![]() |
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ს-ფ) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ელერდაშვილი ალექსანდრე |
თემატური კატალოგი ლექსიკონები |
საავტორო უფლებები: © ელერდაშვილი ალექსანდრე |
ლექსიკონის შექმნის თარიღი: 2004 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
ლექსიკონის აღწერა: 22 000 სიტყვა დანართი ნობელის პრემიის ლაურიატები – 1901-2003 წწ შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილი „ფანტაზია“ 2004 წიგნი გამოცემულია ი/ს „ფანტაზია 2000“-ის მიერ აიწყო და დაკაბადონდა გაზეთ „ფანტაზიის“ კომპიუტერულ ცენტრში პირველი გამოცემა 2004 წელი |
![]() |
1 ს |
▲back to top |
ს - ქართული ანბანის მეთვრამეტე (ძველ ქართულში მეოცე) ასო; მისი სახელია „სანი“. გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი ფშვინვიერი სისინა ნაპრალოვანი თანხმოვნისა. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ორასს (200).
![]() |
1.1 სა |
▲back to top |
სააბაზანო
აბაზანისათვის განკუთვნილი.
სათავსი ან გაგებობა, სადაც აბაზანა (აბაზანები) არის მოწყობილი.
სააბი - მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მწარმოებელი შვედური ფირმა; შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ტროლჰეტანეში; დაარსებულია 1937 წელს.
სააგარაკო - აგარაკისათვის განკუთვნილი; აგარაკად გამოსადეგი.
სააგენტო
1) რისამე დაწესებულების ადგილობრივი განყოფილება.
2) ზოგიერთი საინფორმაციო და სხვა დაწესებულების სახელწოდება.
საადამიო - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.
საადანაიო - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.
საადგილმამულო - ადგილ-მამულის მფლობელთათვის განკუთვნილი.
საადი პედრო ანტონიო - ეკვადორის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1909-1982 წწ).
საადი (სრული სახელი მუსლიჰედინ აბუ მუჰამად აბდ ალ-ლაჰ იბნ მუშრიფ საადი შირაზი) - სპარსული ლიტერატურის კლასიკოსი (1203-სა და 1210-ს შორის - 1292 წ).
საადმირალოს კუნძულები - მდებარეობს წყნარი ოკეანის ბისმარკის არქიპელაგში, ეკუთვნის პაპუა-ახალ გვინეას.
საადრეო - რაც ჩვეულებრივზე ადრე ხდება; რაც ჩვეულებრივზე ადრე შემოდის, ადრე მწიფდება; ადრეული.
საავადმყოფო - დაწესებულება, სადაც მკურნალობენ მწოლიარე ავადმყოფებს.
საავარიო - ავარიასთან დაკავშირებული, ავარიის შემთხვევისათვის განკუთვნილი.
საავდრო - ავდრის მომასწავებელი.
საავედრა ანხელ დე, ჰერცოგი დე რივასი - ესპანელი პოეტი, რამატურგი,სახელმწიფო მოღვაწე (1791-1865 წწ).
საავედრა ლამასი კარლოს - არგენტინის სახელმწიფო მოღვაწე, იურისტი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი 1932-38 წლებში, 1936 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1878-1959 წწ).
საავეჯო - ავეჯის დასამზადებლად განკუთვნილი.
საავიაციო - ავიაციისათვის განკუთვნილი.
საავტორო - ავტორისათვის განკუთვნილი, დაწესებული.
საათა (Hibiscus trionium) - ერთწლოვანი სარეველა მცენარე ბალბისებრთა ოჯახისა; იკეთებს მსხვილ, მოყვითალო მზისკენ მიქცეულ ყვავილებს.
საათაბაგო - ათაბაგის სამფლობელო.
საათი (არაბ.)
დროის მონაკვეთი, დღე-ღამის 1/24 ნაწილი, 60 წუთი.
შუაღამიდან (ან შუადღიდან) 60 წუთობით გამოთვლილი დრო.
დღე-ღამის ფარგლებში დროის გასაზომი ხელსაწყო.
დრო, ჟამი.
მეცადინეობისათვის (გაკვეთილისათვის, ლექციისათვის) განკუთვნილი დრო, რომელიც შესვენებიანად ერთ საათს შეადგენს.
საათლი - ქალაქი აზერბაიჯანში, მდინარე არაქსის ნაპირას.
საათლო - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.
საათნახევარი - ერთი საათი და ნახევარი, 90 წუთი.
საათობით - რამდენიმე საათის განმავლობაში; დიდ ხანს.
საათობრივი - საათების მიხედვით წარმოებული.
სააკაშვილი მიხეილ - ნევროპათოლოგი, ქართული მედიცინის ისტორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1908-1976 წწ).
სააკაშვილი მიხეილ - საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2004 წლის იანვრიდან (დაიბადა 1967 წელს).
სააკაძე ავთანდილ - გიორგი სააკაძის პირმშო და თანამებრძოლი; მოკლეს მამასთან ერთად თურქეთში 1629 წელს.
სააკაძე გიორგი (დიდი მოურავი) - საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, საქართველოს გაერთიანებისათვის აქტიური მებრძოლი (1570-1629 წწ).
სააკაძე დიმიტრი - XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე პოეტი.
სააკაძე ზურაბ - მეფე სიმონ I-ის დაახლოებული პირი, გიორგი სააკაძის ბიძა, ქართლის მეფის სახლთუხუცესი 1590-1607 წლებში.
სააკაძე იორამ - გიორგი სააკაძის მესამე ვაჟი (გარდაიცვალა 1664 წელს).
სააკაძე იოსებ - იხილე იოსებ ტფილელი.
სააკაძე პაატა - გიორგი სააკაძის მეორე ვაჟი; მძევლად იყო ირანში, სადაც შაჰის ბრძანებით თავი მოკვეთეს 1625 წელს.
სააკაძე როსტომ-ხანი - სპარსეთის სამეფო კარზე მოღვაწე ქართველი მხედართმთავარი (1588-1642/43 წწ).
სააკაძე სიაუშ - გიორგი სააკაძის მამა, მეფე სიმონ I-ის უახლოესი თანამებრძოლი, მისი მრჩეველი (გარდაიცვალა 1606 წელს).
სააკაძე - სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.
საალანიო-საფაჩულიო - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.
საალერსო - ალერსის გამომხატველი.
საალყო - ალყისათვის განკუთვნილი.
საამაყო - სიამაყის გამომწვევი; სასიქადულო.
საამბობელი - რაც უნდა უამბონ; მოსაყოლი.
საამებელი - რაც აამებს; საამებლად განკუთვნილი.
საამები - სკანდინავიის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ რეგიონებში და რუსეთის კოლის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ხალხი.
საამილახორო (საამილახვრო) - პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეული-სათავადო, რომელსაც მართავდა მეფის დანიშნული მოხელე - ამილახვარი. მოქცეული იყო მდინარეებს ლეხურასა და ლიახვს შორის. წარმოიშვა XVI საუკუნეში.
საამირო - ამირას სამფლობელო.
საამისო
ამისათვის განკუთვნილი; ამის შესაფერი.
ასეთი, ამისთანა.
საამკინძაო - სახელოსნო, სადაც წიგნებს კინძავენ.
საამნამე - ფირდოუსის „შაჰ-ნამეს“ ქართული ვერსია.
საამო - სიამის მომგვრელი.
საამური - სასიამოვნო, საამო.
საამქვეყნო - ამ ქვეყნისათვის, ამ ცხოვრებისათვის განკუთვნილი.
საამქრო - ქარხნის ან ფაბრიკის განყოფილება, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესის რაიმე ნაწილი.
საამღო - იხილე საამღოსმაღალი.
საამღოსმაღალი (საამღო) - მთა დუშეთის მუნიციპალიტრტში, კიდეგანის ქედზე.
საამშენებლო - მშნებლობისათვის განკუთვნილი, მშენებლობასთან დაკავშირებული.
საამწყობო - აწყობისათვის განკუთვნილი.
საამხანაგო
ამხანაგად შესაფერი, მისაღები.
ამხანაგობასთან დაკავშირებული.
საანაბრო - ანაბართან დაკავშირებული.
საანბანო
ანბანთან, ანბანის შესწავლასთან დაკავშირებული.
იგივეა, რაც ანბანური.
საანგარიშო
რაც უნდა იანგარიშონ.
რითაც ანგარიშობენ.
ანგარიშისათვის განკუთვნილი.
მარტივი მოქმედება არითმეტიკულ მოქმედებათა საწარმოებლად - ოთხკუთხა ჩარჩო, რომელშიც გარდიგარდმო ჩასმულ ღეროებზე მოძრავი კოჭებია ასხმული.
საანკეტო - ანკეტისათვის განკუთვნილი.
საარაკო - არნახული, საოცარი, ზღაპრული.
საარაყე - არაყისათვის განკუთვნილი.
საარბრიუკენი - იხილე ზაარბრიუკენი.
საარემაა (ეზელი) - ესტონეთის კუთვნილი კუნძული ბალტიის ზღვაში.
საარვისო - საარვისო ქცევა - გრამატიკაში - ზმნის ფორმა, რომლიდანაც არ ჩანს, თუ ვისია ან ვისთვის არის განკუთვნილი ობიექტი.
საარი (სპარს.) - ჰანგი, რომელსაც დილას ასრულებდნენ ზურნით ან დუდუკით რაიმე ნადიმის დროს.
საარი
მდინარე, იხილე ზაარი.
მხარე, იხილე ზაარი.
საარბრიუკენი - იხილე ზაარბრიუკენი.
საარინენი აარნე - ფინეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1913-1995 წწ).
საარინენი ელიელ - ფინელი არქიტექტორი (1873-1950 წწ).
საარინენი ერო - ამერიკელი არქიტექტორი, წარმოშობით ფინელი (1910-1961 წწ).
საარიშიანო - ჰერეთის დიდებულის არიშიანისათვის დავით აღმაშენებლის მიერ სამფლობელოდ მიცემული ტერიტორია.
საარსებო - არსებობისათვის საჭირო.
საარქივო - არქივისათვის განკუთვნილი, არქივში შესანახი.
საარშიყო - სატრფიალო, სამიჯნურო.
საარჩევნო - არჩევნებისათვის განკუთვნილი.
საარწივისწვერი - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქმოსტურისა და აბუდელაურის წყალგამყოფზე.
საატესტაციო - ატესტაციასთან დაკავშირებული.
სააუგო - აუგის სათქმელი; დასაძრახი, სათაკილო, გასაკიცხი.
სააქაო
ეს ქვეყანა, წუთისოფელი, საწუთრო.
ამ ქვეყნის, წუთისოფლის დამახასიათებელი; ამქვეყნიური.
სააღებმიცემო - აღებმიცემობისათვის (ვაჭრობისათვის) განკუთვნილი.
სააღმზრდელო - აღზრდასთან დაკავშირებული.
სააღრიცხვო - აღრიცხვისათვის განკუთვნილი.
სააღწერო - აღწერისათვის განკუთვნილი.
სააშკარაო - სააშკარაოზე გამოტანა - გამოაშკარავება, გამომჟღავნება.
საახალწლო - ახალი წლისათვის განკუთვნილი.
სააჯო კარი - სამსჯავრო, სასამართლო დაწესებულება და მისი შენობა ძველ საქართველოში.
საბა
ქართლის კათალიკოსი დაახლოებით V-VI საუკუნეების ზღვარზე.
(გვარად ტუსისშვილი) ნინოწმინდის ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით დაახლოებით 1744-88 წლებში, ერეკლე II-სთან დაახლოებული პირი.
(სავე) - თურქთა დასავლეთ სახაკანოს მმართველი, თურქთა ლაშქრის მხედართმთავარი (გარდაიცვალა 589 წელს).
ლიტერატურული პრემია, რომელიც 2003 წლიდან გაიცემა საქართველოში.
ქართული მხატვრული ფილმი (მუნჯი, დრამა). ეკრანებზე გამოვიდა 1929 წელს. დამდგემელი რეჟისორი - მიხეილ ჭიაურელი.
საბა (ნამდვილი გვარი პოლი) უმბერტო - იტალიელი პოეტი (1883-1957 წწ).
საბაასო - სასაუბრო.
საბაბი (არაბ.) - ვითარება, მდგომარეობა, შემთხვევა. რომელიც რაიმე მიზნით შეიძლება გამოიყენონ.
საბაგირო - საბაგირო გზა - იგივეა, რაც საჰაერო-საბაგირო გზა.
საბადებელი - რაც ვისმე აბადია. ქონება, სარჩო.
საბადელი - ქალაქი ესპანეთის ბარსელონის პროვინციაში (185 ათასი).
საბადლო - ბადალად მისაჩნევი; სანაცვლო, სამაგიერო.
საბადლო - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის ქედზე.
საბადო - ადგილი, სადაც სასარგებლო ნამარხი, კერძოდ მადნეული, მოიპოვება.
საბადური - ბადით თევზაობისათვის გამოსადეგი ადგილი.
საბადური
მთა მცხეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, საბადურის ქედზე (სიმაღლე 1582 მეტრი).
მთა ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, თრიალეთის ქედზე.
სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.
საბადურის უღელტეხილი - უღელტეხილი ახალციხის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში, საბადურის ქედზე.
საბადურის ქედი
ქედი თიანეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ქართლის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთი მონაკვეთი.
ქედი ახალციხის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, თრიალეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთი განშტოება.
საბაელთა სამეფო (საბა) - ერთ-ერთი უძველესი ადრინდელი კლასობრივი სახელმწიფო სამხრეთ არაბეთში (იემენი).
საბავშვო - ბავშვებისათვის განკუთვნილი.
საბაზო - ბაზისათვის განკუთვნილი, ბაზად გამოსადეგი.
საბაზრო - ბაზრისათვის განკუთვნილი; ბაზრისა.
საბაიონი (ფრანგ.) - საწებელი ერთგვარი; მზადდება შაქართან ერთად ათქვეფილი კვერცხის გულისაგან, რომელსაც დამატებული აქვს ღვინო და სანელებლები.
საბა იშხნელი - ქართველი საეკლესიო მოღვაწე IX საუკუნეში, იშხნის ეპისკოპოსი (ტაო-კლარჯეთი).
საბაკოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ეთიოპიის მითიური მეფე.
საბაკტე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მეთუნეთა დამაზარალებელი ერთ-ერთი ბოროტი დემონი, რომელიც იწვევდა გამოწვის პროცესში ღუმელში არსებული ჭურჭლის დაბზარვა-დამსხვრევას.
საბაკუნისხევი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ორწყლის მარცხენა შენაკადი.
საბალახე - საძოვარი ადგილის გადასახადი.
საბალახო - იგივეა, რაც საძოვარი.
საბალი - მცენარეთა გვარი პალმების ოჯახისა.
საბალიაუსკაიტე გენოვაიტე - ლიტველი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1923 წელს).
საბა მტბევარი - ქართველი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე ბაგრატ IV-ის დროს (XI საუკუნე).
საბანაო - ბანაობისათვის განკუთვნილი.
საბან-გობანი - ლოგინი, ქვეშაგები.
საბანდი - რითაც უნდა ბანდონ, გაბანდონ.
საბანი
ლოგინის ნაწილი; ტანზე გადასაფარებელი.
იგივეა, რაც დასაბანი.
საბანტუი - თათრებისა და ბაშკირების დღესასწაული საგაზაფხულო მინდვრის სამუშაოთა დამთავრების აღსანიშნავად.
საბაოთი (ძვ.ებრ.) - იუდაიზმში ღმერთ იაჰვეს ერთ-ერთი ეპითეტი.
საბაჟო
ბაჟის სახით დაწესებული; ბაჟისა.
სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც თვალყურს ადევნებს საქონლის შეტანა-გატანას და ახდევინებს ბაჟს.
სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.
საბარათიანო - სათავადო ფეოდალურ საქართველოში. საბოლოოდ ჩამოყალიბდა XV საუკუნეში.
საბარათო - ბარათებისაგან შემდგარი, ბარათებისა.
საბარგული
ბარგის საზიდარი.
მსუბუქი ავტომობილის უკანა ნაწილი ბარგის ჩასაწყობად.
საბარკლეთი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.
საბარკული - საწვივე აბჯარი.
საბარო - ბარისათვის განკუთვნილი.
საბასია - თრაკულ-ფრიგიული ღვთაება, რომლის სახელწოდება მხსნელს, უფალს უნდა ნიშნავდეს, მოგვიანებით გააიგივეს დიონისესთან.
საბატიე პოლ - ფრანგი ქიმიკოსი, 1912 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1854-1941 წწ).
საბატკნე
ბატკნების სადგომი, ბინა || მთაში ადგილი, სადაც ზაფხულში ბატკანი ჰყავთ.
(საბატკნევი) - მთა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედზე (2280 მეტრი).
საბატო ერნესტო - არგენტინელი მწერალი (დაიბადა 1911 წელს).
საბატონო - ბატონის სამფლობელო, საბრძანებელი. || ბატონისათვის განკუთვნილი.
საბაღე - ბაღისათვის განკუთვნილი, ბაღისა.
საბაღოსნო - ბაღოსნობისათვის (მებაღეობისათვის) განკუთვნილი.
საბაღჩე
ბაღჩისათვის განკუთვნილი ადგილი.
რაც ბაღჩაში მოდის, ხარობს; ბაღჩეული.
საბაყლო - ბაყლის დუქანი.
საბაშვილი სერაპიონ - XV-XVI საუკუნეებში მოღვაწე ქართველი პოეტი, „შაჰ-ნამეს“ ძირითადი ნაწილის „როსტომიანის“ გამლექსავი.
საბაწმიდის ლავრა - ქართული მწიგნობრობის უძველესი და უმნიშვნელოვანესი კერა პალესტინაში, იერუსალიმის სიახლოვეს; დააარსა საბა განწმედილმა V საუკუნის 80-იან წლებში.
საბაწმინდა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
საბაწმინდის საყინულე - საყინულე ცხინვალის მუნიციპალიტეტში, ლიახვისა და პატარა ლიახვის წყალგამყოფის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში.
საბაჰათინ ალი - თურქი მწერალი (1907-1948 წწ).
საბაჰ ალ-სალემ ალ-საბაჰი - ქუვეითის პრემიერ-მინისტრი 1965-77 წლებში (1913-1977 წწ).
საბაჰი - შტატი მალაიზიაში, კუნძულ კალიმანტანზე; ადმინისტრაციული ცენტრი კოტა-კინაბალუ.
საბე - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (სარგვეშის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ყარნების (ჩხერიმელის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 500 მეტრი, ხარაგაულიდან - 13 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 7 კაცი.
საბებიო - იგივეა, რაც სამეანო.
საბებრო - ბებრისათვის განკუთვნილი, ბებრის შესაფერი.
საბეგველა - მოწყობილობა, რომელშიც მარცვლეულს ბეგვავენ.
საბეგვი - ჯოხი, კეტი, რომლითაც მარცვლეულს ბეგვავენ.
საბეგრო - ბეგრისათვის განკუთვნილი, ბეგრისა.
საბედიანო - ისტორიულ-გეოგრაფიული ტერმინი, რომელიც ივანე ჯავახიშვილმა შექმნა ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროს აღსანიშნავად.
საბედისწერო - დამღუპველი, საბედისწერო.
საბედნიერო - ბედნიერების მომასწავებელი ან მომანიჭებელი; საბედნიეროდ გამოხატავს მთქმელის კმაყოფილებას რისამე გამო.
საბედო - ვისიმე საცოლე ან საქმრო.
საბელები - ძველი იტალიკური ტომები, ცხოვრობდნენ ფუცინის ტბის მიდამოებში (აპენინის ნახევარკუნძული).
საბელი - დასაბმელი, შესაკრავი თოკი.
საბელი - უღელტეხილი ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე.
საბერველი - დაკეცილი ტყავის გვერდების მქონე მოწყობილობა, რომლითაც, ჩვეულებრივ, ცეცხლს უბერავენ გასაღვივებლად (სამჭედლოში).
საბერიო - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.
საბერო
ბერის შესაფერი, ბერისათვის განკუთვნილი.
ბერების სადგომი სავანე.
ვისაც ბერად ყოფნა შეჰფერის, ვინც ბერად შედგომას აპირებს.
იგივეა, რაც საბებრო.
ყოფილი სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში.
საბერულავო - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.
საბერძნეთი (საბერძნეთის რესპუბლიკა).
- სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და მიმდებარე მრავალრიცხოვან კუნძულებზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება ალბანეთს და იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიას, ჩრდილო-აღმოსავლეთით - თურქეთს. აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთით აკრავს ეგეოსის, იონიის და ხმელთაშუა ზღვები.
- ეროვნული დევიზი - „თავისუფლება ან სიკვდილი“.
- ჰიმნი - „თავისუფლების ჰიმნი“
- დამოუკიდებლობის დღე (ოსმალეთის იმპერიისგან) - 1821 წლის 25 მარტი (ცნობილ იქნა 1828 წელს).
- მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი.
- ფართობი - 131 940 კვ.კმ.
- ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად დაყოფილია 54 ნომად, რომლებიც გაერთიანებულნი არიან 13 რეგიონში (პერიფერიაში).
- მოსახლეობა - 11,3 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 81 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნეები მართლმადიდებლები არიან.
- ოფიციალური ენა - ბერძნული.
- დედაქალაქი - ათენი.
- ვალუტა - ევრო.
- ქვეყნის კოდი - GRC.
- დროის სარტყელი - UTC +2.
- სატელეფონო კოდი - +30.
- internet-domeni - gr.
საბესელიო - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.
საბეჭვაიო - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
საბეჭური
პერანგის ან კაბის სარჩული ბეჭებთან (სიმაგრისათვის).
მოკლე წამოსასხამი.
საბვეი (ინგლ.) - მეტროპოლიტენის სახელწოდება აშშ-ში.
საბვი - მთა საჩხერის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე (სიმაღლე - 1647 მეტრი).
საბვიღელე - მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჩიხურის მარცხენა შენაკადი.
საბზა (სპარს.) - წვრილი უკურკო ქიშმიში.
საბზევარი - ქალაქი ირანის ხორასნის ოსთანში.
საბათაი ცვი - იხილე შაბთაი ცვი.
საბათეი ლევი - იხილე შაბთაი ცვი.
საბი - იხილე სავე.
საბია - ქალაქი საუდის არაბეთის ჰიჯაზის პროვინციაში.
საბითუმო - ბითუმად ვაჭრობისათვის განკუთვნილი.
საბილე - ქალაქი ლატვიაში.
საბინა კარელ - ჩეხეთის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი (1813-1877 წწ).
საბინაო - ბინასთან დაკავშირებული; ბინისა.
საბინასი - ქალაქი მექსიკის კოაუილის შტატში.
საბინები - ძველი იტალიკური ტომები; ცხოვრობდნენ მდინარეების ტიბრს, ატერნუსსა და ანიოს შორის.
საბინუსი მაზურიუს - რომაელი იურისტი (ახ.წ.აღ. I საუკუნე).
საბირაბადი - ქალაქი აზერბაიჯანში, არაქსისა და მტკვრის შესართავთან (20 ათასი).
საბირი (ნამდვილი სახელი და გვარი ალექპერ თაირზადე) - აზერბაიჯანელი პოეტი (1862-1911 წწ).
საბიროვა მალიქა - ბალეტის აზერბაიჯანელი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1942-1982 წწ).
საბირქენდი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.
საბიჯგი - საყრდენი, საბჯენი.
საბლია - მთის მასივი პოლარეთისპირა ურალის დასავლეთ კალთაზე.
საბმელი - იგივა, რაც დასაბმელი.
საბნელეთი
ბნელი საპყრობილე, ჯურღმული.
საიქიო, ჯოჯოხეთი.
საბო ერვინ - უნგრეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1877-1918 წწ).
საბო იმრე - უნგრელი მეცნიერი, სამართლის თეორიისა და შედარებითი სამართლის სპეციალისტი (1912-1995 წწ).
საბო ლასლო - უნგრელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს ჩემპიონობის პრეტენდენტი (1917-1998 წწ).
საბო ლერინც - უნგრელი პოეტი, მთარგმნელი (1900-1957 წწ).
საბო პალ - უნგრელი მწერალი (1893-1970 წწ).
საბო (ფრანგ.) - ხისგან გამოთლილი ან ხის ლანჩის მქონე ფეხსაცმელი.
საბოგალი ხოსე - პერუელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1888-1956 წწ).
საბოდიშო - ძველი ქართული რიტუალური ცეკვა, ასრულებდა ქალთა ჯგუფი ე.წ. „ბატონებით“ დაავადებული ბავშვის სასთუმალთან.
საბოკუჩავო - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.
საბოლე - იგივეა, რაც საკვამლე.
საბოლველი - სადაც ბოლში გამოჰყავთ (თევზი, ხორცი...).
საბოლოკე
მთა ცხინვალის მუნიციპალიტეტში, გუდისის ქედზე (2119 მეტრი).
სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
საბოლოო - რაც ბოლოს იქმნება; უკანასკნელი.
საბოლჩ-სატმარი - მედიე უნგრეთში.
საბონისი არვიდას - ლიტველი კალათბურთელი, 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (დაიბადა 1964 წელს).
საბორიო
მთა თელავის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.
მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე.
საბორიოსწყალი - მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე სტორის მარჯვენა შენაკადი.
საბოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, საბინიელთა ტომის ეპონიმი, ღმერთ სანკუსის ვაჟი.
საბოსლისწყალი - მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ხანისწყლის მარჯვენა შენაკადი.
საბოსტნეულე - ძირხვენების, კომბოსტოსა და ხახვის შესანახი ნაგებობა.
საბოტაჟი (ფრანგ.) - რაიმე საქმის წინასწარგანზრახვით ჩაფუშვა.
საბოძვარი - რასაც უბოძებს, უწყალობებს (უფროსი უმცროსს).
საბრა (ებრ.) - ისრაელში მცხოვრები ებრაელები, რომლებიც იქ არიან დაბადებულნი.
საბრალდებო - ბრალდებისათვის განკუთვნილი.
საბრალო - სიბრალულის ღირსი; შესაბრალისი, საცოდავი.
საბრი - ალოეს ფოთლების შესქელებული წვენი, ხმარობენ მედიცინაში.
საბრი ისმაილ - ეგვიპტელი არაბი პოეტი (1854-1923 წწ).
საბრუნავი
რაც უნდა აბრუნონ.
მოგების მიზნით ბრუნვაში, მიმოქცევაში მყოფი.
რითაც აბრუნებენ რასმე.
საბრძანებელი - ქვეყანა, კუთხე, რომელიც ვისიმე მბრძანებლობაშია, გამგებლობაშია.
საბრძმედე - ბრძმედისათვის განკუთვნილი.
საბრძოლო (საბრძოლველი)
რისთვისაც იბრძვიან.
სადაც იბრძვიან.
საბუდარელი ჭაბუკი - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1957 წელს. დამდგმელი რეჟისორი - შოთა მანაგაძე. სცენარის ავტორი - გიორგი მდივანი. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი ჭილაძე. კომპოზიტორი - რევაზ ლაღიძე. მთავარ როლებში: ბელა მირიანაშვილი (თებროლე), იმედა კახიანი (გოგიტა), გივი თოხაძე (უშანგი), სესილია თააიშვილი (ელპიტე), იპოლიტე ხვიჩია (ალმასხანი), გრიგოლ ტყაბლაძე (საჩინო), მერი კანდელაკი (ნინო), ზურაბ ლაფერაძე (გიორგი გაბადაძე).
საბუდარი - შინაური ფრინველის ბუდე.
საბუე
მთა ყვარლის მუნიციპალიტეტში კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.
სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (შახვეტილას თემის საკრებულო), მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ილტოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 650 მეტრი, ახმეტიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 24 კაცი.
სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში.
საბუეთი - მთა ხარაგაულის და ხაშურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ლიხის ქედის დასავლეთ კალთებზე, მდინარე ჩხერიმელას სათავეში (სიმაღლე - 1246 მეტრი).
საბუთბაიო - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.
საბუთი
რისამე დამამტკიცებელი აზრი, ან ფაქტი.
მიზეზი, საბაბი, საფუძველი.
რისამე დამადასტურებელი მოწმობა; დოკუმენტი.
წერილობითი ცნობა.
საბუთიანი - დასაბუთებული, საფუძვლიანი.
საბუთ-ფაშა - ახალციხის ფაშა 1797-1801 წლებში (გარდაიცვალა 1810 წელს).
საბუკიო - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.
საბულისკირიო - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.
საბუნაგის მთა - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.
საბუნებისმეტყველო - ბუნებისმეტყველებისთვის განკუთვნილი, ბუნებისმეტყველების შესახები.
საბურავი
რაც ბურავს, აფარია რასმე.
სქელი რეზინის შალითა, რომელიც წამოეცმება ავტომობილის, ველოსიპედის და მისთანების კამერას.
საბურველი - მჭიდროდ მიჯრილი წვრილი კენწერული ფოთლები, რომლებიც განლაგებულია ყვავილედის გარშემო.
საბურთალო
მთა ადიგენის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე.
თბილისის უბანი; განლაგებულია ქალაქის დასავლეთ ნაწილში. განაშენიანება დაიწყო XIX საუკუნის II ნახევრიდან, 1917 წლიდან უშუალოდ ქალაქის ტერიტორიული ნაწილი გახდა.
საბურთაო - ბურთაობისათვის განკუთვნილი.
საბურღი
რითაც უნდა ბურღონ; ბურღვისათვის განკუთვნილი.
რაც უნდა ბურღონ.
საბუღრაო
ქედი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის განშტოება, გამოეყოფა დედაბერას მთასთან (1838 მ), მიემართება ჩრდილოეთ-დასავლეთით და მთავრდება მდინარე ჩხერიმელის ხეობაში სოფელ დეისთან. ქედის თხემი სამხრეთ-აღმოსავლეთ ნახევარზე მოსწორებულია. აგებულია შუაეოცენური უხეშმარცვლოვანი ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფებით. ქედის ძირითადი ნაწილი შემოსილია ნაძვისა და რცხილის ტყეებით, უკიდურესი ჩრდილოეთ-დასავლეთი მონაკვეთი სასოფლო-სამეურნეო კულტურებს უკავია.
მთა ბაღდათის და ახალციხის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე (სიმაღლე - 2074 მეტრი).
საბუხარი - ტყავის ხელთათმანი.
საბძელი - ბზის, აგრეთვე საქონლის სხვა საკვების (თივის, ფუჩეჩის....) შესანახი ნაგებობა.
საბჭო
სახელმწიფო ხელისუფლების არჩევითი ორგანო; წარმოადგენდა სოციალუსტური სახელმწიფოს პოლიტიკურ საფუძველს.
სათათბირო ორგანო რაიმე დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში.
საბჭოეთი - საბჭოთა კავშირი.
საბჭოთა
საბჭოების არსებობაზე დამყარებული.
საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული, საბჭოთა კავშირის დამახასიათებელი.
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (სსრკ, საბჭოთა კავშირი) - ყოფილი სახელმწიფო ევრაზიის კონტინენტზე, რომელიც მოიცავდა 22 402,2 ათას კვ.კმ. ფართობს და მასში გაუქმების წინ 270 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. არსებობდა 1922-1991 წლებში. საბოლოო სახით ჩამოყალიბდა 1940 წელს და დაშლამდე შედგებოდა 15 მოკავშირე რესპუბლიკისაგან: რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, მოლდავეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი.
საბჭოური - საბჭოთა კავშირის დამახასიათებელი, საბჭოთა კავშირში შექმნილი; საბჭოთა.
საბჯენი - რასაც ებჯინებიან ან აბჯენენ; საყრდენი.
საბჰა - ქალაქი ლიბიაში.
საგა
ქალაქი იაპონიაში, ამავე სახელწოდების პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (170 ათასი).
ძველი სკანდინავიური და ირლანდიური ხალხური საგმირო თქმულება.
საერთოდ, თქმულება, ლეგენდა.
საგაბესკირიო - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.
საგადაზიდვო - გადაზიდვისათვის განკუთვნილი.
საგადასახადო - გადასახადთან დაკავშირებული.
საგაზაფხულო - გაზაფხულისათვის განკუთვნილი, გაზაფხულისა.
საგაზეთო - გაზეთისათვის განკუთვნილი, გაზეთის შესაფერი.
საგაისოდ - გაისისათვის განკუთვნილი; სამომავლოდ.
საგალობელი
რასაც გალობენ; სიმღერა.||საზეიმო სადიდებელი სიმღერა.
რელიგიური ხასიათის მუსიკალური ნაწარმოები, ხმით შესრულებული; საეკლესიო სიმღერა.
საგამგებლო - გამგებლობასთან დაკავშირებული.
საგამი - მდინარე თიანეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ივრის მარცხენა შენაკადი.
საგამიჰარა - ქალაქი იაპონიის კანაგავის პრეფექტურაში (550 ათასი).
საგამომცემლო - გამომცემლობასთან დაკავშირებული.
საგამოფენო - ვაშლის ადგილობრივი ჯიში, გამოყვანილია აბილაურისა და შამპანური რენეტის შეჯვარებით.
საგამოცდო - გამოცდისათვის განკუთვნილი, გამოცდასთან დაკავშირებული.
საგამოძიებო - გამოძიებასთან დაკავშირებული.
საგანგაშო
რისთვისაც შეიძლება ან უნდა ატყდეს განგაში.
განგაშისათვის განკუთვნილი.
საგანგებო
განსაკუთრებული, სპეციალური.
განზრახ, განგებ.
საგანი
ყოველგვარი მატერიალური მოვლენა; ნივთი.
რის შესახებაც ვაზროვნებთ, ან რის მიმართაც რაიმე მოქმედებას ვაწარმოებთ; რასაც მსჯელობა, საუბარი ეხება; ობიექტი.
ცოდნის, მეცნიერების დარგი; სასწავლო დისციპლინა.
საგანი კარლ ედუარდ - ამერიკელი ასტრონომი (1934-1996 წწ).
საგანი ფრანსუაზ (ნამდვილი გვარი კუარეზი) - ფრანგი მწერალი ქალი (1935-2003 წწ).
საგანმანათლებლო - განათლებისათვის განკუთვნილი; განათლებასთან დაკავშირებული.
საგან სეცენი (სანან სეცენი, სრული სახელი და ტიტული საგან ერხე სეცენ ხუნტაიჯი) - მონღოლი მემატიანე (დაიბადა 1604 წელს).
საგანძური
განძის, სიმდიდრის შესანახი ადგილი.
განძი, საუნჯე.
საგარანტიო - რაც გარანტიას იძლევა, გარანტიისთვის განკუთვნილი.
საგარეო
სახლს გარეშე გამოსაყენებელი სახმარი.
უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობისათვის განკუთვნილი.
საგარეუბნო
გარეუბანში, ქალაქთან ახლოს არსებული.
გარეუბნისათვის განკუთვნილი.
საგარეჯო - ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1962 წელს. სახელწოდება მომდინარეობს დავითგარეჯის მონასტრის მამულის - საგარეჯოს - ზოგადი სახელისგან. მოსახლეობა - 12,6 ათასი (2002 წ.). მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთის მთისწინეთში, მდინარე თვალთხევის (ივრის მარცხენა შენაკადი) ნაპირას, თბილისი-გურჯაანის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან - 700 მეტრი, მანძილი თბილისიდან - 50 კილომეტრი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი (1933 წლამდე გარეკახეთის რაიონი)
- ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში.
- 1917-29 წლებში შედიოდა თბილისის მაზრაში, 1929 წლიდან გარეკახეთის რაიონის სახელწოდებით - თბილისის ოლქში, 1930 წლიდან დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტია.
- სამხრეთით ესაზღვრება აზერბაიჯანს, დასავლეთით - გარდაბნის და მცხეთის, ჩრდილოეთით - თიანეთის, ახმეტისა და თელავის, აღმოსავლეთით - გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებს.
- ფართობი 1515 კვ.კმ.
- მოსახლეობა - 60 ათასზე მეტი.
- 1 ქალაქი (საგარეჯო) და 43 სოფელი: ბადიაური, ბოგდანოვკა, გიორგიწმინდა (ანთოკი, მარიამჯვარი), გომბორი (ასკილაური, ვაშლიანი, ვერონა, რუსიანი), დიდი ჩაილური, დუზაგრამა (პალდო, წიწმატიანი), ზემო ყანდაურა, თოხლიაური, თულარი (კაზლარი), იორმუღანლო (ლამბალო, ქეშალო), კაკაბეთი (ვერხვიანი), კოჭბაანი (ბოტკო, გორანა, იკლივგორანა, ოთარაანი, სასადილო, ხინჭები), კრასნოგორსკი, მანავი (ბურდიანი), ნინოწმინდა (წყაროსთავი), პატარა ჩაილური, პატარძეული, უდაბნო, უჯარმა (პალდო), ქვემო ყანდაურა, შიბლიანი, ხაშმი.
- ძირითადი ისტორიული ძეგლები: ბოჭორმის (X-XI სს.), ნინოწმინდის (VI ს) ანსამბლები, დავითგარეჯის სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი (VI ს), უჯარმის ციხე-ქალაქი (V ს), კაწარეთის სამება (VI-VII სს) ხაშმის მისამოებში.
საგასავლო - გასავალთან, ხარჯთან დაკავშირებული.
საგასტა პრაქსედეს მატეო - ესპანეთის პოლიტიკური მოღვაწე, ექვსჯერ იყო მთავარობის მეთაური 1871-1902 წლებში (1827-1903 წწ).
საგაფიცვო - გაფიცვისათვის განკუთვნილი, გაფიცვის ხასიათისა, გაფიცვასთან დაკავშირებული.
საგბიელი - მთა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე.
საგდებელი - იგივეა, რაც ქამანდი.
საგდები - სხვა მხარეს გადასაშვები, გადასაყვანი; სარინი.
საგდული
კარის საკეტი; ურდული. რაზა.
კარის, დარაბის და მისთანების თითოეული ნახევარი, რომელიც იღება და იხურება.
საგებელი - რასაც ქვეშ იგებენ; ქვეშაგები, ლოგინი.
საგეგმო
გეგმით გათვალისწინებული.
გეგმების შედგენასთან დაკავშირებული.
საგენეი (საგანეი) - მდინარე კანადაში. მდინარე წმინდა ლავრენტის მარცხენა შენაკადი.
საგვაზავო - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.
საგვარამიო - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.
საგვარეულო
ერთი გვარის წევრთა ერთობლიობა.
გვარის კუთვნილი, დამახასიათებელი.
საგვარჯილე - კარსტული მღვიმე სოფელ ძევრის მახლობლად, მდინარე შავიწყლის ხეობაში (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) სიგრძე - 13 მეტრი, სიგანე - 37 მეტრი, სიმაღლე - 20 მეტრი.
საგველა
პატარა ცოცხი ფქვილის, მტვრის და მისთანების გადმოსაწმენდად.
ბოტანიკაში (პანიცულა) - ყვავილედის ერთ-ერთი ტიპი - მთავარი ღერძი იძლევა გვერდით ტოტებს, რომლებიც თავის მხრივ ტოტიანდება.
საგველი - რითაც გვიან რასმე; დასაგველი.
საგვერდული - საბძლის ან გომის გვერდის ბოძებზე გადებული ძელი, რომელზედაც ეწყობა კოჭები.
საგვიანო - რაც ჩვეულებრივზე გვიან ხდება (შემოდის), გვიან მწიფდება.
საგვირგვინო - ქორწილის დღეს ჩასაცმელი; საქორწინო.
საგვიჩიო - სოფლები სენაკის და ხობის მუნიციპალიტეტებში.
საგზალი - მგზავრობისას საჭირო სასმელ-საჭმელი, სანოვაგე.
საგზაო
გზის, გზების გასაყვანად და მოსავლელად განკუთვნილი.
გზაზე მოსახმარი, მგზავრობაში გამოსაყენებელი.
საგზატკეცილო - გზატკეცილისათვის განკუთვნილი, გზატკეცილზე მომხდარი.
საგზური
მოწმობა, რომელიც ეძლევა სადმე გაგზავნილ პირს.
ტრანსპორტის მძღოლის ფურცელი, რომელშიც აღნიშნულია მარშრუტი და დავალება.
საგიზი - მდინარე ყაზახეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (სიგრძე - 511 კილომეტრი).
საგილზაზი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
საგიმი (საგამი, ზეგამი, ზაკამი) - მდინარე ძეგამჩაის (ამჟამად აზერბაიჯანშია) ერთ-ერთი ადრინდელი სახელწოდება.
საგინაშვილი ალექსანდრე - რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1808-1887 წწ).
საგინაშვილი გაბრიელ - XVII-XVIII საუკუნეების ქართველი კალიგრაფი, დავით გარეჯის ბერი.
ალ-საგინი გამალ - ეგვიპტელი მოქანდაკე (დაიბადა 1917 წელს).
საგინებელი
გინების ღირსი.
გინების შემცველი.
საგინო - ქალაქი აშშ-ს მიჩიგანის შტატში.
საგიჟე - იგივეა, რაც საგიჟეთი.
საგიჟეთი
ფსიქიატრიული სავადმყოფო.
(გადატანით) იტყვიან ისეთ თავყრილობაზე, სადაც დიდი უწესრიგობაა, ღრიანცელია.
საგირავნო - გირავნობის დამადასტურებელი.
საგიტალური (ლათ.) - რაც სხეულს სიგრძივ ყოფს მარჯვენა და მარცხენა თანაბარ ნაწილებად.
საგლახაოდ - სამათხოვროდ.
საგლეხო
გლეხებისათვის განკუთვნილი.
გლეხებისაგან შემდგარი; გლეხებისა.
მიწათმფლობელობის სახეობა - „გლეხთ საფერი“ - ადგილ-მამული ფეოდალურ საქართველოში.
საგლეჯი - გუთნის ნაწილი - მეორე უღელი ხარის მისაბმელი ლატანი.
საგლინი - გლინვასთან დაკავშირებული.
საგლოვო - ვინც, რაც უნდა იგლოვონ.
საგმირო - გმირის შესაფერი; გმირული. || გმირის შესახები; გმირის მადიდებელი.
საგმობელი (საგმობი) - იგივეა, რაც დასაგმობი.
საგნობრივი
საგნის დამახასიათებელი, საგნის შესაფერი, საგანთან დაკავშირებული.
ბიბლიოთეკაში - შინაარსის, თემის მიხედვით დაჯგუფებული (კატალოგი).
საგო (მალაური) - საგოს პალმის სახამებლისაგან დამზადებული ბურღული.
საგოვანები - შიშველთესლოვან მცენარეთა კლასი, ხისებრი მცენარეები.
საგოგავი
აკვნის რკალისებრი ფეხი, რომელზედაც აკვანი ირწევა.
სატერფული (ბარისა).
საგოდრე - გოდრისათვის განკუთვნილი.
საგოზავი - წებოვანი, ბლანტი ნივთიერება ჭუჭრუტანებისა და ბზარების ამოსავსებად.
საგონებელი - საფიქრებელი, საზრუნავი.
საგორავი
მრგვალი, სქელი ძელი მიწის ან სხვა რისამე დასატკეპნად.
მოკლე მრგვალი ძელი, რომელსაც უდებენ მძიმე მორს ერთი ადგილიდან მეორეზე გადასაგორებლად.
საქსოვი დაზგის ლილვი.
ქვა ან ხის ნაჭერი ბორბლისთვის შესადებად, რომ ურემი და მისთანები არ დაგორდეს.
საგრაფო
მემკვიდრეობითი ფეოდალური სამფლობელო.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ინგლისში და ზოგ სხვა ქვეყანაში.
საგრეხი
რაც უნდა გრიხონ.
რითაც უნდა გრიხონ.
სადაც უნდა გრიხონ.
საგრილებელი (საგრილობელი) - ჩრდილიანი ადგილი, სადაც გაგრილება შეიძლება.
საგრძნობი
რაც იგრძნობა.
(გადატანით) საკმაოდ დიდი, მნიშვნელოვანი, შესამჩნევი.
საგუბარი - წყლის დასაგუბებელი ბუნებრივი ან ხელოვნური ტაფობი.
საგუგუნავო - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.
საგულდაგულოდ - საგანგებოდ, გულდასმით.
საგულე
გულისათვის განკუთვნილი.
ღრუ, რომელშიც მოთავსებულია გული; გულის ბუდე.
საგულებელი - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტეში (სიმაღლე - 1627 მეტრი).
საგულისხმებელი - რაც უნდა იგულისხმონ, სავარაუდო.
საგულისხმო - მნიშვნელოვანი, საყურადღებო.
საგუნდო - გუნდისათვის განკუთვნილი, გუნდური.
საგუნიო - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.
საგუნტო - ქალაქი ესპანეთის ვალენსიის პროვინციაში.
საგურამო - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვის მარცხენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 4 სოფელს: ახალსოფელი, საგურამო, შანკევანი, წიწამური). ზღვის დონიდან - 550 მეტრი, მცხეთიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1600 კაცი. საგურამოდან ზედაზნისკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს შემორჩენილია VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის - ქასური წმინდა გიორგის სამეკლესიიანი ბაზილიკის ნანგრევები.
საგურამოს მთა - მთა მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოს ქედზე (სიმაღლე - 1385 მეტრი).
საგურამოს ქედი (საგურამო-იალნოს ქედი) - საშუალო სიმაღლის განედური ქედი, იალნოს ქედის დასავლეთი გაგრძელება. უმაღლესი ადგილია მთა საგურამო (სიმაღლე - 1392 მეტრი). აგებულია ნეოგენური ნალექი ქანებით (კონგლომერატებით, ქვიშაქვებით, თიხებით). იალნოს ქედთან შეერთების ადგილზე გადაკვეთილია თბილის-თიანეთის საავტომობილო გზით. კალთებზე შერეული ფოთლოვანი ტყეებია (შემონახულია რელიქტური კოლხური ქვეტყის — ჭყორი, სურო, ბზა), თხემზე — მეორეული სუბალპური მდელოები. საგურამოს ქედზე დგას ზედაზნის მონასტერი.
საგუშაგო
ადგილი, სადაც გუშაგი დგას; საყარაულო.
გუშაგისათვის განკუთვნილი.
სად
რა ადგილას? || საით? საითკენ?
გამოხატავს რისამე შესაძლებლობას - როგორ, რანაირად.
სადა - უბრალო, მარტივი.
სა და ბანდეირა (თავდაპირველი გვარი - სა დი ნოგეირა დი ფიგეირედუ) ბერნარდუ - პორტუგალიის პოლიტიკური მოღვაწე (1795-1876 წწ).
სადაბო - დაბისათვის განკუთვნილი, დაბაში არსებული.
სადაგი - სამუშაო, არა უქმე დღე.
სადავე - აღვირის ნაწილი; თასმა, რომელიც მხედარს ხელში უჭირავს.
სადავიდარაბო - დავიდარაბის გამომწვევი; სადავო.
სადავითნე - დავითნის დასადები მაღალი, ვიწრო მაგიდა ეკლესიაში.
სადავო - რაც დავას იწვევს; საცილობელი.
სადაზვერვო - დაზვერვისათვის განკუთვნილი.
სადაზღვევო - დაზღვევისათვის განკუთვნილი.
სადათვე - დათვისათვის განკუთვნილი.
სადათი მუჰამად ანვარ - ეგვიპტის პრეზიდენტი 1978-81 წლებში, 1978 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (1918-1981 წწ).
სადალაქო - დალაქის სახელოსნო; საპარიკმახერო.
სადამდე
რა ადგილამდე?
რა მდგომარეობამდე?
სადამდის - იგივეა, რაც სადამდე.
სადამსჯელო - ბოროტმოქმედთა დასჯისათვის განკუთვნილი.
სადამ ჰუსეინი - იხილე ჰუსეინი სადამ.
სადაო - იხილე სადავო.
სადარაჯო
ადგილი, სადაც დარაჯი დგას; საგუშაგო.
დარაჯობისათვის განკუთვნილი.
სადარბაზო
დარბაზობისათვის განკუთვნილი.
სახლის შესასვლელი.
სადარდებელი (სადარდელი) - რაზედაც უნდა იდარდონ, საფიქრალი, საზრუნავი.
სადარი
ვინც, რაც შეიძლება შეედაროს ვისმე, რასმე; მსგავსი. ტოლი.
იგივეა, რაც შესაფერი.
სადა არის შენი ბედნიერება, მზია? - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1959 წელს. დამდგმელი რეჟისორი - კონსტანტინე პიპინაშვილი. სცენრარის ავტორი. ი.კროტკოვი. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი ჭელიძე. კომპოზიტორი - ალექსი მაჭავარიანი. მთავარ როლებში: ლეილა აბაშიძე (მზია), ოთარ ხატიაშვილი, გოჩა აბაშიძე, აკაკი ხორავა, დუდუხანა წეროძე, ირაკლი უჩანეიშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, ჩიტოლია ჩხეიძე.
სადასტაქრო - ქირურგიული.
სადასტურო - დასტურის შემცველი.
სადაური - კითხვითი ნაცვალსახელი: 1) რა წარმოშობისა, რა წარმომავლობისა; რა ადგილის მკვიდრი. 2) (გადატანით) გამოხატავს გაკვირვებას, უკმაყოფილებას, უარყოფას.
სადაურობა - ის, თუ სადაური არის ვინმე, რამე; წარმოშობა.
სადაფი (არაბ.) - ზოგიერთი მოლუსკის ნიჟარის შიგა ფენა; წარმოადგენს სხვადასხვა მოელვარე ნივთიერებას; იყენებენ წვრილმანი ნივთებისა და სამკაულების გასაკეთებლად.
სადაც - მიმართებითი ზმნისართი; იხმარება კავშირად; 1) მიუთითებს ადგილზე, მიმართულებაზე; რა ადგილასაც, რომელ მხარესაც. 2) რა შემთხვევაშიც, როდესაც. 3) რომელშიც, რაშიც.
სადახლო - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.
სადბერი - ქალაქი კანადის აღმოსავლეთ ნაწილში, ონტარიოს პროვინციაში (150 ათასი).
სადგარი - მანქანის ძირითადი უძრავი ნაწილი, რომელზეც განლაგებულია ან გადაადგილდება მანქანის დანარჩენი კვანძები.
სადგერი - სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.
სადგისი - ხისტარიანი წვეტიანი ლითონის ჩხირი ტყავის გასახვრეტად.
სადგომი
საცხოვრებელი ნაგებობა, ადგილსამყოფელი.
საქონლის სამყოფი ნაგებობა.
სადგური
სახმელეთო ტრანსპორტის გაჩერების ადგილი, პუნქტი.
ზოგიერთი სპეციალური დანიშნულების დაწესებლების ან წარმოების სახელწოდება.
იგივეა, რაც სადგომი.
მოძრავი ლაბორატორია.
სადგური სვირი (ახალი სვირი) - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (მეორე სვირის თემის საკრებულო). მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე. მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 122 მეტრი, ზესტაფონიდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 507 ადამიანი.
სადები
იგივეა, რაც დასადები.
ჭაობი; ჭოჭი.
სადედაბრო - დედაბრისათვის განკუთვნილი, დედაბრის შესაფერი.
სადედაკაცო - დედაკაცისათვის განკუთვნილი, დედაკაცის შესაფერი.
სადედამთილო - ვინც ვისიმე დედამთილი უნდა გახდეს.
სადედე
გამძლე ჯიშის მცენარე, რომელზედაც უკეთეს ჯიშს ამყნობენ.
სანერგე, რომელშიც ასეთი მცენარეები გამოჰყავთ.
ფიჭის უჯრედი, რომელიც განკუთვნილია დედა ფუტკრის გამოსაყვანად.
სადედი
იგივეა, რაც დედა (მნიშვნელობა 4,5).
თესლად მომწიფებული ხილ-ბოსტნეული.
სადედოფლო
ვინც დედოფალი უნდა გახდეს; დედოფლობის ღირსი, დედოფლად გამოსადეგი.
იგივეა, რაც საპატარძლო.
დედოფლისათვის განკუთვნილი, დედოფლისა.
დედოფლის (პატარძლის) სამყოფი, სადგომი.
სადევგმირო - დევგმირობის შესახები.
სადეკრეტო შვებულება - შვებულება ორსულობის გამო.
სადემარკაციო ხაზი - დროებითი სამიჯნე ხაზი მეომარ მხარეთა შორის ან სადავო ტერიტორიაზე (საბოლოო საზღვრის დადგენამდე).
სადემეტრაო - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის ყოფილი სახელი სადემონსტრაციო - დემონსტრაციისათვის განკუთვნილი.
სადენი
რაშიც რამე მიდის, მიედინება; სადინარი.
მავთული ელექტროდენის გადასაცემად.
სადესერტო - დესერტისათვის განკუთვნილი.
სადერლენდი - ყოფილი საგრაფო შოტლანდიაში (დიდი ბრიტანეთი).
სადერლენდი ერლ უილბურ - იხილე საზერლენდი.
სადი დონასიენ ალფონს ფრანსუა დე - მარკიზი, ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი, ქადაგებდა აბსოლუტურ თავისუფლებას, რაც არ იქნებოდა შეზღუდული არც ზნეობრიობით, არც რელიგიით და არც სამართლით, ცხოვრების ძირითად მიზნად კი მიაჩნდა უმაღლესი პირადი ტკბობის მიღწევა (1740-1814 წწ).
სადიაცო
დიაცისათვის განკუთვნილი.
(ჩოფა, ჩოფის ძველმანი) შინ ნაქსოვი კვართისებური კაბა (იციან ხევსურეთში).
სადიდებელი
ვინც, რაც უნდა ადიდონ, დიდების ღირსი; საქები.
რითაც უნდა ადიდონ; დიდებისათვის განკუთვნილი.
სადიზმი
სქესობრივი უკუღმართობა; გამოიხატება მისწრაფებით - ტკივილი მიაყენოს პარტნიორს, აწამოს იგი თავისი სქესობრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
(გადატანით) სხვისი წვალებით, სხვისი ტანჯვით სიამოვნების მიღება (ფრანგი მწერლის მარკიზ დე სადის სახელის მიხედვით).
სადიკოვი თურღუნბაი - ყირგიზი მოქანდაკე-მონუმენტალისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1935 წელს).
სადილაო - დილისათვის განკუთვნილი, დილით გამოსაყენებელი.
სადილი
შუადღის პურის ჭამა.
ამ ჯერზე მისაღები საჭმელი.
სადილობა
სადილის ჭამა.
სადილის ჭამის დრო.
სა დი მირანდა - პორტუგალიელი პოეტი და კომედიოგრაფი (1481-1558 წწ).
სადინარი - იგივეა, რაც სადენი.
სადისპეტჩერო
დისპეტჩერის საქმიანობასთან დაკავშირებული
დისპეტჩერის სამყოფი ოთახი.
სადისტი - სადიზმით შეპყრობილი ადამიანი.
სადიყ-ბეგ აფშარი - ირანელი მხატვარი, პოეტი, ლიტერატურის ისტორიკოსი (1533 - 1610-იანი წლები).
სადიწყარო - მთა ადიგენის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე.
სადკო - გუსლიარი და მომღერალი, რუსული ბილინების გმირი.
სადმე - რომელიმე ადგილას.
სადმელი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
სადნობი
რასაც ადნობენ, რაც დნება. დასადნობი.
სადაც ან რითაც ადნობენ.
სადო - კუნძული იაპონიის ზღვაში, ეკუთვნის იაპონიას.
სადოვა - ქალაქი ჩეხეთის აღმოსავლეთ ჩეხეთის ოლქში.
სადოვიანუ მიხაილ - რუმინელი მწერალი (1880-1961 წწ).
სადოვსკი პროვ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1874-1947 წწ).
სადოქტორო - დოქტორის სამეცნიერო ხარისხისათვის განკუთვნილი.
სადრაზამი (სადრი აზამ) - უმაღლესი თანამდებობის პირის (პირველი მინისტრის, მთავრობის მეთაურის) ტიტული ოსმალთა იმპერიასა და ირანში.
სადრესელა - რაზედაც რასმე დრესენ; საფხეკელა.
სადრი ერთემი - თურქი მწერალი (1900-1943 წწ).
სადროშო - ძველ საქართველოში - სამხედრო-ტერიტორიული ერთეული.
სადუ - მდინარე პორტუგალიაში, ერთვის ატლანტის ოკეანის სეტუბალის ყურეს.
სადუკეველები - რელიგიურ-პოლიტიკური მიმდინარეობა იუდეაში (ძვ.წ.აღ. II ს - ახ.წ.აღ. I ს).
სადული ჟაკ - საფრანგეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1881-1956 წწ).
სადული ჟორჟ - ფრანგი კინოს თეორიტიკოსი და კრიტიკოსი (1904-1967 წწ).
სადუნ მანკაბერდელი შერბაროქის ძე - საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე XII საუკუნის II ნახევარში, მონღოლთა მფარველობით დაწინაურებული მედროვე, წარმოშობით ქურთი.
სადურგლო
დურგლისათვის ან დურგლობოსათვის განკუთვნილი.
დურგლის სახელოსნო.
სადუღა - ადგილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის მახლობლად, სადაც 1972 წელს გათხარეს შუა ბრინჯაოს ხანის გორასამარხები.
სადუღარი - რისამე ასადუღებელი ჭურჭელი.
სადუცია
მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ქვენამთსიწყლის მარჯვენა შენაკადი.
მთა ყაზბეგის და დუშეთის მუნიციპალიტეტებში, ხევის კავკასიონზე (3237 მეტრი).
სადღა
აბა სად, მაშ სად, რაღა ადგილას.
როგორღა, რანაირად, აღარ.
სადღაც - რომელიღაც გაურკვეველ ადგილას.
სადღეგრძელო
სუფრაზე ვისიმე დღეგრძელობისათვის წარმოთქმული სიტყვა და შესმული სასმელი.
გრიგოლ ორბელიანის პოემა.
სადღეისო - დღევანდელი დღისათვის, დღეისათვის განკუთვნილი.
სადღესასწაულო - დღესასწაულისათვის განკუთვნილი, დღესასწაულის შესაფერი.
სადღეღამისო - რაც დღე-ღამეში ხდება; რაც დღე-ღამისთვის არის განკუთვნილი.
სადღეხვალიო - დროებითი, ხანმოკლე.
სადღვებელი - ხის ან თიხის მოგრძო ჭურჭელი კარაქის შესადღვებად.
საეგებისო - საეჭვო, სათუო.
საელიავო - ყოფილი სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.
საელიო - მთა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რიცეულისა და ლუხუნის წყალგამყოფზე.
საელჩო
დიპლომატიური წარმომადგენლობა ელჩის მეთაურობით.
შენობა, რომელიც უკავია ასეთ წარმომადგენლობას.
საეპისკოპოსო
ეპისკოპოსისათვის განკუთვნილი.
იგივეა, რაც ეპარქია.
საერთაშორისო - ყველა (ან ბევრი) ქვეყნის და ერის შესახები, სხვადასხვა ერის, ხალხის ურთიერთობის შესაბამისი; ინტერნაციონალური.
საერთო - რაც ყველას ეხება, ყველასთვის არის განკუთვნილი.
საერი ხუან ხოსე - არგენტინელი მწერალი, პროზაიკოსი (დაიბადა 1937 წელს).
საერისთავო - ერისთავის სამფლობელო (ფეოდალურ საქართველოში).
საერო
ეროვნული, სახალხო, საქვეყნო.
არასასულიერო, არასაეკლესიო.
საერობო - ერობისათვის განკუთვნილი, ერობასთან დაკავშირებული.
საესებუო - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.
საესტრადო - ესტრადისათვის განკუთვნილი.
საეტაპო
ეტაპის შემქმნელი; მეტად მნიშვნელოვანი.
მეფის რუსეთში - ეტაპისათვის განკუთვნილი; ეტაპით გაგზავნილ პატიმართა ღამის გასათევი.
საექიმო - ექიმისათვის ან ექიმობისათვის განკუთვნილი; სამედიცინო, სამკურნალო.
საექსპორტო - ექსპორტისათვის განკუთვნილი; გასაგზავნი.
საეშმაკო - ეშმაკის დამახასიათებელი; საცუღლუტო, სამაცდურო, ეშმაკური.
საეჭვო
ეჭვის აღმძვრელი, დამაჯერებლობას მოკლებული.
პოლიტიკურად ან მორალურად არასაიმედო, არასანდო.
სავა - მდინარე სლოვენიასა და ხორვატიაში, მდინარე დუნაის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 940 კილომეტრი).
სავაგლახო - სავალალო, სამწუხარო, საუბედურო.
სავაებო - ვაების გამომწვევი; სამწუხარო, სავალალო.
სავაზნე
ვაზნებისათვის განკუთვნილი.
ვაზნების ჩასაწყობი ჩანთა.
სავათი - გარეული ფრინველი ერთგვარი.
სავალი - რაც უნდა გაიარონ, რაზედაც დადიან; სასიარულო.
სავალალო - სამწუხარო, საუბედურო.
სავალდებულო - რაც აუცილებლად, უსათუოდ უნდა შესრულდეს.
სავალუტო - ვალუტასთან დაკავშირებული.
სავანა
მდინარე აშშ-ში, ერთვის ატლანტის ოკეანეს (სიგრძე - 725 კილომეტრი).
ქალაქი აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჯორჯიის შტატში (140 ათასი).
(ესპან.) - აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში, აზიასა და ავსტრალიაში სახელწოდება ბალახეული მცენარეებით დაფარული ვრცელი ვაკისა, სადაც ჯგუფ-ჯგუფად ხარობს ხეები და ბუჩქები: პალმა, ევკალიპტი, აკაცია და სხვა.
სავანე
ბინა, სადგომი, სამყოფელი.
მონასტერი.
სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (არგვეთის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის მაღლობზე, მდინარეების იზვარისა და ლაშურის (ყვირილის სისტემა) წყალგამყოფზე. ზღვის დონიდან - 500 მეტრი, საჩხერიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2175 კაცი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში. სოფელში შემონახულია წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც აგებულია ასევე XI საუკუნეში. ამ ეკლესიას გარშემო ერტყა გალავანი, რომელიც მტერთა შემოსევისას იცავდა. ახლაც არის შემორჩენილი გალავნის ნანგრევები, ხოლო ამ ეკლესიის ეზოში აკაკის ძიძისეული სახლია.
სავანეთი - სოფელ რაჭისუბნის ძველი სახელწოდება (ბოლნისის მუნიციპალიტეტი).
სავანელი ხარლამპი - ქართველი მომღერალი, საგუნდო დირიჟორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე (1842-1890 წწ).
სავანისუბანი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.
სავაჟკაცო - ვაჟკაცის შესაფერი, ვაჟკაცური.
სავარამო - ვარამის მომგვრელი; სამწუხარო, სადარდებელი.
სავარაუდო - რასაც ვარაუდობენ; მიახლოებით გათვალისწინებული.
სავარგული - სოფლის მეურნეობისათვის გამოსადეგი ადგილი.
სავარი ფელიქს - ფრანგი ფიზიკოსი (1791-1841 წწ).
სავარცხელა - ერთწლოვანი სარეველა ბალახი ნემსიწვერისებრთა ოჯახისა. აქვს ვარდისფერი ყვავილი და ზევით აშვერილი ნაყოფი.
სავარცხელი
დაკბილული ფირფიტა თმის დასავარცხნად (ან დასამაგრებლად).
ზოგიერთი ფრინველის (მაგალითად ოფოფის) ქოჩორი.
სავარძელი - დიდი სკამი, რომელსაც აქვს იდაყვების დასაყრდნობი.
სავარჯიშო
რითაც ვარჯიშობენ.
ადგილი, სადაც ვარჯიშობენ.
სავატერი ფერნანდო - ესპანელი მწერალი (დაიბადა 1947 წელს).
სავაჭრო
ვაჭრობისათვის განკუთვნილი.
მაღაზია, დუქანი, მარკეტი.
სავახშმო - ვახშმისათვის განკუთვნილი, ვახშმად საჭმელი.
სავე (საბი) - მდინარე ზიმბაბვესა და მოზამბიკში, ერთვის ინდოეთის ოკეანეს.
სავედრებელი
რასაც ევედრებიან, სახვეწარი.
სალოცავი; ლოცვა.
სავეკუოს მღვიმე - მღვიმე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ზანის ხეობაში.
საველე
ველად, დასახლებული პუნქტიდან დაშორებით შესრულებული; ველზე მოწყობილი.
ჯარის საბრძოლო მოქმედებასთან დაკავშირებული.
საველიევა ლუდმილა - რუსი მსახიობი ქალი (დაიბადა 1942 წელს).
სავენახე - ვენახისათვის განკუთვნილი, ვენახისათვის გამოსადეგი.
სავერანე - ვერანად გახდომის ღირსი; სატიალე.
სავერძისწყალი - მდინარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მდინარე ურავლის მარჯვენა შენაკადი.
სავინა ია - თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა მოსკოვის სამხატვრო აკადემიურ თეატრში (1936-2011 წწ).
სავინი ფრიდრიხ კარლ ფონ - იხილე ზავინი ფ.კ.
სავინიო ალბერტო (ნამდვილი სახელი ანდრეა დე კირიკო) - იტალიელი მწერალი, მხატვარი და მუსიკოსი (1891-1952 წწ).
სავინიცობო - ყოველი შემთხვევისათვის განკუთვნილი. || საეჭვო, სათუო, საეგებისო.
სავინიხი ვიქტორ - რუსი კოსმონავტი, სამი კოსმოსური ფრენის მონაწილე 1981, 1985, 1988 წლებში (დაიბადა 1940 წელს).
სავიები (სავარები) - ხაზართა მონათესავე ტომი ჩრდილოეთ კავკასიაში.
სავიჩი პავლე - იუგოსლავიელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1909-1990 წწ).
სავიცკა ჰანა (ნამდვილი სახელი და გვარი ანა კრისტინა შაპირო) პოლონეთის წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე ქალი (1917-1943 წწ).
სავიცკაია სვეტლანა - რუსი მფრინავი კოსმონავტი ქალი, ორი კოსმოსური ფრენის მონაწილე 1982 და 1984 წლებში (დაიბადა 1948 წელს).
სავიცკი ევგენი - რუსი მხედართმთავარი, ავიაციის მარშალი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1910-1990 წწ).
სავიცკი კონსტანტინე - რუსი ფერმწერი (1844-1905 წწ).
სავიცკი მიხაილ - ბელორუსი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1933 წელს).
სავკაზახი - მთა ჯავის მუნიციპალიტეტში, როკისწყლისა და სბის წყალგამყოფზე.
სავლაკი - კოლხეთის მეფე გვიანდელ ელინისტურ ხანაში.
სავლე (ებრაულად შაული) - ბიბლიის მიხედვით, უბრალო მიწათმოქმედი, ისრაელ-იუდეველთა სამეფოს დამაარსებელი (ძვ.წ.აღ. XI ს დასასრული).
სავლელი - იგივეა, რაც სავალი.
სავმაკი - ძვ.წ.აღ. 107 წელს აჯანყებულ ბოსფორელ სკვითთა ბელადი.
სავნებელი - ვნების მომტანი; საზიანო.
სავოგალი ხოსე - იხილე საბოგალი ხ.
სავოევოდო - პოლონეთის ძირითადი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.
სავოია - ისტორიული ოლქი და დეპარტამენტი საფრანგეთის ალპებში. მთავარი ქალაქები; შამბერი და ანენსი.
სავოიის ალპები - დასავლეთ ალპების ნაწილი საფრანგეთში.
სავოიის საჰერცოგო - ფეოდალური სახელმწიფო 1416-1720 წლებში ევროპაში.
სავოლდო ჯოვანი ჯიროლამო - იტალიელი ფერმწერი (დაახლოებით 1480 - 1548-ის შემდეგ).
სავონა - ქალაქი-პორტი იტალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (80 ათასი).
სავონაროლა ჯიროლამო - ფლორენციელი რელიგიურ-პოლიტიკური მოღვაწე, პოეტი (1452-1498 წწ).
სავონი ფელიქს - კუბელი მოკრივე, ოლიმპიური თამაშების სამგზის გამარჯვებული 1992, 1996 და 2000 წლებში, და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მძიმე წონაში (დაიბადა 1967 წელს).
სავრასოვი ალექსი - რუსი ფერმწერი-პერედვიჟნიკი (1830-1897 წწ).
სავრომატე I - ბოსფორის სამეფოს მეფე 93-123 წლებში.
სავსავი
აქეთ-იქით ქნევა (ხელებისა).
აქეთ-იქით ტრიალი (ენისა). || (გადატანით) ტარტარი ენისა.
სავსე
მთლიანად რამეთი დაკავებული (შემოსაზღვრული სივრცე, უპირატესად ჭურჭელი).
სადაც, რაშიც ბევრი რამე, ვინმე არის.
დოვლათიანი, ბარაქიანი, მდიდარი.
რაიმე თვისების ჭარბად მქონე, რაიმე გრძნობით მოცული.
სავსებით - მთლიანად, მთლად, სრულიად.
სავსემთვარეობა - მთვარის ფაზა, როცა ის სრული ბადროს სახით მოჩანს.
საზავო - ზავისათვის განკუთვნილი, ზავთან დაკავშირებული.
საზამთრა - მთა ცაგერის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე (2915 მეტრი).
საზამთრი - ფუტკრის ოჯახის გამოსაზამთრებლად აშენებული საგანგებო შენობა.
საზამთრო (Citrullus edutis)
1) ბაღჩეული მცენარე; ისხამს მრგვალ ან მოგრძო მსხვილ ნაყოფს, რომელსაც აქვს მკვრივი ქერქი და ტკბილი, წვნიანი (ჩვეულებრივ წითელი) ხორცი.
2) ზამთრისათვის განკუთვნილი.
საზანდარი (სპარს.)
1) საზანდრები - დასი, რომელიც შედგება საზის, თარის, ჭიანურის დამკვრელთა და დაირის დამკვრელ-მომღერლისაგან.
2) იგივეა, რაც მესტვირე.
საზანდარიანი თათევიკ - ოპერის სომეხი მომღერალი ქალი (მეცო-სოპრანო),საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1916 წელს).
საზანო - იხილე ზედა საზანო.
საზარი - იგივეა, რაც საზარელი.
საზარალო - ზარალის მომტანი.
საზარბაზნე ხორცი - ჯარისკაცთა მასა, რომელიც მაღალჩნოსანთა ინტერესებისათვის იგზავნება ომში.
საზარდული - მუცლის ქვედა ნაწილის მიდამო თეძოებს შიგნით, ბოქვენის მარჯვნივ და მარცხნივ.
საზარელი - ზარის, შიშის მომგვრელი; თავზარდამცემი, შესაზარი, შემაძრწუნებელი.
საზაფხულო - ზაფხულისათვის განკუთვნილი; ზაფხულისა.
საზედაო - ქსელში გასატარებელი ძაფი; სასხამი.
საზედაპირე - ზედაპირისათვის განკუთვნილი, გამოსადეგი.
საზეველა - ზამთარში ან გაზაფხულის პირზე თბილი ამინდი, რომელიც იწვევს თოვლის, ყინულის დნობას.
საზეთე
1) რისგანაც ზეთს ხდიან; ზეთის მომცემი.
2) ზეთის ჭურჭელი.
საზეიმო - ზეიმისათვის განკუთვნილი; ზეიმის ხასიათისა; სადღესასწაულო.
საზეინკლო
1) ზეინკლისათვის ან ზეინკლობისათვის განკუთვნილი.
2) ზეინკლის სახელოსნო.
საზელეთი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
საზელი
1) რაც უნდა ზილონ.
2) რითაც უნდა ზილონ.
საზენიტო - მიწიდან ჰაერში თვითმფრინავებისა და მისთანათათვის სასროლად განკუთვნილი.
საზეპირო - ზეპირად სასწავლი.
საზერლენდი დონალდ - კანადური წარმოშობის ამერიკელი კინომსახიობი (დაიბადა 1934 წელს).
საზერლენდი ერლ უილბურ - ამერიკელი ბიოქიმიკოსი და ფარმაკოლოგი, 1971 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1915-1974 წწ).
საზვერავი - იგივეა, რაც დასაზვერავი.
საზი (სპარს.) - აღმოსავლური სიმებიანი საკრავი.
საზიანო - ზიანის მომტანი; საზარალო.
საზიარებელი - ვინც უნდა ეზიაროს.
საზიარო - რაც რამდენიმე პირს ეკუთვნის; საერთო (საკუთრება...); ზიარი.
საზიდარი - ცხენების შესაბმელი ურემი ტვირთის გადასაზიდად.
საზიდი
1) რაც უნდა ზიდონ.
2) რითაც უნდა ზიდონ.
საზიზღარი - რაც, ვინც ეზიზღებათ; საძაგელი, შესაზარებელი.
საზოგადო
1) რაც ყველას ეკუთვნის, ეხება ან ახასიათებს; საერთო.
2) იგივეა, რაც საზოგადოებრივი.
საზოგადოება
1) ერთობლიობა გარკვეულ წარმოებით ურთიერთობაში მყოფი ადმიანებისა ისტორიული განვითარების ამა თუ იმ საფეხურზე.
2) ადამიანთა გაერთიანება, ორგანიზაცია, რომელიც გარკვეულ მიზნებს ისახავს.
3) გარკვეული ჯგუფი, წრე ადამიანებისა; ხალხი.
4) ზედაფენა, პრივილეგირებული წრე.
საზოგადოების კუნძულები (ამხანაგობის კუნძულები) - არქიპელაგი პოლინეზიაში (წყნარი ოკეანე).
საზოგადოებრივი - საზოგადოების დამახასიათებელი, საზოგადოებაში არსებული, საზოგადოებაში ადამიანთა საქმიანობასთან დაკავშირებული.
საზოგადოებრიობა - საზოგადოების მოწინავე ნაწილი, მისი აზრის გამომხატველი.
საზომი
1) რითაც ზომავენ რასმე.
2) ხელსაწყო რისამე გასაზომად.
3) (გადატანით) ნიშანი, თვალსაზრისი, რომელიც საფუძვლად უდევს რისამე დაფასებას.
საზონათაშორისო - ზონებს შორის არსებული, წარმოებული.
საზონოვა ნინა - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1916 წელს).
საზრდო
1) საკვები, საჭმელი, სარჩო.
2) (გადატანით) რაც სულიერად ან გონებრივად მატებს ადამიანს რასმე.
საზრიანი
1) ვისაც სწრაფად მოსაზრების უნარი აქვს.
2) იგივეა, რაც აზრიანი.
საზრისი
1) რაიმეს იდეალური შინაარსი, იდეა, საბოლოო მიზანი.
2) ლოგიკაში - იგივეა, რაც მნიშვნელობა.
საზრუნავი - ვისზედაც, რაზედაც უნდა იზრუნონ; საფიქრებელი.
საზურგე - ზურგისათვის განკუთვნილი; ზურგით საზიდი; ზურგზე მოსაკიდებელი.
საზღაპრო - არაჩვეულებრივი, საარაკო, ზღაპრული.
საზღაური - რითაც რასმე ზღავენ; რისამე სანაცვლო, საფასური.
საზღვაო - ზღვისთვის განკუთვნილი, ზღვასთან დაკავშირებული.
საზღვაოსნო - ზღვაოსნობისათვის განკუთვნილი, ზღვაოსნობასთან დაკავშირებული.
საზღვარი
1) ხაზი, რომელიც ორ ადგილს, ტერიტორიას ყოფს ერთმანეთისაგან.
2) რისამე უკიდურესი დონე, საფეხური; ზღვარი.
საზღვარგარეთ - უცხო ქვეყნებში, უცხოეთში.
საზღვარგარეთი - სახელმწიფოს საზღვრებს იქით მდებარე ქვეყნები; უცხოეთი.
საზღვარგარეთელი - საზღვარგარეთის რომელიმე ქვეყნის მცხოვრები; უცხოელი.
საზღვარგარეთული - საზღვარგარეთის დამახასიათებელი, საზღვარგარეთ არსებული; უცხოური.
საზღვრისპირა - სახელმწიფოს საზღვრებთან ახლოს მდებარე.
საზჰალომბატა - ქალაქი უნგრეთის პეშტის მედიეში.
სათაგური - თაგვის დასაჭერი მახე.
სათადარიგო - რისამე ან ვისიმე შემცვლელად გამოსადეგი; სამარქაფო; სარეზერვო.
სათავადო
1) მსხვილი ფეოდალური მიწისმფლობელობისა და ფეოდალთა იერარქიულ-პოლიტიკური ორგანიზაციის გარკვეული ფორმა XV-XVIII საუკუნეების საქართველოში.
2) მთა ვანის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთში.
სათავგადასავლო - რაშიც ვისიმე ფათერაკებიანი თავგადასავალია აღწერილი.
სათავე
1) ადგილი, სადაც წყლის დინება იწყება.
2) დასაწყისი, თავი რისამე.
3) მიზეზი, წყარო, საფუძველი რისამე.
4) შარვალზე ან ქვედატანზე მიკერებული სარტყელი.
5) სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.
სათავისო - თავისთვის განკუთვნილი, თავისი შესაფერი, თავისთვის გამოსადეგი.
სათავისღელე - მდინარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, გუბაზეულის მარცხენა შენაკადი.
სათავნო - ქალის პირადი, მამის სახლიდან მოყოლილი ქონება.
სათავო - რისამე თავში, დასაწყისში არსებული.
სათავსი - შენობის შიგნითა ოთახი ან ადგილი რისამე მოსათავსებლად.
სათათბირო
1) რის შესახებაც უნდა ითათბირონ.
2) სადაც თათბირობენ, თათბირისათვის განკუთვნილი.
3) რასაც აქვს რაიმე საკითხების, საქმის განხილვის და არა მათი გადაწყვეტის უფლება.
4) მეფის რუსეთში - ზოგიერთი არჩევითი ორგანოს, დაწესებულების სახელწოდება.
სათაკილო - რასაც თაკილობენ, რაც შეიძლება ითაკილონ; რაც თავისთვის შეუფერებლად, სასირცხვილოდ მიაჩნიათ.
სათალი - კვამლში გამოყვანილი თართის გვერდების ანაჭერი.
სათამაშო
1) რასაც თამაშისათვის იყენებენ; არანამდვილი.
2) სადაც ან რაზედაც რასმე თამაშობენ.
3) ბავშვთა თამაშისათვის განკუთვნილი ნივთი.
4) იგივეა, რაც საცეკვაო.
სათამბაქოე
1) თამბაქოსათვის გამოსადეგი.
2) თამბაქოს ქისა ან კოლოფი; სათუთუნე.
სათანადო - შესაბამისი, შესაფერი, ჯეროვანი, საჭირო.
სათანჯო - მთა გალის მუნიციპალიტეტში, კოლხეთის ბარში.
სათანჯოს ციხე - შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე დასავლეთ საქართველოში, სოფელ ჭუბურხინჯთან, აგებულია VIII-X საუკუნეებში.
სათაო - იხილე სათავო.
სათარგმნი (სათარგმნელი) - რაც უნდა ითარგმნოს, გადასათარგმნი.
სათარეშო - სადაც შეიძლება ითარეშონ, დაარბიონ.
სათარი - იგივეა, რაც ნალო.
სათარ-ხანი - ირანის რევოლუციის (1905-11 წლები) მოღვაწე, ირანის სახალხო გმირი (1867/68 - 1914 წწ).
სათაური
1) რაიმე ნაწარმოების ან მისი ცალკე თავის სახელწოდება.
2) იგივეა, რაც თავდები.
3) იგივეა, რაც სათავე.
4) აღვირის ის ნაწილი, რომელიც ცხენს თავზე ეცმება.
სათაფლია - იხილე სათაფლიის კარსტული მღვიმეები და სათაფლიის ნაკრძალი.
სათაფლიის კარსტული მღვიმეები - კარსტული მღვიმეების ჯგუფი დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (იმერეთი). ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით 7 კილომეტრზე. მღვიმეები განლაგებულია სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე. მღვიმეთა აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს 275 მეტრიდან 405 მეტრამდე. აღსანიშნავია რომ სათაფლიის მღვიმეთა ჯგუფი, მეტად მდიდარია არა მხოლოდ ესთეტიკურად, არამედ იმითაც რომ მასში მოპოვებულია არაერთი ფაუნისტური და ფლორისტული სახეობები. ამ ტერიტორიაზე განლაგებულია კოლხური ტყე, რელიქტური და ენდემური ნიმუშებით და დინოზავრის ნაკვალევით. საკუთრივ სათაფლიის მღვიმე ერთადერთია იმ 5 გამოქვაბულიდან რომელიც გამოყენებულია ტურისტული მიზნით. საკუთრივ სათაფლიის მღვიმე მდებარებს სამგურალის სერზე, ზღვის დონიდან 360 მეტრზე. იგი გამომუშავებულია ქვედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. მღვიმის შესასვლელი ძაბრისებრი ღრმულის ფსკერზე მდებარეობს. წინა ნაწილში გვხვდება ეროზიული საფეხურები. შესასვლელიდან დაახლოებით 100 მეტრში არის ულამაზესი „გუმბათოვანი დარბაზი“, ხოლო 150 მეტრში „ნაღვენთების სასაფლაო“. მღვიმეს აქვს განშტოებებიც. სათაფლიის მღვიმის ჯამური სიგრძეა დაახლოებით 900 მეტრი.
სიმაღლე - 10 მეტრს აღემატება, ხოლო სიგანე უდრის 14-15 მეტრს.
სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი - მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან - 500 მეტრი. დარსდა 1935 წელს. ფართობი 354 ჰექტარი. ნარკძალი კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და და ბოტანიკურ ძეგლებს. რელიეფი მთაგორიანია. ტერიტორიის 95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით, რომელსაც ქმნის წიფელი, წაბლი, რცხილა, თელა, ბზა, ძელქვა, მურყანი, ცაცხვი, მუხა, პანტა, მაჟალო და სხვა. ქვეტყე ქმნის გაუვალ რაყას. ბევრია დიანებიც. ძუძუმწოვრებიდან აქ გავრცელებულია ტურა, კვერნა, მაჩვი, მელა, კურდღელი, ციყვი. იშვიათად შემოდის შველი, ბევრია ფრინველი. ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია კარსტული მღვიმეებით. აქვე აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახიჭამია დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვაბ კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი.
სათაყვანებელი (სათაყვანო) - ვისაც ან რასაც ეთაყვანებიან, თაყვანისცემის ღირსი.
სათბილო - საკლავის ნაწილი ზურგის უკანასკნელი ნეკნიდან გავამდე (საუკეთესო ნაჭრად ითვლება).
სათბილობელი - თბილი ჩასაცმელი ან დასახურავი.
სათბობი - საწვავი მასალა (შეშა, ნახშირი, ნავთი, აირი), რომელიც სითბოს იძლევა და წარმოადგენს ენერგიის წყაროს.
სათბურა - სხეულის ამა თუ იმ ნაწილის გასათბობი მოწყობილობა.
სათბური - შემინული სადგომი, სადაც სინათლისა და სითბოს საჭირო პირობების დაცვით ხელოვნურად აშენებენ სითბოს მოყვარულ მცენარეებს.
სათევი - იგივეა, რაც გასათევი.
სათევზაო - თევზაობისათვის განკუთვნილი, თევზის საჭერი.
სათევზიის მღვიმე - მღვიმე ხონის მუნიციპალიტეტში.
სათეთრებელი - რითაც რასმე ათეთრებენ.
სათემო
1) თემთან დაკავშირებული, თემის კუთვნილი.
2) სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
3) სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (ბარდუბნის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ ბორცვიან-სერებიან მთისწინეთში. ზღვის დონიდან - 260 მეტრი, თერჯოლიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 695 ადამიანი.
სათესი - თესვისათვის, რისამე დასათესად განკუთვნილი.
სათესლე
1) თესლისათვის განკუთვნილი; თესლად გამოსადეგი.
2) რაც თესლს შეიცავს.
სათვალავი - ანგარიში; რიცხვი, რაოდენობა.
სათვალდათვალო - თვალსაჩინო, აშკარა, ცხადი.
სათვალე
1) ორი მინისგან შემდგარი ხელსაწყო მხედველობის გასაძლიერებლად ან თვალების დასაცავად.
2) პატარა ნახვრეტი; ჭუჭრუტანა.
სათვალთვალო - საიდანაც რასმე, ვისმე უთვალთვალებენ.
სათვალთმაქცო - თვალთმაქცობისათვის განკუთვნილი; თვალთმაქცური, საეშმაკო, მოსატყუებელი.
სათვისტომო - სხვა ქვეყნებში ან სხვა ადგილას მცხოვრებ თანამემამულეთა გაერთიანება მატერიალური და კულტურული ურთიერთდახმარების მიზნით.
სათვლელი - რაც უნდა თვალონ; დასათვლელი.
სათიბავი - იგივეა, რაც სათიბი.
სათიბე
1) მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედზე.
2) მდინარე ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, ძამის მარცხენა შენაკადი.
სათიბელი - ბალახის სათიბი პატარა ნამგალი; ჭაღვი.
სათიბი
1) რაც უნდა თიბონ; გასათიბი.
2) მინდორი, რომელსაც თიბავენ ხოლმე.
3) რითაც თიბავენ.
4) სერი (ქედი) მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში, ქსნისა და ნარეკვავის შუამდინარეთში.
სათიბის გორა - ქედი ყვარლის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე, ჩელთისა და ბასკინტლის წყალგამყოფი.
სათიბის მთა - მთა თიანეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, საბადურის ქედზე (სიმაღლე - 1604 მეტრი).
სათიბის ქედი - განედური ქედი (სერი) მცხეთისა და დუშეთისმუნიციპალიტეტებში, ქსნისა და ნარეკვავის შუამდინარეთში (სიგრძე - 18 კილომეტრი. საშუალო სიმაღლე - 900 მეტრი, მაქსიმალური - 1021 მეტრი). აგებულია ნეოგენური კონტინენტური კონგლომერატებით, თიხებისა და ქვიშაქვების შუაშრეებით. ქედის სამხრეთი კალთა შემოსილია ჯაგეკლიან-ჯაგრცხილნარით, ჩრდილოეთი კალთა - მუხნარ-რცხილნარით.
სათივე
1) თივის შესანახი ადგილი, ნაგებობა.
2) სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.
სათითე
1) თითზე ჩამოსაცმელი, ჩვეულებრივ ლითონისა; ხმარობენ კერვის დროს, რომ თითში ნემსი არ შეერჭოთ.
2) მომკალის თითზე წამოსაცმელი ხისა; იკეთებენ, რომ ნამგლით არ გაიჭრან თითი.
3) რამდენიც სათითეში ჩაეტევა.
სათითოო - თითოსათვის, თითოეულისათვის განკუთვნილი.
სათითურა (Dactylis glomerata) - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა, ფაშარკორდიანი ბალახი; იხმარება ცხოველთა საკვებად.
სათიკვარა - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, კოდორის მარცხენა შენაკადი.
სათიხარი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
სათლელი
1) ერთ-ერთი დიდი დასახლებული პუნქტი ისტორიულ-სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ისტორიულ შავშეთში (ახლანდელი თურქეთის ტერიტოეია). XVI საუკუნიდან საქართველოს სხვა ტერიტორიებთან ერთად მიიტაცა თურქეთმა, რუსეთ-თურქეთის ომის (1877-78 წწ) შემდეგ, ბერლინის კონგრესის (1878 წ) თანახმად დაუბრუნდა საქართველოს; შემდგომში კვლავ თურქეთის შემადგენლობაში მოექცა.
2) ერთ-ერთი დიდი დასახლებული პუნქტი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ისტორიული ფოცხოვის მხარეში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). XVI საუკუნიდან საქართველოს სხვა ტერიტორიებთან ერთად მიიტაცა თურქეთმა, რუსეთ-თურქეთის ომის (1828-29 წწ) შემდეგ, ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების (1829 წ) თანახმად დაუბრუნდა საქართველოს; შემდგომში კვლავ თურქეთის მფლობელობაში აღმოჩნდა.
3) რაც უნდა თალონ, გათალონ; რასაც უნდა მოათალონ რამე.
4) რითაც უნდა თალონ, გათალონ რამე.
სათლი (სპარს.) - ტოლჩა; საკიდარი ქვაბი.
სათმეული - თმის სამკაული.
სათნო - კეთილი, გულკეთილი, ლმობიერი.
სათნოება - სათნოს თვისება; სიკეთე, ლმობიერება.
სათოვლე
1) სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ძეგვის თემის საკრებულო), მდინარე ხეკორძულას (მტკვრის მარჯვენა სანაპირო) ნაპირებზე. ზღვის დონიდან - 930 მეტრი, მცხეთიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში აღარავინ ცხოვრობს. სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით მაღალ ბორცვზე აბულეთის მონასტრის ნანგრევებია. შემორჩენილია X საუკუნის თლილი ქვით ნაგები 4 დარბაზული ეკლესიისა და და სხვა სამონასტრო შენობების ნაშთები. იქვე მახლობლად შუა საუკუნეების ნასოფლარია. მონასტრის მახლობლად ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეეებში წარმართული ტაძარი უნდა მდგარიყო.
2) ქედი მცხეთის მუნიციპალიტეტებში, თრიალეთის ქედის განშტოების - საწკეპელას ჩრდილო-აღმოსავლეთი გაგრძელება, დიღმისწყლის და ხეკორძულის წყალგამყოფი. იწყება მთა დიდგორიდან და მტავრდება ქალაქ მცხეთის მიდამოებში. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-ქვიშაქვებითმ ოლიგოცენური ტაბაშირის შემცველი თიხებითა და ქვიშაქვებით. კალთები ციცაბოა, შემოსილია ტყითა და მეორადი მდელოებით.
სათოვლეხევი - მდინარე მცხეთის მუნიციპალიტეტში, ხეკორძულის მარჯვენა შენაკადი.
სათოვლია (უცუნა) - ენძელასებრი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა; ყვავილობს შემოდგომაზე.
სათოვლისწყალი - მდინარე ხულოს მუნიციპალიტეტში, ქვაბლიანის სათავე.
სათოკე - დასაჭერი, დასაპატიმრებელი; ჩამოსახრჩობი.
სათონე - გადახურული (ჩვეულებრივ ფიცრული) ნაგებობა, რომელშიც თონეა.
სათოფე - ციხესიმაგრის კედელში ან სხვა ნაგებობაში დატანებული პატარა სარკმელი შიგნიდან გარეთ თოფის სასროლად.
სათოფური - იგივეა, რაც სათოფე.
სათოხარი - ადგილი, სადაც თოხნიან; თოხნის სამუშაო.
სათოხნი - რასაც თოხნა, გათოხნა სჭირდება.
სათრეველა - რითაც რასმე მიათრევენ.
სათრევი
1) რაც, ვინც უნდა ათრიონ.
2) რითაც უნდა ათრიონ.
სათრიმლავი
1) რაც უნდა თრიმლონ.
2) რითაც უნდა თრიმლონ.
სათუთი - ნაზი, ნებიერი, აზიზი.
სათული (სათულე) - ხორცის საჭრელი დიდი დანა. პატარა ცული ან წალდი.
სათუნუქე - თუნუქისათვის განკუთვნილი; თუნუქის დასამუშავებელი.
სათუო - რაც ან მოხდება ან არა; საეჭვო.
სათქვენო - თქვენი შესაფერი, თქვენთვის განკუთვნილი.
სათქმელი - რაც უნდა ითქვას, სალაპარაკო.
სათხე - სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.
სათხებო - თხების სადგომი.
სათხელები - იგივეა, რაც საგორავი.
სათხილამურო - თხილამურებთან დაკავშირებული, თხილამურებით შესრულებული.
სათხოვარი - რაც უნდა სთხოვონ ვისმე (შესასრულებელი რამ).
სათხოვნელი - იგივეა, რაც სათხოვარი.
სათხრელი
1) რაც უნდა თხარონ; გასათხრელი, ამოსათხრელი.
2) რითაც უნდა თხარონ.
საია
1) სადა, მარტივი არა ჭრელი.
2) ერთნახადი სუსტი (არაყი).
საიათნოვა (ფსევდონიმი „სეიდნოვა“ - ჰანგის უფალი, პატრონი; ნამდვილი სახელი და გვარი არუთინ საიადიანი) - სომეხი ეროვნების პოეტი, ცხოვრობდა საქართველოში, ლექსებს წერდა ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად, 1762-65 წლებშე ერეკლე II-ის სამეფო კარის საზანდარი იყო (დაახლოებით 1712-22 - დაახლოებით 1795-1801 წწ).
საიალქნო - იალქნიან ნავებთან ან გემებთან დაკავშირებული.
საიამე - მონღოლთა ბატონობის ხანაში შემოღებული გადასახადი, რომელიც ითვალისწინებდა გზებზე განლაგებული იამების ცხენებითა და სურსათ-სანოვაგით მომარაგებას.
საიანი - მთიანი მხარე სამხრეთ ციმბირის მთების შუა წლებში.
საიანი ლუი - საფრანგეთისა და საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობის მოღვაწე (1910-1974 წწ).
საიანოგორსკი - ქალაქი რუსეთის ხაკასიის რესპუბლიკაში (55 ათასი).
საიანსკი - ქალაქი რუსეთის ირკუტსკის ოლქში (45 ათასი).
საიარაღო - იარაღისათვის განკუთვნილი.
საიასაულო - სამოხელეო-ნატურალური გადასახადი ძველ თბილისში თითოეული კომლისათვის სახელმწიფოს სასარგებლოდ.
საიასაღო - საგანგებო, იშვიათი, გამორჩეული, კარგი.
საიბ - იხილე საჰიბ.
საიბ თაბრიზი (ნამდვილი სახელი მირზა მუჰამად ალი) - აზერბაიჯანელი პოეტი (1601-1677 წწ).
საიბუ ალი - ნიგერის პრეზიდენტი 1987 წლიდან (დაიბადა 1940 წელს).
საიგა (საიგაკი) (თურქ.) - წყვილჩლიქიანი გარეული ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა; ბინადრობს სტეპებსა და ნახევრად უდაბნოებში.
საიგაკი - იხილე საიგა.
საიგიო (მონაზვნობის სახელი; ნამდვილი სახელი სატო ნარიკიიო) - იაპონელი პოეტი (1118-1190 წწ).
საიგო ტაკამორი - იაპონიის პოლიტიკური მოღვაწე (1827-1877 წწ).
საიგონი - ვიეტნამის ქალაქ ხოშიმინის სახელი 1976 წლამდე.
საიდა
1) ზღვის თევზი ვირთევზასებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში.
2) ქალაქი სამხრეთ ლიბანში (240 ათასი).
საიდან
1) რა ადგილიდან, რომელი მხრიდან?
2) რა გზით, როგორ?
საიდანაც - მიმართებითი ზმნისართი; იხმარება კავშირად. რა ადგილიდანაც, რა მხრიდანაც.
საიდანმე - რომელიმე ადგილიდან, რომელიმე მხრიდან.
საიდანღაც - რაღაცა ადგილიდან გაურკვეველი მხრიდან.
საიდ აჰმადი (ნამდვილი სახელი და გვარი საიდ აჰმად ხუსანხოჯაევი) - უზბეკეთის სახალხო მწერალი (დაიბადა 1920 წელს).
საიდ აჰმად ხანი - ინდოეთის საზოგადო მოღვაწე, რელიგიური რეფორმატორი, ინდოეთში მუსლიმური საგანმანათლებლო მოძრაობის ფუძემდებელი (1817-1898 წწ).
საიდი ამინ - არაბი ისტორიკოსი და ჟურნალისტი (ეგვიპტე) (1890-1985 წწ).
საიდი მაჰმუდ - არაბი მხატვარი (ეგვიპტე) (1897-1964 წწ).
საიდ ნური - ერაყის პრემიერ-მინისტრი 1930-58 წლებში (1888-1958 წწ).
საიდპური - ქალაქი ჩრდილოეთ ბანგლადეშში.
საიდუმლო
1) რასაც სხვას არ უმჟღავნებენ, გარეშეთაგან დაფარული რამ.
2) გარეშეთაგან დამალული, რაც მხოლოდ ზოგმა იცის; ფარული.
3) ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით - სასწაულმოქმედი წეს-ჩვეულება, რომელიც მორწმუნეებს განსაკუთრებულ მადლს ანიჭებს (ზიარება, აღსარება, ქორწინება და სხვა).
საიდუმლოება
1) რაც ცნობიერებისათვის ჯერ კიდევ მიუწვდომელია; ამოუცნობი, გაურკვეველი რამ.
2) იგივეა, რაც საიდუმლო.
საიდუმლონი - ქრისტიანულ ეკლესიაში - საკულტო მღვდელ-მოქმედებანი, რომელთა შესრულების დროს, შესაბამის მოძღვრების თანახმად, მლოცველებს გადაეცემათ ღვთის მადლი.
საიდ ფაიქ აბასიანიქი - თურქი მწერალი (1907-1954 წწ).
საიდ-ფაშა მუჰამად - ეგვიპტის მმართველი (1822-1863 წწ).
საიერიშო - იერიშისათვის განკუთვნილი, იერიშისა.
საით - რა მიმართულებით, რომელი მხრისაკენ.
საითაც - მიმართებითი ზმნისართი; იხმარება კავშირად - რომელ მხარესაც, რა მიმართულებითაც.
საითკენ - იგივეა, რაც საით.
საითკენაც - იგივეა, რაც საითაც.
საითკენმე - იგივეა, რაც საითმე.
საითკენღაც - რომელიღაც მიმართულებით.
საითმე
1) რომელიმე მხარეს, რამე მიმართულებით.
2) იგივეა, რაც საიდანმე.
საით ფაიქ აბასიანიქი - თურქი მწერალი (1907-1954 წწ).
საითღა - აბა, საით? მაშ საით?
საითღაც - გაურკვეველი მიმართულებით, რომელიღაც მხარეს, სადღაც.
საიკა (პოლარული ვირთევზა) - თევზი ვირთევზასებრთა ოჯახისა, გავრცელებულია ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში.
საილა - ქალაქი-პორტი სომალის ჩრდილო-დასავლეთ ოლქში.
საილიუგემი - ქედი სამხრეთ-აღმოსავლეთ ალთაიში.
საიმა (დიდი საიმა) - ტბების სისტემა ფინეთში.
საიმედო
1) იმედის მომცემი, იმედის აღმძვრელი.
2) სანდო, ერთგული.
3) სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში (დიმის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ხანისწყლის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 150 მეტრი, ბაღდათიდან - 9 კილომეტრი. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 182 კაცი.
საიმედოობა - საიმედო ხასიათის ქონა.
საიმი რონალდ - ინგლისელი ისტორიკოსი (1903-1990 წწ).
საიმის არხი - აერთებს საიმის ტბას ფინეთის ყურესთან.
საიმისო
1) იმისათვის განკუთვნილი. იმის შესაფერი.
2) ისეთი, იმნაირი, იმგვარი.
საიმონი ჯონ - ინგლისელი ექიმი (1816-1904 წწ).
საიმონი ჯონ ოლზბრუკ - ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე (1873-1954 წწ).
საიმონი ჰერბერტ - ამერიკელი ეკონომისტი, 1978 წლის ნომელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1916 წელს).
საიმპერიო - იმპერიის დამახასიათებელი, იმპერიისათვის განკუთვნილი.
საიმქვეყნო - საიქიო ცხოვრებისათვის განკუთვნილი.
საინგილო - მხარე ფეოდალურ საქართველოში, ისტორიული კახეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი ნაწილი (ამჟამად აზერბაიჯანის ფარგლებშია).
საინვენტარო - ინვენტარისათვის განკუთვნილი.
საინი - იგივეა, რაც თეფში.
საინკუბაციო პერიოდი - პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ინფექციური დაავადება ორგანიზმში ფარულად მიმდინარეობს.
საინჟინრო - ინჟინრის საქმიანობასთან დაკავშირებული.
საინსპექციო - ინსპექციისათვის განკუთვნილი; ინსპექციის ხასიათისა.
საინსტრუმენტო - ინსტრუმენტისათვის განკუთვნილი, ინსტრუმენტის დასამზადებელი.
საინტერესო - რაც, ვინც ინტერესს იწვევს, ინტერესს აღძრავს.
საინფორმაციო - ინფორმაციის ხასიათისა; ინფორმაციისათვის განკუთვნილი.
საინშანდი - ქალაქი მონღოლეთში, აღმოსავლეთ გობის აიმაკის ადმინისტრაციული ცენტრი.
საიონძი კიმოტი - იაპონიის პრემიერ-მინისტრი 1901-02, 1906-08 წლებში (1849-1940 წწ).
საიპანი - კუნძული მარიანის კუნძულებში (წყნარი ოკეანე), აშშ-ს სამეურვეო ტერიტორია.
საირა - ზღვის სარეწაო პელაგური თევზი.
საირაო - მთა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, საირაოს სერზე.
საირაოს სერი - სერი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, გურიის ქედის შუა მონაკვეთი.
საირიგაციო - ირიგაციისათვის განკუთვნილი.
საირმე
1) ადგილი ტყეში, სადაც ირმები ბინადრობენ.
2) სამკურნალო მინერალური წყალი (ამავე სახელწოდების კურორტის მიხედვით, სადაც ეს წყალი ამოდის).
3) ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი ბაღდათის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე წაბლარისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 950 მ, ბაღდათიდან 25 კმ. ჰავა რბილია. იცის მცირეთოვლიანი ზამთარი.
4) სოფლების ზედა საირმისა და ქვედა საირმის გავრცელებული სახელწოდება (ცაგერის მუნიციპალიტეტი).
საირმეღელე - მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, წაბლარისწყლის მარჯვენა შენაკადი.
საირმის ქედი - ქედი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თორისწყლისა და ციხისჯვარისწყლის წყალგამყოფი.
საირხე - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 3 სოფელს: კალვათა, საირხე, ჭორვილა). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 560 მეტრი, საჩხერიდან - 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2395 კაცი. წყაროებში პირველად მოიხსენიება XVIII საუკუნეში.
საირხულა - მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლაიშურის მარცხენა შენაკადი.
საი-საი - შეძახილი ბატებისა და იხვების გასარეკად.
საისი - უძველესი ქალაქი ნილოსის დელტაში, მის დაავლეთ ნაწილში; ქვედა ეგვიპტის მე-5 ნომის მთავარიპუნქტი. ძველი ეგვიპტის დედაქალაქი 663-525 წლებში. ამჟამად ჰქვია სა ელ-ჰაგარი.
საისრე - ისრების ჩასაწყობი ბუდე.
საისტორიო - ისტორიისათვის განკუთვნილი, ისტორიის შესახები.
საიტა არმანდო - იტალიელი ისტორიკოსი (1919-1995 წწ).
საიტამა - პრეფექტურა იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე.
საიტი - გვერდი ინფორმაციის განთავსებისათვის ინტერნეტში.
საიტო ეშიშიდა - იაპონელი ფერმწერი (დაიბადა 1904 წელს).
საიტო იოსიტაცუ - სამურაების მეთაური შუა საუკუნეების იაპონიაში, ერთ-ერთი პროვინციის გამგებელი (1527-1551 წწ).
საიტო მაკოტო - იაპონიის პრემიერ-მინისტრი 1932-34 წლებში (1858-1936 წწ).
საიტოვი ოლეგ - რუსი მოკრივე, ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი 1996 და 2000 წლებში მეორე ქვესაშუალო წონაში (დაიბადა 1974 წელს).
საიუბილეო - იუბულესათვის განკუთვნილი, იუბილესთან დაკავშირებული.
საიუველირო - იგივეა, რაც საოქრომჭედლო.
საიქიო - მორწმუნეების მეტყველებაში - ის ქვეყანა, სადაც ვითომდა სული განაგრძობს არსებობას ადამიანის სიკვდილის შემდეგ.
საიღლიე - იღლიისათვის განკუთვნილი, იღლიის ადგილი.
საიხვე - ისტორიული სოფელი სამხრეთ საქართველოში, შავშეთის საზღვარზე (ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა).
საიჯარო - იჯარით გასაცემი, იჯარისათვის განკუთვნილი.
საკაბე - კაბისათვის განკუთვნილი ქსოვილი.
საკადრისი - რაც ეკადრებათ, რაც ეკუთვნით; შესაფერი, ღირსი.
საკადრო - კადრების შერჩევა-განაწილებასთან დაკავშირებული.
საკავშირო - რაც მთელ საბჭოთა კავშირზე ვრცელდებოდა.
საკაზმი
1) რითაც ცხენს კაზმავენ (უნაგირ-აღვირი და სხვა).
2) მწვანილეული, სუნელი და მისთანები, რითაც საჭმელს კაზმავენ.
საკათალიკოსო
1) კათალიკოსისათვის განკუთვნილი.
2) კათალიკოსის საგამგებლო, სამფლობელო.
საკაი ქალაქი-პორტი იაპონიის იბარაკის პრეფექტურაში, კუნძულ ჰონსიუზე (810 ათასი).
საკაი მაკარიო - ფილიპინების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1870-1907 წწ).
საკაი ტოსიჰიკო (ლიტერატურული ფსევდონიმი კარეგავა) - იაპონიის საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი (1870-1933 წწ).
საკალმახე - მდინარე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონის მარჯვენა შენაკადი.
საკალმახეღელე
1) მდინარე ასპინძის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა შენაკადი.
2) მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, წაბლარისწყლის მარჯვენა შენაკადი.
საკალმე
1) კალმისათვის განკუთვნილი, კალმად გამოსადეგი.
2) მოწაფის კალმების, ფანქრებისა და მისთანების ჩასაწყობი კოლოფი.
საკალოე (საკალოო) - კალოსთვის განკუთვნილი, კალოდ გამოსადეგი.
საკამათო - რაც კამათს იწვევს; სადაო, საცილობელი.
საკანაფე - ისტორიული ციხე-სიმაგრე სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, იხსენიება XVI საუკუნიდან.
საკანაფო - მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ქედზე.
საკანაფოსხევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, იხილე ბოდავისხევი.
საკანდელიძე ზურაბ - კალათბურთელი (186 სმ), თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ (1963-75) და სსრკ ნაკრებში (1965-73). 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადის მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონი (1967) და მესამე პრიზიორი (1970), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1965, 67, 69, 71) და მესამე პრიზიორი (1973), სსრკ თასის მფლობელი (1969), ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მცველი (1967), მსოფლიოს სიმბოლური ნაკრების წევრი (1967), საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1967). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1945-2005 წწ).
საკანდელიძე კარლო - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი; მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. მისი მნიშვნელოვანი როლებია: გოგია (ლოსვეს ამბავი), გიო (ტარიელ გოლუა), ოსიკო ხარებაძე (შემოდგომის აზნაურები), კუჩარა (ყვარყვარე თუთაბერი), ტოშეკი (რა სიყვარული), ჭინჭრაქა (ჭინჭრაქა), ბუთხუზა (ძველი ყომარბაზები), არისტო ქვაშავაძე (სამანიშვილის დედინაცვალი), გლეხი და ქმარი (კავკასიური ცარცის წრე), კეტსბი (რიჩარდ III), სკრუჯი (შობის ღამის სიზმარი). კარლო საკანდელიძის კინოდებიუტი 1955 წელს „მაგდანას ლურჯაში“ შედგა. თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის გადაღებულ ფილმში მან ვანოს როლი შეასრულა. მეორე მნიშვნელოვანი ფილმი იყო „დათა თუთაშხია“, სადაც მან პოლიციელი ნიკანდრო ქირია განასახიერა (01.04.1928 წ - 28.10.2010 წ).
საკანდიდატო - კანდიდატისათვის განკუთვნილი.
საკანი - ოთახი პატიმრისათვის (საპატიმროში); კამერა.
საკანონმდებლო - კანონმდებლობისათვის განკუთვნილი, კანონმდებლობასთან დაკავშირებული.
საკანონო - საეკლესიო სასჯელი საქართველოში.
საკაო
1) მდინარე, იხილე საკაურა.
2) სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.
საკაოს მთა - ქედი ონის მუნიციპალიტეტში, შოდის ქედის განშტოება (3135 მეტრი).
საკაოს ტბა - ტბა ონის მუნიციპალიტეტში, საკაურისა და ლუხუნის წყალგამყოფზე.
საკაპა - ქალაქი გვატემალაში, ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.
საკაჟია - კარსტული მღვიმე თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოდოგნის მიდამოებში, წყალწითელას ხეობაში.
საკარაქე - კარაქის ჩასადები ჭურჭელი (სუფრაზე მისატანად).
საკარმიდამო - კარ-მიდამოსთვის განკუთვნილი, კარ-მიდამოში შემავალი.
საკარცხული - მოჩუქურთმებული ხის სკამი ოჯახის უფროსის ან პატივსაცემი სტუმრისათვის.
საკასაციო - კასაციისათვის განკუთვნილი.
საკატა - ქალაქი-პორტი იაპონიის იამაგატის პრეფექტურაში.
საკატეკასი
1) შტატი მექსიკის ცენტრალურ ნაწილში; ფარობი - 73,2 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 2,4 მილიონი.
2) ქალაქი მექსიკის საკატეკასის შტატში, მისი ადმინისტრაციული ცენტრი (130 ათასი).
საკატეკულოკა - ქალაქი სალვადორში, ლა-პასის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (60 ათასი).
საკატორღო
1) ვისაც კატორღა ჰქონდა მისჯილი; კატორღის ღირსი.
2) კატორღის დამახასიათებელი, კატორღისათვის განკუთვნილი; კატორღული.
საკაურა (საკაო) - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარჯვენა შენაკადი.
საკაფავი
1) რაც უნდა გაკაფონ.
2) რითაც უნდა გაკაფონ.
საკაცე - ორ პარალელურ ძელზე გადაჭიმული საფენი ავადმყოფის (დაჭრილის) ხელით გადასაყვანად.
საკაცეთი - კაცები, მამაკაცების ქვეყანა; ბევრი მამაკაცის ერთობლიობა.
საკაცო - კაცისთვის, მამაკაცისთვის განკუთვნილი.
საკაცობრიო - კაცობრიობისათვის განკუთვნილი, კაცობრიობის დამახასიათებელი, კაცობრიობისათვის მნიშვნელოვანი.
საკბენი
1) რითაც უნდა უკბინონ.
2) რასაც უნდა უკბინონ.
საკბილო - რასაც შეიძლება კბილი გაჰკრან, რაც შეიძლება შეჭამონ, შესანსლონ. || (გადატანით) რაც შეიძლება მიიტაცონ, მიითვისონ.
საკბულა - მდინარე საჩხერის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში, რიკოთულის მარჯვენა შენაკადი.
საკე (იაპონ.) - ბრინჯის არაყი იაპონიაში.
საკეთებელი
1) რაც უნდა აკეთონ.
2) რითაც, რისგანაც აკეთებენ რასმე.
საკეთილდღეო - ვისიმე, რისამე კეთილდღეობისათვის განკუთვნილი.
საკეისრო გაკვეთა - იგივეა, რაც კეისრული გაკვეთა.
საკენი
1) მდინარე გულრიფშის და ოჩამჩირის მუნიციპალიტეტებში, კოდორის მდგენელი.
2) სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.
საკენის ტბა - ტბა გულრიფშის მუნიციპალიტეტში, საკენის ხეობაში.
საკენკი - ფრინველთა საკვები (მარცვლეული, ნამცეცები და მისთანები).
საკეპი - რითაც იკეპება რამე.
საკერავი
1) რაც უნდა კერონ; შესაკერად მომზადებული ქსოვილი.
2) რითაც უნდა კერონ.
საკერამიკო - კერამიკისათვის განკუთვნილი; კერამიკის წარმოებასთან დაკავშირებული.
საკერებელი - ქსოვილის (ტყავის...) ნაჭერი, რომელსაც აკერებენ გახეულზე (გაცვეთილზე).
საკერი ჯოვანი ჯიროლამო - იტალიელი მეცნიერი (1667-1733 წწ).
საკერპო
1) კერპისათვის განკუთვნილი.
2) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდამაყრის თემის საკრებულო), მდინარე ბაკურხევის (გუდამაყრის არაგვის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან - 2040 მეტრი, დუშეთიდან - 72 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.
საკერპოსწყალი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, რექის მარცხენა მდგენელი.
საკეტი - რითაც კეტავენ რასმე. || რისამე დაკეტვისათვის განკუთვნილი.
საკეტი ფრანკო - იტალიელი მწერალი (1330-1400 წწ).
საკეცე - ისტორიული სოფელი ქვემო ქართლში, მდინარე ქციის ხეობაში.
საკეცია - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
საკეჭნაო - გაცეკვებული სპორტის ერთ-ერთი სახეობა; წარმოსახავს მეტოქეთა ორთაბრძოლას, რომელსაც წყვეტს მათ შორის ჩაგდებული ქალის მანდილი.
საკვალიფიკაციო - კვალიფიკაციისათვის განკუთვნილი, კვალიფიკაციის განმსაზღვრელი.
საკვამლე - ნაგებობიდან კვამლის ამოსასვლელი; კვამლსადენი.
საკვამური - საკვამლე მილი.
საკვანძო
1) კვანძთან დაკავშირებული;
2) (გადატანით) ძირითადი, მთავარი, არსებითი.
საკვები
1) რითაც კვებავენ ან იკვებებიან. || საჭმელი.
2) კვებისათვის განკუთვნილი.
საკვეთელი - იგივეა, რაც საკვეთი.
საკვეთი
1) რითაც კვეთენ რასმე; საჭრელი.
2) გუთნის ნაწილი - მიწის ვერტიკალურად საჭრელი რკინა სახნისის წინ.
საკვერცხე - მდედრობითი სქესის სასქესო ორგანოს ის ნაწილი, სადაც ვითარდება კვერცხუჯრედი.
საკვეხარი - თავის მოსაწონებელი; სატრაბახო.
საკვეხნი - იგივეა, რაც საკვეხარი.
საკვიკვინიო - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.
საკვირაო - კვირა დღისათვის განკუთვნილი
საკვირაძალო - კვირაძალისთვის განკუთვნილი.
საკვირეთი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
საკვირველება - ძალიან გასაკვირი რამ; საოცრება.
საკვირველი - რაც გაკვირვებას იწვევს; საოცარი, განსაცვიფრებელი, გასაკვირველი.
საკვირიკე - მთა ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, თრიალეთის ქედზე.
საკვლავოდ - სამერმისოდ, შემდეგისათვის, მომავლისათვის.
საკვლევი
1) რაც უნდა იკვლიონ, მეცნიერულად შესასწავლი.
2) კვლევისათვის განკუთვნილი; კვლევითი.
საკვნეტი - რაც უნდა კვნიტონ.
საკვოიაჟი (ფრანგ.) - ხელში დასაჭერი სამგზავრო ჩანთა.
საკი
1) ქალაქი უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე (40 ათასი).
2) (ფრანგ.) საგზაო ჩანთა.
3) ქალის პალტო ერთგვარი, თავისუფლად ჩაშვებული.
4) თევზის საჭერი მოწყობილობა - რკალზე ჩამოცმული ბადისებრი ტომარა.
5) პეპლების საჭერი მოწყობილობა - გრძელ ტარზე დამაგრებული რკალი, რომელზედაც ჩამოცმულია ქსოვილი ძაბრივით.
საკიანისღელე - მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი.
საკიდარი
1) რითაც კიდებენ რასმე (ყულფი, ყური, რკალი და მისთანები).
2) პირუტყვი, რომელსაც ტვირთს ჰკიდებენ.
3) რაც უნდა აჰკიდონ რასმე; ტვირთი, საპალნე.
საკიდელი
1) იგივეა, რაც საკიდი.
2) რაზედაც ქვაბს კიდებენ შუა ცეცხლის თავზე (ჩვეულებრივ, რკინის ჯაჭვი).
3) იგივეა, რაც დვრიტა.
საკიდი - რაზედაც კიდებენ რასმე.
საკიზოვი იანკო ივანოვ - ბულგარეთის პოლიტიკური მოღვაწე (1860-1941 წწ).
საკითხავი
1) რაც უნდა ჰკითხონ ან იკითხონ; შესაკითხი, შეკითხვა.
2) ვინც (ან რაც) უნდა მოკკითხონ.
3) კითხვისათვის განკუთვნილი.
საკითხი
1) რაიმე დებულება, ვითარება, რომელიც გარკვევას, გადაწყვეტას, განხილვას საჭიროებს. რაზედაც მსჯელობენ, რასაც იკვლევენ.
2) საქმე, გარემოება, რომელიც ეხება რასმე, დამოკიდებულია რამეზე.
საკილასონიო - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.
საკინკლაო - რაზედაც კინკლაობენ, რაც კინკლაობას იწვევს.
საკინძი - ტანსაცმლის გულისპირის შესაკრავი.
საკირე
1) ადგილი (ორმო, საგანგებო ნაგებობა, ღუმელი), სადაც კირს წვავენ.
2) სოფლები ბორჯომის, დმანისის და ჯავის მუნიციპალიტეტებში.
საკირულა - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დვირულის მარჯვენა შენაკადი.
საკისარი - მანქანის ნაწილი, რომელსაც ეყრდნობა მბრუნავი ლილვი.
საკლავი
1) საქონელი, რომელიც უნდა დაკლან.
2) იგივეა, რაც დასაკლავი.
საკლასიფიკაციო - კლასიფიკაციისათვის განკუთვნილი.
საკლასო - კლასისათვის განკუთვნილი; კლასთან დაკავშირებული.
საკლები - რიცხვი, რომელსაც მეორე რიცხვი უნდა გამოაკლდეს.
საკლინგი ჯონ - ამერიკელი პოეტი და დრამატურგი (1609-1642 წწ).
საკლუბო - კლუბისათვის განკუთვნილი, კლუბთან დაკავშირებული.
საკმაზი - იგივეა, რაც საკაზმი.
საკმაო
1) იმდენი, რამდენიც საჭიროა; საკმარისი, სამყოფი.
2) კარგა ბევრი, კარგა დიდი, მნიშვნელოვანი რაოდენობისა.
საკმარა - მდინარე სამხრეთ ურალში, მდინარე ურალის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 798 კილომეტრი).
საკმარი - იგივეა, რაც საკმარისი.
საკმარისი
1) სამყოფი, საკმაო.
2) არამცირე, მნიშვნელოვანი, საგრძნობი რაოდენობისა.
საკმეველი (საკმელი) - სურნელოვანი ფისი, რომელსაც აკმევენ მღვდელმსახურების დროს.
საკმელა - საკმელასებრთა ოჯახის ბუჩქი, ნახევრად ან ბალახი; აქვს მოზამთრე ან ცვენია მარტივი ფოთლები.
საკმელი - იგივეა, რაც საკმეველი.
საკმლის ხე (კევის ხე, საღსაღაჯი) - ზაფხულმწვანე ხე ფსტის გვარისა.
საკმლისხიანი - საკმლის ხის მეჩხერი კორომი; გავრცელებულია უმეტესად აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში.
საკნატუნებელი (საკნატუნო) - რაც უნდა აკნატუნონ, რაც კნატუნით იჭმება.
საკო ნიკოლა - ამერიკელი მუშა, წარმოშობით იტალიელი; დასჯილ იქნა მცდარი ბრალდების შედეგად (1891-1927 წწ).
საკობიანო - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 7 სოფელს: ბაყილოვანი, დედისფერული, კუწახტა, საკობიანო, ქორეთი, ყვარელწყალი, ხევისჭალა). მდებარეობს პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 580 მეტრი, ახმეტიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 564.
საკოდე - ფშავ-ხევსურეთში - ხატის ნაგებობის ნაწილი, სადაც ლუდს ინახავენ.
საკოდელი - ბრტყელპირიანი ჩაქუჩი, რომლითაც წისქვილის ქვას კოდავენ.
საკოკე - წნელისაგან მოწნული კონუსის ფორმის ჭურჭელი კოკის ჩასადგმელად (ქიზიყში).
საკომისიო - რაც შუამავლის მეშვეობით ვაჭრობას უკავშირდება.
საკომლო - კომლისათვის განკუთვნილი.
საკონდახე - მდინარე ვანის მუნიციპალიტეტში, წაბლარისწყლის მარცხენა შენაკადი.
საკონდიტრო
1) რაც დაკავშირებულია ტკბილეულის დამზადებასთან
2) მაღაზია, რომელიც ტკბილეულით ვაჭრობს; საშაქარლამო.
საკონიათი - მთა შუახევის მუნიციპალიტეტში, შავშეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოებაზე.
საკონსერვო - კონსერვებისათვის განკუთვნილი; კონსერვების დამზადებასთან დაკავშირებული.
საკონსულო - დიპლომატიური წარმომადგენლობა კონსულის მეთაურობით. || ასეთი წარმომადგენლობის შენობა.
საკონტროლო - კონტროლისათვის განკუთვნილი.
საკონფლიქტო
1) კონფლიქტის გამომწვევი.
2) კონფლიქტის მოსაგვარებლად განკუთვნილი.
საკონცენტრაციო ბანაკი - პატიმრობის ადგილის სახესხვაობა.
საკონცერტო - კონცერტისათვის განკუთვნილი.
საკოორდინაციო - რისამე კოორდინაციისათვის განკუთვნილი.
საკოპასტორე - ქალაქ რომის, გარეუბანი, სადაც ნაპოვნია ნეანდერტალელი ნამარხი ადამიანების ნარჩენები.
საკორექტურო - კორექტურისათვის განკუთვნილი.
საკორინთლო - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.
საკოსტუმე - კოსტუმისათვის განკუთვნილი.
საკოცნი (საკოცნელი) - ვისაც, რასაც უნდა აკოცონ.
საკოჭავი - სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.
საკოჭური - პაიჭის (აგრეთვე ზოგი შარვლის ტოტის) თასმა ფეხის გულზე ამოსადებად.
საკოხე - მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხევის კავკასიონზე (სიმაღლე - 3600 მეტრი).
საკოხია - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალის თემის საკრებულო). მდებარეობს იმერეთის მაღლობზე, მდინარე ყვირილის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 640 მეტრი, საჩხერიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 57 კაცი.
საკრაველე - კრაველისათვის განკუთვნილი, კრაველის მომცემი.
საკრავი - სამუსიკო ინსტრუმენტი.
საკრავიერო - საკრავზე შესასრულებელი.
საკრალური
1) (ლათ.) - რელიგიურ კულტთან და რიტუალთან დაკავშირებული.
2) (ლათ.) - გავასთან დაკავშირებული, გავისა.
საკრამენტო
1) მდინარე აშშ-ში, ერთვის წყნარი ოკეანის სან-ფრანცისკოს ყურეს (სიგრძე - 640 კილომეტრი).
2) ქალაქი აშშ-ს დასავლეთ ნაწილში, კალიფორნიის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (370 ათასი, გარეუბნებით - 1,7 მილიონი).
საკრამენტული
1) რელიგიურ კულტთან დაკავშირებული; წმინდა, საღმრთო.
2) ტრადიციით განმტკიცებული; ტრადიციული.
საკრამულო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბაზალეთის თემის საკრებულო), ბაზალეთის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ზღვის დონიდან - 955 მეტრი, დუშეთიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 314 კაცი.
საკრამულოსხევი (ლაზვიანთხევი) - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, არაგვის მარჯვენა შენაკადი.
საკრაულა
1) (საკრეულა) - მდინარე ხარაგაულის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ხანისწყლის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ზღვის დონიდან 2460 მეტრზე, სამეცხვარიოს მთასთან, სიგრძე - 52 კილომეტრი. აუზის ფართობი 219 კვ.კმ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარსა და ზაფხულში, წყალმოვარდნები - შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 5,34 კუბ.მ/წმ.
2) (ყოფილი კიკნაველეთი) - სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში. სოფლის საკრებულოს ცენტრი. მდებარეობს მდინარე საკრაულას მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 480 მეტრი, ბაღდათიდან - 21 კილომეტრი. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 433 კაცი.
საკრებულო
1) ზოგი არჩევითი წარმომადგენლობითი ორგანოს სახელწოდება.
2) საგანგებო სადგომი, შენობა, სადაც თავს იყრიან ერთი წრის ადამიანები; კლუბი.
საკრედიტო - კრედიტთან დაკავშირებული.
საკრეულა - იხილე საკრაულა (1).
საკრეფი
1) რაც უნდა კრიფონ, მოკრიფონ.
2) რითაც უნდა კრიფონ.
საკრეჭიო - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ზარიძეების თემის საკრებულო), მდინარე ვერხველის (ივრის სისტემა) მარცხენა მაპირზე. ზღვის დონიდან - 1200 მეტრი, თიანეთიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 116 კაცი.
საკრისი - მთა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ალგეთისა და ლაყვისხევის წყალგამყოფზე.
საკრისტია (ლათ.) - კათოლიკურ ტაძარში - სადგომი, რომელშიც ინახება საკულტო ნივთები, სადაც იმოსებიან მღვდელმსახურები და სრულდება ზოგი წეს-ჩვეულება.
საკუთარი
1) რაც ვისმე, რასმე ეკუთვნის.
2) რაც პიროვნებას განეკუთვნება; თვით მისი; პიროვნებისა.
3) ნათესაური ურთიერთობის გამომხატველ სიტყვებთან აღნიშნავს - მკვიდრს, ღვიძლს, ნამდვილს.
საკუთრად (საკუთრივ)
1) საკუთრების სახით.
2) პირადად, ცალკე.
საკუთრება
1) ვისიმე, რისამე საკუთარი ქონება.
2) მატერიალური დოვლათის მიკუთვნების ისტორიულად განსაზღვრული საზოგადოებრივი ფორმა.
საკუკავო - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.
საკულინა - ზღვის პარაზიტული კიბო ულვაშფეხიანი კიბოების რიგისა.
საკულტო - კულტთან დაკავშირებული.
საკურა (იაპონ.) - იაპონური მცენარე - ალუბლის ერთ-ერთი სახესხვაობა. აქვს თეთრი ყვავილი, ძალიან წვრილი ნაყოფი (არ იჭმება).
საკურა (იაპონ.) სოგორო (ნამდვილი სახელი კიუტი სოგო) - გლეხთა ანტიფეოდალური გამოსვლების ხელმძღვანელი იაპონიაში (1611-1653 წწ).
საკურდღლაოდ - კურდღელზე სანადიროდ.
საკურთხეველი - კანკელით გამოყოფილი ნაწილი ეკლესიისა.
საკურთხი
1) ვინც, რაც უნდა აკურთხონ.
2) ჭირისუფლის მიერ მიცვალებულის საფლავზე მიტანილი საჭმელ-სასმელი, რომელსაც მღვდელი აკურთხებს.
საკურორტო - კურორტისათვის განკუთვნილი, კურორტთან დაკავშირებული.
საკურსო - კურსებისათვის განკუთვნილი.
საკურცხილი (საკარცხული) - საუფროსე სავარძელი, რომელშიც სვანეთში ოჯახის უფროსი, ქორა მახვში ჯდებოდა.
საკურწე - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ქვაციხის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ბუჯის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 500 მეტრი, ჭიათურიდან - 13 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 669 კაცი.
საკუჭნაო - სურსათ-სანოვაგისა და სხვა ნივთების შესანახი სათავსი (ოთახი, ნაგებობა.).
სალა - ბრტყელი და მრგვალი რიყის ქვა.
სალაგმე კბილი - (ცხენის) დიდი კბილი წინა და უკანა კბილებს შორის.
სალადინი - იხილე სალაჰ ალ-დინი.
სალავათი - ქალაქი რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში (160 ათასი).
სალავათ იულაევი - 1773-75 წლების რუსეთის გლეხთა ომის მონაწილე, ეროვნებით ბაშკირელი, პუგაჩოვის თანამებრძოლი (1752-1800 წწ).
სალავერი - ქალაქი პერუს ლიბერტადის დეპარტამენტში.
სალაზარი ანტონიუ დი ოლივერა - პორტუგალიის მთავრობის მეთაური 1932-68 წლებში (1889-1970 წწ).
სალაზღანდარო - რაზედაც უნდა ილაზღანდარონ; სამასხარაო.
სალათა (იტალ.)
1) ბოსტნეული მცენარე; აქვს მკრთალი მწვანე, ფართე ფოთლები, რომლებიც იჭმევა უმად, სათანადოდ (ძმრით და სხვა) შეკმაზული.
2) ცივი კერძი, რომელსაც ამზადებენ წვრილად დაჭრილი ბოსტნეულისაგან (ზოგჯერ ხორცისა და თევზისაგანაც) ზეთით, ძმრით და მისთანებით.
3) დაჭრილი პომიდორი (ხშირად კიტრთან ერთად), ხახვით, მწვანილით და სხვადასხვა სანელებლით შეკმაზული.
სალათი (არაბ.) - არაბული ქვეყნების მუსლიმანებში - ყოველდღიური ხუთჯერადი მსახურება - ერთ-ერთი ძირითადი წეს-ჩვეულება (შეესატყვისება არაარაბული ქვეყნების მუსლიმანთა ნამაზს).
სალათისფერი - რაც ფერით სალათას (მნიშვნელობა 1) მოგვაგონებს; მკრთალი მწვანე, ღია მწვანე.
სალა-ი-გომესი - კუნძულების ჯგუფი წყნარ ოკეანეში.
სალაირი - ქალაქი რუსეთის კემეროვოს ოლქში.
სალაკა - ატლანტიკური ქაშაყის ბალტიკური ქვესახეობა; ამზადებენ დამარილებით, შებოლვითა და შპროტის ტიპის კონსერვების სახით.
სალაკრუ არმან - ფრანგი დრამატურგი (1899-1989 წწ).
სალამათი (არაბ.) - საღი და სალამათი - იგივეა, რაც საღ-სალამათი.
სალამალექი - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.
სალამან და აბსალი - ბერძნული წყაროდან მომდინარე აღმოსავლური რომანულ-მისტკური სიუჟეტი; რამდენჯერმე იქნა გადამუშავებული არაბულ და სპარსულ ენებზე.
სალამანდერი - ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია გერმანიაში. დაარსებულია 1916 წელს.
სალამანდრა (ბერძნ.)
1) კუდიანი წყალხმელეთა ცხოველი, რომელიც გარეგნულად ხვლიკს მიაგავს.
2) შუა საუკუნეებში გავრცელებული ცრურწმენით - ცეცხლის სული, ცეცხლის სტიქია.
სალამანკა
1) ქალაქი ესპანეთში, კასტილია-ლეონის ავტონომიურ ოლქში (135 ათასი).
2) ქალაქი მექსიკის ცენტრალურ ნაწილში, გუანახუატოს შტატში (125 ათასი).
სალამანკის უნივერსიტეტი - ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი ესპანეთსა და ევროპაში; დაარსდა XII-XIII საუკუნეების ზღვარზე.
სალამე (იტალ.) - შებოლილი ძეხვი.
სალამეა ხორხე - კოლუმბიელი მწერალი (1905-1969 წწ).
სალამი (არაბ.)
1) შეხვედრისას ერთმანეთისადმი მიმართვა საგანგებო სიტყვით.
2) ვისიმე მიმართ კეთილი სურვილების გამომხატველი სიტყვა.
სალამი აბდუს - პაკისტანელი ფიზიკოსი, 1979 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1926 წელს).
სალამია - ქალაქი სირიის ჰამის მუჰაფაზში.
სალამინი - კუნძული ეგეოსის ზღვაში, ეკუთვნის საბერძნეთს.
სალამნისწვერი - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე (სიმაღლე - 3097 მეტრი).
სალამოვი ნიკოლაი - ოსი მსახიობი და დრამატურგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1922 წელს).
სალამურა (Caspiomyzon wagneri)
1) წყლის ცხოველი; აქვს თევზივით წაგრძელებული სხეული.
2) არჩილ სულაკაურის პიესა-ზღაპარი.
სალამური - ლერწმის ან ხის ჩასაბერი საკრავი.
სალამ-ქალამი - ურთიერთ მისალმება, ერთმანეთის მოკითხვა.
სალანგანი - ფრინველთა გვარი ნამგალასნაირთა რიგისა; გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ავსტრალიაში.
სალანდრა ანტონიო - იტალიის პრემიერ-მინისტრი 1914-16 წლებში (1853-1931 წწ).
სალანტაი - ქალაქი ლიტვაში.
სალანძღავი
1) ლანძღვის ღირსი; გასალანძღავი.
2) ლანძღვის გამომხატველი.
სალაობა - საბავშვო თამაშობა ერთგვარი - ბავშვები ცდილობენ წინასწარ განსაზღვრული მანძილიდან სალა მოარტყან კოჭურს და გადააგორონ; დამარცხებული გამარჯვებულს ზურგით ატარებს.
სალაპარაკო
1) რაზედაც ლაპარაკობენ; სათქმელი, სასაუბრო.
2) იგივეა, რაც სასაუბრო.
3) მითქმა-მოთქმის საგანი.
სალარები - ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მცხოვრები თურქულენოვანი ხალხი (50 ათასამდე).
სალარიდები (მოზაფერიდები) - ირანული წარმოშობის მმართველი დინასტია აზერბაიჯანში (X საუკუნის II ნახევარი).
სალარიძე ვახტანგ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრში (1911-2001 წწ).
სალარო - ფულის შესანახი ყუთი, კარადა. || შენობა, ოთახი, დაწესებულება, სადაც წარმოებს ფულის ოპერაციები.
სალასპილსი - სარკინიგზო სადგური ლატვიაში, რიგის მახლობლად.
სალაფავი - წყალში გახსნილი ქატო, ფქვილი... შინაური პირუტყვისათვის.
სალაღობო - სამხიარულო, მოსალხენი, გასართობი.
სალაყბო
1) რაზედაც ლაყბობენ.
2) სავაჭრო მოედანი, სადაც ხალხი თავს იყრიდა სალაყბოდ.
სალაში ფერენც - უნგრეთის პოლიტიკური მოღვაწე, სამხედრო დამნაშავე (1897-1946 წწ).
სალაშქრო - ლაშქრისთვის ან ლაშქრობისთვის განკუთვნილი.
სალაშქროსღელე - უღელტეხილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, კიდეგანის ქედზე.
სალაცგრივა - ქალაქი ლატვიაში.
სალაცია - ღია, ტრიალი ზღვისა და ზღვის წყლის რომაული ღვთაება, ნეპტუნუსის ცოლი, ტრიტონების დედა.
სალაძე მიხეილ - სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 100 კგ), სპორტის დამსახურებული ოსტატი, მსოფლიოს ჩემპიონი (1981), მსოფლიოს თასის მფლობელი (1981), მსოფლიო უნივერსიადის სამგზის ჩემპიონი (1973, 77, 82), სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1976, 79, 81, 82) და სამგზის მეორე პრიზიორი (1973, 77, 80), სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1973, 76), (დაიბადა 1954 წელს).
სალახანა (არაბ.-სპარს.) - ზნედაცემული, გათახსირებული.
სალახი (არაბ.) - საქონლის (ან ფრინველის) დამკვლელი.
სალაჯური - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), მთიულეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე მთიულეთის არაგვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1280 მეტრი, დუშეთიდან - 64 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 54 კაცი.
სალაჰ ალ-დინი (სალადინი) იუსუფ იბნ აიუბ - ეგვიპტის სულთანი 1175 წლიდან (1138-1193 წწ).
სალაჰოვი თაირ - აზერბაიჯანელი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1928 წელს).
სალბი (შალვია) - მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა, მრავალწლოვანი ბალახები, ნახევრად ბუჩქები.
სალბიერი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.
სალბუნი - იგივეა, რაც მალამო.
სალგირი - მდინარე უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე (სიგრძე - 204 კილომეტრი).
სალდათი (რუს.-იტალ.-დან) - ჯარისკაცი.
სალდათური - სალდათის შესაფერისი, მისი დამახასიათებელი.
სალდანია
1 (სალდანჰა) - ყურე ატლანტის ოკეანის აფრიკის სანაპიროებთან.
2) ჰერცოგი დი ოლივეირა ი დაუნი, ჟუან კარლუშ - პორტუგალიის სახელმწიფო მოღვაწე (1791-1876 წწ).
სალდაფონი - იხილე სოლდაფონი.
სალდო (იტალ.) - სხვაობა შემოსავლისა და გასავლის (დებეტისა და კრედიტის) ჯამებს შორის.
სალდუსი (1917 წლამდე ფრაუენბურგი) - ქალაქი ლატვიაში.
სალე - ქალაქი-პორტი მაროკოს რაბატ-სალეს პრეფექტურაში (300 ათასი).
სალებელი - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში, (თეთრი წყლების საკრებულო). მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1340 მეტრი, თელავიდან - 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2 ადამიანი.
სალეთოდიანო - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.
სალეკო - მთა მცხეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების საზღვარზე, იალნოს ქედზე.
სალემ რუბაია ალი - იემენის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (დაიბადა 1934 წელს).
სალემი - ქალაქი ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, ტამილანდის შტატში (575 ათასი).
სალენტინა (აპულია) - ნახევარკუნძული იტალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
სალერნო - ქალაქი იტალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (155 ათასი).
სალერნოს სრუტე - სრუტე ტირენის ზღვაში (იტალია).
სალესავი - ერთგვარი ქვა, რომელზედაც ლესავენ მჭრელი იარაღის პირს.
სალესი - რითაც გალესავენ ან შელესავენ რამეს.
სალექმალექი - იგივეა, რაც ასკინკილობა.
სალექსიკონო - ლექსიკონისათვის განკუთვნილი.
სალექსო - ლექსის დამახასიათებელი.
სალექციო - ლექციებისათვის განკუთვნილი.
სალეწი
1) რაც უნდა ლეწონ.
2) რითაც უნდა ლეწონ.
სალეხარდი - ქალაქი რუსეთის იამალო-ნენთა ავტონომიურ ოკრუგში (35 ათასი).
სალეჰი ალი აბდალა - იემენის სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1932 წელს).
სალვადორი (ბაია)
1) ქალაქი ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ბაიას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი; ბრაზილიის დედაქალაქი 1549-1763 წლებში (2 მილიონი).
2) (ელ-სალვადორი, ესპან. Republica de El Salvador).
- სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. ესაზღვრება ჰონდურასს და გვატემალას, სამხრეთით აკრავს წყნარი ოკეანე.
- ეროვნული დევიზი - „Dios, Union, Libertad“ (ღმერთი, ერთობა, თავისუფლება.
- ჰიმნი - „Saludemos la Patria orgullosos“.
- დამოუკიდებლობის დღე (ესპანეთისგან) - 1821 წლის 15 სექტემბერი.
- მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - საკანონმდებლო კრება.
- ფართობი - 21 040 კვ.კმ.
- დაყოფილია 14 დეპარტამენტად.
- მოსახლეობა - 6,4 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 307 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- სახელმწიფო რელიგია - კათოლოციზმი.
- ოფიციალური ენა - ესპანური.
- დედაქალაქი - სან-სალვადორი.
- ვალუტა - აშშ-ს დოლარი.
- ქვეყნის კოდი - SLV.
- დროის სარტყელი - UTC -6.
- სატელეფონო კოდი - +503.
- internet-domeni - sv.
სალვარსანი (გერმ.) - დარიშხანის პრეპარატი სიფილისის სამკურნალოდ (სხვანაირად - ერლიხ 606 ან მოკლედ 606).
სალვემინი გაეტანო - იტალიის პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი, პუბლიცისტი (1873-1957 წწ).
სალვიატი ფრანჩესკო - ფლორენციელი მხატვარი-მანიერისტი, ჯორჯო ვაზარის ახლო მეგობარი (1510-1563 წწ).
სალვინი ტომაზო - იტალიელი მსახიობი (1829-1915 წწ).
სალვინია - განსხვავებულსპორიანი გვიმრების გვარი სალვინიასებრთა ოჯახისა.
სალზები (იტალ.) - სხვადასხვა ფორმის გეოლოგიური წარმონაქმნები, რომლებიდანაც განუწყვეტლივ ან პერიოდულად ამოიფრქვევა დედამიწის ზედაპირზე ტალახის მასები და აირები, ხშირად მათთან ერთად წყალიც და ნავთობიც.
სალთი (სალთა) - მერტოხელა, კენტი.
სალი
1) პიტალო, ფრიალო, მაღალი (კლდე).
2) (გადატანით) მაგარი, ურყევი, შეუდრეკელი.
3) მდინარე რუსეთის ევროპული ნაწილის სამხრეთ რეგიონში, დონის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 798 კილომეტრი).
სალი თომას - ამერიკელი ფერმწერი (1783 - 1872 წწ).
სალი რენე რობერ - იხილე ლა სალი რ.რ.
სალი - მდინარე რუსეთის ევროპული ნაწილის სამხრეთ რეგიონში, დონის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 798 კილომეტრი).
სალია კალისტრატე - ემიგრაციაში მოღვაწე ისტორიკოსი და ქართველოლოგი (1901-1988 წწ).
სალია ნინო (ქალიშვილობის გვარი ქურციკაშვილი) - ემიგრაციაში მოღვაწე ისტორიკოსი და ქართველოლოგი (1898-1990 წწ).
სალიანდაგო - რკინიგზის ლიანდაგისათვის განკუთვნილი, მის გამოყენებასთან დაკავშირებული.
სალიანი - ქალაქი აზერბაიჯანში, ნავმისადგომი მტკვრის მარჯვენა ნაპირზე.
სალიები - მარსის ქურუმთა ორი კოლეგია ძველ რომში, რომლის დაარსებაც მეფე ნუმა პომპილუსს მიეწერება.
სალიეთი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (კაცხის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 560 მეტრი, ჭიათურიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 418 კაცი.
სალიერი ანტონიო - იტალიელი კომპოზიტორი, დირიჟორი და პედაგოგი (1750-1825 წწ).
სალივაცია (ლათ.) - ნერწყვის ჭარბად გამოყოფა.
სალივენი არტურ - ინგლისელი კომპოზიტორი (1842-1900 წწ).
სალივენი ლუის ჰენრი - ამერიკელი არქიტექტორი (1856-1924 წწ).
სალიკვიდაციო - რისამე ლიკვიდაციისათვის განკუთვნილი.
სალიკმალიკი - იგივეა, რაც ასკინკილობა.
სალიმი ჯავად - არაბი ფერმწერი და მოქანდაკე (ერაყი) (1920-1961 წწ).
სალიმ-ფაშა (ჯაყელი) - ახალციხის ფაშა 1691-1701 წლებში.
სალინა-კრუსი - ქალაქი მექსიკის ოახაკას შტატში.
სალინასი პედრო - ესპანელი პოეტი (1891-1951 წწ).
სალიპარტიანო - ფეოდალური სამფლობელო ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროში. მოიცავდა თანამედროვე მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდ ნაწილს.
სალიტერატურო - ლიტერატურასთან დაკავშირებული, ლიტერატურისათვის განკუთვნილი; ლიტერატურული.
სალიცილი (ლათ.) - იგივეა, რაც სალიცილმჟავა.
სალიცილმჟავა - ორგანული ნივთიერება; იყენებენ სამკურნალო ნივთიერებათა და საღებრების წარმოებაში.
სალიცილნატრიუმი - სალიცილმჟავას ნატრიუმი; იყენებენ მედიცინაში სიცხის დასაწევ და რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებად.
სალიხა - ჯადვარისებრთა ოჯახის ზოგიერთი მცენარის გამომშრალი ფესვისეული გორგლები.
სალიჰლი - ქალაქი თურქეთის მანისის ვილაიეთში.
სალმაკიდა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფერია ჰერმაფროდიტოსის სატრფო.
სალმან სავეჯი ხოჯა ჯამილ ალ-დინ - სპარსული პოეზიის წარმომადგენელი (1300-1375 წწ).
სალმანსარ I (შულმანუაშარედუ) - ასურეთის მეფე ძვ.წ.აღ. 1280-1260 წლებში.
სალმანსარ III (შულმანუაშარედუ) - ასურეთის მეფე ძვ.წ.აღ. 859-824 წლებში.
სალმანსარ V (შულმანუაშარედუ) - ასურეთის მეფე ძვ.წ.აღ. 727 - 722 წლებში.
სალმე
1) სოფელი გაგრის შემოგარენში.
2) (იტალ.) - შებოლილი ძეხვი ერთგვარი.
სალმიანი - ვინც კარგი სალამი, კარგი შეხვედრა იცის.
სალმონევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი გმირი, ქალაქ სალმონიას ეპონიმი.
სალმონელები - ბაქტერიები, რომლებიც ბინადრობენ ცხოველისა და ადამიანის ნაწლავებში; ზოგი მათგანი იწვევს მუცლის ტიფსა და პარატიფს (ადამიანში).
სალმონელოზი - ცხოველებისა და ადამიანის მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევენ სალმონელები.
სალნიკოვი ვლადიმირ - რუსი სპორტსმენი (ცურვა), ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი 1980 წელს (დაიბადა 1960 წელს).
სალნიკოვი სერგეი - რუსი ფეხბურთელი, 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, სპორტის დამსახურებული ოსტატი (1925-1984 წწ).
სალო - მთა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.
სალობიე
1) ლობიოსათვის განკუთვნილი.
2) სასაუზმე, სადაც ლობიოს ამზადებენ.
სალოგინე - ლოგინის დასალაგებელი. შესანახი ადგილი.
სალოვი ვალერი - რუსი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1964 წელს).
სალოკი
1) რაც უნდა ლოკონ.
2) მარილიანი ადგილი, სადაც პირუტყვი დადის.
სალოლი - სამკურნალო ნივთიერება, უფერული კრისტალური ფხვნილი. იყენებენ კუჭ-ნაწლავისა და საშარდე გზების სადეზინფექციოდ.
სალომე - მთა კასპის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.
სალომინაო
1) ისტორიული მხარე იმერეთში, მდინარეებს კვინისწყალსა და კორისწყალს შორის (ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია). ჩრდილოეთით ისაზღვრებოდა მდინარე რიონით, სამხრეთით - ფერსათის ქედით. XVIII საუკუნის 20-იან წლებში იმერეთის მეფემ ალექსანდრე V-მ რაჭის ერისთავთა გვერდითი შტოს წარმომადგენელს გედევან ერისთავს გადასცა და მას ბარის ერისთავის ტიტული მიანიჭა.
2) (1991 წლამდე - კიროვი) სოფელი ვანის მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში, იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 2 სოფელს: ბაგინეთი, სალომინაო). ზღვის დონიდან - 320 მეტრი, ვანიდან - 21 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1134 ადამიანი.
სალონა - ილირიელთა დასახლება ხორვატიაში, ქალაქ სპლიტის სიახლოვეს. ძვ.წ.აღ II-I საუკუნეებში რომაელთა საყრდენი პუნქტი დალმაციაში.
სალონი (ფრანგ.)
1) კომფორტულად მოწყობილი საერთო ადგილი მგზავრებისათვის (გემზე, მატარებლის ვაგონში);
2) თვითმფრინავში, ავტობუსში, ტროლეიბუსში და მისთანებში - მგზავრთათვის განკუთვნილი განყოფილება.
3) ზოგი სავაჭრო საქონლის (ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სხვა) სადემონსტრაციო დარბაზი.
4) თვითმფრინავებისა და სხვა საფრენი აპარატების საერთაშორისო გამოფენა.
სალონიკი (თესალონიკე) - ქალაქი-პორტი საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების ნომის ადმინისტრაციული ცენტრი (380 ათასი).
სალონიკის ყურე - იხილე თერმაიკოსი.
სალოპი (ფრანგ.) - ქალის ტანსაცმელი - ფართო გრძელი წამოსასხამი, რომელსაც აქვს
პელერინა და ხელის გასაყოფი ჭრილები.
სალორე - ლორად გამოსაყვანი (ხორცი).
სალოსი
1) სულელი, შმაგი.
2) გიჟი, რომელსაც ვითომდა წინასწარმეტყველების უნარი აქვს.
სალოცავი
1) რაზედაც მორწმუნეები ლოცულობენ.
2) ღვთაება, ხატი, რომელსაც მორწმუნეები ლოცვით მიმართავენ.
3) ლოცვისათვის განკუთვნილი ნაგებობა.
სალპაუსელკია - ბოლომორენული ბორცვების მწკრივთა სამი სისტემა ფინეთის სამხრეთ ნაწილში; შეიქმნა უკანასკნელი მყინვარული საფარის დნობის დროს.
სალპინგიტი (ბერძნ.) - საშვილოსნოს მილების (ფალოპის მილების) ანთება.
სალპინგოოფორიტი (ლათ.) - საშვილოსნოს დანამატის (საშვილოსნოს მილების და საკვერცხეების) ანთება.
სალსა - ლათინოამერიკული ცეკვა.
სალსკი - ქალაქი რუსეთის როსტოვის ოლქში (65 ათასი).
სალტა - ქალაქი არგენტინაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (375 ათასი).
სალტე - ლითონის რკალი რისამე გასამაგრებლად.
სალტიკოვ-შჩედრინი მიხაილ - რუსი მწერალი-სატირიკოსი, პუბლიცისტი (1826-1889 წწ).
სალტილიო - ქალაქი მექსიკაში, კოაუილას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (425 ათასი).
სალტისონი - იხილე სოლტისონი.
სალტო
1) ქალაქი ურუგვაიში, ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (85 ათასი).
2) (იტალ.) - იგივეა, რაც სალტო-მორტალე.
სალტუსები (ლათ.) - ძველ რომში - ტყეების, საძოვრებისა და ყამირის დიდი ნაკვეთები, რომლებსაც სახელმწიფო აძლევდა იჯარით კერძო პირებს.
სალუდე
1) ლუდისათვის გამოსადეგი, ლუდისათვის განკუთვნილი.
2) შენობა ხატში, სადაც ლუდს ადუღებენ.
სალუენი - იხილე სალუინი.
სალუინი (სალუენი) - მდინარე ჩინეთში, ტაილანდსა და მიანმაში, ერთვის ანდამანის ზღვას (სიგრძე - 3200 კილომეტრი).
სალუნი (ინგლ.) - აშშ-ს დასავლეთ რეგიონებში - სასაუზმე, სადაც მაგარ სასმელებს შეექცევიან.
სალუსტიუსი გაიუს კრისპუს - რომაელი ისტორიკოსი (ძვ.წ.აღ. 86 - ძვ.წ.აღ. 35 წწ).
სალუტა - რომაელი ხალხის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის განმასახიერებელი რომაელთა ღმერთქალი.
სალუტი (ფრანგ.) - საზეიმო მისალმება ქვემეხების ან თოფების ზალპით, ნაირფერი შუშხუნების აშვებით, ალმის აღმართვით.
სალუქვაძე ანზორ - პოეტი, კინოდრამატურგი (დაიბადა1931 წელს).
სალუქვაძე გიორგი - პოეტი, ჟურნალისტი (დაიბადა 1922 წელს).
სალუქვაძე ნინო - სპორტსმენი (ტყვიის სროლა), სპორტის დამსახურებული ოსტატი, 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი სპორტული პისტოლეტით და მეორე პრიზიორი პნევმატური პისტოლეტით სროლაში. კიდევ ხუთი ოლიმპიადის მონაწილე: 1992, 1996, 2000, 2004, 2008 (ბრინჯაოს პრიზიორი); მსოფლიოს ჩემპიონი პირად პირველობაში (1989) და ექვსგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1986, 87, 89, 90 - სპორტული + პნევმატიკური, 91) (დაიბადა 1969 წელს).
სალუქი - კოხტა, მოხდენილი, ნაზი, ფაქიზი, ნატიფი.
სალხენი - სამხიარულო, მოსალხენი.
სალხინებელი
1) იგივეა, რაც სალხენი.
2) კათოლიკური ეკლესიის მოძღვრებით - ადგილი, სადაც გარდაცვლილთა სულები განიწმინდებიან ცოდვათაგან (სამოთხეში მოხვედრამდე).
სალხინო
1) ლხინისათვის განკუთვნილი, ლხინთან დაკავშირებული, სამხიარულო.
2) შენობა ან საგანგებოდ მოწყობილი ადგილი ლხინისათვის.
3) ქალ-ვაჟთა ჯგუფური ქართული ცეკვა.
4) სოფელი გაგრის მუნიციპალიტეტში.
5) სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.
6) (ყოფილი საქორხიდე) სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 2 სოფელს: ზენობანი, სალხინო). ზღვის დონიდან - 100 მეტრი. ვანიდან - 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1925 ადამიანი.
7) სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში.
სამაგალითო - ძალიან კარგი, სანიმუშო.
სამაგიდო - მაგიდისათვის განკუთვნილი, მაგიდისა.
სამაგიერო - რისამე მაგიერი, ბადალი, სანაცვლო.
სამაგისო - მაგის შესაფერი, მაგის მსგავსი.
სამაგრი
1) რითაც რასმე ამაგრებენ.
2) გარკვეული ფორმის მავთული ან ლითონის ფირფიტა, რომლითაც ქაღალდებს ამაგრებენ.
სამადშვილი ნიკო - პოეტი (1905-1963 წწ).
სამადლო
1) მადლიანი, სასიკეთო, კეთილი.
2) სამოწყალო.
3) ისტორიული სოფელი ქვემო ქართლში, ბეშქენაშენის ხევის მარცხენა მხარეს, ბარეთის ტბის დასავლეთით.
2) მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი, ელინისტური ხანის ნაქალაქარი მცხეთის მუნიციპალიტეტში.
სამადლობელი
1) მადლობისათვის განკუთვნილი, მადლობის სათქმელი, მადლობის გამომხატველი, მადლობის გამოსახატავი.
2) სადღეგრძელოს საპასუხო მადლობის გამომხატველი.
სამაზრო - მაზრისათვის განკუთვნილი, მაზრასთან დაკავშირებული.
სამათხოვრო - მათხოვრისათვის განკუთვნილი, მათხოვრის დამახასიათებელი.
სამაია - წარმართობის დროინდელი ქართული რუტუალური საფერხულო ცეკვა; ასრულებდნენ ქალთა, ვაჟთა ან შერეული ჯგუფები „ძეობის“ დღესასწაულზე.
სამალავი - ადგილი, სადაც იმალებიან ან მალავენ ვისმე.
სამალარიო - მალარიის მკურნალობისათვის განკუთვნილი.
სამალი - ძველი ქალაქი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში; დაარსდა ძვ.წ.აღ. II ათასწლეულის შუა ხანებში.
სამამაკაცო - მამაკაცისათვის განკუთვნილი, შესაფერი; მამაკაცური.
სამამამთილო - ვინც ვისიმე მამამთილი უნდა გახდეს.
სამამასახლისო - მამასახლისის საგამგებლო.
სამამაცო - მამაცის დამახასიათებელი, შესაფერი; საგმირო.
სამამლე - რაც მამალი გახდება.
სამამულე რქა - იგივეა, რაც ნეკი (მნიშვნელობა 2).
სამამულო - მამულისათვის განკუთვნილი; მამულთან დაკავშირებული; არაუცხოური.
სამანდატო კომისია - მანდატების შემმოწმებელი კომისია.
სამანევრო - მანევრებისათვის განკუთვნილი.
სამანი (სპარს.)
1) საზღვარი, მიჯნა.
2) მანა ან ქვა, რომელსაც ასობენ მიწაში საზღვრის აღსანიშნავად.
სამანიდების სახელმწიფო - ფეოდალური სახელმწიფო თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე 875-999 წლებში.
სამანიეგო ფელიქს მარია - ესპანელი პოეტი (1745-1801 წწ).
სამანიშვილის დედინაცვალი
1) დავით კლდიაშვილი მოთხრობა.
2) ქართული მუნჯი მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1926 წელს. დამდგმელი რეჟისორები - კოტე მარჯანიშვილი, ზაქარია ბერიშვილი. სცენარის ავტორები - სერგო კლდიაშვილი, ნიკოლოზ შენგელაია. დამდგმელი ოპერატორი - სერგეი ზაბოზლაევი. მთავარ როლებში: აკაკი ვასაძე: პლატონი), მიხეილ ლორთქიფანიძე (კირიკლე), ცეცილია წუწუნავა (მელანო), შალვა ღამბაშიძე (ბეკინა).
3) ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1977 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ელდარ შენგელაია. სცენარის ავტორი - რეზო ჭეიშვილი. დამდგმელი ოპერატორები - ლომერ ახვლედიანი, იური სხირტლაძე. კომპოზიტორები - გია ყანჩელი, ჯანსუღ კახიძე. მთავარ როლებში: ვასილ კახნიაშვილი (ბეკინა), იმედა კახიანი (პლატონი), ნოდარ ჩაჩანიძე (კირილე), ბერტა ხაფავა (მელანო), შოთა გაბელაია (არისტო).
სამარა
1) (1935-91 წლებში კუიბიშევი) - ქალაქი რუსეთში, პორტი მდინარე ვოლგაზე, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი
(1,2 მილიონი).
2) მდინარე რუსეთის ვოლგისპირეთში, ვოლგის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 594 კილომეტრი).
3) მდინარე უკრაინაში (დნეპრის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 320 კილომეტრი).
სამარაგო - მარაგისათვის განკუთვნილი, სათადარიგო.
სამარადისო - რაც მარად, ყოველთვის იქმნება; სამუდამო, საუკუნო.
სამარადჟამო - იგივეა, რაც სამარადისო.
სამარანჩი ხუან ანტონიო - მარკიზი, დიპლომატი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი 1980-2001 წლებში (1920-2010 წწ).
სამარგლავი - რაც უნდა მარგლონ, გასამარგლავი.
სამარგლელი - იგივეა, რაც სამარგლავი.
სამარე - იგივეა, რაც საფლავი
სამართავი - რითაც მართავენ, აწესრიგებენ რასმე.
სამართალდარღვევა - სამართლის დარღვევა, დანაშაულის ჩადენა.
სამართალი - ერთობლიობა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ყოფაქცევის ნორმებისა და წესებისა, რომელთა შესრულება უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ იძულებით; ამ ნორმათა შემსწავლელი მეცნიერება.
სამართალმცოდნეობა - იგივე სამართლისმცოდნეობა.
სამართალწარმოება - სასამართლო საქმეების წარმოება.
სამართებელი - დანა ან სხვა ხელსაწყო პირის გასაპარსავად.
სამართლიანი
1) კანონიერი, სწორი, მართებული.
2) სიმართლის მოყვარული, სიმართლის მიმდევარი; მიუკერძოებელი.
სამართლისმცოდნეობა - იგივეა, რაც იურისპრუდენცია.
სამარი - კუნძული ფილიპინების არქიპელაგში.
სამარია - ისრაელის სამეფოს უძველესი დედაქალაქი, დაახლოებით ძვ.წ.აღ. 876 წელს დააარსა ამბრიმ. რომლის მეფობის ხანა ისრაელის აყვავების პერიოდად ითვლება.
სამარილე - მარილის პატარა ჭურჭელი, სუფრაზე დასადები.
სამარინა ანტონინა - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1896-1971 წწ).
სამარინდა - ქალაქი-პორტი ინდონეზიაში, დასავლეთ კალიმანტანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (325 ათასი).
სამარისებური სიჩუმე - სრული სიჩუმე.
სამარიუმი (ლათ.) (შმ) - ქიმიური ელემენტი - იშვიათმიწოვანი ლითონი; განეკუთვნება ლანთანოიდებს; მისი ნაერთები გამოიყენება შუქტექნიკაში. ატომური ნომერი 62, ატომური მასა 150,36.
სამარკო - მაღალი ხარისხისა, ღირსებისა.
სამაროვანი - უღელტეხილი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მაკრატელას ქედზე.
სამაროვანის მთა - მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, მაკრატელას ქედზე.
სამარულე - მარულისათვის განკუთვნილი; სადოღე.
სამარქვალო - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.
სამარქაფო - სათადარიგო, სარეზერვო, სამარაგო.
სამარყანდი - ქალაქი უზბეკეთში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 1924-1930 წლებში იყო უზბეკეთის დედაქალაქი (400 ათასი).
სამარშრუტო - მარშრუტისათვის განკუთვნილი.
სამარცხვინო - რაც არცხვენს, შეარცხვენს ვისმე.
სამარჭიხოლო - მდინარე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.
სამარხვო - საჭმელი, რომლის ჭამა ნებადართულია მარხვისას.
სამარხი
1) ძველი დროის საფლავი ან სასაფლაო.
2) იგივეა, რაც დასამარხავი.
სამარჯვი - მოწყობილობა რაიმე ტექნიკური მიზნისათვის.
სამასი - რიცხვი და რაოდენობა 300.
სამასი არაგველი - კრწანისის ბრძოლაში 1795 წელს გმირულად დაღუპულ მებრძოლთა რაზმი.
სამასი არაგველი - თბილისის მეტროპილიტენის სადგური მთავარ ხაზზე, ავლაბარსა და ისანს შორის; ამოქმედდა 1967 წელს.
სამასკარადო - მასკარადისათვის განკუთვნილი, მასკარადთან დაკავშირებული.
სამასლაათო - რაზედაც მასლაათობენ; საბაასო, სამუსაიფო.
სამასრე - მასრების ჩასაწყობი.
სამასწავლებლო
1) მასწავლებლისათვის განკუთვნილი; მასწავლებელთა მოსამზადებელი.
2) მასწავლებელთათვის განკუთვნილი ოთახი სკოლაში.
სამასხარაო - რაზედაც (ან ვისზედაც) მასხარაობენ; საოხუნჯო, მასხარად ასაგდები.
სამატი - დაგრეხილი ტყავი უღელზე ურმის, სახვნელის და მისთანების მისაბმელად.
სამაშვლო - იგივეა, რაც სამაჭანკალო.
სამაჩაბლო - ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი სათავადო, წარმოიშვა XV საუკუნის დასაწყისში მდინარე ლიახვის შუა და ზემო წელზე.
სამაჩვეთი - ისტორიული სოფელი ქვემო ქართლში, მდინარე ალგეთის ხეობაში.
სამაცდურო - მაცდურის დამახასიათებელი.
სამაცივრო - იგივეა, რაც საცივარი.
სამაჭანკლო - მაჭანკლის გასამრჯელო.
სამახარობლო - მახარობლის ჯილდო.
სამახსოვრო - დასამახსოვრებელი, დასახსომებელი, მოსაგონარი.
სამაჯური - მაჯაზე გასაკეთებელი სამკაული.
სამბა
(ინგლ.) - ბრაზილიელი ზანგების ცეკვა;
მუსიკა ამ ცეკვისთვის.
სამბა მარსელ - საფრანგეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1862-1922 წწ).
სამბარისი - ლიტვურ მითოლოგიაში - ნაყოფიერების ღვთაება.
სამბეჭდაო - ბეჭდვისათვის განკუთვნილი, ბეჭდვასთან დაკავშირებული.
სამბისტი - სპორტსმენი, რომელიც სამბოს მისდევს.
სამბო
1) (რუს.) - სპორტული ჭიდაობის სახეობა (შედგენილია ყოფილი სსრკ-ს სხვადასხვა ხალხების ეროვნული ჭიდაობის ილეთებისაგან).
2) (ინგლ.) - ადამიანი, რომელიც წარმოშობილია ინდიელი მამაკაცისა და ზანგი ქალის შერეული ქორწინების შედეგად.
სამბორი - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში (40 ათასი).
სამბრანო მარია - ესპანელი მწერალი ქალი, ფილოსოფოს-ესეისტი (1904-1991 წწ).
სამბრი - მდინარე საფრანგეთსა და ბელგიაში, მდინარე მაასის მარცხენა შენაკადი.
სამბუ ჟამსარანგიინ - მონღოლეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1895-1972 წწ).
სამბუკი - აბორდაჟული შეიარაღება სამხედრო გემზე.
სამგან - სამ ადგილას.
სამგვარი - სამი სახისა; სამნაირი.
სამგზავრო - მგზავრობისათვის განკუთვნილი, მგზავრობასთან დაკავშირებული.
სამგზის - იგივეა, რაც სამჯერ.
სამგლე - მგლის კერძი (გაჯავრებით ამბობენ პირუტყვზე).
სამგლეგორა - მთა თერჯოლის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის განშტოებაზე.
სამგლეთი - მგლების სამყოფელი, მგლები ერთიანად (ზღაპრებზში, ანდაზებში....)
სამგლია - მთა ახალციხის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე.
სამგლოვიარო - გლოვისათვის განკუთვნილი.
სამგორი
1) თბილისის მეტროპოლიტენის სადგური ძირითად ხაზზე, ისანსა და ვარკეთილს შორის. ამოქმედდა 1971 წელს.
2) რკინიგზის ბაქანი ვაზიან-ივრის გადასარბენზე.
სამგორის არხი - ზემო სამგორის არხის და ქვემო სამგორის არხის გავრცელებული სახელწოდება (გარდაბნის მუნიციპალიტეტი).
სამგორის წყალსაცავი (თბილისის ზღვა) - წყალსაცავი თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში.
სამდივანბეგო - მდივნაბეგის სარგო ფულადი სასამართლო გადასახად-გამოსაღები გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში.
სამდივნო
1) ყრილობის, კონფერენციის, თათბირის... მდივანთა ერთობლიობა.
2) ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობს რომელიმე დაწესებულების. ორგანიზაციის... მიმდინარე მუშაობას.
სამდინარო - მდინარისათვის განკუთვნილი, მდინარისა.
სამდურავი - მდურვის, უკმაყოფილების გამომხატველი სიტყვები; საყვედური.
სამდღიანი - რაც სამ დღეს გრძელდება.
სამეანო
1) მეანობისათვის განკუთვნილი, მეანობასთან დაკავშირებული.
2) მთა ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის დასავლეთ განშტოებაზე (2332 მეტრი).
სამება
1) ქრისტიანული რელიგიის მიხედვით - სამპიროვანი ღმერთი, რომელიც აერთიანებს „მამას“, „ძეს“ და „სულიწმიდას“.
2) სერი თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, კახეთის კავკასიონის მთისწინეთში, ბოლიისა და ფშის წყალგამყოფი.
3) მთა მცხეთის მუნიციპალიტეტში, საწკეპელას ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.
4) მთა ჯავის მუნიციპალიტეტში, მეჯუდისა და პატარა ლიახვის წყალგამყოფზე.
5) მთა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედზე.
6) მთა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, გურიის ქედზე.
7) სოფლები ჩოხატაურისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში.
8) სოფლების ზედა სამებისა და ქვედა სამების გავრცელებული სახელწოდება.
სამების დარბაზული ეკლესია - XI საუკუნის I მესამედის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის განაპირას.
სამების ეკლესია - იხილე ბაიხო.
სამების მთა - იხილე ბუშათისმაღალი.
სამების ტაძარი - ტაძარი თბილისში, ელიის მთის ფერდობზე. ამოქმედდა 2005 წელს.
სამების ქედი - ქედი ცხინვალის მუნიციპალიტეტში, ხარულის ქედის სამხრეთი განშტოება.
სამეგობრო - მეგობრად გამოსადეგი; მეგობართა წრე.
სამეგრელო - მხარე დასავლეთ საქართველოში, რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის.
სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო - ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში XIV-XIX საუკუნეებში. სახელი მომდინარეობს სიტყვა „ეგრისიდან“. წერილობით წყაროებში მოხსენიებულია XII საუკუნიდან.
სამეგრელოს ქედი - იგივე ეგრისის ქედი.
სამედ ვურღუნი (ნამდვილი სახელი და გვარი სამედ იუსუფ-ოღლუ ვექილოვი) - აზერბაიჯანელი მწერალი და სახალხო პოეტი (1906-1956 წწ).
სამედიატორო სასამართლო - ამხანაგური სასამართლო, სადაც სადავო საკითხებს წყვეტენ მომჩივან-მოპასუხის მიერ დასახელებული პირები - მედიატორები.
სამედიცინო - მედიცინასთან დაკავშირებული; საექიმო, სამკურნალო.
სამელიაო - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.
სამედიცინო ინსტიტუტი - თბილისის მეტროპოლიტენის სადგური საბურთალოს ხაზზე; ამოქმედდა 1979 წელს.
სამეზობლო - მეზობლად გამოსადეგი; მეზობელთა გარემო.
სამეთვალყურეო - მეთვალყურეობისათვის განკუთვნილი.
სამელაიო - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.
სამელიორაციო - მელიორაციასთან დაკავშირებული.
სამელნე - კალმის ჩასაწობი ჭურჭელი მელნისა.
სამემკვიდრო - მემკვიდრისათვის დატოვებული ქონება.
სამენი ალბერ ვიქტორ - ფრანგი პოეტი (1859-1900 წწ).
სამერმისო - მერმისისათვის განკუთვნილი.
სამერქნე - მერქნისათვის განკუთვნილი.
სამერცხლე
1) მთა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ლეჩხუმის ქედზე (3584 მეტრი).
2) მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ლუხუნის აუზში.
სამერცხლისღელე - უღელტეხილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე.
სამერცხული - სხვენიდან სახურავზე გასასვლელი ფანჯარა.
სამესრეო - იხილე სამეხრეო.
სამესხიო - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.
სამეტყველო - მეტყველებისათვის განკუთვნილი, მეტყველებასთან დაკავშირებული.
სამეული
1) სამი ცალისაგან შემდგარი ერთეული.
2) კომისია სამი კაცის შემადგენლობით.
3) სამი მხატვრის შემოქმედებითი კოლექტივი: სლოვინსკი ალექსანდრე (დაიბადა 1935 წ), ქოჩაკიძე ოლეგ (დაიბადა 1935 წ), ჩიკვაიძე იური (დაიბადა 1934 წ) - თეატრის მხატვრები.
სამეურვეო - მეურვეობისათვის განკუთვნილი.
სამეურნეო - მეურნეობისათვის განკუთვნილი, მეურნეობასთან დაკავშირებული, მეურნეობის ხასიათისა.
სამეუფო - მეუფისათვის განკუთვნილი; სამეფო.
სამეფო
1) ქვეყანა, რომელსაც მეფე მართავს; მეფის სამფლობელო, საბრძანებელი.
2) მეფისათვის განკუთვნილი; მეფობასთან დაკავშირებული.
3) (გადატანით) სინამდვილის ესა თუ ის სფერო, სამყარო; რაიმე მოვლენების, საგნების თავმოყრის ადგილი.
4) საქმრო, სასიძო.
სამეცადინო - მეცადინეობისათვის განკუთვნილი.
სამეცნიერო - მეცნიერებასთან დაკავშირებული; მეცნიერული.
სამეცხვარიო - მთა ბაღდათის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, მესხეთის ქედზე (სიმაღლე - 2642 მეტრი).
სამეძაო - იგივეა, რაც საროსკიპო.
სამეხრეო - ისტორიული სოფელი ქვემო ქართლში, მდინარე ქციის (ხრამის) მარცხენა მხარეს.
სამეჯლისო - მეჯლისისათვის განკუთვნილი, საზეიმო.
სამვიკი - უძველესი ქართული დასარტყამი სამუსიკო საკრავი.
სამზადი - სამზარეულო (იმერეთსა და გურიაში).
სამზადისი - საქმიანობა, წინასწარი მზადება რისამე გასაკეთებლად, ვისიმე ან რისამე შესახვედრად.
სამზარეულო
1) ცალკე შენობა (ნაგებობა) ან ოთახი, რომელშიც გამართულია ღუმელი, ქურა საჭმლის მოსამზადებლად.
2) მზარეულის საქმიანობასთან, საჭმლის მომზადებასთან დაკავშირებული.
სამზეო - ეს ქვეყანა, სააქაო.
სამზერი - ადგილი, საიდანაც იმზირებიან, უმზერენ ვისმე.
სამზეური
1) იგივეა, რაც ქოლგა.
2) იგივეა, რაც აღმოსავლეთი.
3) იგივეა, რაც მზვარე.
სამზითვო - მზითვად გასატანებელი.
სამთავა (უჩთაფალარი) - მთა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ნიალისყურის ქედზე (3041 მეტრი).
სამთავისი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.
სამთავისის საეპისკოპოსო - საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო; VI საუკუნეში მის ადგილზე პირველი ეკლესია ააშენა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ - ისიდორემ (ეზდერიომ).
სამთავრო
1) შუა საუკუნეებში - სახელმწიფოს ნაწილი, მონარქიული წარმონაქმნი, რომელსაც მთავარი მართავდა.
2) ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, XI საუკუნის პირველი ნახევრის საეპისკოპოსო ტაძარი მცხეთაში, სამხრეთ გზასთან, ფერდობზე. საისტორიო წყაროებში („მოქცევაჲ ქართლისაჲ“, „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა“) მოიხსენიება, როგორც „გარეუბნისა ეკლესია“ და „ზემო ეკლესია“ (ზემოჲ ეკლესიაჲ), საპირისპიროდ სვეტიცხოვლის ტაძრისა, რომელსაც „ქუემო ეკლესია“ ეწოდებოდა. სამთავროს მთავარი ტაძარი წარმოადგენს გეგმით სწორკუთხა ნაგებობას. წინა ხანის ნაგებობათაგან განსხვავებით აქ გეგმა დამოკლებულია, გუმბათი ეყრდნობა არა 4 თავისუფლად მდგარ ბოძს, როგორც ეს მანამდე იყო, არამედ 2 ბოძსა და საკურთხევლის შვერილებს. საკურთხევლის აფსიდის ორივე მხარეს 2 სართულად განლაგებული გვერდითი სათავსებია. ტაძარი როგორც ჩანს, თავიდანვე შელესილი და მოხატული იყო. კანკელი მოგვიანებითაა აღდგენილი. ტაძარს სამხრეთიდან მიშენებული აქვს კამარებით გადახურული დიდი ეგვტერი - კარიბჭე. მეორე მინაშენი ჩრდილოეთის მხარესაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტაძრის დეკორატიული მორთულობა. აღმოსავლეთის ფასადზე გამოყენებულია ხუთთაღიანი კომპოზიცია. უფრო ინტენსიურად და ბრწყინვალედაა დამუშავებული სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადები. გუმბათის ყელი XIII-XIV საუკუნეებშია მთლიანად აღდგენილი.
სამთავროს ველი - კავკასიის უდიდესი სამაროვანი, მდებარეობს ქალაქ მცხეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, საავტომობილო გზის პირას, კალთის ფერდობზე. აქ სხვადასხვა დროის 4000-ზე მეტი სამარხი რამდენიმე იარუსად არის განლაგებული და ქართველი ხალხის ისტორიის ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს - ძვ. წ. XVIII-XVII სს-დან (შუა ბრინჯაოს ხანა) - ახ. წ. VII-VIII სს-მდე.
სამთამადნო - მადნების ამოღებასთან დაკავშირებული.
სამთაწყარო - სოფელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.
სამთვარიო - ნერვულ-ავადმყოფური მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს სჩვევია ძილში სიარული და სხვადასხვა მოქმედების შესრულება მექანიკურად.
სამთვიანი - სამი თვის ხანგრძლივობისა.
სამთითი (სამთითა) - სამკაპიანი ფიწალი.
სამთისი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.
სამთო
1) მთისათვის განკუთვნილი. მთიან ადგილებში გამოსაყენებელი.
2) სასარგებლო წიაღისეულის, კერძოდ მადნეულის ამოღებისათვის განკუთვნილი.
სამი
1) რიცხვი და რაოდენობა 3.
2) იგივეა, რაც სამიანი.
სამიანი
1) სამის შემცველი.
2) სასკოლო ნიშანი „დამაკმაყოფილებელი“.
3) სათამაშო ქაღალდი, რომელზედაც სამი ქულაა გამოსახული.
სამივლინებო - მივლინებისათვის განკუთვნილი.
სამიზნე - მოწყობილობა ცეცხლსასროლ იარაღზე, რომლის საშუალებითაც ხდება დამიზნება.
სამიკიტნო - სასადილო-დუქანი, სადაც უმთავრესად მაგარი სასმელებით ვაჭრობდნენ.
სამი მანეთი - ქართული მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1975 წელს. დამდგმელი რეჟისორი - რამაზ შარაბიძე. სცენარის ავტორი - რევაზ გაბრიაძე. დამდგმელი ოპერატორი - აბესალომ მაისურაძე. კომპოზიტორი - ჯანსუღ კახიძე. მთავარ როლებში: კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ბაადურ წულაძე.
სამიმოსვლო - მიმოსვლისათვის განკუთვნილი.
სამინდე - მინდისათვის განკუთვნილი.
სამინისტრო - სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობს რომელიმე ცალკეულ დარგს.
სამიოდე (სამიოდ) - დაახლოებით სამი, მხოლოდ სამი.
სამისამართო - მისამართებისათვის განკუთვნილი.
სამი სასიძო - ქართული მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1977 წელს. დამდგმელი რეჟისორი - რევაზ ჭარხალაშვილი. სცენარის ავტორი - რევაზ გაბრიაძე. დამდგმელი ოპერატორი - ალექსანდრე სულამანიძე. კომპოზიტორი - ნუგზარ ვაწაძე. მთავარ როლებში: კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ბაადურ წულაძე.
სამი სიცოცხლე - ქართული მუნჯი მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1924 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - ივანე პერესტიანი. დამდგმელი ოპერატორი - ალექსანდრე დიღმელოვი. მთავარ როლებში: ნატო ვაჩნაძე, მიხეილ გელოვანი, დიმიტრი ყიფიანი, ანა ლაგზდე, ზაქარია ბერიშვილი, თანარ ბოლქვაძე.
სამისნო - მისნობისათვის განკუთვნილი, მისნური.
სამიქავო - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.
სამიწათმოქმედო - მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული.
სამიწე - წყევლაა... დასამიწებელი, მიწაში ჩასადები, სასიკვდილე.
სამიჯნე - მიჯნისათვის განკუთვნილი.
სამიჯნურო - მიჯნურობის გამომხატველი; სატრფიალო.
სამკაზმაო - სადაც წიგნებს კაზმავენ.
სამკალი
1) რასაც მკიან.
2) სადაც მკიან.
3) რითაც მკიან.
4) ქართული ხალხური შრომის პოეზიის სახეობა, მკის დროს შესასრულებელი ლექს-სიმღერები.
სამკაპი (სამკაპა) - სამი კაპის მქონე.
სამკაული - ნივთი ვისიმე ან რისამე შესამკობად.
სამკაული სატრფოსათვის - ქართული მხატვრული ფილმი, გადაღებულია აჰმედხან აბუ-ბაქარის მოთხრობის - „ყელსაბამი ჩემი სერმინაზისათვის“ - მიხედვით. ეკრანებზე გამოვიდა 1971 წელს. დამდგმელი რეჟისორი - თენგიზ აბულაძე. სცენარის ავტორები - აჰმედხან აბუ-ბაქარი, თამაზ მელიავა, თენგიზ აბულაძე. დამდგმელი ოპერატორი - ლომერ ახვლედიანი. კომპოზიტორი - ნოდარ გაბუნია. მთავარ როლებში: რამაზ გიორგობიანი, ნანი ბრეგვაძე, ეროსი მანჯგალაძე, გიორგი გეგეჭკორი, რამაზ ჩხიკვაძე, ლეონიდ ენგიბაროვი, კახი კავსაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი.
სამკერდე - მკერდზე დასამაგრებელი ნიშანი.
სამკერდული - ცხენის აკაზმულბის ნაწილი - მკერდზე ამოსაკრავი თასმა.
სამკერვალო
1) ტანისამოსის შეკერვისათვის განკუთვნილი.
2) სახელოსნო, სადაც ტანისამოსს კერავენ.
სამკეცი - ერთისამად აღებული; სამმაგი.
სამკვდრო - მკვდრის დასამარხავი ხარჯი. || მღვდლის გასამრჯელო მიცვალებულის წესის აგებისათვის.
სამკვდრო-სასიცოცხლო - რაც სიკვდილ-სიცოცხლესთან, ყოფნა-არყოფნასთანაა დაკავშირებული; სასტიკი, სისხლისმღვრელი (ბრძოლა, ომი...).
სამკვიდრებელი - იგივეა, რაც სამკვიდრო.
სამკვიდრო
1) მემკვიდრეობით მიღებული, მამაპაპეული ქონება, მამული.
2) ვისიმე საცხოვრებელი ადგილი.
სამკითხაო
1) მკითხავის ან მკითხაობისათვის განკუთვნილი (ოთახი, გასამრჯელო...).
2) რის შესახებაც უნდა უმკითხაონ.
სამკითხველო - ბიბლიოთეკაში, კლუბში გამოყოფილი ოთახი ან დარბაზი, სადაც წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებს კითხულობენ.
სამკლავე
1) ომში ან ფარიკაობის დროს მკლავზე წამოსაცმელი ლითონის ფირფიტა.
2) მკლავზე გასაკეთებელი სამკაული ქალისა.
სამკლავიანი
1) ვისაც სამკლავე უკეთია.
2) რაზედაც სამკლავე უკეთიათ.
სამკუთხა - რასაც სამი კუთხე აქვს.
სამკუთხედი - სიბრტყის ნაწილი, შემოსაზღვრული სამი ერთმანეთის გადამკვეთი სწორი ხაზით, რომელთაც წყვილ-წყვილად თითო საერთო წვერო აქვთ.
სამკუთხიანი - იგივეა, რაც სამკუთხა.
სამკურნალო - მკურნალობისათვის განკუთვნილი, გამოსადეგი.
სამლოცველო
1) ლოცვისათვის განკუთვნილი.
2) შენობა, ნაგებობა, სადაც ლოცულობენ.
სამმაგი - ერთისამად აღებული; სამჯერ მეტი.
სამმართველო
1) მმართველობისათვის განკუთვნილი.
2) ზოგიერთი ადმინისტრაციული დაწესებულების სახელწოდება.
სამნერი უილიამ გრემ - ამერიკელი სოციოლოგი, ეკონომისტი და პუბლიცისტი (1840-1910 წწ).
სამნერი ჩარლზ - აშშ-ს პოლიტიკური მოღვაწე (1811-1874 წწ).
სამნერი ჯეიმზ ბეჩელერ - ამერიკელი ბიოქიმიკოსი, 1946 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1887-1955 წწ).
სამნეო - სამნეო ნაწილის გამგე - იგივეა, რაც მნე.
სამოა
1) (ზღვაოსანთა კუნძულები) - კუნძულები პოლინეზიაში (წყნარი ოკეანე).
2) იხილე დამოუკიდებელი სახელმწიფო სამოა.
სამოა აღმოსავლეთისა - ქვეყანა სამოის კუნძულებზე (პოლინეზია), აშშ-ს სამფლობელო.
სამოელი I ამ სახელით ცნობილია ქართლის 4 კათალიკოსი:
1) V საუკუნის 70-80-იან წლებში.
2) VI საუკუნის შუა წლებში.
3) VIII საუკუნის პირველ მეოთხედში.
4) VIII საუკუნის 80-იან წლებში.
სამოელი II კახეთის მთავარი, ქორეპისკოპოსი 839-861 წლებში.
სამოვარი (რუს.) - ჩაისათვის წყლის ასადუღებელი ლითონის ჭურჭელი, რომელსაც შუაში დატანებული აქვს საცეცხლე მილი; ხურდება ნახშირით.
სამოთრაკი (სამოთრაკია) - კუნძული ეგეოსის ზღვაში, ეკუთვნის საბერძნეთს.
სამოთრაკია - იხილე სამოთრაკი.
სამოთხე
1) ადგილი, სადაც ვითომდა მართალ, უცოდველ ადამიანთა სულები განისვენებენ გარდაცვალების შემდეგ.
2) (გადატანით) იტყვიან ძალიან ლამაზ, მომხიბლავ, თვალწარმტაც ადგილზე.
სამოთხის გვრიტები - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1977 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - გოდერძი ჩოხელი. დამდგმელი ოპერატორი - ჯიმშერ ქრისტესაშვილი. კომპოზიტორი - იაკობ ბობოხიძე. მთავარ როლებში: კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, გოვენ ჭეიშვილი, ნანული სარაჯიშვილი, ბერტა ხაფავა, ნინო ჩხეიძე, კოტე თოლორაია.
სამოილოვა ტატიანა - რუსი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1934 წელს).
სამოილოვი ევგენი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1912 წელს).
სამოილოვი ვლადიმერ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1924-1999 წწ).
სამოილოვიჩი ივან - მარჯვენანაპირეთის უკრაინის ჰეტმანი 1672-87 წლებში (? - 1690 წწ).
სამოკავშირეო - მოკავშირე ქვეყნებისათვის განკუთვნილი.
სამოკოვი - ქალაქი ბულგარეთის სოფიის ოკრუგში.
სამოლეთი - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.
სამომავლო - მომავლისათვის განკუთვნილი.
სამომთაბარო - მომთაბარეობისათვის განკუთვნილი.
სამომხმარებლო - მომხმარებლისათვის განკუთვნილი.
სამონადირეო - მონადირის ან მონადირეებისათვის განკუთვნილი; მონადირეობასთან დაკავშირებული.
სამონაზვნო
1) მონაზვნისათვის განკუთვნილი.
2) მონაზვნად გამოსადეგი.
სამონასტრო - მონასტრისათვის განკუთვნილი, მონასტრის საკუთრებაში მყოფი.
სამონტაჟო - მონტაჟისათვის განკუთვნილი, მონტაჟთან დაკავშირებული.
სამორა - ქალაქი ესპანეთში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
სამორა ესეკიელ - ვენესუელის სახალხო გმირი (1817-1860 წწ).
სამორა მაშელი (მაშელი) სამორა - მოზამბიკის პოლიტიკური მოღვაწე (1933-1986 წწ).
სამორე - მორისათვის განკუთვნილი, მორად გამოსადეგი.
სამორიგეო - მორიგისათვის, მორიგეობისათვის განკუთვნილი.
სამორი ტურე - ზემო გვინეაში უასულუს სახელმწიფოს დამაარსებელი, მხედართმთავარი (დაახლოებით 1830-1900 წწ).
სამორინე (სამორინო) - ნარდის, ბანქოს, ჭადრაკის და მისთანების სათამაშო სახლი.
სამოსა ანასტასიო გარსია ნიკარაგუას - პრეზიდენტი 1936-47 და 1950-56 წლებში, ფაქტიურად დიქტატორი (1896-1956 წწ).
სამოსამართლო - სასამართლოსათვის განკუთვნილი.
სამოსანი - მოსწავლე, რომელიც საშუალოდ სწავლობს და საგნების უმრავლესობაში იღებს შეფასება 3-ს.
სამოსახლო - ადგილი, სადაც სახლობს ან უნდა დასახლდეს ვინმე.
სამოსელი - რაც ადამიანს მოსავს, აცვია; ტანსაცმელი.
სამოსი
1) იგივეა, რაც სამოსელი.
2) კუნძული ეგეოსის ზღვაში, ეკუთვნის საბერძნეთს.
სამოსუდი სამუილ - რუსი დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1884-1964 წწ).
სამოსწავლო - იხილე სასწავლო.
სამოტოციკლო - მოტოცილისათვის განკუთვნილი.
სამოურავო - მეფის სახასო ან მსხვილი საერო და საეკლესიო ფეოდალების სამფლობელო ტერიტორიის ნაწილი შუა საუკუნეების საქართველოში.
სამოქალაქო
1) იგივეა, რაც საქალაქო.
2) მოქალაქეების ურთიერთშორის სამართლებრივი დამოკიდებულებისა და სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებთან მათი ურთიერთობისათვის განკუთვნილი.
3) არასამხედრო.
4) არასაეკლესიო.
სამოქმედო - მოქმედებისათვის განკუთვნილი.
სამოღვაწეო - მოღვაწეობისათვის განკუთვნილი.
სამოყვრო - მოყვრის დამახასიათებელი, შესაფერი; მოყვრული.
სამოში (სომეში) - მდინარე რუმინეთსა და უნგრეთში, მდინარე ტისას მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 411 კილომეტრი).
სამოცდაათი - რიცხვი და რაოდენობა 70.
სამოცი - რიცხვი და რაოდენობა 60.
სამოციანელები - ამა თუ იმ საუკუნის 60-იანი წლების საზოგადო მოღვაწენი.
სამოციანი
1) სამოცის შემცველი.
2) რაშიც სამოცი კოკა ღვინო ჩადის.
სამოციქული
1) მოციქულისათვის განკუთვნილი, მოციქულის დამახასიათებელი; საშუამავლო.
2) ახალი აღთქმის წიგნი, რომელშიც აღწერილია მოციქულთა მოღვაწეობა და მიწერ-მოწერა.
სამოძრავებელი
1) რაც უნდა ამოძრაონ.
2) რითაც უნდა ამოძრაონ.
სამოწყალო - მოწყალებისათვის განკუთვნილი, მოწყალების სახით გაცემული.
სამოხელეო - მოხელისათვის განკუთვნილი, მოხელესთან ან მოხელეობასთან დაკავშირებული.
სამოჯამაგირო - მოჯამაგირისათვის განკუთვნილი.
სამპე ლუსიენ - საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის გმირი, საფრანგეთის კომპარტიის მოღვაწე (1899-1941 წწ).
სამპირი - სამმაგი.
სამპირიანი - გრამატიკაში - ისეთი (ზმნა), რომელიც სამ პირს (სუბიექტს და ორ ობიექტს) აღნიშნავს.
სამპრასი პიტ - ამერიკელი ჩოგბურთელი, უიმბლდონის ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული 1990-იან წლებში (დაიბადა 1971 წელს).
სამრავლი - რიცხვი, რომელიც მრავლდება მამრავლზე.
სამრევლო - ერთი ეკლესიის მრევლისათვის განკუთვნილი.
სამრეკლო - კოშკი ეკლესიასთან, რომელშიც ზარები კიდია.
სამრეცხაო - სათავსი, ნაგებობა, სადაც სარეცხი ირეცხება.
სამრეწველო - მრეწველობისათვის განკუთვნილი, მრეწველობასთან დაკავშირებული, მრეწველობის დამახასიათებელი.
სამსალა (არაბ.) - შხამი, საწამლავი.
სამ-სამი - თითოზე სამი ან ჯერზე სამი.
სამსარა - ინდური რელიგიისა და რელიგიური ფილოსოფიის ერთ-ერთი ძირითადი ცნება - სულისა და პიროვნების გარდასახვა ახალ დაბადებათა ჯაჭვში.
სამსართულიანი - რასაც სამი სართული აქვს.
სამსარი
1) მთა ახალქალაქისა და წალკის მუნიციპალიტეტებში, სამსრის ქედზე (3285 მეტრი).
2) სოფლების დიდი სამსრისა და პატარა სამსრის გავრცელებული სახელწოდება (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი).
სამსახიობო - მსახიობებისათვის განკუთვნილი, მსახიობების მოსამზადებელი.
სამსახურებრივი - სამსახურთან დაკავშირებული, სამსახურისათვის განკუთვნილი; არაკერძო.
სამსახური
1) დაწესებულება, ადგილი, სადაც მსახურობს ვინმე.
2) წარმოების რაიმე დარგი, მუშაობის რაიმე სპეციალური სფერო.
3) ვისიმე, რისამე სასარგებლო მუშაობა, საქმიანობა; ღვაწლი.
სამსაჯულო - იგივეა, რაც სასამართლო.
სამსონაძე თენგიზ - ფერმწერი, გრაფიკოსი, კინოსა და თეატრის მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი (დაიბადა 1928 წელს).
სამსონი - ბიბლიის თანახმად, ძველებრაელი გოლიათი, რომლის დიდი ძალა მისსავე თმებში იყო დაბუდებული.
სამსონია ალექსანდრე - მწერალი (დაიბადა 1933 წელს).
სამსონოვი სამსონ (ნამდვილი გვარი ედელშტეინი) - რუსი კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1921-2002 წწ).
სამსრის ქედი (აბულ-სამსრის ქედი) - ქედი ახალქალაქის, ნინოწმინდის და წალკის მუნიციპალიტეტებში, ჯავახეთის მთიანეთში.
სამსრისწყალი - მდინარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ბარალეთისწყლის მარცხენა შენაკადი.
სამსუნგი - მრავალდარგოვანი სამხრეთკორეული კორპორაცია, საყოფაცხოვრებო და საოფისე ტექნიკის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი მსოფლიოში. დაარსებულია 1938 წელს ქალაქ ტეგუში.
სამსუნი - ქალაქი ჩრდილოეთ თურქეთში, შავი ზღვის პორტი, ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (305 ათასი).
სამსჭვალი - იგივეა, რაც ლურსმანი.
სამსხვერპლო
1) მსხვერპლის შესაწირავი ადგილი.
2) მართლმადიდებელი ეკლესიის საკურთხეველში - მაგიდა, რომელზედაც მღვდელი მსახურების დროს ასრულებს ზიარების წესს.
3) ცის სამხრეთი ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი.
სამსხვრევი - რითაც ამსხვრევენ რასმე.
სამსხმელო - ლითონის ჩამოსხმისათვის განკუთვნილი.
სამსჯავრო - სადაც მსჯავრს სდებენ; სასამართლო.
სამტერმოყვარეო - მტერ-მოყვარისათვის, მტერ-მოყვრობისათვის განკუთვნილი.
სამტეხლო - ქვის სამტეხლო - სხვადასხვა სახის ქვის საბადო, სადაც წარმოებს მისი ამოღება-დამუშავება.
სამტვრე - მტვრიანას ზედა, გამახვილებული ნაწილი, სადაც ყვავილის მტვერი ვითარდება.
სამტვრევი
1) რაც უნდა ამტვრიონ; დასამტვრევი.
2) რითაც უნდა ამტვრიონ.
3) სადაც ამტვრევენ რასმე.
სამტკიცი - მჭიდროდ ნაქსოვი საცერი, რომელიც ფქვილს წმინდად ცრის.
სამტრედე - ხის პატარა სადგომი შინაური მტრედებისათვის.
სამტრედია
1) ქალაქი (1921 წლიდან) დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 25 მეტრზე, მდინარეებს რიონსა და ცხენისწყალს შორის, ქუთაისიდან დასავლეთით 30 კილომეტრზე. მანძილი თბილისიდან - 268 კილომეტრი. მოსახლეობა - 30 ათასამდე (2002). სამტრედია XIX საუკუნიდან ერთ-ერთი მთავარი სარკინიგზო ცენტრი გახდა ამიერკავკასიაში. შემდგომში სამტრედია გადაიქცა ქალაქად. სამტრედიიდან 10 კილომეტრში მდებარეობს კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტი.
2) სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (საწირის თემის საკრებულო). მდებარეობს ტყიბულის წყალსაცავის დასავლეთით. ზღვის დონიდან - 600 მეტრი, ტყიბულიდან - 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 184 კაცი. სოფელში მდებარეობს ტყიბულის ჩაის ფაბრიკა. სოფელში გადის ქუთაისი-ტყიბულის საავტომობილო გზა და სარკინიგზო მონაკვეთი.
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
- ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში.
- 1917 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ქუთაისის მაზრაში, 1921 წლიდან ისევ ქუთაისის მაზრაშია, 1929 წლამდე ქუთაისის ოლქში სამტრედიის რაიონის სახელით, 1930 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია.
- მდებარეობს მდინარე რიონის ორივე მხარეს, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს..
- მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებია: ჩრდილოეთით - ხონის, აღმოსავლეთით - წყალტუბოს, სამხრეთ-აღმოსავლეთით - ვანის, სამხრეთით - ჩოხატაურის, დასავლეთითი - ლანჩხუთის და აბაშის მუნიციპალიტეტები.
- ტერიტორიის ჩრდილოეთი და შუა ნაწილი ვაკე-დაბლობია, რომელიც დასერილია მდინარეთა ხეობებით, რის გამოც ზედაპირი სუსტად ტალღოვანია..
- ფართობი - 364,1 კვ.კმ. (საქართველოს მთელი ტერიტორიის 0,52%).
- მოსახლეობა - 60 ათასზე მეტი (2008 წ).
- სიმჭიდროვე - 166 კაცი კვ.კმ-ზე.
- მოსახლეობის 99,2% ქართველია; 0,5% - რუსი; 0,1% - ბოშა, 0,1% - სომეხი.
- 1 ქალაქი - სამტრედია.
- 1 დაბა - კულაში.
- 12 თემის: ბაშის (5 სოფელი), გამოჩინებულის (2 სოფელი), გომის (11 სოფელი), გორმაღალის (2 სოფელი, ეწერის (6 სოფელი), იანეთის (2 სოფელი), მელაურის (3 სოფელი), ნაბაკევის (5 სოფელი), ოფეთის (6 სოფელი), საჯავახოს (3 სოფელი), ტოლების (6 სოფელი), ღანირის (2 სოფელი).
- 1 სოფლის საკრებულო - დიდი ჯიხაიშის.
- 54 სოფელი: ახალსოფელი, ბუღნარა, გვიმრალა, გომმუხაყრუა, გომნატეხები, გორმაღალი, დაბლაგომი, დასახლება კოპიტნარი, დაფნარი, დიდი ოფეთი, დიდი ჯიხაიში, დობირო, ვაზისუბანი, ზედა ბაში, ზედა ეწერი, ზემო აბაშა, ზემო ნოღა, თხილაგანი, იანეთი, კეთილაური, კეჭინარი, კვირიკე, კვირიკე, მელაური, მეორე ეწერბაში, მთისძირი, მიწაბოგირა, მტერჩვეული, ნაბაკევი, ნაწილოფეთი, ნიგორზღვა, ნინუაკუთხე, ოჭოფა, პატარა ეწერი, პატარა ოფეთი, პირველი ეწერბაში, საჯავახო, ტოლები, ქვაყუდე, ქვედა ბაში, ქვედა ეწერი, ქვემო აბაშა, ქვემო ნოღა, ქორეისუბანი, ღანირი, შუა ბაში, ჩხენიში, ცივწყალა, წიაღუბანი, ჭაგანი, ჭოგნარი, ხიბლარი, ხუნჯულაური, ჯიქთუბანი.
სამტრედო (სატრედო) - ისტორიული სოფელი ქვემო ქართლში, დმანისის ხეობაში, მდინარე მაშავერას მარცხენა მხარეს.
სამტრო - მტრობისათვის განკუთვნილი, მტრობის გამომწვევი.
სამუდამო - მუდამ, მარად არსებული; მუდმივი.
სამუელი - ისრაელ ტომთა კავშირის ნახევრად ლეგენდარული მმართველი, ბრძენი მოძღვარი, უზენაესი ქურუმი და მსაჯული.
სამუელი ტიბორ - უნგრეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, უნგრეთის კომპარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი (1890-1919 წწ).
სამუელსონი ბენტ - შვედი ბიოქიმიკოსი, 1982 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ს.ბერგსტრემთან და ჯ.რ.ვეინთან ერთად (დაიბადა 1934 წელს).
სამუზეუმო - მუზეუმისათვის განკუთვნილი, მუზეუმის შესაფერი.
სამუილი - დასავლეთ ბულგარეთის სამეფოს მეფე (გარდაიცვალა 1014 წელს).
სამუკაშვილი ნინო - მთარგმნელი, ძირითადად თარგმნილი აქვს ნაწარმოებები რომანული ენებიდან (დაიბადა 1914 წელს).
სამუმი (არაბ.) - მშრალი, ცხელი ქარი არაბეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის უდაბნოებში.
სამურაბე - მურაბისათვის განკუთვნილი.
სამურავი - მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა.
სამურაი (იაპონ.) - პრივილეგირებული სამხედრო წოდების წარმომადგენელი ძველ იაპონიაში.
სამურველი - კბილებიანი რკინის ხელსაწყო ცხენის, საქონლის დაურვებისათვის.
სამურზაყანო - ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ძირითადად ახლანდელი გალის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას.
სამურზაყანოს დაბლობი - დაბლობი გალის, ოჩამჩირის და გულრიფშის მუნიციპალიტეტებში, კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
სამური - მდინარე დაღესტანში (სიგრძე - 213 კილომეტრი).
სამუსაიფო - რაზედაც მუსაიფობენ.
სამუსენკო (პეტრენკო) ტატიანა - ბელორუსი სპორტსმენი ქალი (ფარიკაობა), ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი 1960, 1968 და 1972 წლებში (დაიბადა 1938 წელს).
სამუსი სამოილო - უკრაინელი კაზაკი, რეჩ პოსპოლიტას წინააღმდეგ ბრძოლის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელი უკრაინაში XVII საუკუნეში.
სამუსიკო - მუსიკისათვის განკუთვნილი, მუსიკალური.
სამუქაფო (სამუქფო) - სამაგიერო, სანაცვლო, საზღაური.
სამუშაო
1) რაზედაც მუშაობენ, რაზედაც უნდა იმუშაონ, რაც უნდა აკეთონ.
2) რითაც მუშაობენ.
3) სადაც მუშაობენ.
სამუხლე
1) მუხლისათვის განკუთვნილი, მუხლზე წამოსაცმელი.
2) მუხლის ჯავშანი.
სამუხრუჭე - მუხრუჭისათვის განკუთვნილი.
სამფა - სამმაგი, სამკეცი.
სამფერავისღელე - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რიონის მარჯვენა შენაკადი.
სამფერი (სამფეროვანი) - რასაც სამი ფერი აქვს.
სამფეხი (სამფეხა)
1) სამი ფეხის მქონე.
2) იგივეა, რაც ზედადგარი.
სამფლობელო - რაც ვისიმე მფლობელობაში იმყოფება; რასაც ფლობენ (ქვეყანა, კუთხე, მამული...); საბრძანებელი.
სამქვარი - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.
სამღებრო
1) ქსოვილების ღებვასთან დაკავშირებული.
2) სახელოსნო ან საამქრო, სადაც ქსოვილებს ღებავენ.
3) სოფელ ახუთის ძველი სახელწოდება.
4) (ლილახანა) - თბილისში ძველთაგანვე გავრცელებული სახელოსნო, XVIII საუკუნიდან მანუფაქტურის ტიპის საწარმო, სადაც მღებავები მუშაობდნენ.
სამღერეთი
1) სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.
2) ქედი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ბედენის მასივის განშტოება.
სამღერელი - სცენის აღმნიშვნელი ძველი ქართული ტერმინი.
სამღერი (სამღერალი) - რაც უნდა იმღერონ, რაზედაც უნდა იმღერონ.
სამღვდელო - მღვდლისათვის განკუთვნილი, მღვდლის შესაფერი
სამღვდელოება - სამღვდელო პირები; სასულიერო წოდება.
სამღვთო - იხილე საღმრთო.
სამყარო
1) დედამიწისა და სხვა ციური სხეულების ერთიანი სისტემა.
2) ბუნების, ცხოვრების, მოვლენათა... გარკვეული სფერო, გარკვეული მხარე.
3) რაიმე თვალსაზრისით გამოყოფილი საზოგადოება ან მისი ნაწილი.
სამყინვროსწვერი - იხილე საყინოსღელე.
სამყნობი
1) რაც უნდა ამყნონ; დასამყნობი.
2) რითაც ამყნობენ.
სამყოფელი - იგივეა, რაც სამყოფი1.
სამყოფი
1) ადგილი, სადაც ვინმე (რამე) არის ხოლმე, სადაც ვინმე (რამე) ჩერდება, ცხოვრობს ხოლმე.
2) რაც ყოფნის ან უნდა ეყოს ვისმე (რასმე); საკმარისი, საკმაო.
სამყრელო (ჰარირა, ციხებუნა) - ქართული ხალხური ცეკვა. ხაზოვანი აგებულების სართულიანი ფერხული.
სამყურა (Trifolium) - ბალახოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა; აქვს სამფოთლაკიანი ფოთოლი, იკეთებს თავად შეკრებილ ყვავილებს.
სამყურე - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.
სამყურისწვერი - მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე (სიმაღლე - 3258 მეტრი).
სამყურისწყალი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 18 კილომეტრი).
სამშაბათი - შვიდდღიანი კვირის მეორე დღის სახელწოდება, ორშაბათის მომდევნო დღე.
სამშაურიანი - 15 კაპიკიანი ყოფილი სსრკ-ს ფულად სისტემაში.
სამშენებლო - მშენებლობისათვის განკუთვნილი.
სამშვიდობო
1) მშვიდობიანობის დამცველი, მშვიდობიანობისათვის განკუთვნილი, მშვიდობიანობის გამომხატველი.
2) ადგილი, სადაც საშიშროება, საფრთხე აღარაა მოსალოდნელი.
სამშვილდე
1) სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.
2) ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელ სოფელ სამშვილდის მახლობლად.
სამშობიარო - მშობიარობისათვის განკუთვნილი, მშობიარობასთან დაკავშირებული.
სამშობლო
1) ქვეყანა, მხარე, სადაც დაიბადა ადამიანი და რომლის მოქალაქედაც ითვლება.
2) ვისიმე დაბადების ადგილი.
3) (გადატანით) სადაც წარმოიქმნა, შეიქმნა რამე.
სამცვლიანი - რაც სამ ცვლად წარმოებს.
სამცვრევი - იგივეა, რაც მოსამცვრევი.
სამცხე - ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში, მოიცავს ახალციხის, ასპინძის და ადიგენის მუნიციპალიტეტებს.
სამცხე-საათაბაგო - ფეოდალური სამთავრო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში XIV-XVII საუკუნეებში.
სამცხის ქვაბული - იგივე ახალციხის ქვაბული.
სამძალი - სამი ძალის (სიმის) მქონე საკრავი.
სამძებრო - სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებასთან დაკავშირებული.
სამძივარი - ქართული ფოლკლორის პერსონაჟი, მითოლოგიური პანთეონის გმირი, ხახმატის ჯვრის დობილი.
სამძივრები - საქართველოს დიდი ფეოდალური საგვარეულო XII-XIV საუკუნეებში.
სამძიმარი - მიცვალებულის ჭირისუფლისათვის თანაგრძნობის გამომხატველი სიტყვები.
სამძიმო - მძიმე, ძნელი, უსიამოვნო.
სამწახნაგოვანი (სამწახნაგიანი) - სამი წახნაგის მქონე.
სამწდეო (სამწდეური) - ღვინის სასმელი ჭურჭელი (თასი, აზარფეშა, ყანწი და მისთანები).
სამწევრისი - სოფლები ბოლნისისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში.
სამწერლო - მწერლობისათვის განკუთვნილი; სალიტერატურო.
სამწერლობო - იხილე სამწერლო.
სამწვადე
1) მწვადად გამოსადეგი ხორცი.
2) სასადილო, სადაც მწვადს წვავენ.
სამწლიანი
1) სამი წლის ხნოვანებისა.
2) რაც სამ წელს გრძელდება.
სამწუბი (სანძობი, ზანზობი) - ისტორიული სოფელი სამხრეთ საქართველოში.
სამწუხარო - რაც მწუხარებას იწვევს.
სამწუხაროდ - ჩართული სიტყვა, რომელიც გამოხატავს მთქმელის წუხილს რისამე გამო.
სამწყარო - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.
სამწყემსავი - რაც უნდა მწყემსონ.
სამწყესური - ადგილი, სადაც საქონელს მწყემსავენ.
სამწყობრო - მწყობრისათვის განკუთვნილი.
სამწყსო
1) რასაც მწყემსავენ (ნახირი, ფარა და მისთანები).
2) ერთი სამრევლოს მორწმუნენი.
სამწყურვალო - რაც წყურვილს კარგად კლავს.
სამჭაჭა - ყურძნის ჯიში ერთგვარი; გავრცელებულია იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში.
სამჭედლო
1) სახელოსნო, სადაც ლითონს ჭედავენ, კვერავენ.
2) მჭედლისათვის ან მჭედლობისათვის განკუთვნილი.
3) (გადატანით) სადაც ყალიბდება, იქმნება რაიმე.
სამჭედური
1) იხილე სამჭედლო.
2) თევზის საჭერი კავი.
სამჭიდი - შეჯიბრება სპორტის სამ სახეობაში.
სამხაზველო - ხაზვისათვის. მხაზველობისათვის განკუთვნილი.
სამხარაძე გიორგი - პოეტი, ლიტერატურათმცოდნე (1910-1982 წწ).
სამხარაძე ზურაბ - ფერმწერი (დაიბადა 1934 წელს).
სამხარეთმცოდნეო - მხარეთმცოდნეობასთან დაკავშირებული.
სამხარეო - მხარისათვის განკუთვნილი.
სამხარი - პურის ჭამა ნაშუადღევს, სადილსა და ვახშამს შორის.
სამხატვრო
1) მხატვრობისათვის განკუთვნილი, მხატვრობასთან დაკავშირებული.
2) იგივეა, რაც მხატვრული.
სამხედრო
1) ომის წარმოებასთან, არმიასთან, ჯართან დაკავშირებული; მისთვის განკუთვნილი.
2) ვინც არმიაში, ჯარში მსახურობს.
3) ასეთი პირისათვის განკუთვნილი.
სამხერხაო
1) ხე-ტყის სახერხი ქარხანა.
2) იგივეა, რაც სახერხი.
სამხეცე - ადგილი, სადაც მხეცები, გარეული ცხოველები ჰყავთ ხოლმე საჩვენებლად.
სამხიარულო - მხიარულების გამომწვევი, სამხიარულო, სასიამოვნო.
სამხილებელი - რაც უნდა ამხილონ.
სამხმიანი (სამხმოვანი) - სამი ხმით შესასრულებელი გუნდური სიმღერა.
სამხმოვანება - აკორდი, რომლის ბგერები განლაგებულია ან შეიძლება განლაგებული იყოს ტერციებად.
სამხრე
1) მხარზე დასაკერებელი განმასხვავებელი ნიშანი - სამხედრო ან სხვა ფორმის ტანსაცმელზე.
2) პერანგის შიგნით მხრების ადგილას სიმაგრისათვის დადებული სარჩული.
სამხრეთ ანტილის კუნძულები - იხილე ქარზურგა კუნძულები.
სამხრეთ ანტილის ქედი - წყალქვეშა ქედი ატლანტის ოკეანეში.
სამხრეთატლანტიკური ქედი - შუაატლანტიკური ქედის ნაწილი ატლანტის ოკეანეში.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (აფრიკაანსი - Republiek van Suid-Afrika, ingl. Republic of South Africa).
- სახელმწიფო აფრიკის სამხრეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ნამიბიას, ბოტსვანას და ზიმბაბვეს, ჩრდილო-აღმოსავლეთით - მოზამბიკს და სვაზილენდს.
- ეროვნული დევიზი - „Diverse People Unite“ (სხვადასხვა ხალხები ერთიანდებიან).
- ჰიმნი - „Nkosi Sikelel' iAfrika“.
- დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1961 წლის 31 მაისი.
- მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი.
- ფართობი - 1 219 912 კვ.კმ.
- ტერიტორიულად დაყოფილია 9 პროვინციად.
- მოსახლეობა - 44 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 39 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენები - აფრიკაანსი და ინგლისური.
- დედაქალაქი - კეიპტაუნი (საკანონმდებლო), პრეტორია (ადმინისტრაციული), ბლუმფონტეინი (სასამართლოებრივი).
- ვალუტა - რანდი.
- ქვეყნის კოდი - ZAF.
- დროის სარტყელი - UTC +2.
- სატელეფონო კოდი - +27.
- internet-domeni - za.
სამხრეთ-აღმოსავლეთი - მიმართულება სამხრეთსა და აღმოსავლეთს შორის.
სამხრეთ-აღმოსავლეთი კონცხი - ავსტრალიის კონტინენტის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში.
სამხრეთ გვინეის მაღლობი - ზეგანი კონგოს ღრმულში (აფრიკა).
სამხრეთ-დასავლეთი - მიმართულება სამხრეთსა და დასავლეთს შორის.
სამხრეთ-დასავლეთი აფრიკა - იხილე ნამიბია.
სამხრეთ-დასავლეთი კუნძულები - იხილე ბარატ-დაია.
სამხრეთელი - სამხრეთის ქვეყნის მცხოვრები.
სამხრეთი
1) ქვეყნის ერთ-ერთი მხარე, ჩრდილოეთის მოპირდაპირე.
2) ამ მხარეზე მდებარე, ამ მხარისა.
სამხრეთი ავსტრალია - შტატი ავსტრალიაში.
სამხრეთი ალპები (ახალი ზელანდიის ალპები) - ქედი ახალ ზელანდიაში.
სამხრეთი ამანაუზი - მწვერვალი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონზე.
სამხრეთი ამერიკა - კონტინენტი დასავლეთ ნახევარსფეროს სამხრეთ ნაწილში. ფართობი - 18,28 მლნ. კვ.კმ. უდიდესი სიგრძე - 7150 კმ, სიგანე - 5100 კმ.
სამხრეთი აფრიკა - ბუნებრივი მხარე აფრიკაში.
სამხრეთი გეორგია (სამხრეთი ჯორჯია) - კუნძული ატლანტის ოკეანეში (დიდი ბრიტანეთის სამფლობელოში).
სამხრეთი დაკოტა - შტატი აშშ-ს ჩრდილოეთ ნაწილში. ფართობი - 199,5 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 720 ათასი, ადმინისტრაციული ცენტრი - პირი.
სამხრეთი კაროლინა - შტატი აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ფართობი - 80,4 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 3,5 მილიონი, ადმინისტრაციული ცენტრი - კოლუმბია.
სამხრეთი კარპატები (ტრანსილვანიის ალპები) - კარპატების ნაწილი რუმინეთში.
სამხრეთი კორეა - სახელმწიფო აზიაში, კორეის ნახევარკუნძულზე. იხილე კორეის რესპუბლიკა.
სამხრეთი კუნძული - კუნძული წყნარ ოკეანეში, ეკუთვნის ახალ ზელანდიას.
სამხრეთი როდეზია - იხილე ზიმბაბვე.
სამხრეთის არხი - აერთებს ნავსადგურებს ბორდოსა და ბეტს საფრანგეთში.
სამხრეთი სიერა-მადრე - ქედი მექსიკაში.
სამხრეთის კვარკენი (სედრა-კვარკენი) - სრუტე ალანდის კუნძულებსა და სკანდინავიის ნახევარკუნძულს შორის.
სამხრეთის ოკეანე - ატლანტის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების სამხრეთი ნაწილების პირობითი სახელწოდება.
სამხრეთის პასატური დინება - ზედაპირული თბილი დინება მსოფლიო ოკეანის სამხრეთ ტროპიკულ განედებში.
სამხრეთის პტიში - მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ჩხალთის მარცხენა შენაკადი.
სამხრეთის სპორადები - კუნძულების ჯგუფი ეგეოსის ზღვაში, ეკუთვნის საბერძნეთს.
სამხრეთის ქვაბული - წყალქვეშა ქვაბული წყნარ ოკეანეში.
სამხრეთის ქლუხორი - მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ყლიჩის სათავე.
სამხრეთის ჩიფრანი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
სამხრეთი ჩინეთი - იხილე ხუნანი.
სამხრეთი ჯორჯია - იხილე სამხრეთი გეორგია.
სამხრეთ კასპიის დაბლობი - მდებარეობს ირანში.
სამხრეთ მანჯურიის დაბლობი - იგივე ლიაოხეს ვაკე, მდებარეობს ჩრდილოეთ ჩინეთში.
სამხრეთ მორავიის ოლქი - ოლქი ჩეხეთში.
სამხრეთ ორკნის კუნძულები - მდებარეობს ანტარქტიკაში (ატლანტის ოკეანე), დიდი ბრიტანეთის სამფლობელო.
სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები - მდებარეობს ანტარქტიკაში (ატლანტის ოკეანე), დიდი ბრიტანეთის სამფლობელო.
სამხრეთული - სამხრეთის ან სამხრეთელის დამახასიათებელი.
სამხრეთ შეტლენდის კუნძულები - მდებარეობს ანტარქტიკაში (ატლანტის ოკეანე), დიდი ბრიტანეთის სამფლობელო.
სამხრეთ ჩინეთის ზღვა - ნახევრად დახშული ზღვა წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. ფართობი - 3537 ათასი კვ.კმ. სიღრმე - 1024 მეტრი.
სამხრეთწყნაროკეანური შემაღლება (სამხრეთწყნაროკეანური ქედი) - შუაოკეანური ქედი წყნარ ოკეანეში.
სამხრეული - მხარზე მოსადები, მხარზე გასაკეთებელი რამე.
სამხრია - მთა ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთისა და აჭარისწყლის აუზების წყალგამყოფზე.
სამხრობა
1) იგივეა, რაც სამხარი.
2) სამხრის ჭამის დრო.
სამჯერ - სამზე გამრავლებული, სამგზის.
სამჯერადი - რაც სამჯერ ხდება; სამჯერ გამეორებული.
სამჯობინარი (სამჯობინარო) - უმჯობესი, უკეთესი, სასარგებლო.
სან - იაპონიაში მიღებული ზრდილობიანი ხსენება ვისიმე ან მიმართვა ვინმესადმი; ერთვის გვარს ან სახელს ბოლოში.
სანა - იემენის დედაქალაქი. ცნობილია I საუკუნიდან (430 ათასი).
სანაგა - მდინარე კამერუნში, ერთვის ბიაფრის ყურეს (სიგრძე - 918 კილომეტრი).
სანაგვე
1) ნაგვისათვის განკუთვნილი ყუთი.
2) ადგილი, სადაც ნაგავს ყრიან.
სანაევი ვსევოლოდ - რუსი კინომსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არისტი (1912-1996 წწ).
სანავარდო - სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში.
სანადიმო - ნადიმისათვის განკუთვნილი.
სანადირო - ნადირობისათვის განკუთვნილი; ნადირობისათვის შესაფერი.
სანავარდო - სადაც უნდა ინავარდონ.
სანავთე - ნავთის ჭურჭელი.
სანავიგაციო - ნავიგაციისათვის, ნაოსნობისათვის განკუთვნილი.
სანავო
1) ნავის გადასასვლელი.
2) იგივეა,რაც სანაოსნო.
სანავსადგურო
1) ნავსადგურისათვის განკუთვნილი.
2) ნავსადგურის მქონე.
სანათა - ვაჟა-ფშაველას პოემა „ბახტრიონის“პერსონაჟი ქალი.
სანათი
1) გასანათებელი პატრუქიანი ჭურჭელი; ლამპარი. || ის, რასაც განათებისათვის იყენებენ.
2) (არაბ.) - ვალდებულებითი საბუთი, უმეტესად სავალო ხელწერილი.
სანათლავი
1) (ბაპტისტერიუმი) იგივეა, რაც ემბაზი.
2) მღვდლის გასამრჯელო ვისიმე მონათვლისათვის.
სანათური
1) შენობაში, ნაგებობაში სინათლის შემოსასვლელად დატანებული ხვრელი ან სარკმელი.
2) ანატომიაში - ხვრელი, მილი.
სანაი აბუ ლ-მაჯდ მაჯდუდ იბნ ადამ - სპარსული პოეზიის წარმომადგენელი (XI-XII სს).
სანაინი - X-XIII საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი სომხეთის ალავერდის მუნიციპალიტეტში.
სანაკელე (სანაკელო) - ნაკელის დასაყრელი ადგილი.
სანაკოევი (სანაყოევი) ბორის - ოსი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი (დაიბადა 1920 წელს).
სანაკრია - მთა ადიგენის მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის აღმოსავლეთ განშტოებაზე.
სანალია - მდინარე შუახევის მუნიციპალიტეტში, ჩირუხისწყლის მარცხენა შენაკადი.
სანამ - კავშირი - რა დრომდისაც, ვიდრე.
სანამდე (სანამდის) - იგივეა, რაც სანამ.
სანამყენე
1) მცენარის ის ნაწილი (კვირტი ან კალამი), რომელიც დასამყნობად გადააქვთ საძირეზე.
2) ნამყენისათვის, მყნობისათვის განკუთვნილი.
სანამ წვიმა გადაივლიდეს - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1984 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ქეთი დოლიძე. სცენარის ავტორი - ლაშა თაბუკაშვილი. დამდგმელი ოპერატორი - მიხეილ მედნიკოვი. კომპოზიტორები - დავით თორაძე, გოგი ჩლაიძე. მთავარ როლებში: მედეა ჯაფარიძე (სალომე), თენგიზ არჩვაძე (ვახტანგი), ირაკლი ჭანტურია (გია), ნინელი ჭანკვეტაძე, ნინო ბურდული, გიო ხუციშვილი, გივი თოხაძე, ლია კაპანაძე, ნანა მჭედლიძე, კახი კავსაძე, თამარ ციციშვილი, ბონდო გოგინავა, იაკობ ტრიპოლსკი, გიორგი გელოვანი.
სანანდაჯი - ქალაქი ირანში, ქურთისტანის ოსტანის ადმინისტრაციული ცენტრი (170 ათასი).
სანანებელი - რაც უნდა ინანონ.
სან-ანტონიო
1) ქალაქი ჩილეს სანტიაგოს პროვინციაში.
2) ქალაქი აშშ-ს ტეხასის შტატში (940 ათასი).
სან-ანჯელო - ქალაქი აშშ-ს ტეხასის შტატში.
სანაო - იხილე სანავო.
სანაოსნო
1) ნაოსნობისათვის ვარგისი, განკუთვნილი.
2) ორგანიზაცია, რომელიც განაგებს ნაოსნობას.
სანაპირო
1) წყლის ნაპირას მდებარე ტერიტორია (ქვეყანა, მხარე....).
2) კედლით ამოშენებული წყლის ნაპირი; ასეთ ნაპირას გამავალი ქუჩა.
3) საერთოდ რისამე განაპირას მდებარე ადგილი.
4) საზღვართან მდებარე ადგილი; სასაზღვრო.
სანაპირო კორდილიერები ანდებისა - ქედების მწკრივი სამხრეთ ამერიკაში.
სანაპირო ქედები - დაბალი ქედებისა და მასივების მწკრივი აშშ-ში.
სანაპირო ქედი - კორდილიერების სისტემა აშშ-სა და კანადაში.
სანარდო - ნარდად მუშაობისათვის განკუთვნილი.
სანარცხულა - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, ჩვეშურის მარცხენა შენაკადი.
სანატორიუმი (ლათ.) - სამკურნალო პროფილაქტიკური დაწესებულება, სადაც მკურნალობა შეხამებულია ორგანიზებულ დასვენებასთან.
სანატრელი - დიდად სასურველი; სანუკვარი.
სანაქებო - ქების ღირსი, მოსაწონი, ჩინებული.
სანაღვლებელი - რაც უნდა ინაღვლონ; სადარდელი, საჯავრებელი.
სანაყი
1) რის ნაყვაც შეიძლება.
2) რითაც უნდა ნაყონ.
სანაყინე
1) ნაყინის ჭურჭელი.
2) კაფე, სადაც ნაყინს ყიდიან.
სანაყოფო - ნაყოფის მომცემი.
სანაყრე - ყუთის მაგვარი მოწყობილობა ნაყარი ფუტკრის მოსათავსებლად.
სანაშენო
1) რაც შერჩეულია და განკუთვნილია გასამრავლებლად (ცხოველი, მცენარე...).
2) ასეთი ცხოველების (მცენარეების...) გამოსაყვანი (მეურნეობა...).
3) ცხოველის მამრობითი სასქესო ორგანო.
სანაცვლო - რისამე ნაცვალი, სამაგიერო, საბადლო.
სანაცია (ლათ.)
1) მედიცინაში - გამაფრთხილებელი სამკურნალო ღონისძიებანი პირის ღრუს გაჯანსაღებისათვის.
2) ღონისძიებათა სისტემა საწარმოთა საფინანსო მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, მათი ბანკროტობის თავიდან აცილების ან კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით.
სანაძარო იაკოპო - იტალიელი მწერალი (1455-1530 წწ).
სანაძე კორნელი - ფერმწერი, გრაფიკოსი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1907-1985 წწ).
სანაძე ლევან - მძლეოსანი (სპრინტი). 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (ესტაფეტა 4X100 მ), ევროპის ჩემპიონი (1950 - ესტაფეტა 4X100) და მესამე პრიზიორი (1954 - 4X100), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1948, 1952 - 4X100) (1928-1998 წწ).
სანაძლეო - რამეზე დავისას, კამათისას ორ მხარეს შორის დადებული პირობა, რომლის ძალითაც გამტყუნებულმა უნდა გადაუხადოს რაიმე მას, ვინც მართალი აღმოჩნდება.
სანაწილე - ეკლესიაში - ჭურჭელი წმინდა ნაწილებისათვის.
სანაჭყებიო - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.
სანახავი
1) ვინც, რაც უნდა ნახონ.
2) იგივეა, რაც სანახაობა.
სანახაობა
1) რაც თვალწინ იშლება, რის დანახვაც შეიძლება.
2) მრავალრიცხოვანი მაყურებლისათვის გათვალისწინებული რაიმე გასართობი.
სანახაობითი - სანახაობის ხასიათისა.
სანახები - ქალაქის (კუთხის....) ახლომახლო მდებარე ადგილები, მიდამოები.
სანახევრო - ზიარი (მამული, ქონება), რომლის თითოეული მოზიარეც შემოსავლის ნახევარი წილით სარგებლობდა.
სანახირო - ნახირის საძოვარი ადგილი.
სანახშირე
1) ნახშირის დასაწვავი ან შესანახი ადგილი.
2) სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 180 მეტრი, ზესტაფონიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 375 ადამიანი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში.
სან-ბეისე - იხილე ჩოიბალსანი.
სან-ბერნარდინო - ქალაქი აშშ-ს კალიფორნიის შტატში (165 ათასი).
სან-ბერნარდო - ქალაქი ჩილეს სანტიაგოს პროვინციაში.
სან-ბერნარდუ-დუ-კამპუ - ქალაქი ბრაზილიის სან-პაულუს შტატში.
სანგა - მდინარე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, კამერუნსა და კონგოში, მდინარე კონგოს მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 790 კილომეტრი).
სანგაი - ვულკანი ეკვადორში, ანდების მთებზე.
სანგალო ანტონიო და სანგალო უმცროსი (ნამდვილი სახელი კორდიანი) - იტალიელი არქიტექტორი (1483-1546 წწ).
სანგალო ანტონიო და სანგალო უფროსი - იტალიელი არქიტექტორი და მოქანდაკე (1455 ან 1463-1534 წწ).
სანგალო ჯულიანო და სანგალო (ნამდვილი სახელი ჯამბერტი) - იტალიელი არქიტექტორი და მოქანდაკე (1445-1516 წწ).
სანგარი (სპარს.) - თავშესაფარი, თხრილი, საიდანაც ისვრიან.
სანგარის სრუტე - იხილე ცუგარუ.
სანგელი ანდრეი - მოლდავეთის პრემიერ-მინისტრი 1992-96 წლებში (დაიბადა 1944 წელს).
სანგერი ფრედრიკ - იხილე სენგერი ფ.
სანგვინეტი ედოარდო - იტალიელი მწერალი-ავანგარდისტი (დაიბადა 1930 წელს).
სანგვინიკი (ლათ.) - მეტისმეტად ხალისიანი, სიცოცხლით სავსე ადმიანი, რომელიც გარეგნულად მკვეთრად გამოხატავს ემოციებს.
სანგი - იხილე სანგიჰე.
სანგილენი - ზეგანი სამხრეთ ციმბირში.
სანგინი (ფრანგ.)
1) მუქი წითელი რბილი ფანქარი; იყენებენ ფერწერაში.
2) ასეთი ფანქრით შესრულებული ნახატი.
სანგიჰე (სანგი) - კუნძულების ჯგუფი სულავესის ზღვაში, ეკუთვნის ინდონეზიას.
სანგო (სამმეფობა) - პერიოდი ჩინეთის ისტორიაში (220 - 280 წწ); სახელი ეწოდა იმ სამეფოთა რიცხვის მიხედვით, რომლებიც წარმოიშვნენ ჩანის იმპერიის დაცემის შემდეგ.
სან-გონსალუ - ქალაქი ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რიო-დე-ჟანეიროს შტატში (825 ათასი).
სანგრე-დე-კრისტო - მთიანეთი აშშ-ს კლდოვან მთებში.
სანგრევი
1) ის, რაც უნდა ანგრიონ.
2) რითაც უნდა ანგრიონ.
3) შახტებში - ადგილი, სადაც ჩამოანგრევენ მადანს.
სანდა დომენიკ - ფრანგი მსახიობი ქალი (დაიბადა 1948 წელს).
სანდავე (ვასანდავე) - ტანზანიაში მცხოვრები ხალხი (50 ათასამდე).
სანდაკანი - ქალაქი მალაიზიის საბაჰის შტატში.
სანდალეტი (ფრანგ.) - საზაფხულო ფეხსაცმელი.
სანდალი (ბერძნ.)
1) მსუბუქი საზაფხულო უქუსლო ფეხსაცმელი.
2) ძველ საბერძნეთსა და რომში გავრცელებული ფეხსაცმელი - წარმოადგენდა უქუსლო ლანჩას, რომელსაც ფეხზე თასმებით იმაგრებდნენ.
3) (არაბ.) მარადმწვანე ტროპიკული ხე, რომლის არომატული მერქანი მდიდარია ეთეროვანი ზეთებით.
4) ამ ხის მერქნისაგან მიღებული საღებარი.
5) (თურქ.) - პატარა გემი.
6) ტბა სამხრეთ კარელიაში (სიღრმე 58 მეტრი).
სანდალოზი - იხილე სანდალი2.
სანდარაკი (ბერძნ.) - ყვითელი ფისი, რომელსაც იღებენ კვიპაროსის ოჯახის ზოგი ხისგან (ავსტრალიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში). მისგან დამზადებულ ლაქებს იყენებენ სურათების დასაფარავად (ფერწერაში), მუყაოს გასაჟღენთად და სხვა.
სანდერანი ჟან ბატისტ - ფრანგი ქიმიკოსი (1856-1937 წწ).
სანდერლენდი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის ტაინ-ენდ-უირის მეტროპოლიურ საგრაფოში (300 ათასი).
სანდვიკენი - ქალაქი შვედეთის ევლებორგის ლენში.
სანდვიჩი (ინგლ.) - პურის ორი თხელი ნაჭერი, რომელთა შორის მოთავსებულია რაიმე საუზმეული (კარაქი, ძეხვი, ყველი და სხვა).
სანდი ჟორჟ (ნამდვილი სახელი და გვარი ავრორა დიუპენი, ქმრის გვარი - დიუდევანი) - ფრანგი მწერალი ქალი (1804-1876 წწ).
სან-დიეგო - ქალაქი აშშ-ს კალიფორნიის შტატში (1,1 მილიონი).
სანდინო აუგუსტო სესარ - ნიკარაგუის ეროვნული გმირი (1895-1934 წწ).
სანდო - ვისაც, რასაც შეიძლება ენდონ.
სანდომიანი - მოსაწონი; მიმზიდველი.
სანდომიეჟი - ქალაქი პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ტარნობჟეგის სავოევოდოში (25 ათასი).
სან-დომინგო - კუნძულ ჰაიტის დასავლეთი ნაწილის სახელწოდება 1697 - 1803 წლებში.
სანდომირი - იხილე სანდომიეჟი.
სანდრარი ბლეზ (ნამდვილი სახელი ფრედერიკ ზაუზერი) - ფრანგი და შვეიცარიელი მწერალი (1887-1961 წწ).
სანდრელი სტეფანია - იტალიელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1946 წელს).
სანდრიკი - დეკორატიული არქიტექტურული დეტალი შენობის ფასადზე ან ინტერიერში - კარნიზი ან პატარა ფრონტონი (რომელიც ზოგჯერ კრონშტეინს ეყრდნობა) ფანჯრის ან კარის თავზე.
სანდრილიონი (ფრანგ.) - კეთილი და ლამაზი ღარიბი გოგოს აღმნიშვნელი სიტყვა; ფრანგი მწერლის შარლ პეროს ზღაპრის გმირის სახელის მიხედვით (მისი შესატყვისებია ინგლისური - სინდერელა, რუსული - ზოლუშკა, ქართული - კონკია).
სანდრიფში (წანდრიფში) - მდინარე გაგრის შემოგარენში, ხაშუფსეს მარცხენა შენაკადი.
სანდუნოვა ელიზავეტა - ოპერის რუსი მომღერალი (სოპრანო) (1772-1826 წწ).
სანდუნოვი (ზანდუკელი) სილა - რუსი მსახიობი (1756-1820 წწ).
სანებელი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.
სანები - ძველი დასავლურ-ქართული ტომები. ბინადრობდნენ თურქეთის თანამედროვე ქალაქ ტრაპიზონის მიმდებარე რეგიონებში.
სანეევი ვიქტორ - სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1968, მეხიკო - 17,39 მ; 1972, მიუნხენი - 17,35 მ; 1976, მონრეალი - 17,29 მ) და მეორე პრიზიორი (1980), ევროპის ზამთრისა და ზაფხულის ჩემპიონატებში რვაგზის გამარჯვებული (1969-72, 74-77) და ორგზის მეორე პრიზიორი (1971,78), სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1968-70, 73-74, 78) (დაიბადა 1945 წელს სოხუმში).
სანეკრე - სადაც ბევრი ნეკერია.
სანელებელი - მწვანილეული, სუნელი და მისთანები, რითაც საჭმლის შენელება შეიძლება.
სანემსე - ნემსებისათვის განკუთვნილი, ნემსების შესანახი.
სანემუსე აქსელ - დანიელი და ნორვეგიელი მწერალი (1899-1965 წწ).
სანერგე
1) ადგილი, სადაც ნერგი მოჰყავთ.
2) ნერგისათვის განკუთვნილი.
სანერვიულო - რაც ანერვიულებს ვისმე, რაც ნერვიულობას იწვევს.
სანერწყვე - ნერწყვის გამომყოფი.
სანეტარო - ნეტარების მომგვრელი; მეტისმეტად სასიამოვნო, სანატრელი.
სანეფო
1) იგივეა, რაც სამეფო.
2) საცოლო ვაჟი.
3) ნეფისათვის განკუთვნილი.
სანეხვე - ნეხვის დასაყრელი ადგილი; სანაკელე.
სან-ვალენტინი - მთა ანდებში (ჩილე).
სან-ვისენტე
1) ქალაქი სალვადორში, სან-ვისენტეს დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.
2) კურორტი კუბის პინარ-დელ-რიოს პროვინციაში.
სან-ვისენტი - ქალაქი ბრაზილიის სან-პაულუს შტატში.
სანთა - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.
სანთებელა - ცეცხლის დასაკვესი პატარა ხელსაწყო; ხმარობენ ასანთის ნაცვლად.
სანთელა - ერთწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი შავწამალასებრთა ოჯახისა, ნახევრად პარაზიტებია.
სანთელი
1) მოყვითალო ნივთიერება, რომელსაც ფუტკრები გამოიმუშავებენ და რომლისგანაც შედგება ფიჭა.
2) ამ (ან სხვა ცხიმოვანი) ნივთიერებისაგან გაკეთებული პატრუქიანი ღერო; პრიმიტიული გასანათებელი ხელსაწყო.
3) მოწყობილობა, რომლითაც ხდება აალება, ანთება შიგაწვის ძრავებში.
4) ფიზიკაში - სინათლის ძალის საზომი ერთეული.
5) ცხიმოვანი წამალი, რომელსაც აქვს ჩხირის ფორმა.
სანთელ-საკმეველი - საეკლესიო სანთელი და საკმეველი.
სანთიობო - პატარა ოთახი ახლადდაქორწინებულთათვის (იმერეთში).
სანთლისფერი - ყვითელი ფერი.
სანთურა - გასანათებელ და გასახურებელ ხელსაწყოებში - მოწყობილობა, სადაც იწვის სითხე ან გაზი.
სანთური - ტრაპეციის ფორმის მრავალსიმიანი ხის ჩასაბერი საკრავი; ებანი, ქნარი, ჩანგი.
სანი
1) ქართული ანბანის რიგით მეთვრამეტე ასოს-ს-ს სახელწოდება.
2) მდინარე პოლონეთში, მდინარე ვისლის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 443 კილომეტრი).
3) ქალაქი მალის სეგუს ოლქში.
სანიავებელი - იგივეა, რაც გასანიავებელი.
სანიავო - ადგილი, სადაც ნიავი ქრის; საგრილობელი ადგილი.
სანიაკი ჟორჟ მარკ მარი - ფრანგი ფიზიკოსი (1869-1928 წწ).
სანიაკი ფილიპ - ფრანგი ისტორიკოსი (1868-1954 წწ).
სანიაღვრო - ნიაღვრისათვის განკუთვნილი, ნიაღვრის სადენი.
სანიგები (სანიხები, სანიკები) - ძველი დასავლურ-ქართული ტომი; პირველად იხსენიებიან I-II საუკუნეებიდან.
სანივეილი - ქალაქი აშშ-ს კალიფორნიის შტატში.
სანიკიძე ლევან - მწერალი, ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1925-2003 წწ).
სანიკოვი გრიგორი - რუსი პოეტი (1899-1969 წწ).
სანიმუშო - მისაბაძი, სამაგალითო.
სანინ კანო ბალდომერო - კოლუმბიელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1861-1957 წწ).
სანიო - მრავალფუნქციონალური ელექტრონული პროდუქციის მწარმოებელი იაპონური ფირმა; დაარსდა 1947 წელს. შტაბ-ბინა მდებარეობს ოსაკაში.
სანიორე - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში, თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 3 სოფელს: ართანა, სანიორე, ჯუღაანი). მდებარეობს ალაზნის ვაკეზე მდინარე ლოპოტის მარჯვენა მხარეს, ყვარელი-ახმეტის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან - 420 მეტრი, თელავიდან - 21 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 983 კაცი.
სანისიო - ნისიისათვის განკუთვნილი.
სანისლია - მთა ადიგენის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, მესხეთის ქედზე.
სანისლო - მთა ასპინძის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედზე (2930 მეტრი).
სანიტარი
1) სამკურნალო დაწესებულებაში - უმცროსი მედიცინის მუშაკი, რომელიც უვლის ავადმყოფებს, ალაგებს სადგომს და სხვა.
2) არმიაში - მედიცინის სამსახურის ჯარისკაცი, რომელიც პირველ დახმარებას უწევს დაჭრილებს და გამოჰყავს ისინი ბრძოლის ველიდან.
სანიტარია (ლათ.) - სისუფთავისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებათა ერთობლიობა.
სან იუ - ბირმის (მიანმის) სახელმწიფო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე (დაიბადა 1919 წელს).
სანიშვილი ნიკოლოზ - მსახიობი, კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1902-1995 წწ).
სანიშნე - რასაც უმიზნებენ; ნიშანში ამოსაღები, დასამიზნებელი.
სანიშნებელი - ნიშნის მისაცემი, სასიგნალო.
სანიშნო
1) რისამე ნიშნად განკუთვნილი; სანიშნებელი.
2) მთა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ განშტოებაზე (1499 მეტრი).
სან-კაეტანუ-დუ-სული - ქალაქი ბრაზილიის სან-პაულუს შტატში.
სან-კარლოსი - ქალაქი ფილიპინებში, კუნძულ ნეგროსის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
სან-კარლუსი - ქალაქი ბრაზილიის სან-პაულუს შტატში.
სანკიულოტი (ფრანგ.) - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მონაწილის (რევოლუციონერის) სახელწოდება.
სან-კონტინი - იხილე სან-ტადეო.
სან-კრისტობალი
1) ქალაქი ვენესუელაში, ტაჩირას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (335 ათასი).
2) ქალაქი დომინიკელთა რესპუბლიკაში.
3) (მაკირა) კუნძული სოლომონის კუნძულების არქიპელაგში (წყნარი ოკეანე), ეკუთვნის სახელმწიფო სოლომონის კუნძულებს.
სანკულტურის თეატრი - დაარსდა თბილისში 1928 წელს მოძრავი თეატრის სახით, 1936 წელს გადაიქცა სტაციონარულ თეატრად; არსებობა შეწყვიტა 1967 წელს.
სანკურუ - მდინარე კონგოში, მდინარე კასაის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 1200 კილომეტრი).
სანკუსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, საბინიური ცის ღვთაება, რომელიც რომში მოლაპარაკებისა და ცოლ-ქმრული ურთიერთგაგების ღმერთად აღიარეს და დიოს ფიდიუსი უწოდეს.
სან-ლიანდრო - ქალაქი აშშ-ს კალიფრონიის შტატში.
სან-ლორენსო - ოლმეკთა კულტურის ცენტრი მექსიკის სამხრეთით, ვერაკრუსის შტატში.
სან-ლუისი
1) ქალაქი-პორტი ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მარანიანის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (645 ათასი).
2) პროვინცია არგენტინის ცენტრალურ ნაწილში.
სან-ლუის-პოტოსი - ქალაქი მექსიკის ცენტრალურ ნაწილში, ამავე სახელწოდების შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (365 ათასი).
სან-მარინო (სან-მარინოს წმინდა რესპუბლიკა, იტალ. Serenissima Repubblica di San Marino).
- სახელმწიფო ევროპაში, აპენინის ნახევარკუნძულზე.
- სახელმწიფოსა და მთავრობას სათავეში უდგანან 2 კაპიტან-რეგენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - დიდი გენერალური საბჭო.
- დაარსებულია 301 წლის 3 სექტემბერს.
- ეროვნული დევიზი - „Libertas“ (თავისუფლება).
- ფართობი - 61 კვ.კმ.
- დაყოფილია 9 ოლქად.
- მოსახლეობა - 28 ათასი.
- სიმჭიდროვე - 467 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნეები - კათოლიკეები.
- ოფიციალური ენა - იტალიური.
- დედაქალაქი - სან-მარინო.
- ვალუტა - ევრო.
- ქვეყნის კოდი - SMR.
- დროის სარტყელი - UTC +1.
- სატელეფონო კოდი - +378.
- internet-domeni - sm.
2) სან-მარინო - სან-მარინოს დედაქალაქი.
სან-მარკო - იტალიის კოსმოდრომი; მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში (ფორმოზას ყურე), კენიის ნაპირებიდან 5 კმ დაშორებით.
სან-მარტინი - ტბა ჩილესა და არგენტინის საზღვარზე.
სან-მარტინი ხოსე - არგენტინის ეროვნული გმირი (1778-1850 წწ).
სან-მიგელ-დე -ალიენდე - ქალაქი მექსიკის გუანახუატოს შტატში (30 ათასი).
სან-მიგელი
1) მოქმედი ვულკანი სალვადორში.
2) ქალაქი სალვადორში, ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (185 ათასი).
სანმიკელი მიკელე - იტალიელი არქიტექტორი (1484-1559 წწ).
სან-ნიკოლასი - ქალაქი არგენტინის აღმოსავლეთ ნაწილში (1,4 მილიონი).
სანოვაგე - სხვადასხვაგვარი საჭმელი; სურსათი, ხორაგი.
სანოკი - ქალაქი პოლონეთის კროსნოს სავოევოდოში.
სანორჩი - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.
სანოტარო - ნოტარიუსისათვის განკუთვნილი; ნოტარიალური.
სანოტო - ნოტებისათვის განკუთვნილი.
სან-პაბლო - ქალაქი ფილიპინებში, ლაგუნას პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (165 ათასი).
სან-პაულუ - ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში, ამავე სახელწოდების შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (9,4 მილიონი).
სან-პაულუ-დი-ლუანდა - იხილე ლუანდა.
სან-პედრო დიეგო დე - XV საუკუნის II ნახევრის ესპანელი პოეტი.
სან-პედრო-დე-მაკორისი - ქალაქი დომინიკელთა რესპუბლიკაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
სან-პედრო-სულა - ქალაქი ჰონდურასში, კორტესის დეპარტამენტის ადმ. ცენტრი (325 ათასი).
სან-ჟოზე-დუ-რიუ პრეტუ - ქალაქი ბრაზილიის სან-პაულუს შტატში.
სან-ჟოზე-დუს-კამპუსი - ქალაქი ბრაზილიის სან-პაულუს შტატში.
სან-ჟუან-დი-მერიტი - ქალაქი ბრაზილიის რიო-დე-ჟანეიროს შტატში.
სან-რედამი პიტერ - ნიდერლანდელი ფერმწერი (1597-1665 წწ).
სან-რემო - ქალაქი იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ლიგურიის ზღვის სანაპიროზე. კლიმატური კურორტი, სადაც იმართება იტალიური სიმღერის ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი (60 ათასი.
სან-სალვადორი - სალვადორის დედაქალაქი. დაარსებულია 1525 წელს ესპანელების მიერ (880 ათასი).
სან-სებასტიანი - ქალაქი-პორტი ესპანეთში, ბისკაის ყურის სანაპიროზე, გიპუსკოას პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (175 ათასი).
სანსევიერა - აგავის ოჯახის მრავალწლიანი ბალახი; მისი ბევრი სახეობა გამოყენებულია როგორც ოთახის მცენარე.
სანსინი - იხილე ილანი.
სანსკრიტი - ძველი ინდური სამწერლო ენა.
სანსკრიტოლოგია - სანსკრიტის შემსწავლელი მეცნიერება.
სანსოვინო (საკუთრივ - კონტუჩი) ანდრეა - იტალიელი მოქანდაკე და არქიტექტორი (დაახლოებით 1460-1529 წწ).
სანსოვინო (საკუთრივ - ტატი) იაკოპო - იტალიელი არქიტექტორი (1486-1570 წწ).
სანსუიგა - პეიზაჟური ფერწერა, შორეული აღმოსავლეთის ფერწერის ერთ-ერთი უმთავრესი ჟანრი.
სანტა-ანა
1) ქალაქი აშშ-ს კალიფორნიის შტატში (295 ათასი).
2) ქალაქი სალვადორში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
სანტა-ანა (ლოპეს დე სანტა-ანა) ანტონიო - მექსიკის პრეზიდენტი 1833-35, 1846-47, 1853-55 წლებში (1795-1875 წწ).
სანტა-ბარბარა - ქალაქი აშშ-ს კალიფორნიის შტატში.
სან-ტადეო (სან-კინტინი) - მყინვარი ანდებში (ჩილე).
სანტაიანა ჯორჯ - ამერიკელი ფილოსოფოსი და მწერალი (1863-1952 წწ).
სანტა-ისაბელი
1) კუნძული სოლომონის კუნძულების ჯგუფში (წყნარი ოკეანე), ეკუთვნის სახელმწიფო სოლომონის კუნძულებს.
2) იხილე მალაბო.
სანტა-კატარინა - შტატი ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში; ადმინისტრაციული ცენტრი - ფლორიანოპოლისი.
სანტა-კლარა
1) ქალაქი კუბაში, ვილია-კლარას პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (175 ათასი).
2) ქალაქი აშშ-ს კალიფორნიის შტატში.
სანტა-კლაუსი (ინგლ.) - საშობაო თოვლის პაპა.
სანტა-კრუზი - კუნძული ვირჯინიის კუნძულების ჯგუფში, აშშ-ის სამფლობელო.
სანტა-კრუს-დე-ტენერიფე - ქალაქი ესპანეთში, კუნძულ ტენერიფეზე, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (190 ათასი).
სანტა-კრუსი
1) ქალაქი ბოლივიაში, ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (695 ათასი).
2) მდინარე არგენტინაში, ერთვის ატლანტის ოკეანეს.
3) პროვინცია არგენტინის სამხრეთ ნაწილში; ადმინისტრაციული ცენტრი - რიო-გალიეგოსი.
სანტა-კრუსი ანდრეს - ბოლივიისა და პერუს სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ბოლივიის პრეზიდენტი 1829-39 წლებში (1792-1865 წწ).
სანტალები - ინდოეთში (ბიჰარის, დასავლეთ ბენგალის და ორისის შტატებში) მცხოვრებ მუნდა ხალხებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხი (4 მილიონზე მეტი).
სანტა-ლუსია - დეპარტამენტი ურუგვაის კანელონესის დეპარტამენტში.
სანტა-მარია - ქალაქი ბრაზილიის რიუ-გრანდი--დი-სულის შტატში (205 ათასი).
სანტა-მარტა - ქალაქი-პორტი კოლუმბიაში, მაგდალენას დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (285 ათასი).
სანტა-მონიკა - ქალაქი აშშ-ს კალიფორნიის შტატში.
სანტანდერი
1) ქალაქი-პორტი ესპანეთში, ბისკაის ყურის სანაპიროზე, კანტაბრიის ავტონომიური ოლქის და პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (190 ათასი).
2) დეპარტამენტი კოლუმბიაში.
სანტანდერი ფრანსისკო დე პაულა - ახალი გრანადის (კოლუმბიის) სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1792-1840 წწ).
სანტაროზა სანტორე ანიბალე დე როსი დი პომაროლო - პიემონტის რევოლუციის (1821 წ) ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1783-1825 წწ).
სანტა-როსა-დე-კაბალი - ქალაქი კოლუმბიის როსარალდის დეპარტამენტში.
სანტა-როსა-დე-ოსოსი - ქალაქი კოლუმბიის ანტიოკიის დეპარტამენტში.
სანტა-ტეკლა - იხილე ნუევა-სან-სალვადორი.
სანტა-ფე
1) ქალაქი არგენტინაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (445 ათასი).
2) ქალაქი აშშ-ს ნიუ-იორკის შტატში.
3) კურორტი კუბაში.
სანტა-ფე-დე-ბოგოტა - იხილე ბოგოტა.
სანტ-ელია ანტონიო - იტალიელი არქიტექტორი (1888-1916 წწ).
სანტი (ფრანგ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს ასჯერ ნაკლებს.
სანტიაგო
1) ჩილეს დედაქალაქი 1881 წლიდან. მდებარეობს ანდების მთების ძირში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე; დაარსებულია 1541 წელს ესპანელთა მიერ (4,4 მილიონი).
2) (სანტიაგო დე-ლოს-კაბალიეროსი) ქალაქი დომინიკელთა რესპუბლიკაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (470 ათასი).
სანტიაგო-დე-გუაიაკილი - იხილე გუაიაკილი.
სანტიაგო-დე-კომპოსტელა - ქალაქი ესპანეთის ლა-კორუნიის პროვინციაში (90 ათასი).
სანტიაგო-დე-კუბა - ქალაქი კუბაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (400 ათასი).
სანტიაგო-დელ-ესტერო - ქალაქი არგენტინაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (205 ათასი).
სანტიაგო-დე-ლოს-კაბალიეროსი - იხილე სანტიაგო (2).
სანტიგრამი (ფრანგ.) - გრამის მეასედი ნაწილი.
სანტილიანა ინიიგო ლოპეს დე მენდოსა, მარკიზ დე - ესპანელი პოეტი (1398-1458 წწ).
სანტიმენტალიზმი (ფრანგ.) - XVIII საუკუნის მეორე ნახევარში - ლიტერატურული მიმდინარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია განსაკუთრებული ინტერესი ადამიანის შინაგანი სამყაროსადმი, ბუნებისადმი, სინამდვილის იდეალიზაცია და გადაჭარბებული გრძნობიერება მის გამოხატვაში. 2) გადაჭარბებული გულჩვილობა, ზედმეტი გრძნობიერება.
სანტიმენტალისტი - სანტიმენტალიზმის მიმდევარი მწერალი.
სანტიმენტალური
1) სანტიმენტალიზმთან დაკავშირებული.
2) ზედმეტად მგრძნობიარე, გადაჭარბებით გულჩვილი.
სანტიმენტები - გადაჭარბებული მგრძნობიარობა.
სანტიმეტრი (ფრანგ.)
1) სიგრძის საზომი ერთეული, მეტრის მეასედი ნაწილი.
2) სიგრძის საზომი სახაზავი ან ლენტი, რომელზედაც სანტიმეტრიანი დანაყოფებია.
სანტიმი (ფრანგ.) - წვრილი ფული, ფრანგული ფრანკის მეასედი.
სანტო-დომინგო - დომინიკანელთა რესპუბლიკის დედაქალაქი და მთავარი პორტი. დაარსებულია 1496 წელს. ქვეყნის დედაქალაქად გამოცხადდა 1844 წლიდან (22 მილიონი).
სან-ტომე - სან-ტომე და პრინსიპის სახელმწიფოს დედაქალაქი, პორტი ატლანტის ოკეანის სანაპიროზე (45 ათასი).
სან-ტომე დე პრინსიპი (სან-ტომე და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკა, პორტუგ. Republica Democratica de Sao Tome e Principe).
- სახელმწიფო ამავე სახელწოდების კუნძულებზე, ვულკანური წარმოშობის კუნძულებზე სან-ტომესა და პრინსიპზე და კიდევ 6 მცირე კუნძულზე, გვინეის ყურეში.
- დამოუკიდებლობის დღე (პორტუგალიისგან) - 1975 წლის 12 ივლისი.
- ჰიმნი - „Independencia total“.
- მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული სახალხო თავყრილობა.
- ფართობი - 1001 კვ.კმ.
- მოსახლეობა - 150 ათასი.
- სიმჭიდროვე - 171 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - პორტუგალიური.
- დედაქალაქი - სან-ტომე.
- ვალუტა - დობრა.
- ქვეყნის კოდი - STP.
- დროის სარტყელი - UTC 0.
- სატელეფონო კოდი - +239.
- ინტერნეტ-დომენი - st.
სან-ტომე-დე-გუაიანა - იხილე სიუდად-გუაიანა.
სანტორინი - იხილე თირა.
სანტორიო სანტორიო (ლათინიზებული სანქტორიუსი) - იტალიელი ექიმი, ანატომი და ფიზიოლოგი (1561-1636 წწ).
სანტოს აბადი (აბად სანტოსი) პედრო - ფილიპინების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1876-1944 წწ).
სანტოს-დიუმონი ალბერტო - ფრანგი ჰაერნაოსანი და ავიატორი (1873-1932 წწ).
სანტუ-ანდრე - ქალაქი ბრაზილიის სან-პაულუს შტატში (520 ათასი).
სანტუსი - ქალაქი ბრაზილიის სან-პაულუს შტატში (400 ათასი).
სანტუში (დუშ სანტუში) ჟოზე ედუარდ - ანგოლის პრეზიდენტი 1979 წლიდან (დაიბადა 1942 წელს).
სანუ (სამო, სამოგო, ნინისი) - ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში მცხოვრები ხალხი (300 ათასამდე).
სანუგეშებელი
1) რაც ანუგეშებს ვისმე; გამამხნევებელი.
2) ვინც უნდა ანუგეშონ.
სანუგეშო - ნუგეშის მომცემი; საიმედო.
სანუკვარი
1) სანატრელი, სასურველი.
2) გემრიელი საჭმელი, ტკბილეული.
სანუსი პანე - ინდონეზიელი მწერალი (1905-1968 წწ).
სან-ფელიპე
1) ქალაქი ჩილეს აკონკაგუას პროვინციაში.
2) ქალაქი ვენესუელის იარაკუის შტატში.
სან-ფერნანდო
1) ქალაქი ჩილეში, კოლჩაგუის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
2) ქალაქი ესპანეთის კადისის პროვინციაში.
3) ქალაქი ტრინიდადსა და ტობაგოში.
სან-ფრანსისკო-დე-მაკორისი - ქალაქი დომინიკელთა რესპუბლიკაში, დუარტეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
სან-ფრანსისკუ - მდინარე ბრაზილიაში, ერთვის ატლანტის ოკეანეს (სიგრძე - 2800 კილომეტრი).
სან-ფრანცისკო
1) წყნარი ოკეანის ყურე აშშ-ს დასავლეთ სანაპიროსთან.
2) ქალაქი-პორტი აშშ-ს კალიფორნიის შტატში (725 ათასი, გარეუბნებით - 1,5 მლნ).
სანქტ-გალენი - ქალაქი შვეიცარიაში, ამავე სახელწოდების კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი (75 ათასი).
სანქტ-მორიცი - ბალნეოლოგიური და სამთოკლიმატური კურორტი, ზამთრის სპორტის ცენტრი შვეიცარიაში; II და V ზამთრის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი.
სანქტი-სპირიტუსი - ქალაქი კუბაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (75 ათასი).
სანქტ-პელტენი - ქალაქი ავსტრიის ქვემო ავსტრიის მხარეში.
სანქტ-პეტერბურგი (1914-1924 წლებში პეტროგრადი, 1924-1991 წლებში ლენინგრადი) - ქალაქი რუსეთში, ლენინგრადის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. რუსეთის იმპერიის დედაქალაქი 1732-1918 წლებში. დაარსებულია 1712 წელს (4,7 მილიონი).
სანქცია (ლათ.)
1) ზემდგომი ორგანოს მიერ რაიმე აქტის დამტკიცება, რაც მას იურიდიულ ძალას ანიჭებს.
2) იძულების, ზემოქმედების ზომა კანონის დარღვევისათვის.
3) საერთაშორისო სამართალში - ზემოქმედების ზომა, რომელსაც მიმართავენ ხელშეკრულების დამრღვევი სახელმწიფოს მიმართ.
4) მოწონება, დადასტურება, თანხმობა.
სანქციონირება - სანქციის მიცემა.
სანჩარო - მთა და უღელტეხილი სოხუმის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონზე.
სანჩეს ალბორნოსი კლაუდიო - ესპანელი ისტორიკოსი (1893-1985 წწ).
სანჩესი ფრანსისკო დელ როსარიო - დომინიკელთა რესპუბლიკის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1817-1861 წწ).
სანჩეს კოელიო ალონსო - ესპანელი ფერმწერი, წარმოშობით პორტუგალიელი (1531-1588 წწ).
სანჩეს რობაინა ანდრეს - კატალონიელი მწერალი (დაიბადა 1952 წელს).
სანჩეს სანჩო ლუის - ნიკარაგუის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1942 წელს)
სანძიანი - იხილე სანძიანის ვაკე.
სანძიო - ქალაქი იაპონიის ნიიგატას პრეფექტურაში.
სან-ხოაკინი - მდინარე აშშ-ში, მდინარე საკრამენტოს მარცხენა შენაკადი.
სან-ხოსე
1) კოსტა-რიკის დედაქალაქი. დაარსებულია 1737 წელს ესპანელთა მიერ (300 ათასი).
2) ქალაქი გვატემალაში, ესკუინტლის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.
3) ქალაქი აშშ-ს კალიფორნიის შტატში (785 ათასი).
სან-ხოსე-დე-მაიო - ქალაქი ურუგვაიში, სან-ხოსეს დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.
სან-ხუანი
1) პუერტო-რიკოს დედაქალაქი და მთავარი პორტი. დაარსებულია ესპანელთა მიერ 1508 წელს (430 ათასი).
2) ქალაქი არგენტინის დასავლეთ ნაწილში (120 ათასი).
სან-ხუან-დე-ლოს-მოროსი - ქალაქი ვენესუელაში, გუარიკოს შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.
სანხურხო (სანხურხო ი საკანელი) ხოსე - ესპანეთის პოლიტიკური მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1872-1936 წწ).
სანჯაყი (თურქ.) - XX საუკუნის 20-იან წლებამდე ოსმალეთში (თურქეთში) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, ვილაიეთის ნაწილი.
სან-ჯიმინიანო - ქალაქი იტალიის სიენის პროვინციაში.
საოდიშარიო - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.
საოკეანო - ოკეანისათვის განკუთვნილი.
საოკუპაციო - ოკუპაციისათვის განკუთვნილი.
საოლავი - ქაჩაჩს ზევით სახსარი, სადაც ცხენს ბორკილს სდებენ.
საოლქო - ოლქისათვის განკუთვნილი, ოლქში არსებული.
საომარი - ომისათვის განკუთვნილი.
საოპერაციო
1) ოპერაციისათვის განკუთვნილი.
2) ოპერაციასთან დაკავშირებული.
3) საავადმყოფოში - ოთახი, სადაც ოპერაციას აკეთებენ.
საოპერო - ოპერისათვის განკუთვნილი, ოპერის ხასიათისა.
საორბე - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ქედზე.
საორბისი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთნავიანი ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიცესის მიდამოებში.
საორგანიზაციო - ორგანიზაციისათვის განკუთვნილი; ორგანიზაციული.
საორთქლმავლო - ორთქლმავლებისათვის განკუთვნილი.
საორიენტაციო - წინასწარი, დაახლოებითი.
საორკესტრო - ორკესტრისათვის განკუთვნილი.
საოსისი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ქალაქ ბიბლოსის ლეგენდარული დედოფალი.
საოსტატო სემინარია - ძველად - სემინარია, სადაც მასწავლებლებს ამზადებდნენ.
საოფლე
1) ოფლის გამომყოფი, ოფლის მოსადენი.
2) იგივეა, რაც ტიფი.
3) ცხენის ზურგზე უნაგირის ქვეშ საფენი ქეჩის ნაჭერი.
საოქრომჭედლო
1) ოქრომჭედლის სახელოსნო.
2) ოქრომჭედლობისათვის განკუთვნილი.
საოშავი - სასოფლო-სამეურნეო იარაღი, რომელსაც იყენებენ ნიადაგის აოშვისათვის.
საოცარი - ძალიან საკვირველი, განსაცვიფრებელი; არაჩვეულებრივი.
საოცნებო
1) რაზედაც, ვისზედაც ოცნებობენ.
2) (გადატანით) მშვენიერი, არაჩვეულებრივი, მომხიბლავი.
საოცრება - საოცარი რამ; საკვირველობა.
საოჭიო - უღელტეხილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე.
საოხრე (საოხრო) - ოხრად დასარჩენი, სატიალო.
საოხუნჯო
1) ოხუნჯობის ხასაიათისა; სახუმარო.
2) რის შესახებაც ოხუნჯობენ.
საოჯახო - ოჯახისათვის განკუთვნილი, ოჯახში გამოსადეგი, ოჯახთან დაკავშირებული.
საპაემანო - პაემნისათვის განკუთვნილი.
საპაექრო - რაზედაც პაექრობენ; სადავო, საკამათო.
საპალნე
1) ცხენის, სახედრის და მისთანების ასაკიდი ტვირთი.
2) ღვინის საწყაო, უდრის 30 ჩაფს.
საპალნიანი - რასაც საპალნე ჰკიდია.
საპალტოე - პალტოსათვის განკუთვნილი ქსოვილი.
საპაჟუ (ფრანგ.) - მაიმუნი ერთგვარი; ბინადრობს სამხრეთ ამერიკის ტყეებში.
საპარადო - პარადისათვის განკუთვნილი, გამოსასველელი ჩასაცმელი.
საპარავად - საქურდლად, მოსაპარავად.
საპარაშუტო - პარაშუტის გამოყენებასთან დაკავშირებული.
საპარიკმახერო - დაწესებულება, სადაც პარიკმახერები მუშაობენ.
საპარლამენტო - პარლამენტისათვის განკუთვნილი, პარლამენტთან დაკავშირებული.
საპარსავი
1) რაც უნდა პარსონ, გაპარსონ.
2) რითაც უნდა პარსონ, გაპარსონ.
საპარსველი
1) იგივეა,რაც საპარსავი.
2) რითაც უნდა პარსონ, გაპარსონ.
საპარფიუმერიო - პარფიუმერიისათვის განკუთვნილი.
საპასუხისმგებლო - რაც პასუხისმგებლობას მოითხოვს; მეტად მნიშვნელოვანი, სერიოზული.
საპასუხო - პასუხისათვის განკუთვნილი, პასუხის გასაცემი.
საპატა ემილიანო - მექსიკის 1910-17 წლების რევოლუციის გლეხთა მოძრაობის ხელმძღვანელი (1879-1919 წწ).
საპატარძლო
1) ვინც პატარძალი უნდა გახდეს; ვისიმე საცოლედ მიჩნეული.
2) პატარძლისათვის განკუთვნილი.
საპატიებელი
1) ვისაც უნდა აპატიონ.
2) რაც უნდა აპატიონ.
საპატივცემლო - იხილე პატივსაცემი.
საპატიმრო - პატიმართა მოსათავსებელი შენობა; ციხე, საპყრობილე.
საპატიო
1) ვისაც პატივს სცემენ, აფასებენ; პატივისცემის ღირსი.
2) პატივისცემის ნიშნად მიჩნეული.
3) ვისიმე მიმართ პატივისცემის გამომხატველი, პატივსაცემი პირისათვის განკუთვნილი.
4) რაც პატივს სდებს ვისმე; სამაყო, სასახელო.
საპატრიარქო
1) პატრიარქის საგამგებლო.
2) პატრიარქისათვის განკუთვნილი.
საპატრონო
1) ვისაც, რასაც უნდა უპატრონონ.
2) პატრონის ადგილ-მამული.
საპელე - ქალაქი ნიგერიის შუა დასავლეთ შტატში.
საპენსიო - პენსიისათვის განკუთვნილი, პენსიასთან დაკავშირებული.
საპენტავი
1) რაც უნდა პენტონ.
2) რითაც უნდა პენტონ.
3) სადაც უნდა პენტონ.
საპენტელი (საპენტელა) - ხელსაწყო, რომლითაც მატყლს, ბამბას პენტავენ.
საპერანგე - პერანგად გამოსადეგი; პერანგისათვის განკუთვნილი.
საპი - ტბა კამბოჯაში; იხილე ტონლესაპი.
საპილპილე - თავჩაჩვრეტილი პატარა ჭურჭელი პილპილისათვის.
საპიპინო - საბავშვო სათამაშო, რომელიც ჩაბერვისას პიპინის ხმას გამოსცემს.
საპირადო - პირადი, პირადული, კერძო.
საპირე - ტანსაცმლის, საბნის და მისთანების ზევითა პირისათვის განკუთვნილი ქსოვილი.
საპირისპირო - რაც უპირისპირდება რასმე; საწინააღმდეგო.
საპირისწამლე - პატარა ჭურჭელი კაჟიანი თოფის ფალიაზე წამლის მოსაყრელად.
საპირო - ძველ საქართველოში საგანგებო ქონებრივი საზღაური, რომელსაც მოსისხლეთა დაზავებისას დამნაშავე შერიგების პირობის განსამტკიცებლად „სისხლის“ გადახდამდე აძლევდა დაზარალებულს.
საპირფარეშო
1) ოთახი, სადაც იცვამენ და ირთვებიან მსახიობები (თეატრში).
2) მორთვა-მოკაზმვისათვის განკუთვნილი.
3) ოთახი ან ნაგებობა ბუნებრივ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.
საპირფერო - პირფერობისათვის განკუთვნილი.
საპიტიახშო ქართლისა - იბერიის (ქართლის) დიდმოხელის - ქართლის პიტიახშის - საგამგეო ერთეული.
საპიტიახშო (საპიტიახჩო) - ისტორიული სოფელი ქვემო ქართლში, მდინარე ქციის (ხრამის) მარჯვენა მხარეზე.
საპკური (საპკურებელი)
1) რაც უნდა აპკურონ.
2) სითხის მოსაპკურებელი ხელსაწყო.
საპლა - ქალაქი არგენტინის ჟუჟუის პროვინციაში.
საპლანეტათაშორისო - რაც პლანეტათა შორის, კოსმოსურ სივრცეში არსებობს, ხდება.
საპი - ტბა, იხილე ტონლესაპი.
საპნის ხე - მცენარეთა გვარი საპინდუსისებრთა ოჯახისა, მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანა ხეებია.
საპობი
1) რაც იპობა.
2) რითაც აპობენ რასმე.
საპოვნელა - გასამრჯელო დაკარგულის პოვნისათვის.
საპოვნელი - რაც უნდა იპოვონ ან მოიპოვონ, მისაგნები.
საპოლემიკო - პოლემიკისათვის განკუთვნილი; პოლემიკური, სადავო, საკამათო.
საპონატები (ლათ.) - საპნის შემცვლელი თანამედროვე საშუალებები (სარეცხის ფხვნილი, სითხეები).
საპონა (შაპონარია ოფფიცინალის) - მრავალწლოვანი ბალახი მიხაკისებრთა ოჯახისა; იკეთებს თეთრ ან ვარდისფერ ყვავილებს; მისი ფესურები წყალში გაქნისას ქაფდება საპონივით.
საპონელა (Anagallis) - ერთწლოვანი პატარა მცენარე ფურისულასებრთა ოჯახისა; იკეთებს ცისფერ ან მარჯნისფერ ყვავილს; წყალში დასრესილი ქაფდება.
საპონი (სპარს.) - ცხიმეულისა და ტუტეებისაგან დამზადებული მაგარი ნაჭერი ან სქელი მასა, წყალში იხსნება და ქაფდება; იხმარება ჭუჭყის მოსაშორებლად (რეცხვისა და ბანის დროს).
საპონინები - რთული ორგანული ნაერთები; მოიპოვება უპირატესად ზოგ მცენარეში, აგრეთვე ზოგ ზღვის ცხოველში. საპონივით ქაფდება; იყენებენ ტექნიკაში.
საპონიტი (ლათ.) - მინერალი შრეული სილიკატების ქვეკლასისა; აქვს ბენტონიტის თვისება. იყენებენ ნავთობის გაწმენდისა და კრეკინგის დროს.
საპონიფიკაცია (ლათ.) - ცხიმების დაშლის პროცესი ტუტეების ზემოქმედების შედეგად.
საპორი არმანდო - იტალიელი ისტორიკოსი (1892-1985 წწ).
საპორო - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოს ადმინისტრაციული ცენტრი, XI ზამთრის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი 1972 წელს (1,7 მილიონი).
საპორტა გასტონ დე - ფრანგი პალეობოტანიკოსი (1823-1895 წწ).
საპოხი - რითაც პოხავენ.
საპრასია - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე კვინისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, მის მარცხენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 2 სოფელს: რომანეთი: საპრასია). ზღვის დონიდან - 420 მეტრი. ვანიდან - 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 516 ადამიანი.
საპრიალებელი - რითაც აპრიალებენ.
საპრიზო - პრიზისათვის განკუთვნილი, პრიზის მიღებასთან დაკავშირებული.
საპრო (ბერძნ.) - რთულის სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს: ცხოველური და მცენარეული ნაშთების ხრწნასთან, ლპობასთან დაკავშირებულს.
საპრობიონტები და საპრობები (ლათ.) - ორგანიზმები (ბაქტერიები, ინფუზორიები და სხვ.), რომლებიც ცხოვრობენ მცენარეული ან ცხოველური ნარჩენებით დანაგვიანებულ წყალსატევებში.
საპროგენური ბაქტერიები (ბერძნ.) - ლპობის გამომწვევი ბაქტერიები.
საპროგრამო
1) პროგრამის ხასიათისა; პროგრამული.
2) პროგრამით გათვალისწინებული.
საპროექტო
1) პროექტისათვის განკუთვნილი.
2) პროექტის შესაბამისი, პროექტით გათვალისწინებული.
საპროპელი (ბერძნ.) - დამდგარი წყალსატევების ლამიანი ნალექები, რომლებიც უხვად შეიცავს ორგანულ ნივთიერებებს კოლოიდურ მდგომარეობაში; იყენებენ სამკურნალოდ.
საპროპელიტები - მაგარი საწვავი სასარგებლო წიაღისეული; წარმოიქმნება წყლის უდაბლესი ცხოველური და მცენარეული ნარჩენების გარდაქმნით (სხვანაირად: საპროპელური ნახშირი).
საპროტესტო - პროტესტის გამომხატველი.
საპროფაგები - ცხოველები, რომლებიც სხვა ცხოველთა ლეშით იკვებებიან.
საპროფესორო
1) პროფესორისათვის განკუთვნილი.
2) უმაღლეს სასწავლებელში - ოთახი პროფესორ-მასწავლებელთა დასასვენებლად.
საპროფიტები (ბერძნ.) - მცენარეები (სოკოები, ბაქტერიები), რომლებიც მცენარეთა და ცხოველთა ხრწნადი ნარჩენებით იკვებებიან.
საპუდრე - პუდრის ჭურჭელი.
საპუნოვი ნიკოლაი - რუსი ფერმწერი (1880-1912 წწ).
საპურე
1) დაჭრილი პურის დასაწყობი ჭურჭელი.
2) პურეულისათვის განკუთვნილი.
საპყარი
1) ვისაც სიარულის უნარი დაკარგული აქვს; კუტი.
2) (გადატანით) საწყალი, გლახაკი, მათხოვარი.
3) ტყვე, ტუსაღი.
საპყრობილე
1) შრომა-გასწორების დაწესებულების ერთ-ერთი სახეობა.
2) ციხე, დილეგი.
საჟენი (რუს.) - ძველი რუსული სიგრძის ერთეული; უდრის 3 არშინს (2 მეტრსა და 13 სმ-ს).
საჟღარუნო - პატარა ბავშვის სათამაშო, რომელიც ჟღარუნის ხმას გამოსცემს.
სარაბანდა (ესპან.) - ძველებური ესპანური ცეკვა; მუსიკა ამ ცეკვისათვის.
სარაბუკი - სოფლების ზემო სარაბუკისა და ქვემო სარაბუკის გავრცელებული სახელწოდება (ცხინვალის მუნიციპალიტეტი).
სარაგატი ჯუზეპე - იტალიის პრეზიდენტი 1964-71 წლებში (1898-1985 წწ).
სარაგოსა - ქალაქი ესპანეთში, მდინარე ებროზე, ავტონომიურ ოლქ არაგონის და პროვინცია სარაგოსას ადმინისტრაციული ცენტრი (590 ათასი).
სარაგურები - ჰუნურ-თურქული წარმოშობის ხალხი, აღმოსავლეთ ევროპაში პირველად 430 წლიდან იხსენიებიან.
სარაევო - ბოსნია და ჰერცეგოვინას დედაქალაქი; როგორც ქალაქი დაარსებულია 1244 წელს „ვრხბოსნას“ სახელით, სარაევო ეწოდა 1507 წლიდან; ზამთრის XIV ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი 1984 წელს (530 ათასი).
სარავაკი - შტატი მალაიზიაში, კუნძულ კალიმანტანზე; ადმინისტრაციული ცენტრი - კუჩინგი.
სარაზავი - იგივეა, რაც რაზა.
სარაია (სპარს.-რუს.) - იხილე ფარდული.
სარაი-ბათუ - შუა საუკუნეების (1254-1480 წწ). ქალაქი, ოქროს ურდოს პირველი დედაქალაქი; მდებარეობდა თანამედროვე ასტრახანის ოლქში.
სარაიონო - რაიონისათვის განკუთვნილი, რაიონში არსებული ან წარმოებული; რაიონული.
სარაისო - რაისის სასარგებლოდ აკრეფილი გადასახადი შუა საუკუნეების თბილისში.
სარაკუნო (სარაკუნა) - პატარა ხის ზარი ერთგვარი, რომელსაც ტყეში საბალახოდ გასულ საქონელს ჰკიდებენ კისერზე.
სარალარი (ყოფილი ხეობა) - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.
სარალი - სოფლების ზემო სარალისა და ქვემო სარალის გავრცელებული სახელწოდება (მარნეულის მუნიციპალიტეტი).
სარამაგო ჟოზე - პორტუგალიელი მწერალი; 1998 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1922 წელს).
სარანანკარა უდაკენდავალა თერო - შრი-ლანკის (ცეილონის) საზოგადო მოღვაწე (1897-1966 წწ).
სარანდავი - რაც ან რითაც უნდა რანდონ.
სარანი - ქალაქი ყაზახეთის ყარაღანდის ოლქში (65 ათასი).
სარანსკი - ქალაქი რუსეთში, მორდოვეთის რესპუბლიკის დედაქალაქი (320 ათასი).
სარაპული - ქალაქი რუსეთის უდმურტეთის რესპუბლიკაში (105 ათასი).
სარასკირი - იხილე სერასქირი.
სარასატე (სარასატე ი ნავასკუესი) პაბლო მარტინ მელიტონ - ესპანელი მევიოლინე და კომპოზიტორი (1844-1908 წწ).
სარასვატი დაიანანდა - ინდოელი რელიგიის რეფორმატორი და განმანათლებელი (1824-1883 წწ).
სარატე (1932-1946 წლებში ხენერალურიბურუ) - ქალაქი არგენტინის ბუენოს-აირესის პროვინციაში.
სარატოგა-სპრინგზი - ქალაქი აშშ-ს ნიუ-იორკის შტატში, ბალნეოლოგიური კურორტი.
სარატოვი - ქალაქი რუსეთში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (875 ათასი).
სარაული მიხეილ - მსახიობი, მხატვარ-კარიკატურისტი (1891-1953 წწ).
სარაფანი (რუს.-სპარს.-დან) - ქალის სამოსი - ფართო და გრძელი უსახელო კაბა.
სარაფანოვი გენადი - რუსი მფრინავი კოსმონავტი, პოლკოვნიკი, 1974 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1942 წელს).
სარაფისი სტეფანოს - საბერძნეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1890-1957 წწ).
სარაფოვი კრისტიო პეტროვ - ბულგარელი მსახიობი (1876-1952 წწ).
სარაქონი - სოფელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.
სარაჩლო - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.
სარაცენია (ლათ.) - მცენარე, მწერიჭამია მრავალწლოვანი ბალახი.
სარაჯი
1) (არაბ.) - უნაგირისა და ცხენის სხვა საკაზმის მკეთებელი; მეუნაგირე.
2) შადრევნით მოწყობილი აუზი.
სარაჯიშვილი ალექსანდრე - საზოგადო მოღვაწე, მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი (1851-1914 წწ).
სარაჯიშვილი დავით - ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1848-1911 წწ).
სარაჯიშვილი ვანო - მომღერალი (ლირიკულ-დრამატული ტენორი), საქართველოს სახალხო არტისტი (1879-1924 წწ).
სარაჯიშვილი - „თეატრს“ შორის; ამოქმედდა 1985 წელს.
სარბაზი (სპარს.) - ჯარისკაცი ირანში.
სარბები - ქვედა პალეოლითის ხანის ღია ტიპის ნაბინარ-სახელოსნო სოფელ კაცხის განაპირას (ჭიათურის მუნიციპალიტეტი).
სარბედართა აჯანყება - სახალხო აჯანყებები შუა აზიასა და ირანში მონღოლთა უღლისა და ადგილობრივი ფეოდალების წინააღმდეგ XIV საუკუნეში.
სარბევი - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (კვახჭირის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის მაღლობზე, მდინარეების ყვირილის, რიონისა და წყალწითელის შესაყართან. ზღვის დონიდან - 100 მეტრი, თერჯოლიდან - 40 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 366 ადამიანი.
სარბენი
1) სადაც უნდა გაირბინონ, რბენით გასავლელი.
2) რითაც უნდა ირბინონ.
3) რისთვისაც უნდა ირბინონ, ბევრი იარონ იხეტიალონ.
სარბიელი
1) მოქმედების, მოღვაწეობის არე; ასპარეზი.
2) მოედანი სპორტული შეხვედრებისათვის, მასობრივი ცეკვებისათვის.
3) ქართული სპორტული გაზეთი.
სარბოლი - რბოლისათვის განკუთვნილი.
სარგასოს ზღვა - ატლანტის ოკეანის ნაწილი, მდებარეობს კანარის ჩრდილოეთ პასატებისა და გოლფსტრიმის დინებებს შორის.
სარგებელი
1) შემოსავალი, რომელსაც იღებენ გასესხებული ფულის ან ბანკში შეტანილი ანაბრის საშუალებით.
2) იგივეა, რაც სარგებლობა.
სარგებიწყალი - მდინარე სამტრედიის მუნიციპალიტეტში, რიონის მარჯვენა შენაკადი.
სარგებლიანი - სარგებლის მომცემი; სასარგებლო, სახეირო.
სარგებლობა
1) დადებითი, კეთილმყოფელი გავლენა. კარგი შედეგი, სიკეთე.
2) მოგება, გამორჩენა, ხეირი, სარფი.
სარგვეში - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ყარნების (ჩხერიმელის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. თემის საკრებულოს ცენტრი). ზღვის დონიდან - 560 მეტრი. ხარაგაულიდან - 10 კილომეტრი. 1917 წელს სოფელთან შემთხვევით აღმოაჩინეს სარგვეშის განძი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 348 კაცი.
სარგის I ჯაყელი - საქართველოს სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XIII საუკუნის II ნახევარში, მეჭურჭლეთუხუცესი.
სარგის II ჯაყელი - სამცხის (მესხეთის) მმართველი 1306-34 წლებში, სამცხის სპასალარი, ბექა I-ის ძე.
სარგის თმოგველი - XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ქართველი მწერალი, მეცნიერი, ფილოსოფოსი და რიტორი
სარგო
1) რაც მოერგება.
2) რაც ერგება; წილი.
სარგოდჰა - ქალაქი პაკისტანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, პენჯაბის პროვინციაში (295 ათასი).
სარგონ დიდი აქადელი - აქადის მეფე ძვ.წ.აღ. 2369-2314 წლებში.
სარგონ II - ასურეთის მეფე ძვ.წ.აღ. 722-705 წლებში.
სარგულა - დასამუშავებელი ნაკეთობის ან მჭრელი იარაღის ლითონსაჭრელ ჩარხზე დასამაგრებელი სამარჯვი, რომელსაც აქვს ცენტრში ნახვრეტი.
სარდალი (სპარს.) - ჯარების უფროსი; მხედართმთავარი.
სარდანაფალი - იხილე ასურბანიფალი.
სარდარი (სერდარი)(სპარს.)
1) ახლო და შუა აღმოსავლეთის ზოგ ქვეყანაში - ჯარების მთავარსარდალი.
2) ინდოეთსა და ავღანეთში - ტომის მეთაური, გავლენიანი დიდებული.
სარდაფი (სპარს.)
1) პირველი სართულის ქვემოთ, მიწის დონეზე დაბლა მდებარე ნაწილი შენობისა; იყენებენ რისამე შესანახად (ზოგჯერ საცხოვრებლადაც).
2) სპეციალური შენობა (ჩვეულებრივ მიწის ზემოთ) ღვინის შესანახად.
3) სამიკიტნო, რომელიც მიწის დონეზე ქვემოთ მდებარე სართულში იყო მოწყობილი.
სარდელი (იტალ.)
1) მსხვილი და მოკლე სოსისი;
2) ერთგვარი თევზი ქაშაყისებრთა ოჯახისა.
სარდინი (იტალ.) - ზღვის პატარა თევზი ქაშაყისებრთა ოჯახისა.
სარდინია
1) კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, ეკუთვნის იტალიას; მთავარი ქალაქი - კალიარი.
2) ოლქი იტალიაში.
სარდინიის სამეფო - სახელმწიფო იტალიაში 1720-1861 წლებში.
სარდიონი (ბერძნ.) - წითელი ან ნარინჯისფერი მინერალი, ქალცედონის ნაირსახეობა.
სარდისი - ლიდიის სახელმწიფოს დედაქალაქი ძვ.წ.აღ. VII საუკუნიდან 546 წლამდე.
სარდოია კონჩა - ესპანელი პოეტი ქალი (დაიბადა 1914 წელს).
სარდონიკული (ბერძნ.) - მწარედ დამცინავი, გესლიანი (სიცილი).
სარდონიქსი (ბერძნ.) - ძვირფასი ქვა ქალცედონის სახესხვაობა.
სარდუ ვიქტორიენ - ფრანგი დრამატურგი (1831 - 1908 წწ).
სარდური I ლუთოფრის ძე - ურარტუს მეფე ძვ. წ.აღ. IX საუკუნის 30-იან წლებში.
სარდური II არგიშთის ძე - ურარტუს მეფე ძვ. წ.აღ. VIII საუკუნის 60-30-იან წლებში.
სარდური III რუსას ძე - ურარტუს მეფე ძვ. წ.აღ. VII საუკუნეში.
სარდური IV სარდურის ძე - ურარტუს მეფე ძვ. წ.აღ. VI საუკუნის დასაწყისში.
სარეალიზაციო - რეალიზაციისათვის განკუთვნილი.
სარეგვავი - თავზე დასაცემი მახე.
სარედაქციო
1) რედაქციისათვის განკუთვნილი.
2) რედაქციასთან დაკავშირებული.
სარეველა - კულტურულ ნათესებში გამორეული ველური მცენარე.
სარევი - ჯოხი, ნიჩაბი რისამე მოსარევად.
სარეზის ტბა - ტბა პამირში, ტაჯიკეთის მთიანი ბადახშანის ოლქში (მაქსიმალური სიღრმე 505 მეტრი).
სარეზრვო - რეზერვისათვის განკუთვნილი; სათადარიგო.
სარეისო - რეისისათვის განკუთვნილი.
სარეკელა - წისქვილში - კრიჭაზე მობმული ჯოხი, რომელსაც თავი წისქვილის ქვაზე უდევს; თანაბრად ამოძრავებს კრიჭას, საიდანაც მარცვალი ჩამოდის.
სარეკი
1) ადგილი, საიდანაც ნადირობისას ნადირს ერეკებიან სახუნდარისაკენ.
2) ურმის თვლების წინ ხელნებზე ქვეშიდან გარდიგარდმო მიკრული ლატანი; დაღმართზე ხარებს ედება უკანიდან და ურემს აჩერებს.
3) იგივეა, რაც სარეკელა.
4) სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარეების ყვირილისა და ჯრუჭულის შესაყართან. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 500 მეტრი, საჩხერიდან - 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1637 კაცი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში. შემორჩენილია XIX საუკუნის ეკლესია.
სარეკლამო - რეკლამის ხასიათისა, რეკლამასთან დაკავშირებული.
სარეკომენდაციო - რეკომენდაციისათვის განკუთვნილი; რეკომენდაციის შემცველი.
სარეკონსტრუქციო - რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული.
სარეკორდო - რეკორდთან დაკავშირებული, რეკორდის ხასიათისა, უდიდესი.
სარემონტო
1) რასაც რემონტი სჭირდება.
2) რემონტისათვის განკუთვნილი.
სარეჟისორო - რეჟისორის საქმიანობასთან დაკავშირებული.
სარესტავრაციო - რესტავრაციისათვის განკუთვნილი, რესტავრაციის ხასიათისა.
სარეცელი
1) იგივეა, რაც საწოლი.
2) იგივეა, რაც ქვეშაგები.
სარეცენზიო - რასაც რეცენზია ეხება.
სარეცხი
1) გასარეცხად დაგროვილი თეთრეული ან ტანისამოსი.
2) რითაც ან რაშიც უნდა რეცხონ.
სარეწაო - მოპოვებითი ხასიათის საწარმო.
სარეწკელას მღვიმე - მღვიმე ცაგერის მუნიციპალიტეტში.
სარვამარტო - ქალთა საერთაშორისო დღესთან - 8 მარტთან - დაკავშირებული.
სარვანი - ძველი სოფელი ქვემო ქართლში, მდინარე ალგეთის ხეობაში.
სართაულა - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარჯვენა შენაკადი.
სართავი
1) რასაც ართავენ; დასართავი.
2) რითაც ართავენ.
სართი - დამატების სახით მიცემული ფული, საქონელი (ყიდვა-გაყიდვის, გაცვლა-გამოცვლის დროს).
სართიჭალა - სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.
სართული - სახლის ერთ დონეზე განლაგებული სადგომების რიგი - სხვა ასეთივე რიგის თავზე ან ქვეშ.
სარი
1) წამახული წვრილი ხე მიწაში ჩასარჭობად; იყენებენ ვაზის, ლობიოს... შესამაგრებლად, ღობის გასაკეთებლად და სხვა; მარგილი, ჭიგო.
2) ქალაქი ირანის მაზანდარანის ოსტანში.
3) (სპარს.) - აღმოსავლეთის ქვეყნებში (ინდოეთში და სხვაგან) - ქალის სამოსი, გრძელი (4-5 მეტრამდე) ქსოვილი, რომელსაც გარკვეული წესით იხვევენ ტანზე.
4) საგრაფო დიდ ბრიტანეთში.
სარიანი გეღამ - სომეხი პოეტი (1902-1976 წწ).
სარიანი ლაზარ - სომეხი კომპოზიტორი, პეტაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1920 წელს).
სარიანი მარტიროს - სომეხი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1880-1972 წწ).
სარიაღაჩი - ქალაქი ყაზახეთის ჩიმქენთის ოლქში.
სარიბარი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.
სარიდი (სარიდებელი, სარიდო) - იგივეა, რაც მოსარიდებელი.
სარივონი - ქალაქი კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ხვანხეპუქტოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (100 ათასი).
სარი-იშიქოთრაუ - ქვიშიანი უდაბნო ყაზახეთში, ბალხაშის ტბის სამხრეთით.
სარიმსაყოვა ლუთფი - უზბეკი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1896-1993 წწ).
სარინი - სხვა მხარეს გადამყვანი, გადასაგდები; გვერდითი შტოსაკენ წამყვანი.
სარისა - მძიმე ქვეითი ჯარის ძირითადი შეიარაღება ძველ მაკედონიაში.
სარისკო - რისკის გასაწევი, რისკთან დაკავშირებული.
სარისტა (სპარს.)
1) თადარიგი, წესრიგი.
2) გამჭრიახობა, მოხერხება.
სარისტიანი - სარისტის მქონე, თადარიგიანი.
სარისუ - მდინარე ყაზახეთში, იკარგება უდაბნოში (სიგრძე - 761 კილომეტრი).
სარიტათა
1) სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
2) მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ფაწის მარჯვენა შენაკადი.
სარიუსოფონი (ფრანგ.) - თითბრის სასულე მუსიკალურისაკრავი.
სარიყამიში - ქალაქი თურქეთის ყარსის ვილაიეთში.
სარიხანოვი ნურმურად - თურქმენი მწერალი (1906-1944 წწ).
სარკაზმი (ბერძნ.) - ღვარძლიანი დაცინვა, მწვავე ირონია.
სარკანდი - ქალაქი ყაზახეთის თალდი-ყურღანის ოლქში (20 ათასი).
სარკარი ჯადუნათ - ინდოელი ისტორიკოსი (1870-1958 წწ).
სარკასტული (ბერძნ.) - სარკაზმის შემცველი.
სარკე
1) გლუვი გაპრიალებული მინის (ან ლითონის) ზედაპირი, რომელშიც აისახება მის წინ მყოფი საგნები.
2) მთა ქარელის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.
სარკვევი
1) რაც უნდა არკვიონ.
2) საცნობო წიგნი, რომელშიც გარკვეულია რამე.
სარკინე - მთა ონის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.
სარკინეთი
1) სხალტბის სერის ისტორიული სახელწოდება.
2) სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.
3) სოფელ ინჯის ძველი სახელწოდება.
სარკინიგზო - რკინიგზასთან დაკავშირებული; რკინიგზისათვის განკუთვნილი; რაც რკინიგზაზე წარმოებს.
სარკინოზი - იხმარებოდა არაბების აღსანიშნავად (ერთ-ერთი არაბული ტომის სახელწოდებიდან); საერთოდ მაჰმადიანები.
სარკმელი - იგივეა, რაც ფანჯარა.
სარკოდინები - უხერხემლო ცხოველთა კლასი უმარტივესი ტიპისა.
სარკოზი ნიკოლა - საფრანგეთის პრეზიდენტი 2007 წლიდან (დაიბადა 1955 წელს).
სარკოლემა (ბერძნ.) - სიფრიფანა გარსი, რომლითაც დაფარულია განივზოლებიანი და გულის კუნთის ბოჭკოები.
სარკომა - ავთვისებიანი სიმსივნე.
სარკოფაგი (ბერძნ.) - ძველ ქვეყნებში, კერძოდ, ეგვიპტეში - ქვის კუბო; საფლავის ქვა კუბოს ფორმისა; პატარა აკლდამა.
სარმა - ჭიდაობის ერთ-ერთი ფანდი - ფეხის ფეხში გამოდება.
სარმანი (ნამდვილი სახელი და გვარი არმენაკ სარქისიანი) - სომეხი პოეტი (1901-1984 წწ).
სარმანიშვილისკარი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.
სარმატები - საერთო სახელი არაირანულენოვანი ტომებისა, რომლებიც ძვ.წ.აღ. IV-III საუკუნეებში ბინადრობდნენ მდინარეებს დუნაისა და ტობოლს შორის.
სარმაღელე - უღელტეხილი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ბუციბაცის ქედზე.
სარმიენტო დომინგო ფაუსტინო - არგენტინის პრეზიდენტი 1868-74 წლებში, მწერალი, ისტორიკოსი (1811-1888 წწ).
სარნეი კოსტა ჟოზე - ბრაზილიის პრეზიდენტი 1985-90 წლებში (დაიბადა 1930 წელს).
სარნი - ქალაქი უკრაინის როვნოს ოლქში.
სარნია - ქალაქი კანადის აღმოსავლეთ ნაწილში, ონტარიოს პროვინციაში (75 ათასი).
სარნოფი დევიდ - ამერიკის რადიო და ტელემაუწყებლობის პიონერი; წარმოშობით ბელორუსიიდან (1891-1971 წწ).
სარო
1) იგივეა, რაც კვიპაროსი.
2) სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში.
საროიანი უილიამ - ამერიკელი მწერალი (1908-1981 წწ).
სარონგი - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებული სამოსი ქალისა და მამაკაცისა.
საროსი (ბერძნ.) - მზისა და მთვარის დაბნელების განმეორადობის პერიოდი ერთი და იმავე თანამიმდევრობით; დაახლოებით უდრის 18 წელსა და 10 1/3 ან 11 1/3 დღე-ღამეს; ერთი საუკუნის განმავლობაში ხდება 43 მზის დაბნელება და 28 მთვარის დაბნელება.
საროსკიპო - როსკიპთა (მეძავთა) სახლი.
საროტანი - ტანწერწეტა (ჩვეულებრივ ქალზე იტყვიან).
საროტი (ქალიშვილობის გვარი - ჩერნიაკი) ნატალი - ფრანგი მწერალი ქალი (1900-1999 წწ).
სარპედონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლიკიის მეფე, ზევსისა და ევროპეს ვაჟი. ტროის ომში ტროელების მოკავშირე, მოკლა პატროკლემ.
სარპი პაოლო - ვენეციელი მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე (1552-1623 წწ).
სარპის ტბები - მომლაშო ტბები მდინარე ვოლგის მარჯვენა ნაპირეთში, ვოლგოგრადის ოლქსა და ყალმუხეთში.
სარჟი (ფრანგ.) - ერთგვარი სასარჩულე ქსოვილი.
სარსალი - ენის სარსალი - ყბედობა, ლაქლაქი, ენატანიობა.
სარსარაკი (Otis tetrax) - მოზრდილი სანადირო ფრინველი სავათისებრთა ოჯახისა; ბინადრობს ველებზე.
სარსუელა (ესპან.) - ძველებური ესპანური ოპერის ჟანრი.
სარტბაევა კაიირგულ - ოპერის ყირგიზი მომღერალი (ლირიკო-დრამატული სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1936 წელს).
სარტი
1) დეპარტამენტი საფრანგეთში.
2) ჯუზეპე - იტალიელი კომპოზიტორი, დირიჟორი და პედაგოგი (1729-1802 წწ).
სარტო (საკუთრივ - დ'ანიოლო) ანდრეა დელ - იტალიელი ფერმწერი (1486-1530 წწ).
სარტრი ჟან პოლ - ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი და პუბლიცისტი (1905-1980 წწ).
სარტყელა - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.
სარტყელი
1) ტყავის ან ქსოვილის ვიწრო და გრძელი ნაჭერი წელზე შემოსაკრავად; ქამარი.
2) ლითონის, რკინა-ბეტონის, ხის... ფენა, რომელიც გარს არტყია რასმე სიმაგრისათვის.
3) პარალელებს (ან ორ მერიდიანს) შორის მოქცეული ნაწილი დედამიწის ზედაპირისა.
სარტყმელი - რაც არტყამს, რითაც ურტყამენ.
სარუე - რუსათვის განკუთვნილი. || რუს სადინარი.
სარფა (არაბ.) - სარგებლობა, გამორჩენა, ხეირი.
სარფდერე - მდინარე დმანისის მუნიციპალიტეტში, მაშავრის მარცხენა შენაკადი.
სარფი - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, საქართველო-თურქეთის სასაზღვრო პუნქტი.
სარფიანი - სარფის მომცემი; სახეირო, სარგებლიანი.
სარქალი (სპარს.) - უფროსი მწყემსი, რომელსაც არჩევენ მწყემსები ბინაზე ყოფნის დროს.
სარქველთუბანი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 640 მეტრი, ჭიათურიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 126 კაცი.
სარქველი
1) თავსახური, სახურავი, ხუფი.
2) რაიმე მექანიზმში - პატარა სახურავი, ხუფი; გზას უკეტავს ორთქლს, აირს ან სითხეს.
3) გულის ნაწილი; ხელს უშლის სისხლის უკუმოძრაობას.
სარქველიანი - რასაც სარქველი აქვს.
სარქისიანი სოს - სომეხი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1929 წელს).
სარქლობა - სარქლის საქმიანობა; სარქლად ყოფნა.
სარქმელი - ადამიანის თავზე დასახურავი.
სარქსიანი არა - სომეხი მოქანდაკე, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1902-1969 წწ).
სარჩევი
1) რაც უნდა გაირჩეს; გასარჩევი.
2) რაც უნდა ურჩიონ ვისმე; რჩევის მისაცემი.
3) წიგნის თავების ან სხვა შემადგენელი ნაწილების სია; ერთვის წიგნს ბოლოში ან თავში.
სარჩელი - სასამართლოში შეტანილი განცხადება რაიმე დავის გადასაწყვეტად.
სარჩენი - კმაყოფაზე მყოფი; შესანახავი, საპატრონო.
სარჩილავი - ხელსაწყო რისამე დარჩილვისათვის.
სარჩილი - ლითონი ან შენადნობი, რომელიც შეაქვთ შესაერთებელ დეტალებს შორის არსებულ ღრეჩოში.
სარჩლი - გამოსარჩლება, ქომაგობა, მფარველობა.
სარჩო - რითაც თავი უნდა ირჩინონ; საზრდო, საკვები, ჭირნახული.
სარჩო-საბადებელი - ქონება, საცხოვრებელი.
სარჩული - ტანსაცმლის, საბნისა და მისთანების შიგნითა პირად გამოკერებული ქსოვილი.
სარჩულიანი - რასაც სარჩული აქვს გამოკერებული.
სარცხვინელი - სირცხვილის გამომწვევი, შესარცხვენი.
სარცხი - გრძელ ტარზე ასხმული, ოთხკუთხედებად დაჭრილი ბლის ქერქი ქვევრის სარეცხად.
სარძევე - რძის ჭურჭელი.
სარძეო - რძის წარმოებასთან დაკავშირებული.
სარძლო - ვინც რძალი უნდა გახდეს; ძმის ან სხვა მახლობლის საცოლე.
სარწები - ისტორიული სოფელი სამხრეთ საქართველოში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია.
სარწმუნო
1) რაც უნდა ირწმუნონ; დამარწმუნებელი, ნამდვილი.
2) ვისაც უნდა ერწმუნონ; სანდო, საიმედო.
სარწმუნოება
1) ესა თუ ის რელიგიური მოძღვრება; რჯული.
2) იგივეა, რაც რწმენა.
სარწმუნოებრივი - სარწმუნოებასთან დაკავშირებული; რელიგიური.
სარწყავი
1) რასაც რწყავენ ხოლმე, რაც არ ირწყვება.
2) რის საშუალებითაც რწყავენ.
3) სპეციალური ჭურჭელი (ვედროსმაგვარი), რომლითაც რწყავენ რასმე (ბაღს, ქუჩას); ტუჩზე წამოცმული აქვს დაჩვრეტილი ძაბრისებური ბოლო.
სარწყულებელი
1) რასაც წყალი უნდა დაალევინონ.
2) (პირუტყვისათვის) წყლის დასალევინებელი ადგილი.
სარწყუნისი (სურწყნისი) - თებერვლის ძველქართული სახელი.
სარწყული - ღვინის ან მარცვლეულის საწყაო.
სარჭი - ორკბილიანი ჩხირი თმის დასამაგრებლად.
სარჯენტი ჯონ სინგერ - ამერიკელი ფერმწერი (1856-1925 წწ).
სარჰი (1973 წლამდე ფორტ-არშამბო) - ქალაქი ჩადში (80 ათასი).
სას-სამი - სკანდინავიური ქვეყნის - შვედეთის, დანიისა და ნორვეგიის - გაერთიანებული ავიაკომპანია.
სასა - პირის ღრუს ზედა, თაღისებრი ნაწილი.
სასაბნე - საბნის პირისათვის განკუთვნილი (ქსოვილი).
სასადილო
1) სადილისათვის, სმა-ჭამისათვის განკუთვნილი.
2) საზოგადოებრივი კვებისათვის განკუთვნილი დაწესებულება.
3) სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდინარე სასადილოს ხევის (ივრის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე. გომბორის ქედის დასავლეთ კალთებზე. ზღვის დონიდან - 920 მეტრი, საგარეჯოდან - 45 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 104 კაცი.
სასადილოსხევი - მდინარე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის მარცხენა შენაკადი.
სასადილოყელი - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.
სასაზღვრო - საზღვრისათვის განკუთვნილი, საზღვართან დაკავშირებული, საზღვართან მყოფი.
სასათაურო - წიგნის, ჟურნალისა და მისთანების სათაურისათვის განკუთვნილი.
სასაიდუმლო - საიდუმლოსათვის განკუთვნილი; საიდუმლოდ სათქმელი.
სასაკები - ინდონეზიაში მცხოვრები ხალხი (2 მილიონამდე).
სასაკლაო - საქონლის დასაკლავი ადგილი. || საწარმო, სადაც საქონელს კლავენ.
სასალათე
1) სალათის ჭურჭელი.
2) რისგანაც სალათა კეთდება.
სასამართლო
1) ორგანო, რომელიც კანონით განსაზღვრული წესის მიხედვით იხილავს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებს.
2) ამ ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებული.
სასამთლისწვერი - მთა თელავის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე.
სასამსახურო - სამსახურებრივი დანიშნულების.
სასამხრო - მზის ადგილი ცაზე - სამხრობისას.
სასანდრა - მდინარე კოტ დ'ივუარში, ერთვის ატლანტის ოკეანის გვინეის ყურეს.
სასანთლე - სანთლის ჩასამაგრებელი; შანდალი.
სასანიანები - ირანის სამეფო დინასტია 224-651 წლებში.
სასაპნე - პატარა კოლოფი ან სპეციალური ლამბაქი საპნისათვის.
სასაპყრო - „სისხლის“ ნაწილი, რომელიც ეძლეოდა მოკლული კაცის ქვრივს თავის სარჩენად ძველ საქართველოში.
სასარგებლო - სარგებლობის მომცემი; გამოსადეგი.
სასარი - ქალაქი იტალიაში, კუნძულ სარდინიაზე, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (120 ათასი).
სასარიშვილისღელე - მდინარე ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაჯანურის მარცხენა შენაკადი.
სასარჩულე - სარჩულისათვის განკუთვნილი.
სასაუბრო
1) რის შესახებაც საუბრობენ.
2) ზეპირი მეტყველებისათვის დამახასიათებელი; სალაპარაკო.
3) უცხო ენის შესასწავლად განკუთვნილი წიგნი, რომელშიც მოთავსებულია საუბრის ნიმუშები სახვადასხვა თემაზე.
სასაუზმე - სასადილო, სადაც ჩვეულებრივ საუზმით ვაჭრობენ.
სასაუზმო - საუზმისათვის განკუთვნილი.
სასაფლაო - მიცვალებულთა საფლავებისათვის განკუთვნილი ადგილი.
სასაფრასი (ლათ.) - ხე ან ბუჩქი დაფნისებრთა ოჯახისა, გავრცელებულია აშშ-ს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე და ჩინეთის კონტინენტალურ რეგიონებში.
სასაქმებელი - კუჭ-ნაწლავის გასაწმენდი.
სასაქმო - სადავო, სასამართლო საქმე ძველ საქართველოში.
სასაქონლო
1) საქონლისათვის განკუთვნილი.
2) საქონლად, გასაყიდად, გასაცვლელად განკუთვნილი.
სასაყვედურო - რაც უნდა უსაყვედურონ.
სასაში - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.
სასაცილო
1) ვინც, რაც სიცილს იწვევს, სიცილის მომგვრელი.
2) დაცინვის ღირსი.
სასახელო
1) სახელის, დიდების მომტანი; საამაყო.
2) იგივეა, რაც სახელოვანი.
სასახლე
1) დიდი ლამაზი შენობა, რომელიც გამოირჩევა თავისი არქიტექტურით. || ასეთი შენობა, რომელიც წარმოადგენს მეფისა და მისი ოჯახის ადგილსამყოფელს.
2) საზოგადოებრივი დანიშნულების დიდი შენობა.
3) სასახლე სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ქვედა საზანოს თემის საკრებულო).
სასებო - ქალაქი იაპონიის ნაგასაკის პრეფექტურაში (255 ათასი).
სასეირნო - სეირნობისათვის განკუთვნილი.
სასეირო - სეირისათვის განკუთვნილი.
სასესხებელი - რაც უნდა ისესხონ; სესხად ასაღები.
სასეტა სტეფანო დი ჯოვანი - იტალიელი მხატვარი (1400-1450 წწ).
სასექსი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში.
სასვავეთავი - იხილე სასოვეთავი.
სასვანო ტბა - ტბა ონის მუნიციპალიტეტში, ლეჩხუმის ქედის თხემზე.
სასვანოწყალი - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარჯვენა შენაკადი.
სასვენი - სვენებისათვის განკუთვნილი; დასასვენებელი, მოსასვენებელი.
სასთაული - იგივეა, რაც სასთუმალი.
სასთუმალი
1) ბალიში ან სხვა რამ თავქვეშ დასადები.
2) ლოგინის ის მხარე, საითაც მწოლიარეს თავი უდევს.
სასი - იხილე სილვესტრ დე სასი ა.ი.
სასიამოვნო - სიამოვნების მომგვრელი; საამო.
სასიარულო - სიარულისათვის განკუთვნილი.
სასიგნალო - სიგნალის მიცემისათვის განკუთვნილი.
სასიდედრო - ვინც ვისიმე სიდედრი უნდა გახდეს.
სასიკეთო - სიკეთისათვის განკუთვნილი; სიკეთის მომტანი.
სასიკვდილე - წყევლაა - სიკვდილის ღირსი.
სასიკვდილო - ვისიმე, რისამე სიკვდილისათვის განკუთვნილი; სიკვდილის გამომწვევი.
სასიკი (კუნდუკი)
1) ტბა შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე (უკრაინის ოდესის ოლქი).
2) (სასიკ-სივაში) ტბა შავი ზღვის კალამიტის ყურის ჩრდილოეთ სანაპიროზე (ყირიმის ნახევარკუნძული)
სასილოსე - სილოსისათვის განკუთვნილი.
სასიმამრო - ვინც ვისიმე სიმამრი უნდა გახდეს.
სასიმინდე - სიმინდის შესანახი ნაგებობა (წნული ან ფიცრული).
სასიმღერო - სიმღერისათვის განკუთვნილი.
სასინჯი - საცდელი, შესამოწმებელი.
სასირე ბადე - ფრინველის დასაჭერი ბადე.
სასირეთი - სოფლები კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში.
სასირცხვილო - იგივეა, რაც სასირცხო.
სასირცხო - რაც სირცხვილს იწვევს, რისაც უნდა რცხვენოდეთ.
სასისხლო - სისხლისათვის განკუთვნილი.
სასიქადულო - საამაყო.
სასიქოლი - ტბა ყაზახეთში, ბალხაშის ტბის აღმოსავლეთით.
სასიყვარულო - სიყვარულის გამომხატველი, სიყვარულთან დაკავშირებული.
სასიცოცხლო
1) სიცოცხლის ღირსი, სიცოცხლის უნარის მქონე.
2) სიცოცხლისათვის განკუთვნილი, სიცოცხლისათვის საჭირო; მაცოცხლებელი.
3) (გადატანით) მეტად მნიშვნელოვანი, პირველხარისხოვანი.
სასიძო
1) ვინც ვისიმე სიძე უნდა გახდეს.
2) უცოლო ვაჟი, რომელსაც ცოლის შერთვა შეჰფერის.
სასიხარულო
1) სიხარულის მომგვრელი; გასახარებელი.
2) სიხარულის გამომხატველი.
სასკატუნი - ქალაქი კანადის სასკაჩევანის პროვინციაში (185 ათასი).
სასკაჩევანი
1) პროვინცია კანადის ცენტრალურ ნაწილში; ადმინისტრაციული ცენტრი - რიჯაინა.
2) (სასკეჩიუანი) მდინარე კანადაში, ერთვის უინიპეგის ტბას.(სიგრძე - 544 კილომეტრი).
სასკეჩიუანი - მდინარე, იხილე სასკაჩევანი.
სასკოლო - სკოლისათვის განკუთვნილი, სკოლასთან დაკავშირებული.
სასკორე - ცხოველის და ფრინველის უკანა ტანი.
სასკუეჰანა - მდინარე აშშ-ში, ერთვის ატლანტის ოკეანის ჩესაპიკის ყურეს (სიგრძე - 990 კილომეტრი).
სასმელი
1) რაც უნდა სვან, რის სმაც შეიძლება.
2) დასალევად განკუთვნილი სითხე (წყალი, ჩაი...).
3) ალკოჰოლიანი დასალევი სითხე (ღვინო, არაყი).
სასმენი
1) რაც უნდა ისმინონ; მოსასმენი, გასაგონი.
2) რითაც უნდა ისმინონ; სმენისათვის განკუთვნილი.
სასმისი - ჭურჭელი (ჭიქა, ფიალა, კულა...), რითაც ღვინოს ან სხვა მაგარ სასმელს სვამენ.
სასო - იგივეა, რაც იმედი.
სასოება - იმედის ქონა; იმედი, სასო.
სასოვეთავი (სასვავეთავი) - მთა დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ქართლის ქედის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, მდინარე ივრის სათავეებში (სიმაღლე - 2882 მეტრი).
სასოვო - ქალაქი რუსეთის რიაზანის ოლქში (30 ათასი).
სასომიხდილი - იგივეა, რაც სასოწარკვეთილი.
სასოფლო
1) სოფლისათვის განკუთვნილი, სოფელში არსებული ან წარმოებული.
2) სოფლის მცხოვრებთა თავშესაყარი ადგილი.
სასოწარკვეთა - სასოს, იმედის მოსპობა.
სასოწარკვეთილება - უიმედობა.
სასოწარკვეთილი - ვისაც იმედი დაკარგული აქვს.
სასპერები - აქემენიდური ხანის სპარსეთის ერთ-ერთ სატრაპიაში შემავალი ტომების სახელწოდება.
სასპორტო - სპორტისათვის განკუთვნილი; სპორტული.
სასრიალო - სრიალისათვის განკუთვნილი.
სასროლი
1) რაც უნდა ისროლონ.
2) რასაც უნდა ესროლონ.
3) რითაც უნდა ისროლონ.
4) სადაც უნდა ისროლონ.
სასროლეთი - სროლაში სავარჯიშოდ მოწყობილი მოედანი.
სასროლო - თოფის და მისთანების სროლისათვის განკუთვნილი.
სასტამბო - სტამბისათვის განკუთვნილი.
სასტვენი - პატარა ხელსაწყო, რომელიც მასში ჩაბერვის შემდეგ სტვენის ხმას გამოსცემს.
სასტიკი
1) მკაცრი, ულმობელი, შეუბრალებელი.
2) ძლიერი, მძაფრი.
სასტროამიჯოიო ალი - ინდონეზიის პრემიერ-მინისტრი 1953-57 წლებში (1903-1975 წწ).
სასტუმრო
1) ჩამომსვლელთა დასაბინავებელი სახლი, სადაც ქირავდება ავეჯით მოწყობილი ოთახები.
2) სტუმრის მისაღები ოთახი (ბინაში).
სასულე
1) სასუნთქი გზების ნაწილი - ხორხის გაგრძელება.
2) მიწით გადაგლესილი ქვევრის სარქველში დატანებული ნახვრეტი მაჭრის დუღილის დროს ჰაერის მოძრაობისათვის. || ნახვრეტი თონეში ჰაერის მოძრაობისათვის.
სასულიერო
1) რელიგიისათვის განკუთვნილი, რელიგიური ხასიათისა; საეკლესიო.
2) რელიგიური კულტის მსახურებისათვის განკუთვნილი; ამ კულტის მსახურებასთან დაკავშირებული.
სასუ-ნგესო დენი - კონგოს პოლიტიკური, სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე (დაიბადა 1943 წელს).
სასუნებელი - იგივეა, რაც საყნოსველი.
სასუნთქი (სასუნთქავი) - რითაც სუნთქავენ.
სასურველი - ვინც, რაც სურთ, მოსწონთ; ვისიმე სურვილის შესაფერი.
სასურსათო - სურსათისათვის განკუთვნილი, სურსათთან დაკავშირებული.
სასუსნავი - გემრიელი საჭმელი, ჩვეულებრივ ტკბილეული ან ხილი, რითაც პირს იტკბარუნებენ.
სასუტელა - იგივეა, რაც ფუტკარა.
სასუფეველი - წმინდანთა სამკვიდრებელი ადგილი ზეცაში.
სასუქი
1) რასაც საგანგებოდ ასუქებენ დასაკლავად.
2) ნიადაგის გასანაყოფიერებელი ნივთიერება; პატივი.
სასქესო - სქესთან დაკავშირებული.
სასყიდელი
1) რისამე გასამრჯელო, საფასური, ფასი.
2) იგივეა, რაც საყიდელი.
სასცენო - სცენასთან, თეატრთან დაკავშირებული, სცენისათვის განკუთვნილი; სცენური.
სასწავლებელი
1) დაწესებულება, სადაც მოსწავლეებს ასწავლიან; სკოლა.
2) რაც უნდა ისწავლონ; სასწავლი.
სასწავლი - რაც უნდა ისწავლონ; დასასწავლი.
სასწავლო - სწავლისათვის განკუთვნილი, სწავლასთან დაკავშირებული.
სასწაულებრივი - სასწაულის ხასიათისა.
სასწაულთმოქმედი - სასწაულის მომხდენი; არაჩვეულებრივი თავისი თვისებებით.
სასწაული
1) არაჩვეულებრივი, ბუნების კანონებით აუხსნელი, ზებუნებრივი, ღვთაებრივი მოვლენა.
2) (გადატანით) არაჩვეულებრივი, განსაცვიფრებელი, საკვირველი რამე.
სასწორი
1) საგნების ასაწონი, სხეულთა სიმძიმის, წონის გასაზომი ხელსაწყო.
2) ზოდიაქოს ერთ-ერთი თანავარსკვლავედი.
3) ზოდიაქოს ნიშანი (24.09. - 23.10.)
სასწრაფო
1) სწრაფად შესასრულებელი; სწრაფად მოქმედი.
2) თოფის წამლის ჭურჭელი, რომელსაც პირზე გაკეთებული აქვს საწყაო ერთი სროლა თოფის წამლისათვის. || მასრების ჩანთა.
სასხამი - ქსოვის დროს მაქოთი გასატანი და ქსელზე ჩასაბეჭავი ძაფი.
სასხდომი - სადაც სხდებიან.
სასხეპი - რაც ან რითაც უნდა გასხიპონ.
სასხვათაშორისო - სხვათა შორის, არა საგანგებოდ მომხდარი, სხვათა შორის გაკეთებული, წარმოებული.
სასხვისო - სხვისთვის განკუთვნილი, სხვისი შესაფერი, სხვისთვის გამოსადეგი.
სასხლავი
1) რასაც სხლავენ.
2) დანა, მაკრატელი ან სხვა იარაღი, რომლითაც სხლავენ (ვაზს...).
სასხორი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ნიჩბისის თემის საკრებულო), მდინარე ნიჩბურას ნაპირზე. ზღვის დონიდან - 570 მეტრი, მცხეთიდან - 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 351 კაცი. სოფლის განაპირას აღმართულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - გეგმით კვადრატული ოთხსართულიანი კოშკი, რომელიც სტილისტიკური ნიშნების მიხედვით XVII საუკუნით თარიღდება.
სასხორის კოშკი - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორთან მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - გეგმით კვადრატული ოთხსართულიანი კოშკი, რომელიც სტილისტიკური ნიშნების მიხედვით XVII საუკუნით თარიღდება.
სასხლეტი - ცეცხლსასროლი იარაღის კაუჭი, რომლის გამოკვრით მოძრაობაში მოჰყავთ ჩახმახი.
სასხმელი
1) რაც უნდა ჩამოასხან.
2) რითაც ასხამენ სითხეს ან ლითონს.
სასხურებელი
1) რაც უნდა ასხურონ.
2) რითაც უნდა ასხურონ.
სასჯელი - დამნაშავის მიმართ მიღებული ზემოქმედების საშუალება; ღონისძიება.
სატა ინეკო - იაპონელი მწერალი (1904-1990 წწ).
სატავაჰანთა სახელმწიფო (ანდჰრა) - სახელმწიფო ინდოეთში ძვ.წ.აღ. I - ახ.წ.აღ. III საუკუნეებში.
სატალახო - ყოველდღიურად მოსახმარი.
სატანა (ბერძნ.) - ჯოჯოხეთის მბრძანებელი, ავი სული, ეშმაკი.
სატანგი - ტაილანდის ხურდა ფული, ბატის 1/100.
სატანვარჯიშო - ტანვარჯიშისათვის განკუთვნილი.
სატანი
1) იგივეა, რაც ჩასატანებელი.
2) იგივეა, რაც შესატანებელი.
სატანიდარი - ადრინდელი პალეოლითური ხანის ძეგლი არაგაწის ფერდობზე (სომხეთი).
სატანკო - ტანკებისათვის განკუთვნილი, ტანკების გამოყენებასთან დაკავშირებული.
სატანური - სატანის დამახასიათებელი, კეთილისადმი სიძულვილით, ბოროტებით აღსავსე.
სატანჯავი - იგივეა, რაც სატანჯველი.
სატანჯველი - ვინც, რაც უნდა ტანჯონ ან იტანჯოს; ტანჯვის ღირსი.
სატარებელი
1) ვინც, რაც უნდა ატარონ.
2) რითაც უნდა ატარონ რამე, ვინმე.
სატარიფო - ტარიფისათვის განკუთვნილი.
სატარუღო - თბილისის მოურავის (ტარუღის) სასარგებლოდ აკრეფილი ფულადი გადასახადი.
სატაცური (Asparagus) - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა; იზრდება ტყის პირებში და ბუჩქნარებში, მოჰყავთ ბაღებშიც; ნორჩ ყლორტებს მხლად ხმარობენ.
სატახტო ქალაქი - იგივეა, რაც დედაქალაქი.
სატევარი - იგივეა, რაც ხანჯალი.
სატელევიზიო - ტელევიზიისათვის განკუთვნილი, ტელევიზიასთან დაკავშირებული.
სატელეფონო - ტელეფონთან დაკავშირებული, ტელეფონისთვის განკუთვნილი.
სატელიტი (ლათ.)
1) ასტრონომიაში - პლანეტის თანამგზავრი.
2) სახელმწიფო ან მთავრობა, რომელიც ფორმალურად დამოუკიდებელია, მაგრამ სინამდვილეში ემორჩილება სხვა სახელმწიფოს.
3) ტექნიკაში - კბილანა, რომელიც გადაბმულია მეორე, წამყვან კბილანაზე.
4) ფიზიკაში - სპექტრის ზუსტი ზოლი ძლიერი ზოლის მეზობლად.
სატენი - ისეთი რამ, რასაც ათავსებენ ძეხვის, ღვეზელის, ნამცხვრის და მისთანების შიგნით; გული, შიგთავსი.
სატერლენდი - ავსტრალიის უმაღლესი ჩანჩქერი (580 მეტრი).
სატერფული
1) ბარის ტარზე გვერდიდან გაკეთებული კოტა ფეხის დასაჭერად.
2) იგივე პედალი.
სატეხი
1) რაც უნდა ტეხონ.
2) იარაღი ან ხელსაწყო, რომლითაც ტეხენ რასმე; სამტვრევი.
3) სადურგლო იარაღი, რითაც ხეზე ჭრიან ნახვრეტებს, ღრუებს და მისთანებს.
4) ქვაზე ჩუქურთმის საჭრელი იარაღი.
სატვირთავი - რითაც ტვირთავენ რასმე.
სატვირთო - ტვირთის დასაწყობად ან საზიდად განკუთვნილი.
სატი ერიკ ალფრედ ლესლი - ფრანგი კომპოზიტორი (1866-1925 წწ).
სატიაგრაჰა - ძალდაუტანებელი ხასიათის, ანტიიმპერიალისტური ბრძოლის ფორმა ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
სატიალე (სატიალო) - ტიალად ქცევის ღირსი; გასატიალებელი, დასაქცევი, მოსასპობი.
სატივე
1) (სატივო) - ტივის მისადგომი ადგილი; ადგილი, სადაც ტივს კრავენ.
2) სოფლების დიდი სატივისა და პატარა სატივის გავრცელებული სახელწოდება (ხაშურის მუნიციპალიტეტი).
სატივო - ტივის ტარებისათვის გამოსადეგი.
სატილია - მრავალწლოვანი, იშვიათად ერთ ან ორწლოვანი ბალახი, ნახევრად პარაზიტი მცენარე.
სატინა (სურგუნოვა) ეკატერინე - რუსი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრში (1892-1974 წწ).
სატინეტი (ფრანგ.) - ქსოვილის სახეობა, წმინდა სატინი ერთგვარი.
სატინი (ფრანგ. სატინ, <ძვ.არაბ „ზაითუნ“<ჩინეთის რეგიონი „ძიუანჯოუ“-დან) - ბამბის მკვრივი, პრიალა ატლასური ქსოვილი.
სატიოს უბანი - ტივებად შეკრული მორების გასაჩერებელი (დასაჭერი) ადგილი თბილისის ჩრდილოეთით, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე.
სატირა (ლათ.) - ლიტერატურასა და ხელოვნებაში - სინამდვილის ასახვის ერთ-ერთი ხერხი - უარყოფითი საზოგადოებრივი მოვლენების დაუზოგავი დაცინვა, გაკიცხვა.
სატირალი
1) რის გამოც უნდა იტირონ.
2) მიცვალებულთან გამართული გლოვა, ტირილი.
სატირე I - ბოსფორის მეფე (ძვ.წ.აღ. III ს).
სატირები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტყის დაბალი რანგის ღვთაებები, ნაყოფიერების დემონები, დიონისეს ოჯახის წარმომადგენლები, ზარმაცები, ხუმარები და გამუდმებით ნახევრადმთვრალები. გამოისახებოდნენ როგორც ნახევრად თხები და ნახევრად ადამიანები.
სატირელი - იგივე, რაც სატირალი.
სატირიაზისი (ბერძნ.) - მამაკაცის ავადმყოფურად გაზრდილი სქესობრივი სწრაფვა, ჟინი.
სატირიკონი - არკადი რაიკინის სახელობის თეატრი მოსკოვში. დაარსებულია ლენინგრადის ესტრადისა და მინიატურების თეატრის საფუძველზე; 1981 წლიდან მოქმედებს მოსკოვში.
სატირიკოსი - მწერალი, რომელიც სატირულ ნაწარმოებებს წერს; ხელოვნების რაიმე დარგის სატირული მიმართულების წარმომადგენელი.
სატირული - სატირის ხასიათისა.
სატისფაქცია (ლათ.) - შეურაცხყოფილის დაკმაყოფილება, რაც ჩვეულებრივ დუელში გამოწვევის მიღებით გამოიხატებოდა.
სატიფი - ქალაქი ალჟირის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (170 ათასი).
სატკა - ქალაქი რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში (50 ათასი).
სატკბილე - ტკბილის ჩასასხმელი ჭურჭელი.
სატკბობი - რაც ატკბობს, სიამეს ჰგვრის; სასიამოვნო, საამებელი.
სატკბური - კანის დაავადება ერთგვარი.
სატკენი - შესაწუხებელი, საწყენი.
სატკეპნელა - მიწის სატკეპნი იარაღი.
სატკეპნელი - იგივეა, რაც სატკეპნი.
სატკეპნი - რაც ან რითაც უნდა ტკეპნონ.
სატკეცი
1) რაც უნდა გატკიცონ.
2) რითაც უნდა გატკიცონ, გაასწორონ რამე.
სატკივარი
1) რაც სტკივათ, რაც ტკივილს იწვევს.
2) ავადმყოფობა, სენი.
3) (გადატანით) შესაწუხებელი, სადარდებელი რამ.
სატლეჯი (ქვემოთში - პანჯნადი) - მდინარე ინდოეთსა და ჩინეთში, მდინარე ინდის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 1500 კილომეტრი).
სატო ეისაკუ - იაპონიის პრემიერ-მინისტრი 1964-72 წლებში, 1974 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1901-1975 წწ).
სატობლისღელე - მდინარე ჭიათურის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ყვირილის მარცხენა შენაკადი.
სატოლო - მთა ასპინძის მუნიციპალიტეტში, ერუშეთის მთიანეთზე (2215 მეტრი).
სატოპელა - მდინარე საჩხერის და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში, ჯრუჭულას მარჯვენა შენაკადი.
სატპურა - მთიანეთი ინდოეთში.
სატრაბახო - რითაც ტრაბახობენ.
სატრანსლაციო - ტრანსლაციისათვის განკუთვნილი.
სატრანსპორტო - ტრანსპორტთან დაკავშირებული, ტრანსპორტისათვის განკუთვნილი.
სატრაპეზო - ქრისტიანული მონასტრის ერთ-ერთი მთავარი ნაგებობა; შეიცავს ბერების საერთო ტრაპეზისათვის განკუთვნილ დარბაზს და ეკლესიას, აგრეთვე დამხმარე სათავსებს.
სატრაპი (ბერძნ.)
1) ძველი სპარსეთის პროვინციის მმართველი, რომელსაც განუსაზღვრელი უფლებები ჰქონდა.
2) (გადატანით) თვითნება, დესპოტი მმართველი.
სატრაპია - ძველი სპარსეთის პროვინცია, რომელსაც სატრაპი მართავდა.
სატრე - ეტრუსკულ მითოლოგიაში სიმდიდრისა და აყვავების ღვთაება, შეესაბამება რომაელთა სატურნს.
სატრიალებელი - რაც უნდა ატრიალონ; საბრუნებელი.
სატრიკოტაჟო - ტრიკოტაჟისათვის განკუთვნილი, ტრიკოტაჟის დასამზადებელი.
სატრფიალო - ტრფიალის გამომხატველი; ტრფიალთან დაკავშირებული; სასიყვარულო, სამიჯნურო.
სატრფო - ვისაც ეტრფიან; საყვარელი, მიჯნური.
სატუ-მარე - ქალაქი რუმინეთში, ამავე სახელწოდების ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი (130 ათასი).
სატუმბავი - რითაც ტუმბავენ რასმე; ტუმბვისათვის განკუთვნილი.
სატურა (ლათ.) - ძველი რომაული ლიტერატურის ჟანრი - დიალოგის, პანტომიმის, მუსიკისა და ცეკვის შეხამება.
სატურატორი - სატურაციისათვის საჭირო აპარატი.
სატურაცია (დაგაზვა)
1) ღვინის ან სხვა სასმელების ნახშირორჟანგა გაზით ხელოვნურად დაგაზვა და გაჯერება.
2) შაქარის წარმოებაში - შაქრის წვენის ქიმიური დამუშავება ნახშირმჟავათი.
სატურნალიები - სატურნუსის პატივსაცემად გამართული დღესასწაულები ძველ რომში.
სატურნი (ლათ.)
1) ხვნა-თესვისა და ნაყოფიერების ღმერთი, მიწათმოქმედების მფარველი რომაულ მითოლოგიაში.
2) (კრონოსი) მზის სისტემის დიდი პლანეტა, რომელიც მზიდან დაშორების მიხედვით მეექვსე ადგილზეა (1,43 მილიარდი კილომეტრი), სიდიდის მიხედვით კი მეორეა.
სატურნიზმი (ლათ.) - მედიცინაში - ქრონიკული მოწამვლა ტყვიით (პროფესიული დაავადება).
სატურნირო - ტურნირთან დაკავშირებული
სატურნუსი ან სატურნი - ნათესების ძველიტალიელთა ღმერთი, ადრევე იქნა გაიგივებული კრონოსთან.
სატუსაღო
1) საპატიმრო, ციხე.
2) ტუსაღისათვის განკუთვნილი.
სატუჩე - ჩასაბერი საკრავის ნაწილი, რომელსაც ტუჩებს მიადებენ და ისე უკრავენ.
სატყებუჩავო - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.
სატყეო
1) ტყისათვის განკუთვნილი.
2) მეტყევეობისათვის განკუთვნილი, მეტყევეობასთან დაკავშირებული.
სატყორცნი
1) რაც უნდა ტყორცნონ.
2) რითაც უნდა ტყორცნონ.
3) სადაც უნდა ტყორცნონ.
სატყუარა - რითაც იტყუებენ რასმე, ვისმე.
საუბარი
1) მშვიდი ლაპარაკი ვინმესთან; ბაასი, მუსაიფი.
2) მოხსენება, ლექცია, რომლის განხილვაშიც მონაწილეობენ მსმენელები.
საუბედურო - უბედურების მომტანი, მომასწავებელი.
საუბედუროდ - სამწუხაროდ, სავალალოდ.
საუბნო - უბანთან დაკავშირებული, უბნისათვის განკუთვნილი.
საუდიდები - საუდის არაბეთის მმართველთა დინასტია (XVIII საუკუნიდან).
საუდიერო
1) ნატურით გადასახადი, რომელსაც ბეგარის ზევით უხდიდნენ გლეხები ბატონს.
2) ჯარიმა, რომელსაც იხდის ჩხუბში დამნაშავე დაზარალებულის სასარგებლოდ.
საუდის არაბეთი (საუდის არაბეთის სამეფო, არაბ. ალ,-მამლაქა ალ-არაბია ას-საუდია).
- სახელმწიფო აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება იორდანიას, აღმოსაველეთით - ერაყს, ქუვეითს და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, სამხრეთით - ომანს და იორდანიას. დასავკეთიდან აკრავს წითელი ზღვა, ჩრდილო-აღმოსვლეთით კი სპარსეთის ყურე.
- ჰიმნი - „დიდება მეფეს“.
- დაარსებულია 1932 წლის 23 სექტემბერს.
- სახელმწიფო წყობა - აბსოლუტური თეოკრატიული მონარქია, რომლის სათავეში დგას მეფე.
- ფართობი - დაახლოებით 2 218 000კვ.კმ.
- დაყოფილია 17 ადმინისტრაციულ ერთეულად.
- მოსახლეობა - 27 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 12 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- სახელმწიფო რელიგია - ისლამი (სუნიტური მიმართულების).
- ოფიციალური ენა - არაბული.
- დედაქალაქი - ერ-რიადი.
- ვალუტა - რიალი.
- ქვეყნის კოდი - SAU.
- დროის სარტყელი - UTC +3.
- სატელეფონო კოდი - +966.
- internet-domeni - sa.
საუზმე
1) პურის ჭამა დილით; პურის ჭამა სადილობამდე.
2) ამ ჯერზე მისაღები საჭმელი.
3) ცივად მომზადებული საჭმელი (ხორცი, თევზი, მხალეული...), რომელსაც ცხელი კერძების მიტანამდე მიირთმევენ.
საუზმეული (საუზმეულობა) - იგივეა, რაც საუზმე.
საუზმობა
1) საუზმის ჭამა.
2) საუზმის დრო.
საუთ-ბენდი - ქალაქი აშშ-ს ინდიანას შტატში.
საუთენდ-ონ-სი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის ესექსის საგრაფოში.
საუთი რობერტ - ინგლისელი მწერალი (1774-1843 წწ).
საუთოებელი
1) რაც უნდა აუთოონ.
2) რითაც უნდა აუთოონ.
3) სადაც უნდა აუთოონ.
საუთპორტი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის ლანკაშირის საგრაფოში.
საუთ-შილდზი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის ტაინ-ენდ-უირის მეტროპოლიურ საგრაფოში (ინგლისი).
საუთჰემპტონი
1) კუნძული ჰუდსონის ყურეში, ეკუთვნის კანადას.
2) ქალაქი დიდ ბრიტანეთის ჰემფშირის საგრაფოში.
საუკეთესო - ყველაზე კარგი, საუცხოო, რჩეული.
საუკუნე - დროის მონაკვეთი, რომელიც ას წელს შეიცავს.
საუკუნეობით - საუკუნეთა განმავლობაში, საუკუნეთა მანძილზე.
საუკუნეობრივი - რაც საუკუნის, საუკუნეების განმავლობაში არსებობს.
საუკუნო
1) სამუდამო, სამარადისო, მუდმივი.
2) რაც დაკავშირებული ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მის საიქიოში ცხოვრებასთან.
საუკუნოება - მარადჟამობა, მარადისობა.
საუკუნოვანი - ასწლოვანი; უძველესი.
საულვაშე - ულვაშის ადგილი ზედა ტუჩის ზევით.
საულიტისი ბრუნო - ლატვიელი მწერალი (1922-1970 წწ).
საულოხთიყაუ - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
საულსკი იური - რუსი კომპოზიტორი, დირიჟორი, საზოგადო მოღვაწე (დაიბადა 1928 წელს).
საუმჯობესო - უმჯობესი, უკეთესი.
საუნა (ფინ.) - ფინური აბანო.
საუნდტრეკი - ფონოგრამა, ფილმის ხმოვანი თანხლება.
საუნივერსიტეტო - უნივერსიტეტისათვის განკუთვნილი.
საუნჯე
1) ძვირფასი ნივთები; ფასეულობა, განძი, სიმდიდრე.
2) (გადატანით) ვინმესთვის ძალიან ძვირფასი რამ.
3) ქართული ლიტერატურულ-მხატვრული ალმანახი, გამოდის 1974 წლიდან 2 თვეში ერთხელ.
საუპატიო - შეურაცხმყოფის განსაკუთრებული საზღაური, პატივის შელახვისათვის დაწესებული ჯარიმა ძველ საქართველოში.
საურა კარლოს - ესპანელი კინორეჟისორი და სცენარისტი (დაიბადა 1932 წელს).
საურავი - ჯარიმა, ვალდებულების ან ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის დადგენილ ვადებში.
საურავი - იგივეა, რაც საზრუნავი.
საურველი - იგივეა, რაც სამეურნეო.
საურთიერთო - ურთიერთობისათვის განკუთვნილი, ერთიმეორის მიმართ მოქმედი.
საური
1) ბალიშის პირი.
2) ირანის შაჰის სასარგებლოდ დაწესებული ფულადი გადასახადი XVI-XVIII საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში.
საურმაგი - ქართლის (იბერიის) მეფე ძვ.წ.აღ. III საუკუნეში.
საურმე
1) ურმისათვის განკუთვნილი.
2) მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე.
საუფლისწულო - ფეოდალური მიწათმფლობელობის ფორმა საქართველოში.
საუფლო
1) უფლისათვის, ღვთისათვის განკუთვნილი.
2) იგივეა, რაც საბატონო.
3) სადაც ვინმე, რამე ბატონობს; ვისიმე, რისამე საბრძანებელი, ადგილსამყოფელი.
საუფროსო
1) უფროსისათვის განკუთვნილი.
2) რაც ვისიმე უფროსობაში, გამგებლობაში იმყოფება.
საუღლე - უღელში შესაბმელი, უღელში შესაბმელად გამოსადეგი.
საუცხოო - მშვენიერი, შესანიშნავი.
საუწყებათაშორისო - რაც უწყებათა (მნიშვნელობა 3) შორის არსებობს.
საუწყებელი - რაც უნდა აუწყონ ვისმე; შესატყობინებელი.
საუწყებო - უწყებისათვის (მნიშვნელობა 3) განკუთვნილი, უწყებაში შემავალი.
საუხოხი - მთა ონისა და ჯავის მუნიციპალიტეტებში, ოსეთის კავკასიონზე (3711 მეტრი).
საფაგა - იხილე ბურ-საფაჯა.
საფათერაკო - ფათერაკის შემცველი, სახიფათო.
საფალიე - კაჟიან თოფზე ფალიის (პირის წამლის) დასაყრელი ადგილი.
საფანელი
1) ცომის გუნდის ამოღებისა და მისი გათხელების დროს მოსაყრელი ფქვილი, რომ ცომი არ მიეკრას ვარცლს ან ხელს. || შეჭამანდის შესასქელებლად დამატებული ფქვილი.
2) (გადატანით) საშუალება, სახსარი; ღონე, უნარი.
საფანტი - წვრილ-წვრილი, მრგვალი ტყვიები სანადირო თოფით სასროლად.
საფანტიანი თოფი - საფანტის სასროლი (სანადირო) თოფი.
საფარგლე - საგანგებო ბუდე, რომელშიც მოთავსებულია სახაზავი ხელსაწყოების კომპლექტი.
საფარდაგე - ფარდაგისათვის განკუთვნილი.
საფარებელი - იგივეა, რაც გადასაფარებელი.
საფარეშო - ფარეშისათვის განკუთვნილი სადგომი, ოთახი.
საფარველი
1) რაც იფარავს ვისმე, რასმე.
2) რაც ფარავს, ბურავს რასმე; საბურავი, საფარი.
საფარი
1) რაც ზევიდან აფარია ვისმე, რასმე.
2) რაც ფარავს, იფარავს, მალავს, იცავს ვისმე, რასმე.
3) თხრილი ან საგანგებო ადგილი ბრძოლის (ნადირობის...) დროს შესაფარებლად.
4) (ბერძნ.) - აფრიკაში - მონადირეთა ექსპედიცია, ნადირობა, აგრეთვე მოგზაურობა.
საფარიდები - დინასტია ხორასნის (ირანი) ფეოდალურ სახელმწიფოში 861-900 წლებში.
საფარიკაო - ფარიკაობისათვის განკუთვნილი, ფარიკაობასთან დაკავშირებული.
საფარისის ეკლესია - XII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამეკლესიანი ბაზილიკა, მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან, მდინარე კისისხევის მარჯვენა ნაპირზე.
საფარის მონასტერი - ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა, ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამცხის მფლობელ ჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენცია; დაარსებულია არა უგვიანეს X საუკუნისა. მდებარეობს ახალციხიდან 10-12 კილომეტრზე.
საფარლო - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.
საფაროვა-აბაშიძე მაკო (მარიამ) - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1860-1940 წწ).
საფარსაგო - გამოსაყენებელი, სარგებლობის მომტანი; ვარგისი.
საფარცხავი - რაც ან რითაც უნდა ფარცხონ.
საფასე - ფულის აღმნიშვნელი ზოგადი სახელი ძველ საქართველოში.
საფასი - იგივეა, რაც საფასური.
საფაშო - პროვინცია ან ოლქი ოსმალეთის იმპერიაში, რომელსაც ფაშა განაგებდა.
საფედქოჰი (სეფიდქოჰი - სპარს. „თეთრი მთა“) - ქედი ავღანეთში.
საფეთქელი - თავის ქალის ნაწილი შუბლსა და ყურს შორის.
საფეიქრო
1) ფეიქრობისათვის განკუთვნილი; ქსოვილების დამზადებასთან დაკავშირებული. || ქსოვით მიღებული, ნაქსოვი.
2) ფეიქრის სახელოსნო.
საფენი - რასაც აფენენ სადმე, რამეზე (ხალიჩა, ფარდაგი და მისთანები).
საფერავი
1) შავყურძნიანი ვაზის ჯიში; აქვს მეტწილად თხელი მტევანი, თხელკანიანი, წითელხორციანი მარცვალი.
2) ამ ჯიშის ყურძნის ღვინო.
3) რითაც ფერავენ რასმე.
საფერებელი
1) ვისაც უნდა ეფერონ; სალოლიაო.
2) მოფერების გამომხატველი.
3) რის გამოც უნდა ეფერონ ვისმე; საფერაო.
საფერისცვალო - მთა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონზე.
საფერი - შესაფერი, ბადალი.
საფერო - იხილე საფერი.
საფერფლე - ჭურჭელი თამბაქოს ფერფლისა და პაპიროსის ნამწვებისათვის.
საფერშეთი - მთა დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ალევის ქედზე.
საფერშლო - ფერშლისათვის განკუთვნილი, ფერშალთან დაკავშირებული.
საფერხე - საჯდომი პირუტყვი (ცხენი, ვირი, ჯორი) (აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში).
საფეხბურთო - ფეხბურთისათვის თამაშისათვის (ან ცნებისადმი) განკუთვნილი.
საფეხვნო - იგივეა, რაც ფეხონი.
საფეხურებიანი - რაც საფეხურებისაგან შედგება; საფეხურების მქონე.
საფეხური
1) კიბის ჰორიზონტალური ნაწილი ასვლა-ჩასვლისას ფეხის დასადგმელად.
2) (გადატანით) მონაკვეთი, ეტაპი, სტადია, რისამე განვითარებაში.
3) (გადატანით) კატეგორია, თანრიგი, ნაწილი.
საფითილე - ჩხირი, რომელზედაც ბამბის ფთილებს ახვევენ.
საფი - ქალაქი მაროკოში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (200 ათასი).
საფი აურელიო - იტალიელი რევოლუციონერ-დემოკრატი (1819-1890 წწ).
საფილეთი - მთა ხულოს მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე.
საფილტრავი - რითაც ფილტრავენ რასმე.
საფინალო - ფინალთან დაკავშირებული; საბოლოო, დამამთავრებელი.
საფინანსო - ფინანსებთან დაკავშირებული; ფინანსური.
საფინი მარატ - რუსი სპორტსმენი (ჩოგბურთი), XXI საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე (დაიბადა 1980 წელს).
საფირმო - რაც უშუალოდ არის დაკავშირებული ამა თუ იმ სამრეწველო დარგთან ან საწარმოსთან.
საფირონი (ბერძნ.) - ლურჯი ან იისფერი ძვირფასი ქვა; ლურჯი იაგუნდი.
საფიქლე - ისტორიული სოფელი ქვემო ქართლში, ახლანდელი წალკის მუნიციპალიტეტში.
საფიქრალი (საფიქრელი)
1) რაზედაც უნდა იფიქრონ, რაზედაც ფიქრობენ.
2) სავარაუდო, შესაძლებელი.
საფიჩხია
1) ქედი ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.
2) რკინიგზის ბაქანი ქუთაის-გელათის გადასარბენზე.
საფიცარი
1) ვისაც (რასაც) იფიცავენ; დასაფიცარი.
2) ფიცის წერილი, საბუთი.
საფიცხო (საფიცხობელი) - ბოძებზე გამართული ლასტები ან ფიცრები მარცვლეულის, ჩირის და მისთანების მზეზე გასაშრობად.
საფიხვნო - ადგილი, სადაც სოფლის ხალხი იყრის თავს (ფშავში).
საფლავი - მიცვალებულის დასამარხავი ორმო; ადგილი, სადაც მიცვალებული მარხია; სამარე.
საფლობი - დიდი ტალახი ან ჭაობიანი ადგილი, სადაც ჩაფლობა შეიძლება.
საფლობიანი - სადაც საფლობებია.
საფო - ძველბერძენი პოეტი ქალი (ძვ.წ.აღ. VII - VI საუკუნეები).
საფოკი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში (ინგლისი).
საფონავი - მდინარე მცხეთის მუნიციპალიტეტში, ქსნის მარცხენა შენაკადი.
საფონოვი ბორის - სამხედრო-სააზღვაო ფლოტის ავიაციის მფრინავი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1915-1942 წწ).
საფონოვო - ქალაქი რუსეთის სმოლენსკის ოლქში (55 ათასი).
საფორტეპიანო - ფორტეპიანოსთვის განკუთვნილი.
საფოსტო - ფოსტისათვის განკუთვნილი, ფოსტასთან დაკავშირებული.
საფრა - კუბაში - შაქარის ლერწმის ჭრა (მოსავლის აღება) და გადამუშავება.
საფრანგეთი (საფრანგეთის რესპუბლიკა, ფრანგ. Republique Francaise)
- სახელმწიფო ევროპის დასავლეთ ნაწილში. სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება ესპანეთს და ანდორას, სამხრეთ-აღმოსავლეთით - იტალიას და მონაკოს, აღმოსავლეთით - შვეიცარიას, გერმანიას, ბელგიას და ლუქსემბურგს. დასავლეთით და ჩრდილოეთით აკრავს ატლანტის ოკეანე (ბისკაის ყურე) და ლა-მანშის სრუტე, სამხრეთით - ხმელთაშუა ზღვა.
- ეროვნული დევიზი - „Liberte, Egalite, Fraternite“ (თავისუბლება, თანასწორობა, ძმობა).
- ჰიმნი - „მარსელიეზა“.
- მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (ეროვნული კრება და სენატი).
- ფართობი - 547 030 კვ.კმ.
- დაყოფილია 96 დეპარტამენტად, რომლებიც შექმნილია 37 ისტორიული ოლქის ტერიტორიაზე. საფრანგეთის შემადგენლობაში შედის ზღვისიქითა ტერიტორიები: გვადელუპა, საფრანგეთის გვიანა, მარტინიკა, რეიუნიონი, სენ-პიერი და მიკელონი.
- მოსახლეობა - 64 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 114 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნეები ძირითადად კათოლიკეები არიან.
- ოფიციალური ენა - ფრანგული.
- დედაქალაქი - პარიზი.
- ვალუტა - ევრო.
- ქვეყნის კოდი - FRA.
- დროის სარტყელი - UTC +1.
- სატელეფონო კოდი - +33.
- internet-domeni - fr.
საფრანგეთის ალპები - დასავლეთი ალპების ნაწილი საფრანგეთში.
საფრანგეთის პოლინეზია - კუნძულების ჯგუფი წყნარ ოკეანეში, საფრანგეთის სამფლობელო.
საფრანგეთის რივიერა - იხილე ლაჟვარდოვანი ნაპირი.
საფრანგეთის სუდანი - იხილე მალი.
საფრანგეთის ცენტრალური მასივი (ცენტრალური მასივი) - მთის მასივი საფრანგეთში.
საფრეთი - მთა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე.
საფრენი - ფრენისათვის განკუთვნილი.
საფრენოსნო - ადამიანის ჰაერში ფრენასთან, ავიაციასთან დაკავშირებული.
საფრთხე - საშიში, სახიფათო რამე, ხიფათი, საშიშროება.
საფრთხილო
1) ფრთხილად მოსაპყრობი; გასაფრთხილებელი.
2) რასაც უნდა უფრთხოდნენ; საშიში, სახიფათო.
საფრთხობელა
1) ორ ერთმანეთზე გადაჯვარედინებულ ჯოხზე ადამიანის მიმსგავსებით წამოცმული ძონძები; დგამენ ბოსტანში, ბაღში, ვენახში ფრინველთა და ცხოველთა დასაფრთხობად.
2) (გადატანით) იტყვიან მეტისმეტად ცუდი შესახედაობის, უშნო ადამიანზე.
3) (გადატანით) რაც (ვინც) აფრთხობს, აშინებს.
საფრინველე
1) შინაური ფრინველის სადგომი.
2) ფრინველისათვის განკუთვნილი.
საფრიჭა - იხილე სოფრუჯუ.
საფრონტო - ფრონტისათვის განკუთვნილი, ფრონტთან დაკავშირებული.
საფრქვევი - რითაც მცენარეებს აფრქვევენ რაიმე წამალს.
საფსიტისწვერი - მწვერვალი დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ქედზე.
საფუარი
1) დამჟავებული პურის ცომი, რომელსაც ახალ ცომში ურევენ ასაფუებლად; ამოსაწევად; ხაში.
2) მიკროსკოპული სოკოებისაგან მიღებული ნივთიერება, რომელიც აფუებასა და დუღილს იწვევს.
საფუვრიანი - რასაც საფუარი ურევია.
საფუთავი - იგივეა, რაც შესაფუთავი.
საფულე - ფულის ჩასადები სათავსი თან სატარებლად.
საფუნთუშე
1) ფუნთუშებისათვის განკუთვნილი.
2) პურისა და ფუნთუშების სავაჭრო.
საფურაჟე - ფურაჟისათვის განკუთვნილი.
საფურე
1) რაც ფური გახდება, დედალი (ხბო და მისთანები).
2) ფურების სადგომი.
საფურთხებელი
1) ჭურჭელი, რომელშიც აფურთხებენ.
2) შეფურთხების ღირსი.
საფურცლე - ისტორიული სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, არაგვის ხეობაში, სოფელ ნატახტრის ძველი სახელწოდება.
საფუტკრე - ადგილი, სადაც მოთავსებულია ფუტკრიანი სკები.
საფუძარი - კარ-მიდამო.
საფუძველი
1) იგივეა, რაც საძირკველი.
2) რასაც ემყარება, ეყრდნობა რამე; რაც რისამე არსს ქმნის.
3) საფუძვლები - რაიმე თეორიის, მოძღვრების... ძირითადი დებულებები, პრინციპები.
4) რისამე გასამართლებელი მიზეზი, საკმარისად მიჩნეული საბაბი.
საფუძვლიანი
1) საფუძვლის მქონე; გამართლებული, სწორი, საბუთიანი.
2) არსებითი, ღრმა, სერიოზული.
საფუძვლიანობა - საფუძვლის ქონა.
საფუძრები - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.
საფუხარი - იხილე საბუხარი.
საფქვავი
1) წისქვილში დასაფქვავად განკუთვნილი მარცვლეული (ხორბალი, სიმინდი).
2) ხელსაწყო რისამე დასაფქვავად.
საფქველი
1) იგივეა, რაც საფქვავი.
2) წისქვილი.
საფქვილე
1) ფქვილისათვის განკუთვნილი.
2) იგივეა, რაც ალა2.
საფშვნელი
1) რაც უნდა ფშვნან.
2) რითაც უნდა ფშვნან.
საფცქვნელი - რითაც ფცქვნიან რასმე.
საფხეკელა - იარაღი, რომლითაც ფხეკენ რასმე.
საფხეკელი - იგივეა, რაც საფხეკი.
საფხეკი - რაც ან რითაც უნდა ფხიკონ.
საფხვიერებელი - რითაც აფხვიერებენ (მიწას).
საფხვნელი - რითაც უნდა დაფხვნან რამე.
საქადაგიანო - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.
საქათმე - ქათმების სადგომი.
საქალაქთაშორისო - ქალაქებს შორის არსებული, ქალაქებს შორის წარმოებული.
საქალაქო - ქალაქისათვის განკუთვნილი, ქალაქთან დაკავშირებული.
საქალებო
1) ქალებისათვის განკუთვნილი.
2) ეკლესიის შენობაზე ქალებისათვის მიშენებული ნაგებობა.
3) იგივეა, რაც სამოახლო.
საქალეთი - ქალთა სამყარო, ყველა ქალი ერთად.
საქალო - ქალებისათვის განკუთვნილი, ქალების შესაფერი.
საქანაო - რაც ქანაობს ან აქანავებს.
საქანდაკო - ქანდაკებისათვის განკუთვნილი.
საქანელა - გასართობი მოწყობილობა, რამეზე ჩამოკიდებული თოკები, რომლებზედაც ჰორიზონტალურად გადებულია ფიცარი, მასზე დგებიან ან სხდებიან და ქანაობენ.
საქარა - სოფლების ზედა საქარისა და ქვედა საქარის გავრცელებული სახელწოდება (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი).
საქარავნო
1) ქარავნისათვის განკუთვნილი.
2) იგივეა, რაც ფუნდუკი.
საქარგავი - ქარგვისათვის განკუთვნილი.
საქარე
1) ქარისათვის განკუთვნილი.
2) სახლის სახურავსა და სარტყელს შორის სამკუთხად ამოშენებული კედელი; აკეთებენ ქარის მიმართულების შესაბამისად.
საქართველო
1) სახელმწიფო ამიერკავკასიის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში. აღმოსავლეთით ესაზღვრება აზერბაიჯანი, სამხრეთ-აღმოსავლეთით - სომხეთი, სამხრეთით - თურქეთი, ჩრფილოეთით - რუსეთი. დასავლეთიდან აკრავს შავი ზღვა.
- დამოუკიდებლობის დღე (რუსეთის იმპერიისგან) - 1918 წლის 26 მაისი.
- ეროვნული დევიზი - „ძალა ერთობაშია“.
- ჰიმნი - „თავისუფლება“.
- მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი.
- ფართობი - 69 700 კვ.კმ.
- შედგება 65 მუნიციპალიტეტის და 3 ავტონომიური წარმონაქმნისაგან (აფხაზეთი, აჭარა, სამხრეთ ოსეთი).
- მოსახლეობა - 4,6 მილიონი (2008 წლის მონაცემებით).
- სიმჭიდროვე - 67 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნეები ძირითადად მართლმადიდებლები არიან.
- ოფიციალური ენა - ქართული.
- დედაქალაქი - თბილისი.
- ვალუტა - ლარი.
- ქვეყნის კოდი - GEO.
- დროის სარტყელი - UTC +4.
- სატელეფონო კოდი - +995.
- internet-domeni - ge.
2) ქვეყანა (ტერიტორია) და სახელმწიფო, რომელიც ძირითადად ქართველებით არის დასახლებული. როგორც ეთნიკურ-კულტურული ცნება, იხსენიება X საუკუნიდან.
3) მცირე ცთომილი №787. აღმოაჩინა გ.ნეუიმინმა 1914 წელს, მანვე უწოდა სახელი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია - ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესია, რომელიც შეიქმნა ქართლში (იბერიაში) ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღებისთანავე (დაახლოებით 330-იანი წლები).
საქართველოს სამხედრო გზა - გზა ჯვრის უღელტეხილზე, აერთებს თბილისს რუსეთთან.
საქარია
1) მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ქედზე.
2) მდინარე აბაშის მუნიციპალიტეტში, ნოღელის მარცხენა შენაკადი.
3) მდინარე თურქეთში, ერთვის შავ ზღვას (790 კმ).
საქარიმეტრი (ბერძნ.) - ოპტიკური ხელსაწყო, რომლითაც ხსნარში შაქრის რაოდენობას არკვევენ.
საქარინი (ბერძნ.) - ძალზე ტკბილი თეთრი კრისტალური ნივთიერება - შაქრის სუროგატი.
საქარისძირი - მთა გორის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.
საქარისწვერი - მთა მცხეთის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე.
საქარიქედი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (კიცხის თემის საკრებულო). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთზე. ზღვის დონიდან - 510 მეტრი. ხარაგაულიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 394 კაცი.
საქაროზა (ბერძნ.) - მცენარეული წარმოშობის (ჭარხლის ან ლერწმის) შაქარი.
საქაროწვერი - მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე (სიმაღლე - 2977 მეტრი).
საქაროწყალი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ორწყლის მარცხენა შენაკადი.
საქარხნო - ქარხანასთან დაკავშირებული, ქარხნისთვის განკუთვნილი.
საქარხნო რაიონი - თბილისის სამგორის რაონის ყოფილი სახელი.
საქასრია - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ბორითის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ძირულის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 420 მეტრი. ხარაგაულიდან - 25 კილომეტრი. სოფელში დგას შუა საუკუნეების სავანის ეკლესია. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 537 კაცი.
საქასრიულა - მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ძირულის მარცხენა შენაკადი.
საქაქი - XV საუკუნის I ნახევრის უზბეკი პოეტი
საქაღალდე
1) ქაღალდისათვის განკუთვნილი.
2) მუყაოს ყდა ქაღალდების ჩასაწყობად.
საქაშეთი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
საქაჩავი
1) რითაც ქაჩავენ (სითხეს, ჰაერს...).
2) საწარმო, სადაც ქაჩავენ რასმე.
საქაჯავი
1) ჭაჭის გამოსაწური მოწყობილობა, წნეხი.
2) ჭახრაკი ერთგვარი (იყენებდნენ მსჯავრდადებულის საწამებლად).
საქებარი (საქებელი) - იგივეა, რაც საქები.
საქები - ვინც, რაც ქების ღირსია.
საქებური - იგივეა, რაც საქები.
საქედური - უღლის ამოწეული ადგილი (ტაბიკებს შუა), რომელიც ხარს (კამეჩს) ქედზე ედება.
საქეიფო - ქეიფისათვის განკუთვნილი, ქეიფის შესაფერი.
საქერე
1) ქერისათვის განკუთვნილი.
2) - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭართლის თემის საკრებულო), გუდამაყრის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე მთიულეთის არაგვის მარცხენა მხარეს, ჯუღისის ხევზე. ზღვის დონიდან - 1300 მეტრი, დუშეთიდან - 41 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.
საქვაბე
1) ორთქლის ქვაბისათვის განკუთვნილი.
2) სადგომი, სადაც ორთქლის ქვაბებია გამართული.
3) ბუხარში ან შუაცეცხლზე ქვაბის ჩამოსაკიდი ადგილი.
საქვეითო - ქვეითად მოსიარულეთათვის განკუთვნილი.
საქველმოქმედო - ქველმოქმედებასთან დაკავშირებული; ქველმოქმედებისათვის განკუთვნილი.
საქვეყნო - ქვეყნისათვის განკუთვნილი; საერთო, სახალხო, საზოგადო.
საქვრივო
1) ქვრივისათვის განკუთვნილი; ქვრივის შესაფერი.
2) ქვრივის წილი ქონება.
საქილე - იგივეა, რაც სამასრე.
საქილიკო - ქილიკობისათვის განკუთვნილი; სახუმარო, საოხუნჯო.
საქინძისთავე - ქინძისთავების დასაბნევი ბალიში.
საქირაო - ქირით ასაღები; დასაქირავებელი.
საქირიო - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.
საქისე
1) ქისისათვის განკუთვნილი.
2) ქისის ჩასადები ჯიბე.
საქისტოსწვერი - იხილე ლაღის მთა.
საქლეში - გუთნის კბილაზე ამოკრული რკინა ან ხის თამასა.
საქმე
1) რაც უნდა აკეთონ; შესასრულებელი, გასაკეთებელი რამ; სამუშაო.
2) ნამოქმედარი, გაკეთებული; მოქმედება, საქციელი.
3) ამბავი, შემთხვევა.
4) მდგომარეობა, ვითარება.
5) საკითხი.
6) სასამართლოს განხილვის საგანი.
7) შეთანხმება რისამე.
8) ცოდნის ან მოქმედების სფერო.
9) ვისიმე, რისამე შესახები საბუთები.
საქმეგამოლეული - უსაქმური, უქნარა.
საქმიანი
1) მუდამ საქმის მქონე; საქმის მოყვარული; საქმის მცოდნე; მოსაქმე, გამრჯელი.
2) საქმის შესაფერი, საქმესთან დაკავშირებული.
საქმიანობა - საქმის კეთება, შრომა, მუშაობა.
საქმისმწარმოებელი - კანცელარიის თანამშრომელი, რომელიც საქმისწარმოებას უძღვება.
საქმისწარმოება - საკანცელარიო საქმეების (საქმიანი მიმოწერის) წარმოება.
საქმნელი - იგივეა, რაც საქნელი.
საქმოსანი - ვინც თავის საქმიანობაში პირადი, პრაქტიკული (ჩვეულებრივ, კომერციული) მიზნებით ხელმძღვანელობს.
საქმოსნური - საქმოსნის დამახასიათებელი.
საქმრეულო - ქმრის ოჯახი, ქმრის ნათესაობა.
საქმრო - კაცი, რომელიც ვისიმე ქმარი უნდა გახდეს.
საქნარი - საქმე, სამუშაო.
საქნელი - რაც უნდა ქნან; გასაკეთებელი, მოსახდენი.
საქობო - სოფლები სიღნაღის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში.
საქოლავი - სადაც ჩაქოლეს ვინმე; ვისიმე ჩაქოლვისათვის განკუთვნილი ადგილი.
საქონდრია - მთა შუახევის მუნიციპალიტეტში, შავშეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოებაზე.
საქონე
1) ქონის მისაღებად განკუთვნილი.
2) პარკი ან კოლოფი, რომელშიც ინახავდნენ იარაღის საწმენდ ან თასმის საპოხ ქონს (იკიდებდნენ სარტყელზე).
საქონელბრუნვა - საქონლის ბრუნვა წაარმოებიდან მომხმარებლამდე.
საქონელი
1) შინაური ჩლიქოსანი ცხოველები.
2) შრომის პროდუქტი, რომელსაც ამზადებენ გასაყიდად, გასაცვლელად.
საქონელმცოდნე - საქონელმცოდნეობის სპეციალისტი.
საქონელმცოდნეობა - მეცნიერება, რომელიც სწავლობს საქონლის სახმარ ღირებულებას.
საქონი - იხილე საქონელი.
საქორეთი - ყოფილი სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.
საქორია - მთა გორის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედზე.
საქორის მთა (საქორისქედი, საქორისწვერი) - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ქედის განშტოებაზე (სიმაღლე - 2879 მეტრი).
საქორის ქედი - ქედი დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ქედის სამხრეთ-დასავლეთი განშტოება.
საქორისქედი - იხილე საქორის მთა.
საქორისწვერი - იხილე საქორის მთა.
საქორისწყალი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარცხენა შენაკადი.
საქორქიო - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.
საქორწილო - ქორწილისათვის განკუთვნილი.
საქოჩრე - ადამიანის თავის ზემო ნაწილი, სადაც ქოჩორია.
საქრისტიანო
1) ქვეყნები, სადაც ქრისტიანობაა გავრცელებული.
2) იგივეა, რაც ქრისტიანული.
საქრობი - რითაც უნდა ჩააქრონ (ცეცხლი).
საქსაგანსკი (ნამდვილი გვარი ტობილევიჩი) პანას - უკრაინელი მსახიობი, რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1859-1940 წწ).
საქსაული (თურქ.) - დაბალი ხე ან ბუჩქი; იზრდება შუა აზიის, ირანის, ავღანეთის და სხვა უდაბნოებში.
საქსე ანა - ლატვიის სახალხო მწერალი ქალი (1905-1981 წწ).
საქსები - გერმანული ტომები, რომელთა ნაწილი V-VI საუკუნეებში კონტინენტიდან გადასახლდა ბრიტანეთში; VIII საუკუნის ბოლოს ისინი დაიპყრეს ფრანკებმა.
საქსელე - ქსლისათვის განკუთვნილი.
საქსი ადოლფ - ჩასაბერი საკრავების ბელგიელი ოსტატი (1814-1894 წწ).
საქსი იულიუს - იხილე ზაქსი ი.
საქსოვი
1) რაც უნდა ქსოვონ; მოსაქსოვი.
2) რითაც უნდა ქსოვონ.
3) სადაც უნდა ქსოვონ.
საქსონ გრამატიკოსი - დანიელი მემატიანე (დაახლოეებით 1140-1208 წწ).
საქსონია - ისტორიული ოლქი და მხარე გერმანიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში; ადმინისტრაციული ცენტრი - დრეზდენი.
საქსონოა-ანჰალტი - მხარე გერმანიაში, ადმინისტრაციული ცენტრი - მაგდებურგი.
საქსონიის შვეიცარია (ელბის ქვიშიანი მთები) - პლატოსებრი დაბალმთიანეთი გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში.
საქსონიური დინასტია - გერმანელ მეფეთა (919 - 1024 წლები) და „საღვთო რომის“ იმპერატორთა (962 წლიდან) დინასტია.
საქსოფონი - სპილენძის სასულე საკრავი, კლარნეტის მონათესავე.
საქუდე - ქუდისათვის განკუთვნილი.
საქულბაქე (საქულბაქო) - დუქნების ადგილი; დუქნები.
საქურდალი - რაც უნდა მოიპარონ.
საქუსარი - ფეხსაცმლის უკანა ნაწილი, რომელიც ქუსლს ერტყმის გარს.
საქუსლე - ქუსლისათვის განკუთვნილი.
საქცევი
1) რაც უნდა იქცეს რადმე.
2) სახნავი მიწის თავსა და ბოლოში გუთნეულის (ტრაქტორის, კომბაინის....) მოსაბრუნებელი ადგილი.
3) გადასაბრუნებელი (კილო).
საქციელი - ვისიმე მიერ ჩადენილი მოქმედება; ქცევა, მოქცევა.
საქციელწამხდარი - ვისაც საქციელი წაუხდა.
საღათა - საღათას ძილი - ხანგრძლივი ავადმყოფური ძილი.
საღალო - ღალით გასაცემი (მიწის ნაკვეთი).
საღამო
1) დროის მონაკვეთი დღის დასასრულიდან ღამის დაწყებამდე.
2) საზეიმო ან გასართობი შეკრება, წარმოდგენა ან კონცერტი, რომელიც იმართება საღამოს.
საღამოობით - ჩვეულებრივ საღამოთი; ყოველ საღამოს.
საღამოს ტბა - ტბა საქართველოში, ჯავახეთში; ზღვის დონიდან 1996 მეტრი, უდიდესი სიღრმე - 2,3 მეტრი.
საღამური - ღამისათვის განკუთვნილი, ღამით სახმარი (ჩვეულებრივ, ტანსაცმელი).
საღანძილე
1) მთა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, საგურამოს ქედის სამხრეთ კალთაზე (1337 მეტრი).
2) სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის მარცხენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 520 მეტრი. ხარაგაულიდან - 3 კილომეტრი.. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 7 კაცი.
საღარავი
1) რაც უნდა ღარონ.
2) რითაც უნდა ღარონ, ღარის ამოსაჭრელი.
საღარაძე გიორგი - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1906-1980 წწ).
საღარაძე გურამ
1) მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1929 წელს).
2) სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა, 78 კგ). ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი (1963, 65) და ორგზის მეორე პრიზიორი (1966, 67), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1968). 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, სსრკ სამგზის ჩემპიონი, სპორტის დამსახურებული ოსტატი (1964-66) (დაიბადა 1939 წელს).
საღარი - შუბლთეთრი ცხენი.
საღარიბო - ღარიბისათვის განკუთვნილი, ღარიბის შესაფერი; ღარიბული.
საღაღადებელი - რაც უნდა იღაღადონ.
საღებავი - მასალა საგნების შესაღებავად ან ფერწერისათვის.
საღებარი - ნივთიერება, რომელიც ღებავს.
საღერღელი - საღერღელის აშლა - რისამე დიდი სურვილის გაჩენა. ძალიან მონდომება.
საღერღი - რითაც ღერღავენ; მსხვილად საფქვავი.
საღეჭავი - იგივეა, რაც საღეჭი.
საღეჭი
1) რაც უნდა ღეჭონ, ღეჭვისათვის გამოსადეგი.
2) რითაც ღეჭავენ; ღეჭვისათვის განკუთვნილი.
საღვამიჩავო - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.
საღვარე
1) ადგილი, სადაც ღვარი მიედინება ხოლმე.
2) წისქვილის ქვეშ ადგილი, სადაც ბორბლებიდან გადის წყალი.
საღვთისმეტყველო - ღვთისმეტყველებისათვის განკუთვნილი, ღვთისმეტყველებასთან დაკავშირებული.
საღვთო - იგივეა, რაც საღმრთო.
საღვთო ივეოსი - ტანად დიდი ფრინველი ლაკლაკისნაირთა რიგისა; სხეულის სიგრძე - 75 სმ. გავრცელებულია აფრიკის ოკეანეებისპირა რეგიონებში.
საღვთო კავშირი - ევროპის მონარქთა კავშირი რევოლუციებისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ და ვენის კონგრესის (1814-15 წწ) გადაწყვეტილებათა განუხრელად შესრულების უზრუნველსაყოფად.
საღვთო რომის იმპერია - შუა საუკუნეების იმპერია ევროპის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში, დააარსა 962 წელს გერმანიის მეფე ოტო I-მა.
საღვინე
1) ღვინისათვის განკუთვნილი.
2) მომცრო, ტუჩიანი ჭურჭელი ღვინისა.
საღვინე (1938-1990-იან წლებში „პირველი მაისი“) - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (სანახშირის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 240 მეტრი, ზესტაფონიდან - 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 411 ადამიანი.
საღვრელი - იგივეა, რაც დასაღვრელი.
საღვრიალა - ბავშვების სათამაშო - ძაფზე წამოგებული ღილი ან გახვრეტილი თხილი, რომელსაც აბზრიალებენ; გამოსცემს დამახასიათებელ ხმას.
საღი (თურქ.)
1) ჯანმრთელი, დაუავადებელი.||გაუფუჭებელი, დაუზიანებელი, ვარგისი.
2) ჯანმრთელობისათვის სასარგებლო, მოსახდენი; სუფთა, წმინდა.
3) ცოცხალი, ნათელი (ჭკუა, გონება...).
4) სწორი, მართებული, გონივრული.
საღიანი ამო (ნამდვილი სახელი და გვარი ამაიაკ გრიგორიანი) - სომეხი პოეტი (1914-1993 წწ).
საღილე - ღილის შესაკრავი ჭრილი (ტანსაცმელზე); კილო.
საღირალი - რაც უნდა ღირდეს რამე.
საღირაშენი - ისტორიული სოფელი ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში, ახლანდელ სოფელ ამლევის აღმოსავლეთით.
საღირისძენი - დასავლეთ საქართველოს დიდებულთა საგვარეულო XII საუკუნეში.
საღმრთო
1) ღმრთისათვის განკუთვნილი, ღმრთის შესაფერი.
2) ღმრთის, სალოცავის ან ხატისათვის განკუთვნილი დღეობა, რომლის დროსაც მსხვერპლს წირავდნენ.
3) ღმერთის, სალოცავის ან ხატისათვის შესაწირი საკლავი; ზვარაკი.
საღობავი - რითაც უნდა შეღობონ რამე.
საღოლაშენი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.
საღონე (საღონავი) - ბადის ქვედა კიდეზე შემოკეცილი ნაწილი, რომელშიც თევზი ებმება.
საღორე - ღორების სადგომი.
საღორისი - ისტორიული სოფელი ქვემო ქართლში, ახლანდელი დაბა კოჯრეთის სიახლოვეს.
საღორისხევი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს მარცხენა შენაკადი.
საღრაშენი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.
საღრძე - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.
საღ-სალამათი - ჯანმრთელი, ჯანსაღი.
საღსაღაჯი (Pistacia mutica) - საშუალო სიმაღლის ხე; მისი დასერილი ქერქიდან გამოიყოფა საუკეთესო ფისი, რომელსაც საღეჭად ხმარობენ; კევის ხე.
საღუმელე - ღუმლისათვის განკუთვნილი.
საყავე - ყავის ასადუღებელი ჭურჭელი; ყავადანი.
საყავრე
1) ყავრისათვის განკუთვნილი, ყავრად გამოსადეგი.
2) ყავრის დასამზადებელო.
3) ყავრის დასაწყობი ადგილი.
4) სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
საყაიმო - რასაც ყაიმი უნდა მოჰყვეს. || რაც ყაიმით აღინიშნა.
საყალიბო - ყალიბისათვის განკუთვნილი.
საყანე - ყანისათვის განკუთვნილი.
საყარაულო
1) ყარაულობისათვის განკუთვნილი; სადარაჯო, საგუშაგო.
2) ადგილი, ან ნაგებობა, სადაც ყარაული დგას.
3) მთა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედზე.
4) მთა ყვარლის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოების საყარაულოს ქედზე (სიმაღლე - 1743 მეტრი).
5) მთა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.
6) მთა კასპის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.
7) მთა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.
8) ყოფილი სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში.
საყასბო - ხორცის სავაჭრო.
საყაფანდრო (ყაფნის ბაჟი) - სახელმწიფო ყაფანზე (სასწორზე) საქონლის აწონვისათვის დაწესებული ბაჟი შუა საუკუნეების თბილისში.
საყაჩაღო - ყაჩაღობისათვის განკუთვნილი.
საყბეური - ცხენის აღვირის თასმა, ყბაში ამოსადები.
საყდარი
1) შენობა, სადაც ქრისტიანთა წირვა-ლოცვა იმართება; ეკლესია, ტაძარი.
2) სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.
საყდრიონი (ყოფილი მერეკანი) - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურთსოფლის თემის საკრებულო), ერწოს ქვაბულში. ზღვის დონიდან - 1060 მეტრი, თიანეთიდან - 27 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 563 კაცი.
საყდრისღელე - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ლიკანისხევის მარცხენა შენაკადი.
საყე (სპარს. „საყე“ ÜLAX)
1) გზის საჩვენებლად, საზღვრის აღსანიშნავად და სხვა დანიშნულებისათვის მიწაში ჩარჭობილი პალო.
2) საყებურთის თამაშში - ბრტყელი ქვა ან ფიცრის ნაჭერი, რომელსაც სათამაშო მოედანზე დგამენ.
საყებურთი - ძველებური გუნდური ბურთის თამაში, რომლის მონაწილენიც ცდილობენ მოწინააღმდეგის გუნდის საყეს ბურთი მოარტყან (ამჟამად აღდგენილია ფარბურთის სახელწოდებით).
საყევარი - გუთნის თავის ხარების წინა უღლეულების (ან ურემში მეორე უღელი ხარის) მოსაბმელი ჭაპანი, ჯაჭვი, ძელი და მისთანები.
საყელო
1) ამონაჭერი ტანსაცმლის ზედა ნაწილში ყელ-კისრის ირგვლივ; აგრეთვე ამ ადგილას მოვლებული ქსოვილი ან ბეწვი.
2) თასმა, რომელსაც კისერზე უკეთებენ ცხოველებს.
საყელური
1) იგივეა, რაც ყელსაბამი.
2) ლითონის მრგვალი ნახვრეტიანი ფირფიტა, ქანჩის ქვეშ დასადები.
საყვავე - იგივეა, რაც თავხე.
საყვავილე
1) ყვავილისათვის განკუთვნილი.
2) ყვავილის ჩასადები ჭურჭელი, ლარნაკი.
3) ყვავილის სავაჭრო, ყვავილის მაღაზია.
4) სადაც ყვავილია გაშენებული.
საყვავისტყე - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.
საყვავყორნედ - ყვავ-ყორნის კერძად, საწიწკნად.
საყვარელი
1) ვინც, რაც უყვართ.
2) პირი, რომელიც ვინმესთან ქორწინების გარეშე, ფარულ კავშირში იმყოფება.
საყვარელიძე ელენე - მსახიობი, თეატრმცოდნე, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1924 წელს).
საყვარელიძე ტარიელ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1923-1993 წწ)
საყვედური
1) უკმაყოფილების, წყენის გამოხატვა სიტყვიერად; სამდურავი.
2) შენიშვნა, როგორც ადმინისტრაციული სასჯელი რაიმე დანაშაულისათვის.
3) ყვედრება, დამადლება.
საყველაწმინდო - სადღეგრძელო, რომელსაც ნადიმის, ქეიფის ბოლოს სვამენ.
საყველო - მთა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე.
საყველპურო
1) საყოველდღეო, სახელდახელო.
2) ითქმის ძალიან ცოტა მარაგზე (ცოდნისა და სხვა).
საყვინთი - მყვინთავის საქმიანობასთან დაკავშირებული.
საყვირი
1) დიდი ხმის გამომცემი ჩასაბერი საკრავი ლითონისა.
2) სასიგნალო ხმის გამომცემი მოწყობილობა.
საყიდი (საყიდელი)
1) რაც უნდა იყიდონ.
2) რითაც უნდა იყიდონ.
საყივარი - გრძელი ბუმბული მამლის ბოლოზე.
საყინოსღელე (სამყინვროსწვერი) - უღელტეხილი ახმეტის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე.
საყინულე
1) სარდაფი ან კარადა, რომელშიც ათავსებენ ყინულს მალფუჭადი პროდუქტების შესანახად.
2) იხილე მყინვარი.
3) მთა ვანის, ჩოხატაურის და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საზღვარზე (სიმაღლე - 1204 მეტრი).
საყლაპავი - რაც უნდა ყლაპონ, რისი ყლაპვაც შეიძლება.
საყმაწვილო
1) ყმაწვილისათვის განკუთვნილი; საბავშვო.
2) ტუბერკულოზის გამოვლინების ერთ-ერთი ფორმა ბავშვებში.
საყმო
1) ყმებისათვის განკუთვნილი.
2) ყმების ერთობლიობა; ყმები; მამული ყმებიანად.
საყნოსველი - რასაც უნდა უყნოსონ.
საყოველდღეო - ყოველდღე, მუდამ გამოსადეგი, სახმარი.
საყოველთაო - ყველასათვის განკუთვნილი; ყველასი, საერთო, საზოგადო.
საყოლი
1) ვინც ან რაც უნდა ჰყავდეთ, ვისაც ან რასაც იყოლიებენ.
2) ყოველგვარი შინაური ფრინველი, ცხოველი (იმერეთში, გურიაში).
საყორნე
1) მთა თელავის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე.
2) უღელტეხილი კახეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, თელავის მუნიციპალიტეტში (სიმაღლე - 2835 მეტრი). მისი მიდაომოები აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, კალთები შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით. უღელტეხილი პანკისის ხეპბას აკავშირებს თუშეთის ალაზნის ხეობასთან.
3) ისტორიული სოფელი ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში (ახლანდელ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში).
საყორნია
1) მთა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე (სიმაღლე -2752 მეტრი).
2) მთა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე.
საყორნისკლდე - მთა, იხილე ყორნისკლდე.
საყორნის ქედი - ქედი თელავის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე.
საყოფაცხოვრებო - ყოფა-ცხოვრებასთან დაკავშირებული; ყოფა-ცხოვრების დამახასიათებელი.
საყრდენი - რასაც აყრდნობენ რასმე ან რასაც ეყრდნობა რამე (ვინმე).
საყრდნობი - იგივეა, რაც საყრდნობი.
საყრელი - სადაც დაყრიან რასმე.
საყრილობო - ყრილობისათვის განკუთვნილი.
საყუათო - ყუათის მომცემი; ნოყიერი, ყუათიანი, მარგებელი.
საყუდაბელი - სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში.
საყუდარი - სამყოფი, საცხოვრებელი, თავშესაფარი.
საყუდისთავი - მთა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე (1707 მეტრი).
საყულაფერდი - მთა ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე.
საყულია - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, სოფლის საკრებულოს ცენტრი ზღვის დონიდან - 45 მეტრი, წყალტუბოდან - 40 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2425 კაცი.
საყუნეთი - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.
საყურადღებო - ყურადღების მისაქცევი, ყურადღების ღირსი; მნიშვნელოვანი, საგულისხმო.
საყურე
1) ყურის ბიბილოზე გასაკეთებელი სამკაული.
2) ფრინველის, ქვეწარმავლის ყურზე ბიბილოსავით ჩამოკიდებული ოვალური ფორმის რბილი კანი.
საყურებელი - რასაც უყურებენ, რასაც უნდა უყურონ; სანახავი.
საყურიანი - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.
საყურძნე - ყურძნისათვის განკუთვნილი.
საყუჩი - ჩასასაფრებელი ადგილი; საფარი.
საშაბურო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბაზალეთის თემის საკრებულო), ბაზალეთის პლატოზე, ბაზალეთის ტბის აღმოსავლეთით. ზღვის დონიდან - 790 მეტრი, დუშეთიდან - 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 116 კაცი.
საშაიროდ - შაირის გამოსათქმელად.
საშამათო - ჭადრაკში - შამათთან დაკავშირებული.
საშამუგიო - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.
საშარანგიო - სოფელ მუხურის ძველი სახელწოდება.
საშარვლე - შარვლისათვის განკუთვნილი, შარვლად გამოსადეგი.
საშარო - სადავიდარაბო, სახათაბალო.
საშაქარლამო - იგივეა, რაც საკონდიტრო.
საშაქრე - შაქრის ჭურჭელი.
საშე (ფრანგ.) - მოქარგული ქსოვილის ბრტყელი ჩანთა, კონვერტი, რომელშიც ინახავდნენ ცხვირსახოცებს, ღამის პერანგებს და სხვა.
საშევარდნო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მაღაროსკარის თემის საკრებულო), ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე შარახევის (ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1400 მეტრი, დუშეთიდან - 40 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 2 კაცი.
საშემოდგომო - შემოდგომისათვის განკუთვნილი; შემოდგომისა.
საშემოსავლო - შემოსავალთან დაკავშირებული.
საშემსრულებლო - შემსრულებლისათვის განკუთვნილი, შემსრულებლის დამახასიათებელი.
საშენებელი - იგივეა, რაც საშენი.
საშენი - რაც ან რითაც უნდა აშენდეს.
საშენო - შენთვის განკუთვნილი, შენი შესაფერი, შენთვის გამოსადეგი.
საშეფო
1) შეფობისათვის განკუთვნილი; შეფობის ხასიათისა.
2) რასაც შეფობას უწევენ.
3) რაც შეფობას უწევს.
საშვები - საბუთი, რომელიც ადასტურებს სადმე შესვლის უფლებას.
საშველი
1) ვისაც, რასაც შველა სჭირდება; ვისაც, რასაც უნდა უშველონ.
2) რითაც უნდა უშველონ; რამაც უნდა უშველოს. || ხსნა, შველა.
3) ჩაზნექილი ფირფიტა ფეხსაცმლის ჩაცმისას ქუსლის გასამართავად.
საშვენი - რაც (ვინც) უნდა შვენოდეს ვისმე, რასმე; შესაფერი, საკადრისი.
საშვილიშვილო
1) რაც შვილიდან შვილს, შვილიშვილებს და შემდგომ თაობებს, ვისიმე შთამომავლობას გადეცემა.
2) ხალხის შთამომავლობისათვის, ქვეყნის მომავლისათვის გათვალისწინებული, განკუთვნილი.
საშვილოსნო - ქალის შინაგანი ორგანო, რომელშიც ისახება და ვითარდება ნაყოფი.
საშინაო - შინ, სახლში გამოსაყენებელი ან გასაკეთებელი.
საშინელება - საშინელი რამ, უბედურება.
საშინელი
1) შიშის მომგვრელი; საზარელი, შემაძრწუნებელი.
2) (გადატანით) ძალიან ცუდი.
3) (გადატანით) ძალიან დიდი, მეტისმეტი, უკიდურესი.
საშიშარი - იგივეა, რაც საშიში.
საშიში
1) შიშის მომგვრელი.
2) რამაც შეიძლება მოიტანოს რაიმე ვნება, გამოიწვიოს რაიმე უბედურება.
საშიშროება - მოსალოდნელი ან შესაძლებელი საფრთხე, განსაცდელი.
საშლელი - რეზინის პატარა ნაჭერი ნაწერის წასაშლელად.
საშო - ქალის შინაგანი სასქესო ორგანო; აერთებს გარეთა სასქესო ორგანოებს საშვილოსნოსთან.
საშობაო - შობისათვის განკუთვნილი, შობასთან დაკავშირებული.
საშოვარი
1) იგივეა, რაც საშოვნი.
2) სარჩო, საზრდო, საკვები.
საშოვნი (საშოვნელი) - რაც უნდა იშოვონ.
საშრობი
1) რითაც ან სადაც აშრობენ რასმე.
2) ტენის შემსრუტავი ქაღალდი მელნით ნაწერის გასაშრობად.
საშრომი - რაზედაც შრომის გამოყენება შეიძლება; სამუშაო.
საშტატო - შტატისათვის განკუთვნილი, შტატით გათვალისწინებული.
საშუადღეო
1) შუადღისათვის განკუთვნილი.
2) ის ადგილი ცის თაღზე, რომელსაც მზე შუადღისას აღწევს.
საშუალება
1) მოქმედების სახეობა, ხერხი, გზა რისამე მისაღწევად.
2) იარაღი (საგანი, მოწყობილობათა ერთობლიობა) რაიმე მოქმედების განსახორციელებლად.
3) მკურნალობისათვის საჭირო რამ; წამალი.
4) შესაძლებლობა, პირობა რისამე განსახორციელებლად.
საშუალებით - გზით, მეშვეობით, შემწეობით.
საშუალი - იხილე საშუალო.
საშუალო
1) ორ განაპირა წერტილს, სიდიდეს (ორ ვისმე) შორის მოქცეული.
2) ისეთი, რომელიც მიიღება რამდენიმე სიდიდის ჯამის გაყოფით მათ საერთო რაოდენობაზე; ჩვეულებრივი, ნორმალური (მოვლენათა რაიმე ჯგუფისათვის).
3) მდინარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კალაშის მარცხენა შენაკადი.
საშუამავლო - შუამავლის ან შუამავლობისათვის განკუთვნილი.
საშუაღამო
1) შუაღამისათვის განკუთვნილი.
2) ის ადგილი ცის თაღზე, რომელსაც მთვარე ან სხვა მნათობი შუაღამისას აღწევს.
საშუბლე
1) შუბლისათვის განკუთვნილი, შუბლზე გასაკეთებელი, შუბლზე წასაკრავი.
2) სახლის ბოძებზე დადებული ხე, რომელზედაც კოჭის თავები იდება.
საშულოვე - ძაფის შულოდ ამოსახვევი ჩარხი; ტარაბუა.
საშურველი - შურის აღმძვრელი, შესაშური.
საშური - საჩქარო, სასწრაფო.
საშურღაიო - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.
საშუღლო - შუღლის გამოსაწვევი; სადავო, სამტრო; საჩხუბარი
საშუშებელი - იგივეა, რაც მოსაშუშებელი.
საშფოთავი (საშფოთველი) - რაც აშფოთებს ვისმე.
საშფოთო - შფოთის გამომწვევი.
საშხაპე - შხაპისათვის განკუთვნილი სათავსი.
საჩაიე
1) ჩაისათვის განკუთვნილი.
2) საზოგადოებრივი სასაუზმე, სადაც შეიძლება ჩაის დალევა.
3) იგივეა, რაც ჩაიდანი.
საჩალე
1) შემოღობილი ადგილი, სადაც ინახავენ თივას, ჩალას და მისთანებს (ზოგჯერ ხეზე ან ბოძებზე გამართული).
2) სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ქისტაურის თემის საკრებულო), ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 520 მეტრი, ახმეტიდან - 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 38 ადამიანი.
საჩალისმთა - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ქედზე. აგებულია შუაიურული თიხაფიქლებით (სიმაღლე - 2910 მეტრი).
საჩალისჭალა
1) მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, რექის მარცხენა შენაკადი.
2) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდამაყრის თემის საკრებულო), მდინარე ბაკურხევის (გუდამაყრის არაგვის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან - 1300 მეტრი, დუშეთიდან - 70 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 31 კაცი.
საჩამომსხმელო - ღვინის, მინერალური წყლის და მისთანების ჩამოსხმისათვის განკუთვნილი.
საჩაჩხალია - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.
საჩემო - ჩემთვის განკუთვნილი.
საჩენი - იგივეა, რაც გამოსაჩენი.
საჩერნე - ღარის ფორმის ჯავშანი; წინიდან ფარავდა ჩერანს (წვივს).
საჩექმე - ჩექმისათვის განკუთვნილი.
საჩეჩელი - ლითონისკბილებიანი სამკუთხა იარაღი, რომლითაც ჩეჩენ (მატყლს...).
საჩეჩი
1) რაც უნდა ჩეჩონ.
2) რითაც უნდა ჩეჩონ.
3) სადაც უნდა ჩეჩონ.
საჩეხი
1) რაც უნდა ჩეხონ; გასაჩეხი.
2) რითაც უნდა ჩეხონ.
3) სახურავის წინგამოშვერილი ნაწილი; საჩრდილობელი.
4) (საჩეხე) - ეზოში, სახლის უკან შემოღობილი ადგილი პირუტყვის სადგომად, შეშის დასაწყობად და სხვა.
საჩვენებელი
1) რაც (ვინც) უნდა აჩვენონ. || საჯაროდ, ყველას სანახავად მოწყობილი.
2) სანიმუშო, სამაგალითო, მისაბაძი.
საჩვენო
1) ჩვენთვის განკუთვნილი, გამოსადეგი, ჩვენი შესაფერი.
2) ჩვენი საკუთრება, ჩვენი სახლ-კარი, მიწა-წყალი, მამული, სამშობლო.
3) იგივეა, რაც სააქაო.
საჩივარი
1) ოფიციალური განცხადება, რომლითაც ითხოვენ რაიმე უსამართლობის, უსიამოვნების და მისთანების აღკვეთას.
2) უკმაყოფილების, სამდურავის გამოთქმა; ჩივილი.
საჩივლელი - რის გამოც უნდა იჩივლონ.
საჩითილე - ჩითილის გამოსაყვანად განკუთვნილი.
საჩინო
1) იგივეა, რაც თვალსაჩინო.
2) სოფლები ოჩამჩირის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში.
3) ისტორიული მხარე იმერეთში, მოიცავს მდინარეების ყუმურის და სულორის ხეობებს.
4) (დარეჯანის სასახლე) 1776 წელს ერეკლე II-ის მეუღლის დარეჯანისათვის აშენებული სასახლე თბილისში.
5) გრიგოლ ტყაბლაძის მიერ განსახიერებული პერსონაჟის სახელი ფილმში „საბუდარელი ჭაბუკი“.
საჩირე - ჩირისათვის განკუთვნილი, ჩირად გამოსადეგი.
საჩიხი - ქუდის წინა მხარეზე მიკერებული ტყავის ან სხვა მასალის ნაჭერი ნახევარწრის ფორმისა; წინაფრა.
საჩიტე - მთა კასპის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთში.
საჩიქვანო - მთა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ასხის მასივის სამხრეთ კალთაზე.
საჩიქობავო - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.
საჩოთირო - სათაკილო, სასირცხო, დასაძრახი.
საჩოჩიო - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ აბაშისპირის ძველი სახელწოდება.
საჩოხე - ჩოხისათვის განკუთვნილი (ქსოვილი).
საჩოხია - მდინარე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჩაქვისწყლის აუზში.
საჩრდილობელი - რაც ჩრდილს აყენებს; სადაც მზისგან თავის შეფარება შეიძლება.
საჩურჩულო - ჩურჩულით სათქმელი.
საჩურჩხლე - ჩურჩხელისათვის განკუთვნილი.
საჩუქარი - ძღვნად მისაცემი ან მიცემული ნივთი.
საჩქარო - ჩქარა შესასრულებელი; სასწრაფო.
საჩქეფი - იგივეა, რაც ჩანჩქერი.
საჩხარუნებელი
1) რაც უნდა აჩხარუნონ.
2) ბავშვის სათამაშო - ჩხარუნა, ხრიალა.
საჩხერე (ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს) - ქალაქი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ყვირილის ნაპირებზე, საჩხერის ქვაბულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ქალაქის ძირითადი ნაწილი განაშენიანებულია მდინარის მარჯვენა ნაპირის სუსტად დახრილ ტალღოვან ფერდობზე. ზღვის დონიდან - 500-550 მეტრი, მანძილი თბილისიდან - 176 კილომეტრი (რკინიგზით - 232 კილომეტრი), ქუთაისიდან - 91 კილომეტრი (მოსახლეობა - 7 ათასამდე). ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნეში. საჩხერეში არის ჭიათურის ეპარქიის რეზიდენცია.
საჩხერის მუნიციპალიტეტი
- ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში.
- 1917 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში, 1930 წლამდე ქუთაისის ოლქში, 1939 წლამდე ჭიათურის რაიონში, მას შემდეგ დამოუკიდებელი რაიონია.
- მდებარეობს მდინარეების ყვირილის და ძირულის ზემო და შუა დინებების აუზში.
- მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებია: ჩრდილოეთით - ამბროლაურის და ონის, აღმოსავლეთით - ჯავისა და ყორნისის (ყოფილი ზნაურის), სამხრეთით - ხაშურისა და ხარაგაულის, დასავლეთით - ჭიათურის.
- რელიეფი საშუალო და დაბალმთიანია, მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი ნაწილი განლაგებულია რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი კი - იმერეთის მაღლობზე.
- ფართობი - 973 კვ.კმ. (საქართველოს მთელი ტერიტორიის 1,4%).
- მოსახლეობა - 47 ათასი (2008 წ).
- სიმჭიდროვე - 48 კაცი კვ.კმ-ზე.
- მოსახლეობის 99,4% ქართველია; 0,3% - ოსი; 0,2% - რუსი.
- 1 ქალაქი - საჩხერე.
- 1 სოფლის (ქორეთს) და 11 თემის საკრებულო: არგვეთის (8), გორისის(2), კორბოულის (3), მერჯევის (2), საირხის (3), სარეკის (3), ჩიხის (5), ცხომარეთის (2), ჭალის (16), ჭალოვანის (5), ჯალაურთის (2).- 52 სოფელი: არგვეთი, ბახიოთი, ბაჯითი, გამოღმა არგვეთი, გორისა, დარყა, დრბო, დუნთა, ვაკისა, ზედა ორღული, ზემო ქარძმანი, თედელეთი, ივანწმინდა, ირტავაზა, იცქისი, კალვათა, კორბოული, ლიჩი, მახათაური, მერჯევი, მოძვი, მოხვა, ნიგვზარა, პერევი, სავანე, საირხე, საკოხია, სარეკი, სინაგური, სპეთი, სხვიტორი, ტბეთი, ქვედა ორღული, ქვემო ქარძმანი, ქვემოხევი, ქორეთი, ღოდორა, ღონა, შალაური, შომახეთი, ჩიხა, ცხამი, ცხომარეთი, ჭალა, ჭალოვანი, ჭორვილა, ჭურნალი, ხახეთი, ხვანი, ჯალაბეთი, ჯალაურთა, ჯრია.
საჩხერის ქვაბული - ქვაბული საჩხერის მუნიციპალიტეტში, ყვირილის ზემო დინებაში.
საჩხეური - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (დღნორისის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ლეხიდრის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 550 მეტრი, წყალტუბოდან - 70 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 217 კაცი.
საჩხვლეტი
1) რასაც უნდა უჩხვლიტონ.
2) რითაც უნდა უჩხვლიტონ.
საჩხირკედელაო - ჩხირკედელაობის ხასიათისა.
საჩხრეკი (საჩხრეკელი)
1) რასაც ჩხრეკენ ან უნდა ჩხრიკონ.
2) რითაც უნდა ჩხრიკონ. || ბრტყელთავიანი, თავმოკაკვული ან ორთითა გრძელი რკინა თონიდან პურის ამოსაღებად; ქურაში ცეცზლის გასაღვივებლად.
საჩხუბარი
1) რაზედაც ჩხუბობენ ან უნდა იჩხუბონ; სადავო, საცილობელი.
2) რითაც ჩხუბობენ.
საცა - იგივეა, რაც სადაც.
საცადი (საცადელი) - რაც უნდა სცადონ რასაც ეცდებიან; ცდა.
საცავი - სადაც, რაშიც იცავენ, ინახავენ რასმე.
საცალო
1) დიდი ტომარა.
2) საცალო ვაჭრობასთან დაკავშირებული.
საცალფეხო - მხოლოდ ფეხით სასიარული, ვიწრო.
საცდელი - რაც უნდა გამოსცადონ, ცდისათვის განკუთვნილი; სასინჯი; შესამოწმებელი.
საცდუნებელი - იგივეა, რაც საცდური.
საცეკვაო - ცეკვისათვის განკუთვნილი.
საცემი
1) ვისაც, რასაც უნდა სცემონ.
2) რითაც უნდა სცემონ.
საცერი
1) თხელი ფიცრის რკალზე (გარაზე) გადაკრული ძუის ან ლითონის წმინდა ბადე, რომლითაც ფქვილს და მისთანებს ცრიან (იყენებენ რისამე გასაწურადაც.
2) ლითონის ბადის მქონე მოწყობილობა ფხვიერ ნივთიერებათა გასაცრელად.
საცერული - ცერზე წამოსაგები კბილებიანი ლითონის რგოლი, ჩხუბში სახმარი; ღაჯია.
საცეცები - მწერებისა და ზოგი სხვა უხერხემლო ცხოველების წანაზარდები; წარმოადგენს შეხებისა და მსხვერპლის საჭერ ორგანოს.
საცეცხლე
1) ცეცხლისათვის განკუთვნილი.
2) ღუმელის, ქვაბის და მისთანების ნაწილი, რაშიც ცეცხლს ანთებენ.
3) ცეცხლსასროლი იარაღის სროლისათვის განკუთვნილი, მასთან დაკავშირებული.
საცეცხლური - ღვთისმსახურების დროს საკმევლის დასაკმევი ლითონის ჭურჭელი.
საცეცხლფარეშო
1) ცეცხლფარეშისათვის განკუთვნილი.
2) სადგომი, სადაც ცეცხლფარეშები ორთქლის ქვაბს ახურებენ.
საცეხვი (საცეხვავი, საცეხველი)
1) რაც უნდა ცეხვონ.
2) რითაც უნდა ცეხვონ.
საცვალი
1) იგივეა, რაც გამოსაცვლელი.
2) გარეთა ტანსაცმლის შიგნით, პირდაპირ სხეულზე ჩასაცმელი თეთრეული.
საცვეთი - იგივეა, რაც პაიჭი.
საცვლელი - რაც უნდა ცვალონ. || გაცვლის პროცესთან დაკავშირებული.
საცთუნებელი (საცთური) - იგივეა, რაც საცდუნებელი, საცდური.
საცი ნატალია - რუსი რეჟისორი და თეატრის მოღვაწე ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1903-1993 წწ).
საციგაო - ციგაობისათვის განკუთვნილი.
საციგურაო
1) ციგურაობისათვის განკუთვნილი.
2) მოედანი, სადაც ციგურებით სრიალებენ.
საცივარი - გაცივებისათვის განკუთვნილი; გასაცივებელი.
საცივი - ქართული ეროვნული საჭმელი - ინდაურის ან ქათმის სქელწვნიანი შეჭამანდი ნიგვზით, ძმრითა და სხვადასხვა სანელებლით შეზავებული (ცივად იჭმება).
საცილობელი - რაც ცილობას იწვევს; სადავო, საკამათო.
საციმბირო
1) ციმბირში გადასახლების ღირსი.
2) რისთვისაც (მეფის რუსეთში) ციმბირში ასახლებდნენ.
საცინელი - იგივეა, რაც სასაცილო.
საცირკო - ცირკისათვის განკუთვნილი.
საციქველი - საოჯახო ნივთები (ჭურჭელი, ავეჯი და სხვა), რომლებიც შეიძლება მეზობლებმა ერთმანეთს ათხოვონ.
საციციანო - სათავადო ფეოდალურ საქართველოში, მდებარეობდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ძამის ხეობაში და სოფელ ნიჩბისის შემოგარენში.
საციხური
1) მდინარე ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომისწყლის ზემო დინება.
2) სოფლები ქარელის და ხულოს მუნიციპალიტეტებში.
საცმელი - რასაც იცვამენ, ჩასაცმელი.
საცნაური - რის გამოცნობაც, ცნობაც შესაძლებელია; გასაგები.
საცნობარი - იხილე საცნობო.
საცნობელი - იგივეა, რაც საცნობი.
საცნობი - ვინც, რაც უნდა იცნონ; გამოსაცნობი.
საცნობო - ცნობებისათვის განკუთვნილი; ცნობების მიმწოდებელი, ცნობარის ხასიათისა.
საცობი - რასაც უცობენ, რაც უნდა დაუცონ (ბოთლს და მისთანებს).
საცოდავი - შეცოდების, სიბრალულის ღირსი; საბრალო.
საცოდაობა - საცოდავის მდგომარეობა; სისაწყლე; უბედურება.
საცოდნელი - რაც უნდა იცოდნენ.
საცოლე - ქალი, რომელიც ცოლად უნდა ითხოვოს ვინმემ.
საცოლო - ვისაც ცოლის თხოვის დრო მოუვიდა; დასაქორწინებელი.
საცოლშვილო - ვისაც ცოლშვილი შეჰფერის.
საცოხნელი - რაც უნდა ცოხნონ.
საცრემლე - ცრემლის გამომყოფი.
საცურავი - იგივეა,რაც საცურაო.
საცურაო
1) სადაც ცურავენ.
2) რის მეშვეობითაც ცურავენ; ცურვისათვის განკუთვნილი.
საცუცნარი - იგივეა, რაც სასუსნავი.
საცქერი (საცქერელი) - იგივეა, რაც საყურებელი.
საცხავათლო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხეობის თემის საკრებულო), ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე არაგვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1190 მეტრი, დუშეთიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 18 კაცი.
საცხავატლო - იხილე საცხავათლო.
საცხები - რაც უნდა წასცხონ, წაუსვან რასმე.
საცხედრე - ცხედრის დროებით მოსათავსებელი ოთახი საავადმყოფოში.
საცხენე - ცხენების სადგომი; თავლა.
საცხენეთი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
საცხენისი - მთა ქარელის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედზე.
საცხენისღელე - უღელტეხილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, აღმოსავლეთ კავკასიონზე.
საცხენო
1) ცხენით სიარულისათვის განკუთვნილი.
2) მდინარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მაგანის მარჯვენა შენაკადი.
საცხენოსნო - ცხენოსნის ან ცხენოსნობისათვის განკუთვნილი.
საცხვირე (საცხვირო) - ცხენის ცხვირზე მარყუჟად შემოვლებული თოკი.
საცხვიტავო - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.
საცხვრე
1) ცხვრისათვის განკუთვნილი.
2) იგივეა, რაც ფარეხი.
საცხი - სქელი ნივთიერება, რომელიც რასმე უნდა წასცხონ.
საცხობი
1) სადაც ან რაშიც აცხობენ.
2) რასაც აცხობენ, რაც უნდა გამოაცხონ.
საცხოვრებელი
1) სადაც ცხოვრობენ ან შეიძლება იცხოვრონ.
2) რაც აცხოვრებთ, რითაც ცხოვრობენ; ცხოვრებისათვის საჭირო სარჩო-საბადებელი, ქონება.
3) ვინც უნდა აცხოვრონ; სარჩენი, შესანახი.
საცხოვრისი - იგივეა, რაც საცხოვრებელი.
საცხონებელი
1) ვინც უნდა ცხონდეს.
2) რაც აცხონებს, ცხონებას მიანიჭებს.
საძაგებელი - ვინც, რაც უნდა აძაგონ.
საძაგელი
1) საძულველი, საზიზღარი.
2) (გადატანით) ძალიან ცუდი.
საძაგლიშვილი გიორგი - იხილე კირიონ II.
საძაგლობა - საძაგელი რამ; საზიზღრობა, უმსგავსობა, სისაძაგლე.
საძალიხევი - იხილე ფრონე.
საძაღლე
1) ძაღლისათვის განკუთვნილი.
2) ძაღლის შესაჭმელი, ძაღლის კერძი.
საძაღლეთი - ძაღლების სამყოფელი, ძაღლები ერთად.
საძახავი
1) რაც უნდა დაძახონ; დასაძახავი.
2) რითაც ძახავენ.
საძებარი - ვინც, რაც უნდა ეძებონ.
საძებნი (საძებნელი) - იგივეა, რაც საძებარი.
საძეგური პირველი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.
საძელალო - მდინარე, იხილე ფრონე.
საძელე - ვულკანური მწვერვალი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხევის კავკასიონზე (3307 მეტრი).
საძელი
1) მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხევის კავკასიონზე.
2) სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.
საძელიღელე (როშკა-ჯუთა) - უღელტეხილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე.
საძენძავი
1) რაც უნდა ძენძონ.
2) რითაც უნდა ძენძონ.
3) სადაც უნდა ძენძონ.
საძეხვე
1) ძეხვისათვის განკუთვნილი.
2) ძეხვეულის სავაჭრო.
საძვალე - მიცვალებულთა სამარხი.
საძიებელი
1) რაც უნდა იძიონ ან ეძიონ, რასაც ეძიებენ.
2) რითაც უნდა ეძიონ რამე, რითაც ეძიებენ რასმე.
3) წიგნში გამოყენებულ ტერმინთა, ლიტერატურის, საკუთარ სახელთა და მისთანების სია სათანადო გვერდების მითითებით.
საძიებო - ძიებისათვის განკუთვნილი, ძიებასთან დაკავშირებული.
საძილე - ძილისათვის განკუთვნილი; დასაძინებელი.
საძინებელი - ძილისათვის განკუთვნილი; სადაც (რაშიც) დაძინება შეიძლება; საძილე.
საძირე
1) რისამე ძირისათვის განკუთვნილი.
2) მცენარე ან მისი ნაწილი, რომელზედაც ამყნობენ სხვა მცენარის კვირტს ან კალამს.
საძირი - საძირის ხარები - გუთნიდან მესამე უღელში (საგლეჯის წინ) შებმული ხარები.
საძირკვავი
1) რასაც ძირკვავენ.
2) რითაც ძირკვავენ რასმე.
საძირკველი
1) რაიმე ნაგებობის ქვედა ნაწილი (ჩვეულებრივ, ქვით, ბეტონით და მისთანებით ამოშენებული), რომელიც მიწაშია და რომელსაც ეყრდნობა მთელი ნაგებობა; საფუძველი.
2) (გადატანით) იგივეა, რაც საფუძველი (მნიშვნელობა 2).
საძირკვლიანი - რასაც საძირკველი აქვს.
საძიძაო (საძიძო)
1) ძიძისათვის განკუთვნილი. || ძიძის გასამრჯელო.
2) ძიძის ოთახი.
3) ძიძად გამოსადეგი, ძიძად ვარგისი (ქალი).
საძმო - ძმებისათვის განკუთვნილი, ძმების კუთვნილი.
საძმრე - ძმრის ჭურჭელი.
საძნე - ძნის შესანახი ფარდული.
საძნელო - ძნელად შესასრულებელი.
საძოვარი - მინდორი, სადაც საქონელს აძოვებენ.
საძოვებელი - რაც უნდა აძოვონ.
საძოვი - იგივეა, რაც საძოვარი.
საძრაობა - მოძრაობის უნარი; განძრევის ძალა, შესაძლებლობა.
საძრახავი - იგივეა, რაც დასაძრახავი.
საძრახისი - სათაკილო, სასირცხვილო, დასაძრახი.
საძრობი - რითაც აძრობენ რასმე.
საძრომი - სადაც (რაშიც) ძვრებიან.
საძროხე
1) ძროხების სადგომი.
2) მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, ხისოს ალაზნის აუზში.
საძროხისწყალი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ხევისჭალის მარჯვენა შენაკადი.
საძუე - ცხენის საკაზმავის ნაწილი, კუდის ქვეშ ამოსადები თასმა.
საძულველი - ვინც, რაც სძულთ; სიძულვილის ღირსი.
საძღვნო - ძღვნად, საჩუქრად მისართმევი.
საძღომი - იგივეა, რაც გასაძღომი.
საწაბლე - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (შროშის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის მაღლობზე. ზღვის დონიდან - 550 მეტრი, ზესტაფონიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 195 ადამიანი.
საწადელი - რაც სწადიათ; სასურველი.
საწალიკე - მთა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედზე (1996 მეტრი).
საწამებელი
1) ვინც უნდა აწამონ.
2) რითაც უნდა აწამონ.
3) სადაც უნდა აწამონ.
საწამლავი - ნივთიერება, რომელიც ორგანიზმს წამლავს; შხამი.
საწარბავი - სადურგლო იარაღი - წიბოების მოსასწორებელ-მოსამრგვალებელი ან ღარების ამოსაღები.
საწარმო - წარმოებითი ან სავაჭრო-სამეურნეო ერთეული.
საწარმოებელი
1) რაც უნდა აწარმოონ.
2) რითაც უნდა აწარმოონ; რისამე წარმოებისათვის განკუთვნილი.
საწარმოო - წარმოებისათვის განკუთვნილი, წარმოებასთან დაკავშირებული.
საწდე - ღვინის ან ლუდის ჭურჭელი; საღვინე.
საწებელი - სხვადასხვა სანელებლით შემზადებული, ჩვეულებრივ, მჟავე წვენი, რომელშიც ხორცს, თევზს და მისთანებს აწებენ ან დებენ.
საწევარი - ტრაქტორიან ავტომობილი მასზე მიბმული ტვირთის გასაწევად.
საწევი
1) რაც უნდა სწიონ; საზიდი;
2) რითაც სწევენ ეწევიან რასმე.
საწევრო - რაიმე საზოგადოების, ორგანიზაციის, ჯგუფის წევრისათვის განკუთვნილი.
საწერექოს სერი - ქედი მარტვილის და ხონის მუნიციპალიტეტებში, ასხის მასივზე.
საწერელი
1) იგივეა სამელნე.
2) იგივეა, რაც დუდკო.
საწერი
1) რაც უნდა წერონ; დასაწერი.
2) რითაც უნდა წერონ.
3) რაზედაც უნდა წერონ.
საწერტელი - ზოგიერთი მწერის (ფუტკრის, კრაზანის...) ან უხერხემლო ცხოველის (მორიელის...) საჩხვლეტი ორგანო; ნესტარი.
საწესო - გასამრჯელო წესის აგებისათვის.
საწესჩვეულებო - წეს-ჩვეულებათა შესრულებისათვის განკუთვნილი.
საწეწი - რაც ან რითაც უნდა წეწონ.
საწვავი
1) რასაც წვის უნარი აქვს.
2) ნივთიერება (ბენზინი, ნავთი და მისთანები), რომელიც ძრავაში იწვის.
საწვალებელი - წვალებით გასაკეთებელი.
საწვეთი - სახლის ირგვლივ გაკეთებული კვალი სახურავიდან წვიმის წყლის ჩასადენად.
საწველი
1) რაც უნდა წველონ, რაც იწველება.
2) რითაც ან რაშიც წველიან.
3) იგივეა, რაც საწველელი.
საწველელი - ხის ან თიხის პირგანიერი ღრმა ჭურჭელი, რომელშიც წველიან.
საწვივე - იგივეა, რაც პაიჭი.
საწვიმარი
1) წყალგაუმტარი ქსოვილის სამოსი წვიმაში სახმარად.
2) წვიმისათვის განკუთვნილი, წვიმის მომყვანი.
საწვნე
1) წვენის ჭურჭელი (ბადია, თასი, ჯამი).
2) იგივეა, რაც ჩამჩა.
საწვრთნელი - წვრთნისათვის განკუთვნილი.
საწვრილმანო
1) წვრილმანი საქონელი (ძაფი, ნემსი... ჩაი, შაქარი....).
2) წვრილმანი საქონლის გაყიდვისათვის განკუთვნილი.
საწვრიმალო - იხილე საწვრილმანო.
საწიგნე
1) წიგნებისათვის განკუთვნილი.
2) წიგნსაცავი, ბიბლიოთეკა.
საწილო - რაც წილში უნდა ერგოს ვისმე.
საწინააღმდეგო
1) ვისიმე, რისიმე წინააღმდეგ მიმართული.
2) დაპირისპირებული, გამომრიცხავი.
3) შემხვედრ მხარეს მიმართული; საპირისპირო.
საწინდარი
1) გირაო, წინდი. || საერთოდ, რისამე უზრუნველსაყოფად გაცემული ნივთი.
2) რისამე უზრუნველყოფის პირობა; გარანტია.
საწინწკარა - ქათმის მკერდის ორტოტა ძვალი; ავქაში.
საწირავი
1) წირვისათვის განკუთვნილი გასამრჯელო.
2) იგივეა, რაც შესაწირავი.
საწირე - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ტყიბულის წყალსაცავის დასავლეთით. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს შვიდ სოფელს: ახალსოფელი, ბზიაური, დაბაძველი, ზედუბანი, სამტრედია, საწირე, ძიროვანი). ზღვის დონიდან - 550 მეტრი, ტყიბულიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 815 კაცი. წყაროებში პირველად მოიხსენიება XI საუკუნეში. საწირე გელათის მონასტრის კუთვნილი სოფელი იყო. საწირელები იღებდნენ რკინის მადანს და ამუშავებდნენ. შუა საუკუნეებში ცნობილი იყო საწირის ციხე, რომელიც ამჟამად საწირის ყოფილი უბნის ზედუბნის ტერიტორიაზეა.
საწისქვილე
1) წისქვილისათვის განკუთვნილი.
2) ადგილი, სადაც წისქვილია; წისქვილისათვის გამოსადეგი ადგილი.
3) მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, დასავლეთის გუმისთის მარჯვენა შენაკადი.
4) მდინარე ბაღდათის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში, საკრაულის მარცხენა შენაკადი.
საწისქვილისხევი - მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ლაიშურის მარჯვენა შენაკადი.
საწისქვილო - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (კინჩხის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ოკაცეს მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 760 მეტრი, ხონიდან - 23 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 111 ადამიანი.
საწიწილე - წიწილებისათვის განკუთვნილი, წიწილების გამოსაჩეკი.
საწიწკარა (საწიწკნარა) - იგივეა, რაც საწინწკარი.
საწკეპელა - ქედი მცხეთის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი განშტოება, მდინარე ვერფეს სათავესთან. გამოეყოფა თრიალეთის ქედს და დიდგორის მთამდე (1274 მ) გრძელდება. აგებულია ზედაეოცენური თაბაშირისშემცველი თიხებითა და ქვიშაქვებით. კალთები დასერილია მდინარეების მტკვრის და დიღმისწყლის შენაკადებით, ჩრდილოეთის კალთები შემოსილია შერეული ფართოფოთლოვანი ტყით.
საწმართილი (საწმერთული) - იგივეა, რაც შარვალი.
საწმენდი - რითაც წმენდენ ან იწმენდენ რასმე; გასაწმენდი.
საწმისი - მატყლიანი ტყავი ცხვრისა.
საწნახელი - ყურძნის საწური დიდი, გრძელი ჭურჭელი ქვიტკირისა ან ხისა.
საწნეხი
1) სადაც წნეხენ რასმე.
2) რითაც წნეხენ.
საწოვარა
1) რეზინის პატარა მილაკი, რომელსაც ძუძუს თავის მსგავსი ბოლო აქვს; აძლევენ ძუძუმწოვარ ბავშვს მოსაწოვად.
2) ბოთლზე წამოსაცმელი ნახვრეტიანი რეზინის მილაკი, რომლითაც ძუძუმწოვარ ბავშვს რძეს აწოვებენ.
საწოვებელი - იხილე საწოვარი.
საწოვარი
1) იგივეა, რაც საწოვარა.
2) მოწყობილობა ძუძუმწოვარ ცხოველთა საკვებად.
3) ადგილი, სადაც ბატკნებს, ხბორებს და მისთანებს აწოვებენ.
საწოლი
1) რაზედაც წვებიან. || სადაც წვებიან დასაძინებლად.
2) საოჯახო ავეჯი, რომელზედაც ლოგინს აგებენ და წვებიან.
3) დასაძინებელი ოთახი.
საწონი
1) რითაც უნდა აწონონ რამე, ვინმე.
2) გარკვეული წონის ლითონის სიმძიმე რისამე ასაწონად.
3) გარკვეული წონის სიმძიმე ფიზიკური ვარჯიშისათვის.
4) ჩამოსაკიდი სიმძიმე, რომელიც აწესრიგებს რაიმე მექანიზმის მუშაობას.
საწრეო - ამა თუ წრის მუშაობისათვის განკუთვნილი; წრეობრივი.
საწრეტი - რითაც უნდა დაწრიტონ, დააშრონ (ნიადაგი...).
საწრთობი
1) რაც უნდა აწრთონ.
2) სადაც, რაშიც აწრთობენ (ლითონს).
საწუთო - იგივეა, რაც საწუთრო.
საწუთროება - საწუთროს, წუთისოფლის დამახასიათებელი; ამქვეყნიური ცხოვრება.
საწულეისკირიო - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტიში.
საწულუკიძეო (ყოფილი წითელვარსკვლავი) - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (ნახახულევის თემის საკრებულო). მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან - 125 მეტრი, ხონიდან - 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1220 კაცი.
საწუმბო - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (შროშის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ძირულის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 450 მეტრი, ზესტაფონიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 534 ადამიანი.
საწუნარი - იგივეა, რაც დასაწუნი.
საწურბლე - ისტორიული სოფელი ქვემო ქართლში, ახლანდელი სოფლის მაწევანის (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) სიახლოვეს.
საწურბლია - ტბა ამბროლაურის მუნიციპალიტეტიში, რაჭის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთში.
საწური
1) რაც უნდა გაწურონ, დაწურონ.
2) რითაც უნდა წურონ, რითაც წურავენ რასმე.
საწურავი - იგივეა, რაც საწური.
საწუწკარი - ტკბილეული და სხვა გემრიელი რამ.
საწუწნი - რაც უნდა წუწნონ.
საწუხარი - რაც აწუხებს ვისმე; შესაწუხებელი.
საწყალზედო - ქართული ხალხური შრომის პოეზიის სახეობა, წყლის მოტანასთან დაკავშირებული ლექს-სიმღერები.
საწყალი
1) შებრალების ღირსი; საბრალო, საცოდავი.
2) ღარიბი, ღატაკი.
3) იტყვიან გარდაცვლილის ხსენებისას.
საწყალობელი - იგივეა, რაც საწყალი.
საწყაო - თხევადი, ფხვიერი ან მარცვლოვანი ნივთიერების რაოდენობის გასარკვევი ჭურჭელი.
საწყაული - იგივეა, რაც საწყაო.
საწყევარი - წყევლის ღირსი; დასაწყევლი.
საწყენი - რაც უნდა ეწყინოთ ან სწყინთ.
საწყვეტი - უნაგირის კეხზე ჩაბმული ორწვერა თასმა ნაბდის, ხურჯინის და მისთანების ჩასაკრავად.
საწყინარი (საწყინო) - იგივეა, რაც საწყენი.
საწყისი
1) რითაც ან საიდანაც იწყება რამე; დასაწყისი, დასაბამი.
2) საწყისები - საფუძვლები, პრინციპები.
3) გრამატიკაში - ხმარობენ ზმნისაგან ნაწარმოები არსებითი სახელის მნიშვნელობით.
საწყლო
1) სამეურნეო მიზნით წყლის გამოყენებასთან დაკავშირებული.
2) წყლის სპორტთან დაკავშირებული.
საწყლოსნო - იგივეა, რაც საწყლო.
საწყობი - სპეციალური ადგილი, სათავსი, ნაგებობა რისამე მარაგის შესანახად.
საწყრომი - იგივეა, რაც გასაწყრომი.
საჭადრაკო - ჭადრაკისათვის განკუთვნილი, ჭადრაკთან დაკავშირებული.
საჭაკისღელე - უღელტეხილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, აღმოსავლეთ კავკასიონზე.
საჭამანდი - იგივეა, რაც შეჭამანდი.
საჭამიასერი - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.
საჭაპანო
1) რასაც ცოცხალი გამწევი ძალა (ცხენები, ხარ-კამეჩი...) უბია.
2) რაც ასეთი ტრანსპორტით წარმოებს.
საჭაშნიკე - ჭაშნიკისათვის განკუთვნილი.
საჭე - გემის, თვითმფრინავის, ავტომობილის და მისთანების მოძრაობის სამართავი მოწყობილობა.
საჭედი
1) რაც უნდა ჭედონ.
2) რითაც ან რაზედაც უნდა ჭედონ.
საჭევარი - საჭის თვალი, საჭესამართის წამყვანი რგოლი.
საჭერი - რითაც იჭერენ რასმე; დასაჭერი.
საჭესამართი - ურელსო სატრანსპორტო მანქანების მიმართულების შესაცვლელი მექანიზმი.
საჭვრეტელი - იგივეა, რაც საჭვრეტი.
საჭვრეტი
1) რასაც უნდა უჭვრიტონ.
2) საიდანაც იჭვრიტებიან; ნახვრეტი ან პატარა სარკმელი სადმე საყურებლად.
3) რითაც იჭვრიტებიან, უყურებენ რასმე.
საჭიდაო
1) ჭიდაობისათვის განკუთვნილი.
2) ჭიდაობის დროს დასაკრავი მუსიკა.
3) ადგილი, სადაც ჭიდაობა იმართება.
საჭიე - თუთის აბრეშუმხვევიას გამოსაკვები შენობა.
საჭივარა - გასართობი ერთგვარი - ბოძზე ჩამოცმული უღელი, რომელსაც აქეთ-იქიდან მკერდით აწვებიან და ატრიალებენ, შემდეგ ზედ დაეკიდებიან და ქანაობენ ბოძის გარშემო.
საჭირბოროტო
1) რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საინტერესოა ამჟამად, ამ მომენტში.
2) სახიფათო, საშიში.
საჭირნახულო - ჭირნახულისათვის განკუთვნილი.
საჭირო - რის საჭიროებაც იგრძნობა; რაც, ვინც სჭირდებათ; ესაჭიროებათ.
საჭიროება - ისეთი რამ, რის დაკმაყოფილებაც აუცილებელია.
საჭირხნი - ჭირხნისათვის საჭირო.
საჭკნობი
1) რასაც აჭკნობენ.
2) რითაც აჭკნობენ.
3) სადაც აჭკნობენ.
საჭმელი
1) ჭამისათვის (მოხარშვით, მოხრაკვით, შეწვით) მომზადებული რამ; კერძი.
2) რასაც ჭამისთვის იყენებენ, რაც იჭმება.
საჭმო - საჭმელი.
საჭორაო - რაზედაც ჭორაობენ.
საჭორიკანო - იგივეა, რაც საჭორაო.
საჭოჭმანო - საყოყმანო, საეჭვო, საჩოთირო.
საჭოჭუო - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.
საჭრეთელი - ხის ამოსაჭრელი სადურგლო იარაღი.
საჭრელი - რითაც ჭრიან რასმე.
საჭრისი - მჭრელი იარაღი ხის, ქვის, ლითონის... საჭრელად.
საჭურე
1) ჭურისათვის (ქვევრისთვის) განკუთვნილი.
2) ადგილი, სადაც ქვევრებია ჩაყრილი.
3) სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ჟებოტის თემი), მდინარე საჭურის (ივრის სისტემა) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1130 მეტრი, თიანეთიდან - 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 2 კაცი.
საჭურველი - საბრძოლო იარაღი; შეიარაღება; აღჭურვილობა.
საჭურველმტვირთველი - შუა საუკუნეებში - რაინდის საჭურვლის მზიდველი ახალგაზრდა; მეაბჯრე.
საჭურისი - მამაკაცი, რომელსაც სასქესო ჯირკვლები ამოკვეთილი აქვს.
საჭურღულიო - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
საჭურჭლე - მეფის, სახელმწიფოს განძეულობის საცავი; საგანძური.
საჭყეპელა - ლერწმის, დიდგულასა და მისთანათაგან გაკეთებული სათამაშო, რომელიც დგუშის საშუალებით ისრუტავს და ასხამს წყალს.
საჭყლეტი
1) რაც უნდა ჭყლიტონ.
2) რითაც უნდა ჭყლიტონ.
სახაბაზო - პურის საცხობი.
სახადი
1) გადამდები დაავადება (წითელა, ყვავილი, ქუნთრუშა და სხვა), რომელიც ერთხელ მოხდის შემდეგ აღარ ემართებათ.
3) იგივეა, რაც ტიფი.
სახადმოხდილი - ვინც სახადი მოიხადა.
სახაზავი
1) რაც უნდა ხაზონ; დასახაზავი.
2) რაზედაც ხაზავენ, ხაზვისათვის განკუთვნილი.
3) რითაც ხაზავენ.
4) ხის, ლითონის ან სხვა მასალის სწორი თამასა (ჩვეულებრივ სანტიმეტრებად დაყოფილი) სწორი ხაზების გასავლებად.
სახაზინო - ხაზინის კუთვნილი. || სახელმწიფოს კუთვნილი; სახელმწიფოსათვის განკუთვნილი.
სახაზო გემი - მძიმე შეიარაღებული დიდი სამხედრო გემი.
სახათაბალო - სადავიდარაბო, საშარო.
სახალათე - ხალათისათვის განკუთვნილი.
სახალვაშო - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
სახალიანი - იხილე ხეიხე.
სახალინი - კუნძული აზიის აღმოსავლეთ ნაპირებთან, შედის რუსეთის სახალინის ოლქში.
სახალისო - რაც ხალისს ჰგვრის ადამიანს; სასიამოვნო; გასართობი.
სახალიფო - ფეოდალური არაბულ-მუსლიმანური სახელმწიფო, რომელსაც ხალიფა მართავდა.
სახალხო
1) ხალხის კუთვნილი, ხალხის კულტურასთან, ისტორიასთან, მოთხოვნილებებთან დაკავშირებული; ხალხის მიერ შექმნილი ან წარმოებული; ხალხისათვის განკუთვნილი.
2) ქვეყნის, სახელმწიფოს კუთვნილი; სახელმწიფოებრივი.
3) შედის ზოგი საპატიო წოდებულების შემადგენლობაში.
სახამა - ჩამქრალი ვულკანი ბოლივიაში (6520 მეტრი).
სახამებელი - ფქვილოვანი ნახშირწყალი, რომელიც მიიღება მცენარეებიდან; იყენებენ კვების მრეწველობაში, თეთრეულის გარცხვისას და სხვა.
სახამებლიანი - სახამებლის შემცველი.
სახამუშო - რაც ეხამუშებათ, უხერხული.
სახანო - ქვეყნის ის ნაწილი, რომელსაც ხანი მართავდა.
სახანძრო - ხანძრის ჩაქრობისათვის განკუთვნილი.
სახაპავი - რითაც ამოხაპავენ, ამოიღებენ სითხეს (ან ფხვიერ რასმე).
სახარაზო
1) ხარაზის საქმიანობისათვის განკუთვნილი; ხარაზისა.
2) ხარაზის სახელოსნო.
სახარატო - ხარატის საქმიანობისათვის განკუთვნილი.
სახარბედიო - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.
სახარბიელო - ძალიან კარგი, სასურველი.
სახარე - რაც ხარი გახდება; მამალი ხბო.
სახარება - ბიბლიის ნაწილი (ახალი აღთქმის პირველი ოთხი წიგნი), რომელიც შეიცავს ამბებს იესო ქრისტეს ცხოვრებისა და მოძღვრების შესახებ; ოთხთავი.
სახარე ტბა - ტბა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.
სახარებელი - რაც უნდა ახარონ.
სახარინი (სახაროზა) - იხილე საქარინი.
სახარის მთა - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, კიდეგანის ქედზე.
სახარისღელე - უღელტეხილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, კიდეგანის ქედზე.
სახაროვა ლუდმილა - ბალეტის რუსი მსახიობი და პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1926 წელს).
სახაროვი ანდრია - რუსი ფიზიკოსი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი, 1975 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1921-1989 წწ).
სახაროვნოს მთა - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ქედზე.
სახარშავი
1) რაც უნდა ხარშონ.
2) სადაც, რაშიც უნდა მოხარშონ.
სახარჯო - რაც უნდა დაიხარჯოს; დასახარჯავი.
სახასიათო - გარკვეული ხალხის, ეპოქის ან საზოგადოებრივი წრის დამახასიათებელი.
სახასო - სამეფო, სახაზინო ან საბატონო.
სახატავი
1) რაც უნდა ხატონ.
2) რაზედაც, რაშიც უნდა ხატონ.
3) რითაც უნდა ხატონ.
სახატე - ხატების მოსათავსებელი ადგილი ან ნიში კედელში.
სახაშე
1) სასაუზმე, სადაც ხაშს ამზადებენ და ყიდიან.
2) ჭურჭელი, რაშიც ხაშს აყენებენ.
სახაჭაპურე
1) ხაჭაპურისათვის განკუთვნილი.
2) სასაუზმე, სადაც ხაჭაპურს აცხობენ.
სახახუბიო - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.
სახბორე - ხბორების სადგომი.
სახდელი - იგივეა, რაც გამოსახდელი.
სახე
1) ადამიანის თავის წინა მხარე; პირი, პირისახე.
2) გარეგნობა, შესახედაობა.
3) ფორმა, მოყვანილობა.
4) ხელოვნებაში - მოვლენათა არსებითი მხარეების მხატვრული, განზოგადებული გადმოცემა ინდივიდუალური ფორმით.
5) სურათი, ნახატი ან ფიგურა ქსოვილზე, ნაქარგზე, შპალერზე და მისთანებზე.
6) საგანთა ან მოვლენათა დაჯგუფების მცირე ერთეული.
7) გრამატიკაში - იგივეა, რაც ასპექტი.
სახება - ვისიმე, რისამე გამოსახულება.
სახედარი - იგივეა, რაც ვირი.
სახედნი - რაც უნდა ხედნონ; გასახედნი.
სახეებიანი - იგივეა, რაც სახიანი.
სახევებელა - წყლის დასახვავებელი ადგილი.
სახევი - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (არტნის თემის საკრებულო), მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1140 მეტრი, თიანეთიდან - 11 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 3 კაცი.
სახეთქი
1) იგივეა, რაც გასახეთქი.
2) უპატივცემლოდ ითქმის იმაზე, რაც უნდა ჩახეთქონ (იტყვიან საჭმელზე).
სახელგანთქმული - ვინც (რამაც) სახელი გაითქვა რამეთი; სახელოვანი, სახელმოხვეჭილი.
სახელგასაწყვეტი - წყევლაა ერთგვარი.
სახელდახელო - ხელდახელ, სასწრაფოდ, უცბად მოწყობილი, გაკეთებული.
სახელდება
1) სახელის დარქმევა.
2) (ნომინაცია) ენათმეცნიერებაში - სიტყვის ბგერითი მხარისა და მნიშვნელობის ურთიერთდაკავშირება.
სახელდებული - რასაც რაიმე სახელი დაარქვეს, უწოდეს.
სახელდობრ - ნაწილაკი; იხმარება ნათქვამის დასაზუსტებლად.
სახელზმნა - ზმნის ფუძისაგან ნაწარმოები არსებითი სახელი.
სახელი
1) სიტყვა, რომელიც აღნიშნავს ვისმე, რასმე; რაც ჰქვია, რასაც უწოდებენ ვისმე, რასმე; სახელწოდება.
2) რასაც ცალკეულ პიროვნებას უწოდებენ დაბადებიდან.
3) ვისიმე მიერ მოპოვებული პატივი, დიდება, პატივისცემა, დაფასება.
4) გრამატიკაში - ბრუნების მქონე მეტყველების ნაწილთა საერთო სახელწოდება.
სახელიანი
1) სახელის მქონე.
2) იგივეა, რაც სახელოვანი.
სახელმძღვანელო
1) რითაც ხელმძღვანელობენ (საკუთარ საქმიანობაში).
2) წიგნი რისამე შესასწავლად.
სახელმწიფო
1) გაბატონებული კლასის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის მიზანია, დაიცვას არსებული ეკონომიკური წყობილება და დათრგუნოს სხვა კლასების წინააღმდეგობა; ქვეყანა, რომელსაც ასეთი პოლიტიკური ორგანიზაცია აქვს.
2) იგივეა, რაც სახელმწიფოებრივი.
სახელმწიფოებრივი - სახელმწიფოს კუთვნილი, სახელმწიფოს დამახასიათებელი, სახელმწიფოსთან დაკავშირებული.
სახელმწიფოებრიობა - სახელმწიფოებრივი წყობილება.
სახელო
1) ტანსაცმლის ნაწილი, რომელიც ხელს, მკლავს ფარავს მთლიანად (მაჯამდე) ან ნაწილობრივ.
2) თანამდებობა ძველ საქართველოში, მოხელის „გასაგებელი“ (საბა).
სახელობითი
1) სახელისა და გვარის მოხსენიებით შედგენილი, წარმოებული.
2) ვისიმე, რისამე სახელობისა.
სახელობა - სახელობისა - პატივისცემის ნიშნად ვისიმე, რისამე სახელობის მქონე.
სახელობითი ბრუნვა - გრამატიკაში სახელის ერთ-ერთი ფორმა, მისი ნიშანია -ი.
სახელოვანი - სახელის მქონე; სახელმოხვეჭილი, სახელგანთქმული.
სახელოსნო
1) საგანგებოდ გამართული შენობა, სადაც ხელოსანი მუშაობს.
2) მხატვრის, მოქანდაკის სამუშაო ოთახი ან შენობა.
3) ხელოსანთან დაკავშირებული; ხელოსნის მოსამზადებელი.
სახელური - საგნის (ჭურჭლის, იარაღის, კარის...) ის ნაწილი, რომლითაც მას ხელში იჭერენ ან სადაც ხელს ავლებენ.
სახელწოდება - სიტყვიერი აღნიშვნა რისამე (საგნისა, მოვლენისა...); სახელი.
სახეობა
1) ბიოლოგიაში - გვარზე უფრო მცირე ერთეული ცხოველთა და მცენარეთა დაჯგუფებაში.
2) იგივეა, რაც სახე.
სახერხი
1) რაც უნდა დახერხონ.
2) სადაც უნდა დახერხონ რამე.
3) რითაც უნდა დახერხონ.
სახერხო - მოხერხებული; მოსახერხებელი.
სახესხვაობა - რაც ძირითადი სახის, ტიპის, კატეგორიის ერთგვარ ცვლილებას წარმოადგენს; რაც ცოტათი განსხვავდება ძირითადისაგან.
სახეშეშლილი - ვისაც სახის ნორმალური გამომეტყველება შეეცვალა.
სახეცვალება - იგივეა, რაც სახეცვლა.
სახეცვლილი - რამაც სახე იცვალა; გადასხვაფერებული.
სახეწი - ლითონსაჭრელი იარაღი, რომელსაც იყენებენ დეტალის ზედაპირიდან ლითონის თხელი ფენის ასაჭრელად.
სახეხავი
1) რაც უნდა ხეხონ.
2) რითაც უნდა ხეხონ.
სახვალიო - ხვალისათვის განკუთვნილი; სამომავლო.
სახვევი
1) რითაც, რაშიც ახვევენ რამეს. || ქსოვილის ნაჭერი, რომელშიც ჩვილ ბავშვს ახვევენ; ჩვარი.
2) რითაც ახვევენ, იხვევენ რასმე.
3) რითაც ჭრილობას უხვევენ.
4) სადაც ახვევენ რასმე.
5) სარზე ვაზის ასაკრავი ხრალი.
სახვეწარი - რასაც ეხვეწებიან ვისმე; სათხოვნელი, შესაწირი.
სახვეწი
1) რაც უნდა ხვეწონ.
2) ხის ან ლითონის ჩხირი, რომლითაც ძაფს ხვეწენ.
სახვეწნი (სახვეწნელი) - იგივეა, რაც სახვეწარი.
სახვითი ხელოვნება - ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების საერთო სახელწოდება.
სახვნელი
1) ხვნისათვის განკუთვნილი იარაღების საერთო სახელწოდება.
2) იგივეა, რაც სახნავი.
სახვნეში - რის გამოც ხვნეშიან.
სახვრელი - იგივეა, რაც სახრავი.
სახვრეტი - რითაც ხვრეტენ რასმე.
სახიანი - სახეების მქონე, სახეებით მოხატული.
სახიანოვა ლარისა - ბალეტის რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1930 წელს).
სახიერება
1) გარეგნობა, შეხედულება.
2) იგივეა, რაც განსახიერება.
3) სათნოება, მოწყალება, სიკეთე.
სახიერი
1) ლამაზი (ადამიანი).
2) იგივეა, რაც სახოვანი.
3) კეთილი, მოწყალე, სათნო (ჩვეულებრივ იხმარება ღვთის ეპითეტად).
სახიზარი - იგივეა, რაც სახიზნავი.
სახიზნავი - ადგილი, სადაც იხიზნებოდნენ.
სახილავი (სახილველი) - რაც უნდა იხილონ; სანახავი.
სახილე
1) ხილისათვის განკუთვნილი.
2) ხილის ჭურჭელი.
სახილველი - თეატრის ძველი ქართული სახელწოდება.
სახინკლე
1) ხინკლისათვის განკუთვნილი, გამოსადეგი.
2) სასაუზმე, სადაც ხინკალს ამზადებენ, ყიდიან.
სახიობა
1) ძველი ქართული სახილველის (თეატრის) ერთ-ერთი სახეობა; სანახაობა, წარმოდგენა.
2) მუსიკალურ საკრავთა ხმა ან გალობა.
სახიფათო - რასაც ხიფათი მოსდევს ან შეიძლება მოჰყვეს. || საშიში.
სახიჩარი - ფიზიკური ნაკლის მქონე. დაშავებული ადამიანი; მახინჯი, ხეიბარი.
სახლართავი - რითაც ხლართავენ რასმე; საბანდავი.
სახლეული - სახლობის, ოჯახის წევრი; შინაური.
სახლეულობა - ოჯახის წევრთა ერთობლიობა; შინაურები, ცოლ-შვილი.
სახლეჩი ატამი - იგივეა, რაც საპობი ატამი.
სახლთმფლობელი - სახლის მფლობელი, სახლის მეპატრონე.
სახლთუხუცესი - სამეფო კარზე ან თავადის სამფლობელოში - სახლის გამგე, მმართველი.
სახლი
1) ადამიანთა საცხოვრებელი (ან დაწესებულების) შენობა.
2) (გადატანით) ერთ სახლში მცხოვრებნი; ოჯახი.
3) ზოგიერთი კულტურულ-საზოგადოებრივი დაწესებულების სახელწოდება.
სახლიკაცი - მამაკაცი, რომელიც იმავე ოჯახს ან გვარს ეკუთვნის (ძმა, ბიძაშვილი, მოგვარე).
სახლი ლესნაიაზე - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1980 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ნიკოლოზ სანიშვილი. სცენარის ავტორი - გიორგი მდივანი. დამდგმელი ოპერატორი - დუდარ მარგიევი. კომპოზიტორი - ანტონიო სპადავეკია. მთავარ როლებში: ამირან ქადეიშვილი, კარინა შმარინოვა, ედიშერ გიორგობიანი, ლეცან უჩანეიშვილი, ზაზა მიქაშავიძე, ზურაბ ცინცქილაძე.
სახლიშვილი - ქალის შვილი ამ ქალის ნათესავებისათვის (იმერეთში).
სახლ-კარი - სახლი და კარი; სახლი დამხმარე ნაგებობებით, კარ-მიდამოთი.
სახლკარდაქცეული - წყევლაა ერთგვარი.
სახლკარობა
1) სახლ-კარის მოვლა; ოჯახობა.
2) იგივეა, რაც სახლ-კარი.
სახლმმართველი - სახლმმართველობის უფროსი.
სახლმმართველობა - დაწესებულება, რომელიც განაგებს საცხოვრებელ სახლებს.
სახლ-მუზეუმი - გამოჩენილი პირის, მოღვაწის სახლი, რომელიც მუზეუმად არის ქცეული.
სახლობა
1) ოჯახი, მოსახლე.
2) ოჯახის წევრები; ჯალაბობა.
3) ვისიმე ცოლი.
სახლობანა - საბავშვო თამაშობა.
სახლობრივი - სახლთან დაკავშირებული; სახლების მიხედვით წარმოებული.
სახმარებელი - იგივეა, რაც სახმარი.
სახმარი - რაც უნდა იხმარონ; მოსახმარი, გამოსაყენებელი.
სახმელეთო - ხმელეთისათვის განკუთვნილი; ხმელეთზე გამოსაყენებელი, ხმელეთზე მოქმედი.
სახმილი
1) რაშიც ცეცხლს ანთებენ (ღუმელი, ქურა და მისთანები).
2) (გადატანით) ცეცხლი (სიყვარულისა...).
სახმო - ხმის, ბგერის გამოცემასთან დაკავშირებული.
სახმობი - სადაც ახმობენ რასმე (მარცვლეულს, ჩაის, ხილს...); საშრობი.
სახნავი
1) რასაც ხნავენ. || ხვნისათვის განკუთვნილი.
2) რითაც ხნავენ.
სახნისი - სახვნელის (გუთნის და მისთანების....) ნაწილი (რკინისა), რომელიც ბელტს ჭრის და იღებს.
სახოვანი
1) იგივეა, რაც სახიერი.
2) მხატვრული სახეების შემცველი; გამომხატველი, ხატოვანი
3) იგივეა, რაც სახიანი.
სახოკია თედო - მწერალი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი (1868-1956 წწ).
სახორცე
1) ხორცად გამოსაყენებელი, დასაკლავად ნასუქი (საქონელი, შინაური ფრინველი).
2) სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
სახოტბო - ხოტბის შემცველი; ხოტბის ხასიათისა; ვისიმე, რისამე საქები, სადიდებელი.
სახოცი
1) რითაც შეიხოცავენ რასმე; შესამშრალებელი.
2) იგივეა, რაც ცხვირსახოცი.
3) იგივეა, რაც ხილაბანდი.
სახოჭოლავო - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.
სახრავი
1) რაც უნდა ხრან.
2) (გადატანით) გამორჩენა, ხეირი, სარგებლობა.
სახრახნელი - გარე კუთხვილის მოსაჭრელი იარაღი.
სახრახნისი - ხრახნების ამოსახრახნი და ჩასახრახნი ხელსაწყო.
სახრე - საქონლის გასარეკი მოქნილი ჯოხი.
სახრიკილო - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა შენაკადი.
სახრილე - ადგილი წისქვილის ქვის გარშემო, სადაც ხრილი იყრება.
სახრინავი - სახრინავზე მიყვანა - უკიდურეს მდგომარეობამდე მისვლა.
სახრჩობელა - მოწყობილობა ადამიანის ჩამოსახრჩობად; ერთ ან ორ ბოძზე ჰორიზონტალურად დამაგრებული ძელი, რომელზედაც ჩამობმულია ბოლოში ყულფის მქონე თოკი.
სახსარი
1) ძვლების დაბოლოებათა მოძრავი შეერთება.
2) (გადატანით) მანქანის ნაწილების მოძრავი შეერთების ადგილი.
3) სახსრები - ფულადი თანხა რაიმე საჭიროებისათვის.
4) საშუალება, შესაძლებლობა, წყარო.
სახსენებელი
1) ვინც, რაც უნდა ახსენონ.
2) სახელი, ხსოვნა, მოგონება ვისიმე, რისამე.
სახსნილო - საჭმელი (ხორცეული, რძის პროდუქტები), რომლის ჭამა ნებადართულია ხსნილში.
სახსოვარი - რაიმე ნივთი, რომელსაც ვისმე აძლევენ საჩუქრად; ვისიმე, რისამე მოსაგონებლად.
სახსრიანი - რასაც სახსარი აქვს.
სახსროვანი - იგივეა, რაც სახსრიანი.
სახტად - სახტად დარჩენა - გაოცება, განცვიფრება.
სახტუნაო
1) ხტომისათვის განკუთვნილი.
2) იგივეა, რაც სახტუნებელი.
სახტუნებელი - საბავშვო სათამაშო - თოკი, რომელსაც ბოლოებზე სახელურები აქვს; ბავშვები თოკს ატრიალებენ და ზედ ხტებიან.
სახუმარო (სახუმრო) - რაც ხუმრობას იწვევს; ხუმრობისათვის განკუთვნილი.
სახუნდარი
1) ადგილი, სადაც მონადირე უსაფრდება ნადირს.
2) იგივეა,რაც ბუნაგი.
3) ისტორიული სოფელი ქვემო ქართლში, ახლანდელი სოფლის სარკინეთის (დმანისის მუნიციპალიტეტი) სიახლოვეს.
სახურავი
1) რაც უნდა დაახურონ, გადაახურონ რასმე; დასაფარებელი.
2) შენობის, ნაგებობის ზედა ნაწილი, რომელიც მას ახურავს.
3) ზედა ნაწილი რაიმე ჭურჭლისა, ყუთისა, კოლოფისა და მისთანებისა, რომელიც მას ფარავს და რომლის ახდაც, მოხდაც შეიძლება.
სახუროთმოძღვრო - ხუროთმოძღვრებასთან დაკავშირებული; ხუროთმოძღვრული.
საჯა - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.
საჯად ზაჰირი სავდ - ინდოეთისა და პაკისტანის საზოგადო მოღვაწე, მწერალი (1905-1973 წწ).
საჯავახო
1) ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, საჯავახოს ქედის წინა ზოლის ტერიტორია, ახლანდელი სამტრედიის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მოსაზღვრე რეგიონი. სახელწოდება „საჯავახო“ XIII საუკუნის ფეოდალის ჯავახ ჭილაისძის სახელიდან უნდა მოდიოდეს. ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნიდან; მონაცვლეობით ეკუთვნოდა გურიის და სამეგროლოს სამთავროებს, იმერეთის სამეფოს.
2) (ყოფილი ორპირი) - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 25 მეტრი, სამტრედიიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 868 კაცი. სოფლის მიდამოებში შემორჩენილია განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: ღვთისმშობლის ეკლესია, სამონასტრო კომპლექსი „გამოჩინებული“, წმინდა გიორგის ეკლესია.
საჯავრელი - რაც უნდა იჯავრონ, რაც აჯავრებს ვისმე; შესაწუხებელი, სადარდებელი.
საჯავრო - ჯავრის გამომწვევი, საჯავრელი.
საჯაია ალექსანდრე - პოეტი (1916-1944 წწ).
საჯალაბო
1) ჯალაბისათვის განკუთვნილი.
2) ჯალაბის სამყოფელი, სადგომი.
საჯანდრავი - ხის იარაღი ახლად გარეცხილი ქსოვილის გასასწორებლად, შედგება ფიცრისა და ძელისაგან.
საჯარე - ადგილი ხატში, სადაც ხალხი იკრიბება (აღმოსავლეთ საქართველოს მთაში).
საჯარიმო - ჯარიმისათვის განკუთვნილი, ჯარიმის გადახდევინებასთან დაკავშირებული.
საჯარისო - ჯარისათვის, არმიისათვის განკუთვნილი, მასთან დაკავშირებული.
საჯარო - საზოგადოებისათვის განკუთვნილი; საზოგადო, საყოველთაო, სახალხო.
საჯაროობა - რისამე საჯარო ხასიათი.
საჯაყი - შესარცხვენი, თავის მომჭრელი.
საჯაშუშო - ჯაშუშის დამახასიათებელი, ჯაშუშობასთან დაკავშირებული.
საჯახირო - ჯახირით გასაკეთებელი, საწვალებელი.
საჯდომი
1) სადაც, რაზედაც ჯდება ვინმე, რამე; სადაც, რაზედაც ჯდომა შეიძლება.
2) ადამიანის სხეულის უკანა ნაწილი, რომლითაც ის ჯდება.
საჯვარე - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.
საჯი
1) თუჯის ტაფა, პურის გამოსაცხობი.
2) არაბულ-სპარსული პოეტური ხერხი, გარკვეული რიტმისა და რითმის შემცველი პროზა.
საჯიბრო - ჯიბრის აღმძვრელი.
საჯიდები - სამეფო დინასტია აზერბაიჯანში IX-X საუკუნეებში.
საჯილდაო - საჯილდაო ქვა - მძიმე ქვა, რომლის აწევაშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს ახალგაზრდა კაცები.
საჯინიბო
1) ცხენების სადგომი; თავლა.
2) სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (სიონის სადაბო საკრებულო). 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 3 კაცი.
საჯირითო - ჯირითობისათვის განკუთვნილი.
საჯიშე
1) შინაურ ცხოველთა და ფრინველთა (ან მცენარეთა) კარგი ჯიშის გამრავლებისათვის განკუთვნილი.
2) კარგი ჯიშის, შთამომავლობის მომცემი (პირუტყვი, ფრინველი, მცენარე...); სანაშენო.
3) სადგური, ფერმა, სადაც კარგი ჯიშები გამოჰყავთ.
საჯიხვე
1) ჯიხვთა სამყოფი ადგილი, სადაც ჯიხვი იცის.
2) (საჯიხვისთავი) - მთა კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, გირგლის ქედზე, მდინარეების ლოპოტისა და ინწობის წყალგამყოფ საჯიხვის ქედზე (სიმაღლე -- 2872 მეტრი).
3) ქედი ყვარლის და თელავის მუნიციპალიტეტებში, კახეთის კავკასიონის სამხრეთი განშტოება.
საჯიხვეწყალი - მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში, ლოპოტის მარცხენა შენაკადი.
საჯიხვისთავი - იხილე საჯიხვე.
საჯიხვისღელე - უღელტეხილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთ განშტოებაზე - კიდეგანის ქედზე. სიმაღლე - 3569 მეტრი. აგებულია იურული თიხაფიქლებით. ახასიათებს ალპური და სუბალპური ლანდშაფტები. უღელტეხილზე გადადის საცალფეხო გზა ხევსურეთიდან ჩეჩნეთისკენ.
საჯიჯგნი - რაც უნდა ჯიჯგნონ.
საჯობინარი
1) იგივეა, რაც სამჯობინარი.
2) დასაძლევი რამ.
საჯოგე - ჯოგის სამყოფი ადგილი.
საჯოგისხევი - მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში, ალაზნის აუზში.
საჯოჯოხეთო - იგივეა, რაც ჯოჯოხეთური.
საჰა მეგნად - ინდოელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი (1893-1956 წწ).
საჰაერო
1) ჰაერისათვის განკუთვნილი, ჰაერთან დაკავშირებული.
2) ჰაერში მიმოსვლასთან, ავიაციასთან დაკავშირებული.
საჰაკი ისჰაკ იბნ ისმაილ - თბილისის ამირა 831-853 წლებში.
საჰარა - უდაბნო ჩრდილოეთ აფრიკაში.
საჰარანპური - ქალაქი ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატში (375 ათასი).
საჰარის ატლასი - მთაგრეხილი ალჟირში.
საჰენდი - ვულკანური მასივი ირანში.
საჰია ალექსანდრუ (ნამდვილი გვარი სტენესკუ) - რუმინელი მწერალი (1908-1937 წწ).
საჰიადრი - იხილე დასავლეთი გატები.
საჰიანი ჰამო (ნამდვილი სახელი და გვარი ჰამაიაკ გრიგორიანი) - სომეხი პოეტი (დაიბადა 1915 წელს).
საჰიბ (არაბ.) - ბატონო! (ასე მიმართავდნენ ინდოეთში შუა საუკუნეებში დიდ ფეოდალებს, მოგვიანებით - ევროპელ კოლონიზატორებს).
საჰივალი - ქალაქი პაკისტანის აღმოსავლეთ ნაწილში, პენჯაბის პროვინციაში (150 ათასი).
საჰიმოტი - იაპონურ მითოლოგიაში - ზღვის ღვთაება.
საჰნი ბირბალ - ინდოელი პალეობოტანიკოსი (1891-1949 წწ).
საჰო - ჩრდილო-აღმოსავლეთ ეთიოპიაში მცხოვრები ხალხი (დაახლოებით 100 ათასი).
![]() |
1.2 სბ |
▲back to top |
სბა
1) მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ლიახვის მარჯვენა შენაკადი.
2) სოფლების ქვემო სბისა და შუა სბის გავრცელებული სახელწოდება (ჯავის მუნიციპალიტეტი).
სბირი (ფრანგ.) - ჯერ ინკვიზიციის უმცროსი მსახური, შემდეგ პოლიციის ჩაფარი იტალიაში.
სბის უღელტეხილი - უღელტეხილი ჯავის მუნიციპალიტეტში, ოსეთის კავკასიონზე.
![]() |
1.3 სგ |
▲back to top |
სგრაფიტო (გრაფიტო) - მონუმენტალურ-დეკორატიული ფერწერის სახეობა - ბათქაშის ზედა თხელ ფენას კაწრავენ იმდენად, რომ გამოჩნდეს ქვედა ფენა, რომელიც ფერით განსხვავდება ზედა ფენისგან. წარმოიშვა XV-XVII საუკუნეებში იტალიაში.
სგურიში - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
![]() |
1.4 სე |
▲back to top |
სე - ჩინური მითოლოგიის თანახმად, ლეგენდარული მმართველი, შანის დინასტიის დამაარსებელი.
სეანსი (ფრანგ.)
1) რისამე საჯარო დემონსტრაცია განუწყვეტლივ (დროის გარკვეულ მონაკვეთში).
2) რისამე (მკურნალობის, ჰიპნოზის) ჩატარება განუწყვეტლივ (დროის გარკვეულ მონაკვეთში).
სეანსიორი - მოჭადრაკე, რომელიც ერთდროული თამაშის სეანსს ატარებს.
სეარა - შტატი ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში; ადმინისტრაციული ცენტრი - ფორტალეზა.
სეატი - მსუბუქი ავტომობილების მწარმოებელი ესპანური კომპანია. შეიქმნა 1950 წელს. შტაბ-ბინა მდებარეობს ბარსელონაში.
სებასტიანო დელ პიომბო (ნამდვილი გვარი - ლუჩანი) - იტალიელი ფერმწერი (1485-1547 წწ).
სებეჟი - ქალაქი რუსეთის ფსკოვის ოლქში.
სებიიო პოლ - ფრანგი ფოლკლორისტი, ეთნოგრაფი და არქეოლოგი (1846-1918 წწ).
სებისკვერაძე რუსუდან - კომპოზიტორი (დაიბადა 1946 წელს).
სებორეა (ლათ.) - კანის დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია თვისებრივად შეცვლილი კანის ცხიმის გამოყოფა.
სებრისი კარლის - ლატვიელი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1914 წელს).
სებუ
1) ქალაქი ფილიპინებში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (610 ათასი).
2) კუნძული ფილიპინების არქიპელაგში.
სებუკუ - ღია სრუტე სულავესის ზღვაში, კუნძულ კალიმანტანის აღმოსავლეთ სანაპიროსთან.
სეგადორების აჯანყება - აჯანყება კატალონიაში ესპანეთის აბსოლუტიზმის წინააღმდეგ; მიმდნარეობდა ესპანეთ-საფრანგეთის 1635-59 წლების ომის დროს.
სეგალენი ვიქტორ - ფრანგი პოეტი (1878-1919 წწ).
სეგანტინი ჯოვანი - იტალიელი ფერმწერი (1858 - 1899 წწ).
სეგარელი გერარდო - იტალიელი გლეხი, აპოსტოლიკების სექტის დამაარსებელი (გარდაიცვალა 1300 წელს).
სეგედი - ქალაქი უნგრეთის სამხრეთ ნაწილში, ჩონგრადის მედიეს ადმინისტრაციული ცენტრი (180 ათასი).
სეგეჟა - ქალაქი რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში (35 ათასი).
სეგერსი ჰერკულეს - ჰოლანდიელი ფერმწერი და გრავიორი (1589 ან 1590 - 1638 წწ).
სეგეტალური მცენარეები (ლათ.) - მინდვრის სარეველა მცენარეები, რომლებიც შეგუებული არიან კულტურულ მცენარეებთან და მათთან ერთად იზრდებიან.
სეგი ჟორჟ - საფრანგეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1927 წელს).
სეგიდილია (ესპან.) - ესპანური ხალხური ჩქარტემპიანი ცეკვა, რომელსაც აყოლებენ სიმღერას, გიტარასა და კასტანიეტებს.
სეგიე პიერ - საფრანგეთის კანცლერი, ჰერცოგი, პერი (1588-1672 წწ).
სეგიეტ-ელ-ჰამარა - დასავლეთ საჰარის ჩრდილოეთი ზონის სახელწოდება.
სეგმენტაცია (ფრანგ.)
1) ზოოლოგიაში - ზოგი ცხოველის სხეულის ან ცალკეული ორგანოს დაყოფა სეგმენტებად.
2) ზოოლოგიაში - კვერცხის დანაწილება მრავალ უჯრედად ჩანასახის განვითარებისას.
3) ლინგვისტიკაში - ენობრივი ერთეულების გამოყოფა.
სეგმენტი (ლათ.)
1) მათემატიკაში - წრის ნაწილი, რომელიც რკალითა და მისი ქორდითაა შემოსაზღვრული; სფეროს ნაწილი, რომელიც გადამკვეთი სიბრტყით არის გამოყოფილი.
2) ზოოლოგიაში - ერთ-ერთი სიგრძივ განლაგებულ ნაწევართაგანი, რომლებისგანაც შედგება ზოგი ცხოველის (მაგალითად, ჭიაყელას) ორგანიზმი.
სეგნეტის მარილი - ღვინომჟავას ორმაგი მარილი; სახელი ეწოდა აღმომჩენის, ფრანგი აფთიაქარის ე. სენიეტის (XVII ს) გვარის მიხედვით.
სეგოვია - ქალაქი ესპანეთში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
სეგოვია ანდრეს - ესპანელი გიტარისტი (1839-1987 წწ).
სეგოვია ემილიო ჯინო - იტალიელი ფიზიკოსი (1905-1990 წწ).
სეგოზერო - ტბა რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში (სიღრმე 6,2 მეტრი).
სეგოლენ რუაიალი მარი - ფრანგი პოლიტიკოსი ქალი, 2007 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მონაწილი (დაიბადა 1953 წელს).
სეგრე - მდინარე ესპანეთში, მდინარე ებროს მარცხენა შენაკადი.
სეგრე ემილიო - იტალიური წარმოშობის ფიზიკოსი, 1959 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ო. ჩემბერლენთან ერთად (1905-1989 წწ).
სეგრეგაცია (ლათ.) - რასობრივი დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა - ფერადკანიანთა იძულებითი გამოყოფა თეთრკანიანებისგან.
სეგუ - ქალაქი მალიში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (90 ათასი).
სეგურა - მდინარე ესპანეთში, ერთვის ხმელთაშუა ზღვას.
სედა - ქალაქი ლიტვაში.
სედანი
1) ქალაქი საფრანგეთის არდენის დეპარტამენტში (30 ათასი).
2) (ინგლ.) - დახურული მსუბუქი ავტომობილის ტიპი; აქვს ორი ან სამი რიგი დასაჯდომები.
სედერბერგი იალმარ - შვედი მწერალი (1869-1941 წწ).
სედერბლიმი ნათან - შვედი არქიეპისკოპოსი, თეოლოგიის დოქტორი, 1930 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1866-1931 წწ).
სედერტელიე - ქალაქი-პორტი შვედეთის სტოკჰოლმის ლენში (80 ათასი).
სედერჰოლმი იაკობ იოჰანეს - ფინელი გეოლოგი (1863-1934 წწ).
სედი - ფულის ერთეული განაში.
სედიმენტაცია (ლათ.)
1) სითხეში ან აირში შეტივტივებული მაგარი ნაწილაკების დალექვა.
2) გეოლოგიაში - ნალექების დაგროვების პროცესი უპირატესად წყლის გარემოში.
სედიხი იური - რუსი სპორტსმენი (მძლეოსნობა, უროს ტყორცნა), ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი 1976 და 1980 წლებში (დაიბადა 1955 წელს).
სედლცე - ქალაქი პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (75 ათასი).
სედოვი გიორგი - არქტიკის რუსი მკვლევარი (1877-1914 წწ).
სედომი - იხილე სოდომი.
სედოხეზები - ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე, მდინარე ხობთან მოსახლე ერთ-ერთი ლაზური ტომი.
სედრა-კვარკენი - იხილე სამხრეთის კვარკენი.
სევა
1) სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.
2) იაპონიის იმპერატორ ჰიროჰიტოს მმართველობის ხანის ოფიციალური სახელი.
სევადა (არაბ.) - შავი ფერის ნივთიერება - გოგირდში არეული დამწვარი ტყვია ან სპილენძი და ვერცხლი; იყენებენ ვერცხლის ან ოქროს ნაკეთობებზე სახეების გამოსაყვანად.
სევადიანი - სევადით შემკული.
სევაკი (ნამდვილი გვარი ღაზარიანი) პარუირ - სომეხი პოეტი (1942-1971 წწ).
სევანი
1) (გოქჩა) ტბა სომხეთში, უდიდესია კავკასიაში (მაქსიმალური სიღრმე - 83 მეტრი).
2) ქალაქი სომხეთში (30 ათასი).
სევასტიანოვი ვიტალი - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, ორი კოსმოსური ფრენის მონაწილე 1970 და 1975 წლებში (დაიბადა 1935 წელს).
სევასტიკოღლუ გეორგოს - ბერძენი დრამატურგი, რეჟისორი (1913-1995 წწ).
სევასტოპოლი (1797-1801 წლებში ახტიარი) - ქალაქი-პორტი უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე (370 ათასი).
სევდა (არაბ.) - დარდი, ნაღველი, კაეშანი.
სევდიანი - სევდით მოცული, ნაღვლიანი.
სეველა ეფრაიმ - რუსი და ებრაელი მწერალი (დაიბადა 1928 წელს).
სევენ-აილენდზი - იხილე სეტ-ილი.
სევენები - მთები საფრანგეთში, საფრანგეთის ცენტრალური მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე.
სევენ-ოუქსი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის კენტის საგრაფოში (ინგლისი).
სევერი ტომას - ინგლისელი მექანიკოსი (დაახლოებით 1650-1715 წწ).
სევერიანინი იგორ (ნამდვილი გვარი ლოტარევი) - რუსი პოეტი (1887-1941 წწ).
სევერინი ტიმ - ინგლისელი მეცნიერი, მოგზაური, მწერალი (დაიბადა 1940 წელს).
სევერინი ჯინო - იტალიელი ფერმწერი (1883-1966 წწ).
სევერნი
1) მდინარე დიდ ბრიტანეთში, ერთვის ატლანტის ოკეანის ბრისტოლის ყურეს (სიგრძე - 390 კილომეტრი).
2) მდინარე კანადაში, ერთვის ჰუდსონის ყურეს (981 კმ).
სევერობაიკალსკი - ქალაქი რუსეთში, ბაიკალის ტბის პირას (30 ათასი).
სევეროდვინსკი (1938-57 წლებში მოლოტოვსკი) - ქალაქი რუსეთის არხანგელსკის ოლქში (240 ათასი).
სევეროდონეცკი - ქალაქი უკრაინის ლუგანსკის ოლქში (135 ათასი).
სევერო-კურილსკი - ქალაქი რუსეთის სახალინის ოლქში
სევერომორსკი - ქალაქი რუსეთის მურმანსკის ოლქში (55 ათასი).
სევეროს ანტიოქიელი - პალესტინელი მონოფიზიტი, ანტიოქიის პატრიარქი 512-518 წლებში.
სევეროურალსკი - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში (35 ათასი).
სევერუსები - რომის საიმპერიო დინასტია 193 - 235 წლებში.
სევერუსი ალექსანდერ მარკუს ავრელიუს - რომის იმპერატორი 222-235 წლებში (208-235 წწ).
სევერუსი ლუციუს სეპტიმიუს - რომის იმპერატორი 193-211 წლებში (146-211 წწ).
სევილია - ქალაქი ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების პროვინციის და ანდალუსიის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (660 ათასი).
სევინიე მარი დე რაბიუ-ტენ-შანტალი, მარკიზა დე - ფრანგი მწერალი ქალი (1626-1696 წწ).
სევიჯ-აილენდი - იხილე ნიუე.
სევრი - ქალაქი საფრანგეთის ო-დე-სენის დეპარტამენტში.
სევრი (ფრანგ.) - ფაიფურის ნატიფი, მაღალხარისხოვანი ნაკეთობანი; ამზადებენ საფრანგეთის ქალაქ სევრში.
სევსკი - ქალაქი რუსეთის ბრიანსკის ოლქში.
სევტოპოლი - თრაკიის სამეფოს დედაქალაქი ძვ. წ.აღ. IV-III საუკუნეებში.
სევულესკუ ტრაიან - რუმინელი ბოტანიკოსი და ფიტოპათოლოგი, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე (1889-1963 წწ).
სევუნცი (ნამდვილი გვარი გრიგორიანი) - სომეხი მწერალი (1911-1969 წწ).
სევუქი ისმაილ ჰაბიბ - თურქი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე (1892-1954 წწ).
სეზაი სამიფაშაზადე - თურქი მწერალი (1859-1936 წწ).
სეზამი (არაბ.) - იგივეა, რაც ქუნჯუთი.
სეზანი პოლ - ფრანგი ფერმწერი (1839-1906 წწ).
სეზარი - საფრანგეთის ეროვნული კინემატოგრაფიული პრემია; გაიცემა 1976 წლიდან.
სეზერი აჰმედ ნეჯეთი - თურქეთის მე-10 პრეზიდენტი 2000-2007 წლებში (დაიბადა 1941 წელს).
სეზერი ემე - მარტინიკელი მწერალი, წერს ფრანგულ ენაზე (1913-1995 წწ).
სეზონი (ფრანგ.)
1) წელიწადის დრო (ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული ან შემოდგომა).
2) წელიწადის ნაწილი, პერიოდი, რომელიც ყველაზე უფრო შესაფერია (და ჩვეულებრივ იყენებენ კიდევაც) რაიმე საქმიანობისათვის, დასვენებისათვის და სხვა.
3) რისამე მწიფობის, შემოსვლის დრო.
სეთი I - ეგვიპტის ფარაონი დაახლოებით ძვ.წ.აღ. 1337-1317 წლებში.
სეთურნი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), მთიულეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე მთიულეთის არაგვის ხეობაში. ზღვის დონიდან - 1840 მეტრი, დუშეთიდან - 72 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 80 კაცი.
სეი ჟან ბატისტ - ფრანგი ეკონომისტი (1767-1832 წწ).
სეიდაბადი - თბილისის ძველი უბანი მდინარე წავკისისწყლის მარჯვენა მხარეს.
სეიდი (არაბ.) - ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში - ტიტული მუსლიმანებისა, რომელთაც პრეტენზია აქვთ მუჰამადის (მაჰმადის) შთამომავლებისაგან წარმოშობისა.
სეიდიკვარა - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, დღამიშის მარჯვენა შენაკადი.
სეიდხოჯალი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.
სეივალი - ვეშაპის ერთ-ერთი სახეობა; გვხვდება არქტიკიდან ანტარქტიდამდე.
სეით თარგმანი - VIII-IX საუკუნეების ქართველი მთაგრმნელი, მოღვაწეობდა იერუსალიმში, საბას ლავრაში.
სეილანი - კუნძული ნორვეგიის ზღვაში, ეკუთვნის ნორვეგიას.
სეილანიანი - სპარსული ხალხური დასთანის „სეჰელენ-ნამეს“ ქართული ვერსია. 1791 წელს გადმოუღია იოანე ბატონიშვილს.
სეილემი
1) ქალაქი აშშ-ში, ორეგონის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.
2) ქალაქი აშშ-ს ოჰაიოს შტატში.
სეიმი (პოლონ.)
1) 1947-88 წლებში პოლონეთის უმაღესი სახელისუფლებო ორგანო; 1989 წლიდან პარლამენტის ერთ-ერთი პალატა.
2) უმაღლესი სახელისუფლებო ორგანო ლიტვასა და ლატვიაში.
3) მდინარე რუსეთსა და უკრაინაში, დესნას მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 748 კილომეტრი).
სეინერი (იტალ.) - პატარა საზღვაო თევზსაჭერი გემი.
სეირანი - მეცხოველეობის შენობის მახლობლად ანდა უშუალოდ მის გარშემო შემოღობილი ნაკვეთი.
სეირანიანი ბენიკ - სომეხი მწერალი (დაიბადა 1913 წელს).
სეირი (არაბ.) - თავის შესაქცევი, გასართობი რამ; სანახაობა.
სეირნობა - ღია ცის ქვეშ მოწყობილი მასობრივი დღესასწაული, გართობა.
სეისელი კლოდ - საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიკოსი (1450-1520 წწ).
სეისმო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს მიწისძვრას, მიწისქვეშა ბიძგებს.
სეისმოგრამა (ბერძნ.) - სეისმოგრაფის საშუალებით შესრულებული ჩანაწერი მიწისძვრის ბიძგებისა.
სეისმოგრაფი (ბერძნ.) - დედამიწის ქერქის რყევათა ავტომატურად ჩასაწერი ხელსაწყო.
სეისმოლოგია (ბერძნ.) - გეოფიზიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს დედამიწის ქერქის რყევებს, კერძოდ - მიწისძვრებს.
სეისმომეტრია (ბერძნ.) - სეისმოლოგიის ნაწილი; მისი საქმეა გრუნტის ნაგებობათა და სხვა ობიექტების რყევის რეგისტრაციისათვის საჭირო ხელსაწყოებისა და მეთოდების შემუშავება.
სეისმონატია - მცენარის ორგანოთა მოძრაობები შეხებისა და შერხევის საპასუხოდ.
სეისმური (ბერძნ.) - მიწისძვრასთან ან მის შესწავლასთან დაკავშირებული.
სეიფერტი იაროსლავ - ჩეხი პოეტი (1901-1986 წწ).
სეიფი (იტალ.)
1) ლითონის ცეცხლგამძლე კარადა ან ყუთი დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების, ძვირფასეულობის შესანახად.
2) ბანკში - ოთახი, სარდაფი, სადაც ასეთი კარადები ან ყუთები დგას.
3) მუზეუმში - ცეცხლგამძლე ოთახი, სადაც ძვირფასი, უნიკალური ექსპონატებია დაცული.
სეიფულინა ლიდია - რუსი მწერალი ქალი (1889-1954 წწ).
სეიშები (ფრანგ.) - დიდი პერიოდის (რამდენიმე საათამდეც კი) მქონე მდგარი ტალღები, რომლებიც წარმოიქმნება მეტ-ნაკლებად დახშულ წყალსატევებში.
სეიშელის კუნძულები
(სეიშელის კუნძულების რესპუბლიკა, ფრანგ. Republique des Seychelles, ინგლ. Republic of Seychelles, kreol. Repiblik Sesel).
- სახელმწიფო ინდოეთის ოკეანეში, ამავე სახელწოდების მქონე 100-ზე მეტ კუნძულზე, ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან.
- ეროვნული სევიზი - „Finis Coronat Opus“.
- ჰიმნი - „Koste Seselwa“.
- დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1976 წლის 29 ივნისი.
- მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული კრება.
- ფართობი - 454 კვ.კმ.
- დაყოფილია 23 რეგიონად.
- მოსახლეობა - 85 ათასი.
- სიმჭიდროვე - 178 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენები: სეიშელის კრეოლი, ინგლისური და ფრანგული.
- დედაქალაქი - ვიქტორია.
- ვალუტა - სეიშელის რუპია.
- ქვეყნის კოდი - SYC.
- დროის სარტყელი - UTC +4.
- სატელეფონო კოდი - +248.
- internet-domeni - sc.
სეიჩენტო - იტალიურ ენაში მიღებული დასახელება XVII საუკუნესი.
სეიჰანი (ზემო დინებაში ზამანთი, შუა დინებაში ივნიჯე) - მდინარე თურქეთში, ერთვის ხმელთაშუა ზღვის მერსინის ყურეს (სიგრძე - 516 კილომეტრი).
სეიჰუნი ჰუშანგ - ირანელი არქიტექტორი (დაიბადა 1920 წელს).
სეკამი - ფერადი ტელევიზიის სისტემის ერთ-ერთი სახელი.
სეკანსი (ლათ.) - კუთხის ერთ-ერთი ტრიგონომეტრიული ფუნქცია, რომელიც სწორკუთხა სამკუთხედში უდრის ჰიპოტენუზის შეფარდებას მოცემული კუთხის კათეტთან.
სეკატორი (ფრანგ.) - სპეციალური მაკრატელი, რომლითაც მცენარეებს აჭრიან ტოტებს, ყლორტებს, ფოთლებს და მისთანებს.
სეკეფალვი-ნადი ბელა - უნგრელი მათემატიკოსი (1913-1995 წწ).
სეკეშფეჰერვარი - ქალაქი უნგრეთში, ფეიერის მედიეს ადმინისტრაციული ცენტრი (110 ათასი).
სეკვენსი ირჟი - ჩეხი კინორეჟისორი (დაიბადა 1922 წელს).
სეკვენცია (ლათ.)
1) მუსიკაში - რაიმე მელოდიის გამეორება აღმავალი ან დაღმავალი გამის სხვადასხვა საფეხურზე.
2) შუასაუკუნეობრივი კიათოლიკური საგალობლების ნაირსახეობა.
სეკვესტრაცია (ლათ.)
1) სეკვესტრის (მნიშვნელობა 1) დადება.
2) მედიცინაში - სეკვესტრის წარმოქმნა.
სეკვესტრი (ლათ.)
1) სახელმწიფო ხელისუფლების მიერ რაიმე კერძო ფონდების გამოყენების შეზღუდვა ან აკრძალვა; ყადაღა.
2) მედიცინაში - მკვდარი ნაწილი, რომელიც მოსცილდა საღ ნაწილს.
სეკვილი ტომას - ინგლისელი პოეტი (1536-1608 წწ).
სეკვოია (ფრანგ.) - გიგანტური წიწვოვანი ხე; გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში; ხარობს ჩვენშიც. ველინგტონია, მამონტის ხე.
სეკი აკიკო - იაპონელი მომღერალი, საგუნდო დირიჟორი და სახელმწიფო მოღვაწე (1899-1973 წწ).
სეკი ანჯელო - იტალიელი ასტრონომი (1818-1878 წწ).
სეკია პიეტრო - იტალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1903-1973 წწ).
სეკო - ფერწერა მშრალ ბათქაშზე.
სეკონდი-ტაკორადი - ქალაქი განაში, დასავლეთის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.
სეკრეტანი შარლ - შვეიცარიელი ფილოსოფოსი (1815-1895 წწ).
სეკრეტერი (ფრანგ.) - ერთგვარი საწერი მაგიდა ან კარადა, რომელსაც აქვს გადმოსაწევი ან გამოსაწევი ფიცარი საწერად.
სეკრეტი
1) (ლათ.) ნივთიერება, რომელსაც გამოიმუშავებენ ჯირკვლები.
2) (ფრანგ.) განსაკუთრებული საიდუმლო მოწყობილობა რაიმე მექანიზმში.
3) სამხედრო საქმეში - დამატებითი საიდუმლო საგუშაგო.
სეკრეტინი (ლათ.) - ჰორმონი, რომელიც იწვევს კუჭუკანა ჯირკვლის წვენის სეკრეციას (გამოყოფას).
სეკრეტორული - სეკრეციასთან დაკავშირებული.
სეკრეცია (ბერძნ.) - ფიზიოლოგიაში - ორგანიზმისათვის აუცილებელ ნივთიერებათა (სეკრეტების) გამომუშავება და გამოყოფა ჯირკვლების მიერ.
სეკულარიზაცია (ლათ.)
1) საეკლესიო და სამონასტრო საკუთრების გადაქცევა სახელმწიფო საკუთრებად.
2) რისამე გადასვლა საეკლესიო, სასულიერო გამგებლობიდან საერო, სამოქალაქო გამგებლობაში.
3) ეკლესიის სასულიერო გავლენისაგან გათავისუფლება (აზროვნებასა და შემოქმედებაში).
სეკუნდა (ლათ.)
1) დიატონიკური გამის მეორე საფეხური.
2) ინტერვალი ორ მეზობელ საფეხურს შორის.
სეკუნდანტი (ლათ.)
1) ზოგი სპორტული შეჯიბრის (მაგალითად, კრივის, ჭადრაკის) მონაწილის დამხმარე და შუამავალი.
2) მოწმე და შუამავალი, რომელიც დუელის თითოეულ მონაწილეს ახლავს.
სეკუნდი (ლათ.) - კუთხისა და რკალის საზომი ერთეული; უდრის 1/3600 ნაწილს.
სეკურიტატა - სახელმწიფოსა და მოსახლეობის უშიშროების განმასახიერებელი რომაული ღვთაება. გამოსახებოდა სვეტების გვერდით ფეხებგადაჯვარედინებულ ქალად.
სეკფიუ დიულა - უნგრელი ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე (1883-1955 წწ).
სელა - უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.
სელა კამილო ხოსე - ესპანელი მწერალი, 1989 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1916-2002 წწ).
სელაგინელა - მცენარის გვარი ლიკოპოდიუმისნაირთა განყოფილებისა. ხავსის მსგავსი მცენარეები.
სელადონი (ფრანგ.) - ჩინური მონაცრისფრო-მწვანე მოჭიქული კერამიკა, ფაიფურის მსგავსი.
სელაია ქალაქი მექსიკის ცენტრალურ ნაწილში, გუანახუატოს შტატში.
სელაია გაბრიელ (ნამდვილი სახელი და გვარი რაფაელ მუხიკა) - ესპანელი პოეტი.
სელაია ხოსე სანტოს - ნიკარაგუის სახელმწიფო მოღვაწე (1853-1919 წწ).
სელამი - ქალაქი ინდოეთის ტამილანდის შტატში.
სელანგორი - შტატი მალაიზიაში, მალაკის ნახევარკუნძულზე; ადმინისტრაციული ცენტრი - შაჰ-ალამი.
სელაპი - წყლის მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი; წინა და უკანა კიდურების თათები ერთმანეთთან აპკებით აქვს დაკავშირებული.
სელარზი როი ვუდ - ამერიკელი ფილოსოფოსი (1880-1973 წწ).
სელდენი ჯონ - ინგლისის პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, ანტიკვარი, ისტორიკოსი (1584-1654 წწ).
სელები - ძველი ბალტიური ტომობრივი კავშირი XIII საუკუნეში მდინარე დაუგავას ნაპირებზე.
სელევკე I ნიკატორი - ალექსანდრე მაკედონელის სარდალი, სელევკიდების სახელმწიფოსა და დინასტიის დამაარსებელი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 358 - 281/280 წწ).
სელევკია - ძველი ქალაქების სახელი სირიასა და შუამდინარეთში IV საუკუნიდან.
სელევკიდები - მმართველი დინასტია დასავლეთ აზიაში ძვ.წ.აღ. 312 - 64 წლებში.
სელეზნიოვი გენადი - რუსეთის დუმის თავმჯდომარე 1999-2003 წლებში (დაიბადა 1947 წელს).
სელემჯა - მდინარე რუსეთის ამურის ოლქში, მდინარე ზეის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 647 კილომეტრი).
სელენგა - მდინარე მონღოლეთსა და რუსეთში, ერთვის ბაიკალის ზღვას (1024 კმ).
სელენე (მენე, ლუნა) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰიპერიონის ქალიშვილი, ჰელიოსის და, მთვარის ღმერთქალი და მისი განსახიერება. წარმოდგენილი ჰყავდათ ლამაზ ქალად, რომელსაც ხელში ჩირაღდანი უჭირავს.
სელენი (ბერძნ.) (Se) - ქიმიური ელემენტი; ნაცრისფერი მეტალოიდი; იყენებენ ფოტოელემენტის დასამზადებლად, ფერადი მინის წარმოებაში და სხვა. ატომური ნომერი 34, ატომური მასა 78,96.
სელენიტი (ბერძნ.)
1) ბოჭკოვანი თაბაშირი მოვარდისფრო-ყვითელი ფერისა.
2) ფანტასტიკურ რომანებში - მთვარის ბინადარი.
სელენოგრაფია (ბერძნ.) - მთვარის ზედაპირის აღწერა.
სელენოდეზია - მთვარის ფიგურისა და ზომების შემსწავლელი დარგი მეცნიერებისა.
სელენოლოგია (ბერძნ.) - ასტრონომიის დარგი, რომელიც მთვარეს სწავლობს.
სელენოცენტრული - მთვარისირგვლივი (ორბიტა).
სელესტინა - XV საუკუნის ესპანური რეალისტურ-ყოფითი რომანი დრამა, რომელსაც მიაწერენ ფ.დე როხას.
სელექტორი (ლათ.) - აპარატი, რომლის საშუალებითაც ხდებოდა ტელეფონის მოცემული ხაზის რამდენიმე ან ყველა აბონენტის ერთდროული გამოძახება.
სელექცია (ლათ.)
1) ცხოველთა ან მცენარეთა ჯიშების გაუმჯობესება ან ახალი ჯიშების გამოყვანა ხელოვნური შერჩევით, შეჯვარებით.
2) სპორტში - მოთამაშეების შერჩევა ადგილებზე (მაგალითად, ფეხბურთელთა გუნდისთვის).
სელექციონერი - სელექციის სპეციალისტი.
სელეში მონიკა - ხორვატი ჩოგბურთელი ქალი, 1990 წლიდან ცხოვრობს აშშ-ში, 1990-იანი წლების დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე უძლიერესი მოთამაშე მსოფლიოში (დაიბადა 1973 წელს).
სელვა (სელვასი) (პორტუგ.) - ტროპიკული ნოტიო მარადმწვანე ტყე სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში.
სელზამი ჰაუარდ - ამერიკელი ფილოსოფოსი (1903-1990 წწ).
სელი (Linum usitatissimum)
1) ერთწლოვანი ცისფერყვავილებიანი მცენარე; მისი თესლისგან ზეთს ხდიან; ბოჭკოსაგან ამზადებენ ქსოვილს.
2) ძვირფასი სკამი, სავარძელი.
სელიგმენი ბენ ბარუქ - ამერიკელი ეკონომისტი (1912-1970 წწ).
სელიგმენი ედუინ რობერტ ანდერსონ - ამერიკელი ეკონომისტი (1861-1939 წწ).
სელიდოვო - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში (30 ათასი).
სელიე ჰანს - კანადელი ენდოკრინოლოგი (1907-1982 წწ).
სელიმ I იავუზი - ოსმალეთის სულთანი 1512 წლიდან (1467/68 ან 1470/71 - 1520 წწ).
სელიმ III - ოსმალეთის სულთანი 1789-1807 წლებში (1761-1808 წწ).
სელიმ-ფაშა (ხიმშიაშვილი) - ახალციხის ფაშა 1803-15 წლებში.
სელინი (ნამდვილი გვარი დეტუში) ლუი ფერდინან - ფრანგი მწერალი (1894-1961 წწ).
სე ლინიუნი (ცნობილია კან იუეს სახელითაც) - ჩინელი პოეტი (385-433 წწ).
სელიჭა - მცენარეთა გვარი შავწამალასებრთა ოჯახისა, მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახი.
სელინჯერი ჯერომ დეივიდ - ამერიკელი მწერალი (1919-2010 წწ).
სელიშები - ინდიელ ტომთა ჯგუფი ჩრდილოეთ ამერიკაში; ცხოვრობდნენ თანამედროვე აშშ-ს ორეგონის, მონტანას, აიდაჰოს შტატებში.
სელკერკი - ყოფილი საგრაფო შოტლანდიაში (დიდი ბრიტანეთი).
სელკუპები - რუსეთის ციმბირულ ნაწილში, ტომსკის ოლქში მცხოვრები ხალხი.
სელსინი (ინგლ.) - ელექტრული მოწყობილობა მექანიკური მოძრაობის გადასაცემად გარკვეულ მანძილზე ელექტროსადენების საშუალებით.
სელფაქტორი (ინგლ.) - იგივეა, რაც მიული.
სელჩუკები - შუა აზიაში მომთაბარე ოღუზთა ტომების გაძლიერების შედეგად X საუკუნის II ნახევარში წარმოქმნილი დიდი ეთნიკური გაერთიანება.
სელჩუკიდები - თურქულ-ოღუზური დინასტიის სულთნები, რომლებიც მართავდნენ მთელ რიგ ქვეყნებს შუა და ახლო აღმოსავლეთში (XI-XIV საუკუნეები).
სელჩუკთა სასულთნო - იხილე კონიის (იკონიის) სასულთნო.
სელცო - ქალაქი რუსეთის ბრიანსკის ოლქში.
სემანი - მდინარე ალბანეთში, ერთვის ადრიატიკის ზღვას.
სემანტიკა (ბერძნ.)
1) ლინგვისტიკაში - მნიშვნელობა (სიტყვისა, გამოთქმისა, გრამატიკული ფორმისა).
2) იგივეა, რაც სემასიოლოგია.
სემარანგი - ქალაქი-პორტი ინდონეზიაში, იავას პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (1,1 მილიონი).
სემარი პიერ - საფრანგეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1887-1942 წწ).
სემასიოლოგია (ბერძნ.) - ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც სწავლობს სიტყვათა და გამოთქმათა მნიშვნელობას.
სემაფორი (ბერძნ.)
1) რკინიგზის სასიგნალო მოწყობილობა, რომლის ფრთების მდგომარეობა (ან შუქი) უჩვენებს მემანქანეს - თავისუფალია თუ არა გზა.
2) ზღვაზე - მხედველობითი სიგნალიზაცია, რომელიც ხორციელდება ხელების, ალმების (ღამით - ფარნების) მდგომარეობის ცვლით.
სემბენი უსმან - სენეგალელი მწერალი (დაიბადა 1923 წელს).
სემეიკო ნიკოლაი - რუსი მფრინავი, სდაბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1923-1945 წწ).
სემელე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თებეს მეფის - კადმოსის ქალიშვილი, ზევსის სატრფო, დიონისეს დედა.
სემენდერი - უძველესი ქალაქი ჩრდილოეთ კავკასიაში, 723 წლამდე ხაზართა სახაყანოს დედაქალაქი.
სემერე ბერტალან - უნგრეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1812-1869 წწ).
სემერუ - მოქმედი ვულკანი ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე.
სემერძიდისი ვალიას - ბერძენი გრაფიკოსი და ფერმწერი (1911-1983 წწ).
სემესტრი (ლათ.) - სასწავლო წლის ნახევარი (უმაღლეს ან სპეციალურ საშუალო სასწავლებელში).
სემი
1) ბიბლიური პერსონაჟი, ნოეს უფროსი ვაჟი, სემიტების მითიური წინაპარი.
2) მდინარე წყალტუბოს, ხონის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში, გუბისწყლის მარჯვენა მდგენელი. სათავე აქვს ზღვის დონიდან 965 მეტრზე, სიგრძე - 25 კილომეტრი, აუზის ფართობი - 105 კვ.კმ. შერეული საზრდოობისაა.
სემიკარაკორსკი - ქალაქი რუსეთის როსტოვის ოლქში (25 ათასი).
სემინარი (ლათ.)
1) უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა ჯგუფური მეცადინეობა რაიმე სპეციალობაში.
2) ჯგუფური მეცადინეობა კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
სემინარია (ლათ.) - სპეციალური საშუალო სასწავლებელი.
სემინარიელი - სემინარიის მოსწავლე.
სემინარული - სემინარის ხასიათისა.
სემინოლები - ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა ტომი; ჩამოყალიბდა ფლორიდაში XVIII საუკუნის დასასრულს.
სემინოვა - სასქესო ჯირკვლების სიმსივნე, ჩვეულებრივ ავთვისებიანი.
სემიოლოგია (ბერძნ.) - იგივეა, რაც სემიოტიკა.
სემიონოვა ულიანა - ლატვიელი სპორტსმენი ქალი (კალათბურთი), ოლიმპიური თამაშების ორგზის (1976, 1980 წწ) და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (დაიბადა 1952 წელს).
სემიონოვი - ქალაქი რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში (25 ათასი).
სემიონოცი იულიან - რუსი მწერალი, პოლიტიკური დეტექტივების ავტორი (1931-1993 წწ).
სემიონოვკა (ზემო ვერე) - თბილისის მიკროუბანი მტკვრის მარჯვენა მხარეს, მთაწმინდის ფერდობებზე.
სემიოტიკა ( ბერძნ. semeiotikon < semeion - ნიშანი)
1) მედიცინაში - დიაგნოსტიკის ნაწილი - მეცნიერება დაავადების ნიშნების შესახებ.
2) (სემიოლოგია) დისციპლინა, რომელიც იკვლევს ნიშანთა სისტემების ფუნქციონირების ზოგად კანონზომიერებას. მისი შესწავლის ობიექტია ყოველნაირი ტიპის ნიშნები (დაწყებული სიგნალიზაციის უმარტივესი სისტემებიდან ბუნებრივი ენებისა და მეცნიერულად ფორმალიზებული ენების ჩათვლით). სემიოტიკა ნიშნებს იკვლევს ფორმის, შინაარსისა და გამოყენების მხრივ. შესაბამისად ამისა, სემიოტიკაში გამოიყოფა სამი დარგი: 1. სინტაქტიკა. 2. სემანტიკა. 3. პრაგმატიკა.
სემიოლოგია - იხილე სემიოტიკა (2).
სემიპალატინსკი - ქალაქი ყაზახეთში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (345 ათასი).
სემირამიდა - იხილე შამურამიტი.
სემირამიდას ბაღები
1) მსოფლიოს ერთ-ერთი შვიდი საოცრებათაგანი - „დაკიდებული ბაღები“ ბაბილონში, რომელთა მოწყობაც მიეწერება ასირიის ლეგენდარულ დედოფალს სემირამიდას (შამურამიტს).
2) ქართული მხატვრული ფილმი. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - სიკო დოლიძე. დამდგმელი ოპერატორი - ფელიქს ვისოცკი. კომპოზიტორი - დავით თორაძე. მთავარ როლებში: მეგი წულუკიძე, გ. კიკაძე, დუდუხანა წეროძე, იპოლიტე ხვიჩია, კოტე დაუშვილი, ვახტანგ ნინუა.
სემირამიდე - ასირიის დედოფლის შამურამიტის (ძვ.წ.აღ. IX ს) გაბერძნულებული სახელი.
სემისი - რომაული და ბიზანტიური ოქროს მონეტის - სოლიდის ნახევარი.
სემიტები - ტომები, ხალხები, რომლებიც სემიტურ ენებზე ლაპარაკობენ.
სემიტიზმი - რომელიმე სემიტური ენიდან ნასესხები სიტყვა ან გამოთქმა.
სემიტოლოგია (ბერძნ.) - სემიტური ენებისა და კულტურის შემსწავლელი მეცნიერება.
სემიტური ენები - მონათესავე ენათა ოჯახი, აერთიანებს არაბულს, ებრაულს, სირიულს და სხვა.
სემიუელსონი პოლ ანტონი - ამერიკელი ეკონომისტი, 1970 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1915 წელს).
სემნანი - ქალაქი ირანში, ამავე სახელწოდების ოსთანის ადმინისტრაციული ცენტრი.
სემპერი იოჰანეს - ესტონეთის სახალხო მწერალი (1892-1970 წწ).
სემპრუნი ხორხე - ესპანელი მწერალი (დაიბადა 1923 წელს).
სენა
1) დეპარტამენტი საფრანგეთში 1964 წლამდე.
2) მდინარე საფრანგეთში, ერთვის ლა-მანშის სრუტეს (სიგრძე - 776 კილომეტრი).
3) სახლში სამეურნეო დანიშნულების სათავსი, სადაც ინახავენ რძის ნაწარმს და სხვა სურსათ-სანოვაგეს.
სენა აირტონ - ბრაზილიელი სპორტსმენი (ავტორბოლა), ფორმულა 1-ის ჩემპიონი 1988, 1990, 1991 წლებში (1960-1994 წწ).
სენა ჟორჟი - პორტუგალიელი პოეტი (1919-1978 წწ).
სენა და მარნა - დეპარტამენტი საფრანგეთში.
სენა და უაზი - დეპარტამენტი საფრანგეთში 1964 წლამდე.
სენაკი
1 ცალკე ოთახი ბერისათვის, მონაზვნისათვის, განდეგილისათვის.
2) (1933 წლამდე ახალი სენაკი, 1933-91 წლებში ცხაკაია) - ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ოდიშის დაბლობზე, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი (30 ათასი).
სენაკის მაზრა - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში, ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში.
სენაკის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში. 1917 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიაში როგორც სენაკის მაზრა. 1921 წლიდან კვლავ სენაკის მაზრაა; 1930 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ფართობი - 521,7 კვ.კმ. 1 ქალაქი და 63 სოფელი.
სენანკური ეტიენ პივერ დე - ფრანგი მწერალი (1770-1846 წწ).
სენაჟი (რუს.) - ჰერმეტულ პირობებში დაკონსერვებული საკვები სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისათვის; მზადდება სხვადასხვა გამომშრალი ბალახისაგან.
სენატი (ლათ.)
1) ძველ რომში უმაღლესი ხელისუფლების სახელმწიფო ორგანო.
2) ზოგი ქვეყნის (აშშ-ს, ბელგიის) პარლამენტის ზედა პალატა.
სენატორი - სენატის წევრი.
სენ-ბერნარი - ჯიშიანი, დიდი, ღონიერი ძაღლი, რომელსაც კარგი ყნოსვა აქვს (ალპებში არსებული მონასტრის Saint-Bernard-ის სახელის მიხედვით, სადაც გამოჰყავდათ ამ ჯიშის ძაღლები მთაში გზადაკარგული ადამიანების მოსაძებნად).
სენ-ბერნარი - იხილე დიდი სენ-ბერნარი და პატარა სენ-ბერნარი.
სენ-ბრიე - ქალაქი-პორტი საფრანგეთის კოტ-დიუ-ნორის დეპარტამენტში.
სენგერი ფრედერიკ - ინგლისელი ბიოქიმიკოსი, 1958 და 1980 წლების ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1918 წელს).
სენგილეი - ქალაქი რუსეთის ულიანოვსკის ოლქში.
სენგორი ლეოპოლდ სედარ - სენეგალის პრეზიდენტი 1960-81 წლებში, ფილოსოფოსი და პოეტი (1906-2001 წწ).
სენ-გოტარდი - უღელტეხილი ლეპონტის ალპებში (შვეიცარია).
სენდაი - ქალაქი-პორტი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე, მიიაგის პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (940 ათასი).
სენდბერგი კარლ - ამერიკელი პოეტი (1878-1967 წწ).
სენ-დენი
1) საფრანგეთის სამფლობელო რეიუნიონის ადმინისტრაციული ცენტრი.
2) ქალაქი საფრანგეთის სენ-სენ-დენის დეპარტამენტში (120 ათასი).
სენდვიჩი (ინგლ.) - იხილე სანდვიჩი.
სენდვიჩის კუნძულები - იხილე ჰავაის კუნძულები.
სენე (სენა, სენცა, სარძიე, საციო) - რძის პროდუქტების დასამზადებელი და შესანახი სამეურნეო სათავსი.
სენები - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.
სენებიე ჟან - შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი (1742-1809 წწ).
სენეგა - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე, იზრდება ჩრდილოეთ ამერიკაში, მის ნაყენს და ნახარშს ამოსახველებელ საშუალებად ხმარობენ.
სენეგალი
(რესპუბლიკა სენეგალი, ფრანგ. Republique du Senegal).
- სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება მავრიტანიას, აღმოსავლეთით - მალის, სამხრეთით - გვინეა-ბისაუ. დასავლეთის მხრიდან სენეგალის ტერიტორიაში 300 კმ სიღრმეში შეჭრილია სახელმწიფო გამბია. დასავლეთიდან აკრავს ატლანტის ოკეანე.
- სახელი ეწოდა მდინარე სენეგალის მიხედვით.
- დამოუკიდებლობის დღე (საფრანგეთისგან) - 1960 წლის 20 აგვისტო.
- ეროვნული დევიზი - „ერთი ხალხი, ერთი მოზანი, ერთი რწმენა“.
- ჰიმნი - „Pincez Tous vos Koras, Frappez les Balafons“.
- სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული კრება.
- ფართობი - 196 722 კვ.კმ.
- დაყოფილია 11 ოლქად.
- მოსახლეობა - 10,9 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 51 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნენი მუსლიმანური აღმსარებლობისანი არიან.
- ოფიციალური ენა - ფრანგული.
- დედაქალაქი - დაკარი.
- ვალუტა - ფრანკი.
- ქვეყნის კოდი -SEN.
- დროის სარტყელი - UTC 0.
- სატელეფონო კოდი - +221.
- internet-domeni - sn.
2) მდინარე გვინეაში, მალიში, სენეგალსა და მავრიტანიაში, ერთვის ატლანტის ოკეანის გვინეის ყურეს (სიგრძე - 1430 კილომეტრი).
სენეკა ლუციუს ანეუს - რომაელი ფილოსოფოსი და დრამატურგი, პოლიტიკური მოღვაწე (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 4 - ახ.წ.აღ. 65 წწ).
სენეკა (ტსონოდოვაკა) - იროკეზთა შემადგენლობაში შემავალი ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა ტომი.
სენეკტუტა - სიბერის განმასახიერებელი რომაული ღვთაება, ნიკტისა და ერებოსის ქალიშვილი
სენენდეჯი - ქალაქი ირანის აღმოსავლეთ ნაწილში, ქურთისტანის ოსტანის ადმინისტრაციული ცენტრი (170 ათასი).
სენენმუტი - ძველეგვიპტელი არქიტექტორი (ძვ. წ.აღ. XVI-XV სს).
სენეტი მაკ (ნამდვილი სახელი და გვარი მაიკლ სინოტი) - ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი (1880-1960 წწ).
სენეშალი (ფრანგ.)
1) ფრანკთა სახელმწიფოში V-VIII საუკუნეში - მეფის სასახლის მთავარი მმართველი.
2) საფრანგეთის სამხრეთსა და დასავლეთში XIII საუკუნიდან - მეფის მოხელე, სასამართლო ადმინისტრაციული ოლქის მეთაური (თანამდებობა გაუქმდა საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს, 1789 წელს).
სენ-ვენანი (ბარე დე სენ-ვენანი) ადემარ ჟან კლოდ - ფრანგი მეცნიერი მექანიკის დარგში (1797-1886 წწ).
სენი
1) იგივეა, რაც სნეულება.
2) ხურდა ფული იაპონიაში.
3) ხურდა მონეტა ინდონეზიასა და კამბოჯაში.
სენი ამარტია კუმარ - ინდოელი ეკონომისტი, ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი, 1998 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1933 წელს).
სენი ანტონიო - იტალიის პრეზიდენტი 1962-64 წლებში (1891-1972 წწ).
სენი იშტვან - უნგრელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1894-1960 წწ).
სენია - კუნძული ნორვეგიის ზღვაში, ეკუთვნის ნორვეგიას.
სენიავინის კუნძულები - მდებარეობს წყნარ ოკეანეში, აშშ-ს სამეურვეო ტერიტორია.
სენიობოსი შარლ - ფრანგი ისტორიკოსი (1854-1942 წწ).
სენიორა (ესპან.) - ესპანეთში - თავაზიანი მიმართვა ქალისადმი.
სენიორენ-კონვენტი (ლათ.)
1) ყრილობის დელეგაციების წარმომადგენელთა კრება სხვადასხვა საკითხის შესათანხმებლად.
2) პარლამენტის უხუცესთა საბჭო, რომელიც შედგება პარლამენტში შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისგან.
სენიორი (ლათ.) - შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპაში - მსხვილი მემამულე, რომელსაც თავის სამფლობელოში მეფის უფლებები ჰქონდა და იქ მცხოვრები სხვა ფეოდალები მის ვასალებად ითვლებოდნენ.
სენიორი (ესპან.) - ესპანეთში - ბატონი. სენიორ - ზრდილობიანი ხსენება მამაკაცისა და მისდამი მიმართვა (ჩვეულებრივ, გვართან ერთად).
სენიორი ნასო უილიამ - ინგლისელი ეკონომისტი (1790-1864 წწ).
სენიორია (ესპან.) - სენიორის (იხილე სენიორი1) სამფლობელო.
სენიორიტა (ესპან.) - ესპანეთში - ახალგაზრდა გაუთხოვარი ქალი, ქალიშვილი.
სენის ანიერი - იხილე ანიერი.
სენ-კანტენი - ქალაქი საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ენის დეპარტამენტში (70 ათასი).
სენკევიჩი ჰენრიკ - პოლონელი მწერალი (1846-1916 წწ).
სენ კეშობჩონდრო (კეშობჩონდრო სენი) - ინდოელი განმანათლებელი (1838-1884 წწ).
სენკო ვასილი - სამხედრო შტურმანი, პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1921-1984 წწ).
სენ-ლეონი არტიურ (ნამდვილი სახელი და გვარი შარლ ვიქტორ არტიურ მიშელი) - ფრანგი ბალეტის მსახიობი, მევიოლინე, კომპოზიტორი და ლიბრეტისტი (1821-1870 წწ).
სენ-ლორანი ლუი სტივენ - კანადის სახელმწიფო მოღვაწე (1882-1973 წწ).
სენ-ლუი
1) ქალაქი-პორტი კუნძულ რეიუნიონზე.
2) ქალაქი საფრანგეთის ზემო რენის დეპარტამენტში.
3) ქალაქი სენეგალში, რეკის ოლქის ადმმინისტრაციული ცენტრი (125 ათასი).
სენ-მალო
1) ქალაქი საფრანგეთის ილის და ვილენის დეპარტამენტში (45 ათასი).
2) ყურე ლა-მანშის სრუტეში, საფრანგეთის სანაპიროებთან.
სენ-მარი ანრი კუაფიე დე რიუზე, მარკიზ დე - საფრანგეთის მეფის, ლუი XIII-ის ფავორიტი (1620-1642 წწ).
სენ-მარტენი ლუი კლოდ - ფრანგი ფილოსოფოსი მისტიკოსი (1743-1803 წწ).
სენ-მორ-დე-ფოსე - ქალაქი საფრანგეთის ვალ-დე-მარნის დეპარამენტში.
სენ-ნაზერი - ქალაქი საფრანგეთის ატლანტის ლუარის დეპარტამენტში (110 ათასი).
სენო - ქალაქი ბელორუსიის ვიტებსკის ოლქში.
სენოტაფი - იხილე კენოტაფი.
სენ-პიერი
1) ქალაქი კუნძულ რეიუნიონზე.
2) ქალაქი კუნძულ სენ-პიერზე, სენ-პიერის და მიკელონის ადმინისტრაციული ცენტრი.
სენ-პიერი და მიკელონი - საფრანგეთის „ზღვისიქითა დეპარტამენტი“ ატლანტის ოკეანეში, კუნძულ ნიუფაუნდლენდის სამხრეთით.
სენ-პოლი - ქალაქი-პორტი კუნძულ რეიუნიონზე.
სენ-პოლ რუ (ნამდვილი სახელი პოლ-პიერ რუ) - ფრანგი პოეტი-სიმბოლისტი (1961-1940 წწ).
სენ-ჟიუსტი ლუი ანტუან - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1767-1794 წწ).
სენ-ჟონ-პერსი (ნამდვილი სახელი და გვარი - ალექსი ლეჟე) - ფრანგი პოეტი (1887-1975 წწ).
სენ-სანსი შარლ კამილ - ფრანგი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი, მუსიკის კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე (1835-1921 წწ).
სენსაცია (ფრანგ.) - ძლიერი შთაბეჭდილება, რომელსაც საზოგადოებაზე ახდენს რაიმე ამბავი, შემთხვევა; თვით ამბავი, შემთხვევა, რომელიც ასეთ შთაბეჭდილებას ახდენს.
სენსაციური - სენსაციის გამომწვევი, სენსაციის ხასიათისა.
სენსიბილიზაცია (ფრანგ.)
1) ფიზიოლოგიაში - ორგანიზმის გრძნობიერების გაზრდა რაიმე გამღიზიანებლის მიმართ.
2) ფოტოგრაფიული მასალის გრძნობიერების მომატება ზოგიერთი ფერადი სხივის მიმართ.
სენ-სიმონი კლოდ ანრი დე რუვრუა - ფრანგი მოაზროვნე, სოციოლოგი, სოციალისტ-უტოპისტი (1760-1825 წწ).
სენ-სიმონი ლუი დე რუვრუა - საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი (1675-1755 წწ).
სენ-სირი (გუვიონ-სენ-სირი) ლორან - საფრანგეთის მარშალი (1764-1830 წწ).
სენსიტიური - უტოპიური სოციალიზმის ერთ-ერთი მოძღვრება (ფრანგი სოციალისტ-უტოპისტის სენ-სიმონის გვარის მიხედვით).
სენსორული - გრძნობის ორგანოებთან დაკავშირებული, შეგრძნებაზე დამყარებული; მგრძნობელობითი.
სენსუალიზმი (ფრანგ.) - ფილოსოფიური მიმართულება, რომელიც შემეცნების ერთადერთ წყაროდ შეგრძნებებს მიიჩნევს.
სენტა - ქალაქი სერბიაში (იუგოსლავია).
სენტ-აგოტაი იანოშ - უნგრელი ანატომი და ფიზიოლოგი (1912-1995 წწ).
სენტავო (ესპან.-პორტუგ.) - ხურდა ფული არგენტინაში, ბრაზილიაში, კუბაში, მექსიკაში, პორტუგალიაში და რიგ სხვა ქვეყნებში.
სენტ-ამანი მარკ ანტუან ჟირარ დე - ფრანგი პოეტი (1594-1661 წწ).
სენტ-არნო არმან ჟაკ ლერუა დე - საფრანგეთის მარშალი (1798-1854 წწ).
სენტ-ბევი შარლ ოგიუსტენ - ფრანგი კრიტიკოსი და მწერალი (1804-1869 წწ).
სენტ-გოდენზი ოგასტეს - ამერიკელი მოქანდაკე (1848-1907 წწ).
სენტ-დიერდი ალბერტ - ამერიკელი ბიოქიმიკოსი, წარმოშობით უნგრელი, 1937 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1893-1985 წწ).
სენტ-ეგზიუპერი ანტუან დე - ფრანგი მწერალი (1900-1944 წწ).
სენტ-ევრემონი შარლ დე - ფრანგი მწერალი (1610 ან 1616 - 1703 წწ).
სენტენცია (ლათ.) - მორალური ხასიათის გამონათქვამი, ზნეობრივი დარიგება.
სენტესიმო (ესპან.) - ხურდა ფული პანამაში, პარაგვაიში, ურუგვაისა და ჩილეში.
სენტ-ეტიენი - ქალაქი საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში, ლუარას დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (200 ათასი).
სენტეში - ქალაქი უნგრეთის ჩონგრადის მედიეში.
სენტ-ვინსენტი და გრენადინები (ინგლ. Saint Vincen and Grenadines)
- სახელმწიფო კარიბის ზღვაში, მცირე ანტილის კუნძულების სამხრეთ-აღმოსავლეთით.
- ეროვნული დევიზი - „Pax et justitia“ (ლათ. მშვიდობა და სამართლიანობა).
- ჰიმნი - „St Vincent Land So Beautiful“.
- დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1979 წლის 27 ოქტომბერი.
- ფართობი - 389 კვ.კმ.
- მოსახლეობა - 130 ათასი.
- სიმჭიდროვე - 300 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- რელიგია - ქრისტიანობა.
- დედაქალაქი - კინგზტაუნი.
- ოფიციალური ენა - ინგლისური.
- ვალუტა - აღმოსავლეთ კარიბის დოლარი.
- დროის სარტყელი - UTC -4.
- სატელეფონო კოდი - +1-784.
- internet-domeni - vc.
სენტიმენტალიზმი - იხილე სანტიმენტალიზმი.
სენტიმო (ესპან.) - ხურდა ფული ესპანეთში, ვენესუელასა და ზოგ სხვა ქვეყანაში.
სენტ-კათარინზი - ქალაქი კანადის ონტარიოს პროვინციაში (130 ათასი).
სენტ-კლერი - ტბა კანადაში.
სენტ-კლერ დევილი ანრი ეტიენ - ფრანგი ქიმიკოსი (1818-1881 წწ).
სენტ-კლერ დევილი შარლ ჟოზეფ - ფრანგი გეოლოგი და მეტეოროლოგი (1814-1876 წწ).
სენტ-კლერზ-შორზი - ქალაქი აშშ-ს მიჩიგანის შტატში.
სენტ-კრისტოფერი და ნევისი (სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაცია, ინგლ. Federation of Saint Kitts and Nevis).
- სახელმწიფო ვესტ-ინდოეთში, კარიბის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, სენტ-ლუისის კუნძულებზე.
- ეროვნული დევიზი - „Country Above Self“.
- ჰიმნი - „O Land of Beauty!“.
- დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1983 წლის 19 სექტემბერი.
- ფართობი - 261,6 კვ.კმ.
- მოსახლეობა 50 ათასი.
- სიმჭიდროვე - 164 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- დედაქალაქი - ბასტერი.
- ოფიციალური ენა - ინგლისური.
- ვალუტა - აღმოსავლეთ კარიბის დოლარი.
- დროის სარტყელი - UTC -4.
- სატელეფონო კოდი - +1-869.
- internet-domeni - kn.
სენტლივრი სიუზენ - ინგლისელი დრამატურგი (1667-1723 წწ).
სენტ-ლუისი - ქალაქი აშშ-ს მისურის შტატში (400 ათასი, გარეუბნებით 2,4 მილიონი).
სენტ-ლუსია (ინგლ. Saint Lucia).
- სახელმწიფო ამავე სახელწოდების კუნძულზე კარიბის ზღვაში, მცირე ანტილის კუნძულების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
- ეროვნული დევიზი - “The Land, The People, The Light”.
- ჰიმნი - „Sons and Daughters of Saint Lucia“.
- დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1979 წლის 22 თებერვალი.
- ფართობი - 620 კვ. კმ.
- მოსახლეობა - 160 ათასი.
- სიმჭიდროვე - 260 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- რელიგია - ქრისტიანობა.
- დედაქალაქი - კასტრი.
- ოფიციალური ენა - ინგლისური.
- ვალუტა - აღმოსავლეთ კარიბის დოლარი.
- დროის სარტყელი - UTC -4.
- სატელეფონო კოდი - +1-758.
- internet-domeni - lc.
სენტ-მერიზი - მდინარე აშშ-ს და კანადის საზღვარზე, ერთვის ჰურონის ტბას.
სენტო (ცენტრალური ხელშეკრულების ორგანიზაცია) (CENTO) - სამხედრო-პოლიტიკური დაჯგუფება ახლო და შუა აღმოსავლეთში; შეიქმნა დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს ინიციატივით; საფუძველი ჩაეყარა 1955 წელს.
სენტ-ობენი გაბრიელ დე - ფრანგი მხატველი და გრავიორი (1724-1780 წწ).
სენტ-ოლბანზი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის ჰარტფორდშირის საგრაფოში (ინგლისი).
სენტონჟი - ისტორიული ოლქი საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში, მთავარი ქალაქი - სენტი.
სენტ-პიტერზბურგი - ქალაქი აშშ-ს ფლორიდის შტატში (240 ათასი).
სენტ-პოლი - ქალაქი აშშ-ს ჩრდილოეთ ნაწილში, მინესოტას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (275 ათასი).
სენტ-უენი - ქალაქი საფრანგეთის სენ-სენ-დენის დეპარტამენტში.
სენტ-ფრანსისი - მდინარე აშშ-ში, მდინარე მისისიპის მარჯვენა შენაკადი.
სენტ-ჯოზეფი - ქალაქი აშშ-ს მისურის შტატში.
სენტ-ჯონი
1) მდინარე აშშ-სა და კანადაში, ერთვის ატლანტის ოკეანის ფანდის ყურეს (სიგრძე - 724 კილომეტრი).
2) ქალაქი კანადის ნიუ-ბრანსუიკის პროვინციაში (75 ათასი).
სენტ-ჯონზი
1) ანტიგუის და ბარბუდის დედაქალაქი (30 ათასი).
2) ქალაქი კანადაში, ნიუ-ფაუნდლენდის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (200 ათასი).
სენტ-ჯორჯეზი - გრენადის დედაქალაქი და მთავარი პორტი.
სენტ-ჰელენზი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის მერზისაიდის მეტროპოლიურ საგრაფოში, ინგლისში (180 ათასი).
სენუსერტ I - ეგვიპტის ფარაონი ძვ.წ.აღ. 1971 - 1780 წლებში.
სენუსერტ II - ეგვიპტის ფარაონი ძვ.წ.აღ. 1896 - 1884 წლებში.
სენუსერტ III - ეგვიპტის ფარაონი ძვ.წ.აღ. 1878 - 1841 წლებში.
სენუსია - მუსლიმანური რელიგიურ-პოლიტიკური ორდენი. 1837 წელს დააარსა მუჰამად იბნ ალი ალ-სენუსიმ მექაში.
სენუფო - აფრიკის დასავლეთ ნაწილში მცხოვრები ხალხი; საერთო რაოდენობა 2,5 მილიონი.
სეპარატიზმი (ფრანგ.)
1) სწრაფვა გამოყოფისკენ, განცალკევებისკენ.
2) მრავალეროვან ქვეყნებში ეროვნულ უმცირესობათა სწრაფვა სახელმწიფოსგან გამოყოფისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისაკენ.
სეპარატისტი - სეპარატიზმის მომხრე.
სეპარატორი (ლათ.) - ერთი ნივთიერებისაგან მეორის (მაგალითად, რძისაგან ნაღების) გამოსაყოფი აპარატი.
სეპარატული (ლათ.) - განკერძოებული, განცალკევებული.
სეპარატული ზავი - ომის დროს კოალიციაში მყოფი სახელმწიფოს მიერ მოწინააღმდეგესთან დადებული ზავი მოკავშირეების თანხმობის გარეშე.
სეპარაცია (ლათ.) - გამოყოფა.
სეპია (ლათ.)
1) ზღვის მოლუსკი ერთგვარი (სინონიმი - სიპინი, მელანთევზა).
2) ყავისფერი საღებავი, რომელსაც ეს მოლუსკი გამოიმუშავებს.
3) ასე უწოდებენ ყავისფერ ფოტოსურათსაც.
სეპირი ედუარდ - ამერიკელი ენათმეცნიერი და ეთნოლოგი (1884-1939 წწ).
სეპსისი - იხილე სეფსისი.
სეპტაკორდი (ლათ.) - მუსიკაში - ისეთი ოთხი ბგერისაგან შემდგარი აკორდი რომლებიც განლაგებულია ან შეიძლება განლაგებული იყოს ტერციებად.
სეპტეტი (გერმ.)
1) შვიდი შემსრულებლისაგან შემდგარი ანსამბლი.
2) მუსიკალური ნაწარმოები შვიდი ხმისა ან შვიდი საკრავისათვის.
სეპტი - გვაროვნული თემი ირლანდიაში.
სეპტიკი (ინგლ.) - ნაგებობა მცირე რაოდენობის ჩამდინარი წყლის გასაწმენდად.
სეპტიკტენკი (სეპტიკტანკი) - იგივეა, რაც სეპტიკი.
სეპტიკური (ბერძნ.) - სეფსისთან დაკავშირებული; ლპობითი.
სეპტიმა (ლათ.)
1) დიატონიკური გამის მეშვიდე საფეხური.
2) ინტერვალი პირველსა და მეშვიდე საფეხურს შორის.
სეპტიმონციუმი - ლათინური სახელი შვიდი ბორცვისა, სადაც გაშენდა ძველი რომი.
სეპტიცემია (ბერძნ.) - სისხლის დაავადება, რომელიც გამოწვეულია მიკროორგანიზმებითა და მათ მიერ გამოყოფილი მომშხამავი ნივთიერებებით.
სეპტოლი - მუსიკაში - რიტმული ფიგურა.
სეპტორიოზი - მცენარეთა სოკოვანი დაავადება.
სერ (ინგლ.)
1) ინგლისში - ტიტული, რომელიც წინ უძღვის ბარონეტის სახელსა და გვარს.
2) ინგლისურენოვან ქვეყნებში - თავაზიანი მიმართვა მამაკაცისადმი.
სერა ჟორჟ პიერ - ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი (1859-1891 წწ).
სერა-და-ეშტრელა - ქედი პორტუგალიაში.
სერა-და-მანტიკეირა - მთის მასივი ბრაზილიაში.
სერა-დუ-მარი - ბრაზილიის ზეგნის აღმოსავლეთი მხარის საერთო სახელწოდება.
სერაიე ოგიუსტ დანიელ - ფრანგი სოციალისტი (1840 - ?).
სერაკები - ბასრი ყინულოვანი კბილანები მყინვარის ზედაპირზე.
სერალი (ფრანგ.) - ოსმალეთის (თურქეთის) სულთნის სასახლე, მისი ჰარამხანა.
სერამი
1) კუნძულთშორისი ზღვა წყნარ ოკეანეში, მალაის არქიპელაგის კუნძულებს შორის. ფართობი 161 ათასი კვ.კმ. სიღრმე 5300 მეტრამდე.
2) კუნძული მალაის არქიპელაგის მოლუსკის კუნძულების ჯგუფში, ეკუთვნის ინდონეზიას.
სერანო ი დომინგესი ფრანსისკო, ჰერცოგი დე ლა ტორე - ესპანეთის პოლიტიკური მოღვაწე, გენერალი (1810-1885 წწ).
სერაო მატილდა - იტალიელი მწერალი ქალი (1856-1927 წწ).
სერა-პაკარაიმა (სიერა-პაკარაიმა) - მთიანეთი გვიანის ზეგანზე, ბრაზილიის, ვენესუელის და გაიანის საზღვარზე.
სერაპიონ ზარზმელი - IX საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ზარზმის მონასტრის დამაარსებელი და პირველი წინამძღვარი.
სერაპისი ან სერაპიდა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ელინისტური ეგვიპტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღმერთი, მოკვდავი და კვლავ გაცოცხლებული ბუნების განმასახიერებელი ერთ-ერთი ღვთაება.
სერასკერი (თურქ.) - ოსმალეთში - არმიის მთავარსარდალი; სამხედრო მინისტრი.
სერატი ჯაჩინტო მენოტი - იტალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1872 ან 1876 - 1926 წწ).
სერაფიმი (ძვ.ებრ.) - ქრისტიანულ რელიგიაში - ექვსფრთიანი ანგელოზი.
სერაფიმოვიჩი (ნამდვილი გვარი პოპოვი) - რუსი მწერალი (1863-1949 წწ).
სერაფინი ტულიო - იტალიელი დირიჟორი (1878-1968 წწ).
სერაფიტა - ქართველი დიდებულის პიტიახშ ზევახის ასული (II საუკუნე).
სერაძი - ქალაქი ცენტრალურ პოლონეთში, ამავე სახელწოდების სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (45 ათასი).
სერბაისი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ვახანის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ვახანისწყლის (ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან - 560 მეტრი. ხარაგაულიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 233 კაცი.
სერბეთი (სერბეთის რესპუბლიკა, სერბ. Република Србија).
- მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში. აღმოსავლეთით ესაზღვრება რუმინეთს და ბულგარეთს, სამხრეთით - მაკედონიას, დასავლეთით - ხორვატიას და ბოსნია და ჰერცეგოვინას, სამხრეთ-დასავლეთით - ჩერნოგორიას და ალბანეთს, ჩრდილოეთით - უნგრეთს. ზღვაზე გასასვლელი არ აქვს.
- ეროვნული დევიზი - „Само слога Србина спасава“ (მხოლოდ ერთიანობა გადაარჩენს სერბიას).
- ჰიმნი - „Боже правде“.
- ფართობი - 88 361 კვ.კმ.
- მოსახლეობა - 10,2 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 115 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- დედაქალაქი - ბელგრადი.
- ოფიციალური ენა - სერბული.
- ვალუტა - დინარი.
- ქვეყნის კოდი - SRB.
- დროის სარტყელი - UTC +1.
- სატელეფონო კოდი - +381.
- internet-domeni - rs.
სერბია - იხილე სერბეთი.
სერგაჩი - ქალაქი რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში (25 ათასი).
სერგეევი კონსტანტინე - ბალეტის რუსი მსახიობი, ბალეტმაისტერი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1910-1992 წწ).
სერგეევ-ცენსკი სერგეი - რუსი მწერალი (1875-1958 წწ).
სერგელი იუჰან ტობიას - შვედი მოქანდაკე (1740-1814 წწ).
სერგი ბარნუკის ძე - ეგრისის (ლაზიკა) პატრიკიოსი VIIაუკუნეში.
სერგი რადონეჟელი (ერისკაცობაში ბართლომე კირილეს ძე) - რუსი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე (დაახლოებით 1321-1391 წწ).
სერგიეთი - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.
სერგო - უკრაინის ლუგანსკის ოლქის ქალაქ სტახანოვის სახელი 1937-40 წლებში.
სერდანი მარსელ - ფრანგი სპორტსმენი (მოკრივე), ევროპის არაერთგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონი პროფესიონალთა შორის საშუალო წონაში, ედიტ პიაფის მეუღლე (1916-1949 წწ).
სერდარი (ლათ.) - იხილე სარდარი.
სერდიკა - ბულაგრეთის დედაქალა სოფიის უძველესი სახელი.
სერდიუკი ალექსანდრე - უკრაინელი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1900-1989 წწ).
სერდობსკი - ქალაქი რუსეთის პენზის ოლქში (45 ათასი).
სერდოლიკი - იგივეა, რაც სარდიონი.
სერე - ქალაქი საბერძნეთში, ამავე სახელწოდების ნომის ადმინისტრაციული ცენტრი.
სერებრიაკოვი ბორის - რუსი პოეტი, მთარგმნელი (1890-1959 წწ).
სერებრიაკოვი პავლე - რუსი პიანისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1909-1977 წწ).
სერებრიანოე (ვერცხლოვანი) - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.
სერედა - რუსეთის ივანოვოს ოლქის ქალაქ ფურმანოვის სახელი 1941 წლამდე.
სერემბანი - ქალაქი მალაიზიაში, ნეგრი-სემბილანის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (140 ათასი).
სერენადა (იტალ.)
1) შუა საუკუნეებში იტალიასა და ესპანეთში - სატრფოსადმი მიძღვნილი სიმღერა, რომელსაც მისი ფანჯრის წინ ასრულებდა მამაკაცი გიტარის ან სხვა სიმებიანი საკრავის თანხლებით.
2) კამერული მუსიკის ჟანრი.
3) ქართული მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი. დამდგმელი რეჟისორი - ქართლოს ხოტივარი. სცენარის ავტორები - რევაზ გაბრიაძე, ქართლოს ხოტივარი. დამდგმელი ოპერატორი - იური კიკაბიძე. მთავარ როლებში: ბაადურ წულაძე, რამაზ გიორგობიანი, ზოზო (იაზონ) ბაქრაძე, ლალი ხაბაზაშვილი.
სერენგეტი - ეროვნული პარკი ტანზანიის ჩრდილოეთ ნაწილში, დაარსებულია 1940 წელს.
სერენი ემილიო - იტალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, მეცნიერი-მარქსისტი (1907-1977 წწ).
სერენსენი სერენ პეტერ ლაურიც - დანიელი ფიზიკოსი, ქიმიკოსი და ბიოქიმიკოსი (1868-1939 წწ).
სერერი - სენეგალის რესპუბლიკაში მცხოვრები ხალხი (1 მილიონამდე).
სერეტი - მდინარე დასავლეთ უკრაინაში, დნეპრის მარცხენა შენაკადი.
სერვალი (ფრანგ.) - მტაცებელი ძუძუმწოვარა ცხოველი კატების ოჯახისა; ბინადრობს აფრიკაში.
სერვანტესი საავედრა მიგელ დე - ესპანელი მწერალი (მოინათლა 1547 წელს - 1616 წ).
სერვანტი (ფრანგ.) - დაბალი ბუფეტი სასადილო ჭურჭლისათვის.
სერვაჟი (ფრანგ.) - შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში - ფეოდალური დამოკიდებულების სახეობა; გამოირჩეოდა გლეხთა სამოქალაქო და სამეურნეო უფლებების განსაკუთრებული შეზღუდვით.
სერვე ადრიენ ფრანსუა - ბელგიელი ვიოლონჩელისტი და კომპოზიტორი (1807-1866 წწ).
სერვები (ლათ.) - შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში - უშუალო მწარმოებელთა კატეგორია.
სერვეიორი - მთვარის საკვლევად გათვალისწინებული ამერიკული საფრენი აპარატების სერიის სახელწოდება.
სერვერი (ინგლ.)
1) ჩოგბურთში, ფრენბურთსა და სხვა სახეობაში - მოთამაშე, რომელიც ბურთს აწოდებს, რომელსაც ბურთი შეჰყავს თამაშში; მიმწოდებელი.
2) კომპიუტერულ ქსელებში - სპეციალიზირებული მოწყობილობა, კვანძი, რომელიც ასრულებს გარკვეულ ფუნქციებს სხვა კვანძებისა და კომპიუტერული მოწყობილობების მოთხოვნათა შესაბამისად.
სერვეტი მიგელ - ესპანელი მოაზროვნე, ექიმი, მეცნიერი, თეოლოგი (1511 - 1553 წწ).
სერვი - უშუალო მწარმოებელი ფენა შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში.
სერვიზი (ფრანგ.) - სადილის ან ჩაის ჭურჭლის მთელი კომპლექტი ადამიანთა გარკვეული რაოდენობისათვის.
სერვილიზმი (ლათ.) - მონური ქედმოხრა, ფეხქვეშ გაგება, მლიქვნელობა, ლაქიობა.
სერვილიუსი პუბლიუს რულუს - რომის პოლიტიკური მოღვაწე, სახალხო ტრიბუნი (ძვ.წ.აღ. I საუკუნე).
სერვილური (ლათ.) - მონური, მონურად მლიქვნელური.
სერვისი (ინგლ.) - საწარმოთა მარკეტინგული საქმიანობა მომსახურების სფეროში, რომელიც დაკავშირებულია მანქანა-დანადგარების, სამრეწველო და სხვა სახის პროდუქციის გასაღებასა და ექსპლუატაციასთან.
სერვიტუტი (ლათ.) - სხვისი ქონებით სარგებლობის უფლება გარკვეულ ფარგლებში (მაგალითად, მეზობლის მიწის ნაკვეთზე გავლა, წყლის გაყვანის უფლება, ნახირის გადენის უფლება და სხვა).
სერვიუს ტულიუსი - რომაული ტრადიციით რომის მე-6 მეფე (ძვ.წ.აღ. 578 - 534/533).
სერვოლანი (ფრანგ.) - დელტაპლანის სახელწოდება უცხოეთის ზოგ ქვეყანაში.
სერთუკი (ფრანგ.) - მამაკაცის ძველებური ორბორტიანი ზედა სამოსი, წელში გამოყვანილი და გრძელკალთებიანი.
სერი
1) მოგრძოდ წამოზიდული გორა.
2) საღამო ჟამს პურის ჭამა. || საერთო პურის ჭამა, ნადიმი, ვახშამი.
3) მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.
სერია (ლათ.)
1) ერთგვარი საგნების რიგი, ჯგუფი, საერთო ნიშან-თვისებათა მქონე საგნების, მოვლების, მოქმედებათა რიგი.
2) ერთგვარი სტანდარტის მიხედვით დამზადებული საგნების, დეტალების რიგი.
3) დიდი კინო ან ტელე ფილმის ნაწილი, რომელსაც ჩვეულებრივ დამოუკიდებლად აჩვენებენ.
4) ფასიანი ქაღალდების (ფულის ნიშნების, ობლოგაციების და მისთანების) დოკუმენტების თანრიგი, კატეგორია, რომლებიც ციფრებით ან ასოებით არის აღნიშნული.
სერიალი (ინგლ.) - მრავალსერიანი კინო ან ტელეფილმი.
სერიბალთა - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.
სერიემა (ინგლ.) - წეროს მსგავსი ფრინველი; გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში.
სერიოზული (ფრანგ.)
1) დინჯი, ჩაფიქრებული, დარბაისელი (ადამიანი); ასეთი ადამიანის შესაფერი მოქმედება.
2) საყურადღებო, მნიშვნელოვანი.
3) რასაც შეიძლება მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვეს: საშიში, სახიფათო, მძიმე.
სერირი (არაბ.) - ქვიანი უდაბნოების ერთ-ერთი ტიპი ჩრდილოეთ აფრიკაში (საჰარაში).
სერისტორი ლოდოვიკო - ტოსკანის სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი (1793-1858 წწ).
სერიული
1) რაც დაკავშირებულია რაიმე სერიებით, გარკვეული სტანდარტის მიხედვით დამზადებასთან.
2) სერიების ანუ გარკვეული სტანდარტების მიხედვით დამზადებული.
სერიძავა კოძირო - იაპონელი მწერალი (1897-1985 წწ).
სერ-კვალეი - კუნძული ნორვეგიის ზღვაში, ეკუთვნის ნორვეგიას.
სერლიო სებასტიანო - იტალიელი არქიტექტურის თეორიტიკოსი (1475-1554 წწ).
სერნანი იუჯინ - აშშ-ს კოსმონავტი-მფრინავი, სამი კოსმოსური ფრენის მონაწილე 1966, 1969, 1972 (მთვარეზე დაშვებით) წლებში (დაიბადა 1934 წელს).
სერნუდა ლუის - ესპანელი პოეტი (1902-1963 წწ).
სერობა - იგივეა, რაც სერი2.
სეროდანი - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში (თეთრი წყლების თემის საკრებულო). მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1250 მეტრი, თელავიდან - 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 11 კაცი.
სერო-დე-პასკო - ქალაქი პერუში, პასკოს დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.
სეროვე - ქალაქი ბოტსვანაში.
სეროვი ვალენტინ - რუსი ფერმწერი და გრაფიკოსი (1865-1911 წწ).
სეროვი ვლადიმერ - რუსი ფერმწერი და გრაფიკოსი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1910-1968 წწ).
სეროვი (1939 წლამდე ნადეჟდინსკი) - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
სეროზული (ლათ.) - რაც დაკავშირებულია სხეულის შინაგანი ღრუების აპკებთან ან მათ მიერ სითხის გამოყოფასთან.
სეროთერაპია (ლათ.) - ინფექციურ დაავადებათა მკურნალობა ანტიტოქსიკური შრატების შეყვანით.
სეროლოგია - ბიოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს სისხლის შრატებს.
სეროტონინი - ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომელიც შედის ცხოველისა და ადამიანის სისხლისა და ქსოვილების შემადგენლობაში.
სერპაზილი - იგივეა, რაც რეზერპინი.
სერპანტინი (ფრანგ.)
1) ფერადი ქაღალდის გრძელი და წვრილი ლენტი, რომელსაც ისვრიან მოცეკვავეებში მეჯლისის, კარნავალის დროს.
2) მიხვეულ-მოხვეული, დაკლაკნილი გზა მთაში.
სერპა პინტუ ალეშანდრი ალბერტუ და როშა - პორტუგალიელი ოფიცერი, ანგოლისა და მოზამბიკის მკვლევარი (1846-1900 წწ).
სერპენტარიუმი (ლათ.) - შხამიანი გველების მოსაშენებელი ადგილი მათგან შხამის მისაღებად.
სერპენტი (ფრანგ.) - ძველებური სასულე მუსიკალური საკრავი.
სერპენტინი (ფრანგ.) - მინერალი, მაგნიუმის სილიკატი.
სერპუხოვი - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (135 ათასი).
სერჟანტი (ფრანგ.) - უმცროს მეთაურთა შემადგენლობის წოდებულება.
სერჟიპი - შტატი ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ადმინისტრაციული ცენტრი - არაკაჟუ.
სერ-სერ - სერიდან სერზე.
სერსო (ფრანგ.) - ერთგვარი თამაში - წვრილ მსუბუქ სალტეებს იჭერენ სპეციალური ჯოხებით; ამ თამაშისათვის საჭირო კომპლექტი.
სერტიფიკატი (ფრანგ.)
1) ზოგი სახელმწიფო სესხის ბილეთის სახელწოდება.
2) საბუთი, რომელიც ახლავს საქონელს და რომელშიც აღნიშნულია საქონლის ხარისხი, ფასი და სხვა.
3) მოწმობა, წერილობითი ცნობა.
სერტორიუსი კვინტუს - რომაელი მხედართმთავარი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 122 - 72 წწ).
სერული - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ხეორისწყლის მარცხენა შენაკადი.
სერუმი (ლათ.) - სისხლის შრატი.
სერფბორდი (ინგლ.) - გრძელი და ვიწრო ფიცარი, რომელსაც იყენებენ სერფინგში.
სერფინგი (ინგლ.) - საწყალოსნო სპორტის სახეობა - შეჯიბრება სპეციალური ფიცრით (სერფბორდით) სრიალში ზღვის, ოკეანის ტალღებზე.
სერქებაევი ერმექ - ოპერის ყაზახი მომღერალი (ლირიკული ბარიტონი), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1926 წელს).
სერჯი ჯუზეპე - იტალიელი ანთროპოლოგი (1841 - 1936 წწ).
სესექსი - იხილე სასექსი.
სესია (ლათ.)
1) პერიოდული სხდომა, რომელსაც ატარებენ წარმომადგენლობითი ორგანოები, სასამართლო, სამეცნიერო დაწესებულებები და სხვა.
2) იგივეა, რაც საგამოცდო სესია, გამოცდების პერიოდი უმაღლეს სასწავლებლებში.
სესიაშვილი გიორგი - მოქანდაკე, გრაფიკოსი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1894-1985 წწ).
სესილი რობერტ - ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე, 1937 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1864-1958 წწ).
სესილი უილიამ, ბარონ ბერლი - ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე, დედოფალ ელისაბედ I ტიუდორის პირველი მინისტრი (1520-1598 წწ).
სესიუ ტოიო ოდა - იაპონელი ფერმწერი (1420-1506 წწ).
სესკლო - მრავალფენიანი სამოსახლო ბორცვი (შუა ბრინჯაოს ხანა) საბერძნეთის ქალაქ ვოლოსთან.
სესპედესი კარლოს მანუელ - ესპანელი კოლონიზატორების წინააღმდე კუბის ათწლიანი ომის (1868-78 წწ) ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1819-1874 წწ).
სესპედესი პაბლო - ესპანელი პოეტი (დაახლოებით 1538-1608 წწ).
სესტერციუსი (ლათ.) - ძველი რომის ვერცხლის (შემდეგ - ბრინჯაოს) მონეტა.
სესტონი (ბერძნ.) - წყლის სიზრქეში მობინადრე წვრილი ორგანიზმები (პლანქტონები), აგრეთვე წყალში შეტივტივებული არაორგანული და ორგანული ნაწილაკები (დეტრიტები); ე.ი. ყველაფერი ის, რის დაჭერაც შეიძლება პლანქტონის წვრილთვლიანი ბადით.
სესტრორეცკი - ქალაქი რუსეთის ლენინგრადის ოლქში (35 ათასი).
სესხი - ფული, თანხა, გაცემული განსაზღვრული ვადითა და პირობით.
სეტ-ბოლი (ინგლ.) - ჩოგბურთში - მდგომარეობა, როდესაც ერთ-ერთ მხარეს სეტის მოგებამდე აკლია მხოლოდ ერთი ბურთი.
სეტელე ემილ ნესტორ - იხილე სეტიალია ე.ნ.
სეტერი (ინგლ.) - გრძელბეწვიანი მონადირე ძაღლის ჯიში.
სეტი
1) ქალაქი-პორტი სამხრეთ საფრანგეთში, ეროს დეპარტამენტში (40 ათასი).
2) (ინგლ.) - პარტია ჩოგბურთის თამაშში.
3) ძველ ეგვიპტურ რელიგიასა და მითოლოგიაში - უდაბნოს და უცხო ქვეყნების ღმერთი, ოსირისის ძმა და მკვლელი.
სეტიალია ემილ ნესტორ - ფინელი ენათმეცნიერი (1864-1937 წწ).
სე ტიაო (მეორე სახელი სიუან-ხოი) - ჩინელი პოეტი (464 - 499 წწ).
სეტი-კედასი (გუიარა) - ჭორომების და ჩანჩქერების რიგი მდინარე პარანაზე, ბრაზილიისა და პარაგვაის საზღვარზე.
სეტ-ილი (სევენ-აილენდზი) - ქალაქი კანადის კვებეკის პროვინციაში (30 ათასი).
სეტინა გუტიერო - ესპანელი პოეტი (1520-1557 წწ).
სეტიფი - იხილე სატიფი.
სეტლერები (ინგლ.) - ინგლისელები, რომლებიც დასახლებულნი არიან კოლონიებში ან ყოფილ კოლონიებში.
სეტლმენტი (ინგლ.) - ჩინეთის ქალაქებში - სპეციალური კვარტალი, რომელიც დასახლებული იყო უცხოელებით და სარგებლობდა ექსტერიტორიულობით.
სეტო - ქალაქი იაპონიის კუნძულ ჰონსიუზე, ქალაქ ნაგოიას თანამგზავრი (130 ათასი).
სეტო-ნაიკაი - იხილე იაპონიის შიგა ზღვა.
სეტონ-ტომფსონი ერნესტ - კანადელი მწერალი (1860-1946 წწ).
სეტონ-უოტსონი რობერტ უილიამ - ინგლისელი ისტორიკოსი და პუბლიცისტი (1879-1951 წწ).
სეტუბალი
1) ქალაქი-პორტი პორტუგალიაში, ამავე სახელწოდების რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი (80 ათასი).
2) ატლანტის ოკეანის ყურე პორტუგალიის სანაპიროებთან.
სეტყვა - ატმოსფერული ნალექი, რომელიც ყინულის პატარა მარცვლების სახით მოდის.
სეული - სამხრეთ კორეის რესპუბლიკის დედაქალაქი. პირველად მოიხსენიება I საუკუნიდან ხანიანის სახელით. 1910-45 წლებში ერქვა კენსონი. ქვეყნის დედაქალაქად გამოცხადდა 1948 წელს. 1988 წლის ზაფხულის XXIV ოლიმპიადის დედაქალაქი (10,3 მილიონი).
სეურა - მდინარე თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ჭიშურის მარჯვენა შენაკადი.
სეუტა - ქალაქი მაროკოს ტერიტორიაზე, ექვემდებარება ესპანეთს (70 ათასი).
სეფა
1) გრძელი კარავი (ჩვეულებრივ, ფოთლიანი ტოტებით გადახურული); მართავენ სახელდახელოდ ცის ქვეშ ნადიმის, ქელეხის... დროს.
2) მდინარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.
სეფარდები - ებრაელები, რომლებიც ლაპარაკობენ ლადინო ენაზე.
სეფარეთი - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (ძევრის საკრებულო), მდებარეობს ოკრიბა-არგვეთის სერის ჩრდილოეთ მთისწინეთზე. მდინარე ძევრულის სათავესთან. ზღვის დონიდან - 280 მეტრი, თერჯოლიდან - 13 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 169 ადამიანი.
სეფე
1) საუფლო, სამეფო.
2) მეფე, უფალი, ბატონი.
3) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), მთიულეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე მთიულეთის არაგვის ხეობაში. ზღვის დონიდან - 1400 მეტრი, დუშეთიდან - 65 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 13 კაცი.
სეფედარბაზი - სამეფო დარბაზი.
სეფევიე - სუფიურ-დერვიშული ორდენი, აღმოცენდა აღმოსავლეთ ირანში XIII საუკუნის დასასრულს.
სეფერისი (ნამდვილი გვარი სეფერიადისი) გეორგოს - ბერძენი პოეტი (1900-1971 წწ).
სეფესიტყვა - მეფის მიერ წარმოთქმული სიტყვა.
სეფექალი - მეფის (ან დიდებულის) ქალი.
სეფეწული - მეფის (ან დიდებულის) ვაჟი.
სეფიანები - ირანის სამეფო დინასტია 1502-1736 წლებში
სეფიაშვილი იაკობ - ქართული კულტურის მოღვაწე, ქველმოქმედი (1867-1919 წწ).
სეფიაშვილი ჯემალ - კომპოზიტორი და მომღერალი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (დაიბადა 1947 წელს).
სეფიდრუდი - ყიზელოუზენის ქვემო დინების სახელწოდება.
სეფიეთი - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.
სეფისკვერი - წმინდა ფქვილისაგან გამომცხვარი კვერი; ქრისტიანულ მღვდელთმსახურებაში იყენებენ ზიარების დროს.
სეფორა - მდინარე ყვარლის მუნიციპალიტეტში, ჩელთის მარჯვენა შენაკადი.
სეფრუ - ქალაქი მაროკოს ფესის პროვინციაში.
სეფსისი (ბერძნ.) - ორგანიზმის საერთო დასენიანება ლპობისა და ჩირქის წარმომქმნელი მიკრობებით და მათი ტოქსინებით, რომლებიც სისხლში მოხვდნენ.
სექსარდი - ქალაქი უნგრეთის ტოლნის მედიეში.
სექსაგონური (ლათ.) - ექვსკუთხა.
სექსი (ლათ.) - სქესობრივი ცხოვრება.
სექსოლოგია (ლათ.) - მეცნიერება, რომელიც ამუშავებს ადამიანის სწორი სექსუალური აღზრდის მეთოდებს.
სექსოპათოლოგია (ლათ.) - კლინიკური მედიცინის ნაწილი; შეისწავლის სქესობრივ მოშლილობას - დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით.
სექსტა (ლათ.) - მუსიკაში: 1) დიატონიკური გამის მეექვსე საფეხური. 2) ინტერვალი პირველსა და მეექვსე საფეხურს შორის.
სექსტაკორდი (გერმ.) - სამხმოვენების პირველი შებრუნება; შედგება ტერციისა და სექსტისაგან.
სექსტანტი (სექსტანი) - ასტრონომიული კუთხსაზომი იარაღი; წარმოადგენს წრის 1/6 ნაწილს, დაყოფილს გრადუსებად. იყენებენ გემის ან თვითმფრინავის ადგილსამყოფელის გასარკვევად (ცის მნათობების სიმაღლის მიხედვით).
სექსტეტი (გერმ.)
1) ექვსი შემსრულებლისაგან შემდგარი ანსამბლი.
2) მუსიკალური ნაწარმოები ექვსი ხმისა ან ექვსი საკრავისთვის.
სექსტილიონი (ფრანგ.) - რიცხვი, რომელიც გამოისახება ერთიანით და 21 ნულით.
სექსტინა (სესტინა) - სალექსო ფორმა, რომელიც 6 სტროფისაგან შედგება.
სექსტოლი - მუსიკაში - რიტმული ფიგურა.
სექსტუს ემპირიკუსი - ანტიკური ხანის ფილოსოფოსი (II-III საუკუნეები).
სექსუალიზმი (ლათ.) - სქესობრივი გრძნობის სიჭარბე.
სექსუალური - სქესობრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული; სქესობრივი.
სექტა (ლათ.)
1) რელიგიური ჯგუფი, რომელიც განდგომილია სახელმწიფო ეკლესიისაგან.
2) (გადატანით) სხვებისაგან განცალკევებული, კარჩაკეტილი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც გამოირჩევიან დოგმატური შეხედულებებით.
სექტანტი
1) რელიგიური სექტის წევრი.
2) (გადატანით) ვიწრო, დოგმატურ შეხედულებათა ადამიანი.
სექტემბერი - კალენდარული წლის მეცხრე თვე აგვისტოსა და ოქტომბერს შორის, გრძელდება 30 დღეს. ქართულ წარმართულ კალენდარში ეწოდებოდა ახალწლისა, ხალხური სახელწოდება - ენკენისთვე.
სექტი ჰანს ფონ - გერმანიის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე (1866-1936 წწ).
სექტორი (ლათ.)
1) მათემატიკაში - წრის ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია რკალითა და ორი რადიუსით.
2) რისამე ფართობის ნაწილი, უბანი, რომელიც შემოსაზღვრულია რადიალური ხაზებით.
3) დაწესებულების ან ორგანიზაციის განყოფილება, რომელიც უფრო მცირე დანაყოფს აერთიანებს.
სექცია (ლათ.)
1) რაიმე ორგანიზაციის, დაწესებულების განყოფილება.
2) რაიმე მთლიანის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ ნაწილებისაგან დეტალებისაგან შედგება; ბლოკი.
3) ყრილობის, კონფერენციის, თათბირის და მისთანების ქვეგანყოფილება სპეციალური საკითხების განსახილველად.
სექციონერი
1) რაიმე სექციის წევრი.
2) მაღაზიის სექციის, განყოფილების გამგე.
სეშე ალბერ - შვეიცარიელი ენათმეცნიერი (1870-1946 წწ).
სეშნზი როჯერ - ამერიკელი კომპოზიტორი (1896-1985 წწ).
სეჩენი იშტვან - უნგრეთის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე (1791-1860 წწ).
სეჩენოვი ივანე - რუსი ბუნებისმეტყველი, რუსული ფიზიოლოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1829-1905 წწ).
სეჩი ზაპოროჟიესი - უკრაინელ კაზაკთა საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამხედრო ორგანიზაცია XVI-XVIII საუკუნეებში დნეპრის ჭორომებს ქვემოთ.
სეცესია (ლათ.) - გამოყოფა, განდგომა.
სეცესიონი (გერმ.) - სახელწოდება იმ გერმანელი და ავსტრიელი მხატვრების ჯგუფისა, რომლებიც XIX-XX საუკუნეების ზღვარზე გამოდიოდნენ ოფიციალური აკადემიური ხელოვნების წინააღმდეგ.
სეძი (იაპონ.) - იაპონურ სახლებში - მსუბუქი გასაწევ-გამოსაწევი ტიხრი, რომელზედაც გაკრულია ბუნდად გამჭვირვალე სპეციალური ქაღალდი.
სეხირა - ნავსადგური ტუნისში.
სეხნია (სეხნა) - სახელის მოზიარე; თანამოსახელე.
სეჯუიკი ადამ - ინგლისელი გეოლოგი (1785-1873 წწ).
სეჰენდი - იხილე საჰენდი.
![]() |
1.5 სვ |
▲back to top |
სვადა - დარწმუნების ხელოვნების განმასახიერებელი და მფარველი რომაული ღვთაება, იგივე ბერძნული პეითო.
სვადეში მორის - იხილე სუოდეში მ.
სვავი (Aegipius monachus) - მტაცებელი დიდი ფრინველი; მეტწილად მძორით იკვებება.
სვაზილენდი (სვაზილენდის სამეფო, სვაზი. Umbuso weSwatini, ingl. Kingdom of Swaziland).
- სახელმწიფო აფრიკის სამხრეთ ნაწილში. სამხრეთით და დასავლეთით ესაზღვრება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, აღმოსავლეთით კი - მოზამბიკს.
- ჰიმნი - „Nkulunkulu Mnikati wetibusiso temaSwati“
- დამოუკიდებლობის დღე - 1968 წლის 6 სექტემბერი.
- მმართველობის ფორმა - მონარქია.
- სახელმწიფოს მეთაური - მეფე.
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი.
- ფართობი - 17 363 კვ.კმ.
- დაყოფილია 4 რეგიონად.
- მოსახლეობა - 1 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 65 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენები - ინგლისური და სვაზი.
- დედაქალაქი - მბაბანე (მთავრობის ადგილსამყოფელი) და ლობამბა (მეფის რეზიდენცია და საკანონმდებლო ორგანოების ადგილსამყოფელი).
- ვალუტა - ლილანგენი.
- ქვეყნის კოდი - SWZ.
- დროის სარტყელი - UTC +2.
- სატელეფონო კოდი - +268.
- internet-domeni - sz.
სვალბარდი - შპიცბერგენის არქიპელაგის ნორვეგიული სახელი.
სვალიავა - ქალაქი უკრაინის იმიერკარპატების ოლქში.
სვამერდამი იან - ჰოლანდიელი ბუნებისმეტყველი (1637-1680 წწ).
სვანაძე ზაურ - ფეხბურთელი, ნახევარმცველი. თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“ (1976-80), თბილისის „დინამოში“ (1981-89), „ჰოლმსუნდში“ (შვედეთი, 1990-91), „მაიფსა“ (შვედეთი, 1992-93) და ელივარეს „გეესკოში“ (შვედეთი, 1994-95). ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 246 მატჩი (8 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1981) (დაიბადა 1958 წელს).
სვანები - სვანეთის მკვიდრი ქართველები.
სვანებისწყლის ქედი - ქედი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ლეჩხუმის ქედის სამხრეთი განშტოება.
სვანეველტი ჰერმან ვან - ნიდერლანდელი ფერმწერი (1600-1665 წწ).
სვანეთ-აფხაზეთის ქედი - ქედი ოჩამჩირის და მესტიის მუნიციპალიტეტებში, კოდორის ქედის ჩრდილოეთი მონაკვეთი.
სვანეთი - მხარე დასავლეთ საქართველოში, მდინარეების ენგურის, კოდორის და ცხენისწყლის ზემოწელში.
სვანეთის ქედი - ქედი მესტიის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, კავკასიონის სამხრეთი განშტოება, ენგურისა და ცხენისწყლის წყალგამყოფი.
სვანელი (ნამდვილი გვარი ლაკვეხელიანი) ვალენტინა - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1905-1971 წწ).
სვანი გუნდე ანდრეს - შვედი სპორტსმენი (მოთხილამურე), მსოფლიოს მრავალგზის და 1984 და 1988 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (დაიბადა 1962 წელს).
სვანი მიხილ დე - ნიდერლანდელი პოეტი (1654-1707 წწ).
სვანი - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 2007 წელს. დამდგმელი რეჟისორები - სოსო ჯაჭვლიანი და ბადრი ჯაჭვლიანი. სცენარის ავტორები: სოსო ჯაჭვლიანი, ბადრი ჯაჭვლიანი, ამირან ჭიჭინაძე, ამირან დოლიძე, ეკა ჯანგველაძე, ირმა ფირცხალაიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - ევგენი მუზრუკოვი. კომპოზიტორი - ჭაბუკა ამირანაშვილი. მთავარ როლებში: ბადრი ჯაჭვლიანი, დარეკან ხარშილაძე, ელენა ველიკანოვა, ელგუჯა ბურდული, ონისე ონიანი, ნუგზარ ყურაშვილი, ზურაბ ბეგალიშვილი, სოსო ჯაჭვლიანი, ზურაბ ციცნცქილაძე.
სვანიძე ნიკოლოზ - რუსეთში მოღვაწე ტელეჟურნალისტი (დაიბადა 1956 წელს).
სვანსკომბი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (200 ათასი).
სვანსტრემი ბერტილ - შვედი საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი (1907-1972 წწ).
სვანური - სვანების დამახასიათებელი, სვანეთიდან მომდინარე.
სვანური ენა - ქართული ენის ერთ-ერთი უახლოესი მონათესავე ენა, ქართულთან და ზანურთან (მეგრულ-ჭანურთან) ერთად შეადგენს იბერიულ-კავკასიური ოჯახის ქართველურ ენათა განშტოებას.
სვარაჯი (სანსკრ.) - XX საუკუნის 20-30-იანი წლების ინდოეთში - ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საპროგრამო პოლიტიკური ლოზუნგი: მოუწოდებდა ხალხს ინგლისის ბატონობის წინააღმდეგ საბრძოლველად, მოითხოვდა თვითგამორკვევას.
სვარაჯისტები - პარტია „ინდოეთის ეროვნული კონგრესის“ წევრთა ნაწილი, რომელმაც 1923 წლის „კონგრესის“ შიგნით შექმნა დამოუკიდებელი პარტია (იარსება 1933 წლამდე).
სვარგა - ინდუისტურ მითოლოგიაში - სამოთხე, რომელიც მერუს მთის მწვერვალზე მდებარეობს.
სვაროგი - ცის და ციური ცეცხლის განმასახიერებელი ღვთაება სლავურ-რუსულ მითოლოგიაში.
სვარტისენი - მყინვარი ნორვეგიაში.
სვასტიკა (სანსკრ.) - სწორკუთხად მოჭრილი ბოლოების მქონე ჯვარი - ორნამენტული მოტივი, რომელიც გვხვდება ძველი ინდოეთის, ჩინეთის, იაპონიისა და ზოგი სხვა ქვეყნის ხელოვნებაში. ფაშისტებმა გამოიყენეს თავის ემბლემად.
სვატოვო - ქალაქი უკრაინის ლუგანსკის ოლქში.
სვატოპლუკი (ნამდვილი სახელი და გვარი სვატოპლუკ ტურეკი) - ჩეხი მწერალი (1900-1972 წწ).
სვატოუ - იხილე შანტოუ.
სვაჭიანი არუთინ - სომეხი მწერალი (1831-1874 წწ).
სვე
1) ბედი, ბედისწერა.
2) მიწის ნაკვეთი ყანის, ვენახის სიგრძეზე, რომელსაც ერთ ჯერზე ერთი მუშა ამუშავებს.
სვეაბორგი - ქალაქი ფინეთში.
სვეალანდი - ისტორიული ოლქი შვედეთში.
სვებები (სვევები) - ძველი გერმანული ტომების (სემნონები, ჰერმუნდურები, კვადები) კრებითი სახელი.
სვებედნიერი - კარგი სვის, ბედის მქონე.
სვედბერგი თეოდორ - შვედი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, 1926 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1884-1971 წწ).
სვედენბორგი ემანუელ - შვედი მეცნიერი-თეოსოფი (1688-1772 წწ).
სვევო იტალო - იხილე ზვევო ი.
სველი
1) წყლით (საერთოდ სითხით) გაჟღენთილი.
2) ყველის ამოყვანის შემდეგ დარჩენილი სითხე.
სველინკი იან პიტერსზონ - ნიდერლანდელი კომპოზიტორი (1562-1621 წწ).
სვემპი ლეო - ლატვიელი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1897-1975 წწ).
სვენებ-სვენებით - დროდადრო შესვენებით.
სვენეთი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
სვენსენი იუჰან სევერინ - ნორვეგიელი კომპოზიტორი და დირიჟორი (1840-1911 წწ).
სვენსონი გლორია - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (1897-1983 წწ).
სვენტოხლოვიცე - ქალაქი პოლონეთის სამხრეთ ნაწილში (60 ათასი).
სვერდლინი ლევ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1901-1969 წწ).
სვერდლოვი იაკობ - საბჭოთა რუსეთის მაღალჩინოსანი პოლიტიკური მოღვაწე (1885-1919 წწ).
სვერდლოვსკი
1) ქალაქი უკრაინის ლუგანსკის ოლქში (85 ათასი).
2) რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის სახელი 1924-91 წლებში.
სვერდრუპი იუჰან - ნორვეგიის პოლიტიკური მოღვაწე (1816-1892 წწ).
სვერდრუპი ოტო - ნორვეგიელი პოლარეთის მკვლევარი და ზღვაოსანი (1854-1930 წწ).
სვერდრუპი ჰარალდ ულრიკ (1888-1957 წწ).
სვერდრუპის კუნძულები - კანადის არქტიკული არქიპელაგი, ეკუთვნის კანადას.
სვერი
1) მთა ცხინვალის მუნიციპალიტეტში, გუდისის ქედის სამხრეთ კალთაზე.
2) მღვიმე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.
3) სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
4) სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ფრონეს (ყვირილის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. სოფლის საკრებულოს ცენტრი ზღვის დონიდან - 660 მეტრი. ჭიათურიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1286 კაცი. სოფლის ტერიტორიაზე არის სვერის ცნობილი ციხე-სიმაგრე (VI-VII საუკუნეთა მიჯნა) და იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია (1800 წ).
სვერირ სიგურდარსონი (სვერე სიგურდსონი) - ნორვეგიის მეფე (დაახლოებით 1150-1202 წწ).
სვერისხევი - მდინარე ცხინვალის მუნიციპალიტეტში, ლიახვის მარცხენა შენაკადი.
სვეტი
1) ვერტიკალურად დადგმული ძელი (ქვის, აგურის მაღალი ვიწრო ნაგებობა).
2) გრძლად აღმართული ან მოძრავი რამ (სითხე, ბოლი და სხვა).
3) ერთმანეთის ქვეშ მოთავსებული მოკლე სტრიქონები ნაბეჭდ ტექსტში.
სვეტისთავი (კაპიტელი) - სვეტის, კედლის სვეტის ან ბოძის დამაგვირგვინებელი ნაწილი.
სვეტიცხოველი (სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი) - XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგან (ოშკი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი). მდებარეობს თბილისიდან 20 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ მცხეთაში. სვეტიცხოვლში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. ის საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანულ საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. 1970-1971 წლებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლის კვალი. ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააშენა, წმ. ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის II ნახევარში. XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა. თავისი არსებობის მანძილზე სვეტიცხოველი არაერთხელ გადაკეთებულა. 1283 წელს ტაძარი მიწისძვრამ დააზიანა. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ აღადგინა ტაძრის გუმბათი. იმავე საუკუნის ბოლოს „იავარჰყვეს სპათა ლანგ-თემურისათა“ - მოანგრიეს დასავლეთის მკლავის ბურჯები, დააქციეს გუმბათის ყელი, მაგრამ მთელი შენობის დანგრევა მაინც ვერ შესძლეს. XV საუკუნის დასაწყისში მეფე ალექსანდრე დიდმა ტაძარი კაპიტალურად შეაკეთებინა. 1656 წელს როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის თაოსნობით კვლავ აღადგინეს გუბათის ყელი.
სვეტლანოვი ევგენი - რუსი დირიჟორი, კომპოზიტორი, პიანისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1928-2002 წწ).
სვეტლოვი მიხეილ - რუსი პოეტი (1904-1964 წწ).
სვეტლოვიდოვი ნიკოლაი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1889-1970 წწ).
სვეტლოვოდსკი - ქალაქი უკრაინის კიროვოგრადის ოლქში (60 ათასი).
სვეტლოგორსკი - ქალაქი ბელორუსიის გომელის ოლქში (75 ათასი).
სვეტლოგრადი - ქალაქი რუსეთის სტავროპოლის ოლქში (40 ათასი).
სვეტმაღალი - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (როდინაულის თემის საკრებულო. მდებარეობს მდინარე ლუხუტის (ყვირილის მარცხენა შენაკადი). ზღვის დონიდან - 130 მეტრი, ზესტაფონიდან - 19 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 464 ადამიანი.
სვეტნარი (კოლონადა) - საერთო არქიტრავის ქვეშ განლაგებული სვეტების რიგი.
სვეტოგორსკი - ქალაქი რუსეთის ლენინგრადის ოლქში.
სვეტონიუსი გაიუს ტრანკვილუს - რომაელი ისტორიკოსი, მწერალი, იურისტი (დაახლოებით 70 წ - 122 წლის შემდეგ).
სვეტოსლავსკი სერგეი - უკრაინელი ფერმწერი-პერედვიჟნიკი (1857-1931 წწ).
სვეტღარი - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოებაზე (4118 მეტრი).
სვეუბედური - ცუდი სვის, ბედის მქონე; უბედური.
სვია (Humulus lupulus) - ხვიარა ბალახოვანი მცენარე კანაფისებრთა ოჯახისა; მის გირჩისებურ ყვავილედს იყენებენ საფუვრის დასამზადებლად და ლუდისათვის საგანგებო გემოს მისაცემად.
სვია (Huso huso) - დიდი თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა.
სვიაგა - მდინარე რუსეთის ევროპულ ნაწილში, ვოლგის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 375 კილომეტრი).
სვიანა - მდინარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, წყალწითელას მარჯვენა შენაკადი.
სვიანა-როსტიანი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), მთიულეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1500 მეტრი, დუშეთიდან - 72 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 15 კაცი.
სვიანი
1) კარგი სვის მქონე, ბედის მქონე; ბედნიერი (უპირატესად მეფის ეპითეტად იხმარებოდა).
1) ადგილი, სადაც სვიაა ამოსული.
2) რაშიც სვია ურევია.
სვიატოვიტი - ერთ-ერთი უზენაესი ღვთაება დასავლურ-სლავურ მითოლოგიაში.
სვიატოპოლკი - დიდი მორავიის მთავარი 870-894 წლებში.
სვიატოსლავ იგორის ძე - კიევის რუსეთის დიდი მთავარი (გარდაიცვალა 972 ან 973 წელს).
სვიდა - ბიზანტიური ხანის ენციკლოპედიური ხასიათის განმარტებითი ლექსიკონი, შედგენილია დაახლოებით X საუკუნეში.
სვიდება - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
სვიდნიცა - ქალაქი პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ვალბჟიხის სავოევოდოში (65 ათასი).
სვიდნიცკი ანატოლი - უკრაინელი მწერალი (1834 - 1871 წწ).
სვიდრიგაილო - ლიტვის დიდი მთავარი 1430-32 წლებში (? - 1452 წ).
სვიენტოსლავსკი ვოიცეხ ალოიზ - პოლონელი ფიზიკოსი (1881-1968 წწ).
სვიენტოქშის მთები - მდებარეობს პოლონეთში.
სვიენტოხლოვიცე - ქალაქი პოლონეთის კატოვიცეს სავოევოდოში.
სვიენტოხოვსკი ალექსანდრ - პოლონელი მწერალი, პუბლიცისტი (1881-1968 წწ).
სვიერჩევსკი კაროლ (ფსევდონიმი გენ. ვალტერი) - პოლონეთისა და საერთაშორისო რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე (1897-1947 წწ).
სვილი (სვილა) - იგივეა, რაც ჭვავი.
სვილისფერი - მკრთალი შავგვრემანი.
სვიმეონი - საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე XII საუკუნის I ნახევარში, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი.
სვიმეონ მეტაფრასტი - X-XI საუკუნეების ბიზანტიელი მწერალი; სიმეონ მეტაფრასტი.
სვიმონი
1) საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი დაახლოებით XII საუკუნის II მეოთხედში.
2) აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1547-48 წლებში.
3) (გვარად ჩხეტიძე) დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1660-66 წლებში.
4) (ინაურიძე) გარეჯის მრავალმთის დიდი მონასტრის წინამძღვარი 1746-60 წლებში.
სვინა - შვილის ნათლია.
სვინაქსარი (კრებანი) - ღვთისმსახურებაში გამოყენებული სახარება-სამოციქულოზე დართული სარჩევი ანუ კალენდარი, რომელიც შეიცავდა წმინდანთა სახელებს და განაწილებული იყო თვის დღეებში მათი ხსენების მიხედვით.
სვინგი (ინგლ.) - კრივში - გვერდული დარტყმა შორი მანძილიდან.
სვინგი - ჯაზის გამომსახველობითი ფორმა; საორკესტრო ჯაზის სტილი.
სვინდისი - იხილე სინდისი.
სვინოუისციე - ქალაქი პოლონეთის შჩეცინის სავოევოდოში.
სვინტრი (Polygonatum) - ტყის ბალახოვანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა; იკეთებს გრძელყუნწიან თეთრ ყვავილებს; იხმარება საჭმელად.
სვინჰუვუდი პერ ევინდ - ფინეთის პირველი პრემიერ-მინისტრი 1917-18 წლებში (1861-1944 წწ).
სვირი
1) სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.
2) სოფლების ახალი სვირის, პირველი სვირის და მეორე სვირის გავრცელებული სახელწოდება (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი).
3) მდინარე რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, ერთვის ლადოგის ტბას (სიგრძე - 224 კილომეტრი).
სვირიდოვი გიორგი - რუსი კომპოზიტორი, პიანისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1915 - 1998 წწ).
სვირსკი - ქალაქი რუსეთის ირკუტსკის ოლქში.
სვისლოჩი - მდინარე ბელორუსიაში, ბერეზინის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 327 კილომეტრი).
სვიტერი (სვიტრი) (ინგლ.) - მაღალსაყელოიანი მოქსოვილი ფუფაიკა, რომელსაც შესაკრავი არა აქვს; იცვამენ თავზე ჩამოცმით.
სვიფი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
სვიფტი ჯონათან - ინგლისელი მწერალი (1667 - 1745 წწ).
სვიშტოვი - ქალაქი-პორტი ბულგარეთის ველიკო-ტირნოვოს ოკრუგში (30 ათასი).
სვლა
1) მოძრაობა რაიმე მიმართულებით; სიარული.
2) მიმდინარეობა, მსვლელობა (დროისა).
3) მორიგი გადაადგილება (ფიგურისა - ჭადრაკში და მისთანებში).
სვლაგეზი - იგივეა, რაც მარშრუტი.
სვობოდა ლუდვიკ - ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტი 1968-75 წლებში (1895-1979 წწ).
სვობოდნი - ქალაქი რუსეთის ამურის ოლქში (70 ათასი).
სვობოდნოე - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
სვრელი - იგივეა, რაც სვე2.
სვრეტი - ნივთიერების ნაწილაკებს შორის არსებული უმცირესი თავისუფალი ადგილი; ფორი.
სვრეტოვანი - რასაც სვრეტები აქვს; ფოროვანი.
![]() |
1.6 სთ |
▲back to top |
სთენებოია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არგოსის მეფის - პრეტოსის ცოლი.
სთენელოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პერსევისი ვაჟი, ევრისთევსის მამა, ჰერაკლეს თანამებრძოლი ამაძონებთან ომში.
სთენი (ლათ.) - (..და არა სტენი) ძალის ერთეული; უდრის ძალას, რომელიც 1 ტონა მასის მქონე სხეულს სძენს 1 მ/წ2 აჩქარებას (ამ ერთეულს ახლა აღარ იყენებენ).
სთენო - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი გორგონა.
სთვლისა - იხილე ოქტომბერი.
სი
1) (იტალ.) - მუსიკალური გამის მეშვიდე ბგერა; ამ ბგერის აღმნიშვნელი ნოტი.
2) პროგრამირების უნივერსალური ენა.
სია
1) რაიმეს წერილობითი ჩამოთვლა; ნუსხა.
2) უძველესი პროტოჩინური ტომი, ძვ.წ.აღ. II ათასწლეულამდე მეთაურობდა ტომთა კავშირს მდინარე ხუანხეს შუა დინებაში.
სიაგა (სიაგაკი) (თურქ.) - წვრილჩლიქიანი გარეული ცხოველი; ბინადრობს სტეპებსა და ნახევრად უდაბნოებში.
სიავე - ავის თვისება; ავობა.
სიავკაცე - იგივეა, რაც ავკაცობა.
სიაზანი - ქალაქი აზერბაიჯანის დავაჩის რაიონში (20 ათასი).
სიათა
1) ძველებური განიერლულიანი თოფი.
2) ყოფილი სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
სია იანი (ნამდვილი სახელი შენ დუანსიანი) - ჩინელი დრამატურგი (1901-1985 წწ).
სიალალმართლე - იგივეა, რაც ალალმართლობა.
სიალკოტი - ქალაქი პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში (300 ათასი).
სიამანგი (მალაიური) - ერთგვარი მაიმუნი გიბონების ოჯახისა.
სიამანტო (ნამდვილი სახელი და გვარი ათომ იარჯანიანი) - თურქეთში მოღვაწე სომეხი პოეტი (1878-1915 წწ).
სიამაყე
1) ამაყის თვისება; ამაყობა.
2) ვინც საამაყოდ, საქებრად ჰყავთ.
სიამე - იგივეა, რაც სიამოვნება.
სიამი - ტაილანდის მოსახსენიებელი სახელი მის სამეზობლო ქვეყნებსა და შემდეგ ევროპაში XI-XII საუკუნიდან XX საუკუნის შუა წლებამდე.
სიამინი (ამოი) - ქალაქი ჩინეთის ფუძიანის პროვინციაში.
სიამის ყურე - ყურე მალაკისა და ინდოჩინეთის ნახევარკუნძულებს შორის, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.
სიამისენი (იაპონ.) - იაპონური სამსიმიანი მუსიკალური საკრავი.
სიამოვნება - კმაყოფილების გრძნობა.
სიამპარტავნე - იგივეა, რაც ამპარტავნობა.
სიამტკბილობა - სიამით, ტკბილად ყოფნა.
სიანგანი (ვიქტორია) - ქალაქი ჰონკონგში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
სიანი - იხილე ლიაოიუანი.
სიანინი - ქალაქი ჩინეთის შენსის პროვინციაში.
სიანტანი - ქალაქი ჩინეთის ხენანის პროვინციაში.
სიანუკვილი - იხილე კამპონგსაომი.
სიანუკ ნოროდომი - კამბოჯის (კამპუჩიის) მეფე 1945-55 და 1993 წლიდან (დაიბადა 1922 წელს).
სიანფანი - ქალაქი ჩინეთის ხუბეის პროვინციაში.
სიანჩხლე - იგივეა, რაც ანჩხლობა.
სიანცე - იგივეა, რაც ანცობა.
სიანძინი - მდინარე ჩინეთში, ერთვის დუნტინხუს ტბას.
სიაო სანი - (ნამდვილი სახელი სიაო აიმეი, ცნობილია აგრეთვე ემი სიაოს სახელით) - ჩინელი მწერალი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე (1896-1985 წწ).
სიაოსინანლინი - იხილე პატარა ხინგანი.
სიარაკუ ძიურობეი - იაპონელი ფერმწერი, გრაფიკოსი და მსახიობი (XII საუკუნე).
სიარმე - იგივეა, რაც არმობა.
სიარული - ნაბიჯის გადადგომით მოძრაობა; სვლა.
სიასათნამე - „წიგნი მმართველობის შესახებ“; XI საუკუნის ირანში შექმნილი პოლიტიკური ტრაქტატი.
სიასამური (Marles zibellina) - საშუალო ზომის მტაცებელი ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა; აქვს მურა-მოშავო ძვირფასი ბეწვი.
სიაუში - XVI საუკუნის ქართველი მხატვარ-მინიატურისტი, მოღვაწეობდა ირანში.
სიაჩენი - მყინვარი ყარაყორუმის მთებში.
სიახლე
1) ახლის თვისება.
2) ახლა შექმნილი, აქამდე უცნობი.
სიახლოვე - ახლოს ყოფნა, არსებობა.
სიაჰქუჰი - მწვერვალი ავღანეთში, ფაროფამიზის მთათა სისტემაში.
სიბა (თურქ.)
1) გამაგრებული ციხის მახლობლად აშენებული კოშკის მსგავსი საფარი.
2) რომელიმე ადგილის თავდაცვითი ნაგებობა.
სიბავშვე - იგივეა, რაც ბავშვობა.
სიბაი - ქალაქი რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში (60 ათასი).
ალ-სიბაი იუსუფ - არაბი მწერალი (1917-1978 წწ).
სიბარისი - ძველბერძნული კოლონია იტალიაში, ტარანტოს ყურის სანაპიროზე ძვ.წ.აღ. VIII-VI საუკუნეებში.
სიბარიტი (ბერძნ.) - ფუფუნებით განებივრებული ადამიანი.
სიბედშავე - იგივეა, რაც ბედშავობა.
სიბელიუსი იან (იუჰან) - ფინელი კომპოზიტორი (1865-1957 წწ).
სიბერე - ბებრის მდგომარეობა; მოხუცებულობა.
სიბერეხტსი იან - ფლამანდელი ფერმწერი (1627 - 1703 წწ).
სიბერი კოლი - ინგლისელი დრამატურგი (1671-1757 წწ).
სიბერწე - იგივეა, რაც ბერწობა.
სიბეჩავე - იგივეა, რაც ბეჩაობა.
სიბეცე - იგივეა, რაც ბეცობა.
სიბეჯითე - იგივეა, რაც ბეჯითობა.
სიბილანტი - სისინის ან შიშინის მსგავსი ჟღერადობის მქონე სამეტყველო ბგერა, ქართულში 10 ასეთი ბგერაა: ზ, ს, ძ, ც, წ, ჟ, შ, ჯ, ჩ, ჭ.
სიბილწე - ბილწის თვისება, ბილწაობა.
სიბინძურე - უწმინდურობა, უსუფთაობა, ბინძურობა.
სიბნელე
1) წყვდიადი, არმური.
2) (გადატანით) შეუგნებლობა, გაუნათლებლობა.
სიბისთა - მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ჩხალთის მარჯვენა შენაკადი.
სიბილა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლეგენდარული წინასწარმეტყველი ქალი, რომლის სახელის მიხედვითაც წინასწარმეტყველ ქალებს ეწოდათ სიბილები.
სიბიუ - ქალაქი რუმინეთის ცენტრალურ ნაწილში, ამავე სახელწოდების ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი (170 ათასი).
სიბო - ჩინეთში სინძიან-უიღურის ავტონომიურ რაიონში და ლიაონინის პროვინციაში მცხოვრები ხალხი.
სიბომი ფრედერიკ - ინგლისელი ისტორიკოსი (1833 - 1912 წწ).
სიბორგი გლენ თეოდორ - ამერიკელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი, 1951 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1912-1999 წწ).
სიბორგიუმი (შგ) - რადიოაქტიური ხელოვნურად მიღებული ქიმიური ელემენტი. ატომური ნომერი 106.
სიბოროტე - იგივეა, რაც ბოროტება.
სიბრაზე - ბრაზობა, ჯავრობა, გულმოსულობა.
სიბრალული - შეცოდება, შებრალება.
სიბრიყვე - მხედველობის მყარი, შეუქცევადი დაკარგვა ორივე თვალში.
სიბრმავე - ბრმის თვისება, ბრმად ყოფნა.
სიბრტყე - მათემატიკაში - ორი განზომილების მქონე ზედაპირი. || ბრტყელი საგანი, ბრტყელი ზედაპირი.
სიბრძნე
1) ბრძენის თვისება, ბრძნული ქცევა.
2) ბრძნული აზრები, დიდი ცოდნა.
სიბრძნე ბალავარისი - შუა საუკუნეების პოპულარული ჰაგიოგრაფიულ-მორალური ხასიათის რომანის „ბალავარიანის“ ქართული რედაქცია.
სიბრძნისმეტყველება - იგივეა, რაც ფილოსოფია.
სიბრძნისმეტყველი - იგივეა, რაც ფილოსოფოსი.
სიბუიანი - კუნძულთშორისი ზღვა ფილიპინების არქიპელაგში.
სიბული რობერ - ფრანგი მწერალი-მისტიკოსი (1403-1458 წწ).
სიგა - პრეფექტურა იაპონიაში.
სიგა ნაოია - იაპონელი მწერალი (1883-1971 წწ).
სიგალი სტივენ - ამერიკელი კინომსახიობი (დაიბადა 1951 წელს).
სიგამხდრე - გამხდრად ყოფნა.
სიგანე - მანძილი სწორკუთხა სიბრტყის, სხეულის გრძელ გვერდებს შორის, მდინარის, გზის და მისთანების ნაპირებს შორის; სიფართოვე, განი.
სიგანივრე - გულის სიგანივრე - გულის დაავადება ერთგვარი; გულის ღრუს გადიდება.
სიგარა (ესპან.) - მილის სახით მჭიდროდ დახვეული თამბაქოს ფოთლები მოსაწევად.
სიგარეტი (ფრანგ.) - პაპიროსი, პატარა სიგარა; უმუნდშტუკო პაპიროსი.
სიგბანი კაი მანე - შვედი ფიზიკოსი, 1981 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1918 წელს).
სიგბანი კარლ მანე გეორგ - შვედი ფიზიკოსი, 1924 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1886-1978 წწ).
სიგელი (ლათ.)
1) მეფის ან კერძო პირის მიერ ბოძებული საბუთი.
2) რაიმე დამსახურების აღსანიშნავად გაცემული საბუთი.
სიგელი ჯორჯ - ამერიკელი მხატვარი (დაიბადა 1924 წელს).
სიგერ ბრაბანტელი - ნიდერლანდელი ფილოსოფოსი (დაახლოებით 1235-1282 წწ).
სიგერისტი ჰენრი ერნსტ - მედიცინის ისტორიკოსი; მუშაობდა გერმანიაში, აშშ-ში, შვეიცარიაში (1891 - 1957 წწ).
სიგეტი იოჟეფ (იოზეფ) - უნგრელი მევიოლინე (1892-1973 წწ).
სიგეტულ-მარმაციეი - ქალაქი რუმინეთის მარმაციეის ჟუდეცში.
სიგიზმუნდ I
1) საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი 1410 წლიდან, უნგრეთის, ჩეხეთის მეფე (1368-1437 წწ).
2) (მოხუცებული) პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდი მთავარი 1506 წლიდან (1467-1548 წწ).
სიგიზმუნდ II ავგუსტი - პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდი მთავარი 1548 წლიდან (1520-1572 წწ).
სიგიზმუნდ III ვაზა - პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდი მთავარი 1587 წლიდან (1566-1632 წწ).
სიგილოგრაფია - იგივეა, რაც სფრაგისტიკა.
სიგიჟე - გიჟის თვისება, გიჟის მდგომარეობა.
სიგირი - ქალაქი გვინეის სიგირის ოლქში.
სიგიშოარა - ქალაქი რუმინეთის მურეშის ჟუდეცში (40 ათასი).
სიგლახე - გლახის თვისება.
სიგლიგეტი ედე - უნგრელი დრამატურგი (1814-1878 წწ).
სიგლოსანი - ყმა გლეხთა ერთ-ერთი კატეგორია ფეოდალურ საქართველოში. იხსენიება XII საუკუნის დოკუმენტებში.
სიგლუვე - გლუვის თვისება.
სიგმა (ბერძნ.) - ბერძნული ანბანის ასო; მათემატიკაში - აღნიშნავს ჯამს.
სიგნალი (გერმ.)
1) მხედველობითი, ბგერითი ან სხვა პირობითი ნიშანი რაიმე ცნობის, განკარგულების, ბრძანების და სხვათა გადმოსაცემად.
2) (გადატანით) გაფრთხილება, ცნობის მიწოდება რაიმე არასასურველის შესახებ, რაც ხდება ან შეიძლება მოხდეს.
სიგნალიზაცია
1) სიგნალების გადაცემა.
2) სიგნალების სისტემა, რომელსაც სადმე იყენებენ.
სიგნატურა (ლათ.)
1) რეცეპტის პირი, რომელიც აფთიაქიდან გაცემულ წამალს ახლავს.
2) წიგნის თითოეული ნაბეჭდი თაბახის პირველ (ზოგჯერ აგრეთვე მესამე) გვერდზე დასმული ციფრი, რომელიც საჭიროა აკინძვისას საორიენტაციოდ.
სიგრილე - ზომიერი, სასიამოვნო სიცივე.
სიგრძე
1) მანძილი ხაზის, სიბრტყის, სხეულის... ყველაზე მეტად დაშორებულ ორ წერტილს შორის.
2) ხანგრძლივობა, სიდიდე.
სიგრძივ - სიგრძის გაყოლებით.
სიგრძივი - სიგრძეზე გაკეთებული; გასწვრივი.
სიგტუნა - ქალაქი შვედეთის სტოკჰოლმის ლენში.
სიგუა თენგიზ - საქართველოს პრემიერ-მინისტრი 1992-93 წლებში (დაიბადა 1934 წელს).
სიგუენსა-ი-გონგორა კარლოს დე - მექსიკელი მწერალი და მეცნიერი, მღვდელი-იეზუიტი (1645-1700 წწ).
სიგულდა (ზეგოვოლდი) - ქალაქი ლატვიაში.
სიგურანცა (რუმინ.) - პოლიტიკური პოლიცია მონარქიულ რუმინეთში.
სიგურდსონი იოუნ - ისლანდიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1811 - 1879 წწ).
სიდა
1) მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ხუმუშქრის მარცხენა შენაკადი.
2) სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.
სიდამბლე - იგივეა, რაც დამბლა.
სიდამო - ეთიოპიის სამხრეთ-დასავლეთ მთებში მცხოვრები ხალხთა ჯგუფი.
სიდამონ-ერისთავი ვალერიან - ფერმწერი, თეატრის მხატვარი (1889-1943 წწ).
სიდამონისჯვარი - მთა ცხინვალის მუნიციპალიტეტში, გუდისის ქედზე (2413 მეტრი).
სიდამპლე - დამპალის თვისება.
სიდამწვრე
1) მზისგან გაშავება, მზის მოკიდება.
2) იგივეა, რაც დამწვრობა.
სიდანი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
სიდარბაისლე - დარბაისლის თვისება.
სიდარ-რეპიდზი - ქალაქი აშშ-ს აიოვას შტატში (110 ათასი).
სიდედრი - ცოლის დედა.
სიდენჰემი ტომას - ინგლისელი ექიმი, კლინიკური მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1624-1689 წწ).
სიდერაცია (ფრანგ.) - სპეციალურად მოყვანილი მწვანე მცენარის ჩახვნა.
სიდერიტი (ფრანგ.) - მინერალი, რკინის შპატი - მადნის ერთ-ერთი ნაირსახეობა; გვხვდება ნალექ ქანებში.
სიდეროზი (ბერძნ.) - ადამიანის დაავადება, რომელსაც იწვევს რკინის შემცველი მტვრის დალექვა ფილტვებში.
სიდიადე - დიადის თვისება; დიდებულება.
სიდიაკი ვადიმ - რუსი სპორტსმენი (ფარიკაობა), ოლიმპიური თამაშების ოთხგზის ჩემპიონი 1968, 1972, 1976, 1980 წლებში (დაიბადა 1943 წელს).
სიდიანარი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
სიდი-ბელ-აბესი - ქალაქი ალჟირში, ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (150 ათასი).
სიდიდე
1) დიდის თვისება; დიდად ყოფნა; დიდობა.
2) რისამე ზომა, მოცულობა, ტევადობა.
3) ერთ-ერთი ძირითადი მათემატიკური ცნება.
სიდი-იფნი - ქალაქი მაროკოში.
სიდი-კასემი - ქალაქი მაროკოში.
სიდინჯე - დინჯის თვისება.
სიდ კამპეადორი (ნამდვილი სახელი როდრიგო დიას დე ბივარი) - კასტილიელი (ესპანელი) რაინდი, გმირი კასტილიური ეპოსისა „სიმღერა ჩემს სიდზე“ (1026-სა და 1043-ს - შორის - 1099 წ).
სიდნეი (სიდნი) - ქალაქი ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი, XXVII ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი 2002 წელს (3,5 მილიონი).
სიდნი - ქალაქი-პორტი კანადის ახალი შოტლანდიის პროვინციაში.
სიდნი ფილიპ - ინგლისელი მწერალი (1554-1586 წწ).
სიდონზი სარა - ინგლისელი მსახიობი (1755-1831 წწ).
სიდონი (ახლანდელი საიდა) - ფინიკიის ქალაქი-სახელმწიფო ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დაარსდა დაახლოებით IV ათასწლეულში.
სიდონიუსი გაიუს აპოლინარიუს სოლიუს მოდესტუს - გალ-რომელი მწერალი (V ს 30-იანი წლები - 483 წ).
სიდოროვი ვალენტინ - რუსი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1928 წელს).
სიდრა (დიდი სირთა) - ხმელთაშუა ზღვის ყურე ლიბიის სანაპიროსთან.
სიდრი (ფრანგ.) - ვაშლის ღვინო.
სიდური ვადიმ - რუსი მოქანდაკე, მონუმენტალური ექსპრესიონიზმის სტილის შემქმნელი (1924-1986 წწ).
სიდუხჭირე - დუხჭირი ყოფნა.
სიეგო-დე-ავილა - ქალაქი კუბაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
სიედლცე - ქალაქი პოლონეთში, ამავე სახელწოდების სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი.
სიეიესი ემანიუელ ჟოზეფ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1748-1836 წწ).
სიელმე - თვალის კაკლების ასიმეტრიული მდგომარეობა.
სიემიანოვიცე-სლიონსკე - ქალაქი პოლონეთის კატოვიცეს სავოევოდოში.
სიემირადსკი ჰენრიკ (ჰენრიხ იპოლიტეს ძე) - პოლონელი და რუსი ფერმწერი (1843-1902 წწ).
სიენა - ქალაქი იტალიაში, ტოსკანის ოლქში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (60 ათასი).
სიენაგა - ქალაქი კოლუმბიის მაგდალენის დეპარტამენტში.
სიენი - ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მდებარე დიდი ადრინდელი კლასობრივი გაერთიანების დიაუხი-დაიაენის (ტაოხი, ტაო) მეფე.
სიენიტი - სიღრმული მაგმური ქანი; საუკეთესო საშენი მასალა (კარგად პრიალდება). იყენებენ შენობის ფასადების, ძეგლების მოსაპირკეთებლად (ძვ.ეგვიპტის ქალაქ სიენეს - ამჟამად ასუანის - სახელის მიხედვით).
სიენფუეგოსი - ქალაქი-პორტი კუბაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
სიენფუეგოსი კამილო - კუბის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე (1932-1959 წწ).
სიერა ხუსტო - მექსიკის სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიკოსი (1848-1912 წწ).
სიერა-დე-გვადარამა - ქედი ცენტრალურ კორდილიერებზე.
სიერაკოვსკი ზიგმუნტ (სიგიზმუნდ) - პოლონეთის, რუსეთისა და ლიტვის რევოლუციურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1826-1863 წწ).
სიერა-ლეონე (ინგლ. Republic of Sierra Leone).
- სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ესაზღვრება გვინეას და ლიბერიას.
- დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1961 წლის 27 აპრილი.
- ეროვნულიდევიზი - „Unity — Freedom — Justice“ (ერთობა, თავისუფლება, სამართლიანობა).
- ჰიმნი - „High We Exalt Thee, Realm of the Free“.
- მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - წარმომადგენელთა პალატა.
- ფართობი - 71 740 კვ.კმ.
- დაყოფილია 3 პროვინციად.
- მოსახლეობა - 5,4 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 76 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - ინგლისური.
- მორწმუნეები ქრისტიანები და მუსლიმანები არიან.
- დედაქალაქი - ფრიტაუნი.
- ვალუტა - ლეონე.
- ქვეყნის კოდი SLE.
- დროის სარტყელი - UTC 0.
- სატელეფონო კოდი - +232.
- internet-domeni - sl.
სიერა-მადრე - იხილე სიერა-მადრე-დე-ჩიაპასი.
სიერა-მადრე-დე-ჩიაპასი (სიერა-მადრე) - ქედი მექსიკაში.
სიერა-მორენა - მთები ესპანეთის სამხრეთ ნაწილში.
სიერა-ნევადა
1) მასივი ანდალუსიის მთებში (ესპანეთი).
2) ქედი აშშ-სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
სიერვა ხუან დე - ესპანელი ავიაკონსტრუქტორი, ავტოჟირის შემქმნელი (1895-1936 წწ).
სიეროშევსკი ვაცლავ (ფსევდონიმები - ვაცლავ სირკო და კ.ბაგრინოვსკი) - პოლონელი ეთნოგრაფი, მწერალი (1858-1945 წწ).
სიერპინსკი ვაცლავ - პოლონელი მათემატიკოსი (1882-1969 წწ).
სიესტა (ესპან.) - ესპანეთში, იტალიაში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და სხვაგან - შუადღის დასვენება (სადილის შემდეგ, როდესაც ყველაზე მეტად ცხელა).
სიეტლი - ქალაქი აშშ-ს ვაშინგტონის შტატში (520 ათასი, გარეუბნებით - 2,6 მილიონი).
სივა - ოაზისების ჯგუფი ლიბიის უდაბნოში (ეგვიპტე).
სივაგლახე - ვაგლახად ყოფნა; ტანჯვა-წვალება, გაჭირვება, ვაგლახობა.
სივალალე - გოდება, მწუხარება, ვალალი.
სივალიკი - იხილე სივალიკის მთები.
სივალიკის მთები (სივალიკი, ჰიმალაისწინეთი) - მთები ინდოეთსა და ნეპალში.
სივაპითეკი - ნამარხი ადამიანის მსგავსი მაიმუნების გვარი.
სივაჟკაცე - იგივეა, რაც ვაჟკაცობა.
სივასი - ქალაქი თურქეთში, ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (220 ათასი).
სივაში - პატარა ყურეების სისტემა აზოვის ზღვის დასავლეთ სანაპიროსთან.
სივერაგე - იგივეა, რაც ვერაგობა.
სივერაუტი - მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედზე (3767 მეტრი).
სივერექი - ქალაქი თურქეთის ურფის ვილაიეთში.
სივერტსი პერ სიგფრიდ - შვედი მწერალი (1882 - 1970 წწ).
სივილი - წივილი, სისინი.
სივიწროვე - ფართობის სიმცირე, ვიწროობა.
სივკოვი გრიგოლ - სამხედრო მფრინავი, პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1921 წელს).
სივრცე
1) ფილოსოფიაში - მატერიის არსებობის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა (დროსთან ერთად), ახასიათებს განფენილობა და მოცულობა.
2) ვრცელი ადგილი, არე, სადაც შეიძლება რამე მოთავსდეს; მანძილი რისამე შორის; ფართობი.
სივრცითი - სივრცესთან დაკავშირებული, სივრცით განსაზღვრული.
სიზანტე - ზანტის თვისება; ზანტობა.
სიზარმაცე - ზარმაცის თვისება; ზარმაცობა, სიზანტე.
სიზიგიები (სისიგიები) - მთვარის ორი ფაზის - მისი დაბადების და გავსების - საერთო სახელწოდება, როდესაც მზე, დედამიწა და მთვარე განლაგებულია დაახლოებით ერთ სწორ ხაზზე; შენიშნულია, რომ ამ დროს ზღვის მოქცევა ყველაზე მაღალია.
სიზიფე (სისიფე) - იხილე სიზიფოსი.
სიზიფოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ეოლოსისა და ენარეტეს ვაჟი, მეროპეს ქმარი, კორინთოს დამაარსებელი. იგი ტყუილის თქმისათვის დასაჯეს ღმერთებმა იმით, რომ უსასრულოდ მიუსაჯეს მთაზე ლოდის აგორება. სიზიფოსის შრომა - გადატანითი მნიშვნელობით, მძიმე, დაუსრულებელი შრომა.
სიზმარეული - განსაკუთრებით კარგი; არაჩვეულებრივი.
სიზმარი - ძილში ნახული წარმოდგენები და სახეები.
სიზოვა ალა - ბალეტის რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1939 წელს).
სიზრანი - ქალაქი რუსეთის სამარის ოლქში.
სიზუსტე - ზუსტის თვისება; ზედმიწევნილობა.
სითამამე - თამამის თვისება; გამბედაობა, სილაღე.
სითბო
1) საშუალო ტემპერატურა სიცივესა და სიცხეს შორის.
2) ფიზიკაში - მატერიის მოძრაობის ფორმა - სხეულის ნაწილაკების (მოლეკულების, ატომების და მისთანების) მოძრაობით წარმოქმნილი ენერგია.
3) (გადატანით) კეთილი, გულთბილი დამოკიდებულება; გულითადობა.
სითბური - რაც სითბოს ავრცელებს; სითბოსთან დაკავშირებული.
სითეთრე - თეთრის თვისება; თეთრი ფერის ქონა.
სითილარაბი - თბილისის ამირა XI საუკუნის II ნახევარში.
სითხე - ნივთიერება, რომელსაც აქვს დინების უნარი და იღებს იმ ჭურჭლის ფორმას, რომელშიც ასხია; თხევადი ნივთიერება.
სიიაფე - მდგომარეობა, როდესაც იაფად იყიდება რამე; იაფობა.
სიირთი - ქალაქი თურქეთში, ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი.
სიკაპასე - კაპასის თვისება; სიანჩხლე, კაპასობა.
სიკარგე - კარგის თვისება.
სიკასო - ქალაქი მალის სიკასოს რაიონში.
სიკატივი (ლათ.) - ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს საღებავების, ზეთებისა და ლაქების სწრაფად გაშრობას.
სიკაშკაშე - ძლიერი ბრწყინვალება. ელვარება.
სიკეთე
1) კეთილის თვისება; სხვისათვის კარგის ქნა. || კეთილი, კარგი.
2) დოვლათი, ქონება.
სიკეირა დომინგუშ ანტონიუ - პორტუგალიელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1768-1837 წწ).
სიკეიროსი (ალფარო სიკეიროსი) ხოსე დავიდ - მექსიკელი ფერმწერი, გრაფიკოსი (1898-1974 წწ).
სიკეკლუცე - სიკოხტავე, კოპწიაობა.
სიკელიანოსი ანგელოს - ბერძენი პოეტი (1884 - 1951 წწ).
სიკერპე - კერპი ადამიანის თვისება; ჯიუტობა.
სიკერტი უოლტერ რიჩარდ - ინგლისელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1860-1942 წწ).
სიკვდილი - სიცოცხლის შეწყვეტა; მოკვდომა (ორგანიზმისა).
სიკვდილიანობა - სიკვდილის შემთხვევათა რაოდენობა დროის გარკვეულ მონაკვეთში.
სიკვდილის ველი - მთათაშორისი ღრმული აშშ-ში.
სიკილა (სიკლი) - აქემენიდური ირანის ვერცხლის მონეტა.
სიკიმი - შტატი ინდოეთში, აღმოსავლეთ ჰიმალაიში, ესაზღვრება ნეპალს. ადმინისტრაციული ცენტრი - განგტოკი.
სიკისკასე - სიმარდე, სიცქვიტე, სიმკვირცხლე.
სიკიტეი სამბა (ნამდვილი სახელი კიკუტი ტასუკე) - იაპონელი მწერალი (1776-1822 წწ).
სიკლი (შეკლი) - ფულის და წონის ერთეული და ვერცხლის მონეტა ძველ სპარსეთსა და იუდეაში.
სიკოზი (ბერძნ.) - ბალნით დაფარული ადგილების ანთება, რომელსაც იწვევენ სტაფილოკოკები.
სიკოკუ - კუნძული იაპონიის არქიპელაგში, ეკუთვნის იაპონიას.
სიკომორი (ბერძნ.) - ფიკუსის ნაირსახეობა, რომელიც ხარობს აღმოსავლეთ აფრიკაში; ისხამს ლეღვის მსგავს ნაყოფს, აქვს მაგარი მერქანი.
სიკორსკი ვლადისლავ - პოლონეთის პრემიერ-მინისტრი 1922-23 წლებში (1881-1943 წწ).
სიკორსკი ვლადისლავ - რუსი ავიაკონსტრუქტორი, საავიაციო მშნებლობის ერთ-ერთი პიონერი (1889-1972 წწ).
სიკოფანტი (ბერძნ.) - ძველ ათენში - მსტოვარი, ჯაშუში.
სიკოჭლე - იგივეა, რაც კოჭლობა.
სიკოხტავე - კოხტას თვისება.
სიკტივკარი - იხილე სიქტივკარი.
სიკუანშანი - ქალაქი ჩინეთის ხენანის პროვინციაში.
სიკუკა - რუსეთის სახალინის ოლქის ქალაქ პორონაისკის სახელი 1948 წლამდე.
სიკუნ ტუ (მეორე სახელი ბიაო-შენი) - ჩინელი პოეტი (837 - 908 წწ).
სიკჰიზმი - იხილე სიქჰიზმი.
სილა
1) წვრილი ქვიშა.
2) (სპარს.) - გაშლილი ხელის შემოკვრა სახეზე.
3) ძველი სახელმწიფო კორეის ნახევარკუნძულზე.
4) მთის მასივი იტალიაში.
სილაბური (ბერძნ.) - მარცვალთა რაოდენობაზე დაფუძნებული (ლექსთწყობა);
სილაბური დამწერლობა - ისეთი დამწერლობა, რომელშიც ცალკე ნიშნები გამოხატავს მარცვალს და არა ბგერას.
სილაბურ-ტონური - მარცვალთა რაოდენობასა და მახვილზე დაფუძნებული (ლექსთწყობა).
სილაგაძე აპოლონ - ჟურნალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე-სემიტოლოგი (დაიბადა 1944 წელს).
სილაგაძე ისიდორე - საბჭოთა ეპოქის მხედართმთავარი, გენერალ-მაიორი (1898-1970 წწ).
სილაზათე - შნოიანობა, მოხდენილობა, ლაზათიანობა.
სილამაზე - ლამაზის თვისება; სიმშვენიერე, სიტურფე.
სილამიაე - ქალაქი ესტონეთში, ნარვის ყურის სანაპიროზე (20 ათასი).
სილანპია ფრანს ემილ (ფსევდონიმები ე.სიუვიარი და სარვი) - ფინელი მწერალი (1888-1964 წწ).
სილანტიევი იური - რუსი დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1919-1983 წწ).
სილაჟვარდე - ლაჟვარდის თვისება.
სილარდი ლეო - ამერიკელი ფიზიკოსი (1898-1964 წწ).
სილაური - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
სილაქი - იგივეა, რაც სილა2.
სილაღე - ლაღად ქცევა, სითამამე.
სილაჩრე - ლაჩრის თვისება; სიმხდალე.
სილბო - იგივეა, რაც სირბილე.
სილევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლიდიელი ან თესალიელი ყაჩაღი, რომლის მოკვლა ჰერაკლეს ერთ-ერთ მეორეხარისხოვან გმირობად ითვლება.
სილეზია - ისტორიული სლავური ოლქი მდინარე ოდრის ზემო და შუა წელზე.
სილეზია - მალოპოლსკის მაღლობი - მდებარეობს პოლონეთში.
სილენე - იხილე სილენოსი.
სილენოსი (სილენე) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დემონი, ჰერმესის ან პანის ვაჟი, დიონისეს აღმზრდელი და ზედამხედველი; მუდამ მთვრალი, მხიარული და კეთილი მელოტი მოხუცი.
სილვა ანტონიუ ჟოზე და - პორტუგალიელი დრამატურგი (1705-1739 წწ).
სილვანერი (გერმ.) - ყურძნის ავსტრალიური ჯიში; იყენებენ თეთრი სუფრის ღვინოების, საკონიაკო და შამპანური ღვინომასალის დასაყენებლად.
სილვანუსი - ტყის ღვთაება ძველიტალიურ მითოლოგიაში.
სილვასა - ინდოეთის მოკავშირე ტერიტორიის დადრა და ნაგარჰაველის ადმ. ცენტრი.
სილვედტრ დე სასი ანტუან ისააკ - ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე (1758-1838 წწ).
სილვერსტოუნი ალისია - ამერიკელი მსახიობი ქალი (დაიბადა 1976 წელს).
სილვესტრი ჯეიმზ ჯოზეფ - ინგლისელი მათემატიკოსი (1814-1897 წწ).
სილვისი უილიამ - ამერიკის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1828-1869 წწ).
სილვიუსი - იტალიელი გმირი, ენეასის ან ასკლეპიოსის ვაჟი, რემუსისა და რომულუსის ლეგენდარული წინაპარი.
სილი ჯონ რობერტ - ინგლისელი ისტორიკოსი (1834-1895 წწ).
სილიანი - ტბა შვედეთში.
სილიაოხე - ლიაოხეს ერთ-ერთი მდგენელი.
სილიბაური - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.
სილიკატები (ლათ.) - საერთო სახელწოდება მინერალებისა, რომელთა შემადგენლობაში შედის სილიციუმის ჟანგი (კაჟმიწა); ასეთებია მინდვრის შპატი, ქარსი და სხვა.
სილიკატიზაცია - სუსტი გრუნტების გამაგრება ქიმიური საშუალებით, სახელდობრ სილიკატური ხსნარების გრუნტში დაჭირხვნით.
სილიკვა - ძველრომაული ვერცხლის მონეტა.
სილიკო (ლათ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს კაჟთან დაკავშირებულს.
სილიკოზი (ლათ.) - მემაღაროეთა შორის გავრცელებული ფილტვების პროფესიული დაავადება, რომელსაც იწვევს კაჟბადის მტვრის ხანგრძლივი შესუნთქვა.
სილიკოთერაპია (ლათ.) - ლითონებისა და შენადნობების მიღება ლითონთა ჟანგეულების აღდგენის გზით.
სილიკოლი (ლათ.) - კაჟის შენადნობი რკინის, ალუმინის და ზოგი სხვა ლითონის მცირე რაოდენობის მინარევებთან.
სილიმანიტი - მინერალი, ალუმინის სილიკატი; იყენებენ დიდცეცხლგამძლე კერამიკულ ნაკეთობათა დასამზადებლად.
სილიო (Coprinus atramentarius) - საჭმელი სოკოს სახეობა; სილნარებზე იზრდება.
სილირფე - თავხედობა, ურცხვობა, უტიფრობა.
სილისტრა (სილისტრია) - ქალაქი-პორტი ბულგარეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი (60 ათასი).
სილიტოუ (სილიტო) ალან - ინგლისელი მწერალი (დაიბადა 1928 წელს).
სილიღელე - მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ჩხერიმელას მარჯვენა შენაკადი სოფელ ზარანთან.
სილიჩი რისტო - ალბანელი პოეტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე (1882-1936 წწ).
სილიციუმი (ლათ.) (ში) - ქიმიური ელემენტი; მუქი რუხი ფერის ლითონური ბზინვარების კრისტალები. ატომური ნომერი 14, ატომური მასა 28,086.
სილკებორგი - ქალაქი დანიის ორჰუსის ამტში.
სილნარი - სილიანი ნიადაგი.
სილოგიზმი (ბერძნ.) - დედუქციური დასკვნა, რომელშიც ორი მოცემული მსჯელობიდან (წანამძღვრიდან) გამოდის მესამე (დასკვნა).
სილოგისტიკა
1) ფორმალურ ლოგიკაში - მოძღვრება სილოგიზმების შესახებ.
2) (გადატანით) ცარიელი, უსაგნო, ზოგადი მსჯელობა.
სილოე დიეგო დე - ესპანელი არქიტექტორი და მოქანდაკე (1495-1563 წწ).
სილონი (ჩეხ.) - ერთგვარი სინთეზური ბოჭკო; ასეთი ბოჭკოს ქსოვილი.
სილოსი (ესპან.) - საქონლის წვნიანი საკვები, რომელსაც ამზადებენ დაქუცმაცებული საკვები მცენარეების დამჟავებით სპეციალურ ნაგებობაში (კოშკში, ორმოში).
სილოქსიდი (ლათ.) - კვარცის მინა; იყენებენ უპირატესად ქიმიური ჭურჭლის დასამზადებლად.
სილუეტი (ფრანგ.)
1) ვისიმე ან რისამე ერთგვარი კონტურული გამოსახულება, დახატული (ან გამოჭრილი და დაკრული) სხვა ფერის ფონზე.
2) საგნის, ნაგებობის, ფიგურის და სხვათა დამახასიათებელი მოხაზულობა (კონტურები), რომელიც შორ მანძილზე, ბურუსში ან სიბნელეში აღიქმება.
სილუმინი (ლათ.) - საერთო სახელი სხმული შენადნობებისა, რომელთაც საფუძვლად აქვთ კრემნიუმის შემცველი ალუმინი; იყენებენ რთული კონფიგურაციის დეტალების დასამზადებლად უპირატესად ავტო და ავიამშენებლობაში.
სილურული პერიოდი - დედამიწის გეოლოგიური ისტორიის პალეოზოური ერის მესამე პერიოდი (ძველი კელტური ტომის სილურების - სახელის მიხედვით, რომლებიც დასახლებულნი იყვნენ უელსში).
სილურჯე - ლურჯის თვისება; ლურჯი ფერის ქონა.
სილფები (ფრანგ.) - კელტურ და გერმანულ მითოლოგიაში, აგრეთვე ბევრი ევროპელი ხალხის შუასაუკუნეობრივ ფოლკლორში - მამრობითი და მდედრობითი სქესის მსუბუქი მოძრავი არსებები, რომლებიც განასახიერებდნენ ჰაერის სტიქიას; ჰაერის სულები.
სილფიდები (ფრანგ.)
1) იგივეა, რაც სილფები.
2) ოჯახი ხოჭოებისა, რომლებიც ლეშით იკვებებიან.
სილჰეტი - ქალაქი ბანგლადეშში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ოლქი.
სიმაგრე
1) გამძლეობა, სიმკვიდრე, სიმყარე.
2) გამაგრებული, თავდაცვითი ნაგებობა; ციხესიმაგრე.
სიმა გუანი - ჩინელი ისტორიკოსი (1017 - ან 1019 - 1086 წწ).
სიმა-დე-ლოს-პუერტას - მსოფლიოს ერთ-ერთი უღრმესი (1338 მეტრი) გამოქვაბული, მდებარეობს ესპანეთში, პირენეების სამხრეთ კალთებზე.
სიმალხაზე - მალხაზის თვისება.
სიმამაცე - გამბედაობა, მამაცობა.
სიმამრი - ცოლის მამა.
სიმანე - პრეფექტურა იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე; ადმინისტრაციული ცენტრი - მაცუე.
სიმანტეკი - ამერიკული კორპორაცია, რომელიც აწარმოებს საქმიანი და პირადი მოხმარების პროგრამულ საშუალებებს.
სიმარდე - მარდის თვისება: სიჩქარე, სისწრაფე.
სიმართლე
1) რაც მართალია, რაც სინამდვილეს შეეფერება; სისწორე, ჭეშმარიტება.
2) ზნეობრივი სიწმინდე, ალალმართლობა, უდანაშაულობა, პატიოსნება.
სიმარტივე - მარტივის თვისება; უბრალოება.
სიმარტოვე - მარტოდ ყოფნა; მარტოობა.
სიმარჯვე - მარჯვის თვისება, მარჯვე საქციელი, მოხერხებულობა.
სიმა სიანჟუ - ჩინელი პოეტი (ძვ.წ.აღ. 179-118 წწ).
სიმაქია (ბერძნ.) - ძველ საბერძნეთში - სამხედრო კავშირი ცალკეულ სახელმწიფოებს (პოლისებს) შორის.
სიმაღლე
1) მაღლის თვისება.
2) სივრცე და მა-ნძილი დედამიწის ზევით.
3) იგივეა, რაც მაღლობი.
4) (გადატანით) რისამე მაღალი დონე.
5) მათემატიკაში - ფიგურის წვეროდან ფუძეზე დაშვებული პერპენდიკულარი.
6) ვისიმე, რისამე ტოლი (ქვევიდან ზევით).
სიმა ციანი - ჩინელი ისტორიკოსი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 145 ან 133 - 86 წწ).
სიმაძაკი ტოსონ (ნამდვილი სახელი ჰარუკუ) - იაპონელი მწერალი (1872-1943 წწ).
სიმაძღრე - მაძღრის მდგომარეობა; მაძღრობა.
სიმახვილე
1) მახვილის თვისება.
2) (გადატანით) გამჭრიახობა, სიმძაფრე.
სიმახინჯე (ტერატომა) - მცენარეულ და ცხოველურ ორგანიზმთა განვითარების ანომალია.
სიმბიოზი (ბერძნ.) - სხვადასხვა სახეობის ორი ორგანიზმის თანაცხოვრება, რაც სასარგებლოა თითოეული მათგანისათვის.
სიმბიონტი (ბერძნ.) - სიმბიოზის მონაწილე.
სიმბირსკი - რუსეთის ქალაქ ულიანოვსკის სახელი 1924 წლამდე.
სიმბირცევი ვასილი - საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორი (1901-1982 წწ).
სიმბოლიზაცია - რისამე აღნიშვნა, გამოხატვა სიმბოლოებით.
სიმბოლიზმი (ფრანგ.) - დეკადენტური მიმართულება ლიტერატურასა და ხელოვნებაში XIX-XX საუკუნეების ზღვარზე; მხატვრულ ხერხად აცხადებდა სიმბოლოს როგორც საგნებისა და მოვლენების მიუღწეველი არსის გამოხატვის საშუალებას.
სიმბოლიკა
1) სიმბოლური მნიშვნელობა, რასაც რასმე მიაწერენ.
2) სიმბოლოთა ერთობლიობა, სიმბოლოები.
სიმბოლისტი - სიმბოლიზმის მიმდევარი.
სიმბოლო (ბერძნ.)
1) საგანი, მოქმედება და სხვა, რომელიც რაიმე ცნების, იდეის პირობით ნიშანს წარმოადგენს.
2) რაიმე სიდიდის პირობითი აღნიშვნა, რაც მიღებულია ამა თუ იმ მეცნიერებაში.
სიმდაბლე - ზნედაცემულობა, უპატიოსნება, სულმდაბლობა.
სიმდიდრე
1) მდიდრის მდგომარეობა, მდიდრად ყოფნა.
2) ბევრი, დიდძალი ქონება.
3) მატერიალურ ღირებულებათა ერთობლიობა.
4) რაიმე თვისებათა ჭარბად ქონა; მრავალფეროვნება.
სიმებიანი
1) სიმების მქონე.
2) ასეთი საკრავებისაგან შემდგარი (ორკესტრი).
სიმენონი ჟორჟ - ფრანგი მწერალი (1903-1989 წწ).
სიმენსები (ზიმენსები) - XIX საუკუნის II ნახევრის გერმანელი მეცნიერ-გამომგონებლები და მეწარმეები, ძმები: ერნსტ ვერნერ (1816-1892 წწ), ვალტერ (1833-1868 წწ), ოტო (1836-1871 წწ).
სიმენსი
1) გერმანიის ელექტროტექნიკური კონცერნი. შტაბ-ბინა მდებარეობს მიუნჰენში. დაარსებულია 1847 წელს.
2) ელექტრული გამტარობის ერთეული.
სიმენტალი (გერმ.) - მსხვილფეხა რქიანი საქონლის სარძევე და სახორცე ჯიში; გამოყვანილია შვეიცარიაში.
სიმეონი - ბულგარეთის მთავარი (864/865-927 წწ).
სიმეონ ლოგოთეტი - ბიზანტიელი მემატიანე (X საუკუნე).
სიმეონ მატაფრასტი - ბიზანტიელი მწერალი (X-XI საუკუნეები).
სიმეტრია (ბერძნ.) - რაიმე მთელის ნაწილების თანაზომიერი, პროპორციული განლაგება ცენტრის, შუაგულის მიმართ; თანაზომიერება, პროპორციულობა რისამე განლაგებაში.
სიმეტრიული - სიმეტრიის მქონე.
სიმეჩხრე - მეჩხრის თვისება.
სიმთელე - მთელის მდგომარეობა; მთელად ყოფნა.
სიმთვრალე - მთვრალის მდგომარეობა; მთვრალად ყოფნა.
სიმი (სპარს.)
1) საკრავზე გაბმული მავთული, აბრეშუმის ძაფი და მისთანები, რომელიც რხევის დროს მუსიკალურ ბგერას გამოსცემს.
2) ქალაქი რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში
3) მდინარე სამხრეთ ურალში (სიგრძე - 239 კილომეტრი).
სიმინდი (Zeamays) - პურეული მცენარე; იკეთებს ტაროს, რომელზედაც განლაგებულია ყვითელი ან თეთრი მარცვლები.
სიმიონატო ჯულიეტა - იტალიელი მომღერალი ქალი (მეცო-სოპრანო) (დაიბადა 1910 წელს).
სიმიძუ - ქალაქი იაპონიის სიძუოკის პრეფექტურაში (260 ათასი).
სიმკაცრე - მკაცრი ადამიანის თვისება.
სიმკვეთრე - მკვეთრის თვისება, სიცხადე.
სიმკვიდრე - მკვიდრის თვისება - სიმაგრე, სიმყარე, სიმტკიცე.
სიმკვირცხლე - მკვირცხლის თვისება.
სიმკვრივე
1) სიმჭიდროვე, სიმყარე.
2) სხეულის მასა მისი მოცულობის ერთეულში.
სიმკრთალე - ფერმკრთალობა, ფერმიხდილობა (ადამიანისა).
სიმლა - ქალაქი ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ჰიმაჩალ-პრადეშის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (110 ათასი).
სიმლაშე - მარილიანობა.
სიმნასი - ქალაქი ლიტვაში.
სიმოდა სიოძო - იაპონელი მწერალი (1913-1995 წწ).
სიმოვიჩი დუშან - იუგოსლავიის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე (1882-1962 წწ).
სიმოკლე - მცირე სიგრძის ქონა.
სიმონ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) - ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, ვახტანგ VI-ის ძმა (1683 - 1740 წწ).
სიმონ I
1) ქართლის მეფე 1556-69, 1578-99 წლებში, ლუარსაბ I-ის ძე (1537-1611 წწ).
2) გურიელი - გურიის გამგებელი დაახლოებით XVI საუკუნეში.
სიმონ II
1) ქართლის ხანი (ქართული წყაროებით - მეფე) 1619-30/31 წლებში, ირანში გაზრდილი მაჰმადიანი (გარდაიცვალა 1630 ან 1631 წელს).
2) გურიელი - გურიის მთავარი XVII საუკუნეში, მამია II გურიელის ძე (1606 - 1672 წწ)..
სიმონ III გურიელი - გურიის მთავარი 1788-92 წლებში, გიორგი V გურიელის ძე.
სიმონაიტიტე ევა - ლიტველი მწერალი ქალი (1897-1978 წწ).
სიმონეთი
1) იხილე ზედა სიმონეთი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი).
2) სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.
სიმონეთისღელე - მდინარე, იხილე როკიანისღელე.
სიმონი - იმერეთის მეფე 1698 - 1701 წლებში.
სიმონი კლოდ - ფრანგი მწერალი (დაიბადა 1913 წელს).
სიმონი მიშელ (ნამდვილი სახელი ფრანსუა) - ფრანგი მსახიობი (1895-1975 წწ).
სიმონია - საეკლესიო თანამდებობათა ყიდვა-გაყიდვა შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში.
სიმონიანთხევი - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში, ერწოს ქვაბულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. თემის ცენტრი (სოფლები: გორანა, თოლენჯი, მელიასხევი, ნადოკრა, სიმონიანთხევი, ჩიტაურები, ცალუღელაანთკარი). ზღვის დონიდან - 1120 მეტრი, თიანეთიდან - 26 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 360 კაცი.
სიმონიანი ნიკიტა - სომეხი სპორტსმენი (ფეხბურთი, თავდამსხმელი), საბჭოთა ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მოთამაშე, 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (დაიბადა 1926 წელს).
სიმონიდე ამორგოსელი - ბერძენი ლირიკოს-იამბოგრაფოსი (ძვ.წ.აღ. VII საუკუნე).
სიმონიდე კეოსელი - ძველბერძენი პოეტი (ძვ.წ. აღ. 556 - 468 წწ).
სიმონიშვილი ვარლამ - ქართული ხალხური სიმღერის ოსტატი (1884-1950 წწ).
სიმონოვი ევგენი - რუსი რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1925-1994 წწ).
სიმონოვი კონსტანტინე - რუსი მწერალი (1915-1979 წწ).
სიმონოვი ნიკოლაი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1901-1973 წწ).
სიმონოვი რუბენ - რუსი რეჟისორი და მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1899-1968 წწ).
სიმონოვის კუნძული (ტუვანა იტოლო) - კუნძული წყნარ ოკეანეში, ეკუთვნის ფიჯის.
სიმონოვიჩი სპირიდონ - გეოლოგი (წარმოშობით სერბი), კავკასიის მკვლევარი (1845-1905 წწ).
სიმონოსეკი - ქალაქი იაპონიის იამაგუტის პრეფექტურაში (260 ათასი).
სიმონოსეკის სრუტე (კამონი) - სრუტე იაპონიის კუნძულებს ჰონსიუსა და კიუსიუს შორის.
სიმონსონი ოტო იაკობ - XIX საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში თბილისში მოღვაწე შვედი არქიტექტორი (1832-1914 წწ).
სიმონწმინდა - მთა ადიგენის მუნიციპალიტეტში, ახალციხის ქვაბულში, ფოცხოვისწყლის ხეობის მარცხენა მხარეს (1465 მეტრი).
სიმონ ჯაფარიძის მწვერვალი - მწვერვალი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, შანის ქედზე.
სიმორცხვე - მორცხვის თვისება - მორცხვობა.
სიმპათია (ბერძნ.) - კეთილი განწყობილება, თანაგრძნობა შინაგანი სწრაფვა ვინმესადმი.
სიმპათიკური (ბერძნ.) - სიმპათიკური ნერვული სისტემა - ადამიანისა და ცხოველის ვეგეტატიური ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც აწესრიგებს საჭმლის მონელების, სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის და მისთანა პროცესებს.
სიმპათიკური მელანი - უფერული სითხე, რომელსაც იყენებენ საიდუმლო მიმოწერაში.
სიმპათინები - მოძველებული საერთო სახელი ბიოლოგირად აქტიური ნივთიერებებისა, რომლებიც აგებულებით ახლოსაა ადრინალინთან.
სიმპათიური - სიმპათიის გამომწვევი.
სიმპატრია - სახეობის წარმოშობის გზა, რომლის დროსაც ახალი სახეობების წარმომქმნელი პოპულაციების არეალები ერთმანეთს ემთხვევა.
სიმპლეგადები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად,პონტოს ზღვის შესასვლელში მოცურავე მითიური კლდეები, რომლებიც ერთმანეთს ეჯახებოდნენ, თუ მათ შორის რაიმე გაივლიდა.
სიმპლექსი (ლათ.) - ტელეგრაფის ან ტელეფონის ცალმხრივი კავშირი, რომლის დროსაც ერთი სადგური მხოლოდ გადაცემას აწარმოებს, მეორე კი - მხოლოდ მიღებას.
სიმპლონი - უღელტეხილი შვეიცარიაში.
სიმპლოკე (ბერძნ.) - სტილისტიკური ფიგურა - პირველი და ბოლო სიტყვების გამეორება ორ ან მეტ ტაეპში.
სიმპოზიუმი (ბერძნ.) - სამეცნიერო თათბირი რაიმე სამეცნიერო საკითხზე.
სიმპტომი (ბერძნ.)
1) რაიმე დაავადების ან მოვლენის დამახასიათებელი გარეგნული ნიშანი.
2) რაიმე მოვლენის დამახასიათებელი გარეგნული ნიშანი.
სიმპტომატიკა - მოძღვრება დაავადებათა სიმპტომების შესახებ.
სიმპტომატური
1) რაც სიმპტომს წარმოადგენს; რისამე მომასწავებელი; ნიშანდობლივი.
2) მედიცინაში - რაც მიმართულია დაავადების სიმპტომების (და არა მათი გამომწვევი მიზეზების) წინააღმდეგ.
სიმჟავე - მჟავის თვისება.
სიმრავლე - მრავლის თვისება - დიდი რაოდენობა, დიდი რიცხვი რისამე.
სიმრთელე - მრთელის თვისება, ჯანმრთელობა, ჯანსაღობა.
სიმრუდე - უსწორობა, მრუდობა.
სიმ სა ჯონი (ფსევდონიმები - ჰიონ ჯე, ი სუკი) - კორეელი ფერმწერი (1707-1770 წწ).
სიმსივნე
1) ორგანიზმის უჯრედთა არაკანონზომიერი გამრავლება განსაკუთრებულ ბიოლოგიურ თვისებათა შეძენით ახალწარმონაქმნ ქსოვილებში.
2) ორგანიზმის ამა თუ იმ ნაწილის ან ორგანოს ადგილობრივი გადიდება.
სიმსუბუქე - მსუბუქის თვისება - სიმჩატე.
სიმსუნაგე - მსუნაგის თვისება - ღორმუცელობა.
სიმსუქნე
1) მსუქნის თვისება; მსუქნად ყოფნა.
2) ქონი, ცხიმი.
3) ნოყიერება, პოხიერება.
სიმსხო - იხილე სისხო.
სიმტკიცე - მტკიცის თვისება - სიმაგრე, სიმკვიდრე. || შეუდრეკლობა, ურყეობა, სიძლიერე.
სიმტყუვნე - მტყუანის თვისება - სიცრუე, ტყუილი.
სიმულანტი - პირი, რომელიც სიმულაციას მიმართავს, სიმულაციას ეწევა.
სიმულაცია (ლათ.) - რისამე (მაგალითად, ავადმყოფობის) მოგონება ვისიმე მოტყუების, შეცდომაში შეყვანის მიზნით.
სიმულტანური (ფრანგ.) - ერთდროული.
სიმუნჯე - მუნჯის თვისება, მუნჯობა.
სიმუქე - მუქის თვისება.
სიმუხთლე - მუხთლის თვისება; მოღალატეობა, ვერაგობა; მუხთლობა.
სიმფეროპოლი - ქალაქი უკრაინაში, ყირიმის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი; ძვ.წ.აღ. III - ახ.წ.აღ. III საუკუნეებში სკვითების სახელმწიფოს დედაქალაქი (350 ათასი).
სიმფიზი (ბერძნ.) - ორი ძვლის (ნახევრად მოძრავი) შეერთება ხრტილის ფენის საშუალებით.
სიმფონია (ბერძნ.)
1) დიდი მუსიკალური ნაწარმოები ორკესტრისათვის; ჩვეულებრივ შედგება სამი ან ოთხი ნაწილისაგან.
2) ბგერათა ჰარმონიული შეხამება; თანაჟღერა.
3) რაიმე ნაწარმოების ტექსტში ნახმარ სიტყვათა სრული სია; კონკორდანსი.
სიმფონიეტა (იტალ.) - მცირე სიმფონია.
სიმფონიზმი - სიმფონიური ხელოვნება.
სიმფონისტი - კომპოზიტორი, რომელიც სიმფონიებს ქმნის.
სიმფონიური
1) სიმფონიასთან დაკავშირებული.
2) რაც განკუთვნილია სიმფონიური ორკესტრის მიერ შესასრულებლად.
სიმფორა - პოეზიაში - მეტაფორული გამოხატვის ფორმა, სადაც გამოტოვებულია შედარების შუალედური რგოლი.
სიმფსონი ტომას - ინგლისელი მათემატიკოსი (1710-1770 წწ).
სიმფსონი ჯეიმზ იანგ - შოტლანდიელი ქირურგი, გინეკოლოგი (1811-1870 წწ).
სიმფსონი ჯორჯ ეოლროდ - ამერიკელი პალეონტოლოგი (1902-1984 წწ).
სიმფსონი ჯორჯ კლარკ - ინგლისელი მეტეოროლოგი (1878-1965 წწ).
სიმფსონის უდაბნო - მდებარეობს ავსტრალიაში.
სიმღერა - ლექსთან შეწყობილი, ხმით შესასრულებელი მუსიკალური ნაწარმოები.
სიმღერა ჩემს სიდზე (ჩემი სიდის სიმღერა) - შუა საუკუნეების ესპანური ლიტერატურის ძეგლი; შექმნილი უნდა იყოს XII საუკუნეში სახალხო მომღერლის ხუგლარის მიერ.
სიმყარე - მყარის თვისება; სიმტკიცე, ურყეობა.
სიმყრალე - მყრალის თვისება; მყრალის რისამე სუნი.
სიმყუდროვე - სიმშვიდე, სიწყნარე; უშფოთველობა, მყუდროება.
სიმშვენიერე - მშვენიერის თვისება - სიტურფე, სილამაზე, მშვენიერება.
სიმშვიდე
1) სიმყუდროვე, სიწყნარე.
2) უშფოთველობა, აუღელვებლობა.
3) მშვიდობიანობა.
სიმშილი - იგივეა, რაც შიმშილი.
სიმშრალე - მშრალის თვისება, მშრალად ყოფნა.
სიმჩატე
1) მჩატის თვისება; სიმსუბუქე.
2) (გადატანით) ქარაფშუტობა, ფუქსავატობა.
სიმცირე - რისამე მცირე რაოდენობა; სიცოტავე, ნაკლებობა.
სიმძაფრე - მძაფრის თვისება; სიძლიერე.
სიმძაღე - მძაღე გემოს ქონა.
სიმძიმე
1) სხეულის თვისება, რომლის ძალითაც ის დედამიწისაკენ მიიზიდება. || დიდი წონის ქონა.
2) მძიმე საგანი.
3) (გადატანით) მძიმე, ძნელი, შემაწუხებელი მდგომარეობა.
სიმძიმილი - მწუხარება, დარდი.
სიმძლავრე
1) მძლავრის თვისება; სიძლიერე, ძლიერება.
2) მუშაობა, შესრულებული დროის ერთეულში (იზომება ცხენის ძალით და კილოვატებით).
3) სიმძლავრეები - საწარმოო ობიექტები.
სიმძულვარე - იგივეა, რაც სიძულვილი.
სიმწარე
1) მწარის თვისება, მწარე გემოს ქონა.
2) (გადატანით) გაჭირვება, უბედურება, ტანჯვა.
სიმწვავე - მწვავის თვისება; სიძლიერე, სიმძაფრე.
სიმწვანე - მწვანის თვისება; მწვანე ფერი რისამე.
სიმწიფე
1) მწიფის თვისება. მწიფედ ყოფნა.
2) ასაკში შესვლა, მომწიფება.
3) (გადატანით) სრული განვითარების მიღწევა.
სიმწკლარტე - მწკლარტის თვისება; მწკლარტი გემო.
სიმწუხარე - იგივეა, რაც მწუხარება.
სიმწყობრე - მწყობრის თვისება.
სიმჭახე - მჭახის თვისება.
სიმჭიდროვე - მჭიდროდ ყოფნა, მჭიდროობა.
სიმჭკნარე - მჭკნარის თვისება.
სიმხდალე - მხდალის თვისება; ლაჩრობა.
სიმხეცე - მხეცური საქციელი, გაუმართლებელი სისატიკე, ველურობა.
სიმხიარულე - იგივეა, რაც მხიარულება.
სინ (ბერძნ.) - თავსართი; ნიშნავს - ერთად.
სინა - იგივეა, რაც მავთული.
სინაგოგა (ბერძნ.) - ებრაელთა სამლოცველო სახლი, ტაძარი.
სინაგური - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალის თემის საკრებულო). 1991 წლამდე შედიოდა ჯავის რაიონში. მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე. მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1150 მეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 36 კაცი.
სინაზე - ნაზის თვისება; სინარნარე.
სინათლე
1) თვალით აღქმული სხივური ენერგია, რომელიც გარე სამყაროს ხილულს ხდის; შუქი.
2) (გადატანით) განათებული ადგილი, სადაც სინათლეა.
3) მხედველობა (ჩვეულებრიც თვალ სიტყვასთან ერთად).
4) (გადატანით) გარკვეულობა, სიცხადე.
5) (გადატანით) სიკეთე, ბედნიერება.
6) რკინიგზის ბაქანი გაგრა-განთიადის გადასარბენზე.
სინათლე ჩვენს ფანჯრებში - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1969 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ყარამან (გუგული) მგელაძე. სცენარის ავტორი - სულიკო ჟღენტი. დამდგმელი ოპერატორი - გივი რაჭველიშვილი. კომპოზიტორი - ნუგზარ ვაწაძე. მთავარ როლებში: დოდო აბაშიძე, გრიგოლ წიტაიშვილი, თემურ წიკლაური, თამაზ თოლორაია, ლეილა ყიფიანი, ლალი მესხი, რუსუდან კიკნაძე, ნანული პირველი, ლიანა ასათიანი, მალხაზ გორგილაძე, თამარ თვალიაშვილი.
სინაია - ქალაქი რუმინეთის პრაჰოვის ჟუდეცში.
სინალარი - სამკურნალო საშუალება ჰორმონული პრეპარატების ჯგუფისა.
სინალოა - შტატი მექსიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ადმინისტრაციული ცენტრი კულიაკანი.
სინამდვილე
1) ობიექტური სამყარო, ყოფიერება, რეალობა.
2) გარკვეული დროის ვითარება, მდგომარეობა.
3) სიმართლე, სისწორე, ჭეშმარიტება.
სინანთროპი (ლათ.) - უძველესი განმარხებული ადამიანი, რომლის ნაშთები იპოვეს ჩინეთში.
სინანი (ჩრდილო-დასავლეთი ჩინეთი) - გეოგრაფიული ოლქი ჩინეთში, შედის სიჩუანის, იუნანისა და გუიჯოუს პროვინციაში.
სინანი (ხოჯა სინანი) - თურქი არქიტექტორი და ინჟინერი (1489 ან 1490 - 1588 წწ).
სინანული - უკმაყოფილება, წუხილი ჩადენილი შეცდომის ან არასწორი, უღირსი საქციელის გამო.
სინაპი - ყირიმული ვაშლის ჯიშების ჯგუფი.
სინარნარე - ნარნარის თვისება; სინაზე, სიტურფე.
სინატიფე - ნატიფის თვისება; სიტურფე, სინაზე, სიფაქიზე. მოხდენილება.
სინატრა ფრენკ - ესტრადის ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი (1915-1998 წწ).
სინაური ანდრია - პოეტი (1896-1976 წწ).
სინაფსები (ბერძნ.) - ფიზიოლოგიაში - აღგზნებად უჯრედებს შორის არსებული სპეციალიზებული ფუნქციური კონტაქტები, რომლებიც გადასცემენ და გარდაქმნიან სიგნალებს.
სინაფსისი (ბერძნ.) - გენეტიკაში - ჰომოლოგიური ქრომოსომების დროებითი დაახლოება წყვილ-წყვილად, რომლის დროსაც შეიძლება მოხდეს ჰომოლოგიური უბნების გაცვლა.
სინაქერიბი - ასურეთის მეფე ძვ.წ.აღ. 705-680 წლებში.
სინგალები - ხალხი, შრი-ლანკის ძირითადი მოსახლეობა (14 მილონამდე).
სინგანი - ქალაქი-პორტი ჩინეთის ხებეის პროვინციაში.
სინგაპური
1) (სინგაპურის რესპუბლიკა, ინგლ. Republic of Singapore).
- ქალაქი-სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მდებარეობს კუნძულზე და მალაის ნახევარკუნძულისგან გამოყოფილია ჯოჰორის ვიწრო სრუტით.
- დაარსებულია 1965 წლის 9 აგვისტოს.
- დევიზი და ჰიმნი - „Majulah Singapura“ (წინ, სინგაპურო).
- მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი.
- ფართობი - 692,7 კვ.კმ.
- მოსახლეობა - 4,4 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 6 370 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენები: მალაური, ჩინური, ინგლისური.
- დედაქალაქი - სინგაპური.
- ვალუტა - სინგაპურის დოლარი.
- ქვეყნის კოდი - SGP.
- დროის სარტყელი - UTC +8.
- სატელეფონო კოდი - +65.
- internet-domeni - sg.
2) სახელმწიფო სინგაპურის დედაქალაქი (1,8 მილიონი).
სინგაპურის სრუტე - აკავშირებს სამხრეთ ჩინეთის ზღვას მალაკის სრუტესთან.
სინგი რიჩარდ ლორენს მილინგტონ - ინგლისელი ბიოქიმიკოსი, 1952 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1914-1995 წწ).
სინგი ჯონ მილინგტონ - ირლანდიელი დრამატურგი (1871-1909 წწ).
სინგლი (ინგლ.)
1) ჩოგბურთში - ერთეულთა (და არა წყვილთა) თამაში.
2) პატარა გრამფირფიტა, რომელზედაც, როგორც წესი, ორი სიმღერა იყო ჩაწერილი.
სინგონია (ბერძნ.) - კრისტალოგრაფიაში - კრისტალების დაყოფა მათი ელემენტარული უჯრედების სიმეტრიულობის მიხედვით.
სინგულარული (ლათ.) - ერთმაგი, ცალფა; ცალკეული, განსაკუთრებული.
სინგური (თურქ.) - წითელი მინერალი ერთგვარი, მისგან იღებენ ვერცხლისწყალს; ძველად იყენებდნენ აგრეთვე საღებავის დასამზადებლად. || ამ მინერალისაგან დამზადებული წითელი საღებავი.
სინგჰი ზაილ - ინდოეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1916-1995 წწ).
სინგჰი მონი - ბენგალიის მუშათა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1900-1985 წწ).
სინდაქტილია (ბერძნ.) - თითების თანდაყოლილი შეზრდა.
სინდბად-ნამე (სინდბადის წიგნი) - შუა საუკუნეების სპარსული მხატვრული პროზის ნიმუში, არაკების კრებული.
სინდები - ახლანდელი ტამანის ნახევარკუნძულზე მობინადრე უძველესი ტომები ძვ.წ.აღ. I ათასწლეულში.
სინდესმოზი (ბერძნ.) - ძვლების უწყვეტი შეერთება შემაერთებელი ქსოვილით.
სინდესმოლოგია (ბერძნ.) - ანატომიის ნაწილი, რომელიც სწავლობს იოგებს, სახსრებს, მყესებს.
სინდეტიკონი - ერთგვარი ნახევრად თხელი წებო; იხმარება უპირატესად ქაღალდის, მუყაოს დასაწებებლად.
სინდი
1) პროვინცია პაკისტანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი - კარაჩი.
2) ქალაქი ესტონეთში.
სინდიეთი - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.
სინდიკატი (ბერძნ.) - ერთგვაროვანი პროდუქციის მწარმოებელთა გაერთიანება, რომელიც კისრულობს მთელი კომერციული საქმიანობის განხორციელებას. მასში შემავალი საწარმოები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობას.
სინდიკოსი (ბერძნ.)
1) ძველ საბერძნეთში - დამცველი სასამართლოში.
2) შუა საუკუნეების ევროპაში - ამქრის მამასახლისი, რაიმე კორპორაციის არჩევითი მეთაური.
3) თანამედროვე იტალიაში - სათემო თვითმმართველობის ადმინისტრაციის მეთაური.
4) ანდორის გენერალური საბჭოს (პარლამენტის) თავმჯდომარე.
სინდინამა - წირი, რომლის გასწვრივ ლაგდება კომეტის კუდში კომეტის ბირთვიდან განუწყვეტლივ გამომდინარე დაახლოებით ერთნაირი ზომის მქონე ნაწილაკები.
სინდიოფალა - იგივეა, რაც დედოფალა (მნიშვნელობა 2).
სინდისგარეცხილი - ვისაც სინდისი არ გააჩნია; უსინდისო.
სინდისი (ბერძნ.) - საკუთარი საქციელის ავ-კარგიანობის შინაგანი შეფასება; საკუთარი ყოფაქცევისთვის ზნეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა; პატიოსნება, ნამუსი.
სინდისიერი
1) სინდისის მქონე; პატიოსანი, ნამუსიანი.
2) სინდისზე, პატიოსნებაზე დამყარებული.
სინდიყი - იგივეა, რაც ვერცხლისწყალი.
სინდო კანეტო (ნამდვილი სახელი - ნობორუ კანე) - იაპონელი კინორეჟისორი (1912-1995 წწ).
სინდრომი (ბერძნ.) - რაიმე დაავადების დამახასიათებელი სიმპტომთა ერთობლიობა.
სინდჰები - პაკისტანის სინდჰის ოლქის ძირითადი მოსახლეობა.
სინეასტი - საფრანგეთში - კინორეჟისორი, კინომუშაკი.
სინედლე - ნედლის თვისება.
სინედრიონი (ბერძნ.) - იუდეაში - უხეცესთა საბჭოს უმაღლესი სახელმწიფო დაწესებულება.
სინეკდოქე (ბერძნ.) - მეტონომიის ერთ-ერთი სახეი - ზოგადის აღმნიშვნელი სიტყვის შეცვლა კერძოობითის აღმნიშვნელით, მთელის აღმნიშვნელისა - ნაწილის აღმნიშვნელით, მრავლობითისა - მხოლობითით და პირიქით.
სინეკოლოგია (ბერძნ.)
1) ეკოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ბიოცენოზების, ე.ი. ცხოველთა, მცენარეთა და მიკროორგანიზმთა მრავალსახეობრივი თანასაზოგადოებების სიცოცხლეს.
2) (მოძველებული) იგივეა, რაც ფიტოცენოლოგია.
სინეკურა (ლათ.) - შემოსავლიანი თანამდებობა, რომელიც დიდ შრომას არ მოითხოვს; თბილი ადგილი.
სინელნიკოვო - ქალაქი უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში (40 ათასი).
სინემა
1 (ფრანგ.) - (მოძველებული) კინო.
2) ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1977 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ლიანა ელიავა. სცენარის ავტორები - ლევან ჭილაძე და ლიანა ელიავა. დამდგმელი ოპერატორი - დავით სხირტლაძე. კომპოზიტორი - გია ყანჩელი. მთავარ როლებში: მურმან ჯინორია, გურამ ფირცხალავა, გურამ ლორთქიფანიძე, შალვა ხერეულიძე, თენგიზ არჩვაძე, არიადნა შენგეკაია, ლია ელიავა, თამარ ციციშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, დარეჯან ხარშილაძე, აბესალომ ლორია.
სინემათიკა (ფრანგ.) - იგივეა, რაც ფილმოთეკა.
სინემატოგრაფი - იგივეა, რაც კინემატოგრაფი.
სინერამა (ინგლ.) - ფართოეკრანიანი კინოს ერთ-ერთი სისტემა.
სინერგიდები (ბერძნ.) - ფარულთესლოვანი მცენარეების ორი უჯრედი ჩანასახოვან პარკში; კვერცხუჯრედთან ერთად წარმოადგენს საკვერცხე აპარატს.
სინერგიზმი (ბერძნ.)
1) ორგანოებისა და სისტემების ერთობლივი და ერთგვაროვანი მოქმედება.
2) ორგანიზმზე სამკურნალწამლო ნივთიერებათა კომბინირებული მოქმედება, რომლის ეფექტი სჭარბობს თითოეული კომპონენტის ცალკე მოქმედებას.
სინერგისტები (ბერძნ.) - კუნთები (ან კუნთების ჯგუფი), რომლებიც მოქმედებენ ერთობლივად და ერთი მიმართულებით.
სინერვო ელვი აულიკი - ფინელი მწერალი ქალი (1912-1995 წწ).
სინესთეზია (ბერძნ.) - შეგრძნების გაჩენა არა მხოლოდ იმ გრძნობის ორგანოში, რომელზედაც ზემოქმედებას ახდენს გამღიზიანებელი, არამედ რომელიმე სხვაშიც.
სინესი კირენელი - ბერძენი ორატორი, ფილოსოფოსი და პოეტი (370-სა და 375-ს შორის - დაახლოებით 413 წ).
სინესტე - ტენიანობა, ნესტიანობა, სინოტივე,
სინესტროლი - ქალის სასქესო ორგანოების ჰორმონული, ესტროგენული პრეპარატი.
სინთეზატორი - უწყვეტად მოქმედი გამომთვლელი მანქანა, რომელიც ხსნის ინტეგრალურ განტოლებებს.
სინთეზი (ბერძნ.)
1) მეციერული კვლევის მეთოდი - საგნის ამ მოვლენის შესწავლა მის მთლიანობაში, მისი ნაწილების ურთიერთკავშირში.
2) შეერთება, განზოგადება.
3) ქიმიური ნივთიერების მიღება მარტივ ნივთიერებათა ან ელემენტთა შეერთების გზით.
სინთეზირება - სინთეზის მოხდენა.
სინთეზური - სინთეზზე დამყარებული; რაც სინთეზით მიიღება; სინთეზური ბოჭკო - სინთეზური კაუჩუკი.
სინთეტიკა - სინთეზური მასალები.
სინთეტიკური - იხილე სინთეზური.
სინი
1) მთვარის შუმერული ღვთაება.
2) (სპარს.) - იგივეა, რაც ლანგარი.
სინიავსკაია ტამარა - ოპერის რუსი მომღერალი ქალი (მეცი-სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1943 წელს).
სინიავსკი ვადიმ - რუსი ჟურნალისტი, კომენტატორი, სპორტული რეპორტაჟის პიონერი სსრკ-ში (1906-1972 წწ).
სინიაკი პოლ - ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი (1863-1935 წწ).
სინიანი - ქალაქი ჩინეთის ხენანის პროვინციაში (275 ათასი).
სინიეი იოჟეფ - უნგრელი ენათმეცნიერი (1857 - 1943 წწ).
სინიეი მერშე პალ - უნგრელი ფერმწერი (1845 - 1920 წწ).
სინიიჯუ - ქალაქი ჩრდილოეთ კორეაში, ფხენიან-პუქტოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (290 ათასი).
სინილმჟავა - უფერო სითხე, რომელსაც აქვს მწარე ნუშის სუნი; ძალზე შხამიანია; იყენებენ ვაგონების, გემების, ბეღლების და სხვ. დეზინფექციისა და დერატიზაციისათვის.
სინინი - ქალაქი ჩინეთში, ცინხაის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (550 ათასი).
სინიორა (იტალ.) - იტალიაში - ქალბატონი.
სინიორე (ნამდვილი გვარი კამინკერი) სიმონ - ფრანგი მსახიობი ქალი (1921-1985 წწ).
სინიორელი ლუკა - იტალიელი ფერმწერი (დაახლოებით 1445/50 - 1523 წწ).
სინიორი (იტალ.) - იტალიაში - ბატონი.
სინიორია (იტალ.)
1) იტალიის ქალაქ-კომუნებში XIII-XIV საუკუნეებში - სახელმწიფო თვითმმართველობის ორგანო.
2) ჩრდილოეთ და შუა იტალიაში XIII-XVI საუკუნეებში - პოლიტიკური წყობის ფორმა ზოგ ქალაქ-სახელმწიფოში, როდესაც მთელი სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლება თავმოყრილი იყო ერთპიროვნული მმართველის ხელში.
სინიორინა (იტალ.) - იტალიაში - ახალგაზრდა გაუთხოვარი ქალი; ქალიშვილი.
სინიორინი ტელემაკო - იტალიელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1835-1901 წწ).
სინირხვა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.
სინისალო გელმერ-რაინერ - კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1920 წელს).
სინის მთა - ძველი ქართული მწიგნობრობის კერა საზღვარგარეთ, არაბეთის ნახევარკუნძულის დასავლეთით, სინის ნახევარკუნძულზე.
სინის ნახევარკუნძული - მდებარეობს წითელ ზღვაში, სუეცისა და აკაბის ყურეებს შორის.
სინიჩენკო ოლექსა - უკრაინელი მწერალი (დაიბადა 1931 წელს).
სინიხ-ყალა - ხუროთმოძღვრების ძეგლი ბაქოში, მინარეთი, აშენებულია XI საუკუნეში, სიმაღლე 22,5 მეტრი.
სინკეპი - კუნძული სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ეკუთვნის ინდონეზიას.
სინკლერი ეპტონ ბილ - ამერიკელი მწერალი (1878-1968 წწ).
სინკლინი (ბერძნ.) - ქანების ნოჭი, რომელიც ზევიდან ქვევით არის გამობურცული.
სინკლიტი (ბერძნ.)
1) ძველ საბერძნეთში - უმაღლესი თანამდებობის პირთა კრება.
2) (ირონიულად, გადატანით) კრება, თავყრილობა.
სინკოპე (ბერძნ.)
1) მუსიკაში - მუსიკალური მახვილის გადანაცვლება ტაქტის ძლიერი ნაწილებიდან სუსტზე.
2) ლინგვისტიკაში - სიტყვის ფუძეში ხმოვნის დაკარგვა.
სინკრეტიზმი (ბერძნ.)
1) შერწყმულად არსებობა, დაუნაწევრებლობა, რაც რაიმე მოვლენის განვითარების საწყის საფეხურებზე გვხვდება.
2) ფილოსოფიაში - ეკლექტიზმის ნაირსახეობა.
სინოდი (ბერძნ.)
1) მართლმადიდებლური ეკლესიის კოლეგიალური ორგანო.
2) პროტესტანტულ ეკლესიაში - სასულიერო და საერო პირთა კრება მნიშვნელოვანი საეკლესიო საქმეების გადასაწყვეტად.
სინოდური თვე - დროის შუალედი მთვარის ორ ერთგვარ ფაზას შორის.
სინოიკია (ბერძნ.) - სხვადასხვა სახეობის ცხოველთა თანაცხოვრების ერთ-ერთი ფორმა - „ხიზნობა“, რომლის დროსაც „ხიზანი“ სახლდება „მასპინძლის“ სადგომში.
სინოიკიზმი (ბერძნ.) - ძველ საბერძნეთში - დამოუკიდებელი გვაროვნულ-ტომობრივ თემთა გაერთიანება ერთ მთლიან პოლიტიკურ ერთეულად (პოლისად).
სინოლოგი - ჩინეთმცოდნე.
სინოლოგია - ჩინეთის ისტორიის, ეკონომიკის, ენებისა და კულტურის შემსწავლელ მეცნიერებათა ერთობლიობა. ჩინეთმცოდნეობა.
სინონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰომეროსის შემდეგდროინდელი თქმულებების გმირი, ოდისევსის ნათესავი. მისი თავგადასავალი აღწერილია „ენეიდაში“.
სინონიმი (ბერძნ.) - სიტყვა, რომელიც მნიშვნელობით სხვა სიტყვას ემთხვევა ან ძალიან ჰგავს, ბგერითი შემადგენლობით კი განსხვავდება მისგან.
სინონიმია (ინგლ.) - სხვადასხვა სიტყვის მსგავსება მნიშვნელობის მიხედვით.
სინონიმიკა
1) ამა თუ იმ ენის სინონიმთა ერთობლიობა.
2) ლექსიკოლოგიის ნაწილი, რომელიც სინონიმებს სწავლობს.
სინონიმური - სინონიმის ხასიათისა, სინონიმებთან დაკავშირებული.
სინოპე
1) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფერია, ასოპოსის ქალიშვილი, სინოპის ეპონიმი.
2) პლანეტა იუპიტერის თანამგზავრი; აღმოჩენილია 1914 წელს ს.ნიკოლსონის მიერ.
სინოპი - ქალაქი თურქეთში, ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი.
სინოპტიკა - მეცნიერება ამინდის წინასწარი გამოცნობის შესახებ.
სინოპტიკოსი - სპეციალისტი მეტეოროლოგი, რომელიც ამინდის პროგნოზებს იძლევა.
სინოპტიკური (ინგლ.)
1) რაც რაიმე რთული მთელის ყველა ნაწილის მიმოხილვას შეიცავს; კრებითი.
2) რაც დაკავშირებულია მეტეოროლოგიურ პირობებთან.
სინორჩე - ნორჩის თვისება; ნორჩად ყოფნა.
სინოსტოზი (ბერძნ.) - ძვლების უძრავად შეერთება გაძვალებული შუალედური ქსოვილის საშუალებით.
სინოტივე - სინესტე, ტენიანობა.
სინოფსისი (ბერძნ.)
1) კრებული რაიმე (უპირატესად ისტორიული ხასიათისა) საკითხის შესახებ არსებული ცნობებისა, მასალებისა, წერილებისა, რომლებიც უფრო ხშირად დალაგებულია ქრონოლოგიურად.
2) საღვთისმეტყველო ლიტერატურაში - ქადაგებათა, საღვთო წერილის განმარტებათა კრებული ან საეკლესიო მწერლების სხვა თხზულებათა შემოკლებული გადმოცემა; ზოგადად შემოკლებული გადმოცემა რაიმე ნაწარმოებისა, პროექტისა.
სინოყივრე - ნოყიერის თვისება, ნოყიერება.
სინსელეხო - ქალაქი კოლუმბიაში, სუკრეს დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.
სინსიანი - ქალაქი ჩინეთის ხენანის პროვინციაში (475 ათასი).
სინსილა (სპარს.)
1) ფრინველის ან ქვეწარმავლის ახლადგამოჩეკილი მართვე (ბარტყი ან წიწილი)
2) (გადატანით) მოდგმა, ჯიში, ნაშიერი.
3) ძალღონე, არაქათი, ქანცი.
სინტაგმა (ბერძნ.) - ლინგვისტიკაში - წინადადების ორი წევრი, რომლებიც ერთმანეთთან სინტაქსურად არის დაკავშირებული.
სინტაქსი (ბერძნ. syntaxis) - გრამატიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს შესიტყვების (წინადადების და სხვა) აგებულებას, შესიტყვებაში სიტყვათა შეკავშირების წესებს.
სინტ-ნიკლაასი - ქალაქი ბელგიის აღმოსავლეთ ფლანდრიის პროვინციაში.
სინტოიზმი - იაპონელთა ყველაზე ძველი რელიგია; 1868-იდან 1946 წლამდე წარმოადგენდა სახელმწიფო რელიგიას.
სინტომიცინი - სამკურნალო პრეპარატი, ანტიბიოტიკი; იყენებენ დიზენტერიის, ტიფის, ბრუცელოზის და სხვა გადამდებ დაავადებათა საწინააღმდეგოდ.
სინტრა - ქალაქი პორტუგალიის ეშტრემადურის ოლქში.
სინუსი
1) მათემატიკაში - კუთხის ერთ-ერთი ტრიგონომეტრიული ფუნქცია; სწორკუთხა სამკუთხედში მახვილი კუთხის სინუსი უდრის ამ კუთხის მოპირდაპირე კათეტის შეფარდებას ჰიპოტენუზასთან.
2) ანატომიაში - ღრუ, ფოსო, წიაღი.
სინუსოიდა (ლათ.) - ტალღისებური მრუდი ხაზი, რომელიც გრაფიკულად გამოხატავს სინუსის ცვლილებას კუთხის ცვლილებასთან დაკავშირებით.
სინქონდროზი (ბერძნ.) - ძვლების უძრავი ან ოდნავ მოძრავი შეერთება ხრტილის საშუალებით.
სინქრონია - ლინგვისტიკაში - ენის სტატიკური მდგომარეობა.
სინქრონიზატორი - მოწყობილობა კბილანების დაურტყმელად და უხმაუროდ ჩასართველად ავტომობილის გადაცემათა კოლოფში.
სინქრონიზაცია (ბერძნ.) - ორი ან რამდენიმე პერიოდულად ცვალებადი მოვლენის, პროცესის ერთმანეთთან შერწყმა დროში.
სინქრონიზმი (ბერძნ.) - ორი ან რამდენიმე მოვლენის, პროცესის ზუსტი დამთხვევა დროში, ერთდროულად მიმდინარეობა.
სინქრონული - რასაც სინქრონიზმი ახასიათებს.
სინქროტრონი (ბერძნ.) - დამუხტული ნაწილაკების მოძრაობის ასაჩქარებელი დანადგარის ერთ-ერთი სახეობა; იყენებენ გამოკვლევებისათვის ატომგულის ფიზიკაში.
სინქროფაზოტრონი (ბერძნ.) - დამუხტული ნაწილაკების მოძრაობის ასაჩქარებელი დანადგარის ერთ-ერთი სახეობა; იყენებენ გამოკვლევებისათვის ატომგულის ფიზიკაში.
სინქროციკლოტრონი (ბერძნ.) - იგივეა, რაც ფაზოტრონი.
სინციტიუმი (ბერძნ.) - მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების ქსოვილის აგებულების ტიპი, რომლისთვისაც დამახასიათებელია უჯრედთა არასრული გამიჯვნა.
სინ ციძი (ფსევდონიმი - ძიასიუანი) - ჩინელი პოეტი (1140-1207 წწ).
სინციტიუმი (ბერძნ.) - მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების ქსოვილის აგებულების ტიპი, რომლისთვისაც დამახასიათებელია უჯრედთა არასრული გამიჯვნა.
სინძიანი (სინხე) - მდინარე ჩინეთში, ერთვის პოიანხუს ტბას.
სინძიანის უიღურთა ავტონომიური ოლქი - ტერიტორიულ-ატმინისტრაციული ჩინეთში.
სინწა - მდინარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ჯუმის მარჯვენა შენაკადი.
სინხე - მდინარე, იხილე სინძიანი.
სინხუა
1) ქალაქი ჩინეთის ხუნანის პროვინციაში.
2) (ჩინ.) - ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო. დაარსებულია 1938 წელს.
სინჯარა - მინის ჭურჭელი მილის ფორმისა; იხმარება ლაბორატორიებში.
სინჯი
1) რაიმე მასალის მცირე ნაწილი საანალიზოდ, გამოსაცდელად აღებული.
2) ძვირფასი ლითონის ნაწილთა რაოდენობა შენადნობის წონის გარკვეულ ერთეულში. || ამ რაოდენობის აღმნიშვნელი დაღი, ნიშანი.
სინჯუ - ქალაქი ჩინეთის ტაივანის პროვინციაში.
სინჰარმონიზმი (ბერძნ.) - თურქულ ენებში - სიტყვაში აფიქსისეულ ხმოვანთა დამსგავსება ძირისეულ ხმოვნებთან.
სიო
1)იგივეა, რაც ნიავი.
2)იგივეა, რაც ღიობი.
სიოგუნატი - სიოგუნების მმართველობის პერიოდი ფეოდალურ იაპონიაში 1192 - 1867 წლებში.
სიოგუნი - იაპონიაში - თავადაპირველად სამხედრო წოდება, შემდეგ კი სამხედრო-ფეოდალური გამგებელი, რომელიც ქვეყანას იმპერატორთან ერთად მართავდა.
სიონთგორი (ყოფილი როშკიონი) - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ღულელების თემის საკრებულო), ერწოს ქვაბულში. ზღვის დონიდან - 1070 მეტრი, თიანეთიდან - 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 77 კაცი.
სიონი
1) მთა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.
2) დაბა თიანეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ივრის ხეობაში, სიონის წყალსაცავის ნაპირზე (ზღვის დონიდან - 1000 მეტრი, თიანეთიდან - 32 კილომეტრი). სადაბო საკრებულოს ცენტრი (სოფლები: ბადაანი, ბოჭორმა, გრძელველები, ომარაანი, ორხევი, საჯინიბო, ფიჭვიანი, ყუდრო). სიონი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. დაბის სტატუსი მიენიჭა 1960 წელს. მოსახლეობა 0.4 ათასი (2002 წლის აღწერის მიხედვით). სიონის წყალსაცავის შექმნამდე (1951-63) სიონში იდგა V ს-ის II ნახევრის ბაზილიკა - სიონის წყალსაცავის ტაძარი, ხოლო მის შემოგარენში იყო შუა საუკუნეების რამდენიმე ძეგლი. მათი დიდი ნაწილი წყალმა დაფარა, ხოლო ბაზილიკა დაშალეს და გადმოიტანეს თბილისში ხალხური ყოფისა და ხუროთმოძღვრების მუზეუმში.
3) სოფლები მარნეულის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში.
4) ბორცვი იერუსალიმში, სადაც იყო მეფე დავითის რეზიდენცია.
5) მართლმადიდებლურ ეკლესიაში - წმინდა ჭურჭელი, რაშიც სეფისკვერი ინახება.
6) მთელი რიგი ქართული ეკლესიების სახელწოდება.
7) (ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი) - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში, მტკვრის მარჯვენა, დაბალ ნაპირზე მისი მშენებლობა VI საუკუნის II ნახევარში დაუწყიათ, 1657 წელს კი ხელმეორედ აშენდა დარბევის შემდეგ.
სიონიზმი - იდეოლოგია, რომელიც მიმართულია ებრაელთა თვითშეგნების აღორძინების, პალესტინაში მათი დაბრუნების ხელშეწყობის და იქ ებრაული სახელმწიფოს შექმნისაკენ. წარმოიშვა XIX საუკუნის ბოლოს.
სიონისტი - სიონიზმის მონაწილე, მისი მომხრე.
სიონის წყალსაცავი - წყალსაცავი თიანეთის მუნიციპალიტეტში, ივრის ხეობაში, დაბა სიონთან.
სიოცუტი - იაპონურ მითოლოგიაში - საზღვაო გზების მფარველი.
სიპაები - იხილე სიფაჰები.
სიპარისი იუოზას - ლიტველი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1894-1970 წწ).
სიპატარავე - პატარის თვისება; პატარად ყოფნა.
სიპი
1) მაგარი, გლუვი ზედაპირის მქონე (ქვა). || სრიალა ზედაპირის მქონე; მოლიპული, გასიპული.
2) მუცლის ნაწილი ჭიპს ქვემოთ.
სიპინგაი - იხილე სიპინი.
სიპინი (სიპინგაი) - ქალაქი ჩინეთის გირინის პროვინციაში.
სიპროიტე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კუნძულ კრეტას მცხოვრები, რომელმაც შემთხვევით დაინახა მობანავე შიშველი არტემიდე და ღმერთქალმა იგი ამის გამო ქალად აქცია.
სირ (ფრანგ.) - ძველად საფრანგეთში - მიმართვა მეფისადმი.
სირაბიძეები - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.
სირაკავა ჰიდეკი - იაპონელი ქიმიკოსი (დაიბადა 1936 წელს).
სირაკიუსი - ქალაქი აშშ-ს ნიუ-იორკის შტატში (660 ათასი).
სირაკუზა - ქალაქი-პორტი იტალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (125 ათასი).
სირანო დე ბერჟერაკი სავინიენ დე - ფრანგი მწერალი (1619-1655 წწ).
სირანუში (ნამდვილი სახელი და გვარი მერობა კანტარჯიანი) - სომეხი მსახიობი ქალი, მოღვაწეობდა თურქეთის და ამიერკავკასიის თეატრებში, სახელი გაითქვა შექსპირის ტრაგედიებში განსახიერებეული როლებით (1857-1932).
სირასი (ნამდვილი სახელი და გვარი ჰამაიაკ ვოსკანიანი) - სომეხი მწერალი (1902-1983 წწ).
სირაქლემა - ყველაზე დიდი ფრინველი (2,4 მეტრი, 140 კგ-მდე), გავრცელებულია აფრიკის ველებსა და ნახევრად უდაბნოებში.
სირაცკი ანდრეი - ჩეხი ფილოსოფოსი და სოციოლოგი (1900-1985 წწ).
სირაჯგანჯი - ქალაქი ბანგლადეშში.
სირაჯი - ღვინით მოვაჭრე.
სირაჯხანა (სპარს.)
1) სირაჯის დუქანი, ღვინის სავაჭრო.
2) (სირაჩხანა) ორი უბნის სახელი ძველად თბილისში: დიდი სირაჩხანა (მტკვრის მარცხენა ნაპირზე, დარეჯანის სასახლის ძირში) და პატარა სირაჩხანა (მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ახლანდელი ჟ.შარდენის და კ.ლესელიძის ქუჩების შესაყარაზე).
სირბილე
1) რბილის თვისება.
2) (გადატანით) თვინიერება, გულჩვილობა.
სირბილი
1) სწრაფად. მოსხლეტით გადაადგილება ფეხით, ქვეითად.
2) (გადატანით) სწრაფი სიარული, ბევრი სიარული.
სირბუ ელენა - იხილე პაველი ე.
სირგე რუდოლფ - ესტონელი მწერალი (1904 - 1970 წწ).
სირგვა - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.
სირდარი - ჰიმალაის მთებში - მთავარი მებარგული, ბარგის მზიდავი.
სირდარია - მდინარე შუა აზიაში, ერთვის არალის ზღვას (სიგრძე - 2212 კილომეტრი).
სირეგვენე - რეგვენის თვისება; სიბრიყვე.
სირელიუსი უნო ტავი - ფინელი ეთნოგრაფი (1872 - 1929 წწ).
სირენა (ბერძნ.)
1) ძლიერი და მკვეთრი ხმის გამომცემი სასიგნალო მოწყობილობა.
2) იგივე სირინოზი.
3) სირენები - წყლის ძუძუმწოვართა რაზმი; ლამანტინების, დიოგენების და სხვათა საერთო სახელი.
სირენი იოჰან - ფინელი არქიტექტორი (1889-1961 წწ).
სირეტი - მდინარე რუმინეთში, დუნაის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 726 კილომეტრი).
სირვენტა - XII-XIII საუკუნეების პროვანსულ ლირიკაში - სტროფული სიმღერა, პოლემიკური ხასიათის ლექსი.
სირზი ფრედრიკ - ამერიკელი ასტრონომი (1873 - 1964 წწ).
სირთულე - რთულის თვისება; სიძნელე.
სირი - იგივეა, რაც ჩიტი.
სირია (სირიის არაბთა რესპუბლიკა, არაბ. ალ-ჯუმჰურია ალ-არაბია ას-სურიია).
- სახელმწიფო აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება ლიბანს და ისრაელს, სამხრეთით - იორდანიას, აღმოსავლეთით - ერაყს და ჩრდილოეთით - თურქეთს. დასავლეთიდან აკრავს ხმელთაშუა ზღვა.
- ჰიმნი - „Homat el Diyar“.
- დამოუკიდებლობის დღე (საფრანგეთისგან) - 1946 წლის 17 აპრილი.
- მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - სახალხო საბჭო.
- ფართობი - 185 180 კვ.კმ.
- ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად დაყოფილია 14 მუჰაფაზად (საგუბერნატოროდ).
- მოსახლეობა - 19 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 103 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნეები ძირითადად მუსლიმანი-სუნიტები არიან.
- ოფიციალური ენა - არაბული.
- დედაქალაქი - დამასკი.
- ვალუტა - სირიის ფუნტი.
- ქვეყნის კოდი - SYR.
- დროის სარტყელი - UTC +2.
- სატელეფონო კოდი - +963.
- internet-domeni - sy.
სირიაჩქონი - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.
სირიის უდაბნო (ბადიათ-ელ-შამი) - უდაბნო სირიაში, ერაყში, იორდანიასა და საუდის არაბეთში.
სირინგა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ნაიადა, რომელსაც პანი სდევდა და მისგან განრიდების მიზნით ლერწმად იქცა, რომლისგანაც პანმა სალამური გამოჭრა.
სირინოზები (სირენები) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, იტალიის სამხრეთ სანაპიროზე მცხოვრები მითიური ქალიშვილები, ზღვის ნიმფები, რომლებიც თავისი უტკბილესი სიმღერით ატყვევებდნენ მგზავრებს და შემდეგ კლავდნენ.
სირიონო - ინდიელთა ტომი; ცხოვრობენ აღმოსავლეთ ბოლივიის ტროპიკულ ტყეებში.
სირიული ენა - არაბული ენის ერთ-ერთი დიალექტი; განეკუთვნება სემიტურ-ქამიტურ ენათა ოჯახს.
სირიუსი - თანავარსკვლავედ „დიდი ქოფაკის“ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი. ძველი ბერძნების წარმოდგენით ამ ვარსკვლავის გამოჩენა ცხელ ამინდს მოასწავებდა.
სირკაჭკაჭი - პატარა ფრინველი ღაჟოსებრთა ოჯახისა.
სირკუსი შიმონ - პოლონელი არქიტექტორი და არქიტექტურის თეორიტიკოსი (1893 - 1964 წწ).
სირლინი (სიურლინი)
1) იორგ უფროსი - გერმანელი მოქანდაკე, ხეზე და ქვაზე კვეთის ოსტატი (დაახლოებით 1425-1491 წწ).
2) იორგ უმცროსი - გერმანელი მოქანდაკე, ხეზე და ქვაზე კვეთის ოსტატი (დაახლოებით 1455 - 1521 წლის შემდეგ).
სირმა - ოქროს ან ვერცხლის ძაფი; ოქრომკედი.
სირმა-აბაზი - ქართული ვერცხლის მონეტა; ჭრიდნენ თბილისის ზარაფხანაში 1752-53 წლებიდან.
სირმიანი - რასაც სირმა აქვს მოვლებული; სირმით მოქარგული.
სიროკო (იტალ.) - ცხელი ქარი, რომელიც იცის სამხრეთ ევროპაში (ჩრდილოეთ აფრიკის უდაბნოებიდან).
სიროკომლა ვლადისლავ - (ნამდვილი სახელი და გვარი ლუდვიკ კონდრატოვიჩი) - პოლონელი პოეტი (1832-1862 წწ).
სიროლა იურიე ელიას (ნამდვილი გვარი სირენი) - ფინეთის რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე (1876-1936 წწ).
სიროფი (ფრანგ.)
1) შაქართან ერთად მოდუღებული ხილის სქელი წვენი; აგრეთვე წყალში გაჯერებული და მოდუღებული შაქარი.
2) სამკურნალო ბალახების წვენის სქელი ნახარში.
სირსვალი - იგივეა, რაც კირკაჟი.
სირსველი (სირსვილი) - კანის ავადმყოფობა ერთგვარი; იცის კანზე წვრილი გამონაყარი, რომელიც ზოგჯერ იქერცლება.
სირტაკი (ბერძნ.) - ბერძნული ჯგუფური ცეკვა.
სირტი
1) სწორი ან ოდნავ ტალღოვანი ზედაპირი ტიან-შანის მთებში.
2) ვოლგისპირეთში გავრცელებული ფართო, ხეებით დანაწევრებული წყალგამყოფი.
სირქვა - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.
სირჩა - ერთგვარი სასმისი; კათხა.
სირცხვილეული - შერცხვენილი, სირცხვილნაჭამი.
სირცხვილი - გრძნობა, განცდა, რომელსაც იწვევს რაიმე უხერხული, სათაკილო მდგომარეობა ან საძრახისი, შეუფერებელი საქციელის ჩადენის შეგნება.
სირცხვილნაჭამი - შერცხვენილი.
სირხისარი - მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედზე (3662 მეტრი).
სირხლებერთა - მთა, იხილე ლებეურის მთა.
სირჰაკფხა - საზოგადოებრივი აზრის პროგრესული მიმდინარეობა კორეაში XVI-XIX საუკუნეებში.
სირჰინდი აჰმად ალ-ფარუკი - შუა აზიასა და ინდოეთში გავრცელებული სუფიური ორდენის, ნაყშბანიეს მეთაური (1562-1624 წწ).
სისადავე - უბრალოება, სიმარტივე.
სისადმინი - (აბრევიატურა) სისტემური ადმინისტრატორი, რომელსაც ავალია კომპიუტერული ტექნიკის პარკის, ქსელის და პროგრამული უზრუნველყოფის მოვლა და ზედამხედველობა ორგანიზაციაში.
სისაკი - ქალაქი ხორვატიაში (40 ათასი).
სისასიზღრე - იგივეა, რაც საზიზღრობა.
სისასტიკე - სასტიკის თვისება; სიმკაცრე, ულმობლობა.
სისაღე - საღის თვისება; საღად ყოფნა; სიმრთელე.
სისაძაგლე - საძაგლის თვისება; საძაგლად ყოფნა; საძაგლობა.
სისაწყლე - საწყლის თვისება; საწყლის მდგომარეობა; საწყლობა.
სისე ჟან მარტენ - გვინეის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე ქალი (დაიბადა 1926 წელს).
სისერო - ქალაქი აშშ-ს ილინოისის შტატში.
სისერტი - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
სისველე - სველის თვისება, სველად ყოფნა; ჭარბი ტენიანობა.
სისვი - ლეგა, რუხი.
სისიანი - ქალაქი სომხეთში.
სისინა - მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, გვანდრის მარცხენა შენაკადი.
სისინი
1) გველის, ბატის... მიერ გამოცემული ხმა.
2) ქარის, ნიავის... ქროლის ხმა.
3) „ს“ ბგერის გაბმულად წარმოთქმა (ვისიმე დასაძახებლად).
სი სინხაი (სიან სინხაი) - ჩინელი კომპოზიტორი (1905-1945 წწ).
სისირი - იგივეა, რაც მუხუდო.
სისიტიები (ბერძნ.) - ზოგ ძველ ბერძნულ სახელმწიფოში - სრულუფლებიან მოქალაქეთა სავალდებულო საერთო პურის ჭამა.
სისიფეს შრომა - იხილე სიზიფოსი.
სისკალა (ყოფილი წინწყალა) - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.
სისლა - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ისლანდიაში.
სისლეი ალფრედ - ფრანგი ფერმწერი-პეიზაჟისტი, იმპრესიონისტი (1839-1899 წწ).
სისმონდი ჟან შარლ ლეონარ სიმონდ დე - შვეიცარიელი ეკონომისტი (1773-1842 წწ).
სისნეროსი (ხიმენეს დე სისნეროსი) ფრანსისკო - ესპანეთის საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე (1436-1517 წწ).
სისპეტაკე - სპეტაკის თვისება; სიწმინდე, სიფაქიზე.
სი-სპიკი (ინგლ.) - მოდიფიცირებული საერთაშორისო ენა; ინგლისურის გამარტივებული ვარიანტი, რომელსაც იყენებენ მეზღვაურები (შეიქმნა XX საუკუნის 70-იან წლებში).
სისრულე - სრულის თვისება, სრულის ბუნება; დასრულებული სახის ქონა.
სისტანი - ბუნებრივი და ისტორიული ოლქი ირანსა და ავღანეთში, უდაბნოს ველები.
სისტემა (ბერძნ.)
1) გარკვეული წესრიგი, რაც დაფუძნებულია რისამე ნაწილების გეგმაზომიერ განლაგებასა და ურთიერთკავშირზე.
2) ერთობლიობა პრინციპებისა, რომლებიც რაიმე მოძღვრების საფუძველს წარმოადგენს.
3) დაჯგუფება, კლასიფიკაცია.
4) სტრუქტურა, მთლიანობა, რომელიც შედგება ერთმანეთთან კანონზომიერად დაკავშირებული ნაწილებისაგან.
5) საზოგადოებრივი წყობილების ფორმა.
6) რისამე მოწყობის, ორგანიზაციის ფორმა.
სისტემატექნიკა - სამეცნიერო-ტექნიკური დისციპლინა, რომელიც მოიცავს რთული (დიდი მასშტაბის) სისტემების პროექტირების, შექმნის, გამოცდისა და ექსპლუატაციის საკითხებს.
სისტემატიზატორი - პირი, რომელიც რისამე სისტემატიზაციას ახდენს.
სისტემატიზაცია (სისტემატიზირება) - სისტემაში მოყვანა რისამე.
სისტემატიკა
1) საგანთა, მოვლენათა დაჯგუფება, კლასიფიკაცია.
2) ბიოლოგიური მეცნიერება, რომელიც მცენარეებსა და ცხოველებს ანაწილებს საკლასიფიკაციო ჯგუფების (სახეობათა, გვარების, ოჯახების და ა.შ.) მიხედვით.
სისტემატური
1) რაც სისტემას ქმნის; გარკვეული წესის მიხედვით განლაგებული, წარმოებული.
2) მუდმივი, განუწყვეტელი, რეგულარული.
სისტოლა (ბერძნ.) - გულის მოქმედების ერთ-ერთი ფაზა, შეკუმშვა.
სისულელე
1) სულელის თვისება; უგნურება.
2) სულელის დამახასიათებელი რამ.
სისუსტე
1) სუსტის თვისება.
2) ნაკლი, ნაკლოვანება.
სისუფთავე - სუფთა მდგომარეობა, სუფთად ყოფნა.
სისქე
1) სხეულის განივკვეთის ზომა, გარდიგარდმო კვეთის სიდიდე.
2) სიმკვრივე, სიმჭიდროვე.
სისწვრივ (სისწვრივად) - იგივეა, რაც გასწვრივ.
სისწორე - სწორის თვისება.
სისწრაფე - სწრაფი მოძრაობა, დიდი სიჩარე.
სისხამი - სისხამი დილა - ადრიანი დილა.
სისხარტე
1) სიმკვირცხლე, სიმარდე.
2) მოკლედ, მკაფიოდ და მოხდენილად გამოხატვა, გამოთქმა.
სისხლგამშრალი
1) იგივეა, რაც სისხლნაკლები.
2) (გადატანით) გაჯავრებული, შეწუხებული, დადარდიანებული; თავმობეზრებული.
სისხლდენა - სისხლის დენა.
სისხლი - წითელი ფერის სითხე, რომლის მიმოქცევა წარმოებს ადამიანის, ცხოველის ორგანიზმში, უზრუნველყოფს სხეულის უჯრედთა კვებას და ნივთიერებათა ცვლას.
სისხლისმსმელი
1) სისხლის მოყვარული, მტაცებელი (ცხოველი, ფრინველი, თევზი...).
2) (გადატანით) იტყვიან მტარვალზე, მჩაგვრელზე.
სისხლისმღვრელი
1) სისხლისღვრის მოყვარული.
2) სისხლისღვრის გამომწვევი.
სისხლანკლებობა - ავადმყოფური მდგომარეობა, გამოწვეული ორგანიზმში სისხლის ნაკლებობით ან სისხლში წითელი ბურთულების მცირე რაოდენობით.
სისხლსავსე
1) ჭარბი სისხლის მქონე.
2) (გადატანით) სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი, ლაღი.
სისხლძარღვი - სისხლის სადინარი ელასტიკური მილი ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში; ძარღვი.
სისხლჭარბი
1) ჭარბის სისხლის მქონე; სისხლსავე.
2) (გადატანით) სიცოხლით სავსე, ხალისიანი.
სისხლხორცეული - არსებითი სასიცოცხლო, ღვიძლი რამე.
სისხლ-ხორცი
1) სისხლი და ხორცი,
2) (გადატანით) ღვიძლი, ახლო ნათესავი.
სისხო - რისამე ტოლი მოცულობით, ზომით.
სიტერი ვილემ დე - ნიდერლანდელი ასტრონომი (1872-1934 წწ).
სიტი (ინგლ.)
1) დიდ ბრიტანეთში - მნიშვნელოვანი, პრივილეგირებული ქალაქი, სადაც არის საეპისკოპოსო კათედრა ან რომელსაც მიღებული აქვს სამეფო სიგელი.
2) აშშ-ში - ადგილობრივი თვითმმართველობის მქონე, ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვანი ქალაქი.
3) ლონდონის საქმიანი ნაწილი, ცენტრი, სადაც თავმოყრილია უდიდესი ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ოფისები და სამმართველოები, საფონდო ბირჟა; გადატანითი მნიშვნელობით იხმარება ინგლისის საფინანსო ოლიგარქიის სინონიმად.
4) გერმანიაში - სავაჭრო ცენტრი.
სიტიტვლე - ტიტვლად ყოფნა; სიშიშვლე.
სიტკა - ქალაქი აშშ-ს ალასკას შტატში.
სიტკბო
1) ტკბილის თვისება, ტკბილის გემო.
2) იგივეა, რაც სიტკბოება.
სიტკბოება - სიამოვნების, კმაყოფილების გრძნობა; სიამე.
სიტლალტეპეტლი - იხილე ორისაბა.
სიტლანქე - ტლანქის თვისება; უხეშობა.
სიტრინი უოლტერ - ინგლისის პროფკავშირული მოძრაობის მოღვაწე (1887-1980 წწ).
სიტრო (ფრანგ.) - ხილის გაზიანი უალკოჰოლო სასმელი ერთგვარი.
სიტროენი ანდრე - ფრანგი ინჟინერი და მრეწველი, ავტომობილთა წარმოების ერთ-ერთი პიონერი (1878-1935 წწ).
სიტუაცია (ფრანგ.) - შექმნილი პირობების ერთობლიობა; გარემოება, მდგომარეობა.
სიტუე (აკიაბი) - ქალაქი მიანმაში, რაქხაინის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (110 ათასი).
სიტულა (ლათ.) - ბრინჯაოს ჭურჭელი ვედროს ფორმისა; განეკუთვნება ადრეულ რკინის ხანას.
სიტუელი იდით - ინგლისელი პოეტი ქალი (1887 - 1964 წწ).
სიტუმორანგი სიტორ - ინდონეზიელი მწერალი (დაიბადა 1923 წელს).
სიტურფე - სილამაზე, მშვენიერება.
სიტუტუცე - ტუტუცის თვისება, ტუტუცის საქციელი; ტუტუცობა.
სიტყვა
1) ბგერათშეერთება, რომელსაც ლექსიკური (საგნობრივი) მნიშვნელობა აქვს.
2) ლაპარაკი, საუბარი.
3) საჯარო გამოსვლა, მოხსენება.
4) იგივეა, რაც პირობა.
სიტყვაგამშრალი - პირში სიტყვაგამშრალი - ვინც სათქმელი ვეღარ თქვა.
სიტყვაგრძელი - ვინც ბევრი ლაპარაკი იცის.
სიტყვათშემოქმედი - ვინც ახალ სიტყვებს ქმნის.
სიტყვაკაზმული - მხატვრული მწერლობა.
სიტყვანი - ლექსიკონში შესატან სიტყვათა სია.
სიტყვაობა - სიტყვების თქმა, ლაპარაკი.
სიტყვა-პასუხი - ლაპარაკი, საუბარი.
სიტყვაპასუხიანი - სიტყვა-პასუხის მცოდნე; ზრდილობიანად მოსაუბრე.
სიტყვარი - იხილე ლექსიკონი.
სიტყვავასიტყვით - სიტყვის გამოუტოვებლად, ზედმიწევნით, ზუსტად.
სიტყვასიტყვითი - ზუსტად, ზედმიწევნით გადმოცემული.
სიტყვაუთქმელი - ვისაც სიტყვა არ უთქვამს, ხმა არ ამოუღია.
სიტყვაშეუბრუნებლად - ისე, რომ სიტყვას არ შეუბრუნებს, საწინააღმდეგოს არ ეტყვის.
სიტყვაძვირი - ვისაც ბევრი ლაპარაკი არ უყვარს.
სიტყვაძუნწი - იგივეა, რაც სიტყვაძვირი.
სიტყვაწარმოება - ახალი სიტყვის შექმნა ფუძეზე მნიშვნელობის შემცვლელი აფიქსის დართვით.
სიტყვიერება
1) ლაპარაკის უნარი, მეტყველება.
2) სიტყვებით გამოხატული მხატვრული შემოქმედება.
სიტყვიერი
1) ზეპირად თქმული (არა წერილობითი).
2) სიტყვებისაგან შემდგარი.
სიტყვისგება - სასამართლო პაექრობა ძველ საქართველოში.
სიუ - აშშ-სა და კანადაში მცხოვრებ ინდიელ ხალხთა ჯგუფი (დაკოტა, კროუ, ოსეჯი და სხვა).
სიუ ეჟენ (ნამდვილი სახელი მარი ჟოზეფ) - ფრანგი მწერალი (1804-1857 წწ).
სიუან-ძანი - ჩინელი მოგზაური (დაახლოებით 600 - 664 წწ).
სიუანხუა - ქალაქი ჩინეთის ხებეის პროვინციაში.
სიუარდი
1) ქალაქი აშშ-ს ალასკის შტატში.
2) ნახევარკუნძული ალასკის დასავლეთ ნაწილში.
სიუდად-ბოლივარი - ქალაქი ბოლივიაში, ბოლივარის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.
სიუდად-გუაიანა - ქალაქი ვენესუელის ბოლივარის შტატში.
სიუდად-ვიქტორია - ქალაქი მექსიკის ტამაულიპასის შტატში.
სიუდად-ობრეგონი - ქალაქი მექსიკის სონორის შტატში.
სიუდად-ტრუხილიო - იხილე სანტო-დომინგო.
სიუდად-ხუარესი - ქალაქი მექსიკის ჩიუაუის შტატში.
სიუ დიშანი (ნამდვილი სახელი სიუი ძანკუინი, სხვა სახელი დიშანი, ფსევდონიმი ლო ხუაშენი) - ჩინელი მწერალი და მეცნიერი (1893-1941 წწ).
სიუდოვი მაქს ფონ (ნამდვილი სახელი კარლ ადოლფ) - შვედი მსახიობი (დაიბადა 1929 წელს).
სიუზერენი (ფრანგ.) - შუა საუკუნეებში, დასავლეთ ევროპაში - მსხვილი ფეოდალი, რომელსაც მეფის უფლებები ჰქონდა მასზე დამოკიდებული ვასალების მიმართ.
სიუზერენიტეტი (გერმ.) - სიუზერენის უზენაესი უფლება ვასალის მიმართ.
სიუი ბეიხუნი (ჟიუ პეონი) - ჩინელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1895-1953 წწ).
სიუიტა (ფრანგ.) - მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც შედგება რამდენიმე დამოუკიდებელი, მაგრამ საერთო იდეურ-პოეტური ჩანაფიქრით დაკავშირებული ნაწილისაგან.
სიუიჩანი - ქალაქი ჩინეთის ხენანის პროვინციაში.
სიუიჯოუ - იხილე იბინი.
სიუკათა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
სიული მაქსიმილიენ დე ბეტიუნი, ბარონი რონი - საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე (1560-1641 წწ).
სიული-პრიუდომი (ნამდვილი სახელი და გვარი რენე ფრანსუა არმან პრიუდომი) - ფრანგი პოეტი (1839-1907 წწ).
სიუნმაო (ჩინ). - იგივეა, რაც ბამბუკის დათვი.
სიუნ-ძი - ჩინელი მოაზროვნე (დაახლოებით ძვ. წ.აღ. 313 - 238 წწ).
სიუპერვილი ჟიულ - ფრანგი მწერალი (1884 - 1960 წწ).
სიუპირიორი - ქალაქი აშშ-ს უისკონსინის შტატში.
სიუჟეტი (ფრანგ.) - ერთი ან ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე ამბავი, რაც შეადგენს მხატვრული ნაწარმოების შინაარსს და გამოავლენს მოქმედ პირთა ხასიათსა და ურთიერთობას.
სიურე-კანალი ჟან - ფრანგი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე (დაიბადა 1921 წელს).
სიურენი - ქალაქი საფრანგეთის ო-დე-სენის დეპარტამენტში.
სიურპრიზი (ფრანგ.) - მოულოდნელი საჩუქარი; მოულოდნელი სასიამოვნო ამბავი.
სიურრეალიზმი (ფრანგ.) - უკიდურესი ფორმალისტური მიმართულება XX საუკუნის ლიტერატურასა და ხელოვნებაში. სინამდვილის უარყოფა და შემოქმედების წყაროს ძიება ქვეცნობიერ სფეროში (სიზმრებში, ჰალუცინაციებში, ინსტინქტებში).
სიურტე (ფრანგ.) - საფრანგეთის სამძებრო პოლიცია.
სიუტისტე იუჰან - ესტონელი პოეტი (1899-1945 წწ).
სიუხვე
1) სიმრავლე, უხვობა, სიმდიდრე.
2) ხელგაშლილობა, გულუხვობა.
სიუხვის რქა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, გეას, ტიხეს, ფორტუნას, პლუტოისის, ეირენეს და კიდევ ზოგ ღმერთთა ატრიბუტი, სიმდიდრისა და დოვლათის სიმბოლო.
სიფათი (არაბ.) - სახე, გარეგნობა შეხედულება.
სიფართე - იგივეა, რაც სიფართოვე.
სიფართოვე - ფართოს თვისება; რაიმე ფართობის ზომა.
სიფარი (თანამედროვე აბუ-ჰაბა ერაყში) - ძველი ქალაქი შუამდინარეთში, მდინარე ევფრატის მარჯვენა ნაპირზე.
სიფაფუკე - ფაფუკის თვისება; სირბილე, სინაზე.
სიფაქიზე - ფაქიზის თვისება.
სიფაჰები (ჰინდი) - ინდოეთში (XVIII საუკუნიდან) - ევროპელი კოლონიზატორების არმიის ადგილობრივი დაქირავებული ჯარისკაცები.
სიფერმკრთალე - ფერმკრთალის თვისება; ფერმკრთალობა.
სიფთა - დილის, დღის პირველი საქმიანი წამოწყება (ყიდვა-გაყიდვა, ფულის აღება).
სიფთისხევი - მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში, დიდხევის სათავე.
სიფ-ი (ინგლ. აბრევიატურა: cost - ფასი, insurance - დაზღვევა, freigt - ფრახტი) - საგარეო ვაჭრობაში - სავაჭრო შეთანხმების სახეობა, რაც გულისხმობს საქონლის ჩატანას დამკვეთამდე საზღვაო გზით და შეიცავს მის ფასს, დაზღვევისა და გადაზიდვის ხარჯებს.
სიფითრე - სიფერმკრთალე, ფერწასულობა.
სიფილიდოლოგია (ბერძნ.) - მედიცინის დარგი, რომელიც სიფილისს შეისწავლის.
სიფილისი - გადამდები ვენერიული დაავადება; ათაშანგი, ლუესი.
სიფილომა - სიფილისით პირველი დაზიანება დასნებოვნების ადგილისა; იგივე შანკრი.
სიფლიდე - ფლიდის თვისება; ფლიდობა.
სიფონი (ბერძნ.)
1) სხვადასხვა სიგრძის ორი მუხლის მქონე მოღუნული მილი სითხის გადასასხმელად ერთი ჭურჭლიდან მეორე, უფრო დაბალდონიან ჭურჭელში.
2) წევის გასაძლიერებელი მოწყობილობა ორთქლმავლის საცეცხლეში.
3) სპელეოლოგიაში - კლდოვანი ნაპრალი.
სიფრთხილე - ფრთხილად მოქცევა, ფრთხილი საქციელი.
სიფრიფანა - ძალიან თხელი, თითქმის გამჭვირვალე.
სიფხვიერე - ფხვიერის თვისება.
სიფხიზლე - ფხიზელის მდგომარეობა, ფხიზლად ყოფნა.
სიქა (არაბ.) - ძალ-ღონე, არაქათი, ილაჯი.
სიქაგამოლეული - ღონემიხდილი, ილაჯგაწყვეტილი.
სიქადული - სიამაყე.
სიქალწულე - იგივეა, რაც ქალწულობა.
სიქაჩლე - ქაჩლად ყოფნა, ქაჩლობა.
სიქესატე - იგივეა, რაც ქესატობა.
სიქველე
1) სიკეთე, მოწყალება.
2) გულადობა, მამაცობა.
სიქვრივე - ქვრივის მდგომარეობა; ქვრივობა.
სიქთარვა - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ძევრულის (ჩოლაბურის მარჯვენა შენაკად) მარჯვენა მხარეს, მდინარეების ძევრულისა და ხაუჩის წყალგამყოფ სერზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 2 სოფელს: სიქთარვა, ჩხარ-ეწერი). ზღვის დონიდან - 220 მეტრი, თერჯოლიდან - 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1464 ადამიანი.
სიქიზმი - ერთ-ერთი ინდური რელიგია; წარმოიშვა XVI საუკუნეში პენჯაბში, როგორც ინდუიზმის სექტა.
სიქსტის კაპელა - აღორძინების ეპოქის იტალიური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი ვატიკანში; ააგო არქიტექტორმა ჯ.დე დოლჩემ 1473-81 წლებში.
სიქტივკარი (1930 წლამდე უსტ-სისოლკი) - რუსეთის კომის რესპუბლიკის დედაქალაქი (230 ათასი).
სიღარიბე
1) ღარიბის მდგომარეობა, ღარიბად ყოფნა.
2) (გადატანით) რისამე ნაკლებობა, სიმცირე, უკმარობა.
სიღნაღი - ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. გაშენებულია გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზე.
სიღნაღის მაზრა - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში, თბილისის გუბერნიის შემადგენლობაში. შეიქმნა 1802 წელს, გაუქმდა 1929 წელს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში; 1929 წლამდე ეწოდებოდა სიღნაღის მაზრა, 1929 წელს შედიოდა კახეთის ოლქში, 1930 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ფართობი - 1251 კვ.კმ. 2 ქალაქი და 23 სოფელი.
სიღრმე
1) მანძილი რისამე ზედაპირიდან ფსკერამდე.
2) ზედაპირიდან ქვევით ან ნაპირიდან შიგნით დიდ მანძილზე დაშორებული ადგილი.
3) (გადატანით) რისამე მაღალი დონე, სიდიადე, სიძლიერე, სიმძაფრე.
სიღრუე
1) ღრუს თვისება.
2) იგივეა, რაც ღრუ.
სიყალბე
1) ყალბის თვისება.
2) არაგულწრფელობა.
სიყეყეჩე - ყეყეჩის თვისება, ყეყეჩობა.
სიყვარული
1) ვისიმე, რისამე მიმართ ერთგულების, თავდადების, კეთილგანწყობის გრძნობა.
2) გრძნობა ქალსა და ვაჟს შორის; ტრფიალი, მიჯნურობა.
3) (გადატანით) ადამიანი, რომლის მიმართაც ასეთი გრძნობა აქვთ.
4) რისამე ძლიერი სურვილი, ნდომა, მისწრაფება, მიდრეკილება.
სიყვარულიანი - სიყვარულით გამსჭვალული.
სიყვარული ვენახში - ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 2000 წელს. დამდგმელი რეჟისორი - გიორგი შენგელაია. სცენარის ავტორები - გიორგი შენგელაია, ლევან კიტია, კოტე ჯანდიერი. დამდგმელი ოპერატორი - გენო ჩირაძე. კომპოზიტორი - დავით ევგენიძე. მთავარ როლებში: ია ფარულავა, ზაზა პაპუაშვილი, სელინა ვიუჩორეკი, მიხეილ გომიაშვილი, ტრისტან სარალიძე.
სიყვარული ყველას უნდა - ქართული მხატვრული ფილმი, მუსიკალური კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1980 წელს. დამდგმელი რეჟისორები - მიხეილ ჭიაურელი, გიორგი შენგრელაია. სცენარის ავტორი - ლეილა ბეროშვილი. დამდგმელი ოპერატორები - ჯიმშერ ქრისტესაშვილი, ნიკოლოზ სუხიშვილი. კომპოზიტორი - სოსო ბარდანაშვილი. მთავარ როლებში: გივი ბერიკაშვილი, დარეჯან ხაჩიძე, ვახტანგ ფანჩულიძე, კახი კავსაძე, ბერტა ხაფავა, ლაურა რეხვიაშვილი, ამირან ქადეიშვილი, იური ვასაძე, ამირან ამირანაშვილი, ტრისტან სარალიძე.
სიყვარული, ხანძარი და პომპიერო - ქართული მხატვრული ფილმი, კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1976 წელს. დამდგმელი რეჟისორი - გურამ პატარაია. სცენარის ავტორი - რეზო გაბრიაძე. დამდგმელი ოპერატორები - ირაკლი ონოფრიშვილი, ელიზბარ კარავაევი. კომპოზიტორი - ბიძინა კვერნაძე. მთავარ როლებში: რამაზ ჩხიკვაძე, თენგიზ შორაპნელი, ალექსანდრე კუპრაშვილი, მარინა საღარაძე, ჯუნა მიქატაძე.
სიყვარულობა - სიყვარულით მოპყრობა, მოქცევა.
სიყვითლე
1) ყვითლის თვისება; ყვითელი ფერი. || ფერმკრთალობა.
2) ღვიძლის დაავადება, რომელსაც თან სდევს კანის გაყვითლება.
სიყმაწვილე - ყმაწვილის ასაკი.
სიყმე - იხილე სიყრმე.
სიყმიშვილი - იგივეა, რაც სიყრმის შვილი.
სიყოჩაღე - ყოჩაღის თვისება, ყოჩაღად ყოფნა.
სიყრმე - ყრმის ასაკი, ყრმობა.
სიყრუე - ყრუს თვისება, ყრუდ ყოფნა.
სიშა (სიშაციუნდაო, პარასელის კუნძულები) - მარჯნის კუნძულებისა და რიფების ჯგუფი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.
სიშავე - შავის თვისება; შავი ფერის ქონა.
სიშაციუნდაო - იხილე სიშა.
სიშიშვლე - შიშვლად ყოფნა; სიტიტვლე.
სიშმაგე - შმაგის თვისება; შმაგად ყოფნა.
სიშორე
1) შორი მანძილი.
2) შორს ყოფნა, დიდი მანძილით დაშორება.
სიჩაუქე - ჩაუქის თვისება; სიმარდე, სიმამაცე.
სიჩერჩეტე - ჩერჩეტის თვისება, სიშტერე, სისულელე.
სიჩლუნგე
1) ჩლუნგის თვისება; სიბლაგვე.
2) (გადატანით) განუვითარებლობა, დახშულობა, სივიწროვე.
სიჩუანი - პროვინცია ჩინეთში.
სიჩუანის ალპები - იხილე ჩინეთ-ტიბეტის მთები.
სიჩუანის ქვაბული (წითელი აუზი) - მდებარეობს ჩინეთში.
სიჩუმე - ისეთი ვითარება, როდესაც ხმა არ ისმის, ხმას არავინ იღებს; დუმილი, მდუმარება, სიწყნარე.
სიჩქარე
1) ჩქარის თვისება; სისწრაფე. || მოძრაობის, რაიმე მოქმედების სისწრაფის ხარისხი.
2) ფიზიკაში - სხეულის მიერ გავლილი მანძილის შეფარდება დროის ერთეულთან.
სიჩხინტე - მცირეოდენი სიმსუქნე.
სიცარიელე
1) ცარიელის მდგომარეობა.
2) (გადატანით) სულიერი გამოფიტულობა, სურვილთა, მისწრაფებათა უქონლობა.
სიცელქე - ცელქის საქციელი; სიანცე, ცელქობა.
სიცეტე - ცეტის თვისება; ცეტობა.
სიცივე - ჰაერის დაბალი ტემპერატურა; ცუდი ამინდი; ცივი ჰაერი.
სიცილი - სიხარულის, მხიარულების, კმაყოფილების გამოხატვა სპეციფიკური წყვეტილი ხმებით, რომელთაც თან ახლავს ხშირი და ძლიერი ამოსუნთქვა.
სიცილია
1) კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, ეკუთვნის იტალიას.
2) ავტონომიური ოლქი იტალიაში, მთავარი ქალაქი - პალერმო.
სიცილიანა - ვოკალური ან ინსტრუმენტული მუსიკალური პიესა, პასტორალის მონათესავე.
სიცილიის სამეფო - სახელმწიფო სამხრეთ იტალიასა და კუნძულ სიცილიაზე XII-XIII საუკუნეებში.
სიცილიის სრუტე - იხილე ტუნისის სრუტე.
სიცოტავე - მცირე რაოდენობა რისამე, სიმცირე, ნაკლებობა.
სიცოფე - იგივეა, რაც ცოფიანობა.
სიცოცხლე
1) მატერიის არსებობის და მოძრაობის ფორმა, რომელიც წარმოიშვება მატერიის განვითარების გარკვეულ საფეხურზე; წარმოადგენს ცილოვან ნივთიერებათა არსებობის ფორმას და ახასიათებს გარემოსთან ნივთიერების გაცვლა.
2) ცოცხალი არსების, ორგანიზმის მდგომარეობა დაბადებიდან სიკვდილამდე, ფიზიოლოგიური არსებობა; ცოცხლად ყოფნა.
3) (გადატანით) ძვირფასი, საყვარელი არსება, სიხარულისა და ბედნიერების მომნიჭებელი.
4) ხალისი, სიმხნევე, ეშხი.
სიცრუე - რაც სინამდვილეს განზრახ დამახინჯებულად წარმოგვიდგენს, რაც მართალი არ არის; ტყუილი.
სიცუდე
1) ცუდის თვისება.
2) ცუდი საქციელი.
სიცუდკაცე - ცუდი კაცის თვისება; ცუდკაცობა, ავკაცობა, ბოროტება.
სიცქვიტე - ცქვიტის თვისება; სიმარდე, სიმკვირცხლე.
სიცხადე
1) სიაშკარავე, მკაფიოობა, გარკვეულობა.
2) სინამდვილე, რეალურობა (სიზმრის, ოცნების, მოჩვენების და მისთანების საპირისპიროდ).
სიცხარე - ცხარის თვისება; სიმწვავე, სიმძაფრე.
სიცხე
1) ჰაერის მაღალი ტემპერატურა; ძლიერ გახურებული ცხელი ჰაერი; ცხელი ამინდი.
2) ავადმყოფი სხეულის მაღალი ტემპერატურა.
სიცხე-პაპანაქება - ძალიან დიდი სიცხე.
სიცხიანი
1) ვისაც სიცხე აქვს.
2) იგივეა, რაც ცხელი.
სიცხოველე - იგივეა, რაც სიცხოვლე.
სიცხოვლე
1) სითბო, სიცხე, მცხუნვარება.
2) ცხოველმყოფელობა, სიცოცხლისუნარიანობა.
3) სიცხადე, გარკვეულობა.
სიძაბუნე - სისუსტე, უღონობა, უძლურება.
სიძე - ქმარი ცოლის ნათესავებისთვის.
სიძებატონი - სიძის ხსენება პატივისცემით ან ირონიით.
სიძეობა - სიძედ ყოფნა.
სიძვა - მეძაობა, მრუშობა.
სიძველე
1) ძველი თვისება.
2) რაც ძველ დროს განეკუთვნება; ძველი დროის ძეგლი, ნივთი.
სიძვირე
1) ძვირის თვისება.
2) ისეთი მდგომარეობა, როდესაც ძვირად იყიდება რამე.
სიძიანი - მდინარე ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, ერთვის სამხრეთ ჩინეთის ზღვას (სიგრძე - 2130 კილომეტრი).
სიძლიერე - ძლიერის თვისება; ძლიერება.
სიძნელე
1) ძნელის თვისება.
2) ძნელად გადასალახავი რამ; დაბრკოლება.
სიძულვილი - დიდი მტრობისა და ზიზღის გრძნობა.
სიძუნწე - ძუნწის თვისება; ხელმოჭერილობა.
სიძუოკა - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე, ამავე სახელწოდების პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (475 ათასი).
სიწვრილე - წვრილის თვისება.
სიწითლე
1) წითელი ფერის ქონა; წითელი ფერი.
2) წითელი ლაქა სახეზე, სხეულზე; იწვევს სხვადასხვა მიზეზით სისხლის მოწოლა.
სიწითლემორეული - ვისაც (რასაც) სიწითლე მოერია; აწითლებული.
სიწმინდე
1) წმინდად ყოფნა; წმინდას თვისება.
2) დაუმახინჯებლობა, შეურყვნელობა.
სიწრფელე - წრფელის თვისება; გულწრფელობა, ალალმართლობა.
სიწუწკე - იგივეა, რაც წუწკობა.
სიწყნარე
1) სიჩუმე, მდუმარება; სიმშვიდე; მყუდროება.
2) წყნარი, მშვიდი ხასიათი.
სიჭაბუკე - ჭაბუკად ყოფნა; ჭაბუკობა.
სიჭარბე - ჭარბად ყოფნა; ჭარბი რაოდენობა.
სიჭარმაგე - ჭარმაგად ყოფნა; ჭარმაგობა.
სიჭინავა ბორის - თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი (მცველი) 1958-67 წლებში, 1964 წლის სსრკ-ს ჩემპიონი (დაიბადა 1935 წელს).
სიჭინავა გიორგი - ფეხბურთელი, ნახევარმცველი. თამაშობდა გაგრის „ტორპედოში“ (1959), თბილისის „დინამოსა“ (1960-69) და რუსთავის „მეტალურგში“ (1971-72). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 8 მატჩი. მსოფლიო ჩემპიონატის მედალოსანი (IV ადგილი, 1966). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 162 მატჩი (8 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1964) და ორგზის მესამე პრიზიორი (1962, 67) (დაიბადა 1944 წელს).
სიჭკვიანე - ჭკვიანის თვისება; ჭკვიანად ყოფნა; ჭკვიანობა.
სიჭრელე
1) ჭრელი ფერის ქონა.
2) (გადატანით) არაერთფეროვნება, ნაირნაირობა, სხვადასხვაობა.
სიხალისე - ხალისის ქონა; ხალისიანობა.
სიხალიძეები - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.
სიხარბე - ხარბის თვისება; გაუმაძღრობა.
სიხარულიძე ანტონ ტარიელის ძე - რუსეთში მცხოვრები სპორტსმენი (ფიგურული სრიალი), 2002 წლის ოლიმპიური თამაშების და 1998-1999 წლების მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (დაიბადა 1976 წელს).
სიხარულიძე გიზო - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1929 წელს).
სიხარულიძე გულნარა - მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1951 წელს).
სიხარული
1) გრძნობა, რომელსაც იწვევს სასიამოვნო რამ; სიამოვნების, კმაყოფილების განცდა; მხიარული განწყობილება.
2) (გადატანით) რაც, ვინც ასეთ გრძნობას იწვევს.
სიხარულიძე რუსუდან - ტანმოვარჯიშე (სპორტული ტანვარჯიში), მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ პირველობაში და მესამე პრიზიორი თავისუფალ ვარჯიშში (1974), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973 - მრავალჭიდი, 1974 - თავისუფალი ვარჯიში) (დაიბადა 1954 წელს).
სიხარულიძეები - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.
სიხასხასე - ხასხასა ფერის ქონა; ხასხასა ფერი.
სიხთა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
სიხისტე - სხეულის ან კონსტრუქციის უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს დეფორმაციის წარმოქმნას.
სიხმელე - ხმელის თვისება; ხმელად ყოფნა.
სიხოტე-ალინი - მთიანი მხარე რუსეთის ხაბაროვსკისა და პრიმორიეს მხარეებში.
სიხრა ანდრეი - რუსი გიტარისტი-ვირტუოზი, კომპოზიტორი (1773-1850 წწ).
სიხშირე
1) ხშირის თვისება.
2) სიდიდე, რომელიც გამოხატავს ხშირი მოძრაობის, რხევის და მისთანების ხარისხს.
სიჯაბნე - ჯაბნის თვისება; ჯაბნობა.
სიჯანანი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდამაყრის თემის საკრებულო), მდინარე ბაკურხევის (გუდამაყრის არაგვის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან - 1330 მეტრი, დუშეთიდან - 69 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 8 კაცი.
სიჯანსაღე - ჯანსაღის მდგომარეობა, ჯანსაღად ყოფნა; ჯანსაღობა.
სიჯეილე - ჯეილად ყოფნა; ჯეილობა.
სიჯიუტე - ჯიუტის თვისება; სიჯიუტე.
სიჯიქე - ჯიქის თვისება; ჯიქობა; სიჯიუტე, ურჩობა.
სიჯო - კორეული შუასაუკუნოებრივი პოეზიის ჟანრი, სამსტრიქონიანი ლექსი.
სიჯუიკი ჰენრი - ინგლისელი ფილოსოფოსი და ეკონომისტი (1838-1900 წწ).
![]() |
1.7 სკ |
▲back to top |
სკა - საგანგებოდ გამართული ყუთი ფუტკრისათვის.
სკაბინი - მოსამართლე ფრანკთა სახელმწიფოში; სკაბინების ინსტიტუტი დაარსდა კარლოს დიდის რეფორმის (809 წ) დროს.
სკაბრეზული (ფრანგ.) - უხამსი, უწმაწური.
სკაგერაკი - სრუტე იუტლანდიისა და სკანდინავიის ნახვარკუნძულებს შორის.
სკაგუეი - ქალაქი აშშ-ს ალასკის შტატში.
სკადარი (შკოდერი) - ტბა იუგოსლავიასა და ალბანეთში.
სკადოვსკი - ქალაქი უკრაინის ხერსონის ოლქში.
სკაი - კუნძული შოტლანდიის სანაპიროებთან, ატლანტის ოკეანეში, ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს.
სკაილები - დედამიწის ირგვლივ ფრენისათვის განკუთვნილი ამერიკული ორბიტალური სადგური. ორბიტაზე გაყვანილ იქნა 14.05.1973 წელს, არსებობა შეწყვიტა 11.07.1979 წელს.
სკაიპი (ინგლ. Skype) - პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ინტერნეტში კომპიუტერებს შორის ინფორმაციის მიღება-გადაცემა ტექსტური შეტყობინების, ხმოვანი თუ ვიზუალური ფორმით ასევე ფასიანი დაკავშირება ჩვეულებრივ სატელეფონო აბონენტებთან. შეიქმნა 2003 წელს.
სკაიტერიერი (ინგლ.) - გრძელბეწვიანი დეკორატიული ძაღლების ჯიში შოტლანდიური ტერიერების ჯგუფისა.
სკაკი გრეტა - იტალიელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1960 წელს).
სკალა (ლათ.)
1) სხვადასხვა ხელსაწყოში - დანაყოფებიანი სახაზავი ან ციფერბლატი.
2) რიცხვთა სისტემა, რომელიც მიღებულია რაიმე სიდიდეთა გასაზომად, შესაფასებლად ან განსასაზღვრავად.
სკალა ივან - ჩეხი პოეტი (დაიბადა 1922 წელს).
სკალარი (ლათ.) - სიდიდე, რომლისთვისაც დამახასიათებელია მხოლოდ რიცხვითი მნიშვნელობა.
სკალატი - ქალაქი უკრაინის ტერნოპოლის ოლქში.
სკალდები - ძველი სკანდინავიელი პოეტი-მომღერლები, რომლებიც თხზავდნენ სიმღერებს ვიკინგების ლაშქრობებზე.
სკალიგერი იული ცეზარ (ჟიულ სეზარ) (ნამდვილი სახელი და გვარი კულიო ბორდონი) - ფრანგი ფილოლოგი, კრიტიკოსი, პოეტი, ექიმი (1484-1558 წწ).
სკალიგერი ჟოზეფ ჟიუსტ (იოზეფუს იუსტუს) - ფრანგი ჰუმანისტი, წარმოშობით იტალიელი (1540-1609 წწ).
სკალიჩკა ვლადიმირ - ჩეხი ენათმეცნიერი (1909-1990 წწ).
სკალპელი (ლათ.) - პატარა ქირურგიული დანა.
სკალპი (ინგლ.) - თავის კანი თმებიანად, რომელსაც აძრობდნენ დამარცხებულ მტერს და მიჰქონდათ ნადავლის სახით (ჩვეულებად ჰქონდათ ველურ ტომებს: გალებს, სკვითებს, ამერიკის ინდიელებს და სხვა).
სკალპირება - ზოგი ველური ტომის სამხედრო ჩვეულება - დამარცხებული მტრის სკალპის ახდა.
სკალფარო ოსკარ ლუიჯი - იტალიის პრეზიდენტი 1992-99 წლებში (დაიბადა 1918 წელს)
სკამანდროსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად: 1) ჰექტორისა და ანდრომაქეს ვაჟი, რომელსაც ტროელებმა ასტიანაქტი შეარქვეს. 2) ტროელი გმირი, სტროფიოსის ვაჟი, მოკლა მენელაოსმა.
სკამი (ლათ.-დან) - დასაჯდომი ავეჯი (დგამი), ჩვეულებრივ ხისა, ფეხებიანი და ზურგიანი.
სკამლოგინი - მთლიანი ხის გრძელი და ფართო სკამი, რომელსაც საწოლადაც იყენებენ.
სკამოცი ვინჩენცო - იტალიელი არქიტექტორი (1552-1616 წწ).
სკანდა - ინდუისტურ მითოლოგიაში - მებრძოლი ღმერთი, ციური ლაშქრის წინამძღოლი.
სკანდაგუპტა - ჩრდილოეთ ირლანდიის მმართველი (455 - 467 წწ).
სკანდალი (ფრანგ.) - გახმაურებული სამარცხვინო შემთხვევა; აურზაური, აყალმაყალი, ჩხუბი.
სკანდალისტი - სკანდალის ამტეხი, ჩხუბისთავი.
სკანდალური - სკანდალის ხასიათისა, სენსაციური, აურზაურის გამომწვევი.
სკანდარნოვა გიორგი (ნამდვილი გვარი სკანდარიანი) - ძველი თბილისის პოეზიის წარმომადგენელი (1850-1917 წწ).
სკანდე - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (ზედა საზანოს თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ჩხარის (ყვირილის აუზი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 400 მეტრი, თერჯოლიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 561 ადამიანი.
სკანდერბეგი (გეორგ კასტრიოტი) - ალბანეთის ეროვნული გმირი (1405-1468 წწ).
სკანდინავიზმი - მიმდინარეობა სკანდინავიური ქვეყნების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც ნერგავს მათი სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული გაერთიანების იდეას.
სკანდინავიის მთები - მთათა სისტემა შვედეთსა და ნორვეგიაში.
სკანდინავიის ნახევარკუნძული - ევროპის უდიდესი ნახევარკუნძული (1900 კმ სიგრძის, 800 კმ სიგანის), მდებარეობს ევროპის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
სკანდინავისტიკა - მეცნიერებათა კომპლექსი, რომელიც სკანდინავიის ქვეყნების ენებს, ლიტერატურას, დამწერლობას, ისტორიას და ეკონომიკას შეისწავლის.
სკანდირება (ლათ.) - მკაფიოდ, დამარცვლით წარმოთქმა (ლექსისა, სიტყვისა ტრიბუნასთან).
სკანდის ციხე - შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე დასავლეთ საქართველოში. იმერეთში, სოფელ სკანდის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) ჩრდილოეთ მხარეს, მაღალ კლდოვან გორაკზე. ააგო IV საუკუნეში ეგრისის სამეფო ხელისუფლებამ ქართლის საზღვარზე, მნიშვნელოვან გზაგასაყარზე, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ქვემო იმერეთთან და შავიზღვისპირეთთან აკავშირებდა.
სკანდიუმი (ბერძნ.) (შც) - ქიმიური ელემენტი, იშვიათი რბილი ლითონი; ადვილად ხერხდება მისი დამუშავება (ჭედვა, გლინვა, შტამპვა). ატომური ნომერი 21, ატომური მასა 44,956.
სკანერი - აპარატი სკანირებისათვის.
სკანთორპი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის ჰამბერსაიდის საგრაფოში (ინგლისი).
სკანირება (ინგლ.)
1) მართული სივრცობრივი გადაადგილება გარკვეული კანონის მიხედვით რაიმე სხივის ანდა რისამე კონისა
2) რადიოლოგიაში - რადიოაქტიური პრეპერატების განაწილების გამოკვლევა, რომლებიც შეჰყავთ ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში დიაგნოსტიკური, სამკურნალო ან გამოკვლევის მიზნით.
3) კომპიუტერულ საქმიანობაში - ტექსტის ან ფოტოს გადაღება სპეციალური პერიფერიული დანადგარის მიხედვით და ვიზუალური ინფორმაციის ჩაწერა.
სკანსენი - ღია ცის ქვეშ მოწყობილი მუზეუმი, სადაც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილია და გამართულია საცხოვრებელი და დამხმარე ნაგებობები.
სკაპოლითი (ბერძნ.) - მინერალების ჯგუფი სილიკატების კლასისა; იყენებენ როგორც სანაკეთო მასალას; ქანების გამოფიტვის პროცესში მის ხარჯზე წარმოიქმნება კაოლინი.
სკარაბეუსი (ლათ.)
1) ფუნაგორია ხოჭო ერთგვარი; ძველ ეგვიპეში ითვლებოდა მზის ღვთაების ერთ-ერთ გამოვლინებად.
2) ხოჭოს ფიგურა, რომელსაც ეგვიპტელები აკეთებდნენ ძვირფასი ქვისა ან მოჭიქული თიხისაგან.
სკარაინისი ოლეგს - ლატვიელი მოქანდაკე (დაიბადა 1923 წელს).
სკარამუში (სკარამუჩა) (ფრანგ.) - იტალიური “ნიღბების კომედიის” პერსონაჟი - მშიშარა, ტრაბახა, გაქნილი, ქალების მუსუსი.
სკარიფიკატორი (ინგლ.)
1) სასოფლო-სამეურნეო მანქანა თესლის სკარიფიკაციისათვის.
2) მედიცინაში - პატარა დანა, რომლითაც კაწრავენ კანს ყვავილის, დიფთერიის, ქუნთრუშის აცრის დროს.
სკარიფიკაცია (ლათ.) - ზოგი მცენარის ნელა მზარდი თესლის მაგარი გარსის მექანიკური დაზიანება თესლის გაღვივების დასაჩქარებლად.
სკარლატი ალესანდრო - იტალიელი კომპოზიტორი (1660-1725 წწ).
სკარლატი ჯუზეპე დომენიკო - იტალიელი კომპოზიტორი, ორგანისტი და კლავესინისტი (1685-1757 წწ).
სკარნი (შვედ.) - ქანი, რომელიც შედგება კალციუმის, მაგნიუმისა და რკინის სილიკატებისაგან.
სკარონი პოლ - ფრანგი მწერალი (1610-1660 წწ).
სკაროსი - ზვიგენისნაირთა ქვერიგის თევზი. ბინადრობს ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში.
სკარპელი (იტალ.) - მოქანდაკის იარაღი ქვის სუფთად დამუშავებისათვის; წარმოადგენს ლითონის ღეროს; მისი ერთი ბოლო ნიჩაბივით არის გაფართოებული და ბასრი, გალესილი პირი აქვს. მეორე (ბლაგვი) ბოლოდან ურტყამენ ხის ჩაქუჩს.
სკასი რაფაელო - ნეაპოლელი (ზოგიერთი ცნობით - ფრანგი) მეწარმე; აქვს ცნობები საქართველოს შესახებ (1820-იანი წლები).
სკატები (სკანდინ.) - თევზები ზვიგენისებრთა რაზმისა (ზღვის მელია, ზღვის კატა და სხვა). აქვთ ხრტილოვანი ჩონჩხი. ზოგი გვარეობისანი შეიარაღებული არიან ელექტრული ორგანოებით.
სკატი (გერმ.) - ბანქოს თამაში.
სკატოლი (ბერძნ.) - ორგანული ნაერთი, ცილების ლპობის პროდუქტი. შედის განავლის შემადგენლობაში და აძლევს მას დამახასიათებელ სუნს.
სკაუდვილე - ქალაქი ლიტვაში.
სკაუტი (ინგლ.) - იგივე ბოისკაუტი.
სკაუტიზმი (ინგლ.) - სკოლისგარეშე აღზრდის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სისტემა დასავლეთის ქვეყნებში. ბავშვთა და მოზარდთა ორგანიზაციების მუშაობის საფუძველი. წარმოიშვა დიდ ბრიტანეთში XX საუკუნის დასაწყისში.
სკაუტმასტერი (ინგლ.) - ბოისკაუტების რაზმის უფროსი.
სკაფანდრი (ფრანგ.) - მყვინთავის წყალშეუვალი კოსტიუმი. კოსმონავტის, სტრატონავტის სპეციალური კოსტუმი, რომელსაც აქვს ჩაფხუტი და სასუნთქი აპარატი.
სკები (ინგლ.) - შტრაიკბრეხერების სალანძღავი მეტსახელი აშშ-სა და ინგლისში.
სკეიტბორდი (ინგლ.) - გორგოლაჭებიანი პატარა ფიცარი, რომელზედაც ორივე ფეხით დგებიან და ისე მოძრაობენ; ჩაისახა კალიფორნიაში XX საუკუნის 60-იან წლებში.
სკელეტონი (ინგლ.) - სპეციალური მარხილით ჩქაროსნული დაშვების ერთ-ერთი სახეობა.
სკენე (ბერძნ.) - ძველ ბერძნულ თეატრში - დროებითი ხის ნაგებობა, სადაც მსახიობები ტანისამოსს იცვლიდნენ.
სკენერი - იხილე სკანერი.
სკენექტადი - ქალაქი აშშ-ს ნიუ-იორკის შტატში (70 ათასი).
სკენირება - იხილე სკანირება.
სკენოგრამა - სკენირების დროს გადაღებული სურათი.
სკეპარნა - დასავლეთ აბაზგიის მთავარი VI საუკუნეში.
სკეპტიკოსი
1) სკეპტიციზმის მიმდევარი.
2) ადამიანი, რომელიც ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს, უნდობლობით ეკიდება.
სკეპტიკური - სკეპტიციზმით განმსჭვალული; კრიტიკულად განწყობილი, უნდობელი, ეჭვიანი.
სკეპტიციზმი - იდეალისტური ფილოსოფიური მიმართულება, რომელიც უარყოფს ობიექტური სინამდვილის შემეცნების შესაძლებლობას; კრიტიკული, უნდობლური დამოკიდებულება, დაეჭვება რისამე სისწორეში ან შესაძლებლობაში.
სკერცო (იტალ.) - ჩქარტემპიანი პატარა მუსიკალური ნაწარმოები; დიდი ნაწარმოების (სიმფონიის, სონატის) ნაწილი ასეთი ტემპისა.
სკეტინგ-რინკი (ინგლ.) - მოასფალტებული მოედანი ან ხის იატაკი გორგოლაჭებიანი ციგურებით სარბენად.
სკეტჩი (ინგლ.) - სახუმარო შინაარსის მცირე საესტრადო პიესა.
სკეფსისი (ბერძნ.) - იგივეა, რაც სკეპტიციზმი.
სკვაირი (ინგლ.)
1) ინგლისში - თავადაზნაურული ტიტულის ესკვაირის შემოკლებული ფორმა.
2) ინგლისსა და აშშ-ში - მოსამართლეთა და ადგილობრივ თანამდებობის პირთა ტიტული.
სკვაირზი იუან - ინგლისელი ფიზიკოსი (1933-1996 წწ).
სკვანა - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.
სკვარცინა (სკუარცინა) - იტალიელი რეჟისორი და დრამატურგი (დაიბადა 1922 წელს).
სკვატერები - იხილე სკვოტერები.
სკვერი (ინგლ.) - მცირე ზომის საზოგადოებრივი ბაღი ქალაქში.
სკვითე (სკვითი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სკვითების ტომის წინაპარი და ეპონიმი, ჰერაკლესა და ექიდნეს ვაჟი.
სკვითები - ძველირანული ტომები; მოსახლეობდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში. ძვ.წ.აღ. VI საუკუნეში განდევნეს კიმერიელებმა.
სკვითინები - ძველი დასავლურ-ქართული ტომი; ბინადრობდნენ მდინარე ჭოროხიდან ტრაპეზუნტმდე.
სკვიმნია - დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მხარის - ლეჩხუმის - სახელწოდება ბიზანტიურ წყაროებში.
სკვინჩა - იგივეა, რაც ნიბლია.
სკვირა - ქალაქი უკრაინის კიევის ოლქში.
სკვირეთი - ძველი ქართული სამეფოს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული - ხევი, რომელიც სამშვილდის საერისთავოში შედიოდა.
სკვოტერები (ინგლ.)
1) ფერმერები, რომლებიც თვითნებურად იპყრობდნენ მიწის თავისუფალ, დაუმუშავებელ ნაკვეთებს ჩრდილოეთ ამერიკის, ავსტრალიისა და ზოგი სხვა ქვეყნის კოლონიზაციის დროს.
2) წვრილი მეიჯარეები.
3) ინგლისში - ახალგაზრდები, რომლებიც იკავებენ ხოლმე ცარიელ სახლებს და შიგ შეჰყავთ უბინაოები.
4) უსახლკარო ღატაკები.
სკიავონე ანდრეა (ნამდვილი გვარი მედულიჩი) - იტალიელი ფერმწერი (1522-1563 წწ).
სკიალოგია (ბერძნ.) - რენტგენოლოგიის ნაწილი, რომელიც რენტგენული გამოსახულების წარმოქმნის კანონზომიერებებს შეისწავლის.
სკიაპარელი ჯოვანი ვირჯინიო - იტალიელი ასტრონომი (1835-1910 წწ).
სკიბობი (ინგლ.) - სპეციალური მარხილით მთიდან ჩქარი დაშვების ერთ-ერთი სახეობა.
სკიდელი - ქალაქი ბელორუსიის გროდნოს ოლქში.
სკიდმორი ტომას - აშშ-ს მუშათა მოძრაობის მოღვაწე (გარდაიცვალა 1832 წელს).
სკიერნიევიცე - ქალაქი პოლონეთის ცენტრალურ ნაწილში, ამავე სახელწოდების სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (45 ათასი).
სკივრი - ტანსაცმლისათვის განკუთვნილი სახურავიანი დიდი ყუთი.
სკიკდა (ყოფილი ფილიპვილი) - ქალაქი ალჟირში, ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი.
სკილა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად: 1) ფორკოსისა და ჰეკატეს ქალიშვილი, ექვსთავიანი, გრძელკისრებიანი და თორმეტფეხიანი ურჩხული. 2) მეგარის ერთ-ერთი მეფის ქალიშვილი, რომელმაც საყვარლის გულისთვის მამა გაწირა და ამის გამო კლდედ აქციეს.
სკილე - სკვითების მეფე (ძვ.წ.აღ. V საუკუნე).
სკილურე - სკვითების მეფე (ძვ.წ.აღ II საუკუნე).
სკინდორი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (პერევისის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ფრონეს მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 555 მეტრი. ჭიათურიდან - 11 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 749 კაცი.
სკინერი ბერეს ფრედერიკ - ამერიკელი ფსიქოლოგი (1904-1990 წწ).
სკინტავა - მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჩიხურის მარცხენა შენაკადი.
სკინტლი - ფრინველების განავალი, სკორე.
სკიო - ქალაქი იტალიის ვიჩენცეს პროვინციაში.
სკიოლბორგი იოჰან - დანიელი მწერალი (1861-1936 წწ).
სკიპა ტიტო - იტალიელი მომღერალი (ლირიკული ტენორი) (1889-1965 წწ).
სკიპალო - ბალახოვანი მცენარე გოქშოსებრთა ოჯახისა.
სკიპი
1) მდინარე ტყიბულის მუნიციპალაიტეტში, ერთვის ტყიბულის წყალსაცავს.
2) (ინგლ.) - რკინის ყუთი, რომელიც ავტომატურად იტვირთება და იცლება; იყენებენ მადნის, ნახშირის და მისთანების ასაწევად.
სკიპიდარი (რუს.) - მძაფრი სუნის მქონე მოყვითალო სითხე; იყენებენ მედიცინაში და ლაქ-საღებავების წარმოებაში; ბელეკონი.
სკიპტრა (ბერძნ.) - სამეფო კვერთხი, მეფის ძალაუფლების ერთ-ერთი ნიშანი.
სკირეთისღელე - მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, საკალმახეღელის სათავე.
სკირონი - ძველბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლეგენდარული ყაჩაღი, რომელიც შეპყრობილ მგზავრს აიძულებდა ფეხი დაებანა მისთვის და შემდეგ მას ზღვაში ახრჩობდა. მოკლა თეზევსმა.
სკიტალეცი (ნამდვილი გვარი პეტროვი) სტეფანე - რუსი მწერალი (1869-1941 წწ).
სკიუდერი მადლენ დე - ფრანგი მწერალი ქალი (1607-1701 წწ).
სკიფი (ინგლ.) - გრძელი და ვიწრო სპორტული ნავი.
სკკპ - (აბრევიატურა) საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია.
სკლადანოვსკი მაქს - გერმანელი გამომგონებელი, კინემატოგრაფის ერთ-ერთი შემქმნელი (1863-1939 წწ).
სკლერა (ბერძნ.) - თვალის კაკლის გარეთა, თეთრი გარსი.
სკლერეიდები - სკლერენქიმის სტრუქტურული ელემენტები.
სკლერენქიმა (ბერძნ.) - მცენარის მექანიკური ქსოვილი; შედგება სქელკედლიანი, წაგრძელებული და ბოლოებწაწვეტებული, გახევებული უჯრედებისაგან.
სკლერიტი - მედიცინაში - სკლერის ანთება.
სკლერო (ბერძნ.) - რთულის სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს გამაგრებას, გამკვრივებას.
სკლეროდერმია (ბერძნ.) - ადამიანის ქრონიკული დაავადება; დამახასიათებელია კანის გამკვრივება, გამაგრება.
სკლეროზი (ბერძნ.) - მედიცინაში - სხვადასხვა ორგანოების ავადმყოფური გამკვრივება, რასაც იწვევს ფუნქციური ელემენტების დაღუპვა და მათი შეცვლა შემაერთებელი ქსოვილით.
სკლერომა (ბერძნ.) - ადამიანის სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციური დაავადება.
სკლერომეტრი (ბერძნ.) - სახელწოდება სხვადასხვა ხელსაწყოსი, რომლებითაც ზომავენ ლითონებისა და მინერალების სიმაგრეს.
სკლერონი - ალუმინის შენადნობი თუთიასთან, სპილენძთან, მანგანუმთან და სხვა ლითონებთან. იყენებენ მანქანათმშენებლობაში, საავიაციო მრეწველობაში.
სკლეროსკოპი (ბერძნ.) - ხელსაწყო ლითონებისა და სხვა მასალების სიმაგრის გასაზომად.
სკლეროტიკი - სკლეროზით დაავადებული ადამიანი.
სკლეროცინია - ჩანთიანი სოკოების გვარი ჰელოციასნაირთა რიგისა.
სკლეროციუმი - სოკოს მოსვენების სტადია, მიცელიუმის სახეცვლილება.
სკლეტერი (სლეიტერი) ფილიპ ლატლი - ინგლისელი ორნითოლოგი და ზოოგეოგრაფი (1829-1913 წწ).
სკლიაროსი ბარდა - ბიზანტიის პოლიტიკური მოღვაწე, მხედართმთავარი (გარდაიცვალა 991 წელს).
სკლიფოსოვსკი ნიკოლა - მხატვარი, პედაგოგი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1870-1935 წწ).
სკლიფოსოვსკი ნიკოლაი - რუსი ქირურგი (1836-1904 წწ).
სკლოდოვსკა-კიური მარი - ფიზიკოსი და ქიმიკოსი, ეროვნებით პოლონელი, 1903 და 1911 წლების ნობელის პრემიის ლაურეატი (1867-1934 წწ).
სკობლიკოვა ლიდია - რუსი სპორტსმენი ქალი (ციგურებით სირბილი), 1960-1964 წლების ოლიმპიური თამაშების 6-გზის ჩემპიონი (დაიბადა 1939 წელს).
სკოვოროდა გრიგოლ - უკრაინელი ფილოსოფოსი, პოეტი, პედაგოგი (1722-1794 წწ).
სკოვოროდინო (1938 წლამდე რუხლოვო) - ქალაქი რუსეთის ამურის ოლქში.
სკოლა (ბერძნ.)
1) სასწავლო დაწესებულება (უპირატესად დაწყებითი და საშუალო).
2) (გადატანით) რაც ცოდნას, გამოცდილებას აძლევს ადამიანს.
3) მიმდინარეობა, მიმართულება მეცნიერებაში, ხელოვნებაში, პოლიტიკაში.
სკოლა ეტორე - იტალიელი კინორეჟისროი (დაიბადა 1931 წელს).
სკოლადამთავრებული - ვინც სკოლა დაამთავრა.
სკოლამდელი
1) დაწყებით სკოლაში შესვლის წინა ხნისა.
2) ბავშვი სასკოლო ასაკამდე.
სკოლე - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში.
სკოლემი თურალფ ალბერტ - იხილე სკულემი თ.ა.
სკოლიასებრნი - მწერების რიგი სიფრიფანფრთიანების რიგისა.
სკოლიოზი (ბერძნ.) - ხერხემლის გვერდითი გამრუდება.
სკოლოპენდრა (ბერძნ.) - მრავალფეხა ცხოველი ფეხსახსრიანთა რაზმისა. სხეულის სიგრძეა 30 სმ-მდე. გავრცელებულია უპირატესად ტროპიკებში.
სკომოროხები - ძველ რუსეთში მოხეტიალე მსახიობები, მომღერლები, მოცეკვავეები.
სკომოროხოვი ნიკოლაი - ავიაციის მარშალი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1920 წელს).
სკონე - ნახევარკუნძული შვედეთში.
სკოპი (ბერძნ.) - რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს დაკვირვებისათვის საჭირო ხელსაწყოს.
სკოპია (ბერძნ.) - რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს დაკვირვებას, რისამე ვიზუალურ შესწავლას.
სკოპიე (სკოპლე) - მაკედონიის დედაქალაქი; როგორც ქალაქი, ცნობილია VII საუკუნიდან; 1946 წლიდან მაკედონიის დედაქალაქია იუგოსლავიის შემადგენლობაში და შემდეგ დამოუკიდებელი ქვეყნისა (565 ათასი).
სკოპინი - ქალაქი რუსეთის რიაზანის ოლქში.
სკოპლე - იხილე სკოპიე.
სკოპოლია - მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა.
სკორბუტი (გერმ.) - იგივე სურავანდი.
სკორდატურა (იტალ.) - სიმებიანი მუსიკალური საკრავის ჩვეულებრივი აწყობილობის დროებითი შეცვლა, მისი აწყობის უჩვეულო ხერხი.
სკორე - ცხოველთა განავალი.
სკორელი იან ვან - ნიდერლანდელი ფერმწერი (1495-1562 წწ).
სკორზბი - ყურე კუნძულ გრენლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან.
სკორინა ფრანცისკ - ბელორუსი მესტამბე და განმანათლებელი (დაახლოებით 1490-1551 წწ).
სკორმეთი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
სკორობოგატოვი კონსტანტინე - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1887-1969 წწ).
სკოროდიტი (ბერძნ.) - მინერალი, დარიშხანის ნაერთი რკინასთან და ჟანგბადთან. წარმოადგენს ნედლეულს დარიშხანის მისაღებად. დარტყმის დროს გამოსცემს ნივრის სუნს.
სკოროდუმოვი გავრილა - რუსი გრავიორი და მინიატურის მხატვარი (1755-1792 წწ).
სკორსეზე მარტინ - იტალიური წარმოშობის ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი (დაიბადა 1942 წელს).
სკოტები - კელტური ტომების ჯგუფი; სულ პირველად ცხოვრობდნენ ირლანდიაში. შემდეგ მათი ნაწილი გადასახლდა ბრიტანეთის ჩრდილოეთში და IX საუკუნეში დააარსეს სამეფო - შოტლანდია.
სკოტი დეივიდ - აშშ-ს კოსმონავტი-მფრინავი, სამი კოსმოსური ფრენის მონაწილე 1966, 1969 და 1971 წლებში (დაიბადა 1932 წელს).
სკოტი დიუკინფილდ ჰენრი - ინგლისელი ბოტანიკოსი (1854-1934 წწ).
სკოტი რობერტ ფოლკონ - ანტრაქტიდის ინგლისელი მკვლევარი (1868-1912 წწ).
სკოტი სირილ მეირ - ინგლისელი კომპოზიტორი (1879-1970 წწ).
სკოტი უოლტერ - ინგლისელი მწერალი (1771-1832 წწ).
სკოტის ზღვა - იხილე სკოშის ზღვა.
სკოტის კუნძული - კუნძული წყნარ ოკეანეში, ანტარქტიკაში.
სკოტის ნაპირი - ვიქტორიის მიწა (ანტარქტიდა).
სკოტლენდ-იარდი (ინგლ.) - ლონდონის პოლიციის ცენტრალური სამმართველოს სახელწოდება.
სკოტსდეილი - ქალაქი აშშ-ს არიზონის შტატში.
სკოუკი - ქალაქი აშშ-ს ილინოისის შტატში.
სკოფილდი პოლ - ინგლისელი მსახიობი (დაიბადა 1922 წელს).
სკოშის ზღვა - სამხრეთ ოკეანის ატლანტიკური სექტორის ნაწილი.
სკოჩი (ინგლ.) - შოტლანდიური ვისკი.
სკოჩილასი ვლადისლავ - პოლონელი გრავიორი და ფერმწერი (1883-1934 წწ).
სკოჩიმარო მაურო - იტალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1895-1972 წწ).
სკრა - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
სკრაბი (ინგლ.) - ბუჩქნარი ავსტრალიის ველებსა და ნახევრად უდაბნოებში; უპირატესად შედგება გვალვაგამძლე მარადმწვანე მცენარეებისგან.
სკრამი ამალია - ნორვეგიელი მწერალი ქალი (1847-1905 წწ).
სკრანტონი - ქალაქი აშშ-ს პენსილვანიის შტატში.
სკრაუპი ზდენკო ჰანს - ავსტრიელი ქიმიკოსი (1850-1910 წწ).
სკრები (სკრაბი) - ქსეროფილური ბუჩქნარი ავსტრალიის მშრალ რეგიონებში.
სკრეპერი (ინგლ.) - მიწის სათხრელი და სატრანსპორტო მანქანა, რომელსაც იყენებენ სამშენებლო და სამთო საქმეში.
სკრიაბინი ალექსანდრე - რუსი კომპოზიტორი და პიანისტი (1872-1915 წწ).
სკრიბი ოგიუსტენ ეჟენ - ფრანგი დრამატურგი (1791-1861 წწ).
სკრიპტორიუმი - ძველად ევროპის მონასტრებში - ცალკე გამოყოფილი ოთახი საწერად; ხელნაწერთა დასამზადებელი სახელოსნო.
სკრუბერი (ინგლ.) - სითხეებით აირის გასაწმენდი აპარატი.
სკრუპული (ლათ.) - სააფთიაქო სასწორის ძველებური ერთეული: უდრის 20 გრანს (1,24 გრამს).
სკრუპულოზური
1) ზედმიწევნით ზუსტი; დაწვრილებითი.
2) წვრილმანური.
სკუარცინა ლუიჯი - იტალიელი რეჟისორი და დრამატურგი (დაიბადა 1922 წელს).
სკუატერები - იხილე სკვოტერები.
სკუდიერი ჯოვანი - იტალიური წარმოშობის არქიტექტორი, თბილისის საქალაქო ხუროთმოძღვარი 1846 წლიდან (1817-1851 წწ).
სკუდო (იტალ.) - ძველებური იტალიური ოქროს ან ვერცხლის მონეტა.
სკულემი თურალფ ალბერტ - ნორვეგიელი მათემატიკოსი (1887-1963 წწ).
სკულმე ოტო - ლატვიელი ფერმწერი და თეატრის მხატვარი (1889-1967 წწ).
სკულმე ჯემა - ლატვიელი ფერმწერი ქალი (დაიბადა 1925 წელს).
სკულპტორი (ლათ.) - მოქანდაკე.
სკულპტურა - ქანდაკება; ქანდაკების ხელოვნება.
სკულპტურული - ქანდაკების ხასიათისა.
სკულტე ადოლფს - ლატვიელი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1909-2001 წწ).
სკუმბრია (ბერძნ.) - ზღვის თევზი თითისტარის მოყვანილობისა; მისგან ამზადებენ კონსერვებს.
სკუნიში ზიგმუნდს - ლატვიის სახალხო მწერალი (დაიბადა 1926 წელს).
სკუნსი (ინგლ.) - პატარა მტაცებელი ცხოველი; აქვს მუქი ყავისფერი ბეწვი; საფრთხის დროს კუდის ქვევიდან გადმოასხამს ხოლმე მყრალ სითხეს მტრის დასაფრთხობად.
სკუოდასი - ქალაქი ლიტვაში.
სკუპა იოსეფ - ჩეხი თეატრალური მოღვაწე, მსახიბი და რეჟისორი (1892-1957 წწ).
სკუპი - ჩაჯდომით გადახტომა, ნახტომი.
სკუპშჩინა (სერბ.-ხორვატ.) - იუგოსლავიის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.
სკურა - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
სკურდა - მთა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე.
სკურდი - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.
სკურდიდი - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.
სკურდულა - მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ხანისწყლის მარცხენა შენაკადი.
სკურდუმი - მდინარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ნატანების მარჯვენა შენაკადი.
სკურდუმისღელე - მდინარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კალაშის მარცხენა შენაკადი.
სკურია - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.
სკურჩა - მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.
სკუტერი (ინგლ.)
1) ერთადგილიანი სასპორტო ნავი, პატარა გლისერი, რომელსაც კიდული ძრავა აქვს.
2) ძრავის მქონე მარხილი.
სკუფია (ბერძნ.) - წვეტიანი რბილი ქუდი (შავი ან იისფერი ხავერდისა), რომელსაც ატარებენ მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურნი.
სკუტეცკი დომინიკ (დომენიკო) - სლოვაკი ფერმწერი (1848-1921 წწ).
![]() |
1.8 სლ |
▲back to top |
სლაბი (ინგლ.) - სწორკუთხა განივჭრილის მქონე ფოლადის ნამზადი.
სლაბინგი (ინგლ.) - დიდი საგლინავი დგანი, რომელშიც ხდება ფოლადის მსხვილი ზოდების გადამუშავება ბრტყელ ნამზადებად (სლაბებად).
სლადეკი იოსეფ ვაცლავ - ჩეხი პოეტი (1845-1912 წწ).
სლადკი იან (მეტსახელი კოზინა) - ხოდების ანტიფეოდალური აჯანყების (1692-93 წწ) მეთაური ჩეხეთში (გარდაიცვალა 1622 წელს).
სლადკოვიჩი ანდრეი (ნამდვილი სახელი და გვარი ონდრეი ბრაქსატორისი) - სლოვაკი პოეტი (1820-1872 წწ).
სლადკოვსკი კარელ - ჩეხეთის პოლიტიკური მოღვაწე, 1848 წლის პრაღის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1823-1880 წწ).
სლავგოროდი - ქალაქი რუსეთის ალთაის მხარეში.
სლავები - ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები მონათესავე ხალხები (რუსები, უკრაინელები, ბელორუსები, პოლონელები, ჩეხები, სლოვაკები, ბულგარელები, სერბები და სხვა).
სლავეიკოვი პენჩო პეტკოვ - ბულგარელი პოეტი (1827 ან 1828 - 1895 წწ).
სლავია - აღმოსავლელ სლავთა პოლიტიკური გაერთიანება.
სლავიანსკი - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში.
სლავიკი ფრანტიშეკ - ჩეხი გეოლოგი (1876-1957 წწ).
სლავინი (ნამდვილი გვარი კუცინი) დანიელ - რუსი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი; მოღვაწეობდა გრიბოედოვის სახელობის თეატრში (1907-1979 წწ).
სლავისტიკა - სლავური ენების, ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის შემსწავლელ მეცნიერებათა ერთობლიობა; სლავთმცოდნეობა.
სლავიჩეკი ანტონინ - ჩეხი ფერმწერი (1870-1910 წწ).
სლავიჩეკი იან - ჩეხი ფერმწერი (1900-1970 წწ).
სლავიჩი იოან - რუმინელი მწერალი (1848-1925 წწ).
სლავკოვი - ქალაქი ჩეხეთის სამხრეთ მორავიის ოლქში.
სლავონსკი-ბროდი - ქალაქი ხორვატიაში.
სლავური - სლავების დამახასიათებელი, მათთან დაკავშირებული.
სლავუტა - ქალაქი უკრაინის ხმელნიცკის ოლქში.
სლაიდი (ინგლ.)
1) რბოლისათვის განკუთვნილ ნავში - მოძრავი დასაჯდომი, რომელიც ნიჩბის მოსმის დროს სრიალებს წინ და უკან.
2) იგივეა, რაც დიაპოზიტივი.
სლალომი (ნორვეგ.) - შეჯიბრება თხილამურებით მთიდან სწრაფდაშვებაში მიხვეულ-მოხვეული მარშრუტით.
სლალომისტი - მოთხილამურე, რომელიც სლალომშია გაწაფული.
სლამეტი - მოქმედი ვულკანი ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე.
სლანა - იხილე შაიო.
სლანის მთები - იხილე პრეშოვის მთები.
სლანსკი რუდოლფ - ჩეხოსლოვაკიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1901-1952 წწ).
სლანცი - ქალაქი რუსეთის ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგის) ოლქში.
სლაპასლუპი - სვლეპით ჭამის ხმა.
სლატინა - ქალაქი რუმინეთში, ოლტის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი.
სლაუ - ქალაქი დიდი ბრიტანეთის დიდი ლონდონის სამრეწველო ზოლში.
სლაუერჰოფი იან იაკობ (ფსევდონიმი ჯონ რავენსვუდი) - ნიდერლანდელი მწერალი (1898-1936 წწ).
სლაქსი (ინგლ.) - შარვალი, რომლის ტოტები ბოლოში გაფართოებულია.
სლეიტერი ჯონ კლარკ - ამერიკელი ფიზიკოსი (1900-1976 წწ).
სლეიტერსი იან (იოჰანეს) - ჰოლანდიელი ფერმწერი (1881-1957 წწ).
სლეიტონი დონალდ - აშშ-ს კოსმონავტი, 1975 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1924 წელს).
სლენგი (ინგლ.)
1) ინგლისურ ენაში - სიტყვა ან გამოთქმა, რომელსაც ხმარობენ გარკვეული პროფესიის, წრის ადამიანები.
2) ინგლისური ენის ამერიკული ჟარგონი.
სლეპცოვი ვასილი - რუსი მწერალი (1836-1878 წწ.)
სლესა - ისტორიული სოფელი სამხრეთ საქართველოში, მდებარეობდა ახლანდელ სოფელ აწყურის მახლობლად.
სლეფოგტი მაქს - გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1868-1932 წწ).
სლივენი - ქალაქი აღმოსავლეთ ბულგარეთში, ამავე სახელწოდების ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი (110 ათასი).
სლიკინი - მოლიპულ ზედაპირზე (ყინულზე, თოვლზე....) ცურვა, სრიალი.
სლიპი (ინგლ.)
1) მოწყობილობა წყლიდან გემების ამოსაზიდად და წყალში ჩასაშვებად.
2) ვეშაპსაჭერი გემის დახრილი სიბრტყე, რომლის საშუალებითაც შეაცურებენ ხოლმე ვეშაპს გემბანზე.
სლიტერე - ნაკრძალი ლატვიაში, დაარსებულია 1957 წელს.
სლიუდიანკა - ქალაქი რუსეთის ირკუტსკის ოლქში.
სლიუსარენკო ზახარ - სატანკო ჯარების გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1907-1987 წწ).
სლიქტერი სამნერ ჰიუბერ - ამერიკელი ეკონომისტი (1892-1959 წწ).
სლიჩენკო ნიკოლაი - მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი; მოღვაწეობს მოსკოვის ბოშათა თეატრ „რომენში“ (დაიბადა 1934 წელს)
სლობოდსკოი - ქალაქი რუსეთის კიროვის ოლქში (35 ათასი).
სლობოზია - ქალაქი რუმინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, იალომიცას ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი (55 ათასი).
სლოგანი (ინგლ.) - სარეკლამო ლოზუნგი, დევიზი, რომელიც შეიცავს სარეკლამო იდეის შემოკლებულ, ადვილად აღსაქმელ, ეფექტურ ფორმულირებას.
სლოვაკები - სლოვაკიის ძირითადი მოსახლეობა.
სლოვაკეთი (სლოვაკეთის რესპუბლიკა, სლოვაკ. შლოვენსკა რეპუბლიკა).
- სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში. ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება ჩეხეთს, ჩრდილოეთით - პოლონეთს, აღმოსავლეთით - უკრაინას, სამხრეთით - უნგრეთს და სამხრეთ-დასავლეთით - ავსტრიას. ზღვაზე გასასვლელი არ აქვს.
- დამოუკიდებლობის დღე (ჩეხოსლოვაკიის დაშლის შედეგად) - 1993 წლის 1 იანვარი.
- ჰიმნი - „Nad Tatrou sa blyska“.
- მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული კრება.
- ფართობი - 48 845 კვ.კმ.
- დაყოფილია 8 ოლქად.
- მოსახლეობა - 5,5 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 111 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნეები კათოლიკეები არიან.
- ოფიციალური ენა - სლოვაკური.
- დედაქალაქი - ბრატისლავა.
- ვალუტა - ევრო.
- ქვეყნის კოდი - SVK.
- დროის სარტყელი - UTC +1.
- სატელეფონო კოდი - +421.
- internet-domeni - sk.
სლოვაკია - იხილე სლოვაკეთი.
სლოვაცკი იულიუშ - პოლონელი პოეტი (1809-1849 წწ).
სლოვაცკი-კრასი - პლატო ჩეხეთსა და უნგრეთში.
სლოვენია (სლოვენიის რესპუბლიკა, სლოვენ. Republika Slovenija).
- სახელმწიფო ცენტრალური ევროპის სამხრეთ ნაწილში. დასავლეთით ესაზღვრება იტალიას, ჩრდილოეთით - ავსტრიას, ჩრდილო-აღმოსავლეთით - უნგრეთს, აღმოსავლეთით და სამხრეთით - ხორვატიას. სამხრეთ-დასავლეთით აქვს გასასვლელი ადრიატიკის ზღვაზე.
- დამოუკიდებლობის დღე - 1991 წლის 25 ივნისი, ცნობილ იქნა 1992 წელს იუგოსლავიის ოფიციალური დაშლის შემდეგ.
- ჰიმნი - „Zdravljica“.
- მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი.
- ფართობი - 20 253 კვ.კმ.
- მოსახლეობა - 2 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 99 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნეები კათოლიკეები არიან.
- ოფიციალური ენა - სლოვენური.
- დედაქალაქი - ლიუბლიანა.
- ვალუტა - ევრო.
- ქვეყნის კოდი - SVN.
- დროის სარტყელი - UTC +1.
- სატელეფონო კოდი - +386.
- internet-domeni - si.
სლოვინსკი ალექსანდრე - ფერმწერი, სცენოგრაფი; იხილე სამეული.
სლოკა - ქალაქი ლატვიაში.
სლოკინი - ხორხისმიერი ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხმები, რომელთაც გამოსცემს ადამიანი დიაფრაგმის კრუნჩხვითი შეკუმშვის დროს.
სლონიმი - ქალაქი ბელორუსიის გროდნოს ოლქში (50 ათასი).
სლონიმსკი ანტონი - პოლონელი მწერალი (1895-1980 წწ).
სლოუნი ჯონ - ამერიკელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1871-1951 წწ).
სლოხტერენი - ქალაქი ნიდერლანდის გრონინგენის პროვინციაში.
სლუკსლუკი - ზედიზედ გამეორებული სლუკუნი.
სლუკუნი - გულამოსკვნით ხმამაღლა ტირილი ნაწყვეტ-ნაწყვეტი სუნთქვითა და სპეციფიკური ხმის გამოცემით.
სლუტერი კლაუს - ბურგუნდიელი მოქანდაკე, წარმოშობით ნიდერლანდელი (1340/1350 - 1406 წწ).
სლუფსკი - ქალაქი პოლონეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (100 ათასი).
სლუჩევსკი კონსტანტინე - რუსი მწერალი (1837-1904 წწ).
სლუჩი - მდინარე უკრაინის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე გორინის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 451 კილომეტრი).
სლუცკი - ქალაქი ბელორუსიის მინსკის ოლქში (60 ათასი).
სლუცკისი მიკოლას - ლიტვის სახალხო მწერალი (დაიბადა 1928 წელს).
![]() |
1.9 სმ |
▲back to top |
სმადა - სოფლების დიდი სმადისა და პატარა სმადის გავრცელებული სახელწოდება (ადიგენის მუნიციპალიტეტი).
სმალტა (გერმ.) - ფერადი გაუმჭვირავი მინა პატარა კუბების ან ფირფიტების სახით; იყენებენ მოზაიკაში.
სმარაგდი (ბერძნ.) - მინერალი, ძვირფასი ქვა მწვანე ფერისა (ზურმუხტი).
სმარაგოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, გამოწვის დროს თიხის ჭურჭლის დამამსხვრეველი დემონი.
სმარიდა - თევზი ქორჭილასნაირთა რიგისა; გავრცელებულია ატლანტის ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში.
სმარტი კრისტოფერ - ინგლისელი სატრიკოსი და სასულიერო პოეტი (1722-1771 წწ).
სმატსი იან კრისტიან - სამხრეთ აფრიკის პოლიტიკური მოღვაწე, ფილოსოფოსი (1723-1790 წწ).
სმბატ I ბაგრატუნი - სომხეთის მეფე 891-914 წლებში.
სმბატ II - ანისის სომხური სამეფოს მეფე 977-989 წლებში.
სმელა - ქალაქი უკრაინის ჩერკასის ოლქში (80 ათასი).
სმენა - ერთ-ერთი შეგრძნება, რომლის ორგანო ყურია.
სმენადაქვეითებული - ვისაც სმენა დაქვეითებული აქვს, ვისაც ყურში ცუდად ესმის.
სმენადახშული - ვისაც სმენა დახშული აქვს, ვისაც არ ესმის (ხმა. ხმაურობა).
სმენადობა - ბგერის მკაფიოდ ჟღერის ხარისხი.
სმერდი - ფეოდალზე დამოკიდებულ გლეხთა კატეგორია ძველ რუსეთში.
სმერჩი (რუს.) - ქარიშხალი, რომელიც აჩენს მტვრის ან წყლის უზარმაზარ სვეტს.
სმეტანა ბედრჟიხ - ჩეხი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი (1824-1884 წწ).
სმეტანინა რაისა - რუსი სპორტსმენი ქალი (მოთხილამურე), 1976, 1980 და 1992 წლების ოლიმპიური თამაშების ოთხგზის ჩემპიონი (დაიბადა 1952 წელს).
სმეტონა ანტანას - ლიტვის პირველი პრეზიდენტი 1926-40 წლებში (1874-1944 წწ).
სმეტსი იან კრისტიან - იხილე სმატსი ი.კ.
სმეში (ინგლ.) - ჩოგბურთში - დარტყმა, რომლითაც თავს ზემოთ მიმფრინავ ბურთს მოთამაშე აბრუნებს დაბლა, მოწინააღმდეგის მოედანზე.
სმით-ვესონი - ერთგვარი ძველებური რევოლვერი.
სმითი ადამ - შოტლანდიელი ეკონომისტი და ფილოსოფოსი (1723-1790 წწ).
სმითი ელი - ამერიკელი მისიონერი და ორიენტალისტი (1801-1857 წწ).
სმითი ვინსენტ ართურ - ინგლისელი ისტორიკოსი (1848-1920 წწ).
სმითი იან დაგლას - სამხრეთ როდეზიის (ზიმბაბვე) პოლიტიკური მოღვაწე (დაიბადა 1919 წელს).
სმითი უილიამ - ინგლისელი გეოდეზისტი და გეოლოგი (1769-1839 წწ).
სმითი ჯორჯ - ინგლისელი ასირიოლოგი და არქეოლოგი (1840-1876 წწ).
სმითის სრუტე - სრუტე გრენლანდიასა და ელზმირის მიწას შორის.
სმითსონიტი - მინერალი, ნახშირმჟავა თუთია; წარმოადგენს მადანს თუთიის მისაღებად.
სმილგისი ედუარდ - ლატვიელი რეჟისორი, მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1886 - 1966 წწ).
სმილტენე - ქალაქი ლატვიაში.
სმინთევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აპოლონის ეპითეტი ან ეპიკლესი, სიტყვასიტყვით ნიშნავს თაგვს, რადგან აპოლონი მინდვრის თაგვების გამანადგურებელი ღვთაებად ითვლებოდა.
სმირანინი ანატოლი - რუსი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა გრიბოედოვის სახელობის თეატრში (1892-1971 წწ).
სმირნა
1) თურქეთის ქალაქ იზმირის ძველი ბერძნული სახელწოდება.
2) ერთ-ერთი ძველი ბერძნული მითის თანახმად, ადონისის დედა.
სმირნენსკი ხრისტო (ნამდვილი სახელი და გვარი ხრისტო დიმიტროვ იზმირლიევი) - ბულგარელი პოეტი (1898-1923 წწ).
სმირნოვა ლიდია - რუსი კინომსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1915 წელს).
სმირნოვი ალექსი - რუსი მფრინავი, პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1917-1987 წწ).
სმირნოვი ბორის - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1908-1982 წწ).
სმისლოვი ვასილი - რუსი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს მე-7 ჩემპიონი 1957-58 წლებში (დაიბადა 1921 წელს).
სმიჩიკლასი ტადია - ხორვატი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე (1843-1914 წწ).
სმოგი (ინგლ.) - შავი სქელი ნისლი, რომელიც წარმოიქმნება ბოლისა და მჭვარტლისაგან დიდ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში.
სმოკინგი (ინგლ.) - შავი მაუდის პიჯაკი, რომელსაც ღია გული და აბრეშუმით გაწყობილი გრძელი გადანაკეცები აქვს.
სმოკტუნოვსკი (ნამდვილი გვარი სმოკტუნოვიჩი) ინოკენტი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1925-1994 წწ).
სმოლანდი - პლატო შვედეთში.
სმოლევიჩი - ქალაქი ბელორუსიის მინსკის ოლქში.
სმოლენსკი - ქალაქი რუსეთში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (350 ათასი).
სმოლენსკი ვლადისლავ (ფსევდონიმი ვ.გრაბიენსკი) - პოლონელი ისტორიკოსი (1851-1924 წწ).
სმოლეტი ტობაიას ჯორჯ - ინგლისელი მწერალი (1721-1771 წწ).
სმოლი ალბიონ ვუდბერი - ამერიკელი სოციოლოგი (1854-1926 წწ).
სმოლი რიჩარდ - ამერიკელი ქიმიკოსი, 1996 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1943 წელს).
სმოლიანი - ქალაქი ბულგარეთში, ამავე სახელწოდების ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი (35 ათასი).
სმოლიჩი დიმიტრი - უკრაინელი რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი
სმოლიჩი იური - უკრაინელი მწერალი (1900-1976 წწ).
სმოლიჩი ნიკოლაი - უკრაინელი რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1888-1968 წწ).
სმოლკა სტანისლავ - პოლონელი ისტორიკოსი (1854-1924 წწ).
სმოლნი - შენობა ლენინგრადში, რომელიც დაკავშირებულია 1917 წლის რევოლუციის მოვლენებთან.
სმოლუხოვსკი (ფონ სმოლან-სმოლუხოვსკი) მარიან - პოლონელი ფიზიკოსი (1872-1917 წწ).
სმორგონი - ქალაქი ბელორუსიის გროდნოს ოლქში (35 ათასი).
სმრეკი (ნამდვილი სახელი და გვარი ჩიეტეკი) იან - სლოვაკი პოეტი (1898-1985 წწ).
სმუგლიავიჩიუსი პრანციშკუს - ლიტველი ფერმწერი, ეროვნული ფერწერის სკოლის ფუძემდებელი (1745-1807 წწ).
სმუული იუჰან - ესტონეთის სახალხო მწერალი (1922-1971 წწ).
![]() |
1.10 სნ |
▲back to top |
სნაიდერსი ფრანს - ფლამანდელი ფერმწერი (1579-1657 წწ).
სნაიპერი (ინგლ.) - მსროლელი, რომელიც კარგად არის დაუფლებული მიზანში ზუსტად სროლას.
სნეგაროვი ივან - ბულგარელი ისტორიკოსი (1883-1971 წწ).
სნეგური მირჩა - მოლდავეთის პრეზიდენტი 1990-1996 წლებში (დაიბადა 1940 წელს).
სნეიკ-რივერი (გველის მდინარე) - მდინარე აშშ-ში, მდინარე კოლუმბიის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 1670 კილომეტრი).
სნეკვი
1) ყოფილი სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
2) IX-X საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმინდა გიორგის ეკლესია, მდინარე პატარა ლიახვის მარცხენა ნაპირზე.
სნელი ჯორჯ დეივის - ამერიკელი ბიოლოგი, 1980 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1903-1996 წწ).
სნელიუსი (სნელი) ვილებრორდ - ჰოლანდიელი ასტრონომი და მათემატიკოსი (1580-1626 წწ).
სნელმანი იუჰან ვილჰელმ - ფინელი ფილოსოფოსი, პუბლიცისტი (1806-1881 წწ).
სნეჟკა - მწვერვალი კრკონოშეს მთებში, სლოვაკიისა და პოლონეთის საზღვარზე.
სნეჟნოე - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში (70 ათასი).
სნეულება - ავადმყოფობა, დაავადება.
სნეული - რამე სენით, სნეულებით შეპყრობილი; ავადმყოფი.
სნეფრუ (სნოფრუ, ზეობის სახელი ნებმაატი) - ძველი ეგვიპტის ფარაონი, IV დინასტიის (ძვ.წ.აღ. 2723 - 2563 წწ) დამაარსებელი.
სნეჩკუსი ანტანას - ლიტვის კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი 1940-74 წლებში (1903-1974 წწ).
სნიადეცკი ანჯეი - პოლონელი ქიმიკოსი და ექიმი (1768-1888 წწ).
სნიარდვი - ტბა პოლონეთში (სიღრმე 23,5 მეტრი).
სნიგირევკა - ქალაქი უკრაინის ნიკოლაევის ოლქში.
სნო - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე სნოსწყლის ხეობაში. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს სოფლებს: ართხმო, აჩხოტი, ახალციხე, კარკუჩა, სნო, ქოსელი, ჯუთა). ზღვის დონიდან - 1760 მეტრი, სტეფანწმინდიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 418 კაცი.
სნობი (ინგლ.) - ადამიანი, რომელიც ცდილობს ზუსტად დაიცვას მოდა და ე.წ. კარგი ტონის წესები; პირი, რომელსაც დახვეწილი გემოვნების, მანერების და მისთანების პრეტენზია აქვს და ამით თავი მოაქვს, ქედმაღლობს.
სნობიზმი - სნობის ქცევა, მანერები.
სნორი სტურლუსონი - ისლანდიელი მწერალი, პოეტი (1178-1241 წწ).
სნოს თემის საკრებულო - იხილე სნო.
სნოს ციხე - შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში; პირველად მოიხსენიება XVIII საუკუნიდან.
სნოსწყალი (კარკუჩისწყალი, ღუდუშაურის არაგვი) - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თერგის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 27 კილომეტრი).
სნოუ ჩარლზ პერსი - ინგლისელი მწერალი (1905-1980 წწ).
სნოუბორდინგი - სათხილამურო სპორტის სახეობა - თოვლიან ფერდობზე სწრაფდაშვება ერთი სპეციალურად მოწყობილი თხილამურით.
სნოუდენი ფილიპ - ინგლისის პოლიტიკური მოღვაწე (1864-1937 წწ).
სნოუი-რივერი - მდინარე ავსტრალიაში, ერთვის ტასმანიის ზღვას.
სნუკ-ჰურგრონიე კრისტიან - ჰოლანდიელი ისლამმოცდნე (1857-1936 წწ).
![]() |
1.11 სო |
▲back to top |
სოარიში მარიუ - პორტუგალიის პრეზიდენტი 1986-96 წლებში (დაიბადა 1924 წელს).
სობატი - მდინარე ეთიოპიასა და სუდანში, თეთრი ნილოსის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 730 კილომეტრი).
სობინკა - ქალაქი რუსეთის ვლადიმირის ოლქში.
სობინოვი ლეონიდ - ოპერის რუსი მომღერალი (ლირიკული ტენორი) (1872-1934 წწ).
სობისი - სოფლების ზემო სობისისა და ქვემო სობისის გავრცელებული სახელწოდება (გორის მუნიციპალიტეტი).
სობოლი ანდრეი - რუსი მწერალი (1888-1926 წწ).
სობული მარიუს ალბერ - ფრანგი ისტორიკოსი (1914-1982 წწ).
სობჩაკი ანატოლი - რუსეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, 1991-1996 წლებში სანქტ-პეტერბურგის მერი, იურისტი (1937-2000 წწ).
სობხუზა II - სვაზილენდის მეფე 1921 წლიდან (1899-1982 წწ).
სოგე ანრი - ფრანგი კომპოზიტორი (1901-1989 წწ).
სოგმანი - ქვების ან ფიცრების ერთმანეთთან მჭიდროდ დასაკავშირებელი ჩადგმული კოტა.
სოდა (არაბ.)
1) სახელწოდება ნახშირმჟავას ნატრიუმის მარილებისა, რომელთაც ფართოდ იყენებენ ტექნიკასა და ყოფა-ცხოვრებაში.
2) თეთრი ფხვნილისებრი ნივთიერება, ორნახშირმჟავა, ნატრიუმი. იყენებენ მედიცინასა და კულინარიაში.
სოდევე - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ფასანაურის სადაბო საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ხანდოსხევის (მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 1860 მეტრი, დუშეთიდან - 51 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 7 კაცი.
სოდი ფრედერიკ - ინგლისელი რადიოქიმიკოსი, 1921 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1877-1956 წწ).
სოდოკუ (იაპონ.) - ადამიანის მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს სპიროქეტა სპირილლუმ მინუს.
სოდომი - ქალაქი ისრაელის სამხრეთის ოლქში.
სოდომი და გომორი - ითქმის დიდი გარყვნილების, არეულ-დარეულობის, დიდი ალიაქოთის, აურზაურის შესახებ (მდინარე იორდანეს შესართავთან მდებარე ორი ბიბლიური ქალაქის მიხედვით, რომელთა მცხოვრებლები გამოირჩეოდნენ ზნედაცემულობით და გარყვნილებით).
სოვა ანტონინ - ჩეხი პოეტი (1864-1928 წწ).
სოვატა - ქალაქი რუმინეთის ჟუდეცის ოლქში.
სოვდაგარი (სპარს.) - დიდი ვაჭარი, ბითუმად მოვაჭრე.
სოველი - იხილე სველი.
სოვერენი (ინგლ.) - ინგლისური ოქროს ფული, ერთი გირვანქა სტერლინგის ღირებულებისა.
სოვეტოლოგია - პოლიტიკური მეცნიერება, რომელიც ყოფილი სსრკ-ს ისტორიასა და მიმდინარე ცხოვრებას შეისწავლიდა.
სოვი ალფრედ - ფრანგი სოციოლოგი (1898-1990 წწ).
სოვრემენნიკი - მოსკოვის თეატრი. გაიხსნა 1957 წელს.
სოზომენე - V საუკუნის ბიზანტიელი საეკლესიო მწერალი.
სოია (იაპონ.) - ლობიოს მსგავსი კულტურული მცენარე; მისგან მზადდება ზეთი, ფქვილი, რძე...
სოია კარლ ერიკ მარტინ - დანიელი მწერალი (1896-1983 წწ).
სოიბათიასაული - გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში საპოლიციოს - ადმინისტრაციული აპარატის - მოხელე სამეფო კარზე.
სოიერი რაფაელ - ამერიკელი მხატვარი (1899-1985 წწ).
სოინარი (ლარჭემი) - მრავალღეროვანი სალამური, ძველი ბერძნული “პანის ფლეიტის” ქართული სახესხვაობა.
სოინჯი - ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე ბაიასებრთა ოჯახისა; აქვს დანაკვთული ფოთლები, იკეთებს ცისფერ ყვავილს. თესლი იხმარება სანელებლად.
სოიუზ - დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე ფრენისათვის განკუთვნილი საბჭოთა მრავალადგილიანი კოსმოსური ხომალდების სერიის სახელწოდება.
სოიურღალი - მემკვიდრეობით ნაწყალობევი მიწა, რომელსაც აძლევდნენ სამხედრო სამსახურისათვის ოქროს ურდოში.
სოკალი - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში.
სოკერი (ინგლ.) - ევროპული ფეხბურთის სახელწოდება ამერიკაში.
სოკი - მდინარე რუსეთში, ვოლგის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 363 კილომეტრი).
სოკო
1) უდაბლესი მცენარე, რომელიც სპორებით მრავლდება.
2) მცენარეული მიკროორგანიზმი.
სოკოვანი - სოკოს მოქმედებით გამოწვეული.
სოკოკვერცხა - იგივეა, რაც ნიყვი.
სოკოლი - ქალაქი რუსეთის ვოლოგდის ოლქში (45 ათასი).
სოკოლოვა ლუბოვ - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1921-2001 წწ).
სოკოლოვი - ქალაქი ჩეხეთის დასავლეთ ჩეხიის ოლქში (30 ათასი).
სოკოლოვი ანდრეი - რუსი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს ჩემპიონობის პრეტენდენტი (დაიბადა 1963 წელს).
სოკოლოვი პავლე - რუსი მოქანდაკე (1764-1835 წწ).
სოკოლოვი პეტრე - რუსი ფერმწერი (1753-1791 წწ).
სოკოლოვსკი ვასილი - რუსი სამხედრო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის მარშალი, საბჭოთა კავშირის გმირი (1897-1968 წწ).
სოკოლნიკი - ქალაქი რუსეთის ტულის ოლქში.
სოკოლუ მეჰმედ-ფაშა - ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე (1505/1506 - 1579 წწ).
სოკოტო
1) ქალაქი ნიგერიაში, ამავე სახელწოდების შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.
2) სახელმწიფო სუდანში XIX-XX საუკუნეების ზღვარზე.
სოკოტრა - კუნძულების ჯგუფი ინდოეთის ოკეანეში, ეკუთვნის იემენს.
სოკრატე - ძველბერძენი ფილოსოფოსი (ძვ.წ.აღ. 470/469 - 399 წწ).
სოკრატესი ბრაზილეირო სამპაიო დე სოუზა ვიეირა დე ოლივეირა - ბრაზილიელი ფეხბურთელი, შემტევი ნახევარმცველი, 1982 და 1986 წელს ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი მსოფლიო ჩემპიონატებზე (1954-2011 წწ).
სოლ (იტალ.) - მუსიკალური გამის მეხუთე ბგერა; ამ ბგერის აღმნიშვნელი ნოტი.
სოლანა ხავიერ - ესპანელი პოლიტიკური და საერთაშორისო მოღვაწე, 1991 წლიდან ნატო-ს გენერალური მდივანი, 1999 წლიდან ევროკავშირის საბჭოს გენერალური მდივანი (დაიბადა 1942 წელს).
სოლანა ხოსე - ესპანელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1886-1945 წწ).
სოლანო (ესპან.) - ესპანეთში - ცხელი ქარის, ხორშაკის სახელწოდება.
სოლარი პიეტრო ანტონიო (პეტრე ფრიაზინი) - იტალიელი არქიტექტორი, მოღვაწეობდა რუსეთში (დაიბადა 1450 წლის შემდეგ - 1493 წწ).
სოლარიზაცია (ლათ.) - მზით დასხივება სამკურნალო მიზნით.
სოლარიმეტრი (ლათ.) - ხელსაწყო, რომლითაც ზომავენ მზიდან დედამიწაზე დაცემულ სხივურ ენერგიას.
სოლარის ზეთი - ნავთობის გამოხდის პროდუქტი; იყენებენ როგორც საწვავს დიზელებისათვის; როგორც საცხს მსუბუქი მექანიზმებისათვის.
სოლარიუმი (ლათ.) - მზის აბაზანების მისაღებად სპეციალურად მოწყობილი ადგილი.
სოლდანელა (ლათ.) - ბალახოვანი მცენარე ერთგვარი.
სოლდაფონი (რუს.) - ხეპრე, ტლანქი, უკულტურო სამხედრო პირი.
სოლდო (იტალ.) - იტალიური სპილენძის ფული.
სოლენოიდი (ბერძნ.) - მავთულის სპირალი, რომელშიც უშვებენ ელექტრულ დენს მაგნიტური ველის შესაქმნელად.
სოლენტუნა - ქალაქი შვედეთის სტოკჰოლმის ლენში.
სოლეციზმი (ბერძნ.) - ამა თუ იმ ენის სინტაქსისათვის შეუფერებელი ფორმა.
სოლვატაცია (ლათ.) - ქიმიურ ხსნარებში - ურთიერთკავშირი გახსნილი ნივთიერებების ნაწილაკებსა (მოლეკულებსა) და გამხსნელის ნაწილაკებს შორის.
სოლვე ერნესტ გასტონ - ბელგიელი ქიმიკოს-ტექნოლოგი და მრეწველი (1838-1922 წწ).
სოლვენტი (ლათ.) - ნახშირწყალბადების თხევადი ნარევი, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილია ქსილოლი; გამხსნელი და სადეზინფექციო საშუალებაა.
სოლზბერი
1) (ნიუ-სეარემი) ქალაქი დიდ ბრიტანეთში უოლტშირის საგრაფოში (ინგლისი).
2) ზიმბაბვეს დედაქალაქ ჰარარე-ს სახელწოდება 1982 წლამდე.
სოლზბერი რობერტ ართურ ტოლბოტ გასკოინ-სესილ - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1885-92 წლებში (1830-1903 წწ).
სოლთანაბადი - იხილე არაქი.
სოლთანიე - სოფელი ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სადაც მდებარეობს XIV საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი ოლჯაითუ-ხოდაბანდეს მავზოლეუმი.
სოლი
1) ერთ ბოლოში წაწვეტებული ხის, რკინის მოკლე ნაჭერი ან ქვა; იყენებენ ხის გასაპობად.
2) სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
3) მზის ღმერთი ძველ რომში, იგივე ბერძნული ჰელიოსი, ლუნასა და ავრორას ძმა.
4) (ესპან.) - პერუს ფულის ერთეული.
სოლიგალიჩი - ქალაქი რუსეთის კოსტრომის ოლქში.
სოლიგორსკი - ქალაქი ბელორუსიის მინსკის ოლქში (100 ათასი).
სოლიდარობა (სოლიდარიზმი) - ერთსულოვნება, შეთანხმებულობა; თანაგრძნობა.
სოლიდარული (ფრანგ.) - ვინმესთან შეთანხმებული, ერთსულოვანი, მეგობრული.
სოლიდი
1) რომაული ოქროს მონეტა.
2) ფრანკ მეფეთა ოქროს მონეტა.
სოლიდოლი (ლათ.) - სქელი საზეთი ნივთიერება მანქანებისთვის; ტავოტი.
სოლიდური (ფრანგ.) - საიმედო, საფუძვლიანი.
სოლიკამსკი - ქალაქი რუსეთის პერმის ოლქში (105 ათასი).
სოლ-ილეცკი - ქალაქი რუსეთის ორენბურგის ოლქში (25 ათასი).
სოლიმენა ფრანჩესკა - გვიანი ბაროკოს წარმომადგენელი იტალიელი ფერმწერი (1657-1747 წწ).
სოლისტი (იტალ.) - მომღერალი, მუსიკოსი ან მოცეკვავე, რომელიც მარტო ასრულებს რაიმე პარტიას.
სოლისტორი (ინგლ.) - დიდ ბრიტანეთში - ადვოკატი, რომელიც ოსტატდება დამოუკიდებელი საქმეების საწარმოებლად ანდა უმზადებს მასალებს ბარისტერს.
სოლიტერი (ფრანგ.)
1) ლენტისებური ბრტყელი ჭია, რომელიც ადამიანისა და ცხოველის ნაწლავებში პარაზიტობს.
2) (ფრანგ.) - ბეჭედში, ბროშში და მისთანებში ჩასმული მსხვილი ბრილიანტი.
სოლიფსიზმი (ლათ.) - იდეალისტური ფილოსოფიური თეორია, რომლის მიხედვითაც რეალურად არსებობს მხოლოდ ერთი სუბიექტი - „მე“, მთელი დანარჩენი სამყარო კი შექმნილია ადამიანის ცნობიერების წარმოდგენით.
სოლიხევი - მდინარე შუახევის მუნიციპალიტეტში, ჩარუხისწყლის მარცხენა შენაკადი.
სოლიჰალი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის უესტ-მიდლენდზის მეტროპოლიურ საგრაფოში (ინგლისი).
სოლმიზაცია
1) შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპაში - გამის საფეხურების აღნიშვნა; მუსიკალური ბგერების სახელწოდებანი.
2) სოლფეჯოს სახეობა - ნოტების სახელწოდებათა რიტმული კითხვა უსიმღეროდ.
სოლნეჩნოგორსკი - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (60 ათასი).
სოლნოკი - ქალაქი უნგრეთში, ამავე სახელწოდების მედიეს ადმინისტრაციული ცენტრი.
სოლნცევა იულია - კინოს მსახიობი და რეჟისორი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (19091-1989 წწ).
სოლნცევო - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.
სოლო
1) მდინარე ინდონეზიაში, ერთვის იავის ზღვას.
2) ქალაქი, იხილე სურაკარტა.
3) (იტალ.) - მუსიკალური ნაწარმოები ან ცალკე პარტია, რომელიც განკუთვნილია ერთი საკრავის, მომღერლის ან მოცეკვავისთვის.
სოლოგუბი ვლადიმერ - რუსი მწერალი (1813-1882 წწ).
სოლოგუბი თედორე - რუსი მწერალი (1863-1927 წწ).
სოლოდი - ნიადაგის ტიპი, რომელიც წარმოიქმნება ბოცობი ნიადაგების ძლიერი დეგრადაციით.
სოლოვეცკის კუნძულები - კუნძულთა ჯგუფი თეთრ ზღვაში, ონეგის უბის შესავლელთან.
სოლოვეცკის მონასტერი - სოლოვეცკის კუნძულებზე XV საუკუნეში აგებული დიდი მონასტერი, რომელიც მოგვიანებით ციხე-სიმაგრედ და გადასახლების ადგილად იქცა.
სოლოვიანენკო ანატოლი - ოპერის უკრაინელი მომღერალი (ლირიკულ-დრამატული ტენორი), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1932-1999 წწ).
სოლოვიოვი ანატოლი - რუსი კოსმონავტი, 1988, 1990, 1992 წლების სამი კოსმოსური ფრენის მონაწილე (დაიბადა 1948 წელს).
სოლოვიოვი ვლადიმერ - რუსი კოსმონავტი, 1984 და 1986 წლების ორი კოსმოსური ფრენის მონაწილე (დაიბადა 1946 წელს).
სოლოვიოვი ნიკოლაი - რუსი დრამატურგი (1845-1898 წწ).
სოლოვიოვ-სედოი ვასილი - რუსი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1907-1979 წწ).
სოლოლაკი (სალალაკი) - თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი უბანი ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ განაპირა მხარეს, ამავე სახელწოდების მთის კალთაზე. თანამედროვე სახელი შეერქვა XIX საუკუნის I ნახევრიდან, მანამდე ერქვა „ავანაანთხევი“ (არის ასეთი ვერსიაც - „სოლოლაკი“ — გადმოცემით ,,ციხის ბაღის'' (ბოტანიკური ბაღი) მოსაწრყავად არაბების ბატონობის ხანაში აღუდგენიათ. სარწყავი არხი არაბულად—,,სულუ-ლაჰ“ ნიშნავს. აქედან სოლოლაკი დაერქვა მთასაც და მთისძირა ნაკვეთებსაც).
სოლომინი ვიტალი - რუსი მსახიობი (1941-2002 წწ).
სოლომინი იური - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1935 წელს).
სოლომონ I - იმერეთის მეფე 1752-84 წლებში (1735-1784 წწ).
სოლომონ II - იმერეთის მეფე 1789-1810 წლებში (1772-1815 წწ).
სოლომონი
1) ისრაელის სამეფოს მეფე (გარდაიცვალა დაახლოებით ძვ.წ.აღ. 928 წელს).
2) დიონისიოს - ბერძენი პოეტი (1798-1857 წწ).
სოლომონის კუნძულები (ინგლ. Solomon Islands).
- სახელმწიფო ამავე სახელწოდების კუნძულებზე წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მელანეზიაში. შედგება 900 მეტი კუნძულისგან.
- დამოუკიდებლობის დღე (დიდიბრიტანეთისგან) - 1978 წლის 7 ივლისი.
- ეროვნული დევიზი - „To Lead is to Serve”.
- ჰიმნი -„God Save Solomon Islands”.
- მმართველობის ფორმა - კონსტიტუციური მონარქია.
- სახელმწიფოს მეთაური - დიდი ბრიტანეთის დედოფალი.
- საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული პარლამენტი.
- ფართობი - 28 896 კვ.კმ.
- დაყოფილია 9 პროვინციად.
- მოსახლეობა - 480 ათასი.
- სიმჭიდროვე - 17 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - ინგლისური.
- დედაქალაქი - ჰონიარი.
- ვალუტა - სოლომონის კუნძულების დოლარი.
- დროის სარტყელი - UTC +11.
- სატელეფონო კოდი - +677.
- internet-domeni - sb.
სოლონგოი - ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა ბინდარობს აზიის დაბლობ რეგიონებში.
სოლონები - ჩინეთში ევენკების შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი ტომი.
სოლონი - ძველბერძენი (ათენელი) პოლიტიკური მოღვაწე (ძვ.წ.აღ. 640-სა და 635-ს შორის - დაახლოებით 559 წ).
სოლოუ რობერტ - ამერიკელი ეკონომისტი, 1987 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1924 წელს).
სოლოუხინი ვლადიმერ - რუსი მწერალი (1924-1997 წწ).
სოლოღაშვილი ბაგრატ - XVII-XVIII საუკუნეების ქართველი მწიგნობარი, მთარგმნელი, მოღვაწეობდა მოსკოვში.
სოლჟენიცინი ალექსანდრე - რუსი მწერალი (1918-2008 წწ).
სოლსკი ლუდვიკ (ნამდვილი სახელი და გვარი - ლუდვიკ ნაპოლეონ სოსნოვსკი) - პოლონელი მსახიობი, რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე (1855-1954 წწ).
სოლტისონი - შიგნეულობისაგან დამზადებული ძეხვი.
სოლტ-ლეიკ-სიტი - ქალაქი აშშ-ში, იუტას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი, 2002 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი (160 ათასი).
სოლტონ-სი - ტბა აშშ-ში.
სოლუიეი-ფერთი - ირლანდიის ზღვის ყურე კუნძულ დიდი ბრიტანეთის დასავლეთ სანაპიროსთან.
სოლფატარი - გოგირდოვანი აირისა და გოგირდწყალბადის ჭავლი, რომელიც გამოიყოფა კრატერის კედლებსა და ფსკერზე არსებული ნაპრალებიდან.
სოლფეჯო (იტალ.)
1) სმენის განსავითარებელი ვოკალური ვარჯიში - ნოტების მღერა მათი სახელწოდებების წარმოთქმით.
2) სასწავლო საგანი, რომელიც განკუთვნილია მოსწავლეთა სმენის განსავითარებლად.
სოლფორდი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის დიდი მანჩესტერის მეტროპოლიურ საგრაფოში (230 ათასი).
სოლფუგები (ფალანგები) - ფეხსახსრიანთა რიგი ობობასნაირთა კლასისა.
სოლცი - ქალაქი რუსეთის ნოვგოროდის ოლქში.
სომა
1) მდინარე საფრანგეთში, ერთვის ლა-მანშის სრუტეს (სიგრძე - 245 კილომეტრი).
2) დეპარტამენტი საფრანგეთში, ადმინისტრაციული ცენტრი - ამიენი.
3) (ბერძნ.) - ტანი, სხეული; ტერმინი შემოიღო ზოოლოგმა ა. ვაისმანმა, რომლის მოძღვრების მიხედვით სომა უპირისპირდება ჩანასახოვან პლაზმას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა სქესობრივი უჯრედების საშუალებით.
სომადევა - XI საუკუნის II ნახევრის ინდოელი პოეტი.
სომალი
1) ნახევარკუნძული აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან.
2) (სომალის რესპუბლიკა, Jamhuuriyadda Soomaaliya).
- სახელმწიფო აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. დასავლეთით ესაზღვრება ჯიბუტის და ეთიოპიას, სამხრეთ-დასავლეთით - კენიას, აღმოსავლეთიდან აკრავს ინდოეთის ოკეანე.
- დამოუკიდებლობა მიიღო 1960 წელს დიდი ბრიტანეთის და იტალიისგან.
- ჰიმნი - „Soomaaliyeey Toosoow”.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებელო ორგანო - ეროვნული კრება.
- ფართობი - 637 657 კვ.კმ.
- დაყოფილია 16 ოლქად.
- მოსახლეობა - 9,5 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 13 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენები: სომალი და არაბული.
- სახელმწიფო რელიგია - ისლამი (სუნიტური მიმართულების).
- დედაქალაქი - მოგადიშო.
- ვალუტა - შილინგი.
- ქვეყნის კოდი - SOM.
- დროის სარტყელი - UTC +3.
- სატელეფონო კოდი - +2525.
- internet-domeni - so.
სომალის დინება - ზედაპირული დინება ინდოეთის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
სომატოლოგია (ბერძნ.) - ანთროპოლოგიის ნაწილი, რომელიც იკვლევს ცვლილებებს ადამიანის სხეულის აგებულებაში მისი სიცოცხლის დროს.
სომატური (ბერძნ.) - სხეულთან დაკავშირებული (ე.ი. არაფსიქიკური) დაავადებანი.
სომბა (სომე, ტამბერმა, ბეტამარიბე) - ბენინსა და ტოგოში მცხოვრები ხალხი.
სომბათჰეი - ქალაქი უნგრეთში, ვაშის მედიეს ადმინისტრაციული ცენტრი (90 ათასი).
სომბორი - ქალაქი სერბიაში (იუგოსლავია) (50 ათასი).
სომბრერო (ესპან.) - ესპანური ფართოფარფლიანი ქუდი.
სომერვილი ჯონ - ამერიკელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი (1905-1995 წწ).
სომერსეტი - ქალაქი აშშ-ს მასაჩუსეტსის შტატში.
სომერსეტი ედუარდ სეიმურ - ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე (1506-1552 წწ).
სომერსეტშირი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში (ინგლისი).
სომერფელტი ალფ - ნორვეგიელი ენათმეცნიერი (1892-1965 წწ).
სომეში - იხილე სამოში.
სომი - ყირგიზეთის ფულის ერთეული; ბრუნვაში იქნა გაშვებული 1993 წლის მაისში.
სომიწო - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.
სომნაბულიზმი (ლათ.) - იგივეა, რაც ლუნატიზმი.
სომონი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული მონღოლეთში 1924 წლიდან.
სომოსა ანასტასიო - ნიკარაგუის პრეზიდენტი 1936-47 წლებში, 1950-56 წლებში ფაქტიური დიქტატორი (1896-1956 წწ).
სომოსა ანასტასიო დებაილე - ნიკარაგუის პრეზიდენტი 1967-72 და 1974-79 წლებში (1925-1980 წწ).
სომხები - სომხეთის ძირითადი მოსახლეობა.
სომხეთი (სომხეთის რესპუბლიკა, ჰაიასტანი ჰანრაპეტუციუნ).
- სახელმწიფო ამიერკავკასიის სამხრეთ ნაწილში. ესაზღვრება აზერბაიჯანს აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით (ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას) ირანს - სამხრეთით, თურქეთს - დასავლეთით და საქართველოს - ჩრდილოეთით. ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია.
- დამოუკიდებლობის დღე (სსრკ-სგან) - 1991 წლის 21 სექტემბერი.
- მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - უმაღლესი საბჭო.
- ფართობი - 29 800 კვ.კმ.
- დაყოფილია 11 პროვინციად (მარზად).
- მოსახლეობა - 3,1 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 100 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - სომხური.
- დედაქალაქი - ერევანი.
- ქვეყნის კოდი - ARM.
- დროის სარტყელი - UTC +4.
- ეროვნული ვალუტა - დრამი.
- სატელეფონო კოდი - +374.
- ინტერნეტ-დომენი - am.
სომხეთის ტავრი (აღმოსავლეთი ტავრი) - მთები თურქეთში.
სომხითი
1) სომხეთის აღმნიშვნელი ტერმინი ქართულ ისტორიულ წყაროებში.
2) ისტორიული მხარე საქართველოში, ქართლის სამხრეთ ნაწილში (სამშვილდისა და ხუნანის საერისთავოები).
სომხითის ქედი - იხილე ლოქის ქედი.
სომხობა
1) სომხად ყოფნა.
2) სომხები.
სომხური - სომხების დამახასიათებელი, სომხეთიდან მომდინარე.
სომხური ათარა (ყოფილი მეორე ათარა) - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.
სომხური ანუხვა (ყოფილი მეორე ანუხვა) - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.
სომხური დამწერლობა - დამწერლობის ორიგინალური სისტემა, რომელიც შექმნილია ფონეტიკურ პრინციპზე; იწერება მარცხნიდან მარჯვნივ, შედგება 39 ასოსაგან.
სომხური ენა - სომხეთის სახელმწიფო ენა; განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახს.
სომხური სამოციქულო ეკლესია (სომხურ-გრიგორიანული ეკლესია) - ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესია მსოფლიოში; იწოდება სამოციქულოდ, ვინაიდან სომხეთში ქრისტიანობის პირველი მქადაგებლები იყვნენ თადეოზ და ბართლომე მოციქულები, თუმცა ქრისტიანთა არსებობა სომხეთში დასტურდება 270 წლიდან.
სომხური ხეობა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.
სონა (ჩინ.)
1) ჩინური მუსიკალური სასულე საკრავი; ჰობოის ერთ-ერთი წინამორბედი.
2) მდინარე საფრანგეთში, მდინარე რონის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 482 კილომეტრი).
სონა და ლუარა - დეპარტამენტი საფრანგეთში.
სონანტი (ლათ.)
1) თანხმოვანი ან ნახევარხმოვანი. რომელმაც შეიძლება მარცვალი შექმნას.
2) იგივეა, რაც სონორული თანხმოვანი.
სონარი (ინგლ.) - ბგერის არეკვლით წყალქვეშ სხვადასხვა ობიექტის აღმოსაჩენი სისტემა.
სონატა (იტალ.) - მუსიკალური ნაწარმოები ერთი ან ორი საკრავისათვის; ჩვეულებრივ 3 ან 4 ნაწილისაგან შედგება.
სონატინა (იტალ.) - პატარა, მარტივი სონატა.
სონგაი
1) (სონგოი) მდინარე ნიგერის ნაპირზე (ნიგერი, მალი, ბენინი, ნიგერის) მცხოვრები ხალხი (საერთო რაოდენობა 2 მილიონამდე).
2) (იმპერია გაო) შუა საუკუნეების სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში; იარსება XVII საუკუნემდე.
სონგაილა მიკოლას - ლიტველი არქიტექტორი (1874-1941 წწ).
სონგკოი - იხილე ჰონგჰა.
სონგქლა - ქალაქი ტაილანდში, პორტი სიამის ყურის სანაპიროზე (70 ათასი).
სონგჰა - იხილე კა.
სონდა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭართლის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მთიულეთის არაგვის მარჯვენა მხარეს, მდინარე სონდის ხევის ნაპირებზე. ზღვის დონიდან - 1000 მეტრი, დუშეთიდან - 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 31 კაცი.
სონდეცკისი საულიუს - ლიტველი დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1928 წელს).
სონდისველა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჟინვალის სადაბო საკრებულო), მდინარე ხორხის (მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 1000 მეტრი, დუშეთიდან - 27 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 50 კაცი.
სონდისხევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი.
სონდრიო - ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (25 ათასი).
სონეტი (იტალ.) - 14-ტაეპიანი ლექსი, რომელიც შედგება ორი ოთხტაეპიანი და სამი ორტაეპიანი სტროფისაგან ან სამი ოთხტაეპიანი სტროფისაგან და დასკვნითი ორი სტრიქონისგან.
სონი
1) (ლათ.) ბგერის ხმამაღლობის პირობითი ერთეული.
2) მდინარე ინდოეთში, განგის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 780 კილომეტრი).
3) საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და საწარმოო ელექტროტექნიკის მწარმოებელი იაპონური კორპორაცია; დაარსებულია 1947 წელს.
სონიმი - ქალაქი ჩრდილოეთ კორეის ჰუანხე-პუქტოს პროვინციაში.
სონინკე - მალიში, სენეგალში, მავრიტანიასა და გამბიაში მცხობრები ხალხი (1 მილიონამდე).
სონინო ჯორჯო სიდნეი - იტალიის პრემიერ-მინისტრი 1906 და 1909-10 წლებში (1847-1922 წწ).
სონ იონი (ნამდვილი სახელი სონ მუჰიონი) - კორეელი მწერალი (1903-1990 წწ).
სონორა - შტატი მექსიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში; ადმინისტრაციული ცენტრი ერმოსილიო.
სონორული თანხმოვანი - თანხმოვანი, რომლის წარმოქმნაში მთავარ როლს ასრულებს ხმა, ხოლო ჩქამი მინიმუმადეა დასული (ან სულ არ არის). ქართულში ასეთი თანხმოვნებია ვ,ლ,მ,ნ,რ.
სონსონი - ქალაქი კოლუმბიის ანტიოკისს დეპარტამენტში.
სონსონატე - ქალაქი სალვადორში, ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.
სონორა - შტატი მექსიკაში.
სონტარული - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარჯვენა შენაკადი.
სონღულაშვილი იროდიონ - ხელოვნებათმცოდნე, საზოგადო მოღვაწე, მწერალი (1880-1958 წწ).
სონღული - საშუალო სიდიდის მტაცებელი ფრინველი შავარდნისებრთა ოჯახისა.
სონჩო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), მთიულეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1650 მეტრი, დუშეთიდან - 74 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.
სონჩოსხევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი.
სონჯინი - იხილე კიმ-ჩაკი.
სოპკა (რუს.)
1) ბექის, ბორცვის, გორაკის სახელწოდება (შორეულ აღმოსავლეთში, ციმბირში).
2) პატარა ვულკანის სახელწოდება (კამჩატკაზე).
სოპორი (ლათ.) - მედიცინაში - ღრმა, პათოლოგიური ძილის მდგომარეობა ცენტრალური ნერვული სისტემის ზოგი დაზიანების შედეგად.
სოპოტი - ქალაქი პოლონეთის გდანსკის სავოევოდოში (45 ათასი).
სოპრანო (იტალ.) - ქალის ყველაზე მაღალი სასიმღერო ხმა.
სოჟი - მდინარე რუსეთსა და ბელორუსიაში, დნეპრის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 648 კილომეტრი).
სორა - ქალაქი ცენტრალურ იტალიაში, ლაციოს ოლქში (25 ათასი)
სორბენტი - მყარი სხეული ან სითხე, რომელსაც უნარი აქვს შთანთქას აირი, ორთქლი ან გახსნილი ნივთიერება გარემოდან.
სორბი ჰენრი კლიფტონ - ინგლისელი ბუნებისმეტყველი (1826-1908 წწ).
სორბიტი
1) ფოლადის ერთ-ერთი სტრუქტურული შემდგენი - ცემენტისა და ფერიტის ნარევი.
2) უმნიშვნელოვანესი შუალედური პროდუქტი ასკორბინმჟავას წარმოებაში; იყენებენ შაქრის შემცვლელად შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის.
სორბიტიზაცია - ფოლადისათვის სორბიტის სტრუქტურის მინიჭება; წრთობის ნაირსახეობა.
სორბონა
1) საღვთისმეტყველო კოლეჯი, რომელიც პარიზის ლათინურ კვარტალში 1257 წელს გაიხსნა.
2) პარიზის უნივერსიტეტის მოსახსენიებელი სიტყვა.
სორბცია (ლათ.) - მაგარი სხეულის ან სითხის მიერ ნივთიერების შთანთქმა გარემოდან.
სორგითი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.
სორგო (იტალ.) - ფეტვის მსგავსი მარცვლოვანი მცენარე, რომელიც მოჰყავთ ადამიანისა და საქონლის საკვებად, სახამებლის, სპირტის მისაღებად და სხვა.
სორდი ალბერტო - იტალიელი კინომსახიობი და რეჟისორი (დაიბადა 1919 წელს).
სორდია პონზინ - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1914-1995 წწ).
სორე - ქალაქი დანიაში, კუნძულ ზელანდიაზე.
სორედიუმი - ლიქენების (მღიერების) ვეგეტატიური გამრავლების ორგანო.
სორელი - ქალაქი კანადის კვებეკის პროვინციაში.
სორელი ალბერ - ფრანგი ისტორიკოსი (1842-1906 წწ).
სორელი ჟორჟ - ფრანგი ფილოსოფოსი (1847-1922 წწ).
სორელი შარლ - ფრანგი მწერალი (1602-1674 წწ).
სორენტო - ქალაქი იტალიის ნეაპოლის პროვინციაში.
სორვინო მირა - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1967 წელს).
სორი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.
სორია - ქალაქი ესპანეთის კასტილია-ლეონეს ავტონომიურ ოლქში (30 ათასი).
სორილია (სორილია ი ბასტიდია) ხოაკინ - ესპანელი ფერმწერი (1863-1923 წწ).
სორილია დე სან-მარტინი ხუან - ურუგვაელი მწერალი (1855-1931 წწ).
სორილია ი მორალი ხოსე - ესპანელი პოეტი და დრამატურგი (1817-1893 წწ).
სორმონი
1) მთა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედზე.
2) სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (რიონის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე რიონის ხეობაში. ზღვის დონიდან - 350 მეტრი, წყალტუბოდან - 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 417 კაცი.
სორო (სპარს.) - გარეული ცხოველის, ნადირის სადგომი - მიწაში გათხრილი ხვრელი.
სოროკა - ქალაქი მოლდავეთში (40 ათასი).
სოროკა გრიგორი - რუსი ფერმწერი, ვენეციანოვის სკოლის წარმომადგენელი (1823-1864 წწ).
სოროკაბა - ქალაქი ბრაზილიის სან-პაულუს შტატში.
სოროლია (სოროლია ი ბასტიდა) - ესპანელი ფერმწერი, ესპანური იმპრესიონიზმის წამყვანი ოსტატი (1863-1923 წწ).
სორორატი (ლათ.) - პირველყოფილ-თემური წყობილების დროს - ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ერთი მამაკაცი ირთავდა რამდენიმე ქალს (ერთმანეთის დებს ან ახლო ნათესავებს). მიიჩნევენ ჯგუფური ქორწინების ერთ-ერთ სახეობად და გადმონაშთად.
სოროჩინსკი - ქალაქი რუსეთის ორენბურგის ოლქში (30 ათასი).
სორსა კალევი - ფინეთის პრემიერ-მინისტრი 1972-75, 1977-79 და 1982-87 წლებში (დაიბადა 1930 წელს).
სორსალი - სრესით დამრგვალებული ცომისებური მასა.
სორსკი - ქალაქი რუსეთის ხაკასეთის რესპუბლიკაში.
სორტა - სოფლების ზედა სორტის და ქვედა სორტის გავრცელებული სახელწოდება (სენაკის მუნიციპალიტეტი).
სორტავალა (1918 წლამდე სერდობოლი) - ქალაქი რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში.
სორტი (ფრანგ.) - თანრიგი, ხარისხი, სახეობა.
სორტიმენტი (ინგლ.) - დახარისხების პროცედურა.
სორტირება - რისამე განაწილება სორტებად; დახარისხება.
სორუსი - გამრავლების ორგანოების - სპორანგიუმების - ოოგონიუმების ჯგუფი.
სორფინგი - იხილე სერფინგი.
სოსანი
1) ერთწლოვანი მცენარე ბაიასებრთა ოჯახისა; აქვს ღრმად დანაკვთული ფოთლები; იკეთებს მოწითალო-იისფერ დეზიან ყვავილს; გვხვდება ყანებში.
2) რაც ფერით სოსანის ყვავილს მოგვაგონებს.
სოსენსკი - ქალაქი რუსეთის კალუგის ოლქში.
სოსვა - მდინარე რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში, მდინარე ტავდის მარჯვენა მდგენელი (სიგრძე - 635 კილომეტრი).
სოსისი (ფრანგ.) - პატარა წვრილი ძეხვი, რომელიც ჩვეულებრივ მოხარშული იჭმება.
სოსიურა ვლადიმერ - უკრაინელი პოეტი (1897-1965 წწ).
სოსიური ნიკოლა თეოდორ - შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი (1767-1845 წწ).
სოსიური ფერნანდ დე - შვეიცარიელი ენათმეცნიერი (1857-1913 წწ).
სოსლანი - იხილე დავით სოსლანი.
სოსლანი (ნამდვილი გვარი სოსელია) შალვა - მწერალი (1902-1941 წწ).
სოსნოგორსკი (1957 წლამდე იჟმა) - ქალაქი რუსეთის კომის რესპუბლიკაში (30 ათასი).
სოსნოვი-ბარი - ქალაქი რუსეთის ლენინგრადის ოლქში (60 ათასი).
სოსნოვიეცი - ქალაქი პოლონეთის კატოვიცეს საგრაფოში (260 ათასი).
სოსნოვობორსკი - ქალაქი რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში (30 ათასი).
სოსტენუტო (იტალ.) - მუსიკაში - ზომიერი ტემპის აღნიშვნა.
სოტე (ფრანგ.) - საწებლიანი საჭმელი ერთგვარი. მაგალითად, ქათმის სოტე, თირკმელების სოტე და სხვა.
სოტი (ფრანგ.) - XV-XVI საუკუნეებში - საფრანგეთის თეატრის კომედიურ-სატირული ჟანრი; აღმოცენდა პაროდიულ-მასხრული წარმოდგენების საფუძველზე.
სოტკილავა ზურაბ - ოპერის მომღერალი (ლირიკულ-დრამატული ტენორი), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1937 წელს).
სოტო ერნანდო დე - ესპანელი კონკისტადორი (დაახლოებით 1496-1542 წწ).
სოტო მარკო აურელიო - ჰონდურასის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1846-1908 წწ).
სოუიკვარა - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ღალიძგის მარცხენა შენაკადი.
სოული - რიტმ-ენდ-ბლიუზის სახეობა სპირიჩუელის ელემენტებით; 1960-იანი წლების შავკანიანთა მუსიკის ყველაზე პოპულარული ჟანრი.
სოუსა ბატისტა რუბენ დარიო - პანამის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1923 წელს).
სოუსი (ფრანგ.) - პომიდვრის ან სხვა რამის შეკმაზული წვენი, რომელშიც ჩადებულია ხორცი ან თევზი; წვრილად დაჭრილი ხორცისა და კარტოფილის სქელი წვნიანი შეჭამანდი.
სოუქსის კონცხი - კონცხი შავი ზღვის სანაპიროზე, გუდაუთის მუნიციპალიტეტში.
სოფა (ფრანგ.) - დაბალი, ფართო დივანი.
სოფელი
1) უპირატესად გლეხებით დასახლებული ადგილი, რომლის ძირითადი მოსახლეობა სოფლის მეურნეობას მისდევს.
2) სოფლის მოსახლეობა; სოფლელები.
3) ქვეყანა, მსოფლიო.
სოფია - ბულგარეთის დედაქალაქი. დაარსებულია I საუკუნეში „სერდიკას“ სახელით, როგორც რომაელთა სამხედრო ბანაკი. 809 წლიდან „სრედეცის“ სახელწოდებით პირველი ბულგარული სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. „სოფია“ ეწოდა XIV საუკუნიდან 1879 წლიდან დამოუკიდებელი ბულგარეთის დედაქალაქია (1,1 მილიონი).
სოფიზმი (ბერძნ.) - ფორმალურად სწორი, მაგრამ არსებითად მცდარი დასკვნა, რომელიც ემყარება ცნებათა ორაზროვნებას, ამოსავალ დებულებათა განზრახ უმართებულოდ შერჩევას.
სოფიის ტაძარი
1) კიევში - ძველი რუსული ხუროთმოძღვრების ძეგლი, კიევის რუსეთის მთავარი საკულტო ნაგებობა; საფუძველი ჩაეყარა 1037 წელს.
2) სტამბოლში - ბიზანტიური ხუროთმოძღვრების ძეგლი. აგებულია 532-537 წლებში.
სოფისტი (ბერძნ.)
1) ადამიანი, რომელიც სოფიზმს იყენებს მცდარ დებულებათა დასამტკიცებლად.
2) ძველ საბერძნეთში - ფილოსოფოსი, ბრძენი; ფილოსოფიის, მჭევრმეტყველების, მათემატიკის და სხვა საგნების მასწავლებელი.
სოფისტიკა
1) სოფიზმზე დამყარებული ყალბი მსჯელობა.
2) სოფისტების (მნიშვნელობა 2) მოძღვრება.
სოფიტი (იტალ.)
1) რაიმე არქიტექტურული დეტალის ზედაპირი, რომელიც ქვევიდან ჩანს.
2) თეატრში - ნათურები ან პროჟექტორი სცენისა და დეკორაციების გასანათებლად.
3) კარნიზში დაფარული მოწყობილობა, რომელიც გაფანტულ სინათლეს გამოსცემს.
სოფლელი - სოფლის მცხოვრები.
სოფლის აშიკი - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1976 წელს. დამდგმელი რეჟისორი - რევაზ ჭარხალაშვილი. სცენარის ავტორი - რევაზ ინანიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - იგორ ამასიისკი. კომპოზიტორი - ნუგზარ ვაწაძე. მთავარ როლებში: რამაზე ჩხიკვაძე. ლია გუდაძე, გულჩინა დადიანი, ვიქტორ ნინიძე, ევა ხუტუნაშვილი.
სოფლობა - სოფლის ყრილობა.
სოფლობრივ - სოფლების მიხედვით, სოფლების მონაწილეობით.
სოფლური - სოფლის დამახასიათებელი.
სოფოკლე - ძველბერძენი დრამატურგი (ძვ.წ.აღ. 497/496 - 406 წწ).
სოფორა (ლათ.) - იაპონური სოფორა - თბილი ქვეყნების პარკოსანი დეკორატიული მცენარე; ჩვენში ფართოდ არის გავრცელებული.
სოფრონი - ძველბერძენი კომედიოგრაფი (ძვ.წ.აღ. V საუკუნე).
სოფრონი ვრაცელი (საეკლესიო სახელი სტოიკო ვლადისლავოვი) - ბულგარეთის ეროვნული აღორძინების მოღვაწე და განმანათლებელი (1739-1813 წწ).
სოფრონოვი ანატოლი - რუსი დრამატურგი (1911-1990 წწ).
სოფრუჯუ (საფრიჭა) - მთა (3550 მეტრი), მყინვარი და უღელტეხილი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონზე.
სოფტბოლი (ინგლ.) - ბურთის სპორტული თამაში, ბეისბოლის სახესხვაობა.
სოფულისი თემისტოკლის - საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი 1924, 1945-46, 1947-49 წლებში (1860-1949 წწ).
სოქეი საჰიბ სინგ - ინდოეთის სახელმწიფო (1887-1971 წწ).
სოღანლუღი - ისტორიული სოფელი თბილისის შემოგარენში, ახლანდელი ფონიჭალა - ქალაქის შემადგენელი ნაწილი.
სოღდებილი - შუა საუკუნეების თბილისის ერთ-ერთი გარეუბანი მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, ავლაბრის ტერიტორიაზე.
სოღდელები (სოღდები) - აღმოსავლეთ ირანში, შუა აზიასა და ყაზახეთში მცხოვრები ძველი ხალხი.
სოღდი (სოგდიანე) - ოლქი შუა აზიაში, მდინარეების ზარაფშანსა და კაშკადარიას შორის, უზბეკეთსა და ტაჯიკეთში.
სოღუთლო - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.
სოშო - ქალაქი საფრანგეთის დუს დეპარტამენტში.
სოჩა - იხილე იზონცო.
სოჩხეთი - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ნაქერალას ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. თემის საკრებულოს ვენტრი. ზღვის დონიდან - 560 მეტრი, ტყიბულიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 689 კაცი. წყაროებში პირველად მოიხსენიება XVIII საუკუნეში.
სოც - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა; ნიშნავს: 1) სოციალურს. 2) სოციალისტურს.
სოციალიზმი - მოძღვრებათა ერთობლიობა, რომლებშიც მიზნის და იდეალის სახით წარმოდგენილია სოციალური თანასწორობის, თავისუფლების და თანასწორობის პრინციპები.
სოციალური (ლათ.) - რაც საზოგადოების, ადამიანების ცხოვრებასთან არის დაკავშირებული და მათ ურთიერთობას ახასიათებს.
სოციოლინგვისტიკა - სოციალური ლინგვისტიკა; შეისწავლის ენის სოციალურ ბუნებასთან დაკავშირებულ პრობლემათა კომპლექსს.
სოციოლოგია (ლათ.) - მეცნიერება საზოგადოების განვითარების ზოგადო კანონების შესახებ.
სოციომეტრია (ლათ.) - სოციალური ფსიქოლოგიის დარგი; შეისწავლის პიროვნებათაშორის ურთიერთობებს და უპირატეს ყურადღებას აქცევს მათ რაოდენობრივ განზომილებებს.
სოჭიანისთავი - მთა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე.
სოჭი
1) (Abies) - წიწვოვანი ხე ფიჭვისებრთა ოჯახისა; წიწვს ქვემოდან ორი თეთრი ზოლი აქვს. ისხამს სწორმდგომ გირჩებს, რომლებიც მომწიფებისას ზედვე იშლება ქერქლად.
2) (Сочи) - ქალაქი რუსეთის კრასნოდარის მხარეში, შავი ზღვის სანაპიროზე, კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი (330 ათასი).
სოჭისღელე - მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში, ლეკნარისღელის მარჯვენა შენაკადი.
სოჭნარი - მარადმწვანე წიწვოვანი ტყე, რომელშიც გაბატონებულია სოჭი.
სოხანე - მიწის იატაკი.
სოხართულისწყალი - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ლუხუნის მარჯვენა შენაკადი.
სოხაძე ეკატერინე - ოპერის მომღერალი (ლირიკული სოპრანო), საქართველოს სახალხო არტისტი (1907-1984 წწ).
სოხაძე ირმა - ესტრადის მომღერალი (დაიბადა 1955 წელს).
სოხთა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
სოხთის სამაროვანი (სოხოს სამაროვანი) - არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს მდინარე ფაწის ხეობაში, ისტორიული შიდა ქართლის მთიან ზოლში (ჯავის მუნიციპალიტეტი).
სოხონდო - ხენტეის ქედის (იმიერბაიკალისპირეთი) უმაღლესი მწვერვალი (2499 მეტრი).
სოხტოროტი - შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ისტორიულ ტაოში (ახლა თურქეთის ფარგლებშია).
სოხუმი - ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიის დედაქალაქი (120 ათასი).
სოხუმის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში. 1917 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქში, 1921 წლიდან ეწოდებოდა გუმისთის მაზრა, 1929 წლიდან სოხუმის რაიონად მოიხსენიება. ფართობი - 1523,2 კვ.კმ. 1 ქალაქი, 61 სოფელი.
სოხუმის ყურე - შავი ზღვის ყურე სოხუმის სანაპიროსთან.
სო ჰი - კორეის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე (944-998 წწ).
სოჰიო - იაპონიის პროფკავშირების გენერალური საბჭო, შეიქმნა 1980 წელს.
![]() |
1.12 სპ |
▲back to top |
სპა
1) (სპარს.) - ჯარი, ლაშქარი.
2) ქალაქი ბელგიის ლიეჟის პროვინციაში.
სპააკი პოლ ანრი - ბელგიის პრემიერ-მინისტრი 1938-39, 1946-49 წლებში, 1957-61 წლებში ნატო-ს გენერალური მდივანი (1899-1972 წწ).
სპაგეტი (იტალ.) - იტალიური წვრილი მაკარონი.
სპადაგა - სანიგთა მეფე ახ.წ.აღ. II საუკუნის I ნახევარში.
სპავენტა ბერტრანდო - იტალიელი ფილოსოფოსი (1817-1883 წწ).
სპაზმი (ბერძნ.) - ყელის, საყლაპავი მილის, კუჭ-ნაწლავისა და მისთანათა კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვა.
სპაზმოფილია (ბავშვთა ტიტანია) - ადრეული ასაკის ბავშვთა დაავადება.
სპათაგორი - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.
სპალანცანი ლანძარო - იტალიელი ბუნებისმეტყველი-ნატურალისტი (1729-1799 წწ).
სპამი (ინგლ.) - ინტერნეტში გავრცელებული არაოფიციალური რეკლამა, ე.წ. „ინტერნეტის ნაგავი“.
სპანიელები - სანადირო ძაღლების ჯიშთა ჯგუფი.
სპანიშ-ტაუნი - ქალაქი იამაიკაში (90 ათასი).
სპარდეკი (ინგლ.) - სამგემბანიანი სავაჭრო გემის ზედა, მსუბუქი გემბანი ანდა შუათანა დანაშენის გემბანი.
სპარდიში - ყოფილი სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
სპარინგი (ინგლ.) - კრივში - თავისუფალი საწვრთნელი ბრძოლა.
სპარინგ-პარტნიორი (ინგლ.) - მოწინააღმდეგე, რომელთანაც ვარჯიშობს სპორტსმენი საპასუხისმგებლო შეჯიბრების წინ.
სპარკი მიურიელ (სეირა) - ინგლისელი მწერალი ქალი (დაიბადა 1918 წელს).
სპაროუზ-პოინტი - საზღვაო ნავსადგური აშშ-ს მერილენდის შტატში.
სპარსეთი - ირანის სახელწოდება 1935 წლამდე.
სპარსეთის ყურე - ყურე ინდოეთის ოკეანეში, არაბეთის ნახევარკუნძულსა და ირანის სანაპიროს შორის.
სპარსელები (ფარსები) - ირანელის ძირითადი მოსახლეობა; ცხოვრობენ ძირითადად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ირანში.
სპარსული - სპარსელებთან დაკავშირებული, სპარსეთიდან მომდინარე.
სპარსული ენა (фarsi) - ირანის ოფიციალური ენა. განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის ირანული ჯგუფის შტოს. მთელ მსოფლიოში ამ ენაზე დაახლოებით 15 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს.
სპარტა
1) საბერძნეთში, პელოპონესის ნახევარკუნძულზე, ლაკონიას ნომის ადმინისტრაციული ცენტრი (15 ათასი).
2) (ლაკედემონი) ძველბერძნული ქალაქი-სახელმწიფო (პოლისი) პელოპონესის ნახევარკუნძულზე - ლაკონიკეში. იხსენიება ძვ.წ.აღ. XII საუკუნიდან.
სპარტაკი
1) ძველ რომში მონათა აჯანყების ბელადი (გარდაიცვალა ძვ.წ.აღ. 71 წელს).
2) ახალგაზრდობის რევოლუციური ორგანიზაცია საქართველოში, რომლის საფუძველზე შემდეგ წარმოიშვა საქართველოს კომკავშირი. ამ ორგანიზაციის გაზეთი, რომელიც 1922-28 წლებში გამოდიოდა თბილისში.
3) ყოფილ საბჭოთა კავშირში არსებული სპორტული ორგანიზაცია პროფკავშირებისა; დაარსდა 1935 წელს.
სპარტაკიადა - მასობრივი შეჯიბრება სპორტის სხვადასხვა სახეობაში ყოფილ სსრკ-ში. პირველი ასეთი შეჯიბრება გაიმართა 1928 წელს.
სპარტანბერგი - ქალაქი აშშ-ს სამხრეთ კაროლინის შტატში.
სპარტანელი - ითქმის ადამიანზე, რომელიც მეტისმეტად თავშეკავებულ ცხოვრებას ეწევა და კმაყოფილდება მხოლოდ არსებობისათვის აუცილებელი რამით, თავს იწრთობს მკაცრი ცხოვრებით.
სპარტები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კადმოსის მიერ დათესილი დრაკონის კბილებიდან აღმოცენებული მეომრები.
სპარტოკიდები - ბოსფორის სამეფოს მმართველი დინასტია ძვ.წ.აღ. 438-109 წლებში.
სპარუსისებრნი - თევზების ოჯახი ქორჭილასნაირთა რიგისა; ბინადრობენ მსოფლიო ოკეანის ზომიერ და ტროპიკულ წყლებში.
სპასალარი (სპარს.) - ჯარის უფროსი, მხედართმთავარი, სარდალი.
სპასკ-დალნი - ქალაქი რუსეთის პრიმორიეს მხარეში (60 ათასი).
სპასკი ბორის - მოჭადრაკე, ჟურნალისტი; საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს მე-10 ჩემპიონი 1969-72 წლებში (დაიბადა 1937 წელს).
სპასკი სერგეი - რუსი პოეტი და მთარგმნელი (1898-1956 წწ).
სპასოვკა - სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.
სპასპეტი (სპარს.) - ჯარის უფროსი, მხედართმთავარი, სარდალი.
სპაჰი (ფრანგ.) - ჩრდილოეთ აფრიკაში 1831-1962 წლებში - ფრანგი კოლონიზატორების მიერ ადგილობრივი არაბი მოსახლეობისაგან შედგენილი კავალერიული ნაწილები.
სპეთი - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალის თემის საკრებულო). მდებარეობს იმერეთის მაღლობზე, მდინარე ყვირილის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 800 მეტრი, საჩხერიდან - 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 874 კაცი.
სპეის შატლი - აშშ-ს მრავალჯერადი გამოყენების პილოტირებული სატრანსპორტო კოსმოსური ხომალდი, მის საფუძველზე შეიქმნა 5 ორბიტალური სადგური: „კოლუმბია“, „ჩელინჯერი“, „დისქავერი“, „ატლანტისი“, „ინდევორი“.
სპეკალი - ძვირფასი ქვების საერთო სახელწოდება.
სპეკულანტი - პირი, რომელიც სპეკულაციას ეწევა; საბჭოთა ეპოქაში - გადამყიდველი. ქორვაჭარი.
სპეკულატიური (ლათ.) - რაც დაფუძნებულია განყენებულ, ცდისა და პრაქტიკისგან მოწყვეტილ აზროვნებაზე.
სპეკულაცია (ლათ.) - მოგების მიზნით საქონლის უკანონო შესყიდვა და უფრო ძვირად გაყიდვა.
სპელანცონი ჩეზარე - იტალიელი ისტორიკოსი (1884-1957 წწ).
სპელეისტიკა - სპელეოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ხელოვნურ გამოქვაბულებს.
სპელეოთერაპია - გამოქვაბულის გარემოთი, იქაური ჰაერით მკურნალობა.
სპელეოლოგია - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის გამოქვაბულებს, მღვიმეებს.
სპელეოფაუნა (ბერძნ.) - ცხოველები, რომლებიც ბინადრობენ გამოქვაბულებში, ქანების ნაპრალებში, მიწისქვეშეთში.
სპენდიარიანი (სპენდიაროვი) ალექსანდრე - სომეხი კომპოზიტორი, დირიჟორი და პედაგოგი (1871-1928 წწ).
სპენსერი ედმუნდ - ინგლისელი პოეტი (დაახლოებით 1552-1599 წწ).
სპენსერი ჰერბერტ - ინგლისელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი (1820-1903 წწ).
სპენსერის ყურე - ყურე ინდოეთის ოკეანეში, ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროსთან.
სპენსი მაიკლ - ამერიკელი ეკონომისტი, 2001 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1943 წელს).
სპენსი ტომას - ინგლისელი სოციალისტ-უტოპისტი (1750-1814 წწ).
სპენსი უილიამ გათრი - ავსტრალიის პოლიტიკური მოღვაწე (1846-1926 წწ).
სპერანსკაია ნადეჟდა - რუსი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი; მოღვაწეობდა თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრში (1912-1985 წწ).
სპერანსკი სერგეი - საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორი (1914-1983 წწ).
სპერანტოვა ვალენტინა - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1904-1978 წწ).
სპერი - მხარე ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ჭოროხის ზემო დინების აუზში, (ამჟამად თურქეთის საზღვრებშია).
სპერი როჯერ უოლკოტ - ამერიკელი ფსიქოლოგი, ნეიროფიზიოლოგი, 1981 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1913-1994 წწ).
სპერი ჯოუსაია ედუარდ - ამერიკელი გეოლოგი (1870-1950 წწ).
სპერი ჰერმან - ამერიკელი ბოტანიკოსი (1885-1954 წწ.)
სპერმა (ბერძნ.) - სითხე, რომელიც გამოიყოფა მამრობითი სასქესო ჯირკვლებიდან და შეიცავს სასქესო უჯრედებს.
სპერმატოგენეზი - მამრობითი სასქესო უჯრედების (სპერმატოზოიდების) წარმოქმნის პროცესი ცხოველებისა და ადამიანის სათესლე ჯირკვლებში.
სპერმატოზოიდი - მამრობითი სასქესო უჯრედი.
სპერმატორეა (ბერძნ.) - თესლის სითხის არანებისმიერი დენა.
სპერმატოფორები - კაფსულები, რომლებიც გავსებულია მამრობითი სასქესო უჯრედებით; მოეპოვებათ წურბელებს და სხვებს.
სპერმაცეტი (ბერძნ.) - თეთრი ცვილისებრი ნივთიერება, რომელსაც იღებენ კაშალოტის თავის სპეციალური ღრუებიდან; გამოყენება აქვს პარფიუმერიაში, კოსმეტიკაში და სხვა.
სპერმაციუმები
1) ძოწეული წყალმცენარეების მამრობითი სასქესო უჯრედები.
2) ჟანგასოკოების სპორები.
სპერმიები (ბერძნ.) - მცენარეთა მამრობითი სასქესო უჯრედები (გამეტები), რომელთაც არ გააჩნიათ მოძრაობის ორგანოები.
სპერმინი (ბერძნ.) - ორგანული ნივთიერება, რომელიც მიიღება ცხოველთა თესლის სითხიდან; იყენებენ მედიცინაში როგორც ნერვული სიტემის გამაგრების საშუალებას.
სპეროზა - მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, სპეროზის ქედზე.
სპეროზის ქედი - ქედი ახმეტის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრეთი განშტოება.
სპერჭური - დასარტყმელი სამუსიკო საკრავი; დიდი ნაღარის (ქოსის) ქართული სახელწოდება.
სპეტაკი (სპარს.)
1) ძალიან თეთრი.
2) წმინდა, უმწიკვლო.
სპექტაკლი (ფრანგ.) - თეატრალური წარმოდგენა.
სპექტრი (ლათ.) - სხვადასხვა ფერის ზოლი, რომელიც მიიღება პრიზმაში ან სხვა გარდამტეხ გარემოში სინათლის სხივის გავლის დროს.
სპექტროგრამა - სპექტრის ფოტოსურათი.
სპექტროგრაფი - სპექტრების ფოტოსურათის გადასაღები ხელსაწყო.
სპექტროსკოპი - სპექტრზე დაკვირვების საწარმოებელი ხელსაწყო.
სპექტროსკოპია - ფიზიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ელექტრომაგნიტური გამოსხივების სპექტრებს.
სპექტროჰელიოგრაფი - სპექტრული ასტრონომიული ხელსაწყო მზის დისკოს გადასაღებად მონოქრომატულ სინათლეზე.
სპექტროჰელიოსკოპი - სპექტრული ასტრონომიული ხელსაწყო მზის ვიზუალური დაკვირვებისათვის მონოქრომატულ სინათლეზე.
სპექტრული - სპექტრთან დაკავშირებული.
სპეც - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა - ნიშნავს სპეციალურს.
სპეცია - ქალაქი-პორტი იტალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (105 ათასი).
სპეციალიზაცია (ფრანგ.)
1) რაიმე სპეციალობის მიღება, სპეციალობაში დახელოვნება.
2) სპეციალობათა მიხედვით დანაწილება.
სპეციალისტი (ფრანგ.) - ადამიანი, რომელსაც სპეციალური ცოდნა აქვს მეცნიერების ან ტექნიკის რაიმე დარგში; რაიმე სპეციალობის წარმომადგენელი.
სპეციალობა - რაიმე საქმიანობა, ხელობა, პროფესია, რომელიც საგანგებო დახელოვნებას მოითხოვს; კვალიფიკაცია.
სპეციალური
1) განსაკუთრებული, საგანგებო დანიშნულების მქონე.
2) რაიმე სპეციალობასთან დაკავშირებული.
სპეციფიკა (ლათ.) - საგნის, მოვლენის დამახასიათებელი თავისებურებანი, რაც მას სხვებისაგან განასხვავებს.
სპეციფიკაცია (ფრანგ.)
1) რაიმე სპეციფიკურ თავისებურებათა განსაზღვრა და მათი თანრიგებად, ჯგუფებად განაწილება; კლასიფიკაცია.
2) საბუთი, რომელშიც ჩამოთვლილია დამზადებული ნაკეთობის, საქონლის ნაწილები, დეტალები, აგრეთვე მათი რაოდენობა, წონა, მასალა, ხარისხი.
სპეციფიკური (ლათ.) - რაც დამახასიათებელია მხოლოდ გარკვეული საგნის ან მოვლენისათვის; თავისებური, განსაკუთრებული.
სპიდვეი (ინგი.) - მოტოციკლებით რბოლა წიდიან ტრეკზე; ასეთივე რბოლა ყინულზე, მიწის ან ბალახიან ტრეკზე.
სპიდი (რუს.) - იხილე შიდს-ი.
სპიდომეტრი (ინგლ.) - ხელსაწყო, რომელიც გვიჩვენებს ავტომობილის, მოტოციკლის მოძრაობის სიჩქარეს, აგრეთვე გავლილ მანძილს.
სპივაკოვი ვლადიმერ - რუსი მევიოლინე, დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1944 წელს).
სპიკა (ქალწულისა) - პირველი ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდის ვარსკვლავი ქალწულის თანავარსკვლავედში, მზეზე 740-ჯერ მეტი ნათების მქონე.
სპიკატო (იტალ.) - მუსიკაში - წყვეტილი, მხტუნავი შტრიხი ხემიანი ინსტრუმენტის დაკვრისას - ლარზე ხემს აგდებენ მსუბუქად იმდენჯერ, რამდენი ნოტიც არის გადმოსაცემი.
სპიკერი (ინგლ. სპეაკერ - „მოლაპარაკე“)
1) ინგლისის პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარე.
2) აშშ-ში წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე.
3) ზოგადად - პარლამენტის თავმჯდომარე.
4) კრივში - პირი, რომელიც მაყურებლებს უცხადებს მსაჯთა გადაწყვეტილებას.
სპიკერფონი (ინგლ.) - ტელეფონის აპარატი, რომელსაც ყურმილი არ აქვს.
სპიკი ჯონ ჰენინგ - ინგლისელი აფრიკის მკვლევარი (1827-1864 წწ).
სპიკულები (ლათ.)
1) ზოგი უხერხემლო ცხოველის ჩონჩხის ელემენტები, რომლებიც ჩვეულებრივ შედგება კალციუმის კარბონატისგან ანდა (იშვიათად) კაჟმიწისაგან.
2) ასტრონომიაში - ცალკეული გამონაშვერები, რომლებიც ჩანს მზის დიკოს კიდეზე (მზის დაბნელების დროს).
სპილბერგი სტივენ - ამერიკელი კინორეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი (დაიბადა 1947 წელს).
სპილეინი მიკი - ამერიკელი მწერალი, დეტექტივების შემქმნელი (დაიბადა 1918 წელს).
სპილენძა - გველი ანკარასებრთა ოჯახისა; გავრცელებულია ევროპასა და დასავლეთ აზიაში.
სპილენძეული - სპილენძის ნაკეთობანი.
სპილენძი (სპარს.) (ჩუ) - ქიმიური ელემენტი; ადვილად ჭედადი მოწითალო ფერის ლითონი. ატომური ნომერი 29, ატომური მასა 63, 546.
სპილენძის მდინარე - იხილე კოპერი.
სპილენძჭური - საკრავი ერთგვარი - დიდი ნაღარა (საბა).
სპილო (სპარს.) - ხმელეთის ყველაზე დიდი ძუძუმწოვარი ცხოველი; აქვს ხორთუმი და სქელი, თითქმის უბალნო კანი. მამალს აქვს ორი გრძელი ეშვი; იკვებება მცენარეებით; ბინადრობს ცხელ ქვეყნებში.
სპილოს ძვლის ნაპირი - იხილე კოტ დ'ივუარი.
სპინაკერი (ინგლ.) - მსუბუქი სამკუთხა იალქანი, რომელსაც ზურგქარის დროს აყენებენ იახტებზე.
სპინი (ინგლ.) - ფიზიკაში - ელემენტარული ნაწილაკის (ელექტრონის, პროტონის, ნეიტრონის) ან ატომგულის მოძრაობის რაოდენობის საკუთარი მექანიკური მომენტი, რაც განპირობებულია მათი კვანტური ბუნებით
სპინინგი (ინგლ.) - სპორტული სათევზაო ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც ანკესს შორს ისვრიან.
სპინოზა ბენედიქტ (ბარუხ) - ნიდერლანდელი ფილოსოფოსი (1632-1677 წწ).
სპინოლა ამბროსიო - ესპანელი მხედართმთავარი (1569-1630 წწ).
სპინორი - მათემატიკური სიდიდე, რომელიც ხასიათდება ერთი საკოორდინატო სისტემიდან მეორეზე გადასვლისას.
სპინქსი ლეონ - ამერიკელი სპორტსმენი (კრივი), 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 1978 წელს მსოფლიოს ჩემპიონი პროფესიონალთა შორის მძიმე წონაში (დაიბადა 1953 წელს).
სპირალი (ლათ.)
1) მათემატიკაში - მრუდი, რომელიც უსასრულო რაოდენობის ხვეულებს აკეთებს წერტილის ირგვლივ და თანდათან შორდება ან უახლოვდება ამ წერტილს.
2) ამ სახით დახვეული მავთული ან ზამბარა.
სპირალური - სპირალის ფორმისა; ხვეული.
სპირანები - ნაერთები, რომელთა ორი ციკლი დაკავშირებულია ერთმანეთთან ნახშირბადის ერთ-ერთი საერთო ატომით.
სპირანტი (ლათ.) - ლინგვისტიკაში - ისეთი თანხმოვანი, რომელიც წარმოითქმის საარტიკულაციო ორგანოების ერთმანეთთან ძლიერ მიახლოებით; ქართულში ასეთებია, მაგალითად: ს,ზ,შ,ჟ.
სპირაჯო - მცირე სიგრძისა და განივი კვეთის გვირაბი.
სპირიდოვი გრიგორი - რუსი საზღვაო ფლოტის სარდალი, ადმირალი (1713-1790 წწ).
სპირიტიზმი (ლათ.) - რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც სულს განიხილავს როგორც სინამდვილის პირველსაწყისს, როგორც განსაკუთრებულ უსხეულო სუბსტანციას, რომელიც არსებობს მატერიის გარეშე და მისგან დამოუკიდებლად.
სპირიტუალიზმი (ლათ.) - ცრურწმენა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია მიცვალებულთა სულების გამოძახება და მათთან ურთიერთობის დამყარება.
სპირიტული - სპირიტზმთან დაკავშირებული.
სპირიჩუელი (სპირჩუელსი) (ინგლ.) - ამერიკელი ზანგების სასულიერო სიმღერები, მათი მუსიკალური ფოლკლორის მთავარი ჟანრი.
სპიროგირა - ძაფისებრი მწვანე წყალმცენარეების გვარი კონიუგატების ქვეგანაყოფისა.
სპირომეტრი (ლათ.) - ადამიანის მიერ ამოსუნთქული ჰაერის მოცულობის გასაზომი ხელსაწყო.
სპირომეტრია - სპირომეტრით ფილტვების სასიცოცხლო მოცულობის გაზომვის მეთოდი.
სპიროქეტი (ბერძნ.) - დამაავადებელი მიკროორგანიზმი, რომელსაც სპირალურად ხვეული ძაფის ფორმა აქვს.
სპირსი ბრიტნი - ამერიკელი პოპ-მომღერალი ქალი (დაიბადა 1981 წელს).
სპირტი (ლათ.)
1) ალკოჰოლით მდიდარი, ადვილად აალებადი სითხე, რომელსაც იღებენ სახამებელისა და შაქრის შემცველი ზოგი პროდუქტის გამოხდით.
2) ქიმიაში - სახელწოდება ორგანული ნაერთებისა, რომლებიც შეიცავენ ჟანგბადის ატომთან წყალბადის ატომის ნაერთს.
სპიტაკი (1948 წლამდე ამამლუ) - ქალაქი სომხეთში; 1988 წლის კატასტროფული მიწისძვრის შედეგად მთლიანად დაინგრა.
სპიტცი მარკ ენდრიუ - ამერიკელი სპორტსმენი (ცურვა), ოლიმპიური თამაშების ცხრაგზის ჩემპიონი 1968 და 1972 წლებში (დაიბადა 1950 წელს).
სპიშსკა-ნოვა-ვესი - ქალაქი სლოვაკიაში.
სპიჩი (ინგლ.) - მოკლე სადღეგრძელო.
სპიჩრაიტერი - სახელმწიფო მოღვაწეთა, პოლიტიკოსთა საჯარო გამოსვლათა სიტყვების დამწერი.
სპლანქნოლოგია (ბერძნ.) - ანატომიის ნაწილი, რომელიც შინაგან ორგანოებს შეისწავლის.
სპლანქნოპტოზი (ბერძნ.) - შინაგანი ორგანოების დაბლა დაწევა.
სპლენიტი (ბერძნ.) - ელენთის ანთება.
სპლენომეგალია (ბერძნ.) - ელენთის გადიდება.
სპლიტი - ქალაქი ხორვატიაში. პორტი ადრიატიკის ზღვაზე (260 ათასი).
სპოკენი - ქალაქი აშშ-ს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ვაშინგტონის შტატში (355 ათასი).
სპოლეტო - ქალაქი იტალიის ცენტრალურ ნაწილში, უმბრიის ოლქში (40 ათასი)
სპონდე - ანტიკურ ლექსთწყობაში - ორი გრძელი მარცვლისაგან შედგენილი ტერფი;
სილაბურ-ტონურ მეტრიკაში - ორმახვილიანი ტერფი.
სპონდი ჟან დე - ფრანგი პოეტი, ჰომეროსის, არისტოტელეს მთარგმნელი (1557-1596 წწ).
სპონდილიტი - ადამიანის ხერხემლის ქრონიკული ანთებითი დაავადება.
სპონდილოზი - ადამიანის მალთაშუა ხრტილების ქრონიკული დეგენერაციული დაავადება.
სპონსორი (ინგლ.) - რისამე მომწყობი, დამხმარე, ორგანიზატორი.
სპონტინი გასპარე ლუიჯი პაჩიფიკო - იტალიელი კომპოზიტორი (1774-1851 წწ).
სპორა (ბერძნ.) - ზოგი მცენარეული ორგანიზმების (წყალმცენარეების, სოკოების, ხავსების) მიკროსკოპული ჩანასახი.
სპორანგიუმი - ერთუჯრედიანი ან მრავალუჯრედიანი ორგანო, რაშიც სპორები წარმოიქმნება.
სპოროდერმა - სპორის გარსების ერთობლიობა.
სპოროვანი - რაც სპორების საშუალებით მრავლდება.
სპოროკარპიუმი - სპორების შემცველი წარმონაქმნები წყლის გვიმრებში.
სპოროფილი (ბერძნ.) - სპოროვანი მცენარის ფოთოლი, რომელზედაც ვითარდება სპორები.
სპოროფიტი - უსქესო დიპლოიდური თაობა მცენარეებისა, რომელთა განვითარების ციკლიც ხასიათდება თაობათა მორიგეობით.
სპოროცისტი - ზოგი ერთუჯრედიანი ცხოველის განვითარების სტადია.
სპორტი (ინგლ.) - ფიზიკური ვარჯიში (ტანვარჯიში, კრივი, ტურიზმი და სხვა), რომლის მიზანია ორგანიზმის გაკაჟება, აგრეთვე გამარჯვების მიღწევა.
სპორტის სასახლე (გივი კარტოზიას სახელობისა) - დახურული არქიტექტურული ნაგებობა თბილისში, იტევს 10 500 მაყურებელს; გაიხსნა 1961 წელს, არქიტექტორი ვ.ალექსი-მესხიშვილი.
სპორტსმენი - პირი, რომელიც სისტემატურად მისდევს სპორტს.
სპორტული - სპორტთან დაკავშირებული, სპორტისათვის განკუთვნილი, სპორტის ხასიათისა.
სპორტული ტანვარჯიში - სპორტის სახეობა, რომელიც მოიცავს შეჯიბრებებს სატანვარჯიშო იარაღებზე (ორძელი, რგოლები, ტაიჭი, ხარიხა, დვირი) და თავისუფალ ვარჯიშში.
სპრიგი კრისტოფერ - იხილე კოდუელი კ.
სპრინგზი - ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტრანსვაალის პროვინციაში (70 ათას).
სპრინგფილდი
1) ქალაქი აშშ-ს ჩრდილოეთ ნაწილში, ილინოისის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (105 ათასი).
2) ქალაქი აშშ-ს მისურის შტატში (140 ათასი).
3) ქალაქი აშშ-ს მასაჩუსეტსის შტატში (160 ათასი).
4) ქალაქი აშშ-ს ოჰაიოს შტატში (70 ათასი).
5) ქალაქი დიდი ბრიტანეთის ლანკაშირის საგრაფოში.
6) (ინგლ.) - ამერიკული სანადირო თოფი.
სპრინტერი (ინგლ.) - მოკლე მანძილებზე მორბენალი სპორტსმენი.
სპრუ (ინგლ.) - ადამიანის ქრონიკული დაავადება (გაურკვეველი ბუნების); გავრცელებელია ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატის ზონებში.
სპურტი (ინგლ.) - მოძრაობის ტემპის მკვეთრი გაძლიერება სპორტის ჩქაროსნულ სახეობებში.
![]() |
1.13 სრ |
▲back to top |
სრა (სპარს.) - სასახლე (მეფისა...).
სრასასახლე - იგივეა, რაც სრა.
სრაფა პიერო - იტალიელ-ინგლისელი ეკონომისტი, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი (1898-1983 წწ).
სრბიკი ჰაინრიხ - ავსტრიელი ისტორიკოსი (1878-1951 წწ).
სრბოლა - სირბილი, რბენა.
სრე - იგივეა, რაც სრელა.
სრედეცი - ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის სახელი IX-XIV საუკუნეებში.
სრედნა-გორა (ანტიბალკანები) - მთები ბულგარეთში.
სრედნეურალსკი - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
სრევა - იგივეა, რაც სროლა.
სრელა
1) განსხვავებული ფერის ზოლი.
2) პირუტყვი, რომელსაც ზურგზე სხვა ფერის ზოლი გასდევს.
სრელა-სრელა - ზოლებად, ზოლ-ზოლად.
სრემაცი სტევან - სერბი მწერალი (1855-1906 წწ).
სრემსკა-მიტროვიცა - ქალაქი სერბიაში (იუგოსლავია).
სრე-სრე - ზოლებად, ზოლ-ზოლად.
სრეტენსკი - ქალაქი რუსეთის ჩიტის ოლქში.
სრეული - ნასროლი, გასროლილი.
სრიალა
1) რაც სრიალით მოძრაობს.
2) სწორი, გლუვი ზედაპირის მქონე.
სრიალი
1) გლუვ ზედაპირზე დაუბრკოლებელი, ნარნარი მოძრაობა. || გველის მოძრაობაზე იტყვიან.
2) წყალში ან ჰაერში მსუბუქი ნარნარი მოძრაობა.
სრივიჯაია - იხილე შრივიჯაია.
სრინაგარი - ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში, ჯამი და ქაშმირის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (590 ათასი).
სროლა
1) მოქნევით გადაგდება. || აგდება, აყრა.
2) ცეცხლსასროლი იარაღის სასხლეტის გამოკვრით ლულაში დენთის აფეთქება და ტყვიის (ჭურვის...) გამოტყორცნა, რასაც თან სდევს მჭექარე ხმა.
3) ცეცხლსასროლი იარაღის ერთი გასროლისათვის საჭირო (ტყვია-წამალი).
სრონძანგამბო - ტიბეტის მეფე (617-649 წწ).
სრულად - რისამე გამოკლების გარეშე, მთლიანად.
სრულებით - იგივეა, რაც სრულად.
სრული
1) რასაც არაფერი აკლია; მთლიანი, მთელი. || უაღრესი.
2) რასაც (ვისაც) არაფერი უშლის ხელს, არ აბრკოლებს.
3) საბოლოო, გადამწყვეტი; მტკიცე.
4) მსხვილი, დიდი.
5) ფართო, განიერი (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი).
სრულიად - რისამე გამოკლების გარეშე; მთლიანად.
სრულმეტრაჟიანი - ჩეულებრივი ზომისა (კინოფილმი).
სრულუფლებიანი
1) ყველა კანონიერი უფლების მქონე.
2) გარკვეული უფლებებით აღჭურვილი.
3) შეუზღუდველი ძალაუფლების მქონე.
სრულფასოვანი - მაღალი ღირსებისა, მაღალი ხარისხისა.
სრულქმნა - იგივეა, რაც სრულყოფა.
სრულქმნილი - იგივეა, რაც სრულყოფილი.
სრულყოფა - დახვეწა, გაუმჯობესება.
სრულყოფილი - დახვეწილი, გაუმჯობესებული.
სრულწლოვანება - ასაკი, რომლის მიღწევის შემდეგ ადამიანი სრულუფლებიანი მოქალაქე ხდება.
სრულწლოვანი - ვინც სრულწლოვანებას მიაღწია.
სრუოგა ბალის - ლიტველი მწერალი (1896-1947 წწ).
სრუტე - ორი ზღვის ან ოკეანის შემაერთებელი წყლის ვიწრო სივრცე.
სრუტუნი - ცხვირით ჰაერის შესუნთქვა ხმის გამოცემით.
![]() |
1.14 სს |
▲back to top |
სსრკ - (აბრევიატურა) საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი.
![]() |
1.15 სტ |
▲back to top |
სტააფი კარლ - შვედეთის 1905-06 და 1911-14 წლების პრემიერ-მინისტრი (1860-1915 წწ).
სტაბატ მატერ - კათოლიკურ საეკლესიო ყოფაში შემორჩენილი ერთ-ერთი შუასაუკუნეობრივი სეკვენცია.
სტაბზი უილიამ - ინგლისელი ისტორიკოსი (1835-1901 წწ).
სტაბილიზაცია (ლათ.) - რისამე მყარი მდგომარეობის შექმნა; განმტკიცება.
სტაბილური - გამძლე, მტკიცე, მყარი, უცვლელი.
სტაგნაცია (ლათ.) - წარმოების, ვაჭრობის და მისთანების შენელება, შეფერხება, უძრაობა.
სტად-დე-ფრანსი - საფრანგეთის ეროვნული სტადიონი, მდებარეობს პარიზის გარეუბან სენ-დენიში. მისი ტევადობა შეადგენს 81,338 კაცს. სტადიონის მშენებლობა დასრულდა 1995 წელს და გაიხნსა 1998 წელს. მშენებლობაზე დაიხარჯა 285 მილიონი.
სტადია (ბერძნ.) - რისამე განვითარების საფეხური, პერიოდი.
სტადიონი (ბერძნ.) - სპორტული შეჯიბრებებისა და ვარჯიშებისათვის განკუთვნილი ნაგებობა, რომელსაც აქვს ფეხბურთის მოედანი, სარბენი ბილიკები და გარს ერტყმის მაყურებელთა ტრიბუნები.
სტადიო ოლიმპოკი - სტადიონი რომში, საშინაო მატჩებს სტადიონზე მართავენ საფეხბურთო კლ-უბები „ლაციო“ და „რომა“. არის ტევადობით მეორე საფეხბურთო სტადიონი იტალიაში (82,922). სტადიონის მშენებლობა დასრულდა 1937 წელს. სტადიონზე გაიმართა 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, 1990 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრები, მათ შორის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა.
სტავანგერი - ქალაქი ნორვეგიაში, რუგალანის ფიულკეს ადმინისტრაციული ცენტრი (150 ათასი).
სტავრა - ძვირფასი ქსოვილი, სქელი ფარჩა, ოქროქსოვილი.
სტავრიდა - თევზების გვარი ქორჭილასნაირთა რიგისა. ბინადრობს მსოფლიო ოკეანის სუბტროპიკულ და ზომიერად თბილ წყლებში.
სტავროპოლი - ქალაქი რუსეთში, სტავროპოლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი (335 ათასი).
სტავსკი (ნამდვილი გვარი კირპიჩნიკოვი) ვლადიმერ - რუსი მწერალი (1900-1943 წწ).
სტაიგერი როდ (ნამდვილი სახელი და გვარი როდნი სტივენი) - ამერიკელი მსახიობი (1925-2002 წწ).
სტაიერი - სპორტსმენი, რომელიც დიდ მანძილებზე სირბილშია დაოსტატებული.
სტაინბეკი ჯონ ერნსტ - ამერიკელი მწერალი, 1962 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1902-1968 წწ).
სტაინი გერტრუდ - ამერიკელი მწერალი ქალი (1874-1946 წწ).
სტაინი უილიამ სიუარდ - ამერიკელი ბიოქიმიკოსი, 1972 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1911-1980 წწ).
სტაინმეცი ჩარლზ პროტეუს (კარლ ავგუსტ რუდოლფ) - ამერიკელი ელექტროტექნიკოსი (1865 - 1923 წწ).
სტაირონი უილიამ - ამერიკელი მწერალი (დაიბადა 1925 წელს).
სტაკატო (იტალ.) - ბგერათა მოკლედ, წყვეტილად შესრულება მუსიკალურ საკრავზე.
სტალაგმიტი (ბერძნ.) - გამოქვაბულის ძირიდან კონუსისებურ სვეტად აღმართული შვერილი, რომელიც გაჩენილია თაღიდან ჩამონადენი კირიანი წყლის წვეთებისაგან.
სტალაქტიტი (ბერძნ.) - გამოქვაბულის თაღიდან კონუსისებურ სვეტად ჩამოგრძელებული შვერილი, რომელიც გაჩენილია ჩამოჟონილი კირიანი წყლის წვეთებისაგან.
სტალევა-ვოლია - ქალაქი პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (70 ათასი).
სტალი ან ლუიზ ჟერმენ დე (სტალ-ჰოლშტაინი) - ფრანგი მწერალი ქალი, ლიტერატურის თეორიტიკოსი, პუბლიცისტი (1766-1817 წწ).
სტალინაბადი - ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეს სახელი 1929-61 წლებში.
სტალინგრადი - რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის სახელი 1925-61 წლებში.
სტალინი იოსებ ბესარიონის ძე (ნამდვილი გვარი ჯუღაშვილი) - სსრკ-ს ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი, სკკპ-ს და საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მოღვაწე, გენერალისიმუსი (21.XII.1979 - 5.III.1953 წწ).
სტალინი (კუჩოვა) - ქალაქი ალბანეთის ბერატის რეთში.
სტალინირი - ქალაქ ცხინვალის სახელწოდება 1934-1961 წლებში.
სტალინისუბანი - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
სტალინო - უკრაინის ქალაქ დონეცკის სახელი 1924-61 წლებში.
სტალოვა-ვილა - ქალაქი პოლონეთის ტარნობჟიგის სავოევოდოში.
სტალონე სილვესტერ - ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი; იტალიელი ემიგრანტის შვილი (დაიბადა 1946 წელს).
სტამატოვი გეორგი - ბულგარელი მწერალი (1869-1942 წწ).
სტამბა - წარმოება, სადაც ბეჭდავენ პოლიგრაფიულ ნაწარმს.
სტამბური - სტამბის დამახასიათებელი, სტამბისათვის განკუთვნილი.
სტამბოლი - ქალაქი თურქეთში. დაარსებულია ძვ.წ.აღ. 60 წელს „ბიზანტიონის“ სახელით. 330 წელს ეწოდა კონსტანტინეპოლი. 395-1453 წლებში იყო ბიზანტიის, 1923 წლამდე კი ოსმანთა იმპერიის დედაქალაქი (6,6 მილიონი, დიდი სტამბული - 15 მილიონი).
სტამბოლიისკი ალექსანდრ სტოიმენოვ - ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი 1919-23 წლებში (1879-1923 წწ).
სტამბოლოვი სტეფან - ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი 1887-94 წლებში (1854-1895 წწ).
სტამინოდიუმი - ყვავილის სახეცვლილი მტვრიანა, რომელსაც არა აქვს მტვრის მარცვლების წარმოქმნის უნარი.
სტამიცი იან ვაცლავ ანტონინ - ჩეხი კომპოზიტორი, მევიოლინე, დირიჟორი (1717-1757 წწ).
სტამო ევგენი - საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორი (1912-1987 წწ).
სტამპი ლორენს დადლი - ინგლისელი გეოგრაფი და გეოლოგი (1898-1966 წწ).
სტამფორდი - ქალაქი აშშ-ს კონექტიკუტის შტატში (110 ათასი).
სტანდარტი (ბერძნ.) - ტიპობრივი ნიმუში, რასაც ზომის, ფორმის, ხარისხის და ა.შ. მიხედვით უნდა შეესაბამებოდეს რაიმე ნაწარმი; რისამე საზომი, ნიმუში, ნორმა, საფუძველი.
სტანდარტიზაცია - სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმების თანამიმდევრობა.
სტანდარტული - რაც სტანდარტს შეესაბამება; ტიპობრივი.
სტანევი ემილიან (ნამდვილი სახელი და გვარი ნიკოლა სტოიანოვი) - ბულგარელი მწერალი (1907-1979 წწ).
სტანისლავ I (ლეშჩინსკი) - პოლონეთის მეფე 1704-11, 1733-34 წლებში (1677-1766 წწ).
სტანისლავ ავგუსტი - იხილე პონიატოვსკი ა.
სტანისლავსკი (ნამდვილი გვარი ალექსეევი) - კონსტანტინე - რუსი მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი, თეატრის მოღვაწე (1863-1938 წწ).
სტანიუკოვიჩი კონსტანტინე - რუსი მწერალი (1843-1903 წწ).
სტანიუტა სტეფანია - ბელორუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1905-2000 წწ).
სტანიცა (რუს.) - კაზაკთა დიდი სოფელი (ყუბანში, დონზე და ზოგ სხვა ადგილას).
სტანიცინი ვიქტორ - რუსი მსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1897-1976 წწ).
სტანკე-დიმიტროვი - ქალაქი ბულგარეთის კიუსტენდილის ოკრუგში.
სტანკოვიჩი ბორისავ - სერბი მწერალი (1876-1927 წწ).
სტანკოვიჩი სინიშა - იუგოსლავიელი ბიოლოგი, ბიოგეოგრაფი, პედაგოგი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე (1892-1974 წწ).
სტანკუ ზაჰარია - რუმინელი მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე (1902-1974 წწ).
სტანოვოი - ქედების სისტემა აღმოსავლეთ ციმბირში.
სტანოიევიჩი სტანოვ - სერბი ისტორიკოსი (1874-1937 წელი).
სტანსი (სტანცა) - ოთხტაეპიანი სტროფისაგან შედგენილი ლექსი, რომელიც საერთო თემით არის გაერთიანებული.
სტარა-ზაგორა - ქალაქი ბულგარეთში, ამავე სახელწოდების ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი (160 ათასი).
სტარაია-რუსა - ქალაქი რუსეთის ნოვგოროდის ოლქში (40 ათასი).
სტარა-პლანინა (ბალკანეთის მთები) - მთები ბულგარეთში.
სტარახოვიცე - ქალაქი პოლონეთის კიელცეს სავოევოდოში.
სტარგრად-შჩეცინსკი - ქალაქი პოლონეთის შჩეცინის სავოევოდოში.
სტარი-ოსკოლი - ქალაქი რუსეთის ბელგოროდის ოლქში.
სტარიცა - ქალაქი რუსეთის ტვერის ოლქში.
სტარიცკი მიხეილ - უკრაინელი მწერალი, თეატრის მოღვაწე (1840-1904 წწ.
სტარკი ტომას - ინგლისელი პოლიტიკური მოაზროვნე, ჰუმანისტი (დაახლოებით 1499 - 1538 წწ).
სტარლინგი ერნესტ ჰენრი - ინგლისელი ფიზიოლოგი (1866-1927 წწ).
სტარობელსკი - ქალაქი უკრაინის ლუგანსკის ოლქში (25 ათასი).
სტაროდუბი - ქალაქი რუსეთის ბრიანსკის ოლქში.
სტაროგრად-გდანსკი - ქალაქი პოლონეთის გდანსკის სავოევოდოში.
სტაროვი ივანე - რუსი არქიტექტორი, რუსული კლასიციზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1745-1808 წწ.
სტაროკონსტანტინოვი - ქალაქი უკრაინის ხმელნიცკის ოლქში.
სტაროსტინი ანდრეი (1906-1987 წწ) და ნიკოლაი (1902-1996 წწ) - (ძმები) გამოჩენილი რუსი ფეხბურთელები 1920-30-იან წლებში და შემდეგ მწვრთნელები.
სტარტერი (ინგლ.) - ძრავის ასამუშავებელი მოწყობილობა.
სტარუშენკო - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.
სტარშინოვი ვიაჩესლავ - რუსი ჰოკეისტი, სსრკ-ს ნაკრების კაპიტანი, მსოფლიოს ჩემპიონი 1963-71 წლებში, ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი 1964 და 1968 წლებში (დაიბადა 1940 წელს).
სტარცევები - XVII საუკუნის II ნახევრის რუსი არქიტექტორები: დიმიტრი მიხეილის ძე (დაბადების და გარდაცვალების წლები უცნობია) და ოსიპ დიმიტრის ძე (? - 1714 წლის შემდეგ).
სტასი ჟან სერვე - ბელგიელი ქიმიკოსი (1813-1891 წწ).
სტასიუნასი იონას - ოპერის ლიტველი მომღერალი (ბარიტონი), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1919-1987 წწ).
სტასოვი ვასილი - რუსი არქიტექტორი, გვიანდელი კლასიციზმის წარმომადგენელი (1769-1848 წწ).
სტატანუსი - ბავშვის პირველი ნაბიჯების მფარველი რომაული ღვთაება.
სტატერი - ძველბერძნული მასის ერთეული და მონეტა. მასა სხვადასხვა პუნქტში სხვადასხვა იყო.
სტატია
1) ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ძირითადი ჟანრი.
2) ოფიციალური იურიდიული აქტის, დოკუმენტის ნაწილი.
სტატიკა - მექანიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის მატერიალურ სხეულთა წონასწორობის პირობებს მათზე ძალების მოქმედების დროს.
სტატისტი
1) უსიტყვო როლების შემსრულებელი მსახიობი.
2) ადამიანი, რომელიც პასიურად მონაწილეობს რამეში.
სტატისტიკა - საზოგადოებრივი მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მასობრივი საზოგადოებრივი მოვლენებისა და პროცესების რაოდენობრივ მხარეს თვისობრივ მხარესთან მჭიდრო კავშირში ადგილისა და დროის განსაზღვრულ პირობებში.
სტატორი (ლათ.) - ელექტრული მანქანის (გენერატორის, ძრავის) უძრავი ნაწილი, რომლის შიგნითაც ბრუნავს როტორი.
სტატოცისტები - უხერხემლოების წონასწორობის შეგრძნების ორგანოები.
სტატუა - ქანდაკების ერთ-ერთი სახეობა.
სტატუსი (ლათ.) - სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგნიზაციის, თანამდებობის პირის ან მოქალაქის სამართლებრივი მდგომარეობა.
სტატუს-კვო - სამართალში - განსაზღვრული დროისათვის არსებული ფაქტობრივი, სამართლებრივი მდგომარეობა
სტატუტი (ლათ.) - დებულება, რომელიც განსაზღვრავს ცალკეული შინასახელმწიფოებრივი ან საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობას და წესს.
სტაუნინგი თორვალდ - დანიის პრემიერ-მინისტრი 1940-42 წლებში (1873-1942 წწ).
სტაუნტონი ჰოვარდ - ინგლისელი მოჭადრაკე, ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშე XIX საუკუნის შუა წლებში (1810-1874 წწ).
სტაუტი რექს ტოდჰანგერ - ამერიკელი მწერალი (1886-1975 წწ).
სტაფი ლეოპოლდ - პოლონელი პოეტი (1878-1957 წწ).
სტაფილო (Daucus sativus)
1) ორწლოვანი ბოსტნეული მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა; აქვს მოყვითალო წითელი გამსხვილებული ფესვი, რომელიც იჭმება.
2) ამ მცენარის ფესვი.
სტაფილოკოკები (ბერძნ.) - სფერული კოკების გვარი; პათოგენური ბაქტერიები - იწვევენ ჭრილობის დაჩირქებას, აბსცესს, ძირმაგარებს, ანგინას, სეფსისს და სხვა.
სტაფორდი - ქალაქი ცენტრალურ ინგლისში, სტაფორდშირის საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი (60 ათასი).
სტაფორდი ტომას - ამერიკელი კოსმონავტი-მფრინავი, 1965, 1969 და 1975 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1930 წელს).
სტაფორდი უილიამ - ინგლისელი ეკონომისტი (1546-1612 წწ).
სტაფორდშირი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში, ინგლისის ცენტრალურ ნაწილში.
სტაშეკი ანტალ (ნამდვილი სახელი და გვარი - ანტონინ ზემანი) - ჩეხი მწერალი (1843-1931 წწ).
სტაშიცი სტანისლავ - პოლონელი განმანათლებელი, პუბლიცისტი (1755-1826 წწ).
სტაციონარი (ლათ.) - სტაციონარული დაწესებულება.
სტაციონალური - მუდმივი, ერთ ადგილას მოთავსებული, არამოძრავი.
სტაციუსი პუბლიუს პაპინიუს - რომაელი პოეტი (ახ.წ.აღ. 40 - დაახლოებით 90 წწ).
სტახანოველი - ყოფილ საბჭოთა კავშირში - წარმოების ნოვატორი, რომელიც შრომის მაღალ ნაყოფიერებას აღწევდა.
სტახანოვი ალექსი - ცნობილი დონბასელი მეშახტე, მრეწველობის ნოვატორი (1907-1977 წწ).
სტახანოვი (1937-40 წლებში სერგო, 1940-78 წლებში კადიევკა) - ქალაქი უკრაინის ლუგანსკის ოლქში (115 ათასი).
სტებნიკი - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში.
სტებსი უილიამ - იხილე სტაბზი უ.
სტეგოზავრები - ფრინველმენჯა დინოზავრების ქვერიგი; ბინადრობდნენ იურულ პერიოდში და ცარცული პერიოდის დასაწყისში.
სტეგოცეფალები - ნამარხი ამფიბიები. ბინადრობდნენ დევონური პერიოდიდან მოყოლებული ტრიასული პერიოდის ჩათვლით.
სტევინი სიმონ - ნიდერლანდელი მეცნიერი და ინჟინერი (1548-1620 წწ).
სტეინბერგერი ჯეკ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1988 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლ. ლედერმანთან და მ.შვარცთან ერთად (დაიბადა 1921 წელს).
სტეინიცი ვილჰელმ - ამერიკელი მოჭადრაკე, მსოფლიოს პირველი ჩემპიონი ჭადრაკში 1886-94 წლებში (1826-1900 წწ).
სტეინლენი თეოფილ ალექსანდრ - ფრანგი გრაფიკოსი (1859-1923 წწ).
სტეკეტი ლორენცო - იხილე გუერინი ო.
სტეკლი კარელ - ჩეხი კინორეჟისორი (1903-1987 წწ).
სტელა (ქვასვეტი) - ვერტიკალურად მდგარი ქვის სვეტი, რომელზედაც არის წარწერა ან რელიეფური გამოსახულება.
სტელაჟი (გერმ.) - რამდენიმე სართულად გამართული თაროები.
სტელინგის აჯანყება - საქსონიის გლეხთა აჯანყება 841-843 წლებში.
სტელმახი მიხეილ - უკრაინელი მწერალი (1912-1983 წწ).
სტემფორდი - იხილე სტამფორდი.
სტენდალი (ნამდვილი სახელი და გვარი - ანრი მარი ბეილი) - ფრანგი მწერალი (1783-1842 წწ).
სტენდალი - ქალაქი გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში (50 ათასი)
სტენდი (ინგლ.) - დაფა, რომელზედაც გამოფენის ექსპონატებია მოთავსებული; აწყობილი მანქანების, აპარატურის გამოსაცდელი დანადგარი ან ადგილი.
სტენი - იხილე სთენი.
სტენი იან - ჰოლანდიელი ფერმწერი (1626-1679 წწ).
სტენლვილი - იხილე კისანგანი.
სტენლი უენდელ მერედით - ამერიკელი ვირუსოლოგი და ბიოქიმიკოსი, 1946 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1904-1971 წწ).
სტენლი ჰენრი მორტონ (ნამდვილი სახელი და გვარი ჯონ როულანდზი) - ჟურნალისტი, აფრიკის მკვლევარი (1841-1904 წწ).
სტენო (სტენონიუსი, სტენსენი) ნიკოლაუს (ნილს) - დანიელი ბუნებისმეტყველი (1638-1686 წწ).
სტენობიონტები - ცხოველები და მცენარეები, რომელთაც გააჩნიათ გარემოს შედარებით მუდმივ პირობებში არსებობის უნარი.
სტენოზი - ფიზიოლოგიური ხვრელის ან ლულოვანი ორგანოს სანათურის შევიწროება.
სტენოკარდია (გულის ანგინა) - გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთი ფორმა.
სტენსენი ნიკოლაუს (ნილს) - იხილე სტენო ნ.
სტენტორი (ყანწა) - უმარტივესი ცხოველების გვარი ინფუზორიების კლასისა.
სტენშიე ერიკ ჰელგე ოსვალდ - შვედი პალეონტოლოგი (1891-1985 წწ).
სტეპანენკო ივან - რუსი მფრინავი, ავიაციის გენერალ-მაიორი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1920 წელს).
სტეპანიშჩევი მიხეილ - რუსი მფრინავი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1917-1946 წწ).
სტეპანოვა ანგელინა - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1905-2000 წწ).
სტეპანოვა ელენე - ოპერის რუსი მომღერალი (ლირიკო-კოლორატურული სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1896-1978 წწ).
სტეპანოვა მარია - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1916-1983 წწ).
სტეპი (რუს.) - უტყეო, სწორი ბალახით დაფარული სივრცე მშრალი ჰავის ზონაში.
სტეპლდონი ოლაფ - ინგლისელი მწერალი (1887-1950 წწ).
სტეპნოგორსკი - ქალაქი ყაზახეთის აკმოლის ოლქში (65 ათასი).
სტეპნოი - რუსეთის ყალმუხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ელისტის სახელი 1944-57 წლებში.
სტერადიანი - სივრცითი კუთხის საზომი ერთეული.
სტერეო - რთული სიტყვების საწყისი ნაწილი, აღნიშნავს: 1) მოცულობითობას ან სივრცობრივ განაწილება. 2) სიმყარეს, მუდმივობას.
სტერეომეტრია - ელემენტარული გეომეტრიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სივრცით ფიგურებს.
სტერეოსკოპი - ოპტიკური ხელსაწყო, რომლის მეშვეობით ადგილის ან ცალკეული საგნის ფოტოსურათს აღიქვამენ სივრცულად.
სტერეოტიპი - მაღალი ბეჭდვის საბეჭდი ფორმის (ანაწყობი და კლიშე) პირი - 2-დან 25 მმ-მდე სისქის მონოლითური ფირფიტა.
სტერიდები - უმაღლესი ცხიმოვანი მჟავების რთული ეთერები სტერინებითურთ.
სტერილიზაცია (ფრანგ.) - მიკროორგანიზმების მოსპობა გამოხარშვით, ფილტრაციით, ქიმიურ ნივთიერებათა ზემოქმედებით.
სტერილური - მიკროორგანიზმებისაგან დაწმენდილი.
სტერინი (ბერძნ.) - ორგანული ნივთიერება, რომელიც შედის ყველა ცხიმისა და ზეთის შემადგენლობაში.
სტერკოუ ფრედერიკ უილფორდ - ამერიკელი ასტრონავტი, 1998 და 2001 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1961 წელს).
სტერკუსი - მინდორთა გამანოყიერებელი ნაკელის რომაული ღვთაება, პირველად სატურნის ერთ-ერთი ზედმეტი სახელი იყო.
სტერლითამაქი - ქალაქი რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში. 1919-22 წლებში ბაშკირეთის დედაქალაქი (265 ათასი).
სტერლინგი
1) ქალაქი დიდ ბრიტანეთში, სენტრალის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (შოტლანდია).
2) (ინგლ.) - გირვანქა სტერლინგი - ინგლისის ფულის ძირითადი ერთეული.
სტერმერი კარლ ფრედრიკ მიულერც - ნორვეგიელი გეოფიზიკოსი და მათემატიკოსი (1874-1957 წწ).
სტერნი აიზეკ (ისააკ) - ამერიკელი მევიოლინე (დაიბადა 1920 წელს).
სტერნი ლორენს - ინგლისელი მწერალი (1713-1768 წწ).
სტეროპი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:
1) კეფევსის ქალიშვილი, რომელსაც ჰერაკლემ გორგონა-მედუზას თავი აჩუქა. სტეროპმა ამით მოიგერია მტრები.
2) მდინარის ღმერთის - აქელეოსის ცოლი, სირინოზების დედა.
სტეროპე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი კიკლოპი.
სტერტი ჩარლზ - ინგლისელი ოფიცერი, ტოპოგრაფი, ავსტრალიის მკვლევარი (1795-1869 წწ).
სტერტივანტი ალფრედ ჰენრი - ამერიკელი გენეტიკოსი (1891-1970 წწ).
სტერტივანტი ედგარ ჰაუარდ - ამერიკელი ენათმეცნიერი (1875-1952 წწ).
სტერჯენი უილიამ - ინგლისელი გამომგონებელი ელექტროტექნიკის დარგში (1783-1850 წწ).
სტესიქორე - ძველბერძენი პოეტი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 640 - 555 წწ).
სტეტინიუსი ედუარდ რაილი - აშშ-ს სახელმწიფო მოღვაწე და მრეწველი (1900-1949 წწ).
სტეფანავანი (1924 წლამდე ჯალალ-ოღლი) - ქალაქი სომხეთში.
სტეფანაკერტი (1923 წლამდე ხანქენდი) - ქალაქი აზერბაიჯანში, მთიანი ყარაბახის ადმინისტრაციული ცენტრი (55 ათასი).
სტეფან ბლუელი - ინგლისის მეფე (1097-1154 წწ).
სტეფანე მტბევარი - X საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწიგნობარი, ტბეთის ეპისკოპოსი.
სტეფანე სანანოისძე ჭყონდიდელი - X საუკუნის II ნახევრის ქართველი მწერალი, ჰიმნოგრაფი, სასულიერო მოღვაწე.
სტეფანე ქიზიყელი (ხირსელი) - VI საუკუნეში საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ასურელი მამა.
სტეფანი იოზეფ - იხილე შტეფანი ი.
სტეფანი (სტევან ლაზარევიჩი) - სერბიის მთავარი და დესპოტი (დაახლოებით 1377-1427 წწ).
სტეფანი
1) (სტევან ნემანია) სერბიის სახელმწიფოსა და ნამანიჩების დინასტიის დამაარსებელი (1113 ან 1114-1200 წწ).
2) (სტევან პირველგვირგვინოსანი) - სერბიის დიდი ჟუპანი, შემდგომში მეფე (გარდაიცვალა 1227 წელს).
სტეფანიანი ნელსონ - სომეხი მფრინავი, პოდპოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1913-1945 წწ).
სტეფანიკი ვასილი - უკრაინელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1971-1936 წწ).
სტეფანიშვილები - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.
სტეფანოვი ივან მატეევ - ბულგარელი ეკონომისტი და სტატისტიკოსი (1899-1985 წწ).
სტეფანოზი - ქართლის რამდენიმე ერისმთავრის სახელი VI-VIII საუკუნეებში.
სტეფანოპულოსი კონსტანტინოს - საბერძნეთის პრეზიდენტი 1995 წლიდან (დაიბადა 1926 წელს).
სტეფანოს ორბელიანი (განძაკეცი) - სომხური ისტორიოგრაფიის თვალსაჩინო წარმომადგენელი, საეკლესიო-პოლიტიკური მოღვაწე (1258-1304 წწ).
სტეფანოს ტარონეცი (ასოღიკი) - X-XI საუკუნეების სომეხი ისტორიკოსი.
სტეფანსონი ვილიალმურ - კანადელი პოლარეთის მკვლევარი, ეთნოგრაფი (1879-1962 წწ).
სტეფანწმინდა - დაბა ყაზბეგის ძველი სახელი.
სტეფასდაბალი - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.
სტეფენზი ჯოზეფ ლინკოლნ - ამერიკელი პუბლიცისტი (1866-1936 წწ).
სტეფენსონი (სტივენსონი) ჯორჯ - ინგლისელი კონსტრუქტორი და გამომგონებელი, ორთქლის სარკინიგზო ტრანსპორტის შემქმნელი (1781-1848 წწ).
სტეფორდი - იხილე სტაფორდი.
სტეფორდშირი - იხილე სტაფორდშირი.
სტეჩკინი იგორ - იარაღის რუსი კონსტრუქტორი (1922-2001 წწ).
სტვენია - ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა.
სტვირი
1) ხალხური ჩასაბერი საკრავი, დამზადებული მცენარის ღრუ ღეროსგან.
2) იგივეა, რაც გუდა-სტვირი.
სტიბიუმი (შბ) - ქიმიური ელემენტი, მოვერცხლისფრო-თეთრი ლითონი. ატომური ნომერი 51, ატომური მასა 121,75.
სტიგლერი ჯორჯ - ამერიკელი ეკონომისტი, 1982 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1911-1995 წწ).
სტიგლიცი ალფრედ - ამერიკელი ფოტოხელოვნების ოსტატი და თეორიტიკოსი (1864-1946 წწ).
სტივენეჯი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის ჰარტფორდშირის საგრაფოში (75 ათასი).
სტივენზი თადეუს - აშშ-ს პოლიტიკური მოღვაწე (1792-1868 წწ).
სტივენზი იურაია - აშშ-ს მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1821-1882 წწ).
სტივენზი სიაკა პრობინ - სიერა-ლეონეს პრეზიდენტი 1971-85 წლებში (1905-1988 წწ).
სტივენზი სტენლი სმით - ამერიკელი ფსიქოლოგი (1906-1995 წწ).
სტივენზი ჯოზეფ რეინერ - ინგლისელი მეთოდისტი მქადაგებელი (1805-1879 წწ).
სტივენზი ჯონ ლოიდ - ამერიკელი მოგზაური და არქეოლოგი (1805-1852 წწ).
სტივენსონი ედლაი იუნგ - აშშ-ს პოლიტიკური მოღვაწე (1900-1965 წწ).
სტივენსონი თეოფილო - კუბელი სპორტსმენი (კრივი), ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი 1972, 1976 1980 წლებში (დაიბადა 1952 წელს).
სტივენსონი რობერტ - ინგლისელი მეცნიერი, ქართველოლოგი (დაიბადა 1920 წელს).
სტივენსონი რობერტ ლუის ბელფორ - ინგლისელი მწერალი (1850-1894 წწ).
სტიკინი - მდინარე აშშ-სა და კანადაში, ერთვის წყნარ ოკეანეს.
სტილბი - სიკაშკაშის ერთეული ერთეულთა CGS სისტემაში.
სტილერი მორიც - შვედი კინორეჟისორი, მსახიობი და სცენარისტი (1883-1928 წწ).
სტილეტი - ცივი იარაღი, ხანჯალი, ზოგჯერ სამი პირის მქონე.
სტილი
1) ხელოვნებაში - ამა თუ იმ ეპოქის, ერის, მიმართულების ან ცალკეული შემოქმედის დამახასიათებელ გამომხატველობით ხერხთა, მხატვრულ თავისებურებათა ერთობლიობა, რაც განპირობებულია იდეური, საზოგადოებრივ-ისტორიული შინაარსის ერთიანობით.
2) ენობრივი თავისებურებანი, რომლებიც ახასიათებს ამა თუ იმ მწერალს, ლიტერატურულ მიმდინარეობას, ჟანრს.
3) ქცევის ან მოქმედების თავისებურებანი, მანერა.
4) მასის (წონის) ერთეული XVII-XVIII საუკუნეების ირანსა და საქართველოში; შეადგენდა ლიტრის 1/20 ნაწილს.
სტილი ანდრე - ფრანგი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე (დაიბადა 1921 წელს).
სტილი რიჩარდ - ინგლისელი მწერალი (1672-1729 წწ).
სტილიზაცია - რომელიმე ავტორისათვის, ჟანრისა და მიმდინარეობისათვის, ხალხის, ეპოქის, ხელოვნების და კულტურისათვის დამახასიათებელი მხატვრული სტილის ერთგვარი იმიტაცია.
სტილისტი - ლიტერატურული ენის სტილის კარგი მცოდნე. || პირი, რომლის მოვალეობაა რაიმე ნაწარმოების ენობრივი გასწორება.
სტილისტიკა
1) ლიტერატურის თეორიის დარგი, რომელიც სწავლობს მხატვრული ენის თავისებურებებს.
2) ენათმეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს ენის გამომხატველობით საშუალებებს.
სტილიქონი ფლავიუს - რომაელი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე (360/65 - 408 წწ).
სტილობატი - ძველბერძნული ტაძრის საფეხურისებრი ცოკოლის (სტერეობატის) ზედაპირი, რომელზედაც აწყობენ სვეტნარს.
სტილოსი - ძვლის ან ლითონის წვერწამახილი ჩხირი, გამოიყენებოდა ძველად საწერ იარაღად.
სტილტიესი თომას იოანეს - ნიდერლანდელი მათემატიკოსი (1856-1894 წწ).
სტიმულა - რომაული ღმერთქალი, რომელიც მოზეიმე ბაკქელებს გამოაფხიზლებდა ხოლმე - სტიმულს აძლევდა.
სტიმული (ლათ.) - რაიმე მოქმედებისათვის ხალისის აღმძვრელი მიზეზი; ბიძგი.
სტიმფალიდები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არკადიაში მდებარე სტიმფალოსის ტბის მახლობლად მცხოვრები სპილენძისფრთებიანი, მითიური ფრინველები, რომელთა ფრთები ისრებივით ერჭობოდა ყვველაფერს და ხმალივით ჭრიდა.
სტინგი (ნამდვილი სახელი და გვარი სამნერ გორდონი) - ინგლისელი მომღერალი, კომპოზიტორი, კინომსახიობი (დაიბადა 1952 წელს).
სტიპენდია - ყოველთვიური ფულადი დახმარება, რომელიც ეძლევათ სტუდენტებს, ასპირანტებს.
სტიპეტიჩი ვლადიმირ - იუგოსლავიელი ეკონომისტი (დაიბადა 1928 წელს).
სტიპლ-ჩეიზი - საცხენოსნო სპორტის სახეობა.
სტიპ-პოინტი - ავსტრალიის კონტინენტის უკიდურესი დასავლეთი წერტილი.
სტირლინგი ჯეიმზ - შოტლანდიელი მათემატიკოსი (1692-1770 წწ).
სტირლინგი ჯეიმზ ჰაჩისონ - ინგლისელი ფილოსოფოსი (1820-1909 წწ).
სტირმასიგი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
სტიუარდი (ინგლ.) - ოფიციანტი სამგზავრო გემზე ან თვითმფრინავში; ბორტგამყოლი.
სტიუარტები - შოტლანდიის (1371 წლიდან) და შემდეგ ინგლისის (1603-49, 1660-1714 წწ) სამეფო დინასტია.
სტიუარტი - კუნძული წყნარ ოკეანეში, ეკუთვნის ახალ ზელანდიას.
სტიუარტი გილბერტ - ამერიკელი ფერმწერი (1755-1828 წწ).
სტიუარტი ჯეიმზ - შოტლანდიელი ეკონომისტი (1712-1780 წწ).
სტიუარტი ჯეიმზ იუელ ბრაუნ - აშშ-ს სახელმწიფო მოღვაწე (1833-1864 წწ).
სტიუარტი ჯონ მაკდაუელ - ინგლისელი ავსტრალიის მკვლევარი (1815-1866 წწ).
სტიუბენვილი - ქალაქი აშშ-ს ოჰაიოს შტატში.
სტიქარონი - ერთი ან რამდენიმე სტროფისაგან შემდგარი პოეტური საგალობელი, რომელიც ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში ცისკრად და მწუხრზე სრულდება ფსალმუნების ან სხვა ბიბლიური ტექსტის შემდეგ.
სტიქია
1) იგივეა, რაც სტიქიონი.
2) (გადატანით) ვისიმე მოქმედების, მოღვაწეობის ჩვეული, კარგად ცნობილი, საყვარელი არე, გარემო.
სტიქიონი (ბერძნ.) - ბუნების მძლავრი მოვლენა, დამანგრეველი ძალა (ქარიშხალი, ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა).
სტიქიური
1) სტიქიით, სტიქიონით გამოწვეული.
2) (გადატანით) არაორგანიზებული, შეგნებული ხელმძღვანელობის გარეშე მიმდინარე.
სტიქსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი ოკეანიდი, მიწისქვეშეთში გამავალი ერთ-ერთი მდინარის ფერია.
სტოა - ანტიკურ არქიტექტურაში - გრძელი გალერეა, პორტიკი, რომელსაც ერთ-ერთ გრძივ მხარეს გასდევს სვეტების 1-2 მწკრივი, ხოლო მეორე მხარეს - კედელი
სტოდოლა ივან - სლოვაკი მწერალი, დრამატურგი (1888-1980 წწ).
სტოიადინოვიჩი მილან - იუგოსლავიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1888-1961 წწ).
სტოიანოვი ვესელინ - ბულგარელი კომპოზიტორი, პიანისტი და პედაგოგი (1902-1969 წწ).
სტოიანოვი ზახარ - ბულგარელი მწერალი, საზოგადო მოღვაწე (1850-1889 წწ).
სტოიანოვი ლიუდმილ (ნამდვილი სახელი და გვარი გეორგი სტოიანოვ ზლატოროვი) - ბულგარელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1886-1973 წწ).
სტოიანოვი ნიკოლაი ანდრეევ - ბულგარელი ბოტანიკოსი (1883-1968 წწ).
სტოიანოვიჩი რადმილა - იუგოსლავიელი ეკონომისტი (დაიბადა 1920 წელს).
სტოილოვი სიმიონ - რუმინელი მათემატიკოსი (1887-1961 წწ).
სტოიჩკოვი ხრისტო - ბულგარელი ფეხბურთელი (თავდამსხმელი), ევროპის 1994 წლის საუკეთესო ფეხბურთელი (დაიბადა 1966 წელს).
სტოიციზმი - ელინისტური და რომაული ფილოსოფიის ერთ-ერთი მიმდინარეობა.
სტოკოვსკი ლეოპოლდ - ამერიკელი დირიჟორი, წარმოშობით პოლონელი (1882-1977 წწ).
სტოკპორტი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის დიდი მანჩესტერის მეტროპოლიურ საგრაფოში (ინგლისი).
სტოკჰოლმი - შვედეთის დედაქალაქი. დაარსებულია 1252 წელს როგორც შვედეთის მეფეთა რეზიდენცია. დედაქალაქის სტატუსი მიიღო 1634 წლიდან (685 ათასი).
სტოლბერგი კარლო იუჰო - ფინეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1865-1952 წწ).
სტოლეტოვი ალექსანდრე - რუსი ფიზიკოსი (1839-1896 წწ).
სტოლიაროვი ნიკოლაი - რუსი მფრინავი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, პოდპოლკოვნიკი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1922 წელს).
სტოლიპინი პეტრე - რუსეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1906-11 წლებში, ცნობილი აგრარული რეფორმის (სტოლიპინის რეფორმის) განხორციელების ხელმძღვანელი (1862-1911 წწ).
სტოლიჰვო კაზიმეჟ - პოლონელი ანთროპოლოგი (1880-1966 წწ).
სტოლპერი ალექსანდრე - საბჭოთა ეპოქის რეჟისორი და კინოდრამატურგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1907-1979 წწ).
სტომა ზდისლავ - ბელორუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1907 წელს).
სტომატიტი - პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება.
სტომატოლოგია (ბერძნ.) - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს პირის ღრუს, კბილების, ყბებისა და სახის დაავადებებს.
სტომატომიკოზი [ბერძნ. სტომა (ნათ. სტომატოს) პირი, მყკეს სოკო, -ოსის მდგომარეობა] - პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სოკოვანი დაავადება, იგივე რძიანა.
სტომაქი - კუჭი; მუცელი.
სტომელი (სტომლი) ჰენრი ნელსონ - ამერიკელი ოკეანოლოგი (დაიბადა 1920 წელს).
სტორი - მდინარე კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარცხენა შენაკადი, სათავეს იღებს 2950 მეტრ სიმაღლეზე, კავკასიონის სამხრეთ კალთაზე მთა სტორზე. სიგრძე - 38 კილომეტრი, აუზის ფართობი - 281 კვ.კმ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი - 9,55 კუბ.მ/წმ. მოედინება სტორის (სტვრის) ხეობაში. მის ნაპირს მიჰყვება თუშეთისკენ მიმავალი ფშაველი-ომალოს გზა. მის ნაპირებზეა გაშენებული სოფლები: ლეჩური, ფშაველი და ლალისყური. ფშაველსა და ლეჩურს შორის მდინარეზე აშენებულია წყალსაცავი.
სტორის მთა - იხილე შვინდოვანა.
სტორნო - ბუხჰალტრული ანგარიშის გატარება, როგორც წესი, გათვალისწინებულია შეცდომით წარმოებული ჩანაწერის გასასწორებლად.
სტორტინგი - ნორვეგიის პარლამენტის სახელწოდება.
სტოუკ-ონ-ტრენტი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის სტაფორდშირის საგრაფოში.
სტოუნი ედუარდ დიურელ - ამერიკელი არქიტექტორი (1902-1985 წწ).
სტოუნი ირვინგ - ამერიკელი მწერალი (1903-1989 წწ).
სტოუნი რიჩარდ - ამერიკელი ეკონომისტი, 1984 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1913-1991 წწ).
სტოუნი შერონ - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1958 წელს).
სტოუნჰენჯი - მეგალითური ნაგებობა დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლზბერისთან; თარიღდება ძვ.წ. აღ. 1900-1700 წლებით.
სტოქსი ჯორჯ გებრიელ - ინგლისელი ფიზიკოსი (1819-1903 წწ).
სტოქტონი - ქალაქი აშშ-ს კალიფორნიის შტატში.
სტოქტონ-ონ-ტიზი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის კლივლენდის საგრაფოში (ინგლისი).
სტრაბიზმი - იგივეა, რაც სიელმე.
სტრაბონი - ძველბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 64/63 - ახ.წ.აღ. 23/24 წწ).
სტრადელა ალესანდრო - იტალიელი კომპოზიტორი და მომღერალი (1644-1682 წწ).
სტრადივარი (სტრადივარიუსი) ანტონიო-იტალიელი ვიოლინოს ოსტატი (დაახლოებით 1643 ან 1648-1737 წწ).
სტრადივარი ფრანჩესკო - იტალიელი ვიოლინოს ოსტატი (1671-1743 წწ).
სტრავინსკი იგორ - რუსი კომპოზიტორი და დირიჟორი (1882-1971 წწ).
სტრაზდასი ანტანას - ლიტველი პოეტი (1760-1833 წწ).
სტრაკონიცე - ქალაქი ჩეხეთის სამხრეთ ჩეხიის ოლქში.
სტრანიცკი იოზეფ ანტონ - ავსტრიელი დრამატურგი და მსახიობი (1876-1726 წწ).
სტრანსკი (სტრანსკი ზაპელი) პაველ - ჩეხი მწერალი, ისტორიკოსი, პოლიტიკური მოღვაწე (1583 - 1657 წწ).
სტრანჯა - იხილე ისტრანჯა.
სტრაპაროლა ჯოვანი ფრანჩესკა - იტალიელი მწერალი (დაახლოებით 1500-1557 წწ).
სტრასბურგერი ედუარდ - გერმანელი ბოტანიკოსი, წარმოშობით პოლონელი (1844-1912 წწ).
სტრასბური (სტრასბურგი) - ქალაქი საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქვემო რეინის დეპარტამენტის და ისტორიულ ოლქ ელზასის ადმინისტრაციული ცენტრი (250 ათასი).
სტრატეგია (ბერძნ.) - დასახული მიზნის მისაღწევად არჩეული მთავარი კრიტერიუმების, მიმართულებების, საკითხების და პრიორიტეტების ერთობლიობა.
სტრატეგიული - სტრატეგიასთან დაკავშირებული, სტრატეგიით განსაზღვრული.
სტრატეგოსი - მხედართმთავარი ძველბერძნულ პოლისებში.
სტრატიოტები - გლეხთა კატეგორია ბიზანტიაში.
სტრატონ ლამფსაკოსელი - ძველბერძენი ფილოსოფოსი (ძვ.წ.აღ. 340 - 270/268 წწ).
სტრატოსტატი - აეროსტატი, რომელიც განკუთვნილია 11000 მეტრზე მეტ სიმაღლეზე ასაფრენად.
სტრატოსფერო - ატმოსფეროს ფენა, რომელიც განლაგებულია ტროპისფეროსა და მეზოსფეროს შორის, 8-16 კმ-დან 45-55 კმ-მდე სიმაღლეზე.
სტრატფორდ დე რედკლიფი (სტრატფორდ კანინგი) - ინგლისელი დიპლომატი (1786 - 1880 წწ).
სტრატფორდ-ონ-ეივონი - ქალაქი დიდი ბრიტანეთ-ის უორქშირის საგრაფოში (ინგლისი) (105 ათასი).
სტრაფორდი ტომას უენტოური - ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე (1593-1641 წწ).
სტრაშიმიროვი დიმიტრ ტოდოროვ - ბულგარელი ისტორიკოსი, მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი (1868-1939 წწ).
სტრეველსი სტეინ (ნამდვილი სახელი და გვარი ფრანკ ლატერი) - ბელგიელი მწერალი (1871-1969 წწ).
სტრეიდომი იოჰანეს გერჰარდუს - სამხრეთ აფრიკის კავშირის სახელმწიფო მოღვაწე (1893-1958 წწ).
სტრეიზანდი ბარბრა - ამერიკელი კინომსახიობი, მომღერალი, რეჟისორი, პროდიუსერი ქალი (დაიბადა 1942 წელს).
სტრეიჩი ჯონ - ინგლისელი ეკონომისტი და სახელმწიფო მოღვაწე (1901-1963 წწ).
სტრეკალოვი გენადი - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, ოთხი კოსმოსური ფრენის მონაწილე 1980, 1983, 1984 და 1990 წლებში (დაიბადა 1940 წელს).
სტრელერი ჯორჯო - იტალიელი რეჟისორი (1921-1997 წწ).
სტრელეცები (მეთოფენი) - ცეცხლმსროლელი იარაღით შეიარაღებული რუსეთის ჯარი XVI-XVIII საუკუნეებში.
სტრელცოვი ედუარდ - რუსი ფეხბურთელი (თავდამსხმელი), ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში, 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1937-1990 წწ).
სტრემგრენი სვანტე ელის - დანიელი ასტრონომი (1870-1947 წწ).
სტრეპტოკოკები - სფერული ფორმის უძრავი, გრამდადებითი ბაქტერიები.
სტრეპტომიცინი - ანტიბიოტიკი, რომელსაც გამოიმუშავებს აქტინომიცეტების სახეობა.
სტრეპტოციდი - ანტიბაქტერიული საშუალება.
სტრეჟევოი - ქალაქი რუსეთის ტომსკის ოლქში (45 ათასი).
სტრესი - ორგანიზმის ფსიქიკური დაძაბულობის მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ძლიერი გამღიზიანებლის გავლენით.
სტრესნერი ალფრედო - პარაგვაის სახელმწიფო მოღვაწე (1912-1995 წწ).
სტრეტო - მუსიკაში - ტემპის აჩქარება.
სტრეტფორდი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის ლანკაშირის საგრაფოში, მდინარე ეივონზე (ინგლისი).
სტრი - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში (70 ათასი).
სტრიმასიგი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
სტრიმონი - იხილე სტრუმა.
სტრინდბერგი იუჰან ავგუსტ - შვედი მწერალი, დრამატურგი და პუბლიცისტი (1849-1912 წწ).
სტრიპი მერილ - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1949 წელს).
სტრიპტიზი - სანახაობა ვარიეტეებსა და ღამის კლუბებში, რომლის დროსაც შემსრულებელი ქალი თანდათან იხდის ტანსაცმელს და ფინალში სრულიად შიშველი წარუდგება მაყურებელს.
სტრიჟენოვი ოლეგ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1929 წელს).
სტრიუისი იან იანსენ - ჰოლანდიელი მრეწველი და მოგზაური (1630-1694 წწ).
სტრიქნინი - ალკალოიდი, რომელსაც შეიცავს ქუჩულას ერთ-ერთი სახეობის თესლი, ძლიერი ტოქსიკური შხამია.
სტრიქონი - ერთ ხაზზე ნაწერი სიტყვები.
სტრიქტურა - რაიმე ლულოვანი ორგანოს - შარდსაწვეთის, შარდსადენის, ნაღვლის სადინარის - შევიწროება.
სტროესნერი ალფრედო - იხილე სტრესნერი ა.
სტროიკი დირკ იან - ამერიკელი მათემატიკოსი (1894-1980 წწ).
სტრომა
1) ადამიანისა და ცხოველთა ორგანოების ქსოვილური ელემენტების ბოჭკოების წნულების ერთობლიობა.
2) წყალმცენარეებისა და უმაღლესი მცენარეების პლასტიდების უფერული ცილოვანი საფუძველი.
სტრომბოლი - მოქმედი ვულკანი ლიაპრის არქიპელაგში, იტალიაში (სიმაღლე 926 მეტრი).
სტრონციუმი (შრ) - ქიმიური ელემენტი, მოვერცხლისფრო-თეთრი, რბილი, პლასტიკური ლითონი. ატომური ნომერი 38, ატომური მასა 87,62.
სტროფანტინი - სამკურნალო პრეპარატი გულ-სისხლძარღვთა საშუალებათა ჯგუფისა.
სტროფი - ლექსში შინაარსობლივად და რიტმულად გაერთიანებული რამდენიმე სტრიქონი.
სტროფიკა - ლექსთმცოდნეობის დარგი
სტროცი (მეტსახელი კაპუჩინო, აგრეთვე პრეტე ჯენოვეზე) ბერნარდო - იტალიელი ფერმწერი (1581-1644 წწ).
სტრჟელნიცკი ვლადისლავ - პოლონელი პოეტი (1820-1846 წწ).
სტრჟელჩიკი ვლადისლავ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1921-1995 წწ).
სტრუგაცკები - მწერალი ძმები, თანაავტორები: არკადი (1925-91) და ბორისი (დაიბადა 1933 წელს).
სტრუგი ანჯეი - (ნამდვილი სახელი და გვარი ტადეუშ გალეცკი) - პოლონელი მწერალი (1871-1937 წწ).
სტრუენსე იოჰან ფრიდრიხ - დანიის სახელმწიფო მოღვაწე (1737-1772 წწ).
სტრუვე გუსტავ ფონ - იხილე შტრუვე გ.ფ.
სტრუვე ოტო - ამერიკელი ასტრონომი (1897-1963 წწ).
სტრუვე ვასილი - საბჭოთა ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, ძველაღმოსავლური მეცნიერული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1889-1965 წწ).
სტრუმა (სტრიმონი) - მდინარე ბულგარეთსა და საბერძნეთში, ერთვის ეგეოსის ზღვის სტრიმონიკოსის ყურეს (415 კმ).
სტრუნინო - ქალაქი რუსეთის ვლადიმირის ოლქში.
სტრუქტურა (ლათ.) - რისამე შემადგენელი ნაწილების ურთიერთმიმართება; აგებულება, წყობა.
სტუდებეკერი - ავტომობილების მწარმოებელი ამერიკული ფირმა; აწარმოებდა მსუბუქ და სატვირთო მანქანებს 1903-1966 წლებში.
სტუდენტი (ლათ.) - უმაღლესი სასწავლებლის მოსწავლე.
სტუდენტობა
1) სტუდენტის მდგომარეობა, სტუდენტად ყოფნა.
2) კრებითი - სტუდენტები.
სტუდენტური - სტუდენტის დამახასიათებელი, შესაფერი.
სტუდია (იტალ.)
1) მოქანდაკის ან მხატვრის სახელოსნო.
2) სკოლა, რომელიც მხატვრებს ან მსახიობებს ამზადებს.
3) თეატრი, რომელშიც ახალგაზრდა დამწყები მსახიობები თამაშობენ.
4) სპეციალური ოთახი (ნაგებობა), საიდანაც აწარმოებენ რადიო და ტელეგადაცემებს.
სტუდნიჩკა ფრანტიშეკ კარელ - ჩეხი ჰისტოლოგი და ემბრიოლოგი (1870-1955 წწ).
სტუმართმოყვარე - ვისაც სტუმრის მოსვლა უყვარს, ვინც სტუმარს გულღიად და ხალისიანად ხვდება.
სტუმარი
1) ვინმესთან შინაურ ვითარებაში (ოჯახში) მოსული ან საგანგებოდ მოწვეული, დაპატიჟებული პირი.
2) კრებაზე, სხდომაზე... დასასწრებლად მოწვეული უცხო პირი.
სტუმარ-მასპინძელი - ვაჟა-ფშაველას პოემა. დაიწერა 1893 წელს.
სტუმრიანი - ისეთი, რომელსაც სტუმრები ხშირად ჰყავს.
სტუმრობა
1) სტუმრად მისვლა, სტუმრად ყოფნა.
2) სტუმრების გამასპინძლება; წვეულება, ნადიმი.
3) კრებითი - სტუმრები.
სტუოკა-გუციავიჩიუსი ლაურინას - ლიტველი არქიტექტორი (1753-1798 წწ).
სტუპინო - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (75 ათასი).
სტუპკა ბოგდან - უკრაინელი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1941 წელს).
სტურა-შეფალეტი - ჩანჩქერი შვედეთში, სტურა-ლულე-ელვის ზემო დინებაში.
სტურუა ლია - პოეტი (დაიბადა 1939 წელს).
სტურუა მელორ - ჟურნალისტი, მწერალი (დაიბადა 1928 წელს).
სტურუა რობერტ - ფერმწერი-მონუმენტალისტი (1916-1982 წწ).
სტურუა რობერტ - რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, დაიბადა 1938 წლის 31 ივლისს, თბილისში, ცნობილი ქართველი მხატვრის რობერტ სტურუას ოჯახში. 1961 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან რუსთაველის თეატრის დამდგმელი რეჟისორია, 1972-1979 წლებში - სარეჟისორო კოლეგიის წევრი, 1979 წლიდან - მთავარი რეჟისორი, ხოლო 1980 წლიდან - თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
სტურ-ფიორდი - ნორვეგიის ზღვის ყურე.
სტურძა-ბულანდრა ლუჩია - რუმინელი მსახიობი ქალი, თეატრალური მოღვაწე (1873-1961 წწ).
სტშელეცკი პაველ ედმუნდ - პოლონელი ბუნებისმეტყველი, გეოლოგი და გეოგრაფი (1797-1873 წწ).
![]() |
1.16 სუ |
▲back to top |
სუ
1) შორისდებული; ნიშნავს: გაჩუმდი! ხმა გაიკმინდე! ნუ ლაპარაკობ!
2) ძველი ფრანგული მონეტა. მოქმედებდა 1947 წლამდე.
სუად დერვიში (ფსევდონიმები: ჰათიჯე ჰათიბი, სუვეიდა ჰათიბი, სუად სუზანი) - თურქი მწერალი ქალი, საზოგადო მოღვაწე (1903-1972 წწ).
სუათისი
1) სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.
2) მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე თერგის მარცხენა შენაკადი.
სუარეს გონსალესი ადოლფო - ესპანეთის პრემიერ-მინისტრი 1976-81 წლებში (დაიბადა 1932 წელს).
სუარესი ლუის მირამონტესი - ესპანელი ფეხბურთელი (თავდამსხმელი), ესპანური ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე, 1960 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი (დაიბადა 1935 წელს).
სუარესი ფრანსისკო - ესპანელი თეოლოგი და ფილოსოფოსი (1548-1617 წწ).
სუასონი - ქალაქი საფრანგეთის ენის დეპარტამენტში.
სუაჰილი ენა (კისვაჰილი) - ტანზანიისა და კენიის ოფიციალური ენა. ამ ენაზე დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს.
სუბარელები - სუბართუს მოსახლეობა, ხურიტული წარმოშობის ტომები.
სუბარენდა - არენდით აღებული ქონების არენდაში გადაცემა იურიდიულ პირზე.
სუბართუ - ქვეყანა ძველ ახლო აღმოსავლეთში; მოიხსენიება ძვ.წ.აღ. III-I ათასწლეულების შუამდინარულ ლურსმულ წარწერებში.
სუბერინი - ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა მცენარის მფარავი ქსოვილების უჯრედებიდან.
სუბიექტი
1) ადამიანი, როგორც შემმეცნებელი და მოქმედი არსება; უპირისპირდება გარე სამყაროს, როგორც შემეცნების ობიექტს.
2) გრამატიკაში - ქვემდებარე.
სუბიექტური
1) სუბიექტის დამახასიათებელი; პირადული.
2) არაობიექტური, მიკერძოებითი.
3) გრამატიკაში - სუბიექტის გამომხატველი.
სუბიტო (იტალ.) - მუსიკაში - ხმის სიმაღლის უეცარი, მკვეთრი შეცვლა.
სუბლიმაცია - ნივთიერების გადასვლა კრისტალური მდგომარეობიდან უშუალოდ (დნობის გარეშე) აირისებრში; აქროლება.
სუბორდინაცია (ლათ. სუბლიმო „ვამაღლებ“) - უფროსებისადმი უმცროსების სამსახურებრივი დაქვემდებარების სისტემა, სამსახურებრივი დისციპლინის დაცვა.
სუბოტიცა - ქალაქი სერბიაში (იუგოსლავია) (100 ათასი).
სუბპროდუქტები - არაძირითადი პროდუქტები, რომლებიც მიიღება დაკლული საქონლის პირველადი დამუშავების დროს (შიგნეულობა, ტვინი, ენა, ფეხები და სხვა).
სუბრეტი - იტალიურ კომედია დელ'არტეში - ამპლუა ეშმაკი, მოხერხებული მოსამსახურე ქალისა, რომელიც თავის ბატონს ხელს უწყობს სასიყვარულო ინტრიგებში.
სუბსიდია (ლათ.) - ფულადი ან ნივთიერი დახმარება, რომელსაც უწევს სახელმწიფო ადგილობრივ ორგანოებს, ფირმებს, ცალკეულ პირებს ან სხვა სახელმწიფოებს.
სუბსტანცია - ფილოსოფიური კატეგორია, რომელიც აღნიშნავს მოვლენათა მუდმივ, უცვლელ, თავისთავად, პირველ საწყისს.
სუბსტიტუცია - სამოქალაქო სამართალში - ანდერძში სათადარიგო მემკვიდრის დასახელება.
სუბსტრატი (ლათ.) - საკვები გარემო (ჩვეულებრივ, მიკროორგანიზმებისათვის).
სუბტროპიკები (ლათ.) - დედამიწის სფეროს ორი ფიზიკურ-გეოგრაფიული ზონა, რომლებიც ჩრდილოეთითა და სამხრეთით აკრავს ტროპიკებს.
სუბტროპიკული
1) რაც ჰავით დედამიწის ტროპიულ ცხელ სარტყელს უახლოვდება.
2) ასეთ ადგილებთან დაკავშირებული.
სუბჰი მუსტაფა - თურქეთის კომპარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი (1882-1921 წწ).
სუგერუსი (სუგერი) - სენ-დენის სააბატოს წინამძღვარი, ლუი VI-ისა და ლუი VII-ის მრჩეველი (დაახლოებით 1081 - 1151 წწ).
სუდაკი - ქალაქი უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე.
სუდანი (სუდანის რესპუბლიკა, არაბ, ჯუნჰურიიათ ას-სუდან, ინგლ. Republic of Sudan).
- სახელმწიფო ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ეგვიპტეს, ჩრდილო-დასავლეთით - ლიბიას, დასავლეთით - ჩადს, სამხრეთ-დასავლეთით - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, სამხრეთით დ სამხრეთ-აღმოსავლეთით - უგანდას და კენიას და აღმოსავლეთით - ერითრეას და ეთიოპიას. ჩრდილო-აღმოსავლეთით აქვს გასასვლელი წითელ ზღვაზე.
- დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთის და ეგვიპტისგან) - 1956 წლის 1 იანვარი.
- დევიზი - „an-Nasru la-naa“ (ჩვენი გავიმარჯვებთ).
- ჰიმნი -„ahnu jundu l-Laahi, jundu l-watan“ (ალაჰის ლაშქარი - სამშობლოს ლაშქარი).
- მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი (გარდამავალი ეროვნული საბჭო).
- ფართობი - 2 505 810 კვ.კმ.
- დაყოფილია 26 შტატად (არაბ. ვილაიეთი).
- მოსახლეობა - 38 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 15 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - არაბული.
- ოფიციალური რელიგია - ისლამი (სუნიტური მიმართულების).
- დედაქალაქები: ხართუმი (მთავრობის ადგილსამყოფელი) და ომდურმანი (პარლამენტის ადგილსამყოფელი).
- ვალუტა - სუდანის ფუნტი.
- ქვეყნის კოდი - SDN.
- დროის სარტყელი - UTC +3.
- სატელეფონო კოდი - +249.
- ინტერნეტ-დომენი - sd.
სუდანურა - ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე სორგოს გვარისა.
სუდარა - თეთრი ქსოვილი მიცვალებულის გადასახვევად.
სუდეიკინი სერგეი - რუსი მხატვარი (1882-1946 წწ).
სუდეტები - მთები პოლონეთის, ჩეხეთის და გერმანიის საზღვარზე.
სუდოკუ (იაპონ.) - გასართობი თავსატეხი; დაფუძნებულია ცხრა ციფრის განთავსებაზე 9X9 უჯრიან ბადეში, სადაც თარაზულ, შვეულ ხაზებზე და ბლოკებში (3X3-ზე) არცერთი ციფრი არ უნდა განმეორდეს.
სუდოსხევი - მდინარე მცხეთის მუნიციპალიტეტში, ვერის მარცხენა შენაკადი.
სუდრაბკალნსი იანის (1925 წლამდე არვიდს ჰეინე) - ლატვიის სახალხო პოეტი (1894-1975 წწ).
სუეიზი (Swayze) პატრიკ - ამერიკელი კინომსახიობი (1952-2008 წწ)
სუეცი - ქალაქი ეგვიპტეში, ამავე სახელწოდების მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი.
სუეცის არხი - აერთებს ხმელთაშუა ზღვას წითელ ზღვასთან. გაიხსნა 1869 წელს.
სუეცის ყელი - ტერიტორია, აერთებს აზიასა და აფრიკას, ყოფს ხმელთაშუა ზღვასა და წითელ ზღვას ერთმანეთისგან.
სუვა - სახელმწიფო ფიჯის დედაქალაქი. წყნარი ოკეანის პორტი (70 ათასი).
სუვალკი - ქალაქი პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (70 ათასი).
სუვანა ფუმა - ლაოსის პოლიტიკური მოღვაწე, პრინცი (1901-1984 წწ).
სუვარდი სურიანინგრატი - ინდონეზიის ეროვნული მოძრაობის მოღვაწე (1889-1959 წწ).
სუვენირი (ფრანგ.) - სამახსოვრო ნივთი; სახსოვარი.
სუვერენი - უმაღლესი ძალაუფლების მპყრობელი.
სუვერენიტეტი (გერმ.) - სახელმწიფოს დამოუკიდებლობა.
სუვონი - ქალაქი სამხრეთ კორეაში, კენგიდოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (650 ათასი).
სუვოროვი - ქალაქი რუსეთის ტულის ოლქში.
სუვოროვი ალექსანდრე - რუსი მხედართმთავარი და სამხედრო თეორიტიკოსი, გენერალისიმუსი (1730-1800 წწ).
სუზანი - ფერადი ნაქარგი ქსოვილი რამეზე გადასაფარებლად, კედელზე გასაკრავად და სხვა.
სუზდალი - ქალაქი რუსეთის ვლადიმირის ოლქში.
სუთი - სუფთად გათლილი ჯოხი ღომის ამოსაზელად.
სუიზი პოლ მერლორ - ამერიკელი ეკონომისტი და ჟურნალისტი (1910-1995 წწ).
სუინბერნი ელჯერნონ ჩარლზ - ინგლისელი პოეტი (1837-1909 წწ).
სუინდონი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის უილტშირის საგრაფოში (ინგლისი).
სუიტა - ქალაქი იაპონიის ოსაკის პრეფექტურაში (375 ათასი).
სუიტი ჰენრი - ინგლისელი ენათმეცნიერი (1845 - 1912 წწ).
სუიტსი გუსტავ - ესტონელი პოეტი (1883-1956 წწ).
სუიციდი (ლათ. sui caedere) - მიზანმიმართული თვითმკვლელობა, როგორც წესი, ხორციელდება საკუთარი ნებით და დამოუკიდებლად (თუმცა არის შემთხვევები, როცა სხვა ადამიანების ჩარევითაც ხდება).
სუიჯერტი ჯონ - აშშ-ს მფრინავი-კოსმონავტი, 1970 წლის ფრენის მონაწილე (1931-1982 წწ).
სუკაბუმი - ქალაქი ინდონეზიის დასავლეთ იავის პროვინციაში.
სუკარნო იხილე ჯაია.
სუკარნო აჰმედ - ინდონეზიის პრეზიდენტი 1945-67 წლებში (1901-1970 წწ).
სუკარნპურა - იხილე ჯაიაპურა.
სუკი
1) საკლავის ზურგიდან ხერხემლის ორივე მხარეს გრძლად ამოჭრილი რბილი ხორცი.
2) სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.
სუკი იოსეფ - ჩეხი მევიოლინე და კომპოზიტორი (1874-1935 წწ).
სუკოტაი - შუა საუკუნეების სახელმწიფო აზიაში.
სუკულენტები (ლათ.) - მრავალწლოვანი გვალვაგამძლე მცენარეები (კაქტუსი, ალოე, აგავა და სხვ.), რომელსაც ახასიათებს წყლით მდიდარი ხორციანი ფოთლები ან ღეროები.
სუკრე - ბოლივიის ოფიციალური დედაქალაქი, ჩუკისაკას დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. დაარსებულია 1538 წელს ესპანელთა მიერ (130 ათასი).
სუკრე ანტონიო ხოსე - ამერიკის კონტინენტზე ესპანეთის კოლონიების დამოუკიდებლობისათვის ომის (1810-26 წწ) ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1795-1830 წწ).
სუკური - ქალაქი პაკისტანის სინდის პროვინციაში (200 ათასი).
სულ
1) მთლიანად, მთლად, ერთნაირად, სრულიად.
2) მუდამ, ყოველთვის, განუწყვეტლივ, ერთთავად.
3) მხოლოდ.
4) ძალიან.
სულა - კუნძულების ჯგუფი მოლუკის ზღვაში (მალაის არქიპელაგი), ეკუთვნის ინდონეზიას.
სულა ლუციუს კორნელიუსი - რომის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე (ძვ.წ.აღ. 138 - 78 წწ).
სულა - მდინარე უკრაინაში, დნეპრის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 363 კილომეტრი).
სულაბერიძე ლადო - პოეტი (დაიბადა 1919 წელს).
სულაბერიძე ფრიდონ - მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1941 წელს).
სულადი - თითოეულ სულზე ნაანგარიშევი.
სულადობა - საერთო რაოდენობა (ადამიანებისა, აგრეთვე შინაური პირუტყვისა, ფრინველისა).
სულადობრივი - სულადობის მიხედვით გამოანგარიშებული, განსაზღვრული.
სულავესი
1) (ცელებესი) კუნძული მალაის არქიპელაგში, ეკუთვნის ინდონეზიას.
2) (ცელებესის ზღვა) კუნძულთშორისი ზღვა წყნარ ოკეანეში.
სულაიმანია - ქალაქი ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი (280 ათასი).
სულაკაური არჩილ - მწერალი (1927-1997 წწ).
სულაკი - მდინარე დაღესტანში, ერთვის კასპიის ზღვას (სიგრძე - 144 კილომეტრი).
სულაქველიძე თენგიზ - ფეხბურთელი (ნახევარმცველი, მცველი). თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“ (1974-78), თბილისის „დინამოსა“ (1978-88) და „ჰოლმსუნდში“ (შვედეთი, 1989). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი (2 გოლი). ევროპის ჩემპიონატის მეორე (1988) და ოლიმპიური თამაშების მესამე (1980) პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1982). ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 279 მატჩი (21 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1981), სსრკ თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980) სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1956 წელს).
სულაც - იგივეა, რაც სულ.
სულაწყალი - მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ხანისწყლის მარცხენა შენაკადი.
სულგაკმენდილი - სულგანაბული, გაყუჩებული.
სულგანაბული - გაჩუმებული, გაყუჩებული.
სულგანათლებული - იგივეა, რაც ცხონებული.
სულგრძელი
1) აუჩქარებელი, მომთმენი.
2) დიდსულოვანი, ლმობიერი, დამთმობი, კეთილშობილი.
სულგუნი - ერთგვარი ყველი, მოხარშული და გადაზელილი.
სულდა
1) მთა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ზეგანზე (2081 მეტრი).
2) სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.
სულდგმული - ცოცხალი არსება, სულიერი.
სულდის ტბები - ტბები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე.
სულე - შორისდებული; ნიშნავს: სუ! გაჩუმდი!
სულევო - სოფელი გაგრის შემოგარენში.
სულეთი - იგივეა, რაც საიქიო.
სულეიმან აბუ ლაილი - ერაყის მამლუქი გამგებელი, წარმოშობით ქართველი (1694-1762 წწ).
სულეიმან ბუიუქი (დიდი) - ბაღდადის ფაშა, წარმოშობით ქართველი (1722-1802 წწ).
სულეიმანი (ჯაყელი) - ახალციხის ფაშა 1767-69 წლებში (გარდაიცვალა 1791 წელს).
სულეიმანის მთები - სანაპირო მთები ირანის მთიანეთში (პაკისტანი).
სულეიმან მირზა ისქანდერი მოჰსენ - ირანის დემოკრატიული მოძრაობის მოღვაწე (1873-1943 წწ).
სულეიმან I კანუნი (სულეიმან კანონმდებელი) - ოსმალეთის სულთანი (1495-1566 წწ).
სულეიმან რუსტამი (ნამდვილი სახელი და გვარი სულეიმან ალი-აბასოღლუ რუსტამზადე) - აზერბაიჯანელი პოეტი, დრამატურგი (1906-1989 წწ).
სულეიმან სტალსკი (ნამდვილი გვარი ჰასანბეკოვი) - ლეზგი პოეტი, ლეზგიური პოეზიის ფუძემდებელი, დაღესტნის სახალხო პოეტი (1869-1937 წწ.
სულეიმან-ფაშა - თურქი მხედართმთავარი (1840 - 1892 წწ).
სულეიმან ქუჩუქი - ბაღდადის ფაშა, წარმოშობით ქართველი (1785-1810 წწ).
სულელი - ძლიერ სუსტი გონებრივი უნარის მქონე; ჭკუანაკლები.
სულელობა - უგუნურება.
სულემა - ვერცხლისწყლის ქლორიდი.
სულენანშანი (ზიუსის ქედი) - ქედი ჩინეთში.
სულთან ველედი - თურქი პოეტი (1226-1312 წწ).
სულთან მუჰამადი - ირანელი მინიატურისტი (1470-1555 წწ).
სულთაბრძოლა - მომაკვდავის უკანასკნელი წუთები; აგონია.
სულთათანა - მიცვალებულის სულის მოსახსენიებელი საგალობელი.
სულთამხუთავი
1) რელიგიაში - ულმობელი ანგელოზი, რომელიც ვითომდა თავს ადგას მომაკვდავს და სულს უხუთავს, სულს ხდის.
2) (გადატანით) ვინც, რაც სულს უხუთავს ვისმე; მტარვალი, მტანჯველი, მკვლელი, მომსპობი.
სულთან ველედი - თურქი პოეტი, ჯალალ-ედ-დინ რუმის ვაჟი (1226-1312 წწ).
სულთანი - მეფის ტიტული ზოგ მაჰმადიანურ ქვეყანაში.
სულთან მუჰამედი - ირანელი მინიატურისტი (1470-იანი წლები - 1555 წ)
სულთმობრძავი - სიკვდილის პირას მყოფი, მომაკვდავი.
სულთქმა
1) სუნთქვა.
2) ოხვრა, კვნესა, ხვნეშა.
სული
1) ადამიანის ფსიქიკურ უნართა ერთობლიობა; აზროვნება, ცნობიერება.
2) იდეალისტურ ფილოსოფიაში - არამატერიალური საწყისი, დასაბამი, რომელიც წარმოადგენს ბუნების, საგნების და მოვლენების მამოძრავებელ ძალას; გონი.
3) ადამიანის შინაგანი სამყარო, პიროვნების ფსიქიკური თვისებები (უნარი, ნიჭი, ხასიათი, გრძნობა, განცდა, მიდრეკილებანი...), რაც მოქმედებას, ქცევას, თვალსაზრისს განსაზღვრავს.
4) რელიგიაში - უსხეულო ზებუნებრივი არსება; ადამიანის არსებობის ღვთაებრივი მხარე, რომელიც უპირისპირდება სხეულს (ხორცს) და რომელიც თითქოსდა უკვდავია.
5) შესუნთქული და ამოსუნთქული ჰაერი; სუნთქვა.
6) (გადატანით) ადამიანის სიცოცხლე.
7) ცალკეული ადამიანი, პიროვნება.
8) (გადატანით) ძირითადი არსი, აზრი, დამახასიათებელი თვისებები.
სულიანა - ქალაქი პერუს პიურის დეპარტამენტში.
სულიან-ხორციანად - სულიერად და ხორციელად, მთელი არსებით.
სულიაშვილი გრიგოლ - რეჟისორი, პედაგოგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1894-1960 წწ).
სულიერი
1) ცოცხალი არსება, სულდგმული.
2) ადამიანის შინაგან ფსიქიკურ სამყაროსთან დაკავშირებული; არახორციელი.
3) ქრისტიანულ რელიგიასთან დაკავშირებული; საეკლესიო.
სულიკო
1) საალერსო მიმართვა საყვარელი არსებისადმი.
2) აკაკი წერეთლის ლექსი და სიმღერა, რომელიც ამ ლექსის ტექსტის მიხედვითაა შექმნილი.
სულინა - ქალაქი რუმინეთის ტულცის ჟუდეცში.
სულისდგმა - ვინმესთვის ძვირფასი, საყვარელი ადამიანი.
სულისკვეთება - შინაგანი განწყობილება; ძლიერი სურვილი, მისწრაფება, გულისთქმა.
სულისჩამდგმელი
1) გამაცოცხლებელი, მაცოცხლებელი.
2) რისამე ხელის შემწყობი, წამომწყები.
სულიწმინდის მოფენა - ქრისტიანული საუფლო დღესასწაული, იმართება ქრისტეს აღდგომის ორმოცდამეათე დღეს
სულიწმინდა - ქრისტიანული რელიგიის მიხედვით - წმინდა სამების მესამე ელემენტი.
სულკატიანი - ლანძღვაა ერთგვარი.
სულკურთხეული - იტყვიან გარდაცვლილი ადამიანის ხსენებისას მისდამი პატივისცემის გამოსახატავად.
სულმაღალი - დიდსულოვანი, დიდბუნოვანი, პატიოსანი, კეთილშობილი (ადამიანი).
სულმდაბალი - უპატიოსნო; არაკეთილშობილი, ზნედაცემული; ლაჩარი.
სულმნათი - იგივეა, რაც სულკურთხეული.
სულმოკლე
1) მოუთმენელი, სულსწრაფი.
2) მხდალი, ლაჩარი.
სულმოუთქმელად - ამოუსუნთქებლად, შეუსვენებლად; ძლიერ სწრაფად.
სულოაგა (სულოაგა ი საბალეტა) იგნასიო - ესპანელი ფერმწერი (1870-1945 წწ).
სულორი
1) (ყოფილი დვალიშვილების თემი) - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან 250 მეტრი. ვანიდან 11 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1125 ადამიანი. სულორი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. იცის რბილი უთოვლო ზამთარი. (იანვრის საშუალო ტემპერატურა 5 გრადუსი) და ცხელი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23 გრადუსი). ნალექები 1600 მმ წელიწადში. სამკურნალო ფაქტორია დაბალი მინერალიზაციის სუსტი სულფიდური, სულფატურ-ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი მინერალური წყალი (ტემპერატურა 35 გრადუსი), რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. სეზონი ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით.
2) მდინარე ვანის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა შენაკადი. ეს ორი მდინარე ერთმანეთს კოლხეთის დაბლობზე უერთდება. სათავეს იღებს მესხეთის ქედიდან. მდინარეს აქვს მოხლოდ ორი მთავარი შენაკადაი, რის გამოც ხალხმა მას შეარქვა „სულ - ორი“ ანუ, ორშენაკადიანი მდინარე. მდინარე ძირითდად საზრდოობს წვიმებითა და წყაროებით. სიგრძე - 15 კილომეტრი. მასზე აგებულია 7 ხიდი.
სულსწრაფი - სულმოკლე, სულწასული, მოუთმენელი.
სულტი ნიკოლა ჟან დე დიე - საფრანგეთის მარშალი (1769-1851 წწ).
სულუ
1) კუნძულთშორისი ზღვა წყნარ ოკეანეში.
2) კუნძულების ჯგუფი მალაის არქიპელაგში, ეკუთვნის ფილიპინებს.
სულუკი ფოსტენ ელი - ჰაიტის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე (დაახლოებით 1782- 1867 წწ).
სულუქთა - ქალაქი ყირგიზეთის ოშის ოლქში.
სულფ (სულფო) - ქიმიური, სამედიცინო და სხვა ტერმინების შემადგენელი ნაწილი, მიუთითებს გოგირდთან კავშირზე.
სულფატები (ლათ.) - ბუნებრივი გოგირდმჟავა მარილების მინერალთა კლასი.
სულფიდები - ბუნებრივი ლითონებისა და ზოგიერთი ნახევრად ლითონის გოგირდიანი ნაერთების მინერალთა კლასი.
სულყველა - იგივეა, რაც სუყველა.
სულყველაფერი - იგივეა, რაც სუყველაფერი.
სულშემხუთავი (სულშემხუთველი) - რაც სულს უხუთავს ვისმე; მძიმე, შემაწუხებელი, აუტანელი.
სულძაღლი - ლანძღვაა ერთგვარი.
სულწასული
1) ვისაც სული მისდის რამეზე; სულსწრაფი, სულმოკლე, მოუთმენელი.
2) იგივეა, რაც გულწასული.
სულწაწყმედილი - ლანძღვაა ერთგვარი.
სულხან-საბას მწვერვალი - მწვერვალი ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ კავკასიონზე.
სულხანიშვილი ალექსანდრე - მთარგმნელი, მწიგნობარი, კალიგრაფი (1808 წ - ?)
სულხანიშვილი ნიკოლოზ - კომპოზიტორი, ლოტბარი, მომღერალი (1871-1919 წწ).
სულხანიშვილი სულხან - კერამიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (დაიბადა 1925 წელს).
სუმანუსი - ღამის ელვის რომაული ღვთაება.
სუ მანშუ (ნამდვილი სახელი და გვარი სუ სიუანინი) - ჩინელი მწერალი და მთარგმნელი (1884 - 1918 წწ).
სუმაროკოვი ალექსანდრე - რუსი მწერალი (1717-1777 წწ).
სუმატრა - კუნძული მალაის არქიპელაგში, ეკუთვნის ინდონეზიას.
სუმაჭხო - ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდის ყოფილი სახელი.
სუმბა - კუნძული მცირე ზონდის კუნძულებში, ეკუთვნის ინდონეზიას.
სუმბავა - კუნძული მცირე ზონდის კუნძულებში, ეკუთვნის ინდონეზიას.
სუმბათაშვილი იოსებ - სცენოგრაფი, რუსეთის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1915 წელს).
სუმბათაშვილ-იუჟინი ალექსანდრე - რუსეთში მოღვაწე დრამატურგი და მსახიობი, წარმოშობით ქართველი (1857-1927 წწ).
სუმბატ I - ქართველთა მეფის ადარნასეს ძე (გარდაიცვალა 958 წელს).
სუმბატ დავითის ძე (ბაგრატიონი) - XI საუკუნის I ნახევრის ქართველი ისტორიკოსი.
სუმბაძე ლონგინოზ - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე (1908-1984 წწ).
სუმბიანი - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანთან მდებარე გვიანდელი შუა საუკუნეების გუმბათოვანი ეკლესია.
სუმბული (არაბ. ლათ. - Hyacinthus) - ბოლქვიანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა; იკეთებს თეთრ, ლურჯ ან ვარდისფერ სურნელოვან ყვავილებს; მოჰყავთ ქოთნებში.
სუმგაითი - ქალაქი აზერბაიჯანში, აფშერონის ნახევარკუნძულზე (260 ათასი).
სუმი - ქალაქი უკრაინაში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (305 ათასი).
სუნა (არაბ.) - წმინდა თქმულება, რომელშიც გადმოცემულია მაჰმადის ქცევა და გამონათქვამები.
სუნაი ჯევდეთ - თურქეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე (1900-1982 წწ).
სუნამო - სურნელოვანი სითხე, სპირტით შემზადებული; იხმარება როგორც საპარფიუმერიო საშუალება.
სუნგალი - სუნგალის გაკვრა - სულის გაკმენდა, განაბვა, გაყუჩება.
სუნდაკრული - რასაც სუნი დაკრავს, ოდნავ სუნი ასდის.
სუნდები - ინდონეზიაში, კუნძულ იავას დასავლეთ ნაწილში მცხოვრები ხალხი.
სუნდიატა კეიტა - მალის სახელმწიფოს მმართველი (გარდაიცვალა 1250 ან 1255 წელს).
სუნდსვალი - ქალაქი-პორტი შვედეთის ვესტ-ერნორლანდის ლენში (95 ათასი).
სუნდუკიანი გაბრიელ - სომეხი მწერალი და დრამატურგი, დაიბადა და ცხოვრობდა თბილისში (1825-1912 წწ).
სუნელი
1) გამხმარი და დაფშვნილი მწვანილეული; ხმარობენ საჭმლის შესაკაზმად.
2) ერთად დანაყილი სურნელოვანი მწვანილი და ნიგოზი საჭმლის შესატანებლად.
სუნთქვა - ცოცხალი ორგანიზმის მიერ ჟანგბადის შთანთქმისა და ნახშირბადის გამოყოფის პროცესი.
სუნი
1) ნივთიერების თვისება, რომელსაც აღიქვამს ყნოსვის ორგანო.
2) სამეფო დინასტია ჩინეთში (960-1279 წწ).
სუნ იატსენი - ჩინელი რევოლუციონერ-დემოკრატი (1866-1925 წწ).
სუნიზმი - ისლამის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რომელიც ითვლება ორთოდოქსალურად.
სუნისი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.
სუნ იუი - ჩინელი პოეტი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 290-222 წწ).
სუნლიაო (მანჯურიის დაბლობი) - დაბლობი ჩინეთში.
სუნნელი - იგივეა, რაც სურნელი.
სუნსული - ზოგი ცხოველის (ძაღლის, მელიის, თაგვის...) აქეთ-იქით ჩქარ-ჩქარი სიარული.
სუნსუნეგი (სუნსუნეგი ი ლორედო) - ხუან ანტონიო დე - ესპანელი მწერალი (1901-1990 წწ).
სუნჩხონი
1) ქალაქი სამხრეთ კორეის ჩოლა-ნამდოს პროვინციაში.
2) ქალაქი ჩრდილოეთ კორეის ფხიონან-ნამდოს პროვინციაში.
სუნ ცინლინი - ჩინეთის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე (1890-1981 წწ).
სუნ-ძი (სუნ უ) - ჩინელი მხედართმთავარი და სამხედრო თეორიტიკოსი (ძვ.წ.აღ. VI-V სს).
სუნ ძიაოჟენი - ჩინელი რევოლუციონერი (1882-1913 წწ).
სუნჯა - მდინარე ჩრდილოეთ ოსეთსა და ჩეჩნეთში (სიგრძე - 278 კილომეტრი).
სუოდეში მორის - ამერიკელი ენათმეცნიერი (1909 1967 წწ).
სუომენსელკია - სერი ფინეთში.
სუონზი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, უელსში, უესტ-გლამორანგის საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი (190 ათასი).
სუონზკომი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის კენტის საგრაფოში.
სუონლენდი - გეოგრაფიული ოლქი დასავლეთ ავსტრალიის შტატში.
სუპერ - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, აღნიშნავს:
1) რისამე ზევით მდებარეობას.
2) რისამე უმაღლეს ხარისხს.
3) უფროსობას.
სუპერმარკეტი (ინგლ.) - დიდი, თვითმომსახურების, საცალო ვაჭრობის დაწესებულება, რომლის მრავალი განყოფილება მყიდველებს სთავაზობს სასურსათო და სამრეწველო საქონლის ფართო ასორტიმენტს.
სუპერსტრატი - მოსული, დამპყრობი ხალხის ენა, რომელმაც შერევის პროცესში გავლენა მოახდინა ადგილობრივი მოსახლეობის ენაზე, თვითონ კი ხმარებიდან გამოვიდა.
სუპერფიციესი - სხვის მიწაზე ნაგებობების აშენებისა და დარგვის ნებართვა.
სუპერფოსფატი (ლათ.) - ფოსფორული სასუქი, რომელსაც იღებენ ბუნებრივი ფოსფატებიდან. (მაგ., აპატიტებიდან).
სუპრემატიზმი - მოდერნისტული მიმართულება სახვით ხელოვნებაში, აბსტარქტული ხელოვნების ნაირსახეობა, საფუძველი ჩაუყარა კაზიმეჟ მალევიჩმა 1910-იანი წლების I ნახევარში.
სურა
1) (არაბ.) - მუცელგამობერილი და ყელწვრილი თიხის (ვერცხლის, ოქროს...) ჭურჭელი წყლისა, ღვინისა და მისთანათათვის.
2) (არაბ.) - მუსლიმანთა წმინდა წიგნის, ყურანის შემადგენელი ნაწილი, თავი.
3) სისხლით გადამდები დაავადება ცხენების, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, აქლემებისა, ძაღლებისა და სპილოებისა, რომლის გამომწვევია ტრიპანოსომა თრყპანოსომა ევანსი.
4) მდინარე რუსეთის ევროპულ ნაწილში, ვოლგის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 841 კილომეტრი).
სურაბაია - ქალაქი ინდონეზიაში, აღმოსავლეთ იავის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (2,4 მილიონი).
სურავანდი - დაავადება; იცის სისხლნაკლებობა, ნუნების ანთება, კბილების დაცვენა და სხვა.
სურათი (არაბ.)
1) მხატვრობის ნაწარმოები.
2) რისამე, ვისიმე ფოტოგრაფიული გამოსახულება.
3) (გადატანით) რაიმე სანახაობა, რისამე ხედი.
4) (გადატანით) სახეები, რომელთაც ადამიანი წარმოიდგენს ან მეხსიერებაში აღიდგენს.
5) ყოფაცხოვრებითი სცენა ლიტერატურულ ნაწარმოებში.
სურათებიანი - სურათებით შემკული.
სურათოვანი
1) მხატვრული, გამომხატველობითი, მეტყველი.
2) ლამაზი, მოხდენილი.
სურაკარტა (სოლო)
1) ქალაქი ინდონეზიის ცენტრალური იავის პროვინციაში.
2) სასულთნო კუნძულ იავაზე 1743-1950 წლებში (ინდონეზია).
სურამელები - დიდ ფეოდალთა საგვარეულო XII-XIV საუკუნეების საქართველოში.
სურამელი ბეგა I - XII საუკუნის II ნახევრის ქართველი დიდგვაროვანი ფეოდალი.
სურამელი ბეგა II - XIII საუკუნის II ნახევრის საქართველოს დიდი ფეოდალი, სამეფო კარის მოხელე-ვაზირი, მსახურთუხუცესი.
სურამელი გრიგოლ - XIII საუკუნის I ნახევრის ქართველი დიდგვაროვანი ფეოდალი, სამეფო კარის მსახურთუხუცესი.
სურამელი რატი - XII-XIII საუკუნეების ზღვარზე მოღვაწე ქართველი დიდგვაროვანი ფეოდალი, ქართლის ერისთავი.
სურამელი სულა - XIII საუკუნის I ნახევარში მოღვაწე ქართველი დიდგვაროვანუ ფეოდალი, ქართლის ერისთავი.
სურამელი ჰამადა (აჰმადა) - ქართველი დიდი ფეოდალი XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე, ქართლის ერისთავი.
სურამი - დაბა ხაშურის მუნიციპალიტეტში.
სურამის უღელტეხილი - უღელტეხილი ხაშურის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში, ლიხის ქედზე.
სურამის ქედი - იხილე ლიხის ქედი.
სურამის ციხე - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ქართლში, აგების თარიღი არ არის ცნობილი, მოიხსენიება XII საუკუნიდან.
სურამულა - მდინარე ხაშურის მუნიციპალიტეტში, ფცის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 42 კილომეტრი).
სურაპატი - ინდონეზიის ეროვნული გმირი, ანტიჰოლანდიური მოძრაობის ბელადი კუნძულ იავაზე (გარდაიცვალა 1706 წელს).
სურატგარჰი - ქალაქი ინდოეთის რაჯასტანის შტატში.
სურატი - ქალაქი ინდოეთის გუჯარათის შტატში.
სურბარანი ფრანსისკო - ესპანელი ფერმწერი (მოინათლა 1598-1664 წწ).
სურგუტი - ქალაქი რუსეთის ტიუმენის ოლქში.
სურდასი - ინდოელი პოეტი, ჰინდი ენაზე ლირიკული პოეზიის ფუძემდებელი (1483-1563 წწ).
სურდო - ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება.
სურდოკამერა - კოსმონავტიკაში - სათავსი, რომელსაც აქვს სუსტი ხელოვნური განათება და ბგერათშეუღწეველი კედლები.
სურდოპედაგოგიკა (ლათ.) - მეცნიერება სმენადაქვეითებული ბავშვების აღზრდისა და სწავლების შესახებ.
სურდოფსიქოლოგია - ფსიქოლოგიის სპეციალური დარგი, რომელიც ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანის ფსიქიკას შეისწავლის.
სურები
1) სოფლების ზემო სურების და შუა სურების გავრცელებული სახელწოდება (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი).
2) ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი დასავლეთ საქართველოში, გურიაში.
სურვილი
1) მისწრაფება, მიდრეკილება რისამე მისაღწევად, განსახორციელებლად; ნდომა, წადილი.
2) ტრფობა, სიყვარული.
სურვილის კონცხი - ახალი მიწის ჩრდილოეთი კუნძულის უკიდურესი ჩრდილო-აღმოსავლეთის დაბოლოება.
სურია - ქალაქი ესპანეთის ბარსელონის პროვინციაში.
სურიგაო
1) სრუტე ფილიპინის არქიპელაგში, აერთებს მინდანაოს ზღვას წყნარ ოკეანესთან.
2) ქალაქი ფილიპინებში, სურიგაო-დელ-ნორტეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
სურიკოვი ვასილი - რუსი ფერმწერი (1848-1916 წწ).
სურინამი (სურინამის რესპუბლიკა, ნიდერ. Republiek Suriname).
- სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. დასავლეთით ესაზღვრება გაიანას, აღმოსვლეთით - საფრანგეთის გვიანას, სამხრეთით - ბრაზილიას, ჩრდილოეთდან აკრავს ატლანტის ოკეანე.
- დამოუკიდებლობის დღე (ნიდერლანდისგან) - 1975 წლის 25 ნოემბერი.
- ეროვნული დევიზი - „Justitia — Pietas — Fides“ (ლათ. სამართლიანობა, მშვიდობა, რწმენა).
- ჰიმნი - „God zij met ons Suriname“.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული კრება.
- ფართობი - 163 270 კვ.კმ.
- მოსახლეობა - 440 ათასი.
- სიმჭიდროვე - 2,6 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - ჰოლანდიური.
- მორწმუნეები: ინდუისტები, ქრისტიანები, მუსლიმანი-სუნიტები.
- დაყოფილია 10 ოლქად.
- დედაქალაქი და მთავარი პორტი - პარამარიბო.
- ვალუტა - სურინამის დოლარი.
- ქვეყნის კოდი - SUR.
- დროის სარტყელი - UTC -3.
- სატელეფონო კოდი - +597.
- ინტერნეტ-დომენი - sr.
სურინჯი
1) იგივეა, რაც სოინჯი.
2) (სპარს.) - სამხატურო წამალი დამწურის ტყვივისგან გარდაქცეული ალისფერ კირად.
სურიოტაი - ტაილანდის ეროვნული გმირი ქალი, აიუთიის დედოფალი (გარდაიცვალა 1549 წელს).
სურიუმი - ანტიკური ხანის ქალაქი კოლხეთში; მოიხსენიება I საუკუნიდან; ვარაუდობენ, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირთან მდებარეობდა.
სურკოვი ალექსი - რუსი პოეტი (1899-1983 წწ).
სურმა (სპარს.) - იხილე სტიბიუმი.
სურმუში - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.
სურნელება - სასიამოვნო სუნი, არომატი.
სურნელი
1) იგივეა, რაც სურნელება.
2) იგივეა, რაც სურნელოვანი.
სურნელოვანი - სურნელების გამომცემი; არომატული.
სურო (Hedera) - მარადმწვანე მცოცავი ბუჩქი, მეტწილად ბინადრობს ხეებზე, კედლებსა და კლდეებზე, რომლებსაც ემაგრება ღეროებიდან განვითარებული ფესვებით.
სუროგატი (ლათ.)
1) რისამე შემცვლელი, რომელსაც ნამდვილი საგნის, პროდუქტის მხოლოდ ზოგიერთი თვისება აქვს.
2) (გადატანით) ყალბი, ფალსიფიცირებული რამ.
სუროვიკონო - ქალაქი რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში.
სურსათი (თურქ.) - საჭმლის, საკვების ერთობლიობა; საზრდო, სანოვაგე.
სურუგა - წყნარი ოკეანის ყურე კუნძულ ჰონსიუს სამხრეთ სანაპიროსთან.
სურწყუნისი - იხილე სარწყუნისი.
სურხაბი (ქვემო დინებაში ყუნდუზი) - მდინარე ავღანეთში, მდინარე ამუდარიის მარცხენა შენაკადი.
სუსა (თანამედროვე შუშა, ძველი ელამური შუშანი) - ელამისა და აქემენიდთა სახელმწიფოს ერთ-ერთი დედაქალაქი, მდებარეობდა ზაგროსის მთიანეთის ძირას, თანამედროვე ირანის ხუზისტანის ოლქში.
სუსამბარი (სპარს.) (Pyrethrum balsamita)
1) მრავალწლოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა; აქვს ფართო სურნელოვანი ფოთლები; მოჰყავთ ბაღებში.
2) რეჰანის ერთ-ერთი ჯიშის სახელწოდება.
სუ-სენტ-მარი
1) ქალაქი აშშ-ს მიჩიგანის შტატში.
2) ქალაქი კანადის ონტარიოს პროვინციაში.
3) არხად გადაკეთებული წყლის გზა, აერთებს ზემო და ჰურონის ტბებს ჩრდილოეთ ამერიკაში.
სუსი - ქალაქი ტუნისში, ამავე სახელწოდების ვილაიაის ადმინისტრაციული ცენტრი (100 ათასი).
სუ-სიტი - ქალაქი აშშ-ს აიოვას შტატში.
სუსიტნა - მდინარე აშშ-ში, ერთვის წყნარი ოკეანის კუკის ყურეს.
სუსლოვი მიხეილ - საბჭოთა სახელმწიფოსა და სკკპ-ს მაღალჩინოსანი მოღვაწე (1902-1982 წწ).
სუსპენზია (ლათ.) - ნარევი ორი ნივთიერებისა, რომელთაგან ერთი (მყარი) ნივთიერება შეტივტივებულია მეორეში (სითხეში) უმცირესი ნაწილაკების სახით.
სუსპენზორიუმი - (ლათ. სუსპენდო „ჩამოვკიდებ“] - ჩამოკიდებული ნახვევი ტომრის სახით, მაგალითად სათესლე პარკისთვის ან ბანდის ნახვევი სარძევე ჯირკვლისთვის (მასში ანთებითი პროცესის დროს).
სუსტი
1) ძალას, ღონეს მოკლებული; უღონო, გამხდარი. || არაჯანმრთელი, ავადმყოფი, სნეული.
2) განუვითარებელი, მცირე შესაძლებლობის მქონე.
3) გამძლეობას, სიმკვრივეს მოკლებული.
4) სიმაგრეს, სიცხარეს, სიმწვავეს მოკლებული (ხსნარი, ნარევი...).
5) მცირე ძალის ან ძაბვის მქონე.
6) დაბალი ხარისხისა, ცუდი, მდარე, უხეირო.
7) არადამაკმაყოფილებელი ნიშნების მქონე (მოსწავლე).
სუსხი - მძაფრი, მწვავე სიცივე; ყინვა.
სუტანა (ფრანგ.) - გრძელი შესამოსელი, რომელსაც იცვამენ კათოლიკე სასულიერო პირები არაღვთისმსახურების დროს.
სუტენიორი (ფრანგ.) - ადამიანი, რომელიც როსკიპის ხარჯზე ცხოვრობს.
სუტი - მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობაში.
სუტომო - ინდონეზიის ეროვნული მოძრაობის მოღვაწე (1888-1938 წწ).
სუტრები (სანსკრ.) - ძველი ინდური წმინდა (საღვთო) და იურიდიული (შემდეგ, აგრეთვე, სამედიცინო) წიგნები, ტრაქტატები.
სუფანუვონგი - ლაოსის პოლიტიკური მოღვაწე, პრინცი (1909-1990 წწ).
სუფთა (სპარს.)
1) რასაც ჭუჭყი არა აქვს; გაწმენდილი, გარეცხილი. || დაგვილ-დაწმენდილი.
2) ისეთი რაზედაც (ან რაშიც) ჯერ არ დაუწერიათ არაფერი.
3) (გადატანით) რაც გარკვეულ ცოდნას, კვალიფიკაციას მოითხოვს; არაუხეში, ოსტატური.
4) ხშირად ხმარობენ „წმინდა“-ს მნიშვნელობით.
სუფია (არაბ.) - იგივეა, რაც დავრიში.
სუფიზმი (არაბ.) - ისლამის მისტიკურ-ასკეტური მიმართულება, რომელიც VIII საუკუნეში წარმოიშვა.
სუფილულიუმა - ხეთების მეფეთა სახელი ძვ.წ.აღ. XIV-XIII საუკუნეებში.
სუფიქსი (ლათ.) - გრამატიკაში - სიტყვის ძირის შემდეგ მოთავსებული აფიქსი; ბოლოსართი.
სუფლე (ფრანგ.) - რძის, ხორცის, საკონდიტრო და სხვა სახის კულინარიული ნაწარმი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ათქვეფილი ცილა.
სუფლიორი (ფრანგ.) - მოკარნახე (თეატრში).
სუფლისი - რკინიგზის ბაქანი ახალციხე ვალეს გადასარბენზე.
სუფლო ჟაკ ჟერმენ - ფრანგი არქიტექტორი (1713-1780 წწ).
სუ-ფოლზი - ქალაქი აშშ-ს სამხრეთ დაკოტას შტატში.
სუფრა (არაბ.)
1) მაგიდაზე გადასაფარებელი ქსოვილი.
2) იგივეა, რაც ტაბლა.
3) პურის საჭმელად მომზადებული მაგიდა.
სუფრაჟისტები (ფრანგ.) - XX საუკუნის დასაწყისში - ქალთა მოძრაობის მონაწილენი, რომლებიც მოითხოვდნენ ქალებისათვის საარჩევნო უფლების მინიჭებას.
სუფრაჯი - საფარეშოს მოხელე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში.
სუფრული - ერთ-ერთი ქართული სანადიმო ხალხური სიმღერა.
სუფსა
1) მდინარე ჩოხატაურის, ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში (სიგრძე - 108 კილომეტრი).
2) სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.
სუფსარქისი (სურბსარქისი) - სომხების ეროვნული დღესასწაული, აღნიშნავენ თბილისელი სომხებიც თებერვლის დასაწყისში, როცა ამინდი ჭირვეულია და ძლიერი ქარბუქი იცის.
სუქაანთუბანი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.
სუქი-სუქი - შორიდებული; ნიშნავს - გასუქდი! მსუქანი გახდი!
სუქითი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.
სუქცესია (ლათ.) - გარემოს გარკვეულ უბანზე ერთი ფიტოცენოზის თანდათანობით შეცვლა მეორეთი.
სუქცესიური
1) თანამიმდევრობითი, თანამიმდევრული.
2) სამართალში - მემკვიდრეობითი.
სუყველა - უგამონაკლისოდ ყველა, ყველა ერთად, ერთიანად.
სუყველაფერი - ერთიანად, უგამონაკლისოდ ყველაფერი.
სუ ში (მეორე სახელი სუ დუნპო) - ჩინელი მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე (1036-1101 წწ).
სუჩავა - ქალაქი რუმინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი (110 ათასი).
სუძუკა - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე (175 ათასი).
სუხანოვი არსენი (არტემი) - რუსი საეკლესიო მოღვაწე, 1637-40 წლებში იყო მოსკოვის ელჩობის წევრი კახეთში.
სუხარი - მდინარე ესპანეთში, გვადიანის მარცხენა შენაკადი.
სუხბეჩი - V-VI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ტაოში (ახლა თურქეთის ფარგლებში).
სუხე-ბატორი დამდინი - მონღოლეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, მონღოლეთის რეოლუციის ბელადი (1893-1923 წწ).
სუხე-ბატორი - ქალაქი მონღოლეთის სელენგის აიმაკში.
სუხიაანები - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცალუღელაანთკარის ძველი სახელი.
სუხიაშვილი კონსტანტინე - კონტრადმირალი (1902-1955 წწ).
სუხინიჩი - ქალაქი რუსეთის კალუგის ოლქში.
სუხიშვილი თენგიზ - მოცეკვავე, ქორეოგრაფი, საქართველოს სახალხო არტისტი (1938-2007 წწ).
სუხიშვილი ილია (ილიკო) - მოცეკვავე, ბალეტმაისტერი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1907-1985 წწ).
სუხოდოლი - ქალაქი უკრაინის ლუგანსკის ოლქში.
სუხოვი ლევ - კინოოპერატორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1912-1981 წწ).
სუხოვო-კობილინი ალექსანდრე - რუსი დრამატურგი (1817-1903 წწ).
სუხონი ეუგენ - სლოვაკი კომპოზიტორი (დაიბადა 1908 წელს).
სუხჩა - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (მათხოჯის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 360 მეტრი, ხონიდან - 11 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 288 კაცი.
სუ ჯაოჯენი - ჩინეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1885-1929 წწ).
სუჯები - ჰერული მოდგმის ტომი; ბინადრობდნენ მდინარე ივრის შუა დინებაში.
სუჯოუ (უსიანი) - ქალაქი ჩინეთის ძიანსუს პროვინციაში.
სუჯუნა - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.
სუჰაგი - ქალაქი ეგვიპტეში, ამავე სახელწოდების მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი.
სუჰარტო - ინდონეზიის პრეზიდენტი 1968-98 წლებში (დაიბადა 1921 წელს).
სუჰრავარდი ჰუსეინ შაჰიდ - პაკისტანის პრემიერ-მინისტრი 1956-57 წლებში (1893-1963 წწ).
![]() |
1.17 სფ |
▲back to top |
სფაგნუმი (ბერძნ.) - ტორფის (ანუ თეთრი) ხავსები.
სფალერიტი (ბერძნ.) - მინერალი, გოგირდოვანი თუთია; წარმოადგენს თუთიის ძირითად მადანს (სხვანაირად - თუთიის კრიალა).
სფაქსი - ქალაქი ტუნისში, ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (225 ათასი).
სფენი (ბერძნ.) - იგივეა, რაც ტიტანიტი.
სფერო (ბერძნ.)
1) დახშული ზედაპირის მქონე გეომეტრიული სხეული, რომლის ყველა წერტილი თანაბრადაა დაშორებული ცენტრიდან; ასეთი ფორმის მქონე ბურთისებრი სხეული.
2) რისამე მოქმედების, გავრცელების არე.
3) საზოგადოებრივი გარემოცვა, გარემო.
სფეროიდი (ბერძნ.) - სხეული, რომელიც მიიღება ელიფსის ბრუნვით თავისი მცირე ღერძის ირგვლივ (აქვს კვერცხის ფორმა).
სფეროლითები (ბერძნ.) - რადიალურ-სხივური აგებულების პატარა ბურთულები - ნემსისებური ძალიან წმინდა კრისტალების აგრეგატები; მოიპოვება მაგმურ და ნალექ ქანებში.
სფერომეტრი (ბერძნ.) - ხელსაწყო, რითაც ზომავენ რისამე ამოზნექილ ან ჩაზნექილ ზედაპირს.
სფერული
1) სფეროსთან დაკავშირებული; სფეროს, ბურთის მოყვანილობისა.
2) მათემატიკაში - სფეროზე მოთავსებული, მისი ზედაპირისათვის დამახასიათებელი.
3) მათემატიკაში - სფეროზე მოთავსებული გეომეტრიული ფიგურების თვისებათა შემსწავლელი. სფერული ასტრონომია - ასტრონომიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის მნათობთა ხილულ მოძრაობას ცის სფეროზე.
სფიგმოგრამა (ბერძნ.) - მაჯისცემის გრაფიკული ჩანაწერი, მრუდი.
სფიგმოგრაფი (ბერძნ.) - მაჯისცემის გრაფიკული ჩასაწერი ხელსაწყო.
სფიგმომანომეტრი (ბერძნ.) - სისხლის წნევის გასაზომი აპარატი.
სფინქსი
1) ძველ ეგვიპტეში - უზარმაზარი ქვის ფიგურა - ადამიანის თავის მქონე მწოლიარე ლომი (ფარაონის ძლიერების განსახიერება).
2) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლომისტანიანი და ქალისთავიანი ფრთოსანი ურჩხული, რომელიც ცხოვრობდა თებეს ერთ-ერთი მთავარი შესასვლელის მახლობელ კლდეზე და გამვლელ-გამომვლელს გამოცანას ეუბნებოდა. გადატანითი მნიშვნელობით უცნაურ, გამოუცნობ ადამიანს ან გამოცანას ნიშნავს.
3) (გადატანით) საიდუმლოებით მოცული ვინმე ან რამე; ვინც ან რაც წარმოადგენს გამოცანას, გაუგებარია სხვებისთვის.
4) ვიწროცხვირიანი მაიმუნი პავიანების გვარისა.
5) ერთგვარი პეპელა.
სფინქტერი (ბერძნ.) - რგოლისებრი კუნთი, რომელიც იკუმშება და ამით კეტავს ან ავიწროებს რომელიმე გარეთა ნახვრეტს ან მილისებრ ღრუ ორგანოს გასასვლელს.
სფორცა - მილანის ჰერცოგთა დინასტია XV-XVI საუკუნეებში.
სფორცანდო (სფორცატო) (იტალ.) - დინამიკური აღნიშვნა, რომელიც მოითხოვს ბგერის ან აკორდის უფრო ხმამაღლა შესრულებას.
სფრაგისტიკა (ბერძნ.) - ისტორიის დამხმარე დისციპლინა, რომელიც ბეჭდებს სწავლობს.
სფუმატო (იტალ.) - ფერწერაში - საგნების, ფიგურების მოხაზულობა, რომელიც საშუალებას აძლევს მხატვარს, გადმოსცეს ამ საგნების გარემომცველი ჰაერი.
![]() |
1.18 სქ |
▲back to top |
სქელი
1) რასაც დიდი განივკვეთი აქვს; დიდი სისქისა.
2) მსუქანი, ტანმსხვილი, ჩასკვნილი.
3) ისეთი (წვენი, ფაფა და მისთანები), რასაც წყალი შედარებით ნაკლები აქვს.
4) მჭიდრო, მკვრივი.
5) ხშირი, უხვი.
სქელკანიანი
1) სქელი კანის მქონე.
2) (გადატანით) უგრძნობი, უხეში, ტლანქი.
სქელ-სქელი
1) საკმაოდ სქელი.
2) სქელი და სქელი, ბევრი სქელი.
სქელტანიანი - დიდი მოცულობისა, მრავალფურცლიანი.
სქელშუბლა - თევზების ორი გვარი კობრისებრთა ოჯახისა; რეწვისა და თევზმოშენების ძვირფასი ობიექტია.
სქემა (ბერძნ.)
1) გამარტივებული ნახაზი, რომელიც გამოხატავს რისამე სისტემას, მოწყობილობას, ნაწილების ურთიერთმიმართებას;
2) რისამე გადმოცემა, აღწერა ზოგადად, ძირითადად ნახაზებში.
3) წინასწარი მონახაზი, გეგმა.
სქემატიზმი - გაუბრალოება, ტრაფარეტულობა აზროვნებაში, რისამე გადმოცემაში, გამოსახვაში.
სქემატური
1) სქემის სახით წარმოდგენილი.
2) ზოგადად, ძირითად ხაზებში მოცემული; გაუბრალოებულ-განზოგადებული სახით წარმოდგენილი.
სქერია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფეაკების კუნძული, სადაც ფეაკები დასახლდნენ კიკლოპებისგან შევიწროების შემდეგ.
სქესი
1) ორგანიზმთა გამრავლებისათვის მნიშვნელობის მქონე ნიშნების ერთობლიობა, რომელთა მიხედვითაც განსხვავდება ერთმანეთისაგან მამაკაცი და ქალი, დედალი და მამალი.
2) ზოგ ინდოევროპულ და სემიტურ ენაში - სიტყვათა გრამატიკული კლასი; დამახასიათებელია ბრუნვათა გარკვეული დაბოლოებანი და შეთანხმების თავისებურებანი.
სქესობრივი - სქესთან დაკავშირებული.
სქიზმა (ბერძნ.) - მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიაში - განხეთქილება, ერთიანი ეკლესიიდან რაიმე ნაწილის გამოყოფა.
სქოლასტიკა (ბერძნ.)
1) შუა საუკუნეებში გაბატონებული ფილოსოფიური მიმართულება, რომელიც ცდილობდა თეორიულად გაემართლებინა ეკლესიის დოგმატები სპეციალური, ფორმალურ-ლოგიკური არგუმენტებით.
2) ფორმალური, ცხოვრებასა და პრაქტიკას მოწყვეტილი ცოდნა; უსაგნო მსჯელობა, მედავითნეობა.
სქოლასტიკოსი
1) სქოლასტიკის (მნიშვნელობა 1) მიმდევარი.
2) სქოლასტიკურად მოაზროვნე; მედავითნე.
სქოლასტიკური
1) სქოლასტიკისთვის (მნიშვნელობა 1) დამახასიათებელი. მისგან მომდინარე.
2) სქოლასტიკის (მნიშვნელობა 2) ხასიათისა, ფორმალური, ცხოვრებასა და პრაქტიკას მოწყვეტილი, უსაგნო.
სქოლიასტი - ძველად - სქოლიოს შემდგენი, კომენტატორი.
სქოლიო (ბერძნ.) - შენიშვნა, განმარტება; დამატებითი ტექსტი, რომელიც მოთავსებულია ძირითადი ტექსტის ქვეშ, გვერდის ბოლოში.
სქური - კურორტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.
სქურია - მდინარე ხობის მუნიციპალიტეტში, ხობის მარცხენა შენაკადი.
სქურჩა - მდინარე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ხობის მარცხენა შენაკადი.
სქურჭალე - მდინარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მაგანის მარჯვენა შენაკადი.
![]() |
1.19 სყ |
▲back to top |
სყიდვითი უნარი - მყიდველთა შესაძლებლობა, უნარი, შეიძინონ გარკვეული რაოდენობის საქონელი.
![]() |
1.20 სც |
▲back to top |
სცევოლა კვინტუს მუციუს - რომაელი იურისტი (სავარაუდოა ძვ.წ.აღ. 140- 82 წწ).
სცევოლა კვინტუს ცერვიდიუს - რომაელი იურისტი (II-III სს).
სცენა (ლათ.)
1) თეატრალური წარმოდგენისათვის განკუთვნილი ამაღლებული მოედანი.
2) თეატრალური პიესის მოქმედების (აქტის) ცალკეული ნაწილი; გამოსვლა.
3) ცალკე ეპიზოდი, რომელიც გამოხატულია პიესაში, ლიტერატურულ ნაწარმოებში, სურათში.
4) თეატრი; თეატრალური მოღვაწეობა.
5) მოქმედების არე, ასპარეზი.
6) ცხოვრებაში მომხდარი რაიმე ამბავი; შემთხვევა, ეპიზოდი.
სცენარი
1) კინოპიესა, რომლის მიხედვითაც იდგმება ფილმი.
2) თეატრალური პიესის სიუჟეტური სქემა, გეგმა.
3) პიესის მოქმედ პირთა სია, სადაც ნაჩვენებია თითოეული მათგანის სცენაზე გამოსვლის თანამიდევრობა და დრო.
სცენარისტი - კინოფილმის სცენარის ავტორი.
სცენარიუსი - თეატრში - რეჟისორის თანაშემწე.
სცენისმოყვარე - პირი, რომელიც ძირითადი სამუშაოსგან თავისუფალ დროს სცენაზე თამაშობს; არაპროფესიონალი მსახიობი.
სცენოგრაფი - თეატრალური მხატვარი.
სცენოგრაფია - თეატრში - სპექტაკლის მხატვრულად გაფორმება.
სცენური - სცენასთან დაკავშირებული; თეატრში სათამაშოდ ვარგისი.
სციეგიენი პიოტრ - პოლონელი რევოლუციონერი (1801-1890 წწ).
სცილა და ქარიბდა (სკილა და ქარიბდა) - ბერძნულ მითოლოგიაში - ორი ურჩხული, რომლებიც ბინადრობდნენ იტალიასა და სიცილიას შორის არსებული სრუტის ორივე მხარეზე კლდეებში და ღუპავდნენ იქ გავლილ მეზღვაურებს.
სცილარდი ლეო - იხილე სილარდი ლ.
სცინტალატორები - ისეთი ნივთიერებანი ან მათი ხსნარები, რომლებშიც მაიონიზებელ გამოსხივებათა ზემოქმედებით წარმოიქმნება სინათლის აალება - სცინტილაცია.
სცინტილაცია (ლათ.) - ფიზიკაში - სინათლის მეყსეული აალება, რომელიც წარმოიქმნება ზოგ ნივთიერებაში (სცინტილატორებში) მაიონიზევბელ გამოსხივებათა შედეგად.
სციპიონი პუბლიუს კორნელიუს (აფრიკელი უფროსი) - რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე (ძვ.წ.აღ. 185 - 129 წწ).
![]() |
1.21 სწ |
▲back to top |
სწავლა - მიზანდასახული ქცევის ფორმა, რომლის მიზანია გარკვეული ცოდნა-ჩვევების, ქცევის ფორმებისა და მოქმედების სახეების დაუფლება.
სწავლამოწყურებული - ვისაც სწავლის დიდი სურვილი აქვს.
სწავლება - ცოდნის გადაცემისა და ათვისების, შემეცნებითი და პრაქტიკული საქმიანობის უნარ-ჩვევათა ფორმირების ერთიანი, მიზანმიმართული პროცესი.
სწავლული - ნასწავლი, განათლებული ადამიანი.
სწორად - პირდაპირ.
სწორე
1) იხილე სწორი.
2) იხილე სწორად.
სწორედ
1) ნამდვილად, მართლაც, ზუსტად.
2) იგივეა, რაც სწორად.
სწორი
1) საითკენმე პირდაპირ, მიხვევ-მოხვევის გარეშე მიმართული.
2) გლუვი, უხორკლო (ზედაპირი); ვაკე (ადგილი).
3) ვითარების შესაბამისი; მართალი, ნამდვილი, ჭეშმარიტი; წესიერი.
4) თანასწორი, თანატოლი; თანაბარი.
სწორი ნაწლავი - მსხვილი ნაწლავის ბოლო ნაწილი, რომელიც უკანა გასავლით (ყითით) მთავრდება.
სწორკუთხა - იგივეა, რაც მართკუთხა.
სწორმეტყველება - იგივეა, რაც მართლმეტყველება.
სწორუპოვარი - ვისაც, რასაც სწორი არა ჰყავს; შეუდარებელი, უბადლო, საუკეთესო.
სწორფრობა - იგივეა, რაც წაწლობა (იცოდნენ ხევსურეთში).
სწორხაზოვანი - სწორ ხაზზე განლაგებული, სწორი ხაზის, მიმართულების მქონე.
სწრაფაღმავლობა თვითმფრინავისა - მინიმალური დრო, რომელიც საჭიროა ფრენის მოცემული სიმაღლის მისაღწევად.
სწრაფდაშვება - მთიდან სწრაფად დაშვება (თხილამურებით).
სწრაფვა - ძლიერი სურვილი რისამე, მონდომება, ლტოლვა.
სწრაფი - ჩქარი, მარდი, მალი.
სწრაფმავალი - სწრაფად მავალი, ჩქარი.
სწრაფწარმავალი - იგივეა, რაც მსწრაფლწარმავალი.
სწროფავი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჟინვალის სადაბო საკრებულო). ზღვის დონიდან - 1160 მეტრი, დუშეთიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 23 კაცი.
![]() |
1.22 სხ |
▲back to top |
სხავილი - ტირილი (ძუძუთა ბავშვისა).
სხალთა
1) მდინარე ხულოს მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 29 კილომეტრი).
2) (ყინჭაური) - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, XII საუკუნის ეკლესია; მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში.
სხალთის ქედი - ქედი ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის განშტოება.
სხალკერი კორნელის - ნიდერლანდის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1890-1944 წწ).
სხალტა - იგივეა, რაც სხარტი2.
სხალტბა
1) სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (წეროვნის თემის საკრებულო), სხალტბის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 860 მეტრი, მცხეთიდან - 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 კაცი. სოფლის დასავლეთით 1,5 კილომეტრზე, სასაფლაოზე, დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - აგურით ნაგები ერთნავიანი ეკლესია; სამხრეთის კარის თავზე მოთავსებული წარწერის თანახმად, ეკლესია 1669 წელს ეკლესია აუშენებია ივანე ზედგენიძის ძეს სახლთუხუცესს შიოშსა და მის მეუღლეს თამარს. აღსანიშნავია აგრეთვე თამარ მეფის დროს (1202 წ) სხალტბიდან შიომღვიმის მონასტრისთვის გაყვანილი წყალსადენი, რაც იმ დროისათვის რთულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობას წარმოადგენდა.
2) მდინარე ხულოს მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის აუზში.
სხალტბის ეკლესია - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სხალტბის დასავლეთით 1,5 კილომეტრზე, სასაფლაოზე, მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - აგურით ნაგები ერთნავიანი ეკლესია, რომლის სამხრეთის კარის თავზე მოთავსებული წარწერის თანახმად, ეკლესია 1669 წელს ეკლესია აუშენებია ივანე ზედგენიძის ძეს სახლთუხუცესს შიოშსა და მის მეუღლეს თამარს.
სხალტბის სერი - სერი მცხეთის მუნიციპალიტეტში, კვერნაქის ქედის აღმოსავლეთი ნაწილი.
სხანარი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.
სხაპასხუპით - ჩქარ-ჩქარა, სულმოუთქმელად.
სხაპაჭი (დიდი სხაპაჭი) - მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, კელასურის მარცხენა შენაკადი.
სხაპაჭის ქედი - ქედი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ჩხალთის ქედის სამხრეთი განშტოება.
სხაპვა (ჰარირა) - სატრფიალო ხასიათის ქართული (მეგრული) ხალხური ცეკვა. სრულდება ქალ-ვაჟთა წყვილის მიერ.
სხაპუნი - მათრახით, წნელითა და მისთანებით ცემა.
სხარტალი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
სხარტი
1) მოქნილი, მკვირცხლი, მარდი.
2) მოკლე, მკაფიო და მოხდენილი; მოსწრებული.
3) ჩიტების სასროლი კაპიანი ჯოხი.
სხარტულა - მოკლედ, მოსწრებულად, სხარტად ნათქვამი ოხუნჯობა.
სხარტული - იგივეა, რაც სხარტი1.
სხაუტენი იან არნოლდუს - ნიდერლანდელი მათემატიკოსი (1883-1980 წწ).
სხაუტენი ვილემ კორნელუს - ჰოლანდიელი ზღვაოსანი (1580-1625 წწ).
სხდომა - რაიმე ორგანიზაციის წევრთა თავმოყრა რისამე განსახილველად.
სხენდელი ართურ ვან - ნიდერლანდელი მწერალი (1874-1946 წწ).
სხერტა (სხერტის ჭალა) - ისტორიული პუნქტი აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლში, მდინარე თეძმის ხეობაში; ადგილი, სადაც 1609 წელს მეფე ლუარსაბ II-მ დაამარცხა ოსმალთა ლაშქარი.
სხეული
1) ცალკეული საგანი სივრცეში; სივრცის ნაწილი, რომელიც რაიმე ნივთიერებას, მატერიას შეიცავს.
2) ადამიანის (ცხოველის) ორგანიზმი, მისი გარეგანი, დიზიკური აგებულება.
სხეფერი - იხილე ჰოოპ სხეფერი ი.
სხეფი - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.
სხვა
1) არა ის (არა ეს, არა ეგ). || არა ის (ვინმე).
2) განსხვავებული, სხვანაირი.
სხვაგან - სხვა ადგილას, სხვა მხარეს.
სხვაგვარი - სხვა სახისა; განსხვავებული, სხვანაირი.
სხვაგნებური - სხვა ადგილისა, სხვა მხარისა.
სხვაგნით - სხვა მხრიდან, სხვა ადგილიდან.
სხვადასხვა - რამდენიმე სხვა; არა ერთი და იგივე.
სხვადასხვაგვარი - სხვადასხვა სახისა; ნაირნაირი.
სხვადასხვანაირი - იგივეა, რაც სხვადასხვაგვარი.
სხვადასხვაობა - სხვადასხვა თვისება; განსხვავება, ნაირნაირობა.
სხვადასხვაფერი
1) ერთმანეთისაგან განსხვავებული ფერისა.
2) იგივეა, რაც სხვადასხვაგვარი.
სხვავა - სოფლების ზემო სხვავასა და შუა სხვავას გავრცელებული სახელწოდება (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი).
სხვავის მთა - მთა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.
სხვავის საყინულე - საყინულე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.
სხვანაირი - იგივეა, რაც სხვაგვარი.
სხვაობა
1) იგივეა, რაც განსხვავება.
2) გამოკლების შედეგად მიღებული რიცხვი.
სხვარიგად - იგივეა, რაც სხვაგვარად.
სხვაფერ (სხვაფრად, სხვაფერად) - იგივეა, რაც სხვაგვარად.
სხვაფრივ (სხვაფრივად)
1) იგივეა, რაც სხვაგვარად.
2) სხვა მხრივ, სხვა თვალსაზრისით.
სხვებრ - სხვა მხრივ, სხვაგვარად.
სხვენი - ადგილი, სივრცე ჭერსა და სახურავს შორის.
სხვილისი - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.
სხვილოს ციხე - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე შიდა ქართლში (ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტში), აგებულია XIV საუკუნეში.
სხვიმის - სხვა დროს, სხვა შემთხვევაში.
სხვისეული - სხვისი ნაქონი, ნასხვისარი.
სხვისი - კუთვნილებითი ნაცვალსახელი - რაც სხვას აქვს, ვინც სხვას ჰყავს; რაც, ვინც სხვას ეკუთვნის.
სხვისიანი - ვინც ნათესავი, ახლობელი არ არის; გარეშე, უცხო პირი.
სხვისი შვილები - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1958 წელს. დამდგმელი რეჟისორი - თენგიზ აბულაძე. სცენარის ავტორები - რევაზ ჯაფარიძე და თენგიზ აბულაძე. დამდგმელი ოპერატორი - ლევან პაატაშვილი. კომპოზიტორი - არჩილ კერესელიძე. მთავარ როლებში: ციცინო ციციშვილი (ნატო), ოთარ კობერიძე (დათა), ასმათ ქანდაურაშვილი (თეო), ნანი ჩიქვინიძე (ლია), მიხო ბორაშვილი (გია), სესილია თაყაიშვილი (ელისაბედი). 1965 წელს ტერმოს (იტალია) საერთაშორისო კინოფესტივალზე დაიმსახურა პრემია - „ნეადა“.
სხვიტორი - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჩიხის თემის საკრებულო). მდებარეობს საჩხერის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე ჩიხურის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან - 520 მეტრი საჩხერიდან - 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 914 კაცი. ამ სოფელში დაიბადა აკაკი წერეთელი. აქვეა მისი სახლ-მუზეუმი.
სხვლა - ზედმეტი რქების ან ტოტების მოჭრა (ვაზისა და სხვა მცენარეებისათვის.
სხიდამი - ქალაქი-პორტი ნიდერლანდის სამხრეთ ჰოლანდიის პროვინციაში.
სხიერი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.
სხივდაფრქვეული - მზის სხივებით განათებული.
სხივი
1) სინათლის ვიწრო ზოლი, რომელსაც გამოსცემს მანათობელი სხეული.
2) რისამე ენერგიის ნაწილაკების კონის ნაკადი.
სხივიანი - იგივა, რაც სხივოსანი.
სხივიერი - იგივეა, რაც სხივოსანი.
სხივიერობა - სხივიერის თვისება; ბრწყინვალება.
სხივილი - იგივეა, რაც შხივილი.
სხივისებრი - ერთი წყაროდან გამომავალ სხივთა ფორმის მქონე.
სხივინათი - სხივების მომფენი; მანათობელი.
სხივმომფინარე - მანათობელი.
სხივმოსილი - ნათელმოსილი, შარავანდიანი.
სხივნართი - სხივოსანი, ბრწყინვალე, ნათელი.
სხივოსანი
1) სხივების მქონე, სხივთა მფრქვეველი. || ნათელი, განათებული.
2) (გადატანით) მოელვარე, მბრწყინავი.
სხივური - სხივის დამახასიათებელი; სხივური ენერგია - ელექტრომაგნიტურ ტალღათა ენერგია.
სხივჩამქრალი - უსიცოცხლო (თვალები).
სხიმელპენინკი რუტგერ იან - ნიდერლანდის სახელმწიფო მოღვაწე (1761-1825 წწ).
სხირელი ამირან - კალათბურთელი (200 სმ). თამაშობდა თბილისის „დინამოში“ (1959-73). სსრკ ნაკრების წევრი (1961-67). ევროპის ჩემპიონი (1965), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), სსრკ ჩემპიონი (1968) და მესამე პრიზიორი (1965), სსრკ თასის მფლობელი (1969) (დაიბადა 1941 წელს).
სხირტლაძე გიორგი - მოჭიდავე (თავისუფალი ჭიდაობა, 79 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (1959) და მეორე პრიზიორი (1957). 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების მეორე და 1956 მელბურნის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი. სსრკ სამგზის ჩემპიონი (1954, 57, 60) (დაიბადა 1932 წელს).
სხირტლაძე თამარი - მსახიობი (დაიბადა 1929 წელს).
სხლითი
1) სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.
2) სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (საღანძილის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ჯინჯოურის (ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 600 მეტრი. ხარაგაულიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 176 კაცი.
სხლოვანი - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (არტნის თემის საკრებულო), არტნის ხეობაში, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1120 მეტრი, თიანეთიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 14 კაცი.
სხლტე - სამოსახლოს ირგვლივ ღობედ შემოვლებული ბუჩქნარ-ბარდი.
სხმარტალი - ქნევა, მოუსვენარი მოძრაობა (ხელ-ფეხისა).
სხმილი - მწერის მიერ ხორცზე მიყრილი კვერცხი.
სხმული - ჩამოსხმის გზით მიღებული ნაწარმი.
სხოუტენი იან არნოლდუს - იხილე სხაუტენი ი.ა.
სხოუტენი ვილემ კორნელიუს - იხილე სხაუტენი ვ.კ.
სხრეინემაკერსი - ფრანცისკუს ანტონიუს ჰუმერტუს - ნიდერლანდელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1864-1945 წწ).
სხულაწყალი - მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ხანისწყლის მარცხენა შენაკადი.
სხულუხია გრიგოლ - საბჭოთა კავშირის გმირი, უფროსი სერჟანტი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1909-1942 წწ).
სხურებული
1) რაც ასხურეს.
2) დაწინწკლული.
სხჭა - მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში.
![]() |
1.23 სჯ |
▲back to top |
სჯა - განხილვა, მსჯელობა, კამათი.
სჯა-ბაასი - მსჯელობა, კამათი.
სჯულდება (სჯულისდება) - კანონმდებლობა, სამართლის წიგნი ძველ საქართველოში.
სჯული - იგივეა, რაც რჯული.
სჯულიერი - კანონიერი.
სჯულისკანონი - კანონიკური კრებული, ბიზანტიურ-ბერძნული წარმოშობის საკანონმდებლო ძეგლი - ნომოკანონის ქართული რედაქცია, რომელსაც დამატებული ჰქონდა ქართული საეკლესიო სამართლის ნორმებიც.
სჯულისმდებელი - იხილე რჯულისმდებელი.
![]() |
2 ტ |
▲back to top |
ტ - ქართული ანბანის მეცხრამეტე (ძველი ქართული ანბანის ოცდამეერთე) ასო. მისი სახელია „ტარი“. გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი ხშულ-მსკდომი აბრუპტივისა. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა სამასს (300).
![]() |
2.1 ტა |
▲back to top |
ტაალი
1) ვულკანი კუნძულ ლუსონზე (ფილიპინები).
2) ქალაქი ესპანეთში, შედის ალმერიას პროვინციაში.
ტაარა - ჭექა-ქუხილის ღმერთი კარელიურ-ფინურ მითოლოგიაში.
ტაატი - ახლად ფეხადგმული ბავშვის სიარული.
ტააფე ედუარდ - ავსტრიის მინისტრ-პრეზიდენტი 1879-93 წლებში (1833-1895 წწ).
ტაბაკა
1) ბრტყლად შემწვარი ვარია.
2) იგივეა, რაც ტაბაკი (მნიშვნელობა 2).
3) თხლად დაჭრილი, ფქვილში ამოვლებული და შემწვარი ხორცი, თევზი, კარტოფილი და მისთანები.
ტაბაკელა
1) ადგილი, სადაც თითქოს თავს იყრიან კუდიანები და ეშმაკები კუდიანობა ღამეს.
2) მთა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ასხის მასივის სამხრეთ კალთაზე.
ტაბაკი (არაბ.)
1) ხის მოზრდილი სინისმაგვარი თეფში; ჩვეულებრივ ხმარობენ ხორბლის სარკვევად.
2) იგივეა, რაც ტაბლა (მნიშვნელობა 1).
ტაბაკინი - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (კლდეეთის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე აჯამურის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 380 მეტრი, ზესტაფონიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 925 ადამიანი. სოფელში დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ტაბაკინის მონასტერი.
ტაბაკოვი ოლეგ - რუსი მსახიობი, პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1935 წელს).
ტაბანათი - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.
ტაბარი-ალ ეჰსან - იხილე თაბარი ე.
ტაბარუკი
1) უმიწო გლეხი, რომელსაც არ გააჩნია წარმოების საშუალებები. ქართულ წყაროებში XVIII საუკუნიდან გვხვდება აქა-იქ, XIX საუკუნეში მათი რიცხვი მრავლდება. სულხან-საბას განმარტებით, ტაბარუკი ახალმოსული გლეხია, ისინი ძირითადად თავიანთი მიწებიდან აყრილ-გაქცეული ხალხია, რომლებიც საარსებო საშუალებატა ძიებაში იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილს.
2) სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ლისის თემის საკრებულო), თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე დიღმისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ზემოეთში. ზღვის დონიდან - 960 მეტრი, მცხეთიდან - 48 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.
ტაბასკო - შტატი სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკაში, ადმინისტრაციული ცენტრი - ვილია ერმოსა.
ტაბაწყური (ტაბისყური)
1) სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.
2) ტბა ბორჯომის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, სამსრის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში.
ტაბახმელა - სოფლები გარდაბნისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.
ტაბახმელისწყალი - მდინარე ხულოს მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის მარცხენა შენაკადი.
ტაბელა (Pteris cretica) - გვიმრის ერთ-ერთი სახეობა.
ტაბელი (გერმ.)
1) რისამე სია, ცხრილი.
2) დაფა, რომელზედაც ჩამოკიდებულია ჟეტონები მუშა-მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადებისა და იქიდან წასვლის აღრიცხვისათვის; თვით ასეთი ჟეტონი.
ტაბელ-კალენდარი - კალენდარი, რომელიც შედგენილია ცხრილის სახით და რომლის გრაფებში ჩაწერილია კვირის ყველა დღე, თვეები და რიცხვები მოცემული წლისა.
ტაბვემასანა - მთა კუნძულ ესპირიტუ სანტოზე, სახელმწიფო ვანუატუს უმაღლესი წერტილი.
ტაბიკი - ურმის ნაწილი, თავმსხვილი ჯოხი, უღელში წყვილ-წყვილად არის ჩაყრილი საქონლის შესაბმელად.
ტაბინშვეთი - ბირმის (მიანმის) სახელმწიფოს, ტაუნგუს მმართველი 1531-1550 წლებში.
ტაბიძე გალაკტიონ - საქართველოს სახალხო პოეტი, აკადემიკოსი (1891-1959 წწ).
ტაბიძე ნოდარ - ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტიკის ისტორიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (დაიბადა 1931 წელს).
ტაბიძე ტიციან - პოეტი (1895-1937 წწ).
ტაბიტეუეა - ატოლი წყნარი ოკეანის გილბერტის კუნძულების სამხრეთ ნაწილში.
ტაბკურა - პატარა ტაბიკი.
ტაბლა
1) დაბალი მაგიდა. || ასეთ მაგიდაზე დაწყობილი სასმელ-საჭმელი.
2) იგივეა, რაც საკურთხი.
3) ტაბაკზე, ხონჩაზე... დაწყობილი საჭმელ-სასმელი, რომელიც მეკვლეს ახალწლის დილას ოჯახში მიჰქონდა.
ტაბლაკი - პატარა ტაბლა.
ტაბლაყურა (Evonimus latifolia) - საშუალო ზომის ბუჩქი; იკეთებს პატარა მოყვითალო ყვავილებს; ისხამს წითელ, ფრთებიან თავდაკიდულ ნაყოფს.
ტაბლდოტი (ფრანგ.) - სასტუმროში, რესტორანში, პანსიონში: საერთო სუფრა, სადაც საუზმე, სადილი და სხვა მოაქვთ გარკვეულ დროს და საერთო მენიუს მიხედვით ყველასათვის.
ტაბლეტი (ფრანგ.) - რაიმე ფხვიერი წამლის დაწნეხილი პატარა მრგვალი კვერი.
ტაბლიაშვილი ვახტანგ - რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1914-2002 წწ).
ტაბლო (ფრანგ.) - საკონტროლო დაფა, რომელზედაც მოთავსებულია სხვადასხვა პირობითი გამოსახულება.
ტაბლოიდი (ინგლ.) - ბულვარული გაზეთი, საერთოდ იაფფასიანი გამოცემა.
ტაბმენი უილიამ ვაკანარტ შადრაკ - ლიბერიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1895-1971 წწ).
ტაბმენი ჰარიეტ - ზანგთა მონობის წინააღმდეგ მებრძოლი ქალი აშშ-ში (1820-1913 წწ).
ტაბნარა - მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ჩხინულის მარჯვენა შენაკადი.
ტაბორა - ქალაქი ტანზანიის ცენტრალურ ნაწილში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (215 ათასი).
ტაბორი
1) ქალაქი ჩეხეთის სამხრეთ ჩეხიის ოლქში (35 ათასი).
2) (ჩეხ.) - ჯგუფი მომთაბარე ბოშებისა, რომელთა ძირითადი ნაწილი ნათესაურ კავშირშია ერთმანეთთან.
ტაბუ (პოლინეზ.) - პირველყოფილ ხალხებში - რაიმე მოქმედების, სიტყვის, საგნის აკრძალვა, რომლის დარღვევაც, ცრურწმენის თანახმად, იწევს ზებუნებრივი ძალებისაგან მოვლენილ სასჯელს.
ტაბულა (ლათ.) - ცხრილი, ნუსხა.
ტაბულატორა (ფრანგ.) - ინსტრუმენტული მუსიკის ძველებური (ასოებით ან ციფრებით) ჩაწერის სისტემა; იყენებდნენ XV-XVI საუკუნეებში.
ტაბულატორი (ფრანგ.) - გამომთვლელი მანქანა, რომელიც ციფრობრივი ან ასოითი ინფორმაციის ავტომატური დამუშავებისთვის გამოიყენება.
ტაბურეტი (ფრანგ.) - უბრალო უზურგო სკამი.
ტაბუცი (ტაბოცი) - სახელურიანი პატარა ფიცარი სარეცხის სატყეპელად.
ტაბუცუნი - იგივეა, რაც სალათა.
ტაბუხი - მუხლისთავი.
ტაგანი (ტაგანა) - მარცვლეულის საწყაო XVIII საუკუნის აღმოსავლეთ საქართველოში. შეადგენდა კოდის 1/8-ს.
ტაგანროგი - ქალაქი რუსეთის როსტოვის ოლქში (290 ათასი).
ტაგეტი - ეტრუსკული ღვთაება, გენიუსის ვაჟი, იუპიტერის შვილიშვილი; წარმოდგენილი ჰყავდათ პატარა ბიჭუნად, რომელსაც გონება ბრძენი კაცისა ჰქონდა.
ტაგილი - მდინარე ურალსა და დასავლეთ ციმბირში, ტურის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 414 კილომეტრი).
ტაგრუცი - ყუთი, კოლოფი.
ტადიჩი იორიო - იუგოსლავიელი ისტორიკოსი (1899-1969 წწ).
ტაელი (ჩინ.) - იხილე ლიანი.
ტაეპი - სალექსო მეტყველების ძირითადი რიტმულ-ინტონაციური ერთეული.
ტავაუ - ქალაქი-პორტი მალაიზიის საბაჰის შტატში.
ტავასტეჰუსი - იხილე ჰიამენლინა.
ტავდა - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში (45 ათასი).
ტავერნა (იტალ.) - იტალიასა და ზოგ სხვა ქვეყანაში: სამიკიტნო, ტრაქტირი.
ტავერნიე ჟან ბატისტ - ფრანგი ვაჭარი და მოგზაური (1605-1689 წწ).
ტავოი - ქალაქი-პორტი მიანმის ტანინტაის ოლქში.
ტავოტი (რუს.) - იგივეა, რაც სოლიდოლი.
ტავრი (ტოროსი) - მთათა სისტემა თურქეთში.
ტავრობოლიები - წეს-ჩვეულება ძველ საბერძნეთში, რომელიც ხარის მსხვერპლად შეწირვით გამოიხატებოდა.
ტავრობოლოსი (ბერძნ. „ხარებზე მონადირე”) - არტემიდეს ზედმეტი სახელი.
ტავრომახია (ესპან.) - ესპანეთში - ხარებთან ბრძოლის ხელოვნება.
ტავტოგრამა (ბერძნ.) - ლექსი, რომლის ყველა სიტყვა ერთი და იმავე ასოთი იწყება.
ტავტოლოგია (ბერძნ.) - ერთი და იმავე განსაზღვრების, მსჯელობის გამეორება სხვა, აზრობრივად ახლო მდგომი სიტყვებით.
ტაზი - მდინარე რუსეთის ტიუმენის ოლქში, ერთვის კარის ზღვას (სიგრძე - 1401 კილომეტრი).
ტათევის მონასტერი - შუა საუკუნეთა სამონასტრო კომპლექსი სომხეთში, ახლანდელი გორისის რაიონში.
ტათოუნი - ქალაქი მიანმის მონის ეროვნულ ოლქში.
ტაი (სიამური) ენა - ტაილანდის ოფიციალური ენა. ტიპოლოგიურად იზოლირებულ ენებს ეკუთვნის; აქვს 20 თანხმოვანი და 24 ხმოვანი.
ტაიამა კატაი (ნამდვილი სახელი როკუია) - იაპონელი მწერალი (1871-1930 წწ).
ტაიბაიშანი - მწვერვალი ჩინეთის ცინლინის ქედზე.
ტაიბეი - ქალაქი ჩინეთში, კუნძულ ტაივანზე, ტაივანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (2,7 მილიონი).
ტაიგა
1) (იაკუტ.) - ხშირი წიწვოვანი ტყის ზოლი ევროპის, აზიისა და ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში.
2) ქალაქი რუსეთის კემეროვოს ოლქში.
ტაიგეტე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ატლანტოსისა და პლეიონეს ქალიშვილი, ერთ-ერთი პლეიადი, ევრიტოსის დედა.
ტაიგეტი - ქედი საბერძნეთში.
ტაიგონოსი - ნახევარკუნძული აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მაგადანისა და კამჩატკის ოლქებში.
ტაიები - სამხრეთ ჩინეთსა და ინდოჩინეთში მცხოვრები ხალხი (სულ 60 მილიონამდე).
ტაივანი (ფორმოზა) - კუნძული წყნარ ოკეანეში, ეკუთვნის ჩინეთს.
ტაივანის სრუტე (ფორმოზის სრუტე, ტაივანხაისია) - აკავშირებს აღმოსავლეთ ჩინეთისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვებს.
ტაივანხაისია - იხილე ტაივანის სრუტე.
ტაიზი - ქალაქი იემენში.
ტაიიუანი - ქალაქი ჩინეთში, შანსის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (1,5 მილიონი).
ტაიკა - იმპერატორ კოტოკუს გამგებლობის პირველი ნახევრის წლების (645-650) საელწოდება იაპონიაში.
ტაიკონავტი - კოსმონავტის მოსახსენიებელი სიტყვა ჩინეთში.
ტაილანდი (ტაილანდის სამეფო, 1939 წლამდე ეწოდებოდა „სიამი“).
სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. აღმოსავლეთით ესაზღვრება კამბჯას და ლაოსს, დასავლეთით - მიანმას, სამხრეთით - მალაიზიას. სამხრეთით აკრავს ტაილანდის ყურე.
- სახელწოდება „ტაი“ ადგილობრივ ენაზე „თავისუფალს“ ნიშნავს.
დაარსებულია 1238 წელს.
- ჰიმნი - „Phleng Chat“.
- სახელმწიფო წყობა - კონსტიტუციური მონარქია. -
სახელმწიფოს მეთაური - მეფე.
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი ეროვნული ასამბლეა (სენატი და წარმომადგენელთა პალატა).
- ფართობი - 514 ათასი კვ.კმ.
- დაყოფილია 73 ჩანგვატად (პროვინციად).
- მოსახლეობა - 66,5 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 126 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - ტაი (სიამური) ენა.
- ოფიციალური რელიგია - ბუდიზმი.
- დედაქალაქი - ბანგკოკი.
- ვალუტა - ბატი.
- ქვეყნის კოდი - THA.
- დროის სარტყელი - UTC +7.
- სატელეფონო კოდი - +66.
- ინტერნეტ-დომენი - th.
ტაილერი - ქალაქი აშშ-ს ტეხასის შტატში.
ტაილორი ედუარდ ბერნეტ - ინგლისელი ეთნოგრაფი (1832-1917 წწ).
ტაიმაზი - ქედი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ჩხალთის ქედის ერთ-ერთი მონაკვეთი.
ტაიმანოვი მარკ - რუსი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს ჩემპიონობის პრეტენდენტი (დაიბადა 1926 წელს).
ტაიმ-აუტი (ინგლ. ტიმე-ოუტ)
1) კალათბურთში - ერთწუთიანი შესვენება ერთ-ერთი გუნდის, მისი მწვრთნელის თხოვნით; გათვალისწინებულია თამაშის წესებით.
2) (გადატანით) შესვენება, რაიმე პროცესის დროებით შეწყვეტა.
ტაიმენი - ორაგულისებრთა ოჯახის თევზი.
ტაიმერი (ინგლ.) - საკონტროლო-მარეგულირებელი აპარატი, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში ავტომატურად ჩართავს (ან გამორთავს) რაიმე ტექნიკურ სისტემას, მანქანას ან აპარატს, ანდა იძლევა სიგნალს მათი ჩართვის (ან გამორთვის) დროის დადგომის შესახებ.
ტაიმი (ინგლ.) - სპორტული თამაშის ხანგრძლივობის გარკვეული ნაწილი.
ტაიმირა - მდინარე რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში, ერთვის კარის ზღვას (სიგრძე - 840 კილომეტრი).
ტაიმირი - აზიის უკიდურესი ჩრდილოეთი ნახევარკუნძული კარის ზღვის ენისეის ყურესა და ლაპტევების ზღვას შორის.
ტაიმირის (დოლგან-ნენთა) ავტონომიური ოკრუგი, შედის რუსეთის კრასოიარსკის მხარეში; მდებარეობს პოლარული წრის იქით.
ტაიმ-ჩარტერი (ინგლ.) - ხელშეკრულება სავაჭრო გემის იჯარით აღებაზე გარკვეული დროით, ჩვეულებრივ არაუმეტეს თორმეტი თვისა.
ტაინანი - ქალაქი ჩინეთის ტაივანის პროვინციაში (700 ათასი).
ტაინი - მდინარე დიდ ბრიტანეთში, ერთვის ჩრდილოეთის ზღვას.
ტაინმაუთი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის ტაინ-ენდ-უირის მეტროპოლიურ საგრაფოში (ინგლისი).
ტაინსაიდი - კონურბაცია დიდ ბრიტანეთში.
ტაიოვსკი (გრგორ-ტაიოვსკი) იოსეფ - სლოვაკი მწერალი (1874-1940 წწ).
ტაიპინგი - ქალაქი მალაიზიის პერაკის შტატში (150 ათასი).
ტაიპინები (ჩინ.) - ჩინეთში 1851-1864 წლებში - გლეხთა ომის მონაწილენი, რომლებიც ებრძოდნენ ჩინელ და მანჯურიელ ფეოდალებსა და ევროპელ და ამერიკელ აგრესორებს.
ტაიროვი ალექსანდრე - რუსი რეჟისორი (1885-1950 წწ).
ტაისიანი - იხილე ტაიჯოუ.
ტაისონი მაიკ ჯერარდ - ამერიკელი სპორტსმენი (კრივი), მსოფლიოს ჩემპიონი მძიმეწონოსან პროფესიონალ მოკრივეთა შორის 1986-92 და 1995-96 წლებში (დაიბადა 1965 წელს).
ტაიტაო - ნახევარკუნძული ჩილეში.
ტაიტელები - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აბორიგენი პოლინეზიელი ხალხი ოკეანიაში.
ტაიტი - ვულკანური კუნძული საზოგადოებრივი კუნძულების ჯგუფში (წყნარი ოკეანე, საფრანგეთის პოლინეზია).
ტაიფი - ქალაქი საუდის არაბეთში.
ტაიფუნი (ჩინ.) - გამანადგურებელი ქარიშხალი (ციკლონი), რომელიც იცის წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, იაპონიაში, ჩინეთში და სხვა.
ტაიშანი - მთის მასივი შანდუნის მთებში (ჩინეთი).
ტაიშეტი - ქალაქი რუსეთის ირკუტსკის ოლქში (45 ათასი).
ტაიჭი
1) კარგად საჯდომი ცხენი; ბედაური.
2) სატანვარჯიშო იარაღი - მაღალ ფეხებზე დამაგრებული ტყავგადაკრული მსხვილი ძელი.
ტაიჭოსანი - ტაიჭზე მჯდომი.
ტაიხანშანი - მთები ჩინეთში.
ტაიხუ - ტბა ჩინეთში.
ტაიხმიულერი გუსტავ - ფილოსოფოსი, წარმოშობით გერმანელი (1832-1888 წწ).
ტაიჯოუ (ტაისიანი) - ქალაქი ჩინეთის ძიანსუს პროვინციაში.
ტაიჯუნი - ქალაქი ჩინეთის ტაივანის პროვინციაში.
ტაკაკურა ტერუ - იაპონელი მწერალი (1891-1980 წწ).
ტაკამაცუ - ქალაქი იაპონიაში, კაგავას პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (330 ათასი).
ტაკამი ძიუნ (ნამდვილი სახელი ტაკამა იოსიო) - იაპონელი მწერალი და კრიტიკოსი (1907-1965 წწ).
ტაკამურა კოტარუ - იაპონელი პოეტი და მოქანდაკე (1883-1956 წწ).
ტაკაოკა - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე (230 ათასი).
ტაკარიგუა - ტბა, იხილე ვალენსია.
ტაკასაკი - ქალაქი იაპონიის გუმის პრეფექტურაში (240 ათასი).
ტაკატუკი - რისამე პერიოდული ცემის ან მექანიზმის (საათის, მანქანის...) მუშაობის ხმა; რიტმული კაკუნი.
ტაკაცუკი - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე (360 ათასი).
ტაკაჰასი კორეკიო - იაპონიის პრემიერ-მინსიტრი 1921-22 წლებში (1854-1936 წწ).
ტაკაჰირა კოგორო - იაპონელი დიპლომატი (1854-1926 წწ).
ტაკელაჟი (ჰოლანდ.) - აფრების სამართი გემსართების ერთობლიობა.
ტაკვი (ამპუტაციური) - სხეულის ნაწილი, რომელიც რჩება რომელიმე ორგანოს ამპუტაციის ან ოპერაციის შემდეგ.
ტაკიმასხარა
1) კომიკური პერსონაჟი ძველებურ წარმოდგენაში, ცირკში - ხუმარა, კლოუნი.
2) მასხარა, ლაზღანდარა.
ტაკინ კოდო ჰმაინი - ბირმელი (მიანმელი) მწერალი, ლიტერატურათმცოდნე და სახელმწიფო მოღვაწე (1876-1964 წწ).
ტაკიძავა ბაკინ - იაპონელი მწერალი (1767-1848 წწ).
ტაკიძეები - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.
ტაკლა-მაკანი - უდაბნო ჩინეთში.
ტაკლობანი - ქალაქი ფილიპინებში, ლეიტეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ტაკნა - ქალაქი პერუში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ტაკომა - ქალაქი აშშ-ს ვაშინგტონის შტატში (180 ათასი).
ტაკორადი - ქალაქი განაში (105 ათასი).
ტაკტაკი - იგივეა, რაც ტაკატუკი.
ტაკუარემბო - ქალაქი ურუგვაიში, ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.
ტაკუკი - მომცრო საღვინე ჭურჭელი.
ტალავარი - ტანსაცმელი
ტალავერი - ხეებით აგებული და ვაზით გადახურული საჩრდილობელი; ფანჩატური, თალარი.
ტალავრისწყალი - მდინარე ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მაშავრის მარჯვენა შენაკადი.
ტალანი - გრძელი გასასვლელი (სადგომში...); დერეფანი.
ტალანკინი იგორ - რუსი კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1927 წელს).
ტალანტი
1) (ლათ.) - განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი.
2) ბერძნული წონითი და ფულადი საანგარიშო ერთეული; იყოფოდა 60 მინად და შეიცვდა 6000 დრაქმას ან 36000 ობოლს.
ტალაოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არგოსელი გმირი, ერთ-ერთი არგონავტი,
ტალარა - ქალაქი პერუში, პიურის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.
ტალარიები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მფრინავი ქოშები, მერკურის ერთ-ერთი ატრიბუტი, რომლის საშუალებითაც მას ფრენა შეეძლო.
ტალასიონი - ქორწინების რომაული ღვთაება, რომელსაც მოუხმობდნენ ხოლმე პატარძლის საქმროს სახლში შეყვანისას.
ტალაუდი - კუნძულების ჯგუფი წყნარ ოკეანეში, ეკუთვნის ინდონეზიას.
ტალახა - მთა ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ნიგოითის სერზე.
ტალახი
1) წყლით დასველებული, დამბალი (და აზელილი) მიწა.
2) ტბის ლამი, რომელსაც სამკურნალოდ იყენებენ.
ტალაჰასი - ქალაქი აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ფლორიდის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (125 ათასი).
ტალგრენი არნე მიჰაელ - ფინელი ისტორიკოსი და არქეოლოგი (1885-1945 წწ).
ტალევი დიმიტრ (ნამდვილი სახელი და გვარი დიმიტრ ტალევ პეტროვი) - ბულგარელი მწერალი (1898-1966 წწ).
ტალეირანი (ტალეირან-პერიგორი) შარლ მორის - ფრანგი დიპლომატი, სახელმწიფო მოღვაწე (1754-1838 წწ).
ტალერი
1) სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.
2) (გერმ.) საბეჭდი მანქანის ნაწილი - ლითონის ფილა, რომელზედაც საბეჭდი ფორმა თავსდება.
3) ლითონისზედაპირიანი მაგიდა, რომელზედაც აკაბადონებდნენ (გვერდებად კრავდნენ) ანაწყობს.
4) (გერმ.) - ძველებური გერმანული ვერცხლის ფული.
ტალვები (გერმ.) - ხაზი, რომელიც აერთებს ხეობის, ხევის, ხრამის და მისთანათა ფსკერის ყველაზე ღრმა ადგილებს.
ტალთიბიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აგამემნონის მაცნე.
ტალი
1) იგივეა, რაც კაჟი.
2) სახეზე (მზისგან ან სხვა მიზეზით) გაჩენილი ლაქა.
3) (ჰოლანდ.) - ტვირთის ასაწევი კიდული მოწყობილობა.
ტალი მიხეილ - საბჭოთა მოჭადრაკე (დაიბადა რიგაში), საერთაშორისო დიდოსტატი, განათლებით ჟურნალისტი, მსოფლიოს მერვე ჩემპიონი 1960-61 წლებში (1936-1992 წწ).
ტალია (ფრანგ.) - მუდმივი, პირდაპირი გადასახადი XV-XVII საუკუნეების საფრანგეთში
ტალიენი ჟან ლამბერ - საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე (1767-1820 წწ).
ტალიკი - ტალიკი ბიჭი - ტანადი, მხარბეჭიანი, მოხდენილი ბიჭი.
ტალინი - ესტონეთის დედაქალაქი. ისტორიულ წყაროებში ცნობილია 1154 წლიდან კოლივანის სახელით. 1219-1917 წლებში ერქვა რეველი. 1918 წლიდან ესტონეთის დედაქალაქია (445 ათასი).
ტალიონი (ლათ.) - გვაროვნული და მონათმფლობელური საზოგადოების სამართალში - სასჯელის ზომა, რომელიც ზუსტად შეესაბამებოდა მიყენებულ ზიანს; განსაკუთრებით მკვეთრად იყო გამოხატული ხამურაბის კანონებში.
ტალიონი მარია - იტალიელი ბალერინა (1804-1884 წწ).
ტალიუმი - იხილე თალიუმი.
ტალიცა - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.
ტალიხი ვაცლავ - ჩეხი დირიჟორი და მევიოლინე (1883-1961 წწ).
ტალკა - ქალაქი ჩილეში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ტალკაუანო - ქალაქი ჩილეს კონსეფსიონის პროვინციაში (245 ათასი).
ტალ-კვესი (კვეს-აბედი) - რკინის ან ფოლადის ოთხკუთხა ან მომრგვალებული ფორმის იარაღი, რომელიც იხმარებოდა კაჟის ნატეხიდან ნაპერწკლის მისაღებად; ნაპერწკლის ცეცხლი ღვივდებოდა კაჟზე დადებულ აბედზე.
ტალკი (გერმ.) - თეთრი ან მომწვანო რბილი მინერალი, იყენებენ პუდრის სახით ტექნიკასა და მედიცინაში.
ტალმა ფრანსუა ჟოზეფ - ფრანგი მსახიობი (1763-1826 წწ).
ტალმა - ქალის გრძელი წამოსასხამი, მოდაში იყო XIX საუკუნეში.
ტალნოე - ქალაქი უკრაინის ჩერკასის ოლქში.
ტალონი (ფრანგ.)
1) პატარა საკონტროლო ფურცელი, რომელიც რისამე მიღების უფლებას იძლევა.
2) საბუთის დუბლიკატი, რომელიც რჩება ჩეკი, ორდერის და მისთანების წიგნაკის ყუაში.
3) ფასიანი ქაღალდის (აქციის, აკრედიტივის) ძირითადი ნაწილი.
ტალოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:
1) სპილენძის გოლიათი, რომელიც ზევსმა აჩუქა ევროპეს, რათა კრეტის მცველად გამოეყენებინა.
2) დედალოსის ნათესავი და მოწაფე, რომელმაც მას ოსტატობაში აჯობა და ამისთვის მოძღვარმა აკროპოლისის კლდიდან გადმოაგდო.
ტალოფიტები (ლათ. Thallophyta) - უმდაბლესი მცენარეები, რომლებიც არ არიან დანაწევრებულები ფესვებად, ღეროებად და ფოთლებად.
ტალსა - ქალაქი აშშ-ს ოკლაჰომის შტატში.
ტალღა
1) წყლის რხევითი მოძრაობით გამოწვეული ამონაზნექი (ზღვის, მდინარის...) ზედაპირზე; ზვირთი.
2) (გადატანით) დიდი, მოძრავი მასა (ხალხისა...).
3) რხევითი მოძრაობა ფიზიკურ გარემოში.
ტალღურასებრნი - ღამის პეპლების ოჯახი.
ტამა - სუდანსა და ჩადში მცხოვრები ხალხი (დაახლოებით 400 ათასი).
ტამაზიგტები - ბერბერ ტომთა ჯგუფი; ცხოვრობენ მაროკოში, შუა ატლასის მთებში (2000-მდე).
ტამაზლუხი - სანაშენო საქონელი (ან ფრინველი).
ტამაიო ი ბაუსი მანუელ - ესპანელი დრამატურგი (1829-1898 წწ).
ტამაიო მენდესი არნოლდო - კუბელი კოსმონავტი, 1980 წლის ფრენის მონაწილე საბჭოთა ეკიპაჟთან ერთად (დაიბადა 1942 წელს).
ტამალე - ქალაქი განაში, ჩრდილოეთის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (150 ათასი).
ტამანი გუსტავ ჰაინრიხ იოჰან აპოლონ - გერმანელი ფიზიკოსი (1861-1938 წწ).
ტამანიო ფრანჩესკო - იტალიელი მომღერალი (დრამატული ტენორი) (1850-1905 წწ).
ტამანის ნახევარკუნძული (ტამანი) - ნახევარკუნძული რუსეთის კრასნოდარის მხარეში.
ტამარინდი - იხილე თამარინდი.
ტამატავე - იხილე ტუამასინა.
ტამაულიპასი - შტატი მექსიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ადმინისტრაციული ცენტრი - სიუდად-ვიქტორია.
ტამაში არონ - უნგრელი მწერალი (1897-1966 წწ).
ტამბერლიკი ენრიკო - იტალიელი მომღერალი (1820-1889 წწ).
ტამბო - იხილე აპურიმაკი.
ტამბო ოლივერ რეჯინალდ - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1917-1995 წწ).
ტამბოვი - ქალაქი რუსეთში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (315 ათასი).
ტამბოვკა - სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.
ტამბორა - ვულკანი ინდონეზიის კუნძულ სუმბავაზე.
ტამბუკანის ტბა (დიდი ტამბუკანი) - მწარე-მლაშე ტბა ჩრდილოეთ კავკასიაში, ქალაქ პიატიგორსკთან (სიღრმე 3 მეტრამდე).
ტამბური (ფრანგ.)
1) რკინიგზის სამგზავრო ვაგონის დახურული ბაქანი.
2) სათავსი შენობის შესასვლელ კართან; იცავს სადგომს გარეთა ჰაერის შეღწევისაგან.
3) არქიტექტურაში - შენობის ცილინდრული ან მრავალწახნაგა ნაწილი, რომელსაც ეყრდნობა გუმბათი.
ტამბურინი ანტონიო - იტალიელი მომღერალი (1800-1876 წწ).
ტამბურინი - დასარტყმელი მუსიკალური საკრავი, გრძელი დოლი.
ტამბურმაჟორი (ფრანგ.) - უნტერ-ოფიცერი, რომელიც პოლკში ხელმძღვანელობდა მედოლეთა და მებუკეთა გუნდს.
ტამერფორსი - ფინეთის ქალაქ ტამპერეს შვედური სახელწოდება.
ტამი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
ტამილები - ინდოეთში, შრი-ლანკაში, მიანმაში, სინგაპურში, მალაიზიაში და ავსტრალიაში მცხოვრები ხალხი (საერთო რაოდენობა 50 მილიონამდე).
ტამილნადი (თამილ Nadu, „ტამილების მიწა“, 1969 წლამდე მადრასი) - შტატი ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, ბენგალის ყურის სანაპიროზე. ფართობი - 130,058 კვ.კმ. მოსახლეობა - 67 მილიონამდე XXI საუკუნის დასაწყისში. ადმინისტრაციული ცენტრი - ჩენაი (ყოფილი მადრასი).
ტამიში - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.
ტამპა - ქალაქი აშშ-ს ფლორიდის შტატში (280 ათასი).
ტამპერე (ტამერფორსი) - ქალაქი ფინეთის ჰიამეს ლიანში (240 ათასი).
ტამპიკო - ქალაქი მექსიკის ტამაულიპასის შტატში (275 ათასი).
ტამპლიერები (ფრანგ.) (მეტაძრეები) - შუა საუკუნეებში - ერთ-ერთი კათოლიკური სასულიერო-რაინდული ორდენის წევრები.
ტამპონადა (ტამპონაცია) - მედიცინაში - ტამპონის ჩადება ჭრილობაში.
ტამპონაჟი (ფრანგ.) - სამთო საქმეში - ქანებში არსებულ სიცარიელეთა ამოვსება ცემენტით, რათა თავიდან აიცილონ იქიდან წყლის გაჟონვა სამთო გვირაბში, ჭაბურღილში.
ტამპონი (ფრანგ. ტამპონ)
1) სტერილური მარლა, რომელსაც დებენ ჭრილობაში, ღრუში სისხლდენის შესაჩერებლად ან ჩირქის შესაწოვად.
2) ბამბა ან რბილი ქსოვილის ნაჭერი, რომელსაც ასველებენ რაიმე ხსნარში ან საცხში (რისამე გასაწმენდად, გასაპრიალებლად).
ტამ-პრა - მღვიმე ტაილანდში.
ტამსაარე ანტონ (ნამდვილი გვარი პანზენი) - ესტონელი მწერალი (1878-1940 წწ).
ტამრონგ ნავასავატი - იხილე დამრონგ ნავასავატი.
ტამტამი - სარტყამი მუსიკალური საკრავი, გონგის ნაირსახეობა; იყენებენ სიმფონიურ ორკესტრში.
ტანა
1) მდინარე გორის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 39 კილომეტრი).
2) მდინარე კენიაში, ერთვის ინდოეთის ოკეანეს.
3) (ცანა, დემბეა) - ტბა ეთიოპიაში (სიღრმე 70 მეტრი).
ტანადი - ტანად დიდი და მოხდენილი.
ტანადობა - ტანის აგებულება, სიმაღლე.
ტანაელვი (ტენოიოკი) - მდინარე ნორვეგიასა და ფინეთში, ერთვის ბარენცის ზღვას.
ტანაისი (ტანაიდა) - ძველი ქალაქი მდინარე დონის შესართავთან. ძვ.წ.აღ. III საუკუნეში დააარსეს ბერძნებმა.
ტანაკა გიიტი - იაპონიის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე (1863-1929 წწ).
ტანამა - მდინარე დასავლეთ ციმბირის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (521 კმ).
ტანანა - მდინარე ალასკაზე, იუკონის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 960 კილომეტრი).
ტანანარივე - მადაგასკარის დედაქალაქ ანტანანარივუს მეორე სახელი.
ტანარო - მდინარე იტალიაში, მდინარე პოს მარჯვენა შენაკადი.
ტანაყრილი - ვინც, რამაც ტანი აიყარა; მაღალი.
ტანაშოლტილი - იგივეა, რაც ტანაყრილი.
ტანაჯორი
1) ერთი წლის ჯორი.
2) მცირე ზომის წყლის მწერი; მეტწილად ზურგით დაცურავს.
ტანბრგე - ახოვანი, ბრგე.
ტანბური (ტამბური, თანბური) - ახლო აღმოსავლეთში გავრცელებული სიმებიანი მუსიკალური საკრავი. ხმოვანებს პლექტრის საშუალებით.
ტანგა - ქალაქი ტანზანიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (190 ათასი).
ტანგანიიკა
1) ტბა ბურუნდის, ზამბიის, კონგოს და ტანზანიის საზვარზე (სიღრმე 1470 მეტრამდე).
2) ტანზანიის კონტინენტური ნაწილის სახელწოდება.
ტანგაჟი (ფრანგ.) - თვითმფრინავის, კოსმოსური ხომალდის ან გემისა და მისთანების კუთხური მოძრაობა ინერციის მთავარი განივი ღერძის მიმართ (არასასურველი მოვლენაა და ყოველთვის იღებენ ზომებს მის შესამცირებლად).
ტანგე კენძო - იაპონელი არქიტექტორი (1913-1995 წწ).
ტანგენსი (ლათ.) - მახვილი კუთხის ტრიტონომეტრიული ფუნქცია, რომელიც სწორკუთხა სამკუთხედში უდრის მოცემული კუთხის პირდაპირ მდებარე კათეტის შეფარდებას მეორე კათეტთან.
ტანგენსოიდი (ლათ.) - მრუდი ხაზი, რომელიც გრაფიკულად გამოხატავს ტანგენსის ცვლილებას კუთხის ცვლილებასთან დაკავშირებით.
ტანგლა - ქედი ტიბეტის მთიანეთში (ჩინეთი).
ტანგო (ესპან.) - არგენტინული წარმოშობის სამეჯლისო ცეკვა.
ტანგუ - ქედი ჩინეთში.
ტან-და (ნამდვილი სახელი და გვარი ნგუენ ქაკ ჰიუე) - ვიეტნამელი მწერალი (1888-1939 წწ).
ტანდემი (ინგლ. tandem)
1) ორადგილიანი ველოსიპედი, რომელზედაც უნაგირები და ორი წყვილი პედალი ერთიმეორის უკან არის განლაგებული.
2) ტექნიკაში - აგრეგატში მანქანების ან მანქანის ნაწილების განლაგება ერთიმეორის მიყოლებით, ერთ ღერძზე, ერთ ხაზზე.
3) მრავალცილინდრიანი მანქანა, რომელშიც მუშა ცილინდრები ამ წესით არის განლაგებული.
4) (გადატანით) გუნდში ერთად მოქმედი ორი ფეხბურთელი.
ტანდილი - ქალაქი არგენტინის ბუენოს-აირესის პროვინციაში.
ტანენბაუმი - გერმანელ ფაშისტთა შვეიცარიაში შეჭრის გეგმის კოდური სახელწოდება.
ტანენტაუნჯი - ქედი მიანმისა და ტაილანდის საზღვარზე.
ტანერი ვიაინე ალფრედ - ფინეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1881-1966 წწ).
ტანვარჯიში - სხვადასხვა ვარჯიში, რომელთა მიზანია ფიზიკურად განავითაროს და გაამაგროს ადამიანის ორგანიზმი. იხილე სპორტული ტანვარჯიში.
ტანზანია (ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა, სუახილიზე - Jamhuri ya Muungano wa Tanzania, ინგლ. United republic of Tanzanua).
- ეროვნული დევიზი - „Uhuru na Umoja“ (თავისუფლება და ერთობა).
- სახელმწიფო ცენტრალური აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება კენიას და უგანდას, დასავლეთით - რუანდას, ბურუნდის და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, სამხრეთით - ზამბიას, მალავის და მოზამბიკს. აღმოსავლეთიდან აკრავს ინდოეთის ოკეანე.
- დაარსებულია 1964 წლის 26 აპრილს ტანგანიკის და ზანზიბარის გაერთიანებით.
- მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული კრება.
- ფართობი - 945 090 კვ.კმ.
- დაყოფილია 26 ოლქად.
- მოსახლეობა - 39 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 41 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენები: სუახილი და ინგლისური.
- დედაქალაქი - დოდომა.
- ვალუტა - ტანზანიური შილინგი.
- ქვეყნის კოდი - TZA
- დროის სარტყელი - Utc +3.
- სატელეფონო კოდი - +255.
- ინტერნეტ-დომენი -tz.
ტანთხელი - გამხდარი, ტანწვრილი.
ტანი (სპარს.)
1) ადამიანის ან ცხოველის სხეული თავისა და ხელ-ფეხის გარდა.
2) (გადატანით) სიმაღლე, სიდიდე (ადამიანისა, ცხოველისა).
3) ხის ღერო ფესვებისა და ტოტების გარეშე.
4) (ტანწყალი) - მდინარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ფიჩორის აუზში.
5) ჩინეთის საიმპერატორო დინასტია (618-907 წწ).
6) სიგრძის საზომი ერთეული ძველ საქართველოში. უდრიდა 4 ადლს.
ტანიე - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე (სიმაღლე - 3499 მეტრი).
ტანიეს ტბა - ტბა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე (სიღრმე - 7,6 მეტრი).
ტან-ინი (ბოხუ, ძი-ვეი, ფსევდონიმი - ლიუ-ჟუ, ძიუი-ში) - ჩინელი ფერმწერი, კალიგრაფი, პოეტი (1470-1523 წწ).
ტანინი (ფრანგ.) - მთრიმლავი ნივთიერება, მოყვითალო ფხვნილი, რომელსაც იღებენ ზოგი მცენარის ქერქისაგან, იხმარება მედიცინასა და ტექნიკაში.
ტანისამოსი - იგივეა, რაც ტანსაცმელი.
ტანისი - ძველი ქალაქის ჯანეტის ბერძნული სახელწოდება; ბიბლიური ცოანი. ნილოსის დელტაში მდებარე უძველესი ეგვიპტური ქალაქი.
ტანიუგი - ყოფილი იუგოსლავიის დეპეშათა სააგენტო.
ტანიშური - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარცხენა შენაკადი.
ტანიძაკი ძიუნიტირო - იაპონელი მწერალი (1886-1965 წწ).
ტანკა (იაპონ.) - იაპონური პოეზიის ერთ-ერთი ძველი ჟანრი.
ტანკენარი - მაღალი და კოხტა; ტანწერწეტი; კენარი.
ტანკერი (ინგლ.) - თხევადი ტვირთის (უმეტესად ნავთობპროდუქტების) გადასაზიდი გემი.
ტანკეტი (ინგლ.) - ქალის ფეხსაცმელი, რომლის ლანჩა ცხვირთან თხელია, ხოლო ქუსლისაკენ თანდათან გასქელებული.
ტანკი (ინგლ.)
1) მუხლუხებით მავალი საბრძოლო ჯავშნოსანი მანქანა, რომელიც შეიარაღებულია ქვემეხებითა და ტყვიამფრქვევებით (იარაღი მოთავსებულია მბრუნავ კოშკურაში).
2) გემზე - ცისტერნა თხევად ტვირთისათვის.
ტანკი მაქსიმ (ნამდვილი სახელი და გვარი ევგენი სკურკო) - ბელორუსიის სახალხო პოეტი (1912-1995 წწ).
ტანკისტი - სამხედრო პირი, რომელიც სატანკო ჯარში მსახურობს.
ტანკოდრომი - სპეციალურად მოწყობილი მოედანი ტანკებისა და სხვა საბრძოლო მანქანების გამოსაცდელად და მათი მართვის შესასწავლად.
ტანკსაწინააღმდეგო - ტანკების წინააღმდეგ საბრძოლველად განკუთვნილი.
ტანმოვარჯიშე - სპორტსმენი, რომელიც ტანვარჯიშს მისდევს.
ტანმომცრო - მომცრო ტანისა; ტანდაბალი.
ტანმორჩილი - მორჩილი ტანისა; ტანდაბალი.
ტანმრთელი - ჯანმრთელი, ჯანსაღი.
ტანმსხვილი - მსხვილი ტანისა; სქელი, მსხვილი.
ტანოვანი - იგივეა, რაც ტანადი.
ტანჟერი (არაბულად ტანჯა) - ქალაქი-პორტი მაროკოში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (270 ათასი).
ტანსარო - ტანწერწეტი, ტანწვრილი.
ტანსაცმელი - რასაც ტანზე იცვამენ.
ტან სიანძუ - ჩინელი დრამატურგი და პოეტი (1550-1616 წწ).
ტან სიტუნი - ჩინელი ფილოსოფოსი, პოლიტიკური მოღვაწე, პოეტი (1865-1898 წწ).
ტანსრული - დიდი ტანისა; სრული, მოსული.
ტანტა - ქალაქი ეგვიპტეში, ნილოსის დელტაში, გარბიის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი (370 ათასი).
ტანტალი
1) იგივეა, რაც წანწალი.
2) იხილე ტანტალოსი.
3) (Ta) ქიმიური ელემენტი, ნაცრისფერი ძნელდნობადი ლითონი; ატომური ნომერი 73, ატომური მასა 180,948.
ტანტალის მღვიმე - კარსტული მღვიმე ზალცბურგის ალპებში (ავსტრია).
ტანტალოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფრიგიის ან ლიდიის მეფე, ზევსის ვაჟი, ნიობეს მამა, იგი იყო ერთადერთი მოკვდავთა შორის, რომელსაც ღმერთებმა ნება დართეს ღმერთთა ქეიფებს დასწრებოდა ოლიმპოს მთაზე შემდეგ კი დასაჯეს მეტისმეტი გაამაყების გამო და ჯოჯოხეთში ჩააგდეს.
ტანტია ტოპი (ნამდვილი სახელი რამჩანდრა პანდურანგი) - ინდოეთის სახალხო აჯანყების (1857-59) ერთ-ერთი ბელადი (1814-1859 წწ).
ტანტიემი (ფრანგ.) - დამატებითი გასამრჯელო, რომელსაც მოგებიდან აძლევენ საზოგადოებათა, სადაზღვევო კომპანიათა, ბანკების და სხვათა მმართველობის წევრებსა და დირექტორებს.
ტანუმა ოკიცუგუ - იაპონიის ფაქტიური მმართველი 1719-88 წლებში (1719-1789 წწ).
ტანუტერი - ფეოდალური სომხეთის ნახარარების წრეში ერთდროულად მეფის მოხელეც და გვარის ან დიდი ოჯახის მეთაურიც.
ტან-ფეხი
1) ტანი და ფეხები.
2) ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
ტანშანი - ქალაქი ჩრდილოეთ ჩინეთში, ხებეის პროვინციაში.
ტანჩიჩი მიხაი - უნგრელი რევოლუციონერ-დემოკრატი (1799-1884 წწ).
ტანჩხონი - ქალაქი ჩრდილოეთ კორეის ჰამგიონ-ნამდოს პროვინციაში.
ტანცკლასი (გერმ.) - ცეკვის სკოლა, ცეკვის გაკვეთილი.
ტანცმაისტერი (გერმ.) - ცეკვის მასწავლებელი.
ტანძია - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.
ტანწერწეტი (ტანწერწეტა) - მაღალი და ტანწვრილი.
ტანწყალი - მდინარე, იხილე ტანი.
ტანჯავარიანი - მოხატული ტანისა; კოხტა, მოხდენილი.
ტანჯავური (ტანჯური) - ქედი ინდოეთის ტამილნადის შტატში.
ტანჯვა - ძლიერი ტკივილების განცდა.
ტანჯული - ვინც (რაც) ტანჯეს ან იტანჯა.
ტანჯუნგპრიოკი - ჯაკარტის საზღვაო ნავსადგური.
ტანჯური - იხილე ტანჯავური.
ტანჰოიზერი - გერმანელი პოეტი-მინეზინგერი (დაახლოებით 1205-1270 წწ).
ტაო - მხარე ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში (ამჟამად თურქეთის საზღვრებშია).
ტაო იუანმინი (მეორე სახელი ტაო ციანი) - ჩინელი პოეტი (365-427 წწ).
ტაოხე (ლუჩუ) - მდინარე ჩინეთში, მდინარე ხუანხეს მარჯვენა შენაკადი.
ტაოხები - ქსენოფონტეს თანახმად, დიაუხის მკვიდრთა შთამომავლები.
ტაპა - ქალაქი ესტონეთში.
ტაპაჟოსი - მდინარე ბრაზილიაში, მდინარე ამაზონის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 2200 კილომეტრი).
ტაპეტუმი - უჯრედების ერთი ან იშვიათად რამდენიმე შრე უმაღლეს მცენარეთა უმეტესობის სპორანგუიუმში.
ტაპიოკა (ესპან.) - მანიოკის ფესვებიდან მიღებული სახამებლისაგან დამზადებული ბურღული.
ტაპიორი (ფრანგ.) - პიანისტი, აკორდეონისტი და სხვები, რომლებიც უკრავდნენ მუნჯი ფილმის მსვლელობის დროს.
ტაპირი - კენტჩლიქიანი ცხოველი, რომელსაც აქვს პატარა ხორთუმის მსგავსად წაგრძელებული ზედა ტუჩი (ცხვირთან ერთად). ბინადრობს ტროპიკულ ტყეებში. იყენებენ მის ხორცსა და ტყავს.
ტაპტი - მდინარე ინდოეთში, ერთვის არაბეთის ზღვის კამბეის ყურეს (სიგრძე - 720 კილომეტრი).
ტარა (იტალ.)
1) საქონლის მოსათავსებელი ჭურჭელი ან შესაფუთავი მასალა (ტომრები, ყუთები, კასრები და სხვა);
2) წონა შესაფუთავი ჭურჭლისა, მასალისა; წონა ვაგონის, ავტომანქანის, რომლითაც გადააქვთ საქონელი.
3) ირლანდიის უძველესი დედაქალაქი.
4) ქალაქი რუსეთის ომსკის ოლქში.
ტარაბუა - შულოს ამოსახვევი ჩარხი; საშულოვე.
ტარაგონა - ქალაქი-პორტი ესპანეთში, კატალონიაში (105 ათასი).
ტარავა - მარჯნის კუნძული ოკეანეთში, შედის კირიბატის შემადგენლობაში.
ტარაკუჭა - მეტიჩარა, მატრაკვეცა.
ტარაკანები (Blattodea) - მწერების რიგი: ახასიათებთ არასრული გარდაქცევა; აქვთ სამკუთხა თავი, მრავალნაწევრიანი ჯაგრისებრი ულვაშები; ითვლებიან ინფექციური დაავადებების და პარაზიტული ჭიების კვერცხების გადამტანად.
ტარანი (რუს.)
1) კედლის სანგრევი საბრძოლო იარაღი.
2) მოწინააღმდეგის თვითმფრინავის, ხომალდის ან ტანკისათვის დარტყმა მანქანის კორპუსით.
3) სამხედრო გემის წინ გამოშვერილი წყალქვეშა ნაწილი; იყენებდნენ მტრის გემზე დარტყმისათვის.
4) საშუალო ზომის თევზი კობრისებრთა ოჯახისა.
ტარანი პავლე - ავიაციის გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1916 წელს).
ტარანტასი - გრძელი ოთხთვლიანი სამგზავრო ეტლი.
ტარანტელა (იტალ.)
1) იტალიური ხალხური სწრაფტემპიანი ცეკვა.
2) ამ ცეკვის ტემპის მქონე მუსიკალური ნაწარმოები.
ტარანტინო კვენტინ - ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარიტი, მსახიობი (დაიბადა 1963 წელს).
ტარანტო
1) იონიის ზღვის ყურე აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან.
2) ქალაქი-პორტი იტალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (245 ათასი).
ტარანტული (იტალ.) - დიდი შხამიანი ობობა; ცხოვრობს მიწაში.
ტარასა - ქალაქი ესპანეთში, კატალონიაში (160 ათასი).
ტარასკები (საკუთარი სახელი პურეპეჩა) - მექსიკაში მცხოვრები ინდიელი ხალხი.
ტარასკონი - ქალაქი საფრანგეთის ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტში.
ტარასოვა ალა - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1898-1973 წწ).
ტარასოვი ანატოლი - რუსი სპორტსმენი და მწვრთნელი, შაიბიანი ჰოკეის ერთ-ერთი პიონერი საბჭოთა კავშირში (1918-1995 წწ).
ტარაუცი - მეტიჩარა.
ტარაფა იბნ აბდ ალ-ბაქრი - არაბი პოეტი (დაახლოებით 543-569 წწ).
ტარაღანა - დიდი თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა.
ტარაში ზიგბერტ - გერმანელი მოჭადრაკე, მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი XIX-XX სს ზღვარზე (1862-1934 წწ).
ტარაშჩა - ქალაქი უკრაინის კიევის ოლქში.
ტარბი
1) Pastor roseus - ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა; ანადგურებს მწერებს.
2) ქალაქი საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ზემო პირენეების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (55 ათასი).
ტარბოზავრი (ლათ.) - ერთგვარი დინოზავრი.
ტარდენუის კულტურა - გვიანდელი მეზეოლითის ხანის (ძვ.წ.აღ. VII-IV ათასწლეულები) არქეოლოგიური კულტურა საფრანგეთში.
ტარდი გაბრიელ - ფრანგი სოციოლოგი და კრიმინალისტი (1843-1904 წწ).
ტარდი ლაიოშ - უნგრელი ისტორიკოსი, მწერალი, მთარგმნელი, ქართველოლოგი (1914-1995 წწ).
ტარდიე ანდრე - საფრანგეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1876-1945 წწ).
ტარი
1) ქართული ანბანის მე-19 ასოს - ტ-ს - სახელწოდება.
2) ხელში სახმარი რაიმე იარაღის აგრეთვე დროშის და მისთანების სახელური.
3) მილი (ჩიბუხისა).
4) იგივეა, რაც თითისტარი.
ტარიბანა - ტაფობი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.
ტარიგი
1) ბატკანი ერთ წლამდე.
2) (გადატანით) რაც მსხვერპლად უნდა შესწირონ.
ტარიელ გოლუა - ქართული მხატვრული ფილმი, გადაღებულია ლეო ქიაჩელის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ეკრანებზე გამოვიდა 1968 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ლევან ხოტივარი. სცენარის აბტორები - პავლე ჩარკვიანი, თამაზ მამულაშვილი. დამდგმელი ოპერატორი - ლევან ნამგალაშვილი. კომპოზიტორი - შოთა მილორავა. მთავგარ როლებში - ალექსანდრე ომიაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, აკაკი ვასაძე, ქეთევან კიკნაძე, დოდო აბაშიძე, დუდუხანა წეროძე, ვახტანგ ნინუა, ზურაბ ქაფიანიძე.
ტარიელი - შოთა რუსთველის „ვეფხიტყაოსნის“ მთავარი პერსონაჟი. შესაძლოა ამ სახელს ასეთი წარმომავლობა ჰქონდეს - „დარია“ (სპარს. „ზღვა“) - „დარიალ“ (ზღვასთან დაკავშირებული); ამგვარი აზრი განპირობებულია იმით, რომ ტარიელი პოემაში გამოყვანილია, როგორც „ამირბარი“ - ზღვათა მბრძანებელი.
ტარივერდიევი მიქაელ - რუსი კომპოზიტორი (1931-1996 წწ).
ტარიმი - მდინარე ჩინეთში, ტოტებად ერთვის კარაბურანკოლისა და ლობნორის ტბებს (სიგრძე - 2030 კილომეტრი).
ტარიმის ვაკე (კაშგარის ვაკე) - მდებარეობს ჩინეთის სიანგან-უიღურთა ავტონომიურ ოლქში.
ტარიფი (ფრანგ.) - რისამე დაბეგვრის ან ანაზღაურების განაკვეთების ცხრილი, კრებული.
ტარიფიკაცია - რისამე ტარიფის განსაზღვრა, დადგენა.
ტარიხა - ქალაქი ბოლივიაში, ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.
ტარკვა - ქალაქი განის დასავლეთ ოლქში.
ტარკვინიუსი ლუციუს სუპერბუს (ამაყი) - რომაული ტრადიციით, რომის უკანასკნელი მე-7 მეფე (ძვ.წ.აღ. 534 - 510 წწ).
ტარკილის მღვიმე (თარკილის მღვიმე) - მღვიმე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, გუდოუს აუზში.
ტარკის საშამხლო - ფეოდალური სამფლობელო დაღესტნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში XV-XVIII საუკუნეებში.
ტარკოვსკი ანდრეი - რუსი კინორეჟისორი (1932-1986 წწ).
ტარკოვსკი არსენი - რუსი პოეტი, მთარგმნელი (1907-1989 წწ).
ტარკოში - ტარიანი სასმისი.
ტარლაკი - ქალაქი ფილიპინებში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.
ტარლე ევგენი - საბჭოთა ეპოქის ისტორიკოსი, აკადემიკოსი (1875-195 წწ).
ტარნი - დეპარტამენტი საფრანგეთში.
ტარნი უილიამ ვუდთორპ - ინგლისელი ისტორიკოსი (1869-1957 წწ).
ტარნობჟეგი - ქალაქი პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (50 ათასი)
ტარნოვსკიე-გური - ქალაქი პოლონეთის კატოვიცეს სავოევოდოში.
ტარნუვი - ქალაქი პოლონეთის სამხრეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (125 ათასი).
ტარო
1) ყვავილედის ერთ-ერთი ტიპი.
2) უძველესი კულტურული მცენარე; ხარობს ტროპიკების და სუბტროპიკების ტენიან რაიონებში. მის ბოლქვებს ხარშავენ ან წვავენ კარტოფილივით, ნორჩი ფოთლებისგან აკეთებენ მხალს.
ტაროკი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, ლონდონის აღმოსავლეთით (130 ათასი).
ტაროსი - იგივეა, რაც ამინდი.
ტარპეას კლდე - კაპიტოლიუმის ბორცვის დასავლეთი კლდის სახელწოდება ძველ რომში; ამ კლდიდან ყრიდნენ სიკვდილმისჯილებს.
ტარსიკონი - თხის მაღალხარისხოვანი ტყავი.
ტარსკი ალფრედ - პოლონელი ლოგიკოსი და მათემატიკოსი (1902-1983 წწ).
ტარსონი
1) მდინარე წალკის მუნიციპალიტეტში, გუმბათის მარცხენა შენაკადი.
2) სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.
ტარტაკოვერი საველი - მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკის თეორიტიკოსი და ლიტერატორი, დაიბადა რუსეთში (1887-1956 წწ).
ტარტალია ნიკოლო - იტალიელი მათემატიკოსი (1499-1557 წწ).
ტარტანი - სარბენი ბილიკის უმაღლესი კლასის ხელოვნური საფარი.
ტარტარი - უაზროდ ბევრი ლაპარაკი, ლაქლაქი.
ტარტაროზი - ეშმაკი, მაცდური, ავი სული.
ტარტაროზული - ტარტაროზის შესაფერი; საშინელი, შემზარავი.
ტარტაროსი (ტარტაროზი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მიწის უღრმესი წიაღი, ეს ჰადესის უღრმესი ნაწილია და დედამიწის პირიდან ისევეა დაშორებული, როგორც ცა.
ტარტასი - მდინარე დასავლეთ ციმბირში, ომის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 566 კილომეტრი).
ტარტინი ჯუზეპე - იტალიელი მევიოლინე, კომპოზიტორი, მუსიკის თეორიტიკოსი და პედაგოგი (1692-1770 წწ).
ტარტინი (ფრანგ.) - პურის თხელი ნაჭერი, რომელზედაც წასმულია კარაქი, მურაბა და მისთანები.
ტარტუ - ქალაქი ესტონეთში (115 ათასი).
ტარუღა (მონღოლურად დარუღე) - მოურავი XVI-XVIII საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში.
ტარფაია - ქალაქი-პორტი მაროკოში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ტარჩენი - მდინარე მარტვილის მუნიციპალიტეტში, აბაშის მარჯვენა შენაკადი.
ტარხანოვი მიხეილ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1877-1948 წწ).
ტარხუნა (Artemisia dracunculus) - სპეციფიკური ცხარე გემოს მქონე სურნელოვანი მწვანილი.
ტასიტრონი - სამელექტროდიანი შესათბობკათოდიანი იონური ხელსაწყო.
ტასკალუსა - ქალაქი აშშ-ს ალაბამის შტატში.
ტასლიცკი ბორის - ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი (1911-1995 წწ).
ტასმანი აბელ იანსზონ - ჰოლანდიელი ზღვაოსანი (1603-1659 წწ).
ტასმანია - კუნძული ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან.
ტასმანის ზღვა - წყნარი ოკეანის აუზის ზღვა ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ფართობი 3336 ათასი კვ.კმ. სიღრმე 6000 მეტრამდე.
ტასმანის მყინვარი - მდებარეობს ახალ ზელანდიაში.
ტასმანის ყურე - ტასმანის ზღვის ყურე ახალი ზელანდიის სამხრეთი კუნძულის სანაპიროსთან.
ტასო ტორკვატო - იტალიელი პოეტი (1544-1595 წწ).
ტასოითა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
ტასონი ალესანდრო - იტალიელი პოეტი (1565-1635 წწ).
ტასოსი ალევიზოს - ბერძენი გრაფიკოსი (1914-1985 წწ).
ტასტატურა (გერმ.) - ნომრის ასაკრეფი კნოპებიანი მოწყობილობა, რომელიც ჩადგმულია ტელეფონის აპარატებში, კომუტატორებში და სხვა.
ტატაბანია - ქალაქი უნგრეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კომარომის მედიეს ადმინისტრაციული ცენტრი (75 ათასი).
ტატამი (იაპონ.) - იატაკზე დასაფენი ჭილობი, რომელსაც დიდი გამოყენება აქვს იაპონიის ყოფაში; ტატამზე იამართება ჭიდაობა ძიუდო.
ტატანაშვილი ესტატე - ავიაციის გენერალ-მაიორი (1902-1958 წწ).
ტატანი
1) ცის ტატანი - იგივეა, რაც ცის ტატნობი.
2) გაწყრომით, გაჯავრებით ლაპარაკი; ხმამაღლა დატუქსვა; ცაცხანი.
ტატანისი - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.
ტატარბუნარი - ქალაქი უკრაინის ოდესის ოლქში.
ტატარესკუ გეორგე - იხილე ტეტერესკუ გ.
ტატარ-პაზარჯიკი - იხილე პაზარჯიკი.
ტატარსკი - ქალაქი რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქში (30 ათასი).
ტა-ტა-ტა - შორისდებული; გამოხატავს:
1) გაჯავრებას, შეწყრომას.
2) აღტაცებას, აღფრთოვანებას.
ტატები - დაღესტანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ხალხი (20 ათასამდე).
ტატი ჟაკ (ნამდვილი გვარი ტატიშჩევი) - ფრანგი მსახიობი და რეჟისორი (1908-1982 წწ).
ტატიკავა - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე (155 ათასი).
ტატიშვილი გიორგი - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1921-1984 წწ).
ტატიშვილი ერეკლე - მეცნიერი, მთარგმნელი, ინგლისური ენის სპეციალისტი (1884-1946 წწ).
ტატიშვილი ცისანა - ოპერის მომღერალი (ლირიკო-დრამატული სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1937 წელს).
ტატიშჩევის ელჩობა - 1604-05 წლებში რუსეთის ელჩობა კახეთისა და ქართლის სამეფოებში.
ტატნობი - ცის ტატნობი - ცის კამარა, ცის თაღი, ცა.
ტატონი (ტათოუნი) - ისტორიული ქალაქი მიანმაში.
ტატრები (მაღალი ტატრები და დაბალი ტატრები) - მთის მასივი პოლონეთსა და ჩეხეთში.
ტატუმი ედუარდ - ამერიკელი ბიოქიმიკოსი და გენეტიკოსი (1909-1975 წწ).
ტატუირება - ადამიანის სხეულზე რისამე დახატვა კანზე ჩხვლეტისა და მასში საღებავის შეყვანის გზით.
ტატყანი - ხმამაღლა, უშნოდ ლაპარაკი.
ტატყები - მსხვილი, ფართო ხელები ან ფეხები.
ტაუანტინსუიუ - ინკების სახელმწიფო 1438-1536 წლებში, მოიცავდა თანამედროვე პერუს, ბოლივიის, ეკვადორის და ჩილეს ჩრდილოეთი ნაწილის ტერიტორიებს.
ტაუბატე - ქალაქი ბრაზილიის სან-პაულუს შტატში.
ტაუბე ჰენრი - ამერიკელი ფიზიოქიმიკოსი, 1983 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1918-2004 წწ).
ტაუერი (ინგლ.) - ლონდონში - XVI-XVII საუკუნემდე მეფის ციხე-დარბაზი, შემდეგ, XIX საუკუნემდე - სახელმწიფო საპატიმრო; ამჟამად - სამხედრო-ისტორიული მუზეუმი.
ტაულანარუ - ქალაქი-პორტი მადაგასკარის რესპუბლიკაში.
ტაულერი იოჰან - გერმანელი მოაზროვნე, მქადაგებელი (1300-1361 წწ).
ტაუნგუ
1) ქალაქი მიანმის პეგუს ოლქში.
2) შუა საუკუნეების სახელმწიფო მიანმაში (ბირმაში).
ტაუნზვილი - ქალაქი-პორტი ავსტრალიის კუინზლენდის შტატში (110 ათასი).
ტაუნზი ჩარლზ - ამერიკელი ფიზიკოსი (დაიბადა 1915 წელს).
ტაუნუსი - ქედი რაინის ფიქლოვან მთებში (გერმანია).
ტაურაგე - ქალაქი ლიტვაში.
ტაუსენი ჰანს - დანიელი პოეტი, სატირიკოსი, პუბლიცისტი, რეფორმაციის მოღვაწე (1494 - 1561 წწ).
ტაუტი ბრუნო - გერმანელი არქიტექტორი და არქიტექტურის თეორიტიკოსი (1880-1938 წწ).
ტაფა - ლითონის ბრტყელი, მრგვალი, დაბალკიდიანი ჭურჭელი რაიმე საჭმლის შესაწვავად ან მოსახრაკავად.
ტაფამწვარი - იგივეა, რაც ერბოკვერცხი.
ტაფელა
1) ჯოხი, რომლითაც რიკტაფელას თამაშობენ.
2) მტკნარი წყლის პატარა თევზი კობრისებრთა ოჯახისა; დეკორატიულია.
ტაფობი - დაცემული, ჩავარდნილი ადგილი (მთებს შორის).
ტაფონიმია (ბერძნ.) - პალეონტოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს განათხარ ორგანიზმთა ადგილსამყოფლის წარმოქნის პროცესებს დედამიწის ქერქის ფენებში.
ტაფოცენოზი - დანალექ შრეებში დაცულ ორგანიზმთა ერთობლიობა
ტაფტა (ფრანგ.<სპარს.) - აბრეშუმის ან ბამბის მტკიცე ქსოვილი.
ტაფტი უილიამ ჰაუარდ - აშშ-ს 27-ე პრეზიდენტი 1909-13 წლებში რესპუბლიკელთა პარტიიდან (1857-1930 წწ).
ტაქეომეტრი (ბერძნ.) - გეოდეზიური ხელსაწყო, რომლითაც სწრაფად არკვევენ ჰორიზონტალურ მანძილებსა და სიმაღლეებს.
ტაქიკარდია (ბერძნ.) - გულის ცემის აჩქარება.
ტაქიპნოე (ბერძნ.) - გახშირებული ზედაპირული სუნთქვა, რომელსაც არ ახლავს მისი რიტმის დარღვევა; ქოშინის ერთ-ერთი სახეობა.
ტაქისტოსკოპი (ბერძნ.) - აპარატი, რის მეშვეობითაც ადამიანი ეჩვევა სწრაფი კითხვის უნარს.
ტაქსა
1) (რუს.) - პატარა ძაღლი, რომელსაც გრძელი ტანი და მოკლე ფეხები აქვს.
2) (ფრანგ.) - ნიხრი.
ტაქსატორი - ტაქსაციის სპეციალისტი.
ტაქსაცია (ლათ.)
1) რისამე ნიხრის დადგენა; შეფასება.
2) სატყეო მეურნეობაში - ნარგავების რაოდენობის, ხეების მოცულობის, მერქნის მარაგის, ტყის ნამატის განსაზღვრა და შეფასება.
3) რისამე ზომებისა და ხარისხის დადგენა.
ტაქსი (ფრანგ.) - ავტომობილი, რომელსაც ქირით გადაჰყავს მგზავრები ან გადააქვს ტვირთი.
ტაქსიდერმია (ბერძნ.) - ცხოველთა ფიტულების დამზადება.
ტაქსილი (ტაქშაშილი) - ძველი ქალაქი ინდოსტანის ნახევარკუნძულზე.
ტაქსილი ლეო (ნამდვილი სახელი და გვარი გაბრიელ ანტუან ჟოგან-პაჟესი) - ფრანგი ჟურნალისტი (1854-1907 წწ).
ტაქსინი (პია ტაქსინი) - სიამის მხედართმთავარი და მეფე (1734-1782 წწ).
ტაქსისები (ბერძნ.) - თავისუფლად გადაადგილების უნარის მქონე მიკროორგანიზმებისა და უმარტივესი მცენარეების (ან მრავალუჯრედიანი ორგანიზმების უჯრედთა) მოძრაობითი რეაქციები.
ტაქსისტი - ტაქსის მძღოლი.
ტაქსოდიუმი - წიწვოვან მცენარეთა გვარი; იგივე ჭაობის კვიპაროზი.
ტაქსომეტრი - ტაქსიზე დადგმული მრიცხველი.
ტაქსომოტორი - იგივეა, რაც ტაქსი.
ტაქსონი (ლათ.) - რაგინდარა ერთეული (სახეობა, გვარი, ოჯახი, კლასი და მისთანები) მცენარეთა და ცხოველთა სისტემატიკაში.
ტაქსონომია - იგივეა, რაც სისტემატიკა.
ტაქსოფონი - იგივეა, რაც ტელეფონ-აპარატი.
ტაქტი (ლათ.)
1) მეტრული მუსიკალური ერთეული - თითოეული იმ თანაბარ ნაწილთაგანი (ხანგრძლივობის მიხედვით), რაზედაც იყოფა მუსიკალური ნაწარმოები მეტრულ მახვილთა მიხედვით.
2) რაიმე ერთგვაროვანი მოქმედების, მოძრაობის თითოეული ნაწილი; დრო თანაბარ დარტყმებს შორის.
3) რისამე მექანიზმის სამუშაო ციკლის ნაწილი.
4) ზომიერების გრძნობა, რომელიც ადამიანს უკარნახებს ყველაზე უფრო სწორ მიდგომას, ყველაზე უფრო თავაზიან მოქცევას ვისიმე ან რისიმე მიმართ.
ტაქტიკა (ბერძნ.)
1) ბრძოლის მომზადებისა და წარმოების თეორია და პრაქტიკა; ბრძოლის წარმოების წესები, ხერხები.
2) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ბრძოლის ხერხები.
3) რაიმე მიზნის მისაღწევად გამოყენებული ხერხი.
ტაქტიკოსი - ტაქტიკის მცოდნე, ტაქტიკაში დახელოვნებული პირი.
ტაქტილური (ლათ.) - ბიოლოგიაში - შეხებითი.
ტაში - ელის ხელზე ცემა (მოწონების, აღფრთოვანების, თანხმობის გამოსახატავად, ვისიმე პატივსაცემად).
ტაში გეორგ - გლეხთა აჯანყების ხელმძღვანელი ზემო ავსტრიაში (გარდაიცვალა 1597 წელს).
ტაშიზმი (ფრანგ.) - მიმდინარეობა XX საუკუნის ფერწერაში, აბსტრაქციონიზმის ერთ-ერთი სახეობა.
ტაშირი
1) ღია, გაშლილი ადგილი მთებს შორის.
2) მხარე შუა საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის განაპირა ოლქი (ამჟამად სომხეთის ფარგლებშია).
3) ქალაქი სომხეთში.
ტაშირის სერი - სერი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის განშტოება ბანისხევსა და ლიკანისხევს შორის.
ტაშისკარი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.
ტაშისკვრა - ტაშის დაკვრა, ტაშისცემა, ტაში.
ტაშისკრის არხი - სარწყავი სისტემა ხაშურის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა შენაკადი.
ტაში-ტაში (ტაში-ტუში)
1) ტაში, ტაშისკვრა.
2) შეძახილი ტაშის დასაკრავად.
ტაშიცკი ვიტოლდ - პოლონელი ენათმეცნიერი (1898-1985 წწ).
ტაშკენტი - უზბეკეთის დედაქალაქი 1930 წლიდან. ამ სახელით ცნობილია XI საუკუნიდან. 1918-24 წლებში იყო თურქესტანის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი (2,1 მილიონი).
ტაშტაგოლი - ქალაქი რუსეთის კემეროვოს ოლქში.
ტაშტახტი - უღელტეხილი ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე, ხირხატისწყლის სათავეში.
ტაშტი - ლითონის მოზრდილი, გაშლილი, მრგვალი (ან მოგრძო) ჭურჭელი.
ტაშტიყულარი (ყოფილი ძეძვნარიანი) - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.
ტაშ-ფანდური - ტაშისა და ფანდურის დაკვრა, ცეკვა-თამაში; ლხინი.
ტაჩენი - იხილე ჩუგუჩაკი.
ტაცეტი (იტალ.) - ნარგიზის კულტურული სახეობა; ფართოდ იყენებენ მეყვავილეობაში.
ტაციობა
1) ერთმანეთისათვის მოტაცება რისამე (ხშირად გართობა-თამაშის ხასიათისა).
2) მტაცებლობა, ძარცვა-გლეჯა, ყაჩაღობა.
ტაციტა - მდუმარებისა და სიწყნარის რომაული ღვთაება.
ტაციტუსი პუბლიუს კორნელიუს - რომაელი მწერალი, ისტორიკოსი (დაახლოებით 55 - 116 წწ).
ტაძარი - შენობა ღვთისმსახურებისათვის; ეკლესია.
ტაძრეული (ტაძრობილი) - მეფის მხლებელნი, მეფესთან დაახლოებული პირები.
ტაძრისი - სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.
ტახეომეტრი (ტახიკარდია) - იხილე ტაქეომეტრი.
ტახი
1) მამალი ღორი.
2) გარეული ღორი.
ტახინი - პირობითი სახელი მექსიკის უძველესი ქალაქისა, რომლის ნანგრევები მდებარეობს ვერაკრუსის შტატში.
ტახირი და ზუხრა - თურქულენოვან ხალხში გავრცელებული ხალხური ლირიკო-ეპიური პოემა; პირველი ლიტერტურული რედაქცია შეიქმნა XVII საუკუნეში.
ტახო (ტეჟუ) - მდინარე ესპანეთსა და პორტუგალიაში, ერთვის ატლანტის ოკეანეს (სიგრძე - 1010 კილომეტრი).
ტახტა
1) უნაგირის კეხის წინ და უკან ამოშვერილი ნაწილები.
2) მთა დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ოსეთის კავკასიონზე (სიმაღლე - 2444 მეტრი).
ტახტი (სპარს.)
1) ხის გრძელი ოთხფეხიანი დგამი, დასაწოლი (ან დასაჯდომი).
2) სავარძელი, რომელშიც მეფე ჯდებოდა ოფიციალური მიღების და მისთანების დროს.
3) სავარძელი საკათედრო ტაძარში უმაღლესი სასულიერო პირისათვის (კათალიკოსისათვის...).
4) იგივეა, რაც ტახტა.
ტახტისძირი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.
ტახტრევანი - მდიდრად მორთული გადახურული სატარებელი დიდებულთა და მანდილოსნებისათვის.
ტახუმულკო - მოქმედი ვულკანი გვატემალაში (4217 მეტრი).
ტაჯიკები - ტაჯიკეთის ძირითადი მოსახლეობა.
ტაჯიკეთი (ტაჯიკეთის რესპუბლიკა, tajik. jumhuriie TojiqisTon).
- სახელმწიფო შუა აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრება უზბეკეთს და ყირგიზეთს, აღმოსავლეთით - ჩინეთს, სამხრეთით - ავღანეთს.- ჰიმნი - „სურუდ-ე მელლი“ (ეროვნული ჰიმნი).
- მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - მეჯლისი.
- ფართობი - 143 100 კვ.კმ.
- დაყოფილია 3 ოლქად და 45 რაიონად.
- მოსახლეობა - 7,2 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 50 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნეები - მუსლიმანი-სუნიტები.
- ოფიციალური ენა - ტაჯიკური.
- დედაქალაქი - დუშანბე.
- ვალუტა - სომონი.
- ქვეყნის კოდი - TJK.
- დროის სარტყელი - UTC +5.
- სატელეფონო კოდი - +992.
- ინტერნეტ-დომენი - tj.
ტაჯიკური - ტაჯიკებთან დაკავშირებული, ტაჯიკებისაგან მომდინარე.ტაჰა მაჰმუდი ალი - არაბი პოეტი (ეგვიპტე) (1902-1949 წწ).
ტაჰა ჰუსეინი - არაბი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე (ეგვიპტე) (1889-1973 წწ).
ტაჰირიდები - იხილე თაჰირიდები.
ტაჰვა - ქალაქი ნიგერიაში, ამავე სახელწოდების შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.
ტაჰო - ტბა სიერა-ნევადის მთებში (აშშ).
![]() |
2.2 ტბ |
▲back to top |
ტბა
1) ბუნებრივი წყალსატევი, რომელიც არ უკავშირდება ზღვას ან ოკეანეს.
2) სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.
ტბათანა
1) (ტბათანის მთა) მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ქედზე (სიმაღლე - 2300 მეტრი).
2) იხილე პანკისის ქედი.
3) ქართულ წყაროებში მოხსენიებული გეოგრაფიული სახელი - მაღალმთიანი საძოვარი ალაზნისა და ილტოს სათავეებში.
ტბეთი
1) მთა შუახევის მუნიციპალიტეტში, შავშეთის ქედზე.
2) მდინარე შუახევის მუნიციპალიტეტში, ჩირუხისწყლის მარცხენა შენაკადი.
3) სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
4) სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.
5) სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.
6) სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალის თემის საკრებულო). 1991 წლამდე შედიოდა ჯავის რაიონში. მდებარეობს მდინარე ყვირილის ხეობაში. ზღვის დონიდან - 800 მეტრი, საჩხერიდან - 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 11 კაცი.
7) სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.
8) სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
9) X საუკუნეში აგებული კულტურის კერა, რელიგიუური ცენტრი შუა საუკუნეების საქართველოში, ისტორიულ შავშეთში (ახლა თურქეთის ფარგლებშია).
ტბელები - დიდ აზნაურთა საგვარეულო IX-X საუკუნეების საქართველოში.
ტბისი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.
ტბის სერი - მთა ხულოს მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე.
ტბის სკოლა - ინგლისელ რომანტიკოს პოეტთა დაჯგუფება XVIII-XIX საუკუნეების ზღვარზე.
ტბისწვერი - მთა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედზე.
ტბორი - დაგუბებული წყალი.
![]() |
2.3 ტე |
▲back to top |
ტებალდი რენატა - იტალიელი მომღერალი ქალი (დაიბადა 1922 წელს).
ტებენე - მდინარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ოლორის მარჯვენა შენაკადი.
ტებექსანი - იხილე თებეკი.
ტებულო - იხილე თებულო.
ტებულოს მთა (დაქუეხი) - იხილე თებულოს მთა.
ტეგალი - ქალაქი-პორტი ინდონეზიის ცენტრალური იავის პროვინციაში.
ტეგანი - მონაცრისფრო-მწვანე ბუჩქ-ბალახი; იკეთებს მომწვანო-ყვითელ ყვავილს; აქვს თავისებური მძაფრი სუნი.
ტეგეიური ზეიმი - ძველ საბერძნეთში აპოლონისადმი მიძღვნილი ზეიმი ქალაქ ტეგეაში.
ტეგნერი ესაიას - შვედი პოეტი (1782-1846 წწ).
ტეგუ - ქალაქი სამხრეთ კორეაში, კიონსან-პუქტოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (2,2 მილიონი).
ტეგუსიგალპა - ჰონდურასის დედაქალაქი. დაარსებულია XVI საუკუნეში (600 ათასი).
ტედერი ართურ უილიამ - დიდი ბრიტანეთის მარშალი (1890-1967 წწ).
ტედესკო ვიქტორ - ბელგიის პოლიტიკური მოღვაწე (1821-1891 წწ).
ტედონგანი - მდინარე ჩრდილოეთ კორეაში, ერთვის ყვითელი ზღვის დასავლეთ კორეის ყურეს.
ტევადი - რაშიც ან რაზედაც ბევრი ეტევა; რაც ბევრ რასმე იტევს.
ტევადობა - შინაგანი მოცულობა; უნარი დაიტიოს რისამე გარკვეული რაოდენობა.
ტევთრანტი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტროის ომის მონაწილე ბერძენი მეომარი, რომელიც მოკლა ჰექტორმა.
ტევიეკი - კუნძული კიბერონის ნახევარკუნძულის მახლობლად, ეკუთვნის საფრანგეთს.
ტევკროსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფრიგიელთა მდინარის ღმერთის - სკამანდროსისა და ფერია იდეიას ვაჟი, ტროის პირველი მეფე.
ტევრი - ხშირი, დაბურული ტყე.
ტევტონები - გერმანული წარმოშობის ძველი ტომები.
ტევტონთა ორდენი - შუა საუკუნეებში - ერთ-ერთი კათოლიკური სასულიერო-რაინდული ორდენი; შეიქმნა II საუკუნის ბოლოს პალესტინაში (ჯვაროსნული ომების დროს).
ტეზერი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.
ტეზი (ტეზი ტრამონტინი) ვიქტორია - იტალიელი მომღერალი ქალი (1700-1775 წწ).
ტეთისი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტიტანიდა, ურანოსისა და გეას ქალიშვილი, ოკეანოსის და და მეუღლე, ოკეანიდებისა და მდინარეების ღვთაებების დედა.
ტეიარ დე შარდენი პიერ - ფრანგი პალეონტოლოგი, ფილოსოფოსი, თეოლოგი (1881-1955 წწ).
ტეიდე (პიკო-დე-ტეიდე) - მოქმედი ვულკანი კუნძულ ტენერიფეზე (კანარის კუნძულების ჯგუფი).
ტეიკოვო - ქალაქი რუსეთის ივანოვოს ოლქში (40 ათასი).
ტეილორი ბრუკ - ინგლისელი მათემატიკოსი (1685-1731 წწ).
ტეილორი ელიზაბეტ - ამერიკელი მსახიობი ქალი (1932-2011 წწ).
ტეილორი ზაკარი - აშშ-ს მე-12 პრეზიდენტი 1848-50 წლებში (1784-1850 წწ).
ტეილორი რიჩარდ ედუარდ - კანადელი ფიზიკოსი, 1990 წლის ნობელი პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1929 წელს).
ტეილორი რობერტ - ამერიკელი კინომსახიობი (1911-1969 წწ).
ტეილორი ჯეფრი ინგრამ - ინგლისელი მეცნიერი მექანიკის დარგში (1886-1975 წწ).
ტეილორიზმი - შრომის ორგანიზაციის სისტემა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევათა გამოყენება მაქსიმალური მოგების მიღებისათვის; წარმოიშვა აშშ-ში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე (ინჟინერ ფ.ვ. ტეილორის გვარის მიხედვით).
ტეირლინკი ჰერმან - ბელგიელი მწერალი (1879-1967 წწ).
ტეისერან დე ბორი ლეონ ფილიპ - ფრანგი მეტეოროლოგი (1855-1913 წწ).
ტეიტელბოიმი ვოლოდია - ჩილეს საზოგადო მოღვაწე და მწერალი (1916-1995 წწ).
ტეკეი იმრე - ანტიჰაბსბურგული განმათავისუფლებელი ომის ხელმძღვანელი უნგრეთში (1657-1705 წწ).
ტეკლე აფევორკ - ეთიოპიელი ფერმწერი, გრაფიკოსი, მოქანდაკე (დაიბადა 1932 წელს).
ტეკმესა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფრიგიის მეფის ქალიშვილი, რომელიც ტყვედ ჩაიგდო ეანტოს დიდმა და შემდეგ ცოლად შეირთო.
ტეკრური - სახელმწიფო IX-XV საუკუნეებში აფრიკაში.
ტეკუმსე - ინდიელთა ტომის, შონის, ბელადი (დაახლეობით 1768-1813 წწ).
ტეკუჩი - ქალაქი აღმოსავლეთ რუმინეთში (50 ათასი).
ტელამონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ეაკოსის ვაჟი, პელევსის ძმა, არგონავტების ლაშქრობის მონაწილე.
ტელანაიპურა (ჯამბი) - ქალაქი ინდონეზიაში, კუნძულ სუმატრაზე, ჯამბის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (300 ათასი).
ტელე (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, აღნიშნავს:
1) შორ მანძილზე მოქმედს.
2) ტელევიზიასთან დაკავშირებულს.
ტელებინოკლი (ბერძნ.) - სპეციალური ბინოკლი ძალზე დაშორებული ობიექტების ნათლად დასანახად.
ტელეგონე (ტელეგონოსი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ოდისევსისა და კირკეს ვაჟი, რომელიც კირკემ ოდისევსთან განშორების შემდეგ შობა.
ტელეგრამა (ბერძნ.) - ტელეგრაფით გაგზავნილი ცნობა, დეპეშა.
ტელეგრაფი (ბერძნ.)
1) ელექტრო და რადიო კავშირგაბმულობის სახეობა, რომლის საშუალებითაც შორ მანძილზე სწრაფად გადასცემენ ცნობებს.
2) ასეთი ცნობების მიმღებ-გადამცემი აპარატი.
ტელეგრაფირება - ტელეგრაფით გადაცემა ცნობისა.
ტელევიზია (ინგლ.) - გამოსახულებათა გადაცემა შორ მანძილზე ელექტრო და რადიოკავშირგაბმულობის საშუალებათა გამოყენებით.
ტელევიზორი (ინგლ.) - რადიოტექნიკური აპარატი, რომელიც იღებს გადაცემულ გამოსახულებას.
ტელეზიო ბერნარდინო - იტალიელი ფილოსოფოსი (1509-1588).
ტელეკინეზი - ადამიანის მიერ ფიზიკური ობიექტების გადაადგილება კუნთოვანი ძალის გამოყენების გარეშე.
ტელემანი გეორგ ფილიპ - გერმანელი კომპოზიტორი, ორგანისტი, კაპელმაისტერი (1681-1767 წწ).
ტელემაქე (ტელენაქოსი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ოდისევსისა და პენელოპეს ვაჟი, რომელიც მენტორმა გაზარდა ოდისევსის გამგზავრების შემდეგ.
ტელემეტრია (ბერძნ.) - რაიმე სიდიდის (მაგალითად, ძაბვის, წნევის, ტემპერატურის) შორი მანძილიდან გაზომვისა და ამ გაზომვის შედეგების გადაცემის სისტემა. ფართოდ იყენებენ კოსმოსური სივრცის კვლევისას.
ტელემექანიკა
1) საწარმოო პროცესების მართვა შორი მანძილიდან კავშირგაბმულობის საშუალებათა გამოყენებით.
2) მეცნიერებისა და ტექნიკის დარგი, რომელიც ასეთი მართვის საშუალებებს და მეთოდებს სწავლობს.
ტელემოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კიკლოპებში მცხოვრები წინასწარმეტყველი, რომელმაც პლიფემოსს ოდისევსისაგან დაბრმავება უწინასწარმეტყველა.
ტელეობიექტივი - ფოტო ან კინო აპარატურის ობიექტივი, რომელიც საშუალებას იძლევა გამოსახულება მივიღოთ შორი მანძილიდან.
ტელეოლოგია (ბერძნ.) - იდეალისტური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც ყოველი განვითარება არის წინასწარ განსაზღვრული მიზნის განხორციელება.
ტელეპათია (ბერძნ.) - მოვლენა, რომელიც გამოიხატება ერთი პირის ნერვულ-ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გადაცემაში მეორე პირისათვის შორ მანძილზე.
ტელერი ედუარდ - ამერიკელი ფიზიკოსი (1908-2003 წწ).
ტელესკაფი (ბერძნ.) - აპარატი, რითაც ტურისტები ზღვის სიღრმეში ეშვებიან და მოგზაურობენ.
ტელესკოპი (ბერძნ.) - ასტრონომიული ოპტიკური ხელსაწყო ცის მნათობებზე დაკვირვების საწარმოებლად.
ტელესტო - პლანეტა სატურნის თანამგზავრი; აღმოჩენილია კოსმოსურ ხომალდ „ვოიაჯერის-2“-ის საშუალებით 1980 წელს.
ტელესფოროსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, გამოჯანმრთელების დემონი, გამოისახებოდა ჩვეულებრივ ასკლეპიოსთან ერთად.
ტელეტაიპი (ბერძნ.) - ტელეგრაფის ასოთსაბეჭდი აპარატი, რომელსაც აქვს საბეჭდი მანქანის ტიპის კლავიატურა.
ტელეტაიპოგრამა - ტელეტაიპით გადაცემული ცნობა.
ტელეუკე ვიქტორ - მოლდაველი პოეტი (დაიბადა 1933 წელს).
ტელეფა - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (რუფოთის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ჩხარის (ჩოლაბურის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 200 მეტრი, თერჯოლიდან - 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 758 ადამიანი.
ტელეფასი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აგენორის ცოლი, კადმოსის დედა.
ტელეფერიკი (ბერძნ.) - საჰაერო-საბაგირო გზის სახელწოდება საფრანგეთში.
ტელეფონი (ბერძნ.) - ელექტროკავშირგაბმულობის სახე, მოწყობილობა ლაპარაკის გადასაცემად შორ მანძილზე. აგრეთვე თვით აპარატი, რომელსაც სალაპარაკოდ აქვს ყურმილი და სასიგნალო ზარი.
ტელეფონია (ბერძნ.) - მეცნიერებისა და ტექნიკის დარგი, რომელიც შეისწავლის სატელეფონო კავშირგაბმულობის პრინციპებს.
ტელეფონიზაცია - ტელეფონის ქსელის გაყვანა-დამონტაჟება.
ტელეფონისტი - ტელეფონის სადგურის მუშაკი.
ტელეფონოგრამა - ტელეფონით გადაცემული ოფიციალური ცნობა, რომელიც მიღების დროს იწერება.
ტელეფოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰერაკლესა და ავგეს ვაჟი, რომელიც დაბადებისთანავე გადააგდეს, მაგრამ მაინც გაიზარდა და მოძებნა დედა.
ტელექსი (ინგლ.) - სააბონენტო ტელეგრაფირების საერთაშორისო ქსელი; საერთაშორისო უბნებზე იყენებენ სიხშირული ტელეგრაფირების არხებსა და რადიოარხებს.
ტელი ვილჰელმ - შვეიცარიული ხალხური ლეგენდების გმირი.
ტელიჩკინა ვალენტინა - რუსი მსახიობი ქალი (დაიბადა 1945 წელს).
ტელმანი - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.
ტელმანი ერნსტ - გერმანიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1886-1944 წწ).
ტელოკ-ანსონი - ქალაქი მალაიზიის პერაკის შტატში.
ტელუგუ ენა (ტელუნგუ, ტენუგუ, ტენუნგუ) - დრავიდულ ენათა სამხრეთ-აღმოსავლეთ ჯგუფის ენა. გავრცელებულია ინდოეთის ანდჰრა-პრადეშის შტატში.
ტელუკბეტუნგი - ქალაქი ინდონეზიის ლამპუნგის პროვინციაში (285 ათასი).
ტელურა - ძველიტალიური მიწის ღვთაება, რომელსაც ხშირად ტერა მატერასაც უწოდებენ.
ტელური (ლათ.) (თე) - ქიმიური ელემენტი, ვერცხლისფერი მყიფე ლითონი. იყენებენ მეტალურგიაში, ელექტროტენიკაში და სხვა. ატომური ნომერი 52, ატომური მასა 127,60.
ტელურიუმი (ლათ.) - ხელსაწყო, რომელიც თვალსაჩინოდ გვიჩვენებს დედამიწის წლიურ მოძრაობას მზის გარშემო და დღეღამურ ბრუნვას თავისი ღერძის გარშემო.
ტელფერი (ინგლ.) - ტვირთის ასაწევი მანქანა (ჯალამბარი), რომელიც მოძრაობს კიდურ ლიანდაგზე.
ტელფუსე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ბეოტიაში მდებარე მისი თანამოსახელე წყაროს ფერია.
ტელშიაი - ქალაქი ლიტვაში.
ტელხინები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზღვის დემონები, პონტოსისა და გეას ვაჟები, პოსეიდონის თანამგზავრები.
ტემა - ქალაქი განაში (110 ათასი).
ტემბრი (ფრანგ.) - ბგერის თვისება, ელფერი, რომლის მიხედვითაც განირჩევა ერთი და იმავე სიმაღლის ტონები და რითაც ერთი საკრავის ან ხმის ჟღერადობა განსხვავდება მეორისგან.
ტემენოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არისტომაქეს ვაჟი, არგოსის მეფე, მაკედონიის მეფეთა დინასტიის მითიური წინაპარი.
ტემზა - დიდ ბრიტანეთის უდიდესი მდინარე, ერთვის ჩრდილოეთის ზღვას (სიგრძე - 334 კილომეტრი).
ტემი - ტოგოს ცენტრალურ რაიონებში მცხოვრები ხალხი.
ტემინი ჰაუარდ მარტინ - ამერიკელი ვირუსოლოგი, 1975 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1934-1994 წწ).
ტემლაკი (პოლონ.) - ხმლის ვადაზე გამობმული ფოჩიანი მარყუჟი იარაღის ხმარებისას მაჯაზე წამოსაცმელად.
ტემპერა (იტალ.) - საღებავები, რომლებშიც შერეულია კვერცხის გული ანდა წებოს ან ზეთის ხსნარი.
ტემპერამენტი (ლათ.)
1) ფსიქიკური წყობის თავისებურებანი, რომლებიც ვლინდება გარე სამყაროსთან ადამიანის ურთიერთობაში, მის ქცევაში.
2) ძლიერი აღგზნებადობა.
ტემპერატურა (ლათ.)
1) რაიმე სხეულის, ნივთიერების სითბოს ხარისხი; სითბური მახასიათებელი.
2) ადამიანის სხეულის სითბოს ხარისხი როგორც ჯანმრთელობის მაჩვენებელი (ავადმყოფობის დროს - სხეულის სითბოს აწეული ხარისხი; სიცხე).
ტემპერაცია - მუსიკაში - ინტერვალური შეფარდების გაწონასწორება ბგერის სიმაღლებრივი სისტემის საფეხურებს შორის.
ტემპერლი ჰაროლდ უილიამ უაიზელ - ინგლისელი ისტორიკოსი, პოლიტიკური მოღვაწე (1879-1939 წწ).
ტემპი (იტალ.)
1) რისამე განხორციელების, მიმდინარეობის სისწრაფე.
2) მუსიკალური ნაწარმოების შესრულების სისწრაფე.
ტემპლეტი (ინგლ.)
1) ტექნოლოგიური მოწყობილობის ან სამშენებლო კონსტრუქციის ერთეულის ბრტყელი, ორგანზომილებიანი მასშტაბური ფოტომოდელი.
2) ლითონმცოდნეობაში - ბრტყელი ნიმუში, რომელიც გამოჭრილია ლითონის ნაკეთობიდან ან ნამზადიდან; იყენებენ ნაკეთობის მიკროსტრუქტურის გამოსავლენად და შესასწავლად.
ტემპლი შირლი - ამერიკელი კინომსახიობი. პოლიტიკოსი და დიპლომატი ქალი; ფილმებში მონაწილეობდა მცირეწლოვანებისას (დაიბადა 1928 წელს).
ტემუკო - ქალაქი ჩილეში, არაუკანიის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (210 ათასი).
ტენაკლი (გერმ.) - პოლიგრაფიაში - ჩასადგამი, რომლითაც სასტამბო კასაზე მაგრდება ასაწყობი დედნის ფურცლები.
ტენანტი სმითსონ - ინგლისელი ქიმიკოსი (1761-1815 წწ).
ტენარეს მიწა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კონცხი ლაკონიაში, სადაც ძველი ბერძნების წარმოდგენით, პოსეიდონის მღვიმეზე გავლით იწყებოდა ჰადესში ჩასასვლელი გზა.
ტენარი ლუი ჟაკ - ფრანგი ქიმიკოსი (1777-1857 წწ).
ტენარონი (მატაპანი) - კონცხი საბერძნეთის პელოპონესის ნახევარკუნძულზე.
ტენარსი დავიდ უმცროსი - ფლამანდელი ფერმწერი (1610-1690 წწ).
ტენგე - ყაზეხეთის ფულის ერთეული, უდრის 100 ტიინს, მიმოქცევაშია 1993 წლიდან.
ტენგერი - ვულკანური მასივი კუნძულ იავაზე (ინდონეზია).
ტენდენცია (გერმ.)
1) რისამე განვითარების მიმართულება; მისწრაფება, მიდრეკილება რაიმესადმი.
2) დედააზრი, იდეა, რომელიც საფუძვლად უდევს რაიმე მხატვრულ ან მეცნიერულ ნაწარმოებს.
3) წინასწარ შემუშავებული ცალმხრივი აზრი, რომელსაც თავს ახვევენ მკითხველს, მსმენელს, მაყურებელს.
ტენდენციური - ტენდენციით გამსჭვალული; ცალმხრივი, მიკერძოებითი.
ტენდერი
1) (ინგლ.) - შეთავაზება, განცხადება რისიმე საქმიანობის განხორციელებისათვის.
2) ორთქლმავლის მისაბმელი ნაწილი, რომელშიც სათბობისა და წყლის საჭირო მარაგი თავსდება.
3) ერთანძიანი სპორტული საზღვაო გემი.
ტენდრიაკოვი ვლადიმერ - რუსი მწერალი (1923-1984 წწ).
ტენეზმები - მტკივნეული, ცრუ ჭინთვები დეფეკაციის ან შარდვის დროს.
ტენერიფე - ვულკანური კუნძული კანარის კუნძულების ჯგუფში (ატლანტის ოკეანე), ეკუთვნის ესპანეთს.
ტენესი
1) შტატი აშშ-ს სამხრეთ ნაწილში. ფართობი - 109,2 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 5 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - ნეშვილი.
2) მდინარე აშშ-ში, ოჰაიოს მარცხენა შენაკადი აშშ-ში (სიგრძე - 1470 კილომეტრი).
ტენზომეტრი - ხელსაწყო, რომლითაც ზომავენ მყარ სხეულებში მექანიკური ძაბვებით გამოწვეულ დეფორმაციებს.
ტენი
1) ნესტი, სისველე, სინოტივე.
2) მსახურეული წარჩინებული პირი ანგლოსაქსონურ ინგლისში.
ტენი იპოლიტ ადოლფ - ფრანგი ფილოსოფოსი, ესთეტიკოსი, მწერალი, ისტორიკოსი (1828-1893 წწ).
ტენიანი - ტენის შემცველი; ნესტიანი.
ტენინი ბორის - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1905-1990 წწ).
ტენირსი დავიდ უმცროსი - ფლამანდელი ფერმწერი (მოინათლა 1610 წელს - 1690 წ).
ტენისი ფერდინანდ - გერმანელი სოციოლოგი (1855-1936 წწ).
ტენისონი ალფრედ - ინგლისელი პოეტი (1809-1892 წწ).
ტენო (იაპონ.) - იაპონიის იმპერატორის ტიტული (უფრო ცნობილი ტიტულია მიკადო).
ტენოიოკი - იხილე ტანაელვი.
ტენორი (იტალ.)
1) მამაკაცის ყველაზე მაღალი სასიმღერო ხმა.
2) ასეთი ხმის მომღერალი.
ტენოჩტიტლანი (Tenochtitlan) - აცტეკების სახელმწიფოს დედაქალაქი XIV-XVI საუკუნეებში, რომელიც თანამედროვე მეხიკოს ტერიტორიაზე მდებარეობდა.
ტენსონა (ტენცონა) - რომანული პოეზიის ჟანრი შუა საუკუნეების ევროპაში.
ტენტი (ინგლ.) - ტილოს ფარდული, ჩარდახი მზისა და წვიმისაგან დასაცავად.
ტენცინგი ნორგეი - იხილე თენცინგი ნ.
ტენცო - პიტნის ერთ-ერთი ველური სახეობა; წყლის პიტნა.
ტეოდორაკისი მიკის - ბერძენი კომპოზიტორი, ანტიფაშისტური მოძრაობის მონაწილე (დაიბადა 1925 წელს).
ტეოდორიანუ იონელ - რუმინელი მწერალი (1897-1954 წწ).
ტეოტიუაკანი - ძველი ქალაქი მექსიკაში. აღმოცენდა ძვ.წ.აღ II საუკუნეში.
ტეპლერი ავგუსტ - გერმანელი ფიზიკოსი (1836-1912 წწ).
ტეპლიცე - ქალაქი ჩეხეთის ჩრდილოეთ ჩეხიის ოლქში (55 ათასი).
ტეპლოგორსკი - ქალაქი უკრაინის ლუგანსკის ოლქში.
ტეპტიარები - XVIII-XX საუკუნეებში ბაშკირებს შორის მცხოვრები არაბაშკირი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ტეჟუ - იხილე ტახო.
ტერა (ბერძნ.) - თავსართი იმ ჯერადი ერთეულების სახელწოდებათა შესქმნელად, რომლებიც ოდენობით 1012 ამოსავალ ერთეულს უდრის.
ტერაზიტი (ლათ.) - კირისა და ცემენტის შეღებილი ნარევი; იხმარება ფერადი ბათქაშისათვის.
ტერაკოტა (იტალ.) - გამომწვარი ფერადი თიხა; ასეთი თიხის მოუჭიქავი ნაკეთობა.
ტერა მატერი - იხილე ტელურა.
ტე რანგი ჰიროა (ევროპული სახელი და გვარი - პიტერ ჰენრი ბაკი) - ახალზელანდიელი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე (1880-1951 წწ).
ტერანი ჯუზეპე - იტალიელი არქიტექტორი (1904-1943 წწ).
ტერარიუმი (ლათ.) - სათავსი (ყუთი, შემოღობილი მიწის ნაკვეთი და სხვა), სადაც ინახავენ წყალხმელეთა ცხოველებსა და ქვეწარმავლებს მათზე დაკვირვების საწარმოებლად.
ტერასა (ფრანგ.)
1) საცხოვრებელ სახლს მიშენებული აივანი, რომელსაც აქვს ბოძებზე დაყრდნობილი სახურავი.
2) ტერასები - ფერდობზე კიბე-კიბე გაჩენილი ან გაკეთებული ჰორიზონტალური ან ოდნავ დაქანებული ბაქნები.
ტერატოგენეზი - სხვადასხვაგვარი სიმახინჯის წარმოშობა როგორც არამემკვიდრული ცვლილებების, ისე მუტაციების შედეგად.
ტერატოლოგია (ბერძნ.) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების ანომალიებს, განვითარების მანკს და სიმახინჯეს.
ტერატომა (ბერძნ.) - სიმსივნე, რომელიც ჩნდება ქსოვილის ემბრიონული განვითარების დარღვევის შედეგად.
ტერაჩინი უმბერტო ელია - იტალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1895-1983 წწ).
ტერბიუმი (ლათ.) - ქიმიური ელემენტი, იშვიათმიწოვანი ლითონი; განეკუთვნება ლანთანოიდებს (შვედეთის პატარა ქალაქ იტერბის სახელის მიხედვით). ატომური ნომერი 65, ატომური მასა 158,9254.
ტერბორხი გერარდ - ჰოლანდიელი ფერმწერი (1617-1681 წწ).
ტერბრიუგენი ჰენდრიკ - ჰოლანდიელი ფერმწერი (1587/1588-1629 წწ).
ტერებენიოვები - რუსი მოქანდაკეები: ივანე (1780-1815) და ალექსანდრე (1815-1859 წწ).
ტერებოვლია - ქალაქი უკრაინის ტერნოპოლის ოლქში.
ტერედო (გემის ჭია) - ზღვის ორსაგდულიანი მოლუსკები.
ტერევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფრიგიის მეფე, არესის ვაჟი, პროკნეს მეუღლე.
ტერეზა - იხილე დედა ტერეზა.
ტერეზინა - ქალაქი ბრაზილიის პიაუის შტატში (555 ათასი).
ტერენკური (გერმ.)
1) სამკურნალო (დოზირებული) სიარული.
2) კურორტებზე, სანატორიუმებში - სპეციალურად მოწყობილი გზები სამკურნალო სიარულისთვის.
ტერენციუსი პუბლიუს აფრიკელი - რომაელი კომედიოგრაფი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 195 ან 188 - 159 წწ).
ტერესა დე ხესუსი (საერო სახელი ტერესა დე სეპედა ი აუმადა) - ესპანელი მწერალი ქალი (1515-1582 წწ).
ტერესკენი - მცენარეთა გვარი ნაცარქათამასებრთა ოჯახისა, ერთსახლიანი ბუჩქბალახები ან პატარა ბუჩქები.
ტერეშკოვა ვალენტინა - რუსი მფრინავი-კოსმონავტი (პირველი) ქალი, 1963 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1937 წელს).
ტერეშჩენკო ნიკოლაი - უკრაინელი პოეტი (1898-1966 წწ).
ტერეჩიკი მარი - უნგრელი მსახიობი ქალი (დაიბადა 1935 წელს).
ტერეხოვა მარგარიტა - რუსი მსახიობი ქალი (დაიბადა 1942 წელს).
ტერე-ჰოტი - ქალაქი აშშ-ს ინდიანის შტატში.
ტერი ელენ ალის - ინგლისელი მსახიობი ქალი (1847-1928 წწ).
ტერიანი ვაჰან (ნამდვილი გვარი ტერ-გრიგორიანი) - სომეხი პოეტი (1885-1920 წწ).
ტერიერი (ფრანგ.) - საერთო სახელწოდება ძაღლების რამდენიმე ჯიშისა, რომელთაგანაც ზოგი სახლისაა (ოთახისაა), ზოგს კი პატარა მხეცებზე სანადიროდ იყენებენ.
ტერიკონიკი (ტერიკონი) (ფრანგ.) - ფუჭი ქანების კონუსისებრი ყრილი მაღაროსთან, მიწის ზედაპირზე.
ტერილენი (ინგლ.) - ლავსანის სახელწოდება ინგლისში.
ტერიტორია (ლათ.) - გარკვეულ საზღვრებში მოქცეული მიწის სივრცე.
ტერიტორიული წყლები - ზღვის ან ოკეანის ზოლი ნაპირის გაყოლებაზე, რომელიც შედის სანაპირო სახელმწიფოს შემადგენლობაში.
ტერმეროსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ყაჩაღი, რომელიც მგზავრებს იჭერდა და თავების დახეთქვით ხოცავდა. ასეთივე წესით მოკლა იგი ჰერაკლემაც.
ტერმიე პიერ მარი - ფრანგი გეოლოგი (1859-1930 წწ).
ტერმინალი (ლათ.)
1) მოწყობილობა გამოთვლითი სისტემის შემადგენლობაში; განკუთვნილია სისტემაში ინფორმაციის შესატანად და იქიდან ინფორმაციის გამოსატანად.
2) ბოლო სადგური (რკინიგზისა, მეტროპოლიტენისა, ნავთობსადენისა).
ტერმინალიები - ძველ რომში ნუმა პომპილიუსის მიერ შემოღებული დღესასწაულები ტერმინიუსის პატივსაცემად, რომელიც 28 თებერვალს - რომაული წელიწადის ბოლო დღეს იმართებოდა.
ტერმინალური - ბოლო, საბოლოო.
ტერმინატორი (ლათ.) - სინათლის (დღისა) და სიბნელის (ღამის) საზღვარი პლანეტის ან მისი თანამგზავრის ზედაპირზე.
ტერმინი (ლათ.) - სიტყვა, რომელიც ზუსტად გადმოსცემს მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების რაიმე დარგის გარკვეულ ცნებას.
ტერმინოლოგია (ინგლ.) - მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების რაიმე დარგში ხმარებულ ტერმინთა ერთობლიობა.
ტერმინუსი - საზღვრებისა და სასაზღვრო ნიშნების რომაული ღვთაება, ითვლებოდა აგრეთვე წმინდა ქვების, ბოძების, ადგილებისა და სხვათა ღვთაებად.
ტერმიტი
1) (ლათ.) - მერქნის მავნებელი მწერი; გავრცელებულია ცხელ ქვეყნებში; ცხოვრობენ დიდ-დიდ გუნდებად.
2) იხილე თერმიტი.
ტერნატე - კუნძული მოლუკის კუნძულების ჯგუფში, ეკუთვნის ინდონეზიას.
ტერნერი კეტლინ - ამერიკელი მსახიობი ქალი (დაიბადა 1954 წელს).
ტერნერი ნატ - ზანგი მონების აჯანყების ხელმძღვანელი აშშ-ში (1800-1831 წწ).
ტერნერი ტინა - (ნამდვილი სახელი და გვარი ანა მეი ბალოკი) - ამერიკელი როკ-მომღერალი ქალი (დაიბადა 1938 წელს).
ტერნერი ფრედერიკ ჯექსონ - ამერიკელი ისტორიკოსი (1861-1932 წწ).
ტერნერი ჯოზეფ მელორდ უილიამ - ინგლისელი ფერმწერი (1775-1851 წწ).
ტერნერი ჰერბერტ პოლ - ინგლისელი ასტრონომი (1861-1930 წწ).
ტერნი - ქალაქი ცენტრალურ იტალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (110 ათასი).
ტერნოვკა - ქალაქი უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში (35 ათასი).
ტერნოპოლი - ქალაქი უკრაინაში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (220 ათასი).
ტერორი (ლათ.) - პოლიტიკურ და კლასობრივ მოწინააღმდეგესთან ანგარიშის გასწორება ძალადობით (მოკვლით).
ტერორიზება - ტერორით, ძალადობით დაშინება.
ტერორიზმი - ტერორის პოლიტიკა და ტაქტიკა.
ტერპანდრე - ძველბერძენი პოეტი და მუსიკოსი (ძვ.წ.აღ. VII საუკუნე).
ტერპენთინი (ბერძნ.) - ფისოვანი წვენი, რომელიც წიწვოვან ხეს სდის ჭრილობიდან; ძირითადი ნედლეულია სკიპიდრისა და კოლოფინის მისაღებად.
ტერ-პეტროსიანი ლეონ - სომხეთის პრეზიდენტი 1991-98 წლებში (დაიბადა 1945 წელს).
ტერტერა - სომხების მღვდელი.
ტერტერი
1) (1991 წლამდე მირ-ბაშირი) ქალაქი აზერბაიჯანში.
2) მდინარე აზერბაიჯანში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 184 კილომეტრი).
ტერტერიანი ავეტ - სომეხი კომპოზიტორი (1929-1994 წწ).
ტერტულიანე კვინტუს სეპტიმუს ფლორენს - ქრისტიანი ღვთისმეტყველი და მწერალი (დაახლოებით 160 წ - 220 წ შემდეგ).
ტერუ პოლ - ამერიკელი მწერალი-პროზაიკოსი (დაიბადა 1941 წელს).
ტერფი
1) ადამიანის ან ცხოველი ფეხის ძირი.
2) ადამიანის ფეხის ნაწილი კოჭის ქვემოთ.
3) ლექსთწყობაში - სალექსო სტრიქონის მარცვალთა ჯგუფი, რომელთაგან ერთი მახვილიანია, დანარჩენი - უმახვილო.
ტერფსიქორა (ტერფსიქორე) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ცეკვის მფარველი მუზა. გამოისახებოდა ახალგაზრდა ქალად, რომელსაც ხელში ლირა ეჭირა. სიტყვასიტყვით ნიშნავს ცეკვის მოყვარულს.
ტეტია - გაუნათლებელი, გულუბრყვილო (გლეხი).
ტეტიური - ტეტიის დამახასიათებელი.
ტერშანსკი იოჟი ენე - უნგრელი მწერალი (1888-1969 წწ).
ტერცაგი კარლ - ამერიკელი ინჟინერი (1883-1963 წწ).
ტერცეტი (იტალ.)
1) მუსიკაში - იგივეა, რაც ტრიო.
2) სამსტრიქონიანი სტროფი სონეტში.
ტერცია (ლათ.)
1) მუსიკალური გამის მესამე საფეხური; ინტერვალი პირველსა და მესამე საფეხურს შორის.
2) პოლიგრაფიაში - ერთგვარი სასათაურე შრიფტი.
ტერცინა (იტალ.) - ლექსთწყობაში - სამტაეპიანი სტროფი ჯვარედინი რითმებით.
ტერხენა - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თერგის მარჯვენა შენაკადი.
ტესინი ნიკოდემუს უმცროსი - შვედი არქიტექტორი (1654-1728 წწ).
ტესიტურა (იტალ.) - მუსიკალურ ნაწარმოებში - ბგერათა განლაგება სიმაღლის მიხედვით სასიმღერო ხმის ან მუსიკალური საკრავის დიაპაზონთან მიმართებით.
ტესლა ნიკოლა - გამომგონებელი ელექტროტექნიკისა და რადიოტექნიკის დარგში, წარმოშობით სერბი, მოღვაწეობდა უნგრეთში, საფრანგეთში და აშშ-ში (1856-1943 წწ).
ტესლა - მაგნიტური ინდუქციის ერთეული (ნიკოლა ტესლას სახელის მიხედვით).
ტესტერი (ინგლ.) - ხელსაწყო რისამე (მაგალითად, ელექტრონათურების) ვარგისიანობის შესამოწმებლად.
ტესტ-აქტი - „ფიცის აქტი“ - ინგლისის პარლამენტის კანონი, რომელიც მიიღეს 1673 წელს; სახელმწიფოს სამსახურში მყოფთაგან მოითხოვდა ფიცის დადებას ანგლიკანური წესის მიხედვით და კათოლიკური დოგმატებისაგან განდგომას.
ტესტერი - ხელსაწყო რისამე შესამოწმებლად.
ტესტი (ინგლ.)
1) ფსიქიატრიაში - სტანდარტული ფორმის მოკლე ამოცანა, რომელსაც აძლევენ ცდის მონაწილეს გონებრივი განვითარების, მიდრეკილებათა და სხვა პიროვნულ მხარეთა გამოსავლენად.
2) ანკეტა (კითხვარი), რომელსაც ავრცელებენ როგორც მასალას კონკრეტული სოციოლოგიური კვლევის მიზნებისათვის.
3) გამოთვლით ტექნიკაში - ამოცანა ამოხსნითურთ; იყენებენ ციფრული გამომთვლელი მანქანის მუშაობის შესამოწმებლად.
ტესტოლოგია - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ტესტების შედგენის თეორიულ საფუძვლებს, ამუშავებს პრაქტიკაში მათი დანერგვის მეთოდებს და ადგენს მიღებული შედეგების საიმედოობის კრიტერიუმებს.
ტესტოსტერონი (ლათ.) - მამაკაცის სათესლე ჯირკვლების ჰორმონი; განაპირობებს მამაკაცის სასქესო ორგანოებისა და მეორეული სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებას.
ტეტანია - კრუნჩხვის შეტევა, რასაც იწვევს ორგანიზმში კალციუმისა და მარილების ნაკლებობა.
ტეტანუსი (ლათ.)
1) მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს განსაკუთრებული მიკრობი; იცის საერთო და სასუნთქი კუნთების კრუნჩხვა.
2) ფიზიოლოგიაში - კუნთების ხანგრძლივი შეკუმშვა ისეთ გაღიზიანებათა ზეგავლენით, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია მცირე ინტერვალით.
ტეტ-დე-პონი (ფრანგ.) - ხიდის წინა სიმაგრე.
ტეტე - ქალაქი მოზამბიკში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (40 ათასი).
ტეტერევი - მდინარე უკრაინაში, დნეპრის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 365 კილომეტრი).
ტეტერესკუ გეორგე - რუმინეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1886-1957 წწ).
ტეტიევი - ქალაქი უკრაინის კიევის ოლქში.
ტეტმაიერი (ფშერვა ტეტმაიერი) კაზიმეჟ - პოლონელი მწერალი (1865-1940 წწ).
ტეტოვო - ქალაქი მაკედონიაში.
ტეტრა (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - აღნიშნავს ოთხი ნაწილისაგან შემდგარს.
ტეტრაგონი (ბერძნ.) - ოთკუთხედი.
ტეტრაედრი (ბერძნ.) - ოთხწახნაგიანი სხეული, რომლის ყოველი წახნაგი სამკუთხედია; სამკუთხა პირამიდა.
ტეტრალოგია - ოთხი ლიტერატურული ან მუსიკალური ნაწარმოები, რომელსაც ერთი დედააზრი აერთიანებს.
ტეტრამეტრი (ბერძნ.) - ოთხტერფიანი ლექსი.
ტეტრაქორდი (ბერძნ.) - ოთხსაფეხურიანი ბგერათრიგი; ორი ტეტრაქორდი შეადგენს გამას ერთი ოქტავის ფარგლებში.
ტეტრაციკლინები - ქიმიური სტრუქტურითა და ბიოლოგიური აქტიურობით ერთმანეთთან ახლოს მდგომი ანტიბიოტიკები.
ტეტრილი - ფეთქებადი ნივთიერება.
ტეტრისი - კომპიუტერული თამაში, რომელიც 1985 წელს ალექსეი პაჟიტნოვმა შექმნა.
ტეტროდი (ბერძნ.) - ელექტრონმილაკი, რომელსაც აქვს ოთხი ელექტროდი.
ტეტუანი - იხილე თეტუანი.
ტეტჩერი (თათჩერი) მარგარეტ ჰილდა - ინგლისელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე ქალი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1979-90 წლებში (დაიბადა 1925 წელს).
ტეუანტეპეკი - წყნარი ოკეანის ყურე მექსიკის სანაპიროსთან.
ტეფი
1) სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.
2) (შემოკ. Телефестиваль) - ტელეფესტივალი რუსეთში, რომელიც 1994 წლიდან ტარდება.
ტეფია - პლანეტა სატურნის თანამგზავრი; აღმოაჩინა ფრანგმა ასტრონომმა ჯ.კასინიმ 1684 წელს.
ტეფუ - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე (190 ათასი).
ტექნეციუმი (თც) - ქიმიური ელემენტი, მოვერცხლისფრო-რუხი ფერის კომპაქტური ლითონი. ატომური ნომერი 43, ატომური მასა 98,9062.
ტექნიკა (ბერძნ.)
1) შრომის იარაღებისა და საშუალებათა ერთობლიობა, რომლებსაც იყენებენ საზოგადოებრივ წარმოებაში.
2) მანქანების, მექანიკური იარაღებისა და მოწყობილობათა ერთობლიობა.
3) პროფესიული ხერხების ერთობლიობა, რომლებსაც იყენებენ რაიმე საქმეში.
ტექნიკოსი
1) ტექნიკის რაიმე დარგის სპეციალისტი, რომელსაც აქვს საშუალო ტექნიკური განათლება.
2) ტექნიკის დარგში მომუშავე პირი.
ტექნიკუმი - საშუალო ტექნიკური ან საერთოდ სპეციალური სასწავლებელი სსრკ-ში.
ტექნიკური
1) ტექნიკასთან, მის გამოყენებასთან დაკავშირებული.
2) მანქანებისა და მექანიზმების მუშაობასთან, რისამე წარმოების პროცესთან დაკავშირებული.
3) რაც უნდა გამოიყენონ ან უნდა დაამუშაონ მრეწველობაში.
4) სხვადასხვა დამხმარე სამუშაოს შემსრულებელი რაიმე საქმეში (ტექნიკური მდივანი, ტექნიკური რედაქტორი).
ტექნიციზმი - მეტისმეტი გატაცება საქმის ტექნიკური მხარით მისი არსის საზიანოდ.
ტექნოკრატები - ზოგჯერ ასე უწოდებენ ინჟინრებსა და მეცნიერებს, რომელთა ხელშია თითქოს წარმოების მართვა და ხელისუფლება.
ტექნოკრატია - სოციალურ-ეკონომიკური თეორია, რომლის მიხედვითაც წარმოებასა და საზოგადოებაში თითქოს მმართველობა და ხელისუფლება მესაკუთრეებიდან და პოლიტიკოსებიდან გადადის ინჟინრებისა და მეცნიერების ხელში.
ტექნოლოგი - წარმოების რომელიმე დარგის ტექნოლოგიის სპეციალისტი.
ტექნოლოგია (ბერძნ.)
1) მეცნიერება ნედლეულის, ნაკეთობათა, ნახევარფაბრიკატების დამუშავების ფიზიკური, ქიმიური და სხვა ხერხების შესახებ.
2) ერთობლიობა გარკვეული წესითა და თანამიმდევრობით განხორციელებული ოპერაციებისა, რომელთაგანც შედგება მასალის, ნაკეთობის დამუშავების პროცესი.
ტექსაკო - აშშ-ს ნავთობკომპანია; დაარსებულია 1902 წელს.
ტექსელი - უდიდესი კუნძული დასავლეთ ფრიზის კუნძულების ჯგუფში, ეკუთვნის ნიდერლანდს.
ტექსი - ხაზოვანი სიმკვრივის ერთეული, რომელსაც იყენებენ ბოჭკოსა და ძაფის სისქის დასახასიათებლად.
ტექსტი (ლათ.)
1) რისამე შინაარსი, ჩამოყალიბებული წერილობით; დაწერილი ან დაბეჭდილი თხზულება, ოფიციალური დოკუმენტი და სხვა.
2) თხზულება ილუსტრაციების, შენიშვნების, კომენტარების და მისთანების.
3) სიტყვები, რომლებზედაც დაწერილია მუსიკალური ნაწარმოები.
ტექსტოვინიტი - ხელოვნური ტყავი, რომელსაც იღებენ ბამბის ქსოვილზე ერთგვარი ხელოვნური ფისის თხლად წასმით; იყენებენ ავტომობილის სავარძლებზე, ავეჯზე და სხვა.
ტექსტოლითი (ლათ.) - პლასტმასა, ფისით გაჟღენთილი და დაწნეხილი მრავალფენოვანი ქსოვილი.
ტექსტოლოგია - ფილოლოგიის დარგი, რომელიც კრიტიკულად სწავლობს ლიტერატურული ძეგლებისა და ისტორიული დოკუმენტების ტექსტებს მათი მეცნიერულად გამოცემის მიზნით.
ტექსტუალური - ზუსტად ტექსტის მიხედვით შესრულებული; სიტყვასიტყვითი.
ტექსტურა (ლათ.) - ნივთიერების აგებულების თავისებურება, რომელიც განპირობებულია მისი შემადგენელი ნაწილების, ფენების განლაგებით.
ტექსტიტები (ბერძნ.) - წვრილი მინისმაგვარი კენჭები მწვანე, ყვითელი ან შავი ფერისა.
ტექტანდერი ფონ დერ იაბელ გეორგ - გერმანელი მოგზაური და დიპლომატი (გარდაიცვალა 1614 წელს).
ტექტონა - ინდოჩინეთსა და ინდონეხიაში გავრცელებული მაგარმერქნიანი ფოთოლმცვივანა ხე (თეცტონა გრანდის).
ტექტონიკა (ბერძნ.)
1) გეოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს დედამიწის ქერქის მოძრაობასა და დეფორმაციებს და მათთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
2) არქიტექტურაში - შენობის ნაწილების, ურთიერთგანლაგებისა და მისი ფორმების, პროპორციების შეფარდების თავისებურებანი.
ტექტონიკური
1) ის, რაც დაკავშირებულია დედამიწის ქერქის მოძრაობასა და დეფორმაციასთან.
2) რაც დაკავშირებულია დედამიწის ქერქის აგებულებასა და განვითარებასთან.
ტეშა - მდინარე რუსეთის ევროპულ ნაწილში, ოკის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 311 კილომეტრი).
ტეშენიტი - სიღრმისეული ქანი, წითელი ფერის მოსაპირკეთებელი ქვა.
ტეშინე ანდრე - ფრანგი რეჟისორი (დაიბადა 1943 წელს).
ტეხანი - კორეის სახელმწიფოს სახელწოდება 1897-1910 წლებში.
ტეხა საბრე ალფონსო - მექსიკელი მეცნიერი (1888-1962 წწ).
ტეხასი - შტატი აშშ-ს სამხრეთ ნაწილში. ფართობი - 692 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 18 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - ოსტინი.
ტეხას-სიტი - ქალაქი აშშ-ს ტეხასის შტატში.
ტეხედა ლუის დე - არგენტინელი პოეტი (1604-1680 წწ).
ტეხი - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.
ტეხიანი - მდინარე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის მარჯვენა შენაკადი.
ტეხილი - ნატეხებად ქცეული, დამტვრეული.
ტეხისა - სალოცავი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევისასთან. ითვლებოდა ამ სოფლის და სხვა ახლომახლო სოფლების „ადგილის დედად“: აქ იმართებოდა „ტეხისობა“, რასაც ყოველ ახალ კვირეს აღნიშნავენ და რამაც მას ქრისტიანული დღესასწაულის იერსახე შესძინა.
ტეხისობა - იხილე ტეხისა.
ტეხური - მდინარე მარტვილის და სენაკის მუნიციპალიტეტებში, რიონის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 108 კილომეტრი).
ტეხურიშდიდი - მწვერვალი მარტვილის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე (3002 მეტრი).
ტეჯონი - ქალაქი სამხრეთ კორეაში, ჩხუნჩხონ-ნამდოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (1 მილიონი).
![]() |
2.4 ტვ |
▲back to top |
ტვანაარხუ (ყოფილი ტვანაა) - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.
ტვარდოვსკი ალექსანდრე - რუსი პოეტი და საზოგადო მოღვაწე (1910-1971 წწ).
ტვებიში - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
ტვენი მარკ (ნამდვილი სახელი და გვარი სემიუელ ლენგჰორნ კლემენზი) - ამერიკელი მწერალი (1835-1910 წწ).
ტვერი (1931-90 წლებში კალინინი) - ქალაქი რუსეთში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (460 ათასი).
ტვიბერი
1) მთა, მყინვარი და უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.
2) მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, მულხრის სათავე.
ტვიბი - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.
ტვიბმაშერი - მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე (3166 მეტრი).
ტვიდი (ინგლ.) - საკოსტუმე ქსოვილი ერთგვარი.
ტვილი (ინგლ.) - იგივეა, რაც სარჟა.
ტვინარი - მთა შავშეთის ქედის ჩრდილოეთ შტოქედ წინაველაზე (1715 მეტრი).
ტვინდეკი (ინგლ.) - გემბანებს შორის არსებული სივრცე; იყენებენ ტვირთის, მგზავრების, ეკიპაჟის მოსათავსებლად.
ტვინი
1) ადამიანისა და ცხოველის ნერვული სისტემის ცენტრალური განყოფილება - ნივთიერება, რომელიც ავსებს თავის ქალას და ხერხემლის არხს; ადამიანის აზროვნების ორგანო.
2) რბილი ქსოვილი, რომლითაც ამოვსებულია ძვლების სიღრუვე.
3) (გადატანით) აზროვნების უნარი; ჭკუა, გონება.
ტვინდაბნეული - გონებადაბნეული, ჭკუადაბნეული.
ტვინთხელი - სულელი, ჭკუათხელი.
ტვირთბრუნვა - გარკვეული დროის განმავლობაში ტვირთის გადაზიდვა.
ტვირთი
1) მეტ-ნაკლებად მძიმე საგანი; სიმძიმე.
2) გადასაზიდი საქონელი.
3) (გადატანით) სიმძიმე, სიძნელე; გაჭირვება.
4) რასაც ერთი ადამიანი (ხელით, ზურგით....) წაიღებს.
ტვიროსი - ძველი ფინიკიური ქალაქი-სახელმწიფო ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ძვ.წ.აღ. III-II ათასწლეულებში.
ტვისტი (ინგლ.) - XX საუკუნის 60-იან წლებში მეტად პოპულარული ცეკვა.
ტვიფრი
1) რაიმე მასალაზე პირუკუღმა ამობურცული გამოსახულება ანაბეჭდის მისაღებად.
2) ლითონის ფორმა მანქანების დეტალების ან წვრილმანი საგნების სერიულად დასამზადებლად.
ტვიში - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.
ტვიხულდერი - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, მულხრის მარჯვენა შენაკადი.
ტვრტკო I - ბოსნიის მეფე (1338-1391 წწ).
![]() |
2.5 ტზ |
▲back to top |
ტზარა ტრისტან - იხილე ტცარა ტ.
![]() |
2.6 ტი |
▲back to top |
ტიალი - უპატრონო, ოხერი, ვერანი.
ტიამპა (ჩამპა) - სახელმწიფო II-XV საუკუნეებში ახლანდელი ვიეტნამის ცენტრალურ ნაწილში.
ტიან (იაპონ.) - იაპონიაში მიღებული ზრდილობიანი ხსენება ან მიმართვა ქალიშვილისადმი; ერთვის სახელს - მაგალითად, რინგო-ტიან.
ტიან სინ ობი - იხილე ჩან სინ ოპი.
ტიან-შანი (ციური მთები) - მთათა სისტემა შუა და ცენტრალურ აზიაში. უმაღლესი მწვერვალი - გამარჯვების პიკი (7439 მეტრი).
ტიან ძიანი (სრული სახელი ტუნ ტიანძინი) - ჩინელი პოეტი (დაიბადა 1917 წელს).
ტიანძინი - ქალაქი ჩინეთში.
ტიან ხანი - ჩინელი დრამატურგი (1898-1990 წწ).
ტიარა (ბერძნ.)
1) ძველ აღმოსავლეთში - მეფეების, ქურუმების თავსაბურავი (როგორც ძალაუფლების სიმბოლო).
2) რომის პაპის გვირგვინი.
ტიატია - მოქმედი ვულკანი კუნძულ კუნაშირის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (სამხრეთ კურილის კუნძულები).
ტია-ტია - ბულბულის სტვენის ხმა.
ტიაუანაკო - ძვ.წ.აღ. I ათასწლეულის ბოლოს და ახ.წ.აღ. I ათასწლეულის ინდიელთა ცივილიზაცია ბოლივიის ჩრდილოეთ ნაწილში.
ტიბა - ქალაქი იაპონიაში, ამავე სახელწოდების პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (845 ათასი).
ტიბაანი - სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში.
ტიბერიადის ტბა (გენესარეთის ტბა, ბაჰრ-ტაბარია) - ტბა ისრაელსა და სირიაში.
ტიბერინუსი - რომაული მითოლოგიის თანახმად, მდინარე ტიბრის ღვთაება. იგი, გადმოცემის მიხედვით, ალბების მეფე იყო და მდინარე ამპულაში დაიხრჩო, რომელსაც შემდეგ ტიბრი უწოდეს.
ტიბერიუსი კლავდიუს ნერონ - რომის იმპერატორი (ძვ.წ.აღ. 42 - ახ.წ.აღ. 37 წწ).
ტიბესტი - იხილე თიბესთი.
ტიბეტი (ტიბეტის ავტონომიური მუნიციპალიტეტი) - რეგიონი ჩინეთში.
ტიბიკონი - იხილე ტიპიკონი.
ტიბო ჟაკ - ფრანგი მევიოლინე (1880-1953 წწ).
ტიბოდო ანტუან - საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე (1765-1854 წწ).
ტიბრი - მდინარე იტალიაში, ერთვის ტირენის ზღვას (სიგრძე - 450 კილომეტრი).
ტიბუა შოთა - გვარდიის სერჟანტი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1918-1945 წწ).
ტიბულუსი ალბიუს - რომაელი პოეტი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 50 - 19/17 წწ).
ტიგელი (გერმ.) - ცეცხლგამძლე ჭურჭელი, რომელშიც ადნობენ ან ახურებენ სხვადასხვა მასალას, ნივთიერებას.
ტიგემი (ვან ტიგემი) ფილიპ - ფრანგი ბოტანიკოსი და მიკრობიოლოგი (1839-1914 წწ).
ტიგლათფილესერ I - ასურეთის მეფე (ძვ.წ.აღ. 1114 - 1076 წწ).
ტიგლათფილესერ III - ასურეთის მეფე (ძვ.წ.აღ. 745-727 წწ).
ტიგრაი - ჩრდილოეთ ეთიოპიაში მცხოვრები ხალხი (2 მილიონზე მეტი).
ტიგრან II დიდი - სომხეთის მეფე ძვ.წ.აღ. 95-56 წლებში.
ტიგრანაკერტი - ძველი სომხეთის ქალაქი, ტიგრან II-ის სახელმწიფოს დედაქალაქი; დაარსდა ძვ.წ.აღ. 77 წელს ვანის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
ტიგრანიანი არმენ - სომეხი კომპოზიტორი და დირიჟორი (1879-1950 წწ).
ტიგრე - ჩრდილოეთ ეთიოპიაში მცხოვრები ხალხი.
ტიგრი (ტიგროსი) - მდინარე თურქეთში, სირიასა და ერაყში, შატ-ელ-არაბის ერთ-ერთი მდგენელი (სიგრძე - 1900 კილომეტრი).
ტიდევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ენეასისა და პერიბოეს ვაჟი, დიომედეს მამა, თებეზე გალაშქრებულ შვიდ გმირთაგან ერთ-ერთი.
ტიდემანი ადოლფ - შვედი ფერმწერი (1814-1876 წწ).
ტიეპოლო ჯოვანი ბატისტა - იტალიელი ფერმწერი, გრავიორი (1696-1770 წწ).
ტიერი ადოლფ - საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიკოსი (1797-1877 წწ).
ტიერი ოგიუსტენ - ფრანგი ისტორიკოსი (1795-1856 წწ).
ტიესი - ქალაქი სენეგალის დასავლეთ ნაწილში (200 ათასი).
ტიეტე - მდინარე ბრაზილიაში, მდინარე პარანის მარცხენა მდგენელი.
ტივერები - მდინარე დნესტრის ნაპირებზე მოსახლე აღმოსავლეთსლავურ ტომთა გაერთიანება.
ტივი - ერთიმეორეზე მიწყობით შეკრული დიდი ძელები მდინარეზე დასაცურებლად.
ტივნარი - მთა შუახევის მუნიციპალიტეტში, წინაველას ქედზე.
ტივნარღელე - მდინარე ქედის მუნიციპალიტეტში, მერისის მარჯვენა შენაკადი.
ტივოლი - ქალაქი იტალიის ლაციოს ოლქში.
ტივტივა
1) კორპის ან ხის ნაჭერი, რომელიც მიბმულია ანკესის ძაფზე ან სათევზაო ბადეზე და წყალში არ იძირება.
2) სითხის დონის სარეგულაციო მოწყობილობა, რომელიც სითხეში არ იძირება.
ტივტივი - რაიმე საგნის, სხეულის მოძრაობა სითხის ზედაპირზე ისე, რომ არ იძირებოდეს.
ტიზი-უზუ - ქალაქი ალჟირში, ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი.
ტითონოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტროის მეფის - ლაომედონტის ვაჟი, ფრიგიის მეფე, ეოსის ქმარი, პრიამოსის ძმა.
ტიიო ჟან ოგიუსტ მარი - ფრანგი აფრიკის მკვლევარი (1875-1956 წწ).
ტიკალი - მაიას ტომის (გვატემალის ტერიტორია) ერთ-ერთი ქალაქ-სახელმწიფოს პირობითი სახელწოდება.
ტიკამაცუ მონძაემონ (ნამდვილი სახელი სუგიმორი ნობუმორი) - იაპონელი დრამატურგი (1653-1724 წწ).
ტიკი
1) ოთხში (გუდად) ამოღებული; შიგნიდან მოკუპრული ცხვრის, თხის ან ხბოს ტყავის ჭურჭელი ღვინის ან არყის ჩასასხმელად.
2) (ჰოლანდ.) - სვლის ან ბამბის მკვრივი ქსოვილი, ჩვეულებრივ ზოლიანი; იყენებენ მატრასებისათვის, ავეჯის შალითებად, ფარდებად და სხვა.
3) (ინგლ.) - ხე ვერბენების ოჯახისა; ხარობს ინდოეთში, ინდოჩინეთში; მის მკვრივ მერქანს იყენებენ გემთმშენებლობაში.
ტიკი ლუდვიგ იოჰან - გერმანელი მწერალი (1773-1853 წწ).
ტიკინა - იგივეა, რაც დედოფალა.
ტიკი-ტომარა - ვისი ტიკი-ტომარა ხარ? - სხვის საქმეში რა ერევი? რა შენი საქმეა?
ტიკო - ქალაქი-პორტი კამერუნის სამხრეთ-დასავლეთ პროვინციაში.
ტიკოცკი ევგენი - რუსი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (2893-1970 წწ).
ტიკტიკი
1) ახლად ენაადგმული ბავშვის ლაპარაკი; ტიტინი.
2) უთავბოლო ლაპარაკი, ყბედობა.
ტიკჭორა - პატარა ტიკი.
ტილაკი ბალგანგადჰარ - ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მეცნიერი (1856-1920 წწ).
ტილბურგი - ქალაქი-პორტი ნიდერლანდის ჩრდილოეთ ბრაბანტის პროვინციაში (160 ათასი).
ტილდა (ესპან.) - ნიშანი, კლაკნილი ხაზი, რომელსაც იყენებენ საენათმეცნიერო ტრანსკრიფციაში ამა თუ იმ ასოს თავისებურების გადმოსაცემად, ლექსიკონებში სიტყვის სანაცვლოდ ან მის გასამეორებლად.
ტილდენი უილიამ ოგასტეს - ინგლისელი ქიმიკოსი (1842-1926 წწ).
ტილვიტისი ტეოფილის - ლიტვის სახალხო პოეტი (1904-1969 წწ).
ტილი
1) ადამიანის (ცხოველი, ფრინველის) პარაზიტი უფრთო მწერი; მკბენარი.
2) მავნებელი მწერი; იკვებება მცენარის წვენით.
ტილი იოსეფ კაეტან - ჩეხი მწერალი, დრამატურგი (1808-1856 წწ).
ტილი იოჰან ცერკლას - ავსტრიელი მხედართმთავარი (1559-1632 წწ).
ტილიანა - მდინარე ხაშურის მუნიციპალიტეტში, სურამულის მარცხენა შენაკადი.
ტილიანი
1) ვისაც, რასაც ტილი ჰყავს. || რაშიც ტილი ჰყავთ; რაშიც ტილები არიან.
2) მდინარე ცხინვალის მუნიციპალიტეტში, აღმოსავლეთ ფრონის მარცხენა შენაკადი.
ტილიე კლოდ - ფრანგი მწერალი და ჟურნალისტი (1801-1844 წწ).
ტილიხი პაულ - გერმანელი და ამერიკელი პროტესტანტი, თეოლოგი და ფილოსოფოსი (1886-1965 წწ).
ტილო
1) სელის ძაფის ერთგვარი მტკიცე, სწორი ზედაპირის მქონე ქსოვილი.
2) რაიმე ქსოვილის ნაჭერი.
3) უხეში სელის ქსოვილი ზეთის საღებავებით სახატავად.
4) მხატვრის მიერ დახატული სურათი.
ტილჭირი (Aconitum) - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ბაიასებრთა ოჯახისა; ფოთლები და ფესვები შხამიანი აქვს.
ტიმანი იან - ჰოლანდიელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი (დაიბადა 1951 წელს).
ტიმანი ფერდინანდ - გერმანელი ქიმიკოსი (1848-1899 წწ).
ტიმარუ - ქალაქი-პორტი ახალ ზელანდიაში.
ტიმაშოვსკი - ქალაქი რუსეთის კრასნოდარის მხარეში (50 ათასი).
ტიმბუქტუ - იხილე ტომბუქტუ.
ტიმგადი - ძველი ქალაქი ჩრდილოეთ აფრიკაში.
ტიმეოსი - ძველბერძენი ისტორიკოსი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 356 - 260 წწ).
ტიმერმანსი ფელიქს - ბელგიელი მწერალი და მხატვარი (1886-1947 წწ).
ტიმიენიევკი კაზიმიეჟ - პოლონელი ისტორიკოსი (1887-1968 წწ).
ტიმირიაზევი კლიმენტ - რუსი ბუნებისმეტყველი-დარვინისტი (1843-1920 წწ).
ტიმიში - ჟუდეცი რუმინეთში.
ტიმიშოარა - ქალაქი რუმინეთში, ტიმიშის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი (335 ათასი).
ტიმოთელა - მრავალწლოვანი ბალახი; იზრდება მდელოებზე და მოჰყავთ კიდევაც; ცხოველთა საკვებია.
ტიმოთესუბანი (კიმოთესუბანი) - სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.
ტიმოკი - მდინარე დუნაის მარჯვენა შენაკადი (იუგოსლავია).
ტიმოლეონტი - ძველბერძენი პოლიტიკური მოღვაწე და მხედართმთავარი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 411 - 337 წწ).
ტიმონედა ხუან დე - ესპანელი მწერალი და გამომცემელი (1490-1583 წწ).
ტიმონენი ანტი - კარელიელი მწერალი, წერდა ფინურ ენაზე (1915-1990 წწ).
ტიმორი - კუნძული მალაის არქიპელაგის დასავლეთ ნაწილში, ეკუთვნის ინდონეზიას.
ტიმორის ზღვა - ინდოეთის ოკეანის აუზის ზღვა ავსტრალიასა და კუნძულ ტიმორს შორის.
ტიმოფეევა ნინა - ბალეტის რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1935 წელს).
ტიმოშენკო იულია - უკრაინის პრემიერ-მინისტრი 2005 წელს და 2007-2010 წლებში (დაიბადა 1960 წელს).
ტიმოშენკო სემიონ - მხედართმთავარი, მარშალი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი (1895-1970 წწ).
ტიმპანი (ბერძნ.) - არქიტექტურაში - ფრონტონის სამკუთხა ველი (სიბრტყე).
ტიმპანონი (ბერძნ.) - ძველებური დასარტყმელი მუსიკალური საკრავი; ბობღანი, დაფი.
ტიმპტონი - მდინარე იაკუტიაში, ალდანის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 644 კილომეტრი).
ტიმრავა ბოჟენა (ნამდვილი გვარი სლანჩიკოვა) - სლოვაკი მწერალი ქალი (1867-1951 წწ).
ტინბერგენი იან - ნიდერლანდელი ეკონომისტი, 1969 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1903-1994 წწ).
ტინბერგენი ნიკოლას - ნიდერლანდელი ზოოლოგი და ეთოლოგი, 1973 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1907-1988 წწ).
ტინგი სემიუელ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1976 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1936 წელს).
ტინგიცი (ტინგიცა) - ამჩატებული (ადამიანი) თავქრიანი.
ტინდალი მეთიუ - ინგლისელი მოაზროვნე (1655-1733 წწ).
ტინდალი უილიამ - ინგლისელი მწერალი-პროტესტანტი (დაახლოებით 1484-1536 წწ).
ტინდალი ჯონ - ინგლისელი ფიზიკოსი (1820-1893 წწ).
ტინდარეოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სპარტის ერთ-ერთი მეფის და გორგოფონეს ვაჟი, რომელიც სპარტიდან ძმამ განდევნა, მოგვიანებით კი ჰერაკლეს დახმარებით კვლავ დაიბრუნა კუთვნილი სამეფო ტახტი.
ტინდიური ენა - იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის დაღესტნური ენების ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ქვეჯგუფის ენა.
ტინეველი - იხილე ტირუნელველი.
ტინეიჯერი (ინგლ.) - ინგლისურენოვან სამყაროში - მოზარდი თაობა 13-19 წლის ასაკში.
ტინი - პიტალო კლდე.
ტინიანი - ტინის შემცველი, ტინისაგან შემდგარი; კლდიანი, კლდოვანი.
ტინიანოვი იური - რუსი მწერალი (1894-1943 წწ).
ტინისხევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ნარეკვავის მარცხენა შენაკადი.
ტინისხიდი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
ტინოვროსო - მთა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე (3367 მეტრი).
ტინოსი - კუნძული ეგეოსის ზღვის კიკლადების არქიპელაგში, ეკუთვნის საბერძნეთს.
ტინტორეტო (ნამდვილი გვარი რობუსტი) იაკოპო - იტალიელი ფერმწერი (1518-1594 წწ).
ტინქტურა - სამკურნალო ნივთიერების ნაყენი.
ტიოსი - ქალაქი იაპონიის ტიბის პრეფექტურაში.
ტიოტკა (ნამდვილი სახელი და გვარი ელოიზა ბაშკევიჩი) - ბელორუსი პოეტი ქალი (1876-1916 წწ).
ტიპაჟი (ფრანგ.)
1) რაიმე ნაკეთობათა ტიპების, მოდელების ერთობლიობა.
2) ხელოვნებაში - ადამიანთა რაიმე საზოგადოებრივი თანრიგის, ტიპის დამახასიათებელ ნიშან-თვისებათა ერთობლიობა.
3) კინემატოგრაფიაში - მსახიობი, რომელიც თავისი გარეგნობით ფილმში გარკვეულ როლს შეეფერება.
ტიპი (ბერძნ.)
1) საგნების, მოვლენების გარკვეული ჯგუფის ნიმუში, მოდელი, ფორმა.
2) ხელოვნებაში - მხატვრული სახე, რომელშიც განზოგადებულია ადამიანთა გარკვეული ჯგუფის თვისებები.
3) ბიოლოგიაში - მცენარეთა და ცხოველთა კლასიფიკაციის ყველაზე მსხვილი ერთეული (აერთიანებს მონათესავე კლასებს).
4) იტყვიან უცნაურ ან უარყოფით თვისებათა მქონე ადამიანზე.
5) (ინგლ.) - იგივეა, რაც ვიგვამი.
ტიპია (ბერძნ.) - რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი - მიუთითებს ბეჭდვის პროცესებთან, პოლიგრაფიასთან კავშირზე.
ტიპიზაცია
1) ერთ გარკვეულ ტიპზე დაყვანა (მანქანებისა, დეტალებისა და სხვა).
2) კლასიფიკაცია ტიპების მიხედვით.
3) ხელოვნებაში - ტიპობრივის შერჩევა და კონკრეტული მხატვრული ფორმებით განსახიერება.
ტიპიკონი (ბერძნ.) - საეკლესიო წესების კრებული.
ტიპობრივი - გარკვეული ტიპის შესაბამისი; სტანდარტული.
ტიპოლოგია (ბერძნ.) - საგნების ან მოვლენების კლასიფიკაცია მათი საერთო ნიშან-თვისებების მიხედვით.
ტიპომეტრი (ბერძნ.) - სპეციალური სახაზავი ანაწყობის სტრიქონთა რაოდენობის გასაზომად.
ტიპური - რომელიმე ტიპისათვის ნიშანდობლივი, დამახასიათებელი.
ტიპუ-სულთანი - მაისურის სამთავროს (ინდოეთი) გამგებელი (1750-1799 წწ).
ტიპრადა (ფრანგ.) - პათოსით წარმოთქმული გრძელი ფრაზა, რეპლიკა, მონოლოგი.
ტირა (ტირასი) - მილეტიდან გადმოსახლებული ბერძნების მიერ დაარსებული ანტიკური ქალაქი მდინარე დნესტრის დასავლეთ ნაპირას ძვ.წ.აღ. VI საუკუნეში.
ტირადენტისი (ნამდვილი სახელი და გვარი ჟოაკინ ჟოზე და სილვა შავიერი) - რევოლუციური მოძრაობის ხელმძღვანელი ბრაზილიაში (1748-1792 წწ).
ტირანა - ალბანეთის დედაქალაქი. ცნობილია XV საუკუნიდან. ქვეყნის დედაქალაქად გამოცხადდა 1920 წელს (250 ათასი).
ტირანი (ბერძნ.)
1) სასტიკი მმართველი, რომელიც მოქმედებს თვითნებურად და ძალადობით; დესპოტი.
2) (გადატანით) მკაცრი, ულმობელი ადამიანი, მტარვალი.
3) ძველ საბერძნეთში - ერთპიროვნული მმართველი.
ტირანია (ბერძნ.)
1) თვითნებობასა და ძალადობაზე დამყარებული მმართველობა; დესპოტიზმი.
2) ძველ საბერძნეთში - ტირანის მმართველობა, შეუზღუდველი ერთპიროვნული ხელისუფლება.
3) შუა საუკუნეებში ჩრდილო და შუა იტალიაში - ზოგი ქალაქ-სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა.
ტირანოზავრი - გიგანტური მტაცებელი დინოზავრი
ტირაჟი (ფრანგ.)
1) სესხის ან ლატარიის მოგებათა გათამაშება.
2) სესხის ობლიგაციების ან სხვა ფასიანი ქაღალდების დაფარვა (გამოსყიდვა) იმ დაწესებულების მიერ, რომელმაც ისინი გამოუშვა.
3) ერთი და იმავე გამოცემის ეგზემპლარების საერთო რაოდენობა.
4) (ფრანგ.) - ბოთლის მეთოდით ცქრიალა ღვინის წარმოებისას სატირაჟე ნაზავის ჩამოსხმის, დახუფვისა და საცობის დამაგრების ტექნოლოგიური ოპერაცია.
ტირასპოლი - ქალაქი მოლდავეთში (190 ათასი).
ტირგოვიშტე
1) ქალაქი რუმინეთის დიმბოვიცის ჟუდეცში.
2) ქალაქი ბულგარეთში, ამავე სახელწოდების ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი.
ტირგუ-მურეში - ქალაქი რუმინეთში, მურეშის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი (165 ათასი).
ტირგუ-ჟიუ - ქალაქი რუმინეთში, გორჟის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი (100 ათასი).
ტირე (ფრანგ.) - სასვენი ნიშანი, ჰორიზონტალური ხაზი (-).
ტირელი ჯორჯ უოლტერ - ინგლისელი გეოლოგი და პეტროგრაფი (1883-1961 წწ).
ტირენის ზღვა - ხმელთაშუა ზღვის ნაწილი აპენინის ნახევარკუნძულსა და კუნძულებს სიცილიასა, სარდინიასა და კორსიკას შორის (სიღრმე 3719 მეტრი).
ტირენოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლიდიის მეფის ვაჟი, რომელმაც, როგორც გადმოცემა ამბობს, იტალიის დასავლეთ სანაპიროზე ლიდიელთა კოლონია დაარსა.
ტირესია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ევერესისა და ფერია ქარიკლოს ვაჟი, მანტოს მამა, ცნობილი ბრმა წინასწარმეტყველი, ვისი სახელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ოიდიპოსის მითთან.
ტირი (ფრანგ.) - სპეციალური სადგომი ხელის ცეცხლსასროლი იარაღის მიზანში სროლისათვის (ვარჯიშის მიზნით).
ტირია - იგივეა, რაც მტირალა.
ტირიბაზე - სპარსეთის სამეფოს პროვინციის დასავლეთ არმენიის მმართველი (სატრაპი) ძვ. წ.აღ. IV საუკუნის დასაწყისში.
ტირიკუნამალაია - იხილე ტრინკომალი.
ტირილი
1) ცრემლის დენა დარდის, მწუხარების ან ტკივილის გამო (ხშირად დაუნაწევრებელი ბგერების გამოცემით, სლუკუნით).
2) გლოვა (ცრემლით, მოთქმით).
3) იგივეა, რაც სატირალი.
ტირილ-ტირილით - გაბმული ტირილით.
ტირინთი (ტირინთოსი) - ძველი ბერძნული ქალაქი არგოლიდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
ტირისდენი - დეკემბრის თვის ძველი ქართული სახელწოდება.
ტირისკონი - ნოემბრის თვის ძველი ქართული სახელწოდება.
ტირიტაკე - ბოსფორის სახელმწიფოს ქალაქი; დააარსეს ბერძნებმა ძვ.წ.აღ. VI ს შუა წლებში.
ტირიფი (შალიხ) - საშუალო ან პატარა რბილმერქნიანი ხე; აქვს ვიწრო, მოკლეყუნწიანი ფოთლები; იზრდება უპირატესად მდინარის პირებზე, ტენიან ადგილებში.
ტირიფნარი - სადაც ბევრი ტირიფი დგას.
ტირიფონის არხი - სარწყავი სიტემა შიდა ქართლში, ცხინვალისა და გორის მუნიციპალიტეტებში, ლიახვის მარცხენა მხარეს.
ტირიფონის ვაკე - შიდა ქართლის ვაკის ჩრდილოეთი ნაწილი.
ტირიჩმირი - მწვერვალი ჰინდუქუშის მთათა სისტემაში, პაკისტანი (7690 მეტრი).
ტირლოვა ჰერმინა - ჩეხი რეჟისორ-მულტიპლიკატორი და მხატვარი ქალი (1900-1990 წწ).
ტირნევენი - ქალაქი რუმინეთის მურეშის ჟუდეცში.
ტირნოვო - იხილე ველიკო-ტირნოვო.
ტირნოვოს სამეფო - ფეოდალური სახელმწიფო XIV საუკუნის მეორე ნახევარში ბულგარეთში.
ტირო - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სალმონევსის ქალიშვილი, ნელევსისა და პელიავსის დედა, მდინარის ღმერთის - ენიპევსის სატრფო.
ტიროლი - მხარე დასავლეთ ავსტრიაში, ადმინისტრაციული ცენტრი - ინსბრუკი.
ტიროლის ალპები - ალპების ნაწილის სახელწოდება ავსტრიაში.
ტირონი - საგრაფო ჩრდილოეთ ირლანდიაში (დიდი ბრიტანეთი).
ტირპიცი ალფრედ ფონ - გერმანელი სამხედრო- საზღვაო და პოლიტიკური მოღვაწე (1849-1930 წწ).
ტირსო დე მოლინა (ნამდვილი სახელი და გვარი გაბრიელ ტელიესი) - ესპანელი მწერალი (დაახლოებით 1571-1648 წწ).
ტირტეოსი - ძველბერძენი პოეტი (ძვ.წ.აღ. VII საუკუნის II ნახევარი).
ტირუვანანტაპურამი - იხილე ტრივანდრამი.
ტირუნელველი (ტინეველი) - ქალაქი ინდოეთის ტამილნადის შტატში (340 ათასი).
ტირუპური - ქალაქი ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, ტამილნადის შტატში (235 ათასი).
ტირუჩირაპალი - ქალაქი ინდოეთის ტამილნადის შტატში (385 ათასი).
ტირძნისი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
ტისა - მდინარე ჩეხეთში, რუმინეთში და უნგრეთში, დუნაის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 966 კილომეტრი).
ტისა იშტვან - უნგრეთის მთავრობის მეთაური 1903-05, 1913-17 წლებში (1861-1918 წწ).
ტისა კალმან - უნგრეთის მთავრობის მეთაური 1875-90 წლებში (1830-1902 წწ).
ტისამენოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ორესტესა და ჰერმიონეს ვაჟი, არგოსის მითიური მეფე, დაიღუპა ჰერაკლიდებთან ბრძოლაში.
ტისანდიე გასტონ - ფრანგი აერონავტი (1843-1899 წწ).
ტისასედერკენი - ქალაქი უნგრეთის ბორშოდ-აბაუი-ზემპლენის მედიეში, ყოფილი ლენინვაროში.
ტისელიუსი არნე - შვედი ბიოქიმიკოსი, 1948 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1902-1971 წწ).
ტისერანი ფრანსუა - ფრანგი ასტრონომი (1845-1896 წწ).
ტისიფონე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი ერინია.
ტისო იოსეფ - სლოვაკეთის ფაშისტური მთავრობის მეთაური 1938-39 წლებში (1887-1947 წწ).
ტისტა - მდინარე ინდოეთსა და ბანგლადეშში, მდინარე ბრაჰმაპუტრას მარჯვენა შენაკადი.
ტიტა
1) დეკორატიული ბოლქვიანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა; იკეთებს მეტწილად წითელ ყვავილს.
2) მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ნენსკრის მარჯვენა შენაკადი.
3) სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
ტიტანები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ურანოსისა და გეას შვილები, უკვდავი არსებები, გიგანტები; ტიტანებად ითვლებოდნენ: ოკეანოსი, ჰიპერიონი, კოოსი, იაპეტი, კრონოსი.
ტიტანი (ბერძნ.)
1) იხილე ტიტანები.
2) იტყვიან ძალიან დიდ მოაზროვნეზე, გენიოსზე.
3) ქიმიური ელემენტი, ფოლადისფერი მაგარი ლითონი. ატომური ნომერი 22, ატომური მასა 47,90.
4) პლანეტა სატურნის თანამგზავრი; აღმოაჩინა ნიდერლანდელმა ფიზიკოსმა ქრ. ჰუიგენსმა 1655 წელს.
5) წყლის ასადუღებელი დიდი ჭურჭელი განსაკუთრებული მოწყობილობისა.
ტიტანია - პლანეტა ურანოსის თანამგზავრი; აღმოაჩინა ინგლისელმა ასტრონომმა უ.ჰერშელმა 1787 წელს.
ტიტანიდები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტიტანების დები, ურანოსისა და გეას ქალიშვილები, ტიტანიდებს ზოგჯერ ტიტანთა შვილებსაც უწოდებენ.
ტიტანიკი - XX საუკუნის დასაწყისის უდიდესი სამგზავრო ხომალდი, ააგეს 1911 წელს. პირველივე ცურვისას დიდი ბრიტანეთიდან ამერიკისაკენ განიცადა კატასტროფა, აისბერგს შეეჯახა და ჩაიძირა 1912 წლის 15 აპრილს
ტიტანიტი - მინერალი, კალციუმისა და ტიტანის სილიკატი. წარმოადგენს ნედლეულს ტიტანის ჟანგის მისაღებად (სინონიმი - სფენი).
ტიტანური - უზარმაზარი, ძლიერი.
ტიტა რუფო (ნამდვილი სახელი და გვარი კაფიერო ტიტა რუფო) - იტალიელი მომღერალი (1877 -1953 წწ).
ტიტესტერი (ინგლ.) - სპეციალისტი, რომელიც ჩაის ხარისხს ამოწმებს გემოთი; ჩაის დეგუსტატორი.
ტიტველი (ტიტველა)
1) ვისაც არაფერი აცვია; შიშველი. სხეულის ნაწლი, რომელიც არაფრით არ აქვთ დაფარული.
2) (გადატანით) ვისაც ტანსაცმელი არა აქვს; ცუდად, ღარიბულად ჩაცმული.
3) თმით (ბუმბულით, ბალნით...) შეუმოსავი.
ტიტველ-შიშველი - ჩაუცმელ-დაუხურავი; ცუდად, ღარიბულად ჩაცმული.
ტიტვინისწყარო - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.
ტიტიბი - ბროწეულის ნარჩევი ქერქი; იყენებდნენ შავ საღებავად.
ტიტიკაკა - ტბა ცენტრალურ ანდებში, პერუსა და ბოლივიის საზღვარზე (სიღრმე 300 მეტრამდე).
ტიტინა - ვისაც ტიტინი სჩვევია.
ტიტინი
1) ახლად ენაადგმული ბავშვის ლაპარაკი; ტიკტიკი.
2) უთავბოლო ლაპარაკი, ყბედობა.
ტიტიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსისა და ორქომენის ქალიშვილის - ელარეს ვაჟი, რომელიც უღირსი საქციელის გამო ზევსმა დასაჯა და ქვესკნელში ჩააგდო, სადაც მას გამუდმებით უკორტნიან ღვიძლს სვავები.
ტიტლიკანა - იგივეა, რაც ტიტველი.
ტიტო (ბროზ ტიტო) იოსიპ - იუგოსლავიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პრეზიდენტი 1953 წლიდან, მარშალი (1892-1980 წწ).
ტიტოგრადი - იხილე პოდგორიცა.
ტიტოვა-მიტროვიცა - ქალაქი სერბიაში (იუგოსლავია).
ტიტოვ-ველესი (1952 წლამდე ველესი) - ქალაქი მაკედონიაში.
ტიტოვი ვლადიმერ - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, ორი კოსმოსური ფრენის მონაწილე 1983 და 1987-88 წლებში (დაიბადა 1947 წელს).
ტიტოვი გერმანე - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, ავიაციის გენერალ-პოლკოვნიკი, კოსმონავტიკის ისტორიაში მეორე ფრენის მონაწილე 1961 წლის 6-7 აგვისტოს (1935-2000 წწ).
ტიტოვო-უჟიცე (1946 წლამდე უჟიცე) - ქალაქი სერბიაში (იუგოსლავია).
ტიტრი (ფრანგ.)
1) წარწერა კინოფილმის კადრზე.
2) ქიმიაში - ერთ კუბურ სანტიმეტრ სითხეში გახსნილი ნივთიერების გამოსახულება.
ტიტუვენაი - ქალაქი ლიტვაში.
ტიტულატურა - ტიტულების ერთობლიობა (მაგალითად, მეფეების ტიტულატურა).
ტიტული (ლათ.)
1) საგვარეულო ან ბოძებული საპატიო წოდება.
2) წიგნის სათაური; წიგნის პირველი გვერდი, რომელზედაც მოთავსებულია სათაური, ავტორის გვარი, გამოცემის ადგილი, წელი და სხვა; სატიტულო ფურცელი.
3) კაპიტალური მშენებლობის ხარჯთაღრიცხვის დასახელება იმ ობიექტების მიხედვით, რომლებიც შეტანილია სატიტულო სიებში.
ტიტულესკუ ნიკოლაე - რუმინეთის პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი (1882-1941 წწ).
ტიტუსი ფლავიუს ვესპასიენა - რომის იმპერატორი (39 - 81 წწ).
ტიტყინი - უთავბოლო ლაპარაკი, ყბედობა.
ტიუბინგენი - ქალაქი გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში.
ტიუბინგი (ინგლ.) - სეგმენტის სახის ლითონის ან რკინაბეტონის ფილა, რომელსაც იყენებენ მაღაროებისა და გვირაბების გასამაგრებლად.
ტიუგოკუ - გეოგრაფიული ოლქი იაპონიაში.
ტიუდორები - სამეფო დინასტია ინგლისში (1485-1603 წწ).
ტიუდორი ენტონი - ინგლისელი ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი და პედაგოგი (1909-1990 წწ).
ტიული (ფრანგ.) - თხელი, ბადისებრი გამჭვირვალე ქსოვილი.
ტიულპანი (იტალ.) - იგივეა, რაც ტულიპი.
ტიულრი - საფრანგეთის მეფეების ერთ-ერთი რეზიდენცია, ლუვრის კომპლექსის ნაწილი პარიზში.
ტიუმენი - ქალაქი რუსეთში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (505 ათასი).
ტიურგო ან რობერ ჟაკ - საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე, ფილოსოფოს-განმანათლებელი და ეკონომისტი (1727-1781 წწ).
ტიურენი ანრი დე ლატურ დ' ოვერნი, ვიკონტ დე - ფრანგი მხედართმთავარი, საფრანგეთის მარშალი (1611-1675 წწ).
ტიურინგი ალან მეთისონ - ინგლისელი მათემატიკოსი და კიბერნეტიკოსი (1912-1954 წწ).
ტიურო-დანჟენი ფრანსუა - ფრანგი ასირიოლოგი და შუმეროლოგი (1872-1944 წწ).
ტიუტჩევი თედორე - რუსი პოეტი (1803-1873 წწ).
ტიფანი - ამერიკული საიუველირო ფირმა. დასაბამი მიეცა 1837 წელს ნიუ-იორკში.
ტიფი (ბერძნ.) - რამდენიმე მწვავე ინფექციური დაავადების საერთო სახელწოდება (მუცლის ტიფი, პარტახტიანი ტიფი, პარატიფი).
ტიფლიტი (ბერძნ.) - ბრმა ნაწლავის ანთება.
ტიფლოპედაგოგიკა (ინგლ.) - პედაგოგიკის დარგი, რომელიც ამუშავებს უსინათლოთა და ცუდად მხედველთა სწავლა-აღზრდის საკითხებს.
ტიფოზი (იტალ.) - ასე უწოდებენ იტალიაში ფეხბურთის გულშემატკივრებს.
ტიფონი
1) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, გეასა და ტარტაროსის უმცროსი ვაჟი, რომელიც ღმერთების მიერ ტიტანების დამარცხების შემდეგ დაიბადა. იგი იყო ასზე მეტი თავის მქონე გველი და პირიდან ცეცხლს აფრქვევდა. მის საცხოვრებლად ვულკან ეტნის ფსკერს მიიჩნევდნენ.
2) შუქურაზე არსებული მოწყობილობა, რომელიც იძლევა ხმოვან სიგნალებს ბურუსის დროს ზღვაზე.
ტიღა - შავგვრემანი, შავი ადამიანი.
ტიშბაინი იოჰან ფრიდრიხ ავგუსტ - გერმანელი ფერმწერი (1751-1829 წწ).
ტიშბაინი იოჰან ჰაინრიხ ვილჰელმ - გერმანელი ფერმწერი (1751-1829 წწ).
ტიშკა იან (ნამდვილი სახელი და გვარი - ლეო იოგიხესი) - პოლონეთისა და გერმანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1867-1919 წწ).
ტიჩენერი ედუარდ ბრედფორდ - ამერიკელი ფსიქოლოგი (1867-1927 წწ).
ტიჩინა პავლო - უკრაინელი პოეტი, აკადემიკოსი (1891-1967 წწ).
ტიჩინო - მდინარე შვეიცარიასა და იტალიაში, მდინარე პოს მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 248 კილომეტრი).
ტიციანი (ნამდვილი სახელი და გვარი ტიციანო ვეჩელიო) - იტალიელი ფერმწერი (1476/77-80 ან 1488-90 - 1576 წწ).
ტიციუსი იოჰან დანიელ - გერმანელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი (1729-1796 წწ).
ტიხარი - თხელი გამყოფი კედელი.
ტიხრი - იგივეა, რაც ტიხარი.
ტიხაჩეკი იოსეფ ალოის - ჩეხი მომღერალი (1807-1886 წწ).
ტიხე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, შემთხვევის, ბედისა და ბედნიერების ღმერთქალი, ოკეანოსისა და ტეთისის ქალიშვილი. გამოისახებოდა ახალგაზრდა ქალად, რომელსაც ერთ ხელში გემის საჭე ეჭირა და მეორეში სიუხვის რქა.
ტიხვინი - ქალაქი რუსეთის ლენინგრადის ოლქში (70 ათასი).
ტიხი - ქალაქი პოლონეთის კატოვიცეს სავოევოდოში.
ტიშბაინი ალექსანდრე - რუსი სპორტსმენი (ბიატლონი), ოლიმპიური თამაშების ოთხგზის ჩემპიონი 1968, 1972, 1976, 1980 წლებში (დაიბადა 1947 წელს).
ტიშბაინი ვიაჩესლავ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1928-2009 წწ).
ტიშბაინი ნიკოლოზ - საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1980-85 წლებში (1905-1990 წწ).
ტიშბაინი ნიკოლაი - რუსი პოეტი, საზოგადო მოღვაწე (1896-1979 წწ).
ტიხორეცკი - ქალაქი რუსეთის კრასნოდარის მხარეში (70 ათასი).
ტიხტენგენი - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე (4618 მეტრი).
ტიხტიხი - ზოგი ფრინველის (მაგ., ღალღის) დამახასიათებელი ძახილი. || (გადატანით) ხმაური, ყაყანი.
ტიხუანა (თიჯუანა) - ქალაქი მექსიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქვემო კალიფორნიის შტატში, დიდი სატრანსპორტო კვანძი (700 ათასი).
ტიჯანი იუსეფ ბაშირ - არაბი პოეტი (სუდანი) (1912-1937 წწ).
![]() |
2.7 ტკ |
▲back to top |
ტკარცალი - მაღალი, მკვეთრი ხმით სიცილი; კისკისი, ტკრციალი.
ტკაჩენკო ნინელი - ოპერის უკრაინელი მომღერალი ქალი (დრამატული სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1928 წელს).
ტკაცანი - რისამე შემორტყმით ან მტვრევით გამოწვეული მკვეთრი ხმა.
ტკაცატკუცი - ზედიზედ, ზედმიყოლებით გამეორებული ტკაცანი.
ტკაცუნა ქართული (Agriotes gurgistanus) - მავნებელი მწერი ხეშეშფრთიანთა რაზმისა.
ტკაცუნი
1) ზედიზედ გაბმით გამეორებული ტკაცანი; ტკაცატკუცი.
2) იგივეა, რაც ტკაცანი.
ტკბარუნი - ტუჩების ტკბარუნი - ტუჩების ცმაცუნი (კმაყოფილების ნიშნად რაიმე ტკბილის, გემრიელის შეჭმის ან დალევის გამო).
ტკბილეული (ტკბილეულობა) - სხვადასხვა ტკბილი საჭმელი.
ტკბილი
1) სასიამოვნოდ შესაგრძნობი; შაქრის, თაფლის გემოს მქონე.
2) (გადატანით) სიამის მომგვრელი, სასიამოვნო.
3) (გადატანით) კეთილი, სათნო, ალერსიანი.
4) ახლად დაწურული ყურძნის წვენი.
ტკბილისკვერი - ტყლაპი თათარისა (ფელამუშისა) ანდა ხილის მოხარშული ფაფისა (იციან იმერეთში).
ტკბილკვერი - იგივეა, რაც ტკბილისკვერი.
ტკბილმოუბარი - სასიამოვნოდ, წყნარად და საინტერესოდ მოლაპარაკე.
ტკბილ-მჟავე - რასაც ერთდროულად ტკბილი და მჟავე გემო აქვს.
ტკბილ-მწარე - ტკბილი და ამავე დროს მწარე.
ტკბილსაამური - ტკბილი, საამური.
ტკბილსახსოვარი - ტკბილად, კეთილად მოსაგონარი.
ტკბილსევდიანი - სიტკბოებისა და ამავე დროს სევდის მომგვრელი.
ტკბილქართული - საამოდ მოსასმენი ქართული.
ტკბილხმიანი (ტკბილხმოვანი) - ტკბილი, სასიამოვნო ხმის მქონე.
ტკეპნილი - რაც დატკეპნეს.
ტკეჩადობა - მინერალის გახლეჩის უნარი ამა თუ იმ მიმართულებით.
ტკეჩი
1) სიგრძივ ვიწროდ დაჭრილი თხელი ფიცრები.
2) ზოგი ხის (თხილის, შინდის...) სწორი წვრილი ტოტის სიგრძივ ანახეთქი; იხმარება კალათის (გოდრის....) დასაწნავად.
ტკივილი
1) ფიზიკური ტანჯვის, შეწუხების შეგრძნება სხეულის რომელიმე ნაწილში.
2) (გადატანით) საზრუნავი, დარდი, სატკივარი.
ტკიპი (ტკიპა) - მცირე ზომის ფეხსახსრიანი ცხოველი ობობასნაირთა რიგისა; მის სახეობათა უმრავლესობა პარაზიტია.
ტკილი - იხილე მერგელი.
ტკიცინა
1) რაც ტკიცინებს.
2) ახალთახალი, უხმარი.
ტკიცინი
უხმარი მტკიცე ქაღალდის მოძრაობით გამოცემული ხმა.
ხმელი შეშის წვით გამოცემული ხმა.
ტკოცა - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.
ტკრციალი
რისამე დარტყმით (ერთმანეთზე შემოკვრით) გამოცემული მკვეთრი ხმა; ტკაცატკუცი.
იგივეა, რაც ტკარცალი.
![]() |
2.8 ტლ |
▲back to top |
ტლაკეპაკე - ქალაქი მექსიკის ცენტრალურ ნაწილში, ხალისკოს შტატში (330 ათასი).
ტლაკუნი
რაიმე წვნიანის მორევა კოვზის (ციცხვის...) რაკუნით.
ქნევა, პარტყუნი.
ტლანქი - დიდი და ულაზათო; მოუქნელი, მოუხეშავი.
ტლაპო - თხელი ტალახი.
ტლაპუნი - ტლაპოში სიარულით გამოცემული ხმა.
ტლასკალა - შტატი ცენტრალურ მექსიკაში.
ტლაშანი - იგივეა, რაც ტყლაშანი.
ტლაშატლუში - იგივეა, რაც ტყლაშატყლუში.
ტლაშაძე იესე - XVIII საუკუნის ქართველი პოეტი.
ტლაშუნი - იგივეა, რაც ტყლაშუნი.
ტლე - სიცხიანის სადები წამალი.
ტლეპოლემოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰერაკლესა და ასტიოქეს ვაჟი. მონაწლეობდა ტროის ომში ბერძნების მხარეზე, მოკლა სარპედონმა ტროის კედლებთან.
ტლეჟა (ლითონის) - ვიწრო ლითონის ლენტის მიღების ხერხი.
ტლიკვი - სწორი, უნუჟრო ხის ტოტი.
ტლიკინა - ვისაც ტლიკინი სჩვევია; ლაქლაქა.
ტლიკინი
ბევრი, ზედმეტი ლაპარაკი; ლაქლაქი.
საქმოდ, უთავბოლოდ, უშედეგოდ სიარული.
ტლინკი - ტყუპად წიხლის კვრა.
ტლინკიტები - წარსულში ალასკის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ხალხი.
ტლოკი
ბარძაყი.
(ადამიანის) წვივი.
ტლუ
უტოტო (ხე).
![]() |
2.9 ტმ |
▲back to top |
ტმოლოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ომფალეს ქმარი, ტანტალოსის მამა, ლიდიაში გამდინარე მისი თანამოსახელე მდინარის ღვთაება.
ტმუტარაკანი - ძველი რუსული ქალაქი ტამანის ნახევარკუნძულზე. არსებობდა XII საუკუნემდე.
![]() |
2.10 ტო |
▲back to top |
ტობა
მდინარე მარტვილის მუნიციპალიტეტში, აბაშის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 4 კილომეტრი).
ტბა კუნძულ სუმატრაზე (ინდონეზია).
ტობაგო - კუნძული ატლანტის ოკეანეში, ეკუთვნის ტრინიდადსა და ტობაგოს.
ტობავარჩხილი - ტბა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.
ტობანიერი - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ყუმურის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 4 სოფელს: ზედა ეწერტობანიერი, კუშუბაური, მიქელეფონი, ტობანიერი). ზღვის დონიდან - 80 მეტრი. ვანიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 879 ადამიანი.
ტობარი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
ტობა სოძიო (ნამდვილი სახელი კაკუიუ) - იაპონელი ფერმწერი (1053-1140 წწ).
ტობატა - ყოფილი ქალაქი იაპონიაში, ამჟამად შედის კიტაკიუსიუს შემადგენლობაში.
ტობახჩა - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.
ტობი (Chondrostoma) - მცირე ზომის თევზი კობრისებრთა რიგისა.
ტობინი - ამერიკელი ეკონომისტი, 1981 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1918-2002 წწ).
ტობის მღვიმე - მღვიმე ხონის მუნიციპალიტეტში.
ტობობა - იგივეა, რაც ტოფობა.
ტობოგანი (ინგლ.) - უკავებო მარხილი; გავრცელებულია კანადის ინდიელებში.
ტობოლი - მდინარე ყაზახეთის კუსტანაის ოლქში, რუსეთის კურგანისა და ტიუმენის ოლქებში (სიგრძე - 1591 კილომეტრი).
ტობოლსკი - ქალაქი რუსეთის ტიუმენის ოლქში, მდინარეების ირტიშისა და ტობოლის შესართავთან (100 ათასი).
ტობრუკი - ქალაქი ლიბიაში (40 ათასი).
ტოგა (ლათ.) - ძველი რომის მოქალაქეთა ზედა ტანსაცმელი - გრძელი თეთრი წამოსასხამი.
ტოგო (ტოგოს რესპუბლიკა, grang. Republique Togolaise). - სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. დასავლეთით ესაზღვრება განას, აღმოსავლეთით - ბენინს, ჩრდილოეთით - ბურკინა ფასოს. სამხრეთით აქვს ვიწრო გასასვლელი გვინეის ყურეზე.
- ეროვნული დევიზი - „Travail, Liberte, Patrie“ (შრომა, თავისუფლება, სამშობლო).- ჰიმნი - „Salut a toi, pays de nos aieux“.
- მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.
- ფართობი - 56 785 კვ.კმ.
- დაყოფილია 5 ოლქად.
- მოსახლეობა - 6,3 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 108 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - ფრანგული.
- დედაქალაქი და მთავარი პორტი - ლომე.
- ვალუტა - ფრანკი.
- ქვეყნის კოდი - TGO.
- დროის სარტყელი - UTC +1.
- სატელეფონო კოდი - +228.
- ინტერნეტ-დომენი - tg.
ტოგო ჰეიჰატირო - იაპონელი სამხედრო-საზღვაო მოღვაწე, ფლოტის ადმირალი (1847-1934 წწ).
ტოგონი
1) მდინარე ხობის მუნიციპალიტეტში, შავღელის მარჯვენა შენაკადი.
2) სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.
ტოგუჩინი - ქალაქი რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქში.
ტოდი ალეგზანდერ - ინგლისელი ქიმიკოსი, 1978 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1907-1997 წწ).
ტოდოროვი პეტკო იურდანოვ - ბულგარელი მწერალი (1879-1916 წწ).
ტოვადა - ტბა კუნძულ ჰონსიუზე (იაპონია).
ტოვსტონოგოვი გიორგი - რუსი რეჟისორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1913-1989 წწ).
ტოვუტი - ტბა კუნძულ სულავესზე (იაპონია).
ტოიამა
1) ქალაქი იაპონიაში, ამავე სახელწოდების პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (325 ათასი).
2) პრეფექტურა იაპონიაში.
ტოიამა მიცურუ - იაპონიის პოლიტიკური მოღვაწე (1855-1944 წწ).
ტოიამა სიგეკი - იაპონელი ისტორიკოსი (1914-1995 წწ).
ტოილო - იგივეა, რაც ბორკილი.
ტოინბი არნოლდ - ინგლისელი ისტორიკოს-ეკონომისტი (1852-1883 წწ).
ტოინბი არნოლდ ჯოზეფ - ინგლისელი ისტორიკოსი, სოციოლოგი (1889-1975 წწ).
ტოიოკუნი უტუგავა - იაპონელი გრაფიკოსი და ფერმწერი (1769-1825 წწ).
ტოიონაკა - ქალაქი იაპონიის ოსაკის პეფექტურაში (410 ათასი).
ტოიო ოდა - იხილე სესიუ.
ტოიოტომი ჰიდეიოსი - იაპონელი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე (1536-1598 წწ).
ტოიოჰასი - ქალაქი იაპონიის აიტის პრეფექტურაში (350 ათასი).
ტოკა სალჩაკ - ტუველი მწერალი (1901-1973 წწ).
ტოკაი (უნგრ.) - უნგრული თეთრი სადესერტო ღვინო.
ტოკანტინსი - მდინარე ბრაზილიაში, მდინარე პარის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 2850 კილომეტრი).
ტოკატა (იტალ.) - ჩქარი რიტმული ტემპის ვირტუოზული პიესა ფორტეპიანოს ან ორგანისათვის.
ტოკატი
1) ვულკანი კუნძულ ჰოკაიდოზე (იაპონია).
2) მდინარე იაპონიაში, ერთვის წყნარ ოკეანეს.
ტოკელაუ (იუნიონი) - კუნძულების ჯგუფი წყნარ ოკეანეში, ახალი ზელანდიის სამფლობელო.
ტოკვილი ალექსის - ფრანგი სოციოლოგი, ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე (1805-1859 წწ).
ტოკიო (1869 წლამდე „ედო“) - იაპონიის დედაქალაქი. მდებარეობს კუნძულ ჰონსიუს სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში. დაარსებულია XV საუკუნეში ედოს სახელწოდებით. 1869 წლიდან გახდა იაპონიის დედაქალაქი და ეწოდა “ტოკიო” (აღმოსავლეთის დედაქალაქი) (დიდი ტოკიო - 28 მლნ).
ტოკიოს ვაკე - იხილე კანტო.
ტოკიოს ყურე - ყურე იაპონიის კუნძულ ჰონსიუს აღმოსავლეთ სანაპიროსთან (წყნარი ოკეანე).
ტოკოპილია - ქალაქი ჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში, ანტოფაგასტის ოლქში (30 ათასი).
ტოკოროძავა - ქალაქი იაპონიის საიტამის პრეფექტურაში.
ტოკოფეროლი (ბერძნ.) - ვიტამინი E; დიდი რაოდენობით გვხვდება მცენარეულ ზეთებში; იყენებენ სამკურნალო მიზნებით.
ტოკუგავა - სიოგუნების (იაპონიის სამხედრო მმართველების) დინასტია (1603-1867 წწ).
ტოკუგავა იეიასუ - იაპონელი ფეოდალი, სიოგუნების დინასტიის, ტოკუგავას, დამაარსებელი (1542-1616 წწ).
ტოკუდა კიუიტი - იაპონიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1894-1953 წწ). 2) სიუსეი - იაპონელი მწერალი (1871-1943 წწ).
ტოკუიამა - ქალაქი-პორტი იაპონიის იამაგუტის პროვინციაში.
ტოკუნაგა სუნაო - იაპონელი მწერალი (1899-1958 წწ).
ტოკუსიმა - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ სიკოკუზე, ამავე სახელწოდების პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (265 ათასი).
ტოკუტომი როკა (ნამდვილი სახელი კენძირო) - იაპონელი მწერალი (1868-1927 წწ).
ტოლა
1) რისამე თანასწორი (სიდიდით).
2) სოფლების პირველი ტოლისა და მეორე ტოლის გავრცელებული სახელწოდება (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი).
3) მდინარე მონღოლეთში, მდინარე ორხონის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 704 კილომეტრი).
ტოლათსოფელი - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ღულელების თემის საკრებულო), ერწოს ქვაბულში, აძეძისა და თრანულის (ივრის აუზი) შუამდინარეთში. ზღვის დონიდან - 1050 მეტრი, თიანეთიდან - 29 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 54 კაცი.
ტოლანდი ჯონ - ინგლისელი ფილოსოფოსი (1670-1722 წწ).
ტოლაღები (თურქ.) - მტკიცე ქსოვილის გრძელი ფართო ნაჭრები, რომლებსაც იხვევენ წვივებზე ჯარისკაცის შარვლის ზემოდან.
ტოლბერტი უილიამ რიჩარდ - ლიბერიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1913-1995 წწ).
ტოლბოტი უილიამ ჰენრი ფოქს - ინგლისელი მეცნიერი, ფოტოგრაფიის ერთ-ერთი გამომგონებელი (1800-1877 წწ).
ტოლბუხინი თედორე - საბჭოთა მხედართმთავარი, საბჭოთა კავშირის მარშალი (1894-1949 წწ).
ტოლბუხინი - ბულგარეთის ქალაქ დობრიჩის სახელი 1949-92 წლებში.
ტოლგვერდა - ტოლი გვერდების მქონე.
ტოლები - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს მდინარე რიონის ხეობაში. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 210 მეტრი, სამტრედიიდან - 19 კილომეტრი. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 439 ადამიანი.
ტოლედო - ქალაქი ესპანეთში, 1479-1561 წლებში გაერთიანებული ესპანეთის დედაქალაქი (60 ათასი).
ტოლენი ანრი ლუი - საფრანგეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1828-1897 წწ).
ტოლერანტობა (ლათ.) - სხვისი აზრების, რწმენის შემწყნარებლობა.
ტოლერანტული - შემწყნარებლური.
ტოლერი ერნსტ - გერმანელი მწერალი (1893-1939 წწ).
ტოლი
1) თანაბარი, თანასწორი (სიდიდით...). || თანასწორი (მდგომარეობით), შესაფერი.
2) ამხანაგი, მეგობარი, სწორი.
3) (გადატანით) მეუღლე, ცალი.
4) (ფრანგ.) - სახურავი მასალა - სპეციალური ნივთიერებით გაჟღენთილი მუყაო.
5) იგივეა, რაც ტრინიტროტოლუოლი.
ტოლი ვივე - ესტონეთის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1928 წელს)
.
ტოლიატი პალმირო (ფსევდონიმი ერკოლი) - იტალიის კომუნისტური და მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1893-1964 წწ).
ტოლიატი (1964 წლამდე სტავროპოლი) - ქალაქი რუსეთის სამარის ოლქში (720 ათასი).
ტოლიდო - ქალაქი აშშ-ს ოჰიოს შტატში (335 ათასი).
ტოლიმა - დეპარტამენტი კოლუმბიაში.
ტოლკიენი ჯონ რონალდ რეიელ - ინგლისელი მწერალი, ფილოლოგი (1892-1973 წწ).
ტოლკუთხა - ტოლი კუთხეების მქონე.
ტოლმენი ედუარდ ჩეის - ამერიკელი ფსიქოლოგი (1886-1959 წწ).
ტოლნა - მედიე უნგრეთში.
ტოლნაი კლარი - უნგრელი მსახიობი ქალი (დაიბადა 1914 წელს).
ტოლობა
1) ტოლის, თანასწორის მდგომარეობა, თვისება.
2) ალგებრული გამოსახულება, რომლის მარჯვენა ნაწილი უდრის მარცხენას.
ტოლოშელები - მესხ აზნაურთა საგვარეულო IX საუკუნეში.
ტოლოში - სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში.
ტოლოშისხევი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ბაწარის მარცხენა შენაკადი.
ტოლოჩინი - ქალაქი ბელორუსიის ვიტებსკის ოლქში.
ტოლსტოი ალექსეი - რუსი მწერალი (1817-1875 წწ).
ტოლსტოი ალექსეი - რუსი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1882-1945 წწ).
ტოლსტოი თედორე - რუსი მოქანდაკე, ფერმწერი, გრაფიკოსი (1783-1873 წწ).
ტოლსტოი ლევ - დიდი რუსი მწერალი (1828-1910 წწ).
ტოლტეკები - ნაუატლის ენაზე მოლაპარეკე ინდიელი ხალხის ჯგუფი.
ტოლუბეევი იური - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1906-1979 წწ).
ტოლუკა - ქალაქი მექსიკაში, ტოლუკას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (330 ათასი).
ტოლუმბაში (თურქ.) - იგივეა, რაც თამადა.
ტოლუოლი - არომატული თხევადი ნახშირწყალბადი; იყენებენ ფეთქებადი ნივთიერებების, საღებრების, სამკურნალო პრეპარატების წარმოებაში.
ტოლფარდი - რისამე (ვისიმე) თანასწორი, შესაფერი.
ტოლფასი - იმავე მნიშვნელობის, ღირებულების მქონე.
ტოლფერდა - მათემატიკაში - ტოლი ფერდების მქონე.
ტოლჩა (სპარს.) - ლითონის ან ფაიფურის პირღია ყურიანი ჭურჭელი.
ტოლჩკოვო იაროსლავლისა - XVII საუკუნის რუსული ხუროთმოძღვრების ძეგლი.
ტომა ალბერ - საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი (1878-1932 წწ).
ტომა შარლ ლუი ამბრუაზ - ფრანგი კომპოზიტორი (1811-1896 წწ).
ტომა დე ტომონი ჟან - რუსი არქიტექტორი, წარმოშობით ფრანგი (1760-1813 წწ).
ტომაზეო ნიკოლო (ნამდვილი გვარი ტომაშიჩი) - იტალიელი მწერალი (1802-1874 წწ).
ტომაზი დი ლამპედუზა ჯუზეპე - იტალიელი მწერალი (1896-1957 წწ).
ტომაკომაი - ქალაქი-პორტი იაპონიაში.
ტომარა - მტკიცე ქსოვილისაგან შეკერილი სათავსი ჩვეულებრივ ფხვიერი რისამე შესანახად ან გადასაზიდად.
ტომასი დილან - ინგლისელი პოეტი (1914-1953 წწ).
ტომასი სიდნი გილკრისტ - ინგლისელი მეტალურგი (1850-1885 წწ).
ტომასი უილიამ აიზეკ - ამერიკელი სოციოლოგი (1863-1947 წწ).
ტომატი (ესპან.) - მოდუღებული და სათანადოდ შეზავებული პომიდორი.
ტომაშეთი - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.
ტომაშუვ-მაზოვიცეკი - ქალაქი პოლონეთის პიოტრკუვის სავოევოდოში.
ტომაჰავკი - ჩრდილოამერიკელ ინდიელთა საბრძოლო იარაღი - მსუბუქი ნაჯახი, რომელსაც შორიდან სასროლად იყენებენ.
ტომბალბაი ნ'გარტა (1973 წლამდე ატარებდა სახელ ფრანსუას) - ჩადის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1960 წლიდან (1918-1975 წწ).
ტომბახი - იგივეა, რაც მაღარიჩი.
ტომბუქტუ (ტიმბუქტუ) - ქალაქი მალიში.
ტომეკი ვაცლავ ვლადივოი - ჩეხი ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე (1818-1905 წწ).
ტომი
1) პირველყოფილი თემური წყობილებისათვის დამახასიათებელი ეთნიკური ერთობისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ფორმა, აერთიანებს მონათესავე გვარებს.
2) მოდგმა, შთამომავლობა.
ტომი (ბერძნ.) - რაიმე თხზულების, გამოცემის ნაწილი ცალკე წიგნად.
ტომია (ბერძნ.) - რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს გაჭრასთან, გაკვეთასთან დაკავშირებულს.
ტომილარია - ხეშეშფოთლიანი ნახევრად ბუჩქოვანი მცენარეული ფორმაცია ხმელთაშუაზღვისპირეთში.
ტომირი პიერ ფილიპ - ფრანგი მოქანდაკე (1751-1843 წწ).
ტომისლავი - ხორვატიის მთავარი, შემდეგ - მეფე (X საუკუნე).
ტომობა - ტომობრივი წარმომავლობა, წარმოშობა.
ტომობრივი - ტომის1 დამახასიათებელი, ტომთან დაკავშირებული.
ტომოგრამა (ბერძნ.) - ტომოგრაფიის საშუალებით გადაღებული სურათი.
ტომოგრაფია (ბერძნ.) - რენტგენოლოგიური გამოკვლევის მეთოდიკა; მისი საშუალებით შეიძლება იმ ფენის გადაღება, რომელიც საკვლევი ობიექტის გარკვეულ სიღრმეზე მდებარეობს.
ტომონაგა სინიტირო - იაპონელი ფიზიკოსი, 1965 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1906-1979 წწ).
ტომორი - მთის მასივი ალბანეთში.
ტომპა ფერენც - უნგრელი არქეოლოგი (1893-1945 წწ).
ტომპაკი (გერმ.) - სპილენძისა და თუთიის შენადნობი, თითბრის ნაირსახეობა.
ტომსიკა - პატარა ტომარა; თოფრა.
ტომსკი - ქალაქი რუსეთის ციმბირულ ნაწილში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (480 ათასი).
ტომსკი ნიკოლაი - რუსი მოქანდაკე, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1900-1984 წწ).
ტომსონი ლორდ კელვინი უილიამ - ინგლისელი ფიზიკოსი (1824-1907 წწ).
ტომსონი ჩარლზ უაივილ - შოტლანდიელი ოკეანოგრაფი და ბიოლოგი (1830-1882 წწ).
ტომსონი ჯეიმზ - ინგლისელი პოეტი (1700-1748 წწ).
ტომსონი ჯოზეფ ჯონ - ინგლისელი ფიზიკოსი, 1906 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1856-1940 წწ).
ტომსონი ჯორჯ პაჯიტ - ინგლისელი ფიზიკოსი (1892-1985 წწ).
ტომფსონი - ქალაქი კანადის მანიტობოს პროვინციაში.
ტომფსონი უილიამ - ირლანდიელი სოციოლოგი და ეკონომისტი, სოციალისტ-უტოპისტი (დაახლოებით 1785-1833 წწ).
ტომშიჩი ტონე - იუგოსლავიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1919-1942 წწ).
ტონა (ფრანგ.) - წონის ერთეული ზომათა მეტრულ სისტემაში; უდრის 1000 კილოგრამს.
ტონადილია - XVIII-XIX საუკუნეების ესპანური მუსიკალური კომედია.
ტონალობა
1) მუსიკალური კილოს დამახასიათებელი ბგერითი შეფერილობა.
2) ძირითადი წამყვანი ფერი, კოლორიტი ფერწერაში; ტონების შეხამება ნახატში.
ტონაჟი (ფრანგ.)
1) გემის (გემების) წყალწყვა ან ტვირთმზიდაობა.
2) სატრანსპორტო საშუალებათა, ტრანსპორტის ტვირთმზიდაობა.
3) რაიმე საქონლის გამოშვება წონით.
ტონარმი (გერმ.) - ადაპტერის დასამაგრებელი მოწყობილობა ფირსაკრავზე.
ტონატელიე - კინოწარმოებაში - ხმის ჩასაწერი ატელიე; ტონსტუდია.
ტონაუონდა - ქალაქი აშშ-ს ნიუ-იორკის შტატში.
ტონგა (ტონგის სამეფო, ტონგა - Pule'anga Fakatu'io Tonga, ინგლ. Kingdom of Tonga).
- სახელმწიფო-არქიპელაგი წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პოლინეზიაში, შედგება დაახლოებით 160 კუნძულისგან, რომელთაგან 45 დასახლებულია. მდებარეობს მონაკვეთზე, რომელიც აერთიანებს ახალ ზელანდიასა და ჰავაის, სამხრეთ სამოასა და აღმოსავლეთ ფიჯის.
- დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1970 წლის 4 ივნისი.
- ეროვნული დევიზი - „Ko e `Otua mo Tonga ko hoku tofi'a“ (ღმერთი და ტონგა ჩემი მემკვიდრეობაა).
- ჰიმნი - „Ko e fasi `o e tu'i `o e `Otu Tonga“.
- მმართველობის ფორმა - კონსტიტუციური მონარქია.
- სახელმწიფოს მეთაური - მეფე.
- საკანონმდებლო ორგანო - საკანონმდებლო კრება.
- ფართობი - 748 კვ.კმ.
- დაყოფილია 5 რეგიონად.
- მოსახლეობა - 115 ათასი.
- სიმჭიდროვე - 160 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენები: ტონგა და ინგლისური.
- დედაქალაქი და მთავარი პორტი - ნუკუალოფა.
- ვალუტა - პაანგა.
- ქვეყნის კოდი - TON.
- დროის სარტყელი - UTC +13.
- სატელეფონო კოდი - +676.
- ინტერნეტ-დომენი - to.
ტონგა - ინდოეთში - ველორიქშა.
ტონგარირო - ვულკანური მასივი ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე.
ტონგატაბუ - იხილე ტონგატაპუ.
ტონგატაპუ (ტონგატაბუ) - კუნძული ტონგის არქიპელაგში (წყნარი ოკეანე), ეკუთვნის ტონგას.
ტო ნგოკ ვანი - ვიეტნამელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1906-1954 წწ).
ტონდო (იტალ.) - მრგვალი ფორმის ფერწერული ან რელიეფური ნაწარმოები.
ტონე (ტონეგავა) - მდინარე იაპონიაში, ერთვის წყნარ ოკეანეს.
ტონეგავა - იხილე ტონე.
ტონეგავა სუძუმი - იაპონელი გენეტიკოსი 1987 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1939 წელს).
ტონევი ლიუბენ - ბულგარელი არქიტექტორი (1908-1990 წწ).
ტონზილიტი - მედიცინაში - ნუშისებრი ჯირკვლების ანთება.
ტონზურა (ლათ.) - საქოჩრეზე მოპარსული ადგილი (აქვთ კათოლიკე სასულიერო პირებს).
ტონ თატ თუეტი - ვიეტნამის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (გარდაიცვალა 1913 წელს).
ტონ თატ ტუნგი - ვიეტნამელი ქირურგი (1912-1990 წწ).
ტონი (ბერძნ.)
1) ბგერა, რომელსაც იწვევს ჰაერის პერიოდული რხევა და აქვს გარკვეული სიმაღლე.
2) საკრავის ან ხმის ჟღერადობის ელფერი.
3) მოლაპარაკე ადამიანის ხმის ჟღერადობის სიმაღლე ან სიძლიერე.
4) ლაპარაკის, ნათქვამის იერი, ნიუანსი. თხრობის ან წერის მანერა, სტილი, კილო.
5) რისამე ფერი, შეფერილობა, ელფერი.
ტონიკა (გერმ.)- მუსიკაში:
1) გამის პირველი ძირითადი ტონი, რომლის მიხედვითაც ერქმევა სახელი მოცემულ წყობას.
2) წყობის პირველი აკორდი.
ტონიკი (ინგლ.) - უალკოჰოლო გაზიანი სასმელი, რომელსაც იყენებენ არაყსა და მისთანებში გასაზავებლად.
ტონირება
1) ლითონის ქანდაკების დამუშავება სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებით.
2) შავ-თეთრი ფოტოსურათის ქიმიური დამუშავება მისთვის რაიმე გარკვეული ელფერის (ტონის) მისაცემად.
ტონკინი (ტუნკინი)
1) შუა საუკუნეებში ვიეტნამის დედაქალაქის თანგლაუნგის ერთ-ერთი სახელწოდება - დონკინის არასწორი პორტუგალიური გამოთქმა.
2) ვიეტნამის ჩრდილოეთი რაიონების ევროპული სახელწოდება XVI-XIX საუკუნეებში.
3) ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილის სახელწოდება ფრანგების მიერ 1884 წელს ვიეტნამის დაპყრობის შემდეგ. 1945 წლიდან - ბაკბო (ისტორიულ-გეოგრაფიული ოლქი).
ტონლესაპი - მდინარე კამპუჩიაში, მდინარე მეკონგის მარჯვენა შენაკადი.
ტონმაისტერი (გერმ.) - რადიოს ან კინოს მუშაკი, რომელიც განაგებს გადაცემის, დადგმის ბგერით მხარეს.
ტონობით - ტონის წონობით.
ტონომეტრი (ბერძნ.)
1) აპარატი არტერიული ან თვალშიგა წნევის გასაზომად.
2) ხელსაწყო ორი კამერტონის რხევათა სიხშირეების შესადარებლად.
ტონსტუდია - კინოწარმოებაში - ხმის ჩასაწერი სტუდია.
ტონტობეთი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
ტონუსი (ლათ.) - ფიზიოლოგიაში - ნერვული ცენტრებისა და კუნთოვანი ქსოვილის ხანგრძლივი აღგზნება დაღლილობის გარეშე.
ტონფილმი (გერმ.)
1) ფირი, რომელზედაც მუსიკალური პიესაა ჩაწერილი.
2) ასე ეწოდებოდა წინათ ხმოვან კინოფილმს (მუნჯი ფილმისაგან განსხვავებით).
ტონჩა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გრემისხევის თემის საკრებულო), ალევის ქედის კალთაზე, მდინარე ნარეკვავის ნაპირას. ზღვის დონიდან - 1160 მეტრი, დუშეთიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში არავინ ცხოვრობს.
ტოპაზი (ბერძნ.) - მინერალი სილიკატების ჯგუფისა; შეიცავს ფთორს. მოიპოვება ღვინისფერი, ცისფერი, იისფერი და სხვა სახით.
ტოპელიუსი ცაკარიას - ფინელი მწერალი (1818-1898 წწ).
ტოპეტე ი კარბალიო ხუან ბაუტისტა - ესპანეთის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე (1821-1885 წწ).
ტოპიარია (ლათ.) - საბაღო დეკორატიული ხელოვნება - ხეებისა და ბუჩქებისათვის სხვადასხვა ცხოველის, პირამიდებისა და მისთანების ფორმის მიცემა.
ტოპიკა - ქალაქი აშშ-ს ცენტრალურ ნაწილში, კანზასის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (120 ათასი).
ტოპიკური (ბერძნ.) - მედიცინაში - ადგილობრივი. ტოპიკური დიაგნოსტიკა - დაავადების კერის ადგილსამყოფელის გარკვევა.
ტოპირჩანუ ჯორჯე - რუმინელი პოეტი (1886-1937 წწ).
ტოპკირი (ტუპლირი) - საწნახელში ჩასადები ლასტი ტკბილის გასაწურავად.
ტოპკროსი (ინგლ.) - სელექციის ერთ-ერთი მეთოდი.
ტოპო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს რაიმე ადგილთან დაკავშირებულს.
ტოპოგრაფია (ბერძნ.)
1) გეოდეზიის ნაწილი, რომელიც სწავლობს დედამიწის ზედაპირს, მისი გაზომვისა და გეგმაზე ან რუკაზე გამოსახვის ხერხებს.
2) რომელიმე ქვეყნის ან ადგილის ზედაპირი და მისი ნაწილების, პუნქტების ურთიერთგანლაგება.
ტოპოლოგია (ბერძნ.) - მათემატიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის გეომეტრიული ფიგურების უზოგადეს თვისებებს.
ტოპონიმი - რაიმე გეოგრაფიული ადგილის (სოფლის, მთის, ტყის, მინდვრის და ა.შ.) სახელწოდება.
ტოპონიმიკა (ბერძნ.)
1) რაიმე ადგილის გეოგრაფიულ სახელთა (დასახლებული პუნქტების, მდინარეების, მთების და მისთანების) ერთობლიობა.
2) ლექსიკოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს გეოგრაფიულ სახელებს.
ტოპოსკოპი (ბერძნ.) - ტვინის ბიოლოგიური პოტენციალის სივრცობრივი კვლევის ხელსაწყო.
ტოპრაკი - იგივეა, რაც თოფრა.
ტოპტიმბერსი (ინგლ.) - ხის გემის შპანჰოუტის ზედა ნაწილი.
ტორაკალური - იხილე თორაკალური.
ტორანსი - ქალაქი აშშ-ს კალიფორნიის შტატში.
ტორაძე გულბაათ - მუსიკათმცოდნე და მუსიკის კრიტიკოსი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (დაიბადა 1928 წელს).
ტორბასები (იაკუტ.) - ირმის ტყავის ჩექმები, რომელთაც ბეწვი გარედან აქვთ.
ტორბეი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის დევონშირის საგრაფოში.
ტორგაუ - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.
ტორდენშელდი პეტერ (ნამდვილი გვარი ვესელი) - დანიის ფლოტის უფროსი, ვიცე-ადმირალი, ეროვნებით ნორვეგიელი (1691-1720 წწ).
ტორეადორი (ესპან.) (ტორერო) - კორიდის ერთ-ერთი მონაწილე. იგივეა, რაც მატადორი.
ტორე-ანუნციატა - ქალაქი-პორტი იტალიის ნეაპოლის ოლქში.
ტორები (ინგლ.) - პოლიტიკური პარტია ინგლისში XVII-XIX საუკუნეებში; მის საფუძველზე შემდეგ შეიქმნა დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია.
ტორე-დელ-გრეკო - ქალაქი-პორტი იტალიის ნეაპოლის ოლქში.
ტორევტიკა (ბერძნ.) - ლითონზე მხატვრული რელიეფის დამუშავების ხელოვნება.
ტორეზ-ვერმერში ჟანეტ - საფრანგეთისა და საერთაშორისო ქალთა მოძრაობის მოღვაწე, მორის ტორეზის მეუღლე (1910-1995 წწ).
ტორეზი მორის - საფრანგეთის და საერთაშორისო მუშათა და კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1900-1964 წწ).
ტორელი ოტო მარტინ - შვედი გეოლოგი (1828-1900 წწ).
ტორენზი რობერტ - ინგლისელი ეკონომისტი (1780-1864 წწ).
ტორენო (კვიპო დე ლიანო რუის დე სარავია) - ესპანეთის პოლიტიკური მოღვაწე და ისტორიკოსი (1786-1843 წწ).
ტორეონი - ქალაქი მექსიკის კოაუილის შტატში.
ტორერო (ესპან.) - იგივეა, რაც მატადორი.
ტორესი ლუის ვაეს დე - ესპანელი ზღვაოსანი (1560-1614 წწ).
ტორესის სრუტე - სრუტე ახალ გვინეასა და კეიპ-იორკის ნახევარკუნძულს შორის.
ტორეს ნაარო ბარტოლომე დე - ესპანელი დრამატურგი (XV საუკუნის დასასრული - დაახლოებით 1531 წწ).
ტორი
1) ზოგი დიდი ცხოველის ფეხი; ტოტი, თათი.
2) (გადატანით) იტყვიან ადამიანის დიდ, ტლანქ ხელზე.
3) (ლათ.) - გეომეტრიული ფიგურა, რომელსაც აქვს წყალში საშველი რგოლის ფორმა.
4) წნევის ერთეული; 1 ტ უდრის 1 მმ ვერცხლისწყლის სვეტის მიერ წარმოქმნილ წნევას. იყენებენ ვაკუუმურ განზომილებებში (ეწოდა ვ.ტორიჩელის პატივსაცემად).
5) (ინგლ.) - მსხვილ მიწათმოქმედ თავადაზნაურთა პოლიტიკური პარტია ინგლისში XVII-XIX საუკუნეებში (ახლანდელი კონსერვატორების პარტიის წინამორბედი).
ტორიი რიუძიუ იაპონელი ეთნოგრაფი და არქეოლოგი (1870-1953 წწ).
ტორიუსი სპურიუს - რომაელი სახელმწიფო მოღვაწე, სახალხო ტრიბუნი (ძვ.წ.აღ. II საუკუნე).
ტორიჩელი ევანჯელისტა - იტალიელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი (1608-1647 წწ).
ტორიჩელის სიცარიელე - უჰაერო სივრცე სითხის თავისუფალი ზედაპირის თავზე - ზევიდან დახშულ რეზერვუარში.
ტორკემადა ტომას - ინკვიზიციის მეთაური ესპანეთში, დომინიკელი ბერი (დაახლ. 1420-1498 წწ).
ტორკრეტირება (ლათ.) - სპეციალური პნევმატიკური აპარატის მიერ შეკუმშული ჰაერით მოწოდებული ცემენტის ხსნარის ფენის დაგება რაიმე ზედაპირზე.
ტორნადო (ინგლ.) - ხმელეთის სმერჩის (ტრომბის) სახელწოდება ამერიკაში.
ტორნიოიოკი - იხილე ტურნე-ელვი.
ტოროლა (Alauda arvensis) - პატარა მგალობელი ფრინველი ბეღურების ოჯახისა.
ტორონტო - ქალაქი კანადაში, ონტარიოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (3 მილიონი).
ტოროპი ჩარლი (ნამდვილი სახელი და გვარი ანი კაროლინ პონტიფექსი) - ჰოლანდიელი ფერმწერი ქალი (1891-1955 წწ).
ტორორო - ქალაქი უგანდაში.
ტოროსი
1) იხილე ტავრი.
2) (რუს.) - ყინულის უზარმაზარი თოში, რომელიც წარმოიქმნება ყინულების შეჯგუფების შედეგად ჩრდილოეთის ზღვებში, ტბებსა და მდინარეებში; ხორგი.
ტოროშელიძე მალაქია - პარტიული და საბჭოთა მოღვაწე, ჟურნალისტი (1880-1937 წწ).
ტორპედირება - ტორპედოს გაშვება გემისკენ, ტორპედოს მოხვედრება გემისათვის.
ტორპედისტი - სამხედრო მეზღვაური, რომელიც ტორპედოს გასაშვებ აპარატს ემსახურება.
ტორპედო (ლათ.) - თვითმოძრავი და თვითმართული წყალქვეშა ჭურვი სიგარის ფორმისა.
ტორჟოკი - ქალაქი რუსეთის ტვერის ოლქში.
ტორსი (იტალ.)
1) ადამიანის სხეული, ტანი (თავისა და ხელ-ფეხის გამოკლებით.
2) ტანის სკულპტურული ან ფერწერული გამოსახულება.
ტორსტენსონი ლენარტ - შვედი მხედართმთავარი, ფელდმარშალი (1603-1651 წწ).
ტორსჰავნი - ქალაქი დანიაში, ფარერის კუნძულების ადმინისტრაციული ცენტრი (16 ათასი).
ტორტი (იტალ.) - უფუარი ცომისაგან დამზადებული დიდი ზომის საკონდიტრო ნაწარმი, ჩვეულებრივ, კრემიანი.
ტორტმანი
1) სიარული ადამიანისა, რომელიც წონასწორობას ვერ იცავს; ბარბაცი.
2) (გადატანით) რხევა, მოძრაობა (ზღვის ზედაპირისა, ჯეჯილისა...).
3) (გადატანით) ყოყმანი, მერყეობა.
ტორუნი - ქალაქი პოლონეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (200 ათასი).
ტორფი (გერმ.) - მკვრივი მასა, რომელიც წარმოქმნილია ჭაობის მცენარეების ლპობის შედეგად; იყენებენ საწვავად, სასუქად და სხვა მიზნებისათვის.
ტორღიალი - გამუდმებით ვისიმე ახლოს ყოფნა, ტრიალი, ჩაციებით ადევნება.
ტორშერი (ფრანგ.) - მაღალფეხიანი სანათი მოწყობილობა, რომელიც იატაკზე იდგმება.
ტორშონი (ფრანგ.)
1) ბამბის ქსოვილი ერთგვარი, ჩვეულებრივ კუბოკრული.
2) ქაღალდი ერთგვარი; აქვს უხეშმარცვლოვანი ან ქსოვილს მიმსგავსებული ზედაპირი.
ტოსა - სამთავრო ფეოდალურ იაპონიაში, კუნძულ სიკოკუზე.
ტოსკანა - ოლქი ცენტრალურ იტალიაში. მთავარი ქალაქი - ფლორენცია.
ტოსკანა-ემილიის აპენინები (ეტრუსკული აპენი-ნები) - აპენინების ჩრდილოეთი ნაწილი (იტალია).
ტოსკანელი პაოლო დელ პოცო - იტალიელი სწავლული, ჰუმანისტი, კოსმოგრაფი და ასტრონომი (1397-1482 წწ).
ტოსკანინი არტურო - იტალიელი დირიჟორი (1867-1957 წწ).
ტოსტერი (ინგლ.) - პურის ნაჭრების შესაწვავი მოწყობილობა.
ტოტალიზატორი (ფრანგ.)
1) დოღზე მოწყობილი მექანიკური მრიცხველი, რომელიც აჩვენებს - რომელ ცხენზე რა სანაძლეოა დადებული.
2) ბიურო, რომელიც იღებს სანაძლეოს სპორტის ამა თუ იმ სახეობაში მატჩების შედეგების გამოცნობაზე.
ტოტალიტარიზმი - ტოტალიტარული რეჟიმი.
ტოტალიტარული (ფრანგ.) - სადაც, რის დროსაც აშკარა ტერორისტული დიქტატურაა გამეფებული.
ტოტალური (ფრანგ.) - ყოვლისმომცველი, საყოველთაო.
ტოტემი (ინგლ.) - ზოგიერთი ხალხისთვის - ცხოველი (იშვიათად მცენარე), რომელსაც თაყვანს სცემენ როგორც ტომის წინაპარსა და მფარველს.
ტოტემიზმი - გვაროვნული წყობილებისათვის დამახასიათებელი რელიგიის ერთგვარი ფორმა, რომელსაც ახასიათებს ზებუნებრივი ძალებისადმი რწმენა და სამსახური ამა თუ იმ ცხოველის, მცენარის ან საგნის გაფეტიშების გზით.
ტოტი
1) ხის ან ბუჩქის გამონაზარდი; შტო, რტო.
2) (გადატანით) მდინარის (ქედის...) განშტოება.
3) ზოგი დიდი ცხოველის ფეხი; ტორი.
4) შარვლის და მისთანების მარჯვენა და მარცხენა მხარე, რომლებიც ცალ-ცალკე ფარავს ფეხებს.
5) თავშლისა და მისთანების წვერი; ჩოხის და მისთანების ბოლო.
ტოტიგი - პრეფექტურა იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს ცენტრალურ ნაწილში; ადმინისტრაციული ცენტრი - უცუნომია.
ტოტიკაშვილი ამირან - სპორტსმენი (ძიუდო, 60 კგ). 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონი (1989), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1988, 89) და მესამე პრიზიორი (1990), „კეთილი ნების თამაშების” ჩემპიონი (1990), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1988, 89) (დაიბადა 1969 წელს).
ტოტილა (ბადუილა) - ოსტგუთების მეფე (გარდაიცვალა 552 წელს).
ტოტო (ნამდვილი სახელი და გვარი ანტონიო დე კურტის-გალიარდი) - იტალიელი მსახიობი (1901-1967 წწ).
ტოტონაკები - მექსიკაში მცხოვრები ინდიელები (დაახლოებით 300 ათასი).
ტოტორი - ქალაქი-პორტი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე. ამავე სახელწოდების პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (145 ათასი).
ტოტოჩინა - დიდი, ვეებერთელა.
ტოუნი თიობოლდ უოლფ - ირლანდიელი რევოლუციონერ-დემოკრატი (1763-1798 წწ).
ტოფლერი ალვინ - ამერიკელი სოციოლოგი და პუბლიცისტი (დაიბადა 1928 წელს).
ტოფობა - თევზის მიერ ქვირითის ყრა.
ტოქსემია - ორგანიზმის მოწამვლა ტოქსინებით.
ტოქსიკოლოგია (ბერძნ.) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს შხამების თვისებებს და მათ მოქმედებას ორგანიზმზე.
ტოქსინი (ბერძნ.) - შხამიანი ნივთიერება, რომელსაც გამოყოფს ზოგი მიკროორგანიზმი, აგრეთვე ზოგი ცხოველი და მცენარე.
ტოქსიკური (ბერძნ.) - შხამიანი, მომწამვლელი.
ტოძიო ჰიდეკი - ერთ-ერთი იაპონელი მთავარი სამხედრო დამნაშავე II მსოფლიო ომის დროს, გენერალი (1884-1948 წწ).
ტოძიხი - მდინარე დმანისის მუნიციპალიტეტში, შავწყაროსწყლის მარჯვენა შენაკადი.
ტოძიანი - მდინარე ჩინეთში, მდინარე იანძის მარცხენა შენაკადი.
ტოხარები - ძვ.წ.აღ. II - ახ.წ.აღ. I ათასწლეულებში შუა აზიაში მცხოვრები ხალხი.
ტოხარისტანი - ისტორიული ოლქი შუა აზიასა და ავღანეთში.
ტოჰოკუ - გეოგრაფიული ოლქი იაპონიაში.
![]() |
2.11 ტრ |
▲back to top |
ტრაბახა - ვინც ტრაბახობს, ვისაც ტრაბახი სჩვევია; მკვეხარა, ბაქია.
ტრაბახი - თავის ქება; ბაქიაობა, კვეხნა.
ტრაბზონი (ტრაპიზონი) - ქალაქი აღმოსავლეთ თურქეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (145 ათასი).
ტრაგედია (ბერძნ.)
1) დრამატული ნაწარმოები, რომელშიც ასახულია შეურიგებელი კონფლიქტი, ძლიერი ხასიათებისა და ღრმა განცდების შეჯახება, რაც ხშირად გმირის დაღუპვით მთავრდება.
2) (გადატანით) საშინელი ამბავი, უბედური შემთხვევა; მძიმე განცდა, ტანჯვა.
ტრაგიზმი
1) ტრაგიკული ელემენტი დრამატულ ან მუსიკალურ ნაწარმოებში, მის შესრულებაში.
2) რისამე ტრაგიკული მხარე; საშინელება, გამოუვალი მდგომარეობა.
ტრაგიკომედია
1) დრამატული ნაწარმოები, რომელშიც შეხამებულია ტრაგედიისა და კომედიის ელემენტები.
2) სამწუხარო და ამავე დროს სასაცილო მდგომარეობა ან ამბავი.
ტრაგიკომიკური
1) ტრაგიკომედიასთან დაკავშირებული.
2) ტრაგიკომედიის ხასიათისა, სამწუხარო და ამავე დროს სასაცილო.
ტრაგიკოსი (ბერძნ.)
1) ტრაგიკული როლების შემსრულებელი მსახიობი.
2) ტრაგედიების ავტორი.
ტრადიცია (ლათ.) - ისტორიულიად ჩამოყალიბებული, თაობიდან თაობაზე გადაცემული წეს-ჩვეულებები, ყოფაქცევის ნორმები, შეხედულებები და სხვა.
ტრაეტა ტომაზო - იტალიელი კომპოზიტორი (1727-1779 წწ).
ტრაექტორია (ლათ.) - სივრცეში მოძრავი რაიმე წერტილის ან სხეულის გზა.
ტრაველერსჩეკი - იხილე ტრეველერსჩეკი.
ტრავერზი (ფრანგ.) - გემის ან თვითმფრინავის კურსის პერპენდიკულარული მიმართულება.
ტრავერსი (ფრანგ.)
1) ალპინისტების გადასვლა მარშრუტით, რომელიც გადის მთაგრეხილის თხემზე და მოიცავს რამდენიმე მწვერვალს.
2) განივი ძელი, რომელიც ეყრდნობა ვერტიკალურ კოლონებს; კადონი.
ტრავერტინი (იტალ.) - ნაღვენთი ფოროვანი კირქვა, ნახშირმჟავა კალციუმი; იყენებენ როგორც დეკორატიულ და სამშენებლო ქვას; კირიანი ტუფი.
ტრავესტი (ფრანგ.)
1) ამპლუა მსახიობი ქალისა, რომელიც ასრულებს ბიჭის და გოგოს როლს, აგრეთვე ისეთ როლს, რომელშიც საჭიროა მამაკაცად გადაცმა.
2) იუმორისტული პოეზიის სახეობა, პაროდიის მსგავსი.
ტრავმა (ფრანგ.) - სხეულის ქსოვილების ან ორგანოების დაზიანება რაიმე გარეგანი ზემოქმედების (დაჭრის, დაჟეჟვის, დაწვის) შედეგად.
ტრავმატიზმი - ტრაგიკული დაზიანება.
ტრავმატოლოგია - მედიცინის ნაწილი, რომელიც სწავლობს ტრავმულ დაზიანებას და მისი მკურნალობის მეთოდებს.
ტრავმული (ტრავმატული) - ტრავმასთან დაკავშირებული, ტრავმით გამოწვეული.
ტრაზიმენოს ტბა - იტალიის უდიდესი ტბა, მდებარეობს აპენინების ცენტრალურ ნაწილში (სიღრმე 8 მეტრამდე).
ტრაზ-უჟ-მონტიში და ალტუ-დორუ - ისტორიული პროვინცია პორტუგალიაში.
ტრაიანე მარკუს ულპიუს - რომის იმპერატორი (53 - 117 წწ).
ტრაიბალიზმი (ტრიბალიზმი) - გვაროვნულ-ტომობრივ წყობილებასთან დაკავშირებული არქაული ინსტიტუტები და ორგანიზაციები, სოციალური განვითარების არქაულობა, ეთნიკური პროცესების დაბალი დონე, ტომთაშორისი წინააღმდეგობანი და სხვა.
ტრაიკოვი გეორგი - ბულგარელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1898-1975 წწ).
ტრაილერი - იხილე ტრეილერი.
ტრაიჩკე ჰაინრიხ - გერმანელი ისტორიკოსი და პუბლიცისტი (1834-1896 წწ).
ტრაკაი - ქალაქი ლიტვაში.
ტრაკლი გეორგ - ავსტრიელი პოეტი (1887-1914 წწ).
ტრალერი (ინგლ.)
1) ტრალებით აღჭურვილი თევზსაჭერი გემი.
2) სამხედრო გემი, რომელიც აღჭურვილია ტრალებით (მნიშვნელობა 3) და განკუთვნილია წყალქვეშა ნაღმების მოსასპობად.
ტრალი (ინგლ.)
1) ტომრისებური დიდი ბადე გემიდან ზღვაში თევზის საჭერად.
2) მოწყობილობა ზღვის ფსკერის გამოსაკვლევად, იქიდან მცენარეებისა და ცხოველების ამოსაზიდად.
3) მოწყობილობა წყალქვეშა ნაღმების აღმოსაჩენად და მოსასპობად.
ტრამალი - ბალახით დაფარული ვრცელი ვაკე ადგილი; ველი, მინდორი.
ტრამბლე აბრაამ - შვეიცარიელი ნატურალისტი (1710-1784 წწ).
ტრამბლერი (ფრანგ.) - კარბიურატორულ შიგაწვის ძრავათა ანთების სისტემის ხელსაწყო. განკუთვნილია მაღალი ძაბვის ელექტრული დენის მისაწოდებლად სანთლებისათვის.
ტრამბული ჯონ - ამერიკელი ფერმწერი (1756-1843 წწ).
ტრამვაი (ფრანგ.)
1) ქალაქის ელექტრული რკინიგზა.
2) ამ რკინიგზის მატარებელი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე ვაგონისგან.
ტრამონტანა (ესპან.) - ჩრდილოეთის ცივი ქარი ხმელთაშუა ზღვაში.
ტრამპი (ინგლ.) - სატვირთო გემი, რომელსაც ტვირთი გადააქვს რაგინდარა მიმართულებით (არ გააჩნია გარკვეული რეისი, მიმართულება).
ტრამპლინი (ფრანგ.)
1) ხტომისათვის გამოყენებული სპეციალური ასასხლეტი მოწყობილობა ხტომის სიგრძისა სიმაღლის გასადიდებლად.
2) (გადატანით) საყრდენი, ამოსავალი პუნქტი რაიმე მოქმედებისათვის.
ტრანზაქცია (ლათ.)
1) რაღაც საქმის წარმოება, გარიგება, რაღაც ოპერაციის ჩატარება (მაგალითად, ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადატანა).
2) მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი.
ტრანზისტორი (ინგლ.)
1) ნახევარგამტარიანი ხელსაწყო, რომელიც აძლ-იერებს ელექტრულ სიგნალებს; იყენებენ რადიოტექნიკაში, ელექტრონიკაში.
2) ნახევარგამტარებით მომუშავე პატარა რადიომიმღები.
ტრანზიტი (ლათ.)
1) ტვირთის გადაზიდვა ან მგზავრთა გადაყვანა ერთი პუნქტიდან მეორეში გზაზე მდებარე პუნქტების გავლით, ანდა ერთი ქვეყნიდან მეორეში მესამე სახელმწიფოს გავლით.
2) ტვირთის გადატანა შუალედურ პუნქტებში გადატვირთვის გარეშე.
ტრანკვილიზატორები (ლათ.) - დამამშვიდებელი სამკურნალო პრეპარატები.
ტრანმელი მარტინ - ნორვეგიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1879-1967 წწ).
ტრანს (ლათ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - აღნიშნავს:
1) მოძრაობას რისამე გავლით, ფარგლებს გარეთ არსებობას.
2) რისამე საშუალებით გადაცემას ან აღნიშვნას.
ტრანსალპური (ლათ.) - ალპების „იქითა მხარეს”, გადაღმა მოთავსებული, არსებული.
ტრანსატლანტური
1) ატლანტის ოკეანის გაღმა არსებული.
2) ატლანტის ოკეანის ერთი ნაპირიდან მის მოპირდაპირე ნაპირამდე სივრცის გადამკვეთი.
ტრანსაქცია (ლათ.) - პოლიტიკური ან იურიდიული შეთანხმება, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ურთიერთდათმობას.
ტრანსაგრესია (ლათ.) - ხმელეთზე ზღვის გადმოსვლის პროცესი; გამოწვეულია ხმელეთის დაწევით.
ტრანსეპტი (ინგლ.) - განივი ნავი (ცენტრალური ნაწილი) ბაზილიკისებური ან ჯვარისებრი გეგმის მქონე ტაძრებში, ეკლესიებში.
ტრანსვაალი - პროვინცია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში; ადმინისტრაციული ცენტრი - პრეტორია.
ტრანსი (ფრანგ.) - ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც ადამიანს ცნობიერება დაბნელებული აქვს და იგი ავტომატურად ასრულებს რთულ მოქმედებას.
ტრანსილვანია - ისტორიული ოლქი ჩრდილოეთ რუმინეთში.
ტრანსილვანიის ალპები - იხილე სამხრეთი კარპატები.
ტრანსკეის ტერიტორია - მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კაპის პროვინციაში.
ტრანსკონტინენტური - მთელი კონტინენტის გადამკვეთი.
ტრანსკრიფცია (ლათ.)
1) ლინგვისტიკაში - რომელიმე ენის ბგერათა ზუსტი გადმოცემა პირობითი ასოებით და არა ამ ენის წერის სისტემის საშუალებით.
2) მუსიკაში - ერთი საკრავის ან ხმისათვის დაწერილი მუსიკალური ნაწარმოების გადაღება სხვა საკრავის ან ხმისათვის.
ტრანსლაცია (ტრანსლირება) - ლაპარაკის, მუსიკის, გამოსახულების და მისთანების შორ მანძილზე გადაცემა რადიოს, ტელევიზიის ან სადენი კავშირგაბმულობის საშუალებით.
ტრანსლიტერაცია (ლათ.) - ერთი დამწერლობის ასოების გადმოცემა სხვა დამწერლობის ასოებით.
ტრანსმისია (ლათ.) - მოწყობილობა ძრავიდან მანქანების, ჩარხების, მექანიზმებისათვის მოძრაობის გადასაცემად.
ტრანსნაციონალური კომპანია (ლათ.) - ფირმა, რომელიც თავისი ოპერაციების ძირითად ნაწილს განახორციელებს თავისი ქვეყნის გარეთ.
ტრანსპარანტი (ფრანგ.)
1) ქაღალდის ფურცელი, რომელზედაც მუქი ხაზებია გავლებული; უხაზო საწერ ქაღალდს უდებენ ქვეშ (წერისას) სტრიქონთა სისწორის დასაცავად.
2) ჩარჩოზე გაჭიმული ქსოვილი ან ქაღალდი, რომელზედაც რაიმე გამოსახულება ან ლოზუნგია.
ტრანსპირაცია (ლათ.) - წყლის აორთქლება მცენარეების მიერ.
ტრანსპლანტატი - მედიცინაში - ორგანო ან ქსოვილის ნაწილი, რომელსაც გადანერგავენ.
ტრანსპლანტაცია (ლათ.) - მედიცინაში - ქსოვილის ან ორგანოს გადანერგვა მკურნალობის მიზნით.
ტრანსპლანტოლოგია (ლათ.) - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს სხვადასხვა ორგანოს (თირკმლების, გულის, ღვიძლის.....) ტრანსპლანტაციას.
ტრანსპოზიცია (ლათ.) - მუსიკალური ნაწარმოების ერთი ტონალობიდან სხვა ტონალობაში გადაყვანა ყოველგვარი ცვლილების გარეშე.
ტრანსპორტი (ლათ.)
1) მეურნეობის დარგი, რომელიც დაკავშირებულია ადამიანების გადაყვანასა და ტვირთის გადატანასთან.
2) გადასაზიდ საშუალებათა რაიმე სახეობა.
3) სპეციალური დანიშნულების გადასაზიდ საშუალებთა ჯგუფი; აღალი.
4) სამხედრო ფლოტის გემი ტვირთის გადასაზიდად და ჯარების გადასაყვანად.
5) ბუღალტერიაში - ჯამის გადატანა მეორე გვერდზე.
ტრანსპორტაბელური (ლათ.) - ტრანსპორტირებისათვის მოხერხებული.
ტრანსპორტიორი (ფრანგ.) - ტრანსპორტირებისათვის მოხერხებული.
ტრანსპორტირება (ლათ.) - ერთი ადგილიდან მეორეზე გადაზიდვა (გადაყვანა) ტრანსპორტით.
ტრანსპორტირი (ფრანგ.) - ნახაზებზე კუთხეების ასაგები და გასაზომი ხელსაწყო, რომელიც შედგება სახაზავისა და გრადუსებად დაყოფილი ნახევარწრისაგან.
ტრანსუდატი (ლათ.) - სისხლის თხევადი ნაწილი (შეშუპებითი სითხე), რომელიც გროვდება სხეულის ქსოვილებსა და ღრუებში.
ტრანსუდაცია (ლათ.) - სისხლის თხევადი ნაწილის (შეშუპებითი სითხის) სისხლძარღვების კედლებიდან სხეულის ქსოვილებსა და ღრუებში გაჟონვის პროცესი.
ტრანსურანები (ლათ.) - რადიოაქტიური ქიმიური ელემენტები, რომლებიც მიეკუთვნება აქტინიდებს; ბუნებაში არ არსებობს (გარდა პლუტონიუმისა, რომელიც წარმოიქმნება უმნიშვნელო რაოდენობით ურანის მადანში) და იღებენ ხელოვნურად ბირთვული რეაქციების საშუალებით.
ტრანსფერკარი (ლათ.) - თვითგანტვირთვადი ელექტროძრავიანი ნახევარვაგონი; იყენებენ უპირატესად მეტალურგიულ ქარხნებში.
ტრანსფერტი (ტრანსფერი)
1) უცხოური ვალუტის ან ოქროს გადაგზავნა ერთი ქვეყნიდან მეორეში.
2) სახელობით ფასიან ქაღალდებზე უფლების გადაცემა ერთი პირის მიერ მეორისთვის.
3) სახელმწიფოთა შორის მოსახლეობის გაცვლა საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, მოქალაქეობის ავტომატური შეცვლა.
4) სპორტსმენის გადასვლა ერთი გუნდიდან მეორეში ყიდვა-გაყიდვის საფუძველზე.
ტრანსფერტული - გადასაგზავნი.
ტრანსფორმატორი (ლათ.)
1) აპარატი, რომელიც ცვალებადი დენის ძაბვას ზრდის ან ამცირებს.
2) ესტრადის მსახიობი, რომელიც რიგრიგობით თამაშობს რამდენიმე მოქმედი პირის როლს და სწრაფად იცვლის გარეგნობას (კოსტიუმს, გრიმს).
3) ილუზიონისტი, რომელიც საგნების გარდაქმნის ოპტიკურ ილუზიებს ქმნის.
ტრანსფორმაცია (ტრანსფორმირება) - გარდაქმნა, სახეცვლილება.
ტრანსფორმიზმი (ლათ.) - ბიოლოგიაში - წარმოდგენათა სისტემა ცხოველური და მცენარეული ორგანიზმების ფორმათა ცვლილებისა და გარდაქმნის შესახებ; წინ უსწრებდა ევოლუციურ მოძღვრებას.
ტრანსფუზია (ლათ.) - მედიცინაში - (სისხლის) გადასხმა.
ტრანსფუზიოლოგია (ლათ.) - სისხლის გადასხმის სამსახური.
ტრანსცენდენტალური (ლათ.)
1) იდეალისტურ ფილოსოფიაში - ცდის გარეშე არსებული, განყენებულ-ლოგიკური.
2) კანტის იდეალისტურ ფილოსოფიაში - რაც დაფუძნებულია შემეცნების აპრიორული, ცდისაგან დამოუკიდებელი ფორმების აღიარებაზე.
ტრანსცენდენტური (ლათ.)
1) იდეალისტურ ფილოსოფიაში - შესაძლო ცდის ფარგლებს გარეთ არსებული, შემეცნებისათვის მიუღწეველი.
2) მათემატიკაში - რასაც ალგებრულად ვერ გამოიანგარიშებენ, რაც ალგებრულად არ გამოისახება.
ტრანშეა (ფრანგ.)
1) ვიწრო ღრმა თხრილი, რომელიც მთლიან ხაზად აერთებს თავდაცვითი პოზიციების ყველა საცეცხლე წერტილს.
2) გრძლად გაჭრილი თხრილი.
3) ღია სამთო გამონამუშევარი.
ტრანსჰიმალაი - იხილე განდისიშანი.
ტრანშეა (ფრანგ.) - გრძლად გაჭრილი თხრილი.
ტრანში (ინგლ.)
1) მთლიანის ნაწილი.
2) გარკვეული სამუშაოს შესრულება.
ტრაორე მუსა - მალის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1979-1991 წლებში (დაიბადა 1936 წელს).
ტრაპანი - ქალაქი-პორტი იტალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ტრაპეზი (ბერძნ.)
1) ეკლესიაში - საკურთხევლის ტახტი; თვით საკურთხეველი.
2) მაგიდა, სუფრა.
3) სადილი, ნადიმი, წვეულება.
ტრაპეზიტი - ძველ საბერძნეთში - პიროვნება, ზარაფი, რომელიც ცვლიდა, ინახავდა, სესხად იძლეოდა ფულს.
ტრაპერი (ინგლ.) - ჩრდილოეთ ამერიკაში - ბეწვიან ნადირზე მონადირე, რომელიც უპირატესად ხაფანგით ნადირობს.
ტრაპეცია (ბერძნ.)
1) ოთხკუთხედი, რომლის მხოლოდ ოთხი გვერდია პარალელური.
2) ცირკში - ტანვარჯიშული იარაღი - წყვილი ბაგირით, თოკით ჩამოკიდებული ჰორიზონტალური ღერძი.
ტრაპი
1) (ინგლ.) იატაკში გაკეთებული ნახვრეტი, საიდანაც წყალი გადის კანალიზაციაში.
2) (შვედ.) ჯგუფი ძირითადი მაგმური ქანებისა, რომლებიც განლაგებულია საფეხურებად.
3) (ჰოლანდ.) კიბე (გემისა, თვითმფრინავისა; თეატრში - სცენის ქვეშ ჩასასვლელი).
ტრაპიზონი - იხილე ტრაბზონი.
ტრაპიზონის იმპერია (ტრაპეზუნტის იმპერია) - სახელმწიფო 1204-1461 წლებში მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე. ძირითადი მოსახლეობა: ქართველები (ლაზები, ჭანები) და ბერძნები.
ტრასა (გერმ.)
1) ხაზი, რომელიც აღნიშნავს რისამე (მაგალითად, გზის, არხის, მილსადენის და მისთანების) მიმართულებას; გეზნიშანი.
2) კვალი, რომელსაც ჰაერში ტოვებს სატრასირებერი ტყვია ან ჭურვი.
3) ავიაციაში - ზოლი, რომლის თავზედაც გადის საავიაციო ხაზი - თვითმფრინავების რეგულარული ფრენის მარშრუტი.
ტრასი (გერმ.) - მკვრივი ქანი ვულკანური ტუფების ჯგუფისა; იყენებენ ცემენტის წარმოებაში.
ტრასირება - ტრასის გაყვანა; გეზნიშვნა.
ტრასკეუ - მთები რუმინეთში.
ტრასოლოგია (ფრანგ.) - კრიმინალისტიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს დამნაშავის მიერ დანაშაულის ადგილზე დატოვებულ კვალს.
ტრატა - გადასაპირებელი თამასუქი.
ტრატორია (იტალ.) - იტალიაში - რესტორანი.
ტრაუბერგი ლეონიდ - რუსი კინორეჟისორი (1902-1990 წწ).
ტრაუგეტი რომუალდ - პოლონეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1826-1864 წწ).
ტრაულერი - იგივეა, რაც ტრალერი.
ტრაფალგარის ბრძოლა - ბრძოლა ტრაფალგარის კონცხთან 1805 წლის აგვისტოში, სადაც ინგლისის საზღვაო ჯარებმა ადმირალ ჰორაციო ნელსონის მეთაურობით დაამარცხეს საფრანგეთ-ესპანეთის გაერთიანებული ესკადრა.
ტრაფარეტი (იტალ.)
1) თხელი ფირფიტა, რომელშიც ამოჭრილია რაიმე სახე ან ასოები; იყენებენ, მაგალითად, კედლის მოსახატად, წარწერების გასაკეთებლად.
2) (გადატანით) ერთხელ და სამუდამოდ მიღებული, გაცვეთილი ფორმა, მზა ნიმუში, შაბლონი.
ტრაფარეტული - გაცვეთილი, შაბლონური.
ტრაქეა (ბერძნ.) - სასუნთქი მილი; სასულე.
ტრაქეიტი (ბერძნ.) - ტრაქეის (სასულის) ლორწოვანი გარსის ანთება.
ტრაქეოტომია (ბერძნ.) - სასუნთქი მილის, სასულის გაკვეთა და მასში სპეციალური მილის შეყვანა სუნთქვის აღსადგენად; მიმართავენ ზედა სასუნთქი გზების შევიწროების ან დახშვის დროს.
ტრაქიკარპუსი (ლათ.) - მცენარე პალმების ოჯახისა; ჩვენში ხარობს შავი ზღვის სანაპიროზე.
ტრაქომა (ბერძნ.) - თვალის შემაერთებელი გარსის ქრონიკული გადამდები დაავადება.
ტრაქტატი (ლათ.)
1) მეცნიერული შრომა, რომელშიც განხილულია რაიმე ცალკეული საკითხი, პრობლემა.
2) საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება.
ტრაქტი (გერმ.) - დიდი ფარათო გზა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი - საჭმლის მომნელებელი ორგანოების ერთობლიობა.
ტრაქტირი (გერმ.) - სამიკიტნო, სასადილო.
ტრაქტორი (ინგლ.) - თვითმავალი მანქანა სასოფლო-სამეურნეო და სხვა მანქანა-იარაღების გასაწევად.
ტრაღედია - იხილე ტრაგედია.
ტრები მელხიორ - ჰოლანდიელი ბოტანიკოსი (1851-1910 წწ).
ტრებლინკა - ფაშისტური სიკვდილის ბანაკები ჰიტლერელების მიერ ოკუპირებულ პოლონეთის ტერიტორიაზე.
ტრედიაკოვსკი ვასილი - რუსი მწერალი (1703-1768 წწ).
ტრედუელი ფრედერიკ პირსონ - შვეიცარიელი ქიმიკოსი (1857-1918 წწ).
ტრედუნიონი (ინგლ.) - პროფესიული კავშირის სახელწოდება ინგლისში (და მთელ რიგ ინგლისურენოვან ქვეყნებში).
ტრეველერსჩეკი (ინგლ.) - ფულის აკრედიტივი, რომლითაც სარგებლობენ საზღვარგარეთ ყოფნის დროს.
ტრეველიანი ჯორჯ მაკოლი - ინგლისელი ისტორიკოსი (1876-1962 წწ).
ტრევიზიო - ქალაქი იტალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ტრევითიკი რიჩარდ - ინგლისელი გამომგონებელი (1771-1833 წწ).
ტრევირანუსი გოტფრიდ რაინჰოლდ - გერმანელი ბუნებისმეტყველი (1776-1837 წწ).
ტრევირანუსი ლუდოლფ კრისტიან - გერმანელი ბოტანიკოსი და ექიმი (1779-1864 წწ).
ტრეილერი (ინგლ.)
1) ავტომისაბმელი, რომელიც განკუთვნილია მძიმეწონიანი ტვირთისთვის (100 ტონამდეც კი).
2) დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში - საცხოვრებლად მოწყობილი ავტომისაბმელი; იყენებენ მოგზაურობისას.
ტრეილი - ქალაქი კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში.
ტრეინინგი - იხილე ტრენინგი.
ტრეინტა-ი-ტრესი - ქალაქი ურუგვაიში.
ტრეისი სპენსერ - ამერიკელი კინომსახიობი (1900-1967 წწ).
ტრეიჯერი ჯორჯ ლენარდ - ამერიკელი ენათმეცნიერი (1906-1990 წწ).
ტრეკი (გერმ.) - სპორტული ნაგებობა ველო და მოტო სპორტში შეჯიბრებისათვის.
ტრელაჟი (ფრანგ.)
1) წვრილი გისოსი, ცხაური ხვიარა მცენარეებისათვის.
2) სამკერდე სარკე.
ტრელებორგი - ქალაქი-პორტი შვედეთის მალმეჰუსის ლენში.
ტრელი (რუს.) - მოცემული ნოტის ჩქარი და მრავალგზისი შენაცვლება მის მეზობელ საფეხურზე მდგომ ნოტთან; რაკრაკი.
ტრელჩი ერნსტ - გერმანელი პროტესტანტი, თეოლოგი, ფილოსოფოსი, სოციოლოგი და რელიგიის ისტორიკოსი (1865-1923 წწ).
ტრემა (ფრანგ.) - ზოგი ევროპული ენის დამწერლობაში - ორწერტილი ხმოვნის აღმნიშვნელ ასოზე; ნიშნავს, რომ ის არ არის დიფთონგის ნაწილი და წარმოითქმება წინა ხმოვნისაგან გამოყოფით.
ტრემატოდები (ბერძნ.) - ბრტყელი ჭიები, რომლებიც პარაზიტობენ ცხოველების და ადამიანის ორგანიზმში.
ტრემბიტა (უკრ.) - კარპატელი მწყემსების (გუცულების) ჩასაბერი საკრავი.
ტრემბეცკი სტანისლავ - პოლონელი პოეტი (დაახლოებით 1739-1812 წწ).
ტრემოლითი - ქანწარმომქმნელი მინერალი ამფიბოლების ჯფუფისა.
ტრემოლო (იტალ.) - მუსიკაში - ორი არამეზობელი ბგერის სწრაფი მონაცვლეობა ან ერთი და იმავე ბგერის ძალიან სწრაფად გამეორება.
ტრენაჟი (ინგლ.) - წვრთნა, ვარჯიშობა.
ტრენაჟორი - მოწყობილობა ტრენაჟისათვის.
ტრენგანუ - შტატი მალაიზიაში.
ტრენდელენბურგი ფრიდრიხ ადოლფ - გერმანელი ფილოსოფოსი და ლოგიკოსი (1802-1872 წწ).
ტრენერი (ინგლ.) - მწვრთნელი (სპორტის რაიმე სახეობაში).
ტრენზელი (გერმ.) - ცხენის ლაგამი ერთგვარი.
ტრენინგი (ტრეინინგი) (ინგლ.) - წვრთნა, წვრთნის რეჟიმი; ვარჯიში; კვალიფიკაციის ამაღლება; სწავლება.
ტრენიოვი კონსტანტინე - რუსი მწერალი, დრამატურგი (1876-1945 წწ).
ტრენტა ჯულიო ბონავენტურა - კაპუცინთა ორდენის იტალიელი ბერი, კათოლიკე მისიონერი აღმოსავლეთ საქართველოში (XVIII საუკუნე).
ტრენტი - მდინარე დიდ ბრიტანეთში, ერთვის ჩრდილოეთის ზღვის ჰამბერის ყურეს.
ტრენტინო-ალტო-ადიჯე - ავტონომიური რეგიონი იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში.
ტრენტო - ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (100 ათასი).
ტრენტონი - ქალაქი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ნიუ-ჯერსის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (90 ათასი).
ტრენჩინი - ქალაქი სლოვაკიაში.
ტრეპანაცია - მედიცინაში - ძვლოვანი ღრუს გახსნის ოპერაცია.
ტრეპანგი (ინგლ.) - უხერხემლო ცხოველი; გავრცელებულია იაპონიაში; იყენებენ საჭმელად.
ტრეპანი (ფრანგ.) - ქირურგიული ხელსაწყო ტრეპანაციის გასაკეთებლად (ძვლის გასახვრეტად).
ტრეპელი - წვრილფორიანი ფხვიერი ან სუსტად შეცემენტებული დანალექი ქანი.
ტრეპკოვსკი ტადეუშ - პოლონელი გრაფიკოსი (1914-1954 წწ).
ტრეს-აროიოსი - ქალაქი არგენტინის ბუენოს-აირესის პროვინციაში.
ტრესტი (ინგლ.) - ერთიან მმართველობას დამორჩილებული რამდენიმე დარგის საწარმოს გამაერთიანებელი უწყება.
ტრეტიაკი ვლადისლავ - რუსი სპორტსმენი (შაიბიანი ჰოკეი, მეკარე), ოლიმპიური თამაშების სამგზის (1972, 1976, 1984) და მსოფლიოს 10-გზის ჩემპიონი (დაიბადა 1952 წელს).
ტრეტიაკოვი სერგეი - რუსი მწერალი (1892-1939 წწ).
ტრეტიაკოვის გალერეა - უდიდესი სამხატვრო გალერეა მოსკოვში; საფუძველი ჩაუყარა პ.ტრეტიაკოვმა 1856 წელს.
ტრეჩენტო (იტალ.) - იტალიის კულტურის (ხელოვნების, ლიტერატურის, მეცნიერების) ისტორიაში - XIV საუკუნის სახელწოდება.
ტრეჯენი (ინგლ.) - თავისუფალი სტილით ცურვის სახეობა, კროლის მსგავსი.
ტრი (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს სამი რისამე შემცველს, სამი რამისგან შემდგარს.
ტრი ჰერბერტ ბირბომ - ინგლისელი მსახიობი, ანტრეპრენიორი, რეჟისორი (1853-1917 წწ).
ტრიადა (ბერძნ.)
1) ჰეგელის იდეალისტურ ფილოსოფიაში - იდეის სამსაფეხურიანი განვითარება, რომელიც განსაზღვრავს მოვლენათა განვითარების სამ საფეხურს.
2) (გადატანით) სამება, სამეული.
ტრიალა - რაც ტრიალებს.
ტრიალი
1) მოძრაობა რისამე ირგვლივ, წრიულად ან საკუთარი ღერძის გარშემო; ბრუნვა.
2) (გადატანით) მუშაობა, გარჯა, საქმიანობა.
3) მიმოქცევა (ფულისა).
ტრიალი მინდორი - ფართო, დიდი მინდორი (ველი).
ტრიალ-ტრიალით - ზედიზედ გამეორებული, ხშირი ტრიალით.
ტრიამელი - იხილე ტრიალი2.
ტრიანგულატორი
1) ტრიანგულაციის სპეციალისტი.
2) სხვადასხვა ხელსაწყოს სახელწოდება, რომლებსაც იყენებენ გეოდეზიურ სამუშაოებში.
ტრიანგულაცია (ლათ.)
1) მათემატიკაში - ზედაპირის დაყოფა სამკუთხედებად.
2) გეოდეზიაში - საყრდენი წერტილების მდგომარეობის განსაზღვრა დედამიწის ზედაპირზე (ადგილის ტოპოგრაფიული გადაღებისთვის).
ტრიასი - იხილე ტრიასის სისტემა.
ტრიასის სისტემა (პერიოდი) - მეზოზოური ერის პირველი პერიოდი; ახასიათებდა შიშველთესლოვანთა მდიდარი ფლორის წარმოქმნა, ქვეწარმავალთა მიწისზედა ფორმების განვითარება.
ტრიბალიზმი - იხილე ტრაიბალიზმი.
ტრიბოელექტრობა (ბერძნ.) - ელექტრული მუხტები, რომლებიც წარმოიქმნება ხახუნის შედეგად.
ტრიბოლოგია (ბერძნ.) - ტექნიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ხახუნსა და ცვეთასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ტრიბოლუმინესცენცია (ბერძნ.) - ნათება, რომელიც წარმოიქმნება ხახუნის, რისამე გატეხის, გაჭყლეტის და მისთანების შედეგად.
ტრიბომეტრია (ბერძნ.) - ხახუნის ძალის კოეფიციენტის განსაზღვრა მეთოდთა ერთობლიობით.
ტრიბონიანე - ბიზანტიელი იურისტი (გარდაიცვალა დაახლოებით 545 წელს).
ტრიბრაქი (ბერძნ.) - ანტიკურ ლექსთწყობაში - ლექსის ტერფი, რომელიც შედგება სამი მოკლე მარცვლისაგან.
ტრიბუნა (იტალ.)
1) ამაღლებული ადგილი ორატორისათვის.
2) (გადატანით) ადგილი, სფერო, საშუალება, რომელსაც იყენებენ პოლიტიკური, პუბლიცისტური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.
3) სტადიონებზე, მოედნებზე ნაგებობა, რომელსაც აქვს საფეხურებივით ამაღლებული რიგები მაყურებელთათვის.
ტრიბუნალი (ლათ.) - საგანგებო სასამართლო (მაგალითად, სამხედრო ტრიბუნალი).
ტრიბუნი (ლათ.)
1) ძველ რომში - სხვადასხვა თანამდებობის პირის სახელწოდება.
2) იტყვიან გამოჩენილ მოღვაწეზე, რომელიც კარგ ორატორად და პუბლიცისტად ითვლება.
ტრიბუსი (ლათ.) - ძველ რომში:
1) ტომი. შეესაბამება ძველი საბერძნეთის ფილეს.
2) ტერიტორიული და საარჩევნოი ოლქი.
ტრიგლავი - მთის მასივი და მწვერვალი იულიუსის ალპებში (იუგოსლავია).
ტრიგლიფი (ბერძნ.) - არქიტექტურაში - სწორკუთხა, ვერტიკალურად ოდნავ გამოწეული ფილა, რომელსაც აქვს ორი მთელი და კიდეებში ნახევარ-ნახევარი ღარაკი.
ტრიგონომეტრია (ბერძნ.) - მათემატიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს სამკუთხედის გვერდებისა და კუთხეების შეფარდებას.
ტრიდონი ედმ მარი გიუსტავ - ფრანგი რევოლუციონერი (1841-1871 წწ).
ტრიედრი (ბერძნ.) - სისტემა სამი ცალკეული ურთიერთპერპენდიკულარული ვექტორისა, რომლებიც ერთი წერტილიდან გამოდის.
ტრიენალე (ფრანგ.) - საერთაშორისო გამოფენა ან ფესტივალი, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ იმართება.
ტრიერი
1) (ფრანგ.) - სასოფლო-სამეურნეო მანქანა მარცვლეულის დასახარისხებლად.
2) (ბერძნ.) - ძველ საბერძნეთში - ხომალდი, რომელსაც სამ იარუსად ჰქონდა ნიჩბები (შეესაბამება რომაელთა ტრირემას).
ტრიესტი - ქალაქი იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ფრიული-ვენეცია-ჯულიას ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (230 ათასი).
ტრივანდრამი - ქალაქი ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, კერალას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (525 ათასი).
ტრივიალური (ფრანგ.)
1) სიახლეს, ორიგინალობას მოკლებული. გაცვეთილი.
2) უხამსი, ვულგარული.
ტრივიუმი (ლათ.) - შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპაში - სასწავლო საგნების ერთ-ერთი ციკლი, რომელშიც შედიოდა გრამატიკა, რიტორიკა და დიალექტიკა.
ტრიზმი (ბერძნ.) - ყბების კრუნჩხვითი შეკუმშვა, სპაზმი.
ტრიკალი - ქალაქი საბერძნეთში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ტრიკარი ჟან - ფრანგი გეოლოგი და გეომორფოლოგი (დაიბადა 1920 წელს).
ტრიკვეტრუმი (ლათ.) - ძველი დროის ასტრონომიული კუთხსაზომი ხელსაწყო; იყენებდნენ XVI საუკუნემდე.
ტრიკი
1) იგივეა, რაც თიაქარი.
2) უკანონო შვილი.
ტრიკლინიუმი (ლათ.) - ძველ რომში -
1) პურის საჭმელი ოთახი, სასადილო.
2) ტახტები, რომლებიც ნალისებურად იდგმებოდა სასადილო მაგიდის გარშემო.
ტრიკო (ფრანგ.)
1) მატყლის ან ბამბის მკვრივი ქსოვილი ზედა ტანსაცმლისათვის.
2) ზედა ტანზე შემოჭერილი თეატრალური ან სპორტული ტანსაცმელი ტრიკოტაჟისა.
3) ქალის ქვედა საცვალი ტრიკოტაჟისა.
ტრიკონი - ალპინისტის ფეხსაცმელი, ასეთი ფეხსაცმლის ძირზე დამაგრებული ფოლადის წრიაპები.
ტრიკონქი - სამფასიდიანი ეკლესია ან სხვა შენობა, რომელსაც საფუძვლად უდევს ჯვარისებრი მოხაზულობის გეგმა.
ტრიკოტაჟი (ფრანგ.)
მანქანით წინდურად (უქუსლოდ) ნაქსოვი ნაწარმი (ბამბისა, აბრეშუმისა, მატყლისა და სხვ.)
ასეთი ნაქსოვისაგან შეკერილი ტანისამოსი ან თეთრეული.
ტრიკოტინი - ხელოვნური ბოჭკო ერთგვარი; ამ ბოჭკოს ქსოვილი, რომლისგანაც კერავენ პალტოებს, კოსტიუმებს და სხვა.
ტრილიონი (ფრანგ.) - ათასი მილიარდი.
ტრილობიტები (ბერძნ.) - ზღვის ამომწყდარი (ლაყუჩებით მსუნთქავი) ფეხსახსრიანები.
ტრილოგია (ბერძნ.) - სამი ლიტერატურული ან მუსიკალური ნაწარმოები, რომლებსაც ერთი დედააზრი აერთიანებს.
ტრიმაბი - ჩინაბის ქვემო დინების სახელწოდება.
ტრიმარანი (ბერძნ.) - სატვირთო გემი, რომელიც შედგება სამი კორპუსისაგან და ერთმანეთთან დაკავშირებულია საერთო გემბანით.
ტრიმესტრი (ლათ.) - სასწავლო წლის ნაწილი, სამთვიანი პერიოდი.
ტრიმურტი (სანსკრ.) - ინდუიზმის სამება: ბრაჰმა, შივა, ვიშნუ.
ტრინაკრია - კუნძულ სიცილიის ძველი სახელწოდება.
ტრინიდადი
1) კუნძული ატლანტის ოკეანეში, სამხრეთ ამერიკის სანაპიროებთან, ეკუთვნის ტრინიდადსა და ტობაგოს.
2) ქალაქი კუბის სანქტ-სპირიტუსის პროვინციაში.
ტრინიდადი და ტობაგო (ტრინიდადისა და ტობაგოს რესპუბლიკა, ინგლ. Republic of Trinidad and Tobago).
- კუნძულოვანი სახელმწიფო ვესტ-ინდოეთში, კარიბის ზღვის სამხრეთ ნაწილში, სამხრეთ ამერიკის სანაპიროსთან.
- დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისფან) - 1962 წლის 31 აგვისტო.
- ეროვნული დევიზი - „Together we aspire, together we achieve` (ერთად ვისწრაფვით, ერთად მივაღწევთ).
- ჰიმნი - „Forged From The Love of Liberty“.
- მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (სენატი და წარმომადგენელთა პალატა).
- ფართობი - 5 128 კვ.კმ.
- დაყოფილია 9 საგრაფოდ.
- მოსახლეობა - 1,3 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 215 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - ინგლისური.
- დედაქალაქი - პორტ-ოვ-სპეინი.
- ვალუტა - ტრინიდადის და ტობაგოს დოლარი.
- დროის სარტყელი - UTC -4.
- სატელეფონო კოდი - +1-868.
- ინტერნეტ-დომენი - tt.
ტრინიტი - მდინარე აშშ-ში, ერთვის მექსიკის ყურეს.
ტრინიტროტოლუოლი - ძლიერი ფეთქებადი ნივთიერება; ტროტილი.
ტრინიტროფენოლი - იგივეა, რაც პიკრინმჟავა.
ტრინკომალი (ტირიკუნამალაია) - ქალაქი-პორტი შრი-ლანკაში, აღმოსავლეთ პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ტრიო (იტალ.)
1) სამი მომღერლის ან სამი დამკვრელისაგან შემდგარი ანსამბლი.
2) მუსიკალური ნაწარმოები სამი საკრავისა ან სამი მომღერლისათვის.
ტრიოდი (ბერძნ.) - სამი ელექტროდის მქონე ელექტრონმილაკი.
ტრიოლე ელზა - ფრანგი მწერალი ქალი (1896-1970 წწ).
ტრიოლეტი (ფრანგ.) - რვასტრიქონიანი ლექსი, რომლის მეოთხე და მეშვიდე სტრიქონი იმეორებს პირველს, ხოლო მერვე - მეორეს.
ტრიოლი (გერმ.) - ერთგვარი რიტმული მუსიკალური ფიგურა.
ტრიპანოსომა - უმარტივესების კლასი შოლტოსნების რიგისა.
ტრიპერი (გერმ.) - იგივეა, რაც გონორეა.
ტრიპლანი (ფრანგ.) - თვითმფრინავი, რომელსაც აქვს სამი მზიდი ზედაპირი (სამი ფრთა) ერთმანეთის თავზე.
ტრიპლეტი (ფრანგ.)
1) სამი ნაწილისაგან შემდგარი რაიმე სისტემა, მოწყობილობა.
2) რაიმე ნივთის მესამე ეგზემპლარი.
3) ბილიარდში - ისეთი დარტყმა, რომლის შედეგადაც ბურთი მოხვდება ერთ ბორტს, შემდეგ მეორეს და ამის შემდეგ - მიზანს.
ტრიპლექსი (ლათ.)
1) მინა, რომელიც შედგება გამჭვირვალე პლასტმასით დაწებებული ორი ფენისაგან; დაზიანებისას ნამსხვრევები არ სცვივა.
2) სახელწოდება სხვადასხვა მოწყობილობისა, რომელიც შედგება სამი დამოუკიდებელი ნაწილისაგან.
ტრიპოლი
1) (არაბულად - ტარაბულუს-ელ-ღარბი) ლიბიის დედაქალაქი. ხმელთაშუა ზღვის პორტი. დაარსებულია ძვ.წ.აღ. I საუკუნეში ფინიკიელების მიერ “ეა”-ს სახელწოდებით. I-XIX საუკუნეებში იყო რომის, ბიზანტიის, არაბეთის, ოსმალეთის იმპერიების შემადგენლობაში, 1943 წლიდან იტალიის კოლონიური სამფლობელო. 1951 წლიდან გამოცხადდა ლიბიის დედაქალაქად (600 ათასი).
2) ქალაქი-პორტი ლიბანში, ჩრდილოეთ ლიბანის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი (500 ათასი).
ტრიპოლიტანია - ისტორიული ოლქი ლიბიაში ძვ.წ.აღ. I ათასწლეულის I ნახევარში.
ტრიპოლსკი იაკობ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში (1919-1988 წწ).
ტრიპტიქი (ბერძნ.)
1) სამად მოსაკეცი ხატი (ქართული სინონიმი - სამკარედი).
2) ერთი ჩანაფიქრით გაერთიანებული სამი სურათი, ბარელიეფი და მისთანები.
ტრიპტოლემოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დემეტრეს მითებთან დაკავშირებული გმირი, ელევსინელი უფლისწული. ხორბლის დათესვისა და მოყვანის წესების მქადაგებელი მთელ დედამიწაზე. გამოისახებოდა ბიჭად ან წვერიან მამაკაცად, რომელსაც ხელში თავთავების კონა და ღვინის კათხა ეჭირა.
ტრიპურა - შტატი ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი - აგარტალა.
ტრირემი (ლათ.) - ძველ რომში - ხომალდი, რომელსაც სამ იარუსად ჰქონდა ნიჩბები (შეესაბამება ბერძენთა ტრიერს)
ტრირი - ქალაქი გერმანიის რაინლანდ-პფალცის მხარეში (100 ათასი).
ტრირი გერსონ - დანიის პოლიტიკური მოღვაწე (1851-1918 წწ).
ტრისელი (ინგლ.) - ირიბი ოთხკუთხა იალქანი ერთგვარი.
ტრისინო ჯანჯორჯო - იტალიელი მწერალი (1478-1550 წწ).
ტრისტან და იზოლდა - შუა საუკუნეების დასავლეთევროპული ლიტერატურული ძეგლი; განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს.
ტრისტან-და-კუნია - ვულკანური კუნძულების ჯგუფი ატლანტის ოკეანეში, დიდი ბრიტანეთის სამფლობელო.
ტრისტანია (ლათ.) - მარადმწვანე ხე ან ბუჩქი; ხარობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ავსტრალიაში.
ტრისტიქი (ბერძნ.) - სამსტრიქონიანი ლექსი.
ტრიტიკალე (ლათ.) - ხორბლისა და ჭვავის ჰიბრიდი; უხვმოსავლიანია; გამოიყვანეს მე-20 საუკუნის 50-იან წლებში.
ტრიტიუმი (ლათ.) - წყალბადის რადიოაქტიური იზოტოპი; იყენებენ საწვავად თერმობირთვულ ბომბებში.
ტრიტონი
1) წინაბერძნული, ზღვის უძველესი დემონი, პოსეიდონისა და ამფიტრიტეს ვაჟი, რომელიც ზღვის ფსკერზე ოქროს სასახლეში ცხოვრობდა. გამოისახებოდა მწვანე თმების მქონე ადამიანის თავით, მხეცისკბილებიანი პირით და დელფინის კუდით.
2) (ფრანგ.) - ხვლიკის მსგავსი წყალხმელეთა ცხოველი სალამანდრების ოჯახისა.
3) პლანეტა ნეპტუნის ერთ-ერთი თანამგზავრი; აღმოჩენილ იქნა 1846 წელს.
ტრიუკი (ფრანგ.)
1) მარჯვე, ეფექტური ილეთი, ხერხი.
2) (გადატანით) ოინი, ფანდი, ხრიკი.
ტრიუმვირატი (ლათ.) - ძველ რომში ძვ.წ.აღ. I საუკუნეში - სამი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის კავშირი, რომლის მიზანი იყო უმაღლესი ძალაუფლების ხელში ჩაგდება.
ტრიუმვირი (ლათ.) - ტრიუმვირატის მონაწილე.
ტრიუმი (რუს.<ჰოლანდ.) - სივრცე გემის ფსკერსა და ქვედა გემბანს შორის; განკუთვნილია ტვირთის მოსათავსებლად და სხვა საჭიროებისათვის.
ტრიუმო (ლათ.) - მაღალი სარკე, რომელიც კედელზე მაგრდება.
ტრიუმფატორი - ძველ რომში - გამარჯვებული სარდალი, რომელსაც ტრიუმფალურ შეხვედრას უმართავდნენ.
ტრიუმფალური - ტრიუმფის ხასიათისა; საზეიმო, სადღესასწაულო; რასაც დიდი წარმატება ხვდა წილად.
ტრიუმფი (ლათ.)
1) ძველ რომში - საზეიმო შეხვედრა, რომელსაც უწყობდნენ გამარჯვებით დაბრუნებულ სარდალსა და მის ჯარს.
2) დიდი წარმატება, ბრწყინვალე გამარჯვება.
ტრიუფელი (გერმ.)
1) თირკმელა-სოკო.
2) სახელწოდება შოკოლადის კანფეტისა.
ტრიუფო ფრანსუა - ფრანგი კინორეჟისორი (1932-1984 წწ).
ტრიფთონგი (ბერძნ.) - ერთ მარცვლად შერწყმული სამი ხმოვანი.
ტრიფოლიატა (იტალ.) - სამყურა ფორთოხალი - ფოთოლცვენია ხე ან ბუჩქი; ნაყოფი არ იჭმევა; იყენებენ ციტრუსების მყნობისათვის (საძირედ).
ტრიფორიუმი (ლათ.)
1) თაღოვანი ღიობი, რომელიც შედგება 3 და მეტი ნაწილისგან.
2) რომანული და გოტიკური ბაზილიკური ტაძრების ცენტრალური ნავის მეორე იარუსის თაღნარი.
ტრიფსინი - იხილე თრიფსინი.
ტრიქიაზი - წამწამების არასწორი ზრდა თვალის კაკლის მიმართულებით.
ტრიქინა (ტრიქინელა) - მრგვალი ჭია, რომლის მატლები პარაზიტობენ ღორისა და სხვა ცხოველების კუნთებში; ადამიანზე გადადის ხორციანი საჭმლის გზით.
ტრიქინელოზი (ტრიქინოზი) - ადამიანისა და ცხოველის დაავადება, რომელსაც იწვევენ ტრიქინები (ტრიქინელები).
ტრიქომონოზი (ტრიქომონიაზი) - ადამიანისა და ცხოველების შარდსასქესო ორგანოების დაავადება.
ტრიქონისი - ტბა საბერძნეთში.
ტრიქოტომია (ბერძნ.) - სამ ნაწილად გაყოფა.
ტრიქოფიტია (ბერძნ.) - კანის (აგრეთვე თმისა და ფრჩხილების) გადამდები სოკოვანი დაავადება (ქართული სინონიმი - მხოტრავი).
ტრიჩინოპოლი - იხილე ტირუჩირაპალი.
ტრიცეფსი (ლათ.) - სამთავა კუნთი (მხრისა, წვივისა).
ტრნავა - ქალაქი სლოვაკიაში (70 ათასი).
ტრნკა ბოჰუმილ - ჩეხი ენათმეცნიერი და ლიტერატურათმცოდნე (1895-1980 წწ).
ტრნკა ირჟი - ჩეხი რეჟისორ-მულტიპლიკატორი (1912-1969 წწ).
ტროა (ილიონი) - მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ძველი ქალაქი, ტროადის სამეფოს დედაქალაქი, რომელიც ცნობილია ჰომეროსის ეპოსიდან. ძვ.წ.აღ XIII ან XII საუკუნეში ბერძენ-ტროელთა ათწლიანი ომის ადგილი.
ტროაკარი (ფრანგ.)
1) ქირურგიული ხელსაწყო ჩირქისა და სხვა სითხეების გამოსაშვებად სხეულის ღრუდან; წარმოადგენს პატარა მილს, რომელსაც შიგნით აქვს სამწახნაგა ნემსი.
2) ქალის გრძელი ჟაკეტი (მუხლებამდე); ნახევარპალტო.
ტროგი (გერმ.) - მდინარის ვარცლისებრი ხეობა, რომელიც წარმოქმნილია მყინვარის გაქრობის შედეგად; მყინვარული ხეობა.
ტროგლობიონტები (ბერძნ.) - გამოქვაბულების, სოროების, ნაპრალების და მისთანათა მუდმივი ბინადარნი.
ტროგლოდიტი (ბერძნ.)
1) პირველყოფილი ადამიანი, რომელიც გამოქვაბულში ცხოვრობდა.
2) იტყვიან ველურ, უკულტურო ადამიანზე ანდა ბნელეთის მოციქულზე.
ტროგუსი პომპეუს - რომაელი ისტორიკოსი (ძვ.წ. აღ. I ს - ახ.წ.აღ. I ს).
ტროეპოლსკი გაბრიელ - რუსი მწერალი (1905-1995 წწ).
ტროი - ქალაქი აშშ-ს ნიუ-იორკის შტატში.
ტროილოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პრიამოსის ვაჟი, რომელიც, გადმოცემის მიხედვით, აქილევსმა მოიტაცა და დაახრჩო.
ტროის ომი - ადრე მითიურად მიჩნეული, შემდეგ კი ისტორიულად დადასტურებული ომი ბერძნებსა და ტროელებს შორის, რომელიც დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის XIII-XII საუკუნეებში მოხდა. ომის დაწყების მიზეზი გახდა ტროის მეფის ვაჟის პარისის მიერ სპარტის მეფის მენელაოსის ცოლის - უმშვენიერესი ელენეს - მოტაცება.
ტროის ცხენი - ტროის ომის მეათე წელს ბერძნების მიერ ოდისევსის წინადადებით აგებული უზარმაზარი ცხენი, რომელშიც ჩასხდნენ ბერძენი მეომრები. ტროელებმა ეს ცხენი ღმერთების საჩუქრად მიიჩნიეს და ქალაქში შეაგორეს, რის შემდეგაც ბერძენმა მეომრებმა შეძლეს ქალაქის ჭიშკრის გაღება. სხვაგვარად - დანაელთა ძღვენი - ანუ მტრისაგან მიძღვნილი მზაკვრული საჩუქარი.
ტროიცკი - ქალაქი რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში (85 ათასი).
ტროლეი (ინგლ.)
1) გორგოლაჭიანი დენმიმღები.
2) საკონტაქტო ქსელის სადენი.
ტროლეიბუსი (ინგლ.) - საქალაქო ტრანსპორტის სახეობა - მრავალადგილიანი ურელსო ელექტრული სამგზავრო მანქანა, რომელიც საკონტაქტო ქსელიდან იღებს დენს.
ტროლი (შვედ.) - სკანდინავიურ თქმულებებში - ზებუნებრივი არსება (უპირატესად გოლიათი, ზოგჯერ აგრეთვე ქონდრისკაცი ან კუდიანი), რომელიც ადამიანებისადმი ჩვეულებრივ მტრულად არის განწყობილი.
ტროლი ვილჰელმ - გერმანელი ბოტანიკოსი (1897-1978 წწ).
ტროლი კარლ - გერმანელი გეოგრაფი (1899-1975 წწ).
ტროლოპი ანტონი - ინგლისელი მწერალი (1815-1882 წწ).
ტროლჰეიმენი - მთის მასივი ნორვეგიაში.
ტროლჰეტანი - ქალაქი შვედეთის ელესბორგის ლენში.
ტრომბეტი ალფრედო - იტალიელი ენათმეცნიერი (1866-1929 წწ).
ტრომბი
1) (იტალ.) - ხმელეთის სმერჩი, იგივე ტორნადო აშშ-ში.
2) (ტრომბინი) - იხილე თრომბი.
ტრომბონი (იტალ.) - სასულე მუსიკალური საკრავი.
ტრომპი (ფრანგ.) - არქიტექტურაში - თაღოვანი კონსტრუქცია რომელსაც აქვს კონუსის ნაწილის, სფერული გუმბათის ნახევრის ან მეოთხედის ფორმა.
ტრომპი კორნელის - ნიდერლანდის ფლოტის მეთაური (1629-1691 წწ).
ტრომპი მარტენ ჰარპერტსზონ - ნიდერლანდის ფლოტის მეთაური (1598-1653 წწ).
ტრომსე - ქალაქი ნორვეგიის ჩრდილოეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების ფიულკეს ადმინისტრაციული ცენტრი (50 ათასი).
ტრონჰეიმი - ქალაქი-პორტი ნორვეგიის სერ-ტრენდელაგის ფიულკეში. ნორვეგიის დედაქალაქი X-XII საუკუნეებში (140 ათასი).
ტროოსტიტი - ფოლადისა და თუჯის ერთ-ერთი სტრუქტურული მდგენელი.
ტროპარი (ბერძნ.) - მართლმადიდებლურ ეკლესიაში: სალოცავი ლექსები და გალობა რაიმე დღესასწაულის ან წმინდანის პატივსაცემად.
ტროპაუ - ოპავის გერმანული სახელწოდება.
ტროპი (ბერძნ.) - გადატანითი მნიშვნელობით ნახმარი სიტყვა ან გამოთქმა.
ტროპიზმი (ბერძნ.) - მცენარის ცალკეული ნაწილების მოძრაობა, რაც გამოწვეულია რაიმე გამაღიზიანებლის ცალმხრივი მოქმედებით.
ტროპიკები (ბერძნ.)
1) ეკვატორის პარალელური, მისგან ჩრდილოეთითა და სამხრეთის 23 გრადუსითა და 27 მინუტით დაშორებული ორი წარმოსახვითი წრე დედამიწის ზედაპირზე.
2) დედამიწის სფეროს ყველაზე უფრო ცხელი სარტყელი.
ტროპიკოლოგია (ბერძნ.) - მედიცინის დარგი, რომელიც ტროპიკულ დაავადებებს შეისწავლის და მკურნალობს.
ტროპიკული - ტროპიკებში მოთავსებული; ტროპიკებში გავრცელებული.
ტროპოსფერო - დედამიწის ატმოსფეროს ქვედა ნაწილი.
ტროსი
1) (ჰოლანდ.) - კანაფის ან ფოლადის ბაგირი; გვარლი.
2) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფრიგიის მეფის - ერიხთონოსის ვაჟი, განიმედეს მამა, ტროის მითიური დამაარსებელი.
ტროტილი - იგივეა, რაც ტრინიტროტოლუოლი.
ტროტუარი (ფრანგ.) - ოდნავ შემაღლებული გზა ფეხით მოსიარულეთათვის ქუჩის, მოედნის კიდეებზე.
ტროფეი (ფრანგ.)
1) ომის დროს გამარჯვებულის მიერ ხელში ჩაგდებული საჭურველი და სხვა სამხედრო ქონება.
2) ორნამენტული სამკაული, რომელიც გამოხატავს საჭურველს, აბჯარ-აბგარს.
ტროფიკა (ბერძნ.) - ნერვული ტროფიკა - ფიზიოლოგიაში - ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე ნერვული სისტემის უშუალო ზეგავლენა, რაც არ იწვევს მათი მოქმედების ინტენსივობის ცვლას.
ტროფონიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად - ორქომენის მეფის - ერგინოსის ვაჟი, აგამედეს ძმა; ძმები ითვლებოდნენ მითიურ სახელმოხვეჭილ მშენებლებად, მათ მიეწერებათ აპოლონის (დელფოში) და პოსეიფონის ტაძრების აგება.
ტროშიუ ლუი ჟან - საფრანგეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, 1870-71 წლებში საფრანგეთის „ეროვნული დაცვის მთავრობის“ მეთაური (1815-1896 წწ).
ტროცკი ლევ - პოლიტიკური მოღვაწე, მაღალჩინოსანი ბოლშევიკი, სტალინის პოლიტიკის მოწინააღმდეგე, ემიგრაციაში წასვლის შემდეგ მოკლულ იქნა მექსიკაში სსრკ-ს შინაგან საქმეთა კომისარიატის აგენტის, ესპანელი რ.მარკედორის მიერ (1879-1840 წწ).
ტრპიმიროვიჩები - სამეფო დინასტია ხორვატიაში (IX-XI საუკუნეები).
ტრუა - ქალაქი საფრანგეთში, ობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.
ტრუაია ანრი (ნამდვილი სახელი და გვარი ლევ ტარასოვი) - ფრანგი მწერალი (1911-1995 წწ).
ტრუაიონი კონსტან - ფრანგი ფერმწერი (1810-1865 წწ).
ტრუა-რივიერი - ქალაქი კანადის კვებეკის პროვინციაში.
ტრუბადური (ფრანგ.)
1) შუა საუკუნეებში სამხრეთ საფრანგეთში - მოხეტიალე პოეტი-მომღერალი.
2) იტყვიან ადამიანზე, რომელიც აქებს, ადიდებს რასმე.
ტრუბარი პრიმოჟ - სლოვენი მწერალი (1508-1586 წწ).
ტრუბეცკოი პავლე - რუსი მოქანდაკე, იმპრესიონისტი (1866-1938 წწ).
ტრუვერი (ფრანგ.) - შუა საუკუნეებში ჩრდილოეთ საფრანგეთში - პოეტი-მომღერალი.
ტრუზა - ახლადწენგოგაცვენილი საღი კაკალი.
ტრუიზმი (ინგლ.) - საყოველთაოდ ცნობილი, გაცვეთილი ჭეშმარიტება.
ტრულსტრა პიტერ იელეს - ნიდერლანდის პოლიტიკური მოღვაწე (1860-1930 წწ).
ტრუმბიჩი ანტე - ხორვატიისა და იუგოსლავიის პოლიტიკური მოღვაწე (1864-1938 წწ).
ტრუმენი ჰარი - აშშ-ს 33-ე პრეზიდენტი 1945-53 წლებში დემოკრატიული პარტიიდან (1884-1972წწ).
ტრუსი. ტრუსის სუნი - მატყლის, ბამბის და მისთანების წვის სუნი.
ტრუსკავეცი - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში, ბალნეოლოგიური კურორტი (35 ათასი).
ტრუსი (ინგლ.) - მოკლე ქვედა საცვალი, აგრეთვე, სპორტული ან საცურაო შარვალი.
ტრუტნოვი - ქალაქი ჩეხეთის აღმოსავლეთ ჩეხეთის ოლქში.
ტრუფალდინო (იტალ.) - იტალიური კომედიის პერსონაჟი.
ტრუხილიო - ქალაქი პერუში, ლიბერტადის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (530 ათასი).
ტრუხილიო (ტრუხილიო მოლინა) რაფაელ ლეონიდას - დომინიკელთა რესპუბლიკის დიქტატორი (1891-1961 წწ).
ტრუხუნი - ღორის ხმიანობა ერთგვარი.
ტრფიალი
1) ტრფობა, სიყვარული. || ძლიერი სურვილი.
2) ვისაც, რასაც ეტრფიანი; მოტრფიალე.
ტრფობა - სიყვარული, მიჯნურობა.
ტრშებიჩი - ქალაქი ჩეხეთის სამხრეთ მორავიის ოლქში (35 ათასი).
ტრშინეცი - ქალაქი ჩეხეთის ჩრდილოეთ მორავიის ოლქში (45 ათასი).
![]() |
2.12 ტს |
▲back to top |
ტსვანა - ბოტსვანაში მცხოვრები ბანტუს ჯგუფის ხალხი (1 მილიონამდე).
ტსონგა - მოზამბიკის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ბანტუს ჯგუფის ხალხი (3,5 მილიონამდე).
![]() |
2.13 ტუ |
▲back to top |
ტუ (დე ტუ) ჟაკ ოგიუსტ - საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიკოსი (1553-1617 წწ).
ტუაზი (ფრანგ.) - სიგრძის საზომი ერთეული საფრანგეთში, უდრის 1,95 მეტრს.
ტუალდენორი (ფრანგ.) - ბამბის ნაცრისფერი მსუბუქი ქსოვილი.
ტუალეტი (ფრანგ.)
1) ჩაცმულობა, მორთულობა (უპირატესად ქალისა).
2) სარკიანი მაგიდის სახეობა.
3) საპირფარეშო.
ტუამასინა (ყოფილი ტამატავე) - ქალაქი მადაგასკარში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (145 ათასი).
ტუამოტუ - არქიპელაგი წყნარი ოკეანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
ტუანი ფამ - იხილე ფამ ტუანი.
ტუანშა - იხილე ნანშაციუნდაო.
ტუაფსე - ქალაქი რუსეთის კრასნოდარის მხარეში (65 ათასი).
ტუბა (იტალ.) - სპილენძის ჩასაბერი საკრავი ყველაზე დაბალი რეგისტრისა.
ტუბერი (ლათ.) - ზოგი მცენარის მიწისქვეშა გამსხვილებული ღერო ან ფესვი.
ტუბერკულოზი (ლათ.) - გადამდები დაავადება, რომელსაც იწვევენ განსაკუთრებული მიკრობები - „კოხის ჩხირები“ (აღმოაჩინა გერმანელმა ბაქტერიოლოგმა რ.კოხმა 1882 წელს). ჭლექი.
ტუბეროზა (ლათ.) - ბალახოვანი დეკორატიული მცენარე; აქვს თეთრი, ლამაზი სურნელოვანი ყვავილები.
ტუბი (ფრანგ.) - ტყვიის, თუთიის, პლასტმასისა და სხვა მასალის რბილი მილი, რომელშიც მოთავსებულია პასტა, მალამო, ზეთის საღებავი და სხვა.
ტუბი თაუფიკ - ისრაელის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1922 წელს).
ტუბუაი (ოსტრალის კუნძულები) - კუნძულების ჯგუფი წყნარ ოკეანეში, ეკუთვნის საფრანგეთის პოლინეზიას.
ტუბუსი (ლათ.) - მილი (ოპტიკურ ხელსაწყოებში).
ტუგელა
1) მდინარე სამხრეთ აფრიკის რესპუბლლიკაში, ერთვის ინდოეთის ოკეანეს.
2) მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩანჩქერი (ანხელის შემდეგ მეორე) მდინარე ტუგელაზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში (933 მეტრი).
ტუგლასი ფრიდებერტ - ესტონელი მწერალი (1886-1971 წწ).
ტუგრიკი (მონღ.) - მონღოლეთის ფულის ერთეული.
ტუენჰოფელი უილიამ ჰენრი - ამერიკელი გეოლოგი (1875-1957 წწ).
ტუვა - რესპუბლიკა რუსეთის შემადგენლობაში; მდებარეობს აღმოსავლეთ ციმბირის სამხრეთ ნაწილში. დედაქალაქი - კიზილი.
ტუვაიკი (ჯებელ-ტუვაიკი) - მთაგრეხილი საუდის არაბეთში.
ტუვალუ
1) სახელმწიფო ამავე სახელწოდების კუნძულებზე პოლინეზიაში (წყნარი ოკეანე).
2) (ელისი) კუნძულების ჯგუფი პოლინეზიაში (წყნარი ოკეანე).
ტუვიმი იულიან - პოლონელი პოეტი (1894-1953 წწ).
ტუვუმბა - ქალაქი ავსტრალიის კუინზლენდის შტატში.
ტუვანა-იტოლო - იხილე სიმონოვის კუნძული.
ტუზი (რუს.) - ბანქოს ქაღალდი, რომელზედაც მხოლოდ ერთი გამოსახულებაა (ერთი ჯვარი, ერთი ყვავი და მისთანები). კიკო.
ტუზლა - ქალაქი ბოსნია-ჰერცეგოვინაში (130 ათასი).
ტუია (ბერძნ.) - მარადმწვანე დეკორატიული ხე ან ბუჩქი; აქვს წვრილი ქერცლოვანი ფოთლები და მომრგვალო რბილი გირჩები.
ტუიდი - მდინარე დიდ ბრიტანეთში, ერთვის ჩრდილოეთის ზღვას.
ტუკანი - ცის სამხრეთი ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი.
ტუკანო (ტუკანა) - ბრაზილიაში, კოლუმბიაში, პერუსა და ეკვადორში მცხოვრებ ინდიელ ტომთა ჯგუფი (სულ 70 ათასამდე).
ტუკარამი - ინდოელი პოეტი (1608-1649 წწ).
ტუკი
1) მსხვილი კეტი, ხმარობენ სიმინდის, ლობიოს დასაცეხვად.
2) (რუს.) - მინერალური სასუქი.
ტუკუმანი - ქალაქი არგენტინაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (475 ათასი).
ტულა - ქალაქი რუსეთში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (510 ათასი).
ტულარემია - ციების მსგავსი მწვავე დაავადება, რომელიც ადამიანზე გადააქვთ მღრღნელებს, აგრეთვე მწერებს და ტკიპებს.
ტულეარი - იხილე ტულიარი.
ტულიარი - ქალაქი მადაგასკარში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ტული - ქალაქი საფრანგეთის მერტის და მოზელის დეპარტამენტში.
ტულიპი (ფრანგ.) - დეკორატიული ბოლქვიანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა; აქვს სხვადასხვა ფორმის მსხვილი ლამაზი ყვავილები; ტიტა, ტიულპანი.
ტულონი - ქალაქი-პორტი საფრანგეთის ვარის დეპარტამენტში.
ტულსიდასი - ინდოელი პოეტი (დაახლოებით 1532-1624 წწ).
ტულუ - ინდოეთის ტამილნადის შტატში მცხოვრები ხალხი.
ტულუა - ქალაქი კოლუმბიის ვალიე-დელ-კაუკის დეპარტამენტში.
ტულუზა - ქალაქი საფრანგეთში. ზემო გარონას დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. ვესტგოთების სახელმწიფოს დედაქალაქი 419-508 წლებში (360 ათასი).
ტულუზ-ლოტრეკი (ნამდვილი გვარი ტულუზ-ლოტრეკ-მონფა) ანრი მარი რაიმონ დე - ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი (1864-1901 წწ).
ტულუნიდები - ეგვიპტის გამგებელთა დინასტია (868-905 წწ).
ტულუფანი - იხილე ტურფანი.
ტულჩა - ქალაქი რუმინეთში, ამავე სახელწოდების ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი (100 ათასი).
ტუმაკო - ქალაქი კოლუმბიის ნარინიოს დეპარტამენტში.
ტუმასიკი - შუა საუკუნეების სამეფო ახლანდელი სინგაპურის ადგილას.
ტუმბა (ბერძნ.)
1) დაბალი ბოძი, ბოძკინტი.
2) პატარა კარადა, რომელსაც საწოლთან დგამენ.
3) დაბალი მაგიდა, რომელიც გამოყენებულია საწერი მაგიდის საყრდენად.
4) მრგვალი ნაგებობა აფიშებისა და განცხადებების გასაკრავად.
5) ტბა კონგოში.
ტუმბლერი (ინგლ.) - მცირეგაბარიტიანი გადამრთველი, რომელსაც აქვს ბერკეტულ-ზამბარული ამძრავი.
ტუმბო - მოწყობილობა (ჰიდრავლიკური მანქანა, აპარატი ან ხელსაწყო), რომელიც სითხეს გადააადგილებს დაწნევით.
ტუ მო (ნამდვილი სახელი ჰო ჩაუნგ ჰიეუ) - ვიეტნამელი პოეტი და დრამატურგი (1900-1985 წწ).
ტუმორი (ლათ.) - სიმსივნე.
ტუნაძეები - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.
ტუნგაბჰადრა - მდინარე ინდოეთში, მდინარე კრიშნის მარჯვენა შენაკადი.
ტუნგი (ჩინ.) - ტროპიკული ხე, რომლის თესლისაგანაც იღებენ მაღალი ხარისხის ტექნიკურ ზეთს.
ტუნგუსკის მეტეორიტი - 1908 წლის 30 ივნისს მდინარე პოდკამენაია ტუნგუსკის აუზში (ახლანდელი რუსეთის კრასნოიარსკის მხარის ევენკთა ავტონომიური ოკრუგი) ჩამოვარდნილი უზარმაზარი მეტეორიტი (ბოლიდი).
ტუნდრა (ფინ.) - დედამიწის არქტიკული სარტყელის სამხრეთის ზონა - უტყეო სივრცე, სადაც მარადი გაყინულობაა.
ტუნელი (ინგლ.) - გვირაბი; ჰორიზონტალური ან დახრილი მიწისქვეშა ნაგებობა, რომელიც დედამიწის ზედაპირთან დაკავშირებულია ერთი ან რამდენიმე შესასვლელით.
ტუნიკა (ლათ.)
1) ძველი რომაელების სამოსი - უსახელო ან მოკლესახელოებიანი პერანგი, რომელსაც ტოგის ქვეშ იცვამდნენ ქალებიცა და კაცებიც.
2) მოცეკვავე ქალის კოსტიუმი, რომელიც გამოჭრილობით ასეთ სამოსს მოგვაგონებს.
ტუნისი
1) (ტუნისის რესპუბლიკა, არაბ. al-umhuria aT Tunisia, ფრანგ. Republique Tunisienne).
- სახელმწიფო ჩრდილოეთ აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება ალჟირს, სამხრეთ-აღმოსავლეთით - ლიბიას, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან აკრავს ხმელთაშუა ზღვა.
- დამოუკიდებლობის დღე (საფრანგეთისგან) - 1956 წლის 20 მარტი.
- მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - დეპუტატთა პალატა.
- ფართობი - 163 610 კვ.კმ.
- მოსახლეობა - 10,1 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 61 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - არაბული.
- სახელმწიფო რელიგია - ისლამი.
- დაყოფილია 24 ვილაიეთად (საგუბერნატოროდ).
- დედაქალაქი - ტუნისი.
- ვალუტა - ტუნისის დინარი.
- ქვეყნის კოდი - TUN.
- დროის სარტყელი - UTC +1.
- სატელეფონო კოდი - +216.
- ინტერნეტ-დომენი - tn.
2) ტუნისის დედაქალაქი. VII საუკუნიდან შედიოდა არაბეთის სახალიფოს შემადგენლობაში. XIII-XVI საუკუნეებში იყო ხაფსიდების სახელმწიფოს დედაქალაქი. 1881-1956 წლებში საფრანგეთის პროტექტორატის ადმინისტრაციული ცენტრი, 1956 წლიდან დამოუკიდებელი ტუნისის დედაქალაქია (1,8 მილიონი).
ტუნისის სრუტე (სიცილიის სრუტე) - სრუტე ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულ სიცილიასა და ტუნისის სანაპიროებს შორის.
ტუნკინი - იხილე ტონკინი.
ტუნხა - ქალაქი კოლუმბიის ბოიაკის დეპარტამენტში.
ტუნხუა - ქალაქი ჩინეთის გირინის პროვინციაში.
ტუნხუანი - იხილე დუნხუანი.
ტუნჯა - მდინარე ბულგარეთსა და თურქეთში, მარიცის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 405 კილომეტრი).
ტუორტი ფრედერიკ - ინგლისელი მიკრობიოლოგი (1877-1950 წწ).
ტუპაკ ამარუ
1) ესპანელი დამპყრობების წინააღმდეგ მებრძოლი პერუელი ინდიელების წინამძღოლი (გარდაიცვალა 1571 წელს).
2) (ნამდვილი სახელი და გვარი ხოსე გაბრიელ კონდორკანკი) - ესპანელი დამპყრობების წინააღმდეგ მებრძოლი პერუელი ინდიელების წინამძღოლი (დაახლოებით 1740-1781 წწ).
ტუპოლევი ანდრია - რუსი ავიაკონსტრუქტორი, გენერალ-პოლკოვნიკი-ინჟინერი (1888-1972 წწ).
ტუპუნგატო - ჩამქარალი ვულკანი ანდებში, ჩილესა და არგენტინის საზღვარზე (6800 მეტრი).
ტუპი-გუარანი
1) ინდიელები, რომლებიც ცხოვრობენ სამხრეთ ამერიკის ზოგ ქვეყანაში (პარაგვაელი ერის წინაპარი).
2) ენები, რომლებზედაც ამ ინდიელთა სხვადასხვა ტომი ლაპარაკობს).
ტურა
1) (ჩანის აურეუს) - მომცრო ტანის მტაცებელი ცხოველი ძაღლისებრთა ოჯახისა; იკვებება მძორით.
2) (დოლგაია) - მდინარე რუსეთის სვერდლოვსკისა და ტიუმენის ოლქებში, ტობოლის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 1030 კილომეტრი).
ტურა კოზიმო (შეარქვეს კოსმე) - იტალიელი ფერმწერი (1429 ან 1430 - 1495 წწ).
ტურანი - ქალაქი ვიეტნამში, იხილე დანანგი.
ტურატი ფილიპო - იტალიის პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი (1857-1932 წწ).
ტურბინა (ფრანგ.) - ძრავა, რომელიც ფრთიანი როტორის საშუალებით ორთქლის, გაზის ან წყლის ენერგიას მექანიკურ ენერგიად გარდაქმნის.
ტურბოგენერატორი - გენერატორი, რომელსაც ამოძრავებს ორთქლის ტურბინა.
ტურბოკომპრესორი - ცენტრიდანული საჰაერო კომპრესორი, რომელიც მოქმედებს ტურბინის საშუალებით.
ტურბომატარებელი - ერთი ან რამდენიმე ვაგონისგან შემდგარი მატარებელი, რომელიც აღჭურვილია აირტურბინული ძრავით.
ტურბულენტური დინება - სითხის (ან აირის) უწესრიგო ქაოსური დინება, როდესაც ხდება სხვადასხვა ნაკადის ინტენსიური შერევა ერთმანეთში (საპირისპირო - ლამინარული დინება).
ტურგენევი ივანე - დიდი რუსი მწერალი (1818-1883 წწ).
ტურგორი (ლათ.) - მცენარის უჯრედებისა და ქსოვილების დაძაბულობა, რაც გამოწვეულია უჯრედის შიგთავსისა და გარსის ურთიერთდაწოლით.
ტურე სეკუ (აჰმედ სეკუ) - გვინეის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1958-84 წლებში (1922-1984 წწ).
ტურენი - ისტორიული ოლქი საფრანგეთში.
ტური (ფრანგ.)
1) რაიმე შეჯიბრების, კონკურსის ნაწილი.
2) საჭადრაკო ტურნირის ნაწილი, რომელშიც თითო მონაწილე მხოლოდ ერთ პარტიას თამაშობს.
3) არჩევნების ცალკეული ეტაპი ან ერთ-ერთი საფეხური.
4) ვალსსა და ზოგ სხვა ცეკვაში - წრის ერთი შემოვლა.
5) მოგზაურობა, რომელსაც აწყობს სპეციალური ორგანიზაცია.
6) ქალაქი საფრანგეთის ენრის და ლუარის დეპარტამენტში.
ტურია (ზემო დინებაში გუადალავიარი) - მდინარე ესპანეთში, ერთვის ხმელთაშუა ზღვის ვალენსიის ყურეს.
ტურიზმი (ფრანგ.) - მოგზაურობა ამა თუ იმ მხარის, ქვეყნის გაცნობისა და დასვენების მიზნით.
ტურინი - ქალაქი იტალიაში, პიემონტის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (1 მილიონი).
ტურისტი (ფრანგ.) - ტურისტულ მოგზაურობაში მონაწილე.
ტურიშჩევა ლუდმილა - რუსი სპორტსმენი (სპორტული ტანვარჯიში) ქალი, 1968,1972, 1976 წლების ოლიმპიური თამაშების ოთხგზის ჩემპიონი, 1970 და 1974 წლების მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი (დაიბადა 1952 წელს).
ტურკუ (შვედურად აბო) - ქალაქი ფინეთში, ტურკუს-პორის ლიანის ადმინისტრაციული ცენტრი (160 ათასი).
ტურკუენი - ქალაქი საფრანგეთის ნორის დეპარტამენტში.
ტურკუ-პორი - ლიანი ფინეთში.
ტურმალინი (გერმ.) - მინერალი, ალუმინისა და ბორის სილიკატი. მისი გამჭვირვალე კრისტალები განეკუთვნება ძვირფას ქვებს. იყენებენ აგრეთვე ზოგი ზუსტი ხელსაწყოს დასამზადებლად.
ტურნე (ფრანგ.)
1) მოგზაურობა წრიული მარშრუტით.
2) მსახიობების ან სპორტსმენების საგასტროლო მოგზაურობა გარკვეული მარშრუტით.
3) (დორნიკი) - ქალაქი ბელგიის ენის პროვინციაში.
ტურნე-ელვი (ტორნიოიოკი) - მდინარე შვედეთსა და ფინეთში, ერთვის ბალტიის ზღვის ბოტნიის ყურეს.
ტურნეტრესკი - ტბა შვედეთში.
ტურნეფორი ჟოზეფ - ფრანგი ბოტანიკოსი და ექიმი (1656-1708 წწ).
ტურნეფსი (ინგლ.) - საქონლის საკვები მსხვილი თალგამი.
ტურნიკეტი (ფრანგ.) - მოწყობილობა მბრუნავი ჯვრის სახისა გამვლელთა თითო-თითოდ გასაშვებად.
ტურნირი (გერმ.)
1) სპორტული შეჯიბრება, რომელშიც ყველა მონაწილე ერთმანეთს თითოჯერ ხვდება.
2) შუა საუკუნეებში - რაინდთა საბრძოლო ასპარეზობა.
ტურნური (ფრანგ.) - პატარა ბალიში, რომელსაც იდებდნენ ქალები კაბის ქვეშ წელს ზემოთ; ფართო ქვედატანი, რომელსაც ასეთ ბალიშთან ერთად იცვამდნენ.
ტურნუ-სევერინი - იხილე დრობეტა-ტურნუ-სევერინი.
ტურნუსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, რუტულების მეფე, დავნუსისა და ფერია ვენილიას ვაჟი. ენეასის მეტოქე, რომლის ხელითაც იქნა მოკლული.
ტურ პრამუტია ანანტა - ინდონეზიელი მწერალი (დაიბადა 1925 წელს).
ტურტიანინენი არეო ალბინ - ფინელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე (1904-1985 წწ).
ტურტლი - ჭუჭყი, სიბინძურე.
ტურტლიანი - რასაც, ვისაც ტურტლი აქვს; რაზედაც ტურტლი აქვთ.
ტურტური
1) ჩურჩული, ბუტბუტი.
2) რისამე (ხელის, ფეხის....) უშნოდ ქნევა, მოღერება.
ტურუხტანი (Philomachus pugnax) - ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა; გავრცელებულია ევროპისა და აზიის ტუნდრასა და ტყე-ტუნდრაში. ზამთრობს აფრიკასა და სამხრეთ აზიაში.
ტურფა
1) ძალიან ლამაზი, მოხდენილი.
2) საყვარელი ადამიანი (ითქმის მიმართვის ფორმით).
ტურფანი (ტულუფანი) - ქალაქი ჩენეთის სინძიანის ავტონომიურ ოლქში.
ტურჩანინოვა ევდოკია - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა მოსკოვის მცირე თეატრში (1870-1963 წწ).
ტურჩანსკი-სვეტი-მარტინი - იხილე მარტინი.
ტურცხი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.
ტუსარი ვლასტიმილ - ჩეხეთის პოლიტიკური მოღვაწე (1880-1924 წწ).
ტუსაღი (თურქ.) - იგივეა, რაც პატიმარი.
ტუსელი ჟან (ნამდვილი სახელი და გვარი ოლივიე დეჟე) - ბელგიელი მწერალი (1890-1944 წწ).
ტუსენ ლუვერტიური ფრანსუა დომინიკ - ჰაიტის განმათავისუფლებელი ბრძოლის ხელმძღვანელი (1743-1803 წწ).
ტუსკია იონა - კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1901-1963 წწ).
ტუსონი - ქალაქი აშშ-ს არიზონას შტატში (405 ათასი).
ტუსრები - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
ტუსრებისწყალი (გაიჩანისწყალი) - მდინარე გორის მუნიციპალიტეტში, ტანის მარჯვენა შენაკადი.
ტუსტეპი (ინგლ.) - სამეჯლისო ცეკვა; წარმოიშვა აშშ-ში XX საუკუნის დასაწყისში.
ტუსტლა-გუტიერესი - ქალაქი მექსიკაში, ჩიაპასის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.
ტუსტუსი - მოკლე, ჩქარი ნაბიჯით სიარული.
ტუტა - იგივეა, რაც ნაცარტუტა.
ტუტაევი (1918 წლამდე რომანოვ-ბორისოგლებსკი) - ქალაქი რუსეთის იაროსლავლის ოლქში.
ტუტანხამონი - ეგვიპტის ფარაონი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 1400-1392 წწ).
ტუტე - მწვავე ქიმიური ნაერთი; მჟავასთან შეერთებისას წარმოქმნის მარილს.
ტუტი (იტალ.) - მუსიკის შესრულება ორკესტრის, გუნდის მიერ სრული შემადგენლობით.
ტუტიკორინი - იხილე ტუტუკუდი.
ტუტსი - სიდნი პოლაკის ფილმი დასტინ ჰოფმანის და ჯესიკა ლანჟის მონაწილეობით; გადაღებულია 1982 წელს.
ტუტრუცანა - იგივეა, რაც ტუტუცი.
ტუტუკუდი - ქალაქი-პორტი ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ტამილნადის შტატში.
ტუტუოლა ამოს - ნიგერიელი მწერალი (დაიბადა 1920 წელს).
ტუფი (რუს.) - ვულკანური წარმოშობის ან დანალექი ფოროვანი ქანი. იყენებენ საშენ მასალად.
ტუფლავა - ვულკანური ქანი, რომელიც წარმოადგენს შედუღებულ ლავას, ვულკანურ ფერფლსა და ვულკანური მინის ნატეხებს.
ტუფლი (რუს.<იტ-დან) - უყელო ფეხსაცმელი.
ტუღუში ნათელა - ოპერის მომღერალი (კოლორატურული სოპრანო), საქართველოს სახალხო არტისტი (1931-1995 წწ).
ტუშე (ფრანგ.)
1) მუსიკაში - თითოეული პიანისტისთვის კლავიშზე თითის დაკვრის დამახასიათებელი მანერა, რაც გამოცემულ ბგერას აძლევს განსაკუთრებულ ელფერს.
2) ჭიდაობაში - მოჭიდავის ორივე ბეჭით ხალიჩაზე შეხება, რაც დამარცხების ნიშანია.
ტუში
1) (გერმ.) - სპეციალური წყლის საღებავი შავი ან წითელი ფერისა; იყენებენ სახაზავად, სახატავად, საწერადაც.
2) (გერმ.) - მოკლე მუსიკალური მისალმება; ჩვეულებრივ ასრულებს სასულე ორკესტრი საზეიმო შემთხვევებში ან რისამე პატივსაცემად.
ტუშპა - იხილე ტუშფა.
ტუშურები - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქუსნოს (ივრის აუზი) მარცხენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ალაჭანი, კახოიანები, ტუშურები, წიკვლიანთკარი, ჯერვალიძეები). ზღვის დონიდან - 1150 მეტრი, თიანეთიდან - 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 521 კაცი.
ტუშფა - უძველესი ქალაქი თურქეთის ტერიტორიაზე, ვანის ტბის ნაპირზე. ურარტუს სახელმწიფოს დედაქალაქი ძვ.წ.აღ. IX-VI საუკუნეებში.
ტუჩა - ვისაც სქელი ტუჩები აქვს.
ტუჩაბზუებით - ტუჩების აწევით, ირონიით, დაცინვით.
ტუჩაპრუწვით - დაწუნებით, უკმაყოფილოდ.
ტუჩაწევით - უკმაყოფილოდ.
ტუჩი
1) პირის ნაპობის ზედა და ქვედა კიდე; ბაგე.
2) დოქის (სურის, ქოთნის...) პირის წინ წამოწეული ნაწილი. || ბოლო, წვერი (მარწუხისა, თოფის, ლულის....)
ტუცოვიჩი დიმიტრიე - სერბიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1881-1914 წწ).
ტუხაჩევსკი მიხეილ - საბჭოთა მხედართმთავარი, საბჭოთა კავშირის მარშალი (1893-1937 წწ).
ტუხოლსკი კურტ - გერმანელი პოეტი და პუბლიცისტი (1890-1935 წწ).
ტუხი-ტუხი - ღორის მოსახმობი ძახილი.
ტუხტი (Altheae) - ბალახოვანი სამკურნალო მცენარე ბალბისებრთა ოჯახისა. აქვს მაღალი ღერო, იკეთებს მსხვილ ფერად ყვავილებს.
![]() |
2.14 ტფ |
▲back to top |
ტფილისი - თბილისის სახელწოდება 1936 წლამდე.
ტფუ - იგივეა, რაც ფუ.
![]() |
2.15 ტყ |
▲back to top |
ტყაბლაძე გრიგოლ - მსახიობი და რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა ჭიათურის თეატრში (1907-1980 წწ).
ტყავეული - სხვადასხვა ტყავი, ტყავის სხვადასხვა ნაწარმი.
ტყავი
1) ცხოველის გარეთა, ჩვეულებრივ, ბეწვიანი საფარველი. || მოკლული ან დაკლული ცხოველის გამძვრალი ეს საფარველი.
2) ზოგი ცხოველის სპეციალურად დამზადებული, გამოქნილი ასეთი საფარველი.
3) ამ მასალისაგან შეკერილი ზედა ჩასაცმელი.
4) ადამიანის კანი.
ტყაია - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
ტყაპა - ტყაპა მოსძვრება - დავარდება რამეზე, ჩავარდება რამეში.
ტყაპანი - რისამე ბრტყლად, მძიმედ დაცემის ხმა (მაგარ ზედაპირზე ან წყალზე).
ტყაპატყუპი - ხშირი ტყაპუნი; ზედიზედ დარტყმის ან დაცემის ხმა.
ტყაპუნი - მაგარ რამეზე რისამე დარტყმის, ცემის ხმა.
ტყაპუჭი - ცხოველის (ჩვეულებრივ ცხვრის) ტყავისაგან შეკერილი ზედა ტანსაცმელი.
ტყარშეთი
1) სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.
2) ვულკანური მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის აღმოსავლეთ კალთაზე (3360 მეტრი).
ტყაშმაფა - ქალი-ღვთაება, დალის მეგრული ორეული.
ტყაჩირი - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (პატრიკეთის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 70 მეტრი, წყალტუბოდან - 33 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1741 კაცი.
ტყელვანი - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში (ზედა ვანის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთზე მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 360 მეტრი. ვანიდან - 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 790 ადამიანი.
ტყე - მეტ-ნაკლებად ვრცელი ფართობი ხეებით დაფარული.
ტყემაკარავი - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
ტყემალა
1) სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.
2) ქედი ქარელის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოება.
3) მთა ქარელის მუნიციპალიტეტში, ტყემალას ქედზე (1160 მეტრი).
ტყემალი (Prunus divaricata)
1) საშუალო სიმაღლის ხე ვარდისებრთა ოჯახისა; იკეთებს თეთრ ყვავილებს; ყვავილობს ფოთლის გაშლამდე; ისხამს ყვითელ ან წითელ ნაყოფს.
2) ამ ხილისაგან ხარშვით დამზადებული, სათანადოდ შეზავებული საწებელი.
ტყემთა - მთა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ლიხის ქედის დასავლეთ კალთებზე, გედსამანიის ქედზე (სიმაღლე - 1497 მეტრი)
ტყემლანა - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.
ტყემლანისღელე - მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი.
ტყემლოვანა
1) სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.
2) სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (მანდაეთის თემის საკრებულო). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. ზღვის დონიდან - 800 მეტრი, ჭიათურიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 655 კაცი.
ტყემლოვნისწყალი - მდინარე ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამის მარცხენა შენაკადი.
ტყესაცავი
1) რაც დაკავშირებულია ტყის დაცვასთან.
2) რაც დაკავშირებულია ტყის ნარგავების გაშენებასთან.
ტყე-ტბა - ისტორიული პუნქტი შუა საუკენეების კახეთში, სასაზღვრო ორიენტირი კახეთსა და ჰერეთს შორის.
ტყეწვრილი - წვრილი ხეების ტყე; წვრილიანი.
ტყვარჩელი - ქალაქი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (22 ათასი).
ტყვე
1) ომის ან რაიმე თავდასხმის დროს მტრის მიერ შეპყრობილი მებრძოლი ან მშვიდობიანი მოსახლე.
2) (გადატანით) ვისიმე, რისამე მონა-მორჩილი, ვინმეთი, რამეთი მოხიბლული, დატყვევებული.
ტყვეობა - ტყვედ ჩავარდნა, ტყვედ ყოფნა.
ტყვია
1) (Pb) ქიმიური ელემენტი, რბილი მძიმე მოლურჯო-ნაცრისფერი ლითონი. ატომური ნომერი 82, ატომური მასა 207,2.
2) ვაზნაში მოთავსებული პატარა ჭურვი წაგრძელებული ფორმისა - თოფის, ტყვიამფრქვევის, რევოლვერის სასროლად.
ტყვიავი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
ტყვიამფრქვევი - მძლავრი ავტომატური სწრაფსასროლი იარაღი, რომელიც ტყვიებს ისვრის.
ტყვიანაკრავი - ვისაც ტყვია ჰკრეს, მოახვედრეს.
ტყვიაშეუვალი - რაშიც ტყვია ვერ ატანს.
ტყვიისფერი - მუქი ნაცრისფერი, რუხი.
ტყვირი - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.
ტყიანი
1) ტყით დაფარული ადგილი.
2) იგივეა, რაც ტყე.
ტყიბულა - მდინარე ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ერთვის ტყიბულის წყალსაცავს (სიგრძე - 10 კილომეტრი).
ტყიბულა-ძევრულის მღვიმე - მღვიმე ტყიბულის მუნიციპალიტეტში.
ტყიბული
1) მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთ-ფშავის კავკასიონზე.
2) ქალაქი (1939 წლიდან) დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში; ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ნაქერალას ქედის სამხრეთი კალთის ძირში, მდინარე ტყიბულის ორივე ნაპირზე. ზღვის დონიდან - 590 მეტრი. მანძილი თბილისიდან - 241 კილომეტრი (რკინიგზით - 264 კმ), ქუთაისი-ტყიბულის სარკინიგზო ხაზის (44 კმ) ბოლო პუნქტი, მანძილი ქუთაისამდე საავტომობილო გზით - 36 კილომეტრი.. ქალაქის წარმოშობა და შემდგომ განვითარება განაპირობა ქვანახშირის საბადოს აღმოჩენამ და ექსპლუატაციამ, რაც XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო. მოსახლეობა (2009 წლისთვის) - 14 ათასამდე.
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
- ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში.
- 1917 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ქუთაისის მაზრაში, 1930 წლამდე - კვლავ ქუთაისის მაზრაში შედიოდა, 1930 წლიდან დამოუკიდებელი სტატუსი შეიძინა და 1938 წლამდე ეწოდებოდა ოკრიბის რაიონი, 1938-1963 წლებში - ტყიბულის რაიონი, 1963-65 წლებში შედიოდა წყალტუბოს რაიონში, 1965 წლიდან კვლავ დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულია (ტყიბულის საქალაქო საბჭოს ტერიტორიის სახელით).
- მუნიციპალიტეტის ძირითადი ტერიტორია მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთით და ნაქერალას ქედის დასავლეთით მდებარე რეგიონებში, მდინარე წყალწითელას ორივე ნაპირზე.
- ჩრდილოეთით ესაზღვრება ამბროლაურის, დასავლეთით - წყალტუბოს, სამხრეთით - თერჯოლის და აღმოსავლეთით - ჭიათურის მუნიცპალიტეტები.
- ფართობი - 478,8 კვ.კმ. (საქართველოს მთელი ტერიტორიის 0,7%).
- მოსახლეობა 31 ათასამდე.
- სიმჭიდროვე - 65 კაცი კვ.კმ-ზე.
- მოსახლეობის 99,4% ქართველია, 0,3% - რუსი; 0,1% - აფხაზი; 0,1% - უკრაინელი.
- 1 ქალაქი - ტყიბული.
- 7 თემის საკრებულო: გურნის (8), კურსების (3), ორპირის (10), საწირის (7), სოჩხეთის (3), ხრესილის (8), ჯვარისის (5). 2 სოფლის საკრებულო: მუხურის, ცუცხვათის.
- 46 სოფელი: ანტორია, ახალდაბა, ახალსოფელი, ბზიაური, ბობოთი, ბუეთი, გადაღმა წყალწითელა, გადმოღმა წყალწითელა, გელათი, გურნა, დაბაძველი, ზედა ჭყეპი, ზედუბანი, ივანეული, კითხიჯი, კისორეთი, კოკა, კორეეთი, კურსები, ლაფეთი, ლაშია, ლეღვა, ლეყერეთი, მანდიკორი, მოწამეთა, მუხურა, ნაბოსლევი, ნაძვა, ორპირი, ოხომირა, ოჯოლა, სამტრედია, საწირე, სოჩხეთი, ქვედა ჭყეპი, შუყერი, ციხია, ცუცხვათი, ძიროვანი, ძმუისი, ძუყნური, წყნორი, ხორჩანა, ხრესილი, ჯვარისა, ჯონია.
ტყიბულის წყალსაცავი - წყალსაცავი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, ტყიბულის ქვაბულში.
ტყირი - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.
ტყირპი
1) იგივეა, რაც ელენთა.
2) არანორმალური კანქვეშა სიწითლე სხეულის რომელიმე ნაწილში.
ტყისკაცი - ზღაპრული კაცი, რომელიც ვითომ ტყეში ცხოვრობს და ზიანს აყენებს ადამიანს.
ტყისმცველი - მეტყევე.
ტყისმჭრელი - ვინც ტყეში ხის მოჭრაზე მუშაობს.
ტყისპირი - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.
ტყის ტბა - მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკაში, აშშ-სა და კანადის საზღვარზე (სიღრმე 26 მ).
ტყის ქათამი (ვალდშნეპი) - მოზრდილი სანადირო ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა; ცხოვრობს ტყეებსა და ბუჩქნარებში.
ტყიურა - მრავალწლოვანი ბალახი ქოლგოსანთა ოჯახისა; გავრცელებულია ტყეებში. მის ნაყოფს საჭმლის შესაკაზმად ხმარობენ..
ტყიური - ტყის მკვიდრი, ტყეში მცხოვრები (ცხოველი; ზოგჯერ ადამიანზეც იტყვიან).
ტყლაპი
1) მოდუღებული ტყემლის (ქლიავის...) მზეზე გაშრობილი თხელი ფენა.
2) ფეხქვეშ გასაშლელი ძველი რამ; ძონძი, ჩვარი.
3) ძველ ქალამანში ჩასაგები ტყავის ნაჭერი.
ტყლაპი-ვაკე - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ქვედა საზანოს თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ბუჯის (ყვირილის აუზი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 180 მეტრი, ზესტაფონიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1513 ადამიანი.
ტყლაშანი - რისამე მოქნევით დარტყმის ან დაცემის ხმა.
ტყლაშატყლუში - ხშირი ტყლაშუნი.
ტყლაშუნი - რისამე (სახრის, შოლტის....) ქნევის ან გარტყმის ხმა.
ტყლიპი (ტყლირპი) - იხილე ტყირპი.
ტყრუშული - მსხვილი წნელის ორმხრივ წნული (ღობე).
ტყუილი
1) რაც მართალი არ არის, რაც სინამდვილეს არ შეეფერება; სიცრუე.
2) ცრუ, ყალბი, მოგონილი.
3) საფუძველს მოკლებული, უშედეგო; ფუჭი.
ტყუილუბრალო
1) ტყუილი, უსაფუძვლო, უმიზეზო.
2) ამაო, ფუჭი; ზედმეტი.
ტყუპი
1) ერთი დედის ერთდროულად ნაშობი ორი (ან მეტი) შვილი.
2) ორი ერთმანეთთან შეზრდილი, შეხორცებული (ხე ან მცენარის ნაყოფი).
ტყუპისცალი - ტყუპად დაბადებულთაგან თითოეული.
ტყუპ-ტყუპი - ტყუპი და ტყუპი, წყვილ-წყვილი.
![]() |
2.16 ტშ |
▲back to top |
ტშებიატოვსკი ვოძიმიეჟ - პოლონელი ქიმიკოსი (1906-1982 წწ).
![]() |
2.17 ტჩ |
▲back to top |
ტჩევი - ქალაქი პოლონეთის გდანსკის სავოევოდოში (60 ათასი).
![]() |
2.18 ტც |
▲back to top |
ტცარა ტრისტან (ნამდვილი სახელი და გვარი სამი როზენშტოკი) - ფრანგი პოეტი, წარმოშობით რუმინელი ებრაელი (1896-1963 წწ).
![]() |
2.19 ტხ |
▲back to top |
ტხაპსაევი ვლადიმერი - იხილე თხაფსაევი ვ.
![]() |
3 უ |
▲back to top |
უ - ქართული ანბანის მეოცე (ძველი ქართული ანბანის ოცდამესამე) ასო. მისი სახელია „უნი“. გრაფიკული სიმბოლო უკანა რიგის მაღალი აწეულობის ლაბიალიზებული ხმოვნისა. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ოთხასს (400).
![]() |
3.1 უა |
▲back to top |
უაბი - იხილე უაბი-შებელი.
უაბი-შებელი (ზემო დინებაში უაბი) - მდინარე ეთიოპიასა და სომალიში.
უაგადუგუ - ბურკინა ფასოს დედაქალაქი, მდებარეობს შავი და თეთრი ვოლტას შუამდინარეთში; დაარსებულია XV საუკუნეში (445 ათასი).
უადამიანო - შეუბრალებელი, უწყალო.
უადგილმამულო - ადგილ-მამულის არმქონე.
უადგილო - მიზანშეუწონელი, უსაფუძვლო, შეუფერებელი.
უადგილობა
1) ადგილის უქონლობა; სივიწროვე.
2) მიზანშეუწონლობა; შეუფერებლობა.
უადი - პერიოდული ნაკადების ან მშრალი ხევების სახელწოდება არაბეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის უდაბნოებში.
უადი-ალ-არაბი - ხეობა იორდანიისა და ისრაელის საზღვარზე.
უადი-დირა - მდინარე მაროკოში, ერთვის ატლანტის ოკეანეს.
უადი-ელ-ნატრუნი - ღრმული ლიბიის უდაბნოში (ეგვიპტე).
უადი-მედანი - ქალაქი სუდანში.
უადი-მულუია - მდინარე მაროკოში, ერთვის ხმელთაშუა ზღვას.
უადი-შელიფი - იხილე შელიფი.
უადრეს - არა უადრეს არა უფრო ადრე.
უადრესი - ყველაზე ადრინდელი.
უავარიო - ავარიის გარეშე მიმდინარე.
უავგუსტოესი - იხილე ავგუსტ-.
უავტორო - რისი ავტორიც ცნობილი არ არის.
უაზა
1) მდინარე ბელგიასა და საფრანგეთში, მდინარე სენის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 302 კილომეტრი).
2) დეპარტამენტი საფრანგეთში.
უაზაბაა - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.
უაზრო - აზრს მოკლებული; უშინაარსო.
უაზრობა - აზრის უქონლობა.
უაიალა - ქალაქი-პორტი ავსტრალიის სამხრეთ ავსტრალიის შტატში.
უაიეტი (უაიეთი) ენდრიუ ნუელ - ამერიკელი მწერალი (1917-1979 წწ).
უაიეტი (უაიეთი) ტომას - ინგლისელი პოეტი (1503-1542 წწ).
უაილდერი თორნტონ ნივენ - ამერიკელი მწერალი (1897-1975 წწ).
უაიტჰოლი (ინგლ.) - ასე უწოდებენ ზოგჯერ ინგლისის მთავრობას (ლონდონის იმ ქუჩის სახელწოდების მიხედვით, რომელზედაც განლაგებულია მთავრობის დაწესებულებები).
უაილდერი ბილი - (ნამდვილი სახელი სამუელ) - ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი (1906-2002 წწ).
უაილდერი თორნტონ ნივენ - ამერიკელი მწერალი (1897-1975 წწ).
უაილდი ოსკარ ფინგალ ო'ფლაერტი უილზ - ინგლისელი მწერალი და კრიტიკოსი (1854-1900 წწ).
უაილდი ჯონ - ამერიკელი ფილოსოფოსი (1902-1985 წწ).
უაილერი უილიამ - ამერიკელი კინორეჟისორი (1902-1981 წწ).
უაილზი პიტერ ჯონ დე ლაფოს - ინგლისელი ეკონომისტი (დაიბადა 1919 წელს).
უამპუმი - იხილე ვამპუმი.
უაინბერგი სტივენ - იხილე ვაინბერგს.
უაიომინგი - შტატი აშშ-ს დასავლეთ ნაწილში. ფართობი 253,6 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 470 ათასი. ადმინისტრაციული ცენტრი - შაიენი.
უაიტი- კუნძული ლა-მანშის სრუტეში, ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს.
უაიტი ედუარდ - აშშ-ს კოსმონავტი მფრინავი, პოდპოლკოვნიკი (1930-1967 წწ).
უაიტი პატრიკ ვიქტორ მარტინ დეილ - ავსტრალიელი მწერალი (1912-1995 წწ).
უაიტი პოლ დადლი - ამერიკელი თერაპევტ-კარდიოლოგი და საზოგადო მოღვაწე (1886-1973 წწ).
უაიტჰედი ალფრედ ნორთ - ინგლისელი მათემატიკოსი, ლოგიკოსი და ფილოსოფოსი (1861-1947 წწ).
უაიტჰორსი - ქალაქი კანადაში, იუკონის ტერიტორიის ადმინისტრაციული ცენტრი (20 ათასი).
უალაგო - იგივეა, რაც უადგილო.
უალიაგა - მდინარე პერუში, მარანიონის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 1200 კილომეტრი).
უალკოჰოლო - რაც ალკოჰოლს არ შეიცავს.
უალო - რასაც ალი არა აქვს.
უალოო - რასაც ალო არ დასდგომია; უდროო.
უამათოდ - ამათ გარეშე.
უამბო (ნოვა-ლიჟბოა) - ქალაქი ანგოლაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (80 ათასი).
უამინდობა - ცუდი ამინდი.
უამისო - უამისოდ - ამის გარეშე.
უამრავი - ძალიან ბევრი, ურიცხვი, უთვალავი.
უამური - იგივეა, რაც უსიამოვნო.
უამხანაგო - ვისაც ამხანაგი არა ჰყავს. || ვინც ამხანაგს ვერ იგუებს.
უანგარიშო - რასაც ანგარიში არა აქვს; ურიცხვი, უთვალავი.
უანგარო
1) ვისაც ანგარება არ ამოქმედებს.
2) რაც ანგარებით არ არის გამოწვეული.
უანგარონი (Нестяжатели) - რელიგიურ-პოლიტიკური მიმდინარეობის წარმომადგენლები XV-XVI საუკუნეების რუსეთში.
უანდერი სტივ - ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, დაბადებიდან უსინათლო (დაიბადა 1950 წელს).
უანკაველიკა - ქალაქი პერუში, ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.
უანკაიო - ქალაქი პერუში, ხუნინის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.
უანკი (ვანკიე) - ქალაქი ზიმბაბვეში.
უანუკო - ქალაქი პერუში, ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.
უანსტეპი (ინგლ.) - სამეჯლისო ცეკვა, წარმოიშვა აშშ-ში XX საუკუნის დასაწყისში.
უანჩაკა - ქალაქი ბოლივიის პოტოსის დეპარტამენტში.
უარარაო - არაფრის მქონე; ღატაკი.
უარარაობა - არაფრის ქონა; სიღატაკე.
უარასი - ქალაქი პერუს ანკაშის დეპარტამენტში.
უარგლა - ქალაქი ალჟირში, ამავე სახელწოდების ვილაიას ადმინისტრაციული ცენტრი.
უარესი - უფრო ცუდი.
უარესობა - უარესი მდგომარეობა, ვითარება.
უარზანგობა - საუპატიო; უპატიობის საზღაური გიორგი ბრწყინვალის სამართალში.
უარი - უარყოფითი პასუხი.
უარმყოფი (უარმყოფელი) - ვინც უარყოფს რასმე.
უარსაყოფი (უარსაყოფელი) - რაც უნდა უარყონ.
უარტე ხუან - ინგლისელი გამომგონებელი (1736-1819 წწ).
უარყოფა
1) ერთი ობიექტის მიერ მეორე ისეთი ობიექტის გამორიცხვა, რაც ან რეალურია ან აზრობრივი.
2) გრამატიკაში - აზრის ან ცნების საპირისპირო მნიშვნელობის ენობრივი გაფორმება სპეციალური აფიქსებით ან დამხმარე სიტყვებით.
უარყოფითი
1) ცუდი თვისებების მქონე.
2) მათემატიკაში - ნულზე მცირე, რაც აღინიშნება “მინუს” ნიშნით.
3) ელექტრობის იმ სახეობასთან დაკავშირებული, რომლის მატერიალურ ნაწილაკებს ეწოდებათ ელექტრონები.
უარყოფილი - რაც (ვინც) უარყვეს; უკუგდებული, უგულებელყოფილი.
უარშიო
1) რასაც არშია არ აქვს.
2) ვინც ვისმე, რასმე არ ეგუება, ვერეთვისება.
უასაკო - მცირეწლოვანი, ზრდადაუმთავრებელი.
უასკარანი - მწვერვალი პერუს ანდებში.
უატი ჯეიმზ - ინგლისელი გამომგონებელი (1736-1819 წწ).
უატი - იგივეა, რაც ვატი.
უატსონი ჯორჯ ნევილ - იხილე უოტსონი ჯ.ნ.
უაღრესი - მეტისმეტი, უდიდესი.
უაჩიპატო - ქალაქი ჩილეს კონსეფსიონის პროვინციაში.
უახლესი - ყველაზე ახალი, სულ უკანასკნელი ხნისა.
უახლოესი - ყველაზე ახლო მდებარე.
![]() |
3.2 უბ |
▲back to top |
უბადლო - ვისაც, რასაც ბადალი არ მოეძებნება; შეუდარებელი.
უბადოღალი - ყოფილი სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.
უბადრუკი - უბედური, უმწეო, საწყალი, ბეჩავი.
უბანგი - მდინარე კონგოში, მდინარე კონგოს მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 2300 კილომეტრი).
უბანგი-შარი - იხილე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.
უბანი
1) ქალაქის ან სოფლის ერთ-ერთი კუთხე, ნაწილი.
2) განსაზღვრული ნაწილი, მონაკვეთი (ფრონტისა).
3) ადმინისტრაციულ ტერიტორიული დანაყოფი რისამე. (გადატანით) საზოგადოებრივი საქმიანობის გარკვეული სფერო, დარგი.
4) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჟინვალის თემის საკრებულო). გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ხორხის (ჩაედინება ჟინვალის წყალსაცავში) ნაპირებზე. ზღვის დონიდან - 1200 მეტრი, დუშეთიდან - 50 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 8 ადამიანი.
5) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში არავინ ცხოვრობს.
უბან-უბან - უბნიდან უბანში, უბნებში.
უბაჟო - რასაც ბაჟი არ ადევს.
უბარაქო - რასაც ბარაქა არ აქვს; უნაყოფო.
უბატონო - ვისაც (რასაც) ბატონი არა ჰყავს.
უბე
1) არე ტანსაცმლის ქვეშ გულმკერდთან.
2) ზღვის პატარა ყურე, რომელიც გამოსადეგია გემების სადგომად.
3) ურმის ხელნები, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებულია დანდლებით.
4) შარვლის (საცვლის....) ბარტყი, ხიშტაკი - ტოტებშუა სიგანის მისაცემად.
5) ქალაქი-პორტი იაპონიის იამაგუტის პრეფექტურაში, კუნძულ ჰონსიუს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (180 ათასი).
უბედნიერესი - მეტისმეტად ბედნიერი; ყველაზე ბედნიერი.
უბედო - ვისაც ბედი არა აქვს; ბედი არ სწყალობს; უიღბლო.
უბედობა - უიღბლობა.
უბედურება - დიდი მწუხარება და უსიამოვნება; მძიმე დარდი; უბედობა, ბედშაობა, უიღბლობა. უბედური შემთხვევა.
უბედური
1) ცუდი ბედის მქონე; უიღბლო, უბედო. ბედშავი.
2) (გადატანით) ცუდი, აუტანელი.
უბელო - შეუკაზმავი (ცხენი).
უბერაბა - ქალაქი ბრაზილიის მინას-ჟერაისის შტატში (290 ათასი).
უბერებელი - იგივეა, რაც დაუბერებელი; ვისაც ასაკი არ ეტყობა.
უბერლანდია - ქალაქი ბრაზილიის მინას-ჟერაისის შტატში (380 ათასი).
უბეური - ოთხკუთხიანი, ირიბად გასაკეცი (ქსოვილი, თავშალი).
უბეჭდო - რასაც ბეჭედი არ აზის.
უბიათი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.
უბიკვისტები (ლათ.) - მცენარეები და ცხოველები, რომლებიც ცხოვრობენ სრულიად სხვადასხვა (ჰავის, ნიადაგის...) პირობებში; მაგალითად, ჩვეულებრივი ლერწამი, ჩვეულებრივი ფიჭვი, მგელი, მელია და სხვა.
უბიკო ხორხე - გვატემალის პრეზიდენტი 1931-44 წლებში (1878-1946 წწ).
უბილავა ელიზბარ - მწერალი, ჟურნალისტი (დაიბადა 1917 წელს).
უბილავა ელიზბარ - მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (1988). საქართველოს სამგზის ჩემპიონი (1970, 74, 86). 1992 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილე.(დაიბადა 1950 წელს).
უბილავა ვლადიმერ - პოეტი (1914-1942 წწ).
უბილეთო - ვისაც ბილეთი არა აქვს.
უბინადრო
1) ვინც ბინადარი არ არის; მომთაბარე.
2) იგივეა, რაც უბინაო.
უბინაო - ვისაც ბინა არა აქვს.
უბირი
1) უსწავლელი, გაუნათლებელი, უვიცი, უმეცარი.
2) ასეთი ადამიანის დამახასიათებელი (სიტყვა, ლაპარაკი.....).
უბისთავი
1) ქედი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქართლის ქედის ჩრდილო-დასავლეთი განშტოება.
2) მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, უბისთავის ქედზე.
უბისი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ბორითის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ძირულის ნაპირებზე. ზღვის დონიდან - 320 მეტრი. ხარაგაულიდან - 11 კილომეტრი. სოფლის განაპირას დგას შუა საუკუნეების უბისის სამონასტრო კომპლექსი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 407 კაცი.
უბისის სამონასტრო კომპლექსი - წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, იმერეთში. უბისის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას თავდაპირველად საფუძველი ჩაეყარა მე-9 საუკუნეში, როდესაც საქართველოში არაბთა ბატონობისაგან განთავისუფლების შემდეგ ფართომასშტაბით მიმდინარეობდა სამონასტრო-საგანმანათლებლო კერების მშენებლობა, რომელსაც სათავეში ედგა მწიგნობარი და საეკლესიო მოღვაწე გრიგოლ ხანძთელი. გრიგოლ ხანძთელს და მის მოწაფეებს, ქრისტეფორეს და თეოდორეს, აფხაზთა მეფის, დემეტრეს სამფლობელო ში, მარგვეთში, აუგიათ უბისის მონასტერი.
უბიწო - უმანკო, უმწიკვლო.
უბიხები - აფხაზების, ჩერქეზების და ადიღეების მონათესავე ხალხი; XIX საუკუნის 60-იან წლებამდე ცხოვრობდნენ კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე.
უბნელი - უბნის მცხოვრები.
უბოდიშო - მოურიდებელი, ურცხვი, თავხედი.
უბოლოო - რასაც ბოლო არა აქვს; უსასრულო.
უბოროტესი
1) მეტისმეტად ბოროტი.
2) უფრო ბოროტი.
უბოროტო - კეთილი, ალალი, უეშმაკო. || უდანაშაულო, უცოდველი.
უბრად - უბრად ყოფნა - ვინმეს დამდურება; გაბუტვა; უმძრახად ყოფნა.
უბრალო
1) ვინც, რაც არაფრით არ გამოირჩევა; ჩვეულებრივი, მარტივი, სადა.
2) რაც ყურადღების ღირსი არ არის; უმნიშვნელო.
3) ვისაც ბრალი არა აქვს; უდანაშაულო; ალალ-მართალი.
უბრალოება - სისადავე.
უბრობა - უბრად ყოფნა.
უბრძენესი - ყველაზე ბრძენი.
უბრძოლველად - ბრძოლის გარეშე.
უბსა - იხილე უბსუ-ნური.
უბსუ-ნური (უბსა) - ტბა მონღოლეთში.
![]() |
3.3 უგ |
▲back to top |
უგაკი კაცუსიგე - იაპონიის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე (1868-1956 წწ).
უგამონაკლისო - გამონაკლისის არმქონე.
უგამოცდოდ - გამოცდის გარეშე, გამოცდის ჩაუბარებლად.
უგანათლებულესი
1) თავადის უმაღლესი ტიტული (მეფის რუსეთში და ზოგ სხვა ქვეყანაში).
2) მეტისმეტად განათლებული.
უგანდა (უგანდის რესპუბლიკა, suahili - Jamhuri ya uganda).
- სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება სუდანს, დასავლეთით - კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, სამხრეთით - რუანდას და ტანზანიას, აღმოსავლეთით - კენიას. სამხრეთ-აღმოსავლეთით აკრავს ტბა ვიქტორია.
- დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისფან) - 1962 წლის 9 ოქტომბერი.
- ჰიმნი - „Oh Uganda, Land of Beauty“.
- მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.
- მთავრობის და სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული ასამბლეა.
- ფართობი - 236 040 კვ.კმ.
- დაყოფილია 4 ოლქად და 80 რეგიონად.
- მოსახლეობა - 31 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 119 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენები: ინგლისური და სუახილი.
- დედაქალაქი - კამპალა.
- ვალუტა - უგანდის შილინგი.
- ქვეყნის კოდი - UGA.
- დროის სარტყელი - UTC +3.
- სატელეფონო კოდი - +256.
- ინტერნეტ-დომენი - ug
უგარდანთა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
უგარითული ენა - სემიტური ენების ჩრდილო-დასავლეთის ჯგუფის ერთ-ერთი ენა, რომელზედაც ძვ.წ.აღ. II ათასწლეულში ლაპარაკობდნენ უგარითის სამეფოში (ახლანდელი სირია).
უგაროვი ბორის - რუსი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1922-1991 წწ).
უგე ხაიმე - ესპანელი ფერმწერი (?-1492 წ).
უგეგმო - რაც გეგმის გარეშე არსებობს, მოქმედებს; დაუგეგმავი
უგედეი - მონღოლეთის დიდი ყაენი (1181-1241 წწ).
უგემოვნოდ - გემოვნების გარეშე.
უგემრიელესი - მეტისმეტად გემრიელი.
უგემური
1) ცუდი, უსიამოვმო გემოს მქონე.
2) (გადატანით) უსიამოვნო, ულაზათო.
უგერგილო - უშნო, უფხო, მოუხერხებელი, მოუქნელი.
უგვანი - იგივეა, რაც უმსგავსი.
უგვარო - ვინც დიდ, წარჩინებულ გვარს არ ეკუთვნის; მდაბიოთა წრიდან გამოსული.
უგვარტომო - ვისაც გვარტომი (ნათესავი) არა ჰყავს; უთვისტომო.
უგვიანესი - უფრო გვიანდელი; ყველაზე გვიანდელი.
უგვირგვინო - ვისაც გვირგვინი არ ადგას.
უგზო - სადაც გზა არ არის.
უგზოობა - გზების უქონლობა.
უგზო-უკვლო - ძნელად მისასვლელი; მიუვალი.
უგია - იხილე ოუგუია.
უგლიმი - გულქვა, სასტიკი.
უგლეგორსკი - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში.
უგლედარი - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში.
უგლიჩი - ქალაქი რუსეთის იაროსლავლის ოლქში (40 ათასი).
უგნევი - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში.
უგნური - იგივეა, რაც უგუნური.
უგნურება - იგივეა, რაც უგუნურება.
უგოლინი ამედეო - იტალიელი მწერალი (1896-1954 წწ).
უგონო
1) გონების არმქონე; უგუნური, უჭკუო; უაზრო.
2) გონებადაკარგული, გულწასული.
უგრა - მდინარე რუსეთის ევროპულ ნაწილში, ოკის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 399 კილომეტრი).
უგრეხელი (Vicia ervilia) - პარკოსანი მცენარე; მოჰყავთ სამარცვლედ; ჩვენში ზოგგან ითესება პირუტყვის საკვებად.
უგრხელიძე ვლადიმერ - კალათბურთელი (192 სმ). თამაშობდა თბილისის „დინამოში“ (1958-74). სსრკ ნაკრების წევრი (1960-65), 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1963), ევროპის ჩემპიონი (1961), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), სსრკ ჩემპიონი (1968), სამგზის მეორე (1960, 61, 69) და მესამე (1965) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1969), სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1939 წელს).
უგრიუმოვი გრიგორი - რუსი ფერმწერი (1764-1823 წწ).
უგრძესი - უფრო გრძელი; ძალიან გრძელი.
უგრძნეულად - ისე, რომ ვერ გაუგონ; მოულოდნელად; ანაზდად.
უგრძნობი - ვისაც გრძნობა არა აქვს, ვინც (რაც) არაფერს გრძნობს.
უგრძნობელი
1) გრძნობის არმქონე; შეგრძნებას მოკლებული.
2) გრძნობას, განცდის უნარს მოკლებული; გულქვა; შეუბრალებელი.
უგუდეთი - ისტორიული სოფელი ახლანდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. მოიხსენიება XVII საუკუნიდან.
უგულებელყოფა - არაფრად ჩათვლა, ანგარიშის არგაწევა, უარყოფა.
უგულებელყოფილი - ვინც, რაც უგულებელყვეს.
უგულითადესი - მეტისმეტად გულითადი.
უგულისყურო - უყურადღებო.
უგულო
1) გულქვა, გულცივი, უგრძნობელი.
2) რასაც გული არა აქვს, ფუჭი.
უგუნებობა - უგუნებოდ ყოფნა.
უგუნებოდ - ცუდ გუნებაზე, უხასიათოდ, უხალისოდ.
უგუნური - უჭკუო, მოუსაზრებელი; უაზრო, სულელური.
უგუნურება - უგუნურის თვისება; უჭკუობა.
![]() |
3.4 უდ |
▲back to top |
უდა
1) მდინარე რუსეთის ბურიატიის რესპუბლიკაში, სელენგის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 467 კილომეტრი).
2) მდინარე რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში, ერთვის ოხოტის ზღვას (სიგრძე - 457 კილომეტრი).
უდაბლესი - განვითარების მიხედვით უმარტივესი; პრიმიტიული.
უდაბნო
1) დედამიწის დაუსახლებელი ნაწილი, ჩვეულებრივ სრულიად უწყლო და უმცენარო.
2) განმარტოებით მდგარი მონასტერი.
3) მთა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ივრის ზეგანზე (879 მეტრი).
4) სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გარეჯის ზეგანზე. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან - 750 მეტრი, საგარეჯოდან - 45 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 811 კაცი. სოფლის მახლობლად არის სამონასტრო კოპლექსი დავითგარეჯა.
5) ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი, შუა საუკუნეების საქართველოს რელიგიურ-კულტურული ცენტრი - დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი).
უდაბური
1) დაუსახლებელი, მივარდნილი, მიუვალი.
2) გაუვალი, დაბურული, უღრანი (ტყე).
უდავიდარაბოდ - დავიდარაბის გარეშე.
უდავო - რაც დავას არ იწვევს, უეჭველი.
უდაიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კადმოსის მიერ დათესილი კბილებიდან აღმოცენებული ხუთ მეომართაგან ერთ-ერთი.
უდაიპური - ქალაქი ინდოეთის რაჯასტანის შტატში (310 ათასი).
უდანაკარგოდ - დანაკარგის გარეშე.
უდანაკლისოდ - დანაკლისის გარეშე; უდანაკარგოდ.
უდანაშაულო - ვისაც დანაშაული არ აქვს.
უდაო - იხილე უდავო.
უდარ დე ლა მოტი ანტუან - ფრანგი მწერალი (1672-1731 წწ).
უდარდელი
1) ვისაც დარდი არა აქვს; უშფოთველი, კმაყოფილი.
2) რასაც დარდი არ ახლავს; უზრუნველი.
3) (გადატანით) დაუდევარი, უპასუხისმგებლო.
უდაჩნი - ქალაქი რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.
უდე - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.
უდუგეელები - რუსეთის პრიმორიეს და ხაბაროვსკის მხარეებში მცხოვრები ხალხი.
უდედმამო - ვისაც დედ-მამა არა ჰყავს; ობოლი.
უდედო - ვისაც დედა არ ჰყავს; დედით ობოლი.
უდევალა - ქალაქი-პორტი შვედეთის გეტებორგ-ბოჰუსის ლენში.
უდეტრები - ქართულ გრამატიკულ ლიტერატურაში ამ ტერმინით აღნიშნავენ სიტყვათა იმ კლასს, რომლებიც არც სახელებს მიეკუთვნებიან და არც ზმნებს (ზმნიზედა, თანდებული, კავშირი, ნაწილაკი, შორისდებული).
უდვალი სონომინ - მონღოლი მწერალი ქალი (1921-1991 წწ).
უდიდებულესი - ყველაზე დიდებული; დიდებულზე დიდებული.
უდიდებულესობა - მონარქიულ სახელმწიფოებში - მეფისა და დედოფლისადმი მიმართვის ფორმულა ან მათი დასახელება (თქვენი, მათი, მისი ნაცვალსახელებთან ერთად).
უდიდესი - ძალიან დიდი, ყველაზე დიდი.
უდიები - ერთ-ერთი იბერიულ-კავკასიური ტომის წარმომადგენლები; ცხოვრობენ აზერბაიჯანსა და საქართველოში.
უდიერი - მოურიდებელი, მოძალადე, უტიფარი (ადამიანი).
უდინე - ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
უდინო ნიკოლა შარლ - საფრანგეთის მარშალი (1767-1847 წწ).
უდიპლომო სასიძო - ქართული მხატვრული ფილმი, კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1961 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ლევან ხოტივარი. სცენარის ავტორები - რეზო ებრალიძე, ოთარ რაზმაძე, ლევან ხოტივარი. დამდგმელი ოპერატორი - ლევ სუხოვი. კომპოზიტორი - ბიძინა კვერნაძე. მთავარ როლებში: კოტე მგალობლიშვილი, ბელა მირიანაშვილი, აკაკი კვანტალიანი, დუდუხანა წეროძე, ვახტანგ ნინუა, აკაკაი ვასაძე, თენგიზ მაისურაძე, დიდი აბაშიძე, ზანდა იოსელიანი.
უდისციპლინო - დისციპლინის დამრღვევი; უწესო.
უდიური - უდიების დამახასიათებელი, მათი კუთვნილი.
უდმურტები - რუსეთის უდმურტეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ხალხი.
უდმურტეთი (უდმურტეთის რესპუბლიკა) - რუსეთის შემადგენლობაში არსებული ავტონომიური წარმონაქმნი; მდებარეობს ურალისწინეთში, კამისა და ვიატკის შუამდინარეთში. დედაქალაქი - იჟევსკი.
უდომლია - ქალაქი რუსეთის ტვერის ოლქში (35 ათასი).
უდონთხანი - ქალაქი ტაილანდში (80 ათასი).
უდონი ჟან ანტუან - ფრანგი მოქანდაკე (1741-1828 წწ).
უდრეკი
1) რაც არ იდრიკება, არ იღუნება.
2) იგივეა, რაც შეუდრეკელი.
უდრი ჟან ბატისტ - ფრანგი ფერმწერი (1686-1755 წწ).
უდროო - რაც თავის დროზე არ მოხდა; დროის, პირობების მიხედვით შეუფერებელი.
უდროობა - მოუცლელობა.
უდრტვინველი
1) ვინც არ დრტვინავს, ვინც არ ჩივის, არ ბუზღუნებს.
2) უშფოთველი, მშვიდი, წყნარი.
უდური - იხილე უდიური.
უდღეური
1) ზრდადაუსრულებელი, ნაადრევად დაბადებული; დღენაკლული.
2) (გადატანით) რასაც დიდი ხნის არსებობა არ უწერია.
უდჯაინი - ქალაქი ინდოეთის ცენტრალურ ნაწილში, მადჰია-პრადეშის შტატში (280 ათასი).
![]() |
3.5 უე |
▲back to top |
უეარინგი ედუარდ - ინგლისელი მათემატიკოსი (1734-1798 წწ).
უებარი
1) ძალიან კარგი, მოქმედი (წამალი).
2) იგივეა, რაც უებრო.
უები ბიატრის - ინგლისელი ეკონომისტი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე (1858-1943 წწ).
უები სიდნი - ინგლისელი ეკონომისტი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე (1859-1947 წწ).
უებრო - ვისაც (რასაც) ტოლი არა ჰყავს. უბადლო.
უებსტერი მარგარეტ - ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი ქალი (1905-1972 წწ).
უებსტერი ჩარლზ კინგზლი - ინგლისელი ისტორიკოსი (1886-1961 წწ).
უებსტერი ჯონ - ინგლისელი დრამატურგი (1580-1625 ან 1634 წწ).
უებსტერის ლექსიკონი - ამერიკელი ლექსიკოგრაფის ნ.უებსტერის ლექსიკონების სახელწოდება. პირველად გამოიცა 1828 წელს (70 ათასი სიტყვა); მესამე გამოცემა - 1961 წელი (450 ათასი სიტყვა).
უედელის ზღვა - განაპირა ზღვა ატლანტის ოკეანეში, ანტარქტიდის სანაპიროებთან.
უეიველი არჩიბალდ პერსივალ - დიდი ბრიტანეთის ფელდმარშალი (1883-1950 წწ).
უეიკი - მარჯნის კუნძული წყნარ ოკეანეში, ჰავაის კუნძულებსა და კუნძულ გუამს შორის, ეკუთვნის აშშ-ს.
უეიკო - ქალაქი აშშ-ს ტეხასის შტატში.
უეიკფილდი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის უესტ-იორქშირის მეტროპოლიურ საგრაფოში (ინგლისი).
უეიკფილდი ედუარდ გიბონ - ინგლისელი ეკონომისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე (1796-1862 წწ).
უეინი ჯონ - ინგლისელი მწერალი (დაიბადა 1925 წელს).
უეკლო - ეკლის არმქონე.
უელე - მდინარე კონგოში, მდინარე უბანგის ერთ-ერთი მდგენელი (სიგრძე 1000 კილომეტრ-ზე მეტი).
უელენდი - ქალაქი კანადის ონტარიოს პროვინციაში.
უელერი ტომას ჰაკლ - ამერიკელი ექიმი, 1954 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1915 წელს).
უელვა - ქალაქი ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ანდალუსიის ავტონომიურ ოლქში; ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (140 ათასი).
უელზლი რიჩარდ კოლი - დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მოღვაწე, საგარეო საქმეთა მინისტრი, ინდოეთის გუბერნატორი (1760-1842 წწ).
უელინგტონი
1) ახალი ზელანდიის დედაქალაქი. მდებარეობს ჩრდილოეთი კუნძულის სამხრეთ ნაწილში (150 ათასი, გარეუბნებით - 330 ათასი).
2) კუნძული წყნარ ოკეანეში, ჩილეს არქიპელაგში, ეკუთვნის ჩილეს.
უელინგტონი ართურ უელზლი - ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე, სარდალი, დიპლომატი (1769 - 1852 წწ).
უელკომი - ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ორანჟის დეპარტამენტში.
უელსელები (ვალიელები) - დიდ ბრიტანეთში, უელსის ნახევარკენძულზე მცხოვრები ხალხი (დაახლოებით 900 ათასი).
უელსი
1) ნახევარკუნძული დიდი ბრიტანეთის დასავლეთ ნაწილში.
2) დიდი ბრიტანეთის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეული. ფართობი - 20,8 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 2,9 მილიონი. მთავარი ქალაქი - კარდიფი.
უელსი (უელესი) ორსონ - ამერიკელი კინორეჟისორი და მსახიობი (1915-1985 წწ).
უელსი (უელესი) ჰერბერტ ჯორჯ - ინგლისელი მწერალი (1866-1946 წწ).
უელსის მასივი - იხილე კემბრიის მთები.
უელსის პრინცის კონცხი - მდებარეობს აშშ-ს ალასკის შტატის სიუარდის ნახევარკუნძულზე.
უელსლი - იხილე უელზლი რ.კ.
უენო
1) უტყვი, უთქმელი (ადამიანი).
2) რასაც ენა არა აქვს.
უენობა - უენოდ ყოფნა; ხმის ამოუღებლობა.
უერთგულესი - ყველაზე მეტად ერთგული.
უესექსი - ანგლო-საქსების სამეფო VI-IX საუკუნეებში.
უესკერი არნოდ - ინგლისელი დრამატურგი (დაიბადა 1932 წელს).
უესტ-ალისი - ქალაქი აშშ-ს უისკონსინის შტატში.
უესტ-ბრომიჯი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის უესტ-მიდლენდზის მეტროპოლიურ საგრაფოში.
უესტერმანი უილიამ - ამერიკელი პაპიროლოგი და ისტორიკოსი (1873-1954 წწ).
უესტერნი - იხილე ვესტერნი.
უესტი ბენჯამინ - ამერიკელი ფერმწერი (1738-1820 წწ).
უესტინგჰაუსი ჯორჯ - ამერიკელი გამომგონებელი და მრეწველი (1864-1914 წწ).
უესტ-მორლენდი - ყოფილი საგრაფო დიდ ბრიტანეთში (ინგლისი).
უესტ-პალმ-ბიჩი - ქალაქი-პორტი აშშ-ს ფლორიდის შტატში.
უესტ-ჰარტფორდი - ქალაქი აშშ-ს კონექტიკუტის შტატში.
უეფა (ფრანგ. აბრევიატურა UEFA - Union Europeenne de Football Associations) - საფეხბურთო ასოციაციათა ევროპის კავშირი; ამჟამად მისი შტაბ-ბინა ციურიხში (შვეიცარია) მდებარეობს.
უეშმაკო - გულმართალი, ალალი.
უეცარი - მოულოდნელი, უცაბედი.
უეჭველი
1) სარწმუნო, უტყუარი.
2) აუცილებელი, უდავო.
უეჯვუდი ჯოუსაია - ინგლისელი მხატვარი, კერამიკოსი და მეწარმე (1730-1795 წწ).
![]() |
3.6 უვ |
▲back to top |
უვადო - ვადის არმქონე, დროის მხრივ განსაზღვრული.
უვალი - სადაც არ უვლიათ; ძნელად სავალი.
უვალო - ვისაც ვალი არა აქვს, არავისი არაფერი მართებს.
უვარგისი - რაც ვარგისი არ არის; რის გამოყენებაც შეუძლებელია.
უვაროვო - ქალაქი რუსეთის ტამბოვის ოლქში (35 ათასი).
უვერტიურა (ფრანგ.)
1) ოპერის, ბალეტის, ოპერეტის საორკესტრო შესავალი.
2) ერთნაწილიანი საორკესტრო ნაწარმოები.
უვიცი - ვინც არაფერი იცის, უცოდინარი, გაუნათლებელი.
უვნებელი
1) ვისაც, რასაც ვნება არ მოსვლია, არაფერი დამართვია; დაუზიანებელი.
2) რასაც, ვისაც ვნების მიყენება არ შეუძლია.
უვოლოგია - ყურძნის მტევნის და კენკროვან ნაყოფთა შემსწავლელი დარგი მეცნიერებისა.
უვრაჟი (ფრანგ.) - დიდი ფორმატის მდიდრული, უხვად დასურათებული გამოცემა.
უვრცესი - ყველაზე მეტად ვრცელი.
![]() |
3.7 უზ |
▲back to top |
უზადო - უნაკლო.
უზაკველი - უეშმაკო, ალალ-მართალი.
უზალთუნი (თურქ.) - ათი ერთეულის შემცველი მონეტა.
უზანგი - უნაგირის ნაწილი, ფეხის შესადგმელი რკინის რკალი; ავჟანდი.
უზანი (Viburnum lantana) - ტანმორჩილი ბუჩქი; აქვს შებუსვილი ფოთლები; იკეთებს ქოლგის მსგავსად შეკრებილ თეთრ ყვავილებს; ისხამს წვნიან შავ ნაყოფს.
უზარმაზარი - მეტისმეტად დიდი.
უზბაში (თურქ.)
1) ასისთავი.
2) მამასახლისი.
უზბეკეთი (უზბეკეთის რესპუბლიკა, უზბეკ. O`zbekiston Respublikasi).
- სახელმწიფო შუა აზიის ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ყირგიზეთს, ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით - ყაზახეთს, სამხრეთ-დასავლეთით - თურქმენეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთით - ტაჯიკეთს, სამხრეთით - ავღანეთს.
- დამოუკიდებლობის დღე (სსრკ-სგან) - 1991 წლის 1 სექტემბერი.
- მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - მეჯლისი.
- ფართობი - 447 400 კვ.კმ.
- დაყოფილია 12 ოლქად, მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ყარაყალპაყეთის ავტონომიური რესპუბლიკა.
- მოსახლეობა - 27 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 60 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნეები - მუსლიმანი-სუნიტები.
- ოფიციალური ენა - უზბეკური.
- დედაქალაქი - ტაშკენტი.
- ვალუტა - სუმი.
- ქვეყნის კოდი - UZB.
- დროის სარტყელი - Utc +5.
- სატელეფონო კოდი - +998.
- ინტერნეტ-დომენი - uz.
უზბეკი სულთან მუჰამად - ოქროს ურდოს ხანი (?-1342 წ).
უზგენი - ქალაქი ყირგიზეთის ოშის ოლქში (35 ათასი).
უზე ბოდო - გერმანელი მწერალი (1904-1963 წწ).
უზენაესი
1) ყველაზე დიდი, ყველაზე უფროსი; უმაღლესი.
2) იხმარება ღვთის ეპითეტად.
უზენი (დიდი და პატარა) - მდინარეები რუსეთსა და ყაზახეთში, ჩაედინებიან ყამიშ-სამარის გაუდინარ ტბებში.
უზიარებელი - ვისაც ზიარება არ მიუღია.
უზიზღო - ვინც გულზიზღიანი არ არის, ვინც ნაკლებად ზიზღიანია.
უზინი - ქალაქი უკრაინის კიევის ოლქში.
უზლოვაია - ქალაქი რუსეთის ტულის ოლქში.
უზმო - ჯერ კიდევ უჭმელი (დილით).
უზნარიანი - ისტორიული სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კარწახის ხევში.
უზნაძე დიმიტრი - ფსიქოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1887-1950 წწ).
უზნაძე ნინო - მსახიობი, ივანე კერესელიძის მეუღლე, მონაწილეობდა გიორგი ერისთავის მიერ განახლებულ ქართულ თეატრში (1837-1878 წწ).
უზნეო - ვინც ზნეობრივ ნორმებს არ იცავს; ზნედაცემული.
უზოგადესი - მეტისმეტად ზოგადი.
უზომო - ძალიან დიდი; განუზომელი; უსაზღვრო.
უზრდელი - ზრდილობას, თავაზიანობას მოკლებული.
უზრუნველი
1) ვინც არაფერზე ზრუნავს; უდარდელი.
2) რაზედაც არა ზრუნავენ, ზრუნვის გარეშე.
უზრუნველყოფა - ყოველგვარი პირობის შექმნა, სავსებით დაკმაყოფილება რამეთი.
უზრუნველყოფილი
1) სავსებით დაკმაყოფილებული.
2) მინიჭებული, მიკუთვნებული.
უზუალური (ლათ.) - უზუალური მნიშვნელობა - სიტყვის საყოველთაოდ გავრცელებული მნიშვნელობა; ისეთი, რომელიც სიტყვას ჩვეულებრივ ბუნებრივად აქვს (საპირისპორო - ოკაზიონალური მნიშვნელობა)
უზუნდარა (სპარს.) - ძველებური აღმოსავლური ქალთა ცეკვა.
უზუნდარისხევი - მდინარე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი.
უზუნთალა - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
უზუნოვი გეორგ სტოიანოვ - ბულგარელი ფსიქიატრი და ნევროპათოლოგი (1904-1971 წწ).
უზუნოვი დეჩკო - ბულგარელი ფერმწერი (1899-1986 წწ).
უზუნოვი დიმიტრ ტოდოროვ - ბულგარელი მომღერალი (დაიბადა 1922 წელს).
უზუნ-ჰასანი - აყ-ყოიუნლუს თურქმანთა სახელმწიფოს გამგებელი 1453-78 წლებში (დაახლოებით 1423-1478 წწ).
უზური - უზურში ქონა - მხედველობაში ქონა (ყოლა), ვარაუდი.
უზურპატორი (ლათ.) - პირი, რომელმაც უკანონოდ ჩაიგდო ხელში ძალაუფლება ან მიითვისა სხვისი უფლებები რამეზე.
უზურპაცია (ლათ.) - უკანონოდ ხელში ჩაგდება (ძალაუფლებისა), მითვისება (სხვისი უფლებებისა).
უზუსი (ლათ.)
1) ჩვევა, ჩვეულება.
2) ხმარება, გამოყენება.
უზუსტესი - უაღრესად ზუსტი.
უზუსტობა - არასიზუსტე; შეცდომა.
უზუფრუქტი (ლათ.) - უფლება სხვისი ქონებითა და მისი შემოსავლით სარგებლობისა იმ პირობით, თუ ამ ქონებას არაფერი დააკლდება.
![]() |
3.8 უთ |
▲back to top |
უთავბოლო - უწესრიგო, არეულ-დარეული.
უთავო
1) რასაც თავი არა აქვს.
2) (გადატანით) მოუსაზრებელი, უჭკუო.
უთავშესაფრო - ვისაც, რასაც თავშესაფარი არა აქვს.
უთანაბრო - არაერთგვარი, უთანასწორო.
უთანასწორო - რაც თანასწორი არ არის.
უთანხმოება - აზრთა სხვადასხვაობა.
უთაო - იხილე უთავო.
უთარიღო - რაზედაც თარიღი არ არის აღნიშნული.
უთაური - მოუფიქრებელი, მოუსაზრებელი; უთავბოლო.
უთენია - გათენებამდე, გაუთენებლივ.
უთვალავი - ძალიან ბევრი, ურიცხვი; უამრავი.
უთვირი
1) მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ნაკრის მარჯვენა შენაკადი.
2) მთა სვანეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოების შდავლერის ქედზე (2714 მეტრი).
უთვისტომო - ვისაც თვისტომი არ ჰყავს; უნათესავო.
უთო (სპარს.) - გლუვძირიანი, სახელურიანი გასახურებელი ხელსაწყო ქსოვილის გასასწორებლად.
უთოვლო
1) სადაც თოვლი არ არის; რაც თოვლით არ არის დაფარული.
2) ისეთი (ზამთარი), როდესაც თოვლს არ დადებს.
უთრუთიან-საამიანი - ძველი ქართული მწერლობის თარგმნილი ძეგლი, ფირდოუსის “შაჰ-ნამეს” ქართული ვერსიების ციკლის ერთ-ერთი თხზულება.
უთუო - აუცილებელი, უეჭველი, უსათუო.
უთუორი
1) მდინარე ხობის მუნიციპალიტეტში, მუნჩიის მარჯვენა შენაკადი.
2) მდინარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ოჩხომურის მარჯვენა შენაკადი.
უთქმელი
1) რაც არ უთქვამთ.
2) რის გამოთქმაც ძნელია; გამოუთქმელი.
3) ვინც თავის დარდს, გაჭირვებას ადვილად არ ამჟღავნებს.
უთხოვარი - იგივეა, რაც ურთხელი.
![]() |
3.9 უი |
▲back to top |
უი - შორისდებული; გამოხატავს:
1) მწუხარებას; დანანებას; ტკივილს.
2) გაკვირვებას; აღტაცებას.
უიარაღო
1) შეუიარაღებელი, უსაჭურვლო.
2) (ნამდვილი სახელი და გვარი კონდრატე თათარაშვილი) - ქართველი მწერალი (1872-1929 წწ).
უიარი - ქალაქი რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.
უიგანი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის მანჩესტერის მეტროპოლიურ საგრაფოში (ინგლისი).
უიგუამი - იხილე ვიგვამი.
უიდა - იხილე ვიდა1.
უიდეო - რაც (ან ვინც) მოწინავე იდეებით არ არის განმსჭვალული; რასაც მოწინავე იდეები არ უდევს საფუძვლად.
უიდნესი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის ჩეშირის საგრაფოში.
უიდობრო ვისენტე - ჩილელი მწერალი (1893-1948 წწ).
უივერი სიგურნი (ნამდვილი სახელი სიუზენ) - ამერიკელი მსახიობი ქალი (დაიბადა 1949 წელს).
უიკენდი (ინგლ.) - „კვირის ბოლო“; დასვენების დრო პარასკევის საღამოდან ორშაბათის დილამდე (ჩვეულებრივ ქალაქგარეთ).
უიკინგის მთები (ლივინგსტონის მთები) - მდებარეობს ტანზანიაში.
უიკლიფი ჯონ - ინგლისელი რეფორმატორი (1320-სა და 1330-ს შორის - 1384 წწ).
უილა - დეპარტამენტი კოლუმბიაში.
უილამეტი - მდინარე აშშ-ში მდინარე კოლუმბიის მარცხენა შენაკადი.
უილაჯო - ილაჯგაწყვეტილი, უღონო, უძალო.
უილიამ I დამპყრობელი - ინგლისის მეფე (1027 ან 1028 - 1087 წწ).
უილიამ III ორანელი - ინგლისის მეფე (1621-1675 წწ).
უილიამზი ერიკ იუსტას - ტრინიდადისა და ტობაგოს პრემიერ-მინისტრი 1962 წლიდან (1911-1981 წწ).
უილიამზი რეიმონდ - ინგლისელი მწერალი (დაიბადა 1921 წელს).
უილიამზი ტენესი (ნამდვილი სახელი და გვარი ტომას ლანირი) - ამერიკელი დრამატურგი (1911-1983 წწ).
უილინგი - ქალაქი აშშ-ს დასავლეთ ვირჯინიის შტატში.
უილისი ბრიუს - ამერიკელი კინომსახიობი (დაიბადა 1955 წელს).
უილისი ტომას - ინგლისელი ანატომი და ექიმი (1621-1675 წწ).
უილკი დეივიდ - შოტლანდიელი ფერმწერი (1785-1841 წწ).
უილკინზი მორის - ინგლისელი ბიოფიზიკოსი, 1962 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1916 წელს).
უილკინზი ჰიუბერტ - ამერიკელი პოლარეთის მკვლევარი (1888-1958 წწ).
უილკინსონი ჯეფრი - ინგლისელი ქიმიკოსი (დაიბადა 1921 წელს).
უილმინგტონი - ქალაქი აშშ-ს ჩრდილოეთ კაროლინის შტატში (55 ათასი).
უილობი ფრანსის - ინგლისელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური (1635-1672 წწ).
უილობი ჰიუ - ინგლისელი ზღვაოსანი (გარდაიცვალა 1554 წელს).
უილსონი ანგუს - ინგლისელი მწერალი (1913-1991 წწ).
უილსონი ედმუნდ ბიჩერ - ამერიკელი ციტოლოგი (1856-1939 წწ).
უილსონი კენეტ - ამერიკელი ფიზიკოსი (დაიბადა 1936 წელს).
უილსონი მიჩელ - ამერიკელი მწერალი (1913-1973 წწ).
უილსონი რობერტ ვუდრო - აშშ-ს სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1916 წელს).
უილტშირი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში (ინგლისი).
უილქს-ბარი - ქალაქი აშშ-ს პენსილვანიის შტატში.
უილქსი ჩარლზ - ამერიკელი ოკეანიისა და ანტარქტიკის მკვლევარი (1798-1877 წწ).
უილქსი ჯონ - ინგლისის პოლიტიკური მოღვაწე და პუბლიცისტი (1727-1797 წწ).
უილქსის მიწა - აღმოსავლეთ ანტარქტიდის ტერიტორიის ნაწილი.
უიმათოდ - იმათ გარეშე.
უიმბლდონი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, დიდი ლონდონის მეტროპოლიურ საგრაფოში.
უიმბლდონის ტურნირი - დიდი საჩოგბურთო ტურნირი, რომელიც მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატადაა მიჩნეული; ყოველწლიურად ტარდება ინგლისის ქალაქი უიმბლდონში.
უიმე - იგივეა, რაც უი.
უიმედო
1) ვისაც იმედი არა აქვს; სასოწარკვეთილი.
2) რის იმედიც არა აქვს; უნუგეშო.
უიმედობა - სასოწარკვეთილება.
უიმისო - იმის გარეშე მყოფი.
უინდ-რივერი - ქედი აშშ-ს კლდოვანი მთების სისტემაში.
უინდროუერი - იხილე ვინდროუერი.
უინდსერფინგი - იხილე ვინდსერფინგი.
უინიპეგი
1) ტბა კანადაში (სიღრმე 28 მეტრი).
2) ქალაქი სამხრეთ კანადაში, მანიტობის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
უინიპეგოსისი - ტბა კანადაში.
უინსორი - ქალაქი კანადის სამხრეთ ნაწილში (190 ათასი).
უინსტენლი ჯერარდ - ინგლისელი სოციალისტ-უტოპისტი (1609 წ - 1652 წლის შემდეგ).
უინსტონი ჰენრი - ამერიკის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1911-1990 წწ).
უინსტონ-სეილემი - ქალაქი აშშ-ს ჩრდილოეთ კაროლინის შტატში.
უინჩესტერი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის ჰემფშირის საგრაფოში.
უინძორი
1) ქალაქი დიდი ბრიტანეთის ბერქშირის საგრაფოში.
2) ქალაქი კანადის ონტარიოს პროვინციაში.
უინძორის დინასტია - სამეფო დინასტია დიდ ბრიტანეთში (1901 წლიდან დღემდე).
უიპეტი - პატარა მონადირე (ოთახის) ძაღლი, მწევრის სახესხვაობა.
უიპლი ფრანსის ჯონ უელშ - ინგლისელი გეოფიზიკოსი (1876-1943 წწ).
უიპლი ჯორჯ მეთიუზ - ინგლისელი გეოფიზიკოსი (1842-1893 წწ).
უიპლი ჯორჯ ჰოიტ - ამერიკელი ექიმი-პათოლოგი (1878-1976 წწ).
უირალი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის მერზისაიდის მეტროპოლიურ საგრაფოში.
უისკონსინი
1) მდინარე აშშ-ში, მდინარე მისისიპის მარცხენა შენაკადი.
2) შტატი აშშ-ს ჩრდილოეთ ნაწილში, ფართობი 145,4 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 5 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - მედისონი.
უისლერი ჯეიმზ აბოტ მაკნილ - ამერიკელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1834-1903 წწ).
უისტიტი - პატარა მაიმუნი ერთგვარი; ბინადრობს ბრაზილიის ეკვატორულ ტყეებში, მაღალ ხეებზე.
უიტბენკი - ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტრანსვაალის პროვინციაში.
უიტბოი ჰენდრიკ - იხილე ვიტბოი ჰ.
უიტეკერი ედმუნდ ტეილორ - ინგლისელი მათემატიკოსი (1973-1956 წწ).
უიტენაგემოტი (ძვ.ინგლ.) - ანგლოსაქსონურ სამეფოებში - საბჭო, მეფესთან არსებული უმაღლესი სასამართლო და სათათბირო ორგანო, რომელიც შედგებოდა თითქმის მხოლოდ საერო და სასულიერო დიდებულთა წარმომადგენლებისგან.
უიტლენდერები (აფრ.) - ინგლისელები, რომლებიც XIX საუკუნის 70-90-იან წლებში გადასახლდნენ სამხრეთ აფრიკის (ბურების) რესპუბლიკაში და რომლებსაც არ ჰქონდათ სამოქალაქო უფლებები ინგლისის მიერ ამ რესპუბლიკის დაპყრობამდე.
უიტიერი ჯონ გრინლიფ - ამერიკელი პოეტი (1807-1892 წწ).
უიტმენი უოლტ - ამერიკელი პოეტი (1819-1892 წწ).
უიტნი - მთა აშშ-ს სიერა-ნევადის მთებში (4418 მეტრი).
უიტნი უილიამ დუაიტ - ამერიკელი ენათმეცნიერი (1827-1894 წწ).
უიტოტო - კოლუმბიასა და პერუში მცხოვრები ინდიელთა ტომი.
უიტსტონი ჩარლზ - ინგლისელი ფიზიკოსი და გამომგონებელი (1802-1875 წწ).
უიტუორთი ჯოზეფ - ინგლისელი ინჟინერი და მეწარმე (1803-1887 წწ).
უიღბლო - ვისაც უღბალი არ აქვს.
უიღუნი (ნამდვილი სახელი და გვარი რაჰმათულა ათაყოზიევი) - უზბეკეთის სახალხო პოეტი (1905-1990 წწ).
უიღურები - ჩინეთის სინძიანის უიღურთა ავტონომიური რაიონის ძირითადი მოსახლეობა (8 მილიონამდე).
უიჩერლი უილიამ - ინგლისელი დრამატურგი (1640-1716 წწ).
უიჩიტო - ქალაქი აშშ-ს კანზასის შტატში (485 ათასი).
უიჩიტო-ფოლზი - ქალაქი აშშ-ს ტეხასის შტატში.
![]() |
3.10 უკ |
▲back to top |
უკადრისა (Impatiens) - ტყის ბალახი; იკეთებს ყანწის მსგავს ყვითელ ყვავილებს, ისხამს მოგრძო ნაყოფს, რომელიც ოდნავ შეხებისას იხსნება და თესლს აქეთ-იქით ისვრის.
უკადრისი
1) ვინც არ კადრულობს ვისმე ან რასმე; ამპარტავანი.
2) რაც ვისმე არ ეკადრება; სათაკილო, შეუფერებელი.
უკავშირო - გრამატიკაში - რასაც კავშირი არა აქვს.
უკაიალი - მდინარე პერუში, მდინარე ამაზონის ერთ-ერთი მდგენელი (სიგრძე - 1950 კილომეტრი).
უკან
1) იმის მოპირდაპირე მხარეს, საითაც პირი აქვს, საითაც მიდიან; ზურგისაკენ.
2) ისევ იქ, სადაც იყო, საიდანაც მოვიდა, საიდანაც წამოიღო რამე.
3) შემდეგ, მერე.
უკანა - ვინც, რაც უკან არის.
უკანავა - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
უკანალი - იგივე საჯდომი (მნიშვნელობა 2).
უკანამხარე - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.
უკანამხარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ფასანაურის სადაბო საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ხანდოსხევის (მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი) ზემოეთში. ზღვის დონიდან - 1440 მეტრი, დუშეთიდან - 56 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 58 კაცი.
უკანასკნელი
1) რითაც რაიმე მთავრდება.
2) ყველაზე ჩამორჩენილი; ყველაზე უარესი, ბოლო.
3) რაც კი გააჩნია, მთლიანად, მთელი.
უკანასკნელი მასკარადი - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1934 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - მიხეილ ჭიაურელი. დამდგმელი ოპერატორი - ანტონ პოლიკევიჩი. კომპოზიტორი - გრიგოლ კილაძე. მთავარ როლებში: ალექსანდრე ჯალიაშვილი, დუდუხანა წეროძე, ნატო ვაჩნაძე, მიხეილ ფელოვანი, შალვა გედევანიშვილი, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, კოტე მიქაბერიძე, შალვა ღამბაშიძე.
უკანასკნელი ჯვაროსნები - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1932 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - სიკო დოლიძე. დამდგმელი ოპერატორი - ალექსანდრე დიღმელოვი. კომპოზიტორი - შალვა აზმაიფარაშვილი. მთავარ როლებში: ნატო ვაჩნაძე, სერგო ზაქარიაძე, ვასილ არაბიძე, სანდრო კანდელაკი, აკაკი კვანტალიანი, ჩიტოლია ჩხეიძე.
უკანასტარი - დაწერილი ქაღალდის მეორე (ჩვეულებრივ დაუწერელი) გვერდი.
უკანაუბანი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.
უკანა ფშავი - ფშავის ნაწილი ორწყლიდან ფშავის არაგვის სათავეებამდე.
უკანაფშავი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (უკანაფშავის თემის საკრებულო) მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1750 მეტრი, დუშეთიდან - 75 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 11 კაცი.
უკანაფშავის თემის საკრებულო - თემის საკრებულო დუშეთის მუნიციპალიტეტში, საკრებულოს ცენტრი - სოფელი შუაფხო.
უკანახო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1920 მეტრი, დუშეთიდან - 72 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 1 კაცი.
უკანგორი
1) მდინარე დმანისის მუნიციპალიტეტში, მაშავრის მარჯვენა შენაკადი.
2) სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.
უკანდასახევი - საიდანაც ან რითაც უკან უნდა დაიხიონ.
უკანდახეული - ვინც, რამაც უკან დაიხია.
უკანეთი - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (მუხიანის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან - 85 მეტრი, წყალტუბოდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 370 კაცი.
უკანვე - ისევ უკან, ხელახლა უკან.
უკანიდან - უკანა მხრიდან.
უკანტბა - უღელტეხილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ქედზე.
უკან-უკან - თანდათანობით უკან.
უკანღელე - მდინარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, წყალწითელას მარცხენა შენაკადი.
უკანწირი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.
უკანხადუ - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), მდინარე გორშეღმისწყლის (ხევსურეთის არაგვის ერთ-ერთი შემდგენელი) ზემოეთში. ზღვის დონიდან - 2000 მეტრი, დუშეთიდან - 78 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში არავინ ცხოვრობს.
უკარება - ვინც არავის არ იკარებს; ვინც სხვებთან ურთიერთობას გაურბის.
უკაცო - სადაც მამაკაცი არ არის.
უკაცრავად - ჩართული სიტყვაა - გამოხატავს ბოდიშის მოხდას.
უკაცრაული - არასაკადრისი.
უკაცრიელი - დაუსახლებელი, უდაბური.
უკაცური - იგივეა, რაც უკაცრიელი.
უკბილო
1) ვისაც, რასაც კბილები არა აქვს.
2) (გადატანით) გონებამახვილობას მოკლებული; უხეირო, ულაზათო (ხუმრობა...).
უკეთ - უფრო კარგად; უკეთესად.
უკეთესი - უფრო კარგი; უმჯობესი.
უკეთესობა - უკეთესად ყოფნა.
უკეთობა - უკეთ, უფრო უკეთ ყოფნა.
უკეთუ - კავშირი - თუ; თუ ვინიცობაა.
უკეთური - ავი, ბოროტი.
უკეკი (უვეკი) - ოქროს ურდოს ერთ-ერთი მთავარი ქალაქი XIV საუკუნის დასაწყისში.
უკერევე - ტბა, იხილე ვიქტორია.
უკვალოდ - კვალის დაუტოვებლად; უგზო-უკვლოდ.
უკვდავება - მარადიულობა.
უკვდავების თეთრი ვარდი - ქართული მხატვრული ფილმი, ზღაპარი. ეკრანებზე გამოვიდა 1984 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - ნანა მჭედლიძე. დამდგმელი ოპერატორი - ლერი მაჩაიძე. კომპოზიტორი - იოსებ ბარდანაშვილი. მთავარ როლებში: ეკა ვიბლიანი, მამუკა ქადაგიშვილი, ლეო ანთაძე, ზეინაბ ბოცვაძე, ქართლოს მარადიშვილი, გრიგოლ წიტაიშვილი, ივანე საყვარელიძე, კახი კავსაძე, რუსლან მიქაბერიძე, შოთა სხირტლაძე.
უკვდავი
1) რაც არ კვდება; მარად ცოცხალი (რელიგიური წარმოდგენით).
2) ვინც სიკვდილის შემდეგაც მუდამ ახსოვთ.
უკვდავსაყოფი - უკვდავების ღირსი.
უკვდავყოფა - უკვდავების მინიჭება.
უკვე - მიუთითებს მოქმედების დასრულებაზე.
უკიდეგანო - მეტისმეტად ვრცელი, უსაზღვრო.
უკიდურესი - მეტისმეტი, უაღრესი, უსაზღვრო.
უკივლეთა - მთა ონის მუნიციპალიტეტში, გორმაღლის ქედზე.
უკითხავად
1) ისე, რომ არ უკითხავთ (ვისიმე, რისამე ამბავი).
2) იგივეა, რაც დაუკითხავად.
უკიიო-ე - იაპონური მხატვრული სკოლა, აღმოცენდა VIII საუკუნეში.
უკილო - რასაც კილი2 არ აქვს.
უკლასო - რაც (საზოგადოება....) დაყოფილი არ არის კლასებად.
უკლებლად (უკლებლივ) - მთლიანად, სრულად.
უკმარი (უკმარისი) - არასაკმაო, არასაკმარისი.
უკმარობა (უკმარისობა) - ნაკლებობა, არასაკმარისობა.
უკმაყოფილება - გულნაკლულობა.
უკმაყოფილო
1) ვინც კმაყოფილი არ არის; ნაწყენი, გულნაკლული.
2) ნაწყენობის, გულნაკლულობის გამომხატველი.
უკმერგე - ქალაქი ლიტვაში.
უკმეხი - მოურიდებელი და უხეში.
უკნიდან - იგივეა, რაც უკანიდან.
უკომპრომისო - დათმობის გარეშე წარმოებული, მიღწეული; უშეღავათო.
უკრაინა (უკრ. Україна).
- სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. აღმოსავლეთით ესაზღვრება რუსეთს, ჩრდილოეთით - ბელორუსიას, დასავლეთით - პოლონეთს, სლოვაკეთს და უნგრეთს, სამხრეთ-დასავლეთთ - რუმინეთს და მოლდავეთს, სამხრეთით აკრავს შავი და აზოვის ზღვები.
- „უკრაინა“ სლავურად სასაზღვრო რეგიონს ნიშნავს, შეადარე რუსულს - „Окраина“. ამავე დროს სიტყვა „კრაინა“ უკრაინულში, ბელორუსულში, სერბო-ხორვატულში აღნიშნავს “ქვეყანას”.
- დამოუკიდებლობის დღე (სსრკ-სგან) - 1991 წლის 24 აგვისტო.
- ჰიმნი - „Ще не вмерла України ні слава, ні воля“.
- მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - უმაღლესი საბჭო (უმაღლესი რადა).
- ფართობი - 603 700 კვ.კმ.
- დაყოფილია 24 ოლქად და ცენტრალური დაქვემდებარების ორ ქალაქად (კიევი და სევასტოპოლი).
- მოსახლეობა - 46 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 87 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - უკრაინული.
- დედაქალაქი - კიევი.
- ვალუტა - გრივნა.
- ქვეყნის კოდი - UKR.
- დროის სარტყელი - UTC +2.
- სატელეფონო კოდი - +380.
- ინტერნეტ-დომენი - ua.
უკრაინკა ლესია (ნამდვილი სახელი და გვარი ლარისა კოსაჩ-კვიტკა) - უკრაინელი მწერალი და პოეტი ქალი (1871-1913 წწ).
უკრაინკა - ქალაქი უკრაინის კიევის ოლქში.
უკრაინსკი (1963 წლამდე ლესოვკა) - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში.
უკუ - იგივეა, რაც უკუღმა.
უკუზნექი - ტანვარჯიშში - უკან გადაზნექა, ზურგისკენ გადახრა.
უკუმკლავი - ტანვარჯიშში - მკლავების ზურგისაკენ გაწევა.
უკუნეთი
1) დიდი სიბნელე; წყვდიადი.
2) იგივეა, რაც უკუნი.
უკუნი
1) ძალიან ბნელი (ღამე).
2) წყვდიადი.
უკუნითი - უკუნითი უკუნისამდე - სამუდამოდ, სამარადისოდ.
უკუნისამდე - სამარადისოდ, საუკუნოდ.
უკუპროპორციული - პროპორციულის საწინააღმდეგო.
უკურთხებელი - რაც არ უკურთხებიათ ეკლესიაში.
უკურნებელი - რაც არ იკურნება; მოურჩენელი, განუკურნავი.
უკუსაგდები - რაც (ვინც) უნდა უკუაგდონ.
უკუფენა
1) ფიზიკაში - უკუქცევა, არეკვლა (სხივებისა).
2) გამოხატვა, გამოხატვა, გადმოღება.
უკუქცევა - იგივეა, რაც მიქცევა (ზღვისა).
უკუღმა
1) შიგნითა ან უკანა მხრიდან
2) ზურგის მიმართულებით, საპირისპირო, საწინააღმდეგო მხარეს.
უკუღმართი
1) ცუდი, უწესო, უსამართლო.
2) იტყვიან ახირებულ ვინმეზე ან რამეზე.
უკუჩვენება - მედიცინაში - სიმპტომი, რაც აჩვენებს გარკვეული წამლის ან მკურნალობის რამე დაავადებისათვის შეუფერებლობას, მავნებლობას; საწინააღმდეგო ჩვენება.
უკუცემა - ცეცხლსასროლი იარაღის ან მისი ნაწილის უკან დაწევა გასროლის შემდეგ.
![]() |
3.11 ულ |
▲back to top |
უ ლა (უ ლატი) - ბირმელი (მიანმელი) მწერალი (1866-1921 წწ).
ულაან-ბაატარი - იხილე ულან-ბატორი.
ულაზათო - უშნო, ულამაზო.
ულამაზესი - მეტისმეტად ლამაზი.
ულამაზო - სილამაზეს მოკლებული; უშნო.
ულამები (არაბ.) - მუსლიმანი ღვთისმეტყველები.
ულამი (თურქ.)
1) ნადი, მამითადი.
2) ქარავანი.
ულან-ბატორი (ულაანბაატარი, 1924 წლამდე ურგა) - მონღოლეთის დედაქალაქი; დაარსებულია 1639 წელს ორგოოს სახელწოდებით. 1706 წლიდან ერქვა იხ-ხურეე, 1911 წლიდან ნიისლელ-ხურეე; 1924 წელს გამოცხადდა მონღოლეთის დედაქალაქად და დაერქვა თანამედროვე სახელი (540 ათასი).
ულან-დაბანი (ჰუმბოლდტის ქედი) - მდებარეობს ნანშიანის სისტემაში (ჩინეთი).
ულანდი ლუდვიგ - გერმანელი პოეტი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე (1787-1862 წწ).
ულანი (პოლონ.) - მსუბუქად შეიარაღებული ცხენოსანი ჯარისკაცი ან ოფიცერი ძირითადად სლავური ქვეყნების არმიებში.
ულანოვა გალინა - ბალეტის რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1910-1988 წწ).
ულან-უდე (1934 წლამდე ვერხნეუდინსკი) - რუსეთის ბურიატიის რესპუბლიკის დედაქალაქი (370 ათასი).
ულაპარაკოდ - უსიტყვოდ, სიტყვის შეუბრუნებლად.
ულაფ V - იხილე ოლაფ V.
ულაღი (ულაყი) - მონღოლთა მფლობელობაში მყოფ ქვეყნებში შემოღებული ვალდებულება, რომლის თანახმადაც გლეხებს ცხენებით უნდა უზრუნველეყოთ სახელმწიფო.
ულაყი (თურქ.) - მამალი ცხენი (აგრეთვე ვირი).
ულაშლო - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.
ულბრიხტი ვალტერ - გერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტიის პირველი მდივანი, ყოფილი გდრ-ს ხელმძღვანელი 1953-71 წლებში (1893-1973 წწ).
ულეაბორგი - იხილე ოულუ.
ულევი - რაც არ ილევა; დაულეველი; ძალიან ბევრი.
ულემი (არაბ.) - ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში - მაჰმადიანი სწავლული ღვთისმეტყველი და სამართლისმცოდნე.
ულენბეკი კრისტიან კორნელიუს - ნიდერლანდელი ენათმეცნიერი (1866-1951 წწ).
ულენბეკი ჯორჯ იუჯინ - ამერიკელი ფიზიკოსი (1930-1974 წწ).
ულეწელა (Chonbritla juncea) - ბალახი რთულყვავილოვანთა ოჯახისა; აქვს წკეპლებივით ღეროები. ყვითელი ყვავილი; იზრდება ნათესებში და მშრალ ფერდობებზე; პურეულის ლეწვის დროს გაულეწავი რჩება.
ულვა (ზღვის სალათა) - მწვანე წყალმცენარეების გვარი; ზოგიერთ ზღვისპირა ქვეყნებში საკვებად ხმარობენ.
ულვაშა - ვისაც დიდი ულვაშები აქვს.
ულვაშგამწვანებული - იგივეა, რაც ულვაშაშლილი.
ულვაშაშლილი - ვისაც ულვაშები ახლად ამოუვიდა.
ულვაში
1) ზედა ტუჩს ზემოთ ამოსული თმა მამაკაცის სახეზე.
2) მოგრძო, მაგარი ბეწვი ზოგიერთი ცხოველის ტუჩებთან.
3) ძაფის მსგავსი ხვიარა წამონაზარდი მცენარის ფოთოლსა და ღეროზე; პწკალი.
4) იგივეა, რაც ფოჩი (სიმინდისა).
5) წამონაზარდი ზოგიერთი მწერის თავზე; წარმოადგენს ყნოსვისა და შეხების ორგანოს.
ულვაშოსანი
1) ულვაშის მქონე; ულვაშიანი.
2) (გადატანით) პატიოსანი.
ულვაშსაკრი - რითაც გრძელ ულვაშებს იკრავდნენ (დასაყენებლად).
ულიანოვი მიხეილ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი; მოღვაწეობდა მოსკოვის ვახტანგოვის სახელობის თეატრში (1920-2007 წწ).
ულიანოვი ვლადიმერ ილიას ძე ლენინის ნამდვილი გვარი.
ულიანოვსკი (1924 წლამდე სიმბირსკი) - ქალაქი რუსეთში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (670 ათასი).
ულიასუტაი (ჯავხლანტი, ჯიბხალანტუ) - ქალაქი მონღოლეთში, ძაბხანის აიმაკის ადმინისტრაციული ცენტრი.
ულიგერი - ბურიატების ეპიკური საგმირო თქმულება.
ულისი
1) მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მოქვის მარჯვენა შენაკადი.
2) (ულიქსი) - ოდისევსის ლათინური სახელი.
ულიჩები - აღმოსავლეთ სლავების ერთ-ერთი ტომობრივი ჯგუფი. ცხოვრობდნენ ქვედა დნეპრისპირეთსა და შავი ზღვის სანაპიროებზე.
ულმანი ფრიც - შვეიცარიელი ქიმიკოსი (1875-1939 წწ).
ულმი - ქალაქი გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში.
ულმობელი - უწყალო, შეუბრალებელი, დაუნდობელი.
ულო - ძნის შესაკრავი დაგრეხილი სველი ნამჯა.
ულოგიკო - არათანამიმდევრული, დაუსაბუთებელი.
ულპიანე დომიციუს - რომაელი იურისტი (დაახლოებით 170-228 წწ).
ულრიხ ვიურტემბერგელი - ვიურტემბერგის ჰერცოგი (გერმანია) (1487-1550 წწ).
ულსანი - ქალაქი-პორტი სამხრეთ კორეაში.
ულსონი ჰაგარ - ფინელი მწერალი და კრიტიკოსი ქალი (1893-1985 წწ).
ულტიმატიზმი - ოპორტუნისტული ანტიბოლშევიკური მიმდინარეობა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში სტოლიპინის რეფორმების პერიოდში (1908-1912 წწ); ოტზოვიზმის ნაირსახეობა.
ულტიმატისტი - ულტიმატიზმის მიმდევარი.
ულტიმატუმი (ლათ.)
1) საერთაშორისო სამართალში - კატეგორიული მოთხოვნა, რომლის შეუსრულებლობას დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა ან ძალის გამოყენება მოსდევს.
2) მოთხოვნა, რასაც თან ახლავს მუქარა.
ულტიმო (იტალ.) - კომერციულ და საბირჟო პრაქტიკაში: თვის ბოლო დღე, რომელიც დადგენილია როგორც გარიგების დამთავრების ვადა.
ულტრა (ლათ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - აღნიშნავს რისამე ფარგლებს ფარეთ მყოფს, უკიდურესს.
ულტრაბგერა - დრეკადი რხევები, რომელთა სიხშირე დაახლოებით (1,5-2) . 104 ჰერციდან (15-20 კჰც) 109 ჰერცამდე (1გჰც) დიაპაზონშია.
ულტრაიზმი - მიმდინარეობა ესპანურ პოეზიაში; წარმოიშვა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ; მოითხოვდა XX საუკუნის „დინამიზმის“ შესატყვისი „ახალი“ პოეზიის შექმნას.
ულტრაიისფერი სხივები - სპექტრის უხილავი სხივები, რომლებიც განფენილია იისფერის სხივების შემდეგ.
ულტრამარინი (გერმ.) - რთული ქიმიური ნაერთი, ხასხასა ლურჯი საღებავი.
ულტრამიკროსკოპი - მიკროსკოპი, რომელიც უწვრილესი (რამდენიმე მილიმიკრონის სიდიდის) ნაწილაკების აღმოჩენის საშუალებას იძლევა.
ულტრამოკლე ტალღები - რადიოტალღები, რომელთა სიგრძე 10 მეტრზე ნაკლებია.
ულტრარაპიდგადაღება (ლათ.) - ზეჩქარული კინოგადაღება (წამში 100 მილიონ კადრზე მეტი სიხშირით).
ულუგმუზტაგი (მუზტაგი) - მთა არკატაგის (პრჟევალსკის) ქედზე (ჩინეთი).
ულუგრუ - მთის მასივი ტანზანიაში.
ულუდაღი (ქეშიშდაღი) - ქედი თურქეთში.
ულუთაუ - მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე (4190 მეტრი).
ულუკმაპურო - ვისაც ლუკმაპური არა აქვს; მშიერი; ღარიბ-ღატაკი.
ულუმბა - შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამონასტრო კომპლექსი სოფელ ალის მახლობლად (ხაშურის მუნიციპალიტეტი).
ულუმბო
1) საბერძნეთში მდებარე ოლიმპოს მთის ძველქართული სახელი.
2) (Trigonella coerulea) (უცხო სუნელი) - ცისფერყვავილა მცენარე პარკოსანთა ოჯახისა; დაყვავილების დროს იძენს სურნელებას; მოჰყავთ ბოსტანში. იხმარება საჭმლის შესაკაზმად.
ულუმბოს (ოლიმპის) მონასტერი - ძველი ქართული სასულიერო და მწიგნობრული კერა მცირე აზიაში (ბითინიაში). საფიქრებელია, რომ იქ ქართველი მოღვაწენი IX საუკუნის შუა წლებამდე ცხოვრობდნენ.
ულურია - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.
ულუსი (მონღ.-თურქ.)
1) მონღოლი და თურქი მომთაბარე ტომების ბანაკი.
2) საქართველოში იხმარებოდა მონღოლის (ზოგჯერ მაჰმადიანის) მნიშვნელობით.
ულუფა - გარკვეული ნაწილი (საზრდოსი, საკვებისა); კერძო წილი.
ულუღ-ბეგი მუჰამად თარაღაი - უზბეკი ასტრონომი და მათემატიკოსი, თემურ-ლენგის შვილიშვილი (1394-1499 წწ).
ულუღზადე სათიმ - ტაჯიკეთის სახალხო მწერალი (დაიბადა 1911 წელს).
ულუყარა (ულუყარაბაში) - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.
ულფათი გულფაჩა - ავღანელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1909-1977 წწ).
ულფილა (ვულფილა) - ვესტგუთების საეკლესიო მოღვაწე (დაახლოებით 311-380 წწ).
ულჩები (ოლჩები) - რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში, ქვემო ამურზე მცხოვრები ხალხი.
ულჰასნაგარი - ქალაქი ინდოეთის მაჰარაშტრის შტატში.
![]() |
3.12 უმ |
▲back to top |
უმა (შუმერულად უბმე, ახლანდელი ჯოხა) - ძველი შუმერული ქალაქი; დააარსეს შუმერებმა ძვ. წ.აღ. III ათასწლეულის დასაწყისში.
უმაგალითო - არნახული, გაუგონარი, უჩვეულო.
უმაგისო - უმაგისოდ - მაგის გარეშე.
უმაგისობა - უმაგისოდ ყოფნა.
უმადლო
1) ვინც მადლს ივიწყებს; უმადური.
2) ვინც მადლს, სიკეთეს არ შვრება.
უმადო - ვისაც მადა არა აქვს.
უმადობა - მადის არქონა.
უმადური - ვინც ვისიმე მადლს, სიკეთეს არ აფასებს, ვინც ვისიმე (რისამე) მადლიერი არ არის; უკმაყოფილო, მომდურავი.
უმადურობა - უმადურად ყოფნა.
უმალ
1) ჩქარა, სწრაფად; მალე.
2) რაიმე მოქმედებასთან ერთად; მაშინვე.
უმალვე - იმწამსვე, მაშინვე.
უმამაცესი - ყველაზე მამაცი.
უმამო - ვისაც მამა არა ჰყავს; მამით ობოლი.
უმამობა - უმამოს მდგომარეობა.
უმამულო - ვისაც მამული არა აქვს. უმიწაწყლო.
უმანკო - უბიწო, უზადო, უმწიკვლო.
უმანკოება - უმანკოს თვისება.
უმარ I (უმარ იბნ ალ-ხატაბი) - მაჰმადის (მუჰამედის) ერთ-ერთი თანამდგომი, ხალიფა 634 წლიდან (591 ან 598-644 წწ).
უმარ ალ-მუხთარი - ლიბიელი ხალხის ეროვნული გმირი (დაახლოებით 1862-1931 წწ).
უმართებულო - რაც მართებული არ არის; არასწორი; ურიგო. უწესო.
უმარ იბნ აბუ რაბია (უმარ იბნ აბდ ალ-ლაჰ იბნ აბი რაბია) - არაბი პოეტი (644-712 წწ).
უმარ იბნ ალ-ფარიდი - არაბი პოეტი (1181-1234 წწ).
უმარილი - ვერცხლისწყალზე ძლიერი მჟავას მოქმედებით დამზადებული თეთრი ფხვნილი; წყალში გახსნილს ხმარობდნენ ქალები სახეზე წასასმელად.
უმარილო
1) რასაც მარილი არა აქვს.
2) (გადატანით) მიმზიდველობას მოკლებული; უსანდომო.
უმარტივესი - ყველაზე მარტივი.
უმაღლესი
1) ყველაზე მაღალი; შედარებით მაღალი.
2) ყველაზე სრულყოფილი, ყველაზე განვითარებული.
3) ყველაზე საპატიო, ყველაზე არსებითი.
4) ყველაზე დიდი, უდიდესი.
5) ყველაზე მაღალი ინსტანციისა.
6) რაც საშუალოს მოსდევს (განათლების სისტემაში).
უმბრა
1) (ლათ.) - ყავისფერი მინერალური პიგმენტი; შედგება თიხოვანი ნივთიერებისგან, რომელშიც 30-50% შემცველობისა რკინის ან მანგანუმის ჟანგეულებია.
2) თევზი უმბრასებრთა ოჯახისა, სიგრძე დაახლოებით 100 მმ; გავრცელებულია მდინარეების დუნაისა და დნესტრის აუზებში.
უმბრები - ძველი იტალიკური ტომები; ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ და შუა იტალიაში; ახ.წ.აღ. I საუკუნეში მოხდა მათი ლათინიზაცია.
უმბრია - ოლქი ცენტრალურ იტალიაში, მოიცავს პერუჯისა და ტერნის პროვინციებს. მთავარი ქალაქი - პერუჯა.
უმბრია-მარკის აპენინები - მთები იტალიაში.
უმბრიელი - პლანეტა ურანოსის თანამგზავრი; აღმოაჩინა უ.ლალასმა 1851 წელს.
უმდაბლესი
1) უფრო მდაბალი.
2) სოციალურად ყველაზე დაბალი.
3) იგივეა, რაც უდაბლესი.
უმდიდრესი - მეტისმეტად (ყველაზე) მდიდარი.
უმეგობრო - ვისაც მეგობარი არა ჰყავს.
უმე-ელვი - მდინარე შვედეთში, ერთვის ბალტიის ზღვის ბოტნიის ყურეს.
უმეზობლო - ვისაც მეზობლებთან ურთიერთობა არა აქვს.
უმეთვალყურო - რასაც, ვისაც მეთვალყურე არა ჰყავს.
უმეკი - თბილისელი დიდვაჭარი, მონღოლთა წყალობით აღზევებული მედროვე XIII საუკუნის I ნახევარში.
უმ-ელ-რბია - მდინარე მაროკოში, ერთვის ატლანტის ოკეანეს.
უმეო - ქალაქი შვედეთის დასავლეთ ნაწილში, ვესტერბოტენის ლენის ადმინისტრაციული ცენტრი (90 ათასი).
უმეტეს - არა უმეტეს - არა უფრო მეტი.
უმეტესი - უფრო მეტი.
უმეტესობა - მეტი ნაწილი, უმრავლესობა.
უმეტესწილად - უფრო მეტად, უფრო ხშირად.
უმეფო - ვისაც, რასაც მეფე არა ჰყავს.
უმეცარი - უსწავლელი, უცოდინარი, უვიცი.
უმეჰარა სუეძი - იაპონელი არქეოლოგი და შორეული აღმოსავლეთის უძველესი კულტურის ისტორიკოსი (1883-1980 წწ).
უმზეო - რასაც მზის სხივები არ ხვდება.
უმზითვო - ვისაც მზითევი არა აქვს.
უმზრახი - იგივეა, რაც უმძრახი.
უმთავრესი - ყველაზე მთავარი.
უმთვარო - მთვარით გაუნათებელი, ბნელი.
უმი
1) მოუხარშავი ან შეუწვავი.
2) იგივეა, რაც ნედლი.
3) (გადატანით) მოუქნელი, მოუხერხებელი, დონდლო (ადამიანი).
უმიაკი (ესკიმ.) - ესკიმოსების ნავი ტვირთის გადასატანად და ვეშაპებზე სანადიროდ.
უმიზეზო - რასაც მიზეზი არა აქვს, რაც არაფრით არ არის გამართლებული.
უმიზნო - რაც რაიმე მიზნით არ არის გამოწვეული.
უმიკაშვილი პეტრე - საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი (1838-1904 წწ).
უმისამართო
1) რასაც მისამართი არ აქვს.
2) (გადატანით) რაც გარკვევით არაა მითითებული.
უმიწაწყლო - ვისაც მიწა-წყალი არა აქვს; უადგილმამულო.
უმიწო - ვისაც მიწა არა აქვს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების საწარმოებლად; უმიწაწყლო.
უმკაცრესი - ყველაზე მკაცრი, მეტისმეტად მკაცრი.
უმლაუტი (გერმ.) - ლინგვიტიკაში - ძირეული უკანანუნისმიერი ხმოვნის (ა-ს, ო-ს ან უ-ს) დაბოლოება მომდევნო პალატალური ხმოვნის (ი-ს ან ე-ს) გავლენით.
უმ ნიობე რუბენ - აფრიკის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1913-1958 წწ).
უმნიშვნელო - რასაც (ვისაც) არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მეტისმეტად მცირე.
უმნიშვნელოვანესი - მეტისმეტად მნიშვნელოვანი.
უმოკლესი - ყველაზე მოკლე; ძალიან მოკლე.
უმორჩილესი - მეტისმეტად მორჩილი (გამოხატავს თავმდაბლობას და მორიდება-მოკრძალებას).
უმოსახლო - სადაც მოსახლეები არ არიან; დაუსახლებელი.
უმოძრაო - რაც, ვინც არ მოძრაობს.
უმოწყალო
1) ულმობელი, შეუბრალებელი.
2) შესაბრალისი, უმწეო, უნუგეშო.
უმპია - მდინარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ჯუმის მარცხენა შენაკადი.
უმრავლესი - უფრო მრავალი, მეტისმეტად მრავალი; უმეტესი.
უმრავლესობა - უდიდესი ნაწილი (ადამიანთა...); უმეტესობა.
უმსგავსი - ცუდი, საძაგელი, უხამსი.
უმსხვერპლო - რასაც მსხვერპლი არ ახლავს.
უმსხვილესი - ძალიან მსხვილი || მეტად დიდი მასშტაბისა; უმნიშვნელოვანესი.
უმტერო - ვისაც, რასაც მტერი არა ჰყავს.
უმტვრო
1) რასაც მტვერი არა აქვს.
2) იტყვიან ქათქათა თეთრის შესახებ.
უმტკივნეულო
1) რაც მტკივნეული არ არის.
2) (გადატანით) უსიამოვნების, სიძნელის გარეშე არსებული.
უმტკიცესი
1) უფრო მტკიცე.
2) მეტისმეტად მტკიცე.
უმუშევარი - ვინც არ მუშაობს იმის გამო, რომ სამუშაოს ვერ შოულობს.
უმუშევრობა - სამუშაო ძალაზე მოთხოვნილების არარსებობა სამუშაოს მძებნელი მუშახელის სიმრავლის დროს.
უმფორმერი (გერმ.) - ელექტრული მანქანა, რომელიც მუდმივ დენს გარდაქმნის ცვლად დენად.
უმშვენიერესი - მეტისმეტად მშვენიერი || ულამაზესი; უფრო მშვენიერი.
უმშობლო - ვისაც მშობელი არა ჰყავს, ობოლი.
უმჩატესი - ძალიან მჩატე.
უმცირესი
1) მეტისმეტად მცირე.
2) უფრო მცირე, შედარებით მცირე.
უმცირესობა - რაიმე მთელის, ადამიანთა რაიმე ჯგუფის მცირე ნაწილი.
უმცროსი
1) წლოვანებით ვინმეზე პატარა.
2) დაბალი თანამდებობის, წოდების, ხარისხის მქონე.
უმძიმესი - მეტისმეტად მძიმე.
უმძლავრესი - მეტისმეტად მძლავრი.
უმძრახი - ვინც ვისმე არ ელაპარაკება; დამდურებული.
უმწარესი - მეტისმეტად მწარე.
უმწეო - შემწეობას მოკლებული; სუსტი, უღონო.
უმწვავესი - მეტისმეტად მწვავე; უმძაფრესი.
უმწვერვალესი - უძლიერესი, უმძაფრესი, უაღრესი.
უმწიკვლო
1) უბიწო, შეურყვნელი, წმინდა.
2) უანგარო, პატიოსანი.
უმწიფარი - რაც მწიფე არ არის; დაუმწიფებელი.
უმწყემსო - რასაც მწყემსი არა ჰყავს; უპატრონო, უმეთვალყურეო.
უმხურვალესი
1) მეტისმეტად მხურვალე.
2) უფრო მხურვალე.
უმჯობესი - რაც სხვას სჯობს; უკეთესი.
![]() |
3.13 უნ |
▲back to top |
უნა - მდინარე იუგოსლავიაში, მდინარე სავის მარჯვენა შენაკადი.
უნაბი (Zizyphus sativa) - სუპტროპიკული მცენარე; ისხამს მოყვითალო-მოყავისფრო წითელ, კურკიან, ტკბილ ნაყოფს.
უნაგაძე - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეძათხევას ძველი სახელწოდება.
უნაგირა
1) მთა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნიგოითის სერზე.
2) მთა სენაკის მუნიციპალიტეტში, ოდიშის მთისწინეთში.
3) იხილე ალევის კლდე.
4) მომცრო ჩაღრმავება მთის ორ სიმაღლეს, ორ წვერს შორის.
5) უნაგირის ფორმისა.
უნაგირა-წვერი - მთა მარტვილის, ცაგერის და ხონის მუნიციპალიტეტების საზღვარზე (სიმაღლე - 1180 მეტრი).
უნაგირი (სპარს. „ჰუნე-გირ“ - ცხენის დამჭერი)
1) მხედრების დასაჯდომი მოწყობილობა, ცხენის ზურგზე დასადგმელი.
2) ველოსიპედზე (მოტოციკლზე...) დამაგრებული ტყავის საჯდომი.
უნავატუნა - პლაჟი შრი-ლანკის სამხრეთ სანაპიროზე.
უნაზესი - მეტისმეტად ნაზი.
უნათესაო
1) ვისაც ნათესავი არ ჰყავს; უთვისტომო.
2) ვინც ნათესავებთან ურთიერთობას გაურბის.
უნაკლო - რასაც, ვისაც, ნაკლი არა აქვს.
უნალექო
1) რასაც ნალექი არ აქვს, რაც ნალექს არ ტოვებს.
2) როდესაც ნალექები არ არის.
უნამუნო მიგელ დე - ესპანელი მწერალი, ფილოსოფოსი, საზოგადო მოღვაწე (1864-1936 წწ).
უნამუსო - ვისაც ნამუსი არა აქვს; უსინდისო, უსირცხვილო.
უნანიმიზმი - მიმდინარეობა ფრანგულ ლიტერატურაში, წარმოიშვა XX საუკუნის პირველ ათწლეულში; მისი მიმდევრები სინამდვილის მართალი ასახვისა და სტილის უბრალოებისაკენ ისწრაფოდნენ.
უნაპირო - უსაზღვრო, თვალუწვდენელი.
უნარი (სპარს.)
1) შესაძლებლობა, მოხერხება, სიმარჯვე.
2) რაიმე შინაგანი თვისება.
უნარიანი - ვისაც რისამე უნარი აქვს; მოხერხებული, მარჯვე, ფხიანი.
უნარჩენო - რასაც ნარჩენები არ აქვს.
უნასი
1) გველი, ქვეწარმავალი.
2) (გადატანით) ავი, ბოროტი.
უნაფქოდ - ნაფქვავის, ფქვილის უქონელად.
უნაყოფო
1) რაც ნაყოფს არ ისხამს, რაც ნაყოფს არ იძლევა.
2) რაც ნაყოფიერი არ არის; მოუსავლიანი, მწირი.
უნაყრო - დაუნაყრებელი, უჭმელი, მშიერი.
უნაშთოდ - ისე, რომ ნაშთი არ დარჩეს.
უნაწილო - ვისაც ნაწილი არ ჩაუდვია პირში; სრულიად უჭმელი, მშიერი.
უნახავი
1) ვინც, რაც ჯერ არ უნახავთ; უცნობი; უცხო. || ვინც, რაც დიდი ხანია არ უნახავთ; ვინც არ მოუნახულებიათ.
2) არაჩვეულებრივი, გაუგონარი, არნახული.
3) ვისაც არაფერი უნახავს; ხამი.
უნგავა - ატლანტის ოკეანის ყურე კანადის სანაპიროსთან.
უნგარეტი ჯუზეპე - იტალიელი პოეტი (1888-1970 წწ).
უნგერი (უნგერ-საბატიე) კაროლინ - ავსტრიელი მომღერალი ქალი (1803-1877 წწ).
უნგერი ფრანც - ავსტრიელი ბოტანიკოსი (1800-1870 წწ).
უნგრეთი (უნგრეთის რესპუბლიკა, უნგრ. Magyar Koztarsasag).
- სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ესაზღვრება ავსტრიას, სლოვაკეთს, უკრაინას, რუმინეთს, სერბეთს, ხორვატიას და სლოვენიას.
- ჰიმნი - „Himnusz“.
- დამოუკიდებლობა მიიღო 1918 წელს ავსტრო-უნგრეთის იმპერიისგან.
- მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი სახელმწიფო კრება.
- ფართობი - 93 030 კვ.კმ.
- დაყოფილია 19 რეგიონად (მედიედ).
- მოსახლეობა - 10 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 108 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნეები: კათოლიკეები (64%), პროტესტანტები (23%).
- ოფიციალური ენა - უნგრული.
- დედაქალაქი - ბუდაპეშტი (ცალკე მდგომი ადმინისტრაციული ერთეული).
- ვალუტა - ფორინტი.
- ქვეყნის კოდი - HUN.
- დროის სარტყელი - UTC +1.
- სატელეფონო კოდი - +36.
- ინტერნეტ-დომენი - hu.
უნგრეთის მცირე დაბლობი - იხილე კიშალფელდი.
უნგრელები (საკუთარი სახელი „მადიარი“) - უნგრეთის ძირითადი მოსახლეობა.
უნგროვლახელი მიხაილ (იშტვანოვიჩი მიხაი) - უნგრელი მესტამბე, ქართული ეროვნული სტამბის ერთ-ერთი მოამაგე (XVII ს დასასრული - XVIII ს I მეოთხედი).
უნგრული - უნგრელების დამახასიათებელი, უნგრეთიდან მომდინარე.
უნგრული ენა - განეკუთვნება ფინურ-უნგრულ ენათა ოჯახს. მორფოლოგიურად აგლუტინაციური ენაა; სახელებს აქვს ორი რიცხვი და 23 ბრუნვა. გრამატიკული სქესი არ გააჩნია; ზმნებს აქვს 2 რიცხვი, 3 დრო.
უნგუზი - ღარტაფისებრი დადაბლება ყარაყუმის უდაბნოს შუა ნაწილში.
უნდა
1) სურვილი, ნდომა აქვს რისამე (ვისიმე); სურს, სწადია.
2) სჭირდება, ესაჭიროება.
3) ნაწილაკი; იხმარება ზმნასთან და ნიშნავს აუცილებლობას, შესაძლებლობას, საჭიროებას.
უნდერვუდი (ინგლ.) - ერთ-ერთი ძველებური სისტემის საბეჭდი მანქანა.
უნდერი (ნამდვილი სახელი და გვარი მარიე ადსონი) - ესტონელი პოეტი ქალი (1883-1980 წწ).
უნდერ-ხანი - ქალაქი მონღოლეთში, ხენტეის აიმაკის ადმინისტრაციული ცენტრი.
უნდეციმა (ლათ.) - მუსიკაში - ოქტავისა და კვარტისაგან შემდგარი ინტერვალი.
უნდილაანთკარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბაზალეთის თემის საკრებულო), ბაზალეთის ვაკეზე. ზღვის დონიდან - 1000 მეტრი, დუშეთიდან - 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 35 კაცი.
უნდილი
1) დაუმწიფებელი, მკვახე, შემოუსვლელი (ზოგიერთი ხილი...).
2) (გადატანით) უფხო, მოუხერხებელი ადამიანი.
3) (გადატანით) გაუხარელი, უხალისო.
უნდო
1) ვინც (რაც) სანდო არ არის.
2) ვინც (რაც) არავის არ ენდობა; ეჭვიანი.
უნდობი (უნდობელი) - იგივეა, რაც უნდო.
უნდომი (უნდომელი) - რაც, ვინც არ უნდათ; არასასურველი. || უხალისო.
უნებისყოფო - ვისაც მტკიცე ნებისყოფა არ აქვს.
უნებლიე - ვისიმე ნებაზე დამოუკიდებელი; უნებური.
უნებური - ვისიმე ნება-სურვილზე დამოუკიდებელი; უნებლიე.
უნეტიცეს კულტურა - ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ.აღ. XVII-XIV საუკუნეები) არქეოლოგიური კულტურა; გავრცელებული იყო ცენტრალური ევროპის დიდ ტერიტორიაზე.
უნეტარესი
1) მეტისმეტად ნეტარი; უბედნიერესი.
2) კათალიკოსის ეპითეტი.
უნეჩა - ქალაქი რუსეთის ბრიანსკის ოლქში.
უნი - ქართული ანბანის მეოცა ასოს - უ-ს სახელწოდება.
უნია (ლათ.) - გაერთიანება, კავშირი (ორი მონარქიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მეფის მეთაურობით ან კათოლიკური და ზოგიერთი მართლმადიდებლური ეკლესიისა რომის პაპის მეთაურობით).
უნიამვეზი - ზეგანი ტანზანიაში.
უნიადაგო - უსაფუძვლო, გაუმართლებელი.
უნიათო - უღონო, უძლური, უხალისო || უუნარო, უგერგილო, მოუხერხებელი.
უნიატები - საეკლესიო უნიის მიმდევრები.
უნივერმაღი - უნივერსალური მაღაზია სსრკ-ში.
უნივერსალი
1) პირი, რომელიც თავისი სპეციალობის ყველა პროფესიას ფლობს.
2) მსუბუქი ავტომობილების სამგზავრო-სატვირთო დახურული ძარა.
უნივერსალიები (ლათ.)
1) შუა საუკუნეების ფილოსოფიაში - ზოგადი ცნებები.
2) ლინგვისტიკაში - ისეთი მოვლენები, კანონზომიერებანი, რაც დამახასიათებელია ყველა ენისთვის.
უნივერსალიზმი - ყოვლისმცოდნეობა.
უნივერსალური (ლათ.)
1) მრავალმხრივი, ყოველმხრივი; ყოვლისშემცველი.
2) სხვადასხვა მიზნით გამოსაყენებელი.
უნივერსიადა - სტუდენტთა საერთაშორისო სპორტული ასპარეზობა; პირველად ჩატარდა ვარშავაში 1924 წელს ფრანგი სპორტული მოღვაწის ჟ.პეტეჟანის ინიციატივით.
უნივერსიტეტელი - უნივერსიტეტის სტუდენტი ან თანამშრომელი.
უნივერსიტეტი (ლათ.)
1) უმაღლესი სასწავლებელი და სამეცნიერო დაწესებულება, რომელსაც აქვს სხვადასხვა ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო-მათემატიკური განყოფილებანი (ფაკულტეტები).
2) სახელწოდება დაწესებულებისა, რომელიც განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო და სამეცნიერო-პოპულარული ცოდნის ასამაღლებლად.
უნივერსუმი (ლათ.) - მთლიანი სამყარო; ყველა არსებული.
უნიკალური - ძალიან იაშვიათი.
უნიკუმი - ძალიან იშვიათი რამ.
უნისონი (იტალ.) - ერთი და იმავე სიმაღლის ორი ან რამდენიმე ტონის ერთდროული ჟღერა.
უნიტა - იტალიური ყოველდღიური გაზეთი; იტალიის კომპარტიის ორგანო; დაარსდა 1924 წელს.
უნიტაზი - ნიჟარა განავლისა და შარდის ჩასადენად (კანალიზაციით მოწყობილ საპირფარეშოებში).
უნიტარული (ფრანგ.) - მთლიანი, ერთიანი; უნიტარული სახელმწიფო - ისეთი სახელმწიფო, რომლის ტერიტორია, ფედერაციისაგან განსხვავებით, თავის შემადგენლობაში არ შეიცავს ფედერაციულ ერთეულებს (შტატებს, მხარეებს), არამედ დაყოფილია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად (რაიონებად, ოლქებად და ა.შ.).
უნიფიკაცია (უნიფიცირება) - საერთო ნორმაზე გადაყვანა; გაერთნაირება.
უნიფორმა (ფრანგ.)
1) ცირკში - სპეციალური ტანსაცმლით გამოწყობილი პერსონალი, რომელიც ემსახურება არენას წარმოდგენის დროს.
2) ფორმის ტანსაცმელი.
უნიფორმისტი - ცირკის მუშაკი, რომელიც უნიფორმას ეკუთვნის.
უნიშანგეშოდ - იგივეა, რაც უკვალოდ.
უნიშანწყლო - ვისაც, რასაც არაფრის ნიშანწყალი, კვალი არ ეტყობა.
უნიჭიერესი - მეტისმეტად ნიჭიერი.
უნიჭო
1) ვისაც ნიჭი არა აქვს.
2) ასეთი ადამიანის ხელიდან გამოსული; დაბალხარისხოვნად შესრულებული, მდარე.
უნოყივრო - რაც ნოყიერი არ არის.
უნსეტი სიგრიდ - ნორვეგიელი მწერალი ქალი (1882-1949 წწ).
უნსია - ქალაქი ბოლივიის ბოტოსის დეპარტამენტში.
უნსტრუტი - მდინარე გერმანიაში, მდინარე ზაალეს მარცხენა შენაკადი.
უნსური აბულ-ყასემ ჰასან იბნ აჰმედ - სპარსული პოეზიის წარმომადგენელი (970/980 - 1039 წწ).
უნსურ ალ-მაალი ქეი ქავუს - სპარსული ლიტერატურის წარმომადგენელი (1021-1098 წწ).
უნტები (ევენკ.) - რბილძირიანი ბეწვის ფეხსაცმელი; იცვამენ ჩრდილოეთში.
უნტერი - იგივეა, რაც უნტერ-ოფიცერი.
უნტერმანი (გერმ.) - ცირკში - აკრობატი, რომელიც პირამიდის ქვედა წევრია და ყველა სხვა პარტნიორი მასზეა შემდგარი.
უნტერ-ოფიცერი - მეფის რუსეთისა და ზოგი უცხო ქვეყნის არმიებში - ჯარისკაცთაგან გამოსულ უმცროს მეთაურთა შემადგენლობის წოდებულება.
უნტერტონები (გერმ.) - რიგი დამატებითი ტონებისა, რომლებიც ჟღერენ მთავარ ტონთან ერთდროულად, მაგრამ მასზე უფრო დაბლა.
უ ნუ - ბირმის (მიანმის) პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1907-1995 წწ).
უნუგეშო - უიმედო; სასოწარკვეთილი.
უნუჟრო - რასაც ნუჟრი არა აქვს.
უნცია (ლათ.)
1) წონის ერთეული ძველ რომში (და შემდგომ ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც მეტრული სისტემის შემოღებამდე).
2) სააფთიაქო წონის ერთეული რუსეთში (უდრის დაახლოებით 30 გრამს).
3) ლითონის ფული (ძველად რომში, ხოლო შემდეგ სიცილიასა და სხვა რეგიონებში).
უნციალური დამწერლობა - ლათინური და ბერძნული დამწერლობა, ჩვეულებრივ დამწერლობის კალიგრაფიული ვარიანტი. გავრცელებული იყო IV-IX საუკუნეებში.
უნძრეველი - რაც არ ინძრევა; უმოძრაო.
უნწა - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.
უნწრაში - ტბა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედზე.
უნჯი - განძი, საუნჯე.
უნჯი ყმა (მკვიდრი ყმა) - ფშავში - თემის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც თავდაპირველად დასახლებულა და დასაბამი მიუცია სოფლისათვის.
![]() |
3.14 უო |
▲back to top |
უობაში - მდინარე აშშ-ში, მდინარე ოჰაიოს მარჯვენა შენაკადი.
უოდინგტონი კონრად - ინგლისელი ბიოლოგი (1905-1975 წწ).
უოკიგანი - ქალაქი აშშ-ს ილინოისის შტატში.
უოლასი - ყოფილი ქალაქი დიდი ბრიტანეთის ჩეშირის საგრაფოში (1974 წლიდან უირალის შემადგენლობაშია).
უოლდი ჯორჯ - ამერიკელი ბიოლოგი და ბიოქიმიკოსი, 1967 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1906-1990 წწ).
უოლესი ალფრედ რასელ - ინგლისელი ბუნებისმეტყველი (1823-1913 წწ).
უოლესი უილიამ - შოტლანდიელი ხალხის ეროვნული გმირი (1270-1305 წწ).
უოლესი ჯო - კანადელი პოეტი (1890-1975 წწ).
უოლესი ჰენრი ეიგარდ - აშშ-ს პოლიტიკური მოღვაწე (1888-1965 წწ).
უოლვის-ბეი - ქალაქი-პორტი, იხილე უოლფიშ-ბეი.
უოლისი ჯონ - ინგლისელი მათემატიკოსი (1616-1703 წწ).
უოლონგონგი - ქალაქი ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატში.
უოლპოული
1) რობერტ, გრაფი ორფორდი - ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე (1676-1745 წწ).
2) ჰორას - ინგლისელი მწერალი (1717-1797 წწ).
უოლსი ტომას - იხილე ვულზი ტ.
უოლსინგემი ტომას - ინგლისელი მემატიანე (გარდაიცვალა დაახლოებით 1422 წელს).
უოლსოლი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის უესტ-მიდლენდის მეტროპოლიურ საგრაფოში.
უოლ-სტრიტი (ინგლ.) - ნიუ-იორკში - ქუჩა, რომელზედაც მოთავსებულია უდიდესი ბანკები, საფონდო ბირჟა და მისთანები. სახელწოდება “უოლ-სტრიტი” გახდა სინონიმი ამერიკული საფინანსო ოლიგარქიისა.
უოლტემი - ქალაქი აშშ-ს მასაჩუსეტსის შტატში.
უოლტერი უილიამ გრეი - ინგლისელი ნეიროფიზიოლოგი (1910-1990 წწ).
უოლტონი ერნესტ ტომას სინტონ - ირლანდიელი ფიზიკოსი (1903-1990 წწ).
უოლფიშ-ბეი
1) (ვეშაპის უბე) ატლანტის ოკეანის უბე ნამიბიის სანაპიროსთან.
2) (უოლვის-ბეი) ქალაქი-პორტი ნამიბიაში.
უონგანუი - ქალაქი-პორტი ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე.
უორდენი ალფრედ - აშშ-ს კოსმონავტი მფრინავი, 1971 წლის ფრენის მონაწილე (1932 წწ).
უორდზუორთი უილიამ - ინგლისელი პოეტი (1770-1850 წწ).
უორდი ჯეიმზ - ინგლისელი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი (1843-1925 წწ).
უორდროპი მარჯორი სკოტ - ინგლისელი მთარგმნელი ქალი, ქართული კულტურისა და მწერლობის პოპულარიზატორი (1869-1909 წწ).
უორდროპი ჯონ ოლივერ - ინგლისელი დიპლომატი, მთარგმნელი, ქართული კულტურის მოამაგე (1864-1948 წწ).
უორენი
1) ქალაქი აშშ-ს მიჩიგანის შტატში.
2) ქალაქი აშშ-ს ოჰაიოს შტატში.
უორენი რობერტ პენ - ამერიკელი მწერალი (1905-1985 წწ).
უორიკი - ქალაქი აშშ-ს როუდ-აილენდის შტატში.
უორიკი (უორვიკი) რიჩარდ ნევილ - ინგლისის სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე (1428-1471 წწ).
უორინგტონი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის ჩეშირის საგრაფოში.
უორტონი ედით - ამერიკელი მწერალი ქალი (1862-1937 წწ).
უორფი ბენჯამინ ლი - ამერიკელი ენათმეცნიერი და ეთნოგრაფი (1897-1941 წწ).
უორქშირი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში (ინგლისი).
უოსაჩი - ქედი აშშ-ს კლდოვანი მთების სისტემაში.
უოტერბერი - ქალაქი აშშ-ს კონექტიკუტის შტატში.
უოტერლუ - ქალაქი აშშ-ს აიოვას შტატში.
უოტერფორდი - ქალაქი ირლანდიაში, ამავე სახელწოდების საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი.
უოტსონი დეივიდ მერედით - ინგლისელი პალეონტოლოგი (1886-1973 წწ).
უოტსონი ჯეიმზ დიუი - ამერიკელი ბიოქიმიკოსი, 1962 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფ.კრიკთან და მ.უილკინსთან ერთად (დაიბადა 1928 წელს).
უოტსონი ჯონ - ავსტრალიის სახელმწიფო მოღვაწე (1867-1941 წწ).
უოტსონი ჯონ ბროდოუს - ამერიკელი ფსიქოლოგი (1878-1958 წწ).
უოტსონი ჯორჯ ნევილ - ინგლისელი მათემატიკოსი (1886-1980 წწ).
უოში - ჩრდილოეთის ზღვის ყურე დიდი ბრიტანეთის სანაპიროსთან
![]() |
3.15 უპ |
▲back to top |
უპანიშადები - ძველი ინდური რელიგიურ-ფილოსოფიური თხზულებები, დაწერილი პროზად და ლექსად; დაკავშირებულია ვედასთან, ვედური ტექსტების კომენტარია. ყველაზე ადრინდელი (ბრიჰადარანიაკა) განეკუთვნება ძვ.წ.აღ. VIII-VII საუკუნეებს.
უპასუხისმგებლო - ვისაც პასუხისმგებლობის გრძნობა არ აქვს.
უპასუხო - რაზედაც პასუხი არ გაუციათ.
უპატიებელი - რისი პატიებაც არ შეიძლება.
უპატივცემლო - პატივისცემას მოკლებული.
უპატიოდ - პატიების გარეშე.
უპატიოსნო
1) ვინც პატიოსანი არ არის; უსინდისო.
2) ასეთი ადამიანის დამახასიათებელი.
უპატიური - რაც პატივისცემას არ გამოხატავს, უდიერი.
უპატრონო - ვისაც, რასაც პატრონი არ ჰყავს.
უპდალი კრისტოფერი - ნორვეგიელი მწერალი (1878-1961 წწ).
უპე - თვალის გარეთა ნაწილი ღაწვის თავიდან ქვედა ქუთუთომდე. || ფოსო (თვალისა).
უ პეიფუ - ჩინეთის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე (1878-1939 წწ).
უპირატესი
1) რაც რაიმე უპირატესობას შეიცავს.
2) რაც პირველ რიგში, სხვაზე ადრე ხდება.
უპირატესობა - უკეთეს მდგომარეობაში ყოფნა (ვინმესთან, რამესთან შედარებით).
უპირველესი
1) ყველაზე პირველი, მოწინავე.
2) უმთავრესი, ძირითადი.
უპირო
1) ვინც პირობას არ ასრულებს; გაუტანელი.
2) (გრამატიკაში) რასაც პირი არ შეეწყობა.
უპირობა - გაუტანლობა.
უპოვარი - ვისაც არაფერი აქვს; უქონელი, ღარიბი.
უ პოუნ ნია (ნამდვილი სახელი მაუნპოუ სი) - ბირმელი (მიანმელი) მწერალი (1807-სა და 1816-ს შორის - დაახლოებით 1867 წ).
უპრეტენზიო - უბრალო, სადა.
უპრიანი - უმჯობესი, უკეთესი.
უპრინციპო - ვისაც არავითარი პრინციპი არ გააჩნია.
უპურმარილო - ვინც პურმარილიანი არ არის; პურძვირი.
უპურო
1) ვისაც პური არა აქვს.
2) სადაც პური არ მოდის.
![]() |
3.16 უჟ |
▲back to top |
უჟამო - უდროო.
უჟგოროდი - ქალაქი უკრაინაში, იმიერკარპატების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (125 ათასი).
უჟვენტისი - ქალაქი ლიტვაში.
უჟვიი ნატალია - უკრაინელი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1898-1986 წწ).
უჟი - მდინარე უკრაინაში, ბოდროგის შენაკადი (სიგრძე - 133 კილომეტრი).
უჟიცე - იხილე ტიტოვო-უჟიცე.
უჟმური
1) მიუკარებელი, ძნელად შესაგუებელი, უხასიათო (ადამიანი).
2) (გადატანით) ცუდი, უსიამოვნო.
3) საზარელი, შემაძრწუნებელი სიზმარი; მაჯლაჯუნა.
4) ერთგვარი სენი - გაცივებისაგან ტანში მტვრევა.
უჟური - ქალაქი რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში (30 ათასი).
![]() |
3.17 ურ |
▲back to top |
ურა - მამალი კვიცი ან ცხენი.
ურაბა - კარიბის ზღვის ყურე კოლუმბიის სანაპიროსთან.
ურავა - ქალაქი იაპონიაში, საიტამას პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (435 ათასი).
ურაველი
1) მდინარე ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში, მტკვრის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 31 კილომეტრი).
2) სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.
ურავი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
ურაზა (რუზე, საუმი) - მუსლიმანების 30-დღიანი მარხვა რამადანის თვეში.
ურათეფა - ქალაქი ტაჯიკეთის ხოჯენდის ოლქში.
ურალი
1) ტერიტორია აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ ციმბირის ვაკეებს შორის. გადაჭიმულია ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანიდან კასპიის ზღვამდე.
2) (იაიკი) - მდინარე რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში, ერთვის კასპიის ზღვას (სიგრძე - 2428 კილომეტრი).
ურალსკი - ქალაქი ყაზახეთში, დასავლეთ ყაზახეთის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (215 ათასი).
ურანი (U) - რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი, რომელიც მიეკუთვნება აქტინიდებს; მისგან იღებენ სამრეწველო ატომურ ენერგიას (პლანეტა ურანოსის სახელის მიხედვით). ატომური ნომერი 92, ატომური მასა 238,029.
ურანია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად:
1) აფროდიტეს, როგორც წმინდა, ამაღლებული სიყვარულის ღმერთქალის, ეპითეტი, „ურანია“ ნიშნავს ციურს.
2) ასტრონომიის მფარველი მუზა, გამოისახებოდა ლამაზ, ახალგაზრდა ქალად, ხელში ეჭირა ცის სფერო.
ურანიბორგი - ტიხო ბრაჰეს ობსერვატორია კოპენჰაგენში. ევროპის პირველი ასტრონომიული დაწესებულება, ააგეს 1576 წელს.
ურანიდები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ურანოსის შთამომავლები, ე.წ. ტიტანები. ამ სახელით განსაკუთრებით ცნობილია კრონოსი.
ურანინიტი - მინერალი, რომლისგანაც იღებენ ურანსა და მის ნაერთებს.
ურანოგრაფია (ბერძნ.) - თანავარსკვლავედებისა და შეუიარაღებელი თვალით ხილული ვარსკვლავების აღწერა.
ურანოსი (ურანი)
1) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ცის განმასახიერებელი უძველესი და უზენაესი ღვთაება, გეას (დედამიწის) შვილი. ტახტიდან ჩამოაგდო თავისმა შვილმა კრონოსმა.
2) მზის სისტემის მეშვიდე პლანეტა მზიდან დაშორების მიხედვით. აღმოაჩინა უ.ჰერშელმა 1781 წელს. საშუალო მანძილი მზიდან - 2870 მილიონი კილომეტრი.
ურარტელები - ძვ.წ.აღ. IX-VI საუკუნეში არსებული ურარტუს სახელმწიფოს ძირითადი მოსახლეობა.
ურარტუ - მახლობელი აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო ძვ.წ.აღ. IX-VI საუკუნეებში. ამჟამად მისი ტერიტორია შედის საქართველოს, სომხეთის, თურქეთის და ირანის შემადგენლობაში. ურარტუ ამ ქვეყნის ასურული სახელწოდებაა, თვითონ კი თავის ქვეყანას „ბიაინილის“ უწოდებდნენ.
ურარტული ენა - ურარტუს ძირითადი მოსახლეობის ენა. ენთესავება ხურიტულ ენას, ზოგიერთი მსგავსებანი შეინიშნება ქართველურ ენებთანაც.
ურატები (ბერძნ.) - შარდმჟავას მარილები.
ურაშა - მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. გვხვდება ფერდობებზე, მდელოებზე, ქვაღორღიან და თიხნარ ნაზვავებზე.
ურაში - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, თხეიშის მარჯვენა შენაკადი.
ურაშული - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ხელედულის მარჯვენა შენაკადი.
ურბან I - რომის პაპი 222-230 წლებში.
ურბან II (ერისკაცობაში ოდონ დე ლაჟრი, იგივე ედ დე შატიიონი) - რომის პაპი 1088 წლიდან(1042-1099 წწ).
ურბან III (ერისკაცობაში უბერტო კრიველი) - რომის პაპი (გარდაიცვალა 1187 წელს).
ურბან IV (ერისკაცობაში ჟაკ პანტალეონი) - რომის პაპი 1261-64 წლებში (1200-1264 წწ).
ურბან V (ერისკაცობაში გიიომ დე გრიმოარი) - რომის პაპი (1310 - 1370 წწ).
ურბან VI (ერისკაცობაში ბარტოლომეო პრინიანო) - რომის პაპი 1378-89 წლებში (1318 - 1389 წწ).
ურბან VII (ერისკაცობაში ჯოვანი ბატისტა კასტანია) - რომის პაპი (1521-1590 წწ).
ურბან VIII (ერისკაცობაში მაფეო ბარბერინი) - რომის პაპი (1568-1644 წწ).
ურბანი დომინიკ - ლუქსემბურგისა და საფრანგეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1903-1990 წწ).
ურბანი რენე - ლუქსემბურგის პოლიტიკური მოღვაწე (დაიბადა 1927 წელს).
ურბანიზაცია (ფრანგ.) - მრეწველობისა და მოსახლეობის დიდ ქალაქებში თავმოყრის პროცესი.
ურბანიზმი (ფრანგ.)
1) თეორია, რომელიც იცავს მატერიალური და სულიერი კულტურის განვითარებას დიდ ქალაქებში (სოფლის საზიანოდ).
2) ხელოვნებასა და ლიტერატურაში - კაპიტალისტური ქალაქის გაიდეალება.
ურბანისტიკა - არქიტექტურის დარგი, რომლის საქმეა თანამედროვე დიდი ქალაქების დაპროექტება და მშენებლობა.
ურბინო - ქალაქი იტალიის პეზარე-ურბინოს პროვინციაში.
ურბნისი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.
ურგა - იხილე ულან-ბატორი.
ურგენტული (ლათ.) - მედიცინაში - სასწრაფო, გადაუდებელი.
ურგენჩი - ქალაქი უზბეკეთში, ხორეზმის ოლქის ამინისტრაციული ცენტრი, ძველი ხორეზმის დედაქალაქი (130 ათასი).
ურდო (თურქ.)
1) თურქულ-მონღოლური ტომების პირველყოფილი სამხედრო-ადმინისტრაციული ორგანიზაცია, შემდეგ - მომთაბარეთა ბანაკი. || შუა საუკუნეებში - თურქულ-მონღოლური ფეოდალური სახელმწიფოების მმართველის ადგილსამყოფელი.
2) (გადატანით) შემოსეული დამპყრობელი ჯარი, ლაშქარი.
3) იგივეა, რაც ურდული.
ურდუ ენა - პაკისტანის ოფიციალური ენა; ინდოეთის ერთ-ერთი თანამედროვე სალიტერატურო ენა. ამ ენაზე 200 მილიონზე მეტი ადამიანი მეტყველებს. განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის ინდოარიულ ჯგუფს.
ურდული - კარის ან ჭიშკრის შიგნიდან დასაკეტი გარდიგარდმო გასაყრელი კეტი.
ურეაზა - ჰიდროლაზების კლასის ფერმენტი; ახდენს შარდოვანას დაშლის კატალიზს ამიაკად და ნახშირორჟანგად.
ურეთრა (ბერძნ.) - შარდსადენი მილი.
ურეთრიტი - ურეთრის ანთება.
ურეთროსკოპი (ბერძნ.) - ოპტიკური ხელსაწყო შარდსადენი მილის შიგნითა კედლის გამოსაკვლევად.
ურეკი - დაბა ოზურგეთისმუნიციპალიტეტში,, შავიზღვისპირა კლიმატური კურორტი.
ურემა - მთა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოებაზე (სიმაღლე - 2374 მეტრი).
ურემი
1) ძველებური ორთვლიანი საზიდარი; აქვს ჭალებიანი ხელნები და უღელი - ხარების ან კამეჩების შესაბმელად.
2) რაც ერთ ურემზე დაეტევა.
ურემია (ბერძნ.) - მედიცინაში - ორგანიზმის მოწამვლა თირკმლების დაავადების დროს მათ მიერ მავნე ნივთიერებათა გამოყოფის უნარის დაქვეითების გამო.
ურენგოი - იხილე ახალი ურენგოი.
ურეტრა (ურეტრიტი) - იხილე ურეთრა, ურეთრიტი.
ურექი - ისტორიული სოფელი სამხრეთ საქართველოში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
ურეხი - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.
ურვა - წუხილი ვისიმე, რისამე გამო.
ურვადი - საცოლის გამოსასყიდი, რასაც სასიძო უხდიდა ქალის მშობლებს (კავკასიის მთიელებში).
ურთ - თანდებული; დაერთვის მოქმედებით ბრუნვას და აღნიშნავს ვინმესთან ერთად ყოფნას, თანამყოფობას.
ურთა
1) მთა ხობის მუნიციპალიტეტში, კოლხეთის ბარში.
2) სოფლები ზუგდიდის და ოჩამჩირის მუნიციპალიტეტებში.
3) ისტორიული სოფელი სამხრეთ საქართველოში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
ურთხვა - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.
ურთიერთ - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა; ნიშნავს ერთმანეთის მიმართ, ერთმანეთისა, ერთმანეთზე, ერთმანეთს შორის და სხვა.
ურთიერთი - იგივეა, რაც ერთმანეთი.
ურთიერთობა - ვინმესთან, რამესთან გარკვეული დამოკიდებულება, მიმართება.
ურთულესი - მეტისმეტად რთული.
ურთხელი (თახუს ბაცცატა) - მაღალი წიწვოვანი ხე; აქვს ძვირფასი მოწითალო ფერის გამძლე მერქანი; იზრდება მთის ტყიან სარტყელში, უპირატესად წიფლნარებში.
ურთხვა - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.
ური
1) (პური) - ისტორიული სოფელი სამხრეთ საქართველოში, მტკვრის ხეობაში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
2) (შუმერული ურიმი, ახლანდელი თელ-ელ-მუქათარი) - უძველესი ქალაქი-სახელმწიფო შუმერში; დაარსდა ძვ.წ.აღ. IV ათასწლეულში.
ურია - ძველი ბიბლიური სახელწოდება ებრაელისა.
ურიადნიკი (რუს.)
1) მეფის რუსეთის არმიის კაზაკთა ჯარის უნტერ-ოფიცერი.
2) მეფის რუსეთის სამაზრო პოლიციის დაბალი ჩინი.
ურიგო - ცუდი, უხეირო, უწესო.
ურიგოლი (ურგოლი) - მდინარე მონღოლეთში, მდინარე ეგიინგოლის მარცხენა შენაკადი.
ურიკა - თვლებიანი მომცრო საზიდარი; ამოძრავებენ ხელით, რამეზე მიბმით ან მასზე დადგმული ძრავით.
ურიკელა - სათამაშო ურემი.
ურინა (ლათ.) - მედიცინაში - შარდი.
ურიუპინსკი - ქალაქი რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში.
ურიცხვი - ძალიან ბევრი; აურაცხელი, უანგარიშო, უთვალავი.
ურმია
1) (1926-80 წლებში რეზაიე) - ქალაქი ირანში.
2) გაუდინარი ტბა დასავლეთ ირანში (სიღრმე 15 მეტრი).
ურმეული - რამდენიმე ძნა ერთად დადგმული.
ურმიანი - ქვევრი, რომელშიც ჩადის ერთი ურემი ყურძნისაგან დაწურული ღვინო.
ურმული - ქართული ხალხური სასიმღერო შემოქმედების ჟანრი, შრომის ლექს-სიმღერის ერთ-ერთი უძველესი სახეობა.
ურნა (ლათ.)
1) სპეციალური ყუთი, რომელსაც აქვს ჭრილი ბიულეტენების ჩასაყრელად ფარული კენჭისყრის დროს.
2) ჭურჭელი ან ყუთი, რომელიც დგას ქუჩებში პაპიროსის ნამწვების, რისამე ნარჩენების ჩასაყრელად.
3) ჭურჭელი, რომელშიც ინახავენ მიცვალებულის კრემაციის (დაწვის) შედეგად დარჩენილ ფერფლს.
ურნალი - ბოძების მიწაში ჩასარჭობი მანქანა; წარმოადგენს მაღალ ჩარჩოს, რომელშიც მოძრაობს ურო.
ურო
1) დიდი ჩაქუჩი.
2) მოზრდილი ჩაქუჩის მსგავსი სპორტული იარაღი სატყორცნელად.
3) მრავალწლოვანი ბალახი მარცვლოვანთა ოჯახისა; აქვს წვრილი ღერო და წვერზე ჯგუფად მჯდარი ბეწვიანი, თავთავის მსგავსი ტოტები; ნორჩობაში ცხოველების საკვებად გამოიყენება.
4) (ბერძნ.) - რთული სიტყვების (სამედიცინო და ბიოლოგიური ტერმინების) პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს შარდთან, შარდოვანასთან, შარდსასქესო ორგანოებთან დაკავშირებულს.
ურობაქტერიები (ბერძნ.) - ბაქტერიები, რომლებიც შარდოვანას შლიან ამიაკად და ნახშირორჟანგად.
ურობილინი (ბერძნ.) - ფიზიოლოგიაში - ნაღვლის პიგმენტი (მოწითალო ყავისფერი), რომელიც წარმოიქმნება ნაწლავებში და გამოდის შარდსა და განავალთან ერთად.
უროიანი - უროს2 ბალახოვანი საფარი აღმოსავლეთ საქართველოში.
უროლოგია (ბერძნ.) - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს შარდსასქესო ორგანოთა დაავადებებს, მათ მკურნალობასა და პროფილაქტიკას.
ურომეტრი - ხელსაწყო შარდის კუთრი წონის გასარკვევად.
უროსმცემელი - მჭედლის დამხმარე მუშა. რომელიც უროთი მუშაობს.
უროტროპინი (ბერძნ.) - სამკურნალო პრეპარატი, რომელსაც იყენებენ როგორც მიკრობსაწინააღმდეგო საშუალებას სხვადასხვა დაავადების (ქოლეცისტიტის, მენინგიტის, ენცეფალეტის და მისთანების) დროს.
უროშ I (სიეფან უროშ I) - სერბიის მეფე (გარდაიცვალა 1280 წელს).
ურტიკარია (ლათ.) - ჭინჭრის ციება.
ურუბამბა - მდინარე პერუში, მდინარე უკაიალის ერთ-ერთი მდგენელი.
ურუგვაი (აღმოსავლეთი ურუგვაის რესპუბლიკა, ესპან. Republica Oriental del Uruguay).
- სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ბრაზილიას, დასავლეთით - არგენტინას, აღმოსავლეთით და სამხრეთით აკრავს ატლანტის ოკეანე.
- ეროვნული დევიზი - „Libertad o Muerte“ (თავისუფლება ან სიკვდილი).
- ჰიმნი -„Orientales, la Patria o la tumba“.
- დამოუკიდებლობის დღე (ბრაზილიისგან) - 1825 წლის 25 აგვისტო.
- მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (სენატი და წარმომადგენელთა პალატა).
- ფართობი - 176 220 კვ.კმ.
- დაყოფილია 19 დეპარტამენტად.
- მოსახლეობა - 3,3 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 19 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - ესპანური.
- დედაქალაქი - მონტევიდეო.
- ვალუტა - ურუგვაის პესო.
- ქვეყნის კოდი - URY.
- დროის სარტყელი - UTC -3.
- სატელეფონო კოდი - +598.
- ინტერნეტ-დომენი - uy.
ურუგვაი - მდინარე ბრაზილიაში, ურუგვაისა და არგენტინაში, ერთვის ატლანტის ოკეანეს (სიგრძე - 2200 კილომეტრი).
ურუზგანი - ქალაქი ავღანეთის ურუზგანის პროვინციაში.
ურულაფუ - იხილე ორულაფუ.
ურუმები - ოსმალოები, თურქები.
ურუმი - ისტორიული სოფელი სამხრეთ საქართველოში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
ურუმჩი (დიხუა) - ქალაქი ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სინძიან-უიღურთა ავტონომიური რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი (1,1 მილიონი).
ურუნა - ყოფილი სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში.
ურუნგუ - მდინარე ჩინეთში, ერთვის ბაგა-ნურის ტბას.
ურუსთა - უღელტეხილი ჯავის მუნიციპალიტეტში, ოსეთის კავკასიონზე.
ურუტი - ისტორიული სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში.
ურუქაგინა (უფრო სწორია ურუინიმგინა) - ლაგაშის მეფე (ძვ.წ.აღ. XXIV საუკუნის II ნახევარი).
ურუქი (შუმერული უნუგი, ბიბლიური ერეხი, ბერძნული ორქოია, ახლანდელი ვარქა) - უძველესი ქალაქი სამხრეთ შუამდინარეთში; დაარსდა ძვ. წ.აღ. IV ათასწლეულში.
ურუშაძე აკაკი - ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (დაიბადა 1918 წელს).
ურუშაძე ნათელა - თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი (დაიბადა 1923 წელს).
ურუხი (ზემოთში - ხარვესი) - მდინარე ჩრდილოეთ კავკასიაში, მდინარე თერგის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 104 კილომეტრი).
ურფა - ქალაქი თურქეთში, ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი.
ურფი - ადგილობრივი ადათობრივი სამართალი, რომელიც ჯერ კიდევ ისლამის გავრცელებამდე შეიქმნა.
ურქო - რასაც რქა, რქები არა აქვს.
ურყევი
1) რაც არ ირყევა.
2) მტკიცე, მყარი, შეუდრეკელი.
ურჩი
1) ვინც, რაც მორჩილი არ არის; თავნება.
2) ასეთი ადამიანის შესაფერი.
ურჩხული - იგივეა, რაც გველეშაპი, დრაკონი.
ურცი - დაბალი მრავალწლოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა; იკეთებს ღეროს წვერებში შეკრებილ მოვარდისფრო პატარა ყვავილებს.
ურცხვი
1) ვისაც არაფრისა რცხვენია; უსირცხვილო.
2) ასეთი ადამიანის დამახასიათებელი.
ურძანი (ურძენი) - იხილე უზანი.
ურძეობა - რძის უქონლობა.
ურწანი - საქონელი (ძროხა, კამეჩი, ცხენი....), რომელიც არ მაკდება.
ურწმუნო
1) ვისაც არაფრის რწმენა არა აქვს.
2) ვინც მორწმუნე არ არის. || არაქრისტიანი, მაჰმადიანი (ქრისტიანთა სიტყვახმარებაში).
ურწყავი
1) მიწა, ნიადაგი, რომელიც არ ირწყვება.
2) რასაც მორწყვა არ სჭირდება.
3) ისტორიული სოფელი სამხრეთ საქართველოში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია.
ურწყული - წყალს მოკლებული, უწყლო, ურწყავი.
ურჯუკი
1) ურწმუნო, უღმერთო.
2) (გადატანით) დაუნდობელი, შეუბრალებელი, გულქვა.
ურჯულო
1) რჯულის, სარწმუნოების უარმყოფელი, ურწმუნო.
2) (გადატანით) დაუნდონელი, შეუბრალებელი, გულქვა.
ურჯუმელაშვილი ვანო - მწერალი (1920-1984 წწ).
![]() |
3.18 უს |
▲back to top |
უსაბაბო - საბაბის არმქონე.
უსაგარა - მთიანი მხარე აღმოსავლეთ აფრიკის ზეგანზე (ტანზანია).
უსაგნო - მნიშვნელობას, აზრს, ფასს მოკლებული.
უსაზომო - იხილე უზომო.
უსაზღვრო - მეტისმეტად დიდი, განუსაზღვრელი.
უსათაურო - რასაც სათაური არა აქვს.
უსათუო - რაც სათუო არაა; უეჭველი, ნამდვილი, აუცილებელი.
უსაი ბერნარდო ალბერტო - არგენტინელი ფიზიოლოგი, 1947 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1887-1971 წწ).
უსალმო - ვინც სალამს არ იძლევა; ვინც მისალმება არ იცის.
უსამა ბენ ლადენი - იხილე ბენ ლადენი ო.
უსამა იბნ მუნქიზი - არაბი მწერალი და სარდალი (1095-1188 წწ).
უსამართლო - სამართლიანობას მოკლებული; უკანონო.
უსამბარა - მთები ტანზანიაში.
უსამღვდელოესი - ყოვლად უსამღვდელოესი - მაღალი სასულიერო პირის დასახელება.
უ სანგუი - ჩინელი მხედართმთავარი (1602-1678 წწ).
უსანდომო - მიმზიდველობას მოკლებული; უშნო. ულამაზო.
უსანეთი - მთა ცხინვალის მუნიციპალიტეტში, უსანეთის ქედზე (სიმაღლე -1862 მეტრი).
უსანეთის ქედი - ქედი ცხინვალის მუნიციპალიტეტში, ხარულის ქედის სამხრეთი განშტოება.
უსარგებლო - გამოუსადეგარი, ურგები.
უსასოო - სასოწარკვეთილი.
უსასრულო - დაუსრულებელი, უსაზღვრო.
უსასტიკესი - მეტისმეტად სასტიკი.
უსასყიდლო - უფასო.
უსაფრთხო - იგივეა, რაც უსაშიშრო.
უსაფუძვლო - დაუსაბუთებელი, უმართებულო.
უსაქმო - იგივეა, რაც უსაქმური.
უსაქმური - ვინც დროს უქმად ატარებს, ვინც არაფერს არ აკეთებს.
უსაქუსრო - რასაც საქუსარი არა აქვს.
უსაქციელო - ვისაც საქიელი არ უვარგა; უწესო, უზნეო.
უსაყვარლესი - მეტისმეტად საყვარელი; ყველაზე საყვარელი.
უსაშველო
1) რასაც არაფერი ეშველება.
2) დიდი, მეტისმეტი; ძლიერი.
უსაშიშრო - უხიფათო.
უსაცილო - იგივეა, რაც აუცილებელი.
უსაძაგლესი - ყველაზე საძაგელი.
უსაწყლესი - ყველაზე საწყალი. || უფრო საწყალი.
უსაჭმლო
1) ვისაც, რასაც საჭმელი არა აქვს.
2) სადაც საჭმელი არ არის.
უსახელო
1) ვისაც, რასაც სახელი არ აქვს.
2) რასაც სახელი და გვარი არ აქვს მიწერილი; ანონიმური.
3) სახელგატეხილი, სახელშერცხვენილი.
4) ვინც სახელგანთქმული არ არის.
5) რასაც სახელოები არ აქვს.
6) მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ქედზე.
7) სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.
8) სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ნიგოზეთის თემის საკრებულო). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. ზღვის დონიდან - 660 მეტრი, ჭიათურიდან 7) კილომეტრი 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1561 კაცი.
უსახელოური - ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში
უსახლებო - იგივეა, რაც უსახელო2.
უსახლკარო - ვისაც სახლ-კარი არა აქვს; უბინაო.
უსახლო - იგივეა, რაც უსახლკარო.
უსახო
1) რასაც სახე, მოხატულობა არა აქვს; რაზედაც არაფერი არ არის გამოხატული; სადა.
2) (გადატანით) დამოუკიდებლობას, თავისთავადობას მოკლებული.
უსახსრო - სახსარს (მნიშვნელობა 3,4) მოკლებული, ხელმოკლე.
უსახური - უშნო, ულამაზო, არამიმზიდველი.
უსახურავო
1) რასაც სახურავი არ აქვს.
2) (გადატანით) უბინაო, უთავშესაფრო.
უსგვირი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
უსეინქედი - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.
უსთიურთი - პლატო ყაზახეთსა და უზბეკეთში, მანგიშლაყს, არალის ზღვასა და ამუდარიის დელტას შორის.
უსი - ქალაქი ჩინეთის ძიუნსის პროვინციაში.
უსი ვასილი - დონის კაზაკი, ერთ-ერთი ხელმძღვანელი გლეხთა ომისა, რომელსაც სტეფანე რაზინი წინამძღოლობდა (?-1671 წ).
უსიამოვნება - უსიამოვნო რამ (ამბავი, შემთხვევა).
უსიამოვნო - რაც სასიამოვნო არ არის.
უსიანი - იხილე სუჯოუ.
უსიერი - გაუვალი, უღრანი, უდაბური.
უსიკვდილოდ
1) მოუკლავად, ცოცხლად.
2) (გადატანით) უთუოდ, აუცილებლად.
უსინათლო
1) სადაც სინათლე არ არის; ბნელი.
2) ვისაც მხედველობა, თვალის სინათლე არ აქვს; ბრმა (ადამიანი).
უსინდისო - ვისაც სინდისი არ აქვს, ვინც უპატიოსნოა.
უსირცხვილო - ვისაც სირცხვილის გრძნობა არა აქვს; ურცხვი, უტიფარი.
უსირცხვო - იხილე უსირცხვილო.
უსისტემო - სისტემას, წესს მოკლებული; უწესრიგო, უთავბოლო.
უსისხლო
1) სისხლნაკლები, ფერმკრთალი.
2) რაც სისხლის დაღვრას, სისხლის გამოდენას არ იწვევს.
უსისხლხორცო - რასაც სისხლ-ხორცი აკლია; უსიცოცხლო.
უსიტყვო
1) რასაც სიტყვები არ ახლავს.
2) ვინც სიტყვას არ ამბობს; უთქმელი.
უსიცხო - სიცხის არმქონე.
უსლარ პიეტრი არტურო - ვენესუელელი მწერალი, კრიტიკოსი, სოციოლოგი (1906-1990 წწ).
უსმანი (უსმან იბნ აფანი) - მესამე (ე.წ. მართლმორწმუნე ხალიფა 644 წლიდან არაბთა სახალიფოში.
უსპალიატა (ლა კუმბრე) - უღელტეხილი ანდებში, ჩილესა და არგენტინის საზღვარზე.
უსპენსკი გლებ - რუსი მწერალი (1843-1902 წწ).
უსპენსკი ნიკოლოზ - რუსი მწერალი (1837-1889 წწ).
უსრული - არასრული; დაუბოლოებელი, დაუსრულებელი.
უსრულესი - ყველაზე უფრო სრული.
უსტაბაში (თურქ.) - ხელოსანთა ამქრის უფროსი; უფროსი ოსტატი.
უსტამალე - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე გორშეღმისწყლის მარჯვენა შენაკადი.
უსტარი - წერილი, ბარათი.
უსტაშები - ხორვატი ფაშისტების ნაციონალისტური, სეპარატისტული ორგანიზაცია; შეიქმნა 1929 წელს.
უსტი - იხილე უსტი-ნად-ლაბემი.
უსტ-ილიმსკი - ქალაქი რუსეთის ირკუტსკის ოლქში.
უსტი-ნად-ლაბემი - ქალაქი ჩეხეთში, ჩრდილოეთ ჩეხეთის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.
უსტინოვა ტატიანა - რუსი ბალეტმაისტერი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1908-1991 წწ).
უსტინოვი დიმიტრი - საბჭოთა ეპოქის მაღალჩინოსანი პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, სსრკ-ს თავდაცვის მინისტრი (1908-1984 წწ).
უსტინოვი - რუსეთის ქალაქ იჟევსკის სახელი 1985-87 წლებში.
უსტ-კამენოგორსკი - ქალაქი ყაზახეთში, აღმოსავლეთ ყაზახეთის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (330 ათასი).
უსტ-კუტი - ქალაქი რუსეთის ირკუტსკის ოლქში.
უსტ-ლაბინსკი - ქალაქი რუსეთის კრასნოდარის მხარეში.
უსტუმრო - სადაც, ვისთანაც სტუმრები არ დადიან.
უსუ - მოქმედი ვულკანი იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე (725 მეტრი).
უსულადო - უდანოდ, უსისხლოდ მკვდარი (საქონელი, ფრინველი).
უსულგულო - გულცივი, უგულო (ადამიანი).
უსულო - რაც სულიერი, სულდგმული არ არის. || რასაც სული აღარ უდგას; უსიცოცხლო.
უსუპი
1) მრავალწლოვანი ბალახი ტუჩოსანთა ოჯახისა; იკეთებს თავთავისებრ შეკრებილ ლურჯ ყვავილს; იზრდება კლდეებზე. შეიცავს ეთეროვან ზეთს; სამკურნალოა.
2) ფუნჯი (თავდაპირველად ამ მცენარისაგან გაკეთებული), რომელსაც კულტის მსახურნი აიაზმის სასხურებლად ხმარობდნენ.
3) ქართული მითოლოგიის თანახმად, ამირანის ერთ-ერთი ძმა.
უსურვაზი (Vitis silvestris)
1) ორსახლიანი მცენარე ვაზისებრთა ოჯახისა. ველური ვაზი; ბაბილო, კრიკინა.
2) იგივეა, რაც კატაბარდა.
3) საერთოდ ხვიარა მცენარე.
უსური - მდინარე რუსეთის პრიმორიეს მხარეში (სიგრძე - 897 კილომეტრი).
უსურიისკი (1935-57 წლებში ვოროშილოვი) - ქალაქი რუსეთის პრიმორიეს მხარეში.
უსუსტესი - ყველაზე სუსტი.
უსუფთაო - არასუფთა, ჭუჭყიანი, ბინძური.
უსუქარი - რაც გასუქებული არ არის; მჭლე, გამხდარი.
უსქესო - ისეთი მცენარე (ცხოველი), რომელსაც არა აქვს სასქესო ნიშნები.
უსწავლელი - ვისაც არ უსწავლია, ვინც ნასწავლი არ არის; გაუნათლებელი.
უსწორმასწორო - არასწორი, მრუდე, უთანასწორო, ოღროჩოღრო.
უსწორო
1) უმართებულო, მცდარი.
2) ვისაც სწორი არა ჰყავს; უბადლო.
3) იგივეა, რაც უსწორმასწორო.
4) იგივეა, რაც უთანასწორო.
უსწრაფესი - უფრო სწრაფი; მეტისმეტად სწრაფი.
უსხეულო - რასაც სხეული, ხორცი არა აქვს.
უსხი - დასაკლავად გასუქებული საქონელი.
უსჯულო - იგივეა, რაც ურჯულო.
![]() |
3.19 უტ |
▲back to top |
უტ (ლათ.) - მუსიკალური ბგერა დო-ს ძველებური სახელწოდება
უტაიშანი - ქედი ჩინეთში.
უტამარო კიტაგავა - ხეზე ფერადი გრავირების იაპონელი ოსტატი და ფერმწერი (1753-1806 წწ).
უ ტანი - ბირმის პოლიტიკური მოღვაწე (1909-1974 წწ).
უტარო - რასაც ტარი არა აქვს.
უტარ-პრადეში - შტატი ჩრდილოეთ ინდოეთში. ადმინისტრაციული ცენტრი - ლაქნაუ.
უტაქტო - ვისაც ტაქტი (მნიშვნელობა) არა აქვს. || ასეთი ადამიანის დამახასიათებელი.
უტახტო - მეფე, რომელსაც სამეფო ტახტი არ უპყრია, რომელიც არ მეფობს.
უტევანი - სიგრძის საზომი ერთეული, უდრიდა 143 ნაბიჯს.
უტექსტო - რასაც ტექსტი არ ახლავს.
უტეხი
1) რაც არ ტყდება, ძნელად გასატეხი.
2) უძლეველი, შეუდრეკელი, მტკიცე. || კერპი, ჯიუტი.
3) გაუჩეხავი, გაუკაფავი (ტყე....). || დაუმუშავებელი, მოუხნავი (მიწა...).
უტეხელი - იგივეა, რაც უტეხი.
უტვინო - უჭკუო, სულელი, ბრიყვი.
უტიე ბერნარ - ფრანგი ქართველოლოგი (დაიბადა 1941 წელს).
უტილი (ლათ.) - სახმარად გამოუსადეგარი, მაგრამ ნედლეულად ვარგისი ნივთები.
უტილიზაცია (ლათ.) - გამოყენება რისამე.
უტილიტარიზმი (ლათ.)
1) იდეალისტური ფილოსოფიურ-ეთიკური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც ადამიანის მორალს საფუძვლად უდევს სარგებლიანობის პრინციპი.
2) მისწრაფება იმისკენ, რომ ყველაფერში ნახონ სარგებლობა, გამორჩნენ რასმე.
უტილიტარისტი - ადამიანი, რომელიც მიისწრაფვის იმისკენ, რომ ყველაფერში ნახოს სარგებლობა, გამორჩეს რასმე.
უტილიტარული - პრაქტიკული, გამოყენებითი.
უტიოსოვო ლეონიდ - ესტრადის მსახიობი, მომღერალი და დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1895-1982 წწ).
უტირალი - რასაც ტირილი არ ახლავს.
უტიფარი - ურცხვად თამამი, ზედმეტად მოურიდებელი, თავხედი, უზრდელი.
უტკბესი
1) უფრო ტკბილი; უფრო სასიამოვნო.
2) მეტისმეტად ტკბილი.
უტკბილესი - იგივეა, რაც უტკბესი.
უტკივარი - რაც არ სტკივათ, რაც არ სტკენიათ.
უტკინი იოსებ - რუსი პოეტი (1903-1944 წწ).
უტოლო
1) რაც ტოლი არ არის; არათანაბარი.
2) ვისაც ტოლი, სწორი არა ჰყავს.
უტოლობა
1) უტოლოს მდგომარეობა, თვისება.
2) მათემატიკაში - ტერმინი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ესა თუ ის სიდიდე მეტია ან ნაკლები მეორეზე.
უტოპია (ბერძნ.)
1) რეალურ საფუძველს მოკლებული, მოძღვრება იდეალური საზოგადოებრივი წყობილების შესახებ.
2) განუხორციელებელი ოცნება.
უტოპიზმი - განუხორციელებლობა.
უტოპისტი
1) რომელიმე უტოპიის ავტორი.
2) უტოპიებით გატაცებული, მეოცნებე.
უტოპიური
1) უტოპიაზე დამყარებული, არამეცნიერული.
2) განუხორციელებელი, არარეალური.
უ ტოუ - ბირმელი (მიანმელი) პოეტი (1751-1796 წწ).
უტრეხტი - ქალაქი ნიდერლანდში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (170 ათასი).
უტრილო მორის - ფრანგი ფერმწერი (1883-1955 წწ).
უტრირება (გერმ.) - მეტისმეტად გახაზვა რისამე, გაზვიადება; უკიდურესობამდე მიყვანა და მით დამახინჯება.
უტუი ტატანგ სონტანი - ინდონეზიელი მწერალი (1920-1979 წწ).
უტუნციაო - ქალაქი ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში.
უტურფესი - მეტისმეტად ტურფა, უმშვენიერესი.
უტუფურში - დიაოხის მეფე (ძვ.წ.აღ. IX-VIII სს).
უტყვი - მეტყველების უნარს მოკლებული; უენო.
უტყუარი - მართალი, ნამდვილი, სარწმუნო.
უტყუსუბანი (უთხისუბანი) - ისტორიული სოფელი სამხრეთ საქართველოში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
![]() |
3.20 უუ |
▲back to top |
უუ - შორისდებული; გამოხატავს გაკვირვებას ან უსიამოვნო გრძნობას.
უუნარო
1) ვისაც რისამე უნარი არ შესწევს.
2) რაშიც რისამე უნარი არ ვლინდება, არ ჩანს.
უუსიმაა (ნიულანდი) - პროვინცია ფინეთში.
უუფ - შორისდებული; გამოხატავს გაკვირვებას.
უუფლებო - ვისაც რისამე უფლება არა აქვს; უფლებააყრილი.
![]() |
3.21 უფ |
▲back to top |
უფა
1) რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის დედაქალაქი (1, 2 მილიონი).
2) მდინარე ურალსა და ურალისპირეთში. მდინარე ბელაიას მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 918 კილომეტრი).
უფალი
1) იგივეა, რაც ღმერთი.
2) ბატონი, პატრონი, მბრძანებელი.
უფალკარი - სოფელ შრომისკარის ძველი სახელწოდება.
უფართოესი - მეტისმეტად ფართო.
უფასო - უსასყიდლო.
უფაქიზესი - მეტისმეტად ფაქიზი.
უფერო - იგივეა, რაც უფერული.
უფერული
1) რასაც ფერი არა აქვს.
2) ფერმკრთალი, ფერმიხდილი, ფერდაკარგული.
უფესვებო
1) რასაც ფესვები არა აქვს.
2) (გადატანით) საყრდენს, საფუძველს მოკლებული.
3) (გადატანით) უთვისტომო, უგვარო.
უფეხურა (Caprimulgus) - ღამის ფრინველი მომცრო ზომისა.
უფიქრელი
1) ვინც არაფერზე ფიქრობს; დაუფიქრებელი.
2) რაზეც ფიქრი არ შეიძლება; განუხორციელებელი.
უფიცი - სურათების გალერეა ფლორენციაში; შეიქმნა 1575 წელს.
უფლება - რისამე მოქმედების, რისამე კეთების, განხორციელების შესაძლებლობა.
უფლებააყრილი - ვისაც უფლება აჰყარეს; უუფლებო.
უფლებამოსილი - უფლების მქონე, უფლებით აღჭურვილი.
უფლებრივი - უფლებებზე დაფუძნებული, უფლებებთან დაკავშირებული
უფლისციხე
1) სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
2) კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს გორის აღმოსავლეთით, მტკვრის მარცხენა ნაპირზე. პირველად VII საუკუნიდან მოიხსენიება.
უფლისწული - მეფის შვილი; ბატონიშვილი.
უფოლოგია (ინგლ. Unidentified flying object) - ფსევდომეცნიერება „ამოუცნობი მფრინავი ობიექტების“ (ე.წ. „მფრინავი თეფშების“) შესახებ, რომლებითაც თითქოს შორეული პლანეტებიდან დედამიწაზე მოფრინავენ უცხოპლანეტელები.
უფორმო
1) რასაც გარკვეული ფორმა არა აქვს.
2) ვისაც ფორმა არ აცვია.
3) რაც ფორმას არ შეესაბამება.
უფრთო - რასაც ფრთა (ფრთები) არ აქვს.
უფრო - შედარებით, უმეტესად.
უფრორე - უფრო მეტად, კიდევ უფრო.
უფროსი
1) ასაკით, წლოვანებით სხვაზე დიდი, მეტი ხნისა.
2) ხელმძღვანელად აღიარებული (ოჯახში).
3) რისამე გამგე, ხელმძღვანელი (თანამდებობის პირი).
4) წოდებულებით, თანამდებობით, სამსახურეობრივი მდგომარეობით სხვებზე დიდი.
უფროსკლასელი - სრული საშუალო სკოლის ერთ-ერთი უფროსი კლასის მოსწავლე.
უფსალა
1) ქალაქი ცენტრალურ შვედეთში, ამავე სახელწოდების ლენის ადმინისტრაციული ცენტრი (80 ათასი).
2) მყინვარი პატაგონიის ანდებში.
უფსიმაა (ნიულანდი) - ლიანი ფინეთში.
უფსკრული
1) მეტისმეტად ღრმა, თვალჩაუწვდენი ხევი, ხრამი.
2) (გადატანით) დიდი ხიფათი, ფათერაკი, დაღუპვა.
3) (გადატანით). შეურიგებელი უთანხმოება.
უფუარი - რაც არ გაფუებულა.
უფუე-ბუანი ფელიქს - კოტ დ'ივუარის პრეზიდენტი 1960 წლიდან (1905-1985 წწ).
უფურეთი
1) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ანანურის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე არყალის (მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი) სათავეებში. ზღვის დონიდან - 1600 მეტრი, დუშეთიდან - 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში არავინ ცხოვრობს.
2) სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (მისაქციელის თემის საკრებულო), ალევის ქედის სამხრეთ დაბოლოებაზე. ზღვის დონიდან - 1000 მეტრი, მცხეთიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 43 კაცი.
უფხო
1) რასაც ფხა არ აქვს.
2) გაულესავი, ცუდად მჭრელი (იარაღი).
3) (გადატანით) უუნარო, მოუხერხებელი, უნდილი.
![]() |
3.22 უქ |
▲back to top |
უქალობა - ქალის უყოლობა, უქალოდ ყოფნა.
უქარო - როდესაც ქარი არ არის; მყუდრო, მშვიდი, წყნარი (ამინდი).
უქეიფოდ - ცოტათი ავად, შეუძლოდ.
უქიმერიონი
1) ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ეგრისის სამეფოს მნიშვნელოვანი თავდაცვითი ნაგებობა; პირველად VI საუკუნეში მოიხსენიება.
2) ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების ყოველთვიური ჟურნალი, გამოდიოდა ქუთაისში 1922 წელს.
უქმე - დღე, როდესაც არ საქმობენ, ისვენებენ; არასამუშაო დღე, დასვენების დღე.
უქმი - უსარგებლო, გამოუსადეგარი; ფუჭი, უნაყოფო. || უსაქმო, არაფრის გამკეთებელი, ზარმაცი.
უქმარშვილო - ვისაც ქმარ-შვილი არა ჰყავს.
უქმნელი - რისი ქმნაც არ შეიძლება; შეუძლებელი; არსაქმნელი.
უქმრო - ვისაც ქმარი არ ჰყავს.
უქნარა - არაფრის გამკეთებელი; ზარმაცი, უსაქმური.
უქონელი - ქონების არმქონე; ღარიბი, ღატაკი.
უქონლობა - ისეთი ვითარება, როდესაც არა აქვთ რამე; არქონა.
უქორწინო - ქორწინების გარეშე ერთად მცხოვრებნი.
უქრობი (უქრობელი) - რაც არ ქრება, ჩაუქრობელი.
უქსეშერნა იუჰან გაბრიელ - იხილე ოქსენშერნა.
უქუდო - ვისაც ქუდი არ ახურავს; თავშიშველი.
უქუსლო - რასაც ქუსლი არ აქვს.
![]() |
3.23 უღ |
▲back to top |
უღალატო - სანდო, ერთგული.
უღალო - უნაყოფო, მწირი, მოუსავლიანი.
უღარიბესი - მეტისმეტად ღარიბი.
უღელი
1) გათლილი ხე, წყვილი ხარის ან კამეჩის ქედზე დასადგმელი ურემში (გუთანში...) შესაბმელად.
2) (გადატანით) მოვალეობის, ვალდებულების სიმძიმე; ტვირთი.
3) წყვილი ხარი (კამეჩი).
4) მოგრძო ჯოხი, რომელსაც რკალით კისერზე უმაგრებენ წვრილფეხა შინაურ ცხოველს (ღორს, თხას...) რომ ღობეში არ გაძვრეს.
5) რისამე შემაერთებელი, ერთმანეთთან დამაკავშირებელი ნაწილი.
უღელტეხი
1) ყოფილი სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.
2) მთაგრეხილის, ქედის ჩაზნექილი ადგილი, სადაც გადადის გზა; ზეკარი, გადასავლელი.
უღელტეხილი
1) უღელტეხილი - მთა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე (სიმაღლე - 1503 მეტრი).
2) უღელტეხილი კასპის მუნიციპალიტეტში, კვერნაქის ქედზე.
უღვალი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
უღვთო
1) ვისაც ღმერთი არა სწამს; უღმერთო, ურწმუნო.
2) (გადატანით) მეტისმეტად მკაცრი, შეუბრალებელი, დაუნდობელი.
უღვივარი - რაც არ გაღვივებულა; გაუფუებელი.
უღვირი - უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, უღვირის ქედზე.
უღვირის ქედი (ზაგარის ქედი) - ქედი მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების - ენგურისა და მულხრის - წყალგამყოფი.
უღვლილება - ზმნის ფორმის ცვლილება პირის, რიცხვის, დროის, კილოს და ასპექტის გრამატიკული კატეგორიების მიხედვით.
უღიმღამო - უხალისო, უსიცოცხლო, დუნე.
უღირალი - უღირალ ფასად - მეტ ფასად, მეტისმეტად ძვირად.
უღირსი
1) ვინც (რაც) რისამე ღირსი არ არის.
2) ღირსებას მოკლებული; უმნიშვნელო.
უღლება - იგივეა, რაც უღვლილება.
უღლიანი - უღელში შებმული.
უღმერთო
1) ვისაც ღმერთი არა სწამს; ურწმუნო.
2) (გადატანით) მეტისმეტად მკაცრი, შეუბრალებელი, დაუნდობელი.
3) (გადატანით) მეტისმეტად დიდი.
უღმრთო - იგივეა, რაც უღმერთო.
უღონო
1) ვისაც, რასაც ღონე არა აქვს; სუსტი.
2) (გადატანით) გამოფიტული, მწირი (ნიადაგი....).
უღრმესი - რამეზე უფრო ღრმა. მეტისმეტად ღრმა. || (გადატანით) უსაზღვრო, უდიდესი.
უღრუბლო
1) როცა ღრუბლები არ არის.
2) (გადატანით) უდარდელი, მხიარული.
უღური (თურქ.) - ბედი, იღბალი, ბედნიერება.
![]() |
3.24 უყ |
▲back to top |
უყაიმო თამაში - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1966 წელს. დამდგმელი რეჟისორი - იური ქავთარაძე. სცენარის ავტორები - ლევან ალექსიძე, კონსტანტინე ისაევი, იური ქავთარაძე. დამდგმელი ოპერატორი - დუდარ მარგიევი. კომპოზიტორი - კონსტანტინე პევზნერი. მთავარ როლებში: გრიგოლ ტყაბლაძე, გიული ჭოხონელიძე, იმედა კახიანი, მეგი კეჟერაძე, ლია გუდაძე.
უყაირათო
1) ვინც ყაირათი, მომჭირნეობა არ იცის.
2) რაც ყაირათიანად არ ხდება.
უყდო - რასაც ყდა არ აქვს.
უყე - საფლობი ტალახი.
უყერიჩო - უღელტეხილი ახმეტის მუნიციპალიტეტში, პირიქითის ქედზე.
უყეში - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
უყვედრებელი - იგივეა, რაც დაუყვედრებელი.
უყი - დაუმუშავებელი მიწა, ყამირი.
უყისმათო - ცუდი ყისმათისა; უბედო, უიღბლო.
უყოლი
1) ვისაც ვინმე არა ჰყავს.
2) საქონელი, რომელსაც ჯერ არ მოუგია.
უყოლობა - არყოლა.
უყოყმანო - რასაც ყოყმანი არ ახლავს.
უყუათო - რასაც ყუათი არა აქვს; უმაწიერო (საჭმელი).
უყურადღებო
1) ვინც ყურადღებას არ იჩენს.
2) რასაც ყურადღება არ ახლავს.
უყურო - ვისაც, რასაც ყური არა აქვს; ყურმოტეხილი (ჭურჭელი).
![]() |
3.25 უშ |
▲back to top |
უსპენსკი თედორე - რუსი ფლოტის მეთაური, ადმირალი (1744-1817 წწ).
უსპენსკი სემიონ (პიმენ) - რუსი ფერმწერი (1626-1686 წწ).
უშარნი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), მდინარე სონჩოსხევის (მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1450 მეტრი, დუშეთიდან - 62 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 2 კაცი.
უშაფათი - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.
უშაქი - ქალაქი თურქეთში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
უშაქლიგილი ჰალიდ ზია - იხილე ჰალიდ ზია უშაქლიგილი.
უშბა
1) მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე (4700 მეტრი).
2) მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.
უშგული - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
უშედეგო - რასაც შედეგი არა აქვს; უნაყოფო, ფუჭი.
უშენი - დაუსახლებელი, უკაცრიელი.
უშენოდ - შენს გარეშე; შენს გარდა სხვა.
უშეღავათო - შეღავათის, დათმობის, კომპრომისის გარეშე წარმოებული.
უშველებელი - ძალიან დიდი.
უშვერი - უწმაწური, უხამსი.
უშვილძირო - უშვილო, უძეო, უმემკვიდრო.
უშთობე - ქალაქი ყაზახეთის თალდი-ყურღანის ოლქში.
უში
1) კვნესა, ოხვრა, ვაება, წუხილი.
2) იხილე უჩტურფანი.
უშიკიაანები - თიაეთის მუნიციპალიტეტიას სოფელ ხოფცას ძველი სახელი.
უშინაარსო - შინაარსს მოკლებული; უაზრო.
უშინსკი კონსტანტინე - რუსი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი რუსეთში (1823-1870 წწ).
უშიშარი
1) ვისაც არაფრის არ ეშინია; გულადი, გაბედული, მამაცი.
2) ასეთი ადამიანის შესაფერი.
3) სადაც საშიში არაფერია.
უშიშროება - მდგომარეობა, როდესაც რისამე საფრთხე არ არსებობს, რაიმე საშიშროება საფრთხე არ ემუქრება ვისმე.
უშმი - ცუდი, საზარელი.
უშნო
1) ვისაც, რასაც შნო, მოხდენილობა აკლია; ულამაზო, ულაზათო.
2) ვისაც შნო არა აქვს; მოუხერხებელი.
უშობელი - იგივეა, რაც დეკეული.
უშოვარი - რაც არ იშოვება.
უშოლთა - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.
უშორესი - ძალიან შორს არსებული.
უშრეტი
1) ჩაუქრობელი.
2) (გადატანით) ულევი, ამოუწურავი.
უშრი (აშარი) - ნატურალური, ზოგჯერ ფულადი გადასახადი მუსლიმანურ ქვეყნებში
უშრომელი
1) ვინც არ შრომობს; გაურჯელი.
2) შრომის გარეშე, გაურჯელად მოპოვებული.
უშუალო
1) რაც პირდაპირ მიჰყვება რასმე; რაც პირდაპირ გამომდინარეობს საიდანმე; შუამავალ მონაწილეთა გარეშე არსებული.
2) პირდაპირი (ადამიანი), გულწრფელი.
უშურველი - ვინც შურიანი არ არის.
უშფოთველი
1) ვინც არ შფოთავს; მშვიდი, აუღელვებელი.
2) რასაც შფოთი არ ახლავს; მშვიდი, წყნარი.
უშხვანარი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
![]() |
3.26 უჩ |
▲back to top |
უჩამბა - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.
უჩამეთი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ლაშის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 400 მეტრი. ხარაგაულიდან - 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 158 კაცი.
უჩანეიშვილი ირაკლი - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. მოღვაწეობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში (1929-1992 წწ).
უჩანეიშვილი ლევანი - კინომსახიობი, მოღვაწეობს ჰოლივუდში (დაიბადა 1958 წელს).
უჩანი - ყოფილი ქალაქი, 1956 წლამდე უხანის ნაწილში.
უჩარობა - უჩარობის ჩარა - იტყვიან, როდესაც იძულებული არიან უფრო მცირეზე, უარესზე დათანხმდნენ.
უჩაღალა
1) მდინარე ცაგერის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი.
2) მდინარე მარტვილის მუნიციპალიტეტში, ტეხურის მარცხენა შენაკადი.
უჩაშონა - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
უჩახარხი - მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, ხელერდის ქედზე (3278 მეტრი).
უჩელო (ნამდვილი სახელი დი დონო პაოლო) - იტალიელი ფერმწერი (1397-1475 წწ).
უჩემოდ - ჩემ გარეშე
უ ჩენენი - ჩინელი მწერალი (1500-1582 წწ).
უჩვარსი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
უჩვევი
1) მიუჩვეველი, შეუჩვეველი.
2) იგივეა, რაც უჩვეულო.
უჩვენოდ - ჩვენს გარეშე.
უჩვეულო - არაჩვეულებრივი, უცნაური, გასაოცარი.
უჩთაფალარი - მთა, იხილე სამთავა.
უჩინარი - რაც (ვინც) არა ჩანს; თვალით დაუნახავი.
უჩინმაჩინი - ვინც გაუჩინარებულია; შეუმჩნეველია, ვისაც ვითომდა გაუჩინარების უნარი აქვს.
უჩინო
1) ვისაც თვალის ჩინი არა აქვს; უსინათლო.
2) იგივეა, რაც უჩინარი.
3) ვისაც რაიმე ჩინი, ხარისხი არ აქვს.
უ ჩინ უ - ბირმელი (მიანმელი) დრამატურგი და პოეტი (1773-1838 წწ).
უჩტურფანი (უში) - ქალაქი ჩინეთის სინძიანის უიღურთა ავტონომიურ ოკრუგში.
უჩუმრად - ჩუმად, სხვებისათვის შეუმჩნევლად.
უჩური - მდინარე რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში და იაკუტიის რესპუბლიკაში, მდინარე ალდანის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 812 კილომეტრი).
უჩქურია - მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, კოდორის მარჯვენა შენაკადი.
უჩყურღანი - ქალაქი უზბეკეთის ნამანგანის ოლქში.
უჩხითი - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.
უჩხო - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.
უჩხუბი - სოფელ ზედა უჩხუბის გავრცელებული სახელწოდება (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი).
![]() |
3.27 უც |
▲back to top |
უცაბედი - წინასარ გაუთვალისწინებელი; მოულოდნელი.
უცალოდ - ცალის (ტოლის, ამხანაგის) გარეშე.
უცბად - მეტად სწრაფად, მოულოდნელად.
უცდომელი - იგივეა, რაც შეუცდომელი.
უცებ - იგივეა, რაც უცბად.
უცემი - ვისთვისაც არ უცემიათ.
უცენზურო - საზოგადოებაში მიუღებელი, უშვერი, საგინებელი (სიტყვა...).
უცერემონიო - მოურიდებელი, უბოდიშო.
უცეცხლო
1) სადაც ცეცხლი არ ანთია.
2) (გადატანით) რაც ძლიერ განცდას არ იწვევს.
უცვალებელი - იგივეა, რაც უცვლელი.
უცვეთელა - დაბალი (ან საშუალო სიმაღლის) დეკორატიული ბუჩქი; იკეთებს თეთრ (ან მკრთალ ყვითელ) სურნელოვან ყვავილებს.
უცვეთელი - რაც არ ცვდება, გაუცვეთელი.
უცვლელი - რაც, ვინც არ იცვლება; რაც, ვინც არ შეცვლილა.
უცილო - იგივეა, რაც უცილობელი.
უცილობელი - რაც ცილობას არ იწვევს; უეჭველი, უდავო.
უცინარი - იგივეა, რაც გაუცინარი.
უცნაური - არაჩვეულებრივი, საკვირველი.
უცნობი
1) რასაც, ვისაც არ იცნობენ; რის, ვის შესახებაც არაფერი იციან.
2) პირი, რომელსაც არ იცნობენ.
უცოდველი - ვისაც ცოდვა არ გააჩნია. || უდანაშაულო, ალალ-მართალი.
უცოდინარი - ვისაც ცოდნა არა აქვს; გაუნათლებელი, უსწავლელი.
უცოლშვილო - ვისაც ცოლშვილი არა ჰყავს.
უცუნა (Colchicum speciosum) - ბოლქვიანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა; იკეთებს მსხვილ, ლამაზ ყვავილს; შხამიანია.
უცუნომია - ქალაქი იაპონიის ცენტრალურ ნაწილში, ტოტიგის პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (435 ათასი).
უცხერი - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.
უცხო
1) ვისაც არ იცნობენ; უცნობი, გარეშე.
2) სადაც არ ყოფილან; რაც არ გაუცვნიათ; ვინმესთვის უცნობი.
3) გარეშე, ზედმეტი, მიუღებელი.
4) იგივეა, რაც საუცხოო.
უცხოეთი - უცხო, არამშობლიური მხარე; საზღვარგარეთი
უცხოობა
1) უცხოდ ყოფნა.
2) უცხოეთში ყოფნა.
უცხოური - უცხო წარმოშობისა.
![]() |
3.28 უძ |
▲back to top |
უძალო - ძალას მოკლებული.
უძარღვო - რასაც ძარღვები არ აქვს, არ ეტყობა.
უძეო - ვისაც ძე, ვაჟიშვილი არა ჰყავს; უშვილო.
უ ძეტიანი - ჩინეთის იმპერატორი ქალი (624-705 წწ).
უძველესი - მეტისმეტად ძველი.
უძვირფასესი - მეტისმეტად ძვირფასი.
უძვლო - რასაც ძვალი არა აქვს.
უძიანი - იხილე ციანძიანი.
უძიიამადა - იხილე ისე.
უძილაურთა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (უკანაფშავის თემის საკრებულო), მთიულეთ-ფშავის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1200 მეტრი, დუშეთიდან - 60 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 17 კაცი.
უძილო - ვისაც არ სძინებია; ღამენათევი, გამოუძინებელი.
უძინართა მზე - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1992 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - თემურ ბაბლუანი. დამდგმელი ოპერატორები - ვიქტორ ანდრიევსკი, ნუგზარ ნოზაძე. მთავარ როლებში: დავით კაზიშვილი, ელგუჯა ბურდული, ლია ბაბლუანი, ეკა საათაშვილი, გივი სიხარულიძე, ლეო ფილფანი, გივი თოხაძე, სოსო ჯაჭვლიანი, იური ვასაძე.
უძინარი - იგივეა, რაც უძილო.
უძინი - იხილე ჩანჯოუ.
უ ძინძი - ჩინელი მწერალი (1701-1754 წწ).
უძირითადესი - ყველაზე ძირითადი.
უძირო
1) რასაც ძირი არა აქვს; ძირგავარდნილი.
2) (გადატანით) გაზვიადებით იტყვიან ძალიან ღრმა რამეზე.
3) უძიროები - მსუბუქი, თხელძირიანი ფეხსაცმელი; წუღები.
უძლეველი - ვისაც ვერ სძლევენ; დაუმარცხებელი.
უძლიერესი - მეტისმეტად ძლიერი; ყველაზე ძლიერი.
უძლოური - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (ნახახულევის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ ბორცვიან მთისწინეთზე. ზღვის დონიდან - 320 მეტრი, ხონიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 70 კაცი.
უძლური
1) ვისაც, რასაც ძალ-ღონე გამოლეული აქვს; ძალიან სუსტი, უღონო.
2) ვისაც არ შეუძლია რამე.
უძმო - ვისაც ძმა არა ჰყავს.
უძნელესი - უფრო ძნელი, მეტისმეტად ძნელი.
უძო - მთა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მთაწმინდის ქედზე (1416 მეტრი).
უძოვარა (თროლიუს პატულუს) - მაღალი მთის მრავალწლოვანი ბალახი ბაიასებრთა ოჯახისა; იკეთებს ყვითელ ყვავილს, შხამიანია.
უძოვარი - ბალახი, რომელიც არ მოუძოვია (საქონელს...).
უძრავი - რაც არ მოძრაობს; უმოძრაო.
უძრახელა (ჩარაგანა) - დაბალი ბუჩქი პარკოსანთა ოჯახისა; ისხამს ყვითელ ყვავილს, გავრცელებულია ველურად; რგავენ როგორც დეკორატიულ მცენარეს; იყენებენ აგრეთვე ცოცხალ ღობედ.
უძუძური
1) ვინც უძუძოდ ზრდის ჩვილს.
2) უძუძოდ დარჩენილი, ძუძუს წოვას მოკლებული (ბავშვი).
უძღები - იგივეა, რაც გაუმაძღარი.
უძღომი (უძღომელი) - იგივეა, რაც გაუმაძღარი.
![]() |
3.29 უწ |
▲back to top |
უწამლოდ - წამლის უქონლად; მკურნალობის გარეშე.
უწერა - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.
უწესივრო - რაც წესრიგში არ არის მოყვანილი.
უწესო
1) წესს, წესიერებას მოკლებული; უწესრიგო, ურიგო.
2) ცუდი ყოფაქცევისა (ქალი).
უწესრიგო
1) რაც წესრიგით არ ხდება; არეულ-დარეული.
2) ვისაც წესრიგი არ ახასიათებს.
უწვერული - იგივეა, რაც უწვერო.
უწვერო
1) რასაც წვერი არა აქვს.
2) ვისაც სახეზე წვერი არა აქვს, ვისაც წვერი ჯერ არ ამოსვლია.
უწვიმო - როცა წვიმა არ მოდის; გვალვიანი.
უწვნო - რასაც წვენი არა აქვს.
უწვრთნელი - იგივეა, რაც გაუწვრთნელი.
უწიგნო
1) ვისაც წიგნი არა აქვს.
2) იგივეა, რაც უწიგნური.
უწიგნური
1) წიგნის, წერა-კითხვის უცოდინარი.
2) უვიცი, გაუნათლებელი.
უწილო - ვისაც წილი არ ერგო.
უწინ - წინათ, პირველად; მანამდე, უფრო ადრე.
უწინამც - მანამდე, უფრო ადრე, უმალ.
უწინარეს - რისამე წინ, ადრე, ადრევე, უფრო ადრე.
უწინარესი - უპირველესი, უფრო ადრეული.
უინდებური - წინანდებური, ძველი.
უწინდელი - რაც (ვინც) უწინ იყო; წინანდელი.
უწიპწო - რასაც წიპწა არა აქვს.
უწლევი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.
უწლეულა - მდინარე ხაშურის მუნიციპალიტეტში, ჭერათხევის მარჯვენა შენაკადი.
უწლოვანი - იგივეა, რაც მცირეწლოვანი.
უწმაწური - ისეთი (სიტყვები, ლაპარაკი....), რომელიც სასირცხოდ ითვლება; უხამსი უშვერი.
უწმი - ხაიდაყის (ისტორიული ოლქი დაღესტანში) მმართველობის მემკვიდრეობითი ტიტული.
უწმინდესი
1) უფრო წმინდა.
2) მეტისმეტად წმინდა.
3) კათალიკოსის, პატრიარქის, რომის პაპის ტიტულის შემადგენელი ნაწილი.
უწმინდესობა - მისი (შენი, თქვენი....) უწმინდესობა - უმაღლეს სამღვდელო პირთა საპატიო ტიტული.
უწმინდური
1) ბინძური, უსუფთაო, ჭუჭყიანი.
2) ავი, ბოროტი სული.
უწონასწორობა - წონასწორობის უქონლობა.
უწონო - რასაც მცირე, სრულიად უმნიშვნელო წონა აქვს.
უწონობა - ფიზიკაში - სხეულის მდგომარეობა, როდესაც მასზე მოქმედი გარეშე ძალები ანდა მის მიერ შესრულებული მოძრაობა არ იწვევს ნაწილაკების ურთიერთდაწოლას.
უწუნარი - იგივეა, რაც დაუწუნებელი.
უწუნო - რასაც წუნი არა აქვს, უნაკლო.
უწყალო - შეუბრალებელი, დაუნდობელი.
უწყება
1) მოკლე ოფიციალური წერილი, შეტყობინება ვისიმე სადმე მიწვევის შესახებ.
2) დაწესებულება ან დაწესებულებათა სისტემა, რომელიც ემსახურება სახელმწიფო მმართველობის რომელიმე დარგს.
უწყებრივი - უწყების დამახასიათებელი, უწყებისთვის განკუთვნილი.
უწყვეტელი
1) იგივეა, რაც უწყვეტი.
2) გრამატიკაში - ნამყო უსრული.
უწყვეტი - რაც არ წყდება, განუწყვეტელი.
უწყინარი
1) წყნარი, მშვიდი, მშვიდობიანი, თვინიერი.
2) რაც წყენას არ გამოხატავს.
3) რაც მაწყინარი არ არის.
უწყისი - სია რისამე გაცემა-მიღების (ან სხვა ფაქტობრივი მონაცემების) შესახებ.
უწყლო
1) სადაც წყალი არ არის.
2) რასაც წყალი არ ურევია.
![]() |
3.30 უჭ |
▲back to top |
უჭარა - მდინარე ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის აუზში.
უჭერო
1) რასაც ჭერი არა აქვს.
2) უჭეროდ - უსახლკაროდ.
უჭირველი
1) ვისაც (რასაც) არ გასჭირვებია, უვნებელი.
2) ადვილად დასაძლევი; ადვილი.
უჭკნობი
1) რაც არ ჭკნება, დაუჭკნობელი.
2) (გადატანით) მარად ცოცხალი; უკვდავი; წარუშლელი.
უჭკუო - ვისაც ჭკუა არა აქვს; ჭკუანაკლები, სულელი; ბრიყვი.
უჭმელი
1) ვისაც (რასაც) არაფერი უჭამია; მშიერი.
2) საერთოდ ცოტას მჭამელი.
უჭურველი - დაბალი გვიმრა; იზრდება კლდის ნაპრალებში; ხალხში იხმარება დიზენტერიის სამკურნალოდ.
![]() |
3.31 უხ |
▲back to top |
უხ - იგივეა, რაც უჰ!
უხა
1) გაუღუარი ცომისაგან მოზელილი, ცეცხლზე გამხმარი სიფრიფანა პური.
2) (რუს.) - ახალი თევზისაგან მომზადებული წვნიანი კერძი.
უხადა - მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ძირულის მარცხენა შენაკადი.
უხადი - უხადი ქვევრი - მოუხდელი ქვევრი, საიდანაც ღვინო ჯერ არ დაუხარჯავთ.
უხაზო - რაზედაც (რაშიც) ხაზები არ არის გავლებული.
უხათი - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.
უხათრო - ვისაც არავისი ხათრი არა აქვს; მოურიდებელი.
უხაი (ხაიბოვანი) - ქალაქი ჩინეთის შიგა მონღოლეთის ავტონომიურ მუნიციპალიტეტში.
უხალისო - ხალისს მოკლებული; მოწყენილი, დაღვრემილი.
უხამსი - უდიერი, უწესო, უმსგავსო.
უხანი - ქალაქი ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ხუბეის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (3,5 მილიონი).
უხანო - ხანმოკლე, წუთიერი, დღემოკლე.
უხარვეზო - რასაც ხარვეზები არა აქვს.
უხარისხო - ცუდი ხარისხის მქონე.
უხარშელა - იგივეა, რაც უხარშავი.
უხასიათო - ცუდი, მძიმე ხასიათის მქონე.
უხდურობა - ნათესავთა შორის ცოლქმრობა, რომელიც აკრძალული იყო სჯულისკანონით.
უხედნელი - იგივეა, რაც გაუხედნელი.
უხეირო - ურიგო, ცუდი, უწესო.
უხელობო - ვისაც არაფერი ხელობა არ აქვს.
უხემსოდ - დაუნაყრებლად, უჭმელად.
უხერხემლო
1) რასაც ხერხემალი არა აქვს.
2) (გადატანით) სუსტი ნებისყოფისა; მერყევი, უპრინციპო.
უხერხო - იგივეა, რაც მოუხერხებელი.
უხერხული
1) იგივეა, რაც მოუხერხებელი.
2) საჩოთირო; შემაწუხებელი.
უხეტმახეტი - ოღროჩოღრო, ძნელად სავალი, უკეთებელი (გზა).
უხეში
1) მოუქნელი, მოუხეშავი, ხეშეში. || არასაკმარისად დამუშავებული.
2) დიდი, ტლანქი.
3) უდიერი, თავხედი, უტიფარი.
უხვავო (უხვაური) - რასაც ხვავი არა აქვს; უბარაქო.
უხვედრი - სადაც ადვილად არ მოხვდება ადამიანი.
უხვი
1) ძალიან ბევრი, მრავალი. || მდიდარი, ბარაქიანი.
2) იგივეა, რაც გულუხვი.
უხვშემოსავლიანი - უხვი მოსავლის მომცემი.
უხიაგი (უხიაკი)
1) თავნება, ახირებული; უკმეხი, უჯიათი.
2) უსიამოვნო, უხეირო, ცუდი.
უხილავი - რაც თვალით არ ჩანს; უჩინარი.
უხილო - სადაც ხილი არ არის.
უხინჯო - რასაც ხინჯი არა აქვს; უნაკლო.
უხიფათო - რასაც ხიფათი არ ახლავს, სადაც ხიფათი არ არის მოსალოდნელი.
უხმარი
1) რაც ჯერ არ უხმარიათ.
2) რასაც ვერ მოიხმარებენ; გამოუსადეგარი.
უხმარებელი - იგივეა, რაც უხმარი.
უხმაურო - რაც ხმაურს არ იწვევს, რასაც ხმაური არ ახლავს; ჩუმი.
უხმო
1) რაც ხმას არ გამოსცემს; უხმაურო.
2) ჩუმი, წყნარი; უსიტყვო, უთქმელი.
3) ხმის უფლების არმქონე.
უხნესი - ხნით უფროსი, უფრო ხნიერი.
უხნიერესი - იგივეა, რაც უხნესი.
უხორცო
1) რაშიც ხორცი არ არის; რაც ხორცით არ არის გაკეთებული.
2) გამხდარი, მჭლე.
3) ხორციელის თვისებებს მოკლებული; უსხეულო.
უხრავი (Ostrya carpinfolia) - საშუალო სიმაღლის ან დაბალი ხე არყისებრთა ოჯახისა.
უხრწნელი - რაც არ იხრწნება; გაუხრწნელი.
უხსენებელი
1) ვინც არ უხსენებიათ; ვისაც, რასაც არ ახსენებენ.
2) ვინც, რაც ხსენებად, სალაპარაკოდ არ ღირს.
3) იხმარება გველის აღსანიშნავად.
უხსოვარი - ძალიან შორეული (დრო).
უხუ - ქალაქი ჩინეთის ანხოის პროვინციაში.
უხუნარი - რაც არ ხუნდება.
უხუთი - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთზე, მდინარე კვინისწყლის (რიონის სისტემა) მარჯვენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 2 სოფელს: იმერუხუთი, უხუთი). ზღვის დონიდან - 450 მეტრი. ვანიდან - 23 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 478 ადამიანი.
უხუცესი
1) ხნით, ასაკით ყველაზე უფროსი; უხნესი.
2) თავკაცი, უფროსი (სოფელში, თემში, გვარში...).
![]() |
3.32 უჯ |
▲back to top |
უჯანგარი - ერთწლოვანი ბალახი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს ღრმად დანაკვთული ფოთლები; იკეთებს პატარა კალათებად შეკრებილ ყვავილს; მყრალია.
უჯანო - ჯანს, ძალ-ღონეს მოკლებული.
უჯარმა - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 770 მეტრი. საგარეჯოდან - 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 457 კაცი.
უჯაფო - ვისაც ჯაფა არ გაუწევია, უშრომელი, გაურჯელი.
უჯდა - ქალაქი მაროკოში ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (260 ათასი).
უჯერი - ისეთი (სითხე...), რომელშიც ზღვრულ შესაძლებლობამდე არ არის გახსნილი რაიმე ნივთიერება.
უჯერო - დაუშვებელი, უწესო, მიუღებელი.
უჯიათი - გაუგონარი, შეუსმენარი, თავნება, ჯიუტი, კერპი.
უჯიგრო - ვისაც ჯიგარი არა აქვს; მშობლიური, ნათესაური სიყვარულის გრძნობას მოკლებული.
უჯილაგო - ცუდი ჯილაგისა; უგვარო, უჯიშო. || (გადატანით) ცუდი, უხეირო.
უჯიშო
1) ცუდი ჯიშისა.
2) (გადატანით) ცუდი, უხეირო.
უჯიჯი - ქალაქი ტანზანიაში.
უჯმანა - სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.
უჯმაჯური - იგივეა, რაც მაჯლაჯუნა.
უჯრა
1) გამოწევით გასახსნელი რისამე შესანახი ყუთი (მაგიდისა, კარადისა...).
2) იგივეა, რაც უჯრედი (მნიშვნელობა 2,3).
უჯრედი
1) ორგანიზმის აგებულების უმარტივესი ერთეული - ცოცხალი ნივთიერების ძირითადი ფორმა, რაც დამახასიათებელია ცხოველური და მცენარეული სამყაროსათვის.
2) თითოეული სწორკუთხედი, რომელიც მიღებულია პარალელური და პერპენდიკულარული ხაზების გადაკვეთით.
3) რისამე (ბადის, ფიჭის...) ცალკეული დანაყოფი.
უჯრედისი - რთული ორგანული ნივთიერება, პოლისაქარიდი, რომელიც სრული ჰიდროლიზის დროს იძლევა გლუკოზას.
უჯრედთაშორისი - რაც (მცენარის....) უჯრედებს აკავშირებს ერთმანეთთან.
უჯრედოვანი - უჯრედების მქონე, უჯრედებისაგან შემდგარი.
უჯრედული - უჯრედის სახისა; უჯრედებისაგან შემდგარი.
უჯუნგპანდანგი - ქალაქი-პორტი ინდონეზიაში, სამხრეთ სულავესის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (915 ათასი).
![]() |
3.33 უჰ |
▲back to top |
უჰ - შორისდებული; გამოხატავს:
1) აღტაცებას.
2) გაკვირვებას.
3) მწუხარებას.
4) ჯავრის ამოყრის სურვილს, მუქარას.
უჰაერო
1) სადაც, რაშიც ჰაერი არ არის; რაც ჰაერის გარეშე ხდება.
2) სადაც სუფთა ჰაერის ნაკლებობაა, სადაც ჰაერი არ იწმინდება.
უჰეჰე - ზეგანი ტანზანიაში.
![]() |
4 ფ |
▲back to top |
ფ - ქართული ანბანის ოცდამეერთე (ძველი ქართული ანბანის ოცდამეოთხე) ასო; მისი სახელია „ფარი“. გრაფიკული სიმბოლო ბაგისმიერი ფშვინვიერი თანხმოვნისა; ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ხუთასს (500).
![]() |
4.1 ფა |
▲back to top |
ფა (იტალ.) - მუსიკალური გამის მეოთხე ბგერა და ამ ბგერის აღმნიშვნელი ნოტი.
ფააფუ - ბავშვის ენაზე - აღარ არის.
ფაბერჟე - რუსეთის საიუველირო ფირმა, რომელიც 1842 წელს დააარსა გუსტავ ფაბერჟემ სანქტ-პეტერბურგში.
ფაბიანელთა საზოგადოება - ინგლისის რეფორმისტული ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1884 წელს, ლეიბორისტული პარტიის შექმნის შემდეგ (1900 წ) შევიდა მის შემადგენლობაში.
ფაბიენი (ნამდვილი სახელი პიერ ჟორჟი) - საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის გმირი (1919-1944 წწ).
ფაბიუსი მაქსიმუს კვინტუს (კუნქტატორი) - რომაელი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე (ძვ.წ.აღ. 275 - 203 წწ).
ფაბიუს კვინტუს პიქტორი - რომაელი ისტორიკოსი (დაიბადა დაახლოებით ძვ.წ.აღ. 254 წელს).
ფაბლიო (ფრანგ.) - შუა საუკუნეების (XII-XIV სს) ფრანგულ ლიტერატურაში - პატარა იუმორისტული, მხიარული მოთხრობა.
ფაბრ დ,ეგლანტინი ფილიპ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1750-1794 წწ).
ფაბრი ზოლტან - უნგრელი რეჟისორი და სცენარისტი (დაიბადა 1917 წელს).
ფაბრი ჟან ანრი - ფრანგი ენტომოლოგი და მწერალი (1823-1915 წწ).
ფაბრი შარლ - ფრანგი ფიზიკოსი (1867-1945 წწ).
ფაბრიკა (ლათ.) - მანქანური წესით ნედლეულის გადამამუშავებელი სამრეწველო საწარმო.
ფაბრიკანტი - ფაბრიკის პატრონი.
ფაბრიკატი (ლათ.)
1) მზა საფაბრიკო ნაწარმი.
2) წარმოების საბოლოოდ დამუშავებული პროდუქტი.
ფაბრიკაცია (ლათ.)
1) ნაკეთობათა ფაბრიკული წესით დამზადება.
2) (გადატანით) რაიმე ნაყალბევის შეთხზვა-გავრცელება.
ფაბრიცი აკვაპენდენტელი ჯეროლამო - იტალიელი ანატომი და ქირურგი (1533-1619 წწ).
ფაბრიციუსი დავიდ - გერმანელი ასტრონომი (1564-1617 წწ).
ფაბრიციუსი იოჰანეს - გერმანელი ასტრონომი (1587-1615 წწ).
ფაბრიციუსი კარელ (საკუთარი სახელი კარელ პიტერს) - ჰოლანდიელი ფერმწერი (1622-1654 წწ).
ფაბულა (ლათ.) - მხატვრულ ნაწარმოებში განვითარებული მოქმედებების, ამბების თანამიმდევრული გამოხატვა.
ფაბულინი - ბავშვის პირველი საუბრის მფარველი რომაული ღვთაება.
ფაგე ემილ - ფრანგი ლიტერატურის ისტორიკოსი (1847-1916 წწ).
ფაგი - იგივეა, რაც ბაქტერიოფაგი.
ფაგოიანი - ყოფილი სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.
ფაგოტი (იტალ.) - ხის სასულე მუსიკალური საკრავი; შედის სიმფონიური ორკესტრის შემადგენლობაში.
ფაგოფილია - იხილე ვოროფილია.
ფაგოციტი (ბერძნ.) - უჯრედი, რომელსაც უნარი აქვს შთანთქას ბაქტერიები.
ფადარები - აზერბაიჯანელების ეთნოგრაფიული ჯგუფი; ცხოვრობენ აზერბაიჯანის აღმოსავლეთ ნაწილში.
ფადგუ - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.
ფადეევა ელენა - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1914-1995 წწ).
ფადეევი ალექსანდრე - რუსი მწერალი (1901-1956 წწ).
ფადეეჩევი ნიკოლაი - ბალეტის რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1933 წელს).
ფადინგერი შტეფან - ავსტრიის 1626 წლის გლეხთა ომის ბელადი (გარდაიცვალა 1626 წელს).
ფადიშაჰი (სპარს.) - მონარქის ტიტული აღმოსავლეთის ზოგ ქვეყანაში.
ფადკე ვასუდევ ბალვანტ - ინდოელი პატრიოტი (1845-1883 წწ).
ფადლა I - კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 881-892 წლებში.
ფადლა II - კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 918-929 წლებში.
ფადლონი (ფადლი) - შედადიანთა სახელმწიფოს რამდენიმე მმართველის სახელი X-XI საუკუნეებში.
ფადო (პორტუგ. ფადო „ბედი, ბედისწერა”) - მუსიკის ჟანრი, რომელიც წარმოიშვა XIX საუკუნის პირველ მეოთხედში პორტუგალიაში.
ფაეთონტი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰელიოსისა და ოკეანიდ კლიმენეს ვაჟი. მითის მიხედვით მან მამის ეტლით დედამიწას ძალიან ახლოს ჩაუქროლა და საშინელი გვალვა გამოწვია, რის გამოც მოკლა ზევსმა.
ფაეთუსა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰელიოსის ქალიშვილი, ლამპეტიას და, მწყემსი ტრინაკრიაზე.
ფაენცა - ქალაქი იტალიის რავენის პროვინციაში.
ფაენცა პაოლო მარია და - იტალიელი დომინიკელი ბერი, აქვს ცნობები საქართველოს შესახებ (XVI-XVII საუკუნეები).
ფაეტონი (ფაიტონი) - გადასახსნელსახურავიანი მსუბუქი ეტლი.
ფავა ატოს - არგენტინის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1925 წელს).
ფაველა (პორტუგ.) - ღარიბების უბანი ბრაზილიის დიდ ქალაქებში.
ფავლენიშვილი ოტია - XVII საუკუნის ქართველი პოეტი, მოღვაწეობდა ვახტანგ VI-ის კარზე.
ფავლენიშვილი ჯაგლაგა - XVII საუკუნის ქართველი პოეტი.
ფავნელები - ქართლის დიდ აზნაურთა საგვარეულო IX-X საუკუნეებში.
ფავნისი - ისტორიული სახელწოდება შიდა ქართლის იმ ტერიტორიისა, სადაც ახლა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალქალაქი მდებარეობს.
ფავნუსი
1) ტყეთა და მინდორთა რომაული ღვთაება, მწყემსთა და ფარათა მფარველი.
2) ამერიკის კონტინენტზე მობინადრე მაიმუნი ერთგვარი.
ფავორი (ლათ.) - გავლენიანი პირის მფარველობა, კეთილგანწყობა.
ფავორიტი
1) ადამიანი, რომელიც სარგებლობს მაღალი თანამდებობის მქონე, გავლენიანი პირის კეთილგანწყობით, მფარველობით.
2) მეფის ან დედოფლის საყვარელი.
3) რაიმე სპორტულ შეჯიბრებაში - მოასპარეზე პირი ან გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი შანსი აქვს პირველი ადგილის მოპოვებისა.
ფავორიტიზმი - ისეთი ვითარება, როდესაც ყველაფერი განპირობებულია ფავორიტების (მნიშვნელობა 1,2) გავლენით, მათი როლით. 2) ფავორიტების დაწინაურება, წახალისება.
ფავრი ერნესტ - შვეიცარიელი გეოლოგი და პალეონტოლოგი (1845-1925 წწ).
ფავრი ჟიულ - საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე, ადვოკატი, 1830 წლის ივლისის რევოლუციის მონაწილე (1809-1880 წწ).
ფავტიე რობერ - ფრანგი ისტორიკოსი (1885-1966 წწ).
ფაზა (ბერძნ.)
1) ცალკეული სტადია, მომენტი რაიმე მოვლენის, პროცესის და მისთანების განვითარებაში.
2) გენერატორის გრაგნილების ცალკეული ჯგუფი, აგრეთვე მასთან შეერთებული სადენი, რომლითაც ელექტრული დენი გადაიცემა.
ფაზანი (ფეცანი) - ისტორიული ოლქი ლიბიაში.
ფაზვანთოღლუ ოსმან-ფაშა - თურქი ფეოდალი, ოსმალეთის იმპერიის ვიდინის ოლქის მმართველი (1758-1807 წწ).
ფაზი ჟან ჟაკობ - შვეიცარიის პოლიტიკური მოღვაწე (1794-1878 წწ).
ფაზილოვა თუფა - ტაჯიკი მსახიობი და მომღერალი (სოპრანო) ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1917-1985 წწ).
ფაზინ ჰუსლუ დაღლარჯა - თურქი პოეტი (1914-1995 წწ).
ფაზისი - იხილე ფასისი.
ფაზისობა - სახალხო დღესასწაული ქალაქ ფოთში. იმართება 1992 წლიდან, ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირას .
ფაზლულ ჰაკი აბულ კასემ - კოლონია ბენგალისა და შემდეგ პაკისტანის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1873-1962 წწ).
ფაზოტრონი (ბერძნ.) - დამუხტული ნაწილაკების მოძრაობის ასაჩქარებელი დანადგარის ერთ-ერთი სახეობა.
ფათა - ზოგიერთი ბანქოს თამაშის დროს - იტყვიან, როდესაც ორივე მხარეს თანაბარი რაოდენობის ქაღალდი შერჩებათ ხელთ.
ფათალი-შაჰი - ირანის შაჰი ყაჯართა დინასტიისა (დაიბადა 1766 წელს, სხვა მონაცემებით 1771 წელს - გარდაიცვალა 1834 წელს).
ფათალო - იგივეა, რაც სურო.
ფათალოსხევი - მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში, დიდხევის მარცხენა შენაკადი.
ფათემი მორთეზა - სპარსელი მეცნიერი და მთარგმნელი; თარგმნილი აქვს ქართული ლიტერატურის ნიმუშები სპარსულად (დაიბადა 1918 წელს).
ფათერაკი (სპარს.) - მოულოდნელი, უბედური შემთხვევა; ხიფათი.
ფათერაკიანი - რასაც ფათერაკი მოსდევს; ხიფათიანი, მარცხიანი.
ფათი - ალ. ყაზბეგის მოთხრობა (დაიწერა 1882 წელს).
ფათირი (არაბ.) - პატარა ლავაშივით პური უფუარი ცომისა, სახელდახელოდ გამომცხვარი საჯზე.
ფათომი - ინგლისური საზომი ერთეული, უდრის 6 ინგლისურ ფუტს (1მ და 83სმ-ს).
ფათური ხელებისა - ხელების აქეთ-იქით მოძრაობა რისამე მოსაძებნად, გზის გასაგნებად (სიბნელეში). || ხელების რევა რამეში.
ფათფათი
1) იგივეა, რაც ფარფატი.
2) იგივეა, რაც ფართხუნი.
ფათქინეთი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში (ბალთის საკრებულო). 1991 წლამდე შედიოდა ზნაურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარეების დასავლეთ ფრონისა და შუა ფრონის წყალშუეთში. ზღვის დონიდან 930 მეტრი, ყორნისიდან 5 კილომეტრი.
ფაი ერვე - ფრანგი ასტრონომი (1814-1902 წწ).
ფაი - აბრეშუმის ან შალის მკვრივი ქსოვილი.
ფაიანსი კაზიმიეჟ - ამერიკელი ქიმიკოსი, წარმოშობით პოლონელი (1887-1975 წწ).
ფაიანსი (ფრანგ.)
1) მინერალური მასა, რომლისგანაც ამზადებენ კერამიკულ ნაკეთობებს; მიიღება გარკვეული ხარისხის თიხისაგან მასში თაბაშირის და სხვა ნივთიერების შერევით.
2) ამ მასის ნაკეთობანი, გამომწვარი და მოჭიქული; ქაშანური.
ფაიდეშინი (ფრანგ. faille de Chine) - ფაის ერთ-ერთი სახეობა, მაღალხარისხოვანი აბრეშუმის ქსოვილი.
ფაიდტი კონრად - გერმანელი კინომსახიობი (1893-1943 წწ).
ფაიერი იური - რუსი დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1890-1971 წწ).
ფაიზაბადი - ქალაქი ავღანეთში, ბადახშანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ფაიზი (ფაიზ აჰმად ფაიზი) - პაკისტანელი პოეტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე (1911-1984 წწ).
ფაილი (ინგლ.)
1) მოწესრიგებული და ურთიერთდაკავშირებული ჩანაწერების ან კომპიუტერული ინფორმაციის ერთად თავმოყრილი მთლიანობა.
2) ქაღალდების ჩასალაგებელი სათავსი.
ფაინშტაინი (გერმ.) - მეტალურგიული წარმოების ნახევრად პროდუქტი, რომელიც მიიღება შტაინის კონვერტირებით.
ფაზი დაქანი (შეიხი აბუ ლ-ფაიზი) - სპარსულენოვანი ინდოელი პოეტი (1547-1595 წწ).
ფაირავ სულაიმონი (ნამდვილი სახელი ოთაჯონ სულაიმონი) - ტაჯიკი პოეტი (1899-1933 წწ).
ფაისალ I - სირიისა და ერაყის მეფე (1883-1933 წწ).
ფაისალაბადი (1980 წლამდე ლაილპური) - ქალაქი პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში.
ფაისალი იბნ აბდ ალ-აზიზ ალ-საუდ - საუდის არაბეთის მეფე (1906-1975 წწ).
ფაისტი ზიგმუნდ - გერმანელი ენათმეცნიერი (1865-1943 წწ).
ფაიტონი - იხილე ფაეტონი.
ფაიუმი
1) ოაზისი ეგვიპტეში.
2) იხილე ელ-ფაიუმი.
ფაიფური (ბერძნ.) - მკვრივი, წყალშეუვალი მინერალური მასა, დამზადებული საუკეთესო ხარისხის თეთრი თიხისა და საგანგებო მინარევებისგან. იყენებენ კერამიკული ნაკეთობებისთვის.
ფაიქენდი - შუა საუკუნეების ქალაქი უზბეკეთში, ნანგრევები შემორჩენილია ქალაქ ბუხარასთან.
ფაიჰინგერი ჰანს - გერმანელი ფილოსოფოსი (1852-1933 წწ).
ფაკელცუგი (გერმ.) - ჩირაღდნებით სვლა.
ფაკირი (არაბ.)
1) მოხეტიალე მუსლიმანი ბერი; დავრიში.
2) ინდოეთში - მოხეტიალე ბერი, რომელიც ფოკუსებს აკეთებს, ჰყავს გაწვრთნილი ცხოველები და ა.შ.
3) ცირკში - მეფოკუსე, რომელიც აჩვენებს სხეულის უგრძნობლობას ტკივილისადმი.
ფაკულტატიური (გერმ.) - საკუთარ არჩევანზე დამოკიდებული, არასავალდებულო.
ფაკულტეტი (გერმ.) - უმაღლესი სასწავლებლის განყოფილება, რომელზედაც ასწავლიან გარკვეულ მომიჯნავე სასწავლო დისციპლინებს.
ფალაგყაუ (ურმისხელი) - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (გუდაურის საკრებულო), მდებარეობს მდინარე მთიულეთის არაგვის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1670 მეტრი, სტეფანწმინდიდან 50 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში უკვე აღარავინ ცხოვრობს.
ფალადა ჰანს (ნამდვილი სახელი და გვარი რუდოლფ დიცენი) - გერმანელი მწერალი (1893-1947 წწ).
ფალავანდიშვილი ზაქარია - საზოგადო მოღვაწე, მწიგნობარი (1818-1845 წწ).
ფალავანდიშვილი იესე - 1832 წლის შეთქმულების მონაწილე, რომელმაც გასცა ეს შეთქმულება, თუ,ცა მაინც დაისაჯა მეფის მთავრობის მიერ.
ფალავანდიშვილი ნატალია - ფერმწერი და გრაფიკოსი, საქართველოს სახალხო მხატვარი (დაიბადა 1921 წელს).
ფალავანდიშვილი სიკო - კინომსახიობი და რეჟისორი (1903-1934 წწ).
ფალავანი (სპარს.)
1) მოჭიდავე.
2) (გადატანით) ვაჟკაცი, გმირი.
ფალაზონი - სოფელი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ოდიშის დაბლობზე, მდინარე ჭანისწყლის ნაპირას,ზღვის დონიდან 110 მეტრი, ზუგდიდიდან - 17 კმ, 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს ასამდე ადამიანი.
ფალანგა (ბერძნ.)
1) ძველ საბერძნეთში - ქვეითი ჯარის საბრძოლო წყობა - ერთმანეთთან მიჯრილი მწკრივები.
2) უტოპისტ-სოციალისტის შ.ფურიეს სისტემაში - მშრომელთა თემი, კოლექტიური მეურნეობა.
3) ობობასნაირი შხამიანი ცხოველი.
4) ფალანგები - თითების მოკლე ლულოვანი ძვლები.
5) ესპანეთის ფალანგა - ესპანეთის ფაშისტური პარტია (1933-1975 წლებში).
ფალანგისტები - ესპანეთის ფალანგის წევრები.
ფალანი - იგივეა, რაც პალანი.
ფალანსტერი (ფრანგ.) - შ. ფურიეს უტოპისტურ გეგემებში - თემის კოლექტიური დასახლება.
ფალასი (სპარს.)
1) მატყლის ფარდაგი.
2) იგივეა, რაც ჩვარი.
ფალასინიდი ქრისტინე - სპორტსმენი (სინქრონული ცურვა). ევროპის ჩემპიონი (1989) და ვერცხლის პრიზიორი (1987), სსრკ მრავალგზის ჩემპიონი ერთეულებში, დუეტებსა და ჯგუფურ ვარჯიშში (დაიბადა 1970 წელს).
ფალასფულასი - სხვადასხვა ფალასი; ძონძმანძები.
ფალაური - ძველი სპარსული სალიტერატურო ენა (III-VII საუკუნეები).
ფალედი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
ფალერისტიკა (ლათ.)
1) ნუმიზმატიკის დარგი, რომელიც ორდენებსა და სხვა ნიშნებს შეისწავლის.
2) კოლექციონერობის სახეობა - სამკერდე ნიშნების, სამხედრო ჯილდოების, დროშების, იარაღის და მისთანების შეგროვება.
ფალეფორია (ბერძნ.) - ძველ საბერძნეთში - დღესასწაული და საზეიმო სვლა ფალოსოს ღვთაების პატივსაცემად.
ფალექი შირვანი - აბუ ლ-ნაზამ მუჰამად - აზერბაიჯანელი სპარსულენოვანი პოეტი და ასტრონომი (1108/1110-1155 წწ).
ფალეშტი - იხილე ფელეშტი.
ფალი (ჰოლანდ.) - თოკი, რომელიც იხმარება გემზე იალქნების, ალმებისა და მისთანების ასაწევად.
ფალია (თურქ.)
1) ძველებური კაჟიანი თოფის (დამბაჩის) ის ადგილი, სადაც თოფისწამალს აყრიდნენ და ნაპერწკალი ჩნდებოდა.
2) თვით თოფისწამალი.
ფალია მანუელ დე - ესპანელი კომპოზიტორი და პიანისტი (1876-1946 წწ).
ფალიანი რამაზ - მოკრივე (57 და 61 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (2001) და ორგზის მესამე პრიზიორი (1993, 99), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1996, 98, 2000), „კეთილი ნების თამაშებში“ გამარჯვებული (1994), 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, 1996 წლის ატლანტის და 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადების მონაწილე (ორივე თამაშებში V ადგილზე გავიდა) (დაიბადა 1973 წელს).
ფალიასი ლუის კარლოს - კოსტა-რიკელი მწერალი (1909-1966 წწ).
ფალიაშვილი ვახტანგ - დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი (1919-1980 წწ).
ფალიაშვილი ზაქარია - კომპოზიტორი, დირიჟორი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი (1871-1933 წწ).
ფალიაშვილი ივანე - დირიჟორი, პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1868-1934 წწ).
ფალიაშვილი ლევან - კომპოზიტორი, მუსიკისმცოდნე, პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1895-1976 წწ).
ფალინი (ჰოლანდ.) - თოკი, რომლითაც კანჯო გამობმულია ნავმისადგომზე ან გემის ბორტზე.
ფალკბერგეტი იუჰან - ნორვეგიელი მწერალი (1879-1967 წწ).
ფალკენზეე - ქალაქი გერმანიის ბრანდენბურგის მხარეში, ბერლინის სიახლოვეს (25 ათასი).
ფალკენჰაინი ერიხ ფონ - გერმანელი გენერალი, 1913-14 წლებში გერმანიის სამხედრო მინისტრი (1861-1922 წწ).
ფალკონე ეტიენ მორის - ფრანგი მოქანდაკე (1716-1791 წწ).
ფალკონი - შტატი ვენესუელის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ადმინისტრაციული ცენტრი - კორო.
ფალკონეტი (იტალ.) - ძველებური მომცრო ზარბაზანი; ისროდა ტყვიის ბირთვებს.
ფალოპი (ფალოპიო) გაბრიელე - იტალიელი ექიმი და ანატომი (1523-1562 წწ).
ფალოპის მილი (ლულა) - ასე ეწოდებოდა კვერცხსავალს - მილს (ლულას). რომლითაც კვერცხი საკვერცხიდან საშვილოსნოში გადადის (ეწოდა იტალიელი ექიმის ფალოპის გვარის მიხედვით).
ფალოსი (ბერძნ.) - მამაკაცის სასქესო ორგანო, როგორც ბუნების მწარმოებლური ძალის სიმბოლოს გამოსახულება. თაყვანს სცემდნენ ძველი ხალხები.
ფალსაფი ნასროლა - ირანელი ისტორიკოსი, ლიტერატორი, მთარგმნელი, პოეტი (1915-1990 წწ).
ფალსენი კრისტიან მაგნუს - ნორვეგიის პოლიტიკური მოღვაწე, ადვოკატი (1782-1830 წწ).
ფალსიფიკატი - ყალბი პროდუქტი, ნაკეთობა.
ფალსიფიკატორი - ფალსიფიკაციის, სიყალბის ჩამდენი, გამყალბებელი.
ფალსიფიკაცია (ლათ.)
1) რაიმე ნამდვილის, ჭეშმარიტის შეცვლა მცდარით, ყალბით; რისამე გაყალბება, რისამე ხარისხის გაუარესება.
2) გაყალბებული, ყალბი რამ.
ფალსტარტი (ინტლ.) - სპორტში - არასწორად აღებული სტარტი, როდესაც შეჯიბრების რომელიმე მონაწილე, სხვებზე ადრე, ნიშნის მიცემამდე იწყებს მოძრაობას.
ფალუნი - ქალაქი შვედეთში, კოპარბერგის ლენის ადმინისტრაციული ცენტრი.
ფალუსტაკი - ტკბილეული ერთგვარი - ერბოში (ზეთში) ასვრემილი და თაფლით (ან შაქრით) შეზავებული და მოხალული ფქვილი.
ფალშბორტი (გერმ.) - გემის ბორტის მსუბუქი გარსამოსი ზედა გემბანის ზევით.
ფალშკილი (გერმ.) - ხის ან ლითონის ძელი, რომელიც დამაგრებულია კილის ქვეშ მის დასაცავად ან გემისთვის მეტი მდგრადობის მისაცემად.
ფალცეტი (იტალ.)
1) მომღერლის ხმის განსაკუთრებით მაღალი რეგისტრის ბგერა.
2) მამაკაცის ძალიან წვრილი, ქალისებრი ხმა.
ფალცი (გერმ.)
1) ნაკერი რკინის ფურცლების (თუნუქის) შეერთების ადგილი.
2) ნაბეჭდი ფურცლის გადაკეცვის ხაზი აკინძვისას.
3) ფიცრის (ქვის და მისთანების) გაყოლებაზე ამოღარული ხაზი, რომელშიც იდება მასთან შემაერთებელი დეტალის შვერილი; ნარიმანდი.
ფამა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მითქმა-მოთქმის, ჭორის განსახიერება.
ფამაგუსტა (ბერძნულად ამოხოსტოსი) - ქალაქი-პორტი კუნძულ კვიპროსზე (40 ათასი).
ფამესი - შიმშილის რომაული ღვთაება, ძველი ბერძნული ლიმოსის შესატყვისი.
ფამ ვან დონგი - ვიეტნამის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1906-1990 წწ).
ფამილია (ლათ.) - ძველ რომში - იურიდიულად თავისუფალ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც პატრონს ემორჩილებოდა.
ფამილიარული (ლათ.) - მეტისმეტად შინაურული, მოურიდებელი (ქცევა, ურთიერთობა).
ფამილისტერი (ფრანგ.) - მუშათა საერთო საცხოვრებელი, რომელიც ააგო სოციალისტ-უტოპისტ შ.ფურიეს მოწაფემ გოდენმა და განკუთვნილი იყო ცალკე ოჯახისთვის.
ფამ ტუანი - ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის კოსმონავტი-მკვლევარი (დაიბადა 1947 წელს).
ფამულუსი (ლათ.) - შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის ქვეყნებში - მსახური ან საჭურველმტვირთველი, მეაბჯრე.
ფამუქ-ქალე, ან ფამუქალე (თურქ. Pamukkale - „ბამბის ციხე“) - თერმული წყლების ბუნებრივი საცავი თურქეთის დენიზლის პრონვიციაში, ტურისტული ღირსშესანიშნაობა.
ფამფალაკი - გუთნის ნაწილი - ღირღიტის ღერძი.
ფამფალეთი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ვაკიჯვრის თემში. მდებარეობს მდინარეებს ბახვისწყალსა და ნატანებს შორის, ზღვის დონიდან 120 მ.
ფამფალი
1) რყევა, ქანაობა (რამეში ან რამეზე სუსტად დამაგრებულისა).
2) ფეხზე ძლივს დგომა, ტორტმანი.
ფამფარა (თრაგოპოგონ) - გრძელ და ვიწროფოთლიანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა; ღერო-ფოთლებში რძიანი წვენი უდგას; იცის მინდვრებში, საძოვრებზე; იჭმება უმად.
ფამფარულა (კევის ბალახი) - მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა; მრავალწლოვანი ბალახი.
ფანაბერია (პოლონ.) - უსაფუძვლო მედიდურობა, ყოყოჩობა.
ფანაგა - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.
ფანავი - მთა ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ფანავის ქედზე.
ფანავის ქედი - ქედი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, კოდორის ქედის მონაკვეთი.
ფანარი - იხილე ფარანი.
ფანარიოტები - საბერძნეთის სასულიერო პირთა და სავაჭრო-ფულადი არისტოკრატიის წარმომადგენლები ოსმალთა იმპერიაში.
ფანასკერტელები - წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო XII-XVI საუკუნეების საქართველოში, ასპინძისძეთა განშტოება.
ფანასკერტელი ზაქარია - XII-XIII საუკუნეების საქართველოს წარჩინებული ფეოდალი.
ფანასკერტელი ღაყა - XIII-XIV საუკუნეების სამხრეთ საქართველოს წარჩინებული ფეოდალი.
ფანასკერტელ-ციციშვილი ზაზა - იხილე ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი.
ფანასკერტი (ფანასკეთი, ფანასკეტი) - შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
ფანატიზმი - ფანატიკოსის აზრები და მოქმედება, რაიმე რწმენით (რელიგიით და სხვა) უკიდურესი გატაცება.
ფანატიკოსი - რაიმე რწმენით (რელიგიით და სხვა) უკიდურესად გატაცებული ადამიანი.
ფანატიკური - ფანატიზმით განმსჭვალული.
ფან ბოი ტიაუ - ვიეტნამის პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი (1867-1895 წწ).
ფანგი
1) (გერმ.) - ტრიკოტაჟის ქსოვილი, რომლის ორივე (კარგი და ცუდი) პირი ერთნაირია; იყენებენ უპირატესად თბილი სპორტული ტანსაცმლისათვის.
2) (პანგვე) - კამერუნში, ეკვატორულ გვინეასა და ჩრდილოეთ გაბონში მცხოვრები ხალხი.
ფანგსბოტი (ჰოლანდ.) - სარეწაო მოტორიანი ნავი სანადირო გემზე.
ფანდანგო (ესპან.) - ესპანური ხალხური წყვილთა ცეკვა, ასრულებენ გიტარისა და კასტანიეტების აკომპანიმენტით.
ფანდერბეილპარკი (ვანდერბეულპარკი) - ქალაქი სამხრეთ აფრიკის ტრანსვაალის პროვინციაში.
ფანდი
1) ჭიდაობის ხერხი, ილეთი.
2) ხერხი, ხრიკი, ოინი.
3) ატლანტის ოკეანის ყურე კანადის ჩრდილოეთ სანაპიროებთან.
ფან დონ ფუნგი - ვიეტნამის სახელმწიფო მოღვაწე (1847-1895 წწ).
ფანდური - ქართული ხალხური სამსიმიანი საკრავი.
ფანდურული - ფანდურზე დასამღერებელი სიმღერა.
ფანერა (რუს.)
1) ხის თხელი ფურცელი, რომელსაც იყენებენ ზოგი სადურგლო ნაკეთობის ზედაპირზე გადასაკრავად.
2) ასეთი ფურცლების ერთმანეთზე გარდიგარდმო დაწებებით მიღებული თხელი ფიცარი; ფირფიცარი.
ფანეროგამები (ბერძნ.) - მცენარეები, რომლებსაც აქვთ სქესობრივი გამრავლების ხილული ორგანოები (სხვანაირად - ცხადმექორწინენი).
ფან ვენლანი - ჩინელი ისტორიკოსი (1893-1969 წწ).
ფანზა (ჩინ.)
1) ჩინეთში პატარა საცხოვრებელი სახლი (უპირატესად სოფელში).
2) აბრეშუმის მსუბუქი ჩინური ქსოვილი ერთგვარი.
ფანიანი - სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში.
ფანიანო (კამი) - ტბა კუნძულ ცეცხლოვან მიწაზე (არგენტინა და ჩილე).
ფანიანო დეი ტოსკი ჯულიო კარლ დი - იტალიელი მათემატიკოსი (1682-1776 წწ).
ფანიაშვილი თინათინ - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (დაიბადა 1917 წელს).
ფანიეზი გიუსტავ - ფრანგი ისტორიკოსი (1842 - 1927 წწ).
ფანსიპანი - იხილე ფანშიპანი.
ფანტაზია
1) რომაელი პოეტის, ოვიდიუსის მიხედვით, ძილის ღმერთის - ჰიპნოსის ვაჟი, მორფეოსის და იკელოსის (ფობეტორის) ძმა. თავისი ძმებისგან განსხვავებით იგი მძინარს ევლინება უსულო საგნის - ქვის, ხის, მიწის, წყლის და სხვა სახით.
2) (ბერძნ.) შემოქმედებითი წარმოსახვა, წარმოსახვის, წარმოდგენის უნარი.
3) მოგონილი, შეთზხული, დაუჯერებელი რამ.
4) თავისუფალი ფორმის მუსიკალური პიესა იმპროვიზაციული ხასიათისა.
ფანტაზიორი
1) ფანტაზიის ამყოლი, მეოცნებე.
2) ტყუილების მთხზველი.
ფანტასმაგორია (ბერძნ.) - ფანტასტიკური წარმოდგენა რისამე შესახებ; ბოდვითი ჩვენებები; არარეალური, მოჩვენებითი რამ.
ფანტასტი
1) დიდი ფანტაზიის მქონე ადამიანი; ფანტაზიორი.
2) ფანტასტიკური ნაწარმოების ავტორი.
ფანტასტიკა (ბერძნ.)
1) სინამდვილის მოვლენების წარმოდგენა, გამოხატვა გაზვიადებულად, ზებუნებრივად.
2) ფანტაზიასთან დაკავშირებული, არარეალური, განუხორციელებელი რამ.
ფანტასტიკური
1) ფანტასტიკით განმსჭვალული, ფანტასტიკაზე დამყარებული.
2) ძალზე უცნაური, ჯადოსნური, ზღაპრული.
3) არნახული, დაუჯერებელი, განუხორციელებელი.
ფანტელი - თოვლის ფიფქი.
ფანტენ-ლატური - ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი (1836-1904 წწ).
ფანტი (პოლონ.)
1) თამაში, რომლის დროსაც მონაწილენი შეხვედრილი კენჭის მიხედვით ასრულებენ რაიმე სახუმარო დავალებას.
2) ასეთ თამაშში მონაწილის მიერ მიცემული საგანი წილის საყრელად.
ფანტია ფლავი - მშრალად მოხარშული და ერბოში მოშუშული ფლავი, რომელიც მარცვალ-მარცვალ იშლება.
ფან ტიუ ჩინი - ვიეტნამის პოლიტიკური მოღვაწე (1872-1926 წწ).
ფანტომასი - მთავარი გმირი ფილმებისა, რომელსაც საფუძვლად უდევს პიერ სუვესტრის ფანტასტიური ნაწარმოები; ამ როლს ფილმში განასახიერებს ჟან მარე.
ფანტომი (ფრანგ.)
1) ძალზე უცნაური, ფანტასტიკური მოვლენა, მოჩვენება.
2) სხეულის ან მისი ნაწილის მოდული ნატურალური სიდიდისა, იყენებენ თვალსაჩინოებისათვის სამედიცინო სასწავლებლებში.
ფანტომური ტკივილი - ტკივილის გრძნობა ამპუტაციის შემდეგ არარსებულ კიდურში.
ფანტოშები (ფრანგ.) - მარიონეტების სახესხვაობა.
ფანფალაკი - იგივეა, რაც ფამფალაკი.
ფანფანი ამინტორე - იტალიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1908-1995 წწ).
ფანფარა (იტალ.)
1) სასიგნალო საყვირი სპილენძისა; ბუკი.
2) ასეთი საყვირით მიცემული საზეიმო სიგნალი.
ფანფარონი (ფრანგ.) - მკვეხარა, ტრაბახა ბაქია.
ფანქარი - გრაფიტის მოგრძო, წვრილი ჩხირი, ხის ბუდეში ჩასმული; იხმარება საწერად, სახაზავად, სახატავად.
ფანშეტი - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (სიონის საკრებულო), მდებარეობს მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1790 მეტრი, სტეფანწმინდიდან - 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 58 კაცი.
ფანში - იხილე ფანშიპანი.
ფანშიპანი (ფანში, ფანსიპანი) - მთის მასივი ვიეტნამში.
ფანჩატი - იხილე ფანჩატური.
ფანჩატური
1) ფოთლის დერეფანი (საბა); ცოცხალი მცენარის ტოტებითა და ფოთლებით გადახურული საჩრდილობელი, უკედლებო; ტალავერი, თალარი.
2) მსუბუქი გადახურული ნაგებობა ბაღში (დასასვენებლად).
ფანციფუნცი - სხვადასხვა ჩასაცმელი.
ფანცფუნცი - იგივეა, რაც ფაჩაფუჩი.
ფანცქალი - აჩქარებული ძგერა (გულისა).
ფანცხავა რომანოზ - კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. ლიტერატურული ფსევდონიმი - ხომლელი (1861-1928 წწ).
ფანჯარა (სპარს.) - შენობის კედელში დაყოლებული ღია ადგილი (სინათლის და ჰაერისათვის), რაშიც მომინული ჩარჩოა ჩასმული; სარკმელი.
ფან ჯენი - ჩინელი ფილოსოფოსი (დაახლოებით 450 - 515 წწ).
ფანჯი
1) „ხუთი“ სპარსულად; თვლის ერთეული ნარდის თამაშისას.
2) მდინარე ამუ-დარიის ერთ-ერთი მდგენელი (ავღანეთი და ტაჯიკეთი).
ფანჯიკიძე გურამ - მწერალი (1933-1997).
ფანჯიკიძე დალი - მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე (დაიბადა 1937 წელს).
ფან ჯიმინი - ჩინეთის კომუნისტური პარტიის მოღვაწე (1900-1935 წწ).
ფაო - ქალაქი ერაყში.
ფაჟონი ეტიენ - საფრანგეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1906-1990 წწ).
ფარა
1) ცხვრის ჯოგი.
2) საერთოდ ჯოგი.
3) (თურქ.)ოსმალური უმცირესი ფულის ერთეული, შემოიღო სულთან მურად IV-ემ 1623 წელს.
4) საერთოდ ფული.
5) (ფრანგ.) - ავტომობილის, ლოკომოტივის და მისთანების რეფლექტორიანი ფარანი გზის გასანათებლად.
ალ-ფარაბი აბუ ნასრ მუჰამად იბნ თარხან - არაბი ფილოსოფოსი (დაახლოებით 450-515 წწ).
ფარაგი - მძივებით მორთული და ფერადი ძაფით მოქარგული გულზე ასაფარებელი (იციან თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში).
ფარაგუტი დეივიდ გლაზგო - ამერიკელი ადმირალი (1801-1870 წწ).
ფარადა სემიონ - კინოს და თეატრის რუსი მსახიობი, გამოირჩეოდა სახასიათო როლების შესრულებით (1933-2009 წწ).
ფარადა (ფრანგ.) - ფიზიკაში - ელექტრული ტევადობის საზომი ერთეული (ინგლისელი ფიზიკოსის ფარადეის გვარის მიხედვით).
ფარადეი მაიკლ - ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1791-1867 წწ).
ფარადეი - ელექტრობის რაოდენობის სისტემის გარეშე ერთეული. იყენებენ ელექტროქიმიაში.
ფარადმეტრი - ელექტრული ტევადობის საზომი ხელსაწყო.
ფარავანი
1) (ახალქალაქისწყალი, ჯავახეთის მტკვარი) - მდინარე ახალქალაქის, ასპინძის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი.
2) ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ზეგანზე (სიღრმე 2,2 მეტრი).
3) (როდიონოვკა) სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.
ფარავნეში - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.
ალ-ფარაზდაკი აბუ ფირას ჰამამ იბნ ღალიბ - არაბი პოეტი (დაახლოებით 641-732 წწ).
ფარამონდი - ფრანკთა მეფე მეროვინგების დინასტიიდან 410 - 426 წლებში (370 - 430 წწ).
ფარანდოლა (ფრანგ.) - ძველებური პროვანსული ხალხური ცეკვა.
ფარანი - გასანათებელი ხელსაწყო - მინისკედლებიანი ან მინისთავიანი კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია სინათლის წყარო; ლიფლიფა.
ფარანჯა (არაბ.) - ხალათის მსგავსი ფართო წამოსასხამი, რომელსაც ძველ დროში ატარებდნენ (ჩეულებრივ ქალაქად) შუა აზიელი ქალები. მთლიანად ფარავდა ქალის თავსა და ფიგურას, სახესთან ჰქონდა ბეწვის სქელი შავი ბადე.
ფარაონი (ბერძნ.)
1) ძველი ეგვიპტის მეფეების ტიტული; ამ ტიტულის მქონე.
2) პოლიციელის სალანძღავი მეტსახელი.
3) ბანქოს ძველებური აზარტული თამაშის სახელწოდება.
ფარატინა (სპარს.)
1) ნაგლეჯი, ნაფლეთი (ძველი ქსოვილისა, ქაღალდისა....).
2) (გადატანით) იტყვიან ყოველგვარ მნიშვნელობას მოკლებულ ქაღალდზე, დოკუმენტზე.
ფარაფანგანა - ქალაქი მადაგასკარის ფიანარანცუის პროვინციაში.
ფარახეთი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.
ფარაჯა (თურქ.) - იგივეა, რაც მაზარა.
ფარაჯანოვი სერგო - სომეხი კინორეჟისორი, დაიბადა და მოღვაწეობდა თბილისში (1924-1990 წწ).
ფარაჰ ანტუნი (ფარაჰ იბნ ანტუნ იბნ ილიას ანტუნი) - არაბი (ეგვიპტე) მწერალი (1847-1922 წწ).
ფარაჰი - ქალაქი ავღანეთში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ფარაჰრუდი - მდინარე ავღანეთში, ერთვის საბარის ტბას.
ფარბაკი იშტვან - უნგრელი მეცნიერი და გამომგონებელი (1837-1928 წწ).
ფარბურთი - ამჟამად აღდგენილი ძველი ქართული ხალხური თამაში ბურთით (ძველად ეწოდებოდა საყებურთი).
ფარგა - თევზების გვარი ქორჭილასებრთა ოჯახისა. ძვირფასი სარეწაო თევზია.
ფარგალი (სპარს.)
1) სამხაზველო ხელსაწყო, რომელსაც აქვს ორი ფეხი, ერთმანეთთან სახსრით შეერთებული; იხმარება წრის შემოსახაზავად.
2) ფარგლები - რაიმე ტერიტორიის საზღვრები, რისამე გავრცელების, მოქმედების არე, ზღვარი.
3) ცის სამხრეთი ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი.
ფარგო - ქალაქი აშშ-ს ჩრდილოეთ დაკოტის შტატში.
ფარგული - გულსაფარი ერთგვარ (იციან თუშეთში).
ფარდა
1) ქსოვილი რამეზე (მაგალითად ფანჯარაზე, კარზე) ჩამოსაფარებლად ან რისამე გამოსაყოფად, გადასატიხრავად.
2) მაყურებლის დარბაზისაგან სცენის დასაფარავად ჩამოშვებული ქსოვილი.
ფარდაგი - მსხვილი მატყლის ძაფის უხაო ქსოვილი საფენად ან კედელზე გასაკრავად.
ფარდი
1) ვისიმე, რისამე ტოლი, დარი, თანაბარი, ცალი; შესაფერი.
2) დანაყოფები ჩონგურის ყელზე.
3) ურმის ჭალებზე მიდებული ლასტი. ურემზე შესადები ჯინი ბზისა, სიმინდისა და მისთანების საზიდავად.
ფარდობა - იგივეა, რაც შეფარდება.
ფარდობითი - იგევეა, რაც შეფარდებითი.
ფარდული
1) გადახურული (ზოგჯერ უკედლებო) ნაგებობა შეშის, თივის, მოსავლის... შესანახავად, თამბაქოს საშრობად და სხვა.
2) ფანჯრის, კარის და მისთანების თავზე წამოშვერილი სახურავი (იციან ზემო იმერეთში).
ფარეზასძე - XIII საუკუნის ქართველი ხუროთმოძღვარი. სამცხის მფლობელის, ბექა I მანდატურთუხუცესის ბრძანებით XIII საუკუნის 80-იან წლებში ააგო საფარის წმ. საბას ტაძარი.
ფარეზი (არაბ.) - გაფრთხილება, ხელის შეწყობა, სათუთი მოპყრობა, მოვლა.
ფარენჰაიტის თერმომეტრი - თერმომეტრი, რომლის სკალაზედაც ყინულის დნობის წერტილი აღნიშნულია +32 გრადუსით, ხოლო წყლის დუღილის წერტილი +212 გრადუსით. იყენებენ ინგლისსა და აშშ-ში.
ფარერი კლოდ (ნამდვილი სახელი და გვარი ფრედერიკ შარლ ედუარ ბარგონი) - ფრანგი მწერალი (1876-1957 წწ).
ფარერის კუნძულები - არქიპელაგი ატლანტის ოკეანეში, ეკუთვნის დანიას.
ფარეში
1) ხის (ან რკინის) ჩხირი რისამე ნაწილების ერთმანეთზე გადასაბმელად; ჭანჭიკი.
2) (არაბ.) - თავადაზნაურთა შინამოსამსახურე, ხელზე მოსამსახურე.
ფარეხა - სოფელ აშკალის ძველი სახელწოდება.
ფარეხი - ცხვრის საზამთრო სადგომი.
ფარვანა (სპარს.) - ღამის პატარა პეპელა; სინათლეს ეტანება და მის გარშემო დაფარფატებს.
ფარვატერი (ჰოლანდ.) - სანაოსნაოდ გამოსადეგი წყლის სივრცე.
ფარველი - კონცხი კუნძულ ეგერსის გრენლანდიის ნაპირებთან (ატლანტის ოკეანე).
ფარვინ ეთესამი - ირანელი პოეტი ქალი (1907-1941 წწ).
ფართალი - საფეიქრო ნაწარმი, ქსოვილები.
ფართე - იხილე ფართო.
ფართინგი (ინგლ.) - ყველაზე წვრილი ფული ინგლისში, უდრის 1/4 პენს (პენსს).
ფართიფურთი - ფაფხური, ფაცაფუცი, ფუსფუსი.
ფართლეული - სხვადასხვა ფართალი.
ფართო
1) რასაც დიდი განი აქვს.
2) ბევრის მომცველი, ბევრისთვის განკუთვნილი; მასობრივი, მრავალრიცხოვანი.
3) დიდი.
ფართობი
1) სიბრტყის ნაწილი, შემოფარგლული მრუდი ან ტეხილი ხაზით.
2) სივრცე, ზედაპირი, სპეციალურად ან ბუნებრივად გამოყოფილი რაიმე მიზნისათვის.
ფართონოხორი - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.
ფართოღალი - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.
ფართოწყარი - ტბა ხობის მუნიციპალიტეტში, რიონის შესრთავთან.
ფართქალი - იგივეა, რაც ფართხალი.
ფართხალი
1) მთელი სხეულით (ხელ-ფეხით, ფრთებით) უნებური და უმწეო მოძრაობა.
2) ფანცქალი (გულისა).
ფართხუნი - ფრთხიალის დროს ფრთების ცემის ხმა.
ფარი
1) ქართული ანბანის ოცდამეერთე ასოს - ფ-ს - სახელწოდება.
2) საომარი იარაღი; წარმოადგენს (ხის ან ტყავის) მრგვალ ან მოგრძო სიბრტყეს; იყენებდნენ მოწინააღმდეგის დარტყმისაგან თავის დასაცავად.
3) საგუბრის ზედა, მოძრავი ნაწილი წყლის დონის მოსაწესრიგებლად.
4) მოწყობილობა გვირაბის გასაყვანად.
5) კალათბურთის სათამაშოდ გამართული მოწყობილობა, დაფა, რომელზედაც „კალათია” დამაგრებული.
6) სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.
ფარია ხესუს - ვენესუელის მუშათა და კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1910-1990 წწ).
ალ-ფარიკი აჰმად იბნ იუსუფ იბნ ალი - არაბი ისტორიკოსი, მოგზაური (1116 წ - 1181 წლის შემდეგ).
ფარიანი - ფარით შეიარაღებული.
ფარიკაობა
1) ხმლით, დაშნით და სხვა ცივი იარაღით (ფარის მოშველიებით) ბრძოლა ორ ან მეტ პირს შორის.
2) სპორტის სახეობა - სხვადასხვა მჭრელი ან მჩხვლეტი იარაღით ბრძოლა ორ პირს შორის.
ფარინგიტი (ბერძნ.) - სახის ლორწოვანი გარსის ანთება.
ფარინგოსკოპია (ბერძნ.) - სახის გასინჯვა.
ფარისებრი - ფარის მოყვანილობისა, ფარის მსგავსი.
ფარისეველი - ფლიდი, თვალთმაქცი, ცბიერი.
ფარისევლები - საზოგადოებრივ-რელიგიური მოძრაობა იუდეაში ძვ.წ.აღ. II ს - ახ.წ.აღ. II ს.
ფარისი მუჰამედ აჰმედ - სირიელი კოსმონავტი, 1987 წლის ფრენის მონაწილე რუს კოსმონავტებთან ერთად (დაიბადა 1951 წელს).
ფარკაში ბერტალან - უნგრელი კოსმონავტი, 1980 წლის ფრენის მონაწილე საბჭოთა კოსმონავტებთან ერთად (დაიბადა 1949 წელს).
ფარკენტი - ქალაქი უზბეკეთის ტაშკენტის ოლქში (50 ათასი).
ფარკერი ჯორჯ - იხილე ფარკუარი ჯ.
ფარკუარი ჯორჯ - ინგლისელი დრამატურგი (1677 ან 1678 - 1707 წწ).
ფარმაკები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფარმაკები ეწოდებოდა იმ ადამიანებს, რომლებსაც თითქოს მსხვერპლად სწირავდნენ ღმერთებს, რის ნიშნადაც ზღვაში აგდებდნენ, მაგრამ მაშინვე ამოჰყავდათ.
ფარმაკოგნოზია (ბერძნ.) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს სამკურნალო თვისებათა მქონე მცენარეული (აგრეთვე ცხოველური) წარმოშობის ნივთიერებებს.
ფარმაკოთერაპია - წამლებით მკურნალობა.
ფარმაკოლოგია (ბერძნ.) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს სამკურნალო ნივთიერებათა მოქმედებას ორგანიზმზე; წამალთმცოდნეობა.
ფარმაკოპეა (ბერძნ.) - ფარმაცევტების სახელმძღვანელოს ოფიციალური კრებული, რომელშიც მოცემულია წამლების დამზადების, შემოწმების, შენახვის და სხვა სავალდებულო წესები.
ფარმაკოქიმია (ბერძნ.) - მოძღვრება სამკურნალწამლო ნივთიერებათა ქიმიური თვისებების შესახებ.
ფარმანი ანრი - ფრანგი ავიაკონსტრუქტორი და მფრინავი (1874-1958 წწ).
ფარმაცევტი - უმაღლესი ან საშუალო ფარმაცევტული განათლების მქონე სპეციალისტი.
ფარმაცევტიკა (ბერძნ.) - იგივეა, რაც ფარმაცია.
ფარმაცევტული - ფარმაციასთან ან ფარმაცევტიკასთან დაკავშირებული.
ფარმაცია (ბერძნ. პჰარმაკეია „წამალი, წამლის გამოყენება“) - კომპლექსი დისციპლინებისა, რომლებიც სწავლობენ სამკურნალო საშუალებათა მოპოვების, დამუშავების, დამზადების, შემოწმების, შენახვისა და სხვა წესებს.
ფარნავაზ I - ლეონტი მროველის მიხედვით, ქართლის (იბერიის) სამეფოს პირველი მეფე და ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი. მეფობდა ძვ. წ.აღ. IV-III საუკუნეების ზღვარზე.
ფარნავაზ II - ქართლის (იბერიის) მეფე ძვ.წ.აღ. I საუკუნეში.
ფარნავაზიანები - ქართლის (იბერიის) სამეფო დინასტია ძვ.წ.აღ. IV ს - ახ.წ.აღ. VI საუკუნის 20-იან წლებამდე.
ფარნაოზ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) - ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის შვილი (1775-1852 წწ).
ფარნაუთი - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.
ფარნეზე
1) პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგთა საგვარეულო იტალიაში (ცნობილია XII საუკუნიდან).
2) ალესანდრო - ესპანეთის სახელმწიფო მოღვაწე და მხედართუფროსი (1545-1592 წწ).
ფარნიონი კოსტა - ოსი მწერალი (1907-1937 წწ).
ფაროფამიზი - მთათა სისტემა ავღანეთში.
ფარჟი ივ - საფრანგეთის საზოგადო-პოლიტიკური მოღვაწე (1899-1953 წწ).
ფარსაგი - რიგიანი, ხეირიანი, გამოსადეგი; კარგი, კეთილი.
ფარსალა - ქალაქი საბერძნეთის ლარისას ნომში.
ფარსალოსი - იხილე ფარსალა.
ფარსანგი (სპარს.) - მანძილის საზომი ერთეული, უდრიდა დაახლოებით სამ მილს, 6 კილომეტრს; ეჯი.
ფარსანსი - ლაზი დიდებული IV საუკუნეში.
ფარსერი (ფრანგ.) - ფარსის მონაწილე პერსონაჟი, ხუმარა.
ფარსი
1) ისტორიული ოლქი სამხრეთ ირანში.
2) (ფრანგ.)სახალხო თეატრის სახეობა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული შუა საუკუნეების დასავლეთ ეროპაში.
3) მსუბუქი კომედია, ვოდევილი ერთგვარად უხამსი შინაარსისა.
4) (გადატანით) ცინიკური ხუმრობა, მასხრობა.
ფარსი (фarsi) ენა - იგივე სპარსული ენა.
ფარსი-ქაბული - ავღანეთის ერთ-ერთი სახელმწიფო ენის - დარის (დაკანონებულია 1965 წლიდან) - პარალელური სახელწოდება.
ფარსმან I - ქართლის (იბერიის) მეფე I საუკუნის 40-60-იან წლებში.
ფარსმან II - ქართლის (იბერიის) მეფე II საუკუნის 30-50-იან წლებში.
ფარსმან III - ლეონტი მროველის მიხედვით, ქართლის (იბერიის) მეჩვიდმეტე მეფე II-III საუკუნეებში.
ფარსმან IV - ლეონტი მროველის მიხედვით, ქართლის (იბერიის) ოცდამეთექვსმეტე მეფე VI საუკუნის 50-იან წლებში.
ფარსმან V - ჯუანშერის მიხედვით, ქართლის (იბერიის) ოცდამეჩვიდმეტე მეფე VI საუკუნის 60-იან წლებში.
ფარსმან თმოგველი - ჯავახეთის დიდი ფეოდალი XI საუკუნის შუა წლებში.
ფარსმანდუკი (Achillea) - მრავალწლოვანი ბალახი რთულყვავილოვანთა ოჯახისა; იკეთებს ყვითელ, თეთრ ან ვარდისფერ ყვავილს, ღეროს წვერზე ქოლგასავით შეკრებილს; აქვს წვრილად დანაკვთული ფოთოლი.
ფარტაზი - ლაზი დიდებული, პოლიტიკური მოღვაწე, ორატორი VI საუკუნეში.
ფარტენა
1) იგივეა, რაც ფთილა.
2) იგივეა, რაც ფიფქი.
ფარტინგი - იხილე ფართინგი.
ფარუ - ქალაქი-პორტი პორტუგალიაში, ალგარვის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ფარუკი - ეგვიპტის მეფე (1920-1965 წწ).
ფარული
1) უჩინარი, დაფარული; დაბურული.
2) არააშკარა, მალული.
3) იდუმალი, საიდუმლო.
ფარუხი აბუ ლ-ჰასან ალი იბნ ჯოლუღ სისთანი - სპარსული პოეზიის წარმომადგენელი (გარდაიცვალა 1038 წელს).
ფარუხი იაზდი მირზა მოჰამედ - ირანელი პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე (1887-1935 წწ).
ფარფარა
1) რასაც ფარფარი გააქვს.
2) იგივეა, რაც ფარფატა.
ფარფარი
1) ძლიერი რხევა (თხელი მოქნილი რისამე).
2) იგივეა, რაც ფარფაში.
ფარფატა - ფარფატით მოძრავი.
ფარფატი
1) ფრინველების ფრთების ნელი ქნევა ფრენისას. || (გადატანით) ფრიალი რისამე (ფოთლის, ქაღალდის); წაღმა-უკუღმა ტრიალი, მოძრაობა.
2) ლასლასი, ბარბაცი.
ფარფაში - იგივეა, რაც პარპაში.
ფარფლი
1) თევზის (ვეშაპის და მისთანების) ხრტილოვანი საცურაო ორგანო.
2) ბრტყელი წრიული ნაპირი რისამე (ქუდისა, ჭურჭლისა).
ფარფლწითელა - მტკნარი წყლის თევზი კობრისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე - 35 სმ, წონა - 1 კგ-მდე.
ფარღალალა
1) ისეთი (ნაგებობა, კედელი) რასაც ღია ადგილები, ჭუჭრუტანები აქვს. არა მჭიდროდ ნაგები.
2) ფარღალალები - ღია ადგილები, ჭუჭრუტანები (კედელში).
3) ღია ადგილების მქონე, უკედლებო (ნაგებობა).
ფარღული - მარგალიტის ყელსაბამი; ყელზე ჩამოსაკიდი სამკაული.
ფარშავანგი
1) (Pava) - მოზრდილი ფრინველი; შემოსილია მრავალფეროვანი ბუმბულით; მამალს აქვს ლამაზად აჭრელებული გრძელი ბოლო, რომელსაც მარაოსავით შლის.
2) ცის სამხრეთი ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი.
ფარშევანგი - იხილე ფარშავანგი.
ფარში (რუს.) - დაკეპილი და შეზავებული ხორცი (ან სხვა რამ პროდუქტი) საჭმლის მოსამზადებლად; სატენი.
ფარშირებული - ფარშით გატენილი და ისე დამზადებული.
ფარჩა (სპარს.)
1) ძვირფასი აბრეშუმის ქსოვილი.
2) ქსოვილი, საერთოდ; ფართალი.
ფარჩაფურჩა - სხვადასხვა ფარჩა.
ფარჩეული - სხვადასხვა ფარჩა.
ფარჩი (სპარს. LTAE) - სპილენძის, ბროლის ან თიხის დიდი ჭურჭელი; გვხვდება „ვეფხისტყაოსანში“ მრ.რიცხვის ფორმით - „ფარჩნი”.
ფარჩხატი - ერთმანეთს დაშორებული ნაწილებისაგან შემდგარი; თხელი, მეჩხერი (მტევანი, წვერ-ულვაში).
ფარჩხი - წვრილტოტებიანი ხმელი შტო (უფოთლებო).
ფარცხანაყანევი - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 70 მეტრი, წყალტუბოდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 5729 კაცი წყაროებში პირველად მოიხსენიება XIII საუკუნეში ფარსმანაყანევის სახელწოდებით. სოფლის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები ადასტურებენ, რომ იგი უძველესი დროიდანაა დასახლებული. სოფელში აღმოჩენილია ფარცხანაყანევის განძი და მდებარეობს ფარცხანაყანევის სამაროვანი.
ფარცხი - სასოფლო-სამეურნეო იარაღი ხნულის, ბელტის დასაშლელად, მიწის გასაფხვიერებლად.
ფარცხისი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.
ფარცხისის ბრძოლა
1) 1074 - ბრძოლა განძის გამგებელს სარანგსა და საქართველოს მეფე გიორგი II-ს შორის, რომელიც ქართველთა გამარჯვებით დასრულდა.
2) 1569 - ბრძოლა ქართველთა და ყიზილბაშთა ლაშქარს შორის, რომელშიც ქართველები დამარცხდნენ.
ფარცხისისწყალი - მდინარე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ალგეთის მარცხენა შენაკადი.
ფარცხმა - სოფლების ზემო ფარცხმისა და შუა ფარცხმის გავრცელებული სახელწოდება (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი).
ფარცხნალი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ჯიხველის (ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 4 სოფელს: ახალსოფელი, ისლარი, ფარცხნალი, ღუდუმექედი. ). ზღვის დონიდან - 440 მეტრი, ხარაგაულიდან - 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 451 კაცი.
ფარჯიანი ირაკლი - ფერმწერი, გრაფიკოსი (1950-1991 წწ).
ფასადი (ფრანგ.)
1) შენობის წინა, მთავარი მხარე, რომელიც ჩვეულებრივ ქუჩისკენაა მიმართული.
2) ტექნიკურ ხაზვაში - ობიექტის ვერტიკალური პროექცია.
ფასანაური - დაბა დუშეთის მუნიციპალაიტეტში (დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს). მდებარეობს მდინარეების მთიულეთის არაგვისა და გუდამაყრის არაგვის (თეთრი და შავი არაგვის) შესაყართან, საქართველოს სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან - 1050 მეტრი, დუშეთიდან - 47 კილომეტრი. მოსახლეობა - 724 კაცი (2008 წლის თანახმად) ფასანაურის სადაბაო საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 20 სოფელს: ბანცური, დავითურნი, ვეშაგურნი, ზემო ამირნი, მეჯილაურნი, სოდევე, უკანამხარი, ჩადისციხე, ჩირიკი, ცხვედიეთი, წინამხარი, წინკობანი, წიფორი, ჭიკანი, ხევშა).
ფასანაურის სადაბო საკრებულო - იხილე ფასანაური.
ფასბინდერი რაინერ ვერნერ (ნამდვილი სახელი და გვარი ბად ვერიშოფენი) - გერმანელი დრამატურგი, მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი (1946-1982 წწ).
ფასდადება
1) ფასის დადება.
2) წესი, რომლის დროსაც სავაჭრო ორგანიზაცია მყიდველს საქონელს უგზავნის იმ პირობით, რომ ის საფასურს გადაუხდის საქონლის მიღებისას ფოსტის საშუალებით.
ფასდაკარგული - გაუფასურებული.
ფასდაუდები - იგივეა, რაც ფასდაუდებელი.
ფასდაუდებელი
1) რასაც ფასი არ დაედება.
2) (გადატანით) მეტისმეტად ძვირფასი.
ფასეტი (ფრანგ.)
1) ირიბად ჩამოხრილი, დაცერებული გვერდითი წახნაგი რისამე.
2) გახეხილი ქვის წახნაგი.
3) ზოოლოგიაში - ომატიდიუმების რქოვანა.
ფასეული - საყურადღებო, მნიშვნელოვანი.
ფასეულობა - ძვირფასი ნივთები, განძეულობა, სიმდიდრე.
ფასი
1) ფულადი ღირებულება (საქონლისა); ფულადი საზღაური რაიმე სამსახურისათვის, შრომისათვის.
2) (გადატანით) ღირებულება, მნიშვნელობა, ძალა.
3) (ფრანგ.) რისამე წინა მხარე.
4) ფორტიფიკაციაში - მუდმივი ან ძელმიწური საცეცხლე ნაგებობის მხარე, რომელიც მოწინააღმდეგისკენ არის მიმართული.
5) (ინგლ.) - ყიდვა-გაყიდვის, გარიგების სახეობა საქონლის საზღვაო გადაზიდვის დროს.
ალ-ფასი აბდ ალ-ქაბირ - მაროკოს პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი (დაიბადა 1920 წელს).
ალ-ფასი მალიქა - არაბი მწერალი ქალი და საზოგადო მოღვაწე (დაიბადა 1919 წელს).
ალ-ფასი მუჰამედ - არაბი აღმოსავლეთმცოდნე და საზოგადო მოღვაწე (1908-1990 წწ).
ალ-ფასი მუჰამედ ალ-ლაჰ - მაროკოს პოლიტიკური მოღვაწე (1910-1974 წწ).
ფასიანე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფაზისელი ღმერთქალი, რეა-კიბელეს ერთ-ერთი მეტსახელი.
ფასიანი - რასაც ფასი აქვს; ძვირფასი.
ფასისი (ფაზისი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად: 1) მითიური ქალაქი კოლხეთში, რომელიც დაახლოებით ფოთის ადგილმდებარეობას ემთხვევა. 2) მდინარე კოლხეთში (ახლანდელი რიონი). 3) ჰელიოსის ვაჟი, კოლხოსის მამა, მდინარე რიონის (ფაზისის) ღვთაება.
ფასისმთა - მწვერვალი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონზე (3786 მეტრი).
ფასკნარა - მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჯრუჭულის მარჯვენა შენაკადი.
ფასკუნჯი - ქართულ ზღაპრებში - დიდი ზომის ფრინველი, რომელიც, ჩვეულებრივ, გასაჭირში ჩავარდნილ გმირს ეხმარება.
ფასმერი მაქს - გერმანელი ფილოლოგი-ენათმეცნიერი (1886-1962 წწ).
ფასონი (ფრანგ.)
1) ფორმა, მოდელი, რომლის მიხედვითაც არის შეკერილი რაიმე (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი).
2) რისამე გარკვეული ხერხი, მანერა.
ფასონური
1) გარკვეული ფასონის, ნიმუშის მიხედვით გაკეთებული.
2) რასაც რთული განივი კვეთა, რთული კონფიგურაცია აქვს; რელიეფური.
ფასრაღი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
ფასტები - რომაული კალენდარი, რომელშიც აღნუსხული იყო განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის დღეები, აგრეთვე უმაღლეს თანამდებობის პირთა, ქურუმთა, ტრიუმვირატთა და სხვათა სიები.
ფასტნახტშპილი (გერმ.) - გერმანული სახალხო თეატრის, შუასაუკუნეობრივი ფარსის ნაირსახეობა.
ფასტოვი - ქალაქი უკრაინის კიევის ოლქში (55 ათასი).
ფასცია (ლათ.) - შემაერთებელი ქსოვილის თხელი გარსი, რომელიც ფარავს ცალკეულ კუნთებს ან კუნთების ჯგუფს, აგრეთვე ზოგიერთ ორგანოს.
ფასციაცია (ლათ.) - მცენარის ყლორტების დეფორმაცია, დამახინჯება, რომლის დროსაც ისინი ბრტყელდებიან, ხდებიან ლენტისებრი, წიბოებიანი და ა.შ.
ფატა (სანსკრ.) - ქალის საქორწილო მსუბუქი თავსაბურავი.
ფატალიზმი (ლათ.) - ბედისწერის (ფატუმის) არსებობის, წინასწარ განსაზღვრული ბედის გარდუვალობის რწმენა.
ფატალისტი - ფატალიზმით განმსჭვალული ადამიანი.
ფატალური - საბედისწერო, გარდუვალი.
ფატა-მორგანა (იტალ.) - მირაჟის ნაირსახეობა, რომლის დროსაც ჰორიზონტზე ჩნდება შორეული კუნძულების, მთების, ქალაქებისა და სხვა ობიექტების სწრაფად ცვალებადი და დამახინჯებული გამოსახულებანი.
ფატარი - ადვილად მტვრევადი, ფშვნადი.
ფატეევა ნატალია - კინოსა და თეატრის რუსი მსახიობი ქალი (დაიბადა 1934 წელს).
ფატეჟი - ქალაქი რუსეთის კურსკის ოლქში (60 ათასი).
ფატიანოვის კულტურა - ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ.აღ. II ათასწლეულის I ნახევარი) არქეოლოგიური კულტურა, რომელიც გავრცელებული იყო ბალტიისპირეთიდან ვოლგა-კამამდე.
ფატიმა
1) წინასწარმეტყველ მაჰმადის ქალიშვილი, ხალიფა ალის ცოლი (დაახლოებით 605 ან 606 - 632 ან 633 წწ).
2) ქართული მხატვრული ფილმი; გადაღებულია კოსტა ხეთაგუროვის ნაწარმოების მიხედვით. ეკრანებზე გამოვიდა 1958 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - სიკო დოლიძე. დამდგმელი ოპერატორი - დუდარ მარგიევი. კომპიზიტორები - არჩილ კერესელიძე, ბორის გალაევი. მთავარ როლებში: ვლადიმერ თხაფსაევი (თავადი ალიმბეკი), თამარ კოკოვა (ფატიმა), ოთარ მეღვინეთუხუცესი ჯამბულატი), გიული ჭოხონელიძე (იბრაგიმი), ცაცა ამირეჯიბი, მეგი წულიკიძე, აკაკი ვასაძე, გრიგოლ კოსტავა.
ფატიმიდიბი - არაბი ხალიფების დინასტია 909-1171 წლებში.
ფატიო პიერ - ქალაქის პატრიციატის წინააღმდეგ ჟენევის მოქალაქეთა აჯანყების ხელმძღვანელი (1662-1707 წწ).
ფატმასური - ყოფილი სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში.
ფატორი ჯოვანი - იტალიელი ფერმწერი (1825-1908 წწ).
ფატრა - იხილე დიდი ფატრა და პატარა ფატრა.
ფატუმი - რომაულ მითოლოგიაში - ბედის განსახიერება, ბედისწერის ღვთაება, რომელიც ბერძნულ მოირას უახლოვდება; გარდუვალი ბედი; ქართულად - ბედის მწერალი.
ფაუ (გერმ. Vergeltungswaffe-დან) - გერმანული მართვადი სარაკეტო-ბალისტიკური იარაღის სახელწოდება; გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომში.
ფაუზერი ჯაკომო - იტალიელი ქიმიკოსი (1892-1971 წწ).
ფაულერი უილიამ ალფრედ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1983 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჩანდრასეკართან ერთად (დაიბადა 1911 წელს).
ფაუნა
1) ტყეთა და მინდორ-ველთა რომაული ღმერთქალი, ფავნუსის ცოლი (ან და). მის სახელთანაა დაკავშირებული ცხოველთა სამყაროს სახელწოდება.
2) (ლათ.) - რაიმე ადგილის ან გეოლოგიური პერიოდის ცხოველთა ყველა სახეობის ერთობლიობა; ცხოველთა სამყარო.
ფაუნისტიკა - ზოოგეოგრაფიის ნაწილი, შეისწავლის დედამიწის სხვადასხვა ნაწილში გავრცელებულ ცხოველთა სახეობების ერთობლიობას.
ფაუსტი (გერმ.)
1) გერმანული ლეგენდის გმირი, სწავლული, რომელიც დაუკავშირდა მეფისტოფელს ცოდნის, სიმდიდრისა და ამქვეყნიურ სიამოვნებათა გულისთვის; ქვეყნიერების შესაცნობად ადამიანური სწრაფვის სიმბოლო. (იხილე ფაუსტუსი).
2) იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ტრაგედია (დაწერილია 1808-1832 წლებში).
ფაუსტპატრონი (გერმ.) - ხელის იარაღი ჯავშნის გასანგრევად.
ფაუსტულუსი - აკა ლარენციას ქმარი მწყემსი, რომელმაც იპოვა და აღზარდა რომის ლეგენდარული დამაარსებელი რემუსი და რემულუსი.
ფაუსტუსი გეორგ იოჰანეს - ალქიმიკოსი, ასტროლოგი, ექიმი, შავი მაგიის მიმდევარი, „ფაუსტის“ შესახებ არსებული ლეგენდების რეალური პროტოტიპი (დაახლოებით 1480-1540 წწ).
ფაფა
1) წყალში ან რძეში გაქნილი ფქვილის (ან მარცვლეულის) დუღილით შესქელებული საჭმელი.
2) ყოფილი სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, შეუერთდა ბორჯომს.
ფაფაზიანი ვაჰრამ - სომეხი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1898-1968 წწ).
ფაფანაკი
1) მომრგვალო, ბრტყელი თავსაბური (მამაკაცისა). ე.წ. “იმერული ქუდი”.
2) (ფაფანაგი) - ქალის ნაოჭიანი ზედა ჩასაცმელი (იციან ფშავ-ხევსურეთში).
ფაფარაშლილი
1) რასაც ფაფარი აქვს აშლილი.
2) (გადატანით) ძლიერ აღელვებული, აზვირთებული.
ფაფარი - კისრის გრძელი ბალანი (ცხენისა, ლომისა).
ფაფაფუფა - იგივეა, რაც ფაფეული.
ფაფახი (თურქ.) - ბეწვიანი ტყავის (უპირატესად კრაველის) მაღალი ქუდი.
ფაფეული - სხვადასხვაგვარი ფაფა.
ფაფობა - ფაფეულის კეთება (იცოდნენ ზამთრის გასულს); ფაფეულის კეთების დრო.
ფაფრისხევი - მდინარე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ჭერმისხევის მარცხენა შენაკადი (22 კმ).
ფაფუკი (სპარს.) - ძალინ რბილი, ნაზი (ბუმბული, მატყლი, ქსოვილი, სხეული).
ფაფხაჭა - თონის პურის თხელი, გამხმარი გვერდი; თონეზე მიმხმარი პურის ქერქი.
ფაფხაჭელა
1) თხელი, ხმელი თონის პური.
2) (გადატანით) თხელი გამხდარი (საქონელი, ადამიანი).
ფაფხური - თავის გამოდება - ფახაფუხი; ბაქი-ბუქი.
ფაქირ ბაიქურთი - თურქი მწერალი (დაიბადა 1929 წელს).
ფაქიზი (სპარს.)
1) ძალიან სუფთა, წმინდა.
2) სპეტაკი, უმწიკვლო.
3) დახვეწილი, ნატიფი.
ფაქსიმილე (ლათ.)
1) ხელნაწერის, საბუთის, ხელმოწერის და მისთანების ზუსტი ასლი, რომელიც გადაღებულია ფოტომექანიკური წესით.
2) ვისიმე ხელმოწერის კლიშე, ბეჭედი.
ფაქტი (ლათ.)
1) ნამდვილი, ჭეშმარიტი, არა გამოგონილი ამბავი, შემთხვევა, მოვლენა.
2) სინამდვილე, რეალურობა.
3) მონაცემი, მასალა რაიმე მოსაზრების დასადასტურებლად, დასკვნის გასაკეთებლად.
ფაქტობრივი - ფაქტებზე დამყარებელი, ფაქტებიდან გამომდინარე; ნამდვილი.
ფაქტოგრაფია - ფაქტების აღწერა მათი ანალიზის, განზოგადების ან მხატვრული გააზრების გარეშე.
ფაქტორი (ლათ.) - რაიმე მოვლენის, პროცესის მიზეზი, მამოძრავებელი ძალა.
ფაქტორია (ინგლ.) - უცხოელი ვაჭრების კანტორა და ახალშენი კოლონიალურ ქვეყანაში.
ფაქტორიალი (ინგლ.) - მათემატიკაში - ნატურალური რიცხვების ნამრავლი 1-დან რომელიმე მოცემულ რიცხვამდე. აღინიშნება ნ სიმბოლოთი.
ფაქტოტუმი (ლათ.)
1) (მოძველებული) ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც უსიტყვოდ ასრულებს ვისიმე დავალებებს.
2) (ირონიული) პირი, რომელიც ყველაფერში ერევა, ყველგან ეჩხირება.
ფაქტურა (ლათ.)
1) სახვით ხელოვნებაში მხატვრული ნაწარმოების ზედაპირის თავისებურება, მისი (ზედაპირის) დამუშავების ტექნიკა.
2) მუსიკალური გადმოცემის საშუალებათა ერთობლიობა (მელოდია, აკორდები, პოლიფონიური ხმები), რაც ქმნის ნაწარმოების ტექნიკურ წყობას.
3) დამუშავების ხასიათი, რაც განსაზღვრავს რისამე (მაგალითად, ქსოვილის, მინის) გარეგნულ სახეს).
4) გასაყიდად გაგზავნილ საქონელზე დართული სია, რომელშიც აღნიშნულია საქონლის სახელწოდება, რაოდენობა, გასაყიდი ფასი და სხვა.
ფაღავა აკაკი - რეჟისორი, თეატრმცოდნე, პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1887-1962 წწ).
ფაღავა ირაკლი - ექიმი, პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1918-1988).
ფაღავა კონსტანტინე - აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1919-1994 წწ).
ფაღავას სტუდია - პირველი ქართული დრამატული სტუდია თბილისში, დაარსდა 1922 წელს.
ფაღარათი (არაბ.) - კუჭის აშლილობა; დიარეა.
ფაყაფუყი - იგივეა, ფახაფუხი.
ფაყი - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.
ფაშა (თურქ.) - ძველად ოსმალეთში, ეგვიპტესა და სხვა მუსლიმანურ ქვ-ეყნებში უმაღლესი სამხედრო და სამოქალაქო პირების, დიდებულების საპატიო ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი.
ფაშაელი - ნახევარკუნძული შავ ზღვასა და მარმარილოს ზღვას შორის (თურქეთი).
ფაშალიშვილი სიკო - მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი (1984-1970 წწ).
ფაშარი
1) გამოფიტული, ფშვნადი (2-3 დღის გამომცხვარი, გამომშრალი პური და მისთანები).
2) ფხვიერი და მშრალი (მიწა).
ფაშატი - დედალი ცხენი (ვირი); ჭაკი.
ფაშგვაში - მდინარე, იხილე ლატფარისწყალი.
ფაშვი
1) მცოხნავი ცხოველის კუჭის პირველი განყოფილება, რომელშიც ჩადის გაუცოხნავი საჭმელი.
2) დიდი მუცელი ადამიანისა; ღიპი.
ფაშვგამობერილი - ვისაც მუცელი გამობერილი აქვს; ფაშვიანი.
ფაშვიანი - ვისაც ფაშვი აქვს; ღიპიანი.
ფაშვფუშვი - იგივეა, რაც შიგნეული.
ფაშიანი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.
ფაშიზაცია - ფაშიზმის დამყარება სადმე; ფაშისტური წესებით მოწყობა რისამე.
ფაშიზმი (იტალ.) - უკიდურესი რეაქციული პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც გამოხატავს საზოგადოების ყველაზე უფრო აგრესიული წრეების ინტერესებს.
ფაშისტი - ფაშიზმის მომხრე, ფაშისტური ორგანიზაციის წევრი.
ფაშფაშა - მსუქანი და შნოიანი (იტყვიან ქალზე).
ფაჩალია მარიცა - აფხაზი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1916 წელს).
ფაჩალია შარახ - აფხაზი მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1914 წელს).
ფაჩაფუჩი - რბილ ან შრიალა საგნებზე სიარულისას გამოცემული ხმა.
ფაჩაცი - ნაბდის ქუდი, ხეშეში ნაბადი.
ფაჩუაშვილი ნანა - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობს რუსთაველის სახელობის თეატრში (დაიბადა 1943 წელს).
ფაჩუნი - მსუბუქი, ფრთხილი მოძრაობა; ასეთი მოძრაობით გამოწვეული ოდნავ გასაგონი ხმა.
ფაჩურა - ქედი ცხინვალის და ახალგორის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, პატარა ლიახვისა და ქსნის წყალგამყოფი.
ფაჩურისწყალი - მდინარე ცხინვალის მუნიციპალიტეტში, პატარა ლიახვის მარცხენა შენაკადი.
ფაჩუჩი
1) ჩვილი ბავშვის ფეხსაცმელი რბილი ტყავისა (ან მოქსოვილი).
2) საშინაო თბილი უქუსლო ფეხსაცმელი.
ფაჩხა - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.
ფაჩხატი - იგივეა, რაც ფარჩხატი.
ფაცაფუცი - გამალებული მოძრაობა რაიმე საქმიანობისას; ფუსფუსი.
ფაცაცია ოთარ - საქართველოს პრემიერ-მინისტრი 1993-95 წლებში (დაიბადა 1929 წელს).
ფაცახი - მსხვილბეწვა, ხმელი მატყლი.
ფაცერი - თევზის საჭერი ლასტის მახე ღარისნაირი.
ფაცერკოდი - ფრინველების საჭერი მახე.
ფაცეცია (ლათ.) - აღორძინების (რენესანსის) ეპოქაში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გავრცელებული ანეკდოტების ტიპის პატარა მოთხრობა, რომელიც ძირითადად მიმართული იყო თავადაზნაურთა და სასულიერო პირთა ბიწიერების წინააღმდეგ.
ფაციესი - დანალექი ქანების (ან თანამედროვე ქანების) იმ თვისებათა ერთობლიობა, რომელიც გვიჩვენებს მათი წარმოქმნის პირობებს.
ფაციფუცი - იგივეა, რაც ფაცაფუცი.
ფაციცი - ყურადღების დაძაბვა, დიდი მოწადინება.
ფაცური - გამალებული მოძრაობა რაიმე საქმიანობისას; ფაცაფუცი.
ფაცხა - უჭერო და უიატაკო წნული ქოხი ისლით, ჩალით და მისთანებით დახურული.
ფაცხაფუცხით - ძალიან ჩქარა, სწრაფად.
ფაცხური - ფაცხის მსგავსი.
ფაწა
1) სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.
2) მდინარე ოსეთის კავკასიონის კალთებზე, ლიახვის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 17 კილომეტრი).
ფახადი - იგივეა, რაც ფახი (მნიშვნელობა 2).
ფახაფუხი
1) ღრუ და ხმელ საგანზე რტყმით გამოცემული ხმა.
2) ტყუილი რიხი, ტრაბახი, ბაქიაობა.
ფახაცი - იგივეა, რაც ფახი (მნიშვნელობა 2).
ფახვანი - ხმელი რისამე ფუყედ დაცემის ხმა.
ფახვერკი - შემომღობი კონსტრუქციის ტიპი, ძირითადად იყენებენ მცირესართულიან ნაგებობებში.
ფახვიჯა - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, რექის მარჯვენა შენაკადი.
ფახვიჯი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდამაყრის თემის საკრებულო), მთიულეთ-ფშავის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ბაკურხევის (გუდამაყრის არაგვის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 1400 მეტრი, დუშეთიდან - 60 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 55 კაცი.
ფახთააბადი - ქალაქი უზბეკეთის ანდიჟანის ოლქში.
ფახთაქორი [უზბეკ.-სპარს - „ფახთა” (ბამბა) - „ქორ” (საქმე)]
1) ქალაქი უზბეკეთის ჯიზაყის ოლქში.
2) ტაშკენტის საფეხბურთო კლუბის სახელწოდება.
ფახი
1) მოჩვენებითი გამბედაობა, რიხი.
2) შიში.
ფახრ ალ-დინ II - ლიბანის მმართველი (დაახლოებით 1572 - 1635 წწ).
ფახრალო - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.
ფახსაფლოუი - ყურე ატლანტის ოკეანეში, ისლანდიის სანაპიროსთან.
ფახულანი - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.
ფახური - იგივეა, რაც ხამხამი (თვალების).
ფახური უმარ - არაბი მწერალი (ლიბანი) (1896-1946 წწ).
ფახფახი - თხელკედლიან ღრუ და ხმელ რამეზე რტყმით გამოცემული ხმა.
ფაჰიდი (ნამდვილი სახელი იუსუფ სალმან იუსუფი) - ერაყის მუშათა და კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1901-1949 წწ).
ფაჰრი ერდინჩი - იხილე ერდინჩი ფაჰრი.
![]() |
4.2 ფე |
▲back to top |
ფეა - იგივეა, რაც ფერია.
ფეაკები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კუნძულ სქერიაზე მცხოვრები მითიური ხალხი, რომლებთანაც მოხვდა ოდისევსი კალიფსოდან წამოსვლის შემდეგ.
ფება - პლანეტა სატურნის თანამგზავრი. აღმოაჩინა უ.პიკერინგმა 1898 წელს.
ფებე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტიტანიდა, აპოლონისა და არტემიდეს ბებია, ითვლებოდა დელფოს სამისნოს დამაარსებლად.
ფებოსი (ფები) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აპოლონის ერთ-ერთი მეტსახელი.
ფებრე ანდრეუ - იტალიელი პოეტი-ტრუბადური (დაიბადა 1375-სა 1380 წლებს შორის - გარდაიცვალა 1444 წლამდე).
ფებრისი - ტიფის, ციებ-ცხელების განსახიერება და ღვთაება ძველ ლაციუმში; რომში ფებრისის სამი სამსხვერპლო იყო.
ფებრუარი - რომაული წელიწადის უკანასკნელი თვე.
ფებრუუსი - ეტრუსკებს შორის გავრცელებული სახელი პლუტონისა.
ფეგერაში
1) ქალაქი რუმინეთის ბრაშოვის ჟუდეცში.
2) მთის მასივი სამხრეთ კარპატებში (რუმინეთი).
ფედაი (ფიდაი) (არაბ.)
1) შუა საუკუნეების ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში - ასასინების ფარული ორგანიზაციის წევრი.
2) ირანის 1905-11 წლების რევოლუციის დროს ქალაქის ღარიბების, გლეხების და მუშების ნებაყოფლობითი შეიარაღებული რაზმების წევრები.
ფედერალიზმი (ფრანგ.)
1) სახელმწიფო წყობილების ფედერალური სისტემა, რისამე სტრუქტურა, დამყარებული ფედერაციის პრინციპებზე.
2) პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც ცდილობს ასეთი სისტემის შექმნას.
ფედერალური ოლქი
1) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ბრაზილიაში.
2) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოლქი მექსიკაში.
ფედერაცია (ფრანგ.)
1) სახელმწიფო წყობილების ფორმა, რომლის დროსაც რამდენიმე სახელმწიფოსგან იქმნება ერთი სახელმწიფო.
2) ცალკეულ საზოგადოებათა, ორგანიზაციათა კავშირი.
ფედერერი როჯერ - შვეიცარიელი ჩოგბურთელი, მსოფლიოს „პირველი ჩოგანი“ 2004-2008 წლებში და 2009 წლიდან, 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი (დაიბადა 1981 წელს).
ფედერსი იულის - ლატვიელი ფერმწერი (1838-1909 წწ).
ფედინგი (ინგლ.) - მოკლე ტალღებით რადიოგადაცემების მიღების მიყუჩება, შესუსტება ან სრული შეწყვეტა რადიოტალღების გავრცელების პირობათა შეცვლის შედეგად.
ფედინი კონსტანტინე - რუსი მწერალი, აკადემიკოსი (1892-1977 წწ).
ფედორენკო იაკობ - ჯავშანსატანკო ჯარების მარშალი (1896-1947 წწ).
ფედორჩენკო სოფია - რუსი მწერალი ქალი (1880-1959 წწ).
ფედოსეევა-შუქშინა ლიდია - რუსი კინომსახიობი ქალი, მწერალ შუქშინის მეუღლე (დაიბადა 1938 წელს).
ფედოტოვი გრიგორი - დიდი რუსი ფეხბურთელი, ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში (1916-1957 წწ).
ფედოტოვი პავლე - რუსი ფერმწერი და გრაფიკოსი (1815-1852 წწ).
ფედრა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მინოსისა და პასიფაეს ქალიშვილი, არიადნეს და, თეზევსის მეორე ცოლი, რომელსაც შეუყვარდა თავისი გერი იპოლიტოსი, ამ უკანასკნელმა კი არ უთანაგრძნო და ფედრამ თავი მოიკლა.
ფედრუსი - რომაელი პოეტი (დაახლოებით ძვ.წ. აღ. 15 - ახ.წ.აღ. 70 წწ).
ფეერია (ფრანგ.)
1) თეატრალური ან საცირკო სანახაობა ზღაპრული შინაარსისა, დადგმული სცენიური ეფექტების გამოყენებით.
2) (გადატანით) მომხიბლავი, მომაჯადოებელი სანახაობა.
ფეერიული - ფეერიის ხასიათისა, მომხიბლავი, მომაჯადოებელი.
ფევრი ლუსიენ - ფრანგი ისტორიკოსი (1878-1956 წწ).
ფეთახ-თიკვა - ქალაქი ისრაელის ცენტრალურ ოლქში (150 ათასი).
ფეთვა - მუსლიმანურ ქვეყნებში უმაღლესი რელიგიური ავტორიტეტის იურიდიული დასკვნა ამა თუ იმ მოქმედების ან მოვლენის ყურანსა და შარიათთან შესაბამისობის შესახებ.
ფეთიანი - დამფრთხალი, შეშინებული; გიჟი.
ფეთხაინი - თბილისში, მტკვრის მარჯვენა მხარეს, ქვემოთ უბანში მდებარე ერთ-ერთი მიკროუბანი.
ფეთხუმი - უწესრიგო, უსუფთაო ადამიანი.
ფეთჰიე - ქალაქი თურქეთის მუღლის ვილაიეთში.
ფეი - შორისდებული; გამოხატავს გაკვირვებას ან დაცინვას.
ფეიანები - პოლიტიკური კლუბის წევრები პარიზში: იაკობინელთა მოწინააღმდეგენი და კონსტიტუციური მონარქიის მომხრენი.
ფეიგინი ემანუილ - რუსი მწერალი (1913-1985 წწ).
ფეიდერი ჟაკ (ნამდვილი გვარი ფრედერიქსი) - ფრანგი კინორეჟისორი (1888-1948 წწ).
ფეიდო ჟორჟ - ფრანგი დრამატურგი (1862-1921 წწ).
ფეიერვერკერი - ძველი რუსეთის არმიაში - არტილიერიის უნტერ-ოფიცერი.
ფეიერვერკი - (უმართებულოა) იხილე ფოიერვერკი.
ფეიერი - მედიე უნგრეთში, მდინარე დუნაისა და ბალატონის ტბას შორის.
ფეიერი ლიპოტ - უნგრელი მათემატიკოსი (1880-1959 წწ).
ფეიეტვილი - ქალაქი აშშ-ს ჩრდილოეთ კაროლინის შტატში.
ფეითი რეინვის - ნიდერლანდელი მწერალი (1753-1824 წწ).
ფეინმანი რიჩარდ ფილიპს - ამერიკელი ფიზიკოსი, 1965 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1918 წელს).
ფეირა-დე-სანტანა - ქალაქი ბრაზილიის ბაიას შტატში.
ფეიტი იან - ფლამანდელი ფერმწერი (მოინათლა 1611 წელს - 1661 წ).
ფეიქარა - იგივეა, რაც ობობა.
ფეიქარი (სპარს.) - ქსოვილის დამამზადებელი ოსტატი, საფეიქრო წარმოების მუშა; მქსოველი.
ფეიხოა (ესპან.) - მარადმწვანე სუბტროპიკული ხე ან ბუჩქი. აქვს მწვანე ან მოყვითალო ფერის წვნიანი და სურნელოვანი ოვალური ნაყოფი.
ფეიხო-ი-მონტენეგრო ბენიტო ხერომინო - ესპანელი განმანათლებელი, მწერალი-ენციკლოპედისტი (1676-1764 წწ).
ფეკალია (ლათ.) - ადამიანის შარდისა და განავლის ნარევი.
ფეკალური - ფეკალიასთან დაკავშირებული, ფეკალიების შემცველი, ფეკალიებისათვის განკუთვნილი (მაგალითად, სასუქი).
ფეკეტე ლაიოშ (ლუდვიგ) - უნგრელი თურქოლოგი (1891-1969 წწ).
ფელამუში - ყურძნის ტკბილისა და სიმინდის (ან ხორბლის) ფქვილისაგან დუღილით გაკეთებული ფაფისებური საჭმელი; თათარა.
ფელაჰი (არაბ.) - არაბულ ქვეყნებში - ბინადარი (არამომთაბარე) გლეხი.
ფელდიეგერი (გერმ.) - მთავრობის ან სამხედრო უწყების შიკრიკი - მნიშვნელოვანი, უპირატესად საიდუმლო ქაღალდების დამტარებელი.
ფელდინი ტურბიერნ - შვედეთის პრემიერ-მინისტრი 1976-78 და 1979-82 წლებში (დაიბადა 1926 წელს).
ფელდმარშალი (გერმ.) - ძველი რუსეთის, აგრეთვე ზოგი სხვა ქვეყნის არმიაში - გენერლის უმაღლესი ჩინი; ამ ჩინის მქონე პირი (იგივეა, რაც გენერალ-ფელდმარშალი).
ფელდფებელი (გერმ.) - ძველი რუსეთის, აგრეთვე ზოგი სხვა ქვეყნის არმიაში - ქვეითი ჯარის, არტილერიის, საინჟინრო ჯარების უფროსი უნტერ-ოფიცრის წოდებულება.
ფელდშერი (გერმ.) - იგივეა, რაც ფერშალი.
ფელდშპატიდები (გერმ.) - ჯგუფი ქანწარმომქმნელი ტუტე მინერალებისა (ალუმინსილიკატებისა), რომლებიც, მინდვრის შპატისაგან განსხვავებით, მცირე რაოდენობით შეიცავს სილიციუმმჟავას (კაჟბადმჟავას).
ფელდცოიგმაისტერი (გერმ.)
1) არტილერიის მეთაური პრუსიაში, რუსეთსა და საფრანგეთში XVII-XIX საუკუნეებში (რუსეთში ერქვა ფელდცეიხმეისტერი).
2) გენერლის ერთ-ერთი წოდებულება ავსტრიის, ხოლო შემდეგ - ავსტრია-უნგრეთის არმიაში.
ფელემა (ბერძნ.) - კორპის ქსოვილი (მცენარეებისა).
ფელეო ხუან - ფილიპინების მუშათა და გლეხთა მოძრაობის მოღვაწე (1896-1946 წწ).
ფელერი უილიამ - ამერიკელი მათემატიკოსი (1906-1970 წწ).
ფელეტონი (ფრანგ.) - იუმორისტული ხასიათის საგაზეთო მოთხრობა.
ფელეტონისტი - გაზეთის მუშაკი, რომელიც ფელეტონებს წერს.
ფელეშტი - ქალაქი მოლდავეთში (15 ათასი).
ფელზენშტაინი ვალტერ - რეჟისორი და მსახიობი, მოღვაწეობდა გერმანიასა და შვეიცარიაში, წარმოშობით ავსტრიელი (1901-1975 წწ).
ფელზიტი (გერმ.) - მჟავე ეფუზიური ქანების წვრილმარცვლოვანი ძირითადი მასა; შედგება კალიუმის, მინდვრის შპატის (ორთოკლაზის) კვარცისა და სხვა მინერალებისაგან.
ფელი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
ფელიბრები - ფელიბრიჟის მიმდევარნი.
ფელიბრიჟი - XIX საუკუნის II ნახევარში ლიტერატურული მიმდინარეობა პროვანსში (საფრანგეთი), რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონალური კულტურულ-ინდივიდუალური თავისებურებების აღორძინებას.
ფელიკი - ხერხემალზე სიგრძივ გაკვეთილი, საკლავის თხელფერდზე გადანაჭერის ერთ-ერთი ნაწილი; საკლავის მეოთხედი.
ფელინგი ჰერმან - გერმანელი ქიმიკოსი და ტექნოლოგი (1812-1885 წწ).
ფელინი ფედერიკო - იტალიელი კინორეჟისორი, სცენარისტი (1920-1993 წწ).
ფელინოლოგია (ლათ.) - ზოოლოგიის დარგი, რომელიც კატებს და მათ ჯიშებს შეისწავლის, ითვლება ზოოტექნიკისა და ზოოინდუსტრიის შემადგენელ ნაწილად.
ფელიპე (ფელიპე კამინო გალისია) ლეონ - ესპანელი პოეტი (1884-1968 წწ).
ფელიქს - გერმანიის უმაღლესი მთავარსარდლობის ოპერაციის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა ინგლისის სამხედრო-საზღვაო ბაზის - გიბრალტარის - ხელში ჩაგდებას.
ფელიციტა (ფელიციტატი) - წარმატებისა და ბედნიერების განმასახიერებელი ღმერთქალი ძველ რომაულ მითოლოგიაში.
ფელმანი ფრიდრიხ რობერტ - ესტონელი მწერალი, ფოლკლორისტი, განმანათლებელი-დემოკრატი (1798-1850 წწ).
ფელნერი უილიამ - ამერიკელი ეკონომისტი (1905-1983 წწ).
ფელო (ინგლ.) - ინგლისის საუნივერსიტეტო კოლეჯის ან სამეცნიერო საზოგადოების წევრი.
ფელოგენი (კორპოს კამბიუმი) - მცენარის მეორეული წარმოშობის ქსოვილი, რომელიც შედგება თხელკედლიანი პარენქიმული უჯრედებისგან.
ფელოდერმა (ბერძნ.) - მცენარის საფარი ქსოვილის (პერიდერმის) შიგნითა ფენა.
ფელონია (ფრანგ.)
1) ფეოდალურ სამართალში: უკანონო ან შეურაცხმყოფელი მოქმედება სენიორის და ვასალის ურთიერთობაში.
2) თანამედროვე ინგლისის სამართალსა და აშშ-ს სისხლის სამართალში - ყოველგვარი მძიმე დანაშაული.
ფელსი - სპილენძის მონეტის სახელწოდება ბიზანტიაში.
ფელუკა (იტალ.) - ხმელთაშუა და შავის ზღვის სანაპიროზე მცხოვრებთა მომცრო იალქნიანი გემი.
ფელფსი ანტონი - ჰაიტელი პოეტი (დაიბადა 1928 წელს).
ფელფსი მაიკლ - ამერიკელი სპორტსმენი (მოცურავე), ოლიმპიური თამაშების 14-გზის ჩემპიონი (2004 წ - 6 და 2008 წ- 8), რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია ოლიმპიური თამაშების ისტორიაში (დაიბადა 1985 წელს).
ფელფსი სემიუელ - ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი (1804-1878 წწ).
ფელცმანი ოსკარ - რუსი (საბჭოთა) კომპოზიტორი (დაიბადა 1921 წელს).
ფემინიზაცია (ფრანგ.)
1) მამრობითი სქესის ინდივიდში მეორეული მდედრობითი სქესობრივი ნიშნების განვითარება.
2) ქალის როლისა და გავლენის ზრდა საზოგადოებაში.
ფემინიზმი (ფრანგ.) - ქალთა მოძრაობა, რომლის მიზანია ქალების უფლებრივი გათანასწორება მამაკაცებთან.
ფემინისტი - ფემინიზმის მიმდევარი.
ფემიოსი - ჰომეროსის „ოდისეაში” მოხსენიებულ კუნძულ ითაკაზე მცხოვრები მითიური მომღერალი.
ფემონოე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აპოლონის ქალიშვილი და დელფოს სამისნოს პირველი ქურუმი. მას მიეწერება ლექსთსაზომის - ჰეგზამეტრის - გამოგონება.
ფემტო - ფიზიკური სიდიდის აღმნიშვნელი სახელწოდების თავსართი, აღნიშნავს ამოსავალი ერთეულის 10-15 ნაწილს.
ფენა
1) ერთგვაროვანი ნივთიერების მასა, ზოლად გაშლილი სხვა ნივთიერებათა შორის და მათგან განსხვავებული; შრე.
2) (გადატანით) საზოგადოებრივი ჯგუფი, საზოგადოების ორგანიზაციის ნაწილი, რომელიც გამოირჩევა რაიმე თავისებურებით.
ფენადონი - სინთეზური სამკურნალწამლო პრეპარატი; თავისი მოქმედებით მორფინის მსგავსი.
ფენაკეტი (ბერძნ.) - მინერალი, ბერილიუმის სილიკატი; წარმოადგენს ბერილიუმის მდიდარ მადანს. მისი მსხვილი გამჭვირვალე კრისტალები ძვირფასი ქვებია.
ფენაკოდუსი - ძუძუმწოვრების ამომწყდარი რიგის კონდილართრის გვარი, ითვლება კენტჩლიქოსნების წინაპრად.
ფენა-ფენა - ფენებად.
ფენაცეტინი (ბერძნ.) - სამკურნალო პრეპარატი, სიცხის დასაწევი და ტკივილის გასაყუჩებელი საშუალება.
ფენ დაო - ჩინეთის სახელმწიფო მოღვაწე (882-954 წწ).
ფენეკი - მტაცებელი ძუძუმწოვარი ძაღლისებრთა ოჯახისა; გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკასა და არაბეთის ნახევარკუნძულზე.
ფენელონი ფრანსუა დე სალინიაკ დე ლა მოტი - ფრანგი მწერალი და რელიგიური მოღვაწე (1651-1715 წწ).
ფენერბახჩე - თურქეთის ქალაქ სტამბულის ფეხბურთის კლუბი; შეიქმნა 1907 წელს.
ფენერი კლარენს ნორმან - ამერიკელი გეოლოგი და პეტროგრაფი (1870-1949 წწ).
ფენთხელა - საქონლის ფენთხის (თხელფერდის) ტყავი.
ფენთხი - იგივეა, რაც თხელფერდი.
ფენი (გერმ.)
1) მძაფრი ქარი, რომელიც უბერავს მთებიდან; წარმოიქმნება ატმოსფერული წნევის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი სხვაობის პირობებში მთაგრეხილის ორივე მხარეს.
2) თმის გასაშრობი ელექტროვენტილატორი.
ფენილი - იგივეა, რაც მოფენილი.
ფენიქსი
1) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად: 1) ევროპეს მამა ან ძმა, ფინიკიელების ეპონიმი და მითიური წინაპარი. 2) თესალიელი მოხუცი, რომელმაც აქილევსს ომის ხელობა და მჭევრმეტყველება ასწავლა. 3) მითიური ფრინველი, რომელიც 500 წელიწადში ერთხელ მიფრინავდა არაბეთიდან ეგვიპტეში. მითის თანახმად, ფენიქსმა თავი დაიწვა და თავისივე ფერფლიდან გაახალგაზრდავებული აღდგა. გადატანითი მნიშვნელობით მარადისობას, განახლებას ნიშნავს.
2) არქიპელაგი, იხილე ფინიქსი.
3) ცის სამხრეთი ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი.
ფენ მენლუნი (ნამდვილი სახელი იუ-ლუნი, ფსევდონიმები: გუსუ ცინუ, მოხანძი და სხვა) - ჩინელი მწერალი (1547-1646 წწ).
ფენობარბიტალი - თეთრი კრისტალური ნივთიერება, იყენებენ როგორც ძილის მომგვრელ და დამამშვიდებელ საშუალებას (იგივე ლუმინალი).
ფენოლი (ბერძნ.) - ორგანული ნაერთი, იყენებენ სადეზინფექციო საშუალებად.
ფენოლიო ბეპე - იტალიელი მწერალი (1922-1963 წწ).
ფენოლოგია (ბერძნ.) - ბიოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს მცენარეთა და ცხოველთა სიცოცხლის პერიოდულ მოვლენებს.
ფენომენალიზმი - ფილოსოფიური მიმართულება, რომლის მიხედვითაც შემეცნებისთვის მისაწვდომია მხოლოდ ცნობიერების მოვლენები - ფენომენები.
ფენომენალური (ბერძნ.) - ფენომენის ბუნებისა; იშვიათი, არაჩვეულებრივი.
ფენომენი (ბერძნ.)
1) იშვიათი, უჩვეულო, განსაკუთრებული მოვლენა (არაჩვეულებრივი ნიჭის ადამიანზეც ამბობენ).
2) ფილოსოფიაში - გრძნობით აღქმული მოვლენა, რომელიც უპირისპირდება ნოუმენს („ნივთს თავისთავად”).
ფენომენოლოგია (ბერძნ.)
1) ჰეგელის ფილოსოფიაში - მოძღვრება ცნობიერების, სულის განვითარების შესახებ.
2) თანამედროვე იდეალისტურ ფილოსოფიაში - მოძღვრება ე.წ. „წმინდა არსის” შესახებ.
ფენოსკანდია - ბუნებრივი მხარე ევროპაში, რომელიც მოიცავს ბალტიის ზღვის ირგვლივ არსებულ რეგიონებს (ბალტიისპირეთის რესპუბლიკების გარდა).
ფენოტიპი (ბერძნ.) - ორგანიზმის ნიშან-თვისებათა ერთობლიობა, ჩამოყალიბებული ინდივიდუალური განვითარების პროცესში.
ფენრირი - სკანდინავიურ მითოლოგიაში - საზარელი მგელი, ერთ-ერთი ქტონიკური ღვთაება.
ფენრიხი ჰაინც - გერმანელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, კავკასიოლოგი (დაიბადა 1945 წელს).
ფენტეზი (ინგლ. Fantasy) - ფანტასტიკური ლიტერატურის ჟანრი, რომელიც დაფუძნებულია მითოლოგიურ და ზღაპრულ მოტივებზე. თანამედროვე სახით ჩამოყალიბდა XX საუკუნის დასაწყისში. ამ ჟანრის ნაწარმოებები უფრო ხშირად ისტორიულ-სათავგადასავლო რომანებს მოგვაგონებს, რომლის სიუჟეტი წარმოსახვით დროსა და სამყაროში მიმდინარეობს.
ფენჯიქენდი - ქალაქი ტაჯიკეთის ხოჯენდის ოლქში.
ფეოდალი (ლათ.) - მსხვილი მემამულე, ყმების მფლობელი, ბატონი ფეოდალიზმის ეპოქაში.
ფეოდალიზმი (ფრანგ.) - კაპიტალიზმამდე არსებული საზოგადოებრივი წყობილება, რომლის დროსაც ფეოდალს მთლიანად ეკუთვნის წარმოების საშუალებები და არასრულად ეკუთვნიან მიწათმოქმედი ყმა გლეხები. ფეოდალის უფლება - განახორციელოს სახელმწიფო მმართველობა თავის ტერიტორიაზე.
ფეოდი (ბერძნ.) - დასავლეთ ევროპაში ფეოდალის მემკვიდრეობითი ადგილ-მამული, რომელიც ვასალს მიღებული ჰქონდა სენიორისგან სამხედრო სამსახურისა და სხვა ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ.
ფეოდოსია - ქალაქი უკრაინის ყირიმის ოლქში (85 ათასი).
ფეოლა - ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1970 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ბაადურ წულაძე. სცენარის ავტორები - რეზო გაბრიაძე, გოგი ჩარკვიანი. დამდგმელი ოპერატორი - იური ფედნევი. კომპოზიტორი - გია ყანჩელი. მთავარ როლებში: იპოლიტე ხვიჩია, ლევან შამილოვი, ვასილ ჩხაიძე, ჯემალ ღაღანიძე, შოთა გაბელაია, სერგეი ფილიპოვი, ილია ბაკაკური.
ფეოქტისტოვი კონსტანტინე - რუსი კოსმონავტი-მფრინავი, 1964 წელს კომაროვთან და ეგოროვთან პირველი ჯგუფური ფრენის მონაწილე (1926-2009 წწ).
ფერადი
1) რაიმე ფერის ან ფერების მქონე (არა თეთრი და არა შავი).
2) ფერადები - სხვადასხვა ფერის საღებავი.
ფერადკანიანი - ვინც თეთრკანიანთა რასას არ განეკუთვნება.
ფერადოვანი
1) იგივეა, რაც ფერადი.
2) (გადატანით) მხატვრული.
ფერად-ფერადი - სხვადასხვა ფერისა, ჭრელი.
ფერაინი (გერმ.) - გერმანიაში - კავშირი, საზოგადოება, გაერთიანება, კორპორაცია.
ფერარა - ქალაქი იტალიაში, ემილია-რომანიას ოლქში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (140 ათასი).
ფერარი ლუდოვიკო - იტალიელი მათემატიკოსი (1522-1565 წწ).
ფერარი პაოლო - იტალიელი კომედიოგრაფი (1822-1889 წწ).
ფერარი ჯუზეპე - იტალიელი რევოლუციონერ-დემოკრატი, პუბლიცისტი (1811-1876 წწ).
ფერარისი გალილეო - იტალიელი ფიზიკოსი და ელექტროტექნიკოსი (1847-1897 წწ).
ფერაუნი (ნამდვილი სახელი აიტ შააბინი) მულუდ - ალჟირელი მწერალი, წერდა ფრანგულ ენაზე (1913-1962 წწ).
ფერაძე გია - მსახიობი (1948-1995 წწ).
ფერაძე ილია - პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე (1861-1928 წწ).
ფერბანკი ჯონ კინგ - ამერიკელი სინოლოგი (1907-1990 წწ).
ფერბენქსი - ქალაქი აშშ-ს ალასკის შტატში.
ფერბენქსი დაგლას - ამერიკელი კინომსახიობი (1883-1939 წწ).
ფერგადასული - რასაც ფერი აქვს გადასული; ფერდაკარგული, გახუნებული.
ფერგიუსონი რობერტ - შოტლანდიელი პოეტი (1750-1774 წწ).
ფერგუსი - ირლანდიური მითოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი გმირი, რაინდების აღმზრდელი.
ფერდა - იგივეა, რაც ფერდობი.
ფერდაკარგული - ვისაც, რასაც ფერი აქვს დაკარგული; ფერმკრთალი, გაფითრებული.
ფერდებამოვსებული - რასაც ფერდები აქვს ამოვსებული (უპირატესად იტყვიან გამაძღარ საქონელზე).
ფერდებჩავარდნილი - იგივეა, რაც ფერდებჩაცვივნული.
ფერდებჩაცვივნული - რასაც ფერდები აქვს ჩაცვივნული (უპირატესად იტყვიან მშიერ საქონელზე.
ფერდელა
1) ფერდთეთრი ფური, საერთოდ, ასეთი ცხოველი.
2) გადახრილი (ნაგებობა), გვერდელა.
ფერდი
1) ადამიანის ან ცხოველის სხეულის ნაწილი - მარჯვენა ან მარცხენა მხარე ნეკნებიდან თეძომდე.
2) იგივეა, რაც ფერდობი.
ფერ დიადი - ირლანდიური მითოლოგიის ერთ-ერთი გმირი, რაინდი.
ფერდინანდ I
1) დიდი (ფერნანდო I დიდი) - კასტილიის მეფე 1035 წლიდან (1016 ან 1018 - 1065 წწ).
2) „საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი“ 1556 წლიდან (1503-1564 წწ).
3) კობურგი - ბულგარეთის მთავარი და მეფე 1908-1918 წლებში (1861-1948 წწ).
ფერდინანდ II
1) არაგონელი (ფერდინანდ V კათოლიკე) - არაგონის (1579 წლიდან), სიცილიისა (1468 წლიდან) და კასტილიის მეფე (1452-1516 წწ).
2) (შტირიელი) - „საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი“ 1619 წლიდან (1578-1637 წწ).
ფერდინანდ III - „საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი“ 1637 წლიდან (1608-1657 წწ).
ფერდინანდ IV - კასტილიისა და ლეონის მეფე 1295 წლიდან (1285-1312 წწ).
ფერდინანდ VII - ესპანეთის მეფე 1808 და 1814-33 წლებში (1784-1833 წწ).
ფერდო - იგივეა, რაც ფერდობი.
ფერდობი - დაფერდებული ადგილი; გვერდები.
ფერე თეოფილ შარლ ჟილ - პარიზის კომუნის (1871 წელი) წევრი (1846-1871 წწ).
ფერება - ალერსი, დაყვავება.
ფერებ-ფერებით - ხანგრძლივი ფერებით, მოფერებით.
ფერეთა
1) მდინარე ვანის მუნიციპალიტეტში, კორისწყლის მარცხენა შენაკადი.
2) სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთზე, მდინარე ფერეთის (რიონის სისტემა) ნაპირებზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 2 სოფელს: ბაბოთი, ფერეთა). ზღვის დონიდან - 210 მეტრი. ვანიდან - 19 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 960 ადამიანი.
ფერეიდანი (ფერეიდუნშჰარი) - პროვინცია ცენტრალურ ირანში.
ფერეიდნელები - ფერიედანში (ირანის პროვინციაში) შაჰ-აბასის მიერ XVII საუკუნეში კახეთიდან გადასახლებული და მათი შთამომავალი ქართველები.
ფერეიდუნშაჰრი - იხილე ფერეიდანი.
ფერეირა ანტონიუ - პორტუგალიელი პოეტი და დრამატურგი (1528-1569 წწ).
ფერეირა ბორჟიში ჟოზე - პორტუგალიის პოლიტიკური მოღვაწე, ადვოკატი (1786-1838 წწ).
ფერეირა დი კაშტრუ ჟოზე მარია - პორტუგალიელი მწერალი, საზოგადო მოღვაწე (1898-1974 წწ).
ფერელი უილიამ - ამერიკელი მეტეოროლოგი (1817-1891 წწ).
ფერენიჰინგი (ვერენიგინგი, ფერინიხინგი) - ქალაქი სამხრეთ აფრიკის ტრანსვაალის პროვინციაში (60 ათასი).
ფერენცი კაროი - უნგრელი ფერმწერი (1862-1917 წწ).
ფერეოსი კონსტანდინოს - იხილე რიგასი კ.
ფერერ გუარდია ფრანსისკო - ესპანელი განმანათლებელი (1859-1909 წწ).
ფერერო გულიელმო - იტალიელი ისტორიკოსი, პუბლიცისტი (1871-1942 წწ).
ფერერო ვილი - იტალიელი დირიჟორი (1906-1954 წწ).
ფერეტე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად: 1) იასონის და მედეას ვაჟი. 2) თებეს მითიური დამაარსებელი.
ფერვორნი მაქს - გერმანელი ფიზიოლოგი (1863-1921 წწ).
ფერვურდი ჰენდრიკ ფრენს - სამხრეთ აფრიკის კავშირის (1961 წლიდან - რესპუბლიკის) პრემიერ-მინისტრი 1958 წლიდან (1901-1966 წწ).
ფერთი ჩარლზ ჰარდინგ - ინგლისელი ისტორიკოსი (1857-1936 წწ).
ფერთ-ოვ-კლაიდი - ირლანდიის ზღვის ყურე შოტლანდიის სანაპიროებთან.
ფერი
1) შთაბეჭდილება, რომელსაც ახდენს თვალზე საგნის მიერ არეკლილი სინათლე.
2) ადამიანის სახის ასეთი თუ ისეთი შეფერილობა.
3) მოვარდისფრო საღებავი სახისა (ხმარობენ უმარილთან ერთად).
4) ვისიმე შესაფერი.
ფერი ენრიკო - იტალიელი კრიმინალისტი (1856-1929 წწ).
ფერი ჟიულ - საფრანგეთის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ადვოკატი, პუბლიცისტი (1832-1893 წწ).
ფერია
1) სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.
2) (ფრანგ.) ზღაპრული გრძნეული ქალი.
3) იტყვიან მეტისმეტად ლამაზ, მომხიბლავ ქალზე.
ფერიები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ბუნების ძალთა და მოვლენათა განმასახიერებელი მეორეხარისხოვანი ღვთაებები. განასხვავებდნენ მდინარეთა, წყაროთა, ზღვათა, ნაკადულთა ფერიებს (ოკეანიდები, ნერეიდები, ნაიადები და სხვა). მთათა ფერიებს ორეადები ეწოდებათ, სათიბებისას - ლიმონიადები, ხეებისას - დრიადები და სხვა. გამოსახავდნენ ლამაზ ნახევრად შიშველ ქალებად.
ფერიერი ადოლფ - შვეიცარიელი პედაგოგი, თეორიტიკოსი (1879-1960 წწ).
ფერივილი - იხილე მენზელ-ბურგიბა.
ფერილი - იგივეა, რაც დაფერილი.
ფერიმი - კუნძული ბაბ-ელ-მანდების სრუტეში.
ფერინიხინგი - იხილე ფერინიჰინგი.
ფერისმჭამელა - კანის ასაკობრივი დაავადება, რომელიც უმთავრესად სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვითარდება; წვრილი ცხიმოვან-ჩირქოვანი მუწუკები, ძიძიბოები.
ფერისცვალა (Daucus carota) - ველური სტაფილო; იცის ნაჩხატებში, ბუჩქნარებში და გზისპირებზე.
ფერისცვალება
1) გადასხვაფერება.
2) ერთ-ერთი ქრისტიანული დღესასწაული; მოდის 6 აგვისტოს (ძველი სტილით).
3) ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1968 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ლანა ღოღობერიძე. სცენარის ავტორები - ლანა ღოღობერიძე, ნანა ხატისკაცი. დამდგმელი ოპერატორი - ნიკოლოზ სუხიშვილი. კომპოზიტორი - ნოდარ მამისაშვილი. მთავარ როლებში: გეიდარ ფალავანდიშვილი, რუსუდან კიკნაძე, სოფიკო ჭიაურელი, ლია კაპანაძე, ბაადურ წულაძე, თენგიზ მაღალაშვილი, სესილია თაყაიშვილი, რამაზ გიორგობიანი, რევაზ ხობუა, ჯახი კავსაძე.
ფერიტი (ლათ.)
1) ფოლადის ან თუჯის ერთ-ერთი სტრუქტურული შემადგენელი ნაწილი; ქიმიურად თითქმის წმინდა რკინა.
2) ფერომაგნიტური ნახევარგამტარი.
ფერიცხეკვარა - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ღალიძგის მარჯვენა შენაკადი.
ფერიფური - იგივეა, რაც ფერფური.
ფერმა პიერ - ფრანგი მათემატიკოსი (1601-1665 წწ).
ფერმა
1) სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.
2) (ფრანგ.) საბჭოთა კავშირში - კოლმეურნეობის ან საბჭოთა მეურნეობის სპეციალიზებული მეურნეობა, რომელიც მისდევდა მეცხოველეობას ან მეფრინველეობას.
3) დასავლეთის ქვეყნებში - კერძო მეურნეობა საკუთარ ან იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე.
4) საინჟინრო ნაგებობა, რომელიც შედგება ერთმანეთთან შეერთებული ღერებისა და ძელებისგან.
ფერმანა - ადმინისტრაციული ოლქი ჩრდილოეთ ირლანდიაში (დიდი ბრიტანეთი).
ფერმატა (იტალ.) - ნიშანი, რომელიც ნოტის ან პაუზის ხანგრძლივობას ზრდის განუსაზღვრელი დროით.
ფერმენტაცია (ლათ.) - გაფუების, გაღვივების პროცესი.
ფერმენტი (ლათ.) - ორგანული ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება ცოცხალ უჯრედში და ხელს უწყობს ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური რეაქციების აჩქარებას.
ფერმერი (ინგლ.) - სოფლის მეურნეობის მუშაკი, რომელსაც აქვს საკუთარი წარმოება.
ფერმი ენრიკო - იტალიელი ფიზიკოსი (1901-1954 წწ).
ფერმი - სიგრძის სისტემის გარეშე ერთეული, რომელიც 10-13 სმ-ის ტოლია.
ფერმიუმი (Fm) - რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი, მიეკუთვნება აქტინიდებს; ატომური ნომერი 100. მდგრადი იზოტოპები არა აქვს. ბუნებაში ნაპოვნი არ არის; ხელოვნურად პირველად მიიღეს 1953 წელს (სახელი ეწოდა იტალიელი ფიზიკოსის ენრიკოს ფერმის გვარის მიხედვით).
ფერმიხდილი - ფერდაკარგული, ფერმკრთალი.
ფერმიმკრთალი - ვისაც, რასაც მკრთალი ფერი აქვს; ფერწასული, ფერნაკლული, გაფითრებული.
ფერმუარი (ფრანგ.)
1) შესაკრავი აბზინდა წიგნზე, ალბომზე, ყელსაბამზე, საფულეზე და მისთანებზე.
2) ყელსაბამი, რომელსაც ასეთი აბზინდა აქვს.
3) ქვის, ხის დასამუშავებელი სატეხი; ასეთი იარაღი ტყავის სატვიფრავად.
ფერმწერი - ფერწერის ოსტატი, მხატვარი.
ფერნაკლული - ფერმკრთალი, უფერული, ფერმიხდილი.
ფერნამბუკი - ხე, რომელიც ხარობს ბრაზილიაში, აქვს ძალიან მაგარი მოყვითალი-წითელი მერქანი, რომელიც გამოშრობისას იღებს მუქ წითელ ფერს („წითელი ხე”). იყენებენ გემთმშენებლობაში, ძვირფასი ავეჯის დასამზადებლად და სხვა.
ფერნანდელი (ნამდვილი სახელი და გვარი ფერნან კონტანდელი) - ფრანგი კინომსახიობი-კომიკოსი (1903-1971 წწ).
ფერნანდეს დე აველიანედა ალონსო - „დონ კიხოტის” მეორე, ყალბი ნაწილის ავტორის ფსევდონიმი.
ფერნანდეს დე ლისარდი ხოსე ხოაკინ - მექსიკელი მწერალი (1776-1827 წწ).
ფერნანდესი ემილიო - მექსიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი (1904-1986 წწ).
ფერნანდესი მასედონიო - არგენტინელი მწერალი, ხორხე ლუის ბორხესის ლიტერატურული მოძღვარი (1874-1952 წწ).
ფერნანდუ-დი-ნორონია
1) კუნძული ატლანტის ოკეანეში, ეკუთვნის ბრაზილიას.
2) ფედერალური ტერიტორია ბრაზილიაში, ფერნანდუ-დი ნირონიის არქიპელაგში.
ფერნანდო-პო - კუნძულ ბიოკო-ს სახელი 1973 წლამდე.
ფერნან კაბალიერო (ნამდვილი სახელი და გვარი სესილია ბელ დე ფაბერი) - ესპანელი მწერალი ქალი (1796-1877 წწ).
ფერნაცვალი - იგივეა, რაც ფერშეცვლილი.
ფერო
1) (იერო) - კუნძული კანარის კუნძულების ჯგუფში (ატლანტის ოკეანე), ეკუთვნის ესპანეთს.
2) (ლათ.) - ნიშნავს რკინას; მაგალითად - ფერომაგნიტური, ფეროშენადნობი.
ფერო (დალ ფერო) სციპიონ - იტალიელი მათემატიკოსი (1465-1526 წწ).
ფეროვანადიუმი - რკინის შენადნობი ვანადიუმთან; იყენებენ ფოლადის ლეგირებისათვის.
ფეროვანი - კარგი ფერისა.
ფეროვოლფრამი (ლათ.) - რკინის შენადნობი ვოლფრამთან; იყენებენ სპეციალური ფოლადის გამოდნობის დროს.
ფერომაგნეტიზმი - ფერომაგნეტიკებისათვის დამახასიათებელ მაგნიტურ მოვლენათა და თვისებათა ერთობლიობა.
ფერომაგნეტიკი - ნივთიერება, რომელსაც ფერომაგნიტური თვისებები აქვს.
ფერომაგნიტური - ის, რასაც ძლიერი მაგნიტური თვისებები აქვს.
ფერომანგანუმი (ლათ.) - რკინის შენადნობი მანგანუმთან; გამოიყენება ფოლადის წარმოებაში.
ფერომენები - ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებანი, რომელთაც გამოყოფენ ცხოველები გარემოში და რომლებიც სპეციფიკურ გავლენას ახდენენ იმავე სახეობის ინდივიდთა ქცევასა და ემოციურ მდგომარეობაზე.
ფერონია - რომაულ მითოლოგიაში - მინდვრების, ტყეების, სამურნალო ბალახების, ყვავილების ქალღმერთი, ითვლებოდა განთავისუფლებულ მონათა მფარველადაც.
ფეროტიპია (ლათ.) - ლითონზე (ბროშზე, მედალიონზე და მისთანებზე) ფოტოგრაფიული გამოსახულების მიღების წესი.
ფეროქრომი (ლათ.) - რკინის შენადნობი ქრომთან; იყენებენ ქრომოვანი ფოლადის მისაღებად.
ფერსა - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.
ფერსათი
1) (ღადო) მთა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე (სიმაღლე - 2372 მეტრი).
2) სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 2 სოფელს: ფერსათი, შუბანი). მდებარეობს მდინარე ხანისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 260 მეტრი, ბაღდათიდან - 4 კილომეტრი. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3306 კაცი.
3) მესხეთის ქედის ერთ-ერთი ძველი სახელი.
ფერსო - ურმის თვლის წრიულად შეკრული ხის რკალი, სოლებით მორგვით შეერთებული.
ფერსტერი იოსეფ ბოჰუსლავ - ჩეხი კომპოზიტორი, პედაგოგი, მუსიკის კრიტიკოსი (1859-1951 წწ).
ფერსტროვა-ლაუტერეროვა ბერტა - ჩეხი მომღერალი ქალი (1869-1936 წწ).
ფერტე - იხილე ნოიზიდლერზეე.
ფერტილობა - ზრდადასრულებული ორგანიზმის მიერ შთამომავლობის მოცემის უნარი.
ფერტილური (ლათ.) - ნაყოფის მომცემი, ნაყოფიერი (ორგანიზმი).
ფერტილურობა - ორგანიზმის უნარი წარმოქმნას შთამომავლობა.
ფერტოინგი (ჰოლანდ.) - ორი ღუზით გემის გაჩერების ხერხი ისეთ ადგილებში, სადაც იცის ძლიერი მიქცევა და მოქცევა, ცვლადი ქარი.
ფერულა (ლათ.) - ძველად სახაზავი, რომლითაც მოსწავლეებს სცემდნენ ხელისგულზე.
ფერ-უმარილი - იხილე ფერი (მნიშვნელობა 3) და უმარილი.
ფერუჩი ფრანჩესკო - ფლორენციელი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე (1489-1530 წწ).
ფერფაქსი ტომას (ბარონი კამერონი) - ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუციის მოღვაწე (1612-1671 წწ).
ფერფილდი - ქალაქი აშშ-ს კონექტიკუტის შტატში.
ფერფლი
1) ნამწვარზე მოდებული ფქვილივით ნაცარი; ნავლი.
2) მტვერი (ყვავილისა).
3) თხელი, სიფრიფანა კანი რისამე (მარცვლეულისა, სოკოსი).
ფერფური - ფერფურის წასვლა - ფერის დაკარგვა (შიშისგან, მოულოდნელობისგან).
ფერღანა - ქალაქი უზბეკეთში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (230 ათასი).
ფერშალი (გერმ.) - საშუალო განათლების მქონე მედიცინის მუშაკი, ექიმის თანაშემწე.
ფერჩატეტკილი - ფერდაკარგული, ფერმკრთალი, გაფითრებული.
ფერცხალი - იგივეა, რაც ნეკნი.
ფერწასული
1) ვისაც ფერი წაუვიდა, გაფითრებული.
2) უფერული, გახუნებული.
ფერწერა - ფერებით, საღებავებით ხატვის ხელოვნება.
ფერწერული - ფერწერასთან დაკავშირებული, ფერწერისთვის განკუთვნილი.
ფერხი - იგივეა, რაც ფეხი.
ფერხთით - იგივეა, რაც ფეხთით.
ფერხისა - ერთგვარი ძველებური ჯგუფური ცეკვა სიმღერითურთ (იციან ფშავ-ხევსურეთში, რაჭაში).
ფერ-ხორცი - ფერი და ხორცი; პირისახის ფერი და სიმსუქნე.
ფერხული - ქართული ჯგუფური ცეკვა - ხელიხელჩაკიდებული მოცეკვავენი წრეს უვლიან და თან საცეკვაო სიმღერას დასძახიან.
ფესენდენი რეჯინალდ - ამერიკელი მეცნიერი ელექტროტექნიკისა და რადიოტექნიკის დარგში (1866-1932 წწ).
ფესვგადგმული
1) რასაც ფესვი აქვს გადგმული.
2) (გადატანით) მტკიცედ დამკვიდრებული, ფეხმოკიდებული.
ფესვები - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1987 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ყარამან (გუგული) მგელაძე. სცენარის ავტორი - სულიკო ჟღენტი. დამდგმელი ოპერატორი - აბესალომ მაისურაძე. კომპოზიტორი - ალექსანდრე რაქვიაშვილი. მთავარ როლებში - სოსო ჯაჭვლიანი, დოდო აბაშიძე, ია ფარულავა, ლევან აბაშიძე, ნუგზარ ყურაშვილი, გიორგი გეგეჭკორი, მალხაზ გორგილაძე, ბომდო გოგინავა.
ფესვი
1) მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ორგანო, რითაც ის მიწაშია დამაგრებული და იღებს საზრდოს.
2) კბილის ის ნაწილი, რომელიც მოთავსებულია ყბის ძვალში.
3) მათემატიკაში - სიდიდე, რომელიც მისი ამ თუ იმ ხარისხში აყვანის დროს იძლევა ახალ რიცხვს.
ფესვმაგარი
1) რასაც მაგარი ფესვები აქვს.
2) (გადატანით) მტკიცე, ძლიერი, ურყევი , უდრეკი.
ფესი
1) ქალაქი მაროკოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (450 ათასი).
2) ფუნჯიანი ქუდი წაკვეთილი კონუსის ფორმისა; გავრცელებულია მუსლიმანურ ქვეყნებში.
ფესტივალი (ფრანგ.) - ხელოვნების რომელიმე დარგის მიღწევათა ჩვენება, დათვალიერება.
ფესურა - ზოგიერთი მცენარის მიწისქვეშა ღერო; იზრდება მეტწილად ჰორიზონტალურად.
ფეტერი - გერმანული წარმოშობის რუსი მოღვაწე, სასამართლოს ვექილი, 1827 წელს იმოგზაურა კავკასიაში და გამოსცა წიგნი - „ჩემი მოგზაურობა საქართველოში”.
ფეტვი (Panicum millaceum) - პურეული მცენარე; აქვს წვნიკი, პრიალა, კილში ჩამჯდარი მარცვალი; მისგან ამზადებენ ბურღულს. ხმარობენ აგრეთვე საქონლის და ფრინველის საკვებად.
ფეტვიაშვილი რუსუდან - გრაფიკოსი, ფერმწერი (დაიბადა 1968 წელს).
ფეტვისხევი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
ფეტი ათანასე (ნადვილი გვარი შენშინი) - რუსი პოეტი (1820-1892 წწ).
ფეტი დომენიკო - იტალიელი ფერმწერი (1588-1623 წწ).
ფეტისი ფრანსუა ჟოზეფ - ბელგიელი მუსიკათმცოდნე და კომპოზიტორი (1784-1871 წწ).
ფეტიში (ფრანგ.)
1) უსულო საგანი, რომელსაც პირველყოფილი ტომები მიაწერდნენ ზებუნებრივ, მაგიურ ძალას და თაყვანს სცემდნენ.
2) (გადატანით) ისეთი რამ, რაც ბრმად სწამთ, რასაც ეთაყვანებიან აღმერთებენ.
ცფეტიშიზმი - უსულო საგანთა გაღმერთება. ფართოდ იყო გავრცელებული თითქმის ყველა ხალხის რელიგიაში.
ფეტრი (ფრანგ.) - წმინდა ქეჩა, რომლისგანაც უმეტესად ქუდებს ამზადებენ.
ფეშავარი - ქალაქი პაკისტანში, ჩრდილო-დასავლეთის სასაზღვრო პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (555 ათასი).
ფეშანგი ფაშვიბერტყაძე (ნამდვილი გვარი ხითარიშვილი) - XVII საუკუნის ქართველი პოეტი.
ფეშენებელური - დიდი გემოვნებით მოწყობილი, ელეგანტური.
ფეშტამალი (სპარს.) - ხელოსნის წინსაფარი.
ფეშქაში (სპარს.) - საჩუქარი, ძღვენი.
ფეშქაშნივისი (სპარს.) - თანამდებობის პირი გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში; ევალებოდა ყოველგვარი ანგარიშწარმოების აღნუსხვა.
ფეშხვა - იგივეა, რაც ფეშხო.
ფეშხუმი - საეკლესიო ჭურჭელი - ლითონის თეფში ე.წ. „წმინდა ნაწილების“ დასასვენებლად (იხმარება ბარძიმთან ერთად).
ფეჩევი იბრაჰიმ - თურქი ისტორიკოსი (1574-1651 წწ).
ფეცანი - იხილე ფაზანი.
ფეციალები - ქურუმთა კოლეგია ძველ რომში, რომლის მოვალეობას შეადგენდა რელიგიურ წეს-ჩვეულებათა გავრცელება და დაცვა, ომის გამოცხადება და ზავის დადება სახელმწიფოებს შორის.
ფეხ - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა; ნიშნავს: 1) როგორიმე ფეხის მქონეს. 2) ფეხთან დაკავშირებულს.
ფეხადგილი (ფეხსალაგი) - იხილე ფეხისადგილი.
ფეხადგმული
1) ვინც ფეხი აიდგა.
2) (გადატანით) რაც ეს ეს არის წარმოიშვა; ახლად ჩამოყალიბებული, ფეხმოკიდებული.
ფეხათრეული - ფეხნატკენი, კოჭლი.
ფეხაკრეფით - უხმო, ნელი ნაბიჯით.
ფეხამოკვეთილი - ვინც ფეხი ამოიკვეთა სადმე.
ფეხარეული - ვინც ფეხზე მტკიცედ ვერ დგება.
ფეხაუდგმელი
1) ვისაც ფეხი ჯერ არ აუდგამს.
2) (გადატანით) რაც ჯერ სათანადოდ არ მომაგრებულა.
ფეხაჩქარებით - ფეხის აჩქარებით; ჩქარა.
ფეხბედნიერი - ბედნიერი ფეხისა (იტყვიან მასზე, ვისი პირველად შესვლაც სადმე დამხვდურთათვის ბედნიერების მომასწავებელია).
ფეხბურთი - ბურთის სპორტული თამაში ფეხით ორ გუნდს შორის, რომლებშიც თერთმეტ-თერთმეტი მოთამაშეა. შექმნის თარიღად ითვლება 1863 წელი.
ფეხდაუკარებელი - სადაც არავინ ყოფილა; უკაცრიელი, მიუვალი.
ფეხდაფეხ
1) კვალდაკვალ.
2) ფეხით, ქვეითად.
ფეხდაშინებული - ვისაც ფეხი ადვილად ეღრძობა ხოლმე.
ფეხდგომელა
1) ვინც ფეხზე დგას, მდგომარე.
2) ფეხზე დგომით.
ფეხებ - პირველი შემადგენელი რთული ფუძეებისა; ნიშნავს ფეხებთან დაკავშირებულს.
ფეხვნობა - მასლაათი, საუბარი.
ფეხთით - ფეხებთან.
ფეხი
1) ადამიანის ქვედა კიდური, ცხოველის კიდური - სასიარულო ორგანო.
2) ზოგი ნივთის საყრდენი.
3) იგივეა, რაც სასხლეტი (თოფის).
4) (საუბრისას) მეორე ცოლი წინანდელი ცოლის მიმართ (ან მეორე ქმარი წინანდელი ქმრის მიმართ).
5) იგივეა, რაც ძირი.
ფეხისადგილი - იგივეა, რაც საპირფარეშო.
ფეხმალი - მალი, სწრაფი, მკვირცხლი.
ფეხმარდი - მარდად, ჩქარა, სწრაფად მოსიარულე.
ფეხმართალი - იტყვიან საღი ფეხების პატრონზე.
ფეხმოკიდებული - ვინც, რამაც ფეხი მოიკიდა; დამკვიდრებული.
ფეხმძიმე
1) იგივეა, რაც ორსული.
2) მძიმედ მავალი.
ფეხმძიმობა - იგივეა, რაც ორსულობა.
ფეხნერი გუსტავ თეოდორ - გერმანელი ფიზიკოსი, ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი და მწერალი (1801-1887 წწ).
ფეხსამოსი - ფეხზე ჩასაცმელი რამ (ფეხსაცმელი, წინდა და სხვა).
ფეხსაცმელი - ტყავის ან სხვა მასალის ნაწარმი - ფეხზე ჩასაცმელი, რომელსაც ჩვეულებრივ გამძლე ძირი აქვს.
ფეხსახსრიანები - მწერები და ზოგი ცხოველები, რომელთაც ფეხები სახსრებად აქვთ დანაწევრებული.
ფეხუცა - იგივეა, რაც კოჭლი.
ფეხ-ფეხ - იგივეა, რაც ფეხდაფეხ.
ფეხქვეშ - ფეხებს ქვეშ, ფეხებში.
ფეხშეუშლელად - ფეხის შეუშლელად, ნაბიჯის აურევლად; მწყობრად.
ფეხშეწყობით - ნაბიჯის შეწყობით, ფეხის აყოლებით.
ფეხშველა - იგივეა, რაც ფეხშიშველა.
ფეხშიშველი (ფეხშიშველა) - ვისაც ფეხზე არაფერი აცვია.
ფეჰლევი - იხილე ენზელი.
ფეჰლევიდები - ირანის სამეფო დინასტია 1925-79 წლებში, რომლის დამაარსებელია რეზა შაჰ ფეჰლევი და მისი მემკვიდრე - მოჰამედ რეზა ფეჰლევი.
![]() |
4.3 ფთ |
▲back to top |
ფთალაზოლი - სამკურნალო საშუალება, იყენებენ კუჭის აშლილობის, დიზენტერიის და სხვა შემთხვევების დროს.
ფთივაზიდი (ბერძნ.) - ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატი.
ფთიზიატრი - ფთიზიატრიის სპეციალისტი.
ფთიზიატრია (ბერძნ.) - მედიცინის ნაწილი, რომელიც სწავლობს ფილტვების ტუბერკულოზს და მისი მკურნალობის მეთოდებს.
ფთილა - გაჩეჩილი ან გაპენტილი მატყლის (ბამბის) ხელისგულისოდენა ნაწილი, რომელიც შემდეგ უნდა დაართონ; ფარტენა.
ფთილა-ფთილა - ფთილების სახით, ფთილებად.
ფთორი (F) - ქიმიური ელემენტი, მიეკუთვნება ჰალოგენებს. ღია ყვითელი ფერის მწვავე სუნის მქონე უფერო აირი. ატომური ნომერი 9, ატომური მასა 18,99840.
![]() |
4.4 ფი |
▲back to top |
ფი - შორისდებული; გამოხატავს უკმაყოფილებას, დაწუნებას.
ფია
1) ხერთვისის მახლობლად მდებარე ნასოფლარი, სადაც შემორჩენილია IX-X საუკუნეების წმინდა გიორგის ეკლესია.
2) ბავშვის საჭმელი, თხელი ფაფა.
ფიაკრი (ფრანგ.) - დასავლეთ ევროპის ქალაქებში - საქირაო ეტლი.
ფიალა (ბერძნ.)
1) ღვინის სასმისი ჯამის ფორმისა.
2) თიხის დიდი ჯამი; ჯამფილა.
ფიანარნცუა - ქალაქი მადაგასკარში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ფიანდაზი (სპარს.) - იატაკზე დასაგები გრძელი და ვიწრო ქსოვილი სასიარულოდ.
ფიარი - იხილე პიარი.
ფიასკო (იტალ.)
1) სრული მარცხი, კრახი.
2) იტალიაში ღვინის ბოთლი (დაახლოებით ორლიტრიანი).
ფიატი - იტალიის საავტომობილო მონოპოლია; შეიქმნა 1899 წელს ქალაქი ტურინში.
ფიაფუა - სხვადასხვა ფია.
ფიბერგლასი (გერმ.) - სინთეზური მინა.
ფიბიგერი იოჰანეს ანდრეას - დანიელი მიკრობიოლოგი და პათოლოგ-ანატომი, 1926 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1867-1928 წწ).
ფიბიგი კლარა - გერმანელი მწერალი ქალი (1860-1952 წწ).
ფიბიხი ზდენეკ - ჩეხი კომპოზიტორი, პიანისტი, ქორმაისტერი (1850-1900 წწ).
ფიბონაჩი - იხილე ლეონარდო პიზელი.
ფიბრა (ლათ.)
1) ბოჭკო, ძარღვი.
2) მოქნილი და მკვრივი ქაღალდის მასა, ქიმიურად დამუშავებული და დაწნეხილი; იყენებენ საიზოლაციო მასალად და ტყავის შემცვლელად.
ფიბრილა (ლათ.) - ძაფისმაგვარი ბოჭკო ცხოველთა და მცენარეთა ორგანიზმების უჯრედებსა და ქსოვილებში.
ფიბრილაცია (ლათ.) - გულის ფიბრილაცია - მედიცინაში - გულის კუნთის ცალკეული ბოჭკოების დაქსაქსული, ერთმანეთს დაშორიშორებული შეკუმშვა; გულის თრთოლა.
ფიბრინი (ლათ.) - გაუხსნელი ცილოვანი ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება სისხლის შედედებისას.
ფიბროადენომა (ლათ.) - შემაერთებელი ქსოვილისაგან წარმოქმნილი მომწიფებული კეთილთვისებიანი სიმსივნე.
ფიბროპლასტი (ლათ.) - ცხოველი ორგანიზმის შემაერთებელი ქსოვილის ერთ-ერთი უჯრედოვანი ფორმა.
ფიბროზი (ლათ.) - რაიმე ორგანოში ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილის განვითარების პათოლოგიური პროცესი.
ფიბროინი (ლათ.) - ცილოვანი ნივთიერება, რომელიც აბრეშუმის ძაფის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია.
ფიბროლითი (ლათ.) - საშენი მასალა ბურბუშელის, ჩალისა და მისთანათაგან დაწნეხილი ფილების სახისა.
ფიბრომა (ლათ.) - კეთილთვისებიანი სიმსივნე ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისა.
ფიბრომიომა (ლათ.) - კუნთოვანი ქსოვილისაგან წარმოქმნილი კეთილთვისებიანი სიმსივნე.
ფიბროსარკომა (ლათ.) - შემაერთებელი ქსოვილისაგნ წარმოქმნილი ავთვისებიანი სიმსივნე.
ფიბულა (ლათ.) - ტანსაცმლის ლითონის საკინძი, რომელიც ამავე დროს სამკაულს წარმოადგენს. გავრცელებული იყო ბრინჯაოს ხანიდან ადრეულ შუა საუკუნეებამდე.
ფიგარო
1) ქალის მოკლე და ფართო უსახელო ჩასაცმელი.
2) უძველესი ფრანგული გაზეთი, გამოდის 1826 წლიდან, პარიზში.
ფიგერასი მორაგასი ესტანისლაო - ესპანეთის პოლიტიკური მოღვაწე (1819-1882 წწ).
ფიგეროა ფრანსისკო დე - ესპანელი პოეტი, პეტრარკას მიმდევარი (1536-1620 წწ).
ფიგი - ბალახოვან მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. იგივეა, რაც ცერცველა.
ფიგნერი ვერა - რუსი რევოლუციონერი, მწერალი ქალი (1852-1942 წწ).
ფიგნერი მედეა - ოპერის რუსი მომღერალი (მეცო-სოპრანო), წარმოშიბით იტალიელი (1859-1952 წწ).
ფიგნერი ნიკოლაი - ოპერის რუსი მომღერალი (ლირიკულ-დრამატული ტენორი) (1857-1918 წწ).
ფიგურა (ლათ.)
1) საგნის გარეგნული მოხაზულობა.
2) ადამიანის ან ცხოველის კორპუსი, სხეულის აგებულება.
3) მათემატიკაში - სიბრტყის (სივრცის) ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია დახშული ხაზით (ზედაპირით).
4) ლიტერატურათმცოდნეობაში - სტილისტიკური ხერხი, რომელიც ნათქვამს აძლევს განსაკუთრებულ გამომსახველობას.
5) მდგომარეობა, პოზიცია რაიმე მოძრაობისას.
6) სახელწოდება ჭადრაკის კომპლექტის თითოეული ნაწილისა, თამაშისას კი - პაიკის გარდა - ყველა დანარჩენისა.
7) მნიშვნელოვანი, შესამჩნევი პიროვნება.
ფიგურალური - ხატოვანი (თქმა, გამოთქმა); იგავური, ქარაგმული (ლაპარაკი).
ფიგურანტი (ფრანგ.)
1) (მოძველებული) კორდებალეტის მოცეკვავე.
2) იგივეა, რაც სტატისტი.
ფიგურისტი - სპორტსმენი - მოციგურავე, რომელიც რთულ ფიგურებს ასრულებს.
ფიგურული
1) რთული, არასწორხაზოვანი მოხაზულობის, რთული ფორმის მქონე.
2) ფიგურული სრიალი - ზამთრის სპორტის სახეობა, რთული ფიგურების შესრულება ყინულზე.
ფიდე (ფრანგ.) - (FIDE) საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაცია. დაარსდა 1924 წელს პარიზში.
ფიდეიზმი (ფრანგ.<ლათ.) - მოძღვრება, რომელიც რელიგიას, რწმენას ანიჭებს უპირატესობას მეცნიერულ ცოდნასთან შედარებით.
ფიდეიკომისი (ლათ.) - რომაულ სამართალში - სამკვიდროს დამტოვებლის დავალება მემკვიდრისთვის იმის შესახებ, რომ ამ უკანასკნელმა მისცეს მესამე პირს რაიმე გარკვეული ქონება.
ფიდეისტი - ფიდეიზმის მიმდევარი.
ფიდელი (გერმ.) - ხემიანი მუსიკალური საკრავი; გავრცელებული იყო მოხეტალე მუსიკოსებს შორის შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში; დაახლოებით იგივეა, რაც ვიოლა.
ფიდერი (ინგლ.)
1) მკვებავი ხაზი, რომელიც გადის ელექტროსადგურიდან.
2) სადენი, რომელიც რადიომიმღებს ან რადიოგადამცემს აერთებს ანტენასთან.
ფიდესი - რომაულ მითოლოგიაში - გულწრფელობის და ერთგულების განმასახიერებელი ღმერთქალი.
ფიდიასი (ფიდია) - ძველბერძენი მოქანდაკე (ძვ.წ.აღ. V ს).
ფიდლერი კონრად - გერმანელი ფილოსოფოსი (1841-1895 წწ).
ფიდლერი ფრანციშეკ - (ნამდვილი სახელი და გვარი ეფროიმ ტრუსკერი) - პოლონეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, ისტორიკოსი, ეკონომისტი, პუბლიცისტი (1880-1956 წწ).
ფიე - შორისდებული; გამოხატავს უკმაყოფილო გაკვირვებას.
ფიელდები - სკანდინავიის ნახევარკუნძულის მთის მასივები.
ფიესკი ჯან ლუიჯი - ლავანიის (იტალია) გრაფი (1522-1547 წწ).
ფიესტა (ესპან.) - დღესასწაული, ზეიმი ესპანეთსა და სხვა ესპანურენოვან ქვეყნებში.
ფიზალისი - ერთ ან მრავალწლოვანი მცენარის გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა.
ფიზიატრი - იგივეა, რაც ფიზიოთერაპევტი.
ფიზიატრია (ბერძნ.) - იგივეა, რაც ფიზიოთერაპია.
ფიზიკა (ბერძნ.) მეცნიერება, რომელიც სწავლობს მატერიის მოძრაობის საერთო თვისებებსა და კანონებს.
ფიზიკალიზმი - კონცეფცია, რომელსაც ლოგიკური პოზიტივიზმი იზიარებდა XX საუკუნის 30-იან წლებში; მის თანახმად ფიზიკის ენა უნივერსალური ენაა, რომელზეც ყველა დანარჩენი კონკრეტული მეცნიერების წინადადებები ითარგმნება.
ფიზიკოსი - ფიზიკის სპეციალისტი.
ფიზიკური
1) რაც დაკავშირებულია ფიზიკასთან.
2) ადამიანის ორგანიზმთან დაკავშირებული, ხორციელი.
3) კუნთების მოქმედებასთან დაკავშირებული.
ფიზიოგნომიკა (ბერძნ.) - ძველ ეპოქებში (ძველ აღმოსავლეთში, ანტიკურ ხანაში, შუა საუკუნეებში) მოძღვრება გარეგნულ შესახედაობასა და ხასიათს შორის აუცილებელი კავშირის აუცილებლობის შესახებ.
ფიზიოთერაპია (ბერძნ.) - ფიზიკური, ბუნებრივი საშუალებებით (ჰაერით, წყლით, ელექტრობით) მკურნალობა.
ფიზიოკრატები (ფრანგ.) - XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ფრანგი ბურჟუაზიული ეკონომისტები, რომლებსაც მიწა და მიწათმოქმედება მიაჩნდათ ქვეყნის სიმდიდრის ერთადერთ წყაროდ.
ფიზიოლოგია (ბერძნ.)
1) მეცნიერება, რომელიც სწავლობს ცოცხალი ორგანიზმისა და მისი ნაწილების სასიცოცხლი ფუნქციებს, მოქმედებას.
2) ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესები.
ფიზიოლოგიური
1) ფიზიოლოგიასთან დაკავშირებული.
2) (გადატანით) ავხორცული, თავშეუკავებელი.
ფიზიონომია (ფრანგ.) - ადამიანის პირი-სახე, სახის გამომეტყველება.
ფიზკულტურა - ფიზიკური კულტურა - ადამიანის სხეულის სრულყოფა და გამაგრება ფიზიკური ვარჯიშების საშუალებით.
ფიზო არმან იპოლიტ ლუი - ფრანგი ფიზიკოსი (1819-1896 წწ).
ფიზული - იხილე ფუზული.
ფითრი (Viscum album) - ნახევრად პარაზიტი მცენარე; აქვს სქელი მწვანე ფოთლები; იკეთებს ბლისკურკისოდენა თეთრ წებოვან ნაყოფს; პარაზიტობს მსხალზე, ვერხვზე, ფიჭვზე.
ფითრიანი - რასაც ფითრი აქვს, რაზედაც ფითრია ამოსული.
ფითხი - ლითონის გრძელი ფირფიტა სხვადასხვა დანიშნულებისა (საგოზავის წასასმელად, საღებავის გასაქნელად და სხვა).
ფიკაცია (ლათ.) - რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს კეთებას, მოწყობას.
ფიკელასღელე - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზუარეთის მარჯვენა შენაკადი.
ფიკერი იულიუს ფონ - ავსტრიელი ისტორიკოსი (1826-1902 წწ).
ფიკი ადოლფ - გერმანელი ფიზიოლოგი (1829-1901 წწ).
ფიკი ავგუსტ - გერმანელი ფილოლოგი (1833-1916 წწ).
ფიკოლოგია - იგივეა, რაც ალგოლოგია.
ფიკომიცეტები (ბერძნ.) - უდაბლესი სოკოების კლასი; აქვთ კარგად განვითარებული მრავალბირთვული მიცელიუმი, რომელიც დანაწევრებული არ არის უჯრედებად; იყოფიან ოომიცეტებად და ზიგომიცეტებად.
ფიკუსი (ლათ.) - ოთახის მარადმწვანე დეკორატიული ხე; აქვს სქელი, ტყავისებრი ფოთოლი.
ფიკჰი (არაბ.) - მოძღვრება მუსლიმანური სამართლის შესახებ, მუსლიმანური სამართლის სისტემა.
ფილ ან ფილი (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი ან ბოლო შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს ვისიმე, რისამე მოყვარულს, მეგობარს.
ფილა - ბრტყელი ნაჭერი ქვისა, თიხისა, ლითონისა და სხვა.
ფილადელფია - ქალაქი აშშ-ს აღმოსავლეთ ნაწილში, პენსილვანიის შტატში; აშშ-ს დროებითი დედაქალაქი 1790-1800 წლებში (1,6 მილიონი, გარეუბნებით 5,9 მილიონი).
ფილაკვანი - ქვის, ლოდის სატყორცნი მანქანა, რომელსაც ძველად ბრძოლაში იყენებდნენ ციხესიმაგრეების დასანგრევად.
ფილალიდები - მაროკოს სულთნების, შემდეგ მეფეების დინასტიის საგვარეულო სახელწოდება; ოფიციალური სახელწოდება - ალავიტები (XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან - დღემდე).
ფილამონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰომეროსამდელი მუსიკოსი და პოეტი, აპოლონის ვაჟი.
ფილანთროპი (ბერძნ. philanthropos) - ქველმოქმედი, მოწყალე, კაცთმოყვარე.
ფილანთროპია (ბერძნ.) - ქველმოქმედება, მოწყალება, კაცთმოყვარეობა.
ფილანჯერი გაეტანო - იტალიელი განმანათლებელი (1752-1788 წწ).
ფილარეტე (ნამდვილი სახელი ავერლინო) - იტალიელი არქიტექტორი, მოქანდაკე, ხელოვნების თეორიტიკოსი (დაახლოებით 1400 - 1469 წწ).
ფილარეტი (ერისკაცობაში თედორე ნიკიტას ძე რომანოვი) - რუსი პოლიტიკური მოღვაწე, პატრიარქი 1619 წლიდან, რომანოვების დინასტიის პირველი მეფის მიხეილ თედორეს ძის მამა (1554/55-1633 წწ).
ფილარმონია (ბერძნ.) - საზოგადოება ან დაწესებულება, რომელიც აწყობს კონცერტებს და ეწევა მუსიკალური ხელოვნების პროპაგანდას.
ფილატელია და ფილატელიზმი (ბერძნ.) - საფოსტო მარკების შეგროვება.
ფილატელისტი - ადამიანი, რომელიც მარკებს აგროვებს.
ფილატელისტის სიკვდილი - ქართული მხატვრული ფილმი, ეკრანებზე გამოვიდა 1969 წელს. დამდგმელი რეჟისორი - გიორგი კალატოზიშვილი. სცენარის ავტორები - ლევან ალექსიძე, ანზორ სალუქვაძე, გიორგი კალატოზიშვილი/ დამდგმელი ოპერატორი - იური კიკაბიძე. კომპოზიტორი - კონსტანტინე პევზნერი. მთავარ როლებში: რამაზ ჩხიკვაძე, რუსუდან კიკნაძე, ვახტანგ სულაქველიძე, გრიგოლ ტყაბლაძე, რამაზ გიორგობიანი, გივი თოხაძე, სესილია თაყაიშვილი, იპოლიტე ხვიჩია.
ფილატოვი ვალენტინ - ცირკის რუსი მსახიობი, მომთვინიერებელი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1920 წელს).
ფილატოვი ვლადიმირ - რუსი ექიმი-ოფთალმოლოგი (1875-1956 წწ).
ფილატოვი ლეონიდ - კინოსა და თეატრის რუსი მსახიობი (დაიბადა 1946 წელს).
ფილაქანი (სპარს.)
1) ქვის ფენა, შრე, რომელიც ადვილად იდება ფილებად.
2) სუფთად გათლილი ქვის ფილა იატაკის დასაგებად; თვით ასეთი იატაკი.
ფილახი - ქალაქი ავსტრიის კარინტიის მხარეში.
ფილდეკოსი (ფრანგ.) - ბამბის ნართი, რომელიც აბრეშუმს ჰგავს; მისგან ქსოვენ ტრიკოტაჟს.
ფილდეპერსი (ფრანგ.) - უმაღლესი ხარისხის ფილდეკოსი.
ფილდი ჯონ - ირლანდიელი პიანისტი, პედაგოგი, კომპოზიტორი (1782-1837 წწ).
ფილდზი ჯონ ჩარლზ - კანადელი მათემატიკოსი (1863-1932 წწ).
ფილდინგი ჰენრი - ინგლისელი მწერალი (1707-1764 წწ).
ფილე (ფრანგ.)
1) ფრინველის ხორცის ან თევზის ძვალგამოცლილი ნაჭერი.
2) სუკი.
3) (ბერძნ.) ძველ საბერძნეთში - ტომი, რომელიც სამი ფრატრიისაგან შედგებოდა.
ფილელფო ფრანჩესკო - იტალიელი მწერალი-ჰუმანისტი (1398-1481 წწ).
ფილემონი და ბავკიდე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფრიგიაში მცხოვრები ცოლ-ქმარი, რომლებმაც გულღიად მიიღეს მოხუც მგზავრებად ქცეული ზევსი და ჰერმესი და ამით მათგან ბედნიერება დაიმსახურეს.
ფილენჯი (არაბ.) - ავადმყოფობა ერთგვარი; ახასიათებს კრუნჩხვები.
ფილერი
1) (ფრანგ.) - პოლიციიას აგენტი, მაძებარი.
2) წვრილი ფული უნგრეთში, ფორინტის 1/100 ნაწილი.
ფილეტერე - პერგამონის სამეფოს დამაარსებელი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 343 - 263 წწ).
ფილთა
1) ჭრაქის პატრუქი.
2) იგივეა, რაც ფილთა თოფი.
ფილთა-თოფი - საფანტის სასროლი იარაღი; გავრცელდა XV საუკუნის II ნახევრიდან.
ფილთაქვა
1) იგივეა, რაც როდინი.
2) იგივეა, რაც ქვასანაყი.
ფილი
1) იგივეა, რაც როდინი.
2) სოფელი მოსკოვის მახლობლად, სადაც 1812 წლის რუსეთ-საფგრანგეთის ომის დროს მიხაილ კუტუზოვმა მოიწვია საბჭო მოსკოვის უბრძოლველად დათმობა-არდათმობის შესახებ.
ფილია (ბერძნ.) - რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს ვისიმე, რისამე სიყვარულს, რაიმესადმი მიდრეკილებას.
ფილიალი (ლათ.) - რაიმე დაწესებულების ან ორგანიზაციის განყოფილება, რომელიც მოთავსებულია სხვაგან და აქვს ერთგვარი დამოუკიდებლობა.
ფილიაცია (ფრანგ.) - რისამე განვითარება თანამიმდევრულად.
ფილიგრანი (ფრანგ.)
1) ოქროს, ვერცხლის და მისთანების მავთულისაგან გაკეთებული საოქრომჭედლო ნაკეთობა, რაც თავისი ხლართებით მაქმანს მოგვაგონებს.
2) ჭვირნიშანი; ჭვირნიშანიანი ქაღალდი.
ფილიგრანოლოგია (ფრანგ.) - პალეოგრაფიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ქაღლადზე შესრულებული წერილობითი ძეგლების დაწერის თარიღს.
ფილიგრანული - მეტისმეტად სუფთად, ფაქიზად ნაკეთები.
ფილიდორი (ნამდვილი გვარი დანიკან-ფილიდორი) ფრანსუა ანდრე - ფრანგი კომპოზიტორი და მოჭადრაკე (1726-1795 წწ).
ფილიმონი ნიკოლაე - რუმინელი მწერალი, მუსიკის კრიტიკოსი (1819-1865 წწ).
ფილიპ I - საფრანგეთის მეფე 1060 წლიდან (1052-1108 წწ).
ფილიპ II ოგიუსტ - საფრანგეთის მეფე 1180 წლიდან (1165-1223 წწ).
ფილიპ III კეთილი - ბურგუნდიის ჰერცოგი (1396-1467 წწ).
ფილიპ IV ლამაზი - საფრანგეთის მეფე 1285 წლიდან (1268-1314 წწ).
ფილიპ V - საფრანგეთის მეფე 1316 წლიდან (1293-1322 წწ).
ფილიპ VI - საფრანგეთის მეფე 1328 წლიდან (1293-1350 წწ).
ფილიპე
1) X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი.
2) XI საუკუნის ქართველი ოქრომქანდაკებელი, მოღვაწეობდა ლეჩხუმში.
ფილიპე II
1) მაკედონელი - მაკედონიის მეფე (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 382-336 წწ).
2) - ესპანეთის მეფე 1556 წლიდან (1527-1598 წწ).
ფილიპე V
1) მაკედონიის მეფე (დაახლოებით ძვ. წ.აღ. 238 - 179 წწ).
2) ესპანეთის მეფე 1700-46 წლებში (1683-1746 წწ).
ფილიპე III - ესპანეთის მეფე 1598 წლიდან (1578-1621 წწ).
ფილიპე IV - ესპანეთის მეფე 1621 წლიდან (1605-1665 წწ).
ფილიპ ეგალიტე ლუი ფილიპ ჟოზეფ - საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე (1747-1793 წწ).
ფილიპესკუ ლეონტე - რუმინეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1895-1922 წწ).
ფილიპვილი - ალჟირის ქალაქ სკიკდას ძველი სახელწოდება.
ფილიპი იან - ჩეხი არქეოლოგი (1900-1985 წწ).
ფილიპი ჟერარ - ფრანგი მსახიობი (1922-1959 წწ).
ფილიპი შარლ ლუი - ფრანგი მწერალი (1874-1909 წწ).
ფილიპიდე ალექსანდრუ - რუმინელი პოეტი, ესეისტი, კრიტიკოსი (1900-1985 წწ).
ფილიპიკა - მკაცრი, მამხილებელი სიტყვა, გამოსვლა ვისიმე წინააღმდეგ (ძველი ბერძენი ორატორის - დემოსთენეს - სიტყვების სახელწოდების მიხედვით, რომლებიც მიმართული იყო მეფე ფილიპე მაკედონელის წინააღდეგ).
ფილიპინები (ფილიპინების რესპუბლიკა, ტაგალ. Republika ng Pilipinas, ინგლ. Republic of the Philippines).
- სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ფილიპინის არქიპელაგის კუნძულებზე. განთავსებულია დაახლოებით 7100 კუნძულზე.
- ეროვნული დევიზი - „Maka-Diyos, Makatao, Makakalikasan, at Makabansa“ (უფლის, ხალხის, ბუნების და ქვეყნისთვის).
- ამ კუნძულებს სახელი ეწოდა ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის პატივსაცემად მოგზაურ რ.ვილიალოვოსის მიერ 1542-45 წლების შემდეგ.
- დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1898 წლის 12 ივნისს, ცნობილ იქნა 1946 წლის 4 ივლისს.
- ჰიმნი - „Lupang Hinirang“ (რჩეული ქვეყანა).
- მმართველობის ფორმა - უნიტარული საპრეზიდენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი კონგრესი (სენატი და წარმომადგენელთა პალატა).
- ფართობი - 300 000 კვ.კმ.
- მოსახლეობა - 88 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 276 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენები: ტაგალური, ინგლისური და ესპანური.
- დედაქალაქი - მანილა.
- ვალუტა - ფილიპინური პესო.
- ქვეყნის კოდი - PHL.
- დროის სარტყელი - UTC +8.
- სატელეფონო კოდი - +63.
- ინტერნეტ-დომენი - ph.
ფილიპინის ზღვა - ზღვა წყნარი ოკეანის აუზის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ფართობი - 5726 ათასი კვ.კმ. უდიდესი სიღრმე - 10 265 მეტრი.
ფილიპინის კუნძულები - არქიპელაგი წყნარ ოკეანეში, ეკუთვნის ფილიპინებს.
ფილიპოვი მიხაილ - რუსი მწერალი, მეცნიერი, ჟურნალისტი (1858-1903 წწ).
ფილიპოვიჩი სტეპან - იუგოსლავიის სახალხო გმირი (1916-1942 წწ).
ფილიპოვიჩი ფილიპ (ფსევდონიმი - ბოშკო ბოშკოვიჩი) - იუგოსლავიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1879-1938 წწ).
ფილიპოვკა (ყოფილი პატარა კარწახი) - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.
ფილიპ ორლეანელი - შარტრის ჰერცოგი, საფრანგეთის რეგენტი (1674-1723 წწ).
ფილიპს გლუილამპენ ფაბრიკენ - ნიდერლანდის რადიო- და ელექტროტექნიკური კომპანია, დაარსებულია 1891 წელს.
ფილიპსი უენდელ - აშშ-ს საზოგადო მოღვაწე, აბოლიციონიზმის ერთ-ერთი ლიდერი (1811-1884 წწ).
ფილიპსონი ალფრედ - გერმანელი გეოგრაფი (1864-1953 წწ).
ფილიპუს მარკუს იულიუს არაბი - რომის იმპერატორი (გარდაიცვალა 249 წელს).
ფილირა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კრონოსის საყვარელი ფერია, კენტავრ ქირონის დედა, ოკეანოსის ქალიშვილი, რომელმაც აქილევსის და იასონის აღზრდაში მიიღო მონაწილეობა.
ფილისტერი (გერმ.) - შეზღუდული გონების და ფარისევლური ქცევის ადამიანი, რომლის ინტერესები შემოფარგლულია ყოველდღიური წვრილმანებით; მეშჩანი, ობივატელი.
ფილისტიმელები - ბიბლიური ქანაანის სამხრეთ-დასავლეთში მცხოვრები ტომები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე დასახლდნენ „ზღვის ხალხთა“ დიდი გადასახლების დროს (ძვ.წ.აღ. XIII-XII სს).
ფილთიკარი - მთა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სამსრის ქედზე.
ფილიტი - მეტამორფული ქანი, რომელიც შედგება ძირითადად სერიციტის ან ქლორიტის წვრილ-წვრილი ქერცლებისაგან.
ფილმი (ინგლ.) - იგივეა, რაც კინოფილმი.
ფილმოგრაფია - კინოფილმების აღწერა დამდგმელებისა და მონაწილე მსახიობების ჩამოთვლით, აგრეთვე კინოსტუდიისა და გამოშვების წლების ჩვენებით.
ფილმოთეკა - კინოფილმების საცავი, ფილმსაცავი.
ფილმორი მილარდ - აშშ-ს მე-13 პრეზიდენტი 1850-53 წლებში (1800-1874 წწ).
ფილმოსკოპი (ინგლ.) - აპარატი დიაფილმის უძრავი გამოსახულების გასასინჯად.
ფილოგენეზი (ფილოგენეზისი) - ორგანული სამყაროს (მცენარეთა, ცხოველთა ან მათი ცალკეული ჯგუფების) განვითარების პროცესი.
ფილოგენია (ბერძნ.) - იგივეა, რაც ფილოგენეზი.
ფილოდენდრონი (ბერძნ.) - ტროპიკული მარადმწვანე ხვიარა ბუჩქი ან ხე; ითვლება დეკორატიულ მცენარედ.
ფილოვი ბოგდან - ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი 1940-43 წლებში (1883-1945 წწ).
ფილოკარტია (ბერძნ.) - კოლექციონერობის სახეობა - ღია ბარათების შეგროვება.
ფილოკარტისტი - პირი, რომელიც ღია ბარათებს აგროვებს.
ფილოკლადიუმი - მცენარის სახეცვლილი ღერო, რომელსაც ფოთლის ფორმა აქვს და ფოტოსინთეზის ფუნქციას ასრულებს, ნამდვილი ფოთლები კი რედუცირებულია ქერქლებად.
ფილოლოგია - იმ მეცნიერებათა ერთობლიობა, რომლებიც სწავლობენ რომელიმე ხალხის ენასა და ლიტერატურას.
ფილომელა - ძველ ბერძნულ მითოლოგიაში გადატანითი მნიშვნელობით ბულბულს ნიშნავდა.
ფილონ ალექსანდრიელი - ელინისტური ხანის ფილოსოფოსი (ძვ.წ.აღ 21 ან 28 - ახ.წ.აღ. 41 ან 49 წწ).
ფილონოე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, იობატესის ქალიშვილი, ერთ-ერთი მითის მიხედვით ბელეროფონტის ცოლი.
ფილოპემენი - აქაველთა კავშირის მხედართმთავარი (ძვ.წ.აღ. 253-183 წწ).
ფილოსოფია (ბერძნ.)
1) მეცნიერება ბუნების, ადამიანთა საზოგადოებისა და აზროვნების განვითარების უზოგადესი კანონების შესახებ.
2) ვისიმე ფილოსოფიური მოძღვრება.
3) თეორიული პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს რაიმე მეცნიერებას.
4) ირონიით იტყვიან განყენებულ საკითხზე მაღალფარდოვანი მსჯელობის შესახებ.
ფილოსოფოსი (ბერძნ.)
1) ფილოსოფიის სპეციალისტი; ამა თუ იმ ფილოსოფიური სისტემის შემქმნელი.
2) ირონიით იტყვიან ადამიანზე, რომელსაც უყვარს მაღალფარდოვანი მსჯელობა განყენებულ საკითხებზე.
ფილოსტრატე - ძველბერძენი მწერალი (III საუკუნე).
ფილოფონია (ბერძნ.) - კოლექციონერობის სახეობა - მუსიკალური ფირფიტების შეგროვება.
ფილოფონისტი - პირი, რომელიც ფოლოფონიას მისდევს; მუსიკის მოყვარული.
ფილოფორა (ლათ.) - ზღვის წითელი წყალმცენარეები.
ფილოქსერა (ბერძნ.) - მწერი, რომელიც ვაზის მავნებლად ითვლება.
ფილოქტეტე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თესალიელთა ერთ-ერთი ქალაქის მეფე, რომელსაც მომაკვდავმა ჰერაკლემ თავისი იარაღი გადასცა, რაც მას ტროის ომში გამოადგა.
ფილოქტეტი რენე - ჰაიტელი პოეტი, მწერალი, წერს ფრანგულ ენაზე (დაიბადა 1932 წელს).
ფილტვი - ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების სასუნთქი ორგანო; მოთავსებულია გულმკერდის ღრუში.
ფილტრატი (ფრანგ.)
1) ფილტრში გატარებული სითხე.
2) მდინარიდან მიწის ქვეშ გატარებული, დასალევად ვარგისი წყალი; ფშა, ფშანი.
ფილტრაცია (ფრანგ.)
1) ფილტრში გატარებით გაწმენდა (სითხისა, გაზისა).
2) სითხის გაჟონვა ფოროვან გარემოში.
ფილტრი (ლათ.)
1) ხელსაწყო ან ნივთიერება, რომელში გატარებითაც წმენდენ სითხეებს ან გაზებს მინარევებისგან (მყარი ნაწილაკებისგან და მისთანებისგან).
2) ხელსაწყო რაიმე სხივების, დენების და მისთანების შესაკავებლად ან შესასუსტებლად.
ფილუმენია (ფილიმენისტიკა) - ასანთის კოლოფის ეტიკეტების კოლექციის შეგროვება.
ფილუმენისტი - პირი, რომელიც ფილუმენიას მისდევს.
ფილფანი ლევან (ლეო) - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1934-1995 წწ).
ფილხნერი ვილჰელმ - ცენტრალური აზიისა და ანტარქტიკის გერმანელი მკვლევარი (1877-1957 წწ).
ფილხნერის შელფური მყინვარი - მყინვარი დასავლეთ ანტარქტიდაში, უვდელის ზღვის სანაპიროზე.
ფინა - იგივეა, რაც ფინია.
ფინალი (იტალ.)
1) სპორტულ შეჯიბრებათა დასკვნითი ნაწილი, რომელშიც ერთმანეთს ეცილებიან წინა შეხვედრებში (...მეოთხედფინალში, ნახევარფინალში) გამარჯვებული გუნდები ან სპორტსმენები.
2) მუსიკალური, თეატრალური ან ლიტერატურული ნაწარმოების დასკვნითი ნაწილი.
3) საერთოდ რისამე ბოლო, დასასრული.
ფინალისტი - ფინალის მონაწილე.
ფინალური - დასკვნითი, საბოლოო.
ფინანსები (ფრანგ.)
1) ფულადი სახსრები როგორც ბრუნვის ელემენტი.
2) (საუბრისას) ფული.
ფინანსისტი
1) საფინანსო საქმეების სპეციალისტი.
2) პირი, რომელიც მსხვილ ფულად ოპერაციებს აწარმოებს; ბანკირი.
ფინაჩი
1) ფეხსაცმლის დამკერებელი, მეჯღანე.
2) (გადატანით) უხეირო, უვარგისი ხელოსანი.
ფინბოგადოტირი ვიგდის - ისლანდიის მე-4 პრეზიდენტი (ქალი) 1980-96 წლებში (დაიბადა 1930 წელს).
ფინდერი პაველ - პოლონეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1904-1944 წწ).
ფინდიხი (სპარს.-თურქ.) - მსხვილი სასროლი ტყვია.
ფინევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიიის თანახმად, თრაკიის ქალაქ სალმიდესის მეფე, რომელმაც აპოლონისგან წინასწარმეტყველების ნიჭი მიიღო.
ფინეზაური - მდინარე ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მაშავრის აუზში.
ფინეთი (ფინეთის რესპუბლიკა, ფინურად შუომი, შუომენ ტასავალტა, შვედურად Finland, Republiken Finland).
- სახელმწიფო ჩრდილოეთ ევროპაში. აღმოსავლეთით ესაზღვრება რუსეთს, ჩრდილოეთით - ნორვეგიას, ჩრდილო-დასავლეთით - შვედეთს. სამხრეთით და დასავლეთით აკრავს ბალტიის ზღვა.
- დამოუკიდებლობის დღე (რუსეთის ფედერაციისგან) - 1917 წლის 6 დეკემბერი.
- ჰიმნი - „Maamme“.
- მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი.
- ფართობი - 338 145 კვ.კმ.
- დაყოფილია 12 ლიანად.
- მოსახლეობა - 5,2 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 5 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- სახელმწიფო ენები: ფინური და შვედური.
- დედაქალაქი - ჰელსინკი.
- ვალუტა - ევრო.
- ქვეყნის კოდი - FIN.
- დროის სარტყელი - UTC +2.
- სატელეფონო კოდი - +358.
- ინტერნეტ-დომენი - fi.
ფინეთის ყურე - მდებარეობს ბალტიის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში.
ფინელები (საკუთარი სახელი „სუომალაისეტი“) - ფინეთის ძირითადი მოსახლეობა, საერთო რაოდენობა მსოფლიოში 5,5, მილიონი.
ფინვალი - ვეშაპის სახეობა (სხვანაირად: ქაშაყისებური ვეშაპი).
ფინთი - ცუდი, უვარგისი.
ფინთიხი - იგივეა, რაც ფინდიხი.
ფინია - პატარა ძაღლი, გოშია.
ფინიბერგი ეზრა - სსრკ-ში მოღვაწე ებრაელი მწერალი (1899-1946 წწ).
ფინიკი (ბერძნ.) - ფინიკის პალმის ნაყოფი: ინდის ხურმა.
ფინიკია (ბერძნ.) - ძველი ქვეყანა, რომელიც მდებარეობდა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ახლანდელი ლიბანისა და სირიის სანაპირო ზოლში.
ფინიკის პალმა (ბერძნ.) - პალმა, რომელსაც აქვს დიდი ფრთისებრი ფოთლები. ისხამს უწვნო, ტკბილ, ყუათიან ნაყოფს.
ფინიმეტრი (ლათ.) - მანომეტრი, რომელიც გვიჩვენებს აირის რაოდენობას და წნევას ჟანგბადის და სხვა ბალონებში.
ფინისტერი - დეპარტამენტი საფრანგეთში.
ფინიტიზმი (ლათ.) - ფილოსოფიაში - იდეალისტური მიმართულება, რომელიც უარყოფს უსასრულოს შეცნობის შესაძლებლობას (მატერიალისტური მიმართულების საწინააღმდეგოდ).
ფინ იუისიანი - ჩინეთის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე (1882-1948 წწ).
ფინიფტი - იგივეა, რაც ემალი, მინანქარი.
ფინიქსი
1) ქალაქი აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, არიზონას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (990 ათასი, გარეუბნებით 2,1 მილიონი).
2) არქიპელაგი პოლინეზიაში (წყნარი ოკეანე), ეკუთვნის კირიბატის.
ფინიში (ინგლ. finish)
1) შეჯიბრების ბოლო ნაწილი.
2) პუნქტი, ხაზი, სადაც ასეთი შეჯიბრება მთავრდება.
ფინკი ფრანც ნიკოლაუს - გერმანელი ენათმეცნიერი, ლიტერატურათმცოდნე (1867-1910 წწ).
ფინლეი (ფინლეი ი ბარესი) კარლოს ხუან - კუბელი ექიმი და ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი (1833-1915 წწ).
ფინსენი ნილს რიუბერგ - დანიელი ფიზიოთერაპევტი (1860-1944 წწ).
ფინსტერაარჰორნი - ბერნის ალპების უმაღლესი მწვერვალი (4274 მეტრი) შვეიცარიაში.
ფინტი (ინგლ.) - ცრუ მოძრაობა (ფეხბურთში).
ფინური - ფინელებთან დაკავშირებული, მათგან მომდინარე.
ფინური ენა - განეკუთვნება ურალურ ენათა ფინურ-უნგრული ენების ბალტიისპირულ-ფინურ შტოს, ფინეთის ერთ-ერთი სახელმწიფო ენა შვედურთან ერთად.
ფინჩხა - იგივეა, რაც ნამცეცი.
ფინხე - მდინარე ჩინეთში, მდინარე ხუანხეს მარცხენა შენაკადი.
ფინჯანი - ფაიფურის ან ფაიანსის პატარა ყურიანი ჭურჭელი ყავის, ჩაის და მისთანების დასალევად.
ფიოდოროვი ევგენი - ავიაციის გენერალ-მაიორი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1911-1993 წწ).
ფიოდოროვი ივანე - წიგნის ბეჭდვის ფუძემდებელი რუსეთსა და უკრაინაში (1510-1583 წწ).
ფიოლეტოვი ივან - პოლიტიკური მოღვაწე, ერთ-ერთი ოცდაექვს ბაქოელ კომისართა შორის (1884-1918 წწ).
ფიოლი შვაიპოლტ - წიგნის ბეჭდვის ფუძემდებელი სლავ ხალხთა შორის; პირველი წიგნი დაბეჭდა 1491 წელს კრაკოვში.
ფიორავანტი (ფიერავანტი) არისტოტელე - იტალიელი ინჟინერი და არქიტექტორი (დაახლოებით 1420-1486 წწ).
ფიორდი (ნორვეგ.) - ზღვის ვიწრო ყურე, რომელიც ხმელეთში ღრმად არის შეჭრილი; ჩვეულებრივ აქვს მაღალი, ციცაბო, კლდოვანი ნაპირები.
ფიორელი ჯუზეპე - იტალიელი არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე (1823-1896 წწ).
ფიორი - ერთი ფიორი - იგივეა, რაც ერთი ბეწვა.
ფიორიტურა (იტალ.) - მელოდიის შემამკობელი ნოტები, ორნამენტული შელამაზება.
ფირალი (არაბ.) - ყაჩაღი - გურიაში.
ფირალიშვილი გოდერძი - მწიგნობარი, პოეტი, მთარგმნელი, მოღვაწეობდა ერეკლე II-ის კარზე (1768-1823 წწ).
ფირან გუშნასპი - ქართლისა და ალბანეთის მარზპანი დაახლოებით VI საუკუნის დამდეგიდან.
ფირდოუსი აბუ ლ-ყასემ ტუსი - სპარსული პოეზიის უდიდესი წარმომდგენელი, ეპიური პოემა „შაჰ-ნამეს” („მეფეთა წიგნი”) ავტორი (934/940 - 1020/1030 წწ).
ფირენცუოლა ანიოლო - იტალიელი მწერალი (1493-1543 წწ).
ფირვალდშტეტის ტბა (ლუცერნი) - ტბა შვეიცარიაში, ალპების მთისძირას (სიღრმე 214 მეტრი).
ფირი - ფოტოსურათის, კინოფილმის გადასაღები ან ხმის ჩასაწერი სპეციალური ლენტი.
ფირლინგერი ზდენეკ - ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი (1891-1976 წწ).
ფირმა (იტალ.) - იურიდიული პირის უფლებების მქონე სავაჭრო ან სამრეწველო საწარმო, რომლის მარკითაც იყიდება საქონელი, გამოდის ნაწარმი.
ფირმალიანი - ძველი ქართული მწერლობის ძეგლი, ზღაპრულ-ეპიკური პროზაული თხზულება; ჩვენამდე მოღწეულია XVIII საუკუნის ხელნაწერი.
ფირმანი (სპარს.) - ირანის შაჰის, ძველი თურქეთის (ოსმალეთის) სულთნის და ზოგი სხვა მაჰმადიანური ქვეყნის მმართველის ბრძანება.
ფირმუჰამედოვი რაჰიმ - უზბეკი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1896-1972 წწ).
ფირნი (გერმ.) - მსხვილმარცვლოვანი მკვრივი თოვლი, რომელიც გროვდება მთიანი მუნიციპალიტეტების ჩავარდნილ ადგილებში (თოვლის მიჯნის ზევით) და პოლარულ ქვეყნებში. წარმოადგენს გარდამავალ სტადიას თოვლსა და ყინულს შორის.
ფირნიში - იგივეა, რაც აბრა.
ფიროსმანი - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1969 წელს. დამდგემლი რეჟისორი - გიორგი შენგელაია. სცენარის ავტორები - ერლომ ახვლედიანი, გიორგი შენგელაია. დამდგმელი ოპერატორები - ალექსანდრე რეხვიაშვილი, კონსტანტინე აპრიატინი, დუდარ მარგიევი. კომპოზიტორები - ვახტანგ კუხიანიძე, ნოდარ გაბუნია. მთავარ როლებში: ავთანდილ ვარაზი (ფიროსმანი), დოდო აბაშიძე, ზურაბ ქაფიანიძე, ბორის წიფურია, ალექსანდრე რეხვიაშვილი, შოთა დაუშვილი.
ფიროსმანიშვილი ნიკო (ნიკო ფიროსმანი) - თვითნასწავლი ქართველი მხატვარი (1862-1918 წწ).
ფირსოვი ივან - რუსი ფერმწერი (დაახლოებით 1733-1785 წლის შემდეგ).
ფირსოვი ანატოლი - რუსი ჰოკეისტი, ოლიმპიური თამაშების სამგზის (1964, 1968, 1972) და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი შაიბიან ჰოკეიში (დაიბადა 1941 წელს).
ფირ სულთან აბდალი (ნამდვილი სახელი ჰაიდარი) - თურქი პოეტი (XVI საუკუნე).
ფირტელი ბერთოლდ - ავსტრიელი მწერალი, თეატრისა და კინოს რეჟისორი (1885-1953 წწ).
ფირუზაბადი - ქალაქი ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, უტარ-პრადეშის შტატში (215 ათასი).
ფირუზი (სპარს.) - მქრქალი ცისფერი ძვირფასი ქვა.
ფირუზისფერი - რაც ფერით ფირუზს მოგვაგონებს; ცისფერი.
ფირუზ შაჰ თუღლაკი - დელის სასულთნოს გამგებელი (XIV საუკუნე).
ფირუმიანი გიორგი - სომეხი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1880-1954 წწ).
ფირფატი - ერთგვარი ფრინველი.
ფირფიტა
1) თხელი ნაჭერი ხისა, ლითონისა და მისთანებისა.
2) პლასტმასის მრგვალი თხელი ნაჭერი, რომელზედაც ჩაწერილია ხმა გრამოფონზე და მისთანებზე დასაკრავად.
ფირქლი - ერთი ფირქლი - ერთი ბეწვა; ერთი გროში.
ფირც-დავიდი ჰანს ედუარდ - შვეიცარიელი ქიმიკოსი (1882-1953 წწ).
ფირცხალავა გიორგი (გიგლა) - გრაფიკოსი, მოქანდაკე, კარიკატურისტი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1922-1983 წწ).
ფირცხალავა გურამი - მსახიობი (დაიბადა 1940 წელს).
ფისი
1) სპეციფიკური სუნის მქონე წებოვანი წვენი, რომელსაც გამოყოფენ ჩვეულებრივ წიწვოვანი მცენარეები; ჰაერზე მაგრდება.
2) ნავთობისაგან ან ქვანიხშირისაგან მიღებული შავი მკვრივი მასა.
ფისკალი (ლათ.) - მაბეზღარა, ჯაშუში.
ფისკალური - რაც ფისკის ინტერესს ემსახურება; სახაზინო.
ფისკი (ლათ.) - სახელმწიფო ხაზინა.
ფისკი ჯონ - ამერიკელი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი (1842-1901 წწ).
ფისკუსი - სამხედრო სალარო ძველ რომში.
ფისო - (მოფერებით) კატა.
ფისტიკა (ბისტიკა) - XI-XII საუკუნეების ქართველი პოეტი.
ფისტიკაური (ბისტიკაური) - ქართული ლექსთწყობის ერთ-ერთი უძველესი სახე, ოცმარცვლიანი ოთხტაეპიანი სტროფი, რომელსაც მხოლოდ გარეგანი რითმა აქვს.
ფისტონი (ფრანგ.)
1) ლითონის ფინჯანი, რომელშიც ცოტაოდენი მგრძნობიარე ფეთქებადი ნივთიერებაა; იყენებენ ვაზნაში თოფისწამლის მუხტის ასაალებლად.
2) ზოგი სასულე მუსიკალური საკრავის ნაწილი - სარქველი, რომელიც ფარავს ბგერის გამომცემ ნახვრეტს.
ფისტულა (ლათ.)
1) მედიცინაში - რომელიმე შინაგანი ორგანოდან გარეთ გამომავალი მილი (ბუნებრივი ან ხელოვნური).
2) იგივეა, რაც ფალცეტი.
ფისუნია - (კნინობით-მოფერებით) იგივეა, რაც ფისო.
ფისჰარმონია (გერმ.) - კლავიშებიანი და საბერველიანი მომცრო საკრავი, რომელიც გარეგნულად პიანინოს ჰგავს; გამოსცემს ორღანისებრ ხმებს.
ფიტარეთი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.
ფიტელბერგი გჟეგოჟ - პოლონელი დირიჟორი, მევიოლინე, კომპოზიტორი (1879-1953 წწ).
ფიტი
1) ცარიელი, თაფლგამოცლილი ფიჭა.
2) (ბერძნ.) - რთულის სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს მცენარეს.
ფიტიგი რუდოლფ - გერმანელი ქიმიკოსი (1835-1910 წწ).
ფიტინგი (ინგლ.) - მილსადენის შემაერთებელი ნაწილი; იყენებენ მილსადენის განშტოების, მოხვევის, სხვა დიამეტრზე გადასვლის ადგილებში.
ფიტინი (ბერძნ.) - ფოსფორის ორგანული ნაერთი, რომელსაც შეიცავს მცენარე; იყენებენ ნერვული სისტემის დაავადებათა დროს, აგრეთვე ნივთიერებათა ცვლის გასაძლიერებლად.
ფიტნესი (ინგლ. ფიტნესს, ნაწარმოებია ზმნიდან ტო ფიტ -კარგ ფორმაში ყოფნა) - ფართო გაგებით - ადამიანის ორგანიზმის საერთო ფიზიკური მომზადება.
ფიტო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს მცენარეს.
ფიტობენთოსი (ბერძნ.) - ერთობლიობა მცენარეული ორგანიზმებისა, რომლებიც ბინადრობენ ზღვისა და მტკნარი წყალსატევების ფსკერზე.
ფიტოგეოგრაფია (ბერძნ.) - ბოტანიკისა და გეოგრაფიის ნაწილი; შეისწავლის მცენარეთა გავრცელებას დედამიწის ზურგზე.
ფიტონი
1) ვარცლის ფიცარი.
2) თარო, რაფა.
ფიტონციდები (ბერძნ.) - აქროლადი დამცავი ნივთიერება, რომლებსაც გამოყოფენ უმაღლესი მცენარეები და რომლებიც თრგუნავენ ბაქტერიების, სოკოებისა და უმარტივესთა ზრდას.
ფიტოპათოლოგია - მეცნიერება მცენარეების დაავადებათა შესახებ.
ფიტოპალეონტოლოგია - იგივეა, რაც პალეობოტანიკა.
ფიტოფაგი (ბერძნ.) - მცენარეულის მჭამელი ცხოველი, მწერი.
ფიტოფთორა (ბერძნ.)
1) სოკო, რომელიც პარაზიტობს სხვადასხვა მცენარეზე.
2) კარტოფილის დაავადება, რომელსაც ეს სოკო იწვევს.
ფიტოცენოზი (ბერძნ.) - ისეთი მცენარეების ერთობლიობა, რომლებიც ერთად იზრდებიან და მჭიდრო დამოკიდებულება აქვთ როგორც ერთმანეთთან, ისე გარემო პირობებთან; მცენარეული თანასაზოგადოება.
ფიტოცენოლოგია - ბოტანიკის ნაწილი, რომელიც ფიტოცენოზებს სწავლობს.
ფიტული - ცხოველის (ფრინველის) ფიგურა; წარმოადგენს მის ტყავს რამეთი (ბამბით, ნახერხით...) გატენილს.
ფიტჩი ვალ ლოგსდენ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1980 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჯ.უ.კრონინთან ერთად (დაიბადა 1923 წელს).
ფიუკი იოჰან ვილჰელმ - გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე (1894-1974 წწ).
ფიუზელაჟი (ფრანგ.) - თვითმფრინავის კორპუსი.
ფიულკე (ნორვეგ.) - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ნორვეგიაში.
ფიუმანი ფრანც - გერმანელი მწერალი (1922-1984 წწ).
ფიუმე - კუნძულ რიეკის იტალიური სახელწოდება.
ფიუმიჩინო - ქალაქ რომის საერთაშორისო აეროპორტი (ანუ სხვაგვარად „ლეონარდო და ვინჩის აეროპორტი“), მდებარეობს რომის ცენტრიდან 26 კმ მანძილზე სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულებით.
ფიუნი - კუნძული ბალტიის ზღვაში, ეკუთვნის დანიას.
ფიურერი (გერმ.) - ასე უწოდებდნენ ფაშისტურ გერმანიაში ნაცისტების მეთაურს - ჰიტლერს.
ფიურეტიერი ანტუან - ფრანგი მწერალი (1620-1688 წწ).
ფიურთი - ქალაქი გერმანიის ბავარიის მხარეში.
ფიურისტი (გერმ.) - ლიხტენშტაინის მთავრობის მეთაურის ტიტული: ამ ტიტულის მქონე პირი.
ფიურნბერგი ლუი - გერმანელი მწერალი (1909-1957 წწ).
ფიურნბერგი ფრიდლ - ავსტრიის და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1902-1978 წწ).
ფიურნო - კუნძულების ჯგუფი ბასის სრუტეში (ავსტრალია).
ფიურნსტელვალდე - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.
ფიურშტი შანდორ - უნგრეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1903-1932 წწ).
ფიუსლი იოჰან ჰაინრიხ (ჰენრი) - შვეიცარიელი მხატვარი და მწერალი (1741-1825 წწ).
ფიუსტელ დე კულანჟი - ფრანგი ისტორიკოსი (1830-1889 წწ).
ფიუტერი (ფუეტერი) ედუარდ - შვეიცარიელი ისტორიკოსი, ჟურნალისტი (1876-1928 წწ).
ფიფა (ფრანგ) FIFA - ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია. დაარსდა 1904 წელს პარიზში. შტაბ-ბინა მდებარეობს ციურიხში (შვეიცარია).
ფიფია ეგნატე - ქირურგი, აკადემიკოსი (1909-1979 წწ).
ფიფინა (ფიფინაური) - იგივეა, რაც ხრიალა.
ფიფინეთი - საქართველოს ისტორიული მხარე - ჰერეთის ერთ-ერთი დასახლებული პუნქტი.
ფიფინი
1) ჟღურტული.
2) შრიალი.
ფიფქი
1) თოვლის კრისტალი.
2) ახალმოსული, მშრალი, დაუმჯდარი თოვლი.
ფიქალი - ფენოვანი ქანი; იპობა, სკდება თხელ ფირფიტებად.
ფიქრი (არაბ.)
1) თავისთვის გუნებაში მსჯელობა, რისამე წარმოდგენა; აზრად ქონა.
2) საგონებელი, სადარდებელი, საზრუნავი.
ფიქრიანი - ფიქრში წასული, დაფიქრებული.
ფიქრის გორა - თბილისის მიკროუბანი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვერის უბნის ნაწილი; თავდაპირველად ეწოდებოდა „ფეიქრის გორა”.
ფიქრმიუწვდომელი - რასაც ფიქრით ვერ მისწვდებიან; გაუაზრებელი.
ფიქსაჟი (ფრანგ.) - ქიმიური ხსნარი, რომელშიც ავლებენ გამჟღავნებულ ფოტოგრაფიულ მასალას გამოსახულების დასამაგრებლად.
ფიქსატივი (ფრანგ.) - ეთერში, სპირტში ან ბენზინში გახსნილი უფერო ფისი, რომელსაც ნახშირით, ფანქრით და მისთანებით შესრულებული ნახატის ზედაპირს უსვამენ გაფუჭებისაგან დასაცავად.
ფიქსატუარი (ფრანგ.) - თმის პომადა მამაკაცის ვარცხნილობისათვის სიგლუვისა და სასურველი ფორმის მისაცემად.
ფიქსაცია (ფრანგ.)
1) აღნიშვნა, რეგისტრაცია, ჩაწერა (ან ჩახატვა) რისამე.
2) საბოლოო განსაზღვრა, დადგენა რისამე.
3) რისამე დამაგრება გარკვეულ მდგომარეობაში.
4) ფოტოგრაფიაში - ფიქსაჟით დამუშავება.
ფიქსი (ლათ.)
1) საქონლის დადგენილი ფასი.
2) ზუსტად განსაზღვრული თანხა რაიმე სახის სამუშაოს ანაზღაურებისა, გასამრჯელოსი.
ფიქტიური - იხილე ფიქციური.
ფიქცია (ლათ.)
1) მოგონილი, შეთხზული რამ.
2) სინამდვილის შეუფერებელი, გამოგონილი მდგომარეობა, რომელსაც რაიმე მიზნით იყენებენ როგორც ნამდვილს.
ფიქციონალიზმი (ლათ.) - ფილოსოფიური კონცეფცია, რომელსაც ადამიანის შემეცნება მიაჩნია ფიქციათა სისტემად, რომლებიც პრაქტიკულად გამართლებულია, მაგრამ არ აქვს თეორიული მნიშვნელობა; ახლოსაა პრაგმატიზმთან.
ფიქციური - რაც ფიქციას წარმოადგენს; არანამდვილი, ყალბი, მოსაჩვენებელი.
ფიშარტი იოჰან (ნამდვილი გვარი ფიშერი) - გერმანელი სატირიკოსი, პუბლიცისტი და მორალისტი (1546 ან 1547 - 1590 წწ).
ფიშერ-დისკაუ დიტრიხ - გერმანელი მომღერალი (დაიბადა 1925 წელს).
ფიშერი ემილ ჰერმან - გერმანელი ქიმიკოსი და ბიოქიმიკოსი (1852-1919 წწ).
ფიშერი ენდრუ - ავსტრალიის სახელმწიფო მოღვაწე (1862-1928 წწ).
ფიშერი ერნსტ ოტო - გერმანელი ქიმიკოსი (დაიბადა 1918 წელს).
ფიშერი თეოდორ - გერმანელი არქიტექტორი (1862-1938 წწ).
ფიშერი ირვინგ - ამერიკელი ეკონომისტი და სტატისტიკოსი (1867-1947 წწ).
ფიშერი კუნო - გერმანელი ფილოსოფიის ისტორიკოსი (1824-1907 წწ).
ფიშერი რობერტ (ბობ) - ამერიკელი მოჭადრაკე, მსოფლიოს მე-11 ჩემპიონი 1972-75 წლებში (1943-2008 წწ).
ფიშერი რონალდ ვილმერ - ინგლისელი სტატისტიკოსი და გენეტიკოსი (1890-1962 წწ).
ფიშერი რუთ - გერმანიის კომპარტიის ულტრამემარცხენე ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი ქალი (1895-1961 წწ).
ფიშერი ფრიდრიხ თეოდორ - გერმანელი ესთეტიკოსი, კრიტიკოსი, მწერალი (1807-1887 წწ).
ფიშერი ჯონ არბათნოტ - ბარონი კალვერსტონი, ინგლისის ფლოტის ადმირალი (1841-1920 წწ).
ფიშერი ჰანს ოიგენ - გერმანელი ქიმიკოსი და ბიოქიმიკოსი (1881-1945 წწ).
ფიშერ ფონ ერლახი იოჰან ბერნჰარდ - ავსტრიელი არქიტექტორი (1656-1723 წწ).
ფიშტი - მწვერვალი დასავლეთ კავკასიონზე, კრასნოდარის მხარეში (2867 მეტრი).
ფიშტო - იგივეა, რაც დამბაჩა.
ფიშფიში - ფაფის და მისთანების დუღილის ხმა.
ფიშყორი - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი.
ფიშ-ჰუკი - ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ კეიპტაუნის გარეუბანი.
ფიჩბერგი - ქალაქი აშშ-ს მასაჩუსეტსის შტატში.
ფიჩევი ნიკოლა (უსტა კოლიუ ფიჩეტო) - ბულგარელი არქიტექტორი (1800-1881 წწ).
ფიჩვი (სპარს.)
1) ცუდი, გაცვეთილი საფენი (ფარდაგი, ხალიჩა, ჯეჯიმი...).
2) ძაძა, ძველი ტანსაცმელი.
ფიჩი ვალ ლოგსდენ - იხილე ფიტჩი.
ფიჩინო მარსილიო - იტალიელი ჰუმანისტი და ფილოსოფოსი (1433-1499 წწ).
ფიჩორი
1) მდინარე ლანჩხუთის, სენაკის და ხობის მუნიციპალიტეტებში, ერთვის პალიასტომის ტბას.
2) სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.
ფიჩხა - სოკო ერთგვარი.
ფიჩხი
1) მოჭრილი პატარა ტოტებიანი ხე ან ხის ნასხეპი შტო (გამხმარი).
2) ახალი წვრილი ტყე.
ფიჩხისბოგირი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
ფიჩხოვანი - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, (მაღრაანის თემის საკრებულო), მდინარე მაჭარეულის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან - 460 მეტრი, ახმეტიდან - 21 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 300 ადამიანი.
ფიჩხული - იგივეა, რაც ხრამული.
ფიცარი
1) ორივე მხრით ბრტყელი ხის ნაჭერი, ჩვეულებრივ მორის სიგრძივ ჩამონაჭერი.
2) ლითონი, ქვის და მისთანების ბრტყელი ნაჭერი.
ფიცარნაგი
1) ფიცრებით გაკეთებული შემაღლებული მოედანი, ბაქანი.
2) ხარაჩოებზე დაგებული ფიცრები.
ფიცარღალი - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.
ფიცესი - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.
ფიცვერცხლი - ფიცვერცხლის ჭამა - ძმად გაფიცვის ერთ-ერთი წესი - ორი ვაჟკაცი სასმელში (არაყში, ლუდში....) თავიანთი იარაღის ვერცხლს ჩაფხეკდა, რამდენიმე წვეთს თავიანთ სისხლს ჩაურევდა და დალევდა.
ფიცი
1) მტკიცე პირობა, აღთქმა.
2) სასამართლო მტკიცებულების ერთ-ერთი სახე.
ფიცილი - ფიცის თქმა, საფიცარი სიტყვების წარმოთქმა.
ფიცრისწვერი - მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის შტოქედზე (სიმაღლე - 3150 მეტრი).
ფიცროი
1) მდინარე ავსტრალიაში, ერთვის ინდოეთის ოკეანის კინგის ყურეს.
2) მდინარე ავსტრალიაში, ერთვის მარჯნის ზღვას.
ფიცროი რობერტ - ინგლისელი ჰიდროგრაფი და მეტეოროლოგი (1805-1865 წწ).
ფიცრულა - ქედი, იხილე ბეზენგის კედელი.
ფიცხელაური შენგელი - მოჭიდავე (ძიუდო, 63 კგ). მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1973), ევროპის სამგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1973, 74, 75), ევროპის ჩემპიონატების სამგზის მეორე (1971, 73, 75) და მესამე (1974) პრიზიორი პირად პირველობაში. სსრკ პირველი ჩემპიონი ძიუდოსა (1973) და სამბოში (1970) (დაიბადა 1946 წელს).
ფიცრული
1) ფიცრით ნაგები, ფიცრისა.
2) ფიცრის სახლი.
ფიცხელა - პერონაჟი მულტფილმისა „წუნა და წრუწუნა”.
ფიცხელი
1) სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ შესასრულებელი.
2) ცხარე, სასტიკი, ულმობელი.
ფიცხი
1) ძალიან სწრაფი, ჩქარი, მარჯვე.
2) ძალიან ცხელი, ცხარე.
3) ვინც მალე, ადვილად ცხარდება, ბრაზდება.
4) ადვილად ტეხადი, მყიფე, ხმელი.
ფიცჯერალდი ედუარდ - ინგლისელი პოეტი და მთარგმნელი (1809-1883 წწ).
ფიცჯერალდი ედუარდ - ირლანდიელი ბურჟუაზიული რევოლუციონერი (1763-1798 წწ).
ფიცჯერალდი ელა - ამერიკელი მომღერალი ქალი, ჯაზური მუსიკის უბადლო შემსრულებელი (1918-1996 წწ).
ფიცჯერალდი ფრანსის სკოტ - ამერიკელი მწერალი (1896-1940 წწ).
ფიწალი - თივის, ძნისა და მისთანების ასაღებად ორ, სამ ან ოთხთითა იარაღი.
ფიწალო - იგივეა, რაც პიტალო.
ფიჭა - ფუტკრისაგან გაკეთებული ცვილის სწორი, სიმეტრიულად განლაგებული უჯრედები თაფლის დასაგროვებლად და კვერცხის დასადებად.
ფიჭვებისხევი - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.
ფიჭვი (Pinus) - წიწვოვანი ხე; ისხამს მსხვილ კვერცხისებრ გირჩებს.
ფიჭვიანი
1) იგივე ფიჭვნარი.
2) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხეობის თემის საკრებულო), ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე წირდალისხევის (არაგვის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 1360 მეტრი, დუშეთიდან - 34 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 13 კაცი.
3) სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (სიონის სადაბო საკრებულო), მდინარე ივრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1000 მეტრი, თიანეთიდან - 47 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 18 კაცი.
ფიჭვიგვინა - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.
ფიჭვნარი - ნათელი წიწვოვანი ტყე, სადაც გაბატონებულია ფიჭვი.
ფიხონი - ადგილი, სადაც სოფლის ხალხი იყრის თავს საბაასოდ, თავშესაქცევად (ფშავში).
ფიხტე იოჰან გოტლიბ - გერმანელი ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე (1762-1814 წწ).
ფიხტელი (ფიხტელგებირგე) - მთის მასივი გერმანიაში.
ფიხტელგებირგე - იხილე ფიხტელი.
ფიჯი (ფიჯის კუნძულების რესპუბლიკა, ინგლ. Republic of the Fiji Islands).
- სახელმწიფო ამავე სახელწოდების კუნძულებზე, წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში.
- დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1970 წლის 10 ოქტომბერი.
- ეროვნული დევიზი - „Rerevaka na Kalou ka Doka na Tui“ (გეშინოდეს უფლის და ადიდე დედოფალი).
- მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი.
- ფართობი - 18 270 კვ.კმ.
- დაყოფილია 4 ოლქად.
- მოსახლეობა - 905 ათასი.
- სიმჭიდროვე - 47 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენები - ინგლისური და ფიჯი.
- დედაქალაქი - სუვა.
- ვალუტა - ფიჯის დოლარი.
- ქვეყნის კოდი - FJI.
- დროის სარტყელი - UTC +12.
- სატელეფონო კოდი - +679.
- ინტერნეტ-დომენი - fj.
ფიჯის ზღვა - ზღვა წყნარი ოკეანის აუზის სამხრეთ ნაწილში. ფართობი - 3177 ათასი კვ.კმ. საშუალო სიღრმე - 2540 მეტრი.
![]() |
4.5 ფლ |
▲back to top |
ფლაგსტადი კირსტენ - ნორვეგიელი მომღერალი ქალი (1895-1962 წწ).
ფლაგმანი (ჰოლანდ.)
1) სამხედრო გემების დიდი შენაერთის (ესკადრის, დივიზიის, რაზმის) სარდალი.
2) დიდი გემი, რომელზედაც იმყოფება ესკადრის ან რაიმე სხვა შენაერთის სარდალი; აგრეთვე ყველაზე დიდი და საუკეთესო გემი, რომელიმე ზღვაში, ნაოსნობაში და სხვა.
3) გადატანით იტყვიან დიდ სამგზავრო თვითმფრინავზე.
ფლაგშტოკი (ჰოლანდ.) - ალმის აღსამართავი ლატანი.
ფლადი ჰენრი - ირლანდიის პოლიტიკური მოღვაწე (1732-1791 წწ).
ფლაერტი რობერტ - ამერიკელი კინორეჟისორი (1884-1951 წწ).
ფლავი
1) (სპარს.) - მოხარშული ბრინჯი, სხვადასხვაგვარად შეზავებული.
2) სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
ფლავისმანი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
ფლავიუსები - რომის იმპერატორთა დინასტია 69 - 96 წლებში.
ფლაი - მდინარე პაპუა-ახალ გვინეაში, ერთვის მარჯნის ზღვის პაპუის ყურეს (სიგრძე - 620 კილომეტრი).
ფლაიერი (ინგლ.) - სადოღე ცხენი, რომელიც დიდ სიმარდეს იჩენს მოკლე დისტანციაზე.
ფლაკონი (ფრანგ.) - პატარა შუშა, ჭურჭელი სუნამოსი, ოდეკოლონისა და სხვა.
ფლამანდელები - წარმოშობით ჰოლანდიელების მონათესავე ხალხი, უმეტესი ნაწილი ცხოვრობს ბელგიაში.
ფლამანდური ენა - ბელგიის ჩრდილოეთ პროვინციებში გავრცელებული ნიდერლანდური ენის სამხრეთული ვარიანტის პირობითი და ტრადიციული სახელწოდება.
ფლამარიონი კამილ - ფრანგი ასტრონომი (1842-1925 წწ).
ფლამინგო (პორტუგ.) - წყლის დიდი ფრინველი, რომელსაც აქვს მოვარდისფრო თეთრი ბუმბული, გრძელი კისერი და გრძელი ფეხები; გავრცელებულია ტროპიკებსა და სუბტროპიკებში.
ფლამინები - გადმოცემის თანახმად, მეფე ნუმა პომპილუსის მიერ დაწესებულ ქურუმთა კოლეგია ძველ რომში. მათ ძირითად მოვალეობას ღმერთთათვის მსხვერპლის შეწირვის საქმის მოგვარება წარმოადგენდა.
ფლამინიუსი გაიუს - რომის პოლიტიკური მოღვაწე (გარდაიცვალა ძვ.წ.აღ. 217 წელს).
ფლანგვა - უყაირათოდ ხარჯვა ფულისა.
ფლანგი (ფრანგ.)
1) მარჯვენა ან მარცხენა მხარე მწკრივისა, მწყობრისა, ფრონტისა, ჯარის განლაგებისა.
2) საერთოდ რისამე მხარე (მარჯვენა ან მარცხენა).
ფლანდრია - ისტორიული ოლქი საფრანგეთში, ბელგიასა და ნიდერლანდში; მოგვიანებით ნიდერლანდის 17 პროვინციათაგან ერთ-ერთი პროვინცია; ამჟამად ფლანდრიის ძირითადი ნაწილი შედის ბელგიაში; მთავარი ქალაქი - გენტი.
ფლანელი (ფრანგ.) - ტილოს მსგავსად ნაქსოვი ბამბის ან მატყლის რბილი, ხაოიანი ქსოვილი.
ფლანი (არაბ.) - ვინმე, მავანი.
ფლანკერი (ფრანგ.) - მზვერავები XVIII-XIX საუკუნეების ევროპულ არმიათა კავალერიაში.
ფლაჟოლეტი (ფრანგ.)
1) სასულე საკრავი, ფლეიტის მსგავსი.
2) ამ საკრავის ტემბრის მქონე (მსტვენი) ბგერა, რომელსაც გამოსცემს სიმებიანი (უპირატესად ხემიანი) საკრავი სიმის გარკვეულ წერტილში თითების ოდნავ შეხებისას.
ფლასი (სპარს.)
1) ნაცვეთი, ნაგლეჯი რამ (უპირატესად ფარდაგისა, ჯეჯიმისა....).
2) სამგლოვიარო სამოსელი.
ფლასკი - ხის საღვინე (საბა). დიდი პირფართო ჭურჭელი, მეტწილად ხისა; იხმარება სხადასხვა სითხის ჩასასხმელად.
ფლასტაფლუსტი
1) ფლოსტებით ანდა ფეხზე დიდი ფეხსაცმლით სიარულისას გამოცემული ხმა.
2) მიდებ-მოდება, ყბედობა.
ფლასტი - ძველი, უხეირო, ქუსლჩაჭყლეტილი ფეხსაცმელი.
ფლასტუნი - თრევით სიარული და ამ სიარულისას გამოცემული ხმა.
ფლატე
1) მდინარის, ხევის ჩანგრეული ნაპირი.
2) სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.
ფლატერი (ინგლ.) - თვითმფრინავის ფრთის ან კუდის ფრთასხმულობის ვიბრაცია, რომელიც თავისით წარმოიქმნება; ზოგჯერ იწვევს ფრთის (ფრთასხმულობის) დაშლას და თვითმფრინავის ავარიას.
ფლატუნი - იგივეა, რაც ფლასტუნი.
ფლაქსმენი ჯონ - ინგლისელი მოქანდაკე, მხატვარი (1755-1826 წწ).
ფლაშკა (ფლაშკა პარდუბიცელი) სმილ - ჩეხი მწერალი (XIV საუკუნის შუა წლები - 1403 წწ).
ფლაშუნი
1) იგივეა, რაც ფრაშუნი.
2) ხეტიალი.
ფლახუნი - ფეხზე დიდი ფეხსაცმლით სიარულისას გამოცემული ხმა.
ფლებიტი (ბერძნ.) - მედიცინაში - ვენის ანთება.
ფლეგეთონტი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ქვესკნელის ერთ-ერთი მდინარე, იგივე პურიფლეგეთონტი.
ფლეგიასი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფლეგიების მეფე, არესისა და ქრიზეს ვაჟი, კორონიდეს მამა, რომელმაც დელფოში აპოლონის ტაძარი დაწვა და ამით სასჯელად დაიმსახურა მოქანავე კლდეებს შორის სიარული და მარადიული შიშის განცდა.
ფლეგმა (ბერძნ.)
1) მეტისმეტი გულგრილობა, აუღელვებლობა.
2) იტყვიან ფლეგმატურ ადამიანზე.
ფლეგმატიკოსი (ბერძნ.) - ფლეგმატური ადამიანი.
ფლეგმატური - გულგრილი, უსიცოცხლო, აუღელვებელი.
ფლეგმონა (ბერძნ.) - მედიცინაში - კანქვეშა ან კუნთებშორისი უჯრედისის ჩირქოვანი ანთება.
ფლევი - სოფლების დიდი ფლევისა და პატარა ფლევის გავრცელებული სახელწოდება (ხაშურის მუნიციპალიტეტი).
ფლეიტა (რუს.) - მაღალი ტონის მქონე ხის ჩასაბერი საკრავი, რომელიც წარმოადგენს თვლებიან და სარქვლებიან სწორ მილს.
ფლეიტისტი - ფლეიტის დამკვრელი მუსიკოსი.
ფლემინგი ალეგზანდერ - ინგლისელი მიკრობიოლოგი (1881-1955 წწ).
ფლემინგი ვალტერ - გერმანელი ჰისტოლოგი (1843-1905 წწ).
ფლემინგი პაულ - გერმანელი პოეტი (1609-1640 წწ).
ფლემინგი ჯონ ამბროუზ - ინგლისელი მეცნიერი ელექტროტექნიკისა და რადიოტექნიკის დარგში (1849-1945 წწ).
ფლემსტიდი ჯონ - ინგლისელი ასტრონომი (1646-1719 წწ).
ფლენდორანჟი (ფრანგ.) - ნარინჯის თეთრი ყვავილი. ასეთი ხელოვნური ყვავილი (იყენებდნენ პატარძლის საქორწილოდ მორთვისას).
ფლენსბურგი - ქალაქი-პორტი გერმანიის შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარეში.
ფლერდორანჟი (ფრანგ.) - ნარინჯის თეთრი ყვავილი; ასეთი ხელოვნური ყვავილი (იყენებდნენ პატარძლის საქორწილოდ მორთვისას).
ფლერი ანდრე ერკიულ დე - ფრანგი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე (1653-1743 წწ).
ფლექსატონი (გერმ.) - სარტყმელი მუსიკალური საკრავი; შედგება ფოლადის მოქნილი ფირფიტისა და მოქნილი ფეხების მქონე ორი ბურთულისაგან, რომლებიც მიმაგრებულია ამ ფირფიტის ერთ ბოლოზე.
ფლექსია (ლათ.)
1) ბრუნვასა და უღვლილებაში: სიტყვის ფორმის ცვლა ფუძესთან მჭიდროდ დაკავშირებული აფიქსების საშუალებით ან ფუძისეულ ბგერათა ცვლით.
2) ბრუნება-უღვლილების ფორმანტები.
ფლეში (ფრანგ.) - საველე სიმაგრე ბლაგვი კუთხის ფორმისა.
ფლეჩერი ჯაილზ - ინგლისელი მწერალი და დიპლომატი (დაახლოებით 1549-1611 წწ).
ფლეჩერი ჯონ - ინგლისელი დრამატურგი (1579-1625 წწ).
ფლიბუსტიერი (ფრანგ.) - ზღვის ყაჩაღი, მეკობრე (ან კონტრაბანდისტი).
ფლიგელი (გერმ.) - სახლის გვერდზე მიშენებული ან დიდი სახლის ეზოში დადგმული პატარა საცხოვრებელი შენობა.
ფლიდი (სპარს.) - ცბიერი, გაიძვერა.
ფლიერი იაკობ - პიანისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1912-1977 წწ).
ფლინდერზი - მდინარე ავსტრალიაში, ერთვის არაფურის ზღვის კარპენტარიის ყურეს (სიგრძე - 830 კილომეტრი).
ფლინდერზი მეთიუ - ინგლისელი ავსტრალიის მკვლევარი (1774-1814 წწ).
ფლინი ელიზაბეთ გერლი - აშშ-ს მუშათა მოძრაობის მოღვაწე ქალი (1890-1964 წწ).
ფლინტგლასი - იხილე ფლინტი3.
ფლინტი რიჩარდ ფოსტერ - ამერიკელი გეოლოგი (1902-1976 წწ).
ფლინტი
1) ქალაქი აშშ-ს მიჩიგანის შტატში (140 ათასი).
2) (ფლინტგლასი) - ერთგვარი ოპტიკური მინა, რომელიც შეიცავს ტყვიას; ახასიათებს სინათლის გარდატეხის დიდი კოეფიციენტი; იყენებენ სხვადასხვა ოპტიკური დეტალის, რთული ობიექტივების დასამზადებლად და სხვა.
ფლინტ-რიჯი - კარსტული მღვიმე აშშ-ში.
ფლინტშირი - დიდი ბრიტანეთის საგრაფო 1973-75 წლებში.
ფლინ-ფლონი - ქალაქი კანადის მანიტობის პროვინციაში.
ფლირტი (ინგლ.) - მსუბუქი ტრფიალი, არშიყობა.
ფლისინგენი - ქალაქი-პორტი ნიდერლანდის ზელანდიის პროვინციაში.
ფლიუგერი - იხილე ფლუგერი.
ფლობერი გიუსტავ - ფრანგი მწერალი (1821-1880 წწ).
ფლოგისტონი (ბერძნ.) - XVIII საუკუნის ქიმიკოსთა წარმოდგენით: „ცეცხლოვანი მატერია“, რასაც ვითომდა შეიცავდა ყველა საწვავი ნივთიერება წვის დროს. XVIII საუკუნის ბოლოს ეს მცდარი ჰიპოთეზა უარყოფილ იქნა და მისი ადგილი დაიკავა წვის ჟანგბადოვანმა თეორიამ.
ფლოგოპიტი (ბერძნ.) - მინერალი ქარსების ჯგუფისა; შეიცავს ფთორს; იყენებენ ელექტროტექნიკაში საიზოლაციოდ.
ფლოემა - უმაღლეს მცენარეთა ქსოვილი, რომლის საშუალებითაც გადაადგილდება ორგანული ნივთიერებები სხვადასხვა ორგანოში.
ფლოკონი ფერდინან - საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი (1800-1866 წწ).
ფლომასტერი (ინგლ.) - საწერი, სახატავი, სახაზავი მოწყობილობა.
ფლორა
1) ყვავილებისა და ახალგაზრდობის მფარველი იტალიელთა ღმერთქალი, ხშირად ბერძნულ ქლორიდასთანაა გაიგივებული. გამოისახებოდა ახალგაზრდა ქალად, რომელიც მთლიანად ყვავილებით იყო დაფარული.
2) (ლათ.) რაიმე ადგილის ან გეოლოგიური პერიოდის მცენარეთა ყველა სახეობის ერთობლიობა; მცენარეთა სამყარო.
3) (გადატანით) მედიცინაში - ერთობლიობა მიკროორგანიზმებისა, რომლებიც ცხოვრობენ ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმის ღრუებში, ჭრილობაში.
ფლორაკისი ჰარილაოს - საბერძნეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1914-1995 წწ).
ფლორალიები - ფლორასადმი მიძღვნილი დღესასწაულები ძველ რომში (28 აპრილი - 3 მაისი).
ფლორეალი (ფრანგ.) - საფრანგეთის რესპუბლიკური კალენდრის მიხედვით: წლის მერვე თვე (20-21 აპრილიდან 19-20 მაისამდე). კალენდარი მიიღო კონვენტმა 1793 წელს და მოქმედებდა 1806 წლამდე.
ფლორენს მაგონი რიკარდო - მექსიკის პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი (1873-1922 წწ).
ფლორენსია - ქალაქი კოლუმბიაში, კაკეტის საინტენდანტოს ადმინისტრაციული ცენტრი.
ფლორენცია - ქალაქი იტალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (410 ათასი).
ფლორესი
1) წყნარი ოკეანის აუზის კუნძულთშორისი ზღვა (ინდონეზია). ფართობი - 115 ათასი კვ.კმ.
2) კუნძული მცირე ზონდის კუნძულების ჯგუფში, ფლორესის ზღვაში, ეკუთვნის ინდონეზიას.
ფლორეშტი - ქალაქი მოლდავეთში (20 ათასი).
ფლორი პოლ ჯონ - ამერიკელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, 1974 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1910-1985 წწ).
ფლორი ჰაუარდ უოლტერ - ინგლისელი პათოლოგი, 1945 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ა.ფლემინგთან და ბ.ჩეინთან ერთად (1898-1968 წწ).
ფლორიანოპოლისი - ქალაქი-პორტი ბრაზილიაში, სანტა-კატარინას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (245 ათასი).
ფლორიდა
1) ნახევარკუნძული აშშ-ში.
2) შტატი აშშ-ს სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში. ფართობი - 151,7 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 13,7 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - ტალაჰასი.
ფლორიდაბლანკა ხოსე (საგვარეულო სახელი ანტონიო მონიინო) - ესპანეთის საზოგადო მოღვაწე (1728-1808 წწ).
ფლორიდის დინება - თბილის წყლის დინება მექსიკის ყურიდან ატლანტის ოკეანეში.
ფლორიდის სრუტე - სრუტე ფლორიდის ნახევარკუნძულსა და კუბას შორის.
ფლორინი (იტალ.)
1) ძველებური ფლორენციული ოქროს ან ვერცხლის ფული.
2) ნიდერლანდის თანამედროვე ფულის გულდენის და დუკატის სახელი იტალიაში.
ფლორინი ვილჰელმ - გერმანიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1894-1944 წწ).
ფლორისი (ნამდვილი გვარი დე ერინდი) კორნელის - ნიდერლანდელი არქიტექტორი და მოქანდაკე (დაახლოებით 1514-1575 წწ).
ფლორისტიკა (ლათ.) - ბოტანიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის და აღწერს მთელი დედამიწის ზურგზე ან მის ნაწილებში არსებულ მცენარეთა სახეების (ფლორის) ერთობლიობას.
ფლორუსი ლუციუს ანეუს - რომაელი ისტორიკოსი (II საუკუნე).
ფლოსტი - უქუსლო საშინაო ფეხსაცმელი, რომელსაც საპირე მხოლოდ თათზე აქვს.
ფლოტაცია (ფრანგ.) - ლითონის მადნის გამდიდრების ერთ-ერთი წესი.
ფლოტი (ჰოლანდ.) - ყველა გემის ერთობლიობა (ტიპის, კუთვნილების, ნაოსნობის რეგიონის და მისთანების მიხედვით).
ფლოტილია (ფრანგ.)
1) რომელიმე წყლის აუზში არსებული სამხედრო გემების ერთობლიობა.
2) სპეციალური დანიშნულების გემების რაზმი.
ფლოტოვი (გერმანული გამოთქმით „ფლოტო”) ფრიდრიხ - გერმანელი კომპოზიტორი (1812-1883 წწ).
ფლოქვი - ცხენის, ვირის და მისთანების ჩლიქი.
ფლოქსი (ბერძნ.) - ბაღის დეკორატიული მცენარე ერთგვარი; აქვს სხვადასხვა ფერის ლამაზი ყვავილები.
ფლუგერი (გერმ.) - მეტეოროლოგიური ხელსაწყო, რომელიც უჩვენებს ქარის მიმართულებას და სიჩქარეს; წარმოადგენს ანძაზე, ლატანზე დამაგრებულ თავისუფლად მოძრავ ფირფიტას, ისარს.
ფლუელინგი რალფ ტაილერ - ამერიკელი ფილოსოფოსი (1871-1960 წწ).
ფლუიდი (ლათ.)
1) სითხე; სითხის გამოდენა.
2) ჰიპოთეზური უფაქიზესი სითხე, რომლითაც XVIII საუკუნემდე ცდილობდნენ აეხსნათ სითბოს, მაგნეტიზმის, ელექტრობის მოვლენები.
3) სპირიტების წარმოდგენით: „ფსიქიკური დენი”, რომელსაც თითქოს გამოასხივებს ადამიანის სხეული.
ფლუერი - მოლდავურ-რუმინული ფლეიტის სახეობა.
ფლუორესცენცია (ლათ.) - ლუმინესცენცია, რომელიც გაღიზიანების (განათების) შეწყვეტის შემდეგ ძალიან მალე ქრება.
ფლუორიტი (ლათ.) - მინერალი, ე.წ. მლხობი შპატი, ფთოროვანი კალციუმი; ფართოდ გამოიყენება მეტალურგიაში, ქიმიურ მრეწველობაში, კერამიკულ წარმოებაში, ოპტიკაში და სხვა.
ფლუოროგრაფია (ლათ.) - ეკრანზე მიღებული რენტგენის გამოსახულების გადაღება (ფოტოგრაფირება) ფირზე.
ფლურანსი გიუსტავ - პარიზის კომუნის (1871 წ) წევრი (1838-1871 წწ).
ფლურანსი პიერ ჟან მარი - ფრანგი ფიზიოლოგი (1794-1867 წწ).
ფლური - 1252 წელს ფლორენციაში მოჭრილი ოქროს მონეტის სახელწოდება.
ფლური ლეა - შვეიცარიელი ქართველოლოგი ქალი (დაიბადა 1916 წელს).
ფლუსი (გერმ.) - ძვლისაზრდელის ან ღრძილის ჩირქოვანი სიმსივნე, რომელსაც იწვევს დაავადებული კბილი; თან სდევს ლოყის გასივება.
ფლუქსმეტრი (ლათ.) - ხელსაწყო მაგნიტური ნაკადის გასაზომად.
ფლუქტუაცია (ლათ.)
1) რაიმე სიდიდის შემთხვევითი გადახრა მისი საშუალო მნიშვნელობიდან.
2) მედიცინაში - ლივლივის შეგრძნება, რომელიც ჩნდება ღრუებში არსებული სითხის გროვაზე კაკუნის დროს.
![]() |
4.6 ფო |
▲back to top |
ფო დარიო - იტალიელი დრამატურგი, 1997 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1926 წელს).
ფობეტორი (იკელოსი) - ოვიდიუსის მიხედვით ძილის ღმერთის - ჰიპნოსის ვაჟი, ფანტაზიისა და მორფეოსის ძმა. იგი ძილში ადამიანს ცხოველის ან ფრინველის სახით ევლინება.
ფობი
1) (ინგლ.) - საზღვაო გადაზიდვისას: პირობა, რომლის თანახმადაც გამყიდველი ვალდებულია მიიტანოს საქონელი ნავსადგურში და დატვირთოს მყიდველის მიერ ნაჩვენებ გემზე.
2) (ბერძნ.) - რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს ვისიმე, რისამე მოძულეს, მტერს.
ფობია (ბერძნ.) - რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს ვისიმე, რისამე სიძულვილს, ვისიმე, რისამე წინაშე შიშს.
ფობოსი
1) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არესისა და აფროდიტეს ვაჟი (რომაული პავორი), ქართულად ნიშნავს შიშს.
2) პლანეტა მარსის უახლოესი თანამგზავრი, აღმოაჩინა ამერიკელმა ასტრონომმა ე.ჰოლმა 1877 წელს.
ფობურდონი - ევროპული მრავალხმიანობის სახესხვაობა.
ფოგარაში ბელა - უნგრელი ფილოსოფოსი (1891-1959 წწ).
ფოგაცარო ანტონიო - იტალიელი მწერალი (1842-1911 წწ).
ფოგელი ჰერმან კარლ - გერმანელი ასტრონომი (1841-1907 წწ).
ფოგლერი გეორგ იოზეფ - გერმანელი კომპოზიტორი, მუსიკის თეორიტიკოსი, დირიჟორი, ორგანისტი (1749-1814 წწ).
ფოგლი იოჰან ნეპომუკ - ავსტრიელი მწერალი (1802-1866 წწ).
ფოგტი იუჰან ჰერმან ლი - ნორვეგიელი გეოლოგი და პეტროგრაფი (1858-1932 წწ).
ფოგტი კარლ - გერმანელი ფილოსოფოსი (1817-1895 წწ).
ფოგტი ოსკარ - გერმანელი ნევროპათოლოგი (1870-1959 წწ).
ფოგტი ჰანს - ნორვეგიელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი და კავკასიოლოგი (1903-1986 წწ).
ფოგტი (გერმ.) - კაროლინგების ფრანკთა სახელმწიფოში, ხოლო შემდეგ შუა საუკუნეების გერმანიასა და საფრანგეთში: საერო თანამდებობის პირი, რომელიც კათოლიკური ეკლესიის მიწებზე ასრულებდა სასამართლო, სახაზინო და პოლიციურ ფუნქციებს.
ფოდაანი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
ფოდორი იოჟეფ - უნგრელი ჰიგიენისტი და ეპიდემიოლოგი (1843-1901 წწ).
ფოვიზმი (ფრანგ.) - ირონიული სახელწოდება ერთ-ერთი ავანგარდისტული მიმდინარეობისა XX საუკუნის დასაწყისის ფრანგულ ფერწერაში.
ფოთარი - იგივეა, რაც ფუსფუსი.
ფოთელური - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.
ფოთვა - მოუსვენრობა, შფოთვა.
ფოთი
1) ჩქარი, ფიცხი.
2) გიჟი, შმაგი.
3) ქალაქი-პორტი დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის პირას, მდინარე რიონის შესართავში (50 ათასი).
ფოთლიანი - იგივეა, რაც ფოთლოვანი.
ფოთლიჭამია - ერთგვარი ხოჭო, ჭამს ფოთლებსა და მწვანე ყლორტებს.
ფოთლოვანი - რასაც ფოთოლი ასხია.
ფოთოთი (Geranium psilostemon) - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ნემსიწვერასებრთა ოჯახისა; აქვს დანაკვთული ფოთოლი. იკეთებს წითელ ყვავილს. იზრდება მთის ბუჩქნარებში; იხმარება საღებავად.
ფოთოლაკი - რთული ფოთოლის ერთ-ერთი ნაწილი.
ფოთოლი - მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ორგანო; წარმოადგენს სხვადასხვა ფორმის თხელ, ჩვეულებრივ მწვანე ფირფიტას.
ფითოლცვენა - ხეებისა და ბუჩქების, (იშვიათად ბალახის) ფოთოლთა მასობრივი ცვენა.
ფოიე (ფრანგ.) - თეატრში, კინოში და მისთანებში - დარბაზი, სადაც იმყოფებიან მაყურებლები სანახაობის დაწყებამდე და ანტრაქტებში.
ფოიერბახი ანზელმ - გერმანელი კრიმინალისტი (1775-1833 წწ).
ფოიერბახი ანზელმ - გერმანელი ფერმწერი (1829-1880 წწ).
ფოიერბახი ლუდვიგ ანდრეას - გერმანელი ფილოსოფოსი (1804-1872 წწ).
ფოიერვერკი (გერმ.) - ფერად-ფერადი შუშხუნების გაშვება.
ფოიტი კარლ - გერმანელი ფიზიოლოგი (1831-1908 წწ).
ფოიხტვანგერი ლიონ - გერმანელი მწერალი (1884-1958 წწ).
ფოკა
1) სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.
2) ბიზანტიის იმპერატორი (გარდაიცვალა 610 წელს).
ფოკა ბარდა - ბიზანტიის მხედართმთავარი (გარდაიცვალა 989 წელს).
ფოკე ჰენრიხ - გერმანელი ავიაკონსტრუქტორი და მეწარმე (1890-1979 წწ).
ფოკე-ვულფი - გერმანული წარმოების თვითმფრინავი.
ფოკერი ანტონ ჰერმან გერარდ - ნიდერლანდელი ავიაკონსტრუქტორი (1890-1939 წწ).
ფოკეროდტი იოჰან გოტჰლიფ - პრუსიის საელჩოს მდივანი პეტერბურგში (გარდაიცვალა XVIII საუკუნის 50-იან წლებში).
ფოკი (ჰოლანდ.) - სწორი იალქანი გემის წინა ანძაზე.
ფოკი იენე - უნგრეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1916-1995 წწ).
ფოკიდა - ისტორიული ოლქი შუა საბერძნეთში.
ფოკილიდე - ძველბერძენი პოეტი (ძვ.წ.აღ. VI საუკუნე).
ფოკიონი - ათენის მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე (ძვ.წ.აღ. 397 - 317 წწ).
ფოკინო (1964 წლამდე ცემენტნი) - ქალაქი რუსეთის ბრიანსკის ოლქში (15 ათასი).
ფოკოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ეაკოსის (ან პოსეიდონის) და ფერია ფსამტეს ვაჟი, ფოკიდას ეპონიმი; მოკლეს ძმებმა.
ფოკუსი (ლათ.)
1) ფიზიკაში - გარდატეხილი ან არეკლილი სხივების გადაკვეთის წერტილი.
2) წერტილი, რომელშიც ფოტოგადაღების დროს საგანი მაქსიმალურად მკაფიო გამოსახულებას იძლევა.
3) მედიცინაში - ანთებითი პროცესის კერა.
4) მათემატიკაში - მრუდებში მუდმივი წერტილი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული თვისებები ნებისმიერ წერტილებთან შეპირისპირებისას.
5) (გადატანით) რისამე შუაგული, ცენტრი.
6) ილეთი, ტრიუკი, რაც თვალებს ატყუებს და მაყურებლის განცვიფრებას იწვევს მოჩვენებითი ზებუნებრიობით; დამყარებულია ხელის მოქნილობაზე, რაიმე კანონზომიერების ცოდნაზე.
7) ხრიკი, ფანდი, ოინი.
ფოკუს-მოკუსი - იგივეა, რაც ფოკუსი2.
ფოლადაური - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.
ფოლადი (სპარს.)
1) სალი, მოვერცხლისფრო ლითონი, რკინის ნაერთი გარკვეული რაოდენობის ნახშირბადთან.
2) (გადატანით) იხამარება ძლიერის, უდრეკის, შეუპოვრის ეპითეტად.
ფოლადიანი - მაგარი, მტკიცე, ფხიანი.
ფოლაქი (სპარს.)
1) იგივეა, რაც ღილი.
2) იგივეა, რაც ფორეჯი.
3) თუშური ნაბდის ქუდი ცაზე შუაში დაკერებული მრგვალი, ღილის ტოლა ნაბდისავე ნაჭერი.
ფოლგა (ჰოლანდ.) - ლითონის სიფრიფანა ფურცელი, რომელსაც იყენებენ საკვები პროდუქტების შესაფუთად, საამკინძაო საქმეში, სარკის წარმოებაში და სხვა.
ფოლენგო ტეოფილო - იტალიელი მწერალი (1496-1544 წწ).
ფოლვარკი (პოლონ.) - პატარა კარ-მიდამო (დასავლეთის სლავების ხალხებში).
ფოლი
1) დაჩეჩილი მატყლი, ერთად შეკრული, ერთმანთზე გადაბმულ-გადახვეული.
2) (ინგლ.) კალათბურთში - პერსონალური შეცდომა.
3) ფეხბურთში - უხეში თამაში, აკრძალული ილეთი.
ფოლიანტი (გერმ.) - დიდი ფორმატის სქელი წიგნი.
ფოლიკული (ლათ.) - ორგანიზმის სხვადასხვაგვარი წარმონაქმნი პარკის ან ბუშტის სახისა.
ფოლიკულინი - სამკურნალო პრეპარატი, რომელიც შეიცავს ქალის სასქესო ჰორმონს.
ფოლიო (ლათ.)
1) იგივეა, რაც ინ-ფოლიო.
2) საბუღალტრო საანგარიშო წიგნის მარჯვენა და მარცხენა გვერდები, რომელთაც ერთი და იგივე რიგითი ნომერი აქვს.
3) მცენარეთა გვარი გოქშოსებრთა ოჯახისა. ერთ ან მრავალწლოვანი ბალახი.
ფოლისი - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ძველრომაული და ბიზანტიური სპილენძის მონეტა.
ფოლკელტი იოჰანეს - გერმანელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი, ესთეტიკოსი (1848-1930 წწ).
ფოლკეტინგი (დან.) - დანიის პარლამენტი (1953 წლამდე - პარლამენტის ქვედა პალატა).
ფოლკლენდის დინება - ზედაპირული ცივი დინება ატლანტის ოკეანეში.
ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულები - არქიპელაგი ატლანტის ოკეანეში.
ფოლკლორი (ინგლ.)
1) ხალხური ზეპირი შემოქმედება; ზეპირსიტყვაობა.
2) იგივეა, რაც ფოლკლორისტიკა.
ფოლკლორისტი - ფოლკლორის სპეციალისტი.
ფოლკლორისტიკა - მეცნიერება ფოლკლორის შესახებ.
ფოლკნერი უილიამ - ამერიკელი მწერალი (1897-1962 წწ).
ფოლკსშტურმი - II მსოფლიო ომის დროს გერმანიაში ჰიტლერის 1944 წლის 25 სექტემბრის ბრძანებულებით 16-დან 60 წლამდე მამაკაცების ტოტალური მობილიზაციის შედეგად შექმნილი ლაშქარი.
ფოლორცი
1) ქუჩა, შუკა.
2) მოედანი.
ფოლორცი
1) სახელგატეხილი, ზნედაცემული.
2) ფლიდი, ფარისეველი.
ფოლოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კენტავრი, სილენესა და ერთ-ერთი მელიადის ვაჟი. მან მასპინძლობა გაუწია ჰერაკლეს, როდესაც ეს უკანასკნელი ერიმანთოსის ტახზე ნადირობდა.
ფოლმარი გეორგ - გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მოღვაწე (1850-1922 წწ).
ფოლმერი მაქს - გერმანელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1885-1965 წწ).
ფოლ-რივერი - ქალაქი აშშ-ს მასაჩუსეტსის შტატში.
ფოლხვი (ფოლხვე) - იგივეა, რაც ფომფლე.
ფომალჰაუტი - 1,2 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდის ვარსკვლავი, რომელიც ყველაზე ბრწყინვალეა სამხრეთის თევზის თანავარსკვლავედში.
ფომა სპლიტელი (ფომა არქიდიაკონი) - მემატიანე, სპლიტის (ხორვატიის) პოლიტიკური მოღვაწე (დაახლოებით 1200-1268 წწ).
ფომვიხანი კეისონ - ლაოსის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1982 წლიდან (1920-1992 წწ).
ფომინი პეტრე - რუსი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1919 წელს).
ფომოზი - მცენარეთა დაავადება, რომელსაც იწვევს უსრული სოკოების კლასის Phoma-ს გვარის სხვადასხვა სახეობა.
ფომფლე - მოშვებული, დუნე, დაუჭიმავი.
ფონ (გერმ.) - ნაწილაკი, რომელიც წინ ერთვის გერმანულ გვარებს და მიუთითებს თავადაზნაურულ წარმოშობაზე.
ფონა
1) სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
2) სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (წიფის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის სათავეში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 55 კაცი.
3) უღელტეხილი ხარაგაულის და ხაშურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე.
ფონაგი იონ - რუმინეთის და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1900-1929 წწ).
ფონასთენია (ბერძნ.) - ბგერათწარმოქმნის ფუნქციური ხასიათის დარღვევა.
ფონაცია (ფრანგ.) - სამეტყველო ბგერების წარმოთქმა.
ფონდა ჯეინ - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1937 წელს).
ფონდა ჰენრი - ამერიკელი კინომსახიობი (1905-1982 წწ).
ფონდანი ბენჟამენ (ნამდვილი სახელი და გვარი ბარბუ ფუნდოიანი) - ფრანგი მწერალი (1898-1944 წწ).
ფონენდოსკოპი (ბერძნ.) - სამედიცინო ხელსაწყო გულისა და ფილტვების მოსასმენად.
ფონ-დე-გომი - გამოქვაბული დორდონის დეპარტამენტში, სადაც 1901 წელს აღმოაჩინეს პალეოლითური ხანის კედლის მხატვრობა.
ფონდი (ფრანგ.)
1) რაიმე მიზნისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრები.
2) რისამე მარაგი. მაგალითად, წიგნების ფონდი, საბინაო ფონდი.
ფონე - იგივეა, რაც ფომფლე.
ფონემა (ბერძნ.) - სამეტყველო ბგერა, როგორც ამა თუ იმ ენის ფონეტიკური სისტემის შემადგენელი ბგერითი ერთეული.
ფონენდოსკოპი (ბერძნ.) - სამედიცინო ხელსაწყო გულისა და ფილტვების მოსასმენად.
ფონერი ფილიპ - ამერიკელი ისტორიკოსი (1910-1995 წწ).
ფონეტიკა (ბერძნ.)
1) ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც ენის ბგერით შემადგენლობას სწავლობს.
2) ენის ბგერითი შემადგენლობა.
ფონეტიკოსი (ფონეტისტი) - ფონეტიკის სპეციალისტი.
ფონვიზინი დენის - რუსი მწერალი, დრამატურგი (1744/1745-1792 წწ).
ფონი
1) მდინარეში გასასვლელი ადგილი, სადაც წყალი თხელია და ნელი.
2) (ფრანგ.) ძირითად ფერი, ტონი, რომელზედაც იხატება სურათი, ზედაპირი.
3) რისამე (შენობის, ქანდაკების) უკანა პლანი.
4) (გადატანით) გარემო პირობები, გარემოცვა, სადაც რამე ხდება.
5) (ბერძნ.) - ხმამაღლობის დონის ერთეული (მაგალითად დასაშვები ხმაური საცხოვრებელი ზონისათვის 40-50 ფონია).
6) რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს ხმას, ბგერას.
ფონიკა
1) სალექსი მეტყველების ბგერათწყობის ფორმათა სისიტემა.
2) პოეტიკის დარგი, რომელიც ამ ფორმებს შეისწავლის.
ფონიჭალა
1) (1973 წლამდე სოღანლუღი) - სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.
2) თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მტკვრის მარკვენა სანაპიროზე არსებული ახალი დასახლება.
ფონო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს ხმას, ბგერას.
ფონოგრამა - ხმის, ბგერის ჩანაწერი ფირზე, ფირფიტაზე და მისთანებზე.
ფონოგრაფი (ბერძნ.) - ხმის, ბგერის ჩასაწერი ფირზე, ფირფიტაზე და მისთანებზე.
ფონოთეკა (ბერძნ.) - ხმის ჩანაწერების (ფონოგრამების) საცავი, არქივი.
ფონოლითი - მაგმური ქანი, ნეფელინიანი სიენიტის ეფუზიური ანალოგი.
ფონოლოგია (ბერძნ.) - ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც სწავლობს ენის ფონემათა სისტემას.
ფონომეტრი - ბგერის ძალის გასაზომი ხელსაწყო.
ფონონი - კრისტალის ატომთა რხევითი მოძრაობის კვანტი.
ფონოსკოპი - ხელსაწყო მეტყველების ფონეტიკურ თავისებურებათა, აგრეთვე მეტყველების დროს სახის კუნთებისა და ტუჩების მოძრაობის შესასწავლად.
ფონსეკა - წყნარი ოკეანის ყურე სალვადორის, ჰონდურასის და ნიკარაგუის სანაპიროზე.
ფონსეკა აგინალდუ ბრიტუ - პოეტი (რესპუბლიკა კაბო-ვერდე) (დაიბადა 1922 წელს).
ფონსეკა რიკარდო - ჩილეს მუშათა და პროფკავშირული მოძრაობის მოღვაწე (1906-1949 წწ).
ფონსი - წყაროებისა და შადრევნების რომაული ღვთაება, იანუსისა და წყაროთა
ფერია - იუტურნას ვაჟი.
ფონტანა - ქალაქი აშშ-ს კალიფორნიის შტატში.
ფონტანა დომენიკო - იტალიელი არქიტექტორი (1543-1607 წწ).
ფონტანა კარლო - იტალიელი არქიტექტორი (1634-1714 წწ).
ფონტანა ოსკარ მაურუს - ავსტრიელი მწერალი (1889-1969).
ფონტანა ჟოზე (ჯუზეპე) - პორტუგალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (პუბლიცისტი (1841-1876 წწ).
ფონტანა ფელიჩე - იტალიელი ქიმიკოსი და ნატურალისტი (1730-1805 წწ).
ფონტანე თეოდორ - გერმანელი მწერალი (1819-1898 წწ).
ფონტეინი მარგო (ნამდვილი სახელი და გვარი მარგარეტ ჰუკემი) - ინგლისელი ბალერინა (დაიბადა 1919 წელს).
ფონტენბლო - ქალაქი საფრანგეთის სენის და მარნის დეპარტამენტში.
ფონტენელი ბერნარ ლე ბოვიე დე - ფრანგი მწერალი (1657-1757 წწ).
ფონტენი პიერ - ფრანგი არქიტექტორი (1762-1853 წწ).
ფონტენუა - დასახლება ბელგიაში, სადაც 1745 წლის 11 მაისს საფრანგეთის არმიამ დაამარცხა ინგლის-ჰოლანდიის გაერთიანებული ლაშქარი.
ფოპა ვინჩენცო - იტალიელი მხატვარი (1427/30-1515/16 წწ).
ფორა
1) (იტალ.) - ფორის მიცემა - რაიმე უპირატესობის მიცემა სპორტულ თუ სამაგიდო თამაშებში.
2) (იტალ.) - იგივეა, რაც ბის.
ფორამინიფერები (ლათ. Foraminifera) - უმარტივესების რიგი ფესვფეხიანთა ქვეკლასისა. ძირითადად ზღვის ბენთოსური ცხოველები არიან.
ფორანი
1) ბზის საზიდარი ურემი (საბა).
2) გრძელი ოთხთვლიანი უძარო საზიდარი, რომელშიც ცხენებს აბამენ; ჯაგვი.
ფორარლბერგი - მხარე დასავლეთ ავსტრიაში, ადმ. ცენტრი - ბრეგენცი.
ფორბანტი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, როდოსულ თქმულებათა გმირი, რომელიც კუნძულ როდოსზე მივიდა, რათა იქაურობა საშინელი გველებისაგან გაეთავისუფლებინა.
ფორბეკი რაგნარ - ნორვეგიელი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე (1894-1975 წწ).
ფორდევინდი (ჰოლანდ.)
1) ქარი, რომელიც ემთხვევა გემის კურსს, უბერავს გემის კიჩოში.
2) გემის კურსი, რომელიც ემთხვევა ქარის მიმართულებას.
ფორდეკი (გერმ.) - ეკიპაჟის (ეტლის, ავტომობილის) დასაკეც-ასახდელი სახურავი.
ფორ-დე-ფრანსი - მარტინიკის ადმინისტრაციული ცენტრი (100 ათასი).
ფორდი ჯერალდ რუდოლფ - აშშ-ს 38-ე პრეზიდენტი 1974-77 წლებში რესპუბლიკელთა პარტიიდან (1913-2006 წწ).
ფორდი ჯონ - ინგლისელი დრამატურგი (მოინათლა 1586 წელს - 1640 წ).
ფორდი ჯონ (ნამდვილი სახელი და გვარი - შონ ალოიზიუს ო'ფინი) - ამერიკელი კინორეჟისორი, წარმოშობით ირლანდიელი (1895-1973 წწ).
ფორდი ჰენრი - ამერიკელი მრეწველი (1863-1947 წწ).
ფორდ-მოტორი - აშშ-ს საავტომობილო კომპანია, დაარსებულია 1903 წელს.
ფორე გაბრიელ - ფრანგი კომპოზიტორი და ორგანისტი (1845-1924 წწ).
ფორეიტორი (გერმ.) - წინა ცხენზე მჯდომი მეეტლე.
ფორელი ოგიუსტ ანრი - შვეიცარიელი ნევროპათოლოგი (1848-1931 წწ).
ფორელი ფორელი ფორელი - შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი და ექიმი (1841-1912 წწ).
ფორესტი (დე ფორესტი) ლი - ამერიკელი რადიოინჟინერი (1873-1961 წწ).
ფორეჯი - დიდი წინწკალი, ხალი (სხეულზე, ქსოვილზე, ბეწვზე....).
ფორვარდი (ინგლ.) - ფებურთის, ჰოკეის გუნდის წევრი, რომელიც თავდასხმაში თამაშობს.
ფორზაცი (გერმ.) - ფურცელი, რომლის ერთი ნახევარი წიგნის ყდაზეა შიგნიდან გამოკრული და ყდას აკავშირებს აკინძულ ფურცლებთან.
ფორთის ტაძარი - X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს ისტორიულ სამცხეში (ამჟამად თურქეთის ფარგლებშია).
ფორთოხალი (Citrus sinensis) - სუბტროპიკული ციტრუსოვანი ხე; თეთრად ყვავის. ისხამს ნარინჯისფერ წვნიან ნაყოფს.
ფორთხალი - იგივეა, რაც ფართხალი.
ფორთხვა - ხელ-ფეხის (ფრინველისა - ფრთების) დახმარებით მოძრაობა (ძირს დავარდნილისა, დამხობილისა).
ფორთხიალი - იგივეა, რაც ფართხალი.
ფორი (ბერძნ.)
1) საოფლე ჯირკვლის წვრილი ნასვრეტი კანის ზედაპირზე.
2) ნივთიერების ნაწილაკებს შორის არსებული სიცარიელე, სვრეტი.
3) მოედანი.
ფორი პოლ - ფრანგი პოეტი (1872-1960 წწ).
ფორი ფელიქს - საფრანგეთის პრეზიდენტი 1895-99 წლებში (1841-1899 წწ).
ფორიანი - ფორების მქონე; ფოროვანი.
ფორიაქი - არევ-დარევა, ჩოჩქოლი, მოუსვენრობა.
ფორინ-ოფისი (ინგლ.) - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელწოდება.
ფორინტი - უნგრეთის ფულის ერთეული.
ფორკინი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზღვის ღვთაება, პონტოსისა და გეას ვაჟი, გრაების, დრაკონ ლადონის, გორგონების, ჰესპერიდების, სკილას მამა.
ფორლენდერი კარლ - გერმანელი ფილოსოფოსი (1860-1928 წწ).
ფორლი - ქალაქი იტალიაში, ემილია-რომანიის ოლქში, ფორლის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ფორმა (ლათ.)
1) საგნის გარეგნული მოხაზულობა; მოყვანილობა.
2) რისამე გარეგნული მოხატულობა.
3) რისამე სახეობა, ტიპი.
4) რისამე სახესხვაობა, ნაირსახეობა.
5) მხატვრული გამოსახვის ხერხებისა და საშუალებების სიტემა.
6) მოწყობილობა, შაბლონი, რომლის მიხედვითაც რასმე ეძლევა გარკვეული მოხაზულობა, გარეგნული სახე; ყალიბი.
7) რისამე დადგენილი ნიმუში; სტანდარტი. მაგალითად, ოქმის ფორმა.
8) ერთიანი ტანსაცმელი (ფერის, გამოჭრილობისა და სხვა ნიშნების მიხედვით).
9) მხოლოდ გარეგნული, არაარსებითი, ვინმესთვის მოსაჩვენებლად გაკეთებული.
ფორმალდეჰიდი (ლათ.) - ჭიანჭველმჟავას ალდეჰიდი; უფერო აირი; წყალში გახსნით იძლევა ფორმალინს.
ფორმალიზმი
1) გარეგნული ფორმის დაცვა საქმის არსებითი მხარის საზიანოდ; რაიმესადმი ფორმალური მიდგომა.
2) ლიტერატურაში, ხელოვნებათმცოდნეობაში: იდეალისტური მიმართულება, რომელიც მხოლოდ ფორმას ანიჭებს მნიშვნელობას, ხოლო იდეურ შინაარსს სრულიად უგულებელყოფს.
ფორმალინი (ლათ.) - მძაფრი სუნის მქონე სადეზინფექციო საშუალება.
ფორმალისტი
1) ადამიანი, რომელიც ფორმალურ დამოკიდებულებას იჩენს რაიმესადმი.
2) ფორმალიზმის მიმდევარი.
ფორმალისტიკა - იგივეა, რაც ფორმალიზმი.
ფორმალობა - გარეგნული წვრილმანები რაიმე ოფიციალური საქმის შესრულების დროს, რასაც მოითხოვს დადგენილი წესი.
ფორმალური
1) რაც მხლოდ ფორმას იცავს და საქმის ნამდვილ ვითარებას არ შეესაბამება; მოჩვენებითი.
2) გარეგნული ფორმის დაცვისათვის საჭირო; არაარსებითი.
ფორმანი მილოშ - აშშ-ში მოღვაწე ჩეხი კინორეჟისორი (დაიბადა 1932 წელს).
ფორმანტი (ლათ.) - იგივეა, რაც აფიქსი.
ფორმატი (გერმ.)
1) წიგნის, ფურცლის, ბარათის და მისთანების ზომა.
2) პოლიგრაფიაში - ანაწყობის სიგრძე და სიმაღლე.
ფორმაცია (ლათ.)
1) გარკვეული სტადია, საფეხური რისამე განვითარებაში.
2) გეოლოგიაში - კომპლექსი გენეტურად შეკავშირებული ქანებისა, რომლების ერთად წარმოქმნა და დედამიწის ქერქში არსებობა განპირობებულია გეოლოგიური გარემოს გარკვეული პირობებით.
ფორმენი ლაიონელ - სამხრეთაფრიკელი ისტორიკოსი და პუბლიცისტი (1927-1959 წწ).
ფორმირება
1) ჩამოყალიბება; შედგენა, დაკომპლექტება.
2) ახლად ჩამოყალიბებული სამხედრო ნაწილი.
ფორმოზა - კუნძულ ტაივანის პორტუგალიური სახელწოდება.
ფორმოზის სრუტე - იხილე ტაივანის სრუტე.
ფორმოსა - პროვინცია არგენტინის ჩრდილოეთ ნაწილში.
ფორმულა (ლათ.)
1) მოკლე და ზუსტი სიტყვიერი განსაზღვრა რისამე.
2) რიცხვებით ან ასოებით გამოხატული და მათემატიკური ნიშნებით შეერთებული სიდიდეების ერთობლიობა (მათემატიკური ფორმულა).
3) ლათინური ასოების (სიმბოლოების) საშუალებით აღნიშვნა მოლეკულის შემადგენლობისა, ქიმიური პროცესისა (ქიმიური ფორმულა).
ფორმულარი (გერმ.)
1) სააღრიცხვო ბარათი, რომელიც იდება ბიბლიოთეკის წიგნში; მასში აღინიშნება წიგნის გაცემა და დაბრუნება.
2) ბიბლიოთეკაში თითოეული მკითხველის სახელზე არსებული პატარა წიგნაკი.
3) დავთარი ან ბლანკი, რომელშიც იწერება ცნობები რაიმე ნაგებობის, მექანიზმის და მისთანათა (ექსპლუატიაცუიის, რემონტის) შესახებ.
ფორმულირება - ზუსტად გამოთქმა, გამოხატვა (აზრისა, წინადადებისა, გადაწყვეტილებისა.).
ფორნაკი (ფორნაქსი) - კერიისა და პურის ცხობის რომაელთა ღმერთქალი.
ფორნალსკა მალგოჟატა (პარტიული ფსევდონიმი - იასია) - პოლონეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე ქალი (1902-1944 წწ).
ფოროვანი - ფორების მქონე; ფორიანი.
ფოროვნობა - ფორების ქონა.
ფორონევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არგოსის მეფე, რომელმაც არგოსელებს მიწათმოქმედება და ცეცხლის გამოყენება ასწავლა.
ფორონიდები - ზღვის ფსკერის უხერხემლო ცხოველების კლასი.
ფორორაკოსი - ამომწყდარი მორბენალი ფრინველების გვარი ფორორაციდისებრთა ოჯახისა, ტანად მეტად დიდი - 3 მეტრამდე სიგრძის. ნაშთები შემორჩენილია არგენტინის ტერიტორიაზე.
ფოროსი - ქალაქის ტიპის დასახლება ყირიმის ნახევარკუნძულზე, იალტის მახლობლად.
ფორპიკი (ინგლ.) - გემის ცხვირში მოთავსებული ნაკვეთური, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებენ წყლის ბალასტისათვის.
ფორპოსტი (გერმ.) - მოწინავე პოსტი, მოწინავე პოზიცია; ავანპოსტი.
ფორსაჟი (ფრანგ.) - აჩქარება, გაძლიერება (რაიმე პროცესისა).
ფორსელი კარლ გუსტავ (იესტა) აბრაჰამსონ - შვედი რენტგენოლოგი და რადიოლოგი (1876-1950 წწ).
ფორსეტი - სკანდინავიურ მითოლოგიაში - ღმერთი, რომელიც წყვეტს დავას და მოდავეებს უბრუნებს ურთიერთგაგებას.
ფორსინგი (ინგლ.) - განუწყვეტელი შეტევა კრივში.
ფორსირება
1) რისამე დაჩქარება; რისამე ტემპის გაძლიერება.
2) რაიმე ბუნებრივი დაბრკოლების ბრძოლით გადალახვა.
ფორსმანი ვერნერ - გერმანელი ქირურგი და უროლოგი (1904-1976 წწ).
ფორს-მაჟორი (ფრანგ.) - ვითარება, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია; გადაულახავი დაბრკოლება.
ფორსტერი ბალთაზარ იოჰანეს - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1978-79 წლებში (1915-1983 წწ).
ფორსტერი ედუარდ მორგან - ინგლისელი მწერალი (1879-1970 წწ).
ფორსტერი იოჰან გეორგ ადამ - გერმანელი განმანათლებელი და რევოლუციონერ-დემოკრატი (1754-1794 წწ).
ფორტალეზა - ქალაქი-პორტი ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სეარას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (1,8 მილიონი).
ფორტ-არშამბო - ჩადის ქალაქ სარჰი-ს სახელი 1973 წლამდე.
ფორტ-დე-კოკი - იხილე ბუკიტინგი.
ფორტ-დოფინი - იხილე ტაულანარაუ.
ფორტე (იტალ.) - ძლიერ ხმამაღლა (მუსიკალური ნაწარმოების შესრულების შესახებ); პიანო-ს საპირისპირო.
ფორტელი (პოლონ.) - ეშმაკობა, ოინი.
ფორტეპიანო (იტალ.) - პიანინოს და როიალის საერთო სახელწოდება.
ფორტესკიუ - მდინარე ავსტრალიაში, ერთვის ინდოეთის ოკეანეს.
ფორტესკიუ ჯონ - ინგლისელი იურისტი, პოლიტიკური მოაზროვნე და სახელმწიფო მოღვაწე (დაახლოებით 1394-1476 წწ).
ფორტ-ვიქტორია - ქალაქი ზიმბაბვეში.
ფორტი (ფრანგ.) - ცალკეული ციხესიმაგრე საბრძოლო გამაგრებათა სისტემაში.
ფორტისიმო (იტალ.) - ფორტეზე უფრო ძლიერ, უფრო ხმამაღლა.
ფორტიფიკაცია (ლათ.)
1) სამხედრო-საინჟინრო მეცნიერება ადგილმდებარეობის გამაგრების შესახებ.
2) სხვადასხვა სამხედრო- საინჟინრო ნაგებობა.
ფორტ-ლამი - ჩადის დედაქალაქ ნჯამენას სახელი 1973 წლამდე.
ფორტ-ლოდერდეილი - ქალაქი აშშ-ს ფლორიდის შტატში.
ფორტრანი - პროგრამირების ენა, ორიენტირებული საინჟინრო და სამეცნიერო ამოცანებისათვის.
ფორტ-სმითი - ქალაქი აშშ-ს არკანზასის შტატში.
ფორტ-უეინი - ქალაქი აშშ-ს ინდიანას შტატში (175 ათასი).
ფორტ-უერთი - ქალაქი აშშ-ს ტეხასის შტატში (450 ათასი).
ფორტუნა
1) ბედნიერების, შემთხვევისა და წარმატების რომაელთა ღმერთქალი, ითვლებოდა ქალთა მფარველადაც.
2) ბედნიერი შემთხვევა, იღბალი.
ფორტუნი (ფორტუნი ი კარბო) მარიანო - ესპანელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1838-1874 წწ).
ფორუმი (ლათ.)
1) ძველ რომში - მოედანი, სადაც იმართებოდა სახალხო კრებები და სხვა თავყრილობანი.
2) (გადატანით) ადგილი, სადაც იმართება შეკრება, გამოსვლები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა.
3) ფართო წარმომადგენლობითი კრება.
ფორუღი მოჰამედ ალი (ზოქა ალ-მოლქი) - ირანის პრემიერ მინისტრი 1925-26, 1933-35, 1941-42 წლებში, ფილოლოგ-ტექსტოლოგი (1877 ან 1878 - 1942 წწ).
ფორშმაკი (გერმ.) - დაკეპილი ხორცი ან ქაშაყი, კარტოფილთან ერთად შემწვარი; დაკეპილი ქაშაყი.
ფორშტევანი (ჰოლანდ.) - გემის ნაწილი; წარმოადგენს კილის გაგრძელებას გემის ცხვირისკენ.
ფორჩხიძე ზურაბ - გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (დაიბადა 1934 წელს).
ფორხალა - მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ძირულის მარჯვენა შენაკადი.
ფორხილი
1) ფეხის არევით სიარული; ბარბაცი, ბორძიკი.
2) ენის ბორძიკი.
ფორჰანგი (გერმ.) - ცირკში - ფარდა არენასა და კულისებს შორის.
ფორჰენდი (ინგლ.) - ჩოგბურთში - დარტყმა მარჯვნიდან ისე, რომ ხელის გული მიმართულია წინ, ხოლო ხელის ზურგი - უკან.
ფოსა - მტაცებელი ძუძუმწოვარი ვივერისებრთა ოჯახისა.
ფოსგენი (ბერძნ.) - ორგანული ნაერთი, უფერო შხამიანი აირი; მიიღება ნახშირჟანგისა და ქლორისაგან; გამოიყენება გამხსნელების, საღებრების, ფარმაცევტული პრეპარატების დასამზადებლად.
ფოსი იოჰან ჰაინრიხ - გერმანელი პოეტი და მთარგმნელი (1751-1826 წწ).
ფოსკოლო უგო (ნამდვილი სახელი ნიკოლო უგო) - იტალიელი პოეტი და ფილოლოგი (1778-1827 წწ).
ფოსლერი კარლ - გერმანელი ფილოლოგი, ენათმეცნიერი (1872-1949 წწ).
ფოსო - მცირედ ჩაღრმავებული ადგილი; ღრმული.
ფოსტა (იტალ.)
1) საერთო სარგებლობის კავშირგაბმულობის ერთ-ერთი სახეობა; აწარმოებს გზავნილებათა ადრესატებისათვის ჩაბარებას.
2) კავშირგაბმულობის განყოფილება.
3) საფოსტო გზავნილებათა ერთობლიობა.
ფოსტალა - იგივეა, რაც ქალამანა.
ფოსტალი - იგივეა, რაც ფლოსტი.
ფოსტალიონი (იტალ.) - ფოსტის თანამშრომელი - წერილების დამტარებელი.
ფოსტამტი (გერმ.) - კავშირგაბმულობის მსხვილი საწარმო, რომელიც ემსახურება მოსახლეობას საფოსტო, სატელეგრაფო და სატელეფონო კავშირგაბმულობის ყველა სახეობით.
ფოსტერი სტივენ კოლინზ - ამერიკელი კომპოზიტორი (1826-1864 წწ).
ფოსტერი უილიამ - ამერიკისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1881-1961 წწ).
ფოსტერი ჯოდი (ნამდვილი სახელი და გვარი ალისია კრისტიანი) - ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი ქალი (დაიბადა 1962 წელს).
ფოსტმაისტერი (გერმ.) - საფოსტო კანტორის უფროსი.
ფოსტრემი ალმა - ფინელი მომღერალი ქალი (1856-1936 წწ).
ფოსფატი (გერმ.) - ფოსფორმჟავას მარილი; იყენებენ სასუქად.
ფოსფორესცენცია - ლუმინესცენცია, რომელიც შედარებით დიდხანს გრძელდება გაღიზიანების შეწყვეტის შემდეგ.
ფოსფორი
1) (ბერძნ. „სინათლისმატარებელი”) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, საღამოს ვარსკვლავის ღვთაება, პლანეტა ვენერას ერთ-ერთი ზედმეტი სახელი.
2) (ბერძნ.) (P) - ქიმიური ელემენტი, ცვილისებრი გამჭვირვალე ნივთიერება, რომელიც სიბნელეში ანათებს. ცნობილი იყო ჯერ კიდევ XII საუკუნეში არაბი ალქიმიკოსებისათვის. ატომური ნომერი 15, ატომური მასა 30,97376.
ფოსფორიტი (გერმ.) - ნალექი ქანი, რომლის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია კალციუმის ფოსფატი; იყენებენ ფოსფორის, ფოსფორმჟავას და სხვათა მისაღებად, აგრეთვე სასუქად.
ფოსფოროსკოპი - ხელსაწყო ფოსფორესცენციის შესასწავლად.
ფოტარიუმი (გერმ.) - სანატორიუმებში, დასასვენებელ სახლებში, სპორტულ დარბაზებში - კაბინეტი ჯგუფური ულტრაიისფერი დასხივებისათვის სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით.
ფოტეხევი - იხილე ფოტისხევი.
ფოტი (ბერძნ.) - ზედაპირის განათებულობის ერთეული.
ფოტიადისი დიმიტრის - ბერძენი მწერალი (1898-1985 წწ).
ფოტისხევი (ფოტეხევი) - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, არაგვის მარჯვენა შენაკადი.
ფოტიოსი - ბიზანტიელი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე (810-სა და 827-ს შორის - 891-სა და 897-ს შორის).
ფოტნისა - მდინარე ცხინვალის მუნიციპალიტეტში, პატარა ლიახვის მარჯვენა შენაკადი.
ფოტო
1) იგივეა, რაც ფოტოგრაფია.
2) რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი: ა) შეესაბამება სიტყვა ფოტოგრაფიულს. ბ) აღნიშნავს რისამე შესრულებას სინათლის საშუალებით, ზემოქმედებით.
ფოტოაპარატი - ფოტოგრაფიული აპარატი.
ფოტობაქტერიები - ბაქტერიები, რომლებიც სინათლეს გამოსცემენ.
ფოტოგენური - ისეთი, რაც ფოტოსურათზე და კინოეკრანზე კარგად გამოდის (ითქმის ადამიანის გარეგნობაზე).
ფოტოგრამმეტრია - საგნების ნამდვილი სიდიდისა და სივრცეში მდგომარეობის განსაზღვრა მათი ფოტოგრაფიული გამოსახულების მიხედვით; რაიმე ადგილის გეგმის შედგენა მისი ფოტოსურათის მიხედვით.
ფოტოგრაფი - პირი, რომლის სპეციალობა ფოტოგრაფიაა.
ფოტოგრაფირება - ფოტოგრაფიულად მიღება.
ფოტოელემენტი - ხელსაწყო, რომელიც სინათლის ენერგიას ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის.
ფოტოელექტრონი - ელექტრონი, რომელიც განიცდის სინათლის ენერგიის ზემოქმედებას.
ფოტოეფექტი - სინათლის ენერგიის უშუალოდ ელექტროენერგიად გარდაქმნის მოვლენა.
ფოტოთეკა - ფოტოგრაფიული სურათების ან ნეგატივების საცავი, არქივი; შენახული ფოტოსურათებისა და ნეგატივების ერთობლიობა.
ფოტოთერაპია - ფიზიოთერაპიის ნაწილი - ოპტიკური (ინფრაწითელი, ულტრაიისფერი) გამოსხივების გამოყენება სამკურნალოდ (სხვაგვარად - სინათლით მკურნალობა).
ფოტოლიზი - ნივთიერებათა დაშლა სინათლის ზემოქმედების შედეგად.
ფოტოლუმინესცენცია - ნივთიერების ნათება მისი წინასწარ განათების შემდეგ.
ფოტომეტრი
1) რომელიმე წყაროს სინათლის ძალის გასაზომი ხელსაწყო.
2) ვარსკვლავთა სიკაშკაშის განმსაზღვრელი ხელსაწყო.
ფოტომეტრია - ოპტიკის ნაწილი - სინათლის ძალისა და ზედაპირის განათების ხარისხის გაზომვა.
ფოტომონტაჟი - ორი ან რამდენიმე ნეგატივიდან ფოტოსურათის ბეჭდვის მეთოდი; ამ მეთოდით მიღებული გამოსახულება.
ფოტონი - ნებისმიერი სიხშირის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ნაწილაკი; სინათლის კვანტი.
ფოტოპერიოდიზმი - ორგანიზმების რეაქცია სხივური ენერგიის დღეღამურ რიტმზე. ე.ი. დღე-ღამის ნათელი და ბნელი პერიოდების შეფარდებაზე.
ფოტოსინთეზი (ბერძნ.) - მწვანე მცენარეების მიერ ორგანული ნივთიერებების წარმოქმნის პროცესი სინათლის იმ ენერგიის საშუალებით, რომელსაც ნთქავს პიგმენტი ქლოროფილი.
ფოტოსტატი - აპარატი, რომელიც ფოტოგრაფიულად იღებს კალკაზე შესრულებული ნახაზების, ნახატების და მისთანების პირებს.
ფოტოსფერო - მზის ატმოსფეროს ქვედა ფენა, რომელიც ქმნის მზის ხილულ კაშკაშა ზედაპირს.
ფოტოტაქსისი - თავისუფლად მოძრავი მიკროორგანიზმების გადაადგილება სინათლით გამოწვეული გაღიზიანების შედეგად; ტაქსისების ერთ-ერთი სახეობა.
ფოტოტიპია - ბეჭდვის ერთგვარი (ფოტოგრაფიული) წესი.
ფოტოტროპიზმი (ბერძნ.) - ზოგი მცენარის თვისება გადაიხაროს სინათლის წყაროსაკენ ან შებრუნდეს მისგან; სხვანაირად ჰელიოტროპიზმი.
ფოტოფინიში - უპირატესად მძლეოსნობაში (მოკლე მანძილზე რბენისას), აგრეთვე ავტო, მოტო და ველორბოლაში - ფოტო და კინოგადასაღები ანდა ვიდეომაგნიტოფონური მოწყობილობა, რაც საშუალებას იძლევა ზუსტად განსაზღვროს სპორტსმენთა ფინიშზე მისვლის თანამიმდევრობა.
ფოტოფობია - სინათლის შიში.
ფოტოქიმია - ქიმიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სინათლის ზემოქმედებით გამოწვეულ რეაქციებს.
ფოტოქრომია - ფერადი ფოტოგრაფია.
ფოტოცინკოგრაფია - იგივეა, რაც ცინკოგრაფია.
ფოტოჰელიოგრაფი - იგივეა, რაც ჰელიოგრაფი.
ფოფანოვი კონსტანტინე - რუსი პოეტი (1862-1911 წწ).
ფოფინი
1) ჩვილი ბავშვების ხელ-ფეხის მოძრაობა.
2) იგივეა, რაც რხევა.
3) იგივეა, რაც ჟუჟუნი (თვალების).
ფოფოდია - მღვდლის ცოლი.
ფოქვეში - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.
ფოქსი ლიუკ - ინგლისელი ზღვაოსანი (1586-1635 წწ).
ფოქსი რალფ - ინგლისელი მწერალი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე (1900-1937 წწ).
ფოქსი ჩარლზ ჯეიმზ - ინგლისელი პოეტი (1749-1806 წწ).
ფოქსის აუზი - ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ყურე კანადის სანაპიროსთან.
ფოქსტერიერი (ინგლ.) - პატარა ძაღლი, რომელიც გამოსადეგია სოროში მცხოვრებ მხეცებზე (როგორებიცაა: მელა, მაჩვი და მისთანები) სანადიროდ.
ფოქსტროტი (ინგლ.) - სწრაფტემპიანი ცეკვა ქალ-ვაჟისა; მუსიკა ამ ცეკვისთვის.
ფოქშანი - ქალაქი რუმინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ვრანჩის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი (100 ათასი).
ფოშანი - ქალაქი ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში.
ფოშე კლოდ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1744-1793 წწ).
ფოში ფერდინან - საფრანგეთის მარშალი (1851-1929 წწ).
ფოჩი
1) რამეზე (ფარდაზე, სუფრაზე....) მოვლებული ან ფუნჯად დაკიდებული ძაფები, ზონრები.
2) მწვანილის, ხახვის, ნივრის და მისთანების ღერო და ფოთლები. 3) სიმინდის ულვაში.
4) წვნიან საჭმელში - ყველაფერი ის (ხორცი, ლობიო და სხვა), რისგანაც ეს საჭმელია დამზადებული (წვენის საპირისპიროდ).
ფოჩიანი ლატავრა - მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1939 წელს).
ფოჩხუა არსენ - საქართველოს დამსახურებული მხატვარი (დაიბადა 1923 წელს).
ფოცხვერაშვილი ალექსანდრე - ქართული ხალხური მუსიკის მოღვაწე, მეჩონგურე, ლოტბარი (1900-1986 წწ).
ფოცხვერაშვილი კონსტანტინე - კომპოზიტორი, დირიჟორი, მუსიკათმცოდნე. საქართველოს სახალხო არტისტი (1880-1959 წწ).
ფოცხვერი
1) (Lynx lynx) - საშუალო ზომის მუქხალებიანი მტაცებელი ცხოველი კატისებრთა ოჯახისა.
2) ცის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი.
ფოცხვრევი - იხილე ფოცხრევი.
ფოცხვრევის ქედი - იხილე ფოცხრევის ქედი.
ფოცხი - გრძელტარიანი სასოფლო-სამეურნეო იარაღი; აქვს ხის ან რკინის კბილები; იხმარება ნათიბების, ბალახბულახის და მისთანების მოსაგროვებლად; მიწის გასაფხვიერებლად და მოსასწორებლად.
ფოცხიშვილი გაიოზ - გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (დაიბადა 1917 წელს).
ფოცხიშვილი მორის - პოეტი (1930-1993 წწ).
ფოცხო - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.
ფოცხოეწერი - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.
ფოცხოვი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შუა საუკუნეების საქართველოში, ისტორიულ სამცხეში (ამჟამად თურქეთის ფარგლებშია).
ფოცხოვისწყალი (ფოცხოვი) - მდინარე ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში, მტკვრის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 64 კილომეტრი).
ფოცხრევი - მთა ფოცხრევის ქედზე, ონის მუნიციპალიტეტში (სიმაღლე - 2402 მეტრი).
ფოცხრევის ქედი (თამარ დედოფლის კლდეები) - ქედი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის ჩრდილოეთი განშტოება.
ფოხალი - ხის ჭურჭელი - მარცვლეულის საწყაო; ძველად უდრიდა 20 კგ-ს; ამჟამად იხმარება ზემო იმერეთში და უდრის 10-12 კგ-ს.
ფოხალისთავი - მთა ყვარლის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე (სიმაღლე - 2570 მეტრი).
ფოჯა - ქალაქი იტალიაში, აპულიის ოლქში, ფოჯის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (155 ათასი).
![]() |
4.7 ფრ |
▲back to top |
ფრა (იტალ.) - ნაწილაკი, რომელიც იხმარება კათოლიკე მონაზვნის სახელის წინ (იტალიაში).
ფრა ანჯელიკო - იხილე ანჯელიკო.
ფრა ბარტოლომეო - იხილე ბარტოლომეო.
ფრაგმენტი (ლათ.)
1) ხელოვნების რაიმე ნაწარმოების ნაწილი.
2) ტექსტის ნაწყვეტი.
ფრაგმენტული
1) ფრაგმენტის სახით შემონახული; ის, რაც ფრაგმენტს წარმოადგენს.
2) ნაწყვეტის სახით არსებული; არასრული.
ფრაგონარი ჟან ონორე - ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი (1732-1806 წწ).
ფრაზა (ბერძნ.)
1) დასრულებული აზრის მქონე სიტყვათა წყობა.
2) ფრაზები - მაღალფარდოვანი უშინაარსო სიტყვები, გამოთქმები.
3) მუსიკალური თემის ყოველი პატარა, შედარებით დასრულებული ნაწილი.
ფრაზეოლოგია (ბერძნ.)
1) ამა თუ იმ ენის მტკიცედ ჩამოყალიბებული გამონათქვამები, სიტყვათა თავისებური შეერთებანი.
2) ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც ასეთ გამონათქვამებს სწავლობს.
3) ამა თუ იმ მწერლის, ორატორის, ლიტერატურული მიმართულების, საზოგადოებრივი ფენისა და მისთანების დამახასიათებელი სტილისტური ხერხების ერთობლიობა.
4) მაღალფარდოვანი უშინაარსო გამოთქმები: ფრაზები.
ფრაზეოლოგიზმი - იგივეა, რაც იდიომი.
ფრაზიორი (ფრანგ.) - ადამიანი, რომელსაც უყვარს ფრაზებით ლაპარაკი.
ფრაზირება - მუსიკალური ფრაზების მკაფიოდ გამოყოფა.
ფრაი ბრუნო (ნამდვილი სახელი და გვარი ბენედიქტ ფრაიშტადტი (ავსტრიელი ჟურნალისტი და მწერალი (1897-1985 წწ).
ფრაი კრისტოფერ - ინგლისელი მწერალი (1907-1995 წწ).
ფრაიბერგა - იხილე ვიკე-ფრაიბერგა ვ.
ფრაიბერგი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.
ფრაიბურგი (ფრაიბურგ-იმ-ბრაისგაუ) - ქალაქი გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში.
ფრაიბურგ-იმ-ბრასაუ - იხილე ფრაიბურგი.
ფრაიზი ჩარლზ კარპენტერ - ამერიკელი ენათმეცნიერი (1887-1967 წწ).
ფრაილიგრათი ფერდინანდ - გერმანელი პოეტი (1810-1876 წწ).
ფრაიტაგი გუსტავ - გერმანელი მწერალი (1816-1895 წწ).
ფრაკასტორო ჯიროლამო - იტალიელი სწავლული, ასტრონომი, ექიმი, პოეტი (1478-1553 წწ).
ფრაკი (ფრანგ.) - გულამოჭრილი სერთუკი, რომელსაც უკან გრძელი და ვიწრო კალთები აქვს (იცვამენ უპირატესად საზეიმო შემთხვევებში, ოფიციალურ მიღებაზე და სხვა).
ფრამბეზია (ტროპიკული ათაშანგი) - კანის ინფექციური დაავადება სპიროქეტოზების ჯგუფისა.
ფრამუგა (პოლონ.) - სარკმლის (ან მინიანი კარის) ზედა საგდული.
ფრანგები
1) საფრანგეთის ძირითადი მოსახლეობა.
2) ასე უწოდებენ ქართველ კათოლიკეებს.
ფრანგიშვილი ივერი - მეცნიერი გამოთვლითი ტექნიკისა და ავტომატური მართვის დარგში, აკადემიკოსი (დაიბადა 1930 წელს).
ფრანგიშვილი (კანდინაშვილი) პავლე - მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი; მოღვაწეობდა ქუთაისის, ჭიათურის და გორის თეატრებში (1897-196 წწ).
ფრანგული
1) ფრანგებთან და საფრანგეთთან დაკავშირებული.
2) საქართველოში ევროპიდან შემოტანილი ხმალი.
ფრანგული ენა - განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის რომანულ ჯგუფს. XXI საუკუნის დასაწყისისათვის ფრანგულ ენაზე 100 მილიონზე მეტი ადამიანი მეტყველებდა. გაერო-ს ერთ-ერთი სამუშაო ენა.
ფრანი - ბავშვების სათამაშო - ჰაერში ასაშვები მოწყობილობა - ძაფზე გამობმული ქაღალდის ფურცელი ან ქსოვილის ნაჭერი, რომელზედაც ხის თხელი ფირფიტებია დაკრული.
ფრანკე (ოსტატი ფრანკე) - გერმანელი ფერმწერი (XV საუკუნე).
ფრანკები - ძველი გერმანელი ტომები; მათ V-VI საუკუნეებში დაიპყრეს თითქმის მთელი გალია (თანამედროვე საფრანგეთი, ბელგია, ჰოლანდია და შვეიცარიის ნაწილი, იტალიის ჩრდილოეთი და სხვა) და შექმნეს სახელმწიფო, რომელმაც იარსება 843 წლამდე.
ფრანკელი ლეო - უნგრეთისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1844-1896 წწ).
ფრანკენშტეინი - მთავარი მოქმედი პირი (სახელად ვიქტორი) მერი შელის რომანისა „ფრანკენშტეინი ანუ თანამედროვე პრომეთესი“ და პერსონაჟი ამ რომანის მიხედვით შექმნილი მრავალი ფილმისა.
ფრანკენჰაუზენი (ბად-ფრანკენჰაუზენი) - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.
ფრანკი (ფრანგ.) - საფრანგეთის ფულის ერთეული 2002 წლამდე (ევროს შემოღებამდე).
ფრანკი ანა - ებრაელი გოგონა (დაიბადა გერმანიაში), რომელიც ფაშისტური ტერორის გამო იმალებოდა ჰოლანდიაში და შექმნა ფაშიზმის მამხილებელი ჩანაწერები - „ანა ფრანკის დღიური“ (1929-1945 წწ).
ფრანკი ბრუნო - გერმანელი მწერალი (1887-1945 წწ).
ფრანკი ლეონჰარდ - გერმანელი მწერალი (1882-1961 წწ).
ფრანკი სებასტიან - გერმანელი ჰუმანისტი, ფილოსოფოსი და ისტორიკოსი (1499-1542/43 წწ).
ფრანკი სეზარ ოგიუსტ - ფრანგი კომპოზიტორი და ორგანისტი (1822-1890 წწ).
ფრანკი ფილიპ - ავსტრიელი და ამერიკელი ფილოსოფოსი და ფიზიკოსი (1904-1966 წწ).
ფრანკი ჯეიმზ - გერმანელი ფიზიკოსი, 1935 წლიდან ცხოვრობდა აშშ-ში, 1925 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1882-1964 წწ).
ფრანკლენდი ედუარდ - ინგლისელი ქიმიკოსი (1825-1899 წწ).
ფრანკლინი ბენჯამინ - ამერიკელი განმანათლებელი, სახელმწიფო მოღვაწე, მეცნიერი (1706-1790 წწ).
ფრანკლინი მაილზ სტელა - ავსტრალიელი მწერალი ქალი (1879-1954 წწ).
ფრანკლინი ჯონ - ინგლისელი პოლარეთის მკვლევარი (1786-1847 წწ).
ფრანკლინი - ელექტრობის რაოდენობის (ელექტრული მუხტის) ერთეული.
ფრანკლინიზაცია - მაღალი ძაბვის მუდმივი ელექტრული ველის გამოყენება სამკურნალო მიზნით (ამერიკელი მეცნიერის ბენჯამინ ფრანკლინის გვარის მიხედვით).
ფრანკლინის მთები - მდებარეობს კანადაში.
ფრანკლინის ყურე - ამუნდსენის ყურის ნაწილი ბოფორტის ზღვაში, კანადის სანაპიროსთან.
ფრანკმასონი (ფრანგ.) - იგივეა, რაც მასონი.
ფრანკო (იტალ.) - საგარეო ვაჭრობაში - ტერმინი, რომელიც აღნიშნავს საქონლის დატვირთვას და გაგზავნას გამყიდველის ხარჯით.
ფრანკო ივანე - უკრაინელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1856-1916 წწ).
ფრანკო (ფრანკო ბაამონდე) ფრანსისკო - ესპანეთის დიქტატორი (1892-1975 წწ).
ფრანკო-ვაგონი - ისეთი სავაჭრო გარიგება, როდესაც საქონლის სადგურში მიტანისა და ვაგონის დატვირთვის ხარჯებს კისრულობს გამყიდველი, გამგზავნი.
ფრანკონია - ისტორიული ოლქი გერმანიის ბავარიის მხარეში.
ფრანკონიის ტყე - მთის მასივი გერმანიაში.
ფრანკონიული დინასტია (სალიკური დინასტია) - გერმანიის მეფეებისა და „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორთა დინასტია (1024-1125 წწ).
ფრანკფორტი ჰენრი - ნიდერლანდელი არქეოლოგი, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში (1897-1954 წწ).
ფრანკფურტი - იხილე მაინის ფრანკფურტი.
ფრანჟიე სულეიმან - ლიბანის სახელმწიფო მოღვაწე (1910-1995 წწ).
ფრანსაიელოზი (ბაბეზიოზი) - მსხვილის რქოსანი საქონლის დაავადება.
ფრანსვილი - ქალაქი გაბონში.
ფრანსი ანატოლ (ნამდვილი სახელი და გვარი ანატოლ ფრანსუა ტიბო) - ფრანგი მწერალი (1844-1924 წწ).
ფრანსია (როდრიგეს ფრანსია) ხოსე გასპარ - პარაგვაის სახელმწიფო მოღვაწე (1766-1840 წწ).
ფრანსისი ჯეიმზ - ამერიკელი ჰიდროტექნიკოსი (1815-1892 წწ).
ფრანს-პრესი - საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტო; დაარსდა 1944 წელს.
ფრანსუა I - საფრანგეთის მეფე 1515 წლიდან (1494-1547 წწ).
ფრანსუა II - საფრანგეთის მეფე 1559 წლიდან (1544-1560 წწ).
ფრანტი (პოლონ.) - ჩაცმა-დახურვას გადაყოლილი მამაკაცი.
ფრანტირერი (ფრანგ.) - საფრანგეთში - პარტიზანი.
ფრანტიშკოვი-ლაზნე - ქალაქი ჩეხეთის დასავლეთ ჩეხიის ოლქში.
ფრანშე დ,ესპერე ლუი ფელიქს მარი ფრანსუა - საფრანგეთის მარშალი (1856-1942 წწ).
ფრანშიზა (ფრანგ.) - სადაზღვევო ხელშეკრულების პირობა, რომელიც ითვალისწინებს დამზღვევის გათავისუფლებას გარკვეული სიდიდის ზარალის ანაზღაურებისაგან.
ფრანშ-კონტე - ისტორიული ოლქი აღმოსავლეთ საფრანგეთში.
ფრანჩესკა პიერო დელა - იხილე პიერო დელა ფრანჩესკა.
ფრანც I - ავსტრიის მეფე 1792 წლიდან, იმპერატორი 1804 წლიდან, „საღვთო რომის იმპერიის” უკანასკნელი იმპერატორი 1792-1806 წლებში (1768-1835 წწ).
ფრანცენსბადი - ფრანტიშკოვი-ლაზნეს გერმანული სახელწოდება.
ფრანც იოზეფ I - ავსტრიის იმპერატორი და უნგრეთის მეფე (1830-1916 წწ).
ფრანცისკ ასიზელი (ნამდვილი სახელი ჯოვანი ბერნარდონე) - იტალიელი რელიგიური მოღვაწე (1181 ან 1182 - 1226 წწ).
ფრანცისკელები - წევრები ერთ-ერთი კათოლიკური ბერმონაზვნური ორდენისა ფრანცისცი იან (ფსევდონიმი იან რიშავსკი) - სლოვაკიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1822-1905 წწ).
ფრანციუმი (ლათ.) (Fr) - რადიოაქტიური ელემენტი, ტუტე ლითონი. ბუნებაში წარმოიქმნება აქტინიუმის რადიოაქტიური დაშლის შედეგად. ატომური ნომერი 87.
ფრანც ფერდინანდი - ავსტრიის ერცჰერცოგი (1863-1914 წწ).
ფრაპი (ფრანგ.) - ძველებური ბანქოს თამაში.
ფრაჟე - ფრაჟისა - ვერცხლით დაფარული (თითბრის კოვზი, დანა-ჩანგალი და მისთანები).
ფრატაფრუტი - იგივეა, რაც ფრატუნი.
ფრატრია (ბერძნ.) - პირველყოფილ თემურ საზოგადოებაში და ძველ ქვეყნებში (კერძოდ, საბერძნეთში) - ერთი პირვანდელი გვარისაგან წარმოშობილი რამდენიმე გვარის გაერთიანება ტომის ფარგლებში.
ფრატუნი - ფეხების ძირს თრევით სიარულისას გამოცემული ხმა.
ფრაუ (გერმ.) - გერმანიასა და ზოგ სხვა ქვეყანაში - გათხოვილი ქალის ხსენება ან მისდამი მიმართვა; ქალბატონი; ქალბატონო!
ფრაუნჰოფერი იოზეფი - გერმანელი ფიზიკოსი (1787-1826 წწ).
ფრაქტურა (ლათ.)
1) გოტიკური შრიფტის ერთ-ერთი სახეობა.
2) გოტიკური მოხაზულობის ნაწერი.
3) მედიცინაში - მოტეხილობა.
ფრაქცია (ფრანგ.)
1) პოლიტიკური პარტიის შიგნით არსებული დაჯგუფება, რომელიც პარტიის ძირითად ხაზს არ იზიარებს.
2) პარლამენტში - ამა თუ იმ პარტიის დეპუტატთა ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც იქმნება პარტიის მიერ შემუშავებული ხაზის გასატარებლად.
3) ქიმიაში - ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა რისამე წილადური გამოხდით.
ფრაშერი ნაიმ - ალბანელი პოეტი (1846-1900 წწ).
ფრაშონი ბენუა - საფრანგეთის და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1893-1975 წწ).
ფრაშუნი - დიდი ფრინველის ფრთების ქნევა; მისგან გამოცემული ხმა.
ფრახი
1) უსირცხვილო, უნამუსო.
2) ზორბა, ზონზროხი; დონდლო.
ფრახტი (გერმ.) - გადასახადი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელისათვის ტვირთის გადაზიდვაზე ან მგზავრების გადაყვანაზე, აგრეთვე დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულებაზე.
ფრე - ზოგი სპორტული შეჯიბრის ისეთი შედეგი, როდესაც არცერთი მხარე არ არის გამარჯვებული.
ფრებელი ფრიდრიხ - გერმანელი პედაგოგი (1782-1852 წწ).
ფრეგატი (ფრანგ.)
1) საყარაულო და წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ მებრძოლი გემი.
2) ზღვის დიდი ტროპიკული ფრინველი.
ფრეგე გოტლიბ - გერმანელი ლოგიკოსი და მათემატიკოსი (1848-1925 წწ).
ფრედეგონდა - ნოისტრიის დედოფალი (დაახლოებით 545-597 წწ).
ფრედერიკ II - დანიისა და ნორვეგიის მეფე (1534-1588 წწ).
ფრედერიკ III - დანიისა და ნორვეგიის მეფე (1609-1670 წწ).
ფრედერიკ VI - დანიისა და ნორვეგიის მეფე (1768-1837 წწ).
ფრედერიკ VII - დანიის მეფე (1808-1863 წწ).
ფრედერიკ IX - დანიის მეფე (1899-1972 წწ).
ფრედერიკ-ლემეტრი (ნამდვილი სახელი და გვარი ანტუან ლუი პროსპერ ლემეტრი) - ფრანგი მსახიობი (1800-1876 წწ).
ფრედერისია - ქალაქი-პორტი დანიის ვიალეს ამტში.
ფრედინგი გუსტავ - შვედი პოეტი, პუბლიცისტი (1860-1911 წწ).
ფრედრო ალექსანდრ - პოლონელი დრამატურგი (1793-1876 წწ).
ფრედჰოლმი ერიკ ივარ - შვედი მატემატიკოსი (1866-1927 წწ).
ფრევილი ჟან - ფრანგი მწერალი და ისტორიკოსი (1898-1971 წწ).
ფრეზა (ფრანგ.)
1) მრავალსაჭრისიანი საჭრელი იარაღი, რომელიც ბრუნავით ამუშავებს, ღარავს ლითონს თუ სხვა მასალის ზედაპირს; საღარავი.
2) ნიადაგის, მიწის გასაფხვიერებელი თვითმავალი მანქანა.
ფრეზეთი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (მისაქციელის თემის საკრებულო), ალევის ქედის სამხრეთ დაბოლოებაზე. ზღვის დონიდან - 890 მეტრი, მცხეთიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 54 კაცი.
ფრეზენიუსი კარლ რემიგიუს - გერმანელი ქიმიკოსი (1818-1897 წწ).
ფრეზერი (ფრანგ.) - იგივეა ფრეზა.
ფრეიბერგა - იხილე ვიკე-ფრაიბერგა ვ.
ფრეიდენბერგი მიხეილ (მოსე) - რუსი გამომგონებელი; 1893 წელს ი.ტიმჩენკოსთან ერთად შექმნა კინოსაპროექციო აპარატი (კინეტოსკოპი) (1858-1920 წწ).
ფრეიზერი
1) მთათა შორის ლავური პლატო კანადის კორდილიერებში (ჩრდილოეთი ამერიკა).
2) მდინარე კანადაში, ერთვის წყნარი ოკეანის ჯორჯიის სრუტეს.
ფრეიზერი ბრუს ოსტინ - ბრიტანეთის ფლოტის ადმირალი (1888-1981 წწ).
ფრეიზერი პიტერ - ახალი ზელანდიის სახელმწიფო მოღვაწე (1884-1950 წწ).
ფრეიზერი ჯეიმზ ჯორჯ - ინგლისელი ეთნოგრაფი და რელიგიის ისტორიკოსი (1854-1941 წწ).
ფრეიკა იირჟი - ჩეხი რეჟისორი (1904-1952 წწ).
ფრეილინია (რუს.) - მეფის კარზე - დედოფლის ან პრინცესას მხლებელი გაუთხოვარი ქალი თავად-აზნაურთა წრიდან.
ფრეიმანე ლიდია - ლატვიელი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1920 წელს).
ფრეი მონტალვა ედუარდო - ჩილეს პრეზიდენტი 1964-70 წლებში (1911-1982 წწ).
ფრეინდლიხი (მამა-შვილი) ალისა - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1934 წელს).
ფრეინდლიხი ბრუნო - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1909-2002 წწ).
ფრეინი რობერტ იაკობუს - ნიდერლანდელი ისტორიკოსი (1823-1899 წწ).
ფრეისინე ეჟენ - ფრანგი ინჟინერი და მეცნიერი (1878-1962 წწ).
ფრეისინე შარლ ლუი დე სოლსი - საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე (1828-1923 წწ).
ფრეკენ (შვედ.) - სკანდინავიის ქვეყნებში - გაუთხოვარი ქალის ხსენება ან მისდამი მიმართვა.
ფრენა
1) ჰაერში მოძრაობა, სვლა.
2) თვითმფრინავით და მისთანებით მგზავრობა. 3) (გადატანით) მეტისმეტად სწრაფად სირბილი.
ფრენბურთი - ბურთის სპორტული თამაში ხელით ორ გუნდს შორის, რომელთა შუაში ბადეა გაჭიმული.
ფრენელი ოგიუსტენ ჟან - ფრანგი ფიზიკოსი (1788-1827 წწ).
ფრენი ხრისტიან - რუსი აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსი და ნუმიზმატი (1782-1851 წწ).
ფრენო ფილიპ მორინ - ამერიკელი პოეტი და ჟურნალისტი (1752-1832 წწ).
ფრენოლოგია (ბერძნ.) - მცდარი თეორია, რომლის მიხედვითაც თითქოს ადამიანის ფსიქიკური და მორალური თვისებების გამოცნობა შეიძლება მისი თავის ქალის მოყვანილობის მიხედვით.
ფრენშაიზინგი (ინგლ.) - გრძელვადიანი ვალდებულებითი ხელშეკრულება, რომლითაც დამოუკიდებელი საწარმოები ორმხრივად კისრულობენ სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების გზით ხელი შეუწყონ საქონლის წარმოებას, გასაღებასა და მომსახურებათა განხორციელებას.
ფრენჩი - სამხედრო ყაიდის წელში გამოყვანილი ქურთუკი, რომელსაც წინ ოთხი დიდი ჯიბე აქვს დაკერებული, ხოლო უკან - პატარა სარტყელი (ინგლისელი ფელდმარშალის ფრენჩის გვარის მიხედვით).
ფრენჩი ჯონ დენტონ პინქსტონ - იპრის გრაფი, ბრიტანეთის ფელდმარშალი (1852-1925 წწ).
ფრეონები - ფთორის შემცველი ორგანული ნაერთები; იყენებენ გამაცივებელ აგენტებად მაცივრებში.
ფრერ-ორბანი იუბერ ჟოზეფ - ბელგიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1812-1896 წწ).
ფრესი პოლ - ფრანგი ფსიქოლოგი (1911-1995 წწ).
ფრესკა (იტალ.) - წყლის საღებავებით დახატული სურათი ახლად შელესილ (ჯერ კიდევ სველ) კედელზე, ჭერზე.
ფრესკობალდი ჯიროლამო - იტალიელი კომპოზიტორი და ორგანისტი (1583-1643 წწ).
ფრესნილიო - ქალაქი მექსიკის საკატეკასის შტატში.
ფრესნო - ქალაქი აშშ-ს კალიფორნიის შტატში.
ფრეშე მორის რენე - ფრანგი მათემატიკოსი (1878-1973 წწ).
ფრთა
1) ფრინველის ან მწერის საფრენი ორგანო.
2) რქოვანი წარმონაქმნი ფრინველის კანზე - ღრუ ღერო, რომელსაც გვერდებზე გამოსული აქვს ბუმბულოვანი მორჩები.
3) ცალი, სული (ფრინველი).
4) საფრენი ან სხვა მოძრავი აპარატის მზიდი სიბრტყე.
5) ფარფლი (თევზისა).
6) გუთნის ნაწილი - ბელტის გადასაბრუნებელი ფიცარი (ხისა ან რკინისა).
7) წისქვილის ბორბლის სოლი, რომელსაც წყალი ეცემა.
8) გვერდი ფერდობის (მთისა, კლდისა....).
9) ფრონტის მარჯვენა ან მარცხენა მხარე; ფლანგი.
10) დაჯგუფება, პარტიის ძირითადი ხაზისაგან განსხვავებული შეხედულებებით.
11) სპორტული მოედნის განაპირა ნაწილი.
12) პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა; ნიშნავს როგორიმე ფრთის მქონეს.
ფრთაასხმული - იგივეა, რაც ფრთაშესხმული.
ფრთადაშვებული
1) რასაც ფრთები აქვს დაშვებული.
2) (გადატანით) მოწყენილი, დანაღვლიანებული.
ფრთალაღი
1) რაც ლაღად ფრინავს.
2) (გადატანით) მსრბოლი, მფრინავი.
ფრთამალი
1) რამაც სწრაფი ფრენა იცის.
2) (გადატანით) სწრაფად მსრბოლი, სწრაფად მქროლი.
ფრთაფარფატა - რაც ფრთების ფარფატით დაფრინავს.
ფრთაშეკვეცილი
1) რასაც ფრთა შეაკვეცეს.
2) (გადატანით) შეკვეცილი, შეზღუდული.
ფრთაშესხმული
1) რამაც ფრთა შეისხა.
2) (გადატანით) ვისაც ფრთა შეესხა - აღფრთოვანებული, აღტაცებული.
ფრთაგამოსხმული
1) სწრაფად მიმავალი, მიმქროლავი.
2) (გადატანით) აღტაცებული.
ფრთებქვეშ - ფრთების ქვეშ.
ფრთებჩამოყრილი
1) რამაც ფრთები ჩამოყარა.
2) (გადატანით) მოწყენილი, დაღვრემილი; იმედგაცრუებული.
ფრთიანი - რასაც ფრთები აქვს; ფრთოსანი. || რასაც ფრთა აქვს მიმაგრებული.
ფრთოვანი - იგივეა, რაც ფრთოსანი.
ფრთონა - ღელვა (ზღვისა, ტბისა....).
ფრთოსანი
1) რასაც ფრთა აქვს; ფრთიანი.
2) ფრინველის მუდმივი ეპითეტია.
ფრთქიალი - იგივეა, რაც ფრთხიალი.
ფრთხიალი - პატარა ფრინველის ფრთების აჩქარებული ცემა, ქნევა.
ფრთხილი
1) ვინც წინასწარ ზომავს, ითვალისწინებს მოსალოდნელ საფრთხეს და ცდილობს თავი აარიდოს მას; ვინც ფხიზლად, ყურადღებით არის.
2) ასეთი ადამიანის დამახასიათებელი, წინასწარ მოფიქრებული, მოსაზრებული, გათვალისწინებული.
ფრი (ფრანგ.) - ბევრ ცხიმში შემწვარი, შებრაწული - მაგალითად, კარტოფილის ფრი, თევზის ფრი.
ფრია - ქალაქი გვინეაში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.
ფრიად - დიდად, ძლიერ, ძალიან.
ფრიადი
1) დიდი ძლიერი.
2) მოსწავლეთა ცოდნის შეფასების უმაღლესი ნიშანი; ხუთიანი.
ფრიადოსანი - ვისაც ყველა ძირითად საგანში ფრიადი აქვს; ხუთოსანი.
ფრიაზინი მარკ - იტალიელი არქიტექტორი, 1487-91 წლებში მოღვაწეობდა რუსეთში.
ფრიაზინო - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.
ფრიალა
1) რაც ფრიალებს.
2) ბავშვის სათამაშო - ჯოხზე დამაგრებული ვარსკვლავივით გამოჭრილი და წვერებში მოღუნული ქაღალდები, რომლებიც ჰაერის მოძრაობაზე ბრუნავენ.
ფრიალი - რაიმე ქსოვილის (ან ქაღალდის, ფოთლის...) ჰაერში რხევა, ქანაობა.
ფრიალო - შვეული, ციცაბო.
ფრიბური - ქალაქი ცენტრალურ შვეიცარიაში, ამავე სახელწოდების კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი (35 ათასი).
ფრიგი (გერმ.) - გერმანულ მითოლოგიაში - ქორწინების, სიყვარულისა და ოჯახური კერის ქალღმერთი, ვოდანის ცოლი.
ფრიგია - ძველი ქვეყანა მცირე აზიაში ძვ.წ.აღ. I ათასწლეულში.
ფრიგიდულობა (ლათ.) - ქალის სქესობრივი გულგრილობა.
ფრიგიული ენა - განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახს; დასტურდება მცირე აზიის ორი პერიოდის წარწერებში და ბერძენ და რომაელ მწერალთა ნაწარმოებების გლოსებში.
ფრიდეგორდი იან - შვედი მწერალი (1897-1968 წწ).
ფრიდეკ-მისტეკი - ქალაქი ჩეხეთის ჩრდილოეთ მორავიის ოლქში.
ფრიდელი შარლ - ფრანგი ქიმიკოსი და მინერალოგი (1832-1899 წწ).
ფრიდი ოსკარ - გერმანელი დირიჟორი და კომპოზიტორი (1871-1941 წწ).
ფრიდლენდერი პაულ - გერმანელი ქიმიკოსი და ტექნოლოგი (1857-1923 წწ).
ფრიდმენი მილტონ - ამერიკელი ეკონომისტი (1912 - 1995 წწ).
ფრიდონაანთკარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭონქაძის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ფოტისხევის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 1120 მეტრი, დუშეთიდან - 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 11 კაცი.
ფრიდრიხ I
1) პრუსიის მეფე (1657-1713 წწ).
2) (ბარბაროსა) - „საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი“ (დაახლოებით 1125-1190 წწ).
ფრიდრიხ II
1) პრუსიის მეფე (1712-1786 წწ).
2) (შტაუფენი ან ჰოენშტაუფენი) - „საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი“ (1194-1250 წწ).
ფრიდრიხ III - „საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი“ (1415-1493 წწ).
ფრიდრიხი გუსტავ - ჩეხი ისტორიკოსი და პალეოგრაფი (1871-1943 წწ).
ფრიდრიხი ვალტერ - გერმანელი ფიზიკოსი (1883-1968 წწ).
ფრიდრიხი იოჰანეს - გერმანელი ენათმეცნიერი (1893-1972 წწ).
ფრიდრიხი კასპარ დავიდ - გერმანელი ფერმწერი (1774-1840 წწ).
ფრიდრიხ ავგუსტ I - საქსონიის კურფიურისტი, პო-ლონეთის მეფე (ავგუსტ II ძლიერი) (1670-1733 წწ).
ფრიდრიხ ავგუსტ I - საქსონიის მეფე (1750-1827 წწ).
ფრიდრიხ ვილჰელმ I - პრუსიის მეფე (1688-1740 წწ).
ფრიდრიხ ვილჰელმ II - პრუსიის მეფე (1744-1797 წწ).
ფრიდრიხ ვილჰელმ III - პრუსიის მეფე (1770-1840 წწ).
ფრიდრიხ ვილჰელმ IV - პრუსიის მეფე (1795-1861 წწ).
ფრიდრიხ ვილჰელმი - ბრანდენბურგის კურფიურისტი (1620-1688 წწ).
ფრივოლური (ფრანგ.) - ურიგო, უხამსი, არასერიოზული, ფუქსავატური.
ფრიზე-გრინი უილიამ - ინგლისელი გამომგონებელი კინოსა და ფოტოგრაფიის დარგში (1855-1921 წწ).
ფრიზები - ნიდერლანდში (ძირითადად ფრისლანდიის პროვინციაში) აგრეთვე გერმანიის ჩრდილო-დასავლეთ რაიონებში მცხოვრები ხალხი (500 ათასამდე).
ფრიზერი (ინგლ.) - ნაყინის წარმოებაში: აპარატი ნახევარფაბრიკატების ნარევის ასათქვეფად (ჰაერით გასაჯერებლად) და გასაყინად.
ფრიზი (ფრანგ.)
1) არქიტექტურაში - ანტაბლემენტის შუა ნაწილი (არქიტრავსა და კარნიზს შორის); კოზმიდი.
2) არშია, ბორდიური კედლისა, ხალიჩისა, პარკეტისა.
ფრიზი ჰუგო - იხილე დე ფრიზი ჰ.
ფრიზის კუნძულები (ფრისლანდიის კუნძულები) - კუნძულების ჯგუფი ჩრდილოეთი ზღვაში, ეკუთვნის ნიდერლანდს, გერმანიას და დანიას.
ფრიზული ენა - განეკუთვნება გერმანიკული ენების დასავლეთ ჯგუფს; გავრცელებულია ნიდერლანდში, ფრისლანდიის პროვინციაში.
ფრიკადელი (გერმ.) - დაკეპილი და შეზავებული ხორცის გუნდა, ბულიონში მოხარშული; გუფთა.
ფრიკანდო (ფრანგ.) - კულინარიაში: ხბოს თეძოს რბილი ნაჭერი.
ფრიკასე (ფრანგ.) - წვრილად დაჭრილი, შემწვარი ან მოხარშული ხორცი, საკაზმით შენელებული.
ფრიკატივი (ლათ.) - ნაპრალოვანი თანხმოვანი; იგივეა, რაც სპირანტი.
ფრიკი (ნამდვილი სახელი უცნობია) - სომეხი პოეტი, წერდა ხალხურ საშაულო სომხურ ენაზე (1234-1315 წწ).
ფრიმანტლი - ქალაქი ავსტრალიის დასავლეთ ავსტრალიის შტატში.
ფრიმენი ედუარდ - ინგლისელი ისტორიკოსი (1823-1892 წწ).
ფრიმერი (ფრანგ.) - საფრანგეთის რესპუბლიკური კალენდრის მიხედვით - წლის მესამე თვე (21-23 ნოემბრიდან 20-22 დეკემბრამდე); კალენდარი მიიღო კონვენტმა 1793 წელს და მოქმედებდა 1806 წლამდე.
ფრინგსი თეოდორ - გერმანელი ენათმეცნიერი (1886-1968 წწ).
ფრინევი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.
ფრინველი - ფრთით შემოსილი ხერხემლიან ცხოველთა კლასი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 8,5 ათას სახეობას და წარმოადგენენ ბუმბულით დაფარულ, კვერცხისმდებელ ცხოველებს.
ფრინო ფილიპ მორინ - ამერიკელი პოეტი და პუბლიცისტი (1752-1832 წწ).
ფრინოსომა - იგივეა, რაც გომბეშოსებრი ხვლიკი.
ფრინტა (Anemone fasciculata) - მცენარე ბაიასებრთა ოჯახისა; აქვს თეთრი, ყვითელი ან ვარდისფერი ნაზი ყვავილი; შხამიანია.
ფრისი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.
ფრისიელიას მაგნიუს - შვედი ბოტანიკოსი (1794-1878 წწ).
ფრისი თეინ დე (ნამდვილი სახელი და გვარი თეინის მილკე) - ნიდერლანდელი მწერალი (1907-1990 წწ).
ფრისი იაკობ ფრიდრხ - გერმანელი ფილოსოფოსი (1773-1843 წწ).
ფრისლანდია
1) ისტორიული ოლქი ევროპაში, ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე.
2) პროვინცია ნიდერლანდში.
ფრისლანდიის კუნძულები - იხილე ფრიზის კუნძულები.
ფრიტა - თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა.
ფრიტაუნი - სიერა-ლეონეს დედაქალაქი, პორტი ატლანტის ოკეანის პირას. დაარსებულია ინგლისელთა მიერ 1787 წელს (670 ათასი).
ფრიტიოფ-ნანსენი - მთის მასივი დედოფალ მოდის ქედზე (ავსტრალია).
ფრიტიური (ფრანგ) - გამდნარი ცხიმი, რომელშიც წვავენ რაიმეს.
ფრიტრედერები - ფრიტრედერობის მიმდევრები.
ფრიტრედერობა (ინგლ.) - სამრეწველო ბურჟუაზიის ეკონომიკურ თეორიასა და პოლიტიკაში - მიმართულება, რომელიც მოითხოვდა ვაჭრობის თავისუფლებასა და სახელმწიფოს ჩაურევლობას კერძო მეწარმეთა საქმიანობაში; წარმოიშვა დიდ ბრიტანეთში XVIII საუკუნის ბოლოს.
ფრიული - ისტორიული ოლქი იტალიაში.
ფრიული-ვენეცია-ჯულია - ოლქი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში. მთავარი ქალაქი - ტრიესტი.
ფრიუქტიდორი (ფრანგ.) - საფრანგეთის რესპუბლიკური კალენდრის მიხედვით - წლის მესამე თვე (18-19 აგვისტოდან 17-18 სექტემბრამდე); კალენდარი მიიღო კონვენტმა 1793 წელს და მოქმედებდა 1806 წლამდე.
ფრიქსე (ფრიქსოსი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ათამანტისა და ღრუბელთა ღმერთქალის - ნეფელეს - ვაჟი, ჰელეს ძმა, რომელიც დედინაცვალმა დასთან ერთად სასიკვდილოდ გაწირა, დედამ კი ღრუბლები შემოახვია და ბავშვები ოქროს ვერძით კოლხეთში გაამგზავრა.
ფრიქციული (ლათ.) - ხახუნის ძალით მბრუნავი.
ფრიში იშტვან - უნგრელი ეკონომისტი, პოლიტიკური მოღვაწე (1903-1990 წწ).
ფრიში კარლ - გერმანელი ფიზიოლოგი (1886-1982 წწ).
ფრიში მაქს - შვეიცარიელი მწერალი და დრამატურგი (დაიბადა 1911 წელს).
ფრიში რაგნარ ანტონ კიტილ - ნორვეგიელი ეკონომისტი (1895-1973 წწ).
ფრიჩი იოსეფ ვაცლავ - ჩეხი მწერალი, პუბლიცისტი, რევოლუციური მოღვაწე (1829-1890 წწ).
ფრიჩი მარტინ - ჩეხი კინორეჟისორი (1902-1968 წწ).
ფრიცი იოს - გლეხთა ფარული კავშირების („ფეხსაცმელი“) ორგანიზატორი გერმანიაში (გარდაიცვალა 1524 წლის შემდეგ).
ფრიჰოლდი - ფეოდალური მიწათმფლობელობის სხვადასხვა ფორმის სახელწოდება შუა საუკუნეების ინგლისში.
ფრობენი იოჰან - ბაზელელი (შვეიცარია) მესტამბე-გამომცემელი (1460-1527 წწ).
ფრობენიუსი ლეო - გერმანელი ეთნოგრაფი (1873-1938 წწ).
ფრობენიუსი ფერდინანდ გეორგ - გერმანელი მათემატიკოსი (1849-1917 წწ).
ფროიდი ზიგმუნდ - ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი (1856-1939 წწ).
ფროიდიზმი - ფსიქოლოგიური მიმდინარეობა, რომელიც ადამიანის ქცევის მამოძრავებელ ძალად მიიჩნევს ბიოლოგიურ ინსტინქტებს, არაცნობიერ (უმთავრესად სექსუალურ) სწრაფვას.
ფროინდლიხი ჰერბერტ - გერმანელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1880-1941 წწ).
ფროილაინ (გერმ.) - გერმანიასა და ზოგ სხვა ქვეყანაში - გაუთხოვარი ქალის ხსენება ან მისდამი მიმართვა.
ფროლოვი - ქალაქი რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში.
ფრომანტენი (ფრომანტენ-დიუპე) ეჟენ სამიუელ ოგიუსტ - ფრანგი ფერმწერი, მწერალი და ხელოვნების ისტორიკოსი (1820-1876 წწ).
ფრომი - ტბა ავსტრალიაში.
ფრომი ერიხ - გერმანელი და ამერიკელი ფსიქოლოგი, სოციოლოგი (1900-1980 წწ).
ფრონდა (ფრანგ.)
1) XVII საუკუნის საფრანგეთში - თავადაზნაურულ- ბურჟუაზიული მოძრაობა აბსოლუტიზმის წინააღმდეგ.
2) (გადატანით) მისწრაფება წინააღმდეგობისაკენ; სურვილი იმისა, რომ აწყენინონ ვისმე, გააკრიტიკონ ვინმე ან რამე; არასერიოზული, არაპრინციპული ოპოზიცია.
ფრონდიორი (ფრანგ.)
1) ფრონდის მონაწილე.
2) (გადატანით) მოუსვენარი, უკმაყოფილო ადამიანი.
ფრონდიბოლა - ორ ბიგს შორის მბრუნავი გრძელი ოწინარის მსგავსი სატყორცნი მანქანა, რომლის ერთ ბოლოში მოთავსებული იყო ტვირთი, მეორეში ჭურვი ან შურდული.
ფრონე
1) (საძალიხევი) - მდინარე საჩხერის და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ყვირილის მარცხენა შენაკადი. ზემო დინებაში ეწოდება „იმერეთის ფრონე“. სათავეს იღებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისაში, ზღვის დონიდან 820 მეტრზე. სიგრძე - 23 კილომეტრი. აუზის ფართობი - 125 კვ.კმ.
2) მდინარეების აღმოსავლეთის ფრონის, შუა ფრონის და დასავლეთის ფრონის გავრცელებული სახელწოდება (ზნაურის და ქარელის მუნიციპალიტეტები).
ფრონისპირელი (ნამდვილი გვარი ყიფშიძე) გიორგი - მსახიობი და რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1891-1951 წწ).
ფრონტელი - ფრონტზე მყოფი ან ნამყოფი მეომარი.
ფრონტი (ფრანგ.)
1) საომარი მოქმედების არე, ბრძოლის ველი.
2) ყველაზე მსხვილი სამხედრო შენაერთი ომიანობის დროს.
3) მწკრივად დაწყობილი ჯარის ნაწილების წინა მხარე.
4) (გადატანით) ადგილი, უბანი, სადაც შეიძლება შესრულდეს რაიმე მოქმედება ერთდროულად მრავალი ადამიანის მიერ.
5) (გადატანით) სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მოღვაწეობის სფერო.
6) მეტეოროლოგიაში - მეტნაკლებად ვიწრო გარდამავალი ზონა, რომელიც ყოფს ერთმანეთისაგან ჰაერის თბილსა და ცივ მასას.
ფრონტინუსი სექსტუს იულიუს - რომის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, თეორიტიკოსი (დაახლოებით 35 - 103 წწ).
ფრონტისპირა - ფრონტის პირას, ფრონტთან ახლოს მდებარე, არსებული.
ფრონტისპისი (ფრანგ.)
1) არქიტექტურაში - შენობის მთავარი ფასადი.
2) პოლიგრაფიაში - წიგნის პირველი (სატიტულო) გვერდის წინ (მარცხენა მხარეს) მოთავსებული სურათი.
ფრონტიტი (ლათ.) - შუბლის წიაღის ანთება.
ფრონტონი (ფრანგ.) - შენობის ფასადის ზემოთა, ჩვეულებრივ სამკუთხა, ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია ორმხრივ დაქანებული სახურავითა და კარნიზით.
ფროსტი რობერტ ლი - ამერიკელი პოეტი (1874-1963 წწ).
ფროუბიშერი მარტინ - ინგლისელი ზღვაოსანი 1530 ან 1540 - 1594 წწ).
ფრუ (შვედ.) - სკანდინავიის ქვეყნებში გათხოვილი ქალის ხსენება ან მისდამი მიმართვა.
ფრუასარი ჟან - ფრანგი პოეტი და მემატიანე (დაახლოებით 1337-1404 წწ).
ფრუნზე ალექსანდრე - საბჭოთა ეპოქის პარტიული, სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე (1885-1925 წწ).
ფრუნზე - ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკის (ფიშფექის) სახელი 1926-91 წლებში.
ფრუსტრაცია (ლათ.) - ფსიქოლოგიაში - დამთრგუნველი დაძაბულობის, მღელვარების, გამოუვალობისა და სასოწარკვეთილების მდგომარეობა.
ფრუტუნი
1) ცხოველის ნესტოებიდან ერთბაშად გამოსული ჰაერის ხმა.
2) ნამალევი, თავშეკავებული.
ფრუქტიდორი - იხილე ფრიუქტიდორი.
ფრუქტოზა (ლათ.) - შაქარი, რომელსაც შეიცავს ხილი, თაფლი და სხვა.
ფრჩხილა - აჩაჩა ურმის კავიანი ხე, რომლითაც ურემი უღელს უერთდება.
ფრჩხილი
1) რქოვანი წამონაზარდი თითის წვერზე.
2) ერთ-ერთი გრაფიკული ან მათემატიკური ნიშანი - შვეული ხაზი (სწორი, ბოლომოხრილი, ფიგურული).
![]() |
4.8 ფს |
▲back to top |
ფსავი - მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ერთვის რიწის ტბას.
ფსალმოდია - ფსალმუნის გალობის თავისებური ფორმა, მელოდიური დეკლამაცია.
ფსალმუნი (ბერძნ.) - რელიგიური საგალობელი; ფსალმუნებისაგან შედგება დავითნი (ბიბლიის ნაწილი).
ფსევდო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს ცრუს, ყალბს.
ფსევდომორფოზები (ბერძნ.) - მინერალური წარმონაქმნები, რომელთა გარეგნული ფორმა არ შეესაბამება მათ შემადგენლობასა და შინაგან აგებულებას.
ფსევდომავრიკიოსი - ბიზანტიური ანონიმური თხზულების “სტრატეგიკონის” (VI-VII სს) ავტორის პირობითი სახელი.
ფსევდომიქსისი - გამრავლების სპეციფიკური ფორმა, გავრცელებულია უმდაბლეს მცენარეებში.
ფსევდონიმი (ბერძნ.) - გამოგონილი გვარი ან სახელი, რომელსაც ზოგჯერ ატარებენ მწერლები, ჟურნალისტები, პოლიტიკური მოღვაწეეები.
ფსვენი - აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებული ხვლიკის სახეობა.
ფსიკვა
1) მთა გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედის ჩრდილოეთ განშტოებაზე.
2) მდინარე გულრიფშის და სოხუმის მუნიციპალიტეტებში, ბზიფის მარცხენა შენაკადი.
3) ტბა გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.
ფსილანდერი ვალდემარ ეინარ - დანიელი კინომსახიობი (1884-1917 წწ).
ფსილომელანი (ბერძნ.) - მინერალი, მანგანუმის რთული წყალჟანგეული; წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად სამრეწველო მადანს ფერომანგანუმის გამოსადნობად.
ფსილოფიტები (ბერძნ.) - განმარხებული უმაღლესი მცენარეები, რომლებსაც არ ჰქონდათ ფესვები და ღეროები და რომელთა ფოთლები მკვეთრად არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.
ფსიოლი - მდინარე რუსეთსა და უკრაინაში, დნეპრის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 717 კილომეტრი).
ფსირცხა
1) (ანაკოფიისწყალი) მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.
2) სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.
3) დაბა ახალი ათონის ძველი სახელწოდება.
ფსისგორი - მთა ხევის კავკასიონზე, მდინარეების ჯუთისწყლის და ჭაუხისწყლის წყალგამყოფზე (3351 მეტრი).
ფსიტი - იგივეა, რაც არჩვი.
ფსიტიანისღელე - მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში, თურდოს მარჯვენა შენაკადი.
ფსიქასთენია (ბერძ. psyche სული და astheneia უძლურება) - ნერვული დაავადება, ფსიქოპათიის ან აკვიატებული მდგომარეობების ნევროზის კლინიკური სახე. ფსიქასთენიური ფსიქოპათიის დროს პირველ პლანზე გამოდის ხასიათის ისეთი ნიშნები, როგორიცაა ზომაგადასული ეჭვიანობა, შთაბეჭდილებათა ავადმყოფური აღქმა, სიმორცხვე, შიშის გრძნობა, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, პედანტურობა, მტანჯველი თვითანალიზი და ასე შემდეგ.
ფსიქე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ადამიანის სულის განსახიერება, ჩვეულებრივ გამოსახებოდა პეპლის იერით ან პეპლისფრთებიან ახალგაზრდა გოგონად.
ფსიქიატრია (ბერძნ.) - მედიცინის ნაწილი, რომელიც სწავლობს ფსიქიკურ დაავადებებს და მათი მკურნალობის მეთოდებს.
ფსიქიკა (ბერძნ.) - ტვინის განსაკუთრებული თვისება, ფუნქცია, რაც გამოიხატება გარე სამყაროს ასახვაში; ადამიანის სულიერ ძალთა, შესაძლებლობათა ერთობლიობა.
ფსიქიკური - ფსიქიკასთან დაკავშირებული, სულიერი.
ფსიქიკური დაავადება - დაავადება, რომელიც გამოწვეულია ტვინის ცენტრების მოშლილობით.
ფსიქო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - აღნიშნავს ფსიქიკასთან დაკავშირებულს.
ფსიქოანალიზი - ფსიქოლოგიისა და ფსიქოპათოლოგის მიმართულება, რომელიც ცდილობს ადამიანის სულიერ-გონებრივი მდგომარეობის ახსნას სქესობრივი ინსტინქტების გავლენით; ემყარება ფროიდიზმს.
ფსიქოგენეზისი (ბერძნ.) - მოძღვრება ადამიანის ფსიქიკური (სულიერი) ცხოვრების (გრძნობების, აზროვნების, მეტყველების ნებისყოფის) წარმოშობის შესახებ.
ფსიქოგენური (ბერძნ.) - ფსიქიკის ზეგავლენის შედეგად წარმოშობილი.
ფსიქოზი (ბერძნ.)
1) ავადმყოფური მდგომარეობა, რაც გამოწვეულია თავის ტვინის დაზიანებით.
2) რაიმე არანორმალურობა, უცნაურობა ადამიანის ფსიქიკაში.
ფსიქოთერაპევტი - ფსიქოთერაპიის სპეციალისტი ექიმი.
ფსიქოთერაპია - მკურნალობა ფსიქიკური ზემოქმედების მეთოდით.
ფსიქოლოგი
1) ფსიქოლოგიის სპეციალისტი.
2) იტყვიან პიროვნებაზე, რომელიც კარგად ერკვევა ადამიანებში, მათ ხასიათში, განცდებში.
ფსიქოლოგია (ბერძნ.)
1) მეცნიერება ადამიანის ფსიქიკური მოქმედების კანონზომიერების, განვითარებისა და ფორმების შესახებ.
2) ერთობლიობა ფსიქიკური პროცესებისა, რომლებიც განაპირობებს საქმიანობის, მოქმედების გარკვეულ სახეს.
ფსიქოლოგიზმი
1) ფილოსოფიის მიმართულება, რომელიც ფილოსოფიისა და სხვა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საფუძვლად მიიჩნევს ფსიქოლოგიას.
2) ხელოვნებაში, ლიტერატურაში - ფსიქიკური მოვლენების, განცდების ღრმად გამოხატვა, ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმა ანალიზი.
ფსიქონევროზი - ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადება.
ფსიქოპათი
1) ფსიქოპათიით შეპყრობილი ადამიანი.
2) ფსიქიკურად უწონასწორო ადამინი.
ფსიქოპათია (ბერძნ.) - ფსიქიკის არანორმალურობა, სულიერი მოშლილობა.
ფსიქოპათოლოგია - საერთო მოძღვრება ფსიქიკურ დაავადებათა შესახებ.
ფსიქოპომპი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰერმესის ერთ-ერთი საკულტო სახელი, რომლის მოვალეობადაც ითვლებოდა გარდაცვლილთა სულების ჰადესამდე მიცილება.
ფსიქოტროპული ნივთიერებანი - სამკურნალო ნივთიერებანი, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ უპირატესად ფსიქიკაზე.
ფსიქრომეტრი (ბერძნ.) - ჰაერის ტენიანობის გასაზომი ხელსაწყო.
ფსიში
1) მთა სოხუმის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონზე.
2) მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბზიფის მარჯვენა შენაკადი.
ფსიხი - იგივეა, რაც ფსიქოპათი.
ფსკალი - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.
ფსკა - დამდგარ წყლის ზედაპირზე მოდებული მწვანე ლორწოსებრი მასა.
ფსკენტი - ქალაქი უზბეკეთის ტაშკენტის ოლქში (25 ათასი).
ფსკერი - იგივეა, რაც ძირი.
ფსკოვი - ქალაქი რუსეთში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (200 ათასი).
ფსოვი (Hallaetus albicilla) (თეთრკუდა არწივი) - დიდი მტაცებელი ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა.
ფსონი
1) მონაწილეთა მიერ თანაბრად გაღებული ხარჯით გამართული ნადიმი.
2) ბანქოს ზოგიერთ თამაშში - ბოლოს ასაყვანად დარჩენილი ქაღალდი.
ფსორი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.
ფსორიაზი (ბერძნ.) - კანის ქრონიკული არაგადამდები დაავადება: ქერცლოვანი ლიქენი.
ფსოუ - მდინარე გაგრის შემოგარენში, ერთვის შავ ზღვას (სიგრძე - 53 კილომეტრი).
ფსოუსხევი - სოფელ დემერჩენცის ძველი სახელწოდება.
ფსტა (Pistacia vera)
1) ტანმორჩილი ხე; ისხამს მშრალ, თეთრ გლუვნაოჭიან მოგრძო ნაყოფს, რომელსაც მომწვანო გემრიელი გული აქვს.
2) ამ ხის ნაყოფი; მისგან გამოხდილ ზეთს იყენებენ საშაქარლამო და ძეხვის წარმოებაში.
ფსხუ (fshu)
1) ქვაბული სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბავიუს ხეობაში.
2) სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.
![]() |
4.9 ფტ |
▲back to top |
ფტაბატეი სიმეი (ნამდვილი სახელი ჰასუგავა ტაცუნოსკე) - იაპონელი მწერალი (1864-1909 წწ).
ფტალაზოლი - იხილე ფთალაზოლი.
ფტივაზიდი - იხილე ფთივაზიდი.
ფტორი - იხილე ფთორი.
![]() |
4.10 ფუ |
▲back to top |
ფუ - შორისდებული; გამოხატავს: 1) ზიზღს, რისამე დაწუნებას; საყვედურს, უკმაყოფილებას. 2) გაკიცხვას, შერცხვენას.
ფუა - იგივეა, რაც ფია.
ფუგა (იტალ.) - ერთი მუსიკალური თემის თანამიმდევრული გამეორება რამდენიმე ხმით; ასეთ გამეორებაზე აგებული მუსიკალური ნაწარმოები.
ფუგასი (ფრანგ.) - ფეთქებადი ნივთიერების მუხტი, რომელსაც დებენ მიწაში ან წყალქვეშ; ფეთქდება ელექტრული დენით, სადეტონაციო შნურით ანდა ავტომატურად (როდესაც ზედ გაივლიან).
ფუგასური - რაც მოქმედებს აფეთქების შედეგად წარმოშობილი გაზების ძალით (დარტყმით ან ცეცხლამჩენი მოქმედებისაგან განსხვავებით).
ფუგატო (იტალ.) - მუსიკალური თემა, რომელიც დამუშავებულია ფუგის სტილით და წარმოადგენს სონატის ან სიმფონიის ნაწილს.
ფუგერები - სამხრეთგერმანელ მსხვილ ვაჭართა და ბანკირთა სახლი XV-XVII საუკუნეებში.
ფუგეტა (იტალ.) - მცირე ფუგა.
ფუეგო - ვულკანი გვატემალაში.
ფუენტეოვეხუნა - ქალაქი ესპანეთის კორდოვის პროვინციაში.
ფუენტესი კარლოს - მექსიკელი მწერალი (დაიბადა 1928 წელს).
ფუეროსი (ესპან.) - სამეფო აქტები, რომელთა ძალითაც პროვინციებსა და ქალაქებს (კერძოდ ბასკების ქვეყანას) ენიჭებოდათ განსაკუთრებული უფლებები, გარანტიები, პრივილეგიები.
ფუეტე (ფრანგ.) - კლასიკური ცეკვის ილეთების ჯგუფი; დამახასიათებელია ფეხის ქნევითი მოძრაობა, რომელიც ეხმარება მოცეკვავეს ბრუნვაში ან მოძრაობის შეცვლაში.
ფუვა ტეცუძო (ნამდვილი სახელი და გვარი კენძირო უედა) - იაპონიის კომუნისტური პარტიის მოღვაწე (დაიბადა 1930 წელს).
ფუვილი - იგივეა, რაც ფუთფუთი.
ფუზარიოზი - მცენარეთა დაავადება, რომელსაც იწვევს უსრული სოკოების Fusarium-ის გვარის სახეობები.
ფუზელაჟი - იხილე ფიუზელაჟი.
ფუზული მუჰამედ სულეიმან-ოღლუ - აზერბაიჯანელი პოეტი, მოაზროვნე; წერდა აზერბაიჯანულ, სპარსულ და არაბულ ენებზე (1494-1556 წწ).
ფუზული (1959 წლამდე კარიაგინო) - ქალაქი აზერბაიჯანში (20 ათასი).
ფუთა - იგვეა, რაც ბოხჩა.
ფუთი
1) სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ძირულის ხეობაში. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 320 მეტრი, ზესტაფონიდან - 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2212 ადამიანი.
2) (რუს.) - მასის ერთეული, უდრის 16,38 კგ-ს.
ფუთიანი - ერთი ფუთის წონისა.
ფუთლუხი - დონდლო. დოყლაპია.
ფუთობით - რამდენიმე (ბევრი) ფუთის წონით.
ფუთობლივ (ფუთობრივ) - იგივეა, რაც ფუთობით.
ფუთფუთი - მრავალი წვრილი ჭიაღუის ერთი ადგილას მოძრაობა და ერთმანეთში არევა (გადატანით ითქმის ადამიანებსა და ცხოველებზეც).
ფუთურასღელე - მდინარე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ყვირილის მარცხენა შენაკადი.
ფუთურიძე ვლადიმერ - აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი, სპარსული პალეოგრაფიისა და დიპლომატიკის ფუძემდებელი საქართველოში (1893-1966 წწ).
ფუთქი - იგივეა, რაც ბებერა.
ფუი - იგივეა, რაც ფუ!
ფუიე ალფრედ ჟიულ ემილ - ფრანგი ფილოსოფოსი და სოციოლოგი (1838-1912 წწ).
ფუილი - საფუვრით ღვივილი, ამოწევა, ამოსვლა (ცომისა).
ფუკე ნიკოლა, ვიკონტი დე ვო, მარკიზი დე ბელილი - საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე (1615-1680 წწ).
ფუკე ჟან - ფრანგი ფერმწერი (დაახლოებით 1420-1481 წწ).
ფუკე ფრიდრიხ დე ლა მოტი - გერმანელი მწერალი (1777-1843 წწ).
ფუკო მიშელ პოლ - ფრანგი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი და კულტურის თეორიტიკოსი (1926-1984 წწ).
ფუკო შან ბერნარ ლეონ - ფრანგი ფიზიკოსი (1819-1868 წწ).
ფუკოს ქანქარა (ფუკოს საქანი) - ქანქარა, რომელსაც იყენებენ დედამიწის ბრუნვის დასამტკიცებლად).
ფუკუი - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე, ამავე სახელწოდების პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (255 ათასი).
ფუკუიამა - ქალაქი იაპონიის ჰიროსიმის პრეფექტურაში (350 ათასი).
ფუკუოკა - ქალაქი-პორტი იაპონიაში, კუნძულ კიუსიუზე, ამავე სახელწოდების პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (1,3 მილიონი).
ფუკურო იპეი - იაპონელი მწერალი, ფილოლოგი, საზოგადო მოღვაწე (1897-1971 წწ).
ფუკუსიმა - ქალაქი იაპონიაში, ამავე სახელწოდების პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი.
ფუკუძავა იუკიტი - იაპონელი მოაზროვნე (1834-1901 წწ).
ფულა ლუდოვიტ - სლოვაკი ფერმწერი და გრაფიკოსი (1902-1980 წწ).
ფულადი - რაც ფულით არის გამოხატული.
ფულარი (ფრანგ.) - ერთგვარი რბილი, მსუბუქი აბრეშუმის ქსოვილი.
ფულარტონი ჯონ - ინგლისელი ეკონომისტი, ბანკირი (1780-1849 წწ).
ფულბე - დასავლეთ აფრიკაში მცხოვრები ხალხი.
ფულდა - მდინარე გერმანიაში, მდინარე ვეზერის ერთ-ერთი მდგენელი.
ფულე (ფრანგ.) - საპალტოე წმინდა შალის ქსოვილი ერთგვარი.
ფულერი რიჩარდ ბაკმინსტერ - ამერიკელი არქიტექტორი და ინჟინერი (1895-1985 წწ).
ფულერი ჯონ ფრედერიკ ჩარლზ - ინგლისელი სამხედრო ისტორიკოსი და თეორიტიკოსი (1878-1966 წწ).
ფული (სპარს.)
1) ლითონის ან ქაღალდის ნიშანი, რომელიც წარმოადგენს ღირებულების საზომს ყიდვა-გაყიდვისას.
2) რამესთვის განკუთვნილი თანხა; რისამე გადასახადი.
ფულიანი
1) ვისაც ბევრი ფული აქვს.
2) რაშიც ფულია.
3) იხილე ძინდეჯენი.
ფულიანობა - ფულიანის მდგომარეობა.
ფულიე ალფრედ ჟიულ ემილ - ფუიე ა.ჟ.ე.
ფულტონი რობერტ - ამერიკელი გამომგონებელი (1765-1815 წწ).
ფულხერიუს კარნოტელი (ფუშე შარტრელი) - ფრანგი მღვდელი, მემატიანე (დაახლოებით 1509 - 1127 ან 1128 წწ).
ფუმარის მჟავა E 297 - ხელოვნურად მიღებული დამამჟავებელი საშუალება, არსებობს ყოველ ცოცხალ უჯრედში; გამოიყენება როგორც დანამატი გოჭების საკვებში; ხელს უწყობს საკვების მონელებას.
ფუმაროლები - ვულკანის კრატერში, მის კალთებზე ან ძირთან არსებული მცირე ზომის ხვრელები და ნაპრალები, რომლებიდანაც გამოიყოფა ცხელი აირები.
ფუმიგანტები - ქიმიური საშუალებები, რომლებსაც ფუმიგაციის მეთოდის მეშვეობით იყენებენ მცენარეული დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ფუმიგაცია (ლათ.) - სასოფლო-სამეურნეო მცენარეების მავნებლებთან ბრძოლა შხამიანი ორთქლისა და გაზების შეხრჩოლებით.
ფუმფლა - იგივეა, რაც ბურნა.
ფუმფულა - ძალიან რბილი, ფაფუკი.
ფუნა - იხილე ნაკელი.
ფუნაბასი - ქალაქი-პორტი იაპონიის ტიბის პრეფექტურაში.
ფუნაგორია
1) საერთო სახელი ხოჭოებისა, რომლებიც ფუნით იკვებებიან; ჭიაფანდურა, ნეხვის ჭია.
2) სახუმარო ხასიათის, სატირული ლექსი.
ფუნანი - ერთ-ერთი პირველი ადრინდელი კლასობრივი სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში I-IV საუკუნეებში.
ფუნაფუტი - სახელმწიფო ტუვალუს დედაქალაქი ამავე სახელწოდების ატოლზე.
ფუნგიციდები - შხამიანი ნივთიერებანი, რომლებსაც იყენებენ მცენარეთა პარაზიტი სოკოებისა და ხის ნაგებობათა დამშლელი სოკოების წინააღმდეგ.
ფუნდამენტი (ლათ.)
1) საძირკველი.
2) (გადატანით) საფუძველი რისამე.
ფუნდამენტური (ფუნდამენტალური)
1) გამძლე, მყარი, მაგარი.
2) (გადატანით) ღრმაშინაარსიანი, საფუძვლიანი.
3) ძირითადი, მთავარი.
ფუნდატორი (ლათ.) - დამფუძნებელი.
ფუნდრუკი - ხტუნვა, კუნტრუში; თამაში.
ფუნდუკი (სპარს.) - დიდ გზაზე გამართული სასტუმრო მგზავრების დასასვენებლად, ღამის გასათევად.
ფუნდურა (ფუნაგორია) - ხოჭოების ჯგუფი მოცურალასებრთა ოჯახისა.
ფუნდური - იგივეა, რაც ფუნაგორია.
ფუნევი ივან - ბულგარელი მოქანდაკე (1900-1983 წწ).
ფუნთუშა
1) ხორბლის თეთრი ფქვილის ნამცხვარი; ერთგვარი პატარა პური.
2) იგივეა, რაც ფუნჩულა.
ფუნთუშეული - სხვადასხვა სახის ფუნთუშები.
ფუნთუში - კეცში გამომცხვარი პური.
ფუნიკულიორი (ფრანგ.) - მთის ციცაბო ფერდობზე მოწყობილი რკინიგზა, რომელზედაც ვაგონები მოძრაობენ საბაგირო წევით.
ფუნკი კაზიმიეჟ - პოლონელი ბიოქიმიკოსი (1884-1967 წწ).
ფუნქცია (ლათ.)
1) შესასრულებელი საქმე, მოვალეობა.
2) როლი, მნიშვნელობა, დანიშნულება.
3) ორგანიზმის ან რომელიმე ორგანოს სპეციფიკური მოქმედება.
4) მათემატიკაში - ცვლადი სიდიდე, რომლის მნიშვნელობანი დამოკიდებულია სხვა ცვლადი სიდიდის მნიშვნელობებზე და შეესაბამება მათ.
5) მოვლენა, რომელიც მეორე მოვლენაზეა დამოკიდებული და იცვლება ამ მოვლენის ცვლილებასთან ერთად.
ფუნქციონალიზმი (ლათ.) - მიმართულება XX საუკუნის არქიტექტურაში, რაციონალიზმის სახესხვაობა; უპირატესობას ანიჭებს არქიტექტურული ნაწარმოების ფუნქციას (უტილიტარულ-პრაქტიკულ დანიშნულებას) მის ფორმასთან შედარებით.
ფუნქციონერი (ფრანგ.) - პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციის აქტივისტის სახელწოდება.
ფუნქციონირება - საკუთარი ფუნქციის შესრულება რისამე მიერ; რისამე მოქმედება, მუშაობა.
ფუნქციური (ფუნქციონალური)
1) ფუნქციასთან დაკავშირებული.
2) რაც დამოკიდებულია რისამე მოქმედებაზე და არა სტრუქტურაზე.
ფუნშალი - ქალაქი პორტუგალიაში, ავტონომიურ ოლქ მადეირას ადმინისტრაციული ცენტრი (50 ათასი).
ფუნჩულა
1) მსუქანი (სახე, ხელები და სხვა).
2) ასეთი ადამიანი ან ცხოველი.
ფუნჯი
1) ტარზე დამაგრებული ბალნისა თუ ჯაგრის კონა რისამე (საღებავის, წებოს, საპნის....) წასასმელად.
2) იგივეა, რაც ფოჩი.
ფუჟერი (ფრანგ.) - მაღალფეხიანი მოზრდილი ჭიქა.
ფუჟერონი ანდრე - ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი (დაიბადა 1913 წელს).
ფურაჟი (ფრანგ.) - ცხენის, საქონლის საკვები (მარცვლეული, თივა, ჩალა და სხვ.); ალაფი.
ფურასტიე ჟან - ფრანგი ეკონომისტი და სოციოლოგი (1907-1990 წწ).
ფურაცილინი - სამკურნალწამლო პრეპარატი, იყენებენ ხსნარისა და მალამოსა სახით ჩირქოვან ანთებითი პროცესების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
ფურბერწი - ბერწი ფური.
ფურგონი (ფურგუნი) (ფრანგ.) - გადახურული სატვირთო ოთხთვალა საზიდარი.
ფურერი იონას - შვეიცარიის კონფედერაციის პირველი პრეზიდენტი 1848-49 წლებში (1805-1861 წწ).
ფურზაქი - დედალი ზაქი.
ფურთკალო - მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, სტორისა და ალაზნის წყალგამყოფზე (სიმაღლე - 2502 მეტრი).
ფურთუნი - ზღვის ღელვა.
ფურთხი - პირიდან გამოყოფილი ნერწყვის გროვა.
ფური
1) იგივეა, რაც ძროხა.
2) ზოგი მსხვილფეხა დედალი ცხოველი.
ფურიე ჟან ბატისტ ჟოზეფ - ფრანგი მათემატიკოსი (1768-1830 წწ).
ფურიე ფრანსუა მარი შარლ - ფრანგული უტოპიური სოციალიზმის წარმომადგენელი (1772-1837 წწ).
ფურიები (მხ.რ. - ფურია) - რომაული მითოლოგიის თანახმად, მიწისქვეშა სამყაროს დემონები, იგივე ბერძნული ერინიები. ითვლებოდნენ შურისძიებისა და სინდისის ქენჯნის ღვთაებებად. გადატანითი მნიშვნელობით ავ დედაკაცს ნიშნავს.
ფურიერი (ფრანგ.) - ზოგ სახელმწიფოში - სამხედრო მოსამსახურე უმცროს მეთაურთა შემადგენლობისა, რომელიც ასრულებს ასეულის ან ესკადრონის კვარტირიერის თანამდებობას.
ფურიერიზმი - უტოპიური სოციალიზმის ერთ-ერთი მოძღვრება (უტოპისტ შარლ ფურიეს გვარის მიხედვით).
ფურისოდე (იაპონ.) - მორთულ-მოკაზმული კიმონო.
ფურისულა (Primula) - მრავალწლოვანი მცენარე; აქვს ფესვის ყელთან შეკრებილი ფოთლები; ისხამს თითო-თითოდ განლაგებულ ან ღერძის წვერზე შეკრებილ მრავალნაირი ფერის ყვავილებს.
ფურკამეჩი - ფური კამეჩი.
ფურკრუა ანტუან ფრანსუა - ფრანგი ქიმიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე (1755-1809 წწ).
ფურმანოვი დიმიტრი - რუსი მწერალი (1891-1926 წწ).
ფურმანოვი (1941 წლამდე სერედა) - ქალაქი რუსეთის ივანოვოს ოლქში.
ფურმარიე პოლ ფრედერიკ ჟოზეფ - ბელგიელი გეოლოგი (1877-1970 წწ).
ფურნაჯიევი ნიკოლა - ბულგარელი პოეტი (1903-1968 წწ).
ფურნე
1) სპეციალური ღუმელი პურისა და მისთანების საცხობად.
2) შენობა, სადაც ასეთი ღუმელია გამართული და სადაც პურს და მისთანებს ყიდიან.
ფურნები - მთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.
ფურნებისღელე - მდინარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ნატანების მარჯვენა შენაკადი.
ფურნერონი ბენუა - ფრანგი ინჟინერი და პოლიტიკური მოღვაწე (1802-1867 წწ).
ფურნიე ეჟენ - ფრანგი გეოლოგი და არქეოლოგი (1871-1941 წწ).
ფურნიე ჟან ალფრედ - ფრანგი ექიმი (1832-1914 წწ).
ფურნიერი ეჟენ ჟოზეფ - ფრანგი სოციალისტი (1857-1914 წწ).
ფურნიტურა (ფრანგ.) - დამხმარე მასალა რაიმე წარმოებაში, სახელოსნო საქმეში.
ფურორი (ლათ.) - საჯარო წარმატება, რომელიც საზოგადოებაში დიდ აღტაცებას იწვევს.
ფურტადუ სელსუ - ბრაზილიელი ეკონომისტი (დაიბადა 1920 წელს).
ფურტვენგლერი იოჰან ადოლფ მიხაელ - გერმანელი არქეოლოგი და ხელოვნების ისტორიკოსი (1853-1907 წწ).
ფურტიო
1) მთა შუახევის მუნიციპალიტეტში, სხალთისა და ჩირუხისწყლის წყალგამყოფზე (1558 მეტრი).
2) სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.
ფურუნკული (ლათ.) - კანის საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების ჩირქოვანი ანთება; ძირმაგარა.
ფურუნკულოზი - დაავადება, როდესაც ბევრი ფურუნკული უჩნდებათ.
ფურფუშები - ნაოჭასხმული ვიწრო და გრძელი ნაჭრები, ტანსაცმელზე თუ სხვა რამეზე მოსართავად დაკერებული.
ფურფუჭა - იგივეა, რაც ფუჭფუჭა.
ფურყათი (ნამდვილი სახელი და გვარი ზაქირჯან ხალმუჰამედოვი) - უზბეკი პოეტი, პუბლიცისტი (1858-1909 წწ).
ფურჩული - იგივეა, რაც ჩურჩული.
ფურცელაძე ანტონ - მწერალი (1839-1913 წწ).
ფურცელი
1) ქაღალდის ოთხკუთხა ნაჭერი.
2) ცალკე გამოშვებული ქაღალდი, რომელზედაც დაბეჭდილია რაიმე მოწოდება,
3) ზოგიერთი დოკუმენტის სახელწოდება.
4) იგივეა, რაც ფოთოლი.
5) ყვავილის გვირგვინის ერთი ნაწილი.
6) უნაყოფო თუთის ხე.
7) ლითონის თხელი მოზრდილი ნაჭერი.
ფურცელ-ფურცელ - თითოეულ ფურცლად; ფურცლებად.
ფურცლოვანი - ფურცლის სახით წარმოებული, ფურცლის სახისა.
ფუსინი - ქალაქი ჩინეთის ლიაონინის პროვინციაში.
ფუსტი (ლათ.) - არქიტექტურაში - სვეტის ტანი.
ფუსტიკი - თრიმლის (თუთუბოსებრთა ოჯახი) და ბრაზილიური ყვითელი ხის მომწვანო ან მოწითალო-ყვითელი მერქანი.
ფუსუმა (იაპონ.) - იაპონურ სახლებში - გასაწევი კარი, კედელი (ხშირად ქაღალდისა).
ფუსფუსი - მოუსვენარი მოძრაობა, ტრიალი აქეთ-იქით და ასე საქმიანობა.
ფუტა-ჯალონი - საფეხურისებრი პლატოების სისტემა დასავლეთ აფრიკაში.
ფუტი
1) ბოლი, კვამლი.
2) (გადატანით) კერა, ოჯახი.
3) (ინგლ.) - სიგრძის ინგლისური საზომი ერთეული; უდრის 12 დუიმს (ე.ი. 30,5 სმ-ს).
ფუტიეთი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
ფუტკარაული - უღელტეხილი თიანეთის მუნიციპალიტეტში, ქართლის ქედზე.
ფუტკარა (Digitalis) - მრავალწლოვანი ბალახოვანი სამკურნალო მცენარე შავწამლისებრთა ოჯახისა. აქვს უხვად შეფოთლილი მაღალი ტანი; იკეთებს ღეროს ზედა ნაწილში მტევნად თავმოყრილ ყვავილს.
ფუტკარი - მფრინავი მწერი, რომელიც ყვავილის წვენს (ნექტარს) აგროვებს და მისგან თაფლს აკეთებს.
ფუტკარული - უღელტეხილი ქართლის ქედზე.
ფუტკრისდედა (Ophris) - მრავალწლოვანი მცენარე ჯადვარისებრთა ოჯახისა; იკეთებს ფუტკარას მსგავს ყვავილებს.
ფუტლარი (რუს.) - რაიმე ნივთის შესანახი კოლოფი.
ფუტოქსი (ინგლ.) - ხის გემის შპანჰოუტის შემადგენელი ნაწილი.
ფუტურამა (ლათ.) - კინო, რომელშიც აჩვენებენ მომავლის ტექნიკას.
ფუტურიზმი (ლათ.) - XX საუკუნის ლიტერატურასა და ხელოვნებაში - ფორმალისტური მიმდინარეობა, რომელიც უარყოფდა რეალიზმს, მთელ ტრადიციულ ხელოვნებას და მის ხერხებს და ცდილობდა შეექმნა ახალი, თანამედროვეობის შესაფერისი სტილი.
ფუტურისტი - ფუტურიზმის მიმდევარი.
ფუტურო
1) დამპალი და მშრალად გამოფიტული, სიმკვრივეს მოკლებული ხე.
2) იგივეა, რაც ფუღურო.
ფუტუროლოგია (ლათ.) - სოციოლოგიის დარგი, რომელიც კაცობრიობის მომავალს სწავლობს (სხვანაირად - სოციალური პროგნოსტიკა).
ფურნიე (ინგლ.) - ლარტყა წყლის დონის გასაზომად ზღვაში, მდინარეში, ტბაში.
ფუფაიკა (რუს.) - ნაქსოვი თბილი პერანგი.
ფუფალა
1) ბავშვის ენაზე - უფალი, ღმერთი; მთვარე.
2.) პერსონაჟი გიორგი ლეონიძის მოთხრობათა კრებულისა „ნატვრის ხე”.
ფუფუ (ფუფუა) - ბავშვის ენაზე - ტკივილი, ნატკენი.
ფუფუნება - ყოველმხრივ სრული, მდიდრული და უზრუნველი ცხოვრება; განცხრომა.
ფუფქი - ცხელი ნაცარი; თუთქი.
ფუქსავატი - ქარაფშუტა, უქნარა, უსაქმური.
ფუქსი (გერმ.) - ბილიარდში - შემთხვევით მოგებული (ლუზაში ჩაგდებული) ბურთი.
ფუქსი ვივიან ერნესტ - ინგლისელი გეოლოგი და პოლარეთის მკვლევარი (1908-1995 წწ).
ფუქსინი (გერმ.) - ორგანული ნაერთი; ერთ-ერთი პირველი სინთეზური საღებარი.
ფუღუ - ძუძუმწოვარი ცხოველი მწერიჭამიების რიგისა.
ფუღურო
1) სიცარიელე, სიღრუე.
2) ასეთი სიღრუის მქონე (ხე).
ფუყე - უგულო, ფუჭი.
ფუშე მაქს პოლ - ფრანგი ესეისტი და პოეტი (დაიბადა 1913 წელს).
ფუშე ჟოზეფ - საფრანგეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1759-1820 წწ).
ფუში - იგივეა, რაც თიაქარი.
ფუშრუკაული - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.
ფუშრუკი - მხალეულის საფანლიანი, წვნიანი საჭმელი; „ფქვილის შეჭამადი” (საბა).
ფუშუნი - ქალაქი ჩინეთის ლიაონინის პროვინციაში.
ფუშყვერი - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, მულხრის მარჯვენა შენაკადი.
ფუჩეჩი - სიმინდის ტაროს გარშემო შემოხვეული ფოთლები.
ფუჩიკი იულიუს - ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე, ჟურნალისტი, მწერალი, კრიტიკოსი (1903-1943 წწ).
ფუჩინა
1) ხბო, ზაქი.
2) ბავშვის ენაზე - ძროხა.
ფუჩუნი - იგვეა, რაც ჩურჩული.
ფუჩფუჩა (Lampsana sp-div) - ერთწლოვანი მცენარე; ყვითელი ენისებრი ყვავილი კალათებად აქვს შეკრებილი, ფოთოლი იხმარება მხლად.
ფუცინტოკუ (იაპონ.) - აზიელი ჰიპები.
ფუცხი
1) რკინის ფოცხი.
2) საჭმლის მოსარევი სამტოტი ჯოხი (იციან მთიულეთში).
ფუცხვი - ხორცის ამოსაღები ჩანგალი.
ფუცხუნა
1) ფიცხი, მოუსვენარი.
2) შუშხუნა.
ფუცხუნი
1) სიფიცხე, მოუთმენლობა, მოუსვენრობა.
2) ღვინის დუღილისას გამოცემული ხმა.
ფუძე
1) რისამე საყრდენი; საძირკველი, საფუძველი.
2) ადგილი, სადაც დგას ვისიმე სახლი, სახლ-კარი.
3) გრამატიკაში - სიტყვის ძირითადი ნაწილი, რომელთანაც დაკავშირებულია საგნობრივი მნიშვნელობა.
4) ქიმიური ნაერთი, რომელიც მჟავასთან შეერთებით წარმოქმნის მარილს.
ფუძემდებელი
1) დასაბამის მიმცემი, დამფუძნებელი, დამაარსებელი.
2) რაც რისამე საფუძველს წარმოადგენს; ამოსავალი, ძირითადი.
ფუძემდებლური - იგივეა, რაც ფუძემდებელი.
ფუძი - იხილე ფუძიამა.
ფუძიამა (ფუძი, ფუძისამი) - მოქმედი ვულკანი კუნძულ ჰონსიუზე, იაპონიის უმაღლესი მწვერვალი (3776 მეტრი).
ფუძიანი - პროვინცია ჩინეთში.
ფუძივარა სადაიე, ტეიკა - იაპონელი პოეტი (1162-1241 წწ).
ფუძიმორი სეიკიტი - იაპონელი მწერალი, დრამატურგი (1892-1980 წწ).
ფუძისავა - ქალაქი იაპონიის კანაგავის პრეფექტურაში.
ფუძისანი - იხილე ფუძიამა.
ფუძნარი
1) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჟინვალის სადაბო საკრებულო), ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ბოდავისხევის (არაგვის სისტემა) ზემოეთში. ზღვის დონიდან - 1200 მეტრი, დუშეთიდან - 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 11 კაცი.
2) ღვთისმშობლის ეკლესია სოფელ ბოდავის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2-3 კილომეტრზე, მდინარე ბოდავისხევის ნაპირას ტყეში. აგებული უნდა იყოს XIII საუკუნის I ნახევარში; აშენებულაი ნატეხი ქვითა და შირიმის კვადრებით.
ფუწყური - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.
ფუჭი
1) უგულო, ჭიანი (კაკალი და მისთანები). || ცარიელი.
2) ტყუილ-უბრალო, უნაყოფო, უშინაარსო; უქმი, ამაო.
ფუჭსიტყვაობა - ფუჭი, ამაო, უსარგებლო ლაპარაკი.
ფუჭფუჭა (Colutea orientalis) - ტანმორჩილი ბუჩქი; აქვს რთული ფოთლები, მონარინჯისფრო-წითელი ყვავილი და ბუშტისებრ გაბერილი თხელკედლიანი პარკები.
ფუხარა (არაბ.) - ღარიბი, ღატაკი (სიტყვა იხმარებოდა აჭარაში, გურიაში).
ფუხლუხი - ფქვილის შეჭამანდი (იციან ფშავში).
ფუხფუხი - ფაფეულის დუღილისას გამოცემული ხმა; თუხთუხი.
ფუჯოუ - ქალაქი ჩინეთში, ფუძიანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (750 ათასი).
ფუჰ - იგივეა, რაც ფუ.
![]() |
4.11 ფქ |
▲back to top |
ფქვიერი - რაც ფქვილივითაა.
ფქვილეული
1) სხვადასხვა ფქვილი.
2) მარცვლეულის ფქვილის სხვადასხვა ნაწარმი.
ფქვილეულობა - იგივეა, რაც ფქვილეული.
ფქვილი - მარცვლეულის წმინდა ფხვნილი. || საერთოდ რაიმე ნივთიერების წმინდა ფხვნილი.
![]() |
4.12 ფშ |
▲back to top |
ფშა
1) მდინარის პირას გამომდინარე წყარო.
2) მდინარის პატარა შენაკადი.
3) მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარცხენა შენაკადი.
ფშავი - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ისტორიულად ხევსურეთთან ერთად „ფხოვად“ იწოდებოდა. უძველეს წყაროებში სწორედ „ფხოვი“ გვხვდება, ფშავი და ხევსურეთი შედარებით გვიან დამკვიდრებული სახელწოდებებია. მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის ხეობაში, ჩრდილოეთ განედის 4215'-4230' და აღმოსავლეთის მისი ფართობი დაახლოებით 550კვ.კმ-ია. ფშავს ესაზღვრება: ჩრდილო-აღმოსავლეთით - კავკასიონის მთავარი ქედი, რომელიც მას ჰყოფს თუშეთისა და პირაქეთა ხევსურეთისაგან, დასავლეთით - პირაქეთა ხევსურეთი, გუდამაყარი, ხანდო და ჭართალი, სამხრეთით - შიდა ქართლი, აღმოსავლეთით - ერწო-თიანეთი. ფშავი ორად იყოფა: ფშავის არაგვის სათავიდან ორწყლამდე უკანაფშავის თემია, ხოლო ორწყალს ქვემოთ, ფშავის არაგვის ქვემო წელში, მაღაროსკარის თემი.
ფშაველი - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე სტორის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე. ახმეტა-თელავის საავტომობილო გზაზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 3 სოფელს: ლალისყური, ლეჩური, ფშაველი). ზღვის დონიდან - 460 მეტრი, თელავიდან - 35 კილომეტრი. თბილისიდან - 186 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1926 ადამიანი. სოფელში არის ისტორიული ძეგლები: წყაროსთავის წმინდა გიორგის ეკლესია, კოხტა ღვთისმშობლის კომპლექსი, წმინდა ევსტატეს ეკლესია, ტალის ციხე, იოანე მახარობლის ეკლესია, ზვარელის წმინდა გიორგის ეკლესია. წყაროებში პირველად იხსენიება XVIII საუკუნეში. სახელწოდება მიიღო ფშაველი მოახალშენეებისაგან. სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილ ეკლესიათა ნანგრევები ცხადყოფენ, რომ ფშაველი გაცილებით უფრო ძველი სოფელია. გვიან საუკუნეებში სამეფო-სახასო საკუთრება იყო, შედიოდა თორღის საციხისთავოში. XVIII საუკუნეში მიეკუთვნებოდა რუსთაველის სადროშოს. ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია XVIII საუკუნის ციხესიმაგრე. სოფლის მახლობლად დგას ადრინდელი შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრული ანსამბლი - „კოხტა ღვთისმშობელი“, რომელშიც შედის გალავანი, ღვთისმშობლის ეკლესია, შედარებით მომცრო მეორე ეკლესია, სასახლე და სამეურნეო დანიშნულების სხვა ნაგებობანი.
ფშავის არაგვი - მდინარე თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს ზღვის დონიდან 2895 მეტრზე. სიგრძე - 56 კილომეტრი, აუზის ფართობი - 946 კვ. კმ. ჩაედინება ჟინვალის წყალსაცავში. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის წლის თბილ პერიოდში, წყალმცირობა - სექტემბრიდან მარტამდე, ოქტომბერში - წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 22,5 კუბ.მ/წმ. სათავეს იღებს ბორბალოსა (3135 მ) და ბოთანას მთებიდან. არაგვის სათავეს წარმადგენს სამი ხევის შენაკადი: ბოთანასწყალი, ასისხევი და ბოგონჩარის ხევი. ბორბალოდან დაქანებული არაგვი ფშავის ხეობაზე თანდათანობთ ივაკებს და მას სოფელ ახადთან უერთდება მდ. წაწადა და მდ. ვარეულა; დამასტეს ხატთან - მათურხევი (მათურის წყალი), სოფ. შუაფხოში თეთრახევა, ნაროულა და ხატისხევა. შუაფხოდან შვიდი კილომეტრის დაშორებით (ორწყალი - 1154 მ.) ფშავის არაგვს ეუერთდება ხევსურეთის არაგვი. ორწყლიდან არაგვი სამხრეთისაკენ იღებს გეზს და გზადაგზა იერთებს მცირე ზომის ხევებს. არაგვის მარჯვენა შენაკადებია: ბეტისჩრდილის წყალი, აფშოს წყალი, კაწალხეურა, ვანხევი, ჩარგლულა და სხვ. ჟინვალში ფშავის არაგვი ჩაედინება ჟინვალის წყალსაცავში. წყალსაცავის აშენებამდე (მე-20 საუკუნის 80-იანი წლები) იგი ამ ადგილას უერთდებოდა მთიელეთის არაგვს. ჟინვალიდან არაგვი მიემართება სამხრეთით და მცხეთასთან უერთდება მდინარე მტკვარს. ფშავის არაგვი, განსაკუთრებით უკანაფშავის ტერიტორიაზე, საკმაოდ სწრაფი მდინარეა. მისი ტემპერატურა ზაფხულში 16-17 გრადუსს არ აღემატება. სიგანე მერყეობს 5-15 მ-ის დიაპაზონში, ხოლო სიღრმე ორწყლამდე, როგორც წესი, არ აღემატება 1 მ-ს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იშვიათ მორევებს.
ფშავლები - ფშავის მკვიდრი ქართველები.
ფშალხევი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს მარჯვენა შენაკადი.
ფშანი
1) იგივეა, რაც ფშა.
2) ხის ფესვებიდან ახლადამოყრილი მცენარე; ფესვით ამოსული ნერგი.
3) მდინარე დმანისის მუნიციპალიტეტში, შავწყაროსწყლის მარცხენა შენაკადი.
ფშარისხევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი.
ფშატი (Elaeagnus) - საშუალო სიმაღლის ან დაბალი ხე; აქვს ვიწრო მოვერცხლისფრო ფოთლები; იკეთებს პატარა ზომის ყვითელ, სურნელოვან ყვავილებს; ისხამს მოგრძო-მოყვითალო კურკიან ტკბილ ნაყოფს. რომლის კანსშიგნითა ნაწილი მშრალია და ფქვილივით იშლება.
ფშაური
1) ფშავლების კუთვნილი, მათი დამახასიათებელი.
2) ქალთა ცეკვა, სრულდება ვაჟთა ცეკვის ზოგიერთი მოძრაობის მიბაძვით.
ფშაფი
1) მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.
2) სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.
ფშეგიშხა - მთა გაგრის შემოგარენში, გაგრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე (2221 მეტრი).
ფშემისლ II - პოლონეთის მეფე (1257-1296 წწ).
ფშემისლი - ქალაქი პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (70 ათასი).
ფშემშა - მდინარე პოლონეთში, მდინარე ვისლის მარცხენა შენაკადი.
ფშიარი - პატარა ტყე სახლის ახლოს (იმერეთში).
ფშიბიშევსკი სტანისლავ - პოლონელი მწერალი (1868-1927 წწ).
ფშიბოსი იულიან - პოლონელი პოეტი (1901-1970 წწ).
ფშიში - მდინარე რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ყუბანის მარცხენა შენაკადი (270 კმ).
ფშიცა - მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ბზიფის მარჯვენა შენაკადი.
ფშნატაფშნუტი - იგივეა, რაც ლაწალუწი.
ფშნისეკალი (Ononis arvensis) - ეკლით შემოსილი ბუჩქბალახა მცენარე პარკოსანთა ოჯახისა; იკეთებს ვარდისფერ ან თეთრ ყვავილს. იზრდება ტენიან ადგილებში.
ფშრუკუნი - უსიტყვოდ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ხმის გამოცემით, გაუბედავი ტირილი.
ფშრუტუნი - ძილში ქშენა.
ფშუილი - ხარის, კამეჩის მიერ ცხვირის ნესტოებიდან დროდადრო ჰაერის ნაკადის გამოშვებისას გამოცემული ერთგვარი ხმა, ძლიერი ქშენა.
ფშუკურა (Lycoperdon) - პატარა მრგვალი სოკო; ნორჩობაში ხორცოვანია და იჭმება.
ფშუტი - რასაც გული არა აქვს (მარცვალი, თავთავი და მისთანები).
ფშუტუნი - იგივეა, რაც ქშუტუნი.
ფშუტყვავილა
1) ყვავილი, რომელიც ნაყოფს არ იძლევა.
2) უნაყოფო ყვავილოვანი მცენარე.
![]() |
4.13 ფც |
▲back to top |
ფცა
1) სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.
2) მდინარე ქარელის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა შენაკადი.
![]() |
4.14 ფხ |
▲back to top |
ფხა
1) ნემსვით წვრილი წანაზარდი თავთავის კილზე.
2) თევზის წვრილი ძვალი.
3) ლობიოს პარკის ბეწვი.
4) ბასრი პირი მჭრელი იარაღისა.
5) (გადატანით) უნარი, გამჭრიახობა.
ფხაალესილი - რასაც ფხა (მნიშვნელობა 4) ალესილი აქვს.
ფხაასხმული - იგივეა, რაც ფხაალესილი.
ფხაკა - ფხაკას გაადენს - იგივეა, რაც ფხაჭას გაადენს.
ფხაკაფხუკი - იგივეა, რაც ფხაჭაფხუჭი.
ფხაკაძე ომარ - სპორტსმენი (ველოსპორტი, ტრეკი, სპრინტი). მსოფლიოს ჩემპიონი (1965), მეორე (1969) და მესამე (1966) პრიზიორი, 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, 1964 წლის ტოკიოს (მეოთხედფინალი) და 1968 წლის მეხიკოს (IV ადგილი) ოლიმპიადების მონაწილე. სსრკ ათგზის ჩემპიონი (1963, 64, 66-73), ორგზის მეორე (1965, 67) და მესამე (1968) პრიზიორი, სსრკ თასის ოთხგზის მფლობელი (1963-65, 69). ორგზის მსოფლიო რეკორდსმენი: ჰიტი 200 მ სვლით - 10,69 წმ და 10,61 წმ (1967) (1944-1993 წწ).
ფხაკუნი - მაგარ რამეზე მაგარი და წვეტიანი რისამე წასმის ხმა.
ფხაკური
1) იგივეა, რაც ფხაკუნი.
2) იგივეა, რაც ფაფხური.
ფხალი - იხილე მხალი.
ფხარკალი - იგივეა, რაც ფართხალი.
ფხაჭა - ფხაჭას გაადენს - ერთბაშად გაიქცევა; მოკურცხლავს.
ფხაჭანი
1) მაგარ რამეზე მაგარი და წვეტიანი რისამე ერთგზის გასმით გამოცემული ხმა.
2) ერთბაშად, მოსხლეტით გაქცევისას გამოცემული ხმა.
ფხაჭაფხუჭი
1) მრავალგზის გამოცემული ფხაჭანი, ფხაჭუნი.
2) იგივეა, რაც ფხაჭანი (მნიშვნელობა 2).
ფხაჭუნი - მაგარ რამეზე წვეტიანი რისამე (კლანჭების, ფრჩხილების...) გასმით გამოცემული უსიამოვნო ხმა.
ფხელშე - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.
ფხენიანი - კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის (ჩრდილოეთ კორეის) დედაქალაქი (1,9 მილიონი).
ფხერო - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.
ფხვენელნი - ქართლის აზნაურთა საგვარეულო X საუკუნეში.
ფხვენისი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.
ფხვიერი - ერთმანეთთან დაუკავშირებელი წვრილი უმცირესი ნაწილებისგან შემდგარი.
ფხვნილი - წვრილ, ფხვიერ ნაწილაკებად ქცეული რამე; ნაფშვენი, ნაფხვენი.
ფხიანი
1) რასაც ფხა აქვს.
2) ვისაც ფხა (მნიშვნელობა 5) აქვს.
ფხიზელი
1) ვისაც (რასაც) არ სძინავს.
2) წინდახედული, ფრთხილი, ცქვიტი, ცოცხალი.
3) ვინც მთვრალი არ არის.
ფხიკიანი - იგივეა, რაც ფხუკიანი.
ფხისგორი - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე.
ფხისთა - მდინარე გაგრის შემოგარენში, ფსოუს მარცხენა შენაკადი.
ფხიტური - უღელტეხილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ქედზე.
ფხიჯა (შახიფრაგა) - დაბალი ტანის კლდის მცენარე; იკეთებს თეთრ, ვარდისფერ ან მოყვითალო ყვავილს.
ფხოველები - ფხოვის (თანამედროვე ფშავ-ხევსურეთის) მკვიდრი ქართველები.
ფხოველი - ყოფილი სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
ფხოველი (ნამდვილი სახელი და გვარი დავით ციგროშვილი) - პოეტი (დაიბადა 1943 წელს).
ფხოვი (ფხოეთი) - ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, არაგვის ხეობაში, ფშავ-ხევსურეთის ძველი სახელი.
ფხოვური - ფხოვლების დამახასიათებელი.
ფხოჰანი - ქალაქი სამხრეთ კორეაში, კიონსან-პუქტოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (320 თასი).
ფხუკეტი - ქალაქი-პორტი ტაილანდში, ანდამანიის ზღვის პირას, ამავე სახელწოდების რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი (45 ათასი).
ფხუკიანი - ვინც ყველაფერზე მალე ფიცხდება, ბრაზდება.
ფხუკუნი
1) შეშინებული კატის, კურდღლის და ზოგი სხვა პატარა ცხოველის მიერ გამოცემული ხმა.
2) იგივეა, რაც ფრუტუნი.
ფხუნდავი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ანანურის თემის საკრებულო), მდინარე არყალის (მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1040 მეტრი, დუშეთიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 9 კაცი.
ფხუტრერი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში .