 მეტრი, მცხეთიდან - 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 95 კაცი.

შანკრი (ფრანგ.) - რბილი შანკრი - გადამდები ვენერული დაავადება. მაგარი შანკრი - სიფილისით დაავადების პირველი ხილული ნიშანი - დასნებოვნების ადგილზე განვითარებული წყლული.

შანმელე მარი - ფრანგი მსახიობი, პირველი შემსრულებელი როლებისა რასინის ტრაგედიებში (1642-1698 წწ).

შანონი - ირლანდიის ყველაზე დიდი მდინარე, ერთვის ატლანტის ოკეანეს (სიგრძე - 368 კილომეტრი).

შანსი

  1. პროვინცია ჩრდილოეთ ჩინეთში.

  2. (ფრანგ.) - რისამე განხორციელების, რაიმე წარმატების შესაძლებლობა.

შანსონეტი (ფრანგ.)

  1. პატარა სიმღერა თამამი, ხშირად უხამსი შინაარსის.

  2. ასეთი სიმღერების შემსრულებელი ქალი, რომელიც გამოდის კაფეშანტანში.

შანსონი (ფრან.)

  1. ფრანგული სიმღერა, უპირატესად ხალხური.

  2. საესტრადო ჟანრის სიმღერა, რომელსაც შანსონიე ასრულებს.

შანსონიე (ფრანგ.) - საესტრადო ჟანრის სიმღერის შემსრულებელი (საფრანგეთში).

შანტაჟი (ფრანგ.) - სახელის გამტეხი ფაქტების (ნამდვილისა თუ მოგონილის) გამომჟღავნების მუქარა და ამ გზით გამოძალვა ფულისა ან ქონებისა.

შანტაჟისტი (ფრანგ.) - პირი, რომელიც შანტაჟს ეწევა.

შანტი - ქალაქი საფრანგეთის უაზის დეპარტამენტში.

შანტიჩი ალექსა - სერბი პოეტი (1868-1924 წწ).

შანტოუ (სვატოუ) - ქალაქი ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში (580 ათასი).

შანფარა - ისლამამდელი არაბი პოეტი (გარდაიცვალა VI საუკუნის დასაწყისში).

შანფლერი (ნამდვილი სახელი და გვარი ჟიულ ფრანსუა ფელიქს იუსონი) - ფრანგი მწერალი (1821-1889 წწ).

შანშიაშვილი სანდრო - პოეტი, დრამატურგი (1888-1979 წწ).

შანშიაშვილი ცისია - ფერმწერი (დაიბადა 1921 წელს).

შანშოვანი ზურაბ - XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი გრამატიკოსი, ქართულად დაწერილი ქართული ენის გრამატიკის პირველი ავტორი.

შანხაი - ქალაქი ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი, ქვეყნის უდიდესი პორტი (13,4 მილიონი).

შანხაიგუანი - ქალაქი ჩინეთის ხებეის პროვინციაში.

შაოგუანი - ქალაქი ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში.

შაოიანი (ბაოცინი) - ქალაქი ჩინეთის ხუნანის პროვინციაში.

შაოსინი - ქალაქი ჩინეთის ჯეძიანის პროვინციაში (180 ათასი).

შაორა - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ერთვის შაორის წყალსაცავს.

შაორი

  1. მთა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სამსრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე.

  2. (შაშკა) მდინარე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ერთვის ფარავნის ტბას.

შაორის ქვაბული - ქვაბული ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

შაორის წყალსაცავი - წყალსაცავი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შაორის ქვაბულში.

შაოსინი - ქალაქი აღმოსავლეთ ჩინეთში (180 ათასი).

შაპერი კარლ - გერმანიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1812-1870 წწ).

შაპიროგრაფი - მოწყობილობა ტექსტის ბეჭდურად გამრავლებისათვის სასტამბო ანაწყობის გამოუყენებლად; გაუმჯობესებული ჰექტოგრაფი.

შაპიტო (ფრანგ.) - ბრეზენტის კარავი, სადაც საცირკო წარმოდგენები იმართება; მოძრავი ცირკი, რომელიც წარმოდგენებს ასეთ კარავში მართავს.

შაპლენი ჟან - ფრანგი მწერალი, ლიტერატურის თეორიტიკოსი (1595-1674 წწ).

შაპო (ფრანგ.) - შლაპა.

შაპოვალოვი იგორ - ბალეტის რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1945 წელს).

შაპორინი იური - რუსი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1887-1966 წწ).

შაპოშნიკოვი ევგენი - რუსი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ავიაციის მარშალი, 1991 წელს სსრკ თავდაცვის მინისტრი, 1991-93 წლებში დსთ-ს შეიარაღებული ძალების მხედართმთავარი (დაიბადა 1942 წელს).

შაპურ I - სასანიანთა სახელმწიფოს მეფე 222-272 წლებში (გარდაიცვალა 272 წელს).

შაპურ II - სასანიანთა სახელმწიფოს მეფე 309 წლიდან (გარდაიცვალა 379 წელს).

შარა (სპარს.) (შარაგზა) - იგივეა, რაც გზატკეცილი.

შარაბანი (ფრანგ.)

  1. ოთხთვლიანი ღია ეტლი, რომელშიც რამდენიმე რიგად არის ადგილები.

  2. ერთცხენიანი ორთვალა ეტლი; კაბრიოლეტი.

შარაბიძე (მინაიჩევა) გალინა - სპორტული ტანვარჯიში. 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში, მეორე და მესამე პრიზიორი საგნით ჯგუფურ ვარჯიშსა და ბჯენით ხტომებში, მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში და მეორე პრიზიორი საგნით ჯგუფურ ვარჯიშში (1954), სსრკ ჩემპიონი დვირზე ვარჯიშში (1953), 1953 წლამდე გამოდიოდა მოსკოვის სახელით. სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1929 წელს).

შარაბიძეები - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

შარაგასი - ქართლის მეფის მითრიდატე II-ის (I საუკუნის 70-იანი წწ) პიტიახში.

შარადა (ფრანგ.) - თამაში-გამოცანა, რომელშიც ჩაფიქრებული სიტყვა დაყოფილია ნაწილებად და თითოეულ ნაწილს აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა.

შარავანდედი - იგივეა, რაც შარავანდი.

შარავანდი (სპარს.)

  1. სხივი, შუქი, ბრწყინვალება.

  2. სამეფო გვირგვინი, მსგავსი სხივთა (საბა).

შარავი - იგივეა, რაც შალალი.

შარავი (მეტსახელი მარზანი) ბალდუუგინ - მონღოლი ფერმწერი (1869-1939 წწ).

შარალიევი ბორისლავ - ბულგარელი კინორეჟისორი (დაიბადა 1922 წელს).

შარანტა - მდინარე საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში, ერთვის ბისკაის ყურეს (სიგრძე - 360 კილომეტრი).

შარანტი - დეპარტამენტი საფრანგეთში.

შარა-შარა - შარაზე, გზა-გზა.

შარაშიძე შალვა - საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი, პედაგოგი (1880-1934 წწ).

შარახევი

  1. მდინარე დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტებში, შარახეულის მარჯვენა შენაკადი.

  2. სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მაღაროსკარის თემის საკრებულო), ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე შარახევის (ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი) ზემოეთში. ზღვის დონიდან - 1580 მეტრი, დუშეთიდან - 32 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 15 კაცი.

  3. სოფლების ზემო შარახევის და ქვემო შარახევის გავრცელებული სახელწოდება (თიანეთის მუნიციპალიტეტი).

შარახეული - მდინარე დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტებში, ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი.

შარახვეტია - უსაქმუროდ მოსიარულე, მოყიალე.

შარბათი (არაბ.) - შაქრისა და ხილის წვენით დამზადებული ტკბილი სასმელი.

შარგოროდი - ქალაქი უკრაინის ვინიცის ოლქში.

შარგუნი - ქალაქი უზბეკეთის სურხანდარიის ოლქში.

შარდენი ჟან - ფრანგი მოგზაური, იუველირი და ძვირფასი ქვებით მოვაჭრე; 1672-73 წლებში იმოგზაურა საქართველოში (1643-1713 წწ).

შარდენი ჟან ბატისტ სიმეონ - ფრანგი ფერმწერი (1699-1779 წწ).

შარდი - თირკმელებით გამოყოფილი სითხე, რომელიც შეიცავს ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებს.

შარდომეთი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

შარდსადენი - შარდის ბუშტიდან შარდის გამოსასვლელი მილი.

შარეულა

  1. მთა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

  2. მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 22 კილომეტრი).

შარვალი - წელქვევით ჩასაცმელი ტოტებიანი გარეთა სამოსი.

შარვაშიძე

1) აფხაზეთის მთავარი 1821-22 წლებში.

2) აფხაზეთის მთავარი XVII საუკუნის დასასრულს.

3) აფხაზეთის მმართველი XVIII საუკუნის შუა წლებში.

შარვაშიძე (შარვაშიძე-ჩაჩბა) ალექსანდრე - ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი (1867-1968).

შარვაშიძე გიორგი - აფხაზი პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი (1846-1918 წწ).

შარვაშიძე ზურაბ - აფხაზეთის მთავარი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში.

შარვაშიძე კონსტანტინე - აფხაზი საზოგადო მოღვაწე (1813-1883 წწ).

შარვაშიძე ლევან - სამურზაყანოს მფლობელი XVIII საუკუნის II ნახევარში.

შარვაშიძე მანუჩარ - სამურზაყანოს მმართველი (გარდაიცვალა 1813 წელს).

შარვაშიძე მიხეილ (ჰამუთ-ბეგი) - აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი 1822-64 წლებში (1811-1865 წწ).

შარვაშიძე მურზაყან - სამურზაყანოს მფლობელი XVIII საუკუნის დასაწყისში.

შარვაშიძე პუტო - აფხაზეთის მთავარი XVII საუკუნის I მესამედში.

შარვაშიძე როსტომ - ბზიფის აფხაზეთის მთავარი XVII საუკუნის დასასრულს.

შარვაშიძე სარეხ (სორეხ) - აფხაზეთის მთავარი XVII საუკუნის 70-80-იან წლებში.

შარვაშიძე საფარ ალი-ბეგ, გიორგი - აფხაზეთის მთავარი 1810-21 წლებში.

შარვაშიძე სეტემან - აფხაზეთის მთავარი XVII საუკუნის I ნახევარში.

შარვაშიძე სუსტარ - აფხაზეთის მთავარი XVII საუკუნის 50-60-იან წლებში.

შარვაშიძე ქეილაშ აჰმედ-ბეგ (ქელეშ-ბეი) - აფხაზეთის მთავარი XVIII საუკუნის 80-იანი წლებიდან.

შარვაშიძე ყვაპუ - აფხაზეთის მთავრის ზეგნაყის უფროსი ვაჟი.

შარვაშიძე ხუტუნია - სამურზაყანოს მფლობელი XVIII საუკუნის შუა წლებში (გარდაიცვალა 1757 წელს).

შარვაშიძე ჯიქეშია - ზეგნაყ შარვაშიძის მეორე შვილი.

შარვაშიძეები (შერვაშიძე, აფხაზურად ჩაჩბა, მეგრულად შარაშია) - მთავართა საგვარეულო ფეოდალურ აფხაზეთში.

შართლამა (შართილამა) - წერილობითი პირობა („პირობის წიგნი“), ხელშეკრულება ძველ საქართველოში.

შარი

1) რისამე დაწამება, დაბრალება უსიამოვნების მიყენების მიზნით. ცილისწამება.

2) დავიდარაბა, უსიამოვნება.

3) იგივეა, რაც კვალი.

4) მწკრივი (ვაზისა, ხეხილისა...).

5) მდინარე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ჩადსა და კამერუნში, ერთვის ჩადის ტბას (სიგრძე - 1450 კილომეტრი).

შარი რენე - ფრანგი პოეტი (1907-1988 წწ).

შარია - ქალაქი რუსეთის კოსტრომის ოლქში.

შარიათი (არაბ.) - მუსლიმანურ სახელმწიფოებში - მუსლიმანური ფეოდალური სამართლის რელიგიურ და იურიდიულ ნორმათა ერთობლიობა.

შარიანი - შარის მოყვარული.

შარიაჟი (ფრანგ.) - დედამიწის ტექტონიკური საფარველი.

შარიერი იზაბელ ანეს ელიზაბეტ დე - ჰოლანდიური წარმოშობის შვეიცარიელი მწერალი ქალი (1740-1805 წწ).

შარითაუ - მთა კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ცხენისწყლის სათავეებში (3707 მეტრი).

შარიპუტრა - ბუდისტურ მითოლოგიაში - ბუდას ერთ-ერთი უახლოესი მოსწავლე.

შარირი სუტან - ინდონეზიის პოლიტიკური მოღვაწე (1909-1966 წწ).

შარისთავი - შარის ატეხის მოყვარული.

შარისწყალი - მდინარე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჩოლოქის მარჯვენა შენაკადი.

შარიფი (არაბ.) - მუსლიმანურ ქვეყნებში - მაჰმადის შთამომავალთა საპატიო წოდებულება.

შარიფი აზიზ - ერაყის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე (1904-1990 წწ).

შარიფი ომარ (ნამდვილი სახელი მიშელ დიმიტრი შაჰლუბი) - ამერიკელი მსახიობი, წარმოშობით ეგვიპტიდან (დაიბადა 1931 წელს).

შარიფოვა ფარიდა - ყაზახი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1936 წელს).

შარიფუდინი ამირ - ინდონეზიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1907-1948 წწ).

შარიშური - ფოთლების, აბრეშუმის ქსოვილისა და მისთანების რხევის ხმა.

შარკავი აბდ ალ-რაჰმან - არაბი მწერალი, დრამატურგი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე (ეგვიპტე) (1921-1987 წწ).

შარკი ლორენს ლუის - ავსტრალიისა და საერთაშორის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1898-1967 წწ).

შარკო ჟან ბატისტ - ფრანგი პოლარეთის მკვლევარი (1867-1936 წწ).

შარკო ჟან მარტენ - ფრანგი ექიმი (1825-1893 წწ).

შარლ II მელოტი - დასავლეთის ფრანკთა სახელმწიფოს მეფე (823-877 წწ).

შარლ III მსუქანი - აღმოსავლეთის ფრანკთა (876-887 წწ) და დასავლეთის ფრანკთა (884-887 წწ) მეფე (839-888 წწ).

შარლ III (მოსულელო) - საფრანგეთის მეფე (879-929 წწ).

შარლ V (ბრძენი) - საფრანგეთის მეფე (1338-1380 წწ).

შარლ VI (შლეგი) - საფრანგეთის მეფე (1368-1422 წწ).

შარლ VII - საფრანგეთის მეფე (1403-1461 წწ).

შარლ VIII - საფრანგეთის მეფე (1470-1498 წწ).

შარლ IX - საფრანგეთის მეფე (1550-1574 წწ).

შარლ X - საფრანგეთის მეფე (1757-1836 წწ).

შარლ I ანჟუელი - სიცილიისა და ნეაპოლის სამეფოების მეფე (1226-1285 წწ).

შარლატანი (ფრანგ.) - ადამიანი, რომელიც რისამე მცოდნედ ასაღებს თავს; მატყუარა, თაღლითი.

შარლახი (ფრანგ.) - ხასხასა წითელი საღებავი.

შარლერუა - ქალაქი ბელგიის ენის პროვინციაში (210 ათასი).

შარლ გულადი - შაროლის გრაფი ბურგუნდიის ჰერცოგი 1467 წლიდან (1433-1477 წწ).

შარლ ორლეანელი - ფრანგი პოეტი (1394-1465 წწ).

შარლემანი იოსებ - გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1880-1957 წწ).

შარლიე კარლ ვილჰელმ ლუდვიგ - შვედი ასტრონიმი (1862-1934 წწ).

შარლოტა-ამალია - ქალაქი ვირჯინის კუნძულებზე, აშშ-ს სამფლობელოს ადმინისტრაციული ცენტრი და მთავარი ნავსადგური.

შარლოტი - ქალაქი აშშ-ს ჩრდილოეთ კაროლინის შტატში (340 ათასი, გარეუბნებით - 1 მილიონი).

შარმა რაკეშ - ინდოეთის რესპუბლიკის კოსმონავტი (დაიბადა 1949 წელს).

შარმა რამ რაშან - ინდოელი ისტორიკოსი (დაიბადა 1920 წელს).

შარმიანი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), მდინარე ხადისწყლის (მთიულეთის არაგვის აუზი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1500 მეტრი, დუშეთიდან - 62 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 3 კაცი.

შარნჰორსტი გერჰარდ იოჰან დავიდ - პრუსიის სახელმწიფო მოღვაწე (1755-1813 წწ).

შარონი არიელ - ისრაელის პრემიერ-მინისტრი 2001 წლიდან (დაიბადა 1928 წელს).

შარონი - ფრანგი ფილოსოფოსი და თეოლოგი (1541-1603 წწ).

შაროხევი - მდინარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 24 კილომეტრი).

შარპაკი ჟორჟ - ფრანგი ქიმიკოსი, 1992 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1924 წელს).

შარპანტიე გიუსტავ - ფრანგი კომპოზიტორი (1860-1956 წწ).

შარპეი - ჩინეთში გამოყვანილი ძაღლის ჯიში.

შარპი უილიამ - ამერიკელი ეკონომისტი, 1990 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ხ.მარკოვიცთან და მ.მილერთან ერთად (დაიბადა 1934 წელს).

შარპი ფილიპ - ამერიკელი ბიოლოგი, 1993 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი რ. რობერტსთან ერთად (დაიბადა 1944 წელს).

შარ-პლანინი - ქედი იუგოსლავიაში.

შარპლესი ბარი - ამერიკელი ქიმიკოსი, 2001 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1941 წელს).

შარჟი (ფრანგ.) - ვისიმე ან რისამე სატირული ან იუმორისტული გამოსახულება, რომელშიც დაცულია გარეგნული მსგავსება და კარიკატურულად არის შეცვლილი და ხაზგასმული ყველაზე უფრო დამახასიათებელი ნიშნები, თვისებები.

შარტავა ჟიული - პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალ-მაიორი, გმირულად დაიღუპა აფხაზეთის ომში (1944-1993 წწ).

შარტიე ალენ - ფრანგი პოეტი (დაახლოებით 1385-1433 წწ).

შარტრეზი (ფრანგ.) - ერთგვარი ლიქიორი.

შარტრი - ქალაქი საფრანგეთში, ერისა და ლუარის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (80 ათასი).

შარუნი ჰანს ბერნჰარდ - გერმანელი არქიტექტორი (1893-1972 წწ).

შარფი - თავზე ან ყელზე მოსახვევი ვიწრო, მოგრძო ქსოვილი.

შარფი ერვინ - ავსტრიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1914-1995 წწ).

შარშან - გასულ წელს, ერთი წლის წინათ.

შარშანდელი - რაც შარშან იყო, რაც შარშან მოხდა.

შარშანწინ - შარშანდელი წლის წინა წელს.

შარშანწინდელი - რაც შარშანწინ იყო, რაც შარშანწინ მოხდა.

შარჯა - ქალაქი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ამავე სახელწოდების საამიროს ადმინისტრაციული ცენტრი.

შასერიო თეოდორ - ფრანგი ფერმწერი (1819-1856 წწ).

შასი (ფრანგ.)

1) სხვადასხვა მანქანის, მექანიზმის, მოწყობილობის ჩარჩო ან საფუძველი.

2) თვითმფრინავის ნაწილი, რომლითაც ის მოძრაობს აეროდრომზე აფრენის ან დაჯდომის დროს.

შასინიე ჟან-ბატისტ - ფრანგი რელიგიური პოეტი (დაახლოებით 1578-1635 წწ).

შასლა (ფრანგ.) - სუფრის ყურძნის ჯიში (თეთრი და ვარდისფერი); მისი სამშობლოა ეგვიპტე და საფრანგეთი.

შასტა - ჩამქრალი ვულკანი აშშ-ს კასკადოვან მთებში.

შასტრი ლალ ბაჰადურ - ინდოეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1904-1966 წწ).

შატაბუტა - უთავბოლო მოლაპარაკე; ქერქეტი, ცერცეტი.

შატაიძე ნუგზარ - მწერალი (დაიბადა 1944 წელს).

შატალოვი ვლადიმერ - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, ავიაციის გენარალ-ლეიტენანტი, სამი კოსმოსური ფრენის მონაწილე 1969 წლის იანვარსა და ოქტომბერში და 1971 წელს (დაიბადა 1927 წელს).

შატბერაშვილი გიორგი - მწერალი (1910-1965 წწ).

შატბერდი - შუა საუკუნეების ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა (ე.წ. „საქართველოს სინაჲ“), რელიგიური ცენტრი-მონასტერი, კლარჯეთში (ახლა თურქეთის ტერიტორია). დააარსა გრიგოლ ხანძთელმა IX საუკუნის II ნახევარში.

შატ-ელ-არაბი - მდინარე ერაყსა და ირანში, იქმნება ტიგროსისა და ევფრატის შეერთებით, ერთვის სპარსეთის ყურეს (სიგრძე - 195 კილომეტრი).

შატ-ელ-შარკი - ტბა ალჟირში.

შატილი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე არღუნოს ხეობაში. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 9 სოფელს: ანდაქი, არდოტი, არჭილო, გიორგწმინდა, კისტანი, მუცო, ხახაბო, ხონისჭალა, შატილი). ზღვის დონიდან - 1400 მეტრი, დუშეთიდან - 115 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 68 კაცი. შატილი ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია).

შატილის თემის საკრებულო - იხილე შატილი.

შატილისწყალი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, არღუნის მარცხენა შენაკადი.

შა ტინი (ნამდვილი სახელი იან ტუნფანი) - ჩინელი მწერალი (1905-1990 წწ).

შატ-მელგირი - ტბა საჰარის უდაბნოში (ალჟირი).

შატობრიანი ფრანსუა რენე - ფრანგი მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე (1768-1848 წწ).

შატორუ - ქალაქი ცენტრალურ საფრანგეთში, ენდრის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.

შატროვა ელენე - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1892-1976 წწ).

შატროვი (ნამდვილი გვარი მარშაკი) მიხეილ - რუსი დრამატურგი (დაიბადა 1932 წელს).

შატურა - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (30 ათასი).

შაუდინი ფრიც რიხარდ - გერმანელი პროტისტოლოგი (1871-1906 წწ).

შაუი ნიკოლა - ლიბანის მუშათა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1912-1983 წწ).

შაუინიგან-ფოლზი - ქალაქი კანადის კვებეკის პროვინციაში.

შაუკვეთი - მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, შდავლერის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე.

შაუმიანი სტეფანე - რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამიერკავკასიაში, ჟურნალისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი (1878-1918 წწ).

შაუმიანი (შულავერი) - დაბა მარნეულის მუნიციპალიტეტში.

შაუნები (შონები) - ალგონკინურენოვანი ინდიელი ტომი ჩრდილოეთ ამერიკაში; ბინადრობდნენ თანამედროვე ტენესის შტატში.

შაუმიანოვკა - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

შაური (სპარს. „შაჰი“ - შაჰისა) - ხუთი ერთეულის ღირებულების მონეტა ძველად.

შაურიანი - შაურად ღირებული.

შაფართხალი - ნაცარში გამომცხვარი ხმიადი.

შაფარიკი პაველ იოსეფ - სლოვაკიისა და ჩეხეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1795-1861 წწ).

შაფერი გორდონ - დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე (1905-1990 წწ).

შაფია აჰმედ - სუდანისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1924-1971 წწ).

ალ-შაფიი მუჰამად იბნ იდრის - მუსლიმური სამართლისმცოდნე (767-820 წწ).

შაფრანი (არაბ.) - ვაშლის ჯიში.

შაფრანოვი - სოფელი გაგრის შემოგარენში.

შაფსუღები - ადიღეელთა ტომის ნაწილი.

შაფტსბერი ანტონი ეშლი კუპერ - ინგლისელი ფილოსოფოსი. ესთეტიკოსი (1671-1731 წწ).

შაფჰაუზენი - ქალაქი შვეიცარიაში, ამავე სახელწოდების კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი.

შაქარა - ძალიან ტკბილი (იტყვიან ზოგ ხილზე).

შაქარი (სპარს.) - კრისტალური, ტკბილი საკვები ნივთიერება; მიიღება ჭარხლის ან ლერწამის გადამუშავებით.

შაქარლამა - შაქრითა და ერბოთი შემზადებული ერთგვარი ნამცხვარი.

შაქარნაკრავი - ოდნავ დაშაქრული, მცირედ შაქრიანი.

შაქარყანდი - იგივეა, რაც ყანდი1.

შაქარყინული - შაქრით, ხილეულის წვენით დამზადებული გამჭვირვალე, კრისტალური ტკბილეული.

შაქვი - მდინარე მარტვილის მუნიციპალიტეტში, ტეხურის შენაკადი.

შაქი

  1. შაქზე დგას - ა) ფეხზეა, ამართულია. ბ) საჩხუბრად არის მომზადებული.

  2. იგივეა, რაც შიშაგი.

  3. ქალაქი აზერბაიჯანში.

  4. ისტორიული ოლქი ჩრდილოეთ აზერბაიჯანში.

შაქრეული - შაქრის ნაწარმი.

შაქრეულობა - იგივეა, რაც შაქრეული.

შაქრიანი - სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში.

შაქრიანობა - შაქრის შემცველობა.

შაქრისფერი - ღია ხორბლისფერი.

შაქტიზმი - ინდუიზმის ერთ-ერთი მიმდინარეობა.

შაქუ - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, კოდორის მარცხენა შენაკადი.

შაქურანის მღვიმეები - მღვიმეები გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

შაქშაქეთი - სოფლების ზემო შაქშაქეთის და ქვემო შაქშაქეთის გავრცელებული სახელწოდება (ქარელის მუნიციპალიტეტი).

შაშა ლეონარდო - იტალიელი მწერალი (1921-1989 წწ).

შაშვი (Tiurdus) - შავი (ან ჭრელი) მგალობელი ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა.

შაში (შატოუ, ძინშა)

  1. ქალაქი ცენტრალურ ჩინეთში, ხუბეის პროვინციაში (315 ათასი).

  2. (რუს.) - თამაში ჭადრაკის დაფაზე თეთრი და შავი კოჭებით.

შაშიანი - სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

შაშიკვარა

  1. მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ოჯოღორეს მარცხენა შენაკადი.

  2. სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

შაშკა - მდინარე, იხილე შაორი.

შაშკევიჩი მარკიან - უკრაინელი პოეტი (1811-1843 წწ).

შაშხანა - თოფი, რომელსაც ლულაში ხრახნისებური ღარები აქვს გასასროლი ტყვიისათვის ბრუნვითი მოძრაობის მისაცემად.

შაშხეული - სხვადასხვა ხორცის შაშხი ერთობლივად.

შაშხი - დამარილებული ან გამხმარი ხორცი.

შაჩე - იარქენდის ჩინური სახელწოდება.

შაცკი - ქალაქი რუსეთის რიაზანის ოლქში.

შახვეტილა

  1. სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ილტოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 7 სოფელს: ბუღაანი, ვეძები, ნადუქნარი, საბუე, შახვეტილა, ჩაჩხრიალა, ჭართალა). ზღვის დონიდან - 680 მეტრი, ახმეტიდან - 11 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 113 ადამიანი.

  2. მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, კახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე (სიმაღლე - 1324 მეტრი).

შახი - ეშხი, ლაზათი.

შახლინი ბორის - უკრაინელი სპორტსმენი (სპორტული ტანვარჯიში), ოლიმპიური თამაშების შვიდგზის ჩემპიონი (1956, 1960, 1964 წლებში) (დაიბადა 1932 წელს).

შახმარლო - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

შახნაზაროვი კარენ - რუსი კინორეჟისორი, სცენარისტი, მწერალი (დაიბადა 1952 წელს).

შახტი (გერმ.)

1) სასარგებლო წიაღისეულის (მთამადნეულის) მიწისქვეშა მოპოვების მაღარო.

2) ქალაქი რუსეთის როსტოვის ოლქში (225 ათასი).

შახტი იოზეფ - ისლამმცოდნე, მუსლიმური სამართლის მკვლევარი, ეროვნებით გერმანელი (1902-1969 წწ).

შახტინსკი - ქალაქი ყაზახეთის ყარაღანდის ოლქში (65 ათასი).

შახტიორსკი - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში (75 ათასი).

შახუნია - ქალაქი რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.

შაჰაზიზი სუმბათ - სომეხი პოეტი-განმანათლებელი და პედაგოგი (1841-1907 წწ).

შაჰან ალი-ფაშა ზანდარლი - ახალციხის ფაშა 1819-21 წლებში.

შაჰბენდერი აბდ ალ-რაჰმან - სირიის პოლიტიკური მოღვაწე (1886-1940 წწ).

შაჰდაღი - მწვერვალი კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილში, გვერდით ქედზე, აზერბაიჯანში (4243 მეტრი).

შაჰი (სპარს.) - აღმოსავლეთის ზოგ ქვეყანაში მეფის ტიტული, ამ ტიტულის მქონე პირი.

შაჰიდ ბალხი (აბუ ლ-ჰასან შაჰიდ იბნ ჰუსაინ ბალხი) - სპარსული პოეზიის წარმომადგენელი (X საუკუნე).

შაჰი-ზინდა - შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლი სამარყანდში (აშენდა დაახლოებით XIV-XV საუკუნეებში).

შაჰინ ტანიუსი - გლეხთა აჯანყების მეთაური ჩრდილოეთ ლიბანში (1815-1895 წწ).

შაჰინშაჰი (სპარს.) - შაჰის უმაღლესი ტიტული ირანში - მეფეთ მეფე.

შაჰნაზარი გივი - სომეხი მთარგმნელი, ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში (დაიბადა 1933 წელს).

შაჰნამე - „მეფეთა წიგნი“, ძველ ირანელ მეფეთა ისტორიული ქრონიკების ეპიკური თხზულებების, მითოლოგიური გადმოცემებისა და ლეგენდების კრებული. მათი სისტემაზაციის პირველი ცდა ეკუთვნის დაყიყის, რომლის დაწყებული საქმე წარმატებით დააგვირგვინა ფირდოუსიმ.

შაჰრასტანი მუჰამად იბნ აბდ ალ-ქარიმ - მუსლიმური თეოლოგი და ფილოსოფოსი, წერდა არაბულად (1086-1153 წწ).

შაჰრიარი მუჰამად ჰუსაინ - ირანელი პოეტი (1906-1990 წწ).

შაჰრისაბზი - ქალაქი უზბეკეთის ყაშყადარიის ოლქში (55 ათასი).

შაჰრისთანი - შუა აზიისა და ირანის ქლაქების ძირითადი ბირთვი, ცენტრალური ნაწილი.

შაჰრიხანი - ქალაქი უზბეკეთის ანდიჟანის ოლქში (50 ათასი).

შაჰრუდი - იხილე იმამშაჰრი.

შაჰრუხი - თემურ-ლენგის შვილი, ხორასანის მმართველი 1397 წლიდან (1377-1447 წწ).

შაჰსეი-ვაჰსეი (სპარს. შემოკლებული - „შაჰ, ჰუსეინ, ვაჰ, ჰუსეინ“) - მუსლიმანების (შიიტების) რელიგიური ცერემონია - თვითგვემა. (ერთ-ერთი ხალიფის შვილის - ჰუსეინის - წამების გამოხატულება).

შაჰტახტი (შაიტახტი) - შუა საუკუნეებში თბილისის ზღუდის ერთ-ერთი ბასტიონი სოლოლაკის ქედის ფერდობზე; იყო ოთხკუთხა კოშკი.

შაჰ ჯაჰანი - დიდ მოგოლთა იმპერიის გამგებელი (1592-1666 წწ).

შაჰ-ჯაჰანპური - ქალაქი ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატში (260 ათასი).

4.2 შდ

▲ზევით დაბრუნება


შდავლერი - მთა და მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, შდავლერის ქედზე (2680 მეტრი).

შდავლერის ქედი (შთავლერის ქედი, შტავლერის ქედი) - ქედი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრეთი შტოქედი.

შდიღირი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

4.3 შე

▲ზევით დაბრუნება


შე

  1. შეკვეცილი ნაცვალსახელი შენ; იხმარება მიმართვისას სხვა მსაზღვრელთან ერთად.

  2. წინსართი ზმნისა; აღნიშნავს: 1) მოქმედებას გარედან შიგნით და აქედან იქით. 2) უჩვენებს მიმართულებას ქვევიდან ზევით და აქედან იქით. 3) გამოხატავს მოქმედების სიმცირეს, ნაწილობრივ შესრულებას. 4) ზმნის უსრული სახის ფორმას აქცევს სრული სახისად. 5) აწმყოს ფორმას აძლევს მყოფადის მნიშვნელობას.

შეადე ჟორჟ - ფრანგი მწერალი (1910-1989 წწ).

შებე - მდინარე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ცივის მარცხენა შენაკადი.

შებეკინო - ქალაქი რუსეთის ბელგოროდის ოლქში (45 ათასი).

შებერგი სვენ ერიკ ალფ - შვედი თეატრისა და კინოს რეჟისორი (1903-1990 წწ).

შებერებული - ვინც შეაბერდა ვისმე (რასმე).

შებმული - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

შებრალება - შეცოდება, დანდობა.

შებუევი ვასილი - რუსი ფერმწერი (1777-1855 წწ).

შეგირდი (სპარს.) - იგივეა, რაც მოწაფე.

შეგნებული - ვინც შეიგნო; მიხვედრილი, გაგებული; წინასწარ გააზრებული.

შედადიანები - ქურთული წარმოშობის დინასტია ირანსა და სომხეთში დაახლოებით 951-1199 წლებში.

შედანია ფეოდოსია (ფლორა) - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობს სოხუმის ქართულ თეატრში (დაიბადა 1910 წელს).

შედარება - მხატვრული გამოსახვის ხერხი პროზასა და პოეზიაში.

შედარებითი - შედარებაზე დაფუძნებული, ურთიერთ-მიმართებითი.

შედგენილობა

  1. რაიმე მთლიანში შემავალი ელემენტების ერთობლიობა.

  2. რაიმე ნარევისაგან მიღებული ნივთიერება.

შედეგი

  1. რაიმე პროცესის, მოვლენის მომდევნო რამ, დასკვნითი (ბოლო) საფეხური.

  2. რაც მიიღება რაიმე მოქმედების შემდეგ, რასაც მიაღწიეს.

შედეგიანი - რასაც ჩვეულებრივ კარგი შედეგი მოსდევს.

შედევრი (ფრანგ.) - სანიმუშო ნაწარმოები - ხელოვნების, ოსტატობის უდიდესი მიღწევა.

შედელი გოტფრიდ იოჰან - გერმანელი არქიტექტორი (1680-იანი წლები - 1752 წ).

შედლუხი (თურქ.) - თოფის ხშირი საზეიმო სროლა.

შედუვა - ქალაქი ლიტვაში.

შედულა (ინგლ.) - ზოგ ქვეყნებში თანრიგები, რომელთა მიხევითაც დაყოფილია შემოსავლის წყაროები; იყენებენ საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრისას.

შედუღება - მყარი სხეულების შეერთების მიღების ტექნოლოგიური პროცესი შესადუღებელი მასალის ნაწიბურების ადგილობრივი შედნობით ან ერთობლივი დეფორმაციით.

შეელე კარლ ვილჰელმ - შვედი ქიმიკოსი (1742-1786 წწ).

შეელი ვალტერ - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი 1974-79 წლებში (დაიბადა 1919 წელს).

შეელიტი - მინერალი, კალციუმის ბუნებრივი ვოლფრამატი; ვოლფრამის მისაღები მადანი (შვედი ქიმიკოსის კ.ვ.შეელის გვარის მიხედვით).

შეერთება - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

შეერი რაინჰარდ კარლ ფრიდრიხ ფონ - გერმანელი ადმირალი (1863-1928 წწ).

შევაბური - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

შევალიე (ფრანგ.) - საფრანგეთში ერთ-ერთი თავადაზნაურული წოდება.

შევალიე მორის - ფრანგი მომღერალი, კინომსახიობი (1888-1972 წწ).

შევალიე პიერ - ფრანგი ოფიცერი, ისტორიკოსი (XVII საუკუნე).

შევარდენა

  1. სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

  2. მთა არსიანის ქედის თხემზე, მდინარე აჭარისწყლის სათავეებში (2413 მეტრი).

შევარდენი

  1. იგივეა, რაც შავარდენი.

  2. სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

  3. ტანვარჯიშის საზოგადოება საქართველოში 1918-23 წლებში.

შევარდნაძე დიმიტრი - ფერმწერი, თეატრის მხატვარი (1885-1937 წწ).

შევარდნაძე ედუარდ - საქართველოს კპცკ-ის პირველი მდივანი 1972-85 წლებში, სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი 1985-1991 წლებში, საქართველოს პრეზიდენტი 1995-2003 წლებში (დაიბადა 1928 წელს).

შევდე - ქალაქი შვედეთის სკარაბორგის ლენში (45 ათასი).

შევიაკოვა ტატიანა - რუსი მხატვარი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1905-1990 წწ).

შევიოტი (ინგლ.) - რბილი, ოდნავ ხაოიანი საკოსტუმე ქსოვილი შალისა (ზოგჯერ ბამბანარევი).

შევინსკა-კირშენშტეინი ირენა - პოლონელი სპორტსმენი ქალი (მძლეოსნობა - სპრინტი), ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი (1964, 1968, 1976) (დაიბადა 1946 წელს).

შევრელი მიშელ ეჟენ - ფრანგი ქიმიკოსი (1786-1889 წწ).

შევრეტი (ფრანგ.) - ცხვრის ტყავი, გარკვეული წესით გამოყვანილი; მისგან ამზადებენ ფეხსაცმლის საპირეებს, საგალანტერიო ნაწარმს, ქუდებს.

შევრო (ფრანგ.) - თიკნის ტყავი, გარკვეული წესით გამოყვანილი, რბილი და მაღალხარისხოვანი, იყენებენ ფეხსაცმლის საპირედ.

შევროლეტი - კონცერნ „ჯენერალ მოტორსის“ წამყვანი განყოფილება მსუბუქი ავტომობილების, პიკაპების და ყველგანმავლების წარმოების სფეროში. შტაბ-ბინა მდებარეობს დეტროიტის გარეუბანში (აშშ-ს მიჩიგანის შტატი). დაარსებულია 1911 წელს.

შევრონი

1) (ფრანგ.) - ჯარისკაცებისა და უმცროსი ოფიცრებისა ტანსაცმლის მარცხენა სახელოზე დაკერებული ერთი ან რამდენიმე სირმა კუთხის ფორმისა, რაც აღნიშნავს ზევადიანი სამსახურის წლებს.

2) ამერიკის ნავთობკომპანია, დაარსებულია 1879 წელს.

შევრონული (ფრანგ.) - ისეთი კბილანა, ბორბალი, რომელსაც აქვს სხვადასხვა მხრით მიმართული კუთხოვანი კბილები.

შევჩენკო ლარისა - ოპერის მომღერალი ქალი (სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1950 წელს).

შევჩენკო ტარას - უკრაინელი პოეტი, მხატვარი, რევოლუციონერ-დემოკრატი (1814-1861 წწ).

შევჩენკო ფაინა - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1893-1971 წწ).

შევჩენკო - ყაზახეთის ქალაქ აქთაუს სახელი 1964-91 წლებში.

შეზლონგი (ფრანგ.) - დაქანებული ზურგის მქონე სავარძელი, რომელშიც ნახევრად წამოწოლა შეიძლება.

შეთე - ჭკუანაკლები, სულელი, დამთხვეული.

შეთქმულება - ვისიმე წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ან სხვა ხასიათის საიდუმლო შეთანხმება.

შეიბანიდები - უზბეკ ხანთა დინასტია 1451-1510 წლებში.

შეიდიში - ქალის გრძელი აღმოსავლური შარვალი აბრეშუმისა (კოჭებთან შეკრული).

შეიზი დანიელ - აშშ-ს ღატაკი ფერმერების აჯანყების (1786-87) ხელმძღვანელი (დაახლოებით 1747 - 1825 წწ).

შეითან ბაზარი (ეშმაკის ბაზარი) - ძველ თბილისში, აბანოთუბანსა და თათრის მეიდანს შორის მდებარე პატარა ბაზრის და შემდგომ ქუჩის სახელი XX საუკუნის დასაწყისამდე.

შეითანი - იხილე შაითანი.

შეიკი (ინგლ.) - ერთგვარი ცეკვა.

შეიკერი (ინგლ.) - კოქტეილის მოსამზადებელი ჭურჭელი.

შეინი ალექსეი - ბოიარინი, გენერალისიმუსი, ვოევოდა ყირიმის 1687-89 წლების ომში (1662-1700 წწ).

შეიპინგი - ვარჯიშთა სპეციალური კომპლექსი - ფიზკულტურულ-გამაჯანსაღებელი სისიტემა.

შეისური

  1. მთა ონის მუნიციპალიტეტში, შოდის ქედზე (3126 მეტრი).

  2. მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, ლეჩხუმის ქედის სამხრეთ კალთაზე, რიონის მარჯვენა შენაკადი.

შეიხ გალიბი (ნამდვილი სახელი მეჰმედ ესად გალიბ დედე) - თურქი პოეტი (1759-1799 წწ).

შეიხზადე მაქსუდ - უზბეკი მწერალი (1908-1967 წწ).

შეიხი (არაბ.) - არაბულ ქვეყნებში:

  1. გვარის მეთაური; სოფლის მამასახლისი.

  2. მუსლიმანთა უმაღლესი სასულიერო პირი, ღვთისმეტყველი და სამართლისმცოდნე.

შეიხი იუსუფ სინან - თურქი პოეტი (XIV ს 70-იანი წლები - 1422 ან 1431 წ).

შეიხ-ულ-ისლამი - მუსლიმან თეოლოგთა საპატიო ტიტული.

შეიხცერია (შოიხცერია) - მრავალწლოვანი მცენარეების გვარი; გავრცელებულია ჩრდილოეთი ნახევარსფეროს ცივ და ზომიერ სარტყლებში.

შეკელი

  1. ისრაელის ფულის ერთეული 1980 წლიდან (მანამდე იყო ისრაელის გირვანქა).

  2. ძველ ეგვიპტეში წონისა და ფულის ერთეული.

შეკეცილი - იგივეა, რაც ლობიანი.

შეკვეთა - დავალება ამა თუ იმ სახის სამუშაოს შესასრულებლად.

შეკვეთილი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

შეკვრა - რაც ერთადაა შეკრული; კონა, დასტა.

შეკოიანი სერიკ - სომეხი მსახიობი ქალი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1924 წელს).

შეკრება

  1. არითმეტიკული მოქმედება, რომლის საშუალებითაც ორი ან რამდენიმე რიცხვიდან იღებენ ახალ რიცხვს, იმდენი ერთეულის შემცველს, რამდენიც იყო ყველა მოცემულ რიცხვში ერთად.

  2. ხანმოკლე ვადით თავმოყრა რისამე შესასწავლად.

შეკლტონი ერნესტ ჰენრი - ინგლისელი ანტარქტიდის მკვლევარი (1874-1922 წწ).

შეკლტონის ნაპირი - მდებარეობს როსის შელფური მყინვარის გასწვრივ (ანტარქტიდა).

შეკრულობა - მონელებული საჭმლის ნაწლავებში შეჩერება; ყაბზობა.

შელაკი (ჰოლანდ.) - ბუნებრივი ფისი, რომელსაც გამოყოფს ზოგიერთი ტროპიკული მცენარე (ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში). იყენებენ ელექტროსაიზოლაციო ლაქების დასამზადებლად.

შელანი - კუნძული, იხილე ზელანდია.

შელდა (ესკო) - მდინარე ბელგიასა და ნიდერლანდში, ერთვის ჩრდილოეთის ზღვას (სიგრძე - 430 კილომეტრი).

შელდონი სიდნი - ამერიკელი მწერალი (1917-2007 წწ).

შელეგია რემა (რომანოზ) - ქართველი მომღერალი და ლოტბარი (1883-1955 წწ).

შელენბერგი ვალტერ - ფაშისტური გერმანიის ბრიგადენფიურერი, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი (1910-1952 წწ).

შელერი მაქს - გერმანელი ფილოსოფოსი (1874-1928 წწ).

შელესტი პეტრე - უკრაინის კპ ცკ-ს პირველი მდივანი 1963-72 წლებში (1908-1996 წწ).

შელეური - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

შელეფტე-ელვი - მდინარე შვედეთში, ერთვის ბალტიის ზღვის ბოტნიის ყურეს.

შელეფტეო - ქალაქი შვედეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ვესტერბოტენის ლენში (75 ათასი).

შელეხოვი (შელიხოვი) - ქალაქი რუსეთის ირკუტსკის ოლქში (50 ათასი).

შელი ენდრუ ვიქტორ - ამერიკელი მედიკოსი (დაიბადა 1926 წელს).

შელი მერი უოლსტონ კრაფტ - ინგლისელი მწერალი ქალი (1797-1851 წწ).

შელი პერსი ბიში (Percy Bysshe Shelley) - გამოჩენილი ინგლისელი პოეტი, რომანტიკოსი. აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ლირიული პოეტი ინგლისურენოვან პოეზიაში. შელის თანამოაზროვნეები და უახლოესი მეგობრები იყვნენ ჯონ კიტსი და ჯორჯ გორდონ ბაირონი. მისი მეუღლე გახლდათ ცნობილი ნოველისტი მერი შელი. (1792 წელი, 4 აგვისტო - 1822 წელი, 8 ივლისი).

შელინგი ფრიდრიხ ვილჰელმ იოზეფ - გერმანელი ფილოსოფოსი (1775-1854 წწ).

შელიფი (უადი-შელიფი) - მდინარე ალჟირში, ერთვის ხმელთაშუა ზღვას.

შელიხოვი (შელეხოვი) გრიგოლ - რუსი ზღვაოსანი, ვაჭარი, ამერიკის ჩრდილო-დასავლეთის სანაპიროების მკვლევარი (1747-1795 წწ).

შელონი - მდინარე რუსეთის ევროპულ ნაწილში, ერთვის ილმენის ტბას (სიგრძე - 248 კილომეტრი).

შელოცვა - ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში გავრცელებული ვითომ მაგიური ძალის მქონე სპეციალური ტექსტი.

შელტერდეკი (ინგლ.) - ზედა გემბანზე ზევით ჩამოკიდებული მსუბუქი გემბანი.

შელფი (ინგლ.) - კონტინენტის წყალქვეშა გაგრძელება 200 მეტრამდე სიღრმეში. მასში ხშირად მოიპოვება სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულის საბადოები (სხვაგვარად - კონტინენტური მეჩეჩი).

შელფორდი ვიქტორ ერნესტ - ამერიკელი ზოოლოგი, ეკოლოგი (1877-1968 წწ).

შემადგენელი - მთელში შემავალი ნაწილი.

შემადგენლობა

  1. ადამიანთა ერთობლიობა, რაც რაიმე მთლიანს ქმნის.

  2. ერთმანეთზე გადაბმული ვაგონების რიგი.

შემასმენელი - გრამატიკაში - წინადადების ერთ-ერთი მთავარი წევრი, რომელიც გამოხატავს ქვემდებარის მოქმედებას ან მდგომარეობას.

შემახა - ქალაქი აზერბაიჯანში, IX-XVI საუკუნეებში შირვანის სამეფოს დედაქალაქი.

შემდგომი - მომდევნო, მომავალი, შემდეგი.

შემდეგ - რისამე მომდევნოდ, მერე.

შემდეგი

  1. რაც რისამე შემდეგ მოდის, დგება; უახლოესი.

  2. ისეთი ვინმე, რამე, რომლის შესახებაც შემდეგ იქნება ნათქვამი.

შემეცნება - ობიექტური რეალობის ადეკვატური ასახვა ადამიანის ცნობიერებაში.

შემთხვევა

  1. გაუთვალისწინებელი, მოულოდნელად მომხდარი რამ.

  2. ხელსაყრელი ვითარება, გარემოება.

  3. ბრალის გარეშე გამოწვეული საზოგადოებრივი საშიში შედეგი.

შემთხვევით - უნებლიედ, მოულოდნელად.

შემთხვევითი - წინასწარ გაუთვალისწინებელი.

შემთხვევითობა - ფილოსოფიური კატეგორია - დროებითი, არა არსებითი ცალკეული კავშირები ისეთ მოვლენათა შორის, რომელთა ურთიერთობასაც არა აქვს მტკიცე საფუძველი.

შემო - რთული წინსართი ზმნისა (შე და მო);

  1. აღნიშნავს მიმართულებას გარედან შიგნით და იქიდან აქეთ.

  2. გამოხატავს მოძრაობას რისამე ირგვლივ.

  3. ზმნის უსრული სახის ფორმას აქცევს სრული სახისად.

  4. აწმყოს ფორმას აძლევს მყოფადის მნიშვნელობას.

შემოდგომა - წელიწადის დრო ზაფხულსა და ზამთარს შორის (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი).

შემონაიხა - ქალაქი ყაზახეთის აღმოსავლეთ ყაზახეთის ოლქში.

შემოქმედება - ადამიანის ისეთი მოქმედება, რომლის შედეგადაც იქმნება ახალი კულტურული ღირებულებანი.

შემოქმედი

  1. ვინც დამოუკიდებლად ქმნის რაიმე ახალს.

  2. ღმერთი როგორც ყველაფრის შემქმნელი.

  3. სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

შემპარავი - ჩუმი, შეუმჩნეველი, მომატყებელი.

შემრგო - მაწიერი, ნოყიერი.

შემსედინ სამი - თურქი მწერალი, ლექსიკოგრაფი (1850-1904 წწ).

შემწე - დამხმარე.

შემწეობა - ხელის შეწყობა დახმარება.

შენ - მეორე პირის ნაცვალსახელი; აღნიშნავს იმას, ვისაც პირველი პირი ელეპარაკება.

შენადნობი - ნივთიერება, რომელიც მიღებულია დნობის შედეგად ორი ან რამდენიმე ლითონის (ან სხვა ნივთიერების) ერთმანეთში შერევით.

შენაერთი - დიდი საჯარისო ერთეული, რომელიც შედგება ცალკეული სამხედრო ნაწილებისგან და სხვა დამოუკიდებელი საჯარისო ერთეულისგან.

შენაქო - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ომალოს თემის საკრებულო). მდებარეობს პირიქითი ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 2080 მეტრი, ახმეტიდან - 100 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 7 ადამიანი.

შენახულობა - ნაკეთობის, მოწყობილობის, კონსტრუქციის თვისება შეინარჩუნოს (მოცემულ ფარგლებში) დადგენილი პარამეტრები, ხარისხის მაჩვენებლები.

შენბაინი კრისტიან ფრიდრიხ - გერმანელი ქიმიკოსი (1799-1868 წწ).

შენბერგი არნოლდ - ავსტრიელი კომპოზიტორი (1874-1951 წწ).

შენგავითი - მტკვარ-არაქსის ენეოლითის დროის ნაქალაქარი მდინარე რაზდანის (სომხეთი) მარცხენა ნაპირზე.

შენგელაია არიადნა (ნამდვილი გვარი შპრინკი) - თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1937 წელს).

შენგელაია გიორგი - მსახიობი და კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1937 წელს).

შენგელაია დემნა - მწერალი (1896-1980 წწ).

შენგელაია ელდარ - კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1933 წელს).

შენგელაია ნიკოლოზ - კინორეჟისორი და კინოდრამატურგი (1901-1943 წწ).

შენგელი გიორგი - რუსი პოეტი, წარმოშობით ქართველი (1894-1956 წწ).

შენგელია ალეკო - პოეტი (1914-1975 წწ).

შენგელია რამაზი - ფეხბურთელი, თავდამსხმელი. თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“ (1973-76), თბილისის „დინამოსა“ (1977-88) და „ჰოლმსუნდში“ (შვედეთი, 1989). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 26 მატჩი (10 გოლი). მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1982), ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1980). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 283 მატჩი (120 გოლი). ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). სსრკ ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და მესამე (1981) პრიზიორი. სსრკ თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980). სსრკ-ს ორგზის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1978, 81), საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1981), სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (1981). სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1957 წელს).

შენგელია-აბაშიძე ლორეტა - გრაფიკოსი (დაიბადა 1942 წელს).

შენგენის შეთანხმება - შეთანხმება (1995 წლის მარტი) საზღვრების უვიზო გადაკვეთის შესახებ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეთათვის; აერთიანებს ავსტრიას, ბელგიას, გერმანიას, დანიას, ესპანეთს, ისლანდიას, იტალიას, ლუქსემბურგს, ნიდერლანდს, ნორვეგიას, პორტუგალიას, საბერძნეთს, საფრანგეთს, ფინეთს, შვედეთს,

შენგვარი - შენი მსგავსი.

შენდა - მიმართულებითი ბრუნვა შენ ნაცვალსახელისა - შენს მიმართ, შენთვის, შენდამი.

შენდამი - შენ მიმართ.

შენდობა - მიცვალებულის სულის შესაწყალებელი სიტყვა; შესანდობარი.

შენებეკი - ქალაქი გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში (45 ათასი).

შენებრ - შენს მსგავსად, შენსავით.

შენებრი - შენი მსგავსი.

შენებური - ისეთი, როგორც შენ იცი, შეგიძლია, გჩვევია; შენთვის დამახასიათებელი.

შენეული - შენი ნაქონი ან ნაყოლი.

შენვალდი ლუციან - პოლონელი პოეტი (1909-1944 წწ).

შენთვის

  1. შენი გულისთვის, საშენოდ.

  2. შენ მარტო, განცალკევებით.

შენი - კუთვნილებითი ნაცვალსახელი - რაც შენ გაქვს, ვინც შენ გყავს, რაც, ვინც შენ გეკუთვნის.

შენიანი

  1. შენი ახლობელი, შენი ნათესავი, შენი ოჯახის წევრი.

  2. (მუკდენი) - ქალაქი ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ლიაონინის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (3,6 მილიონი).

შენიე ანდრე მარი - ფრანგი პოეტი და პუბლიცისტი (1762-1794 წწ).

შენიე მარი ჟოზეფ - ფრანგი დრამატურგი, პოეტი და პუბლიცისტი (1764-1811).

შენისთანა - ისეთი, როგორც შენ ხარ.

შენიშვნა

  1. რისამე შესახებ მოკლედ გამოთქმული აზრი.

  2. შეცდომაზე მითითება ვინმესთვის.

შენკელი (გერმ.) - მხედრის ფეხის შიგნითა (ცხენისკენ მიქცეული) ნაწილი მუხლიდან კოჭამდე.

შენკურსკი - ქალაქი რუსეთის არხანგელსკის ოლქში.

შენოა ავგუსტ - ხორვატი მწერალი (1838-1881 წწ).

შენობა - რაიმე მასალის (ხის, აგურის, ქვის) საცხოვრებელი ან სხვა დანიშნულების ნაგებობა.

შენოდენი (შენოდენა)

  1. შენი ასაკის, შენი ტოლი.

  2. იმდენი, რამდენიც შენ გაქვს.

შენონი - მდინარე ირლანდიაში, ერთვის ატლანტის ოკეანეს.

შენონი კლოდ ელვუდ - ამერიკელი მეცნიერი და ინჟინერი (1916-2001 წწ).

შენსი - პროვინცია ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში.

შენფერი - იგივეა, რაც შენისთანა.

შენში - გაბატონებული კლასის ნაწილი ფეოდალურ ჩინეთში.

შენჩემობა - ურთიერთშორის ანგარიშიანობა; თავთავისის გარჩევა, პირადულობა.

შენჰერი კარლ - ავსტრიელი დრამატურგი და პროზაიკოსი (1867-1943 წწ).

შენჰერცი ზოლტან - ჩეხოსლოვაკიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1905-1942 წწ).

შეპარდი ალან - აშშ-ს კოსმონავტი-მფრინავი, 1961 წლის 5 მაისის პირველი სუბორბიტული ფრენის მონაწილე (დაიბადა 1923 წელს).

შეპარდისიბილ - ამერიკელი კინომსახიობი (დაიბადა 1949 წელს).

შეპარდი ფრანსის პარკერ - ამერიკელი გეოლოგი (1897-1985 წწ).

შეპეტოვკა - ქალაქი უკრაინის ხმელნიცკის ოლქში (50 ათასი).

შეპიაკი - XI საუკუნის I ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია, მდებარეობდა წალკის მუნიციპალიტეტში, ამავე სახელის მქონე სოფელში.

შეპირაპირება - კოსმონავტიკაში - კოსმოსური საფრენი აპარატების ან ნაწილების დაახლოება და შეერთება.

შეპლი ჰარლოუ - ამერიკელი ასტრონომი (1885-1972 წწ).

შერაბადი - ქალაქი უზბეკეთის სურხანდარიის ოლქში.

შერაზადიშვილი ირაკლი - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1909-1980 წწ).

შერ ალი - ავღანეთის გმირი (1825-1879 წწ).

შერაცხადი - საკუთარი ქცევისათვის პასუხისმგებლობის უნარის მქომე პირი.

შერაცხადობა - ადამიანის უნარი გაითვალისწინოს თავისი ქცევის ფაქტობრივი მხარე.

შერბრუკი - ქალაქი კანადის კვებეკის პროვინციაში.

შერბულიე ანტუან ელიზე - შვეიცარიელი ეკონომისტი და იურისტი (1797-1869 წწ).

შერბური - ქალაქი საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მანშის დეპარტამენტში (85 ათასი).

შერ-გოლი ამრიტა - ინდოელი მხატვარი ქალი (1912-1941 წწ).

შერემეტიევები - ბოიარების, 1706 წლიდან კი გრაფების, საგვარეულო რუსეთში.

შერეკილები - ქართული მხატვრული ფილმი, კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1973 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ელდარ შენგელაია. სცენარის ავტორი - რევაზ გაბრიაძე. დამდგმელი ოპერატორი - გენო ჩირაძე. კომპოზიტორები - გია ყანჩელი, ჯანსუღ კახიძე. მთავრ როლებში: ვასილ ჩხაიძე (ქრისტეფორე), დათო ჟღენტი (ერთაოზი), არიადნა შენგელაია (მარგალიტა), ბორის წიფურია (ხუტა), აბრეკ ფხალაძე (ნოშრევანი), მერაბ ელიოზიშვილი (ტრიფონი).

შერერი ვილჰელმ - გერმანელი ფილოლოგი (1841-1886 წწ).

შერერი ჯონ ფრენკ - ამერიკელი გეოლოგი (1904-1970 წწ).

შერვაშიძე მანუჩარ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1930 წელს).

შერვუდი ვლადიმერ - რუსი მოქანდაკე, არქიტექტორი, ფერმწერი, ეკლექტიზმის წარმომადგენელი (1833-1897 წწ).

შერთული

1) სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

2) ქედი ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის ჩრდილო-დასავლეთი შტოქედი.

შერი (ნამდვილი სახელი და გვარი შერილინ სარქისიანი) - ამერიკელი კინომსახიობი და მომღერალი (დაიბადა 1946 წელს).

შერი-ბრენდი (ინგლ.) - ალუბლის ლიქიორი.

შერიდანი რიჩარდ ბრინზლი - ინგლისელი დრამატურგი, თეატრალური და საზოგადო მოღვაწე (1751-1816 წწ).

შერინგტონი ჩარლზ სკოტ - ინგლისელი ფიზიოლოგი, 1932 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ე.ედრიანთან ერთად (1857-1952 წწ).

შერისხვა - სასჯელი ძველ საქართველოში - გულისხმობდა ძირითად მოქალაქეობრივ უფლებათა აყრას.

შერიფი (ინგლ.)

  1. ინგლისსა და აშშ-ში - თანამდებობის პირი, რომელიც ასრულებს ადმინისტრაციულ და სასამართლო ფუნქციებს.

  2. იხილე შარიფი.

  3. ისლამამდელ არაბეთში წარჩინებული გვარის წარმომადგენელი.

შერიფი აზიზ - იხილე შარიფი .

შერიფ-ფაშა ჯაყელი - ახალციხის ფაშა 1792-96, 1801-02, 1810-12 წლებში.

შერლი ჯეიმზ - ინგლისელი დრამატურგი (1596-1666 წწ).

შერლოკ ჰოლმსი - გამომძიებელი-მოყვარული, არტურ კონან დოილის ბევრი მოთხრობის მთავარი პერსონაჟი, სახელი ეწოდა მწერალ ო.უ. ჰოლმსის გვარის მიხედვით.

შერმანი - ქალაქი აშშ-ს ტეხასის შტატში.

შერმანი უილიამ ტეკუმსე - ამერიკელი მხედართუფროსი, არმიის გენერალი (1820-1891 წწ).

შერმარკი აბდირაშიდ ალი - სომალის პრეზიდენტი 1967-69 წლებში (1919-1969 წწ).

შერმენტოვსკი იუზეფ - პოლონელი ფერმწერი (1833-1876 წწ).

შერნერი ფერდინანდ - ფაშისტური გერმანიის გენერალ-ფელდმარშალი (1892-1973 წწ).

შერნიელმი გეორგ - შვედი პოეტი, სწავლული და ენციკლოპედისტი (1598-1672 წწ).

შერო პატრის - ფრანგი რეჟისორი (დაიბადა 1944 წელს).

შერპები (შერპა) - აღმოსავლეთ ნეპალში მცხოვრები ხალხი (100 ათასი).

შერპილოვი ვალენტინ - ფერმწერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1911-1974 წწ).

შერფი ადოლფ - ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი 1957 წლიდან (1890-1965 წწ).

შერფიგი ჰანს - დანიელი მწერალი, მხატვარი (1905-1979 წწ).

შერ-შაჰი - ბიჰარის (ინდოეთის ჩრდ.-აღმ. ნაწილი) ავღანელი მმართველი, მართავდა მოგოლთა იმპერიას 1539-45 წლებში (1472-1545 წწ).

შერშელი - ქალაქი ალჟირში.

შერჰებელი (გერმ.) - შალაშინი ხის პირველადი (უხეში) დამუშავებისათვის.

შესაბამისი - შესატყვისი, შესაფერისი, სათანადო.

შესავალი - ზოგადი ნაწილი, რომელიც წინ უძღვის ამა თუ იმ ნაწარმოებს.

შესამოსელი - ტანსაცმელი.

შესამჩნევი - მნიშვნელოვანი.

შესანდობარი - სულის მოსახსენიებელი (სადღეგრძელო).

შესანიშნავი - მნიშვნელოვანი, საუკეთესო.

შესართავი - ადგილი, სადაც შენაკადი უერთდება მდინარეს, ზღვას.

შესაფერი - ისეთი, როგორიც საჭიროა.

შესაყარი - ორი ან მეტი რისამე შეერთების ადგილი.

შესაშური - შურის აღმძვრელი, სახარბიელო.

შესახებ - თანდებული; იხმარება ნათესაობით ბრუნვასთან; ნიშნავს - თაობაზე.

შესახედაობა - გარეგნობა; იერი.

შესტერნიოვი ალბერტ - რუსი ფეხბურთელი, მოსკოვის ცსკა-ს და სსრკ ნაკრების მცველი და კაპიტანი 1960-70-იან წლებში, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი (1941-1994 წწ).

შესტრემი ვიქტორ დავიდ - შვედი კინორეჟისორი, მსახიობი (1879-1960 წწ).

შეტევა

1) რაიმე ავადმყოფობის, ტკივილის ძლიერი გამოვლენა.

2) გაძლიერებული თავდასხმა.

შეტლენდის კუნძულები - არქიპელაგი ატლანტის ოკეანეში, ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს.

შეტყობინება - წერილობითი ინფორმაციის მიწოდების სახესხვაობა.

შეუბანი - სოფლები ონის და ჯავის მუნიციპალიტეტებში.

შეუდარებელი - უბადლო, დიდებული, ჩინებული, შესანიშნავი.

შეუდრეკელი - უდრეკი, გაუტეხელი, მტკიცე.

შეუვალი - მიუვალი, მიუდგომელი.

შეუპოვარი - უშიშარი, გაბედული, შეუდრეკელი.

შეურაცხაობა - მდგომარეობა, როდესაც ადამიანს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს საკუთარ მოქმედებას.

შეურაცხი (შეურაცხადი) - საკუთარი ქცევისათვის პასუხისმგებლობის არმქონე პირი.

შეურაცხყოფა

  1. პიროვნების პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფის დროს დამნაშავე აკნინებს სხვის პატივსა და ღირსებას სიტყვიერი ძალადობის მეშვეობით (გინება, სალანძღავი სიტყვა).

  2. პირის პატივისა და ღირსების შელახვა, გამოხატული უწესო ფორმით

შეურიგებელი - დაუნდობელი, მკაცრი, სასტიკი.

შეურყვნელი - წმინდა, უბიწო, უმწიკვლო.

შეუსაბამო - შეუფერებელი.

შეუსმენელი - გაუგონარი, ჯიუტი, შეუგნებელი.

შეუხედავი - ცუდი შესახედაობისა.

შეფარდება - მათემატიკაში - სხვადასხვა სიდიდეთა შედარება, მათი ურთიერთმიმართება რაოდენობრივად.

შეფარვით - მალულად.

შეფერვილი - ქალაქი კანადის კვებეკის პროვინციაში.

შეფი (ინგლ.)

1) წარმოება, დაწესებულება, ორგანიზაცია, რომელიც სისტემატურ დახმარებას (შეფობას) უწევს რაიმე კოლექტივს.

2) ხელმძღვანელი, უფროსი თავისი ხელქვეითების მიმართ.

შეფილდი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში (ინგლისი), საუთ-იორკშირის მეტროპოლიური საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი (530 ათასი).

შეფლე ალბერტ ებერჰარდ ფრიდრიხ - გერმანელი და ავსტრიელი ეკონომისტი, სოციოლოგი და სახელმწიფო მოღვაწე (1831-1903 წწ).

შეფნერი ვადიმ - რუსი მწერალი (1914-2002 წწ).

შეფობა - სისტემატური ამხანაგური დახმარება, რომელსაც უწევენ რაიმე კოლექტივს.

შექი - ქალაქი აზერბაიჯანში (60 ათასი).

შექსნა - მდინარე რუსეთის ევროპულ ნაწილში, ვოლგის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 139 კილომეტრი).

შექსპირი უილიამ - დიდი ინგლისელი დრამატურგი, პოეტი (1564-1616 წწ).

შექსპირის სამეფო თეატრი - ინგლისის ერთ-ერთი წამყვანი დრამატული თეატრი; გაიხსნა 1879 წელს სტრატფორდ-ონ-ეივონში, იდგმება მხოლოდ შექსპირის პიესები.

შეღავათი (არაბ.)

  1. ვალდებულების შემცირება, შემსუბუქება, როგორც საერთო წესის გამონაკლისი.

  2. შემსუბუქების, რამესაგან განთავისუფლების გრძნობა; შვება.

შეყვარებული - სიყვარულით გამსჭვალული, გამიჯნურებული ვინმეზე.

შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი - ქართული მხატვრული ფილმი, კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1996 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ნანა ჯორჯაძე. სცენარის ავტორი - ირაკლი კვირიკაძე. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი ბერიძე. კომპოზიტორი - გორან ბრეგოვიჩი. მთავარ როლებში: პიერ რიშარი, რამაზ ჩხიკვაძე, კახი კავსაძე, მარინა კახიანი, თემურ ქამხაძე, ხათუნა იოსელიანი, გურამ ფირცხაალავა, ნინო კობერიძე.

შეშელეთი - სოფლების პირველი შეშელეთის და მეორე შეშელეთის გავრცელებული სახელწოდება (გალის მუნიციპალიტეტი).

შეშუპება - ორგანიზმის ქსოვილებსა და ღრუებში ჭარბი სითხის დაგროვება.

შეჩვენება - იგივეა, რავ საეკლესიო განკვეთა.

შეცდომა - უნებლიე უზუსტობა, არასწორობა.

შეძენილი

  1. ნაყიდი.

  2. მოპოვებული.

  3. დაბადებული.

შეწირვა - ჩუქების სახეობა; ამა თუ იმ ქონების მიძღვნა სულის საცხონებლად ღვთაების ან რომელიმე წმინდანის სახელზე.

შეწირული - გლეხი ფეოდალურ საქართველოში, რომელიც ფეოდალმა შესწირა ეკლესიას.

შეწონასწორება - იგივეა, რაც ბალანსირება.

შეწყალება - პატიება (მსჯავრდადებულისა), სასჯელის შემსუბუქება.

შეწყვეტილი სიმღერა - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1960 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ნიკოლოზ სანიშვილი. სცენარის ავტორები - კონსტანტინე ლორთქიფანიძე, ალბერტ მარენჩინი, ნიკოლოზ სანიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - დუდარ მარგიევი. კომპოზიტორები - რევაზ ლაღიძე, რუდოლფ პავლიჩეკი. მთავარ როლებში: იულიუს პანტიკი (მიშო ზვარა), ლია ელიავა (ელიკო გელოვანი), ვერიკო ანჯაფარიძე (მარიამი), დოდო ჭიჭინაძე (დოდო), ოთარ კობერიძე (გურამი), ალექსანდრე ომიაძე (მამუკა).

შეჭამანდი - სათანადოდ მომზადებული წვნიანი საჭმელი.

შეხვედრა მთაში - ქართული მხატვრული ფილმი, მუსიკალური კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1966 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ნიკოლოზ სანიშვილი. სცენარის ავტორები - პეტრე გრუზინსკი, ნიკოლოზ სანიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - ფელიქს ვისოცკი. კომპოზიტორი - ბიძინა კვერნაძე. მთავარ როლებში: ლეილა აბაშიძე (ლალი და მზევინარი), თენგიზ არჩვაძე (ვახტანგი), ლალი მესხი (ნათელა), ვახტანგ კიკაბიძე (გია), კოტე დაუშვილი (ზვიადი), იპოლიტე ხვიჩია.

შეხვედრა წარსულთან - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1966 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - სიკო დოლიძე. დამდგმელი ოპერატორი - ფელიქს ვისოცკი. კომპოზიტორი - დავით თორაძე. მთავარ როლებში: სერგო ზაქარიაძე (ალმასხანი), ვერიკო ანჯაფარიძე (პელაგია), ლეილა აბაშიძე (ნინო), მეგი წულიკიძე (დარინე), ქეთევან კიკნაძე (მარიანი), იოსებ გოგიჩაიშვილი (აკია), გიული ჭოხონელიძე, მალხაზ ბებურიშვილი, ეროსი მანჯგალაძე, ვახტანგ ნინუა, გიგოლა თალაკვაძე, იპოლიტე ხვიჩია, თენგიზ არჩვაძე.

შეხვეტილა - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

შეჯვარება - ცხოველთა მოშენების მეთოდი, როდესაც შერჩევა ხდება სხვადასხვა ჯიშის (სახეობის) ცხოველთა შეწყვილებით.

შეჰდი ოსმანი - თურქეთის სახელმწიფო მოღვაწე (XVIII საუკუნე).

შეჰუ მეჰმედ - ალბანეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1913-1995 წწ).

4.4 შვ

▲ზევით დაბრუნება


შვაბი გუსტავ - გერმანელი მწერალი-რომანტიკოსი (1792-1850 წწ).

შვაბია - ისტორიული ოლქი გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

შვაბინსკი მაქს - ჩეხი გრაფიკოსი და ფერმწერი (1873-1962 წწ).

შვაბრა (გერმ.) ერთგვარი ცოცხი - ხის კალაპოტში ჩასმული ხრალი, თოკები და მისთანები. იყენებენ იატაკის გასარეცხად.

შვავი - იგივეა, რაც ზვავი.

შვაინფურტი - ქალაქი გერმანიის ბავარიის მხარეში.

შვაინფურტი გეორგ ავგუსტ - გერმანელი ბოტანიკოსი, აფრიკის მკვლევარი (1836-1925 წწ).

შვაიცერი ალბერტ - გერმანელი და ფრანგი მოაზროვნე, მუსიკათმცოდნე და ორგანისტი, მისიონერი, 1952 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1875-1965 წწ).

შვაიცერი იოჰან ბაპტისტ - გერმანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1833-1875 წწ).

შვალბე გუსტავ - გერმანელი ანატომი, ჰისტოლოგი და ანთროპოლოგი (1844-1916 წწ).

შვანი თეოდორ - გერმანელი ფიზიოლოგი და ჰისტოლოგი (1810-1882 წწ).

შვანკი - გერმანულ ლიტერატურაში გავრცელებული მცირე სატირული მოთხრობა.

შვარტოვი (ჰოლანდ.) - ბაგირი ან ჯაჭვი, რომლითაც გემს აბამენ გემსადგომზე, ნაპირზე ან სხვა გემზე; გემსაბმელი.

შვარცე ბრონისლავ ანტონი - პოლონეთისა და რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, პუბლიცისტი (1834-1904 წწ).

შვარცენბერგი ფელიქს - ავსტრიის სახელმწიფო მოღვაწე (1800-1852 წწ).

შვარცენეგერი არნოლდ - ამერიკელი კინომსახიობი და სახელმწიფო მოღვაწე, მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი კულტურიზმში, კალიფორნიის შტატის გუბერნატორი (დაიბადა 1947 წელს).

შვარცვალდი - მთის მასივი გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

შვარცი დელიმორ - ამერიკელი მწერალი (1913-1966 წწ).

შვარცი ევგენი - რუსი მწერალი, დრამატურგი (1896-1958 წწ).

შვარცი კარლ ჰერმან ამანდუს - გერმანელი მათემატიკოსი (1843-1921 წწ).

შვარცი მელვინ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1988 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლ.ლედერმანთან და ჯ.სტეინბერგერთან ერთად (დაიბადა 1932 წელს)

შვარცშილდი კარლ - გერმანელი ასტრონომი (1873-1916 წწ).

შვარცკოპი ელიზაბეტ - ოპერის გერმანელი მომღერალი ქალი (სოპრანო); მღეროდა ევროპის და ამერიკის წამყვან თეატრებში (დაიბადა 1915 წელს).

შვარცმანი ოშერ - ებრაელი პოეტი (1889-1919 წწ).

შვება - შემსუბუქების, რამისგან განთავისუფლების გრძნობა.

შვებულება - დროებით განთავისუფლება სამუშაოდან დასასვენებლად.

შვებული - ვინც შვება იგრძნო, ბედნიერი, მოლხენილი.

შვედები - შვედეთის ძირითადი მოსახლოება; ლაპარაკობენ შვედურ ენაზე, რელიგია - ლუთერანობა.

შვედეთი (შვედეთის სამეფო, შვედ. - Konungariket Sverige).

- სახელმწიფო ევროპაში, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე. დასავლეთით ესაზღვრება ნორვეგიას, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ფინეთს, აღმოსავლეთით და სამხრეთით აკრავს ბალტიის ზღვა.
- სახელი წარმოდგება შვედური სვეარ-რიგე-სგან, რაც ნიშნავს „სვეას სახელმწიფოს“.
- დამოუკიდებლობის თარიღი - 1515 წელი.
- ეროვნული დევიზი - „Fцr Sverige i tiden”.
- ჰიმნი - „Du gamla, Du fria“.
- სახელმწიფო წყობა - კონსტიტუციური მონარქია.
- სახელმწიფოს მეთაური - მეფე.
- საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი (რიქსდაგი).
- ფართობი - 446 964 კვ.კმ.
- დაყოფილია 21 ლენად (ოლქად).
- მოსახლეობა - 9,1 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 22 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - შვედური.
- მორწმუნეები - ლუთერანები.
- დედაქალაქი - სტოკჰოლმი.
- ქვეყნის კოდი - SWE
- დროის სარტყელი - UTC +1.
- ეროვნული ვალუტა - შვედური კრონი.
- სატელეფონო კოდი - +46.
- ინტერნეტ-დომენი - se.

შეედოვი დიმიტრი - რუსი კომპოზიტორი და დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1899-1981 წწ).

შვედტი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

შვედური - შვედების დამახასიათებელი, შვედეთიდან მომდინარე.

შვედური ენა - შვედეთის ოფიციალური და ფინეთის მეორე სახელმწიფო ენა, განეკუთვნება გერმანიკული ენების სკანდინავიურ ჯგუფს.

შვეიკარტი რასელ - აშშ-ს კოსმონავტი მფრინავი (დაიბადა 1935 წელს).

შვეიცარი (გერმ.) - სასტუმროს, რესტორნის, საცხოვრებელი სახლის და მისთანების კარისკაცი.

შვეიცარია (შვეიცარიის კონფედერაცია, გერმ. - Schweizerische Eidgenossenschaft, ფრანგ. - Confederation suisse, იტალ. - Confederazione Svizzera)

- სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება გერმანიას, დასავლეთით - საფრანგეთს, სამხრეთით - იტალიას, აღმოსავლეთით - ავსტრიას და ლიხტენშტეინს. ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია.
- დამოუკიდებლად გამოცხადდა 1291 წლის 1 აგვისტოს, აღიარებულ იქნა 1648 წლის 24 ოქტომბერს, ფედერაციაა 1848 წლიდან.
- დევიზი - ლათ. „Unus pro omnibus omnes pro uno“ (ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის).
- ჰიმნი - „Swiss Psalm“
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი ფედერალური კრება (ეროვნული საბჭო და კანტონების საბჭო).
- ფართობი - 41 290 კვ.კმ.
- შედგება 23 კანტონისაგან (3 მათგანი დაყოფილია ნახევარკანტონებად).
- მოსახლეობა - 7,5 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 181 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენები: გერმანული, ფრანგული, იტალიური და რეტრორომანული.
- მორწმუნეები: კათოლიკეები და პროტესტანტები.
- დედაქალაქი - ბერნი (ლოზანა - ფედერალური სასამართლო ორგანოების ადგილსამყოფელი).
- ეროვნული ვალუტა - შვეიცარიული ფრანკი.
- ქვეყნის კოდი - CHE.
- დროის სარტყელი - UTC +1.
- სატელეფონო კოდი - +41.
- ინტერნეტ-დომენი - ch.

შვეიცარიის ალპები - ალპის ქედებისა და მასივების სახელწოდება შვეიცარიაში.

შვეიცარიის იურა - იურის მთების ნაწილი შვეიცარიაში.

შვეიცერი მიხეილ - რუსი კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1920-2000 წწ).

შველაურ-ციცაბაური - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

შველერი (გერმ.) - ლითონის კოჭი, რომელსაც აქვს ბერძნული ¶-ს ასოს ფორმის კვეთი.

შველი (Capreolus capreolus) - საშუალო ზომის მცოხნელი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა; მამალს აქვს დატოტვილი რქები.

შველიძე მირიან - მხატვარი, სცენოგრაფი (დაიბადა 1947 წელს).

შვენება - იგივეა, რაც მშვენება.

შვენჩიონელიაი - ქალაქი ლიტვაში.

შვენჩიონისი - ქალაქი ლიტვაში.

შვერილი - გაშვერილი, გამოშვერილი.

შვერინი - ქალაქი გერმანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მეკლენბურგ-პომერანიის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი (125 ათასი).

შვერმა იან - ჩეხოსლოვაკიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1901-1944 წწ).

შვერმერი (გერმ.) - ფოიერვერკის შუშხუნა, რომელიც მიხვეულ-მოხვეულ კვალს ტოვებს.

შვერნიკი ნიკოლაი - 1946-53 წლებში სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე (1888-1970 წწ).

შვერტბოტი (გერმ.) - ერთგვარი იახტა.

შვეული

  1. ძლიერ დაქანებული, ვერტიკალური.

  2. ზონარზე დაკიდებული პატარა სამძიმი რისამე ვერტიკალური მდგომარეობის შესამოწმებლად.

შვეულმფრენი - თავისებური კონსტრუქციის საფრენი აპარატი, რომელიც ადის ჰაერში და ეშვება ვერტიკალურად.

შვეცია - იხილე შვედეთი.

შვეხატი - ქალაქი ავსტრიის აღმოსავლეთ ნაწილში.

შვეჰლა ანტონინ - ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1873-1933 წწ).

შვია (Abution heophrasti) - ერთწლოვანი მაღალი მცენარე ბალბისებრთა ოჯახისა; მისი ბოჭკოს ნართიდან გრეხენ თოკს და ქსოვენ სატომრე ტილოს.

შვიადასი იონას - ლიტველი კომპოზიტორი და დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1908-1971 წწ).

შვიდასი - რიცხვი და რაოდენობა 700.

შვიდდღიანი - შვიდი დღის შემცველი; რაც შვიდ დღეს გასტანს.

შვიდეული

  1. შვიდი ერთეულისაგან შემდგარი.

  2. ძველ საქართველოში - შვიდკეცი საზღაური ქურდობისათვის.

შვიდთვიანი - იტყვიან ბავშვზე, რომელიც ნაადრევად (ცხრა თვეში კი არა, შვიდ თვეში) დაიბადა.

შვიდი - რიცხვი და რაოდენობა 7.

შვიდიანი - შვიდის შემცველი. || სათამაშო ქაღალდი, ბანქოს ბარათი, რომელზედაც შვიდი ქულაა გამოსახული.

შვიდიოდე - დაახლოებით შვიდი.

შვიდი მთიები (ბაჰრამ გური) - შუა საუკუნეების აღმოსავლურ მწერლობაში გავრცელებული სიუჟეტი სასანელი მეფის ბაჰრამ-გურისა და შვიდი მზეთუნახავის შესახებ.

შვიდკაცა - გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი გუნდი, რომელიც ჩვეულებრივ შვიდი კაცისაგან შედგება.

შვიდკეცი - შვიდი ნაკეცისგან, ფენისაგან შემდგარი; შვიდმაგი.

შვიდკოი მიხაილ - რუსეთის კულტურის მინისტრი 2000-2004 წლებში (დაიბადა 1948 წელს).

შვიდმდინარეთი (ჯეთისუ) - ბუნებრივი რეგიონი ყაზახეთის სამხრეთ ნაწილში.

შვიდნი თებეს წინააღმდეგ - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არგიველთა შვიდი მხედართმთავარი, რომლებიც პოლინიკეს მეთაურობით თებეს დაესხნენ თავს.

შვიდფერი (შვიდფეროვანი) - შვიდი ფერისაგან შემდგარი.

შვიდ-შვიდი - ჯერზე შვიდი, შვიდი და შვიდი.

შვიდწლედი - შვიდწლიანი არასრული საშუალო სკოლა.

შვიდწლიანი - შვიდი წლის შემცველი, შვიდი წლის ხანგრძლივობისა.

შვილდისი - მთა ზნაურის მუნიციპალიტეტში.

შვილთაშვილი - შვილიშვილის შვილი და შემდეგი თაობა.

შვილი

  1. ადამიანი თავისი მშობლების მიმართ.

  2. (გადატანით) ამა თუ ადგილის, ქვეყნის მკვიდრი.

შვილიანობა - შვილების ყოლა.

შვილიერობა

  1. შვილების გაჩენის უნარი.

  2. იგივეა, რაც შვილიანობა.

შვილიშვილი - შვილის შვილი. || შთამომავალი.

შვილობილი - შვილად აყვანილი, ნაშვილები.

შვილობისა - კარსტული მღვიმე ჭიათურის მახლობლად, სოფელ ბუნიკაურთან.

შვილოსა (შვილოსან) - ასე მიმართავენ საუბარში მამაკაცები ან ბიჭები თავის ტოლს ან თავისზე უმცროსს.

შვილოსნობა - იგივეა, რაც შვილიერობა.

შვილუყოლი - ვისაც შვილი არ ჰყოლია.

შვინგერი იულიუს (ჯულიუს) - ამერიკელი ფიზიკოსი, 1965 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი რ. ფეინმანსა და ს. ტოგონავასთან ერთად (დაიბადა 1918 წელს).

შვინდა - შინდის ფერისა, მუქი წითელი; მურა (ჩვეულებრივ იხმარება ამ ფერის ძროხის, ხარის მიმართ).

შვინდი - იგივეა, რაც შინდი.

შვინდი მორიც ფონ - გერმანელი და ავსტრიელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1804-1871 წწ).

შვინდისფერი - იგივეა, რაც შინდისფერი.

შვინდისყელი - მთა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.

შვინდისწვერი - მთა თელავის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრეთ შტოქედზე.

შვინდოვანა (შვინდოვანის მთა, სტორის მთა) - მთა კახეთის კავკასიონზე, საყორნის ქედის სამხრეთ დაბოლოებაზე, თელავის მუნიციპალიტეტში; აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით, წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვებით, შემოსილია შერეული ფარფოთლოვანი ტყით (სიმაღლე - 1726 მეტრი).

შვიტა (Eguisetum) - მრავალწლოვანი სპოროვანი მცენარე; აქვს თანაბრად დამუხლული მწვანე ღერო, მუხლების ირგვლივ განლაგებული პატარა ზომის შეზრდილი ქერქლოვანი ფოთლები.

შვიტერსი კურტ - გერმანელი მხატვარი და მწერალი (1887-1948 წწ).

შვიტურა - წყლის მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი შვიტურასებრთა ოჯახისა.

შვიცი

  1. კანტონი შვეიცარიაში.

  2. (შვიცური ჯიში) - ხორცისა და რძის მომცემი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიში (სახელი ეწოდა შვეიცარიის ამავე კანტონის სახელწოდების მიხედვით).

შვობი მარსელ - ფრანგი მწერალი (1867-1905 წწ).

შვრია (Avena sativa) - პურეული მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა; აქვს მოგრძო, მეტწილად კილში ჩამჯდარი მარცვალი; მოჰყავთ ცხოველების საკვებად და საბურღულედ.

შვრიელა (Bromus) - ერთ, ორ ან მრავალწლოვანი ბალახი მარცვლოვანთა ოჯახისა.

შვრიუკა - ერთწლოვანი სარეველა მცენარე, გავრცელებულია პურეულის ნათესებში.

4.5 შთ

▲ზევით დაბრუნება


შთა - ძველი წინსართი ზმნისა (ახალ ქართულში წარმოდგენილია ჩა-ს სახით). შემორჩენილია ზოგ სიტყვაში: შთა-ნთქმა, შთა-ბეჭდილება და ა.შ.

შთაბეჭდილება - ადამიანის შემეცნებაში შეგრძნებების გზით მიღებული გარეგამაღიზიანებლის კვალი.

შთაგონება

  1. სხვის ნებისყოფაზე ზემოქმედება; ჰიპნოზი.

  2. შემოქმედებითი აღფრთოვანება.

შთაგონებული

  1. შთაგონებით გამოწვეული.

  2. შთაგონებით მოცული.

შთავლერის ქედი - იხილე შდავლერის ქედი.

შთამბეჭდავი - კარგი შთაბეჭდილების მომხდენი.

შთამო - ძველი წინსართი ზმნისა (ახალ ქართულში წარმოდგენილია ჩამო-ს სახით); შემორჩენილი აქვს ერთ ფუძეს - შთამომავალი.

შთამომავალი - ადამიანი თავისი წინაპრების მიმართ; შვილი და მომდევნო თაობის წარმომადგენელი.

შთამომავლობა

  1. შთამომავლები.

  2. ახალგაზრდა თაობა უფროსი თაობის, მშობლების მიმართ.

4.6 ში

▲ზევით დაბრუნება


ში

1) თანდებული; დაერთვის მიცემით ბრუნვას და წინამავალ სახელთან ერთად უპასუხებს კითხვაზე - რაში? (ვისში?); აღნიშნავს: 1) რომ ვინმე, რამე რისამე შიგნით იმყოფება. 2) მიმართულებას გარედან შიგნით. 3) რისამე დროს, ხანგრძლივობას.

2) ჩინური ლექსის სახესხვაობა.

შიაულიაი (1795 წლამდე საულე, 1917 წლამდე შავლი) - ქალაქი ლიტვის ჩრდილოეთ ნაწილში (150 ათასი).

შიბანოვი მიხეილ - რუსი ფერმწერი, ყმა გლეხი (გარდაიცვალა 1789 წლის შემდეგ).

შიბარღანი - ქალაქი ავღანეთში, ჯუზჯანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

შიბაქი - შარდის სადენი ხის მილი, აკვანში გასაკეთებელი.

შიბენიკი - ქალაქი-პორტი ხორვატიაში (40 ათასი).

შიბი

  1. იგივეა, რაც ძეწკვი.

  2. გოდრის, საბძლის, ღობის და მისთანების თავზე გადავლებული წნელი სიმტკიცისათვის.

  3. ქსოვილში გაყოლებული წნული ჭრელ ზოლებად. || წნულის სახის ნაკერი ტანსაცმელზე (ქუდზე...).

შიბინ-ელ-ქუმი - ქალაქი ეგვიპტეში, მინუფიის მუჰაფაზის ადმინსტრაციული ცენტრი (155 ათასი).

შიბლიანი - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 660 მეტრი. საგარეჯოდან - 35 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 519 კაცი.

შიბოიგანი - ქალაქი აშშ-ს უისკონსინის შტატში.

შიბოითა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

შიბუღელე - უღელტეხილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, კიდეგანის ქედზე.

შიგ - რისამე შიგნით, რისამე სიღრმეში.

შიგა

  1. იგივეა, რაც შიგნითა.

  2. იგივეა, რაც შიგ.

შიგადაშიგ

  1. ადგილ-ადგილ, აქა-იქ, ზოგგან.

  2. ხანდახან, დროდადრო.

შიგა მონღოლეთი - ავტონომიური რაიონი ჩინეთში.

შიგან - (ძვ.) თანდებული; იგივეა, რაც ში.

შიგანი - იგივეა, რაც შიგნეული.

შიგაძე - ქალაქი ჩინეთის ტიბეტის ავტონომიურ რაიონში.

შიგაწვის ძრავა - ცილინდრის შიგნით საწვავი მასალის წვით მომუშავე ძრავა.

შიგთავსი

  1. რისამე შიგნით მოთავსებული რამ.

  2. გული, სატენი.

შიგნეული

  1. გულ-მკერდისა და მუცლის ღრუში მოთავსებული ორგანოები.

  2. ცხოველის, ფრინველის ასეთი ორგანოები, რომლებისგანაც საჭმელს აკეთებენ.

შიგნიდან - შიგნითა მხრიდან.

შიგნით - შიგა მხარეს; შიგ.

შიგნითა - შიგნით მოთავსებული.

შიგნიკახეთი - მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის ნაწილი.

შიგულა ჰანა - გერმანელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1943 წელს).

შიგჩართული - რაც შიგ არის ჩართული, ჩადებული რამეში.

შიდა - იგივეა, რაც შიგნითა.

შიდაგაყვანილობა - ნაგებობის შიგნითა გაყვანილობა.

ში დაკაი - ტაიპინელთა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჩინეთში (1830-1863 წწ).

შიდა ქართლი - მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლის ნაწილი.

შიდა ქართლის ვაკე - ვაკე ხაშურის, ქარელის, გორის, ცხინვალის, კასპის და მცხეთის მუნიციპალიტეტებში, შუა მტკვრის აუზში.

შიდაციხე - ციხე-ქალაქის შიგნით, მაღლობზე აგებული ციხესიმაგრე.

შიდერტი - მდინარე ყაზახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (სიგრძე - 506 კილომეტრი).

შიდიიაკი ფარის იუსუფ აჰმედ - არაბი განმანათლებელი, ლიტერატორი (ლიბანი) (1804-1887 წწ).

შიდს- - აბრევიატურა - შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (რუს. СПИД, ინგლ. AIDS) - პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც იმუნური სისტემის დაზიანების შედეგად ორგანიზმის თავდაცვითი უნარი სუსტდება. ცნობილი გახდა 1970-იანი წლებიდან.

შიენი - ქალაქი-პორტი ნორვეგიაში, ტელემარკის ფიულკეს ადმინისტრაციული ცენტრი (50 ათასი).

შივა (სანსკრ.) - ინდუიზმის ერთ-ერთი მთავარი ღვთაება.

შივაჯი - მარათების სახელმწიფოს დამაარსებელი ინდოეთში (1622 ან 1630 - 1680 წწ).

შიველიჩი - მოქმედი ვულკანი კამჩატკის ჩრდილოეთ ნაწილში (3283 მეტრი).

შიზოფრენია (ბერძნ.) - ერთ-ერთი მძიმე ფსიქიური დაავადება.

შიიზმი - ისლამის მიმართულება, რომელიც აღიარებს მხოლოდ ყურანს და უარყოფს სუნას.

შიიტი - შიიზმის მიმდევარი.

შიკარპური - ქალაქი პაკისტანის სინდის პროვინციაში.

შიკი (ფრანგ.) - მოჩვენებითი, გარეგნული ბრწყინვალება.

შიკოტანი - კურილის კუნძულების (რუსეთის სახალინის ოლქი) ყველაზე დიდი კუნძული.

შიკრიკი

  1. დაწესებულების თანამშრომელი - საქმიანი ქაღალდების წამღებ-წამომღები.

  2. ძველად - პირი, რომელსაც გზავნიდნენ სადმე წერილის (ამბის...) გადასაცემად; მალემსრბოლელი, მაცნე.

შიკულსკა ევა - პოლონელი მსახიობი ქალი (დაიბადა 1949 წელს).

შიკუტიმი-ჟონკიერი - ქალაქი კანადის კვებეკის პროვინციაში.

შილა (სპარს.)

  1. ბრინჯის (ან ფეტვის) შეჭამანდი, ერბოთი და მწვანილით შეზავებული.

  2. ბამბეულის ქსოვილი, ჩვეულებრივ წითელი ფერისა.

შილაკაძე მაია - სპორტსმენი (აკრობატიკა, ქალთა სამეული), მსოფლიოსა (1980) და ევროპის (1980) აბსოლუტური ჩემპიონი, მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე პრიზიორი (1981), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1979, 80, 81) და მეორე პრიზიორი (1984), სსრკ თასის სამგზის მფლობელი (1980, 81, 82) (დაიბადა 1965 წელს).

შილალე - ქალაქი ლიტვის დასავლეთ ნაწილში.

შილაფლავი - ცხვრისხორციანი ფლავი.

შილდა - სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში.

შილდელი მერი (ნამდვილი გვარი მიჩილაშვილი) - ქართული ესტრადის მომღერალი (კონტრალტო) (1915-1982 წწ).

შილდსი ბრუკ - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1965 წელს).

შილე ეგონ - ავსტრიელი მხატვარი (1890-1918 წწ).

შილერი იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ - გერმანელი პოეტი, დრამატურგი, ხელოვნების თეორიტიკოსი, ისტორიკოსი (1759-1805 წწ).

შილერი ლეონ (ნამდვილი გვარი დე შილდენფელდი) - პოლონელი თეატრალური მოღვაწე, რეჟისორი, პედაგოგი (1887-1954 წწ).

შილერი ფერდინანდ კანინგ - ინგლისელი ფილოსოფოსი (1864-1937 წწ).

შილი - მაზლის ცოლი; რძალი.

შილინგი

  1. ფულის ერთეული ავსტრიაში.

  2. ფულის ერთეული აღმოსავლეთ აფრიკის ზოგ ქვეყანაში (სუდანში, ზანზიბარში, კენიაში, უგანდაში).

  3. ლითონის ფული დიდ ბრიტანეთში (აგრეთვე ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში) უდრის გირვანქა სტერლინგის 1/20-ს. მიმოქცევაში იყო 1971 წლებამდე, სანამ დიდ ბრიტანეთში მთლიანად გადავიდნენ ფულის ათობითი ერთეულების სისტემაზე.

შილინი ათანასე - გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომიოს მონაწილე (1924-1082 წწ).

შილიონი - XII-XV საუკუნეებში აგებული ციხესიმაგრე ჟენევის ტბის ნაპირზე (შვეიცარია).

შილიფად - მსუბუქად, თხლად, გახსნილ-გაღეღილად.

შილკა

  1. მდინარე რუსეთის ჩიტის ოლქში, ამურის მარცხენა მდგენელი (სიგრძე - 560 კილომეტრი).

  2. ქალაქი რუსეთის ჩიტის ოლქში.

შილოვი ალექსანდრე - რუსი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1943 წელს).

შილონგი

  1. (ასამის მთები) მთიანი მხარე ინდოეთში.

  2. ქალაქი ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მეგჰალაიას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (130 ათასი).

შილტბერგერი იოჰან - ბავარიელი ჯარისკაცი, „მოგზაურობათა წიგნის“ ავტორი (1380-1438 წწ).

შილუტე - ქალაქი ლიტვის დასავლეთ ნაწილში.

შილუკი - სუდანში მცხოვრები ხალხი (430 ათასი).

შიმალი - ახალგაზრდა ხე.

შიმანოვსკა (ქალიშვილობის გვარი ვოლოვსკა) - პოლონელი პიანისტი და კომპოზიტორი ქალი (1789-1831 წწ).

შიმანოვსკი კაროლ - პოლონელი კომპოზიტორი, პიანისტი, პედაგოგი, მუსიკის კრიტიკოსი (1882-1937 წწ).

შიმანოვსკი - ქალაქი რუსეთის ამურის ოლქში.

შიმბორსკა ვისლავა - პოლონელი პოეტი ქალი, 1996 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1923 წელს).

შიმელა - იგივეა, რაც შიმალი.

შიმენი - იხილე შიძიაჯუანი.

შიმი (ინგლ.) - სამეჯლისო ცეკვა, ფოქსტროტის ნაირსახეობა.

შიმკუსი

  1. იონას - ლიტველი მწერალი (1906-1965 წწ).

  2. სტასის - ლიტველი კომპოზიტორი (1887-1943 წწ).

შიმოზა (იაპონ.)

  1. ფეთქებადი ნივთიერება - მელინიტი.

  2. ამ ნივთიერებით დამუხტული გრანატა.

შიმონი იშტვან - უნგრელი პოეტი (1926-1975 წწ).

შიმონოვიჩი (შიმონოვიცი) - პოლონელი პოეტი (1558-1629 წწ).

შიმპანზე (ფრანგ.) - ადამიანის მსგავსი მაიმუნი, გავრცელებულია ტროპიკული აფრიკის ტყეებში.

შიმპერი ანდრეას ფრანც ვილჰელმ - გერმანელი ბოტანიკოსი (1856-1901 წწ).

შიმპერი ვილჰელმ ფილიპ - გერმანელი ბოტანიკოსი (1808-1880 წწ).

შიმუნვარი - დედოფლის ან დიდგვაროვანი მანდილოსნის მხლებელი ქალი, მოახლე.

შიმშა (სპარს.) - კალატოზის, დურგლის იარაღი ხისა; იხმარება საზომად და კედლის სიწორის გასაგებად.

შიმშერი (სპარს.)

  1. იგივეა, რაც მახვილი.

  2. (ხმალა) - ქორჭილასნაირთა თევზების რიგის ერთადერთი თანამედროვე წარმომადგენელი. გავრცელებულია ყველა ოკეანეში.

შიმშილაქედი

  1. სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ქვედა საზანოს თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ძუსისა და ხმორდოლის (ჩოლაბურის აუზი) შუამდინარეთში. ზღვის დონიდან - 300 მეტრი, ზესტაფონიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 378 ადამიანი.

  2. სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (საზანოს თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ძუსის (ჩოლაბურის მარჯვენა მდგენელი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 320 მეტრი, თერჯოლიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 263 ადამიანი.

შიმშილი

  1. უჭმელობით გამოწვეული შეგრძნება; ჭამის მოთხოვნილება.

  2. ხანგრძლივი უჭმელობა.

შიმშილობა - საკვები პროდუქტების ნაკლებობით გამოწვეული საყოველთაო შიმშილი.

შინ - საკუთარ სახლში, საკუთარ ბინაში.

შინა

  1. პირველი შემადგენელი ნაწილი რთული სიტყვებისა - ნიშნავს რისამე შიგნით არსებულს, საშინაოს, რისამე შიგნით წარმოებულს.

  2. ხალხი ჩრდილოეთ პაკისტანში.

შინაარსი

  1. შინაგანი არსი, რაობა, დედაარსი.

  2. ძირითადი აზრი, დედააზრი.

შინაარსობრივი - შინაარსთან დაკავშირებული.

შინაბერა - გაუთხოვრად დარჩენილი ქალი.

შინაგანი

  1. რისამე შიგნით არსებული; შიგნითა.

  2. იგივეა, რაც საშინაო.

ში ნაიანი (ში ძიანი) - ჩინელი მწერალი (1296-1370 წწ).

შინაკანები - ადრინდელი შუა საუკუნეების სომხეთის ძირითადი მშრომელი მოსახლეობის სახელწოდება.

შინაკაცი

  1. შინ, სახლში მყოფი და საოჯახო საქმეების მწარმოებელი კაცი.

  2. შინაური, ოჯახთან დაკავშირებული კაცი.

შინამოსამსახურე - საოჯახო საქმეების გასაკეთებლად დაქირავებული ქალი.

შინაომი - სამოქალაქო ომი.

შინაპატიმრობა - პირადი თავისუფლების შეზღუდვის ერთ-ერთი ფორმა - ადამიანის იზოლაცია ბინაზე (დაცვით ან დაუცველად).

შინასი იბრაჰიმ - თურქი მწერალი (1826-1871 წწ).

შინაური

  1. სახლი, ოჯახის წევრი. || თავისიანი, მახლობელი.

  2. შინ დამზადებული.

  3. იგივეა, რაც საშინაო.

  4. ისეთი (ცხოველი, ფრინველი), რომელიც ადამიანს ჰყავს, მის კარ-მიდამოზე ცხოვრობს, რომელსაც იგი იყენებს.

შინაურობა - შინაურები.

შინაურული - შინაურების შესაფერი, დამახასიათებელი.

შინაყმა - ბატონყმობის დროს - ბატონის კარზე მოსამსახურედ მყოფი უსახლკარო ყმა.

შინგუ - მდინარე ბრაზილიაში, ამაზონის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 1980 კილომეტრი).

შინდანწლა (Thelucrania australis) - დაბალი (ან საშუალო სიმაღლის) ბუჩქი; ფოთოლი შინდს უგავს, ნაყოფი ანწლს. იკეთებს თეთრ ყვავილს.

შინდარა - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

შინდე - ქალაქი მოზამბიკში.

შინდი (Cornus mas) - დაბალი (ან საშუალო სიმაღლის) ბუჩქი; ყვავის ადრე გაზაფხულზე; ისხამს წითელი ფერის მოგრძო, კურკიან, წვნიან ნაყოფს.

შინდიანი

  1. შინდის ტყე.

  2. რაშიც არის შინდი.

შინდისი - სოფლები გარდაბნის და გორის მუნიციპალიტეტებში.

შინდისის მთა - მთა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე.

შინდისფერი - რაც ფერით შინდს მოგვაგონებს.

შინდლარი - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

შინდნარი - იგივეა, რაც შინდიანი.

შინდობა - შინდის მწიფობის დრო.

შინელი (რუს.) - იხილე მაზარა.

შინი - ქართული ანბანის რიგით ოცდამეხუთე ასოს - შ-ს სახელწოდება.

შინი მარტინ - ამერიკელი მსახიობი (დაიბადა 1940 წელს).

შინი ჩარლი - ამერიკელი კინომსახიობი (დაიბადა 1965 წელს).

შინიონი (ფრანგ.) - ქალის თმის ვარცხნილობა - კეფაზე დაწყობილი ნაწნავები, სხვისი თმისაგან გაკეთებული.

შინკაი გეორგე - რუმინელი ისტორიკოსი და განმანათლებელი (1754-1816 წწ).

შინკელი კარლ ფრიდრიხ - გერმანელი არქიტექტორი, ფერმწერი და გრაფიკოსი (1781-1841 წწ).

შინმოუსვლელი - ომიდან არდაბრუნებული.

შინო - მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ყუროს ქედზე (4048 მეტრი).

შინოსწყალი - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სნოსწყლის მარჯვენა შენაკადი.

შინქუბა ბაგრატ - აფხაზი მწერალი, აფხაზეთის სახალხო პოეტი (დაიბადა 1917 წელს).

შინშილა (ფრანგ.)

  1. მღრღნელი, რომელსაც აქვს ძვირფასი მოვერცხლისფრო ბეწვი. ბინადრობს სამხრეთ ამერიკის მთებში.

  2. ერთ-ერთი ჯიშის ბოცვერი, რომელსაც აქვს შინშილის მსგავსი შეფერილობის ბეწვი, გამოყვანილია საფრანგეთში.

შიო - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1435-1438, 1440-1447 წლებში.

შიომღვიმე

  1. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი, ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი; მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე; დაარსებულია VI საუკუნის II ნახევარში.

  2. რკინიგზის ბაქანი ძეგვ-ქსანის გადასარბენზე.

შიო მღვიმელი - საეკლესიო მოღვაწე, ერთ-ერთი ასურელი მამა, შიომღვიმის მონასტრის დამაარსებელი.

შიომღვიმის გამოქვაბულები - ხელოვნური გამოქვაბულების კომპლექსი მცხეთის მუნიციპალიტეტში, სხალტბის სერის სამხრეთ კალთაზე.

შიოსუბანი - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის სახელი XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე.

შიოფოკი - ქალაქი უნგრეთის შომოდის მედიეში.

შიპკა (შიპკის უღელტეხილი) - უღელტეხილი ბულგარეთში (სტარა-პლანინა).

შიპკის უღელტეხილი - იხილე შიპკა.

შირა უოლტერ - აშშ-ს კოსმონავტი-მფრინავი, სამი კოსმოსური ფრენის მონაწილე 1962, 1965, 1968 წლებში (დაიბადა 1923 წელს).

შირაზი - ქალაქი ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ფარსის ოსთანის ადმინისტრაციული ცენტრი, XVIII საუკუნეში ირანის დედაქალაქი (850 ათასი).

შირაზი (ნამდვილი გვარი კარაპეტიანი) ჰოვანეს - სომეხი პოეტი (1914-1984 წწ).

შირაკი ჟან რენე - საფრანგეთის პრეზიდენტი 1995-2007 წლებში (დაიბადა 1932 წელს).

შირაქის ვაკე - ვაკე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.

შირბახტი - ერთ და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი შირბახტისებრთა ოჯახისა; გავრცელებულია ტროპიკულ და სუპტროპიკულ აფრიკაში.

შირე - მდინარე მალავისა და მოზამბიკში (სიგრძე - 600 კილომეტრი).

შირენდიბი ბაზარინ - მონღოლი ისტორიკოსი, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე (1912-1990 წწ).

შირვანზადე (ნამდვილი გვარი მოვსესიანი) ალექსანდრე - სომეხი მწერალი, სომხეთის და აზერბაიჯანის სახალხო მწერალი (1858-1935 წწ).

შირვანი (შარვანი) - ისტორიული ოლქი ახლანდელ აზერბაიჯანში, კასპიის ზღვის სანაპიროზე.

შირვანის სახანო - ნახევრად დამოუკიდებელი ფეოდალური პოლიტიკური ერთეული XVIII საუკუნეში აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, ახლანდელ აზერბაიჯანში.

შირვანშაჰი - შირვანის მმართველთა წოდება შუა საუკუნეებში.

შირვინდტი ალექსანდრე - რუსი მსახიობი (დაიბადა 1934 წელს).

შირვინტოსი - ქალაქი ლიტვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

შირიმისწყაროსხევი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

შირიმნის ბრძოლა - ბრძოლა საქართველოსა და ბიზანტიის ლაშქარს შორის 1021 წელს შირიმნთან (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).

შირინი - ქალაქი უზბეკეთის სირდარიის ოლში.

შირმა (გერმ. Schirm)

  1. დასაკეცი გადასატანი ტიხარი; წარმოადგენს ანჯამებით ერთმანეთზე გადაბმულ რამდენიმე ჩარჩოს, რომლებზედაც ქსოვილია გადაკრული. თეჯირი.

  2. იტყვიან მასზე, ვისაც ან რასაც საფრად იყენებენ.

შირმახეროს ოაზისი - დედოფალ მოდის მიწის სანაპიროს ნაწილი ანტარქტიაში.

შირნესი - ქალაქი-პორტი დიდი ბრიტანეთის კენტის საგრაფოში.

შიროკი ვილიამ - ჩეხოსლოვაკიის პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე (1902-1971 წწ).

შიუკაშვილი ალექსი - ქართული ავიაციის ერთ-ერთი პიონერი, პირველი ქართველი მფრინავი (1893-1985 წწ).

შიუკაშვილი ვანდა - პიანისტი და პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1905-2001 წწ).

შიუკაშვილი ლევან - მევიოლინე და პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1908-1999 წწ).

შიუკაშვილი ნიკოლოზ - დრამატურგი, პედაგოგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1870-1938 წწ).

შიუკე ნიკოლა - ფრანგი მათემატიკოსი (XV ს).

შიუცი ჰაინრიხ - გერმანელი კომპოზიტორი, კაპელმაისტერი და პედაგოგი (1585-1672 წწ).

შიუცკორი - ფინეთის ბურჟუაზიისა და კულაკობის გასამხედროებული ორგანიზაცია.

შიფერი (გერმ.)

  1. შავი ან ნაცრისფერი თიხოვანი ფიქალი.

  2. სახურავის მასალა - თიხის ან აზბესტ-ცემენტის ფილები.

შიფერვაისი (გერმ.) - ტყვიის თეთრა.

შიფი ჰუგო - იტალიელი ქიმიკოსი, ეროვნებით გერმანელი (1834-1915 წწ).

შიფმანი არნოლდ სტანისლავ, ზიგმუნტ - პოლონელი რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე (1882-1967 წწ).

შიფონერი (ფრანგ.) - ტანსაცმლისა და თეთრეულის კარადა.

შიფონი (ფრანგ.) - ბამბის ან აბრეშუმის თხელი და მკვრივი ქსოვილი.

შიფრი (ფრანგ.)

  1. საიდუმლო წერილისათვის საჭირო პირობითი ნიშნების სისტემა.

  2. წიგნების, ხელნაწერების, საქმიანი ქაღალდების და მისთანების პირობითი ნიშანი, რომელიც მიუთითებს მათი შენახვის ადგილს.

შიფრობა - უძველესი ქართული (საინგილოს) ქალ-ვაჟთა ცეკვა დაირებით.

შიქასტა (სპარს. „დამტვრეული“) - აღმოსავლური სევდიანი სიმღერის კილო.

შიქშა - მდინარე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ოჩხომურის მარჯვენა შენაკადი.

შიშაგი (შიშაქი) (თურქ.) - დედალი ცხვარი ერთიდან ორ წლამდე.

შიშალდინის ვულკანი - მოქმედი ვულკანი კუნძულ უნიმაკზე (ალეუტის კუნძულები, აშშ-ს ალასკის შტატი, 2860 მეტრი).

ში შენი - ჩინელი ასტრონომი (ძვ.წ.აღ. IV ს).

შიშექლი ადიბ - სირიის სახელმწიფო მოღვაწე (1909-1964 წწ).

შიშველი

  1. ვისაც არაფერი არ აცვია; ტიტველი. || სხეულის ნაწილი, რომელიც არაფრით არა აქვთ დაფარული.

  2. (გადატანით) ვისაც ტანსაცმელი არა აქვს; ცუდად, ღარიბულად ჩაცმული.

  3. უმცენარეო, მოშიშვლებული (ადგილი).

შიშველი მთა - მთა გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ამტყელისა და ჯამპალის წყალგამყოფზე.

შიშველი ტბა - ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე (სიღრმე 1,5 მეტრი).

შიში - მოსალოდნელი (ან თავსდატეხილი) საფრთხის განცდით გამოწვეული გრძნობა.

შიშიანობა - რაიმე საფრთხით გამოწვეული საყოველთაო შიში.

შიშიგინი ფირს - რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1908-1990 წწ).

შიშინა - რაც შიშინებს.

შიშინაშვილი აბიბო - უფროსი ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1918-1944 წწ).

შიშინი - ადუღებამდე მისული წყლის (ან ჭურჭლის, რომელშიც წყალი ასხია) ხმა. || ნედლი შეშისაგან წვის დროს გამოცემული ხმა.

შიშიჩი ფერდო - ხორვატი ისტორიკოსი (1869-1940 წწ).

შიშკა კაროლ - ჩეხი ქირურგი (1906-1990 წწ).

შიშკინი ივანე - რუსი ფერმწერი (1832-1898 წწ).

შიშკო სერგეი - ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1911-1990 წწ).

შიშკოვი ალექსანდრე - რუსი მწერალი (1799-1832 წწ).

შიშკოვსკი ბოგდან - პოლონელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1873-1931 წწ).

შიშმანოვი ივან დიმიტროვ - ბულგარელი ლიტერატურათმცოდნე, ფოლკლორისტი, კულტურის ისტორიკოსი (1862-1928 წწ).

შიშმიცემული - შეშინებული.

შიშმორეული - ვისაც შიში აქვს მორეული, შეშინებული.

შიშნარევი - ისეთი (ხმა, ლაპარაკი...), რაშიც შიშია შერეული, რაშიც შიში ეტყობათ.

შიშნაჭამი - ვინც შიში განიცადა; შეშინებული.

შიშხინა - რაც შიშხინებს.

შიშხინი - რაიმე ცხიმიანის შეწვის ხმა.

შიძიჯუანი (შიმენი) - ქალაქი ჩინეთში, ხებეის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

შიწკვარა (შიცკვარა) - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

შიხანთური - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

შიხილო - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

შიჰაბელები - ლიბანის ამირების დინასტია (VII-XVIII საუკუნეები).

4.7 შკ

▲ზევით დაბრუნება


შკალა - იგივეა, რაც სკალა.

შკაფი - იგივეა, რაც კარადა.

შკედერი - მთა მდინარეების ენგურისა და ხალდეჭალის წყალგამყოფ კარეტის ქედზე (3132 მ).

შკედი - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

შკვალი (ინგლ.) - ხანმოკლე ქარიშხალი.

შკვანა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

შკივი (ჰოლანდ.) - ბორბალი, რომელიც მოძრაობას გადასცემს ამძრავ ლილვს ან ბაგირს.

შკილტერსი გუსტავს - ლატვიელი მოქანდაკე და გრაფიკოსი (1874-1954 წწ).

შკიპერი (ჰოლანდ.)

  1. არათვითმავალი სამდინარო გემის მეთაური.

  2. სატვირთო გემის კაპიტანი.

  3. საზღვაო გემის ქონების გამგებელი.

შკლოვი - ქალაქი ბელორუსიის გომელის ოლქში.

შკოდა იოსეფ - ჩეხი თერაპევტი (1805-1881 წწ).

შკოდა - ავტომობილების მწარმოებელი ჩეხური ფირმა; დაარსებულია 1925 წელს, შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ მლადა-ბოლესლავში.

შკოდერი (შკოდრა)

  1. ქალაქი ალბანეთში, ამავე სახელწოდების რეთის ადმინისტრაციული ცენტრი (80 ათასი).

  2. იხილე სკადარი.

შკოდრა - იხილე შკოდერი.

შკოდრანი ვასო ფაშა - ალბანელი მწერალი (1825-1892 წწ).

შკოდულა - მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ხანისწყლის მარცხენა შენაკადი.

შკოტი (ჰოლანდ.) - გემსართავი, რომლითაც ჭიმავენ და მართავენ იალქნების გემის სვლის დროს.

შკრეტა (შოტნოვსკი, ზავორჟიცელი) კარელ - ჩეხი ფერმწერი (1610-1674 წწ).

შკროუპი ფრანტიშეკ იან - ჩეხი კომპოზიტორი (1801-1862 წწ).

4.8 შლ

▲ზევით დაბრუნება


შლაგაშლუგი - იგივეა, რაც შლაგუნი.

შლაგბაუმი (გერმ.) - გზის გადასაკეტი მოწყობილობა რკინიგზის გადასასვლელებთან ან საკონტროლო-გამშვებ პუნქტებთან.

შლაგერი (გერმ.) - სეზონის მშვენება (ითქმის მოდურ სიმღერაზე, წიგნზე და სხვა).

შლაგინტვაიტი ადოლფ - გერმანელი გეოგრაფი და ალპინისტი (1829-1857 წწ).

შლაგინტვაიტი რობერტ - გერმანელი გეოგრაფი და ალპინისტი (1833-1885 წწ).

შლაგინტვაიტი ჰერმან - გერმანელი გეოგრაფი და ალპინისტი (1826-1882 წწ).

შლაგუნი - შამბიანში, ბუჩქნარსა და მისთანებში სიარულის ხმა.

შლაიდენი მათიას იაკობ - გერმანელი ბოტანიკოსი და საზოგადო მოღვაწე (1804-1881 წწ).

შლაიერმახერი ფრიდრიხ დანიელ ერნსტ - გერმანელი პროტესტანტი, ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე (1768-1834 წწ).

შლაიხერი ავგუსტ - გერმანელი ენათმეცნიერი (1821-1868 წწ).

შლამი - ნიაღვრის მიერ ჩამორეცხილი მიწის ზედაპირის წვრილი ნაწილაკები, რომლებიც შეიცავს ორგანულ ნივთიერებათა გახრწნილ ნარჩენებს; კარგი სასუქია.

შლანგი (გერმ.) - რეზინის ან სხვა მასალის მოქნილი მილი სითხის ან აირის გადასაცემად, შესაწოვად და სხვა.

შლაპა (რუს.)

  1. მამაკაცის ქუდი მრგვალი მოყვანილობისა, ირგვლივ ფარფლიანი.

  2. ქალის ქუდი.

შლაპაშლუპი - იგივეა, რაც შლაპუნი.

შლაპუნი - მოქნილი რისამე ცემის, რტყმის ხმა.

შლარა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

შლაფი იოჰანეს - გერმანელი მწერალი (1862-1941 წწ).

შლაფროკი (გერმ.) - საშინაო ხალათი.

შლეგელი ავგუსტ ვილჰელმ - გერმანელი კრიტიკოსი, ლიტერატურის ისტორიკოსი, პოეტი, მთარგმნელი, ენათმეცნიერი (1767-1845 წწ).

შლეგელი ფრიდრიხ - გერმანელი კრიტიკოსი, ფილოსოფოსი, ენათმეცნიერი და პოეტი (1772-1829 წწ).

შლეგი (თურქ.) - გიჟი, გადარეული, ფეთიანი.

შლეზვიგ-ჰოლშტაინი - მხარე გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში, ადმინისტრაციული ცენტრი - კილი.

შლეზინგერი ართურ მეიერ უმცროსი - ამერიკელი ისტორიკოსი (დაიბადა 1917 წელს).

შლეზინგერი მაქს - უნგრელი ბიოქიმიკოსი (1904-1937 წწ).

შლეზინგერი ფრანკ - ამერიკელი ასტრონომი (1871-1943 წწ).

შლეზინგერი ჯონ - ინგლისელი კინორეჟისორი (დაიბადა 1926 წელს).

შლეიფი (გერმ.) - ქალის კაბის ძალიან გრძელი უკანა კალთა, რომელიც ძირს ეთრევა.

შლენდორფი ფოლკერ - გერმანელი სცენარისტი და რეჟისორი (დაიბადა 1939 წელს).

შლენსკი აბრაამ - ებრაელი პოეტი (1900-1973 წწ).

შლეცერი ავგუსტ ლუდვიგ - გერმანელი ისტორიკოსი, ფილოლოგი, სტატისტიკოსი (1735-1809 წწ).

შლეხტერი კარლ - ავსტრიელი მოჭადრაკე, მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი XX საუკუნის დასაწყისში (1874-1918 წწ).

შლიაგერი - იხილე შლაგერი.

შლიახტა (პოლონ.) - პოლონელი წვრილი აზნაური.

შლიგინი - შამბიანში, ბუჩქნარსა და მისთანებში სწრაფი სიარული; ასეთი სიარულის ხმა.

შლიკი მორიც - ავსტრიელი ფილოსოფოსი და ფიზიკოსი (1882-1936 წწ).

შლილი - იგივეა, რაც გაშლილი.

შლიმანი ჰაინრიხ - გერმანელი თვითნასწავლი არქეოლოგი, ტროას აღმომჩენი (1822-1890 წწ).

შლიოხი (შილხო) - მაროკოში მცხოვრები ერთ-ერთი ბერბერული ტომი.

შლიპენბახი ვოლმარ ანტონ ფონ - შვედი გენერალი (1650-1739 წწ).

შლისელბურგი - ქალაქი რუსეთის ლენინგრადის ოლქში.

შლიუტერი ანდრეას - გერმანელი მოქანდაკე და არქიტექტორი (დაახლოებით 1660-1714 წწ).

შლიუტერი ჰერმან - გერმანიისა და აშშ-ს მუშათა მოძრაობის მოღვაწე, ისტორიკოსი (1851-1919 წწ).

შლიფენი ალფრედ ფონ - გერმანელი სამხედრო თეორიტიკოსი, გენერალ-ფელდმარშალი (1833-1913 წწ).

შლიხი (გერმ.) - დიდი კუთრი წონის მქონე მინერალების ნაწილაკთა ნალექი, რომელიც მიიღება სილისა და სხვა ფხვიერი ქანების გარეცხვით.

შლიხტი (გერმ.) - სახამებლის შემცველი წებოვანი ხსნარი, რომელსაც უსვამენ ქსელს (ქსოვილისათვის სიგლუვისა და სიმკვრივის მისაცემად).

შლოისინგი გეორგ ადამ - გერმანელი მოგზაური (დაახლოებით 1660 - არაუადრეს 1694 წწ).

შლოსერი ფრიდრიხ კრისტოფ - გერმანელი ისტორიკოსი (1776-1861 წწ).

შლუ - სულელი, რეგვენი.

4.9 შმ

▲ზევით დაბრუნება


შმაგა (Atropa caucasica) - მრავალწლოვანი შხამიანი მცენარე ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა; აქვს მსხვილი ფოთოლი; იკეთებს იისფერ ყვავილს. ისხამს მრგვალ პრიალა წვნიან ნაყოფს; სამკურნალოა.

შმაგი - გიჟი, გაცოფებული, მძვინვარე.

შმაგური - შმაგის დამახასიათებელი.

შმათი - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

შმაისერი ლუის - ცეცხლსასროლი იარაღის გერმანელი კონსტრუქტორი (1848-1917 წწ).

შმაკოვი თედორე - ბელორუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1917 წელს).

შმალენბახი ოიგენ - გერმანელი ეკონომისტი (1873-1955 წწ).

შმალკალდენი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

შმაშუნი (შმაშური) - იგივეა, რაც შმუშნა.

შმელიოვი ივანე - რუსი მწერალი (1873-1950 წწ).

შმელკოვი პეტრე - რუსი გრაფიკოსი (1819-1890 წწ).

შმერალი ბოჰუმირ - ჩეხოსლოვაკიისა და საერთაშორისო მუშათა და კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1880-1941 წწ).

შმერლინგი ოსკარ - ფერმწერი და გრაფიკოსი, ცხოვრობდა თბილისში (1863-1938 წწ).

შმიგა ტატიანა - ოპერეტის რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1928 წელს).

შმიდკე კაროლ - ჩეხოსლოვაკიის პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე (1897-1952 წწ).

შმიდტი ადოლფ - გერმანელი გეოფიზიკოსი (1860-1944 წწ).

შმიდტი ვილჰელმ - ავსტრიელი ეთნოგრაფი და ლინგვისტი (1868-1954 წწ).

შმიდტი იოჰანეს - გერმანელი ენათმეცნიერი (1843-1901 წწ).

შმიდტი კარლ ჰორსტ - გერმანელი ენათმეცნიერი (დაიბადა 1929 წელს).

შმიდტი ჰელმუტ - გერმანიის ფედერალური კანცლერი 1974-82 წლებში (დაიბადა 1918 წელს).

შმიტი ჰარისონ - აშშ-ს კოსმონავტი მფრინავი, 1972 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1935 წელს).

შმოლერი გუსტავ ფონ - გერმანელი ეკონომისტი, ისტორიკოსი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე (1838-1917 წწ).

შმორი - შმორის სუნი - სინესტის ან დამდგარი წყლის სუნი.

შმუცტიტული (გერმ.) - წიგნის დასაწყისის (ან ცალკეული ნაწილის) წინ მოთავსებული ფურცელი, რომელზედაც არის მოკლე სათაური, ილუსტრაცია, სამკაული და ა.შ.

4.10 შნ

▲ზევით დაბრუნება


შნაბელი იოჰან - როკოკოს ეპოქის გერმანელი მწერალი (1692-1750 წწ).

შნაიდერი მარია - ფრანგი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1952 წელს).

შნაიდერი რომი (ნამდვილი სახელი და გვარი როზმარი ალბახ-რეტი) - ავსტრიელ-გერმანელი მსახიობი ქალი, ძირითადა მოღვაწეობდა საფრანგეთში (1938-1982 წწ).

შნაიდერმანი ჰანს - გერმანელი გეოლოგი (1887-1962 წწ).

შნაფსი (გერმ.) - არაყის სახელწოდება გერმანიაში.

შნევბერგი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

შნეკი (გერმ.) - ერთგვარი კონვეირი, რომელიც მცირე მანძილზე ეზიდება და ამავე დროს ერთმანეთში ურევს ფხვიერ, თხევად, ცომისებურ და ა.შ. მასალას.

შნიტკე ალფრედ - რუსი კომპოზიტორი (1934-1998 წწ).

შნიცელი (გერმ.) - დაბეგვილი ან დაკეპილი ხორცის თხელი მრგვალი კატლეტი.

შნიცლერი არტურ - ავსტრიელი მწერალი და დრამატურგი (1862-1931 წწ).

შნო

1) მოხდენილობა, სილამაზე, ლაზათი.

2) უნარი, მოხერხება.

3) ქართული მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1978 წელს. დამდგმელი რეჟისორი - დიმიტრი ბათიაშვილი. სცენარის ავტორი - ლევან ჭელიძე. დამდგმელი ოპერატორი - იგორ კრეპსი. კომპოზიტორი - ვახტანგ კუხიანიძე. მთავარ როლებში: ეთერ აბზიანიძე, ზაზა კობერიძე, მაია ჩიჯავაძე, ვლადიმერ ტყაბლაძე.

შნოიანი - მოხდენილი, ლაზათიანი.

შნორკელი (გერმ.) - წყალქვეშა ნავში ორმაგი მილის მსგავსი მოწყობილობა ჰაერის მისაწოდებლად და ნამუშევარი გაზის გამოსაშვებად.

შნურე ვოლფდიტრიხ - გერმანელი მწერალი (1920-1989 წწ).

შნური (გერმ.) - ელექტრული სადენი, ზონარი.

შო ირვინგ - იხილე შოუ ი.

შო უილიამ ნეოპირ - იხილე შოუ უ.ნ.

შო ჯორჯ ბერნარდ - იხილე შოუ ჯ.ბ.

შობა - ქრისტიანობაში - თორმეტთაგან ერთი საუფლო დღესასწაული, ქრისტეს დაბადებისადმი მიძღვნილი (25 დეკემბერი ძველი სტილით, 7 იანვარი - ახლით).

შობადობა - შობის, დაბადების რაოდენობა.

შობაღამე - შობის წინა ღამე.

შობილი - დაბადებული, გაჩენილი.

შობის კუნძული (ქრისტმას აილენდი)

1) ატოლი წყნარ ოკეანეში, ეკუთვნის კირიბატის.

2) კუნძული ინდოეთის ოკეანეში, ეკუთვნის ავსტრალიას.

შოდა - ქედი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონზე.

შოდა-კედელას ქედი (ორბოძალის ქედი, რუბოძალის ქედი) - ქედი ონის და ჯავის მუნიციპალიტეტებში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონზე.

შოდურა - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 7 კილომეტრი)..

შოვი - კურორტი ონის მუნიციპალიტეტში.

შოვინიზმი (ფრანგ.) - უკიდურესი ნაციონალიზმი.

შოვინისტი - უკიდურესი ნაციონალისტი.

შოვირე ივეტ - ბალეტის ფრანგი მსახიობი ქალი, „გრანდ-ოპერას“ წამყვანი ბალერინა (დაიბადა 1917 წელს).

შოვკუნენკო ალექსი - უკრაინელი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1884-1974 წწ).

შოვ-ყარაუგომი - უღელტეხილი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონზე.

შოვ-წეია - უღელტეხილი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭა- ლეჩხუმის კავკასიონზე.

შოთა კუპრი (კუპარი) - ქართველი ფეოდალი, ჰერეთის ერისთავი XIII საუკუნის 30-40-იან წლებში.

შოთა რუსთაველის მწვერვალი - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

შოთა ძე ართავაჩოსძისა - XII საუკუნის II ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოს დიდებული.

შოთაძე ლეილა - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1930 წელს).

შოთაძე სვიმონ - XVI საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი.

შოთი

  1. გრძელი თონის პური.

  2. იგივეა, რაც ფიჭა.

შოთხვი (Padus racamosa) - ხე; იკეთებს თეთრ სურნელოვან ყვავილს; ისხამს შავ მწკლარტე ნაყოფს.

შოიგუ სერგეი - რუსი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთის გმირი (დაიბადა 1955 წელს).

შოიინკა ვოლე - ნიგერიელი მწერალი, ჟურნალისტი, თეატრის მოღვაწე, 1986 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1934 წელს).

შოიხცერი იოჰან იაკობ - შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი (1672-1733 წწ).

შოკი (ფრანგ.) - ორგანიზმის ფუნქციების საერთო მძიმე მოშლილობა, რასაც იწვევს ძლიერი ფიზიკური დაზიანება ან ფსიქიკური შეტევა.

შოკლი უილიამ ბრადფორდ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1956 წლის ნობელი პრემიის ლაურეატი ჯ.ბარდინთან და უ ბრაიტგენთან ერთად (1910-1990 წწ).

შოკოლადი (ესპან.)

  1. კაკაოს თესლისაგან მიღებული მასა ან ფხვნილი, რომელშიც შაქარი და სანელებლებია შერეული; ამ მასისაგან დამზადებელი ტკბილეული.

  2. ასეთი ფხვნილისაგან მოზადებული რძიანი სასმელი; ჩვეულებრივ ცხლად სვამენ.

შოლა

  1. მდინარე ხაშურის მუნიციპალიტეტში, სურამელის მარჯვენა შენაკადი.

  2. მდინარე ხაშურის მუნიციპალიტეტში, ქვიშხურის ზემო დინება.

შოლანდერი დონალდ - ამერიკელი სპორტსმენი, 1964 და 1968 წლების ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონი თავისუფალ ცურვაში (დაიბადა 1946 წელს).

შოლაპური - ქალაქი ინდოეთის მადჰია-პრადეშის შტატში (600 ათასი).

შოლომ-ალეიხემი (ნამდვილი სახელი და გვარი შოლომ რაბინოვიჩი) - ებრაელი მწერალი, წერდა იდიშზე და რუსულად (1859-1916 წწ).

შოლოხოვი მიხეილ - რუსი მწერალი, აკადემიკოსი, 1965 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1905-1984 წწ).

შოლტა

  1. გუთნის ნაწილი - ფამფალაკში გაყრილი ხე, რომლის მეორე (ყბიან) მხარეზე უღელია.

  2. ბალანგაცვენილი გუდა (იციან ფშავ-ხევსურეთში).

შოლტი

  1. ტყავის წვრილი ნაჭრების წნული, გრძელი ხისტარიანი.

  2. საქალამნედ დაჭრილი საქონლის ტყავი.

  3. იგივეა, რაც წკეპლა.

  4. კედლიდან კედელზე გადებული კოჭი, რომელსაც სახურავი უჭირავს (იციან ფშავში, მთიულეთში).

შომახეთი - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (კორბოულის თემის საკრებულო). მდებარეობს იმერეთის მაღლობზე. ზღვის დონიდან - 810 მეტრი, საჩხერიდან - 24 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1211 კაცი.

შომახია ანზორ - მომღერალი (ბარიტონი), საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1939 წელს).

შომბურგკი რობერტ ჰერმან - ინგლისის სამსახურში მყოფი გერმანელი მოგზაური (1804-1865 წწ).

შომეტი პიერ გასპარ (რევოლუციის დროს ანაქსაგორა დაირქვა) - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1763-1794 წწ).

შომლაი არტურ - უნგრელი მსახიობი (1883-1951 წწ).

შომოდი - მედიე სამხრეთ-დასავლეთ უნგრეთში.

შომოდი იოჟეფ - უნგრელი მოქანდაკე (დაიბადა 1916 წელს).

შონა - ზიმბაბვეში მცხოვრები ხალხი ბანტუს ჯგუფისა (7,5 მილიონი).

შონგაუერი (შენი) მარტინ - გერმანელი გრაფიკოსი და ფერმწერი (1435-სა და 1440-ს შორის - 1491 წწ).

შონინი გიორგი - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, 1969 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1935 წელს).

შოპენი ფრიდერიკ ფრანციშეკ - პოლონელი კომპოზიტორი და პიანისტი (1810-1849 წწ).

შოპენჰაუერი არტურ - გერმანელი ფილოსოფოს-ირაციონალისტი (1788-1860 წწ).

შოპოვი აცო - მაკედონიელი პოეტი, მთარგმნელი, საზოგადო, სახელმწიფო მოღვაწე (1923-1982 წწ).

შოპრონი - ქალაქი უნგრეთის დიერ-შოპრონის მედიეში (55 ათასი).

შორაველი (შოლავერი) - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

შორაპანი - დაბა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს იმერეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების ყვირილისა და ძირულას ხეობაში (ზღვის დონიდან - 170 მეტრი, ზესტაფონიდან - 5 კილომეტრი), თბილისი-ქუთაისის საავტომობილო და თბილისი - სამტრედიის სარკინიგზო ხაზზე. დაბის სტატუსი მიენიჭა 1938 წელს. მოსახლეობა 1.6 ათასი (2002). შორაპანი დასახლებულია ანტიკური ხანიდან. უძველესი წერილობითი ცნობა ეკუთვნის სტრაბონს (ძვ.წ. I - ახ.წ. I სს). ციხე-ქალაქი შორაპანი - სარაპანი ცნობილია კოლხეთის ისტორიაში, როგორც დიდი ნავსადგური, რომელიც მდებარეობდა მდ. ყვირილაზე. იგი წარმოადგენდა სავაჭრო საქონელის საწყობს. აქვე იკრიბებოდნენ ვაჭრები, რომლებიც აღებ-მიცემობას აწარმოებდნენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. სტრაბონის მოწმობით, ფაზის მდინარეში დადიოდნენ გემები სარაპნის ციხემდე, რომელსაც თავისი სიდიდით შეეძლო მთელი ქალაქის მცხოვრებთა დატევა. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით VIII ს-ის დასასრულს იგი არგვეთის საერისთავოს ცენტრს წარმოადგენდა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში იყო მცირე ქალაქი განვითარებული ვაჭრობით. შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - შორაპნის ციხე. შორაპნის ციხესიმაგრე ლეონტი მროველის (XI ს) ცნობით აგებულია ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნეში ქართლის მეფე ფარნავაზ I-ის მიერ.

შორაპნის მაზრა - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიის ქუთაისის გუბერნიაში, შეიქმნა 1846 წელს, გაუქმდა 1930 წელს.

შორაქანი (Statice) - მრავალწლოვანი ბალახოვანი ან ბუჩქოვანი მცენარე; ცოცხად ხმარობენ.

შორახევი - მდინარე ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავანისხევის მარცხენა შენაკადი.

შორებელი - იხილე შორეული (მნიშვნელობა 3).

შორეთი

  1. შორი ქვეყანა, შორეული მხარე.

  2. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოთის ჩრდილოეთით.

შორენკეცი - იგივეა, რაც კაფელი.

შორეული

  1. შორს მყოფი, შორს არსებული, დიდი მანძილით დაცილებული რასმე.

  2. დიდი დროით დაცილებული.

  3. ვინმესთვის სხვა.

შორვა - თხელი შილაფლავი.

შორი

  1. იგივეა, რაც შორეული.

  2. გრძელი, დიდი (გზა).

შორიახლოს - პატარა მანძილზე რამესაგან ან ვინმესაგან; არცთუ ძალიან შორს.

შორიე - ფრანგი იურისტი, მწერალი (1612-1692 წწ).

შორის - თანდებული; იხმარება მიცემით ბრუნვასთან: 1) მიუთითებს საგნის მდგომარეობაზე ან რაიმე მოქმედებაზე რისამე შუალედში, შუაში. 2) მიუთითებს ადამიანთა შიგნით რისამე არსებობაზე.

შორისდებული - გრამატიკაში - ფორმაუცვლელი სიტყვა; გამოხატავს რაიმე უშუალო გრძნობას, განცდას.

შორისი - ორ რისამე შორის არსებული; შუალედი.

შორიშორს - ერთი მეორისგან დიდ მანძილზე, ერთმანეთის დაშორებით.

შორლემერი კარლ - გერმანელი ქიმიკოსი (1834-1892 წწ).

შოროქანი - იგივეა, რაც შორაქანი.

შორს - დიდ მანძილზე რაიმე ადგილიდან.

შორსმჭვრეტელი - ვინც წინასწარ კარგად განჭვრეტს მომავალს.

შორსმხედველი - ვისაც შორსმხდეველობა ახასიათებს.

შორსმხედველობა - მხედველობის ნაკლი, როცა ახლოს კარგად ვერ ხედავენ.

შორტი (ინგლ.) - მოკლე შარვალი.

შორტი ნაიჯელ დევიდ - ინგლისელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფიოს ჩემპიონობის პრეტენდენტი (დაიბადა 1965 წელს).

შორტ-ტრეკი - ყინულზე ციგურებით სირბილის სახესხვაობა, მოკლე მანძილზე შეჯიბრი.

შორტჰორნი (ინგლ.) - მსხვილფეხა რქიანი საქონლის ჯიში.

შოსე (ფრანგ.) - გზატკეცილი, შარაგზა.

შოსტაკოვიჩი დიმიტრი - რუსი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1906-1975 წწ).

შოსტკა - ქალაქი უკრაინის სუმის ოლქში (95 ათასი).

შოსონი ერნესტ - ფრანგი კომპოზიტორი (1855-1899 წწ).

შოტანი კამილ - საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი 1930-38 წლებში (1885-1963 წწ).

შოტელი იუსტუს გეორგ - გერმანელი მწერალი, ლიტერატურის თეორიტიკოსი (1612-1676 წწ).

შოტ-ელ-ჯერიდი - იხილე ჯერიდი.

შოტი პაულ გერჰარდ - გერმანელი ოკეანოგრაფი (1866-1961 წწ).

შოტი ფრიდრიხ ოტო - გერმანელი ქიმიკოსი (1851-1935 წწ).

შოტლანდია - დიდი ბრიტანეთის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ნაწილი (ისტორიული პროვინცია), მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. ფართობი - 78,8 ათასი კვ.კმ. მთავარი ქალაქი - ედინბურგი.

შოუ - მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ჩხალთის მარჯვენა შენაკადი.

შოუ ირვინგ - ამერიკელი მწერალი (1913-1984 წწ).

შოუ უილიამ ნეიპირ - ინგლისელი მეტეოროლოგი (1854-1945 წწ).

შოუ ჯორჯ ბერნარდ - ინგლისელი დრამატურგი (1856-1950 წწ).

შოუ (ინგლ.) - ინგლისსა და აშშ-ში - წარმოდგენა, სანახაობა, სპექტაკლი.

შოუდიდი

1) ქედი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ჩხალთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი განშტოება.

2) მთა გულრიფშის მუნიციპალიტეტში, შოუდიდის ქედზე.

3) მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ჩხალთის მარჯვენა შენაკადი (2755 მეტრი).

შოუსთავი - მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ჩხალთის მარჯვენა შენაკადი.

შოფერი (ფრანგ.) - ავტომობილის მძღოლი.

შოყა - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

შოშია (Sturnus vulgaris) - მომცრო მგალობელი ფრინველი. თეთრად დაწინწკლული მოშავო-მოჟანგისფრო ბუმბულით შემოსილი.

შოშონები - ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელ ტომთა ჯგუფი.

შოშონი - ქედი აშშ-ში.

4.11 შპ

▲ზევით დაბრუნება


შპაგატი - წვრილი მაგარი თოკი შეფუთვის ან შეკერვისათვის.

შპაიარი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

შპალა ვაცლავ - ჩეხი ფერმწერი (1885 - 1946 წწ).

შპალერი (გერმ.)

  1. ქაღალდის ფართო ზოლები (ჩვეულებრივ რაიმე ნახატის მქონე), რომლებსაც კედლების შიდა მხარეზე აკრავენ სილამაზისთვის.

  2. სპეციალური გისოსი ან სარებზე გაჭიმული მავთული, რომელზედაც გადის, ეხვევა მცენარე ან ან აბამენ ხის ტოტებს მათთვის გარკვეული ფორმის მისაცემად.

  3. გზის ორივე მხარეს ჩარიგებული ხეები ან ბუჩქები.

  4. ჯარისკაცების მწკრივი გზის ორივე მხარე ვისიმე მსვლელობის დროს.

შპალი (პოლონ.) ხის, ლითონის ან რკინაბეტონის ძელი, რომელსაც გარდიგარდმო აგებენ რკინიგზის ვაკისზე რელსების საყრდენად.

შპანი ოთმარ - ავსტრიელი ფილოსოფოსი, სოციოლოგი და ეკონომისტი (1878-1950 წწ).

შპანჰოუტი (ჰოლანდ.) - გემის, თვითმფრინავის კორპუსში სიმაგრისთვის გადებული მრუდე ძელი.

შპარგალკა (რუს.-პოლონ.) - დაწერილი ქაღალდის ფურცელი ან წიგნაკი, რომლითაც მოსწავლე ჩუმად სარგებლობს გამოცდის დროს.

შპატელი (გერმ.)

  1. მხატვრობაში - ფოლადის ფირფიტა საღებავის გასაქნელად და წასასმელად; იგივე მასტიხინი.

  2. მედიცინაში - ნიჩბის მოყვანილობის იარაღი ენის დასაწევად პირის ღრუს და სახის გასინჯვის დროს (სინონიმი - ფოთხი).

  3. ფუტკრის ჭიის გადასატანი სპეციალური ფირფიტა.

შპატი (გერმ.) - მინერალი, რომელიც დარტყმის შედეგად იპობა ორი ან მეტი მიმართულებით.

შპაცი (ლათ.) - პოლიგრაფიაში - ლითონის პატარა ძელაკი, რომელსაც აწყობის დროს იყენებდნენ შუალედის დასატოვებლად სიტყვებსა და ასოებს შორის.

შპეე მაქსიმილიან ფონ - გრაფი, გერმანელი ვიცე-ადმირალი (1861-1914 წწ).

შპეერე ალბერტ - ფაშისტური გერმანიის ერთ-ერთი მთავარი ნაცისტური სამხედრო დამნაშავე, შეიარაღებისა და სამხედრო მრეწველობის მინისტრი (1905-1981 წწ).

შპემანი ჰანს - გერმანელი ემბრიოლოგი, 1935 წლის ნობელი პრემიის ლაურეატი (1869-1941 წწ).

შპენგლერი ოსვალდ - გერმანელი ფილოსოფოსი (1880-1936 წწ).

შპიგატი (ჰოლანდ.) - ნახვრეტი გემის ბორტში გემბანიდან წყლის გადასაშვებად.

შპიგელი - ყოველკვირეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემა გერმანიაში, გამოდის 1947 წლიდან ჰამბურგში.

შპიგი - იხილე შპიკი2.

შპიკი

  1. (პოლონ.-გერმ.) - დამარილებული ღორის ქონი.

  2. (პოლონ.) - პოლუციის ჯაშუში, აგენტი.

შპილი (გერმ.) - მაღალი პირამიდის ან კონუსის ფორმის სვეტი შენობის თავზე.

შპილმანი (გერმ.) - შუა საუკუნეებში, გერმანიასა და ავსტრიაში - მოხეტიალე მსახიობი და მუსიკოსი.

შპილმანი რუდოლფ - ავსტრიელი მოჭადრაკე, ერთ-ერთი უძლიერესი მსოფლიოში XX საუკუნის დასაწყისში (1883-1942 წწ).

შპილჰაგენი ფრიდრიხ - გერმანელი მწერალი (1829-1911 წწ).

შპინგალეტი (გერმ.) - ფანჯრის ან კარის საკეტი.

შპინდელი (გერმ.)

  1. ჩარხის მთავარი მბრუნავი ლილვი.

  2. საქსოვი დაზგის თითისტარი.

შპიონაჟი (გერმ.) - ჯაშუშობა.

შპიონი (გერმ.) - ჯაშუში.

შპიტელერი კარლ (ფსევდონიმი ფელიქს ტანდემი) - შვეიცარიელი მწერალი (1845-1924 წწ).

შპიცბერგენი (ნორვეგიულად „სვალბარდი“, ძველრუსულად „გრუმანტი“) - არქიპელაგი ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში, ეკუთვნის ნორვეგიას (62 ათასი კვ.კმ).

შპიცბერგენის დინება - გოლფსტრიმის თბილი დინების ტოტი შპიცბერგენის ნაპირთან.

შპიცვეგი კარლ - გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1808-1885 წწ).

შპიცი

  1. (გერმ.) - ხშირბეწვიანი პატარა ძაღლი, რომელსაც ყურები აცქვეტილი აქვს.

  2. (გერმ.) - იგივეა, რაც შპილი.

შპიცრუტენი (გერმ.) - ძველ რუსეთში - წკეპლა, რომლითაც სცემდნენ ორ მწკრივად დაყენებული ჯარისკაცები მათ შორის გატარებულ დასასჯელ პირს.

შპოლა - ქალაქი უკრაინის ჩერკასის ოლქში.

შპონი (გერმ.) - პოლიგრაფიაში - ლითონის ფირფიტა, რომელსაც დებდნენ ასაწყობ სტრიქონთა შორის შუალედების გასადიდებლად.

შპორი ლუდვიგ (ლუი) - გერმანელი კომპოზიტორი, მევიოლინე, დირიჟორი, პედაგოგი (1784-1859 წწ).

შპრანგერი ედუარდ - გერმანელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი, პედაგოგი (1882-1963 წწ).

შპრეე - მდინარე აღმოსავლეთ გერმანიაში, მდინარე ჰაფელის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 398 კილომეტრი).

შპრემბერგი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

შპრენგერი ალოის - ავსტრიელი აღმოსავლეთმცოდნე და ექიმი (1813-1893 წწ).

შპრეხშტალმაისტერი (გერმ.) - ცირკში პროგრამის წამყვანი.

შპრიცი (გერმ.) - სამედიცინო ხელსაწყო - ღრუ ნემსის მქონე დგუშიანი ცილინდრი, რომლითაც წამალი შეჰყავთ ორგანიზმში.

შპროტი (გერმ.)

  1. ზღვის წვრილი თევზი, ქარსალა.

  2. ამ თევზის კონსერვი.

შპუნტი (გერმ.) - ფიცარზე სიგრძივ დატანებული შვერილი ან კილო მეორე ფიცართან შესაერთებლად; ნარანდი.

შპური (გერმ.) - სამთო საქმეში - ვიწრო ხვრელი, რომელსაც აკეთებენ ქანებში და ავსებენ ასაფეთქებელი ნივთიერებით.

4.12 შრ

▲ზევით დაბრუნება


შრადერი ოტო - გერმანელი ენათმეცნიერი და ისტორიკოსი (1855-1919 წწ).

შრაინერი ალბერტ - გერმანელი ისტორიკოსი (1892-1980 წწ).

შრაინერი ოლივ (ფსევდონიმი რალფ აირონი) - მწერალი ქალი (სამხრეთ აფრიკის კავშირი) (1855-1920 წწ).

შრაპნელი (ინგლ.) - მსკდომი საარტილერიო ჭურვი, რომელიც დატენილია მრგვალი ტყვიებით; იყენებენ მტრის ცოცხალი ძალის მოსასპობად.

შრატი

  1. წყალწყალა მოყვითალო სითხე, რომელიც რჩება რძის აჭრის ან ყველის ამოყვანის შემდეგ.

  2. სისხლისა და ლიმფისაგან დამზადებული სამკურნალო პრეპარატი.

  3. შრაშუნა - რასაც შრაშუნი ახასიათებს.

შრაშუნი - ხმელი რამის (ქსოვილის, ქაღალდის, თივის...) ერთმანეთზე ხახუნით გამოწვეული შრიალისებრი ხმა.

შრე - იგივეა, რაც ფენა.

შრედერ-დევრინტი ვილჰელმინე - გერმანელი მომღერალი ქალი (1804-1860 წწ).

შრედერი გერჰარდ - გერმანიის კანცლერი 1998-2005 წლებში (დაიბადა 1944 წელს).

შრედერი ერნსტ - გერმანელი მათემატიკოსი და ლოგიკოსი (1841-1902 წწ).

შრედერი ფრიდრიხ ლუდვიგ - გერმანელი მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი და თეატრალური მოღვაწე (1744-1816 წწ).

შრედერი რუდოლფ ალექსანდრ - გერმანელი სასულიერო მწერალი (1878-1962 წწ).

შრედინგერი ერვინ - ავსტრიელი ფიზიკოსი, 1933 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი პ. დირაკთან ერთად (1887-1961 წწ).

შრეინერი ოლივ - იხილე შრაინერი .

შრეკერი ფრანც - ავსტრიელი კომპოზიტორი, დირიჟორი და პედაგოგი (1878-1934 წწ).

შრეში (Eremurus spectabillis)

  1. მრავალწლოვანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა; მისი მაღალი ღერო იკეთებს მოყვითალო ყვავილებს; იხმარება მხლად.

  2. ამ მცენარის ფესვებისაგან დამზადებული წებო, რომელიც იხმარება ტყავისა და ქსოვილის დასაწებებლად.

შრიალა - რასაც შრიალი სჩვევია, რაც შრიალებს.

შრიალი - თხელი რისამე (ფოთლის, ქაღალდის...) რხევა, მოძრაობა; ასეთი რხევის, მოძრაობის ხმა.

შრივიჯაია (სრივიჯაია) - სახელმწიფო ინდონეზიის ტერიტორიაზე VII-XIV საუკუნეებში.

შრივპორტი - ქალაქი აშშ-ს ლუიზიანის შტატში (200 ათასი).

შრიკშტერა - IV-IX საუკუნეებში მიანმას ცენტრალურ ნაწილში არსებული სახელმწიფო.

შრი-ლანკა

  1. კუნძული ინდოეთის ოკეანეში.

  2. (1972 წლამდე ცეილონი) (შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა, სანსკრიტზე ნიშნავს „მადლითცხებულ მიწას“).

- სახელმწიფო აზიაში, კუნძულ შრი-ლანკაზე.
- დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1948 წლის 4 თებერვალი.
- ჰიმნი - Sri Lanka Matha.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი.
- ფართობი - 65 610 კვ.კმ.
- დაყოფილია 25 ოლქად.
- მოსახლეობა - 20 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 316 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენები: სინჰალური და ტამილური.
- ოფიციალური დედაქალაქი - შრი-ჯაიავარდენაპურა-კოტე, ფაქტიური -კოლომბო.
- ეროვნული ვალუტა - შრი-ლანკის რუპია.
- ქვეყნის კოდი - LKA.
- დროის სარტყელი - UTC +5.30.
- სატელეფონო კოდი - +94.
- ინტერნეტ-დომენი - lk.

შრიფერი ჯონ რობერტ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1972 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჯ.ბარდინთან და ლ.კუპერთან ერთად (დაიბადა 1931 წელს).

შრიფტი (გერმ.)

  1. რაიმე ტექსტის ასაწყობად საჭირო ნიშნების ერთობლიობა.

  2. ხელით ნაწერი ასოების გრაფიკული ფორმა.

შრომა

  1. მიზანშეწონილი ფიზიკური თუ გონებრივი მოქმედება; გარჯა.

  2. მოღვაწეობის შედეგი.

  3. სოფლები ლაგოდეხის, ოზურგეთის და სოხუმის მუნიციპალიტეტებში.

  4. (ყოფილი ჯვარისა) სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

  5. (ყოფილი ვაჩნაძიანი) სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

შრომატევადი - რის გაკეთებასაც, შესრულებასაც დიდი შრომა სჭირდება.

შრომისკარი (ყოფილი უფალკარი) - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

შრომისმოყვარე - ვისაც შრომა უყვარს; ბეჯითი, მუყაითი.

შრომის მღვიმე - მღვიმე გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

შრომისუბანი - სოფლები ლანჩხუთის და ონის მუნიციპალიტეტებში.

შრომისღელე - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზუარეთის მარცხენა შენაკადი.

შრომისხევი

  1. (ანწალისწყალი) მდინარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარცხენა შენაკადი.

  2. მდინარე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

შროტი - ზეთსახდელი წარმოების თანაპროდუქტი, რომელიც მიიღება ზეთოვანი მცენარეების თესლისაგან ცხიმის გამოყოფის შემდეგ.

შროფშირი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში (ინგლისი).

შროშა - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ძირულის ხეობაში. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 400 მეტრი, ზესტაფონიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 327 ადამიანი.

შროშანი (Lilium candidum) - ბაღის ბოლქვიანი მცენარე, იკეთებს თეთრ ყვავილს.

შრტიალი - იგივეა, რაც შტიალი.

4.13 შტ

▲ზევით დაბრუნება


შტაბ-ბინა

  1. ადგილი, სადაც შტაბია მოთავსებული.

  2. რაიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილსამყოფელი.

შტაბელი (გერმ.) - წესიერი გეომეტრიული ფორმით დაწყობილი საშენი ან სხვა რამ მასალა, შეშა და მისთანები.

შტაბი (გერმ.)

  1. ჯარების მართვის ორგანო.

  2. საერთოდ რისამე ხელმძღვანელი ორგანო.

შტაბ-ოფიცერი (გერმ.) - მეფის რუსეთისა და ზოგი სხვა ქვეყნის არმიაში - უფროსი ოფიცრის (პოლკოვნიკის, პოდპოლკოვნიკის ან მაიორის) წოდებულება. ამ წოდებულების მქონე პირი.

შტაბს-კაპიტანი (გერმ.) - ზოგი ქვეყნის არმიაში - ოფიცრის ჩინი, კაპიტანზე უფრო დაბალი.

შტაგი (ჰოლანდ.) - ფოლადის ტროსი, რომლითაც დამაგრებულია ანძა.

შტადე - ქალაქი გერმანიის ქვემო საქსონიის მხარეში (45 ათასი).

შტადიონი (შტადიონ-ვერტჰაუზენი) იოჰან - ავსტრიის სახელმწიფო მოღვაწე (1763-1824 წწ).

შტადლერი ერნსტ - გერმანელი პოეტი (1883-1914 წწ).

შტავლერის ქედი - იხილე შდავლერის ქედი.

შტაიგერი ემილ - შვეიცარიელი ლიტერატურის თეორიტიკოსი (1908-1987 წწ).

შტაიგერი (გერმ.) - სამთო ოსტატი (მაღაროებში).

შტაიერმარკი - მხარე და ისტორიული ოლქი ავსტრიაში, იხილე შტირია.

შტაინახი ოიგენ - ავსტრიელი ფიზიოლოგი და ბიოლოგი (1861-1944 წწ).

შტაინდლი იმრე - უნგრელი არქიტექტორი (1839-1902 წწ).

შტაინერი იაკობ - შვეიცარიელი გეომეტრი (1796- 863 წწ).

შტაინერი რუდოლფ - გერმანელი ფილოსოფოსი (1861-1925 წწ).

შტაინთალი ჰაიმან - გერმანელი ენათმეცნიერი (1823-1899 წწ).

შტაინი გიუნთერ - გერმანელი მწერალი და მთარგმნელი (დაიბადა 1922 წელს).

შტაინი ჰაინრიხ ფრიდრიხ კარლ - გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე (1757-1831 წწ).

შტაინი (გერმ.) - ფერად ლითონთა მადნების დნობის შუალედური პროდუქტი; წარმოადგენს გოგირდოვანი ლითონების ნაერთს.

შტაინიცი ვოლფგანგ - გერმანელი ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი და ფოლკლორისტი (1905-1967 წწ).

შტაინმეცი ჩარლზ პროტეუს - იხილე სტაინმეცი.

შტაირი - ქალაქი ავსტრიის ცენტრალურ ნაწილში, ზემო ავსტრიის მხარეში (40 ათასი).

შტალბერგსი ერნესტ - ლატვიელი არქიტექტორი (1883-1958 წწ).

შტალი გეორგ ერნსტ - გერმანელი ექიმი და ქიმიკოსი (1659-1734 წწ).

შტალმაისტერი (გერმ.) - ზოგ მონარქიულ სახელმწიფოში - ერთ-ერთი ჩინი სამეფო კარზე.

შტამბი (გერმ.) - ხის ტანი (ფესვიდან ვარჯამდე).

შტამი (გერმ.) - მიკროორგანიზმების წმინდა კულტურა, რომელიც გამოყოფილია ერთი რომელიმე წყაროდან: დაავადებული ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმიდან, გარემომცველი ბუნებიდან, ანდა მიღებულია ლაბორატორიიდან, ცოცხალი კულტურების მუზეუმიდან.

შტამლერი რუდოლფ - გერმანელი სამართლის თეორიტიკოსი (1856-1938 წწ).

შტამპი (გერმ.)

1) შტემპელი, რომელზედაც ამოტვიფრულია დაწესებულების, ორგანიზაციის სახელწოდება; ასეთი შტემპელის ანაბეჭდი.

2) ლითონის ფორმა რაიმე დეტალების ან საგნების სერიული წარმოებისათვის.

3) (გადატანით) იგივეა, რაც ტრაფარეტი.

შტანგა (გერმ.)

1) ლითონის კეტი.

2) ძალოსნობის სპორტული იარაღი, რომელიც შედგება ლითონის კეტისა და მის ბოლოებზე წამოცმული დისკოებისგან.

3) ფეხბურთის კარის ზედა, განივ გადებული ძელი; კადონი.

4) ტროლეიბუსის სახურავზე გამართული დენმიმღები, რომლის ბოლო ეხება საკონტაქტო სადენს.

შტანგისტი - სპორტსმენი, რომელიც მისდევს სიმძიმეების აწევას; ძალოსანი.

შტანდარტენფიურერი (გერმ.) - ოფიცრის წოდება ფაშისტურ გერმანიაში, შეესაბამება პოლკოვნიკს.

შტანდარტი (გერმ.)

1) ძველი რუსეთისა და ზოგი უცხო ქვეყნის არმიებში - კავალერიული ნაწილის დროშა.

2) სახელმწიფოს მეთაურის ალამი, რომელსაც აღმართავენ ხოლმე სასახლეზე, სამხედრო ხომალდზე და სხვაგან მისი იქ ყოფნის დროს.

შტაპელი (გერმ.)

  1. ხელოვნური ბოჭკო, რომელიც შედგება ცალკეული მოკლე ნაკვეთებისაგან.

  2. ასეთი ბოჭკოსაგან გამომუშავებული ნართის ქსოვილი.

შტარემბერგი ერნსტ როუდიგერ - ავსტრიის ვიცე-კანცლერი 1934-36 წლებში, თანამშრომლობდა ფაშისტებთან (1899-1956 წწ).

შტარკი იოჰანეს - გერმანელი ფიზიკოსი, 1919 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1874-1957 წწ).

შტარნბერგერზეე (ვიურმზეე) - ტბა გერმანიაში.

შტასფურტი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

შტატგარეშე - ვინც შტატში არ ირიცხება და ისე მუშაობს დაწესებულებაში.

შტატი (გერმ.)

1) ზოგი ფედერალური სახელმწიფოს შემადგენლობაში არსებული სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული ერთეული, რომელსაც აქვს თვითმმართველობა.

2) მოცემულ წარმოებაში, დაწესებულებაში მომუშავეთა მთელი შემადგენლობა, რომელიც დამტკიცებულია სათანადო ზემდგომი ორგანოს მიერ.

შტატივი (გერმ.) - დასაკეცი სამფეხი, რომელზედაც ამაგრებენ ფოტოგრაფიულ ან კინოგადასაღებ აპარატს, ასტრონომიულ ან გეოდეზიურ ინსტრუმენტს და მისთანებს.

შტატჰალტერი (გერმ.) - გერმანიაში, ავსტრიასა და ნიდერლანდში - მეფის ნაცვალი, ოლქის მმართველი.

შტაუბი რუდოლფ - შვეიცარიელი გეოლოგი (1890-1961 წწ).

შტაუდინგერი ჰერმან - გერმანელი ქიმიკოსი, 1953 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1881-1965 წწ).

შტაუდტე ვოლფგანგ გეორგ - გერმანელი რეჟისორი (1906-1984 წწ).

შტაუდტი კრისტიან - გერმანელი მათემატიკოსი (1798-1867 წწ).

შტაუფენები (ჰოენშტაუფენები) - „საღვთო რომის იმპერიის“, გერმანელი მეფეებისა და იმპერატორების დინასტია (1138-1254 წწ).

შტეენბეკი მაქს - გერმანელი ფიზიკოსი (1904-1981 წწ).

შტეინბერგი ლევ - რუსი დირიჟორი, კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1870-1945 წწ).

შტეინი ალექსანდრე - რუსი დრამატურგი (1906-1993 წწ).

შტეინი ლეონიდ - საბჭოთა ეპოქის მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (1934-1973 წწ).

შტეკერი (გერმ.)

1) ტელეფონის კომუტატორში აბონენტის შესაერთებელი მანჭვალი.

2) რადიოს ან ტელევიზორის ანტენის მანჭვალი, რომელიც აპარატის სათანადო ბუდეში ჯდება.

შტემენკო სერგეი - საბჭოთა მხედართუფროსი, არმიის გენერალი (1907-1976 წწ).

შტემპელი (გერმ.) - ხელსაწყო, რომელზედაც რელიეფურად არის ამოკვეთილი რაიმე გამოსახულება ან წარწერა ქაღალდზე ანაბეჭდის მისაღებად; ასეთი ხელსაწყოთი გაკეთებული ანაბეჭდი.

შტენბერგი ირინა - საქართველოს სახალხო მხატვარი (1905-1984 წწ).

შტენდალი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

შტერი - სულელი, ჩერჩეტი.

შტერმერი ჰორსტ - გერმანული წარმოშობის ამერიკელი ფიზიკოსი, 1998 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1949 წელს).

შტერნი ვილიამ - გერმანელი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი (1871-1938 წწ).

შტერნი ლეო - გერმანელი ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე (1901-1982 წწ).

შტერნი ოტო - ფიზიკოსი, დაიბადა გერმანიაში, 1943 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1888-1969 წწ).

შტერნჰაიმი კარლ - გერმანელი მწერალი, დრამატურგი (1878-1942 წწ).

შტეფან III დიდი - მოლდავეთის მთავარი 1457 წლიდან (გარდაიცვალა 1504 წელს).

შტეფანიკი მილან როსტისლავ - ჩეხოსლოვაკიის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1880-1919 წწ).

შტეფენესკუ ჯორჯე - რუმინელი კომპოზიტორი, პედაგოგი და დირიჟორი (1843-1925 წწ).

შტეფსელი (გერმ.)

1) ლითონის ჩანგალი ან ღერო, რომლის საშუალებითაც მასთან შეერთებულ გადასატან ელექტრულ ხელსაწყოს რთავენ ქსელში.

2) იგივეა, რაც როზეტი (მნიშვნელობა 2).

შტვილი - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

შტიალი - ხმამაღლა ტუქსვა, ჯავრობა, წყრომა.

შტიბერი ვილჰელმ - პრუსიის პოლიტიკური პოლიციის მოხელე (1818-1882 წწ).

შტიბლეტი (გერმ.) - მამაკაცის დაბალყელიანი, ზონრით შესაკრავი ფეხსაცმელი.

შტიგლიცი ფრანცე - სლოვენიელი კინორეჟისორი (დაიბადა 1919 წელს).

შტიდრი ფრიც - ავსტრიელი დირიჟორი (1883-1968 წწ).

შტილე ჰანს - გერმანელი გეოლოგი (1876-1966 წწ).

შტილი (ჰოლანდ.) - წყნარი უქარო ამინდი.

შტირია

1) ისტორიული ოლქი ცენტრალურ ევროპაში.

2) (შტაიერმარკი) მხარე ავსტრიაში, ადმინისტრაციული ცენტრი - გრაცი.

შტირნერი მაქს (ნამდვილი სახელი და გვარი კასპარ შმიდტი) - გერმანელი ფილოსოფოსი (1806-1856 წწ).

შტიტნი ტომაშ - ჩეხი მწერალი (დაახლოებით 1333-1405 წწ).

შტიფტერი ადალბერტ - ავსტრიელი მწერალი და მხატვარი (1805-1868 წწ).

შტიფტი (გერმ.) - პატარა ცილინდრული ან კონუსური ღერო. რომელსაც იყენებენ მანქანის რომელიმე ორი დეტალის უძრავად შესაერთებლად.

შტიხელი (გერმ.) - საჭრელი იარაღი გრავირებისათვის.

შტო

  1. ხის ან ბუჩქის გამონაზარდი; ტოტი, რტო.

  2. იგივეა, რაც განშტოება.

შტოგარენკო ანდრია - უკრაინელი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1902-1995 წწ).

შტოკი (გერმ.)

1) ქანის ან წიაღისეულის დიდი მასა არაწესიერი ცილინდრული ფორმისა.

2) დგუშიანი მანქანის დეტალი, რომელიც დგუშს აერთებს ცოციასთან.

შტოკჰაუზენი კარლ-ჰაინც - გერმანელი კომპოზიტორი (დაიბადა 1928 წელს).

შტოლი ლადისლავ - ჩეხი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, პუბლიცისტი (1902-1981 წწ).

შტოლნი (გერმ.) - ჰორიზონტალური ან ოდნავ დაქანებული გვირაბი, რომელიც უშუალოდ დედამიწის ზედაპირზე გამოდის და განკუთვნილია მიწისქვეშა სამთო სამუშაოთა მომსახურებისათვის.

შტოლცი ტერეზა - ჩეხი მომღერალი (დრამატული სოპრანო), XIX საუკუნის II ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ვარსკვლავი (1834-1902 წწ).

შტოპორი (გერმ.)

1) ბოთლიდან საცობის ამოსაძრობი იარაღი.

2) ავიაციაში - უმაღლესი პილოტაჟის ერთ-ერთი ფიგურა, თვითმფრინავის დაშვება სპირალურად (ვარდნის მსგავსად).

შტორი

  1. ისტორიული ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ადრინდელი შუა საუკუნეების კახეთის სამეფოს ერთ-ერთი საერისთავოს ადმინისტრაციული ცენტრი (ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტი).

  2. შტორისხევის (იგივე სტორისხევის) ჩრდილოეთით, კლდოვან მთაზე აღმართულია ციხესიმაგრის არქიტექტურული კომპლექსი, რომელსაც ვახუშტი ბაგრატიონი „თორღის ციხედ“ მოიხსენიებს, ადგილობრივნი კი მას „თორღვას გალავანს“ უწოდებენ.

3) (გერმ.) - ფანჯრის ფარდა.

შტორმი (ჰოლანდ.) - ქარიშხალი (ჩვეულებრივ ზღვაზე).

შტორმი თეოდორ - გერმანელი მწერალი (1817-1888 წწ).

შტოსი ფეიტ - გერმანელი მოქანდაკე, ფერმწერი და გრავიორი, მოღვაწეობდა პოლონეთშიც (1455-1533 წწ).

შტოფი

  1. (გერმ.) - დიდი ბოთლი, დაახლოებით 3 ლიტრი ტევადობის.

  2. (გერმ.) - აბრეშუმის მძიმე დეკორატიული ქსოვილი; იყენებენ კედლებზე გასაკრავად. რბილ ავეჯზე გადასაკრავად, ფარდებად.

შტოქედი - ქედის განშტოება.

შტოში (Oxycocces quadripetalus) - ტანმორჩილი ბუჩქოვანი ბალახოვანი მცენარე; ისხამს წითელი ფერის წვრილსა და მჟავე ნაყოფს, რომელიც იჭმება.

შტრაიკბრეხერი (გერმ.) - პირი, რომელიც გაფიცვის დროს მუშაობს წარმოებაში.

შტრაიტბერგი ვილჰელმ - გერმანელი ენათმეცნიერი (1864-1925 წწ).

შტრალზუნდი - ქალაქი გერმანიის მეკლენბურგ-პომერანიის მხარეში (75 ათასი).

შტრამი ავგუსტ - გერმანელი პოეტი, ექსპრესიონიზმის წარმომადგენელი (1874-1915 წწ).

შტრანიხი ვლადიმერ - რუსი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1888-1981 წწ).

შტრაუსი დავიდ ფრიდრიხ - გერმანელი ფილოსოფოსი (1808-1874 წწ).

შტრაუსი იოჰან - ავსტრიელი კომპოზიტორი, მევიოლინე და დირიჟორი (1804-1849 წწ).

შტრაუსი იოჰან - ავსტრიელი კომპოზიტორი (1825-1899 წწ).

შტრაუსი რიხარდ - გერმანელი კომპოზიტორი და დირიჟორი (1864-1949 წწ).

შტრაუხი მაქსიმ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1900-1974 წწ).

შტრბსკე-პლესო - კურორტი სლოვაკიაში.

შტრეზემანი გუსტავ - გერმანიის პოლიტიკური მოღვაწე (1878-1929 წწ).

შტრეკერი ადოლფ ფრიდრიხ - გერმანელი ქიმიკოსი (1822-1871 წწ).

შტრეკი (გერმ.) - ჰორიზინტალური მიწისქვეშა სამთო გვირაბი, რომელიც უშუალოდ დედამიწის ზედაპირზე არ გამოდის.

შტრიტმატერი ერვინ - გერმანელი მწერალი (1912-1994 წწ).

შტრიხი (გერმ.)

1) ხაზი, რომელიც წარმოადგენს ნახატის ერთ-ერთ ძირითად ელემენტს.

2) (გადატანით) რისამე დამახასიათებელი თვისება, ცალკეული წვრილმანი.

შტრობლი ალაიოშ - უნგრელი მოქანდაკე (1856-1926 წწ).

შტროლთა - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ომალოს თემის საკრებულო), მდინარე ხისოსწყლის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1840 მეტრი. ახმეტიდან - 88 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში უკვე აღარავინ ცხოვრობს.

შტროსმაიერი იოსიპ იურაი - ხორვატიის პოლიტიკური მოღვაწე (1815-1905 წწ).

შტროუგალი ლუბომირ - ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1924 წელს).

შტროჰაიმი ერიხ ფონ - ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი (1885-1957 წწ).

შტრუვე გუსტავ ფონ - გერმანელი დემოკრატი, რესპუბლიკელი (1805-1870 წწ).

შტუკი ფრანც ფონ - გერმანელი ფერმწერი და მოქანდაკე (1863-1928 წწ).

შტუმპფი კარლ - გერმანელი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, მუსიკათმცოდნე (1848-1936 წწ).

შტურვალი (ჰოლანდ.) - საჭის ბორბალი, რომლის მობრუნებითაც აძლევენ მიმართულებას გემს, თვითმფრინავს.

შტური ლუდოვიტ - სლოვაკი პოეტი, ფილოლოგი, სახელმწიფო მოღვაწე (1815-1856 წწ).

შტურმანი (ჰოლანდ.) - გემის, წყალქვეშა ნავის, თვითმფრინავის, დირიჟაბლებისა და მისთანების ტარების ოსტატი.

შტურმბანფიურერი - ოფიცრის წოდება ფაშისტურ გერმანიაში, შეესაბამება მაიორს.

შტურმი (გერმ.) - გადამწყვეტი იერიში მოწინააღმდეგის გამაგრებული ადგილის ასაღებად.

შტურმი იოჰან კრისტოფერ - გერმანელი მათემატიკოსი, ასტრონომი და ფიზიკოსი (1635-1703 წწ).

შტურმი ჟაკ შარლ ფრანსუა - ფრანგი მათემატიკოსი (1803-1855 წწ).

შტურსა იან - ჩეხი მოქანდაკე (1880-1925 წწ).

შტუტგარტი - ქალაქი გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი (585 ათასი).

შტუფი (გერმ.) - ქანის ან მადნის პატარა ნატეხი.

შტუცერი (გერმ.)

1) ძველებური თოფი, რომლის ლულასაც შიგნით ხრახნისებრი კუთხვილი აქვს.

2) კუთხვილის მქონე მსხვილკალიბრიანი ორლულიანი სანადირო თოფი.

3) მოკლე მილი, რომელსაც აქვს ხრახნი; იყენებენ მილების ერთმანეთთან შესაერთებლად.

4.14 შუ

▲ზევით დაბრუნება


შუ - ერთგვარი მრგვალი კრემიანი ნამცხვარი.

შუა

1) რისამე ნაპირებიდან თანაბარი მანძილით დაშორებული

2) დასაწყისიდან და დასასრულიდან თანაბარი დროით დაშორებული.

3) იგივეა, რაც შორის.

4) შემადგენელი ნაწილი რთული სიტყვებისა. ნიშნავს ვისიმე, რისამე შუაში მოქცეულს.

5) მთა ყვარლის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

შუა ავღანეთის მთები (ჰაზარაჯათი) - ირანის მთიანეთის აღმოსავლეთი ნაწილი ავღანეთში.

შუა აზია - აზიის რეგიონი კასპიის ზღვიდან ჩინეთის საზღვრამდე და არალ-ირტიშის წყალგამყოფიდან ირან-ავღანეთის საზღვრამდე.

შუა ალევი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

შუა ატლანტიკური ქედი - მთათა სისტემა ატლანტის ოკეანის ფსკერზე.

შუა აღვი - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

შუა ბაში - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს, ბაშის თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 40 მეტრი, სამტრედიიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 492 კაცი.

შუა განახლება - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

შუა გეზრული - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. გეზრულის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 680 მეტრი, ჭიათურიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 302 კაცი.

შუა გერმანიის არხი - აერთებს მდინარეებს - ემსს, ვეზერსა და ელბას (გერმანია).

შუაგორა

1) მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე.

2) სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში (ზეინდარის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ფერეთის (კორისწყლის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან - 160 მეტრი. ვანიდან - 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1122 ადამიანი.

შუა გუბი - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (გუბის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე გუბისწყლის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 75 მეტრი, ხონიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 347 კაცი. სოფელში დგას შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები.

შუაგული

1) ადგილი.

2) იგივეა, რაც შუა.

3) რისამე შუა ნაწილი, შუა

შუადღე - დღის დრო, როდესაც მზე ზენიტზეა; დღის 12 საათი.

შუა ევროპის ვაკე - მდებარეობს პოლონეთში, გერმანიასა და დანიაში.

შუა ერმანი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

შუა ველტეხი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს მარცხენა შენაკადი.

შუა ზახორი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

შუაზე

1) იგივეა, რაც შუაში;

2) ორ თანაბარ ნაწილად.

შუაზელი - კუნძული სოლომონის კუნძულების ჯგუფში, ეკუთვნის სახელმწიფო სოლომონის კუნძულებს.

შუაზელი ეტიენ ფრანსუა გრაფი დე სტენვილი - საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე, სამხედრო და საზღვაო მინისტრი (1719-1785 წწ).

შუათანა - საშუალო დიდსა და პატარას, უფროსსა და უმცროსს, კარგსა და ცუდს შორის.

შუათითი - მესამე თითი ხელზე ან ფეხზე.

შუა ირანის მთები - მთათა სისტემა მუნიციპალიტეტში.

შუა ისნარი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

შუაკარავი - მთა ახალციხის მუნიციპალიტეტში, ერუშეთის მთიანეთის ჩრდილოეთ ნაწილში.

შუაკარი - კარი ორ ოთახს შუა.

შუა კარი - იხილე დიღმის კარი.

შუაკაური - ქართულ ჭიდაობაში - შუა სარმა.

შუაკაცი

1) მოდავეთა შორის შუამავალი, მომრიგებელი.

2) საშუალო, შუათანა მდგომარეობის კაცი.

შუა კვალითი - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. კვალითის თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 260 მეტრი, ზესტაფონიდან - 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2413 ადამიანი.

შუა კოზი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

შუა კრიხი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

შუა კუხი - მდინარე ხონის მუნიციპალიტეტში, კუხისწყლის სათავე.

შუალა - იგივეა, რაც შუათანა.

შუალედი (ინტერვალი)

  1. შუა, შუათანა მონაკვეთი; ნაწილი რისამე.

  2. შუა, შუათანა; გარდამავალი.

შუამავალი

1) პირი, რომლის მონაწილეობითაც ხდება მოლაპარაკება მხარეებს შორის.

2) იგივეა, რაც მაჭანკალი.

შუამავლობა

1) შეთანხმებისათვის, გარიგებისათვის ხელის შეწყობა მხარეებს შორის.

2) იგივეა, რაც მაჭანკლობა.

შუამარხვა - მარხვის შუა დრო.

შუა მახისი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

შუამდგომელი - იგივეა, რაც შუამავალი.

შუამდგომლობა

  1. ოფიციალური თხოვნა.

  2. იგივეა, რაც შუამავლობა.

შუამდინარეთი - იხილე მესოპოტამია.

შუამთა

1) მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე.

2) სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

3) სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ყუმურის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 4 სოფელს: მთისძირი, შუამთა, ჭაგან-ჭყვიში, ჭყვიში). ზღვის დონიდან - 70 მეტრი. ვანიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1553 ადამიანი. სოფელში დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - წმინდა გიორგის ეკლესია (1615წ).

4) სოფელ ჭირუთის ძველი სახელწოდება.

შუამთა ძველი - იხილე ძველი შუამთა.

შუამთისხევი - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი.

შუანა - მთა ხაშურის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედზე.

შუანები (ფრანგ.) - საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს - კონტრრევოლუციური მეამბოხეები, რომლებიც მოქმედებდნენ შრდილო-დასავლეთ საფრანგეთში (ბრეტანსა და ნორმანდიაში).

შუანისწყალი - მდინარე ქარელის მუნიციპალიტეტში, ტყემლოვნისწყლის მარცხენა შენაკადი.

შუა ნოსირი - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

შუა როკა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

შუა სამწყარო - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

შუასაუკუნეობრივი - შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი; შუა საუკუნეებთან დაკავშირებული.

შუასაძგიდი - იგივეა, რაც დიაფრაგმა.

შუა სბა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

შუა სოფელი - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

შუასოფელი - იხილე აბჟუა.

შუა სურები - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

შუა სხვავა - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

შუატანი - ტანის, სხეულის შუა ნაწილი.

შუა ფარცხმა - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

შუა ფრონე - მდინარე ზნაურის და ქარელის მუნიციპალიტეტებში.

შუაფხო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა ნაპირზე. უკანაფშავის თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 13 სოფელს: ახადი, ბეტისჩრდილი, ბინდაურთა, გოგოლაურთა, თხილიანა, მათურა, მუქო, უკანაფშავი, უძილაურთა, ცაბაურთა, შუაფხო, ჭიჩო, ხოშარა). ზღვის დონიდან - 1320 მეტრი, დუშეთიდან - 63 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 38 კაცი.

შუა ქვათეთრი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

შუაღამე - შუა დრო დაღამებიდან გათენებამდე; ღამის 12 საათი.

შუაღელე

1) მდინარე ხაშურის მუნიციპალიტეტში, სურამელის მარცხენა შენაკადი.

2) მდინარე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კინტრიშის მარჯვენა შენაკადი.

3) სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

შუაში

1) შუა ადგილას.

2) იგივეა, რაც შორის.

შუა-შუა - ორ-ორ თანასწორ ნაწილად.

შუაცეცხლი - სახლის შუაში კერაზე დანთებული ცეცხლი.

შუაცხვირი - ყოფილი სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

შუა შოტლანდიის დაბლობი - მდებარეობს დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილში.

შუა ჩეხიის ოლქი - ჩეხეთის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული.

შუაწელი - შუა ნაწილი რისამე (მდინარისა, მთისა...).

შუაწირვა - წირვის შუა დრო (ამ დროს ჩვეულებრივ ზარი ირეკება).

შუა წირი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

შუა წუბენი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

შუა ჭალა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

შუა ხალაწანი - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ზემო ხალაწნის თემის საკრებულო). მდებარეობს პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 700 მეტრი, ახმეტიდან - 19 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 189 ადამიანი.

შუახანი - ხანი, დრო ახალგაზრდობასა და მოხუცებულობას შორის.

შუა ხარაბა - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

შუახევი

1) დაბა დასავლეთ საქართველოში, აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.

2) სოფლების ზემო შუახევის და ქვემო შუახევის გავრცელებული სახელწოდება (დუშეთის მუნიციპალიტეტი).

შუახევის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, აჭარაში. შეიქმნა 1952 წელს ხულოს რაიონიდან გამოყოფილი ტერიტორიის ხარჯზე. ფართობი - 588 კვ.კმ. 1 დაბა და 68 სოფელი.

შუა ხორში - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

შუახორხისხევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ანდაქის მარცხენა შენაკადი.

შუბანი

1) სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში (ფერსათის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე კორისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან - 320 მეტრი, ბაღდათიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 321 კაცი.

2) სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

3) სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

შუბარა (ყოფილი იმერწყალი) - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

შუბარტი კრისტიან ფრიდრიხ დანიელ - გერმანელი მწერალი (1739-1791 წწ).

შუბაშიჩი ივან - იუგოსლავიის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1892-1955 წწ).

შუბერტი ფრანც პეტერ - ავსტრიელი კომპოზიტორი (1797-1828 წწ).

შუბი (ლახვარი) - გრძელტარიანი საომარი იარაღი, სასროლი ან საჩხვლეტი.

შუბინი პავლე - რუსი პოეტი (1914-1951 წწ).

შუბინი ფედოტ - რუსი მოქანდაკე, ძირითადად პორტრეტისტი (1740-1805 წწ).

შუბიცი იანეზ - სლოვაკი ფერმწერი (1850-1889 წწ).

შუბიცი იური - სლოვაკი ფერმწერი (1856-1890 წწ).

შუბლგახსნილი - მხიარული ხასიათისა, კარგ გუნებაზე მყოფი.

შუბლი - სახის ზედა, თვალებს ზევითა ნაწილი.

შუბლშეკვრით - წყრომით, რისხვით.

შუბლშეკრული - შუბლშეჭმუხნული, მოღუშული, გაბრაზებული.

შუბნაჯახი - ძველებური იარაღი - შუბი, რომელსაც წამოცმული აქვს ცულისმაგვარი პირი.

შუბოსანი - შუბით შეიარაღებული.

შუდომთა - მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხევის კავკასიონზე.

შუდრა (სანსკრ.) - ძველ ინდოეთში - უმდაბლესი ვარნა ანუ უმიწაწყლო მოჯამაგირეები, ხელოსნები.

შუდრაკა - ძველინდოელი დრამატურგი (ცხოვრობდა არა უადრეს IV საუკუნისა და არა უგვიანეს VIII საუკუნისა).

შუთი - მდინარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სუფსის მარჯვენა შენაკადი.

შუია - ქალაქი რუსეთის ივანოვოს ოლქში (70 ათასი).

შუილი

1) იგივეა, რაც შხუილი.

2) ხმაური ერთგვარი თავში, ყურებში.

შუისკი ვასილი - რუსეთის მეფე 1606-1610 წლებში (1552-1612 წწ).

შუისკი იუზეფ - პოლონეთის პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი (1835-1883 წწ).

შუკა

  1. ვიწრო ქუჩა.

  2. იგივეა, რაც ორღობე.

შუკუმი

1) იგივეა, რაც ერდო.

2) ფანჯარაში დატანებული მომინული პატარა კარი სუფთა ჰაერის შემოსაშვებად.

შულავერი

1) სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

2) (შულავრისწყალი) მდინარე მარნეულის მუნიციპალიტეტში, ხრამის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 38 კილომეტრი).

შულდაკი - მხართა ზედა სატჳრთავის შთასადებელი (საბა); მხარზე გადასაკიდი აბგა.

შულერი (პოლონ.)

1) ბანქოს მოთამაშე პროფესიონალი, რომელიც თამაშის დროს ყალთაბანდობს, თაღლითობს.

2) (გადატანით) თაღლითი.

შულო - რამეზე თანაბრად ამოხვეული ძაფი.

შულჟენკო კლავდია - რუსი მომღერალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1906-1984 წწ).

შულტა - მამაკაცი, რომლის მოვალეობაა დღეობაში სოფელს ლუდით გაუმასპინძლდეს.

შულცე აქსელ - გერმანელი მწერალი და მთარგმნელი (დაიბადა 1943 წელს).

შულცე მაქს იოჰან სიგიზმუნდ (გერმანელი ზოოლოგი და ჰისტოლოგი (1825-1874 წწ).

შულცე ფრანც აილჰარდ - გერმანელი ზოოლოგი (1840-1921 წწ).

შულცე-გევერნიცი გერჰარტ - გერმანელი ეკონომისტი (1864-1943 წწ).

შულცე-დელიჩი ჰერმან - გერმანელი ეკონომისტი და პოლოტიკური მოღვაწე (1808-1883 წწ).

შულცი თეოდორ - ამერიკელი ეკონომისტი, 1979 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1902-1998 წწ).

შულცი მაქს ვალტერ - გერმანელი მწერალი (დაიბადა 1921 წელს).

შულცი ჯორჯ - აშშ-ს სახელმწიფო მინისტრი 1982-89 წლებში (დაიბადა 1920 წელს).

შულჰოფი იულიუს - ჩეხი პიანისტი და კომპოზიტორი (1825-1898 წწ).

შუმავა - მთები ჩეხეთის, გერმანიის და ავსტრიის საზღვარზე.

შუმანი გეორგ - გერმანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1886-1945 წწ).

შუმანი ვალენტინ - გერმანელი პოეტი (1520-1559 წწ).

შუმანი რობერ - საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი 1947-48 წლებში (1886-1963 წწ).

შუმანი რობერტ ალექსანდერ - გერმანელი კომპოზიტორი (1810-1856 წწ).

შუმახერი კურტ - გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მოღვაწე (1895-1952 წწ).

შუმახერი მიქაელ - გერმანელი სპორტსმენი (ავტორბოლა), 1994, 1995, 2000-2002 წლების მსოფლიოს ჩემპიონი ფორმულა 1-ში (დაიბადა 1969 წელს).

შუმენი (1950-65 წლებში კოლაროვგრადი) - ქალაქი ბულგარეთში, ამავე სახელწოდების ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი (110 ათასი).

შუმერი - უძველესი სახელმწიფო სამხრეთ შუამდინარეთში ძვ.წ.აღ. IV-III ათასწლეულებში, ახლანდელი ერაყის ტერიტორიაზე.

შუმერლია - ქალაქი რუსეთის ჩუვაშეთის რესპუბლიკაში (45 ათასი).

შუმი - წმინდა, ხალასი, ნამდვილი, შეურეველი.

შუმიხა - ქალაქი რუსეთის კურგანის ოლქში.

შუმპერკი - ქალაქი ჩეხეთის ჩრდილოეთ მორავიის ოლქში.

შუმპეტრი იოზეფ - ეკონომისტი და სოციოლოგი, მოღვაწეობდა ავსტრიაში, გერმანიასა და აშშ-ში (1883-1950 წწ).

შუმსკი (ნამდვილი გვარი შომინი) იური - უკრაინელი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1887-1954 წწ).

შუნი - დედალი ჯიხვი.

შუპე ვილჰელმ - გერმანელი ფილოსოფოს-იდეალისტი (1836-1913 წწ).

შუპყა (Heracleum asperum) - ტყის ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა; მისი ქერქგაცლილი ღერო იჭმება.

შურაბი - ქალაქი ტაჯიკეთის ხოჯენდის ოლქში.

შურდო - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

შურდული - ქვის სასროლი იარაღი - ორად მოკეცილი ბაწარი, რომელსაც შუაში ბრტყელი ნაწილი აქვს ქვის ჩასადებად და სასროლად.

შურთხი (თეტრაოგალლუს) - მოზრდილი ფრინველი ქათმისებრთა ოჯახისა; ბინადრობს კავკასიისა და შუა აზიის ალპურ ველებზე.

შური - „მწუხარება სხვისა კეთილსა ზედა“ (საბა).

შურიანი - ვისაც მუდამ შურს სხვისა; შურით აღსავსე.

შურისგება - იგივეა, რაც შურისძიება.

შურისმაძიებელი - ვინც შურს იძიებს, ვინც შურისძიებას სჩადის, ჩაიდენს.

შურისმგებელი - იგივეა, რაც შურისმაძიებელი.

შურის ციხე - თბილისის ციხის (ნარიყალის) გვიანი პერიოდის სახელი.

შურისძიება - სამაგიეროს გადახდა მიყენებული შეურაცხყოფის, დამცირების, დანაშაულისათვის.

შურმული - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

შურო

1) ტყეში სერებს შუა ჩაღრმავებული ადგილი.

2) მორებისა და მისთანების თავქვე საცურებელი ღარობი.

შურტა (არაბ.) - საპოლიციო მოხელე, წესრიგის დამცველი VIII-XII საუკუნეების თბილისში.

შურუპი (რუს.) - სამაგრი ხრახნი (ხეში ჩასახრახნი).

შურუხინი პავლე - გენერალ-მაიორი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1912-1956 წწ).

შურფი (გერმ.) ვერტიკალური ან დახრილი პატარა მიწისქვეშა სამთო გვირაბი დაზვერვისათვის, ვენტილაციისათვის, ასაფეთქებელ სამუშაოთათვის და სხვა.

შურღაია შოთა - პოდპოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1920 წელს).

შურჩი - ქალაქი უზბეკეთის სურხანდარიის ოლქში.

შურცი ჰაინრიხ - გერმანელი ეთნოგრაფი (1863-1903 წწ).

შუსტაკი - ფერ-უმარილის წასასმელი ქსოვილი.

შუტი (ინგლ.) - ფეხბურთში - ბურთის დარტყმა ზევით, ვერტიკალურად, ჰაერში.

შუტოვი სტეფანე - პოლკოვნიკი. საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1902-1963 წწ).

შუუბია - კულტურულ-პოლიტიკური მოძრაობა არაბთა სახალიფოში, რომელიც ჩაისახა VIII საუკუნეში.

შუფლაი მილან - ხორვატი ისტორიკოსი, პოლიტიკური მოღვაწე (1879-1931 წწ).

შუქი - იგივეა, რაც სინათლე.

შუქმგრძნობიარე - რაზედაც შუქის (სინათლის) სულ მცირე მოქმედებაც კი გავლენას ახდენს.

შუქმოფენილი - გაშუქებული, განათებული.

შუქმფენი - რაც შუქს ჰფენს; მანათობელი.

შუქნიშანი - სასიგნალო ელექტროფარანი: წითელი, მწვანე და ყვითელი ფერის მინებით ქუჩებზე, გზებზე მოძრაობის მოსაწესრიგებლად.

შუქრუთი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (პერევისის თემის საკრებულო). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 680 მეტრი. ჭიათურიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 979 კაცი.

შუქრულო (ნამდვილი გვარი იუსუპოვი) - უზბეკეთის სახალხო პოეტი (დაიბადა 1921 წელს)

შუქურა - სასიგნალო შუქის გამომცემი კოშკი, რომელიც აღმართულია ზღვის ნაპირზე გემებისათვის გზის მაჩვენებლად.

შუქურვარსკვლავი - ცისკრის ვარსკვლავის (პლანეტა ვენერას) ქართული ხალხური სახელი.

შუქფარი - სანათურზე ჩამოფარებული რამ სინათლის სიმკვეთრის შესასუსტებლად.

შუქშენიღბვა - მანათობელი ან განათებული საგნების შენიღბვა.

შუქშინი ვასილი - რუსი მწერალი, კინორეჟისორი, მსახიობი (1929-1974 წწ).

შუქ-ჩრდილი - ფერწერასა და გრაფიკაში - ნათელი და მუქი (ჩრდილოვანი) შტრიხების, ზონების განაწილება ნახატზე.

შუღლი (არაბ.) - ქიშპობა, მტრობა.

შუყაყი - ცხენის ფეხის დაავადება.

შუყერი - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (ორპირის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე ჭალის (წყალწითელის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან - 330 მეტრი, ტყიბულიდან - 27 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 94 კაცი.

შუშა (სპარს.)

1) იგივეა, რაც მინა.

2) მინის პატარა ჭურჭელი.

შუშა

1) მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ყვირილის მარჯვენა შენაკადი.

2) ქალაქი აზერბაიჯანის მთიანი ყარაბახის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

შუშაბანდი (სპარს.) - შემინული აივანი.

შუშანია ირაკლი - ოპერის მომღერალი (ბანი), საქართველოს სახალხო არტისტი (1927-1982 წწ).

შუშანიკი - ქართლის პიტიახშის ვარსქენის მეუღლე (V საუკუნის II ნახევარი), ვარდან მამიკონიანის ასული, ქრისტიანობისათვის თავდადებული ქალი, ქართული ეკლესიის წმინდანი.

შუშარა - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარცხენა შენაკადი.

შუშეული - შუშის (მინის) სხვადასხვა ნაწარმი.

შუშეულობა - იგივეა, რაც შუშეული.

შუშვე - მდინარე ცენტრალურ ლიტვაში, მდინარე ნევეჟისის მარჯვენა შენაკადი.

შუშითა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში (ხვწის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ლიახვის ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1180 მეტრი, ჯავიდან - 5 კილომეტრი.

შუშნიგი კურტ - ავსტრიის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1897-1977 წწ).

შუშპარი - იგივეა, რაც ცეკვა.

შუშუნოვა ელენა - რუსი სპორტსმენი (სპორტული ტანვარჯიში), 1988 წლის ოლიმპიური თამაშების აბსოლუტური ჩემპიონი (დაიბადა 1969 წელს).

შუშხი - შუშხს მისცემს - გაუჯავრდება, დატუქსავს.

შუშხუნა

1) რაც შუშხუნებს.

2) იგივეა, რაც რაკეტა (მნიშვნელობა 2).

შუშხუნი - სითხიდან აირის გამოყოფისას გამოცემული ხმიანობა.

შუცბუნდი (გერმ.) - ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის შეიარაღებული ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1933 წელს

შუცკორი (შვედ.) - ფინეთის ბურჟუაზიისა და კულაკების რეაქციული შეიარაღებული ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1917 წელს.

შუხაევი ვასილი - რუსი ფერმწერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1887-1973 წწ).

შუხარდტი ჰუგო - გერმანელ-ავსტრიელი ენათმეცნიერი (1842-1927 წწ).

შუხერტი ჩარლზ - ამერიკელი პალეონტოლოგი და გეოლოგი (1858-1942 წწ).

შუხუთი - სოფლების ზემო შუხუთის და ქვემო შუხუთის გავრცელებული სახელწოდება (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი).

შუხჰარდტი კარლ - გერმანელი არქეოლოგი (1859-1943 წწ).

4.15 შფ

▲ზევით დაბრუნება


შფარამი - ქალაქი ისრაელის ჩრდილოეთ მუნიციპალიტეტში (35 ათასი - 2007 წ).

შფოთი

1) ალიაქოთი, აურზაური, არეულობა.

2) აურზაურის ამტეხი, მოჩხუბარი.

შფოთიანი - მოუსვენარი, აღელვებული.

შფოთიანობა - შფოთის დრო, არეულობა.

შფოთისთავი - ხშირად შფოთის ამტეხი, ჩხუბისთავი.

4.16 შქ

▲ზევით დაბრუნება


შქაშისუკი - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

შქმერი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

შქერი (Rhodonendron ponticum) - მარადმწვანე მორჩილი ბუჩქი; აქვს მოსქო ფოთოლი; იკეთებს წითელ ყვავილს.

შქმერი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

შქმერის უღელტეხილი - იხილე ხიხათა.

4.17 შყ

▲ზევით დაბრუნება


შყალერი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

4.18 შჩ

▲ზევით დაბრუნება


შჩარა - მდინარე ბელორუსიაში, ნემანის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 325 კილომეტრი).

შჩეგლოვსკი - რუსეთის ქალაქ კემეროვოს სახელი 1925-32 წლებში.

შჩეგოლევი ვიაჩესლავ - რუსი შაშის მოთამაშე, მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი 1960-იან წლებში (დაიბადა 1940 წელს).

შჩედრინი როდიონ - რუსი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1922 წელს).

შჩედრინი სემიონ - რუსი ფერმწერი-პეიზაჟისტი (1745-1804 წწ).

შჩედრინი სილვესტრ - რუსი ფერმწერი-პეიზაჟისტი (1791-1830 წწ).

შჩედრინი ფეოდოსი - რუსი მოქანდაკე (1751-1825 წწ).

შჩეპკინი მიხეილ - რუსი მსახიობი, რუსული თეატრალური ხელოვნების რეფორმატორი (1788-1863 წწ).

შჩეპინსკი იან - პოლონელი სოციოლოგი (1913-1995 წწ).

შჩერბინა ნიკოლაი - რუსი პოეტი (1821-1869 წწ).

შჩერბინკა - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.

შჩერბიცკი ვლადიმერ - უკრაინელი პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, უკრაინის კპ ცკ-ს პირველი მდივანი 1972-89 წლებში (1918-1990 წწ).

შჩერბო ვიტალი - ბელორუსი სპორტსმენი (სპორტული ტანვარჯიში), 1992 წლის ოლიმპიური თამაშების ექვსგზის ჩემპიონი (დაიბადა 1971 წელს).

შჩეცინი - ქალაქი-პორტი პოლონეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების სავოვევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (415 ათასი).

შჩეცინის ყურე - მდებარეობს პოლონეთის და გერმანიის სანაპიროებთან (ბალტიის ზღვა).

შჩიგრი - ქალაქი რუსეთის კურსკის ოლქში.

შჩოკინო - ქალაქი რუსეთის ტულის ოლქში.

შჩოლკოვო - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.

შჩორსი ნიკოლაი - სამოქალაქო ომის გმირი უკრაინაში (1895-1919 წწ).

შჩორსი (1935 წლამდე სნოვსკი) - ქალაქი უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში.

შჩუგორი - მდინარე რუსეთის კომის რესპუბლიკაში, პეჩორის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 300 კილომეტრი).

შჩუკინი ბორის - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1894-1939 წწ).

შჩუკო ვლადიმერ - რუსი არქიტექტორი (1878-1939 წწ).

შჩუროვსკის მწვერვალი - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

შჩუსევი ალექსი - რუსი არქიტექტორი, აკადემიკოსი (1873-1949 წწ).

შჩუჩია - მდინარე დასავლეთ-ციმბირის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ობის მარცხენა შენაკადი (565 კმ).

შჩუჩიე - ქალაქი რუსეთის კურგანის ოლქში.

შჩუჩინი - ქალაქი ბელორუსიის გროდნოს ოლქში.

შჩუჩინსკი - ქალაქი ყაზახეთის ქოქჩეთაუს ოლქში (55 ათასი).

4.19 შხ

▲ზევით დაბრუნება


შხამა (Veratrum lobelianum) - მთის მრავალწლოვანი შხამიანი ბალახი, იკეთებს მომწვანო ყვავილებს.

შხამასოკო (Amanita muscaria) - შხამიანი სოკო ერთგვარი; აქვს თეთრად დაწინწკლული წითელი ქუდი.

შხამგესლიანი - შხამიანი და გესლიანი.

შხამი - საწამლავი ნივთიერება, რომელიც სიკვდილს იწვევს.

შხამიანი

1) შხამის შემცველი.

2) (გადატანით) ბოროტი, ღვარძლიანი, გესლიანი.

შხამ-სამსალა - შხამი, საწამლავი.

შხაპი

1) იგივეა, რაც შხეფი.

2) მოწყობილობა, რომლის დაჩვრეტილი ფართო ბოლოდან წყალი შხეფებად გამოდის; იხმარება დასაბანად, ტანზე წყლის გადასავლებად.

3) ტანზე წყლის გადავლება ასეთი მოწყობილობიდან.

შხაპაშხუპი - იგივეა, რაც შხაპუნი.

შხაპრი (Sparganium) - წყლის მცენარე; აქვს მაღალი ღერო და ბრტყელი ფოთლები; იზრდება მეტწილად არხებში.

შხაპუნი

  1. წვიმის (ან საერთოდ წყლის) ხშირი და მსხვილი წვეთების სხმის, ცემის ხმა.

  2. იგივეა, რაც ტყლაშუნი.

შხარა - ცხრათავიანი მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე. ის წარმოადგენს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის უმაღლეს მწვერვალს და მდებარეობს მის ცენტრალურ ნაწილში (სიმაღლე - 5068 მეტრი).

შხაფშძგა (შხაფშძა) - მთა გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ჩხალთის ქედის ჩრდილოეთ შტოქედზე (3206 მეტრი).

შხევისღელე - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარცხენა შენაკადი.

შხელდა - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე, მდებარეობს იალბუზის სამხრეთ-აღმოსავლეთით. აქვს ხუთი მწვერვალი: აღმოსავლეთის - 4322მ, ცენტრალური - 4310მ, დასავლეთის მე-3 - 4280, დასავლეთის მე-2 - 4300მ, დასავლეთის - 4129მ. მის ჩრდილოეთ ფერდობზე დაშვებულია მყინვარი შხელდა.

შხეპლა - იგივეა, რაც წკეპლა.

შხერი (შვედ.) - პატარა კლდოვანი კუნძული.

შხერო - კაკბის მსგავსი მომცრო ფრინველი.

შხეფი - შხეფები - სწრაფად გატყორცნილი სითხის წვეთები, წინწკლები.

შხეფის ციხე - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში (ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტში).

შხვაცაბაია გიორგი - მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი (დაიბადა 1940 წელს).

შხივანა

1) სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ველევის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

2) მდინარე ველეულის (რიონის აუზი) ზემოთში. ზღვის დონიდან 1240 მეტრი, ამბროლაურიდან 18 კილომეტრი.

შხივილი - იგივეა, რაც შხუილი.

შხილორი (შხიროღელე) - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარჯვენა შენაკადი.

შხრიალი - იგივეა, რაც ჩხრიალი.

შხუილი

  1. წყლის სწრაფი დინების ხმა; რისამე მიერ ჰაერის გაკვეთით გამოცემული გაბმული ხმა.

  2. იგივეა, რაც შუილი.

შხუნა (ინგლ.) - იალქნიანი გემი, უპირატესად ორ- ან სამანძიანი; სანდალი.

4.20 შჯ

▲ზევით დაბრუნება


შჯული - იხილე რჯული.

5

▲ზევით დაბრუნება


- ქართული ანბანის ოცდამეექვსე (ძველი ქართული ანბანის ოცდამეცხრე) ასო. მისი სახელია „ჩინი“. გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი ფშვინვიერი შიშინა აფრიკატისა. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ათასს (1000).

5.1 ჩა

▲ზევით დაბრუნება


ჩა - წინსართი ზმნისა (ზმნისწინი);

1) აღნიშნავს მიმართულებას ზევიდან ქვევით და აქედან იქით. 2) ზმნის უსრულ სახის ფორმას აქცევს სრული სახისად.

3) აწმყოს ფორმას აძლევს მყოფადის მნიშვნელობას.

ჩაადაევი პეტრე - რუსი მოაზროვნე და პუბლიცისტი (1794-1856 წწ).

ჩააქი (ჩჰაა, ჩჰააჰკ) - წვიმისა და ჭექა-ქუხილის ღმერთი სამხრეთ ამერიკის მაიას ტომის მოსახლეობისათვის.

ჩაბალახი

1) ჯაჭვის ქუდი მეომრისა.

2) იგივეა, რაც ყაბალახი.

ჩაბალაყა - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, საკაურის მარცხენა შენაკადი.

ჩაბანო - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ახალსოფლის თემი), კახეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე საგამის (ივრის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან - 1180 მეტრი, თიანეთიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 281 კაცი.

ჩაბარუხი

1) მთა ცხინვალის მუნიციპალიტეტში, გუდისის ქედზე (სიმაღლე - 3150 მეტრი).

2) მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი; სათავე აქვს ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, 2355 მეტრ სიმაღლეზე (სიგრძე - 6,6 კილომეტრი, აუზის ფართობი - 13,2 კვ.კმ).

ჩაბარუხისწყალი - მდინარე ცხინვალის მუნიციპალიტეტში, პატარა ლიახვის მარჯვენა შენაკადი (11,6 კმ).

ჩაბიევა (ცაბითა) ნინა - ოსი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1910-1990 წწ).

ჩაბინაანი - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ოჟიოს თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ხოდაშნისხევის (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 520 მეტრი. ახმეტიდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 172 ადამიანი.

ჩაგათა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ჩაგარები - დაღესტანში ბეგის სახლიდან გაშვებული მონები ბატონის მიწაზე საკუთარი მეურნეობის შესაქმნელად.

ჩაგირი (Berginia crassifolia) - მრავალწლოვანი დეკორატიული ბალახი; მის ფესვს იყენებენ ტყავის სათრიმლავად.

ჩაგოსი - არქიპელაგი ინდოეთის ოკეანეში, დიდი ბრიტანეთის სამფლობელო.

ჩაგრეხილი - რაც ჩაგრიხეს. || მიხვეულ-მოხვეული, ჩაკლაკნილი.

ჩაგრული - შევიწროებული, დაბეჩავებული, დაჯაბნილი.

ჩაგუნა - ქართული ხალხური (მეგრული) სახუმარო სიმღერა ცეკვით.

ჩაგუნავა შალვა - კინორეჟისორი, ქართული დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი ფუძემდებელი (1909-1990 წწ).

ჩაგურგულა - მდინარე ყვარლის მუნიციპალიტეტში.

ჩადანი - ქალაქი რუსეთის ტუვის რესპუბლიკაში.

ჩადი

1 (ჩადის რესპუბლიკა, არაბ. Jumhыriyyat Tshвd, frang. Rйpublique du Tchad).
- სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: ლიბია, სუდანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კამერუნი, ნიგერი, ნიგერია.
- დამოუკიდებლობის დღე (საფრანგეთისგან) - 1960 წლის 11 აგვისტო.
- ჰიმნი - La Tchadienne.
- დევიზი - „Unitй, Travail, Progrиs“ (ფრანგ. ერთობა, შრომა. პროგრესი).
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - გარდამავალი პერიოდის უმაღლესი საბჭო.
- ფართობი - 1 284 000 კვ.კმ.
- ადმინისტრაციულად დაყოფილია 14 პრეფექტურად.
- მოსახლეობა - 9,8 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 8 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენები: ფრანგული და არაბული.
- მორწმუნეები: ქრისტიანები და მუსლიმანები.
- დედაქალაქი - ნჯამენა.
- ეროვნული ვალუტა - ფრანკი.
- ქვეყნის კოდი - TCD.
- დროის სარტყელი - UTC +1.
- სატელეფონო კოდი - +235.
- ინტერნეტ-დომენი - td

2. გაუდინარი ტბა აფრიკაში (მაქსიმალური სიღრმე 11 მეტრამდე).

ჩადიმი

1) მთა სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედზე.

2) მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, დასავლეთის გუმისთის მარცხენა შენაკადი.

ჩადიმის ქედი - ქედი სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედის ერთ-ერთი მონაკვეთი.

ჩადირ-ლუნგა - ქალაქი მოლდავეთში.

ჩადისციხე - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ფასანაურის სადაბო საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1500 მეტრი, დუშეთიდან - 54 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.

ჩადრი (სპარს.) - მუსლიმანებში - ქალის გრძელი მსუბუქი მოსასხამი, რომელიც ფარავს სახეს.

ჩადუნა (Dryopteris filixmas) - მამრობითი გვიმრა: მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ასპიდიუმისებრთა ოჯახისა. იზრდება ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტყის ზონაში.

ჩადუნელი იორამ - მწერალი (დაიბადა 1927 წელს).

ჩადუნიანი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში (ცოდნისკარის საკრებულო), მდებარეობს ალაზნის ვაკეზე. ზღვის დონიდან - 230 მეტრი, ლაგოდეხიდან - 15 კილომეტრი.

ჩადუნიანისთავი - მთა ყვარლის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

ჩავდარი ელიზავეტა - ოპერის უკრაინელი მომღერალი (ლირიკო-კოლორატურული სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1925 წელს).

ჩავესი კარლოს - მექსიკელი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი (1899-1978 წწ).

ჩავესი უგო - ვენესუელის პრეზიდენტი 1998 წლიდან (დაიბადა 1954 წელს).

ჩავეს ოროსკო - მექსიკელი ისტორიკოსი და სოციოლოგი (1901-1966 წწ).

ჩავინ-დე-უანტარი (ესპ. Chavin de Huantar) - არქეოლოგიური ნაქალაქარი პერუში, მდებარეობს ზღვის დონიდან 3200 მეტრზე ანდებში, ანკაშის რეგიონში, ლიმიდან 250 კმ-ზე სამხრეთით. მიეკუთვნება ჩავინის კულტურას, რომელიც აკონტროლებდა სავაჭრო გზებს დასავლეთში წყნარ ოკეანემდე და აღმოსავლეთით ამაზონამდე.

ჩათა - მთა (4099 მეტრი) და მყინვარი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის მასივზე.

ჩათახი

1) მთა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

2) მთა წალკის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ქედზე (2630 მეტრი).

3) სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

ჩათვლა

1) სტუდენტის ცოდნის შეჯამებითი შემოწმება (ჩვეულებრივ ნიშნის დაუსმელად).

2) რაიმე სპორტულ შეჯიბრებაში მოპოვებული შედეგების შეფასება მოგროვილი ქულების მიხედვით.

ჩათინთაუ - მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

ჩათინი - მთა (4412 მეტრი) და უღელტეხილ მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

ჩათირქოლი - გაუდინარი ტბა ყირგიზეთში, ცენტრალურ ტიან-შანში (სიღრმე 3,8 მეტრი).

ჩათო - ძუისაგან ან თხის ბალნისაგან დაწნული მოკლე (ყულფიანი) თოკი.

ჩაი (ჩინ.) - მარადმწვანე მცენარე; მოჰყავთ მისი ფოთლებისათვის; მის საგანგებოდ გამოშრობილ და დამუშავებულ ფოთლებს იყენებენ ცხელი სურნელოვანი სასმელის დასამზადებლად.

ჩაიდანი (სპარს.) - ჭურჭელი, რომელსაც ტუჩიანი მილი აქვს (სითხის გადმოსასხმელად).

ჩაიკოვსკი - ქალაქი რუსეთის პერმის ოლქში (90 ათასი).

ჩაილდი გორდონ ვიერ - ინგლისელი არქეოლოგი (1892-1957 წწ).

ჩაიკოვსკი ჩარლზ მანინგ - ამერიკელი ბიოლოგი (1869-1954 წწ).

ჩაილური

1) სოფლების დიდი ჩაილურის და პატარა ჩაილურის გავრცელებული სახელი (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი).

2) მდინარე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 29,6 კილომეტრი).

ჩაინვორდი (ინგლ.) - კროსვორდის ნაირსახეობა; ერთმანეთზე გადასაბმელი სიტყვები ბოლო და პირველი ასოებით.

ჩაინტაუნი (ინგლ.) - სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში ჩინელებით დასახლებული კვარტალი.

ჩაისუბანი

1) სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ჩაქვისწყალზე, ზღვის დონიდან - 150 მეტრი.

2) სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი: ჩაისუბანი, გორაბერეჟოული, ვაზიანი, ინტაბუეთი, შუბანი. სოფლის ადრინდელი სახელწოდებაა ჯვარცმა. სოფლის ტერიტორიაზე გადის კურორტ ბახმაროსთან დამაკავშირებელი გზა.

ჩაიტია - სხვადასხვა სახის საკულტო დანიშნულების ობიექტების სახელწოდება ინდოეთში.

ჩაიუპი (ნამდვილი გვარი ჩაკო) ანდონ - ალბანელი პოეტი (1866-1930 წწ).

ჩაიხანა (სპარს.) - იგივეა, რაც საჩაიე.

ჩაკა - ზულუსების მმართველი (დაახლოებით 1787-1828 წწ).

ჩაკალიდი ანასტას - მომღერალი (ლირიკული ტენორი), საქართველოს სახალხო არტისტი (1909-1982 წწ).

ჩაკაჩუკი - გაბმული, გამუდმებული კაკუნი; კაკაკუკი.

ჩაკი ალექსანდრე (ნამდვილი გვარი ჩადარაინისი) - ლატვიელი პოეტი (1901-1950 წწ).

ჩაკი - იხილე ჩააქი.

ჩაკირული - მკვრივი აგებულებისა; ჩასკვნილი.

ჩაკიტაური - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზემო სურების თემში. მდებარეობს მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან - 460 მეტრი.

ჩაკლაისი მარის - ლატვიელი პოეტი (დაიბადა 1940 წელს).

ჩაკლაკი - იგივეა, რაც ყანჩა.

ჩაკმა (Papio ursinus) - ცხვირვიწრო მაიმუნი პავიანის გვარისა.

ჩაკო

1) ბუნებრივი არე სამხრეთ ამერიკაში.

2) პროვინცია არგენტინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ადმინისტრაციული ცენტრი - რესისტენსია.

ჩაკოვსკი ალექსანდრე - რუსი მწერალი (1913-1994 წწ).

ჩაიკოვსკი მოდესტ - რუსი დრამატურგი, ლიბრეტისტი, მუსიკის კრიტიკოსი (1850-1916 წწ).

ჩაიკოვსკი პეტრე - რუსი კომპოზიტორი (1840-1893 წწ).

ჩაკონა (ესპან.) - ძველებური ესპანური ცეკვა.

ჩაკრი - ტაილანდის (სიამის) მეფეთა დინასტია (1782 წლიდან).

ჩაკრულო - ქართული ხალხური სიმღერა, რომელიც ამერიკულ ხომალდ „ვოიაჯერს“ გააყოლეს კოსმოსში 70-იან წლებში, როგორც დედამიწელთა პოლიფონიური მუსიკის ნიმუში.

ჩალა

1) სიმინდის, ღომის, ბრინჯის და მისთანებსი ღერო და ფოთლები, მეტწილად ხმელი.

2) ჭაობის ან წყლის ნაპირის მაღალი ბალახი.

ჩალაბულა - ჩალის, თივისა და მისთანების ნარჩენები.

ჩალაბური - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი.

ჩალაგამოვლებული (პირში ჩალაგამოვლებული) - იმედგაცრუებული, მოტყუებული, შეცდენილი ვინმესგან.

ჩალამბარა - ერთწლოვანი ბალახი ქოლგოსანთა ოჯახისა; იჭმება.

ჩალამკალამი - იგივეა, რაც შალაფა.

ჩალამძივი (Coix lacruma lobi) - ბალახოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა; იკეთებს კვერცხის მოყვანილობის (სიმინდის მარცვლისოდენა) მაგარ სხეულებს, რომლებსაც იყენებენ მძივისა და კრიალოსნების ასასხმელად.

ჩალანგარი - აგურით ამოშენებული ხის ან ლითონის კარკასი კედლად.

ჩალაუბანი - სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 740 მეტრი, გურჯაანიდან - 15 კილომეტრი.

ჩალაუბნის (ნარიონალის) ტბა - ტბა მდებარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ლანჩხუთი-სამტრედიის გზატკეცილის მახლობლად, ლანჩხუთიდან 8 კმ-ზე. წყლის სარკე 8 ჰექტარია, მაქსიმალური სიღრმე 3 მეტრია, საშუალო-1,5 მეტრი.

ჩალაუბნისხევი - მდინარე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

ჩალაღაჯი - საკლავის ბეჭთშუა ნაწილი ქედს ქვემოთ.

ჩალაყვავილა - წყლის მრავალწლოვანი ბალახი; მისი ფესურები იჭმება.

ჩალახეში - აკვანში ჩასაფენი ლეიბი (გატენილი, ჩვეულებრივ, ქერის ბურდოთი).

ჩალვადარი (სპარს.) - ადამიანი, რომელიც ცხენებს ქირაზე ატარებდა.

ჩალითა - იგივეა, რაც შალითა.

ჩალითავი - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის ქედზე.

ჩალისფერი - რაც ფერით ჩალას მოგვაგონებს; ღია ყვითელი.

ჩალიჩი (თურქ.)

1) თასმების, თივისაგან და მისთანათაგან დაგრეხილი თოკი.

2) ლახტი, ლახტაობა.

3) იგივეა, რაც ჩალიჩობა.

ჩალიჩობა - მცდელობა რისამე გაკეთებისა, ვაინაჩრობა, ცოდვილობა.

ჩალმა (თურქ.) - ქსოვილის გრძელი ნაჭერი, რომელსაც მუსლიმანი მამაკაცები იხვევენ თავზე.

ჩალნა - ქალაქი ბანგლადეშში.

ჩალუკია - დინასტია სამხრეთ ინდოეთში (შუა საუკუნეები).

ჩალური - ჩალით დახურული სახლი.

ჩალუსი - ქალაქი ირანის მაზანდარანის ოსტანში.

ჩალხანა - მომცრო, ყურიანი თუჯის ან სპილენძის, ცეცხლზე ჩამოსაკიდებელი ქვაბი.

ჩალხეეთი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (წყალაფორეთის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე საკრაულის (ხანისწყლის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან - 520 მეტრი. ხარაგაულიდან - 24 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 4 კაცი.

ჩამა - მთა სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედის სამხრეთ შტოქედზე.

ჩამალეთისხევი - მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ლაიშურის მარჯვენა შენაკადი.

ჩამბა - ნიგერიაში, კამერუნსა და ჩადში მცხოვრები ხალხი.

ჩამბალი - მდინარე ინდოეთში, მდინარე ჯამნის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 830 კილომეტრი).

ჩამბარაკი - ქალაქი სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, გეღარკუნიკის მარზში. მდებარეობს ერევნიდან 125 კილომეტრზე.

ჩამდო (ჩანდუ) - ქალაქი ჩინეთის ტიბეტის ავტონომიურ რაიონში (50 ათასი).

ჩამიჩანი ჯაკომო - იტალიელი ქიმიკოსი (1857-1922 წწ).

ჩამიჩი (თურქ.) - შემჭკნარი (ჩვეულებრივ თონეში შემწვარი) ყურძენი; ქიშმიში.

ჩამო - რთული წინსართი ზმნისა (ჩა და მო); ჩვეულებრივ აღნიშნავს მოქმედებას ზემოდან ქვემოთ.

ჩამორო - მარიანის კუნძულების ძირითადი მოსახლეობის სახელი.

ჩამორო ბარიოსი ვიოლეტა დე - ნიკარაგუის პრეზიდენტი ქალი 1990-1996 წლებში (დაიბადა 1930 წელს).

ჩამორჩენილი - დაბალ დონეზე მყოფი (კულტურული მიღწევების მიხედვით); განუვითარებელი.

ჩამპა - იხილე ტაიმპა.

ჩამპი კარლო აზეგლიო - იტალიის პრეზიდენტი 1999 წლიდან (დაიბადა 1922 წელს).

ჩამური - ერთგვარი საცეხველი - როდინისებურად ამოღრუტნული დიდი ქვა ღომის, ბრინჯის და მისთანების საცეხვავად (იციან გურიაში).

ჩამჩა (სპარს.-თურქ.) - დიდი ღრმა კოვზი ქვაბიდან წვნიანის ამოსაღებად და დასასხმელად.

ჩამჩიანი მიქაელ - სომეხი ისტორიკოსი და ფილოლოგი (1738-1823 წწ).

ჩამძვრალა - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

ჩანა (სპარს.)

1) ქვედა ყბა (ადამიანისა, საქონლისა);

2) სიმებიანი საკრავის მუცელი.

ჩანადირთკარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბაზალეთის თემის საკრებულო), ბაზალეთის პლატოზე, ბაზალეთის ტბის ჩრდილოეთით. ზღვის დონიდან - 920 მეტრი, დუშეთიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 191 კაცი.

ჩანართი

1) ჩართული, დამატებული ფურცელი.

2) ჩამატებული ადგილი (ტექსტში).

ჩანასახი - ორგანიზმი თავის განვითარების უადრეს საფეხურზე, როდესაც ის ცხოვრობს დედის ორგანიზმის ან კვერცხში არსებულ საკვებ ნივთიერებათა ხარჯზე.

ჩანაფიქრი

1) რაც ჩაიფიქრეს, ნაფიქრი.

2) ნააზრევი, იდეა.

ჩანაქკალე

1) პროვინცია (ილი) ჩრდილოეთ-დასავლეთ თურქეთში, მარმარილოს ზღვის რეგიონში. მოიცავს 12 რაიონს, განფენილია როგორც ევროპაში ასევე აზიაში.

2) ქალაქი თურქეთში, პორტი მარმარილოს ზღვის პირას, ამავე სახელწოდების ვილაიეთის (ილის) ადმინისტრაციული ცენტრი (75 ათასი - 2000 წ).

ჩანაქკალე-ბოღაზი - იხილე დარდანელი.

ჩანაწერი

1) რაც ჩაწერეს, ჩაწერილი.

2) ჩაწერილი რამ.

ჩანახატი - სახელდახელოდ შესრულებული ნახატი.

ჩანახევრებული - ნახევრამდე დაყვანილი (რამეში ჩადებული ან ჩასხმული).

ჩანახი (თურქ.)

1) გულამოღებული ხის (ან თუნუქისგან) გაკეთებული ცილინდრული ჭურჭელი გარკვეული ზომისა მარცვლეულისათვის (ან ფქვილისთვის).

2) ამ საწყაოს წონისა (დაახლოებით ნახევარი ფუთი).

3) ცხვრის ხორცით, ბადრიჯნითა და პომიდვრით გაკეთებული საჭმელი; ამზადებენ ცალ-ცალკე ულუფად ღუმელში შედგმულ თიხის ჯამებში.

ჩანახობით - ბევრი ჩანახის (მნიშვნელობა 2) ოდენობით.

ჩანახჩი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ჩანბაიშანი (კორეულად ჩანპექსანი) - ზეგანი ჩინეთსა და კორეაში.

ჩანგალათი - მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქერშავეთის მარჯვენა შენაკადი.

ჩანგალი (სპარს.)

1) ლითონის სამ ან ოთხკბილიანი ტარიანი სუფრის იარაღი საჭმლის ასაღებად.

2) სხვადასხვა სახისა და დანიშნულების კავისებური წვეტიანი იარაღი. || კავებიანი საყელური (მეცხვარის ძაღლისა).

3) ელექტროზონრის ბოლოზე დამაგრებული შტეფსელში შესარჭობი ორკაპა მოწყობილობა.

ჩანგალოვიჩი მიროსლავ - ოპერის სერბი მომღერალი (დაიბადა 1921 წელს).

ჩანგი (სპარს.) - სწორკუთხოვნად მოხრილი სიმებიანი სამუსიკო საკრავი, რომელსაც თითების გამოკვრით აჟღერებენ.

ჩანგილარი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში (ოკამის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 580 მეტრი, კასპიდან - 23 კილომეტრი.

ჩანგტანი (ჯანგტანგი) - ტიბეტის მთიანეთის ჩრდილოეთ ნაწილის სახელწოდება.

ჩანდარი კრიშან - ინდოელი მწერალი (1913-1977 წწ).

ჩანდ ბარდაი - ინდოელი პოეტი (დაახლოებით 1148-1192 წწ).

ჩანდერნაგარი - იხილე ჩანდრანაგარი.

ჩანდე - ქალაქი ცენტრალურ ჩინეთში, ხუნანის პროვინციაში (230 ათასი).

ჩანდიგარჰი

1) (ჩჰანდიგარჰ) ქალაქი ინდოეთში, პენჯაბის და ჰარიანის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.

2) მოკავშირე ტერიტორია ინდოეთში.

ჩანდიდასი ანანტა ბადუ - ინდოელი პოეტი (XIV-XV საუკუნეები).

ჩანდლერი რაიმონდ ტორნტონ - ამერიკელი მწერალი, დეტექტივების ოსტატი (1888-1959 წწ).

ჩანდპური - ქალაქი ბანგლადეშის ჩიტაგონგის ოლქში.

ჩანდრა რომეშ - ინდოეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, ჟურნალისტი (დაიბადა 1919 წელს).

ჩანდრაგუპტა - ძველინდური სახელმწიფოს, მაგადჰის, მეფე ძვ.წ.აღ. 317-293 წლებში.

ჩანდრაგუპტა I - ინდოეთის მეფე დაახლოებით 320 - 340 წლებში.

ჩანდრაგუპტა II - ინდოეთის მეფე 380 - 415 წლებში.

ჩანდრანაგარი - ქალაქი-პორტი ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში.

ჩანდრასეკარი სუბრაჰმანიან - ამერიკელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი, 1983 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1910-1995 წწ).

ჩანდუ - იხილე ჩამდო.

ჩანთა (თურქ.) - ტყავის (ქსოვილის) მომცრო, მხარზე გადასაკიდებელი (ან ხელში დასაჭერი) სათავსი.

ჩანთოსანი - ჩანთოსნები - ძუძუმწოვარა ცხოველები, რომელთაც მუცელზე განვითარებული აქვთ ტყავის ჩანთისებური ღრუ ნაშიერის სატარებლად.

ჩანი - გაუდინარი ტბა რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქში (სიღრმე 10 მეტრამდე).

ჩანი ჯეკი (ნამდვილი სახელი ჩან კუნსუნი) - ჩინელ-ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი (დაიბადა 1954 წელს).

ჩან კაიში (ძიან ძეში) - გომინდანის რეაქციული რეჟიმის ხელმძღვანელი ჩინეთში (1887-1975 წწ).

ჩანო გალეაცო - ფაშისტური იტალიის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი (1903-1944 წწ).

ჩანპექსანი - იხილე ჩანბაიშანი.

ჩან სინ ოპი (ტიან სინ ობი, ფსევდონიმი - ო ვონი) - კორეელი ფერმწერი (1845 - 1899 წწ).

ჩანტლაძე თენგიზ - მსახიობი და რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი; თბილისის მინიატურების თეატრის დამაარსებელი (1933-1988).

ჩანტლაძე შოთა - მწერალი (1928-1968 წწ).

ჩანტლისყურე - სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში, (ჭიკაანის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს ალაზნის ვაკეზე. ზღვის დონიდან - 350 მეტრი. ყვარლიდან - 12 კილომეტრი.

ჩან ფუ - კომუნისტური მოძრაობის ერთ-ერთი ფუძემდებელი ვიეტნამში (1901-1931 წწ).

ჩანქირი - პროვინცია (ილი) თურქეთში, ცენტრალური ანატოლიის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ჩანქირი. მოიცავს 12 მრაიონს.

ჩანშა - ქალაქი ჩინეთში, ხუნანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (1,1 მილიონი).

ჩანჩალი - ფეხის ათრევით, უღონოდ სიარული.

ჩანჩეთი - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ჩანჩუნი - ქალაქი ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, გირინის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (1,7 მილიონი).

ჩანჩურა

1) უშნო, ულაზათო, უგერგილო ვინმე.

2) მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა.

ჩანჩუხი - იგივეა, რაც ხიფა.

ჩანჩქერი

1) სოფელი გაგრის შემოგარენში.

2) ჩქეფა, ჩხრიალი (წყლისა).

ჩანჩხალო - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ჩანჩქერი - ციცაბოზე გადმომდინარე წყლის ნაკადი.

ჩანჩხარი

1) ჩხრიალი, ჩხარუნი.

2) კრუხის ხმიანობა.

ჩანჯი - ქალაქი ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში, შანსის პროვინციაში (320 ათასი).

ჩანჯოუ (უძინი) - ქალაქი ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ძიანსუს პროვინციაში (530 ათასი).

ჩან ჰინგ დაო (ჩან კუოკ ტუანი) - ვიეტნამელი მხედართმთავარი (1226-1300 წწ).

ჩაო - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

ჩაოანი (ჩაოჯოუ) - ქალაქი ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში.

ჩაოჯოუ - იხილე ჩაოანი.

ჩაპაევი ვასილი - 1918-20 წლების რუსეთის სამოქალაქო ომის გმირი (1887-1919 წწ).

ჩაპაევკა - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

ჩაპაევსკი (1929 წლამდე ივაშჩენკოვო) - ქალაქი რუსეთის სამარის ოლქში (85 ათასი).

ჩაპალა - უდიდესი ტბა მექსიკაში (სიღრმე 33 მეტრი).

ჩაპეკი იოსეფ - ჩეხი ფერმწერი (1887-1945 წწ).

ჩაპეკი კარელ - ჩეხი მწერალი (1890-1938 წწ).

ჩაპლიგინი - ქალაქი რუსეთის ლიპეცკის ოლქში.

ჩაპლინი სიდ - ინგლისელი მწერალი (1916-1986 წწ).

ჩაპლინი ჩარლზ სპენსერ - ამერიკელი რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, კომპოზიტორი (1889-1977 წწ).

ჩაპმენი ჯორჯ - ინგლისელი პოეტი და დრამატურგი (1559-1634 წწ).

ჩაპუტკუნებული - ჩასუქებული, ჩამრგვალებული.

ჩაჟაში - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ჩარა

1) (სპარს.) - საშუალება; საშველი.

2) მდინარე აღმოსავლეთ ციმბირში, ოლეკმის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 851 კილომეტრი).

ჩარაიმაკები - ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მცხოვრები ხალხი (600 ათასი).

ჩარანი (შალსოლა ერიცოიდეს) - დაბალტანიანი ბუჩქი ნაცარქათამასებრთა ოჯახისა; იზრდება მლაშობებზე, ცხვრის კარგი საკვებია.

ჩარბი

1) ტუჩი, ბაგე, ლაში.

2) მტაცებელი ფრინველის ნისკარტი.

ჩარგალი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მაღაროსკარის თემის საკრებულო), ქართლის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე. მდინარე ჩარგლულას (ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 1200 მეტრი, დუშეთიდან - 52 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 100 კაცი. ვაჟა-ფშაველას მშობლიური სოფელი.

ჩარგაფი ერვინ - ავსტრიელ-ამერიკელი ბიოქიმიკოსი (1905-2002 წწ).

ჩარგლისთავი - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქართლის ქედზე.

ჩარგლისწყალი - იხილე ჩარგლულა.

ჩარგლულა (ჩარგლისწყალი) - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი, სათავე აქვს ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე, 2338 მეტრ სიმაღლეზე (სიგრძე - 9,2 კილომეტრი, აუზის ფართობი - 35,4 კმ).

ჩარდავრიშიანი - ძველი ქართული მწერლობის ანონიმური ნათარგმნი ძეგლი, საზღაპრო ეპოსი - ერთ ჩარჩოში მოქცეული მოთხრობების კრებული.

ჩარდარა - ქალაქი ყაზახეთის ჩიმკენტის ოლქში.

ჩარდაში (უნგრ.) - უნგრული ხალხური ცეკვა.

ჩარდახი (სპარს.)

1) სასახლის ბანის ნაწილი, სვეტზე დადგმული და გუმბათით გადახურული.

2) ურმის ჭალებზე გადაყვანილი კამარა, ფარდაგით გადახურული.

3) ყუთისმაგვარი უიატაკო მინაშენი თუშური ამ ხევსურული ციხე-კოშკის კედელზე.

4) სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (წეროვნის თემის საკრებულო), სხალტბის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 630 მეტრი, მცხეთიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 829 კაცი.

ჩარენცავანი (1967 წლამდე ლუსავანი) - ქალაქი სომხეთში (35 ათასი).

ჩარენცი (ნამდვილი გვარი სოღომონიანი) ეღიშე - სომეხი პოეტი, პროზაიკოსი, პუბლიცისტი (1897-1937 წწ).

ჩარექა

1) სითხის (უპირატესად ღვინის, არყის....) საზომი ერთეული; უდრის დაახლოებით ერთ ლიტრს.

2) თიხის ჭურჭელი, რომელშიც ამ ოდენობის ღვინო ეტევა.

ჩარექაული - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ზემო ხოდაშნის თემის საკრებულო), მდინარე ხოდაშნისხევის (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან - 670 მეტრი. ახმეტიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 15 ადამიანი.

ჩარექი (სპარს.)

1) საწყაოს ან საზომი ერთეულის მეოთხედი.

2) იგივეა, რაც ჩარექა.

ჩარეცხილი - წალეკილი.

ჩარინი - მდინარე ყაზახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ილის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 427 კილომეტრი).

ჩარირამა - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1972 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ნიკოლოზ სანიშვილი. სცენარის ავტორები - გია ბადრიძე, ნიკოლოზ სანიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - გივი რაჭველიშვილი. კომპოზიტორი - გომარ სიხარულიძე. მთავარ როლებში: თინათინ ვარდანაშვილი, გოგი ქავთარაძე, გოგი ქავთარაძე, კოტე დაუშვილი, დუდუხანა წეროძე, გიორგი გეგეჭკორი, ბადრი ბეგალიშვილი, ელენე ყიფშიძე, ალექსანდრე კუპრაშვილი, გივი თოხაძე, ვახტანგ ნინუა.

ჩარიქარი - ქალაქი ავღანეთში, ფარვანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ჩარიში - მდინარე რუსეთის ალთაის მხარეში, ობის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 547 კილომეტრი).

ჩარკვიანი კანდიდ - საქართველოს კპ ცკ-ს პირველი მდივანი 1938-52 წლებში (1907-1994 წწ).

ჩარკვიანი ჯანსუღ - პოეტი, საზოგადო მოღვაწე (დაიბადა 1931 წელს).

ჩარლზ I - ინგლისის მეფე (1600-1649 წწ).

ჩარლზ II - ინგლისის მეფე (1630-1685 წწ).

ჩარლსტონი

1) ქალაქი აშშ-ს აღმოსავლეთ ნაწილში, დასავლეთ ვირჯინიის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (250 ათასი).

2) ქალაქი აშშ-ს სამხრეთ კაროლინის შტატში (510 ათასი).

3) (ინგლ.) - ამერიკული სამეჯლისო ცეკვა.

ჩარლტონი რობერტ (ბობი) - ინგლისელი ფეხბურთელი (ნახევარმცველი), ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი (დაიბადა 1937 წელს).

ჩაროზი (თურქ.) - იგივეა, რაც დესერტი.

ჩარსავი (სპარს.)

1) იგივეა, რაც შალითა.

2) იგივეა, რაც ზეწარი.

ჩარსკაია ლიდია (ნამდვილი გვარი ვორონოვა, ქორწინებაში ჩურილოვა) - რუსი მწერალი ქალი (1875-1937 წწ).

ჩარსკი - ქალაქი ყაზახეთის სემიპალატინსკის ოლქში.

ჩარტაკი - ქალაქი უზბეკეთის ნამანგანის ოლქში (40 ათასი).

ჩარტერი (ინგლ.) - გემთმფლობელსა (ან ავიაკომპანიასა) და დამქირავებელს შორის დადებული ხელშეკრულება მთელი გემის (თვითმფრინავის) ან მისი ნაწილის იჯარით აღების შესახებ გარკვეული ვადით (ან გარკვეულ რეისზე).

ჩარტიზმი (ინგლ.) - XIX საუკუნის 30-40-იან წლებში ინგლისში მუშათა რევოლუციური მოძრაობა, რომლის მიზანი იყო პოლიტიკურ უფლებათა მოპოვება და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ჩარტისტი - ჩარტიზმის მომხრე, მიმდევარი.

ჩარჩი (სპარ.-თურქ.) - გადამყიდველი, ქორვაჭარი.

ჩარჩო (სპარს.)

1) ლარტყების ან ძელაკებისაგან შეკრული ოთხკუთხა ან სხვა ფორმის საგანი, რომელშიც მინას, სურათს და მისთანებს ათავსებენ.

2) ხის შეკრული ოთხკუთხედი, რომელშიც ფუტკრები ფიჭას ამოაშენებენ. 3) ჩონჩხი სათვალის მინებისათვის.

ჩარხი (სპარს.) - საბრუნებელი მანქანა ლითონის, ხის და მისთანების დასამუშავებლად.

ჩარჯოუ - ქალაქი თურქმენეთში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (170 ათასი).

ჩასავალი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ჩასკვნილი - დაბალ-დაბალი, მხარბეჭიანი.

ჩასლავსკა ვერა - ჩეხი სპორტსმენი ქალი (სპორტული ტანვარჯიში), 1964 და 1968 წლების ოლიმპიური თამაშების ორგზის აბსოლუტური ჩემპიონი და 5 ოლიმპიური ოქროს მფლობელი ცალკეულ იარაღებზე ვარჯიშში (დაიბადა 1942 წელს).

ჩასოვ იარი - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში.

ჩასტუშკა - რუსული ხალხური ზეპირსიტყვიერებისა და მუსიკალური ფოლკლორის ჟანრი.

ჩატანუგა - ქალაქი აშშ-ს ტენესის შტატში (150 ათასი).

ჩატემი - ვულკანური კუნძულები წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, შედის ახალი ზელანდიის შემადგენლობაში.

ჩატერტონი ტომას - ინგლისელი პოეტი (1752-1770 წწ).

ჩატერჯი სუნიტა კუმარ - ინდოელი ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე და საზოგადო მოღვაწე (1890-1977 წწ).

ჩატურანგა (სანსკრ.) - ძველი ინდური თამაში, ჭადრაკის წინამორბედი (წარმოიშვა ძვ.წ.აღ. V საუკუნეში); თამაშობდნენ ოთხნი.

ჩაუსი - ქალაქი ბელორუსიის მოგილიოვის ოლქში.

ჩაუშესკუ ნიკოლაე - რუმინეთის კომპარტიის გენერალური მდივანი 1965 წლიდან და პრეზიდენტი 1974 წლიდან სიკვდილამდე (1918-1989 წწ).

ჩაუ-ჩაუ - ჩინეთში გამოყვანილი ჯიში ძაღლისა.

ჩაუცმელი

1) ვინც ჩაცმული არ არის.

2) (გადატანით) ცუდად, ღარიბულად ჩაცმული.

ჩაფართხუნებული - ულაზათოდ გრძელი და განიერი (ტანსაცმელი).

ჩაფარი (თურქ.)

1) დაბალი ჩინის პოლიციელი.

2) შიკრიკი.

3) მცველი.

ჩაფარიში - სხვადასხვაგვარი ზონარი, არშია ტანსაცმლის მოსართავად ან შიგნითა ნაკერებზე მოსავლებად.

ჩაფეხვილი - ძველი, დანგრევის პირას მისული.

ჩაფი

1) თიხის მოზრდილი, ცალყურა, დაბალყელიანი და ფართოპირიანი ჭურჭელი.

2) ღვინის საწყაო, დაახლოებით ერთი ფუთი ტევადობისა.

ჩაფი როჯერ - აშშ-ს კოსმონავტი-მფრინავი (1935-1967 წწ).

ჩაფურა - პატარა ჩაფი.

ჩაფხუტი

1) ლითონის თავსაბურავი მეომრისა.

2) ტყავის ან სხვა მასალის სპეციალური თავსაბურავი, ხმარობენ მფრინავები, მოტოციკლისტები.

ჩაქაფული - ცხვრის ხორცისაგან დამზადებული კერძი.

ჩაქვი - დაბა ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

ჩაქვისთავი - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

ჩაქვის ქედი - ქედი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის განშტოება.

ჩაქვისწყალი - მდინარე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.

ჩაქი (სპარს.) - ამოუკერავად დატოვებული ადგილი ზედა სამოსელის გვერდით კალთებზე.

ჩაქისმთა-მათურა - იხილე ჭაკისმთა-მათურა.

ჩაქისხევი - იხილე ჭაკისხევი.

ჩაქოლვა - ძველ ქართულ სამართალში - სიკვდილით დასჯის სახეობა

ჩაქსტე იანის - ლატვიის პრეზიდენტი 1922-27 წლებში (1859-1927 წწ).

ჩაქსულა

1) იგივეა, რაც ზოლი.

2) ზოლიანი (ქსოვილი). || ნაოჭიანი, ჩაქებიანი (კაბა).

ჩაქურა - გურულების, აჭარლებისა და მესხების ძველებური ტანსაცმელი - მოკლე, წელზევითა ჩოხა და ვიწროტოტებიანი, თავგანიერი, ხვანჯრიანი შარვალი.

ჩაქუჩი (თურქ.) - ხისტარიანი რკინის იარაღი.

ჩაქჩაქი - რყევით სიარული (ცხენისა, სახედრისა).

ჩაღათა-ხანი - მონღოლი ხანი, ჩინგიზ-ყაენის მეორე შვილი (გარდაიცვალა 1242 წელს).

ჩაღანა - ერთგვარი ძველებური მუსიკალური საკრავი.

ჩაღმა

1) იგივეა, რაც დაღმა.

2) თუშეთის ერთ-ერთი ისტორიული თემი (ახმეტის მუნიციპალიტეტი).

ჩაღმის ალაზანი - მდინარე, იხილე თუშეთის ალაზანი.

ჩაშნიკი - ქალაქი ბელორუსიის ვიტებსკის ოლქში.

ჩაჩავა ვაჟა - პიანისტი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1933 წელს).

ჩაჩავა ნიკოლოზ - პოეტი (1901-1974 წწ).

ჩაჩაკი - ქალაქი სერბიაში (იუგოსლავია).

ჩაჩანაკი

1) სიბერით დაუძლურებული.

2) (ჩაჩანაგი) - ავშარის ნაწილი, საბლის გამოსაბმელი რკინის რგოლი.

ჩაჩანიძე ნოდარ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1929 წელს).

ჩაჩანიძე როდამ - მწერალი (დაიბადა 1926 წელს).

ჩაჩაჩული - ულაზათოდ დაბლა ჩაწეული, ტანზე ულაზათოდ მომდგარი ტანსაცმელი.

ჩაჩი

1) ძველი, უბრალო, უშნო ქუდი.

2) ქსოვილის საშინაო ქუდი მამაკაცისა.

3) თეთრი ქსოვილის რბილი ქუდი (იხურავენ მუშაობის დროს, სადაც განსაკუთრებით საჭიროა ჰიგიენური პირობების დაცვა).

4) ძუძუთა ბავშვის ქუდი.

5) მყინვარი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედის სამხრეთ კალთაზე.

ჩაჩიბაია არჩილ - მწერალი და ლიტერატურათმცოდნე (1909-1990 წწ).

ჩაჩიკაშვილები - XVIII-XIX საუკუნეებში მოღვაწე ქართველ კალიგრაფ-მწერალთა ოჯახი (ნიკოლოზ მღვდელი და მისი ვაჟები: კორნილე და თომა).

ჩაჩინაგი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ჩაჩნები - იხილე ჩეჩნები.

ჩაჩუა აკაკი - მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 60, 63 კგ). 2000 წლის სიდნეის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი და 2004 წლის ათენის ოლიმპიადის მონაწილე (IX ადგილი), ევროპის ჩემპიონატების მეორე (1999) და მესამე (1997) პრიზიორი, მსოფლიოს თასის მფლობელი გუნდურ პირველობაში (2004) (დაიბადა 1969 წელს).

ჩაჩუა მიხეილ - მწერალი (დაიბადა 1926 წელს).

ჩაჩუბეთი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

ჩაჩულია - ადამიანი, რომელიც ულაზათოდ იცვამს.

ჩაჩუნი - მსუბუქი ფრთხიალი, მოძრაობა; ფაჩუნი.

ჩაჩქანი

1) ძველებური საბრძოლო თავსაბურავი ლითონისა.

2) მეხანძრეთა, სამხედრო პირთა და სხვათა ლითონის საგანგებო თავსაბურავი.

ჩაჩქუნი - რტყმა, ცემა (თავში...).

ჩაჩხრიალა - სოფელი მუნიციპალიტეტში (შახვეტილას თემის საკრებულო). მდინარე ილტოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 640 მეტრი, ახმეტიდან - 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 53 ადამიანი.

ჩაწექითი - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ჩაწიკწიკებული

1) წვრილი ასოებით მჭიდროდ, ლამაზად დაწერილი

2) კოხტად ჩამწკრივებული.

ჩაწყობილა (Lathraea squamaria) - პარაზიტი მცენარე; იკეთებს მოვარდისფრო ყვავილს. პარაზიტობს ხის ფესვებზე.

ჩახავა მედეა - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1921-2009 წწ).

ჩახანა - შუაცეცხლზე ჩამოსაკიდებელი თუჯის ქვაბი.

ჩახანი - რკინის რკინაზე ცემის ხმა.

ჩახეთა - მდინარე თერჯოლის მუნიციპალიტეტში, წყალწითელას მარცხენა შენაკადი.

ჩახურისხევი - მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში, სტორის მარჯვენა შენაკადი.

ჩახმახი (თურქ.) - თოფის, რევოლვერის და მისთანების ცეცხლსასროლი მექანიზმის დამცემი ნაწილი.

ჩახოხბილი - ქართული ეროვნული კერძი - ხოხბის (ქათმის ან სხვა ფრინველის) შეჭამანდი, ერბოში მოხრაკული ხახვითა და პომიდვრის წვენით.

ჩახრუხაული - ქართული ლექსის ფორმა - ოთხტაეპიანი სტროფი ოცმარცვლიანი ტაეპითა და შინაგანი რითმით.

ჩახრუხაძე - XII-XIII საუკუნეების ქართველი პოეტი, რომელსაც მიეწერება „თამარიანის” ავტორობა.

ჩახჩახა - კაშკაშა, მოელვარე.

ჩახჩახი - კაშკაში, ბრწყინვა, ელვარება.

ჩაჯაჯული - უშნოდ, ულაზათოდ ჩაცმული.

ჩაჰარ-აიმაკები - ჩრდილო-დასავლეთ ავღანეთში მცხოვრები ირანული და თურქულ-მონღოლური წარმოშობის ხალხთა ჯგუფის საერთო სახელი.

5.2 ჩბ

▲ზევით დაბრუნება


ჩბაართა - მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, დოხვართის მარცხენა შენაკადი.

5.3 ჩე

▲ზევით დაბრუნება


ჩებანი ტამარა - ოპერის მოლდაველი მომღერალი ქალი (სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1914-1990 წწ).

ჩებარკული - ქალაქი რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში (50 ათასი).

ჩებოქსარი (ჩუვაშურად შუფაშქარი) - ქალაქი რუსეთში, ჩუვაშეთის რესპუბლიკის დედაქალაქი (460 ათასი).

ჩეგოლა

1) მდინარე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

2) მთა და უღელტეხილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე (2928 მეტრი).

ჩედუიკი ჯეიმზ - ინგლისელი ფიზიკოსი, 1935 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1891-1974 წწ).

ჩევა ჯოვანი - იტალიელი მათემატიკოსი (1648-1734 წწ).

ჩევაკინსკი სავა - რუსი არქიტექტორი, რუსული ბაროკოს წარმომადგენელი (1713წ - 1774-სა და 1780 წლებს შორის).

ჩეზალპინო (cezalpinusi) ანდრეა - იტალიელი ექიმი, ბუნებისმეტყველი და ფილოსოფოსი (1519-1603 წწ).

ჩეზარო ერნესტო - იტალიელი მათემატიკოსი (1859-1906 წწ).

ჩეზენა - ქალაქი იტალიის ფორლის პროვინციაში.

ჩეთამი

1) ქალაქი ვულკანების კუნძულების ჯგუფში წყნარ ოკეანეში, ეკუთვნის ახალ ზელანდიას.

2) ქალაქი დიდი ბრიტანეთის კენტის საგრაფოში (ინგლისი).

ჩეთარი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ჩეიზი ჯეიმზ ჰედლი - ინგლისელი მწერალი, დეტექტივის ოსტატი (1906-1985 წწ).

ჩეიმბერზი

1) რობერტ - ამერიკელი ციტოლოგი (1881-1957 წწ).

2) უილიამ - ინგლისელი არქიტექტორი (1726-1796 წწ).

ჩეინი (ინგლ.) - სიგრძის ინგლისური საზომი, უდრის 20,1 მეტრს.

ჩეინი ერნესტ ბორის - ინგლისელი ბიოქიმიკოსი, 1945 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ა.ფლემინგთან და ჰ.ფლორისთან ერთად (1906-1979 წწ).

ჩეინი რიჩარდ ბრიუს - აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი 2001 წლიდან (დაიბადა 1941 წელს).

ჩეისი სტიუარტ - ამერიკელი ეკონომისტი (1888-1980 წწ).

ჩეკალინი (1944 წლამდე ლიხვინი) - ქალაქი რუსეთის ტულის ოლქში.

ჩეკანაუსკასი ვიტაუტას - საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორი, ეროვნებით ლიტველი (დაიბადა 1930 წელს).

ჩეკანოვსკი იან - პოლონელი ანთროპოლოგი და ეთნოგრაფი (1882-1965 წწ).

ჩეკი

1) (რუს.) - აბრევიატურა სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიისა (Черезвичайная Комиссия), რომელიც არსებობდა 1917-21 წლებში კონტრრევოლუციის, საბოტაჟისა და სპეკულაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.

2) ცეცხლის საჩხრეკელი (საბა).

3) ტალახის საფხეკი რკინისა (ზოგჯერ ხისა), მომცრო ნიჩბის ფორმის მქონე.

4) (ინგლ.) დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მეანაბრის განკარგულებას ბანკისადმი, რათა მან მიმდინარე ანგარიშიდან გადაუხადოს ან გადაურიცხოს წარმდგენს გარკვეული თანხა.

5) სალაროში წარსადგენი ქვითარი, რომელზედაც აღნიშნულია საქონელში გადასახდელი თანხის რაოდენობა, აგრეთვე სალაროდან მიღებული ტალონი, რომელიც ადასტურებს საქონლის ფასის გადახდას.

ჩეკია - პატარა თოხი ბოსტანში სამუშაოდ (იმერეთში).

ჩეკისტი - ჩეკის (იხილე ჩეკა) მუშაკი; საერთოდ სახელმწიფო უშიშროების ორგანოს მუშაკი ყოფილ სსრკ-ში.

ჩეკურაანთგორი - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში, სიონის წყალსაცავის დასავლეთით. თემის ცენტრი (სოფლები: ალოტი, ბოკონი, ევჟენტი, ჩეკურაანთგორი, ძირხვნიანები). ზღვის დონიდან - 1240 მეტრი, თიანეთიდან - 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 90 კაცი.

ჩეკურაანთგორისხევი - მდინარე თიანეთის მუნიციპალიტეტში, ერთვის სიონის წყალსაცავს.

ჩელაკოვსკი ფრანტიშეკ ლადისლავ - ჩეხი პოეტი, ფოლკლორისტი (1799-1852 წწ).

ჩელგრენი იუსეფ - შვედი მწერალი (1907-1948 წწ).

ჩელებაძე რევაზ - ფეხბურთელი, თავდამსხმელი. თამაშობდა ქობულეთის „შუქურაში” (1973), ბათუმის „დინამოში” (1974-75, 1983-85), თბილისის „დინამოსა” (1976-82, 1985-87) და ლანჩხუთის „გურიაში” (1982). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 7 მატჩი (3 გოლი), სსრკ უმაღლეს ლიგაში - 158 (52 გოლი). 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, სსრკ ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და ორგზის მესამე (1976 გაზაფხული და შემოდგომა) პრიზიორი, სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1976, 79) და ფინალისტი (1980) (დაიბადა 1955 წელს).

ჩელებიზადე ისმაილ ასიმ ეფენდი - თურქი პოეტი, ისტორიკოსი და სამართლისმცოდნე (1685-1760 წწ).

ჩელეთი - ისტორიული კახეთის უძველესი ცენტრი, მდებარეობდა ივრის ზეგანის ზემო წელზე.

ჩელენი რუდოლფ - შვედეთის პოლიტიკური მოღვაწე (1864-1922 წწ).

ჩელენი - იხილე კელენი.

ჩელენტანო ადრიანო - იტალიელი კინომსახიობი, ესტრადის მომღერალი, რეჟისორი (დაიბადა 1938 წელს).

ჩელესტა (იტალ.) - საორკესტრო კლავიშიანი საკრავი (ფისჰარმონიის ტიპისა), გამოსცემს ნაზ, ზანზალაკისებრ ხმებს.

ჩელექენი

1) ქალაქი თურქმენეთში.

2) ნახევარკუნძული კასპიის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში.

ჩელექი - ქალაქი უზბეკეთის სამარყანდის ოლქში.

ჩელეხსათა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ჩელთი - მდინარე ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 28 კილომეტრი).

ჩელთისთავისწვერი - მთა ყვარლის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე.

ჩელიათა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ჩელიაძი - ქალაქი პოლონეთის კრაკოვის სავოევოდოში.

ჩელიაბინსკი - ქალაქი რუსეთში, ურალის მთების აღმოსავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (1,1 მილიონი).

ჩელინი ბენვენუტო - იტალიელი მოქანდაკე, იუველირი, მწერალი (1500-1571 წწ).

ჩელინჯერი - იხილე სპეის შატლი.

ჩელიუსკინი სემიონ - პოლარეთის რუსი მკვლევარი (დაახლოებით 1700-1760-ის შემდეგ).

ჩელკარი - ქალაქი ყაზახეთის აქტიუბინსკის ოლქში (30 ათასი).

ჩელმსფორდი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ესექსის საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი (150 ათასი).

ჩელნოკოვი ნიკოლოზ - ავიაციის გენერალ-მაიორი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1906-1974 წწ).

ჩელო - იგივეა, რაც ვიოლონჩელო.

ჩელტნემი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის გლოსტერშირის საგრაფოში (ინგლისი).

ჩელტა - იხილე ზანდური.

ჩელტი - იგივეა, რაც ლასტი.

ჩელხი - გაულეწავი პურეულის თავთავის ნაწილები, რომლებიც განიავების დროს ხვავზე ცვივა.

ჩემ - ენაცვლება მე ნაცვალსახელს თანდებულთა და ზმნისართთა დართვისას.

ჩემბერლენი ნევილ - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1937-40 წლებში (1869-1940 წწ).

ჩემბერლენი ოსტინ - დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მოღვაწე (1863-1937 წწ).

ჩემბერლენი ოუენ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1959 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ე.სეგრესთან ერთად (დაიბადა 1920 წელს).

ჩემბერლენი უილტონ ნორმან - ამერიკელი სპორტსმენი (კალთბურთი), NBA-ს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე (1936-1999 წწ).

ჩემბერლენი ჯოზეფ - დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მოღვაწე (1836-1914 წწ).

ჩემბერლენი ჰიუსტონ სტიუარტ - გერმანელი სოციოლოგი, წარმოშობით ინგლისელი (1855-1927 წწ).

ჩემბერლინი ედუარდ ჰეისტინგზ - ამერიკელი ეკონომისტი (1899-1967 წწ).

ჩემგვარი - ჩემი მსგავსი.

ჩემდა - ჩემთვის, ჩემ მომართ; ჩემდამი.

ჩემდამი - ჩემ მომართ.

ჩემდენი - იგივეა, რაც ჩემოდენი.

ჩემდროული - ჩემსავით დიდი ხნისა.

ჩემებრ - ჩემს მსგავსად; ჩემებურად.

ჩემებური - ისეთი, როგორიც მე ვიცი, შემიძლია, მჩვევია.

ჩემეული - ჩემი ნაქონი.

ჩემთვის

1) საჩემოდ, ჩემი გულისთვის.

2) მე მარტო, განცალკევებით.

ჩემი - კუთვნილებითი ნაცვალსახელი - რაც მე მაქვს, ვინც მე მყავს.

ჩემიანი - ჩემი ახლობელი, ჩემი ნათესავი, ჩემი ოჯახის წევრი.

ჩემით - მე თვითონ, ჩემი ნებით, სხვის დაუხმარებლად.

ჩემი მეგობარი ნოდარი - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1967 წელს. დამდგმელი რეჟისორი - დავით რონდელი. სცენარის ავტორები - რეზო ჭეიშვილი, დავით რონდელი. დამდგმელი ოპერატორი - ფელიქს ვისოცკი. კომპოზიტორი - რევაზ ლაღიძე. მთავარ როლებში: გოგი ხარაბაძე, გია კობახიძე, თეა ფირცხალავა, ჯემალ ღაღანიძე, ბაადურ წულაძე, ეროსი მანჯგალაძე, კარლო საკანდელიძე, გიორგი გეგეჭკორი, ზურაბ ლაფერაძე.

ჩემისთანა

1) ისეთი, როგორც მე ვარ; ჩემი მსგავსი.

2) ისეთი, როგორიც მე მაქვს ან მყავს.

ჩემი ქალაქის ვარსკვლავი - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1970 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ოთარ აბესაძე. სცენარის ავტორი - ოტია იოსელიანი. დამდგმელი ოპერატორები - არჩილ ფილიპაშვილი, ალექსანდრე დუბინსკი. კომპოზიტორი - არჩილ კერესელიძე. მთავარ როლებში: მედეა ბიბილეიშვილი, ლეო ფილფანი, კარლო საკანდელიძე, ზურაბ ქაფიანიძე, სესილია თაყაიშვილი, ეკატერინე ვერულეიშვილი, სპარტაკ ბაღაშვილი.

ჩემნაირი - იგივეა, რაც ჩემგვარი.

ჩემოდანი (სპარს.) - ხელში დასაჭერი სამგზავრო ყუთი.

ჩემოდენა

1) ჩემი ტოლი (ხნით, სიდიდით...).

2) იგივეა, რაც ჩემოდენი.

ჩემოდენი - იმდენი, რამდენიც მე მაქვს (მყავს); ჩემსავით ბევრი.

ჩემპიონატი - სპორტის რაიმე სახეობაში გამართული ასპარეზობა ჩემპიონის გამოსავლენად.

ჩემპიონი (ინგლ.) - წოდებულება, რომელიც ენიჭება სპორტულ ასპარეზობაში გამარჯვებულ პირს ან გუნდს.

ჩემულპო - იხილე ინჩხონი.

ჩემფერი - იგივეა, რაც ჩემისთანა.

ჩემხელა - იგივეა, რაც ჩემოდენა.

ჩენა ჯოვანი - იტალიელი პოეტი და ჟურნალისტი (1870-1917 წწ).

ჩენაი (ინგლ. Chennai, 1996 წლამდე მადრასი) - ქალაქი ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, ტამილნადის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (4,6 მილიონი - 2009 წ).

ჩენდლერი სეტ კარლო - ამერიკელი ასტრონომი (1846-1913 წწ).

ჩენდე - ქალაქი ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ხებეის პროვინციაში (150 ათასი).

ჩენდრავასიჰი (ვოგელკოპი) - ნახევარკუნძული ინდონეზიაში.

ჩენდუ - ქალაქი ცენტრალურ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (1,7 მილიონი).

ჩენ დუსიუ - ჩინეთის კომუნისტური პარტიის მოღვაწე (1879-1942 წწ).

ჩენი

1) ჩინელი ფილოსოფოსი (1033-1107 წწ).

2) ჩინეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1901-1972 წწ).

ჩენილი - იგივეა, რაც გაჩენილი.

ჩენინი ჩენინო - XIV საუკუნის იტალიელი მხატვარი, ავტორი წიგნისა „ფერწერის შესახებ”.

ჩენსლერი რიჩარდ - ინგლისელი მეზღვაური (გარდაიცვალა 1556 წელს).

ჩენსტოხოვა - ქალაქი პოლონეთში, ამავე სახელწოდების სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი.

ჩენტეზიმო (იტალ.) - ხურდა ფული იტალიაში, ლირის მეასედი ნაწილი.

ჩენ ტიანხუა - ჩინელი ბურჟუაზიული რევოლუციონერი (1875-1905 წწ).

ჩენჩო - მარცვლეულის ბუდე, კანი.

ჩენ ხაო - ჩინელი ფილოსოფოსი (1032-1085 წწ).

ჩეპმენი სიდნი - ინგლისელი ფიზიკოსი, გეოფიზიკოსი და მათემატიკოსი (1888-1970 წწ).

ჩეპცა - მდინარე რუსეთის ევროპულ ნაწილში, ვიატკის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 501 კილომეტრი).

ჩერა - ინდოეთის თანამედროვე შტატის, კერალას, ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ძვ.წ.აღ. I ათასწლეულის შუა წლებიდან ახ.წ.აღ. დასაწყისამდე.

ჩერანი - წვივის ძვლის წინა მხარე.

ჩერბერი ედუარდ - იხილე ჰერბერტ ჩერბერიელი.

ჩერგილი - ჩალის რამდენიმე კონა, წვეროებით ერთმანეთზე მიკრული და გასაშრობად დადგმული.

ჩერდინი - ქალაქი რუსეთის პერმის ოლქში.

ჩერეკი - მდინარე ჩრდილოეთ კავკასიაში, ბაქსანის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 76 კილომეტრი).

ჩერემოში - მდინარე უკრაინის დასავლეთ ნაწილში, პრუტის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 80 კილომეტრი).

ჩერემშინა მარკო (ნამდვ. სახელი და გვარი ივან სემანიუკი) - უკრაინელი მწერალი (1874-1927 წწ).

ჩერემხოვო - ქალაქი რუსეთის ირკუტსკის ოლქში.

ჩერეპანოვები - რუსი გამომგონებლები, მამა-შვილი, ააგეს პირველი ორთქლმავალი რუსეთში 1833-34 წლებში.

ჩერეპანოვო - ქალაქი რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქში.

ჩერეპოვეცი - ქალაქი რუსეთის ვოლოგდის ოლქში (325 ათასი).

ჩერვენი - ქალაქი ბელორუსიის მინსკის ოლქში.

ჩერვონეცი (რუს.)

1) პეტრე I-ის წინადროინდელ რუსეთში უცხოური ოქროს ფულის სახელწოდება.

2) რუსული ოქროს ფული სამი მანეთის ღირებულებისა XVIII საუკუნიდან მოყოლებული.

3) საბჭოთა კავშირში, 1922-1947 წლებში ათმანეთიანი საკრედიტო ბარათი.

ჩერვონოარმეისკი (1939 წლამდე რაძივილოვი) - ქალაქი უკრაინის როვნოს ოლქში.

ჩერვონოგრადი - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში (75 ათასი).

ჩერვონოკი ევგენი - ოპერის უკრაინელი მომღერალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1924-1982 წწ).

ჩერია - იგივეა, რაც თითისტარი.

ჩერიბონი - იხილე ჩირებონი.

ჩერიკოვი - ქალაქი ბელორუსიის მოგილიოვის ოლქში.

ჩერკასი - ქალაქი უკრაინაში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (300 ათასი).

ჩერკასოვი ნიკოლაი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1903-1966 წწ).

ჩერკესკი (1825-1931 წლებში ბატალპაშინსკაია) - ქალაქი რუსეთში, ყარაჩაევო-ჩერქეზეთის რესპუბლიკის დედაქალაქი (120 ათასი).

ჩერმაკი იაროსლავ - ჩეხი ფერმწერი (1830-1878 წწ).

ჩერმენი - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1970 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ნიკოლოზ სანიშვილი. სცენარის ავტორები - გრიგოლ პლიევი, ალექსანდრე მიშარინი, ნიკოლოზ სანიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - დუდარ მარგიევი. კომპოზიტორი - ილია გაბარაევი. მთავარ როლებში: ბიმბულატ ვატაევი, ვლადიმერ თხაფსაევი, კოსტა სლანოვი, კოტე დაუშვილი, ტერეზა კანტემიროვა.

ჩერმოზი - ქალაქი რუსეთის პერმის ოლქში.

ჩერნავოდა - ქალაქი-პორტი რუმინეთის კონსტანცას ჟუდეცში.

ჩერნაია ლიალია - იხილე ჩორნაია ლ.

ჩერნენკო კონსტანტინე - 1984-85 წლებში სკკპ ცკ-ს გენერალური მდივანი და სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე (1911-1985 წწ).

ჩერნენკო - რუსეთის კრასნოიარსკის მხარის ქალაქ შარიპოვოს სახელი 1985-88 წლებში.

ჩერნი კარლ (კარელ) - ავსტრიელი პიანისტი, პედაგოგი და კომპოზიტორი (1791-1857 წწ).

ჩერნიახოვსკი ივანე - საბჭოთა ეპოქის მხედართმთავარი, არმიის გენერალი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1906-1945 წწ).

ჩერნიახოვსკი - ქალაქი რუსეთის კალინინგრადის ოლქში (45 ათასი).

ჩერნიგოვი - ქალაქი უკრაინაში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (310 ათასი).

ჩერნიგოვკა (ყოფილი ვაშლოვანი) - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ჩერნინგი ანტონ ფრედერიკ - დანიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1795-1874 წწ).

ჩერნინი ოტოკარ - ავსტრიის პოლიტიკური მოღვაწე (1872-1932 წწ).

ჩერნიშევსკი ნიკოლოზ - რუსი რევოლუციონერ-დემოკრატი, ფილოსოფოსი, მწერალი და კრიტიკოსი (1828-1889 წწ).

ჩერნიხი ანდრეი - რუსი სცენარისტი, მწერალი და რეჟისორი (დაიბადა 1960 წელს).

ჩერნიხი ვალენტინ - რუსი დრამატურგი და სცენარისტი (დაიბადა 1935 წელს).

ჩერნობილი - ქალაქი უკრაინის კიევის ოლქში; 1986 წლის აპრილში ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის გამო ქალაქის მოსახლეობა ევაკუირებულია.

ჩერნოგორა (შავი მთები) - მთის მასივი იუგოსლავიაში.

ჩერნოგორია (სერბ. „ცრნა გორა”, იტალ. „მონტენეგრო”).

- სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. დასავლეთიდან აკრავს ადრიატიკის ზღვა. დასავლეთით ესაზღვრება ხორვატიას, ჩრდილო-დასავლეთით ბოსნია-ჰერცეგოვინას, ჩრდილო-აღმოსავლეთით სერბეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთით - ალბანეთს.
- დამოუკიდებლობის დღე - 2006 წლის 3 ივნისი (სერბია-ჩერნოგორიის კავშირიდან გამოსვლის შემდეგ).
- ჰიმნი - „Ој свијетла мајска зоро“.
- მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.
- ფართობი - 13 812 კვ.კმ.
- მოსახლეობა - 685 ათასი.
- სიმჭიდროვე - 45 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენები: სერბული, ხორვატული, ალბანური.
- დედაქალაქი - პოდგორიცა.
- ვალუტა - ევრო.
- ქვეყნის კოდი - MNE.
- დროის სარტყელი - UTC +1.
- სატელეფონო კოდი - +382.
- ინტერნეტ-დომენი - yu.

ჩერნოგორსკი - ქალაქი რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში, ხაკასეთის რესპუბლიკაში.

ჩერნოვცი - ქალაქი უკრაინაში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (260 ათასი).

ჩერნომირდინი ვიქტორ - რუსეთის მთავრობის კაბინეტის თავმჯდომარე 1996-98 წლებში (1938-2010 წწ).

ჩერნუშკა - ქალაქი რუსეთის პერმის ოლქში (35 ათასი).

ჩერო - იგივეა, რაც ჩრდილი.

ჩერტოვო - ტბა დასავლეთ ციმბირის დაბლობზე.

ჩერუტი ჯაკომო (ილ პიტოკეტოდ წოდებული) - იტალიელი მხატვარი (XVIII საუკუნე).

ჩერქეზები - ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში მცხოვრები ტომების (ყაბარდოელების, ადიღელების) საერთო სახელწოდება.

ჩერქეზიშვილი დოსითეოს - XVIII საუკუნის ქართველი მწერალი, ანტონ I კათალიკოსის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი.

ჩერქეზიშვილი ელისაბედ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1863-1948 წწ).

ჩერქეზიხუ - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ჩერჩენდარია - იხილე ჩერჩენი.

ჩერჩენი (ცემო)

1) ქალაქი ჩინეთის სინძიანის უიღურთა ავტონომიურ რაიონში.

2) მდინარე ჩინეთის დასავლეთ ნაწილში, ერთვის ყარაბურანკალის ტბას (სიგრძე - 725 კილომეტრი).

ჩერჩეტი

1) ყეყეჩი, გამოთაყვანებული, გამოსულელებული.

2) უაზრო, უთავბოლო სიარული.

3) უაზრო, უთავბოლო ლაპარაკი.

ჩერჩი ალონზო - ამერიკელი ლოგიკოსი და მათემატიკოსი (დაიბადა 1903 წელს).

ჩერჩილი უინსტონ ლენარდ სპენსერ - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1940-45, 1951-54 წლებში (1874-1965 წწ).

ჩერჩილი

1) მდინარე კანადაში, ერთვის ჰუდსონის ყურეს.

2) (1965 წლამდე ჰამილტონი) მდინარე კანადაში, ერთვის მელვილის ტბას.

3) ქალაქი კანადის მანიტობის პროვინციაში.

ჩერჩილ-ფოლზი (1965 წლამდე გრანდ-ფოლზი) - ჩანჩქერი კანადაში, მდინარე ჩერჩილის ზემო დინებაზე.

ჩესაპიკის ყურე - მდებარეობს აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროსთან (ატლანტის ოკეანე).

ჩესი - მდინარე ცხინვალის მუნიციპალიტეტში, პატარა ლიახვის მარცხენა შენაკადი.

ჩესკე-ბუდეიოვიცე - ქალაქი ჩეხეთში, სამხრეთ ჩეხეთის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (100 ათასი).

ჩესკე-კრუმლოვი - ქალაქი ჩეხეთში, სამხრეთ ჩეხეთის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.

ჩესტერი

1) ქალაქი დიდი ბრიტანეთის დასავლეთ ნაწილში, ჩეშირის საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი (110 ათასი).

2) ქალაქი აშშ-ს პენსილვანიის შტატში.

ჩესტერტონი გილბერტ კით - ინგლისელი მწერალი და მოაზროვნე (1874-1936 წწ).

ჩესტერფილდი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის დერბიშირის საგრაფოში.

ჩესტერფილდი ფილიპ დორმერ სტენოპ - ინგლისელი მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე (1694-1773 წწ).

ჩესტი ანტონიო - იტალიელი კომპოზიტორი (1623-1669 წწ).

ჩესტნოკოვი ვლადიმერ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1904-1968 წწ).

ჩესუჩა (ჩინ.) - აბრეშუმის მკვრივი შეუღებავი ქსოვილი; იყენებენ საზაფხულო კოსტუმებისათვის, კაბებისათვის.

ჩეტერტონი ტომას - იხილე ჩატერტონი ტ.

ჩეტკიძეები - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

ჩეფალუ - ქალაქი იტალიის კუნძულ სიცილიის ჩრდილოეთ სანაპიროზე.

ჩექმა (თურქ.) - მაღალყელიანი ფეხსაცმელი; წაღა.

ჩეშირი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში (ინგლისი).

ჩეშკო ბოგდან - პოლონელი მწერალი (დაიბადა 1923 წელს).

ჩეშმე - ქალაქი თურქეთში.

ჩეჩელაშვილი ოთარ - გვარდიის პოდპოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი (1923-1959 წწ).

ჩეჩერსკი - ქალაქი ბელორუსიის გომელის ოლქში.

ჩეჩნები (საკუთარი სახელი ნოხჩოუ) - იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხი, ცხოვრობენ ჩრდილოეთ კავკასიაში.

ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკა - რუსეთის შემადგენლობაში 1992 წლამდე არსებული ავტონომიური რესპუბლიკა.

ჩეჩნეთი (იჩქერია) - სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში. მოსახლეობა - 780 ათასი. ოფიციალური დედაქალაქი - გროზნი, ფაქტიური დედაქალაქი - გუდერმესი.

ჩეჩულინი დიმიტრი - საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორი, მოსკოვის მთავარი არქიტექტორი (1901-1981 წწ).

ჩეჩქი - გალეწვის შემდეგ დარჩენილი ფშუტი მარცვლები. || სიმინდის რჩევის, ლობიოს ცეხვისა და მისთანების ნარჩენები; ჩურჩა.

ჩეხები - ჩეხეთის ძირითადი მოსახლეობა. საერთო რაოდენობა მსოფლიოში XXI საუკუნის დასაწყისში 11 მილიონამდე.

ჩეხეთი (ჩეხეთის რესპუბლიკა, ჩეხ. Ceska republika, ლათინური სახელი - ბოჰემია).

- სახელმწიფო ევროპის ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება პოლონეთს, ჩრდილო-დასავლეთით და დასავლეთით - გერმანიას, სამხრეთით - ავსტრიას, აღმოსავლეთით - სლოვაკეთს. ზღვაზე გასასვლეი არ აქვს.
- დამოუკიდებლობის დღე (ჩეხოსლოვაკიისგან)
- 1993 წლის 1 იანვარი.
- ეროვნული დევიზი - „Pravda vнtмzн“ (ჭეშმარიტება ზეობს).
- ჰიმნი - „Kde domov mщj`.
- მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი (სენატი და დეპუტატთა პალატა).
- ფართობი - 78 866 კვ.კმ.
- დაყოფილია 13 მხარედ და 77 რაიონად.
- მოსახლეობა - 10,5 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 129 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - ჩეხური.
- მორწმუნეები კათოლიკეები არიან.
- დედაქალაქი - პრაღა.
- ვალუტა - ჩეხური კრონა.
- ქვეყნის კოდი - CZE.
- დროის სარტყელი - UTC +1.
- სატელეფონო კოდი - +420.
- ინტერნეტ-დომენი - cz.

ჩეხეთის მასივი (ბოჰემიის მასივი) - მთის მასივი ჩეხეთში, პოლონეთში, გერმანიასა და ავსტრიაში.

ჩეხეთის ტყე (ბოჰემიის ტყე) - მთები ჩეხეთის მასივზე, ჩეხეთსა და გერმანიაში.

ჩეხი - ჩეხების ლეგენდარული მამამთავარი, ლეხის ძმა.

ჩეხი ედუარდ - ჩეხი მათემატიკოსი (1893-1960 წწ).

ჩეხი სვატოპლუკ - ჩეხი მწერალი (1846-1908 წწ).

ჩეხია - იხილე ჩეხეთი.

ჩეხოვი ანტონ - დიდი რუსი მწერალი, დრამატურგი (1860-1904 წწ).

ჩეხოვი მიხეილ - რუსი მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი, ა.ჩეხოვის ძმისშვილი (1891-1958 წწ.)

ჩეხოვი (1954 წლამდე ლოპასნია) - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.

ჩეხოვიჩი იუზეფ - პოლონელი პოეტი (1903-1939 წწ).

ჩეხონი - ნახევრად გამსვლელი ან მტკნარი წყლის თევზი.

ჩეხოსლოვაკია - სახელმწიფო ევროპაში, რომელიც არსებობდა 1918-1993 წლებში.

ჩეხური - ჩეხების დამახასიათებელი, მათი კუთვნილი, მათგან მომდინარე.

ჩეხური ენა - განეკუთვნება სლავური ენების დასავლურ ჯგუფს.

ჩეჯუ - ქალაქი-პორტი სამხრეთ კორეაში, ჩეჯუდოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (235 ათასი).

ჩეჯუდო - კუნძული აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, ეკუთვნის სამხრეთ კორეას.

5.4 ჩვ

▲ზევით დაბრუნება


ჩვაბიანი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ჩვამა (Phalacrocorax) - მოზრდილი, ჩვეულებრივ შავბუმბულიანი ფრინველი (ბაკლანი); იკვებება თევზით.

ჩვარი

1) ძველი ქსოვილის ნაგლეჯი, ჭინჭი.

2) ჩვილი ბავშვის შესახვევი ქსოვილი; სახვევი.

ჩვევა

1) ვარჯიშით, წვრთნით გამომუშავებული უნარი; გაწაფულობა.

2) იგივეა, რაც ჩვეულება.

ჩვენ

1) პირველი პირის მრავლობითი რიცხვის ნაცვალსახელი; მოლაპარაკე აღნიშნავს თავის თავს სხვასთან ან სხვებთან ერთად.

2) ზოგჯერ იხმარება მე ნაცვალსახელის მაგივრად, როდესაც ავტორი მკითხველებს მიმართავს.

ჩვენა - იგივეა, რაც ჩვენ.

ჩვენგანი (ჩვენთაგანი) - ჩვენს შორის რომელიმე, თითოეული ჩვენი წრისა.

ჩვენდა - ჩვენთვის, ჩვენ მომართ, ჩვენდამი.

ჩვენდამი - ჩვენ მომართ.

ჩვენდენი - იგივეა, რაც ჩვენოდენი.

ჩვენება

1) პასუხი დაკითხვაზე.

2) იგივეა, რაც მოჩვენება.

ჩვენები - ჩვენი სახლის (ოჯახის) ან წრის წევრები; ჩვენი მხრისანი, ჩვენიანები.

ჩვენებიანნი - ჩვენი გვარისანი, ჩვენი ბიძაშვილები (მამით).

ჩვენებითი ნაცვალსახელი - ნაცვალსახელი, რომელიც გამოხატავს რამეზე, ვინმეზე მითითებას (ეს, ეგ, ის და სხვა).

ჩვენებრ - ჩვენს მსგავსად, ჩვენსავით.

ჩვენებრი - ჩვენი მსგავსი.

ჩვენებური - ჩვენი მხრისა, ჩვენი ქვეყნისა. || ჩვენი მხარის, ჩვენი ქვეყნის დამახასიათებელი.

ჩვენეული - ჩვენი ნაქონი.

ჩვენთვის

1) საჩვენოდ, ჩვენი გულისთვის.

2) ჩვენ მარტო, განცალკევებით.

ჩვენი - კუთვნილებითი ნაცვალსახელი; რაც ჩვენ გვაქვს, ვინც ჩვენ გვყავს; რაც, ვინც ჩვენ გვეკუთვნის.

ჩვენიანი - ჩვენი ახლობელი (შინაური, ნათესავი, თანამემამულე).

ჩვენ ეზო - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1956 წელს. დამდგმელი რეჟისორი - რეზო ჩხეიძე. სცენარის ავტორი - გიორგი მდივანი. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი ჭელიძე. კომპოზიტორი - არჩილ კერესელიძე. მთავარ როლებში: სოფიკო ჭიაურელი (ციცინო). გიორგი შენგელაია (დათო), ლეილა აბაშიძე (მანანა), ლეო ფილფანი (კოტე), გოჩა აბაშიძე (ვაჟა). აკაკი კვანტალიანი, დუდუხანა წეროძე, სესილია თაყაიშვილი, ნოდარ ფირანიშვილი, კოტე მგალობლიშვილი, თამარ აბაშიძე, მერი დავითაშვილი.

ჩვენისთანა - ჩვენი მსგავსი, ჩვენნაირი.

ჩვენნაირი - იგივეა, რაც ჩვენისთანა.

ჩვენობა - ჩვენი შინაურები, ახლობლები, ნათესავები, ჩვენიანები.

ჩვენოდენი (ჩვენოდენა)

1) იმდენი, რამდენიც ჩვენ ვართ ან რამდენიც ჩვენ გვაქვს (გვყავს). || რამდენიც ჩვენ ვიცით, შეგვიძლია.

2) ჩვენი ტოლი.

ჩვენოდენობა - ჩვენოდენად ყოფნა, რამდენიც ჩვენ შეგვიძლია.

ჩვენსა - ჩვენს სახლში, ჩვენს ოჯახში.

ჩვენში - ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს კუთხეში.

ჩვეულება

1) ამა თუ იმ წრეში (ან მთელ საზოგადოებაში) დამკვიდრებული წესი ქცევა-მოქმედებისა.

2) დროთა განმავლობაში შემუშავებული საქციელი, ჩვევა.

ჩვეულებისამებრ

1) ჩვეულების მიხედვით.

2) როგორც ყოველთვის.

ჩვეულებრივ - ჩვეულების მიხედვით, ჩვეულებრივად.

ჩვეულებრივი

1) ის, რაც სჩვევიათ; დამახასიათებელი.

2) რაც, ვინც არ გამოირჩევა სხვებისგან.

ჩვეული

1) დაჩვეული, მიჩვეული.

2) დამახასიათებელი, ნიშანდობლივი.

ჩვეშურა - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა შენაკადი.

ჩვიბიანი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ჩვიდმეტი - რიცხვი და რაოდენობა 17, ათი და შვიდი.

ჩვილი

1) ახალი, რბილი, ქორფა.

2) (გადატანით) ნაზი, სათნო.

3) ახალშობილი, თოთო (ბავშვი).

5.5 ჩი

▲ზევით დაბრუნება


ჩია - პატარა ტანისა; დაბალი და გამხდარი.

ჩიავონა - იტალიური ცივი იარაღი.

ჩიანგმაი (ჩიენგმაი)

1) შუა საუკუნეების ფეოდალური სახელმწიფო ახლანდელი ტაილანდის ტერიტორიაზე.

2) ქალაქი ჩრდილოეთის ტაილანდში (160 ათასი).

ჩიანო გალეაცო - იხილე ჩანო გ.

ჩიაპასი - შტატი მექსიკაში.

ჩიაპკიალიაი - ნაკრძალი ლიტვაში, დაარსებულია 1975 წელს.

ჩიბათი - სოფლების ზემო ჩიბათისა და ქვემო ჩიბათის გავრცელებული სახელწოდება (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი).

ჩიბისრუ - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, ჭანჭახის მარცხენა შენაკადი.

ჩიბჟღარა - მთა გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედზე (2120 მეტრი).

ჩიბურდანიძე მაია - მოჭადრაკე, მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონი ქალთა შორის. ჩემპიონობა მოიპოვა 1978 წელს ნონა გაფრინდაშვილის დამარცხებით (8,5:6,5) და შემდეგ ტიტული ოთხჯერ დაიცვა: 1981 წელს - ნანა ალექსანდრიასთან (8:8), 1984-ში ირინა ლევიტინასთან (8:5), 1986-ში ელენა ახმილოვსკაიასთან (8,5:5,5) და 1988-ში - ნანა იოსელიანთან (8,5:7,5) მატჩებში. ტიტული დათმო 1991 წელს ჩინელ სე ცზიუნთან (6,5:8,5). საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა (1977) და კაცთა შორის (1984). მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების შვიდგზის ჩემპიონი (1978, 80, 82, 84, 86 - სსრკ ნაკრებში; 1992, 94 - საქართველოს ნაკრებში), სამგზის მეორე (1988, 90, 2002) და მესამე (1998) პრიზიორი, ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული (1997), სსრკ ჩემპიონი (1977) (დაიბადა 1961 წელს).

ჩიბუხა (ბეკასი) - ჭაობის პირას მობინადრე ფრინველია ერთგვარი

ჩიბუხი (თურქ.) - თამბაქოს მოსაწევი მოწყობილობა - პატარა ჩაღრმავებული ჭურჭელი, რომელსაც ყუნწში გაკეთებული აქვს ღრუ ტარი პირში ჩასადებად.

ჩიგირინი - ქალაქი უკრაინის ჩერკასის ოლქში.

ჩიგლაურთა - ყოფილი სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში.

ჩიგოიანი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ჩიგორინი მიხეილ - რუსი მოჭადრაკე, ჭადრაკის თეორიტიკოსი, მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი (1850-1908 წწ).

ჩიგრიფში

1) მდინარე გაგრის შემოგარენში, ერთვის შავ ზღვას.

2) სოფელი გაგრის შემოგარენში.

ჩიგუელი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის ესექსის საგრაფოში (ინგლისი).

ჩიეე - შეძახილი ცხვრის ან თხის გასარეკად.

ჩიენგმაი - იხილე ჩიანგმაი.

ჩივაძე ალექსანდრე - ფეხბურთელი, ნახევარმცველი, მცველი. თამაშობდა თბილისის „დინამოში” (1974-87). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 46 მატჩი (26 - კაპიტნად, 3 გოლი). 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე (1982). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 323 მატჩი (44 გოლი). ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981), სსრკ ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და სამგზის მესამე (1976 გაზაფხული და შემოდგომა, 81) პრიზიორი. სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1976, 79) და ფინალისტი (1980). სსრკ წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1980). „ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში დაიკავა მე-8 ადგილი (1981). იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1993-96, 2001-03) (დაიბადა 1955 წელს).

ჩივერი ჯონ - ამერიკელი მწერალი (1912-1982 წწ).

ჩივთქილისა - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

ჩივილი

1) საყვედურის, უკმაყოფილების გამოთქმა სიტყვიერად (რაიმე უსიამოვნების, ტკივილის და მისთანების გამო).

2) საჩივრის შეტანა (სასამართლოში...).

ჩივილიხინი ვლადიმერ - რუსი მწერალი (1928-1984 წწ).

ჩივიტავეკია - ქალაქი იტალიაში, ლაციოს ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.

ჩიზელი (ჩიზელ-კულტივატორი) - მძიმე კულტივატორი მიწის ღრმად გასაფხვიერებლად.

ჩიზლჰერსტ-ენდ-სიდკაპი - ქალაქი დიდ ბრიტანეთის დიდი ლონდონის მეტროპოლიურ საგრაფოში (ინგლისი).

ჩითა - ღაზლის სქელი წინდა ორპირად მოქსოვილი.

ჩითახევი

1) მთა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე (1446 მეტრი).

2) მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა შენაკადი.

3) სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

ჩითახევჰესი - რკინიგზის ბაქანი ბორჯომბაღ-დვირის გადასარბენზე.

ჩითეული - ბამბის სხვადასხვა ქსოვილი.

ჩითი - ბამბის თხელი, სახეებიანი ქსოვილი.

ჩითილი - სათბურში გამოყვანილი ნერგი ერთ და ორწლოვანი კულტურების თესლიდან.

ჩითილისღელე - მდინარე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კინტრიშის მარცხენა შენაკადი.

ჩითმანდილი - ჩითის მანდილი.

ჩითმერდინი - დაჩითული (ჭრელი) მერდინი.

ჩითჩუთი - იგივეა, რაც ჩითეული.

ჩიკა - დაბალი (ჩვეულებრივ სამფეხა) სკამი (იციან ფშავ-ხევსურეთში, თუშეთში).

ჩიკაგო - ქალაქი აშშ-ს ილინოისის შტატში (2,8 მილიონი, გარეუბნებით - 8 მილიონი).

ჩიკანოსი (ჩიკანოები) - მექსიკელები და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნების მკვიდრნი, რომლებიც საშოვარზე არიან წასული და არალეგალურად ცხოვრობენ აშშ-ში.

ჩიკვაიძე გიორგი - თანემედროვე სპორტის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, პირველი ქართველი მსოფლიოს რეკორდსმენი (ძალოსნობაში) 1896-1969 წწ).

ჩიკვაიძე დიმიტრი - საქართველოში ტანვარჯიშის განვითარების ერთ-ერთი მესვეური, სპორტის დამსახურებული ოსტატი (1898-1972 წწ).

ჩიკვაიძე ელენე - ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი და პედაგოგი (1910-1990 წწ).

ჩიკვაიძე იური - ფერმწერი, სცრნოგრაფი; იხილე სამეული.

ჩიკვილაძე ფარნაოზ - მოჭიდავე (ძიუდო, 80 კგ). 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი (1965) და ორგზის მეორე პრიზიორი (1964, 66) პირად შეჯიბრებაში, ევროპის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1964). სპორტის დამსახურებული ოსტატი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში (1941-1966 წწ).

ჩიკინკირა - ქალაქი კოლუმბიის ბოიაკის დეპარტამენტში.

ჩიკლაიო - ქალაქი პერუში, ლამბაეკეს დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (420 ათასი).

ჩიკოპი - ქალაქი აშშ-ს მასაჩუსეტსის შტატში.

ჩიკორა - პატარა ტანისა (ადამიანზე იტყვიან).

ჩიკორი

1) ქვის ან ხის სათამაშო სამიზნე, რომელსაც სალას ესვრიან.

2) იგივეა, რაც ბზრიალა.

ჩილა - სანთლის გული, ბამბის ნართი პატრუქისათვის (იცოდნენ ფშავში).

ჩილაჩავა რაულ - პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე (დაიბადა 1948 წელს).

ჩილდირი - ტბა თურქეთში.

ჩილდირის ქედი - იხილე ნიალისყურის ქედი.

ჩილე (ჩილეს რესპუბლიკა, ესპან. Repъblica de Chile).

- სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში. აღმოსავლეთით ესაზღვრება არგენტინას, ჩრდილოეთით - პერუს, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ბოლივიას. დასავლეთიდან აკრავს წყნარი ოკეანე.
- დამოუკიდებლობის დღე (ესპანეთისგან) - 1810 წლის 18 ოქტომბერი.
- ეროვნული დევიზი - „Por la razуn o la fuerza“ (სამართლით ან ძალით).
- ჰიმნი - „Himno Nacional“.
- მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი ეროვნული კონგრესი (სენატი და დეპუტატთა პალატა).
- ფართობი - 756 950 კვ.კმ.
- დაყოფილია 13 ოლქად.
- მოსახლეობა - 16 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 21 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - ესპანური.
- მორწმუნეთა უმრავლესობა კათოლიკეები არიან.
- დედაქალაქი - სანტიაგო.
- ვალუტა - ჩილეს პესო.
- ქვეყნის კოდი - CHL.
- დროის სარტყელი - UTC -4.
- სატელეფონო კოდი - +56.
- ინტერნეტ-დომენი - cl.

ჩილერი თანსუ - თურქეთის პრემიერ-მინისტრი ქალი 1993-97 წლებში (დაიბადა 1946 წელს).

ჩილეს არქიპელაგი - სამხრეთ ჩილეს გასწვრივ მდებარე კუნძულების საერთო სახელწოდება.

ჩილი ალესანდრო - იტალიის პოლიტიკური აგენტი პოლონეთში, ისტორიკოსი (XVI-XVII სს).

ჩილიანი - ქალაქი ჩილეს სამხრეთ ნაწილში, ნიუბლეს პროვინციაში (160 ათასი).

ჩილიკა - მოკლე და მსხვილი სათამაშო ჯოხი, რომელსაც ორივე ბოლო წათლილი, წაწვრილებული აქვს; რიკი.

ჩილიკა-ჯოხი

1) ჩილიკა და სათამაშო ჯოხი; რიკტაფელა.

2) იგივეა, რაც ჩილიკაობა.

ჩილიკაობა - ჩილიკა-ჯოხის თამაში; ჯოხით ჩილიკას შორს გადაისვრიან, მოწინააღმდგე ცდილობს ჰაერშივე დაიჭიროს ის.

ჩილილაბომბვე - ქალაქი ზამბიაში.

ჩილოე - კუნძული სამხრეთ ჩილეს ნაპირებთან.

ჩილორისღელე - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, ჯეჯორის მარცხენა შენაკადი.

ჩილტერნი (ჩილტერნ-ჰილზი) - მაღლობი დიდ ბრიტანეთში.

ჩილუბა ფრედერიკ - ზამბიის პრეზიდენტი 1991 წლიდან (დაიბადა 1943 წელს).

ჩიმაბუე (ნამდვილი სახელი ჩენი დი პენო) - იტალიელი ფერმწერი (1240-1302 წწ).

ჩიმა დე კონელიანო ჯოვანი ბატისტა - იტალიელი ფერმწერი (1459-1517 ან 1518 წწ).

ჩიმაკაძე არჩილ - კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1919 წელს).

ჩიმაროზა დომენიკო - იტალიელი კომპოზიტორი (1749-1801 წწ).

ჩიმასი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ჩიმბაი - ქალაქი უზბეკეთის ყარაყალპაკეთის რესპუბლიკაში (30 ათასი).

ჩიმბორასო - ჩამქრალი ვულკანი ეკვადორში (6267 მეტრი).

ჩიმბოტე - ქალაქი პერუს ანკაშის დეპარტამენტში (300 ათასი).

ჩიმიდი ჩოიჟილინი - მონღოლი მწერალი (1927-1980 წწ).

ჩიმინო მაიკლ - ამერიკელი კინორეჟისორი და სცენარისტი (დაიბადა 1943 წელს).

ჩიმიშკიანი გევორქ - სომეხი მსახიობი, რეჟისორი და თეატრალური მოღვაწე; დაიბადა თბილისში (1837-1916 წწ).

ჩიმიშკიანი რაფაელ - ძალოსანი (56, 60 კგ). 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 55) და ორგზის მეორე პრიზიორი (1950, 53), ევროპის ექვსგზის ჩემპიონი (1950-51, 54-57) და მეორე პრიზიორი (1953), მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1951), სსრკ ათგზის ჩემპიონი. მსოფლიოს 11-გზის რეკორდსმენი. სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. თბილისის საპატიო მოქალაქე (დაიბადა 1929 წელს თბილისში).

ჩიმკენთი (1914-24 წლებში ჩერნიაევი) - ქალაქი ყაზახეთში, სამხრეთ-ყაზახეთის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (410 ათასი).

ჩიმკუზბა - მთა სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედის სამხრეთ შტოქედზე.

ჩიმპოი - მოლდავურ-რუმინული სასულე ინსტრუმენტი, სალამურის სახეობა.

ჩინაბი (ქვემო დინებაში ტრიმაბი) - მდინარე ინდოეთსა და პაკისტანში, ერთვის მდინარე სატლეჯს (სიგრძე - 1100 კილომეტრი).

ჩინაზი - ქალაქი უზბეკეთის ტაშკენტის ოლქში.

ჩინაკალე - ქალაქი თურქეთში, დარდანელის სრუტის პირას, ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (40 ათასი).

ჩინარი (სპარს.) - ალვისხე.

ჩინგოლა - ქალაქი ზამბიაში.

ჩინგიზ-ყაენი (ნამდვილი სახელი თემუჩინი) - ერთიანი მონღოლური სახელმწიფოს დამაარსებელი, მხედართმთავარი (დაახლოებით 1155-1227 წწ).

ჩინგნი - ვიეტნამის ეროვნული გმირი ქალი (I საუკუნე).

ჩინგო ჟივკო - მაკედონიელი მწერალი (1936-1987 წწ).

ჩინგოლა - ქალაქი ზამბიაში (170 ათასი).

ჩინგუნჟაბი - მონღოლი მთავარი (გარდაიცვალა 1757 წელს).

ჩინგჩაკი - ვიეტნამის ეროვნული გმირი ქალი (I საუკუნე).

ჩინდაკარგული - ვისაც თვალის ჩინი აქვს დაკარგული. || ისეთი (თვალები), რომლებშიც ჩინი აქვთ დაკარგული.

ჩინდიგარხი - ქალაქი ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, პენჯაბის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (575 ათასი).

ჩინდრიკი - იგივეა, რაც ჩაქჩაქი.

ჩინდუინი - მდინარე მიანმაში, მდინარე ირავადის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 1100 კილომეტრი).

ჩინებული - შესანიშნავი, დიდებული, საუცხოო.

ჩინეთი (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ჩინურად - Zhonghua Renmin Gongheguo)

- სახელმწიფო ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში. ესაზღვრება 14 ქვეყანას: ავღანეთს, ბჰუტანს, ვიეტნამს, ინდოეთს, კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას, ლაოსს, მიანმას, მონღოლეთს, ნეპალს, პაკისტანს, რუსეთს, ტაჯიკეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს,
- დაარსებულია 1949 წლის 1 ოქტომბერს.
- ჰიმნი - მოხალისეთა მარში.
- მმართველობის ფორმა - სოციალისტური რესპუბლიკა.
- სახელმწიფო მმართველობის უმაღლესი ორგანო - სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობა.
- სახელმწიფოს მეთაური - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე.
- ფართობი - 9 596 960 კვ.კმ.
- დაყოფილია 22 პროვინციად (ტაივანის გარეშე), 5 ავტონომიურ რაიონად და ცენტრალური დაქვემდებარების 3 ქალაქად.
- მოსახლეობა - 1,322 მილიარდი (2005 წ). მოსახლეობის 80% პროცენტი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობს. ქალაქის მოსახლეობა - 27%.
- - სიმჭიდროვე - 140 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - ჩინური.
- ძირითადი რელიგიები: ბუდიზმი, დაოსიზმი, კონფუციანელობა.
- დედაქალაქი - პეკინი.
- ეროვნული ვალუტა - იუანი.
- ქვეყნის კოდი - CHN.
- დროის სარტყელი - UTC +8.
- სატელეფონო კოდი - +86.
- ინტერნეტ-დომენი - cn.

ჩინეთ-ტიბეტის მთები (სიჩუანის ალპები, ხუანდუანშანი) - მთები ჩინეთში.

ჩინელები (საკუთარი სახელი „ხანი”) - ჩინეთის ძირითადი მოსახლეობა.

ჩინთი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჟინვალის სადაბო საკრებულო), მდინარე არაგვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 680 მეტრი, დუშეთიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 222 კაცი.

ჩინი

1) ქართული ანბანის რიგით ოცდამეექვსე ასო - ჩ-ს სახელწოდება.

2) თვალის ჩინი

3) მხედველობა;

4) იტყვიან ძვირფას, ძალიან საყვარელ ადამიანზე.

5) ზეთისხილის ფოთლის ფერი.

6) ნაციონალური ოლქი მიანმაში.

7) წოდებულება, ხარისხი, ტიტული.

ჩინიანი (ჩინოვანი) - ვისაც რაიმე ჩინი, ხარისხი აქვს.

ჩინიზელი - ცირკის მსახიობები, წარმოშობით იტალიელები, 1869 წლიდან ცხოვრობდნენ რუსეთში.

ჩინიოტი - ქალაქი პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში.

ჩინკვეჩენტო (იტალ.) - XVI საუკუნის სახელწოდება, რომელიც აღნიშნავს იტალიური რენესანსის უდიდესი აყვავებისა და კრიზისის პერიოდს.

ჩინოვნიკი (რუს.)

1) ძველ რუსეთში - სახელმწიფო მოხელე.

2) (გადატანით) თანამდებობის პირი, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას ფორმალურად, უსულგულოდ ასრულებს.

ჩინოვნიკი ელურიე - ალ. ყაზბეგის მოთხრობა (დაიწერა 1882 წელს).

ჩინოვნიკური - ჩინოვნიკის დამახასიათებელი; უსულგულო, ფორმალური, ბიუროკრატიული.

ჩინოსანი - იგივეა, რაც ჩინიანი.

ჩინური

1) ჩინელების დამახასიათებელი, ჩინელების კუთვნილი, ჩინეთიდან მომდინარე.

2) თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. გავრცელებულია ქართლში.

ჩინური ენა - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძირითადი ენა; მიეკუთვნება სინო-ტიბეტური ენათა ოჯახს. განშტოებულია 7 ძირითადი დიალექტური ფორმით. გაერო-ს ოფიციალური და სამუშაო ენა. ჩინურ ენაზე 1,1 მილიარდი ადამიანი მეტყველებს.

ჩინჩაოტი - მიზეზიანი, შარიანი (ადამიანი).

ჩინჩახვი - იგივეა, რაც ჩიჩახვი.

ჩინჩი

1) ჯანჯლობა (ვაჭრობაში), ღიჯინი.

2) იგივეა, რაც ჩრჩილი.

ჩინჩხალი

1) იგივეა, რაც ნაპერწკალი.

2) წინწკალი, შხეფი (წყლისა).

ჩინხე - ქალაქი-პორტი სამხრეთ კორეის კიონსან-ნამდოს პროვინციაში.

ჩინჩხვარი - წვრილი, ხმელი ტოტები, წვრილი ფიჩხი; კიწაწი.

ჩიჯუ - ქალაქი კორეის რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილში (255 ათასი).

ჩიონგ ტინი (სხვა ტრანსკრიფციით - ტრუონგ შინი) - ვიეტნამის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1907-1990 წწ).

ჩიორა

1) პატარა ჩიტი; ჩიტუნია.

2) სამამლე ვარია.

3) მოფერებით იტყვიან საყვარელ ბავშვზე.

4) ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1984 წელს. დამდგმელი რეჟისორები - ნელი ნენოვა, გენო წულაია. სცენარის ავტორი - გივი (ბესო) ოდიშარია. დამდგმელი ოპერატორი - გივი რაჭველიშვილი. კომპოზიტორი - ალექსანდრე ბასილაია. მთავარ როლებში: ხათუნა ჩაგელიშვილი (მარი), თენგიზ გიორგაძე (ნიკა), გოჩა აფციაური (ჩიორა), ლია ელიავა, თეა გაბუნია, ლია კაპანაძე, ზურაბ ლაფერაძე.

ჩიპები (ინგლ.) - უწვრილესი მიკროკრისტალები.

ჩიპენდეილი ტომას - ინგლისელი ავეჯის ხელოვნების ოსტატი (1718-1779 წწ).

ჩიპენდეილი - ინგლისური ავეჯის სტილი; წარმოადგენს როკოკოს, გოტიკური და ჩინური ხელოვნების მოტივთა კიმბინაციას.

ჩიპიკო ივო - სერბი მწერალი (1869-1923 წწ).

ჩიპრიანი ამილკარე - იტალიელი რევოლუციონერი, სოციალისტი (1844-1918 წწ).

ჩიჟალკა - მდინარე დასავლეთ ციმბირში, მდინარე ვასიუგანის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 511 კილომეტრი).

ჩიჟოვი ალექსეი - მსოფლიოს ჩემპიონი ასუჯრიან შაშში 1988-93 წლებში (დაიბადა 1964 წელს).

ჩირაქჩი - ქალაქი უზბეკეთის ყაშყადარიის ოლქში.

ჩირაღდანი (სპარს.)

1) ჯოხი, რომელზედაც ნავთში ამოვლებული ჩვარი ახვევია; ხმარობდნენ გასანათებლად.

2) სანათი, ლამპარი, კანდელი.

ჩირაღი (სპარს.) - იგვეა, რაც კვარი.

ჩირგვი - დაბალი (ნახევარ მეტრამდე) ბუჩქი.

ჩირგვნარი - ჩირგვებით დაფარული ადგილი; ბუჩქნარი.

ჩირდილელიანთკარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბაზალეთის თემის საკრებულო), ბაზალეთის პლატოზე, ბაზალეთის ტბის დასავლეთით. ზღვის დონიდან - 940 მეტრი, დუშეთიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 249 კაცი.

ჩირდილი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1350 მეტრი, დუშეთიდან - 72 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 11 კაცი.

ჩირებონი - ქალაქი ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე (245 ათასი).

ჩირთი - ახლადგახსნილი კვირტი.

ჩირი

1) საგანგებოდ გამხმარი ხილი.

2) მდინარე რუსეთში, დონის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 317 კილომეტრი).

ჩირიკი

1) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ფასანაურის სადაბო საკრებულო), მთიულეთის ქედის ასამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე მთიულეთის არაგვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1200 მეტრი, დუშეთიდან - 62 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 66 კაცი.

2) მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი.

ჩირიკი და ჩიკოტელა - ქართული მხატვრული ფილმი, გადაღებულია გიორგი ლეონიძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. ეკრანებზე გამოვიდა 1975 წელს. დამდგმელი რეჟისორები - ლევან ხოტივარი და რამაზ (ბუბა) ხოტივარი. სცენარის ავტორი - რეზო ინანიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - ლევან ნამგალაშვილი. კომპოზიტორი - ბიძინა კვერნაძე. მთავარ როლებში: ჯემალ ღაღანიძე (ჩირიკი), ბადრი ბეგალიშვილი (ჩიკოტელა), ნინო დოლიძე, მარინე თბილელი, ლეილა ძიგრაშვილი, ზურაბ ლაფერაძე, რამაზ ჩხიკვაძე.

ჩირიკისხევი - იხილე ჩირიკი (2).

ჩირიკოვის კუნძული - კუნძული ალასკის ყურეში, ეკუთვნის აშშ-ს.

ჩირინაშვილი გრიგოლ - ფერმწერი (დაიბადა 1918 წელს).

ჩირინი პროკოფი - XVI-XVII საუკუნეების რუსი ფერმწერი.

ჩირისანი (ჩიისანი) - მთის მასივი სამხრეთ კორეაში.

ჩირკოვი ბორის - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1901-1982 წწ).

ჩიროკები (ჩეროკები) - იროკეზულენოვანი ინდიელი ტომი, ბინადრობდნენ ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში.

ჩირუხისწყალი (მარითისხევი) - მდინარე შუახევის მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 32 კილომეტრი).

ჩირქგროვა - ჩირქის გამოყოფისა და დაგროვების ადგილი.

ჩირქი (სპარს.) - ცუდი სუნის მქონე სითხე, რომელიც გამოიყოფა ცხოველური ორგანიზმის ქსოვილების ლპობისას, ანთების შედეგად.

ჩირქიანი - რასაც ჩირქი ურევია; რაშიც ჩირქია ჩამდგარი.

ჩირქმოცხებული - სახელგატეხილი, შერცხვენილი.

ჩირქოვანი - ჩირქის შემცველი; ჩირქიანი.

ჩირჩიკი

1) ქალაქი უზბეკეთის ტაშკენტის ოლქში (160 ათასი).

2) მდინარე უზბეკეთში, სირდარიის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 161 კილომეტრი).

ჩისანო ჟოაკიმ ალბერტუ - მოზამბიკის პრეზიდენტი 1986 წლიდან (დაიბადა 1939 წელს).

ჩისტიაკოვი პავლე - რუსი ფერმწერი და პედაგოგი (1832-1919 წწ).

ჩისტოპოლი - ქალაქი რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში (70 ათასი).

ჩიტა - ქალაქი რუსეთის ციმბირულ ნაწილში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (310 ათასი).

ჩიტაგონგი - ქალაქი ბანგლადეშში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (1,4 მილიონი).

ჩიტავაშლა (Puracantha coccinea) - დაბალი ან საშუალო სიმაღლის ეკლიანი ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა; ისხამს წითელ წვრილ წვნიან ნაყოფს.

ჩიტათა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ჩიტაია გიორგი - ეთნოგრაფი, ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი (1890-1986 წწ).

ჩიტამსხალი - მსხლის ჯიში; ისხამს მრგვალ წვრილ ნაყოფს; მწიფობისას გული უშავდება.

ჩიტაურები

1) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭართლის თემის საკრებულო), მდინარე მთიულეთის არაგვის ხეობაში. ზღვის დონიდან - 1400 მეტრი, დუშეთიდან - 34 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 10 კაცი.

2) სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (სიმონიანთხევის თემის საკრებულო), ერწოს ქვაბულში, მდინარე აძეძის (ივრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა. ზღვის დონიდან - 1150 მეტრი, თიანეთიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში არავინ ცხოვრობს.

ჩიტაურთკარი - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების ძველი სახელი.

ჩიტაურებისხევი - მდინარე თიანეთის მუნიციპალიტეტში, აძეძის მარჯვენა შენაკადი.

ჩიტაძე შიო - საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი (1873-1906 წწ).

ჩიტბადე - იგივეა, რაც სასირე ბადე.

ჩიტბატონა (ჩარდუელის ცარდუელის) - ჭრელი მგალობელი ჩიტი.

ჩიტი - პატარა გარეული ფრინველების (ბეღურის, მერცხლის, ბულბულის და მისთანების) საერთო სახელი.

ჩიტიანი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ჩიტირეკია - იტყვიან ცელქ, ქარაფშუტა ადამიანზე.

ჩიტისთავა (ჩაგცა) - ბოლქვიანი პატარა მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა; იკეთებს ყვითელ ყვავილს; ყვავის ადრე გაზაფხულზე.

ჩიტისთვალა

1) (Asperula) ბალახოვანი მცენარე ენდროსებრთა ოჯახისა; იკეთებს თეთრ ან სოსან ყვავილებს.

2) ნაქსოვის სახე ერთგვარი.

ჩიტისკიბე - მთა, იხილე ოშორა.

ჩიტიფაფა - ვითომცდა ჩიტების მოსამადლიერებლად ყველიერში გაკეთებული ფაფა (იციან კახეთში, ფშავში).

ჩიტიფეტვა (Phalaris canariensis) - მაღალი მრავალწლოვანი ბალახი მარცვლოვანთა ოჯახისა; უხვად შეფოთლილია; მის მარცვალს ფრინველების საკვებად ხმარობენ.

ჩიტიშვილი მანანა - პოეტი (დაიბადა 1954 წელს).

ჩიტიწვივა (Epimedium) - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე კოწახურისებრთა ოჯახისა; იკეთებს ყვითელ ყვავილს.

ჩიტლეღვა - გარეული ლეღვი; ისხამს წვრილ შავ ნაყოფს.

ჩიტუნა (ჩიტუნია) - ჩიტი; პაწია ჩიტი.

ჩიუაუა - ქალაქი მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (520 ათასი).

ჩიურლიონისი მიკალოიუს - ლიტველი ფერმწერი და კომპოზიტორი (1875-1911).

ჩიფსი (ინგლ.) - თხლად დაჭრილი და შემწვარი კარტოფილი.

ჩიფუ (იანტაი) - ქალაქი-პორტი ჩინეთის შანდუნის პროვინციაში.

ჩიფჩიფი - უკბილო ადამიანის გაურკვეველი ლაპარაკი.

ჩიქვანაია გივი - წყალბურთელი, თამაშობდა თბილისის „დინამოში” (1957-67), მოსკოვის „დინამოსა” (1968-74) და სსრკ ნაკრებში (1958-72). 1960 წლის რომისა და 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1962), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1965, 69) (დაიბადა 1939 წელს).

ჩიქვი (Acerina) - თევზების გვარი ზღვის მორიელისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ტროპიკულ და სუპტროპიკულ წყლებში.

ჩიქვილაძე ფარნაოზ - სპორტსმენი (ძიუდო), სპორტის დამსახურებული ოსტატი, 1964 წლის ოლიმპიური თამაშების და 1965 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1941-1966 წწ).

ჩიქვინიძე ნანი - მსახიობი (დაიბადა 1949 წელს).

ჩიქილა - იგივეა, რაც ლეჩაქი.

ჩიქილიანი - ვისაც ჩიქილა (ლეჩაქი) ახურავს.

ჩიქობავა არნოლდ - ენათმეცნიერი, ენათმეცნიერების თეორიტიკოსი, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების ქართული სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი (1898-1985 წწ).

ჩიქოვანი ალიკო - არქიტექტორი (1934-1966 წწ).

ჩიქოვანი გრიგოლ - მწერალი (1910-1981 წწ).

ჩიქოვანი ვახტანგ - უფროსი ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1919-1944 წწ).

ჩიქოვანი (ჩიქვანი) კაცია - იმერეთის სამეფოს ვეზირი ლევან III დადიანის დროს (გარდაიცვალა 1682 წელს).

ჩიქოვანი სიმონ - პოეტი (1902-1966 წწ).

ჩიქორთული - ენის არცოდნის გამო დამახინჯებული მეტყველება.

ჩიქუნეთი - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

ჩიღოსწყალი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, პირიქითის ალაზნის მარცხენა შენაკადი.

ჩიყვი - ავადმყოფობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ფარისებრი ჩიჩახვისებრი გადიდება.

ჩიშლა - უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედზე.

ჩიჩახვი - ფრინველის საყლაპავი მილის გაფართოებული ნაწილი, სადაც საკვები ლბება (კუჭში ჩასვლამდე).

ჩიჩენ-იცა - მაიას ტომების პოლიტიკური და კულტურული ცენტრი (მექსიკა).

ჩიჩერინი გიორგი - მაღალჩინოსანი საბჭოთა პარტიული მოღვაწე, დიპლომატი (1872-1936 წწ).

ჩიჩერონე (იტალ.) - პირი, რომელიც დაჰყვება ტურისტებს და აძლევს მათ ახსნა-განმარტებებს.

ჩიჩერუაკიო (მეტსახელი ანჯელო ბრუნეტი) - იტალიელი რევოლუციონერი (1800-1849 წწ).

ჩიჩვირი

1) ცხენისა და მისთანათა ქვედა ტუჩი.

2) გრძელი ბიბილოსებური წანაზარდი ინდაურის ნისკარტზე.

ჩიჩია

1) ბავშვის ენაზე - ხორცი, საჭმელი.

2) უგერგილო. გლახაკი.

ჩიჩიბაბინი ბორის - რუსი პოეტი (1923-1994 წწ).

ჩიჩილაკი - ჯოხი (მეტწილად თხილისა) ბურბუ-შელასებრი ანათლებით, მორთული ტკბილულითა და ხილით (იციან საახალწლოდ დასავლეთ საქართველოს ზოგ კუთხეში).

ჩიჩინი - ერთისა და იმავეს დაჟინებით ლაპარაკი (რისამე ჩაგონების მიზნით).

ჩიჩისბეი (იტალ.) - XVI-XVIII საუკუნეების იტალიაში დიდგვაროვანი, მდიდარი, გათხოვილი ქალის მუდმივი თანამგზავრი მამაკაცი სეირნობის დროს.

ჩიჩობი

1) წვრილი ჩალის ჭილობი.

2) სქელი უხეში ქსოვილი.

ჩიჩქი - სულ მცირე რამ; ერთი ბეწვა, ერთი ციცქნა, პაწაწინა ნაჭერი (ხორცისა).

ჩიჩხი - ღია ჭრელი (თვალები).

ჩიჩხინი - იგივეა, რაც ჩუჩხური.

ჩიხა - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ჩიხის მთის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირას. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 520 მეტრი საჩხერიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2137 კაცი. IX საუკუნეში აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფემ გიორგი I-მა ჩიხაში მიუჩინა რეზიდენცია ერისთავს, რომელსაც ქართლის გამგებლობა ევალებოდა.

ჩიხარეში - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

ჩიხი

1) პატარა ქუჩა, რომელიც ბოლოში ჩაკეტილია და გასასვლელი არ აქვს.

2) რკინიგზის ხაზი (უპირატესად სადგურში), რომელიც სხვა ხაზებს მხოლოდ ერთო ბოლოთი უერთდება.

ჩიხირთმა - ქათმის ან ცხვრის ხორცის წვნიანი, შეზავებული და ათქვეფილი კვერცხით, ფქვილით, ხახვითა და ძმრით.

ჩიხლაძე მიხეილ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1902-1973 წწ).

ჩიხლაძე შალვა - მოჭიდავე, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (87 კგ). 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, სსრკ-ს ოთხგზის ჩემპიონი (1936, 46, 49, 50). სპორტის დამსახურებული ოსტატი (1912-1997 წწ).

ჩიხოლა - ქალის გრძელი დაბამბული ახალუხი.

ჩიხორი - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (ზედა საზანოს თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ძუსის (ჩოლაბურის აუზი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 300 მეტრი, თერჯოლიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 512 ადამიანი. 1737 წელს შედგენილ საქართველოს რუკაზე აღნიშნულია როგორც „ჩიხორი - ქალაქი და საყდარი”. სოფელში მდინარე ძუსაზე შემორჩენილია შუა საუკუნეების ხიდის ნანგრევები.

ჩიხორისი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, X საუკუნის ეკლესია ასპინძის მუნიციპალიტეტში.

ჩიხრიხი (თურქ.) - მოწყობილობა ბამბის კურკის გამოსარჩევად.

ჩიხტი (ჩიხტა) - ქართველი ქალის თავსაბურავის ნაწილი - თავზე დასადები ბრტყელი რკალი, რომელზედაც თავსაკრავია გადაკრული.

ჩიხტიკოპი (ჩიხტაკოპი) - ჩიხტი (ჩიხტა) და კოპი.

ჩიხუახუა - დეკორატიული მინიატურული ძაღლების ჯიში.

ჩიხურა - მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ყვირილის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, 2042 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე - 20 კილომეტრი, აუზის ფართობი - 81 კვ.კმ. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმოვარდნები - შემოდგომაზე, წყალმცირობა - ზამთარსა და ზაფხულში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,2 კუბ.მ/წმ.

5.6 ჩკ

▲ზევით დაბრუნება


ჩკალოვი ვალერი - გამოჩენილი საბჭოთა (რუსი) მფრინავი, საბჭოთა კავშირის გმირი (1904-1938 წწ).

ჩკალოვი - რუსეთის ქალაქ ორენბურგის სახელი 1938-57 წლებში.

ჩკალოვსკი (1937 წლამდე ვასილევო) - ქალაქი რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.

5.7 ჩლ

▲ზევით დაბრუნება


ჩლა - იგივეა, რაც ძენძი.

ჩლავი (სპარს.) - უცხიმო ფლავი.

ჩლატაჩლუტი - იგივეა, რაც ჩლატუნი.

ჩლატი - ძველი და უხეირო საშინაო ფეხსაცმელი.

ჩლატუნა - ცუდად, უშნოდ ჩაცმული; ულაზათო, უხეირო.

ჩლატუნი - ფეხის თრევით, ულაზათოდ სიარული.

ჩლახუნი - კოჭლობით სიარული.

ჩლიფინი - მეტყველების (წარმოთქმის) ნაკლი, როდესაც ს-ს მაგივრად შ-ს წარმოთქვამენ.

ჩლიქი - სქელი რქოვანი წანაზარდი ზოგიერთი ძუძუმწოვარი ცხოველი (ძროხის, ღორის, ცხვრის, ცხენის....) ფეხის ბოლოზე.

ჩლუნგი

1) მჭრელი იარაღი, რომლის პირი კარგად არ ჭრის.

2) (გადატანით) არაგამჭრიახი, განუვითარებელი გონების მქონე (ადამიანი).

ჩლუტე - არამკვრივი, მოშვებული, დუნე.

5.8 ჩმ

▲ზევით დაბრუნება


ჩმახი - მოგონილი რამ, ტყუილი, ჭორი, სისულელე.

5.9 ჩნ

▲ზევით დაბრუნება


ჩნეული - იგივეა, რაც დაჩნეული.

5.10 ჩო

▲ზევით დაბრუნება


ჩობალაური - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

ჩობალაურნი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდამაყრის თემის საკრებულო), მთიულეთ-ფშავის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ბურსაჭირისხევის (გუდამაყრის არაგვის ერთ-ერთი მდგენელი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1600 მეტრი, დუშეთიდან - 61 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 11 კაცი.

ჩობალი

1) იგივეა, რაც ბადექონი.

2) დგუში, ონკანის და მისთანების რბილი საფენი სითხის ან გაზის გადინების წინააღმდეგ.

ჩობანდაღი - მთა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.

ჩობანი - ცხვრის მწყემსი; მეცხვარე.

ჩობანუ იონ - მოლდავეთის სახალხო მწერალი (დაიბადა 1927 წელს).

ჩოგანბადე - ტანზე მიმაგრებული ბადე თევზთა ან მწერთა დასაჭერად.

ჩოგანბურთი - იგივეა, რაც ცხენბურთი.

ჩოგანი

1) ბურთის გასაკრავი ჯოხი. ბოლოში ოდნავ მოხრილი (კომბალივით ან კოვზივით).

2) ტარიანი ოვალური ჩარჩო, რომელზედაც ბადეა გაჭიმული ბურთის დასარტყმელად.

3) ღომის დასაგები (და ღომის ქაფის მოსახდელი) პატარა ნიჩაბი; ლაფერა (იციან იმერეთში).

4) მრგვლად გათლილი ჯოხი ღომის მოსაზელად; სუთი (იციან გურიაში).

ჩოგბურთი - სპორტული თამაში საგანგებოდ მოხაზულ მოედანზე (კორტზე) - პატარა ბურთს ჩოგნებით ისვრიან მოედნის შუაში გაჭიმული ბადის აქეთ-იქით.

ჩოგი ჩხონი - კორეელი პოეტი (1913-1951 წწ).

ჩოგოვაძე გიორგი - სპორტსმენი (წყალში ხტომა, კოშკი). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1987, 89), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1991), ევროპის თასის ორგზის მფლობელი (1988, 90), მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე პრიზიორი (1987), სსრკ რვაგზის ჩემპიონი კოშკიდან და სამგზის ჩემპიონი 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში, სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986), მსოფლიო უნივერსიადის მესამე პრიზიორი (1987). 1988 წლის სეულისა (IV ადგილი) და 1992 წლის ბარსელონის (XIV ადგილი) ოლიმპიური თამაშების მონაწილე. სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1969 წელს).

ჩოგორი (გოდუინ-სტენი, დაფსანგი) - მწვერვალი ყარაყორუმის მთათა სისტემაში, ინდოეთის და ჩინეთის საზღვარზე (8611 მეტრი).

ჩოდარი (თურქ.) - პირუტყვით მოვაჭრე.

ჩოთირი

1) თაკილი, უხერხულობა.

2) იგივეა, რაც ღიტინი.

ჩოიბალსანი ხორლოგიინ - მონღოლეთის პრემიერ-მინისტრი 1939 წლიდან (1895-1952 წწ).

ჩოიბალსანი - ქალაქი მონღოლეთში, აღმოსავლეთ აიმაკის ადმინისტრაციული ცენტრი (40 ათასი).

ჩოიმბოლი (სონომინი) - მონღოლი მოქანდაკე (1907-1990 წწ).

ჩოკანო ხოსე სანტოს - პერუელი პოეტი (1875-1934 წწ).

ჩოკმოროვი სუიმენყულ - ყირგიზი მსახიობი და მხატვარი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1939-1992 წწ).

ჩოკინა - იგივეა, რაც ჩოჩორი.

ჩოკო - დეპარტამენტი კოლუმბიაში.

ჩოკონაი ვიტეზი მიხაი - უნგრელი პოეტი და დრამატურგი (1773-1805 წწ).

ჩოკორი ფრანც-თეოდორ - ავსტრიელი მწერალი (1886-1969 წწ).

ჩოკ-რივერი - ქალაქი კანადის ონტარიოს პროვინციაში.

ჩოკროამინოტო - ინდონეზიის მუსლიმური და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი (1882-1934 წწ).

ჩოლა - ძველი სახელმწიფო და დინასტია ინდოეთში უძველეს დროსა და შუა საუკუნეებში.

ჩოლაბარგი - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ჩოლაბური - მდინარე ზესტაფონის და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში, ყვირილის მარჯვენა შენაკადი, წარმოიქმნება მდინარეების ბუჯისა და ძუსის შეერთებით, 170 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე - 23 კილომეტრი, აუზის ფართობი - 365 კვ.კმ. საზრდოობს თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან - 11,4 კუბ.მ/წმ.

ჩოლი

1) (თურქ.) - დაბალი, დაბლობი (ადგილი); ხაშმიანი (ადგილი, ჰავა....).

2) მდინარე ჩინეთში, მდინარე ნუნძიანის მარჯვენა შენაკადი.

ჩოლმანი - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

ჩოლოქი

1) მდინარე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ნატანების მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 30 კილომეტრი).

2) რკინიგზის ბაქანი ოჩხამურ-ნატანების გადასარბენზე.

ჩოლოყაშვილი ბიძინა - კახეთის 1659 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური.

ჩოლოყაშვილი გარსევან - XVI საუკუნის პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე.

ჩოლოყაშვილი დავით - პოეტი, დრამატურგი, მთარგმნელი (1735-1810 წწ).

ჩოლოყაშვილი ნიკოლოზ (ნიკიფორე ირბახი) - პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი, პირველი ქართული წიგნის ერთ-ერთი გამომცემელი (გამოიცა რომში 1629 წელს - ქართულ-იტალიური ლექსიკონი) (დაახლოებით 1585-1658 წწ).

ჩოლოყაშვილი რევაზ - კახეთის სამეფოს სახლთუხუცესი XVII საუკუნის 40-იან წლებში.

ჩოლოყაშვილი ქაიხოსრო - პოეტი (გარდაიცვალა 1613 წელს).

ჩოლოყაშვილი ქაიხოსრო (ქაქუცა) - საქართველოს ეროვნული გმირი (1888-1930 წწ).

ჩოლოყაშვილი შერმაზან - კახეთის თავადი, კახეთის მეფეთა სახლთუხუცესი (XVI-XVII სს).

ჩოლოყაშვილი ჯიმშერ - არაგვის საერისთავოს გამგებელი 1743-56 წლებში.

ჩოლპონ-ათა - ქალაქი ყირგიზეთის ისიყ-ყულის ოლქში.

ჩოლური

1) მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი.

2) სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

ჩოლუტეკა - ქალაქი ჰონდურასში, ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.

ჩოლფოთი (ჩოლფოტი)

1) დაგრეხილი წნელის რგოლი (ჩამოცმულია ურმის ღერძზე თვალსა და ჭინჭილაკს შორის).

2) თოხისა და მისთანების ყუაში ტარის ჩასამაგრებლად ჩაჭედილი სოლი.

3) უღონოდ მოსიარულე; დუნე, უსიცოცხლო.

ჩოლშურა - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი.

ჩომბახი - იგივეა, რაც კომბალი.

ჩომეთი - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

ჩო მიონ ჰი (ფსევდონიმი ფხოსოკი) - კორეელი მწერალი (1894-1942 წწ).

ჩომოლუნგმა - იხილე ჯომოლუნგმა.

ჩომპები (იტალ.) - ფლორენციის მატყლის საქსოვი მანუფაქტურების დაქირავებული მუშები (ცნობილია ჩომპების აჯანყება 1378 წელს).

ჩონა - მდინარე აღმოსავლეთ ციმბირში, ვილიუის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 802 კილომეტრი).

ჩონ ბონ ჯუნი - კორეის გლეხთა აჯანყების ხელმძღვანელი (1853-1895 წწ).

ჩონბური - ქალაქი ტაილანდში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (40 ათასი).

ჩონგრადი - მედიე სამხრეთ უნგრეთში.

ჩონგური

1) ქართული ხალხური ოთხსიმიანი საკრავი.

2) პირველი ქართული ლიტერატურული ალმანახი, გამოვიდა პეტერბურგში 1864 წელს.

ჩონგურული - ჩონგურზე დასამღერებელი სიმღერა.

ჩონდო - მდინარე რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში (606 კმ).

ჩონთო - ყოფილი სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში.

ჩონ იაკ იონი (ჩონ და სანი) - კორეელი სწავლული-ენციკლოპედისტი (1762-1836 წწ).

ჩონ ინ ჯი (სხვა ტრანსკრიფციით ჩონ ნინ ჯი) - კორეელი სწავლული და სახელმწიფო მოღვაწე (1396-1478 წწ).

ჩონოსი - არქიპელაგი სამხრეთ ამერიკის სანაპიროსთან, ეკუთვნის ჩილეს.

ჩონჩორიკი - კენტჩლიქიანების (ცხენი, ვირის....) განავალი.

ჩონჩხი

1) ძვლების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ადამიანისა და ცხოველის სხეულის მყარ საფუძველს.

2) ფეხის ზურგი; ხელის ზურგი.

3) იგივეა, რაც კარკასი.

4) კლდიანი ადგილი.

ჩონ ჩხოლი (ლიტერატურული სახელი სონგანი) - კორეელი პოეტი (1536-1594 წწ).

ჩონჯუ - ქალაქი სამხრეთ-კორეის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ჩოლა-პუქტოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (520 ათასი).

ჩოპი - ქალაქი უკრაინის იმერკარპატეთის ოლქში.

ჩოპიჩი ბრანკო - სერბი მწერალი (1915-1984 წწ).

ჩოლოყაშვილი ვლადიმირ - იუგოსლავიის კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1891-1938 წწ).

ჩორთი - ცხენის სირბილი, როდესაც ფეხებს ისე ადგამს, როგორც სიარულის დროს.

ჩორდი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ჩორნაია ლიალია (ნამდვილი სახელი და გვარი ნადეჟდა კისელიოვა) - რუსი მომღერალი და თეატრის მსახიობი, ბოშური სიმღერების, რომანსებისა და ცეკვების შემსრულებელი (1909-1982 წწ).

ჩორნი საშა (ნამდვილი სახელი და გვარი ალექსანდრე გლიკბერგი) - რუსი პოეტი (1880-1932 წწ).

ჩორტკოვი - ქალაქი უკრაინის ტერნოპოლის ოლქში (30 ათასი).

ჩორუმი - ქალაქი თურქეთში, ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (120 ათასი).

ჩორჩანა - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ჩორჩანელები - სამხრეთ საქართველოს (სამცხის) წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო VIII-XI საუკუნეებში.

ჩორჩანი

1) სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

2) (ყოფილი ჭორჭოხი) სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ჩორჯო - სოფლების დიდი ჩორჯოს და პატარა ჩორჯოს გავრცელებული სახელწოდება (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი).

ჩორჯოსწყალი - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რიონის მარჯვენა შენაკადი.

ჩოსერი ჯეფრი - ინგლისელი პოეტი (1340-1400 წწ).

ჩოსონი - კორეის ერთ-ერთი სახელწოდება. სიტყვასიტყვით ნიშნავს „დილის სიგრილის ქვეყანას”.

ჩოტა-ნაგპური - პლატო ინდოეთში.

ჩოსიჩი ბრანიმირ - სერბი მწერალი (1903-1934 წწ).

ჩოტოპადჰაი

1) ბონკიმჩონდრო - ინდოელი მწერალი, განმანათლებელი და საზოგადო მოღვაწე (1838-1894 წწ).

2) შოროტრონდრო - ინდოელი მწერალი (1876-1938 წწ).

ჩოფიკაშვილი მიხეილ - მწერალ ალ. ყაზბეგის მამა.

ჩოფურა (თურქ.) - იგივეა, რაც ნაყვავილარი.

ჩოფჩაური - ყოფილი სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში.

ჩოქბჯენი - ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში - მუხლებზე და ფეხებზე დგომა.

ჩოქელა - დაჩოქილ მდგომარეობაში.

ჩოქელები - მტაცებელი მწერების რიგი; ენათესავებიან ტარაკნებს.

ჩოქში - იგივეა, რაც თოქში.

ჩოღერა

1) მეჩხერი (კბილები.....).

2) მეჩხერი კბილების მქონე (ადამიანი, სავარცხელი, საჩეჩელი და სხვა).

ჩოღრო - იგივეა, რაც ოღროჩოღრო.

ჩოჩეთი - სოფლების ზემო ჩოჩეთის და ქვემო ჩოჩეთის გავრცელებული სახელწოდება (კასპის მუნიციპალიტეტი).

ჩოჩვა - ხელებითა და ფეხებით, ძირიდან ტანის აუწევლად მოძრაობა.

ჩოჩია ისააკ - იხილე აბაშელი ალექსანდრე.

ჩოჩიევა (ცოცითი) ნინა - ოსი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1916 წელს).

ჩოჩიევი რევაზ - ოსი მწერალი (1906-1990 წწ).

ჩოჩიშვილი შოთა - სპორტსმენი (ძიუდო, 93 და 95 კგ). 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1975), ევროპის ჩემპიონატის სამგზის მეორე (1973, 74, 75) და მესამე (1977) პრიზიორი. საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1972, 77). სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1950 წელს).

ჩოჩორი

1) ვირის ნაშიერი; მუტრუკი.

2) მწყრის მართვე.

ჩოჩქი - ახლად ამოყრილი ნერგი.

ჩოჩქოლი - შეშფოთებით, აღელვებით გამოწვეული მოქმედება.

ჩოჩხათი - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ჩოხა (თურქ.)

1) მამაკაცის ზედა ტანსაცმელი, წელში გამოყვანილი, ღრმად გულამოჭრილი; აქვს მაჯამდე ჩახსნილი სახელოები და განიერი კალთები; იცვამენ ახალუხს ზემოდან.

2) მოჭიდავის უსახელოებო მოკლე ჩასაცმელი მკვრივი ტილოსი; იცვამენ და ზედ ქამარს ირტყამენ ქართული ჭიდაობის დროს.

3) ბერ-მონაზონთა ტანსაცმელი.

ჩოხატაური - დაბა დასავლეთ საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთ კალთის ძირას. მანძილი თბილისიდან 310 კმ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული დასავლეთ საქართველოში; 1917 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრაში; 1930 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია, 1965 წლიდან არსებობს დღევანდელი საზღვრებით. ფართობი - 834,3 კვ.კმ. 1 დაბა და 60 სოფელი.

ჩოხელთხევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი.

ჩოხელი არჩილ - მოჭიდავე (სამბო, 68 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (1993), ორგზის მეორე (1994, 97) და ექვსგზის მესამე (1992, 96, 98, 99, 2000, 02) პრიზიორი, მსოფლიოს თასის მფლობელი (1997) და მეორე პრიზიორი (1996), ევროპის ჩემპიონი (1998), მეორე (2001) და ექვსგზის მესამე (1993, 94, 97, 99, 2000, 2002) (დაიბადა 1971 წელს).

ჩოხელი გივი - ფეხბურთელი, მცველი. თამაშობდა თელავის „დინამოსა” (1955) და თბილისის „დინამოში” (1956-64). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი. ევროპის ჩემპიონი (1960), მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე (1962). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 159 მატჩი (4 გოლი). სსრკ ჩემპიონატის ორგზის მესამე პრიზიორი (1959, 62) და თასის გათამაშების ფინალისტი (1960). იყო თბილისის „დინამოს” მთავარი მწვრთნელი (1969-70, 1974) და გუნდის უფროსი (1984-85). სპორტის დამსახურებული ოსტატი (1937-1994 წწ).

ჩოხელი გიული - ესტრადის მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1935 წელს).

ჩოხელი გოდერძი - კინორეჟისორი, სცენარისტი, მწერალი (1954-2007 წწ).

ჩოხელი ელენე - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრში (1914-1991 წწ).

ჩოხელნი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), მთიულეთის არაგვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1200 მეტრი, დუშეთიდან - 50 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 21 კაცი.

ჩოხი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდამაყრის თემის საკრებულო), მთიულეთ-ფშავის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ბურსაჭირისხევის (გუდამაყრის არაგვის ერთ-ერთი მდგენელი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1350 მეტრი, დუშეთიდან - 72 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 17 კაცი.

ჩოხისძველა - ძველი, გაცვეთილი ჩოხა.

5.11 ჩრ

▲ზევით დაბრუნება


ჩრაქვი - არყის ხის ქერქი, რომელსაც კვარის მაგივრად (სანათად) ხმარობდნენ (ფშავ-ხევსურეთში).

ჩრდილეთი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ჩრდილი

1) მზეს მოფარებული ადგილი; გრილო, ჩერო.

2) ცალი მხრიდან განათებული საგნის მუქი გამოსახულება მეორე მხარეს; ლანდი.

3) სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ზვარის თემის საკრებულო). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთზე. მდინარე ზვარულის (ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 720 მეტრი. ხარაგაულიდან - 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 534 კაცი.

ჩრდილი გზაზე - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1956 წელს. დამდგმელი რეჟისორი - დავით რონდელი. სცენარის ავტორები - კონსტანტინე ლორთქიფანიძე, ემანუილ ფეიგინი. დამდგმელი ოპერატორები - ლევ სუხოვი, არჩილ ფილიპაშვილი. კომპოზიტორი - სულხან ცინცაძე. მთავარ როლებში: ლია ელიავა (ნინო), ზურაბ ლაფერაძე (გიორგი ჩოხელი), ედიშერ მაღალაშვილი (ლევან გელაშვილი), ვახტანგ ნინუა (შაქრო), ნინელი ცინცაძე (ივლიტა), ბუხუტი ზაქარიაძე (მამუკა), გოჩა აბაშიძე (თედო).

ჩრდილის ქედი - იხილე ნიალისყურის ქედი.

ჩრდილ-ნათელი - იგივეა, რაც შუქ-ჩრდილი.

ჩრდილო

1) იგივეა, რაც ჩრდილი.

2) იგივეა, რაც ჩრდილოეთი.

ჩრდილოატლანტიკური დინება - თბილი დინება ატლანტის ოკეანეში.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია - იხილე ნატო.

ჩრდილო-აღმოსავლეთი - ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთს შორის მოქცეული მხარე.

ჩრდილო-აღმოსავლეთის გასასვლელი - გზა ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანეში ევროპისა და აზიის ჩრდილოეთი ნაპირების გასწვრივ.

ჩრდილო-აღმოსავლეთი ჩინეთი (ისტორიული სახელწოდება მანჯურია) - იხილე დუნბეი.

ჩრდილობი - ჩრდილიანი ადგილი.

ჩრდილო-დასავლეთი - ჩრდილოეთსა და დასავლეთს შორის მოქცეული მხარე.

ჩრდილო-დასავლეთის ნახევარკუნძული - მდებარეობს კუნძულ ისლანდიაზე.

ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელი - საზღვაო გზა ატლანტის ოკეანესა და წყნარ ოკეანეს შორის.

ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიები - კანადის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.

ჩრდილო-დასავლეთი ჩინეთი - იხილე სინანი.

ჩრდილოეთ ალბანეთის ალპები (პრო-კლეტიე) - მთები ალბანეთსა და იუგოსლავიაში.

ჩრდილოეთ აფრიკის ქვაბული (კანარის ქვაბული) - ფსკერის დადაბლება ატლანტის ოკეანეში.

ჩრდილოეთი

1) ქვეყნის ერთ-ერთი მხარე, სამხრეთის მოპირდაპირე.

2) ქვეყნის ნაწილი, რომელიც ამ მხარეზეა. || რაიმე უძრავი საგნის (ნაგებობის...) ის ნაწილი, რომელიც ამ მხარესაა მოქცეული.

ჩრდილოეთი ამერიკა - კონტინენტი დასავლეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროების გადაკვეთაზე. ფართობი - 20,4 მილიონი კვ.კმ. მოსახლეობა - 400 მილიონი.

ჩრდილოეთი დაკოტა - შტატი აშშ-ს ჩრდილოეთ ნაწილში. ფართობი - 183 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 640 ათასი. ადმინისტრაციული ცენტრი - ბისმარკი.

ჩრდილოეთი ირლანდია (ოლსტერი) - დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეული. მდებარეობს კუნძულ ირლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ფართობი - 14,2 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 1,6 მილიონი. მთავარი ქალაქი - ბელფასტი.

ჩრდილოეთი კაროლინა - შტატი აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ფართობი - 136,5 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 7 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - როლი.

ჩრდილოეთი კუნძული - ახალი ზელანდიის კუთვნილი კუნძული წყნარ ოკეანეში.

ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია - მხარე გერმანიაში.

ჩრდილოეთი როდეზია - იხილე ზამბია.

ჩრდილოეთის არხი - აერთიანებს მდინარეებს უაზისა და სან-სეს (საფრანგეთი).

ჩრდილოეთის დვინა - მდინარე რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილოეთით, ერთვის თეთრ ზღვას (სიგრძე - 744 კილომეტრი).

ჩრდილოეთის ზღვა - ატლანტის ოკეანის აუზის განაპირა ზღვა. ფართობი - 565 ათასი კვ.კმ.

ჩრდილოეთის მესა - ზეგანი მექსიკასა და აშშ-ში.

ჩრდილოეთის პოლარული ზღვა - იხილე ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე.

ჩრდილოეთის საზღვაო არხი (ნორდზეეკანალი) - აერთებს ამსტერდამსა და ეიმეიდენს (ნიდერლანდი).

ჩრდილოეთის სოსვა - მდინარე რუსეთის ტიუმენის ოლქში (სიგრძე - 754 კილომეტრი).

ჩრდილოეთის სპორადები - კუნძულების ჯგუფი ეგეოსის ზღვაში, ეკუთვნის საბერძნეთს.

ჩრდილოეთის სრუტე - მდებარეობს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას შორის.

ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე (ჩრდილოეთის პოლარული ზღვა) - ყველაზე პატარა ოკეანე დედამიწაზე. მდებარეობს ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის. ფართობი დაახლოებით 13 მილიონი კვ.კმ.

ჩრდილოეთის ჩხარა - მდინარე თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ჩხარის მარჯვენა შენაკადი.

ჩრდილოეთი ტერიტორია - ავსტრალიის ადმინისტრაციული ერთეული.

ჩრდილოეთი ხარტუმი - ქალაქი სუდანში.

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა (ალანიის რესპუბლიკა) - რესპუბლიკა რუსეთის შემადგენლობაში; მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში. ფართობი - 8 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 60 ათასი. დედაქალაქი - ვლადიკავკაზი.

ჩრდილოეთ ჰოლანდიის არხი - აერთებს ამსტერდამსა და ჰელდერს (ნიდერლანდი).

ჩრდილოელი - ჩრდილოეთის მცხოვრები.

ჩრდილოვანი

1) იგივეა, რაც ჩრდილიანი.

2) (გადატანით) ნაკლის მქონე; ნაკლოვანი.

ჩრდილოური - ჩრდილოეთის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი.

ჩრდილ ჩიფრანი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ჩრდილოწყნაროკეანური დინება - თბილი დინება წყნარ ოკეანეში.

ჩრიკონი - მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ქეშელთის მარჯვენა შენაკადი.

ჩრჩილი - პაწაწინა პეპელა, რომლის მღილიც შალის ქსოვილების, ბეწვეულის, აგრეთვე ფუტკრისა და მცენარეულის მავნებელია.

5.12 ჩუ

▲ზევით დაბრუნება


ჩუ

1) შეძახილი მოსაუბრის გასაჩუმებლად.

2) ქალაქი ყაზახეთის ჯამბულის ოლქში (40 ათასი).

3) მდინარე ყირგიზეთსა და ყაზახეთში (სიგრძე - 1067 კილომეტრი).

ჩუბარი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ჩუბაქი სადეყ - ირანელი მწერალი (დაიბადა 1916 წელს).

ჩუბინაშვილი გიორგი - ხელოვნების ისტორიკოსი, აკადემიკოსი (1885-1973 წწ).

ჩუბინაშვილი დავით - ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ლიტერატურათმცოდნე (1814-1891 წწ).

ჩუბინაშვილი იესე - გრამატიკოსი, მთარგმნელი, აგროვებდა სალექსიკონო მასალებს და ძველ ქართულ ხელნაწერებს (178-1821 წწ).

ჩუბინაშვილი ნიკოლოზ - ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1908-1990 წწ).

ჩუბინაშვილი ნიკოლოზ (ნიკო) - ლექსიკოგრაფი, არქეოლოგი, მთარგმნელი (1788-1845 წწ).

ჩუბინი (სპარს.) - მარჯვე, აუცდენლად მსროლელი.

ჩუბინიანთკარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბაზალეთის თემის საკრებულო), ბაზალეთის პლატოზე, ბაზალეთის ტბის დასავლეთით. ზღვის დონიდან - 900 მეტრი, დუშეთიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 147 კაცი.

ჩუბინიშვილი გიორგი - კომპოზიტორი და მომღერალი (ლირიკულ-დრამატული ტენორი) (1889-1945 წწ).

ჩუბინიშვილი ოთარ - ვიოლონჩელისტი და პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1941 წელს).

ჩუბინიძე ლევან - უფროსი ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1916-1943 წწ).

ჩუბინიძე მიხეილ - მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა სოხუმის თეატრში (1910-1990 წწ.).

ჩუბრილოვიჩი ვასო - იუგოსლავიელი ისტორიკოსი (1897-1985 წწ).

ჩუბუტი

1) მდინარე არგენტინაში, ერთვის ატლანტის ოკეანეს (სიგრძე - 810 კილომეტრი).

2) პროვინცია არგენტინის სამხრეთ ნაწილში; ადმინისტრაციული ცენტრი - როსონი.

ჩუბუხი - მთა ადიგენის მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში (2504 მეტრი).

ჩუგაჩი - იხილე ჩუგაჩის მთები.

ჩუგაჩის მთები (ჩუგაჩი) - მთის მასივი აშშ-ს ალასკას შტატში.

ჩუგლული

1) მცირე წერაქვი.

2) ნაჯახის მსგავსი გრძელტარიანი საომარი იარაღი.

ჩუგუევი - ქალაქი უკრაინის ხარკოვის ოლქში (40 ათასი).

ჩუგუნაშვილი გიორგი - პეტერბურგში მოღვაწე ქართველი მწერალი, ენციკლოპედისტი (1777-1827 წწ).

ჩუგუში - მწვერვალი კავკასიონის დასავლეთ ნაწილში, რუსეთის კრასნოდარის მხარეში (3238 მეტრი).

ჩუგუჩაკი (ტაჩენი) - ქალაქი ჩინეთის სინძიანის ავტონომიურ ოკრუგში.

ჩუდი ეგიდი (ან გილგ) - შვეიცარიელი მწერალი, ისტორიკოსი (1505-1572 წწ).

ჩუდის ტბა - ტბა ესტონეთის და რუსეთის საზღვარზე.

ჩუდოვო - ქალაქი რუსეთის ნოვგოროდის ოლქში.

ჩუდურაული - მდინარე ხულოს მუნიციპალიტეტში, ქვაბლიანის სათავე.

ჩუვაშეთი - რესპუბლიკა რუსეთის შემადგენლობაში; მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპის ვაკეზე, ვოლგის მარჯვენანაპირეთში. ფართობი - 18,3 ათასი კვ.კმ. დედაქალაქი - ჩებოქსარი.

ჩუიკოვი ვასილი - საბჭოთა მხედართუფროსი, მარშალი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1900-1982 წწ).

ჩუიკოვი სემიონ - რუსი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1902-1980 წწ).

ჩუკარინი ვიქტორ - უკრაინელი სპორტსმენი (სპორტული ტანვარჯიში), 1952 და 1956 წლების ოლიმპიური თამაშების შვიდგზის ჩემპიონი (1921-1984 წწ).

ჩუკიკამატა - სპილენძის საბადო ჩილეში (ატაკამის პროვინცია).

ჩუკისაკა - ბოლივიის დედაქალაქ სუკრეს სახელი 1839 წლამდე.

ჩუკოვსკი კორნეი (ნამდვილი გვარი კორნეიჩუკოვი) - რუსი მწერალი (1888-1969 წწ).

ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი - შედის რუსეთის მაგადანის ოლქის შემადგენლობაში, ადმინისტრაციული ცენტრი - ანადირი.

ჩუკოტკის ზღვა - ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის აუზის განაპირა ზღვა. ფართობი - 582 ათასი კვ.კმ.

ჩუკული - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

ჩუკურენკუ ალექსანდრუ - რუმინელი ფერმწერი (1903-1977 წწ).

ჩუკუროვა (კილიკიის დაბლობი) - დაბლობი თურქეთში.

ჩულეი ლივიუ - რუმინელი რეჟისორი, მხატვარი და მსახიობი (დაიბადა 1923 წელს).

ჩული (თურქ.)

1) ცხენის (ხარის.....) ზურგზე გადასაფარებელი ქსოვილი; ბალნურა. || ძველი საფენი.

2) იგივეა, რაც შალითა.

ჩულიმი

1) ქალაქი რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქში.

2) მდინარე რუსეთის ტომსკის ოლქში და კრასნოიარსკის მხარეში (სიგრძე - 1799 კილომეტრი).

ჩულინოვიჩი ფერდო - იუგოსლავიელი ისტორიკოსი (1897-1971 წწ).

ჩულუტინგოლი - მდინარე მონღოლეთში, მდინარე იდერის მარჯვენა შენაკადი.

ჩუმათელეთი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ჩუმათხევი - მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

ჩუმა

1) უდედოდ შედედებული რძე (კარაქის შესადღვებად).

2) იგივეა, რაც დო.

ჩუმათობა - ჩუმად, ნამალავად კეთება რისამე.

ჩუმალა

1) ჩუმი, სიტყვაძვირი.

2) იგივეა, რაც ჩუმჩუმა.

ჩუმი

1) დაბალი ხმიანობისა; ხმადაბალი. || უხმაურო, წყნარი.

2) ხმაამოუღებელი, სიტყვაძვირი, უსიტყვო, მშვიდი (ადამიანი).

3) (გადატანით) ფარულად, მალულად.

ჩუმიში - მდინარე დასავლეთ ციმბირში, ობის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 644 კილომეტრი).

ჩუმკუზბა - მთა აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე (2081 მეტრი).

ჩუმლაყი - სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

ჩუმპე - დიდი, დაშვებული მუცელი.

ჩუმქარი - იგივეა, რაც ნამქერი.

ჩუმჩუმა - ვინც ჩუმად, მალულად მოქმედებს. ქვეშქვეშა.

ჩუმჩუმელა - იგივეა, რაც ჩუმჩუმა.

ჩუმჩუმობა - ჩუმჩუმად, მალულად მოქმედება.

ჩუნა - მდინარე რუსეთის ირკუტსკის ოლქსა და კრასნოიარსკის მხარეში, მდინარე ტასეევის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 1203 კილომეტრი).

ჩუნეში

1) სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (ცხუნკურის თემის საკრებულო), მდებარეობს წყალტუბოს ტალღობრივ ვაკეზე, მდინარე ყუმის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 180 მეტრი, წყალტუბოდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 231 კაცი.

2) სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (წყალტუბოს თემის საკრებულო), მდებარეობს წყალტუბოს ტალღობრივ ვაკეზე. ზღვის დონიდან - 130 მეტრი, წყალტუბოდან - 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 812 კაცი.

3) სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (დედალაურის თემი), მდებარეობს მდინარეების სემისა და ყუმის შესართავთან. ზღვის დონიდან - 110 მეტრი, ხონიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 76 კაცი. ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნეში. სოფელში მდებარეობს შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე, გვირაბი, 1762 და 1796 წლის ეკლესიები.

ჩუნია - მდინარე რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში, პოდკამენაია-ტუნგუსკის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 727 კილომეტრი).

ჩუნმინი - ჩინური მითოლოგიაში - ზღაპრული ფრინველი, ავსულთაგან იცავს ადამიანებს.

ჩუნჩხა - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

ჩუნცინი (იუ იჩენი, ბასიანი) - ქალაქი ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში, 1937-46 წლებში ჩინეთის დროებითი დედაქალაქი (2,3 მილიონი).

ჩურეხი

1) ცერცვეულის (პარკოსანთა) ჩურჩა.

2) ბალახის ნარჩენი.

ჩურიგერა ალბერტო - ესპანელი არქიტექტორი და მოქანდაკე (1676-1740 წწ).

ჩურიგერა ხოსე ბენიტო დე - ესპანელი არქიტექტორი და მოქანდაკე (1674-1724 წწ).

ჩურიკოვა ინა - თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1943 წელს).

ჩურილინი ტიხონ - რუსი პოეტი, ამჟღავნებდა სიახლოვეს ფუტურიზმთან (1885-1946 წწ).

ჩურსინა ლუდმილა - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1941 წელს).

ჩურუქა (თურქ.) - უხეირო, არასაიმედო.

ჩურჩა

1) მარცვალგამოცლილი პარკი, ჩენჩო (პარკოსან მცენარეთა და სხვა). | ყურძნის მარცვლის კანი.

2) კურკაგაცლილი (კურკოვანი ხილი).

ჩურჩიანი

1) რასაც ჩურჩა არ აქვს გაცლილი.

2) ჩურჩით შეკაზმული, შეჭამანდი.

ჩურჩული - უხმოდ, მეტისმეტად ხმადაბლა, ჩუმად ლაპარაკი.

ჩურჩუტი - იგივეა, რაც ჩერჩეტი.

ჩურჩხელა - თათარაში ამოვლებული ნიგვზის, ჩამიჩის და მისთანების ასხმულა.

ჩუსთი - ქალაქი უზბეკეთის ნამანგანის ოლქში.

ჩუ სი გიონი (ფსევდონიმი ჰანჰინსემი) - კორეელი მეცნიერი და მოაზროვნე (1876-1914 წწ).

ჩუსოვაია - მდინარე რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) და პერმის ოლქებში, კამის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 592 კილომეტრი).

ჩუსოვოი - ქალაქი რუსეთის პერმის ოლქში (55 ათასი).

ჩუსტი

1) უქუსლო და უყელო ფეხსაცმელი;

2) უქუსლო წაღა.

ჩუსტურა - ქალის ჩითა (ჩუსტის მოყვანილობისა), რომელსაც ყელის ადგილი ღია აქვს (იციან თუშეთში).

ჩუტი (ჩუტე) - იგივეა, რაც ფშუტი.

ჩუტყვავილა - ბავშვთა გადამდები დაავადება; იცის კანის გაწითლება და სითხიანი ბუშტუკების გაჩენა, ხშირად სიცხეც.

ჩუქებული - იგივეა, რაც ნაჩუქარი.

ჩუქურთმა - მხატვრული (სკულპტურული ან გრაფიკული) სამკაული, რომელიც შედგება გეომეტრიული ფიგურების, ცხოველთა ან მცენარეთა გამოსახულებისაგან.

ჩუქჩაგირის ტბა - ტბა მდინარე ამგუნის (ამურის მარცხენა შენაკადი) აუზში, რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში.

ჩუქჩები - რუსეთის მაგადანის ოლქში მცხოვრები ხალხი; ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგის ძირითადი მოსახლეობა.

ჩუღურეთი - ერთ-ერთი ძველი უბანი თბილისში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ახლანდელი ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. პირველად იხსენიება 1707 წელს როგორც სოფელი „ჩუხურის” სახელით; სიტყვა წარმოდგება თურქული „ჩუღურ”-დან (ჩეხურ, ჩუკურ) და ორმოს, ღრმა ფლატეს ნიშნავს. 1820 წლიდან შეუერთდა ქალაქს.

ჩუშტარი - კვერცხში გაქნილი ფქვილი, მოხრაკული ტაფაზე.

ჩუჩა - კანის ნაოჭი მამაკაცის სასქესო ასოს ბოლოში.

ჩუჩუნი - მცირე მოძრაობა, მცირედი განძრევა; ფაჩუნი.

ჩუჩხური

1) ჯოხისა და მისთანების ცეცხლში, ნაღვერდალში, რისამე ჭუჭრუტანაში შეყოფა და მოძრაობა, ტრიალი, ჩხიკინი.

2) (გადატანით) წაქეზება, შეგულიანება.

ჩუხაჭიანი ტიგრან - სომეხი კომპოზიტორი, ცხოვრობდა კონსტანტინეპოლში (1837-1898 წწ).

ჩუხლომა - ქალაქი რუსეთის კოსტრომის ოლქში.

ჩუხრაი გრიგორი - რუსი კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1921-2001 წწ).

ჩუხჩარხი (ჩუხჩერახი) - მოხელე ფეოდალურ საქართველოში, რომელსაც ძირითადად მეფის დაცვა ევალებოდა.

ჩუხჩერატი - საქართველოს სამეფო კარის საპატიო მოხელეთა ერთ-ერთი წოდებულება.

ჩუხჩუხა - ჩუხჩუხით მდინარი, მოჩუხჩუხე.

ჩუხჩუხი

1) წყლის ჩქარი დინებით წარმოქმნილი ხმიანობა; ჩქრიალი.

2) წყლის (სითხის) ძლიერი დუღილის ხმა.

5.13 ჩქ

▲ზევით დაბრუნება


ჩქამაჩქუმი - იგივეა, რაც ჩქამი.

ჩქამი - რისამე ხმა, ხმაური.

ჩქარა

1) სწრაფად, მცირე დროის განმავლობაში.

2) იგივეა, რაც მალე.

ჩქარი - ვისაც, რასაც მცირე დრო სჭირდება მოძრაობისთვის; სწრაფი, მალი.

ჩქაროსანი - მუშა, რომელიც იყენებს მუშაობის ჩქარულ მეთოდებს.

ჩქარული - რაც დიდი სიჩქარით წარმოებს.

ჩქარ-ჩქარი - ჩქარი და ხშირი; ზედიზედ მომხდარი.

ჩქაფანი - იგივეა, რაც ჩქაფუნი.

ჩქაფაჩქუფი - იგივეა, რაც ჩქაფუნი.

ჩქაფი - იგივეა, რაც ჩქაფუნი.

ჩქაფუნი - წყალში (სითხეში) რისამე ჩავარდნის ან წყლის (სითხის) სწრაფი მოძრაობის ხმა.

ჩქაფჩქაფი - იგივეა, რაც თუხთუხი.

ჩქერალი - იგივეა, რაც ჩანჩქერი.

ჩქერი - მდინარის სწრაფი დინება კალაპოტის დაქანებულ და ქვიან ადგილას.

ჩქეფი

1) ხმაურით დენა (ნაკადისა).

2) შუშხუნა ღვინო.

ჩქვალერი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

ჩქიფი - იგივეა, რაც ჩანგალი.

ჩქოლა

1) ქორფა, ნორჩი.

2) ახალგაზრდა ხე.

ჩქონი - ჯაგნარიანი რიყე მდინარის პირას.

ჩქოტუა დავით - აფხაზი მწერალი (1849-1929 წწ).

ჩქრიალი - იგივეა, რაც ჩხრიალი.

ჩქრო - იგივეა, რაც ჩქამი.

ჩქუმი - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ჩქუნეთი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ჩქუნი - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

5.14 ჩხ

▲ზევით დაბრუნება


ჩხა

1) კაპებიანი საკიდარი (ჩვეულებრივ ხისა); კაჩხა.

2) ირმის დატოტვილი რქა.

3) ვაზის აჭრილი ტოტი მტევნებიანად.

4) მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, აღმოსავლეთის გუმისთის მარჯვენა შენაკადი.

ჩხავერი - ვაზის ჯიში; აქვს მოგრძო მტევანი; იცის საუკეთესო წითელი ღვინო; გავრცელებულია გურიასა და აჭარაში (უპირატესად მაღლარად).

ჩხავილი - ზოგი ცხოველის (ტურის, კატის.....) და ფრინველის (ყვავის, კაჭკაჭის...) უსიამოვნო, ყურთასმენის წამღები ხმიანობა. || უსიამოვნო, ხმამაღლა ტრილი.

ჩხათანისწყალი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარცხენა შენაკადი.

ჩხაიძე ალექსანდრე - დრამატურგი (დაიბადა 1923 წელს).

ჩხაიძე ვასილი - მსახიობი (1905-1986 წწ).

ჩხაიძე ვლადიმერ - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1922-1943 წწ).

ჩხაიძე იოსებ (სოსო) - კინორეჟისორი (დაიბადა 1937 წელს).

ჩხაიძე სერგო - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1919-1971 წწ).

ჩხაკაჩხუკი - ზედიზედ რამდენიმე ჩხაკუნი; გაბმით ჩხაკუნი.

ჩხაკოურა

1) მდინარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, გუბაზეულის მარცხენა შენაკადი.

2) სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

ჩხაკუნი

1) ლითონის საგნებზის მაგარ რამეზე მოხვედრებისას გამოცემული ხმა

2) უხეიროდ დაკვრა (ფანდურისა და მისთანების).

ჩხალთა

1) (ჩჰალთა) მწვერვალი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ჩხალთის ქედზე.

2) (აწგარა) მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, კოდორის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 38 კილომეტრი).

3) სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ჩხალთაძიხი (ჩჰალთაძიხი)

1) მწვერვალი (3670 მეტრი) და უღელტეხილი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონზე.

2) მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ჩხალთის მარჯვენა შენაკადი.

ჩხალთის ქედი - ქედი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონზე.

ჩხამა - წვრილი თევზი ერთგვარი; აქვს წითელი ფორეჯები.

ჩხარა - მდინარე თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ჩოლაბურის მარჯვენა შენაკადი, სათავე აქვს ოკრიბა-არგვეთის სერის სამხრეთ კალთაზე, 865 მეტრ სიმაღლეზე, სიგრძე - 22 კილომეტრი, აუზის ფართობი - 73 კვ.კმ. საზრდოობს თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან - 1,6 კუბ.მ/წმ.

ჩხარაული - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ჩხარა-ჩხური

1) ხშირი ჩხარუნი.

2) უხეიროდ დაკვრა (ფანდურისა და მისთანებისა).

ჩხარ-ეწერი - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (სიქთარვის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ძევრულის (ჩოლაბურის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 240 მეტრი, თერჯოლიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 688 ადამიანი.

ჩხართვი (Turdus viscivorus viscivorus) - გარეული ფრინველი შაშვისებრთა ოჯახისა; მიწისფერია, გულჭრელი.

ჩხარი

1) აბრეშუმის უვარგისი პარკი (საყაჭედ ვარგა მხოლოდ).

2) იგივეა, რაც ჩხარაჩხური.

3) იგივეა, რაც მეჩხერი.

4) სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჩხარის (ყვირილის სისტემა) ზემოეთში. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 2 სოფელს: ოქტომბერი, ჩხარი). ზღვის დონიდან - 280 მეტრი, თერჯოლიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 722 ადამიანი. ჩხარის მახლობლად დგას ოქონის მაცხოვრის ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები, მოხატულია XVI-XVIII საუკუნეებში).

ჩხარიჩხური - იგივეა, რაც ჩხარაჩხური.

ჩხარტიშვილი არჩილ - რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1905-1980 წწ).

ჩხარტიშვილი გრიგოლ - იხილე აკუნინი ბ.

ჩხატანა - ქისტებით დასახლებული ტერიტორია ახმეტის მუნიციპალიტეტში.

ჩხატარაისძე პეტრე - XVIII საუკუნის I ნახევრის მწერალი.

ჩხატი

1) იგივეა, რაც ჩანჩქერი.

2) მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თერგის მარცხენა შენაკადი.

ჩხეიძე ბორის - მწერალი (1902-1979 წწ).

ჩხეიძე გაბრიელ - XVII-XVIII საუკუნეების მწიგნობარი, მთარგმნელი; მოღვაწეობდა მოსკოვში.

ჩხეიძე დავით (ფსევდონიმი დია ჩიანელი) მწერალი 1890-1945 წწ).

ჩხეიძე თემურ - რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1943 წელს).

ჩხეიძე კონსტანტინე - არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1912-1990 წწ).

ჩხეიძე ნინო (ნუცა) - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1881-1960 წწ).

ჩხეიძე ნოდარ (ბიჭიკო) - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1917-1981 წწ).

ჩხეიძე ოთარ - მწერალი, ლიტერატურათმცოდნე (დაიბადა 1920 წელს).

ჩხეიძე რევაზ - კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1926 წელს).

ჩხეიძე სეხნია

1) იმერეთის სამეფოს სახლთუხუცესი, ჩხეიძეთა ფეოდალური სახლის მეთაური (გარდაიცვალა 1669 წელს).

2) XVIII საუკუნის პირველი ნახევრის ისტორიკოსი (დაახლოებით 1670-1745 წწ).

ჩხეიძე უშანგი - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1898-1953 წწ).

ჩხენიში - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ნაბაკევის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 50 მეტრი, სამტრედიიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 698 კაცი.

ჩხენკელი აკაკი - პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, პუბლიცისტი, ქართველი მენშევიკების ერთ-ერთი ლიდერი (1874-1959 წწ).

ჩხენკელი თამაზ - პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე (1927-2010 წწ).

ჩხენკელი ივანე - არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1910-1991 წწ).

ჩხერი

1) მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თერგის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 10 კილომეტრი).

2) სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.

ჩხერიმელა - მდინარე ხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში. ძირულის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, 1150 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე - 39 კილომეტრი. აუზის ფართობი - 490 კვ.კმ. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე თოვლის დნობის შედეგად, შუა თებერვლიდან ივნისის დასაწყისამდე. ზაფხულსა და ზამთარში წყალმცირობაა, ხოლო შემოდგომაზე - წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან - 13,6 კუბ.მ/წმ.

ჩხერის ციხე - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, ახლანდელ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.

ჩხვე იკ ჰიონი (ფსევდონიმი ცოი იკ ჰიონი) - კორეის პოლიტიკური მოღვაწე (1833-1906 წწ).

ჩხვე ნამ სონი (ფსევდონიმი იუქტანი) - კორეელი ლიტერატორი, ისტორიკოსი (1890-1957 წწ).

ჩხვე სოჰე (ნამდვილი სახელი ჩხვე ჰაკ სონი) - კორეელი მწერალი (1901-1932 წწ).

ჩხვე ჩხი ვონი (ფსევდონიმი კოუნი) - კორეელი პოეტი (857 წ - ?).

ჩხვინდღიულა - მთა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ასხის მასივზე (1949 მეტრი).

ჩხია - ჭროღა თვალები.

ჩხიკვაძე - ერთ-ერთი ცნობილი გვარი საქართველოში, წარმოშობით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხიდან არის. ჩხიკვაძეები გვხვდებიან იმერეთსა და აჭარაშიც მაგრამ გვარის ძირძველი წყარო მაინც გურია რჩება.

ჩხიკვაძე ვანო - მწერალი (დაიბადა 1947 წელს).

ჩხიკვაძე ზაქარია - მუსიკოსი, ფოლკლორისტი, პედაგოგი (1862-1930 წწ).

ჩხიკვაძე ნოე - პოეტი (1883-1920).

ჩხიკვაძე პანტელეიმონ - მწერალი (1903-1940 წწ).

ჩხიკვაძე რამაზ - თეატრისა და კინოს მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1980 წ), მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის თეატრში (1928-2011 წწ).

ჩხიკვაძე შალვა - საესტრადო დუეტის წევრი (ვ.ძაგნიძესთან ერთად), საქართველოს სახალხო არტისტი (1910-1976 წწ).

ჩხიკვთა - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

ჩხიკვი (Carrulus glandarius) - გარეული ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა; აქვს ფერადზოლიანი ფრთები; ჯაფარა.

ჩხიკვიშვილი ავთანდილ - მწერალი (დაიბადა 1949 წელს).

ჩხიკვიშვილი დავით - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 1972-80 წლებში (1921-1987 წწ).

ჩხიკინი

1) იგივეა, რაც ჩუჩხური.

2) ცოდვილობა; წვალება.

ჩხიმალა - გამხდარი, მჭლე (მკლავები....).

ჩხიმალი - იგივეა, რაც ჩინჩხვარი.

ჩხინა

1) მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი.

2) მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, კოდორის მარცხენა შენაკადი.

ჩხინულა - მდინარე ბაღდათის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში, საკრაულის მარცხენა შენაკადი.

ჩხირი

1) ხის წვრილი და ხმელი ტოტის ჩამონატეხი.

2) ასეთი ფორმის ლითონის თუ სხვა მასალის წვრილი ჯოხი.

ჩხირკედელა - ვისაც ჩხირკედელაობა სჩვევია.

ჩხირკედელაობა - ცუდუბრალოდ საქმის კეთება.

ჩხნდე - მდინარეში ჩახერგილი წვრილი ხეები.

ჩხო - ტბა სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედზე, ანჩხოს უღელტეხილთან.

ჩხოგური - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, ჭანჭახის მარცხენა შენაკადი.

ჩხონჯინი - ქალაქი ჩრდილოეთ კორეაში, ხამგენ-პუქტოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (520 ათასი).

ჩხონჯუ - ქალაქი სამხრეთ-კორეაში, ჩხუნჩხონ-პუქტოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (480 ათასი).

ჩხორთოლი - მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ოხოჯის მარცხენა შენაკადი.

ჩხორი - სხვადასხვა საგნის უწესრიგო გროვა.

ჩხორია - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ჩხოროწყუ

1) (ჩხოროწყარი) მდინარე მარტვილის მუნიციპალიტეტში, ტეხურის მარცხენა შენაკადი.

2) დაბა დასავლეთ საქართველოში, მდინარე ხობისწყლის მარცხენა ნაპირზე, მუნიციპალიტეტული ცენტრი. მანძილი თბილისიდან 344 კმ.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში; 1917 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში. 1921 წლიდან ისევ ზუგდიდის მაზრაში იყო, 1930 წლიდან კი დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტია. ფართობი - 619,4 კვ.კმ. 1 დაბა და 19 სოფელი.

ჩხოუში

1) მდინარე ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, ჯუმის მარჯვენა შენაკადი.

2) სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ჩხრეკა - საგამოძიებო მოქმედება - იძულებითი გამოკვლევა დანაშაულის მტკიცებულების აღმოსაჩენად.

ჩხრეკილა - წყალში გათქვეფილი ხალის (ქუმლის) ფაფისებური შეჭამანდი (იციან ხევსურეთში).

ჩხრიმალი - იგივეა, რაც ჩინჩხვარი.

ჩხრიალი - რაც ჩხრიალებს; ჩხრიალით მომდინარე.

ჩხრო - აჩხორილი, აკოკოლავებული რამ.

ჩხუბა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), მდინარე ხევსურეთის არაგვისა და მისი მარცხენა შენაკადის გუდანისჭალის წყალგამყოფის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, მდინარე გორშეღმისწყლის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 2040 მეტრი, დუშეთიდან - 75 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.

ჩხუბი

1) უსიამოვნო დავიდარაბა, აყალმაყალი, აურზაური.

2) ცემა-ტყეპა, მუშტი-კრივი.

3) (ძველად, სასაუბრო) ომი.

ჩხუბისთავი - ხშირად ჩხუბის ამტეხი, ჩხუბის მოყვარული.

ჩხუნდერი (ჩხუტნერი)

1) ქედი მესტიის მუნიციპალიტეტში, ადიშჭალისა და ენგურის წყალგამყოფი.

2) მთა და უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, ჩხუნდერის ქედზე.

ჩხუნჩხონი - ქალაქი სამხრეთ-კორეაში, კანვონდოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (175 ათასი).

ჩხუნჯუ - ქალაქი სამხრეთ-კორეის ჩხუნჩხონ-პუქტოს პროვინციაში.

ჩხუტელი - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ჩხუტი

1) ვიწრო კასრი ერთგვარი (თუშეთში).

2) დასადგმელი სადღვებელი (ფშავში).

3) ლუდის (და სალუდე მასალის) გადასასხმელ-გადმოსასხმელი ჭურჭელი (ხევსურეთში).

ჩხუტნერი - უღელტეხილი სვანეთის კავკასიონზე.

ჩხუტუნეთი - სოფლების ზედა ჩხუტუნეთისა და ქვედა ჩხუტუნეთის გავრცელებული სახელწოდება (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი).

6

▲ზევით დაბრუნება


- ქართული ანბანის ოცდამეშვიდე (ძველი ქართული ანბანის ოცდამეათე) ასო; მისი სახელია „ცანი“, გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი ფშვინვიერი სისინა აფრიკატისა. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ორი ათასს (2000).

6.1 ცა

▲ზევით დაბრუნება


(ცა) - ნაწილაკი:

1) ყურადღებას ამახვილებს იმ სიტყვაზე, რომელსაც ახლავს (უახლოვდება „აგრეთვე“-ს მნიშვნელობას).

2) ერთვის კითხვით ნაცვალსახელს ან კითხვით ზმნისართს და აქცევს მას მიმართებით ნაცვალსახელად, ზმნისართად.

ცა

1) დედამიწის ზემოთ არსებული სივრცე.

2) ქუდის ზედა ნაწილი.

ცაბაურთა - - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (უკანაფშავის თემის საკრებულო) 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 2 კაცი.

ცაბაძე გიორგი - კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1924-1986 წწ).

ცაგარეიშვილი ვალერიან - კომპოზიტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1901-1974 წწ).

ცაგარელი ავქსენტი - დრამატურგი, მსახიობი (1857-1902 წწ).

ცაგარელი ალექსანდრე - ფილოლოგი, ისტორიკოსი (1844-1929 წწ).

ცაგარკერი - უღელტეხილი, იხილე ცაგერკერი.

ცაგერა - სოფლები ოჩამჩირის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში.

ცაგერი - ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ცაგერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ცაგერის ქვაბულში, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირზე. მანძილი თბილისიდან - 318 კმ.

ცაგერის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში. 1917 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ლეჩხუმის მაზრაში, 1921 წლიდან - კვლავ ლეჩხუმის მაზრაში. 1930 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ფართობი - 755,4 კვ.კმ. 1 ქალაქი და 58 სოფელი.

ცაგერკერი (ცაგარკერი) - უღელტეხილი სოხუმის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონზე.

ცადაზიდული - იტყვიან მეტად მაღალ რამეზე.

ცადასა ჰამზათ - დაღესტნის სახალხო პოეტი, რასულ ჰამზათოვის მამა (1877-1951 წწ).

ცადატყორცნილი - იხილე ცადაზიდული.

ცადაწვდენილი - იხილე ცადაზიდული.

ცადიყაუ - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ცადკინი ოსიპ - რუსული წარმოშობის ფრანგი მოქანდაკე (1890-1967 წწ).

ცავო - ეროვნული პარკი კენიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში; დაარსებულია 1948 წელს.

ცაიდამის ვაკე - ტექტონიკური ქვაბული ჩინეთში.

ცაი იუანპეი - ჩინეთის პოლიტიკური მოღვაწე, მეცნიერი (1868-1940 წწ).

ცაისი იოჰან კასპარ - გერმანელი ფილოლოგი და ისტორიკოსი (1806-1856 წწ).

ცაისი კარლ ფრიდრიხ - გერმანელი ოპტიკოს-მექანიკოსი (1816-1888 წწ).

ცაიტლუპა (გერმ.) - სპეციალური კინოგადასაღები აპარატი, რომელსაც იყენებენ ჩქარი გადაღებისთვის.

ცაიტნოტი (გერმ.) - ჭადრაკისა და შაშის თამაშში - სვლების მოფიქრებისათვის საჭირო დროის ნაკლებობა.

ცაიშვილი სარგის - ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი (1929-1992).

ცაიში - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ცაიცი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

ცაი ხესენი - მარქსიზმის ერთ-ერთი პირველი პროპაგანდისტი ჩინეთში (1895-1932 წწ).

ცაკონი ერმეტე - იტალიელი მსახიობი (1857-1948 წწ).

ცალანარი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ცალაჟვარდი - ლაჟვარდი, ლურჯი ცა.

ცალბუდე - მდინარე ახალგორის მუნიციპალიტეტში, ლეხურის მარჯვენა შენაკადი.

ცალგანი - ერთი სტანდარტული განის მქონე, ვიწრო (ქსოვილი).

ცალგმილი (ცალმაგი)

1) ქედი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრეთი განშტოება.

2) მთა და მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, ცალგმილის ქედზე.

ცალგნით - ცალ მხარეს, ცალი მხრით.

ცალდაში - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ცალერი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ცალთვალა (ცალთვალი)

1) ერთი თვალის მქონე; ცალი თვალით უსინათლო.

2) იგივეა, რაც ერთთვლიანი (ოდა, სასიმინდე).

ცალი

1) ორისაგან, წყვილისაგან ერთი.

2) შეკრული საქონელი (ჩვეულებრივ უყუთოდ შეფუთული).

3) ვისიმე ტოლი, სწორი, ბადალი.

4) მსგავსთაგან ერთი (ჩვეულებრივ იხმარება რიცხვით სახელებთან).

ცალიკმალიკი - იგივეა, რაც ასკინკილაობა.

ცალკე

1) სხვებისაგან მოშორებით, განკერძოებით, განცალკევებით.

2) (ცალკესი) განკერძოებით მყოფი, განცალკევებული; სხვა.

ცალკეული

1) ცალკე არსებული; განმარტოებული, განცალკევებული.

2) თითოეული, ზოგიერთი.

ცალკეცი - იგივეა, რაც ცალმაგი.

ცალლულიანი - იგივეა, რაც ერთლულიანი.

ცალმაგი

1) რაიმე ერთისაგან, ცალისაგან შემდგარი.

2) მთა ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე.

3) იხილე ცალგმილი.

ცალმხრივ - ერთი მხრით, ცალი მხრით.

ცალმხრივი

1) რაც მხოლოდ ცალ მხარეს ან ცალი მხრიდან ხდება.

2) რაც მხოლოდ ერთ მხარეს ითვალისწინებს.

3) რაც მხოლოდ (ხელშეკრულების მონაწილე) ერთმა მხარემ მოახდინა, მიიღო.

ცალნახადი - ერთხელ გამოხდილი არაყი.

ცალობით - რაც ცალობით იყიდება (და არა წონით, ზომით).

ცალპირი - რისამე ერთის, ცალის სისქისა; ცალმაგი.

ცალსასწორი - ხელში დასაჭერი ზამბარიანი სასწორი; ბეზმენი.

ცალუღელა - უღლეულისაგან ერთი, ცალი (ითქმის ხარზე ან კამეჩზე).

ცალუღელაანთკარი (ყოფილი სუხიაანები) - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში.

ცალუღელი - რაშიც ერთი ხარი (კამეჩი) შეებმება.

ცალუღი - ცხენის შესაბმელი მოწყობილობის ნაწილი - ტყავგადაკრული ხის ოვალური რგოლი, რომელიც ცხენს კისერზე აქვს ჩამოცმული.

ცალფა

1) ცალმაგი, ცალკეცი, ცალწვერა.

2 (ზალფა) - ძველი ქვეყანა შუა აზიაში ძვ. წ.აღ. II ათასწლეულში.

ცალფერდა - რასაც ცალი ფერდი აქვს.

ცალფეხა (ცალფეხი) - ვისაც ერთი ფეხიღა აქვს.

ცალფიცარი - იატაკის ფიცარი.

ცალფრთა - ცალი ფრთის მქონე.

ცალქალამანიძე მირიან - სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა, 52 კგ), სპორტის დამსახურებული ოსტატი, 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (დაიბადა 1927 წელს).

ცალყბა - სასხვათაშორისო, უგულო, გულგრილი.

ცალყურა

1) იგივეა, რაც ცალყურიანი.

2) თიხის ჭურჭელი, ხმარობდნენ მაწვნისთვის.

ცალ-ცალი

1) სხვადასხვა წყვილის ცალი.

2) თითო-თითო (წყვილიდან).

ცალ-ცალკე - ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, თავ-თავისთვის.

ცალწვერი - ცალმაგი (ძაფი).

ცალხაზიანი - ისეთი (მაგალითად, ქაღალდის ფურცელი, რვეული), რომელზედაც აღბეჭდილია ერთმანეთის თანაბრად დაშორებული განივი ხაზები.

ცალხელა

1) ვისაც ერთი ხელი აქვს.

2) (გადატანით) ვისაც შეძლება არა აქვს, ღარიბი.

ცამეტი - რიცხვი და რაოდენობა 13, ათი და სამი.

ცანა

1) სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

2) ტბა, იხილე ტანა.

ცანავა იური - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობს ბათუმის ი.ჭავჭავაძის სახელობის თეატრში (დაიბადა 1930 წელს).

ცანგა (გერმ.) - ლითონსაჭრელი ჩარხის ნაწილი - დასამუშავებელი მასალის ან ინსტრუმენტის დასაჭერი მოწყობილობა.

ცანგალა

1) ერთგვარი საკრავი, ჩონგურის მსგავსი.

2) ცელქი, მალხაზი.

ცანგერი რენატო - იტალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, ისტორიკოსი (დაიბადა 1925 წელს).

ცანდერი იონას გუსტავ ვილჰელმ - შვედი ფიზიოთერაპევტი (1835-1920 წწ).

ცანდერი ფრიდრიხ - მეცნიერი და გამომგონებელი, სარაკეტო ტექნიკის პიონერი სსრკ-ში (1887-1933 წწ).

ცანევი გეორგი (გეორგი ცანევ ცენოვი) - ბულგარელი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე (1895-1980 წწ).

ცანი - ქართული ანბანის ოცდამეშვიდე ასოს - ც-ს სახელწოდება.

ცანიგვართა (წინაა-რგვართა) - მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.

ცანკარი ივან - სლოვენი მწერალი (1876-1918 წწ).

ცანკოვი ალექსანდრ - ბულგარეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1879-1959 წწ).

ცანცალი - იგივეა, რაც ცუნცული.

ცანცარა

1) რასაც ცანცარი ახასიათებს.

2) (გადატანით) დაუფიქრებელი, ცუნდრუკი.

ცანცარი - მალ-მალე რხევა (თავისა, წვერისა...).

ცაო იუი (ნამდვილი სახელი - ვან ძიაბაო) - ჩინელი დრამატურგი (1910-1990 წწ).

ცაო პი (მეორე სახელი - ძი-ხუანი, ცნობილია აგრეთვე როგორც ვენ-დი) - ჩინელი პოეტი და ლიტერატურის თეორიტიკოსი, ვეის სამეფოს იმპერატორი (187-226 წწ).

ცაო სიუეცინი (ნამდვილი სახელი - ცაო ჯანი) - ჩინელი მწერალი (დაახლოებით 1715-1762 წწ).

ცაო ცაო (მეორე სახელი - მენ-დე, ცნობილია აგრეთვე როგორც უ-დი) - ჩინელი პოეტი, მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე (155-290 წწ).

ცაო ძინხუა (ფსევდონიმი - ცაო ლინია) - ჩინელი ლიტერატურათმცოდნე, საზოგადო მოღვაწე (1897-1980 წწ).

ცარა ტრისტან - იხილე ტცარა ტ.

ცარანდოი - ავღანეთის მილიცია.

ცარგრადი - ქალაქ კონსტანტინეპოლის (ახლანდელი სტამბოლის) ძველრუსული სახელი.

ცარიელა - იგივეა, რაც ცარიელი.

ცარიელი

1) რაშიც (რაზედაც) არაფერია მოთავსებული.

2) არაფრის მქონე; ხელცარიელი.

3) რისამე ჭარბად მქონე (ცარიელი ქონი).

4) იტყვიან, როდესაც მხოლოდ ერთი რამე აქვთ საჭმელად.

ცარიელ-ტარიელი - არაფრის მქონე.

ცარიზმი (რუს.) - სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც უმაღლესი ხელისუფლება განუსაზღვრელად ეკუთვნოდა თვითმპყრობელ მეფეს რევოლუციამდელ რუსეთში.

ცარიოვი მიხეილ - რუსი მსახიობი, რეჟისორი და პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1903-1987 წწ).

ცარიცინი - რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის სახელი 1925 წლამდე.

ცარლინო ჯოზეფო - იტალიელი კომპოზიტორი, ორგანისტი, მუსიკის თეორიტიკოსი (1517-1590 წწ).

ცარსკოე სელო - რუსეთის ლენინგრადის ოლქის ქალაქ პუშკინის სახელი 1918 წლამდე.

ცარცი - რბილი თეთრი კირქვა. იყენებენ რისამე გასათეთრებლად, დაფაზე საწერად.

ცარციათა - სხვადასხვა არქეოლოგიური ძეგლის კრებითი სახელი ოსეთში; ტოპონიმი უკავშირდება ოსური მითოლოგიის წარმოდგენას ლეგენდარული ხალხის შარშიატების ანუ ცარციათების შესახებ.

ცარცოვანი - ცარცის შემცველი.

ცასქვეშეთი - იხილე ცისქვეშეთი.

ცაფირუზი (პოეტ.)

1) ლურჯი ფირუზისფერი.

2) ასეთი ცის მქონე (ქვეყანა).

ცა-ქვეყანა - ცა და ქვეყანა.

ცაშიკიბული (ცაცკიბალი) - კლდოვანი მთა წალენჯიხის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ეგრისის ქედზე.

ცაცადო - იხილე წაწადა.

ცაცავი

1) მდინარე ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლახუნარის მარჯვენა შენაკადი.

2) სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ცაცი - (მოფერებით) ბავშვის (პაწაწინა) ხელი.

ცაცია

1) ადამიანი, რომელიც მარცხენა ხელს ხმარობს მარჯვენის ნაცვლად.

2) მარცხენა ხელი.

ცაცკიბალი - იხილე ცაშიკიბული.

ცაცოსი კონსტანტინოს - საბერძნეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1899-1990 წწ).

ცაცუნი - ოდნავ შეხება.

ცაცხანი - გაწყრომით შეძახება.

ცაცხვი

1) (თილია) - მაღალი ან საშუალო სიმაღლის ხე; აქვს ლამაზი ვარჯი, დაკბილული ფოთლები; იკეთებს მოყვითალო სურნელოვან და თაფლოვან ყვავილებს. მის მერქანს იყენებენ მშენებლობაში, ავეჯის წარმოებაში.

2) სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ცაცხვნარი - ცაცხვის ტყე.

ცახალე - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე (2522 მეტრი).

ცახარიე ფონ ლინგენთალი კარლ ედუარდ - გერმანელი ბიზანტიოლოგი (1812-1894 წწ).

ცახაუ ჰანს გრეგორ - გერმანელი ბიოქიმიკოსი (დაიბადა 1930 წელს).

ცახე - მზის სხივით განათებული წვნიკი მტვერი (საბა); მტვრის ნაწილაკი.

ცახელი (ნამდვილი სახელი და გვარი პარმენ თვალჭრელიძე) - ქართველი პოეტი (1866-1919 წწ).

ცახი

1) ბალახეულის კონა ან ფოთლებიანი ფიჩხი, რომელსაც უდებენ აბრეშუმის ჭიას პარკის გასაკეთებლად.

2) მღვიმე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

3) სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ცახცახი - ძლიერი კანკალი; ძაგძაგი.

ცახცახა

1) ვინც, რაც ცახცახებს, მოცახცახე.

2) (Briza) ბალახოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა; ყვავილები შეკრებილი აქვს მომრგვალო თავთუნებად.

6.2 ცბ

▲ზევით დაბრუნება


ცბიერი

1) ვერაგი, მზაკვარი, გაიძვერა.

2) ვერაგული, მზაკვრული.

ცბუნება - შეკრთომა, შეცბუნება.

6.3 ცდ

▲ზევით დაბრუნება


ცდა

1) რაიმე მოვლენის გამოკვლევა ხელოვნურ პირობებში; ექსპერიმენტი.

2) მოლოდინი.

ცდო - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

ცდომილება

1) მათემატიკაში - განსხვავება რიცხვსა და მის მიახლოებით მნიშვნელობას შორის, ნამდვილ სიდიდესა და გაზომვით მიღებულს შორის.

2) შეცდომა, მცდარობა.

ცდუნება

1) შემაცდენელი რამ, საცდური.

2) მოტყუება.

ცდუნებული - ვინც აცდუნეს; შეცდენილი.

6.4 ცე

▲ზევით დაბრუნება


ცეგლედი - ქალაქი უნგრეთის პეშტის მედიეში (40 ათასი).

ცედანი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ცედენბალი იუმჟაგიინ - მონღოლეთის სახელმწიფო მოღვაწე, მონღოლეთის სახალხო რევოლუციური პარტიის პირველი მდივანი 1958-81 წლებში (1916-1991)

ცედენტი (ლათ.) - სამოქალაქო სამართალში - პირი, რომელიც თავის კუთვნილ უფლებას გადასცემს რომელიმე სხვა პირს.

ცედრა (იტალ.)

1) ციტრუსების კანის ზედა, შეფერილი ფერი.

2) ფორთოხლის ან ლიმონის გამხმარი კანი; იყენებენ როგორც სანელებელს (საკონდიტრო და სხვა ნაწარმში).

ცეზალპინო ანდრეა - იხილე ჩეზალპინო ა.

ცეზარი გაიუს იულიუს - იხილე იულიუს კეისარი.

ცეზენი ფილიპ ფონ - გერმანელი პოეტი (1619-1689 წწ).

ცეზიუმი (Cs) - ქიმიური ელემენტი, მოვერცხლისფრო რბილი ტუტე ლითონი. ატომური ნომერი 55, ატომური მასა 132,905.

ცეზურა (ლათ.)

1) პაუზა ლექსის სტრიქონში.

2) პაუზა მუსიკალურ მელოდიაში.

ცეილონი - სახელმწიფოს და კუნძულის - შრი-ლანკის - სახელი 1972 წლამდე.

ცეიხჰაუზი - იხილე ცოიგჰაუზი.

ცეკელდის ქედი - ქედი მარტვილის მუნიციპალიტეტში, ასხის მასივის სამხრეთ-დასავლეთი განშტოება.

ცეკვა

1) სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

2) პლასტიკურ და რიტმულ მოძრაობათა ხელოვნება.

3) ასეთ მოძრაობათა წყება გარკვეული ტემპისა და ფორმისა, რომელიც სრულდება მუსიკის თანხლებით.

ცეკი კარლო - იტალიელი პიანისტი და დირიჟორი (1903-1984 წწ).

ცეკური - მთა ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე (3170 მეტრი).

ცელა - იხილე ნაოსი.

ცელანი პოლ (ნამდვილი გვარი ანგელი) - ავსტრიელი პოეტი (1920-1970 წწ).

ცელე

1) ქალაქი სლოვენიაში (40 ათასი).

2) ქალაქი გერმანიის ქვემოსაქსონიის მხარეში (70 ათასი).

ცელებესი - იხილე სულავესი.

ცელერი ედუარდ - ანტიკური ფილოსოფიის გერმანელი ისტორიკოსი (1814-1908 წწ).

ცელერი კარლ - ავსტრიელი კომპოზიტორი (1842-1898 წწ).

ცელესტინი (ლათ.) - გოგირდმჟავა სტრონციუმი - ნახევრად გამჭვირვალე ცისფერი მინერალი. მისგან დამზადებულ მინერალებს იყენებენ შაქრისა და მინის წარმოებაში, პიროტექნიკაში.

ცელი - სწორი, წვერში მოხრილი სათიბი იარაღი, რომელიც სახელურიან გრძელ ტარზეა დამაგრებული.

ცელიბატი (ლათ.) - ქრისტიან (კათოლიკე) სასულიერო პირთა დაუქორწინებლობა, რასაც კათოლიკური ეკლესია მოითხოვს.

ცელიე - ქალაქი სლოვენიაში.

ცელინოგრადი - ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას სახელი 1961-92 წლებში.

ცელნერი იოჰან კარლ ფრიდრიხ - გერმანელი ასტროფიზიკოსი (1834-1882 წწ).

ცელოსტატი (ლათ.) - დამხმარე ასტრონომიული ხელსაწყო, რომელსაც აქვს ბრტყელი მბრუნავი სარკე.

ცელოტექსი - ტყავის ერთ-ერთი შემცვლელი.

ცელოფანი - გამჭვირვალე წყალგაუვალი მასალა, რომელიც მიიღება ცელულოიდის დამუშავებით; იყენებენ საკვები პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, წამლების და მისთანების შესაფუთად.

ცელსიუსი ანდერს - შვედი ასტრონომი და ფიზიკოსი (1701-1744 წწ).

ცელსიუსის თერმომეტრი - თერმომეტრი, რომელსაც ყინულის დნობისა და წყლის დუღილის წერტილებს შორის 100-გრადუსიანი სკალა აქვს (შვედი ასტრონომისა და ფიზიკოსის ცელსიუსის გვარის მიხედვით).

ცელსუსი ავლუს კორნელიუს - რომაელი მეცნიერ-ენციკლოპედისტი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 25 - 50 წწ).

ცელტერი კარლ ფრიდრიხ - გერმანელი კომპოზიტორი, პედაგოგი, დირიჟორი (1758-1832 წწ).

ცელტისი (ცელტესი, ნამდვილი გვარი პიკელი) - გერმანელი მწერალი (1459-1508 წწ).

ცელულოზა (ლათ.)

1) ნივთიერება, რომლისგანაც შედგება მცენარის უჯრედების გარსი; იყენებენ ნედლეულად სხვადასხვა სამრეწველო ნაკეთობათა დამზადებისას; უჯრედისი.

2) ნივთიერება, რომელიც მიიღება ზოგი მცენარის ქიმიურად დამუშავებული მერქნისა და ღეროებისაგან. იყენებენ ქაღალდის, ხელოვნური აბრეშუმის, ასაფეთქებელ ნივთიერებათა და სხვათა დასამზადებლად.

ცელულოიდი (ლათ.) - მაგარი, პლასტიკური, ადვილად აალებადი ნივთიერება, რომლისგანაც ამზადებენ ფოტო და კინოფირებს, საგალანტერიო ნაწარმს, სათამაშოებს და სხვა.

ცელქი - მხიარული და მოძრავი; ანცი, დაუდეგარი (უპირატესად ბავშვზე ითქმის).

ცემენტაცია

1) ცემენტით გამაგრება ან დაფარვა.

2) რბილი ფოლადის ზედაპირის გაჯერება ნახშირბადით მაგარი ზედაპირული ფენის შესაქმნელად (ცემენტირება).

3) გეოლოგიაში - გახსნილი მინერალური ნივთიერებებით ქანის შემადგენელ ნაწილთა შეჭიდების პროცესი.

ცემენტი (გერმ.)

1) მინერალური ფხვნილისებრი ნივთიერება, რომლისგანაც (წყალში არევით), მიიღება ქვისებრი შემკვრელი მასა; იყენებენ სამშენებლო საქმეში.

2) ანატომიაში - ძვლოვანი ქსოვილი, რომლითაც დაფარულია კბილის ფესვი და ყელი.

ცემენტიტი - რკინის ქიმიური ნაერთი ნახშირბადთან, რკინის კარბიდი, მაგარი და მყარი კრისტალური ნივთიერება; ფოლადის სტრუქტურული შემადგენელი ნაწილი.

ცემესის უბე (ნოვოროსიისკის უბე) - შავი ზღვის უბე კავკასიის სანაპიროს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

ცემი - სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

ცემო - იხილე ჩერჩენი.

ცენდერი (წენდირი) - მდინარე მარტვილის მუნიციპალიტეტში, ოჩხომურის მარჯვენა შენაკადი.

ცენზი (ლათ.)

1) პირობები, რომლებიც საშუალებას აძლევს პიროვნებას ისარგებლოს ამა თუ იმ პოლიტიკური უფლებით.

2) სტატისტიკური აღწერა.

3) პირობა, რომელიც აუცილებელია წარმოების შესატანად გარკვეულ სიაში, რეესტრში.

4) ძველ რომში - მოქალაქეთა ქონების პერიოდული შეფასება; მიზნად ისახავდა მოქალაქეთა დაყოფას საგადასახადო თანრიგების მიხედვით.

ცენზივა (ლათ.) - ფეოდალურ საფრანგეთში - გლეხთა მიერ სენიორის მიწის ჭერა მემკვიდრეობით.

ცენზორი (ლათ.)

1) თანამდებობის პირი, რომელიც ცენზურას (მნიშვნელობა 1) ახორციელებს.

2) ძველ რომში - თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობდა მოქალაქეთა ქონების შეფასებას; თვალყურს ადევნებდა მათ მიერ გადასახადების გადახდას.

ცენზურა (ლათ.)

1) დასაბეჭდად, რადიოთი ან ტელევიზიით გადასაცემად, თეატრში ან კინოში დასადგმელად განკუთვნილი ნაწარმოების გასინჯვა სახელმწიფო ზედამხედველობითი ორგანოების მიერ.

2) თვით ასეთი დაწესებულება.

3) ძველ რომში - ცენზორის თანამდებობა.

ცენტავრები (ლათ.) - იგივე კენტავრები.

ცენტავრი - იგივეა, რაც კენტავრი.

ცენტალი (ინგლ.) - წონის ერთეული ინგლისურ საზომთა სისტემაში; უდრის 100 ინგლისურ გირვანქას ანუ 45,359 კგ-ს.

ცენტი (ლათ.) - აშშ-სა და ზოგ სხვა ქვეყანაში ხურდა ფული (მოცემული ქვეყნის ფულის ერთეულის მეასედი ნაწილი).

ცენტიფოლია (ლათ.) - ვარდის ერთ-ერთი კულტურული სახეობა, მრავალფურცელა, ბუთხუზა ვარდი.

ცენტნერი (გერმ.) - ზომათა მეტრული სისტემის წონის ერთეული, უდრის 100 კგ-ს.

ცენტნერშვერი მეჩისლავ - პოლონელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1874-1944 წწ).

ცენტონი - ერთი ან რამდენიმე პოეტის ცნობილი ტაეპებით შედგენილი ლექსი.

ცენტრალი (რუს.) - ცენტრალური, მთავარი მაგისტრალი ან განმანაწილებელი.

ცენტრალიზაცია

1) ერთ ცენტრში თავმოყრა, ერთ ადგილას გაერთიანება (ცენტრალიზება).

2) რკინიგზის ტრანსპორტზე ისრებისა და სიგნალების მართვა ცენტრალური პუნქტიდან.

ცენტრალიზმი - მმართველობის ან ორგანიზაციის სისტემა, რომლის დროსაც ადგილობრივი ორგანოები ემორჩილებიან ცენტრალურ ხელისუფლებას, ცენტრს.

ცენტრალური

1) ცენტრთან დაკავშირებული.

2) ცენტრში არსებული.

3) ყველაზე არსებითი, ძირითადი.

4) ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული, მთავარი.

5) რაც მთელ სისტემას ამოძრავებს, ემსახურება.

ცენტრალური აზია - ფიზიკურ-გეოგრაფიული არე აზიაში, მოიცავს ტერიტორიას ჩინეთსა და შუა აზიას შორის.

ცენტრალური ამერიკა - ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთი ნაწილი, მექსიკის ყურესა და კარიბის ზღვას შორის.

ცენტრალური არხი - აერთებს მდინარეებს რონასა და ლუარას საფრანგეთში.

ცენტრალური აფრიკა (ეკვატორული აფრიკა) - ფიზიკურ-გეოგრაფიული არე, მოიცავს აფრიკის დასავლეთ ნაწილს.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (1966 წლამდე უბანგი-შარი, ფრანგ. Republique Centrafricaine,sango Kцdцrцsкse tо Bкafrоka).

- სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში; არ აქვს გასასვლელი ზღვაზე; აღმოსავლეთით ესაზღვრება სუდანს, სამხრეთით - კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, სამხრეთ-დასავლეთით - კონგოს რესპუბლიკას, დასავლეთით - კამერუნს, ჩრდილოეთით - ჩადს.
- დამოუკიდებლობის დღე (საფრანგეთისგან) - 1960 წლის 13 აგვისტო.
- ეროვნული დევიზი - „Unitй, Dignitй, Travail“.
- ჰიმნი - „La Renaissance“.
- მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი კონგრესი (ეკონომიკური და რეგიონალური საბჭო და ეროვნული კრება).
- ფართობი - 622 984 კვ.კმ.
- დაყოფილია 14 პრეფექტურად.
- მოსახლეობა - 4 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 6 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენები - ფრანგული, სანგო.
- დედაქალაქი - ბანგი.
- ეროვნული ვალუტა - ფრანკი.
- ქვეყნის კოდი - CAF.
- დროის სარტყელი - UTC +1.
- სატელეფონო კოდი - +236.
- ინტერნეტ-დომენი - cf.

ცენტრალური კავკასიონი - კავკასიონის მონაკვეთი იალბუზსა და მყინვარწვერს შორის.

ცენტრალური კორდილიერა (კასტილიის მთები) - ქედების სისტემა ესპანეთსა და პორტუგალიაში.

ცენტრალური მასივი - იხილე საფრანგეთის ცენტრალური მასივი.

ცენტრალური მესა - მთიანი ოლქი მექსიკაში.

ცენტრალური პოლინეზიის სპორადები - იხილე ლაინი.

ცენტრალური ჩინეთი - იხილე ხუაჯუნი.

ცენტრი (ლათ.)

1) რაიმე ღერძების ხაზების გადაკვეთის წერტილი ფიგურაში, რაიმე ფარდობათა თავმოყრის წერტილი სხეულში.

2) რისამე შუა ნაწილი, შუაგული.

3) ადგილი, სადაც თავმოყრილია რაიმე საქმიანობა.

4) ქალაქი, დიდი დასახლებული პუნქტი, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული, სამრეწველო, კულტურული და სხვა მნიშვნელობა რაიმე ადგილისათვის, ქვეყნისთვის.

5) უმაღლესი ორგანო (ან ორგანოები), რაც რაიმე საქმიანობას ხელმძღვანელობს, წარმართავს.

ცენტრიდანული - ცენტრიდან გარეთ, პერიფერიისაკენ მიმსწრაფი.

ცენტრიზმი - ოპორტუნიზმის ყველაზე უფრო შენიღბული ფორმა მეორე ინტერნაციონალიზმის პარტიებში.

ცენტრიოლი - ყველა ცხოველური და ზოგი მცენარეული უჯრედის მუდმივი სტრუქტურა - უჯრედის ცენტრის ძირითადი ნაწილი. მონაწილეობს უჯრედის არაპირდაპირი დაყოფის (მიტოზის) პროცესში.

ცენტრისკენული - პერიფერიიდან ცენტრისკენ მიმსწრაფი.

ცენტრისტი - ცენტრიზმის მიმდევარი.

ცენტრიფუგა (გერმ.)

1) მანქანა, რომელიც ცენტრიდანული ძალების მოქმედებით მექანიკურად ყოფს ნარევს შემადგენელ ნაწილებად.

2) მოწყობილობა ცენტრიდანული ძალის მოქმედებით ზედმეტი დატვირთვის წარმოსაქმნელად; იყენებენ სხვადასხვა ხელსაწყოების გამოსაცდელად და კოსმონავტების მიწაზე ვარჯიშისათვის.

ცენტროპლანი - თვითმფრინავების ფრთის (ან ფრთასხმულობის) ცენტრალური ნაწილი; აერთებს ფრთის (ფრთასხმულობის) მარჯვენა და მარცხენა ნაწილებს.

ცენტრფორვარდი - ფეხბურთში - ცენტრალური თავდამსხმელი.

ცენტუმვირები (ლათ.) - ძველ რომში - სასამართლო კოლეგიის წევრები, რომლებიც არჩევდნენ სამოქალაქო საქმეებს.

ცენტურია (ლათ.) - ძველ რომში:

1) ლეგიონის ნაწილი, სამხედრო ქვეგანაყოფი, რომელიც თავდაპირველად 100 კაცისაგან შედგებოდა.

2) მოქალაქეთა ჯგუფი, რომელიც იქმნებოდა მოსახლეობის დაყოფისას ქონებრივი ცენზის მიხედვით.

ცენტურიონი (ლათ.) - ძველ რომში ცენტურიის (მნიშვნელობა 1) უფროსი, მეთაური.

ცენუროზი - ჩლიქოსანთა, განსაკუთრებით ცხვრის და ზოგიერთი მღრღნელის ჰელმინთოზი.

ცეიოლით (ბერძნ.) - მინასავით ან სადაფივით მბზინვარე მინერალი; მრეწველობაში იყენებენ წყლის გასაწმენდად, ქსოვილების შესაღებად და სხვა.

ცეპელინი ფერდინანდ - გერმანელი დირიჟაბლების კონსტრუქტორი (1838-1917 წწ).

ცეპელინი - დირიჟაბლის ტიპი, რომელსაც იყენებდნენ პირველ მსოფლიო ომში და შემდეგაც, 1940 წლამდე (გამომგონებლის, გერმანელი კონსტრუქტორის ძეპპელინ-ის გვარის მიხედვით).

ცეპეში ვლად (ნამდვილი გვარი დრაკულა) - ვლახეთის გოსპოდარი (გარდაიცვალა 1476 წელს).

ცერამი - იხილე სერამი.

ცერა - იგივეა, რაც ცერი (თითი).

ცერად - ირიბად, ალმაცერად, გეზად.

ცერბერი (ლათ.) - იგივე ბერძნული კერბერი.

ცერე - თანამედროვე ჩერვეტერი; ეტრუსკების უძველესი ქალაქი-სახელმწიფო, ახ.წ.აღ. 358 წელს დაიპყრეს რომაელებმა.

ცერეალიები - ცერერასადმი მიძღვნილი დღესასწაულები ძველ რომში. იმართებოდა აპრილში.

ცერებროსპინალური (ლათ.) - ზურგის ტვინთან დაკავშირებული, ზურგის ტვინისა.

ცერებრული - ტვინისა.

ცერემონია (ლათ.)

1) ოფიციალური ხასიათის ზეიმი, რომელიც გარკვეული წესებით, წინასწარ შედგენილი წესით ტარდება.

2) მოქმედების წესები, რომლებიც მიღებულია ან დადგენილია საზეიმო შემთხვევებისათვის.

ცერემონიები - გადაჭარბებული პირობითობის დაცვა ქცევაში.

ცერემონიალი (ლათ.) - ოფიციალურად მიღებული წესი ცერემონიის ჩატარებისა.

ცერემონიალური - საზეიმო.

ცერემონიული

1) ვინც სხვადასხვა გარეგნულ პირობითობას აქცევს ყურადღებას.

2) ასეთი ადამიანის დამახასიათებელი.

ცერემონმაისტრერი (გერმ.) - ერთ-ერთი უმაღლესი ჩინის მქონე კარისკაცი, რომელიც ყურადღებას აქცევდა ცერემონიალის შესრულებას და ხელმძღვანელობდა სასახლეში მიმდინარე ცერემონიებს.

ცერენდორჟი ბალინგიიონ - პრემიერ-მინისტრი 1923 წლიდან (1868-1928 წწ).

ცერერა

1) სატურნისა და რეას ქალიშვილი, იუპიტერის და, პროზერპინას დედა. მინდვრების, მიწათმოქმედებისა და ხორბლის მარცვლის მფარველი რომაული ღმერთქალი (ბერძნულ მითოლოგიაში მას შეესაბამება დემეტრა).

2) მცირე პლანეტებს შორის ყველაზე დიდი და ყველაზე ადრე (1801 წ) აღმოჩენილი პლანეტა (აღმოაჩინა იტალიელმა ასტრონომმა ჯ.პიაციმ).

ცერეუსი - მცენარეთა გვარი კაქტუსისებრთა ოჯახისა.

ცერეცო (Foeniculum vulgare) - ორ ან მრავალწლოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა; აქვს ვიწრო ნაწილებად დაკვეთილი ფოთლები; იკეთებს ყვითელ ყვავილებს; ფოთლებს ხმარობენ საჭმლის შესაკაზმად.

ცერვიკალური - კისერთან დაკავშირებული, კისრის.

ცერი

1) პირველი ყველაზე მსხვლი თითი ხელზე ან ფეხზე.

2) მოჭრილი შტოს მსხვილი (მონაჭერი) მხარე.

3) მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე.

4) მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი.

ცერისოდენა (ცერისტოლა) - ძალიან პატარა (უპირატესად ბავშვზე იტყვიან).

ცერიუმი (Ce) - მენდელეევის პერიოდული სისტემის III ჯგუფის ქიმიური ელემენტი, ნაცრისფერი რბილი ლითონი, იყენებენ რკალური ელექტროდების დასამზადებლად. ატომური ნომერი 58, ატომური მასა 140,12 (სახელი ეწოდა მცირე პლანეტის ცერერას მიხედვით, რადგან მასთან ერთად იქნა აღმოჩენილი)

ცერკოვსკი (ცერკოვსკი-ბაკალოვი) - ბულგარელი საზოგადო მოღვაწე (1869-1926 წწ).

ცერმატი - კლიმატური კურორტი და ზამთრის სპორტისა და ალპინიზმის ცენტრი შვეიცარიაში, იტალიის საზღვართან.

ცერმელო ერნსტ - გერმანელი მათემატიკოსი (1871-1953 წწ).

ცერნიკე ფრიც - ნიდერლანდელი ფიზიკოსი, 1953 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1888-1966 წწ).

ცეროდენა

1) ზღაპრის პერსონაჟი - ძალზე პატარა ტანის ბავშვი, ადამიანი.

2) (მოფერებით) ძალზე პატარა (იტყვიან ბავშვზე), თითის სიგრძე.

ცეროდენა რაინდები - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1963 წელს. დამდგმელი რეჟისორები - ნელი ნენოვა, გენო წულაია. სცენარის ავტორი - ედიშერ ყიფიანი. დამდგმელი ოპერატორი - გივი რაჭველიშვილი. კომპოზიტორი - ოთარ გორდელი. მთავარ როლებში: დოდო ჩოგოვაძე, დათო გიორგაძე, ნინო ნათაძე, დავით სულაკაური, ინგა თევზაძე, ბელა მირიანაშვილი, კოტე დაუშვილი, გელა რევაზიშვილი.

ცერონისი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

ცერული - სვანური ცეკვა ცერებზე (ცეკვავენ მამაკაცები).

ცერუსიტი (ლათ.) - მინერალი, ნახშირორჟანგა ტყვია; ტყვიის მადნის შემადგენელი ნაწილი. იყენებენ ძირითადად ტყვიის გამოსადნობად და თეთრას დასამზადებლად.

ცერ-ცერად - იგივეა, რაც ცერად.

ცერცეტი (ცერცეტა) - დაუფიქრებლად ჩქარი.

ცერცვაძე ჯემალ - სპორტსმენი (ხელბურთი), თბილისის „ქარიშხალას“ და სსრკ ნაკრების წევრი, სსრკ-ს 1962 და 1964 წლების ჩემპიონი, სამჯერ იქნა შეყვანილი მსოფლიოს ნაკრებში (დაიბადა 1939 წელს).

ცერცვეკალა (Alhagi pseudoalhagi) - ეკლიანი უხეში ბალახი პარკოსანთა ოჯახისა; აქლემის საკვებია; იყენებენ მედიცინაშიც.

ცერცველა (Vicia) - ბალახოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა; იკეთებს სხვადასხვა შეფერილობის ყვავილებს.

ცერცვეული - იგივეა, რაც პარკოსანნი.

ცერცვი (Vicia faba)

1) ერთწლოვანი კულტურული პარკოსანი მცენარე; აქვს სწორი მაღალი ღერო, ფოთლების უბეში განლაგებული აქვს ყვავილები და მსხვილი, ბუსუსიანი პარკები.

2) ამ მცენარის თესლი (მარცვალი); იჭმება.

ცესარევიჩი - ტახტის მემკვიდრის ოფიციალური ტიტული რუსეთში.

ცესარეცი ავგუსტ - ხორვატი მწერალი (1893-1941 წწ).

ცესისი (1917 წლამდე ვენდენი) - ქალაქი ლატვიაში (20 ათასი).

ცესკო - აბრევიატურა - ცენტრალური საარჩევნო კომისია.

ცეტერი - ცერად წაღერილი წნელი, შტო.

ცეტი - დაუფიქრებლად ჩქარი; ცერცეტი, თავქარიანი.

ცეტინიე - ქალაქი ჩერნოგორიაში.

ცეტკინი კლარა - გერმანიის და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე ქალი (1857-1933 წწ).

ცეტლინი მიხეილ - რუსი პოეტი (1882-1945 წწ).

ცეფევსი - ცის ჩრდილოეთი ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი (ეთიოპიის მითიური მეფის, ანდრომედეს მამის, კეფევსის სახელის მიხედვით).

ცეფეუსი (cefevsi) ლათ.) - იგივე ბერძნული კეფევსი.

ცეშინი - ქალაქი პოლონეთში (40 ათასი).

ცეცე (ბანტუ-ენიდან) - ცოცხლადმშობი სისხლისმწოველი ბუზი; გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ აფრიკაში. საღათას ძილის და ზოგი სხვა დაავადების ბაქტერიის გადამტანია.

ცეცერლეგი - ქალაქი მონღოლეთში, არხანგაის აიმაკის ადმინისტრაციული ცენტრი.

ცეცხლაკვერა - ღადარში გამომცხვარი პური (ან მჭადი).

ცეცხლაძე გიორგი - არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1915-1986 წწ).

ცეცხლაძე გრიგოლ - პოეტი (1894-1976 წწ).

ცეცხლგამძლე - რაც დიდ ტემპერატურას უძლებს, რაც არ იწვის და არ დნება.

ცეცხლეკალა (Xanthium spinosum) - სარეველა ბალახი რთულყვავილოვანთა ოჯახისა; აქვს ქვემოდან მოთეთრო ფოთლები და მათ ძირში ორ-სამად გაყოფილი ყვითელი ეკალი.

ცეცხლთაყვანისმცემელი - ცეცხლთაყვანისმცემლობის მიმდევარი.

ცეცხლთაყვანისმცემლობა - ცეცხლის მიჩნევა ღვთაებად; ცეცხლის თაყვანისცემა. ბუნების პირველყოფილი თაყვანისცემის ერთ-ერთი ფორმა; მაზდეანობა.

ცეცხლი

1) ალიანი მხურვალება (რაც წვის პროცესში, დანთების, მოკიდების შედეგად ჩნდება).

2) თოფის ან ზარბაზნის სროლა.

ცეცხლიანი

1) რასაც ცეცხლი უკიდია; ცეცხლმოდებული, ანთებული.

2) იგივეა, რაც ცეცხლოვანი.

ცეცხლისმქრობელი - იგივეა, რაც მეხანძრე.

ცეცხლისფერი - რაც ფერით ცეცხლს მოგვაგონებს; ალისფერი.

ცეცხლმსახური - იგივეა, რაც ცეცხლთაყვანისმცემელი.

ცეცხლოვანი

1) ცეცხლისგან შემდგარი.

2) (გადატანით) მგზნებარე.

ცეცხლოვანი მიწა - არქიპელაგი სამხრეთ ამერიკის სამხრეთ დაბოლოებასთან, ეკუთვნის არგენტინას და ჩილეს.

ცეცხლსასროლი - თოფისწამლის აფეთქებით სასროლი.

ცეცხლსაქრობი - ხანძრის ჩასაქრობი სპეციალური აპარატი.

ცეცხლსაშიში - რასაც ადვილად უჩნდება ცეცხლი.

ცეცხლფარეში - ღუმელების, ორთქლის ქვაბების გახურებაზე მომუშავე.

ცეხანუვი - ქალაქი პოლონეთში, ამავე სახელწოდების სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (45 ათასი).

ცეხი პაულ - გერმანელი პოეტი, ექსპრესიონიზმის წარმომადგენელი (1881-1946 წწ).

ცეხინი (იტალ.) - ძველებური ვენეციური ოქროს ფული.

6.5 ცვ

▲ზევით დაბრუნება


ცვაიგი არნოლდ - გერმანელი მწერალი, საზოგადო მოღვაწე (1887-1968 წწ).

ცვაიგი შტეფან - ავსტრიელი მწერალი (1881-1942 წწ).

ცვალება - ცვლა, შეცვლა.

ცვალებადი - რაც იცვლება, რასაც ცვლილება ახასიათებს.

ცვანე - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ცვარდაყრილი - დაცვარული, დანამული.

ცვარი

1) მცენარეების ზედაპირზე გაჩენილი წყლის წვრილი წვეთები ტენიანი ჰაერის გაცივების შედეგად; ნამი.

2) იგივეა, რაც წვეთი.

ცვარნაპკურები - დაცვარული, დანამული.

ცვარ-ცვარად - ცვრების სახით, წვეთ-წვეთად.

ცვატა - დავით აღმაშენებლის უნცროსი ვაჟის სახელი.

ცვედანი - სქესობრივად უძლური მამაკაცი.

ცვეთამედეგობა - მასალის, მანქანათა ნაწილების და სხვა მოხახუნე ნაკეთობების წინაღობა გაცვეთისადმი.

ცვენა - იგივეა, რაც ცვივნა.

ცვეტაევა მარინა - რუსი პოეტი ქალი (1892-1941 წწ).

ცვეტკოვოჩი დრაგიშა - იუგოსლავიის სამეფოს სახელმწიფო მოღვაწე (1893-1985 წწ).

ცვივნა - წვრილი საგნების ზემოდან ქვემოთ ჩამოყრა, ჩამოშვება.

ცვიიჩი იოანე - სერბი გეოგრაფი, გეოლოგი და ეთნოგრაფი (1865-1927 წწ).

ცვიკაუ - ქალაქი გერმანიის საქსონიის მხარეში (120 ათასი).

ცვილი - იგივეა, რაც სანთელი (მნიშვნელობა 1).

ცვილისფერი - გაყვითლებული, სანთლისფერი.

ცვილოვანი - ცვილისაგან (სანთლისაგან) შემდგარი; ცვილის შემცველი.

ცვინგლი ულრიხ (ჰულდრაიხ) - შვეიცარიელი საეკლესიო რეფორმატორი და პოლიტიკური მოღვაწე (1484-1531 წწ).

ცვირკა პეტრას - ლიტველი მწერალი (1909-1947 წწ).

ცვლა

1) ერთდროულად მოსაქმეთა (მუშათა, მოსწავლეთა...) ჯგუფი, რომელსაც გარკვეული დროის მონაკვეთის შემდეგ სხვა ასეთივე ჯგუფი ცვლის.

2) ვინც ვისიმე მაგივრად მოდის (მოვა).

ცვლადი

1) რაც იცვლება, რასაც ცვლა ახასიათებს.

2) მათემატიკაში - სიდიდე, რომელსაც შეუძლია მიიღოს სხვადასხვა მნიშვნელობა.

ცვლილება - სხვად, სხვაგვარად გადაქცევა; გარდაქმნა; გადასხვაფერება.

ცვრიანი - ცვრით დაფარული; დაცვარული, ნამიანი.

6.6 ცთ

▲ზევით დაბრუნება


ცთომილი - იგივეა, რაც პლანეტა.

ცთუნება - იხილე ცდუნება.

6.7 ცი

▲ზევით დაბრუნება


ცი

1) ჩუნციუსა და ჯანგოს პერიოდის ჩინეთის სამეფო ძვ.წ.აღ. VII-II საუკუნეებში.

2) დინასტია და ფეოდალური სახელმწიფო ჩინეთში (IV-VI საუკუნეები).

ციაგი

1) სხივის შუქი; ბრწყინვალება.

2) გასხივოსნებული, ბრწყინვალე, მოციმციმე, მოკიაფე.

ციალი - ელვარება, ციმციმი.

ციანი (ბერძნ.) - მწვავე სუნის მქონე უფერო შხამიანი გაზი, რომელიც შედგება აზოტისა და ნახშირბადისაგან; იყენებენ ზოგი მჟავას მისაღებად.

ციანიდები (ბერძნ.) - სინილმჟავას მარილები.

ციანინები (ბერძნ.) - ბუნებრივი საღებარი ნივთიერებები, რომლებზედაც დამოკიდებულია ყვავილების, პეპლების და სხვათა შეფერილობა; იღებენ სინთეზურადაც.

ციანოზი (ბერძნ.) - კანის ლურჯი შეფერილობა ზოგი ისეთი დაავადების დროს, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან.

ციანლუნი (ხუასნ ლი) - მანჯურიელთა ცინის დინასტიის იმპერატორი ჩინეთში (1771-1799 წწ).

ციანძიანი (ზემო დინებაში უძიანი) - მდინარე ჩინეთში, მდინარე უძიანის მარჯვენა შენაკადი.

ციატი

1) მკრთალი, ღია ფერისა; ცრიატი.

2) იგივეა, რაც ციალი.

ცი ბაიში (ა-ჯი, ხუანი) - ჩინელი ფერმწერი (1860-1957 წწ).

ციბაძე ბორის - მოქანდაკე (დაიბადა 1931 წელს).

ციბისი იან - პოლონელი ფერმწერი (1897-1972 წწ).

ციბლიევი ვასილი - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, 1993-94 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1954 წელს).

ციბრუტი - მბრუნავი სახვრეტი ხელსაწყო ერთგვარი.

ციბულსკი ზბიგნევ - პოლონელი კინომსახიობი (1927-1967 წწ).

ციგა - ხელით სატარებელი ან ბავშვთა სასრიალო პატარა მარხილი.

ციგალი ვლადიმერ - მოქანდაკე, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1917 წელს).

ციგანი

1) იგივე ბოშა.

2) ცუღლუტი; გაიძვერა.

ციგაობა - ბავშვთა გასართობი - ციგებით სრიალი თოვლზე; ციგებით შეჯიბრება.

ციგლერი კარლ ვალდემარ - გერმანელი ქიმიკოსი, 1963 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1898-1973 წწ).

ციგლერი ლეოპოლდ - გერმანელი ფილოსოფოსი (1881-1958 წწ).

ციგლიგი - სწრაფი და მოხდენილი მოძრაობა, თამაში.

ციგნობა - ცუღლუტობა, გაიძვერობა.

ციგრიანთკარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გრემისხევის თემის საკრებულო), მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1040 მეტრი, დუშეთიდან - 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 17 კაცი.

ციგურა - ყინულზე სასრიალო მოწყობილობა, რომელსაც ფეხსაცმელზე იმაგრებენ.

ციგურაობა - სპორტის სახეობა - ციგურებით სრიალი.

ციდა - მანძილი გაშლილი სალოკი თითის წვერიდან ცერის წვერამდე; იხმარებოდა სიგრძის საზომ ერთეულად.

ციდამტკაველა - იგივეა, რაც ცეროდენა.

ციება - ავადმყოფობა, რომელსაც ახასიათებს პერიოდული შეტევები - ძლიერი შეცივება და მერე დიდი სიცხე; ციებ-ცხელება, მალარია.

ციებიანი

1) ვისაც ციება სჭირს.

2) სადაც ციება არის.

ციებ-ცხელება

1) იგივეა, რაც ციება.

2) (გადატანით) ფაციფუცი, მღელვარება.

ციერი - იგივეა, რაც ზეციერი.

ციეშინი - ქალაქი პოლონეთის ბიელსკის სავოევოდოში.

ციეხანუვი - ქალაქი პოლონეთში, ამავე სახელწოდების სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი.

ცივაძეები - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ცივ-გომბორის ქედი - იხილე გომბორის ქედი.

ცივი

1) დაბალი ტემპერატურის მქონე, სითბოს მოკლებული.

2) (გადატანით) გულგრილი, უგულო, გრძნობას მოკლებული.

3) უსიამოვნო (ხმა).

4) მთა გომბორის ქედის შუა მონაკვეთზე, მდინარეების კისესიხევისა და თურდოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადები) ზემოდინებათა წყალგამყოფზე, თელავის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების საზღვარზე (სიმაღლე - 1991 მეტრი).

5) მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ლეღვანის მარცხენა შენაკადი.

6) მდინარე მარტვილის და სენაკის მუნიციპალიტეტებში, რიონის მარჯვენა შენაკადი.

7) მდინარე ხობის მუნიციპალიტეტში, ხობის მარცხენა შენაკადი.

8) მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში, კისისხევის მარცხენა შენაკადი.

ცივილიზატორი - ცივილიზაციის გამავრცელებელი ადამიანი (ჩვეულებრივ ითქმის ირონიით).

ცივილიზაცია (ლათ.)

1) საზოგადოებრივი და მატერიალური კულტურის განვითარების დონე, რომელსაც მიაღწია ამა თუ იმ საზოგადოებრივ-ეკონომიკურმა ფორმაციამ.

2) მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების თანამედროვე კულტურა, განათლება.

ცივილიზებული - ვინც ან რაც ცივილიზაციას ეზიარა, კულტურული, განვითარებული.

ცივილისი კლავდიუს იულიუს - გერმანელი ტომის, ბატავების, ბელადი (I საუკუნე).

ცივილისტი - ცივილისტიკის სპეციალისტი.

ცივილისტიკა (ლათ.) - სამოქალაქო სამართალი.

ცივილსკი - ქალაქი რუსეთის ჩუვაშეთის რესპუბლიკაში.

ცივილური - სამოქალაქო, არა სამხედრო (მაგალითად, ტანსაცმელი).

ცივი მენჯი - რკინიგზის ბაქანი სენაკ-ხობის გადასარბენზე.

ცივი წყარო - მთა ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში.

ცივ-ცივი - სულ ცივი და ცივი.

ცივწყალა - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (გომის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 44 კაცი.

ცივწყალის მღვიმე - მღვიმე გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ცივწყარო

1) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ანანურის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 284 კაცი.

2) სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

3) სოფელ ხოლოდნაია-რეჩკას ძველი სახელი.

ციზეთი - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

ციკანი - იგივეა, რაც თიკანი.

ციკერი იან - სლოვაკი კომპოზიტორი (1911-1995 წწ).

ციკლი (ბერძნ.)

1) რაიმე მოვლენათა, პროცესთა, სამუშაოთა ერთობლიობა, რომელიც ქმნის რისამე მოქმედების დასრულებულ წრეს დროის გარკვეულ მონაკვეთში.

2) ერთმანეთთან დაკავშირებულ მოვლენათა ერთობლიობა, რისამე თანამიმდევრული რიგი.

3) რაიმე პრინციპით გაერთიანებულ მეცნიერებათა, დისციპლინათა ჯგუფი.

4) ერთი ჟანრის მხატვრული ნაწარმოებები, რომლებიც გაერთიანებულია თემატიკით, მოქმედი პირებით და სხვა.

ციკლოგრამა - მანათობელი მოძრავი წერტილის ფოტოგრაფიული სურათი.

ციკლოდრომი - იგივეა, რაც ველოდრომი.

ციკლოიდი (ბერძნ.) - მგორავი წრეხაზის წერტილის მიერ შემოწერილი მრუდე ხაზი.

ციკლონი (ბერძნ.)

1) წრიულად მოძრავი გრიგალი, რომელსაც აქვს ასი კილომეტრიდან რამდენიმე ათას კილომეტრამდე რადიუსი; ახასიათებს დიდი ღრუბლიანობა, ნალექები, ქარბორბალა.

2) აპარატი, რომელსაც იყენებენ ჰაერის ან გაზის გასაწმენდად მაგარი ნაწილაკებისგან (მტვრისგან). მოქმედებს ინერციის ძალის გამოყენებით.

ციკლოპი

1) იგივე ბერძნული კიკლოპი.

2) ერთგვარი ცალთვალა პატარა კიბო.

ციკლოტრონი (ბერძნ.) - დამუხტული ნაწილაკების (პროტონების, და სხვა) მოძრაობის ასაჩქარებელი დანადგარი, რომლის საშუალებითაც იკვლევენ ატომგულს.

ციკლური - რაც ციკლების მიხედვით ხდება.

ციკნიყურა (Melandrium boissieri) - ერთ ან მრავალწლოვანი მცენარე მიხაკისებრთა ოჯახისა; ადრე გაზაფხულზე მხლად ხმარობენ.

ციკუტა - წყლის ან ჭაობის მრავალწლოვანი ბალახი.

ცილა

1) გამჭვირვალე მასა კვერცხის გულის გარშემო; ხარშვაში თეთრდება და მკვრივდება.

2) რთული ორგანული ნივთიერება - მცენარეული და ცხოველური ორგანიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.

ცილამპალი - რასაც ცილა შემომპალი აქვს.

ცილე ჰაინრიხ - გერმანელი გრაფიკოსი (1858-1929 წწ).

ცილერტალის ალპები - აღმოსავლეთ ალპების ნაწილი ავსტრიასა და იტალიაში.

ცილი - იგივეა, რაც ცილისწამება.

ცილიანშანი (რიხტჰოფენის ქედი) - ქედი ჩინეთში.

ცილინდრი (ბერძნ.)

1) გეომეტრიული სხეული, რომელიც წარმოიქმნება დახშული ცილინდრული ზედაპირისა და მისი გადამკვეთი ორი პარალელური სიბრტყისაგან.

2) ორთქლის მანქანის ან შიგაწვის ძრავის ნაწილი - დახურული კოლოფი ცილინდრის ფორმისა.

3) მამაკაცის მაღალი, მაგარი შლაპა ცილინდრული ფორმისა, რომელსაც აქვს პატარა ფარფლი.

ცილინსკი გუნარ - ლატვიელი მსახიობი და რეჟისორი (1931-1992 წწ).

ცილისმწამებელი - ვინც ცილს სწამებს ვისმე.

ცილისმწამებლური - რაც ცილისწამებას შეიცავს.

ცილისწამება - ტყუილის მოგონება ვისიმე შესახებ, ვინმესთვის რისამე დაბრალება.

ცილმა - მდინარე რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, პეჩორის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 374 კილომეტრი).

ცილოვანი - ცილის შემცველი.

ცილორი - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

ციმაკურიძე ალექსანდრე - ფერმწერი, პეიზაჟისტი (1882-1954 წწ).

ციმაკურიძე დავით - სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა), სპორტის დამსახურებული ოსტატი, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი 1952 წელს (დაიბადა 1925 წელს).

ციმბალი (ლათ.) - ხალხური მუსიკალური საკრავი; წარმოადგენს ბრტყელ ყუთს, რომელზედაც გაჭიმულია სიმები. უკრავენ ორი პატარა ხის ჩაქუჩით. წინწილი.

ციმბალისტი ეფრემ - ამერიკელი მევიოლინე და კომპოზიტორი (1889-1985 წწ).

ციმბირელი პაპა - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1973 წელს. დამდგმელი რეჟისორი - გიორგი კალატოზიშვილი. სცენარის ავტორი - სულიკო ჟღენტი. დამდგმელი ოპერატორი - დავით სხირტლაძე. კომპოზიტორი - გია ყანჩელი. მთავარ როლებში: დოდო აბაშიძე (ნესტორ კალანდარიშვილი), პეტრე კოლბასინი, გურამ ფირცხალავა, ბაადურ წულაძე, შოთა გაბელაია, ჟანა პროხორენკო, იური ნაზაროვი.

ციმბირი - ტერიტორია რუსეთში, რომელსაც უკავია ჩრდილოეთ აზიის დიდი ნაწილი, გადაჭიმულია ურალიდან წყნარ ოკეანემდე.

ციმერინგი მაქს - გერმანელი მწერალი (1909-1973 წწ).

ციმერმანი ვალტერ - გერმანელი ბოტანიკოსი (1892-1980 წწ).

ციმერმანი ვილჰელმ - გერმანელი ისტორიკოსი (1807-1878 წწ).

ციმერნი ჰაინრიხ - გერმანელი ასირიოლოგი (1862-1931 წწ).

ციმლიანსკი - ქალაქი რუსეთის როსტოვის ოლქში.

ციმორი

1) (Gobio) მდინარის პატარა თევზი.

2) იგივეა, რაც წვერა.

ციმფა (ციმფია) - მსუნაგი, წუწკი.

ციმშიანები - აშშ-ს ალასკის შტატში მცხოვრები ინდიელთა ტომი.

ციმციმ - ფრთხილად, სათუთად (ითქმის ხელში აყვანაზე, აღებაზე).

ციმციმი

1) სხივის (შუქის, ფერის....) კრთომა, ციალი, კიაფი.

2) ჟუჟუნი (თვალებისა).

ციმციმა - რაც ციმციმებს, მოციმციმე.

ცინა ლუციუს კორნელიუს - რომაელი პოლიტიკური მოღვაწე (ძვ.წ.აღ. I საუკუნე).

ცინარეთი - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ცინგლიანი

1) ვისაც ცინგლი ჩამოსდის; წვინტლიანი.

2) უხეირო, უშნო.

ცინდალი - იგივეა, რაც კნუტი.

ცინდაო - ქალაქი ჩინეთის შანდუნის პროვინციაში (1,5 მილიონი).

ცინემანი - ავსტრიული წარმოშობის ამერიკელი კინორეჟისორი (1907-1997 წწ).

ცინერარია (ლათ.) - ოთახის დეკორატიული მცენარე.

ცინი

1) სამეფო ძველ ჩინეთში.

2) ჩინეთის იმპერატორთა დინასტია (ძვ. წ.აღ. 221-2017 წწ).

3) მანჯურიელთა საიმპერატორო დინასტია ჩინეთში 1644-1912 წლებში.

ცინიზმი (ბერძნ.) - აგდებული დამოკიდებულება ზნეობრივი ნორმებისადმი, ისეთი რამისადმი, რაც საყოველთაო პატივისცემით სარგებლობს. თავხედური გულახდილობა.

ცინიკოსი - პირი, რომელსაც ცინიზმი ახასიათებს; უსირცხვილოდ ირონიული ადამიანი.

ცინიკური - ცინიზმით განმსჭვალული; ცინიკოსის დამახასიათებელი, უსირცხვილო, უხეში, უწმაწური.

ცინიუანი - იხილე ბაოდინი.

ცინკიტი (გერმ.) - მინერალი, რომლისგანაც თუთიას იღებენ.

ცინკოგრაფია (გერმ.)

1) სტამბისათვის თუთიის კლიშეების დამზადების წესი.

2) საწარმო ან საამქრო, რომელიც ასეთ კლიშეებს ამზადებს.

ცინლინი - ქედი ჩინეთში.

ცინოვიცი - კურორტი აღმოსავლეთ გერმანიაში.

ცინტა - იგივეა, რაც სურდო.

ცინტია - იგივე ბერძნული კინთია, არტემიდეს (დიანას) ერთ-ერთი ზედმეტი სახელი.

ცინქოფენი (ატოფანი) - სამკურნალო პრეპარატი, მოყვითალო ფხვნილი; იყენებენ ნიკრისის ქარის სამკურნალოდ.

ცინ შიხუანდი (ინ ჯენი) - ჩინეთის იმპერატორი (ძვ.წ.აღ. 259-210 წწ).

ცინცაბაძე სერგი - არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1915-1984 წწ).

ცინცაძე ვახტანგ - არქიტექტორი, არქიტექტურის მკვლევარი (1915-1993 წწ).

ცინცაძე სულხან - კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1925-1991 წწ).

ცინცინატი - ქალაქი აშშ-ს ოჰაიოს შტატში (365 ათასი, გარეუბნებით - 1,7 მილიონი).

ცინცინატუსი ლუციუს კვინციუს - რომაელი პატრიციუსი (ძვ.წ.აღ. V საუკუნე).

ცინცხალი - რაც შხეფებს ისვრის; ნაპერწკლიანი.

ცინ ძიუშაო - ჩინელი მათემატიკოსი (XII ს).

ცინხაი

1) ტბა, იხილე კუკუნორი.

2) პროვინცია ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, ადმინისტრაციული ცენტრი - სინინი.

ცინხუანდაო - ქალაქი ჩრდილოეთ ჩინეთში, ხებეის პროვინციაში (365 ათასი).

ციოლკოვსკი კონსტანტინე - რუსი მეცნიერი-გამომგონებელი აეროდინამიკისა და რაკეტების დინამიკის დარგში (1857-1935 წწ).

ციპა - მდინარე იმიერბაიკალისპირეთში, ვიტიმის მარცხენა შენა(სიგრძე - 692 კილომეტრი). კმ).

ციპერნოვსკი კაროი - იხილე ზიპერნოვსკი კ.

ციპოლა გიზელა - ოპერის უკრაინელი მომღერალი ქალი (ლირიკულ-დრამატული სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1944 წელს).

ცირა - გასათხოვარი ქალი, ქალიშვილი.

ცირანკევიჩი იუზეფ - პოლონეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1954-70 წლებში (1911-1995 წწ).

ცირეკიძე ირაკლი - 2007 წლის მსოფლიოს და 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ძიუ დოში 90 კგ წონით კატეგორიაში (დაიბადა 1982 წელს).

ცირიკი (მონღ.) - მონღოლეთის არმიის ჯარისკაცი.

ცირკელი ფერდინანდ - გერმანელი გეოლოგი (1838-1912 წწ).

ცირკარამა (ინგლ.) - ფართოეკრანიანი კინოს ერთ-ერთი სისტემა.

ცირკი (ლათ.)

1) სანახაობითი დაწესებულება - მრგვალი შენობა, რომლის შუაშიც მოთავსებულია მოედანი მსახიობთა გამოსვლებისათვის, ხოლო მოედნის გარშემო - ამფითეატრად განლაგებული ადგილები მაყურებლებისთვის.

2) თეატრალური ხელოვნების სახეობა, რომელსაც ჩვეულებრივ ასეთ შენობაში წარმოადგენენ.

3) გეოლოგიაში - ბუნებრივი ჯამისებური ჩაღრმავება მთის კალთებზე.

ცირკონი (გერმ.) - მინერალი, ცირკონიუმის სილიკატი; იყენებენ ცირკონიუმის მისაღებად. აგრეთვე მედიცინაში, მეტალურგიაში და სხვა. მისი გამჭვირვალე წითელი და ყავისფერი კრისტალები წარმოადგენს იაგუნდს (ძვირფასი ქვა).

ცირკონიუმი (ძრ) - ქიმიური ელემენტი, ძნელდნობადი მოვერცხლისფრო თეთრი ლითონი; იყენებენ ატომურ ენერგეტიკაში. ატომური ნომერი 40, ატომური მასა 91,22.

ცირკულარი (ლათ.) - წერილობითი განკარგულება, რომელიც ეგზავნებათ დაქვემდებარებულ დაწესებულებებს ან ხელქვეით თანამდებობის პირებს.

ცირკულაცია (ცირკულირება) - წრიული მოძრაობა.

ციროზი (ბერძნ.) - მედიცინაში - რაიმე ორგანოს შემაერთებელი ქსოვილის გაზრდა, რაც ამ ორგანოს ფუნქციას არღვევს.

ცირცე - იგივე ბერძნული კირკე.

ცირცელი (Sorbus caucasigena) - საშუალო სიმაღლის ხე ვარდისებრთა ოჯახისა; იკეთებს ქოლგისმაგვარ თეთრ ყვავილებს; ისხამს კაშკაშა წითელ მწკლარტე ნაყოფს; იზრდება მთის ტყეებში.

ცირცლოვნისწყალი - მდინარე, იხილე არხოტისწყალი.

ცისანა - იგივეა, რაც კესანე.

ცისარტყელა - შვიდფერი რკალი ცაზე; ჩნდება მზის მოპირდაპირე მხარეს წვიმის წვეთებში მზის სხივების გარდატეხით.

ცისვაზი (Wistaria chinensia) - ხვიარა მცენარე პარკოსანთა ოჯახისა. იკეთებს მტევნებად შეკრულ იისფერ სურნელოვან ყვავილს; გლიცინია.

ცისთვალა (შცილლა) - ბოლქვიანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა. იკეთებს ცისფერ ყვავილს.

ცისი - ჩინეთის (მანჯურიის) იმპერატორი ქალი (1835-1908 წწ).

ცისიერი - ციური, ზეციერი.

ცისკარა - ქართული მხატვრული ფილმი-ზღაპარი. ეკრანებზე გამოვიდა 1955 წელს. დამდგმელი რეჟისორი - გიორგი ჭელიძე. სცენარის ავტორი - კოტე მიქაბერიძე. დამდგმელი ოპერატორი - ბორის ბურავლიოვი. კომპოზიტორი - რევაზ ლაღიძე. მთავარ როლებში: თამაზ ტოგონიძე (ცისკარა), დოდო ჭიჭინაძე (მზია), გოჩა აბაშიძე (ბადრი), ნინი კაკაბაძე (ცისკარას დედა), გიორგი შავგულიძე (გრძნეული, კოტე დაუშვილი (დევი), აკაკი კვანნტალიანი (დევი), ალექსანდრე გომელაური (დევი).

ცისკარი

1) ყველაზე კაშკაშა პლანეტა, რომელიც დილაობით მოჩანს აღმოსავლეთით, ხოლო საღამოობით - დასავლეთით; ვენერა.

2) განთიადი, ალიონი, აისი.

4) (ეკლესიაში) დილის, განთიადის წირვა.

5) ქართული ლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1852-53 და 1857-75 წლებში.

6) ქართული ყოველთვიური მხატვრული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი; გამოდის 1957 წლიდან.

ცისკარიძე ნიკოლოზ - ბალეტის მსახიობი, მოღვაწეობს მოსკოვის დიდ თეატრში (დაიბადა 1973 წელს).

ცისკიდური - ცის დასასრული, ჰორიზონტი.

ცისკრის ზარები - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1967 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ყარამან (გუგული) მგელაძე. სცენარის ავტორები - თეიმურაზ მაღლაფცერიძე, ყარამან (გუგული) მგელაძე. დამდგმელი ოპერატორი - გივი რაჭველიშვილი. კომპოზიტორი - ნუგზარ ვაწაძე. მთავარ როლებში: გრიგოლ წიტაიშვილი, მანანა დაშნიანი, ზურაბ ქაფიანიძე, სპარტაკ ბაღაშვილი, კოტე დაუშვილი, მანანა ცხოვრებოვა.

ცისკროვანი - ცისკარივით ნათელი.

ცისლეიტანია - ავსტრიის იმპერიის არაოფიციალური სახელი.

ცისმარე - ყოველ ცისმარე დღეს - ყოველდღე, მუდამდღე.

ცისტა (ბერძნ.)

1) ერთუჯრედიანი ცხოველური ან მცენარეული ორგანიზმი, რომელიც დროებით დაფარულია მკვრივი გარსით. თვით ეს გარსი.

2) იხილე კისტა.

ცისტერნა (ლათ.)

1) სითხის საცავი დიდი რეზერვუარი.

2) ვაგონი, ავტომობილი და სხვა, რომელზედაც სითხის ან გაზის გადასატანი რეზერვუარია მოთავსებული.

ცისტიტი (ბერძნ.) - საშარდე ბუშტის ანთება.

ცისტოსკოპი - სპეციალური ენდოსკოპი, საშარდე ბუშტის გამოსაკვლევად.

ცისტოსკოპია (ბერძნ.) - საშარდე ბუშტის გამოკვლევა ცისტესკოპით, რომელიც შეჰყავთ შარდსადენი მილის გზით.

ცისფერგულა (კურკურა) - ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა.

ცისფერთვალებიანი - ვისაც ცისფერი თვალები აქვს.

ცისფერი - რაც ფერით ცას მოგვაგონებს; ღია ლურჯი.

ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1983 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ელდარ შენგელაია. სცენარის ავტორი - რეზოჭეიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - ლევან პაატაშვილი. კომპოზიტორი - გია ყანჩელი. მთავარ როლებში: რამაზ გიორგობიანი, ვასილ კახნიაშვილი, თეიმურაზ ჩირგაძე, ივანე საყვარელიძე, სესილია თაყაიშვილი, გრიგოლ ნაცვლიშვილი, დარეჯან სუმბათაშვილი, ზეინაბ ბოცვაძე, ნინო თუთბერიძე, გურამ ლორთქიფანიძე, გურამ პეტრიაშვილი.

ცისფერი ნილოსი (ბაჰრ-ელ-აზრაკი) - მდინარე ეთიოპიასა და სუდანში, მდინარე ნილოსის მარჯვენა შენაკადი.

ცისფერი მთები - მდებარეობს ავსტრალიაში.

ცისფერი ტბა - ტბა გაგრის შემოგარენში, ბზიფის ქვემო დინების ხეობაში.

ცისფერი ქედი (ბლუ-რიჯი) - ქედების და მასივების ჯაჭვი აშშ-ში.

ცისფერყანწელები - ქართველ სიმბოლისტ მწერალთა ჯგუფის - „ცისფერი ყანწების“ (1916 -19131 წწ) - წევრები.

ცისქვეშეთი - დედამიწა, მთელი ქვეყანა.

ციტადელი (ფრანგ.)

1) ციხესიმაგრის გალავნის შიგნით არსებული ყველაზე გამაგრებული ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია დამოუკიდებელი თავდაცვისათვის.

2) (გადატანით) რისამე მთავარი დასაყრდენი პუნქტი, ბურჯი.

ციტატა - სიტყვასიტყვით ამონაწერი სხვა ტექსტიდან (რისამე დასამოწმებლად).

ციტაუ - ქალაქი სამხრეთ აღმოსავლეთ გერმანიაში, ქვემო საქსონიის მხარეში (35 ათასი).

ციტაცია

1) იგივეა, რაც ციტირება.

2) სადმე მოყვანილი ციტატების ერთობლიობა.

ციტელი კარლ ალფრედ - გერმანელი გეოლოგი და პალეონტოლოგი (1839-1904 წწ).

ციტი (ბერძნ.) - რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს სისხლის ბურთულებთან დაკავშირებულს.

ციტირება - ციტატის, ციტატების მოყვანა.

ციტირებული - ციტატად მოყვანილი, ამოწერილი საიდანმე.

ციტო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს ცხოველურ ან მცენარეულ უჯრედებთან დაკავშირებულს.

ციტოგენეტიკა - გენეტიკის დარგი, რომელიც შეისწავლის მემკვიდრეობის კანონზომიერებებს სხვადასხვა უჯრედშიგა სტრუქტურების აღნაგობასა და ფუნქციებთან ურთიერთკავშირში.

ციტოდიაგნოსტიკა - დაავადების გამოცნობა სხეულის სითხეების უჯრედოვანი ელემენტების მიკროსკოპული გამოკვლევის საშუალებით.

ციტოკინეზი (ბერძნ.) - იგივეა, რაც ციტოტომია.

ციტოლოგია (ბერძნ.) - მეცნიერება უკრედების აგებულების, განვითარებისა და ფუნქციების შესახებ.

ციტოპლაზმა (ბერძნ.) - უჯრედის პროტოპლაზმის ნაწილი, რომელიც არ შედის ბირთვის შემადგენლობაში.

ციტრონი (იტალ.) - ციტრუსების ჯგუფის ტანდაბალი ხე ან ბუჩქი; აქვს მსხვილი ხორკლიანი ლიმონისფერი ნაყოფი.

ციტოტომია (ბერძნ.) - მცენარეული ან ცხოველური უჯრედის ტანის გაყოფა.

ციტრა (გერმ.) - სიმებიანი მომცრო მუსიკალური საკრავი; წარმოადგენს ბრტყელ ყუთს, რომელზედაც გაბმულია 36-42 სიმი.

ციტრალი (ლათ.) - ორგანული ნაერთი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ალდეჰიდი; მოიპოვება ზოგ ეთერზეთში, იღებენ სინთეზურადაც. გამოყენება აქვს პარფიუმერიაში და სხვა.

ციტრატები (ლათ.) - ლიმონმჟავას მარილები (ან ეთერები).

ციტრონი (იტალ.) - ციტრუსების ჯგუფის ტანდაბალი ხე ან ბუჩქი; აქვს მსხვილი, ხორკლიანი ლიმონისფერი ნაყოფი.

ციტრუსი (ლათ.) - ლიმონის, ფორთოხლის, მანდარინის და მისთანების საერთო სახელი.

ციტრუსოვანი - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ციუანჯოუ - ქალაქი ჩინეთის ფუძიანის პროვინციაში.

ციუი იუანი - ჩინელი პოეტი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 340-278 წწ).

ციუიფუ - ქალაქი ჩინეთის შანდუნის პროვინციაში.

ციუი ციუბო (ნამდვილი სახელი ციუი შუანი) - ჩინეთის კომპარტიის მოღვაწე (1899-1935 წწ).

ციუი ძინი - ჩინელი რევოლუციონერი ქალი, პოეტი (1875-1907 წწ).

ციური - ცაში არსებული, ზეციური.

ციურიხი - ქალაქი შვეიცარიაში, ამავე სახელწოდების კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი (345 ათასი).

ციურიხის ტბა - ტბა შვეიცარიაში (სიღრმე 143 მეტრი).

ციურუპინსკი (1928 წლამდე ალიოშკი) - ქალაქი უკრაინის ხერსონის ოლქში (25 ათასი).

ციუძიანი - იხილე შაოგუანი.

ციფგინა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ციფერბლატი (გერმ.)

1) საათის ფირფიტა ან დაფა, რომელზედაც აღნიშნულია საათები ან წუთები და მოძრაობს ისრები.

2) საზომ ხელსაწყოებში დანაყოფებიანი ფირფიტა, სადაც ისარი მოძრაობს.

ციფრი (ლათ.) - რიცხვის აღმნიშვნელი ნიშანი.

ციფრობრივი - ციფრებით გამოხატული.

ციყვი (Sciurus) - ძუძუმწოვარა ცხოველი მღრღნელთა რიგისა; ცხოვრობს ხეზე; იკვებება თხილითა და მისთანებით.

ციცა

1) გოგო, ახალგაზრდა ქალი.

2) კატა, ფისო.

ციცაბო

1) ძალზე დაქანებული (კლდე, მთა...); ფრიალო.

2) ფრიალო, შვეული კლდე, მთა და მისთანები.

ციცაგი - მოღრუბლული (დილა...).

ციცაგიანთკარი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ციცარი (Numida meleagris) - ქათმის ჯიშის ფრინველი; აქვს მუქი ნაცრისფერი, თეთრკოპლებიანი ბუმბული.

ციცეიკა შერბან - რუმინელი ფიზიკოსი (1908-1985 წწ).

ციცერო

1) პოლიგრაფიაში - კორპუსზე უფრი მსხვილი შრიფტის სახელწოდება.

2) იხილე სისერო.

ციცერონი მარკუს ტულიუს - რომის პოლიტიკური მოღვაწე, ორატორი და მწერალი (ძვ.წ.აღ. 106 - 43 წწ).

ციცია - ალ. ყაზბეგის მოთხრობა (დაიწერა 1883 წელს).

ციციკარი - ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, ხეილუნძიანის პროვინციაში (1,1 მილიონი).

ციცინათელა (Lampyris noctiluca) - მწერი ერთგვარი, სიბნელეში ანათებს.

ციციშვილები - ფეოდალური საგვარეულო ქართლში, მომდინარეობს XV საუკუნიდან.

ციციშვილი ბაადურ - ქართლის დიდებული თავადი, სარდალი, გიორგი სააკაძის თანამებრძოლი (გარდაიცვალა 1625 წელს).

ციციშვილი გიორგი - მწერალი, ლიტერატურათმცოდნე (დაიბადა 1922 წელს).

ციციშვილი გლახა - XVIII საუკუნის შუა წლებში აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, ბოლნისის მოურავი.

ციციშვილი დავით - მხატვარი, გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1901-1986 წწ).

ციციშვილი ზაზა - XVII საუკუნის შუა წლების საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, სომხით-საბარათიანოს მეწინავე სადროშოს სარდალი.

ციციშვილი თამარ - კინომსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1908-1988).

ციციშვილი ირაკლი - არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი (1918-2001).

ციციშვილი ნოდარ ფარსადანის ძე - პოეტი (გარდაიცვალა 1658 წელს).

ციციშვილი XVII საუკუნის I ნახევრის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, საციციანოს მეთაური.

ციცკა - ალ. ყაზბეგის მოთხრობა (დაიწერა 1880 წელს).

ციკო - ალ. ყაზბეგის მოთხრობა (დაიწერა 1883 წელს).

ციცუნა (ციცუნია) - კატა.

ციცქა - თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში, გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში.

ციცქიური - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ხევის თემის საკრებულო). მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ძირულის ხეობაში. ზღვის დონიდან - 540 მეტრი. ხარაგაულიდან - 50 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 255 კაცი.

ციცქნა - სულ პატარა, ნამცეცა, ერთი ბეწვა.

ციცხვარი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ციცხვი

1) ხის დიდი კოვზი საჭმლის მოსარევად, ამოსაზელად.

2) ლითონის დიდი ჭურჭელი სხვადასხვა მექანიზმში, წარმოებაში.

ციხე

1) სამხედრო-თავდაცვითი ნაგებობა - მაღალი გალავანი კოშკებით, შიდაციხითა და სხვა; სიმაგრე, ციხესიმაგრე.

2) საგანგებო შენობა, სადაც ათავსებენ პატიმრებს; საპატიმრო, საპყრობილე, სატუსაღო.

ციხე-გალავანი - ციხესიმაგრე გალავნითურთ.

ციხეგოჯი (არქეოპოლისი) - ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, მდინარე ტეხურის მარცხენა ნაპირზე (სენაკის მუნიციპალიტეტი). VI-VIII საუკუნეებში იყო ეგრისი დედაქალაქი.

ციხე-დარბაზი - გამაგრებული სასახლე მეფისა (ან დიდი ფეოდალისა).

ციხედიდი - ისტორიული ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში ახლანდელ სოფლებს ძეგვსა და მარტაზისხევს შორის (მცხეთის მუნიციპალიტეტი), მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს; მოიხსენიება ძვ.წ.აღ. IV საუკუნიდან.

ციხედიდის ბრძოლა - ქართლის მეფე სიმონ I-ის ბრძოლა ციხედიდის მიდამოებში (სოფელ ძეგვთან) ირანელი დამპყრობლების წინააღმღდეგ, რომელიც გაიმართა 1561 წლის 6 აპრილს და მიზნად ისახავდა თბილისის გათავისუფლებას ყიზილბაშთაგან.

ციხევდავი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მჭადიჯვრის თემის საკრებულო), მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 960 მეტრი, დუშეთიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 144 კაცი.

ციხესიმაგრე - სიმაგრე, ციხე.

ციხესულორი - სოფლების ზედა ციხესულორისა და ქვედა ციხესულორის გავრცელებული სახელწოდება (ვანის მუნიციპალიტეტი).

ციხესულორის თემის საკრებულო - თემის საკრებულო ვანის მუნიციპალიტეტში, მოიცავს 2 სოფელს: ზედა ციხესულორი და ქვედა ციხესულორი (თემის საკრებულოს ცენტრი)

ციხე-ქალაქი - ქალაქი, რომელიც ციხესიმაგრეს წარმოადგენს.

ციხვარგა - მთა ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის კავკასიონის მთავარ ქედზე (4138 მეტრი).

ციხვარგულა - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, ჩვეშურის მარცხენა შენაკადი.

ციხია - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (გურნის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან - 440 მეტრი, ტყიბულიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 154 კაცი. პირველად ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია XVI საუკუნეში.

ციხიათა - სოფელბის დიდი ციხიათისა და პატარა ციხიათის გავრცელებული სახელწოდება (ზნაურის მუნიციპალიტეტი).

ციხიანი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო). მთიულეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. მდინარე ხადისწყლის (მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1800 მეტრი, დუშეთიდან - 61 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 2 კაცი.

ციხისთავი - ციხესიმაგრის (ან პატარა გამაგრებული ქალაქი) უფროსი.

ციხისთავიანთი - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაქათკარში მდებარე ციხესიმაგრის კომპლექსი.

ციხისსოფელი

1) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ანანურის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 9 კაცი.

2) სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ციხისუბანი

1) სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

2) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში. გრემისხევის თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 11 სოფელს: არბოეთი, ახალი ბურღული, თხილოვანი, მიქელიანი, პეტრიანი, ტონჩა, ქარქუშაანი, ქედელობა, ციგრიანთკარი, ციხისუბანი, ძველი ბურღული.), მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1000 მეტრი, დუშეთიდან - 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 76 კაცი.

3) სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში (დიხაშხოს თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთზე მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 250 მეტრი. ვანიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 35 ადამიანი.

ციხისფერდი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ციხისძირი

1) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ანანურის თემის საკრებულო). მდინარე მთიულეთის არაგვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 820 მეტრი, დუშეთიდან - 20 კილომეტრი, თბილისიდან - 73 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 277 კაცი.

2) სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ქსნის თემის საკრებულო), მუხრანის ვაკეზე, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 510 მეტრი, მცხეთიდან - 21 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1635 კაცი.

3) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაშუკეთის ძველი სახელი.

4) სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

ციხისწყალი - მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჯრუჭულის მარჯვენა შენაკადი.

ციხისჯვარელები - სამხრეთ საქართველოს, სამცხის წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო, ახალ ჩორჩანელთა განშტოება.

ციხისჯვარი

1) ქედი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის შტოქედი.

2) სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

ციხისჯვრისწყალი - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბორჯომულის მარცხენა შენაკადი.

ციხოვანი - ციხის (მნიშვნელობა 1) მქონე.

6.8 ცკ

▲ზევით დაბრუნება


ცკვარა (ცუკვარა) - მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

6.9 ცლ

▲ზევით დაბრუნება


ცლუნკაანი - სოფელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.

6.10 ცმ

▲ზევით დაბრუნება


ცმაცუნი - ოდნავ მოძრაობა (ტუჩებისა, ულვაშებისა....).

ცმაცური - იგივეა, რაც ცმაცუნი.

ცმელი - გადაუმდნარი ქონი.

ცმუკვა - მოუსვენრად ყოფნა, წრიალი.

6.11 ცნ

▲ზევით დაბრუნება


ცნა - მდინარე რუსეთის ევროპული ნაწილის ცენტრში, მოქშის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 450 კილომეტრი).

ცნება - ლოგიკურად გაფორმებული ზოგადი აზრი საგანზე; რისამე იდეა.

ცნობა

1) გონება, ცნობიერება.

2) ამბავი.

3) რისამე დამადასტურებელი საბუთი.

4) პასუხი რაიმე შეკითხვაზე.

ცნობადაკარგული - ვინც ცნობა (მნიშვნელობა 1), ცნობიერება დაკარგა.

ცნობადი - ხე ცნობადისა - ბიბლიური თქმულების მიხედვით - ხე, რომლის ნაყოფის შეჭმამ პირველ ადამიანებს მისცა კარგის და ავის გაგების უნარი.

ცნობამიხდილი - იგივეა, რაც ცნობადაკარგული.

ცნობარი - სხვადასხვა ცნობათა კრებული; საცნობო წიგნი.

ცნობიერება

1) ადამიანის ტვინის უნარი - ასახოს სინამდვილე და განსაზღვროს თავისი დამოკიდებულება გარე სამყაროსთან.

2) გონება.

ცნობიერი - ცნობიერებაში ათვისებული; გააზრებული, შეგნებული.

ცნობილი

1) რაც იციან, ნაცნობი. || რის შესახებაც რამე იციან.

2) რასაც ბევრი იცნობს; გავრცელებული.

3) ვინც, რაც ცნეს, იცნეს რადმე; აღიარებული, მიჩნეული.

ცნობისმოყვარე - ვისაც ყველაფრის შეტყობის სურვილი აქვს.

ცნობისმოყვარეობა - ცნობისმოყვარის თვისება.

ცნობისწადილი - იგივეა, რაც ცნობისმოყვარეობა.

6.12 ცო

▲ზევით დაბრუნება


ცობოლა - იხილე მილისი2.

ცოდვა

1) მორწმუნეებში - ღვთის წინაშე ჩადენილი დანაშაული.

2) სიბრალული, საცოდაობა.

ცოდვა-ბრალი

1) იგივეა, რაც ცოდვა.

2) უბედურება.

ცოდვა-მადლი - ცოდვა და მადლი, სიკეთისა და ბოროტების გარჩევა.

ცოდვიანი ტბა - ტბა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჭიჩოს მთის ჩრდილოეთ კალთაზე.

ცოდვილი - ვისაც ცოდვა აქვს, ვინც შესცოდა, ცოდვის ჩამდენი; ცოდვიანი.

ცოდნა

1) ცნობების ქონა რისამე შესახებ.

2) რაიმე საქმის შესასრულებლად საჭირო ხერხების ფლობა.

3) (ყოფილი მაწიმი) - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ცოდნისკარი - სოფლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში და გაგრის შემოგარენში.

ცოდნისმოყვარე - ვისაც ცოდნის შეძენის სურვილი აქვს.

ცოდნისმოყვარეობა - ცოდნის შეძენის სურვილი.

ცოდო - იგივეა, რაც ცოდვა.

ცოდო-ბრალი - იგივეა, რაც ცოდვა-ბრალი.

ცოიგჰაუზი (გერმ.) - სამხედრო ტანისამოსისა და იარაღის საწყობი.

ცოი ენ გენი (ჩხვენ იონ გონი) - ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1900-1976 წწ).

ცოისი იოჰან კასპარ - გერმანელი ფილოლოგი და ისტორიკოსი (1806-1856 წწ).

ცოკოლი (იტალ.)

1) რაიმე ნაგებობის ქვედა ნაწილი, რომელიც უშუალოდ საძირკველს ეყრდნობა და ცოტათი წინ არის გამოწეული.

2) ელექტრული ნათურის ნაწილი, რომლითაც ის იხრახნება ვაზნაში.

ცოლგაშვებული - ვინც ცოლი გაუშვა; ცოლს გაყრილი.

ცოლეური - ცოლის ნათესაობა, ცოლის მახლობლები.

ცოლი - ქალი იმ კაცის მიმართ, რომელთანაც ქორწინებით არის დაკავშირებული; მეუღლე.

ცოლიანი - ვისაც ცოლი ჰყავს.

ცოლიკოური

1) თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში; გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში.

2) ამ ყურძნის ღვინო.

ცოლისდა - ცოლის და.

ცოლისძმა - ცოლის ძმა; მოყვარე.

ცოლობა - ცოლად ყოფნა; ცოლად გაყოლა. ცოლის მოვალეობა.

ცოლ-ქმარი - ცოლი და ქმარი.

ცოლქმრობა - ცოლ-ქმრად ყოფნა; ცოლქმრული დამნოკიდებულება.

ცოლქმრული - ცოლ-ქმრის დამახასიათებელი.

ცოლყოფილი - ვისიმე ცოლად ნამყოფი; ნაცოლარი.

ცოლ-შვილი - ცოლი და შვილი (შვილები).

ცოლშვილიანი - ვისაც ცოლ-შვილი ჰყავს; დაოჯახებული.

ცომაია ნადეჟდა - ოპერის მომღერალი (მეცო-სოპრანო), საქართველოს სახალხო არტისტი (1904-1973 წწ).

ცომეული - ცომისაგან გაკეთებული საჭმელი.

ცომი

1) წყალში (რძეში....) მოზელილი ფქვილი.

2) რასაც გამოცხობა აკლია; ცუდად გამომცხვარი პური.

ცომიანი - რასაც ცომი აქვს მოცხებული.

ცომნარევი - რასაც ცომი ურევია, რაშიც ცომია შერეული.

ცომსაზელი - რითაც ცომს ზელენ.

ცონდეკი ბერნჰარდ - პოლონელი გინეკოლოგი და ენდოკრინოლოგი (1891-1966 წწ).

ცორვა - ჰაერში ლივლივი, ირაოს კეთება; ბოინი.

ცორნი ანდერს - შვედი ფერმწერი და გრაფიკოსი (1860-1920 წწ).

ცოტა

1) მცირე რაოდენობა.

2) მცირედი, ცოტათი.

ცოტაგური - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ცოტათი - ოდნავ, მცირედ.

ცოტამატა - ცოტა, ცოტაოდენი.

ცოტაოდენი - იგივეა, რაც ცოტა.

ცოტახნობით - ცოტა ხანს, ცოტა ხნით.

ცოტნე დადიანი მღვიმე - მღვიმე გაგრის შემოგარენში.

ცოტ-ცოტა

1) მრავალჯერ ცოტა.

2) ცოტათი, ნელ-ნელა.

ცოტცოტაობით - მცირე-მცირედ.

ცოუხვა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ცოფი - მძიმე გადამდები დაავადება ცხოველებისა და ადამიანებისა; აზიანებს ნერვულ სისტემას.

ცოფიანი - ცოფით დაავადებული; გაცოფებული.

ცოფიანობა - ცოფიანის მდგომარეობა.

ცოფმორეული - მეტისმეტად გაბრაზებული, გაცოფებული.

ცოქტო-ტაიჯი (საპატიო მეტსახელი; საკუთარი სახელი ცურუგული) - მონღოლი მთავარი (1581-1636 წწ).

ცოცოლთა - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

ცოცხალი

1) სიცოცხლის მქონე.

2) ნედლი, ახლად მოჭრილი.

3) (გადატანით) მოძრავი, ცქვიტი.

4) ახლად დაჭერილი წვრილი თევზი მდინარისა.

ცოცხალმკვდარი

1) სიკვდილის პირას მისული ადამიანი.

2) დარდისაგან გაოგნებული, ხასიათდაკარგული.

ცოცხალმშობი - რაც ცოცხლად (და არა კვერცხისდებით) შობს.

ცოცხანა (Verbena officinalis) - ერთწლოვანი ბალახი; იყენებენ ცახად, ცოცხად და სხვა.

ცოცხი - ზოგი მცენარის წვრილ ღეროთა ან ტოტების კონა რისამე მოსაგველად, ასახვეტად.

ცოცხმაგარა (Lythrum) - ბალახოვანი მცენარე; აქვს მაღალი მაგარი ღერო. იკეთებს მტევნებად შეკრებილ წითელ ყვავილებს; იყენებენ ცახად და ცოცხად.

ცოცხნარა - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

6.13 ცრ

▲ზევით დაბრუნება


ცრემლგამშრალი - ვისაც ცრემლი გაუშრა (დიდი მწუხარების ან ხანგრძლივი ტირილის გამო).

ცრემლდენა - ცრემლის დენა, ცრემლის გამოყოფა.

ცრემლი - თვალიდან გამონადენი გამჭვირვალე სითხე (ჩვეულებრივ ტირილის დროს).

ცრემლიანი - თვალცრემლიანი, მტირალი.

ცრემლმომდგარი

1) ვისაც ცრემლი აქვს მომდგარი.

2) რაშიც ცრემლი აქვთ მომდგარი.

ცრემლმორეული

1) იგივეა, რაც ცრემლმომდგარი.

2) იგივეა, რაც ცრემლნარევი.

ცრემლნარევი - რაშიც ცრემლი, ტირილი იგრძნობა; ნაღვლიანი, სევდიანი.

ცრემლსადენი - რაც ცრემლდენას იწვევს.

ცრემლშეუშრობელი - ვისაც ცრემლი არ შეშრობია (დიდი მწუხარების გამო); მუდამ მტირალი.

ცრესი - კუნძული ადრიატიკის ზღვაში, ეკუთვნის ხორვატიას.

ცრიაგი - მკრთალი, ფერმკრთალი.

ცრიატი

1) მბჟუტავი, მკრთალი (სინათლე), ღია ფერისა.

2) უმზეო ღრუბლიანი (ამინდი, დღე...).

ცრინტა (ცრინტილა) - იხილე ცინტა.

ცრნიანსკი მილოშ - სერბი მწერალი (1893-1977 წწ).

ცროლი - მთა თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარეების ხევსურეთის არაგვისა და არღუნის სათავეებში კალოთანის უღელტეხილის აღმოსავლეთით (სიმაღლე - 3441 მეტრი).

ცრუ

1) ვინც სიცრუეს ლაპარაკობს; მატყუარა.

2) რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

3) არანამდვილი, მომატყუებელი, მოჩვენებითი.

ცრუდიმიტრი I - რუსი ავანტიურისტი, თავს ასაღებდა მეფე ივანე IV-ის შვილად (გარდაიცვალა 1606 წელს).

ცრუდიმიტრი II - რუსი ავანტიურისტი, თავს ასაღებდა მეფე ივანე IV-ის შვილად (გარდაიცვალა 1610 წელს).

ცრუდინგნიჩაბა - თევზების გვარი ზუთხისებრთა ოჯახისა.

ცრულარიქსი - წიწვოვანი ხეების გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა.

ცრუმეცნიერი - ვითომ მეცნიერი.

ცრუმორწმუნე - ვისაც ცრუმორწმუნეობა ახასიათებს.

ცრუმორწმუნეობა - ზებუნებრივი მოვლენების არსებობის რწმენა.

ცრუმოწმე - მოწმე, რომელიც ყალბ ჩვენებას აძლევს საგამომძიებლო ორგანოებსა და სასამართლოს.

ცრუპენტელა - ცრუ, მატყუარა.

ცრურწმენა - ყალბი, არასწორი შეხედულება.

ცრუცუგა - წიწვოვან მცენარეთა გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა.

6.14 ცუ

▲ზევით დაბრუნება


ცუ - ქალაქი იაპონიაში, მიეს პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (160 ათასი).

ცუბოუტი სიოიო (ნამდვილი სახელი ცუბოიტი იუძო) - იაპონელი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე (1859-1935 წწ).

ცუგა - პატარა ძაღლი, ფინია.

ცუგარუ (სანგარის სრუტე) - სრუტე კუნძულებს ჰონსიუსა და ჰოკაიდოს შორის, აკავშირებს იაპონიის ზღვას წყნარ ოკეანესთან.

ცუგის ტბა - ტბა შვეიცარიაში.

ცუგრია (ცუგრიკა) - იგივეა, რაც ცუგა.

ცუგრუმელა - სიცოცხლით სავსე, ცქვიტი, კოხტა (იტყვიან პატარა გოგოზე).

ცუგცვანგი (გერმ.) - ჭადრაკში ფიგურების განლაგება, რომლის დროსაც აუცილებელია ისეთი მორიგი სვლის გაკეთება, რომელსაც მოსდევს მდგომარეობის გაუარესება და პარტიის წაგებაც კი.

ცუდაკაცი - უსაქმო, უქნარა.

ცუდაობა - ცუდად, უქმად ყოფნა. უსაქმურობა.

ცუდი

1) უარყოფითი თვისებების მქონე; უვარგისი, უხეირო. || არაჯანსაღი, არაჯანმრთელი.

2) ზნეობრივად უარყოფითი, არაწესიერი.

ცუდკაცობა

1) ცუდი კაცის თვისება, ხასაიათი.

2) ავკაცობა, ბოროტმოქმედება.

ცუდმადობა

1) უმნიშვნელო, წვრილმანი რამ. || წვრილმანობა.

2) უსაქმურობა.

ცუდმედიდობა - ამპარტავნობა, მედიდურობა, ყოყოჩობა.

ცუდობა - ცუდის თვისება; სიცუდე.

ცუდოსანი - იხილე ოროსანი.

ცუდუბრალო - იგივეა, რაც ტყუილუბრალო.

ცუზე კონრად - გერმანელი ინჟინერი, ერთ-ერთი პირველი ელექტრომექანიკური გამომთვლელი მანქანის შემქმნელი (1910-1995 წწ).

ცუი დენიელ - ჩინური წარმოშობის ამერიკელი ფიზიკოსი, 1998 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1939 წელს).

ცუკარო ტადეო - იტალიელი ფერმწერი (1529-1566 წწ).

ცუკარო ფედერიკო - იტალიელი ფერმწერი და ხელოვნების თეორიტიკოსი (დაახლოებით 1540/43-1609 წწ).

ცუკაჰარა მიცუო - იაპონელი სპორტსმენი (სპორტული ტანვარჯიში), 1968, 1972, 1976 წლებში არაერთგზის ოლიმპიური ჩემპიონი (დაიბადა 1947 წელს).

ცუკერტორტი იოჰან ჰერმან - გერმანელი მოჭადრაკე, ჟურნალისტი (1842-1888 წწ).

ცუკატი (პოლონ.) - დაშაქრული ხილი ან დაშაქრული კანი, ქერქი ციტრუსებისა, საზამთროსი, ნესვისა.

ცუკი ვირჯინია - ბალეტის იტალიელი მსახიობი ქალი, პედაგოგი (1847-1930 წწ).

ცუკუემი - იაპონურ მითოლოგიაში - მთვარის ღვთაება.

ცუკმაიერი კარლ - გერმანელი მწერალი (1896-1977 წწ).

ცული - ხის ტარზე წამოცმული მჭრელპირიანი რკინის იარაღი ხის საპობად.

ცულდი - იგივეა, რაც ცული.

ცულიანი - ვისაც ცული აქვს თან.

ცულისპირა (Lathyrus sativus)

1) ერთწლოვანი კულტურული მცენარე პარკოსანთა ოჯახისა. მის პარკში დაკუთხული მარცვლებია.

2) ამ მცენარის ნაყოფი (თესლი).

ცუმები - ქალაქი ნამიბიაში.

ცუმური

1) მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, აღმოსავლეთის გუმისთის მარცხენა შენაკადი.

2) სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

ცუნამი (იაპონ.) - გიგანტური (15-20 მეტრი სიმაღლის) ტალღები, რომლებიც ჩნდება ოკეანეში წყალქვეშა მიწისძვრების შედეგად; სანაპიროზე იწვევს დიდ ნგრევას; ხშირად იცის წყნარ ოკეანეში.

ცუნდრუკა - დაუდეგარი, ქარაფშუტა.

ცუნდრუკი - უგვანოდ ხტუნვა.

ცუნდრუკობა - იგივეა, რაც ცუნდრუკი.

ცუნცრუკა - იგივეა, რაც ცუნდრუკა.

ცუნცრუკი - იგივეა, რაც ცუნდრუკი.

ცუნცული - მოკლე ნაბიჯებით მსუბუქად ან სწრაფად სიარული (პატარა ცხოველისა ან ბავშვისა).

ცურვა - წყალში გადაადგილების საშუალება.

ცური - მეწველი საქონლის სარძევე ჯირკვლები; ჯიქანი.

ცური ბაირამ - ალბანეთის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე (1862-1925 წწ).

ცურისთავი - ძუძუ (ძროხისა....).

ცუსიმა - კუნძულების ჯგუფი კორეის სრუტეში, ეკუთვნის იაპონიას.

ცუსიმის დინება - თბილი დინება იაპონიის ზღვაში.

ცუღლუტი

1) მატყუარა; უქნარა.

2) (მოფერებით) მოუსვენარი, დაუდეგარი, ეშმაკი (იტყვიან ბავშვზე).

ცუცუგამუში - ადამიანის მწვავე ინფექციური დაავადება (ციებ-ცხელება, ცნობიერების დაკარგვა, გამონაყარი).

ცუცუნი - იგივეა, რაც ცუნცული.

ცუცქი - უკანალი, საჯდომი (ცხოველისა); კუკი.

ცუცქილი - ცუცქზე ჯდომა.

ცუცქირიძე კონსტანტინე - მაიორი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1912-1945 წწ).

ცუცქირიძე ლევან - ფერმწერი და გრაფიკოსი (დაიბადა 1926 წელს).

ცუცქირიძე რევაზ - ფერმწერი და გრაფიკოსი (დაიბადა 1925 წელს).

ცუცქირიძე შოთა - მსახიობი, რეჟისორი და თეატრმცოდნე (დაიბადა 1926 წელს).

ცუცხვათი -სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ოკრიბა-არგვეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ტყიბულის წყალსაცავის დასავლეთით, სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 460 მეტრი. ტყიბულიდან - 25 კილომეტრი. ვარაუდობენ, რომ სახელი წარმოშობილია „ცაცხვისაგან“ („ცაცხლათი“). 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1171 კაცი.

ცუძახა (ცვიძახა) - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ცუხადი - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ხელედულის მარჯვენა შენაკადი.

ცუხი - ცუღლუტი; გაიძვერა, თაღლითი.

ცუხიშვილი ვახტანგ - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (დაიბადა 1928 წელს).

6.15 ცქ

▲ზევით დაბრუნება


ცქერა - იგივეა, რაც ყურება, მზერა; თვალის არმოშორება.

ცქვიტი - მარდი, მკვირცხლი.

ცქვრინი (Acipenser ruthenius) - ზუთხის ერთ-ერთი სახეობა.

ცქიტიშვილი ეთერ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1913- ).

ცქრიალი

1) ცქვიტი, მარდი, მოხდენილი მოძრაობა.

2) იგივეა, რაც ციმციმი.

6.16 ცხ

▲ზევით დაბრუნება


ცხადად - დაუფარავად, აშკარად.

ცხადაძე ზაურ - სპორტსმენი (მკლავჭიდი), მსოფლიოს 6-გზის და ევროპის 9-გზის ჩემპიონი (დაიბადა 1964 წელს).

ცხადაძე შალვა - გრაფიკოსი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1916-1975 წწ).

ცხადი

1) დაუფარავი, აშკარა. || თვალსაჩინო, ნათელი.

2) სინამდვილე.

ცხადლივ - იგივეა, რაც ცხადად.

ცხავათი (ცხავატი)

1) სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

2) ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურთან.

ცხავათურა - მდინარე ახალგორის მუნიციპალიტეტში, ქსნის მარცხენა შენაკადი.

ცხავერი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

ცხავერისწყალი - მდინარე კასპის მუნიციპალიტეტში, თეძმის მარჯვენა შენაკადი.

ცხავი - საცრის მსგავსი ხელსაწყო, რომლითაც მარცვლეულს (ხორბალს, ქერს....) წმენდენ კილის, ბზისა და მისთანებისგან.

ცხაკაია მიხეილ (მიხა) - კომუნისტური პარტიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1865-1950 წწ).

ცხაკაია - სენაკის სახელწოდება კომუნისტურ ეპოქაში.

ცხამი - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (არგვეთის თემის საკრებულო). მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე იზვარის ზემოეთში. ზღვის დონიდან - 880 მეტრი, საჩხერიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 620 კაცი.

ცხამრიელი - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მულრიხის მარცხენა შენაკადი.

ცხარე

1) მწვავე, მშუშხავი გემოსი.

2) მეტად მხურვალე, მწველი.

3) მძაფრი, ფიცხელი, სასტიკი.

ცხარი - იგივეა, რაც ცხარე.

ცხაურა - იგივეა, რაც გისოსი.

ცხაური - ცხავისმაგვარი; გისოსის მსგავსი აგებულებისა.

ცხებული - კურთხეული (მეფის ერთ-ერთი ეპითეტი).

ცხედარი - მკვდარი ადამიანის სხეული; გვამი.

ცხეკი - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, მესტიჭალის მარცხენა შენაკადი.

ცხელება - იგივეა, რაც ციებ-ცხელება.

ცხელი - მაღალი ტემპერატურის მქონე; მხურვალე.

ცხელი ზაფხულის სამი დღე - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1981 წელს. დამდგმელი რეჟისორი - მერაბ კოკოჩაშვილი. სცენარის ავტორები - დავით ჯავახიშვილი, ერლომ ახვლედიანი, მერაბ კოკოჩაშვილი. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი გერსამია. კომპოზიტორი - ნოდარ მამისაშვილი. მთავარ როლებში: კახი კავსაძე, ნინე;ო ჭანკვეტაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ერლომ ახვლედიანი, გია ფერაძე, სულიკო ჟღენტი,

ცხელ-ცხელი

1) ძალიან ცხელი (ახლად გადმოდგმული, გადმოღებული ცეცხლიდან).

2) მრავალი ცხელი.

ცხემლა

1) საქსოვ დაზგაში მისაქსელის მიმწოდებელი იარაღი.

2) იგივეა, რაც რცხილა.

ცხემლისი - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ცხემლისხედი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ცხემნა - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

ცხენბურთი - ქართული ეროვნული საცხენოსნო თამაში; ცხენზე მჯდომთა ბურთის თამაში ჩოგნებით.

ცხენდაცხენ - ცხენზე ჯდომით და ისე; ცხენით.

ცხენთარო - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (როდინაულის თემის საკრებულო). მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 130 მეტრი, ზესტაფონიდან - 23 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 960 ადამიანი.

ცხენთაროსღელე - მდინარე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, რუშავის მარცხენა შენაკადი.

ცხენთსარბიელი - იგივეა, რაც იპოდრომი.

ცხენი - დიდი შინაური ჩლიქგაუყოფელი ცხოველი; იყენებენ შესაჯდომად, შესაბმელად და სხვა.

ცხენიანი - ვისაც ცხენი ჰყავს, რაშიც ცხენია შებმული.

ცხენირემი - იგივეა, რაც დომბა.

ცხენისზურგი - მთა ვანის მუნიციპალიტეტში, ლობოროტის ქედის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარების კორისწყლის, კვინისწყლის და ძულუხურის წყალგამყოფი (სიმაღლე - 1678 მეტრი).

ცხენისკბილა (Leucojum aestivum)

1) დეკორატიული ბოლქვიანი მცენარე; იკეთებს თეთრ ყვავილს.

2) სიმინდის ერთ-ერთი ჯიში.

ცხენისკუდა (Enigeron canadensis) - ერთწლოვანი სარეველა ბალახი რთულყვავილოვანთა ოჯახისა.

ცხენისმუხლა (Ephedra) - დეკორატიული მცენარე; იზრდება დაბალ ბუჩქად; იყენებენ მედიცინაში.

ცხენისსაძოვარი - მთა ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთისა და ჩირუხისწყლის წყალგამყოფზე.

ცხენის ძალა - სიმძლავრის მოძველებული სისტემის გარეშე ერთეული, შემოიღეს XVIII საუკუნეში.

ცხენისძუძუ

1) საქართველოში გავრცელებული სხვადასხვა ჯიშის ვაზის სახელწოდება;

2) თხილის ჯიში; გავრცელებულია გურია-იმერეთში.

ცხენისწაბლა (Aesculus hippocastanum) - მაღალი დეკორატიული ხე; ისხამს წაბლის მსგავს ნაყოფს, რომელიც არ იჭმება.

ცხენისწყალი

1) მდინარე დასავლეთ საქართველოში (ლენტეხის, ცაგერის, ხონის, მარტვილის, სამტრედიის და აბაშის მუნიციპალიტეტებში); სათავე აქვს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, მწვერვალ ფასისმთის დასავლეთით, 2710 მეტრ სიმაღლეზე. ქვემო დინებაში კვეთს კოლხეთის დაბლობს და ერთვის რიონს მარჯვენა მხრიდან სოფელ საჯავახოსთან: საზრდოობს წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლებით. ხარჯი შეართავთან 90 კუბ.მ/წმ. (აუზის ფართობი - 2120 კვ.კმ. სიგრძე - 176 კილომეტრი).

2) მდინარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ყოროლისწყლის მარჯვენა შენაკადი.

ცხენიშწყარი - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას (სიგრძე - 27 კილომეტრი).

ცხენკარგი - ვისაც კარგი ცხენი ჰყავს.

ცხენ-კაცი - ცხენი და მასზე მჯდომი კაცი ერთად.

ცხენნი - მიცვალებულის ხსოვნის პატივსაცემად გამართული შეჯიბრება ხევსურეთში.

ცხენობანა - საბავშვო თამაში - ჯოხზე გადალაჯება და სირბილი.

ცხენოსანი

1) ცენზე მჯდომი; მხედარი.

2) სპორტსმენი, რომელიც ცხენოსნობას მისდევს.

3) ვინც ცხენზე მჯდომი მოქმედებს.

ცხენოსნობა - ცხენზე ჯდომის, ცხენით სიარულის კარგი ცოდნა.

ცხენსაბმელი - საგანგებოდ მოწყობილი ადგილი, სადაც ცხენებს აბამენ.

ცხენსაშენი - ფერმა, სადაც ჯიშიან ცხენებს აშენებენ.

ცხენშური - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარცხენა შენაკადი.

ცხენხეთქით - ცხენის ჭენებით.

ცხვანდირი

1) მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ნენსკრის მარჯვენა შენაკადი.

2) მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთ-აფხაზეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე.

ცხვარა (Centaurea Fischeri) - დეკორატიული მცენარე - მთის ღიღილო; იკეთებს ლურჯ, ყვითელ ან თეთრ ყვავილებს.

ცხვარი

1) წვრილფეხა რქიანი ცხოველი; აშენებენ მატყლის, ხორცისა და რძისათვის (ყველის გასაკეთებლად).

2) (კრებითი) ცხვრის ფარა.

ცხვარიჭამია - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში, საბადურის ქედზე, მდინარე თეზმის (არაგვის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 3 სოფელს: თეზამი, კევლიანი, ცხვარიჭამია). ზღვის დონიდან - 1180 მეტრი, მცხეთიდან - 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 75 კაცი.

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) - საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი (1845-1911 წწ).

ცხვედიეთი სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ფასანაურის სადაბო საკრებულო), გუდამაყრის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე მთიულეთის არაგვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1400 მეტრი, დუშეთიდან - 60 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 59 კაცი.

ცხვირ - პირველი შემადგენელი რთული ფუძეებისა - ნიშნავს როგორიმე ცხვირის ქონას.

ცხვირა - გრძელი, დიდი ცხვირის მქონე.

ცხვირაშვილი იოსებ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1910-1990 წწ).

ცხვირაწევით - უკადრისად, აგდებით, ამპარტავნულად.

ცხვირაწეული - ამაყი, მედიდური.

ცხვირი

1) ყნოსვის ორგანო ადამიანის სახეზე და ცხოველის დრუნჩზე.

2) წინ წამოშვერილი ნაწილი (მთისა ან რაიმე საგნისა).

ცხვირისატეხელა (Adonis aestivalis) - ერთწლოვანი მცენარე ბაიასებრთა ოჯახისა; იკეთებს წითელ ყვავილს.

ცხვირმოუხოცავი (ცხვირმოუხოცელი) - პატარა, მცირეწლოვანი, ლაწირაკი, ცინგლიანი.

ცხვირსახოცი - თხელი ქსოვილის პატარა ნაჭერი, რომელიც იხმარება ცხვირის მოსაწმენდად.

ცხვირჩამოშვებული - დაღონებული, მოწყენილი.

ცცვირწინ - ძალიან ახლოს, იქვე მახლობლად.

ცხია - ისტორიული სოფელი სამხრეთ საქართველოში, ახლანდელ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

ცხიკი - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, თხეიშის მარჯვენა შენაკადი.

ცხილგორა - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ცხილონი - სოფლების ზემო ცხილონისა და ქვემო ცხილონის გავრცელებული სახელწოდება (ახალგორის მუნიციპალიტეტი).

ცხიმეული - სხვადასხვა ცხიმი.

ცხიმეულობა - იგივეა, რაც ცხიმეული.

ცხიმი - ორგანული (მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის) ნივთიერება, რომელშიც წყალი არ იხსნება (ქონი, ზეთი და მისთანები).

ცხიმიანი - ცხიმის შემცველი.

ცხიმიანობა - ცხიმის შემცველობა.

ცხიმოვანა - კეთილთვისებიან კანქვეშა ცხიმოვანი სიმსივნე.

ცხიმოვანი - ცხიმის შემცველი (ბუნებრივად).

ცხინვალი (1931-61 წლებში სტალინირი) - ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მანძილი თბილისიდან - 110 კმ (45 ათასი).

ცხინვალის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, სამხრეთ ოსეთში. 1917 წლამდე შედიოდა თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში. თანამედროვე საზღვრებში არსებობს 1965 წლიდან. ფართობი - 981,9 კვ.კმ. 1 ქალაქი, 139 სოფელი.

ცხირეთის ციხე - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ახლანდელ კასპის მუნიციპალიტეტში.

ცხირი - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

ცხმორი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ცხმორისი - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

ცხნარი - ისტორიული სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, მდინარე ქციის მარცხენა მხარეს (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი).

ცხოველი

1) ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც აქვს მოძრაობისა და შეგრძნების უნარი; სულდგმული (ჩვეულებრივ, ადამიანის გამოკლებით).

2) დიდი, ძლიერი.

ცხოველმყოფელი - სიცოცხლის მომნიჭებელი, მაცოცხლებელი, სულისჩამდგმელი.

ცხოველური

1) ცხოველისაგან მომდინარე, ცხოველისაგან მოპოვებული.

2) ცხოველის დამახასიათებელი; მხეცური, პირუტყვული.

ცხოველქმედობა - ორგანიზმის სასიცოცხლო მოქმედებათა ერთობლიობა.

ცხოვრება

1) არსებობა, სიცოცხლე.

2) თავგადასავალი, გავლილი გზა.

3) მოვლენების ერთობლიობა რაიმე სფეროში; ყოფა-ცხოვრება.

4) ქონება, საცხოვრებელი.

ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი - ქართული სატელევიზიო მხატვრული ფილმი, 9 სერია. ეკრანებზე გამოვიდა 1969 წელს. დამდგმელი რეჟისორი - რეზო ჩხეიძე. სცენარის ავტორები - მარსიალ სუარესი, სულიკო ჟღენტი, რეზო ჩხეიძე. დამდგმელი ოპერატორი - ლომერ ახვლედიანი. კომპოზიტორი - გია ყანჩელი. მთავარ როლებში: კახი კავსაძე, მამუკა კიკალეიშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, ლეონიდ კურავლიოვი, თამარ სხირტლაძე, ნინო ლაპიაშვილი, ჟანრი ლოლაშვილი, ანასტასია ვერტინსკაია, რუსუდან ბოლქვაძე, ზურაბ ყიფშიძე, ოთარ კობერიძელიკა ჭავჭავაძე, მიხეილ ვაშაძე, მარინა კახიანი.

ცხოვრებისეული - ცხოვრებასთან დაკავშირებული.

ცხოვრებოვი (ცხურბათი) ბორის - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1911-1990 წწ).

ცხომარეთი - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჯრუჭულის ხეობაში. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 2 სოფელს: მოხვა, ცხომარეთი). ზღვის დონიდან - 600 მეტრი, საჩხერიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 293 კაცი.

ცხომი - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, ხევის მარცხენა შენაკადი.

ცხონება - სულის საუკუნო ნეტარება საიქიოში.

ცხონებული

1) ვინც ცხონდა.

2) იტყვიან გარდაცვლილი ადამიანის ხსენებისას მისდამი პატივისცემის გამოსახატავად.

ცხრა

1) რიცხვი და რაოდენობა 9.

2) იხმარება ბევრის, მრავლის გაგებით.

ცხრაასი - რიცხვი და რაოდენობა 900.

ცხრათავიანი - ზღაპრებში - რასაც ცხრა თავი აქვს.

ცხრათვალა - მხურვალე, მცხუნვარე მზის ერთ-ერთი ეპითეტი.

ცხრაკარა

1) ქართულ ხუროთმოძღვრებაში გავრცელებული ტერმინი, უწოდებდნენ ამა თუ იმ ხუროთმოძღვრულ კომპლექსს ან ნაგებობას.

2) იხილე მატანი (2).

ცხრაკეცი - ცხრა ფენად დაკეცილი.

ცხრაკლიტული - ზღაპრებში - მიუვალი საპყრობილე, რომელსაც ცხრა ერთიმეორის მომდევნო დაკეტილი კარი აქვს.

ცხრაკოკიანი - ჭურჭელი (ქვევრი), რომელშიც ცხრა კოკა ჩადის.

ცხრამეტი - რიცხვი და რაოდენობა 19, ათი და ცხრა.

ცხრამუხა - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ცხრატყავა (Lonicera iberica) - საშუალო სიმაღლის დატოტვილი ბუჩქი, ღეროებს ტყავი ადვილად სძვრება, იკეთებს წყვილ-წყვილად მოწითალო-ყვითელ ყვავილებს; ისხამს წვნიან წითელ კენკრას.

ცხრაუღელა - ცხრა უღელში შებმული (ხარ-კამეჩი).

ცხრაფეხა - იგივეა, რაც კიბორჩხალა.

ცხრაფონა - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

ცხრაფურცელა

1) მრავალფენიანი (ნამცხვარი).

2) მრავალფენიანი ცომისაგან გამომცხვარი ფუნთუშა.

ცხრა-ცხრა - თითოზე ცხრა ან ჯერზე ცხრა.

ცხრაძარღვა - იგივეა, რაც მრავალძარღვა.

ცხრაძმა - რკინიგზის სადგური მარაბდა-თეთრიწყაროს ხაზზე.

ცხრა ძმა ხერხეულიძე - მარაბდის ბრძოლაში (1625 წლის 1 იანვარი) გმირულად დაღუპული მებრძოლები.

ცხრაძმისხევი (ცხრაზმისხევი) - ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, მდინარე ქსნის ხეობის ზემო წელში.

ცხრაძმულა - მდინარე ახალგორის მუნიციპალიტეტში, ქსნის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 15 კილომეტრი).

ცხრაწყარო

1) მთა ახალგორის მუნიციპალიტეტში, ხარულის ქედზე (1345 მეტრი).

2) მთა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილში (2683 მეტრი).

3) უღელტეხილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედზე.

4) სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 320 მეტრი, ზესტაფონიდან - 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1567 ადამიანი. ისტორიულ წყაროებში პირველად XVIII საუკუნეში მოიხსენიება. აქ იყო იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია.

ცხრაჯვარა - მღვიმე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ნაქერალის ქედზე.

ცხრაჯვარი - მთა ტყიბულის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, რაჭის ქედზე (სიმაღლე - 1589 მეტრი).

ცხრიანი

1) ცხრის მქონე, ცხრის შემცველი.

2) სათამაშო ქაღალდი (ბანქო), რომელზედაც ცხრა ნიშანია გამოსახული.

ცხრილი

1) თხელი ფიცრის რკალზე ამოკრული ტკეჩის ბადურა ხორცლეულის გასაწმენდად.

2) რისამე ჩამოთვლა ან განაწესი, სვეტაბად, გარკვეული წესით ჩამოწერილი.

ცხრო - ციება, ციებ-ცხელება.

ცხროჭა - ისტორიული სოფელი ახლანდელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

ცხრუკვეთი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (სვერის თემის საკრებულო), მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე საძალისხევის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 600 მეტრი, ჭიათურიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 406 კაცი.

ცხუკუშერი - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ცხუმალდი - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

ცხუმარი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ცხუმი - ქალაქ სოხუმის ადრინდელი ქართული სახელი.

ცხუნკური - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის ბორცვიან მთისწინეთში, მდინარე სემის (გუბისწყლის მდგენელი) ნაპირას, წყალტუბო-ცაგერის საავტომობილო გზაზე. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 260 მეტრი, წყალტუბოდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1280 კაცი. სოფელში მდებარეობს ცხუნკურის მღვიმე. ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნეში.

7

▲ზევით დაბრუნება


- ქართული ანბანის ოცდამერვე (ძველი ქართული ანბანის ოცდამეთერმეტე) ასო; მისი სახელია „ძილი“. გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი მჟღერი სისინა აფრიკატისა. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა სამ ათასს (3000).

7.1 ძა

▲ზევით დაბრუნება


ძაან - იგივეა, რაც ძალიან.

ძაბახიძე ვალერიან - საბჭოთა არმიის გენარალ-მაიორი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1903-1986 წწ).

ძაბვა - სიდიდე, რომელიც დამახასიათებელია ელექტრული ძალების მუშაობისათვის ელექტრული მუხტის გადაადგილების დროს.

ძაბლავეთი - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

ძაბრასოკო - ქუდიანი სოკო, აქვს ძაბრისებრი ნაყოფ-სხეული; იზრდება ფოთლოვან ტყეში, იხმარება საჭმელად.

ძაბრი - მილის მქონე ღრუ კონუსი; იხმარება ვიწროყელიან (პირვიწრო) ჭურჭელში სითხის ჩასასხმელად.

ძაბრისებური (ძაბრისებრი) - ძაბრის მოყვანილობისა.

ძაბრულა

1) ძაბრის მოყვანილობისა.

2) ჩაღრმავებული ადგილი მორევში.

ძაბუნი - ძალას მოკლებული, უძლური, უნიათო. || სიმხნევეს მოკლებული; ჯაბანი.

ძაბუტონი (იაპონ.) - იაპონიაში იატაკზე დასაჯდომი ბრტყელი ბალიში.

ძაბხანი - მდინარე მონღოლეთის დასავლეთ ნაწილში, ერთვის აირაგნურის ტბას (სიგრძე - 808 კილომეტრი).

ძაგაძუგი (ძაგიძუგი)

1) მძიმე საგნების ძლიერი რყევით გამოწვეული ხმაური.

2) იგივე ბაგაბუგი.

ძაგებული - აუგად ნახსენები, ნაძაგები.

ძაგნაკორელი - უცნობი ქართველი პოეტი, რომლის ბიოგრაფიას და ლიტერატურულ მემკვიდრეობას ჩვენემდე არ მოუღწევია. იხსენიება დავით აღმაშენებლის თანამედროვედ და თანამებრძოლად.

ძაგნაკორული - ქართული ლექსთწყობის სახეობა; შედგება ერთ რითმაზე გაწყობილი 20 მარცვლიანი სტროფებისაგან.

ძაგნიძე ვალერიან - საესტრადო დუეტის წევრი (შ.ჩხიკვაძესთან ერთად), საქართველოს სახალხო არტისტი (1912-1967 წწ).

ძაგნიძე ნანა - მოჭადრაკე. საერთაშორისო დიდოსტატი (2003). საქართველოს ჩემპიონი (2003) (დაიბადა 1987 წელს).

ძაგოთიყაუ - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ძაგრევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დიონისეს პირველი სახელი.

ძაგძაგი - ძლიერი კანკალი.

ძავატინი ჩეზარე - იტალიელი მწერალი, სცენარისტი (1902-1989 წწ).

ძაიბაცუ (იაპონ.) - იაპონიის მონოპოლიების აღმნიშვნელი ცნება (II მსოფლიო ომამდე); ფინანსური ოლიგარქია.

ძალა

1) კუნთების ენერგია, რომელიც წარმოადგენს მოძრაობისა და მუშაობის წყაროს; ღონე.

2) პიროვნების ან ჯგუფის მოქმედების უნარი.

3) ფიზიკაში - მექანიკური ზემოქმედება, მიზეზი, რომელიც მატერიალურ წერტილს ანიჭებს აჩქარებას.

4) სავალდებულო კანონი რისამე.

5) ადამიანთა ჯგუფი.

ძალაგამოლეული - ვისაც, რასაც ძალა აქვს გამოლეული.

ძალადაკარგული - რასაც ძალა (მნიშვნელობა 4) დაკარგული აქვს; გაუქმებული.

ძალადმაცხონე - ძალით პატივისმცემელი; ვითომ სიკეთის მქნელი მოძალადე.

ძალადობა - ძალის ხმარება, ძალმომრეობა.

ძალათი - იხილე ძალით.

ძალამიხდილი - ღონეგამოლეული, დასუსტებული.

ძალამოსილი - ძალის მქონე, გავლენიანი.

ძალამოცემული - მოღონიერებული.

ძალანთხევი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ლისის თემის საკრებულო), თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 920 მეტრი, მცხეთიდან - 35 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 11 კაცი.

ძალაუნებური - ვისიმე უნებურად გაკეთებული.

ძალაუფლება - საზოგადოების ხელმძღვანელი კლასის (ან პიროვნების) პოლიტიკური ბატონობა.

ძალაყინი - წვერიანი რკინის კეტი; იყენებენ სანგრევად და, აგრეთვე, ბერკეტად.

ძალგულოვანი - მამაცი, შემმართებელი.

ძალდატანება - დაძალება, იძულება.

ძალდატანებითი (ძალდატანებული) - იძულებითი; ნაძალადევი.

ძალდაუტანებლობა - ბუნებრიობა.

ძალდაძალ - იგივეა, რაც ძალისძალად.

ძალებიანი - ძალების (იხილე ძალი2) მქონე; სიმებიანი.

ძალზე - ძალიან, მეტად.

ძალთაძალი - მეტად დიდი, უდიდესი ძალა.

ძალი

1) იგივეა, რაც ძალა.

2) ცხვრის (თხის....) ნაწლავისაგან დაგრეხილი ძაფი; იყენებენ ჩონგურის ლარად.

ძალიან - ძლიერ, ძალზე, მეტად.

ძალიანი - ძალის მქონე, ძლიერი. || მაგარი, მათრობელა (ღვინო).

ძალით - ძალდატანებით, იძულების წესით.

ძალისი

1) სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (წილკნის თემის საკრებულო), მუხრანის ვაკეზე, მდინარე ნარეკვავის (არაჰვის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან - 5902 მეტრი, მცხეთიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2309 კაცი.

2) ანტიკური ხანის ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, მუხრანის ველზე. პირველად მოიხსენიება ძვ.წ.აღ. II საუკუნეში.

ძალისმიერი - ძალაზე დაყრდნობილი, ძალის გამოყენებით შესრულებული.

ძალისძალად - ძალდატანებით, ძალით, ძლივს, გაჭირვებით.

ძალისხმევა - ძალის, ძალების დაძაბვა.

ძალმომრეობა - ძალის გამოყენება ვისიმე წინააღმდეგ.

ძალო

1) ძალოვანი - ძალის მქონე, ღონიერი, ძლიერი.

2) ძალოვნება - ძალის ქონა, ძლიერება, შემძლეობა.

ძალოსანი

1) იგივეა, რაც ძალოვანი.

2) სპორტსმენი, რომელიც ძალოსნობას მისდევს.

ძალოსნობა - სპორტის სახეობა, შეჯიბრება სიმძიმეები (შტანგის) აწევაში. თანამედროვე პროგრამა (1972 წლიდან) მოიცავს ორჭიდს: ატაცს და აკვრას.

ძალუა - ბიძის ცოლი, ბიცოლა.

ძალუმი - იგივეა, რაც ძლიერი.

ძალწირი - რომელიმე ძალურ ველში (ელექტრული, მაგნიტური, გრავიტაციული) გავლებული წირი

ძამა - მდინარე ქარელის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 42 კილომეტრი).

ძამია

1) ძმა, ძამიკო.

2) მიმართვა ვაჟისადმი.

ძამიკო - ძმა (უპირატესად მიმართვისას).

ძამის ციხე (ორთუბნის ციხე) - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში (ახლანდელ ქარელის მუნიციპალიტეტში).

ძამპი ჯუზეპე მარია - იტალიელი მისიონერი, თეატინელთა მისიის პრეფექტი სამეგრელოში (XVII საუკუნე).

ძანგათი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ძან კეძია - ჩინელი მწერალი (1905-1990 წწ).

ძანძახი - ხანგრძლივი, უსიამოვნო წვიმა და სიცივე; ჭყაპი, ტალახი.

ძანძოტო ანდრეა - იტალიელი პოეტი (1921-2011 წწ).

ძარა

1) ურმის ძირითადი ზედა ნაწილი - ღერძისა და თვლების გამოკლებით.

2) ავტომობილის და მისთანების კორუპუსი.

ძარი

1) ურემზე დასადგმელი დიდი მოწნული სათავსი (სიმინდის, ყურძნის გადასაზიდად); ჯინი. || სიმინდის საწყაო (უდრის ხუთ კოდს).

2) გოდორივით მოწნული მობრტყო სამწყვდევი (ფრინველისა და გოჭისა - გასასუქებლად).

3) მოწნული სასიმინდე.

4) სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ძარიანი - რასაც ძარი (მნიშვნელობა 1) აქვს.

ძარღვასოკო - ქუდიანი სოკო, სიმაღლე 10 სანტიმეტრანდე აღწევს. იზრდება ნაძვნარსა და ნაძვნარ-ფიჭვნარში.

ძარღვენაულა - მდინარე ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ფრონეს (ყვირილის აუზი) მარცხენა შენაკადი.

ძარღვი

1) სისხლის სადინარი ღრუ მილი ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში; სისხლძარღვი.

2) იგივეა, რაც მყესი.

3) იგივეა, რაც ნერვი.

4) ერთ-ერთი წვრილი ხაზთაგანი, რომლებითაც დაფარულია მცენარის ფოთლები, მწერის ფრთები.

5) გეოლოგიაში - რაიმე მადნით ამოვსებული ადგილი დედამიწის ქერქში.

ძარღვიანი

1) ბლომად ძარღვების, მყესების მქონე.

2) კარგად ჩასხმული; მკვრივი, დაძარღვული.

3) რაც იწელება.

4) (გადატანით) მოქნილი, მახვილი.

ძარღვმაგარი - მძლავრი, ღონიერი.

ძარღვშეშინებული - დაჭიმული მყესის მქონე, ოდნავ ნაღრძობი.

ძარცვა - სხვისი ქონების მითვისება ძალით (აშკარად ან ფარულად.)

ძარწემი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ძაუ - სამკურნალო და სუფრის მინერალური წყალი. საბადო მდებარეობს ჯავის მუნიციპალიტეტში.

ძაუჯიყაუ - ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზის სახელი 1944-54 წლებში.

ძაფდახვეული - რაზედაც ძაფია დახვეული.

ძაფგაყრილი - რაშიც ძაფია გაყრილი.

ძაფეული - სხვადასხვა ძაფი.

ძაფეულობა - იგივეა, რაც ძაფეული.

ძაფი - წვრილად და გრძლად დართული ბოჭკო (ბამბა, აბრეშუმი და მისთანები).

ძაფსართავი - სადაც ძაფს ართავენ. || რაზედაც ძაფს ართავენ.

ძაღა - რკინის გოგირდმჟავა მარილი; რკინის აჯასპი.

ძაღარა - ბეწვის გარ შემონაკერები (საბა).

ძაღიანისწყალი - მდინარე შუახევის მუნიციპალიტეტში, ნაღვარევის მარცხენა შენაკადი.

ძაღინა

1) სოფლების ზემო ძაღინას და ქვემო ძაღინას გავრცელებული სახელწოდება (ზნაურის მუნიციპალიტეტი).

2) ქართული ხუროთმოძღვრების კომპლექსი ძეგლი ზნაურის მუნიციპალიტეტში, შემორჩენილია მხოლოდ ციხის და ფეოდალური სასახლის ნანგრევები.

ძაღლთაპირი

1) ქართული ზღაპრების პაერსონაჟი - კაციჭამია, ბოროტი სული.

2) დაუნდობელი, ავი კაცი.

ძაღლ თევზი - სელაპი (საბა).

ძაღლთოდენა - ძალიან ბევრი.

ძაღლთუმრავლესი - იხილე ძაღლთოდენა.

ძაღლი

1) მგლის მოდგმის გაშინაურებული ცხოველი; იყენებენ სანადიროდ, ქონების დასაცავად და სხვა.

2) იხმარება როგორც სალანძღავი სიტყვა.

ძაღლიანთხევი - მდინარე თიანეთის მუნიციპალიტეტში, ივრის მარჯვენა შენაკადი.

ძაღლიპირა - დეკორატიულ მცენარეთა გვარი შავწამალასებრთა ოჯახისა.

ძაღლისბირკა (თორილის) - ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა; ისხამს კაუჭიანი ჯაგრით მოფენილ წვრილ ნაყოფს.

ძაღლისენა (Cynoglossum) - ორწლოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა; იკეთებს მოცისფრო-მოწითალო ან ლურჯ ყვავილს. ნაყოფი კაუჭიანი ეკლებით აქვს მოფენილი.

ძაღლისკბილა (Erythrorium caucasicum) - პატარა ბოლქვიანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა; ღეროს წვერზე იკეთებს ერთ მსხვილ მოწითალო ყვავილს. აქვს ლაქებით მოწინწკლული ორი ფოთოლი.

ძაღლის სატაცური (Tamus commuris) - მრავალწლოვანი ხვიარა მცენარე; ისხამს შხამიან ნაყოფს. მის ფესურებს ხმარობენ რევმატიზმის სამკურნალოდ.

ძაღლისშვილი - სალანძღავი სიტყვა.

ძაღლკატურად - ძაღლისა და კატასავით მტრულად.

ძაღლმაყვალა (ღუბუს ცაესიუს) - დაბალი მაყვალი; ნაყოფი მტრედისფერი ნაფიფქით აქვს მოსილი.

ძაღლნიორა (Ornithogalium pyrenaicum) - ბოლქვიანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა; ღერო მაღალი აქვს. იკეთებს თეთრ ყვავილს. იზრდება პურეულის ნათესებში.

ძაღლუმადური - ძალზედ ცუდი, უკეთური, არაადამიანური.

ძაღლური

1) ძაღლისათვის დამახასიათებელი.

2) (გადატანით) ცუდი, არაადამიანური.

ძაღლყურძენა (შოლანუმ ნიგრუმ) - ერთ ან მრავალწლოვანი მცენარე; იკეთებს თეთრ ან სოსან ყვავილებს; ნაყოფი წვნიანია, შავი, წითელი ან მომწვანო; შხამიანია.

ძაძა

1) სამგლოვიარე სამოსელი (თალხი და შემოუქობავი).

2) (Vigna sinensis) წვრილმარცვლიანი, შავკაუჭიანი პარკოსანი მცენარე.

3) იგივეა, რაც სოია.

ძაძამიძე ლეოპოლდ - ფერმწერი, პეიზაჟისტი (1922-1966 წწ).

ძაძვისმონასტერი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

ძაძიანი - ძაძით მოსილი.

ძახველი (ძახველა) (Viburnum opulis) - საშუალო სიდიდის ბუჩქი; იკეთებს ქოლგის მსგავსად შეკრებილ თეთრ ყვავილებს; ისხამს წითელ, წვნიან, ერთკურკიან ნაყოფს; იზრდება ტყეებში.

ძახილი

1) ხმამაღალი ხმობა, მოწოდება.

2) ხმამაღლა თქმა რისამე.

3) თავისებური ხმის გამოცემა ზოგიერთი ფრინველის მიერ.

ძახილძუხილი - ხშირი ძახილი.

7.2 ძბ

▲ზევით დაბრუნება


ძბაჟა - მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ააფსთის მარჯვენა შენაკადი.

7.3 ძგ

▲ზევით დაბრუნება


ძგერა - რუტმულად ცემა (გულისა).

ძგიბვა - ჭიმვა (წარბებისა...).

ძგიდე

1) თხელი გამყოფი კედელი რისამე; ტიხარი.

2) ტიხრისებრი გამყოფი ცოცხალი ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოებში, ღრუებში.

ძგიფი - მცირედ შეყინებული (საბა).

ძგრიალი - მაგარ საგანთა (ქვის, რკინის....) ერთიმეორეზე ძლიერად მოხვედრის ხმა.

7.4 ძე

▲ზევით დაბრუნება


ძე

1) ადამიანის შვილი მამრობითი სქესისა; ვაჟი, ვაჟიშვილი.

2) მამაკაცის მამის სახელის მეორე ნაწილი.

ძებნა - ვისიმი ან რისამე ადგილმდებარეობის განსაზღვრის მცდელობა.

ძებნიაურები - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ჟებოტის თემის საკრებულო), მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1100 მეტრი, თიანეთიდან - 2 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 173 კაცი.

ძეგვი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 3 სოფელს: სათოვლე, ძეგვი, ხეკორძი). ზღვის დონიდან - 560 მეტრი, მცხეთიდან - 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2911 კაცი. სოფელში შემონახულია შუასაუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები, რომელთაგან აღსანიშნავია ერთნავიანი დარბაზული ეკლესია; სოფლის მიდამოებშია მცირე ზომის რამდენიმე დარბაზული ეკლესია, მათ შორისაა X საუკუნის ბოძის საყდარი.

ძეგვილა - მთა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

ძეგლევი - სოფლები ახალგორის და ონის მუნიციპალიტეტებში.

ძეგლი

1) ნაგებობა ან ქანდაკება ვისიმე, რისამე სამახსოვროდ.

2) წარსულის მატერიალური კულტურის ნაშთი.

3) ძველი მწერლობის ნაწარმოები.

ძეგლის დადება (ძეგლისწერა) - შუა საუკუნეების საქართველოში საკანონმდებლო აქტის ჩამოყალიბება წერილობით საბუთად.

ძეგლისწერა - იხილე ძეგლის დადება.

ძედო - მწვერვალი და უღელტეხილი ჯავის მუნიციპალიტეტში, ოსეთის კავკასიონზე (3452 მეტრი).

ძევერა - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ძევრი - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში. მდინარე ძევრულას (ჩოლაბურის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 3 სოფელს: ოქონა, სეფარეთი, ძევრი). ზღვის დონიდან - 250 მეტრი, თერჯოლიდან - 15 კილომეტრი, ზესტაფონიდან - 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1321 ადამიანი. წყაროებში პირველად იხსენიება XVII საუკუნეში.

ძევრულა (ძერული) - მდინარე თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ჩოლაბურის მარჯვენა შენაკადი სოფელ ეწერთან, წარმოადგენს მდინარე ტყიბულას გაგრძელებას. სათავე აქვს ოკრიბა-არგვეთის სერის ძირას. 200 მეტრ სიმაღლეზე, ძევრულის კარსტულ მღვიმეში (სიგრძე - 12 კილომეტრი).

ძევქსიპე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:

1) ერთ-ერთი ნაიადი, პანდინის მეუღლე.

2) პრიამოსის დედა.

3) იგივე ზევქსიპე.

ძეთოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ბორეასისა და ორითიას ვაჟი, ერთ-ერთი ბორეადი, რომელიც თავის ძმასთან, კალაისთან, ერთად მოკლა ჰერაკლემ არგონავტების შეცდომაში შეყვანის გამო.

ძაგნიძე ლევ - კალათბურთი (174 სმ). თამაშობდა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის გუნდში (1933-38), თბილისის „ლოკომოტივსა“(1938-41) და თბილისის არმიელთა გუნდებში - დკა, ტდო, ტოდო (1944-47). სსრკ ორგზის ჩემპიონი (1944, 46), ორგზის მეორე (1940, 45) და მესამე (1939) პრიზიორი (1912-199 წწ). სპორტის დამსახურებული ოსტატი (1912-199 წწ)

ძაგნიძე ლეონიდ - სპორტსმენი და მწვრთნელი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), სპორტის დამსახურებული ოსტატი (1907-1981 წწ).

ძელა - დიდი ხე კერაზე.

ძელაკი - ოთხკუთხი მცირე ზომის საგანი.

ძელბარი - მთლიანი ხისაგან გამოთლილი პირგრძელი ბარი (ჭურის მოსახდელად...).

ძელი

1) იგივეა, რაც ხე.

2) იგივეა, რაც მორი.

3) მსხვილი ლარტყა ხისა.

4) ფეხბურთის კარის ჩარჩოს ხარიხა.

ძელმიწური - ძელებით ამოშენებული მიწური საცეცხლე წერტი.

ძელსანტი - ყოფილი სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ძელსაჯდომი - ეზოში ან ჭიშკართან (გარედან) გამართული მერხი, რომელსაც ფეხებად მიწაში ჩარჭობილი ძელები აქვს. ბოკონი.

ძელსკამი - მთლიანი ხისაგან გამოთლილი სასთუმლიანი სკამლოგინი.

ძელური

1) ძელებით (მორებით) ნაშენი.

2) ამგვარად აშენებული სახლი; ჯარგვალი.

ძელქვა (ძელცოვა ცარპინიფოლია) - დიდი ხე თულისებრთა ოჯახისა; აქვს მონაცრისფრო-მომწვანო ქერქი, დატოტვილი ვარჯი, წვრილი ფოთლები, ძალიან მაგარი მერქანი; ნაყოფი პატარა ზომის კაკალია.

ძელქვნარი (ძელქვის ტყე) - ძელქვის წმინდა და შერეული კორომები აჯამეთისა და ბაბანეურ-არგოხის ნაკრძალებში (ახმეტის მუნიციპალიტეტი).

ძელქორი (Circus) - მოზრდილი მტაცებელი ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა.

ძელყორე

1) ძელითა და ქვით (ფენა-ფენა) ნაშენი გალავანი.

2) ქვით ამოვსებული მორების ნაგებობა; გამოიყენება ჯებირებად, ბურჯებად და ა.შ.

ძელშავი - შავყურძნიანი ვაზის ჯიში; აქვს დიდი, ოდნავ ყუმსი მტევანი; გავრცელებულია იმერეთში (აგრეთვე რაჭასა და ქართლში).

ძენ გოფანი - ჩინეთის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე (1811-1872 წწ).

ძენო აპოსტოლო - იტალიელი ლიბრეტისტი, დრამატურგი (1668-1750 წწ).

ძენო კატერინო - ვენეციელი მოგზაური და დიპლომატი (1450 - XV საუკუნის დასასრული).

ძენ პუ (მეორე სახელი შენ პუ) - ჩინელი მწერალი (1871-1934 წწ).

ძენძეხი - იგივეა, რაც ძანძახი.

ძენძი - სელის, კანაფის და მისთანების დამუშავებისას მიღებული მსხვილბოჭკოიანი ნარჩენი; იყენებენ მანქანების საწმენდა, საჩურთავად.

ძენძო - ლობიოს გაცეხვის შედეგად დარჩენილი ძირი და ღერო ფოთლებითურთ.

ძენწმანი - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

ძეობა - შვილის შეძენა. || ლხინი, ნადიმი შვილის შეძენის აღსანიშნავად.

ძერა (Milvus) - დიდი მტაცებელი ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა.

ძერაბოტი (Circaetus ferox) - მტაცებელი ფრინველი, ძერის მსგავსი.

ძერაბუობა - იგივეა, რაც ძერაობა.

ძერაკუდობა (ძერაკუდაობა) - იგივეა, რაც ძერაობა.

ძერანა - ქუდიანი სოკო. იზრდება გამხმარი ფოთლოვანი ხეების, განსაკუთრებით წიფლის მერქანზე, იჭმება მხოლოდ ნორჩი და ახალი.

ძერაობა - საბავშვო თამაშობა ერთგვარი - ერთი ბავშვი „დედაა“, რომელსაც „წიწილები“ ახვევიან გარს, მეორე კი „ძერაა“, რომელიც წიწილის გატაცებას ცდილობს.

ძერჟინსკი ფელიქს - ადრეული საბჭოთა ეპოქის მაღალჩინოსანი პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიის (ЧК) თავმჯდომარე; წარმოშობით იყო პოლონელი (1877-1926 წწ).

ძეჟინსკი

1) (1929 წლამდე რასტიაპინო) - ქალაქი რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში (280 ათასი).

2) (1938 წლამდე შჩერბინოვკა) - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში (50 ათასი).

ძერული - მდინარე, იხილე ძევრულა.

ძერძერუკი - მტაცებელი ფრინველი ერთგვარი.

ძერწვა - თიხისაგან ან სხვა რამ ცომისებური მოქნილი მასალისგან გამოქანდაკება.

ძერწლა (Conium maculatum) - ორწლოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა, იზრდება მეტწილად წყლის პირას; ძალზე შხამიანია.

ძეძეურთა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), მდინარე ხახმატისწყლის (ხევსურეთის არაგვის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 2040 მეტრი, დუშეთიდან - 75 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს არავინ ცხოვრობს.

ძეძვნარიანი - სოფელ ტაშტიყულარის ძველი სახელწოდება.

ძეძვი Valiurus cpina-shristi)

1) ეკლებიანი დატოტვილი ბუჩქი; აქვს წვრილკბილა ფოთლები; იკეთებს პატარა მოყვითალო თაფლოვან ყვავილებს. იყენებენ ღობედ.

2) მთა თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში (სიმაღლე - 632 მეტრი).

ძეძვიანი

1) იგივეა, რაც ძეძვნარი.

2) რასაც ძეძვი აქვს.

ძეძვიფრიალა - ძეძვის ნაყოფი; ბრტყელია, სამბუდიანი, ფრთაშემოვლებული.

ძეძვნარი - ძეძვით დაფარული ადგილი.

ძეძილეთი - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე. ხონი-წყალტუბო-ცაგერის საავტომობილო გზაზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 5 სოფელს: გელავერი, გვაშტიბი, ორაგვეთი, ღვედი, ძეძილეთი). ზღვის დონიდან - 280 მეტრი, ხონიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 218 ადამიანი.

ძეწკვი - წვრილი ჯაჭვი.

ძეწნა (Salix babylonica) - ტოტებჩამოშვებული ტირიფი; დეკორატიული ხეა.

ძეხვეული - სხვადასხვაგვარი ძეხვი ერთად.

ძეხვი - საქონლის ნაწლავებში ჩატენილი დაკეპილ-შეკაზმული ხორცი.

ძეხორციელი - ადამიანი, კაცის შვილი.

7.5 ძვ

▲ზევით დაბრუნება


ძვალი - ადამიანისა და ცხოველის სხეულის მაგარი შემაერთებელი ქსოვილი.

ძვალმაგარი - მკვრივი აგებულებისა, ამტანი, გამძლე.

ძვალმსხვილი - მსხვილი ძვლების მქონე; მაგარი აგებულებისა.

ძვალ-რბილი - ძვალი და რბილი, ძვალი და ხორცი. || მთელი სხეული.

ძვალტყავა - ძალზე გამხდარი.

ძვალტყავიანად - (ანუ) ისე შეჭამს, რომ ძვალსა და ტყავსაც არ დატოვებს; მთლიანად.

ძვალძვული - ძვლების ნარჩენები.

ძვალწვრილი - წვრილი ძვლების მქონე, სუსტი აგებულებისა.

ძვალ-ხორცი - იგივეა, რაც ძვალ-რბილი.

ძველა - ძალიან გაცვეთილი, ძველი, ძველმანი.

ძველანაგა - სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

ძველებრ (ძველებრივ) - იგივეა, რაც ძველებურად.

ძველებრივ - იხილე ძველებრ.

ძველებური - უწინდელი, წინანდელი, ადრინდელი. || ძველი დროის დამახასიათებელი.

ძველთაგანვე - ძველი დროიდანვე.

ძველთაძველი - იგივეა, რაც ძველისძველი.

ძველთესლი - მრავალმწკრივიანი თავთავის მქონე ადგილობრივი საშემოდგომო ქერის უძველესი ჯიში

ძველი

1) დიდი ხნისა.

2) სიახლედაკარგული და ამის გამო გაცვეთილი.

3) დიდი წარსულის მქონე, ტრადიციული. || წინანდელი, ადრინდელი.

4) ვინც დიდი ხნიდანაა (რაიმე საქმიანობაში, მდგომარეობაში...).

5) მრავლობით რიცხვში - ძველები - წინაპრები.

6) სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში.

ძველი აბაშა - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

ძველი აღთქმა - საღვთო წიგნების კრებული, ახალ აღთქმასთან ერთად შეადგენს ბიბლიას. ქრისტიანობა ცნობს ბიბლიის ორსავე ნაწილს, იუდაიზმი კი მხოლოს ძველ აღთქმას.

ძველი ბურღული - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გრემისხევის თემის საკრებულო), მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 960 მეტრი, დუშეთიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 32 კაცი.

ძველი გავაზი - ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ძველი სახელი.

ძველი ვეძისი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (დიღმის თემის საკრებულო), თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე დიღმისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან - 640 მეტრი, მცხეთიდან - 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 72 კაცი..

ძველი კასტილია - ისტორიული ოლქი ესპანეთში.

ძველი მარაბდა - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

ძველი ოლთისი (ძველად გველფარეხა) - თანამედროვე წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი კუშჩი.

ძველი ოსები - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ლაფანაანთკარის თემის საკრებულო), ქართლის ზედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე აბანოსხევის (არაგვის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1120 მეტრი, დუშეთიდან - 21 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 124 კაცი.

ძველი საკრამულო (ყოფილი საკრამული) - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბაზალეთის თემის საკრებულო), ბაზალეთის პლატოზე, ბაზალეთის ტბის სამხრეთით. ზღვის დონიდან - 1040 მეტრი, დუშეთიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 42 კაცი.

ძველი სენაკი - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

ძველისძველი - ძალიან ძველი, უძველესი.

ძველი ქანდა - - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (მუხრანის თემის საკრებულო), მუხრანის ვაკეზე, მდინარე ქსნის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 520 მეტრი, მცხეთიდან - 19 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1109 კაცი.

ძველი ქვეში - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

ძველი შუამთა (შუამთა ძველი) - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, არქიტექტურული ანსამბლი თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ტყეში, თელავიდან 7 კილომეტრზე. ანსამბლში შედის: V საუკუნის ბაზილიკა, ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუში საქართველოში. VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, მცხეთის ჯვრის ტიპისა, თუმცა უფრო პატარა (შემცირებულია აფსიდებისა და ბემების სიღრმე, გუმბათის ყელის მნიშვნელობა გაზრდილია, ტრომპების კონსტრუქცია ნათლად არის გამოვლენილი). VII საუკუნის მცირე გუმბათოვანი ეკლესია. გეგმით ისიც ჯვრის ტიპისაა, მაგრამ აქ უკვე აღარ არის კუთხის ოთახები და ბემები. ორივე ღერძი ტოლია. სამივე ეკლესია რიყის ქვით არის ნაგები, კუთხეებისათვის გამოყენებულია შირიმი. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. მის მახლობლად კახთა მეფის ლევან II-ის (1520-1570) მეუღლემ თინათინ გურიელის ასულმა დააარსა შუამთის ახალი მონასტერი. აგურით ნაგები ეკლესია გეგმით ჯვაროვან-გუმბათოვანია, შიგნით - მოხატული. შემონახულია ქტიტოტების პორტრეტები. ეკლესია განაახლა ერეკლე II-მ. კომპლექსში შედის სამრეკლო და სხვა ნაგებობანი.

ძველი ხიბულა - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

ძველმანი - ძველი, ნახმარი ტანსაცმელი და მისთანები.

ძველმოდური - ძველი მოდისა, დრომოჭმული.

ძველნაშენი - რაც ძველად ააშენეს.

ძველშავი - იგივეა, რაც ძელშავი.

ძვილეთი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ძვირი

1) დიდი ფასის მქონე.

2) არახშირი, იშვიათი.

3) ცუდი, ავი, ბოროტი რამ.

ძვირისმთქმელი - ვინც სხვის ძვირს, ავს ამბობს.

ძვირობა - იგივეა, რაც სიძვირე.

ძვირფასეული (ძვირფასეულობა) - ძვირფასი ნივთები.

ძვირფასი

1) რაც ძვირად ფასობს, ძვირად ღირებული.

2) მდიდრული, მაღალხარისხოვანი, საუკეთესო. || მეტად მნიშვნელოვანი; ძალიან კარგი.

3) დიდად პატივსაცემი, საყვარელი.

ძვლიანი - ძვლის, ძვლების მქონე.

ძვლისაზრდელა - ძვლის ზედაპირის მფარავი შემაერთებელი ქსოვილი მოთეთრო ფერისა.

ძვლისმჭამელა - ძვლისა და ძვლისაზრდელას ანთებითი დაზიანება.

ძვლოვანი - ძვლებისაგან შედგენილი.

ძვრა - მრავლობით რიცხვში - ძვრები - მნიშვნელოვანი ცვლილებები (უკეთესისკენ) საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

7.6 ძი

▲ზევით დაბრუნება


ძია

1) დედის ან მამის ძმა; ბიძა.

2) მიმართვა მამის ხნის უცხო კაცისადმი.

ძიაანი - ძიას სახლეული.

ძიაკაცი - ძიად შესაფერი კაცი.

ძიალანშანი

1) ქედი, იხილე ალაშანი.

2) მდინარე ჩინეთში, მდინარე იანძის მარჯვენა შენაკადი.

ძიამუსი - ქალაქი ჩინეთის ხეილუნძიანის პროვინციაში.

ძიან ბოძანი - ჩინელი ისტორიკოსი (1898-1968 წწ).

ძიანმინი - ქალაქი ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში.

ძიან გუანცი (ძიან გუანჩი) - პოეტი, ჟურნალისტი და ლიტერატურათმცოდნე (1901-1931 წწ).

ძიანსი - პროვინცია აღმოსავლეთ ჩინეთში.

ძიანსუ - პროვინცია აღმოსავლეთ ჩინეთში.

ძიანხანის ვაკე - მდებარეობს ჩინეთში.

ძიან ჯაოხე - ჩინელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1901-1985 წწ).

ძიაოძო - ქალაქი ჩინეთის ხენანის პროვინციაში.

ძიაოჯოუვანი - ყვითელი ზღვის ყურე ჩინეთის შანდუნის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან.

ძიაპშიპა ნიაზ - მცველი. თამაშობდა სოხუმის „დინამოსა“ (1945) და თბილისის „დინამოში“ (1946-58). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 178 მატჩი (2 გოლი). სსრკ ჩემპიონატების მეორე (1951) და ორგზის მესამე (1947, 50) პრიზიორი. იყო სოხუმის „რიწის“ (1961) და სოხუმის „დინამოს“ (1962, 1979-84) მთავარი მწვრთნელი, თბილისის „დინამოს“ გუნდის უფროსი (1976-77). სპორტის დამსახურებული ოსტატი (1927-1993 წწ).

ძიბა (ძიბო) - (მოფერებით) წიწილა; ქათამი (ბავშვის ენაზე).

ძიბა-ძიბა - წიწილების, ქათმების მოსახმობი ძახილი; ჯუჯუ-ჯუჯუ.

ძიბაწყალი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

ძიბზირი (ძიბზირა) - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ძიბო - იხილე ბოშანი.

ძიგვა (Nardus stricta) - დაბალი მარცვლოვანი მცენარე; აქვს ჯგუფად შეკრებილი წვრილი ხეშეში ფოთლები; გავრცელებულია მთის მდელოებზე.

ძიგვნარი - მცენარეთა თანასაზოგადოება, რომელშიც გაბატონებულია ძიგვა.

ძიგიანი - იხილე ძიგვნარი.

ძიგიდერი - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში, ოდიშოს დაბლობზე.

ძიგრაშვილი ლეილა - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1926 წელს).

ძიგუთა

1) მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, კელასურის მარჯვენა შენაკადი.

2) სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

ძიგუნი - ქალაქი ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში.

ძიგური - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

ძიგძიგი - იგივეა, რაც ძაგძაგი.

ძიდოკუ - მთა ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, კოდორის ქედზე.

ძიება

1) საბადოს შესწავლა გეოფიზიკური მეთოდებით, ბურღვით და სხვა.

2) იგივეა, რაც გამოძიება; ძებნა.

ძიეთა (ძიათა) - მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.

ძი კანი (მეორე სახელი შუე) - ჩინელი პოეტი, ფილოსოფოსი, მუსიკოსი (223 - 262 წწ).

ძილ-ბურანი - ნაწილობრივ ძილის მდგომარეობაში ყოვნა, თვლემა.

ძილგატეხილი - ვისაც ძილი გაუტყდა, ძილგამფრთხალი.

ძილგუდა (Glis glis) - მომცრე მღრღნელი, ღამის ცხოველი ერთგვარი.

ძილი

1) ქართული ანბანის ოცდამერვე ასოს - ძ-ს სახელწოდება.

2) ფიზიოლოგიური მდგომარეობა (დროის გარკვეულ მონაკვეთებში), როდესაც ცნობიერება მოდუნებულია ან სრულიად შეწყვეტილია და ორგანიზმი ისვენებს.

ძილინი - იხილე გირინი.

ძილისგუდა - ბევრი ძილის მოყვარული, მძინარა.

ძილისპირი

1) დაძინების წინა ხანი, საღამო.

2) იხილე ძლისპირი.

ძილისპირული - სიმღერა, რომელსაც ძილის წინ უმღერიან ბავშვებს.

ძილმორეული - ვისაც, რასაც ძილი მოერია.

ძილმღვიძარე - ნახევრად მძინარე,

ძილუნი - ქალაქი-პორტი ჩინეთის ტაივანის პროვინციაში.

ძილქუში - ღრმა ძილი.

ძილ-ღვიძილი - არაღრმა ძილი, ნახევრად ძილი, ბურანი.

ძიმითი - სოფლების ზედა ძიმითისა და ქვედა ძიმითის გავრცელებული სახელწოდება (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი).

ძიმუ - იაპონიის იმპერატორების მითიური წინაპარი, მზის ქალღმერთის ამატერასუს შთამომავალი.

ძინალი - მყინვარი და უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

ძინანი - ქალაქი აღმოსავლეთ ჩინეთში, შანდუნის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ძინდეჯენი (ფულიანი) - ქალაქი ჩინეთის ძიანსუს პროვინციაში.

ძინი - დინასტია ჯურჯენთა სახელმწიფოში (თანამედროვე ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში) (1115 - 1234 წწ).

ძინინი - ქალაქი ჩინეთის შიგა მონღოლეთის ავტონომიურ რაიონში.

ძინსი - ქალაქი ჩინეთის ლიაონინის პროვინციაში.

ძინსა - იხილე შაში.

ძინშაძიანი - მდინარე იანძის შუა დინების სახელწოდება.

ძინძა-ძინძა - ძლიერ დასხმულად, მსხმოიარედ (ხილი...).

ძინძისწყალი (ძინძე) - მდინარე ადიგენის მუნიციპალიტეტში, ქვაბლიანის მარჯვენა შენაკადი.

ძინძუა - ქალაქი ჩინეთის ჯეძიანის პროვინციაში.

ძინჯოუ - ქალაქი ჩინეთის ლიაონინის პროვინციაში.

ძიორჟონიუვი - ქალაქი პოლონეთის ვალბჟიხის სავოევოდოში.

ძიპენსია იკუ - იაპონელი მწერალი (1765-1831 წწ).

ძირაგეული - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ძირაგეულისღელე - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რიონის მარჯვენა შენაკადი.

ძირა

1) ქვედა, ქვეითი, ქვემოთა.

2) იგივეა, რაც ზირა.

ძირას - ძირზე; ძირთან, ძირის ახლოს.

ძირახალი - ქალამანი, რომელიც ფეხის ზურგზე დახურულია, გაკერილია.

ძირგავარდნილი - რასაც ძირი, ფსკერი გავარდნილი აქვს.

ძირგამომთხრელი - ამა თუ იმ სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური ძლიერების წინააღმდეგ მიმართული.

ძირდიდა - იგივეა, რაც ძირმაგარა.

ძირეული

1) ძირფესვიანი, არსებითი.

2) ქვემო, პირველადი, მასებთან უშუალოდ დაკავშირებული.

ძირთავა - ბოლქვის მქონე, ბოლქვიანი.

ძირთეთრა (Pastinaca sativa) - ორწლოვანი კულტურული მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა. იკეთებს ყვითელ ყვავილებს; აქვს მოთეთრო სურნელოვანი გამსხვილებული ფესვი; იჭმება, იხმარება აგრეთვე ცხოველების საკვებად.

ძირი

1) ქვედა ნაწილი (კედლისა, მთისა, ხისა...).

2) იგივეა, რაც ფესვი.

3) მცენარის თითოეული ცალი.

4) საზამთროდ დადგმული ზვინი (თივისა, ნამჯისა).

5) მოდგმა, შთამომავლობა.

6) ერთ სკაში მოთავსებული (ფუტკრის გუნდი), - ოჯახი.

7) გრამატიკაში - სიტყვის მარტივი ფუძე, რომლის დაშლა არ შეიძლება.

8) ზღვის, მდინარის.... ქვედა მყარი ნაწილი, ფსკერი. || ქვედა ნაწილი რაიმე ჭურჭლისა.

9) ფეხსაცმლის ქვედა ნაწილი.

10) მთა საჩხერის მუნიციპალიტეტში, იმერეთის მაღლობზე.

ძირიანი - ძირის მქონე.

ძირიან-ბუდიანად - ძირიანად, ძირფესვიანად, დედაბუდიანად.

ძირითადი - ის, რასაც დანარჩენი ემყარება; ყველაზე მნიშვნელოვანი, მთავარი.

ძირითძირობამდე - იგივეა, რაც ძირისძირამდე.

ძირისძირამდე (ძირისძირობამდე) - მთლიანად, სავსებით, ძირფესვიანად.

ძირისი - მთა ახალგორის და ცხინვალის მუნიციპალიტეტების საზღვარზე.

ძირიჯუმათი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ძირკვაძეები - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

ძირკვი - ხის ძირა ნაწილი, დარჩენილი მოჭრის შემდეგ; კუნძი.

ძირკოკი - სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

ძირკურთხეული - კურთხეული ძირის მქონე (ვაზის და ზოგი სხვა მცენარის დალოცვა).

ძირმაგარა - მტკივნეული მუწუკი (გაჩენილი თმის ბუდისა და მის ირგვლივ ცხიმოვანი ჯირკვლის ანთებით).

ძირმაგარი - მაგარი ძირის მქონე.

ძირმომპალი

1) რასაც ძირი აქვს მომპალი.

2) (გადატანით) რასაც დიდი ხნის არსებობა არ უწერია; დახავსებული.

ძირმტკიცე - მტკიცე ძირის მქონე, ძირმაგარი.

ძირმწარა (Aristolochia) - მრავალწლოვანი მცენარე; იკეთებს მილისებრ ყვავილებს; იხმარება სამკურნალოდ.

ძირნაყარი - ხიდან ძირს ჩამოყრილი (ჭიანი ან ნაქარი ხილი).

ძირობა - ქვემო ნაწილი, ქვემო მხარე; ძირი.

ძიროვანი - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (საწირის თემის საკრებულო), მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე. მდინარე მთისჭალის ზემოთში. ზღვის დონიდან - 600 მეტრი, ტყიბულიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 627 კაცი.

ძიროვნისწყალი (მთისჭალა) - მდინარე ტყიბულის მუნიციპალიტეტში, წყალწითელას მარცხენა შენაკადი.

ძირსდაუშვებელი - ბოლომდე ძირს დაშვების გარეშე წარმოებული (ფრენა თვითმფრინავისა).

ძირტკბილა (Glycyrrhiza glabra) - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა; იკეთებს მტევნებად შეკრებილ იისფერ ყვავილებს; აქვს ტკბილი ფესვი; იხმარება მედიცინაში, ლუდისა და თამბაქოს წარმოებაში.

ძირულა

1) მდინარე დასავლეთ საქართველოში, საჩხერის, ხარაგაულის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს ლიხის ქედისა დასავლეთ კალთაზე, 1250 მეტრ სიმაღლეზე ყვირილის მარცხენა შენაკადი. აუზის ფართობი - 1270 კვ.კმ. სიგრძე - 83 კილომეტრი, საშუალო წლიური ხარჯი სოფელ წევასთან - 26,6 კუბ.მ/წმ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით.

2) (ყოფილი შერთული) - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. მდინარეების ძირულისა და ჩხერიმელის შესართავთან. თემის საკრებულოს ცენტრი. რკინიგზის სადგური. ზღვის დონიდან - 320 მეტრი, ზესტაფონიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 228 ადამიანი.

ძირულის პლატო - პლატო საჩხერის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში, ძირულის აუზში.

ძირფესვიანი - მთლიანი, სრული, ძირეული.

ძირფხარა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ძირ-ძირ

1) დაბლა-დაბლა, ქვემოთ.

2) რისამე ძირებში, რისამე ძირის გაყოლებაზე.

ძირძიტა - იგივეა, რაც ძირმაგარა.

ძირწითელა (Echium rubrum) - ხაოიანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა; აქვს მოწითალო მსხვილი ფესვი; იკეთებს წითელ ყვავილს.

ძირხვა - მთა სოხუმის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონზე.

ძირხვენა - საკვებად ვარგისი ძირი ზოგი მცენარისა.

ძირხვნიანი - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ჩეკურაანთგორის თემის საკრებულო), ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, სიონის წყალსაცავის დასავლეთით. ზღვის დონიდან - 1280 მეტრი, თიანეთიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 1 კაცი.

ძისი - ქალაქი ჩინეთის ხეილუნძიანის პროვინციაში.

ძიუ-დო (იაპონ.) - იაპონური ჭიდაობის სახეობა, მოდერნიზებული ჯიუ-ჯიცუ. მის შემქმნელად ითვლება დ.კანო (1860-1938 წწ), რომელმცა ჯიუ-ჯიცუდან და სუმოდან შეარჩია ყველაზე ეფექტური ილეთები, დაამუშავა შეჯიბრების წესები და ჭიდაობას სპორტული ხასიათი შესძინა.

ძიუდოსიტი - სპორტსმენი, რომელიც ჭიდაობა ძიუდოს მისდევს.

ძიულუნი (კოულუნი) - ნახევარკუნძული, ნაწილი ეკუთვნის ჩინეთს, ნაწილი - სიანგანს (ჰონკონგი).

ძიუციუანი - ქალაქი ჩინეთის განსუს პროვინციაში.

ძიყი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ძიშრა

1) მთა გუდაუთის და სოხუმის მუნიციპალიტეტებში, ბზიფის ქედზე (2623 მეტრი).

2) მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ბზიფის მარცხენა შენაკადი.

ძიძა - სხვისი ბავშვისთვის ძუძუს მაწოვებელი ქალი.

ძიძაობა

1) ბავშვის ძიძით გაზრდის ჩვეულება.

2) ძიძად ყოფნა.

ძიძარია გიორგი - აფხაზი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე (1914-1995 წწ).

ძიძიბი (ძიძიბო) - პატარა მუწუკი.

ძიძიგური აკაკი - ჟურნალისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1914-1995 წწ).

ძიძიგური მედეა - ესტრადის მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი (1942-1999 წწ).

ძიძიგური შოთა - ენათმეცნიერი, ქართული ენისა და დიალექტების მკვლევარი, ბასკოლოგი, აკადემიკოსი (1911-1994 წწ).

ძიძი ცუსინი - იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი საინფორმაციო სააგენტო; დაარსდა 1945 წელს, ტოკიოში.

ძიძიშვილი - ძიძის შვილი.

ძიძო (Melilotus) - ორწლოვანი პარკოსანი მცენარე; იკეთებს მტევნებად შეკრებილ პატარა ზომის, ყვითელ ან თეთრ ყვავილებს და მომცრო ერთ ან ორთესლიან პარკს. იხმარება ცხოველების საკვებად და სამკურნალოდ.

ძიხვა

1) მთა და უღელტეხილი სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედის სამხრეთ განშტოებაზე.

2) მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, ცუმურის მარჯვენა შენაკადი.

ძიხჩა - სოფელი გაგრის შემოგარენში.

7.7 ძლ

▲ზევით დაბრუნება


ძლევა

1) დაჯაბნა.

2) გამარჯვება.

ძლევამოსილი - გამარჯვების (გამარჯვებათა) მომპოვებელი; გამარჯვებული; ძლიერი, ყოვლისშემძლე.

ძლევისჯვარი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

ძლეული - ვისაც სძლიეს, დამარცხებული.

ძლიერ - ძალიან, ძალზე, ფრიად.

ძლიერი

1) დიდი ძალის მქონე; ღონიერი.

2) ჩვეულებრივზე მეტი, ძალიან დიდი.

ძლივსგასაგონი - ძნელად გასაგონი, ძალიან ჩუმი.

ძლივს

1) გაჭირვებით, ძნელად.

2) ოდნავ, თითქმის, არც კი.

ძლივძლივობით - დიდი გაჭირვებით, წვალებით.

ძლისპირი

1) პირველი საეკლესიო საგალობელი საგალობელთა ჯგუფში; მის კილოზე უნდა შესრულებულიყო მიმყოლი საგალობლები.

2) სასულიერო სიმღერა, რომელიც ეკლესიაში არ სრულდება.

ძლოკვი - იგივეა, რაც ანკარა (გველის წიწილი).

ძლოურდანეთი - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ცხრაწყაროს თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე აჯამურის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან - 400 მეტრი, ზესტაფონიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 411 ადამიანი.

7.8 ძმ

▲ზევით დაბრუნება


ძმა

1) ერთი დედ-მამის ვაჟიშვილი სხვა შვილების მიმართ.

2) მრავლობით რიცხვში - ძმები - (გადატანით) ახლობლები, თანამოაზრეები, საერთო ინტერესების მქონენი, ერთ ბედში მყოფნი.

3) ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1981 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - თემურ ბაბლუანი. დამდგმელი ოპერატორი - ვიქტორ ანდრიევსკი. კომპოზიტორი - იაკობ ბობოხიძე. მთავარ როლებში: არჩილ სამხარაძე, ლევან თურმანიძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, შოთა ნოზაძე, თეიმურაზ დოლიძე, ლეო ფილფანი, გივი ჩუგუაშვილი.

ძმაბიჭი - მეგობარი ბიჭი; ამფსონი.

ძმაგულა - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

ძმადი (ძმადე) - დედოფლის, პატარძლის გამყოლი კაცი, ძმობილი.

ძმადნაფიცი - ვინც ძმად გაეფიცა, დაუძმობლდა ვისმე; ძმობილი.

ძმადშეფიცული - იგივეა, რაც ძმადნაფიცი.

ძმათამკვლელი ომი - ომი ახლობელთა შორის.

ძმათმოყვარე - თავისი ძმების, ახლობლების მოყვარული.

ძმაკაცი - კარგი ამხანაგი, მეგობარი.

ძმარი - თავისებური ცხარე, მჟავე გემოს მქონე სითხე, ჩვეულებრივ, დამჟავებული ღვინო; იხმარება საჭმლის შესანელებლად.

ძმარმჟავა - ორგანული მჟავა - დამახასიათებელი მძაფრი სუნის მქონე უფერო სითხე.

ძმარ-ნიგოზი - საწებელი - ძმარში გაქნილი ნიგოზი.

ძმარ-წყული - წყალში შერეული ძმარი.

ძმერეთისწყალი - მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში.

ძმერხლი (Ruscus hypophyllum) - ტყის მრავალწლოვანი მცენარე; აქვს ფოთლის მსგავსი ტყავისებური ტოტები; მათ ქვემო მხარეზე ყვავილი და შემდეგ მრგვალი წითელი ნაყოფი ვითარდება; ცხოველების საუკეთესო საკვებია.

ძმისშვილი - ძმის შვილი, ძმისწული.

ძმისწული - იგივე ძმისშვილი.

ძმობა

1) ძმად ყოფნა; ურთიერთობა ძმათა შორის.

2) ძმური განწყობილება; ძმური ურთიერთობა.

ძმობილი - ძმად მიჩნეული, ძმის მაგიერი.

ძმრიანი

1) ძმრით შეზავებული.

2) რაშიც ძმარი ასხია ან ესხა, რასაც ძმრის სუნი აქვს.

ძმუისი - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (სოჩხეთის თემის საკრებულო), მდებარეობს ნაქერალას ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. მდინარეების ლეხიდრისა და მეჩხეურის (რიონის აუზი) შესართავთან. ზღვის დონიდან - 640 მეტრი, ტყიბულიდან - 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 280 კაცი. წყაროებში პირველად მოიხსენიება XV საუკუნეში.

ძმური - ძმისთვის დამახასიათებელი.

7.9 ძნ

▲ზევით დაბრუნება


ძნა - მომკილი თავთავის კონა; ასეთი კონები ზვინად დადგმული.

ძნელ - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა; ნიშნავს ძნელს.

ძიძიგური ბორის - საქართველოს კომკავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი (1901-1923 წწ).

ძიძიგური გივი - პოეტი (დაიბადა 1927 წელს).

ძიძიგური დავით (დუდე) - მსახიობი და რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1889-1971 წწ).

ძიძიგური რომან - მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 62 კგ). 1956 წლის, მელბურნის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის ჩემპიონი (1956), სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1952). დაიღუპა ავტოკატასტროფაში ოლიმპიურ ჩემპიონთან ავთანდილ ქორიძესთან ერთად (1933-1966 წწ).

ძიძიგური შალვა - ფერმწერი, გრაფიკოსი (1892-1934 წწ).

ძნელბედობა - დიდი გასაჭირი, უბედურება (მთელი ქვეყნის ან ქვეყნების მასშტაბით).

ძნელდნობადი - რაც ძნელად დნება.

ძნელი - გასაძლებად ან გასაკეთებლად სამძიმო; მძიმე, რთული.

ძნელმისადგომი - ძნელად მისადგომი, მიუვალ ადგილას არსებული.

ძნიად - იგივეა, რაც ძნელად.

ძნობა - გუნდობრიობის ცნების გამომხატველი ძველი ქართული ტერმინი. ფართოდ იყო გავრცელებული მესაკრავეთა და მგალობელ-მოცეკვავეთა ჯგუფების მიმართ.

7.10 ძო

▲ზევით დაბრუნება


ძონკაბა - ბუდისტური სექტის ფუძემდებელი ტიბეტში (1357-1419 წწ).

ძონძებიანი - ვისაც ძონძები აცვია.

ძონძეული - ძონძები ერთად.

ძონძი

1) ჩვეულებრივ მრავლობით რიცხვში - ძონძები - ძალიან ძველი, დაფლეთილი ტანისამოსი.

2) ძველი ქსოვილის ნაგლეჯი.

ძონძმ ანძი - ძონძები.

ძორიფორი - ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი, ადმინისტრაციული ერთეული შუა საუკუნეების საქართველოში, ქვემო ქართლში; სომხურად „ხევს“ ნიშნავს (ამჟამად აზერბაიჯანის ფარგლებშია).

ძორძოხი - იგივეა, რაც ზორზოხი.

ძოუ ჟუნი - ჩინელი ბურჟუაზიული რევოლუციონერი (1885-1905 წწ).

ძოღან - ცოტა ხნის წინათ, ამას წინათ; წეღან.

ძოძუაშვილი რევაზ - ფეხბურთელი და მწვრთნელი, მცველი. თამაშობდა ქუთაისის „იმერეთში“(1962), თბილისის „დინამოში“ (1963, 1968-76), ქუთაისის „ტორპედოსა“ (1964, 1966-67) და სოხუმის „დინამოში“ (1964-65). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი. ევროპის ჩემპიონატის მეორე (1972) და ოლიმპიური თამაშების (1972) მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე (1970). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 301 მატჩი (5 გოლი). სსრკ ჩემპიონატის ოთხგზის მესამე პრიზიორი (1969, 71, 72, 76 გაზაფხული). იყო თბილისის ასკ-ის (1976), სამტრედიის „ლოკომოტივის“ (1977), ქუთაისის „ტორპედოს“ (1978, 1988-89, 2001-02), ფოთის „კოლხეთის“ (1979), თბილისის „დინამოს“ (1991-93), რუსთავის „მეტალურგის“ (1993-95), შეპეტოვკის „ტემპის“ (უკრაინა, 1995), ლატვიის ნაკრების (1998-99), თბილისის „ლოკომოტივის“ (1999-2000), საქართველოს ნაკრების (1999-2001 - დავით ყიფიანთან ერთად), ელისტის „ურალანის“ (რუსეთი, 2002), ვლადიკავკაზის „ალანიისა“ (რუსეთი, 2003) და მაჰაჩყალის „დინამოს“ (რუსეთი, 2005) მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით თბილისის „დინამო“ (1991, 92) და ქუთაისის „ტორპედო“ (2001, 02) ორ-ორჯერ გახდნენ საქართველოს ჩემპიონები, ხოლო თბილისის „დინამომ“ (1992), თბილისის „ლოკომოტივმა“ (2000) და ქუთაისის „ტორპედომ“ (2001) საქართველოს თასი მოიპოვეს (დაიბადა 1945 წელს).

ძო ძუნტანი - ჩინელი მხედართმთავარი (1812-1885 წწ).

ძოწენიძე გიორგი - სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, გეოლოგი, აკადემიკოსი; 1959-76 წლებში საქართველოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე (1910-1976 წწ).

ძოწეული

1) ძოწისფერი, მარჯნისფერი.

2) ასეთი ფერის ძვირფასი ქსოვილი.

3) იგივეა პორფირი.

ძოწი - იგივეა, რაც მარჯანი.

7.11 ძრ

▲ზევით დაბრუნება


ძრაგულული - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ლუხუნის მარჯვენა შენაკადი.

ძრავა - მანქანა, რომელიც რაიმე ენერგიას გარდაქმნის მექანიკურ ენერგიად, ამუშავებს რასმე.

ძრო - ფსკერი, ძირი.

ძრომიალი - ქურდულად შეძრომა და სიარული სადმე.

ძროხა

1) შინაური მეწველი მსხვილფეხა რქიანი საქონელი; ფური.

2) ძროხისა და ხარის საერთო სახელი.

ძრწოლა

1) კანკალი, თრთოლა, ცახცახი.

2) მეტისმეტი შიში.

ძრწუნვა - იხილე ძრწოლა.

7.12 ძუ

▲ზევით დაბრუნება


ძუ - ხორცისმჭამელი ცხოველის დედალი.

ძუა - ცხენის კუდის ბეწვი, გრძელი და მაგარი.

ძუარზენჯი - მწვერვალი ჯავისა და ონის მუნიციპალიტეტებში, ოსეთის კავკასიონზე (3419 მეტრი).

ძუგაევი გიორგი - ოსი პოეტი (1911-1988 წწ)

ძუგძუგი - იგივეა, რაც ძუნძული.

ძუკათა - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ძუკნა - ძუ ძაღლი.

ძულუხი - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთზე, მდინარე ძულუხურის (სულორის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 420 მეტრი. ვანიდან - 15 კილომეტრი. სოფლის განაპირას მელოურის მთაზე დგას მელოურის ციხე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 738 ადამიანი.

ძულუხური - მდინარე ვანის მუნიციპალიტეტში, მდინარე სულორის მარჯვენა შენაკადი, სათავე აქვს ცხენისზურგის მთის ჩრდილოეთ კალთებზე.

ძუნი - ქალაქი ჩინეთის გუიჯოუს პროვინციაში.

ძუნმოდი - ქალაქი მონღოლეთში, ცენტრალური აიმაკის ადმინისტრაციული ცენტრი.

ძუნძული - ზოგიერთი ცხოველის ნელი, მძიმე სირბილი.

ძუნწი

1) ვისაც არ ემეტება დასახარჯად თუ გასაცემად ისეთი რამ, რაც ჭარბად აქვს.

2) (გადატანით) მცირე რაოდენობის, იშვიათი.

ძუნწსიტყვაობა - იგივეა, რაც სიტყვაძვირობა; ცოტა ლაპარაკი.

ძურწა

1) (Selaria-ს ველური სახეობანი) ერთწლოვანი სარეველა ბალახი მარცვლოვანთა ოჯახისა; იკეთებს თავთავის მსგავსად შეკრებილ ყვავილებს. იხმარება ცხოველების საკვებად.

2) (Selaria verticillata) ამ მცენარის ერთ-ერთი სახეობა; თავთავი ცხოველებსა და ტანსაცმელს ედება.

ძუსა - მდინარე ტყიბულის, თერჯოლის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ჩოლაბურის მდგენელი; სათავე აქვს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, სიგრძე - 25 კილომეტრი, აუზის ფართობი - 111 კვ.კმ. საზრდოობს თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან - 2,55 კუბ.მ/წმ.

ძუყნური - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (ხრესილის თემის საკრებულო), მდებარეობს ოკრიბა-არგვეთის სერის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 420 მეტრი, ტყიბულიდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 288 კაცი.

ძუძგური - ხანგრძლივად და მოუსვენრად დგომა რაიმე სარგებლობის, გამორჩენის მოლოდინში.

ძუძუ - ადამიანის (და სხვა ძუძუმწოვარი ცხოველების) სარძევე ჯირკვალი.

ძუძუანა - მრავალფენიანი (ზედა პალეოლითიდან ადრინდელ ბრინჯაოს ხანამდე) კარსტული წარმოშობის მღვიმენამოსახლარი ჭიათურის შემოგარენში.

ძუძუსთავი - ძუძუს გარეთა პატარა მრგვალი ნაწილი, რომლიდანაც ბავშვი წოვს ძუძუს; კერტი.

ძუძუგამშრალი - ვისაც, რასაც ძუძუ გაუშრა, რძე აღარა აქვს.

ძუძუდა - ძუძუმტე ქალი.

ძუძუთა - იგივეა, რაც ძუძუმწოვარი.

ძუძუმარწყვა (Fragaria sp.) - მარწყვის ჯიში; ისხამს მოგრძო ნაყოფს.

ძუძუმაყვალა (Rubus dolichocarpus) - მაყვლის ჯიში; ისხამს მსხვილ, მოგრძო ნაყოფს.

ძუძუ-მკერდი - ძუძუები და მკერდი.

ძუძუმტე - ვინმესთან ერთად ერთი ძუძუთი გაზრდილი.

ძუძუმწოვარა - იგივეა, რაც ძუძუმწოვარი (მნიშვნელობა 1).

ძუძუმწოვარი

1) ძუძუს მწოველი; ძუძუს წოვის ასაკისა; ძუძუთა.

2) ხერხემლიანთა უმაღლესი კლასის ცხოველი, რომელიც თავის ნაშიერებს რძით კვებავს.

ძუძუნაწოვი - ვისაც ვისიმე ძუძუ უწოვია.

ძუძუნაჭამი - იგივეა, რაც ძუძუნაწოვი.

ძუძუძმა - ძუძუმტე ვაჟი.

ძუწათი ჰაჯიმურათ - ოსი პოეტი, კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე (დაიბადა 1935 წელს).

7.13 ძღ

▲ზევით დაბრუნება


ძღვენი - საჩუქრად მირთმეული რამ; მოსაკითხი.

ძღომა - ბევრი, საკმარისზე მეტი ჭამა.

ძღომისად - ისე, რომ ძღებოდეს, გაძღეს; გასაძღომად, მაძღრისად.

8

▲ზევით დაბრუნება


- ქართული ანბანის ოცდამეცხრე (ძველი ქართული ანბანბის ოცდამეთორმეტე) ასო; მისი სახელია „წილი“; გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი აბრუპტივი სისინა აფრიკატისა. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ოთხ ათასს (4 000).

8.1 წა

▲ზევით დაბრუნება


წა - წინსართი ზმნისა:

1) აღნიშნავს მიმართულებას აქედან იქით, წინ.

2) აღნიშნავს, რომ მოქმედება ზერელეა, სახელდახელოა.

3) ზმნის უსრულო სახის ფორმას აქცევს სრულ სახისად.

4) აწმყოს ფორმას აძლევს მყოფადის მნიშვნელობას.

წაბილწული - ვინც, რაც წაბილწეს ან წაიბილწა.

წაბლანა - სოფლები შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში.

წაბლარასწყალი - მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, 2200 მეტრ სიმაღლეზე, ერთვის ხანისწყალს. სიგრძე - 29 კილომეტრი, აუზის ფართობი - 230 კვ.კმ. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები - შემოდგომაზე, წყალმცირობა - ზაფხულსა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 6,16 კუბ.მ/წმ.

წაბლარასხევი - სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში (ნერგეეთის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე წაბლარასწყლის (ხანისწყლის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან - 340 მეტრი, ბაღდათიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 96 კაცი.

წაბლარისღელე - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ასკისწყლის მარჯვენა შენაკადი.

წაბლა - იგივეა, რაც წაბლისფერი.

წაბლი (Castanea) - მაღალი მაგარმერქნიანი ხე წიფლისებრთა ოჯახისა: ისხამს ბუდეში (ბუძგში) მოთავსებულ ნაყოფს, რომელსაც აქვს მუქი ყავისფერი კანი და თეთრი მოტკბო გულის მქონე ნაყოფი.

წაბლიანი - სოფელი გაგრის შემოგარენში.

წაბლისფერი - რაც ფერით წაბლს მოგვაგონებს; ყავისფერი.

წაბლისფერთმიანი - ვისაც წაბლისფერი თმა აქვს.

წაბლნარი - წაბლის ტყე.

წაბლოვანა - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში (ცოცხნრის საკრებულო), მდებარეობს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 800 მეტრ სიმაღლეზე. ხაშურიდან - 13 კმ.

წადილი - სურვილი, ნდომა.

წავი (Lutra lutra) - მტაცებელი ძუძუმწოვარა ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა. წყლის პირას ბინადრობს, იკვებება თევზით, აქვს ძვირფასი ბეწვი.

წავკისი - სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

წავკისისწყალი - მდინარე, იხილე ლეღვთახევი.

წათე I - ეგრისის მეფე VI საუკუნის 20-იან წლებში.

წათე II - ეგრისის მეფე 554 წლის შემდეგ.

წათი - საბრძოლო კეტი.

წათხი - ყველის შესანახად მომადებული მარილიანი შრატი.

წაკაწუკი - იგივეა, რაც კაწკაწი.

წაკვეთილი - მათემატიკაში - რასაც ზედა ნაწილი მოცილებული აქვს ფუძის პარალელური სიბრტყით.

წაკი (წაკა)

1) იგივეა, რაც წათხი.

2) იგივეა, რაც შრატი.

3) ხაჭოს ან ყველის წვნიანი კერძი, ხახვით ან ნივრით შეზავებული.

წაკულაკი

1) შემოუსვლელი, ნაჭუჭგაუმაგრებელი ნუში.

2) საერთოდ ყვავილიდან ახლად გამონასკვული ხილი, რომელსაც კურკა ჯერ არ გამაგრებია.

წალამი - ვაზის ნასხლავი.

წალასყური - სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

წალდი - ხისტარიანი წვერმოკაუჭებული საკაფი იარაღი.

წალდუნა - პატარა წალდი.

წალენჯიხა

1) ქალაქი დასავლეთ საქართველოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ჭანისწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 222 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. მოსახლეობა 8,9 ათასი (2002 წ.) მანძილი თბილისიდან 343 კმ, ზუგდიდიდან - 25 კმ.

2) განვითარებული შუა საუკუნეების ხანის ქართული ხუროთმოძღვრული ანასამბლი ქალაქ წალენჯიხის განაპირას.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე ენგურისა და ჭანისწყალის ხეობებში. 1917 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში, 1921-30 წლებში - ზუგდიდის მაზრაში. 1930 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ფართობი - 646,6 კვ.კმ. მოსახლეობა - 40 ათასამდე. მუნიციპალიტეტში შედის 14 ტერიტორიული ერთეული მათ შორის 2 ქალაქი (წალენჯიხა და ჯვარი) 11 თემი და 1 სოფელი.

წალი - ორი წლის თხა (რომელსაც ჯერ ციკანი არ მოუგია).

წალიკა (Polygonum hydropiper) - ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე მატიტელასებრთა ოჯახისა. აქვს მოგრძო ფოთლები და მტევნებად ან თავთავებად შეკრული წვრილი ყვავილები.

წალიკარი - სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის აბაშის მუნიციპალიტეტში, ოდიშის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპირო. ზღვის დონიდან - 10 მეტრი.

წალიკი - სიგრძივ ერთიმეორის მიყოლებით მიმავალი ოთხფეხი ან ფრინველი.

წალიკონი - იგივეა, რაც ჭალიკონი.

წალიკ-წალიკ - ერთიმეორის მიყოლებით, მწკრივად.

წალკა - ქალაქი საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს წალკის ქვაბულში, წალკის წყალსაცავისა და მდინარე ხრამის ნაპირზე, ზღვის დონიდან 1460 მ სიმაღლეზე. მისი ძველი სახელია ეძანი, მოგვიანებით ბარმაქსიზი (1932 წლამდე) მანძილი თბილისიდან 120 კმ.

წალკატი

1) ქვათა სათლელი ორპირიანი მოკლე წერაქვი.

2) წერაქვი.

წალკის პლატო - პლატო წალკის მუნიციპალიტეტში, ქციის აუზში.

წალკის მუნიციპალიტეტის - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოს სამხრეთ მთიანეთში, ქვემო ქართლის მხარეში, მოიცავს ისტორიულ პროვინცია თრიალეთს. 1917 წლამდე შედიოდა თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში. 1921-30 წლებში კვლავ ბორჩალოს მაზრაში, 1930 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ფართობი - 1050,6 კვ.კმ. მოსახლეობა - 21 ათასი კაცი,მათ შორის - 55,5% სომეხი, 22,0% ბერძენი, 12% ქართველი, 9,5% აზერბაიჯანელი. მუნიციპალიტეტში 51 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 2 დაბა და 48 სოფელი, აგრეთვე 20-მდე ნასოფლარი.

წალკის ქვაბული - ქვაბული წალკის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ზეგანზე.

წალკის წყალსაცავი (ხრამის წყალსაცავი) - წყალსაცავი წალკის მუნიციპალიტეტში, ხრამის აუზში.

წალკოტი

1) (სომხ. „წაღკოტ“- ყვავილიანი) - ძალიან ლამაზი ბაღი.

2) სოფელი გაგრის შემოგარენში.

წალო - კედელში დატანებული განჯინა ლოგინში შესანახად.

წამადი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში (ქეშელთის საკრებულო). მდებარეობს ჯავის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ქეშელთის (ლიახვის აუზი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1520 მეტრი, ჯავიდან 20 კილომეტრი.

წამავალი - მიმავალი, წამსვლელი.

წამალთმცოდნეობა - იგივეა, რაც ფარმაკოლოგია.

წამალი

1) გარკვეული წესით დამზადებული სამკურნალო საშუალება.

2) იგივეა, რაც საღებავი.

3) შაბიამნისა და კირის ხსნარი; ასხურებენ ვაზს დაავადებისაგან დასაცავად.

4) იგივეა, რაც თოფისწამალი.

წამბაძველი - იგივეა, რაც მიმბაძველი.

წამდაუწუმ - ყოველ წამს, წარამარა.

წამებული - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი; შუა საუკუნეების კლდეში ნაკვეთი ეკლესია დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში.

წამი

1) დროის საზომი ერთეული; უდრის წუთის 1/60 ნაწილს.

2) (გადატანით) დროის ძალიან მცირე მონაკვეთი.

წამიერ - იგივეა, რაც წამიერად.

წამიერად - ერთი წამით.

წამიერი - ძალზე ხანმოკლე.

წამისყოფა

1) ერთი თვალის დახამხამება.

2) თვალით ნიშნება.

წამისწამ - იგივეა, რაც წამდაუწუმ.

წამლეული - სხვადასხვა წამალი, წამლები.

წამლეულობა - იგივეა, რაც წამლეული.

წამლიანი - რასაც წამალი ურევია; რაშიც წამალია.

წამმზომი - იგივეა, რაც წამსაზომი.

წამო

1) რთული წინსართი ზმნისა (წა და მო):

ა) აღნიშნავს მიმართულებას იქიდან აქეთ.

ბ) ზმნის უსრული სახის ფორმას აქცევს სრული სახისად.

გ) აწმყოს ფორმას აძლევს მყოფადის მნიშვნელობას.

2) შემოკლებული წამოდი!

წამობით - თითო წამით, ერთი წამის სიზუსტით.

წამონაზარდი

1) რაც წამოიზარდა, წამოზრდილი.

2) მოთიბულზე ან მოძოვილზე იმავე წელს ამოსული ბალახი.

წამოჩიტული - წამოზრდილი.

წამოცდენილი - უნებურად თქმული.

წამყვანი

1) ვინც, რაც წაიყვანს, ვისაც, რასაც მიჰყავს.

2) (გადატანით) მნიშვნელოვანი, ძირითადი.

წამწამი - ქუთუთოს კიდეზე ამოსული ბეწვი.

წამწე (ფერმა) - შენობის, ხიდის მალის ნაშენის, ჰიდროტექნიკური ნაგებობისა და სხვათა გადახურვის ღეროვანი მზიდი კონსტრუქცია.

წამწვანო - მომწვანო.

წამხდარი

1) რაც წახდა, გაფუჭებული.

2) (გადატანით) დაბნეული, საქციელწამხდარი.

წამხედური - ვინც ყველაფერში სხვას ბაძავს.

წანამატი - რაც წაამატეს, დანამატი.

წანამძღვარი

1) რისამე წინასწარი პირობა; წინაპირობა.

2) რაიმე მსჯელობის ამოსავალი პუნქტი.

წანარები - ერთ-ერთი ქართული (კახური) ტომი. უძველესი დროიდან ბინადრობდნენ დარიალის ხეობის ტერიტორიაზე.

წანარეთი - ისტორიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში; იგივეა, რაც ხევი (ახლანდელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი).

წანაში - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

წანდილი - თაფლით (ან შაქრით) შეზავებული მოხარშული ხორბალი.

წანერი

1) მყინვარი და უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

2) მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, მულრიხის მდგენელი.

წანიგვართა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

წანკალაური - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

წანკლიანი - მწარე, გესლიანი.

წანწალა - ხიდად გადებული ძელი; კიპორჭი.

წანწალი - უთავბოლოდ ან რისამე საშოვნელად ბევრი სიარული; თრევა, წოწიალი, ხეტიალი.

წანწკარა

1) იგივეა, რაც ბოლოქანქარა.

2) წანწკარით მომდინარე წყალი.

წანწკარი - წყლის პატარა ნაკადის ხმიანობა.

წანწყარა - იგივეა, რაც ბოლოქანქარა.

წაპირქვავებული - იგივეა, რაც გადაპირქვავებული.

წარ - ძველი წინსართი ზმნისა (ახალ ქართულში წარმოდგენილია წა-ს სახით). შემორჩენილი აქვს ზოგ სიტყვას: წარ-წერა, წარ-დგენა და ა.შ.

წარამარა - წამდაუწუმ, ხშირ-ხშირად.

წარაუგონთ - უაზროდ, უთავბოლოდ (ლაპარაკი, სიარული....).

წარაუგონოდ - იგივეა, რაც წარაუგონთ.

წარაფი

1) წაგრძელებული, დაბალი კლდე.

2) პატარა მოგრძო ტყე.

3) იგივეა, რაც ხარვეზი (მნიშვნელობა 1).

წარბა - ხშირი წარბების მქონე.

წარბასთუმანი - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

წარბგაუხსნელი - მოღუშული, გულჩათხრობილი.

წარბგახსნილი - მხიარული, ხალისიანი.

წარბი - თმის ზოლი თვალის ფოსოს ზემო ნაპირზე.

წარბშეკვრით - მოღუშულად.

წარბშეუხრელი

1) შეუდრეკელი, უშიშარი.

2) უტიფარი.

წარბშეყრილი - იგივეა, რაც წარბშეკრული.

წარბშეჭმუხნით - ჩაფიქრებულად; უკმაყოფილოდ.

წარგზავნილი - ვინც წარგზავნეს.

წარდგინება - ოფიციალური წერილობითი მიმართვა; განცხადება.

წართხალი (Rolygoaam alpinum) - მრავალწლოვანი ბალახი მატიტელასებრთა ოჯახისა. აქვს თეთრი ყვავილების მტევნებით დაბოლოებული ტოტები. ღერო და ფოთლები ყვითელ საღებავად გამოიყენება.

წარითა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

წარმავალი - რასაც დიდი ხნის არსებობა არ უწერია; ხანმოკლე.

წარმართი - წარმართობის მიმდევარი.

წარმართობა - კერპთმსახურება; რელიგია, რომელიც დაფუძნებულია ბევრი ღმერთის თაყვანისცემაზე.

წარმართული

1) რაც წარმართეს.

2) წარმართობის დამახასიათებელი.

წარმატება

1) კარგი შედეგის მიღება, წინსვლა, გამარჯვება რაიმე საქმეში.

2) დაწინაურება, წარჩინება (სამსახურში).

წარმატებითი - რაც წარმატებას შეიცავს, წარმატებული.

წარმატებული - წარმატებით შესრულებული.

წარმმართველი - ვინც, რაც წარმართავს რასმე.

წარმო - ძველი წინსართი ზმნისა (ახალ ქართულში ენაცვლება წამო); შემორჩენილია ზოგ სიტყვებში: წარმო-მადგენელი, წარმო-ქმნა და ა.შ.

წარმოდგენა

1) თეატრალური სანახაობა, სპექტაკლი.

2) შეხედულება.

3) რისამე ცოდნა, გაგება.

4) ფსიქოლოგიაში - წარსულში აღქმული სახე ადამიანის ფსიქიკაში.

წარმოება - რისამე საქმიანობის გაძღოლა; რისამე დამზადება.

წარმოებითი - წარმოებასთან დაკავშირებული.

წარჩე - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

წარმომადგენელი

1) პირი, რომელიც ვისიმე დავალებით, ვისიმე სახელით მოქმედებს.

2) წევრი რაიმე ჯგუფისა.

წარმომადგენლობა

1) წარმომადგენლის მოვალეობა.

2) დაწესებულება, რომელიც ვისიმე, რისამე წარმომადგენელია და მის ინტერესებს იცავს.

წარმომადგენლობითი - წარმომადგენლობაზე დაფუძნებული, არჩევითი.

წარმომავლობა - წარმოშობა, წარმოქმნა.

წარმომდგარი - რაც წარმოდგა; წარმოქმნილი, წარმოშობილი.

წარმომქმნელი - ვინც, რაც წარმოქმნის რასმე; წარმომშობი.

წარმონქმნი - რაც წარმოიქმნა რაიმე პროცესის შედეგად.

წარმოსადგენი

1) რასაც წარმოადგენენ; მისახვედრი, გასაგები.

2) რაც უნდა წარმოადგინონ სცენაზე.

წარმოსადეგი - მაღალი და მოხდენილი აგებულებისა; მოსული, თვალტანადი.

წარმოსათქმელი - რაც უნდა წარმოთქვან.

წარმოსახვა - ფსიქოლოგიაში - ახალი წარმოდგენის შექმნა უკვე არსებულთა გარდაქმნით.

წარმოსახვითი

1) წარმოსახვის ხასიათისა.

2) სინამდვილეში არარსებული, გონებაში წარმოდგენილი.

წარმოსახული - რაც წარმოსახეს ან წარმოისახა; განსახიერებული.

წარმოუდგენელი

1) რაც არ წარმოუდგენიათ.

2) შეუძლებელი.

წარმოუთქმელი

1) რაც არ წარმოუთქვამთ.

2) იგივეა, რაც გამოუთქმელი.

წარმოშობა - დაბადებით რომელიმე ერის, წოდების კუთვნილება; წარმომავლობა.

წარმოშობილი - რაც, ვინც წარმოშვეს ან წარმოიშვა; გაჩენილი.

წარმოჩენილი - რაც წარმოჩნდა.

წარმტაცი - აღტაცებაში მომყვანი; მომხიბლავი.

წარნაქი - მოყვითალო ფერის საღებავი მიწა, უსმევენ თიხის ჭურჭელს; გამოწვაში წითლდება.

წარსადგენი - რაც, ვინც უნდა წარადგინონ.

წარსული

1) ძველი, განვლილი დრო; ნამყო.

2) რაც წინათ იყო, განვლილი.

წარსული ზაფხული - ქართული მხატვრული ფილმი, კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1959 წელს. დამდგმელი რეჟისორები - ნელი ნენოვა, გენო წულაია. სცენარის ავტორი - რეზო თაბუკაშვილი. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი კალატოზიშვილი. კომპოზიტორი - ოთარ გორდელი. მთავარ როლებში: მედეა ჯაფარიძე (ელიკო), ეროსი მანჯგალაძე (ალექსი), რამაზ ჩხიკვაძე (ზურაბი), გიორგი გეგეჭკორი, მუზა კრეპკოგორსკაია, ნუნუ მაჭავარიანი, ბელა მირიანაშვილი, სოსო ლაღიძე, ბადრი კობახიძე, რობერტ ბარძიმაშვილი, იპოლიტე ხვიჩია, ვახტანგ ნინუა, აბესალომ ლორია.

წარტყვევნილი - (ძველი წიგნიერი) დატყვევებული.

წარუკა - უსუფთაო (ადამიანი).

წარუმატებელი - რამაც წარმატება ვერ მოიტანა.

წარუშლელი - რის წაშლა, დავიწყება არ შეიძლება.

წარუხოცელი - წარუშლელი, აღმოუფხვრელი.

წარღვნა

1) ბიბლიური ლეგენდის თანახმად, წყალდიდობა, რომელმაც მთელი დედამიწა დაფარა (ადამიანთა დასასჯელად, მათი ცოდვების გამო).

2) (გადატანით) თავსხმა, ღვართქაფი, ნიაღვარი.

წარღვნილი - ადიდებული წყლისაგან წაღებული, წალეკილი.

წარყვნილი

1) რაც წარყვნეს ან წაირყვნა.

2) შეცდომით გადაწერილი, დამახინჯებული (ხელნაწერი, ტექსტი....).

წარჩე (ყოფილი ტარსურა, ტარშენი) - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

წარჩინება

1) კარგი სამსახურისათვის გამორჩევა.

2) წარმატება (სწავლაში).

წარჩინებული

1) მოწინავე, სახელგანთქმული.

2) საუკეთესო (მოსწავლე), ფრიადოსანი.

3) მაღალი სოციალური წრის წარმომადგენელი; დიდებული.

წარწერა - მოკლე ტექსტი (რისამე ზედაპირზე, ყდაზე....).

წარხოცილი - წაშლილი, მოსპობილი, დაკარგული.

წასაბაძი - იგივეა, რაც მისაბაძი.

წასაგები - წაგებისათვის განწირული.

წასასვლელი

1) რითაც, რა გზითაც უნდა წავიდნენ.

2) რა საშუალებითაც უნდა წავიდნენ.

3) ვინც უნდა წავიდეს.

წასასმელი - რაც უნდა წაუსვან.

წასაქეზებელი - რითაც შეიძლება წააქეზონ.

წასაქცევი - რაც, ვინც უნდა წაიქცეს.

წასაღები - რაც უნდა წაიღონ.

წასაყვანი - ვინც უნდა წაიყვანონ; წასაყვანად - წაყვანის მიზნით.

წასაშლელი - რაც უნდა წაშალონ ან წაიშალოს.

წასაწევი - რაც უნდა წასწიონ.

წასაწყმედი

1) ვინც, რაც უნდა წაწყმდეს.

2) რითაც შეიძლება წაწყმდნენ ან წაიწყმიდონ.

წასაჭრელი - რაც უნდა წასჭრან რამეს.

წასახალისებელი - იგივეა, რაც წამახალისებელი.

წასახდენი - რაც (ვინც) შეიძლება წაახდინონ.

წასახემსებელი - რითაც უნდა წაიხემსონ.

წასრი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ნიგოზეთის თემის საკრებულო). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. ზღვის დონიდან - 720 მეტრი, ჭიათურიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 403 კაცი.

წასული

1) ვინც, რაც წავიდა.

2) რაც წაუვიდა ვისმე.

წასწორებული - იგივეა, მოსწორებული.

წასწრებული - ვინც წაისწრეს, (რაიმე საძრახის საქციელზე).

წატეხილი - რაც წასტეხეს.

წატურიანი ალექსანდრე - სომეხი პოეტი, მთარგმნელი, სამოქალაქო პოეზიის ფუძემდებელი სომხურ ლიტერატურაში (1865-1917 წწ).

წაუკითხავი - რაც არ წაუკითხავთ.

წაულა (Lutreola) - ტანმორჩილი მტაცებელი ცხოველი; წყლის პირას ბინადრობს, აქვს წაბლისფერი ძვირფასი ბეწვი.

წაუშლელი

1) რაც არ წაუშლიათ.

2) რის წაშლა, დავიწყება არ შეიძლება.

წაფერდებული - რამდენადმე გადახრილი, ცალმხრივ გადაზნექილი.

წაფულა

1) დიდი ჯამი.

2) ორ-სამლიტრიანი თიხის ჩაფი.

წაქაძე კობა - სპორტსმენი (ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომა). სსრკ ექვსგზის (1953, 56, 60, 62, 69, 72) და სსრკ ხალხთა სპარტაკიადის (1962) ჩემპიონი, სსრკ თასის სამგზის მფლობელი (1968, 70, 72). 1956 წლის კორტინა დ'ამპეცოს (XXX ადგილი), 1960 წლის სკვო-ველის (IX ადგილი), 1964 წლის ინსბრუკისა (XXVII ადგილი) და 1972 წლის საპოროს (70 მ ტრამპლინი - IX ადგილი; 90 მ ტრამპლინი - XXXV ადგილი) ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილე. სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1934 წელს).

წაქვა

1) სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ხევის თემის საკრებულო). მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე რიკოთულის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 650 მეტრი. ხარაგაულიდან - 48 კილომეტრი. წყაროებში პირველად იხსენიება XIII საუკუნეში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 369 კაცი.

2) მთა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ლიხის ქედის დასავლეთ კალთებზე (სიმაღლე - 1219 მეტრი).

წაქი (წაქა) - იგივეა, რაც შრატი.

წაღა - მაღალყელიანი ქუსლიანი ფეხსაცმელი, ჩექმა.

წაღვერი - დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

წაღვლი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

წაღვლურა - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

წაღმა

1) წინ, პირდაპირ (უკუღმას საპირისპირო).

2) მარჯვნისაკენ, მარჯვენა მხრით.

წაღმართი - პირდაპირი, სწორი.

წაღმა-უკუღმა - წაღმა და უკუღმა, წინ და უკან.

წაყვანილი - ვინც, რაც წაიყვანეს.

წაყვითალო - იგივეა, რაც მოყვითალი.

წაშლილი - რაც წაშალეს ან წაიშალა.

წაჩეხილი - ზემოდან წაჩეხილი, წამტვრეული.

წაჩხურა - მდინარე მარტვილის მუნიციპალიტეტში, ტეხურის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 12 კილომეტრი).

წაჩხური - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

წაწალი

1) სატრფო, რომელთანაც ქორწინება აკრძალული იყო (ფშავში).

2) ძმობილი ან დობილი (ხევში).

წაწადა - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი.

წაწითალო - იგივეა, რაც მოწითალო.

წაწლობა - ძველად - ქალ-ვაჟის სასიყვარულო ურთიერთობის ერთად წოლის ჩვეულება (ფშავში).

წახანი - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

წახები - დაღესტანში რუთულის რაიონის დასავლეთ ნაწილში მცხოვრები ხალხი.

კაძორი - ქალაქი სომხეთში, სამთოკლიმატური კურორტი.

წახნაგი - ერთ-ერთი გვერდი, ნაკვთი ტეხილი ზედაპირისა ან ასეთი ზედაპირის მქონე სხეულისა.

წახნისწყარო - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

წაჯექუკუჯექობა - ხშირი მერყეობა, შეხედულებათა ხშირი ცვლა, უპრინციპობა.

8.2 წბ

▲ზევით დაბრუნება


წბერი - ჭაჭის გამოსაწური წნეხი (იციან რაჭა-ლეჩხუმში); საქაჯავი.

წბილა (Testuca gigantea)

1) წვრილი და მაღალღეროიანი მარცვლოვანი მცენარე; იხმარება ცხოველების საკვებად.

2) წვრილი და მაღალი ღერო, უპირატესად მარცვლოვანთა და ისლისებრთა ოჯახის წარმომადგენლებისა.

8.3 წე

▲ზევით დაბრუნება


წებელდა (ყოფილი წაბალი) - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

წებელდის მღვიმე - მღვიმე გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

წებელდის ტაფობი - ტაფობი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, კოდორის აუზში.

წებელდის ქედი - ქედი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

წებო - ნივთიერება (მეტწილად თხევადი), რომლითაც სხვადასხვა საგნებს ან საგნების ნაწილებს ერთმანეთზე მჭიდროდ აკრავენ, ამაგრებენ.

წებოვანი - შეწებების უნარის მქონე.

წებოვნება - შეწებების უნარი.

წებოსებრი (წებოსმაგვარი) - რაც წებოს ჰგავს.

წედისი - სოფელი გორისა და ონის მუნიციპალიტეტებში.

წევა

1) მამოძრავებელი ძალა.

2) საღუმელე, საქვაბე მოწყობილობებში ჰაერის მოძრაობა, რომელიც გამოწვეულია წნევის სხვადასხვაობით.

3) სოფლების ზედა წევისა და ქვედა წევის გავრცელებული სახელწოდება (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი).

წევადი - რაც იწევა, ჭიმვადი.

წევრი

1) ცალკე პიროვნება, როგორც ადამიანთა კოლექტივის შემადგენელი ნაწილი.

2) ცალკე პირი (ან ქვეყანა, ორგანიზაცია), რომელიც შედის რაიმე ორგანიზაციის შემადგენლობაში.

3) პროპორციაში ან განტოლებაში შემავალი ცალკეული მათემატიკური სიდიდე.

4) წინადადებაში შემავალი ცალკეული სიტყვა,

წეკელდა - ქედი მარტვილის მუნიციპალიტეტში, ასხის მასივის განშტოება.

წეკო

1) (Nicotiana rustica) თამბაქოს ერთ-ერთი სახეობა, იკეთებს მომწვანო ყვავილებს.

2) ამ მცენარის ფოთლებს წვრილად დაჭრილს ხმარობენ მოსაწევად.

წელ - რთული ფუძის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს ადამიანის წელთან დაკავშირებულს.

წელა - თევზის გრძელი ნაწლავები, საჭმელად გამხმარი.

წელათი - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

წელათრეული

1) ვისაც წელის ტკივილის გამო წამოდგომა და სიარული უჭირს.

2) (გადატანით) ზანტი, ზარმაცი.

წელგამაგრებული - გათამამებული, გამხნევებული, ზურგგამაგრებული.

წელგამართული

1) წელში გამართული, გასწორებული.

2) გაძლიერებული, გულმოცემული.

წელგაუმაგრებელი - რასაც წელი არ აქვს გამაგრებული (კვიცი და მისთანები) || სუსტი, უსუსური.

წელგაუმართავი

1) წელში მოღუნული, ქედმოდრეკილი, თავაუღებელი (მუშაობაში).

2) ვინც სათანადოდ არ არის მომაგრებული (ნივთიერად).

წელგაშლილი - იგივეა, რაც წელგამართული.

წელდამშვენებული - ვისაც წელზე მოხდენილი, ლამაზი იარაღი ჰკიდია.

წელვადი - რაც იწელება, რასაც გაწელვის უნარი აქვს.

წელზევით - წელის ზევით.

წელთაგზა - უღელტეხილი, იხილე არხოტი.

წელთაღრიცხვა - დროის განსაზღვრის ესა თუ ის წესი, რომელიმე პირობითად აღებული მომენტიდან წლების ანგარიშის საშუალებით; ერა.

წელი

1) ადამიანის სხეულის ნაწილი ნეკნების დასასრულისა და თეძოს ძვლებს შორის.

2) ცხოველის სხეულის ნაწილი ზურგსა და გავას შორის.

3) ნაწილი (მდინარის, მთის....).

4) იგივეა, რაც ნაწლავი.

5) დროის მონაკვეთი, რომელსაც დედამიწა მზის ირგვლივ შემოვლას ანდომებს, თორმეტი თვე.

6) ასაკი, ხნოვანება (წლობით ნაანგარიშევი).

7) დროის მონაკვეთი, დაახლოებით ერთი წლის ხანგრძლივობისა, რაიმე გარკვეული საქმიანობისათვის განკუთვნილი.

წელიწადგამოშვებით - ყოველი ერთი წლის გამოშვებით, გამოტოვებით, ყოველ მეორე წელს.

წელიწადი - იგივეა, რაც წელი2.

წელიწად-ნახევარი - წელიწადი და წელიწადის ნახევარი, 18 თვე.

წელიწდეული - პერიოდული გამოცემა, რომელიც წელიწადში ერთხელ გამოდის; ყოველწლიური კრებული.

წელკავი

1) წელის გაშეშება.

2) რქოსანი პირუტყვის დაავადება; ემართება უკანა კიდურების დამბლა და ორ-სამ დღეში იღუპება.

წელკავიანი - ვისაც წელკავი აქვს.

წელმაგარი

1) მაგარი, ღონიერი წელის მქონე.

2) (გადატანით) ქონებრივად ძლიერი, შეძლებული.

წელმოტეხილი - წელში გატეხილი, ძალღონეგამოცლილი, დაუძლურებული.

წელმოუმაგრებელი - სუსტი, უღონო, უძალო.

წელმოწყვეტილი

1) ვისაც, რასაც ხერხემალი დაზიანებული აქვს.

2) (გადატანით) ილაჯგაწყვეტილი, ქანცგამოცლილი. || ზარმაცი, უნიათო.

წელმრავლობა - იგივეა, რაც დღეგრძელობა.

წელს - ამ წელს, ამ წელიწადს.

წელუბანი - მთა თბილისის აღმოსავლეთით, ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (998 მეტრი).

წელფერდა - რაც წელფერდს გასდევს (გზა).

წელფერდი - შუა წელში (მთისა); ფერდო, ფერდობი.

წელქვევით - წელის ქვევით.

წელწვრილი - ვისაც წვრილი წელი აქვს; წერწეტი.

წენგო - კაკლის (ნაყოფის) გარეთა გარსი მომწვანო ფერისა; მის ნახარშს ყავისფერ საღებავად იყენებენ.

წენგოიანი - რასაც წენგო ზედვე აქვს.

წენგოსფერი - რაც ფერით წენგოს ნახარშს მოგვაგონებს; მუქი ყავისფერი.

წენდირი - მდინარე, იხილე ცენდერი.

წენწყარი (წინწყარი) - მდინარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჭანისწყლის სათავე.

წერა

1) ასოების, ციფრების გამოყვანა ქაღალდზე ან სხვა მასალაზე (კალმით, ფანქრით...).

2) რაიმე წერილობითი ნაწარმოების შექმნა.

3) ადამიანის ბედ-იღბალი, ხვედრი, ბედისწერა.

წერათოული - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, შარახევის მარცხენა შენაკადი.

წერამწერალი - იგივეა, რაც ბედისმწერალი.

წერაქვი

1) ორი წვეტიანი პირის (ან ერთ მხარეს მჭრელი ფართის) მქონე რკინის იარაღი, რომელსაც შუაზე ტარი აქვს დადებული; იყენებენ მიწის სათხრელად, ქანების სანგრევად.

2) სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

წერაყინი - წერაქვის მსგავსი რკინის იარაღი, იყენებენ ალპინისტები ყინულის სამტვრევად.

წერედიანი დავით - მთარგმნელი (დაიბადა 1937 წელს).

წერეთელი აკაკი - დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე (1840-1815 წწ).

წერეთელი გიორგი - პოეტი (დაიბადა 1927 წელს).

წერეთელი გიორგი - მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე (1842-1900 წწ).

წერეთელი გიორგი - ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, აკადემიკოსი (1904-1973 წწ).

წერეთელი გრიგოლ - ფილოლოგ-ელინისტი, პაპიროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში (1870-1938 წწ).

წერეთელი დავით - ფერმწერი (1896-1980 წწ).

წერეთელი ზურაბ - ფერმწერი, მონუმენტალისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1934 წელს).

წერეთელი თამარ - მომღერალი (კონტრალტო) (1900-1968 წწ).

წერეთელი კონსტანტინე - ენათმეცნიერი, სემიტოლოგი, აკადემიკოსი (1921- ).

წერეთელი ნინო - მოქანდაკე (1902-1939 წწ).

წერეთელი ნუგზარ - მწერალი, ჟურნალისტი (დაიბადა 1935 წელს).

წერეთელი პაპუნა - იმერეთის სამეფოს სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე, სოლომონ I-ის ერთგული თანამებრძოლი (1740-1790 წწ).

წერეთელი

1) სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

2) რკინიგზის ბაქანი გაგრა-განთიადის გადასარბენზე.

წერეთი - გორის მუნიციპალიტეტების სოფლების დიდი წერეთისა და პატარა წერეთის გავრცელებული სახელწოდება.

წერეთის ქედი - ქედი გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი შტოქედი.

წერენცი (ნამდვილი სახელი და გვარი ჰოვსეფ შიშმანიანი) - სომეხი მწერალი, ისტორიული რომანების ავტორი (1822-1888 წწ).

წერეული - გასახმობად დაწყობილი ძნები.

წერი

1) კაკლის ქერქის გამონახარში საღებავი; მოყავისფრო-შავად ღებავს.

2) (ქარიყლაპია) - თევზი ქარიყლაპიასებრთა ოჯახისა; ითვლება მნიშვნელოვან სარეწაო თევზად; გვხვდება დასავლეთ საქართველოს მდინარეებშიც.

წერითი - წერის ხასიათისა, წერილობითი.

წერილი

1) დაწერილი ტექსტი, რომელიც ვისმე ეგზავნება.

2) პრესაში გამოქვეყნებული მცირე ზომის პუბლიცისტური ან მეცნიერული ნაწარმოები.

წერილობით - დაწერილი სახით.

წერილობითი - დაწერილის (ან დაბეჭდილის) სახით წარმოდგენილი.

წერნაგი - ყვითელი საღებავი ერთგვარი; იხმარება თიხის ჭურჭლის, კერამიკული ნაწარმის მოსახატავად. გამოწვის შემდეგ წითელ ფერს იღებს.

წერო (Grus) - ჭაობიან ადგილებში მობინადრე მიმომფრენი დიდი ფრინველი; აქვს მაღალი ფეხები და გრძელი, სწორი ნისკარტი.

წეროვანი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში, მუხრანის ვაკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სხალტბის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 4 სოფელს: გოროვანი, სხალტბა, ჩარდახი, წეროვანი). ზღვის დონიდან - 650 მეტრი, მცხეთიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1718 კაცი. სოფლის განაპირას დგას XI საუკუნის I მესამედის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამების დარბაზული ეკლესია.

წეროს ტბა - ტბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბაძველის პლატოზე (სიღრმე 7 მეტრამდე).

წეროსწვივა (Lepiota procera) - მაღალფეხიანი ქუდიანი სოკო; იჭმება.

წეროძე დუდუხანა - კინომსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1918 წელს).

წერტი - ადგილი, პუნქტი, რომელშიც მოწყობილია, განლაგებულია რამე.

წერტილი

1) რაიმე წვეტიანით (ნემსით, ფანქრით, კალმით....) შეხების კვალი, ნაჩხვლეტი ან უმცირესი მრგვალი ლაქა.

2) სასვენი ნიშანი (.), იხმარება თხრობითი წინადადების ბოლოს ან სიტყვის შემოკლებისას.

3) გეომეტრიის, აგრეთვე მექანიკისა და ფიზიკის, ძირითადი ცნება - განზომილების არმქონე ადგილი, ხაზის მონაკვეთის საზღვარი.

4) განსაზღვრული ადგილი, პუნქტი სივრცეში.

წერტილ-მძიმე - სასვენი ნიშანი (;), ერთმანეთისგან გამოყოფს ერთმანეთთან შინაარსობლივად მჭიდროდ დაკავშირებულ მარტივ წინადადებებს.

წერტილოვანი

1) წერტილის მსგავსი, წერტილივით მცირე, ძალიან პატარა.

2) წერტილებისაგან შემდგარი.

წერწა (Lonmcera caucasica) - საშუალო სიმაღლის ბუჩქი ცხრატყავასებრთა ოჯახისა; იზრდება ტყეში.

წერწეტა - იგივეა, რაც წერწეტი.

წერწეტი - წვრილი და მოხდენილი (ტანი, წელი) || ასეთი წელის მქონე ქალი.

წესდება - რისამე მოქმედების, მოწყობის განმსაზღვრელი წესების კრებული.

წესი

1) გარკვეული ქცევის ნორმა, რიგი, ჩვეულება.

2) (მრავლობითში) წესები - გარკვეული ქცევის ნორმათა ერთობლიობა, კრებული.

3) სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

წესიერება - წესრიგის თვისება, წესიერის ვითარება.

წესიერი

1) ისეთი, როგორსაც სათანადო წესი მოითხოვს.

2) მათემატიკაში - ერთგვარი ელემენტების მქონე.

წესივრული - წესიერის დამახასიათებელი, წესის თანახმად გამართული.

წესისამებრ - წესით, წესის მიხედვით.

წესრიგი - წესის მიხედვით გამართული რისამე ვითარება; დისციპლინა.

წესრიგიანი - წესრიგის მქონე.

წესრიგიანობა - წესრიგის ქონა; წესიერება.

წეს-ჩვეულება - წესი და ჩვეულება, ადათი.

წესწყობილება - იგივეა, რაც წყობილება.

წეღან - ამ ცოტა ხნის წინ.

წეღანაც - აგრეთვე წეღან.

წეღანდებური - წეღანდლის მსგავსი; ისეთი, როგორიც წეღან იყო.

წეღანდელი - რაც წეღან იყო, წეღან მომხდარი.

წეღანვე - უკვე წეღან; ჯერ კიდევ წეღან.

წეღვერი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

წეწვა-გლეჯა - (გადატანით) ალიაქოთი, აურზაურ || ძარცვა, დაწიოკება.

წეწონი

1) მარილთან ერთად დანაყილი ნიგოზი (შესანახად).

2) იგივეა, რაც კოპტონი.

8.4 წვ

▲ზევით დაბრუნება


წვა

1) ცხარე რამეთი გაღიზიანება (კანისა...).

2) სწრაფად მიმდინარე ქიმიური რეაქცია, რომელსაც ახლავს სითბოს გამოყოფა.

3) (გადატანით) გზნება, აღფრთოანება.

წვალება - გაჭირვებით რისამე გაკეთების მცდელობა.

წვდომა - რისამე აზრის, შინაარსის გაგება.

წვევამდელი - ახალგაზრდა, რომელიც სამხედრო მომზადებას გადის სამხედრო სამსახურში გაწვევის წინ.

წვეთები - თხევადი წამლის სახეობა.

წვეთი - სითხის პატარა მრგვალი ნაწილაკი. || საერთოდ მცირე რაოდენობის სითხე.

წვეთობით - წვეთების ერთმანეთზე მიყოლებით.

წვეთოვანი - რაც წვეთებად, წვეთობით ხდება.

წვეთ-წვეთად - წვეთების სახით, თითო წვეთობით.

წვეთწვეთობით - იგივეა, რაც წვეთ-წვეთად.

წველა

1) (ძროხის, ცხვრის....) ცურიდან რძის გამოდენა.

2) შინ მოწველილი რძე და ამ რძის პროდუქტები.

3) ყველის კვერი (ერთი ნაწველისგან).

წველადობა - მონაწველი რძის რაოდენობა.

წველა-დღვება - წველა და დღვება: რძე და შინ დამზადებული რძის პროდუქტები.

წველი - პურეულის ღერო თავთავამდე.

წვენი

1) ხორცის, ბოსტნეულის.... ნახარში (სითხე).

2) ასეთი ნახარში, შეკაზმული კერძად.

3) საწებელი.

4) სითხე, რომელსაც მცენარისა და ცხოველის უჯრედები, ქსოვილები, ღრუები შეიცავს.

წვენ-ხორცი - წვენი და ხორცი, მოხარშული ხორცი წვნიანად.

წვერა

1) იგივეა, რაც წვერიანი.

2) (Barbus) - მდინარის თევზი, მოვერცხლისფრო, ულვაშიანი.

წვერავა სიმონ - მწერალი (1905-1982 წწ).

წვერბასრი - რასაც ბასრი წვერი აქვს.

წვერდაბალი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, VI-VII საუკუნეების სამეკლესიანი ბაზილიკა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემთან.

წვერებცანცარა - იგივეა, რაც წვერცანცარა.

წვერთეთრი - იგივეა, რაც თეთრწვერა.

წვერი

1) რისამე წაწვრილებული ბოლო.

2) რისამე ზედა ბოლო, უმაღლესი წერტილი (მწვერვალი, კენწერო....).

3) თოკის, ძაფის და მისთანების ერთ-ერთი ბოლო.

4) მამაკაცის ყბებსა და ნიკაპზე ამოსული თმა.

5) სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

წვერიანი

1) რასაც წვერი აქვს.

2) ვისაც წვერი აქვს დაყენებული, წვერმოშვებული, წვეროსანი.

წვერმაღალა - რკინიგზის ბაქანი ურეკ-ნატანების გადასარბენზე.

წვერო - იგივეა, რაც წვერი (მნიშვნელობა 2).

წვეროკინა - წვერი (მნიშვნელობა 2), კენწერო.

წვეროსანი - ვისაც წვერი (და ულვაში) აქვს.

წვერუკნისღელე - მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა შენაკადი.

წვერულვაშამწვანებული - იტყვიან მასზე, ვისაც ახლად ამოსული წვერულვაში აქვს.

წვერულვაშიანი - წვერ-ულვაშის მქონე.

წვინდირთა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

წვერცამეტა - (დაცინვით) მეჩხერი, თხელი წვერის მქონე.

წვერცანცარა

1) ვინც წვერს აცანცარებს.

2) თხის ეპითეტია.

წვეტი - მჭრელი, მჩხვლეტავი ბოლო რისამე.

წვეტიანი - რასაც წვეტი აქვს.

წვეულება - საგანგებოდ დაპატიჟებული ხალხისათვის გამართული დროს ტარება, ნადიმი.

წვეული - იგივეა, რაც მოწვეული.

წვივი - ფეხის ნაწილი მუხლს ქვემოთა კოჭამდე (უპირატესად ადამიანისა).

წვივმაგარი - მაგარი წვივების მქონე, მუხლმაგარი.

წვივსაკრავი - პაიჭებზე შემოსაჭერი ზონარი.

წვიმა - ატმოსფერული ნალექი, რომელიც წყლის წვეთების სახით ეცემა დედამიწაზე.

წვიმა-ავდარი - წვიმა, ავდარი; წვიმები.

წვიმანარევი - რაშიც წვიმა ურევია, წვიმიანი.

წვიმიანი - ისეთი (დღე....), როდესაც წვიმაა; ისეთი (წლის დრო), როდესაც ხშირი წვიმაა.

წვიმიანობა - ხშირი, გაბმული წვიმები.

წვინდირთა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

წვინტლი - ცხვირიდან გამომდინარე ლორწო.

წვინტლიანი

1) ვისაც, რასაც წვინტლი ჩამოსდის; ცინგლიანი.

2) (ლანძღვით) ბინძური, უხეირო.

წვირე - იხილე მწვირე.

წვირმი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

წვიტა (Polygonum orientale) - ერთწლოვანი დეკორატიული მცენარე მატიტელასებრთა ოჯახისა; აქვს მაღალი ღერო და თავჩაქინდრული წითელი მტევნები.

წვიტი - წვრილი, წვნიკი.

წვიტ-წვიტი - იგივეა, რაც წვრილ-წვრილი.

წვიშაარხუ - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

წვლილი

1) წილი, შენატანი. დამსახურება.

2) წვრილი, წვრილმანი რამ.

3) ეკლესიაში - მცირე შეწირულობა, შესაწირავი || (გადატანით) ნივთიერი დახმარება.

წვნიანი

1) რასაც წვენი აქვს (საჭმელი).

2) იგივეა, რაც წვენი.

3) რაშიც წვენი, წვნიანი საჭმელია.

წვნიკი - ძალიან წვრილი.

წვრთნა - ადამიანის ან ცხოველის სპონტანური თუ არასპონტანური აქტივობა, რის შედეგადაც გამომუშავდება ამა თუ იმ მოქმედების წარმატებით შესრულების ჩვევა.

წვრილი

1) მცირე დიამეტრის მქონე; ვიწრო.

2) მაღალი, გამკივანი (ხმა).

3) პატარა ზომისა (მრავალი).

4) უმნიშვნელო, წვრილმანი.

5) ეკონომიკურად არაძლიერი, არამდიდარი.

წვრილიანი - წვრილი ხეების ტყე.

წვრილმანი

1) წვრილ-წვრილი.

2) მცირე, უმნიშვნელო.

3) ცალკეული, კერძო რამ.

4) ვინც უმნიშვნელო რამეების გამოდევნება იცის.

წვრილფეხა

1) წვრილი, პატარა, მცირე ზომისა (საქონელი).

2) იგივეა, რაც წვრილი (მნიშვნელობა 5).

წვრილფეხი - წვრილფეხი საქონელი (ცხვარი, თხა, ღორი, ზოგჯერ ფრინველიც).

წვრილფეხობა

1) იგივეა, რაც წვრილფეხი.

2) (გადატანით) პატარა ბავშვები.

3) (გადატანით) მცირე სარბიელის, დაბალი თანამდებობის ადამიანები.

წვრილშვილი

1) ბევრი მცირეწლოვანი შვილი.

2) მცირეწლოვანი შვილების პატრონი.

წვრილ-წვრილი

1) მრავალი წვრილი.

2) საკმაოდ წვრილი.

წვრიმალი (წვრიმალა) - იხილე წვრილმანი.

8.5 წი

▲ზევით დაბრუნება


წიავ-წიავი - წიწილის წივილს ხმა.

წიალა - მუმლი, ქინქლა.

წიალი - ხეტიალი, წოწიალი.

წიალ-წიალი - თრევა, ხეტება.

წიაპა (Selerantus) - დაბალი, გაფარჩხულდატოტვილი ერთწლოვანი ბალახი მიხაკისებრთა ოჯახისა; იზრდება ხრიოკ ქვიან ადგილებში.

წიარა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

წიაქი

1) იგივეა, რაც წივილი.

2) იგივეა, რაც წიოკობა.

წიაღა (Polygonum patulum) - ერთგვარი ბალახი მატიტელასებრთა ოჯახისა; აქვს დატოტვილი ღერო, იკეთებს მტევნებად შეკრებილ პატარა ყვავილებს; იზრდება ნაჩხატებსა და ნათესებში.

წიაღი

1) შიგნითა ნაწილი, სიღრმე რისამე.

2) მომწვანო-მოყავისფრო.

წიაღიანი - ძარღვიანი.

წიაღისეული - დედამიწის წიაღში არსებული (ან დედამიწის წიაღიდან ამოღებული) მადანი; მთამადნეული.

წიაღსვლა - ძირითადი თემისაგან გადახვევა.

წიაღუბანი - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ოფეთის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან - 260 მეტრი, სამტრედიიდან - 23 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 290 კაცი.

წიბო

1) ორი სიბრტყის ურთიერთგადაკვეთის ადგილი გარედან.

2) იგივეა, რაც ნეკნი.

წიბოვანი - წიბოების მქონე.

წიგნადი - წიგნადი ფონდი - ბიბლიოთეკის წიგნების ერთობლიობა.

წიგნაკი

1) პატარა წიგნი; ბროშურა.

2) პატარა წიგნის სახის ზოგი საბუთი.

წიგნარა - მცოხნავი საქონლის კუჭის მესამე განყოფილება; აქვს მრავალკეცი ლორწოვანი გარსი; ასფურცელა.

წიგნაძე ვერა - ბალეტის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1924 წელს).

წიგნთმცოდნეობა - წიგნის შესახები დისციპლინების ერთობლიობა.

წიგნთსაცავი

1) საგანგებო სათავსი ბიბლიოთეკაში, სადაც წიგნები ინახება.

2) იგივეა, რაც ბიბლიოთეკა.

წიგნი

1) რაიმე დაბეჭდილი ტექსტის შემცველი ფურცლები ერთად აკინძული.

2) ვრცელი ლიტერატურული ნაწარმოების ქვეგანაყოფი.

3) სპეციალური დანიშნულების დავთარი.

4) (ძველად) წერილი, ბარათი.

5) (ძველად) წერილობითი საბუთი, ხელწერილი.

წიგნიერება

1) წერა-კითხვის ცოდნა.

2) საფუძვლიანი განათლება.

წიგნიერი

1) წერა-კითხვის მცოდნე.

2) საფუძვლიანად განათლებული.

წიგნი ფიცისა - ქართული სატელევიზიო მხატვრული ფილმი, 8 სერია. დამდგმელი რეჟისორები - გიგა ლორთქიფანიძე, ამირან დარსაველიძე. სცენარის ავტორი - ანზორ სალუქვაძე. დამდგმელი ოპერატორი - ლევან ნამგალაშვილი. კომპოზიტორი - ბიძინა კვერნაძე. მთავარ როლებში: თენგიზ არჩვაძე, ლია ელიავა, ქართლოს მარადიშვილი, ზურაბ ქაფიანიძე, ლეო ფილფანი, სოს სარქისიანი, მურმან ჯინორია, გივი თოხაძე, ნიკუშა შენგელაია, გივი ჩუგუაშვილი, აკაკი ხიდაშელი, ქეთევან კიკნაძე.

წიგნური

1) წერილობითი გამოცემის (არა ზეპირი მეტყველების) დამახასიათებელი.

2) რაც დაფუძნებულია მხოლოდ წიგნების შესწავლაზე.

წიდა - მაგარი ნარჩენები მიღებული მადნიდან ლითონის გამოდნობის (აგრეთვე ლითონის ჭედვის ან ნახშირის წვის შედეგად).

წიდოვანება - თვიური.

წიდოვანი - თვიურის მქონე (ქალი).

წივა - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნეხვი, კვერებად ან ბრიკეტებად გამხმარი.

წივანა (Festuca) - მრვალწლოვანი ბალახი; მარცვლოვანთა ოჯახისა. ცხოველების კარგი საკვებია.

წივილა

1) რაც, ვინც წივის.

2) ფრინველი ერთგვარი.

წივილი - წვრილი გაბმული ხმა. ასეთი ხმის გამოცემა.

წივწივა (Parus cyanus) - გულყვითელი, გრძელბოლიიანი ჩიტი ერთგვარი.

წივწივაძე თამაზ - კრიტიკოსი (დაიბადა 1942 წელს).

წივწივი - წიწილის ხმიანობა, წივილი.

წითელა - მდინარე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძუსის მარჯვენა შენაკადი.

წითელგორა - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

წითელგორი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

წითელგორისთავი - მთა ყვარლის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

წითელვარსკვლავი - ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ საწულუკიძეოს ძველი სახელი.

წითელ - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა; ნიშნავს წითელი ფერის რისამე მქონეს.

წითელა

1) ბავშვთა გადამდები დაავადება, იცის კანზე წითელი გამონაყარი.

2) მდინარე ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ძუსის მარჯვენა შენაკადი.

წითელკაბა - სოკოა ერთგვარი.

წითელი

1) სისხლის ფერის მქონე.

2) წითლები - კომუნისტები, წითელარმიელები.

წითელი აუზი - იხილე სიჩუანის ქვაბული.

წითელი ეშმაკუნები - ქართული მხატვრული მუნჯი ფილმი, 2 სერია. ეკრანებზე გამოვიდა 1923 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ივანე პერესტიანი. დამდგმელი ოპერატორი - ალექსანდრე დიღმელოვი.

წითელი ზღვა - ინდოეთის ოკეანის აუზის ზღვა არაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკას შორის. ფართობი 460 ათასი კვ.კმ.

წითელი კლდე - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხეობის თემის საკრებულო), ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე წირდალისხევის (არაგვის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 1300 მეტრი, დუშეთიდან - 33 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 41 კაცი.

წითელი მდინარე

1) რამდენიმე მდინარის სახელწოდება ჩრდილოეთ ამერიკაში, იხილე რედ-რივერი.

2) იხილე ჰონგჰა.

წითელი მთა - მწვერვალი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონზე (2691 მ).

წითელი საბათლო - სოფელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.

წითელი ქვა - მთა ქარელის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

წითელი ხატი - მთა ახალგორის მუნიციპალიტეტში, ხარულის ქედზე.

წითელი ხატის ტბა (დიდი და პატარა) - ტბები ახალგორის მუნიციპალიტეტში.

წითელიხევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, დგნალისხევის მარჯვენა შენაკადი.

წითელკანიანები - ამერიკელი ინდიელები, რომლებიც სახეს წითლად იღებავენ.

წითელმთა - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

წითელსოფელი

1) სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

2) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭოპორტის თემის საკრებულო), მდინარე არაგვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 600 მეტრი, დუშეთიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 363 კაცი.

3) (ყოფილი შავსოფელი) სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

4) საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდის ყოფილი სახელი.

წითელუბანი - სოფლების გარდაბნის და გორის მუნიციპალიტეტებში.

წითელქუდა - შარლ პეროს ზღაპარი და მისი მთავარი პერსონაჟი გოგონა, რომელსაც წითელი ქუდი ახურავს.

წითელწყარო - იხილე დედოფლისწყარო.

წითელხევი

1) (ყოფილი სადემეტრაო) - სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე კორისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 200 მეტრი, ბაღდათიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3075 კაცი.

2) (ყოფილი მირონწმინდა) - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (სარგვეშის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ყორნების (ჩხერიმელის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 560 მეტრი, ხარაგაულიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 18 კაცი.

წითი - მყინვარი ჯავის მუნიციპალიტეტში, ოსეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

წითისწყალი - მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ჯეჯორის მარცხენა შენაკადი.

წითიხოხი - მწვერვალი ჯავის მუნიციპალიტეტში, ოსეთის კავკასიონზე.

წითლა - წითელი ფერის ცხენი.

წითლიანი - რაც წითელ რასმე შეიცავს.

წითლიო (Russula foetens) - სოკო ერთგვარი.

წითურა - ბავშვთა მწვავე ვირუსული დაავადება, ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით (ხველის, ცხვირის დაცემინების დროს).

წითური

1) წითელი, ღაჟღაჟა სახის მქონე.

2) მოწითალო ფერისა (თმა....).

წიკვინა

1) წვრილი, უსიამოვნო (ხმა).

2) ვისაც წიკვინი სჩვევია.

წიკვინი - წვრილი, უსიამოვნო ხმით ლაპარაკი.

წიკვლიაანთკარი - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ტუშურების თემის საკრებულო), ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ქუსნოს მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1280 მეტრი, თიანეთიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 35 კაცი.

წიკლაური თეიმურაზ - ესტრადის მომღერალი, ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი, კინომსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1946 წელს).

წიკლაური მამუკა - პოეტი, კრიტიკოსი (დაიბადა 1938 წელს).

წიკომაკო - უმნიშვნელო წვრილმანი (ნივთები...).

წიკუხისმაღალი - მწვერვალი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე (სიმაღლე - 3066 მეტრი).

წიკწიკი - პატარა მექანიკური საათის მუშაობის ხმა.

წილ (წილად) - ნაცვლად, მაგივრად.

წილადი - მთელის ნაწილებისაგან შედგენილი რიცხვი.

წილადობილა - მიდებ-მოდება, აბდაუბდა ლაპარაკი.

წილამიერი - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

წილამური - ჩიჩილაკის ბურბუშელა.

წილდათანაღი - უღელტეხილის მესტიის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, სვანეთის ქედზე.

წილდრა - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, არშირის მარცხენა შენაკადი.

წილი

1) ქართული ანბანის ოცდამეცხრე ასოს - წ-ს სახელწოდება.

2) გარკვეული ნაწილი რისამე.

3) რაც არგუნეს, რაც ერგო ვისმე (რისამე გაყოფისას).

4) ტილის კვერცხი.

წილიანა - მდინარე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

წილიანი - ვისაც, რასაც წილი ჰყავს.

წილისყრა - არჩევანი (რისამე გაყოფისას, განაწილებისას) კენჭის ამოღებით.

წილკანი

1) სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში, მუხრანის ვაკეზე, მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 3 სოფელს: ერედა, ძალისი, წილკანი). ზღვის დონიდან - 560 მეტრი, მცხეთიდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2767 კაცი. წილკანი ერთ-ერთი უძველესი სოფელია აღმოსავლეთ საქართველოში. აქ IV საუკუნეში მეფე ბაქარ მირიან III-ის ძემ ააგო ტაძარი - წილკნის საეპისკოპოსო კათედრალი; მის ადგილზე ვახტნაგ გორგასალის დროს (V ს) ააგეს სამეკლესიანი ბაზილიკა., რომელიც გუმბათოვან ტაძრად გადააკეთეს VII საუკუნეში.

2) ისტორიულ-გეოგრეფიული რეგიონი შუა საუკუნეებში და თემი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში (ახლანდელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორია).

წილ-კერძი - იგივეა, რაც კერძი.

წილნაყარი - ღმერთთან წილნაყარი - ღმერთის თანაბარი.

წილკნის საეპისკოპოსო - ერთ-ერთი დიდი საეკლესიო ცენტრი ფეოდალურ საქართველოში, დაარსდა V საუკუნის II ნახევარში.

წილობრივი - წილობრივი მონაწილეობა - სხვადასხვა დაწესებულების თუ საწარმოს ნივთიერი მონაწილეობა ამა თუ იმ სამუშაოს შესრულებაში.

წილოსანი ვლადიმერ - მხატვარ-გრაფიკოსი და ხუროთმოძღვარი (1885-1971 წწ).

წილჩაოტი - იგივეა, რაც ჯიბლიბო.

წილ-წილად - იგივეა, რაც ნაწილ-ნაწილად.

წილხვდომილი - რაც წილად ხვდა ვისმე.

წილხვედრი

1) იგივეა, რაც წილხვდომილი.

2) იგივეა, რაც ხვედრი.

წინ

1) ვისიმე, რისამე პირის მხარეს; პირისპირ. პირდაპირ. || თავში, სათავეში, დასაწყისში.

2) თანდებული; მოითხოვს ნათესაობით ბრუნვას და აღნიშნავს ვისამე, რისამე პირის მხარეს ყოფნას.

წინა

1) წინ მდებარე, წინ მოთავსებული, წინ მყოფი. || რაც რისამე წინ არის, ან წინ იყო.

2) რაც წინათ, სხვაზე ადრე იყო; წინანდელი, ადრინდელი.

წინააღმდეგ

1) ვისიმე, რისამე საპირისპიროდ, საზიანოდ, მტრულად.

2) ისე, რომ არ იყოს მომხრე, არ დაეთანხმოს ვინმე ვინმეს ან რამეს.

3) თანდებული; მოითხოვს ნათესაობით ბრუნვას და აღნიშნავს ვისიმე, რისამე საპირისპიროდ მოქმედებას.

წინააღმდეგი - ვინც ვისიმე, რისამე წინააღმდეგი არის, გამოდის; ვინც წინააღმდეგობას უწევს, არ ეთანხმება ვისმე, რასმე.

წინააღმდეგობა

1) ურჩობა, დაუმორჩილებლობა.

2) ერთმანეთის საპირისპირო, ერთმანეთის გამომრიცხველი მოვლენების ერთდროული არსებობა.

წინააღმდეგობის მოძრაობა - ეროვნულ-განმათავისუფლებელი ანტიფაშისტური მოძრაობა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელი, იტალიელი, იაპონელი ოკუპანტების და მათთან მოთანამშრომლე ადგილობრივი რეაქციული ელემენტების წინააღმდეგ.

წინაგანზრახული - რაც წინათ, წინასწარ განიზრახეს.

წინაგარი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

წინაგოლა - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

წინაგული - გულის წინა (ზედა) ნაწილი.

წინადადება

1) გრამატიკულად ერთმანეთთან შეხამებული სიტყვების ჯგუფი, რომელიც დასრულებულ აზრს გადმოსცემს.

2) რაიმე მითითება, რჩევა.

3) განსახილველად, გასარჩევად წარდგენილი აზრი.

წინადაცვეთა - ჩუჩის წაჭრა ბიჭისთვის (ებრაელთა და მუსლიმანთა რელიგიური ჩვეულება).

წინადროინდელი - რაც დროის მიხედვით წინ უსწრებს რასმე.

წინადღეს (წინადღით) - იმ დღეს, რომელიც უშუალოდ უსწრებდა რაიმე მოვლენას, რაიმე ამბავს.

წინაველა

1) ქედი ქედის მუნიციპალიტეტში, შავშეთის ქედის შტოქედი.

2) მთა ქედის მუნიციპალიტეტში, წინაველას ქედზე.

წინათ

1) ადრე, უწინ.

2) გარკვეული დროის წინ, განსაზღვრულ დროზე ადრე.

წინათგრძნობა - რისამე მოხდენის ბუნდოვანი მოლოდინი, წინასწარი რწმენა.

წინათვე - ადრევე, წინდაწინვე.

წინათქმა - იგივეა, რაც წინასიტყვაობა.

წინაკვერკვე - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

წინაკლასობრივი - რაც კლასობრივს უსწრებდა წინ.

წინამავალი - წინ მიმავალი.

წინამასწარა - მეტიჩარა, მატრაკვეცა.

წინამდგომი

1) წინ მდგომი. || მეთაური (ჯარისა, ლაშქრისა).

2) იგივეა, რაც წინააღმდეგი.

წინამდებარე - რაც მკითხველს წინ უდევს, - ეს (ხშირად ასე მოიხსენიება წიგნის, ნაშრომის წინასიტყვაობაში თვით ეს წიგნი, ნაშრომი).

წინამო

1) შუბლის კიდიდან ლოყის გასწვრივ ჩამოშვებული კავი თმისა.

2) წინა მხარე.

წინამოადგილე - ვისაც ვინმეზე ადრე, უშუალოდ ვისიმე წინ ეკავა ესა თუ ის თანამდებობა.

წინამორბედი

1) ვინც ვინმეზე ადრე, უწინ იყო (ცხოვრობდა, მოღვაწეობდა); წინაპარი.

2) რაც წინ უსწრებს რასმე.

3) რასაც წინასწარ თესავენ სხვა კულტურისათვის ნიადაგის შესამზადებლად.

წინამძღვარი

1) იგივეა, რაც წინამძღოლი;

2) აღმზრდელი, მასწავლებელი.

3) მამათა მონასტრის უფროსი, გამგებელი. || მართლმადიდებელი ეკლესიის უფროსი მღვდელი.

წინამძღოლი

1) ვინც წინ უძღვის, გზას უჩვენებს ვისმე, რასმე.

2) მეთაური, ხელმძღვანელი.

წინამძღვრიანთკარი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (გალავნის თემის საკრებულო), საგურამოს ვაკის აღმოსავლეთ ნაწილში. ზღვის დონიდან - 680 მეტრი, მცხეთიდან - 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 451 კაცი.

წინამძღვრიშვილი ილია - საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი (1834-1920 წწ).

წინამხარი

1) ადამიანის ხელის ნაწილი იდაყვიდან მაჯამდე.

2) - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდამაყრის თემის საკრებულო), გუდამაყრის ხეობაში, მდინარე გუდამაყრის არაგვის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1300 მეტრი, დუშეთიდან - 53 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 10 კაცი.

3) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდამაყრის თემის საკრებულო), გუდამაყრის ხეობაში, მდინარე გუდამაყრის არაგვის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1300 მეტრი, დუშეთიდან - 53 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 10 კაცი.

წინანდალი - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთის ძირას. მდინარე კისისხევის (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან - 430 ზღვის დონიდან - 430 მეტრი, თელავიდან - 25 კილომეტრი. მეტრი, თელავიდან - 25 კილომეტრი. ზღვის დონიდან - 430 მეტრი, თელავიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3264 ადამიანი. სოფელში შემონაზულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - საფარისის ეკლესია.

წინანდებური - უწინდებური, ძველებური.

წინანდელი - რაც წინათ იყო ან მოხდა.

წინანდლისხევი - მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში, კისისხევის მარჯვენა შენაკადი.

წინაპართა მიწა - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1979 წელს. დამდგმელი რეჟისორები - გიგი ლორთქიფანიძე, გიული ჭოხონელიძე. სცენარის ავტორები - ინგა გარუჩავა, პეტრე ხოტიანოვსკი. დამდგმელი ოპერატორი - აბესალომ მაისურაძე. კომპოზიტორი - გია ყანჩელი. მთავარ როლებში: გიული ჭოხონელიძე, ზურაბ ყიფშიძე, მზია არაბული, კოტე დაუშვილი, ლია კაპანაძე, ქეთევან კიკნაძე.

წინაპარი - ძველ დროს მცხოვრები ნათესავი ან თანამემამულე.

წინაპირობა - პირობა, რომლის წინასწარ არსებობა აუცილებელია რისამე მოსახდენად.

წინარეისტორიული ხანა - საზოგადოების განვითარების უძველესი ხანა, რომლის შესახებაც წერილობითი ცნობები არ მოიპოვება.

წინარეხი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

წინასიტყვა - იგივეა, რაც წინასიტყვაობა.

წინასიტყვაობა - რაიმე თხზულების თავში დართული წერილი.

წინასწარ - რამეზე ადრე, რისამე მოხდენამდე; წინდაწინ, ადრევე.

წინასწარი - რაც რამეზე (მთავარზე, ძირითადზე....) ადრე ხდება, რაც წინ უსწრებს მას. || რამეზე ადრე მიწოდებული ან მიღებული.

წინასწარგანზრახული - რაც წინასწარ განიზრახეს.

წინასწარდასახულობა - წინასწარ დასახული მიზანი, ამოცანა.

წინასწარმეტყველი - ვინც მომავალს წინასწარმეტყველებს; ვითომ ღვთის ნების მაუწყებელი.

წინასწარმეტყველება

1) წინასწარ განჭვრეტა რისამე; წინასწარ თქმა იმისა, თუ რა მოხდება.

2) რაც იწინასწარმეტყველეს; წინასწარ ნათქვამი.

წინასწარხედვა - გათვალისწინება, წინასწარ განსაზღვრა, განჭვრეტა რისამე.

წინაუკმო

1) ერთმანეთის საპირისპირო, ურთიერთსაწინააღმდეგო.

2) იგივეა, რაც პირიქით.

წინაფრა - იგივეა, რაც საჩიხი.

წინაქალაქი - გვიანდელი შუა საუკუნეების თბილისის ნაწილის - სეიდაბადის (იგივე ქვედა გარეუბნის) - ზოგადი სახელწოდება.

წინაღამეს (წინაღამით) - იმ ღამეს, რომელიც უშუალოდ უძღვოდა რაიმე მოვლენას, რაიმე ამბავს.

წინაღამინდელი - რაც რისამე წინა ღამეს მოხდა, წინა ღამეს იყო.

წინაღობა

1) ფიზიკაში - ნივთიერების თვისება, უნარი - წინააღმდეგობა გაუწიოს რაიმე ზემოქმედებას, ცვლილებას.

2) სპორტში - გზის შემკრავი საშუალებანი, მოძრაობის შემაფერხებელი პირობები რბენის, ჭენების და მისთანების დროს; დაბრკოლება.

წინაშე - თანდებული; მოითხოვს ნათესაობით ბრუნვას და აღნიშნავს:

1) ვისიმე, რისამე წინ ყოფნას.

2) როგორიმე დამოკიდებულებას ვინმესთან, რამესთან.

წინდა - ნაქსოვი ფეხსამოსი (იცვამენ ფეხსაცმლის შიგნით).

წინდაუხედავი

1) დაუკვირვებელი, ანგარიშმიუცემელი, დაუფიქრებელი (ადამიანი).

2) რისამე წინასწარ გაუთვალისწინებლად ჩადენილი (საქციელი.....), განუსჯელად ნათქვამი (სიტყვა...).

წინდაწინ - რამეზე წინ (დროის მიხედვით); რამეზე ადრე, რისამე (ძირითადის, მთავრის) მოხდენამდე; წინასწარ.

წინდახედული

1) ვინც მოფიქრებულად, დაკვირვებულად მოქმედებს.

2) წინასწარ მოფიქრებული, განსჯილი, გათვალისწინებული (მოქმედება....).

წინდებული - გრამატიკაში:

1) თანდებული, რომელიც წინ დაერთვის სახელს.

2) ზმნისწინი.

წინდი

1) იგივეა, რაც გირაო.

2) იგივეა, რაც ბელგა.

წინდისჩხირი - წინდის საქსოვი იარაღი - ფოლადის ან ხის ჩხირი.

წინდურა - წინდა, რომელსაც ყელი არა აქვს.

წინიდან - წინა მხრიდან.

წინკარი

1) დერეფანი, საჩეხი.

2) ბინაში შესასვლელი პირველი, მომცრო ოთახი (არასაცხოვრებელი), საიდანაც შედიან ოთახებში.

წინკიბე - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში. მდინარე ქსნის ხეობაში (ახლანდელი ახალგორის მუნიციპალიტეტი).

წინკობანი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ფასანაურის სადაბო საკრებულო), მდინარე მთიულეთის არაგვის ხეობაში. ზღვის დონიდან - 1430 მეტრი, დუშეთიდან - 58 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 51 კაცი.

წინმკლავი - ტანვარჯიშში - მკლავების წინ გაშვერა.

წინსართი - გრამატიკაში - ერთი სიტყვის ნაწილი, რომელიც მარტივ ფუძეს (ძირს) წინ უძღვის; თავსართი.

წინსაფარი - ქსოვილისა და მისთანათაგან შეკერილი ნაჭერი, რომელსაც იფარებენ წინა მხრიდან ტანსაცმლის დასაცავად გაჭუჭყიანებისგან.

წინსვლა

1) წინისკენ სვლა, წინ წასვლა, წინ წაწევა.

2) წარმატება, განვითარება.

3) სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

წინსოფელი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (პერევისის თემის საკრებულო). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 540 მეტრი. ჭიათურიდან - 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 487 კაცი.

წინტალა (Charadrius) - ჭაობის ფრინველი, გულთეთრი და ნაცრისფერი, აქვს გრძელი, სწორი ნისკარტი.

წინუბანი

1) სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

2) სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (დუისის თემის საკრებულო). მდებარეობს პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 580 მეტრი, ახმეტიდან - 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 264 ადამიანი.

3) სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

წინუბნისწყალი - მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა შენაკადი.

წინღამით - იგივეა, რაც წინაღამით.

წინწაგდებული საქმე - საქმე, რომლის ნაწილი წინასწარაა გაკეთებული.

წინწადგმული ნაბიჯი - წინსვლა, წარმატება.

წინწამოწეული

1) ვინც, რამაც წინ წამოიწია; რაც, ვინც წინ წამოსწიეს.

2) წინისკენ გამოწეული, გამოშვერილი, გამობურცული.

წინწანაქარი - გამოხდისას პირველად გამოსული არაყი; თავი არაყი.

წინწასული

1) ვინც, რაც წინ წავიდა; დაწინაურებული; სხვებზე ადრე წასული.

2) უფრო მაღალ საფეხურზე ასული; განვითარებული, დაწინაურებული.

წინწაწევა - წინ გადანაცვლება.

წინწილა

1) იგივეა, რაც წინწილი.

2) წვრილი, პატარა.

წინწილი - საკრავი - ლითონის თეფში, რასაც მეორე ამნაირივე თეფშის დაკვრით ახმიანებენ.

წინწკალა (Gypsophila elegans) - ბალახოვანი მცენარე მიხაკისებრთა ოჯახისა, იკეთებს თეთრ ან ვარდისფერ წვრილ ყვავილს.

წინწკალაშვილები - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

წინწკალი

1) სითხის წვეთი, შხეფი.

2) ჩვეულებრივ მრავლობით რიცხვში - წინწკლები - ფერადი წერტილები ქსოვილზე.

წინწყალა - სოფელ სისკალის ძველი სახელწოდება.

წინწყარი - მდინარე, იხილე წენწყარი.

წინწყარო - სოფლები თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტებში.

წინხადუ - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე გორშეღმისწყლის (ხევსურეთის არაგვის ერთ-ერთი შემადგენელი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1910 მეტრი, დუშეთიდან - 73 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 10 კაცი.

წიო - მთა თუშეთში, მაკრატელას ქედზე (3380 მეტრი).

წიოკი - იგივეა, რაც წიოკობა.

წიოკობა - წვრილი ხმით ყვირილი; წივილ-კივილი.

წიპარკა (Bideus tripartita) - მრავალწლოვანი ბალახი რთულყვავილოვანთა ოჯახისა; იკეთებს ყვითელ ყვავილებს, იყენებენ მედიცინაში.

წიპრანა (წიპრია) - იგივეა, რაც ჭივჭავი.

წიპუკა - ძალიან პატარა, წრიპა.

წიპწა - ყურძნის კურკა.

წიპ-წიპ - წიწილების მოსახმობი ძახილი.

წიპწიპი - წიწილის ხმიანიბა.

წირა - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

წირდალისხევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, არაგვის მარცხენა შენაკადი.

წირვა - მთავარი ქრისტიანული მღვდელმსახურება, რომელიც დღისით სრულდება.

წირთხლი - კარის ან ფანჯრის ჩარჩოს გვერდი.

წირი

1) იგივეა, რაც ხაზი.

2) სოფლების ზემო წირის, შუა წირის და ქვემო წირის გავრცელებული სახელწოდება (ახალგორის მუნიციპალიტეტი).

წირიოხისღელე - მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა შენაკადი.

წირმინდი - სოფლების ზედა წირმინდის და ქვედა წირმინდის გავრცელებული სახელწოდება (მესტიის მუნიციპალიტეტი).

წირნიაში - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

წირპლი - თვალიდან გადმონადენი (და კილოებსა და წამწამებზე შემხმარი) ლორწოვანი სითხე.

წირპლიანი - ვისაც, რასაც წირპლი აქვს.

წირქვალი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 720 მეტრი, ჭიათურიდან - 10 კილომეტრი 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1385 კაცი.

წირქოლი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

წისქვილარი - მდინარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჭანისწყლის მარცხენა შენაკადი.

წისქვილი - ნაგებობა, რომელშიც მარცვლეულის დასაფქვავი საგანგებო მოწყობილობაა გამართული.

წისქვილისწყალი

1) მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში, კისისხევის ტოტი, ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

2) მდინარე თიანეთის მუნიციპალიტეტში, ივრის მარცხენა შენაკადი.

წიტაიშვილი გრიგოლი - მსახიობი (დაიბადა 1937 წელს).

წიტი

1) ახლად ამოვლებული ჩურჩხელის ჩამონაღვენთი თათარა.

2) ქათმის (და სხვა შინაური ფრინველისა და ცხოველის) ფაღარათი.

3) პატარა ბავშვის ან ხბოს განავალი.

წიტიანი - ლაწირაკი, ცინგლიანი.

წიფა

1) სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში (ზეგნის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე საკრაულის (ხანისწყლის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 560 მეტრი, ბაღდათიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 88 კაცი.

2) სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ჩხერიმელის ხეობაში. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 4 სოფელს: გოლათუბანი, გუდათუბანი, ფონა, წიფა). ზღვის დონიდან - 770 მეტრი. ხარაგაულიდან - 29 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 252 კაცი.

წიფარიო - მთა, იხილე წიფორი.

წიფელი (წიფელა) (Fagus) - მსხვილი, მაგარმერქნიანი ფოთლოვანი ხე; აქვს ნაცრისფერი ქერქი; ისხამს ზეთოვან ნაყოფს (წიწიბოს).

წიფერჩი - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

წიფთაური - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

წიფი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ბაზალეთის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ჩხერიმელისა და მისი მარჯვენა შენაკადის ყორნების წყალგამყოფის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ყორნების ხეობაში. ზღვის დონიდან - 460 მეტრი. ხარაგაულიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 71 კაცი.

წიფლავაკე - სოფლების ზედა წიფლავაკისა და ქვედა წიფლავაკის გავრცელებული სახელწოდება (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი).

წიფლაკაკია - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

წიფლარი - ყოფილი სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

წიფლიანი - სადაც ბევრი წიფელი დგას.

წიფლიანი ჭალა - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს მარცხენა შენაკადი.

წიფლიო - სოკო ერთგვარი, იჭმება.

წიფლისოკო - სოკო ერთგვარი, წიფლის ხეზე იზრდება; სააბედეა.

წიფლისჩიტა - პატარა მგალობელი ფრინველი.

წიფლისწყარო - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

წიფლისხევი - მდინარე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის მარცხენა შენაკადი.

წიფლნარი - წიფლის ტყე.

წიფლოვანა - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

წიფლოვანი - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

წიფლოვნისწყალი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის სათავე.

წიფნაგვარა - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

წიფნარი - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

წიფორი

1) მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის ქედზე.

2) (წიფარიო) მთა ასპინძის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე.

3) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ფასანაურის სადაბო საკრებულო), მთიულეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე მთიულეთის არაგვის ხეობაში. ზღვის დონიდან - 1525 მეტრი, დუშეთიდან - 54 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 5 კაცი.

4) სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

წიფრანი - - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მაღაროსკარის თემის საკრებულო), გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალტაზე, მდინარე არაგვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1400 მეტრი, დუშეთიდან - 33 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 44 კაცი.

წიფურია - შუა საუკუნეების (ძირითადად XVII საუკუნე) ისტორიული სავაჭრო-სახელოსნო პუნქტი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, ახლანდელი გალის მუნიციპალიტეტის სოფელ თაგილიონის ტერიტორიაზე.

წიფურია ბორის - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1933-2005 წწ).

წიფხა - იგივეა, რაც ბოყვი.

წიქორიძე პლატონ - პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1918-1995 წწ).

წიქური - მთა ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე.

წიწაკა

1) (Capsicum annuum) ბოსტნის კულტურული მცენარე ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა; იკეთებს თეთრ ყვავილს; ისხამს მოგრძო წითელ ნაყოფს.

2) ამ მცენარის ნაყოფი; ცხარეა, ხმარობენ საჭმლის შესანელებლად.

წიწაკი

1) ფრინველი დაავადება - ხრტილოვანი წანაზარდი ენის წვერზე.

2) გაბდღვნილი ქათმის კანში ჩარჩენილი ბუმბულის ძირები.

წიწამურა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მჭადიჯვრის თემის საკრებულო), მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 780 მეტრი, დუშეთიდან - 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 62 კაცი.

წიწამური - - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (საგურამოს თემის საკრებულო), მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირას, ბებრისციხის აღმოსავლეთით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 144 კაცი. ისტორიულად წიწამური დიდი მცხეთის ერთ-ერთი უბანი იყო.

წიწანი - ხის პატარა ჯამი (იციან ფშავ-ხევსურეთში).

წიწვი - წვრილი (ნემსისებური) ხეშეში ფოთოლი, რომელსაც იკეთებს ფიჭვი, ნაძვი და მისთანები.

წიწვიანი - რასაც წიწვი ასხია.

წიწვნარი - წიწვიანი მცენარეების ტყე,

წიწვოვანი

1) იგივეა, რაც წიწვიანი.

2) რასაც წიწვის წვენი ურევია.

წიწიბო - წიფლის ნაყოფი; სამწახნაგოვანია; ზეთოვანი; იჭმება. მისგან ხდიან ზეთს.

წიწიბურა

1) (Gagopyrum sagittatum) ერთწლოვანი მარცვლოვანი მცენარე მატიტელასებრთა ოჯახისა; იკეთებს ფარად შეკრებილ თეთრ ყვავილებს; ისხამს სამწახნაგოვან ნაყოფს.

2) ამ მცენარის მარცვალი; მდიდარია სახამებლით, ხმარობენ ბურღულად.

წიწილა

1) ახლად გამოჩეკილი ქათამი (ვარიობამდე).

2) იგივეა, რაც ვარია.

წიწილაქი - დაჭრის შედეგად მიღებული მცირე ნაწილი (ხორცისა, შეშისა...).

წიწილი

1) გველისა და ზოგი სხვა ქვეწარმავლის ნაშიერი.

2) რისამე (მაგალითად, ბრინჯის) ხარშვის დროს შიგნით უმად დარჩენილი ნაწილი.

3) იგივეა, რაც წიწილა.

წიწილკურა (Cerastium caespilosum) - ბალახოვანი მცენარე მიხაკისებრთა ოჯახისა; აქვს წვრილი ფოთლები; იკეთებს თეთრ ყვავილებს.

წიწინა

1) რაც წიწინებს, რასაც წიწინი სჩვევია.

2) წიწინის მაგვარი, წრიპინა.

წიწინაური (Polygala) - მრავალწლოვანი დაბალი ბალახოვანი მცენარე.

წიწინი - ფრინველის (წიწილის, ჩიტის...) მიერ გამოცემული წვრილი ხმა; წრიპინი.

წიწკანა - იგივეა, რაც მესკია.

წიწკანაანთსერი - სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში.

წიწკარი - იგივეა, რაც წკირი.

წიწკი - იგივეა, რაც წკირი.

წიწკინა

1) რაც (ვინც) წიწკინებს.

2) წვრილი, უსიამოვნო, წიკვინა (ხმა).

წიწკინი - წვრილი, უსიამოვნო ხმა; წიკვინი.

წიწკიტელა - ბავშვების სათამაშო ისარი.

წიწლიკანა - პატარა და წვრილი, გამხდარი (ადამიანი); წრიპა.

წიწმატელა (Lepidium campestre) - ერთწლოვანი სარეველა მცენარე ჯვაროსანთა რიგისა; იკეთებს თეთრ ყვავილებს.

წიწმატი (Camelina saliva) - ერთწლოვანი ზეთოვანი მცენარე ჯვაროსანთა ოჯახისა; იკეთებს ყვითელ ყვავილებს.

წიწმატიანი - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, (დუზაგრამის საკრებულო). მდებარეობს ივრის ზეგანზე. ზღვის დონიდან - 450 მეტრი საგარეჯოდან - 37 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 643 კაცი.

წიწმატიანის ვაკე - ვაკე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგნის ფარგლებში.

წიწმატურა (Capsella bura pasteris) - ერთწლოვანი სარეველა ბალახი ჯვაროსანთა ოჯახისა; იკეთებს თეთრ ყვავილებს, ხმარობენ მხლად.

წიხლი - ფეხის კვრა, ფეხის ჩარტყმა.

8.6 წკ

▲ზევით დაბრუნება


წკადისი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

წკავილი - გაბმით წვრილ ხმაზე ყეფა.

წკავწკავი - წვრილ ხმაზე, ნაწყვეტ-ნაწყვეტად.

წკანწკარა - იგივეა, რაც წყალ-წყალა.

წკანწკარი - იხილე წანწკარი.

წკაპანი - იგივეა, რაც წკაპუნი.

წკაპაწკუპი - რიტმული წკაპუნი.

წკაპუნი - პატარა მკვრივი სხეულის (კენჭის, წკეპლის...) ან წვეთის მაგარ საგანზე დაცემის ხმა.

წკაპწკაპი

1) იგივეა, რაც წკაპაწკუპი.

2) იგივეა, რაც წკავწკავი.

წკარაწკური - რიტმული წკარუნი.

წკარუნი - ლითონის ან მინის პატარა საგნების ერთმანეთზე დარტყმის, ცემის ხმა; წკრიალი.

წკერე - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), მთიულეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე ხადისწყლის (მთიულ;ეთის არაგვის მარცხენა შენაკადი) ზემოეთში. ზღვის დონიდან - 1880 მეტრი, დუშეთიდან - 70 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 40 კაცი.

წკეპლა (წკეპლი) - ფოთლებგაცლილი წვრილი ტოტი (ხისა).

წკვარამი

1) უფსკრული. || ხრამი, ღრმა ორმო.

2) ბნელი ღამე; უკუნი.

წკვერტი - რისამე წაწვრილებული ბოლო, წვეტი, წვერი, ჭვინტი.

წკიპი - იგივეა, რაც წკიპურტი.

წკიპარტი

1) პატარა ხელეური, რომელსაც მკის დროს გამვლელს მიართმევდნენ ბარაქის ნიშნად (იცოდნენ ქართლში).

2) იგივეა, რაც წკიპურტი.

წკიპინი - მცირედ ტკაცანი.

წკიპურტა - პატარა, სუსტი, გამხდარი.

წკიპურტები - ქართული სატელევიზიო მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1973 წელს. დამდგმელი რეჟისორი - რეზო ესაძე. სცენარის ავტორები - რეზო ესაძე, ფრიდრიხ გორენშტეინი. დამდგმელი ოპერატორი - იური ვორონცოვი. კომპოზიტორი - იაკობ ბობოხიძე. მთავარ როლებში: რამაზ ჩხიკვაძე, კარლო საკანდელიძე, რეზო ესაძე, კახი კავსაძე, იური ვასაძე, ნოდარ ფირანიშვილი, ზურაბ ქაფიანიძე, ლეო ანტაძე, ბუხუტი ზაქარიაძე, გოგი ქავთარაძე, გია ფერაძე, ოთარ ზაუტაშვილი, დავით პაპუაშვილი.

წკიპურტი - ცერიდან შუა ან სალოკი თითის ასხლეტით მირტყმა.

წკირა - პატარა თხელი ფირფიტა ზოგი სიმებიანი საკრავის დასაკრავად.

წკირი

1) წვრილი ჩხირი.

2) ლითონის თუ სხვა მასალის პატარა წვრილი ღერო.

წკლაპუნი - ენითა და ტუჩებით წ-ს მაგვარი ბგერის გამოცემა (ჩვეულებრივ ჭამის დროს).

წკმეტა - ფრჩხილებით წიწკნა; წეწკვა.

წკმუილი - იგივეა, რაც წკმუტუნი.

წკმუტუნი - წვრილი ხმის გამოცემა (ძაღლისა....).

წკნავილი - წვრილი ხმის გამოცემა (ძაღლისა, ტურისა....).

წკნელი - იგივეა, რაც წნელი.

წკრიალა - რაც წკრიალებს; მოწკრიალე. || მაღალი, სუფთა, სასიამოვნო (ხმა...)

წკრიალი

1) მინაზე (ან ლითონზე) ცემის ხმა, წკარუნი.

2) მაღალ, კრიალა ხმაზე ჟღერა; რაკრაკი.

3) იგივეა, რაც წანწკარი.

4) ბრწყინვა, ლაპლაპი, კრიალი.

წკრიალ-წკრიალით - ზედიზედ გამეორებული წკრიალით.

წკრიში (წიკრიში) - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

წკუმპლი - ჩვეულებრივ მრავლობით რიცხვში - წკუმპლები - წყლის წვეთები, შხეფები.

8.7 წლ

▲ზევით დაბრუნება


წლევანდელი - ამ წლისა, მდგომარე წლისა.

წლევი - ქედი კასპის მუნიციპალიტეტში, კვერნაქის ქედის მონაკვეთი.

წლეულს - იგივეა, რაც წელს.

წლითიწლამდე (წლითიწლობამდე) - ერთი წლიდან მეორე წლამდე; წლების განმავლობაში.

წლითიწლობით - ყოველ წელიწადს, ყოველწლიურად.

წლინახევრისა - ერთნახევარი წლისა.

წლისთავი

1) კალენდარული თარიღი, რომელიც აღნიშნავს, რომ რაიმე მოვლენიდან გავიდა კიდევ ერთი წელი.

2) ვისიმე გარდაცალებიდან ერთი წლის შესრულების აღნიშვნა.

წლიური - ერთი წლის ვადით განსაზღვრული.

წლობით - წლების განმავლობაში.

წლოვანება - წლებით გამოხატული ხნოვანება.

წლოვანი - იგივეა, რაც სრულწლოვანი.

წლოკი - მაღალი და წვრილი (ტონი....).

8.8 წმ

▲ზევით დაბრუნება


წმახი - უძმრო მწნილი (საბა).

წმენდაური - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

წმიდა - იგივეა, რაც წმინდა.

წმიდათაწმიდა - ვინმესთვის მეტად ძვირფასი, სანუკვარი (...და თან იდუმალი) რამ.

წმინდა

1) შეურეველი, ხალასი, ანკარა, სუფთა.

2) სპეტაკი, უმწიკვლო.

3) ძალიან წვრილი.

4) რელიგიური შეხედულებით - ღმერთთან, სარწმუნოებასთან დაკავშირებული; ღვთაებრივი ძალის მქონე; თაყვანისცემის საგანი.

წმინდა გიორგის სრუტე - სრუტე დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას შორის.

წმინდა გიორგის ეკლესია (XIX ს. 40-იანი წწ). - ნაგებობა სოფელ ლისის განაპირას.

წმინდა ელენეს კუნძული - კუნძული ატლანტის ოკეანეში, ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს.

წმინდათაწმინდა - იგივეა, რაც წმიდათაწმიდა.

წმინდა ილიას მთები - კორდილიერების სისტემა აშშ-სა და კანადაში.

წმინდა ლავრენტის კუნძული - კუნძული ბერინგის ზღვაში, ეკუთვნის აშშ-ს.

წმინდა ლავრენტის მდინარე - მდინარე კანადაში, ერთვის წმინდა ლავრენტის ყურეს (სიგრძე - 1200 კილომეტრი).

წმინდა ლავრენტის ყურე - ყურე ატლანტის ოკეანეში, კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან.

წმინდანი - მორწმუნეებში - ღვთისმოსავი, ღვთისმსახური, რომელსაც სიკვდილის შემდეგ მიიჩნევენ მფარველად.

წმინდანიანი - ვითომ ფრინველის მსგავსი წმინდა არსება, რომელსაც ღამით ცეცხლის სახე აქვს.

წმინდასისხლიანი - საგანგებოდ გამოყვანილი, წმინდა, შეურეველი ჯიში (ცხენისა....).

წმინდა წყალი

1) მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, ჯეჯორის მარცხენა შენაკადი.

2) მდინარე მცხეთის მუნიციპალიტეტში, ვერის მარცხენა შენაკადი

8.9 წნ

▲ზევით დაბრუნება


წნევა - რისამე ზედაპირის ფართობის ერთეულზე მოქმედი ძალა; აირისა და სითხის სიმკვრივის ხარისხი.

წნელი

1) მოჭრილი და გასხეპილი წვრილი ნედლი ტოტი; ხმარობენ სხვადასხვა რისამე დასაწნავად ან ღობის გასაკეთებლად.

2) ლითონის წვრილი ღერო.

წნელისი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

წნესი - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

წნეხი - რისამე დასატკეპნი ან დასაწური მოწყობილობა.

წნეხილი - რაც წნიხეს, დაწნეხილი.

წნილი - იხილე მწნილი.

წნორი

1) (შალიხ ალბა) - ტირიფის ერთ-ერთი გავრცელებული სახელწოდება.

2) (1938 წლამდე საქობოსუბანი) - ქალაქი სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

წნორისწყალი - ქალაქ წნორის რკინიგზის სადგური.

წნული

1) დაწნული, მოწნული.

2) ერთმანეთში გადახლართული მთლიანი რამ.

8.10 წო

▲ზევით დაბრუნება


წობენი - ისტორიულ-გეოგრაფიული პუნქტი აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელ დუშეთის მუნიციპალიტეტში. გადმოცემის თანახმად, ნინომ აქ გააქრისტიანა არაგვის ხეობის მთიელები.

წოდება

1) იგივეა, რაც წოდებულება.

2) ფეოდალიზმის კლასობრივი ურთიერთობის საფუძველზე ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელსაც ჰქონდა მემკვიდრეობითი უფლება-მოვალეობანი.

წოდებითი - გრამატიკაში - მიმართვის ფორმა; მისი ნიშნებია - ო (ძირითადად თანხმოვანფუძიან სახელებთან) და -ვ (ძირითადად ხმოვანფუძიან სახელებთან) ან უნიშნოა.

წოდებრივი - ამა თუ იმ წოდების დამახასიათებელი, წოდების შესაფერი.

წოდებრიობა - წოდებებად დაყოფა.

წოდებულება - ოფიციალური სახელწოდება, რომელსაც აკუთვნებენ რაიმე დარგში დამსახურებისათვის, სამსახურეობრივი მდგომარეობის, კვალიფიკაციის აღსანიშნავად და სხვა.

წოდებული - ვისაც, რასაც უწოდეს (რაიმე სახელი); სახელდებული.

წოდორეთი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ლისის თემის საკრებულო), თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 800 მეტრი, მცხეთიდან - 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 352 კაცი. პირველად წოდორეთი 1625 წელს იხსენიება. ეს არის პერიოდი, როცა აღმოსავლეთ საქართველოში (ქართლ-კახეთში) სპარსეთი ბატონობდა და ქართველი ხალხი კი თავისუფლებისთვის იბრძოდა. წოდერეთი იხსენიება მაშინ, როდესაც სპარსელებმა თბილისი ააოხრეს და გაძარცვეს. ისტორიკოსის ცნობით თბილისიდან მიმავალ სპარსელებს გიორგი სააკაძე სოფელ წოდორეთთან დაწევია და მტრის ლაშქარი გაუნადგურებია.

წოდორეთის ტბა - ტბა მცხეთის მუნიციპალიტეტში, თბილისის ქვაბულში, სოფელ წოდორეთთან.

წოვათა - თუშეთის ერთ-ერთი ისტორიული თემი, მდებარეობს პირიქითა ალაზნის სათავეში.

წოვათისწყალი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთის ალაზნის მარცხენა შენაკადი.

წოვათუშები - ქართველ მთიელთა ერთ-ერთი ტომი; ცხოვრობენ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში; ლაპარაკობენ წოვათუშურად და ქართულად.

წოვათუშური ენა - კავკასიურ ენათა ნახური (ინგუშური) ჯგუფის უმწერლობო ენა, შედის ვაინახურ ენათა ჯგუფში, მასზე ლაპარაკობენ საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის მცხოვრები წოვათუშები, დაახლოებით 3 ათასი კაცი. ქართულად უწოდებენ თუშურსაც, რაც აისახა სამეცნიერო ლიტერატურაშიც. საგრძნობია განსხვავება მოხუცებისა და ახალგაზრდების მეტყველებას შორის, შეინიშნება მცირე სხვაობა სოფლის სხვადასხვა უბანში.

წოვის ქედი - იხილე პანკისის ქედი.

წოია (წოიო) - იგივეა, რაც წუა.

წოისი - ყოფილი სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

წოლა - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

წოლდა - სოფლების ზემო წოლდას და ქვემო წოლდას გავრცელებული სახელწოდება (ახალგორის მუნიციპალიტეტი).

წოლელა - ისე, რომ იწვეს; დაწოლილ მდგომარეობაში.

წონა

1) ვისიმე, რისამე სიმძიმე, რაც განისაზღვრება რაიმე საზომით.

2) (გადატანით) მნიშვნელობა, ძალა, გავლენა, ავტორიტეტი.

3) სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

წონასწორობა

1) უძრაობის მდგომარეობა, შექმნილი ურთიერთდაპირისპირებული ტოლი ძალების ერთდროული ზემოქმედებით.

2) (გადატანით) თანაფარდობა, ტოლობა (საზოგადოებრივი ძალებისა).

წონიანი - ვისაც წონა აქვს; გავლენიანი, ავტორიტეტული.

წონიარისი - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

წონითი - წონის გამომხატველი.

წონის მღვიმე - მღვიმე ჯავის მუნიციპალიტეტში.

წოპე - იგივეა, რაც წოპწოპა.

წოპი

1) წვეტი, წვერი.

2) წვეტიანი, წოწოლა.

წოპწოპა

1) ძაბრის მოყვანილობისა, წვეტიანი.

2) უშნოდ მაღალი და გამხდარი; აწოწილი.

წოპწოპინა - იგივეა, რაც წოპწოპა.

წორბისი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

წორბისის ფრონე - მდინარე ზნაურის მუნიციპალიტეტში, აღმოსავლეთის ფრონის მდგენელი.

წოტი - პატარა ბუ (საბა).

წოფი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

წოფოფორი (წობოფორი) - ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონი და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შუა საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიულ სომხითში (ახლანდელი მარნეულის მუნიციპალიტეტი).

წოფქი - ისტორიული სომხეთის ერთ-ერთი ოლქის სომხური სახელწოდება, მდებარეობდა დასავლეთის ევფრატსა და ტიგროსს შორის.

წოწვა - იგივეა, რაც წოწიალი.

წოწიალი - უთავბოლოდ სიარული, თრევა, ხეტიალი.

წოწლოკინა - იგივეა, რაც წოწოლა.

წოწოლა

1) მაღალი და წაწვრილებული.

2) მაღალი, ტანწვრილი (ადამიანი).

წოწოლთა - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე.

წოწოლთისწყალი - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თერგის მარჯვენა შენაკადი.

წოწოლიკა - იგივეა, რაც წოწოლა.

წოწოქა - მწვანილით შეზავებული ტყლაპის და მისთანების წვენი.

წოწოქურა - ხილის (კენკრის) წვენისაგან მოდუღებული გამაგრილებელი სასმელი.

წოხტევი - ყოფილი სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

8.11 წრ

▲ზევით დაბრუნება


წრბოლი - იგივეა, რაც ლორწო.

წრე

1) სიბრტყის ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია წრეხაზით.

2) იგივეა, რაც წრეხაზი.

3) ერთმანეთის გვერდით მდგომ (ამ მჯდომ) ადამიანთა მიერ მრგვლად შემოზღუდული ადგილი.

4) რკალი, ალყა.

5) (გადატანით) საერთო მდგომარეობის თუ ინტერესების მქონე ადამიანთა ჯგუფი.

6) სპორტში - შეჯიბრების ნაწილი, რომლის დროსაც მონაწილენი ერთმანეთს თითოჯერ ხვდებიან.

7) სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

წრებრუნვა - ცვალებადობის პროცესი, სადაც ბოლო მდგომარეობა თვისებრივად ემთხვევა თავდაპირველს.

წრეგადასული - ზომიერების, წესიერების ფარგლებს გადაცილებული, მეტისმეტად თავისუფალი, თავაშვებული.

წრედი - ფიზიკაში - გამტართა სისტემა, რომელიც დენის წყაროსთან ერთად ქმნის ელექტრობის გავლის გზას.

წრეობანა

1) ლახტაობა, ჩალიჩი.

2) რაიმე ვიწრო წრის ინტერესებით შემოფარგვლა.

წრეობრივი - გარკვეული წრეებისათვის განკუთვნილი, დამახასიათებელი.

წრეწირი - იგივეა, რაც წრეხაზი.

წრეხაზი - დახშული მრუდი, რომლის ყოველი წერტილი თანაბრად არის დაშორებული ცენტრიდან.

წრთობილი - ნაწრთობი, გამოწრთობილი.

წრიალი - მოუსვენარი მოძრაობა (სიარული, მიბრუნ-მობრუნება).

წრიაპი - კბილებიანი რკინა, ტერფზე ამოსაკრავი; იხმარება ციცაბოზე და ყინულზე სიარულის დროს.

წრიოკი

1) ჩრდილში ამოსული მაღალი და უღონო მცენარე.

2) მჭლე, გამხდარი, ხმელი, წვრილი.

3) მწირი (მიწა...).

წრიპა

1) ძალზე პატარა და გამხდარი; დალეული.

2) (Gurdus musicus) ფრინველი შაშვის გვარისა; ჯიჯღი.

წრიპინა - რასაც, ვისაც წრიპინი სჩვევია.

წრიპინი - ძალზე წვრილი ხმა, რისამე (ვისიმე) მიერ გამოცემული.

წრისებური - წრის მსგავსი.

წრიული - წრის მსგავსი (მოძრაობა).

წროლი - იხილე ცროლი.

წრომი

1) იგივეა, რაც ჭოტი.

2) სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

წრუ - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

წრუპუნი - მოკუმული ტუჩებით ჰაერის შესრუტვისას გამოცემული ხმა.

წრუპ-წრუპით - ტუჩმოკუმულად, შესრუტვით.

წრუტო - არყის სასმელი პატარა ჭიქა.

წრუწუნა

1) რასაც წრუწუნი სჩვევია (იხმარება თაგვის სინონიმად).

2) თაგვის (ვირთაგვას) ნაშიერი.

წრუწუნი - თაგვის ხმიანობა, წრიპინი.

წრფე - მათემატიკაში - სწორი ხაზი.

წრფელი - მართალი, ნამდვილი.

წრფივი - იგივეა, რაც სწორხაზოვანი.

წრწოლა - იხილე ძრწოლა.

8.12 წუ

▲ზევით დაბრუნება


წუა

1) გათუთქული ტყემლის, ღოღნოშოს და მისთანების მოდუღებული წვენი.

2) პატარა ჩიტი ერთგვარი.

წუბენი - სოფლების ზემო წუბენის და ქვემო წუბენის გავრცელებული სახელწოდება (ახალგორის მუნიციპალიტეტი).

წუთას - ამ წუთას - იგივეა, რაც ამ წუთში.

წუთი

1) დროის საზომი ერთეული; შეადგენს საათის ერთ მესამოცედ ნაწილს და შეიცავს სამოც წამს.

2) (გადატანით) დროის ძალიან მცირე მონაკვეთი.

წუთიანი - იგივეა, რაც წუთიერი.

წუთიერი - ერთი წუთის ხანგრძლივობისა. || ძალზე ხანმოკლე.

წუთისოფელი

1) ეს ქვეყანა, ამვეყნიური ცხოვრება.

2) გი დე მოპასანის რომანი. დაიწერა 1883 წელს.

3) ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1971 წელს. დამდგმელი რეჟისორები - შოთა მანაგაძე, ნოდარ მანაგაძე. სცენარის ავტორი - სულიკო ჟღენტი. დამდგმელი ოპერატორი - გივი რაჭველიშვილი. კომპოზიტორი - რევაზ ლაღიძე. მთავარ როლებში: სოფიკო ჭიაურელი (სიდონია), გრიგოლ წიტაიშვილი (იასონი), მანუჩარ შერვაშიძე (სიპიტო), ზურაბ ყიფშიძე (აფრასიონი), თენგიზ არჩვაძე, ვალერიან დოლიძე, გივი ჭიჭინაძე, გიზო სიხარულიძე, მიხეილ ვაშაძე.

წუთმოცულობა სისხლისა - გულის პარკუჭებიდან სისხლძარღვებში 1 წუთის განმავლობაში გადასული სისხლის რაოდენობა.

წუთობით

1) წუთის, წუთების განმავლობაში. ძალიან ხანმოკლე.

2) ყოველ წუთს.

წუთხი - სისხლიანი ჩირქი, უსუფთაო სითხე.

წუილი - წვრილი ხმა, ზოგი მწერის მიერ გამოცემული. || იტყვიან აგრეთვე გასროლილი ტყვიის ხმის შესახებ.

წუკია - იგივეა, რაც წუნკალი.

წულაძე ბაადურ - კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი (დაიბადა 1935 წელს).

წულაძე სერგი - მწერალი, მთარგმნელი, მეცნიერი (1916-1977 წწ).

წულეისკირი ნოდარ - მწერალი (დაიბადა 1932 წელს).

წული - იგივეა, რაც შვილი.

წულისწული - იგივეა, რაც შვილიშვილი.

წულიში - მთა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მაგანისა და ენგურის წყალგამყოფზე.

წულიკიძე ალექსანდრე - პროფესიონალი რევოლუციონერი, ლენინურ-ისკრული ორგანიზაციების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში (1876-1905 წწ).

წულიკიძე ანტონ - მუსიკათმცოდნე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (დაიბადა 1921 წელს).

წულიკიძე ბერი კაციას ძე - იმერეთის სამეფოს XVIII საუკუნის II ნახევრის სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე, სოლომონ I-ის პირველი ვეზირი.

წულიკიძე ბორის - პოდპოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1917-1981 წწ).

წულიკიძე მეგი - მსახიობი (დაიბადა 1921 წელს).

წულიკიძე პაატა - იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, “წუწკად” წოდებული (გარდაიცვალა 1656 წელს).

წულიკიძე სეხნია - იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, სოლომონ II-ის ერთ-ერთი უახლოესი ვეზირი (გარდაიცვალა 1846 წელს).

წულუკიძე - იხილე ხონი.

წუმპე - დაგუბებული უსუფთაო წყალი.

წუმპიანი - სადაც წუმპეა, წუმპით დაფარული.

წუმწუმა - იგივეა, რაც ასანთი.

წუნარი - სოფელ ხეთაგუროვის ძველი სახელწოდება.

წუნარის ტბა - ტბა ცხინვალის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლის ვაკის ჩრდილო-დასავლეთ პერიფერიაზე, აღმოსავლეთის ფრონის აუზში.

წუნდა - ისტორიული ქალაქი სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში (ახლანდელი ასპინძის მუნიციპალიტეტი).

წუნდადებული - რასაც, ვისაც წუნი დასდეს; დაწუნებული.

წუნდაუდებელი - რისთვისაც წუნი არ დაუდვიათ, უნაკლო.

წუნდაუდები - რასაც, ვისაც წუნს ვერ დასდებენ.

წუნდება - პროდუქციის შემოწმება მისი ვარგისიანობის გასარკვევად.

წუნდებული - წუნის მქონე, ცუდი, უხარისხო.

წუნი

1) ნაკლი, ზადი, დეფექტი.

2) ნაკლის, დეფექტის მქონე ნაწარმი.

წუნია - ვინც ყველას და ყველაფერს იწუნებს.

წუნიანი - წუნის მქონე (საქონელი, პროდუქცია).

წუნისმდებელი - ვინც წუნს სდებს, დამწუნებელი.

წუნკალი

1) წუწკი, უჯიშო (ძაღლი, ღორი..).

2) (გადატანით-ლანძღვით) ზნედაცემული (ადამიანი).

წუნკლიანი - იგივეა, რაც წუნკალი.

წუნმდებელი - პროდუქციის ხარისხის შემმოწმებელი.

წუნმკეთებელი - ვინც წუნიან, უხარისხო საქონელს ამზადებს.

წუნღურასღელე - მდინარე წყალტუბოს და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, ლეხიდრის მარჯვენა შენაკადი.

წუნწკლი - შხეფი, წვეთი (წყლისა ან სხვა რამე სითხისა); ჩამონადენი წყალი (ან სხვა რამე სითხე).

წუნწუხი

1) მყრალი ლაფი, წუმპე. || საქონლის შარდი მიწაზე (ბოსელში) დაგუბებული.

2) წყალში გახსნილი ნაკელი; იყენებენ სასუქებად.

წუპაკი - იგივეა, რაც წუნკალი.

წურბელა

1) სისხლისმწოველი ჭია, ცხოვრობს მტკნარ წყალში; ზოგ სახეობას იყენებენ სამკურნალოდ - სისხლის გამოსაღებად.

2) (გადატანით) სხვისი შრომით მცხოვრები, პარაზიტი ადამიანი.

წურბლიანი ტბა - ტბა წალკის მუნიციპალიტეტში, ჭოჭიანის პლატოზე.

წურნასღელე - მდინარე წყალტუბოს და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, ლეხიდრის მარჯვენა შენაკადი.

წურუნგალა - მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე (4222 მეტრი).

წურწუმა - ვიწროყელიანი ჭურჭელი წყლისათვის.

წურწუმია ალექსანდრე - მაიორი, მფრინავი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1910-1941 წწ).

წურწური - უხვად დენა (ოფლისა, წყლისა.....).

წურწუტი

1) წვრილი და მაღალი, უტოტო (ხე); ლიტაო.

2) წაწვეტებული, წოწოლა.

წუსყუგომი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

წუქეთი (წახური) - მხარე შუა საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიულ ჰერეთში (ამჟამად აზერბაიჯანის ფარგლებშია).

წუღა (წაღა, მესტი) - რბილი უყელო ან დაბალყელიანი ფეხსაცმელი.

წუღრუღაშენი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, XII საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

წუწაობა - გოგო-ბიჭების გართობა თამაშობა - წყლით გაწუწვა ერთმანეთისა.

წუწი - (ჩვეულებრივ მრავლობით რიცხვში) წუწები - რისამე ჩამონადენი წვეთები.

წუწკი

1) სულწასული (ჭამაში...); მსუნაგი.

2) იგივეა, რაც წუნკალი.

წუწკუნი - იგივეა, რაც წკმუტუნი.

წუწუნა - ვისაც წუწუნი სჩვევია.

წუწუნავა ალექსანდრე - რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი (1881-1955 წწ).

წუწუნავა ცეცილია - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1892-1956 წწ).

წუწუნი - უკმაყოფილების გამოთქმა, ჩივილი.

წუწურაქი - ძუნწი, ხელმოჭერილი.

წუხანდელი - რაც წუხელ მოხდა, რაც წუხელ იყო.

წუხელ - გუშინ საღამოთი ან ღამით.

წუხილი - დარდი, ჯავრი, ვარამი.

წუხილიანი - წუხილის შემცველი, წუხილით აღსავსე.

8.13 წყ

▲ზევით დაბრუნება


წყაბუ - მდინარე ხობის მუნიციპალიტეტში, ჯიბადურის მარცხენა შენაკადი.

წყავი (Laurocerasus officinalis) - მარადმწვანე ბუჩქი, აქვს ტყავისებრი, პრიალა ფოთლები; იკეთებს თეთრ, მტევნებად შეკრებილ ყვავილებს. ისხამს კურკიან, წვნიან, მეტწილად შავ მწკლარტე ნაყოფს, რომელიც იჭმება.

წყავმაზა (Zhillyra medwedewil) - მარადმწვანე ბუჩქი, იკეთებს მკრთალ ყვითელ ყვავილებს. ისხამს ერთკურკიან, ხორციან ნაყოფს.

წყავროკა - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

წყალ - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა; ნიშნავს წყალთან დაკავშირებულს.

წყალაფორეთი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარეების ძირულისა და საკრაულის წყალგამყოფის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე ბორიმელის მარცხენა ნაპირას. საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 5 სოფელს: ლახუნდარა, პატარა ვარძია, ჩალხეეთი, წყალაფორეთი, ხონი). ზღვის დონიდან - 720 მეტრი. ხარაგაულიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 372 კაცი.

წყალაღმა - წყლის დინების საპირისპიროდ.

წყალბადი (H) - ქიმიური ელემენტი; ყველაზე უფრო მსუბუქი აირი; ჟანგბადთან შეერთებით წარმოქმნის წყალს. ატომური ნომერი 1, ატომური მასა 1,0079.

წყალბურთი - წყალში ბურთის სპორტული თამაში ორ მოცურავე გუნდს (7-7 კაცი თითოეულში) შორის. აღმოცენდა ინგლისში.

წყალგამოღმა - წყლის (მდინარის) გამოღმა.

წყალგამყოფი - მაღლობი ორი ან რამდენიმე მდინარის აუზებს შორის.

წყალგამძლე - რაც წყალში ან წყლისაგან არ ფუჭდება.

წყალგამჯდარი - რასაც წყალი აქვს გამჯდარი, ტენიანი.

წყალგამანაწილებელი

1) წყლის განაწილებისათვის განკუთვნილი.

2) ჰიდროტექნიკური ნაგებობა წყლის გასანაწილებლად წყალსადენის ქსელში.

წყალგარდა - უწყლოდ.

წყალგაუვალი (წყალგაუმტარი) - რაშიც წყალი ვერ გადის, რაც წყალს არ ატარებს.

წყალგაღმა - წყლის (მდინარის) გაღმა.

წყალგაყვანილობა - გაყვანილობა წყლის გასანაწილებლად.

წყალდაღმა - წყლის დინების მიმართულებით.

წყალდაწყალ - იგივეა, რაც წყალ-წყალ.

წყალდიდი - დიდი, ღრმა წყალი.

წყალდიდობა

1) მდინარეების, წყლების ადიდება (თოვლის დნობის ან დიდი წვიმების დროს).

2) ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1970 წელს. დამდგ,ელი რეჟისორი - თენგიზ გოშაძე. სცენარის ავტორები - თენგიზ გოშაძე, არჩლ სულაკაური. დამდგემლი ოპერატორი - ნიკოლოზ სუხიშვილი. კომპოზიტორი - არჩილ კერესელიძე. მთავარ როლებში: კოტე თოლორაია, ლია კაპანაძე, ედიშერ მაღალაშვილი, მარინე თბილელი, რამაზ ჩხიკვაძე, გიორგი გეგეჭკორი, ლეილა ყიფიანი.

წყალვარდნილი - იხილე ჩანჩქერი.

წყალზედა - რაც წყლის ზევითაა, რაც წყლის ზედაპირზეა.

წყალ-თაფლი - გამონაწური ფიჭის გადანავლები (თაფლიანი წყალი).

წყალთაშუა - სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში (ნერგეეთის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარეების წაბლარასწყლისა და ხანისწყლის შუამდინარეთში. ზღვის დონიდან -300 მეტრი, ბაღდათიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 276 კაცი.

წყალთბილა - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

წყალთენილა - მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჯრუჭულის მარჯვენა შენაკადი.

წყალთოვა - წყლიანი თოვლი, თოვლ-ჭყაპი.

წყალი

1) უფერული, გამჭვირვალე სითხე (წყალბადისა და ჟანგბადის ქიმიური ნაერთი - H20); ბუნებაში ყველაზე უფრო გავრცელებული ქიმიური ნაერთი; იხმარება სასმელად, სარეცხად, საბანაოდ, სარწყავად და სხვა.

2) ეს სითხე მდინარის, რუს, წყაროს... სახით.

წყალიკრეფია (Aquilegia) - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ბაიასებრთა ოჯახისა; იკეთებს მსხვილ, ლამაზ, დეზებიან, მრავალნაირად შეფერილ ყვავილებს, მოჰყავთ ბაღებში.

წყალკურთხევა

1) კურთხევა ნათლისღების დღეს.

2) იგივეა, რაც ნათლისღება.

წყალმანკი - დაავადება ერთგვარი - შრატისებური სითხის (წყლის) ჩადგომა სხეულის რომელიმე ნაწილში (მუცლის ღრუში, ფეხებში...).

წყალმანკიანი - წყალმანკით დაავადებული.

წყალმარჩხი - მცირეწყლიანი, თავთხელი (იტყვიან მდინარის შესახებ).

წყალმაჭარა - ქვევრში ჩაყრილ ჭაჭაზე წყლის დასმით დაყენებული ღვინო (იციან იმერეთში).

წყალმცენარე - წყლის უდაბლესი სპოროვანი მცენარე; არა აქვს არც ყვავილი, არც თესლი.

წყალნაწყენი (Epilobium) - მსხვილყვავილედიანი მაღალი ბალახოვანი მცენარე; ხალხურ მედიცინაში იხმარება წამლად.

წყალობა

1) კეთილგანწყობა, კარგი დამოკიდებულება უფროსისა.

2) კარგი რამ, სიკეთე.

3) საჩუქარი (ბოძებული სოციალურად მაღალ საფეხურზე მდგომისაგან).

წყალსადენი

1) ნაგებობათა სისტემა, რომელიც მილების საშუალებით აწვდის წყალს მომხმარებელს.

2) რკინიგზის ბაქანი დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე.

წყალსადინარი - წყლის სადინარი (მილი, მილების სისტემა...).

წყალსავალი - რაშიც წყალი გადის; წყლის გასასვლელი, თხრილი.

წყალსაზიდი - რითაც წყალს ეზიდებიან.

წყალსაზომი - წყლის ხარჯის გასაზომი ხელსაწყო.

წყალსარინი - წყლის გადასაგდები, გვერდზე გადასაშვები (ჰიდროტექნიკური მოწყობილობა).

წყალსატევი - ადგილი, სადაც დაგროვილია წყალი ბუნებრივად ან ხელოვნურად.

წყალსაცავი - ჰიდროტექნიკური ნაგებობა წყლის შესაკავებლად, დასაგროვებლად, შესანახად.

წყალტუბო

1) ქალაქი (1953 წლიდან) დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე წყალტუბოსწყლის (გუბისწყლის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე, ზღვის დონიდან 120 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1953 წელს. მოსახლეობა 16,8 ათასი (2002 წ.). მანძილი თბილისიდან - 249 კილომეტრი (221 კილომეტრი რკინიგზით, ქუთაისიდან - 10 კილომეტრი.

წყალტუბოში კურორტის გაშენება 1926 წელს დაიწყო. განაშენიანების პირველი პროექტი 1932-40 წლებში შედგა, გენგეგმა კი, რომელსაც საფუძვლად წრიული სქემა დაედო — 1950-51 წლებში. სხვადასხვა დროს გაშენდა 19 სანატორიუმი და პანსიონატი, 9 სააბაზანო, საკურორტო პარკი, კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფილიალი.

2) სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს წყალტუბოს ტალღობრივ ვაკეზე, წყალტუბო-ცაგერის საავტომობილო გზაზე. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 120 მეტრი, წყალტუბოდან - 2 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2867 კაცი.

3) სოფელ პირველი წყალტუბოს გავრცელებული სახელწოდება.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

- ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში.
- 1917 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ქუთაისის მაზრაში, 1921 წლიდან ისევ ქუთაისის მაზრაშია, 1930 წლამდე - ქუთაისის რაიონში. 1939 წლიდან ქუთაისის და წულუკიძის რაიონებიდან გამოყოფილი ტერიტორიების ხარჯზე შეიქმნა დამოუკიდებელი ერთეული - წყალტუბოს რაიონი. 1976-91 წლებში ეწოდებოდა წყალტუბოს საქალაქო საბჭოს ტერიტორია.
- ძირითადი ტერიტორია მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე, იმერეთის დაბლობზე (კოლხეთის დაბლობის ნაწილი) , ისტორიული რეგიონის ლეჩხუმის სამხრეთით.
- მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებია: დასავლეთით - ხონის და სამტრედიის, სამხრეთით - ვანის და ბაღდათის, აღმოსავლეთით - თერჯოლის და ტყიბულის, ჩრდილოეთით - ამბროლაურის და ცაგერის.
- რელიეფი ხასიათდება დაბლობი-ვაკით (სამხრეთ ნაწილში) და მთისწინეთით და დაბალი და საშუალო სიმაღლის მთებით (ჩრდილოეთ ნაწილში).
- ფართობი - 632,3 კვ.კმ. (საქართველოს მთელი ტერიტორიის 0,9%).
- მოსახლეობა 74 ათასი.
- სიმჭიდროვე - 117 კაცი კვ.კმ-ზე.
- მოსახლეობის 96,7% ქართველია; 2,3% - ბერძენი; 0,7% - რუსი; 0,2% - სომეხი; 0,1% - აზერბაიჯანელი; 0,1% - უკრაინელი.
1 ქალაქი - წყალტუბო.
12 თემის საკრებულო: გვიშტიბის (4), გუმბრის (3), დღნორისი (4), მაღლაკის (2), მექვენის (6), მუხიანის (3), ოფურჩხეთის (5), პატრიკეთის (2), რიონის (7), ქვიტირის (2), ცხუნკურის (2), წყალტუბოს (3) და 4 სოფლის საკრებულო: გეგუთის, ოფშკვითის, საყულიიის, ფარცხანაყანევის.
49 სოფელი: ბანოჯა, ბენთქოულა, ბესიაური, გეგუთი, გვიშტიბი, გუბისწყალი, გუმათი, გუმბრა, დერჩი, დღნორისა, ვანისჭალა, ზარათი, ზედა მესხეთი, ზედა ონჭეიში, თერნალი, კუდოთი, ლეხიდრისთავი, მაღლაკი, მექვენა, მეჩხერი, მიწაწითელი, მუხიანი, ნამოხვანი, ნოღა, ოფურჩხეთი, ოფშკვითი, პატრიკეთი, პირველი წყალტუბო, ჟონეთი, რიონი, საყულია, საჩხეური, სორმონი, ტყაჩირი, უკანეთი, ფარცხანაყანევი, ქვედა მესხეთი, ქვედა ონჭეიში, ქვილიშორი, ქვიტირი, ყუმისთავი, ჩუნეში (ცხუნკურის თემი), ჩუნეში (წყალტუბოს თემი), ცხუნკური, წყალტუბო, ჭაშლეთი, ჭოლევი, ხომული, ჯიმასტარო (მათ შორის ორი დაუსახლებელი: ბესიაური და კუდოეთი).

წყალტუბოს მღვიმე (თეთრა) - კარსტული მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულის მიდამოებში. 100 მეტრ სიმაღლეზე. მაქსიმალური სიმაღლე - 8 მეტრი, სიგანე - 30 მეტრი, ჯამური სიგრძე - 100 ,ეტრი.

წყალტუბოსწყალი - მდინარე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გუბისწყლის მარცხენა შენაკადი, სოფელ მაღლაკთან. სათავე აქვს ქალაქ წყალტუბოს ტერიტორიაზე, 100 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე - 23 კილომეტრი. საზრდოობს წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან - 1,5 კუბ.მ/წმ.

წყალუხვი - რაშიც წყალი უხვადაა.

წყალქვეშ - წყლის ზედაპირის ქვემოთ; წყალში.

წყალქვეშა - რაც წყალქვეშ არის.

წყალქლიავი - ქლიავის ჯიში, ისხამს ღია ფერის მომცრო, მრგვალ ნაყოფს.

წყალ-ღვინო - ღვინონარევი წყალი.

წყალყინისანი (წყალყინის კოშკები) - ორი კოშკი, რომლებიც 1045 წელს თბილისში შემოსულმა საქართველოს მეფე ბაგრატ IV-მ თბილისში მთავარი ციხესიმაგრის - „ციხე დარიჯელის“ - აღების შემდეგ დაიკავა.

წყალშავი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ნიგოზეთის თემის საკრებულო). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. ზღვის დონიდან - 760 მეტრი, ჭიათურიდან - 13 კილომეტრი 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 452 კაცი.

წყალწაღებული

1) ვინც, რაც წყალმა წაიღო.

2) უიმედო მდგომარეობაში მყოფი. || იტყვიან უნიათო, უგერგილო ადამიანზე.

წყალწასაღები - ცუდი, უვარგისი.

წყალწითელა

1) მთა ბაღდათის და ახალციხის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, მესხეთის ქედზე, მდინარეების ხანისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი) და წინუბნისწყლის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) სათავეებში. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტური განფენებით და პიროკლასტოლითებით. დამახასიათებლია ტყიან-მდელოიანი სუბალპური ლანდშაფტები (სიმაღლე - 2496 მეტრი).

2) მდინარე ტყიბულის, წყალტუბოს და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში, ქვემო დინებაში ესაზღვრება ქუთაისს აღმოსავლეთიდან, მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ნაქერალას ქედის სამხრეთ დასავლეთ კალთაზე, 1080 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე - 49 კილომეტრი, აუზის ფართობი - 221 კვ.კმ. მისი მთავარი შენაკადია ჭალა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან - 7,56 კუბ.მ/წმ.

3) მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლაიშურის სათავე.

4) მდინარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ორპირის მარჯვენა შენაკადი.

5) სოფლების გადაღმა წყალწითელას და გადმოღმა წყალწითელას გავრცელებული სახელწოდება (ტყიბულის მუნიციპალიტეტი).

წყალწმინდა

1) მდინარე ცხინვალის მუნიციპალიტეტში, პატარა ლიახვის მარჯვენა შენაკადი.

2) მდინარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.

3) სოფლები ლანჩხუთის და ცხინვალის მუნიციპალიტეტებში.

წყალ-წყალ - წყლის (მდინარის) გაყოლებით; წყალში (მდინარეში) გავლით.

წყალწყალა

1) წყალივით თხელი; წყლიანი, წყალნარევი.

2) (გადატანით) უხეირო, უვარგისი, მდარე.

წყალწყვა - მოცურავე გემის მიერ გამოდენილი წყლის რაოდენობა, რომლის წონა გემის წონის ტოლია.

წყალხმელეთა - რაც წყალშიც და ხმელეთზედაც ძლებს, არსებობს.

წყალჯომარდობა - წყლის სპორტი.

წყანწყარა - იგივეა, რაც ბოლოქანქარა.

წყარო

1) მიწიდან, კლდიდან გამომდინარე წყლის ნაკადი.

2) საიდანაც გამომდინარეობს, წარმოიქმნება რაიმე; დასაბამი.

3) მეცნიერულ გამოკვლევაში გამოყენებული საბუთი (წერილობითი ძეგლი, ზეპირი გამოცემა).

4) სოფლების ზემო წყაროს და ქვემო წყაროს გავრცელებული სახელწოდება (გულრიფშის მუნიციპალიტეტი).

წყაროთა - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

წყაროთმცოდნეობა - ისტორიის დამხმარე დარგი, რომელიც წყაროებს (მნიშვნელობა 3) შეისწავლის.

წყაროთუბანი - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ღულელების თემის საკრებულო), ერწოს ქვაბულში. ზღვის დონიდან - 1100 მეტრი, თიანეთიდან - 30კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 44 კაცი.

წყაროსთავი

1) მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, არხოტისწყლის მარჯვენა შენაკადი.

2) სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (ნინოწმინდის საკრებულო). მდებარეობს ივრის ზეგანზე. მდინარე ივრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 700 მეტრი საგარეჯოდან - 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 804 კაცი.

3) შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, კულტურის მნიშვნელოვანი კერა, საეპისკოპოსო კათედრალი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში, კარწახის ტბის მახლობლად (ამჟამად თურქეთის ფარგლებშია).

წყაროსთავის წმინდა გიორგის ეკლესია - წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ ფშაველის ჩრდილოეთ-დასავლეთით, თელავი-ომალოს საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, მდინარე სტორის მარჯვენა ნაპირზე, შემაღლებულ გორაზე.

წყაროსმთა - მთა წალკის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე (1860 მეტრი).

წყაროსყელი - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე (სიმაღლე - 3394 მეტრი).

წყარხმული - სოფელ ოტაფის ძველი სახელწოდება.

წყე - წილი, ნაწილი (წყვაში).

წყება

1) მსგავს საგანთა მწკრივი, რიგი.

2) იგივეა, რაც ცვლა.

3) კომპლექტი.

წყება-წყება - წყება და წყება; მწკრივები, ჯგუფები.

წყევლა - შეჩვენება, ცუდი ამბის მოსურვება ვინმესათვის.

წყემი - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

წყენა

1) ვნების, ზარალის, ზიანის მიყენება.

2) დამდურება, უკმაყოფილების შეგრძნება.

წყენანარევი - რაშიც წყენა ეტყობათ.

წყენია - ვისაც ადვილად ეწყინება.

წყეული

1) ვინც დაწყევლეს, დაწყევლილი.

2) მუხანათი, შეჩვენებული.

წყვდიადი

1) ძალიან ბნელი, უკუნი.

2) დიდი სიბნელე, უკუნეთი.

წყვეტა - ბევრი ადამიანის მისვლა, მისევა სადმე.

წყვეტადი - რაც შეწყდება ხოლმე, რაც უწყვეტი არ არის.

წყვეტილი - რაც დროდადრო (ან ადგილ-ადგილ) წყდება). ნაწყვეტ-ნაწყვეტი.

წყვილი

1) ორი ცალი (ჩვეულებრივ, ერთგვარი საგნების თვლისას).

2) ქალ-ვაჟი ერთად.

3) ისეთი (მთელი რიცხვი), რომელიც ორზე იყოფა ნაშთის გარეშე.

წყვილჩლიქიანი - წყვილი (გაყოფილი) ჩლიქის მქონე (ზოგი ბალახისმჭამელი ცხოველი: ძროხა, ცხვარი, ღორი, აქლემი, ირემი...).

წყვილ-წყვილი - სხვადასხვა წყვილი.

წყისის ტბა - ტბა ადიგენის მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე.

წყლები - ყოფილი სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

წყლიანი

1) რაშიც წყალია.

2) რასაც წყალი ურევია. || უხვად წვნიანი (ხილი).

3) ჟუჟუნა, ლამაზი (თვალები).

წყლიანობა - რისამე შემადგენლობაში წყლის არსებობა.

წყლისა - იგივეა, რაც მაწავართი.

წყლისპირა - რაც წყლის პირას, წყლის ნაპირას არის.

წყლისფერი - ოდნავ მონაცრისფრო.

წყლული - ჩირქოვანი ან ანთებით მოცული პატარა ჭრილობა კანის ზედაპირზე ან ლორწოვან გარსზე.

წყლულიანი (წყლულოვანი) - წყლულის მქონე, რასაც წყლული (წყლულები) ახლავს.

წყნარაბანო - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

წყნარი

1) ნელი, აუჩქარებელი.

2) არამღელვარე, მყუდრო.

3) უქარო და უწვიმო.

4) ხმადაბალი, ჩუმი.

5) სოფელ ყარადაშის ძველი სახელწოდება.

წყნარი ოკეანე (დიდი ოკეანე) - დედამიწის უდიდესი და უღრმესი ოკეანე ევრაზიას, ავსტრალიას, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკასა და ანტარქტიდას შორის. ფართობი ზღვებთან ერთად - 178,68 მილიონი კვ.კმ. მაქსიმალური სიღრმე - 11 022 კმ.

წყნეთი - დაბა თბილისის შემოგარენში.

წყნორი - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (სოჩხეთის თემის საკრებულო), მდებარეობს ნაქერალას ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. მდინარე ჭალის (წყალწითელას აუზი) ზემოთში. ზღვის დონიდან - 480 მეტრი, ტყიბულიდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 466 კაცი. წყაროებში პირველად მოიხსენიება XV საუკუნეში.

წყობა

1) შენობის (კედლის) ამოყვანა (აგურით, ქვით...).

2) განლაგება (რაზმისა, ჯარისა....) || დარაზმულობა, წესრიგი (ჯარისა....).

3) აგებულება, სტრუქტურა.

წყობა-წყობად - გუნდებად, დასებად.

წყობილება - საზოგადოებრივი თუ სახელმწიფოებრივი მმართველობის წესი, წეს-წყობილება, წყობა.

წყობილი

1) გარკვეული წესით განლაგებული, დაწყობილი.

2) ლამაზად შეხამებული.

3) აწყობილი, მწყობრი; შეწყობილი.

წყობილსიტყვაობა

1) პოეტური მეტყველება.

2) სიტყვაკაზმული მწერლობა.

წყობისად - მწყობრად, წესზე, რიგზე.

წყორძა - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

წყოუში - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

წყრთა

1) ხელის ნაწილი იდაყვიდან შუა თითის წვერამდე.

2) ძველებური სიგრძის საზომი; უდრის ხელის ამ ნაწილის სიგრძეს; ნახევარადლი, ანუ დაახლოებით 50-52 სმ.

წყრომთეთრა - ფრინველი ბუსნაირთა რიგისა; გავრცელებულია აზიის და ამერიკის ტუნდრის ზონაში.

წყრომი - ფრინველთა გვარი ბუსნაირთა რიგისა, მოიცავს 37 სახეობას.

წყრუთი - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

წყურგილი - სოფლები გულრიფშის და ოჩამჩირის მუნიციპალიტეტებში.

წყურვილი

1) წყლის სმის სურვილი, მოთხოვნილება.

2) (გადატანით) ძლიერი სურვილი რისამე.

წყურვილმოკლული - ვინც, რამაც წყურვილი მოიკლა.

წყურტი - იგივეა, რაც ჭყურტი.

9

▲ზევით დაბრუნება


- ქართული ანბანის ოცდამეათე (ძველი ქართული ანბანის ოცდამეცამეტე) ასო; მისი სახელია „ჭარი“. გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი აბრუპტივი შიშინა აფრიკატისა. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ხუთი ათასს (5 000).

9.1 ჭა

▲ზევით დაბრუნება


ჭა - ღრმა და ვიწრო ორმო (ჩვეულებრივ ქვით ამოშენებული), სადაც მიწისქვეშა წყალი გროვდება.

ჭაბალახა - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, საკაურის მარცხენა შენაკადი.

ჭაბაშვილი მიხეილ - ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი (1916-1996 წწ).

ჭაბუკი (სპარს.) - ახალგაზრდა ყმაწვილი ვაჟი.

ჭაბუკიანი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ჭაბუკიანი ვახტანგ - მოცეკვავე, ბალეტმაისტერი და პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1910-1992 წწ).

ჭაბუკიანი თამარ - ბალეტის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1907-1978 წწ).

ჭაბუკმთა - ნასოფლარი მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ ჭალასთან.

ჭაბუკობა - ჭაბუკად ყოფნა.

ჭაბუკური - ჭაბუკის დამახასიათებელი.

ჭაბურთა - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ჭაბურღილი - საბურღი მანქანით გაყვანილი ღრმა ვიწრო ხვრელი დედამიწის ფენებში.

ჭაგანი - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტის (ღანირის თემის საკრებულო). მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან - 50 მეტრი, სამტრედიიდან - 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 653 კაცი. ჭაგანი მდებარეობს მდინარე ჭურთავას ხეობაში, გარშემო ესაზღვრებას სოფლები: ჯიხაიში, ღანირი, კულაში… სოფელში მდებარეობს მარიამ ღვისმშობლის სახელობის ხის ძველი ეკლესია.

ჭაგან-ჭყვიში - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში (შუამთის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 60 მეტრი. ვანიდან - 11 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 489 ადამიანი.

ჭადარი (Platanus) - მაღალი ხე; აქვს დატოტვილი ვარჯი, ნაცრისფერი ქერქი.

ჭადი - იხილე მჭადი.

ჭადრაკი

1) თამაში 64 უჯრიან დაფაზე თექვსმეტ-თექვსმეტი თეთრი და შავი ფიგურით.

2) ამ თამაშისათვის საჭირო დაფა და ფიგურების კომპლექტი.

ჭადრაკული - უჯრედებიანი, კუბოკრული.

ჭავლი

1) წყლის ზედაპირის მცირე რიტმული რხევა, თრთოლა.

2) მსხვილი ნაწნავი თმისა; კულული.

3) ამონადენი წყლის ან აირის სვეტი.

4) იგივეა, რაც ჭალი.

ჭავჭავაძე ალექსანდრე - პოეტი-რომანტიკოსი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიენანტი (1786-1846 წწ).

ჭავჭავაძე გარსევან - ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, მეფის ეშიკაღასბაში და ყაზახის მოურავი, ალექსანდრე ჭავჭავაძის მამა (1757-1811 წწ).

ჭავჭავაძე დავით - რუსეთის არმიის გენერალ-ლეოტენანტი, ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟი (1818-1884 წწ).

ჭავჭავაძე თამარ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1896-1968 წწ).

ჭავჭავაძე ილია - დიდი ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგემლი (1837-1907 წწ).

ჭავჭავი - იგივეა, რაც ჭივჭავი.

ჭაკი - იგივეა, რაც ფაშატი.

ჭაკისმთა-მათურა - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავ-მთიულეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე მათურხევის სათავეში (ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადი); აგებულია ქვედაიურული ასპიდური ფიქლებით, თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, აქვს ციცაბო კალთები, მთაზე შემორჩენილია მყინვარული ფორმები, შემოსილია ალპური ბალახეულით (სიმაღლე - 3170 მეტრი).

ჭაკისხევი - მდინარე, იხილე მათურხევი.

ჭაკუნი - იგივეა, რაც ჩოგანი.

ჭაკუნობია - ბურთის თამაში ერთგვარი - მოთამაშენი ორ ჯგუფად იყოფიან და ცდილობენ ჭაკუნებით (ჩოგნებით) ხის ბურთი ლელოზე გაიტანონ (იციან გურიაში, იმერეთში).

ჭალა

1) წყლის პირი ნაყოფიერი (საბა); ვაკე ადგილი (ტყიანი ან უტყეო - მდინარის პირად.

2) მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, კრიხულის სათავე.

3) მდინარე ტყიბულის მუნიციპალიტეტში, წყალწითელას (ყვირილის აუზი) მარჯვენა შენაკადი.

4) (ჭალისწყალი) მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, ჯეჯორის მარცხენა შენაკადი.

5) ყოფილი ტბა ყვარლის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრეთ მთისწინეთში, ამჟამად გადაქცეულია ტბორად.

6) სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

7) სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

8) სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

9) სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

10) სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ყვირილის ნაპირებზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 16 სოფელს: დარყა, დრბო, ზემო ქარძმანი, თედელეთი, პერევი, საკოხია, სინაგური, სპეთი, ტბეთი, ქვემო ქარძმანი, ღონა, ჭალა, ჭურნალი, ხახეთი, ჯალაბეთი, ჯრია). ზღვის დონიდან - 560 მეტრი, საჩხერიდან - 11 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1179 კაცი. სოფლის მახლობლად დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — აბაშიძეების შუა საუკუნეების მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. ინტერიერის მოხატულობა XV საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება.

11) სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ჭალაათი - მყინვარი და უღელტეხილის მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

ჭალადიდელი გიორგი (ნამდვილი გვარი ქოჩაქიძე) - პოეტი (1847-1898 წწ).

ჭალადიდი - სოფლების ზემო ჭალადიდის და ქვემო ჭალადიდის გავრცელებული სახელწოდება (ხობის მუნიციპალიტეტი).

ჭალათი - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

ჭალაკი - პატარა ჭალა.

ჭალასთავი - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (გოდოგნის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ჭიშურის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 350 მეტრი, თერჯოლიდან - 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 252 ადამიანი. წყაროებში ჭალასთავი პირველად XVI საუკუნეში იხსენიება. მდინარე ჭიშურაზე შემორჩენილია შუა საუკუნეების ხიდი (1668 წელს ააგო გაენათელმა ეპისკოპოსმა გედეონმა) და ორი მცირე ზომის ციხის ნანგრევები...

ჭალატყე - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ქვედა საქარის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარეების ძუსისა და ბუჯის შესართავთან, ზღვის დონიდან - 240 მეტრი, ზესტაფონიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 541 ადამიანი. ჭალატყე შუა საუკუნეებში ფეოდალური ქალაქი იყო. აქ გადიოდა აღმოსავლეთ საქართველოში მიმავალი გზა, რაც ხელს უწყობდა ქალაქის ეკონომიკურ დაწინაურებას. წყაროებში პირველად იხსენიება 1646 წელს, როდესაც იგი სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა დაარბია. 1703 წ. ოსმალებმა ააფეთქეს ჭალატყის სამი თავდაცვითი ნაგებობა — კოშკები, ააოხრეს ჯვარცმის ეკლესია, რომელიც XVIII საუკუნეში განაახლა იმერეთის მეფე სოლომონ I-მა. სოფლის მახლობლად შემორჩენილია განვითარებული შუა საუკუნეების ე.წ. „თამარის ხიდი“.

ჭალაფშატა (Elaeagnus angustifolia) - ფშატის ჯიშის მცენარე - ეკლიანი ბუჩქი ან ხე; იყენებენ ცოცხალ ღობედ.

ჭალა-ჭალა - ჭალაზე, ჭალაში (ითქმის სვლის, მოძრაობის შესახებ).

ჭალა-ქადაგაური - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

ჭალახევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არყალის მარჯვენა შენაკადი.

ჭალახმელა - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

ჭალე - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

ჭალი - (ჩვეულებრივ მრავლობით რიცხვში - ჭალები) ურმის ხელნებზე თანაბარ მანძილზე ჩასმული გათლილი ხეები, რომლებზედაც ხელნების პარალელურად ჩამოცმულია ზეწრები.

ჭალიანი - ადგილი, სადაც არის ჭალა.

ჭალიკონი - სამხრეთ-დასავლეთის ძლიერი ქარი (იცის გურია-სამეგრელოში).

ჭალისთავი - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ჭალისოფელი

1) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭართლის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ჭართლისხევის (მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან - 1400 მეტრი, დუშეთიდან - 32 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 78 კაცი.

2) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ლიქოკისხევის (ხევსურეთის არაგვის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან - 1760 მეტრი, დუშეთიდან - 75 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 13 კაცი.

ჭალისუბანი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ჭალისწყალი - მდინარე, იხილე ჭალა.

ჭალოვანი

1) სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ძირულის ნაპირებზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 5 სოფელს). ზღვის დონიდან - 760 მეტრი, საჩხერიდან - 34 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 696 კაცი.

2) სოფლების ზედა ჭალოვანის და ქვედა ჭალოვანის გავრცელებული სახელწოდება (ჭიათურის მუნიციპალიტეტი).

ჭამალალები - დაღესტანში მცხოვრები ხალხი.

ჭანარი (Barbus capito)

1) საშუალო ზომის თევზი; გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებში.

2) ნახევრად ნედლი.

3) ნესტიანი.

ჭანბა სამსონ - აფხაზი მწერალი (1886-1937 წწ).

ჭანგა (Agropyrum) - საშუალო სიმაღლის თავთავიანი და ფესურიანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა; აბეზარი სარეველაა; ხმარობენ ცხოველების საკვებად.

ჭანგებიანი - რასაც ჭანგები აქვს; ბრჭყალებიანი.

ჭანგი

1) ბრჭყალი, კლანჭი.

2) ფეხზე დასამაგრებელი ნამგლისებური, კბილებიანი ლითონის მოწყობილობა ბოძზე ასასვლელად.

3) სიმჟავე, ჭმახი.

ჭანდარი

1) იხილე ჭადარი.

2) სოფლები გურჯაანის და ახალგორის მუნიციპალიტეტებში.

ჭანდრები - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

ჭანები - ერთ-ერთი ქართველური ტომი, რომელიც ბინადრობს შავი ზღვის სანაპიროზე, ამჟამად თურქეთის ფარგლებში (მცირე ნაწილი ცხოვრობს საქართველოში, ძირითადად სასაზღვრო სოფელ სარფში); ლაზები.

ჭანეთი - მხარე ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, მოიცავდა შავიზღვისპირეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მთიანეთს (ამჟამად თურქეთის ფარგლებშია).

ჭანეთის ქედი (პონტოს ქედი) - ქედი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, შავი ზღვის სანაპიროს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

ჭანი

1) იხილე ჭანები.

2) ცუდად დაკოდილი ცხოველი.

ჭანიეთი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ჭანიეთური

1) სოფელ განთიადის ძველი სახელწოდება.

2) სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ჭანისწყალი - მდინარე დასავლეთ საქართველოში (სამეგრელოში), ხობის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 63 კილომეტრი).

ჭანკვეტაძე ნინელი - მსახიობი (დაიბადა 1957 წელს).

ჭანტურია გიორგი (გია) - ეროვნულ-განმათავასიფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1959-1994 წწ)

ჭანტურია ვლადიმერ - მოკრივე (91, +91 კგ). 2000 წლის სიდნეის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, ევროპის თასის გათამაშების მეორე პრიზიორი (1998) (დაიბადა 1978 წელს).

ჭანტურია ტარიელ - პოეტი (დაიბადა 1932 წელს).

ჭანტურია ტერენტი - მოქანდაკე (1908-1973 წწ).

ჭანური

1) ჭანების დამახასიათებელი; ჭანების კუთვნილი.

2) სპილენძის ქვაბი ერთგვარი.

ჭანჭათი - სოფელი ლანჩუთის მუნიციპალიტეტში.

ჭანჭახა - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ჭანჭახი

1) თხელი ტალახი.

2) მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე.

3) მთა ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე (2506 მეტრი).

4) (ჭანჭახისწვერი) მწვერვალი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონზე.

5) მყინვარი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონზე.

6) (გლოლისწყალი) მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 22 კილომეტრი).

ჭანჭახიანი - სველი, ნოტიო.

ჭანჭახის უღელტეხილი - იხილე მამისონის უღელტეხილი.

ჭანჭახის ქედი - ქედი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის შტოქედი.

ჭანჭახისწვერი - მწვერვალი, იხილე ჭანჭახი.

ჭანჭახისწყალი

1) მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ანდაქის მარცხენა შენაკადი.

2) მდინარე ადიგენის მუნიციპალიტეტში, ქვაბლიანის მარჯვენა შენაკადი.

ჭანჭახოვანი - ხეობა თუშეთის ერთ-ერთი ისტორიული თემის - ჩაღმას ტერიტორიაზე (ახმეტის მუნიციპალიტეტი).

ჭანჭახოვნისწყალი - იხილე ხისოს ალაზანი.

ჭანჭიკი

1) ხრახნიანი მოქლონი.

2) ხის ან რკინის კოტა მანქანის ან სხვა რისამე ნაწილების ერთმანეთზე გადასაბმელად.

ჭანჭრობი - კორდი წყლიანი ნოტიო (საბა).

ჭანჭრობიანი - სადაც ჭანჭრობია; ნესტიანი, დაჭაობებული.

ჭანჭური

1) ქლიავის ჯიში ერთგვარი.

2) ამ ხის ნაყოფი; მსხლის მოყვანილობისაა, პატარა და წვნიანი. ტკბილ-მომჟავო გემო აქვს.

ჭანჭყარი - სითხის ნჯღრევა ნაკლულ ჭურჭელში.

ჭანჭყატი (Evonymus) - საშუალო სიდიდის ბუჩქი ან ხე. გავრცელებულია ტყეებში; იკეთებს წვრილ ყვავილებს.

ჭაობა - მდინარე, იხილე ჯაკობა.

ჭაობი - ადგილი, სადაც დამდგარი წყალია.

ჭაობიანი - ჭაობით დაფარული.

ჭაპალა - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, მდინარეების მაშავერასა და ფოლადაურის შესაყართან (ბოლნისის მუნიციპალიტეტი).

ჭაპანი - ბაგირი, ჩვეულებრივ დაწნული თასმისა (ზოგჯერ მსხვილი თოკიც).

ჭაპანწყვეტა - ძალღონის უკიდურესი დაძაბვა; თავდაუზოგავი შრომა.

ჭაპაჭუპი - ხმაურით (პირმოუკუმავად ჭამა).

ჭარაია პეტრე - პედაგოგი, ლიტერატორი და ეთნოგრაფი (1861-1919 წწ).

ჭარ-ბელაქანი - XVIII საუკნის I მეოთხედში აღმოსავლეთ კახეთის ტერიტორიაზე დაღესტნელი ფეოდალების მიერ შექმნილი პოლიტიკური ერთეული; იგივეა, რაც საინგილო.

ჭარბი - ზომაზე მეტი, მომეტებული.

ჭარბწარმოება - ეკონომიკაში - საქონლის წარმოება ისეთი რაოდენობით, რაც ვერ საღდება.

ჭარები - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ჭარებულა - მდინარე გორის და ცხინვალის მუნიციპალიტეტებში, აძურის მარჯვენა შენაკადი.

ჭარელა (Teucrium chamaedrys) - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა. იკეთებს რგოლურად განლაგებულ ყვავილებს.

ჭარელი - მთა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე (2635 მეტრი).

ჭართალა - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (შახვეტილას თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ილტოს ხეობაში. ზღვის დონიდან - 800 მეტრი, ახმეტიდან - 12 კილომეტრი, თელავიდან - 41 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 15 ადამიანი.

ჭართალეთი - იხილე ჭართალი2.

ჭართალი

1) მდინარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

2) მთა დუშეთის და ახალგორის მუნიციპალიტეტებში, ალევის ქედზე (სიმაღლე - 2284 მეტრი).

3) მთა ადიგენის მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე.

4) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვის ხეობაში. თემის ცენტრი (მოიცავს 12 სოფელს: ბუჩაანი, დოლასქედი, ვაშლობი, ზენუბანი, მენესი, მუგუდა, საქერე, სონდა, ჩიტაურები, ჭალისოფელი, ჭართალი, ჯუღისი). ზღვის დონიდან - 1220 მეტრი, დუშეთიდან - 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 279 კაცი.

5) (ჭართალეთი) ისტორიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე მთიულეთის არაგვის შუა წელზე, სოფელ ანანურიდან მდინარე ხანდოსხევამდე (ახლანდელი მცხეთა-მთიანეთის მხარე, დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის თემის ტერიტორია). ზოგჯერ მთიულეთის ნაწილადაც მოიაზრება. ჩრდილოეთით ესაზღვრება ხანდო, სამხრეთით — ბაზალეთი, აღმოსავლეთით — ფშავი, ხოლო დასავლეთით — ქსნის ხეობა.

ჭართლის თემის საკრებულო - იხილე სოფელი ჭართალი

ჭართლისხევი - მდინარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 39 კილომეტრი).

ჭარი

1) ქართული ანბანის ოცდამეათე ასოს - ჭ-ს სახელწოდება.

2) განაძრობი კანი (გველისა, აგრეთვე ფრინველის ფეხისა).

ჭარიკა - წყლის კოკა, ჩაფი.

ჭარიკი - საწყაო ნახევარი კოკის ტევადობისა.

ჭარინდა - მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე (3581 მეტრი).

ჭარმაგი - ხანში შესული ვაჟკაცური იერის მქონე (მამაკაცი).

ჭარნალი

1) მდინარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჭოროხის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 25 კილომეტრი).

2) სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

ჭარო

1) თოლიის მსგავსი ფრინველი.

2) წყლიან-ბალახიანი ველი.

ჭარტალი

1) ენის ჭარტალი - გაუთავებლად და უადგილოდ ლაპარაკი.

2) სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (მოლითის თემის საკრებულო), მდინარე ჩხერიმელის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 720 მეტრი, ხარაგაულიდან - 13 კილომეტრი, მარელისიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) - 3 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 59 კაცი.

ჭარხალაშვილი რევაზ - კინორეჟისორი (1931-1980 წწ).

ჭარხალეთი - მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში, რაყისწყლის მარცხენა

შენაკადი.

ჭარხალი (Beta vulgaris) - ორწლოვანი წითელი ან თეთრი ძირხვენა მცენარე ნაცარქათამასებრთა ოჯახისა; აქვს მსხვილი ფესვი. იხმარება საჭმლის დასამზადებლად.

ჭაური - ვერტიკალური ან დახრილი გვირაბი, რომელსაც უშუალო გამოსასვლელი აქვს დედამიწის ზედაპირზე და განკუთვნილია სასარგებლო წიაღისეულის საბადოს გახსნისა და ექსპლუატაციისათვის.

ჭაუხი

1) იხილე ჭიუხი2.

2) უღელტეხილი დუშეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებებში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთ ნაწილში.

3) მყინვარი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე.

ჭაუხისწყალი - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ჯუთისწყლის მარცხენა შენაკადი.

ჭაფალა - თევზი ერთგვარი, ნაფოტის მსგავსი.

ჭაქვინჯი - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ჭაღარა

1) თმაში, წვერში გარეული თეთრი თმა.

2) ვისაც თმაში, წვერში თეთრი აქვს გარეული.

ჭაღარაგარეული

1) ვისაც თმაში (წვერში...) ჭაღარა ეტყობა.

2) რაშიც ჭაღარა აქვთ გარეული.

ჭაღარათმიანი - ვისაც ჭაღარა თმა აქვს.

ჭაღარამორეული - საკმაოდ გაჭაღარავებული.

ჭაღარანარევი (ჭაღარაშერეული) - იგივეა, რაც ჭაღარაგარეული.

ჭაღაროსანი - იგივეა, რაც ჭაღარა (ადამიანი).

ჭაღვი - სათიბელი (საბა).

ჭაღი - ჩამოსაკიდებელი გასანათებელი მოწყობილობა, რომელზედაც რამდენიმე ელექტროლამპა ან შანდალია.

ჭაშა

1) მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.

2) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მჭადიჯვრის თემის საკრებულო), მდინარე ქანის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 980 მეტრი, დუშეთიდან - 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 69 კაცი.

ჭაშლეთი - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (დღნორისის თემის საკრებულო), მდინარე რიონის ხეობაში. მდებარეობს ისტორიული მხარეების - იმერეთისა და ლეჩხუმის საზღვარზე, ქალაქ წყალტუბოდან - 67 კილომეტრი, ზღვის დონიდან 640 მეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 120 კაცი. სოფელში დგას მცირე ზომის დარბაზული ტიპის მაცხოვრის ეკლესია. შემორჩენილია აბსიდის ქვაზე გამოკვეთილი წმინდანთა რელიეფური გამოსახულებები. ძეგლი ქვაზე კვეთილი ხატების უნიკალურ შემთხვევად არის მიჩნეული.

ჭაშნაგირი (სპარს. „ჩეშნე-გირ“) - ჭაშნიკის გამსინჯველი, ღვინის შემრჩევი.

ჭაშნიკი - სასმლის (ღვინის...) ნიმუში გემოს გასასინჯად.

ჭაჭა

1) ყურძნის ნარჩენი ღვინის დაწურვის შემდეგ.

2) ჭაჭის არაყი.

3) იგივეა, რაც თირკმელი.

ჭაჭამური - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ჭაჭანაური - ჭაჭის გამონაწური (ღვინის სახუმარო ეპითეტია).

ჭაჭარაქი - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

ჭაჭაჭუჭი - იგივეა, რაც ჭრიალი.

ჭაჭია - მჭადი ბავშვის ენაზე.

ჭაჭიეთი - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

ჭაჭუნისწყალი - მდინარე ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთის მდგენელი.

ჭაჭუტა - ახლად ამოყვანილი პატარა ყველი (იმერეთში, გურიაში).

ჭაჭყანი - ხმამაღალი უსიამოვნო ლაპარაკი.

ჭახათი - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

ჭახანი - გატეხის, დაჯახების, თოფის გავარდნისა და მისთანების მკვეთრი ხმა.

ჭახაური - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

ჭახაჭუხი - ხშირი ჭახანი.

ჭახვათა - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ჭახრაკა - მოხერხებული, გაქნილი.

ჭახრაკაული - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა.

ჭახრაკი - ხრახნიანი მოსაჭერი მოწყობილობა.

ჭახრაკული - ეშმაკური, მოხერხებული.

ჭახუნი - იგივეა, რაც ჭახანი.

ჭახჭახი - იგივეა, რაც ჩახჩახი.

9.2 ჭდ

▲ზევით დაბრუნება


ჭდე - მჭრელი იარაღით ხეზე ამოკვეთილი ნიშანი; ნაჭდევი.

ჭდეებიანი (ჭდიანი) - რაზედაც ჭდეა, ჭდეებია.

ჭდეული - ჭდობით აშენებული.

9.3 ჭე

▲ზევით დაბრუნება


ჭედადი - რის დამუშავებაც ჭედვით შეიძლება.

ჭედია ლეონ - მსახიობი და რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1903-1990 წწ).

ჭედილა - დაკოდილი მამალი ცხვარი.

ჭედური - ჭედვის ხასიათისა; ჭედვით გამოყვანილი (ხელოვნების ნაწარმოები); ჭედვასთან, როგორც ხელოვნების დარგთან, დაკავშირებული ქმნილება.

ჭედურობა (ჭედილობა) - ჭედვით გამოყვანის ხელოვნება; ლითონმქანდაკებლობა.

ჭეიშვილი რეზო - მწერალი (დაიბადა 1933 წელს).

ჭელა - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

ჭელიათა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ჭელიათისწყალი - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

ჭელიაღელე - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ჭელირი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ჭელიში - შუა საუკუნეების მონასტერი, კულტურულ-საგანმანათლებლო კერა დასავლეთ საქართველოში, რაჭაში, სოფელ ნიკორწმინდასთან (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი).

ჭელიძე ამბაკო - მწერალი და საზოგადო მოღვაწე, აღმოსავლური პოეზიის მთარგმნელი (1876-1940 წწ).

ჭელიძე გიორგი - ოპერატორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (დაიბადა 1922 წელს).

ჭელიძე ეთერ - მომღერალი და კომპოზიტორი (1938-1988 წწ).

ჭელიძე ვახტანგ - მწერალი, მთარგმნელი (1917- ).

ჭელიძე ვახტანგ - ფეხბურთელი, მცველი. თამაშობდა თბილისის „დინამოში“ (1963-76). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 255 მატჩი (7 გოლი). სსრკ ჩემპიონატის ოთხგზის მესამე პრიზიორი (1967, 71, 72, 76 გაზაფხული). სსრკ თასის მფლობელი (1976, გუნდის კაპიტანი) და ფინალისტი (1970) (1945-1995 წწ).

ჭელიძე ოთარ - პოეტი (დაიბადა 1925 წელს).

ჭელიძე სერგო - რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1908-1977 წწ).

ჭემგუელები - დაღესტანში მცხოვრები ხალხი.

ჭენება - სწრაფად, სირბილით ტარება (ცხენისა).

ჭენია - მწერების გვარი ბზუალა ხოჭოების ოჯახისა.

ჭენჭი

1) მწვადის შეწვის დროს წვეთ-წვეთად ჩამოსული ცხიმი.

2) სიმსუქნე, ქონი.

3) ლორწოვანი სითხე, ლორწო.

ჭენჭეხი - იგივეა, რაც ჭანჭახი.

ჭენჭიანი - ჭენჭის მქონე.

ჭენჭყი - მინდორში, ბალახებში ჩამდგარი წყალი.

ჭენჭყო - ნესტიანი, ჭაობიანი.

ჭენჭყობიანი - ნესტიანი, ჭაობიანი.

ჭეო - ფიჭის უჯრედში დაგროვილი ყვავილის მტვერი (ფუტკრის საკვებია).

ჭერათხევი - მდინარე ხაშურის მუნიციპალიტეტში, სურამულას მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 27 კილომეტრი).

ჭერამი (Armeninco vulgaris) - ხეხილი ვარდისებრთა ოჯახისა; ისხამს მომრგვალო ყვითელ ან მოწითალო-ყვითელ წინწკლებით დაფარულ კურკიან ნაყოფს.

ჭერდაბალი - იგივეა, რაც დაბალჭერიანი.

ჭერდაქცეული - უსახლკაროდ დარჩენილი.

ჭერემა - ვეფხვივით ჭრელი საქონელი, ვეჟანა (ჩვეულებრივ იხმარება საქონლის საკუთარ სახელად).

ჭერემი

1) სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

2) შუა საუკუნეების ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიულ ჰერეთში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი); ქალაქი V საუკუნეში დააარსა ვახტანგ I-მა გორგასალმა.

ჭერეხი

1) რიყის ქვა; რიყე.

2) (Aspius aspius) - თევზი კობრისებრთა ოჯახისა; ჩვენში გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს წყლებში.

ჭერი

1) ნაგებობის (ოთახის, დარბაზი...) ზედა ჰორიზინტალური ნაწილი, რომელიც კედლებს ეყრდნობა.

2) (გადატანით) ბინა, სამყოფელი.

3) იგივეა, რაც სხვენი.

4) (გადატანით) რაიმე მიღწევის ზედა ზღვარი.

5) სოფლები მესტიის და ხულოს მუნიციპალიტეტებში.

ჭერმაღალი - მაღალჭერიანი.

ჭერმისფერი - რაც ფერით ჭერამს მოგვაგონებს; მოწითალო ყვითელი.

ჭერმისხევი - მდინარე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 35 კილომეტრი).

ჭერმობა - ჭერმის შემოსვლის (დამწიფების) დრო.

ჭეროსწყალი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ანდის ყოისუს მარცხენა შენაკადი.

ჭერულა - მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჯრუჭულის მარჯვენა შენაკადი.

ჭერქვეშ

1) ჭერს ქვეშ.

2) შინ, ბინაში.

ჭერხო - ორსართულიანი სახლის ზედა სართული (თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში).

ჭექა-ქუხილი - ატმოსფერული მოვლენა, რომლის დროსაც სქელ გროვა-წვიმის ღრუბლებში და ღრუბელსა და დედამიწის ზედაპირს შორის წარმოიქმნება ძლიერი ელექტრული განმუხტვა - ელვა, რომელსაც თან სდევს ქუხილი.

ჭეშმარიტება

1) სინამდვილე, სიმართლე, სისწორე, სიზუსტე.

2) ცნება ფილოსოფიაში - მატერიალური სამყაროს სწორი ასახვა ადამიანის ცნობიერებაში.

ჭეშმარიტი - მართალი, ნამდვილი, უტყუარი.

ჭეშო - ყოფილი სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში.

ჭეშორი - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ხეორის მარჯვენა შენაკადი.

ჭეშოს მთა - მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, პირიქითის ქედზე (სიმაღლე - 4086 მეტრი).

ჭეჭაქვისხევი - მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში, სტორის მარცხენა შენაკადი.

ჭეჭელაანთუბანი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ჭეჭველა - მცენარეთა გვარი მიხაკისებრთა ოჯახისა, ერთწლოვანი ბალახები.

ჭეჭკეტასოკო - ხორციანი ქუდიანი სოკო.

ჭეჭლა - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

9.4 ჭვ

▲ზევით დაბრუნება


ჭვავი (შეცალე) - პურეული მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა; აქვს მოგრძო მოკლეფეხიანი თავთავი.

ჭვალი - მჩხვლეტავი ტკივილები გვერდში (ან მკერდში).

ჭვანა - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ჭვანისწყალი - მდინარე შუახევის მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის მარჯვენა შენაკადი.

ჭვარები - სოფლების დიდი ჭვარების და პატარა ჭვარების გავრცელებული სახელწოდება (გორის მუნიციპალიტეტი).

ჭვარებისწყალი - მდინარე გორის მუნიციპალიტეტში, თეძმის მარჯვენა შენაკადი.

ჭვარტლი - მური, რომელიც ეფინება რისამე ზედაპირზე.

ჭვარტლიანი - ჭვარტლით დაფარული, გაჭვარტლული.

ჭვარტლისფერი - რაც ფერით ჭვარტლს მოგვაგონებს; შავი.

ჭვებარი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ჭველე - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

ჭველიერი - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

ჭველფი - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

ჭვიბერაზაუ - უღელტეხილი სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე.

ჭვიბერი - უღელტეხილი სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე.

ჭვიბრულა - მდინარე, იხილე ნენსკრა.

ჭვილთი - იგივეა, რაც ბარჯი.

ჭვინთა - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

ჭვინთაური - მთა თიანეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე (სიმაღლე - 1240 მეტრი).

ჭვინთაღელე - მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა შენაკადი.

ჭვინტა (Cannabina) - ჩიტი ერთგვარი ბეღურასნაირთა რიგისა.

ჭვინტაკა (Prunella) - მონაცრისფრო ჩიტი ბეღურასნაირთა რიგისა; ბინადრობს კლდეებსა და ალპური ზონის ველებში.

ჭვინტი - ფეხსაცმლის (წაღის, ქალამნის, ქოშის...) წაწვეტებული და ზევით აწეული ცხვირი.

ჭვინტიანი - რასაც ჭვინტი აქვს.

ჭვირი - სხივი (რამეში გამოსული, გამოტანებული).

ჭვირნიშანი - გამჭვირვალე გამოსახულება ქაღალდში.

ჭვიშტარი - მჭადი, რომელშიც ყველია შერეული და ისეა გამომცხვარი.

ჭვრინისი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

ჭვრიტე - ვიწრო სიგრძივი ჭუჭრუტანა.

ჭვრიტილო - იგივეა, რაც ჭუჭრუტანა.

ჭვრიტინა - მცირე სარკმელი.

9.5 ჭი

▲ზევით დაბრუნება


ჭია - მოგრძო რბილსხეულიანი უძვლო ცხოველი.

ჭიაბერი - XII საუკუნის II ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოს დიდებული, გიორგი III-ის უახლოესი ვასალი (გარდაიცვალა 1195 წელს).

ჭია-ბუჭყები - იგივეა, რაც ჭიაღუა.

ჭიათურა - ქალაქი საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ყვირილას ნაპირებსა და მიმდებარე პლატოზე. ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. მოსახლეობა - 13,8 ათასი (2002 წელი). მანძილი თბილისიდან - 220 კილომეტრი. ჭიათურა მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია ამიერკავკასიისა და ევრაზიის ტერიტორიაზე. მოიპოვებენ, აგრეთვე, უმაღლესი ხარისხის კვარცის ქვიშას, რომელიც საუკეთესო მასალაა შენობების მოსაპირკეთებლად. ქალაქში არის სარკინიგზო კვანძი (ზესტაფონ-საჩხერის ხაზი ჭიათურას აკავშირებს ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალთან). ქალაქს საფუძველი ჩაეყარა 1879 წელს, როდესაც აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო მანგანუმის მადნის მოპოვება. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (აკაკი წერეთლის სახელობის დრამატული თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მხატვრის სახლი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალები). ჭიათურაში არის ჭიათურის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია, მღვიმევის მონასტერი (XII ს.). ქალაქის მახლობლად არის ქართული ხუროთმოძღვრების სხვა ძეგლები - შუა საუკუნეების ციხე და გამოქვაბულები „ჯარბელა“, კლდეკარის გამოქვაბულები (სოფ. სვერის მახლობლად), სვერის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (XIX ს.), სვერის ციხე-სიმაგრე (VII ს.) და სხვა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

- ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში.
- 1917 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში, 1921 წლიდან ისევ შორაპნის მაზრაშია, 1930 წელს მიენიჭა დამოუკიდებელი რაიონის სტატუსი, 1958 წელს ეწოდა ჭიათურის საქალაქო საბჭო, 1963-64 შედიოდა საჩხერის რაიონში, 1965 წლიდან კვლავ დამოუკიდებელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია.
- მდებარეობს იმერეთის მაღლობის ერთ ნაწილზე, მდინარე ყვირილის აუზში.
- მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებია: ჩრდილო-აღმოსავლეთით - საჩხერის, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით - ხარაგაულის, სამხრეთ-დასავლეთით - ზესტაფონის, დასავლეთით - თერჯოლოს და ტყიბულის, ჩრდილო-დასავლეთით - ამბროლაურის.
- რელიეფის თავისებურებებს საზღვრავს ჭიათურის პლატო და მდინარე ყვირილის შენაკადებით დაყოფილი ცალკეული პლატოები (ზეგნები), რომლებიც სამი მხრიდან ეროზიული ხეობებით არის შემოფარგლული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ჩრდილოეთ ნაწილში განლაგებული რაჭის ქედის სამხრეთი კალთები.
- ფართობი - 542 კვ.კმ. (საქართველოს მთელი ტერიტორიის 0,7%).
- მოსახლეობა - 55 ათასი.
- სიმჭიდროვე - 102 კაცი კვ.კმ-ზე.
- მოსახლეობის 99,6% ქართველია; 0,2% - რუსი; 0,05% - სომეხი; 0,03% - აფხაზი; 0,03% - ოსი.
1 ქალაქი - ჭიათურა
13 თემის საკრებულო: გეზრულის (2), ვაჭევის (4), ზოდის (4), ითხვისის (3), კაცხის (7), მანდაეთის (5), ნიგოზეთის (8), პერევისას (6), სარქველთუბნის (4), სვერის (3), ქვაციხის (4), წირქვალის (4), ხვაშითის (5) და 2 სოფლის საკრებულო: რგანი, ხრეითი.
- 61 სოფელი: ბეგიაური, ბიღა, ბჟინევი, ბუნიკაური, გუნდაეთი, დარკვეთი, დიდი კაცხი, ეწერი, ვაკევისა, ვანი, ვაჭევი, ზედა ბერეთისა, ზედა რგანი, ზედა ჭალოვანი, ზედუბანი, ზოდი, თაბაგრები, თვალუეთი, ითხვისი, კალაური, კაცხი, კვახაჯელეთი, მანდაეთი, მელუშეეთი, მერევი, მეჩხეთური, მორძგვეთი, მოხოროთუბანი, მღვიმევი, ნავარძეთი, ნიგოზეთი, პატარა ჩხირაული, პერევისა, რგანი, რცხილათი, საკურწე, სალიეთი, სარქველეთუბანი, სვერი, სკინდორი, ტყემლოვანა, უსახელო, ქბილარი, ქვაციხე, ქვედა ბერეთისა, ქვედა გეზრული, ქვედა ჭალოვანი, ღვითორი, შუა გეზრული, შუქრუთი, ცხრუკვეთი, წასრი, წინსოფელი, წირქვალი, წყალშავი, ჭილოვანი, ხალიფაური, ხვაშითი, ხრეითი, ჯოლხეეთი, ჯოყოეთი.

ჭიათურის პლატო - იმერეთის მაღლობის ჩრდილოეთ-დასავლეთი ნაწილი, სადაც კრისტალური სუბსტრატი თითქმის დაუნაოჭებელი მეზოზოურ-კაინოზოური ნალექების შრეებითაა დაფარული, მოქცეულია ჭიათურის, საჩხერის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში. გადაკვეთილია მდინარეების ყვირილის, ძირულის ქვემო დინებების, დუმალის, საძალისხევის ხელმოსმულისა და სხვა ღრმა და ზოგან კანიონისებრი ხეობებით. პლატო დახრილია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკებ. დანაწევრების სიღრმე 30-350 მეტრის ფარგლებშია. ჭიათურის პლატოს აბსოლუტური სიმაღლე 300-900 მეტრია. ხეობებს შორის ოდნავ დახრილი, დატალღული ვაკეებია, კორბოულის აღმოსავლეთით ამართულია გორაძირის წყვილი ვულკანური კონუსი. ჭიათურის პლატოზე ბევრგანაა მეწყერები და კლდენაზვავები. ზედაცარცულ კირქვებში განვითარებულია კარსტული ძაბრები, მღვიმეები. აქ 100-ზე მეტი მღვიმეა აღრიცხული. მრავალ მღვიმეში აღმოჩენილია ქვის ხანის ნაშთები (დევისხვრელი, მღვიმევი, გვარჯილისკლდე, რგანი, ჯრუჭულა, სამგლეკლდე, ორთვალაკლდე, ძუძუაკლდე). საყურადღებოა აგრეთვე სვერის, ნიგოზეთის ბერევისისა და სხვა კარსტული მღვიმეები, ნიგოზეთის „ერდოებიანი დერეფანი“. პლატოზე ხემცენარეულობა უმეტესად განადგურებულია და მხოლოდ ხეობათა ციცაბო გვერდებზეა შემორჩენილი მეორადი ტყე-ბუჩქნარი.

ჭიაკოკონა

1) აღდგომის წინა ოთხშაბათს (ღამით) დანთებული კოცონი (კუდიანების დასაფრთხობად), რომელზედაც ხტებიან ხოლმე.

2) ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1961 წელს. დამდგმელი რეჟისორი - იური ქავთარაძე. სცენარის ავტორი - სულიკო ჟღენტი. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი კალატოზიშვილი. კომპოზიტორი - ბიძინა კვერნაძე. მთავარ როლებში: ლია ელიავა, მალხაზ ბებურიშვილი, გივი თოხაძე, დოდო აბაშიძე, კოტე დაუშვილი, ნოდარ ჩხეიძე, ეროსი მანჯგალაძე, ნოდარ ფირანიშვილი, ირაკლი უჩანეიშვილი, მეგი წულუკიძე, გიგოლა თალაკვაძე.

ჭიაკოკონობა - უძველესი ქართული რიტუალი - ცეცხლით განწმენდის დღეობა, იმართება დიდ ხუთშაბათს ან დიდი ხუთშაბათის წინა საღამოს.

ჭიალაშქარა - ორფრთიანი რიგის მწერის - კოღოლაშქარას - მატლი.

ჭიამაია (Coccinella) - პატარა, მრგვალი ხოჭო წითელი ან ყვითელი ფერისა, შავწინწკლებიანი ან თეთრლაქიანი; ანადგურებს მავნებლებს.

ჭიამარია - იგივეა, რაც ჭიამაია.

ჭიამკვდარი - სუსტი, უძლური.

ჭიანაწლავი (აპენდიქსი) - ბრმა ნაწლავის დანამატი.

ჭიანაჭამი - ჭიისაგან ნაჭამი, დაჭიანებული.

ჭიანი

1) რასაც ჭია აქვს გაჩენილი; რაც დაჭიანებულია.

2) ავადმყოფი, სუსტი. || საცოდავი, უვარგისი.

ჭიანური - ქართული ხალხური სიმებიანი-ხემიანი საკრავი.

ჭიანჭველა - პატარა მწერი სიფრიფანფრთიანთა რაზმისა.

ჭიატა - ციმციმა, ბრჭყვიალა.

ჭიატი - ღრუბლებიდან, ნისლიდან გამოშუქება.

ჭიაობა - ჭიად ყოფნა.

ჭიაურა - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ახალსოფლის თემის საკრებულო), კახეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე საგამის (ივრის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1240 მეტრი, თიანეთიდან - 11 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 26 კაცი.

ჭიაურელი ბორის - მევიოლინე, საქართველოს სახალხო არტისტი (1916-2001).

ჭიაურელი მიხეილ - კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1894-1974 წწ).

ჭიაურელი ოთარ - რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1917-1966 წწ).

ჭიაურელი სოფიკო - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1937-2008 წწ).

ჭიაური - სოფელ ერეთისკარის ძველი სახელწოდება.

ჭიაურის ქედი - ქედი თიანეთის მუნიციპალიტეტში, ივრისა და საგამის წყალგამყოფი.

ჭიაურისწყალი - მდინარე თიანეთის მუნიციპალიტეტში, ივრის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 18 კილომეტრი).

ჭიაფანდურა - იგივეა, რაც ფუნაგორია.

ჭიაფერა (Phytolacca americana) - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე; აქვს მოწითალო დატოტვილი ღერო; იკეთებს თეთრ წვრილ ყვავილებს. ისხამს ყურძნის მტევნის მსგავსად შეკრებილ ნაყოფს (საღებავად და მელნის გასაკეთებლად იხმარება).

ჭიაფერი - წითელი ფერის საღებავი.

ჭიაყელა - მრგვალი, გრძელი, მოწითალო ფერის მიწის ჭია.

ჭიაღუა - სხვადასხვა ჭია, ჭიები.

ჭიაჭუა - იგივეა, რაც ჭიაღუა.

ჭიბონი (ჭიმონი) - იგივეა, რაც გუდასტვირი.

ჭიბრევი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ჭიგო - ვაზის სარი.

ჭიდაობა - სპორტის სახეობა - ორი ადამიანის შებმა, როცა თითოეული ცდილობს მეორეს მოერიოს და წააქციოს.

ჭიდილი - შებმა, შეჭიდება, ჭიდაობა.

ჭიე - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), მდინარე ხევსურეთის არაგვის მარცხენა მხრეს. ზღვის დონიდან - 1880 მეტრი, დუშეთიდან - 74 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 2 კაცი.

ჭივილაანები - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ანანურის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 26 კაცი.

ჭივილაანთხევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი.

ჭივილი - წვრილ ფრინველთა ხმიანობა; ჟღურტული.

ჭივჭავა - მდინარე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ხრამის მარცხენა შენაკადი.

ჭივჭავი (Carduelis spinus) - პატარა მოყვითალო მომწვანო ჩიტი ბეღურასნაირთა რიგისა.

ჭითაალიში - მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე (2762 მეტრი).

ჭითაგვალა - მთა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე (3226 მეტრი).

ჭითაუშკური - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

ჭითაფონი - მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, კირის მარჯვენა შენაკადი.

ჭითაწყარი

1) მდინარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ჯუმის მარჯვენა შენაკადი.

2) სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ჭიკანი

1) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ფასანაურის სადაბო საკრებულო), მთიულეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. მდინარე მთიულეთის არაგვის ხეობაში ზღვის დონიდან - 1320 მეტრი, დუშეთიდან - 55 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 17 კაცი.

2) სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში

ჭიკარტი (Veronica polita) - ერთწლოვანი პატარა სარეველა მცენარე შავწამლასებრთა ოჯახისა; იკეთებს თეთრ ან ცისფერ ყვავილებს.

ჭიკარტი

1) იგივეა, რაც კნოპი.

2) ჭიკი - იგივეა, რაც ჭუკი.

ჭიკორი - იგივეა, რაც კოჭური.

ჭიკჭიკა - რასაც ჭიკჭიკი სჩვევია.

ჭიკჭიკი

1) ზოგი ფრინველის ხმიანობა.

2) (გადატანით) ტკბილად, საამოდ ლაპარაკი.

3) ირონიით იტყვიან საერთოდ ლაპარაკზე.

ჭილაანთკარი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (გალავნის თემის საკრებულო), საბადურის ქედის დასავლეთი კალთის ძირას, მდინარე თეზმის (არაგვის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 900 მეტრი, მცხეთიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 კაცი.

ჭილაია სერგი - მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1912-1993 წწ).

ჭილაძე თამაზ - მწერალი (დაიბადა 1931 წელს).

ჭილაძე ოთარ - მწერალი (1933-2009 წწ).

ჭილბები - ერთ-ერთი ჰერული ტომი, რომელიც ბინადრობდა ჰერეთის მთიანეთში, მდინარე ალაზნის ზემოწელზე.

ჭილი (Juncus)

1) მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე; ხმარობენ ჭილობებისა და ჩანთების მოსაწნავად.

2) თესლისაგან მიღებული ხახვის პატარა ბოლქვი, რომელსაც მეორე წელიწადს რგავენ მსხვილი ბოლქვების მისაღებად.

ჭილიბი - რკინის ან ხის ჩხირი, რომელიც ღერძის (ჭანჭიკის...) ბოლოშია ჩარჭობილი, რომ ბორბალი (ქანჩი...) გარეთ არ გამოვარდეს.

ჭილიტბა - ტბა ხულოს მუნიციპალიტეტში.

ჭილობი - ჭილის (ან სხვა მცენარის) ღეროებისაგან ნაქსოვი საფენი.

ჭილოვანი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (პერევისის თემის საკრებულო). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 560 მეტრი. ჭიათურიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 304 კაცი.

ჭილოფა - იგივეა, რაც ჭილი.

ჭილურტი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მჭადიჯვრის თემის საკრებულო), მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 920 მეტრი, დუშეთიდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 308 კაცი.

ჭილყვავი (Corvus frungilegus) - ყვავის მსგავსი მომცრო შავი ფრინველი.

ჭიმასი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ჭიმონი - იხილე ჭიბონი.

ჭიმღა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 1 კაცი.

ჭიმღისკლდე - ქედი დუშეთის მუნიციპალიტეტში, კიდეგანის ქედის განშტოება.

ჭიმღისმაღალი - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, კიდეგანის ქედზე. მდინარეების არმხი-სნოსწყლისა და ასის წყალგამყოფ ქედზე. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, აქვს კლდოვანი ციცაბო კალთები (სიმაღლე - 3851 მეტრი).

ჭიმღისწყალი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, არხოტისწყლის მარცხენა შენაკადი.

ჭინათი - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ჭინთვა - მუცლის კუნთების ჭიმვა.

ჭინკა

1) ავი სული (წარმოიდგენენ პატარა არსებად).

2) (გადატანით) იტყვიან ცელქ, ცქვიტ, მოხერხებულ ბავშვზე.

ჭინკაძეები - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

ჭინჭაოსღელე - მდინარე შუახევის მუნიციპალიტეტში , ნაღვარევის მარჯვენა შენაკადი.

ჭინკობისთვე - ნოემბრის ხალხური სახელი.

ჭინჭარაანთკარი - ყოფილი სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში .

ჭინჭარაულისწყალი - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბანისხევის მარცხენა შენაკადი.

ჭინჭარი (Urtica) (ჯინჭარი) - მსუსხვი ბალახი; იკეთებს თავთავის მსგავსად შეკრებილ წვრილ ყვავილებს, ზოგჯერ ხმარობენ მხალად.

ჭინჭველი - იგივეა, რაც ჭიანჭველა.

ჭინჭი

1) იგივეა, რაც ჩვარი.

2) (გადატანით-ირონიულად) ქსოვილი, მატერია.

ჭინჭილა - დოქის მოყვანილობის პატარა საღვინე ჭურჭელი თიხისა.

ჭინჭილაქი - ურმის ღერძის ჭილიბი.

ჭინჭორი - ჩიჩვრის მსგავსი წანაზარდი ინდაურის ნისკარტის ზემოთ.

ჭინჭრაქა - იგივეა, რაც ღობემძვრალა.

ჭინჭრიანი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

ჭინჭრისდედა (Lamium album) - ფესურიანი ბალახი ტუჩოსანთა ოჯახისა; ღერო და ფოთლები ჭინჭრისას უგავს.

ჭინჭყლი

1) აყალმაყალი.

2) იგივეა, რაც ჭინჭყლიანი.

ჭინჭყლიანი

1) ვისაც ჭინჭყლი სჩვევია; ჭირვეული.

2) ავდრიანი.

ჭიორა - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ჭიოტა (Agrostemma githago)

1) ერთწლოვანი შხამიანი მცენარე მიხაკისებრთა ოჯახისა; ისხამს დატოტვილ ღეროზე თითო-თითოდ განლაგებულ დიდ ხასხასა წითელ ყვავილებს; იცის პურეულის ნათესებში.

2) პატარა, წვრილი.

ჭიპა - თართის მუცელი დამარილებული.

ჭიპი

1) მუცლის შუაში პატარა ჩაღრმავებული ადგილი, რომელიც რჩება ჭიპლარის მოჭრის შემდეგ.

2) ყველის ამოყვანის შემდეგ შრატში დარჩენილი ნამცეცები ან ახლად ამოყვანილი ყველის პატარა ნაწყვეტი.

3) ადგილი, რომლითაც მიმაგრებულია თესლი ნაყოფის ადგილზე.

4) ამობურცული ადგილი გოგორის (მთლიანი ხისგან გამოთლილი ბორბლის) შუაში.

ჭიპლარი - ძარღვიანი მილი, რომელიც ძუძუმწოვარი ცხოველის ჩანასახს აერთებს საშვილოსნოსთან და გადასცემს მას საკვებს დედის ორგანიზმიდან.

ჭირაქაძე ნინო - პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1951 წელს).

ჭირგადახდილი - ვისაც თავს ჭირი, გაჭირვება გადახდომია.

ჭირგამოვლილი - ვისაც გაჭირვება გამოუვლია.

ჭირვეული - ჟინიანი, მიზეზიანი.

ჭირვეული მეზობლები - ქართული მხატვრული ფილმი, კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1945 წელს. დამდგმელი რეჟისორი - შოთა მანაგაძე. სცენარის ავტორი - გიორგი მდივანი. დამდგმელი ოპერატორი - იური რიშკოვი. კომპოზიტორი - დავით თორაძე. მთავარ როლებში: ალექსანდრე ჟორჟოლიანი, შალვა ღამბაშიძე, ცეცილია წუწუნავა, სესილია თაყაიშვილი, ლიანა ასათიანი, დუდუხანა წეროძე, აკაკი ხორავა, ჩიტოლია ჩხეიძე.

ჭირი

1) საერთო სახელწოდება ცხოველთა (ქათმის, ძაღლის, ღორის....) მწვავე გადამდები დაავადებებისა, რომელთაც იწვევს სხვადასხვა ვირუსი.

2) იგივეა, რაც შავი ჭირი.

3) რაიმე მძიმე გადამდები დაავადება.

4) გაჭირვება, უბედურება, გასაჭირი.

ჭირიანი - ჭირით დაავადებული.

ჭირიანობა - დრო, როდესაც ჭირია გავრცელებული; ჟამიანობა.

ჭირიმე (შენი, თქვენი) - გამოთქმა, რომელიც იხმარება ალერსით, სიყვარულით მიმართვისას.

ჭირისუფალი

1) მიცვალებულის პატრონი.

2) მზრუნველი, მოამაგე, პატრონი.

ჭირისხევი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს მარცხენა შენაკადი.

ჭირკოდილა - ვინც თითქმის სულ ავადმყოფობს, არც ავად არის და არც კარგად; ჭირიანი.

ჭირნანახი - იგივეა, რაც ჭირნახული.

ჭირნახული

1) ვინც ჭირი, გაჭირვება ნახა.

2) პურის, სიმინდის, ლობიოს და მისთანების მოსავალი.

ჭირნახულობა - გაჭირვება, გასაჭირი.

ჭირუთა (ჭირვითა, ყოფილი შუამთა) - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ჭირხისწყალი - მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში, წინუბნისწყლის მარცხენა შენაკადი.

ჭირხლი - მცენარეზე და სხვა საგნებზე წიწვივით შეყინული ორთქლი.

ჭირხლიანი - რასაც ჭირხლი აქვს დადებული.

ჭირხნა - წნევით, დაწოლით გადაადგილება და გარკვეულ სივრცეში მოგროვება (სითხისა, აირისა).

ჭიტა

1) ბავშვების გასართობი სიტყვა; დამალულს შესძახებენ და ნიშნავს - გიპოვნეო, დაგინახეო.

2) მოკიაფე (ვარსკვლავის ეპითეტია).

ჭიტი - თითისტარზე ან ჯარატარზე ნახვევი ნართი.

ჭიტლაყი - იგივეა, რაც პანღური.

ჭიუხი

1) შიშველი, წვეტებიანი კლდე.

2) (ჭაუხი) - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის დასავლეთ ნაწილში.

ჭიუხიანი - ადგილი, სადაც ჭიუხებია.

ჭიფეგვალა - მდინარე მარტვილის მუნიციპალიტეტში, ტეხურის მარცხენა შენაკადი.

ჭიფშირა - მთა გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედზე (2380 მეტრი).

ჭიფხვა - იგივეა, რაც ჭინთვა.

ჭიქა

1) ცილინდრული ფორმის მინის უყურო ჭურჭელი რისამე დასალევად.

2) იგივეა, რაც მინა.

ჭიქიანი (კოიუნდაღი, ყოიუნდაღი) - მთა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ქედზე (2415 მეტრი).

ჭიქური - კრიალა, მოელვარე შენადნობი, რომლითაც თიხის ჭურჭლის ზედაპირს ფარავენ.

ჭიღვი

1) მხარ-ბეჭის სახსარი; ფრინველის წინამხარ.

2) ჩლიქიანი ცხოველის ფეხის ქვედა ნაწილი.

ჭიღლაძე სერგო - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1920-1944 წწ).

ჭიყჭიყი - ფრინველთა ხმიანობა; ჭახჭახი.

ჭიშკარი - ეზოს დიდი კარი; ალაყაფის კარი.

ჭიშკრიანი - ჭიშკრის მქონე.

ჭიშურა - მდინარე ტყიბულის და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე - 14 კილომეტრი, აუზის ფართობი - 53,5 კვ.კმ. სათავე აქვს ცუცხვათის ქვაბულში, 620 მეტრ სიმაღლეზე, საზრდოობს წვიმის, თოვლის და მიწის ქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან - 1,76 კუბ.მ/წმ.

ჭიშური - მდინარე ვანის მუნიციპალიტეტში, მდინარე სულორის მარცხენა შენაკადი.

ჭიჩო

1) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (უკანაფშავის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 1 კაცი.

2) მთა დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ქართლის ქედის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, მდინარე ივრის სათავეებში. აგებულია ზედაიურული და ქვედაცარცული ასაკის მერგელოვანი ფიქლებით, კალთები აქვს ციცაბო, დანაწევრებულია მდინარეების ივრისა და ფშავის არაგვის შენაკადებით (სიმაღლე - 3084 მეტრი).

3) უღელტეხილი დუშეთის მუნიციპალიტეტში. ჭიჩოსწყალი - იხილე ჭიჩოურა.

ჭიჩოურა (ჭიჩოსწყალი) - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი.

ჭიჭაფორისძე - XIII საუკუნის საქართველოს ხუროთმოძღვარი, გუდარეხის ტაძრის ამშენებელი.

ჭიჭვი - გადაჭრილი მხლის ამონაყარი.

ჭიჭილა - იგივეა, რაც ჭიჭლა.

ჭიჭინა - ჭიჭინაზე გასკდება - ძალიან გაბრაზდება.

ჭიჭინაძე ალექსი - პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე (1851-1917 წწ).

ჭიჭინაძე ალექსი - ბალეტის მსახიობი, რუსეთის სახალხო არტისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (დაიბადა 1917 წელს).

ჭიჭინაძე გივი - პოეტი, მსახიობი (დაიბადა 1934 წელს).

ჭიჭინაძე დოდო (თამარ) - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1926-2009 წწ).

ჭიჭინაძე ზაქარია - საზოგადო მოღვაწე და გამომცემელი (1854-1931 წწ).

ჭიჭინაძე კონსტანტინე - პოეტი, მთარგმნელი (1891-1960 წწ).

ჭიჭინაძე ლავრენტი - მწერალი (1906-1990 წწ).

ჭიჭინი - იხილე ჭრიჭინი.

ჭიჭინობელა - იხილე ჭრიჭინობელა.

ჭიჭიტანა - იგივეა, რაც ჭუჭრუტანა.

ჭიჭკვი - პატარა და მომცდარი ნედლი ტარო.

ჭიჭლა - მცირე საღვინე, ჭინჭილა.

ჭიჭმატა - მეტად წვრილი მძივი.

ჭიჭნაგური - შინაურულად გაკეთებული ძეხვი (იციან საინგილოში).

ჭიჭყინა

1) ზოგი თევზის (წვერას, მურწას, კობრის....) ნაშიერი.

2) იგივეა, რაც ქარსალა.

ჭიჭყინი - უსიამოვნო წვრილი ხმა.

ჭიხარულა - სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

ჭიხელი - ყოფილი სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

ჭიხვინა - რასაც ჭიხვინი სჩვევია.

ჭიხვინი - ცხენის ხმიანობა.

ჭიხუ - ყოფილი სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

9.6 ჭკ

▲ზევით დაბრუნება


ჭკა (Curvus monedula) - მომცრო ფრინველი ერთვარი ყორნისებრთა ოჯახისა.

ჭკადუაში - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ჭკვიანი

1) ვისაც ჭკუა აქვს; გონიერი.

2) ასეთი ადამიანის შესაფერი; ჭკვიანური, გონივრული.

ჭკვიანური - ჭკვიანის შესაფერი, დამახასიათებელი; გონივრული.

ჭკიდნარი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ჭკუა

1) აზროვნების უნარი; გონება.

2) პირველი შემადგენელი ნაწილი რთული სიტყვებისა - ნიშნავს ჭკუასთან, გონებასთან დაკავშირებულს.

ჭკუაგახსნილი - იგივეა, რაც გონებაგახსნილი.

ჭკუადაბნეული - თავგზააბნეული, გონებადაბნეული.

ჭკუადამჯდარი - დინჯი, ჭკვიანი, გონიერი.

ჭკუადახშული - გონებაჩლუნგი.

ჭკუათმყოფელი - ჭკვიანი, გონიერი.

ჭკუათხელი - სულელი, ჩერჩეტი, უჭკუო.

ჭკუამახვილი - გონებამახვილი, საზრიანი.

ჭკუამოკლე - უჭკუო, ჭკუათხელი.

ჭკუამსუბუქი - მსუბუქი, მჩატე ჭკუის პატრონი; მოსულელო.

ჭკუამხიარული - მოსულელო, ჩერჩეტი.

ჭკუანაკლები - ვისაც ჭკუა აკლია; მოსულელო.

ჭკუასელი ავთანდილ - ფეხბურთელი, თავდამსხმელი. თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ (1949-54, 1956-59) და თბილისის „ლოკომოტივში“ (1955). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 1 მატჩი, სსრკ უმაღლეს ლიგაში - 84 (29 გოლი). სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (1951, 53). 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მონაწილე. იყო საქართველოს სპორტკომიტეტის ფეხბურთის სამმართველოს უფროსი (1976-84, 1987-88) (1931-1994 წწ).

ჭკუასელი ჯემალ - ხალხური მომღერალი და ლოტბარი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1935 წელს).

ჭკუასუსტი - სუსტი ჭკუის პატრონი, ჭკუანაკლები.

ჭკუიანი - იგივეა, რაც ჭკვიანი.

9.7 ჭლ

▲ზევით დაბრუნება


ჭლაკვი (Allium Fistulosum) - ხახვის ერთ-ერთი სახეობა; იკეთებს წვრილ, მოგრძო ბოლქვებს; იშვიათად ყვავის, მრავლდება ბოლქვებით.

ჭლაპაჭლუპი - წყალში რისამე მოძრაობით გამოწვეული ხმა.

ჭლექი - იგივეა, რაც ტუბერკულოზი.

ჭლექიანი - ჭლექით დაავადებული.

ჭლიკი

1) იგივეა, რაც ჩლიქი.

2) ფეხის წვერი.

ჭლოუ - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

9.8 ჭმ

▲ზევით დაბრუნება


ჭმახე - იგივეა, რაც ჭმახი.

ჭმახი

1) მჭახე, მოძმარებული.

2) სიმჟავე, ჭანგი.

ჭმეულობა - ჭამა-სმა, ღრეობა, ქეიფი.

ჭმუნვა - მწუხარება, დარდი.

9.9 ჭნ

▲ზევით დაბრუნება


ჭნავი - იგივეა, რაც ცირცელი.

9.10 ჭო

▲ზევით დაბრუნება


ჭო - შემოკლებული ბიჭო!

ჭობარეთი

1) მდინარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ფარავნის მარჯვენა შენაკადი.

2) სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში.

ჭობარეთისთავი - მთა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ჭობარეთის ქედზე (2278 მეტრი).

ჭობარეთის ქედი - ქედი ასპინძის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში, თრიალეთის სამხრეთი განშტოება.

ჭობარეთისწყალი - მდინარე ასპინძის მუნიციპალიტეტში, ინჯისწყლის მარჯვენა შენაკადი.

ჭობისხევი

1) მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი.

2) სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

ჭოგნარი

1) სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში. იმერეთის დაბლობზე, მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 150 მეტრი, თერჯოლიდან - 26 კილომეტრი, ქუთაისიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1975 ადამიანი.

2) სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (საჯავახოს თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან - 120 მეტრი, სამტრედიიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 489 კაცი.

ჭოგრი

1) იგივეა, რაც ჭოკი.

2) ხელში დასაჭერი ოპტიკური ხელსაწყო მილის სახისა შორს არსებული საგნების დასანახავად.

ჭოგრიტი - იგივეა, რაც ჭოგრი (მნიშვნელობა 2).

ჭოეთი - იხილე ხორნაბუჯი.

ჭოვილო (Trings) - ჭაობის გრძელნისკარტა ფრინველი.

ჭოკი

1) წვრილი და გრძელი ჯოხი (ჩვეულებრივ კაკლის დასაბერტყად.).

2) სპორტული იარაღი - სიმაღლეზე გადასახტომი გრძელი ლატანი.

ჭოლაში - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ჭოლევი - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (რიონის თემის საკრებულო), მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის მთისწინეთში. ზღვის დონიდან - 300 მეტრი, წყალტუბოდან - 40 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 260 კაცი. ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნეში.

ჭოლიპა - ტბა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, გურიის დაბლობზე.

ჭოლოკი

1) მოკლე კეტი ჩვეულებრივ ხეზე სასროლად.

2) ბოლოში ორბოძალა ჭოკი, რომლითაც ნავს (ტივს) მართავენ (იციან გურიაში).

ჭონა

1) აღდგომის წინა დღეს მისალოცად კარდაკარ სიარული საგანგებო სიმღერის თანხლებით.

2) ამ დროს შესასრულებელი სიმღერა.

ჭონთისხევი - მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში, სტორის მარცხენა შენაკადი.

ჭონი - ტყავის, ბეწვის ქუდის, აგრეთვე ტანსაცმლის, მკერავი.

ჭონია - ჭონია ჩოხა - მოკლე ჩოხა ერთგვარი.

ჭონტილი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბაზალეთის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1220 მეტრი, დუშეთიდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 35 კაცი.

ჭონჭყი (ჭონჭყო) - ჭაობიანი ადგილი, ჭანჭრობი.

ჭოლაში - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ჭონქაძე დანიელ - მწერალი (1830-1860 წწ).

ჭონქაძის თემის საკრებულო - თემის საკრებულო დუშეთის მუნიციპალიტეტში, მოიცავს 21 სოფელს: არაგვისპირი, არღუნი, ახალაანი, ახალი ტონჩა, ბოდორნა, დუდაურები, ველთაურთკარი, ვეძათხევი, თანიანთკარი, იორი, მგლიანი, მეზვრიანთკარი, მჭედლიანთკარი, ნანიანი, ოქრუაანი, ფრიდონაანთკარი, ქარაულები, ქერანა, ქვემო აში, ყვავილი, ჯავახიანთკარი. თემის ცენტრია სოფელი ყვავილი.

ჭოპორტი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვის მარცხენა მხარეს. თემის ცენტრი (7 სოფელი: ახატანი, ბულაჩაური, ზემო ღარისწყალა, ქვემო ღარისწყალა, ქუბრიანთკარი, წითელსოფელი, ჭოპორტი). ზღვის დონიდან - 560 მეტრი, დუშეთიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 895 კაცი.

ჭოპორტის თემის საკრებულო - იხილე ჭოპორტი.

ჭოპოსანი - ხის სახეხი მსხვილკბილა ქლიბი.

ჭორბაული - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ჭორვილა - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (საირხის თემის საკრებულო). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. ზღვის დონიდან - 760 მეტრი, საჩხერიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1535 კაცი.

ჭორი - მონაგონი, ტყუილი ამბავი, მითქმა-მოთქმა.

ჭორიანი - იგივეა, რაც ჭორიკანა.

ჭორიკანა - ჭორების მთქმელ-გამავრცელებელი.

ჭორ-მართალი - ჭორი და მართალი.

ჭორმეშავი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), ხევსურეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე გუდანისჭალის (ხევსურეთის არაგვის მარცხენა შენაკადი). მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1900 მეტრი, დუშეთიდან - 52 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 6 კაცი.

ჭორომი - მდინარის ფსკერზე ამაღლებული ქვის მასივი, რომელიც ქმნის სწრაფ დინებას.

ჭოროფა - გაბმული ავდარი; წვიმიანობა.

ჭოროხი

1) მდინარისაგან შეყრილი ქვიშა (საბა).

2) მდინარე თურქეთსა და საქართველოში (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი), ერთვის შავ ზღვას (სიგრძე - 438 კილომეტრი).

ჭორტანა (Tradesc ntia) - დეკორატიული ბალახოვანი მცენარე, აქვს მოგრძო თავდაკიდებული ან მცოცავი ღეროები.

ჭორფლი - მოყავისფრო წვრილი წინწკლები სახეზე (ხელებზე), ჩვეულებრივ გაზაფხულზე ჩნდება.

ჭორფლიანი

1) ვისაც ჭორფლი აქვს.

2) რაზედაც ჭორფლი აქვთ.

3) (გადატანით) დაწინწკლული, წინწკლებიანი.

ჭორჭოხი

1) სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

2) სოფელ ჩორჩანის ძველი სახელწოდება.

ჭორჭური - სხვადასხვა ჭორი.

ჭორხაბარა - იგივეა, რაც ჭორიკანა.

ჭოტა - მაღლა ამართული, წვრილი და გრძელი რქების მქონე (ხარი).

ჭოტაკი - მშრალი, ცრუ ორბუდიანი პარაკარპული ნაყოფი, რომლის სიგრძე თითქმის სიგანის ტოლია; ასეთი ნაყოფი აქვს ჯვაროსანთა ოჯახის ზოგიერთ მცენარეს.

ჭოტი (Amene noctua)

1) ბუს მსგავსი ღამის მომცრო ფრინველი

2) ჯვაროსანთა ოჯახის მცენარეთა (კომპოსტოს, ბოლოკის და მისთანების) ნაყოფი.

3) პარკოსან მცენარეთა (ლობიოს, ცერცვის) ნაყოფი.

ჭოტორი

1) სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

2) მთა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედზე.

ჭოღა

1) მდინარე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ოჩხომურის მარცხენა შენაკადი.

2) სოფლების პირველი ჭოღისა და მეორე ჭოღის გავრცელებული სახელწოდება (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი).

ჭოჭი

1) ძირს (მიწაზე, იატაკზე) დამდგარი წყალი.

2) წვეტი, კუთხე.

3) ჭურჭლის ტუჩი.

4) იგივეა, რაც ნისკარტი.

5) იგივეა, რაც ღოჯი.

ჭოჭიანი

1) ჭოჭის2 მქონე.

2) სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

3) მდინარე წალკის მუნიციპალიტეტში, ხრამის მარჯვენა შენაკადი (29 კმ).

ჭოჭიანის პლატო - პლატო წალკის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ზეგანზე.

ჭოჭინა - ბორბლებიანი მოწყობილობა; მასში აყენებენ ჩვილ ბავშვს, რომ ფეხი აიდგას.

ჭოჭმანი - იგივეა, რაც ყოყმანი.

ჭოჭონაქი - იგივეა, რაც ბლოკი.

ჭოჭუა ირაკლი - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (55, 60 კგ). ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2001), მსოფლიოს თასის მფლობელი (2004) და მესამე პრიზიორი (2003) (დაიბადა 1979 წელს).

ჭოხონელიძე გიული - მსახიობი და რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1929-2008 წწ).

ჭოხონელიძე რევაზ - მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1938 წელს).

ჭოხონელიძე რომან (რუბენ) - მოცეკვავე და ქორეოგრაფი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1921 წელს).

ჭოხულდი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

9.11 ჭრ

▲ზევით დაბრუნება


ჭრა

1) მთელის დაყოფის პროცესი ნაწილებად რაიმე მჭრელი იარაღის საშუალებით.

2) ლითონის მექანიკური დამუშავება ნაკეთობისათვის სათანადო ფორმის მისაცემად.

ჭრა-კერვა - (ტანსაცმლის) შეკერვის ხელობა.

ჭრაქი

1) უმარტივესი გასანათებელი მოწყობილობა; შედგება ნავთის (ქონის...) ჩასასხმელი ჭურჭლისა და პატრუქისაგან.

2) ვაზისა (და სხვა კულტურულ მცენარეთა) დაავადება, გამოწვეული პარაზიტული სოკოებით; ახმობს ფოთოლს და ხშირად მოსავალსაც ღუპავს.

ჭრაჭაჭრუჭი - ჭრიალი, ჭრაჭუნი.

ჭრაჭუნა - რასაც ჭრაჭუნი გააქვს.

ჭრაჭუნი - ჭრიალი, ჭრაჭაჭრუჭი.

ჭრებალო - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ჭრეთა - საჭრეთლით ხვრეტა ან ტვიფრვა რისამე.

ჭრელაჭრულა - იგივეა, რაც ჭრელჭრული.

ჭრელთვალა - ვისაც ჭრელი თვალები აქვს.

ჭრელი

1) რასაც სხვადასხვა ფერის სახეები, ზოლები აქვს.

2) მოყავისფრო ნაცრისფერი (თვალები).

3) (გადატანით) შედგენილობით სხვადასხვაგვარი; შერეული.

ჭრელფოთოლა (Digraphis arundunacea) - მრავალწლოვანი ბალახი მარცვლოვანთა ოჯახისა. აქვს გრძელი ფოთლები; იზრდება ტბისა და მდინარის ნაპირებზე. იყენებენ საქონლის საკვებად.

ჭრელყელიანი - რასაც ჭრელი ყელი აქვს; ყელჭრელი.

ჭრელ-ჭრელი - მრავალი ჭრელი, სხვადასხვა ფერისა, ნაირფერი.

ჭრელჭრული - აჭრელებული.

ჭრიალა

1) რაც ჭრიალებს.

2) ჭრიალის გამომცემი ხელსაწყო (ჩიტების დასაფრთხობად).

ჭრიალი

1) ჭრაჭუნი, ჭრიჭინი.

2) ბატების ხმაურობა.

ჭრიალ-ჭრიალი - გამუდმებული ჭრიალი.

ჭრიანტელი - ტყემლის ან სხვა მჟავე ხილის (მაყვლის, ისრიმის...) გამონაწური, შეკაზმული მწვანილეულით და ნივრით.

ჭრიახი - იგივეა, რაც კრიახი.

ჭრილი

1) გაჭრილი, გადასერილი ადგილი რაიმეზე.

2) რაიმე ობიექტის (ნაგებობის, მანქანის...) პირობითი გამოსახვა ნახაზზე, როდესაც ამ ობიექტის ზედა ნაწილი თითქოს მოცილებულია და იხაზება ის, რაც მკვეთ სიბრტყეზე იმყოფება.

ჭრილობა - მჭრელი იარაღით, ტყვიით ან სხვა რამეთი დაზიანებული ადგილი სხეულზე.

ჭრიჭინა

1) რაც ჭრიჭინებს.

2) (Crullus) მწერი სწორფრთიანთა რაზმისა; ფრთებით გამოსცემს ჭრიჭინს.

3) ქართული მხატვრული ფილმი; გადაღებულია მარიკა ბარათაშვილის პიესის მიხედვით, ეკრანებზე გამოვიდა 1954 წელს. დამდგმელი რეჟისორები - სიკო დოლიძე, ლევან ხოტივარი. სცენარის ავტორები - მარიკა ბარათაშვილი, ლევან ხოტივარი. დამდგმელი ოპერატორები - დიმიტრი ფელდმანი, თამარ ლობოვა. კომპოზიტორი - სულხან ცინცაძე. მთავარ როლებში: ლეილა აბაშიძე (ჭრიჭინა), ცეცილია წუწუნავა (ეფროსინე), თამარ აბაშიძე (ელპიტე), ალექსანდრე ომიაძე (გიორგი), ლიანა ასათიანი (მარინე), მედეა ჩახავა (ცქრიალა), დოდო აბაშიძე (ბიჭიკო), რამაზ ჩხიკვაძე (შოთა), შალვა ღამბაშიძე (ირაკლი), ალექსანდრა თოიძე (ნატო), დოდო ჭიჭინაძე (თინა), თამარ ციციშვილი (შოთას დედა), გიორგი გეგეჭკორი (ლევანი).

ჭრიჭინი - ხახუნით გამოწვეული ხმა.

ჭრიჭინობელა - იგივეა, რაც ჭრიჭინა1 (მნიშვნელობა 2).

ჭრიჭინ-ჭრიჭინი - გაბმული ჭრიჭინი.

ჭროლი - ლილო, ლილოჭრელი.

ჭროღა - მოყავისფრო ჭრელი.

ჭროღათვალებიანი - ჭროღა თვალების მქონე.

ჭროღა-ჭროღა

1) ბევრი ჭროღა.

2) რასაც ჭროღა ფერი დაჰკრავს; საკმაოდ ჭროღა.

ჭრუილი

1) იგივე წუილი.

2) ღაღანი ქათმისა.

ჭრუტი

1) ჭუჭრუტანა, ნაპრალი.

2) პატარა, წვრილი.

ჭრტიალი - კაშკაში, ბრწყინვა, კრიალი.

ჭრხიალი - ხოხბისა და მისთანების ხმიანობა.

9.12 ჭუ

▲ზევით დაბრუნება


ჭუა

1) წვრილი მწერი, ჭიაღუა.

2) იგივე ტილი.

ჭუბერი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ჭუბურხინჯი (1952 წლამდე წალამუხი) - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

ჭუთხარო

1) მთა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ლეჩხუმის ქედზე (3562 მერი).

2) უღელტეხილი ამბროლაურის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, ლენტეხის ქედზე.

ჭუკი

1) ინდაურის ნაშიერი.

2) იგივე ჭუჭული.

3) ბავშვების სათამაშო კოჭის ერთ-ერთი ჩაღრმავებული მხარე; ჭიკი.

ჭუკია - იგივეა, რაც ჭუკი.

ჭუკი-ჭუკი - ინდაურების მოსახმობი ძახილი.

ჭუკჭუკა - რაც ჭუკჭუკებს; მოჭუკჭუკე.

ჭუკჭუკი

1) მწყრის ხმიანობა.

2) ტკბილი საუბარი დაბალი ხმით.

ჭულის ეკლესია - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, XIV საუკუნის წმ. გიორგის სახელობის გუმბათოვანი ეკლესია, სამცხეში (ადიგენის მუნიციპალიტეტი).

ჭუმბაძე არისტო - მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი (1880-1971 წწ).

ჭუმბურიძე ზურაბ - ფილოლოგი, კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (დაიბადა 1926 წელს).

ჭუმბურიძე კობა - მხატვარი, პოეტი, პუბლიცისტი (დაიბადა 1956 წელს).

ჭუმბურიძე ჯუმბერ - ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (დაიბადა 1921 წელს).

ჭუნირი - სამსიმიანი ხემიანი საკრავი; გავრცელებულია სვანეთში.

ჭუპანა - წინდის ყელზე ან ხურჯინზე გაკეთებული ყური ზონრის გასაყრელად; ქალამნის ყულფი.

ჭუპა-ჭუპა - ბავშვის ენაზე - ბანაობა.

ჭუპრი - მწერი განვითარების იმ პერიოდში, როდესაც მატლის მდგომარეობიდან სრულ სიმწიფეში გადადის. ამ დროს ის ზოგჯერ პარკშია მოთავსებული.

ჭუპჭუპი - სითხის მოძრაობის ხმა.

ჭურვი - საბრძოლო მასალის სახეობა, რომელსაც ქვემეხით ისვრიან.

ჭურთა - მდინარე ახალგორის მუნიციპალიტეტში, ქსნის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 12 კილომეტრი).

ჭური - იგივეა, რაც ქვევრი.

ჭურია - მდინარე ხობის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.

ჭურისთავი - ადგილი, სადაც ჭურებია (ქვევრებია) ჩადგმული.

ჭურ-მარანი - მარანი ჭურებითურთ.

ჭურნალი - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ყვირილის ხეობაში. ზღვის დონიდან - 720 მეტრი, საჩხერიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 134 კაცი..

ჭურჭელაურები - (ყოფილი აჯაღვა) - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ჟებოტის თემის საკრებულო), მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1150 მეტრი, თიანეთიდან - 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 126კაცი.

ჭურჭელი - საერთო სახელი ისეთი ნივთებისა, რომლებიც იხმარება საჭმლისათვის (ქვაბი, ჯამი, თეფში და მისთანები) ან სასმელისთვის (ჭიქა, კოკა და სხვა).

ჭურჭლეული - სხვადასხვა ჭურჭელი.

ჭურჭლეულობა - იგივეა, რაც ჭურჭელი.

ჭუტალა - წვრილი, მოჭუტული (თვალები).

ჭუჭრუტანა - პატარა ნახვრეტი (კარში, კედელში...).

ჭუჭუკალია - ერთგვარი შავი კალია; ქვის შენობაში იცის ცეცხლთან ახლოს; ღამით ჭრიჭინებს.

ჭუჭული - იხვის და მისთანების ნაშიერი.

ჭუჭყი - უსუფთაობა, სიბინძურე.

ჭუჭყიანი - რასაც, ვისაც ჭუჭყი აქვს; გასვრილი.

ჭუჭყუნი

1) უსიამოვნო ხმა რისამე;

2) ბუზღუნი ბურტყუნი.

ჭუჭყური - იგივეა, რაც ჭუჭყუნი.

ჭუხჭუხი - მწყერთა ბრძოლის ხმიანობა (საბა).

9.13 ჭყ

▲ზევით დაბრუნება


ჭყავანა - ვისაც, რასაც ჭყავილი სჩვევია.

ჭყავილი - წვრილი, უსიამოვნო ხმიანობა.

ჭყანიში - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

ჭყანტა (Caltha Polypetala) - მცენარე ბაიასებრთა ოჯახისა; იკეთებს ყვითელ ყვავილს, იზრდება ტენიან ადგილებში.

ჭყანტი - იგივეა, რაც ჭყანტობი.

ჭყანტობი - ჭაობიანი ადგილი.

ჭყაპანი - რაიმე სითხის წვეთის დაცემის ხმა.

ჭყაპაჭყუპი - გაბმული ჭყაპუნი.

ჭყაპი - გამდნარი თოვლისაგან ან წვიმისაგან დაყენებული ტბორები.

ჭყაპუნი

1) სველ, ტალახიან ადგილას სიარულის ხმა.

2) იგივეა, რაც ჭყაპანი.

ჭყაპურტა - წყალ-წყალა, უღონო (სასმელი).

ჭყარტალა - მკვეთრი უსიამოვნო ჭრელი.

ჭყატანა - იგივეა, რაც ჭყარტალა.

ჭყეპი - სოფლების ზედა ჭყეპისა და ქვედა ჭყეპის გავრცელებული სახელწოდება (ტყიბულის მუნიციპალიტეტი).

ჭყეტელა - დიდი დაჭყეტილი (თვალები).

ჭყეტია - იგივეა, რაც ჭყეტელა.

ჭყვირილა - იგივეა, რაც ჭყიტინა.

ჭყვრილი - იგივეა, რაც ჭყვიტინი.

ჭყვიტინა - რაც ჭყვიტინებს.

ჭყვიტინი

1) თავისებური მაღალი, წვრილი ხმა (ღორისა, გოჭისა).

2) თავისებური უსიამოვნო ხმა (ზურნისა, გარმონისა).

ჭყვიტინ-ჭყვიტინი - გაბმული ჭყვიტინი.

ჭყვიში

1) სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში (შუამთის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარეების რიონისა და ყუმურის შეერთების ადგილას. ზღვის დონიდან - 60 მეტრი. ვანიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 543 ადამიანი. ჭყვიშში დაიბადნენ გალაკტიონ ტაბიძე და ტიციან ტაბიძე. წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნეში ჭყუშის სახელით.

2) სოფლების ზედა ჭყვიშისა და ქვედა ჭყვიშის გავრცელებული სახელწოდება (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი).

ჭყივანა

1) იგივეა, რაც ჭყივილა.

2) ჭყივილის მსგავსი წვრილი, მაღალი (ხმა).

ჭყივილა - რაც (ვინც) ჭყივის; რასაც (ვისაც) ჭყივილი სჩვევია.

ჭყივილი

1) თავისებური წვრილი მაღალი ხმა (ზოგი ჩიტისა, ბარტყისა...).

2) იგივეა, რაც ჭყვიტინი. ყვირილი (ჩვეულებრივ წვრილი ხმით).

ჭყივილ-ჭყივილი - გაბმული ჭყივილი.

ჭყიმამხალი - ერთწლოვანი კულტურული მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა; იკეთებს თეთრ ყვავილს; მის ნაზ ფოთლებს მხლად და სალათად ხმარობენ.

ჭყიმი (Anthriscus sylvestris) - მრავალწლოვანი სარეველა ბალახი ქოლგოსანთა ოჯახისა; იკეთებს თეთრ ყვავილებს.

ჭყინპო (Lymneryptes minima) - ჭაობის გრძელნისკარტა ფრინველი.

ჭყინტი

1) ნედლი, უმწიფარი ნაყოფი (სიმინდისა, ლობიოსი...).

2) ახლად ამოყვანილი, ჯერ გაუფუებელი ყველი.

ჭყიპანტა (Silene wallichiana) - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მიხაკისებრთა ოჯახისა; ისხამს თეთრ ყვავილს.

ჭყიპინი - ჩიტის (ჩვეულებრივ ბარტყის) ჭყივილი.

ჭყლაპუნი - წვნიანის ჭამის ხმა, წკლაპუნი.

ჭყლინტი - იგივეა, რტაც ჭყინტი.

ჭყლოპინი - ჭყიპინი (ჩიტისა, ბარტყისა...), ჟღურტული, ჟრიამული.

ჭყონაგორა - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ჭყონდიდელი - ჭყონდიდის (ახლანდელი მარტვილი) მთავარეპისკოპოსის ტიტული X საუკუნიდან დღემდე, ყველაზე გავლენიანი მღვდელმთავარი დასავლეთ საქართველოში.

ჭყონდიდი - მარტვილის უძველესი სახელწოდება.

ჭყონდიდის საეპისკოპოსო - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქია დასავლეთ საქართველოში (კათედრა მდებარეობს მარტვილში).

ჭყონია ალექსანდრე - საზოგადო მოღვაწე, მწერალი (1855-1907 წწ).

ჭყონია ილია - მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი (1860-1927 წწ).

ჭყონია ლამარა - ოპერის მომღერალი (ლირიკო-კოლორატურული სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1930 წელს).

ჭყონია მემედ - ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე, ხალხური მთქმელი (1860-1940 წწ).

ჭყონხუმლა - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

ჭყოპიანი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

ჭყორი

1) იგივეა, რაც ბაძგი.

2) წვრილი ქვა, ღორღი (კედლის შენების დროს შიგნით ჩასაყრელი).

ჭყორმუხა - იგივეა, რაც ქვამუხა.

ჭყრიალი - იგივეა, რაც ჭრიალი.

ჭყურტი - შაქრის ავადმყოფობის ხალხური სახელი.

ჭყუტა - პატარა და უსწორმასწორო, უხეირო (ითქმის ზოგ ხილზე).

10

▲ზევით დაბრუნება


- ქართული ანბანის ოცდამეთერთმეტე (ძველი ქართული ანბანის ოცდამეთოთხმეტე) ასო. მისი სახელია „ხანი“. გრაფიკული სიმბოლო უკანაენისმიერი ფშვინვიერი ნაპრალოვანი თანხმოვნისა. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ექვსი ათასს (6 000).

10.1 ხა

▲ზევით დაბრუნება


ხა - ტანზანიაში მცხოვრები ხალხი (1 მილიონამდე).

ხააპსალუ - იხილე ჰააპსალუ.

ხაბაზი (არაბ.) - პურის მცხობელი, მეპურე.

ხაბაზობა - ხაბაზის ხელობა, ხაბაზის საქმიანობა.

ხაბაკი - იხილე ბარგი.

ხაბაკხუბაკი - იხილე ბარგი-ბარხანა.

ხაბალაანი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ხაბანერა - იხილე ჰაბანერა.

ხაბარდა (არაბ.-სპარს. „ხაბარ“ - ამბავი, „დარ“ - გქონდეს).

1) მეეტლეებისა და მისთანების შეძახილი - ჩამოდექი, გადადექი გზიდან.

2) იგივეა, რაც კრინოლინი.

3).ქართული მუნჯი მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1931 წელს. დამდგმელი რეჟისორი - მიხეილ ჭიაურელი. სცენარის ავტორები - სერგეი ტრეტიაკოვი, მიხეილ ჭიაურელი. დამდგმელი ოპერატორი - ანტონ პოლიკევიჩი. მთავარ როლებში: სერგო ზავრიევი, პ.ჭყონია, შ. ასათიანი, სიკო ვაჩნაძე, მიხეილ გელოვანი.

ხაბარელი შოთა - მოჭიდავე (ძიუდო, 78 კგ). 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1983), ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1979, 83), ორგზის მეორე (1979, 82) და ორგზის მესამე (1981, 83) პრიზიორი პირად პირველობაში. სსრკ ორგზის ჩემპიონი (1982, 85), სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1997-იდან) (დაიბადა 1958 წელს).

ხაბარი (არაბ.) - ამბავი (ჩვეულებრივ „ამბავ“ სიტყვასთან ერთად).

ხაბაროვი ეროფეი - აღმოსავლეთ ციმბირის რუსი მკვლევარი (1605/7-1671 წწ).

ხაბაროვსკი (1893 წლამდე ხაბაროვკა) - ქალაქი რუსეთში, მდინარე ამურის მარჯვენა ნაპირზე, ამავე სახელწოდების მხარის და შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (620 ათასი).

ხაბახუბა - უმწიფარი, უხეირო ხილი. || მდარე საჭმელი (უწვნო).

ხაბელაანი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ხაბელაშვილები - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ხაბელოვი ლერი - სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა (100 კგ). 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 1988 წლის სეულის ოლიმპიადის მეორე პრიზიორი და 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადის მონაწილე. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1985, 87, 90, 91, 93) და მესამე პრიზიორი (1995), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1985, 87, 88, 92), მსოფლიოს თასის მფლობელი (1991), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1985, 87, 88) და მეორე პრიზიორი (1990), სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1964 წელს).

ხაბიზგინა - ოსური ნამცხვარი, რომელსაც გულად აქვს ნიგოზი, ყველიანი ხაჭო ან კარტოფილი.

ხაბიუ - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ხაბულიანი დილარ - მოჭიდავე (ძიუდო, 78 და 80 კგ). ევროპის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1977), სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე (1976, 80) და ორგზის მესამე (1975, 78) (დაიბადა 1952 წელს).

ხაბუმე - სოფელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

ხაბურზაკი (სპარს.) - იხილე საზამთრო.

ხადა - ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მდინარე მთიულეთის არაგვის სათავეებთან. მისი დიდი ნაწილი მოქცეული დუშეთის მუნიციპალიტეტში, მცირე ნაწილი კი შედის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. ცხავატთან ერთად ქმნიდა მთიულეთის ეთნოგრაფიულ რეგიონს. ადგილობრივთა განსაზღვრებით „ხადა“ ნიშნავს მთას, მთიან ადგილს.

ხადიკი - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

ხადილი

1) ჩათვლა, მიჩნევა, შერაცხვა.

2) წვეულება, ლხინი.

ხადილობა - იგივეა, რაც ხადილი (მნიშვნელობა 2).

ხადიჟენსკი - ქალაქი რუსეთის კრასნოდარის მხარეში.

ხადიმი ყიამ ალ-დინი - ავღანელი პოეტი, განმანათლებელი, პუბლიცისტი, სახელმწიფო მოღვაწე (1907-1990 წწ).

ხადიჟენსკი - ქალაქი რუსეთის კრასნოდარის მხარეში.

ხადილაანთ უბანი - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არანისის ძველი სახელი.

ხადისწყალი (ხადისხევი) - მდინარე ყაზბეგის და დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი.

ხადისხევი

1) მდინარე ახალგორის მუნიციპალიტეტში, ყანჩაურის მარცხენა შენაკადი.

2) იხილე ხადისწყალი.

ხადოელები - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ღულელების თემის საკრებულო), ერწოს ქვაბულში. ზღვის დონიდან - 1120 მეტრი, თიანეთიდან - 31 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 27 კაცი.

ხადუმი (არაბ.) - საჭურისი ან მოახლე.

ხადურიანთკარი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ხაენი - ქალაქი სამხრეთ ესპანეთში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (100 ათასი).

ხავბეკი - იხილე ჰავბეკი.

ხავეთი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

ხავერდგადაკრული - რასაც ხავერდი აქვს გადაკრული.

ხავერდი - რბილი, გლუვი ხაოს მქონე აბრეშუმის მკვრივი ქსოვილი.

ხავერდისებური - ხავერდის მსგავსი.

ხავერდოვანი

1) ხავერდივით რბილი.

2) (გადატანით) სასიამოვნო, ჩვეულებრივ ბოხი (ხმა).

ხავერდულა (შაგეტეს პატულო) - ერთწლოვანი დეკორატიული მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს ყვითელი ან მოწითალო-ნარინჯისფერი, ფრთისებრ დაყოფილი ფოთლები.

ხავთასი გრიგოლ - ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1903-1990 წწ).

ხავილი - ყრუ, თითქოს ჩახლეჩილი ხმა.

ხავისწყარო - ყოფილი სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში.

ხავიწი

1) ერბოში მოშუშული ფქვილი (ხმარობენ ქადის გულად).

2) ფაფა, რომელსაც ცხიმი ბლომად აქვს.

ხავიწიანი - რაშიც გულად ხავიწია.

ხავლეთი - სოფელ დიდი ხავლეთის გავრცელებული სახელწოდება (ხაშურის მუნიციპალიტეტი).

ხავსი - დაბალი უფესვო სპოროვანი მცენარე; იზრდება ტენიან ადგილებში, ხეებზე, ქვებზე და სხვა.

ხავსიანი - რაც ხავსით არის დაფარული.

ხავსისფერი - რაც ფერით ხავსს მოგვაგონებს; მუქი მწვანე.

ხავსმოდებული

1) რასაც ხავსი აქვს მოდებულ; ხავსიანი.

2) (გადატანით) ძველი, დრომოჭმული, დახავსებული.

ხაზანოვი ბორის (ნამდვილი გვარი ფაიბუსოვიჩი) - რუსი მწერალი (დაიბადა 1928 წელს).

ხაზანოვი გენადი - ესტრადის, კინოსა და თეატრის რუსი (ებრაელი) მსახიობი, პაროდისტი, სსრკ-ს სახალხო არტისტი (დაიბადა 1945 წელს).

ხაზარაძე ილარიონ - კალათბურთელი (198 სმ). თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ (1955-64) და სსრკ ნაკრებში (1958-59). ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), სსრკ ჩემპიონატის ორგზის მეორე პრიზიორი (1960, 61) (დაიბადა 1937 წელს).

ხაზარები - ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები მომთაბარე თურქულენოვანი ხალხი, რომელმაც VI-X საუკუნეებში შექმნა ძლიერი სახელმწიფო დონიდან აზოვის ზღვამდე.

ხაზარების ზღვა - კასპიის ზღვის სახელი არაბულ, სპარსულ და თურქულენოვან ქვეყნებში.

ხაზგასმა - ხაზგასმით - ყურადღების გამახვილებით; საგანგებოდ, მკაფიოდ.

ხაზგასმული - რასაც ხაზი გაუსვეს.

ხაზვა - ნახაზებით გამოსახვა, ნახაზების შედგენა.

ხაზი (არაბ.)

1) ვიწრო ზოლი რისამე ზედაპირზე, რაიმე სიბრტყეზე ან სივრცეში; წირი.

2) ვისიმე, რისამე განლაგება ერთ რიგად, ერთ მწკრივში, რისამე საზღვარი.

3) ზოლის სახის მქონე ტექნიკური ნაგებობა; რისამე გადაცემის გზა, მიმართულება.

4) მამა-პაპათა ან შთამომავალთა თანამიმდევრული რიგი.

5) მოქმედებათა, შეხედულებათა, მიმართულებათა ერთიანობა.

ხაზიანი - ხაზების მქონე; დახაზული.

ხაზიდი - იგივე სიასამური.

ხაზინა (არაბ.)

1) სახელმწიფოს ქონება (ფულითა და სხვა სახით წარმოდგენილი).

2) თოფის და ზოგი სხვა სასროლი იარაღის ნაწილი, სადაც ვაზნა იდება.

ხაზინადარი (არაბ.-სპარს.)

1) ხაზინის გამგე.

2) რომელიმე ორგანიზაციის ფასეულობათა მცველი.

ხაზმუზიანი - ვინც ხშირად ავადმყოფობს.

ხაზნადარი მუჰამად ალ-შადლი - არაბი პოეტი (ტუნისი) (1881-1954 წწ).

ხათა (არაბ.) - იგივეა, რაც ხათაბალა.

ხათაბალა (არაბ.-სპარს.) - დავიდარაბა, უბედურება.

ხათი - უძველესი მცირეაზიული ხეთური ანუ პროტოხეთური წარმოშობის სახელწოდება ხეთების მთავარი ქალაქის და ქვეყნის აღსანიშნავად.

ხათრი (არაბ.) - პატივისცემა, თავაზი.

ხათრიანი - ვინც ხათრს ვერ უტეხს სხვას; მორიდებული, მოკრძალებული.

ხათრიჯამი (სპარს.)

1) დარწმუნებული, იმედიანი, არხეინი.

2) იგივეა, რაც ხათრი.

ხათუნი (მონღ.) - ცოლი, ქალბატონი.

ხათუნარისღელე - მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჯრუჭულის მარცხენა შენაკადი.

ხათუსა (ხათუშა) - ხეთების სამეფოს დედაქალაქი, მდებარეობდა ახლანდელი თურქეთის ქალაქ ანკარის აღმოსავლეთით 140 კმ-ზე.

ხათუსილი III (ხათუშილი) - ხეთების მეფე (დაახლოებით ძვ. წ.აღ. 1304-1280 წწ).

ხათაქნი - ხეთქების, მაგრად ცემის ხმა.

ხათქახუთქი - ხეთქების, დაცემის, დარტყმის, ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხმა.

ხათქუნი - იგივეა, რაც ხათქანი.

ხაიამი ომარ - იხილე ომარ ხაიამი.

ხაიბერის გასასვლელი - მდებარეობს ავღანეთსა და პაკისტანს შორის.

ხაიბოვანი - იხილე უხაი.

ხაიდაყელები - ენითა და კულტურით დარგუელების მონათესავე ეთნოგრაფიული ჯგუფი დაღესტანში.

ხაიკოუ - ქალაქი ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში (300 ათასი).

ხაილარი (ხულხუნი)

1) მდინარე არგუნის ზემო დინების სახელწოდება.

2) ქალაქი ჩინეთის შიგა მონღოლეთის ავტონომიურ რაიონში.

ხაილბრონი - ქალაქი გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში (120 ათასი).

ხაიმე I დამპყრობელი - არაგონის მეფე 1213 წლიდან (1208-1276 წწ).

ხაიმე II სამართლიანი - არაგონისა და სიცილიის მეფე 1291 წლიდან (დაახლოებით 1264-1327 წწ).

ხაინანი

1) კუნძული სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ეკუთვნის ჩინეთს.

2) სრუტე კუნძულ ხაინანსა და ნახევარკუნძულ ლეიჯოუს შორის, ჩინეთის სანაპიროსთან.

3) პროვინცია ჩინეთში, ამავე სახელწოდების კუნძულზე, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

ხაზანოვი გიორგი (გოგა) - კინორეჟისორი, საზოგადო მოღვაწე (დაიბადა 1956 წელს).

ხაინდრავა თათია - მსახიობი, მხატვრული კითხვის ოსტატი (დაიბადა 1928 წელს).

ხაინდრავა ლევან - მწერალი, წერდა რუსულ ენაზე (1916-1995 წწ).

ხაირ ალ-დინ ბარბაროსა - ალჟირის გამგებელი (1483-1546 წწ).

ხაირ ალ-დინ ალ-ტუნისი - არაბი განმანმათლებელი და სახელმწიფო მოღვაწე (ტუნისი) (1826- 1889 წწ).

ხაირილ ანვარი - ინდონეზიელი პოეტი (1922-1949 წწ).

ხაირპური - ქალაქი პაკისტანის სინდის პროვინციაში.

ხაისხევი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, პირიქითის ალაზნის მარცხენა შენაკადი.

ხაიფა - ქალაქი ისრაელში, პორტი ხმელთაშუა ზღვაზე (250 ათასი)

ხაიში - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ხაიშო - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ახალსოფლის თემის საკრებულო), კახეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე საგამის (ივრის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1360 მეტრი, თიანეთიდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 1 კაცი.

ხაიშურა - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში , ენგურის მარცხენა შენაკადი.

ხაიხე - მდინარე ჩინეთში, ერთვის ყვითელი ზღვის ბოხაივანის ყურეს (სიგრძე - 102 კილომეტრი).

ხაკა (სპარს.)

1) დამტვრეული, დაფხვნილი ნახშირი, ქვანახშირის ნამცეცები.

2) მთა სოხუმის მუნიციპალიტეტში, აღმოსავლეთის გუმისთის სათავეში.

ხაკამადა ირინა - რუსი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ქალი (დაიბადა 1955 წელს).

ხაკანი შირვანი - იხილე ხაყანი შირვანი.

ხაკასეთი - ავტონომიური ოლქი რუსეთის კრასნოდარის მხარეში; ადმინისტრაციული ცენტრი - აბაკანი.

ხაკერტი - ნიდერლანდელი პეიზაჟისტი (დაახლოებით 1629-1699 წწ),

ხაკი

1) სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

2) (ინდ.) მოყავისფრო მწვანე.

3) ამ ფერის ტანისამოსი (უპირატესად სამხედრო ფორმა) ან ქსოვილი.

4) სქელი, უხეში ქსოვილი.

5) - ერთგვარი გოგრა.

ხაკი იაჰია - არაბი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე (ეგვიპტე) (1905-1990 წწ).

ხაკისფერი - იგივეა, რაც ხაკი3

ხალა

1) კაკლის დასაბერტყი ჯოხი.

2) სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

ხალაბალა ზდენეკ - ჩეხი დირიჟორი (1899-1962 წწ).

ხალათი

1) საშინაო გრძელი და ფართო ტანსაცმელი.

2) სამოსელი, რომელსაც იცვამენ ტანსაცმლის ზემოდან (სისუფთავის დასაცავად) ზოგიერთი პროფესიის მუშაკები.

ხალათიანი - ვისაც ხალათი აცვია.

ხალათმოსხმული - ვისაც ხალათი აქვს მოსხმული.

ხალამი - იგივეა, რაც დერგი.

ხალანი - პირფართო ქოთანი.

ხალანხანა - ძველი თბილისის მიკროუბანი, ქალაქის სამხრეთით, სეიდაბადის ბაღების ბოლოში.

ხალაპა - ქალაქი აღმოსავლეთ მექსიკაში, ვერაკრუსის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (280 ათასი).

ხალასი (არაბ.)

1) ისეთი, რასაც სხვა არაფერი ურევია.

2) ნამდვილი, უტყუარი.

ხალაწა - მთა ჯავის მუნიციპალიტეტში, ოსეთის კავკასიონზე.

ხალაწანი - სოფლების ზემო ხალაწანის და ქვემო ხალაწანის გავრცელებული სახელწოდება (ახმეტის მუნიციპალიტეტი).

ხალბეგანისხევი - მდინარე ახალგორის მუნიციპალიტეტში, ქსნის მარჯვენა შენაკადი.

ხალდე - მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

ხალდები - ძველი დასავლურ-ქართული ტომი, ცხოვრობდნენ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე.

ხალდეჭალა - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი.

ხალდი - ურარტუს სახელმწიფოს პანთეონის მთავარი ღვთაება.

ხალები - სოფლების დიდი ხალების და პატარა ხალების გავრცელებული სახელწოდება (ხაშურის მუნიციპალიტეტი).

ხალებიანი

1) ვისაც ხალები აქვს.

2) რაზედაც ხალები აქვთ.

3) ფერით განსხვავებული ადგილის მქონე (ტყავი, კანი... რაიმე ცხოველისა).

ხალედი იბნ აბდ ალ-აზიზ ალ-საუდ - საუდის არაბეთის მეფე (1913-1982 წწ).

ხალენი

1) მატყლის უხეში ქსოვილი.

2) ცხვრის ტყავის მოსასხამი.

ხალვა - იხილე ჰალვა.

ხალვათი (არაბ.) - ფართო, განიერი.

ხალვაში ფრიდონ - პოეტი (დაიბადა 1925 წელს).

ხალვათობა - ხალვათად ყოფნა.

ხალთა

1) ტყავის პარკი, ტომარა.

2) თოფზე (ან დროშაზე) ჩამოსაცმელი ტყავის ბუდე.

ხალი

1) წერტილივით ლაქა კანზე, ჩვეულებრივ ოდნავ ამობურცული.

2) (სპარს.) - იგივეა, რაც ხალიჩა.

3) იგივეა, რაც ქუმელი.

ხალიანი - ვისაც, რასაც ხალი აქვს.

ხალიბი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არესის ვაჟი, ძველქართული ტომების ხალიბების წინაპარი.

ხალიდი აბუ-ბაქრ - სუდანელი მწერალი (დაიბადა 1932 წელს).

ხალიდი რუჰი (სრული სახელი რუჰი იბნ მუჰამად ალი ალ-ხალიდი) - არაბი განმანათლებელი, ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე (პალესტინა) (1864 - 1913 წწ).

ხალივდონი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ხალილ მარდამ-ბეგი - არაბი პოეტი, ლიტერატურათმცოდნე, სახელმწიფო მოღვაწე (სირია) (1895-1959 წწ).

ხალისი

1) მონდომება, რისამე გაკეთების სურვილი.

2) კარგი გუნება, მხიარული განწყობილება.

ხალისიანი

1) ხალისის მქონე.

2) ხალისის შემცველი.

ხალისკო - შტატი დასავლეთ მექსიკაში, ადმინისტრაციული ცენტრი - გვადალახარა.

ხალიფა (არაბ.)

1) არაბთა სასულიერო და სახელმწიფო მეთაური XIII საუკუნემდე.

2) უმაღლესი ტიტული მუსლიმანთა ფეოდალური მმართველისა, რომელსაც ეპყრა საერო და სასულიერო ხელისუფლება; ამ ტიტულის მქონე პირი.

ხალიფატი (არაბ.)

1) ფეოდალურ მუსლიმანურ ქვეყნებში სახელმწიფო წყობილების სისტემა, სადაც თეოკრატიული ხელისუფლება იყო.

2) არაბების დაპყრობათა შედეგად შექმნილი ფეოდალური სახელმწიფო, რომლის სათავეშიც ხალიფა იდგა; სახალიფო.

ხალიფაური (ყოფილი ხალიბაური)- სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (წირქვალის თემის საკრებულო). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. ზღვის დონიდან - 450 მეტრი, ჭიათურიდან - 8 კილომეტრი. სოფელში არის კვატიისა და ხალიფაურის მღვიმეები. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 563 კაცი.

ხალიფაფა - დახალული ბურღულის ფაფა.

ხალიფმანი ალექსანდრე - მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, რუსეთის წარმომადგენელი; 1999 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ფიდე-ს ვერსიით (დაიბადა 1966 წელს).

ხალიფმანი იოსებ - რუსი მწერალი (1902-1989 წწ).

ხალიჩა (სპარს.) - ხაოს მქონე სახიანი მძიმე ქსოვილი; იყენებენ იატაკზე დასაფენად, კედლების მოსართავად.

ხალიჩისძველა - ხალიჩის ნაგლეჯი, ძველი, დახეული ხალიჩა.

ხალიჩური - ხალიჩის ქსოვის წესით დამზადებული.

ხალკ-ელ-უადი - ქალაქი ტუნისის ტუნისის პროვინციაში.

ხალკოდონტი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აბანტების მითიური მეფე, ევბეის უძველესი მოსახლეობის მბრძანებელი.

ხალოუპეცკი ვაცლავ - ჩეხი ისტორიკოსი (1882-1951 წწ).

ხალტურა (რუს.)

1) ძირითად ხელფასს ზევით, დამატებით, ფარულად ნაშოვნი ფული.

2) უხეირო, არაკეთილსინდისიერი მუშაობა.

3) ასეთი მუშაობის პროდუქტი; ამ გზით ნაშოვნი ფული.

ხალუპკა იან - სლოვაკი მწერალი, დრამატურგი (1791-1871 წწ).

ხალიფმანი სამო - სლოვაკი პოეტი (1812-1883 წწ).

ხალყაბადი - ქალაქი უზბეკეთის ყარაყალპაკეთის რესპუბლიკაში.

ხალჩაიანი - ძვ.წ.აღ. I ათასწლეულის შუა ხანების - ახ.წ.აღ. III საუკუნის ნაქალაქარი უზბეკეთის სურხანდარიის ოლქის დენაუს რაიონში.

ხალხა

1) იგივეა, რაც ხალა1.

2) ჩრდილოეთ მონღოლეთის სახელწოდება XVI საუკუნიდან XX საუკუნის დასაწყისამდე.

ხალხამა - მთა ადიგენის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე.

ხალხი (არაბ.)

1) ადამიანთა სიმრავლე, მრავალი ადამიანი ერთად.

2) მოსახლეობის ფართო მასა.

3) ამა თუ იმ ქვეყნის მცხოვრებნი, ერთი ქვეყნის ან სახელმწიფოს მოსახლეობა ერთობლივად.

ხალხინ-გოლი - მდინარე მონღოლეთსა და ჩინეთში, ერთვის ბუირ-ნურის ტბას (233 კმ).

ხალხმრავალი - მრავალრიცხოვანი წევრების ან მონაწილეებისაგან შემდგარი.

ხალხოსანი - ხალხოსნობის მიმდევარი.

ხალხოსნობა - ნაროდნიკობის ქართული სახელწოდება.

ხალხოსნური - ხალხოსნობის დამახასიათებელი.

ხალხური - ხალხის დამახასიათებელი; ხალხის კუთვნილი. ხალხისგან მომდინარე.

ხალხურობა - ხალხური ხასიათი.

ხამარ-დაბანი - ქედი ბაიკალისპირეთში, ბურიატიაში.

ხამანწკა - ბრტყელი ლოკოკინა.

ხამასათი - საზიარო იჯარის ერთ-ერთი ფორმა არაბულ ქვეყნებში.

ხამი (სპარს.)

1) დაუმუშავებელი, გამოუყენებელი, მოუქნელი.

2) ბამბის ქსოვილი შინ დართული მსხვილი ძაფისაგან (ჩვეულებრივ შეუღებავი).

3) გამოუხდელი, შეუჩვეველი.

4) ქალაქი ჩინეთის სინძიანის უიღურთა ავტონომიურ ოკრუგში.

ხამისკური - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

ხამლი - ფეხსაცმელი; წაღა.

ხამრიათი - ღვინისა და ლხინის თემა არაბულ პოეზიაში.

ხამსა - იხილე ქაფშია (ქამსა).

ხამსე (არაბ.) - კრებული, რომელიც ერთი ავტორის ხუთი პოემისაგან შედგება.

ხამუთი (სპარს.) - იხილე ცალუღი.

ხამურაბი - ბაბილონის მეფე (ძვ.წ.აღ. 1792-1750 წწ).

ხამუშა - ყოფილი სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში.

ხამუში (სპარს. „ხამუშ“ - ჩუმი) - ხამუშად; იგივეა, რაც ხამუშ-ხამუშ.

ხამუშიანი - უღელს შეუჩვეველი; უხედნავი, გამოუქნელი.

ხამუშ-ხამუშ - ხანგამოშვებით, დროდადრო, ნაწყვეტ-ნაწყვეტ.

ხამფალგომი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ხამხამი - ხურვა-გაღება ქუთუთო-წამწამებისა, ხუჭვა-გახელა თვალებისა.

ხამხინი - ქალაქი ჩრდილოეთ კორეის ხამგენ-ნამდოს პროვინციაში (500 ათასი).

ხანაბადი - ქალაქი ავღანეთის ბალხოს პროვინციაში.

ხან - ზოგჯერ, დროდადრო, ხანდახან.

ხანა

1) დროის მეტ-ნაკლებად დიდი მონაკვეთი, რომელიც გამოიყოფა რაიმე დამახასიათებელი ნიშნის, მოვლენის მიხედვით; პერიოდი, ეპოქა.

2) (სპარს.) - ლექსის სტროფის აღმნიშვნელი სიტყვა.

ხანაგა (სპარს.) - თავშესაფარი სახლი დავრდომილთა და ობოლთათვის.

ხანაევი ნიკანდრ - ოპერის რუსი მომღერალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1890-1974 წწ).

ხანაკინი - ქალაქი ერაყის დიალის მუჰაფაზში.

ხანანაშვილი მიხეილ - ფიზიოლოგი, აკადემიკოსი (დაიბადა 1928 წელს).

ხანაშური - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი.

ხანგადასული - დიდი ხნის, ხნიერი, ხანდაზმული.

ხანგაი - მთიანეთი მონღოლეთში.

ხანგამოშვებით - ხანდახან, დროდადრო.

ხანგანი - მდინარე სამხრეთ კორეაში (სიგრძე - 514 კილომეტრი).

ხანგრძლივ (ხანგრძლივად) - დიდხანს, დიდი ხნით.

ხანგრძლივი - რაც ხანგრძლივ, დიდხანს გრძელდება.

ხანგრძლოვობა

1) დიდხანს მოქმედება, დიდხანს არსებობა.

2) ხანი, დრო, რომლის განმავლობაშიც რაიმე მოქმედებს ან არსებობს.

ხანდაზმით - დროდადრო, დროგამოშვებით, ხანგამოშვებით.

ხანდაზმული

1) ხანგრძლივი, დაყოვნებული.

2) ხნიერი, ხანში შესული.

ხანდაზმულობა

1) ხანდაზმულად ყოფნა.

2) სამართალში - ვადა, რომლის გავლის შემდეგაც კარგავენ ან იძენენ რისამე უფლებას.

ხანდაკი

1) სოფლების ზემო ხანდაკის და ქვემო ხანდაკის გავრცელებული სახელწოდება (კასპის მუნიციპალიტეტი).

2 (არაბ.) - თხრილი, სანგარი.

ხანდანი - ქალაქი ჩინეთის ხებეის პროვინციაში.

ხანდახან - დროგამოშვებით, დროდადრო. ხანგამოშვებით.

ხანდისი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ხანდისხან - ხანდახან.

ხანდო - სოფლები ახალქალქის და წალკის მუნიციპალიტეტებში.

ხანდოსხევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი.

ხანდური - მინდვრის ბარდა, ერთწლოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა.

ხანზადიანი სერო - სომეხი მწერალი (1915-1990 წწ).

ხან-თენგრი - მწვერვალი თენგრითაღის ქედზე, ცენტრალურ ტიან-შანში (6995 მეტრი).

ხანი

1) სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში, თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 2 სოფელს: კაკასხიდი, ხანი). მდებარეობს მდინარეების ხანისწყლის და ლაიშურას შუამდინარეთში. ზღვის დონიდან -750 მეტრი, ბაღდათიდან -25 კილომეტრი. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 817 კაცი.

2) იმპერატორების დინასტია ჩინეთში (ძვ. წ.აღ. 206 წლიდან ახ.წ.აღ. 220 წლამდე).

3) (თურქ.) - აღმოსავლეთის ქვეყნებში შუა საუკუნეებში მთავართა ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი.

4) ქართული ანბანის ოცდამეთერთმეტე ასო ხ-ს სახელწოდება.

5) დროის მონაკვეთი, დრო-ჟამი.

6) ადამიანის ასაკი, ხნოვანება.

7) შუალედი იატაკის (ან კედლის) ფიცრებს შუა.

ხანია (კანია) - ქალაქი საბერძნეთში, ამავე სახელწოდების ნომის ადმინისტრაციული ცენტრი (60 ათასი).

ხანიანი - ყოფილი ქალაქი ჩინეთში, 1956 წლიდან უხანის აგლომერაციაშია.

ხანისწყალი

1) მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, 2280 მეტრ სიმაღლეზე. ერთვის მდინარე რიონს მარცხნიდან, სოფელ ვარციხესთან. სიგრძე - 57 კილომეტრი. აუზის ფართობი - 914 კვ.კმ. მთავარი შენაკადებია: ლაიშურა, ქერშავეთი, წაბლარასწყალი, საკრაულა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვესა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, შემოდგომაზე - წყალმოვარდნები, ზამთარსა და ზაფხულში - წყალმცირობა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან - 22,8 კუბ.მ/წმ. გამოყენებულია სარწყავად, გაყვანილია დიმი-როკითის, ვარციხისა და აბხანაურის სარწყავი არხები.

2) მდინარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, გუბაზეულის მარჯვენა შენაკადი.

ხან იუი (მეორე სახელი ტუი-ჯი, მეტსახელი ჩან-ლი) - ჩინელი ფილოსოფოსი, ლიტერატორი და საზოგადო მოღვაწე (768 - 824 წწ).

ხანიშვილი აკაკი - მოჭიდავე (სამბო, 57 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (2002) და მეორე პრიზიორი (2001), ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2001) (დაიბადა 1979 წელს).

ხანკა - ქალაქი უზბეკეთის ხორეზმის ოლქში.

ხანკენდი - მთიანი ყარაბახის ქალაქ სტეფანაკერტის აზერბაიჯანული სახელი (1923 წლამდე - ოფიციალური).

ხანკოუ - ყოფილი ქალაქი ჩინეთში, 1956 წლიდან უხანის აგლომერაციაშია.

ხანლარი (1938 წლამდე ელენენდორფი) - ქალაქი აზერბაიჯანში.

ხანლაროვა ზეინაბ - აზერბაიჯანელი მომღერალი ქალი (სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1936 წელს).

ხანმეტი - სახელწოდება ქართული ენის უძველესი ძეგლებისა და წარწერებისა (V-VII სს), სადაც მეორე სუბიექტური და მესამე ობიექტური პირების ნიშნად იხმარებოდა.

ხანმოკლე - რაც მცირე ხანს გრძელდება.

ხანმოკლეობა - ხანმოკლე არსებობა.

ხანობა - ამ ხანობაში; ამ ხნის განმავლობაში, ერთ ხანობას (ან - ერთი ხანობა; მცირე ხნის განმავლობაში.

ხანოვი ალექსანდრე - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1904-1983 წწ).

ალ-ხანსა უმ ამრ თუმადირ ბინთ ამრ იბნ ალ-შარიდ - არაბი პოეტი ქალი (დაახლოებით 576-664 წწ).

ხანტაიკა - ქალაქი აღმოსავლეთ ციმბირის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ენისეის მარჯვენა შენაკადი (174 კმ).

ხანტაის ტბა - ტბა რუსეთის კრასნოიარსკის მხარის ტაიმირის (დოლგან-ნენთა) ავტონომიურ ოკრუგში.

ხანტი-მანსიისკი (1940 წლამდე ოსტიაკო-ვოგულსკი) - ქალაქი რუსეთის ტიუმენის ოლქში, ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი.

ხანუინგოლი (ხანუიგოლი) - მდინარე მონღოლეთში, მდინარე სელენგის მარჯვენა შენაკადი.

ხანუკა - ებრაელთა დღესასწაული, აღინიშნება ზამთარში იერუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურების აღდგენის სამახსოვროდ.

ხანუმა - ქართული მუნჯი მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1926 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ალექსანდრე წუწუნავა. სცენარის ავტორი - ალექსანდრე წუწუნავა. დამდგმელი ოპერატორი - სერგეი ზაბოზლაევი. მთავარ როლებში: ვალერიან გუნია (ვაჭარი ადამი), თამარ ბოლქვაძე (ელო - ადამის ქალიშვილი), კოტე მიქაბერიძე (ილო), ცეცილია წუწუნავა, მიხეილ ჭიაურელი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ტასო აბაშიძე, ვასო აბაშიძე.

ხან ფეი (ხან ფეიძი) - ჩინელი ფილოსოფოსი (ძვ. წ.აღ. 288-233 წწ).

ხანშესული - იგივეა, რაც ხანში შესული.

ხანშუი (ხანძიანი) - მდინარე ჩინეთში, მდინარე იანძის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 1532 კილომეტრი).

ხანჩალი

1) ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე.

2) სოფლების დიდი ხანჩალის და პატარა ხანჩალის გავრცელებული სახელწოდება.

ხანჩევი ვესელინ სიმეონოვ - ბულგარელი პოეტი (1919-1966 წწ).

ხანჩულა - ქილის მსგავსი ყურიანი სადღევებელი.

ხანძარი - დიდი გამანადგურებელი ცეცხლი.

ხანძარსაწინააღმდეგო - ხანძრის საწინააღმდეგო.

ხანძთა - შუა საუკუნეების მონასტერი, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთში (ამჟამად თურქეთის ფარგლებშია).

ხანძიანი - იხილე ხანშუი.

ხანწკი - სოფელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

ხანჭკოლა (Lopinus) - ერთი ან მრავალწლოვანი პარკოსანი მცენარე; იკეთებს მრავალნაირად შეფერილ, მტევნებად შეკრებილ ყვავილებს. მოჰყავთ მწვანე სასუქად ან დეკორატიული მიზნით; ზოგ სახეობას საჭმელადაც ხმარობენ; ლოპინარი.

ხანხალი

1) ბარბაცი, ლასლასი.

2) ფრთების ბარტყუნით ფრენა, უშნო.

ხანხალ-ხანხალით - გაბმული ხანხალით.

ხან-ხუხეი - იხილე ხან-ხუხიინ-ულა.

ხან-ხუხიინ-ულა (ხან-ხუხეი) - ქედი მონღოლეთში.

ხანჯალამოღებული (ხანჯალამოწვდილი) - ვისაც ქარქაშიდან ამოღებული (ამოწვდილი) ხანჯალი უჭირავს ხელში.

ხანჯალი - ბრტყელი, ორპირი წვეტიანი იარაღი; სატევარი.

ხანჯიანი გრიგორ - სომეხი ფერმწერი და გრაფიკოსი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1926 წელს).

ხანჯიგაზლო - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ხანჯლიანი (ხანჯლოსანი) - ხანჯლით შეიარაღებული.

ხანჯლური - ხანჯლებით ცეკვა.

ხანჯოუ - ქალაქი ჩინეთში, ჯეძიანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (1,1 მილიონი).

ხანჯოუვანი - აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის ყურე ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროსთან.

ხაო - დაბალი და ხშირი ბუსუსები ზოგი ქსოვილის კარგ პირზე.

ხაოიანი

1) რასაც ხაო აქვს.

2) ხორკლიანი, ხეშეში.

ხაპახუპი - ხშირი ცემის, კაკუნის ხმა. თქარა-თქური.

ხაპირი

1) იხილე ორშიმო.

2) გახვრეტილი ფიცარი, რომელსაც დებენ ქვევრის პირზე, შიგ ატარებენ სარცხის ტარს, დგებიან ნაპირზე და ისე რეცხავენ სარეცხს.

ხაჟუჟი - მომჟავო (საჭმელი, სასმელი).

ხარა - იგივეა, რაც ხარათოფი.

ხარა ერიბერტო - მექსიკის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე (1879-1968 წწ).

ხარაბა - სოფლების შუა ხარაბას და ქვემო ხარაბას გავრცელებული სახელწოდება (წალკის მუნიციპალიტეტი).

ხარაბალი - ქალაქი რუსეთის ასტრახანის ოლქში.

ხარაბაული - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (დედალაურის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ ბორცვიან მთისწინეთზე. ზღვის დონიდან - 200 მეტრი, ხონიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 24 კაცი.

ხარაბაძე გიორგი (გოგი) - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობს რუსთაველის სახელობის თეატრში (დაიბადა 1942 წელს).

ხარაბუა - იგივეა, რაც ხარაბუზა.

ხარაბუზა - ფუნაგორია ხოჭო ერთგვარი.

ხარაგაული (1949-89 წლებში ორჯონიკიძე) - დაბა დასავლეთ საქართველოს იმერეთის მხარეში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. დაბის სტატუსი მიიღო 1944 წელს. მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას ორივე ნაპირზე ვიწრო და ღრმა ხეობაში, ზღვის დონიდან 280-400 მეტრზე. ჩაისახა როგორც რკინიგზის სადგური XIX საუკუნის 70-იან წლებში ფოთი-თბილისის რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით და შეიძინა ადმინისტრაციული, ხოლო შემდგომ სამეურნეო ფუნქცია. მანძილი თბილისიდან - 180კილომეტრი, ქუთაისიდან - 50 კილომეტრი. სატელეფონო კოდი - 8 233. 2002 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 3215 კაცი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი (1933-89 წლებში ორჯონიკიძის რაიონი)

- ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში.
- 1917 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში, 1921 წლიდან საქართველოს სსრ ადმინისტრაციული-ტერიტორიული დაყოფით ქუთაისის მაზრაშია, 1928-1929 წლებში - ქუთაისის ოლქში, 1930 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია.
- მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ და მესხეთს ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, მდინარე ჩხერიმელას ორივე ნაპირზე.
- მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებია: ჩრდილო-დასავლეთით და დასავლეთით - ზესტაფონის, დასავლეთით - ბაღდათის, სამხრეთით - ბორჯომის, აღმოსავლეთით - ხაშურის და საჩხერის, ჩრდილოეთით - ჭიათურის მუნიციპალიტეტი.
- მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდიდარია მდინარეებით და ჰიდრო რესურსებით, მის უპირველეს სიმდიდრეს ტყე წარმოადგენს. მას ტერიტორიის 2/3 (68,2%-ზე მეტი) უჭირავს - დაახლოებით 650 კვ.კმ. აღსანიშნავია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც თავისი უნიკალური ფლორითა და ფაუნით მდიდარ ლანდშაფტს ქმნის. მისი ფართობი 230კვ.კმ. პარკი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში. კლიმატი სუბტროპიკულია. იქ, სადაც ზღვის დონიდან სიმაღლე 600 მეტრია, ზამთარი ზომიერად ცივია, ზაფხული შედარებით ცხელი და მშრალი. მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალი წერტილია მთა სამეცხვარიო 2642მეტრი.
- ფართობი - 913,9 კვ.კმ. (საქართველოს მთელი ტერიტორიის 1,34%).
- მოსახლეობა - 28,5 ათასი.
- სიმჭიდროვე - 30.5 კაცი კვ.კმ-ზე.
- მოსახლეობის 99,5% ქართველია; 03% - რუსი; 0,1% - ოსი
- 1 დაბა - ხარაგაული
- 16 თემის საკრებულო: ბაზალეთის (4), ბორითის (8), ვახანის (3), ზვარეს (3), კიცხის (5), ლაშეს (5), ლეღვანის (4), მოლითი (7), ნადაბური (3), სარგვეშის (4), საღანძილეს (6), ფარცხნალის (4), წიფის (4), წყალაფორეთის (5), ხევის (4), ხუნევის (5).
- 3 სოფლის საკრებულო: ვარძიის, ღორეშას, ხიდარის.
- 77 სოფელი: ამაშუკეთი, ახალსოფელი, ბაბი, ბაზალეთი, ბაჟათუბანი, ბორი, ბორითი, ბჟინევი, გედსამანია, გოლათუბანი, გრიგალათი, გუდათუბანი, დეისი, დიდვაკე, დიდი გოლისი, ერეთა, ვანი, ვარძია, ვაშლევი, ვახანი, ვერტყვილა, ვერტყვიჭალა, ზარანი, ზედუბანი, ზვარე, თეთრაწყარო, ისლარი, კვესრევი, კიცხი, კიცხის იგორეთი, ლაშე, ლაშის იგორეთი, ლახუნდარა, ლეღვანი, მარელისი, მაქათუბანი, მოლითი, ნადაბური, ნებოძირი, ნუნისი, პატარა გოლისი, პატარა ვარძია, პატარა სახვლარი, საბე, სარგვეში, საქარიქედი, საქასრია, საღანძილე, სერბაისი, სხლითი, უბისი, უჩამეთი, ფარცხნალი, ფონა, ქვები, ქროლი, ღარიხევი, ღვერკი, ღორეშა, ღუდუმექედი, ჩალხეეთი, ჩრდილი, ჩხერი, ციცქიური, წაქვა, წითელხევი, წიფა, წიფი, წყალაფორეთი, ჭარტალი, ხევი, ხემაღალი, ხიდარი, ხონი, ხორითი, ხუნევი, ჯაფარაული (ყველა სოფელი დასახლებულია).

ხარადოქი - დიდი დოქი ერთგვარი.

ხარაკირი - იხილე ჰარაკირი.

ხარაზი (არაბ.) - ფეხსაცმლის მკერავი ან შემკეთებელი.

ხარაზია ვლადიმერ - უფროსი ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1916-1942 წწ).

ხარათოფი - ერთგვარი ძველი თოფი.

ხარამა - მდინარე ესპანეთში, მდინარე ტახოს მარჯვენა შენაკადი.

ხარამი - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ნენსკრის მარჯვენა შენაკადი.

ხარა-ნარინი (ლანშანი) - ქედი ჩინეთში.

ხარანაული ბესიკ - პოეტი (დაიბადა 1939 წელს).

ხარა-ნური - ტბა მონღოლეთში (სიღრმე 7 მეტრი).

ხარატი

1) ოსტატი, რომელიც ჩარხზე ხისაგან ან ლითონისგან ჩარხავს (ახარატებს) სხვადასხვა ნაკეთობას.

2) ხარატული, მოხარატული ჩუქურთმა.

ხარატული

1) სახარატო ჩარხზე გამოთლილი, გამოჩარხული; მოხარატებული, ჩუქურთმიანი.

2) იგივეა, რაც პოლორჭიკი.

ხარატაულიანი - იგივეა, რაც ხარატული.

ხარაულა - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

ხარა-უს-ნური - ტბა მონღოლეთში.

ხარაჩო (სპარს.)

1) შენობის კედლებთან გამართული ხის (ან ლითონის ღეროების) დროებითი ნაგებობა სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოებისათვის.

2) ორი ხე, რომელზედაც ხერხავენ მორებს; ფიცრის სახერხი დაზგა.

ხარაძე გიორგი - ფიზიკოსი, აკადემიკოსი (დაიბადა 1931 წელს).

ხარაძე ევგენი - ასტრონომი, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე, აკადემიკოსი (1907-2001 წწ).

ხარაძე ნადეჟდა - ოპერის მომღერალი, (ლირიკულ-კოლორატურული სოპრანო), საქართველოს სახალხო არტისტი (1912-1999 წწ).

ხარახურა - ძველი, გამოუსადეგარი ნივთები.

ხარაჯა (არაბ.) - ხარკი, გადასახადი.

ხარბალი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ხარბი - მეტად ბევრის მსურველი; გაუმაძღარი.

ხარბინი - ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, ხეილუნძიანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (2,4 მილიონი).

ხარბობა - ხარბის თვისება, სიხარბე.

ხარგა - ოაზისი ლიბიის უდაბნოში (ეგვიპტე).

ხარდაბურდა - იგივეა, რაც ხარახურა.

ხარდალი (სპარს.) - იგივეა, რაც მდოგვი.

ხარდანი (სპარს.) - სარი, ჭიგო.

ხარდისარი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ხარება - ერთ-ერთი ქრისტიანული (უძრავი) დღესასწაული (მხოლოდ 25 მარტს).

ხარება და გოგია - ქართული მხატვრული ფილმი, ორი სერია. დამდგმელი რეჟისორი - გიორგი შენგელაია. სცენარის ავტორები - ბაადურ ბალარჯიშვილი, გიორგი შენგელაია. დამდგმელი ოპერატორი - ლერი მაჩაიძე. კომპოზიტორი - იაკობ ბობოხიძე. მთავარ როლებში: ომარ ფხაკაძე (ხარება ჯიბუტი), ლევან თედიაშვილი (გოგია კენკიშვილი). მიხეილ სალაძე, ავთანდილ მაისურაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ალექსანდრე კაიდანოვსკი, გურამ ლორთქიფანიძე, ირაკლი ხიზანიშვილი, ოთარ ზაუტაშვილი, ზაზა კოლელიშვილი, ვახტანგ ფანჩულიძე, მურმან ჯინორია, ნუგზარ შატაიძე.

ხარებობა - იგივეა, რაც ხარება.

ხარვეზებიანი - ხარვეზების მქონე; წუნიანი.

ხარვეზი

1) მოუხნავად დარჩენილი ადგილი ნახნავში, კვალსა და კვალს შუა.

2) შეუვსებელი ადგილი, შუალედი.

3) ნაკლი რაიმე საქმეში.

ხარვერძი (Ovibos moschatus) - წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია გრენლანდიასა და კანადის არქტიკულ ნაწილში.

ხარზა - მტაცებელი ძუძუმწოვარა ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა.

ხართგამოშვება - ხართგამოშვების დრო - საღამო ხანი.

ხართუთა

1) (Morus nigra) თუთის ერთ-ერთი სახეობა; ისხამს მსხვილ, მოკლეყუნწიან, შავ, მომჟავო-მოტკბო ნაყოფს.

2) ამ ხის ნაყოფი; იხმარება სამურაბედ.

ხართუმი - იხილე ხარტუმი.

ხარი - მამალი შინაური მსხვილფეხა რქიანი ცხოველი, რომელსაც აბამენ უღელში.

ხარიკი იზი (ისააკ) - ებრაელი პოეტი (1898-1937 წწ).

ხარიპარია - ცისკრის ვარსკვლავის ხალხური სახელწოდება.

ხარირემი - მამალი ირემი.

ხარისვარდა (Salvia sclarea) - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა; აქვს მსხვილი ფოთლები. იკეთებს მოცისფრო-ვარდისფერ ყვავილებს.

ხარისთავი

1) მთა ასპინძის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე.

2) მთა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედზე.

ხარისთვალა

1) თეთრ და შავყურძნიანი ვაზის ჯიში; მდარე ღვინო იცის.

2) (Paris) ტყის ბალახი შროშანისებრთა ოჯახისა; ღეროს წვერზე იკეთებს ერთ დიდ მომწვანო-ყვითელ ყვავილს. ისხამს შავ მსხვილ შხამიან ნაყოფს.

3) დასახლება ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ხარისთვალი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ხარისკუდა (Verbascum spectobile) - მაღალი შებუსული ბალახი შავწამლასებრთა ოჯახისა; იკეთებს მსხვილ ყვითელ ყვავილებს.

ხარისფაშვა (Morchelle esculenta) - საჭმელი სოკო ერთგვარი; ქუდის ზედაპირი ნაოჭებიანი აქვს.

ხარისშუბლა (Senecio platyphyllus) - მთის მაღალი ბალახი რთულყვავილოვანთა ოჯახისა; აქვს დიდი სამკუთხა ფოთლები; იკეთებს ყვითელ, კალათებად შეკრებილ ყვავილებს. სამკურნალოა.

ხარისჩლიქა (Asarum ibericum) - ტყის მრავალწლოვანი ბალახი; აქვს გრძელყუნწიანი, ჩლიქის მოყვანილობის ფოთოლი; დეკორატიულია; იყენებენ სამკურნალოდ.

ხარისძირა (Helleborus) - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ბაიასებრთა ოჯახისა; აქვს თათისებრი ფოთლები; იკეთებს მსხვილ მკრთალ მომწვანო-მოყვითალო ან ღვინისფერ ყვავილებს. შხამიანია.

ხარისხი

1) საფეხური (კიბისა).

2) რანგი, თანრიგი.

3) რისამე შედარებითი ღირსება.

4) მათემატიკაში - რიცხვის თავის თავზე განმეორებით გამრავლების შედეგი.

5) გრამატიკაში - ზედსართავი სახელებისა და ზმნისართების ფორმა, რომელიც მიუთითებს ამ ზედსართავით ან ზმნისართით გამოხატული თვისების მეტ-ნაკლებობაზე.

6) ჭადრაკის თამაშში - განსხვავება მძიმე ფიგურისა (ეტლისა) და მსუბუქი ფიგურის (მხედრის ან კუს) ღირებულებას შორის.

ხარისხიანი - კარგი ხარისხის (მნიშვნელობა 3).

ხარისხიანობა - ხარისხიანის თვისება.

ხარისხობრივი - რაც ხარისხის (მნიშვნელობა 3) მიხედვითაა განსაზღვრული.

ხარისხოვანი - იგივეა, რაც მაღალხარისხოვანი.

ხარისხოვნება - იგივეა, რაც ხარისხიანობა.

ხარიშის ქედი - ქედი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ლეჩხუმის ქედის სამხრეთი განშტოება.

ხარიხა

1) რისამე გადასაკიდებლად, გადასაღობად გადებული ლატანი.

2) მოაჯირის ნაწილი - რიკულებზე გადებული ძელი.

ხარიხანთიში - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ორმელეთის მარცხენა შენაკადი.

ხარიხრა - მწვერვალი (3700 მეტრი) და მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთ-აფხაზეთის ქედზე.

ხარიჯიტები - ერთ-ერთი მუსლიმანური სექტის მიმდევრები - „განდგომილნი, ამბოხებულნი“. სექტა აღმოცენდა არაბეთის სახალიფოში VII საუკუნეში.

ხარკალა - ბორნის ნაწილი - ვერტიკალურად მბრუნავი ბოძი, რომელიც ნაპირებზე გაბმულ ბაგირს ებჯინება.

ხარკალი - იგივეა, რაც არტაშანი.

ხარკალუ (ნაჩურუ) - ტბა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ოდიშის დაბლობზე.

ხარკამეჩი - მამალი კამეჩი.

ხარკელანი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ხარკი - გადასახადი, რომელსაც გამარჯვებული ახდევინებდა დამარცხებული ქვეყნის ხალხს, მოსახლეობას.

ხარკოვი - ქალაქი უკრაინაში, საოლქო ცენტრი, 1934 წლამდე უკრაინის დედაქალაქი (1,6 მილიონი).

ხარლამოვა ვალენტინა - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი; მოღვაწეობდა ყაზახეთში (1911-1990 წწ).

ხარლამოვი ვალერი - რუსი ჰოკეისტი (ჰოკეი შაიბით), 1972, 1976 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი; ერთ-ერთი უძლიერესი თავდამსხმელი რუსული ჰოკეის ისტორიაში (1948-1981 წწ).

ხარლაღი

1) იგივეა, რაც ხარირემი.

2) იგივეა, რაც ხარჯიხვი.

ხარ-მეხრე - ხარები და მეხრეები.

ხარმსი დანიელ (ნამდვილი გვარი იუვაჩევი) - რუსი მწერალი (1905-1942 წწ).

ხარნუყა - მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა; მრავალწლოვანი ბალახები.

ხარო

1) ღრმა ორმო.

2) ღრმა ბნელი ორმო (საპატიმროდ); ჯურღმული.

3) მარცვლეულის შესანახი ხის ჭურჭელი (ან ბეღლის განყოფილება).

ხაროვანი - ხარების ნახირი.

ხაროვსკი - ქალაქი რუსეთის ვოლოგდის ოლქში.

ხაროკისწყალი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქხომისწყლის მარცხენა შენაკადი.

ხარონი - იხილე ქარონი.

ხარტიშო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჟინვალის სადაბო საკრებულო), ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1360 მეტრი, დუშეთიდან - 36 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 33 კაცი.

ხარტუკი - იგივეა, რაც ლაგამი.

ხარტუმი - სუდანის დედაქალაქი. დაარსებულია XIX საუკუნის 20-იან წლებში; სუდანის დედაქალაქია 1956 წლის 1 იანვრიდან (480 ათასი, მთლიანი აგლომერაცია 2 მილიონამდე).

ხარ-ურემი - ხარშებმული ურემი.

ხარულის ქედი - ქედი ახალგორის და ცხინვალის მუნიციპალიტეტებში, ოსეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

ხარფუხი - თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თაბორის მთის აღმოსავლეთ კალთაზე; ეს არის „სეიდაბადის“ გვიანდელი სახელი, სიტყვა სომხურია და ნიშნავს ხველას, სურდოს, გაციებას.

ხარყი - ქალაქი სამხრეთ ირანში, კუნძულ ხარყზე.

ხარშილაძე რამაზ - მოჭიდავე (ძიუდო, 95 კგ). 1976 წლის მონრეალის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1975), ევროპის ჩემპიონატების მეორე (1976) და ორგზის მესამე (1975, 80) პრიზიორი, სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1974, 76, 79, 80), სსრკ ხალხთა VI და VII სპარტაკიადების ჩემპიონი (1975, 79), სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში (1971, 73). სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1951 წელს).

ხარშო

1) წვრილად დაჭრილი და მოხარშული ხმელი პურის შეჭამანდი, ერბოთი, ხახვითა და კვერცხით შეზავებული.

2) იგივეა, რაც ხარჩო.

ხარჩილავა ვახტანგ - პოეტი (დაიბადა 1948 წელს).

ხარჩო - წვნიანი შეჭამანდი - ბრინჯით, ხახვით, მწვანილითა და ტყემლით მოხარშული ხორცი.

ხარცერები - იხილე ჰარცერები.

ხარციზსკი - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში (70 ათასი).

ხარ-ძროხა - ხარები და ძროხები.

ხარჭა - იგივეა, რაც საყვარელი (მნიშვნელობა 2).

ხარჭიშო - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში. სამონასტრო კომპლექსი, რომელშიც შედის წმ. გიორგის ეკლესია (XIII საუკუნე.), საცხოვრებელი და საბრძოლო დანიშნულების კოშკი (შუა საუკუნეები) და სამეურნეო დანიშნულების სხვა ნაგებობათა ნაშთები.

ხარხარი - ხმამაღალი სიცილი.

ხარხეთი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), მდინარე მთიულეთის არაგვის ხეობაში. ზღვის დონიდან - 1180 მეტრი, დუშეთიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 49 კაცი.

ხარხინი - ყურძნის საწურავი მანქანა (იციან იმერეთში).

ხარხმელასღელე - მდინარე ჭიათურის მუნიციპალიტეტში, გეზრულის მარჯვენა შენაკადი.

ხარხუში - ცხვრის შიგნეული, წვრილად დაკეპილი, მოხარშული, შენელებული მარილითა და და სიმჟავით; ხმარობენ საგულედ ხინკლისათვის (იციან საინგილოში).

ხარჯამი - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

ხარჯ-ბორჯი - ხარჯი, გასავალი.

ხარჯ-გადასახადი - ხარჯი და გადასახადი.

ხარჯთაღრიცხვა - მომავალი ხარჯებისა და შემოსავლის სავარაუდო გამოანგარიშება.

ხარჯი

1) რაც იხარჯება, გასავალი, დანახარჯი

2) რაც უნდა მოსცილდეს რამეს და გადაიყაროს; მინარევი, ნაკმაზი.

3) ადამიანთა გარკვეული რაოდენობისათვის საჭირო სასმელ-საჭმელი, სანოვაგე.

4) იგივეა, რაც ქელეხი.

5) იგივეა, რაც გადასახადი.

ხარჯიანი - რასაც ხარჯი (მნიშვნელობა 2) აქვს; მინარევიანი.

ხარჯიხვი - მამალი ჯიხვი.

ხარჯულა - სახარჯო ღვინო; წყალმაჭარა.

ხასა (არაბ.) - იგივეა, რაც საყვარელი (მნიშვნელობა 2).

ხასადარი - სამეურნეო დარგის მოხელე, მეფის მამულების მეურვე, მეთვალყურე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში.

ხასავიურთი - ქალაქი რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკაში (85 ათასი).

ხასაია ბადრი - მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 74 და 84 კგ). ევროპის ჩემპიონი (2002) და მესამე პრიზიორი (2005), მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2002), მსოფლიოს თასის მფლობელი (2004) (დაიბადა 1979 წელს).

ხასანბეგურა - ქართული ხალხური საისტორიო-საგმირო ხასიათის საგუნდო სიმღერა; გავრცელებულია აჭარასა და გურიაში.

ხას-ბატორი - მონღოლეთის სახალხო რევოლუციის (1921 წ) მოღვაწე (1884-1921 წწ).

ხასი

1) (არაბ.) თამამი, გაბედული, მოურიდებელი.

2) (არაბ.) ფეოდალური მიწათმფლობელობის ერთ-ერთი ფორმა შუა საუკუნეების მუსლიმანურ ქვეყნებში.

ხასიათი (არაბ.)

1) ადამიანის სულიერ თვისებათა ერთობლიობა, რომლებიც მის ქცევაში ვლინდება.

2) სულიერი განწყობილება; გუნება.

3) რისამე თვისება.

ხასიათწამხდარი - ვისაც ხასიათი, გუნება წაუხდა, ვინც ცუდ ხასიათზე დადგა.

ხასიდიზმი - იუდაიზმის რელიგიურ-მისტიური მიმდინარეობა; ოფიციალური იუდაიზმის ოპოზიციური მოძრაობა.

ხასინტო ემილიო - ფილიპინელი რევოლუციონერი (1875-1899 წწ).

ხასინჯუ - ილხანთა სამფლობელო მიწები მონღოლთა ბატონობის დროინდელ ირანში.

ხასკოვო - ქალაქი სამხრეთ ბულგარეთში, ამავე სახელწოდების ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი (85 ათასი).

ხასობა

1) ვისიმე ხასად, საყვარლად ყოფნა.

2) სითამამე, მოურიდებლობა.

ხასტიკი - აზღუდი (მნიშვნელობა 2), ბარტყი.

ხასყირმიზი (არაბ.-თურქ.) (Caesalpinia echinata) -მაგარმერქნიანი ხე პარკოსანთა ოჯახისა; ძვირფასი სამასალე ჯიშია.

ხასხასა - რაც ხასხასებს, კრიალა, ცინცხალი (ფერი).

ხასხასი - ცინცხალი ფერის გამოცემა; კრიალი.

ხატა - საცხოვრებელი ნაგებობა, სახლი უკრაინაში, ბელორუსიასა და რუსეთის გარკვეული ნაწილში.

ხატაეთი - „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი ტოპონიმი. ქვეყანა, რომლის მეფედაც რამაზი მოიხსენიება. სავარაუდოდ უნდა მდებარეობდეს თანამედროვე ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. წარმოდგება სპარსული „ხათთაი“-დან (შეადარე რუსული - Китай).

ხატამი მოჰამად - იხილე ჰათამი მ.

ხატან ბატორ მაქსარჟაბი - მონღოლეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1877-1927 წწ).

ხატანგა - მდინარე რუსეთის კრასნოიარსკის მხარის ტაიმირის (დოლგან-ნენთა) ავტონომიურ ოკრუგში (სიგრძე - 227 კილომეტრი).

ხატაურა - ჭრელი (თეთრ-შავ-ყვითელი) კატა.

ხატვა - რისამე ან ვისიმე გამოსახვა ფერების ან ხაზების საშუალებით.

ხატი (არაბ. „ხაზი“, „ნაწერი“)

1) გარეგნობა, სახე.

2) ღვთაების ან წმინდანის (წმინდანების) მხატვრული გამოსახულება.

3) წარმართული ღვთაება, რომელიც თითქოს მფარველობს მთელ თემს ან ცალკეულ გვარს (ფშავ-ხევსურეთში); ამ ღვთაების სამყოფლად მიჩნეული სალოცავი ადგილი.

ხატიბ ალ-ბაღდადი - არაბი ისტორიკოსი და ბიოგრაფი (1002-1071 წწ).

ხატინი - ყოფილი სოფელი ბელორუსიაში, რომლის მოსახლეობა მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა სრულიად გაანადგურეს.

ხატისკაცი ნანა - თეატრისა და კინოს რეჟისორი, პოეტი, მთარგმნელი (1931-2001 წწ).

ხატისსოფელი - სოფელ წითელსოფლის ძველი სახელწოდება.

ხატობა - ხატის დღეობა, ხატის დღესასწაული; ჯვარობა (ხევში, ფშავ-ხევსურეთში).

ხატოვანი - ხატების (მნიშვნელობა 1), სახეების შემცველი. || მხატვრული, გამომეტყველებითი.

ხატოტი (Bunias orientalis) - მცენარე ჯვაროსანთა ოჯახისა, იკეთებს ყვითელ ყვავილს; ისხამს კაკლის მსგავს უსწორმასწორო ნაყოფს; მისი ნორჩი ღეროები იჭმება.

ხატული (ხატულა) - ჭრელი, მოხატული, ლამაზი.

ხატულობა - იგივეა, რაც მოხატულობა.

ხატწერა - რელიგიური ფერწერის დარგი - ხატების წერა, ხატვა.

ხატხურა - მდინარე თიანეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტებში, ივრის მარჯვენა შენაკადი.

ხაუჩა - მდინარე თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ჩხარის მარჯვენა შენაკადი.

ხაფანგი - ცხოველთა დასაჭერი მოწყობილობა.

ხაფთანი (სპარს.) - ჯავშნის ქვეშ ჩასაცმელი დაბამბული კურტაკი.

ხაფი - ძლიერი, მჭექარე, ზარდამცემი (ხმა).

ხაფხაფი - სქელი რისამე დუღილის ხმა.

ხაყანი შირვანი აფზალ ალ-დინ ბადილ - სპარსულენოვანი აზერბაიჯანელი პოეტი (1120/1126-1199 წწ).

ხაშალი - მჭლე, გამხდარი, ავადმყოფი ძროხა.

ხაშარი - იგივეა, რაც ქოჩორი.

ხაშდეუ ბოგდან პეტრიჩეიკუ - იხილე ჰაშდეუ ბ.

ხაში (სპარს.)

1) წვნიანი კერძი ძროხის ან ცხვრის მოხარშული ფაშვისა (და აგრეთვე ჩლიქებისა).

2) დამჟავებული პურის ცომი (შენახული საფუვრად); პურისცომი.

ხაშლამა - ძროხის ან ცხვრის ხორცი, მშრალად მოხარშული.

ხაშმი

1) ჭაობის ორთქლი.

2) ციება, ციებ-ცხელება.

3) სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. მდინარე ივრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 770 მეტრი საგარეჯოდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1922 კაცი.

ხაშმიანი - ხაშმით, ჭაობის ორთქლით გაჟღენთილი.

ხაშრულა (ხაჩრულა) - მდინარე თიანეთის მუნიციპალიტეტში, ივრის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 4,5 კილომეტრი).

ხაშური

1) მარილის, შაბის, გვარჯილისა და მისთანების დანალექი, მინადუღი.

2) (1872-1917 წლებში მიხაილოვო, 1928-34 წლებში სტალინისი) - ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი; მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე; მანძილი თბილისიდან 120 კმ.

ხაშურის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში. 1917 წლამდე შედიოდა თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში, 1921 წლიდან გორის მაზრაში. 1930 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ფართობი 585,2 კვ.კმ. 1 ქალაქი, 1 დაბა, 81 სოფელი.

ხაშუფსე (ჰაშიფსე)

1) მდინარე გაგრის შემოგარენში, ერთვის შავ ზღვას.

2) სოფელი გაგრის შემოგარენში.

ხაშხაშა - იგივეა, რაც ღაჟღაჟა.

ხაშხაში (Papaver somniferum) (სპარს.)

1) ერთწლოვანი მცენარე ყაყაჩოსებრთა ოჯახისა; იკეთებს მსხვილ, სხვადასხვა შეფერილობის ყვავილებს. მოუმწიფებელი ნაყოფის რძიანი წვენისაგან მოიპოვებენ ოპიუმს, თესლისაგან - კარგი ხარისხის ზეთს.

2) ამ მცენარისაგან დამზადებული სითხე; ძილის მომგვრელია.

ხაჩანა - ცუდად ნაქსოვი უხეში შალი (იციან ფშავში).

ხაჩაობა - საბავშვო თამაშობა - ბიჭები ორ ჯგუფად იყოფიან და ხაჩებით მრგვალ ხის კოჭურს ერეკებიან მოწინააღმდეგის ბინისაკენ.

ხაჩატურიანი არამ - სომეხი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1903-1978 წწ).

ხაჩეში - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

ხაჩი - თავიანი ჯოხი, ჩოგანი, რომელსაც ხაჩაობის დროს ხმარობენ.

ხაჩმაზი - ქალაქი აზერბაიჯანში.

ხაჩრულა

1) მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტებში, სვანეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

2) მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტებში, არშირის მარცხენა შენაკადი.

ხაჩქარი (სომხ. „ქვაჯვარი“) - სომხური ძეგლი, ვერტიკალურად მდგარი ქვის ფილა, რაზედაც ამოკვეთილია ორნამენტულ კომპოზიციაში ჩასმული ჯვრის გამოსახულება.

ხაჩქოი - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტებში.

ხაწიწი - ქვაბის, ქოთნის ძირზე მიმწვარი საჭმელი (ფაფა, თათარა....).

ხაჭაპური - ნამცხვარი, რომელსაც გულად აქვს ყველი ან ხაჭო.

ხაჭირისხევი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

ხაჭო - დოს, ჩუმის ან შრატის (მნიშვნელობა 1) წამოდუღებით დალექილი მასა.

ხაჭო-ერბო - ერბოში გაცხელებული ხაჭო (იციან ფშავში).

ხაჭოიანი - რაშიც ხაჭოა ჩადებული.

ხახა

1) პირის ღრუს უკანა ნაწილი.

2) ანატომიაში - პირის ღრუსა და საყლაპავი მილის შემაერთებელი კუნთოვანი მილი.

ხა-ხა (ხა-ხა-ხა) - ხმამიბაძვითი სიტყვა; გამოხატავს ხმამაღალ სიცილს.

ხახაბო

1) სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ომალოს თემის საკრებულო). მდინარე თუშეთის ალაზნის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 2000 მეტრი, ახმეტიდან - 88 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2 ადამიანი.

2) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (შატილის თემის საკრებულო), თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ანდაქის (არღუნის მარჯვენა შენაკად) ხეობაში. ზღვის დონიდან - 2000 მეტრი, დუშეთიდან - 132 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 13 კაცი.

ხახაგამშრალი - ვისაც ხახა გაუშრა (წყურვილისაგან); ძალზე მოწყურებული; პირგამშრალი.

ხახადაღებული - იგივეა, რაც პირდაღებული.

ხახალეიშვილი დავით - მოჭიდავე (ძიუდო, +95 კგ). 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე (1993) და სამგზის მესამე (1991, 93, 95) პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი (1993 - +95 და აბსოლუტური, 1996) და მესამე პრიზიორი (1990) (დაიბადა 1971 წელს).

ხახალი

1) გობის მსგავსი მოწნული ჭურჭელი (წნელისა ან ტკეჩისა) ხორაგისა და ხილეულისათვის.

2) იგივეა, რაც ცხავი.

ხახამა (Rubus saxatilis) - მთის ბალახოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა, მაყვალს ჰგავს, ისხამს წითელ ნაყოფს, რომელიც იჭმება.

ხახამი - ებრაელი სასულიერო პირი.

ხახამშრალი - მოტყუებული, იმედგაცრუებული, ხელცარიელად დარჩენილი.

ხახანაშვილი ალექსანდრე - მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგი, ისტორიკოსი (1864-1912 წწ).

ხახანაშვილი გიორგი - ლოტბარი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწე (1906-1957 წწ).

ხახეთი - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალის თემის საკრებულო). 1991 წლამდე შედიოდა ჯავის რაიონში. მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე. მდინარე ყვირილის ხეობაში. ზღვის დონიდან - 1120 მეტრი, საჩხერიდან - 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში უკვე აღარავინ ცხოვრობს.

ხახეთისწყალი - მდინარე საჩხერის და ჯავის მუნიციპალიტეტებში, ღებურის მარჯვენა შენაკადი.

ხახვთესლა (Lysimachia vulgaris) - ბალახოვანი მცენარე ფურისულასებრთა ოჯახისა; ყვითელი ყვავილები განლაგებული აქვს ზედა ფოთლების იღლიებში.

ხახვი (Allium cepa) - ბოლქვიანი ბოსტნეული მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა. ჯგუფად უვითარდება ლულისებრი ფოთლები. ყვავილები ღეროს წვერზეა შეკრებილი. ბოლქვი და ფოთლები საჭმლის შესაკაზმად იხმარება და უმადაც იჭმება.

ხახვიანი - რასაც ხახვი აქვს, რასაც ხახვი ურევია.

ხახვილო - საკვებად ვარგისი სოკო.

ხახია - მცენარეთა გვარი ჯვაროსანთა ოჯახისა; მრავალწლიანი ფესურიანი ბალახი.

ხახიჩუ - ყოფილი სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში.

ხახმატი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე გუდანისჭალის (ხევსურეთის არაგვის მარცხენა შენაკადი). ზემოეთში. ზღვის დონიდან - 1940 მეტრი, დუშეთიდან - 79 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 17 კაცი.

ხახმატის მთა - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე (სიმაღლე - 3010 მეტრი).

ხახმატისწყალი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, იხილე გუდანისჭალა.

ხახული - შუა საუკუნეების მონასტერი, ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა, სამხრეთ საქართველოში, ტაოში (ამაჟამად თურქეთის ფარგლებშია).

ხახუნი - საგნის მოძრაობა მასზედ მჭიდროდ მიდებული სხვა საგნის ზედაპირზე.

ხახუტაშვილი დიმიტრი - ფერმწერი, გრაფიკოსი, მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი (დაიბადა 1927 წელს).

ხაჯალია

1) იგივეა, რაც ღაჟო.

2) სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ხაჯალია შოთა - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1917 წელს).

ხაჯუ ქირმანი ქამალ ალ-დინ - სპარსულ-ტაჯიკური პოეზიის წარმომადგენელი (1281-1352/61 წწ).

10.2 ხბ

▲ზევით დაბრუნება


ხბო - ძროხის ნაშიერი ერთ წლამდე.

ხბოიანი - რასაც ხბო ჰყავს.

ხბორები - ხბო-ს მრავლობითი რიცხვი.

ხბოყვირია - ვისაც არაფრის დამალვა არ შეუძლია.

ხბოშუბლა (Galega orientalis) - მრავალწლოვანი ბალახი პარკოსანთა ოჯახისა; იკეთებს მტევნებად შეკრებილ მოცისფრო-იისფერ ყვავილებს; ცხოველების კარგი საკვებია.

10.3 ხდ

▲ზევით დაბრუნება


ხდე (ხდისწყალი, ქისტურა) - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თერგის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 19 კილომეტრი)..

10.4 ხე

▲ზევით დაბრუნება


ხე

1) ზოგადი სახელი მრავალწლოვანი მცენარეებისა, რომლებსაც მაგარი ღერო (ტანი) და განშტოებული ვარჯი აქვს.

2) ასეთი მცენარეების მერქანი როგორც სამშენებლო (სადურგლო) მასალა.

3) სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ხეაგური - იგივეა, რაც ჩალანგარი.

ხებალახა (Solanum dulcamera) - მცენარე ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა; იკეთებს ქოლგის მსგავსად შეკრებილ სოსან ყვავილებს; ისხამს კვერცხისებრ, წვნიან წითელ ნაყოფს.

ხებეი - პროვინცია ჩინეთში.

ხები - ქალაქი ჩეხეთის დასავლეთ ჩეხიის ოლქში (35 ათასი).

ხეგანი - ქალაქი ჩინეთის ხეილუნძიანის პროვინციაში.

ხედანი - მთა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, იალნოს ქედის სამხრეთ კალთაზე (1280 მეტრი).

ხედერი - ებრაული დაწყებითი ვაჟთა სკოლა, სადაც ასწავლიდნენ იუდაიზმის საფუძვლებს.

ხედი - ადგილი, რომელიც მხედველობის არეშია მოქცეული.

ხედივი (თურქ.-სპარს.) - ეგვიპტის მმართველთა მემკვიდრეობითი ტიტული 1867-1914 წლებში. ანიჭებდნენ თურქეთის სულთნები, რომელსაც ეგვიპტე ნომინალურად ექვემდებარებოდა.

ხედის მთა - მთა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჭოროხისა და მაჭახლისწყლის წყალგამყოფი.

ხეეკალა (Gleditchia triacanthos) - საშუალო სიმაღლის ხე პარკოსანთა ოჯახისა; აქვს გაშლილ-დატოტვილი ვარჯი, მუქი წაბლისფერი ქერქი, ასხია გრძელი, მაგარი ეკლები.

ხევა

1) მთა შუახევის მუნიციპალიტეტში, შავშეთის ქედზე.

2) მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარჯვენა შენაკადი.

ხევარდი - მცენარეთა გვარი ენდროსებრთა ოჯახისა.

ხევაღელე - მდინარე შუახევის მუნიციპალიტეტში, ნაღვარევის მარჯვენა შენაკადი.

ხევაშენი - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

ხევგაღმა - ხევის გაღმა.

ხევგრძელი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს მარჯვენა შენაკადი.

ხევდახევ - იგივეა, რაც ხევ-ხევ.

ხევერცხლა - ხე პროტეასებრთა ოჯახისა.

ხევი

1) მდინარის ღრმა კალაპოტი (მთებში).

2) პატარა მდინარე მთებს შუა.

3) სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

4) (ყოფილი ხევისჯვარი) - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე რიკოთულის ნაპირებზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 4 სოფელს: გრიგალათი, ციცქიური, წაქვა, ხევი). ზღვის დონიდან - 520 მეტრი. ხარაგაულიდან - 47 კილომეტრი. სოფლის ძველი სახელწოდებაა ხევისჯვარი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 269 კაცი.

5) მხარე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის კალთებზე, მოიცავს მდინარეების თრუსოს, თერგისა და სნოსწყლის ხეობებს (ძირითადად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორია).

6) უძველესი ქართული ისტორიულ-გეოგრაფიული და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, პირველად მოიხსენიება VI საუკუნეში.

ხევისბერი

1) ხევის მოთავე, წინამძღოლი, როგორც საერო, ასევე რელიგიურ-საკულტო საქმეებში (ხევში, საქართველოს ერთ-ერთ მთიან კუთხეში).

2) მთავარი მღვდელმსახური ხატში; ხუცესი დეკანოზი (ფშავ-ხევსურეთში).

ხევისბერი გოჩა

1) ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა (გამოქვეყნდა 1884 წელს).

2) ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1964 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ნიკოლოზ სანიშვილი. სცენარის ავტორები - ნიკოლოზ სანიშვილი, არჩილ სულაკაური. დამდგმელი ოპერატორი - ფელიქს ვისოცკი. კომპოზიტორი - რევაზ ლაღიძე. მთავარ როლებში: სპარტაკ ბაღაშვილი (ხევისბერი), ნუგზარ შარია (ონისე), ლეილა აბაშიძე (ძიძია), თენგიზ არჩვაძე (გუგუა), ვ.ჩუბინიძე, იაკობ ტრიპოლსკი, ცაცა ამირეჯიბი, შოთა სხირტლაძე.

ხევისთავი - სოფლის (ხევის) მიერ არჩეული მოხელე; პროვინციული ადმინისტრაციის წარმომადგენელი ისტორიულ საქართველოში.

ხევის კავკასიონი - კავკასიონის მონაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თერგის აუზში.

ხევისუფალი - უძველესი ქართული სამოხელეო ტერმინი - ხევის განმგებელი.

ხევისყელი - იხილე ჯვრის უღელტეხილი.

ხევისწყალი (ხეისწყალი) - მდინარე ჩოხატაურის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს გურიის სერის სამხრეთ კალთაზე, 850 მეტრ სიმაღლეზე, მწვერვალ საყინულის (1204 მ) მახლობლად. ერთვის რიონის რიონს მარცხენა მხრიდან სოფელ საჯავახოსთან. საზრდოობს თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლებით. სიგრძე - 32 კილომეტრი, საშუალო წლიური ხარჯი შეართავთან - 4 კუბ.მ/წმ.

ხევისჭალა

1) სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (საკობიანოს თემის საკრებულო), მდინარე კურტანაძეულის (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 720 მეტრი, ახმეტიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 34 ადამიანი.

2) მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, იხილე კურტანაძეული.

ხევსურები - საქართველოს ერთ-ერთი კუთხის - ხევსურეთის - მკვიდრი ქართველები.

ხევსურეთი - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს - პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის, შატილის და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი - არაგვის ხეობისაგან. ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით - თუშეთი, დასავლეთით - ხევი და გუდამაყარი, სამხრეთით - ფშავი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში.

ხევსურეთის არაგვი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს თუშეთ-ხესურეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავკეთ კალთაზე, 2635 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე - 24 კილომეტრი, აუზის ფართობი - 305 კვ.კმ. საზროოდბს თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლებით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან - 7,9 კუ.მ/წმ.

ხევსურეთის თემის საკრებულო - თემის საკრებულო დუშეთის მუნიციპალიტეტში, მოიცავს 38 სოფელს: აკუშო, ამღა, ატაბე, აყნელი, აჭე, ახიელი, ბარისახო, ბაცალიგო, ბისო, ბლო, ბოქჩვილო, ბუჩუკურთა, გველეთი, გუდანი, დათვისი, ზეისტეჩო, კარწაულთა, კორშა, მაღრაანი, მოწმაო, ოხერხევი, როშკა, უბანი, უკანახო, უკანხადუ, ქმოსტი, ქობულო, ღელისვაკე, ღული, ჩირდილი, ჩხუბა, ძეძეურთა, წინხადუ, ჭალისოფელი, ჭიე, ჭიმღა, ჭორმეშავი, ხახმატი. თემის ცენტრია ბარისახო. თემის საკრებულოს ცენტრი - სოფელი ბარისახო.

ხევსურეთის ქედი - ქედი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთი შტოქედი.

ხევსურთსოფელი (ხევსოფელი, ყოფილი ნადირაანთხევი) - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში, ერწოს ქვაბულში. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან - 1170 მეტრი, თიანეთიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 83 კაცი.

ხევსურული - ხევსურების დამახასიათებელი, მათი კუთვნილი.

ხევსურული ბალადა - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1965 წელს. დამდგმელი რეჟისორი - შოთა მანაგაძე. სცენარის ავტორი - გიორგი მდივანი. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი ჭელიძე. კომპოზიტორი - რევაზ ლაღიძე. მთავარ როლებში: თენგიზ არჩვაძე (იმედა). სოფიკო ჭიაურელი (მზექალა), ლეო ფილფანი (თორღვაი), ზურაბ ქაფიანიძე (აპარეკა), კოტე დაუშვილი (მგელიკა), დოდო აბაშიძე (ალუდა).

ხევღრმა - მთა წალკის მუნიციპალიტეტში, სამსრის ქედზე.

ხევღრმისწყალი - მდინარე წალკის მუნიციპალიტეტში, ქციის მარჯვენა შენაკადი.

ხევშა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ფასანაურის სადაბო საკრებულო), მთიულეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე მთიულეთის არაგვის ხეობაში. ზღვის დონიდან - 1200 მეტრი, დუშეთიდან - 52 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 25 კაცი.

ხევძმარი - მდინარე თბილისის შემოგარენში, მტკვრის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 13 კილომეტრი).

ხევ-ხევ - ხევის გაყოლებაზე, ხევის გასწვრივ.

ხევხმელა (ხეხმელა) - მდინარე გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი.

ხევხუვი (ხევხუვები) - ბევრი ხევი; ხევები.

ხეზი - ძაფზე მომსხო ნართი (ჩვეულებრივ სელისა ან კანაფისა).

ხეთა - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

ხეთაგუროვი (ხეთაგათი) კოსტა - ოსი პოეტი, მხატვარი, საზოგადო მოღვაწე (1859-1906 წწ).

ხეთაგუროვი (1940 წლამდე წუნარი) - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ხეთები - მცირე აზიის მკვიდრი მოსახლეობა უძველეს ხანებში. ბინადრობდნენ III-II ათასწლეულის მიჯნაზე.

ხეთების სამეფო (ხათი) - ერთ-ერთი ძველაღმოსავლური სახელმწიფო ძვ.წ.აღ. II ათასწლეულში მცირე აზიაში (ანატოლია, ახლანდელი თურქეთი).

ხეთოლოგია - ისტორიული მეცნიერების ერთ-ერთი დარგი, რომელიც კომპლექსურად შეისწავლის ხეთურ ინდოევროპულ და არაინდოევროპულ ენებს.

ხეთური - ხეთებთან დაკავშირებული.

ხეთური ენა - უძველესი დოკუმენტურად დაფიქსირებული ინდოევროპული ენა, მიეკუთვნება ე.წ. „ანატოლიურ“ ჯგუფს, წარმოადგენდა ძველი ხეთური სამეფოს ძირითად ენას.'

ხეიბარი - ფიზიკური ნაკლის მქონე, დაშავებული ადამიანი.

ხეივანი

1) გზა, რომლის ორივე მხარეს ხეებია, ჩამწკრივებული.

2) ლატანებზე გასული ვაზი, ტალავერი.

3) სოფელი გაგრის შემოგარენში.

ხეივნიანი - რასაც ხეივანი აქვს, სადაც ხეივანია.

ხეითი - სოფლები ონის და ცხინვალის მუნიციპალიტეტებში.

ხეილუნძიანი - პროვინცია ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, ადმინისტრაციული ცენტრი - ხარბინი.

ხეირი (არაბ.)

1) სიკეთე, წარმატება.

2) სარგებლობა, მოგება, გამორჩენა.

ხეისწყალი

1) მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი.

2) მდინარე, იხილე ხევისწყალი.

ხეიფიცი იოსებ - კინორეჟისორი, დრამატურგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1905-1995 წწ).

ხეიხე

1) მდინარე ჟოშუის ზემო და შუა დინების სახელწოდება.

2) (სახალიანი) ქალაქი ჩინეთის ხეილუნძიანის პროვინციაში.

ხეკაკუნა - იგივეა, რაც კოდალა.

ხეკაცი - უგრძნობელი, გულქვა კაცი.

ხეკოლა (კოლა) - მცენარეთა გვარი სტერკულიასებრთა ოჯახისა, მარადმწვანე ხე.

ხეკორძი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ძეგვის თემის საკრებულო), თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ხეკორძულას (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 880 მეტრი, მცხეთიდან - 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 25 კაცი.

ხეკორძულა - მდინარე მცხეთის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი, სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, 1287 მეტრ სიმაღლეზე, სიგრძე - 13 კილომეტრამდე, აუზის ფართობი - 43,1 კვ.კმ. ხარჯი შესართავთან - 0,31 კუბ.მ/წმ.

ხეკრებულნი (ხეკრებულთა) - დასახლებული პუნქტი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ტაოში (ამჟამად თურქეთის ფარგლებშია).

ხელ - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა; ნიშნავს: 1) ხელთან დაკავშირებულს. 2) პატარა მომცრო რასმე (მაგალითად, ხელბარგი).

ხელად - სახელდახელოდ, უცბად, ერთბაშად.

ხელადა

1) ფართოპირიანი და მრგვალმუცლიანი მომცრო ჭურჭელი თიხისა.

2) საწყაო ორი ლიტრის ტევადობისა; ორი ლიტრი.

ხელადობით - ხელადით გამოწყვით, ხელადის ოდენობით.

ხელანშანი - ქედი, იხილე ალაშანი.

ხელაობა - თევზჭერის ერთ-ერთი პრიმიტიული ხერხი ხელით, თევზსაჭერი იარაღების გამოუყენებლად.

ხელაპყრობით - ხელების მაღლა აწევით.

ხელაპყრობილი - ვისაც ხელები მაღლა აქვს აწეული.

ხელაღებით - განურჩევლად, განუსჯელად, საქმეში ჩაუხედავად.

ხელაღებული - ვინც ხელი აიღო რამეზე.

ხელაშვილი თეიმურაზ - მსახიობი და მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი (1919-1985 წწ).

ხელახალი - რაც ხელახლა ხდება, ან მოხდა.

ხელახლა - ხელმეორედ, ისევ, განმეორებით.

ხელბადე - წყალში ჩასადგმელი ტარიანი ბადე ერთგვარი.

ხელბარგი - ხელში დასაჭერი ცოტა რამ ბარგი.

ხელბორკილი - ხელების შესაკრავი ბორკილი.

ხელბურთელი - ხელბურთის მოთამაშე სპორტსმენი.

ხელბურთი - ერთგვარი სპორტული გუნდური თამაში ბურთისა ხელით (თითოეულ გუნდში 7-7 მოთამაშეა). აღმოცენდა დანიაში 1898 წელს.

ხელბურღი - ხელის ბურღი, პატარა ბურღი.

ხელგადაჭდობილი - ვინც ხელი გადააჭდო ვისმე, ხელგადახვეული.

ხელგადახვეული - ვისაც ხელი გადახვიეს.

ხელგამომავალი - ვისაც ხელიდან ყველაფერი გამოუდის, ვისაც ყველაფერი ეხერხება.

ხელგამოწვდილი - ვისაც ხელი გამოწვდილი აქვს; მათხოვარი.

ხელგარჯილობა

1) გამრჯეობა, შრომისმოყვარეობა.

2) იგივეა, რაც ხელსაქმე.

ხელგაუნძრეველი - ხელგაუნძრევლად - უშრომლად, გაურჯელად.

ხელგაყრილი - ვისაც ხელი აქვს ვინმესთვის გაყრილი; მკლავგაყრილი.

ხელგაშვერილი - ვისაც ხელი აქვს გაშვერილი.

ხელგაშლილი

1) ვისაც ხელები გაშლილი აქვს.

2) ვისაც ფულის ხარჯვა, სხვების პატივისცემა, გამასპინძლება უყვარს; უხვი, პურადი.

ხელგაწვდილი - ვისაც ხელი აქვს გაწვდილი.

ხელგახსნილი - თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობის მქონე.

ხელგობი - პატარა გობი.

ხელგოდორი - პატარა გოდორი.

ხელდაბჯენილი - ვისაც ხელები აქვს დაბჯენილი.

ხელდაკრეფილი - იგივეა, რაც გულხელდაკრეფილი.

ხელდამშვენებული - ვინც ხელი დაიმშვენა; რაიმე საჩუქრის, ძღვენის მიმრთმევი ვინმესთვის.

ხელდასხმა (ქიროტანია) - კურთხევა (საეკლესიო თანამდებობაზე).

ხელდასხმული - ნაკურთხი (საეკლესიო თანამდებობაზე).

ხელდახელ

1) უცბად, ჩქარა, ხელად, სახელდახელოდ.

2) ხელით.

ხელდახელი - იგივეა, რაც ხელჩართული.

ხელდოქი - მომცრო დოქი.

ხელდრა - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, გულიჭალის მარცხენა შენაკადი.

ხელებ - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა, ნიშნავს ხელებთან დაკავშირებულს.

ხელებაპყრობილი - ვისაც ხელები აპყრობილი აქვს.

ხელებაშვერილი - ვისაც ხელები აშვერილი აქვს; ხელებაწეული.

ხელებაცახცახებული - ვისაც ხელები უცახცახებს.

ხელებაწეული - ვისაც ხელები აწეული აქვს.

ხელებგაფარჩხული - ვისაც ხელები გაფარჩხული აქვს.

ხელებგაშვერილი - ვისაც ხელები გაშვერილი აქვს.

ხელებგაწვდილი - ვისაც ხელები გაწვდილი აქვს.

ხელებდაბჯენილი - ვისაც ხელები დაბჯენილი აქვს რამეზე.

ხელებდაკაპიწებული - ვისაც ხელები დაკაპიწებული აქვს.

ხელებდასისხლიანებული - ვისაც ხელები დასისხლიანებული აქვს.

ხელებშებორკილი - ვისაც ხელები შებორკილი აქვს.

ხელებშეკრული - იგივეა, რაც ხელშეკრული.

ხელედი

1) უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედზე.

2) სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ხელედის ქედი - ქედი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედის განშტოება.

ხელედულა - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 34 კილომეტრი).

ხელეური - ნამგლით მომკილი პური, რაც ერთ ხელში თავსდება; მჭლეული.

ხელეჩო - ცალი ხელით სახმარი პატარა ეჩო.

ხელვარცლი - პატარა ვარცლი.

ხელვაჩაური - დაბა აჭარაში, მდებარეობს კახაბრის დაბლობზე, მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მანძილი ბათუმიდან - 8 კმ, თბილისიდან - 360 კმ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული დასავლეთ საქართველოში, აჭარაში. 1917 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ბათუმის ოკრუგში. 1924 წელს გამოეყო ბათუმის ოკრუგს და ეწოდა ჭოროხის მაზრა. 1930-68 წლებში ბათუმის რაიონში იყო, 1968 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ფართობი 430 კვ.კმ. 2 დაბა და 75 სოფელი.

ხელთათმანი - ნაქსოვი ან შეკერილი ხელზე ჩასაცმელი (ჩვეულებრივ თითებიანი).

ხელთნაწერი - იხილე ხელნაწერი.

ხელთოფა - ბავშვების სათამაშო სატკაცუნებელი თოფი; დიდგულას ან ბამბუკის ღერო, რომელსაც ტენიან დაჭმუჭნული ფოთლით, სველი ქაღალდით.

ხელთუბანი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ხელთუქმნელი - რაც ადამიანის ხელით არ არის შექმნილი; რისი შექმნაც ადამიანის ხელს არ შეუძლია.

ხელთქმნილი - ადამიანის ხელით შექმნილი.

ხელი

1) ადამიანის ზედა კიდური.

2) ამ ორგანოს ნაწილი მაჯიდან თითების ბოლომდე.

3) იგივეა, რაც სახელური.

4) ერთად სახმარი ნივთების სრული ნაკრები.

5) ერთი თამაში რისამე (ჭადრაკისა, ბანქოსი).

6) წერის, ასოების გამოყვანის თავისებურება.

7) ვინც რასმე აკეთებს, მოსაქმე (მზრუნველი ხელი). რისამე გაკეთების, მოვლის უნარი, ხელობა.

8) გიჟი, შმაგი.

9) ცუდი გემო, რომელსაც ჭურჭელი მისცემს ხოლმე ღვინოს (წყალს).

ხელიანი

1) ვისაც ხელი აქვს.

2) სახელურის მქონე.

ხელისგული - ხელის მტევნის შიგნითა ნაწილი უთითებოდ.

ხელისდადება - ერთი ხელისდადება

1) ერთი ხელის სიფართე ან სისქე.

2) (გადატანით) ძალიან პატარა.

ხელისმომკიდე - იგივეა, რაც მეჯვარე.

ხელისუფალი

1) ხელისუფლების მქონე; მბრძანებელი.

2) ხელისუფლების წარმომადგენელი.

ხელისუფლება - პოლიტიკური ბატონობა, სახელმწიფო მმართველობა.

ხელიხელგადახვეული - ვინც ერთმანეთს ხელი გადახვია.

ხელიხელგაყრილი - იგივეა, რაც ხელგაყრილი.

ხელიხელსაგოგმანები - ძალიან გასაფრთხილებელი, ძვირფასი.

ხელიხელჩაკიდებული - ვინც ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდა, მოჰკიდა.

ხელკავი

1) სიმინდის საფშვნელი ან ღომის საცეხვი მოხრილთავიანი მსხვილი ჯოხი.

2) სახვნელი იარაღის ხელნის ტარი.

3) ვისიმე მკლავში ხელის გამოდება, მოკიდება.

ხელკალათი - პატარა კალათი, კალანჩხა.

ხელკვერი - იგივეა, რაც კვერი.

ხელმანდილი - იგივეა, რაც ხელსახოცი (მნიშვნელობა 1).

ხელმარდი - საქმის მარდად და კარგად გამკეთებელი; ხელმარჯვე.

ხელმართალი - საქმის ერთგული, სინდისიერი (მუშა).

ხელმარტო - იგივეა, რაც მარტოხელი.

ხელმარცხი (ხელმარცხიანი)

1) იგივეა, რაც მარცხიანი.

2) ხელმარცხად - მოუხერხებლად, არამარჯვედ.

ხელმარცხნივ - იგივეა, რაც მარცხნივ.

ხელმარჯვე - მარჯვე ხელის პატრონი, საქმეში მოხერხებული, ყოჩაღი.

ხელმარჯვნივ - იგივეა, რაც მარჯვნივ.

ხელმეორე - რაც ხელახლა, მეორედ კეთდება.

ხელმი - ქალაქი პოლონეთში, ამავე სახელწოდების სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (70 ათასი).

ხელმისაწვდომი - რაზეც ხელი მიუწვდებათ; ადვილად მოსაპოვებელი. || რაც შეიძლება ადვილად, იაფად იშოვნო.

ხელმოკიდებული

1) ვისაც ხელი მოჰკიდეს.

2) ვინც ხელი მოჰკიდა რასმე, ვისმე.

ხელმოკლას ქედი - ქედი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთი განშტოება.

ხელმოკლე - ღარიბი, უქონელი.

ხელმოკლეობა - ხელმოკლის მდგომარეობა.

ხელმომწერი - იგივეა, რაც ხელის მომწერი.

ხელმომჭირნე

1) იგივეა, რაც მომჭირნე.

2) იგივეა, რაც ხელმოჭერილი.

ხელმონსკი იუზეფ - პოლონელი ფერმწერი (1849-1914 წწ).

ხელმოსაკიდი (ხელმოსაკიდებელი)

1) რასაც შეიძლება ხელი მოჰკიდონ.

2) (გადატანით) რასაც შეიძლება დაეყრდნონ შემდგომ მუშაობაში, რითაც შეიძლება დაიწყონ რამე.

ხელმოსაწერი - რასაც ხელი უნდა მოაწერონ.

ხელმოსაჭიდი - იგივეა, რაც ხელმოსაკიდი.

ხელმოსმულა - მდინარე ჭიათურის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში, ძირულის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 18 კილომეტრი).

ხელმოუკიდებელი - ვისთვისაც, რისთვისაც ხელი არ მოუკიდიათ; რასაც ხელს ვერ მოჰკიდებენ.

ხელმოუწერელი - რაზედაც ხელი არ არის მოწერილი.

ხელმოცარული - ვისაც ხელი მოეცარა, საქმე ცუდად წაუვიდა.

ხელმოწერა - იგივეა, რაც ხელის მოწერა.

ხელმოწერითი - რაც ხელის მოწერით იყიდება, ვრცელდება.

ხელმოწერილი - რასაც ხელი მოაწერეს.

ხელმოჭერით

1) ხელის თითების მოჭერით.

2) იგივეა, რაც ხელმოჭერილად.

ხელმოჭერილი

1) ვისაც ხელი აქვს მოჭერილი რამეზე.

2) ხარჯვაში ზედმეტად ზომიერი, ძუნწი.

ხელმოჭიდებული - იგივეა, რაც ხელმოკიდებული.

ხელმრუდი - ვინც შემჩნეულია წვრილ-წვრილ ქურდობაში.

ხელმძღვანელი

1) პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ვისმე, რასმე; მეთაური, უფროსი.

2) რაც რისამე სათავეში დგას, წარმართავს რისამე, ვისიმე საქმიანობას.

ხელმძღვანელობა - (კრებითი) ხელმძღვანელები.

ხელმწიფე

1) იგივეა, რაც მეფე.

2) სათამაშო ქაღალდი, რომელზედაც გამოსახულია გვირგვინიანი მამაკაცი; პაპა.

ხელმწიფობა - მეფობა.

ხელმწიფური - ხელმწიფის დამახასიათებელი; მეფური.

ხელნა - ურმის (მარხილის....) გვერდითი ძელი, რომელზედაც ასხმულია სხვა ნაწილები.

ხელნაწერი

1) ძველი დამწერლობის ძეგლი, შექმნილი უპირატესად წიგნის ბეჭდვის შემოღებამდე.

2) ტექსტის დედანი ან პირი ხელით დაწერილი ან საწერ მანქანაზე გადაბეჭდილი.

ხელნახლები - რასაც ხელი ახლეს.

ხელობა

1) ისეთი საქმიანობა, რომელიც ხელის გაწაფვას მოითხოვს.

2) ნაწარმი, ნაკეთობა.

3) (ძვ.) თანამდებობა.

4) ერთი ხელობა - ერთი გზობა, ერთი პირობა, ერთხელ.

ხელოვანი

1) ხელოვნების მუშაკი (მხატვარი, მუსიკოსი, მსახიობი და სხვა).

2) თავისი ხელობის, თავისი საქმის ზედმიწევნით მცოდნე; დახელოვნებული.

ხელოვნება

1) მხატვრული შემოქმედება.

2) რაიმე პროფესიის ზედმიწევნითი ცოდნა, ოსტატობა.

3) რაიმე საქმიანობაში საჭირო ხერხებისა და მეთოდების ერთობლიობა.

ხელოვნებათმცოდნეობა - მეცნიერება ხელოვნების ისტორიისა და თეორიის შესახებ.

ხელოვნური

1) არაბუნებრივი, არანამდვილი; ადამიანის ხელით შექმნილი.

2) ხელოვნების შესაფერი, მისი დამახასიათებელი, ოსტატური.

ხელოვნურობა - ხელოვნურის თვისება.

ხელოსანი - რაიმე ხელობის მცოდნე.

ხელოსნობა

1) სხვადასხვა ნაკეთობის წვრილი, არაფაბრიკული წარმოება.

2) ხელოსნის საქმიანობა, ხელობის ცოდნა.

ხელპირდაბანილი - ვისაც ხელ-პირი დაბანილი აქვს.

ხელპირდაუბანელი - ვისაც ხელ-პირი დაუბანელი აქვს.

ხელრა

1) მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი.

2) სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ხელსაბანი - ხელის დასაბანი.

ხელსავსე - ვისაც რაიმე აქვს, რამე უჭირავს ხელში (ხელცარიელის საპირისპირო).

ხელსაფქვავი - ხელით სატრიალებელი საფქვავი ხელსაწყო; ხელის წისქვილი.

ხელსაქმე

1) საერთო სახელი ჭრა-კერვისა, ქსოვა ქარგვისა.

2) ყველაფერი ის, რასაც კერავენ, ქარგავენ.

3) საერთოდ მსუბუქი, სახელდახელო საქმე.

ხელსაქნარი - იგივეა, რაც ხელსაქმე.

ხელსაყრელი - სასარგებლო, სახეირო.

ხელსაწმენდი

1) ტილოს საგანგებოდ შეკერილი ნაჭერი (ან საგანგებო ქაღალდის ფურცელი) ჭამის დროს ტუჩებისა და ხელის შესაწმენდად.

2) იგივეა, რაც პირსახოცი.

ხელსაწყო - რისამე საკეთებელი მოწყობილობა, აპარატი ან სამარჯვი.

ხელსაწყოთმშენებლობა - ხელსაწყოთა ქარხნული წარმოება.

ხელსახოცი

1) თან სატარებელი დაჩითული ქსოვილი ბამბისა ან აბრეშუმისა; იყენებდნენ ხელის შესახოცად.

2) იგივეა, რაც პირსახოცი.

ხელსწრაფი - მარდი, მარჯვე, ხელმარჯვე.

ხელტაფა - პატარა ტაფა, ტარიანი ან ყურიანი.

ხელტუკი - პატარა ტუკი.

ხელუკუღმართი - იგივეა, რაც ხელმრუდი.

ხელუხვი - იგივეა, რაც ხელგაშლილი.

ხელუხლებელი

1) რისთვისაც ხელი არ უხლიათ. რაც არ უხმარიათ, არ გამოუყენებიათ.

2) რაც არ შეუცვლიათ.

ხელუხლებლობა - ხელუხლებლად ყოფნა, არსებობა.

ხელფასი - დაქირავებული შრომის ფასი.

ხელფასიანი

1) ვისაც ხელფასი ეძლევა.

2) რაშიც ხელფასი ეკუთვნით.

ხელფეხშებორკილი - იგივეა, რაც ხელფეხშეკრული.

ხელფეხშეკრული

1) ვისაც ხელ-ფეხი შეკრული აქვს.

2) (გადატანით) ვისაც თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა არა აქვს; შეზღუდული.

ხელქვეით - ვისიმე ხელქვეით არის - ვისიმე გამგებლობაშია; ვისიმე ხელმძღვანელობით ასრულებს რასმე.

ხელქვეითი - სხვას დაქვემდებარებული, სხვაზე დამოკიდებული პირი.

ხელღონიერი - ვისაც ღონიერი ხელები აქვს.

ხელყოფა - დანაშაულის ჩადენის (მიტაცების, თავდახმის....) მცდელობა.

ხელყუმბარა - ხელით სასროლი ყუმბარა.

ხელშეკრული

1) ვისაც ხელები შეკრული აქვს.

2) (გადატანით) ვინც თავისუფლად ვერ მოქმედებს, შეზღუდულია თავის მოქმედებაში.

ხელშეკრულება - შეთანხმება, ჩვეულებრივ წერილობითი, ურთიერთვალდებულების შესახებ.

ხელშემშლელი - ხელის შემშლელი.

ხელშემწყობი - ხელის შემწყობი, დამხმარე.

ხელშესაწყობი - ხელშესაწყობად - ხელის შეწყობის მიზნით.

ხელშესახები - შესამჩნევი, მნიშვნელოვანი.

ხელშეხვეული - ვისაც ხელი შეხვეული აქვს.

ხელშუბი - სასროლი მოკლე შუბი.

ხელჩავლებული - ვისაც ხელი ჩავლებული აქვს რამესთვის.

ხელჩაკიდებული

1) ვისაც, რასაც ხელი ჩაჰკიდეს.

2) ვინც ხელი ჩაჰკიდა რასმე.

ხელჩამობმული (ხელჩამოკიდებული) - ვისაც ხელი ჩამობმული, ჩამოკიდებული აქვს.

ხელჩანთა - ხელის პატარა ჩანთა.

ხელჩართული - ხელით, ცივი იარაღით წარმოებული ბრძოლა, ჩხუბი.

ხელჩაქნეული - ვინც ხელი ჩაიქნია რამეზე, იმედდაკარგული.

ხელჩაყოფილი - ვისაც ხელი (ხელები) აქვს ჩაყოფილი რამეში.

ხელჩაჭიდებული - იგივეა, რაც ხელჩაკიდებული.

ხელჩიცკი პეტრე - ჰუსიტური რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე ჩეხეთში (დაახლოებით 1390-1460 წწ).

ხელჩუა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ხელცარიელი

1) ვისაც ხელში არაფერი უჭირავს.

2) ვინც ვერაფერი მოიტანა (ან ვერაფერი წაიღო).

ხელცივი - იგივეა, რაც ხელმრუდი.

ხელცული - პატარა ცული.

ხელცულიანი - ვისაც ხელში ცული უჭირავს.

ხელწავლებული

1) ვინც ხელი წაავლო ვისმე, რასმე; ვინც ხელი წაივლო რამეზე.

2) ვისაც, რასაც ხელი წაავლეს.

ხელწალდი - პატარა წალდი.

ხელწამოსაკრავი

1) ვისზედაც, რაზედაც ადვილად იტყვიან ცუდს, ავს; ვისაც ადვილად გაუბედავენ რასმე.

2) ადვილად, სახელდახელოდ გასაკეთებელი.

ხელწერა - იგივეა, რაც ხელი (მნიშვნელობა 6).

ხელწერილი

1) ხელმოწერილი საბუთი რისამე მიღების შესახებ.

2) წერილობითი ვალდებულება.

ხელხვავი - ქართული ხალხური შრომის პოეზიის სახეობა, ნადური ლექს-სიმღერა.

ხელხვავიანი - ვინც ხვავიანი, ბარაქიანი მუშაობა იცის.

ხელჯოხი - ხელში დასაჭერი და სიარულის დროს დასაყრდნობი ჯოხი.

ხემაღალი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ლაშის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 300 მეტრი. ხარაგაულიდან - 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 207 კაცი.

ხემი - ძუაგაბმული ჯოხი, რომლის გასმითაც ზოგი საკრავის სიმებს ახმიანებენ; ქამანი.

ხემიანი - ისეთი (საკრავი), რომელსაც ხემით უკრავენ.

ხემნიცერი ივან - რუსი მწერალი-მეიგავე (1745-1784 წწ).

ხემნიცი - იხილე კემნიცი.

ხემსი - მცირე რამ საჭმელი, ორიოდე ლუკმა.

ხემყრალი (ხემყრალა) (Ailanthus altissima) - მაღალი ან საშუალო სიმაღლის ხე; აქვს რთული ფოთლები, რომლებსაც ცუდი სუნი ასდის; მყრალი ხე.

ხემჩიკი - მდინარე რუსეთის ტუვის რესპუბლიკის დასავლეთ ნაწილში, ენისეის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 320 კილომეტრი).

ხენანი - პროვინცია ჩინეთში, მდინარეების ხუანხესა და ხუაიხეს აუზში.

ხენდრო

1) (Fragaria moschata) მარწყვის ერთ-ერთი სახეობა; ისხამს მსხვილ სურნელოვან ნაყოფს.

2) (Fragaria sp. div) კულტურული, მსხვილნაყოფა მარწყვი საერთოდ.

ხენილი - მდინარე ესპანეთში, მდინარე გვადალკვივირის მარცხენა შენაკადი.

ხენტეი - მთიანეთი მონღოლეთში.

ხენცელი - პატარა ნამგალი.

ხენჯი - ჟანგი, რომელიც გადაეკვრება ხოლმე რკინას.

ხეობა

1) ადგილი წყალგამყოფ მთებს შუა, სადაც მდინარე მოედინება.

2) (გადატანით) ამგვარ ადგილას მცხოვრები მოსახლეობა.

3) მთა თიანეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ქართლის ქედზე.

4) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქართლის ქედის დასავლეთ კალტაზე, მდინარე წირდალისხევის (არაგვის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. თემის ცენტრი (მოიცავს 9 სოფელს: ახალციხე, დოლოშა, ვარცლა, კენჭაკლდე, მიგრიაულები, საცხავატლო, ფიჭვიანი, წითელი კლდე, ხეობა). ზღვის დონიდან - 1220 მეტრი, დუშეთიდან - 31 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 58 კაცი.

5) სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

6) სოფელ სარალარის ძველი სახელწოდება.

ხეობის თემის საკრებულო - იხილე ხეობა (2).

ხეოთი - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

ხეორი - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა შენაკადი.

ხეორისწყალი - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ლუხუნის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 13,4 კილომეტრი).

ხეოფსი - ეგვიპტის ფარაონი (ძვ.წ.აღ. XXVII საუკუნის დასაწყისი).

ხეპრე - ბრიყვი, გაუზრდელი, უხეში (ადამიანი).

ხეპრული - ხეპრის დამახასიათებელი, მისი შესაფერი; ბრიყვული.

ხერასკოვი მიხეილ - რუსი მწერალი, რუსული კლასიციზმის წარმოდმაგენელი (1733-1807 წწ).

ხერგი

1) ადიდებული წყლის მოტანილი ხეები (ზოგჯერ ყინული, ქვები და სხვა).

2) ერთ ადგილზე მოგროვილი ხეები (ტყეში). || გადახირული ხეები გზის შესაკრავად.

ხერგიანი მირონ - მწერალი (დაიბადა 1943 წელს).

ხერგიანი მიხეილ - ლეგენდარული მთამსვლელი, დალაშქრა კავკასიონის, პამირის, ტიან-შანისა და ალპების ურთულესი მწვერვალები. ინგლისში მიანიჭეს „კლდის ვეფხვის“ წოდება (1960). მისი სახელი მიენიჭა მწვერვალებს კავკასიონსა და პამირ-ალაიში, თურქესტანის ქედზე, ვრაჩანის მასივის ერთ-ერთ ალპინისტურ მარშრუტს ბულგარეთში, კლდეს იაილის მასივზე ყირიმში, ახალგაზრდულ კლუბ „ბეთქილს“, საშუალო სკოლას და ერთ-ერთ ქუჩას მესტიაში, მცირე პლანეტას ასტეროიდების რგოლში მარსი-იუპიტერის ორბიტაზე. დაწესებულია მიხეილ ხერგიანის ყოველწლიური მემორიალი მეკლდეურობაში (1967)სპორტის დამსახურებული ოსტატი (1932-1969 წწ).

ხერგიანი ნესტორ - მოჭიდავე (ძიუდო, 60 კგ). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1998, 2003) და ოთხგზის მესამე პრიზიორი (1999-2002). 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი და 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადის მონაწილე (დამარცხდა სანუგეშო წრეში), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1999) (დაიბადა 1975 წელს).

ხერგიანისღელე - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ნეძვისწყლის მარჯვენა შენაკადი.

ხერგილი

1) იგივეა, რაც ჩახერგილი.

2) ხეებით და სხვით შეკრული ადგილი (მდინარეში, გზაზე და სხვაგან).

ხერგულებისწყალი - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზუარეთის მარცხენა შენაკადი.

ხერგული

1) იგივეა, რაც სხლტე.

2) მთა თერჯოლის მუნიციპალიტეტებში, რაჭის ქედის სამხრეთ მთისწინეთში.

ხერეს-დე-ლა-ფრონტერა - ქალაქი ესპანეთის კადისის პროვინციაში (185 ათასი).

ხერესი - ერთგვარი მაგარი ღვინო, რომელსაც სახელი ეწოდა ესპანეთის ქალაქ ხერეს-დე-ლა-ფრონტერას მიხედვით.

ხერთვისი

1) სოფლები ასპინძის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში.

2) შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში, ფარავნისა და მტკვრის შესართავთან.

ხერთულა - მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, მოხვურის მარჯვენა შენაკადი.

ხერია - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

ხერკენა - მდინარე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კინტრიშის მარცხენა შენაკადი.

ხერკი - ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, არაგვის დინების სამხრეთით მარცხენა მხარეს (ახლანდელი მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორია); ხერკი იგივე საგურამოს ან თეზმის ხევია.

ხერონა (ჟერონა) - ქალაქი ესპანეთში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ხერსონი - ქალაქი უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, საოლქო ცენტრი (365 ათასი).

ხერუსკები - გერმანული ტომი, რომლის მეომრებმა IX საუკუნეში არმინიის მეთაურობით ტევტობურგის ტყეში რომაელთა ლეგიონები გაანადგურეს.

ხერხა - მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ისლისებრთა ოჯახისა

ხერხემალი - ჩონჩხის მთავარი ნაწილი - მალებისაგან შემდგარი ძვლოვანი ღერძი, რომელშიც მოთავსებულია ზურგის ტვინი.

ხერხემლიანი - ხერხემლიანები - უმაღლესი ტიპის ცხოველები, რომელთაც ძვლოვანი (ან ხრტილოვანი) ჩონჩხი აქვთ.

ხერხემლისმაღალი - მთა ყვარლის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

ხერხეულიძე აღათანგ - ქართლის სამეფოს სახლთუხუცესი ლუარსაბ II-ის დროს (გარდაიცვალა 1625 წელს).

ხერხეულიძე ბააკა (კახაბერ) - ქართლის სამეფოს ფარეშთუხუცესი, გიორგი სააკაძის მომხრეთა დასის წევრი.

ხერხეულიძე ომან - XVIII საუკუნის II ნახევრის ისტორიკოსი, ქართლ-კახეთის დიდი ფეოდალური წრის წარმომადგენელი, მდივანბეგი.

ხერხეულიძე შალვა - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1908-1993 წწ).

ხერხვაში - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტებში.

ხერხი

1) ფოლადის დაკბილული ფირფიტა (ჩვეულებრივ გრძელი, ზოგჯერ მრგვალიც) ხის, აგრეთვე ლითონის და სხვათა, საჭრელად.

2) საშუალება, რითაც (ადვილად) გააკეთებენ, შეასრულებენ, მიაღწევენ რასმე.

ხერხიანი - მარჯვე, ყოჩაღი, მოხერხებული. || მოსახერხებელი, მოსახმარად მარჯვე.

ხესის კორიდორი (განსუს კორიდორი) - ვიწრო ღრმულების ჯაჭვი ჩუნეთში.

ხეტა - მდინარე აღმოსავლეთ ციმბირში, მდინარე ხატანგის მარცხენა მდგენელი (სიგრძე - 604 კილომეტრი).

ხეტაო - ვრცელი ვაკე ჩინეთში.

ხეტარი - იგივეა, რაც ტარი.

ხეტარიანი - იგივეა, რაც ტარიანი.

ხეტეტიდები - ამომწყდარი უხერხემლო ცხოველების ჯგუფი ნაწლავღრუიანთა ტიპისა.

ხეტი - განუსჯელად მოქმედი; წინდაუხედავი.

ხეტიალი - უმიზნოდ სიარული; ყიალი.

ხეტუხტი (Hibiscus syriacus) - საშუალო სიმაღლის დეკორატიული ბუჩქი ბალბისებრთა ოჯახისა; იკეთებს ტუხტის მსგავს თეთრ, წითელ ან იისფერ ყვავილს.

ხე-ტყე - სამასალედ მოჭრილი ხეები; ხის მასალა.

ხეფეი - ქალაქი აღმოსავლეთ ჩინეთში, ანხოის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ხეფინისხევი - ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის და ქართლის საზღვარზე.

ხეფრენი - ეგვიპტის ფარაონი (ძვ.წ.აღ. XXVII-XXVI საუკუნეები).

ხექალა - უჟმური, გულქვა ქალი.

ხექცეული - წაქცეული ხეები ტყეში; ნახარი ხეები.

ხეღრუ - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

ხეშავი (Rhamnus cathartica) - ტყის საშუალო ზომის ბუჩქი. იკეთებს წვრილ ყვითელ ყვავილებს. ისხამს შავ მრგვალ კურკიან ნაყოფს. სამკურნალოა.

ხეშეში - ხმელი, უხეში, გახევებული.

ხეში

1) ტილოს ნაქსოვი.

2) მორგვში ღერძის გასაჭედი.

ხეშკური - მდინარე ლენტხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი.

ხეჩილი - სოფლების ზემო ხეჩილისა და ქვემო ხეჩილის გვარცელებული სახელწოდება (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი).

ხეჩინაშვილი სიმონ - ოტარინოლარინგოლოგი, აკადემიკოსი (დაიბადა 1919 წელს).

ხეცერა - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ხე ციფანი - ჩინელი პოეტი, ლიტერატურათმცოდნე (1912-1995 წწ).

ხეცკვარა

1) მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, კოდორის მარჯვენა შენაკადი.

2) სოფლები გუდაუთის და გულრიფშის მუნიციპალიტეტებში.

ხეჭბი - წაბლის, წიწიბოს და მისთანების კანი.

ხეჭეჭური - მსხლის ჯიში.

ხეჭრელი (Frangula almus) - ტანმორჩილი ხე (ან ბუჩქი); იკეთებს წვრილ, ჯგუფ-ჯგუფად განლაგებულ ყვავილებს. ისხამს შავ წვნიან კურკიან ნაყოფს. სამკურნალოა.

ხეხილი - ხეები, რომლებიც ხილს ისხამენ.

ხეხილიანი - სადაც ხეხილია.

ხეხილნარი - ხეხილიანი ადგილი; ხეხილის ბაღი.

ხეხმელა - მდინარე, იხილე ხევხმელა.

10.5 ხვ

▲ზევით დაბრუნება


ხვადაგი - რქიანი საქონლის ზოგადი სახელი.

ხვადი - ხორცის მჭამელი ცხოველის მამალი.

ხვავი

1) ხორბლის, სიმინდის და მისთანების გროვა.

2) ბარაქა, სიუხვე.

ხვავიანი - იგივეა, რაც ხვავრიელი.

ხვავრიელი - ხვავის (მნიშვნელობა 2) მქონე; ბარაქიანი.

ხვალ - დღეის მომდევნო დღეს.

ხვალე - დღეის მომდევნო დღე.

ხვალვე - აგრეთვე ხვალ, სწორედ ხვალ.

ხვალ-ზეგ - ხვალ თუ ზეგ, რამდენიმე დღის შემდეგ.

ხვალზევით - ხვალის მომდევნო დღეს; ზეგ.

ხვალინდელი - რაც ხვალ იქნება, რაც ხვალ მოხდება.

ხვალინსკი - ქალაქი რუსეთის სარატოვის ოლქში.

ხვალო (Populus hibrida) - დიდი ხე; აქვს მკრთალი ნაცრისფერი ქერქი, ფართოდ გადაშლილი ვარჯი, დანაკვთული, ქვემოდან თეთრი ფოთოლი.

ხვალღამ - ხვალ ღამით.

ხვამლი - მთის მასივი ცაგერის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონზე.

ხვანი - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალოვანის თემის საკრებულო). მდებარეობს ძირულის პლატოზე, მდინარე ძირულის ხეობაში. ზღვის დონიდან - 800 მეტრი, საჩხერიდან - 27 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 243 კაცი.

ხვანჩი - ფარისებრი ხრტილის წინა ნაწილი.

ხვანჩიანი - გამოწეული ხვანჩის მქონე.

ხვანჭკარა

1) სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

2) ალექსანდრეულისაგან დაწურული ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო (რაჭის სოფელ ხვანჭკარის მიხედვით).

ხვანჯარი - უღილებო შარვლის დასამაგრებელი ტანზე - მის სათავეში გაყრილი ზონარი (ძველად ქსოვდნენ აბრეშუმის ძაფისაგან).

ხვანჯი - ხლართი, ნასკვი.

ხვანჯრიანი - რაშიც ხვანჯარია გაყრილი.

ხვარაზმი - ისტორიული ოლქი და უძველესი სახელმწიფო შუა აზიაში, მდინარე ამუდარიის ქვემოწელში. პირველად მოიხსენიება დარიოს I-ის ბეჰისთუნის წარწერაში.

ხვარაში - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, საკენის მარცხენა შენაკადი.

ხვარბეთი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ხვარგულა - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, ჩვეშურის მარცხენა შენაკადი.

ხვართქლა (Convolvolus arvensis) - მრავალწლოვანი სარეველა ბალახი; აქვს ხვიარა ღერო და ისრისებრი ფოთლები; იკეთებს ძაბრისებრ თეთრ ან ვარდისფერ ყვავილებს; გავრცელებულია ნათესებში.

ხვარი - კუნძული ადრიატიკის ზღვაში, ეკუთვნის ხორვატიას.

ხვარხვარა - ერთწლოვან მცენარეთა გვარი ნაცარქათამასებრთა ოჯახისა.

ხვასტაგი (სპარს.) - მსხვილფეხა საქონელი.

ხვატაინამაკი - ძველი ირანული ლეგენდებისა და ისტორიული ქრონიკების კრებული; შემუშავდა სასანიანთა ეპოქაში (VI-VII სს).

ხვატარი (Noctuidea) - მუქი ფერის ღამის პეპელა; აქვს მომსხო ბუსუსიანი სხეული. მავნებელია.

ხვატი - დიდი სიცხე, პაპანაქება.

ხვატიანი - ისეთი დღე (ზაფხული), როდესაც ხვატია.

ხვაში - თევზის თესლი.

ხვაშიადი (სპარს.) - საიდუმლო, გულისნადები.

ხვაშითი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 780 მეტრი, ჭიათურიდან - 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 109 კაცი.

ხვედა - ხის ურო.

ხვედრი

1) რაც ერგება, შეხვდება ვისმე; კუთვნილი, წილი, ულუფა, კერძი.

2) სვე, ბედი.

ხვედრულა - მდინარე ქარელის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი.

ხვედურეთი - სოფლების ზემო ხვედურეთისა და ქვემო ხვედურეთის გავრცელებული სახელწოდება (ქარელის მუნიციპალიტეტი).

ხვეზა - მრგვალი პური.

ხველა

1) კრუნჩხვითი ხრინწიანი სუნთქვა.

2) იგივეა, რაც ყივანახველა.

ხვეული

1) კლაკნილი, მიხვეულ-მოხვეული.

2) გრაგნილისებრად დახვეული ცომისაგან გამომცხვარი.

3) დახვეული, დაგრეხილი რამ.

4) მიხვეულ-მოხვეული გზის ნაწილი მოსახვევიდან მოსახვევამდე.

5) თითოეული კლაკნილი (ტვინისა).

ხვეწი

1) ხის ჭურჭლის სათლელი (გულის ამოსაღები და სხვა).

2) რკინის თხელპირიანი სატეხი.

ხვიარა - ხვიარა მცენარეები - ისეთი მცენარეები, რომლებიც რაიმეზე დახვევით იზრდებიან.

ხვივილი - იგივეა, რაც ხუილი.

ხვითი

1) მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ხუმუშქურის მარცხენა შენაკადი.

2) სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

ხვითო

1) ნატვრის თვალი, რომელსაც თითქოს გველი ინახავს და ზოგჯერ ათამაშებს.

2) (გადატანით, ირონიულად) ვითომ კარგი, ძვირფასი ვინმე.

3) იგივეა, რაც ხუთო.

ხვითქი - ოფლი. ხვითქი გასდის - ოფლი წურწურით ჩამოსდის.

ხვილიფი - წვრილი ჯაგნარი.

ხვიმირი - წისქვილის ქვის ზემოთ დაკიდებული ძირვიწრო ფიცრის ყუთი, საიდანაც მარცვლეული კრიჭაში ჩადის.

ხვინჭა - მსხვილი ხრეში.

ხვირთქლი

1) ზამთრის ბეწვი ცხოველისა.

2) მსუბუქი ცეცხლგამძლე მინერალური მასალა.

ხვიტი - იგივეა, რაც მურკი.

ხვიტია მარინე - პიანისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (დაიბადა 1947 წელს).

ხვიფლი - ქვის ხავსი.

ხვიშირი - იგივეა, რაც ხვრიში.

ხვიჩია იპოლიტე (ნამდვილი გვარი ყვინჩია) - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1910-1985 წწ).

ხვიხვინი

1) ხმადაბალი ჭიხვინი (ცხენისა).

2) (გადატანით) ულაზათოდ სიცილი, ხარხარი.

ხვლიკი (Lacerta) - მცირე ზომის ოთხფეხა ქვეწარმავალი; აქვს წაგრძელებული სხეული და გრძელი კუდი.

ხვლიკისფერი - რაც ფერით ხვლიკს მოგვაგონებს; მომწვანო-ნაცრისფერი.

ხვრელი

1) ნახვრეტი (მიწაში). || ვიწრო და გრძელი სორო.

2) ვიწრო გვირაბი.

ხვრეტილი - იგივეა, რაც ნახვრეტი.

ხვრიში - მსხვილ-მსხვილი მარცვლების შემცველი; მარცვლოვანი.

ხვრიშ-ხვრიში - ბევრი ხვრიში.

ხვწე - სოფლების ზემო ხვწისა და ქვემო ხვწის გავრცელებული სახელწოდება (ჯავის მუნიციპალიტეტი).

10.6 ხთ

▲ზევით დაბრუნება


ხთონია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:

1) არგოსის მეფის - ფორონევსის ქალიშვილი, რომელმაც არგოლიდაში თავის ძმასთან - კლიმენოსთან ერთად დააარსა დემეტრეს სამლოცველო.

2) გეას, დემეტრეს, პერსეფონეს, ჰეკატესა და მიწის სხვა ღვთაებათა ეპითეტი.

ხთონიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი სპარტთაგანი.

ხთონიური ღვთაებები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მიწის ღვთაებები, მიწისქვეშეთის მფლობელი ღმერთები, ასეთ ღვთაებებად ითვლებოდნენ: ჰადესი, პერსეფონე, დემეტრე, გეა, დიონისე, ჰეკატე, ერინიები, თანატოსი, ჰიპნოსი.

10.7 ხი

▲ზევით დაბრუნება


ხიაბანი მოჰამედ - თავრიზის აჯანყების (1920 წ) ხელმძღვანელი ირანში (1880-1920 წწ).

ხიბლარი - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (მელაურის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 939 კაცი.

ხიბლი (სპარს.)

1) ჯადო, გრძნება.

2) (გადატანით) მომხიბლაობა, მიმზიდველობა.

ხიგუანი - ქალაქი ჩინეთის გრანმის პროვინციაში.

ხიდა - უღელტეხილი მესტიისა და ოჩამჩირის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, სვანეთ-აფხაზეთის ქედზე.

ხიდარი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ბორიმელის ნაპირებზე. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 520 მეტრი. ხარაგაულიდან - 16 კილომეტრი. წყაროებში პირველად იხსენიება XVII საუკუნის 50-იან წლებში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1010 კაცი.

ხიდაშელი შალვა - ფილოსოფოსი, აკადემიკოსი (1911-1994 წწ).

ხიდგაღმა - ხიდის გაღმა, ხიდის იქით.

ხიდეთური - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რიცეულის მარჯვენა შენაკადი.

ხიდეშლები - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ხიდეშლებისწყალი - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, საკაურის მარცხენა შენაკადი.

ხიდი

1) ნაგებობა მდინარეზე, ხევზე და მისთანებზე გადასასვლელად.

2) საქსოვი დაზგის, ავტომობილის და სხვათა სიმეტრიულ ნაწილთა შემაერთებელი ლარტყა.

3) ფოცხის ნაწილი, რომელზედაც ასხმულია კბილები.

4) ოქროს ან ფოლადის თამასა, რომელზედაც მიმაგრებულია ხელოვნური კბილები.

5) ქვევრის მხრებში ჯვარედინად ჩადგმული შინდის ჯოხები (მაჭრის დუღილის დროს ჭაჭის შესაკავებლად).

6) (ყოფილი სუმაჭხო) - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (მათხოჯის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის ნაპირებზე. ზღვის დონიდან - 250 მეტრი, ხონიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 160 კაცი. სოფელში შემორჩენილია, მდინარე ცხენისწყალზე გადებული ე.წ „ბუმბუას“ ხიდი, რომელიც, გადმოცემის თანახმად, თითქოს აუგია რომაელ სარდალს პომპეუსს (ძვ.წ.აღ. I საუკუნე).

ხიდიკარი - სოფელი აბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ხიდისთავი

1) ხიდის დასაწყისი, ხიდის ყური.

2) სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

3) (ყოფილი ოცხანა) სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

ხიდისყური - სოფლები კასპის და ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ხიდმაღალა - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ხიდოთანი - ქედი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთი განშტოება.

ხიდურა - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარცხენა შენაკადი.

ხიდური - პატარა ხიდი.

ხიდქვეშ - ხიდის ქვეშ.

ხიდწინა - ხიდის წინ არსებული.

ხიელანი ალექსანდრ ლანგე - იხილე კიელანი ა.ლ.

ხიერულფი ჰალფდან - კიერულფი ჰ.

ხივა - ქალაქი უზბეკეთის ხორეზმის ოლქში (40 ათასი).

ხივილი

1) ერთობლივი ხმიანობა (ჩიტებისა).

2) იგივეა, რაც ხუილი.

ხიზა - იგივეა, რაც ხეზი.

ხიზაბავრა - სოფლები ასპინძის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში.

ხიზამბარელი დათა - უძლეველი ქართველი ფალავანი. გამოირჩეოდა დიდი ფიზიკური ძალით, შეუპოვრობით, იშვიათი ოსტატობით (1849-1874 წწ).

ხიზანაშვილი დავით - ქართული ზეპირსიტყვიერების შემკრები (1860-1916 წწ).

ხიზანაშვილი ნიკოლოზ - იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი (1851-1906 წწ).

ხიზანაშვილი ნოდარ - ფეხბურთელი, მცველი. თამაშობდა ბათუმის „დინამოში“ (1971-73), თბილისის „დინამოსა“ (1973-82) და ქუთაისის “ტორპედოში” (1983). სსრკ-ს ნაკრებში ჩაატარა 1 მატჩი, სსრკ-ს უმაღლეს ლიგაში - 165. ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981), სსრკ-ს ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და სამგზის მესამე (1976 გაზაფხული, 76 შემოდგომა, 81) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1976). იყო თბილისის „ლოკომოტივის“ (1986), „სამტრედიისა“ (1993) და ბოლნისის „სიონის“ (1994-96) მთავარი მწვრთნელი. სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1953 წელს).

ხიზანი (სპარს.)

1) დროებით სხვას შეკედლებული პირი (მტრის შემოსევის ან ავადმყოფობის გავრცელების დროს).

2) მემამულის მიწაზე მოსახლე თავისუფალი გლეხი, რომელიც გადასახადს ყმის თანაბრად იხდიდა.

ხიზანისწყალი - მდინარე ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთის მარცხენა შენაკადი.

ხიზარუხა (ყოფილი ნეძონა) - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ხიზი - გაბზარული თიხის ჭურჭლის საგლესი - ბამბის და დანაყილ-გაცრილი თიხის ნარევი ცვილში ან თხის ქონში მოდუღებული.

ხიზილალა (თურქ.-სპარს.) - თევზის ქვირითი, საჭმელად გამზადებული.

ხიზნები - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ლაფანაანთკარის თემის საკრებულო), ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1150 მეტრი, დუშეთიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 35 კაცი.

ხიზნობა - ხიზნად ყოფნა; ხიზნის მდგომარეობა.

ხითხითა - ვისაც ხითხითი სჩვევია.

ხითხითი - ხმადაბალი სიცილი.

ხითხურო - იგივეა, რაც ხურო.

ხიი - შეძახილი ხარის, კამეჩის უკან დასახევად ან გვერდზე მისაყენებლად.

ხილა - მდინარე აშშ-ში, მდინარე კოლორადოს მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 1040 კილომეტრი).

ხილაბანდი (სპარს.) - ქალის თავის წასაკრავი სამკუთხედი ქსოვილი.

ხილარი - თაფლიანი ფიჭა.

ხილდერიკ I - ფრანკთა მეფე (გარდაიცვალა 481 ან 482 წელს).

ხილეული - სხვადასხვა ხილი.

ხილეულობა - იგივეა, რაც ხილეული.

ხილვადობა

1) ხილვადის თვისება.

2) ხილვის, დანახვის შესაძლებლობა.

ხილთა ქება - ძველ ქართულ მწერლობაში გავრცელებული პოეტური ჟანრი, რომელიც ერთგვარად ენათესავება გაბაასებას (სპარსული - მუნაზარე).

ხილი - ზოგი მცენარის საჭმელად ვარგისი ნაყოფი (ჩვეულებრივ ტკბილი და წვნიანი).

ხილიაზმი - იხილე ქილიაზმი.

ხილიანა (1976 წლამდე - კუდო ხილიანა) - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მაღაროსკარის თემის საკრებულო), გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ფშავის არაგვის ხეობაში. ზღვის დონიდან - 920 მეტრი, დუშეთიდან - 34 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 28 ადამიანი.

ხილ ი კარასკო ენრიკე - ესპანელი მწერალი (1815-1846 წწ).

ხილ ი სარატე ანტონიო - ესპანელი დრამატურგი (1793-1861 წწ).

ხილიჭამია ხელფრთიანები (Megachiroptera) - ძუძუმწოვრების ქვერიგი ხელფრთიანების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 6-40 სმ. გავრცელებული არიან აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკულ და სუბტროპიკულ ოლქებში, ჩრდილოეთით ეგვიპტემდე, მცირე აზიამდე და სამხრეთ იაპონიამდე. კარგად აქვთ განვთარებული მხედველობა და ყნოსვა. ქმნიან დიდ კოლონიებს.იკვებებიან უმთავრესად ტროპიკული მცენარეების ნაყოფით, წვრილი ფორმები — ნექტრით და ყვავილის მტვერით. ზოგჯერ ყველა ხილიჭამია ხელფრთიანებს მფრინავ ძაღლებსაც უწოდებენ.

ხილკალო - ადგილი, სადაც მოკრეფილ ხილს აგროვებენ.

ხილკვარა (ხილიკვარა) - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ღალიძგის მარცხენა შენაკადი.

ხილნარი - ხეხილის ბაღი.

ხილობა - ხილის შემოსვლა.

ხილოკი

1) ქალაქი რუსეთის ჩიტის ოლქში.

2) მდინარე იმიერბაიკალისპირეთში, მდინარე სელენგის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 840 კილომეტრი).

ხილ რობლესი ხოსე მარია - ესპანეთის პოლიტიკური მოღვაწე (1898-1980 წწ).

ხილსაცავი - ხილის შესანახი სათავსი.

ხილსახმობი

1) ხილის სახმობი მანქანა.

2) სათავსი, სადაც ხილს ახმობენ.

ხილული - რისი დანახვაც შეიძლება; მხედველობისათვის მისაწვდომი.

ხილფაფა - ხილისაგან შაქრით მოხარშული ფაფისებური მასა.

ხილ ხილბერტი ენრიკე - ეკვადორელი მწერალი (1912-1973 წწ).

ხილხული - სხვადასხვა ხილი; ხილეული.

ხიმანი - ფანდი, შარი.

ხიმე - ძელის ღობე; წყვილ-წყვილად ჩასობილ სარებს შუა ირიბად ჩაწყობილი ძელები.

ხიმენეს დე კესადა გონსალო - ესპანელი პოეტი და პროზაიკოსი (1500-1579 წწ).

ხიმენეს დე სისნეროსი ფრანსისკო - იხილე სისნეროსი ფ.

ხიმენესი ხუან რამონ - ესპანელი პოეტი, 1956 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1881-1958 წწ).

ხიმინჯებიანი - ხიმინჯებზე აგებული, დაყრდნობილი.

ხიმინჯი - ნიადაგში (ჩვეულებრივ მდინარის ფსკერზე) ჩასმული ძელი ნაგებობის საყრდნობად.

ხიმკი - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (135 ათასი).

ხიმრიკი - მთა და უღელტეხილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე.

ხიმუსი - იხილე ქიმუსი.

ხიმსა (ხიმსულა)

1) მთა, მყინვარი და უღელტეხილი სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედზე.

2) მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბზიფის მარცხენა შენაკადი.

ხიმში - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ხიმშია (ხამშა) - თემურლენგის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ფეოდალი.

ხინალუღები (ხინალუღელები) - აზერბაიჯანის ყუბის რაიონში მცხოვრები მცირერიცხოვანი ხალხი.

ხინასტერა ალბერტო - არგენტინელი კომპოზიტორი (1916-1983 წწ).

ხინგა - მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, კოდორის მარჯვენა შენაკადი.

ხინთიბიძე არკადი - მსახიობი და რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1898-1963 წწ).

ხინიკაძე მურად - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1912- ).

ხინკალა - ღომის, ფეტვის ან ბრინჯის წვნიანი შეჭამანდი.

ხინკალი - დაკეპილი ხორცი (კარტოფილი, ხაჭო....) პურის ცომში გახვეული და მოხარშული.

ხინკლიანი - რაშიც, რაზედაც ხინკალია.

ხინო

1) მთა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე (2598 მეტრი).

2) სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

3) ქალაქი იაპონიაში, შედის ტოკიოს აგლომერაციაში (170 ათასი).

ხინოწმინდის საეპისკოპოსო - გურიის სამთავროს ერთ-ერთი ეპარქია; დაარსდა XV საუკუნის მიწურულს.

ხინჩაგაშვილი შოთა - ფეხბურთელი, მცველი. თამაშობდა რუსთავის „მეტალურგსა“ (1968-69) და თბილისის „დინამოში“ (1970-82). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 11 მატჩი, სსრკ უმაღლეს ლიგაში - 241. ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981), სსრკ-ს ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და ოთხგზის მესამე (1971, 76 გაზაფხული, 76 შემოდგომა, 81) პრიზიორი, სსრკ-ს თასის ორგზის მფლობელი (1976, 79) და ფინალისტი (1970, 80). იყო თბილისის „დინამოს“ გუნდის უფროსი (1986). სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1951 წელს).

ხინჭები

1) სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (კოჭბაანის საკრებულო). მდებარეობს ხინჭების მთის აღმოსავლეთ კალთაზე. მდინარე ივრის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1120 მეტრი საგარეჯოდან - 55 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში უკვე აღარავინ ცხოვრობს.

2) მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში (სიმაღლე - 1500 მეტრი).

ხინჭებისხევი - მდინარე თიანეთის მუნიციპალიტეტში, ივრის მარჯვენა შენაკადი.

ხინჯი - ნაკლი, ზადი, მანკი.

ხინჯიანი - ხინჯის მქონე.

ხიო - იგივეა, რაც ხიი.

ხიოჭი - გამხდარი, მჭლე.

ხიპიხაპა - ქალაქი ეკვადორის მანაბის პროვინციაში.

ხიჟდეუ (ჰაშდეუ) ალექსანდრე - მოლდაველი მწერალი (1811-1874 წწ).

ხირაგანა (იაპონ.) - იაპონური ანბანის ერთ-ერთი გრაფიკული ფორმა (ორიდან). თითოეული ასო წარმოადგენს ომონიმური იეროგლიფის შემოკლებას გაკრული ხელისათვის.

ხირალი (ხირალ პერეირა) ხოსე - ესპანეთის პოლიტიკური მოღვაწე, ემიგრაციაში მყოფი რესპუბლიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრი 1945-47 წლებში (1879-1962 წწ).

ხირარდოტი - ქალაქი კოლუმბიის კუნდინამარკის დეპარტამენტში.

ხირაუშა

1) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჟინვალის სადაბო საკრებულო). გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ხორხულას (ჩაედინება ჟინვალის წყალსაცავში) ნაპირას. ზღვის დონიდან - 1400 მეტრი, დუშეთიდან - 50 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 ადამიანი.

2) მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხორხულას მარჯვენა შენაკადი.

ხირგის-ნური - ტბა მონღოლეთში.

ხირიმი - იგივეა, რაც ყირიმი.

ხირიმული - იგივეა, რაც ყირიმული.

ხირკა - მთა გაგრის შემოგარენში, არაბიკის მასივზე.

ხირომანტია - იხილე ქირომანტია.

ხირონ დე რებოლიედო ანა - ესპანელი პოეტი ქალი (XVI საუკუნე).

ხირხალი

1) ძელური ღობე.

2) ჭიშკარში გაყრილი გრძელი ლატანი.

ხირხატი - ქვიანი და ქვიშიანი ნიადაგი.

ხირხატისწყალი - მდინარე ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთის მარჯვენა შენაკადი.

ხირხიტო (ხირხიტონი) - წიწაკითა და მწვანილეულით შენელებული ნიგვზის შეჭამანდი.

ხირხონისი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ხისო - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ომალოს თემის საკრებულო). მდინარე ხისოსწყლის (თუშეთის ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1750 მეტრი. ახმეტიდან - 88 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში უკვე აღარავინ ცხოვრობს.

ხისოს ალაზანი - იხილე ხისოს წყალი.

ხისოსწყალი (ხისოს ალაზანი, ჭანჭახოვნისწყალი) - მდინარე თუშეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთის ალაზნის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, 2495 მეტრ სიმაღლეზე (სიგრძე - 19,6 კილომეტრი, აუზის ფართობი - 123 კვ.კმ.).

ხისტი - ხეშეში, ხმელი, ხამი.

ხიტალიშვილი ზაქარია - გვარდიის პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1923-1986 წწ).

ხიტიაევა ლუდმილა - რუსი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1930 წელს).

ხიტოლოვა ვერა - ჩეხი კინორეჟისორი და სცენარისტი ქალი (დაიბადა 1929 წელს).

ხიტონი - იხილე ქიტონი.

ხიტრუკი თედორე - რუსი რეჟისორ-მულტიპლიკატორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1917 წელს).

ხიფა - ხელის გაჭიმულ თითებზე ამოხვეული ძაფი; პატარა შულო.

ხიფათგამოვლილი - განსაცდელს გადარჩენილი.

ხიფათი (არაბ.) - ფათერაკი, განსაცდელი, საფრთხე.

ხიფათიანი - რასაც ხიფათი ახლავს.

ხიფაღალი - მდინარე მარტვილის მუნიციპალიტეტში, ტეხურის მარცხენა შენაკადი.

ხიფთანი (სპარს.) - გრძელკალთიანი ზედა სამოსი მამაკაცისა, აბჯრის ქვეშ ჩასაცმელი.

ხიფსთა

1) (თეთრწყალა) მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.

2) მთა გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედის სამხრეთ განშტოებაზე (2494 მეტრი).

ხიში - იგივეა, რაც ჯინჯილო.

ხიშტაკი - იგივეა, რაც ბარტყი.

ხიშტი (სპარს.) - წვეტიანი საძგერებელი იარაღი, ჩვეულებრივ თოფის ლულაზე წამოცმული.

ხიშტიანი

1) რასაც ხიშტი აქვს გაკეთებული.

2) ხიშტით (ხიშტიანი თოფით) შეიარაღებული.

ხიჩატელი - ველური ხილი; უხეირო ხილი.

ხიჩინი (ხიცინი) - იგივეა, რაც ღიტინი.

ხიჩი-ხიჩი - იტყვიან ყელის გამოჭრაზე, დაკვლაზე.

ხიწვი - ხის წვეტიანი ანახეთქი (ეკალივით).

ხიწიწი - დუმის ან ღორის ქონის გადადნობის შემდეგ დარჩენილი ნახრაკი.

ხიჭაური - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ხიჭვი - იგივეა, რაც ხიწვი.

ხიხათა

1) მთა ონის და საჩხერის მუნიციპალიტეტებში, რაჭის ქედზე.

2) (შქმერის უღელტეხილი) - უღელტეხილი ონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში, რაჭის ქედზე.

3) სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ხიხანისწყალი - მდინარე ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთის მარცხენა შენაკადი.

ხიხაძირი - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

ხიხვი - ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში.

ხიხია - ბავშვის ენაზე - ცუდი რამ, რის პირში ჩადებაც არ შეიძლება.

ხიხინი - ხრინწიანი ხმა ფილტვებში (სუნთქვის დროს).

ხიხონი - ქალაქი ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ოვიედოს პროვინციაში (260 ათასი).

ხიხოტი - მწირი, უნაყოფო ადგილი.

10.8 ხლ

▲ზევით დაბრუნება


ხლადნი ერნსტ ფლორენს ფრიდრიხ - გერმანელი ფიზიკოსი, ელემენტარული აკუსტიკის ფუძემდებელი (1756-1827 წწ).

ხლათის სასულთნო - დიდ სელჯუკთა იმპერიის დაშლის შემდეგ სომხეთის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ფეოდალური სახელმწიფო (XIII საუკუნის დამდეგი).

ხლაკუნასებრნი - თევზების ოჯახი კობრისებრთა რიგისა.

ხლაპიხლუპი - სასმელის ხარბად შესმის ხმა.

ხლაპუნი - პირის ხმაური ხარბად ჭამის დროს.

ხლართი - ერთმანეთში გაბმული, დახვლანჯული რამ (ძაფი, თოკი....).

ხლართული - აბურდული, დახლართული.

ხლებნიკოვი ველიმირ (ვიქტორ) - რუსი პოეტი (1885-1922 წწ).

ხლეჩადი - რის გახლეჩაც შეიძლება; რაც იხლიჩება.

ხლინოვი - რუსეთის ქალაქ კიროვის სახელი 1457-1781 წლებში.

ხლისტები - რელიგიური სექტა; წარმოიშვა რუსეთში XVII საუკუნის მიწურულს.

ხლოდვიგ I - 481 წლიდან სალიკური ფრანკების, შემდეგ კი მთელი ფრანკთა სახელმწიფოს მეფე მეროვინგების დინასტიისა (დაახლოებით 466-511 წწ).

ხლოპუშა (ნამდვილი სახელი და გვარი ათანასე სოკოლოვი) - ემელიანე პუგაჩოვის უახლოესი თანამებრძოლი (1714-1774 წწ).

ხლოტარ II - ფრანკთა მეფე მეროვინგების დინასტიისა (584-629 წწ).

ხლუპი - იგივეა, რაც ყლუპი.

ხლუპი ოტოკარ - ჩეხი პედაგოგი (1875-1965 წწ).

ხლუპუზა

1) მანჭია, გრეხია.

2) იგივეა, რაც ლაწირაკი.

10.9 ხმ

▲ზევით დაბრუნება


ხმა

1) ჰაერის ტალღისებრი რხევა, რომელსაც ყური აღიქვამს.

2) ცალკე მელოდია გუნდურ სიმღერაში (ან ორკესტრში).

3) მითქმა-მოთქმა, ამბავი.

4) საკუთარი აზრის ოფიციალურად გამოთქმის უფლება; ამ უფლების გამოხატვა კენჭისყრის დროს.

ხმაამოუღებელი

1) გაჩუმებული, მდუმარე.

2) უთქმელი, ჩუმი (ადამიანი).

ხმაბაძვითი - ბუნებაში არსებული ბგერის მიბაძვით წარმოქმნილი.

ხმაგაკმენდილი - დადუმებული.

ხმადაბალი - დაბალი, ჩუმი, ნელი ხმით თქმული; ძნელად გასაგონი.

ხმადაბლა - დაბალ ხმაზე, დაბალი ხმით.

ხმა-კრინტი - იგივეა, რაც კრინტი.

ხმალა (Gladiolus) - ძირგამსხვილებული მცენარე ზამბახისებრთა ოჯახისა; აქვს ხმლისებური ფოთლები და თავთავად შეკრებილი მსხვილი ყვავილები; ხანჯალა.

ხმალაისწვერი (ხმალი) - მწვერვალი დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ქედზე.

ხმალამართული - ხმალამოწვდილი, ხმალშემართული.

ხმალამოღებული (ხმალამოწვდილი) - ვისაც ხმალი აქვს ამოღებული, ამოწვდილი.

ხმალაძე ილია - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1911-1941 წწ).

ხმალდახმალ - ამოღებული ხმლით (ხელჩართულ ბრძოლაში), ხმლით ხელში.

ხმალი

1) ფოლადის ცივი იარაღი, გრძელი და წვერისაკენ მოხრილი.

2) მწვერვალი, იხილე ხმალაისწვერი.

ხმალმოღერებული - ვისაც ხმალი აქვს მოღერებული.

ხმალშემართული - ვისაც ხმალი აქვს შემართული.

ხმალშემორტყმული - ვისაც (წელზე) ხმალი აქვს შემორტყმული.

ხმამაღალი - რაც მაღალი ხმით ხდება; კარგად გასაგონი.

ხმამაღლა - მაღალ ხმაზე, მაღალი ხმით.

ხმამაღლივ - იგივეა, რაც ხმამაღლა.

ხმამაღლივი - იგივეა, რაც ხმამაღალი.

ხმამაღლობა - ხმამაღლა ლაპარაკი; ხმაური.

ხმანაზი - ვისაც ნაზი ხმა აქვს.

ხმანარნარი - ვისაც, რასაც ნარნარი, ნაზი ხმა აქვს; ხმატკბილი.

ხმარებული - რასაც ხმარობენ, რაც იხმარეს.

ხმატკბილი - ვისაც, რასაც ტკბილი, საამო ხმა აქვს.

ხმაური

1) არეულ-დარეული, შეუწყობელი ხმები.

2) არეულ-დარეული, ხმამაღალი ლაპარაკი.

ხმაურიანი

1) რასაც ხმაური ახლავს, ხმაურის შემცველი.

2) ვინც ხმაურობს ხოლმე, ვისაც ხმაური სჩვევია.

ხმაურობა - იგივეა, რაც ხმაური.

ხმაშეუწყობელი - რაც ხმაშეწყობილი არ არის; შეუთანხმებელი (სიმღერა და სხვა).

ხმაშეწყობით - იგივეა, რაც ხმაშეწყობილად; შეხმატკბილებულად.

ხმაშეწყობილი - შეხმატკბილებული, შეწყობილი, შეთანხმებული (სიმღერა და სხვა).

ხმაჩაკმენდილი - ვინც ხმა ჩაიკმინდა; ხმაგაკმენდილი, დადუმებული.

ხმაჩამორთმეული - ვისაც საარჩევნო უფლება ჩამორთმეული აქვს.

ხმაჩასაწყვეტი - წყევლით ეტყვიან იმას, ვისი გაჩუმებაც უნდათ.

ხმაჩაწყვეტილი - ვინც ხმა ჩაიწყვიტა, ვისაც ხმა ჩაუწყდა.

ხმაჩახლეჩილი - ვისაც ხმა აქვს ჩახლეჩილი.

ხმაწართმეული - ვისაც ხმა წაერთვა.

ხმაწასული - ვისაც ხმა აქვს წასული.

ხმელა - უშეჭამანდო, ცარიელი (პური...).

ხმელეთი - მიწა (ზღვის საპირისპიროდ).

ხმელეთზურმუხტი - (პოეტურად) მწვანით მოსილი, აყვავებული ხმელეთის მქონე (ქვეყანა).

ხმელთაშუა ზღვა - ატლანტის ოკეანეს აუზის კონტინენტთშორისი ზღვა აფრიკასა და ევრაზიას შორის. გიბრალტარის სრუტით უკავშირდება ატლანტის ოკეანეს. ფართობი 2,5 მილიონი კვ.კმ. მაქსიმალური სიღრმე 5121 მეტრი.

ხმელი

1) სისველეს მოკლებული, მშრალი, გამხმარი. || არარბილი, მაგარი.

2) სიცოცხლეს მოკლებული. არა ნედლი.

3) გამხდარი, მჭლე ადამიანი.

4) იგივეა, რაც ხმელეთი.

ხმელი მთა - მთა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.

ხმელი ხევი - მდინარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, აზავრეთისხევის მარცხენა შენაკადი.

ხმელიოვი ნიკოლაი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1901-1945 წწ).

ხმელნიკი - ქალაქი უკრაინის ვინიცის ოლქში (30 ათასი).

ხმელნიცკი ბოგდან - უკრაინის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, უკრაინის ჰეტმანი 1648 წლიდან (1595-1657 წწ).

ხმელნიცკი (1954 წლამდე პროსკუროვი) - ქალაქი უკრაინის დასავლეთ ნაწილში, საოლქო ცენტრი (245 ათასი).

ხმელობა - ხმელის თვისება, სიხმელე.

ხმელ-ხმელი

1) ბევრად ხმელი.

2) საკმაოდ ხმელი.

ხმიადი - უსაფუვროდ გამომცხვარი პური.

ხმიანი

1) ხმის მქონე.

2) ხმამაღალი ბგერადობისა; მაღალი ხმის მქონე.

ხმიერი - იგივეა, რაც ხმიანი.

ხმლიანი - ხმლის მქონე, ხმლით შეიარაღებული.

ხმობილი - იგივეა, რაც მოხმობილი.

ხმოვანება - ჟღერადობა, მუსიკალობა, ტკბილხმოვანება.

ხმოვანი

1) ხმის გამომცემი, ხმიანი.

2) ღია პირის ღრუში (უდაბრკოლებლოდ) წარმოთქმული მჟღერი ბგერა (ქართულში ასეთებია: ა,ე,ი,ო,უ).

ხმორდოლი - მდინარე თერჯოლის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში, სათავე აქვს სოფელ ალისუბნის მიდამოებში, 280 მეტრ სიმაღლეზე. ერთვის მდინარე ჩოლაბურს (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხრიდან (სიგრძე - 12 კილომეტრი).

ხმოსანი

1) ხმის მქონე; ხმიანი.

2) ხმის უფლების მქონე.

ხმუწი - ძაფის ხვეწის დროს გაცლილი კვირტი და მისთანები.

ხმუჭი - მოფხუწული ადგილი ნაკერში.

10.10 ხნ

▲ზევით დაბრუნება


ხნარცვი - თხრილი, ორმო.

ხნიანი - იგივეა, რაც ხნიერი.

ხნიერება - იგივეა, რაც ხნოვანება.

ხნიერი

1) ხანში შესული, დროული (ადამიანი).

2) ძველი, დიდი ხნისა (მცენარე).

ხნიკინა-დვალიშვილი ნადეჟდა - სპორტსმენი (მძლეოსნობა - სირბილი, სიგრძეზე ხტომა, ოლიმპიური თამაშების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი 1952 და 1956 წლებში, მსოფლიოს სამგზის რეკორდესმენი (დაიბადა 1933 წელს).

ხნობით - ხანის, დროის განმავლობაში.

ხნოვანი - ხნიერი.

ხნოვანება - ხანი, წლოვანება, ასაკი.

ხნული - რაც მოხნეს, ნახნავი.

10.11 ხო

▲ზევით დაბრუნება


ხო - თანხმობა, იგივეა, რაც ჰო.

ხოაკინი ნიკომედეს - ფილიპინელი მწერალი და პუბლიცისტი (1917-1995 წწ).

ხობი

1) (ხობისწყალი) მდინარე ჩხოროწყუს, სენაკის და ხობის მუნიციპალიტეტებში, ერთვის შავ ზღვას (სიგრძე - 150 კილომეტრი).

2) ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ხობის მარჯვენა ნაპირზე. მანძილი თბილისიდან 285 კმ (7 ათასი).

ხობის მუნიციპალიტეტი - ადმინისრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში. 1917 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში, 1921 წლიდან ზუგდიდის მაზრაში, 1930 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ფართობი 678 კვ.კმ. 1 ქალაქი და 56 სოფელი.

ხობოკვერა - რქოვანი (ან ძვლოვანი) ფარი, რომელიც გარს აკრავს კიბოს, კუს და მისთანებს.

ხოდაბული - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ხოდაბუნი

1) დიდი ფართობის, კარგი სახნავ-სათესი მიწა.

2) დიდი ახო ტყეში.

ხოდასევიჩი ვლადისლავ - რუსი პოეტი, კრიტიკოსი (1886-1939 წწ).

ხოდაშენი - სოფლების ზემო ხოდაშნისა და ქვემო ხოდაშნის გავრცელებული სახელწოდება (თელავის მუნიციპალიტეტი).

ხოდაშნისხევი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

ხოდი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ხოდკიევიჩი იან კაროლ - პოლონეთ-ლიტვის მხედართმთავარი, სახელმწიფო მოღვაწე (1560-1621 წწ).

ხოდოვიეცკი დანიელ ნიკოლაუს - გერმანელი გრაფიკოსი და ფერმწერი, წარმოშობით პოლონელი (1726-1801 წწ).

ხოდოროვი - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში.

ხოდულოვი დიმიტრი - რუსი მსახიობი, რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1912-1977 წწ).

ხოველიანოსი (ხოველიანოს ი რამირესი) გასპარ მელჩორ დე - ესპანეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, განმანათლებელი, პოეტი, დრამატურგი, ეკონომისტი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი (1744-1811 წწ).

ხოვერა (Galium tricirne) - სარეველა ბალახი ენდოსებრთა ოჯახისა; აქვს ხაოიანი ღერო და ფოთლები; ისხამს მრგვალ, ცალი მხრიდან ჩაზნექილ ნაყოფს.

ხოვლე - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

ხოზაფინის ტბა (კარწახის ტბა) - ტბა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის სამხრეთ ნაწილში.

ხოზიკა - იგივეა, რაც ბირკა.

ხოზუეთი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტშიში.

ხოი - ქალაქი ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, დასავლეთ აზერბაიჯანის ოსთანში (115 ათასი).

ხოიიანი - იხილე ხოიჯოუ.

ხოინიკი - ქალაქი ბელორუსიის გომელის ოლქში.

ხოიჯოუ (ხოიიანი) - ქალაქი ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში.

ხოკეი - იხილე ჰოკეი.

ხოკერა

1) იგივეა, რაც ხოკერი.

2) სქელკანიანი გოგრა.

ხოკერი

1) კასრისმაგვარი პატარა ჭურჭელი ხის ქერქისა.

2) იგივა, რაც ქალა.

ხოკი

1) იგივეა, რაც ხობოკვერა.

2) შინაურ ცხოველთა (უპირატესად ღორისა და კამეჩის) დაავადება ერთგვარი.

ხოლე - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

ხოლერა - იხილე ქოლერა.

ხოლი - იხილე ჰოლი.

ხოლიხი - წვრილი თევზის საჭერი ბადე.

ხოლმე - ნაწილაკი; გამოხატავს მოქმედების მრავალგზისობას.

ხოლმი - ქალაქი რუსეთის ნოვგოროდის ოლქში.

ხოლმსკი - ქალაქი რუსეთის სახალინის ოლქში.

ხოლო - იგივეა, რაც კი.

ხოლოკოსტი - იხილე ჰოლოკოსტი.

ხოლონი - იხილე ხულონი.

ხოლოპი - ფეოდალურ-დამოკიდებული ადამიანების კატეგორია X-XVIII საუკუნეების რუსეთში.

ხოლუაშვილი შოთა - ფერმწერი (დაიბადა 1921 წელს).

ხომ - ნაწილაკი:

1) გამოხატავს კითხვას და აღნიშნავს დადასტურებას.

2) იხმარება უარყოფით სიტყვასთან ერთად და აღნიშნავს დაეჭვებას.

ხომალდი - დიდი საზღვაო გემი.

ხომანდული (Malus pumila) - ადრეული ვაშლის ჯიში; ისხამს მკრთალ ყვითელ ნაყოფს. გავრცელებულია უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოში.

ხომეინი რუჰოლა მუსავი - იხილე ჰომეინი რ.მ.

ხომერიკი ალექსანდრე - ოპერის მომღერალი (ლირიკულ-დრამატული ტენორი), საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1948 წელს).

ხომერიკი შალვა - კინორეჟისორი, ქართული დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი ფუძემდებელი (1905-1981 წწ).

ხომი

1) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მაღაროსკარის თემის საკრებულო), ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1140 მეტრი, დუშეთიდან - 55 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 26 კაცი.

2) (ხომისთავი) მთა მთიულეთ-ფშავის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე (ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი) ვანხევის სათავეებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. აგებულია იურული თიხაფიქლებით, კალთები შემოსილია სუბალპიური მდელოს ბალახეულით (სიმაღლე - 2519 მეტრი).

ხომისთავი - იხილე ხომი (2).

ხომლელი - იხილე ფანცხავა რ.

ხომლი

1) ვარსკვლავთა ერთ-ერთი კრებული.

2) მაღლა დასაკიდი სასანთლე; ჭაღი. || ტოტებიანი დიდი შანდალი. კანდელაბრი.

ხომსკი (ჩომსკი) ნოამ - ამერიკელი ენათმეცნიერი (დაიბადა 1928 წელს).

ხომული

1) მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

2) სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (გუმბრის თემის საკრებულო), მდებარეობს წყალტუბოს ტალღობრივ ვაკეზე. ზღვის დონიდან - 140 მეტრი, წყალტუბოდან - 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2036 კაცი. სოფელში მდებარეობს: შუა საუკუნეების ციხესიმაგრე, ოხრის საბადო, სოფლის შუაგულში არის კარსტული ძაბრი, ხოლო მახლობლად ხომულის მღვიმე.

ხომუტოვი - ქალაქი ჩეხეთის ჩრდილოეთ ჩეხეთის ოლქში.

ხონგა - სატრფიალო ხასიათის ოსური წყვილთა ხალხური ცეკვა.

ხონ გიონ ნე - ლის დინასტიის წინააღმდეგ გლეხთა აჯანყების ორგანიზატორი კორეაში (1780-1812 წწ).

ხონდემირი ყიას ალ-დინ იბნ ჰუმამ ალ-დინ ალ-ჰუსეინ - სპარსელი ისტორიკოსი (1475-1535 სხვა მონაცემებით 1539-ან 1540 წწ).

ხონთქარი - ოსმალეთის მეფე, სულთანი.

ხონი

1) (ხონა) - იგივეა, რაც გობი.

2) (1936-1989 წლებში - წულუკიძე) - ქალაქი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 114 მეტრ სიმაღლეზე. უახლოესი რკინიგზის სადგურია სამტრედია (22 კილომეტრი). მანძილი თბილისიდან ხონამდე - 264 კილომეტრი, ქუთაისამდე - 28 კილომეტრი. შუა საუკუნეებში სავაჭრო-სახელოსნო პუნქტი იყო, აქ იყო ხონის საეპისკოპოსო კათედრალი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 11,3 ათასი კაცი.

3) სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (წყალაფორეთის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარეების ძირულისა და საკრაულის (ხანისწყლის მარჯვენა შენაკადი) წყალგამყოფის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 420 მეტრი. ხარაგაულიდან - 19 კილომეტრი. წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნეში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 171 კაცი.

ხონის მუნიციპალიტეტი

- ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (1936-89 წლებში - წულუკიძის რაიონი).
- 1917 წლამდე შედიოდა. ქუთაისის გუბერნიის ქუთაისის მაზრაში. 1921 წლიდან კვლავ ქუთაისის მაზრაშია, 1930 წელს მიენიჭა დამოუკუდებელი რაიონის სტატუსი, 1963-64 წლებში შედიოდა სამტრედიის საქალაქო საბჭოს ტერიტორიაში, 1964-დან კვლავ დამოკუდებელი რაიონის, 1989 წლიდან დაუბრუნდა სახელი „ხონი“.
- მდებარეობს მდინარე გუბისწყლის მარჯვენა ნაპირზე და ცხენისწყლის ხეობაში. ცხენისწყალი შუაზე ყოფს მის მთიან ზონას. სამხრეთი ნაწილი განთავსებულია იმერეთის დაბლობზე.
- მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებია: ჩრიდოლო-აღმოსავლეთით - ცაგერის, აღმოსავლეთით - წყალტუბოს, სამხრეთით - სამტრედიის, სამხრეთ-დასავლეთით - აბაშის, და დასავლეთით - მარტვილის მუნიციპალიტეტები.
- მუნიციპალიტეტის 58 % მთაგორიანია. ყველაზე დაბალი ადგილია სოფელი ქუტირი (ზღვის დონიდან - 62 მეტრი); ყველაზე მაღალი კი ლეხის მწვერვალი (2436.7 მეტრი). მუნიციპალიტეტი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 42 კილომეტრზე გრძელდება. მისი მაქსიმალური სიგანე 17 კილომეტრია. მინიმალური კი - 7 კილომეტრი.
- ისტორიული ძეგლები: ხონის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია (VIII ს.), დადიანთა გორდის ეკლესია (XVIII ს.), სუხჩის ეკლესია, მათხოჯის მონასტერი და ეკლესია, უძლოურის ეკლესია, ქუტირის ეკლესია, ტარეშის ეკლესია, პატარა ჯიხაიშის ეკლესია, კუხის ეკლესია და ივანდიდის ეკლესიები. ციხეებიდან აღსანიშნავია მათხოჯის (VI ს.), გვაშტიბის, კიბულას, ღვედის (XVI-XVII სს.)
- ფართობი - 428,5 კვ.კმ. (საქართველოს მთელი ტერიტორიის 0,63%).
- მოსახლეობა - 31,5 ათასი.
- სიმჭიდროვე - 74 კაცი კვ.კმ-ზე.
- მოსახლეობის 99,4% ქართველია; 0,3% - რუსი; 0,2, 0,2 % - აფხაზები (2002 წლის აღწერის მიხედვით).
- 1 ქალაქი - ხონი.
- 9 თემის საკრებულო: გორდის (5), გუბის (3), დედალაურის (4), კინჩხის (5), კუხის (3), მათხოჯის (4), ნახახულევის (5), ქუტირის(3), ძეძილეთის (5).
- 2 სოფლის საკრებულო: გოჩაჯიხაიშის და ივანდიდის.
- 39 სოფელი: ახალბედისეული, ახალშენი, ბანგვეთი, ბესიაური, გამოღმა ნოღა, გაღმა ნოღა, გელავერი, გვაზაური, გვაშტიბი, გოჩაჯიხაიში, დედალაური, დიდი გუბი, დიდი კუხი, ზედა გორდი, ზედა კინჩხა, ივანდიდი, კინჩხაფერდი, კონტუათი, ლეფილიე, მათხოჯი, ნახახულევი, ორაგვეთი, პატარა გუბი, პატარა კუხი, პატარა ჯიხაიში, რონდიში, საწისქვილო, საწულუკიძეო, სუხჩა, უძლოური, ქვედა გორდი, ქვედა კინჩხა, ქუტირი, ღვედი, შუა გუბი, ჩუნეში, ძეძილეთი, ხარაბაული, ხიდი.

ხონისჭალა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (შატილის თემის საკრებულო), თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ანდაქის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 1200 მეტრი, დუშეთიდან - 138 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 31 კაცი.

ხონჩა (სპარს.) - მოგრძო ტაბაკი, ოდნავ გულამოღებული.

ხონჯარი - იგივეა, რაც ხვანჯარი.

ხონჭიორი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ხოპერი - იხილე ჰოპერი.

ხოპიორი - მდინარე რუსეთის პენზის ოლქში (სიგრძე - 979 კილომეტრი).

ხოპისი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

ხოჟგეითა (ხვაჟგეთა) - მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, დასავლეთის გუმისთის მარჯვენა შენაკადი.

ხოჟორნი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ხოჟუვი - ქალაქი პოლონეთის კატოვიცეს სავოევოდოში (135 ათასი).

ხორა - ერთმანეთზე უწესრიგოდ (შემაღლებულად) დაყრილი რამე.

ხორაგეული - სხვადასხვა სახის ხორცი.

ხორაგეულობა - იგივეა, რაც ხორაგეული.

ხორაგი (სპარს.) - სურსათ-სანოვაგე, საჭმელი.

ხორავა აკაკი - დიდი ქართველი მსახიობი და პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1895-1972 წწ).

ხორავა ტარასი - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1913-1975 წწ).

ხორაზმი - XIV საუკუნის უზბეკი პოეტი.

ხორალი - იხილე ქორალი.

ხორამაბადი - ქალაქი ირანის ლურისტანის ოსთანში.

ხორამშაჰრი - ქალაქი ირანის ხუზისტანის ოსთანში.

ხორანთა - ქალაქი ისტორიულ საქართველოში, ამჟამად მისი ტერიტორია მოყოლილია მინგეჩაურის წყალსაცავში (აზერბაიჯანი).

ხორასანი

1) ისტორიული ოლქი შუა აღმოსავლეთში, ირანის, ავღანეთის და თურქმენეთის ტერიტორიაზე.

2) ერთგვარი თოფი.

ხორასნული - ერთგვარი ხმალი.

ხორაში - მდინარე ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაჯანურის მარცხენა შენაკადი.

ხორაშისთავი - მთა ამბროლაურის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, ლეჩხუმის ქედის სამხრეთ კალთაზე.

ხორა-ხორად - ხორად, გროვად, ზვინად.

ხორბალი

1) უმთავრესი ერთწლოვანი პურეული მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა; აქვს დამუხლული ღრუ ღერო, ვიწრო და გრძელი ფოთლები; ღერო ბოლოვდება თავთავით, რომელშიც მოთავსებულია მარცვლები.

2) ამ მცენარის ნაყოფი - მოგრძო, ცალ მხარეზე გასწვრივი ღარის მქონე მარცვალი; მისი ფქვილისაგან აცხობენ პურს.

ხორბალო - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ზემო ალვანის თემის საკრებულო), მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 560 მეტრი, ახმეტიდან - 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 77 ადამიანი.

ხორბლეული - იგივეა, რაც პურეული.

ხორბლეულობა - იგივეა, რაც ხორბლეული.

ხორბლიანი - რაშიც ხორბალია.

ხორბლისფერი - რაც ფერით ხორბალს მოგვაგონებს; შავგვრემანისა და თეთრის საშუალო (კანი....).

ხორგა - სოფლების გამოღმა პირველი ხორგის, გაღმა პირველი ხორგის, გამოღმა შუა ხორგის და გაღმა შუა ხორგის გავრცელებული სახელწოდება (ხობის მუნიციპალიტეტი).

ხორგი - ყინულის დიდი ნატეხი წყალზე.

ხორგო - დიდი საწნახელი (იციან რაჭა-ლეჩხუმში).

ხორეზმის ოლქი - ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული უზბეკეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ადმინისტრაციული ცენტრი - ურგენჩი.

ხორეთი - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ხორეთის მღვიმე - მღვიმე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ხორენია - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

ხორვატია (ხორვატიის რესპუბლიკა, Republika Hrvatska).

- სახელმწიფო ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
- დამოუკიდებობის დღე (იუგოსლავიისგან) - 1991 წლის 25 ივნისი.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი.
- ფართობი - 56 542 კვ.კმ.
- დაყოფილია 20 ჟუპანად (ოლქად) 122 ქალაქად და 414 თემად; 21-ე ჟუპანის სტატუსი სქვს ქალაქ ზაგრებს.
- მოსახლეობა - 4,7 მილიონი.
- ოფიციალური ენა - სერბოხორვატული.
- დედაქალაქი - ზაგრები.
- ეროვნული ვალუტა - კუნა.
- სატელრფონო კოდი - +385.
- ინტერნეტ-დომენი - hr.

ხორველა - იხილე ქოლერა.

ხორთუმი (არაბ.)

1) წაგრძელებული ცხვირი სპილოსი (და ზოგი სხვა ძუძუმწოვარა ცხოველისა) - სუნთქვის, ყნოსვისა და შეხების ორგანო.

2) ზოგი მწერის სხეულის წინა ნაწილის გრძელი წანაზარდი.

3) ზოგი მანქანის ნაწილი წაგრძელებული ფორმისა.

ხორთუმიანი - რასაც ხორთუმი აქვს.

ხორითი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (სარგვეშის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარეების ხორითულისა და ივანოურის შუამდინარეთში. ზღვის დონიდან - 540 მეტრი. ხარაგაულიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 145 კაცი.

ხორითულა - მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ყარნებას მარჯვენა შენაკადი.

ხორისარი - მწვერვალი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ყელის მთიანეთზე.

ხორკლებიანი - ხორკლებით დაფარული.

ხორკლი - მცირე ზომის ბურცი.

ხორნაბუჯი (XVIII საუკუნის წყაროებით - ჭოეთი) - შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი აღმოსავლწთ საქართველოში, ისტორიული ქართლის ერთ-ერთი პროვინციის - კამბეჩოვანის - ცენტრი. წყაროებში პირველად იხსენიება V საუკუნეში.

ხორო - იხილე ქორო.

ხოროგი - ქალაქი ტაჯიკეთში, მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქის ცენტრი.

ხორომი - თივის, ბალახის კონა.

ხოროსანი

1) (Artemisia cina) მრავალწლოვანი ბუჩქბალახა მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა; აქვს დაბალი ღერო; იკეთებს პატარა კალათებად შეკრებილ ყვითელ ყვავილებს.

2) ამ მცენარისაგან დამზადებული (ნაწლავების) ჭიის წამალი (გაუშლელი ყვავილები, გამხმარი და დაფშვნილი).

ხოროს მთა - მთა ადიგენის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე (2490 მეტრი).

ხოროსნული - იხილე ხორასნული.

ხოროში - იგივეა, რაც ხვრიში.

ხოროჯა - ქისტებით დასახლებული ტერიტორია ახმეტის მუნიციპალიტეტში.

ხორტანისღელე - უღელტეხილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარ ქედზე.

ხორტი - მთის ნაოჭებში ჩარჩენილი თოვლი.

ხორუმი - ქართული (გურულ-აჭარული) თავისებური რიტმის მქონე ჯგუფური (ფერხულის მსგავსი) ცეკვა მამაკაცებისა. || მუსიკა, ჰანგი, რომელზედაც ამ ცეკვას ასრულებენ.

ხორუნჟი (რუს.)

1) პოლონეთში დაბალი ჩინის ოფიცერი.

2) კაზაკთა ჯარში ოფიცრის პირველი ჩინი, შეესაბამებოდა პოდპორუჩიკსა და კორნეტს.

ხორშაკი - ცხელი ქარი.

ხორშაკიანი - სადაც ხორშაკი იცის.

ხორში - სოფლების დიდი ხორშისა და შუა ხორშის გავრცელებული სახელწოდება (სენაკის მუნიციპალიტეტი).

ხორჩანა - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (ჯვარისის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში. მდინარე ღელიას (წყალწითელას აუზი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 440 მეტრი, ტყიბულიდან - 33 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 138 კაცი. .

ხორცეული

1) სხვადასხვა ხორცისაგან დამზადებული საჭმელები.

2) ხორცის შემცველი (საჭმელი...).

ხორცი

1) ადამიანის ან ცხოველის სხეულის კუნთოვანი ნაწილი.

2) დაკლული (მოკლული) ცხოველი ან ფრინველის სხეული, მისი ნაწილები, რომელსაც საჭმელად იყენებენ.

3) ზოგი ხილის რბილი ნაწილი; რბილეული.

ხორციანი

1) რასაც ხორცი (მნიშვნელობა 2) აქვს.

2) რაც ხორცს შეიცავს; რაც ხორცით არის გაკეთებული.

3) ხორცის მქონე - არაწვნიანი, ნაკლებწვნიანი (ხილი).

ხორციელი

1) ხორცით მოსილი, სხეულის მქონე (ადამიანის ეპითეტია). || ცოცხალი არსება, სულდგმული.

2) მიწიერი, ამქვეყნიერი.

ხორცისმჭამელი - რაც ცხოველური საკვებით, ხორცით იკვებება; მტაცებელი (ცხოველი, ფრინველი).

ხორცისფერი - რაც ფერით ადამიანის ხორცს მოგვაგონებს, ხორცთან შეხამებული ფერი - პირისფერი.

ხორციფერა (Atraphaxis) - მცენარეთა გვარი მატიტელასებრთა ოჯახისა; ჩხვლეტია ბუჩქები.

ხორცმეტი

1) ხორცოვანი ამონაზარდი (ზოგჯერ ავადმყოფური) ადამიანის ან ცხოველის სხეულზე.

2) (გადატანით-სალანძღავი) საზოგადოებისათვის უსარგებლო, მავნე, ზედმეტი ადამიანი.

ხორცოვანი

1) ხორცის (მნიშვნელობა 1) შემცველი, ხორცისაგან შემდგარი.

2) პატარა ნამცხვარი, რომელსაც გულად ხორცი აქვს.

ხორცსავსე - კარგად ჩასუქებული, გათქვირებული, მსუქანი.

ხორცსაკეპი - მანქანა, რითაც ხორცს კეპავენ.

ხორცშესხმა - განხორციელება, განსახიერება.

ხორცშესხმული - სინამდვილედ ქცეული, განხორციელებული.

ხორცშეუსხმელი - განუხორციელებელი, შეუსრულებელი.

ხორძენე (ხორზენე, ისტორიულ წყაროებში ხოტენე და კორაძენე) - მხარე ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, მდინარე ჭოროხის ხეობაში. პირველად მოიხსენიება სტრაბონთან (ძვ.წ.აღ. I საუკუნე - ახ.წ.აღ. I საუკუნე).

ხორხების მღვიმე - მღვიმე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ბედენის პლატოზე.

ხორხელი - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ოჟიოს თემის საკრებულო), მდინარე ხოდაშნისხევის (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 520 მეტრი. ახმეტიდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 417 ადამიანი.

ხორხე-მონტი - მყინვარი პატაგონიის ალპებში (ჩილე).

ხორხი

1) ადამიანისა და ცხოველის სასულის დასაწყისი ნაწილი.

2) იხილე ღორღი.

3) მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სნოსწყლის მარცხენა შენაკადი.

4) მდინარე, იხილე ხორხულა.

5) სოფლების ზემო ხორხისა და ქვემო ხორხის გავრცელებული სახელწოდება (დუშეთის მუნიციპალიტეტი).

ხორხისწყალი - მდინარე ადიგენის მუნიციპალიტეტში, ქვაბლიანის მარცხენა შენაკადი.

ხორხოზი - იგივეა, რაც ხორხოცი.

ხორხორი - იგივეა, რაც ხორხოცი.

ხორხოშელა - წვრილი, გაყინული თოვლი.

ხორხოცი - ხმაურიანი სიცილი (ბევრისა).

ხორხულა (ხორხი) - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ერთვის ჟინვალის წყალსაცავს.

ხოსპიო - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

ხოსრარი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ხოსრო I ანუშირვანი - სასანიანთა დინასტიის მეფე ირანში (გარდაიცვალა 579 წელს).

ხოსრო II ფარვიზი - სასანიანთა დინასტიის მეფე ირანში (გარდაიცვალა 628 წელს).

ხოსროვ დეჰლევი იამინ ალ-დინ აბუ ლ-ჰასან ამირ - ინდოელი პოეტი, მეცნიერი, მუსიკოსი; წერდა ძირითადად სპარსულ, აგრეთვე არაბულ და ურდუ ენებზე (1253-1325 წწ).

ხოსროვშირინიანი - ძველი ქართული მწერლობის ძეგლი; აღმოსავლეთში გავრცელებული შირინისა და ხოსროვის ლეგენდის ქართული ვერსია.

ხოსტა - ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტი შავი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ სოჭის ერთ-ერთი რაიონი.

ხოტა (ესპან.) - ესპანური ხალხური ცეკვა; მუსიკა ამ ცეკვისთვის.

ხოტანი

1) მდინარე ჩინეთში, მდინარე ტარიმის მარჯვენა შენაკადი.

2) ქალაქი ჩინეთის სინძიანის უიღურთა ავტონომიურ მუნიციპალიტეტში.

ხოტბა (არაბ.) - დიდად შექება, ქება-დიდება.

ხოტევი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ხოტევის მთა - მთა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

ხოტეურა - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, კრიხულის მარცხენა შენაკადი.

ხოტი - ალაოს ლუქი, ლუდის გამონახარში.

ხოტივარი ლევან - კინორეჟისორი და მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1902-1980 წწ).

ხოტივარი რამაზ (ბუბა) - კინორეჟისორი (დაიბადა 1946 წელს).

ხოტკოვო - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.

ხოტორა - იგივეა, რაც კოტორა.

ხოუ ვაილუ - ჩინელი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი (1903-1990 წწ).

ხოფა

1) ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, XIII საუკუნის I ნახევრის დარბაზული ეკლესია ქსნის ხეობაში (ახალგორის მუნიციპალიტეტი).

2) ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, ჭოროხის ვილაიეთში.

ხოფერია რუსუდან - სპორტსმენი (აკრობატიკა - ბატუტზე ხტომა). სამგზის მსოფლიო ჩემპიონი (1988 - ინდივიდუალური, სინქრონული, გუნდური) და მეორე პრიზიორი (1990 - სინქრონული), მსოფლიოს თასის ორგზის მფლობელი სინქრონულ (1993) და ინდივიდუალურ (1999) ხტომაში, ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1987, 89, 97 - გუნდური; 1989 - სინქრონული) და ხუთგზის მეორე პრიზიორი (1987, 93 - ინდივიდუალური; 1987, 93, 95 - სინქრონული). სსრკ-ს ორგზის ჩემპიონი (1986 - ინდივიდუალური; 1989 - სინქრონული) (დაიბადა 1972 წელს).

ხოფი

1) ნავის მოსასმელი ნიჩაბი.

2) (ათვარხუ) - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ხოფური - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 12 კილომეტრი).

ხოფცა (ყოფილი უშიკიაანები) - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ზარიძეების თემის საკრებულო), ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ქუსნოს (ივრის სისტემა) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 1140 მეტრი, თიანეთიდან - 9.5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 83 კაცი.

ხოშანხევი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს მარჯვენა შენაკადი.

ხოშარა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (უკანაფშავის თემის საკრებულო), მთიულეთ-ფშავის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1520 მეტრი, დუშეთიდან - 62 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 6 კაცი.

ხოშარაული ნადირა - სახალხო გმირი, 1659 წლის კახეთის აჯანყების მონაწილე, ხევსურთა ჯარის წინამძღოლი.

ხოშატიანი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ხო ში მინი (ნამდვილი სახელი - ნგუენ ტატ თანი, ფსევდონიმი - ნგუენ აი კუოკი) - ვიეტნამისა და საერთაშორისო კომუნისტური და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1890-1969 წწ).

ხოშიმინი (საიგონი) - ქალაქი ვიეტნამში.

ხოშკაკალი (ხოშკაკალა) - მსხვილი სეტყვა.

ხოშორი - წვრილისა და მსხვილის საშუალო, მომსხო.

ხოშორ-ხოშორი - ბევრი ხოშორი, მსხვილ-მსხვილი.

ხოშტარია დიმიტრი - იხილე მეგრელი დუტუ.

ხოშუნი - ადმინისტრაციული ერთეული მონღოლოეთში 1931 წლამდე.

ხოშური - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ხოჩალი - მთა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ხოჩალის ქედზე.

ხოჩალის ქედი - ქედი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

ხოძი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ხოწი - იხილე ხვეწი.

ხოჭიჭი - საგოგავების მქონე თხელი ფიცარი, რომელზედაც ახლადდაბადებულ ბავშვს დააკრავენ.

ხოჭო - მწერი, რომელსაც აქვს მაგარი ზედა ფრთები და საღრღნელად მოწყობილი პირი.

ხოხაშვილი ნოდარ - მოჭიდავე (თავისუფალი ჭიდაობა, 68 კგ). 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატის (1969) მესამე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1969), სსრკ-ს ჩემპიონი (1969), სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1940 წელს).

ხოხბისფერი - რაც ფერით ხოხობს მოგვაგონებს; ცისფრად მოლივლივე ჭრელი.

ხოხიალი - იგივეა, რაც ხოხვა.

ხოხის ქედი - ქედი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის გვერდითი ჩრდილო ქედი.

ხოხლოვი კონსტანტინე - რეჟისორი, მსახიობი და პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1885-1956 წწ).

ხოხმელი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ხოხმიკი - პატარა და კოხტა (ტუჩები...).

ხოხნა - მთა ქედის მუნიციპალიტეტში, შავშეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

ხოხნისწყალი - მდინარე ქედის მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის მარცხენა შენაკადი.

ხოხობი (Phasianus) - ქათამზე მომცრო გარეული ფრინველი; მამალს აქვს ლამაზი ბუმბული.

ხოხოზიკი - იგივეა, რაც ხაწიწი.

ხოხონიკა - არადინჯი, ფხუკიანი.

ხო-ხო-ხო - შორისდებული; გამოხატავს გაოცებას.

ხოხრიაკოვი ვიქტორი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1913-1986 წწ).

ხოხრიაკოვი სემიონ - მაიორი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1915-1945 წწ).

ხოჯა (სპარს.)

1) საპატიო პირი, წარჩინებული ადამიანი (სპარსეთის შაჰის კარზე).

2) მახლობელი აღმოსავლეთის მუსლიმანთა საპატიო ტიტული.

ხოჯააბადი - ქალაქი უზბეკეთის ანდიჟანის ოლქში.

ხოჯაბეგი - სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

ხოჯა დეჰანი - თურქი პოეტი (XIII საუკუნე).

ხოჯაევი ალიმ - უზბეკი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1910-1977 წწ).

ხოჯავანქი (სიტყვასიტყვით - „ბატონის განსასვენებელი“) - ყოფილი სასაფლაო თბილისში, ავლაბარში, შემდეგ - „გამარჯვების პარკი“; ამჟამად ხოჯავანქის ტერიტორიაზე სამების ეკლესია მდებარეობს.

ხოჯაილი - ქალაქი უზბეკეთის ყარაყალპაკეთის რესპუბლიკაში (60 ათასი).

ხოჯალი - მწვერვალი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, კოდორის ქედზე (3308 მეტრი).

ხოჯახნობა - ხოჯახნის (აღა-მაჰმად-ხანის) საქართველოში შემოსევის დრო.

ხოჯენდი (1936-91 წლებში ლენინაბადი) - ქალაქი ტაჯიკეთის ჩრდილოეთ ნაწილში, საოლქო ცენტრი (160 ათასი).

ხოჯი - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ხოჯორა - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, საკაურის მარცხენა შენაკადი.

ხოჯორნი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

10.12 ხრ

▲ზევით დაბრუნება


ხრაგახრუგი - იგივეა, რაც ხრაგუნი.

ხრაგუნი - მაგარ რამეზე ადგილის მონაცვლებით გამოწვეული ხმაური.

ხრათითი - თიხის ხელსაწყო ერთგვარი, დახრეტილია რამდენიმე ალაგას; ამ ნახრეტებში დებენ შამფურის ბოლოებს; იყენებენ მწვადის შესაწვავად (გავრცელებულია რაჭაში).

ხრაკი - დახრაკული, დამწვარ ხორცი (ქონი...).

ხრაკიანი - რასაც ხრაკის სუნი და გემო აქვს.

ხრალი - ხის ტოტებიდან აძრობილი ლაფნის ბოჭკოები; ხმარობენ ასახვევად, ჭილოფებისა და კალათების დასაწნავად.

ხრამარხი - არხი მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლის ვაკეზე, ალგეთის მარცხენა მხარეს.

ხრამახრუმი - იგივეა, რაც ხრამუნი.

ხრამი

1) კლდიანი ღრმა ხევი; ღრანტე.

2) მდინარე წალკის, დმანისის, თეთრი წყაროს, ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი.

ხრამიანი - ხრამების შემცველი, დახრამული.

ხრამის წყალასაცავი - იხილე წალკის წყალსაცავი.

ხრამისწყარო - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ხრამული (Varicorhinus) (კაპოეტი) - თევზი კობრისებრთა ოჯახისა (მდინარე ხრამის სახელის მიხედვით); ფიჩხული.

ხრამუნა - რასაც ხრამუნი გააქვს.

ხრამუნი - მაგარი ან ხმელი რისამე ჭამის ხმა.

ხრამჰესი - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

ხრანტალი - ყელში ხრიალი; ნახველის ამოწმენდის ხმა.

ხრაპახრუპი - ხმამაღლა ხვრეპის ხმა.

ხრაშახრუში - ხრეშზე ან გაყინულ ფხვიერ თოვლზე სიარულისას გამოწვეული ხმიანობა.

ხრაშუნა

1) რასაც ხრაშუნი, ხრაშახრუში გააქვს.

2) იგივეა, რაც არყასოკო.

ხრაშუნი

1) იგივეა, რაც ხრაშახრუში.

2) იგივეა, რაც ხრამუნი.

ხრახნი

1) ხვეული ღარის მქონე ლურსმნისებური ღერო (ლითონისა).

2) გემის ან თვითმფრინავის სამოძრავებელი მოწყობილობა - მბრუნავ ღერძზე დამაგრებული ლაპოტები (ფრთები).

ხრახნიანი - ხრახნის მქონე.

ხრახნისებრი (ხრახნული) - ხრახნის მსგავსი, ხრახნის მოყვანილობისა.

ხრეითი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ბუჯის (ჩოლაბურის მარცხენა შენაკადი) ზემოთში. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან 920 მეტრი, ჭიათურიდან 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2706 კაცი. სოფელში არის მთამსვლელების სიმონ, ალიოშა და ალექსანდრა ჯაფარიძეების სახლ-მუზეუმი. წყაროებში პირველად იხსენიება XVI საუკუნეში.

ხრელკოვი ნიკოლაი რადევ - ბულგარელი პოეტი (1894-1950 წწ).

ხრენიკოვი ტიხონ - რუსი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, 1948-91 წლებში საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1913-2007 წწ).

ხრესილა - ქედი ხაშურის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის შტოქედი.

ხრესილი - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში. მდინარე წყალწითელას ხეობაში. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 390 მეტრი, ტყიბულიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 416 კაცი.

ხრესილის ბრძოლა - ქართველთა ლაშქრის ბრძოლა სოლომონ I-ის მეთაურობით ოსმალთა ლაშქრის წინააღმდეგ ხრესილის ველზე 1757 წელს.

ხრეში - მსხვილი ქვიშა.

ხრეშიანი - რაშიც ხრეში ურევია, რაზედაც ხრეში ყრია.

ხრეშმოყრილი - რაზედაც ხრეშია მოყრილი; ხრეშით დაფარული.

ხრეშოვანი - ხრეშის შემცველი, ხრეშიანი.

ხრიალა

1) რაც ხრიალებს.

2) ჩვილი ბავშვის გასართობი სათამაშო, ჩხარუნა.

3) (Alectorolophus) ერგვარი ბალახი; იკეთებს ყვითელ ყვავილს; ისხამს კოლოფა ნაყოფს; თესლი ნაყოფის კედლებს სცილდება და თიბვის დროს ხრიალი გააქვს.

ხრიალეთი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ხრიალი

1) მაგარი წვრილი საგნების ცვენის ხმა; ჩხრიალი.

2) იგივეა, რაც გრიალი.

3) ყელში გამოცემული ყრუ, ხვრინვის მსგავსი ხმები.

4) (გადატანით) ხრინწიანი, არასუფთა (ხმა).

ხრიგინი - ეტლის, ურმის და მისთანების მოძრაობით გამოწვეული ხმაური.

ხრიკა

1) ორშიმო (ქვევრიდან ღვინის ამოსაღები ჭურჭელი).

2) იგივე ჭურჭელი სხვა რამ დანიშნულებისა.

3) მთა გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში, თრიალეთის ქედზე (1674 მეტრი).

4) მთა გაგრის შემოგარენში, გაგრის ქედზე (2432 მეტრი).

5) გაიძვერული ხერხი რისამე მისაღწევად.

6) შესაკრავი კავი (ტანსაცმლისა); დუგმა.

ხრილი

1) ფქვილის მტვერი (წისქვილის ქვებზე).

2) მშრალი თოვლი, ხეზე დადებული.

3) ფოთლის ფიფქი, ნაფიფქი. || ჩურჩხელაზე, ტკბილისკვერზე თეთრად მოდებული შაქარი.

ხრინწი - ჩახლეჩილი ხმა.

ხრინწიანი

1) ჩახლეჩილი, არასუფთა (ხმა).

2) ვისაც, რასაც ასეთი ხმა აქვს.

ხრინწმორეული (ხრინწნარევი) - იგივეა, რაც ხრინწიანი.

ხრიოკი - სადაც მცენარე არ ხარობს; მოტიტვლებული, მწირი, უნაყოფო ადგილი.

ხრიოკიანი - ხრიოკად ქცეული.

ხრისაორი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პოსეიდონისა და მედუზას ვაჟი, ექიდნეს მამა.

ხრისტიჩი სტევან - სერბი კომპოზიტორი და დირიჟორი (1885-1958 წწ).

ხრისტოვი ბორის - ბულგარელი მომღერალი (1914-1995 წწ).

ხრისტოვი დობრი - ბულგარელი კომპოზიტორი, საგუნდო დირიჟორი, მუსიკის თეორიტიკოსი, პედაგოგი (1875-1941 წწ).

ხრისტოვი ხრისტო - ბულგარელი ისტორიკოსი (1915-1995 წწ).

ხრიწინი - ხრიალი, ხროტინი.

ხრო - იგივეა, რაც ხროვა.

ხროგი - მაღალი და გამხდარი; აყლაყუდა.

ხროვა

1) მტაცებელ ცხოველთა გუნდი.

2) (გადატანით-ლანძღვით) ჯგუფი ადამიანებისა, რომელიც საძრახის საქმეს სჩადის.

ხროვა-ხროვად - ხროვების სახით.

ხროიჭი - იგივეა, რაც ხაწიწი.

ხროტინი - იგივეა, რაც ხრიალი.

ხროხი - მოდიდო კაცი (საბა); ხროგი.

ხრტილი - შემაერთებელი ქსოვილის ერთ-ერთი სახეობა (მოქნილი და მკვრივი); კაკნატელა.

ხრტილოვანი - ხრტილის შემცველი.

ხრუნოვი ევგენი - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, პოლკოვნიკი, 1969 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1933 წელს).

ხრუტუნა - იგივეა, რაც ღრუტუნა.

ხრუტუნი

1) იგივეა, რაც კრუტუნი.

2) იგივეა, რაც ღრუტუნი.

ხრუშჩოვი ნიკიტა - საბჭოთა ეპოქის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, 1953-64 წლებში სკკპ ცკ-ს პირველი მდივანი, 1958-64 წლებში სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1894-1971 წწ).

ხრუცკი ივანე - რუსი ფერმწერი, აკადემიკოსი (1810-1885 წწ).

ხრწნადი - რაც გაიხრწნება; ლპობადი.

ხრჭიალი - იხილე ღრჭიალი.

10.13 ხს

▲ზევით დაბრუნება


ხსენებული

1) რაც, ვინც ახსენეს, ნახსენები, დასახელებული.

2) იგივეა, რაც ზემოთხსენებული.

ხსენი - ყვითელი სითხე, რომელიც მშობიარეს (აგრეთვე ხბომოგებულ ძროხას და სხვას) რძის მოსვლამდე აქვს ძუძუში.

ხსეფარნუგი - ქართლის (იბერიის) მეფე II საუკუნის 60-იან წლებში, მოხსენიებულია არმაზის ბილინგვაში.

ხსნა - შველა; გადარჩენა.

ხსნადი - რაც იხსნება სითხეში (ან სხვა რამ გამხსნელში).

ხსნარი - სხვადახვა ნივთიერების ერთგვაროვანი თხევადი ნარევი.

ხსნილი

1) იგივეა, რაც გახსნილი.

2) იგივეა, რაც დახსნილი.

3) დრო, როდესაც მორწმუნეებისათვის ნებადართულია ხორცეულის, რძის პროდუქტების ჭამა.

ხსოვნა - იგივეა, რაც მეხსიერება.

10.14 ხტ

▲ზევით დაბრუნება


ხტომი - ადგილის მონაცვლეობა გადახტომით.

ხტუნია - რაც ხტუნვით მოძრაობს.

10.15 ხუ

▲ზევით დაბრუნება


ხუა გოფენი - ჩინეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1921 წელს).

ხუაიანშანი - დაბეშანისა და ტუნბოშანის ქედების საერთო სახელწოდება ჩინეთში.

ხუაინანი - ქალაქი აღმოსავლეთ ჩინეთში, ანხოის პროვინციაში.

ხუაინონი - იხილე ანცინი.

ხუაიხე - მდინარე ჩინეთში, დიდი არხების სისტემით უერთდება მდინარე იანძის (სიგრძე იცვლება 813-დან 1087 კმ-მდე, დამოკიდებულია შესართავ ადგილზე).

ხუაიხეს ვაკე - ჩინეთის დიდი ვაკის სამხრეთი ნაწილი.

ხუანანი (სამხრეთი ჩინეთი) - გუანდუნის პროვინცია და გუანსი-ჯუანის ავტონომიური მუნიციპალიტეტის ტერიტორია ჩინეთში.

ხუან ბინხუნი (ჯი, პუ ცუნი, ფსევდონიმი - იუი-სინი) - ჩინელი ფერმწერი (1864-1955 წწ).

ხუან-დე-ფუკა - სრუტე, აერთებს პიუჯეტ-საუნდის ყურესა და ჯორჯიის სრუტეს წყნარი ოკეანის ღია ნაწილთან.

ხუანდუანშანი - იგივე ჩინეთ-ტიბეტის მთები.

ხუან კარლოს I - ესპანეთის მეფე 1975 წლიდან (დაიბადა 1938 წელს).

ხუან სინი - ჩინელი ბურჟუაზიული რევოლუციონერი (1874-1916 წწ).

ხუან-ფერნანდესი - ვულკანურ კუნძულთა ჯგუფი წყნარ ოკეანეში, სამხრეთ ამერიკის სანაპიროებთან.

ხუანში - ქალაქი ჩინეთის ხუბეის პრივინციაში.

ხუან ჩაო - გლეხთა აჯანყების ბელადი ჩინეთში (გარდაიცვალა 884 წელს).

ხუან ძუნსი - ჩინელი მეცნიერი (1619-1695 წწ).

ხუან ძუნსიანი (სხვა სახელი ხუან გუნდუ) - ჩინელი პოეტი, დიპლომატი, ისტორიკოსი (1848-1905 წწ).

ხუანხაი - იხილე ყვითელი ზღვა.

ხუანხე (ყვითელი მდინარე) - მდინარე ჩინეთში, ერთვის ყვითელი ზღვის ბოხაივანის ყურეს (სიგრძე - 4845 კილომეტრი).

ხუარესი ბენიტო პაბლო - მექსიკის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, მექსიკის ეროვნული გმირი (1806-1872 წწ).

ხუაშაქ ცოქალი - XII საუკუნის II ნახევრის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, დიდგვაროვანი აზნაურის რატი ერისთავთერისთავის დედა; თამარ მეფის დაახლოებული ქალბატონი.

ხუაციაო (ჩინ.) - ჩინური წარმოშობის პირები, რომლებიც კომპაქტურად ცხოვრობენ სხვა ქვეყნებში.

ხუაჯუნი (ცენტრალური ჩინეთი) - ხუნანის, ხუბეისა და ძიანსის პროვინციების მომცველი რეგიონი ჩინეთში.

ხუბეი - პროვინცია ჩინეთში, ადმინისტრაციული ცენტრი - უხანი.

ხუბერი - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცენა შენაკადი.

ხუბიარა - მთა ყვარლის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე (3104 მეტრი).

ხუბსუგული (კოსოგოლი) - ტბა მონღოლეთში.

ხუბუა მაკარ - ქართველი ირანისტი, ქართულ-სპარსულ ურთიერთობათა მკვლევარი (1890-1956 წწ).

ხუბულავა ნინო - პირველი ქართველი მფრინავი ქალი (1917-1935 წწ).

ხუბულური თემურ - მოჭიდავე (ძიუდო, 95 კგ). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1979, 81), 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, ევროპის ორგზის ჩემპიონი (1976, 77) და მეორე პრიზიორი (1981), ევროპის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1977), სსრკ-ს ორგზის ჩემპიონი (1979, 82), საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1976), სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1955 წელს).

ხუგათა - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ხუგასთა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ხუდადოვის ტყე - თბილისის ერთ-ერთი განაპირა რეგიონი, ნაძალადევის რაიონში; სახელი ეწოდა ექიმ ნ.ხუდადოვის გვარის მიხედვით, რომელმაც აქ 1893 წელს ტყე გააშენა.

ხუდევი - მთა საჩხერის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე.

ხუდონი - ყოფილი სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

ხუვენტუდი (1978 წლამდე პინოსი) - კუნძული კარიბის ზღვაში, ეკუთვნის კუბას.

ხუზარა - იგივეა, რაც ციმბირის წყლული.

ხუზისტანი - ისტორიული ოლქი ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მთავარი ქალაქი - აჰვაზი.

ხუთ - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა - ნიშნავს ხუთი რისამე შემცელს.

ხუთასი - რიცხვი და რაოდენობა 500.

ხუთასისთავი - სამხედრო მოხელე ძველ საქართველოში.

ხუთგვარი - ხუთი სახისა, ხუთნაირი.

ხუთგზის - იგივეა, რაც ხუთჯერ.

ხუთდღიანი - ხუთი დღის შემხველი.

ხუთეული

1) ხუთი ცალისაგან შემდგარი საანგარიშო, ერთეული.

2) ხუთი შეკვრა ძნისა; ხუთი ძნის ჩერგილი.

ხუთი

1) რიცხვი და რაოდენობა 5.

2) იგივეა, რაც ხუთიანი.

ხუთიანი

1) ხუთის მქონე, ხუთი ერთეულის შემცველი.

2) მოსწავლეთა ცოდნის შეფასების უმაღლესი ნიშანი; ფრიადი.

3) სათამაშო ქაღალდი (ბანქო). რომელზედაც ხუთი ქულაა გამოსახული.

ხუთიოდე - დაახლოებით ხუთი.

ხუკარი - მდინარე ესპანეთში, ერთვის ხმელთაშუა ზღვის ვალენსიის ყურეს.

ხუთკეცი - ხუთჯერ აღებული; ხუთმაგი.

ხუთკურა - იგივეა, რაც ზღმარტლი.

ხუთმაგი - ხუთჯერ აღებული, ხუთკეცი.

ხუთნაირი - იგივეა, რაც ხუთგვარი.

ხუთო - ქვა, რომელიც ვითომდა კურნავდა შხამით მოწამლულებს.

ხუთოსანი - მოსწავლე, რომელიც ხუთებზე სწავლობს, ფრიადოსანი.

ხუთპირად

1) ხუთ წყებად.

2) (გადატანით) მრავალგზის, გაბმით.

ხუთტომეული - ხუთი ტომისაგან შემდგარი.

ხუთფუთიანი - ხუთი ფუთის ტევადობისა.

ხუთქიმიანი - ხუთი ქიმის მქონე.

ხუთყურა - რასაც ხუთი ფოთოლი ან ხუთი ფურცელი აქვს.

ხუთშავათი - კვირის მეოთხე დღის სახელწოდება.

ხუთშაბათობით - ყოველ ხუთშაბათს.

ხუთძალი - ხუთი ძალის (სიმის) მქონე საკრავი.

ხუთწახნაგა (ხუთწახნაგიანი) - ხუთი წახნაგის მქონე.

ხუთწლედი - ხუთი წლის შემცველი პერიოდი.

ხუთწლიანი - ხუთი წლის ხანგრძლივობისა. || ხუთი წლისთვის გათვალისწინებული.

ხუთწუთიანი - ხუთი წუთის ხანგრძლივობისა.

ხუთჭიდი - შეჯიბრება სპორტის ხუთ სახეობაში.

ხუთ-ხუთი - თითოში ხუთი, თითოზე ხუთი ან ჯერზე ხუთი.

ხუთჯერ

1) ხუთ ჯერობაზე, ხუთგზის.

2) ხუთზე გამრავლებული.

ხუილი - ხმაური (მდინარისა, ქარისა).

ხუკარი - მდინარე ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ერთვის ხმელთაშუა ზღვის ვალენსიის ყურეს. (სიგრძე - 498 კილომეტრი).

ხულა - ცალკე მდგომი საკუჭნაო და მარცვლეულის შესანახი შენობა.

ხულან-ერგი - ქალაქი ჩინეთის ხეილუნძიანის პროვინციაში.

ხულგუმო - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

ხულელი ღინჯა - XIX საუკუნის ქართველი ავტორი-მთქმელი; უკრავდა ფანდურზე.

ხული

1) ძირნაყოფა ბოსტნეული მცენარე; იხმარება როგორც მხალეული და საქონლის საკვები.

2) ნაჭუჭიანი ხილი (ნიგოზი, თხილი, ნუში, აგრეთვე წაბლი და სხვა).

ხულიგანი (ინგლ.) - ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს.

ხულმი - ქალაქი ავღანეთის სამანგანის პროვინციაში.

ხულო - დაბა დასავლეთ საქართველოში, აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მანძილი ბათუმიდან - 88 კმ. თბილისიდან - 438 კმ.

ხულონი (ხოლონი) - ქალაქი ისრაელში.

ხულოს მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, აჭარაში. 1917 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ბათუმის ოკრუგში. 1924 წლიდან - ხულოს მაზრა, 1930 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ფართობი 683,2 კვ.კმ. 1 დაბა და 77 სოფელი.

ხულოსი (კაპეადორი) - კორიდის მონაწილე, რომელიც ეხმარება მატადორს ხარის გახელებაში.

ხულუდაო - ქალაქი ჩინეთის ლიაონინის პროვინციაში.

ხულუტი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ციხე-დარბაზი მდინარე ხრამის ღრმა ხეობის ვიწრო ყელში, აგებულია XVIII საუკუნის I მესამედში.

ხულუნჩი - იხილე დალაინორი.

ხულხუნი - იხილე ხაილარი.

ხუმაერხე (კუმარა) - მდინარე ჩინეთში, მდინარე ამურის მარჯვენა შენაკადი.

ხუმარა

1) ენამოსწრებული, ოხუნჯი.

2) მეფის ან დიდებულის სასახლეში - მსახური, რომელიც პატრონსა და მის სტუმრებს ართობდა ოხუნჯობით, მოსწრებული სიტყვა-პასუხით.

3) მთა ქარელის მუნიციპალიტეტში თრიალეთის ქედზე (2080 მეტრი).

ხუმენ-ნათოფური - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

ხუმრობაგაშვებით

1) ხუმრობის გარეშე, სერიოზულად.

2) იტყვიან, როცა საუბარში სახუმარო კილოს შეცვლიან სერიოზულით.

ხუმსართა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ხუმუშქური

1) მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, გაგიდის მარცხენა შენაკადი.

2) სოფლები გალის და გულრიფშის მუნიციპალიტეტებში.

ხუმფრერი - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი.

ხუნაგი (არაბ.) - იგივეა, რაც დიფთერია.

ხუნაგიანი - ხუნაგით (დიფთერიით) დაავადებული.

ხუნანი

1) მხარე ისტორიულ აღმოსავლეთ საქართველოში (ამჟამად აზერბაიჯანის ფარგლებშია).

2) ციხე-ქალაქი ისტორიულ აღმოსავლეთ საქართველოში, ხუნანის მხარისა და საერისთავოს ცენტრი.

3) პროვინცია ჩინეთში, ადმინისტრაციული ცენტრი - ჩანშა.

ხუნდაძე სილოვან - მწერალი, ფილოლოგი, პუბლიცისტი, პედაგოგი (1860-1928 წწ).

ხრისტოვი ტროფიმე - ისტორიკოსი, პედაგოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1889-1977 წწ).

ხრისტოვი ჯიბსონ - ფერმწერი, პეიზაჟისტი, საქართველოს სახალხო მხატვარი (დაიბადა 1927 წელს).

ხუნდი

1) ფეხის ბორკილი.

2) დიდი ნადირის დასაჭერი მახე.

3) იგივეა, რაც მარგვი.

4) შემოსაჭერი მოწყობილობა (მუხრუჭისა).

5) მტრედის ბარტყი.

ხუნდისუბანი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ხუნებადი - რაც ადვილად ხუნდება.

ხუნევი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ძირულის ნაპირებზე. თემის საკრებულოს ცენტრი (5 სოფელი: ბჟინევი, გედსამანია, ვერტყვილა, ვერტყვიჭალა, ხუნევი). ზღვის დონიდან - 600 მეტრი, ხარაგაულიდან - 43 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 573 კაცი.

ხუნვეიბინები - ჩინეთში 1966 წლის „კულტურული რევოლუციის“ დროს საშუალო სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისაგან შექმნილი რაზმები, რომლებიც ძაოფანებთან ერთად იბრძოდნენ პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების წინააღმდეგ.

ხუნი - რაც ადვილად ხუნდება

ხუნკუდა - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

ხუნ ჟენგანი - ტაიპინელთა მოძრაობის მოღვაწე ჩინეთში (1821-1864 წწ).

ხუნ სიუციუანი - ტაიპინელთა აჯანყების ორგანიზატორი და ხელმძღვანელი ჩინეთში (1814-1864 წწ).

ხუნტა (ესპან.)

1) ესპანეთსა და ლათინური ამერიკის რიგ ქვეყნებში სხვადასხვაგვარი გაერთიანებების, კავშირების და მისთანების აღმნიშვნელი ცნება.

2) უწოდებენ აგრეთვე სამხედრო ხროვას, რაიმე დაჯგუფებას და სხვა.

ხუნტრუცი

1) ხტუნვა, ცუნდრუკი.

2) (გადატანით) უშნო ამსუბუქება, შეუფერებელი საქციელი, ლაზღანდარობა, უგვანოდ არშიყობა.

ხუნ შენი - ჩინელი დრამატურგი (1645-1704 წწ)

ხუნძები - ერთ-ერთი იბერიულ-კავკასიური ტომი დაღესტანში.

ხუნძეხუ - ტბა ჩინეთში.

ხუნძური - ხუნძების კუთვნილი, მათი დამახასიათებელი.

ხუნწარია რუსუდან - პიანისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (დაიბადა 1949 წელს).

ხუნწი - სოფლების ზემო ხუნწის და ქვემო ხუნწის გავრცელებული სახელწოდება (მარტვილის მუნიციპალიტეტი).

ხუნხე - მდინარე ჩინეთში, ლიაოხეს მარცხენა შენაკადი.

ხუნხუზი (ჩინ.) - XIX-XX საუკუნეებში მანჯურიასა და ჩრდილოეთ ჩინეთში მოქმედი შეიარაღებული ბანდების მონაწილე.

ხუნჯულაური - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ნაბაკევის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 30 მეტრი, სამტრედიიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 370 კაცი.

ხურალი (მონღ.) - მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების სახელწოდება.

ხურამიტები (ხურამდინები) - რელიგიური მოძღვრების მიმდევრები და ანტიარაბული სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობის მონაწილენი ადრე შუა საუკუნეების ირანში, შუა აზიაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

ხურაობა - იგივეა, რაც მძუვნობა.

ხურდა (სპარს.)

1) რისამე ყიდვის დროს მსხვილი ფულიდან მიღებული ნაშთი, ჩვეულებრივ წვრილი ფული.

2) ხურდად გამოსადეგი წვრილი ფული.

3) იგივეა, რაც ღორღი.

ხურდამურდა - წვრილმანი, უბრალო რამ, ხარახურა.

ხურვალეთი - სოფლების ახალი ხურვალეთის, დიდი ხურვალეთის და პატარა ხურვალეთის გავრცელებული სახელწოდება (გორის მუნიციპალიტეტი).

ხურვება

1) სიცხის მომატება რაიმე ავადმყოფობის დროს; ცხელება.

2) იგივეა, რაც ტიფი.

ხურთისი - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

ხური

1) სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

2) (ხურის სამეფო) - ხურიტების ძირითადი საცხოვრებელი ადგილი ძვ.წ.აღ. III-II ათასწლეულებში; მდებარეობდა ჩრდილოეთ შუამდინარეთში.

ხურიბგა - ქალაქი დასავლეთ მაროკოში, პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ხურითა - ყოფილი სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ხურითი - ყოფილი სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ხურიტები (ხურის ტომები) - ხურის სამეფოს ძირითადი მოსახლეობა, ენობრივად ურარტუელთა მონათესავე ტომები.

ხურმა

1) (Diospyros lotus) დიდი ხე; აქვს მოგრძო ფოთლები; ისხამს წვრილ ბლისოდენა ნაყოფს.

2) ამ ხის ნაყოფი; მწიფე - ნარინჯისფერია, გადამწიფებული - მოლურჯო-მოშავო.

ხურო - ხელოსანი, რომელიც აკეთებს შენობის ხის ნაწილებს, ან ხის შენობას აშენებს.

ხუროთმოძღვარი - იგივეა, რაც არქიტექტორი.

ხუროთმოძღვრება - ნაგებობათა დაპროექტება, აშენება და მხატვრული გაფორმება; ნაგებობის სტილი, არქიტექტურა.

ხუროთმოძღვრობა - ხუროთმოძღვრად ყოფნა.

ხუროთმოძღვრული - ხუროთმოძღვრებასთან დაკავშირებული, არქიტექტურული.

ხუროობა - ხუროს ხელობა, პროფესია.

ხუროძე ზაქარია - დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1925 წელს).

ხურსი - X-XI საუკუნეების სამხრეთ საქართველოს (სამცხის) წარჩინებული ფეოდალი, ახალი ჩორჩანელების გვარის წარმომადგენელი, ხურსისძეთა გვარის მამამთავარი (გარდაიცვალა 1021 წელს).

ხურსისძენი (XVI საუკუნიდან - ხურციძენი) - სამხრეთ საქართველოს (სამცხის) წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო XI-XVI საუკუნეებში.

ხურტკმელი (Grossularia reclinata) - დაბალი კენკროვანი ბუჩქი; ისხამს მომრგვალო მწვანე ან მოწითალო მოტკბო-მჟავე ნაყოფს.

ხურუთი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ხურჩა - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ხურცილავა მურთაზ - ფეხბურთელი, მცველი, ნახევარმცველი. თამაშობდა გეგეჭკორის „სალხინოში“ (1959), თბილისის „დინამოსა“ (1961-75) და ქუთაისის „ტორპედოში“ (1975-76). სსრკ-ს ნაკრებში ჩაატარა 69 მატჩი (23 კაპიტნად, 6 გოლი). ევროპის ჩემპიონატის მეორე (1972) და ოლიმპიური თამაშების მესამე (1972) პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონატის მედალოსანი (1966, IV ადგილი) და ფინალური ეტაპის მონაწილე (1970). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 293 მატჩი (15 გოლი). სსრკ-ს ჩემპიონატის ხუთგზის მესამე პრიზიორი (1962, 67, 69, 71, 72) და სსრკ თასის ფინალისტი (1970). იყო ზუგდიდის „დინამოს“ (1977-79, 1981), სამტრედიის „ლოკომოტივის” (1980), ლანჩხუთის „გურიის” (1981-82, 1990), თბილისის “შევარდენი 1906-ის” (1983-87, 1988, 1992-94, 1996), „სამტრედიის” (1991-92, 1994-95), ზუგდიდის „ოდიშის” (1996-97), თბილისის „დინამოს” (1998-99), თბილისის „ლოკომოტივისა” (1999) და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების (1999-2001) მთავარი მწვრთნელი. სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1943 წელს).

ხურციძე ნინო - მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (1993), საერთაშორისო ოსტატი კაცთა შორის (1996). საქართველოს ორგზის ჩემპიონი ქალთა (1989, 93) და კაცთა (1998) შორის. ევროპის ჩემპიონი (1992), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი 20-წლამდელთა შორის (1993, 95). მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების მეორე (2000, თავის დაფაზე მოიპოვა მცირე ოქროს მედალი) და მესამე (1998) პრიზიორი. მსოფლიო უნივერსიადის სამგზის ჩემპიონი (1994, 96 - გუნდური, 1998 - პირადი). მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპისა (2004) და ზონალური ტურნირების (1993, 96) მონაწილე (დაიბადა 1975 წელს).

ხურხლი - ხის ტოტებზე შერჩენილი თოვლი.

ხურხუბო - მდინარე დმანისის მუნიციპალიტეტში, გეტისწყლის მარცხენა შენაკადი.

ხურხუმო (Salsola nodulosa) - ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე ნაცარქათამასებრთა ოჯახისა; გავრცელებულია ტენიან მლაშობებზე. ცხვრის კარგ საკვებად ითვლება.

ხურჯინგადაკიდებული - ვისაც, რასაც ხურჯინი აქვს აკიდებული.

ხურჯინი (სპარს.) - ორთვლიანი ნაქსოვი ჩანთა მხარზე გადასაკიდებელი (ან ცხენის უნაგირის ტახტზე ჩასაკვრელი), ჩვეულებრივ, სურსათ-სანოვაგის საზიდად.

ხურჯინიანი - ვისაც, რასაც ხურჯინი ჰკიდია.

ხუსკივაძე თეოფილე - მწერალი, პედაგოგი (1860-1924 წწ).

ხუსტო ხუან ბაუტისტა - არგენტინის პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი (1865-1928 წწ).

ხუსტური - იხილე ხუშტური.

ხუსხუსი - იგივეა, რაც ცუხცუხი.

ხუტაბა რამ - მოჭიდავე (თავისუფალი ჭიდაობა, 100 კგ). ევროპის ჩემპიონი (1982), სსრკ-ს ჩემპიონი (1981) (დაიბადა 1951 წელს).

ხუტაია ჯარვალ იბნ აუს ალ-აბსი - ისლამამდელი არაბი პოეტი (დაახლოებით 600-679 წწ).

ხუტბა (არაბ.) - მუსლიმანთა ქადაგება, შესხმა, რომელსაც წარმოთქვამს ხატიბი მინბარიდან (კათედრა) პარასკევობით.

ხუტია

1) მყინვარი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ხუტიის ქედის დასავლეთ კალთაზე.

2) (ანუკვა) ქედი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ყლიჩისა და ხეცკვარის წყალგამყოფი.

3) სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ხუტლუბუღა - საქართველოს სახელმწიფო მოღვაწე XIII საუკუნის II ნახევარში, ათაბაგ-ამირსპასალარის სადუნ მანკაბერდელის ვაჟი (გარდაიცვალა 1293 წელს).

ხუტონი - მდინარე მარტვილის მუნიციპალიტეტში, გურძემის მარჯვენა შენაკადი.

ხუტორი (რუს.)

1) განცალკევებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მისი პატრონის კარ-მიდამოა.

2) კაზაკთა სტანიცებიდან გამოსულთა ახალშენი, სოფელი.

ხუტორ-ლეჟბადინი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ხუულჩ სანდაგი - მონღოლი პოეტი-იმპროვიზატორი (XIX საუკუნის I ნახევარი).

ხუფახდილი (ხუფმოხდილი) - რასაც ხუფი ახდილი, მოხდილი აქვს.

ხუფი - თავსახური (ჭურჭლისა); სარქველი.

ხუფიანი - რასაც ხუფი აქვს.

ხუფხუფი

1) წყლის დუღილის ხმიანობა.

2) ყრუ ხმიანობა დიდი ყელვიწრო ჭურჭლიდან სითხის გადმოსხმის დროს.

ხუ ში (სხვა სახელი - ხუ შიჯი) - ჩინელი მწერალი და მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე (1891-1962 წწ).

ხუშტარა - იგივეა, რაც ქუშტარა.

ხუშტური - ახირებული სურვილი; ჟინი.

ხუშტურიანი - ვისაც, რასაც ხუშტური სჭირს; ჟინიანი, ახირებული.

ხუშუ - ენეოლითისა და ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ.აღ. II-I ათასწლეულების ზღვარი) არქეოლოგიური კულტურა, რომელიც გავრცელებული იყო მდინარე იანძის (ჩინეთი) ქვემო დინებაში.

ხუშჰალ-ხან ხათაქი - ავღანელი პოეტი (1613 - 1689 ან 1691 წწ).

ხუჩხუჩი

1) იგივეა, რაც ქვითინი.

2) იგივეა, რაც კუჭკუჭი.

ხუცესი

1) იგივეა, რაც მღვდელი.

2) ხევისბერი (ხევსურეთში, ფშავში).

ხუცეს-მონაზონი - მწირველი ბერი; მღვდელ-მონაზონი.

ხუციევი მარლენ - რუსი კინორეჟისორი, სცენარისტი და პედაგოგი (დაიბადა 1925 წელს თბილისში).

ხუციშვილი კახი - საქართველოს სახალხო მხატვარი (დაიბადა 1928 წელს).

ხუციშვილი კონსტანტინე - ფერმწერი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1914-1980 წწ).

ხუციშვილი სოლომონ - ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1908- ).

ხუციშვილი ჯემალ - ფერმწერი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (დაიბადა 1938 წელს).

ხუცობა

1) ხუცად ყოფნა.

2) ბნელეთის მოციქულობა.

ხუცუბანი - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

ხუცური - საერთო სახელწოდება ძველ ქართულ დამწერლობათა - ასომთავრულისა და ნუსხურისა (მხედრულის საპირისპიროდ).

ხუძგა - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ღალიძგის მარჯვენა შენაკადი.

ხუწუწი - პატარა მუწუკი.

ხუჭუა პავლე - მუსიკათმცოდნე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1905-1986 წწ).

ხუჭუჭა

1) ხუჭუჭი თმის მქონე.

2) (Beckmannia eruciformis) მრავალწლოვანი საკვები ბალახი მარცვლოვანთა ოჯახისა.

ხუჭუჭთმიანი - ხუჭუჭა თმის მქონე; თმახუჭუჭა.

ხუჭუჭი - ბუნებრივად ან ხელოვნურად დახვეული თმა.

ხუხაშვილი გიორგი - დრამატურგი, კრიტიკოსი (დაიბადა 1925 წელს).

ხუხე-ხაოტო - იხილე ხუხ-ხოტო.

ხუხნა - ხრამუნით, მადიანად ჭამა.

ხუხრუტანა - იგივეა, რაც ჭუჭრუტანა.

ხუხ-ხოტო (ხუხე-ხაოტო) - ქალაქი ჩინეთში, შიგა მონღოლეთის ავტონომიური რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

ხუხულა

1) ბავშვების მიერ გაკეთებული სათამაშო სახლი.

2) სახელდახელოდ, ზერელედ აშენებული სახლი; ქოხმახი.

ხუხუნი - გადატყორცნის ხმა; ხრიალი, შხუილი.

ხუჯაბი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ხუჯანდი - იხილე ხოჯენდი.

10.16 ხშ

▲ზევით დაბრუნება


ხშირი

1) ახლო-მახლო, ზედიზედ ამოსული, მიჯრილი.

2) სქელი, მუქი, გაუმჭვირი (ნისლი და სხვა).

3) რაც ზედიზედ მეორდება, მრავალგზისი.

ხშირიანი - ხშირი ტყე.

ხშირ-ხშირი - იგივეა, რაც ხშირი; ხშირ-ხშირად.

ხშული - იგივეა, რაც დახშული.

10.17 ხც

▲ზევით დაბრუნება


ხცისი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

11

▲ზევით დაბრუნება


- ქართული ანბანის ოცდამეთორმეტე (ძველი ქართული ანბანის ოცდამეთექვსმეტე) ასო. მისი სახელია „ჯანი“. გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი მჟღერი შიშინა აფრიკატისა. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რვა ათასს (8 000).

11.1 ჯა

▲ზევით დაბრუნება


ჯა - მიანმის (ბირმის) ფულის ერთეული (სხვანაირად - კიატი).

ჯაბადარი ალექსანდრე - საზოგადო მოღვაწე, რევოლუციონერი, ჟურნალისტი (1851-1933 წწ).

ჯაბადარი გიორგი - რეჟისორი და პედაგოგი (1888-1938 წწ).

ჯაბალ-ელ-სირაჯი - ქალაქი ავღანეთის ფარვანის პროვინციაში.

ჯაბალპური - ქალაქი ინდოეთის მადჰია-პრადეშის შტატში (740 ათასი).

ჯაბანი (არაბ.)

1) მშიშარა, მხდალი, ლაჩარი.

2) ლაჩრული, არავაჟკაცური.

ჯაბართი აბდ ალ-რაჰმან - ეგვიპტელი ისტორიკოსი (1753 ან 1754 - 1826 წწ).

ჯაბარლი ჯაფარ - აზერბაიჯანელი მწერალი, თეატრალური მოღვაწე (1899-1934 წწ).

ჯაბახანა (სპარს.)

1) იარაღის საწყობი; არსენალი.

2) ძველი, დანჯღრეული რამე.

ჯაბვალა რუთ (ნამდვილი გვარი პრაუერი) - ინდოელი მწერალი ქალი (დაიბადა 1927 წელს).

ჯაბიეთი - მდინარე ასპინძის მუნიციპალიტეტში, ოთის მარჯვენა შენაკადი.

ჯაბირ იბნ ჰაიანი (ლათინიზებული სახელი - გებერი) - არაბი მეცნიერი (დაახლოებით 721-815 წწ).

ჯაბიტა - სოფლები ცხინვალის და ჯავის მუნიციპალიტეტებში.

ჯაბნიძეები - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ჯაბულანი (ჟაბულანი) - 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი, რომელიც შემუშავებულია კომპანია Adidas-ის მიერ სპეციალურად მუნდიალისათვის. სიტყვა ჯაბულანი აღებულია სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი ოფიციალური (ზულუ) ენიდან და ნიშნავს “ზეიმს, მხიარულებას”. ბურთის ზედაპირიზე 11 ფერია რაც სიმბოლურად აღნიშნავს 11 მოთამაშეს, სამხრეთ აფრიკის 11 ოფიციალურ ენასა და 11 ეროვნებას.

ჯაბური

1) მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ქედზე.

2) ყოფილი სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში.

ჯაგა (ვაჩაგა, ჩაგა) - ტანზანიაში მცხოვრები ხალხი.

ჯაგანი - გრძლად ასხმული ყურძნის მტევნები. || საერთოდ, ხილის ასხმულა.

ჯაგანი ჩედი - გაიანის პრეზიდენტი 1992-97 წლებში (1918-1997 წწ).

ჯაგარა - იგივეა, რაც ჯაგრიანი.

ჯაგარაანთკარი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

ჯაგარაშლილი

1) რასაც ჯაგარი აქვს აშლილი.

2) (გადატანით) აღელვებული, გაჯავრებული.

ჯაგარი - ღორის ქეჩოსა და ზურგზე ამოსული უხეში ბალანი.

ჯაგაროვი გეორგი - ბულგარელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (დაიბადა 1925 წელს).

ჯაგვი (ჯაგვა) - იგივეა, რაც ფორანი.

ჯაგი - უხეში, ეკლიანი ველური ბუჩქი.

ჯაგიანი

1) სადაც ჯაგებია.

2) იგივე ჯაგნარი.

ჯაგირი - ფეოდალური მიწათმფლობელობის გაბატონებული ფორმა მოგოლთა ინდოეთში XVI-XVIII საუკუნეებში.

ჯაგლაგი - გამხდარი, უხეირო (ცხენი).

ჯაგმაგი - იგივეა, რაც ჯაგჯუგი.

ჯაგნარი - ჯაგით დაფარული ადგილი.

ჯაგორნაშუმი - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი.

ჯაგრიანი - ჯაგრის მქონე.

ჯაგრისი - ძელაკი, რომელზედაც ხშირი ჯაგარი (ან მისი შემცვლელი) არის ასხმული; იხმარება რისამე საწმენდად.

ჯაგრცხილა (Carpinus orientalis) - რცხილის სახეობა; იზრდება ბუჩქად ან პატარა ხედ. აქვს ძალიან მაგარი მერქანი.

ჯაგჯაგი - იგივეა, რაც ჩაქჩაქი.

ჯაგჯუგი - ჯაგები, ჯაგნარი.

ჯადვარი (სპარს.-არაბ.) (Orchys) - ბალახოვანი მცენარე; იკეთებს თავთავად შეკრებილ ყვავილებს.

ჯადიდიზმი (არაბ.) - ლიბერალური, ნაციონალისტური მოძრაობა, ჩაისახა ვოლგისპირეთის თათართა ბურჟუაზიულ ფენებში და მიზნად ისახავდა ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და პანთურქიზმის იდეების პოპულარიზებას.

ჯადო (სპარს.)

1) ისეთი რამ (ნივთი, წამალი), რაც ვითომდა ავნებს, შებოჭავს ადამიანს (ვისაც გაუკეთებენ, ვის სახელზედაც გააკეთებენ).

2) (გადატანით) იგივეა, რაც ჯადოსნური.

ჯადობაზი (სპარს.) - იგივეა, რაც ჯადოქარი.

ჯადოობა - ჯადოს კეთება.

ჯადოსანი - იგივეა, რაც ჯადოქარი.

ჯადოსარკე - ზღაპრებში - ჯადოსნური სარკე, რომლის მფლობელიც ვითომდა ყველაფერს დაინახავდა, რასაც მოისურვებდა.

ჯადოსნობა - იგივეა, რაც ჯადოქრობა.

ჯადოსნური

1) რასაც ჯადოს ძალა აქვს - სასწაულებრივი.

2) (გადატანით) მომხიბლავი, მომაჯადოებელი, წარმტაცი.

ჯადოსუფრა - ზღაპრებში - ჯადოსნური სუფრა, რომელზედაც მფლობელის სურვილისამებრ ნაირ-ნაირი საჭმელი ჩნდება.

ჯადოქარი (სპარს.)

1) ადამიანი, რომელსაც ვითომდა ჯადოთი შეკვრა შეუძლია; ჯადოსანი, გრძნეული.

2) (გადატანით) რისამე დიდი ოსტატი.

ჯავა - დაბა საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, მდინარე ლიახვის მარჯვენა ნაპირას; ჯავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მანძილი თბილისიდან - 130 კმ.

ჯავადი აჰმედ - (ნამდვილი სახელი ჯავად მამადალი-ოღლუ ახუნდზადე) - აზერბაიჯანელი პოეტი (1892-1937 წწ).

ჯავაზი (არაბ.) - დიდი როდინი; იყენებენ მარცვლეულის სანაყად.

ჯავანშირი - კავკასიის ალბანელთა მთავარი 638-670 წლებში.

ჯავარა დაუდა კაირაბა - გამბიის პრეზიდენტი 1970-94 წლებში (დაიბადა 1924 წელს).

ჯავართხორხისწყალი - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ჯუთისწყლის მარჯვენა შენაკადი.

ჯავარი (არაბ.)

1) პატიოსანი ქვა, ძვირფასი თვალი.

2) ძვირფასი თვლის ელვა-კრთომა, ხარისხი.

3) მომხიბლაობა, მოხდენილობა, შნო, ლაზათი.

4) ბუნებრივი (ან ხელოვნური) ლამაზი სახეები ხეზე, ქვაზე, ფოლადზე და სხვაზე.

ჯავარიანი - ჯავარის მქონე.

ჯავახაძე ვახტანგ - პოეტი (დაიბადა 1932 წელს).

ჯავახები - ჯავახეთის მკვიდრი ქართველები.

ჯავახეთი

1) მხარე სამხრეთ საქართველოში, ზემო ქართლში, მოიცავს ასპინძის, ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს.

2) თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიჯეთის ძველი სახელი.

ჯავახეთის ზეგანი - ზეგანი სამხრეთ საქართველოს მთიანეთში.

ჯავახეთის მთიანეთი - მთიანეთი ახალქალაქის, ნინოწმინდის, ბორჯომის, დმანისის და წალკის მუნიციპალიტეტებში.

ჯავახეთის მტკვარი - მდინარე, იხილე ფარავანი.

ჯავახეთის ქედი (კეჩუთის ქედი) - ქედი ნინოწმინდის, დმანისის და წალკის მუნიციპალიტეტებში, ჯავახეთის მთიანეთში

ჯავახი (1949 წლამდე მიჯა) - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

ჯავახიანთკარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭონქაძის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 900 მეტრი, დუშეთიდან - 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 40 კაცი.

ჯავახიშვილები - ქართლის ფეოდალური საგვარეულო XIV-XIX საუკუნეებში; წარმოდგა თორელთა ძირითადი განშტოებიდან.

ჯავახიშვილი (სახელი ცნობილი არ არის) XVIII საუკუნის ქართველი პოეტი ვახტანგ VI-ის ლიტერატურული წრიდან.

ჯავახიშვილი ალექსანდრე - არქეოლოგი და ხელოვნებათმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1917-1997 წწ).

ჯავახიშვილი ალექსანდრე - გეოგრაფი და ანთროპოლოგი, აკადემიკოსი, გეოგრაფიის სკოლის ფუძემდებელი საქართველოში (1875-1973 წწ).

ჯავახიშვილი გამრეკელი - XIV საუკუნის I ნახევრის ქართლის წარჩინებული ფეოდალი, ჯავახიშვილების გვარის პირველი წარმომადგენელი, შვილი ჯავახ თორელისა.

ჯავახიშვილი დავით - მწერალი (დაიბადა 1935 წელს).

ჯავახიშვილი ივანე - ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების ინიციატორი და რექტორი 1919-1926 წლებში (1876-1940 წწ).

ჯავახიშვილი მიხეილ (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) - მწერალი (1880-1937 წწ).

ჯავახიშვილი ნატალია - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1882-1950 წწ).

ჯავახიშვილი პაატა - ჯავახიშვილთა სათავადო სახლის უფროსი XVII საუკუნის 30-50-იან წლებში.

ჯავახოსი - ქართველთა ერთ-ერთი ეთნარქი.

ჯავახური - ჯავახეთისა და ჯავახების დამახასიათებელი.

ჯავაჰერი მოჰამად ალი - ირანელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე (1913-1995 წწ).

ჯავაჰირი მუჰამად მაჰდი - არაბი პოეტი და საზოგადო მოღვაწე (ერაყი) (1905-1990 წწ).

ჯაველიძე ელიზბარ - აღმოსავლეთმცოდნე-თურქოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (დაიბადა 1938 წელს).

ჯავზი (არაბ.)

1) (Myristica moshata) მარადმწვანე ხე; იკეთებს თეთრ ყვავილებს, ისხამს მსხვილ ხორცოვან, ყვითელ, გარეგნულად ატმის მსგავს ნაყოფს; გავრცელებულია ტროპიკულ აზიაში.

2) ამ მცენარის თესლი, მეტად სურნელოვანია; აქვს ცხარე სასიამოვნო გემო, იყენებენ კულინარიაში, მედიცინაში.

ჯავის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლში. 1917 წლამდე შედიოდა თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში, 1922 წლიდან სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. ფართობი 1144 კვ. კმ. 2 დაბა და 136 სოფელი.

ჯავის ქედი - ქედი ჯავის მუნიციპალიტეტში, ოსეთის კავკასიონზე.

ჯავრი (არაბ.)

1) დარდი, საფიქრალი.

2) ბრაზი, ბოღმა.

ჯავრიანი - დარდიანი, ნაღვლიანი.

ჯავრიშვილი დავით - ბალეტმაისტერი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1894-1971 წწ).

ჯავრიშვილი რუსუდან - ფერმწერი, თეატრის მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1918-1999 წწ).

ჯავრმიუკარებელი - ვისაც ჯავრი არ ეკარება, უდარდელი.

ჯავრმორეული - ვისაც ჯავრი მოერია.

ჯავრშემოწოლილი - ვისაც ჯავრი შემოაწვა.

ჯავშანი (სპარს.)

1) ლითონის სამოსელი, რომელსაც იცვამდნენ მეომრები იარაღისაგან თავის დასაცავად.

2) ფოლადის ფურცლები (ან ფილები) რომლებითაც ფარავენ ტანკებს, სამხედრო გემების, ავტომობილების და მისთანების ზედაპირს.

3) ზოგიერთი ცხოველის მტკიცე რქოვანი საფარი.

4) უფლება რაიმეთი სარგებლობისა || სააიმისო საბუთი.

ჯავშანსატანკო - ტანკებით, თვითმავალი არტილერიითა და ჯავშანავტომობილებით შეიარაღებული (ჯარები).

ჯავშნიანი - ჯავშნით შემოსილი.

ჯავშნოსანი

1) იგივეა, რაც ჯავშნიანი.

2) ჯავშნიანი სამხედრო გემი.

ჯავხლანტი - იხილე ულიასუტაი.

ჯაზაირი (ჯაზეირი) (არაბ.) - ძველებური პირფართო და გრძელი თოფი.

ჯაზარ-ფაშა (აჰმედ-ფაშა) - პალესტინისა და სირიის მმართველი (დაახლოებით 1720-1804 წ).

ჯაზ-ბანდი - იგივეა, რაც ჯაზი (მნიშვნელობა 1).

ჯაზი (ინგლ.)

1) შერეული შემადგენლობის ორკესტრი, რომელშიც ჭარბობს ჩასაბერი და დასარტყმელი ინსტრუმენტები.

2) ასეთი ორკესტრისთვის განკუთვნილი მუსიკა.

ჯაზმურიანი - ქვაბული ირანში.

ჯაზური - ჯაზის ხასიათისა.

ჯაია (1965 წლამდე კარსტენსი, 1966-69 წლებში სუკარნო) - ოკეანიის უმაღლესი მწვერვალი კუნძულ ახალ გვინეაზე (5029 მეტრი).

ჯაიადევა პიუშავარშა - ინდოელი მწერალი (XII საუკუნე).

ჯაიავარდენე ჯუნიუს რიჩარდ - შრი-ლანკის პრეზიდენტი 1978-88 წლებში (1906-1996 წწ).

ჯაიავარდენაპურა-კოტე - შრი-ლანკის ოფიციალური დედაქალაქი.

ჯაიავარმან VII - კამბუჯადეშის (ანგკორის, კამბოჯის) მეფე (XII-XIII სს),

ჯაიანი დიმიტრი - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობს სოხუმის გამსახურდიას სახელობის თეატრში (დაიბადა 1948 წელს).

ჯაიანი სერგო - სპორტსმენი (სპორტული ტანვარჯიში). მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ პირველობაში და მესამე პრიზიორი ბჯენით ხტომებში (1954), სსრკ-ს ორგზის ჩემპიონი (1954 - ბჯენითი ხტომები, 1955 - ღერძზე ვარჯიში), სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი (1928-1990 წწ).

ჯაიაპურა - ქალაქი-პორტი ინდონეზიაში, ირიან-ჯაიის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (150 ათასი).

ჯაიასი მალიქ მუჰამად - ინდოელი პოეტი (XV-XVI სს).

ჯაიევერი აივარ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1973 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ბ.ჯოზეფსონსა და ლ.ესაკისთან ერთად (დაიბადა 1929 წელს).

ჯაილოლო - ინდონეზიის კუნძულ ჰალმაჰერას მეორე სახელი.

ჯაინიზმი - ინდოეთის ერთ-ერთი რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, ითვლება არაორთოდოქსალურ რელიგიად.

ჯაიპური - ქალაქი ინდოეთში, რაჯასტანის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (1,5 მილიონი).

ჯაკარტა - ინდონეზიის დედაქალაქი; მდებარეობს კუნძულ იავაზე. ქვეყნის დედაქალაქია 1045 წლიდან (10 მილიონი).

ჯაკობა (ჭაობა) - მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.

ჯაკოვიჩი ჯურო - იუგოსლავიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1886-1929 წწ).

ჯაკომეტი ალბერტო - შვეიცარიელი მოქანდაკე და ფერმწერი, სიურრეალისტი (1901-1966 წწ).

ჯალაბაშვილები - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

ჯალაბეთი - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალის თემის საკრებულო). 1991 წლამდე შედიოდა ჯავის რაიონში. მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1200 მეტრი, საჩხერიდან - 33 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 55 კაცი.

ჯალაბი (სპარს.)

1) ოჯახი, ოჯახის წევრები; სახლეული.

2) ცოლი, სახლობა.

ჯალაბობა - იგივეა, რაც ჯალაბი.

ჯალათი (არაბ.)

1) პირი, რომელსაც სისრულეში მოჰყავს სიკვდილის განაჩენი, აწამებს (მსჯავრდადებულს).

2) (გადატანით) მტარვალი, სისხლისმსმელი.

ჯალაინორი - ქალაქი ჩინეთის ხეილუნძიანის პროვინციაში.

ჯალალაბადი

1) ქალაქი ყირგიზეთში, საოლქო ცენტრი (75 ათასი).

2) იხილე ჯელალაბადი.

ჯალალედინი - ხვარაზმშაჰი 1220 წლიდან (გარდაიცვალა 1231 წელს).

ჯალალ-ოღლი - სომხეთის ქალაქ სტეფანავანის სახელი 1924 წლამდე.

ჯალამბარი

1) ორი გრძელი ძელი, ხის ტოტებით შეერთებული, იყენებენ რისამე გადასაზიდად ან საკაცედ.

2) ბლოკის სახის მქონე მოწყობილობა, რომელსაც იყენებენ სიმძიმეთა ასაწევად.

ჯალანდჰარი - ქალაქი ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, პენჯაბის შტატში (520 ათასი).

ჯალაურთა - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე საძალხევის (ყვირილის აუზი) მარცხენა ნაპირას. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 2 სოფელს: მოძვი, ჯალაურთა). ზღვის დონიდან - 740 მეტრი, საჩხერიდან - 21 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1609 კაცი. სოფელში არის XII საუკუნის დარბაზული ეკლესია, რომელიც ძლიარაა დაზიანებული და უმოქმედოა. მისთან ახლოს მდებარეობს მეორე ეკლესია, რომელიც გარედან დარბაზულს წააგავს, თუმცა წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას, რომლის სახურავიც სვეტებს ეყრდნობა.

ჯალაფსუა (ჯალ-აფსუა) - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ჯალაღონია ნოდარ - პოეტი (დაიბადა 1934 წელს).

ჯალაშა - დაუძახავი ბამბის ძაფის თხელი ქსოვილი.

ჯალი - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ჯალილაბადი (1967 წლამდე ასტრახან-ბაზარი) - ქალაქი აზერბაიჯანში (30 ათასი).

ჯალილი (ჯალილოვი) მუსა - თათარი პოეტი (1906-1944 წწ).

ჯალილი რაჰიმ - ტაჯიკეთის სახალხო მწერალი (1909-1989 წწ).

ჯალსკი ქსავერ შანდორ (ნამდვილი სახელი და გვარი ლუბომირ ბაბიჩი) - ხორვატი მწერალი (1854-1935 წწ).

ჯალუ - იხილე ვაჰათ-ჯალუ.

ჯალღუზა (სპარს.) - იგივეა, რაც გირჩა.

ჯამაათი (არაბ.) - ერთად თავმოყრილი ხალხი.

ჯამაგირი (სპარს.) - იგივეა, რაც ხელფასი.

ჯამალზადე სეიდ მოჰამედ ალი - ირანელი მწერალი (1890-1985 წწ).

ჯამანთაუ - ქედი ტიან-შანში.

ჯამანოვა როზა - ოპერის ყაზახი მომღერალი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1928 წელს).

ჯამბაზი [(სპარს. „jan“ (სული)+ „baz“ (მოთამაშე)]

1) თოკზე მოსიარულე; მუშაითი.

2) ცირკის მსახიობი, მასხარა, კლოუნი.

ჯამბაი - ქალაქი უზბეკეთის სამარყანდის ოლქში.

ჯამბარა - ჯაჭვი ან საგანგებოდ დაწნული ღვედი ყევარი ხარის მისაბმელად ურემზე, გუთანზე.

ჯამბი (ტელანაიპურა) - ქალაქი-პორტი ინდონეზიაში, კუნძულ სუმატრაზე.

ჯამბოლონია (ჯოვანი ბოლონია, ნამდვილი სახელი ჟან დე ბულონი) - იტალიელი მოქანდაკე (1529-1608 წწ).

ჯამბული (ჯამბულ ჯაბაევი) - ყაზახი აკინი, სახალხო პოეტი-მომღერალი (1846-1945 წწ).

ჯამბული (1936 წლამდე აულიე-ათა, 1936-38 წლებში მირზოიანი) - ქალაქი ყაზახეთში, საოლქო ცენტრი (310 ათასი).

ჯამე (არაბ.) - საკრებულო, მეჩეთი.

ჯამი (სპარს.)

1) ჩაღრმავებული ჭურჭელი (ნახევარსფეროს ფორმისა), ჩვეულებრივ, წვნიანი კერძის საჭმელად.

2) რაც ასეთ ჭურჭელში ჩაეტევა.

3) (არაბ.) - მიმატების შედეგად მიღებული რიცხვი; რისამე საერთო რაოდენობა.

ჯამი აბდ ალ-რაჰმან ნურ ალ-დინ იბნ აჰმად - სპარსული პოეზიის კლასიკოსი (1414-1492 წწ).

ჯამილი იბნ აბდ ალ-ლაჰ იბნ მაიმარ - არაბი პოეტი (გარდაიცვალა 701 წელს).

ჯამნა (ჯუმნა, იამუნა) - მდინარე ინდოეთში, მდინარე განგის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 1384 კილომეტრი).

ჯამნაგარი (ნავანაგარი) - ქალაქი ინდოეთის გუჯარათის შტატში (325 ათასი).

ჯამპალი

1) მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ამტყელის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 21 კილომეტრი).

2) სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ჯამუ - ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში, ჯამუსა და ქაშმირის შტატში (205 ათასი).

ჯამუ და ქაშმირი - შტატი ინდოეთში.

ჯამურა

1) მთა ჯავის მუნიციპალიტეტში, ოსეთის კავკასიონზე.

2) მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ყვირილის აუზში.

ჯამფაზი (ჯამფასი)

1) იგივეა, რაც ჭიაფერა.

2) ჭიაფერათი შეღებილი ქსოვილი (ჩვეულებრივ აბრეშუმისა).

ჯამფილა - თიხის დიდი ჯამი.

ჯამშედპური - ქალაქი ინდოეთის ბიჰარის შტატში (460 ათასი).

ჯამჯამა

1) ქედი ქარელის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის მონაკვეთი.

2) მთა ქარელის მუნიციპალიტეტში, ჯამჯამის ქედზე (2320 მეტრი).

ჯან (სპარს. “სული”)

1) შორისდებული - გამოხატავს აღტაცებას.

2) ნაწილაკი - ერთვის საკუთარ სახელს ბოლოში და გამოხატავს მოფერებას, ხვეწნას.

ჯანაბა - იგივეა, რაც ჯანდაბა.

ჯანავანა - მდინარე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ოჩხამურის მარცხენა შენაკადი.

ჯანაოზი (არაბ.) - განთქმული ექიმი.

ჯანაშვილი მოსე - ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე (1855-1934 წწ).

ჯანაშია მარინა - მსახიობი (დაიბადა 1949 წელს).

ჯანაშია სიმონ - ისტორიკოსი, აკადემიკოსი (1900-1947 წწ).

ჯანბასყალა - ძვ.წ.აღ. IV ს - ახ.წ.აღ. I ს ციხესიმაგრის ნანგრევები ყიზილყუმის უდაბნოში (ყარაყალპაყეთის რესპუბლიკა).

ჯანბერიძე ნოდარ - არქიტექტორი, ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი (1927-1997 წწ).

ჯანგამოლეული (ჯანგამოცლილი) - ვისაც, რასაც ჯანი აქვს გამოლეული, გამოცლილი.

ჯანგარი - XV საუკუნის ყალმუხური საგმირო ეპოსი.

ჯანგატეხილი - დასნეულებული, დაუძლურებული.

ჯანგმაჰიანა - იხილე ჯჰანგმაგჰიანა.

ჯანგსადარი - იხილე ჯჰანგსადარი.

ჯანგტანგი - იხილე ჩანგტანი.

ჯანგუანცაილინი - ქედი ჩინეთში, მანჯურია-კორეის მთების ნაწილი.

ჯანგულაშვილი თეიმურაზ - პოეტი (დაიბადა 1923 წელს).

ჯანგძე (გიანტზე) - ქალაქი ჩინეთის ტიბეტის ავტონომიურ რაიონში.

ჯანდაბა (არაბ.) - ჯოჯოხეთი, მოუსავლეთი, უბედურება.

ჯანდაგი - გამხდარი, მჭლე (საქონელი); (გადატანით) სუსტი, უღონო ადამიანი.

ჯანდარბეკოვა შოლან - ყაზახი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1922 წელს).

ჯანდარი

1) (ჯანდარა) - ნაქსოვის გასაჭიმი მოწყობილობა ხისა.

2) სოფლები გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.

ჯანდარის არხი - არხი გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის ვაკეზე.

ჯანდარის ტბა - ტბა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლის ვაკეზე და აზერბაიჯანში (სიღრმე 5 მეტრამდე).

ჯანდაცვა - ჯანმრთელობის დაცვა.

ჯანდიერი (ასლანიშვილი) დავით - კახეთის დიდებული თავადი, 1611-17 წლებში ხელმძღვანელობდა კახეთის ბრძოლას შაჰ-აბასის წინააღმდეგ.

ჯანდიერი ირინე - ბალეტის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1940 წელს).

ჯანდიერი ლევან - საქართველს დამსახურებული არქიტექტორი (1934-1995 წწ).

ჯანელიძე ალექსანდრე - გეოლოგი, აკადემიკოსი (1888-1975 წწ).

ჯანელიძე დიმიტრი - თეატრმცოდნე, თეატრის ისტორიკოსი, პედაგოგი (1906-1994 წწ).

ჯანელიძე ლევან - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1911-1981 წწ).

ჯან ვენტიანი (ლო ფუ) - ჩინეთის პოლიტიკური მოღვაწე (1900-1985 წწ).

ჯანთუგანი - მწვერვალი და უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე.

ჯანი

1) ქართული ანბანის ოცდამეთორმეტე ასოს - ჯ-ს სახელწოდება.

2) (სპარს.) - ადამიანის ღონე, ძალა.

ჯანიანი - ვისაც ჯანი შესწევს; ღონიერი.

ჯანიაშვილი ბადრი - მოჭიდავე (სამბო, 57, 62, 68 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (1997), მეორე (1996) და ორგზის მესამე (1993, 2002) პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატების მეორე (1996) და მესამე (2003) პრიზიორი (დაიბადა 1972 წელს).

ჯანიბეკი - ოქროს ურდოს ხანი, უზბეკის შვილი, ისლამის გამავრცელებელი (?-1357 წ).

ჯანიბეკიანი (ნამდვილი გვარი ტერ-ხაჩატრიანი) გურგენ - სომეხი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1897-1978 წწ).

ჯანიბეკოვი ვლადიმერ - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, ავიაციის გენერალ-მაიორი, ხუთი კოსმოსური ფრენის მონაწილე 1978, 1981, 1982, 1984 და 1985 წლებში (დაიბადა 1942 წელს).

ჯანიქი - მთები თურქეთში.

ჯანიშინი [(სპარს. „ja“ (ადგილი) + „neSin“ (მჯდარი)] - შაჰის მიერ ირანში გაწვეული მეფის ნაცვლად ქვეყნის გამგებლად დატოვებული პირი.

ჯანკოი - ქალაქი უკრაინის ყირიმის ოლქში (55 ათასი).

ჯან ლოსინი - ნიანძიუნის აჯანყების ხელმძღვანელი ჩინეთში (გარდაიცვალა 1863 წელს).

ჯანმაგარი - მაგარი ჯანის მქონე; ღონიერი.

ჯანმიხდილი - ვისაც ჯანი აქვს მიხდილი; დაუძლურებული.

ჯანმრთელობა - ჯანმრთელად ყოფნა; ჯანის სიმრთელე, ჯანსაღობა.

ჯანსაღი

1) ვინც ავად არ არის, ვინც კარგადაა.

2) ჯანმრთელობისათვის სასარგებლო.

ჯანსაღობა - ჯანსაღად ყოფნა.

ჯან სიანჯუნი - გლეხთა ომის (1628-45 წწ) ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჩინეთში (1606-1647 წწ).

ჯან სიუელიანი - ჩინეთის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე (1898-1985 წწ).

ჯან ტაიიანი - ჩინეთის პოლიტიკური მოღვაწე (1868-1936 წწ).

ჯან ტიანი - ჩინელი მწერალი (1906-1990 წწ).

ჯან ციანი - ჩინელი დიპლომატი და მოგზაური (გარდაიცვალა დაახლოებით ძვ.წ.აღ. 103 წელს).

ჯანღა - მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე (5059 მეტრი).

ჯანღი - ნისლი, ბურუსი.

ჯანღიანი - ჯანღით მოცული, ნისლიანი, ბურუსიანი.

ჯან-ღონე - ჯანი, ღონე (ადამიანისა).

ჯანყი (სპარს. „jang“ - ომი)

1) აჯანყება.

2) შფოთი, უკმაყოფილება.

3) იგივეა, რაც ნისლი.

ჯანყი გურიაში - ქართული მუნჯი მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1928 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - ალექსანდრე წუწუნავა. დამდგმელი ოპერატორი - ალექსანდრე დიღმელოვი. მთავარ როლებში: ალექსანდრე მესნიაევი, კოწია ერისთავი, ი.კორსუნსკაია, თამარ ბოლქვაძე, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, სანდრო კანდელაკი, არკადი ხინთიბიძე, სიკო ფალავანდიშვილი.

ჯან ძაი (ჯან ძი) - ჩინელი ფილოსოფოსი (1020-1077 წწ).

ჯანძიაკოუ (კალგანი) - ქალაქი ჩინეთის ხებეის პროვინციაში.

ჯანძიანი - ქალაქი ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში.

ჯან ძიაო - გლეხთა აჯანყების ხელმძღვანელი ჩინეთში (გარდაიცვალა 184 წელს).

ჯან ძოლინი - ჩინელი გენერალი (1876-1928 წწ).

ჯან ხენი - ჩინელი ასტრონომი (78 - 139 წწ).

ჯანხოში - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ჯანჯალი

1) (სპარს.) - ისეთი (ადამიანი), რომელიც ყველაფერზე ფეხს ითრევს; ჭირვეული, ჭინჭყლიანი.

2) ნელი სირბილი.

ჯანჯალიკვარა - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ულისის მარცხენა შენაკადი.

ჯანჯაფილი - იგივეა, რაც კოჭა2.

ჯან ჯიდუნი - ჩინეთის სახელმწიფო მოღვაწე (1837-1909 წწ).

ჯანჯუხი (ჯანჯუხა) - იგივეა, რაც ჩურჩხელა.

ჯანჯღავა ვლადიმერ - გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1907-1982 წწ).

ჯანჯღარი - ნჯღრევა, რყევა.

ჯაო კუანინი (სატაძრო სახელი - ტაიძუ) - ჩინეთის იმპერატორი (927-976 წწ).

ჯაოცინი (გაოიაო) - ქალაქი ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში.

ჯაპანა

1) ყოფილი ტბა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, გურიის დაბლობზე (გადაქცეულია ტბორად).

2) სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ჯარა (სპარს.) - პრიმიტიული მანქანა, რომლითაც მატყლს (ბამბას....) ართავენ, ძაფს ძახავენ.

ჯარაბუბი - იხილე ჯაღბუბი.

ჯარაექიმი - შინაური ექიმი, ექიმბაში.

ჯარარი ღულამ რაჰმან - ავღანელი მწერალი, პუბლიცისტი და მეცნიერი (1915-1995 წწ).

ჯარატარი - ჯარის ნაწილი, მოგრეხილი წვრილი ჩხირი, რომელზედაც ირთვება და იძახება ძაფი.

ჯარა-ჯარა - დიდი რაოდენობით, ბევრ-ბევრი.

ჯარბი - მძვინვარე ასპიტი (საბა).

ჯარგალანტი - იხილე კობდო.

ჯარგამოვლილი - ჯარში ნამსახური.

ჯარგვალი - გაუთლელი მორებისაგან აგებული ნაგებობა.

ჯარელი რენდელ - ამერიკელი პოეტი (1914-1965 წწ).

ჯარვისი ჯონ, გრაფი სენტ-ვინსენტი - ინგლისის ფლოტის ადმირალი (1735-1823 წწ).

ჯართი

1) რისამე ნამტვრევები.

2) ლითონის ნივთის უვარგისი და გადასაყრელი ნაწილები, ძველი ნივთები ლითონისა.

ჯარი

1) შეიარაღებული და საბრძოლველად მომზადებული ადამიანების ერთობლიობა; ლაშქარი.

2) იგივეა, რაც არმია.

3) ერთად თავმოყრილი ხალხი.

4) დღეობაში ან ხატობაში დროის გასატარებლად შეგროვილი ხალხი.

ჯარიანობა

1) ლაშქრობა.

2) შეკრებილი ხალხის დროის გატარება (ხატობაში).

ჯარიაშენი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ჯარიმა (არაბ.)

1) ფულის გადახდევინება სასჯელად.

2) სპორტსმენის დასჯა თამაშის წესის დარღვევისათვის (ქულების ჩამოკლებით ან თამაშის პირობების გაუარესებით).

ჯარინ-ნური - ტბა ჩინეთში.

ჯარირი აბუ ჰაზრა იბნ ატიია ალ-ხატაფა (ჰუზაიფა) - არაბი პოეტი (653 - 733 წწ).

ჯარისკაცი - რიგითი სამხედრო მოსამსახურე.

ჯარისკაცის მამა - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1964 წელს. დამდგმელი რეჟისორი - რეზო ჩხეიძე. სცენარის ავტორი - სულიკო ჟღენტი. დამდგმელი ოპერატორები - ლევ სუხოვი, არჩილ ფილიპაშვილი. კომპოზიტორი სულხან ცინცაძე. მთავარ როლებში: სერგო ზაქარიაძე (გიორგი მახარაშვილი), ვლადიმერ პრივალცევი, ალექსანდრე ნაზაროვი, ალექსანდრე ლებედევი, ივანე კოსიხი, ქეთევან ბოჭორიშვილი.

ჯარმენი დერეკ - ინგლისელი კინორეჟისორი და სცენარისტი (1942-1994 წწ).

ჯარმო - ადრინდელი ნეოლითური ხანის (ძვ.წ.აღ. VII ათასწლეული) ნამოსახლარი ერაყის ქალაქ ქირქუქის აღმოსავლეთით.

ჯარობა - იგივეა, რაც ჯარიანობა.

ჯარობანა - იგივეა, რაც ომობანა.

ჯარ-ჯამაათი - ჯარი (მნიშვნელობა 3), ჯამაათი.

ჯარ-ჯარად - დიდ ჯგუფებად, ბევრ-ბევრი; ერთად, ჯარად.

ჯარჯი

1) ეკლიანი ბუჩქი, ძეძვის, ფიჩხის და მისთანების კონა.

2) დაგრეხილი წნელი, მრგვალად შეკრული, რამეზე ჩამოსაცმელად; გვერგვი.

ჯარჯიანი - რაზედაც ჯარჯი დევს.

ჯასპერი ჰერბერტ ჰენრი - კანადელი ნეიროფიზილოგი (1906-1990 წწ).

ჯატაკა - ძველი ინდური ლიტერატურის ჟანრი, ლეგენდის, არაკის ტიპის მოთხრობა.

ჯატიევა (ძადთიათი) სონია - ოსი მსახიობი ქალი, საქართველოს სახალხო არტისტი (1896-1980 წწ).

ჯატრა - მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენა ინდოეთში, აღმოცენდა ვიშნუ-კრიშნას კულტისადმი მიძღვნილი რელიგიური პროცესიებიდან.

ჯაუფი - ქალაქი საუდის არაბეთში.

ჯაფა (არაბ.) - მძიმე შრომა.

ჯაფარა - იგივეა, რაც ჩხიკვი.

ჯაფარ ალიას ძე - თბილისის ამირა XI საუკუნის 20-50-იან წლებში.

ჯაფარაული

1) სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (საღანძილის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 400 მეტრი. ხარაგაულიდან - 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 482 კაცი.

2) ყოფილი სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ჯაფარიანები - თბილისის მაჰმადიან ამირათა საგვარეულო IX საუკუნის 80-იანი წლებიდან XI საუკუნის 80-იან წლებამდე.

ჯაფარიძე ალექსანდრა - ალპინისტი. პირველი ქართველი მთამსვლელი ქალი, ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. შესრულებული აქვს 100-მდე სპორტული ასვლა კავკასიონის მწვერვალებზე. სპორტის დამსახურებული ოსტატი (1895-1974 წწ).

ჯაფარიძე ალექსანდრე - სპორტსმენი, მთამსვლელი, საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი (1899-1945 წწ).

ჯაფარიძე გიგა - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, ონის სახალხო თეატრის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი (დაიბადა 1924 წელს).

ჯაფარიძე ვახტანგ - ფერმწერი, გრაფიკოსი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1901-1986 წწ).

ჯაფარიძე თენგიზ - ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1925 წელს).

ჯაფარიძე მედეა - საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში (1923-1994 წწ).

ჯაფარიძე პროკოფი (პარტიული ფსევდონიმი ალიოშა) - პოლიტიკური მოღვაწე, ერთ-ერთი 26 ბაქოელი კომისართაგანი (1880-1918 წწ).

ჯაფარიძე რევაზ - მწერალი (1923-1999 წწ).

ჯაფარიძე სტეფანე - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1902-1979 წწ).

ჯაფარიძე უჩა - ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1906-1988 წწ).

ჯაფარიძე ქეთევან - ესტრადის მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი (1901-1968 წწ).

ჯაფარიძე - სოფელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.

ჯაფარლო - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

ჯაფისმოყვარე - იგივეა, რაც შრომისმოყვარე.

ჯაფნა (ვაპანაია, იაპანაია) - ქალაქი-პორტი შრი ლანკაში (130 ათასი).

ჯაფრი ალი სარდარ - ინდოელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1913-1995 წწ).

ჯაფურა - უდაბნო საუდის არაბეთში.

ჯაფშაქარი - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

ჯაღანა - ნუშიანი ან ჩირიანი ტკბილი კვერი.

ჯაღბუბი - ოაზისი ლიბიაში.

ჯაღირა - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

ჯაღმიანი -სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), მთიულეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1920 მეტრი, დუშეთიდან - 74 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 82 კაცი.

ჯაყელები - სამხრეთ საქართველოს (სამცხის) წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო XI-XIII საუკუნეებში, სამცხის მთავრები XIII-XVI საუკუნეებში.

ჯაყელი ბეშქენ I - სამხრეთ საქართველოს წარჩინებული ფეოდალი XI საუკუნის შუა წლებში.

ჯაყელი ბეშქენ II - სამხრეთ საქართველოს წარჩინებული ფეოდალი XI-XII საუკუნეების ზღვარზე, ჯაყის (სამცხის ციხე) მემამულე.

ჯაყელი ბოცო - სამხრეთ საქართველოს წარჩინებული ფეოდალი XII საუკუნის 80-იან წლებში.

ჯაყელი კრავაი - XII საუკუნის II ნახევრის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, დიდგვაროვანი ფეოდალის სამძივრის დედა.

ჯაყელი მურვან - სამხრეთ საქართველოს წარჩინებული ფეოდალი XI საუკუნის II ნახევარში.

ჯაყვა (სპარს.) - ჯიბით სატარებელი პატარა დასაკეცი დანა; კალმის დანა.

ჯაყი - სირცხვილი, აუგი.

ჯაყის ციხე - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, სამცხეში; სამცხის ათაბაგთა რეზიდენცია.

ჯაყისწყალი - მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში, ფოცხოვისწყლის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 26 კილომეტრი).

ჯაყჯაყი - ნჯღრევა, ლაყლაყი ოღროჩოღრო გზაზე (ურმისა, ეტლისა....).

ჯაში გიორგი - ფერმწერი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1914-1990 წწ).

ჯაშუში (არაბ.)

1) საიდუმლო აგენტი, რომელიც ჯაშუშობას ეწევა.

2) მაბეზღარა, ადმინისტრაციასთან ამბის მიმტანი.

ჯაშუშობა

1) შეგროვება ისეთი ცნობებისა, რომლებიც წარმოადგენს სამხედრო ან სხვა სახელმწიფოებრივ საიდუმლოს სხვა სახელმწიფოსათვის გადასაცემად.

2) ჯაშუშის (მნიშვნელობა 2) საქმიანობა, საქციელი; მაბეზღარობა, ენატანიობა.

ჯაშუშური - ჯაშუშების მიერ წარმოებული.

ჯაჭვედა - ჭრელი, შავ-თეთრი (ქათამი).

ჯაჭვი

1) ერთმანეთში გაყრილი ლითონის რგოლების მწკრივი (თოკის დანიშნულებისა).

2) იგივეა, რაც ბორკილი.

3) ჯავშანი, ბექთარი.

ჯაჭვიანი - ჯაჭვის მქონე.

ჯაჭვური - ჯაჭვის მსგავსი, ჯაჭვის გამოყენებით განხორციელებული.

ჯაჭვშემოსილი - ვისაც ჯაჭვი აცვია.

ჯაჭო - ლამაზი, ჭროღა (თვალები).

ჯახანი - იგივეა, რაც ჯახუნი.

ჯახაჯუხი - ზედიზედ, მრავალჯერ განმეორებული ჯახუნი.

ჯახველი - იგივეა, რაც ძახველი.

ჯახი

1) იგივეა, რაც ჯახუნი.

2) შეჯახება, შეხლა-შემოხლა.

ჯახირი - წვალებით კეთება რისამე; წვალებით საქმიანობა, ცხოვრება.

ჯახორი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, განვითარებული შუა საუკუნეების ეკლესია ხარაგაულის მახლობლად.

ჯახრაკი - იგივეა, რაც ჯაგლაგი.

ჯახუნაბუ

1) ქედი მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში, ეგრისის ქედის განშტოება.

2) მთა მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში, ჯახუნაბუს ქედზე.

ჯახუნი - რაიმე მაგარის მაგარზე მირტყმის, მიხეთქების ხმა.

ჯახჯახი - იგივეა, რაც ჯახაჯუხი.

ჯაჯა - იგივეა, რაც ძერა.

ჯაჯახანა - წვალება, ტანჯვა.

ჯაჯგური - მოჭიდება და აქეთ-იქით წევა ხმაურით.

ჯაჯვა - უშნოდ, ულაზათოდ ჩაცმა.

ჯაჯი - წამების იარაღი, რომელზედაც საწამებელ ადამიანს აკრავდნენ.

ჯაჯია - იგივეა, რაც ჩანჩურა.

ჯაჯის ტბა - დიდი ჯაჯის ტბისა და პატარა ჯაჯის ტბის გავრცელებული სახელწოდება (ადიგენის მუნიციპალიტეტი).

ჯაჯღანა - ვინც მუდამ ჯაჯღანებს.

ჯაჯღანი - ხმამაღლა, უკმაყოფილო კილოთი ლაპარაკი, ბუზღუნი.

ჯაჰანგირი - დიდი მოგოლთა სახელმწიფოს მმართველი (ინდოეთი) (1569-1627 წწ).

ალ-ჯაჰიზი აბუ უსმან აბრ იბნ ბაჰრ - არაბი მწერალი (დაახლოებით 767-868 წწ).

ჯაჰილია (არაბ.) - წარმართობა, წარმართობის ხანა; უშუალოდ ისლამის წარმოშობის წინარე პერიოდი.

ჯაჰრომი - ქალაქი ირანის ფარსის ოსტანში.

11.2 ჯგ

▲ზევით დაბრუნება


ჯგალი - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

ჯგერდა - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ჯგერდა-ახუწა - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ჯგერიანი - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ჯგვლემა - ბლიკვნა, მუჯლუგუნის ცემა || გამეტებით ცემა, ბეგვა.

ჯგიდირხვა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ჯგილათი - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (თუზის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ბუჯის (ყვირილის სისტემა) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 420 მეტრი, თერჯოლიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 256 ადამიანი.

ჯგლეთა (ჯგლითი) - ბევრი ადამიანის ერთად, მჭიდროდ ყოფნა.

ჯგრაგი (ჯგრაგ) - მამრობითი ღვთაება სვანეთში, რიტუალში მოიხსენიება დიდი ღმერთის და მთავარანგელოზის შემდეგ.

ჯგრო - ჯგუფი, გუნდი, ხროვა.

ჯგუბურია მურმან - პოეტი (დაიბადა 1938 წელს.)

ჯგუფი

1) რამდენიმე ერთმანეთთან ახლოს მყოფი ვინმე, რამე; გუნდი.

2) გარკვეული ნიშნის მიხედვით (მდგომარეობით, საქმიანობით...) გამოყოფილი ერთობლიობა ადამიანებისა.

3) კლასიფიკაციის შედეგად გამოყოფილი საგნების (მოვლენების) ერთობლიობა.

ჯგუფობრივი - რაშიც ჯგუფი იღებს მონაწილეობას; ჯგუფების მიხედვით წარმოებული.

ჯგუფური

1) რაც ჯგუფს შეიცავს.

2) რაშიც ჯგუფი იღებს მონაწილეობას.

ჯგუფხელი - ჯგუფის ხელმძღვანელი.

ჯგუფ-ჯგუფად - ცალ-ცალკე ჯგუფებად.

11.3 ჯდ

▲ზევით დაბრუნება


ჯდომელა - ისე, რომ იჯდეს; ზის და ისე; ჯდომით.

11.4 ჯე

▲ზევით დაბრუნება


ჯებელ-ანსარია - მთის მასივი სირიაში.

ჯებელ-დრუზი (ელ-დრუზი) - ვულკანური მასივი სირიაში.

ჯებელ-ელ-შარკი - იხილე ანტილიბანი.

ჯებელ-ელ-შეიხი - იხილე ჰერმონი.

ჯებელ-ტუვაიკი - იხილე ტუვაიკი.

ჯებირი

1) (სპარს.) - მიწაყრილი ან ნაგებობა მდინარის გასწვრივ (ან ზღვის ნაპირზე), რაც ატბორებს მდინარეს (ან იცავს მიდამოებს წალეკვისაგან.

2) სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ჯებრაილი - ქალაქი აზერბაიჯანში.

ჯეელი - იგივეა, რაც ჯეილი.

ჯევდეთი აჰმედ - თურქი ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე (1822-1895 წწ).

ჯევონზი უილიამ სტენლი - ინგლისელი ეკონომისტი, სტატისტიკოსი, ფილოსოფოს-ლოგიკოსი (1835-1882 წწ).

ჯეზვე (თურქ.) - ყავის ასადუღებელი პატარა ტარიანი ჭურჭელი.

ჯეზიერი - იხილე ჯაზაირი.

ჯეზირე - პლატო, იხილე ელ-ჯაზირა.

ჯეზუალდო (დი ვენოზა) კარლო - იტალიელი კომპოზიტორი (1560 - 1613 ან 1614 წწ).

ჯეზყაზღანი - ქალაქი ყაზახეთში, საოლქო ცენტრი (110 ათასი).

ჯეთიასარი - ძვ.წ.აღ. I ათასწლეულის დასასრულის - ახ.წ.აღ. I ათასწლეულის შუა წლების ნამოსახლართა ჯგუფი სირდარიის ქვემოეთში (ყაზახეთის ყიზილ-ორდის ოლქი).

ჯეთი-ოღუზი - ბალნეოლოგიური კურორტი ყირგიზეთში.

ჯეთისაი - ქალაქი ყაზახეთის ჩიმქენთის ოლქში (30 ათასი).

ჯეთიყარა - ქალაქი ყაზახეთის კუსტანაის ოლქში (50 ათასი).

ჯეითუნი - ძვ.წ.აღ. V საუკუნის ნამოსახლარი აშხაბადთან (თურქმენეთი).

ჯეილი - ახალგაზრდა, ჭაბუკი, ყმაწვილი.

ჯეიმზ I - ინგლისის მეფე 1603 წლიდან (1566-1625 წწ).

ჯეიმზ II - ინგლისის მეფე 1685-88 წლებში (1633-1701 წწ).

ჯეიმზი პრესტონ - ამერიკელი გეოგრაფი (1899-1985 წწ).

ჯეიმზი უილიამ - ამერიკელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი (1843-1910 წწ).

ჯეიმზი ჰენრი - ამერიკელი მწერალი (1843-1916 წწ).

ჯეიმზი

1) ორი მდინარის სახელწოდება აშშ-ში:

ა) ერთვის ჩესაპიკის ყურეს (სიგრძე - 550 კილომეტრი).
ბ) მდინარე მისურის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 1140 კილომეტრი).

2) ყურე ჰუდსონის ყურის სამხრეთ ნაწილში, კანადის სანაპიროსთან.

ჯეიმზტაუნი - ქალაქი, წმინდა ელენეს კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრი, დიდი ბრიტანეთის სამფლობელო.

ჯეიმსონი ლინდერ სტარ - ინგლისელი კოლონიზატორი სამხრეთ აფრიკაში (1853-1917 წწ).

ჯეირანთველი - სოფელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.

ჯეირანი (თურქ.) - იგივეა, რაც ქურციკი.

ჯეიჰანი

1) ქალაქი სამხრეთ თურქეთში, ადანის ვილაიეთში.

2) მდინარე თურქეთში, ერთვის ხმელთაშუა ზღვის ისქანდერუნის ყურეს (სიგრძე - 474 კილომეტრი).

ჯელა - ქალაქი იტალიის კალტანისეტის პროვინციაში (სიცილია).

ჯელადა - მაიმუნი ანთრისებრთა ოჯახისა; გავრცელებულია ეთიოპიის მთებში.

ჯელალაბადი - ქალაქი ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (65 ათასი).

ჯელამი

1) მდინარე ინდოეთსა და პაკისტანში, მდინარე ჩინაბის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 810 კილომეტრი).

2) ქალაქი პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში.

ჯელგა (სპარს.)

1) იგივეა, რაც მარეკი.

2) გროვა, კრებული, ჯგრო.

ჯელიკოუ ჯონ რაშუორთ - გრაფი, ინგლისის ფლოტის ადმირალი (1859-1935 წწ).

ჯემალ ალ-დინ ალ-ავღანი მუჰამად სეიდ - მუსლიმი რელიგიურ-პოლიტიკური მოღვაწე, წარმოშობით ავღანელი (1838 ან 1839 - 1897 წწ).

ჯემალ-ფაშა აჰმედ - თურქეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე (1872-1922 წწ).

ჯემგულა - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.

ჯემელი-კარერი კარლო - ნეაპოლელი მოგზაური, აქვს ცნობები საქართველოზე (გარდაიცვალა 1651 წელს).

ჯემი (ინგლ.) - ხილის სქელი მურაბა, რომელიც წარმოადგენს მთლიან მასას.

ჯემინი - დედამიწისირგვლივი ფრენისათვის განკუთვნილი ამერიკული ორადგილიანი კოსმოსური ხომალდების სერია. პირველი ფრენა განხორციელდა 1965 წელს.

ჯემპრი (ჯემპერი) (ინგლ.) - ნაქსოვი ზედატანი, რომელსაც არა აქვს საყელო და შესაკრავები.

ჯემსონი ლონდერ სტარ - იხილე ჯეიმსონი ლ.ს.

ჯენარი ეჯიდიო - იტალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1876-1942 წწ).

ჯენაფ შაჰაბედინი - თურქი მწერალი (1870-1934 წწ).

ჯენარჯენტუ - მთები კუნძულ სარდინიაზე (იტალია).

ჯენეზისი - ინგლისური როკ-ჯგუფი, შეიქმნა 1968 წელს.

ჯენერი ედუარდ - ინგლისელი ექიმი (1749-1823 წწ).

ჯენესი დაიამონდ - კანადელი ეთნოგრაფი (1886-1980 წწ).

ჯენკინსი პაულ - ამერიკელი ფერმწერი (დაიბადა 1923 წელს).

ჯენკინსონი ანტონი - ინგლისელი ვაჭარი და დიპლომატი (გარდაიცვალა 1611 წელს).

ჯენტილე ჯოვანი - იტალიელი ფილოსოფოსი, ნეოჰეგელიანელობის წარმომადგენელი (1875-1944 წწ).

ჯენტილესკი (ნამდვილი გვარი ლომი) ორაციო - იტალიელი ფერმწერი (1563-1638 წწ).

ჯენტილი ალბერიკო - იტალიელი იურისტი, დიპლომატი (1552-1608 წწ).

ჯენტლმენი (ინგლ.)

1) ინგლისში - კაცი, რომელიც ზუსტად იცავს საზოგადოებაში მიღებულ ქცევის წესებსა და ნორმებს.

2) ითქმის ზრდილობიან, თავაზიან მამაკაცზე, აგრეთვე იმაზე, ვინც გამოირჩევა დახვეწილი მანერებით და ჩაცმა-დახურვით (ზოგჯერ ირონიულობას შეიცავს).

ჯენტლმენური შეთანხმება - საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც დებენ ოფიციალურ ფორმალობათა დაუცველად, დაუწერლად (ზეპირად).

ჯენტრი (ინგლ.) - ინგლისში XVII-XVIII საუკუნეებში - წვრილფეხა მემამულეები.

ჯენ ჩენგუნი (ევროპულ ლიტერატურაში - კოქსინგა) - ჩინელი მხედართმთავარი, ვაჭარი (1624-1662 წწ).

ჯენძიანი

1) ქალაქი ჩინეთის ძიანსუს პროვინციაში.

2) პროვინცია ჩინეთში.

ჯენ-ძიუ (ჩინ.) - ჩინური ხალხური კლასიკური მედიცინის მეთოდი - ნემსით ჩხვლეტა და მოწვა.

ჯენ ხე - ჩინელი მოგზაური, ფლოტის სარდალი, დიპლომატი (1371 - დაახლოებით 1434 წწ).

ჯენ ჯენდო - ჩინელი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, საზოგადო მოღვაწე (1898-1985 წწ).

ჯენჯოუ - ქალაქი ჩინეთში, ხენანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ჯეონი - მდინარე ამუ-დარიის მეორე, მოძველებული სახელი, აღმოსავლურ პოეზიაში გამოიყენებოდა წყალუხვობის მეტაფორად.

ჯერ

1) პირველ რიგში, სხვაზე ადრე; პირველად, უწინ.

2) აქამდე; გარკვეული მომენტის დადგომამდე.

3) ნაწილაკი; დაერთვის რიცხვით სახელს, აქცევს მას ზმნისართად და გამოხატავს მოქმედების გამეორებას.

ჯერადა - ქალაქი მაროკოს უჯდის პროვინციაში.

ჯერადი - მათემატიკაში - მთელი რიცხვი, რომელიც უნაშთოდ იყოფა ამა თუ იმ რიცხვზე.

ჯერარსი (იმპერატივი) - მოქმედების განსაზღვრა ისეთი ნორმით, რომელიც გულისხმობს თავისუფალ ნებელობას.

ჯერაქამომდე - იგივეა, რაც აქამდე.

ჯერაც - ამ დრომდე, აქამდე.

ჯერბა - კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, ეკუთვნის ტუნისს.

ჯერვალიძეები - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ტუშურების თემის საკრებულო), ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ქუსნოს მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1100 მეტრი, თიანეთიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 8 კაცი.

ჯერზი-სიტი - ქალაქი-პორტი აშშ-ს ნიუ-ჯერზის შტატში (230 ათასი).

ჯერი

1) რისამე, ვისიმე დროს.

2) რიგი და წესი.

3) კერძი, იჯარა.

4) იგივეა, რაც ცვლა.

5) ტყვიამფრქვევის, ავტომატის ერთი გასროლა ვაზნები (ან ზარბაზნის ერთი გასროლა ყუმბარები).

ჯერიდი (შიტ-ელ-ჯერიდი) - გაუდინარი ღრმული ტუნისში.

ჯერმანეტო ჯოვანი - იტალიელი მწერალი, იტალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1885-1959 წწ).

ჯერმი პიეტრო - იტალიელი მსახიობი და რეჟისორი (1914-1974 წწ).

ჯერმისტონი - ქალაქი სამხრეთ აფრიკის ტრანსვაალის პროვინციაში.

ჯერმუკი - ქალაქი სომხეთში.

ჯერობა (გზისობა) - ზმნის სპეციალური ფორმით გამოხატული განმეორებადი (მრავალჯერადი, მრავალგზისი) მოქმედება.

ჯეროვანი - ისეთი, როგორიც უნდა იყოს; სათანადო; მართებული, რიგიანი.

ჯერომი ჯერომ კლაპკა (ჯერომ კ. ჯერომი) - ინგლისელი მწერალი (1859-1927 წწ).

ჯერსე და ჯერსი (ინგლ.) - მატყლის ან აბრეშუმის ტრიკოტაჟული ქსოვილი.

ჯერსი - კუნძული ლა-მანშის სრუტეში.

ჯერხანად - ჯერჯერობით.

ჯერ-ჯერით - ერთმანეთის შემდეგ, თავ-თავის ჯერზე, რიგ-რიგად.

ჯერჯერობით

1) ჯერ კიდევ, აქამდის.

2) ამჟამად, ჯერხანად.

ჯესელტონი - იხილე კოტა-კინაბალუ.

ჯეტი ბრენტ უორდ - ამერიკელი ასტრონავტი, სამი კოსმოსური ფრენის მონაწილე 1997-2000 წლებში (დაიბადა 1958 წელს).

ჯეფერსონი თომას - სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი, განმანათლებელი, აშშ-ს მესამე პრეზიდენტი 1801-1809 წლებში (1743-1826 წწ).

ჯეფერსონი ჯოზეფ - ამერიკელი მსახიობი (1829-1905 წწ).

ჯეფრი ედუარდ ჩარლზ - ამერიკელი ბოტანიკოსი (1866-1952 წწ).

ჯეფრი მონმაუთელი - ინგლისელი მემატიანე (1100-1154 წწ).

ჯეფრისი ჯეიმზ ჯექსონ - ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე, მსოფლიოს ჩემპიონი მძიმეწონოსანთა შორის 1899-1905 წლებში (1975-1953 წწ).

ჯეფრისი ჰაროლდ - ინგლისელი ასტრონომი და გეოფიზიკოსი (1891-1980 წწ).

ჯექსონვილი - ქალაქი აშშ-ს ფლორიდის შტატში (675 ათასი).

ჯექსონი

1) ქალაქი აშშ-ში მისისიპის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (200 ათასი).

2) ქალაქი აშშ-ს მიჩიგანის შტატში.

ჯექსონი ენდრიუ - აშშ-ს მეშვიდე პრეზიდენტი 1829-1837 წლებში დემოკრატიული პარტიიდან (1767-1845 წწ).

ჯექსონი მაიკლ ჯოზეფ - ამერიკელი პოპ-მომღერალი (1958-2009 წწ).

ჯექსონი ჯონ - ინგლისელი ნევროპათოლოგი (1835-1911 წწ).

ჯეძიანი - პროვინცია ჩინეთში, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის სანაპიროზე, ადმინისტრაციული ცენტრი - ხანჯოუ.

ჯეჯელავა გაიოზ - ფეხბურთელი, თავდამსხმელი. თამაშობდა თბილისის გუნდებში: ტსპო-ში (1933-34), „ლოკომოტივსა“ (1935-36) და „დინამოში“ (1937-48). სსრკ-ს უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 135 მატჩი (59 გოლი). სსრკ-ს ჩემპიონატების ორგზის მეორე (1939, 40) და ორგზის მესამე (1946, 47) პრიზიორი. იყო მოსკოვის ვვს-ისა (1950-51) და თბილისის „დინამოს“ (1955-57) მთავარი მწვრთნელი. სპორტის დამსახურებული ოსტატი (1914-2005 წწ).

ჯეჯილი - პურეულის (ხორბლის, ქერის...) აღმონაცენი (თავთავის დასხმამდე).

ჯეჯიმი (სპარს.)

1) ფარდაგულად ნაქსოვი ზოლიანი ქსოვილი.

2) ამგვარი ქსოვილის საფენი.

ჯეჯორა - მდინარე ჯავის და ონის მუნიციპალიტეტებში, რიონის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 45 კილომეტრი).

11.5 ჯვ

▲ზევით დაბრუნება


ჯვალო - უხეში ქსოვილი, რომელსაც თხის ბეწვი ურევია.

ჯვარბოსელი - ყოფილი სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში.

ჯვარეთი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ჯვარზენი - ყოფილი სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

ჯვართამაღლება - ერთ-ერთი ქრიტიანული საეკლესიო დღესასწაული, რომელიც დგება ყოველი წლის 14 (27) სექტემბერს.

ჯვართისი - მდინარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ფიჩორის მარცხენა შენაკადი.

ჯვართმუხა - ყოფილი სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ჯვარ-ანგელოზი - ჯვრები და ანგელოზები.

ჯვარდაუწერელი - ვისაც ჯვარი არ დაუწერია || დაუქორწინებელი.

ჯვარდაწერილი - ვინც ჯვარი დაიწერა.

ჯვარედი - ჯვრის სახისა.

ჯვარედინი - ჯვრის მსგავსად, პერპენდიკულარულად ურთიერთგადამკვეთი.

ჯვარი

1) ერთიმეორეზე გარდიგარდმო დაკრული ორი ჩხირი (ჯოხი, ფიცარი.....); ამ საგნის გამოსახულება რისამე ნიშნად.

2) ქრისტიანული კულტის სიმბოლო - ვერტიკალური ღერო, რომელზედაც პერპენდიკულრაულად არის გადაჭდობილი მეორე, უფრო მოკლე ღერო.

3) ასეთი სახის მქონე ორდენი.

4) სათამაშო ქაღალდში (ბანქოში) ერთი ოთხ სახეობათაგანი, შავი ფერისა.

5) ფშავ-ხევსურეთში - იგივეა, რაც ხატი.

6) მთა მარტვილის მუნიციპალიტეტში, მიგარიის მასივზე.

7) უღელტეხილი საჩხერის მუნიციპალიტეტში, ლიხის ქედზე.

8) მთა, უღელტეხილი, იხილე ლანქორი.

9) ქალაქი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

10) ყოფილი სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში.

ჯვარი მცხეთისა - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, დგას მტკვრისა და არაგვის შესართავთან აღმართულ მთაზე; მისი არსებობა დასტურდება VI საუკუნის II ნახევრიდან.

ჯვარიანტონი - უღელტეხილი გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ილანოს ქედზე.

ჯვარილდი - უღელტეხილი ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედის სამხრეთ განშტოებაზე.

ჯვარისა - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში. მდინარე ღვაღვანის ხეობაში. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 480 მეტრი, ტყიბულიდან - 33 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 418 კაცი.

ჯვარისებრი - ჯვრის მსგავსი.

ჯვარისთავი - მთა ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, კახეთის კავკასიონზე.

ჯვარისმამა

1) ჯვარისმამის ლავაში - პატარა ზომის ფაფუკი და თეთრი ლავაში.

2) იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის სახელწოდება.

ჯვარისმტვირთველი - მეფის ან კათალიკოსის მსახური, რომელიც ჯვრით ხელში წინ მიუძღოდა რაიმე პროცესიას.

ჯვარისუბანი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ჯვარის ციხე - შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე დასავლეთ საქართველოში, იმერეთში (ოკრიბა).

ჯვარისძალი - იგივეა, რაც წმინდანი.

ჯვარისწერა - იგივეა, რაც ჯვრისწერა.

ჯვარიქეთი - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

ჯვარმცმელი - ვინც ჯვარს აცვამს ვისმე.

ჯვაროსანი

1) ჯვაროსნული ლაშქრობისა მონაწილე.

2) ჯვაროსანნი (ჩრუციფერაე) - კომბოსტოს, ბოლოკის, თალგამის, წიწმატისა და სხვათა საერთო სახელი.

ჯვაროსნული - ჯვაროსნული ომები (ლაშქრობანი) - ევროპელთა სამხედრო ექსპედიციები შუა აღმოსავლეთში ქრისტეს საფლავის მაჰმადიანთაგან განთავისუფლების საბაბით (XI-XII საუკუნეები).

ჯვარპატიოსანი თელავისა - მდებარეობს ქალაქ თელავიდან სამხრეთით, დაახლოებით 2,5 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე. წარმოადგენს მცირე ზომის უგუმბათო ეკლესიას. თელავის ჯვარპატიოსანზე ცნობები არ გაგვაჩნია. უცნობია მისი აგების თარიღი და ამგების ვინაობა. თელაველები ჯვარპატიოსნობას 20 მაისს აღნიშნავენ.

ჯვარსაწერი - ჯვრისწერისათვის განკუთვნილი.

ჯვარული - ჯვრის სახისა.

ჯვარცმა

1) დასჯის მიზნით ადამიანის ხელებისა და ფეხების ლურსმნებით მიჭედება ჯვრის სახით შეკრულ ძელებზე.

2) (გადატანით) ტანჯვა, წამება.

3) ჯვარი, რომელზედაც გამოსახულია ჯვარცმული იესო ქრისტე.

ჯვარცმული

1) ვინც ჯვარს აცვეს (იესო ქრისტეს ეპითეტია).

2) (გადატანით) ტანჯული, წამებული.

ჯვარცმული კუნძული - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1968 წელს. დამდგმელი რეჟისორი - შოთა მანაგაძე. სცენარის ავტორი - რეზო თაბუკაშვილი. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი ჭელიძე. კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე. მთავარ როლებში: თენგიზ არჩვაძე, გრიგოლ ტყაბლაძე, ზურაბ ქაფიანიძე, მალხაზ ბებურიშვილი, ლეო ფილფანი, გურამ ფირცხალავა, გეიდარ ფალავანდიშვილი, არიადნა შენგელაია.

ჯვრიანა (ჯვარულა) - უკუდო ამფიბიათა გვარი მყვარისებრთა ოჯახისა.

ჯვრიანი - ჯვრის მქონე, ჯვრით შემკული.

ჯვრის მონასტერი - VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. IV საუკუნის 30-იან წლებში ქტისტიანობის მიღების პირველივე წლებიდანვე ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის დიდი ჯვარი აღმართა, რომელსაც გარდა ქართველებისა თაყვანს სცემდნენ მთელი კავკასიის ქრიატიანებიც. VI საუკუნის II ნახევარში (545-586) ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის ჩრდილოეთით პატარა ეკლესია ააშენა. იმავე - VI საუკუნის მიწურულსა და VII საუკუნის დასაწყისში (586/587-604/605) გუარამის ძემ - ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა ასევე მისი ძმების დემეტრესა და ადარნასეს (604/605-634/635) და ერისმთავართა სახლობის სხვა წევრების თანამონაწილეობით მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი, რომელსაც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს (ჯვრის კვარცხლბეკი დღემდეა დარჩენილი ეკლესიაში). ჯვრის მცირე და დიდი ტაძრების აგების დროს თვით ძეგლთა ანალიზის საფუძველზე დაადგინა გ. ჩუბინაშვილმა. საუკუნეთა მანძილზე მცირე ტაძარი ძლიერ დაზიანდა, დიდმა ტაძარმა კი კარგად მოაღწია დღემდე.

ჯვრის უღელტეხილი (გუდაური, ხევისყელი) - უღელტეხილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხევის კავკასიონზე.

ჯვრისწერა - საეკლესიო წესით დაქორწინება.

11.6 ჯი

▲ზევით დაბრუნება


ჯიაკოვიცა - ქალაქი სერბიაში (იუგოსლავია).

ჯიბადური - მდინარე ხობის მუნიციპალიტეტში, მუნჩიის მარცხენა შენაკადი.

ჯიბგირი (სპარს.) - ქურდი, რომელიც ჯიბიდან აცლის ადამიანს ფულს.

ჯიბე - ტანსაცმელზე მიკერებული პატარა პარკი წვრილმანი ნივთების ჩასადებად.

ჯიბეგამოფხეკილი - იტყვიან უფულო ადამიანზე.

ჯიბეგასქელებული - იტყვიან გამდიდრებულ ადამიანზე.

ჯიბეგაფხეკილი - იგივეა, რაც ჯიბეგამოფხეკილი.

ჯიბეგახვრეტილი - იგივეა, რაც ჯიბეგამოფხეკილი.

ჯიბეებიანი - რასაც ჯიბეები აქვს.

ჯიბესქელი - იტყვიან ფულიან, მდიდარ ადამიანზე.

ჯიბიანი - რასაც ჯიბე, ჯიბეები აქვს.

ჯიბლაძე ალექსანდრე - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1929-1999 წწ).

ჯიბლაძე გიორგი - ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, ლიტერატურის კრიტიკოსი; აკადემიკოსი (1913-1989 წწ).

ჯიბლიბო - წამწამთა ძირების ჩირქოვანი ანთება.

ჯიბრი (არაბ.) - სურვილი ვინმესთვის რამეში ჯობნისა; ქიშპი.

ჯიბრიანი - ვინც ჯიბრით იქცევა, ვისაც ჯიბრში ჩადგომა უყვარს.

ჯიბრობა - იგივეა, რაც ჯიბრი.

ჯიბუტი

1) (1977 წლამდე აფართა და ისათა საფრანგეთის ტერიტორია, ამჟამად ჯიბუტის რესპუბლიკა, არაბ. ჯუმჰურიიათე ჯიბუტი, ფრანგ. Republique de Djibouti)

- სახელმწიფო ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, ესაზღვრება ეთიოპიას, ერითრიას და სომალის.
- დამოუკიდებლობის დღე (საფრანგეთისგან) - 1977 წლის 27 ივნისი.
- ეროვნული დევიზი - „Unite, Egalite, Paix`.
- ჰიმნი - „Flag song“.
- მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი ეროვნული კრება.
- ფართობი - 22 000 კვ. კმ.
- დაყოფილია 5 ოლქად.
- მოსახლეობა - 500 ათასამდე.
- სიმჭიდროვე - 52 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენები: არაბული და ფრანგული.
- მორწმუნეები მუსლიმანები არიან.
- დედაქალაქი - ჯიბუტი.
- ეროვნული ვალუტა - ჯიბუტის ფრანკი.
- ქვეყნის კოდი - DJI.
- დროის სარტყელი - UTC +3.
- სატელეფონო კოდი - +253.
- ინტერნეტ-დომენი - dj.
2) სახელმწიფო ჯიბუტის დედაქალაქი (400 ათასი).

ჯიბღუ - ასე იხსენიება ქართულ საისტორიო წყაროებში თურქთა დასავლეთ სახაკანოს მმართველი, აშინას დინასტიის უფლისწული - მოხო.

ჯიგა (ინგლ.) - ირლანდიური ეროვნული ცეკვა; მუსიკა ამ ცეკვისთვის.

ჯიგარი (სპარს.)

1) საქონლის შიგნეული (გულ-ღვიძლი, ფილტვები).

2) იგივეა, რაც ღვიძლი.

3) სისხლით ნათესავი, ახლობელი.

4) ნათესაობის გრძნობა, სიყვარული, სიბრალული.

ჯიგარხანიანი არმენ - სომეხი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1935 წელს).

ჯიგდა-ხათუნი - საქართველოს დედოფალი, დავით VII ულუს პირველი მეუღლე, მონღოლი ქალი (გარდაიცვალა XIII საუკუნის 50-იან წლებში).

ჯიგლიგი - ხელის კვრა, მუჯლუგუნი, შეხლა-შემოხლა.

ჯიგრაშენი - სოფლები ნინოწმინდის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში.

ჯიგრიანი

1) მოსიყვარულე, გულთბილი.

2) ლაზათიანი.

ჯიგრისფერი - რაც ფერით ჯიგარს (ღვიძლს) მოგვაგონებს; შავ-წითელი, მუქი წითელი.

ჯიდა - ქალაქი საუდის არაბეთში, ჰიჯაზის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ჯიდაო - იგივეა, რაც ნიდაო.

ჯიელი - იხილე ჯეილი.

ჯივანი (ნამდვილი სახელი და გვარი სერობე ბინკოიანი) - სომეხი აშუღი პოეტი, სახალხო მომღერალი (1846-1909 წწ).

ჯიზახი - ქალაქი უზბეკეთში, საოლქო ცენტრი (110 ათასი).

ჯიზია - სულადი გადასახადი, რომელსაც არაბულ სახალიფოში, შემდგომ კი სხვა სახელმწიფოებშიც, იხდიდნენ არამუსლიმანი ქვეშევრდომები.

ჯიკავი - ხელის კვრა.

ჯიკავ-ჯიკავი - ხელის კვრა, შეხლა-შემოხლა.

ჯილა - კოჭაობის თამაშში კოჭი, რომელსაც ესვრიან სხვა, მწკრივად დასმულ კოჭებს.

ჯილაგი - გვარი, ჯიში, მოდგმა.

ჯილავი (სპარს.) - ვირის საყბეურებთან ხელის წასავლები და სადავის გამოსაბმელი რგოლი.

ჯილბერტი უილიამ - იხილე გილბერტი უ.

ჯილდო

1) საპატიო საჩუქარი ვისიმე დამსახურების, ღვაწლის აღსანიშნავად.

2) ქართული მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1965 წელს. დამდგ,ელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - გიორგი შენგელაია. დამდგმელი ოპერატორი - იგორ ამასიისკი. კომპოზიტორი - ფელიქს ღლონტი. მთავარ როლებში: ბონდო გოგინავა, სესილია თაყაიშვილი, კოტე თოლორაია, გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, კოტე დაუშვილი, ლეო ფილფანი.

ჯილე - იგივეა, რაც დარანი (მნიშვნელობა 2).

ჯილეგი - იგივეა, რაც ჯილე.

ჯილეხი (ხუზარა) - ანთრაქსი, ცხოველებისა და ადამიანის მწვავე ვირუსული დაავადება. შეიძლება მიმდინარეობდეს კანის, (ან იშვიათად) კუჭნაწლავისა და ფილტვის ფორმების სახით.

ჯილი ბენიამინო - ოპერის იტალიელი მომღერალი (ტენორი) (1890-1857 წწ).

ჯილინგემი - ქალაქი-პორტი დიდი ბრიტანეთის კენტის საგრაფოში (ინგლისი).

ჯილის ყურე - იხილე ბოხაივანი.

ჯილო (ჯილოდაღი) - მთები თურქეთში.

ჯილოდაღი - იხილე ჯილო.

ჯილონგი - ქალაქი-პორტი ავსტრალიის სამხრეთ ნაწილში, ვიქტორიის შტატში (150 ათასი).

ჯილღა - უფრთო გუთანი.

ჯილღაო

1) შავი მელია ერთგვარი.

2) ასეთი მელიის ბეწვი.

ჯიმა - ქალაქი ეთიოპიაში, კაფის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ჯიმანშტარი - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმასშტაროს ძველი სახელი.

ჯიმარა

1) მყინვარი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედზე.

2) სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

ჯიმარისწყალი - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თერგის მარცხენა შენაკადი.

ჯიმასტარო - (ჯიმანშტარი) - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (ოფურჩხეთის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 210 მეტრი, წყალტუბოდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 352 კაცი. პირველად მოიხსენიება 1575 წელს ჯიმანშტაროს სახელწოდებით.

ჯიმითი

1) სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

2) მდინარე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ლაკბის მარჯვენა შენაკადი.

ჯიმღა (წკრიალა სოკო) - ქუდიანი სოკო, საჭმელად იხმარება ახალი და გამხმარი.

ჯიმ შვანთე (მარილი სვანეთს) - ქართული მუნჯი მხატვრული ფილმი, კინონარკვევი. ეკრანებზე გამოვიდა 1930 წელს. დამდგმელი რეჟისორი - მიხეილ კალატოზიშვილი. სცენარის ავტორი - სერგეი ტრეტიაკოვი. დამდგმელი ოპერატორები - შალვა გეგელაშვილი, მიხეილ კალატოზიშვილი.

ჯიმჯიმი - თითებზე ჩამოსაცმელი სატკაცუნებელი, რომლის ხმასაც ცეკვას აყოლებენ ხოლმე.

ჯინა მუჰამედ ალი - ინდოეთისა და პაკისტანის პოლიტიკური მოღვაწე (1876-1948 წწ).

ჯინაზე - იგივეა, რაც ჯინზე.

ჯინგო (ინგლ.) - ინგლისელი მებრძოლი კოლინიზატორების, რეაქციონერების მეტსახელი.

ჯინგოიზმი - ინგლისელი კოლონიზატორების უკიდურესი შოვინიზმი.

ჯინზე - ვინმეს საწინააღმდეგოდ (ნამოქმედარი).

ჯინზი ჯეიმზ ჰოპვუდ - ინგლისელი ფიზიკოსი და ასტრონომი (1877-1946 წწ).

ჯინი

1) მოწნული პირგანიერი დაბალი კალათი ტვირთის საზიდავად.

2) ამგვარად მოწნული საწოლი.

3) იგივეა, რაც სასიმინდე.

4) იგივეა, რაც ჟინი.

5) (არაბ.) - არაბულ ფოლკლორში - გონიერი ფანტასტიკური არსება, რომელიც შედგება ცეცხლისა და ჰაერისაგან და რომელსაც აქვს უნარი გადაიქცეს ადამიანად ან ცხოველად; დემონი.

6) (ინგლ.) - ინგლისური არაყი. გავრცელებულია ინგლისსა და აშშ-ში.

ჯინიბი (არაბ.) - მარქაფა ცხენი.

ჯინისი - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

ჯინკოლა - იგივეა, რაც ძირმწარა.

ჯინორია მურმან - მსახიობი (დაიბადა 1947 წელს).

ჯინსი (ინგლ.) - გარკვეული სახის ბამბის ქსოვილისაგან შეკერილი შარვალი ან კაბა.

ჯინჭარაძე გიორგი - არტილერიის გენერალ-მაიორი (1899-1982 წწ).

ჯინჭარაძე ისრაფილ - უმცროსი ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1916-1943 წწ).

ჯინჭარაძე მიხეილ - კონტრადმირალი (1904-1981 წწ).

ჯინჭარი - იგივეა, რაც ჭინჭარი.

ჯინჭვისი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ჯინხვა - იგივეა, რაც ღაჟო.

ჯინჯა - ქალაქი უგანდაში, ბესოგის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (60 ათასი).

ჯინჯიბახი - ბოძკინტი, ბიგა.

ჯინჯილა - ქერის პური.

ჯინჯილებიანი - ჯინჯილებით შემკული; ვისაც ჯინჯილები ეკეთა.

ჯინჯილი

1) იგივეა, რაც ჯაჭვი.

2) ძაღლის რკინისკბილებიანი ყელსაბამი.

3) ფოჩებიანი ზონარი ან ყაითანი.

ჯინჯიხაშვილი რომან - მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (1977). საქართველოს სსრ ხუთგზის ჩემპიონი (1965, 66, 67, 69, 70). 1976 წელს საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში, 1980 წლიდან აშშ-ის მოქალაქეა. ისრაელის (1978) და აშშ-ის (1983) ჩემპიონი (დაიბადა 1944 წელს).

ჯინჯიხი - ზომიერად ცხელი, მდუღრისა და თბილის საშუალო.

ჯინჯოურა - მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი სოფელ საღანძილესთან.

ჯიოკი უილიამ ფრენსის - ამერიკელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, 1949 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1895-1982 წწ).

ჯიპი (ინგლ.) - ყველგანმავალი სამხედრო მსუბუქი ავტომობილი.

ჯირალდო ჩინტიო (ჩინციო) - იტალიელი ჰუმანისტი, მწერალი, ლიტერატურის თეორიტიკოსი (1504-1573 წწ).

ჯირგა - ავღანელთა ტომების უხუცესთა საბჭო. ლოია ჯირგა - ავღანელი ხალხის წარმომადგენელთა უზენაესი კრება; იწვევენ ხოლმე საგანგებო საკითხთა გადასაჭრელად.

ჯირგალანტუ (ჯირგალანტუ-ხაირხანი) - ქედი მონღოლეთში.

ჯირგალანტუ-ხაირხანი - იხილე ჯირგალანტუ.

ჯირგალი - ხელის კვრა; თელვა; თარეში.

ჯირითი (არაბ.)

1) ჭენება (ცხენისა).

2) იგივეა, რაც ისინდი.

ჯირკვა - დაბალი, ჩასკვნილი (ადამიანი).

ჯირკვალი - ორგანო, რომელიც შეიმუშავებს ორგანიზმისათვის საჭირო ნივთიერებებს (ნერწყვს, რძეს....), ან გამოყოფს მავნეს (ოფლს).

ჯირკვლებიანი - ვისაც ბრონქული ჯირკვლების გაღიზიანება აქვს.

ჯირკი - იგივეა, რაც კუნძი.

ჯირკუტანა

1) კუნძი, ჯირკვი.

2) (გადატანით) იგივეა, რაც ჯირკვა.

ჯირღული - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ჯირყვალი - იგივეა, რაც ჯირკვალი.

ჯირხვა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ჯირჯვი - სიმსივნე, შეშუპება.

ჯირჯი ზეიდანი - არაბი მწერალი, პუბლიცისტი (ლიბანი) (1861-1914 წწ).

ჯიუტი

1) ვინც ცდილობს თავისი გაიტანოს, თავისი განზრახვა შეასრულოს, თუნდაც გონიერება, აუცილებლობა არ მოითხოვდეს ამას; კერპი, თავნება, თავისნათქვამა.

2) (გადატანით) ისეთი (ცხოველი....) რომელიც ადვილად არ ემორჩილება ადამიანს.

ჯიუ-ჯიცუ (იაპონ.) - უიარაღოდ თავდაცვის (აგრეთვე შეტევის) თავისებური ილეთების სისტემა - ხელებისა და ფეხების სახსრებში გადაგრეხა, სასუნთქი გზების შეხუთვა და სხვა.

ჯიქა (Lonicera caprifoilium) - ტყის ბუჩქი; აქვს ხვიარა ღერო, ლეგა ფოთლები; იკეთებს ყვითელ სურნელოვან ყვავილს; უდგათ ბაღებშიც.

ჯიქანი - იგივეა, რაც ცური.

ჯიქთუბანი - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ეწერის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან - 35 მეტრი, სამტრედიიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 273 კაცი. ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნის I ნახევარში. შუა საუკუნეებში აქ დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის ერთ-ერთი სასახლე იყო.

ჯიქი

1) (Leopardus pardus) დიდი ნადირი კატისებრთა ოჯახისა; აქვს მოყვითალო წინწკლებიანი ბეწვი; ბაბრი.

2) (გადატანით) ჯიუტი, თავნება.

ჯიქია სერგი - აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი, თურქოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში, აკადემიკოსი (1898-1993 წწ).

ჯიქურ - შეუპოვრად, მოურიდებლად.

ჯიქური

1) შეუპოვარი, მოურიდებელი, პირდაპირი.

2) ქართველი სახელმწიფო მოღვაწე XIII საუკუნის 40-50-იან წლებში, მესტუმრე (მანდატურთუხუცესის ხელქვეითი).

ჯიქურაულთკარი - ყოფილი სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ახლანდელ სოფელ არაგვისპირის ადგილას.

ჯიქურების ტბა - ტბა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.

ჯიღა (არაბ.) - თავსამკაული - თვალ-მარგალიტით შემკული, თმაში გასაბნევი ფრთა ან გვირგვინის შვერილები.

ჯიღათვალება - თვალებბრიალა.

ჯიღაურა - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (გალავნის თემის საკრებულო), საგურამოს ვაკეზე, მდინარე თეზმის (არაგვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეზე. ზღვის დონიდან - 580 მეტრი, მცხეთიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 160 კაცი.

ჯიღოსანი - ვისაც ჯიღა ადგას.

ჯიღჯიღა - იგივეა, რაც კილიტი.

ჯიღჯიყი - უალაზათო, გაურკვეველი ლაპარაკი.

ჯიში (არაბ.)

1) შინაური ცხოველების (ან მცენარეების) სახესხვაობა, რომელიც რაიმე ნიშან-თვისებით გამოიყოფა იმავე სახეობის ცხოველების (ან მცენარეებისგან).

2) მოდგმა, შთამომავლობა, ჯილაგი.

ჯიშიანი

1) კარგი ჯიშისა.

2) (გადატანით) კარგი გარეგნობისა, წარმოსადეგი (ადამიანი).

ჯიშიანობა - ამა თუ იმ ჯიშის თვისებათა ქონა.

ჯიშკარიანი ოთარ - გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (დაიბადა 1929 წელს).

ჯიშნარი - იგივეა, რაც საჯიშე.

ჯიშობრივი - ჯიშების მიხედვით წარმოებული.

ჯიჩუ (კიჩუ) - მდინარე ჩინეთში, მდინარე ბრაჰმაპუტრის მარცხენა შენაკადი.

ჯიხა - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

ჯიხაიში - სოფლების დიდი ჯიხაიშის და პატარა ჯიხაიშის გავრცელებული სახელწოდება (სამტრედიის და ხონის მუნიციპალიტეტები).

ჯიხანჯირი - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ჯიხანჯური - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

ჯიხასკარი - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ჯიხვი

1) (Capra caucasica) - კავკასიის გარეული თხა; ცხოვრობს ციცაბო კლდეებში.

2) ვარჯიხვის რქის ყანწი.

ჯიხოლა - იგივეა, რაც ღაჟო.

ჯიხური

1) ხის კოშკი (საბა).

2) პატარა, ჩვეულებრივ, ხის ნაგებობა გუშაგისათვის, გზის დარაჯისათვის და სხვა; ბუდრუგანა.

ჯიჯგვი - ძვალ-მსხვილი, ჩასხმული.

ჯიჯგინი - უშვერი ლაპარაკი (საბა).

ჯიჯეთი (ყოფილი ჯავახეთი) - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ზარიძეების თემის საკრებულო), ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ვერხველის (ივრის სისტემა) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1320 მეტრი, თიანეთიდან - 11 კილომეტრი. სოფლის ახლოს დგას დარბაზული, გალავანშემოვლებული, სვეტიცხოვლის სახელობის ეკლესია (შუა საუკუნეები), რომლის გარშემო მრავალი აკლდამაა. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 238 კაცი.

ჯიჯელი - ქალაქი-პორტი ალჟირში, ამავე სახელწოდების ვილაიის ადმინისტრაციული ცენტრი.

ჯიჯია - იგივეა, რაც ჩიჩია.

ჯიჯინი - იგივეა, რაც ჯიჯღინი.

ჯიჯიტანა - იგივეა, რაც ჭუჭრუტანა.

ჯიჯიფუ - იხილე ჯიუ-ჯიცუ.

ჯიჯლაყა (Amaranthus) - ერთწლოვანი სარეველა მცენარე; აქვს მთლიანი, მორიგეობით განლაგებული ფოთლები; იკეთებს უფერულ, მტევნებად შეკრებილ ყვავილებს; ფოთლები მხლად იხმარება.

ჯიჯლიბო - იგივეა, რაც ბიბილო.

ჯიჯღი - იგივეა, რაც წრიპა (მნიშვნელობა 2).

ჯიჯღინი

1) უკმაყოფილო ლაპარაკი.

2) იგივეა, რაც ჯიღჯიყი.

ჯიჰადი - ომი სარწმუნოებისათვის, „საღვთო ომი“, მუსლიმანების ერთ-ერთი რელიგიური მოვალეობა.

11.7 ჯლ

▲ზევით დაბრუნება


ჯლაგვი - ბურჩნა, ჯაჯგური.

ჯლაყუნი

1) ცხენის ფეხის ხმა.

2) უშნოდ სიარული.

ჯლიგინი - ჩქარი და ხმაურიანი სიარული.

ჯლიქვი - ბლიკვი, მუჯლუგუნი.

ჯლიყინი (ჯლოყინი) - იგივეა, რაც ჯიყჯიყი.

ჯლიყაობა - რქოსანი პირუტყვის ჭიდაობა.

11.8 ჯმ

▲ზევით დაბრუნება


ჯმაჯური - ტანსრული, ტანმძიმე ადამიანის სწრაფი მოძრაობა.

ჯმუხი

1) დაბალ-დაბალი და ჩასხმული, ჩასკვნილი ადამიანი.

2) პირქუში, კუშტი.

11.9 ჯო

▲ზევით დაბრუნება


ჯო - (შორისდებული) იგივეა, რაც ჭო.

ჯობავა ბაადურ - მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (2001). ევროპის გუნდური ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2003), საჭადრაკო ოლიმპიადების მონაწილე (2002-04, 2004 წელს თავის დაფაზე მოიპოვა მცირე ოქროს მედალი (დაიბადა 1983 წელს).

ჯობაძე ნოდარ - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (დაიბადა 1930 წელს).

ჯობერტი ვინჩენცო - იტალიის პოლიტიკური მოღვაწე, ფილოსოფოსი (1801-1852 წწ).

ჯობრია - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ჯოგი - გროვა, გუნდი (ცხენებისა და მისთანებისა).

ჯოგური - ჯოგისთვის დამახასიათებელი.

ჯოგ-ჯოგად - ჯოგებად, გროვა-გროვა.

ჯოდჰპური (მარვარი) - ქალაქი ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რაჯასტანის შტატში (650 ათასი).

ჯოელი ბილი - ამერიკელი მომღერალი, პიანისტი, კომპოზიტორი, პროდიუსერი (დაიბადა 1949 წელს).

ჯოვანიოლი რაფაელო - იტალიელი მწერალი (1838-1915 წწ).

ჯოვანი პიზანო - იხილე პიზანო ჯ.

ჯოზეფსონი ბრაიან - ინგლისელი ფიზიკოსი, 1973 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ა.ჯეიევერთან და ლ.ესალისთან ერთად (დაიბადა 1940 წელს).

ჯოინერ-კერსი ჟაკლინ - ამერიკელი სპორტსმენი ქალი (მძლეოსნობა - სპრინტი, ხუთჭიდი), 4 ოლიმპიური თამაშების მონაწილე, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (დაიბადა 1962 წელს).

ჯოისი ჯეიმზ - ირლანდიელი მწერალი, მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული სკოლის წარმომადგენელი (1882-1941 წწ).

ჯოკერი (ინგლ.) - ბანქოს ზოგიერთ თამაშში - დამატებითი კარტი, რომლითაც შეიძლება ყველა სხვა კარტის შეცვლა.

ჯოკიაკარტა

1) (ჯოკია) ქალაქი ინდონეზიაში, ჯოკიაკარტის განსაკუთრებული ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (3 მილიონი).

2) სასულთნო კუნძულ იავაზე (ინდონეზია).

ჯოლევი - სოფლები მარტვილის და სენაკის მუნიციპალიტეტებში.

ჯოლი ანჯელინა - ამერიკელი კინომსახიობი და მოდელი (დაიბადა 1975 წელს).

ჯოლი ჯონ - ინგლისელი გეოლოგი და გეოფიზიკოსი (1857-1933 წწ).

ჯოლიბა - მდინარე, იხილე ნიგერი.

ჯოლიტა ჯოვანი - იტალიის პრემიერ-მინისტრი 1892-1921 წლებში (ხანგამოშვებით) (1842-1928 წწ).

ჯოლტი (ინგლ.) - კრივში მოკლე პირდაპირი დარტყმა სხეულში.

ჯოლხეეთი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ვაჭევის თემის საკრებულო). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 760 მეტრი, ჭიათურიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 232 კაცი.

ჯომარდი (სპარს. „ჯავანმარდ“-იდან) - გულადი, ყოჩაღი.

ჯომარდობა - ჯომარდის თვისება, ჯომარდად ყოფნა.

ჯომაღა

1) უღელტეხილი ჯავის მუნიციპალიტეტში, ჯავის ქედზე.

2) სოფლების ზემო ჯომაღის და ქვემო ჯომაღის გავრცელებული სახელწოდება (ჯავის მუნიციპალიტეტი).

ჯომაღისწყალი - მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ლიახვის მარჯვენა შენაკადი.

ჯომოლუნგმა (ევერესტი, საგარმათხა) - დედამიწის უმაღლესი მწვერვალი, მდებარეობს ჰიმალაის მთებში, ჩინეთისა და ნეპალის საზღვარზე (8848 მეტრი); პირველად დაიპყრეს ახალზელენდიელმა ედმუნდ ჰილარიმ და შერპმა ნორგეი თენცინგმა 1953 წლის 29 მაისს.

ჯონათანი ლეაბუა - ლესოთოს პრემიერ-მინისტრი 1966-86 წლებში (1914-1987 წწ).

ჯონ-ბული - ინგლისელი ბურჟუის მეტსახელი (XVIII საუკუნის ინგლისელი მწერლის არბიტნოტის პოლიტიკური პამფლეტის გმირის სახელის მიხედვით).

ჯონზტაუნი - ქალაქი აშშ-ს პენსილვანიის შტატში.

ჯონი ოგასტეს ედუინ - ინგლისელი ფერმწერი (1878-1961 წწ).

ჯონია - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (ორპირის თემის საკრებბულო), მდებარეობს მდინარეების წყალწითელასა და ღვაღვანას წყალგამყოფზე. ზღვის დონიდან - 480 მეტრი, ტყიბულიდან - 21 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 76 კაცი. სოფელი წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1545 წელს. 1967 წელს აქ აღმოჩნდა მონეტების - „კოლხური თეთრის“ განძი.

ჯონკა (ესპან.-პორტ.) - ჩინური მსუბუქი იალქნიანი გემი.

ჯონოულა - მდინარე ცაგერის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი.

ჯონსი ინიგო - ინგლისელი არქიტექტორი, პალადიზმის წარმომადგენელი (1573-1652 წწ).

ჯონსი მერიონ - ამერიკელი სპორტსმენი ქალი (მძლეოსნობა, სპრინტი), 2000 წლის ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი (დაიბადა 1975 წელსს).

ჯონსი ტომ - ინგლისელი პოპ-მომღერალი (დაიბადა 1940 წელს).

ჯონსი ჯასპერ - ამერიკელი მხატვარი, პოპ-არტის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი (დაიბადა 1930 წელს).

ჯონსი ჰენრი არტურ - ინგლისელი დრამატურგი (1851-1929 წწ).

ჯონსონი ბენ (ბენჯამინ) - ინგლისელი დრამატურგი (1573-1637 წწ).

ჯონსონი ენდრიუ - აშშ-ს მე-17 პრეზიდენტი 1865-69 წლებში დემოკრატიული პარტიიდან (1808-1875 წწ).

ჯონსონი ირვინ (მეჯიქ) - ამერიკელი სპორტსმენი (კალათბურთი), NBA-ს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე (დაიბადა 1959 წელს).

ჯონსონი ლინდონ - აშშ-ს 36-ე პრეზიდენტი 1963-69 წლებში დემოკრატიული პარტიიდან (1908-1973 წწ).

ჯონსონი პამელა ჰანსფორდ - ინგლისელი მწერალი ქალი (1912-1981 წწ).

ჯონსონი სემიუელ - ინგლისელი კრიტიკოსი, ლექსიკოგრაფი და ესეისტი (1709-1784 წწ).

ჯონსონი ფილიპ - ამერიკელი არქიტექტორი (1906-1990 წწ).

ჯონსონი ჯეიმზ უელდონ - ამერიკელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1871-1938 წწ).

ჯონსონი ონ - ინგლისის ჯარების შტაბის უფროსი ბომბეიში, მოგზაური (XIX საუკუნე).

ჯონსონი ჯონ არტურ - ამერიკელი სპორტსმენი (კრივი), პირველი შავკანიანი მოკრივე, რომელიც გახდა მსოფლიოს ჩემპიონი მძიმეწონოსან პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ამ ტიტულს ფლობდა 1907-1915 წლებში (1878-1946 წწ).

ჯონსონი ჰიულეტ - ინგლისელი საზოგადო მოღვაწე, თეოლოგიის დოქტორი (1874-1966 წწ).

ჯონუა ალექსი - აფხაზი მწერალი (დაიბადა 1920 წელს).

ჯონ უმიწაწყლო - ინგლისის მეფე (1167-1216 წწ).

ჯონჯოლი (შტაპჰყლეა)

1) საშუალო ზომის ხე; იკეთებს თეთრ, საგველებად თავმოყრილ ყვავილებს.

2) ამ მცენარის ყვავილებისაგან დამზადებული მწნილი.

ჯოპლინი სკოტ - ამერიკელი პიანისტი და დირიჟორი (1868-1917 წწ).

ჯორბენაძე ავთანდილ - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი 2001-2003 წლებში (დაიბადა 1951 წელს).

ჯორა

1) (კნინობითი) იგივეა, რაც ჯორი.

2) სიმებიან საკრავზე სიმების გადასაჭიმი ქვესადგამი ფირფიტა.

ჯორაბუზი (Asllidium) - მოზრდილი ბუზი.

ჯორაკა - იგივეა, რაც ჯორი (მნიშვნელობა 1).

ჯორაკი - იგივეა, რაც ჯორა (მნიშვნელობა 2).

ჯორაფერი - მოწითალო-მოშავო მუქი წითელი.

ჯორ-აქლემი - ჯორები და აქლემები.

ჯორდანელა - იუკატანის ნახევარკუნძულის ჭაობებში მობინადრე თევზი, პოპულარული სააკვარიუმო თევზი.

ჯორდანი მაიკლ - ამერიკელი სპორტსმენი (კალათბურთი), NBA-ს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე (დაიბადა 1963 წელს).

ჯორდანო ლუკა - იტალიელი ფერმწერი (1632-1705 წწ).

ჯორდანო ბრუნო - იხილე ბრუნო ჯ.

ჯორთისი - ყოფილი სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ჯორი

1) ფაშატი ცხენისა და ულაყი ვირის ნაჯვარი; იყენებენ ტვირთის საზიდავად, საჯდომად.

2) ხის სამფეხა რისამე შესაყენებლად; ჯოჯგინი.

ჯორისკუდა - იგივეა, რაც შვიტა.

ჯორიფსელა - მდინარე თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ყვირილას მარჯვენა შენაკადი.

ჯორკვალი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ჯორკიდებული - ჯორის საპალნე.

ჯორკო - დაბალ სკამად გათლილი მორი.

ჯოროვი სტოიან ილიევ - ბულგარელი რევოლუციონერი (1878-1950 წწ).

ჯოროსანი - ჯორზე მჯდომი.

ჯორცხენა - იგივეა, რაც ჯორი (მნიშვნელობა 1).

ჯორ-ცხენი - ჯორები და ცხენები.

ჯორწყუ - მდინარე მარტვილის მუნიციპალიტეტში, აბაშის მარცხენა შენაკადი.

ჯორჯ I - ინგლისის მეფე (1660-1727 წწ).

ჯორჯ III - ინგლისის მეფე (1738-1820 წწ).

ჯორჯ IV - ინგლისის მეფე (1762-1830 წწ).

ჯორჯ V - ინგლისის მეფე (1865-1936 წწ).

ჯორჯანელები გიორგი ნიკოლოზის ძე (1928-1986 წწ) და კარლო კონსტანტინეს ძე (დაიბადა 1925 წელს) - ქართველი მთარგმნელები.

ჯორჯალი (მსხვილი ნაწლავი, intestinum crassum) - საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ბოლო ნაწილი.

ჯორჯანელი ფახფურ - იხილე გორგანი ფახრ ალ-დინ ასად.

ჯორჯაძე ალექსანდრე - სპორტსმენი (ტანვარჯიში). მსოფლიოს არაოფიციალური ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული (1937 - გუნდური პირველობა, ღერძზე ვარჯიში), სსრკ სამგზის ჩემპიონი ღერძზე ვარჯიშში (1939, 43, 49) (1913-1983 წწ).

ჯორჯაძე ბარბარე - მწერალი, რაფიელ ერისთავის და (1811-1895 წწ).

ჯორჯაძე მერაბ - ელისენის მოურავი XVII საუკუნის მიწურულსა და XVIII საუკუნის დასაწყისში.

ჯორჯაძე ნანა - კინორეჟისორი (დაიბადა 1948 წელს).

ჯორჯაძე ნოდარ - კახეთის დიდი თავადი, დედოფლის სახლთუხუცესი (XVII საუკუნის დასაწყისი).

ჯორჯესკუ ჯორჯე - რუმინელი დირიჟორი (1887-1964 წწ).

ჯორჯი- მსხვილი, ტლანქი, უხეში.

ჯორჯი ჰენრი - ამერიკელი ეკონომისტი, პუბლიცისტი (1839-1897 წწ).

ჯორჯია

1) სრუტე კანადასა და კუნძულ ვანკუვერს შორის.

2) შტატი აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში; ფართობი 152,5 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 7 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - ატლანტა.

3) საქართველოს მოსახსენიებელი სიტყვა ინგლისურენოვან ქვეყნებში.

ჯორჯიაშვილი (ჯოიაშვილი) არსენ - სახალხო გმირი; 1906 წლის 16 იანვარს ყუმბარით მოკლა კავკასიის სამხედრო შტაბის უფროსი გენერალი გრიაზნოვი (1881-1906 წწ).

ჯორჯიაშვილი- სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

ჯორჯიკია ნოდარ - კალათბურთელი (188 სმ). თამაშობდა თბილისის „უნივერსიტეტში“ (1941-მდე), თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდსა (1944-49) და თბილისის „დინამოში“ (1950-55), იყო სსრკ ნაკრების წევრი (1947-52). 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი (1947), სსრკ-ს ხუთგზის ჩემპიონი (1944, 46, 50, 53, 54), მეორე (1945) და მესამე (1952) პრიზიორი, სსრკ-ს თასის ორგზის მფლობელი (1950, 51) და ფინალისტი (1953), 1954 წლის სსრკ-ს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე. სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი (დაიბადა 1921 წელს).

ჯორჯონე (ნამდვილი სახელი და გარი ჯორჯო ბარბარელი და კასტელფრანკო) - იტალიელი ფერმწერი (1476 ან 1477 - 1510 წწ).

ჯორჯტაუნი

1) გაიანის დედაქალაქი, პორტი ატლანტის ოკეანის სანაპიროზე; ქვეყნის დედაქალაქია 1966 წლიდან (150 ათასი).

2) ქალაქი-პორტი მალაიზიაში (250 ათასი).

ჯოსი (ბაუჩი) - პლატო ნიგერიაში.

ჯოტო დი ბონდონე - იტალიელი ფერმწერი (1266 ან 1267 - 1337 წწ).

ჯოუ - ჩინური დინასტიისა და ეპოქის სახელწოდება ძველ ჩინეთში (ძვ.წ.აღ. 1027-256 წწ).

ჯოუ დუნი (ჯოუ-ძი) - ჩინელი ფილოსოფოსი (1017-1073 წწ).

ჯოუ ენლაი - ჩინეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1898-1976 წწ).

ჯოული ჯეიმზ პრესკოტ - ინგლისელი ფიზიკოსი (1818-1889 წწ).

ჯოული - მუშაობის (ენერგიის) საზომი ერთეული (ინგლისელი ფიზიკოსის ჯოულის გვარის მიხედვით).

ჯოუ ლიბო - ჩინელი მწერალი (1908-1979 წწ).

ჯოუნზი

1) სრუტე კუნძულებს დევონსა და ელზმირს შორის (კანადის არქტიკული არქიპელაგი).

2) იხილე ჯონსი.

ჯოუ სინფანი - ჩინელი მსახიობი და თეატრალური მოღვაწე (1895-1966 წწ).

ჯოუშანი - იხილე ჯოუშანცინდაო.

ჯოუშანცინდაო - კუნძულების ჯგუფი აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, ეკუთვნის ჩინეთს.

ჯოფი - იხილე ელ-ჯაუფი.

ჯოფრა - ოაზისების ჯგუფი ლიბიაში.

ჯოყარი - იგივეა, რაც კაჭკაკი.

ჯოყოეთი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (კაცხის თემის საკრებულო). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე კაცხურის ხეობაში. ზღვის დონიდან - 560 მეტრი, ჭიათურიდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 191 კაცი.

ჯოყოლა ალხასტაისძე - მთავარი პერსონაჟი ვაჟა-ფშაველას პოემისა „სტუმარ-მასპინძელი“.

ჯოყოლო - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 3 სოფელს: ბირკიანი, ომალო, ჯოყოლო). ზღვის დონიდან - 665 მეტრი, ახმეტიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1228 ადამიანი. სოფლის მახლობლად არის ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი.

ჯოჭო - სოფლების ზემო ჯოჭოს და ქვემო ჯოჭოს გავრცელებული სახელწოდება (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი).

ჯოჭოსწყალი - მდინარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჭოროხის მარჯვენა შენაკადი.

ჯოხაძე მაკა - პროზაიკოსი, ლიტერატურათმცოდნე (დაიბადა 1948 წელს).

ჯოხდაბჯენილი - ვინც ჯოხზეა დაბჯენილი.

ჯოხი - ხის ღერო ტოტებგაცლილი; იყენებენ საბჯენად სიარულის დროს და სხვა მიზნით.

ჯოხიანი - ვისაც ჯოხი უჭირავს ხელში.

ჯოხოსანი - იგივეა, რაც ჯოხიანი.

ჯოჯგინი (ჯოჯგინა) - ხის სამფეხა რისამე ქვეშ შესაყენებლად.

ჯოჯიანი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ჯოჯიკი - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე X საუკუნის II ნახევარში, ტაოელი ერისთავთერისთავი.

ჯოჯო (Agama caucasica)

1) ხვლიკის მსგავსი ქვეწარმავალი; ბინადრობს კლდოვან ადგილებში.

2) იტყვიან ტანდაბალ და გონჯ ქალზე.

ჯოჯოობა - ხალხური დღესასწაული თბილისში, იმართებოდა აღდგომის შემდეგ.

ჯოჯოხეთი

1) რელიგიური რწმენით - ადგილი (საიქიოში), სადაც თითქოს ცეცხლში იტანჯებიან ცოდვილთა სულები.

2) (გადატანით) ტანჯვა, წამება, გაჭირვება, უბედურება.

ჯოჯოხეთისხევი - მდინარე გორის მუნიციპალიტეტში, ტანის მარჯვენა შენაკადი.

ჯოჯოხეთური - როგორც თითქოს ჯოჯოხეთშია; საშინელი, საზარელი.

ჯოჯღი - იგივეა, რაც ბორჯღლი.

ჯოჰერი - ქალაქი სომალიში.

ჯოჰორ-ბაჰრუ - ქალაქი-პორტი მალაიზიაში, ჯოჰორის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (250 ათასი).

ჯოჰორი - შტატი მალაიზიაში, მალაკის ნახევარკუნძულზე.

11.10 ჯრ

▲ზევით დაბრუნება


ჯრია

1) სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 670 მეტრი, საჩხერიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 284 კაცი.

2) სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ჯრით - იგივეა, რაც მიჯრით.

ჯრუტანა - ღრეჩო; ჭუჭრუტანა.

ჯრუჭი - იხილე ჯრუჭულა.

ჯრუჭის მონასტერი - XI საუკუნის ქართული მონასტერი. მდებარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდ. ყვირილის მარჯვენა შენაკადის - ჯრუჭულას სათავეში. სამონასტრო კომპლექსში შედის XI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია (გადაკეთებულია XIX საუკუნეში), რომლის კედლებზე ლაპიდარული წარწერებია. მომდევნო ხანებში მონასტერი მოიშალა. განახლდა XVI-XVII საუკუნეებში. XVII საუკუნის დასასრულს ჯრუჭულის ხეობა რაჭის ერისთავებისა და წერეთელთა სათავადო სახლის საცილობელ ტერიტორიად იქცა, რის გამოც იგი უკვე ციხესიმაგრის დანიშნულებას ასრულებდა. XVIII საუკუნის 60-იან წლებში სოლომონ I-მა ჯრუჭის მონასტერი აღადგინა, ხოლო შემდეგ წერეთლების საგვარეულოს მისცა აქ დასაფლავების ნება. 1810 მონასტერი უკვე დიდძალ ყმა-მამულს ფლობდა ზემო იმერეთსა და რაჭაში. იმერეთის სამეფოს გაუქმების (1810) შემდეგ ჯრუჭის მონასტერი წერეთლების საგვარეულო საკუთრებად იქცა. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილი განვითარებული შუა საუკუნეების სხვა ნაგებობების ნაშთებიც. ამჟამად იმას, რომ ოდესღაც ჯრუჭის მონასტერი არსებობდა, მასთან მიახლოებისას მთის მწვერვალზე ამოზრდილი ორი მაღალი კვიპაროსი მოწმობს. საქმე ისაა, რომ ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული შედევრი და უდიდესი კულტურული ცენტრი 1991 წლის მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა. შემორჩენილია მხოლოდ ორი კედელი და ორივე მათგანი კატასტროფულ მდგომარეობაშია. შემორჩენილია მონასტრის ეზოში შესასვლელი კარიბჭის კედლებიც.

ჯრუჭულა

1) მდინარე საჩხერის და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2015 მეტრზე (სიგრძე - 25 კილომეტრი, აუზის ფართობი - 210 კვ.კმ.) საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, მდგრადი წყალმცირობა - ზამთარში სა შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან - 5,94 კუბ.მ/წმ.

2) მღვიმე მუსტიეს ხანის არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს სოფელ ზოდის (ჭიათურის მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე, მდინარე ჯრუჭულას მარჯვენა ნაპირზე, მდინარის დონიდან 30-35 მეტრ სიმაღლეზე. მღვიმე კარსტული წარმოშობისაა.

11.11 ჯუ

▲ზევით დაბრუნება


ჯუანშერი

1) XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი.

2) (ჯუანშერ ჯუანშერიანი) - „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, VIII საუკუნეში მოღვაწე ერისთავი, ქართლის მეფეების ნათესავი.

ჯუან ძი - ჩინელი ფილოსოფოსი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 369 - 286 წწ).

ჯუბა

1) ქალაქი სომალიში, აღმოსავლეთ ეკვატორული პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

2) მდინარე სომალისა და ეთიოპიაში, ერთვის ინდოეთის ოკეანეს (სიგრძე - 1600 კილომეტრი).

3) (სპარს.) განიერი წამოსასხამი ხალათი.

4) (სპარს.) დაბამბული კურტაკი.

5) (სპარს.) შინაური შალის კაბა (ფშავში, თუშეთში).

ჯუბაილი - ქალაქი ლიბანის მთიანი ლიბანის მუჰაფაზაში.

ჯუბაჩა - მოკლე ჯუბა.

ჯუბეილი - იხილე ჯუბაილი.

ჯუბიანი - ვისაც ჯუბა აცვია.

ჯუბრან ხალილ ჯუბრანი - არაბი მწერალი და მხატვარი (ლიბანი) (1883-1931 წწ).

ჯუგაანი - სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

ჯუგე ლიანი - ჩინეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე (181 - 234 წწ).

ჯუგჯური - მთები შორეულ აღმოსავლეთში, ოხოტის ზღვის ჩრდილო-დასავლეთი სანაპიროს გასწვრივ.

ჯუდაიდა (ჟუდეიდაჰ) - მრავალფენიანი გორანამოსახლარი ამუკის ველზე, ანტიოქიაში (თურქეთი).

ჯუდარი - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ხელედულის მარცხენა შენაკადი.

ჯუ დე - ჩინეთის სამხედრო, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1886-1976 წწ).

ჯუდიჩე ჯუზეპე მილანელი - იტალიელი მისიონერი, მოღვაწეობდა საქართველოში (გარდაიცვალა 1646 წელს).

ჯუვეინი ალა ალ-დინ ათა მალიქ იბნ მუჰამად - ირანელი ისტორიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე (1226-1283 წწ).

ჯუზღუნი (Calligonum) - მცენარეთა გვარი მატიტელასებრთა ოჯახისა; დატოტვილი ბუჩქებია.

ჯუზჯანი (ჯურჯანი) აბუ ომარ მინჰაჯ ალ-დინ იბნ სირაჯ ალ-დინ მუჰამად - ირანელი ისტორიკოსი (1198-1265 წწ).

ჯუთა - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

ჯუთისწყალი - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სნოსწყლის მდგენელი, სათავე აქვს ხევის კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, მარცხნიდან იერთებს მდინარე ქვენამთისწყალს და წარმოშობს სნოსწყალს (სიგრძე - 13 კილომეტრი, წყალშემკრები აუზის ფართობი - 79,7 კვ.კმ).

ჯუ იუანჯანი - ჩინეთის იმპერატორი, მინის დინასტიის დამაარსებელი (1328-1398 წწ).

ჯულაბი (Euphorbia lathyris) - ერთწლოვანი მცენარე რძიანისებრთა ოჯახისა; მისი თესლი შეიცავს სასაქმებელ ზეთს (რომელიც ტექნიკური მიზნებისთვის გამოიყენება.

ჯულეპი (ინგლ.) - კონიაკი ან ვისკი, რომელსაც დამატებული აქვს პიტნა; სვამენ ყინულიანს.

ჯულიეტა - პლანეტა ურანოსის თანამგზავრი, აღმოჩენილია 1986 წელს.

ჯულიო რომანო (ნამდვილი სახელი და გვარი - ჯულიო პიპი) - იტალიელი არქიტექტორი და ფერმწერი (1492-1546 წწ).

ჯულუხიძე გრიგოლ - პოეტი (დაიბადა 1940 წელს).

ჯულფა

1) ქალაქი აზერბაიჯანში, მდინარე არაქსის მარცხენა ნაპირზე.

2) ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ირანში, მდინარე არაქსის მარჯვენა ნაპირზე.

ჯულღა - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

ჯუმა - ქალაქი უზბეკეთის სამარყანდის ოლქში.

ჯუმაგულოვი აპას - ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი 1986-91 წლებში (დაიბადა 1934 წელს).

ჯუმათი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ჯუმათის საეპისკოპოსო - ეპარქია დასავლეთ საქართველოში (გურიის სამთავროში), დაარსდა XV საუკუნეში.

ჯუმი

1) მდინარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი.

2) სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ჯუმითი - სიფელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

ჯუმლი (არაბ.)

1) ჯამი, შენაჯამები.

2) დოკუმენტი, რომელიც შეიცავს გარკვეული წესით შეკრებილ ფაქტებს, ცნობებს, მონაცემებს.

ჯუმნა - იხილე ჯამნა.

ჯუმუშური - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ჯუმჰურიეთი - თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გაზეთი, გამოდის სტამბოლში 1923 წლიდან.

ჯუნგარი - იხილე ჯუნგარის ვაკე.

ჯუნგარის ვაკე (ჯუნგარის ღრმული, ჯუნგარი) - მდებარეობს ჩინეთში.

ჯუნგლი [(სპარს. „ჯანგალ (ტყე) > ინგლ.)] - ტროპიკული და სუბტროპიკული უღრანი ტყე (უპირატესად ინდოეთში).

ჯუნეწირი (ყოფილი ჯუნჯუათი) - სოფელი ლანჩუთის მუნიციპალიტეტში.

ჯუნმერე - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ჯუნო (ჟუნეაუ) - ქალაქი აშშ-ში, ალასკის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (20 ათასი).

ჯუნტა (იტალ.) - მუნიციპალური ჯუნტა - იტალიაში ქალაქის მმართველობა.

ჯურა - ჯურისა, მოდგმისა, ჯიშისა.

ჯურა-ჯურა - სხვადსხვა გვარი, ნაირ-ნაირი.

ჯური (სპარს.) - მოდგმა, ჯიში.

ჯურუმი (არაბ.) - „დანაშაულზე წანართმევი“ (საბა), ჯარიმა, გადასახდელი ძველ საქართველოში.

ჯურუყვეთი - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ჯურღმული

1) ღრმა, ბნელი ორმო საპატიმროდ; ხარო. ბნელი საკანი.

2) ღრმა ხრამი, ნაპრალი, უფსკრული.

ჯურჯენები - ტუნგუსური წარმოშობის ტომები, რომლებიც უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთსა და რუსეთის პრიმორიეს მხარეში.

ჯურჯუ (Giurgiu)- ქალაქი რუმინეთში, ამავე სახელწოდების ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი, პორტი მდინარე დუნაიზე (ბუქარესტის ავანპორტი) (70 ათასი).

ჯუ სი (ჯუ ძი) - ჩინელი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი (1130-1200 წწ).

ჯუსი (ინგლ.) - ხილის წვენი (სასმელად მომზადებული).

ჯუსოითი ნაფი - ოსი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე (დაიბადა 1925 წელს).

ჯუსტი (Giusti) ჯუზეპე - იტალიელი პოეტი (1809-1850 წწ).

ჯუსტო პრატო (Giusto Prato) - იტალიელი მისიონერი, მოღვაწეობდა საქართველოში (XVII საუკუნე).

ჯუტა - სიცილის დროს ადამიანის (უმეტესად ქალის) ლოყებზე გაჩენილი პატარა ჩაღრმავება.

ჯუტი (ინგლ.) - ტროპიკული ბალახოვანი მცენარე, რომლის ბოჭკოსაგანაც ამზადებენ უხეშ ქსოვილებს, თოკებს.

ჯუფთება

1) წყვილად შეერთება, გაწყვილება.

2) მათემატიკაში - ელემენტთა შეერთების ერთ-ერთი სახე.

ჯუფთი

1) წყვილი, ტოლი.

2) ხმელი თევზი, ცალ გვერდზე სიგრძივ გაჭრილი და გადაშლილი.

ჯუღაანი - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ალაზნის ვაკეზე. მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 430 მეტრი, თელავიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 241 ადამიანი.

ჯუღაშვილი იოსებ - იხილე სტალინი.

ჯუღელი - ღვარძლიანი (ადამიანი), ღრძო.

ჯუღელი მედეა (მზია) - სპორტსმენი (სპორტული ტანვარჯიში). 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ პირველობაში და მეორე პრიზიორი საგნით ჯგუფურ ვარჯიშში. სსრკ-ს რვაგზის ჩემპიონი ბჯენით ხტომებსა (1946, 47, 51-55) და რგოლებზე ვარჯიშში (1953) სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი (დაიბადა 1926 წელს).

ჯუღელი ნუგზარ - მსახიობი, ტელედიქტორი, სპორტული კომენტატორი.

ჯუღი - ტბა გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ჩხალთის აუზში.

ჯუღისი

1) მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი.

2) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭართლის თემის საკრებულო), გუდამაყრის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ჯუღისის (მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 1280 მეტრი, დუშეთიდან - 36 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 60 კაცი.

ჯუღური (ჯუღურა) - ვისაც სახე დამახინჯებული (დაჭრილი, ნაყვავილარი....) აქვს.

ჯუყმური - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ჯუ შიძე - ჩინელი მათემატიკოსი (XIII საუკუნე).

ჯუჩი - მონღოლი მხედართმთავარი, ჩინგიზ-ყაენის უფროსი ვაჟი (გარდაიცვალა დაახლოებით 1227 წელს).

ჯუძიანი - მდინარე ჩინეთში, სიძიანის დელტის მარცხენა შენაკადი.

ჯუძიანკოუ (კანტონის ყურე) - ყურე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ჩინეთის სამხრეთ ნაპირთან.

ჯუხუ - მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ოხოჯის მარცხენა შენაკადი.

ჯუჯა [(სპარს. „juje“ (წიწილა)]

1) ძალიან პატარა ტანის ადამიანი; ქონდრისკაცი, ლილიპუტი.

2) ჩვეულებრივზე გაცილებით უფრო პატარა, მოკლე, დაბალი.

ჯუჯამკალი - კალიის ერთ-ერთი სახეობა, იგივე კუტკალია.

ჯუჯიკასებრნი (Histeridae) - ხოჭოების ოჯახი. მათი სხეულის სიგრძე 0.8-და 20 მილიმეტრამდე აღწევს.

ჯუჯი-ჯუჯი - იგივეა, რაც ჯუჯუ-ჯუჯუ.

ჯუჯოუ - ქალაქი ჩინეთის ხუნანის პროვინციაში. მდინარე სიანძიანის ნაპირზე (500 ათასზე მეტი მცხოვრები).

ჯუჯულა - ქათამი (ბავშვის ენაზე).

ჯუჯუმკალი - კალია ერთგვარი.

ჯუჯუ-ჯუჯუ - ქათმების წიწილების მოსახმობი ძახილი.

ჯუჯღუნა - ვისაც ჯუჯღუნი სჩვევია.

ჯუჯღუნი

1) ცხვირში ლაპარაკი; დუდღუნი.

2) იგივეა, რაც ბუზღუნი.

ჯუჯღური - იგივეა, რაც ბუზღუნი.

11.12 ჯღ

▲ზევით დაბრუნება


ჯღა

1) ტოტებიანი შტო, რომელსაც ბარდიან მცენარეებს (კიტრს, ლობიოს...) უსობენ ბარდის შესაკავებლად.

2) იგივეა, რაც ჩხა.

ჯღაბნა - ცუდად წერა,

ჯღავანა - შხამიანი სოკო ერთგვარი.

ჯღავილი - ხმამაღლა, უგვანო ტირილი; ღნავილი, ჩხავილი.

ჯღანი

1) გაცვეთილი, დახეული ფეხსაცმელი || ულაზათოდ, უშნოდ შეკერილი (ან დაკერებული) ფეხსაცმელი.

2) გაბანდული ქალამანი.

3) (გადატანით) ცუდი, უშნო რამ.

ჯღანიანი - ვისაც ფეხზე ჯღანები აცვია || რაზედაც ჯღანები აცვიათ.

ჯღანმანი - იგივეა, რაც ძველმანი.

ჯღიბა

1) ბოქვენის მკბენარი.

2) იგივეა, რაც ტკიპი.

ჯღრდე - მიყრილი, მიხერგილი რამ.

ჯღუნა - უსახური, მოჯღუნული (ადამინი).

11.13 ჯჰ

▲ზევით დაბრუნება


ჯჰანგმაგჰიანა - ქალაქი პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში (200 ათასი).

ჯჰანგსადარი - ქალაქი პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში.

ჯჰანსი - ქალაქი ჩრდილოეთ ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში (300 ათასი).

12

▲ზევით დაბრუნება


- ქართული ანბანის ოცდამეცამეტე (ძველი ქართული ანბანის ოცდამეჩვიდმეტე) ასო. მისი სახელია „ჰაე“. გრაფიკული ნიშანი ლარინგალური ფშვინვიერი ნაპრალოვანი თანხმოვნისა. ძველ ქართულ სათვლავში აღნიშნავდა ცხრა ათასს (9 000).

12.1 ჰა

▲ზევით დაბრუნება


ჰა

1) ქართული ენის შორისდებული; ა) იხმარება დაძახებისას. ბ) გამოხატავს წაქეზება-შეგულიანებას.

2) ნაწილაკი: ა) იგივეა, რაც აი. ბ) იხმარება წყევლისას.

ჰაა - დაძახება შორ მანძილზე ხმის მისაწვდენად.

ჰააგა - ქალაქი ნიდერლანდში, სამხრეთ ჰოლანდიის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი, სამეფო კარისა და მთავრობის რეზიდენცია (445 ათასი).

ჰააზე ჰუგო - გერმანიის სოციალ-დემოკრატიის მოღვაწე (1863-1919 წწ).

ჰაამო - შეძახილი ხარების გასარეკად.

ჰაანპიაია პენტი - ფინელი მწერალი (1905-1955 წწ).

ჰაანსტრა ბერტ - ჰოლანდიელი კინორეჟისორი (1916-1995 წწ).

ჰააპსალუ - კუნძული და ქალაქი ესტონეთში.

ჰაბა ალოის - ჩეხი კომპოზიტორი, მუსიკის თეორიტიკოსი და პედაგოგი (1893-1973 წწ).

ჰაბანერა (ესპან.) - კუბურ-ესპანური ხალხური ცეკვა; მუსიკა ამ ცეკვისთვის. აქვს ნელი ტემპი, ორწილადი ზომა, დამახასიათებელი რიტმული ფიგურა. სრულდება სიმღერის თანხლებით

ჰაბარდი - ხეობის მყინვარი (ჩრდილოეთი ამერიკა).

ჰაბარდი ლაფაიეტ რონ - ამერიკელი მწერალი, ავტორი სათავგადასავლო, სამეცნიერო-ფანტასტიური რომანებისა (1911-1986 წწ).

ჰაბერი ფრიც - გერმანელი ქიმიკოსი (1868-1973 წწ).

ჰაბერლანდტი გოტლიბ - გერმანელი მცენარეთა ფიზიოლოგი (1854-1945 წწ).

ჰაბერლანდტი ფრიდრიხ - ავსტრიელი ბუნებისმეტყველი (1826-1878 წწ).

ჰაბერლერი გოტფრიდ - ავსტრიელ-ამერიკელი ეკონომისტი (1900-1995 წწ).

ჰაბერმასი იურგენ - გერმანელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი (დაიბადა 1929 წელს).

ჰაბიარიმანა ჟიუვენალ - რუანდის პრეზიდენტი და მთავრობის მეთაური 1973 წლიდან (1937-1994 წწ).

ჰაბიბ იბნ მასლამა - არაბი სარდალი (VII საუკუნე).

ჰაბიბ იუსუფი - ტაჯიკი პოტი (1916-145 წწ).

ჰაბიბულა - ავღანეთის ამირა (1872-1919 წწ).

ჰაბიტუსი (ლათ. ჰაბიტუს) - გარეგნული შესახედაობა ცხოველისა ან მცენარისა, აგრეთვე ადამიანისა.

ჰაბკვირის ქედი (აბაკურა) - ქედი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ განშტოებაზე.

ჰაბლი ედუინ პაუელ - ამერიკელი ასტრონომი (1889-1953 წწ).

ჰაბნარფიორდური - ქალაქი ისლანდიაში.

ჰაბსბურგები - დინასტია, რომელიც მართავდა ავსტრიას (1282-1918 წწ), ჩეხეთსა და უნგრეთს (1526-1918 წწ, 1867 წლიდან - ავსტრია-უნგრეთს), ესპანეთსა და მის სამფლობელოებს (1516-1700 წწ), “საღვთო რომის იმპერიას” (1438-1806 წწ, გარდა 1742-1745 წლისა).

ჰაგადა - თალმუდური ლიტერატურის ვრცელი ნაწილი, რომელშიც გადმოცემულია ბიბლიის რელიგიურ-ეთიკური შეხედულებები.

ჰაგარდი ჰენრი რაიდერ - ინგლისელი მწერალი და პუბლიცისტი (1856-1925 წწ).

ჰაგბერგი ჰილდინგ - შვედეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1934 წელს).

ჰაგენბეკი კარლ - გარეული ცხოველებით ვაჭრობის ფირმის დამაარსებელი ჰამბურგში (1844-1913 წწ).

ჰაგენი - ქალაქი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში (215 ათასი).

ჰაგენმიულერი პოლ - ფრანგი ქიმიკოსი (დაიბადა 1921 წელს).

ჰაგერუპი ინგერ - ნორვეგიელი პოეტი ქალი (1905-1985 წწ).

ჰაგვერდიევი აბდურაჰიმ - აზერბაიჯანელი მწერალი (1870-1933 წწ).

ჰაგინზი უილიამ - ინგლისელი ასტრონომი (1824-1910 წწ).

ჰაბერლანდტი ჩარლზ ბრენტონ - ამერიკელი ქირურგი და ონკოლოგი (1901-1990 წწ).

ჰაგიოგრაფია (ბერძნ. hagios წმინდანი და grapho ვწერ) - ქრისტიანული ლიტერატურის დარგი, რომელშიც მოცემულია წმინდანთა ცხოვრების აღწერა.

ჰადერზფილდი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის უესტ-იორქშირის მეტროპოლიურ საგრაფოში (ინგლისი).

ჰადესი (ბერძნ. hades) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:

1) მიწისქვეშა სამყაროს და მიცვალებულთა სულების მბრძანებელი, კრონოსისა და რეას ვაჟი, ზევსის, პოსეიდონისა და დემეტრეს ძმა; ითვლებოდა აგრეთვე წიაღისეული სიმდიდრისა და მიწის ნაყოფიერების ღვთაებად (იგივეა, რაც პლუტონი, მნიშვნელობა 2) მიწისქვეშა სამეფო, სადაც ცხოვრობენ გარდაცვლილთა, სულები; ჯოჯოხეთი.

ჰადი მუჰამედ (ნამდვილი სახელი აღა მუჰამედ ჰაჯი აბდუსალიმოღლუ) - აზერბაიჯანელი პოეტი-რომანტიკოსი (1879-1920 წწ).

ჰადისი (არაბ.) - გადმოცემა მუჰამედისა და მის თანამოღვაწეთა შესახებ, პატარა ნოველები მუჰამედის ცხოვრების შესახებ.

ჰადიში

1) მთა, მწვერვალი, იხილე ადიში.

2) სოფელი, იხილე ადიში.

ჰადიშჭალა - იხილე ადიშჭალა.

ჰადლი ჯონ - ინგლისელი მექანიკოსი და ასტრონომი (1682-1744 წწ).

ჰადონგი - ქალაქი ვიეტნამში, ჰაშონბინის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (200 ათასი).

ჰადრამავთი - ისტორიული ოლქი იემენში.

ჰადსონი უილიამ ჰენრი - ინგლისელი მწერალი და ნატურალისტი (1841-1922 წწ).

ჰაე - ქართული ანბანის უკანასკნელი ასოს - ჰ-ს სახელწოდება.

ჰაემეტი - სახელწოდება ძველი ქართული ენის ძეგლებისა, სადაც მეორე სუბიექტური და მესამე ობიექტური პირის ნიშნად იხმარება ჰ.

ჰაერგამტარი - რაც ჰაერს ატარებს.

ჰაერდახშული - რაშიც დახშული ჰაერია, სადაც ჰაერი არ მოძრაობს.

ჰაერი (ბერძნ.) - ჟანგბადის, აზოტისა და სხვა უფერო აირების ნარევი, რომელიც ქმნის დედამიწის ატმოსფეროს და რითაც სუნთქავს ცოცხალი არსება.

ჰაერიანი - ჰაერის შემცველი.

ჰაერნაოსანი - ვინც ჰაერნაოსნობას მისდევს.

ჰაერნაოსნობა - ჰაერზე მსუბუქი აპარატებით (დირიჟაბლით, აეროსტატით...) ფრენა.

ჰაეროვანი

1) ჰაერისაგან შემდგარი.

2) მეტად ნაზი და ნატიფი.

3) არახორციელი, ზეციერი.

ჰაეროვნება - ჰაეროვნის თვისება.

ჰაერსადენი - მილი ან მილების სისტემა ვენტილაციისათვის.

ჰაერსაწინაღო - საჰაერო თავდასხმის საწინააღმდეგო.

ჰაერღუმელი - ღუმელში ჩაშენებული თუნუქის სათავსი რისამე გამოსაცხობად ან შესაწვავად.

ჰაერშეუღწევი - რაშიც ჰაერი ვერ შეაღწევს.

ჰავა (არაბ.) - ამა თუ იმ ადგილისათვის დამახასიათებელი მეტეოროლოგიური პირობების ერთობლიობა.

ჰავაი

1) კუნძული ჰავაის არქიპელაგში (წყნარი ოკეანე), ეკუთვნის აშშ-ს.

2) შტატი აშშ-ში. მდებარეობს ჰავაის კუნძულებზე. ფართობი - 16,7 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 1 172 ათასი, ადმინისტრაციული ცენტრი - ჰონოლულუ.

ჰავაის კუნძულები (სენდვიჩის კუნძულები) - არქიპელაგი წყნარ ოკეანეში, ეკუთვნის აშშ-ს.

ჰავანა - კუბის დედაქალაქი და მთავარი პორტი; დაარსებულია 1515 წელს, 1902 წლიდან ქვეყნის დედაქალაქია (2,1 მილიონი).

ჰავანი (ჰოლანდ. ჰავენ) - ნავსადგური, ნავთსაყუდელი.

ჰავანტი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის ჰემფშირის საგრაფოში (ინგლისი).

ჰავბეკი (ინგლ.) - (მოძველებული) ფეხბურთის ან ჰოკეის გუნდში ნახევარმცველი.

ჰავ-ვოლეი (ინგლ. half-volley) - ჩოგბურთში, ფეხბურთში - ძირს შეხებული ბურთის დარტყმა.

ჰავირჟოვი - ქალაქი ჩეხეთის ჩრდილოეთ მორავიის ოლქში.

ჰავკორტი (ინგლ.) - ჩოგბურთის მოედნის შუა ნაწილი.

ჰავლაბარი - იხილე ავლაბარი.

ჰავლიჩეკ-ბოროვსკი (ჰავლიჩეკი, ფსევდონიმი - ჰაველ ბოროვსკი) კარელ - ჩეხეთის პოლიტიკური მოღვაწე, პოეტი, პუბლიცისტი (1821-1856 წწ).

ჰავლიჩკუვ-ბროდი - ქალაქი ჩეხეთის აღმოსავლეთ ჩეხეთის ოლქში.

ჰავრანეკი ბოჰუსლავ - ჩეხი ენათმეცნიერი (1893-1978 წწ).

ჰავრი - ქალაქი საფრანგეთის ზღვისპირა სენის დეპარტამენტში.

ჰაზარასპი - ქალაქი უზბეკეთის ხორეზმის ოლქში.

ჰაზარაჯათი - შუა ავღანეთის მთების სახელწოდება ავღანეთში.

ჰაზენკლევერი ვალტერ - გერმანელი პოეტი და დრამატურგი (1890-1940 წწ).

ჰაზენკლევერი ვილჰელმ - გერმანელი სოციალ-დემოკრატი (1837-1889 წწ).

ჰაზენკლევერი იოჰან პეტერ - გერმანელი ფერმწერი (1810-1853 წწ).

ჰაზირა (ნამდვილი სახელი და გვარი აბრამ აბრამოვი) - თბილისელი მგოსანი, აშუღი, საიათნოვას ცნობილი მემკვიდრე (1845-1922 წწ).

ჰაზრი ნაბი - იხილე ნაბი ჰაზრი.

ჰათამი მოჰამად - ირანის ისლამური რესპუბლიკის მეხუთე პრეზიდენტი 1997-2005 წლებში (დაიბადა 1943 წელს).

ჰათეფი აბდულაჰ - სპარსული ლიტერატურის წარმომადგენელი (1453-1520 წწ).

ჰაი - ქართული ენის შორისდებული:

1) იხმარება დაძახებისას.

2) გამოხატავს: ა) წაქეზებას. ბ) დანანებას.

ჰაიალია - ქალაქი აშშ-ს ფლორიდის შტატში.

ჰაიარად

1) იგივეა, რაც ჰაიჰარად.

2) ბუნდოვნად, ძლივძლივობით.

ჰაიასი ფუმიკო - იაპონელი მწერალი ქალი (1903-1951 წწ).

ჰაიასტანი - სომეხთა ქვეყანა, სომხეთი - სომხურად.

ჰაიდა (თურქ.) - შორისდებული - გამოხატავს წასვლას.

ჰაიდამაკები (პოლონ.) - XVII-XVIII საუკუნეების უკრაინაში პოლონელ მემამულეთა წინააღმდეგ აჯანყებული კაზაკები.

ჰაიდარაბადი

1) ქალაქი ინდოეთში, ანდჰრა-პრადეშის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (3 მილიონი).

2) ქალაქი პაკისტანის სინდის პროვინციაში (1,6 მილონი).

3) სამთავრო (1950-56 წლებში) ინდოეთში.

ჰაიდარ ალი - მაისურის სახელმწიფოს მმართველი (ინდოეთი) (1722-1782 წწ).

ჰაიდარ ამუოღლუ - ირანის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1880-1921 წწ).

ჰაიდეგერი მარტინ - გერმანელი ფილოსოფოსი (1889-1976 წწ).

ჰაიდელბერგელი ადამიანი - ერთ-ერთი უძველესი ფორმა განათხარი ადამიანისა, რომელიც ცხოვრობდა ევროპაში 400 000 წლის წინ (გერმანიის ქალაქ Heidelberg-ის სახელის მიხედვით, სადაც იპოვეს 1907 წელს ამ ადამიანის ქვედა ყბის ძვალი).

ჰაიდელბერგი - ქალაქი გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში (140 ათასი).

ჰაიდენაუ - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

ჰაიდენი ერიკ - ამერიკელი სპორტსმენი (ციგურებით სირბილი), 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ხუთგზის ჩემპიონი (დაიბადა 1958 წელს).

ჰაიდენრაიხი ჰერტ - გერმანელი მწერალი (დაიბადა 1944 წელს).

ჰაიდენჰაინი რუდოლფ - გერმანელი ფიზიოლოგი და პისტოლოგი (1834-1897 წწ).

ჰაიდნი ფრანც იოზეფ - ავსტრიელი კომპოზიტორი (1732-1809 წწ).

ჰაიდუბესერმენი - ქალაქი უნგრეთის ჰაიდუ-ბიჰარის მედიეში (30 ათასი).

ჰაიდუ-ბიჰარი - მედიე უნგრეთში.

ჰაიდუკი (პოლონ.)

1) XVII-XIX საუკუნეების სამხრეთ სლავებში, უნგრეთში და სხვაგან - თურქ დამპყრობთა წინააღმდეგ მებრძოლი პარტიზანი.

2) XVIII-XIX საუკუნეებში ლაქია, რომელიც ახლდა მემამულეს მგზავრობისას.

ჰაიდუსობოსლო - ქალაქი უნგრეთის ჰაიდუ-ბიჰარის მედიეში.

ჰაიეკი ფრიდრიხ ავგუსტ ფონ - ავსტრიელი ეკონომისტი 1974 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გ.მიურდალთან ერთად (1899-1992 წწ).

ჰაიეკ ლიბოჩანელი ვაცლავ - ჩეხი მემატიანე (გარდაიცვალა 1553 წელს).

ჰაივეი (ინგლ.) - ჩქაროსნული ავტოსტრადა ცალმხრივი მოძრაობით.

ჰაიზე პაულ ფონ - გერმანელი მწერალი, 1910 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1830-1914 წწ).

ჰაიზენბერგი ვერნერ - გერმანელი ფიზიკოსი, 1932 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1901-1976 წწ).

ჰაიკი - ჰაიების (სომხების) მითიური წინაპარი, ეთნარქი, ბიბლიური იაფეტის მეხუთე შთამომავალი.

ჰაიკუ (ჰოკუ) - იაპონური პოეზიის ჟანრი, სამტაეპიანი 17-მარცვლოვანი ურითმო ლირიკული ლექსი.

ჰაილბრონი - ქალაქი გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში.

ჰაილენდ-პარკი - ქალაქი აშშ-ს მიჩიგანის შტატში.

ჰაილე სელასიე I - ეთიოპიის იმპერატორი 1930-74 წლებში (1892-1975 წწ).

ჰაილი - ქალაქი საუდის არაბეთში.

ჰაიმვერი (გერმ.) - ავსტრიაში 1919-1938 წლებში შეიარაღებული ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა მუშათა მოძრაობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ჰაიმი ალბერტ - შვეიცარიელი გეოლოგი (1849-1937 წწ).

ჰაიმი გეორგ - გერმანელი მწერალი (1887-1912 წწ).

ჰაიმი შტეფან - გერმანელი მწერალი (1913-1995 წწ).

ჰაიმორის ღრუ - ადამიანის ზედა ყბის ძვლების ღრუ (ცხვირის ღრუს ორივე მხარეს) (ინგლისელი ანატომის Highmore-ის სახელის მიხედვით).

ჰაიმორიტი - ჰაიმორის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება.

ჰაინალი იშტვან - უნგრელი ისტორიკოსი (1892-1956 წწ).

ჰაინდბერნი - ადმინისტრაციული ოლქი დიდი ბრიტანეთის ლანკაშირის საგრაფოში.

ჰაინდმანი ჰენრი მეიერზ - ინგლისის სოციალისტური მოძრაობის მოღვაწე,ადვოკატი, ჟურნალისტი (1842-1921 წწ).

ჰაინე თომას თეოდორ - გერმანელი კარიკატურისტი, ილუსტრატორი, პლაკატისტი, დეკორატიული ხელოვნების ოსტატი (1867-1948 წწ).

ჰაინე ჰაინრიხ - გერმანელი პოეტი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი (1797-1856 წწ).

ჰაინე-გელდერნი რობერტ ფონ - ავსტრიელი არქეოლოგი, ეთნოგრაფი (1885-1968 წწ).

ჰაინემანი გუსტავ - გერმანიის (გფრ-ს) პრეზიდენტი 1969-74 წლებში (1899-1976 წწ).

ჰაინზე იოჰან იაკობ ვილჰელმ - გერმანელი მწერალი (1746-1803 წწ).

ჰაინიკე სამუელ - გერმანელი სურდოპედაგოგი (1772-1790 წწ).

ჰაინკელი ერნსტ - გერმანელი ავიაკონსტრუქტორი (1888-1958 წწ).

ჰაინრიხ I - გერმანიის მეფე 919 წლიდან (დაახლოებით 876 - 936 წწ).

ჰაინრიხ III - გერმანიის მეფე 1039 და „საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი“ 1046 წლიდან (დაახლოებით 1017-1056 წწ).

ჰაინრიხ IV - გერმანიის მეფე 1056 და „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი 1084 წლიდან (1050-1106 წწ).

ჰაინრიხ V - გერმანიის მეფე 1106 წლიდან და „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი 1111 წლიდან (1081-1125 წწ).

ჰაინრიხ VI

1) გერმანიის მეფე 1190 წლიდან და „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი 1191 წლიდან (1165-1197 წწ).

2) გერმანიის მეფე 1308 წლიდან და „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი 1312 წლიდან (დაახლოებით 1275-1313 წწ).

ჰაინრიხ ლატვიელი - გაგერმანელებული კათოლიკე მღვდელი, ლათინურად დაწერილი „ლივონიის ქრონიკების“ ავტორი (1187-1259 წწ).

ჰაინრიხ ლომი - საქსონიისა და ბავარიის ჰერცოგი (1129-1195 წწ).

ჰაინრიხ ფონ ფელდეკე - გერმანელი მწერალი (დაახლოებით 1140-1200 წწ).

ჰაინცი ვოლფგანგ - გერმანელი მსახიობი და რეჟისორი (1900-1984 წწ).

ჰაი-პოინტი - ქალაქი აშშ-ს ჩრდილოეთ კაროლინის შტატში.

ჰაისი თეოდორ - გერმანიის (გფრ-ს) პრეზიდენტი 1949-59 წლებში (1884-1963 წწ).

ჰაიტლერი ვალტერ - გერმანელი ფიზიკოსი (1904-1990 წწ).

ჰაიტ - ქართული ენის შორისდებული - გამოხატავს გაწყრომას, დატუქსვას.

ჰაიტი

1 (ჰაიტის რესპუბლიკა, ფრანგ. Republique d'Haпti, ადგილობრივ ენაზე - Repiblik d Ayiti),

-სახელმწიფო ვესტინდოეთში, კუნძულ ჰაიტის დასავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთით ესაზღვრება დომინიკელთა რესპუბლიკა.
- დამოუკიდებლობის დღე - გამოცხადდა 1804 წლის 1 იანვარს, 1825 წელს ცნობილ იქნა საფრანგეთის მიერ.
- ეროვნული დევიზი - „L'Union Fait La Force“.
- ჰიმნი - „La Dessalinienne“.
- მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- ფართობი 27 750 კვ.კმ.
- დაყოფილია 9 დეპარტამენტად.
- მოსახლეობა 7 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 292 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენები - ფრანგული, ჰაიტიური კრეოლი.
- დედაქალაქი - პორტ-ო-პრენსი.
- ეროვნული ვალუტა - გურდი.
- ქვეყნის კოდი - HTI.
- დროის სარტყელი - UTC -5.
- სატელეფონო კოდი - +509.
- ინტერნეტ-დომენი - ht.

2) კუნძული ვესტინდოეთში, დიდი ანტილის კუნძულების ჯგუფში.

ჰაიფონი - ქალაქი ვიეტნამის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ჰონგჰის დელტაში (1,5 მილიონი).

ჰაი-ჰა - ქართული ენის შორისდებული - გამოხატავს მოწონებას.

ჰაი-ჰაი - სწორედ, რომ... უეჭველად, უდავოდ.

ჰაიჰარად - სასწრაფოდ, ნაჩქარევად, ნაუცბათევად.

ჰაი-ჰუი - იტყვიან ყაყანის, ქოთქოთის შესახებ.

ჰაკბლოკი (ჰოლანდ.) - კაუჭიანი ბლოკი.

ჰაკებორტი (ჰოლანდ.) - ზედა მომრგვალებული ნაწილი გემის კიჩოს კიდეზე.

ჰაკეს პანსიონი - XIX საუკუნის შუა წლებში არსებული კერძო სასწავლებელი.

ჰაკი (ჰოლანდ.) - რკინის ან ფოლადის კაუჭი, რომელსაც გემებზე იყენებენ სიმძიმეების ასაწევად.

ჰაკინენი მიკა - ფინელი სპორტსმენი (საავტომობილო რბოლა), 1988, 1999 წლების ჩემპიონი ფორმულა 1-ში (დაიბადა 1968 წელს).

ჰაკნი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, დიდი ლონდონის შემადგენლობაში.

ჰაკოდატე - ქალაქი-პორტი იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოს სამხრეთ ნაწილში (310 ათასი).

ჰაკუინი - იაპონელი მოაზროვნე, მხატვარი და კალიგრაფი (1686-1769 წწ).

ჰაკულინენი ვეიკო - ფინელი სპორტსმენი (თხილამურები), ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი 1952,1956,1960 წლებში (დაიბადა 1925 წელს).

ჰაკუსანი - მოქმედი ვულკანი იაპონიაში.

ჰალაბი - ქალაქი სირიაში, იგივე ალეპო.

ჰალამი ჰენრი - ინგლისელი ისტორიკოსი (1777-1859 წწ).

ჰალასი ფრანტიშეკ - ჩეხი პოეტი (1901-1949 წწ).

ჰალბე მაქს - გერმანელი დრამატურგი (1855-1944 წწ).

ჰალბერშტადტი - ქალაქი გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში (45 ათასი).

ჰალგარტენი გეორგ ვოლფგანგ - გერმანელი ისტორიკოსი და სოციოლოგი (1901-1975 წწ).

ჰალდერი ფრანც - ფაშისტური გერმანიის გენერალ-პოლკოვნიკი (1884-1972 წწ).

ჰალე - ქალაქი გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში (305 ათასი).

ჰალევი ელი - იხილე ალევი ე.

ჰალევი იეჰუდა - ებრაელი პოეტი და ფილოსოფოსი (1080/86-1142 წწ).

ჰალევი ჟაკ ფრანსუა - იხილე ალევი ჟ.ფ.

ჰალეი ედმუნდ - ინგლისელი ასტრონომი და ფიზიკოსი (1656-1742 წწ).

ჰალეის კომეტა - პირველი კომეტა, რომლის ორბიტის გამოთვლამ ცხადყო, რომ ის ელიფსია და, მაშასადამე, კომეტა პერიოდულად უბრუნდება მზეს. პირველი გამოთვლები ამ კომეტის შესახებ ჩაატარა ედმუნდ ჰალეიმ.

ჰალეკი ვიტზსლავ - ჩეხი მწერალი (1835-1874 წწ).

ჰალენი ვან დონ ჟან - იხილე ალენი ვ.დ.ჟ.

ჰალერი ალბრეხტ ფონ - შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი და პოეტი (1798-1777 წწ).

ჰალვა (არაბ.) - საკონდიტრო ნაწარმი - ზოგი ზეთოვანი მცენარის მოხალული ან გახეხილი თესლისაგან ან ნიგვზისაგან და კარამელის მასისაგან გარკვეული წესით დამზადებული მაგარი მასა.

ჰალვაქსი ვილჰელმ - გერმანელი ფიზიკოსი (1859-1922 წწ).

ჰალი

1) ქალაქი კანადის კვებეკის პროვინციაში.

2) ქალაქი დიდ ბრიტანეთში, ჰამბერსაიდის საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი (265 ათასი).

3) (ნამდვილი სახელი ალტაფ ჰუსეინი) - ინდოელი პოეტი და ლიტერატურათმცოდნე (1837-1914 წწ).

ჰალი კლარკ ლენარდ - ამერიკელი ფსიქოლოგი (1884-1952 წწ).

ჰალი კორდელ - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი 1933-44 წლებში, 1945 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1871-1955 წწ).

ჰალი რობერტ (ბობი) - კანადელი ჰოკეისტი (თავდამსხმელი), ყველა დროის ერთ-ერთი საუკუეთესო მოთამაშე ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (დაიბადა 1939 წელს).

ჰალიბერტინი ტომას ჩანდლერ - კანადელი მწერალი (1796-1865 წწ).

ჰალიდე ედიფ ადივარი - თურქი მწერალი ქალი (1884-1964 წწ).

ჰალიდ ზია უშაქლიგილი - თურქი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1866-1964 წწ).

ჰალიკარნას ბალიქჩისი (ნამდვილი სახელი ჯევათ შაქირ ქაბააღაჩლი) - თურქი მწერალი (1886 - 1973 წწ).

ჰალიკარნასი - კარიის ცნობილი ქალაქი ძველად, მდებარეობდა მცირე აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (ახლანდელი ბოდრუმი, თურქეთი). დააარსეს დორიელებმა დაახლოებით ძვ.წ.აღ. 1200 წელს.

ჰალიკარნასის მავზოლეუმი - კარიის მეფის (მმართველის) მავსოლეს (გარდაიცვალა ძვ.წ.აღ. 353 წელს) სამარხი, მსოფლიოს ერთ-ერთი შვიდ საოცრებათაგანი.

ჰალირი ჰანს - გერმანელი ბოტანიკოსი (1868-1932 წწ).

ჰალიტი (ბერძნ.) - მინერალი, ქვამარილი, ქლოროვანი ნატრიუმი; მისგან იღებენ სოდას, ქლორს, მწვავე ნატრს, მარილმჟავას და სხვა. ფართოდ გამოიყენება კვების, კერამიკის, ტყავის მრეწველობაში, მეტალურგიაში, მედიცინაში და სხვა.

ჰალიფაქსი

1) ქალაქი კანადაში, ახალი შოტლანდიის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

2) ქალაქი დიდი ბრიტანეთის უესტ-იორქშირის საგრაფოში.

ჰალიფაქსი ედუარდ ფრედერიკ ლინდლი ვუდ (1925 წლიდან ბარონი ირვინი) - ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე (1881-1959 წწ).

ჰალმაჰერა (ჯაილოლო) - კუნძული მოლუკის არქიპელაგში, ეკუთვნის ინდონეზიას.

ჰალმსტადი - ქალაქი-პორტი შვედეთში, ჰალანდის ლენის ადმინისტრაციული ცენტრი (80 ათასი).

ჰალო (ბერძნ.) - ოპტიკური მოვლენა - თეთრი ან ცისარტყელასებრი წრეები (ცრუ მზე, ცრუ მთვარე). გამოჩნდება ხოლმე ატმოსფეროში შეტივტივებული ყინულის პაწაწინა კრისტალებში სინათლის გარდატეხისა და არეკვლის შედეგად.

ჰალოგენი (ბერძნ.) - ზოგი ქიმიური ელემენტი (ფთორი, ქლორი, ბრომი ან იოდი), რომელიც ბუნებაში მხოლოდ მარილების სახით გვხვდება.

ჰალოგენური - ჰალოგენთან დაკავშირებული.

ჰალოიდი (ბერძნ.) - იგივეა, რაც ჰალოგენი.

ჰალონენი პეკა - ფინელი ფერმწერი (1865-1933 წწ).

ჰალონენი ტარია კაარინა - ფინეთის მე-11 პრეზიდენტი (ქალი) 2000 წლის 1 მარტიდან (დაიბადა 1943 წელს).

ჰალოფიტები (ბერძნ.) - მცენარეები, რომლებიც ხარობენ ძალიან მლაშე ნიადაგებზე.

ჰალსი რასელ - ამერიკელი ასტრონომი, 1993 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1950 წელს).

ჰალსი ფრანს - ჰოლანდიელი ფერმწერი (1581-სა და 1585-ს შორის - 1666 წწ).

ჰალსი (ჰოლანდ.)

1) გემის მდგომარეობა ქარის მიმართ.

2) გზის ის მონაკვეთი, რომელზედაც გემი პერიოდულად იცვლის მიმართულებას.

3) გემსართავი, რომლითაც ანძაზე დამაგრებულია იალქნის ქვედა კუთხე.

ჰალსტუხი (გერმ.) - ქსოვილის ზოლი, ლენტი, რომელსაც გარკვეული წესით იკეთებენ ყელზე (პერანგის საყელოზე); ყელსახვევი.

ჰალურგია (ბერძნ.) - ქიმიური ტექნოლოგიის სახეობა, რომელიც გამოიმუშავებს სხვადასხვა მარილის მიღების წესებს.

ჰალუცინაცია (ლათ.) - მცდარი მხედველობითი, სმენითი, ყნოსვითი ან შეხებითი აღქმა, რომელიც გამოწვეულია ტვინის მოქმედების დარღვევით.

ჰალფვინდი (ჰოლანდ.) - იალქნიანი გემის კურსი, რომლის დროსაც მისი დიამეტრული სიბრტყე ქარის მიმართულების ხაზთან 90 გრადუსიან კუთხეს ქმნის.

ჰალშტატის კულტურა - ადრეული რკინის ხანის (ძვ.წ.აღ. X-V სს). კულტურა ილირიული და კელტური ტომებისა; გავრცელებული იყო შუა ევროპის სამხრეთ ნაწილში (ავსტრიის ქალაქ Halstatt-ის სახელის მიხედვით).

ჰამა - ქალაქი დასავლეთ სირიაში, ამავე სახელწოდების მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი (170 ათასი).

ჰამაგუტი იუკიო - იაპონიის პრემიერ-მინისტრი 1929-31 წლებში (1870-1931 წწ).

ჰამადა (არაბ.) - უდაბნოს ქვიანი სივრცეები საჰარაში.

ჰამადა-ელ-ჰამრა - პლატო ლიბიაში.

ჰამადანი - ქალაქი დასავლეთ ირანში, ამავე სახელწოდების ოსთანის ადმინისტრაციული ცენტრი (350 ათასი).

ჰამადრილი (ბერძნ.) - მაიმუნი პავიანების ჯგუფისა; ბინადრობს აფრიკაში და არაბეთის ნახევარკუნძულზე.

ჰამაკი (ფრანგ) - ბადისებურად მოქსოვილი ჩამოსაკიდი საწოლი.

ჰამამაცუ - ქალაქი იაპონიის სიძუოკის პრეფექტურაში, კუნძულ ჰონსიუზე (560 ათასი).

ჰამანი იოჰან გეორგ - გერმანელი ფილოსოფოსი, მწერალი (1733-1780 წწ).

ჰამანი რიხარდ - გერმანელი ხელოვნების ისტორიკოსი (1879-1961 წწ).

ჰამარშელდი დაგ იალმარ - შვედეთის სახელმწიფო მოღვაწე, 1953 წლიდან გაერო-ს გენერალური მდივანი, დაიღუპა ავიაკატასტროფაში (1905-1961 წწ).

ჰამარშელდი კნუტ იალმარ ლეონარდ - შვედეთის სახელმწიფო მოღვაწე (1862-1953 წწ).

ჰამაშ-თოთოლეში - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ჰამბერსაიდი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში (ინგლისი).

ჰამბურგერი ენიო - უნგრეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1883-1936 წწ).

ჰამბურგი - ქალაქი-პორტი გერმანიაში, მდინარე ელბაზე (ჩრდილოეთის ზღვიდან 110 კმ), ამავე სახელწოდების მხარის ადმინისტრაციული ცენტრი (1,7 მილიონი).

ჰამელნი - ქალაქი გერმანიის ქვემო საქსონიის მხარეში.

ჰამენეი (ჰოსეინ ჰამენეი) სეიდ ალი - ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელი 1989 წლიდან, აიათოლა (შიიტების უმაღლესი სასულიერო წოდება); ირანის პრეზიდენტი 1981-87 წლებში (დაიბადა 1939 წელს).

ჰამერიკი (ნამდვილი გვარი ჰამერიხი) ასგერ - დანიელი კომპოზიტორი (1843-1923 წწ).

ჰამერ-პურგშტალი იოზეფ ფონ - ავსტრიელი აღმოსავლეთმცოდნე და დიპლომატი (1774-1856 წწ).

ჰამერსლი - ქედი ავსტრალიაში.

ჰამერსმითი - დიდი ლონდონის საქალაქო ოლქი (დიდი ბრიტანეთი).

ჰამერფესტი - ქალაქი-პორტი ნორვეგიის ფინმარკის ფიულკეში.

ჰამზა ალ-ისფაჰანი აბუ აბდ ალ-ლაჰ იბნ ალ-ჰასანი - ირანელი ისტორიკოსი და ფილოლოგ-ლექსიკოგრაფი; წერდა არაბულ ენაზე (დაახლოებით 893 - 961-სა და 971-ს შორის).

ჰამზა ჰაქიმ-ზადე ნიაზი - უზბეკი მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე, უზბეკეთის სახალხო პოეტი (1889-1929 წწ).

ჰამზა (ჰამზააბადი) - ქალაქი უზბეკეთის ფერღანის ოლქში.

ჰამზათ-ბეგი - დაღესტნის მეორე იმამი, მიურადიზმის აქტიური მიმდევარი (1789-1834 წწ).

ჰამზათოვი რასულ - დაღესტნის სახალხო პოეტი (1923-2003 წ).

ჰამი - ქალაქი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში.

ჰამიდ ალ-დინი აბუ ბაქრ უმარ მაჰმუდ - სპარსულენოვანი ავღანელი და ტაჯიკი მწერალი (გარდაიცვალა 1164 წელს).

ჰამიდიე - არალეგალური საკავალერიო ნაწილები, რომლებიც აღმოსავლეთ ანატოლიის ქურთული ტომებისაგან ჩამოაყალიბა ოსმალეთის სულთანმა აბდულჰამიდ II-მ, მათი დახმარებით მოხდა სომხების მასობრივი ჟლეტა 1894-96 წლებში.

ჰამიდ ღულამი (ნამდვილი გვარი ღულამოვი) - უზბეკეთის სახალხო მწერალი (დაიბადა 1919 წელს).

ჰამილკარ ბარკა - კართაგენის მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე (გარდაიცვალა ძველი წ.აღ. 229 წელს).

ჰამილტონი

1) მდინარე, იხილე ჩერჩილი2.

2) ქალაქი, ბერმუდის კუნძულების ადმინისტრაციული ცენტრი, დიდი ბრიტანეთის სამფლობელო.

3) ქალაქი კანადის ონტარიოს პროვინციაში.

4) ქალაქი აშშ-ს ოჰაიოს შტატში.

5) ქალაქი ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე.

ჰამილტონი ალეგზანდერ - აშშ-ს სახელმწიფო მოღვაწე (1757-1804 წწ).

ჰამილტონი უილიამ როუან - ირლანდიელი მათემატიკოსი (1805-1865 წწ).

ჰამლინი - ფორთოხლის ჯიში ამერიკული წარმოშობისა.

ჰამო - იგივეა, რაც ჰაამო.

ჰამონდი - ქალაქი აშშ-ს ინდიანის შტატში.

ჰამპერდინკი ენგელბერტ (ნამდვილი სახელი და გვარი დორსი არნოლდ ჯორჯი) - ინგლისელი მომღერალი (დაიბადა 1936 წელს).

ჰამრაევი რაზაყ - უზბეკი მსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1910-1981 წწ).

ჰამსუნი (ნამდვილი გვარი პედერსენი) კნუტ - ნორვეგიელი მწერალი (1859-1952 წწ).

ჰამჰინი - ქალაქი ჩრდილოეთ კორეის ჰამგიონ-ნამდოს პროვინციაში (550 ათასი).

ჰანა ჟორჟ - არაბი საზოგადო მოღვაწე და მწერალი (ლიბანი) (1891-1969 წწ).

ჰანაუ - ქალაქი გერმანიის ჰესენის მხარეში.

ჰანბალიტები - სუნიტური ისლამის ერთ-ერთი თეოლოგიურ-იურიდიული სკოლის (მაზჰაბის) მიმდევრები.

ჰანგანი - მდინარე სამხრეთ კორეაში, ერთვის ყვითელი ზღვის კინხვამანის ყურეს.

ჰანგი (სპარს.) - სიმღერის, მუსიკის კილო; მელოდია.

ჰანდელსმანი მარცელი - პოლონელი ისტორიკოსი (1882-1945 წწ).

ჰანდიკაპი (ინგლ.)

1) რაიმე სპორტულ შეჯიბრებაში შედარებით სუსტი მონაწილისთვის მიცემული უპირატესობა.

2) დოღი, რომელშიც სხვადასხვა ასკის ცხენები მონაწილეობენ.

ჰანდშპუგი (ინგლ.) - ხის ან ლითონის ბერკეტი გემზე სიმძიმეების ასაწევად.

ჰანემანი სამუელ - გერმანელი ექიმი (1755-1843 წწ).

ჰანზა (გერმ.) - შუა საუკუნეების ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქების სავაჭრო და პოლიტიკური კავშირი.

ჰანზემანი დავიდ იუსტუს ლუდვიგ - პრუსიის მინისტრ-პრეზიდენტი 1848 წლის ივლის-სექტემბერში (1790-1864 წწ).

ჰანზენი პეტერ ანდრეას - გერმანელი ასტრონომი და გეოდეზისტი (1795-1874 წწ).

ჰანი

ჰანზენი გორო - იაპონელი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე (1901-1990 წწ).

ჰანზენი ოტო - გერმანელი ფიზიკოსი და რადიოქიმიკოსი (1879-1968 წწ).

ჰანიბალი ბარკა - კართაგენის მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე (ძვ.წ.აღ. 247 ან 246 - 183 წწ).

ჰანიფიზმი - რელიგიური მონოთეისტური მოძრაობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც აღმოცენდა ისლამამდელ არაბეთში და განიცადა იუდაიზმისა და ქრიტიანობის გავლენა.

ჰანკელი ჰერმან - გერმანელი მათემატიკოსი (1839-1873 წწ).

ჰანკო

1) ნახევარკუნძული ფინეთში.

2) ქალაქი ფინეთის უუსიმაის ლიანში.

ჰანკოკი ჯონ - აშშ-ს პოლიტიკური მოღვაწე (1737-1793 წწ).

ჰანოვერების დინასტია - ინგლისის სამეფო დინასტია (1714-1901 წწ).

ჰანოვერი - ქალაქი გერმანიაში, ქვემო საქსონიის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი (520 ათასი).

ჰანოი - ვიეტნამის დედაქალაქი. დაარსებულია V საუკუნეში, ვიეტნამის სახელმწიფოს დედაქალაქად ითვლება XI საუკუნიდან (2,1 მილიონი).

ჰანონი

1) (ჰანონ მეზღვაური) - კართაგენის ფლოტის უფროსი (ძვ.წ.აღ. VII-VI სს).

2) (ჰანონ დიდი) - კართაგენელი სარდალი (ძვ.წ.აღ. III ს).

ჰანსვურსტი (გერმ.) - გერმანული თოჯინების თეატრის პერსონაჟი, უფრო ხშირად - ტაკიმასხარა.

ჰანსენი ალუინ - ამერიკელი ეკონომისტი (1887-1976 წწ).

ჰანსენი ენს ანდერსენ - დანიის პოლიტიკური მოღვაწე (1806-1877 წწ).

ჰანსენი მარტინ ალფრედ - დანიელი მწერალი (1909-1955 წწ).

ჰანსენი ჰანს კრისტიან - დანიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1906-1960 წწ).

ჰანსლიკი ედუარდ - ავსტრიელი მუსიკის კრიტიკოსი (1825-1904 წწ).

ჰანსონი ლარს - შვედი მსახიობი (1886-1965 წწ).

ჰანსონი პერ ალბინ - შვედეთის პრემიერ-მინისტრი 1932-46 წლებში (1885-1946 წწ).

ჰანტელი (გერმ.) - სატანვარჯიშო იარაღი - თუჯის ორი ბირთვი, რომლებიც ერთმანეთთან მოკლე მრგვალი ტარით არის შეერთებული.

ჰანტერი - მდინარე ავსტრალიაში, ერთვის ტასმანის ზღვას.

ჰანტი ჯეიმზ ჰენრი ლი - ინგლისელი პუბლიცისტი, მწერალი და პოეტი (1784-1859 წწ).

ჰანტინგდონი - ადმინისტრაციული ოლქი დიდი ბრიტანეთის კემბრიჯშირის საგრაფოში.

ჰანტინგდონშირი - ყოფილი საგრაფო დიდ ბრიტანეთში.

ჰანტინგტონი - ქალაქი აშშ-ს დასავლეთ ვირჯინიის შტატში.

ჰანტინგტონი ელზუორთ - ამერიკელი გეოგრაფი (1876-1947 წწ).

ჰანტინგტონ-ბიჩი - ქალაქი აშშ-ს კალიფორნიის შტატში (180 ათასი).

ჰანტსვილი - ქალაქი აშშ-ს ალაბამის შტატში (290 ათასი).

ჰანტსმანი ბენჯამინ - ინგლისელი მეტალურგი (1704-1776 წწ).

ჰანუშკიევიჩი ადამ - პოლონელი მსახიობი და რეჟისორი (დაიბადა 1924 წელს).

ჰანფორდი - ქალაქი აშშ-ს ვაშინგტონის შტატში.

ჰანჩარი ფრანც - ავსტრიელი არქეოლოგი (1893-1968 წწ).

ჰაპლოიდი - ორგანიზმი, რომელსაც სომატურ უჯრედებში აქვს ქრომოსომათა ჰაპლოიდური კომპლექტი, რომელიც დიპლოიდი ან პოლიპლოიდი მშობლის ქრომოსომათა ნაკრების ნახევარია.

ჰაპტოტროპიზმი (ბერძნ.) - ზოგი (მცოცავი და ხვიარი) მცენარის რეაქცია მაგარ სხეულთან შეხებისას, რაც გამოიხატება ორგანოების მოხრით.

ჰარა ტაკასი - იაპონიის პოლიტიკური მოღვაწე, ადვოკატი (1856-1921 წწ).

ჰარაბა - XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვარი, ააგო სოფელ სავანის წმინდა გიორგის ეკლესია.

ჰარაკირი (იაპონ.) (სეპუკუ) - თვითმკვლელობის წესი იაპონიაში - მუცლის გამოფატვრა (გავრცელებულია სამურაებში).

ჰარალდ I (ჰორფაგერი) - ნორვეგიის კონუნგი (მეფე) (დაახლოებით 890 - 940 ან 945 წწ).

ჰარამხანა (არაბ.-სპარს.) - მდიდარი მუსლიმანის სახლში მისი ცოლებისათვის გამოყოფილი სახლი, ბინა.

ჰარანგოზო დიულა - უნგრელი ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი (1908-1974 წწ).

ჰარარე (სოლზბერი) - ზიმბაბვეს დედაქალაქი, მაშონალენდის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი; დაარსებულია 1890 წელს (1,2 მილიონი).

ჰარარი (ჰარერი) - ქალაქი აღმოსავლეთ ეთიოპიაში (70 ათასი).

ჰარაფა (ჰარაფის კულტურა) - ძველი ქალაქი ინდის ველზე, დასავლეთ პენჯაბში, ინდური ცივილიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი ცენტრი. მის აყვავების ხანად ითვლება ძვ.წ.აღ. 2500-2300 წლები.

ჰარაქათი - იხილე არაქათი.

ჰარგეისა - ქალაქი სომალიში, ჩრდილო-დასავლეთ ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (400 ათასი).

ჰარგიტა - ჟუდეცი ცენტრალურ რუმინეთში.

ჰარგრივზი ჯეიმზ - ინგლისელი გამომგონებელი (გარდაიცვალა 1778 წელს).

ჰარდანგერ-ფიორდი - ჩრდილოეთის ზღვის ყურე ნორვეგიის სანაპიროსთან.

ჰარდენბერგი კარლ ავგუსტ - პრუსიის სახელმწიფო მოღვაწე (1750-1822 წწ).

ჰარდენი ართურ - ინგლისელი ბიოქიმიკოსი, 1929 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჰ.ეილერ-კელპინთან ერთად (1865-1940 წწ).

ჰარდი გოდფრიდ ჰაროლდ - ინგლისელი მათემატიკოსი (1877-1947 წწ).

ჰარდი ტომას - ინგლისელი მწერალი (1840-1928 წწ).

ჰარდი ჯეიმზ კირ - დიდი ბრიტანეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, რეფორმისტი (1856-1915 წწ).

ჰარდი ჯორჯ - საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობის მოღვაწე (1884-1975 წწ).

ჰარდინგი უორენ - აშშ-ს 29-ე პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიიდან 1921-23 წლებში (1865-1923 წწ).

ჰარდტი (ჰარტი) - მთები გერმანიაში.

ჰარერი - ქალაქი ეთიოპიაში, ჰარერის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (65 ათასი).

ჰარვეი უილიამ - იხილე ჰარვი უ.

ჰარვარდის უნივერსიტეტი - აშშ-ს უძველესი უნივერსიტეტი კემბრიჯში (მასაჩუსეტსის შტატი); დაარსდა 1636 წელს როგორც კოლეჯი.

ჰარვი უილიამ - ინგლისელი ექიმი, ფიზიოლოგი და ემბრიოლოგი (1578-1657 წწ).

ჰარი (ჯამბი) - მდინარე ინდონეზიაში, ერთვის ბერჰალის სრუტეს (სიგრძე - 600 კილომეტრი).

ჰარიანა - შტატი ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში, ადმინისტრაციული ცენტრი - ჩანდიგარჰი.

ჰარიმანი უილიამ ავერელ - აშშ-ს პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი (1891-1980 წწ).

ჰარინგტონი ჯეიმზ - ინგლისელი პუბლიცისტი (1611-1677 წწ).

ჰარინგეი - დიდი ლონდონის საქალაქო ოლქი (დიდი ბრიტანეთი).

ჰარიოტი ტომას - ინგლისელი მათემატიკოსი (1560-1621 წწ).

ალ-ჰარირი აბუ მუჰამად ალ-კასიმ იბნ ალ ალ-ბასრი - არაბი მწერალი (1054-1122 წწ).

ჰარირუდი - მდინარე ავღანეთსა და ირანში.

ჰარისბერგი - ქალაქი აშშ-ს აღმოსავლეთ ნაწილში, პენსილვანიის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (590 ათასი).

ჰარისი ართურ ტრავერზ - დიდი ბრიტანეთის ავიაციის მთავარი მარშალი (1892-1980 წწ).

ჰარისი სეიმურ ედუინ - ამერიკელი ეკონომისტი (1897-1976 წწ).

ჰარისი ჯოუელ ჩანდლერ - ამერიკელი მწერალი (1848-1908 წწ).

ჰარის იბნ ჰილიზა (ალ ჰარის იბნ ჰილიზა ალ-იაშკური) - ისლამამდელი არაბი პოეტი (გარდაიცვალა დაახლოებით 570 წელს).

ჰარისონი ბენჯამინ - აშშ-ს 23-ე პრეზიდენტი რესპუბლიკელთა პარტიიდან 1889-93 წლებში (1833-1901 წწ).

ჰარისონი როს გრენვილ - ამერიკელი ბიოლოგი (1870-1959 წწ).

ჰარისონი უილიამ ჰენრი - აშშ-ს მე-9 პრეზიდენტი 1841 წლის მარტ-აპრილში (1773-1841 წწ).

ჰარისონი უოლეს კერკმენ - ამერიკელი არქიტექტორი (1895-19801 წწ).

ჰარიქა - იგივეა, რაც არიქა.

ჰარკნისი მარგარეტ (ფსევდონიმი - ჯონ ლო) - ინგლისელი მწერალი ქალი (XIX საუკუნე).

ჰარლემი

1) ქალაქი ნიდერლანდში, ჩრდილოეთ ჰოლანდიის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (150 ათასი).

2) ზანგთა უბანი აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკში, კუნძულ მანჰეტენზე.

ჰარლემერმერი - ქალაქი ნიდერლანდის ჩრდილოეთ ჰოლანდიის პროვინციაში.

ჰარლინგენი - ქალაქი აშშ-ს ტეხასის შტატში.

ჰარმაშ-კერეში - კერეშის ერთ-ერთი უნგრული სახელწოდება.

ჰარმონია

1) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არესისა და აფროდიტეს ქალიშვილი, კადმოსის მეუღლე, ჯადოსნური სამკაულების მფლობელი, რომლებიც ბოლოს დელფოს სამისნოს შესწირეს.

2 (ბერძნ.)მთელის ნაწილების სწორი შეხამება, შეთანხმებულობა, თანაზომიერება.

3) მუსიკაში - ტონების კანონზომიერი შეხამება ერთდროული ჟღერადობის დროს.

4) მუსიკის თეორიის ნაწილი - მოძღვრება კომპოზიციაში ჟღერადობის სწორი აგების შესახებ.

5) ერთსულოვნება.

ჰარმონიზაცია (ჰარმონიზება) - მუსიკაში - მელოდიისათვის შესაფერისი ჰარმონიული თანხლების მიწერა; ნასესხები მელოდიის საფუძველზე მუსიკალური ნაწარმოების შექმნა.

ჰარმონიული

1) ჰარმონიაზე დამყარებული, მწყობრად შეხამებული.

2) შეხმატკბილებული, ერთსულოვანი.

ჰარნაკი ადოფ - გერმანელი თეოლოგი (1851-1930 წწ).

ჰარნი ჯორჯ ჯულიან - ინგლისის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1817-1897 წწ).

ჰაროგიტი - ადმინისტრაციული ოლქი დიდი ბრიტანეთის ნორთ-იორქშირის საგრაფოში (ინგლისი).

ჰაროდი როი ფორბზ - ინგლისელი ეკონომისტი (1900-1978 წწ).

ჰაროუ - დიდი ლონდონის საქალაქო ოლქი (ინგლისი, დიდი ბრიტანეთი).

ჰარპაგონი - ზოგჯერ იტყვიან ძუნწი ადამიანის აღსანიშნავად (მოლიერის კომედია „ძუნწის“ მთავარი პერსონაჟის მიხედვით).

ჰარპიები

1) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თოვლის, ფანტელების და ქარბუქის ღვთაებანი, მტაცებელი გოგოჩიტები, ფრთოსანი ღმერთქალები. ითვლებოდნენ უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანის მომტაცებლებად.

2) (გადატანით) ავი დედაკაცი.

3) დიდი მტაცებელი ფრინველი; გავრცელებულია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში.

4) ერთგვარი ღამურა; ბინადრობს ინდოეთში და მალაის არქიპელაგზე.

ჰარპიუსი (ჰოლანდ.) - ფისი, რომელსაც იღებენ წიწვოვანი ხეების ძივთისაგან (თხელი გამჭვირვალე ნივთიერებისგან).

ჰარპოკრატე - ძველეგვიპტური ღმერთის - ჰორას - ბერძნული სახელი, იგი არის ოსირისის და ისიდას ვაჟი; მოგვიანებით ბერძნებმა და რომაელებმა დუმილის ღმერთად აღიარეს.

ჰარპუნი (ჰოლანდ.) - სატყორცნი იარაღი (ჭვილთი, ბარჯი), რომელსაც იყენებენ ვეშაპებსა და დიდ თევზებზე სანადიროდ.

ჰარპუნიორი (ფრანგ.) - ჰარპუნის მსროლელი.

ჰარსპრონგეტი - ჩანჩქერი მდინარე სტურა-ლულე-ელვიზე (შვედეთი).

ჰარტალი - ყოველგვარი საქმიანობის შეწყვეტა ინდოეთში რაიმეს მიმართ პროტესტის ნიშნად; საყოველთაო გაფიცვა.

ჰარტბლეი (უფრო სწორია ჰარტბლაი) (გერმ.) - ტყვიისა და სურმის შენადნობი, რომელიც მიიღება როგორც თანაპროდუქტი ტყვიის მადნის გამოდნობისას; იყენებენ საკისართა შენადნობების, ჰარტის (მნიშვნელობა 1) დასამზადებლად, ტყვიისა და საფანტის ჩამოსასხმელად.

ჰარტი იულიუს - გერმანელი მწერალი და კრიტიკოსი (1859-1930 წწ).

ჰარტი ფრანსის ბრეტ (ბრეტ ჰარტი) - ამერიკელი მწერალი (1836-1902 წწ).

ჰარტი ჰაინრიხ - გერმანელი მწერალი და კრიტიკოსი (1855-1906 წწ).

ჰარტი

1) იხილე ჰარდტი.

3) (გერმ.) ტყვიის, კალისა და სურმის შენადნობი, რომელსაც იყენებდნენ სასტამბო შრიფტის ჩამოსასხმელად.

4) გაცვეთილი, დამტვრეული შრიფტი, რომელსაც ადნობდნენ ახალი შრიფტის ჩამოსასხმელად.

ჰარტკე ვერნერ - გერმანელი ისტორიკოსი (1907-1990 წწ).

ჰარტლაინი ჰოულდენ კეფერ - ამერიკელი ფიზიოლოგი და ბიოფიზიკოსი, 1967 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1903-1983 წწ).

ჰარტლებენი ოტო ერიხ - გერმანელი მწერალი (1864-1905 წწ).

ჰარტლი დეივიდ - ინგლისელი მოაზროვნე, ფსიქოლოგი (1705-1757 წწ).

ჰარტლი ლესლი - ინგლისელი მწერალი (1895-1972 წწ).

ჰარტლპული - ქალაქი დიდი ბრიტანეთის კლივლენდის საგრაფოში (ინგლისი).

ჰარტმანი ედუარდ - გერმანელი ფილოსოფოსი (1842-1906 წწ).

ჰარტმანი იოჰან პეტერ ემილ - დანიელი კომპოზიტორი (1805-1900 წწ).

ჰარტმანი მორიც - ავსტრიელი მწერალი (1821-1872 წწ).

ჰარტმანი ნიკოლაი - გერმანელი ფილოსოფოსი (1882-1950 წწ).

ჰარტმან ფონ აუე - გერმანელი პოეტი-მინეზინგერი (დაახლოებით 1170 - 1210 წწ).

ჰარტფილდი ჯონ (ჰერცფელდი ჰელმუტ) - გერმანელი მხატვარი, პლაკატისტი და დეკორატორი (1891-1968 წწ).

ჰარტფორდი - ქალაქი აშშ-ში, კონექტიკუტის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (140 ათასი).

ჰარტფორდშირი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში (ინგლისი).

ჰარტშორნი რიჩარდ - ამერიკელი გეოგრაფი (1899-1990 წწ).

ჰარუნ არ-რაშიდი - აბასიანთა დინასტიის ხალიფა 786 წლიდან (766-809 წწ).

ჰარუნობუ სეძუკი (ჰოძუმი ძიჰეი) - იაპონელი გრაფიკოსი და ფერმწერი (1718 ან 1725 - 1770 წწ).

ჰარუსპიკები - გულთმისანი ქურუმები ძველ რომში, რომლებიც ცხოველთა შიგნეულის მიხედვით მკითხაობდნენ.

ჰარშა (სრული სახელი ჰარშავარდჰანა) - ინდოელი დრამატურგი, ჩრდილოეთ ინდოეთის მმართველი (დაახლოებით 606 - 647 წწ).

ჰარცერები (პოლონ.) - პოლონეთში ბავშვთა და ახალგაზრდათა ნებაყოფლობითი მასობრივი ორგანიზაციის წევრები კომუნისტურ ეპოქაში.

ჰარცი - მთის მასივი გერმანიაში.

ჰასაკი - იხილე ასაკი.

ჰასან II მულაი ჰასან ალაუი - მაროკოს მეფე 1961 წლიდან (დაიბადა 1929 წელს).

ჰასან-ბეგ რუმლუ - ირანელი ისტორიკოსი (დაახლოებით 1530 - XVI ს 70-იანი წლების დასასრული).

ჰასანი საიდ ნურულ - ინდოელი ისტორიკოსი (დაიბადა 1921 წელს).

ჰასან-ფაშა ჯაყელი - ახალციხის (ჩილდირის) ფაშა 1758-67 წლებში.

ჰასდრუბალი

1) კართაგენის სარდალი და სახელმწიფო მოღვაწე (გარდაიცვალა ძვ.წ.აღ. 221 წელს).

2) კართაგენის სარდალი და სახელმწიფო მოღვაწე (გარდაიცვალა ძვ.წ.აღ. 207 წელს).

ჰასეგავა კაძუო - იაპონელი მსახიობი (1908-1990 წწ).

ჰასეგავა ტაცუნოსკე - იხილე ფტაბატეი სიმეი.

ჰასელი ოდ - ნორვეგიელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, 1969 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი დ.ბარტონთან ერთად (1897-1981 წწ).

ჰასელმანი ვილჰელმ - გერმანელი სოციალ-დემოკრატი (1844 - ?).

ჰასელტი - ქალაქი ბელგიაში, ლიმბურგის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (70 ათასი).

ჰა-სენუსერტ-პოტეპი - ძვ.წ.აღ. XIX საუკუნის დასაწყისის ქალაქი ეგვიპტეში, დაარსდა ფარაონ სენუსეტ II-ის პირამიდის მშენებლობის დროს.

ჰასი (იაპონ.) - იაპონიაში ჩხირები, რომელსაც საჭმლის ასაღებად ხმარობენ ჭამისას.

ჰასი-მესაუდი - ქალაქი ალჟირის ჯელფის ვილაიეთში.

ჰასტინგზი - იხილე ჰეისტინგზი.

ჰასუელი - კუნძული დეივისის ზღვაში (ანტარქტიკა).

ჰასუნი რიზკალა - ქრისტიანი არაბი მწერალი, განმანათლებელი (1825-1880 წწ).

ჰატ - იგივეა, რაც ჰაიტ.

ჰატა მოჰამად - ინდონეზიის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1902-1990 წწ).

ჰატალა მარტინ - სლოვაკი ენათმეცნიერი (1821-1903 წწ).

ჰატერასი - კონცხი ჩრდილოეთ ამერიკაში (აშშ).

ჰატვანი - ქალაქი უნგრეთის ჰევეშის მედიეში.

ჰატინოჰე - ქალაქი-პორტი იაპონიის აომორის პრეფექტურაში, კუნძულ ჰონსიუზე (240 ათასი).

ჰატიოძი - ქალაქი იაპონიაში, ტოკიოს ქალაქი-თანამგზავრი (480 ათასი)

ჰატოიამა იტირო - იაპონიის პრემიერ-მინისტრი 1954-56 წლებში (1883-19159 წწ).

ჰატონი ჯეიმზ - შოტლანდიელი ბუნებისმეტყველი, გეოლოგი (1727-1797 წწ).

ჰატორი სისო - იაპონელი ისტორიკოსი (1901-1956 წწ).

ჰატფილდი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის ჰარტფორდშირის საგრაფოში (ინგლისი).

ჰატშეფსუტი - ძველი ეგვიპტის დედოფალი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 1503-1480 წწ).

ჰატჰორი - ნაყოფიერების, სიყვარულის და მხიარულების ქალღმერთი ძველეგვიპტურ მითოლოგიასა და რელიგიაში, გამოსახავდნენ ძროხისთავიან ქალად.

ჰაუ - ქართული ენის შორისდებული:

1) იხმარება შორიდან დაძახებისას.

2) შეძახილი მტაცებელი ფრინველის დასაფრთხობად.

ჰაუ ჯორჯ უილიამ ოზბორნ - ინგლისელი რადიოტექნიკოსი (1875-1960 წწ).

ჰაუარდი ებინიზერ - ინგლისელი ქალაქთმშენებლობის თეორიტიკოსი, სოციოლოგი (1850-1928 წწ).

ჰაუბიცი (გერმ.) - ერთგვარი ქვემეხი, რომელიც ისვრის კიდულად.

ჰაუგე ჰანს ნილსენ - იხილე ჰეუგე ჰ.ნ.

ჰაუგესუნი - იხილე ჰეუგესუნი.

ჰაუგი ტურლეიფ - ნორვეგიელი სპორტსმენი (თხილამურები), 1924 წლის ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი (1894-1934 წწ).

ჰაუელზი უილიამ დინ - ამერიკელი მწერალი (1837-1920 წწ).

ჰაუელზი უილიამ უაიტ - ამერიკელი ანთროპოლოგი (1908-1990 წწ).

ჰაუერი რუტგერ - ნიდერლანდელ-ამერიკელი მსახიობი (დაიბადა 1941 წელს).

ჰაუკე (ჰაუკე-ბოსაკი) იუზეფ - პოლონელი რევოლუციონერი (1834-1871 წწ).

ჰაუკივესი - ტბა ფინეთში.

ჰაუნსლოუ - დიდი ლონდონის საქალაქო ოლქი (ინგლისი, დიდი ბრტიანეთი).

ჰაუპტვახტი (გერმ.) - დაპატიმრებულ სამხედრო მოსამსახურეთა მოსათავსებელი სადგომი, შენობა.

ჰაუპტმანი (გერმ.) - ვერმახტში - კაპიტანი.

ჰაუპტმანი გერჰარტ - გერმანელი დრამატურგი (1862-1946 წწ).

ჰაუპტმანი ჰერბერტ აარონ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1985 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი დ.კარლესთან ერთად (დაიბადა 1917 წელს).

ჰაურა - ქალაქი-პორტი ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში.

ჰაუსა -ხალხი დასავლეთ სუდანსა და ნიგერიაში (საერთო რაოდენობა 30 მილიონზე მეტი).

ჰაუსდორფი ფელიქს - გერმანელი მათემატიკოსი (1868-1942 წწ).

ჰაუსი ედუარდ მანდელ - ამერიკელი დიპლომატი (1858-1938 წწ).

ჰაუსტორიები - მცენარის ერთუჯრედიანი ან მრავალუჯრედიანი წარმონაქმნები, რომლებითაც ხდება ამა თუ იმ ნივთიერების შეწოვა.

ჰაუსჰოფერი კარლ - გერმანელი გეოპოლიტიკოსი (1869-1946 წწ).

ჰაუფი ვილჰელმ - გერმანელი მწერალი (1802-1827 წწ).

ჰაუხი იოჰანეს კარსტენ - დანიელი მწერალი (1790-1872 წწ).

ჰაფელი - მდინარე გერმანიაში, მდინარე ელბის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 341 კილომეტრი).

ჰაფეზ ასადი - იხილე ასადი ჰ.

ჰაფეზი შამს ედ-დინ მუჰამად შირაზი - სპარსული პოეზიის კლასიკოსი (დაახლოებით 1320 - 1389 ან 1390 წწ).

ჰაფიზაბადი - ქალაქი პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში.

ჰაფიზ ალი აბუ ღადარ ალი-ფაშა - ერაყის გამგებელი; წარმოშობით ქართველი (დაახლოებით 1762-1807 წწ).

ჰაფიზი - ტაჯიკეთში ხალხური მოლექსის აღმნიშვნელი ტერმინი.

ჰაფიზი აბრუ (ნამდვილი სახელი - აბდ ალ-ლაჰ იბნ ლუტფ ალ-ლაჰ იბნ აბდ ალ-რაშიდ ალ-ბიჰდადინი) - ირანელი ისტორიკოსი და გეოგრაფი (გარდაიცვალა 1430 ან 1431, სხვა მონაცემებით 1451 წელს).

ჰაფიზ იბრაჰიმი - არაბი პოეტი (ეგვიპტე) (1871 - 1932 წწ).

ჰაფნიუმი (Hf) - ქიმიური ელემენტი, რომელიც თავისი თვისებებით ახლოს დგას ცირკონიუმთან. ატომური ნომერი 72, ატომური მასა 178,49. აღმოჩენილ იქნა 1923 წელს დანიელი დ.კოსტერის და უნგრელი დ.ჰევეშის მიერ. მისგან ამზადებენ ვარვარის ნათურის ძაფებს, სატელევიზიო ელექტრონმილაკებს (სახელი ეწოდა ქალაქ კოპენჰაგენის ლათინური სახელწოდების Hafnia-ს მიხედვით).

ჰაფსთა - რკინიგზის ბაქანი გუდაუთა-ზვანდრიფშის გადასარბენზე.

ჰაფსიდები - ტუნისის ბერბერული წარმოშობის ფეოდალური დინასტია 1229-1574 წლებში.

ჰაფსტეინი ჰანეს - ისლანდიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1861-1922 წწ).

ჰაფუნი (რას-ჰაფუნი) - კონცხი სომალიში.

ჰაფშირა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ჰაქიმი - ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში ოლქის ან მხარის მმართველი, გუბერნატორი, არბიტრი-მოსამართლე, შუაკაცი.

ჰაქსი პეტერ - გერმანელი დრამატურგი (დაიბადა 1928 წელს).

ჰაქსლი ენდრიუ ფილდინგ - ინგლისელი ფიზიოლოგი, 1963 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჯ.კ ექსლისთან და ლ.ჰოჯკინთან ერთად (დაიბადა 1917 წელს).

ჰაქსლი ოლდოს ლენარდ - ინგლისელი მწერალი (1894-1963 წწ).

ჰაქსლი ტომას ჰენრი - ინგლისელი ბუნებისმეტყველი (1825-1895 წწ). 4) ჯულიან სორელ - ინგლისელი ბიოლოგი, ფილოსოფოსი (1887-1975 წწ).

ჰაქსტჰაუზენი ავგუსტ - ბარონი, პრუსიელი ჩინოვნიკი (1792-1866 წწ).

ჰაქშა - იხილე აქშა.

ჰაშდეუ ბოგდან პეტრიჩეიკუ - რუმინელი და მოლდაველი მწერალი, ფილოლოგი, პუბლიცისტი (1836-1907 წწ).

ჰაშედი ფარჰად - ტუნისის პოლიტიკური მოღვაწე (1914-1952 წწ).

ჰაშეკი იაროსლავ - ჩეხი მწერალი (1883-1923 წწ).

ჰაშემი-რაფსანჯანი ალი აქბარ - ირანის პრეზიდენტი 1989-1997 წლებში (დაიბადა 1934 წელს).

ჰაშიმიტები - მმართველი დინასტია არაბული აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში.

ჰაშიში (არაბ.) - აღმაგზნებელი ნარკოტიკული ნივთიერება, რომელსაც იღებენ ინდური კანაფისგან.

ჰაჩბოტი (ინგლ.) - ერთგვარი პატარა გემი, აქვს ლიუკები და დასაშლელი გემბანი.

ჰაჩინსონი ჯონ - ინგლისელი ბოტანიკოსი (1884-1972 წწ).

ჰაჩისონი ფრანსის - შოტლანდიელი ფილოსოფოსი (1694-1747 წწ).

ჰახა ემილ - ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფო მოღვაწე (1872-1945 წწ).

ჰახმანი როლფ - გერმანელი არქეოლოგი (დაიბადა 1917 წელს).

ჰაჯარი - იგივე ომანის მთები.

ჰაჯი (არაბ.) - საპატიო ტიტული მუსლიმანისა, რომელიც ნამყოფია სალოცავად მექაში.

ჰაჯი აჰმედ-ფაშა ჯაყელი - ახალციხის (ჩილდირის) ვილაიეთის ფაშა 1745-58 წლებში.

ჰაჯიბეი - უკრაინის ქალაქ ოდესის თურქული სახელი 1795 წლამდე.

ჰაჯიბეილი ვალერია ქერიმის ასული - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1914-1995 წწ).

ჰაჯიბეკოვი უზეირ - აზერბაიჯანელი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1885-1948 წწ).

ჰაჯი-გირეი - ხანი, ყირიმის სახანოს დამაარსებელი, გირეიების დინასტიის ფუძემდებელი (გარდაიცვალა 1466 წელს).

ჰაჯი დიმიტრი (ნამდვილი სახელი და გვარი - დიმიტრ ნიკოლოვ ასენოვი) - ბულგარეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მონაწილე (1840-1868 წწ).

ჰაჯი ისმაილი - შეიხი, ეფენდი, იმამი სოფელ ქურდემარიდან (შირვანი), აღმოსავლეთ კავკასიაში მიურიდიზმის (ტარიკათის) ერთ-ერთი პირველი იდეოლოგი.

ჰაჯილარი - ნეოლით-ენეოლითის ხანის მრავალფენიანი ნამოსახლარი სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში.

ჰაჯი-მურატი - დაღესტნისა და ჩეჩნეთის მთიელთა განმათავისუფლებელი ბრძოლის მონაწილე, ავართა სახანოს ერთ-ერთი მმართველი (დაახლოებით 1790-1852 წწ).

ჰაჯი სალეჰ-ფაშა ჯაყელი - ახალციხის (ჩილდირის) ფაშა 1824-25 წლებში.

ჰაჯ ომარი - ტუკულერების (ფულბეს ერთ-ერთი ხალხის) სახელმწიფოს დამაარსებელი დასავლეთ აფრიკაში (1797-1864 წწ).

12.2 ჰე

▲ზევით დაბრუნება


ჰე - შორისდებული - გამოხატავს მიმართვას, მოწოდებას.

ჰებარი კატინჯერი კრიშნა - ინდოელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1912-1995 წწ).

ჰებე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სიყმაწვილის ღმერთქალი, ზევსისა და ჰერას ქალიშვილი, რომელსაც ღმერთებისათვის ოლიმპზე ნექტარი და ამბროსია მიჰქონდა (შეესაბამება რომაულ მითოლოგიაში იუვენტას).

ჰებელი იოჰან პეტერ - გერმანელი მწერალი (1760-1826 წწ).

ჰებელი კრისტიან ფრიდრიხ - გერმანელი დრამატურგი (1813-1863 წწ).

ჰებეფრენია - ფსიქიკური დაავადება, შიზოფრენიის ერთ-ერთი სახე.

ჰებრა ფერდინანდ ფონ - ავსტრიელი მეცნიერ-მედიკოსი (1816-1880 წწ).

ჰებრაიზმი (ბერძნ.) - ძველი ებრაული ენიდან ნასესხები სიტყვა ან გამოთქმა.

ჰებრაისტიკა - იმ მეცნიერებათა ერთობლიობა, რომლებიც სწავლობს: ძველ ებრაულ ენას, დამწერლობას, ისტორიასა და კულტურას.

ჰებრიდები - იხილე ჰებრიდის კუნძულები.

ჰებრიდის კუნძულები (ჰებრიდები) - არქიპელაგი ატლანტის ოკეანეში, ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს.

ჰებრონი - იხილე ელ-ხალილი.

ჰებუდი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ჰეგელი გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ - გერმანელი ფილოსოფოსი, კლასიკური გერმანული ფილოსოფიის წარმომადგენელი (1770-1831 წწ).

ჰეგელიანელი - ჰეგელიანელობის მიმდევარი.

ჰეგელიანელობა - მოძღვრება გერმანელი ფილოსოფოსის ჰეგელისა, რომელმაც დაამუშავა იდეალისტური დიალექტიკის თეორია.

ჰეგემონი (ბერძნ.) - პირი, რომელსაც ჰეგემონია უპყრია ხელთ; ხელმძღვანელი, ბელადი.

ჰეგემონია (ბერძნ.) - ხელმძღვანელობა, ბელადობა, ბატონობა.

ჰეგემონიზმი - ჰეგემონიისაკენ, მსოფლიო ბატონობისკენ მისწრაფება.

ჰეგენბართი იოზეფ - გერმანელი გრაფიკოსი და ფერმწერი (1884-1962 წწ).

ჰეგზამეტრი (ბერძნ.) - ძველ ბერძნულ ლექსთწყობაში - ექვსმუხლიანი დაქტილური ტაეპი.

ჰეგლუნდი ერიკ - შვედი ქიმიკოსი (1887-1959 წწ).

ჰეგლუნდი ცეტ - შვედეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1884-1956 წწ).

ჰედა ვილემ კლას - ჰოლანდიელი ფერმწერი (დაახლოებით 1594-1680 წწ).

ჰედაიათი რეზაყულიხან (ფსევდონიმი „ჩაქარი“) - ირანელი პოეტი, ფილოლოგი, ისტორიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე (1800-1871 წწ).

ჰედაიათი სადეყ - ირანელი მწერალი (1903-1951 წწ).

ჰედერი (ინგლ.) - კომბაინის სამკელი ნაწილი.

ჰედინი სვენ ანდერს - შვედი მოგზაური (1865-1952 წწ).

ჰედონიზმი - ეთიკის იდეალისტური მიმდინარეობა, რომლის მიხედვითაც ცხოვრების მიზანს წარმოადგენს უდიდესი სიამოვნება, ტკბობა.

ჰეემსკერკი იან - იხილე ჰემსკერკი ი.

ჰევეა - მარადმწვანე მცენარეთა გვარი რძიანისებრთა ოჯახისა; ერთსახლიანი ხეებია.

ჰეველიუსი (ჰეველი, ჰეველკე) იან - პოლონელი ასტრონომი (1611-1687 წწ).

ჰევეში - მედიე ჩრდილოეთ უნგრეთში.

ჰევეში დიერდ (გეორგ) - უნგრელი ქიმიკოსი, 1943 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1885-1966 წწ).

ჰევიზი - ბალნეოლოგიური კურორტი უნგრეთის ვესპრემის მედიეში.

ჰევისაიდი ოლივერ - გამოჩენილი ინგლისელი ფიზიკოს-თეორიტიკოსი და მათემატიკოსი (1850-1925 წწ).

ჰევრონი - ქალაქი ისრაელში, იერუსალიმის მახლობლად (75 ათასი).

ჰეზბოლა - ლიბანელი შიიტების რადიკალური ფუნდამენტალისტური ორგანიზაცია; შეიქმნა 1970-იანი წლების ბოლოს.

ჰეზლიტი უილიამ - იხილე ჰეიზლიტი უ.

ჰეი - შორისდებული - გამოხატავს მიმართვას, მოწოდებას.

ჰეი ჯონ მილტონ - აშშ-ს სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი (1838-1905 წწ).

ჰეიბერგი გუნარ ედვარდ - ნორვეგიელი დრამატურგი და კრიტიკოსი (1857-1929 წწ).

ჰეიბერგი იოჰან ლუდვიგ - დანიელი მწერალი (1791-1860 წწ).

ჰეიბერგი პეტერ ანდრეას - დანიელი მწერალი (1758-1841 წწ).

ჰეიგი დაგლას - გრაფი, დიდი ბრიტანეთის ფელდმარშალი (1861-1928 წწ).

ჰეიდა - შორისდებული - გამოხატავს გაკვირვებას ან წყენას.

ჰეიდენი რობერტ - ამერიკელი პოეტი (1913-1982 წწ).

ჰეიდენსტამი კარლ გუსტავ ვერნერ ფონ - შვედი მწერალი (1859-1940 წწ).

ჰეიერდალი თურ - ნორვეგიელი მეცნიერი, მოგზაური, მწერალი (1914-2002 წწ).

ჰეიერმანსი ჰერმან (ფსევდონიმი - სამუელ ფალკლანდი) - ნიდერლანდელი მწერალი (1864-1924 წწ).

ჰეივერილი - ქალაქი აშშ-ს მასაჩუსეტსის შტატში.

ჰეივუდი ტომას - ინგლისელი დრამატურგი (დაახლოებით 1570-1641 წწ).

ჰეივუდი უილიამ - აშშ-ს მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1869-1928 წწ).

ჰეივუდი ჯონ - ინგლისელი დრამატურგი (დაახლოებით 1497-1580 წწ).

ჰეიზერი - იხილე გეიზერი.

ჰეიზი რატერფორდ ბერჩარდ - აშშ-ს მე-19 პრეზიდენტი 1877-81 წლებში რესპუბლიკური პარტიიდან (1822-1893 წწ).

ჰეიზინგა იოჰან - ნიდერლანდელი ფილოსოფოს-იდეალისტი და კულტურის ისტორიკოსი (1872-1945 წწ).

ჰეიზლიტი უილიამ - ინგლისელი კრიტიკოსი და პუბლიცისტი (1778-1830 წწ).

ჰეილზი სტივენ - ინგლისელი ბოტანიკოსი და ქიმიკოსი (1677-1761 წწ).

ჰეილი ჯორჯ ელერი - ამერიკელი ასტრონომი (1868-1938 წწ).

ჰეიმანსი კორნეი ჟან ფრანსუა - ბელგიელი ფიზიოლოგი, 1938 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1892-1968 წწ).

ჰეინე-ვაგნერი ჟერმენა ლეოპილდის - ოპერის ლატვიელი მომღერალი ქალი (ლირიკულ-დრამატული ტენორი), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1923 წელს).

ჰეინესენი ვილიამ - დანიელი მწერალი (1900-1985 წწ).

ჰეინზიუსი ანტონი - ჰოლანდიის სახელმწიფო მოღვაწე (1641-1720 წწ).

ჰეიროვსკი იაროსლავ - ჩეხი ქიმიკოსი (1890-1967 წწ).

ჰეისი ფრედ - აშშ-ს მფრინავი-კოსმონავტი, 1970 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1933 წელს).

ჰეისტინგზი

1) ქალაქი დიდი ბრიტანეთის აღმოსავლეთ სასექსის საგრაფოში (ინგლისი).

2) ქალაქი ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე.

ჰეისტინგზი უორენ - ინგლისელი კოლონიური მოღვაწე (1732-1818 წწ).

ჰეიუორდი - ქალაქი აშშ-ს კალიფორნიის შტატში.

ჰეიუორტი რიტა (ნამდვილი სახელი და გვარი მარგარიტა კარმენ კანსინო) - ამერიკელი კინომსახიობი ქალი, 1940-იანი წლების ჰოლივუდის ვარსკვლავი (1918-1987 წწ).

ჰეიფეცი იაშა (იოსებ) - ამერიკელი მევიოლინე (1901-1985 წწ).

ჰეიფორდი ჯონ ფილმორ - ამერიკელი გეოდეზისტი (1868-1925 წწ).

ჰეიჰა - შეძახილი მიმართვისას.

ჰეიჰე - შორისდებული - გამოხატავს:

1) გაკვირვებას.

2) დანანებას.

ჰეკაბე (ჰეკუბა) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფრიგიის მეფის ქალიშვილი, პრიამოსის მეუღლე, რომელიც ტროის დაცემის შემდეგ ოდისევსმა ტყვედ წაიყვანა.

ჰეკაერგე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ბორეასის ქალიშვილი, რომელმაც არტემიდეს კულტი დააწესა კუნძულ დედალოსზე.

ჰეკალე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ღარიბი, სტუმართმოყვარე დედაბერი, რომელმაც გაჭირვების ჟამს თეზევსი შეიკედლა.

ჰეკა-ოკა - შეძახილი მომკელთა სიმღერაში.

ჰეკატე - ძველაღმოსავლური ღვთაება, რომელიც საბერძნეთში მიწის, ზღვის და ზეცის მპყრობელ ღვთაებად მიაჩნდათ.

ჰეკატომბე - ასი ხარის ან სხვა ცხოველის მსხვერპლად შეწირვის ჩვეულება ძველ საბერძნეთში. გადატანითი მნიშვნელობით დიდი შესაწირი.

ჰეკატონხეირები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მიწისქვეშა ძალთა განმასახიერებელი ასხელოვანი და ორმოცდაათთავიანი ბუმბერაზები, რომლებიც დარაჯობენ ტარტაროსში ჩამწყვდეულ ტიტანებს.

ჰეკატოს აბდერელი - ძველბერძენი ისტორიკოსი (ძვ.წ.აღ. IV-III სს).

ჰეკატეოს მილეტელი - ძველბერძენი ლოგოგრაფოსი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 549/546 - 482 წწ).

ჰეკელი ერნსტ - გერმანელი ბიოლოგი (1834-1919 წწ).

ჰეკერი ფრიდრიხ ფრანც კარლ - გერმანელი წვრილბურჟუაზიული დემოკარტი (1811-1881 წწ).

ჰეკერტი ფრიც - გერმანიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1884-1936 წწ).

ჰეკლა - მოქმედი ვულკანი ისლანდიაში (1491 მეტრი).

ჰელარი - მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, ღვალდის ქედზე.

ჰელგოლანდი - კუნძული ჩრდილოეთის ზღვაში, ეკუთვნის გერმანიას.

ჰელდერი (დენ-ჰელდერი) - ქალაქი-პორტი ნიდერლანდის ჩრდილოეთ ჰოლანდიის პროვინციაში (70 ათასი).

ჰელდერლინი იოჰან კრისტიან ფრიდრიხ - გერმანელი პოეტი (1770-1843 წწ).

ჰელე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ათამანტისა და ნეფელეს ქალიშვილი, ფრიქსოსი და, რომელიც ძმასთან ერთად ოქროს ვერძით კოლხეთში გაემგზავრა, გზად ზღვაში ჩავარდა და დაიხრჩო.

ჰელენი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პირასა და დევკალიონის ვაჟი.

ჰელერი ბერტ - გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1912-1970 წწ).

ჰელერი ჯოზეფ - ამერიკელი მწერალი (1923-1999 წწ).

ჰელერი

1) ხურდა ფული ჩეხეთში, კრონის 1/100 ნაწილი.

2) ხურდა ფული სამხრეთ და დასავლეთ გერმანიაში (XIII-XIX სს), ავსტრია-უნგრეთში (1892 წლიდან 1918 წლამდე), შემდეგ ავსტრიაში, 1924 წლამდე, გროშის შემოღებამდე.

ჰელესა (იალესა, ჰეიამოლი, ელესა) - ქართული ხალხური შრომის პოეზიის სახეობა, ლექს-სიმღერა; წარმოშობით ლაზ მეზღვაურთა სიმღერაა.

ჰელესპონტი - დარდანელის სრუტის სახელწოდება ანტიკურ ხანაში.

ჰელვეტები - კულტურული ტომები, რომლებიც ძველად ახლანდელი შვეიცარიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ცხოვრობდნენ.

ჰელვეცის რესპუბლიკა - რესპუბლიკა შვეიცარიის ტერიტორიაზე 1789-1802 წლებში.

ჰელვეციუსი კლოდ ადრიან - ფრანგი ფილოსოფოს-განმანათლებელი (1715-1771 წწ).

ჰელიადე-რედულესკუ იონ - რუმინელი პოეტი (1802-1872 წწ).

ჰელიადები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მზის შვილები, რომლებმაც ძმების სიკვდილის გლოვის გამო ღმერთებმა ვერხვებად (ალვისხეებად) აქციეს.

ჰელიეა - ძველ ათენში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

ჰელიკე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ულამაზესი კრეტელი ფერია, ლიკაონის ქალიშვილი. იგი ზევსს შეუყვარდა, რის გამოც ჰერამ დათვად აქცია.

ჰელიკოიდი - ხრახნული ზედაპირის ერთ-ერთი სახეობა.

ჰელიკონი -

1) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად: კითერონის ძმა, რომელიც ავი და ანჩხლი ძმისაგან განსხვავებით სიკეთით გამოირჩეოდა. ძმამ იგი ზღვაში გადააგდო და ღმერთებმა მთად აქციეს, სადაც მუზები დასახლდნენ.

2) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად: მთა, რომელიც, ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, წარმოადგენდა აპოლონისა და მუზების ადგილსამყოფელს.

3) (ბერძნ.) - სპილენძის სასულე საკრავი დაბალი რეგისტრისა (ბასი).

ჰელიკონიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პოსეიდონის ერთ-ერთი ზედმეტი სახელი აქეველთა ქალაქ ჰელიკეს მიხედვით, სადაც მისი ტაძარი და ქანდაკება მდებარეობდა.

ჰელიკოპრიონი - ნამარხი ცხოველების გვარი ზვიგენების რიგისა

ჰელიკოპტერი (ბერძნ.) - ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელსაც შეუძლია ვერტიკალურად აფრინდეს ან დაფრინდეს გარბენის გარეშე, „დაეკიდოს“ ჰაერში; შვეულმფრენი.

ჰელინა - ქალაქი აშშ-ში, მონტანას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.

ჰელიო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, აღნიშნავს მზესთან, მზის სხივებთან დაკავშირებულს.

ჰელიოგაბალუსი (საიმპერატორო სახელი მარკუს ავრელიუს ანტონიუს ჰელიოგაბალუსი) - რომის იმპერატორი (204 - 222 წწ).

ჰელიოგრავიურა (ბერძნ.) - პოლიგრაფიაში - ღრმა ბეჭდვის ერთ-ერთი ხერხი, რომლის დროსაც საბეჭდი ფორმა მზადდება ფოტოგრაფიული და ქიმიური პროცესების გამოყენებით.

ჰელიოგრაფი (ბერძნ.)

1) ფოტოაპარატიანი ტელესკოპი, რომელიც მზის გადასაღებად არის განკუთვნილი.

2) ხელსაწყო, რომელიც ავტომატურად იწერს მზის სიკაშკაშის ხანგრძლივობას დღის განმავლობაში.

3) ხელსაწყო შუქის სიგნალების გადასაცემად შორ მანძილზე.

ჰელიოდორე - ძველბერძენი მწერალი (III ან IV საუკუნე).

ჰელიომატი (ბერძნ.) - სათვალე, რომლის მინები მზეზე თავისით მუქდება.

ჰელიომეტრი (ბერძნ.) - ასტრონომიული ხელსაწყო მცირე, 1 გრადუსამდე კუთხეების გასაზომად ცის სფეროზე.

ჰელიოპოლისი (ძველ აღთქმაში „ბეთშემეში“, ახლანდელი „ელ-მატარია“) - ქალაქი ძველ ეგვიპტეში, მდებარეობდა კაიროს ჩრდილო-აღმოსავლეთით, დიდი არხის ნაპირზე, რომელიც მდინარე ნილოსს არაბეთის ყურესთან აერთებდა.

ჰელიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მზის ღმერთი, ტიტან ჰიპერიონისა და თეიას ვაჟი, სელენეს და ეოსის ძმა. მზის სხივის, სიბრმავის და სინათლის ღვთაება. ხელოვნებაში გამოსახებოდა ეტლში მჯდომარე, თავზე ნათლის გვირიგვინიან მამაკაცად.

ჰელიოსკოპი (ბერძნ.) - ტელესოპი მზის ზედაპირზე ვიზუალური დაკვირვებისათვის.

ჰელიოსტატი (ბერძნ.) - ასტრონომიული ხელსაწყო, საათის მექანიზმით მბრუნავი მისი სარკე მზის სხივებს მიაქცევს სულ ერთი მიმართულებით.

ჰელიოტაქსისი (ბერძნ.) - იგივეა, რაც ფოტოტაქსისი.

ჰელიოტექნიკა (ბერძნ.) - ტექნიკის დარგი, რომელსაც ეხება მზის ენერგიის გამოყენება სამრეწველო და საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის.

ჰელიოტროპი (ბერძნ.)

1) ბალახოვანი დეკორატიული მცენარე, აქვს სურნელოვანი ყვავილები.

2) წითლად დაწინწკლული მწვანე მინერალი, ქალკედონის ნაირსახეობა; იყენებენ მცირე ზომის მხატვრულ ნაკეთობათა დასამზადებლად.

3) გეოდეზიური ხელსაწყო, რომელსაც იყენებენ ჰორიზონტალური კუთხეების გასაზომად ტრიანგულაციაში.

ჰელიოფიზიკა (ბერძნ.) - ასტროფიზიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს მზის ატმოსფეროში მომხდარ მოვლენებს.

ჰელიოფილური (ბერძნ.) - ჰელიოფილური მცენარეები - სინათლის მოყვარული მცენარეები.

ჰელიოფობური (ბერძნ.) - ჰელიოფობური მცენარეები - ჩრდილის მოყვარული მცენარეები.

ჰელიოცენტრიზმი (ბერძნ.) - იგივეა, რას სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემა.

ჰელიოცენტრული - სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემა - მზის სისტემის შესახებ კოპერნიკის მოძღვრება, რომლის მიხედვითაც მზე წარმოადგენს ცენტრს და მის გარშემო მოძრაობენ პლანეტები.

ჰელიუმი (He) - ქიმიური ელემენტი, წყალბადის შემდეგ ყველაზე მსუბუქი, უფერო და უსუნო გაზი. ატომური ნომერი 2, ატომური მასა 4,002602.

ჰელმანი ლილიან - ამერიკელი მწერალი ქალი, დრამატურგი (1905-1984 წწ).

ჰელმერტი ფრიდრიხ რობერტ - გერმანელი გეოდეზისტი და გეოფიზიკოსი (1843-1917 წწ).

ჰელმინთები (ბერძნ.) - ჭიები, რომლებიც პარაზიტობენ ადამიანის, ცხოველის, მცენარის ორგანოებსა და ქსოვილებში.

ჰელმინთოზები (ბერძნ.) - ადამიანის, ცხოველის, მცენარის დაავადებანი, რომლებიც გამოწვეულია ორგანიზმში პარაზიტული ჭიების (ჰელმინთების) შეღწევითა და გამრავლებით.

ჰელმინთოლოგია (ბერძნ.) - მეცნიერება პარაზიტული ჭიების (ჰელმინთების) და მათ მიერ გამოწვეული დაავადებების შესახებ.

ჰელმოლდი - გერმანელი მღვდელი და მისიონერი (დაახლოებით 1125 - 1177 წლის შემდეგ).

ჰელმონდი - ქალაქი ნიდერლანდის ჩრდილოეთ ბრაბანტის პროვინციაში.

ჰელმონტი იან ბაპტისტ ვან - ჰოლანდიელი ბუნებისმეტყველი (1579-1644 წწ).

ჰელმსი სიუზენ ჯეინ - ამერიკელი ასტრონავტი, ხუთი კოსმოსური ფრენის მონაწილე 1993, 1994, 1996, 2000 და 2001 წლებში (დაიბადა 1958 წელს).

ჰელმჰოლცი ჰერმან ლუდვიგ ფერდინანდ - გერმანელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ფიზიოლოგი და ფსიქოლოგი (1821-1894 წწ).

ჰელოროსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მეფე, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული ამავე სახელწოდების მდინარე სიცილიაში.

ჰელოუ (ინგლ.) - მისალმების გამომხატველი შეძახილი ინგლისურენოვან ქვეყნებში.

ჰელოუინი (ინგლ. Halloween) - ძველი კელტების დღესასწაული, რომელიც ჩაისახა ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ საფრანგეთში და აღინიშნება 31 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ღამეს. ეძღვნება წლის ნათელი პერიოდიდან ბნელ პერიოდში გადასვლას.

ჰელოფიტები (ბერძნ.) - ჭაობის მცენარეები.

ჰელოხი - კარსტული მღვიმე შვეიცარიაში (შვიცის კანტონი).

ჰელპმენი რობერტ - ავსტრიელი ბალეტის მსახიობი (1909-1990 წწ).

ჰელსინგბორგი - ქალაქი სამხრეთ შვედეთში, მალმეჰუსის ლენში (110 ათასი).

ჰელსინგერი (ელსინორი) - ქალაქი დანიაში, კუნძულ ზელანდიაზე (45 ათასი).

ჰელსინგფორსი - ქალაქ ჰელსინკის შვედური სახელწოდება.

ჰელსინკი (შვედურად ჰელსინგფორსი) - ფინეთის დედაქალაქი, უსუმის ლიანის ადმინისტრაციული ცენტრი; დაარსებულია 1550 წელს, 1917 წლიდან დამოუკიდებელი ფინეთის დედაქალაქია (510 ათასი).

ჰელუანი - ქალაქი ეგვიპტეში, მდინარე ნილოსის ქვემოეთში (350 ათასი).

ჰელუ ფარაჯალა - ლიბანისა და სირიის კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1906-1959 წწ).

ჰელცი მაქს - გერმანელი რევოლუციონერი (1889-1933 წწ).

ჰემ (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს სისხლთან დაკავშირებულს.

ჰემაგლუტინაცია (ბერძნ.) - ერთი პირის სისხლის ერითროციტების აგლუტინაცია (ერთად შეგროვება) სხვისი სისხლის შრატში შერევისას.

ჰემართროზი (ბერძნ.) - სისხლის ჩაქცევა სახსრის ღრუში.

ჰემატ (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს სისხლთან დაკავშირებულს.

ჰემატინი (ბერძნ.) - ფართოდ გავრცელებული რკინის მინერალი, ერთ-ერთი უმთავრესი რკინის მადანი.

ჰემატიტი - ჟანგეულების კლასის მინერალი.

ჰემატოგენი (ბერძნ.) - რკინის შემცველი სამკურნალო პრეპარატი; გლიცერინსა და ღვინოში გახსნილი ჰემოგლობინი. ხმარობენ სისხლნაკლებობის დროს.

ჰემატოზოები (ბერძნ.) - ერთუჯრედიანი ორგანიზმები, რომლებიც პარაზიტობენ ხერხემლიანთა სისხლში.

ჰემატოლოგია (ბერძნ.) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს სისხლის შემადგენლობასა და თვისებებს, აგრეთვე სისხლის დაავადებებს.

ჰემატომა (ბერძნ.) - სისხლოვანი სიმსივნე, რომელიც ჩნდება სისხლის ჩაქცევის შედეგად.

ჰემატომიელია - სისხლის ჩაქცევა ზურგის ტვინში; გვხვდება ყველა ასაკში.

ჰემატოპოეზი (ბერძნ.) - სისხლის ფორმოვანი ელემენტების (სისხლის წითელი და თეთრი ბურთულების) წარმოქმნა ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში.

ჰემატოქსილინი (ბერძნ.) - საღებავი ნივღიერება, რომელსაც იყენებენ მიკროსკოპულ ტექნიკაში - მცენარეული და ცხოველური ქსოვილების მოწითალო-იისფრად შესაღებად. ჰემატოქსილენის ექსტრაქტს იღებენ კამპეშის ხის ფერადი მერქნიდან.

ჰემატურია (ბერძნ.) - სისხლის გამოყოფა შარდთან ერთად.

ჰემაჩანდრა (ნამდვილი სახელი ჩამგადევა) - ინდოელი (გუჯარათელი) მეცნიერი და მწერალი (1089-1173 წწ).

ჰემერა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დღის სინათლის განმასახიერებელი ღმერთქალი.

ჰემერალოპია (ბერძნ.) - მხედველობის მოშლილობა, როდესაც საღამოთი, ბინდისას ვერ ხედავენ. ბინდის სიბრმავე, ქათმის სიბრმავე.

ჰემეტი დეშილ - ამერიკელი მწერალი, მძაფრსიუჟეტიანი რომანების ავტორი (1894-1961 წწ).

ჰემი (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს „ნახევარ“-ს.

ჰემი იან - ნიდერლანდელი ფერმწერი (1606-1684 წწ).

ჰემიანესთეზია (ბერძნ.) - მგრძნობელობის დაკარგვა სხეულის ერთ ნაწილში.

ჰემიანოფსია - მხედველობის არის ერთი ნახევრის გამოვარდნა, ნახევრად სიბრმავე.

ჰემიატროფია (ბერძნ.) - სხეულის ან რაიმე ორგანოს ერთი ნახევრის ატროფია.

ჰემიკრანია (ბერძნ.) - თავის ტკივილი ცალ მხარეს, იგივე შაკიკი.

ჰემიკრიპტოფიტები (ბერძნ.) - მცენარეები, რომელთაც მიწისზედა ნაწილები ზამთრობით ან გვალვიან პერიოდში უკვდებათ, ხოლო განახლების კვირტები შენარჩუნებული აქვთ ნიადაგის დონეზე.

ჰემინგუეი ერნესტ მილერ - ამერიკელი მწერალი (1899-1961 წწ).

ჰემიპარეზი (ბერძნ.) - არასრული დამბლა - სხეულის ერთი ნახევრის თავისუფალ მოძრაობათა შესუსტება.

ჰემიპლეგია (ბერძნ.) - სხეულის ერთი ნახევრის მიერ ნებისმიერი მოძრაობის უნარის დაკარგვა, ნახევარდამბლა.

ჰემისფერო (ბერძნ.)

1) დედამიწის ან ცის ნახევარსფერო.

2) თავის ტვინის ნახევარსფერო.

ჰემოგლობინი (ბერძნ.) - სისხლის წითელი სხეულაკების (ერითროციტების) შემადგენელი ნაწილი, საღებავი ნივთიერება, რომელსაც გადააქვს ჟანგბადი და ნახშირორჟანგი და ამდენად მნიშვნელობა აქვს სუნთქვისათვის.

ჰემოგრამა (ბერძნ.) - სისხლის მორფოლოგიური შემადგენლობის ჩაწერა გარკვეული სქემით.

ჰემოდიალიზი (ბერძნ.) - სისხლის თირკმელგარეშე გაწმენდის მეთოდი თირკმლის უკმარობის დროს, უფრო ხშირად ხელოვნური თირკმლის აპარატის გამოყენებით.

ჰემოთერაპია (ბერძნ.) - სისხლის გადასხმით მკურნალობა.

ჰემოთორაქსი (ბერძნ.) - სისხლის დაგროვება პლევრის ღრუში.

ჰემოლიზი (ბერძნ.) - სისხლის წითელი ბურთულების (ერითროციტების) დაშლა და მათგან ჰემოგლობინის გამოყოფა, გადასვლა სისხლის პლაზმაში.

ჰემოლიმფა (ბერძნ.) - სითხე, რომელიც მიმოიქცევა ისეთი უხერხემლო ცხოველების (მოლუსკების, ფეხსახსრიანების) სისხლძარღვებსა და უჯრედთშორის ღრუებში, რომელთაც აქვთ სისხლის მიმოქცევის ღია (არაშეკრული) სისტემა.

ჰემომეტრი (ბერძნ.) - ხელსაწყო, რომლითაც სისხლში ჰემოგლობინის შემცველობას განსაზღვრავენ.

ჰემონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მეფე კრეონტის ვაჟი, ანტიგონეს საქმრო.

ჰემონქოზი - მცოხნავი ცხოველების ჰელმინთოზური დაავადება.

ჰემოპარაზიტები (ბერძნ.) - იგივეა, რაც ჰემატოზოები.

ჰემოპოეზი - სისხლში ერითროციტების ნორმალური რაოდენობით აღდგენის პროცესი; სისხლწარმოქმნა.

ჰემორაგია (ბერძნ.) - სისხლდენა.

ჰემოროი (ბერძნ.) - ბუასილი.

ჰემოსტაზი (ბერძნ.) - სისხლდენის შეჩერება.

ჰემოფილია (ბერძნ.) - სისხლის შედედების უნარის დაკარგვა.

ჰემოციანინი - მოლუსკების, უმაღლესი კიბოსნაირებისა და ზოგი ობობასნაირის ჰემოლიმფის სუნთქვის პიგმენტი, რომლითაც ორგანიზმში სისხლის გადატანა ხდება.

ჰემპდენი ჯონ - ინგლისის XVII საუკუნის რევოლუციის მოღვაწე (1549-1643 წწ).

ჰემპელი ვალტერ - გერმანელი ქიმიკოსი და ტექნოლოგი (1851-1916 წწ).

ჰემპტონი - ქალაქი აშშ-ს ვირჯინიის შტატში.

ჰემსკერკი იან - ნიდერლანდის სახელმწიფო მოღვაწე (1818-1897 წწ).

ჰემსკერკი მარტენ ვან - ნიდერლანდელი მხატვარი და გრავიორი (1498-1574 წწ).

ჰემფშირი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში.

ჰემფშირის ცხვარი - მსხვილი სახორცე და სამატყლე ჯიშის ცხვარი (ინგლისის საგრაფო Hempshire-ის სახელის მიხედვით, სადაც XIX საუკუნბის I ნახევარში გამოიყვანეს ამ ჯიშის ცხვარი).

ჰენგელო - ქალაქი ნიდერლანდის ოვერეისელის პროვინციაში (80 ათასი).

ჰენგ სამრინი - კამპუჩიის სახალხო რევოლუციური პარტიის ცკ-ს გენერალური მდივანი და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე 1981-91 წლებში (დაიბადა 1934 წელს).

ჰენდელი გეორგ ფრიდრიხ - გერმანელი კომპოზიტორი (1685-1759 წწ).

ჰენდერსონი ართურ - დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური მოღვაწე (1863-1935 წწ).

ჰენდერსონი ებინიზერ - ინგლისელი მისიონერი (1784-1858 წწ).

ჰენდრიქსი ჯიმი (ჯონ ალენ) - ამერიკელი როკ-მუსიკოსი (1942-1970 წწ).

ჰენდსი (ინგლ.)

1) ფეხბურთში - ბურთისათვის ხელის შეხება (საჯარიმო მოედნის გარეთ), რასაც ჯარიმა მოსდევს.

2) ბურთიან ჰოკეიში - ბურთის არასწორი შეჩერება ხელით.

ჰენეგაუ - ისტორიული ოლქი, დასავლეთ ევროპაში, ამჟამად ბელგიის პროვინცია ენო.

ჰენზელმანი ჰერმან - გერმანელი არქიტექტორი (1905-1990 წწ).

ჰენი სონია - ნორვეგიელი სპორტსმენი ქალი (ფიგურული სრიალი). ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი 1928, 1932, 1936 წლებში; სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ გახდა ჰოლივუდის მსახიობი (1912-1969 წწ).

ჰენიგსდორფი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

ჰენიოხები - უძველესი დროიდან კოლხეთის სანაპიროზე მოსახლე ტომები.

ჰენიში ერიხ - გერმანელი სინოლოგი და მონღოლთმცოდნე (1880-1966 წწ).

ჰენკოკი ჯონ - იხილე ჰანკოკი ჯ.

ჰენოთეიზმი (ბერძნ.) - პოლითეიზმის სახეობა, რომლის დროსაც მრავალ სხვა ღვთაებას შორის ერთ-ერთი მათგანი ითვლება მთავარ და ყველაზე ძლიერ ღმერთად.

ჰენრი - ფიზიკაში - ინდუქციურობისა და ურთიერთინდუქციურობის ერთეული (ამერიკელი ფიზიკოსი ჯ.ჰენრის გვარის მიხედვით).

ჰენრი რობერტ - ამერიკელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1865-1929 წწ).

ჰენრი უილიამ - ინგლისელი ქიმიკოსი (1774-1836 წწ).

ჰენრი ჯოზეფ - ამერიკელი ფიზიკოსი (1797-1878 წწ).

ჰენრი I - ნორმანული დინასტიის მეფე ინგლისში 1100 წლიდან (1068-1135 წწ).

ჰენრი II - ინგლისის მეფე 1154 წლიდან პლანტაგენეტების დინასტიისა (1133-1189 წწ).

ჰენრი III - ინგლისის მეფე 1216 წლიდან, ჯონ უმიწაწყლოს ძე (1207-1272 წწ).

ჰენრი IV - ინგლისის მეფე 1399 წლიდან, ლანკასტერების დინასტიის დამაარსებელი (1366-1413 წწ).

ჰენრი V - ინგლისის მეფე 1413 წლიდან ლანკასტერთა დინასტიისა (1387-1422 წწ).

ჰენრი VI - ინგლისის მეფე 1422-61 წლებში, ლანკასტერთა დინასტიიდან (1421-1471 წწ).

ჰენრი VII - ინგლისის მეფე 1485 წლიდან ტიუდორების დინასტიისა (1457-1509 წწ).

ჰენრი VIII - ინგლისის მეფე 1509 წლიდან ტიუდორების დინასტიისა (1491-1547 წწ).

ჰენრი ო. - იხილე ო'ჰენრი.

ჰენჩი ფილიპ შოულტერ - ამერიკელი ექიმი-რევმატოლოგი, 1950 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1896-1965 წწ).

ჰენცე ჰანს ვერნერ - გერმანელი კომპოზიტორი (დაიბადა 1926 წელს).

ჰეპარინი (ბერძნ.) - ნივთიერება, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას; პირველად გამოყვეს ღვიძლიდან. მცირე რაოდენობით მოიპოვება აგრეთვე ფილტვებში, თირკმელებში და სხვა.

ჰეპატიტი (ბერძნ.) - ღვიძლის ანთება.

ჰეპატოგენური (ბერძნ.) - ღვიძლში წარმოშობილი, ღვიძლიდან მომდინარე.

ჰეპატოლოგია (ბერძნ.) - მედიცინის დარგი, რომელიც ღვიძლის დაავადებებსა და მკურნალობას სწავლობს.

ჰეპბერნი კათრინ - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (1907-2003 წწ).

ჰეპბერნი ოდრი (ნამდვილი გვარი - ჰეპბერნ-რასტონი) - ბელგიური წარმოშობის ამერიკელი კინომსახიობი ქალი (1929-1993 წწ).

ჰეპი-ენდი (ინგლ. „კეთილი ბოლო“) - მხატვრული ნაწარმოების (კინოფილმის, რომანის) კეთილი დასასრული.

ჰეპტაგონი (ბერძნ.) - შვიდკუთხედი.

ჰეპტაედრი (ბერძნ.) - სხეული, რომელიც შემოსაზღვრულია შვიდი სიბრტყით; შვიდწახნაგა.

ჰეპტაპოროსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მდინარის ღმერთი მისიაში, ოკეანოსის ვაჟი.

ჰეპტაკორდი (ბერძნ.)

1) შვიდსიმიანი ლირა.

2) შვიდსაფეხურიანი ბგერათრიგი.

ჰეპტარქია (შვიდი სამეფო) - XVI საუკუნის ინგლისელი ისტორიკოსების მიერ შემოღებული ტერმინი, რითაც აღნიშნავენ ინგლისის ისტორიის პოლიტიკური დაქუცმაცებულობის პერიოდს.

ჰეპტატონიკა - შვიდი სხვადასხვა სიმაღლის ბგერისაგან შემდგარი ბგერითი სისტემა.

ჰეპტოდი (ბერძნ.) - შვიდი ელექტროდის (კათოდის, ხუთი ბადისა და ანოდის) მქონე ელექტრონმილაკი; გამოიყენება ზოგ რადიომიმღებში რხევათა სიხშირის გარდამქმნელად. სხვაგვარად - პენტაგრიდი.

ჰერ (გერმ.) - გერმანულენოვან და ზოგ სხვა ქვეყანაში მამაკაცის ხსენება ან მისდამი მიმართვა.

ჰერა - წინაბერძნული ღვთაება, კრონოსისა და გეას უფროსი ქალიშვილი, ზევსის და და მეუღლე. გამოისახებოდა მაღალ, ლამაზი ტანის, დიდებული, მკაცრი შესახედაობის გვირგვინდადგმულ ქალად.

ჰერათი - ქალაქი ავღანეთში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (180 ათასი).

ჰერაკლე

1) ბერძენი სახალხო გმირი, ნახევრად ადამიანი, ნახევრად ღმერთი, რომლის ნამდვილი სახელი იყო ალკიდი. ჰერაკლე ნიშნავს „წარმატებათა მომპოვებელს ჰერას ჯიბრზე”. ჰერაკლეს მამაა ზევსი, დედა კი - ალკმენე, იგი ყველაზე პოპულარული ბერძენი გმირია, მის შესახებ მთელ ელადაში მღეროდნენ.

2) ბიზანტიის იმპერატორი (575-641 წწ)

ჰერაკლიდები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰერაკლეს მრავალრიცხოვანი შთამომავლები.

ჰერაკლიონი - იხილე ირაკლიონი.

ჰერაკლიტე ეფესელი - ბერძენი ფილოსოფოსი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 520-460 წწ).

ჰერალდიკა (ბერძნ.) - დამხმარე ისტორიული დისციპლინა, რომელიც გერბებს სწავლობს.

ჰერბარიზაცია - ჰერბარიუმისთვის მცენარეების შეგროვება და გახმობა.

ჰერბარიუმი (ლათ.) - სპეციალურად შეგროვილი და გამხმარი მცენარეების კოლექცია.

ჰერბარტი იოჰან ფრიდრიხ - გერმანელი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი (1776-1841 წწ).

ჰერბერტ ჩერბერიელი ედუარდ - ინგლისელი ფილოსოფოსი, პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე (1583-1648 წწ).

ჰერბერტი ზბიგნევ - პოლონელი მწერალი (1924-1998 წწ).

ჰერბერტი უოლტერ უილიამ - ინგლისელი პოლარეთის მკვლევარი (დაიბადა 1934 წელს).

ჰერბიციდები (ბერძნ.) - ქიმიური ნივთიერებანი, რომლებსაც იყენებენ სარეველა მცენარეების მოსასპობად.

ჰერდალი ჰარალდ - დანიელი მწერალი (1900-1978 წწ).

ჰერდერი იოჰან გოტფრიდ - გერმანელი ფილოსოფოსი, მწერალი, ლიტერატურათმცოდნე (1744-1803 წწ).

ჰერდი - ვულკანური კუნძული ინდოეთის ოკეანეში, ავსტრალიის სამფლობელო.

ჰერები - ძველი ქართული ტომების (ჰერები, სუჯები, ჭილბები, ლბინები) საერთო სახელი; უძველესი დროიდან ბინადრობდნენ იორ-ალაზნის აუზის ტერიტორიაზე.

ჰერეთი - ისტორიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში; პირველად ისტორიულ წყაროებში V საუკუნიდან მოიხსენიება. მოიცავდა ივრისა და ალაზნის შუა მდებარე ტერიტორიას, შიგნიკახეთსა და გაღმამხრის ტერიტორიას.

ჰერეთის სამეფო - ქართული ფეოდალური სახელმწიფო IX საუკუნის დასაწყისიდან XI საუკუნის დასასრულამდე, მისი დამაარსებელია ჰამამი, რომელმაც 892 წელს მიიღო მეფის ტიტული.

ჰერეთის სამთავრო - ფეოდალური ხანის ერთ-ერთი ქართული სახელმწიფოებრივი ერთეული, რომელიც VIII საუკუნის II ნახევარში გამოეყო ქართლის საერისმთავროს.

ჰერერო (ოვაჰერერო) - ანგოლსა და ნამიბიაში მცხოვრები ხალხი.

ჰერვეგი გეორგ - გერმანელი პოეტი (1817-1875 წწ).

ჰერი - გასამხნევებელი შეძახილი (მოძრაობაში, სვლაში).

ჰერინგი ევალდ - გერმანელი ფიზიოლოგი (1834-1918 წწ).

ჰერიობა (ჰერიოდა) - შეძახილი მომმკელთა სიმღერაში.

ჰერიფორდი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის ჰერიფორდ-უნდ-ვუსტერის საგრაფოში.

ჰერიფორდ-უნდ-ვუსტერი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში.

ჰერიჰა - იგივეა, რაც ჰერიჰა.

ჰერკულანეუმი - ძველი ქალაქი კამპანიაში (იტალია), ნეაპოლის ყურის ნაპირას. განადგურდა ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის დროს.

ჰერკულესი

1) ჰერაკლეს ლათინური სახელი.

2) ცის ჩრდილოეთი ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი; მასში მოთავსებულია მზის მოძრაობის აპექსი.

3) ფარტენების სახით დამზადებული შვრიის ბურღულის სახელწოდება.

ჰერკულესის სვეტები (ჰერაკლეს სვეტები) - ორი მოპირდაპირე მაღალი კლდის ძველი სახელწოდება გიბრალტარის სრუტეში. ჰერაკლეს სვეტები ქვეყნის დასასრულად ითვლებოდა.

ჰერლენი - ქალაქი ნიდერლანდის სამხრეთ ნაწილში, ლიმბურგის პროვინციაში.

ჰერმა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მოგზაურთა და მგზავრთა მფარველი ღვთაების, ჰერმესისადმი მიძღვნილი სვეტი, რომელზედაც მოთავსებული იყო წვეროსანი ჰერმესის გამოსახულება.

ჰერმანსონი კარლ ჰენრიკ - შვედეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1917 წელს).

ჰერმანი ლუდიმარ - გერმანელი ფიზიოლოგი (1838-1914 წწ).

ჰერმანი მაქს - გერმანელი ლიტერატურისა და თეატრის ისტორიკოსი (1865-1942 წწ).

ჰერმანარიხი - იხილე ერმანარიხი.

ჰერმაფროდიტი (ბერძნ.) - ცხოველი ან ადამიანი, რომელსაც აქვს ორივე სქესის ნიშნები.

ჰერმაფროდიტიზმი (ბერძნ.) - მოვლენა, როდესაც ერთსა და იმავე ორგანიზმს აქვს როგორც მამრობითი, ისე მდედრობითი სქესის ნიშნები; ორსქესიანობა.

ჰერმაფროდიტოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰერმესისა და აფროდიტეს ვაჟი, არაჩვეულებრივი სილამაზის ყმაწვილი, რომელიც ღმერთების ნებით შეერთებული იყო ნიმფა სალმაკიდასთან; ორსქესიანი არსება.

ჰერმაშევსკი მიროსლავ - პოლონეთის კოსმონავტი მფრინავი (დაიბადა 1941 წელს).

ჰერმენევტიკა (ბერძნ.) - მეთოდი, რომლითაც ადგენენ ლიტერატურული ძეგლების, ძველი ხელნაწერების ნამდვილობას, მათი წარმოშობის ისტორიას.

ჰერმესი

1) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ძველი არკადიული ღვთაება, პლეიად მაიასა და ზევსის ვაჟი. განასახიერებდა ბუნების ყოვლისშემძლე ძალას. თავიდან მესაქონლეობის და მწყემსთა მფარველად ითვლებოდა. მოგვიანებით მიიჩნიეს ვაჭართა მფარველადაც. გამოისახებოდა უწვერულვაშო ყმაწვილად.

2) მცირე ცთომილი, აღმოაჩინა გერმანელმა კ. რაინმუთმა 1937 წელს.

ჰერმეტიზაცია (უკავშირდება ლეგენდარული ეგვიპტელი ბრძენის ჰერმესის სახელს) - აპარატების, მანქანების, ნაგებობების, ჭურჭლის კედლებსა და შეერთების ადგილებში სითხეებისა და აირების შეუღწევლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პროცედურები.

ჰერმეტიზმი -XX საუკუნის 20-30-იანი წლების მიმდინარეობა იტალიურ პოეზიაში; გულისხმობს ჩაკეტილობას, სინამდვილიდან მოწყვეტას.

ჰერმეტული - მჭიდროდ დახშული, ჰაერგაუვალი.

ჰერმი (ბერძნ.) - ოთხწახნაგოვანი სვეტი, რომელიც მთავრდება სკულპტურული თავით ან ბიუსტით. ანტიკურ ხანაში ჰერმები თავდაპირველად ჰერმესს გამოხატავდნენ (აქედან - სახელწოდება).

ჰერმიონე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სპარტის მეფე მენელაოსისა და მშვენიერი ელენეს ქალიშვილი.

ჰერმლინი შტეფან (ნამდვილი სახელი და გვარი რუდოლფ ლედერი) - გერმანელი მწერალი და მთარგმნელი (დაიბადა 1915 წელს).

ჰერმოკამერა - ჰერმეტულად დახურული კამერა.

ჰერმონასა - VI საუკუნის ბერძნულ-სინდური ქალაქი ტამანის ნახევარკუნძულზე, შედიოდა ბოსფორის სამეფოში.

ჰერმონი (ჯებელ-ელ-შეიხი) - მთის მასივი სირიასა და ლიბანში.

ჰერმოპოლისი - ძველი ქალაქი ეგვიპტეში (ძვ. ეგვიპტური ხმუნუ, კოპტური შმუნ, ახლანდელი აშმუნეინ), კაიროდან სამხრეთით 300 კმ-ზე. მოიხსენიება IV ათასწლეულიდან.

ჰერმოსი - მდინარის ძველი ღვთაება მცირე აზიაში, ტეთისისა და ოკეანოსის ან ზევსის ვაჟი.

ჰერნადი - იხილე ჰორნადი.

ჰერნე - ქალაქი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში.

ჰერნესი მორიც - ავსტრიელი ისტორიკოსი (1852 - 1917 წწ).

ჰერნინგი - ქალაქი დანიის რინკებინგის ამტში.

ჰერო - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:

1) ერთ-ერთი დანაიდი.

2) პრიამოსის ერთ-ერთი ქალიშვილი.

3) აფროდიტეს ქურუმი, ლეანდროსის სატრფო.

ჰეროდე I დიდი - იუდეველთა მეფე (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 73-41 წწ).

ჰეროდიანე - რომაელი ისტორიკოსი, წარმოშობით ბერძენი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 170 - 240 წწ).

ჰეროდოტე - ძველბერძენი ისტორიკოსი, “ისტორიის მამად” წოდებული (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 485 - 424 წწ).

ჰეროიზმი (ბერძნ.) - გმირობა.

ჰეროიკა (ბერძნ.) - რისამე გმირული შინაარსი, გმირული მხარე.

ჰეროინი (ლათ.) - ნარკოტიკული საშუალება, მორფინის წარმოებული, აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

ჰეროლდი (გერმ.) - შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში - მაცნე, მაუწყებელი; გამრიგე რაინდთა ტურნირზე.

ჰერონ ალექსანდრიელი - ძველბერძენი მეცნიერი (I საუკუნე).

ჰერონდა (ჰეროდა) - ძველბერძენი დრამატურგი (ძვ.წ.აღ. III საუკუნე).

ჰეროსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მიცვალებულის სული, რომელიც გარკვეულ დროს ცოცხლებს მოევლინებოდა ხოლმე, ჰეროსებად ძირითადად ითვლებოდნენ გამოჩენილ ადამიანთა, გმირ წინაპართა, ბელადთა, გოლიათთა სულები.

ჰეროსტრატე - ეფესოს მკვიდრი ბერძენი, რომელმაც ძვ.წ.აღ. 356 წელს ცეცხლი წაუკიდა არტემიდე ეფესელის ტაძარს და ამით შევიდა ისტორიაში (ძვ.წ.აღ. IV საუკუნე).

ჰეროსტრატეს სახელი - საძრახისი საქმით, უღირსი საქმით განთქმული სახელი.

ჰეროფილე - ძველი საბერძნეთის ექიმი, ალექსანდრიის სამედიცინო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ჰერპესი - ვირუსული დაავადებების ჯგუფი, ახასიათებს გამონაყარი (შეჯგუფებული ბუშტუკები).

ჰერპეტოლოგია (ბერძნ.) - ზოოლოგიის დარგი, რომელიც ქვეწარმავლებს სწავლობს.

ჰერსილია - რომაელთა მიერ მოტაცებული ერთ-ერთი საბინიელი გმირი ქალი, რომულუსის მეუღლე.

ჰერსკოვიცი მელვილ ჯონ - ამერიკელი ეთნოგრაფი (1895-1963 წწ).

ჰერტვიგი ოსკარ - გერმანელი ბილოლოგი (1849-1922 წწ).

ჰერტვიგი რიხარდ - გერმანელი ბიოლოგი (1850-1937 წწ).

ჰერტოგენბოსი - ქალაქი ნიდერლანდში, ჩრდილოეთ ბრაბანტის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (90 ათასი).

ჰერფორდი - ქალაქი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში.

ჰერშბახი დადლი - ამერიკელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, 1986 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1932 წელს).

ჰერშელი უილიამ (ფრიდრიხ ვილჰელმ) - გერმანელი ასტრონომი და ოპტიკოსი (1738-1822 წწ).

ჰერშელი ჯონ ფრედერიკ უილიამ - ინგლისელი ასტრონომი (1792-18871 წწ).

ჰერში ალფრედ დეი - ამერიკელი ვირუსოლოგი, 1969 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მ.დელბრუკთან და ს.ლურიასთან ერთად (1908-1990 წწ).

ჰერცბერგი გერჰარდ - კანადელი ფიზიკოსი, წარმოშობით გერმანელი; 1971 წლის ნობელის პრემიის ლაურეტი (1904-1999 წწ).

ჰერცი გუსტავ - გერმანელი ფიზიკოსი (1887-1975 წწ).

ჰერცი ფრიდრიხ ოტო - ავსტრიელი სოციალ-დემოკრატი, სოციოლოგი, ისტორიკოსი, ეკონომისტი (1878-1975 წწ).

ჰერცი ჰაინრიხ რუდოლფ - გერმანელი ფიზიკოსი (1857-1894 წწ).

ჰერცი - რხევათა სიხშირის საზომი ერთეული (ეწოდა გერმანელი ფიზიკოსის ჰ.რ.ჰერცის გვარის მიხედვით).

ჰერცოგი ვერნერ (ნამდვილი გვარი სტიპეტიჩი) - გერმანელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი (დაიბადა 1942 წელს).

ჰერცოგი რომან - გერმანიის (გფრ-ს) პრეზიდენტი 1994-1999 წლებში (დაიბადა 1934 წელს).

ჰერცოგი ჯეიმზ - სამხრეთ აფრიკის კავშირის სახელმწიფო მოღვაწე (1866-1942 წწ).

ჰერცოგი (გერმ.) - დასავლეთ ევროპაში - თავადაზნაურთა ერთ-ერთი უმაღლესი ტიტულის მქონე პირი.

ჰერცოგინია - ჰერცოგის ცოლი ან ქალიშვილი.

ჰერცფელდი ერნსტ - გერმანელი არქეოლოგი და აღმოსავლეთმცოდნე (1879-1948 წწ).

ჰერცშპრუნგი ეინარ - დანიელი ასტრონომი (1873-1967 წწ).

ჰესანი - ქალაქი ჩრდილოეთ კორეის იანგანდოს პროვინციაში (50 ათასი).

ჰესე ვალტერ რუდოლფ - შვეიცარიელი ფიზიოლოგი, 1949 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი.

ჰესე ჰერმან - გერმანელი მწერალი, 1946 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1877-1962 წწ).

ჰესენი - მხარე გერმანიაში.

ჰესი ვალტერ რუდოლფ - შვეიცარიელი ფიზიოლოგი (1881 -1973 წწ).

ჰესი ვიქტორ ფრანც - ავსტრიელი ფიზიკოსი, 1936 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1883-1964 წწ).

ჰესი მოზეს - გერმანელი სოციალისტი (1812-1875 წწ).

ჰესი რუდოლფ - ფაშისტური გერმანიის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო დამნაშავე (1894-1987 წწ).

ჰესიოდე - ძველბერძენი პოეტი (დაახლოებით ძვ. წ.აღ. VIII-VII საუკუნეების მიჯნა).

ჰესიონე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტროის მეფის ლაომედონტის ქალიშვილი, რომელიც მსხვერპლად შეწირეს ურჩხულს, მაგრამ ჰერაკლემ გადაარჩინა.

ჰესპერიდები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰესპეროსის ქალიშვილები, დედამიწის უკიდურეს დასავლეთში მდებარე ბაღის მფლობელები; ეს ბაღი მოგვიანებით სამოთხესთან იქნა გაიგივებული.

ჰესპეროსი - იგივე ლათინური ვესპერი - საღამოს ვარსკვლავის ღვთაება.

ჰესტია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ოჯახის, ცეცხლის, კერიის ღმერთქალი, კრონოსისა და რეას ქალიშვილი.

ჰეტერა (ბერძნ.) - ძველ საბერძნეთში - განათლებული გაუთხოვარი ქალი, რომელიც თავისუფალ, დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწეოდა.

ჰეტერიები და ეტერიები (ბერძნ.)

1) ძველ საბერძნეთში მოქალაქეთა კავშირები, ჯგუფები, თანამეგობრობანი.

2) XVIII-XIX საუკუნეების ზღვარზე საბერძნეთის საიდუმლო საზოგადოებები, რომელთა მთავარი მიზანი იყო თურქეთის ბატონობის დამხობა.

ჰეტერიზმი - ი.ბახოფენის მიერ მეცნიერებაში უმართებულოდ შემოტანილი ტერმინი ქალსა და მამაკაცს შორის სქესობრივი ურთიერთობის საწყისი, მოუწესრიგებელი ფორმის აღსანიშნავად.

ჰეტერო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს სხვას (ჰომო-ს საპირისპირო).

ჰეტეროაუქსინი (ბერძნ.) - ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული აუქსინი, მაღალი ფიზიოლოგიური აქტივობის მქონე ნივთიერება; ხელს უწყობს მცენარეთა ზრდას; ამზადებენ სინთეზურად.

ჰეტეროგამია (ბერძნ.) - სქესობრივი პროცესის სახეობა, რომლის დროსაც ორი გამეტი გარეგნულად განსხვავდება ერთმანეთისგან; ახასიათებთ წყალმცენარეებს და სოკოებს.

ჰეტეროგენური (ბერძნ.) - შემადგენლობით, თვისებებით, წარმოშობით სხვადასხვაგვარი.

ჰეტეროგონია (ბერძნ.) - უხერხემლო ცხოველებისთვის დამახასიათებელი თაობათა მონაცვლეობის ერთ-ერთი ფორმა - ერთმანეთს ენაცვლება განაყოფიერებული და გაუნაყოფიერებელი კვერცხიდან განვითარებული თაობები.

ჰეტეროსექსუალიზმი (ბერძნ.-ლათ.)

1) სქესობრივი ლტოლვა საპირისპირო სქესის ინდივიდისადმი.

2) საპირისპირო სქესისათვის დამახასიათებელი ნიშნების გაჩენა.

ჰეტეროტოპია (ბერძნ.) - ქსოვილების ან რაიმე ორგანოს ნაწილების წარმოქმნა მათთვის უჩვეულო ადგილას.

ჰეტეროტროფული (ბერძნ.) - ჰეტეროტროფული ორგანიზმები - ორგანიზმები, რომლებიც საკვებად იყენებენ მზა ორგანულ ნივთიერებებს. მათ განეკუთვნებიან უმაღლესი პარაზიტული მცენარეები, სოკოები, მიკროორგანიზმების უმეტესობა, ცხოველები და ადამიანები.

ჰეტეროფილია (ბერძნ.) - სხვადასხვა ფორმის ფოთლების არსებობა ერთი და იმავე მცენარის ერთ ან სხვადასხვა ყლორტზე.

ჰეტმანი (პოლონ.)

1) XVI-XVII საუკუნეებში პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფოს შეიარაღებული ჯარების მთავარსარდალი.

2) XVI-XVII საუკუნეების უკრაინაში კაზაკთა ჯარის არჩეული მეთაური, შემდგომ - უკრაინის მმართველი.

ჰეტნერი ალფრედ - გერმანელი გეოგრაფი (1859-1941 წწ).

ჰეუგე ჰანს ნილსენ - ნორვეგიელი მქადაგებელი (1771-1824 წწ).'

ჰეუგესუნი - ქალაქი ნორვეგიის რუგალანის ფიულკეში.

ჰეფდინგი ჰარალდ - დანიელი ფილოსოფოსი (1843-1931 წწ).

ჰეფესტო (ჰეფესტოსი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ცეცხლისა და სამჭედლო საქმიანობის ღმერთი, ზევსისა და ჰერას ვაჟი, რომელიც თავის ცხოვრებას მძიმე ფიზიკურ შრომაში ატარებს და მიწისქვეშა ცეცხლის ღვთაებადაც ითვლება.

ჰეფნერ-ალტენეკი ფრიდრიხ ფონ - გერმანელი ელექტროტექნიკოსი (1845-1904 წწ).

ჰექაიათი (არაბ.) - აღმოსავლური ლიტერატურული - მთხრობელობითი ჟანრი, ხშირად იგავურ-ალეგორიული ხასიათისა.

ჰექმათი ალი ასყარ - ირანელი ლიტერატურათმცოდნე და სახელმწიფო მოღვაწე (1892-1980 წწ).

ჰექსაგონი (ბერძნ.) - ექვსკუთხედი.

ჰექსაედრი (ბერძნ.) - სხეული, რომელიც შემოსაზღვულია ექვსი სიბრტყით; ექვსწახნაგა.

ჰექსამეტრი - იხილე ჰეგზამეტრი.

ჰექსაქლორანი (ბერძნ.) - ორგანული ნაერთი, რომელიც შეიცავს ქლორის ექვს ატომს; ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შხამი. იყენებენ მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ჰექსაქორდი (ბერძნ.) - ექვსსაფეხურიანი ბგერათრიგი.

ჰექსოდი (ბერძნ.) - რადიომიმღების ელექტრონმილაკი, რომელსაც ექვსი ელექტროდი აქვს.

ჰექტარი (ფრანგ.) - მიწის ფართობის საზომი ერთეული; უდრის 100 არს ანუ 10 000 კვადრატულ მეტრს.

ჰექტო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, აღნიშნავს ასს, ასჯერს.

ჰექტოგრაფი (ბერძნ.) - გამარტივებული საბეჭდი ხელსაწყო - ხელნაწერი ან მანქანით გადაწერილი ტექსტის გასამრავლებლად.

ჰექტოლიტრი (ბერძნ.) - სითხის ან ფხვიერი სხეულის საზომი, უდრის 100 ლიტრს.

ჰექტორი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტროელი გმირი, ჰეკაბესა და პრიამოსის უფროსი ვაჟი, ანდრომაქეს ქმარი, ტროის ომში იყო ტროელთა ხელმძღვანელი.

ჰექტორიდი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰექტორის ვაჟი.

ჰექტოროვიჩი პეტარ - ხორვატი პოეტი (1487-1572 წწ).

ჰექშერი ელი ფილიპ - შვედი ისტორიკოსი და ეკონომისტი (1879-1952 წწ).

ჰეღო - ყოფილი სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში.

ჰეშკილი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ჰეჩკო ფრანტიშეკ - სლოვაკი მწერალი (1905-1960 წწ).

ჰეჯაზი სეიდ მოჰამად ბაყერ - ირანელი მწერალი (1896-985 წწ).

ჰეჯუ - ქალაქი ჩრდილოეთ კორეაში, ჰუანხე-ნამდოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

12.3 ჰვ

▲ზევით დაბრუნება


ჰვანადალსჰნუკერი - მოქმედი ვულკანი ისლანდიაში.

ჰვარი - კუნძული ადრიატიკის ზღვაში, ეკუთვნის ხორვატიას.

ჰვიეზდოსლავი (ნამდვილი გვარი ორსაგი) პავოლ - სლოვაკი პოეტი (1849-1921 წწ).

12.4 ჰი

▲ზევით დაბრუნება


ჰიადები (ბერძნ.-ლათ.) - ბერძნულ და რომაულ მითოლოგიაში შვიდი და (ნიმფები), ტიტან ატლანტის ქალიშვილები, რომლებიც გლოვობდნენ ერთადერთი ძმის სიკვდილს; ისინი ღმერთებმა თანავარსკვლავედად აქციეს.

ჰიაკუმე - ხურმის ერთ-ერთი ჯიში (ჩვენში მისი გავრცელებული სახელია „კარალიოკი“).

ჰიალიტი (ბერძნ.) - მინერალი, ოპალის ნაირსახეობა; გვხვდება მკვრივი, წყალივით გამჭვირვალე პატარა ქერქების, მტევნისებური აგრეგატების, წვრილი სტალაქტიტისმაგვარი წარმონაქმნების და სხვათა სახით.

ჰიამე - ლიანი ფინეთში.

ჰიამენლინა (ტავასტეჰუსი) - ქალაქი ფინეთში, ჰიამეს ლიანის ადმინისტრაციული ცენტრი.

ჰიატუსი (ლათ.) - ერთი სიტყვის ბოლო ხმოვნისა და მისი მომდევნო სიტყვის დასაწყისი ხმოვნის შეხვედრა, თავმოყრა.

ჰიბერნაცია (ინგლ.) - იგივეა, რაც ჰიპოთერმია.

ჰიბეში იოსეფ - ჩეხეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1850-1921 წწ).

ჰიბისკუსი (ლათ.) - სხვადასხვა სახეობის ტროპიკულ მცენარეთა საერთო სახელი; მათ შორის ყველაზე უფრო ცნობილია ჩინური ვარდი.

ჰიბრიდი (ლათ.) მცენარეები ან ცხოველების ჰიბრიდიზაციის შედეგად წარმოქმნილი ორგანიზმები.

ჰიბრიდიზაცია - მცენარეების ან ცხოველების სხვადასხვა სახეობის შეჯვარება გაუმჯობესებული ჯიშის, სახეობის მისაღებად.

ჰიგიენა (ბერძნ.) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს გარემოს ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე და ამუშავებს ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებს. ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის პრაქტიკულ ღონისძიებათა ერთობლიობა.

ჰიგრო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს ტენიანობას.

ჰიგროგრაფი - თვითმწერი ჰიგრომეტრი.

ჰიგრომეტრი - ჰაერის ტენიანობის გასაზომი ხელსაწყო.

ჰიგრომეტრია - მეცნიერება, რომელიც ამუშავებს ჰაერის ტენიანობის გაზომვის მეთოდებს.

ჰიგროსკოპიული - რაც ადვილად შთანთქავს ტენს, სინოტივეს.

ჰიგროსტატი - ლაბორატორიული ხელსაწყო ჰაერის ტენიანობის შესაქმნელად.

ჰიგროფილური - წყლის მოყვარული (მცენარე).

ჰიგროფიტები (ბერძნ.) - მცენარეები, რომელთა ორგანიზმი შეგუებულია ჭარბად სველ ნიადაგს და ტენიან ატმოსფეროს.

ჰიგუტი იტიიო (ნამდვილი სახელი ნაცუ) - იაპონელი მწერალი ქალი (1872-1896 წწ).

ჰიდა - ქედი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე.

ჰიდაკა - ქალაქი იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე.

ჰიდალგო

1) იხილე იდალგო.

2) მცირე ცთომილი №944, აღმოაჩინა ვ.ბაადემ 1944 წელს.

ჰიდაში ანტალ - იხილე გიდაში ა.

ჰიდოიათოვი აბრარ - უზბეკი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1900-1958 წწ).

ჰიდრა (ბერძნ.)

1) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მრავალთავიანი წყლის გველი, რომელსაც მოჭრილი თავების ნაცვლად ახლები ამოსდიოდა; მოკლა ჰერაკლემ.

2) მტკნარი წყლის წვრილი (1-2 სმ სიგრძის) უხერხემლო ღრუნაწლავიანი ცხოველი (პოლიპი); აქვს განსაკუთრებული უნარი მთლიანი ორგანიზმის აღდგენისა (1/200 ნაწილიდან შეიძლება განვითარდეს მთელი).

3) ცის სამხრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი.

ჰიდრავლიკა (ბერძნ.) - მეცნიერება სითხეების წონასწორობისა და მოძრაობის კანონთა და ამ კანონების პრაქტიკული გამოყევების შესახებ.

ჰიდრავლიკური

1) ჰიდრავლიკასთან დაკავშირებული.

2) რაც სითხის წნევის ძალით მოქმედებს ან წარმოებს.

ჰიდრანტი (ბერძნ.)

1) წყალსადენის ხაზზე მოწყობილი წყალასაღები - სვეტი ან ონკანი ქუჩის მოსარწყავად, ხანძრის ჩასაქრობად.

2) (ჰიდრანტები) ზოოლოგიაში - მრავალრიცხოვანი ინდივიდები, რომლებიც ერთ ღეროზე სხედან და წარმოადგენენ წყლის ღრუნაწლავიანი ცხოველების (პოლიპების) კოლონიებს - ჰიდროიდებს.

ჰიდრატაცია (ბერძნ.) - წყლის შეერთება სხვადასხვა ნივთიერებასთან.

ჰიდრატი (ბერძნ.) - ქიმიური ნაერთი ლითონთა ჟანგეულებისა წყალთან.

ჰიდრემია (ბერძნ.) - წყლის სიჭარბე სისხლში.

ჰიდრია (ბერძნ.) - წყლის საზიდი ყურიანი ჭურჭელი, ზოგჯერ ლამაზად მოხატული; იყენებდნენ ძველ საბერძნეთში.

ჰიდრიდი (ბერძნ.) - ქიმიური ნაერთი წყალბადისა სხვა ელემენტთან.

ჰიდრო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, აღნიშნავს წყლისას, წყალთან დაკავშირებულს.

ჰიდროაეროდრომი - აეროდრომი ჰიდროთვითმფრინავებისათვის; წყლის აეროდრომი.

ჰიდროაეროპლანი - იგივე ჰიდროთვითმფრინავი.

ჰიდროავიაცია - კრებითი სახელწოდება საფრენი აპარატებისა, რომლებიც მოწყობილია წყლის ზედაპირიდან ასაფრენად და მასზე დასაჯდომად.

ჰიდროაკუსტიკა - აკუსტიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს ბგერის გავრცელებას წყალში.

ჰიდროგენერატორი - ელექტრული გენერატორი, რომელიც წყლის ტურბინის საშუალებით მიღებულ წყლის მოძრაობის ენერგიას ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის.

ჰიდროგენიზაცია - წყალბადის შეერთება სხვადასხვა ქიმიურ სხეულთან (მაგალითად - ნავთობის ჰიდროგენიზაცია).

ჰიდროგენ(იუმ)ი - წყალბადის (ქიმიური ელემენტის) ლათინური სახელწოდება. გამოიყენება მისი ნაერთების, მისი მონაწილეობით მიმდინარე პროცესების სახელწოდებებში.

ჰიდროგრაფია - მეცნიერება, რომელიც სწავლობს და აღწერს დედამიწის ზედაპირის წყლებს.

ჰიდროდინამიკა - ჰიდრომექანიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს სითხის მოძრაობას, აგრეთვე მასში სრულად ან ნაწილობრივ ჩაყურსული მყარი სხეულების მოძრაობას.

ჰიდროელევატორი - ჭავლური ტიპის ტუმბო სითხეებისა და ჰიდრონარევების ასაწევად და მილსადენის საშუალებით გადასაადგილებლად.

ჰიდროენერგეტიკა - მეცნიერებისა და ტექნიკის დარგი. რომლის მიზანია წყლის ენერგიის გამოყენება ელექტრული ენერგიის საწარმოებლად.

ჰიდროთერაპია - წყლით მკურნალობა.

ჰიდროთვითმფრინავი - თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია წყლის ზედაპირზე დაჯდომა და იქიდან აფრენა; ჰიდროპლანერი.

ჰიდროიდები (ბერძნ.) - წყლის უხერხემლო ღრუნაწლავიანი ცხოველები.

ჰიდროიზოლაცია - სამშენებლო კონსტრუქციების, შენობათა და ნაგებობათა დაცვა წყლის მოქმედებისაგან.

ჰიდროკორტიზონი - ჰორმონი, რომელიც წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში; იყენებენ როგორც ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატს, მალამოს სახით გამოიყენება ეგზემის, თვალის დაავადებათა სამკურნალოდ და სხვა.

ჰიდროლაზები - ფერმენტები, რომლებიც ჰიდროლიზს ახდენენ.

ჰიდროლიზი (ბერძნ.) - რთული ნივთიერების დაშლა წყლის ზემოქმედების შედეგად.

ჰიდროლოგია - მეცნიერება, რომელიც სწავლობს წყლის სივრცეებს, წყლის მიმოქცევას დედამიწის ზედაპირზე.

ჰიდროლოკატორი - ჰიდროაკუსტიკური სადგური ან ხელსაწყო წყალქვეშა ობიექტების მდგომარეობის გასარკვევად ბგერითი სიგნალების საშუალებით.

ჰიდროლოკაცია - წყალში არსებული სხეულის ადგილსამყოფელის განსაზღვრა მისგან არეკლილი ბგერითი სიგნალების საშუალებით; ფართოდ იყენებენ გემების, წყალქვეშა ნავების, თევზთა გუნდების ადგილსამყოფელის დასადგენად.

ჰიდრომეტეორები (ბერძნ.) - ატმოსფეროში წყლის ორთქლის პროდუქტები: ნისლი, ღრუბელი, ცვარი, რთვილი და სხვა.

ჰიდრომეტეოროლოგია - მეცნიერება, რომელიც სწავლობს წყლის მიმოქცევას ატმოსფეროში.

ჰიდრომეტრია - ჰიდროლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს წყლის რეჟიმს (ხარჯს, სიჩქარეს, სიღრმეს და სხვა).

ჰიდრომექანიკა - მექანიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს სითხის წონასწორობასა და მოძრაობის კანონებს. აგრეთვე სითხისა და მასში სრულად ან ნაწილობრივ ჩაყურსული მყარი სხეულების ურთიერთზემოქმედებას.

ჰიდრომოდული (ბერძნ.)

1) მაჩვენებელი წყლის იმ რაოდენობისა, რომელიც უნდა გადააგდონ (ამოშრობის დროს) ან მოიყვანონ (მოსარწყავად) ფართობის თითოეულ ერთეულზე.

2) ფარი, რომელზედაც ამოჭრილია სპეციალური ფორმა წყლის გადასაშვებად; იყენებენ წყლის საშუალო ხარჯის გასაზომად.

ჰიდრომონიტორი - მოწყობილობა, რომელიც ისვრის წყლის მძლავრ ჭავლს; იყენებენ გრუნტისა და ქანების დასამუშავებლად (წარეცხვის გზით), ზოგი მთამადნეულის გასარეცხად (გასამდიდრებელ ფაბრიკებში), ხანძრის ჩასაქრობად და სხვა.

ჰიდრონეფროზი (ბერძნ.) - თირკმლის კისტოზური დაზიანება - თირკმლის ფიალებისა და თირკმლის მენჯის დაჭიმვა შარდის უკუდენის დარღვევის შედეგად.

ჰიდრონიმები - წყლების (მდინარეების, ტბების და მისთანების) სახელწოდება.

ჰიდრონიმიკა (ბერძნ.) - ტოპონიმების ნაწილი - წყლების (მდინარეების, ტბების და მისთანების) სახელთა ერთობლიობა.

ჰიდროპლანი - იგივეა, რაც ჰიდროთვითმფრინავი.

ჰიდროპონიკა (ბერძნ.) - მცენარეთა მოყვანა ხელოვნურ გარემოში, უნიადაგოდ (წყალში გახსნილი მარილების სისტემატურად მიწოდების გზით).

ჰიდროპულტი (ბერძნ.) - ტუმბოს მქონე აპარატი; იყენებენ ხანძრის ჩასაქრობად, კედლების შესაღებად, მცენარეთა მოსარწყავად, სადგომების დეზინფექციისათვის და სხვა.

ჰიდროსტატი - წყალქვეშა სამუშაოებისა და კვლევების ჩასატარებელი აპარატი, რომელსაც გემიდან ზღვაში ბაგირით უშვებენ.

ჰიდროსტატიკა - ჰიდრომექანიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს სითხის წონასწორობას, აგრეთვე მასში სრულად ან ნაწილობრივ ჩაყურსული მაგარი სხეულების წონასწორობას.

ჰიდროსფერო - წყლის გარსი, რომელიც აკრავს დედამიწას (ოკეანეები, ზღვები, ტბები, მდინარეები).

ჰიდროტაქსისი (ბერძნ.) - უდაბლესი ორგანიზმების მოძრაობა მეტი ან ნაკლები სინოტივის მიმართულებით.

ჰიდროტექნიკა - მეცნიერება, რომელიც სწავლობს წყლის რესურსების გამოყენებას სამეურნეო საჭიროებისათვის, აგრეთვე წყლის სტიქიის მავნებელ მოქმედებას; ტექნიკის დარგი, რომელიც განახორციელებს ამ ამოცანებს სათანადო ნაგებობათა საშუალებით.

ჰიდროტროპიზმი (ბერძნ.) - მცენარის მზარდი ორგანოების, განსაკუთრებით ფესვების გაღუნვა უფრო ნოტიო გარემოსაკენ.

ჰიდროფიზიკა (ბერძნ.) - მოძღვრება იმ ფიზიკური პროცესების შესახებ, რომელიც მიმდინარეობს წყლის მასაში ბუნებრივ პირობებში.

ჰიდროფილია (ბერძნ.)

1) მცენარეთა დამტვერვა წყლის საშუალებით.

2) ორგანიზმის ქსოვილების უნარი შებოჭოს წყალი, ხელი შეუშალოს მის გამოყოფას.

ჰიდროფიტები (ბერძნ.) - წყალში მცხოვრები მცენარეები.

ჰიდროფობია (ბერძნ.) - წყლის შიში.

ჰიდროფონი (ბერძნ.) - წყალქვეშა ბგერების მიმღები; იყენებენ ჰიდროლოკაციაში.

ჰიდროქინონი (ბერძნ.) - ორგანული ნივთიერება, არომატული რიგის ორატომიანი სპირტი; იყენებენ ფოტოგრაფიაში, როგორც გამამჟღავნებელს, აგრეთვე საღებრების წარმოებაში.

ჰიდროქორია (ბერძნ.) - მცენარეთა სპორების, თესლისა და ნაყოფის გავრცელება წყლის დინებათა მიერ.

ჰიდროქსილი (ბერძნ.) - ჯგუფი ჟანგბადი - წყალბადი, რომელიც შედის ბევრი ქიმიური ნაერთის მოლეკულებში.

ჰიდროცელე - სათესლის წყალმანკი; სათესლის გარსებში სეროზული სითხის დაგროვება.

ჰიენა (ბერძნ.) - აფთარი.

ჰიერაკონპოლისი (შავარდნის ქალაქი, ძველეგვიპტური - ნეხენი, ახლანდელი - ქომ-ელ-ახმარი) - ქალაქი ძველ ეგვიპტეში, თებეს სამხრეთით, მდინარე ნილოსის მარცხენა ნაპირას, ღვთაება ჰორის საკულტო ადგილი.

ჰიეროგლიფი - იხილე იეროგლიფი.

ჰიერნე ჰარალდ გაბრიელ - იხილე იერნე ჰ.გ.

ჰიერონ სირაკუსელი (უმცროსი) - სირაკუსის ტირანი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 306 - 215 წწ).

ჰიზენი ბრუს ჩარლზ - ამერიკელი გეოლოგი და გეომორფოლოგი (დაიბადა 1924 წელს).

ჰითი ედუარდ რიჩარდ ჯორჯ - დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1916 წელს).

ჰითჩინგსი ჯორჯ ჰერბერტ - ამერიკელი ბიოქიმიკოსი და ფარმაკოლოგი, 1988 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჯ.უ.ბლექთან და ჰ.ბ.ელაიონთან ერთად (1905-1988 წწ).

ჰიიუმაა - კუნძული ბალტიის ზღვაში, ეკუთვნის ესტონეთს.

ჰილა

1) მდინარე აშშ-ში, მდინარე კოლორადოს მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 1040 კილომეტრი).

2) ქალაქი ერაყში, ბაბილის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი (85 ათასი).

ჰილალი ბადრ ალ-დინ - სპარსული პოეზიის წარმომადგენელი (გარდაიცვალა 1529 წელს).

ჰილარი ედმუნდ - ახალი ზელანდიის საზოგადო მოღვაწე, მთამსვლელი, 1953 წელს ნ.თენცინგთან ერთად ჯომოლუნგმას პირველდამპყრობი (დაიბადა 1919 წელს).

ჰილარი - ამერიკაში გავრცელებული სახელი ქალისა.

ჰილბერტი დავიდ - გერმანელი მათემატიკოსი (1862-1943 წწ).

ჰილდებრანდი ადოლფ ფონ - გერმანელი მოქანდაკე და ხელოვნების თეორიტიკოსი (1847-1921 წწ).

ჰილდებრანდტი იოჰან ლუკას ფონ - ავსტრიელი არქიტექტორი (1668-1745 წწ).

ჰილდებრანდ-ჰილდებრანდსონი ჰუგო - შვედი მეტეოროლოგი (1838-1925 წწ).

ჰილდესჰაიმერი ვოლფგანგ - გერმანელი დრამატურგი (1916-1991 წწ).

ჰილდესჰაიმი - ქალაქი გერმანიის ქვემო საქსონიის მხარეში (110 ათასი).

ჰილდრეთი რიჩარდ - ამერიკელი მწერალი, ფილოსოფოსი და ისტორიკოსი (1807-1865 წწ).

ჰილეა - ტენიანი ტროპიკული ტყე სამხრეთ ამერიკაში.

ჰილერი იოჰან ადამ - გერმანელი კომპოზიტორი და მუსიკის თეორიტიკოსი (1728-1804 წწ).

ჰილერი პატრიკ ჯონ - ირლანდიის პრეზიდენტი 1976-90 წლებში (დაიბადა 1923 წელს).

ჰილესტრემი პერ - შვედი ფერმწერი (1732-1816 წწ).

ჰილვერსიუმი - ქალაქი ნიდერლანდის ჩრდილოეთ ჰოლანდიის პროვინციაში (90 ათასი).

ჰილზი (გერმ.)

1) პაპიროსის ქაღალდის მასრა, რომელსაც თამბაქოთი ტენიან.

2) ლითონის მილი ტყვიის ან ჭურვისათვის, აქვს ფსკერი, რომლის ნახვრეტშიც იდება ფისტონი.

ჰილი არჩიბალდ ვივიენ - ინგლისელი ფიზიოლოგი, 1922 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1886-1980 წწ).

ჰილი ბენი (ნამდვილი სახელი და გვარი ალფრედ ჰოტორნი) - ინგლისელი კომედიური მსახიობი (1925-1992 წწ).

ჰილი სუზენ - ინგლისელი მწერალი ქალი (დაიბადა 1942 წელს).

ჰილი ჯორჯ უილიამ - ამერიკელი ასტრონომი (1838-1914 წწ).

ჰილი ჯო ჰილსტრომ ჯოზეფ (ნამდვილი სახელი და გვარი იოელ ემანუელ ჰეგლუნდი) - ამერიკელი პოეტი (1879-1915 წწ).

ჰილინგდონი - დიდი ლონდონის საქალაქო ოლქი (ინგლისი, დიდი ბრიტანეთი).

ჰილკუიტი (ნამდვილი გვარი ჰილკოვიჩი) მორის - აშშ-ს სოციალისტური პარტიის მოღვაწე (1869-1933 წწ).

ჰილმენდი - მდინარე ავღანეთში, ერთვის ჰამუნის ტბას.

ჰილო - ქალაქი ჰავაის კუნძულებზე, აშშ-ს ჰავაის შტატში.

ჰილოტები (ბერძნ.) - ძველ საბერძნეთში, სპარტაში, ნახევრად დამონებული გლეხები, მიწათმოქმედნი.

ჰილოძოიზმი (ბერძნ.) - ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის თანახმადაც მატერია საყოველთაოდ სულიერია.

ჰილტონი კონრად ნიკოლსონ - ამერიკელი ბიზნესმენი, „ჰილტონის“ სასტუმროთა კორპორაციის დამაარსებელი (1887-1979 წწ).

ჰილფერდინგი რუდოლფ - ავსტრიისა და გერმანიის სოციალ-დემოკრატიისა და II ინტერნაციონალის ერთ-ერთი ლიდერი (1831-1872 წწ).

ჰილფერდინგი ფრანც - ავსტრიელი ბალეტის მსახიობი და ბალეტმაისტერი (1710-1768 წწ).

ჰიმალაი - მსოფლიოს უმაღლესი მთათა სისტემა, განფენილია ინდოეთში, ჩინეთში, ნეპალში, პაკისტანსა და ბჰუტანში.

ჰიმალაის დათვი - იხილე პანდა.

ჰიმალაისწინეთი - იგივე სივალიკის მთები.

ჰიმაჩალ-პრადეში - შტატი ჩრდილოეთ ინდოეთში, ადმინისტრაციული ცენტრი - სიმლა.

ჰიმენე (ბერძნ.) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ქორწინების ღმერთი.

ჰიმენიუმი (ბერძნ.) - ქუდიანი სოკოების მეტად ან ნაკლებად მკვრივი ფენა, რომელიც შედგება სპორათწარმომქმნელი უჯრედებისგან.

ჰიმენომიცეტები - დიდი ჯგუფი სოკოებისა, რომლებსაც ჰიმენიუმი მოთავსებული აქვთ ნაყოფის სხეულის ზედაპირზე.

ჰიმენოპტერები - აპკოვანფრთოსანი მწერები (კრაზანები, ფუტკრები და სხვა).

ჰიმეძი - ქალაქი-პორტი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე, ჰიოგოს პრეფექტურაში (460 ათასი).

ჰიმლერი ჰაინ რიხ - ფაშისტური გერმანიის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო დამნაშავე, 1943 წლიდან იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრი (1900-1945 წწ).

ჰიმნი (ბერძნ.)

1) საზეიმო სიმღერა, რომელიც მიღებულია, როგორც სახელმწიფოებრივი ან კლასობრივი ერთიანობის სიმბოლო.

2) სახოტბო გალობა: ღვთაების სადიდებელი სიმღერა.

ჰიმნოგრაფია - სასულიერო პოეზიის ჟანრი, რომელიც მოიცავს სარიტუალო და ღვთისმსახურებაში გამოსაყენებელ საგალობლებს.

ჰინა - იხილე ინა.

ჰინაიანა - ბუდიზმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება მაჰაიანასთან ერთად.

ჰინამი - ქალაქი-პორტი ჩრდილოეთ კორეის ჰამგიონ-ნამდოს პროვინციაში.

ჰინგისი მარტინა - შვეიცარიელი სპორტსმენი ქალი (ჩოგბურთი), უიმბლდონის ტურნირის ჩემპიონი, 1998-2002 წლებში მსოფლიოს პირველი ჩოგანი (დაიბადა 1980 წელს).

ჰინდემითი პაულ - გერმანელი კომპოზიტორი (1895 - 1963 წწ).

ჰინდენბურგი პაულ ფონ - გერმანიის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, 1925-33 წლებში ვაიმარის რესპუბლიკის პრეზიდენტი (1847-1934 წწ).

ჰინდი ენა - ინდოეთის სახელმწიფო ენა, განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის ახალ ინდურ ენათა ჯგუფს; გავრცელებულია ინდოეთის უმეტეს რეგიონებში.

ჰინდუსტანი

1) ფართო გაგებით - ინდოეთი მთლიანად; ჩრდილოეთი ინდოეთი.

2) ვიწრო გაგებით - მდინარე განგის ველი დელიდან ვარანასამდე.

ჰინდუქუში - მთათა სისტემა ავღანეთში, პაკისტანსა და ინდოეთში.

ჰინეი - კუნძული ნორვეგიის ზღვაში, ეკუთვნის ნორვეგიას.

ჰინო ასიჰეი (ნამდვილი სახელი და გვარი ტამაი კაცუნორი) - იაპონელი მწერალი (1907-1960 წწ).

ჰინტერლანდი (გერმ.)

1) რაიონი, რომელიც ეკვრის სამრეწველო სავაჭრო ცენტრს, ნავსადგურს.

2) უკვე დაპყრობილი (კოლონიალური) ტერიტორიის მომიჯნავე ნაწილი, რომელზედაც დამპყრობელი ქვეყანა აცხადებს პრეტენზიას.

ჰინტი აადუ - ესტონეთის სახალხო მწერალი (1910-1989 წწ).

ჰინქსი ედუარდ - ირლანდიელი აღმოსავლეთმცოდნე (1792-1866 წწ).

ჰინშელვუდი სირილ ნორმან - ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, 1956 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1897-1967 წწ).

ჰიოგო - პრეფექტურა იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს სამხრეთ ნაწილში.

ჰიოსტილია - ყბის რკალის შენაწევრება ქალასთან, დამახასიათებელია ზვიგენების უმრავლესობისათვის.

ჰიოსციამინი (ბერძნ.) - ალკალოიდი, რომელიც შედის ბელადონის, ლენცოფას და ზოგი სხვა მცენარის შემადგენლობაში.

ჰიპარიონი (ბერძნ.) - განმარხებული ცხოველი ცხენების ჯგუფისა.

ჰიპარქე - ძველბერძენი მეცნიერი, ასტრონომიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 180/190 - 125 წწ).

ჰიპარქოსი (ბერძნ.) - ძველ საბერძნეთში - ცხენოსანი რაზმის უფროსი.

ჰიპატია - ალექსანდრიელი მათემატიკოსი ქალი (370 - 415 წწ).

ჰიპელი თეოდორ გოტლიბ - გერმანელი მწერალი (1741-1796 წწ).

ჰიპერ (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - აღნიშნავს ზევით ყოფნას, აგრეთვე ნორმის გადამეტებას.

ჰიპერაზოტემია (ბერძნ.) - სისხლში ცილოვანი ცვლის აზოტოვანი პროდუქტების (შარდოვანას, შარდმჟავას) რაოდენობის მომატება; ვითარდება თირკმლების მძიმე დაავადების ან გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის დროს.

ჰიპერბოლა (ბერძნ.)

1) მხატვრული ხერხი - მეტისმეტი გაზვიადება შთაბეჭდილების გაძლიერების მიზნით.

2) მათემატიკაში - ორტოტიანი დაუხშავი მრუდი, რომელიც მიიღება სიბრტყის საშუალებით კონუსის გადაკვეთისას.

ჰიპერბოლოიდი - ზედაპირი, რომელიც მიიღება ჰიპერბოლის ბრუნვით.

ჰიპერბორეები (ბერძნ.)

1) ძველი ბერძნების თქმულებათა მიხედვით, ზღაპრული ხალხი, რომელიც უკიდურეს ჩრდილოეთში ცხოვრობდა.

2) (გადატანით) ჩრდილოელები.

ჰიპერბორეოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, უკიდურეს ჩრდილოეთში მცხოვრები მითიური პიროვნება, მისი მითი დაკავშირებული აპოლონის კულტთან.

ჰიპერგლიკემია (ბერძნ.) - შაქრის სიჭარბე სისხლში.

ჰიპერემია (ბერძნ.) - სისხლის მოწოლა, დაგროვება სხეულის რომელიმე ნაწილში ან ორგანოში.

ჰიპერესთეზია (ბერძნ.) - კანის მგრძნობელობის სიჭარბე.

ჰიპერესიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არგონავტების - ასტერიოსისა და ამფიონეს - მამა, აქაველთა უძველესი მეფე.

ჰიპერთერმია (ბერძნ.) - ორგანიზმის ზედმეტად გახურება სითბოს წარმოქმნისა და გაცემას შორის ურთიერთქმედების (თერმორეგულაციის) დარღვევის შედეგად.

ჰიპერიონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტიტანი, ურანოსისა და გეას ვაჟი, თეიას მეუღლე. ამ სახელით ზოგჯერ ჰელიოსსაც მოიხსენიებენ.

ჰიპერკინეზი (ბერძნ.) - მეტისმეტი არანებისმიერი მოძრაობა, რომელიც შეიმჩნევა ნერვული სისტემის ზოგი დაავადების დროს.

ჰიპერმეტროპია (ბერძნ.) - შორსმხედველობა.

ჰიპერმნეზია (ბერძნ.) - გადაჭარბებული ავადმყოფური მეხსიერება.

ჰიპერმნესტრა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი დანაიდი, რომელმაც არ შეისმინა მამის ბრძანება და სიცოცხლე შეუნარჩუნა საყვარელ ქმარს.

ჰიპერონები (ბერძნ.) - არამდგრადი ელემენტარული ნაწილაკები, რომელთა მასა მეტია ნეიტრონის მასაზე, მაგრამ ნაკლებია დეიტრონის მასაზე. ჰიპერონების უმეტესობის სიცოცხლე დაახლოებით 10-10 წამია.

ჰიპერპლაზია (ბერძნ.) - ქსოვილებისა და ორგანოების სტრუქტურული ელემენტების რიცხვის გადიდება; ჰიპერტროფიის სახესხვაობა.

ჰიპერსეკრეცია (ბერძნ.) - რომელიმე ჯირკვლის სეკრეტის გაძლიერებული გამოყოფა.

ჰიპერსთენი (ბერძნ.) - ქანწარმომქმნელი მინერალი პიროქსინების ჯგუფისა.

ჰიპერტონია (ბერძნ.) - სისხლის წნევის აწევა, რაც ჰიპერტონიული დაავადების ძირითადი მიზეზია.

ჰიპერტონიკი (ბერძნ.) - ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანი.

ჰიპერტროფია (ბერძნ.)

1) რაიმე ორგანოს მეტისმეტი გადიდება ავადმყოფობის დიდი დატვირთვის ან სხვა მიზეზის გამო.

2) (გადატანით) რისამე არანორმალური განვითარება.

ჰიპერფუნქცია (ბერძნ.) - რომელიმე ორგანოს მეტისმეტად გაძლიერებული მოქმედება.

ჰიპესთეზია (ბერძნ.) - კანის მგრძნობელობის დაქვეითება.

ჰიპი (ინგლ.) - დასავლეთის სამყაროში XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ახალგაზრდობის წარმომადგენლები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ადამიანმა საკუთარი ნება-სურვილით უნდა იცხოვროს; სახელი წარმოდგა დაძონძილი სამოსის და ბარძაყებზე ჩაწეული შარვლის მიხედვით.

ჰიპია და ჰიპარქე - ათენის ტირანები ძვ.წ.აღ. 527 - 510 წლებში).

ჰიპნოზი (ბერძნ.) - ძილთან მიახლოებული მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ შთაგონებით არის გამოწვეული.

ჰიპნოპედია - სწავლა ბუნებრივი ძილის პორობებში.

ჰიპნოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ძილის განმასახიერებელი ღვთაება, ნიკტის ვაჟი, სიკვდილის ღმერთის - თანატოსის ძმა. გამოისახებოდა ფრთოსან მძინარე ყმაწვილად. მას თვით ღმერთებიც კი ემორჩილებოდნენ.

ჰიპნოტიზიორი (ბერძნ.-ფრანგ.) - პირი, რომელიც ჰიპნოზის მდგომარეობაში აქცევს ვისმე; ჰიპნოზით მკურნალი ექიმი.

ჰიპნოტიზირება და ჰიპნოტიზაცია - ჰიპნოზის მდგომარეობაში მოქცევა შთაგონებით; დაჰიპნოზება.

ჰიპნოტიზმი (ბერძნ.) - მოძღვრება ჰიპნოზის შესახებ.

ჰიპნუმი (ლათ.) - მწვანე ხავსი, რომელიც ხშირად გვხვდება ქვედურ ჭაობებზე; მონაწილეობს ტორფის წარმოქმნაში.

ჰიპო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - აღნიშნავს ქვევით ყოფნას, აგრეთვე დაქვეითებას ნორმასთან შედარებით.

ჰიპოგეა (ბერძნ.) - სიცოცხლე, რომელიც მიმდინარეობს მიწისქვეშეთში, გამოქვაბულებში, ნაპრალებში.

ჰიპოგლიკემია (ბერძნ.) - შაქრის სიმცირე სისხლში.

ჰიპოდამე მილეტელი - ძველბერძენი არქიტექტორი (ძვ.წ.აღ. V საუკუნე).

ჰიპოდამია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:

1) ელიდის მეფის ენომაოსის ქალიშვილი.

2) აქილევსის ტყვე ქალი, რომელიც მას აგამემნონმა წაართვა.

3) ქალიშვილი, რომლის ქორწილზედაც დაიწყო ლაპითების ბრძოლა კენტავრების წინააღმდეგ.

ჰიპოდერმისი (ბერძნ.) - ეპიდერმისის ქვეშ განლაგებულ უჯრედთა ფენა.

ჰიპოდინამია (ბერძნ.) - მოძრაობის უნარის დაქვეითება.

ჰიპოდრომი - იხილე იპოდრომი.

ჰიპოვიტამინოზი - დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობასთან.

ჰიპოთალამუსი (ბერძნ.) - დიდი ტვინის ნაწილი, რომელიც მოთავსებულია ე.წ. მხედველობითი ბორცვების ქვეშ; მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებაში.

ჰიპოთეზა (ბერძნ.) - რაიმე მოვლენის ასახსნელად წამოყენებული მეცნიერული ვარაუდი, რომლის უეჭველობა ჯერ არ არის ცდით დამტკიცებული.

ჰიპოთერმია (ბერძნ.) - ადამიანის სხეულის ტემპერატურის დაწევა ხელოვნურად. იწვევს გულის მოქმედების, სუნთქვის, ნივთიერებათა ცვლის დაქვეითებას. ორგანიზმს აახლოებს ცხოველთა „ზამთრის ძილის“ მდგომარეობასთან. იყენებენ გულის ოპერაციების და ზოგი სხვა დაავადების მკურნალობის დროს.

ჰიპოთიაზიდი - სამკურნალო პრეპარატი - ძლიერი შარდსადენი საშუალება.

ჰიპოკინეზია (ბერძნ.) - დაავადება, რომელიც გამოწვეულია ადამიანის ხანგრძლივი უმოძრაობით.

ჰიპოკოტილი (ბერძნ.) - ღეროს პატარა მონაკვეთი ფესვსა და პირველ ფოთლებს (ლებნებს) შორის.

ჰიპოკრატე - ძველბერძენი ექიმი, ანტიკური მედიცინის რეფორმატორი (ძვ.წ.აღ. 460 - 371 წწ).

ჰიპოკრატე ქიოსელი - ძველბერძენი გეომეტრი (ძვ.წ.აღ. V საკუნის II ნახევარი).

ჰიპოკრენე (ბერძნ.) - იხილე იპოკრენე.

ჰიპოლოგია (ბერძნ.) - მეცნიერება ცხენების შესახებ.

ჰიპონასტია - ფოთლის, გვირგვინის ფურცლის, ჯამის ფოთლის და მცენარის სხვა ორგანოს ქვედა მხარის უფრო სწრაფი ზრდა ზედა მხარესთან შედარებით.

ჰიპონაქტი - ძველბერძენი პოეტი (ძვ.წ.აღ. VI ს).

ჰიპოპლაზია (ბერძნ.) - ქსოვილის ან ორგანოს არასრული განვითარება.

ჰიპოპოტამი (ბერძნ.) - იგივეა, რაც ბეჰემოთი.

ჰიპოსეკრეცია (ბერძნ.) - რომელიმე ჯირკვლის სეკრეტის (იხილე სეკრეტი) შემცირებულად გამოყოფა.

ჰიპოსტაზი (უფრო სწორია ჰიპოსტასი) (ბერძნ.)

1) სისხლის შეგუბება სხეულის ქვედა ნაწილებსა და ორგანოებში; ემართებათ ავადმყოფებს, რომელთაც გულის მოქმედება აქვთ მოდუნებული.

2) (წიგნიერი) სახეცვლილება (იხილე აგრეთვე იპოსტასი).

ჰიპოსტილი (ბერძნ.) - ფართო დახურული ნაგებობა (ტაძრის ან სასახლის დარბაზი), რომლის ჭერიც ეყრდნობა მრავალრიცხოვან ახლოახლო აღმართულ სვეტებს. გავრცელებული იყო ძველ აღმოსავლეთში (ეგვიპტე, ირანი).

ჰიპოსულფიტი - გოგირდოვანმჟავა ნატრიუმი; იყენებენ ფოტოგრაფიაში (ფიქსაჟად).

ჰიპოტაქსი (ბერძნ.) - ქვეწყობა (წინადადებისა).

ჰიპოტენუზა (ბერძნ.) - სწორკუთხა სამკუთხედის გვერდი, რომელიც მდებარეობს სწორი კუთხის პირდაპირ.

ჰიპოტონია (ბერძნ.) - სისხლის წნევის დაქვეითება.

ჰიპოტროფია (ბერძნ.) - რაიმე ორგანოს ან მისი ნაწილის მოცულობის შემცირება.

ჰიპოფიზი (ბერძნ.) - შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც მოთავსებულია თავის ტვინის ფუძესთან: გავლენას ახდენს ორგანიზმის ზრდასა და განვითარებაზე.

ჰიპოფუნქცია (ბერძნ.) - რაიმე ორგანოს დაქვეითებული მოქმედება.

ჰიპოქსია (ბერძნ.) - ჟანგბადის ნაკლებობა სისხლში.

ჰიპოცენტრი (ბერძნ.) - მიწისძვრის კერის ცენტრალური წერტილი.

ჰირაკოთერიუმი - ცხენისებრთა ოჯახის ამომწყდარი გვარი; გავრცელებული იყო ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ეოცენის ეპოქაში.

ჰირაცუკა - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე, კანაგავის პრეფექტურაში (250 ათასი).

ჰირიევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მითიური ბეოტიელი მეფე, რომელიც განთქმული იყო უდიდესი საგანძურით.

ჰიროსაკი - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს ჩრდილოეთ ნაწილში, აომორის პრეფექტურაში (175 ათასი).

ჰიროსიგე ანდო (ფსევდონიმი უტაგავა ჰიროსიგე) იაპონელი გრაფიკოსი (1797-1858 წწ).

ჰიროსიმა - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (1,1 მილიონი).

ჰიროჰიტო - იაპონიის იმპერატორი 1926-89 წლებში (1901-1989 წწ).

ჰირსუტიზმი - მამაკაცის ტიპის ჭარბთმიანობა ქალებში.

ჰირტი გერმან - გერმანელი ენათმეცნიერი (1865-1936 წწ).

ჰირტლი იოზეფ - ავსტრიელი ანატომი (1811-1894 წწ).

ჰირუდინი (ლათ.) - ნივთიერება, რომელსაც გამოყოფს სამედიცინო წურბლის სანერწყვე ჯირკვლები; აფერხებს სისხლის შედედებას.

ჰირში ჰანს - ავსტრიელი ისტორიკოსი (1878-1940 წწ).

ჰისარ-ალაი - მთათა სისტემა პამირ-ალაის მთებში.

ჰისარი - ენეოლით-ბრინჯაოს ხანის ბინადარ მიწათმოქმედთა და მესაქონლეთა დასახლება დამღანთან, ჩრდილო-აღმოსავლეთ ირანში.

ჰისი ვილჰელმ - გერმანელი ემბრიოლოგი და ანატომი (1831-1904 წწ).

ჰისტამინი (ბერძნ.) - ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, დიდი რაოდენობით მოიპოვება ადამიანისა და ცხოველების სხვადასხვა ორგანოებში; იწვევს კაპილარების გაფართოებას, მსხვილი სისხლძარღვების შევიწროებას და ა.შ.

ჰისტეროსკოპი (ბერძნ.) - ხელსაწყო საშვილოსნოს შინაგანი ღრუს დასათვალიერებლად.

ჰისტო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს სხეულის ქსოვილებთან დაკავშირებულს.

ჰისტოგენეზი (ბერძნ.) - ქსოვილის წარმოქმნა ცხოველურ ორგანიზმში.

ჰისტოლიზი (ბერძნ.) - ორგანიზმის ქსოვილების დაშლა ქსოვილური ან ბაქტერიული წარმოშობის სხვადასხვა ფერმენტით მათი გახსნის გზით.

ჰისტოლოგია (ბერძნ.) - მეცნიერება ადამიანის და ცხოველების ქსოვილთა აგებულების შესახებ.

ჰისტოფიზიოლოგია - ჰისტოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ცხოველური ქსოვილებისა და მათი კომპლექსების ფუნქციათა მექანიზმებს.

ჰისტოქიმია - ჰისტოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ცხოველთა და მცენარეთა ქსოვილების ქიმიურ თვისებებს.

ჰისტრიონი (ლათ.)

1) ძველ რომში მსახიობი, რომელიც პირველ ხანებში უნიღბოდ თამაშობდა (ნიღაბი შემოიღეს ძვ. წ.აღ. I საუკუნეში).

2) ადრეულ შუა საუკუნეების (IX-XII სს) ევროპაში სახალხო მოხეტიალე მსახიობი, რომელიც ერთდროულად იყო მთხრობელიც, მუსიკოსიც, მომღერალიც, მოცეკვავეც, აკრობატიც, ჯამბაზიც, ცხოველების მწვრთნელიც და ა.შ.

ჰიტატი - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს აღმოსავლეთ ნაწილში, იბარაკის პრეფექტურაში (205 ათასი).

ჰიტაჩი - საწარმოო და ენერგეტიკული მოწყობილობის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ელექტროსაქონლის მწარმოებელი მრავალდარგოვანი იაპონური ფირმა. დაარსებულია 1910 წელს.

ჰიტი (ინგლ.)

1) საცხენოსნო სპორტი - ცხენის გარბენა მოკლე მანძილზე.

2) ველო და მოტოსპორტში შეჯიბრი, რომლის მონაწილეები გარკვეულ მანძილს სათითოოდ გადიან.

3) ძალიან პოპულარული სიმღერა.

ჰიტლერი (ნამდვილი გვარი შიკლგრუბერი) ადოლფ - გერმანიის ფაშისტური ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ლიდერი, ფაშისტური გერმანიის რაიხსკანცლერი, მთავარი სამხედრო დამნაშავე (1889-1945 წწ).

ჰიტლერიზმი - ფაშისტური დიქტატურა გერმანიაში ჰიტლერის მეთაურობით (1933-1945 წწ); ფაშისტური დიქტატურის იდეოლოგია.

ჰიტოპადეშა - სანსკრიტზე დაწერილი იგავ-არაკების კრებული, შედგენილია „პანჩატანტრას“ საფუძველზე. შეიქმნა დაახლოებით XIII საუკუნეში.

ჰიტორფი იოჰან ვილჰელმ - გერმანელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1824-1914 წწ).

ჰიტ-პარადი - ყველაზე პოპულარული სიმღერების, შლაგერების სია (მიმდინარე კვირის, თვის და ა.შ).

ჰიტროუ (Heathrow) - ლონდონის უდიდესი საერთაშორისო აეროპორტი. მდებარეობს ქალაქიდან 24 კმ მანძილზე, ცენტრიდან დასავლეთის მიმართულებით.

ჰიუბნერი კარლ ვილჰელმ - გერმანელი ფერმწერი (1814-1879 წწ).

ჰიუბნეროვა მარია - ჩეხი მწერალი ქალი (1862-1931 წწ).

ჰიუბშმანი ჰაინრიხ - გერმანელი ენათმეცნიერი (1848-1908 წწ).

ჰიუგენსი კრისტიან - იხილე ჰიუიგენსი კ.

ჰიუგო ვიქტორ მარი - ფრანგი მწერალი (1802-1885 წწ).

ჰიუე - ქალაქი ვიეტნამში, ბინჩითიენის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ჰიუვენენი ანტი - ფინელი ისტორიკოსი (1900 - 1980 წწ).

ჰიუზი დეივიდ ედუარდ - ინგლისელი ფიზიკოსი და გამომგონებელი, მუშაობდა აშშ-ში (1831-1900 წწ).

ჰიუზი ლენგსტონ - ამერიკელი მწერალი, პუბლიცისტი (1902-1967 წწ).

ჰიუზი უილიამ მორის - ავსტრალიის სახელმწიფო მოღვაწე (1864-1952 წწ).

ჰიუიგენსი კონსტანტინ - ნიდერლანდელი პოეტი (1596-1687 წწ).

ჰიუიგენსი კრისტიან - ნიდერლანდელი მექანიკოსი, ფიზიკოსი და მათემატიკოსი (1629-1695 წწ).

ჰიუისმანსი კამილ - იხილე იუისმანსი კ.

ჰიუისმანსი შარლ მარი ჟორჟ - იხილე იუისმანსი შ.მ.ჟ.

ჰიუიში ანტონი - ინგლისელი ასტრონომი დაიბადა 1924 წელს).

ჰიუმი დეივიდ - იხილე იუმი დ.

ჰიუნე ფრიდრიხ ფონ - გერმანელი პალეონტოლოგი (1875-1969 წწ).

ჰიურთი - ქალაქი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში.

ჰიუსტონი - ქალაქი აშშ-ს ტეხასის შტატში.

ჰიფები (ბერძნ.) - სოკოს ვეგეტატიური სხეულისა (მიცელიუმი) და ნაყოფსხეულის შემადგენელი მიკროსკოპული მარტივი ან დატოტვილი ძაფები.

ჰიფსიპილე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კუნძულ ლემნოსის დედოფალი, რომელიც არ დაემორჩილა ამ კუნძულზე არსებულ მამაკაცების მოკვლის წესს და არ მოკლა საკუთარი მამა და ამის გამო სამშობლოდან გაქცევა მოუხდა.

ჰიფსოთერმომეტრი (ბერძნ.) - ხელსაწყო ატმოსფერული წნევის გასარკვევად წყლის დუღილის ტემპერატურის მიხედვით

ჰიფსომეტრია (ბერძნ.) - რელიეფის გეოგრაფიულ რუკებზე ჰორიზონტალების საშუალებით დედამიწის ზედაპირის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება.

ჰიქმეთ სულეიმანი - ერაყის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1889-1968 წწ).

ჰიქსი ჯონ რიჩარდ - ინგლისელი ეკონომისტი, 1972 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1904-1990 წწ).

ჰიშამი - ომაიანთა დინასტიის ხალიფა 724 წლიდან (გარდაიცვალა 743 წელს).

ჰიჩკოკი ალფრედ - ინგლისელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, 1939 წლიდან მოღვაწეობდა აშშ-ში (1899-1980 წწ).

ჰიჩხონი - ქალაქი ჩრდილოეთ კორეის ჩაგანდოს პროვინციაში.

ჰიჯაზი - პროვინცია საუდის არაბეთში.

ჰიჯრა (არაბ.) - მუსლიმანურ ქვეყნებში გავრცელებული წელთაღრიცხვა (კალენდარი). ჰიჯრის დასაბამად ითვლება 622 წელი, როდესაც მაჰმადი მექადან მედინაში გადასახლდა.

12.5 ჰლ

▲ზევით დაბრუნება


ჰლასკო მარეკ - პოლონელი მწერალი (1934-1969 წწ).

12.6 ჰმ

▲ზევით დაბრუნება


ჰმ - (ხმამიბაძვით) გამოხატავს ირონიულ გაკვირვებას.

12.7 ჰნ

▲ზევით დაბრუნება


ჰნჩაკ - სომხეთის ნაციონალისტური პარტია, დაარსდა 1887 წელს ჟენევაში.

12.8 ჰო

▲ზევით დაბრუნება


ჰო

1) ნაწილაკი; ა) გამოხატავს დასტურს, თანხმობას. ბ) იხმარება შეწყვეტილი თხრობის გაგრძელებისას. გ) იხმარება დაყვავების, წაქეზების, დაბეჯითებული თხოვნის შემთხვევაში.

2) შორისდებული; გამოხატავს გაკვირვებას, მოწონებას ან აღტაცებას.

ჰოანგ კონგ ტიატი - გლეხთა აჯანყების ხელმძღვანელი ვიეტნამში 1739 - 1769 წლებში.

ჰოანგ ჰოა თამი - იხილე დე თამი.

ჰოარაობა - მერყეობა, ყოყმანი.

ჰობარტი - ქალაქი ავსტრალიაში, ტასმანიის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (185 ათასი).

ჰობემა მეინდერტ - ჰოლანდიელი ფერმწერი (მოინათლა 1638 წელს - გარდაიცვალა 1709 წელს).

ჰობზი ტომას - ინგლისელი ფილოსოფოს-მატერიალისტი, ათეისტი (1588-1679 წწ).

ჰობი (ინგლ.) - რაიმეთი გატაცება, აკვიატებული საქმიანობა, რასაც ხშირად გართობის მიზნით მისდევენ.

ჰობოი (გერმ.) - ხის ჩასაბერი მუსიკალური საკრავი; ბგერის სიმაღლის მიხედვით საშუალო კლარნეტსა და ფლეიტას შორის.

ჰობოკენი

1) ქალაქი ბელგიის ანტვერპენის პროვინციაში.

2) ქალაქი აშშ-ს ნიუ-ჯერზის შტატში.

ჰობსბაუმი ფილიპ დენის - ინგლისელი პოეტი, ლიტერატურის თეორიტიკოსი (დაიბადა 1932 წელს).

ჰობსონი ჯონ ატკინსონ - ინგლისელი ეკონომისტი და რეფორმისტი (1858-1940 წწ).

ჰოგარტი უილიამ - ინგლისელი ფერმწერი, გრაფიკოსი, ხელოვნების თეორიტიკოსი (1697-1764 წწ).

ჰოგი ჩარლზ ჯეიმზ - ირლანდიის პრემიერ-მინისტრი 1979-81, 1982 წელს და 1987 წლიდან (დაიბადა 1925 წელს).

ჰო-და - ნაწილაკი - იხმარება შეწყვეტილი თხრობის გაგრძელებისას.

ჰოდე - ნაწილაკი; გამოხატავს დასტურს, თანხმობას.

ჰოდეიდა - ქალაქი იემენში, ქვეყნის მთავარი პორტი წითელ ზღვაზე (130 ათასი).

ჰოდლერი ფერდინანდ - შვეიცარიელი ფერმწერი (1853-1918 წწ).

ჰოდმეზევაშარჰეი - ქალაქი უნგრეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩონგრადის მედიეში (60 ათასი).

ჰოდონინი - ქალაქი ჩეხეთის სამხრეთ მორავიის ოლქში.

ოენლოე კლოდვიგ კარლ ვიქტორ, თავადი შილინგფიურსტი - გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი (1819-1901 წწ).

ჰოენცოლერნები - ბრანდენბურგის კურფიურისტების (1415-1701 წწ), პრუსიის მეფეების (1701-1918 წწ), გერმანიის იმპერატორების (1871-1918 წწ) დინასტია.

ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენები - რუმინეთის სამეფო დინასტია (1866-1947 წწ).

ჰოვანესიანი ნარ - ოპერის სომეხი მომღერალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა თბილისში 1913 წელს).

ჰოვანესიანი ჰოვანეს - სომეხი პოეტი, პედაგოგი (1864-1929 წწ).

ჰოვნათანიანები - სომეხ მხატვართა ოჯახი, ცხოვრობდნენ XVII-XIX საუკუნეებში, ოჯახის უფროსი ჰოვნათან ნაღაში ვახტანგ VI-ის კარის მხატვარი იყო.

ჰოთორნი ნათანიელ - ამერიკელი მწერალი (1804-1864 წწ).

ჰოი - შორისდებული:

1) გამოხატავს გაჯავრებას, მუქარას.

2) გამოხატავს აღტაცებას.

ჰოიანი - ქალაქი ვიეტნამის კუანგნამ-დანანგის პროვინციაში.

ჰოიერსვერდა - ქალაქი გერმანიის ბრანდენბურგის მხარეში (70 ათასი).

ჰოიმე - შორისდებული - უი, უიმე.

ჰოისალა - სახელმწიფო და მისი მმართველი დინასტია ინდოეთში XI-XIV საუკუნეებში.

ჰოისი თეოდორ - გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე (1884-1963 წწ).

ჰოკა - ენით მონათესავე ინდიელ ტომთა ჯგუფი ჩრდილოეთ ამერიკაში, ცხოვრობდნენ ახლანდელი კალიფორნიის შტატში.

ჰოკაიდო (1968 წლამდე ერთ-ერთი სახელწოდება - ეძო) კუნძული იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში.

ჰოკეი (ინგლ.) - სპორტული გუნდური თამაში ყინულზე (ან ბალახზე); თამაშის მიზანია ყვანჭით (ჰოკიჯოხით) შეაგდონ ბურთი ან შაიბა მოწინააღმდეგის კარში.

ჰოკინგი უილიამ ერნესტ - ამერიკელი ფილოსოფოსი (1873-1966 წწ).

ჰოკინზი ჯონ - ინგლისელი ადმირალი (1532-1595 წწ).

ჰო კიუი ლი (ლე კიუ ლი) - დაივიეტის (ვიეტნამის) მონარქი, პოს დინასტიის დამაარსებელი (1335-1407 წწ).

ჰოკიჯოხი (ყვანჭი) - ჰოკეის სათამაშო ინვენტარი.

ჰოკონ VII - ნორვეგიის მეფე 1905 წლიდან (1872-1957 წწ).

ჰოკუ - იხილე ჰაიკუ.

ჰოკუსაი კაცუსიკა - იაპონელი გრავიორი და მხატვარი (1760-1849 წწ).

ჰოლანდი სიდნი ჯორჯ - ახალი ზელანდიის სახელმწიფო მოღვაწე (1893-1961 წწ).

ჰოლანდია

1) ინდონეზიის ქალაქ ჯაიპურის ყოფილი სახელწოდება.

2) ნიდერლანდის არაოფიციალური სახელწოდება.

3) შუა საუკუნეების საგრაფო, შემდგომში ნიდერლანდის პროვინცია.

ჰოლანი ვლადიმირ - ჩეხი პოეტი (1905-1990 წწ).

ჰოლარი ვაცლავ (ვენცელ) - ჩეხი გრაფიკოსი და მხატველი (1607-1677 წწ).

ჰოლარქტიკა (ბერძნ.) - ხმელეთის ერთ-ერთი ბიოგეოგრაფიული არე; მოიცავს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტროპიკსგარეშე ნაწილს.

ჰოლბაინი ჰანს

1) უმცროსი - გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1497/98 - 1543 წწ).

2) უფროსი - გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი (დაახლოებით 1465-1524 წწ).

ჰოლბახი პოლ ანრი - ფრანგი განმანათლებელი, ფილოსოფოსი (1723-1789 წწ).

ჰოლბერგი ლუდვიგ - დანიელი მწერალი (1684-1754 წწ).

ჰოლდაკი ფელიქს - გერმანელი მეცნიერ-იურისტი, საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის მკვლევარი (1880-1940 წწ).

ჰოლბრუკი დევიდ კენეტ - ინგლისელი მწერალი (დაიბადა 1923 წელს).

ჰოლდეინი ჯონ ბერდონ სანდერსონ - ინგლისელი ბიოლოგი (1892-1964 წწ).

ჰოლდეინი ჯონ სკოტ - ინგლისელი ფიზიოლოგი (1860-1936 წწ).

ჰოლდინგი

1) (ინგლ.) - წესის დარღვევა კრივში - ერთ-ერთი მონაწილის მიერ მეორის ხელების ან ტანის დაჭერა.

2) სააქციო კომპანია, რომელიც საკუთარ კაპიტალს სხვა კომპანიების საკონტროლო პაკეტების შესაძენად იყენებს მათზე კონტროლის დაწესების მიზნით.

ჰოლი (ინგლ.) - დიდი ოთახი ან მოზრდილი დარბაზი სხვადასხვა დანიშნულებისა (მაგალითად, მოსაცდელი ოთახი სასტუმროში, თეატრში და სხვა).

ჰოლი გეს (ნამდვილი სახელი და გვარი არვო გეს ჰალბერგი) - ამერიკისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1910-1990 წწ).

ჰოლი გრენვილ სტენლი (ამერიკელი ფსიქოლოგი (1846-1924 წწ).

ჰოლი ედუინ ჰერბერტ - ამერიკელი ფიზიკოსი (1855-1938 წწ).

ჰოლი ეისაფ - ამერიკელი ასტრონომი (1829-1907 წწ).

ჰოლი იან - სლოვაკი პოეტი (1785-1849 წწ).

ჰოლი პიტერ რეჯინალდ ფრედერიკ - ინგლისელი რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე (დაიბადა 1930 წელს).

ჰოლი რობერტ უილიამ - ამერიკელი ბიოქიმიკოსი, 1968 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1922 წელს).

ჰოლი ჯეიმზ - ამერიკელი გეოლოგი და პალეონტოლოგი (1811-1898 წწ).

ჰოლიდეი ბილი (ნამდვილი სახელი და გვარი ელეონორა ჰარისი) - ჯაზის მომღერალი ამერიკელი ქალი (1915-1959 წწ).

ჰოლივუდი

1) 1910 წლამდე დამოუკიდებელი ქალაქი აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, მოგვიანებით გახდა ქალაქ ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი უბანი, ამერიკის კინოხელოვნების ძირითადი ცენტრი; დაარსდა 1914-18 წლებში.

2) ქალაქი აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ფლორიდის შტატში (120 ათასი).

ჰოლიკ-კენიონი - მყინვარული პლატო ანტარქტიდაში.

ჰოლინშედი (ჰოლინგზჰედი) რეიფილ - ინგლისელი მემატიანე (გარდაიცვალა დაახლოებით 1580 წელს).

ჰოლიოუკი - ქალაქი აშშ-ს მასაჩუსეტსის შტატში.

ჰოლმზი არტურ - იხილე ჰოუმზი ა.

ჰოლმიუმი (Ho) - ლანთანოიდების ჯგუფის ქიმიური ელემენტი, რბილი მოვერცხლისფრო-თეთრი ლითონი (ქალაქ სტოკჰოლმის ლათინური სახელწოდების Holimia-ის მიხედვით). ატომური ნომერი 67, ატომური მასა 164,9304.

ჰოლოგრაფია (ბერძნ.) - ობიექტის მოცულობითი გამოსახულების მიღების მეთოდი.

ჰოლოთურიები (ზღვის კიტრები) - ზღვის უხერხემლო ცხოველთა კლასი კანეკლიანების ტიპისა.

ჰოლოკოსტი (ინგლ. Holocaust) - გერმანელი ნაცისტების და სხვა ქვეყნების კოლაბორაციონისტების მიერ ებრაელების სისტემატური დევნა და სიცოცხლის ხელყოფა ნაცისტური რასობრივი თეორიის საფუძველზე, 1933-45 წლებში.

ჰოლოუბეკი გუსტავ - პოლონელი მსახიობი, რეჟისორი (დაიბადა 1923 წელს).

ჰოლოფანები (ბერძნ.) - გამჭვირვალე მინისგან დაწნეხილი თალფაქები; იყენებენ სხვადასხვა გასანათებელ ხელსაწყოებში.

ჰოლოში შიმონ - უნგრელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1857-1918 წწ).

ჰოლოცენი (ბერძნ.) - დედამიწის თანამედროვე გეოლოგიური ეპოქა (სხვაგვარად - გამყინვარების შემდგომი ეპოქა).

ჰოლუი ტადეუშ - პოლონელი მწერალი (1916-1985 წწ).

ჰოლცი არნო - გერმანელი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე (1863-1929 წწ).

ჰომანზი ჯორჯ კასპარ - იხილე ჰოუმანზი ჯ.კ.

ჰომარი - ზღვის ათფეხა კიბოსნაირების ორი გვარი.

ჰომბურგი (ბად-ჰომბურგი) - კურორტი გერმანიაში.

ჰომეინი რუჰოლა მუსავი - ირანის ისლამური რესპუბლიკის დამაარსებელი (დაიბადა 1898 ან 1903 წელს - 1989 წ).

ჰომეოპათი - ექიმი, რომელიც ჰომეოპათიის საშუალებებით მკურნალობს.

ჰომეოპათია (ბერძნ.) - მკურნალობის მეთოდი - ძალიან მცირე დოზებით ხმარება ისეთი წამლებისა, რომელთა დიდი დოზები ჯანმრთელ ადამიანში იწვევს მოცემული დაავადების ნიშნებს.

ჰომეოპათური დოზები - იტყვიან რისამე ძალიან მცირე დოზებზე.

ჰომეოსტაზი (ბერძნ.) - ცხოველურ ორგანიზმში მიმდინარე რთული რეაქციების ერთობლიობა, რომელთა დანიშნულებაა სხვადასხვა შინაგანი გარემოს (მაგალითად სხეულის ტემპერატურის, სისხლის წნევის...) მდგრადი წონასწორობის დაცვა.

ჰომერი იან - ჩოგბურთელი. ქართული საჩოგბურთო სკოლის ფუძემდებელი. საქართველოს ჩემპიონი 1918-27 წლებში, სსრკ-ს პირველი სპარტაკიადის (1928) მეორე პრიზიორი, საქართველოს ნაკრების მოთამაშე-მწვრთნელი. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი (1898-1981 წწ).

ჰომერი უინზლოუ - იხილე ჰოუმერი უ.

ჰომეროსი - ძველბერძენი პოეტი (სავარაუდოა, რომ ცხოვრობდა ძვ.წ.აღ. VIII საუკუნეში).

ჰომეროსული სიცილი - თავშეუკავებელი, ხმამაღალი სიცილი, ხარხარი (გამოთქმა დაკავშირებულია ღმერთების სიცილთან, რომელიც აღწერილია ჰომეროსის „ილიადაში“).

ჰომილეტიკა - სტენოგრაფიულად ჩაწერილი ძველი საეკლესიო მოძღვრება-ქადაგებანი.

ჰომილია - სამღვდელო პირთა მიერ წარმოთქმული მოძღვრება-ქადაგებანი, რომელთაც წერდა თვით ავტორი.

ჰომინგი - იხილე ჰოუმინგი.

ჰომო- (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი: ნიშნავს მსგავსს, თანასწორს.

ჰომოგამია (ბერძნ.)

1) მამრობითი და მდედრობითი ორგანოების ერთდროულად მომწიფება ორივე სქესის მცენარის ერთსა და იმავე ეგზემპლარზე. ხელს უწყობს თვითდამტვერვას.

2) მამრობითი და მდედრობითი სქესის ინდივიდების მიერ გენების ერთნაირი კომბინაციის გადაცემა.

ჰომოგენური (ბერძნ.) - შემადგენლობით, წარმოშობით, თვისებებით ერთგვარი.

ჰომოკი-ნადი იშტვან - უნგრელი კინორეჟისორი, ოპერატორი (1914-1980 წწ).

ჰომოლოგია (ბერძნ.) - ბიოლოგიაში - ისეთი ორგანოების მსგავსება, რომლებიც აგებულია ერთი გეგმით, ვითარდება ერთნაირი ჩანასახებისაგან, მაგრამ ასრულებს სხვადასხვა ფუნქციას.

ჰომოლოგიური - შესაბამისი, შესატყვისი. ჰომოლოგიური ორგანოები - ერთგვარი წარმოშობის ორგანოები, რომელთაც ძირითადად ერთგვარი აგებულება აქვთ და ხშირად არაერთგვარ ფუნქციას ასრულებენ (მაგალითად, ფრინველის ფრთა და ადამიანის ხელი).

ჰომონიმი - იხილე ომინიმი.

ჰომონოია - თანხმობისა და ურთიერთგაგების ღმერთქალი ძველ საბერძნეთში.

ჰომოპლასტიკა (ბერძნ.) - ერთი ადამიანის რაიმე ორგანოს ან ქსოვილის გადანერგვა მეორესთვის.

ჰომოსექსუალიზმი (ბერძნ.) - არაბუნებრივი სქესობრივი ლტოლვა საკუთარი სქესის პირისადმი.

ჰომოტიპია (ბერძნ.) - ბიოლოგიაში - სიმეტრიული ორგანოების მსგავსება.

ჰომოფობია (ბერძნ.) - სიძულვილი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების ან მათი ცხოვრების სტილის თუ კულტურის მიმართ.

ჰომოფონია (ბერძნ.)

1) მელოდია აკომპანემენტთან ერთად.

2) მრავალხმიანობა, სადაც ერთი ხმა სჭარბობს სხვებს.

ჰომრული (ინგლ.) - ირლანდიის თვითმმართველობის პროგრამა, რომელიც წამოყენებულ იქნა XIX საუკუნის 70-იან წლებში.

ჰომსი - ქალაქი სირიაში, ამავე სახელწოდების მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი (480 ათასი).

ჰომსტედი (ინგლ.) - აშშ-ში მიწის ნაკვეთი, რომელიც ეძლეოდათ ახალმოსახლეებს უფასოდ ან შეღავათით.

ჰომუნკულუსი (ლათ.) - შუა საუკუნეების ალქიმიკოსების წარმოდგენით, ადამიანის მსგავსი რაღაც არსება, რომლის მიღება თითქოს შეიძლება ხელოვნურად ადამიანის სპერმატოზოიდისაგან.

ჰონ ბომ დო - კორეელი პატრიოტი, ანტიიაპონური შეიარაღებული ბრძოლის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1868-1943 წწ).

ჰონგაი - ქალაქი ვიეტნამში, კუანგნინის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (125 ათასი).

ჰონ გიონ ნე - ლის წინააღმეგ გლეხთა დიდი აჯანყების (1811-1812 წლებში) ორგანიზატორი კორეაში (1868-1943 წწ).

ჰონგჰა (ლიშეხე, იუანძიანი, ვიეტნამში აგრეთვე სონგკოი, წითელი მდინარე) - მდინარე ვიეტნამსა და ჩინეთში, ერთვის სამხრეთ ჩინეთის ზღვის ბაკბოს ყურეს (1183 კმ).

ჰონდო - იხილე ჰონსიუ.

ჰონდურასი (ჰონდურასის რესპუბლიკა, ესპან. Republica de Honduras)

- სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. სამხრეთით ესაზღვრება ნიკარაგუას, დასავლეთით - გვატემალას, სამხრეთ-დასავლეთით - სალვადორს, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით კარიბის ზღვის წყლები აკრავს.
- დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1821 წლის 15 სექტემბერს, 1823 წელს ცნობილ იქნა ესპანეთის მიერ.
- ეროვნული დევიზი - „Libre, Soberana e Independiente“.
- ჰიმნი - „Tu bandera es un lampo de cielo“.
- მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა (2008 წლის აგვისტომდე), სოციალისტური სახელმწიფო (2008 წლის აგვისტოს შემდეგ).
- სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი ეროვნული კონგრესი.
- ფართობი - 112 090 კვ.კმ.
- დაყოფილია 18 დეპარტამენტად.
- მოსახლეობა - 7 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 63 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - ესპანური.
- დედაქალაქი - ტეგუსიგალპა.
- ეროვნული ვალუტა - ლემპირა.
- ქვეყნის კოდი - HND.
- დროის სარტყელი - UTC -6.
- სატელეფონო კოდი - +504.
- ინტერნეტ-დომენი - hn

ჰონდურასის ყურე - კარიბის ზღვის ყურე ბელიზის, გვატემალას და ჰონდურასის სანაპიროებთან.

ჰონეკერი ერიხ - ყოფილი გდრ-ს სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, გერმანიის კომპარტიის პირველი მდივანი 1971 წლიდან გენერალური მდივანი 1976-89 წლებში (1912-1994 წწ).

ჰონერი ფრანც - ავსტრიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1893-1964 წწ).

ჰონე ჰეკე - მაორის ტომების ბელადი (ახალი ზელანდია (1810-1850 წწ).

ჰონვედი (უნგრ.)

1) უნგრეთის რევოლუციური არმიის სახელწოდება უნგრეთის 1848-49 წლების რევოლუციის დროს.

2) ყოფილ ავსტრია-უნგრეთში ჯარების ნაწილი, რომელიც ემორჩილებოდა არა საერთო-საიმპერიო, არამედ უნგრეთის სამინისტროს.

ჰონზლი იინდრჟიხ - ჩეხი თეატრალური მოღვაწე, რეჟისორი, თეატრმცოდნე, კრიტიკოსი (1894-1953 წწ).

ჰონიარა - ქალაქი-პორტი, სოლომონის კუნძულების ადმინისტრაციული ცენტრი.

ჰონიგმანი ერნესტ - ბელგიელი მეცნიერი, ბიზანტისტი (1892-1954 წწ).

ჰონკონგი - სიანგანის ინგლისური სახელწოდება.

ჰონ მიონ ჰი (ფსევდონიმი პიოქჩხო) - კორეელი მწერალი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე (1888-1971 წწ).

ჰონოკოკი - იხილე გონოკოკი.

ჰონოლულუ - ქალაქი-პორტი აშშ-ში, ჰავაის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (365 ათასი).

ჰონორარი (ლათ.) - ფულადი გასამრჯელო, რომელსაც შრომის საზღაურად აძლევენ მწერლებს, მხატვრებს, ადვოკატებს და სხვა.

ჰონორეა (ლათ.) - იხილე გონორეა.

ჰონორი

1) პატივისცემისა და დიდების განმასახიერებელი რომაული ღვთაება, რომელსაც ვირტუტასთან ერთად აღიარებდნენ.

2) გაზვიადებული წარმოდგენა საკუთარ ღირსებაზე; ყოყოჩობა, მედიდურობა.

ჰონორიუს I - რომის პაპი 625 წლიდან (გარდაიცვალა 638 წელს).

ჰონორიუს II - რომის პაპი (გარდაიცვალა 1130 წელს).

ჰონორიუს III (ერისკაცობაში ჩენჩიო საველი) - რომის პაპი 1216 წლიდან (გარდაიცვალა 1227 წელს).

ჰონორიუს IV (ერისკაცობაში ჯაკომო საველი) - რომის პაპი 1285 წლიდან (1210-1287 წწ).

ჰონორიუსი ფლავიუს - დასავლეთ რომის იმპერიის იმპერატორი (384-423 წწ).

ჰონსიუ (ჰონდო) - კუნძული იაპონიაში.

ჰოო

1) შორისდებული; იხმარება მიხვედრის აღსანიშნავად.

2) ნაწილაკი; იგივეა, რაც ჰო.

ჰოობა - ჰო-ს თქმა, თანხმობა.

ჰოოპ სხეფერი იაპ დე (ნამდვილი სახელი იაკობ გიისბერტ) - ნატო-ს მე-11 გენერალური მდივანი 2004-2009 წლებში, 2002-2003 წლებში ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრი (დაიბადა 1948 წელს).

ჰოოპუნა - შეძახილი მომკელთა სიმღერაში.

ჰოპერი (ინგლ.) - თვითსაცლელი ვაგონი საყარი ტვირთის (ქვანახშირის, მადნისა და მისთანების) გადასაზიდად.

ჰოპი ჰანს - გერმანელი არქიტექტორი (1890-1971 წწ).

ჰოპკალიტი (ინგლ.) - მანგანუმის, სპილენძისა და ვერცხლის ჟანგეულების ნარევი; წარმოადგენს კატალიზატორს; გამოყენება აქვს აირწინაღებში.

ჰოპკინზი ენტონი - ინგლისელ-ამერიკელი კინომსახიობი (დაიბადა 1937 წელს).

ჰოპკინზი ფრედერიკ გოულენდ - ინგლისელი ბიოქიმიკოსი, 1929 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი კ.ვიკმანთან ერთად (1861-1947 წწ).

ჰოპკინზი ჰარი ლოიდ - აშშ-ს სახელმწიფო მოღვაწე (1890-1946 წწ).

ჰოპლა (ფრანგ.)

1) შეძახილი გადახტომის დროს.

2) აღტაცების გამომხატველი წამოძახილი.

ჰოპლიტი (ბერძნ). - ძველ საბერძნეთში მძიმედ შეიარაღებული ქვეითი ჯარისკაცი.

ჰოპოპები - ჰოპოპებს ააფრენს - იგივეა, რაც ოფოფებს ააფრენს.

ჰოპტუ - შეძახილი კამეჩის გასარეკად.

ჰოპუნა - ქართული ხალხური შრომის სიმღერა.

ჰოპფი ებერჰარდ - გერმანელი მათემატიკოსი (1902-1990 წწ).

ჰოპფი ჰაინც - შვეიცარიელი მათემატიკოსი (1894-1980 წწ).

ჰორა იოსეფ - ჩეხი პოეტი (1891-1945 წწ).

ჰორაკი იირჟი - ჩეხი ფოლკლორისტი და ლიტერატურატურათმცოდნე (1884-1975 წწ).

ჰორაციუსი კვინტუს ფლაკუს - რომაელი პოეტი (ძვ.წ.აღ. 65 - 8 წწ).

ჰორები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, წელიწადის დროთა ცვალებადობის წარმმართველი ღმერთქალები, ბუნების წესრიგის დამცველი ღვთაებანი.

ჰორელიეფი (ფრანგ.) - სკულპტურული გამოსახულება, რომელიც ამობურცულია ბრტყელ ზედაპირზე თავისი სავარაუდო მოცულობის ნახევარზე მეტად.

ჰორვატი მიხაი - უნგრელი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე (1809-1878 წწ).

ჰორი (ეგვიპტ.) - ეგვიპტურ მითოლოგიაში - მზის ღმერთი, რომელიც ითვლებოდა ფარაონის ხელისუფლების მფარველად.

ჰორიზონტალი

1) ჰორიზონტის სიბრტყის პარალელური სწორი ხაზი; თარაზულად მდებარე ხაზი.

2) გეოდეზიაში - მრუდი ხაზი, რომელიც რუკაზე ან გეგმაზე ერთი სიმაღლის წერტილებს აერთებს (სინონიმი - იზოჰიფსი).

ჰორიზონტალური - ჰორიზონტის ხაზის პარალელურად მიმართული; თარაზული.

ჰორიზონტი (ბერძნ.)

1) დედამიწის ზედაპირის ნაწილი, რომელსაც გაშლილ ადგილზე ხედავს დამკვირვებლის თვალი; ხაზი, რომლის გაყოლებაზეც ცა თითქოს დედამიწას ეხება.

2) (გადატანით) თვალთახედვა.

3) წყლის სიმაღლე (მდინარეებში, ზღვაში, ტბაში).

4) ჰორიზინტალური სიბრტყე, რომელიც გადაკვეთს წიაღისეულის საბადოს რაიმე დონეზე.

ჰორკჰაიმერი მაქს - გერმანელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი (1895-1973 წწ).

ჰორლიკი - ქედი ანტარქტიდის ტრანსანტარქტიკულ მთებზე.

ჰორმონალური - ჰორმონებთან დაკავშირებული.

ჰორმონი (ბერძნ.) - ფიზიოლოგიშია - ნივთიერება, რომელსაც გამოყოფენ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები; მონაწილეობს ცოცხალი ორგანიზმის ფუნქციების რეგულირებაში (სინონიმი - ინკრეტი).

ჰორმონოთერაპია - ჰორმონების შემცველი პრეპარატებით მკურნალობა.

ჰორმუზის სრუტე - სრუტე არაბეთის ნახევარკუნძულსა და აზიის კონტინენტს შორის; აკავშირებს სპარსეთის და ომანის ყურეებს.

ჰორნადი (ჰერნადი) - მდინარე ჩეხეთსა და უნგრეთში, მდინარე შაიოს შენაკადი.

ჰორნი არვიდ ბერნჰარდ - იხილე ჰურნი ა.ბ.

ჰორნი ფილიპ დე მონმორანსი - ნიდერლანდის ბურჟუაზიული რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი (დაახლოებით 1524 - 1568 წწ).

ჰორნი

2) (გერმ.) - სპილენძის სასიგნალო ჩასაბერი საკრავი; ბუკი.

3) კონცხი ჩილეში, კუნძულ ჰორნზე.

ჰორნისტი - ჰორნის დამკვრელი, მებუკე.

ჰორნო-პოპლავსკი სტანისლავ - პოლონელი მოქანდაკე (1902-1990 წწ).

ჰოროვი პავოლ - (ნამდვილი გვარი ჰოროვჩაკი) - სლოვაკი პოეტი (1914-1995 წწ).

ჰოროვიცი ვლადიმირ - იხილე გოროვიცი ვ.

ჰოროლი - იგივეა, რაც ოროლი.

ჰორორი (ინგლ.) - საშინელებათა ფილმი (აგრეთვე მოთხრობა და მისთანები).

ჰოროსკოპი (ბერძნ.) - ვარსკვლავთა განლაგების ცხრილი, რომელსაც ასტროლოგები ადგენენ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ამა თუ იმ მოვლენის ან პიროვნების ბედის საწინასწარმეტყველოდ.

ჰოროქსი ჯერიმაია - ინგლისელი ასტრონომი (დაახლოებით 1617-1641 წწ).

ჰორჟოვსკი ედუარდ - ჩეხი სამთო ინჟინერი (1831-1896 წწ).

ჰორსენსი - ქალაქი დანიის ვაილეს ამტში.

ჰორტენზია (ლათ.) - დეკორატიული ბალახოვანი მცენარე, აქვს მსხვილი ლამაზი ყვავილედი.

ჰორტი ვლასტიმილ - ჩეხი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს ჩემპიონობის პრეტენდენტთა მატჩების მონაწილე.

ჰორნი (ნადიბანია ჰორტი) მიკლოშ - ფაშისტი დიქტატორი უნგრეთში (1868-1957 წწ).

ჰორშემი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის უესტ-სასექსის საგრაფოში.

ჰოსეინი აფზალ - ირანელი მინიატურისტი (XVIII საუკუნე).

ჰოსოი ვაკიძო - იაპონელი მწერალი (1897-1925 წწ).

ჰოსპიტალი (გერმ.) - საავადმყოფო სამხედრო მომსახურეებისათვის (ყოფილ სსრკ-ში), სხვა ქვეყნებში - სამოქალაქო სამკურნალო დაწესებულებებიც.

ჰოსპიტალიერები - იგივეა, რაც იოანიტები.

ჰოსპიტალიზაცია - ჰოსპიტალში, საავადმყოფოში დაწვენა.

ჰოსტინგი (ინგლ.) - მომსახურების სახეობა ინტერნეტში, რაც ითვალისწინებს სივრცის გამოყოფას სერვერზე საიტის ფაილების ფიზიკურ განთავსებისათვის.

ჰოსტინსკი ოტაკარ - ჩეხი მუსიკის ისტორიკოსი (1847-1910 წწ).

ჰო სუან ჰიონგი - ვიეტნამელი პოეტი ქალი (XVIII -XIX სს).

ჰოტა იოსიე - იაპონელი მწერალი (დაიბადა 1918 წელს).

ჰოტენტოტები - სამხრეთ და სამხრეთ დასავლეთ აფრიკის მკვიდრი მოსახლეობა.

ჰოტროველა - იხილე ოტროველა.

ჰოუბარტი - იხილე ჰობარტი.

ჰოუგართი ართურ პოლ - ინგლისელი გრაფიკოსი (დაიბადა 1917 წელს).

ჰოუგართი უილიამ - ინგლისელი ფერმწერი, გრაფიკოსი და ხელოვნების ისტორიკოსი (1697-1764 წწ).

ჰოუმანზი ჯორჯ კასპარ - ამერიკელი სოციოლოგი (1910-1990 წწ).

ჰოუმერი უინზლოუ - ამერიკელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1836-1910 წწ).

ჰოუმზი ართურ - ინგლისელი გეოლოგი და პეტროგრაფი (1890-1965 წწ).

ჰოუმინგი (ინგლ.) - მოვლენა, როდესაც სახლიდან შორს წაყვანილი შინაური ცხოველი თავისით გზას იგნებს და შინ ბრუნდება.

ჰოუორთი უოლტერ ნორმან - ინგლისელი ქიმიკოსი და ბიოქიმიკოსი (1883-1950 წწ).

ჰოფერი ანდრეას - ტიროლის (ავსტრია) ეროვნული გმირი (1767-1810 წწ).

ჰოფი - ქალაქი გერმანიის ბავარიის მხარეში.

ჰოფმაისტერი (გერმ.) - გერმანიასა და რუსეთში მეფის კარის ერთ-ერთი საპატიო ტიტული.

ჰოფმაისტერი ვილჰელმ - გერმანელი ბოტანიკოსი (1824-1877 წწ).

ჰოფმაისტერი კუნო - გერმანელი ასტრონომი (1892-1968 წწ).

ჰოფმაკლერი (გერმ.) - ბირჟის მთავარი მაკლერი.

ჰოფმანი ავგუსტ ვილჰელმ - გერმანელი ქიმიკოსი (1818-1892 წწ).

ჰოფმანი დასტინ - ამერიკელი კინომსახიობი (დაიბადა 1937 წელს).

ჰოფმანი ერიხ - გერმანელი ექიმი (1868-1959 წწ).

ჰოფმანი ერნსტ თეოდორ ამადეუს - გერმანელი მწერალი, კომპოზიტორი, მუსიკის კრიტიკოსი, დირიჟორი, მხატვარ-დეკორატორი (1776-1822 წწ).

ჰოფმანი იოზეფ - ავსტრიელი არქიტექტორი (1870-1956 წწ).

ჰოფმანი იოსეფ (იუზეფ) - პოლონელი პიანისტი, პედაგოგი და კომპოზიტორი (1876-1957 წწ).

ჰოფმანი კურტ - გერმანელი კინორეჟისორი (დაიბადა 1910 წელს).

ჰოფმანი მაქს - გერმანელი სამხედრო მოღვაწე და მწერალი (1869-1927 წწ).

ჰოფმანი ფრიდრიხ - გერმანელი თერაპევტი (1660-1742 წწ).

ჰოფმანი ჯეფრი ალან - ამერიკელი ასტრონავტი, ხუთი კოსმოსური ფრენის მონაწილე 1985, 1990, 1992, 1993, 1996 წლებში (დაიბადა 1946 წელს).

ჰოფმანსვალდაუ კრისტიან ჰოფმან - გერმანელი პოეტი (1617-1679 წწ).

ჰოფმანსთალი ჰუგო ფონ - ავსტრიელი მწერალი (1874-1929 წწ).

ჰოფმან ფონ ფალერსლებენი ავგუსტრ ჰაინრიხ - გერმანელი პოეტი და ფილოლოგი (1798-1874 წწ).

ჰოფმარშალი (გერმ.) - გერმანიასა და რუსეთში ტიტული მეფის კარის მოხელისა, რომელიც განაგებდა სასახლის სამეურნეო საქმეებს.

ჰოფრირება - იხილე გოფრირება.

ჰოფსიეკუდლი - მყინვარი ისლანდიაში.

ჰოფსტედტერი რობერტ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1961 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1915-1995 წწ).

ჰოფტი პიტერ კორნელის - ნიდერლანდელი მწერალი (1581-1647 წწ).

ჰოქტემბერიანი (1932 წლამდე სარდარაბადი) - ქალაქი სომხეთში, არარატის ველზე (50 ათასი).

ჰოხი პიტერ დე - ჰოლანდიელი ფერმწერი (მოინათლა 1629 წელს - გარდაიცვალა 1685 წელს).

ჰოხჰუთი როლფ - გერმანელი დრამატურგი და პუბლიცისტი (დაიბადა 1931 წელს).

ჰოჯა ენვერ - ალბანეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ალბანეთის შრომის პარტიის ცკ-ს გენერალური მდივანი 1954-85 წლებში (1908-1985 წწ).

ჰოჯა მიხალ მილოსლავ - სლოვაკი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1811-1870 წწ).

ჰოჯკინი ალან ლოიდ - ინგლისელი ფიზიოლოგი (1914-1995 წწ).

ჰოჯკინი დოროთი - იხილე კროუფუტ-ჰოჯკინი დ.

ჰოჯსკინი ტომას - ინგლისელი ეკონომისტი, სოციალისტ-უტოპისტი (1787-1869 წწ).

12.9 ჰრ

▲ზევით დაბრუნება


ჰრაბაკი იოსეფ - ჩეხი სამთო ინჟინერი (1833-1921 წწ).

ჰრაბანუს მაურუსი (რაბანუს მაურუსი) - გერმანელი მწერალი (დაახლოებით 780 - 856 წწ).

ჰრადეც-კრალოვე - იხილე გრადეც-კარლოვე.

ჰრდლიჩკა ალეშ - ამერიკელი ანთროპოლოგი, წარმოშობით ჩეხი (1869-1943 წწ).

ჰრინიევიეცკი იეჟი - პოლონელი არქიტექტორი (1908-1990 წწ).

ჰრინიევიეცკი ჰენრიკ - გრაფიკოსი, ფერმწერი, ეროვნებით პოლონელი; დაიბადა, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში (1869-1937 წწ).

ჰროზნი ბედრჟიხ - ჩეხი ისტორიკოსი, ხეთოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე (1879-1952 წწ).

ჰროსვითა (ჰროტსვითა) - გერმანელი მწერალი ქალი (დაახლოებით 935-975 წწ).

ჰრუბინი ფრანტიშეკ - ჩეხი პოეტი (1910-1971 წწ).

12.10 ჰუ

▲ზევით დაბრუნება


ჰუანაკო - იხილე გუანაკო.

ჰუბაი ენე - უნგრელი მევიოლინე, დირიჟორი, პედაგოგი და კომპოზიტორი (1858-1937 წწ).

ჰუბერი ჰანს - შვეიცარიელი კომპოზიტორი და პედაგოგი (1852-1921 წწ).

ჰუბლი - ქალაქი ინდოეთის კარნატაკის შტატში.

ჰუბმაიერი ბალთაზარ - სამხრეთ-დასავლეთ გერმანიის რეფორმაციის მოღვაწე (1485-1528 წწ).

ჰუგენბერგი ალფრედ - გერმანიის პოლიტიკური მოღვაწე (1865-1951 წწ).

ჰუგენოტები (ფრანგ.) - XVI-XVII საუკუნეების საფრანგეთში პროტესტანტები (კალვინისტები), რომელთაც სდევდნენ კათოლიკური ეკლესია და მთავრობა.

ჰუგლი - მდინარე ინდოეთში, მდინარე განგის ერთ-ერთი ტოტი, ერთვის ინდოეთის ოკეანის ბენგალის ყურეს.

ჰუგო კაპეტი - საფრანგეთის მეფე (დაახლოებით 940 - 996 წწ).

ჰუდი სემიუელ - ინგლისელი ადმირალი (1724-1816 წწ).

ჰუდი ტომას - ინგლისელი პოეტი (1799-1845 წწ).

ჰუდონი ჟან ანტუან - იხილე უდონი ჟ.ა.

ჰუდსონი (ჰადსონი) ჰენრი - ინგლისელი ზღვაოსანი, 1607-11 წლებში 4-ჯერ იმოგზაურა არქტიკულ ზღვებში (1550-1611 წწ).

ჰუდსონი (ჰადსონი) - მდინარე აშშ-ში, ერთვის ატლანტის ოკეანის ლოუერ-ბეის სრუტეს (სიგრძე - 520 კილომეტრი).

ჰუდსონის სრუტე - აერთებს ჰუდსონის ყურეს ატლანტის ოკეანესთან.

ჰუდსონის ყურე - ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ყურე კანადის სანაპიროსთან.

ჰუვერი ჯონ ედგარ - აშშ-ს სახელმწიფო მოღვაწე (1895-1972 წწ).

ჰუვერი ჰერბერტ კლარკ - აშშ-ს 31-ე პრეზიდენტი 1929-33 წლებში რესპუბლიკური პარტიიდან (1874-1964 წწ).

ჰუიერი ოლდრჟიხ - ჩეხი ენათმეცნიერი (1880 - 1942 წწ).

ჰუკბალაჰაპი - სახალხო არმია, რომელიც შეიქმნა 1942 წლის 29 მარტს ფილიპინებზე პარტიზანული რაზმების გაერთიანების შედეგად.

ჰუკერი უილიამ ჯექსონ - (ინგლისელი ბოტანიკოსი (1785-1865 წწ).

ჰუკერი ჯოზეფ დოლტონ - ინგლისელი ბოტანიკოსი (1817-1911 წწ).

ჰუკი (ინგლ.) - კრივში - გვერდიდან დარტყმა მოღუნული ხელით; კროშე.

ჰუკი რობერტ - ინგლისელი ბუნებისმეტყველი (1635-1703 წწ).

ჰუკი სიდნი - ამერიკელი ფილოსოფოსი (1902-1990 წწ).

ჰულაგუიანები - მონღოლური დინასტია ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში (XIII-XIV სს).

ჰულაგუ-ხანი - ჰულაგუიანების დინასტიის და სახელმწიფოს დამაარსებელი (1217-1265 წწ).

ჰული სიგურდ - ნორვეგიელი მწერალი (1890-1960 წწ).

ჰუმაიუნი - ინდოეთის მმართველი დიდ მოგოლთა დინასტიიდან (1508-1556 წწ).

ჰუმანიზმი (ფრანგ.)

1) მსოფლმხედველობა, რომელიც განმსჭვალულია ადამიანის სიყვარულით, მისი ღირსების პატივისცემით; კაცთმოყვარეობა.

2) აღორძინების ხანაში (XIV-XVI საუკენეები) პროგრესული მიმდინარეობა, რომელმაც გამოაცხადა პიროვნების თავისუფალი განვითარების პრინციპი, ადამიანის განთავისუფლება ფეოდალიზმისა და კათოლიციზმისაგან.

ჰუმანისტი

1) ჰუმანიზმით (მნიშვნელობა 1) განმსჭვალული ადმიანი, კაცთმოყვარე.

2) ჰუმანიზმის მიმდევარი.

ჰუმანიტარული - ჰუმანიტარული მეცნიერებანი - საზოგადოებრივი მეცნიერებანი (ფილოსოფია, ისტორია, ფილოლოგია და სხვა) საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებათაგან განსხვავებით.

ჰუმანოიდები (ბერძნ.-ლათ.) - სპეციალურ და ფანტასტიკურ ლიტერატურაში ასე იხსენიებენ შორეული პლანეტებიდან ე.წ. „მფრინავი თეფშებით“ დედამიწაზე მოსულ ადამიანის მსგავს არსებებს.

ჰუმანური - ადამიანური, კაცთმოყვარული.

ჰუმბოლდტი - მდინარე აშშ-ში, ერთვის ჰუმბოლდტის ტბას (სიგრძე - 600 კილომეტრი).

ჰუმბოლდტი ალექსანდერ - გერმანელი ბუნებისმეტყველი, გეოგრაფი და მოგზაური (1769-1859 წწ).

ჰუმბოლდტი ვილჰელმ ფრაიჰერ ფონ - გერმანელი ენათმეცნიერი, ესთეტიკოსი, ფილოსოფოსი, სახელმწიფო მოღვაწე (1767-1835 წწ).

ჰუმელი იოჰან (იან) ნეპომუკ - ავსტრიელი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი, კომპოზიტორი (1778-1837 წწ).

ჰუმიფიკაცია (ლათ.) - ნიადაგში მცენარეული და ცხოველური ნარჩენების გახრწნა მიკროორგანიზმების ზემოქმედების შედეგად.

ჰუმორალური (ლათ.) - ფიზიოლოგიაში - ორგანიზმის სითხეებთან (სისხლთან, ლიმფასთან) დაკავშირეებული.

ჰუმორი - იხილე იუმორი.

ჰუმუსი (ლათ.) - მპალა, ნეშომპალა.

ჰუნაფლოუი - გრენლანდიის ზღვის ყურე ისლანდიის ჩრდილოეთ სანაპიროსთან.

ჰუნდი ფრიდრიხ - გერმანელი ფიზიკოსი (1896-1980 წწ).

ჰუნე - (ძვ.) ცხენი.

ჰუნები - თურქთა ტომები, რომლებმაც ძვ.წ.აღ. I საუკუნეში არალის ზღვის რაიონში შექმნეს სამეფო; უკანასკნელი წინამძღოლის ატილას სიკვდილის შემდეგ (453 წ) მათი სამხედრო კავშირი დაიშალა.

ჰუნედოარა - ქალაქი რუმინეთში, ამავე სახელწოდების ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი.

ჰუნიადი იანოშ - უნგრეთის სამეფოს სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე (დაახლოებით 1407-1456 წწ).

ჰუნიადი მატიაში - იხილე მატიაშ ჰუნიადი.

ჰუნსრიუკი - მთის მასივი გერმანიაში.

ჰუნტერი (ინგლ.) - დიდი ტანის საჯდომი ცხენი, რომლის მოშენებასაც სპორტული ნადირობისთვის მისდევენ ინგლისში.

ჰუპერტი ჰუგო - ავსტრიელი მწერალი, პოეტი, “ვეფხისტყაოსნის” მთარგმნელი (1902-1982 წწ).

ჰურბანი იოსეფ მილოსლავ - სლოვაკი მწერალი (1817-1888 წწ).

ჰური ბიშარა ხალილ - ლიბანის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1890-1964 წწ).

ჰურიები (მხ.რ. ჰურია) (არაბ.-სპარს.) - ყურანის მიხედვით, მუსლიმანურ სამოთხეში მცხოვრები მარად ნორჩი ლამაზი ქალები.

ჰურნი არვიდ ბერჰარნ - შვედეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე (1664-1742 წწ).

ჰურონები - იროკეზულენოვანი ინდიელი ტომები; ცხოვრობდნენ კანადის ტერიტორიაზე.

ჰურონი - ტბა აშშ-სა და კანადაში.

ჰუსა ვაცლავ - ჩეხი ისტორიკოსი (1906-1965 წწ).

ჰუსაკი გუსტავ - იხილე გუსაკი გ.

ჰუსარი

1) (უნგრ.) - მეფის რუსეთის და ზოგი სხვა ქვეყნის (თავდაპირველად - უნგრეთის) არმიებში მსუბუქი კავალერიის ჯარისკაცი ან ოფიცერი, რომელსაც უნგრული ფორმა ეცვა.

2) მაიმუნების გვარი ანთრისებრთა ოჯახისა; გავრცელებულია აფრიკის სავანებსა და ტყიან სტეპებში.

ჰუსეი ბერნარდო ალბერტო - იხილე უსაი ბ.ა.

ჰუსეინი - მაჰმადის შვილიშვილი, ალის შვილი, მესამე იმამი (626-680 წწ).

ჰუსეინიდიბი - მმართველი დინასტია ტუნისში (1705-1957 წწ).

ჰუსეინ იბნ ტალალი (ჰუსეინ I) - იორდანიის მეფე (დაიბადა 1935 წელს).

ჰუსეინი იბნ ალი ალ-ჰაშიმი - ჰიჯაზის მეფე, ჰაშიმიდების დინასტიის დამაარსებელი (1854-1931 წწ).

ჰუსეინი სადამ - ერაყის სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის პრეზიდენტი 1979-2003 წლებში (1937-2006 წწ).

ჰუსეინოვი მიქაილ - აზერბაიჯანელი არქიტექტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორი (1905-1990 წწ).

ჰუსეინ რაჰმი გურფინარი - თურქი მწერალი (1864-1944 წწ).

ჰუსეინ ჯავადი (ნამდვილი სახელი და გვარი ჰუსეინ რასიზადე) - აზერბაიჯანელი პოეტი და დრამატურგი (1884-1944 წწ).

ჰუსერლი ედმუნდ - გერმანელი ფილოსოფოს-იდეალისტი (1859-1938 წწ).

ჰუსი იან - ჩეხი ხალხის ეროვნული გმირი, მოაზროვნე, ჩეხეთის რეფორმაციის იდეოლოგი (1371-1415 წწ).

ჰუსიტები - ჩეხეთში XV საუკუნეში ეროვნულ-განმათავისუფლებელი და ანტიკათოლიკური მოძრაობის იან ჰუსის მიმდევრები.

ჰუსკა მარტინ (მეტსახელი - ლოკვისი) - მორავიელი მღვდელი, ტაბორიტების გლეხურ-პლებეური ფრთის იდეოლოგი (გარდაიცვალა 1421 წელს).

ჰუსნიკი იაკუბ - ჩეხი მეცნიერი და გამომგონებელი (1837-1916 წწ).

ჰუტენი ულრიხ ფონ - გერმანელი ჰუმანისტი, მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე (1488-1523 წწ).

ჰუტირა ფერენც - უნგრელი მიკრობიოლოგი (1860-1934 წწ).

ჰუფელანდი კრისტოფ ვილჰელმ - გერმანელი თერაპევტი (1762-1836 წწ).

ჰუფუფი - იხილე ელ-ჰუფუფი.

ჰუქსტრა ჰენკ - ნიდერლანდის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1924 წელს).

ჰუხელი პეტერ - გერმანელი პოეტი (1903-1981 წწ).

ჰუხი რიკარდა - გერმანელი მწერალი ქალი (1864-1947 წწ).7/11/2011