The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ბ-დ)


უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ბ-დ)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ელერდაშვილი ალექსანდრე
თემატური კატალოგი ლექსიკონები
საავტორო უფლებები: © ელერდაშვილი ალექსანდრე
ლექსიკონის შექმნის თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
ლექსიკონის აღწერა: 22 000 სიტყვა დანართი ნობელის პრემიის ლაურიატები – 1901-2003 წწ შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილი „ფანტაზია“ 2004 წიგნი გამოცემულია ი/ს „ფანტაზია 2000“-ის მიერ აიწყო და დაკაბადონდა გაზეთ „ფანტაზიის“ კომპიუტერულ ცენტრში პირველი გამოცემა 2004 წელი



1

▲ზევით დაბრუნება


ქართული ანბანის მეორე ასო. გრაფიკული სიმბოლო წყვილბაგისმიერი თანხმოვნისა. მისი სახელია „ბანი“. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ციფრ ორს.

1.1 ბა

▲ზევით დაბრუნება


  1. ძველეგვიპტური რელიგიის ცნება, რომელიც კა-სთან და ახ-თან ერთად ითვლებოდა ადამიანური არსების შემადგენელ ნაწილად. გვიანდელ ეგვიპტურ ძეგლებში გამოისახებოდა ადამიანის თავის მქონე ფრინველის სახით.

  2. ჩინურ მითოლოგიაში - გვალვის გამგებელი ავსული, რომელიც სამხრეთში ცხოვრობს. გამოისახებოდა ქალის სახით, რომელსაც მოუსავლიანობა, შიმშილი და სიკვდილი მოჰქონდა.

ბაადე ვალტერ (უოლტერ) - გერმანელი ასტრონომი, მუშაობდა აშშ-ში (1893-1960 წწ).

ბაადე ფრიც - გერმანელი ეკონომისტი, კილის მსოფლიო მეურნეობის ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორი (1893-1975 წწ).

ბაადერი ფრანც ქსავერ ფონ - გერმანელი ფილოსოფოსი, ექიმი, ბუნებისმეტყველი, ფილოსოფიური რომანტიზმის და არაორთოდოქსალური კათოლიციზმის წარმომადგენელი (1765-1841 წწ).

ბაადურ (ბაინდურ) არაგვის ერისთავი - ნუგზარ არაგვის ერისთავის ძე (გარდაიცვალა დაახლოებით 1624 წელს).

ბაადურ ჯაყელი - ყვარყვარე II ჯაყელის მესამე შვილი, ვარაუდობენ, რომ იყო ათაბაგად 1466-75 წლებში.

ბაადური

  1. მამაკაცის ქართული სახელი.

  2. ერთ-ერთი უძველესი ხატ-სალოცავი, გმირი და ნახევრად ღმერთი ქართულ მითოლოგიაში.

ბააზოვა სოფიო - საბჭოთა ეპოქის ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მოღვაწეობდა თბილისში (1910-1990 წწ).

ბააზოვი გერცელ - ქართველი (ებრაელი) მწერალი-დრამატურგი, (1904-1938 წწ).

ბაალარხვა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ბაალბექი (ბერძნულად „ჰელიოპოლისი“) - უძველესი ისტორიის მქონე ქალაქი ლიბანში (20 ათასი).

ბაალი (ბერძნ.) - უძველესი საერთოსემიტური ღვთაება ნაყოფიერებისა, წყალთა, ომებისა. მოგვიანებით მისი კულტი ეგვიპტესა და საბერძნეთშიც გავრცელდა.

ბაალ-შემ-ტოვ ისრაელ ბენ ელიეზერი (მოკლედ ბეშტი) - ებრაელი მოაზროვნე-მისტიკოსი, ხასიდების სექტის დამაარსებელი და ხასიდიზმის უდიდესი ავტორიტეტი (დაახლოებით 1700-1760 წწ).

ბაამიანი - XVI საუკუნის ქართული ლიტერატურის ანონიმური ძეგლი.

ბაასი

  1. გაბმული ლაპარაკი, საუბარი.

  2. (არაბულად „აღორძინება“) - არაბთა სოციალისტური აღორძინების პარტიის გავრცელებული სახელი. 1968-2003 წლებში იყო ერაყის მმართველი პარტია, რომელსაც სათავეში სადამ ჰუსეინი ედგა.

ბაბა

  1. პური ბავშვის ენაზე.

  2. მამა - ზოგი დასავლურქართული დიალექტის თანახმად.

  3. ეგეოსის ზღვისპირა კონცხი თურქეთში, აზიის უკიდურესი დასავლეთი წერტილი.

  4. ლაგაშელთა ნაყოფიერების ქალღმერთი, ნინგირსუს ცოლი შუმერულ მითოლოგიაში.

ბაბა კორნელიუ - რუმინელი ფერმწერი-გრაფიკოსი (1906-1990 წწ).

ბაბა (ბჰაბჰა) ჰომი ჯეჰანგირ - ინდოელი ფიზიკოსი და საზოგადო მოღვაწე (1909-1966 წწ).

ბაბადაღი - აზერბაიჯანის კავკასიონზე მდებარე მწვერვალი (3629 მ).

ბაბადერვიში - მრავალფენიანი ნამოსახლარი ყაზახის რაიონში (აზერბაიჯანი).

ბაბაევი ნაბი ალექპერ - იხილე ნაბი ხაზრი.

ბაბაევო - ქალაქი რუსეთის ვოლოგდის ოლქში.

ბაბაევსკი სიმონ - რუსი მწერალი (დაიბადა 1909 წელს).

ბაბათაღი (ბაბადაღი) - ქედი შუა აზიაში, უზბეკეთსა და ტაჯიკეთს შორის.

ბაბა თაჰერ ურიანი - ირანელი პოეტი-მისტიკოსი (დაახლოებით 1000-1055 წწ).

ბაბაი - დაბა უკრაინის ხარკოვის ოლქში.

ბაბა-იაგა - რუსული ზღაპრების პერსონაჟი. როგორც წესი, მთავარი გმირის მტრის როლში გამოდის, იშვიათად დამხმარეცაა.

ბაბაკარი - ქედი მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლის ვაკის სამხრეთ კალთაზე.

ბაბაკინი გიორგი - კოსმოსური ტექნიკის რუსი კონსტრუქტორი, მისი ხელმძხვანელობით შეიქმნა „ლუნოხოდ-1“ (1914-1971 წწ).

ბაბაკულოვი აჰმად - ტაჯიკი მომღერალი, დრამატული ტენორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1931 წელს).

ბაბალაშვილი ივანე - საბჭოთა ეპოქის სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1906-1980 წწ).

ბაბალე - იხილე ბარბალე.

ბაბანეური - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ქვემო ალვანის თემის საკრებულო), მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, ბაბანეურის (ალაზნის შენაკადი) მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 520 მეტრი, ახმეტიდან - 21 კილომეტრი. სოფელში არის ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალის განყოფილება. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 220 ადამიანი.

ბაბანეურის ნაკრძალი - სახელმწიფო ნაკრძალი ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კავკასიონის მთავარი ქედის კალთების ძირში, მდინარე ალაზნის ნაპირებზე, სოფელ ბაბანეურსა და არგოხთან. ზღვის დონიდან - 440-600 მეტრი, ფართობი - 747 ჰექტარი. დაარსდა 1950 წელს.

ბაბანეურისფშა - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარცხენა შენაკადი.

ბაბანი - სიცივის აყოლის ხმა (საბა). თრთოლა, კანკალი, ძაგაგი.

ბაბანიკი - წეროსაგან წეროს მოწოდება (საბა).

ბაბანოვა მარია - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1900-1983 წწ).

ბაბარი - შუმერთა მზის ღვთაება, მზის ღმერთის უთუს ანუ შამაშის ერთ-ერთი სახელი.

ბაბა ფეღანი (ჰაფეზი მცირე) - XV-XVI საუკუნეების სპარსელი პოეტი.

ბაბა ქუჰი შირაზი აბუ აბდ ალ-ლაჰ ალი იბნ მუჰამად - XI საუკუნის სპარსელი პოეტი-მისტიკოსი.

ბაბაყული - იგივეა, რაც ბაიყუში.

ბაბაჭუა - იგივეა, რაც ობობა.

ბაბახანიანი არაქელ - იხილე ლეო .

ბაბახანოვი აბდულა - უზბეკი არქიტექტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორი (დაიბადა 1910 წელს).

ბაბაჯანა - იოსებ გრიშაშვილის ზღაპრის პერსონაჟი.

ბაბაჯანი რამზ (ნამდვილი გვარი ბაბაჯანოვი) - უზბეკი პოეტი და დრამატურგი, უზბეკეთის სახალხო პოეტი (დაიბადა 1921 წელს).

ბაბაჯანიანი ამაზასპ - ჯავშანსატანკო ჯარების მთავარი მარშალი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1906-1977 წწ).

ბაბაჯანიანი არნო - სომეხი კომპოზიტორი და პიანისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1921-1983 წწ).

ბაბეზია (პიროპლაზმა) - უმარტივეს ცხოველთა გვარი, სარკოდინების კლასისა.

ბაბეზიოზი (ბაბეზიოლოზი) - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ინვაზიური დაავადება, რასაც იწვევს სისხლის პარაზიტი ბაბეზია.

ბაბელი (ნამდვილი გვარი ბობელი, ფსევდონიმი კ. ლიუტოვი) ისააკ - რუსი (ებრაელი) მწერალი (1894 - 1940 წწ).

ბაბ-ელ-მანდების სრუტე - სრუტე არაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკას შორის. ერთმანეთთან აერთებს წითელსა და არაბეთის ზღვებს. სიგრძე - 190 კილომეტრი, უმცირესი სიგანე - 29 კილომეტრი.

ბაბენბერგები - უძველესი გერმანული საგვარეულო დინასტია, 976 წლიდან აღმოსავლეთ ბავარიის (მოგვიანებით-ავსტრიის) მარკგრაფები (X-XIII საუკუნეები).

ბაბენკო ექტორ - ბრაზილიელი და ამერიკელი კინორეჟესორი, სცენარისტი, პროდიუსერი (დაიბადა 1946 წელს).

ბაბეფი გრაკხ (ნამდვილი სახელი და გვარი ფრანსუა ნოელი) - საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდის პოლიტიკური მოღვაწე, უტოპიური კომუნიზმის ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელი (1760-1797 წწ).

ბაბექი

  1. (ფაფაქი) - 816-837 წლების სახალხო ანტიარაბული აჯანყების ბელადი აზერბაიჯანსა და დასავლეთ ირანში, ვაჭრის შვილი. აჯანყების ჩახშობის შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.

  2. დაბა აზერბაიჯანში.

ბაბეში ვიქტორ - რუმინელი მიკრობიოლოგი, პათოლოგოანატომი, პარაზიტოლოგი (1854-1926 წწ).

ბაბი (ნამდვილი სახელი საიდ ალი მოჰამედი) - XIX საუკუნეში ბაბიდების სექტის დამაარსებელი, შირაზელი ვაჭარი. 1840 წელს საკუთარი თავი გამოაცხადა „ბაბ“-ად (ანუ „ჭიშკრად“), საიდანაც ღვთიური ნება უნდა შემოვიდეს ადამიანებს შორის. დახვრიტეს ბაბიდების აჯანყების დროს (1819-1850 წწ).

ბაბი

  1. სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (მოლითის თემის საკრებულო). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთზე. მდინარე ჩხერიმელას მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 520 მეტრი. ხარაგაულიდან - 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 106 კაცი.

  2. (ბაბანი) - ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში - წყვდიადისა და სიბნელის დემონი, გარდაცვლილთა სულების მტერი. ითვლებოდა დუატის მთავარ ღვთაებად.

ბაბია (ბაბია-გურა) - დასავლეთ ბესკიდების (კარპატები) უმაღლესი მწვერვალი (1725 მეტრი).

ბაბიანძინი - მდინარე დის ზემო დინების სახელი (ჩინეთი).

ბაბიდების აჯანყება - გლეხთა სახალხო ანტიფეოდალური აჯანყება ირანის ჩრდილოეთ ნაწილში 1848-1852 წლებში.

ბაბიზმი - ბაბიდების სექტის რელიგიური მოძღვრება. შეიქმნა XIX საუკუნის 40-იანი წლების ირანში.

ბაბი-იარი - დიდი ხევი კიევის ჩრდილოეთ ნაწილში, ებრაელთა და საბჭოთა ტყვეთა მასობრივი დახვრეტის ადგილი მეორე მსოფლიო ომის დროს. 1941 წლის 29 სექტემბრიდან მოყოლებული აქ 100 ათასზე მეტი საბჭოთა მოქალაქე გამოასალმეს სიცოცხლეს.

ბაბილა (ბაბილე) - საქართველოს კათალიკოსი დაახლოებით VII საუკუნის დასაწყისში.

ბაბილი - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

ბაბილო - მაღალი ვენახი (საბა). იგივეა, რაც უსურვაზი.

ბაბილონეთი - ძველი სახელმწიფო შუამდინარეთის სამხრეთში, სახელი ეწოდა მთავარი ქალაქის ბაბილონის მიხედვით (ძვ.წ.აღ. II ათასწლეული - ძვ. წ. აღ. 539 წ.)

ბაბილონი (ბერძნულად „ღმერთის კარიბჭე“) - უძველესი ქალაქი შუამდინარეთში, ევფრატის სანაპიროზე, ახლანდელი ქალაქის, ჰილის (ერაყი) მახლობლად. დააარსეს შუმერებმა ძვ.წ.აღ. III ათასწლეულში.

ბაბილონის გოდოლი - ითქმის არეულ-დარეულობაზე, აურზაურზე (ძველი ებრაული მითის თანახმად, წარღვნის შემდეგ ადამიანებმა განიზრახეს სენაარის მიწაზე (მესოპოტამია) ისეთი კოშკის აშენება, რომელიც ცას მისწვდებოდა. ღმერთი ამას შეეწინააღმდეგა, ადამიანთა სამეტყველო ენები ერთმანეთში აღრია და ამით აღკვეთა მათი განზრახვა).

ბაბინე ჟაკ - ფრანგი ფიზიკოსი და ასტრონომი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1794-1872 წწ).

ბაბინო - დაბა რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.

ბაბინსკი ჟოზეფ - პოლონური წარმოშობის ფრანგი ექიმი-ნევროპათოლოგი (1857-1932 წწ).

ბაბინცი - დაბა უკრაინის კიევის ოლქში.

ბაბირუსა - ინდონეზიაში მობინადრე ძუძუმწოვარა ცხოველი ღორისებრთა ოჯახისა.

ბაბის მთა (აზერბაიჯანულად „დონღუზორუნი“) - მთა კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, საქართველოსა და ყაბარდოს საზღვარზე (4454 მეტრი).

ბაბიტესი - ტბა ლატვიაში.

ბაბიტი - კალის ან ტყვიის ფუძეზე დამზადებული ანტიფრიქციული შენადნობი.

ბაბიურენი დირკ ვან - ნიდერლანდელი მხატვარი, უტრეხტის სკოლის კარავაჯიზმის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი (1590-1624 წწ).

ბაბიჩი

  1. მიხაი - უნგრელი მწერალი (1853-1941 წწ).

  2. შაიხზადა - ბაშკირი და თათარი მწერალი, ბაშკირული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1895-1919 წწ).

ბაბკი - გოროდკის მსგავსი ძველი რუსული თამაში.

ბაბლი (ჩვეულებრივ იხმარება მრავლობით რიცხვში - „ბაბლები“) - საბნის თავსა და ბოლოში მიკერებული ნაჭრები.

ბაბლოევი სურენ - სომხური წარმოშობის რუსი დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტტი (1918-1979 წწ).

ბაბლუანი თეიმურაზ - კინორეჟისორი და მსახიობი (დაიბადა 1948 წელს).

ბაბო - ბებია, დიდედა.

ბაბოა (აბაბუა ან ბაბუა) - მონათესავე ტომთა ჯგუფი კონგოში.

ბაბოზერო - ტბა რუსეთის მურმანსკის ოლქში.

ბაბოთი - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში (ფერეთის თემის საკრებულო), მდებარეობს სამხრეთ იმერეთის მთისწინეთზე, მდინარე ფერეთის (რიონის მარცხენა შენაკადი) ზემო აუზში. ზღვის დონიდან - 360 მეტრი, ვანიდან - 23 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 18 ადამიანი.

ბაბოლი (1930 წლამდე ბარფორუში) - ქალაქი ჩრდილოეთ ირანში.

ბაბოჩკინი ბორის - კინოსა და თეატრის რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1904-1975 წწ).

ბაბრი

  1. სხვათა ენაა, ქართულად ჯიქი ჰქვია (საბა).

  2. დიდი დათვი.

ბაბრიოსი - II საუკუნის ძველბერძენი პოეტი-მეიგავე.

ბაბსტი ივან - რუსი ეკონომისტი და ისტორიკოსი (1823-1881 წწ).

ბაბუა - მამის ან დედის მამა დასავლურქართულ დიალექტებში, იგივე პაპა.

ბაბუაწვერა - მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა.

ბაბუგან-იაილა - ყირიმის მთების უმაღლესი მასივი (მთავარი მწვერვალია „რომანყოში“ - 1545 მეტრი).

ბაბუვიზმი - უტოპიური კომუნიზმის ერთ-ერთი მიმდინარეობა, რომელიც შექმნეს ფრანგმა რევოლუციონერმა ბაბეფმა და მისმა მიმდევრებმა.

ბაბუვისტები - ბაბეფის შეხედულებათა მიმდევრები.

ბაბუინი (ფრანგ.) - მაიმუნი ანთრისებრთა ოჯახისა.

ბაბური ზაჰირედინ მუჰამედ - ე.წ. „დიდ მოგოლთა“ სახელმწიფოს დამაარსებელი XVI საუკუნის ინდოეთში, თემურ-ლენგის შთამომავალი (1483-1530 წწ).

ბაბურინი მიხაილ - რუსი მოქანდაკე, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1907-1984 წწ).

ბაბუშარა - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ბაბუშკინი (1941 წლამდე მისოვსკი) - ქალაქი რუსეთის ბურიატიის რესპუბლიკაში.

ბაბუშკინი ივანე - რუსი პროფესიონალი რევოლუციონერი, ბოლშევიკი (1873-1906 წწ).

ბაბღანი - ფრინველია მოწყენილი, წყლის უსმელი (საბა).

ბაბხისხევი - მდინარე თიანეთის მუნიციპალიტეტში, ივრის მარცხენა შენაკადი.

ბაგა

  1. საკვების ჩასაყრელი დაბმული საქონლისათვის.

  2. ახალი ვენახი.

  3. სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბაზალეთის თემის საკრებულო), მდინარე საშაბუროსხევის (არაგვის შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 870 მეტრი, დუშეთიდან - 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 160 კაცი.

ბაგაბუგი - გულის ძლიერი აჩქარებული ცემა.

ბაგაევსკი - დაბა რუსეთის როსტოვის ოლქში.

ბაგალეი დიმიტრი - უკრაინელი ისტორიკოსი, აკადემიკოსი (1857-1932 წწ).

ბაგანდა (განდა) - სამხრეთ-დასავლეთ უგანდაში მცხოვრები ხალხი.

ბაგანი - მდინარე რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქში.

ბაგან-ჯაია (ბატერუორთი) - ქალაქი მალაიზიაში.

ბაგაჟი (ფრანგ.)

  1. მგზავრის ბარგი.

  2. იტყვიან ვისიმე ცოდნის შესახებ რაიმე დარგში.

ბაგაჟიაშთა - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ბაგატა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ბაგატელი (ფრანგ.) - პატარა მუსიკალური პიესა, ძირითადად ფორტეპიანოსათვის, შესასრულებლად ძალზედ ადვილი.

ბაგაუდები (ლათ.) - გალიასა და ჩრდილოეთ ესპანეთში III-V საუკუნეების რომაელთა ბატონობის წინააღმდეგ აჯანყებულთა საერთო სახელი.

ბაგაფში სერგეი - იხილე ბაღაფში .

ბაგდარინი - დაბა რუსეთის ბურიატიის რესპუბლიკაში.

ბაგე - იგივე ტუჩი.

ბაგები

  1. ყოფილი სოფელი თბილისის მახლობლად, შემდგომ საცხოვრებელი უბანი ვაკის განაპირას, წყნეთისაკენ მიმავალ გზაზე.

  2. ღია ვარსკვლავთა გროვა კირჩხიბის თანავარსკვლავედში.

ბაგებისღელე - მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა შენაკადი.

ბაგერი (გერმ.) - საბადოდან ტორფის გამოსაღები ექსკავატორი.

ბაგეროვო - დაბა უკრაინის ყირიმის ოლქში.

ბაგესენი იენს - დანიელი მწერალი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი (1764-1826 წწ).

ბაგეტი (ფრანგ.) - თამასა, რომლისაგანაც ამზადებენ სურათის ჩარჩოებს და ოთახის კარნიზებს.

ბაგვალალები - დასავლეთ დაღესტანში მცხოვრები ხალხი.

ბაგვდანარი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ბაგვი - მატყლის სქელი წინდა თოვლში სასიარულოდ.

ბაგი (ინგლ.) - ერთგვარი სპორტული ავტომობილი. გამოიგონეს 60-იან წლებში კალიფორნიაში (აშშ).

ბაგიათა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ბაგინეთი

  1. სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში (სალომინაოს თემის საკრებულო), მდებარეობს სამხრეთ იმერეთის მთისწინეთზე, მდინარე ფერეთის (რიონის მარცხენა შენაკადი) სათავეებში. ზღვის დონიდან - 480 მეტრი, ვანიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 18 ადამიანი.

  2. იგივეა, რაც არმაზციხე.

ბაგინეტი (ბაიონეტი) - ერთგვარი ცივი იარაღი, თოფის ლულაზე წამოსაცმელი ხიშტის წინამორბედი.

ბაგიო - ქალაქი ფილიპინებში.

ბაგირა - რედიარდ კიპლინგის ნაწარმოების „მაუგლის“ პერსონაჟი, ავაზა.

ბაგირი - ფოლადის მავთულისაგან, მცენარეული ან ქიმიური ბოჭკოსაგან დამზადებული თოკი.

ბაგირმი (საკუთარი სახელწოდება ბარმაგე) - ჩადის რესპუბლიკაში მცხოვრები ხალხი.

ბაგიროვი ვლადიმერ - აზერბაიჯანელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1936 წელს).

ბაგიროვი ჯაფარ - საბჭოთა ეპოქის პოლიტიკური მოღვაწე, აზერბაიჯანის კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი, ლავრენტი ბერიას თანამზრახველი, დახვრიტეს სსრკ-ს უზენაესი სასამართლოს განაჩენის თანახმად (1896-1956 წწ).

ბაგირ-ხანი - რევოლუციური რაზმების (ფედაების) ხელმძღვანელი თავრიზში ირანის რევოლუციის დროს (1905-1911 წწ).

ბაგლანოვა როზა - ყაზახი საოპერო მომღერალი ქალი, სოპრანო, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1922 წელს).

ბაგლერები - XII საუკუნის ბოლოს და XIII საუკუნის დამდეგის ნორვეგიის სამოქალაქო ომების დროს მეფე სვერესა და ბირკებეინერების მოწინააღმდეგენი.

ბაგლუნგი - ქალაქი ნეპალში.

ბაგნაკი - ინდური ცივი იარაღი, ხელზე წამოსაცმელი ხელოვნური ბრჭყალები.

ბაგნერი ჯო - ინგლისელი სპორტსმენი, მოკრივე, ერთ-ერთი უძლიერესი მძიმეწონოსანი XX საუკუნის 70-იანი წლების პროფესიულ რინგზე (დაიბადა 1950 წელს).

ბაგრამი (ბეგრამი) - ქუშანთა ქალაქ ქაფისის ნანგრევები ავღანეთში.

ბაგრამიანი ივანე - საბჭოთა კავშირის მარშალი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი (1897-1982 წწ).

ბაგრამიანი მოვსეს - საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწე, სომეხი ხალხის განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში.

ბაგრატ I კურაპალატი - ტაო-კლარჯეთის მთავარი 826-876 წლებში, ძე აშოტ I კურაპალატისა.

ბაგრატ I -„აფხაზთა სამეფოს“ მეფე 881-893 წლებში, მეფე დემეტრე II-ის ძე.

ბაგრატ I - ერისთავთა შორის ბაგრატ II, ქართველთა მეფე 937-945 წლებში, ძე ადარნასე II-სა.

ბაგრატ I ერისთავი - იმერეთის ტახტის პრეტენდენტი, დავით VI ნარინის შვილიშვილი (გარდაიცვალა 1372 წელს).

ბაგრატ II - აფხაზთა სამეფოს მეფე X საუკუნის I მესამედში, მეფე კონსტანტინე III-ის უმცროსი ძე.

ბაგრატ II რეგვენი (ერისთავთა შორის ბაგრატ III) - ძე სუმბატ კურაპალატისა, ბაგრატიონი, ჯერ ერისთავთერისთავი და შემდეგ ქართველთა მეფე 958-994 წლებში.

ბაგრატ III - გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე, ბაგრატიონი. გურგენ მეფეთა მეფის შვილი (X საუკუნის 60-იანი წწ - 1014 წ).

ბაგრატ III - იმერეთის მეფე 1510-1565 წლებში, ალექსანდრე II-ის ძე (1495-1565 წწ).

ბაგრატ IV - საქართველოს მეფე 1027 წლიდან, გიორგი I-ის უფროსი შვილი (1018 ან 1020-1072 წწ).

ბაგრატ IV - იმერეთის მეფე 1660-61, 1663-68 წლებში, ალექსანდრე III-ის ძე (გარდაიცვალა 1681 წელს).

ბაგრატ V - საქართველოს მეფე 1360 წლიდან, დავით IX-ის ძე (გარდაიცვალა 1393 წელს).

ბაგრატ VI (იმერეთში ბაგრატ II) - იმერეთის მეფე 1463-1466 წლებში, ქართლ-იმერეთის მეფე 1466-1478 წლებში (დაახლოებით 1439-1478 წწ).

ბაგრატ VII (ბაგრატ-ხანი) - დავით XI-ის (დაუთ-ხანის) ძე, მაჰმადიანი, აღიზარდა ირანში, ქართლის ხანი 1616-1619 წლებში (გარდაიცვალა 1619 წელს).

ბაგრატ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) - ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის ძე, ცხოვრობდა პეტერბურგში, შექმნილი აქვს ისტორიული თხზულებები (1776-1841 წწ).

ბაგრატ ერისთავთერისთავი - X საუკუნის ქართველი მწიგნობარი, ადარნასე კურაპალატის შვილი.

ბაგრატიანი გრანტ - სომხეთის სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1993-1996 წლებში (დაიბადა 1958 წელს).

ბაგრატიონები - ქართველ მეფეთა დინასტია IX-XIX საუკუნეებში (1810 წლამდე). მკვლევართა აზრით, წარმოშობით ძველი ქართული პროვინციის სპერის მკვიდრნი იყვნენ.

ბაგრატიონი ალექსანდრე არჩილის ძე - იხილე ალექსანდრე ბატონიშვილი (1674-1711 წწ).

ბაგრატიონი ბაქარ ვახტანგის ძე - იხილე ბაქარი.

ბაგრატიონი გრიგოლი - მწერალი, მწიგნობარი, იოანე ბატონიშვილის ძე (1789-1830 წწ).

ბაგრატიონი დავით გიორგის ძე - იხილე დავით ბატონიშვილი.

ბაგრატიონი დიმიტრი გიორგის ძე - პოეტი, მთარგმნელი, ერეკლე II-ის წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილე (1746-1826 წწ).

ბაგრატიონი დიმიტრი პეტრეს ძე - რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1863-1911 წწ).

ბაგრატიონი დომენტი ლევანის ძე - იხილე დომენტი (4).

ბაგრატიონი თეიმურაზ გიორგის ძე - იხილე თეიმურაზ ბატონიშვილი.

ბაგრატიონი ივანე - რუსეთის არმიის გენერალ-პორუჩიკი (გარდაიცვალა 1781 წელს).

ბაგრატიონი იოანე გიორგის ძე - იხილე იოანე ბატონიშვილი.

ბაგრატიონი ირაკლი (ჯანო) - ქორეოგრაფი, საქართველოს სახალხო არტისტი (1909-1979 წწ).

ბაგრატიონი კირილე - რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1750-1828 წწ).

ბაგრატიონი ლევან ბაქარის ძე - იხილე ლევან ბატონიშვილი.

ბაგრატიონი ლევან ვახტანგის ძე - იხილე ლევან ბატონიშვილი (ჯანიშინი).

ბაგრატიონი მირიან ერეკლეს ძე - იხილე მირიან ბატონიშვილი.

ბაგრატიონი ნიკო (ნიკო ბური) - 1899-1902 წლების ინგლის-ბურების ომის აქტიური მონაწილე, ავტორი მოგონებების წიგნისა „ბურებთან“ (1868-1933 წწ).

ბაგრატიონი პეტრე ივანეს ძე - თავადი, რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი, 1812 წლის ნაპოლეონის წინააღმდეგ ომის მონაწილე (1765-1812 წწ).

ბაგრატიონი პეტრე რომანის ძე - მეცნიერი და ინჟინერი, პეტრე ბაგრატიონის ძმისწული (1818-1876 წწ).

ბაგრატიონი რომან - რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, პეტრე ბაგრატიონის უმცროსი ძმა (1778-1834 წწ).

ბაგრატიონი ჯანო (ჯანსუღ) - ხელბურთელი, 1964 წლის სსრკ-ს ჩემპიონი, 1996-2004 წლებში საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე (დაიბადა 1938 წელს).

ბაგრატიონი - ქართული მხატვრული ფილმი, ისტორიული-ბიოგრაფიული, ორი სერია. ეკრანებზე გამოვიდა 1985 წელს. დამდგმელი რეჟისორები - ყარამან (გუგული) მგელაძე და გიული ჭოხონელიძე. სცენარის ავტორები - ვასილ სოლოვიოვი, და გიული ჭოხონელიძე. დამდგმელი ოპერატორი - ვლადიმერ კლიმოვი. მთავარ როლებში: გიული ჭოხონელიძე (ბაგრატიონი), იური კატინ-იარცევი, ჟანრი ლოლაშვილი, ლია ელიავა, ირინა ალფეროვა, ზურაბ ყიფშიძე.

ბაგრატიონ-მუხრანსკები - იხილე მუხრანბატონები.

ბაგრატიონოვსკი (1946 წლამდე პროისიშა-ილაუ) - ქალაქი რუსეთის კალინინგრადის ოლქში.

ბაგრატის ტაძარი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქუთაისში, «უქიმერიონის» გორაზე, აგებულია X-XI საუკუნეებში.

ბაგრატ მუხრანბატონი - ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVI საუკუნის I ნახევარში.

ბაგრატუნები - გავლენიან მთავართა ძველი საგვარეულო სომხეთში უძველესი ცნობები მათ შესახებ ძვ.წ.აღ. I საუკუნეს განეკუთვნება.

ბაგრატ-ხანი - იხილე ბაგრატ VII.

ბაგრაშკიოლი - ტბა ჩინეთში.

ბაგრიანა (ნამდვილი გვარი ბელჩევა) ელისავეტა - ბულგარელი პოეტი ქალი (1893-1993 წწ).

ბაგრიშთა (ბოგორუშთა) - მდინარე გაგრის მახლობლად, სანფრიფშის მარჯვენა შენაკადი.

ბაგრიცკი (ნამდვილი გვარი ძიუბინი) ედუარდ - რუსი პოეტი (1895-1939 წწ).

ბა გუა - სამყაროს აგებულების გრაფიკული სქემა, რომელიც ძველჩინურ ტრაქტატ „იძინშია“ შემუშავებული.

ბაგუაიუე - ჩინური ცივი იარაღი, გადაჯვარედინებული ნახევარმთვარეების ფორმის.

ბაგუნი - ბაგაბუგით ცემა.

ბადაანი

  1. (ბადათი) - ყოფილი სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ღოღურის (ფრონის შენაკადი) სათავეში. ზღვის დონიდან - 890 მეტრი, ზნაურიდან - 5 კილომეტრი.

  2. სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (სიონის სადაბო საკრებულო). 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 12 კაცი.

ბადაგი

  1. შესანახად მოდუღებული ყურძნის წვენი.

  2. შაქროვანი პროდუქტი, უფერო, ბლანტი, თითქმის გამჭვირვალე სითხე.

  3. ჭარხლის შავი ბადაგი (ანუ მელასი) - შაქრის წარმოების ნარჩენები.

ბადაგონი - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენის ძველი სახელი.

ბადათი - იხილე ბადაანი2.

ბადაი-თუღაი - ნაკრძალი უზბეკეთის ყარაყალპაყეთის რესპუბლიკაში, დაარსებულია 1971 წელს.

ბადალბეილი ფარჰად შამსი ოღლი - აზერბაიჯანელი პიანისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1947 წელს).

ბადალი (არაბ.)

  1. ტოლი, სწორი, შემცვლელი, მსგავსი.

  2. ფეოდალურ საქართველოში სხვის ნაცვლად სამხედრო ბეგარის გადამხდელი.

ბადალონა - ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთში, ბარსელონას შემოგარენში, კატალონიის ოლქში (225 ათასი).

ბადამი - მდინარე ყაზახეთის ჩიმკენტის ოლქში.

ბადარის კულტურა - ძვ.წ.აღ. V ათასწლეულის არქეოლოგიური კულტურა, გავრცელებული იყო ნილოსის ველზე.

ბადახოსი - ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ესპანეთში, ესტრემადურას ოლქში, ბადახოსის პროვინციის ცენტრი (130 ათასი).

ბადახში (სპარს.) - წითელი ფერის ძვირფასი ქვა.

ბადბი - ირლანდიურ მითოლოგიაში ომისა და ნგრევის ქალღმერთი.

ბად-გოდესბერგი - ქალაქი-კურორტი გერმანიაში, რაინ-ვესტფალიის მხარე.

ბადე

  1. თევზის საჭერი მოწყობილობა.

  2. (ბედე) - ნიგერიაში, მდინარე გონგოლის შუა დინებაზე მცხოვრები ხალხი.

ბადელეიტი - უბრალო ოქსიდების ქვეკლასის მინერალი, ცირკონიუმის ორჟანგი.

ბადელერი - ცივი იარაღი, ალბანური ფართო ხმალი.

ბად-ელსტერი - ბალენოლოგიური კურორტი გერმანიაში, ქალაქ პლაუენის სამხრეთით.

ბად-ემსი - ბალნეოლოგიური კურორტი გერმანიაში, ქალაქ კობლენცის სამხრეთით.

ბადენ-ბადენი - ქალაქი-კურორტი გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში (50 ათასი).

ბადენ-ვიურტემბერგი - გერმანიის მხარე, ადმინისტრაციული ცენტრია შტუტგარტი.

ბადენი

  1. ქალაქი შვეიცარიის აარგაუს კანტონში.

  2. ქალაქი-კურორტი ავსტრიაში.

  3. სამხრეთ-დასავლეთ გერმანიის ისტორიული რეგიონი.

ბადენის კულტურა - გვიანდელი ენეოლითის (ძვ. წ.აღ. III ათასწლეული) არქეოლოგიური კულტურა, გავრცელებული იმიერკარპატების ტერიტორიაზე.

ბადეფრთიანები - მტაცებელი მწერების რიგი.

ბადექონი - ქონის ფენა, რომელიც მუცლის არეში შიგნეულზეა მიკრული.

ბად-ზალცუნგენი - ბალნეოლოგიური კურორტი გერმანიაში, ქალაქ ეიზენაჰის სამხრეთით.

ბადია

  1. ქუსლიანი დიდი ჯამი, საწვნე ჭურჭელი.

  2. სამთო საქმეში - ჭურჭელი, რასაც იყენებენ ჭაურებისა და შურფების გაყვანისას ტვირთის ჩასაშვებად და ამოსატანად.

ბადი ალ-ზამანი აბუ -ფადლ აჰმად იბნ ალჰუსეინ ალ-ჰამადანი - არაბი მწერალი, წარმოშობით ირანელი (969-1007 წწ).

ბადიანი (ფრანგ.) - სუბტროპიკული მარადმწვანე ხეები ილიციუმისებრთა ოჯახისა.

ბადიარიხა - მდინარე რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში (სიგრძე-545 კილომეტრი).

ბადიაური - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (ყანდაურის საკრებულო). მდებარეობს გარეკახეთის ზეგანზე. თბილისი-თელავის რკინიგზისა და საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან - 540 მეტრი. საგარეჯოდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1644 კაცი.

ბადიკი - ცივი იარაღი, მალაელთა დანა. გავრცელებულია მალაიზიასა და ფილიპინებში.

ბადიმი - ორმოს სახურავი (ფიცრისა).

ბადინგსი ჰენკ - ნიდერლანდელი კომპოზიტორი (1907-1987 წწ).

ბადიში

  1. შვილიშვილის შვილი.

  2. (ჭიდილა) - უღელტეხილი ხულოს მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის დასავლეთ ნაწილში.

ბად-იშლი - კურორტი ავსტრიაში.

ბად-კისინგენი - ქალაქი-კურორტი გერმანიაში, ბავარიის მხარეში.

ბად-კროიცნახი - ბალნეოლოგიური კურორტი გერმანიაში, ქალაქი მაინცის სამხრეთ-დასავლეთით.

ბად-ლიბენშტაინი - ბალნეოლოგიური კურორტი გერმანიაში, ქალაქ ეიზენაჰის სამხრეთით.

ბადმაევები - რუსი ექიმების და აღმოსავლეთმცოდნეების დინასტია (ალექსანდრე, ნიკოლაი პეტრე), იკვლევდნენ ტიბეტურ მედიცინას.

ბადმინტონი (ინგლ.) - სპორტის სახეობა, თამაში ფრთიანი ბურთით (ვოლანით) და ჩოგნით. ბადმინტონის სამშობლოდ ინდოეთი ითვლება.

ბად-ნაუჰაიმი - კურორტი გერმანიაში.

ბადოლიო პიეტრო - იტალიის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, მარშალი (1871-1956 წწ).

ბადრაგა - გამყოლ-გამცილებელი შეიარაღებული რაზმი.

ბადრი

  1. სავსე, სრული (ითქმის მთვარეზე).

  2. ამირანის ერთ-ერთი ძმა ქართული მითოლოგიის თანახმად.

ბადრიშვილი გიორგი - მემცენარე, აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1906-1985 წწ).

ბადრიძე გიორგი - ექიმი-პედიატრი და საზოგადო მოღვაწე (1869-1938 წწ).

ბადრიძე დავით - მომღერალი (ლირიული ტენორი) და პედაგოგი-ვოკალისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1899-1987 წწ).

ბადრიჯანი (სპარს.) - მრავალწლოვანი მცენარე ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა, საკვები ბოსტნეული.

ბადრო - მძლეოსნობის სპორტული იარაღი.

ბადუევი საიდ - პირველი ჩეჩენი მწერალი (1904-1943 წწ).

ბადუი - ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე მცხოვრები ხალხი.

ბადულა - ქალაქი შრი-ლანკაში.

ბადურა

  1. ბადისებრად ნაქსოვი რამ.

  2. თვალის ბადისებრი გარსი.

  3. პატარა თანავარსკვლავედი ცის სამხრეთ ნახევარსფეროზე.

ბად-შანდაუ - ქალაქი გერმანიაში.

ბადხიზი - მაღლობი სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქმენეთში, რომლის მახლობლადაც ამავე სახელის ნაკრძალია გაშენებული.

ბაევა ვერა - რუსი საოპერო მომღერალი, ლირიკო-კოლორატორული სოპრანო, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1936 წელს).

ბაევი ალექსანდრე - საბჭოთა ეპოქის ბიოქიმიკოსი, აკადემიკოსი (1903/04 - 1994 წწ).

ბაეტარი (პეიტარი) - ცხენის მკურნალი (საბა).

ბავარები - ძველი გერმანული ტომები, წარმოშობილნი არიან მარკომანებისა და სხვა დასავლურგერმანული ტომების შერწყმის შედეგად.

ბავარი - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

ბავარია - გერმანიის ერთ-ერთი მხარე დუნაის აუზში, ადმინისტრაციული ცენტრი - მიუნჰენი

ბავარიის ტყე - საშუალო სიმაღლის ჰერცინული ნაოჭალოდა კრისტალური ქედი გერმანიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩეხიის მასივის სისტემაში.

ბავენდა (ვენდა, ბავეშა) - სამხრეთ აფრიკისა და როდეზიის (ზიმბაბვეს) საზღვართან მცხოვრები ხალხი.

ბავენიტი - სილიკატების ბერილოსილიკატის ქვეკლასის მინერალი.

ბავთი - ბოროტი მოამბე (საბა).

ბავიუ (ბავი) - მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბზიფის მარჯვენა შენაკადი.

ბავკიდე - იხილე ფილემონ და ბავკიდე.

ბავლენი - დაბა რუსეთის ვლადიმირის ოლქში.

ბავლი

  1. დასაგეში ქორ-შავარდნის პირველად დაჭერილი ფრინველი.

  2. დაბა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში.

ბავრა - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

ბავრაყი - ეკლესიის დროშა (საბა).

ბავშვი - ადამიანის შვილი დაბადებიდან ყრმობამდე.

ბავშვობა

  1. ბავშვის ასაკი.

  2. გადატანითი მნიშვნელობით - უეშმაკობა.

ბაზა (ფრანგ.)

  1. საფუძველი, საყრდენი.

  2. რისამე არსებობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობის, პირობების ერთობლიობა.

  3. ამა თუ იმ საქონლის მთავარი საწყობი.

  4. არქიტექტურაში - სვეტის ქვედა, მსხვილი ნაწილი.

  5. ქალაქი სამხრეთ ესპანეთში, გრანადის პროვინციაში.

ბაზავლუკი (ბუზულუკი) - მდინარე უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში.

ბაზაზი (არაბ. „მეწვრილმანე“) - ფართლეულით მოვაჭარე.

ბაზალეთი

  1. ისტორიული მხარე ქართლში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ალევის ქედსა და მდინარე არაგვს შორის.

  2. სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის პლატოზე, მდინარე ტინისხევის მარცხენა ნაპირზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 17 სოფელს: ბაგა, ბაზალეთი, გრიგოლიანთკარი, ვარსიმაანი, ლაზვიანი, მლაშე, ნაგლიანთკარი, პირმისაანი, საკრამულო, საშაბურო, უნდილაანთკარი, ყარსიმაანთკარი, ჩანადირთკარი, ჩირდილელიანთკარი, ჩუბინიანთკარი, ძველი საკრამულო, ჭონტილი). ზღვის დონიდან - 870 მეტრი, დუშეთიდან - 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 160 კაცი.

  3. სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ჩხერიმელისა და მისი მარჯვენა შენაკადის ყორნების წყალგამყოფის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ყარნების ხეობაში. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 4 სოფელს: ბაზალეთი, ქროლი, ღარიხევი, წიფი). ზღვის დონიდან - 400 მეტრი. ხარაგაულიდან - 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 364 კაცი.

ბაზალეთის ბრძოლა - ბრძოლა ქართლ-კახეთის მეფის თეიმურაზ I-ისა და გიორგი სააკაძის ლაშქარს შორის, რომელიც 1626 წლის გვიან შემოდგომაზე გაიმართა ბაზალეთის ტბის პირას; ბრძოლა თეიმურაზის მომხრეთა გამარჯვებით დასრულდა და ამით ჩაიშალა გიოეგი სააკაძის იდეა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამეფოებისა და სამთავროების გაერთიანებისა.

ბაზალეთის თემის საკრებულო - იხილე სოფელი ბაზალეთი.

ბაზალეთის ტბა - ტბა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის პლატოზე, ქალაქ დუშეთის სამხრეთით, 5 კილომეტრზე. ზღვის დონიდან - 880 მეტრი, ზედაპირის ფართობი - 1,22 კვ.კმ., აუზის ფართობი - 14,4 კვ.კმ. მაქსიმალური სიღრმე - 7 მეტრი, წყლის მოცულობა - დაახლოებით 5 მლნ. კუბ.მ. მაქსიმალური დონე - ივნისში, მინიმალური - ოქტომბერში, იანვარ-თებერვალში იფარება ყინულით.

ბაზალია - დაბა უკრაინის ხმელნიცკის ოლქში.

ბაზალიომა (ბაზალურუჯრედოვანი კიბო, კანის კარცინოიდი) - კანის სიმსივნე.

ბაზალტი (ლათ.) - ვულკანური წარმოშობის ქანი.

ბაზარბაევი ჩოლპონბეკ - ყირგიზი ბალეტის მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1949 წელს).

ბაზარდარა - იგივე ჩრდილოეთ ალიჩურის ქედი.

ბაზარდუზუ - მწვერვალი აზერბაიჯანის კავკასიონზე (4466 მეტრი).

ბაზარი (სპარს.)

  1. დიდი სავაჭრო ადგილი.

  2. საქონელგაცვლის სფერო ზოგადად.

  3. ისტორიული ქალაქი ფეოდალურ საქართველოში, დღევანდელ ქალაქ ბელაქანთან.

  4. ლაპარაკი (ჟარგონულად).

  5. სენტ-ამან - ფრანგი სოციალისტ-უტოპისტი, სენ-სიმონის მიმდევარი (1791-1832 წწ).

ბაზარნი-კარაბულაკი - დაბა რუსეთის სარატოვის ოლქში.

ბაზარნი-სიზგანი - დაბა რუსეთის ულიანოვსკის ოლქში.

ბაზაროვი (ნამდვილი გვარი რუდნევი) ვლადიმირ - რუსი ფილოსოფოსი და ეკონომისტი, სოციალ-დემოკრატი (1874-1939 წწ).

ბაზარსადაევი კიმ - ბურიატი მომღერალი, ბანი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1937 წელს).

ბაზარძიუზიუ - მწვერვალი დიდ კავკასიონზე (4466 მეტრი).

ბაზედოვი (ბაზედო) იოჰან ბერნჰარდ - გერმანელი პედაგოგი-რეფორმატორი (1724-1790 წწ).

ბაზედოვი (ბაზედო) კარლ - გერმანელი ექიმი. ე.წ. მერზებურგის ტრიადის (ჩიყვი, ეგზოფთალმი, ტაქიკარდია) ზუსტი დამდგენი (1799-1854 წწ)

ბაზედოვის დაავადება - ავადმყოფობა, რომელიც გამოწვეულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლით.

ბაზელი - ქალაქი შვეიცარიის ჩრდილოეთ ნაწილში, ნახევარკანტონ ბაზელ-შტადტის ადმინისტრაციული ცენტრი (170 ათასი, გარეუბნებით 360 ათასი).

ბაზენი ანდრე - ფრანგი კინომცოდნე და კინოკრიტიკოსი (1918-1958 წწ).

ბაზენი აშელ ფრანსუა - ფრანგი მხედართმთავარი, მარშალი (1811-1888 წწ).

ბაზენი ერვე (ნამდვილი სახელი და გვარი ჟან პიერ მარი ერვე-ბაზენი) - ფრანგი მწერალი (1911-1996 წწ).

ბაზენი ჟან - ფრანგი მხატვარი (1904-1975 წწ).

ბაზენი - არამისის მსახური ალექსანდრე დიუმა-მამის რომანში „სამი მუშკეტერი“.

ბაზი (სპარს. „ბაზ“ UAC)

  1. მონადირე ფრინველთა ზოგადი სახელი.

  2. (ბაზე) სიმწიფეში შესული მარცვლეული.

  3. ბუდის მშენებელი მწერი ფუტკრისებრთა ოჯახისა.

ბაზიდიუმი - სოკოების სასპორე ორგანო.

ბაზიერთუხუცესი - სანადირო უწყების უფროსი ძველ საქართველოში.

ბაზიერი (ბაზიარი) - ქორ-შავარდენთა სანადიროდ დამგეშელი.

ბაზილდონი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, ესექსის საგრაფოში.

ბაზილე ჯამბატისტა - იტალიელი მწერალი (1575-1632 წწ).

ბაზილევიჩი კონსტანტინე - რუსი ისტორიკოსი, ერთ-ერთი პირველი რუსი სამხედრო მფრინავი (1892-1950 წწ).

ბაზილევიჩი ოლეგ - XX საუკუნის 60-70-იანი წლების კიევის «დინამოს» ფეხბურთელი და შემდგომ მწვრთნელი.

ბაზილიკა (ლათ.) - არქიტექტურული სტილი, უგუმბათო ნაგებობა. გავრცელებული იყო ანტიკურ ხანაში და შუა საუკუნეებში.

ბაზილიკატა (ლუკანია) - სამხრეთ იტალიის ოლქი, მდებარეობს იონიის ზღვის ტარანტოს ყურესთან.

ბაზილიო - პერსონაჟი კატა ალექსანდრე ტოლსტოის ზღაპარში „ოქროს გასაღები ანუ ბურატინოს თავგადასავალი“.

ბაზისი (ბერძნ.)

  1. საზოგადოების ეკონომიკური წყობილება, საწარმოო ურთიერთობათა ერთობლიობა.

  2. ზოგჯერ ენაცვლება ბაზა-ს.

ბაზიტი - იგივეა, რაც ფუძე, ქანი.

ბაზიფიკაცია - დედამიწის კონტინენტური ქერქის ოკეანურ ქერქად გარდაქმნის პროცესი.

ბაზიქითა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ბაზმა - ზეთის პატარა სანათი.

ბაზო - კარის გულფიცრის ჩარჩო.

ბაზოვსკი მილოშ - სლოვაკი მხატვარი (1899-1968 წწ).

ბაზოფილია (ბერძნ.) - უჯრედული სტრუქტურის უნარი შეიღებოს ფუძე საღებრებით.

ბაზრობა - დაწესებულ დროსა და დანიშნულ ადგილას გამართული ვაჭრობა ან მრავალდარგოვანი მუდმივი სავაჭრო ადგილი ღია ცის ქვეშ.

ბაზუანი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ბაზუკა (ინგლ.) - ხელის ყუმბარმტყორცნის სახელი აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში. მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი, რომელსაც ერთი კაცი ემსახურება.

ბაზუმის ქედი - მდებარეობს მცირე კავკასიონზე, სომხეთში.

ბაზუნოვები - რუსი წიგნის გამომცემლების ოჯახი (XIX საუკუნე).

ალ-ბაზიტი აბუ აბდ ალ-ლაჰ მუჰამად იბნ ჯაბირ - არაბი ასტრონომი-დამკვირვებელი (858-929 წწ).

ბათარია - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

ბათრსტი

  1. კუნძულების ჯგუფი პარის არქიპელაგში, ეკუთვნის კანადას.

  2. გამბიის დედაქალაქ ბანჯულის ყოფილი სახელი.

ბათა ქექია - ქართული მხატვრული ფილმი, კომედია, ორი სერია. ეკრანებზე გამოვიდა 1985 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ლეილა გორდელაძე. სცენარის ავტორები - ერლომ ახვლედიანი და ლეილა გორდელაძე. დამდგმელი ოპერატორი - ლერი მაჩაიძე. კომპოზიტორი - იოსებ კეჭაყმაძე. მთავარ როლებში: ნოდარ ჩაჩანიძე, გიორგი გეგეჭკორი, გურამ ფირცხალავა, ივანე საყვარელიძე.

ბათი - ქალაქი-საგრაფო დიდ ბრიტანეთში, სომერსეტშირის საგრაფოში, მდინარე ეივონზე (80 ათასი).

ბათიალი (ბათიალური ზონა) - მსოფლიო ოკეანის შუალედური ზონა ნერიტულ (წყალმარჩხ) და აბისალურ (წყალღრმა) ზონებს შორის, რომელიც 200-3000 მეტრ სიღრმეებს მოიცავს.

ბათ-იამი - ქალაქი ისრაელის დასავლეთ ნაწილში.

ბათიაშვილი გურამ - დრამატურგი (დაიბადა 1938 წელს).

ბათიაშვილი ირაკლი - პოლიტიკური მოღვაწე (დაიბადა 1961 წელს).

ბათიბიონტები (ბერძნ.) - ზღვის ცხოველები, რომლებიც ბინადრობენ ზღვის სიღრმეში, 500 მეტრის ქვემოთ.

ბათილამა - ვალდებულების რაიმე გზით განაღდების საბუთი.

ბათილი (სპარს.) - ძალადაკარგული, გაუქმებული.

ბათიპლანი - ბუქსირით სატარებელი ერთადგილიანი წყალქვეშა კამერა.

ბათირი (ირანული „ბაჰადურ“) - წოდება, რომელსაც თურქები და მონღოლები ანიჭებდნენ გამოჩენილ მეომრებს.

ბათირი - ღრმული, იხილე ყარაგიე.

ბათირ-სრიმი (სრიმ დატოვი) - მსხვილი ყაზახი ბაი ბაიბაქთის საგვარეულოდან, 1783 წლის აჯანყების მეთაური (გარდაიცვალა 1802 წელს).

ბათისკაფი (ბერძნ.) - ოკეანოგრაფიული, ზღვის სიღრმეების საკვლევი აპარატი.

ბათისფერო (ბერძნ.) - წყალქვეშა დაკვირვებისათვის განკუთვნილი ფოლადის სფერული კამერა.

ბათმანი - მარცვლეულის საწყაო ერთეული (საქართველოში საშუალოდ 3 კგ-ს უდრის).

ბათოლითი

  1. სიღრმული მაგმური ქანების განლაგების ფორმა.

  2. დედამიწის ღრმა ფენებში დალექილი გრანიტული სამთო ქანების დიდი მასივი.

ბათომეტრი - ამა თუ იმ სიღრმიდან ამოღებული წყლის სინჯის საკვლევი ხელსაწყო.

ბათოქრომები - ატომთა ჯგუფები, რომლების არსებობაც ორგანული საღებრის მოლეკულაში „აღრმავებს“ მის ფერს.

ბათო-ყაენი (ბათუ, საინ-ხანი) - მონღოლი ხანი (ყაენი), ჯუჩის ძე, ჩინგიზ ყაენის შვილიშვილი (1208-1255 წწ).

ბათრაძი - ნართების ეპოსის ერთ-ერთი მთავარი გმირი.

ბათუმი - ქალაქი დასავლეთ საქართველოში, აჭარის დედაქალაქი (140 ათასი).

ბათქაბუთქი - თოფისა თუ ზარბაზნის ზედიზედ სროლის ხმა.

ბათქაში (სპარს.) - წყალში გახსნილი გაჯი ან სილისა და კირის ნარევი.

ბათქი - თოფის, ზარბაზნისა და მისთანათა ხმა.

ბაი ამურ ოგიუსტ ლუი ჟოზეფ ბერტელო ბარონ დე - ფრანგი არქეოლოგი (1853-1931 წწ).

ბაი

  1. (თურქ.) - მსხვილ ფეოდალთა ტიტული ძველ შუა აზიაში.

  2. ტბა კუნძულ ლუსონზე (ფილიპინები).

  3. (მინძია, საკუთარი სახელწოდება ბაიძი, ბაიხო) - ჩინეთის იუნანის პროვინციაში მცხოვრები ხალხი.

ბაია

  1. ერთგვარი ბალახი, მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი მცენარე.

  2. თვალის გუგა.

  3. ჩვილი ბავშვი.

  4. არჩილ სულაკაურის ზღაპრის, „სალამურას“ პერსონაჟი.

  5. ქალაქი სამხრეთ უნგრეთში, დუნაის მარცხენა ნაპირზე.

  6. (სალვადორი) - ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქი-პორტი (2,1 მილიონი) და შტატი.

ბაია-ბლანკა - ქალაქი-პორტი არგენტინაში (ბუენოს-აირესის პროვინცია).

ბაიადერა

  1. იმრე კალმანის ოპერეტა.

  2. ლუდვიგ მინკუსის ბალეტი.

ბაიადერი (ფრანგ.) - ინდოელი მოცეკვავე ქალების სახელი ევროპაში.

ბაიაზიდ I ილდირიმი (თურქულად ნიშნავს „ელვას“) - ოსმალეთის სულთანი 1389-1402 წლებში (1354 ან 1360 - 1403 წწ).

ბაიაზიდ ანსარი - ავღანელი პოეტი, მუსლიმანური რელიგიური სექტა როშანის დამაარსებელი (1515 ან 1525 - 1565 წწ).

ბაიაზიდი - თურქეთის ქალაქ დოღუბაიაზიდის ძველი სახელი.

ბაიათი - აღმოსავლური ცალხმიანი ჰანგი.

ბაიათი აბდ ალ-ვაჰაბ - ერაყელი არაბი პოეტი (1926 წ).

ბაია-მარე - ქალაქი რუმინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მარამურეშის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი (150 ათასი).

ბაიამო - ქალაქი კუბის აღმოსავლეთ ნაწილში, გრანმას პროვინციაში (125 ათასი).

ბაიამონი - ქალაქი პუერტო-რიკოში (220 ათასი).

ბაიანაული - დაბა ყაზახეთის პავლოდარის ოლქში.

ბაიანგოლი - დაბა რუსეთის ბურიატიის რესპუბლიკაში.

ბაიანი (რუს.) - რუსული მუსიკალური ინსტრუმენტი, რომლის სახელწოდება ლეგენდარული რუსი მომღერალ-მთქმელის ბაიანის (ან ბოიანის) სახელიდან შეიქმნა.

ბაიანოვა ალა - რუსული ესტრადის მომღერალი (დაიბადა 1916 წელს).

ბაიანტუმენი - მონღოლეთის ქალაქ ჩოიბალსანის სახელი 1921-41 წლებში.

ბაიან-ულეგეი - ქალაქი დასავლეთ მონღოლეთში.

ბაიან-ხარა-ულა - მთიანი ქედი ჩინეთში.

ბაიან-ხონგორი - ქალაქი მონღოლეთში.

ბაიარდი პიერ ტერაი, სენიორ დე - ფრანგი რაინდი, ცნობილია როგორც „უშიშარი და უნაკლო რაინდი“ (chevalier sans peur et sans reproche), სახელი გაითქვა მრავალ ომსა და ბრძოლაში მონაწილეობით (დაახლოებით 1473 - 1524 წწ).

ბაიარი გიზი - უნგრელი მსახიობი ქალი (1893-1951 წწ).

ბაიასასი პიტერ - კანადელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1950 წელს).

ბაიასებრნი - ორლებნიან მცენარეთა ოჯახი, უმთავრესად მრავალწლოვანი ბალახებია, ზოგჯერ ბუჩქები და ლიანები.

ბაიბაკი - ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა.

ბაიბუად აგდებს - არაფრად აგდებს, ანგარიშს არ უწევს.

ბაიბური - სრული სიჩუმე.

ბაიგოჟა - მდინარე, იხილე ნურა.

ბაიდარა (რუს.) - სპორტული ნავი, რომელიც ჩუქჩებისა და ესკიმოსების ყოფიდან იქნა აღებული.

ბაიდარა - მდინარე, იხილე ბიდარა.

ბაიდარაგ-გოლი - მდინარე მონღოლეთში.

ბაიდარატის უბე - მდებარეობს კარის ზღვაში, იამალის ნახევარკუნძულთან (რუსეთის ტიუმენის ოლქი).

ბაიდარი

  1. (ძვ.წყალთაშუა) - ისტორიული მხარე ქვემო ქართლში, მდინარე ქციის ორივე ნაპირზე.

  2. სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ბაიდარის კლდეკარი - უღელტეხილი ყირიმის მთებში (უკრაინა).

ბაიდარის მთა - იხილე ბიდარის მთა.

ბაიდარის ხეობა - მდებარეობს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე.

ბაიდუკოვი გიორგი - მფრინავი-გამომცდელი, მხედართმთავარი, ავიაციის გენერალ-პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი (1907-1994 წწ).

ბაიდუკოვის კუნძული - მდებარეობს ოხოტის ზღვის სახალინის ყურეში, ხაბაროვსკის მხარე, რუსეთი.

ბაიე - ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში, კალვადოსის დეპარტამენტში.

ბაიერი - გერმანიის ქიმიური კომპანია, დაარსებულია 1863 წელს.

ბაიერი ადოლფ - გერმანელი ქიმიკოსი, 1905 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1835-1917 წწ).

ბაიერი იოჰან იაკობ-გოტლიბ ზიგფრიდ (გერმანულ ლიტერატურაში თეოფილ ზიგფრიდი) - გერმანელი ისტორიკოსი და ფილოლოგი (1694-1738 წწ).

ბაიერი ფრანკ - გერმანელი კინორეჟისორი (დაიბადა 1932 წელს).

ბაიერი ფრედერიკ - დანიელი მწერალი და პოლიტიკოსი, 1908 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (1837-1922 წწ).

ბაიერიშ მოტორენ ვერკე - იხილე ბმვ.

ბაიერნი (ბაიერი) ფრიდრიხ (თედორე) - ავსტრიელი ნატურალისტი არქეოლოგი, კავკასიის მუზეუმების ფონდების ერთ-ერთი ფუძემდებელი (1817-1886 წწ).

ბაიერნი - გერმანიის ქალაქ მიუნჰენის საფეხბურთო კლუბი.

ბაითალმანი - ოხერი, უპატრონო.

ბაითალო - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ბაით-ელ-ფაკიჰი - ქალაქი იემენის არაბთა რესპუბლიკაში.

ბაითი

  1. (ბეითი) - არაბული ლექსის სტრიქონი.

  2. სახლი (ჟარგონულად).

ბაითოუშანი (პექტუსანი) - მოქმედი ვულკანი ჩანბაიშანის ზეგანზე (ჩინეთი).

ბაიი ჟან სილვენ - ფრანგი ასტრონომი და პოლიტიკური მოღვაწე, საფრანგეთის დიდი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი (1736-1793 წწ).

ბაიკა - ბამბის ხაოიანი რბილი ქსოვილი.

ბაიკალი

  1. ტბა აღმოსავლეთ ციმბირის სამხრეთ ნაწილში, ითვლება მსოფლიოში ყველაზე ღრმა დახშულ წყალსატევად, მაქსიმალური სიღრმე 1620 მეტრი, ფართობი - 31,5 ათასი კვ.კმ.

  2. დაბა რუსეთის ირკუტსკის ოლქში.

ბაიკალისპირეთი - ბაიკალის ტბის მიმდებარე ტერიტორია.

ბაიკალის ქედი - მდებარეობს ბაიკალის ტბის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე.

ბაიკალსკი - ქალაქი რუსეთის ირკუტსკის ოლქში.

ბაიკოვი თევდორე - მოსკოველი დიდგვაროვანი, ჩინეთში რუსეთის პირველი ელჩობის მეთაური (1612 ან 1613 - 1664 წწ).

ბაიკონური - კოსმოდრომი ყაზახეთში, შეიქმნა 1955 წელს.

ბაილადილა - ინდოეთის (მადჰია-პრადეშის შტატი) დიდი სამთამადნო რეგიონი.

ბაილაყანი - შუა საუკუნეების ქალაქი მტკვრის და არაქსის შესართავთან (აზერბაიჯანი).

ბაილეთი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ბაილეთისწყალი - მდინარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სუფსის მარცხენა შენაკადი.

ბაილენი - ქალაქი ესპანეთში, ხაენის პროვინციაში.

ბაილონი - ხელოვნური ქსოვილი

ბაილოტი - კუნძული კანადის არქტიკულ არქიპელაგში.

ბაილშტაინი ფრიდრიხ - გერმანელი ქიმიკოსი, მოღვაწეობდა პეტერბურგში (1838-1906 წწ).

ბაიმაკი - ქალაქი რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში.

ბაიმლერი ჰანს - ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი გერმანელი კომუნისტი (1895-1936 წწ).

ბაინდური (არაგვის ერისთავი) - XVIII საუკუნის II ნახევრის მოღვაწე ერეკლე მეორის კარზე, ძე რევაზ არაგვის ერისთავისა.

ბაიოკო (იტალ.) - რომის პაპის ხურდა ფული ვერცხლისა ან სპილენძისა ძველ იტალიაში.

ბაიონა - ქალაქი-პორტი სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ატლანტის პირენეს დეპარტამენტში, ძირითადად დასახლებულია ბასკებით (40 ათასი).

ბაიონეტი - იხილე ბაგინეტი.

ბაიჟანსაი - დაბა ყაზახეთის ჩიმქენთის ოლქში.

ბაირამ-ალი - ქალაქი თურქმენეთის მარის ოლქში.

ბაირამი (თურქ.) - მაჰმადიანთა დღესასწაული.

ბაირაქთარი მუსტაფა-ფაშა - ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე (1765-1808 წწ).

ბაირაღი (თურქ.) - იგივე დროშა.

ბაირაჩკი - დაბა უკრაინის ლუგანსკის ოლქში.

ბაირახტარი (თურქ.-სპარს.) - მედროშე.

ბაირიკი - სახელმწიფო კირიბატის დედაქალაქი (19 ათასი).

ბაიროითი (ბაირეიტი) - ქალაქი გერმანიის ბავარიის მხარეში.

ბაირონი ადა - ჯორჯ გორდონ ბაირონის ქალიშვილი, იხილე ლავლეისი .

ბაირონი ჯონ - ინგლისელი ზღვაოსანი (1723-1786 წწ).

ბაირონი ჯორჯ ნოელ გორდონ - დიდი ინგლისელი პოეტი-რომანტიკოსი (1788-1824 წწ).

ბაირონი - კონცხი ავსტრალიაში.

ბაირონიზმი - XIX საუკუნის პირველი ნახევრის ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელიც ბაირონის შემოქმედების გავლენით წარმოიქმნა. ახასიათებდა რომანტიკული ინდივიდუალიზმი, მონარქიული წყობილებისადმი პროტესტი, ეროვნული განთავთავისუფლების იდეა.

ბაისეითოვა ქულიაშ (ნამდვილი სახელი გულბაჰრამ) - ყაზახი მომღერალი ქალი, ლირიკულ-კოლორატული სოპრანო, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1912-1957 წწ).

ბაისუბანი - სოფელი და მდინარე (ალაზნის მარცხენა შენაკადი) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ბაისუნთაუ - ქედი შუა აზიაში, ჰისარის ქედის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (უზბეკეთი).

ბაისუნი - ქალაქი უზბეკეთის სურხანდარიის ოლქში.

ბაი-ტაიგა - მთის მასივი რუსეთის ტუვის ავტონომიაში.

ბაიტი (ინგლ.) - ინფორმაციის რაოდენობის საზომი ერთეული.

ბაიტილოსი - წმინდა ქვა ძველ საბერძნეთში (სავარაუდოა, რომ იყო მეტეორი), თილისმა.

ბაიფი ჟან ანტუან დე - ფრანგი პოეტი, „პლეადის“ წევრი (1532-1589 წწ).

ბაიყუში

  1. დიდი ბუ.

  2. უჟმური ადამიანი.

ბაიშუ-ალენტეჟუ - პორტუგალიის ისტორიული პროვინცია.

ბაიჩი-ჟილინსკი ენდრე - უნგრეთის პოლიტიკური მოღვაწე (1886-1944 წწ).

ბაიჩუნასი - დაბა ყაზახეთის ათერაუს ოლქში.

ბაი-ძე - ჩინურ მითოლოგიაში - ყოვლისმცოდნე არსება, მფლობელი სულების შესახებ არსებული ცოდნისა, როგორც წესი, გამოისახებოდა თეთრი ლომის სახით.

ბაიხის (ბაიხაოს) ჩაი (ჩინ.) - ფხვიერი დაგრეხილი ჩაი.

ბაიხე - მდინარე ხაიხეს ერთ-ერთი მდგენელი (ჩინეთი).

ბაიხო (ოჟიო, სამების ეკლესია) - VI საუკუნის ქართული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამების ტაძარი, სამნავიანი ბაზილიკის სტილის ნაგებობა სოფელ ოჟიოსთან 2,5 კილომეტრში (ახმეტის მუნიციპალიტეტი).

ბაი-ხუ - ჩინურ მითოლოგიაში - მიცვალებულთა ქვეყნის მცველი სული.

ბაკა იუზეფ - ლიტვური წარმოშობის პოლონელი პოეტი (1707-1780 წწ).

ბაკალავრი (ლათ.) - პირველი სამეცნიერო ხარისხი, რომელიც ენიჭება სტუდენტს საბაზო უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ.

ბაკალეა (რუს.) - საბაყლო საქონელი - ზოგიერთი სასურსათო და სამეურნეო საქონლის გაერთიანებული ჯგუფი.

ბაკალი - ქალაქი რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში.

ბაკანასი - მდინარე ყაზახეთის სემიპალატინსკის ოლქში.

ბაკანი

  1. კუს ზურგის რქოვანი ფარი.

  2. ერთგვარი ლაქის საღებავი.

ბაკარა

  1. (ფრანგ.) - საუკეთესო ხარისხის ბროლი, რომელიც 1816 წლიდან იწარმოება საფრანგეთის ქალაქ ბაკარაში.

  2. იხილე ბაქარა.

ბაკასირი ალი აჰმედ - ეგვიპტელი დრამატურგი და მწერალი (დაიბადა 1910 წელს).

ბაკატინი ვადიმ - რუსი პოლიტიკური მოღვაწე, 1988-1990 წლებში საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრი (დაიბადა 1937 წელს).

ბაკბო - ვიეტნამის ჩრდილოეთ ნაწილის სახელი, იგივე ტონკინი.

ბაკბო (ტონკინის ყურე) - სამხრეთ ჩინეთის ზღვის ყურე.

ბაკელანდი ლეო ჰენდრიკ - ამერიკელი ქიმიკოსი და მეწარმე (1863-1944 წწ).

ბაკელიტი - ხელოვნური ფისი.

ბაკემა იაკობ - ნიდერლანდელი არქიტექტორი (1914-1981 წწ).

ბაკენბარდი (გერმ.) - ლოყებზე დატოვებული და ნიკაპზე ამოპარსული წვერი.

ბაკენი (ჰოლანდ.) - გემის სავალ გზაზე სანავიგაციო საფრთხის აღმნიშვნელი ან ფარვატერის შემოსაღობი ნიშანი.

ბაკეუ - ქალაქი (ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი, 195 ათასი) და ჟუდეცი აღმოსავლეთ რუმინეთში.

ბაკვანგა - კონგოს ქალაქ მბუჟი-მაიის სახელი 1966 წლამდე.

ბაკვე - ლიბერიაში მცხოვრები ხალხი.

ბაკი

  1. მოკლედ შეკრეჭილი ბაკენბარდი.

  2. (ფრანგ.) ლითონის დიდი სათავსი სითხის შესანახად.

  3. (ჰოლანდ.) ნაგებობა გემის კიჩოზე შემხვედრი ტალღისაგან ზედა გემბანის დასაცავად.

  4. მსხვილი რქოსანი საქონლის სადგომი, წნელით შემოღობილი ან ყორით შემოზღუდული გადაუხურავი ადგილი.

ბაკი ერნსტ - გერმანელი ფიზიკოსი (1881-1959 წწ).

ბაკი ზენონ მარსელ - ბელგიელი ფიზიოლოგი-ფარმაკოლოგი (1903-1983 წწ).

ბაკი მაჰმუდ აბდულბაკი - თურქი პოეტი, ყასიდის ოსტატი (1526-1600 წწ).

ბაკი პერლ - ამერიკელი მწერალი ქალი, 1938 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1892-1973 წწ).

ბაკიბუკი - მაგარ საგნებზე სიარული.

ბაკიდი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ბეოტიელი წინასწარმეტყველი, მაგიური წიგნის შემდგენელი.

ბაკინგემშირი - საგრაფო ინგლისში.

ბაკიროვი აბას - უზბეკი მსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1910-1974 წწ).

ბაკლა - მსხვილი ცერცვი.

ბაკლანოვა ოლგა - რუსი მსახიობი ქალი, XX საუკუნის 20-იან წლებში მოსკოვის სამხატვრო თეატრის გასტროლების დროს დარჩა აშშ-ში (1899-1974 წწ).

ბაკლანოვი გრიგორი - რუსი მწერალი (დაიბადა 1923 წელს).

ბაკლანოვკა

  1. (ააფსთა) - მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში. სიგრძე - 35 კილომეტრი, აუზის ფართობი 243 კვ.კმ. სათავე აქვს ბზიფის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში და სამხრეთ კალთაზე მოედინება. შავ ზღვას ერთვის გუდაუთსა და ახალ ათონს შორის.

  2. გუდაუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ააცის ძველი სახელი.

ბაკლუნდი ოსკარ - რუსი ასტრონომი (1846-1916 წწ).

ბაკმეისტერი ლუდვიგ - რუსი ბიბლიოგრაფი, რომელიც ხელს უწყობდა ეკატერინე II-ის განზრახვას მსოფლიოს ყველა ენის შედარებითი ლექსიკონის გამოცემის თაობაზე (1730-1806 წწ).

ბაკმი - მკრთალი შუქის რკალი მთვარის ირგვლივ.

ბაკო - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

ბაკოვია (ნამდვილი გვარი ვასილიუ) ჯორჯე - რუმინელი პოეტი (1881-1957 წწ).

ბაკოლოდი - ქალაქი და ნავსადგური ფილიპინებში, კუნძულ ნეგროსზე.

ბაკომო (ბაბირა) - კონგოში მცხოვრები ხალხი.

ბაკონგო - კონგოში მცხოვრები ხალხი.

ბაკონი - მთის მასივი უნგრეთში.

ბაკოტა (კოტა) - კონგოში მცხოვრები ხალხი.

ბაკლა - ძველრუსული ქალაქი მდინარე დნესტრის მარცხენა ნაპირზე მე-12-15 საუკუნეებში.

ბაკუბა - კონგოში მცხოვრები ხალხი.

ბაკულას ღორები - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1976 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ბიძინა რაჭველიშვილი. სცენარის ავტორები - რეზო ჭეიშვილი, ბიძინა რაჭველიშვილი. დამდგმელი ოპერატორები - არჩილ ფილიპაშვილი, ვასილ შუტოვი. კომპოზიტორი - ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე. მთავარ როლებში: გიორგი გეგეჭკორი, ბადრი კობახიძე, ია ხობუა, გოგი ქავთარაძე.

ბაკულევი ალექსანდრე - საბჭოთა ეპოქი რუსი ქირურგი, აკადემიკოსი, გულ-მკერდის ქირურგიის ინსტიტუტის დამაარსებელი მოსკოვში (1890-1967 წწ).

ბაკუნი - გაბმული ბაკიბუკი.

ბაკუნიზმი - ანარქისტული მიმდინარეობა მუშათა მოძრაობაში.

ბაკუნინი მიხაილ - რუსი რევოლუციონერი, ანარქიზმისა და ნაროდნიკობის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1814-1876 წწ).

ბაკუნცი აქსელ - სომეხი მწერალი (1899-1937 წწ).

ბაკურაძე ალექსანდრე - ფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (დაიბადა 1905 წელს).

ბაკური - საქართველოს რამდენიმე მეფის სახელი ადრეფეოდალურ ხანაში.

ბაკურიანი - ტაოს ერისთავთერისთავი (X-XI საუკუნეები)

ბაკურიანი - საკურორტო დაბა ბორჯომისმუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

ბაკურიანის ანდეზიტი (ანდეზიტი) - დასახლება ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

ბაკურიანისწყალი - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, გუჯარეთისწყლის მარცხენა შენაკადი.

ბაკურ იბერიელი - ბიზანტიელი მხედართმთავარი, ფილოსოფოსი, რიტორი (IV საუკუნე).

ბაკურციხე - სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

ბაკურხეველი ხევსური - ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1980 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - გოდერძი ჩოხელი. დამდგმელი ოპერატორი - ნიკოლოზ სუხოვი. მთავარ როლში: შალვა ქირიკაშვილი.

ბაკურხევი

  1. მდინარე (იხილე რექა).

  2. სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდამაყრის თემის საკრებულო), მდინარე რექის (გუდამაყრის არაგვის მარცხენა შენაკადი) ზემო დინებაში. ზღვის დონიდან -1840 მეტრი, დუშეთიდან -56 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 20 კაცი.

ბაკუფუ - სიოგუნების სამი დინასტიის მთავრობა შუა საუკუნეების იაპონიაში.

ბაკქანალია (ლათ.)

  1. ღვინისა და ლხინის ღმერთის დღეობა ძველ საბერძნეთში.

  2. თავაშვებული დროსტარება, ორგია.

ბაკქანტები (ბაკქელი ქალები) - ძველ საბერძნეთსა და რომში ბაკქის (დიონისეს) ქურუმის თანამგზავრები, მისი კულტის მსახურნი, ბაკქანალიის მონაწილენი.

ბაკქეი (ბერძნ.) - ანტიკურ ლექსთწყობაში სამმარცვლიანი ტერფი, სადაც პირველი მარცვალი მოკლეა, ორი მომდევნო კი - გრძელი.

ბაკქი (ბერძნ.) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, იგივეა, რაც დიონისე.

ბაკქილიდე - ძვ.წ.აღ. V საუკუნის ბერძენი კეოსელი პოეტი, საგუნდო ლირიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ბაკქუსი

  1. დიონისეს ერთ-ერთი სახელის ბაკქოსის ლათინური ფორმა. ღვინის, დროსტარების, მხიარულების ღმერთი რომაულ მითოლოგიაში.

  2. იტყვიან ღვინოზე და სიმთვრალეზე.

ბაკშტაგი - იხილე ბაქშტაგი, ბაქშტაინი.

ბაკხი - მთა და უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ განშტოებაზე, ბაკხილდის ქედზე.

ბაკხილდის ქედი - ქედი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოებაზე.

ბალა ჯაკომო - იტალიელი მხატვარი, ფუტურიზმის ოსტატი (1871-1958 წწ).

ბალაანი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ბალაბაკი - სრუტე, აერთებს სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და სულუს ზღვას.

ბალაბანი გედეონ - უკრაინელი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, ლვოვის ეპისკოპოსი (1530-1607 წწ).

ბალაბანოვი ალექსი - რუსი სცენარისტი, კინორეჟისორი და პროდიუსერი (დაიბადა 1956 წელს).

ბალაბანოვო - დაბა რუსეთის კალუგის ოლქში.

ბალაბინო - დაბა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში.

ბალაბუევი პეტრე - უკრაინელი ავიაკონსტრუქტორი, თვითმფრინავ ან-225-ის („მრია“) შემქმნელი.

ბალაგანი (სპარსულადბალახანე“ - ზედა ოთახი)

  1. სახელდახელოდ მოქოხებული ხის შენობა.

  2. პრიმიტიული თეატრალური სანახაობა.

  3. გადატანითი მნიშვნელობით რაიმე არასერიოზული, სახუმარო და უხამსი მოვლენა.

ბალაგანსკი - დაბა რუსეთის ირკუტსკის ოლქში.

ბალაგერი ხოაკინ - დომინიკელთა რესპუბლიკის პრეზიდენტი 1960-62 წლებში (დაიბადა 1907 წელს).

ბალაგჰატი - ქალაქი ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატში.

ბალადა (ფრანგ.) - ისტორიული განვითარებით დაკავშირებული რამდენიმე განსხვავებული ჟანრის სახელწოდება პოეზიასა და მუსიკაში; ზღაპრული, ლეგენდარული ან ისტორიული შინაარსის მცირე ლექსი.

ბალადიური ედუარ - საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი 1993-95 წლებში (1929 - 1995 წწ).

ბალავანისწყალი - მდინარე გორის მუნიციპალიტეტში, ტანის მარჯვენა შენაკადი.

ბალავარი - გათლილი ლოდი საძირკველში.

ბალავარიანი - იხილე სიბრძნე ბალავარისა“.

ბალავაძე ვახტანგ - ქართველი მოჭიდავე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი 1954, 1957 წლებში, 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, სსრკ-ს 5-გზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში (დაიბადა 1927 წელს).

ბალავერი - ქართული კომპიუტერული შრიფტი.

ბალაზური აჰმად იბნ იაჰია იბნ ჯაბირ - არაბი ისტორიკოსი, ავტორი თხზულებებისა არაბთა დაპყრობითი ომების შესახებ (820-892 წწ).

ბალაიანი რომან - სომხური წარმოშობის რუსი კინორეჟისორი (დაიბადა 1941 წელს).

ბალაიმი (ელ-ბილაიმი) - ქალაქი ეგვიპტეში.

ბალაკირევი მილი - რუსი კომპოზიტორი, შემოქმედებითი გაერთიანება „მძლავრი ჯგუფის“ ხელმძღვანელი (1836/37 - 1910 წწ).

ბალაკლავა - ქალაქ სევასტოპოლის ერთ-ერთი უბანი

ბალაკლეა - ქალაქი უკრაინის ხარკოვის ოლქში.

ბალაკოვო - ქალაქი რუსეთის სარატოვის ოლქში.

ბალაკრონი - საყდე მასალა ერთგვარი.

ბალალაიკა - რუსული სამსიმიანი მუსიკალური ინსტრუმენტი.

ბალამი აბუ ალი მუჰამედ იბნ მუჰამედ - X საუკუნის სპარსული პოეზიის წარმომადგენელი.

ბალამწარა - ტყის ბალი.

ბალანგარი - კაცი მოუსმინარი (საბა)

ბალანდინი ალექსანდრე - რუსი კოსმონავტი, 1990 წლის თებერვალ-აგვისტოს ფრენის მონაწილე (დაიბადა 1953 წელს).

ბალანდინი ალექსი - რუსი ქიმიკოსი, აკადემიკოსი (1898-1967 წწ).

ბალანთა - სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

ბალანი

  1. ნადირისა და ზოგი შინაური ცხოველის ბეწვი.

  2. სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ბალანოგლოსუსი - ცხოველების გვარი ნაწლავმსუნთქავთა კლასისა.

ბალანოფირისებრნი - ორლებნიან ბალახოვან მცენარეთა ოჯახი, მეტ-ნაკლებად უქლოროფილო პარაზიტი მცენარეები.

ბალანსი (ფრანგ.)

  1. გათანაბრება, წონასწორობა.

  2. შემოსავალ-გასავლის თანხათა შეფარდებითი ჯამი.

ბალანსირება - წონასწორობის დაცვა.

ბალანსირი (ფრანგ.)

  1. ერთგვარი ბერკეტი სხვადასხვა მანქანაში.

  2. საათის მექანიზმის ნაწილი.

ბალანტე (ბულანდა, ბრასა) - ძირითადად გვინეაში მცხოვრები ხალხი, ცხოვრობენ აგრეთვე კაბო-ვერდესა და სენეგალში.

ბალანტიდიოზი (ბალანტიდიაზი) - ადამიანისა და ღორის დაავადება.

ბალანტიდიუმი - უმარტივესი ცხოველი ნაირწამწამიანთა რიგისა.

ბალანში პიერ სიმონ - ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი, ადრეული რომანტიზმის ხელოვნების თეორიტიკოსი (1776-1847 წწ).

ბალანჩივაძე ანდრია - კომპოზიტორი (1906-1992 წწ).

ბალანჩივაძე გიორგი - იხილე ბალანჩინი.

ბალანჩივაძე ვასილი - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1867-1951 წწ).

ბალანჩივაძე მელიტონ - კომპოზიტორი (1862-1937 წწ).

ბალანჩინი ჯორჯ (ნამდვილი სახელი და გვარი გიორგი ბალანჩივაძე) - ქართული წარმოშობის ამერიკელი ბალეტმეისტერი (1904-1983 წწ).

ბალაჟი ბელა - უნგრელი მწერალი, კინოს თეორიტიკოსი (1884-1949 წწ).

ბალარამა - ინდუიზმში ერთ-ერთი ვიშნუს ავათარა, გმირი ჭაბუკი, რომელიც დემონებს ამარცხებს.

ბალარატი - ქალაქი სამხრეთ ავსტრალიაში (61 ათასი).

ბალარი ანტუან ჟერომ - ფრანგი ქიმიკოსი (1802-1876 წწ).

ბალარი (ბელარი) - ქალაქი ინდოეთში, კარნატაკას შტატში, მდინარე ხაგარიზე (245 ათასი).

ბალარჯი - ცომის საფუარი.

ბალასანიანი სერგეი - საბჭოთა ეპოქის ტაჯიკეთსა და რუსეთში მოღვაწე კომპოზიტორი (1902-1982 წწ).

ბალასაღუნი იუსუფ ჰაჯ-ჰაჯიბ - უიღური მწერალი, მეცნიერი (დაახლოებით 1021 წ - ?).

ბალასაღუნი - ისტორიული ქალაქი შუა აზიაში, მდინარე ჩუზე, ტბა ისიქ-ქოლის მახლობლად.

ბალასი - ალმასის სახესხვაობა.

ბალასოგლო ალექსანდრე - რუსი დემოკრატი-განმანათლებელი, პეტრაშეველი, პოეტი, პუბლიცისტი (1813-1893 წწ).

ბალასტი (ინგლ.)

  1. გემის ზღვაოსნური თვისებების გასაუმჯობესებელი სპეციალური ტვირთი.

  2. ზედმეტი, უსარგებლო რამ.

ბალატა (ესპ.) - ტროპიკებში მზარდი ხე და ამ ხის ტყავისებრი პროდუქტი, შემადგენლობით ჰგავს გუტაპერჩს.

ბალატონი - უნგრეთის უდიდესი ტბა, მდებარეობს შუა დუნაის ვაკეზე, სიღრმე - 11 მეტრი, ფართობი 596 კვ.კმ.

ბალატონფიურედი - ბალნეოლოგიური კურორტი უნგრეთში, ბალატონის ტბის ნაპირზე.

ბალაშა ბალინტ - უნგრელი პოეტი (1551-1594 წწ).

ბალაში ივან - გლეხთა და კაზაკთა აჯანყების წინამძღოლი რუსეთში XVII საუკუნის 30-იან წლებში (? - 1633 წ).

ბალაშიხა - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.

ბალაშოვი - ქალაქი რუსეთის სარატოვის ოლქში.

ბალაშოვი დიმიტრი - რუსი მწერალი (1927-2000 წწ).

ბალაშოვი იური - რუსი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1949 წელს).

ბალაძეები - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

ბალახანა (სპარს.) - სავაჭროს ან სახელოსნოს ზედა სართული (ანტრესოლი), რომელსაც საცხოვრებლად იყენებდნენ.

ბალახბულახი - სარეველა ბალახი.

ბალახეული - სხვადასხვა ბალახი ერთობლივ.

ბალახთდგომა - ბალახოვან მცენარეთა მიწისზედა ნაწილი.

ბალახი - დაბალი მცენარე, აქვს წვრილი მწვანე ღერო.

ბალახნა - ქალაქი რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.

ბალახოვანი - ბალახის თვისების მქონე.

ბალახტარა - ნაჩქარევად და უხეიროდ გამკეთებელი.

ბალახტარობა - ნაჩქარევად და უხეიროდ კეთება.

ბალბა - ერთ- ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარე.

ბალბასი - უხეშმატყლიანი, ცხიმკუდიანი ცხვრის ჯიში.

ბალბო ჩეზარე - იტალიელი პოლიტიკური მოღვაწე, რისორჯიმენტოს ლიბერალური ფრთის ერთ-ერთი ლიდერი, ისტორიკოსი და მწერალი (1789 - 1853 წწ).

ბალბოა

  1. პანამის ფულის ერთეული.

  2. ქალაქი პანამაში.

ბალბოა სილვესტრე დე - კუბელი პოეტი (1563-1649 წწ).

ბალდა

  1. სოფლების პირველი ბალდას, მეორე ბალდას და მესამე ბალდას გავრცელებული სახელწოდება (მარტვილის მუნიციპალიტეტი).

  2. ალექსანდრე პუშკინის ზღაპრის პერსონაჟი.

  3. ძველი რუსული თამაში, რაც დაფუძნებულია ასოების მონაცვლეობით მიწერით სიტყვების აგებაზე.

ბალდანო ნამჟილ - ბურიატი მწერალი (1907-1984 წწ).

ბალდახინი (იტალ.) - მიცვალებულის გასასვენებელი ჩარდახიანი ეტლი.

ბალდენი ტეო - გერმანელი მოქანდაკე (1904-2000 წწ).

ბალდერისი ჰელმუტ - ლატვიელი სპორტსმენი (შაიბიანი ჰოკეი), მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი (დაიბადა 1952 წელს).

ბალდი - იტალიელი იურისტი, პოსტგლოსატორების სკოლის წარმომადგენელი.

ბალდინი ალექსანდრე - რუსი ფიზიკოსი, აკადემიკოსი (1926-2001 წწ).

ბალდონე - ბალნეოლოგიური კურორტი ლატვიაში.

ბალდრი (ბალდერი) - სინათლისა და გაზაფხულის ღმერთი სკანდინავიურ მითოლოგიაში, ოდინისა და ფრიგის ძე.

ბალდუნგი (მეტსახელი გრინი) ჰანს - გერმანელი ფერმწერი-გრაფიკოსი (1484/85 - 1545 წწ).

ბალდუსი (ბალდო) - იტალიელი იურისტი, რომისა და კანონიკური სამართლის აღიარებული სპეციალისტი (1327-1400 წწ).

ბალეარის კუნძულები - ესპანეთის კუთვნილი კუნძულთა ჯგუფი ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილში.

ბალებისხევი - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ღულელების თემის საკრებულო), ერწოს ქვაბულის სამხრეთ-დასავლეთ კიდეში. ზღვის დონიდან - 1080 მეტრი, თიანეთიდან - 32 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 82 კაცი.

ბალეი (1938 წლამდე ნოვოტროიცკი პრომისელი) - ქალაქი რუსეთის ჩიტის ოლქში.

ბალერინა (იტალ.) - საბალეტო დასის მოცეკვავე ქალი, ტერმინი ფართოდ გავრცელდა XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან.

ბალეტი (ფრანგ.) - სასცენო ხელოვნების სახეობა, სპექტაკლი, რომლის შინაარსი გადმოიცემა საცეკვაო-მუსიკალური სახეებით. ჩაისახა XVI საუკუნის ევროპაში.

ბალეტმაისტერი (გერმ.) - საბალეტო სპექტაკლების, ასევე საოპერო, საოპერეტო, დრამატული წარმოდგენების ქორეოგრაფიული ნაწილის ავტორი და დამდგმელი.

ბალეტომანია - ბალეტით, როგორც სანახაობით, დიდი გატაცება.

ბალეურა - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, საკაურის მარცხენა შენაკადი.

ბალვი - ქალაქი ლატვიაში.

ბალზაკი ონორე დე - დიდი ფრანგი მწერალი (1799-1850 წწ).

ბალზაკი ჟან ლუი გეზ დე - ფრანგი მწერალი, საფრანგეთის აკადემიის წევრი (1597-1654 წწ).

ბალზამი (ბერძნ.) - სურნელოვანი ფისი ტროპიკულსა და სუპტროპიკულ ქვეყნებში გავრცელებული ზოგიერთი ხისა.

ბალზამირება - გაჟღენთა ნივთიერებებით, რომლებიც იცავენ გვამს გახრწნისაგან.

ბალთა

  1. სარტყლის შესაკრავი ან სამკაული.

  2. კინოფილმ „თეთრი ქარავანის“ პერსონაჟი მწერალ მერაბ ელიოზიშვილის შესრულებით.

  3. სოფლები ზნაურისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში.

ბალთაზარი ჰანს ურს ფონ - შვეიცარიელი კათოლიკე ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი (1905-1988 წწ).

ბალთასარი - ბაბილონის უკანასაკნელი მეფის, ნაბონიდის შვილი (ძვ.წ. VI საუკუნე).

ბალთიუსი ბალთაზარ (ნამდვილი სახელი და გვარი კლოსოვსკი დე როლა) - პოლონური წარმოშობის ფრანგი მხატვარი (დაიბადა 1908 წელს).

ბალი (ფრანგ.)

  1. ამა თუ იმ მოვლენის (ქარის ქროლის, ზღვის ღელვის) ინტენსიურობის ციფრობრივი გამოსახულება.

  2. მოწაფის ცოდნისა და ყოფაქცევის შეფასების ციფრობრივი გამოხატულება, ნიშანი.

  3. დიდი საცეკვაო საღამო.

  4. უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, ბალის ქედზე.

  5. კუნძული მცირე ზონდის კუნძულებში (ინდონეზია), სხვაგვარად „ათასი ტაძრის კუნძულად“ მოიხსენიება.

  6. ქალაქი ინდოეთში, დასავლეთ ბენგალის შტატში.

  7. ინდუიზმის თანახმად, მიწისქვეშა სამყაროს მბრძანებელი.

  8. შარლ - ფრანგი და შვეიცარიელი ენათმეცნიერი, ჟენევის საენათმეცნიერო სკოლის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი (1865-1947 წწ).

  9. შუა საუკუნეების საფრანგეთში სამეფო ჩინოვნიკი, რეგიონული მნიშვნელობის სასამართლო-ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელი.

  10. საშუალო სიმაღლის ნაყოფიანი ხე გაზაფხულის ხილით.

ბალიელები - კუნძულ ბალიზე და კუნძულ ლომბოკის დასავლეთ ნაწილში (ინდონეზია) მცხოვრები ხალხი (დაახლოებით 4 მილიონი).

ბალიკარტი - ძაღლის ჭანგი (საბა).

ბალიკპაპანი - ქალაქი და ნავსადგური ინდონეზიაში, კუნძულ კალიმანტანზე.

ბალინიო კარლოს - კუბელი რევოლუციონერი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე (1848-1926 წწ).

ბალინტი გაბრიელ - უნგრელი ენათმეცნიერი-ორიენტალისტი (1844-1913 წწ).

ბალის ზღვა - წყნარი ოკეანის ზღვა ინდონეზიის შემოგარენში.

ბალისტა (ლათ.) - ლოდსატყორცნი მანქანა ძველად.

ბალისტერი - ცივი იარაღი, ქვის სატყორცნი არბალეტი.

ბალისტიკა (ბერძნული სიტყვა „ბალო“-დან - „ვისვრი“) - ჭურვის მოძრაობის შემსწავლელი მეცნიერება.

ბალისტიტი - უკვამლო დენთის ერთ-ერთი სახეობა.

ბალის ქედი - კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთი განტოტების, უშბის ქედის სამხრეთი დადაბლებული ბოლო.

ბალის ხიდი - ყოფილი სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ბალიქესირი - ქალაქი თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (170 ათასი).

ბალიშა ლავა - ერთმანეთზე მორგებული ბალიშისებრი, სფერული, ელიფსოიდური და სხვა მსგავსი ფორმის მაგმური სხეულების დაზვავების შედეგად წარმოშობილი მაგმურა ქანი.

ბალიში (სპარს.) - ბუმბულით გავსებული თავქვეშ სადები.

ბალიჭი - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

ბალიჭისწყალი - მდინარე ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მაშავრის მარჯვენა შენაკადი.

ბალკანეთი - ევროპის ხმელთაშუაზღვისპირა და შავიზღვისპირა რეგიონი.

ბალკანისტიკა - ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ხალხების ენისა და კულტურის შემსწავლელი კომპლექსური მეცნიერება.

ბალკანსკი ნენკო დიმიტროვ - ბულგარელი ფერმწერი (1907-1977 წწ).

ბალკერი - სპეციალიზირებული ნავი ფხვიერი მასალების გადასატანად.

ბალკონი (ფრანგ.)

  1. მაყურებელთა ადგილი თეატრში.

  2. იგივე აივანი.

ბალმასედა ხოსე მანუელ - ჩილეს პრეზიდენტი 1886-91 წლებში (1840-1891 წწ).

ბალ-მასკარადი - ჯუზეპე ვერდის ოპერა, შეიქმნა 1859 წელს.

ბალმაშევი სტეფანე - ესერი, სტუდენტი, 1902 წელს მოკლა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სიპიაგინი (1881-1902 წწ).

ბალმერი იოჰან იაკობ - შვეიცარიელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1825-1898 წწ).

ბალმერის სერია - წყალბადის ატომის სპექტრული სერია, რომელიც ბალმერის ფორმულით განისაზღვრება.

ბალმერის ფორმულა - წყალბადის ატომის ცალკეული სპექტრული ხაზების ტალღის სიგრძის განმსაზღვრელი ფორმულა (სახელი ეწოდა შვეიცარიელი მეცნიერის, ბალმერის პატივსაცემად).

ბალმონტი კონსტანტინე - რუსი პოეტი-სიმბოლისტი (1867-1942 წწ).

ბალნეოთერაპია - მინერალური წყლის აბაზანებით მკურნალობა.

ბალნეოლოგია (ლათ.) - მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის მინერალურ წყლებს და მათს სამკურნალო-პროფილაქტიკურ გამოყენებას.

ბალნურა - ცხენის ზურგზე გადასაფარებელი ქსოვილი, იგივე ჩული.

ბალოდისი ანდრეის - ლატვიელი პოეტი (1908-1987 წწ).

ბალოზი - ხალხი აფრიკაში, იგივე ბაროტსე.

ბალოკი - ცივი იარაღი, შოტლანდიური ხანჯალი გრძელი და ვიწრო პირით, ცნობილია XIV საუკუნიდან.

ბალოკი სანდრა - იხილე ბულოკი სანდრა.

ბალონეტი (ფრანგ.) - მატერიის რეზერვუარი ჰაერისათვის, რომელიც მოთავსებულია აეროსტატის ან დირიჟაბლის გარსის შიგნით.

ბალონი (ფრანგ.)

  1. ვიწროყელიანი დიდი ჭურჭელი მინისა.

  2. ლითონის სათავსი შეკუმშული აირებისათვის.

ბალორი - კელტურ მითოლოგიაში - ფომორების წინამძღოლი, რომელსაც შეეძლო თავისი ერთადერთი თვალიდან ნატყორცნი მზერით მტრის მთელი არმია გაენადგურებინა (კელტების ციკლოპი).

ბალოტირება

  1. კენჭისყრის სახესხვაობა ძველ იტალიაში, როცა ურნაში შავ და თეთრ ბურთულებს უშვებდნენ.

  2. საკუთარი კანდიდატურის წამოყენება არჩევნებზე.

ბალსა - მცენარე, ბომბაქსისებრთა (ბაობაბისებრთა) ოჯახის ოქრომას გვარის სახეობები, გავრცელებლია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტენიან ტყეებში.

ბალსარა ფარუხ - ფრედი მერკურის ნამდვილი გვარი და სახელი.

ბალსასი - მდინარე მექსიკაში, ზემო დინებაში ეწოდება ატოიაკი, შუა წელში - მესკალა (სიგრძე - 724 კილომეტრი), ერთვის წყნარ ოკეანეს.

ბალსისი ედუარდას - ლიტველი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1919-1984 წწ).

ბალტა

  1. ქალაქი უკრაინის ოდესის ოლქში.

  2. ცივი იარაღი, პატარა სლავური ცული.

ბალტაკისი ალგიმანტას - ლიტველი პოეტი (დაიბადა 1930 წელს).

ბალტარი ვიქტორ - ფრანგი არქიტექტორი, ნეოკლასიციზმის წარმომადგენელი (1805-1874 წწ).

ბალტასარი ფრანსისკო - მწერალი, ფილიპინური ლიტერატურის ფუძემდებელი ტაგალურ ენაზე (1788-1862 წწ).

ბალტერი ბორის - რუსი მწერალი (1919-1974 წწ).

ბალტი - ხალხი ჩრდილოეთ ინდოეთსა და პაკისტანში.

ბალტიერი (ნამდვილი სახელი და გვარი ბალთაზარ კლოსოვსკი დე როლა) - ფრანგი მხატვარი, წარმოშობით პოლონელი (1908-2001 წწ).

ბალტიის ზღვა - ატლანტის ოკეანის შიგაკონტინენტური ზღვა ევროპაში, სკანდინავიის ნახევარკუნძულის სამხრეთით, მაქსიმალური სიღრმე 470 მეტრი (ფართობი 419 ათასი კვ.კმ.).

ბალტიისკი (1946 წლამდე პილაუ) - ქალაქი რუსეთის კალინინგრადის ოლქში.

ბალტიისკი პორტი - ესტონეთის ქალაქ პალდისკის სახელი 1783-1917 წლებში.

ბალტიკური ენები - ინდოევროპულ ენათა ოჯახის დამოუკიდებელი ჯგუფი, მოიცავს ლატვიურს, ლიტვურს და აწ მკვდარ ძველპრუსიულს.

ბალტიმორი - ქალაქი აშშ-ს მერილენდის შტატში (740 ათასი, გარეუბნებით 2 მილიონზე მეტი).

ბალტიმორი დეივიდ - ამერიკელი ვირუსოლოგი, 1975 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ტემინთან და დულბეკოსთან ერთად (დაიბადა 1938 წელს).

ბალტისტანი - გეოგრაფიული რეგიონი ქაშმირში (ჩრდილოეთი ინდოეთი).

ბალტორო - დენდრიტული ტიპის მყინვარი ყარაყორუმში, ჩოგორის მთის სამხრეთ-დასავლეთით (ინდოეთი).

ბალტრუშაიტისი იურგის - ლიტველი პოეტი (1873-1944 წწ).

ბალტუშისი იუოზას (ნამდვილი სახელი და გვარი ალბერტას იუოზენასი) - ლიტველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1909-1991 წწ).

ბალტყემალა - ტყემლის ჯიში ერთგვარი.

ბალტცერი ჰენრიხ - გერმანელი მათემატიკოსი-პედაგოგი (1818-1887 წწ).

ბალუ - რედიარდ კიპლინგის ნაწარმოების “მაუგლის” პერსონაჟი დათვი.

ბალუბა (ლუბა) - კონგოში მცხოვრები ხალხი.

ბალუნდა (ლუნდა) - კონგოსა და ანგოლაში მცხოვრები ხალხი.

ბალუსტრადა (ფრანგ.) - რიკულებიანი მოაჯირი.

ბალუხია - კენიაში მცხოვრები ხალხი.

ბალფური ართურ ჯეიმზ - ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, 1902-1905 წლებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი (1848-1930 წწ).

ბალფური ფრენსის მეიტლენდ - ინგლისელი ზოოლოგი და ემბრიოლოგი (1851-1882 წწ).

ბალღამი - წყლულის, მუწუკის ჩირქოვანი სითხე.

ბალღი - ბავშვი, ზოგიერთი აღმოსავლურქართული დიალექტის თანახმად.

ბალღოჯი - ბუჩქი ან ტანდაბალი ხე ვარდისებრთა ოჯახისა, ველური ბლის სახეობა.

ბალღოჯიანი - სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში (ახალსოფლის თემის საკრებულო) ალაზნის ვაკეზე. მდინარე ავანისხევის (ალაზნის შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 260 მეტრი, ყვარლიდან - 23 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 870 კაცი.

ბალყარები (საკუთარი სახელწოდება თაულუ, მალყარლი) - ჩრდილოეთ კავკასიაში, ყაბარდო-ბალყარეთში მცხოვრები ხალხი (დაახლოებით 75 ათასი).

ბალჩიუნასი ვიტაუტას-კაზიმერას - ლიტველი არქიტექტორი (1924-1978 წწ).

ბალცანი იოსიფ - მოლდაველი პოეტი (1923-1975 წწ).

ბალცერი ოსვალდ მარიან - პოლონელი ისტორიკოსი (1858-1933 წწ).

ბალცერი - რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ კრასნოარმეისკის სახელი 1926-42 წლებში.

ბალცეროვიჩი ლეშეკ - პოლონელი ეკონომისტი და სახელმწიფო მოღვაწე, შოკური თერაპიის მეთოდის ავტორი (დაიბადა 1947 წელს).

ბალცო ანდრაშ - უნგრელი სპორტსმენი (თანამედროვე ხუთჭიდი), სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი 1960, 1968, 1972 წლებში (დაიბადა 1938 წელს).

ბალხანები (დიდი და პატარა) - ქედები თურქმენეთის დასავლეთ ნაწილში.

ბალხარი - სოფელი დაღესტნის აკუშინის მუნიციპალიტეტში, მხატვრული კერამიკის ცენტრი.

ბალხაში

  1. გაუდინარი ტბა ყაზახეთში, მაქსიმალური სიღრმე 26 მეტრი, ფართობი 17-22 ათასი კვ.კმ.

  2. ქალაქი ყაზახეთის ჯეზყაზღანის ოლქში (90 ათასი).

ბალხი აბუ -მუაიდ - X საუკუნის სპარსელი პოეტი, სპარსულენოვანი დიდაქტიკური ეპოსის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ბალხი - ნაქალაქარი ჩრდილოეთ ავღანეთში.

ბალხო - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

ბამაკო - აფრიკის სახელმწიფო მალის დედაქალაქი, მდებარეობს მდინარე ნიგერზე (650 ათასი).

ბამანა - მალიში მცხოვრები მანდეს ჯგუფის ხალხის სამეტყველო ენა.

ბამბა (სპარს.) - მრავალწლოვანი მცენარის გვარი ბალბისებრთა ოჯახისა, ტექნიკური კულტურა თეთრბოჭკოვანი ნაყოფით.

ბამბაზია - ბამბის ბუსუსოვანი რბილი ქსოვილი.

ბამბაკი - მხარე ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, მოიცავდა მდინარე დებედის სათავის მთიან ხეობას.

ბამბარა (ბამანა) - მალიში და მეზობელ ქვეყნებში (კოტ დ'ივუარი, გვინეა, გამბია და სხვა) მცხოვრები მანდინგოს ჯგუფის ხალხი.

ბამბატა - არქეოლოგიური კულტურების კომპლექსი სამხრეთ როდეზიაში (აფრიკა).

ბამბაცასებრნი (ღვედკეცისებრნი) - ორლებნიანი ფურცლებშეზრდილ მცენარეთა ოჯახი.

ბამბერგი - ქალაქი გერმანიაში, ბავარიის მიწის ჩრდილოეთ ნაწილში.

ბამბეული - ბამბის სხვადასხვა ქსოვილი.

ბამბიქულა - ბალახოვანი მცენარე, ძირიდანვე განშტოებული და თეთრი რბილი ბეწვით უხვად მოსილი.

ბამბორა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ბამბოჩატა - XVII საუკუნის I ნახევარში რომში მოღვაწე ზოგიერთი ნიდერლანდელი და ფლამანდელი მხატვრის ფერწერული სტილის საერთო სახელი.

ბამბოჩო (იტალიურად „ცელქი ბიჭი“) - რომში მოღვაწე ნიდერლანდელი მხატვრის პიტერ ვან ლარას (1592/95 - 1642 წწ) მეტსახელი. აქედან წარმოდგა სტილი “ბამბოჩატა”.

ბამბუკი (მალაური) - ტროპიკული სარტყლის მაგარღეროიანი მერქნიანი მცენარე.

ბამბუკის დათვი - იგივე დიდი პანდა.

ბამბუკოვანი - სოფელ აკალამრის ძველი სახელწოდება.

ბამგუნდუ (ამბუნდუ, ამბუუნი, მბუნი) - ანგოლაში, მდინარე კვანზის აუზში მცხოვრები ხალხი.

ბამი

  1. (აბრევიატურა) ბაიკალ-ამურის სარკინიგზო მაგისტრალი, მთლიანი სიგრძე - 4300 კილომეტრი.

  2. ერთწლოვანი მცენარე ბალბისებრთა ოჯახისა.

  3. დაბალი რეგისტრის აღმნიშვნელი ძველი ქართული მუსიკალური ტერმინი.

  4. ისტორიული ქალაქი ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. დაინგრა 2003 წლის 26 დეკემბრის მიწისძვრის შედეგად.

ბამიანი - ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე პროვინციაც, ქალაქიც და მაღალმთიანი ველებიც.

ბამილეკე - კამერუნში, მდინარეების მბამასა და ნუნს შორის მცხოვრები ხალხი.

ბამილეკო - ბამილიკეს ხალხის ენა.

ბამპერი (ინგლ.) - ავტომობილის ბუფერი, რომელიც ამცირებს ავარიული დაჯახების ძალას.

ბანა

  1. საეკლესიო-სახელმწიფო ცენტრი ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე (ამჟამად თურქეთის ნაწილი), მდინარე ჭოროხის ხეობაში.

  2. ინდური მითოლოგიის ათასხელა გიგანტი.

ბანაბა (ოშენი) - მარჯნის კუნძული კირიბატის შემადგენლობაში (გილბერტის კუნძულები).

ბანაკი

  1. ცის ქვეშ გაშლილი დროებითი სადგომი.

  2. საზოგადოებრივ-პოლიტიკური დაჯგუფება.

ბანალიტეტი (ფრანგ.) - ფეოდალის უფლება აეძულებინა გლეხები, ესარგებლათ მხოლოდ და მხოლოდ მისი წისქვილით.

ბანალური (ფრანგ.) - სიახლესა და ორიგინალურობას მოკლებული.

ბანანი (ესპ.)

  1. ტროპიკული მცენარე და მისი ნაყოფი.

  2. ერთ-ერთი ჯიშის ვაშლი.

ბანარი (კოირი) - ქოქოსის ბოჭკო.

ბანატი - ისტორიული ოლქი იუგოსლავია-რუმინეთის საზღვარზე.

ბანახი სტეფან - პოლონელი მათემატიკოსი (1892-1945 წწ).

ბანბუ (ბენპუ) - ქალაქი-პორტი ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ანხოის პროვინციაში, პორტი მდინარე ხუანხეზე (440 ათასი).

ბანგალა - ძირითადად კონგოში მცხოვრები ხალხი.

ბანგალორი (ბენგალურუ, ბანგალური) - ქალაქი სამხრეთ ინდოეთში, კარნატაკას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (4 მილიონი).

ბანგვეთი - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (გორდისთემის საკრებულო), მდებარეობს ოდიშის ვაკეზე მდინარეების ოკაცესა და ცხენისწყლის შესართავთან. ზღვის დონიდან - 480 მეტრი, ხონიდან - 21 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 49 კაცი.

ბანგვეულუ - ტბა ზამბიაში, მდინარე ლუაპულას ზედა დინებაში.

ბანგი

  1. (სპარს.) - გამაბრუებელი, ძილის მომგვრელი წამალი.

  2. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქი. პორტი მდინარე უბანგიზე (450 ათასი).

ბანგი ჰერმან - დანიელი მწერალი (1857-1912 წწ).

ბანგიოფიცეები - ძოწეული წყალმცენარეების კლასი.

ბანგ-კაუპი ვილი - გერმანელი ენათმეცნიერი-აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი (1869-1934 წწ).

ბანგკოკი - აზიის სახელმწიფო ტაილანდის დედაქალაქი. ქვეყნის მთავარი საზღვაო და სამდინარო პორტი მდინარე მენამ-ჩაო-პრაიას შესართავში (6 მილიონი).

ბანგლადეში (ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა, ინგლ. People's Republic of Bangladesh, bengal. Gono Projatontri Bangladesh).

  • სახელმწიფო სამხრეთ აზიაში, ბენგალის ყურის სანაპიროზე. აღმოსავლეთი, ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრება ინდოეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთით -მიანმას,

  • დამოუკიდებლობის თარიღები (პაკისტანისგან): 1971 წლის 26 მარტი (გამოცხადდა) და 1971 წლის 16 დეკემბერი (აღიარებულ იქნა).

  • გაეროს წევრია 1974 წლიდან.

  • ჰიმნი - „ამარ შონარ ბანგლა“.

  • მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.

  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

  • უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი (ერთპალატიანი ეროვნული ასამბლეა).

  • ფართობი - 144 000 კვ.კმ.

  • ადმინისტრაციულად დაყოფილია 6 ოლქად, რომლებიც თავის მხრივ რაიონებად (დისტრიქტებად) იყოფა.

  • მოსახლეობა - 145 მილიონი.

  • სიმჭიდროვე -1055 ადამიანი 1 კვ.კმ-ზე.

  • ოფიციალური ენა - ბენგალური.

  • დედაქალაქი - დაკა.

  • ეროვნული ვალუტა - ტაკა.

  • ქვეყნის კოდი - BGD.

  • დროის სარტყელი - UTC +6.

  • სატელეფონო კოდი - +880.

  • ინტერნეტ-დომენი -bd

ბანგორი - VI საუკუნეში დაარსებული ერთ-ერთი უძველესი მონასტერი ირლანდიაში, მდებარეობს თანამედროვე დაუნის საგრაფოს ჩრდილოეთ ნაწილში.

ბანგპუტისი - ბალტიელთა მითოლოგიაში - წყლის და ქარის სტიქიათა ღვთაება.

ბანგუ (დანპიგუ) - ჩინური პატარა ცალმხრივი დოლი.

ბანგურიანი - მთა კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მესტიის მუნიციპალიტეტში.

ბანდა

  1. (იტალ.) - ყაჩაღთა და მძარცველთა ჯგუფი.

  2. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, კონგოსა და კამერუნში მცხოვრები ხალხი.

  3. კუნძულთშორისი ზღვა წყნარ ოკეანეში.

ბანდა ჰეისტინგზ კამუზუ - მალავის რეპუბლიკის პრეზიდენტი 1966-1994 წლებში (1906-1994 წწ).

ბანდა-აჩეჰი (კუტარაჯა) - ინდონეზიის პროვინცია აჩეჰის მთავარი ქალაქი.

ბანდაი - მოქმედი ვულკანი კუნძულ ჰონსიუზე (იაპონია).

ბანდალა - ცხოველთა დაავადება, იგივე კლავიცეპსტოქსიკოზი.

ბანდალი - ლასლასი, ბარბაცი.

ბანდაჟი (ფრანგ.) - ელასტიკური მჭიდრო შემოსაკრავი.

ბანდარანაიკე სირიმავო - შრი-ლანკის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1960-1965, 1970-1977 და 1994-2000 წლებში, მსოფლიოში პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი (1916-2000 წწ).

ბანდარანაიკე სოლომონი - ცეილონის (შრი-ლანკას) პრემიერ-მინისტრი 1956-1959 წლებში (1899-1959 წწ).

ბანდარ-სერი-ბეგავანი (ყოფილი ბრუნეი) - ბრუნეის სულთანატის დედაქალაქი და ნავსადგური კუნძულ კალიმანტანზე (22 ათასი).

ბანდეირა (პიკუ-დე-ბანდეირა) - მწვერვალი კაპარაოს მასივში, ბრაზილიის აღმოსავლეთ ნაწილში (2890 მ).

ბანდელო მატეო - იტალიელი მწერალი, დიპლომატი, მეომარი. ავტორი მრავალრიცხოვანი ნოველებისა, რაც საფუძვლად დაედო შემდგომი ეპოქის დრამატურგთა ქმნილებებს (დაახლოებით 1485-1561 წწ).

ბანდერა სტეპან - ანტისაბჭოთა მოძრაობის ლიდერი დასავლეთ უკრაინაში XX საუკუნის 40-იან წლებში (1908-1959 წწ).

ბანდერასი ანტონიო - ესპანელი კინომსახიობი, ცხოვრობს აშშ-ში (დაიბადა 1960 წელს).

ბანდერილია (ესპ.) - ბაფთებით შემკული პატარა შუბი ხარებთან ბრძოლისას კორიდაზე.

ბანდერილიერო (ესპ.) - ბანდერილიით შეიარაღებული ხარებთან ქვეითად მებრძოლი.

ბანდეროლი (ფრანგ.)

  1. საფოსტო გზავნილის სახესხვაობა.

  2. ნიშანი საქონელზე, რაც აქციზის ან ბაჟის გადახდას აღნიშნავს.

ბანდვაგენი (გერმ.) - ლენტური ტრანსპორტი, რომელიც დაყენებულია რელსებზე მოძრავ მაღალ ურიკაზე.

ბანდი - წვრილი თოკი ან თასმა.

ბანდირმა - ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, მარმარილოს ზღვის ნაპირზე (70 ათასი).

ბანდიტი - შეიარაღებული მძარცველი.

ბანდიტი აგურის ქარხნიდან - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1983 წელს. დამდგმელი რეჟისორი - გია მატარაძე. სცენარის ავტორები - ლევან ჭელიძე და გია მატარაძე. დამდგმელი ოპერატორი - ნიკოლოზ სუხიშვილი. კომპოზიტორი - ვახტანგ კახიძე. მთავარ როლებში: გია გამყრელიძე-ძნელაძე, ზაზა კოლელიშვილი, მარინე კახიანი, კახი კავსაძე, ზურაბ ქაფიანიძე.

ბანდიტიზმი - შეიარაღებული ბანდების თარეში.

ბანდროვსკა-ტურსკა ევა - პოლონელი მომღერალი ქალი, ლირიკულ-კოლორატული სოპრანო (1899-1979 წწ).

ბანდული - მთაში სასიარულო ქალამანი.

ბანდუნგი - ქალაქი ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე, დასავლეთ იავას პროვინციის ადმინისტრაციული და ზოგადად ქვეყნის დიდი ეკონომიკური და კულტურული ცენტრი (2 მილიონი).

ბანდუნდუ (ყოფილი ბანინგვილი) - ქალაქი კონგოს დასავლეთ ნაწილში (100 ათასი).

ბანდურა (უკრ.) - უკრაინული მრავალსიმიანი მუსიკალური საკრავი.

ბანდურა ალბერტ - კანადელი და ამერიკელი ფსიქოლოგი (დაიბადა 1925 წელს).

ბანდურისტი - ბანდურის დამკვრელი.

ბანერი (ინგლ.) - ინტერნეტში საიტზე რეკლამის მიზნით განთავსებული ანიმაციური გრაფიკული ნახატი.

ბანერჯი სურენდრანათჰ - ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1848-1925 წწ).

ბანვილი ტეოდორ დე - ფრანგი პოეტი (1823-1891 წწ).

ბანზაი (იაპ.) - იაპონიაში მოწონება-აღტაცების გამომხატველი შეძახილი.

ბანზენი იულიუს - გერმანელი ფილოსოფოსი-იდეალისტი (1830-1881 წწ).

ბანი

  1. ქართული ანბანის მეორე ასოს სახელი.

  2. დატკეპნილი მიწის ბრტყელი სახურავი.

  3. ხმა, რომელიც ეწყობა სიმღერას.

  4. მამაკაცის დაბალი რეგისტრის ხმა.

  5. სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

  6. X-XIX საუკუნეების ხორვატიაში მეფის ნაცვალი, შეიარაღებული ძალების მეთაური.

  7. 1931-41 წლების იუგოსლავიაში ოლქის (ბანოვინის) გუბერნატორი.

ბანი ფრიდიეშ - უნგრელი კინორეჟისორი (1902-1969 წწ).

ბანია-ლუკა - ქალაქი ბოსნია-ჰერცოგოვინაში (195 ათასი).

ბანიანი - ხე, ინდური ფიკუსის სახეობა.

ბანიანი ჯონ - ინგლისელი მწერალი (1628-1688 წწ).

ბანიარუანდა - რუანდასა და უგანდაში მცხოვრები ხალხი.

ბანიონისი დონატას - კინოსა და თეატრის ლიტველი მსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1924 წელს).

ბანიორო - უგანდაში, ალბერტის მთასთან მცხოვრები ხალხი.

ბანისხევი - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა შენაკადი.

ბანიშევსკი ანატოლი - ბაქოს „ნეფტიანიკის“ („ნეფთჩის“) და საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელი XX საუკუნის 60-70-იან წლებში (1946-1997 წწ).

ბანკა - კუნძული დიდი ზონდის არქიპელაგში (ინდონეზია).

ბანკაბროში (ფრანგ.) - საქსოვ წარმოებაში საფთილავი მანქანა.

ბანკეტი (ფრანგ.) - საზეიმო ნადიმი ვისამე პატივსაცემად ან რაიმე მოვლენის აღსანიშავად.

ბანკი (ფრანგ.)

  1. მსხვილი საკრედიტო დაწესებულება.

  2. ბანქოს ერთგვარი აზარტული თამაში.

ბანკივური ქათამი - ფრინველი ქათმისებრთა ოჯახისა, გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში.

ბანკირი - ბანკის პატრონი ან მსხვილი აქციონერი.

ბანკნოტი (ინგლ.) - საბანკო ბილეთი, რომელიც ეწევა ფულის მაგივრობას.

ბანკო (იტალ.) - ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვისათვის საჭირო ფასი ან კურსი.

ბანკროტი (ფრანგ.) - ვალის გადახდის უნარმოკლებული, გაკოტრებული პირი.

ბანკროფტი ანა (ნამდვილი სახელი და გვარი ანა-მარია-ლუიზა იტალიანო) - თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ამერიკელი მსახიობი ქალი (დაიბადა 1931 წელს).

ბანკროფტი ჯორჯ - აშშ-ს პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, ისტორიკოსი, საზღვაო მინისტრი. ძირითადი შრომა - „აშშ-ს ისტორია“, 10 ტომი (1800-1891 წწ).

ბანოვანი (სპარს.) - პრივილეგირებული წოდების ქალბატონი.

ბანოვანი (ნამდვილი სახელი და გვარი დესპინე გელოვანი) - ქართველი მწერალი და პუბლიცისტი ქალი (1880-1934 წწ).

ბანოვინა - იუგოსლავიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 1931-41 წლებში.

ბანოშისწყალი - მდინარე მარნეულის მუნიციპალიტეტში, დებედის მარცხენა შენაკადი.

ბანოჯა - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (გუმბრის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან - 200 მეტრი, წყალტუბოდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1857 კაცი. სოფელთან მდებარეობს სათაფლიის ნაკრძალი და კარსტული მღვიმე.

ბანსკა-ბისტრიცა - ქალაქი სლოვაკეთში, მდინარე რონის ნაპირზე (75 ათასი).

ბანტამი (ბანტენი) - XVI-XIX საუკუნეების ფეოდალური სახელმწიფო, სასულთნო დასავლეთ იავაზე (ინდონეზია).

ბანტენგი (ინგლ.) - წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა, გავრცელებულია მალაის არქიპელაგის ტყეებში.

ბანტი - წყვილად გამოსკვნილ-გამოყულფული ლენტი.

ბანტინგი ფრედერიკ გრანტ - კანადელი ფიზიოლოგი, 1923 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჯ.ჯ.მაკლეოდთან და ჩ.გ.ბესტთან ერთად (1891-1941 წწ).

ბანტიშ-კამენსკი დიმიტრი - რუსი ისტორიკოსი (1788-1850 წწ).

ბანტიშ-კამენსკი ნიკოლაი - რუსი და უკრაინელი ისტორიკოსი, ბიბლიოგრაფი (1737-1814 წწ).

ბანტოკი გრენვილ - ინგლისელი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი (1868 - 1946 წწ).

ბანტუ

  1. ეკვატორული და სამხრეთ აფრიკის ქვეყნების ძირითადი მოსახლეობა.

  2. აფრიკის ცენტრალური და სამხრეთი ნაწილის მკვიდრი მოსახლეობის ენათა ოჯახი.

ბანტუსტანი - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში თვითმმართველობის მქონე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.

ბანური - მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა შენაკადი.

ბანუში მარია - რუმინელი მწერალი ქალი (დაიბადა 1914 წელს).

ბანფი ჯან ლუიჯი - იტალიელი არქიტექტორი (1910-1945 წწ).

ბანფი

  1. შოტლანდიის საგრაფო.

  2. კანადის მთიან რეგიონში განლაგებული ეროვნული პარკი.

ბანქო - სათამაშო ბარათების დასტა.

ბანქსი

  1. ვულკანური კუნძულების ჯგუფი წყნარ ოკეანეში, შედის სახელმწიფო ვანუატუს შემადგენლობაში.

  2. სრუტე კუნძულ ტასმანიასა და ფიურნოს კუნძულს შორის.

ბან ჩაო - ჩინელი მხედრათმთავარი და დიპლომატი (32 - 102 წწ).

ბანჩი რალფ - ამერიკელი დიპლომატი და საზოგადო მოღაწე, 1950 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (1904-1971 წწ).

ბანცალი - იგივე ბარბაცი.

ბანცურთკარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ანანურის თემის საკრებულო), მდინარე არყალის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1020 მეტრი, დუშეთიდან - 28 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 53 კაცი.

ბანცური - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ფასანაურის სადაბო საკრებულო), გუდამაყრის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე არაგვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1460 მეტრი, დუშეთიდან - 41 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 41 კაცი.

ბანძა - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ბანძელაძე ალექსანდრე - ფერმწერი-გრაფიკოსი (დაიბადა 1927 წელს).

ბანჯარები - ინდონეზიაში, კუნძულ კალიმანტანზე მცხოვრები ხალხი, აღმსარებლობით - მუსლიმანი-სუნიტები (3 მილიონი).

ბანჯარმასინი

  1. ქალაქი-პორტი ინდონეზიაში, სამხრეთ კალიმანტანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (450 ათასი).

  2. ფეოდალური სამთავრო კუნძულ კალიმანტანზე XII-XIX საუკუნეებში.

ბანჯგვლი - მსხვილი ხშირი და გრძელი ბალანი.

ბანჯო - ამერიკაში გავრცელებული გიტარის მსგავსი სიმებიანი საკრავი, აქვს 5 სიმი. შექმნილია აფრიკელი ზანგების საკრავის ბონჯას საფუძველზე.

ბანჯული (1975 წლამდე ბატერსტი) - აფრიკის სახელმწიფო გამბიის დედაქალაქი, ნავსადგური (45 ათასი, გარეუბნებით 150 ათასი).

ბანჰა - ეგვიპტის კუნძული.

ბაო - მცირე ჩრდილი (საბა).

ბაოანი (საკუთარი სახელი ბოუნანკუნი) - ჩინეთში (განსუს და ცინხაის პროვინციებში) მცხოვრები ხალხი.

ბაობაბი (ეთიოპ.) - ტროპიკული გიგანტური ხე.

ბაო-გუნი - ჩინური ლეგენდების გმირი, მოუსყიდავი მოსამართლე, სამართლიანობის განსახიერება.

ბაო-დაი - ვიეტნამის (ანამის) უკანასკნელი იმპერატორი 1926-45 წლებში, ტახტიდან გადადგა ვიეტნამის რევოლუციის დროს, 1949-55 წლებში საფრანგეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის სახელმწიფოს მეთაური (დაიბადა 1913 წელს).

ბაოდინი (ცინიუანი) - ქალაქი ჩინეთში, ხებეის პროვინციაში (485 ათსი).

ბაოთოუ - ქალაქი ჩინეთში, შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რაიონში (984 ათასი).

ბაოძი - ქალაქი ჩინეთში, შენსის პროვინციაში (340 ათასი).

ბაოძია - გლეხთა კომლების განსაკუთრებულ ერთეულებად ორგანიზების ადმინისტრაციულ-პოლიციური სისტემა ჩინეთში.

ბაპოვი რამაზან - ბალეტის ყაზახი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1947 წელს).

ბაპტიზმი (ბერძნ.) - პროტესტანტიზმის ერთ-ერთი სექტის მოძღვრება.

ბაპტისტერიუმი - იხილე სანათლავი.

ბაპტისტი - ბაპტიზმის მიმდევარი.

ბაჟა - ხორცეული შეჭამანდის შესაკაზმავი მომჟავო წვენი.

ბაჟანი მიკოლა - უკრაინელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი (1903-1983 წწ).

ბაჟბეუქ-მელიქიანი ალექსანდრე - სომეხი ფერმწერი, ცხოვრობდა საქართველოში (1891-1966 წწ).

ბაჟე - უმად შეკაზმული ნიგვზის წვენი.

ბაჟენოვი ვასილი - რუსი არქიტექტორი, მხატვარი, თეორიტიკოსი (1737 ან 1738 - 1799 წწ).

ბაჟი - სახელმწიფო ფულადი მოსაკრებელი, რითაც იბეგრება შემოტანილი, გატანილი და ტრანზიტული საქონელი, ქონება და სხვადასხვა ფასეულობა.

ბაჟინი ნიკოლაი - რუსი მწერალი (1843-1908 წწ).

ბაჟოვი პავლე - რუსი მწერალი-მეზღაპრე (1879-1950 წწ).

ბარა ტედა (ნამდვილი სახელი და გვარი თეოდოსია გუდმენი) - მუნჯი კინოს ამერიკელი მსახიობი ქალი (1890-1955 წწ).

ბარაბა - სახარებისეული ავაზაკი.

ბარაბაში იაკობ - XVII საუკუნის ზაპოროჟიეს სეჩის კოშევოი ატამანი (? - 1658 წ).

ბარაბინსკი - ქალაქი რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქში.

ბარაბის სტეპი - ტყესტეპიანი ვაკე დასავლეთ ციმბირის სამხრეთ ნაწილში.

ბარა-ბოდო - ხალხთა ჯგუფი ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ძირითადად ასამის შტატში.

ბარაგანი ლუის - მექსიკელი არქიტექტორი (დაიბადა 1901 წელს).

ალ-ბარადეი - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, 2005 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (დაიბადა 1942 წელს).

ბარაევი მოვსარ (ნამდვილი გვარი სულეიმანოვი) - ჩეჩენი მებრძოლი 2002 წლის 23-25 ოქტომბერს მოსკოვში განხორციელებული ტერორისტული აქტის ხელმძღვანელი (1977-2002 წწ).

ბარათაული - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ბარათაულისწყალი - მდინარე შუახევის მუნიციპალიტეტში, ჭვანისწყლის მარცხენა შენაკადი.

ბარათაშვილები - თავადთა საგვარეულო ფეოდალურ საქართველოში, ქვემო ქართლში.

ბარათაშვილი ბარათა - ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, მეწინავე სადროშოს სარდალი (გარდაიცვალა 1626 წელს).

ბარათაშვილი გიორგი - XIX საუკუნის 50-60-იანი წლების მწერალი, მთარგმნელი კრიტიკოსი.

ბარათაშვილი ზურაბ - XVII საუკუნის პირველი ნახევრის ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, მეწინავე დროშის სარდალი.

ბარათაშვილი თომა - XVIII საუკუნის I ნახევრის პოეტი.

ბარათაშვილი იესე - მწერალი, ქართლ-კახეთის სამეფოს მდივანბეგი (1728-1786 წწ).

ბარათაშვილი იოსებ - ადვოკატი და საზოგადო მოღვაწე (1874 - 1940 წწ).

ბარათაშვილი მამუკა - XVIII საუკუნის I ნახევრის პოეტი.

ბარათაშვილი მარიკა (მარიამ) - პოეტი, დრამატურგი (1908-2008 წწ).

ბარათაშვილი მიხეილი - ისტორიკოსი, ქართული მეცნიერული ნუმიზმატიკის ფუძემდებელი (1784-1856 წწ).

ბარათაშვილი ნიკოლოზ - დიდი ქართველი პოეტი (1817-1845 წწ).

ბარათაშვილი საჩინო - ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVI საუკუნის II ნახევარში.

ბარათაშვილი სულხან - ისტორიკოსი (1821-1866 წწ).

ბარათაშვილი ქაიხოსრო - ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVII საუკუნის I ნახევარში.

ბარათაშვილი შადიმან - XVI-XVII საუკუნეების ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე.

ბარათაშვილი - რკინიგზის ბაქანი სოხუმთან.

ბარათაშვილ-ორბელიშვილი ბესარიონ - იხილე ბესარიონი.

ბარათაშვილ-ორბელიშვილი ყაფლან - ბარათაშვილთა ერთი შტოს - ორბელიშვილთა წარმომადგენელი, ყაფლანიშვილთა გვარის ფუძემდებელი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი (გარდაიცვალა 1671 წელს).

ბარათი

  1. მოკლე წერილი.

  2. საარჩევნო ბიულეტენი.

ბარათხევი - მდინარე ადიგენის მუნიციპალიტეტში, ოცხის მარცხენა შენაკადი.

ბარაკეული - ნახევარი წლის ძროხა (საბა).

ბარაკი (ფრანგ.)

  1. სახელდახელო ნაგებობა.

  2. (მოძვ.) საავადმყოფოს განცალკევებული შენობა გადამდები სნეულებით დაავადებულთათვის.

ბარაკი (ნამდვილი გვარი ბრუგი) ეჰუდ - ისრაელის პრემიერ-მინისტრი 1999-2001 წლებში (დაიბადა 1942 წელს).

ბარაკოა - ქალაქი კუბაში.

ბარაკონი (ღვთისმშობლის ტაძარი) - ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. აგებულია 1753 წელს ავთანდილ შულავრელის მიერ.

ბარაკუდა (ესპ. Barrakuda) - დიდი მტაცებელი თევზი; ზღვის ვეფხვსაც უწოდებენ (2,5 მეტრამდე სიგრძის).

ბარალეთი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

ბარალეთისწყალი (არაკვისწყალი) - მდინარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფარავნის მარჯვენა შენაკადი.

ბარამბო - ტყის მრავალწლოვანი ბალახი, ფუტკართ მოლი (საბა), გამოიყენება სამკურნალოდ.

ბარამგულანდამიანი - XVIII საუკუნის ქართული ლიტერატურული ანონიმური ძეგლი.

ბარამი - XII საუკუნის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, ჰერეთის დიდებული.

ბარამიძე ალექსანდრე - ლიტერატურათმცოდნე-რუსთველოლოგი, აკადემიკოსი (1902-1990 წწ).

ბარამიძისწყალი - მდინარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სუფსის მარცხენა შენაკადი.

ბარანაგარი - ქალაქი ინდოეთში, დასავლეთ ბენგალის შტატში.

ბარანაუსკასი ანტანას - ლიტველი პოეტი და ენათმეცნიერი (1835-1902 წწ).

ბარანგა აურელ - რუმინელი დრამატურგი (1913-1979 წწ).

ბარანდი იოახიმ - ჩეხეთში მოღვაწე ფრანგი პალეონტოლოგი და გეოლოგი (1799-1883 წწ).

ბარანი - ქალაქი ბელორუსიის ვიტებსკის ოლქში.

ბარანი რობერტ - ავსტრიელი ოტორინოლარინგოლოგი, შემქმნელი ე.წ. ბარანის სკამისა ვესტიბულური აპარატის გამოსაკვლევად (1876-1936 წწ).

ბარანია - მედიე უნგრეთის სამხრეთ ნაწილში.

ბარანკაბერმეხა (ბარანკავერმეხა) - ქალაქი კოლუმბიაში, ნავსადგური მდინარე მაგდალენაზე (137 ათასი).

ბარანკილია - ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ კოლუმბიაში, ატლანტიკოს დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (გარეუბნებით 1,4 მილიონი).

ბარანკოსი (ესპ.) - ვულკანის კონუსის ფერდობის ღრმა ღარი.

ბარანოვიჩი - ქალაქი ბელორუსიის ბრესტის ოლქში (167 ათასი).

ბარანოვ-როსინე ვლადიმერ - რუსი და ფრანგი მხატვარი (1888-1942 წწ).

ბარანსკაია ნატალია - რუსი მწერალი ქალი (დაიბადა 1908 წელს).

ბარაონა დე სოტო ლუის - ესპანელი პოეტი (1548-1595 წწ).

ბარაჟი (ფრანგ.)

  1. ჰაერში აშვებული და ფოლადის გვარლებით დაბმული აეროსტატების ღობურა.

  2. შახტების და კარიერების დაცვის ხერხი წყალგაუმტარი მოწყობილობების საშუალებით.

ბარაჟირება - თვითმფრინავების პატრულირება მტრის ავიაციის თავდასხმისაგან ობიექტის დასაცავად.

ბარასთირი - შავეთის გამგებელი ოსურ მითოლოგიაში (ნართები).

ბარასი (ბარა) პოლ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე, აზნაური (1755-1829 წწ).

ბარატ-დაია - ინდონეზიის კუთვნილი არქიპელაგი.

ბარატინსკი (ბორატინსკი) ევგენი - რუსი პოეტი (1800-1844 წწ).

ბარატოვი ლეონიდ - რუსი ოპერის რეჟისორი, მოღვაწეობდა მოსკოვში (1895-1964 წწ).

ბარატრია (ინგლ.) - კაპიტნის ბოროტგანზრახული მოქმედება გემის მფლობელის საზიანოდ.

ბარაქა (არაბ.) - ხვავი, დიდი მოსავალი.

ბარაქალა (არაბ.) - მოწონების გამომხატველი შორისდებული.

ბარაქზაი - დურანის ეთნიკურ ჯგუფში შემავალი ავღანური ტომი.

ბარაქიანი - ხვავრიელი.

ბარბა (ბარიბა, ბორგავა, ბოგუნგი) - ბენინში (დაჰომეაში) მცხოვრები ხალხი.

ბარბადოსი (ინგლ. Barbados)

  • სახელმწიფო ვესტინდოეთში, კუნძულ ბარბადოსზე (მცირე ანტილის კუნძულები), კარიბის ზღვის აღმოსავლეთით.

  • დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1966 წლის 30 ნოემბერი.

  • ეროვნული დევიზი - „Pride and Industry“

  • ჰიმნი - „In Plenty and In Time of Need“.

  • მმართველობის ფორმა - კონსტიტუციური მონარქია.

  • შედის ერთა თანამეგობრობაში.

  • სახელმწიფოს მეთაურად ითვლება დიდი ბრიტანეთის დედოფალი, რომლის ხელისუფლებასაც კუნძულზე წარმოადგენს გენერალ-გუბერნატორი.

  • უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი.

  • ფართობი - 430 კვ.კმ.

  • მოსახლეობა - 280 ათასი.

  • სიმჭიდროვე - 642 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • დედაქალაქი - ბრიჯთაუნი.

  • ეროვნული ვალუტა - ბარბადოსის დოლარი.

  • ქვეყნის კოდი - BRB.

  • დროის სარტყელი - UTC -4.

  • სატელეფონო კოდი - +1-246.

  • ინტერნეტ-დომენი - bb.

ბარბაია დომენიკო - იტალიელი თეატრალური ანტრეპრენიორი, რომლის მოღვაწეობა ნეაპოლის ოპერის თეატრთან იყო დაკავშირებული (1778-1841 წწ).

ბარბალე (ბარბარე, ბაბალე) - წინაქრისტიანული მზის ღვთაება საქართველოში, რომლის კულტი აისახა ქრისტიანული წმინდანის ბარბარეს თაყვანისცემაში.

ბარბალესკარი - სოფელ პირველი ონტოფის ძველი სახელწოდება.

ბარბამილი (ამიტალ-ნატრიუმი) - ძილის მომგვრელი სამკურნალო პრეპარატი.

ბარბარიზმი (ბერძნ.) - საჭიროების გარეშე ნახმარი უცხო სიტყვა.

ბარბარო იოსაფატ - ვენეციელი ვაჭარი და დიპლომატი. აქვს ცნობები საქართველოს შესახებ (1413-1494 წწ).

ბარბარობა

  1. ქრისტიანული წმინდანის, ბარბარეს (ბარბალეს) სახელობის დეკემბერში აღსანიშნავი ქრისტიანული დღესასწაული.

  2. ქართველების ერთ-ერთი უძველესი საახალწლო დღესასწაული.

ბარბაროსა

  1. ფაშისტური გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ წარმოებული ომის გეგმის კოდური სახელი. შემუშავებულ იქნა 1940 წელს, რომლის მიხედვითაც ომი 2-3 თვეში უნდა დასრულებულიყო.

  2. („ჟღალწვერა“) - გერმანიის იმპერატორ ფრიდრიხ I-ის მეტსახელი.

ბარბაროსები

  1. ძველ ბერძენთათვის და რომაელთათვის უცხო ენაზე მოლაპარაკე ხალხი.

  2. გადატანითი მნიშვნელობით - უხეში, სასტიკი ადამიანები.

ბარბაროსი - ველური ადამიანი, კულტურის მტერი, მოძალადე.

ბარბაროსობა - ტერმინი, რომლითაც აღინიშნებოდა XVIII საუკუნეში ფილოსოფოს ა.ფერგიუსონის მიერ შემოთავაზებული და XVIII-XIX საუკუნეების მეცნიერებაში დამკვიდრებული კაცობრიობის ისტორიის პერიოდიზაციის (ველურობა, ბარბაროსობა, ცივილიზაცია) შუა საფეხური.

ბარბარუსი იოჰანეს - იხილე ვარესი .

ბარბაცა - მრუდმხარა მექანიზმის ძირითადი დეტალი.

ბარბაცი - წონასწორობადაკარგული სიარული.

ბარბე - სანადირო ძაღლების ძველი ფრანგული ჯიში. ცნობილია XIV საუკუნიდან.

ბარბე ,ორვილი ჟიულ ამედე - ფრანგი მწერალი, გვიანდელი რომანტიკოსი (1808-1889 წწ).

ბარბეკიუ (ინგლ.) - პიკნიკი ან მიღება ღია ცის ქვეშ.

ბარბერა ჯოზეფ - ამერიკელი რეჟისორი-მულტიპლიკატორი და მხატვარი (დაიბადა 1911 წელს).

ბარბერი სემიუელ - ამერიკელი კომპოზიტორი (1910-1981 წწ).

ბარბერინო ფრანჩესკო - იტალიელი მწერალი-ენციკლოპედისტი (1264-1348 წწ).

ბარბერო ხერარდო - არგენტინელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1961 წელს).

ბარბესი არმან - ფრანგი რევოლუციონერ-დემოკრატი (1809-1870 წწ).

ბარბიე ანრი ოგიუსტ - ფრანგი პოეტი (1805-1882 წწ).

ბარბიერი გატო (ნამდვილი სახელი ლეანდრო) - არგენტინელი საქსოფონისტი და კომპოზიტორი (დაიბადა 1934 წელს).

ბარბიზონის სკოლა - XIX საუკუნის 30-60-იანი წლების რეალისტური პეიზაჟის ფრანგ მხატვართა ჯგუფი.

ბარბითი (სპარს.) - აღმოსავლური სიმებიანი საკრავი.

ბარბიტალი - სამკურნალწამლო პრეპარატი, ძილის მომგვრელი და დამამშვიდებელი საშუალება.

ბარბიტურატები - ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი სამკურნალო პრეპარატები. აქვს ძილის მომგვრელი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ნარკოტიკული მოქმედება.

ბარბიტურმჟავა - ერთფუძიანი ორგანული მჟავა, თეთრი კრისტალები.

ბარბიუსი ანრი - ფრანგი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1873-1935 წწ).

ბარბოზა რუი (სრული სახელი და გვარი რუი კაეტანუ ბარბოზა დი ოლივეირუ) - ბრაზილიელი პოლიტიკური მოღვაწე (1849-1923 წწ).

ბარბოზა დუ ბოკაჟე მანუელ მარია - პორტუგალიელი პოეტი (1765-1805 წწ).

ბარბოლა - მდინარე, იხილე ბორბალა.

ბარბონი ნიკოლას - ინგლისელი ეკონომისტი (1640-1698 წწ).

ბარბოტინი (ფრანგ.) - ფერადი მასალა შორენკეცების (კაფელის) მოსახატავად.

ბარბოტირება - სითხის ფენაში აირის ან ორთქლის წნევით გატარება.

ბარბრა - მსახიობი და მომღერალი ქალის სტრეიზანდის სახელი.

ბარბუ ეუჯენ - რუმინელი მწერალი (1924-1992 წწ).

ბარბუდა - მცირე ანტილის კუნძულებში შემავალი კუნძული.

ბარგი (სპარს „ბარ“) - მოძრავი ქონება.

ბარგი-ბარხანა (სპარს.) - ნაირგვარი ბარგი.

ბარგისუხუცესი - მეფის აღალის, კერძოდ მისი “სასაგებელი” ნაწილის უფროსი.

ბარგუზინი - მდინარე რუსეთის ბურიატიის რესპუბლიკაში.

ბარგუშატის ქედი - ზანგეზურის ქედის აღმოსავლეთი განშტოება სომხეთში.

ბარდა

  1. ერთწლოვანი და მრავალწლოვანი მცენარის გვარი პარკოსანთა ოჯახისა.

  2. (ბარდავი) - ქალაქი აზერბაიჯანში. კავკასიის ალბანეთის დედაქალაქი IV-V საუკუნეებში.

ბარდაველიძე ვერა - ეთნოგრაფი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1899-1970 წწ.)

ბარდანა (სპარს.) - დიდი ტომარა.

ბარდანი - ბლომად დადებული თოვლის ფანტელები.

ბარდა სკლიაროსი - აკაკი წერეთლის პოემა „თორნიკე ერისთავის“ პერსონაჟი.

ბარდგნაკრავარი - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, საკენის მარცხენა შენაკადი.

ბარდემი (ბარდემ-მუნიოსი) ხუან ანტონიო - ესპანელი კინორეჟისორი და სცენარისტი (დაიბადა 1922 წელს).

ბარდი - ბუჩქების გადახლართული ღეროები.

ბარდი (კელტ.)

  1. მუსიკოსი-მომღერალი ძველ კელტურ სამყაროში.

  2. საკუთარი სიმღერების შემსრულებელი მუსიკოსი.

ბარდინა ოლგა - რუსი მომღერალი, ლირიკო-დრამატული ტენორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1932 წელს).

ბარდინა სოფიო - რუსი რევოლუციონერ-ნაროდნიკი (1853-1883 წწ).

ბარდინი ჯონ - ამერიკელი ფიზიკოსი, ერთადერთი მეცნიერი, რომელსაც ორჯერ მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკის დარგში: 1956 წელს უ. ბრაიტენთან და უ. შოკლისთან ერთად და 1972 წელს ლ.კუპერთან და ჯ.შრიფერთან ერთად (1908-1991 წწ).

ბარდნა - ხვავრიელად თოვა.

ბარდნალა - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ბარდნარი - ბარდებით დაფარული ადგილი.

ბარდო ბრიჯიტ - ფრანგი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1934 წელს).

ბარდოიტსი - პრუსიულ მითოლოგიაში - ზღვაოსნობის ღმერთი.

ბარდოსი - ლეონტი მროველის თანახმად, კავკასიელთა ერთ-ერთი ეთნარქი.

ბარდოში ლასლო - უნგრეთის პოლიტიკური მოღვაწე (1890-1946 წწ).

ბარდ-როკი - რუსული როკ-მუსიკის ერთ-ერთი მიმართულება, ცნობილია XX საუკუნის 70-იანი წლებიდან (პირველი წარმომადგენელი - ბორის გრებენშჩიკოვის „აკვარიუმი“).

ბარდუბანი - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის ბორცვიან-სერებიან მთისწინეთზე, მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირზე. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 200 მეტრი, თერჯოლიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1228 ადამიანი.

ბარდღალა - უხერხემლო ცხოველი ორწყვილფეხიანების ქვეკლასისა.

ბარდჰამანი - ქალაქი ინდოეთში, დასავლეთ ბენგალის შტატში (245 ათასი).

ბარდჰანი შანტი - ინდოელი ქორეოგრაფი, ეროვნული ბალეტის ერთ-ერთი შემქმნელი (1916-1954 წწ).

ბარე - დაახლოებით, თითქმის.

ბარე მოჰამედ სიად - სომალის პრეზიდენტი 1976-1991 წლებში (დაიბადა 1919 წელს).

ბარეევი ევგენი - რუსი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 196 წელს).

ბარეზი ფრანკო - იტალიელი ფეხბურთელი, მცველი, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი (დაიბადა 1960 წელს).

ბარეთელთა - მონასტერი ისტორიულ საქართველოში, კლარჯეთში.

ბარეთის ტბა (ბაშქოის ტბა) - ტბა წალკის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ზეგანზე.

ბარეილი - ქალაქი ჩრდილოეთ ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში.

ბარეირუ - ქალაქი პორტუგალიაში.

ბარელი

  1. (ინგლ.) - ტევადობის და მოცულობის საზომი ერთეული აშშ-ში, ინგლისსა და ზოგ სხვა ქვეყანაში (აშშ-ში - 158,988 კუბ.დმ., ინგლისში - 165,65 კუბ.დმ).

  2. ქალაქი ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში (583 ათასი).

ბარელიეფი (ფრანგ.) - ბრტყელ ზედაპირზე გამოყვანილი სახეობა ქანდაკებისა.

ბარემ

  1. რაც არის, არის.

  2. რაღაც სხვა საქმესთან ერთად გასაკეთებელი საქმის მიმანიშნებელი სიტყვა.

ბარენბოიმი დანიელ - ფრანგი დირიჟორი და პიანისტი (დაიბადა 1942 წელს).

ბარენცბურგი - ქალაქი-პორტი ნორვეგიაში, კუნძულ შპიცბერგენზე.

ბარენცი ვილემ - ჰოლანდიელი ზღვაოსანი. 1594-97 წლებში სამჯერ იმოგზაურა ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში (1550-1597 წწ).

ბარენცის ზღვა - ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის განაპირა ზღვა ახალი მიწის, ფრანც იოსების მიწის და შპიცბერგენის კუნძულებს შორის.

ბარეჟი (ფრანგ.) - ერთგვარი მსუბუქი გამჭვირვალე ქსოვილი.

ბარერი (ბარერ დე ვიეზაკი) ბერტრან - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე, ადვოკატი (1755-1841 წწ).

ბარესი მორის - ფრანგი მწერალი (1862-1923 წწ).

ბარეტერი (ინგლ.) - დენის ძალის სტაბილიზატორი.

ბარეტი კრეიგ - ამერიკელი მეცნიერი და მეწარმე, კორპორაცია ინტელ-ის მეთაური, რომელიც მსოფლიოს ლიდერად ითვლება მიკროპროცესების ტექნოლოგიის სფეროში (დაიბადა 1939 წელს).

ბარეული - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ბარვენკოვო - ქალაქი უკრაინის ხარკოვის ოლქში.

ბარზანი მუსტაფა - ერაყის პოლიტიკური მოღვაწე, გენერალი, ეროვნებით ქურთი. ბარზანის ტომის ბელადი. ერაყელი ქურთების ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი (1903 - 1990 წწ).

ბართანგელები - იხილე პამირისპირა ხალხები.

ბართანგი - მდინარე (სიგრძე - 528 კილომეტრი) ტაჯიკეთში, პამირის მთებში, სათავეს იღებს ავღანეთში. მის შუა დინებას ეწოდება მურღაბი, ზემო დინებას - ოქსუ.

ბართაულთა - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, ჯეჯორის მარცხენა შენაკადი.

ბართი კარლ - შვეიცარიელი თეოლოგი (1886-1968 წწ).

ბართლომე - საქართველოს კათალიკოსი VI-VII საუკუნეებში.

ბართლომეს ღამე - კათოლიკეების მიერ ჰუგენოტების მასობრივი ჟლეტა პარიზში, 1572 წ. 24 აგვისტოს, წმინდა ბართლომეს დღესასწაულის წინა ღამეს.

ბართოლინიტი - ბართოლინის ჯირკვლების გამომტანი სადინარების ანთება.

ბართოლინუსები თომას - დანიელი ანატომი, აღმოაჩინა გულმკერდის სადინარი (1616-1680 წწ).

ბართოლინუსები კასპარუს - მეცნიერ-ენციკლოპედისტი, ანატომი, ფიზიკოსი და ფილოსოფოსი, თომასის შვილი (1655-1680 წწ).

ბართოლომეი ივან - თბილისში მოღვაწე არქეოლოგი და ნუმიზმატი, გენერალ-ლეიტენანტი (1813-1870 წწ).

ბართქორთი - ქედი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე.

ბარი

  1. მიწის დასამუშავებელი იარაღი.

  2. პატარა რესტორანი ან ნაწილი რესტორნისა, სადაც სტუმრებს დახლთან უმასპინძლდებიან.

  3. ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი პატარა კარადა.

  4. ქალაქი იტალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (355 ათასი).

  5. ქალაქი-პორტი ჩერნოგორიაში (იუგოსლავია).

  6. ქალაქი უკრაინის ვინიცის ოლქში.

  7. სუდანში მცხოვრები ხალხი.

  8. მთათაშუა დადაბლებული ადგილი, მოიცავს ვაკე-დაბლობსა და მიმდებარე მთისწინეთს.

  9. წნევის სისტემის გარეშე ერთეული, რომელიც 105ნ/მ2-ის ტოლია. ეკვივალენტურია 750,08მმ სიმაღლისა და 0 გრადუსის ტემპერატურის მქონე ვერცხლისწყლის სვეტის წნევისა.

  10. სოფლების ზემო ბარისა და ქვემო ბარის გავრცელებული სახელწოდება ონის მუნიციპალიტეტში.

  11. (გავაზი) - დიდი მტაცებელი ფრინველი, შავარდნისნაირთა რიგისა.

  12. ნაპირთან ახლოს მდებარე ზღვის ფსკერის ზოლი.

  13. საყელავი მანქანის (ან სამთო კომბაინის) მუშა ორგანო, მიმმართველი ჩარჩო, რომლის ღარში მოძრაობს კბილებიანი ჯაჭვი.

ბარი ანტუან ლუი - ფრანგი მოქანდაკე და ფერმწერი, პარიზის სამხატვრო აკადემიის წევრი (1795-1875 წწ).

ბარი ჟან - ფრანგი მეზღვაური, საფრანგეთის ეროვნული გმირი (1650-1702 წწ).

ბარი ჯეიმზ - ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე, მსოფლიოს ჩემპიონი 1893-1899 წლებში უმჩატეს წონით კატეგორიაში.

ბარი ჯეიმზ მეთიუ - შოტლანდიელი მწერალი (1860-1937 წწ).

ბარი ჰერმან - ავსტრიელი მწერალი (1863-1934 წწ).

ბარიატინსკი ალექსანდრე - რუსი თავადი, გენერალ-ფელდმარშალი, კავკასიის ომების აქტიური მონაწილე (1815-1879 წწ).

ბარიატინსკი ალექსანდრე - რუსი თავადი-დეკაბრისტი, ჰუსართა პოლკის შტაბ-როტმისტრი (1798-1844 წწ).

ბარიბალი (ფრანგ.) - ჩრდილოამერიკული შავი დათვი.

ბარიბარ - თანაბრად, თანასწორად.

ბარიერი (ფრანგ.)

  1. დაბალი ზღუდე, ტიხარი.

  2. სპორტში დოღის, ხტომის, სირბილის დროს გადასალახავი საგანგებო დაბრკოლება.

ბარიერული რიფი - მარჯნების კირქვული ჩონჩხებით აგებული და მზარდი მარჯნებით დაფარული სერი, რომელიც ოკეანეების თბილ წყლებში ჩნდება ნაპირიდან საკმაოდ მოშორებით.

ბარიკადა (ფრანგ.) - ქუჩაში დაყრილი დიდი საგნებით შექმნილი დაბრკოლება, ხერგილი.

ბარიკოვა ანა - რუსი პოეტი ქალი (1839-1893 წწ).

ბარილი (ესპ.) - ლათინური ამერიკის ქვეყნებში სითხის მოცულობის საზომი.

ბარიმორი (ბერიმორი) დრიუ - ამერიკელი მსახიობი ქალი (დაიბადა 1975 წელს).

ბარიმორი (ბერიმორი) ჯონ (ნამდვილი სახელი ბლაითი) - ამერიკელი მსახიობი (1882-1942 წწ).

ბარინასი - შტატი ჩრდილო-დასავლეთ ვენესუელაში.

ბარიონები (ბერძნ.) - ჯგუფი მძიმე ელემენტარული ნაწილაკებისა, რომლებსაც კენტი რიცხვის ნახევრის ტოლი სპინი და პროტონზე არანაკლები მასა აქვს.

ბარიონიქსი - ერთ-ერთი ტირანოზავრი.

ბარიონული ვარსკვლავი (სახელწოდება მომდინარეობს ბარიონებიდან) - ზემკვრივი ციური სხეული. ძირითადად შედგენილია მძიმე ელემენტარული ნაწილაკებისაგან.

ბარიოსი ხუსტო რუფინო - გვატემალის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, ქვეყნის პრეზიდენტი 1873 წლიდან (1835-1885 წწ).

ბარისალი - ქალაქი ბანგლადეშში, განგ-ბრაჰმაპუტრის დელტაში.

ბარისანი - მთათა სისტემა ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე.

ბარისახო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე მდინარე ხევსურეთის არაგვის მარცხენა მხარეს. ხევსურეთის თემის საკრებულოს ცენტრი ზღვის დონიდან - 1460 მეტრი, დუშეთიდან - 63 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 215 კაცი.

ბარისპირა - მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა, მრავალწლიანი, ჩვეულებრივ ფესურიანი ბალახი.

ბარისტერი (ინგლ.) - მაღალი რანგის ადვოკატი ინგლისში.

ბარისფერო (ბერძნ.) - დედამიწის მძიმე, ცენტრალური ბირთვი; როგორც ფიქრობენ, შედგება ნიკელოვანი რკინისაგან.

ბარიტი (ბერძნ. მძიმე შპატი) - მინერალი, ბარიუმის ბუნებრივი სულფატი.

ბარიტო - მდინარე ინდონეზიაში, კუნძულ კალიმანტანის სამხრეთ ნაწილში (სიგრძე-880 კილომეტრი).

ბარიტონი (იტალ.)

1) მამაკაცის სასიმღერო ხმა, საშუალო ტენორსა და ბანს შორის.

2) სიმებიან-ხემიანი მუსიკალური საკრავი.

ბარიული გრადიენტი (ბარომეტრული გრადიენტი) - ატმოსფერული წნევის ცვლილება მანძილის ერთეულზე.

ბარიული ველი - ჰაერის წნევის განაწილება ატმოსფეროში.

ბარიუმი (Ba) - მენდელეევის პერიოდული სისტემის II ჯგუფის ქიმიური ელემენტი, ატომური ნომერი 56, ატომური მასა 137,34. ვერცხლისფერი რბილი ლითონი.

ბარიუმსულფატი (BaSO4) (გოგირდმჟავა ბარიუმი) - მარილი. გვხვდება მინერალ ბარიტის სახით.

ბარიუმქლორიდი (BaCl2) - მარილი. უფერო კრისტალები.

ბარიში - ქალაქი რუსეთის ულიანოვსკის ოლქში.

ბარიშნიკოვი მიხაილ - ამერიკაში მოღვაწე რუსი მოცეკვავე, ბალეტმეისტერი (დაიბადა 1948 წელს).

ბარიცენტრი - გეომეტრიული ფიგურის სიმძიმის ცენტრი.

ბარკა (იტალ. ორჩხომელი) - ძველებური არათვითმავალი ხის ბრტყელძირიანი გემი.

ბარკალი - ცხოველის ან ფრინველის თეძო მუხლამდე.

ბარკაროლა (იტალ.)

  1. ვენეციელი მენავეების (გონდოლიერების) სიმღერის სახელწოდება.

  2. ასეთი სიმღერის სტილის ნაწარმოები.

ბარკასი (ჰოლანდ.)

  1. პორტში ტვირთის გადასაზიდი თვითმავალი პატარა გემი.

  2. სამხედრო-საზღვაო ფლოტში ნიჩბიანი ნავი, კანჯო.

ბარკენტინი (ინგლ.) - აფრიანი საზღვაო სატვირთო ორ-სამანძიანი გემი.

ბარკერი ჯორჯ - ინგლისელი პოეტი, პროზაიკოსი და დრამატურგი (დაიბადა 1913 წელს).

ბარკი (ჰოლანდ.) - დიდი საზღვაო აფრიანი (3-5 ანძა) გემი.

ბარკინი ელენ - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1955 წელს).

ბარკიოლი - ტბა ჩინეთში.

ბარკისიმეტო - ქალაქი ჩრდილოეთ ვენესუელაში, ლარის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (724 ათასი).

ბარკლა ჩარლზ - ინგლისელი ფიზიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი. 1917 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1877-1944 წწ).

ბარკლაი-დე-ტოლი მიხეილ - წარმოშობით შოტლანდიელი თავადი, რუსი მხედართმთავარი, გენერალ-ფელდმარშალი, 1812 წლის რუსეთის სამამულო ომის გმირი (1757-1818 წწ).

ბარკლი ჩარლზ - XX საუკუნის მიწურულის ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი, ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი 1992 და 1996 წლებში (დაიბადა 1963 წელს).

ბარკლი - პლატო ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილში.

ბარკოვა ანა - რუსი პოეტი ქალი (1901-1976 წწ).

ბარკოვი ივან - რუსი პოეტი (1732-1768 წწ).

ბარ კოხბა - II საუკუნის იუდეაში ანტირომაული აჯანყების მეთაურის, სიმონის საპატიო მეტსახელი.

ბარკროფტი ჯოზეფ - ინგლისელი ფიზიოლოგი, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი (1872-1947 წწ).

ბარკჰაუზენი ჰაინრიხ გეორგ - გერმანელი მეცნიერი ელექტრონული ფიზიკისა და ელექტრონიკის დარგში (1881-1956 წწ).

ბარკჰაუზენის ეფექტი - ფერომაგნიტური ნივთიერების დამაგნიტებულობის ნახტომისებრი ცვლილება.

ბარლახი ერნსტ - გერმანელი მოქანდაკე, გრაფიკოსი და მწერალი (1870-1938 წწ).

ბარლეტა - ქალაქი-პორტი იტალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე.

ბარლეტი მარინ - ალბანელი ისტორიკოსი, მეომარი (1450-1512 წწ).

ბარლიცკი ნორბერტ სტანისლავ - პოლონეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1880-1941 წწ).

ბარლოვი დრაგამ - იუგოსლავიელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1957 წელს).

ბარლოუ დევიდ - ამერიკელი ფსიქოლოგი, შექმნა სოციალური ფობიების თერაპიის მეთოდები (დაიბადა 1942 წელს).

ბარმა - XVI საუკუნის რუსი ხუროთმოძღვარი, ვასილი ნეტარის ტაძრის ერთ-ერთი შემქმნელი პოსტნიკთან ერთად.

ბარმალეი - კორნეი ჩუკოვსკის ზღაპარ „ექიმი აიბოლიტის“ ბოროტი პერსონაჟი.

ბარმაქსიზი - დაბა წალკის სახელწოდება 1932 წლამდე.

ბარმენი (ინგლ.) - ბარის დახლში მდგომი ადამიანი.

ბარმიში - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ბარნაბიანთკარი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

ბარნაბიშვილი გიორგი - ქართველი ვიოლონჩელისტი და პედაგოგი, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი (დაიბადა 1917 წელს).

ბარნაველი - იხილე ბარნოვი.

ბარნავი ანტუან - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე, სოციოლოგი (1761-1793 წწ).

ბარნაი ლუდვიგ - გერმანელი მსახიობი და თეატრალური მოღვაწე (1842-1924 წწ).

ბარნაკი ოსკარ - გერმანელი გამომგონებელი, პირველი მინიატურული ფოტოაპარატის „ლეიკას“ შემქმნელი (1879-1936 წწ).

ბარნარდი ედუარდ ემერსონი - ამერიკელი ასტრონომ-დამკვირვებელი (1857-1923 წწ).

ბარნარდი კრისტიან - სამხრეთაფრიკელი ქირურგი, რომელმაც 1967 წელს მსოფლიოში პირველმა განახორციელა გულის გადანერგვის ოპერაცია (დაიბადა 1922 წელს).

ბარნარდის ვარსკვლავი - ჯუჯა M 5 სპექტრული ტიპის ვარსკვლავი გველისმჭერის თანავარსკვლავედისა.

ბარნაული - ქალაქი რუსეთში, ალთაის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი (585 ათასი).

ბარნელა - ერთგვარი სადღვები ხელსაწყო.

ბარნეტი ბორის - საბჭოთა ეპოქის კინორეჟისორი და მსახიობი (1902-1965 წწ).

ბარნეტი სემიუელ ჯექსონ - ამერიკელი ფიზიკოსი (1873-1956 წწ).

ბარნეტის ეფექტი - ფერომაგნეტიკების დამაგნიტება ბრუნვის დროს მაგნიტური ველის გარეშე. სახელი ეწოდა ამერიკელი ფიზიკოსის სემიუელ ბარნეტის საპატივცემლოდ.

ბარნზლი - ქალაქი-საგრაფო დიდ ბრიტანეთში, იორკშირის საგრაფოში.

ბარნი (ინგლ.) - ბირთვული პროცესების ეფექტური განივკვეთის ერთეული. 1ბ = 10-24 სმ2 = 10-28 მ2.

ბარნოვი (ნამდვილი გვარი ბარნაველი) ვასილ - ქართველი მწერალი-რომანისტი (1856-1934 წწ).

ბარნსი ჯულიან - ინგლისელი მწერალი პროზაიკოსი (დაიბადა 1946 წელს).

ბარო ოდილონ - საფრანგეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, ადვოკატი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1848-49 წლებში (1791-1873 წწ).

ბარო ჟან ლუი - ფრანგი მსახიობი და რეჟისორი (1910-1994 წწ).

ბაროგილი - უღელტეხილი ჰინდუქუშზე.

ბაროგრაფი (ბერძნ.) - თვითმწერი ხელსაწყო ატმოსფერული წნევის უწყვეტი ავტომატური რეგისტრაციისათვის.

ბაროდა - ქალაქი ინდოეთის დასავლეთ ნაწილში, გუჯარათის შტატში.

ბაროთერაპია (ბერძნ.) - მკურნალობა მაღალი ან დაბალი ატმოსფერული წნევით.

ბაროკამერა - ჰერმეტული კამერა, რომელშიც ქმნიან ატმოსფერულზე მაღალ ან დაბალ წნევას.

ბაროკო (იტალ.) - გვიანი ფეოდალური ხანის (XVI-XVIII საუკუნეები) ევროპული ხელოვნების სტილი, რომლის სამშობლოა იტალია.

ბარომეტრი (ბერძნ.) - ატმოსფერული წნევის საზომი ხელსაწყო.

ბარონესა - ბარონის ცოლი ან ქალიშვილი.

ბარონეტი (მცირე ბარონი) - მემკვიდრეობითი სათავადაზნაურო ტიტული ინგლისში.

ბარონი (ფრანგ.) - სათავადაზნაურო ტიტული დასავლეთ ევროპაში, თავდაპირველად მეფის უშუალო ვასალი.

ბარონი მიშელ - მოლიერის დასში მოღვაწე ფრანგი მსახიობი (1653-1729 წწ).

ბარონსი კრიშიანის - ლატვიელი ფოლკლორისტი, მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე (1835-1923 წწ).

ბარორეცეპტორები - სისხლძარღვთა კედლებში არსებული გაღიზიანების მიმღები მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები.

ბაროსფერო - იხილე ბარისფერო.

ბაროტრავმა - დაზიანება, გამოწვეული ატმოსფერული წნევის მკვეთრი მერყეობით.

ბაროტსე (ლოზი, ბალოზი) - ზამბიაში, ამავე სახელწოდების პროვინციაში მცხოვრები ხალხი.

ბაროუ (ბეროუ)

  1. კონცხი, ალასკის უკიდურესი ჩრდილოეთ წერტილი.

  2. სრუტე კანადის არქტიკულ არქიპელაგში.

  3. (ბეროუ-ინ-ფერნესი) საგრაფო, ქალაქი და ნავსადგური დიდ ბრიტანეთში.

ბაროუ ისააკ - ინგლისელი მათემატიკოსი, ფილოლოგი, ღვთისმეტყველი, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი (1630-1677 წწ).

ბაროუზი უილიამ სიუარდ - ამერიკელი გამომგონებელი, პირველი თვითმწერი საანგარიშო მანქანის შემქმნელი (1855-1898 წწ).

ბაროხა ნესი პიო - ესპანელი მწერალი, ესპანეთის სამეფო აკადემიის წევრი (1872-1956 წწ).

ბარჟა (ფრანგ.) - სამდინარო ან საზღვაო არათვითმავალი სატვირთო გემი.

ბარრიკადი - ქართველი „ცისფერყანწელების” ლიტერატურული გაზეთი, გამოდიოდა 1920-24 წლებში.

ბარსაკი ანდრე - ფრანგი რეჟისორი და თეატრალური მხატვარი (1909-1973 წწ).

ბარსაქელმსი (ყაზახურად - „წახვალ, ვერ დაბრუნდები“) - კუნძული არალის ზღვაში.

ბარსელონა

  1. ქალაქი-ნავსადგური ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთში, კატალონიის ოლქის მთავარი ქალაქი. 1992 წლის ზაფხულის XXV ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი (1,7 მილიონი).

  2. ქალაქი და სამდინარო ნავსადგური ვენესუელის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ანსოატეგის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (247 ათასი).

ბარსი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ბარსკი ვლადიმირ - რუსი რეჟისორი და მსახიობი, ძირითადად მოღვაწეობდა საქართველოში (1889-1936 წწ).

ბარსკი ლევ - მოლდაველი მწერალი (1909-1990 წწ).

ბარსოვა (ნამდვილი გვარი ვლადიმიროვა) ვალერია - რუსი მომღერალი, ლირიკულ-კოლორატურული სოპრანო, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1892-1967 წწ).

ბარსოვი ელპიდოფირ - რუსი ფოლკლორისტი, ძველი რუსული მწერლობის მკვლევარი (1836-1917 წწ).

ბარსტოუ სტენლი - ინგლისელი მწერალი (დაიბადა 1928 წელს).

ბარსუკები (დიდი და პატარა) - ქვიშიანი უდაბნოები არალის ზღვის ჩრდილოეთით.

ბარტდინსკი იპოლიტ - XIX საუკუნის 30-40-იანი წლების რუსი პოეტი-მთარგმნელი, თარგმნილი აქვს „ვეფხისტყაოსნის“ ნაწილი.

ბარტელემი ოგიუსტ მარსელ - ფრანგი პოეტი-სატირიკოსი (1796-1867 წწ).

ბარტელმესი რიჩარდ - ამერიკელი მსახიობი (1895-1936 წწ).

ბარტერი (ინგლ.) - საქონელგაცვლა, გაწონასწორებული ვაჭრობა.

ბარტი ჟან (ნამდვილი სახელი და გვარი ვუჯენ ბოტეზი) - რუმინელი მწერალი (1874-1933 წწ).

ბარტი როლან - სემიოტური მიმართულების ფრანგი კულტუროლოგი (1915-1980 წწ).

ბარტი ჯონ სიმონსი - ამერიკელი მწერალი (დაიბადა 1930 წელს).

ბარტი ჰენრიხ - გერმანელი ისტორიკოსი, ფილოლოგი, გეოგრაფი-მოგზაური (1821-1865 წწ).

ბარტინი რობერტ - ავიაკონსტრუქტორი, წარმოშობით იტალიელი, მოღვაწეობდა საბჭოთა კავშირში (1897-1974 წწ).

ბარტლეტი ფრედერიკ ჩარლზ - ამერიკელი ფსიქოლოგი (1886-1969 წწ).

ბარტო აგნია - რუსი საბავშო პოეტი და მწერალი ქალი (1906-1981 წწ).

ბარტოკი ბელა - უნგრელი კომპოზიტორი, პიანისტი და მუსიკათმცოდნე-ფოლკლორისტი (1881-1945 წწ).

ბარტოლდი ვასილი - რუსეთში მოღვაწე აღმოსავლეთმცოდნე, აკადემიკოსი (1869-1930 წწ).

ბარტოლი მატეო - იტალიელი ენათმეცნიერი, «ნეოლინგვისტური» მიმართულების ფუძემდებელი (1873-1946 წწ).

ბარტოლი ჩიჩილია - იტალიელი მომღერალი ქალი, მეცო-სოპრანო (დაიბადა 1966 წელს).

ბარტოლო და სასოფერატო (ბარტოლუსი) - იტალიელი იურისტი, პოსტგლოსატორების სკოლის მეთაური (1314-1357 წწ).

ბარტოლომეო ფრა (ნამდვილი სახელი ბარტოლომეო დელა პორტა) - იტალიელი ფერმწერი, 1501 წლიდან ბერი (1472 ან 1475 - 1517 წწ).

ბარტონი დერეკ ჰაროლდ რიჩარდ - ინგლისელი ქიმიკოსი, 1969 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ო.ჰასელთან ერთად (1918 - 1998 წწ).

ბარტონი რიჩარდ - იხილე ბერტონი .

ბარტუ ჟან ლუი - ფრანგი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ადვოკატი (1862-1934 წწ).

ბარტყი - ფრინველის ნაშიერი.

ბარტყობა - (მცენარისა) მიწისზედა გვერდითი ყლორტების განვითარების პროცესი მარცვლოვანებში.

ბარტყულა - ბერ-მონაზვნების თავსაბურავი.

ბარუზდინი სერგეი - რუსი მწერალი (1926-1991 წწ).

ბარულა - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა შენაკადი.

ბარულა - ბოსტნეულის საოშავი ხის იარაღი.

ბარუნდი - ბურუნდის რესპუბლიკის ძირითადი მოსახლეობა, ცხოვრობენ აგრეთვე ტანზანიაში.

ბარფი (სპარსულად „თოვლი“) - სარეცხის ფხვნილი.

ბარქაია ვლადიმერ - თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელი (თავდამსხმელი) XX საუკუნის 60-იან წლებში, სსრკ-ს ჩემპიონატებში ჩაატარა 227 მატჩი და გაიტანა 67 გოლი, 1964 წლის სსრკ-ს ჩემპიონი (დაიბადა 1937 წელს).

ბარქანი ომერ ლუთფი - თურქი ეკონომისტი, ისტორიკოსი (1902-1990 წწ).

ბარქაში - მოღრმო თეფში (საბა).

ბარღბი - სოფლების ზემო ბარღების და ქვემო ბარღების გავრცელებული სახელწოდება გალის მუნიციპალიტეტში.

ბარში - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ბარცაი ლასლო - უნგრელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1936 წელს).

ბარცაკალი - ხის საწოლის ნაწილი.

ბარციცი რაჟდენ - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1921 წელს).

ბარცხანა

  1. მდინარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის მარჯვენა შენაკადი.

  2. მდინარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.

ბარძაყი - ადამიანის ფეხის ნაწილი.

ბარძიმ არაგვის ერისთავი - ძე გიორგი არაგვის ერისთავისა, 1724-30 წლებში ვახტანგ VI-ს თან ახლდა რუსეთში (გარდაიცვალა 1739 წელს).

ბარძიმაშვილი რობერტ - ქართული ესტრადის მოღვაწე, მომღერალი, ანსამბლების „ორერას“, „75“-ის, „ლახტის“ დამაარსებელი (1936-2003 წწ).

ბარძიმი - მაღალფეხიანი სასმისი, ქრისტიანული ეკლესიის „სიწმიდის ჭურჭელთაგანი“, იხმარება ზიარების რიტუალის შესრულებისას.

ბარხანი (ყაზახ.) - უდაბნოს კონტინენტური დიუნი, ქარის მოტანილი და მცენარეებით გაუმაგრებელი ფხვიერი ქვიშის ბორცვი.

ბარხუდარიანი სერგეი - საქართველოში მოღვაწე სომეხი კომპოზიტორი (1887-1937 წწ).

ბარჯაში - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ბარჯი - ორკაპიანი ჯოხი.

ბარჯისხევი - რკინიგზის ასაქცევი მელაან-გურჯაანის გადასარბენზე.

ბარჰებრაია (ბარ ებრაია) გრიგოლ-იოანე (არაბული სახელი აბუ ლ-ფარაჯ იბნ ალ-იბრი) - სირიელი სწავლული და მწერალი (1226-1286 წწ).

ბარჰოუტი (ჰოლანდ.) - ხის გემის გარეთა სამოსის გამსხვილებული სარტყელი.

ბასა

  1. უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის სამხრეთ შტოზე, შდავლერის ქედზე.

  2. ფეხბურთელ ავთანდილ ღოღობერიძის მეტსახელი.

ბასაევი შამილ - ჩეჩენი მებრძოლი, კავკასიური ომების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე XX-XXI საუკუნეების ზღვარზე (დაიბადა 1965 წელს).

ბასავანი - XVI-XVII საუკუნეების მოგოლური სკოლის ინდოელი მინიატურისტი.

ბასალიკონი - ენამჭევრი, რიტორი (საბა).

ბასანავიჩიუსი იონას - ლიტველი საზოგადო მოღვაწე და მეცნიერი, ისტორიკოსი (1851-1927 წწ).

ბასანგოვი ბაატრ - ყალმუხი მწერალი (1911-1944 წწ).

ბასანი ჯორჯო - იტალიელი მწერალი (დაიბადა 1916 წელს).

ბასანო ჯაკოპო (ნამდვილი გვარი და პონტე) - იტალიელი ფერმწერი (დაახლოებით 1517/1518 - 1592 წწ.

ბასარა - ძველბერძენ ქალთა გრძელი სამოსი.

ბასარაბები - გოსპოდართა დინასტია ვლახეთში (რუმინეთი) XIV-XVII საუკუნეებში.

ბასარაბესკუ იონ - რუმინელი მწერალი (1870-1952 წწ).

ბასარგინი ნიკოლაი - რუსი პოლიტიკური მოღვაწე, დეკაბრისტი, პორუჩიკი (1799-1861 წწ).

ბასარევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დიონისეს ზედწოდება.

ბასეინი - ქალაქი-პორტი მიანმის (ბირმის) სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ირავადის დელტაში (145 ათასი).

ბასენჯი (ძაღლი ზანდე, ტყის ძაღლი კონგოდან, ბონგო-ტერიერი, კონგო-ტერიერი, ნიამ-ნიამ-ტერიერი) - ცენტრალური აფრიკიდან (კონგოდან) გამოყვანილი სამოსამსახურო ძაღლის ჯიში.

ბასეტი - ფრანგული მეძებარი ძაღლის ჯიში, აქვს დაბალი წაგრძელებული სხეული.

ბასეტ-ჰაუნდი - დიდ ბრიტანეთში გამოყვანილი სანადირო ძაღლის ჯიში.

ბასეტ-ჰორნი (ინგლ.) - სასულე საკრავია ერთგვარი.

ბასთი (სპარს) - ირანში - ადგილი, რომელიც ყველას აძლევს უფლებას თავი შეაფაროს და გადარჩეს სახელმწიფოებრივი ან სხვა ძალადობრივი დევნისაგან (მეჩეთი, საძვალეები, უმაღლესი სასულიერო პირების სახლები, საელჩოები).

ბასი (იტალ.)

  1. მამაკაცის ყველაზე დაბალი სასიმღერო ხმა, ბანი, დვრინი.

  2. ასეთი ხმის მქონე მომღერალი.

  3. დაბალი რეგისტრის სიმებიანი ან სასულე მუსიკალური საკრავი.

  4. (ბასები) მუსიკალური საკრავის კლავიშები ან სიმები, რომლებიც გამოსცემენ დაბალ ხმას.

ბასიანი - პროვინცია ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, მდინარე არაქსის სათავეში.

ბასიანის ბრძოლა - საქართველოს სამეფოს ლაშქრის ბრძოლა თურქ-სელჯუკთა წინააღმდეგ ბასიანში 1203 წელს.

ბასილა (ბასილი)

  1. ნახევრად წარმართული ღვათება, რომელშიც შერწყმულია ქრისტიანული ეკლესიის მოღვაწის ბასილი დიდისა და "დიდ ღმერთად" წოდებული ქართული წარმართული ღვთაების, იგივე ბოსელის კულტი. ზოგჯერ ბასილა გამოსახული იყო მრგვალი კვერის ზედაპირზე, ამიტომ ამ კვერსაც ბასილა ეწოდებოდა

  2. საახალწლოდ გამომცხვარი პური ძველ საქართველოში.

ბასილაკვერი - მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული კვერი, რომელსაც თუშეთში აცხობდნენ ახალწლის ღამეს და დებდნენ საახალწლო სუფრაზე.

ბასილაია ალექსანდრე - ქართული ესტრადის მოღვაწე, კომპოზიტორი, მომღერალი, ანსამბლ „ივერიის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი, საქართველოს სახალხო არტისტი (1942-2009 წწ).

ბასილანი - ქალაქი-პორტი ფილიპინების სამხრეთ ნაწილში (200 ათასი).

ბასილაშვილი ოლეგ - სანკტ-პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1934 წელს).

ბასილევსი (ბერძნ.) - ძველ საბერძნეთში, მიკენეს ეპოქაში მცირე დასახლების მმართველი.

ბასილეთი - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

ბასილეია - ზევსის ქალიშვილი, მისი ელვის მცველი.

ბასილი

  1. (ბასილა) - ქართველთა ნახევრად წარმართული ღვთაება.

  2. XI საუკუნის ქართველი კალიგრაფი.

  3. XIV საუკუნის 40-60-იან წლებში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი.

  4. აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1517-1528 და 1529-1531 წლებში.

ბასილი I (მაკედონელი) - ბიზანტიის იმპერატორი 867 წლიდანი (836 - 886 წწ).

ბასილი II (ბულგართმმუსვრელი) - ბიზანტიის იმპერატორი 976 წლიდან (958 - 1025 წწ).

ბასილი ბაგრატის ძე - XI საუკუნის პირველი ნახევრის ქართველი მწერალი, ბაგრატ III-ის ძე.

ბასილი დიდი (ბასილი კეარიელი) - ქრისტიანული ეკლესიის მოღვაწე, ეკლესიის მამათაგანი, თეოლოგი, მქადაგებელი, მწერალი (330 - 379 წწ).

ბასილი ეზოსმოძღვარი - XII-XIII საუკუნეების ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, თამარ მეფის ეზოსმოძღვარი.

ბასილი ვაჩეს ძე - XI საუკუნის ქართველი მწერალი და საეკლესიო მოღვაწე, კათალიკოსი (დაახლოებით 1090 - 1100 წწ).

ბასილი ზარზმელი - IX-X საუკუნეების ქართველი მწერალი და საეკლესიო მოღვაწე. დაახლოებით 916-926 წლებში იყო ზარზმის მონასტრის წინამძღვარი.

ბასილი საბაწმიდელი - VIII-IX საუკუნეების ქართველი მწერალი, ჰიმნოგრაფი.

ბასილიკები - ბერძნულ-რომაული სამართლის სისტემურად დალაგებული კრებული, შედგენილია IX საუკუნეში.

ბასილი საბაწმიდელი - VIII-IX საუკუნეების ქართველი მწერალი, ჰიმნოგრაფი, მოღვაწეობდა პალესტინაში.

ბასილისკო (ბერძნ.)

  1. ტროპიკულ ამერიკაში გავრცელებული ხვლიკი.

  2. ზღაპრული ურჩხული, რომელიც შეხედვითა და სუნთქვით კლავს ყველას.

ბასილისკუსი - ქვეწარმავალთა გვარი იგუანების ოჯახისა.

ბასილი ხანძთელი - IX საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი.

ბასის სრუტე - სრუტე ავსტრალიასა და კუნძულ ტასმანიას შორის.

ბასისტი ნიკოლოზ - საბჭოთა კავშირის ადმირალი, სამოქალაქო ომის მონაწილე (1898-1980 წწ).

ბასკა - შუა საუკუნეებში ევროპელთა სამოსის ნაწილი, ქსოვილის ფართო ზოლი მიკერებული ქამარზე.

ბასკაკი (თათრ.) - მონღოლ ყაენთა მოხელე, რომელიც განაგებდა დაპყრობილ ქვეყანას.

ბასკები (საკუთარი სახელი ეუსკალდუნაკი) - ესპანეთსა და საფრანგეთში მცხოვრები ხალხი, ცხოვრობენ აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში (მთლიანი რაოდენობა მსოფლიოში 1,3 მილიონი).

ბასკების ქვეყანა (ბასკონია, ბასკურად - ეუსკადი) - ეროვნული ისტორიული ოლქი ჩრდილოეთ ესპანეთში, ბისკაის ყურის სანაპიროზე.

ბასკერვილი ჯონ - ინგლისელი მესტამბე და გამომცემელი, ახალი სტილის შრიფტების შემქმნელი (1706-1775 წწ).

ბასკინტელა - მდინარე ყვარლის მუნიციპალიტეტში, ჩელთის მარჯვენა შენაკადი.

ბასკოლოგია - ბასკების ენისა და კულტურის შემსწავლელი მეცნიერება.

ბასკონია - იგივე ბასკების ქვეყანა.

ბასკუნჩაკი - მლაშე ტბა რუსეთის ასტრახანის ოლქში.

ბასლა - მდინარე, იხილე ბესლეთი.

ბასმა (თათრ.)

  1. თმის შავი საღებავი, გამოიყენება ინასთან ერთად.

  2. ლითონის (ვერცხლის, სპილენძის, ოქროს) თხელი ფურცლები ზედ ამოტვიფრული ნახატით; ხმარობდნენ სამკაულად.

  3. ლითონის ფირფიტა (ან ბეჭედი), რომელზედაც გამოსახული იყო თათართა ხანი; წარმოადგენდა რწმუნების სიგელს.

ბასმაჩობა (რუს.) - შეიარაღებული ანტიკომუნისტური გამოსვლები შუა აზიაში ძირითადად 1917 - 1926 წლებში.

ბასნერი ვენიამინ - რუსეთში მოღვაწე კომპოზიტორი (დაიბადა 1925 წელს).

ბასო ლელიო - იტალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1903-1985 წწ).

ბასოგა - უგანდაში, კიოგისა და ვიქტორიას ტბებს შორის მცხოვრები ხალხი.

ბასოვი ვლადიმერი - რუსი მსახიობი და კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1923 1987 წწ).

ბასოვი ნიკოლაი - რუსი ფიზიკოსი, კვანტური რადიოფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ნობელის პრემიის 1964 წლის ლაურეატი ფიზიკის დარგში ს.პროხოროვთან და ჩ.ტაუნსთან ერთად (1922-2000 წწ).

ბასონი - საფეიქრო ნაწარმი, რომელიც სამოსის ორნამენტიკის დასამზადებლად გამოიყენება.

ბასო ოსტინატო - ერთ-ერთი სავარიაციო ფორმა მუსიკაში, რომელიც ემყარება უცვლელი ხმების მრავალგზის გამეორებას დაბალ ხმებში (ბანებში).

ბასრა - ქალაქი ერაყის სამხრეთ ნაწილში, პორტი მდინარე შატ-ელ-არაბზე (620 ათასი).

ბასრი - მეტად მჭრელი.

ბასრობა - ძველი ქართული სატირული სასახიობო ჟანრი, ფართოდ იყენებდნენ ქართული ხალხური სანახაობების - ბერიკაობის და მალანურობის - წარმოდგენებში.

ბასტარდი (ლათ.) - დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გავლენიანი პირის (მეფის, ჰერცოგის და ა. შ.) უკანონო შვილი.

ბასტერი - ცენტრალური ამერიკის სახელმწიფო სენტ-კრისტოფერის და ნევისის დედაქალაქი.

ბას-ტერი - ქალაქი-პორტი, საფრანგეთის სამფლობელო გვადელუპას ადმინისტრაციული ცენტრი.

ბასტი - ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში - სიყვარულის, სიხარულის და მხიარულების ქალღმერთი. გამოისახებოდა კატის ან ქალის სახით.

ბასტი - იხილე ბასთი.

ბასტია ფრედერიკ - ფრანგი ეკონომისტი, ვულგარული პოლიტიკური ეკონომიის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი (1810-1850 წწ).

ბასტია - საფრანგეთის საფეხბურთო კლუბი.

ბასტიანი ადოლფ - გერმანელი ეთნოგრაფი, განათლებით ექიმი (1826-1905 წწ).

ბასტიბუბუ

  1. დიდი ხმაურობა.

  2. საბავშვო გადაცემა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე.

ბასტიდასი როდრიგო - ესპანელი კონკისტადორი, სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი პირველაღმომჩენი (1475-1527 წწ).

ბასტიდი სიუზან - ფრანგი იურისტი ქალი (დაიბადა 1906 წელს).

ბასტიენ-ლეპაჟი - ფრანგი ფერმწერი-რეალისტი (1848-1884 წწ).

ბასტილია (ფრანგ.) - ციხესიმაგრე და საპყრობილე პარიზში (აშენდა 1370-1382 წლებში), დაანგრიეს საფრანგეთის რევოლუციის დროს.

ბასტიონი (ფრანგ.) - ციხესიმაგრის გალავნის კუთხეებში დატანებული ხუთწახნაგა ნაგებობა.

ბასტონადა (ესპ.) - აღმოსავლეთის ზოგ ქვეყანაში ადამიანის დასჯა ჯოხის ცემით.

ბასტრი (გერმ.) - მდარე ხარისხის, ყვითელი ფერის შაქრის ფხვნილი.

ბასტუნჯი - ტოპონიმი ლერმონტოვის პოემიდან „აული ბასტუნჯი”.

ბასტურმა - მწვადის შესაწვავად გამზადებული ხორცი.

ბასუტო (სუტო)

  1. პლატო დრაკონის მთებში, ლესოთოს ტერიტორიაზე.

  2. ლესოთოსა და ბოტსვანაში მცხოვრები ხალხი.

ბასუტოლენდი - 1966 წლამდე დიდი ბრიტანეთის სამფლობელო აფრიკაში. 1966 წლის ოქტომბრიდან სახელმწიფო ლესოთო.

ბასფ („ბაიერიშე ანილინ უნდ სოდა ფაბრიკ“) - (აბრევიატურა) გერმანული ქიმიური კონცერნი, დაარსებულია 1865 წელს.

ბატა

  1. რიო-მუნოს (ეკვატორული გვინეის) მთავარი ქალაქი.

  2. ეგვიპტური მითოლოგიის ერთ-ერთი ღვთაება, გამოისახებოდა ხარის სახით.

  3. ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელის სახელი.

ბატავები - მდინარე რაინის დელტაში მცხოვრები გერმანული ტომი.

ბატავია - ინდონეზიის ქალაქ ჯაკარტის მეორე სახელი.

ბატავიის რესპუბლიკა - რესპუბლიკა ნიდერლანდის ტერიტორიაზე 1795 - 1806 წლებში.

ბატაი ჟორჟ - ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი, სკანდალური ნაწარმოებების ავტორი (1897-1965 წწ).

ბატაისკი - ქალაქი რუსეთის როსტოვის ოლქში.

ბატაკები - ინდონეზიაში, კუნძულ სუმატრის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები ხალხი.

ბატალერი - პირი, რომელიც გემებსა და ბაზებზე სურსათით და სხვა აუცილებელი საგნებით მომარაგებას განაგებს.

ბატალია

  1. (ფრანგ.) - შეხლა-შემოხლა, ბრძოლა.

  2. (საკუთრივ სანტა მარია და ვიტორია) - პირენეს ნახევარკუნძულის უდიდესი მონასტერი, მდებარეობს პორტუგალიაში.

ბატალია რობერტო - იტალიელი ისტორიკოსი და პუბლიცისტი (1913-1963 წწ).

ბატალიონი (ფრანგ.) - პოლკის, ბრიგადის ძირითადი ტაქტიკური ქვეგანაყოფი, ათასეული.

ბატალიორი - ფლოტში: უმცროსი მეთაური, რომელსაც სურსათით მომარაგება ავალია.

ბატალისტი - ბატალური ფერწერის სპეციალისტი, მხატვარი.

ბატალოვი ალექსეი - თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1928 წელს).

ბატალოვი ნიკოლაი - რუსი მსახიობი (1899-1937 წწ).

ბატალპაშინსკი - რუსეთის ქალაქ ჩერკესკის სახელი 1939 წლამდე.

ბატალური ჟანრი - სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელიც ასახავს ომსა და სამხედრო ცხოვრებას.

ბატამბანგი - ქალაქი კამბოჯაში, ამავე სახელის მქონე პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (45 ათასი).

ბატანაგარი - ქალაქი ინდოეთში (დასავლეთ ბენგალის შტატი).

ბატანგასი - ქალაქი და ნავსადგური ფილიპინებზე, კუნძულ ლუსონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (184 ათასი).

ბატარეა (ფრანგ.)

  1. ძირითადი საცეცხლე საარტილერიო ქვეგანაყოფი. ჩვეულებრივ შედის საარტილერიო დივიზიის შემადგენლობაში.

  2. გამაგრებული ადგილი, რომელიც წარმოადგენს რამდენიმე ქვემეხის პოზიციას.

  3. ერთი ტიპის ხელსაწყოების, აპარატების, მოწყობილობების გაერთიანებით მიღებული სისტემა.

ბატასინი - ფრინველების გვარი ბატისნაირთა რიგისა.

ბატატი (ესპ. ტკბილი კარტოფილი) - აბილილის გვარის გორგლიანი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე, ხვართქლასებრთა ოჯახისა.

ბატატურა - ცხენი, რომელსაც უკანა ფეხები გაფარჩხული აქვს.

ბატე შარლ - ფრანგი ესთეტი, კლასიციზმის წარმომადგენელი (1713-1780 წწ).

ბატეთი - ტბა ქარელის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ძამის აუზში.

ბატეთისწყალი - მდინარე ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამის მარჯვენა შენაკადი.

ბატეკე - კონგოში, გაბონსა და კონგოში მცხოვრები ხალხი.

ბატენბერგი ალექსანდრე - გერმანელი თავადი, ბულგარეთის მთავარი 1879 - 1886 წლებში (1857-1893 წწ).

ბატენკოვი გაბრიელ - დეკაბრისტი, კორპუსის პოდპოლკოვნიკი, 1812 წლის ომის მონაწილე (1793-1863 წწ).

ბატერსტი - იხილე ბათერსტი.

ბატერფლაი (ინგლისურად - „პეპელა“.) - სპორტული ცურვის პეპელასებრი სტილი.

ბატვა (ბანტუ ენაზე „პატარა ადამიანები“) - რუანდასა და კონგოში მცხოვრები პიგმეების ტომი.

ბატი

  1. (სომხურია, ქართულად ღერღეტი ჰქვია „სიტყვის კონის“ თანახმად) - იხვისებრთა ოჯახის ფრინველი.

  1. 2)(ტიკალი) - ფულის ერთეული ტაილანდში, უდრის 100 სატანგას, ბრუნვაშია 1928 წლიდან.

ბატი გასტონ - ფრანგი რეჟისორი, გაერთიანება „კარტელის” (დაარსდა 1926 წელს) ერთ-ერთი ორგანიზატორი (1885-1952 წწ).

ბატი ისააკ - ირლანდიის ეროვნული მოძრაობის მოღვაწე (1813-1879 წწ).

ბატიალი - იხილე ბათიალი.

ბატიბუტი - მოხალული წვნიკი სიმინდი.

ბატიკალოა - ქალაქი და ნავსადგური შრი-ლანკის რესპუბლიკაში.

ბატიკი (მალაური) - ქსოვილის მოხატვის ტექნიკა, ამ წესით მოხატული ჭრელი ქსოვილი.

ბატილა - იგივე ბატიბუტი.

ბატისკაფი - იხილე ბათისკაფი.

ბატისნაირნი (ფირფიტნისკარტიანები) - მცურავი ფრინველების რიგი, შედის ორი ოჯახი: პალამედეები და იხვისებრნი.

ბატისტა სალდივარი რუბენ ფულხენსიო - კუბის პრეზიდენტი მე-20 საუკუნის 40-50-იან წლებში (1901-1973 წწ).

ბატისტი (ფრანგ.) - თხელი, ნახევრად გამჭვირვალე სელის ან ბამბის ტილოს ხლართებიანი ქსოვილი.

ბატისტინი მატია - იტალიელი მომღერალი, ბარიტონი (1856-1928 წწ).

ბატისფერო - იხილე ბათისფერო.

ბატიური - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

ბატიუშკოვი კონსტანტინე - რუსი პოეტი (1787-1855 წწ).

ბატიცკი პავლე - მარშალი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საბჭოთა კავშირის გმირი (1910-1984 წწ).

ბატკანი - ცხვრის ნაშიერი.

ბატკანძერი (კრავიჭამია) - მტაცებელი ფრინველი შავარდნისებრთა ოჯახისა.

ბატკი - ჩჩვილი თიკანი (საბა).

ბატლეიკა - ბელორუსიის ხალხური თოჯინების თეატრი.

ბატლერი ნიკოლას მურეი - ამერიკელი ფსიქოლოგი, პროფესორი, ნობელის პრემიის ლაურეატი 1931 წელს მშვიდობის დარგში ჯ. ადამსთან ერთად (1867-1942 წწ).

ბატლერი სემიუელ - ინგლისელი პოეტი-სატირიკოსი (1612-1680 წწ).

ბატლერი სემიუელ - ინგლისელი მწერალი (1835-1902 წწ).

ბატლიე ორდონიესი ხოსე - ურუგვაის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პრეზიდენტი XX საუკუნის დასაწყისში (1856-1929 წწ).

ბატმანი (ფრანგ.)

  1. ბალეტში - პა-ს განსაკუთრებული სახეობა.

  2. ფარიკაობაში - იარაღის მოკლე დარტყმა მოწინააღმდეგის იარაღზე.

  3. ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში (147 ათასი).

ბატმუნხი ჟამბინ - მონღოლეთის სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1926 წელს).

ბატნა - ქალაქი ალჟირის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ორესის ვილაიის ადმინისტრაციული ცენტრი (182 ათასი).

ბატოვი პაველ - მხედართმთავარი, არმიის გენერალი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი (1897-1985 წწ).

ბატოლიტი - იხილე ბათოლითი.

ბატომეტრი - იხილე ბათომეტრი.

ბატონები - ბავშვთა გადამდებ ავადყოფობათა (წითელა, ყვავილი, ქუნთრუშა, ყივანახველა) საერთო სახელი.

ბატონებო - წარმართული ხანის ქართული საწესჩვეულებო პოლიფონიური სიმღერა-ვედრება, რომელსაც ავადმყოფ ბავშვს უმღეროდნენ.

ბატონი (ფრანგ.)

  1. უმაღლესი სიუზერენი (მეფე) ქართულ ფეოდალურ იერარქიაში.

  2. ყმა-გლეხების ფეოდალური მესაკუთრე.

  3. თეთრი ფერის წაგრძელებული პური.

  4. ჯოხისებრი საკონდიტრო ნაწარმი.

  5. ბუტაფორიული ჯოხი.

ბატონის ციხე - გვიანდელი ფეოდალური ხანის საქართველოს საერო ხუროთმოძღვების ძეგლი ქალაქ თელავში.

ბატონიშვილი - მეფის შვილი ფეოდალურ საქართველოში.

ბატონკაცური - დიდკაცური.

ბატონ-რუჟი - ქალაქი აშშ-ში, ლუიზიანას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი, პორტი მდინარე მისისიპიზე (220 ათასი).

ბატონყმობა - ფეოდალური ეპოქის საზოგადოებრივ ურთიერთობათა სისტემა.

ბატორი სტეფან - პოლონეთის მეფე და ტრანსილვანიის მთავარი (1533-1586 წწ).

ბატოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კირენეს სამეფოს დამაარსებელი.

ბატრაკი - გაღატაკებული გლეხი ძველ რუსეთში.

ბატრაქოზავრები - ამომწყდარი ამფიბიების ქვეკლასი.

ბატრაქოლოგია (ბერძნ.) - ამფიბიების შემსწავლელი დარგის ძველი სახელი.

ბატრაქომიომაქია („ბაყაყთა და თაგვთა ომი“) - ძველი ბერძნული პაროდიული ეპოსი, შეცდომით მიაწერდნენ ჰომეროსს.

ბატუ-პაჰატი - ქალაქი მალაიზიაში.

ბატურინი იური - რუსეთის პოლიტიკური მოღვაწე XX საუკუნის ბოლოს (დაიბადა 1949 წელს).

ბატუტი (ფრანგ.) - ჰორიზონტალურად გაჭიმული ბადე, რომელზედაც ხტომებს ასრულებენ აკრობატები.

ბაუ - მიწათმოქმედების მფარველი ღვთაება შუმერებისა და ბაბილონელების პანთეონში.

ბაუბო - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მძვინვარე კუდიანი ქალი.

ბაუგენები - შვეიცარიელი ბიოლოგები, ძმები: იოჰან (1541-1613 წწ) და კასპარ (1560-1624 წწ).

ბაუერი ბრუნო - გერმანელი ფილოსოფოსი, იდეალისტი (1809-1882 წწ).

ბაუერი მარიამ - ბალეტის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1909 წელს).

ბაუერნფელდი ედუარდ - ავსტრიელი დრამატურგი (1802-1890 წწ).

ბაულე - კოტ დ'ივუარში მცხოვრები ხალხი.

ბაული

  1. მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბავიუს მარცხენა შენაკადი.

  2. (იტალ.) - პატარა მრგვალი და მოგრძო საგზაო ზანდუკი, ჩემოდანი ან ფანერის კოლოფი.

ბაუმანაბადი - ტაჯიკეთის ქალაქ პიანჯის სახელი 1931-1936 წლებში.

ბაუმანი ნიკოლაი (ფსევდონიმი გრაჩი) - რუსი პროფესიონალი რევოლუციონერი, ბოლშევიკი (1873-1905 წწ).

ბაუმანისი იანის - ლატვიელი არქიტექტორი (1834-1891 წწ).

ბაუმგარტენი ალექსანდერ გოტლიბ - გერმანელი ფილოსოფოსი-იდეალისტი, ფილოსოფიური ესთეტიკის ფუძემდებელი (1714 - 1762 წწ).

ბაუმგარტენი ართურ - გერმანელი იურისტი და საზოგადო მოღვაწე (1884-1966 წწ).

ბაუმგარტნერი ბრუს - XX საუკუნის მეორე ნახევრის ამერიკელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი.

ბაუმი ლაიმან ფრენკ - ამერიკელი მწერალი, დრამატურგი, მეზღაპრე (1856-1919 წწ).

ბაუმრინდი დიანა - ამერიკელი ფსიქოლოგი, ფილოსოფიის დოქტორი (დაიბადა 1927 წელს).

ბაუმშტარკი ანტონ - გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე, ქრისტიანული აღმოსავლეთის მწერლობისა და ხელოვნების მკვლევარი (1872-1948 წწ).

ბაურა მორის - ინგლისელი ლიტერატურათმცოდნე, ბრიტანეთის აკადემიის წევრი (1898-1973 წწ).

ბაური ფერდინანდ კრისტიან - გერმანელი თეოლოგი-პროტესტანტი (1792-1860 წწ).

ბაურუ - ქალაქი ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (220 ათასი).

ბაუსკა - ქალაქი ლატვიაში.

ბაუტა - ქალაქი კუბაში.

ბაუტსი დირკ - ნიდერლანდელი ფერმწერი (1415-1475 წწ).

ბაუჩი - ქალაქი ნიგერიაში.

ბაუცენი (ლუჟიცური სახელწოდება ბუდიშინი) - ქალაქი გერმანიაში, მდინარე შპრეეზე, საქსონიის მხარეში (52 ათასი).

ბაუჰაუზი - XX საუკუნის დასაწყისის მშენებლობისა და მხატვრული კონსტრუირების უმაღლესი სკოლა გერმანიაში.

ბაფთა (სპარს.) - წმინდა ძაფის მეჩხერი ქსოვილი, ქსოვილის ვიწრო ნაჭერი.

ბაფეტი უორენ - აშშ-ს ერთ-ერთი უმდიდრესი პიროვნება, სუპერმარკეტების ქსელის მფლობელი (XX საუკუნე).

ბაფინი უილიამ - ინგლისელი პოლარული მკვლევარი (1584-1622 წწ).

ბაფინის ზღვა - ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ნახევრად დახშული ზღვა გრენლანდიასა და კანადას შორის.

ბაფინის მიწა - კანადის არქტიკული არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძული.

ბაქანი

  1. კლდეში მცირე ვაკე (საბა).

  2. (პლატფორმა)

  3. ფიცარნაგი, პატარა მოედანი.

  4. დაბალბორტებიანი სატვირთო ვაგონი.

  5. რკინიგზის პატარა სადგური.

  6. კონტინენტების ძირითადი სტრუქტურული ელემენტი.

ბაქარა (ფრანგ.) - ბანქოს ერთგვარი ძველებური თამაში.

ბაქართა - სოფლების ზემო ბაქართისა და ქვემო ბაქართის გავრცელებული სახელწოდება (ჯავის მუნიციპალიტეტი).

ბაქარი - ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, ვახტანგ VI-ის ძე, რუსეთის არმიის სამსახურში მყოფი გენერალი, გრუზინსკების გვარის ფუძემდებელი (1700-1750 წწ).

ბაქასირი ალი აჰმედ - არაბი დრამატურგი და მწერალი (დაიბადა 1910 წელს).

ბაქაქურები - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მჭადიჯვრის თემის საკრებულო) მდინარეების ნარეკვავის და ქსნის წყალგამყოფის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 800 მეტრი, დუშეთიდან - 21 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 99 კაცი.

ბაქია - მკვეხარა, ტრაბახა.

ბაქიაობა - ტყუილ-უბრალოდ ქადილი.

ბაქიბუქი - იგივე ბაქიაობა.

ბაქიხანოვი აბასყული-აღა - აზერბაიჯანელი მწერალი და მეცნიერი-განმანათლებელი (1794-1847 წწ).

ბაქმაზი (ბეკმესი) - შუა აზიაში და თურქულ სამყაროში შესანახად მოდუღებული ყურძნის, ნესვის და მისთანების სქელი წვენი.

ბაქო (სპარსულად „ბად-ქუბ“ ანუ ქარიანი ადგილი) - აზერბაიჯანის დედაქალაქი 1920 წლიდან (1,1 მილიონი, გარეუბნებიანად 1,7 მილიონი).

ბაქრაძე აკაკი - კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ხელოვნებათმცოდნე, საზოგადო მოღვაწე (1928-1999 წწ).

ბაქრაძე ალექსანდრე - არქიტექორი (დაიბადა 1925 წელს).

ბაქრაძე დავით - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1912 წელს).

ბაქრაძე დიმიტრი - ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი (1826 - 1890 წწ).

ბაქრაძე თამარი - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1907-1995 წწ).

ბაქრაძე იოსები - პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი (1850-1904 წწ).

ბაქრაძე კონსტანტინე - ფილოსოფოსი, აკადემიკოსი (1898-1970 წწ).

ბაქრაძე-დედაბრიშვილი (დედაბერი) მარიამ - ექიმი, შიო არაგვისპირელის მეუღლე (1869-1942 წწ).

ბაქრი აჰმად ჰასან - ერაყის სახელმწიფო მოღვაწე, გენერალი (დაიბადა 1914 წელს).

ბაქსანი (აზაუ)

  1. მდინარე ჩრდილოეთ კავკასიაში.

  2. ქალაქი ყაბარდო-ბალყარეთში.

ბაქსი - დოლარის გავრცელებული ჟარგონული სახელი.

ბაქსტერი რიჩარდ - ინგლისელი პურიტანი მქადაგებელი და ღვთისმეტყველი (1615-1692 წწ).

ბაქსტი (ნამდვილი გვარი როზენბერგი) ლევ - რუსი ფერმწერი-გრაფიკოსი (1866-1924 წწ).

ბაქსტონი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში (ინგლისი).

ბაქტერიამტარებლობა - ორგანიზმში ზოგიერთი გადამდები სნეულების გამომწვევის დაბუდება და გარემოში გამოყოფა.

ბაქტერიები (ბერძნ.) - მიკროსკოპული, უმთავრესად ერთუჯრედიანი ორგანიზმების დიდი ჯგუფი.

ბაქტერიემია - ბაქტერიების არსებობა სისხლში.

ბაქტერიოზი - მცენარეთა ისეთი დაავადება, რომელსაც ბაქტერიები იწვევენ.

ბაქტერიოლიზი - ბაქტერიების გარსის დაშლა.

ბაქტერიოლიზინები - ბიოლოგიური წარმოშობის ნივთიერებები.

ბაქტერიოლოგია - მეცნიერება ბაქტერიების შესახებ.

ბაქტერიოსკოპია - ბაქტერიების კვლევა მიკროსკოპის საშუალებით.

ბაქტერიოსტაზი - ბაქტერიების ზრდისა და გამრავლების სრული შეჩერება.

ბაქტერიოტროპინები - ანტისხეულები, რომლებიც წარმოიქმნება ადამიანისა და ცხოველის სისხლის შრატში.

ბაქტერიოფაგები - ბაქტერიული ვირუსები, რომლებიც მრავლდება ბაქტერიებისა და აქტინომიცეტების უჯრედებში და იწვევს მათს დაშლას.

ბაქტერიურია - ბაქტერიების გამოყოფა შარდთან ერთად.

ბაქტერიციდები - ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ბაქტერიების მოსპობას.

ბაქტერიციდობა - ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ ფაქტორთა უნარი მოსპონ მიკროორგანიზმები.

ბაქტრა - უძველესი ქალაქი ჩრდილოეთ ავღანეთში, ბაქტრიის მთავარი ქალაქი (ცნობილია ძვ. წ. აღ. I საუკუნიდან).

ბაქტრია (ბაქტრიანა) - უძველესი ოლქი მდინარე ამუდარიის შუა და ქვემო დინებაში.

ბაქტრიანი (თურქ.) - ორკუზიანი აქლემი.

ბაქშეევი ვასილი - რუსი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1862-1958 წწ).

ბაქში რალფ - ამერიკელი რეჟისორი-ანიმატორი და სცენარისტი, მრავალი ფილმი-ფანტაზიის შემქმნელი (დაიბადა 1938 წელს).

ბაქშტაგი (ჰოლანდ.)

  1. მოძრავი ხომალდის ერთ-ერთი მდგომარეობა ქარის მიმართ.

  2. გემსართავი (თოკი, გვარლი), რითაც ამაგრებენ გემის ანძებს.

ბაქშტაინი (გერმ.) - ერთგვარი ყველი.

ბაღანა - ბავშვი დასავლეთ საქართველოს დიალექტებზე.

ბაღაფში სერგეი - 2005-2011 წლებში მეორე პრეზიდენტი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკისა, რომლის დამოუკიდებლობას არ სცნობს მსოფლიო საზოგადოებრიობა (1949-2011 წწ).

ბაღაშვილი სპარტაკ - კინომსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1914-1977 წწ).

ბაღაშვილი ჯემალ - მომღერალი, სცენარისტი, ვოკალურ-ინტრუმენტულ ანსამბლ „ივერიის“ წევრი (დაიბადა 1941 წელს).

ბაღდადი

  1. (ძველსპარსულად - „ღვთით ბოძებული“) - ერაყის დედაქალაქი, ბაღდადის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი, პორტი მდინარე ტიგროსზე (3,8 მილიონი).

  2. ქართველი ქალების თავსაბურავის ერთ-ერთი ელემენტი.

  3. იხილე ბაღდათი.

ბაღდადის მუნიციპალიტეტი - იხილე ბაღდათის მუნიციპალიტეტი.

ბაღდადის წეროები - ქართული ლიტერატურული ჟურნალი, პირველი ნომერი გამოვიდა თბილისში 1920 წელს.

ბაღდადური - ქართული ქალაქური ცეკვა.

ბაღდადური რატლი - არაბული წონითი სისტემის ერთეული, უდრის 406,25 გრამს.

ბაღდავაძე ეკატერინე - ფერმწერი (1916-1975 წწ).

ბაღდათი - (1940-90 წლებში - მაიაკოვსკი) - ქალაქი (1981 წლიდან) საქართველოში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, მოსახლეობა - 4,7 ათასი (2002 წ). ქალაქი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ხანისწყალზე, ზღვის დონიდან - 200 მეტრი. რიონის რკინიგზის სადგურიდან - 19 კილომეტრი, მანძილი ქუთაისიდან - 28 კილომეტრი, თბილისიდან - 222 კილომეტრი. ბაღდათში არის ვანისა და ბაღდათის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

ბაღდათის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში. მდებარეობს მესხეთის ქედის კალთებზე, მთისწინეთსა და იმერეთის დაბლობზე, მდინარე ხანისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი) აუზში

  • 1917 წლამდე ახლანდელი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ქუთაისის მაზრაში, 1921 წლიდან კვლავ ქუთაისის მაზრაში იყო, 1930 წლიდან გახდა დამოუკიდებელი რაიონი. 1940-90 წლებში ეწოდებოდა მაიაკოვსკის რაიონი.

  • მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებია: დასავლეთით - ვანის, ჩრდილო-დასავლეთით - წყალტუბოს, ჩრდილოეთით - თერჯოლის, ჩრდილო-აღმოსავლეთით -ზესტაფონის, აღმოსავლეთით - ხარაგაულის და სამხრეთით - ახალციხის და ადიგენის მუნიციპალიტეტები.

  • ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ძირითადად მთაგორიანია და მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით, რომელთა ბაზაზე შექმნილია კურორტები საირმე და ზეკარი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 67, 5% ტყით არის დაფარული; სამხრეთ არეალის ორი მესამედი უჭირავს მცირე კავკასიის მთების რიგს. მჭიდრო ტყეებით დაფარული მთები ქვემოდან ზემოთ, თითქმის 3000 მეტრი სიმაღლისაკენ მიემართებიან და ქმნიან უნიკალურ ალპიურ პანორამას.

  • ფართობი - 815 კვ.კმ. (საქართველოს მთელი ტერიტორიის 1,15%).

  • მოსახლეობა - 29 ათასი (2002 წ.).

  • სიმჭიდროვე - 36 კაცი კვ.კმ-ზე.

  • მოსახლეობის 99,5% ქართველია; 0,3% - რუსი; 0,1% - სომეხი; 0,02% - უკრაინელი, 0,02% - ოსი. (2002 წლის მონაცემები).

  • მუნიციპალიტეტის სამეურნეო პროფილს განსაზღვრავს მევენახეობა და მის ბაზაზე შექმნილი მეღვინეობა. გავრცელებულია აგრეთვე მეხილეობა, მებოსტნეობა, ნაწილობრივ მეცხოველეობა. მრეწველობის მთავარი დარგია კვების მრეწველობა (ღვინის ქარხნები) და საშენი მასალების წარმოება.

  • მუნიციპალიტეტში 27 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 1 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 23 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი. ქალაქ ბაღდათში არის რუსი პოეტის ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი.

  • ქალაქი - ბაღდათი

  • 6 სოფლის და 6 თემის საკრებულო: დიმის თემის საკრებულო, ვარციხის სოფლის საკრებულო, ზეგნის თემის საკრებულო, მეორე ობჩის სოფლის საკრებულო, ნერგეეთის თემის საკრებულო, პირველი ობჩის სოფლის საკრებულო, როკითის თემის საკრებულო, როხის სოფლის საკრებულო, საკრაულის სოფლის საკრებულო, ფერსათის თემის საკრებულო, წითელხევის სოფლის საკრებულო., ხანის თემის საკრებულო. კაკასხიდი, ხანი.

  • 22 სოფელი: ალისმერეთი, დიდველა, დიმი, ვარციხე, ზედა დიმი, ზედა ზეგანი, კაკასხიდი, მეორე ობჩა, ნერგეეთი, პირველი ობჩა, როკითი, როხი, საიმედო, საკრაულა, ფერსათი, ქვედა ზეგანი, შუბანი, წაბლარასხევი, წითელხევი, წიფა, წყალთაშუა, ხანი.

ბაღდასარიანი ქრისტეფორე - საბჭოთა ეპოქის ფიზიკოქიმიკოსი, აკადემიკოსი (1908 - 2000 წწ).

ბაღდაში ხალედ - სირიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1912 წელს).

ბაღერა - ნივრის თავზე ზეიდამ სხვა ამოსული (საბა).

ბაღვაშები - მსხვილ ქართველ ფეოდალთა საგვარეულო IX-XIII საუკუნეებში, არგვეთის (ზემო იმერეთი) ძველი მფლობელები.

ბაღვივაში - სახლი გამამწარებელთა (საბა).

ბაღი (სპარს.) - შემოკავებული მიწის ნაკვეთი, სადაც საგანგებოდ არის დარგული ხეხილი.

ბაღიანი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ბაღირ-ხანი - რევოლუციური რაზმების ხელმძღვანელი თავრიზში ირანის 1905-11 წლების რევოლუციის დროს (გარდაიცვალა 1915 წელს).

ბაღიქითა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ბაღლანი - ქალაქი ჩრდილოეთ ავღანეთში, ქაბულ-ხანაბადის ავტომაგისტრალზე.

ბაღლინჯო

  1. (ლათ. Heteroptera) - მკბენარა მწერი.

  2. ვლადიმერ მაიაკოვსკის კომედია (დაიწერა 1928 წელს).

ბაღმარანი - სოფლები გულრიფშის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.

ბაღნარი

  1. ადგილი, სადაც ბევრი ბაღია.

  2. (ყოფილი ხრისტოფოროვო) - სოფელი გაგრასთან.

ბაღნარჰესი - მთა გაგრასთან, გაგრის ქედის დასავლეთ კალთაზე.

ბაღნაშენი - სოფელ ესტონკის მეორე სახელწოდება გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ბაღოსნობა - იგივე მებაღეობა.

ბაღსარაშვილი ქაიხოსრო - XVII საუკუნის მეორე ნახევარში ანანურის დიდი ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელი.

ბაღჩა (სპარსულადპატარა ბაღი“) - საზამთროს, ნესვის ან გოგრის ნათესი ფართობი.

ბაღჩეული კულტურები - ნესვი, საზამთრო, გოგრა.

ბაყალი (არაბ.) - სურსათ-სანოვაგით, მზა საკვები პროდუქტებითა და წვრილმანებით მოვაჭრე ძველ საქართველოში.

ბაყაყი - ცივსისხლიანი წყალხმელეთა ცხოველი.

ბაყაყიჭამია - იგივე ყანჩა.

ბაყაყკბილა - კუდიანი ამფიბიას სახეობა.

ბაყაყურა - ორწლოვან ბალახოვან მცენარეთა ოჯახი.

ბაყაყური - ცურვის ერთგვარი სახესხვაობა.

ბაყბაყდევი - ქართული ზღაპრების პერსონაჟი.

ბაყბაყი - ბოხი, უშნო ხმა.

ბაყვი - ბარძაყის შიგნითა მხარე.

ბაყილა - ახალი ნორჩი ხე.

ბაყილოვანი - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (საკობიანოს თემის საკრებულო), მდებარეობს პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 600 მეტრი, ახმეტიდან -10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 81 ადამიანი.

ბაყმის ხე (შავი სანდალოზი) - ხე ცეზალპინიასებრთა ოჯახისა.

ბაშარ იბნ ბურდი - არაბი პოეტი, წარმოშობით ირანელი (დაახლოებით 714 - 784 წწ).

ბაშის თემის საკრებულო - თემის საკრებულო სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მოიცავს 5 სოფელს: ზედა ბაში, მეორე ეწერბაში, პირველი ეწერვაში, შუა ბაში, ქვედა ბაში.

ბაში-აჩუკი

  1. აკაკი წერეთლის მოთხრობა (დაიწერა 1895-96 წლებში).

  2. არჩილ კერესელიძის ოპერა (შეიქმნა 1945 წელს).

  3. ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1956 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ლეო ესაკია. სცენარის ავტორები - ვლადიმერ კარსანიძე და ლეო ესაკია. დამდგმელი ოპერატორი - დავით კანდელაკი. კომპოზიტორი - სულხან ცინცაძე. მთავარ როლებში: ოთარ კობერიძე (ბაში-აჩუკი), დოდო აბაშიძე (აბდუშაჰილი), ლია ელიავა (მზისა და მთვარისა), მედეა ჩახავა (მელანო), დოდო ჭიჭინაძე (ნინო), კოტე დაუშვილი (სელიმხანი), იუსუფ კობალაძე (ბიძინა ჩოლოყაშვილი), მერი დავითაშვილი (თიმსალ-მაკო), გიორგი შავგულიძე (ზაალ ერისთავი), გრიგოლ კოსტავა (ფარნა).

ბაშიბუზუკი (თურქ.)

  1. ოსმალთა არარეგულარული ქვეითი ან ცხენოსანი ჯარის მოლაშქრე.

  2. ყაჩაღი, ავაზაკი.

ბაშილი - მწვერვალი (4148 მ), მყინვარი და უღელტეხილი (ბაშილთაუ) მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

ბაშინჯანიანი გევორქ - სომეხი მხატვარი (1857-1925 წწ).

ბაშირ (შიჰაბი) - ლიბანის მმართველი 1697-1707 წლებში, შიჰაბიდების დინასტიის დამაარსებელი.

ბაშიროვი გუმერ - თათარი მწერალი (1901-1998 წწ).

ბაშიშკვარა - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ღალიძგის მარჯვენა შენაკადი.

ბაშკადიკლარის (ბაშგედიქლერის) ბრძოლა - ბრძოლა რუსეთისა და ოსმალეთის ჯარებს შორის 1853 წლის 19 ნოემბერს სოფელ ბაშგედიქლერთან (ქალაქ ყარსიდან 35 კილომეტრი). ყირიმის ომის დროს.

ბაშკაცარა - მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბზიფის მარცხენა შენაკადი.

ბაშკიმი - ალბანეთის დემოკრატიული პარტია 1922-24 წლებში.

ბაშკირები (საკუთარი სახელწოდება „ბაშკორთ“) - ბაშკირეთის რესპუბლიკის მკვიდრი ერი.

ბაშკირეთი (ბაშკორტოსტანი) - ურალისპირეთის რესპუბლიკა რუსეთის შემადგენლობაში. ფართობი 143,6 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 4,1 მილიონი. დედაქალაქი - უფა.

ბაშკიჩეთი - დმანისის სახელი 1947 წლამდე.

ბაშკორტოსტანი - იგივე ბაშკირეთი.

ბაშლარი გასტონ - ფრანგი ფილოსოფოსი, ნეორაციონალიზმის ფუძემდებელი (1884-1962 წწ).

ბაშმაკი - გასაიდუმლოებული გლეხთა კავშირები XV-XVI საუკუნეების გერმანიაში.

ბაშმეტი იური - რუსი მუსიკოსი, ალტისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1953 წელს).

ბაშოხარაჯი - მსუბუქი ხარკი XVI-XVII საუკუნეების ირანში.

ბაშტანკა - ქალაქი უკრაინის ნიკოლაევის ოლქში.

ბაშუსტა - (თურქულად) დიახ, ბატონო! ბატონი ბრძანდებით!

ბაშუცკი ალექსანდრე - რუსი მწერალი, ჟურნალისტი, გამომცემელი (1803-1876 წწ).

ბაშქო - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

ბაშყარა - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე (4129 მ).

ბაჩა (სპარს.)

  1. პატარა ტანის საქონელი.

  2. ცხენი, რომელსაც ძუა-ფაფარი გაკრეჭილი აქვს.

  3. სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ბაჩაი საყავი - მთავრობის საწინააღმდეგო აჯანყების (1928-29 წწ) ერთ-ერთი ხელმძღვანელი ავღანეთში (გარდაიცვალა 1929 წელს).

ბაჩანა (ნამდვილი სახელი და გვარი ნიკოლოზ რაზიკაშვილი) - პოეტი, ვაჟა-ფშაველას უმცროსი ძმა (1866-1928 წწ).

ბაჩინსკი კშიშტოფ - პოლონელი პოეტი (1921-1944 წწ).

ბაჩიჩა - იტალიელი ფერმწერის ჯოვანი ბატისტა გაულის მეტსახელი.

ბაჩ-კიშკუნი - მედიე უნგრეთში, დუნაისა და ტისის შუამდინარეთის სამხრეთ ნაწილში.

ბაჩკოვის მონასტერი - იგივე პეტრიწონის მონასტერი ბულგარეთში.

ბაჩო პეტერ - უნგრელი კინოსცენარისტი და რეჟისორი (დაიბადა 1928 წელს).

ბაცალიგო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), მდინარე ხევსურეთის არაგვის და მის მარცხენა შენაკად გუდანისჭალის წყალგამყოფის ჩრდილო დასავლეთ ფერდობზე, მდინარე ხევსურეთის არაგვის ზემოეთში, მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 2160 მეტრი, დუშეთიდან - 77 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 7 კაცი.

ბაცანკალი - იგივე ბარცაკალი.

ბაცაცა

  1. იგივე ბაჭია.

  2. იგივე ქურდბაცაცა.

ბაცბები - იგივე წოვათუშები.

ბაცბური ენა - იხილე წოვათუშური ენა.

ბაცილები (ლათ.) - სპორების წარმომქმნელი ჩხირისებრი ბაქტერიები.

ბაძაღუა თამაზ - პოეტი, დრამატურგი, მთარგმნელი (1957-1990 წწ).

ბაძგი (ჭყორი) - მარადმწვანე ხე ან ბუჩქი.

ბაძი - მიმბაძველობა.

ბა ძინი (ნამდვილი სახელი ლი ფეიგანი) - ჩინელი მწერალი (დაიბადა 1904 წელს).

ბაწარა - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

ბაწარის ნაკრძალი - სახელმწიფო ნაკრძალი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, მდინარე ბაწარის ხეობაში. დაარსებულია 1935 წელს. ფართობი - 3,0 ათ. ჰა-ზე მეტი.

ბაწარი - მატყლის მსხვილი ძაფი.

ბაწკი - სუსტი ძაფი.

ბაჭაჭყები - პატარა ბავშვები.

ბაჭია - კურდღლის ნაშიერი.

ბახალა - ბარტყი ყვავისა.

ბახალათი - საეპისკოპოსო ცენტრი ადრინდელი ფეოდალური ხანის ჰერეთში, იხსენიება VII საუკუნიდან.

ბახანი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდამაყრის თემის საკრებულო), მთიულეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოებაზე, გუდამაყრის არაგვის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან -1440 მეტრი, დუშეთიდან - 51 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 26კაცი.

ბახები - ტიურინგიელ გერმანელ მუსიკოსთა ოჯახი XVI-XIX საუკუნეებში:

  1. ვილჰელმ ფრიდემან (1710-1784 წწ).

  2. იოჰან კრისტიან (1735-1782 წწ).

  3. იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ (1732-1795 წწ).

  4. კარლ ფილიპ ემანუელ (1714-1788 წწ).

ბახი იოჰან სებასტიან - დიდი გერმანელი კომპოზიტორი (1685-1750 წწ).

ბახვი - სოფლების ზედა ბახვის და ქვედა ბახვის გავრცელებული სახელწოდება (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი).

ბახვისწყალი - მდინარე ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, სუფსის მარცხენა შენაკადი.

ბახთარანი (ქირმანშაჰი) - ქალაქი ირანში, ამავე სახელწოდების ოსთანის ადმინისტრაციული ცენტრი (560 ათასი).

ბახთი - ქალაქი უზბეკეთის სირდარიის ოლქში.

ბახთიარები - ტომთა ჯგუფი სამხრეთ-დასავლეთ ირანში, ცხოვრობენ უმთავრესად ლურისტანის აღმოსავლეთ ნაწილში.

ბახთიარნამე - XVIII-XIX საუკუნეების ქართული ლიტერატურის სპარსული ენიდან თარგმნილი ძეგლი, არაკების კრებული.

ბახი

  1. უვარგისი ცხენი.

  2. უღელტეხილი ცალგმილის ქედზე, მესტიის მუნიციპალიტეტში.

ბახიო - ქვაბული მექსიკის მთიანეთის სამხრეთ ნაწილში.

ბახიოთი - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (არგვეთის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის მაღლობზე, მდინარე ლაშურის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) სათავეში. ზღვის დონიდან - 860 მეტრი, საჩხერიდან -12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 346 კაცი.

ბახმანი ინგებორგ - ავსტრიელი პოეტი ქალი (1926-1973 წწ).

ბახმარო - კლიმატური კურორტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

ბახმაჩი - ქალაქი უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში.

ბახმეტიევი ვლადიმერ - რუსი მწერალი (1885-1963 წწ).

ბახმუტი - უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ არტემიოვსკის სახელი 1924 წლამდე.

ბახოფენი იოჰან იაკობ - შვეიცარიელი სამართლის ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, საფუძველი დაუდო ოჯახის ისტორიულ შესწავლას (1815-1887 წწ).

ბახტაძე გიორგი - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1916-1957 წწ).

ბახტაძე ვახტანგ - რეჟისორი, ქართული მულტიპლიკაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს სახალხო არტისტი (1914-1991 წწ).

ბახტაძე ილია - პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი (1859 - 1900 წწ).

ბახტაძე ქსენია - სელექციონერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1899-1978 წწ).

ბახტრიონი

  1. იხილე ბახტრიონის ციხე.

  2. ვაჟა-ფშაველას პოემა, რომელშიც ასახულია 1659 წლის ბახტრიონის აჯანყება, სადაც კახელებს საქართველოს მთიანეთის მცხოვრებნი დაუდგნენ მხარში (დაიწერა 1892 წელს).

  3. ქართული ყოველკვირეული ლიტერატურულ-საინფორმაციო გაზეთი. გამოდიოდა 1922-23 წლებში თბილისში.

ბახტრიონის ბრძოლა - ირანელ დამპყრობთა წინააღმდეგ კახეთის აჯანყების გმირული ეპიზოდი, ბრძოლა გაიმართა 1659 წელს. ამ აჯანყებას სათავეში ზაალ არაგვის ერისთავი, მისი ვაჟი ზურაბი, ლაშა და ელიზბარ ქსნის ერითავები და ბიძინა ჩოლოყაშვილი ედგნენ სათავეში. კახელების გარდა ამ აჯანყებაში მონაწილეობა მიიღეს თუშებმა, ფშავებმა და ხევსურებმა.

ბახტრიონის ციხე - ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე კახეთში, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს, მდინარეების ალაზნისა და ილტოს შესარ-თავის მახლობლად (ახლანდელი ახმეტის მუნიციპალიტეტი). აგებული უნდა იყოს XVII საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, ირანის შაჰის აბას II-ის ბრძანებით. ბახტრიონის ციხე ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო კახეთში სპარსელთა ბატონობის განსამტკიცებლად და ჩამოსახლებულ მომთაბარე თურქმანთა უშიშროების უზრუნველსაყოფად. სახელი ეწოდა აქ მდებარე სოფელ ბახტრიანის მიხედვით, რომლის სახელწოდება თავის მხრივ, ბახტარაშვილების გვარიდან უნდა მომდინარეობდეს (აქვე უნდა დაკონკრეტდეს, რომ სიტყვები „ბატრიანი“ და „ბახტარაშვილები“ უკავშირდება სპარსულ ძირს „ბახთ“ - ბედი და მისგან ნაწარმოებ „ბახთიარ“-ს - ბედის მქონე, ბედნიერი - ალ.ელერდაშვილი). კახეთის აჯანყების (1659) დროს მთავარი ბრძოლა ამ ციხესთან მოხდა. აჯანყებულებმა გაანადგურეს გარნიზონი და ციხეც დაანგრიეს. მას შემდეგ იგი არ აღუდგენიათ. იმ გორაკს, რომელზეც ბახტრიონის ციხე იდგა, მოსახლეობა დღესაც „ბახტრიონის გორას“ უწოდებს. შემორჩენილია ერთმანეთს დაშორებული, რიყის ქვით ნაგები სამი კოშკის ნანგრევი, ადგილ-ადგილ კი გალავნისა და ზოგიერთი სხვა ნაგებობის ნაშთებიც. კახეთის აჯანყების 300 წლისთავთან დაკავშირებით აქ აღიმართა ობელისკი.

ბახტრის წმინდა სალოცავი - მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დარიალის ხეობაში.

ბახტრიდან-ბუხტრამდე - ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე.

ბახუსი - იხილე ბაკქუსი.

ბახუტა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ბახუტაშვილი-შულგინა ოლღა - მომღერალი, სოპრანო, საქართველოს სახალხო არტისტი (1879 - 1950 წწ).

ბახფანდაგი - მთა (3037 მ) და უღელტეხილი ჯავის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ოსეთის კავკასიონზე.

ბახში - პროფესიონალი მთქმელი და შემსრულებელი შუა აზიის თურქულენოვან ხალხში.

ბახჩალარი - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

ბახჩივანჯი გრიგორ - მფრინავ-გამომცდელი, საბჭოთა კავშირის გმირი (1909-1943 წ).

ბახჩისარაი (თურქულად „ბაღიანი სასახლე“) - ქალაქი უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე.

ბა-ჯა - მწერებთან მებრძოლი ჩინური ღვთაება, გამოისახებოდა ჩიტის ბრჭყალებით ფეხების ნაცვლად.

ბაჯაღლო - წმინდა ოქრო.

ბაჯაჯღანა

  1. პატარა ბავშვი.

  2. დაბალი, სქელი და უშნო ადამიანი.

ბაჯბაჯი - აქეთ-იქით ქანაობით, რწევით უშნო სიარული.

ბაჯი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ბაჯიგათა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ბაჯითი - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (სარეკის თემის საკრებულო), მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთი შტოქედის დაბოლოებაზე, საჩხერის ქვაბულის დასავლეთ კიდეზე. მდინარე ჯრუჭულის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 640 მეტრი, საჩხერიდან - 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 857 კაცი.

ბაჯიხევი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ბაჯოხარაჯი - მსუბუქი ხარკი. სეფიანთა ირანში დაკავშირებული იყო პატრონყმურ ურთიერთობასთან.

ბაჰა ალ-დინ ზუჰაირი - ეგვიპტეში მოღვაწე არაბი პოეტი (1186-1258 წწ).

ბაჰავალპური - ქალაქი პაკისტანში, მდინარე სატლეჯზე (200 ათასი).

ბაჰამელები - კარიბის ზღვაში მდებარე ბაჰამის კუნძულების მკვიდრი მოსახლეობა, 85% ზანგები და მულატები არიან.

ბაჰამის კუნძულები (ბაჰამის კუნძულების თანამეგობრობა, Commonwealth of the Bahamas).

  • სახელმწიფო ვესტ-ინდოეთში, ბაჰამის კუნძულებზე, კარიბის ზღვაში კუბის ჩრდილოეთით.

  • დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1973 წლის 10 ივლისი.

  • ეროვნული დევიზი - „Forward Upward Onward together”.

  • ჰიმნი - „March On, Bahamaland“.

  • მმართველობის ფორმა - დომინიონი (კონსტიტუციური მონარქია).

  • სახელმწიფოს მეთაურად ითვლება დიდი ბრიტანეთის დედოფალი, რომლის ხელისუფლებასაც კუნძულზე წარმოადგენს გენერალ-გუბერნატორი.

  • საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი, რომელიც სენატისაგან შედგება.

  • ფართობი - 13 940 კვ.კმ.

  • მოსახლეობა - 300 ათასი.

  • სიმჭიდროვე - 21 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • ოფიციალური ენა - ინგლისური.

  • დედაქალაქი - ნასო (ნასაუ).

  • ეროვნული ვალუტა - ბაჰამის დოლარი.

  • ქვეყნის კოდი - BHS.

  • დროის სარტყელი - UTC - 5.

  • სატელეფონო კოდი - +1-242.

  • ინტერნეტ-დომენი - bs.

ბაჰარესთანი (სიტყვასიტყვით „გაზაფხულის ქვეყანა“) - დიდი სპარსელი პოეტის, აბდ-ორ-რაჰმან ჯამის დიდაქტიკური ნაწარმოები.

ბაჰარი - ტროპიკული ხე, ისხამს სურნელოვან ნაყოფს.

ბაჰარი მუჰამად თაყი მალიქ ალ-შუარა - ირანელი პოეტი, მეცნიერი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე (1886-1951 წწ).

ბაჰარია - ოაზისების ჯგუფი ლიბიის უდაბნოში.

ბაჰლულ-ზადე სათარ ბაჰლულ ოღლი - აზერბაიჯანელი მხატვარი (1909-1974 წწ).

ბაჰმანიარი აბდულ ჰასან მარზუბან ოღლი - აღმოსავლელი ფილოსოფოსი, სწავლული, იბნ სინას მოსწავლე (? - 1065 წწ).

ბაჰორი („ბაჰარ“ სპარსულად გაზაფხულს ნიშნავს) - უზბეკეთის ხალხური ცეკვის ანსამბლი.

ბაჰრამოვი ტოფიკ - XX საუკუნის 60-70-იანი წლების ცნობილი საფეხბურთო მსაჯი ბაქოდან (დაიბადა 1926 წელს).

ბაჰრეინი (ბაჰრეინის სამეფო, არაბ. - მამლაქა ალ-ბაჰრეინ).

  • კუნძულოვანი სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, სპარსეთის ყურეში მდებარე ბაჰრეინის კუნძულებზე.

  • დაარსებულია 1971 წლის 14 აგვისტოს.

  • ჰიმნი - „ბაჰრაინონა“ (ჩვენი ბაჰრეინი).

  • მმართველობის ფორმა -კონსტიტუციური მონარქია.

  • ქვეყნის მეთაური - მეფე.

  • საკანონმდებლო ორგანო - ორი პალატისაგან შემდგარი პარლამენტი.

  • ფართობი - 665 კვ.კმ.

  • დაყოფილია 12 ავტონომიურ რეგიონად.

  • მოსახლეობა - 700 ათასი.

  • სიმჭიდროვე - 987 ადამიანი 1 კვ.კმ-ზე.

  • ოფიციალური ენა - არაბული.

  • სახელმწიფო რელიგია - ისლამი.

  • დედაქალაქი - მანამა.

  • ეროვნული ვალუტა - ბაჰრეინის დინარი.

  • ქვეყნის კოდი - BHR.

  • დროის სარტყელი - UTC +3.

  • სატელეფონო კოდი - +973.

  • ინტერნეტ-დომენი - bh.

ბაჰრ-ელ-აბიადი - თეთრი ნილოსის არაბული სახელწოდება.

ბაჰრ-ელ-აზრაკი - ცისფერი ნილოსის არაბული სახელწოდება.

ბაჰრ-ელ-ღაზალი - მდინარე სუდანში, თეთრი ნილოსის მარცხენა შენაკადი.

ბაჰრ-ელ-ჯებელი - ნილოსის არაბული სახელწოდება.

1.2 ბგ

▲ზევით დაბრუნება


ბგარდვანი - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ბგერა - დრეკადი გარემოს ნაწილაკების რხევის შედეგად მიღებული ტალღა, ხმა.

ბგერათამრთმევი - იგივე ადაპტერი.

ბგერათმონაცვლეობა (ალტერნაცია) - ბგერების კანონზომიერი შენაცვლება სიტყვის ერთი და იმავე ნიშნადი ნაწილის შემადგენლობაში.

ბგერწერა - პოეზიაში მხატვრული ხერხი, საგნისა თუ მოვლენის ბგერითი დახასიათება.

1.3 ბდ

▲ზევით დაბრუნება


ბდელასებრნი - ტკიპების ოჯახი ტრომბიდოფორმული ტკიპების ქვერიგისა.

ბდღვირი - ჰაერში დამდგარი დიდი მტვერი.

ბდღვრიალი - ძლიერი ნათება.

1.4 ბე

▲ზევით დაბრუნება


ბე

  1. თანხის ნაწილი, რომელსაც ერთი მხარე წინასწარ იხდის ხელშეკრულების დასადასტურებლად და ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად.

  2. რუსული თვითმფრინავების მარკა (კონსტრუქტორი - გ.მ.ბერიევი).

ბეავარი - ქალაქი დასავლეთ ინდოეთში, რაჯასთხანის შტატში (90 ათასი).

ბეარზოტი ენცო (იტალ. Enzo Bearzot) - XX საუკუნის მეორე ნახევრის იტალიელი საფეხბურთო მწვრთნელი, რომელიც სათავეში ედგა 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონს, იტალიის ნაკრებს (დაიბადა 1927 წელს).

ბეარი ემანუელ (ფრანგ. Emmanuelle Beart) - ფრანგი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1963 წელს).

ბეარნი - ისტორიული ოლქი საფრანგეთში, დასავლეთის პირენეებში.

ბეატა (ლათ. Beata) - ევროპის კათოლიკურ ქვეყნებში გავრცელებული სახელი ქალისა, ნიშნავს „ბედნიერს, ნეტარს“.

ბეატიფიკაცია - კათოლიკურ ეკლესიაშია წმინდანად შერაცხვა.

ბეატრისი - ქალაქი აშშ-ს ნებრასკას შტატში.

ბეატრიქს II (სრული სახელი ბეატრიქს ვილგელმინა არმგარდი) - ნიდერლანდის დედოფალი 1980 წლიდან (დაიბადა 1938 წელს).

ბებელი ავგუსტ - გერმანიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის და მე-2 ინტერნაციონალის ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელი (1840-1913 წწ).

ბებერა - აბურცული წყალჩამდგარი კანი ხელზე.

ბებერასოკო - ქუდიანი სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა.

ბებერი - მოხუცი.

ბებერი მეზურნეები - ქართული სატელევიზიო მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1973 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ვალერიან კვაჭაძე. სცენარის ავტორი - მერაბ ელიოზიშვილი. დამდგმელი ოპერატორები - არჩილ ფილიპაშვილი და ლევან ნამგალაშვილი. მთავარ როლებში: ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი, ეთერ მოციქულაშვილი, გიორგი საღარაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ბუხუტი ზაქარიაძე, თენგიზ მაისურაძე, კოტე დაუშვილი, ბორის წიფურია, გოგი ქავთარაძე, ზურაბ ქაფიანიძე.

ბებერიკლდე - მთა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე.

ბებესირი - ტბათა ჯგუფი აფხაზეთში, გალის მუნიციპალიტეტში, სამურზაყანოს დაბლობზე.

ბებია - დედის ან მამის დედა.

ბებიაქალი - ბავშვის ამქმელი, მეანი ქალი.

ბებიულა - მდინარე ქარელის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა შენაკადი.

ბებიჯი ჩარლზ - ინგლისელი მათემატიკოსი და გამომგონებელი (1791-1871 წწ).

ბებკი - ძონძის ნაკერები.

ბებლი - გრძნების მოქმედი (საბა).

ბებნისი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

ბებჟა - მდინარე აღმოსავლეთ პოლონეთში.

ბებრისკონკა - მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა.

ბებრისციხე (ბელტისციხე) - ადრინდელი შუასაუკუნეების ციხესიმაგრე ქართლში, მდებარეობს ქალაქ მცხეთის ჩრდილო ნაწილში. მდინარე არაგვის, მარჯვენა სანაპიროს კლდისთავზე. მას უძველეს დროს ერქვა ბელტა. იგი ანტიკურ ხანაშია აგებული. ციხე-სიმაგრის საერთო ფართი დაახლოებით 1500 კვ.მეტრია შიდა ეზოსი კი 600 კვ.მეტრი.

ბებრისჭიპა - ერთწლოვანი მცენარე ჯვაროსანთა ოჯახისა.

ბებრუცანა - ბებერი.

ბებრუხანა - ბებერი.

ბებუთაშვილები (ბებუთოვები) - თავადების დინასტია გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში (XVIII-XIX სს), მოვიდნენ სომხეთიდან, ითვლებოდნენ მსხვილ ვაჭრებად, თეიმურაზ II-მ აზნაურობა უბოძა, ერეკლე II-მ - თავადობა (მაგალითად, ხოჯა ბეჰბუთა, ბებუთბეგის ძე - ავლაბარში, ხოჯევანქის ეკლესიის ამშენებელი, XVII საუკუნე).

ბებუთი (სპარს.) - დიდი, მოხრილი უკეცი დანა.

ბებუთოვი (ბებუთაშვილი) დავით - რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1793-1867 წწ).

ბებურიანი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ბებურიშვილი მალხაზ - კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1932 წელს).

ბებურიშვილი პაპა - ერეკლე II-ის თანამებრძოლი, კახელი თავადიშვილი.

ბეგალიშვილი ალექსანდრე გრიგოლის ძე - მუსიკოს-შემსრულებელი (ალტი) (დაიბადა 1933 წელს).

ბეგალიშვილი ბადრი - თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1933 წელს).

ბეგარა

  1. მიწის რენტის ერთ-ერთი ფორმა.

  2. გადასახადის სახესხვაობა ბატონყმობის დროს.

ბეგელდინოვი თალღათ - პოდპოლკოვნიკი, მფრინავი საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1922 წელს).

ბეგემდერი - პროვინცია ეთიოპიაში.

ბეგთარი - იგივე ბექთარი.

ბეგი

  1. კაშხლის, მიწაყრილის, არხის ან კარიერის ფერდობზე გაკეთებული საფეხური.

  2. მიწის ვიწრო ზოლი.

  3. (თურქ. ბეი) - გვაროვნული და ფეოდალური დიდკაცობის ტიტული შუა აღმოსავლეთის, უპირატესად თურქულენოვან ქვეყნებში.

ბეგიაური - ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე ენდროსებრთა ოჯახისა.

ბეგიაური - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ითხვისის თემის საკრებულო), მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. ზღვის დონიდან -720 მეტრი, ჭიათურიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 166 კაცი.

ბეგიაშვილი თედორე (თედო) - ფილოლოგი და პედაგოგი, ფოლკლორისტი (1892-1970 წწ).

ბეგინაჟი - ბელგიასა და ნიდერლანდში მარტოხელა ქალების მონასტერი.

ბეგინი მენახემ - 1977-83 წლებში ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში 1978 წელს ა.სადათთან ერთად (1913-1992 წწ).

ბეგიჩევი ნიკოლაი - რუსი მწერალი (1786-1855 წწ).

ბეგიჩევის კუნძულები - კუნძულები ლაპტევების ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკის შემადგენლობაში.

ბეგლარბეგი - ტიტული და თანამდებობა ოსმალეთის იმპერიაში, პროვინციის (ვილაიეთის) მმართველი, ირანში - რეგიონის უმაღლესი ადმინისტრაციული ან პოლიციური ჩინი.

ბეგლარი - სოფლების დიდი ბეგლარის და პატარა ბეგლარის გავრცელებული სახელწოდება მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ბეგონია - ერთ ან მრავალწლოვანი ბალახოვანი ან ბუჩქოვანი მცენარე. იყენებენ როგორც დეკორატიულ მცენარეს.

ბეგქონდარა - მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა.

ბედა ლეონიდ - საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, ავიაციის გენერალ-მაიორი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1920-1976 წწ).

ბედა ღირსი (ლათ. Baeda Venerabilis) - ინგლისელი მემატიანე, თეოლოგი. ძველ ინგლისურ ენაზე პირველმა თარგმნა იოანეს სახარება (672/673 - 735 წწ).

ბედასლი (სპარს.) - უფხო, უხეირო, უუნარო.

ბედაური - კარგი მარბენალი, წვივმაგარი ცხენი.

ბედეკერი - სპეციალური ცნობარი მოგზაურებისა და ტურისტებისათვის. სახელწოდება დაკავშირებულია გერმანელ გამომცემელ კ.ბედეკერთან (1801-1859 წწ).

ბედენა (სპარსულად „უვიცი“) - არაფერი ბედენაა, არაფერი განსხვავებაა.

ბედენი - უღელტეხილი წალკისა და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტებში.

ბედენის გორასამარხები - ტომთა ბელადების სამარხები ბედენის ზეგანზე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი).

ბედენის ქედი - მდინარეების ალგეთისა და ქციის წყალგამყოფი ქედი წალკისა და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტებში.

ბედვარსონი გუდმუნდურ - ისლანდიელი პოეტი (დაიბადა 1904 წელს).

ბედი (ბედისწერა)

  1. განგება, სვე, ხვედრი.

  2. რელიგიურ-ფილოსოფიური წარმოდგენა, რასაც საფუძვლად უდევს რწმენა ადამიანზე ბრმა ძალების ბატონობისა.

ბედია (ყოფილი სანარდო) - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

ბედიანი - დაბა წალკის მუნიციპალიტეტში.

ბედიე ჟოზეფ შარლ მარი - ფრანგი ფილოლოგი, ლექსიკოგრაფი (1864-1938 წწ).

ბედიის მონასტერი - X-XI საუკუნეების მიჯნაზე აგებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ბედითი - ბედუკუღმართი.

ბედილი - (ბიდილი, ბიდელი - სპარსულიდან სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „უგულო, ანუ ვისაც გული სატრფომ წაართვა“) აბუ ლ-მაალი მირზა აბდ ალ-ყადირ - სპარსულენოვანი ინდოელი პოეტი (1644-1721 წწ).

ბედინეიშვილი ემზარ - 2000 წლის ევროპის ჩემპიონი და ორგზის მესამე პრიზიორი (1999, 2003) თავისუფალ ჭიდაობაში (69 და 74 კგ) (დაიბადა 1975 წელს).

ბედისკვერი - საახალწლოდ ვისიმე სახელზე გამომცხვარი კვერი.

ბედისმწერლიშვილები - XVII საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე ქართველი კალიგრაფები: იასე, ფარემუზი და ნათანაილი.

ბედისწერა - ბედის წინასწარ განსაზღვრულობა, გარდუვალობა.

ბედი ქართლისა (რევიუ დე კარტველოლოჟი)

  1. ქართველოლოგიური სამეცნიერო ჟურნალი, დაარსდა 1948 წელს პარიზში. დამაარსებელი ნ. სალია.

  2. ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემა (დაიწერა 1839 წელს).

ბედკრული - უბედური.

ბედლამი (ინგლ.)

  1. სულით ავადმყოფთა სახლის სახელი ლონდონში. შემდგომში ეს სიტყვა ზოგადად „საგიჟეთის“ მოსახსენიებელ სიტყვად იქცა.

  2. გადატანითი მნიშვნელობით არეულობას, ქაოსს გამოხატავს.

ბედლენდი (ინგლ. ბადლანდ) - მეტისმეტად დასერილი, მიწათმოქმედებისათვის გამოუსადეგარი რელიეფი.

ბედლინგტონ-ტერიერი - ტერიერიების ჯგუფის სანადარო ჯიშის ძაღლი.

ბედნი (ნამდვილი სახელი და გვარი ეფიმ პრიდვოროვი) დემიან - რუსი პოეტი (1883-1945 წწ).

ბედნიერება - დიდი სიხარულისა და სრული კმაყოფილების განცდა.

ბედნიერი - კარგი ბედის მქონე.

ბედნიერი არაბეთი - არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ მხარის (ახლანდელი იემენი) სახელწოდება ანტიკურ გეოგრაფიაში.

ბედნიერი შეხვედრა - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1949 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ნიკოლოზ სანიშვილი. სცენარის ავტორი - ვლადიმერ კარსანიძე. დამდგმელი ოპერატორი - დავით კანდელაკი. კომპოზიტორი - არჩილ კერესელიძე. მთავარ როლებში: ვერიკო ანჯაფარიძე (ნინო), დოდო ჭიჭინაძე (ეთერი), შალვა ღამბაშიძე (ზურაბი), თეიმურაზ ხელაშვილი (ბიძინა), ალექსანდრე ჟორჟოლიანი (სერაფიონი), ცეცილია წუწუნავა (ვასასი), გიორგი შავგულიძე (ერემო), აკაკი კვანტალიანი (აფრასიონი), ჩიტოლია ჩხეიძე (ასმათი), მედეა ჯაფარიძე (ჟუჟუნა), ვახტანგ ნინუა (ხაფიჩია).

ბედნოდემიანოვსკი (1925 წლამდე სპასკი) - ქალაქი რუსეთის პენზის ოლქში.

ბედნორცი იოჰანეს - გერმანელი ფიზიკოსი. 1987 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი კ.ა. მიულერთან ერთად (დაიბადა 1950 წელს).

ბედნოტა - ყოველდღიური გაზეთი გლეხებისათვის, გამოდიოდა მოსკოვში 1918-1931 წლებში.

ბედობა - 2 იანვარი.

ბედოვლათი (სპარს. „ბი-დავლათ“ - უქონებო, უპოვარი) - უყაირათო, უხეირო.

ბედონი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), მთიულეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე მთიულეთის არაგვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან -1400 მეტრი, დუშეთიდან - 69 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 153 კაცი.

ბედოშვილი ელისო - მსოფლიოს თასის სამგზის მფლობელი და ევროპის ჩემპიონი ჯგუფურ ვარჯიშში (1990 წ) მხატვრულ ტანვარჯიშში, (დაიბადა 1971 წელს).

ბედუინები (არაბულად „ბადავი“ - „უდაბნოს მცხოვრები“) - მომთაბარე არაბი მესაქონლეები წინა აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში.

ბედუკუღმართი - ბედშავი, უბედური.

ბედფორდი ჯონ პლანტაგენეტ - ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, ჰერცოგი, ინგლისის მეფე ჰენრი V-ის ძმა (1389-1435 წწ).

ბედფორფი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, ინგლისში, ბედფორდშირის საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი.

ბედფორდშირი - საგრაფო ინგლისში.

ბედშავი - ბედკრული.

ბედჰემი ჯონ - ამერიკელი რეჟისორი (დაიბადა 1939 წელს).

ბეეკმანი ემე - ესტონელი მწერალი ქალი (დაიბადა 1933 წელს).

ბეეკმანი ვლადიმერ - ესტონელი მწერალი (დაიბადა 1929 წელს).

ბეერნარი აუგუსტ - ბელგიელი სამართალმცოდნე და პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, 1909 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში დ'ესტურნელ დე კონსტანისთან ერთად (1829-1912 წწ).

ბეერ-შევა (ბეერშება, ბიბლიური „ბერსაბე“) - ქალაქი ისრაელის სამხრეთ ნაწილში (115 ათასი).

ბევერიჯი უილიამ ჰენრი - ინგლისელი ეკონომისტი, სახელმწიფო მოღვაწე (1879-1963 წწ).

ბევინი ერნესტ - ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწე, ლეიბორისტული პარტიისა და ტრედუნიონების ერთ-ერთი მემარჯვენე ლიდერი (1881-1951 წწ).

ბევკი ფრანცე - სლოვენი მწერალი, აკადემიკოსი (1890-1980 წწ).

ბევრეთი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ლისის თემის საკრებულო), თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ დაბოლოებაზე, მდინარე დიღმისწყლის სათავეში. ზღვის დონიდან - 1080 მეტრი, მცხეთიდან - 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 13 კაცი.

ბევრი - დიდი ოდენობის.

ბევსტროგანოვი (ფრანგ.) - ხორცის წვრილი ნაჭრებისაგან მომზადებული სოუსიანი საჭმელი.

ბეზა (ბეზი) თეოდორ - თეოლოგი, შვეიცარიასა და საფრანგეთში კალვინისტური რეფორმაციის მონაწილე (1519-1605 წწ).

ბეზაკლო - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

ბეზანსონი - ქალაქი აღმოსავლეთ საფრანგეთში, მდინარე დუზე, დეპარტამენტ დუს ადმინისტრაციული ცენტრი (115 ათასი).

ბეზანტი ანი - ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე ქალი, წარმოშობით ინგლისელი, ინდოეთში თეოსოფიურ სწავლებას ხელმძღვანელობდა (1847-1933 წწ).

ბეზბოროდკო ალექსანდრ - რუსი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი წარმოშობით უკრაინელი კაზაკი, (1747-1799 წწ).

ბეზე (ფრანგ.) - ათქვეფილი ცილისა და შაქრისაგან დამზადებული მსუბუქი ნამცხვარი.

ბეზეკი - ელვარე (საბა).

ბეზენგი (ულუჩირანი) - ხეობის ტიპის მყინვარი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

ბეზენგის კედელი (ფიცრულა) - ქედი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მონაკვეთი.

ბეზიე - ქალაქი სამხრეთ საფრანგეთში, ეროს დეპარტამენტში.

ბეზიკი - ბანქოს ძველებური ფრანგული თამაში.

ბეზიმენსკი ალექსანდრე - რუსი პოეტი (1898-1973 წწ).

ბეზმეინი - ქალაქი თურქმენეთში.

ბეზმენი (რუს.) - იგივეა, რაც ცალსასწორი.

ბეზმინი ივანე - რუსი ფერმწერი (? - 1696 წ).

ბეზოარი (ბეზოარული კენჭები) - ცხოველის ბალნის ან მცენარის ბოჭკოსაგან მკვრივად მოთელილი წარმონაქმნები.

ბეზონისწყალი - მდინარე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჩაქვისწყლის მარჯვენა შენაკადი.

ბეზრედკა ალექსანდრე - რუსი მიკრობიოლოგი (1870-1940 წწ).

ბეზრუჩი პეტრ (ნამდვილი სახელი და გვარი ვლადიმერ ვაშეკი) - ჩეხი პოეტი (1867-1958 წწ).

ბეზუ ეტიენ - ფრანგი მათემატიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1730-1783 წწ).

ბეთაბი აბდულჰაყ სუფი - ავღანელი პოეტი (1888-1975 წწ).

ბეთანია - XII-XIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი თბილისის სამხრეთ-დასავლეთით, ვერის ტყიან ხეობაში.

ბეთელჰეიზე - ორიონისა, ნახევრად წესიერი ცვლებადი ვარსკვლავი.

ბეთლევი

  1. სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

  2. სახარების ტრადიციის მიხედვით, ქრისტეს დაბადების ადგილი.

  3. გამოქვაბული ხევში (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი), მყინვარწვერის მასივზე.

  4. სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

ბეთლენი გაბორ - ტრანსილვანიის მთავარი, უნგრეთის მეფე (1580-1629 წწ).

ბეთლიჰემი - ქალაქი აშშ-ს პენსილვანიის შტატში (72 ათასი).

ბეთმან ჰოლვეგი - გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, პრუსიის შინაგან საქმეთა მინისტრი (1856-1921 წწ).

ბეთჰოვენი ლუდვიგ ვან - დიდი გერმანელი კომპოზიტორი (მოუნათლავთ 1770 წელს - გარდაიცვალა 1827 წელს).

ბეი

  1. იგივე ბეგი (2).

  2. ტუნისის მმართველთა ტიტული XVIII-XIX საუკუნეებში.

ბეიათლი იაჰია ქემალ - თურქი პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე (1884-1958 წწ).

ბეიბუთოვი რაშიდ - აზერბაიჯანელი მომღერალი, ლირიკული ტენორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, დაიბადა და ბავშვობა გაატარა თბილისში (1915-1989 წწ).

ბეიდევინდი (ჰოლანდ.) - აფრიანი გემის კურსი შემხვედრ-გვერდითი ქარის მიმართ.

ბიეDOU - ჩინურ მითოლოგიაში დიდი დათვის თანავარსკვლავედის სულიერი საწყისი, ითვლებოდა ბედისწერის გამნაწილებლად.

ბეიერენი აბრაჰამ ვან - ჰოლანდიელი ფერმწერი (1620/1621 - 1690 წწ).

ბეიერინკი მარტინ - ჰოლანდიელი ბოტანიკოს-მიკრობიოლოგი (1851-1931 წწ).

ბეიზა - აფრიკული წყვილჩლიქოსანი ანტილოპა.

ბეიზი თომას - ინგლისელი მათემატიკოსი (1702-1761 წწ).

ბეითალი (სპარს.) - იგივე ვეტერინარი.

ბეითალმანი ქონება - ქონება გარდაცვლილისა, რომელსაც არ დარჩენია მემკვიდრეები.

ბეითარაფი (ბეითარაფჩი) - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ბეითაუნი - ქალაქი აშშ-ს ტეხასის შტატში (65 ათასი).

ბეითი - აღმოსავლური სალექსო ფორმა, ორსტრიქონედი.

ბეით-ლაჰმი - ქალაქი იორდანიაში, იერუსალიმის სამხრეთით.

ბეიკერზფილდი - ქალაქი აშშ-ს დასავლეთ ნაწილში (კალიფორნიის შტატი).

ბეიკერი - მერილინ მონროს ნამდვილი გვარი.

ბეიკერი სემიუელ უაიტ - ინგლისელი მოგზაური და მკვლევარი (1821-1893 წწ).

ბეიკერი ჩესნი - ამერიკელი ჯაზმენი და ვოკალისტი (1929-1988 წწ).

ბეიკერი ჯეიმზ - 1989-92 წლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი (დაიბადა 1930 წელს).

ბეიკერ-სტრიტი - ქუჩა ლონდონში, სადაც შერლოკ ჰოლმსი ცხოვრობდა მის შესახებ არსებული მოთხრობების თანახმად.

ბეილანგი (1989 წლამდე ჟდანოვსკი) - ქალაქი აზერბაიჯანში.

ბეილე-ერკულანი - კურორტი რუმინეთში.

ბეილი პიერ - ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი და პუბლიცისტი (1647-1706 წწ).

ბეილი ფრენსის - ინგლისელი ასტრონომი, პირველმა აღწერა კაშკაშა წერტილების გამოჩენა მთვარის დისკოს ნაპირებზე (1774-1844 წწ).

ბეილი ანრი - ფრანგი მწერლის, სტენდალის ნამდვილი გვარი და სახელი.

ბეილისი უილიამ მედოკ - ინგლისელი ფიზიოლოგი (1860-1924 წწ).

ბეინექსი ჟან ჟაკ - ფრანგი კინორეჟისორი (დაიბადა 1946 წელს).

ბეინიმი მაიკლ - ირლანდიელი მწერალი (1798-1849 წწ).

ბეინიტი (ნემსისებრი ტროსტიტი) - აუსტენიტის შუალედური გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილი ფოლადის სტრუქტურა.

ბეიონი - ქალაქი აშშ-ს ნიუ-ჯერზის შტატში (60 ათასი).

ბეირა - ქალაქი-პორტი მოზამბიკში (292 ათასი).

ბეირა-ბაიშა - პორტუგალიის პროვინცია.

ბეირუთი - აზიის სახელმწიფო ლიბანის რესპუბლიკის დედაქალაქი (გარეუბნებით - 1,5 მილიონი).

ბეისბოლი (ინგლ.) - სპორტული თამაში ბურთითა და ტაფელით. წარმოიშვა აშშ-ში XIX საუკუნეში.

ბეისერი - პარაშუტისტი, რომელიც მცირე სიმაღლიდან (კოშკიდან, ანძიდან, ცათამბჯენიდან) ხტება.

ბეისი უილიამ - ამერიკელი ჯაზის მუსიკოსი (ფორტეპიანო, ორღანი), ბენდლიდერი, კომპოზიტორი (1904-1984 წწ).

ბეისიკი - პროგრამირების ენა.

ბეისინგერი კიმ - იხილე ბესინჯერი .

ბეი-სიტი - ქალაქი აშშ-ს მიჩიგანის შტატში.

ბეიტევეხი ვილემ - ჰოლანდიელი ფერმწერი (1591/1592 - 1624 წწ).

ბეიტენზორგი - ინდონეზიის ქალაქ ბოგორის ჰოლანდიური სახელი.

ბეიტსი კეტ - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1948 წელს).

ბეიტსი ჰენრი უოლტერ - ინგლისელი ნატურალისტი (1825-1892 წწ).

ბეიტსონი გრეგორი - ამერიკელი ეთნოლოგი, ანთროპოლოგი, კულტუროლოგი, ფილოსოფოსი (1904-1980 წწ).

ბეიუსე სირილ - ბელგიელი მწერალი (1859-1932 წწ).

ბეიშანი - მთიანეთი ცენტრალურ აზიაში (ჩინეთი).

ბეიშენალიევი შუქურბეკ - ყირგიზი მწერალი (დაიბადა 1928 წელს).

ბეიშეჰირი - ტბა თურქეთში, ტავრის მთების დასავლეთ ნაწილში.

ბეიძიანი - მდინარე სიძიანის მარცხენა მდგენელი (ჩინეთი).

ბეიძინი - ქალაქ პეკინის ჩინური სახელი.

ბეიხაი - ქალაქი ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში.

ბეიჯესულთანი - მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი ანატოლიაში (თურქეთი).

ბეიჰაყი აბუ -ფაზლ მუჰამედ იბნ ჰუსეინ - ღაზნევიდების კარზე მოღვაწე სპარსელი ისტორიკოსი (დაახლოებით 996 - 1077 წწ).

ბეკამი - სოფლების დიდი ბეკმის და პატარა ბეკმის გავრცელებული სახელწოდება (ხაშურის მუნიციპალიტეტი).

ბეკარი (ფრანგ.) - სანოტო ნიშანი, რომელიც აუქმებს ბგერის ამა თუ იმ საფეხურის ალტერაციას.

ბეკარია ჩეზარე მარკიზ დი - იტალიელი მეცნიერი იურისტი, პუბლიცისტი (1738 - 1794 წწ).

ბეკასი (ფრანგ.) - ჭაობის ფრინველი.

ბეკეკა - პატარა თხა, ბატკანი.

ბეკენბაუერი ფრანც - მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი გერმანელი ფეხბურთელი (დაიბადა 1945 წელს).

ბეკერელი ალექსანდრ ედმონ - ფრანგი ფიზიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1820-1891 წწ).

ბეკერელი ანტუან ანრი - ფრანგი ფიზიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, 1903 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი კიურისთან და სკლოდოვსკაია-კიურისთან ერთად (1852-1908 წწ).

ბეკერელი ანტუან სეზარ - ფრანგი ფიზიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1788-1878 წწ).

ბეკერელი ჟან - ფრანგი ფიზიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1878-1953 წწ).

ბეკერელი - რადიოაქტიული იზოტოპების აქტიურობის ერთეული.

ბეკერი ბორის - გერმანელი ჩოგბურთელი (დაიბადა 1968 წელს).

ბეკერი გარი - ამერიკელი ეკონომისტი, 1992 წლის ნობელი პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1930 წელს).

ბეკერი გუსტავო ადოლფო - ესპანელი მწერალი-რომანტიკოსი (1836-1870 წწ).

ბეკერი იოჰან ფილიპ - საერთაშორისო და გერმანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1809-1886 წწ).

ბეკერი კარლ ჰაინრიხ - გერმანელი ისლამმცოდნე და სახელმწიფო მოღვაწე (1876-1933 წწ).

ბეკერი კნუტ - დანიელი მწერალი (1893-1974 წწ).

ბეკერი ჟაკ - ფრანგი კინორეჟისორი (1906-1960 წწ).

ბეკეტი სემიუელ - ირლანდიელი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, წერდა ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, 1969 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1906-1989 წწ).

ბეკეტი ტომას - ინგლისელი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, კენტერბერის არქიეპისკოპოსი (1118-1170 წწ).

ბეკეტოვი ანდრია - რუსი ბოტანიკოსი (1825-1902 წწ).

ბეკეტოვი ნიკოლაი - რუსი ფიზიკოს-ქიმიკოსი, აკადემიკოსი (1837-1911 წწ).

ბეკეშა (უნგრ.) - მამაკაცის ძველებური პალტო.

ბეკეში - მედიე უნგრეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

ბეკეში დიერდ (ჯორჯ) ფონ - აშშ ფიზიკოსი, ბიოფიზიკოსი და ფიზიოლოგი, ეროვნებით უნგრელი, 1961 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში (1899-1972 წწ).

ბეკეშჩაბა - ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ უნგრეთში, მდინარე კერეშის ტოტზე, ბეკეშის მედიეს ადმინისტრაციული ცენტრი.

ბეკი ავგუსტ - გერმანელი ფილოლოგი და ისტორიკოსი (1785-1867 წწ).

ბეკი ალექსანდრე - რუსი მწერალი (1902/3-1972 წწ).

ბეკი იუზეფ - პოლონეთის სახელმწიფო მოღვაწე (1894-1944 წწ).

ბეკი კარლ - ავსტრიელი პოეტი (1817-1879 წწ).

ბეკი ლუდვიგ - გერმანიის ფაშისტური არმიის გენერალ-პოლკოვნიკი (1880-1944 წწ).

ბეკი (ინგლ.) - (მოძველებული გამოთქმა) მცველი ფეხბურთში.

ბეკინგემი (ბაკინგემი) ჯორჯ ვილერზ - ჰერცოგი, ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე (1592-1628 წწ).

ბეკლემიშევი ვლადიმერ - რუსი მოქანდაკე, უმთავრესად პორტრეტისტი და ჟანრისტი (1861-1920 წწ).

ბეკლზი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის სუფოლკის საგრაფოში.

ბეკლინი არნოლდ - შვეიცარიელი ფერმწერი (1827-1901 წწ).

ბეკმანი ერნსტ ოტო - გერმანელი ქიმიკოსი (1853-1923 წწ).

ბეკმანი მაქს - გერმანელი მხატვარი გრაფიკოსი (1884-1950 წწ).

ბეკმესი - იხილე ბაქმაზი.

ბეკ-ნაზაროვი ამო (ამბარცუმ) - სომეხი მსახიობი, რეჟისორი და კინოდრამატურგი, მოღვაწეობდა თბილისშიც, ერევნის კინოსტუდია „ჰაიასტანფილმი“ („არმენფილმი“) მის სახელს ატარებს (1892-1965 წწ).

ბეკნემი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის კენტის საგრაფოში.

ბეკოითი (ბეკოევი) ელიოზ - ოსი მწერალი (1909-1970 წწ).

ბეკო ჟილბერ (ნამდვილი სახელი ფრანსუა სილი) - ფრანგი მომღერალი-შანსონიე, კომპოზიტორი და შემსრულებელი საკუთარი სიმღერებისა (დაიბადა 1927 წელს).

ბეკოლი ლორინ - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1924 წელს).

ბე-კომო - ქალაქი კანადის კვებეკის პროვინციაში.

ბეკონი ნათანიელ - ინგლისელთა კოლონიალური ხელისუფლების წინააღმდეგ ფერმერთა აჯანყების ხელმძღვანელი ვირჯინიაში (1642 ან 1647 - 1676 წწ).

ბეკონი როჯერ - ინგლისელი ბუნებისმეტყველი და ფილოსოფოსი (დაახლოებით 1214-1292 წწ).

ბეკონი ფრენსის - ინგლისელი ფილოსოფოსი, ინგლისური მატერიალიზმის ფუძემდებელი (1561-1626 წწ).

ბეკონი (ინგლ.) - ხორცის პროდუქტი, რასაც ამზადებენ საგანგებოდ გასუქებული ღორების ნაკლავისაგან.

ბეკროსი - იგივე შეჯვარება.

ბეკჰემი დევიდ - იხილე ბექჰემი.

ბეკჰენდი (ინგლ.) - დარტყმის სახეობა ჩოგბურთში.

ბელა

  1. უნგრეთის მეფეები არპადების დინასტიისა: 1) ბელა III - მეფე 1172 წლიდან, გეზა II-ის ძე (1145 - 1196 წწ). 2) ბელა IV - მეფე 1235 წლიდან, ანდრაშ II-ის ძე (1206 - 1270 წწ).

  2. მიხაილ ლერმონტოვის რომანის „ჩვენი დროის გმირის“ მთავარი პერსონაჟი ქალი.

ბელადი - საყოველთაოდ აღიარებული ხელმძღვანელი საზოგადოებრივი მოძრაობისა, ხალხისა, ტომისა.

ბელადონა (იტალიურად სიტყვასიტყვით - „მშვენიერი მანდილოსანი“) - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა.

ბელაია - მდინარეების ანგარის, კამის და ყუბანის შენაკადების სახელი.

ბელაია-კალიტვა - ქალაქი რუსეთის როსტოვის ოლქში.

ბელაია-ცერკოვი - ქალაქი უკრაინის კიევის ოლქში.

ბელაზური - IX საუკუნის არაბი ისტორიკოსი.

ბელალკასარი სებასტიან (ნამდვილი გვარი მოიანო) - ესპანელი კონკისტადორი, ნიკარაგუას დამპყრობი.

ბელამი ედუარდ - ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე (1850-1898 წწ).

ბელანოვი იგორ - კიევის „დინამოს“ და სსრკ-ს ნაკრების ფეხბურთელი (თავდამსხმელი), ევროპის 1986 წლის საუკეთესო ფეხბურთელი (დაიბადა 1960 წელს).

ბელანჟე შარლ - ფრანგი ნატურალისტი, პონდიშერის სამეფო ბოტანიკური ბაღის დირექტორი (1805 წ - გარდაიცვლა 1876 წლის შემდეგ).

ბელარმინო რობერტო ფრანჩესკო რომოლო - კათოლიკე ღვთისმეტყველი, იეზუიტი, კარდინალი, კონტრრეფორმაციის მოღვაწე (1542-1621 წწ).

ბელარუსფილმი - მინსკის კინოსტუდია, შეიქმნა 1924 წელს.

ბელასიცა - მთები ბულგარეთ-საბერძნეთ-მაკედონიის საზღვარზე.

ბელატი (კუთხურად) - იგივე მელოტი.

ბელატრიქსი - ორიონისა, მეორე ვარსკვლავიერი სიდიდის ვარსკვლავი.

ბელაუნდე ტერი ფერნანდო - პერუს სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1912 წელს).

ბელაფონტე ჰარი (სრული სახელი ჰაროლდ ჯორჯი) - აშშ მომღერალი, კომპოზიტორი და კინომსახიობი (დაიბადა 1927 წელს).

ბელაქანი - ქალაქი აზერბაიჯანში.

ბელაქნელი ნიკოლოზ - ქართველი მომღერალი, ტენორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1897-1980 წწ).

ბელაშოვა ეკატერინე - რუსი მოქანდაკე, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1906-1971 წწ).

ბელბეკი - მდინარე ყირიმში.

ბელგა - ნიშან-სამკაული, რომელიც უნდა მიეტანა ვაჟს თავისი საცოლისათვის (დაწინდვა).

ბელგაონი (ბელგაუმი) - ქალაქი ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, კარნატაკას შტატში (326 ათასი).

ბელგები - ჩრდილოეთ გალიასა და ბრიტანეთის დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები კელტური ტომები.

ბელგია (ბელგიის სამეფო, ნიდერ. - Kooninkrijk Belgie, ფრანგ. - Royaume de Belgique, გერმან. - Konigreich Belgien)

  • სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთის ზღვასთან. ჩდილოეთით ესაზღვრება ნიდერლანდს, დასავლეთით - გერმანიას, სამხრეთ-აღმოსავლეთით - ლუქსემბურგს და საფრანგეთს. აქვს გასასვლელი ჩრდილოეთის ზღვაზე.

  • 1830 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა და 1839 წელს აღიარებულ იქნა (ნიდერლანდის მიერ).

  • მმართველობის ფორმა - კონსტიტუციური მონარქია.

  • სახელმწიფოს მეთაური - მეფე.

  • საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი.

  • ფართობი - 32 545 კვ.კმ.

  • ადმინისტრაციულად დაყოფილია სამ დიდ რეგიონად, რომლებიც თავის მხრივ პროვინციებად იყოფა.

  • მოსახლეობა - 10,5 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 318 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • დედაქალაქი - ბრიუსელი.

  • ოფიციალური ენები: ნიდერლანდური (ფლამანდური), ფრანგული და გერმანული.

  • ვალუტა- ევრო.

  • ქვეყნის კოდი - BEL.

  • დროის სარტყელი - UTC +1.

  • სატელეფონო კოდი - +32.

  • ინტერნეტ-დომენი -be

ბელგიკა - ჩრდილოეთ გალიაში არსებული რომაული პროვინცია.

ბელგოროდ-დნესტროვსკი (1944 წლამდე აკერმანი) - ქალაქი უკრაინის ოდესის ოლქში.

ბელგოროდი - ქალაქი რუსეთში (340 ათასი).

ბელგრადი - იუგოსლავიის (სერბიის) დედაქალაქი, პორტი მდინარე დუნაიზე (1,6 მილიონი).

ბელგრანო მანუელ - არგენტინელთა ეროვნულგანმათავისუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთი ლიდერი ესპანეთის ბატონობის წინააღმდეგ XIX საუკუნის დასაწყისში, გენერალი (1770-1820 წწ).

ბელებეი - ქალაქი რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში.

ბელევი - ქალაქი რუსეთის ტულის ოლქში.

ბელეკონი - იგივეა, რაც სკიპიდარი.

ბელემნიტები (ბერძნ.) - ამომწყდარ ცხოველთა რიგი თავფეხიანთა კლასისა. ზღვის გადაშენებული მოლუსკები.

ბელენი (პარა) - ქალაქი-პორტი ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში, პარის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.

ბელენჯერი (ბალენჯარი) - შუასაუკუნეების ქალაქი ჩრდილოეთ კავკასიაში, თანამედროვე დაღესტნის ტერიტორიაზე.

ბელერზი ჯონ - ინგლისელი ეკონომისტი, ერთ-ერთი ადრინდელი სოციალისტ-უტოპისტი (1654-1725 წწ).

ბელეროფონტი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი გმირი, რომელმაც პეგასზე ამხედრებულმა მოკლა ურჩხული ქიმერა.

ბელეტაჟი (ფრანგ.)

  1. მეორე სართული, რომელზედაც შედარებით მაღალი ოთახებია განთავსებული.

  2. თეატრში პირველი იარუსი ამფითეატრსა და ბენუარს ზევით.

ბელეტრისტი - იგივე პროზაიკოსი.

ბელეტრისტიკა - სხვადასხვა სახის პროზაულ ნაწარმოებთა საერთო სახელი.

ბელეშა

  1. უხეირო, უშნო, უსუფთაო.

  2. რქებდახრილი მსხვილფეხა საქონელი.

ბელეცკაია ვერა - საქართველოს დამსახურებული მხატვარი, მოღვაწეობდა თბილისში (1914-1973 წწ).

ბელვედერი (იტალიურად სიტყვასიტყვით „მშვენიერი ხედი“)

  1. შენობის დამაგვირგვინებელი კოშკურა.

  2. ლამაზ ადგილას აგებული სასახლე.

  3. ცნობილი სასახლეების სახელი ვენაში, ვატიკანში და სხვა.

ბელზა იგორ - რუსი მუსიკათმცოდნე, კომპოზიტორი, ლიტერატურათმცოდნე (1904-1993 წწ).

ბელზებელი (ბელზეული)

  1. ძველი ფინიკიელების ღვთაება.

  2. ქრისტიანულ რელიგიაში ავი სული, ეშმაკი.

ბელზი - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში.

ბელი ალექსანდერ გრეიამ - ტელეფონის ერთ-ერთი გამომგონებელი, წარმოშობით შოტლანდიელი (1847-1922 წწ).

ბელი ანდრეი (ნამდვილი სახელი და გვარი ბორის ბუგაევი) - რუსი მწერალი, სიმბოლიზმის თეორიტიკოსი (1880-1934 წწ).

ბელი დენიელ - ამერიკელი სოციოლოგი, კოლუმბიისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების პროფესორი (დაიბადა 1919 წელს).

ბელი ვასილი - რუსი არტილერიის გენერალი, პორტ-არტურის დაცვის გმირი, წარმოშობით ყუბანელი კაზაკი (1854-1913 წწ).

ბელი ჩარლზ - შოტლანდიელი ანატომი, ფიზიოლოგი და ქირურგი (1774-1842 წწ).

ბელი ჯონ - შოტლანდიელი მოგზაური და მემუარისტი, იმოგზაურა ჩინეთში, ირანსა და ოსმალეთში, აქვს ცნობები კავკასიის შესახებ (1691-1780 წწ).

ბელი ჯუზეპე ჯოაკინო - იტალიელი პოეტი (1791-1863 წწ).

ბელი ჰაინრიხ - იხილე ბიოლი ჰაინრიჰ.

ბელი

  1. დათვის ნაშიერი.

  2. ელექტროტექნიკაში, რადიოტექნიკაში, აკუსტიკაში ენერგიათა და სიმძლავრეთა მიმართებების გასაზომი ფარდობითი სიდიდის ლოგარითმული ერთეული. პრაქტიკაში ჩვეულებრივ იყენებენ ბელის მეთედებს (დეციბელებს).

ბელიაევი ლექსანდრე - რუსი მწერალი-ფანტასტი (1884-1942 წწ).

ბელიაევი ევგენი - რუსი მომღერალი, ლირიკული ტენორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1926-1994 წწ).

ბელიაევი ივანე - რუსი ისტორიკოსი, სლავოფილი (1810-1873 წწ).

ბელიაევი პავლე - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, საბჭოთა კავშირის გმირი; 1965 წლის ფრენის მონაწილე, რომლის დროსაც პირველად მოხდა ადამიანის გასვლა ღია კოსმოსში (1925-1970 წწ).

ბელიაევი სპარტაკ - რუსი ფიზიკოსი, აკადემიკოსი (დაიბადა 1923 წელს).

ბელიაევკა - ქალაქი უკრაინის ოდესის ოლქში.

ბელიავსკი ალექსანდრე - რუსი მსახიობი (დაიბადა 1932 წელს).

ბელიავსკი ალექსანდრე - უკრაინელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1953 წელს).

ბელიაკოვი ალექსანდრე - ავიაციის გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის გმირი (1897-1982 წწ).

ბელიაუსკასი ალფონსას - ლიტველი მწერალი (დაიბადა 1923 წელს).

ბელიაშვილი აკაკი - მწერალი-ბელეტრისტი (1903-1961 წწ).

ბელიგანი რადუ - კინოსა და თეატრის რუმინელი მსახიობი (დაიბადა 1918 წელს).

ბელიზი (ინგლ. Belize, 1973 წლამდე ბრიტანეთის ჰონდურასი).

  • სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში, ჩრდილოეთით ესაზღვრება მექსიკას, დასავლეთით - გვატემალას, აღმოსავლეთიდან ეკვრის კარიბის ზღვა.

  • დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1981 წლის 21 სექტემბერი.

  • ეროვნული დევიზი - „Sub Umbra Floreo“.

  • ჰიმნი -„Land of the Free“.

  • მმართველობის ფორმა - საპარლამენტო დემოკრატია.

  • სახელმწიფოს მეთაურად ნომინალურად ითვლება დიდი ბრიტანეთის დედოფალი, რომლის ხელისუფლება წარმოდგენილია გენერალ-გუბერნატორის სახით.

  • ფართობი - 22 966 კვ.კმ.

  • მოსახლეობა - 300 ათასი.

  • სიმჭიდროვე - 12 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • დედაქალაქი - ბელმოპანი.

  • ოფიციალური ენა - ინგლისური.

  • ეროვნული ვალუტა - ბელიზის დოლარი.

  • ქვეყნის კოდი -BLZ.

  • დროის სარტყელი -UTC -6.

  • სატელეფონო კოდი - +501.

  • ინტერნეტ-დომენი - bz.

ბელიზი - ქალაქი ბელიზში, კარიბის ზღვის ნავსადგური (45 ათასი).

ბელინდა - პლანეტა ურანოსის თანამგზავრი

ბელინები - აღორძინების ხანის ვენეციელ მხატვართა ოჯახი: 1) ჯაკოპო - ოჯახის უფროსი (დაახლოებით 1400 - 1470/71). 2) ჯენტილე - ჯაკოპოს შვილი, ვენეციის რესპუბლიკის ოფიციალური მხატვარი (დაახლოებით 1429-1507 წწ). 3) ჯოვანი - ჯაკოპოს შვილი (დაახლოებით 1430-1516 წწ).

ბელინი ვინჩენცო - იტალიელი კომპოზიტორი (1801-1835 წწ).

ბელინიკი პეტრე - რუსი მომღერალი, ლირიკული ტენორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1906 წელს).

ბელინსგაუზენი ფადეი - რუსი ზღვაოსანი, ადმირალი. 1803-1806 წლებში პირველად გემ „ნადეჟდით“ იმოგზაურა დედამიწის გარშემო (1778-1852 წწ).

ბელინსკაია თამარ - ენათმეცნიერი-რუსისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მოღვაწეობდა თბილისში (დაიბადა 1918 წელს).

ბელინსკი ბესარიონ - რუსი ლიტერატურის კრიტიკოსი, ფილოსოფოსი, პუბლიცისტი (1811-1848 წწ).

ბელინსკი (1948 წლამდე ჩემბარი) - ქალაქი რუსეთის პენზის ოლქში.

ბელიო ანდრეს - ვენესუელელი პოეტი, სწავლული, პოლიტიკური მოღვაწე (1781-1865 წწ).

ბელიოვი - ქალაქი რუსეთის ტულის ოლქში.

ბელიტუნგი - კუნძული მალაის არქიპელაგში.

ბელიცკოე - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში.

ბელკამპო (ნამდვილი სახელი და გვარი ჰერმან პ. შენფელდ ვიხერსი) - ნიდერლანდელი მწერალი (დაიბადა 1902 წელს).

ბელკანტო (იტალ.) - XVII საუკუნის იტალიაში ჩამოყალიბებული ვოკალურ-საშემსრულებლო სტილი.

ბელმანი კარლ მიკაელ - შვედი პოეტი-დიდაქტიკოსი (1740-1795 წწ).

ბელმანი რიჩარდ ერნესტ - ამერიკელი მათემატიკოსი (1920-1984 წწ).

ბელ-მაჟანდის კანონი - ანატომიასა და ფიზიოლოგიაში - ზურგის ტვინის ნერვულ ფესვებში მამოძრავებელი და მგრძნობიარე ნერვული ბოჭკოების განლაგების ძირითადი კანონზომიერება.

ბელმონდო ჟან-პოლ - ფრანგი კინომსახიობი (დაიბადა 1933 წელს).

ბელმოპანი - ცენტრალური ამერიკის სახელმწიფო ბელიზის დედაქალაქი.

ბელო კარლოს ფილიპე ჰიმენესი - დასავლეთ ტიმორელი სასულიერო მოღვაწე, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში 1996 წელს რამოს-ჰორტასთან ერთად (დაიბადა 1946 წელს).

ბელო რემი - ფრანგი პოეტი (1528-1577 წწ).

ბელობოროდოვი ათანასე - არმიის გენერალი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი (1903-1990 წწ).

ბელოგორსკი (1935 წლამდე ალექსანდროვსკი, 1935-57 წლებში კუიბიშევკა-ვოსტოჩნაია) - ქალაქი რუსეთის ამურის ოლქში.

ბელოე - ტბა რუსეთის ვოლოგდის ოლქში.

ბელოვა ელენა - ბელორუსი მოფარიკავე ქალი, მრავალგზის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი (დაიბადა 1947 წელს).

ბელოვეჟის ტევრი - ტყის დიდი მასივი ბელორუსია-პოლონეთის საზღვარზე, ნაკრძალი.

ბელოვი ალექსანდრე - რუსი კალათბურთელი, 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1954-1978 წწ).

ბელოვი ვასილი - რუსი მწერალი (დაიბადა 1932 წელს).

ბელოვი გეორგ ფონ - გერმანელი ისტორიკოსი (1858-1927 წწ).

ბელოვი გრიგორი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1895-1965 წწ).

ბელოვი სერგეი - რუსი კალათბურთელი, 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის ცეცხლის ამნთები (დაიბადა 1944 წელს).

ბელოვო - ქალაქი რუსეთის კემეროვოს ოლქში.

ბელოგლაზოვები ანატოლი და სერგეი - რუსი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ტყუპი ძმები, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები (დაიბადნენ 1956 წელს).

ბელოგორსკი (1935 წლამდე ალექსანდროვსკი) - ქალაქი რუსეთის ამურის ოლქში.

ბელოზერსკი ანდრია - რუსი ბიოქიმიკოსი, აკადემიკოსი (1905-1972 წწ).

ბელოზერსკი - ქალაქი რუსეთის ვოლოგდის ოლქში.

ბელოზერსკოე - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში.

ბელოზერჩევი დიმიტრი - საბჭოთა ტანმოვარჯიშე, XX საუკუნის 80-იანი წლების ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი.

ბელოზიორსკოე - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში.

ბელოთი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ბელოიანისი ნიკოს - საბერძნეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1915-1952 წწ).

ბელოკამენსკი - ქალაქი უკრაინის ყირიმის ოლქში.

ბელოკი ჯოზეფ პიერ ჰილარი - ინგლისელი მწერალი და ისტორიკოსი (1870-1953).

ბელოკიო მარკო - იტალიელი კინორეჟისორი (დაიბადა 1939 წელს).

ბელოკურიხა - ქალაქი რუსეთის ალტაის მხარეში.

ბელოკუროვი ვლადიმერი - თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი (1904-1973 წწ).

ბელომორსკი - ქალაქი რუსეთის კარელიის ოლქში.

ბელონა - რომაულ მითოლოგიაში - ომის ქალღმერთი.

ბელონი პიერ - ფრანგი ნატურალისტი (1517-1564 წწ).

ბელოოზერო - ძველი რუსული ქალაქი ბელოე ოზეროს ტბის ნაპირზე.

ბელოოზერსკი - ქალაქი ბელორუსიის ბრესტის ოლქში.

ბელოპოლიე - ქალაქი უკრაინის სუმის ოლქში.

ბელოპოლსკი არისტარქე - საბჭოთა ეპოქის ასტრონომი, აკადემიკოსი (1854-1934 წწ).

ბელორეჩენსკი - ქალაქი რუსეთის კრასნოდარის მხარეში.

ბელორეცკი - ქალაქი რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში.

ბელორუსები - ერი, ბელორუსიის ძირითადი მოსახლეობა, ცხოვრობენ რუსეთშიც (სულ მსოფლიოში 8 მილიონამდე).

ბელორუსია (ბელორუსიის რესპუბლიკა, ბელარუსი, Рэспубліка Беларусь).

  • სახელმწიფო ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში. აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, ჩრდილოეთით - ლატვიას და ლიტვას, დასავლეთით - პოლონეთს, სამხრეთით - უკრაინას. ზღვაზე გასასვლელი არ აქვს.

  • დამოუკიდებლობის დღე (სსრკ-საგან) - 1991 წლის 25 აგვისტო.

  • ჰიმნი - „ჩვენ, ბელორუსები“.

  • მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.

  • საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი ეროვნული კრება.

  • ფართობი - 207 600 კვ.კმ.

  • დაყოფილია 6 ოლქად (ბრესტის, გომელის, გროდნოს, ვიტებსკის, მინსკის, მოგილევის ოლქები).

  • მოსახლეობა - 9,7 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 49 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • დედაქალაქი - მინსკი.

  • სახელმწიფო ენა - ბელორუსული.

  • ეროვნული ვალუტა - ბელორუსის რუბლი.

  • ქვეყნის კოდი - BLR.

  • დროის სარტყელი - UTC +2.

  • სატელეფონო კოდი - +375.

  • ინტერნეტ-დომენი - ay

ბელოსტოკი - ქალაქი პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ამავე სახელის სავოევოდოს ადმნისტრაციული ცენტრი.

ბელოტო ბერნარდო - იტალიელი ფერმწერი და ოფორტისტი (1720-1780 წწ).

ბელოუ სოლ - ამერიკელი მწერალი, 1976 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1915 წელს).

ბელოუზი ჯორჯ უეზლი - ამერიკელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1882-1925 წწ).

ბელოუსოვა თამარ - თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1924 წელს).

ბელოუსოვა ლუდმილა - რუსი სპორტსმენი (ფიგურული სრიალი) მრავალგზის მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (დაიბადა 1935 წელს).

ბელოცვეტოვი ნიკოლაი - რუსი პოეტი (1892-1950 წწ).

ბელოხვოსტიკოვა ნატალია - რუსი კინომსახიობი (დაიბადა 1951 წელს).

ბელოხი კარლ იულიუს - გერმანელი ისტორიკოსი, ანტიკური ეპოქის სპეციალისტი (1854-1929 წწ).

ბელსი ალბერტ (ნამდვილი სახელი და გვარი იანის ცირულისი) - ლატვიელი მწერალი (დაიბადა 1938 წელს).

ბელსკები - XVIII საუკუნის რუსი ფერმწერები, ძმები: ივანე (1719 - 1799 წწ) და ალექსი (1730 - 1796 წწ).

ბელსკი ბოგდან - რუსეთის პოლიტიკური მოღვაწე, დაწინაურდა ივანე IV-ის კარზე (გარდაიცვალა 1611 წელს).

ბელსკო-ბიალა - ქალაქი პოლონეთის სამხრეთ ნაწილში, კატოვიცეს სავოევოდოში (178 ათასი).

ბელსუ მანუელ ისიდორო - ბოლივიის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე (1808-1865 წწ).

ბელტა - იხილე ბებრისციხე.

ბელტი

  1. მიწის მონაკვეთი.

  2. (გეოლოგიაში) ნაოჭი მთათა სისტემის შიგნით მოქცეული.

ბელტი დიდი და მცირე - ბალტიის ზღვისა და კატეგატის სრუტის დამაკავშირებელი სრუტეები.

ბელტინგი - მძიმე, ძალიან მჭიდრო და გამძლე ქსოვილი.

ბელტისციხე - იხილე ბებრისციხე.

ბელტიყლაპია - ქართული ზღაპრების პერსონაჟი.

ბელტრამი ეუჯენიო - იტალიელი მათემატიკოსი (1835-1900 წწ).

ბელუ-ორიზონტი - ქალაქი ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მინას-ჟერაისის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (2,1 მილიონი).

ბელუში ჯეიმზ (დაიბადა 1954 წელს) და ჯონ (1949-1982 წწ) - ამერიკელი კინომსახიობი ძმები.

ბელუხა - უმაღლესი მთა ალთაიში, კატუნის ქედზე (4506 მ).

ბელუჯები (საკუთარი სახელი ბალუჩი, ბალოჩი) - პაკისტანში, ინდოეთში, ირანსა და ავღანეთში მცხოვრები ხალხი.

ბელუჯისტანი - მხარე აზიაში, ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ და პაკისტანის დასავლეთ ნაწილში.

ბელფასტი - ქალაქი-პორტი (304 ათასი) და საგრაფო დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ირლანდიაში.

ბელფორი - ქალაქი საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში (50 ათასი).

ბელღარი

  1. ხევზე გადებული ღარი წყლის გადასაყვანად.

  2. წისქვილის ღარი.

ბელშევიცა (ნამდვილი გვარი ელსბერგა) ვიზმა - ლატვიელი პოეტი ქალი (დაიბადა 1931 წელს).

ბელჩერი ედუარდ - ინგლისელი ზღვაოსანი (1799-1877 წწ).

ბელჩესკუ ნიკოლაე - რუმინელი რევოლუციონერი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი (1819-1852 წწ).

ბელცი - ქალაქი მოლდავეთში (165 ათასი).

ბელცონი ჯოვანი ბატისტა - განთქმული იტალიელი არქეოლოგი-ავანტიურისტი, აწარმოებდა გათხრებს ეგვიპტეში (1778-1823 წწ).

ბელჯოიოზო ლოდოვიკო - იტალიელი არქიტექტორი (დაიბადა 1909 წელს).

ბემბა (ძველი სახელწოდება ბავემბა, ვავემბა, მუემბა) - ზამბია-კონგოს სასაზღვრო რაიონებში მცხოვრები ხალხი (სულ 3,7 მილიონი).

ბემ-ბავერკი ეიგენ - ავსტრიელი ეკონომისტი, ავსტრიის ფინანსთა მინისტრი, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი (1851-1914 წწ).

ბემბი - უოლტ დისნეის მულტფილმი და მისი მთავარი პერსონაჟი შვლის ნუკრი.

ბემბო პიეტრო - იტალიელი მწერალი, აღორძინების ეპოქის ლიტერატურის თეორიტიკოსი (1470-1547 წწ).

ბემე იაკობ - თვითნასწავლი გერმანელი ფილოსოფოსი, პროფესიით მეწაღე, დიდი გავლენა მოახდინა გერმანულ რომანტიზმზე (1575-1624 წწ).

ბემელენი რეინაუტ ვილემ ვან - ჰოლანდიელი გეოლოგი და ვულკანოლოგი (დაიბადა 1904 წელს).

ბემი გოტფრიდ - გერმანელი არქიტექტორი (დაიბადა 1920 წელს).

ბემი იუზეფ ზახარიაშ - პოლონეთის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, გენერალი (1794-1850 წწ).

ბემი კარლ - ავსტრიელი დირიჟორი, ვენის და დრეზდენის ოპერის თეატრების ხელმძღვანელი (1894-1981 წწ).

ბემისი (ბიმისი) სემიუელ ფლეგ - ამერიკელი ისტორიკოსი, ამ ქვეყნის ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი (1891-1980 წწ).

ბემოლი (იტალ.) - სანოტო ნიშანი, რომელიც მიუთითებს მუსიკალური ბგერის სიმაღლის ნახევარი ტონით დადაბლებას.

ბენავა აბდურაფ - ავღანელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1913-1987 წწ).

ბენავენტე--მარტინესი ხასინტო - ესპანელი დრამატურგი, 1922 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1866-1954 წწ).

ბენავიდესი მანუელ დომინგეს - ესპანელი მწერალი (1895-1947 წწ).

ბენ ალი ზინ ალ-აბიდინი - ტუნისის პრეზიდენტი 1987 წლიდან (დაიბადა 1936 წელს).

ბენარა - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

ბენარათრიუმი - გადაშენებული გიგანტური ურქო მარტორქების გვარი ინდრიკოთერიუმების ამომწყდარი ჯგუფის ოჯახისა.

ბენარესი - ინდოეთის ქალაქ ვარანასის მეორე, ლიტერატურაში გავრცელებული სახელი.

ბენასერაფი ბარუხ - ამერიკელი მიკრობიოლოგი. 1980 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჟ.დოსესა და ჯ. სნელთან ერთად (დაიბადა 1920 წელს).

ბენაშვილი ანდრია - ასტრონომ-გეოდეზისტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1868-1941 წწ).

ბენაშვილი ანდრია - პედაგოგი, გრამატიკოსი, მუსიკათმცოდნე (1852-1908 წწ).

ბენაშვილი დიმიტრი - კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (დაიბადა 1910 წელს).

ბენ ბელა აჰმედ - დამოუკიდებელი ალჟირის სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი 1963-65 წლებში.

ბენ-ბენი - ეგვიპტურ მითოლოგიაში - ბორცვი, რომელიც უკიდეგანო ზღვაში იყო ამაღლებული სამყაროს შექმნისას.

ბენბუ - ქალაქი ჩინეთში, პორტი მდინარე ხუანხეზე.

ბენგალელები - ერი, ცხოვრობენ ბანგლადეშსა და ინდოეთში (სულ 200 მილიონამდე).

ბენგალია (ბანგალი, ბანფგალა) - ისტორიული ოლქი ინდოეთში, განგის ქვემო დინებასა და განგ-ბრაჰმაპუტრის დელტის აუზში. 1971 წლიდან ბენგალიის აღმოსავლეთი ნაწილი გარდაიქმნა სახელმწიფო ბანგლადეშად.

ბენგალინი - აბრეშუმის ძვირფასი გამჭვირვალე ქსოვილი.

ბენგალური ცეცხლი - პიროტექნიკური შუშხუნის სახეობა.

ბენგალურუ (ბანგალორი) - ქალაქი სამხრეთ ინდოეთში, კარნატაკას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (4 მილიონი).

ბენგელა - ქალაქი ანგოლაში, ნავსადგური ატლანტის ოკეანის სანაპიროზე (155 ათასი).

ბენ-გურიონი დავით - ისრაელის სახელმწიფო მოღვაწე, პრემიერ-მინისტრი 1948-53 წლებში (1886-1973 წწ).

ბენდა ირჟი (გეორგ) - ჩეხი კომპოზიტორი, მევიოლინე და დირიჟორი (1722-1795 წწ).

ბენდარი (ბონდარი) - განჯის 1231 წლის სახალხო აჯანყების წინამძღოლი.

ბენდელიანი ჭიჭიკო - გვარდიის მაიორი, მფრინავი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1914-1944 წწ).

ბენდენა - ერთგვარი წასაკრავი თავზე, ქსოვილის სქელი ზოლი.

ბენდერ-აბასი - ქალაქი-პორტი სამხრეთ ირანში, ჰორმოზგანის ოსთანის ადმინისტრაციული ცენტრი (205 ათასი).

ბენდერი

  1. ოსტაპ - ილფისა და პეტროვის რომანების მთავარი პერსონაჟი.

  2. ქალაქი მოლდავეთში (135 ათასი).

  3. სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ბენდერის ქედი - ქედი ცხინვალის მუნიციპალიტეტში, ხარულის ქედის დასავლეთი განშტოება.

ბენდი

  1. საერთაშორისო სპორტულ ტერმინოლოგიაში მიღებული სახელი ბურთიანი ჰოკეისა ყინულზე.

  2. ჯაზ-ანსამბლების სახელწოდება.

ბენდიგო (ნამდვილი სახელი და გვარი უილიამ ტომპსონი) - ლეგენდარული ინგლისელი მოკრივე (1811-1880 წწ).

ბენდიგო - ქალაქი სამხრეთ ავსტრალიაში. სახელი ეწოდა ლეგენდარული მოკრივის, ბენდიგოს საპატივცემლოდ (60 ათასი).

ბენდიდა - მთვარის ღვთაება ფრიგიულ მითოლოგიაში. ძველ საბერძნეთში გაიგივებული იყო არტემიდესთან.

ბენდიქსი ვინსენტ - ამერიკელი გამომგონებელი და მეწარმე, დიდი წვლილი შეიტანა აშშ-ში საავიაციო და საავტომობილო წარმოების ჩამოყალიბება-განვითარებაში (1882-1945 წწ).

ბენდლიდერი (ინგლ.) - კლასიკურ ჯაზში მთავარი პარტიის შემსრულებელი.

ბენდუქიძე კახა - 1990-2004 წლებში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, 2004 წლიდან საქართველოს ეკონომიკის და შემდგომ სახელმწიფო მინისტრი (დაიბადა 1956 წელს).

ბენედენები - ბელგიელი ბიოლოგები: 1) ედუარდ ვან (1846-1910 წწ) და 2) პიერ ჟოზეფ ვან (1809-1894 წწ).

ბენედეტი მარიო - ურუგვაელი მწერალი (დაიბადა 1920 წელს).

ბენედეტი მიკელანჯელი არტურო - იტალიელი პიანისტი (დაიბადა 1920 წელს).

ბენედიქტე - რომის პაპების გავრცელებული სახელი:

ბენედიქტე XIV (ერისკაცობაში პროსპერო ლამბერტინი) - რომის პაპი 1740 - 1758 წლებში.

ბენედიქტე XV (ერისკაცობაში მარკიზი ჯაკომო დელა კიეზა) - რომის პაპი 1914-1922 წლებში.

ბენედიქტელები - უძველესი კათოლიკური მონაზვნური ორდენი. დააარსა 530 წელს მონტეკასინოში (ნეაპოლთან) ბენედიქტე ნერსიელმა.

ბენედიქტი რუთ - ამერიკელი ეთნოლოგი და ეთნოფსიქოლოგი (1887-1948 წწ).

ბენედიქტინი (ფრანგ.) - ერთგვარი ლიქიორი, ამზადებდნენ ბენედიქტელი ბერები საფრანგეთში.

ბენედიქტოვი ვლადიმირ - რუსი პოეტი (1807-1873 წწ).

ბენედიქტსონი ბიარნი - ისლანდიის სახელმწიფო მოღვაწე (1908-1970 წწ).

ბენედიქტსონი გიუნარ - ისლანდიელი მწერალი (1892-1980 წწ).

ბენედიქტსონი ეინარ - ისლანდიელი პოეტი და ჟურნალისტი (1864-1940 წწ).

ბენედიქტსონი ვიქტორია (ფსევდონიმი - ერნსტ ალგრენი) - შვედი მწერალი ქალი (1850-1888 წწ).

ბენევენტო - საჰერცოგო და სამთავრო შუასაუკუნეების იტალიაში, აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში.

ბენელი სემ - იტალიელი დრამატურგი (1877-1949 წწ).

ბენეტი არნოლდ - ინგლისელი მწერალი (1867-1931 წწ).

ბენეტი ხუან - ესპანელი მწერალი (1927-1993 წწ).

ბენეტიტისნაირნი - ნამარხი ხისებრი შიშველთესლოვანი მცენარეების რიგი, ახლოსაა თანამედროვე საგოვანებთან.

ბენეტნაში (ბანათნაში) - მეორე ვარსკვლავიერი სიდიდის ვარსკვლავი დიდი დათვის თანავარსკვლავედში.

ბენეტონი - ინგლისურ-იტალიური გუნდი, რომელიც „ფორმულა 1“-ის ავტორბოლებში მონაწილეობს.

ბენეფისი (ფრანგ.) - ამა თუ იმ მსახიობის პატივსაცემად გამართული სპექტაკლი, რომლის შემოსავალი მთლიანად ან ნაწილობრივ გადაეცემოდა რამოდენიმე მსახიობს.

ბენეფიციანტი - მსახიობი, რომელსაც ბენეფისს უმართავენ.

ბენეფიციუმი (ლათ.) - რომის სამართალში:

  1. რაიმე შეღავათი ანუ პრივილეგია.

  2. შუა საუკუნეების ევროპაში მიწა, რომელსაც მეფე ან მსხვილი ფეოდალი ჩუქნიდა თავის ვასალს სამხედრო სამსახურის სამაგიეროდ.

ბენეშევიჩი ვლადიმირ - რუსი არქეოგრაფი და ისტორიკოსი (1874-1943 წწ).

ბენეში ედუარდ - ყოფილი ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფო მოღვაწე (1884-1948 წწ).

ბენვენისტი ემილ - ფრანგი ენათმეცნიერი (1902-1990 წწ).

ბენვენუტი ჯოვანი - იტალიელი მოკრივე, ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი საშუალო წონაში (დაიბადა 1938 წელს).

ბენვენუტო - იტალიელი მოქანდაკის ჩელინის სახელი.

ბენვოლიო - შექსპირის „რომეო და ჯულიეტას“ პერსონაჟი.

ბენზიდინი - ორგანული ნაერთი; უფერო, ბზინვარე კრისტალები.

ბენზინი (ფრანგ.) - წყალზე მსუბუქი, გამჭვირვალე სითხე, საწვავი კარბურატორიანი ავტო და ავიაძრავებისათვის.

ბენზოალდეჰიდი - ორგანული ნაერთი, მწარე ნუშის სუნის მქონე უფერო, ზეთისებრი სითხე.

ბენზოლი (C6H6) - ორგანული ნაერთი. უმარტივესი არომატული ნახშირწყალბადი, უფერო, აქროლადი სითხე.

ბენთალი - წყალსატევის უბანი, სადაც დასახლებულია გრუნტზე ან გრუნტში მობინადრე ორგანიზმები.

ბენთესიკიმე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პოსეიდონის და ამფიტრიტეს ასული.

ბენთოსი - ზღვისა და კონტინენტური წყალსატევების გრუნტში მობინადრე ორგანიზმების ერთობლიობა.

ბენთქოულა - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (მექვენის თემის საკრებულო), მდებარეობს ხვამლის მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირას, ქუთაისი-ამბროლაურის გზატკეცილზე. ზღვის დონიდან - 520 მეტრი, წყალტუბოდან - 39 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 33 კაცი.

ბენი ალექსანდერ - ინგლისელი ფსიქოლოგი (1818-1903 წწ).

ბენი გოტფრიდ - გერმანელი მწერალი, ექსპრესიონისტი (1886-1956 წწ).

ბენი - მდინარე ბოლივიის ჩრდილოეთ ნაწილში (სიგრძე - დაახლოებით 1500 კილომეტრი).

ბენი გოტფრიდ - გერმანელი მწერალი (1886-1956 წწ).

ბენიამინი ვალტერ - გერმანელი ფილოსოფოსი, სოციოლოგი, ლიტერატურის კრიტიკოსი (1892-1940 წწ).

ბენიამინი ლასლო - უნგრელი პოეტი (დაიბადა 1915 წელს).

ბენიამინ ტუდელელი - XII საუკუნის მოგზაური, ნავარის სამეფოს ქალაქ ტუდელის რაბინი (გარდაიცვალა 1173 წელს).

ბენიათბეგონი (ბენიან-ბეგონი) - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ხადისწყლის (მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 1680 მეტრი, დუშეთიდან - 64 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 65 კაცი.

ბენიან-ბეგონი - იხილე ბენიათბეგონი.

ბენიანი ჯონ - ინგლისელი მწერალი, რელიგიური მოღვაწე (1628-1688 წწ).

ბენილუქსი - ბელგიის, ნიდერლანდის და ლუქსემბურგის საბაჟო-ეკონომიკური კავშირის შემოკლებული სახელი.

ბენინი - ნიგერიის სამხრეთ ნაწილში არსებული ისტორიული სახელმწიფო XIII-XVII საუკუნეებში.

ბენინი (ბენინის სახალხო რესპუბლიკა, ფრანგ. Republique du Benin. 1975 წლამდე - დაგომეა)

  • სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ბურკინა ფასოს და ნიგერს, აღმოსავლეთით - ნიგერიას, დასავლეთით - ტოგოს. აქვს გასასვლელი ატლანტის ოკეანის გვინეის ყურეში.

  • დამოუკიდებლობის დღე (საფრანგეთისგან) - 1960 წლის 1 აგვისტო.

  • ეროვნული დევიზი - „Fraternite, Justice, Travail“ (ფრანგ. ძმობა, სამართლიანობა, შრომა).

  • ჰიმნი - „L'Aube Nouvelle“.

  • მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.

  • ფართობი - 112 620 კვ.კმ.

  • დაყოფილია 12 დეპარტამენტად, რომლებიც თავის მხრივ შეიცავენ 77 კომუნას.

  • მოსახლეობა - 7,5 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 66 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • დედაქალაქი - პორტო-ნოვო.

  • ოფიციალური ენა - ფრანგული.

  • ეროვნული ვალუტა - ფრანკი.

  • ქვეყნის კოდი - BEN.

  • დროის სარტყელი - UTC +1.

  • სატელეფონო კოდი - +229

  • ინტერნეტ-დომენი - bj.

ბენინი - ქალაქი სამხრეთ ნიგერიაში, შუა დასავლეთი შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.

ბენინი რობერტო - იტალიელი მსახიობი და რეჟისორი (დაიბადა 1952 წელს).

ბენი-სუვეიფი - ქალაქი ეგვიპტეში, ამავე დასახელების საგუბერნატოროს ადმინისტრაციული ცენტრი (175 ათასი).

ბენიუკი მიჰაი - რუმინელი პოეტი, აკადემიკოსი (დაიბადა 1907 წელს).

ბენკა მარტინ - სლოვაკი მხატვარი (1888-1971 წწ).

ბენკენდორფი ალექსანდრე - XIX საუკუნის პირველი ნახევრის რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, გრაფი (1781 ან 1783 - 1844 წწ).

ბენკო პალ ჩარლზ - ამერიკელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი (დაიბადა 1928 წელს).

ბენკოვაცი - ქალაქი ხორვატიაში.

ბენ ლადენი უსამა ბენ მუჰამედ - XXI საუკუნის დასაწყისში საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული პირი (დაიბადა 1957 წელს).

ბენ-ნევისი - კუნძულ დიდი ბრიტანეთის უმაღლესი მწვერვალი გრამპიანის მთებში (1343 მ), მდებარეობს შოტლანდიაში.

ბენონი - ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ტრანსვაალის პროვინციაში (95 ათასი).

ბენსი (ბენსიხუ) - ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, ლიაონინის პროვინციაში (750 ათასი).

ბენსონი ჯორჯ - ამერიკელი გიტარისტი, მომღერალი, ჯაზმენი (დაიბადა 1943 წელს).

ბენტამი ჯერემი (იერემია) - ინგლისელი ფილოსოფოსი და ეკონომისტი, უტილიტარიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1748-1832 წწ).

ბენტერა - ჩერჩეტი, ყეყეჩი.

ბენტი - XVII საუკუნის რომში მომუშავე ნიდერლანდელი და ფლამანდელი მხატვრების ჯგუფი.

ბენტლი - სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ინგლისური ფირმა. დაარსებულია უოლტერ ოუენ ბენტლის მიერ 1919 წელს, 1932 წელს შეისყიდა „როლს როისმა“.

ბენტონი თომას ჰარტი - ამერიკელი მხატვარი (1889-1975 წწ).

ბენტონიტი (ინგლ.) - სათეთრებელი სითხე.

ბენუ - ეგვიპტურ მითოლოგიაში - ყანჩის სახის მქონე ღმერთი. ბერძნებმა ამ ღმერთს ფენიქსი უწოდეს.

ბენუა ალექსანდრე - რუსი მხატვარი, ხელოვნების ისტორიკოსი და მხატვრული კრიტიკოსი (1870-1960 წწ).

ბენუა ნიკოლაი - იტალიელი მხატვარი. დაიბადა და განათლება მიიღო რუსეთში (1901-1988 წწ).

ბენუა პიერ - ფრანგი მწერალი, საფრანგეთის აკადემიის წევრი (1886-1962 წწ).

ბენუა დე სენტ-მორი - XII საუკუნის ნორმანდი-ელი პოეტი ინგლისის მეფე ჰენრიხ II-ის კარზე.

ბენუარი (ფრანგ.) - თეატრში პარტერის ორივე მხარეს განლაგებული ლოჟები.

ბენუე - მდინარე ნიგერიასა და კამერუნში, ნიგერის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 1300 კილომეტრი).

ბენფაი თეოდორ - გერმანელი ფილოლოგი, ზოგადი ენათმეცნიერების და ინდოევროპული ენების სპეციალისტი (1809-1881 წწ).

ბენღაზი - ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქი-პორტი ლიბიაში (450 ათასი).

ბენჩილე ოქტავ - რუმინელი ფერმწერი (1872-1944 წწ).

ბენცი კარლ - გერმანელი ინჟინერი, გამომგონებელი, საავტომობილო წარმოების პიონერი (1844-1929 წწ).

ბენცური დიულა - უნგრელი მხატვარი (1844-1920 წწ).

ბენძინი - ქალაქი სამხრეთ პოლონეთში, კატოვიცეს სავოევოდოში (77 ათასი).

ბენძღი - ძალიან ძველი, დაძველებული.

ბენჯამინი ჯოელ ლორენს - ამერიკელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1965 წელს).

ბენჯედიდ შადლი - ალჟირის პრეზიდენტი 1988 - 1992 წლებში (დაიბადა 1929 წელს).

ბენჰა - ქალაქი ეგვიპტეში, კალიუბიის საგუბერნატოროს ადმინისტრაციული ცენტრი.

ბეოვულფი („ფუტკრის მგელი“ ანუ „დათვი“) - ანგლოსაქსონური საგმირო ეპოსი. შექმნილი უნდა იყოს არაუგვიანეს VII საუკუნისა.

ბეოლკო ანჯელო (სცენიური სახელი რუძანტე) - იტალიელი დრამატურგი და მსახიობი (1502-1542 წწ).

ბეოტია - ისტორიული ოლქი შუა საბერძნეთში.

ბეპლენისტები - გერმანელი სექტანტები, რომლებიც ცხოვრობდნენ კოლონია ელიზავეტტალში, ახლანდელ ასურეთში (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი).

ბეპუ - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ კიუსიუზე, ოიტოს პრეფექტურაში (130 ათასი).

ბეჟაანთკარი

  1. სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

  2. თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენამხარის ძველი სახელი.

ბეჟათუბანი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (მოლითის თემის საკრებულო). მდებარეობს გედსამანიის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჩხერიმელის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 720 მეტრი. ხარაგაულიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 62 კაცი.

ბეჟან I დადიანი - ოდიშის მთავარი 1714-28 წლებში, გიორგი II ლიპარტიანის ძე (გარდაიცვალა 1728 წელს).

ბეჟანა - პერსონაჟი ნოდარ დუმბაძის მოთხრობისა „მე ვხედავ მზეს“.

ბეჟანია - ცხენის გვარია ერთი (საბა).

ბეჟანიანი - ქართული ხალხური სიტყვიერების ძეგლი, რომელსაც საფუძვლად დაედო „როსტომიანის“ ერთი ეპიზოდი.

ბეჟანო - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

ბეჟან-ხანი - შაჰის მიერ დანიშნული გამგებელი კახეთისა 1677-83 წლებში.

ბეჟარი მორის - ბალეტის ფრანგი მსახიობი, ქორეოგრაფი, პედაგოგი (დაიბადა 1927 წელს).

ბეჟეცკი - ქალაქი რუსეთის ტვერის ოლქში.

ბეჟი (ფრანგ.) - ბაცი ყავისფერი, ჩალისფერი.

ბეჟიტელები - დაღესტანში მცხოვრები მცირერიცხოვანი ხალხი.

ბერა

  1. თითი, ცერი.

  2. ზე ამართული და გადაჯვარედინებული ხმლები, რომლის ქვეშაც დამარცხებულ მტერს ატარებენ.

ბერარი - ინდოეთის ისტორიული ოლქი.

ბერანჟე პიერ ჟან დე - ფრანგი პოეტი (1780-1857 წწ).

ბერატი - ქალაქი ალბანეთში.

ბერაძე პანტელეიმონ - ანტიკური ლიტერატურის მკვლევარი, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1901-1968 წწ).

ბერბანკი ლუთერ - თვითნასწავლი ამერიკელი სელექციონერ-დარვინისტი, მცენარეთა მრავალი ახალი ჯიშის შემქმნელი (1849-1926 წწ).

ბერბანკი - ქალაქი აშშ-ს კალიფორნიის შტატში.

ბერბერა - ქალაქი-ნავსადგური სომალიში (65 ათასი).

ბერბერები - ჩრდილოეთ აფრიკაში (მაროკო-ტუნისი-ალჟირი-მავრიტანია) მცხოვრებ ხალხთა ჯგუფი (დაახლოებით 12 მილიონი).

ბერბერინი (ფრანგ.) - ალკალოიდი, რომელსაც შეიცავს კოწახურის და სხვა მცენარეების ფოთლები.

ბერბეროვა ნინა - რუსი მწერალი ქალი, ემიგრანტი (1901-1993 წწ).

ბერბეჯი რიჩარდ - აღორძინების ხანის (დაახლოებით 1567-1619 წწ) ინგლისელი მსახიობი, შექსპირის უახლოესი მეგობარი, რომლისთვისაც დრამატურგმა ჰამლეტის და ოტელოს როლები შექმნა.

ბერბიჯი - ამერიკელი ასტრონომების ოჯახი: ჯეფრი (დაიბადა 1925 წელს) და მისი მეუღლე ელინორ მარგერიტი (დაიბადა 1919 წელს).

ბერბუკი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ბერგამასკა (იტალ.) - ძველებური იტალიური ცეკვა.

ბერგამინი ხოსე - ესპანელი მწერალი და კრიტიკოსი. მშვიდობის მსოფლიო საბჭოს წევრი (1895-1980 წწ).

ბერგამო - ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ლომბარდიის ოლქში (120 ათასი).

ბერგამოტი (იტალ.)

  1. მსხლის რამოდენიმე ჯიშის სახელწოდება.

  2. მარადმწვანე ხეხილოვანი მცენარე ტეგანისებრთა ოჯახისა (ნარინჯოვანთა ქვეოჯახი)

ბერგანდერი რუდოლფ - გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1909-1970 წწ).

ბერგგოლცი ოლგა - რუსი მწერალი ქალი (1910-1975 წწ).

ბერგელსონი დავიდ - რუსეთში მოღვაწე ებრაელი მწერალი, წერდა იდიშზე (1884-1952 წწ).

ბერგენი - ქალაქი-პორტი ნორვეგიის დასავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე (215 ათასი).

ბერგერი (ნამდვილი გვარი შტაინბერგერი) ჰელმუტ - ავსტრიელი მსახიობი, სახელი გაითქვა ლუკინო ვისკონტის ფილმებში მონაწილეობით (დაიბადა 1944 წელს).

ბერგი ალბან - ავსტრიელი კომპოზიტორი, ექსპრესიონისტული მუსიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი (1885-1935 წწ).

ბერგი აქსელ - საბჭოთა ეპოქის რადიოტექნიკოსი, ინჟინერ-ადმირალი, აკადემიკოსი (1893-1979 წწ).

ბერგი ეიჟენ - ოქტომბრის რევოლუციისა და სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილე (1892-1918 წწ).

ბერგი ლევ - საბჭოთა ეპოქის ფიზიკოს-გეოგრაფი და ბიოლოგი, აკადემიკოსი (1876-1950 წწ).

ბერგი პოლ - ამერიკელი ბიოქიმიკოსი, 1980 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი უ.გილბერტთან და ფ.სენგერთან ერთად (დაიბადა 1920 წელს).

ბერგიუსი ფრიდრიხ - გერმანელი ქიმიკოს-ტექნოლოგი, 1931 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი კ.ბოშთან ერთად (1884-1949 წწ).

ბერგკამპი დენის - ჰოლანდიელი ფეხბურთელი (დაიბადა 1969 წელს).

ბერგ-კოლეგია (გერმ.) - ძველ რუსეთში - სამთო საქმის მთავარი სამმართველო, რომელიც შექმნა პეტრე I-მა, გაუქმდა 1807 წელს.

ბერგლერი (ინგლ.) - ამერიკაში გაქურდვა გატეხვით.

ბერგმანი გუსტავ - გერმანელი თერაპევტი, შეიმუშავა სწავლება ფუნქციონალური პათოლოგიის შესახებ (1878-1955 წწ).

ბერგმანი ერნესტ - გერმანელი ქირურგი, ასეპტიკის ერთ-ერთი შემქმნელი (1836-1907 წწ).

ბერგმანი იალმარ (იალმარ ფრედერიკ ელგერუსი) - შვედი მწერალი (1883-1931 წწ).

ბერგმანი ინგმარ - შვედი კინორეჟისორი (1918-2007 წწ).

ბერგმანი ინგრიდ - შვედი კინომსახიობი ქალი (1915-1982 წწ).

ბერგმანი ტორბერნ ულაფ - შვედი ქიმიკოსი და მინერალოგი (1735-1784 წწ).

ბერგმანი ჰიალმარ - შვედი მწერალი (1883-1931 წწ).

ბერგომი ჯუზეპე - მილანის „ინტერნაციონალესა“ და იტალიის ფეხბურთელთა ნაკრების წევრი, მცველი, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი (დაიბადა 1962 წელს).

ბერგსლაგენი - შვედეთის სამთო-სამრეწველო რაიონი.

ბერგსონი ანრი ლუი - ფრანგი ფილოსოფოსი იდეალისტი, ინტუიტივიზმისა და სიცოცხლის ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი, 1927 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1859-1941 წწ).

ბერგსტედტი ჰარალდ - დანიელი მწერალი (1877-1965 წწ).

ბერგსტრემი სუნე - შვედი ბიოქიმიკოსი, 1982 წლის ნობელის პრემიის ბ. სამუელსონთან და ჯ.რ.ვეინთან ერთად (დაიბადა 1916 წელს).

ბერგშლაგი (გერმ.) - ქანების ნატეხების უეცარი ასხლტომა ჭახანით („ქანების გამოსროლა“) ღრმა გვირაბის კედლებიდან.

ბერდანა - ძველებური ერთსატენიანი შაშხანა.

ბერდახი (ნამდვილი სახელი და გვარი ბერდიმურატ კარგაბაევი) - ყარაყალპაკელი პოეტი (1827-1900 წწ).

ბერდედა - ბებია, დიდედა.

ბერდეკინი - მდინარე ავსტრალიაში, ერთვის მარჯნის ზღვას.

ბერდზლი (ბერდსლეი) ობრი ვინსენტ - ინგლისელი მხატვარი (1872-1898 წწ).

ბერდი რიჩარდ - პოლარეთის ამერიკელი მკვლევარი, მფრინავი, ადმირალი (1888-1957 წწ).

ბერდი უილიამ - ინგლისელი კომპოზიტორი, მადრიგალის ეროვნული სკოლის ფუძემდებელი (დაახლოებით 1543-1623 წწ).

ბერდი - ამერიკული შიდაკონტინენტალური პოლარული სადგური.

ბერდია - ალ. ყაზბეგის მოთხრობა (გამოქვეყნდა 1883 წელს).

ბერდიაევი ნიკოლოზ - რუსი ფილოსოფოსი, მისტიკოსი, რელიგიური ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1874-1948 წწ).

ბერდიანსკი (1939-1958 წლებში ოსიპენკო) - ქალაქი უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში.

ბერდიკის ციხე - ისტორიული ციხე-სიმაგრე ქვემო ქართლში (თანამედროვე ბოლნისის მუნიციპალიტეტი).

ბერდიში - ცივი იარაღის სახესხვაობა, ფართოპირიანი ცული.

ბერდიჩევი - ქალაქი უკრაინის ჟიტომირის ოლქში (95 ათასი).

ბერდოხევი - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხველის ძველი სახელწოდება.

ბერდსკი - ქალაქი რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქში (90 ათასი).

ბერდუჯი - მდინარე ძეგამჩაის (აზერბაიჯანი) ძველქართული სახელწოდება.

ბერე არდანპონი (კომშა მსხალი) - ბელგიაში გამოყვანილი საზამთრო მსხლის ჯიში.

ბერების სერი - VI-VIII საუკუნეების გამოქვაბულთა კომპლექსი, ბერთა თავშესაფარი ივრის ნაპირას, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი.

ბერე ბოსკი (ალექსანდრეული) - საფრანგეთში გამოყვანილი მსხლის საშემოდგომო ჯიში.

ბერეგინი - აღმოსავლელ სლაველთა მითოლოგიაში ბუნების სტიქიათა ქალღმერთი.

ბერეგოვო - ქალაქი უკრაინის იმიერკარპატების ოლქში.

ბერეგოვოი გიორგი - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, 1968 წელს განახორციელა ფრენა კოსმოსში (დაიბადა 1921 წელს).

ბერეზა - ქალაქი ბელორუსიის ბრესტის ოლქში.

ბერეზანი

  1. ქალაქი უკრაინის კიევის ოლქში.

  2. კუნძული შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, დნეპრის ლიმანის შესასვლელთან.

ბერეზინა - მდინარე ბელორუსიაში, დნეპრის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 613 კილომეტრი).

ბერეზინი ილია - რუსი აღმოსავლეთმცოდნე (1818-1896 წწ).

ბერეზინო - ქალაქი ბელორუსიის მინსკის ოლქში.

ბერეზნიაკი - დიაკოვის კულტურის III-V საუკუნეების ნასოფლარი სოფელ ბერიზნიაკისთან (რუსეთის იაროსლავლის ოლქის რიბინსკის რაიონი).

ბერეზნიკი - ქალაქი რუსეთის პერმის ოლქში.

ბერეზოვკა

  1. ქალაქი ბელორუსიის გროდნოს ოლქში.

  2. ქალაქი უკრაინის ოდესის ოლქში.

  3. მდინარე იაკუტიაში (სიგრძე - 517 კილომეტრი).

ბერეზოვსკი ბორის - XX საუკუნის დასასრულის რუსი სახელმწიფო მოღვაწე და ბიზნესმენი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (დაიბადა 1946 წელს).

ბერეზოვსკი - ქალაქი რუსეთის კემეროვოს ოლქში.

ბერეთისა - სოფლების ზედა ბერეთისისა და ქვედა ბერეთისის გავრცელებული სახელწოდება (ჭიათურის მუნიციპალიტეტი).

ბერეიტორი (გერმ.) - ცხენების გამხედნი, ცხენოსნობის მასწავლებელი.

ბერეკაშვილები - მშენებელი ოსტატები: ლევან, მოსე, ისიდორე, კალისტრატე და იოსებ. XIX საუკუნის 60-იან წლებამდე რამოდენიმე ეკლესია ააგეს დასავლეთ საქართველოში.

ბერელეხი - მდინარე იაკუტიაში, ინდიგარკას მარცხენა შენაკადი.

ბერენგარიუს ტურელი - ფრანგი ფილოსოფოსი და თეოლოგი (დაახლოებით 1000-1088 წწ).

ბერენდეები - თურქული წარმოშობის მომთაბარე ტომი. იხსენიება XI-XIII საუკუნეების რუსულ მატიანეებში.

ბერენიკეს თმები - ასტრონომიაში ჩრდილოეთის ცის მცირე ზომის, კაშკაშა ვარსკვლავებს მოკლებული თანავარსკვლავედი.

ბერენსი პეტერ - გერმანელი არქიტექტორი, დიზაინერი და მხატვარ-კონსტრუქტორი (1868-1940 წწ).

ბერენტი ვაცლავ - პოლონელი მწერალი (1873-1940 წწ).

ბერენჯერი ტომ - ამერიკელი თეატრისა და კინოს მსახიობი (დაიბადა 1951 წელს).

ბერეჟანი - ქალაქი უკრაინის ტერნოპოლის ოლქში.

ბერეჟიანი დარია - ქართველი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1897-1980 წწ).

ბერეჟკოვი ვალენტინ - რუსი პუბლიცისტი, დიპლომატი, სტალინის პირადი თარჯიმანი (1916-1998 წწ).

ბერესტიე - ძველი სლავური დასახლება, იხილე ბრესტი.

ბერესტეჩკო - ქალაქი უკრაინის ვოლინის ოლქში.

ბერესტოვი ვალენტინ - რუსი მწერალი (1928-988 წწ).

ბერესფორდი ბრიუს - ავსტრალიელი კინორეჟისორი (დაიბადა 1940 წელს).

ბერეტა პიეტრო - იტალიელი მეწარმე, „ბერეტას“ მარკის ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი (1870 - 1957 წწ).

ბერეტი (ფრანგ.) - მრგვალი, რბილი ქუდი, რომელსაც წინაფრა (ფარფლი) არა აქვს.

ბერვა - მეტალურგიაში ლითონსადნობ ღუმელებში აირების მიწოდება ლითონთა დნობის ფიზიკურ-ქიმიური პროცესების უზრუნველყოფის ან ინტენსიფიკაციისათვის.

ბერვალდი ფრანც ადოლფ - შვედი კომპოზიტორი, მევიოლინე და დირიჟორი (1796-1868 წწ).

ბერვარი - საცეცხლური (საბა).

ბერვინსკი რიშარდ - პოლონელი პოეტი (1819-1879 წწ).

ბერვ-ფლეროვსკი ვასილი - რუსი სოციოლოგი, პუბლიცისტი, ეკონომისტი და ბელეტრისტი (1829-1918 წწ).

ბერზინში ბორის - ლატვიელი ფერმწერი, ლატვიის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1930 წელს).

ბერზინში რუდოლფს - ლატვიელი მომღერალი, რეჟისორი (1881-1949 წწ).

ბერთა - ქართული კულტურის კერა ტაო-კლარჯეთში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია) მონასტერი დაარსდა VIII-IX საუკუნეებში.

ბერთაყანა - კლდეში ნაკვეთი სახიზარი (ქვაბი) ჯავახეთში, სოფელ თმოგვის მახლობლად.

ბერთლო (ბერთელო) პიერ ეჟენ მარსელენ - ფრანგი ქიმიკოსი და საზოგადო მოღვაწე, საფრანგეთის აკადემიის წევრი (1827-1907 წწ).

ბერთოლე კლოდ ლუი - ფრანგი ქიმიკოსი, ქიმიური წონასწორობის შესახებ მოძღვრების ფუძემდებელი (1748-1822 წწ).

ბერთოლიდები - ცვალებადი შედგენილობის ქიმიური ნაერთები.

ბერთუბნის მონასტერი - დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი კლდეში ნაკვეთი ერთ-ერთი მონასტერი. დაარსებულია XII საუკუნეში.

ბერი

  1. საეკლესიო ძმობის წევრი.

  2. დიდი ხნისა, ბებერი.

  3. ისტორიული ციხესიმაგრე კახეთში, იგივე ჩელეთი.

  4. ისტორიული ოლქი ცენტრალურ საფრანგეთში, პარიზის აუზსა და საფრანგეთის ცენტრალურ მასივს შორის.

  5. ქალაქი ინგლისში.

  6. გამოსხივების ეკვივალენტური დოზის სისტემგარეშე ერთეული.

ბერი კარლ - რუსი ბუნებისმეტყველი, ემბრიოლოგიის ფუძემდებელი, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი (1792-1876 წწ).

ბერი პოლ - ფრანგი ბუნებისმეტყველი და ექიმი (1833-1886 წწ).

ბერი ჟან ჟორჟ - შვეიცარიელი ზოოლოგ-პარაზიტოლოგი (1902-1985 წწ).

ბერი ჩარლზ ედვარდ ანდერსონი - ამერიკელი მომღერალი, გიტარისტი და სიმღერების ავტორი (დაიბადა 1918 წელს).

ბერია ლავრენტი - 30-50-იანი წლების მაღალჩინოსანი საბჭოელი მოღვაწე, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრი, სსრკ მარშალი (1899-1953 წწ).

ბერია ნიკოლოზ - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1925-1948 წწ).

ბერიაშვილი ზარბეგ - მოჭიდავე, მსოფლიოს 1969 წლის ჩემპიონი და სამგზის მესამე პრიზიორი (1963, 1965, 1967), სსრკ-ს 5-გზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (70 და 74 კგ) (დაიბადა 1939 წელს).

ბერი-ბერი - საკვებში B1 ვიტამინის (თიამინის) ნაკლებობით გამოწვეული დაავადება (ავიტამინოზი).

ბერიგანი ბანი (ნამდვილი სახელი და გვარი რონალდ ბერნარდი) - ამერიკელი ჯაზმენი, ბენდლიდერი, მომღერალი (1908-1942 წწ).

ბერიევი (ბერიაშვილი) გიორგი - ავიაკონსტრუქტორი, გენერალ-მაიორ-ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1903-1979 წწ).

ბერიკაობა - ქართული ხალხური იმპროვიზაციული ნიღბების თეატრი.

ბერიკაშვილი გივი - თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1934 წელს).

ბერიკაცი - მოხუცი მამაკაცი.

ბერიკი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში (შოტლანდია).

ბერილი - სილიკატური მინერალი.

ბერილიოზი - ბერილიუმით ან მისი ნაერთით მოწამვლა.

ბერილიუმი (Be) - პერიოდული სისტემის II ჯგუფის ქიმიური ელემენტი. ღია ნაცრისფერი, მსუბუქი და მაგარი ლითონი. ატომური ნომერი 4, ატომური მასა 9,01218.

ბერილიუმიდები - ბერილიუმის ნაერთი სხვა ლითონებთან. აღმოაჩინეს 1916 წელს ბერილიუმის ლეგირებული შენადნობების გამოკვლევისას.

ბერილიუმიზაცია - ფოლადის ნაკეთობათა ზედაპირის გაჯერება ბერილიუმით.

ბერინგი ემილ ადოლფ - გერმანელი ბაქტერიოლოგი, 1901 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1854-1917 წწ).

ბერინგი ვიტუს იონასენ (რუსული ყაიდაზე ივანე ივანეს ძე) - რუსი ზღვაოსანი, წარმოშობით დანიელი, ფლოტის ოფიცერი, კაპიტან-კომანდორი (1681-1741 წწ).

ბერინგის ზღვა - წყნარი ოკეანის ნახევრად დახშული ზღვა აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის.

ბერინგის კუნძული - დასახლებული კუნძული კომანდორის კუნძულების ჯგუფში, ბერინგის ზღვაში (რუსეთის კამჩატკის ოლქი).

ბერინგის სრუტე - სრუტე აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის.

ბერინდა პამვა - უკრაინული კულტურის მოღვაწე, პოეტი, მთარგმნელი (XVI -XVII საუკუნეები).

ბერიო შარლ ოგიუსტ - ბელგიელი მევიოლინე, კომპოზიტორი და პედაგოგი (1802-1870 წწ).

ბერიოზკა - რუსული ცეკვის ქორეოგრაფიული ანსამბლი, დაარსდა 1948 წელს.

ბერიოზოვკა - მდინარე რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში, კოლიმის მარჯვენა შენაკადი.

ბერიოზოვსკი - ქალაქი რუსეთის კემეროვოს ოლქში.

ბერის კანონი - დებულება, რომელიც ხსნის მდინარეების მიერ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მარჯვენა ნაპირის, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში მარცხენა ნაპირის გამორეცხვის მიზეზებს.

ბერისლავი - ქალაქი უკრაინის ხერსონის ოლქში.

ბერისო - ქალაქი არგენტინაში, ბუენოს-აირესის პროვინციაში.

ბერის საყდარი - X საუკუნის შუა წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ერედვის მახლობლად (ცხინვალის მუნიციპალიტეტი).

ბერისხევი - XIII საუკუნის კლდეში ნაკვეთი სავანე ასპინძის მუნიციპალიტეტში, ვარძიის მონასტრის სიახლოვეს.

ბერიტაშვილი ივანე - ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი საქართველოში, აკადემიკოსი (1884-1974 წწ).

ბერიშა სალი - ალბანეთის პრეზიდენტი 1992-97 წლებში (დაიბადა 1944 წელს).

ბერიშვილი ზაქარია - რეჟისორი და მსახიობი (1887-1965 წწ).

ბერიძე ალექსანდრე - ფერმწერი და გრაფიკოსი, ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის სკოლის ფუძემდებელი (1858-1917 წწ).

ბერიძე გიორგი - მეცნიერი მეღვინეობის დარგში, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (დაიბადა 1909 წელს).

ბერიძე ვახტანგ - მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი (1914-2000 წწ).

ბერიძე ვუკოლ - ენათმეცნიერი, რუსთველოლოგი, პროფესორი (1863-1963 წწ).

ბერი ხორნაბუჯელი - კამბეჩოვანის (ხორნაბუჯის) ერისთავი XIII საუკუნის 40-50-იან წლებში.

ბერიჯვარი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ბერკანი - ქალაქი მაროკოში.

ბერკე - XII საუკუნის ოქროს ურდოს ხანი, ბათო-ყაენის უმცროსი ძმა.

ბერკელიუმი - იხილე ბერკლიუმი.

ბერკენჰედი - ქალაქ-საგრაფო დიდ ბრიტანეთში, ჩეშირის საგრაფოში.

ბერკეტი - მცირე ძალის საშუალებით დიდი ძალის გასაწონასწორებელი უმარტივესი მექანიზმი.

ბერკი რობერტ 'ჰარა - ავსტრალიის ინგლისელი მკვლევარი (1821-1961 წწ).

ბერკი ედმუნდ -ინგლისელი პუბლიცისტი და ფილოსოფოსი (1729-1797 წწ).

ბერკლი ჯორჯ - ირლანდიელი ფილოსოფოსი, სუბიექტური იდეალიზმის წარმომადგენელი (1685-1753 წწ).

ბერკლი - ქალაქი აშშ-ს დასავლეთ ნაწილში, კალიფორნიის შტატში (105 ათასი).

ბერკლიუმი (Bk) - პერიოდული სისტემის III ჯგუფის ხელოვნური ქიმიური ელემენტი, ატომური ნომერი 97. განეკუთვნება აქტინოიდებს. სახელი ეწოდა ქალაქ ბერკლში აღმოჩენის გამო.

ბერლაგე ჰენდრიკ პეტრუს - ჰოლანდიელი არქიტექტორი, თანამედროვე ჰოლანდიური არქიტექტურის ფუძემდებელი (1856-1934 წწ).

ბერლადი - ადრეფეოდალური ხანის (XI-XII სს) ქალაქი და ოლქი დუნაის ქვემო დინებაში.

ბერლანგა ლუის გარსია - ესპანელი კინორეჟისორი, სცენარისტი (დაიბადა 1921 წელს).

ბერლიკე ჰენდრიკ პეტრუს - ჰოლანდიელი არქიტექტორი (1856-1934 წწ).

ბერლინგუერი ენრიკო - იტალიისა და საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1922-1984 წწ).

ბერლინერ ანსამბლი - გერმანიის დრამატული თეატრი, დაარსებულია 1949 წელს ბერტოლდ ბრეხტის მიერ.

ბერლინერი ემილ - გერმანული წარმოშობის ამერიკელი გამომგონებელი (1851-1929 წწ).

ბერლინი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქი, მდებარეობს მდინარე შპრეეზე. 1936 წლის ზაფხულის XI ოლიმპური თამაშების დედაქალაქი (3,5 მილიონი).

ბერლინი ირვინგ - ამერიკელი კომპოზიტორი (1888-1889 წწ).

ბერლინი ისაია - ინგლისელი მოაზროვნე, ახალი დროის ევროპული პოლიტიკური და ეთიკური აზროვნების ისტორიკოსი (1909-1997 წწ).

ბერლიოზი ჰექტორ - ფრანგი კომპოზიტორი და დირიჟორი (1803-1869 წწ).

ბერლიხინგენი გეც (გოტფრიდ) ფონ - გერმანელი საიმპერიო რაინდი, გლეხთა მოძრაობის მონაწილე, მწერალი (1480-1562 წწ).

ბერლუსკონი სილვიო - იტალიის პრემიერ-მინისტრი 1994 წლის მაის-დეკემბერში და 2001 წლიდან, მსხვილი ბიზნესმენი, რამოდენიმე ტელეარხის და გაზეთის მფლობელი (დაიბადა 1936 წელს).

ბერმამიტი - პლატო კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, ქალაქ კისლოვოდსკთან.

ბერმეხო ბართოლომე - XVI საუკუნის ესპანელი ფერმწერი, ერთ-ერთმა პირველმა ესპანელ ოსტატთა შორის ხატვა დაიწყო ზეთის საღებავით.

ბერმონაზონი - იგივეა, რაც ბერი.

ბერმუდის კუნძულები - მარჯნის კუნძულების ჯგუფი ატლანტის ოკეანეში. დიდი ბრიტანეთის სამფლობელო. ადმინისტრაციული ცენტრი - ჰამილტონი.

ბერმუხა - ბებერი მუხა. (გადატანით) საქმეში დაბერებული კაცი.

ბერნადოტები - შვედეთის სამეფო დინასტია, დასაბამი მისცა ნაპოლეონ I-ის მარშალმა ჟან ბატისტ ჟიულ ბერნადოტმა, რომელიც 1810 წელს შვედეთის რიქსდაგმა უშვილო კარლ XIII-ის მემკვიდრედ აღიარა.

ბერნადოტი ჟან ბატისტ ჟიულ - საფრანგეთის მარშალი, შვედეთის და ნორვეგიის მეფე კარლოს XIV იუჰანი (1818-1844 წლებში) ბერნადოტების სამეფო დინასტიის დამაარსებელი (1763-1844 წწ).

ბერნალი ჯონ დეზმონდ - ინგლისელი ფიზიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1901-1971 წწ).

ბერნანოსი ჟორჟ - ფრანგი მწერალი და პუბლიცისტი (1888-1948 წწ).

ბერნარდენ დე სენ-პიერი ჟაკ ანრი - ფრანგი მწერალი და პუბლიცისტი (1737-1814 წწ).

ბერნარდე ნეაპოლელი - XVII საუკუნის იტალიელი კათოლიკე მისიონერი, ქართული ხალხური ზღაპრების ჩამწერი. 1670-80 წლებში ცხოვრობდა საქართველოში.

ბერნარი კლოდ - ფრანგი ფიზიოლოგი და პათოლოგი (1813-1878 წწ).

ბერნარი სარა - ფრანგი მსახიობი ქალი (1844-1923 წწ).

ბერნარის დენი (დიადინამიკური დენი) - გარკვეული ფორმის იმპულსების (50-100 ჰც სიხშირის) ელექტროდენი.

ბერნატი აურელ - უნგრელი მხატვარი და გრაფიკოსი (1895-1982 წწ).

ბერნბურგი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

ბერნე (ბიორნე, ბოერნე) ლუდვიგ - გერმანელი მწერალი, ლიტერატურის კრიტიკოსი, პოლიტიკური ფელეტონის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1786-1837 წწ).

ბერნესი მარკ - რუსი კინომსახიობი და საესტრადო მომღერალი (1911-1969 წწ).

ბერნეტი (ნამდვილი სახელი და გვარი ალექსანდრ ჟუკოვსკი) - რუსი მწერალი და პოეტი (1810-1864 წწ).

ბერნეტი ფრენკ - ავსტრალიელი ვირუსოლოგი და იმუნოლოგი, პირველმა აღმოაჩინა Q ცხელების გამომწვევი, რასაც მისი სახელი დაერქვა. 1960 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1899-1985 წწ).

ბერნეტი ფრენსის ელიზა - ამერიკელი მწერალი ქალი (1849-1924 წწ).

ბერნზი ჯონ - ინგლისის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1858-1943 წწ).

ბერნი ანტონიო - არგენტინელი მხატვარი (1905-1981 წწ).

ბერნი ფრანჩესკო - იტალიელი სატირიკოსი პოეტი, წერდა ფლორენციულ დიალექტზე (დაახლოებით 1497-1535 წწ).

ბერნი ჩარლზ - ინგლისელი მუსიკის ისტორიკოსი, ორღანისტი, კომპოზიტორი (1726-1814 წწ).

ბერნი - შვეიცარიის დედაქალაქი, ბერნის კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი (140 ათასი, გარეუბნებით 330 ათასი).

ბერნინა - ყველაზე მაღალი (4049 მ), თითქმის იზოლირებული კრისტალური მასივი აღმოსავლეთის ალპებში, იტალია-შვეიცარიის საზღვარზე.

ბერნინი ჯოვანი (ჯან) ლორენცო - იტალიელი არქიტექტორი, მოქანდაკე, ფერმწერი (1598-1680 წწ).

ბერნის ალპები (ბერნის ობერლანდი) - დასავლეთ ალპების მთების ჯგუფი შვეიცარიაში, მდინარე რონის ხეობიდან მდინარე აარეს ხეობამდე.

ბერნლი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, ლანკაშირის საგრაფოში.

ბერნსაიდი უილიამ - ინგლისელი მათემატიკოსი (1852-1927 წწ).

ბერნსი რობერტ - შოტლანდიელი პოეტი (1759-1796 წწ).

ბერნსი ტომი - კანადელი მოკრივე, მსოფლიოს ჩემპიონი მძიმეწონოსანთა შორის 1906-08 წლებში (1881-1955 წწ).

ბერნსონი (ბერენსონი) ბერნარდ - ამერიკელი ხელოვნების ისტორიკოსი, ატრიბუციის გამოჩენილი ოსტატი (1865-1959 წწ).

ბერნსტაინი ლეონარდ - ამერიკელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი (1918-1990 წწ).

ბერნსტროფი ანდრეას პეტერ - დანიის სახელმწიფო მოღვაწე (1735-1797 წწ).

ბერნსტროფი იუჰან ჰარტვიგ ერნსტ - დანიის სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი (1712-1772 წწ).

ბერნსტროფი კრისტიან გიუნტერ - დანიისა და პრუსიის სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი (1769-1835 წწ).

ბერნულები - XVII - XVIII საუკუნეების შვეიცარიელი მეცნიერი მათემატიკოსების ოჯახი: იაკობ ბერნული (1654-1705 წწ), იოჰან ბერნული, იაკობის უმცროსი ძმა (1667-1748 წწ), დანიელ ბერნული, იოჰანის ვაჟი (1700-1782 წწ).

ბერნშტაინი ედუარდ - გერმანელი პოლიტიკოსი, რევიზიონიზმის იდეოლოგი და გერმანული სოციალ-დემოკრატიის ოპორტუნისტული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი (1880-1932 წწ).

ბერნშტეინი ნიკოლაი - საბჭოთა ეპოქის ფსიქოფიზიოლოგი და ფიზიოლოგი (1896-1966 წწ).

ბერნშტეინი სერგეი - საბჭოთა ეპოქის მათემატიკოსი (1880-1968 წწ).

ბერნ-ჯოუნზი ედუარდ კოლი - ინგლისელი ფერმწერი, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ოსტატი (1833-1898 წწ).

ბერნჰარდი ავგუსტ ფერდინანდ - გერმანელი მწერალი-რომანტიკოსი (1769-1820 წწ).

ბერნჰარდი თეოდორ ფონ - გერმანელი ისტორიკოსი, დიპლომატი (1878-1963 წწ).

ბერნჰარდი თომას - ავსტრიელი მწერალი (1931-1989 წწ).

ბერობა

  1. სიბერე, მოხუცებულობა.

  2. ბერად ყოფნა.

ბეროიანი არტემ - სომეხი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1878-1963 წწ).

ბეროიანი მარიამ - სომეხი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1892-1960 წწ).

ბეროსე ბაბილონელი - ძვ.წ.აღ. III საუკუნის ბაბილონელი ისტორიკოსი, ქურუმი, ავტორი ბერძნულ ენაზე დაწერილი ბაბილონის ისტორიისა.

ბეროუზი უილიამ - ამერიკელი მწერალი (1914-1997 წწ).

ბეროუნკა - მდინარე ვლტავის მარცხენა შენაკადი, ჩეხეთში.

ბერჟერონი ტურ - შვედი მეტეოროლოგი, ერთ-ერთი დამფუძნებელი მოძღვრებისა საჰაერო მასებისა და ფრონტების შესახებ (1891-1977 წწ).

ბეროშვილი ვლადიმერ - მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საბჭოთა კავშირის გმირი (1907-1944 წწ).

ბერჟე ადოლფ - XIX საუკუნის თბილისში მოღვაწე არქეოგრაფი და ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე (1828-1886 წწ).

ბერჟე- დედამიწის უღრმესი კარსტული უფსკრული საფრანგეთში (1122 მეტრი).

ბერსაბე (ძველ ებრაულად „ბათშება“)

  1. ისრაელ-იუდეველთა მეფის დავითის (ძვ.წ.აღ. XI საუკუნე) ერთ-ერთი ცოლი, მეფე სოლომონის დედა.

  2. ქალაქ ბეერშევის ბიბლიური სახელი.

ბერსალიერი (იტალ.) - იტალიის არმიის საუკეთესო ქვეითი ნაწილების ჯარისკაცი.

ბერსეზი (ფრანგ.) - იგივეა, რაც იავნანა.

ბერსეი უმარ - XIX საუკუნის ადიღეელი ხალხის განმანათლებელი. 1855 წელს თბილისში გამოსცა „ჩერქეზული ენის ანბანი“ (1807 წ - გარდაცვალების წელი უცნობია).

ბერსელა - მრავალწლოვანი ბალახი.

ბერსენევი (ნამდვილი გვარი პავლიშჩევი) ივან - მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1889-1951 წწ).

ბერსეო გონსალო დე - ესპანელი პოეტი, ე.წ. მეცნიერული პოეზიის პირველი წარმომადგენელი (დაახლოებით 1180 ან 1198 - 1265 წწ).

ბერსერკერი - სკანდინავიურ და ჩრდილო ევროპულ თქმულებებში მეომარი, რომელიც ბრძოლის დროს მგელს ან დათვს ემსგავსებოდა და თითქოსდა უვნებელი იყო მტრის მახვილის წინაშე.

ბერსუმა პიტიახში - არმაზელი პიტიახში ახ.წ.აღ. I საუკუნის ბოლოს.

ბერტა

  1. (ძველი სახელი შანგალა, ბენი-შანგული) - ცისფერი ნილოსის სამხრეთით, სუდან-ეთიოპიაში მცხოვრები ხალხი.

  2. იმპერატორ კარლოს დიდის დედა (VIII საუკუნე).

ბერტალანფი ლუდვიგ ფონ - ავსტრიელი ფილოსოფოსი და ბიოლოგი (1901-1972 წწ).

ბერტელსი ევგენი - საბჭოთა ეპოქის მეცნიერი-აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი (1890-1957 წწ).

ბერტელსმანი - გერმანიის საგამომცემლო-პოლიგრაფიული კონცერნი.

ბერტენი როზა (ნამდვილი სახელი მარი ჟანა) - საფრანგეთის დედოფლის მარია-ანტუანეტას კარის მკერავი, მეტსახელად „მოდის მინისტრი“ (1744-1813 წწ).

ბერტიე ლუი ალექსანდრ - ნაპოლეონის ერთ-ერთი მარშალი, აშშ-ს დამოუკიდებლობისათვის ომის მონაწილე (1753-1815 წწ).

ბერტიიონი (ბერტილიონი) ალფონს - ფრანგი კრიმინალისტი, დანაშაულის გახსნის მრავალი ახალი მეთოდის შემმუშავებელი (1853-1914 წწ).

ბერტლო (ბერტელო) პიერ ეჟენ მარსელენ - იხილე ბერთლო.

ბერტოლუჩი ბერნარდო - იტალიელი კინორეჟისორი, დრამატურგი, კინოსცენარისტი და პოეტი (დაიბადა 1941 წელს).

ბერტონე ნუჩიო - საავტომობილო მრეწველობის სფეროს ცნობილი იტალიელი მეწარმე (1915-1997 წწ).

ბერტონი (ბარტონი) რიჩარდ (ნამდვილი სახელი და გვარი რიჩარდ უოლტერ ჯენკინზი - კინოსა და თეატრის ინგლისელი მსახიობი, ელიზაბეტ ტეილორის ორჯერ ქმარი (1925-1984 წწ).

ბერტონი (ბარტონი) რიჩარდ ფრენსის - ინგლისელი მოგზაური, აფრიკის მკვლევარი (1821-1890 წწ).

ბერტონი (ბარტონი) ტიმ - ამერიკელი კინორეჟისორი (დაიბადა 1958 წელს).

ბერტრან დე ბორნი - პროვანსელი პოეტი-ტრუბადური (დაახლოებით 1140-1215 წწ).

ბერტრანი ალოიზიუს - ფრანგი-პოეტი რომანტიკოსი (1807-1841 წწ).

ბერტრანი ანრი გრასიენ - ფრანგი გენერალი, გრაფი, ნაპოლეონის ყველა ომის მონაწილე (1773-1844 წწ).

ბერტრანი გაბრიელ ემილ - ფრანგი ბიოქიმიკოსი (1867-1962 წწ).

ბერტრანი მარსელ - ფრანგი გეოლოგი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1847-1907 წწ).

ბერტრანი ჟოზეფ ლუი ფრანსუა - ფრანგი მათემატიკოსი (1822-1900 წწ).

ბერტრანი ჯიმი - ამერიკელი ჯაზმენი, ანსამბლის ხელმძღვანელი (1900-1960 წწ).

ბერუაშვილი გიორგი - მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საბჭოთა კავშირის გმირი (1916-1944 წწ).

ბერუგეტე ალონსო - ესპანელი მხატვარი, მოქანდაკე, არქიტექტორი (1488-1561 წწ).

ბერუგეტე პედრო - ესპანელი ფერმწერი (1450-1504 წწ).

ბერულა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ბერულავა ხუტა - პოეტი (დაიბადა 1924 წელს).

ბერუნი - იხილე ბირუნი.

ბერუტი ბოლესლავ - იხილე ბიერუტი.

ბერფუყი - დაბერებული, გამოფიტული მცენარე.

ბერქა (ბერქა-ყაენი) - ოქროს ურდოს ყაენი 1255-1266 წლებში, ბათო-ყაენის უმცროსი ძმა (1209-1266 წწ).

ბერქი ილხან - თურქი პოეტი (დაიბადა 1916 წელს).

ბერქშირი - დიდი ბრიტანეთის საგრაფო (ინგლისი)

ბერქშირული ღორი - ინგლისური ჯიშის ღორი, რომელიც სწრაფად სუქდება. გამოიყვანეს XVIII საუკუნის ბოლოს.

ბერყენა - Pyrus-ის გვარის ველური მსხლების რამდენიმე სახეობა.

ბერყენიანი - მცენარეთა ფორმაცია, ახასიათებს მეჩხერი ხეთადგომა.

ბერშადი - ქალაქი უკრაინის ვინიცის ოლქში.

ბერშე ჯოვანი - იტალიელი პოეტი, ერთ-ერთი პირველი რომანტიკოსი იტალიაში (1783-1851 წწ).

ბერშოულა - მდინარე გორის მუნიციპალიტეტში, მეჯუდის მარცხენა შენაკადი.

ბერშუეთი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ბერჩი ართურ - ავსტრიელი ქიმიკოსი (დაიბადა 1915 წელს).

ბერცელიუსი იენს იაკობ - შვედი ქიმიკოსი და მინერალოგი, სტოკჰოლმის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1779-1848 წწ).

ბერციხე - ადრინდელი ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე იმერეთში, სოფელ გოგნის ჩრდილოეთით.

ბერძენაული - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში (აბისის თემის საკრებულო). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე დასავლეთის ფრონის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 640 მეტრი, ქარელიდან - 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 723 კაცი.

ბერძენიშვილი გრიგოლ - დრამატურგი (1909-1962 წწ).

ბერძენიშვილი ელგუჯა - მხატვარი-გრაფიკოსი (დაიბადა 1927 წელს).

ბერძენიშვილი მერაბ - მოქანდაკე, ფერმწერი, გრაფიკოსი (დაიბადა 1929 წელს).

ბერძენიშვილი მიხეილ - თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი (თავდამსხმელი), XX საუკუნის 30-40-იან წლებში, სპორტის დამსახურებული ოსტატი (1914-1981 წწ).

ბერძენიშვილი ნიკოლოზ - ისტორიკოსი, პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1894-1965 წწ).

ბერძენ-სპარსელთა ომები - ძვ.წ.აღ. 500-449 წლებში მიმდინარე ომები ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებსა და სპარსეთს შორის.

ბერძნები - მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი, ძირითადად ევროპის ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ერი. XX-XXI საუკუნეების ზღვარზე ბერძენთა რიცხვი მთელ მსოფლიოში აღწევს 12,5 მილიონს. სამეტყველო ენა - ახალი ბერძნული. მორწმუნენი ძირითადად მართლმადიდებელნი არიან.

ბერძნიშვილი მაქსიმე - ისტორიკოსი (1989-1967 წწ).

ბერძნიშვილი ნიკოლოზ (ბერძენოვი) - ისტორიკოსი, ეთნოგრაფი და კრიტიკოსი (1829-1874 წწ).

ბერძნული დამწერლობა - ძვ.წ.აღ. X-IX საუკუნეებში, ან შესაძლოა უფრო ადრე შექმნილი დამწერლობის ვოკალიზებული სიტემა, რომელიც მომდინარეობს ფინიკიური კონსონანტური დამწერლობიდან.

ბერძნული ენა - ინდოევროპულ ენათა ოჯახის განკერძოებული წევრი. ამ ენის განვითარების სამი ეტაპი გამოიყოფა: 1) ძველი (ახ.წ.აღ. 330 წლამდე, კონსტანტინოპოლის დაარსებამდე). 2) ბიზანტიური (XV საუკუნიდან 1453 წლამდე, კონსტანტინოპოლის დაცემამდე). 3) თანამედროვე ანუ ახალი (XV საუკუნიდან დღემდე). ბერძნულ ენაზე მსოფლიოში დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს.

ბერწი - დაუმაკებელი, უნაყოფო პირუტყვი.

ბერჭილის ქედი - ქედი აფხაზეთში, არაბიკის კარსტული მასივის ცენტრალური ნაწილის დასავლეთი განშტოება, მოქცეულია მდინარე სანდრიფშისა და (დას.) და ჟოეკვარას (აღმ.) ხეობებს შორის. სიგრძე - დაახლოებით - 10 კილომეტრი, სიმაღლე - 1800-2400 მეტრამდე.

ბერხევი - მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში, ჩუმათხევის მარცხენა შენაკადი.

ბერჯესი ანტონი (ნამდვილი სახელი ჯონ ენტონი ბერჯეს უილსონი) - ინგლისელი მწერალი (1917-1993 წწ).

ბერჯესი გაი - ინგლისელი მზვერავი, საბჭოთა დაზვერვის ჯაშუში, დიპლომატი (1910-1963 წწ).

ბერჯი უენდელ - ამერიკელი იურისტი და ეკონომისტი (1903-1955 წწ).

ბერჰანუ დენკე - ეთიოპელი მწერალი (XX საუკუნე).

ბერჰემი - ქალაქი ბელგიაში, ანტვერპენის პროვინციაში.

ბერჰემი ნიკოლას - ნიდერლანდელი ფერმწერი და ოფორტისტი (1620-1683 წწ).

ბერჰტესგადენი - სამთოკლიმატური კურორტი სამხრეთ გერმანიაში.

ბესა - ბიზანტიელი სტრატეგოსი (სარდალი) ეგრისში 550-554 წლებში.

ბესამე - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1989 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ნინო ახვლედიანი. სცენარის ავტორები - გურამ დოჩანაშვილი და ნინო ახვლედიანი. დამდგმელი ოპერატორი - ლომერ ახვლედიანი. კომპოზიტორი - ვახტანგ კახიძე. მთავარ როლებში: დავით გაბუნია, რევაზ (უმც.) თაბუკაშვილი, კახი კავსაძე, გოგი ხარაბაძე, მურმან ჯინორია, გიზო ჟორდანია, ბერტა ხაფავა.

ბესარაბია - ისტორიული რეგიონი მოლდავეთ-უკრაინის ტერიტორიაზე, მდინარეებს დნესტრსა და პრუტს შორის.

ბესარაბოვი იგორ - რუსი კინორეჟისორი და ოპერატორი (1919-1993 წწ).

ბესარიონი (ბარათაშვილ-ორბელიშვილი) - აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1723-1737 წლებში (გარდაიცვალა 1737 წელს).

ბესარიონი დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი - 1742-1769 წლებში, ოდიშის სამთავროს კათალიკოს-პატრიარქი 1769-1773 წლებში (გარდაიცვალა 1773 წელს).

ბესარიონ ნიკეელი - ბიზანტიელი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, ღვთისმეტყველი, ჰუმანისტი (1403-1472 წწ).

ბესელაშვილები - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ბესელი ფრიდრიხ ვილჰელმ - გერმანელი ასტრონომი, ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1784-1846 წწ).

ბესემერება და ბესემერის პროცესი - თხევადი თუჯის სხმულ ფოლადად გადამუშავების პროცესი შეკუმშული ჰაერის გატარებით (გაქრევით).

ბესემერი ჰენრი - ინგლისელი გამომგონებელი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1813-1898 წწ).

ბესესკუ ტრაიან - რუმინეთის პრეზიდენტი 2004 წლიდან (დაიბადა 1951 წელს).

ბესთაუთი გიორგი - ოსი პოეტი (დაიბადა 1932 წელს).

ბესთი (სპარს.) - ირანის საადათო სამართლის თანახმად წმინდა და შეუვალ ადგილებში (ტაძრები, მეჩეთები, აკლდამები) თავის შეფარების უფლება.

ბესიაური

  1. სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (ცხუნკურის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ახლა არავინ ცხოვრობს.

  2. სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (დედალაურის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ ბორცვიან მთისწინეთზე, მდინარე სემის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 160 მეტრი, ხონიდან - 11 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 70 კაცი.

ბესიკი (ნამდვილი სახელი და გვარი ბესარიონ გაბაშვილი) - ქართველი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე, ზაქარია გაბაშვილის ვაჟი (1750-1791 წწ).

ბესიკური - ქართული ლექსის საზომი დამკვიდრებული ბესიკის მიერ XVIII საუკუნეში.

ბესინი - ზედაშე (საბა).

ბესინჯერი (ბეისინგერი) კიმ - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1953 წელს).

ბესკიდები - კარპატების ჩრდილოეთ ნაწილში ქედების ზოლი (პოლონეთი და სლოვაკეთი).

ბესკოვი კონსტანტინე - ცნობილი რუსი ფეხბურთელი და მწვრთნელი (1920-2006 წწ).

ბესლანი - ქალაქი რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში.

ბესლახუბა - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ბესლეთი (ბასლა) - სოფელი და მდინარე (ერთვის შავ ზღვას) სოხუმის მუნიციპალიტეტში.

ბესმერტნოვა ნატალია - რუსი ბალერინა, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1941 წელს).

ბესონი ლიუკ - ფრანგი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი (დაიბადა 1959 წელს).

ბესპალი ივანე - უკრაინელ მეამბოხეთა ჰეტმანი (? - 1718 წ).

ბესტეირო--ფერნანდესი ხულიან - ესპანეთის პოლიტიკური მოვაწე (1870-1940 წწ).

ბესტემიანოვა ნატალია - მრავალგზის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ფიგურულ სრიალში წყვილთა შორის ანდრეი ბუკინთან ერთად (დაიბადა 1960 წელს).

ბესტი ჯორჯ - XX საუკუნის 60-70-იანი წლების უძლიერესი ჩრდილოეთირლანდიელი ფეხბურთელი (დაიბადა 1945 წელს).

ბასტი - იხილე ბასთი.

ბესტიარიები - ძველ რომში მხეცებთან მებრძოლები ცირკის არენაზე.

ბესტიარიუმი (ლათ.) - შუა საუკუნეების ალეგორიული იგავები ცხოველთა შესახებ.

ბესტსელერი (ინგლ.) - წიგნი, რომელიც კარგად იყიდება.

ბესტუნჯი - აული ლერმონტოვის პოემაში („აული ბესტუნჯი“).

ბესტუჟევები - დეკაბრისტი ოფიცრები, ძმები: ალექსანდრე (ლიტერატურული ფსევდონიმი - მარლინსკი, 1797-1837 წწ), მიხეილი (1800-1871 წწ) და ნიკოლოზი (1791-1855 წწ).

ბესტუჟევ-რიუმინი ალექსი - რუსი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი, გრაფი (1693-17666 წწ).

ბესტუჟევ-რიუმინი მიხეილ - დეკაბრისტი, პოდპორუჩიკი (1803-1826 წწ).

ბეტა - ბერძნული ანბანის მეორე ასო.

ბეტა-გამოსხივება - რადიოაქტიური იზოტოპების ბეტა-დაშლის დროს გამოსხივებული ელექტრონების ან პოზიტრონების (-ნაწილაკების) ნაკადი.

ბეტა-დაშლა (დაშლა) - ატომის ბირთვის რადიოაქტიური დაშლა, რომელსაც თან ახლავს ბირთვიდან ელექტრონის ან პოზიტრონის გამოტყორცნა.

ბეტაინი (ლათ.) - ორგანული აზოტოვანი ნივთიერება, რომელსაც შეიცავს შაქრის ჭარხალი და ბევრი სხვა მცენარე.

ბეტაკი ვასილი - რუსი პოეტი, მოღვაწეობს ემიგრაციაში (დაიბადა 1930 წელს).

ბეტანკური ავგუსტინ (ნამდვილი სახელი და გვარი აუგუსტინ ხოსე პედრო დელ კარმენ დომინგო დე კანდელარია ბეტანკურ-ი-მოლინა) - 1808 წლიდან რუსეთში მოღვაწე ესპანელი ინჟინერ- მექანიკოსი და მშენებელი (1758-1824 წწ).

ბეტანკური რომულო - ვენესუელას პრეზიდენტი 1945-48 და 1959-64 წლებში (1908-1981 წწ).

ბეტატრონი - ელექტრონების ციკლური ამჩქარებელი, რომელშიც აჩქარება ხდება ცვლადი მაგნიტური ველის მიერ აღძრული გრიგალური ელექტრული ველით.

ბეტე ჰანს ალბრეხტ - გერმანელი ფიზიკოსი თეორიტიკოსი, მოღვაწეობდა აშშ-ში, 1967 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში (დაიბადა 1906 წელს).

ბეტელი (პორტუგ.) - ტროპიკულ აზიაში გავრცელებული ხვიარა ბუჩქოვანი მცენარე, საღეჭი პილპილი.

ბეტელჰაიმი ბრუნო - ავსტრიელი ფსიქოანალიტიკოსი (1903-1991 წწ).

ბეტეხტინი ანატოლი - რუსი გეოლოგი და მინერალოგი, აკადემიკოსი (1897-1962 წწ).

ბეტი ევერტ ვილემი - ნიდერლანდელი ფილოსოფოსი და ლოგიკოსი (1908-1964 წწ).

ბეტი მონგო (ნამდვილი სახელი და გვარი ალექსანდრ ბიიდი) - ფრანგულენოვანი კამერუნელი მწერალი (დაიბადა 1923 წელს).

ბეტი - ებრაული ანბანის მეორე ასო.

ბეტიკა - რომაული პროვინცია სამხრეთ ესპანეთში.

ბეტისჩრდილი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (უკანაფშავის თემის საკრებულო), გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 1480 მეტრი, დუშეთიდან - 54 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.

ბეტლენი გაბორ - ტრანსილვანიელი თავადი 1613 წლიდან, უნგრეთის მეფე 1620-1621 წლებში (1580-1629 წწ).

ბეტლენი იშტვან - გრაფი, უნგრეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1921-31 წლებში (1874-1946 წწ).

ბეტლინგკი ოტონ - გერმანელი და რუსი ფილოლოგი (1815-1904 წწ).

ბეტმაკ-დალა (ჩრდილოეთის მშიერი ველი) - უდაბნო ყაზახეთში.

ბეტმენი (ინგლ.) - ამერიკული გახმაურებული ფილმების სერია ადამიანი-ღამურას შესახებ.

ბეტონი (ფრანგ.) - საშენი მასალა, ცემენტის დუღაბში არეული ღორღი.

ბეტონიერი - მანქანა, რომელიც მექანიკურად ურევს ერთმანეთს ბეტონის შემადგენელ ნაწილებს.

ბეტონიტი - ბეტონისაგან გაკეთებული ხელოვნური ქვა.

ბეტონსარევი - სამშენებლო მანქანა, რომელიც ცემენტის, წყლისა და შემვსების მექანიკური არევით ამზადებს ბეტონს.

ბეტსონი (ბეიტსონი) უილიამ - ინგლისელი ბიოლოგი, გენეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1861-1926 წწ).

ბეუშათი (ბეუშართი, ბეიშართი) - გირავნობის სახეობა გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში.

ბეფსტროგანოვი - იხილე ბევსტროგანოვი.

ბექა I ჯაყელი - სამცხის მმართველი 1285-1302 წლებში (დაახლოებით 1240-1306 წწ).

ბექა II ჯაყელი - სამცხის გამგებელი 1361-1391 წლებში (გარდაიცვალა 1391 წელს).

ბექა III ჯაყელი (იგივე საფარფაშა) - სამცხის ათაბაგი 1625-1635 წლებში. ყვარყვარე IV-ის შვილიშვილი (გარდაიცვალა 1635 წელს).

ბექაბადი (1964 წლამდე ბეგოვატი) - ქალაქი უზბეკეთის ტაშკენტის ოლქში.

ბექაია მელქისედეკ - ქიმიკოსი, თსუ-ს ქიმიის ფაკულტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი (1887-1964 წწ).

ბექა ოპიზარი - XII-XIII საუკუნეების ოქრომჭედელი. წარმოშობით ან შემოქმედებითი საქმიანობით ოპიზასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.

ბექაური ვლადიმერ - გამომგონებელი, რევოლუციონერი (1882-1937 წწ).

ბექთაკარი - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

ბექთარი - ჯაჭვის პერანგი.

ბექთაში - დერვიშული ორდენის და მისი წევრების სახელწოდება, დაუარსებია დერვიშ ჰაჯი ბექთაშის შუა აზიაში.

ბექი - ამაღლებული ადგილი ველზე.

ბექირები - ძველი ტომი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. უცხოვრიათ ჭოროხის შესართავის, ბიძერების მეზობლად.

ბექირ სითქი ქუნთი - თურქი მწერალი (1905-1959 წწ).

ბექობი - გორაკი.

ბექჰემი დევიდ - ინგლისელი ფეხბურთელი (დაიბადა 1975 წელს).

ბეღელი - მარცვლეულის და ფქვილის შესანახი ნაგებობა.

ბეღლევი

  1. სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის მაღლობის დასავლეთ ნაწილში. მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირას. ბოსლევის თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 6 სოფელს: გამოღმა ბოსლევი, გაღმა ბოსლევი, დიდწიფელა, მარცხენა რკვია, მარჯვენა რკვია). ზღვის დონიდან - 400 მეტრი, ზესტაფონიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 265 ადამიანი.

  2. სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ზედა საქარის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ბუჯის ხეობაში. ზღვის დონიდან - 280 მეტრი, ზესტაფონიდან - 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 26 ადამიანი.

ბეღლეთი

  1. სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

  2. სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

ბეღო - საძნე ფარდული.

ბეღურა - პატარა ჩიტი

ბეღურასნაირნი - ფრინველთა რიგი, აერთიანებს 5000-ზე მეტ სახეობას. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში.

ბეღურების გადაფრენა - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1980 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - თემურ ბაბლუანი. დამდგმელი ოპერატორი - ვიქტორ ანდრიევსკი. მთავარ როლებში: ელგუჯა ბურდული, რეზო ესაძე, ამირან ამირანაშვილი, თემურ ბიჭიაშვილი, შოთა სხირტლაძე, ლუდმილა ალიმბარაშვილი.

ბეყეირათი (სპარს.) - უხეირო, უთავო ადამიანი.

ბეყმარი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ბეშამელი (ფრანგ.) - ერთგვარი სქელი საწებელი.

ბეშარი (ყოფილი კოლონ-ბეშარი) - ქალაქი დასავლეთ ალჟირში, საურის ვილაიის ადმინისტრაციული ცენტრი (110 ათასი).

ბეშარიქი - ქალაქი უზბეკეთის ფერღანის ოლქში.

ბეშ-დორთი - ნარდის თამაშში ხუთიანი და ოთხიანი.

ბეშე სიდნი - ამერიკელი ჯაზმენი, კომპოზიტორი (1897-1959 წწ).

ბეშთა - მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბაულის მარჯვენა შენაკადი.

ბეშთაუ - (ბეშ - ხუთი, თაუ - მთა) ვულკანური წარმოშობის ხუთთავიანი იზოლირებული მთა ჩრდილოეთ კავკასიაში, პიატიგორსკთან.

ბეშთაშენი (ისტორიული ბეშქენაშენი) - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

ბეში („ბეშ“ თურქულად ხუთს ნიშნავს) - კამათელზე დამჯდარი ხუთიანი ნარდის თამაშში.

ბეშიქთაში - თურქეთის ქალაქ სტამბოლის უბანი და ამავე სახელწოდების საფეხბურთო გუნდი.

ბეშკენტი - ქალაქი უზბეკეთის კაშკადარინის ოლქში.

ბეშკოვი ილია - ბულგარელი გრაფიკოსი, კარიკატურისტი და ილუსტრატორი (1901-1958 წწ).

ბეშლიქი - XVII საუკუნის თურქული ვერცხლის მონეტა, იჭრებოდა თბილისშიც.

ბეშმეთი (თათრ.) - ჩრდილო კავკასიელთა და შუა აზიელთა ახალუხის მსგავსი სამოსელი.

ბეშტი - იხილე ბაალ-შემ-ტოვ ისრაელ ბენ ელიეზერი.

ბეშტიას ჭინჭარი - 1913 წელს თბილისში გამოცემული საოხუნჯო ალმანახი.

ბეშუმი - ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტი ხულოს მუნიციპალიტეტში.

ბეშქენ ოპიზარი - XII საუკუნის ოქრომჭედელი, ბექა ოპიზარის უფროსი თანამედროვე.

ბეჩა - გაკვირვება-სიბრალულის გამომხატველი შორისდებული დასავლურქართულ დიალექტებში.

ბეჩავი (ბედშავი) - ბედისაგან დაჩაგრული.

ბეჩარა (ნამდვილი სახელი და გვარი ვასილ ბერიევი) - ძველი თბილისური პოეზიის ერთ-ერთი წარმომადგენელი (1852-1935 წწ).

ბეჩასნოვი (ბეჩასნი) ვლადიმირ - დეკაბრისტი, პრაპორშჩიკი (1802-1859 წწ).

ბეჩო

  1. ღრუ ადგილი, ბუნაგი.

  2. (იუსენგი)

  3. უღელტეხილი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მესტიის მუნიციპალიტეტში.

  4. ისტორიული თემი ზემო სვანეთში.

  5. ისტორიული თემი ზემო სვანეთში, შედიოდა ე.წ. სადადეშქელიანოს სვანეთის შემადგენლობაში.

ბეჩუანალენდი - დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი აფრიკაში (1885-1966 წწ). 1966 წლის 30 სექტემბრიდან გარდაიქმნა სახელმწიფო ბოტსვანად.

ბეჩუანები (ტსვანა, ჩუანა) - ბოტსვანაში, მდინარე ლიმპოპოს ზემო დინებაში მცხოვრები ხალხი.

ბეჩუნი - ფილმ „დათა თუთაშხიას“ პერსონაჟი (ქეთევან კიკნაძის შესრულებით).

ბეცენბერგერი ადალბერტ - გერმანელი ფილოლოგი და არქეოლოგი (1851-1922 წწ).

ბეცი

  1. ახლომხედველი.

  2. შორსმჭვრეტელობას მოკლებული.

ბეცლემისწყალი - მდინარე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჩაქვისწყლის მარცხენა შენაკადი.

ბეცოლდი კარლ - გერმანელი სემიტოლოგი და ასირიოლოგი (1859-1922 წწ).

ბეცოლდი ფრიდრიხ - გერმანელი ოტორინოლარინგოლოგი (1842-1908 წწ).

ბეწენწურები - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ნაქალაქარის თემის საკრებულო), ერწოს ქვაბულში. ზღვის დონიდან - 1060 მეტრი, თიანეთიდან - 34 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 15 კაცი.

ბეწვა (ბეწო) - ციცქნა.

ბეწვეული - ბეწვიანი ცხოველის გამოყვანილი ტყავი ან მისგან დამზადებული ნაწარმი.

ბეწვი - თმის მსგავსი ამონაზარდი.

ბეწვურები - უხერხემლო ცხოველთა კლასი პირველადღრუიანი ჭიების ტიპისა.

ბეჭდვა - საბეჭდი ფორმიდან გამოსახულების ქაღალდზე გადატანის პროცესი.

ბეჭედი

  1. თითზე წამოსაცმელი სამკაული.

  2. ლითონის, ხის ან რეზინის საბეჭდავი პირუკუღმა ამობურცული წარწერით.

ბეჭი - ზურგის ბრტყელი სამკუთხა ძვალი.

ბეჭი - ქართული ხალხური ვერტიკალური საქსოვი დაზგის ნაწილი.

ბეჭისთავი - ადგილი ბეჭების შესაყართან.

ბეჭისციხე - ციხე-სიმაგრე ისტორიული სამხრეთ საქართველოში (ამჟამად თურქეთშია). პირველად იხსენიება XI საუკუნის ხელნაწერებში.

ბეხერი ერიხ - გერმანელი ფილოსოფოსი ძირითადად იკვლევდა შემეცნების თეორიის, ფსიქოლოგიისა და ბუნების მეცნიერებათა ფილოსოფიურ პრობლემებს (1882-1929 წწ).

ბეხერი იოჰანეს რობერტ - გერმანელი პოეტი, პროზაიკოსი, ლიტერატურის თეორიტიკოსი (1891-1958 წწ).

ბეხერი ულრიხ - გერმანელი მწერალი (დაიბადა 1910 წელს).

ბეხნარი - ქვედა პალეოლითური (ადრინდელი ლევალუა-მუსტიეს ეპოქის) ნამოსახლარი სოფ. სკინდორის (ჭიათურის მუნიციპალიტეტი) ჩრდილოეთით. ძეგლი აღმოჩენილია 1957 წელს (დ. თუშაბრამიშვილი). მიწის ზედაპირზე მოპოვებულია ძირითადად ნუკლეუსები და ანატკეც-ლამელები. იარაღი ნაკეთებია თურონ-სენონის იარუსის მაღალხარისხოვანი მონაცრისფრო და მოყავისფრო ადგილობრივი კაჟისაგან. გვხვდება ერთფუძიანი, ორფუძიანი, ე. წ. „კუს ბაკნის“ მოყვანილობის ნუკლეუსები, ლევალუას ტიპის ანატკეცები, წვეტანები და ლამელები, მუსტიეური წვეტანები, სხვადასხვა სახი სახოკები, მცირე ზომის ხელცულები, დისკოები, შუბისებური და საჩეხი იარაღი და სხვა; კაჟის მასალა გამოირჩევა მოყვათილო და მოვარდისფერო სქელი პატინით.

ბეხრეკი - ბებერი და გამხდარი.

ბეხტერევი ვლადიმერ - რუსი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფიზიოლოგი და მორფოლოგი (1857-1927 წწ).

ბეხჩო (ბეხუშე) - შუაფეოდალური ხანის ციხესიმაგრე ისტორიულ შიდა ქართლში.

ბეჯა

  1. (ბედაუიე) - სუდანში მცხოვრები ხალხი.

  2. ქალაქი ტუნისის ჩრდილოეთ ნაწილში, ბეჯის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ბეჯაია - ქალაქი ჩრდილოეთ ალჟირში (124 ათასი).

ბეჯიზათი (ბეგიზოვი) ჩერმენ - ოსი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1898-1937 წწ).

ბეჯითი - საქმის გულმოდგინედ მკეთებელი.

ბეჰაიზმი - ახლო აღმოსავლეთში გავრცელებული კოსმოპოლიტური რელიგიურ-პოლიტიკური მიმდინარეობა (წარმოიშვა XIX საუკუნის ერაყში).

ბეჰაიმი მარტინ - გერმანელი გეოგრაფი, 1492 წელს, ამერიკის აღმოჩენამდე შექმნა პირველი გეოგრაფიული გლობუსი (1459-1507 წწ).

ბეჰაიმი (ბემი) ჰანს - გერმანელი მწყემსი, მუსიკოსი, მქადაგებელი. 1476 წლის ფრანკონიაში გლეხთა მოძრაობის ლიდერი. კოცონზე დაწვეს როგორც ერეტიკოსი (? - 1476 წწ).

ბეჰანზინი - დაჰომეას, ახლანდელი ბენინის, მმართველი 1890-1894 წლებში (1851-1906 წწ).

ბეჰბეჰანი - ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ირანში, ხუზისტანის ოსტანში.

ბეჰემოთი (ძვ.ებრ.) - დიდი ტანის სქელტყავიანი წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარა, არსებობს ორი ტიპი: ჩვეულებრივი (4,5 მეტრი) და ჯუჯა (1,5).

ბეჰეტრია - შუა საუკუნეების ესპანეთში თავისუფალი საგლეხო თემი.

ბეჰზადი ქემალ ედ-დინ - ირანელი მინიატურისტი, ჰერათის მინიატურის სკოლის უდიდესი წარმომადგენელი (1455 - 1535/36 წწ).

ბეჰზადი ჰოსეინ - ირანელი მხატვარი (1895-1980 წწ).

ბეჰისთუნის წარწერა - ძველი სპარსეთის მეფის დარიოს I-ის (ძვ.წ.აღ. 522 - 486 წწ) ლურსმული წარწერა ბეჰისთუნის კლდეზე (ახლანდელი ირანის სამხრეთი ნაწილი).

1.5 ბვ

▲ზევით დაბრუნება


ბვაკე (ბუაკე) - ქალაქი კოტ დ'ივუარის (სპილოს ძვლის ნაპირის) ცენტრალურ ნაწილში (333 ათასი).

1.6 ბზ

▲ზევით დაბრუნება


ბზა - ორლებნიან მცენართა გვარი, მარადმწვანე დაბალი ხე ან ბუჩქი, ე.წ. „სააღდგომო ხე“.

ბზაკალი - ბზის მშვილდი.

ბზაკუნი - სკუპ-სკუპით სვლა.

ბზანა

  1. სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

  2. მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, თოუმიშის მარცხენა შენაკადი.

ბზარი - მკვრივ საგანზე მცირედი განახეთქი.

ბზე - პურეული და პარკოსანი მცენარეების ნამჯის ნალეწი.

ბზეწვია - ბეღურასნაირი პატარა ფრინველი.

ბზვანელი გურამ - კომპოზიტორი (დაიბადა 1934 წელს).

ბზვანი - სოფლების ზედა ბზვანის და ქვედა ბზვანის გავრცელებული სახელწოდება (ვანის მუნიციპალიტეტი).

ბზვანის თემის საკრებულო - თემის საკრებული ვანის მუნიციპალიტეტში (მოიცავს 2 სოფელს: ზედა ბზვანი და ქვედა ბზვანი).

ბზიანეთი - ქართული მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1968 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ლიანა ელიავა. სცენარის ავტორები - რეზო ჭეიშვილი და ლიანა ელიავა. დამდგმელი ოპერატორი - იური ნევსკი. მთავარ როლებში: ლია ელიავა, იპოლიტე ხვიჩია, თენგიზ არჩვაძე, გივი ბერიკაშვილი, იოსებ ხაინდრავა, აბესალომ ლორია.

ბზიანი

  1. ბზის ფორმაცია, ჩვენში შექმნილია კოლხური ბზით.

  2. შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრული კომპლექსი მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით. შემორჩენილია 2 ეკლესია და ზღუდის ნაშთი. მნიშვნელოვანი ნაგებობაა VII-VIII საუკუნეების წმინდა გიორგის ორნავიანი ეკლესია (სახურავი დაზიანებულია).

ბზიაური - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (საწირის თემის საკრებულო), მდებარეობს ოკრიბის წვრილმთიანეთში,მდინარე ტყიბულის მარცხენა ნაპირზე. იქ სადაც ტყიბულის წყალსაცავი იწყება. ზღვის დონიდან - 560 მეტრი, ტყიბულიდან - 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 91 კაცი.

ბზითა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ბზიკი - 1907 წელს გამომავალი ქართული იუმორისტული ჟურნალი.

ბზიკი - მწერი, იგივე კრაზანა.

ბზიკურთკარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჟინვალის სადაბო საკრებულო), მდინარე ხორხულას (ერთვის ჟინვალის წყალსაცავს). მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1080 მეტრი, დუშეთიდან - 55 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 13 კაცი.

ბზისწყალი - მდინარე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ალგეთის მარჯვენა შენაკადი.

ბზისხევი

  1. სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

  2. სოფელ ბზიფთის ძველი სახელწოდება.

ბზიუყოს ბრძოლა - 1796 წლის ბრძოლა მდინარე ბზიუყოს ველზე (აფხაზეთი) შაფსუღთა ტომის გლეხებსა და ბჟედუღელ თავადთა შორის.

ბზიფთა (ყოფილი ბზისხევი) - სოფელი გაგრასთან.

ბზიფი

  1. მდინარე სოხუმისა და გუდაუთის მუნიციპალიტეტებში , ერთვის შავ ზღვას.

  2. (ყოფილი აბგაბორთა) - სოფელი გაგრასთან.

ბზიფის ქედი - კავკასიონის სამხრეთი გვერდითი ქედი, გამოეყოფა მთავარ წყალგამყოფ ქედს მდინარეების ბზიფის და ჩხალთის სათავეებთან.

ბზობა (ბაიაობა) - ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაული აღდგომის წინა კვირას.

ბზრიალა - ბავშვების სათამაშო.

ბზუალა ხოჭოები - ხოჭოს სახესხვაობა.

ბზუალასებრნი - მწერების ოჯახი ორფრთიანების რიგისა.

ბზუბზუ

  1. სოფლების ზედა ბზუბზუს და ქვედა ბზუბზუს გავრცელებული სახელწოდება ქედის მუნიციპალიტეტში.

  2. მდინარე ქედის მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის მარცხენა შენაკადი.

ბზუილი - ზოგი მწერის ფრენის დროს ფრთების ხმა.

ბზუკი (ბზუკა) - იგივე მუწუკი.

1.7 ბი

▲ზევით დაბრუნება


ბი (ლათ. „ორი“) - რთული სიტყვების წინსართი. გამოხატავს ორმაგობას.

ბია

  1. იგივე კომში.

  2. მდინარე რუსეთის ალთაის მხარეში.

  3. სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

  4. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ძალისა და შესაძლებლობის განსახიერება. ბიამ მიაჯაჭვა პრომეთე კავკასიონზე.

ბიაბრუ (სპარს.) - უაზრო, უმიზნო.

ბიადულია ზმიტროკ (ნამდვილი სახელი და გვარი სამუილ პლავნიკი) - ბელორუსი მწერალი (1886-1941 წწ).

ბიაზი - მკვრივი ქსოვილი.

ბიათლონი (ბიატლონი) - სათხილამურო ორჭიდი: რბოლა და სროლა.

ბიაინილი - ურარტუს სახელმწიფოს საკუთრივ ურარტული სახელწოდება. „რარტუ“ ამ სახელმწიფოს ასურული სახელია.

ბიალიკი ხაიმ ნახმან - რუსეთში მოღვაწე ებრაელი პოეტი (1873-1934 წწ).

ბიალინიცკი-ბირულია (ვიტოლდ) - რუსეთში მოღვაწე მხატვარი, პეიზაჟისტი (1872-1957 წწ).

ბიალობჟესკი ჩესლავ - პოლონელი ფიზიკოსი (1878-1953 წწ).

ბიალონი - საზაფხულო თხელი და სუბუქი წამოსასხამი სამოსელი (საბა).

ბიანდრია - ორქმრიანობა.

ბიანვენი - ჩინური სასიმღერო-თხრობითი ლიტერატურული ჟანრი. გაჩნდა და განვითარდა ტანის ეპოქაში (VII-X სს).

ბიანკა - პლანეტა ურანოსის თანამგზავრი.

ბიანკი ვიტალი - რუსი მწერალი (1894-1959 წწ).

ბიანკი ლუიჯი - იტალიელი მათემატიკოსი, გეომეტრი (1856-1928 წწ).

ბიანკი-ბანდინელი რანუჩო - იტალიელი არქეოლოგი, ხელოვნების ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე (1900-1975 წწ).

ბიან-ძიაო - ჩინურ მითოლოგიაში - ღვთაება-მკურნალი, გამოისახებოდა ადამიანისთავიან ფრინველად.

ბიანჩოტი ექტორ - არგენტინული წარმოშობის ფრანგი მწერალი (დაიბადა 1930 წელს).

ბიან ხე - ჩინურ მითოლოგიაში - ძვირფასეულობათა მცველი, იუველირთა მფარველი ღვთაება.

ბიარიცი (ბასკურად „ორი კლდე“) - ქალაქი-კურორტი სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ბისკაის ყურის სანაპიროზე (64 ათასი).

ბიარმია - ბეწვეულით მდიდარი ქვეყანა რუსეთის ევროპული ნაწილის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ცნობილია IX-XIII საუკუნეების სკანდინავიური საგების და რუსული ბილინების მიხედვით.

ბია-საშონიო - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

ბიატლონი - იხილე ბიათლონი.

ბიაფო - მყინვარი ყარაყორუმის სამხრეთ კალთაზე.

ბიაქსი - ფერიტული გულარი, რომელსაც აქვს განშტოებული მაგნიტური წრედი.

ბიბა ანდრეი - XX საუკუნის 60-იანი წლების კიევის „დინამოს“ ფეხბურთელი, 1966 წლის საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი (დაიბადა 1937 წელს).

ბიბიენა (ნამდვილი სახელი და გვარი ბერნარდო დოვიცი) - იტალიელი საეკლესიო მოღვაწე, კარდინალი. ერთ-ერთი პირველი იტალიური კომედია „კალანდროს“ ავტორი (1470-1520 წწ).

ბიბილაშვილი ალექსანდრე - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1916-1944 წწ).

ბიბილაშვილი ნოდარ - გეოფიზიკოსი (დაიბადა 1930 წელს).

ბიბილეიშვილი მედეა - მსახიობი (დაიბადა 1940 წელს).

ბიბილო

  1. წითელი ამონაზარდი ზოგი ფრინველის თავზე.

  2. უხრტილო ჩამონაზარდი ადამიანის ყურისა.

ბიბინი - ნიავისაგან ბალახის ტალღისებრი რხევა.

ბი-ბი-სი (British Broadcasting Corporation - BBC) - (აბრევიატურა) ბრიტანეთის რადიომაუწყებლობის კომპანია. დაარსებულია 1927 წელს. ლონდონში. მაუწყებლობას აწარმოებს ინგლისურ და 36 უცხო ენაზე.

ბიბი-ხანუმი - XV საუკუნის დასაწყისიდან სამარყანდში არსებული არქიტექტურული ძეგლი, თემურ-ლენგის მიერ აგებული გრანდიოზული მეჩეთი. დღემდე შემორჩენილია ნანგრევების სახით.

ბიბლეისტიკა - ბიბლიის შემსწავლელი მეცნიერება.

ბიბლი - უძველესი ფინიკიური ქალაქი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

ბიბლი კონსტანტინე - ჩეხი პოეტი (1898-1950 წწ).

ბიბლია (ბერძნულად - „წიგნები“) - იუდაისტური და ქრისტიანული რელიგიების „საღვთო წიგნების“ კრებული. შედგება ძველი და ახალი აღთქმისაგან.

ბიბლიანი - ყოფილი სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში.

ბიბლიდა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მილეტოსის ქალიშვილი, რომელიც შემდეგ წყაროდ გადაიქცა.

ბიბლიოგრაფია (ბერძნ.)

  1. ბეჭდვით და ხელნაწერ ქმნილებათა შესახებ ინფორმაციის დაცვა და გავრცელება.

  2. რაიმე საგნის, საკითხის შესახებ არსებული ლიტერატურის სია.

ბიბლიოთეკა (ბერძნ.)

  1. ბეჭდვით ქმნილებათა საზოგადოებრივი სარგებლობის დაწესებულება.

  2. ვისიმე კუთვნილ წიგნთა ერთობლიობა.

  3. წიგნების სერია, გაერთიანებული რაიმე ნიშნის მიხედვით და გამოცემული ერთნაირად.

ბიბლიოთეკარი - საბიბლიოთეკო საქმით დაკავებული მუშაკი.

ბიბლიოლოგია (ბერძნ.)

  1. წიგნის ისტორიის შემსწავლელი მეცნიერება.

  2. ბიბლიის შემსწავლელი ფილოლოგიური დისციპლინა.

ბიბლიომანი - ძვირფასი, იშვიათი წიგნების შეგროვებით გატაცებული ადამიანი.

ბიბლიომანია (ბერძნ.) - ძვირფასი და იშვიათი წიგნების შეგროვება.

ბიბლიოტაფი (ბერძნ.) - ხუმრობით ეწოდება ისეთ ადამიანს, რომელიც საკუთარი ბიბლიოთეკით სხვას არ ასარგებლებს.

ბიბლიოფილია (ბერძნ.) - წიგნების და გამოცემების შემგროვებლობა.

ბიბლოსი - ძველი ქალაქი ფინიკიაში, ახლანდელი ჯუბეილი (ლიბანში).

ბიბო - რევაზ ინანიშვილის მოთხრობა.

ბიბოპი - 1940-იან წლებში ჩამოყალიბებული ჯაზის სტილი.

ბიბრაქტი - უძველესი გალური ტომის, ედუების მთავარი ქალაქი და საკულტო ცენტრი (საფრანგეთი).

ბიგა - რისამე გასამაგრებლად შეყენებული ძელი.

ბიგამია - ორცოლიანობა ან ორქმრიანობა.

ბი-განი - ჩინურ მითოლოგიაში - სიმდიდრის ღვთაება.

ბიგანიშვილი გურამ - ევროპის 1984 წლის ჩემპიონი აფროსნობაში (დაიბადა 1950 წელს).

ბიგარი ჯოზეფ გილისი - ირლანდიის ეროვნული მოძრაობის მოღვაწე (1828-1890 წწ).

ბიგასებრნი - ოჯახი მწერიჭამიების რიგისა. განეკუთვნება ყველაზე პატარა ძუძუმწოვრებს.

ბიგ-ბენდი - ჯაზური ანსამბლის სახესხვაობა.

ბიგდაზია - მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბავიუს მარცხენა შენაკადი.

ბიგელოუ კეტრინ - ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი ქალი (დაიბადა 1951 წელს).

ბიგლი

  1. გემი, რომლითაც ჩარლზ დარვინმა დედამიწის გარშემო იმოგზაურა 1831-36 წლებში.

  2. სანადირო ძაღლის ინგლისური ჯიში.

ბიგნონიასებრნი - ორლებნიან მცენარეთა ოჯახი, ხეები, ბუჩქები ან ლიანები.

ბიგუდი (ფრანგ.) - თმის დასახვევი პატარა მილაკი, პაპილოტი.

ბიგ-ჰორნი - ქედი, კლდოვანი მთები აშშ-ში.

ბიდა - ქალაქი ჩრდილოეთ ნიგერიაში.

ბიდარა (ბაიდარა) - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თერგის მარცხენა შენაკადი.

ბიდარის მთა (ბაიდარის მთა) - მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხევის კავკასიონზე.

ბიდარის ხეობა - ხეობა ჯვრის უღელტეხილის ჩრდილოეთ კალთაზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

ბიდახი - ფიალაზე მეტი ჭურჭელი (საბა).

ბიდგოშჩი - ქალაქი-პორტი ჩრდილოეთ პოლონეთში, ბიდგოშჩის სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი.

ბიდე (ფრანგ.) - ჭურჭელი, ბაკანი სხეულის ზოგიერთი ნაწილის დასაბანად.

ბიდეპოტი - იხილე ვიდიაპატი.

ბიდერმაიერი - XIX საუკუნის დასალიერის მიმდინარეობა გერმანიის და ავსტრიის ხელოვნებაში, ასახავდა ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას, ბუნებას.

ბიდილი - იხილე ბედილი.

ბიდლი ჯორჯ უელს - ამერიკელი გენეტიკოსი, 1958 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ე.ტეიტემთან ერთად (1903-1989 წწ).

ბიდო ჟორჟ - საფრანგეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი 1946, 1949-1950 წლებში (1899-1983 წწ).

ბიდონი (ფრანგ.) - თავსახურიანი ლითონის ჭურჭელი სითხეებისათვის.

ბიდონვილი (ფრანგ.) - ღარიბ-ღატაკთა ქოხმახები ქალაქის გარეუბნებში.

ბიდსტრუპი ჰერლუფ - დანიელი მხატვარი-კარიკატურისტი (1912-1988 წწ).

ბიდუკი (ბუდუკი) - სოფელი, იხილე ბუდუკი.

ბიებლი კონსტანტინ - ჩეხი პოეტი (1898-1951 წწ).

ბიებჟა - მდინარე ნარევის მარცხენა შენაკადი (პოლონეთი).

ბიეთი

  1. XIV საუკუნის მეორე ნახევრის ცენტრალურგუმბათოვანი ეკლესია ახალციხის მუნიციპალიტეტში.

  2. სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ბიელა - ქალაქი იტალიის ვერჩელის პროვინციაში.

ბიელავა - ქალაქი პოლონეთის ვალბჟიხის სავოევოდოში.

ბიელას კომეტა - ჩეხი მოყვარული ასტრონომის მიერ 1826 წელს აღმოჩენილი კომეტა.

ბიელიდები - მეტეორული ნაკადი, იგივე ანდრომედიდები.

ბიელსკი მარცინ - პოლონელი ისტორიკოსი და სატირიკოსი (1495-1575 წწ).

ბიენალე (ფრანგ.) - გამოფენა ან ფესტივალი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

ბიენი ბრენდან - ირლანდიელი მწერალი (1923-1964 წწ).

ბიერდზლი ობრი ვინსენტ - ინგლისელი მხატვარი (1872-1896 წწ).

ბიერნსონი ბიერნსტიერნე მარტინიუს - ნორვეგიელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, 1903 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1832-1910 წწ).

ბიერნსონი სვეინ - დამოუკიდებელი ისლანდიის პირველი პრეზიდენტი 1944 წლიდან (1881-1952 წწ).

ბიერუტი (ბერუტი) ბოლესლავ - პოლონეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1892-1956 წწ).

ბიეფი (ფრანგ.) - მდინარის მონაკვეთი ორ კაშხალს შორის ან არხის მონაკვეთი ორ რაბს შორის.

ბიეშადი - კარპატების განშტოება ქედი პოლონეთში.

ბიეშუ მარია - მოლდაველი ოპერის მომღერალი ქალი, ლირიკულ-დრამატული სოპრანო, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1935 წელს).

ბივა - იაპონიის უდიდესი ტბა კუნძულ ჰონსიუზე, სიღრმე 86 მეტრამდე.

ბივაკი - იხილე ბივუაკი.

ბივალენტები - კონიუგირებული ჰომოლოგიური ქრომოსომების წყვილები, რომლებიც მეიოზში ბირთვის გაყოფის დროს წარმოიქმნება.

ბივერბრუკი უილიამ მაქსუელ - ბარონი, ინგლისელი საგაზეთო მაგნატი და სახელმწიფო მოღვაწე (1879-1964 წწ).

ბივრესტი - სკანდინავიურ მითოლოგიაში - ცისა და მიწის შემაერთებელი ცისარტყელა.

ბივრილი (ბერძნ.) - ცისფერი ძვირფასი ქვა; ბერილი, ბივრიტი.

ბივუაკი (ფრანგ.) - ღამის გასათევად გაშლილი ბანაკი (ჯარისათვის, ალპინისტებისათვის).

ბივშტექსი (ინგლ.) - ძროხის ხორცის დაბეგვილი და შემწვარი ნაჭერი.

ბიზანი (ჰოლანდ.)

  1. იალქნიანი ნავის უკანა ანძა.

  2. ქვედა ირიბი იალქანი ბიზან-ანძაზე.

ბიზანტია (ბიზანტიის იმპერია) - სახელმწიფო რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში. შეიქმნა IV საუკუნეში რომის იმპერიის ორ ნაწილად გაყოფის შედეგად და არსებობდა XV საუკუნის შუა წლებამდე.

ბიზანტინისტი - ბიზანტისტიკის სპეციალისტი.

ბიზანტინისტიკა - იგივე ბიზანტინოლოგია.

ბიზანტინოლოგია (ბიზანტინისტიკა) - ისტორიული მეცნიერების დარგი, რომელიც შესწავლის ბიზანტიის ისტორიას და კულტურას. დამოუკიდებელ დარგად ჩამოყალიბდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში.

ბიზანტიონი - ძვ.წ.აღ. 660 წელს მეგარელების მიერ დაარსებული ბერძნული ქალაქი ბოსფორის პირას, IV საუკუნიდან კონსტანტინოპოლი, ხოლო 1453 წლიდან სტამბოლი ეწოდა.

ბიზე ჟორჟ (ალექსანდრ სეზარ ლეოპოლდ) - ფრანგი კომპოზიტორი (1838-1875 წწ).

ბიზერტა - ქალაქი ჩრდილოეთ ტუნისში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (95 ათასი).

ბიზნესი (ინგლ.) - კომერციული და სამეწარმეო საქმიანობა, რაც შემოსავლის წყაროდაა ქცეული.

ბიზნესმენი (ინგლ.) - ბიზნესით დაკავებული, საქმოსანი.

ბიზოვანი - თივა აბრეშუმის მსგავსი (საბა).

ბიზონი (ინგლ.) - წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარა ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა, ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკის პრერიებში.

ბითაგა

  1. სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

  2. მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბზიფის მარჯვენა შენაკადი.

ბითაძე მიხეილ - მშენებელი ინჟინერი, ნაგებობათა ფუძესაძირკვლების მშენებლობის სპეციალისტი (1903-1985 წწ).

ბითეთა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ბითვინია - ისტორიული ოლქი მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე.

ბითვინიონი - მარიანდინების ქალაქი ბითვინიის აღმოსავლეთ მხარეში.

ბითვინისი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მეფე ამიკოსის დედა.

ბითლზი (ინგლ. „ხოჭოები“) - ყველა დროის საუკეთესო ინგლისური როკ-ჯგუფი, შეიქმნა 1959 წელს ლივერპულში. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: პოლ მაკარტნი (დაიბადა 1942 წელს), ჯონ ლენონი (1940-1980 წწ), ჯორჯ ჰარისონი (1943-2002 წწ), რინგო სტარი (დაიბადა 1940 წელს).

ბითლისი შერეფ ალ-დინ (შერეფ-ხანი) - სპარსულენოვანი ქურთი ისტორიკოსი (1543 - გარდაცვალების წელი უცნობია).

ბითუმი

  1. (ბითუმად) - დიდი რაოდენობით.

  2. (არასწორია) იხილე ბიტუმი.

ბიია პოლ - კამერუნის პრეზიდენტი 1982 წლიდან (დაიბადა 1933 წელს).

ბიიანხუ (ჩინურად ბაი იანხუ) - ხუეიძუს ხალხის (ჩინეთი) აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი (გარდაიცვალა 1882 წელს).

ბიინიაო - ჩინურ მითოლოგიაში - სულ ერთად მყოფი ფრინველები, გამოსახავენ მეუღლეობის სიმბოლოს.

ბიიო-ვარენი ჟან ნიკოლა - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე, იაკობინელი (1756-1819 წწ).

ბიისი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ბიისკი - ქალაქი რუსეთის ალთაის მხარეში (225 ათასი).

ბიიუ ფრანსუა - საფრანგეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1903-1978 წწ).

ბიიშევა ზეინაბი - ბაშკირი მწერალი ქალი (1908-1996 წწ).

ბიი-ხემი - მდინარე რუსეთის ტუვის რესპუბლიკაში, იხილე დიდი ენისეი.

ბიკაზი - ქალაქი რუმინეთის ნიამცის ჟუდეცში.

ბიკანერი - ქალაქი ინდოეთის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რაჯასტანის შტატში, თარის უდაბნოში (415 ათასი).

ბიკარბონატები - ნახშირმჟავას მჟავური მარილები.

ბიკბაი ბაიაზეთ - ბაშკირი პოეტი და დრამატურგი (1909-1968 წწ).

ბიკბულატოვა ზაითუნა - ბაშკირი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1908-1992 წწ).

ბიკვადრატული განტოლება - მეოთხე ხარისხის განტოლების კერძო შემთხვევა.

ბიკილა აბებე - ეთიოპიელი სპორტსმენი (მძლეოსნობა, მარათონული სირბილი). ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველი სპორტსმენი, რომელმაც ორჯერ ზედიზედ (1960, 1964 წლები) მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონობა მარათონულ სირბილში (1932-1973 წწ).

ბიკინი (ინგლ.)

  1. მარჯნის კუნძული, ატოლი წყნარ ოკეანეში, მარშალის კუნძულების არქიპელაგში.

  2. ქალის ორნაწილიანი საბანაო კოსტუმი.

  3. ქალაქი რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში.

  4. მდინარე სიხოტე-ალინიას მთებში, უსურის მარჯვენა შენაკადი (რუსეთი).

ბიკოვა ელიზავეტა - მსოფლიოს მესამე ჩემპიონი ჭადრაკში ქალთა შორის 1952-56, 1958-62 წლებში (1913-1989 წწ).

ბიკოვი ვასილ - ბელორუსიის სახალხო მწერალი (დაიბადა 1924 წელს).

ბიკოვი ლეონიდ - რუსი კინომსახიობი (1928-1979 წწ).

ბიკოვი როლან - რუსი კინომსახიობი, კინოსა და თეატრის რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1929-1998 წწ).

ბიკოვო - ქალაქის ტიპის დასახლება მოსკოვის ოლქში, მოსკოვის ერთ-ერთი აეროპორტი.

ბიკოვსკი ვალერი - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, საბჭოთა კავშირის გმირი, 1963 და 1976 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1934 წელს).

ბიკოლები - ფილიპინებზე, კუნძულ ლუსონზე მცხოვრები ხალხი.

ბიკონი

  1. იგივეა, რაც კვარი.

  2. ქალაქი აშშ-ს ნიუ-იორკის შტატში.

ბიკონსფილდი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის ბუკინგემფშირის საგრაფოში.

ბიკონსფილდი ბენჯამენ - იხილე დიზრაელი.

ბიკორტა - იხილე ნადოკრა.

ბიკფორდის ზონარი - ცეცხლგამტარი ზონარი. ნელწვადი პატრუქი, რომელშიც მოთავსებულია დენთი.

ბილაბიალური - ბგერა, რომელიც ბაგეების მონაწილეობით წარმოითქმის.

ბილანი - გულუბრყვილო, მიამიტი (კუთხ.)

ბილანიშვილი გიორგი - პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1916-1969 წწ).

ბილანიშვილი ზაქარია - საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ფოლკლორისტი (1862-1934 წწ).

ბილატერალური (ლათ.) - ისეთი ბგერა, რომელიც წარმოითქმება ბაგეების მონაწილეობით, წყვილბაგისმიერი.

ბილაში ალექსანდრე - უკრაინელი კომპოზიტორი (დაიბადა 1931 წელს).

ბილბაო - ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთში, ბასკეთის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (370 ათასი).

ბილ-ბელოცერკოვსკი ვლადიმერ - რუსი მწერალი (1884-1970 წწ).

ბილბოკე (ფრანგ.)

  1. საბავშვო თამაში, სადაც ჯოხით რგოლებს იჭერენ.

  2. საოქრომჭედლო იარაღი.

ბილბორდი (ინგლ.) - სააგიტაციო ან სარეკლამო დანიშნულების მქონე დიდი ილუსტრირებული დაფა.

ბილგე - თურქთა ხაკანი VIII საუკუნის პირველ ნახევარში.

ბილდერდეიკი ვილემ - ჰოლანდიელი პოეტი, ისტორიკოსი და ფილოლოგი (1756-1831 წწ).

ბილდი - გერმანული საგამომცემლო კონცერნი.

ბილდირგა - ხელის ან თითის გასაყარი (საბა).

ბილდტი კარლ - შვედეთის პრემიერ-მინისტრი XX საუკუნის 90-იან წლებში (დაიბადა 1949 წელს).

ბილეთი (ფრანგ.)

  1. საშვის სახეობა.

  2. წილისყრის სახე (საგამოცდო ბილეთი).

ბილენთა - მთა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.

ბილენკი რომანო - იტალიელი მწერალი, წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე (დაიბადა 1909 წელს).

ბილეფელდი - ქალაქი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში.

ბილეცკი ალექსანდრე - უკრაინელი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი (1884-1961 წწ).

ბილი

  1. (ინგლ.) - კანონპროექტი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.

  2. ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ შვეიცარიაში, ბერნის კანტონში (52 ათასი).

ბილი მაქს - შვეიცარიელი დიზაინერი, მოქანდაკე, გრაფიკოსი და ფერმწერი (1908-1994 წწ).

ბილიარდი (ფრანგ.) - ბურთულებით თამაში სპეციალურ მაგიდაზე.

ბილიარი - ქალაქი ვოლგა-კამის ბულგარეთში. არსებობდა X-XIII საუკუნეებში.

ბილიასუვარი - ქალაქი აზერბაიჯანში.

ბილიბინი ივანე - რუსი გრაფიკოსი, ილუსტრატორი და თეატრალური მხატვარი (1876-1942 წწ).

ბილიბინო - ქალაქი რუსეთის ჩუკოტკის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

ბილივერდინი - მწვანე კრისტალები, ნაღვლის პიგმენტი.

ბილიკი - საცალფეხო გზა.

ბილილა - მინდვრის ყვავილი ერთგვარი.

ბილინგვა (ლათ.) - ერთი და იმავე შინაარსის შემცველი ორენოვანი ტექსტი.

ბილინგვიზმი - ორენოვნება, ერთი და იმავე ინდივიდის ან ენობრივი კოლექტივის მიერ ორი ენის დაუფლება და გამოყენება.

ბილინგსი უილიამ - თვითნასწავლი ამერიკელი კომპოზიტორი (1746-1800 წწ).

ბილინები - რუსი ხალხის ეპიკური სიმღერები, წარმოიშვა X-XI საუკუნეში, კიევის რუსეთის აყვავების ხანაში.

ბილიონი (ფრანგ.) - იგივეა, რაც მილიარდი ანუ ათასი მილიონი, გამოისახება ერთიანით და 9 ნულით.

ბილირუბინი (ლათ.) - ყავისფერი კრისტალები, ნაღვლის პიგმენტი.

ბილიუნასი იონას - ლიტველი მწერალი (1879-1907 წწ).

ბილიხტონი - ძაფით ტილოზე ნაკერი (საბა).

ბილონი (ფრანგ.) - არასრულფასოვანი ხურდა ფული. მდარე ხარისხის ვერცხლი.

ბილროთი თეოდორ - გერმანელი ქირურგი (1829-1894 წწ).

ბილურთა - მთა სამაჩაბლოში, ჯავის მუნიციპალიტეტი, ლიხის ქედზე.

ბილწი - უწმინდური, საზიზღარი.

ბილწსიტყვაობა - უწმაწური ლაპარაკი.

ბილჰარციოზი - საშარდე გზებისა და ნაწლავების დაავადება.

ბიმა-სუმბუს ხალხები - ხალხთა ჯგუფი ინდონეზიაში.

ბიმბისარა - ძვ.წ.აღ. VI საუკუნის ძველინდოელი მეფე, ბუდას თანამედროვე და თანამოაზრე.

ბიმ-ბომი - რუსი ექსცენტრიკოსი კლოუნების ცნობილი დუეტი XX საუკუნის პირველ ნახევარში.

ბიმეტალი (ორლითონი) - სხვადასხვაგვარი ლითონის ორი შრისაგან შემდგარი მასალა.

ბიმეტალიზმი - ფულადი სისტემა, როცა საყოველთაო ეკვივალენტის როლი მიკუთვნებული აქვს ორ კეთილშობილ ლითონს.

ბიმი - ძაღლი გაბრიელ ტროეპოლსკის ცნობილ რომანში („შავყურა თეთრი ბიმი“).

ბიმონი რობერტ - აშშ სპორტსმენი, სიგრძეზე მხტომელი, 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელმაც ფენომენალური რეკორდი - 8,90 მეტრი - დაამყარა (დაიბადა 1946 წელს).

ბიმსი (ინგლ.) - გემის განივი კოჭი, რომელიც ბორტებს აერთებს.

ბიმტრალი (ინგლ.) - ტომრისებრი ბადე ფსკერის თევზის დასაჭერად.

ბინა (სპარს.)

  1. ცალკე საცხოვრებელი სადგომი სახლში, თავშესაფარი.

  2. მწყემსების საცხოვრებელ-სამუშაო ადგილი.

ბინადარი (სპარს.) - მკვიდრი მცხოვრები.

ბინარი - სნეული ჩუმად მივარდნილი (საბა).

ბინარული (ფრანგ.)

  1. ორი ნაწილისაგან შემდგარი, ორმაგი.

  2. მათემატიკაში - ორობითი (თვლა).

  3. ეფექტი - ადამიანისა და ცხოველის უნარი - განსაზღვროს ბგერის წყაროს მდგომარეობა, რაც ორი ყურის არსებობითაა განპირობებული; აიხსნება იმით, რომ ბგერა ორივე ყურთან მიდის არაერთდროულად და არა ერთი და იმავე ძალით.

ბინგემი - სპილენძის საბადო აშშ-ს დასავლეთ ნაწილში, იუტას შტატში.

ბინგემტონი - ქალაქი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ნიუ-იორკის შტატში (55 ათასი).

ბინგო (ინგლ.) - ლოტოს თამაშის ამერიკული სახესხვაობა. მისი თავისებურება ისაა, რომ რიცხვების რიგი მთავრდება 75-ით და არა 90-ით.

ბინგოლი - ვულკანური მასივი თურქეთში.

ბინდბუნდი - იგივეა, რაც ბინდი.

ბინდენშუ რუპერტს - ლატვიელი არქიტექტორი, ბაროკოს წარმომადგენელი (1645-1698 წწ).

ბინდი - ნაწილობრივი სიბნელე, დედამიწის ატმოსფეროს მიერ მზის სინათლის გაბნევის ოპტიკური მოვლენა.

ბინდუსარა - ძვ.წ.აღ. III საუკუნის ძველინდოელი მეფე, აშოკას მამა.

ბინე ალფრედ - ფრანგი ფსიქოლოგი (1857-1911 წწ).

ბინთხა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ბინი ალან - აშშ-ს კოსმონავტი, რომელიც „აპოლონ-12“-ით 1969 წლის ნოემბერში მთვარეზე დაეშვა (დაიბადა 1932 წელს).

ბინი ჩარლზ - ამერიკელი ფიზიკოსი (1923-1996 წწ).

ბინი

  1. (ედო) - ნიგერიაში მცხოვრები ხალხი (დაახლოებით 5 მილიონი).

  2. 1000 თურქულად.

ბინიგი გერდ - გერმანელი ფიზიკოსი, 1986 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ე. რუსკთან და გ. რორერთან ერთად (დაიბადა 1947 წელს).

ბინკურსჰუკი კორნელიუს ვან - ჰოლანდიელი მოსამართლე და მეცნიერი (1673-1743 წწ).

ბინოკლი (დურბინდი) - ორი პარალელური ჭოგრისაგან შემდგარი ოპტიკური ხელსაწყო.

ბინომი (ლათ.) - ორწევრი, ორი ალგებრული გამოსახულების ჯამი ან სხვაობა.

ბინოში ჟულიეტ - ფრანგი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1964 წელს).

ბინსვანგერი ლუდვიგ - შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი (1881-1966 წწ).

ბინტი (გერმ.) - მარლის ან რბილი ქსოვილის გრძელი, ლენტისებრი ნაჭერი.

ბინტურონგი (კატისებრი დათვი) - ვივერასებრთა ოჯახის მტაცებელი ცხოველი, ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

ბინული - წყარო, წყაროს წყალი.

ბინფენი - ჩინურ მითოლოგიაში - ურჩხული, ორთავიანი ტახი.

ბინქარანი - მოგვთა (ცეცხლის მსახურთა) უფროსი მცხეთაში V საუკუნის მე-2 ნახევარში, ირანელ ცეცხლთაყვანისმცემელთა წარმომადგენელი.

ბინცი - კურორტი აღმოსავლეთ გერმანიაში.

ბინძური - მეტისმეტად უსუფთაო.

ბიო ჟან ბატისტ - ფრანგი ფიზიკოსი, გეოდეზისტი, ასტრონომი (1774-1862 წწ).

ბიო (ბერძნ.) - რთული სიტყვების წინსართი, აღნიშნავს „სიცოცხლეს“.

ბიოაკუსტიკა - ბიოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ცხოველების ხმას და ბგერების საშუალებით ცხოველთა ურთიერთობას.

ბიობიბლიოგრაფია - პერსონალური ბიბლიოგრაფია, რომელიც იძლევა ინფორმაციას ბეჭდვითი ნაწარმოების ავტორების შესახებ.

ბიო-ბიო - მდინარე ჩილეში (სიგრძე - 380 კილომეტრი).

ბიოგენეზი - თეორია, რომლის თანახმად სიცოცხლის არსებობა ცოცხალიდან ცოცხალის წარმოშობის შედეგია.

ბიოგეოსფერო - დედამიწის გარსი, რომელშიც თავმოყრილია პლანეტის ცოცხალი ნივთიერება.

ბიოგეოცენოზი - დედამიწის გარკვეულ მონაკვეთზე არსებული ცოცხალი და არაცოცხალი კომპონენტების ურთიერთგანპირობების კომპლექსი.

ბიოგეოცენოლოგია - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ურთიერთკავშირსა და ურთიერთმოქმედებას.

ბიოგრაფი - ვისიმე ბიოგრაფიის შემდგენელი.

ბიოგრაფია (ბერძნ.) - ადამიანის ცხოვრების აღწერა.

ბიოეთიკა - ფილოსოფიის დისციპლინა, რომელიც შეისწავლის მედიცინის ფილოსოფიურ პრობლემატიკას.

ბიოზი - რთული სიტყვების ბოლოსართი, აღნიშნავს სიცოცხლესთან მიმართებას (მაგალითად - ანაბიოზი, სიმბიოზი დ ა.შ.).

ბიოი-კასარესი ადოლფო - არგენტინელი მწერალი-ფანტასტი (დაიბადა 1914 წელს).

ბიოინდიკატორები - ორგანიზმები, რომელთა არსებობა ან განვითარების ინტენსიურობა გარკვეული ბუნებრივი პროცესების ან საარსებო გარემო პირობების მაჩვენებელია.

ბიოკო - კუნძული გვინეის ყურეში.

ბიოლი (ბელი) ჰაინრიხ - გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში 1972 წელს (1917-1985 წწ).

ბიოლითები - მინერალები და ქანები, რომლებიც თითქმის მთლიანად მცენარეებისა და ცხოველების სახეცვლილი ნაშთებისაგან შედგება.

ბიოლოგია (ბერძნ.) - ცოცხალი ბუნების, სიცოხლის შემსწავლელი მეცნიერება. ტერმინი „იოლოგია“ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შემოიღეს 1802 წელს ფრანგმა ლამარკმა და გერმანელმა ტრევირანუსმა.

ბიოლოგიზმი - მსოფლმხედველობა, რომლის თანახმადაც მთელი სინამდვილე აიხსნება ბიოლოგიური მოთხოვნილებებითა და კანონებით.

ბიოლოკაცია - ცხოველის უნარი განსაზღვროს რომელიმე ობიექტის მდებარეობა საკუთარი თავის მიმართ.

ბიოლუმინესცენცია - ორგანიზმის ხილული ნათება, რაც დაკავშირებულია მის ცხოველმოქმედებასთან.

ბიომასა - ერთი სახეობის ინდივიდების, სახეობათა ჯგუფის ან მთლიანად თანასაზოგადოების საერთო მასა ადგილსამყოფელის ზედაპირის ან მოცულობის ერთეულზე.

ბიომეტრია - ბიოლოგიის დარგი, რომელიც ამუშავებს ექსპერიმენტებისა და გამოკვლევების შედეგებს.

ბიომექანიკა - ბიოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ცოცხალი ქსოვილების, ორგანოებისა და მთელი ორგანიზმის მექანიკურ თვისებებს.

ბიომი (ინგლ.) - მცენარეთა და ცხოველთა იმ სახეობების ერთობლიობა, რომლებიც გარკვეული რაიონის ცოცხალ მოსახლეობას შეადგენენ.

ბიომორფი - იგივე სასიცოცხლო ფორმა მცენარისა.

ბიონავიგაცია - ცხოველების უნარი შეინარჩუნონ მიმართულება სეზონური მიგრაციის დროს.

ბიონდი მეთიუ ნიკოლას - ამერიკელი მოცურავე, რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 2 ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელი 1984, 1988, 1992 წლებში (დაიბადა 1965 წელს).

ბიონდო ფლავიო - იტალიელი ჰუმანისტი, ისტორიკოსი, პირველმა გამოყო შუა საუკუნეების ისტორია ცალკე პერიოდად (1392-1463 წწ).

ბიონი - ძვ.წ.აღ. II საუკუნის ბერძენი პოეტი ქალაქ სმირნიდან, ბუკოლიკური პოეზიის წარმომადგენელი.

ბიონიკა (ბერძნ.) - მეცნიერება, რომელიც ცოცხალი ორგანიზმების აგებულებისა და ფუნქციების შესწავლის საფუძველზე წყვეტს საინჟინრო პრობლემებს.

ბიონტი (ბერძნ.) - ცალკეული ორგანიზმი, რომელიც ევოლუციის პროცესში გარკვეულ საცხოვრებელ გარემოს ეგუება.

ბიოოპტიკა - ბიოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს იმ მოვლენებს, რაც დაკავშირებულია ცოცხალი ორგანიზმის მიერ ორიენტაციისათვის სინათლის გამოყენებასთან.

ბიოპოლიმერები - ბუნებრივი ნაერთები, რაც ყველა ცოცხალი ორგანიზმის სტრუქტურულ საფუძველს წარმოადგენს.

ბიორდი ლარი - ერთ-ერთი უძლიერესი ამერიკელი პროფესიონალი კალათბურთელი XX საუკუნის 70-80-იან წლებში (დაიბადა 1956 წელს).

ბიორიტმები - სხვადასხვა ბიოლოგიური პროცესის (სისხლის მიმოქცევის, კუნთების მოქმედების, სუნთქვის) რიტმული ცვლილებანი (კლება-მატება).

ბიორიტმოლოგია - მედიცინის დარგი, რომელიც ბიორიტმებს სწავლობს.

ბიორკი - ისლანდიელი ესტრადის მომღერალი და კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1965 წელს).

ბიორკის ხელშეკრულება - 1905 წლის 11(24) ივლისის) რუსეთ-გერმანიის სამხედრო ხელშეკრულება, რომელიც კუნძულ ბიორკზე დაიდო, ვიბორგის მახლობლად.

ბიო-სავარ-ლაპლასის კანონი - კანონი, რომელიც განსაზღვრავს ელექტრული დენით შექმნილი მაგნიტური ველის ინდუქციას.

ბიოსინთეზი (ბერძნ.) - ცოცხალ ორგანიზმში მარტივი ნივთიერებისაგან რთული ნივთიერების წარმოქმნა.

ბიოსისტემატიკა - ბოტანიკის დარგი, რომელიც შეისწავლის სახეობის ტოქსონომიურ და პოპულაციურ სტრუქტურას.

ბიოსტრატიგრაფია - სტრატიგრაფიის დარგი, რომელიც იკვლევს დანალექ ქანებში ნამარხ ორგანიზმთა ნაშთების სივრცობრივ განაწილებას.

ბიოსფერო - დედამიწის გარსი, რომლის სტრუქტურა და ენერგეტიკა ცოცხალი ორგანიზმების მოქმედებით არის განპირობებული.

ბიოტა - მცენარეთა გვარი კვიპაროსისებრთა ოჯახისა.

ბიოტელემეტრია (ბერძნ.) - სასიცოცხლო მოვლენათა გამოკვლევა და მათი მაჩვენებლების გაზომვა შორი მანძილიდან.

ბიოტექნიკა (ბერძნ.) - სასარგებლო ცხოველთა მარაგის გაზრდისა და მათი თვისებების გაუმჯობესების ღონისძიებათა კომპლექსი.

ბიოტი (ბერძნ.) - გავრცელების საერთო არეალის მქონე მცენარეთა და ცხოველთა ერთობლიობა.

ბიოტინი (H ვიტამინი) - წყალში ხსნადი ვიტამინი ბიოსის ჯგუფისა, შედის საფუვრების და სხვა მიკროორგანიზმების შემადგენლობაში.

ბიოტიპი - ისეთ ორგანიზმთა ჯგუფი, რომლებიც ადგილობრივი პოპულაციის შემადგენლობაში შედიან, აქვთ ერთნაირი გენოტიპი და პრაქტიკულად მსგავსი ნიშან-თვისებები.

ბიოტიტი (ფრანგ.) - ქანწარმომქმნელი მინერალი სილიკატების ჯგუფისა, რკინა-მაგნეზიური ქარსი. შედის გრანიტებისა და ბევრი სხვა ამოფრქვეული და მეტამორფული ქანის შემადგენლობაში. იყენებენ ელექტროსაიზოლაციო მასალად.

ბიოფიზიკა - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიურ პროცესებს.

ბიოფსია (ბერძნ.) - ცოცხალი ორგანიზმიდან ავადმყოფურად შეცვლილი ქსოვილის ამოკვეთა მიკროსკოპულად გამოკვლევის მიზნით.

ბიოქიმია - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ორგანიზმის შედგენილობას, მასში შემავალი ნაერთების სტრუქტურას, თვისებებსა და ლოკალიზაციას.

ბიოქორი - ბიოსფეროს ერთ-ერთი ძირითადი ქვედანაყოფი.

ბიოცენოზი (ბერძნ.) - იმ მცენარეთა, ცხოველთა და მიკრობთა ერთობლიობა რომლებიც ერთ რომელიმე უბანში სახლობენ და გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება აქვთ.

ბიოცენოლოგია - მეცნიერება, რომელიც სწავლობს მცენარეთა და ცხოველთა თანასაზოგადოებების ერთობლიობას.

ბიოციკლი (სასიცოცხლო გარემო) - ბიოსფეროს სამი დიდი ქვედანაყოფი: ზღვა, ხმელეთი და შიდა წყალსატევები.

ბიოჰელმინთები - პარაზიტული ჭიების ჯგუფი, რომელთა ზრდასრული ფორმები პარაზიტობენ ე.წ. დეფინიტურ მასპინძელში, ხოლო ლარვები შუამავალში.

ბიპატრიდი (ბიპოლიდი) - პირი, რომელსაც ორი (ან მეტი) სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვს.

ბიპინარია - ზღვის ვარსკვლავას თავისუფლად მცურავი ლარვა.

ბიპლანი (ფრანგ.) - ერთმანეთის ზემოთ ორი ფრთის მქონე თვითმფრინავი.

ბიპოლიდი - იხილე ბიპატრიდი.

ბიჟაგოში - აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე კუნძულები (გვინეა-ბისაუ).

ბიჟიკი - მომცრო (საბა).

ბიჟინა - შვლის ნუკრი (საბა).

ბიჟუტერია (ჩეხ.) - ქალის არაძვირფასი სამკაულები.

ბირა (დიდი ბირა) - მდინარე რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ამურის მარცხენა შენაკადი.

ბირანგის მთები - მთები ტაიმირის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში.

ბირატნაგარი - ქალაქი ნეპალში.

ბირბომი მაქს - ინგლისელი პროზაიკოსი და მხატვარი-კარიკატურისტი (1872-1956 წწ).

ბირგანჯი - ქალაქი ნეპალში.

ბირგერი ბორის - რუსი მხატვარი (დაიბადა 1923 წელს).

ბირგერ იარლი (ბირგერ ბელბიუელი) - შვედეთის მმართველი XIII საუკუნის ფოლკუნგების დინასტიიდან (გარდაიცვალა 1266 წელს).

ბირგიტა - შვედი წმინდანი, მისტიკოსი ქალი, ბირგიტინელების ორდენის დამაარსებელი (1302/1303 - 1373 წწ).

ბირდაბირი - ხერხი, რითაც ორი პირისპირ მდგომი კაცი ხერხავს რამეს.

ბირდი ჩარლზ ოსტინ - ამერიკელი ისტორიკოსი (1974-1948 წწ).

ბირდმორის მყინვარი - მდებარეობს ანტარქტიდაში, ითვლება ერთ-ერთ უდიდესად დედამიწაზე.

ბირენდრა ბირ ბიქრამ შახ დევა - ნეპალის მეფე 1972-2001 წლებში (1945-2001 წწ).

ბირზე (ნამდვილი გვარი ბერზინში) მიერვალდის - ლატვიელი მწერალი (დაიბადა 1921 წელს).

ბირზეკი - გამოქვაბული შვეიცარიაში.

ბირზნიექს-უპიტისი (ნამდვილი გვარი ბირზნიექსი) ერნესტას - ლატვიელი მწერალი (1871-1960 წწ).

ბირზულა - უკრაინის ქალაქ კოტოვსკის სახელი 1935 წლამდე.

ბირთვაკი (ნუკლეოლი) - მცირე ზომის სფერული სხეულაკი, რომელიც ცხოველური და მცენარეული უჯრედების ბირთვშია მოთავსებული.

ბირთვი

  1. ბურთის ფორმის საგანი.

  2. (კარიოპლაზმა) - ცხოველური და მცენარეული უჯრედის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი.

  3. მძლეოს-ნობის იარაღი.

ბირთვისი - ციხესიმაგრე ისტორიულ ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში (ახლანდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი).

ბირთვული რეაქტორი (ატომური რექატორი) - ხელსაწყო მართვადი ბირთვული ჯაჭვური რეაქციის დაყოფის განხორციელებისათვის.

ბირი ავგუსტ - გერმანელი ქირურგი (1861-1849 წწ).

ბირი უოლეს - ამერიკელი მსახიობი (1885-1949 წწ).

ბირინგუჩო ვანოჩო - იტალიელი ინჟინერი და სწავლული, პიროტექნიკოსი (1480-1539 წწ).

ბირიუზოვი სერგეი - მარშალი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, იუგოსლავიის სახალხო გმირი (1904-1964 წწ)

ბირიუკოვი ნიკოლაი - რუსი მწერალი (1912-1966 წწ).

ბირიუსა (ონა, დიდი ბირიუსა) - მდინარე სამხრეთ-დასავლეთ ციმბირში.

ბირიუსინსკი - ქალაქი რუსეთის ირკუტსკის ოლქში.

ბირიუჩი-ოსტროვი - ფედოტოვის ცელას (აზოვის ზღვის ჩრდილო-დასავლეთით) გაფართოებული ნაწილის სახელწოდება.

ბირკა

  1. ზოგიერთი ბალახის ნაყოფი, შემოსილი კაუჭიანი ეკლით.

  2. ვიკინგების ეპოქის სავაჭრო-სახელოსნო ცენტრი კუნძულ ბიერკეზე (შვედეთი).

ბირკავა - რთულფოთლიანი ყვითელყვავილიანი ბალახეული მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა.

ბირკებეინერები - XII-XIII საუკუნეების სკანდინავიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის მონაწილენი, გაღატაკებული გლეხები.

ბირკიანი - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ჯოყოლოს თემის საკრებულო), პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 800 მეტრი, ახმეტიდან - 23 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 910 ადამიანი. სოფელში აღმოჩენილია XVII საუკუნის ვერცხლის მონეტების ბირკიანის განძი.

ბირკინი ჯეინ - ინგლისელ-ფრანგი მომღერალი და მსახიობი. მონაწილეობდა ანტონიონის ფილმებში (დაიბადა 1947 წელს).

ბირკჰოფი ჯორჯ დეივიდ - ამერიკელი მათემატიკოსი (1884-1944 წწ).

ბირლა - თანამედროვე ინდოეთის მძლავრი ფინანსურ-საწარმოო გაერთიანება.

ბირლადი - ქალაქი აღმოსავლეთ რუმინეთში.

ბირლიკი - სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

ბირლიქტაუ - ქედი ჩინეთში.

ბირმა - სახელმწიფო მიანმას სახელი 1989 წლამდე.

ბირმანი ლუდვიგ ფრანც ბენედიქტი - გერმანელი ასტრონომი (დაიბადა 1907 წელს).

ბირმანი სერაფიმა - რუსი მსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1890-1976 წწ).

ბირმინგემი (ინგლ. Birmingham)

  1. ქალაქი დიდ ბრიტანეთში, ინგლისში, უესტ-მიდლენდის მეტროპოლიური საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი (2,3 მილიონი).

  2. ქალაქი აშშ-ს ალაბამის შტატში (266 ათასი).

ბირნბაუმი ერნსტ - რუსი ჰაერნაოსანი (1894-1965 წწ).

ბირობიჯანი - ქალაქი რუსეთის ებრაელთა ავტონომიურ ოლქში (81 ათასი).

ბირომი (ბურუმი, შოშო, კიბო) - ნიგერიაში მცხოვრები ხალხი.

ბირონი ერნსტ იოჰან - რუსეთის იმპერატრიცა ანას ფავორიტი, კურლანდიის ჰერცოგი XVIII საუკუნის 30-40-იან წლებში (1690-1772 წწ).

ბირონოვშჩინა - უკიდურესად რეაქციული რეჟიმი XVIII საუკუნის 30-იანი წლების რუსეთში.

ბიროფილია - ლუდის აქსესუარების შეგროვება.

ბირჟა

  1. რუსული კლასიციზმის არქიტექტურული ძეგლი სანქტ-პეტერბურგში.

  2. რეგულარულად მოქმედი საბითუმო ბაზრის ფორმა.

ბირჟაი - ქალაქი ლიტვაში.

ბირსი ემბროუზ გუინეტ - ამერიკელი მწერალი (1842-1914 წწ).

ბირსკი - ქალაქი რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში.

ბირუნი (აბუ რაიჰან მუჰამად იბნ აჰმად ალ-ბირუნი) - დიდი სპარსელი (შუა აზიელი) მეცნიერი-ენციკლოპედისტი, წერდა არაბულ ენაზე (დაიბადა 973 წელს - გარდაიცვალა 1050 წლის შემდეგ).

ბირუნი (ბერუნი) - ქალაქი უზბეკეთის ყარაყალპაკეთის რესპუბლიკაში.

ბირშტონასი - ქალაქი ლიტვაში.

ბირცხა - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

ბირჯა - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

ბირ-ჰაკეიმი - დასახლება ლიბიაში (ჩრდილოეთი აფრიკა), რომლის მიდამოებში (1942 წ. 27.05.-11.06.) გაიმართა ბრძოლა გერმანელ-იტალიელ ფაშისტთა და ინგლისის მე-8 არმიას შორის. ბრძოლაში თავი ისახელა დ.ამილახვარმა.

ბის! (ლათ.) - მაყურებელთა მოწონების შეძახილი კონცერტზე. გამოხატავს გარკვეული ნომრის გამეორების თხოვნას.

ბისა

  1. ბურკინა-ფასოში მობინადრე ხალხი.

  2. (კარეტა) - ზღვის კუს სახესხვაობა.

ბისაუ - გვინეა-ბისაუს დედაქალაქი (125 ათასი).

ბისგაიერი არტურ ბერნარდ - ამერიკელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1929 წელს).

ბისეკი - (აბრევიატურა) შავი ზღვის აუზის ქვეყნების გაერთიანება.

ბისეტი ჟაკლინ (სრული სახელი და გვარი უინიფრედ ჟაკლინ ფრეიზერ ბისეტი) - ინგლისელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1944 წელს).

ბისექსუალი - ადამიანი, რომელსაც სქესობრივი კავშირი აქვს ორი სქესის პარტნიორებთან.

ბისექსუალური - ორივესქესიანი არსება.

ბისექტორი (ლათ.) - სიბრტყე, რომელიც გადის ორწახნაგა კუთხის წიბოზე და ყოფს მას შუაზე.

ბისექტრისა (ფრანგ.) - კუთხის შუაზე გამყოფი ხაზი.

ბისია მონ-ტენი - იაპონურ მითოლოგიაში - ჩრდილოეთის მცველი, კეთილდღეობის მომტანი.

ბისიერი როჟე - ფრანგი მხატვარი, მიმდინარეობა ტაშიზმის ფუძემდებელი (1888-1964 წწ).

ბისირი იულიუს - გერმანელი მხატვარი (1893-1965 წწ).

ბისკაის ყურე - ატლანტის ოკეანის ყურე საფრანგეთის დასავლეთ სანაპიროსთან.

ბისკვიტი (ფრანგ.)

  1. მოუჭიქავი ფაიფური, იყენებენ ქანდაკებაში.

  2. მსუბუქი ნამცხვრის სახესხვაობა.

ბისკი ალექსანდრე - რუსი პოეტი, ფრანგი პოეტის, ალენ ბოსკეს მამა (1883-1973 წწ).

ბისკო ჯონ - ინგლისელი ზღვაოსანი (1794-1843 წწ).

ბისკუპინის ნამოსახლარი - ძვ.წ.აღ. I ათასწლეულის შუა წლებისა და III მეოთხედის გამაგრებული ნამოსახლარი ბისკუპინის ტბაზე, ქალაქ გნეზოსთან (პოლონეთი)

ბისმარკი ოტო ედუარდ ლეოპოლდ, თავადი ფონ ბისმარკ-შენჰაუზენი - გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი, რომელმაც XIX საუკუნის მეორე ნახევარში გააერთიანა გერმანია (1815-1898 წწ).

ბისმარკის არქიპელაგი (ახალი ბრიტანეთი) - კუნძულების ჯგუფი მელანეზიაში (წყნარი ოკეანე), ახალ გვინეასთან.

ბისმუთი (Bi) - მენდელეევის პერიოდული სიტემის V ჯგუფის ქიმიური ელემენტი, ატომური ნომერი 83, ატომური მასა 208,980. მოვერცხლისფრო-რუხი მყიფე ლითონი.

ბისმუთინი (ბისმუთის კრიალა) - სულფიდების ჯგუფის მინერალი.

ბისო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე გუდანისჭალის(ხევსურეთის არაგვის მარცხენა შენაკდი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 1760 მეტრი, დუშეთიდან - 75 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 5 კაცი.

ბისოითა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ბისოლატი (ბისოლატი ბერგამსკი) - იტალიის პოლიტიკური მოღვაწე (1857-1920 წწ).

ბისონი (ბერძნ.)

  1. ძველი და ახალი აღთქმის წიგნების მიხედვით, თეთრი ან სხვადასვაფრად შეღებილი ძვირფასი წმინდა ქსოვილი. მზადდებოდა აბრეშუმისებრი ძაფისაგან, რომელსაც გამოყოფენ ზღვის ერთგვარი ლორწოვანი მოლუსკები.

  2. ამ ქსოვილის სამოსი, რომელსაც უმაღლესი საერო და სასულიერო პირები იცვამდნენ ძველად.

ბისტი

  1. თეთრი ლაქა თვალის გუგაზე.

  2. (ბიშტი) - სეფიანთა ირანში XV საუკუნის ბოლოს შემოღებული სამონეტო სისტემის უმცირესი ნომინალი.

ბისტონები - თრაკიელთა ძველი ტომი, ცხოვრობდა ბიტონის ტბასა და ეგეოსის ზღვას შორის.

ბისტრი (ფრანგ.) - მცენარეული წებოსა და მერქნის ჭვარტლისაგან დამზადებული გამჭვირვალე, მუქი ყავისფერი აკვარელი (წყლის საღებავი).

ბისტრიცა - ქალაქი (75 ათასი) და მდინარე ჩრდილოეთ რუმინეთში.

ბისტრიცა-ნესეუდი - ჟუდეცი ჩრდილოეთ რუმინეთში, ტრანსილვანიის პლატოზე.

ბისტრიცკაია ელინა - თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1928 წელს).

ბისტრიცკი ანდრეი - დეკაბრისტი, პოდპორუჩიკი (1799-1872 წწ).

ბისტრო - ფრანგული წარმომავლობის პატარა რესტორანი.

ბისულფატები - გოგირდმჟავას მჟავური მარილები. ამჟამად ჰიდროსულფატებად მოიხსენიება.

ბისუსი

  1. ზოგი ორსაგდულიანი მოლუსკის ჯირკვლის პროდუქტი.

  2. მტკნარი წყლის თევზების ქვირითის დაავადება.

ბისქრა - ქალაქი (100 ათასი) და ვილაია ალჟირში.

ბიტანტაი - მდინარე იაკუტიაში.

ბიტელი კურტ - გერმანელი არქეოლოგი და ორიენტალისტი (1907-1985 წწ).

ბიტენგი - გემზე ვერტიკალური დგარი (ტუმბი), რომელიც ამცირებს ღუზის ჯაჭვის ჩაშვების სიჩქარეს.

ბიტერუტი - კლდოვანი მთები და ქედი აშშ-ში.

ბიტერფელდი - ქალაქი გერმანიაში.

ბიტი - ინფორმაციის რაოდენობის ორობითი საზომი ერთეული.

ბიტი ბესი - ამერიკელი მწერალი (1886-1942 წწ).

ბიტი დეივიდ - ინგლისის ფლოტის ადმირალი, გრაფი (1871-1936 წწ).

ბიტი უორენ - ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი (დაიბადა 1938 წელს).

ბიტიუგი - მდინარე რუსეთის ვორონეჟის ოლქში, დონის მარცხენა შენაკადი.

ბიტნერი - ავსტრიული წარმოების სამკურნალო ბალზამი.

ბიტნიკები (ინგლ.) - XX საუკუნის 50-იანი წლების ახალგაზრდა ამერიკელ მწერალთა ჯგუფი, რომელიც აღმოცენდა ანარქიული სოციალური მოძრაობის საფუძველზე, გამოხატავდნენ მძაფრ სულიერ დაუკმაყოფილებლობას.

ბიტოვნიტი - პლაგიოკლაზების ჯგუფის კარკასული სტრუქტურის ალუმოსილიკატი, მინერალი.

ბიტოლა - ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ მაკედონიაში.

ბიტომი - ქალაქი სამხრეთ პოლონეთში, კატოვიცეს სავოევოდოში.

ბიონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰერას არგოსელი ქურუმი ქალი.

ბიტონი სესილ (ნამდვილი სახელი და გვარი უოლტერ ჰარდი) - ინგლისელი ფოტოხელოვანი, სახელი გაითქვა ცნობილი ადამიანების საპარადო პორტრეტების შექმნით (1904-1980 წწ).

ბიტოსი რენატო - იტალიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1899-1969 წწ).

ბიტუმი (ლათ.) - ფისოვან ნივთიერებათა საერთო სახელწოდება.

ბიტუმიზაცია

  1. ბიტუმის დაჭირხნა წნევის საშუალებით ბზარიან და ქვიშიან გრუნტებში, რათა ეს გრუნტები წყალშეუვალი გახდეს.

  2. ორგანული ნივთიერების დაშლა, რომლის დროსაც იზრდება მაღალმოლეკულური ნაერთების შემცველობა.

ბიუვარი (ფრანგ.) - სამაგიდო საშრობ-ფურცლებიანი საქაღალდე.

ბიუვეტი (ფრანგ.) - მინერალურ წყაროზე მოწყობილი ნაგებობა.

ბიუიკი - კორპორაცია „ჯენერალ მოტორსის” განყოფილება, აწარმოებს მსუბუქ ავტომობილებს, შტაბ-ბინა მდებარეობს დეტროიტში (აშშ).

ბიუისონი ფერდინანდ - ფრანგი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ნობელის პრემიის ლაურეატი 1927 წელს მშვიდობის დარგში ლ.კვიდესთან ერთად (1841-1932 წწ).

ბიუკენენი (გრანდ-ბასა) - ქალაქი-პორტი ლიბერიაში.

ბიუკენენი დეივიდ - ინგლისელი პუბლიცისტი და ეკონომისტი (1779-1848 წწ).

ბიუკენენი პატრიკ ჯოზეფ - ამერიკელი პოლიტიკოსი და ტელერადიოჟურნალისტი (დაიბადა 1938 წელს).

ბიუკენენი ჯეიმზ - აშშ-ს მე-15 პრეზიდენტი 1857-61 წლებში, (1791-1868 წწ).

ბიუკენენი ჯეიმზ მაკ-გილი - ამერიკელი ეკონომისტი და პოლიტოლოგი, 1986 წლის ნობელის პრემიის ლაურეაგი.

ბიუკენენი ჯორჯ - შოტლანდიელი სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, ისტორიკოსი, რელიგიური რეფორმატორი (1506-1582 წწ).

ბიუკენენი ჯორჯ უილიამ - ინგლისელი დიპლომატი, 1910-18 წლებში ელჩი რუსეთში (1854-1924 წწ).

ბიუკი - მთის მასივი დასავლეთ კარპატებში (უნგრეთი).

ბიულეტენი (ფრანგ.)

  1. მოკლე ოფიციალური ცნობა.

  2. დროებითი არაშრომისუნარიანობის ფურცელი.

ბიულოვი (გერმანული გამოთქმით ბიულო) ადამ ჰაინრიხ დიტრიხ - ბარონი, პრუსიელი სამხედრო მწერალი, გვარდიის ოფიცერი (1757-1807 წწ).

ბიულოვი (გერმანული გამოთქმით ბიულო) ბერნარდ ფონ - თავადი, გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, 1900-09 წლებში რაიხსკანცლერი (1849-1929 წწ).

ბიულოვი (გერმანული გამოთქმით ბიულო) ჰანს გვიდო ფონ - გერმანელი პიანისტი, დირიჟორი, კომპოზიტორი (1830-1894 წწ).

ბიურაკანის ობსერვატორია - სომხეთის ასტროფიზიკური ობსერვატორია, მდებარეობს არაგაწის მთაზე, დაარსებულია 1946 წელს.

ბიურგერი (გერმ.) - ქალაქის მცხოვრების აღმნიშვნელი ტერმინი გერმანიაში.

ბიურგერი გოტფრიდ ავგუსტ - გერმანელი მწერალი, „ქარიშხლისა და შეტევის“ მოძრაობის მომხრე (1747-1794 წწ).

ბიურეტი (ფრანგ.) - დანაყოფებიანი მინის მილაკი მცირე რაოდენობის სითხის გადასაწყავად.

ბიური ჯონ ბაგნელ - ინგლისელი ფილოლოგი და ისტორიკოსი (1861-1927 წწ).

ბიურნელი ერნესტ - ბელგიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1908-1968 წწ).

ბიურნუფი ეჟენ - ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე (1801-1952 წწ).

ბიურო (ფრანგ.)

  1. ხელმძღვანელი არჩევითი ორგანო.

  2. ერთგვარი გამოსაწევსახურავიანი საწერი მაგიდა.

ბიუროკრატი (ფრანგ.) - თანამდებობის პირი, რომელიც ფორმალურად ასრულებს თავის მოვალეობას.

ბიუროკრატიზმი - საქმისადმი ფორმალური დამოკიდებულება.

ბიუსი ევგენი - თბილისში მოღვაწე სეისმოლოგი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1885-1969 წწ).

ბიუსი როჟე დე რაბიუტენი - ფრანგი მხედართმთავარი, მწერალი, ისტორიული რომანების ავტორი (1618-1693 წწ).

ბიუსკეელვი - ქალაქი შვედეთში.

ბიუსკენ-ჰიუეტი კონრად - ნიდერლანდელი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე.

ბიუსტი (ფრანგ.)

  1. ადამიანის გამოსახულება წელამდე.

  2. ქალის გულმკერდი.

ბიუსტჰალტერი (ფრანგ.) - ქალის ლიფი, გულმკერდზე ჩასაცმელი.

ბიუტი

  1. ქალაქი აშშ-ს მონტანას შტატში.

  2. საგრაფო დიდ ბრიტანეთში (შოტლანდია).

ბიუტი ჯონ სტიუარტ - ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე (1713-1792 წწ).

ბიუტორი მიშელ მარი ფრანსუა - ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი (დაიბადა 1926 წელს).

ბიუფე ბერნარ - ფრანგი ფერმწერი (დაიბადა 1928 წელს).

ბიუფონი ჟორჟ ლუი ლეკლერკ - ფრანგი ბუნებისმეტყველი, პარიზის ბოტანიკური ბაღის დირექტორი (1707-1788 წწ).

ბიუშე ფილიპ ჟოზეფ - ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი, განათლებით ექიმი (1796-1895 წწ).

ბიუხერი კარლ - გერმანელი ეკონომისტი, სახელმწიფო მეურნეობის ისტორიკოსი, სტატისტიკოსი (1847-1930).

ბიუხნერი გეორგ - გერმანელი მწერალი (1813-1837 წწ).

ბიუხნერი ლუდვიგ - გერმანელი ექიმი, ბუნებისმეტყველი და ფილოსოფოსი (1824-1899 წწ).

ბიუჯეტი (ინგლისურად სიტყვასიტყვით ნიშნავსჩანთას“)

  1. სახელმწიფოს შემოსავალ-გასავლის ნუსხა.

  2. ვისიმე პირადი შემოსავალი და ხარჯები.

ბიფიდობაქტერიები - მიკრობები, რომლებიც ძუძუთა ბავშვებისა და ცხოველების მაწოვარა მოზარდის ნაწლავთა ფლორის 80-90%-ს შეადგენენ.

ბიფიტერი - ლონდონის ცნობილი ციხესიმაგრის, ტაუერის გუშაგი (სიტყვასიტყვით ნიშნავს „ხორცისმჭამელს“; ლეგენდის თანახმად, ბიფიტერი გემოთი სინჯავდა მეფისათვის მირთმეულ ხორცს, რათა მოწამლული არ ყოფილიყო).

ბიფოკალური სათვალე - ორმაგმინებიანი სათვალე.

ბიფურკაცია (ლათ.) - ბიოლოგიაში მილისებრი ორგანოს (სისხლის ძარღვი, ბრონქი) გაყოფა ორ ტოტად, გაორკაპება.

ბიქთემიროვი შაუქათ - თათარი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1928 წელს).

ბიქრომატები - ორქრომმჟავას მარილები, იყენებენ ლაბორატორიაში ქიმიური ჭურჭლის გასარეცხად.

ბიქსი (სასტერილიზაციო კოლოფი) - ლითონის კოლოფი, რომელსაც იყენებენ შესახვევი მასალისა და თეთრეულის ავტოკლავში სასტერილიზაციოდ და საოპერაციო და შესახვევ ოთახებში შესანახად.

ბიქსიო ჯიროლამო ნინო - იტალიელი დემოკრატი, ჯუზეპე გარიბალდის თანამებრძოლი (1821-1873 წწ).

ბიღა - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, (ქვაციხის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ბუჯის (ყვირილის აუზი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 520 მეტრი, ჭიათურიდან - 23 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 603 კაცი.

ბიღი - განზე გაბზეკილი მსხვილი ულვაში.

ბიყა - სოფელი ცხინვალთან.

ბიყარი - სოფლების ზემო ბიყარისა და ქვემო ბიყარის გავრცელებული სახელწოდება (ცხინვალის მუნიციპალიტეტი).

ბიყარისხევი - მდინარე ცხინვალისმუნიციპალიტეტში, მეჯუდის მარცხენა შენაკადი.

ბიშა მარი ფრანსუა ქსავიე - ფრანგი ანატომი, ფიზიოლოგი და ექიმი (1771-1802 წწ).

ბიშარი - ქალაქი ალჟირში.

ბიშრინი (ბესარინი, ბისარიაბი) - ბეჯას ტომთა ერთ-ერთი ჯგუფი აფრიკაში, მომთაბარეობენ სუდანში, ნუბიის უდაბნოში.

ბი შენი - ჩინელი ხელოსანი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა წიგნის ბეჭდვას მოძრავი ლიტერებით 1041-1048 წლებში.

ბიშ-იირდუ - ალთაის მხარის მთიანი მასივი.

ბიშკეკი (1926-91 წლებში ფრუნზე) - აზიის სახელმწიფო ყირგიზეთის დედაქალაქი (625 ათასი).

ბიშოვეცი ანატოლი - 60-70-იანი წლების კიევის «დინამოსა» და საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელი, შემდგომ მწვრთნელი (დაიბადა 1944 წელს).

ბიშონ ფრიზე - ძველი ფრანგული დეკორატიული ძაღლის ჯიში.

ბიშოპი ელიზაბეთ - ამერიკელი პოეტი ქალი (1911-1979 წწ).

ბიშოპი ჯონ მაიკლ - ამერიკელი მოლეკულარული ბიოლოგი, ვირუსოლოგი, 1989 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჰ. ვარმუსთან ერთად (დაიბადა 1936 წელს).

ბიშოფი ვერნერ - ცნობილი შვეიცარელი ფოტოჟურნალისტი (1916-1954 წწ).

ბიშოფი თეოდორ ლუდვიგ - გერმანელი ანატომი, ემბრიოლოგი და ფიზიოლოგი (1807-1882 წწ).

ბიჩ ბოიზი - ამერიკული როკ-ჯგუფი, შეიქმნა 1961 წელს.

ბიჩემი - მწერალ ქეთრინ მენსფილდის ნამდვილი გვარი.

ბიჩემი ტომას - ინგლისელი დირიჟორი, იმპრესარიო, მუსიკალური და საზოგადო მოღვაწე (1879-1961 წწ).

ბიჩერ-სტოუ ჰარიეტ ელიზაბეთ - ამერიკელი მწერალი ქალი (1811-1896 წწ).

ბიჩვერი - შტერი (საბა).

ბიჩინგაურთკარი - იხილე ბიჩნიგაური..

ბიჩნიგაური - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჟინვალის სადაბო საკრებულო), მდინარე არაგვის ნაპირას. ზღვის დონიდან - 800 მეტრი, დუშეთიდან -11 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 490 კაცი.

ბიჩურინი ნიკიტა (ბერობაში იაკინთე) - რუსი აღმოსავლეთმცოდნე და სინოლოგი (1777-1853 წწ).

ბიცეფსი (ლათ.) - ორთავა კუნთი მხარსა და იდაყვს შორის.

ბიცი (ბიცობი) - ნიადაგი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ნატრიუმის მარილებს.

ბიცობი - იხილე ბიცი.

ბიცოლა - ბიძის ცოლი.

ბიძა - მამის ან დედის ძმა.

ბიძანტი - პოსეიდონის ძე, ბიზანტიის მითიური დამაარსებელი.

ბიძაშვილი - მამის ან დედის ძმის შვილი.

ბიძგი - ხელის ან მხრის წაკვრა.

ბიძგიასებრნი - მწერების ოჯახი ორფრთიანების რიგისა. აქვთ ოდნავ შებუსული სხეული 2-15 მმ სიგრძისა.

ბიძერები - უძველესი ტომი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, იხსენიებიან ძვ.წ.აღ. IX-VII საუკუნეების ურარტულ წყაროებში.

ბიძია - იგივე ბიძა.

ბიძოთა - ყოფილი სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ბიწაძე ანდრია - მათემატიკოსი, აკადემიკოსი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1916-1994 წწ).

ბიწი - ზნეობრივი მანკი.

ბიწიერება - გარყვნილება, სიბილწე.

ბიწიერი - ბიწის მქონე.

ბიწმენდი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (გალავნის თემის საკრებულო), საგურამოს ვაკეზე, მდინარე ახატნისხევის (არაგვის მარცხენა შენაკადი) ორივე ნაპირას. ზღვის დონიდან - 645 მეტრი, მცხეთიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 526 კაცი.

ბიჭაბატკანი - ადრეული, დოლის დაძვრამდე მოგებული ბატკანი.

ბიჭბუჭები - პატარა ბიჭები.

ბიჭები იასამნის ქუჩიდან - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1974 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - ნელი ნენოვა. დამდგმელი ოპერატორი - იური კიკაბიძე. კომპოზიტორი - კონსტანტინე პევზნერი. მთავარ როლებში: კოკა კიკაბიძე, დ.გუნგუნავა, ნატო წულაია, სოფიკო ჭიაურელი, ბორის წიფურია, ჯემალ ღაღანიძე.

ბიჭვინთა - საზღვაო კურორტი გაგრასთან.

ბიჭვინთის კონცხი - კონცხი გაგრასთან, შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარე ბზიფის შესართავთან.

ბიჭი - მამრობითი სქესის მოზარდი ადამიანი.

ბიჭიანობა - ბიჭის შეძენა.

ბიჭიაშვილი გივი - 60-70-იანი წლების თბილისის «ბურევსტნიკისა» და «დინამოს» ცნობილი კალათბურთელი (დაიბადა 1947 წელს).

ბიჭიკო - პერსონაჟები ფილმებში „უდიპლომო სასიძო“ და „ჭრიჭინა“.

ბიჭო-გოგია - იგივეა, რაც მოლაღური.

ბიჭუნა

  1. პატარა ბიჭი.

  2. კარლსონის მეგობარი, იგივე სვანტე სვანტესონი ასტრიდ ლინდგრენის ცნობილ ნაწარმოებში.

ბიხოვსკაია სოფიო - რუსი ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი (1887-1942 წწ).

ბიხტერი მიხაილ - რუსი პიანისტი და დირიჟორი (1881-1947 წწ).

ბიჯაპური

  1. XV-XVII საუკუნეებში არსებული სახელმწიფო თანამედროვე ინდოეთის ტერიტორიაზე.

  2. ქალაქი ინდოეთში.

ბიჯარეტი ლიბერო - იტალიელი მწერალი (დაიბადა 1906 წელს).

ბიჯგი - რისამე გასამაგრებლად შედგმული ძელი.

ბიჯი

  1. სიგრძის საზომი ერთეული ძველ საქართველოში, შეადგენდა ორ ნაბიჯს (დაახლოებით 1,4 მეტრი).

  2. იგივე ნაბიჯი.

ბი ჯიზი - ავსტრალიური პოპ-ჯგუფი, შეიქმნა 1958 წელს. შემადგენლობა: ძმები - რობინი, ბარი, მორისი - ჯიბები, ვინს მილუნი და კოლინ პიტერსონი.

ბიჯნისი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ბიჯსაზომი

  1. ცილინდრული სწორკბილიანი ან ირიბკბილიანი კბილანა, თვლების ძირითადი ბიჯის საზომი ხელსაწყო.

  2. კუთხვილის ბიჯის საზომი ხელსაწყო.

  3. ადამიანების ნაბიჯების ავტომატურად აღმრიცხველი ხელსაწყო (იყენებენ თვალზომითი აგეგმვისას).

ბიჰარელები - ინდოეთში, ბიჰარის შტატში (93 მილიონი), ნეპალსა და ბანგლადეშში მცხოვრებ ხალხთა ჯგუფი.

ბიჰარი ინდოეთის შტატი, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, განგის სანაპიროზე, ესაზღვრება ნეპალს.

ბიჰარი იანოშ - უნგრელი მევიოლინე და კომპოზიტორი (1764-1827 წწ).

ბიჰაჩი - ქალაქი ბოსნია-ჰერცეგოვინაში.

ბიჰევიორიზმი (ინგლ.) - ფსიქოლოგიური მიმდინარეობა, რომელიც უგულებელყოფს ცნობიერებას როგორც მეცნიერების საგანს. წარმოიშვა აშშ-ში XX საუკუნის დასაწყისში, ფუძემდებელი ჯ. უოტსონი.

ბიჰორი - ჟუდეცი და მთიანი მასივი დასავლეთ რუმინეთში.

1.8 ბლ

▲ზევით დაბრუნება


ბლაბურხვა (ყოფილი აგვავერა) - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

ბლაგა ლუჩიან - რუმინელი პოეტი და ფილოსოფოსი-ირაციონალისტი (1895-1961 წწ).

ბლაგვი - ცუდად მჭრელი ცივი იარაღი.

ბლაგინინა ელენა - რუსი პოეტი, დრამატურგი, მთარგმნელი ქალი (1903-1989 წწ).

ბლაგიძე ვახტანგ - მოჭიდავე, 1980 წლის ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს 2-გზის (1978, 1981 წწ) და ევროპის 2-გზის (1978, 1980) ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში (52 კგ) (დაიბადა 1954 წელს).

ბლაგოდარნი - ქალაქი რუსეთის სტავროპოლის მხარეში.

ბლაგოდატი - მთა შუა ურალის აღმოსავლეთ ფერდობზე.

ბლაგოევი დიმიტრი - რუსეთისა და ბულგარეთის რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე (1856-1924 წწ).

ბლაგოევგრადი (1950 წლამდე გორნა-ჯუმაია) - ქალაქი ბულგარეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (60 ათასი).

ბლაგოვეშჩენსკი - ქალაქი რუსეთის ამურის ოლქში (220 ათასი).

ბლაგონრავოვი ანატოლი - მექანიკის (ბალისტიკის) დარგის მეცნიერი-სპეციალისტი, აკადემიკოსი (1894-1975 წწ).

ბლაგოსვეტლოვი გრიგორი - რუსი ჟურნალისტი, გამომცემელი, საზოგადო მოღვაწე (1824-1880 წწ).

ბლადი (კაპიტანი) - რაფაელ საბატინის რომან „კაპიტან ბლადის ოდისეის“ მთავარი გმირი.

ბლადჰაუნდი - ძაღლის უძველესი ჯიში. სხვა ჯიშებზე უკეთ აქვს განვითარებული ყნოსვა.

ბლავატსკაია ელენა - რუსი მწერალი და თეოსოფი ქალი (1831-1891 წწ).

ბლაზონი - ჰერალდიკის ენა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო გერბის აღდგენა ზეპირი მონათხრობით.

ბლაინდ-რივერი - ურანის შემცველ კონგლომერატთა რაიონი კანადაში.

ბლაივაისი (გერმ.) - ტყვიის თეთრა.

ბლაიტი არტურ - ამერიკელი ჯაზმენი, საქსოფონისტი, კომპოზიტორი (დაიბადა 1940 წელს).

ბლაიხშტაინერი რობერტ - ავსტრიელი ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი ქართველოლოგი, მთარგმნელი. (1891-1954 წწ).

ბლაკიტნი-ელანი (ნამდვილი გვარი ელანსკი) - უკრაინელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1894-1925 წწ).

ბლაკმორი (ბლეკმორი) რიჩარდ დოდრიჯ - ინგლისელი მწერალი (1825-1900 წწ).

ბლამანი ანა (ნამდვილი სახელი და გვარი იოჰანა პეტრონელა ფრიუხტი) - ნიდერლანდელი მწერალი ქალი (1905-1960 წწ).

ბლამბერგი ბარუხ - ამერიკელი გენეტიკოსი, 1976 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი კ. გაიდუზეკთან ერთად (დაიბადა 1925 წელს).

ბლანდი - ნემსის შორი-შორ ნაკერი.

ბლანდიანა ანა - რუმინელი პოეტი ქალი (დაიბადა 1924 წელს).

ბლანი ლუი - ფრანგი უტოპისტი-სოციალისტი, ისტორიკოსი (1811-1882 წწ).

ბლანკენბურგი - კლიმატური კურორტი გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის მხარეში.

ბლანკერს-კუნი ფრანსინა - ნიდერლანდელი სპორტსმენი ქალი, 1948 წლის ოლიმპიური თამაშების 4-გზის ჩემპიონი მძლეოსნობაში (დაიბადა 1918 წელს).

ბლანკი ბორის - რუსი მხატვარი და რეჟისორი (დაიბადა 1938 წელს).

ბლანკი კარლ - რუსი არქიტექტორი, ბაროკოსა და ადრეული კლასიციზმის წარმომადგენელი (1728-1783 წწ).

ბლანკი ლუი ოგიუსტ - ფრანგი რევოლუციონერი, უტოპისტ-კომუნისტი (1805-1881 წწ).

ბლანკი (ფრანგ.)

  1. დაწესებულების ტიტულის მქონე თაბახის ფურცელი.

  2. ნაბეჭდი ქაღალდის ფურცელი, რომელზედაც დატოვებულია თავისუფალი ადგილები შესავსებად.

ბლანკიზმი - მოძღვრება, რომლის მომხრეები ცდილობდნენ ბურჟუაზიული წყობილება შეეცვალათ სოციალისტურით ინტელიგენტ რევოლუციონერთა მცირე ჯგუფის შეთქმულების გზით (მე-19 საუკუნის ფრანგი რევოლუციონერის ოგიუსტ ბლანკის სახელის მიხედვით).

ბლანმანჟე (ფრანგ.) - ნაღების ან ნუშის რძის ჟელე.

ბლანტაირ-ლიმბე - ქალაქი აფრიკის სახელმწიფო მალავიში (405 ათასი).

ბლანტე

  1. დამდგარი მლაშე ჭაობის გამონაჟონი წყალი.

  2. ზანტი, ზარმაცი.

ბლანტერი მატვეი - რუსი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, ე.წ. „საფეხბურთო ჰიმნის“ ავტორი (1903-1990 წწ).

ბლანტი - მოსქო და წებოვანი სითხე.

ბლანფიქსი (ფრანგ.) - თეთრი, მეტად გამძლე გოგირდმჟავა ბარიუმის საღებავი.

ბლანშეტი კეიტ - ავსტრიელი და ამერიკელი მსახიობი (დაიბადა 1969 წელს).

ბლანშირება

  1. ხილის და ბოსტნეულის დამუშავება ცხელი წყლით ან ორთქლით. ნაყოფს უნარჩუნებს ბუნებრივ ფერსა და ვიტამინებს.

  2. ტყავის წარმოებაში: ტყავის ქვედა მხრიდან ტყავქვეშა უჯრედისის ნარჩენების მოცილება. იყენებენ აგრეთვე თანაბარი სისქის ტყავის მისაღებად და ზედაპირიდან დეფექტების მოსაცილებლად.

ბლანშ კასტილიელი - საფრანგეთის დედოფალი (1188-1252 წწ).

ბლანშო მორის - ფრანგი მწერალი, მოაზროვნე-ესეისტი (დაიბადა 1907 წელს).

ბლარდნილი - შეხვეული (საბა).

ბლარჯობა - უცომობის კვირა (საბა).

ბლასკო იბანიესი ვისენტე - ესპანელი მწერალი (1867-1928 წწ).

ბლას როკა (ნამდვილი სახელი და გვარი ფრანსისკო ვილფრედო კალდერიო) - კუბის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1908-1985 წწ).

ბლასტარი მათე - XIV საუკუნის ბიზანტიელი მწერალი.

ბლასტეა - მრავალუჯრედიანი ცხოველების ჰიპოთეზური წინაპარი.

ბლასტემა (ბერძნ.) - ორგანოს მოკვეთის შემდეგ ჭრილობის ზედაპირზე წარმოქმნილი უჯრედების გროვა.

ბლასტო - ბერძნული წინსართი, ნიშნავს „ჩანა--სახს, ახალ წარმონაქმნს“.

ბლასტოდერმა - იმ უჯრედების ერთობლიობა, რომლებიც წარმოქმნიან მრავალუჯრედიან ცხოველთა ჩანასახს ბლასტულის სტადიაზე.

ბლასტოიდები - ამომწყდარი უხერხემლო ცხოველების კლასი, იგივე ზღვის კოკრები.

ბლასტომა (ბერძნ.) - იგივეა, რაც სიმსივნე.

ბლასტომერები (პირველად პირი, გასტროპორი) - მრავალუჯრედიანი ცხოველების განაყოფიერებული კვერცხუჯრედის დაყოფის პროცესში წარმოქმნილი უჯრედები.

ბლასტომიკოზი (ბერძნ.) - უპირატესად ძაღლების, იშვიათად ადამიანის, კანის სოკოვანი დაავადება.

ბლასტომიცეტები - საფუარი სოკოების საერთო სახელწოდება.

ბლასტოცელი (სხეულის პირველადი ღრუ) - ცხოველთა ჩანასახის ღრუ, რომელიც წარმოიქმნება ბლასტომერებს შორის.

ბლასტოცისტა (ბლასტოდერმული ბუშტი) - ძუძუმწოვრების, მათ შორის ადამიანის, ჩანასახის განვითარების სტადია.

ბლასტულა (ბერძნ.) - მრავალუჯრედიანი ცხოველების ჩანასახის განვითარების სტადია.

ბლასტულაცია - მრავალუჯრედიან ცხოველთა კვერცხის დანაწევრების ბოლო პერიოდი, როცა წარმოიქმნება ბლასტულა.

ბლატერი იოზეფ - ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა-ს) პრეზიდენტი 1998 წლიდან (დაიბადა 1936 წელს).

ბლატუნი - თვალ-წარბთა ძრვა უჳამსად (საბა).

ბლაუ - XVI-XVII საუკუნეების ნიდერლანდელი მეცნიერი-კარტოგრაფების ოჯახი - ვილემ იანსზონი (1571-1638 წწ) და სხვები.

ბლაუ მარიეტა - ავსტრიელი ფიზიკოსი ქალი (1894-1970 წწ).

ბლაუმანისი რუდოლფს - ლატვიელი მწერალი (1863-1908 წწ).

ბლაღოჩინი - მღვდელი, განაგებდა რამდენიმე სამრევლოს საქმეებს რუსეთის იმპერიაში.

ბლაშკოვიჩი დიონიზ - ჩეხი მიკრობიოლოგი და ვირუსოლოგი (დაიბადა 1913 წელს).

ბლეგენი კარლ - ამერიკელი არქეოლოგი, ეგეოსის კულტურის მკვლევარი (1887-1971 წწ).

ბლედა - ჰუნების ბელადის ატილას უფროსი ძმა და მისი თანამმართველი 445 წლამდე.

ბლედი - სამთოკლიმატური კურორტი სლოვენიაში.

ბლეიზერი (ინგლ.)

  1. თავისუფალი სტილის ქალის ან მამაკაცის პიჯაკი ზემოდან დაკერებული ჯიბეებით.

  2. ღია ფერის სპორტული პიჯაკი.

ბლეიკი არტ (ისლამური სახელი აბდულა იბნ ბუხაინა) - ამერიკელი ჯაზ-მუსიკოსი, ანსამბლის ხელმძღვანელი (1911-1990 წწ).

ბლეიკი პიტერ - ამერიკელი არქიტექტორი და თანამედროვე არქიტექტურის თეორიტიკოსი (დაიბადა 1920 წელს).

ბლეიკი რობერტ - ინგლისელი ადმირალი (1599-1657 წწ).

ბლეიკი რობერტ პირპონტ - ამერიკელი ქართველოლოგი (1886-1950 წწ).

ბლეიკი უილიამ - ინგლისელი პოეტი და მხატვარი (1757-1827 წწ).

ბლეიკი ჯორჯ (გეორგ ბეხარი) - საბჭოთა კავშირის ჯაშუში, მუშაობდა ინგლისის სპეცსამსახურებშიც (დაიბადა 1922 წელს).

ბლეილერი ეიგენ - შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი, შიზოფრენიის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი (1857-1939 წწ).

ბლეიმანი მიხეილ - საბჭოთა ეპოქის რუსეთში მოღვაწე კინოდრამატურგი და კრიტიკოსი (1904-1973 წწ).

ბლეიქსლი (ბლექსლი) ალბერტ ფრენსის - ამერიკელი ბოტანიკოსი და გენეტიკოსი (1874-1954 წწ).

ბლეკეტი პეტრიკ მეინარდ სტიუარტ - ინგლისელი ფიზიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების პრეზიდენტი, 1948 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1897-1985 წწ).

ბლეკროტი (ინგლ.) - ვაზის ავადმყოფობა, იწვევს სოკო, რომელიც ასენიანებს ყურძნის მარცვალს.

ბლეკ-ჰილზი - ქედი, კლდოვანი მთები აშშ-ში.

ბლენდი (გერმ.)

  1. მაღაროს გასანათებელი ფარანი.

  2. ფოტო-კინო ობიექტივების დამცავი საშუალება.

ბლენვილი ანრი - ფრანგი ზოოლოგი და ანატომი (1777-1850 წწ).

ბლენიუსისებრნი - იგივე ზღვის ფინიასებრნი.

ბლენკერი (ინგლ.) - ტელეფონის კომუტატორის სასიგნალო მოწყობილობა, რომლითაც აბონენტი იძახებს ტელეფონისტს.

ბლენორეა (ბერძნ.) - თვალის ლორწოვანი გარსის ჩირქოვანი ანთება, რომელსაც იწვევს გონოკოკი.

ბლერი ბეტსი - ამერიკელი მსახიობი ქალი (დაიბადა 1923 წელს).

ბლერი ენტონი ჩარლზ ლინტონ (ტონი) (Anthony Charles Lynton Blair) - დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, ქვეყნის 73-ე პრემიერ-მინისტრი 1997-2007 წლებში (დაიბადა 1953 წელს).

ბლერი რობერტ - შოტლანდიელი პოეტი (1699-1746 წწ).

ბლერიო ლუი - ფრანგი მფრინავი, ავიაციის ერთ-ერთი პიონერი (1872-1936 წწ).

ბლესტ განა ალბერტო - ჩილელი მწერალი (1830-1920 წწ).

ბლეფარიტი (ბერძნ.) - ქუთუთოების კიდეების ანთება.

ბლეფაროსპაზმი - თვალის ირგვლივი კუნთის კრუნჩხვა.

ბლეფესკუ - ლილიპუტების სამეფო ჯონათან სვიფტის “გულივერის მოგზაურობაში”.

ბლეფი (ინგლ.)

  1. უსაფუძვლო ტრაბახი.

  2. პოკერში: ტყუილი, მოწინააღმდეგის დასაშინებელი ფანდი.

  3. ფილმი ადრიანო ჩელენტანოსა და ენტონი კუინის მონაწილეობით.

ბლექბერნი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, ინგლისში (90 ათასი).

ბლექი ჯეიმზ უაიტ - ინგლისელი ფარმაკოლოგი. 1988 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი დ. ჰითჩინგსთან და გ. ელაიონთან ერთად (დაიბადა 1924 წელს).

ბლექპული - ქალაქი-საგრაფო დიდ ბრიტანეთში, ირლანდიის ზღვის სანაპიროზე, კლიმატური კურორტი (145 ათასი).

ბლექჯეკი - ბანქოს ერთგვარი აზარტული თამაში.

ბლექ საბატი - ინგლისური როკ-ჯგუფი, შეიქმნა 1969 წელს ბირმინგემში.

ბლეხენი კარლ - გერმანელი მხატვარი (1798-1840 წწ).

ბლიაძე სახელმოხვეჭილი ქართველი მესტვირეების დინასტია (XVIII-XIX სს).

ბლიაძე ომარ - ევროპის 1968 წლის ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1969) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში (87 და 90 კგ) (დაიბადა 1942 წელს).

ბლიახინი პაველ - რუსი მწერალი (1886-1991 წწ).

ბლიდა - ქალაქი ჩრდილოეთ ალჟირში, ვილაიას ადმინისტრაციული ცენტრი (171 ათასი).

ბლიე ბერნარ - ფრანგი კინომსახიობი (1916-1989 წწ).

ბლიე ბერტრან - ფრანგი რეჟისორი (დაიბადა 1939 წელს).

ბლიზნიცა-ბოლშაია - გორასამარხი ტამანის ნახევარკუნძულზე გათხარეს 1864-66 წლებში.

ბლითი - თეთრი ფქვილისაგან გამომცხვარი პატარა რგოლი.

ბლიკვი - მუშტი, რომელშიც ცერი სხვა თითებს შორისაა მოქცეული.

ბლინდაჟი (ფრანგ. ძელმიწური) - თავდაცვითი ნაგებობა.

ბლინი (რუს.) - წყალში გაქნილი ფქვილისაგან ცხიმში მომწვარი პატარა ლავაში.

ბლინიკოვი სერგეი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1901-1969 წწ).

ბლინკ-კომპარტორი - ვარსკვლავიერი ცის ფოტონეგატივზე ცვალებადი ვარსკვლავების, მცირე პლანეტებისა და დიდი საკუთარი მოძრაობის მქონე ვარსკვლავების მოსაძებნი ასტრონომიული ხელსაწყო.

ბლინტი (გერმ.) - წარწერების ან სამკაულების ტვიფვრა წიგნის ყდაზე ცხელი პრესით და უსაღებავოდ.

ბლიოტკინი პეტრე - საბჭოთა ეპოქის რუსი ფერმწერი-პორტრეტისტი (1903-1985 წწ).

ბლისი არტურ - ინგლისელი კომპოზიტორი და დირიჟორი (1891-1975 წწ).

ბლისტერი (ინგლ.)

  1. თვითმფრინავის კორპუსის გუმბათისებური სახურავი გამჭვირვალე პლასტმასისა, რომელშიც მოთავსებულია შეიარაღება და სამიზნე მოწყობილობა.

  2. ხომალდის კორპუსის ნაღმსაწინააღმდეგო გამსხვილება.

ბლისტი - საკუთარი აგარაკი (საბა).

ბლისხევი - მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ჩხერიმელის მარჯვენა შენაკადი.

ბლიუზი - იხილე ბლუზი.

ბლიუმენტალ-ტამარინა (ნამდვილი გვარი კლიმოვა) მარია - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1859-1938 წწ).

ბლიუმენტროსტი ლავრენტი - პეტრე პირველის ლეიბ-მედიკოსი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის პირველი პრეზიდენტი (1692-1755 წწ).

ბლიუხერი ვასილი - საბჭოთა კავშირის მარშალი. 1918-21 წლების სამოქალაქო ომის მონაწილე (1890-1938 წწ).

ბლიცი (გერმ.)

  1. სწრაფად გათამაშებული ჭადრაკის პარტია.

  2. ფოტოგასანათებელი მოწყობილობა.

ბლიცკრიგი (გერმ.) - XX საუკუნის დასაწყისში გერმანიაში შემუშავებული ელვისებური ომის თეორია.

ბლიცტურნირი - დროის შემოკლებული კონტროლით მიმდინარე საჭადრაკო ან საშაშო ტურნირი.

ბლიხერი სტენ სტენსენ - დანიელი მწერალი (1782-1848 წწ).

ბლო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 1 კაცი.

ბლობა - ბლის მწიფობის დრო.

ბლობელი გიუნტერ - ამერიკელი ბიოლოგი, 1999 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1936 წელს).

ბლოგერი - ადამიანი, რომელიც ინტერნეტში ბლოგ-ებს წერს, აწარმოებს.

ბლოგი (ინგლ. ბლოგ, რომელიც მოდის web log-იდან) - ინტერნეტში წარმოებული რეგულარული დღიურები და ჩანაწერები (პირად ან გარკვეულ თემაზე), რომლებიც უკუქრონოლოგიითაა დალაგებული და მოიცავს ტექსტს, გამოსახულებას ან მულტიმედიას.; ქსელური ჟურნალი, მოვლენათა დღიური.

ბლოკ (ინგლ.) - რთული სიტყვების თავსართი, აღნიშნავს ბლოკირებასთან კავშირს.

ბლოკადა (ინგლ.)

  1. გარემოცვა მტრის ჯარების მიერ.

  2. მტრული ქვეყნების მიერ რომელიმე სfახელმწიფოს პოლიტიკური ან ეკონომიკური იზოლაცია.

  3. (მედიცინაში) ორგანოს ან სისტემის ფუნქციის გამოთიშვა.

  4. ალექსანდრე ჩაკოვსკის რომანი.

ბლოკაჟი - (კრივში) თავდაცვის ილეთი.

ბლოკბასტერი (ინგლ.) - დიდბიუჯეტიანი და მაღალშემოსავლიანი ფილმი. ეს ცნება გაჩნდა სპილბერგის ფილმ „ყბების“ გადაღების შემდეგ.

ბლოკთანაპოლიმერები - პოლიმერები, რომელთა მაკრომოლეკულები შეიცავს ერთი მონომერის რგოლების შედარებით გრძელი ბლოკების და სხვა მონომერის ბლოკების თანამიმდევრობას.

ბლოკი

  1. ტვირთის ასაწევი უმარტივესი მოწყობილობა.

  2. პარტიების გაერთიანება.

  3. რაიმე ნაგებობის ნაწილი.

  4. საშენი მასალა.

ბლოკი ალექსანდრ - რუსი პოეტი (1880-1921 წწ).

ბლოკი ჟან რიშარ - ფრანგი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1884-1947 წწ).

ბლოკირატორი - მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შეწყვილებულია ტელეფონები, ერთი ხაზით მუშაობს სხვადასხვა ნომრის მქონე ორი ტელეფონი.

ბლოკნოტი (ფრანგ.) - ამოსახევფურცლებიანი წიგნაკი სახელდახელო შენიშვნების ჩასაწერად.

ბლოკშიპი (ინგლ.) - კორპუსი გემისა, რომელზედაც აღებულია მოწყობილობა და გადაკეთებულია საცხოვრებლად.

ბლოკჰაუზი (გერმ.) - თავდაცვითი ნაგებობა, საიდანაც სროლა შეიძლება ერთ ან რამდენიმე მხარეს.

ბლომა (ბლომად) - დიდი რაოდენობის, ბევრი.

ბლომბერგენი ნიკოლას - ჰოლანდიური წარმოშობის ამერიკელი ფიზიკოსი, 1981 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ა.შავლოვთან ერთად (დაიბადა 1920 წელს).

ბლომბერგი ვერნერ ფონ - გერმანელი გენერალ-ფელდმარშალი, რეიხსვერის მინისტრი (1878-1946 წწ).

ბლონდელი მორის - ფრანგი ფილოსოფოსი-იდეალისტი (1861-1949 წწ).

ბლონდელი ფრანსუა - ფრანგი არქიტექტორი, კლასიციზმის წარმომადგენელი (1618-1686 წწ).

ბლონდელი შარლ - ფრანგი ფსიქოლოგი (1876-1939 წწ).

ბლონდი - აბრეშუმის თხელი ბადურა.

ბლოჟინი - ენის ძლივძლივობით დაძვრა.

ბლოსღელე - უღელტეხილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოებაზე, როშკისწყლისა და ბლოსწყლის წყალგამყოფი.

ბლოსწყალი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი.

ბლოხი ერნესტ - შვეიცარიელ-ამერიკელი კომპოზიტორი (1880-1959 წწ).

ბლოხი კონრად ემილ - გერმანული წარმოშობის ამერიკელი ბიოქიმიკოსი, 1964 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფ. ლინენთან ერთად (დაიბადა 1912 წელს).

ბლოხი რაისა - ემიგრანტი რუსი პოეტი ქალი (1899-1943 წწ).

ბლოხი ფელიქს - ამერიკელი ფიზიკოსი, მყარი სხეულის კვანტური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, 1952 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჯ.პერსელთან ერთად (1905-1983 წწ).

ბლოხინი ნიკოლა- - რუსი ქირურგი-ონკოლოგი, აკადემიკოსი (1912-1993 წწ).

ბლოხინი ოლეგ - საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი, საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი, ევროპის 1975 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. თამაშობდა კიევის „დინამოში” 1969-87 წლებში (დაიბადა 1952 წელს).

ბლოხინცევი დიმიტრი - საბჭოთა ეპოქის რუსი ფიზიკოსი (1907/1908 - 1979 წწ).

ბლუ - ენის ბორძიკით მოლაპარაკე.

ბლუა ლეონ მარი - ფრანგი მწერალი, კათოლიკე მისტიკოსი (1846-1917 წწ).

ბლუდოვი დიმიტრი - რუსი სახელმწიფო მოღვაწე, გრაფი (1785-1864 წწ).

ბლუზა - ქალის ზედა სამოსი.

ბლუზი (ინგლ. ბლიუზი) - მდინარე მისისისპის პირას მცხოვრები ამერიკელი ზანგების ლირიული სოლო სიმღერა. ცეკვა, რომელიც ასეთი სიმღერის თანხლებით სრულდება.

ბლუკუნი - გაურკვევლად ლაპარაკი.

ბლული - სომხური სასულე ინსტრუმენტი.

ბლუმარტი აბრაჰამ - ნიდერლანდელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1564-1651 წწ).

ბლუმაუერი ალოის - ავსტრიელი მწერალი-განმანათლებელი (1755-1798 წწ).

ბლუმდალი კარლ ბირგერ - შვედი კომპოზიტორი (1916-1968 წწ).

ბლუმენბახი იოჰან ფრიდრიხ - გერმანელი ანატომი, ზოოლოგი და ანთროპოლოგი (1752-1840 წწ).

ბლუმენფელდი ფელიქს - რუსეთში მოღვაწე პიანისტი, დირიჟორი, კომპოზიტორი (1863-1961 წწ).

ბლუმი (ინგლ.) - კვადრატულგანივჭრილიანი ნამზადი, რომელსაც იღებენ ბლუმინგში ფოლადის ზოდების გაგლინვით.

ბლუმი რობერტ - გერმანელი პუბლიცისტი, 1848 წლის რევოლუციის დროს საქსონიის დემოკრატიის ხელმძღვანელი (1807-1848 წწ).

ბლუმინგი (ინგლ.) - მძლავრი საგლინი დგამი, რომელშიც ატარებენ ფოლადის დიდ ზოდებს.

ბლუმფილდი ლენარდ - ამერიკელი ენათმეცნიერი, რომანულ-გერმანული და ზოგადი ენათმეცნიერების სპეციალისტი (1887-1949 წწ).

ბლუმფონტეინი - ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ორანჟის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (105 ათასი).

ბლუნჩლი იოჰან კასპარ - შვეიცარიელი იურისტი (1808-1881 წწ).

ბლუფილდზი - ქალაქი-პორტი ნიკარაგუაში.

ბლუჩანი - ხაზართა ხაკანის სპასალარი VII საუკუნეში.

1.9 ბმ

▲ზევით დაბრუნება


ბმვ („ბაიერიშ მოტორენ ვერკე“ BMW) - მსუბუქი, სპორტული და სატვირთო ავტომობილების მწარმოებელი გერმანული საავტომობილო კომპანია. დაარსებულია 1917 წელს. შტაბ-ბინა მდებარეობს მიუნჰენში.

ბმო - დიდი მუწუკი (საბა).

ბმული სივრცე - ერთგვარი ტიპოლოგიური სივრცე, რომლის ნებისმიერი დაშლისას ორ არათანამკვეთ სიმრავლედ თითოეული შეიცავს მეორის ზღვრულ წერტილებს.

ბმული ცვლადი - იხილე კვანტორი.

1.10 ბნ

▲ზევით დაბრუნება


ბნავისი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ბნედა (ეპილეფსია) - ქრონიკული ნერვული დაავადება.

ბნედიანი - გიჟი, ფეთიანი.

ბნელაკლდე - მღვიმე ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ჭიათურის პლატოზე.

ბნელეთი - მუდმივი სიბნელე.

ბნელი

  1. სინათლეს მოკლებული.

  2. გაუგებარი, შეუგნებელი.

  3. ბოროტი (ძალა).

ბნელი ნისლეული - ცის ობიექტი, რომელიც შედარებით ნათელი ვარსკვლავიერი ცის ფონზე ბნელ ლაქად მოჩანს.

1.11 ბო

▲ზევით დაბრუნება


ბო

  1. იაპონური ცივი იარაღი, მუხის ან ბამბუკის გრძელი ჯოხი, 150-300 სმ.

  2. ქალაქი სიერა-ლეონეში.

ბოა (ლათ.)

  1. დიდი მახრჩობელა გველი ოთხ მეტრამდე სიგრძისა, ბინადრობს სამხრეთ ამერიკასა და მადაგასკარზე.

  2. ქალის გრძელი ვიწრო ყელსახვევი.

  1. 3)კონგოში მცხოვრები ხალხი. რაოდენობა ერთი მილიონი, ენა - ლიბოა.

ბოამის ხეობა - ხეობა ყირგიზეთის კუნგეი-ალათაუს მთებში, ქალაქ ბიშკეკისა და ისიქ-ქოლის ტბის დამაკავშირებელ გზაზე.

ბოარნე (ბოგარნე) ალექსანდრ - ვიკონტი დე ლა ფერტე, საფრანგეთის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, საფრანგეთის დიდი რევოლუციის მონაწილე (1760-1794 წწ).

ბოარნე (ბოგარნე) ეჟენ - ფრანგი გენერალი, ლოიხტენბერგის ჰერცოგი, იტალიის ვიცე-მეფე (1781-1824 წწ).

ბოარნე (ბოგარნე) ჟოზეფინ - ნაპოლეონ ბონაპარტის პირველი ცოლი, ალექსანდრე ბოარნეს ქვრივი, მათი შვილები იყვნენ: ეჟენი - იტალიის ვიცე-მეფე და ჰორტენზია - ჰოლანდიის დედოფალი (1763-1814 წწ).

ბოარნუა (ბოგარნუა) - ქალაქი კანადაში.

ბოასი ფრანც - ამერიკელი ლინგვისტი, ეთნოგრაფი, ანთროპოლოგი (1858-1942 წწ).

ბობი (ინგლ.)

  1. ინგლისში პოლიციელის მეტსახელი.

  2. შემოკლებული რობერტი.

  3. მარხილის სახეობა.

ბობინა (ფრანგ.)

  1. მანქანის კოჭი ან ლილვი.

  2. მაგნიტოფონის გორგოლაჭი.

ბობიშევი დიმიტრი - რუსი პოეტი (დაიბადა 1936 წელს).

ბობნევი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ბობო - ხალხი ბურკინა-ფასოში და მის მეზობელ ქვეყნებში (მალი, კოტ დ'ივუარი), რაოდენობა - 600 ათასი, ენა - გბე.

ბობო-დიულასო - ქალაქი ბურკინა-ფასოში, უეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (230 ათასი).

ბობოთი

  1. სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

  2. სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (გურნის თემის საკრებულო), მდებარეობს ოკრიბის წვრილმთანეთში მდინარეების ჭალის და წყალწითელას წყალგამყოფ სერზე. ზღვის დონიდან - 500 მეტრი, ტყიბულიდან - 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 137 კაცი.

ბობოლა

  1. დიდი ძლიერი ვინმე, მაგნატი.

  2. ხახვის თავი, რომელსაც დიდ მარხვაში ჰკიდებდნენ ჭერზე და ყოველ კვირა დღეს თითო ფრთას აძრობდნენ.

ბობორიკინი პეტრე - რუსი მწერალი (1836-1921 წწ).

ბობოქარი - ძლიერ მღელვარე, მრისხანე.

ბობოყვათი - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

ბობოწვერა - ხეზე ჩამოკიდებული მოთეთრო სოკო.

ბობოხიძე იაკობ - კომპოზიტორი (XX ს).

ბობოხიძე კალე - პოეტი (1904-1990 წწ).

ბობჟინსკი მიხალ - პოლონელი ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე (1849-1935 წწ).

ბობრინეცი - ქალაქი უკრაინის კიროვოგრადის ოლქში.

ბობრკა - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში.

ბობროვი ვსევოლოდ - რუსი ფეხბურთელი და ჰოკეისტი (ბურთიანი და შაიბიანი ჰოკეი), საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი შაიბიან ჰოკეიში (1922-1979 წწ).

ბობროვი სემიონ - რუსი პოეტი (დაახლოებით 1763-1810 წწ).

ბობროვი სერგეი - რუსი მწერალი და მთარგმნელი (1889-1971 წწ).

ბობროვი - ქალაქი რუსეთის ვორონეჟის ოლქში.

ბობროვიცა - ქალაქი უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში.

ბობროვსკი იოჰანეს - გერმანელი მწერალი (1917-1965 წწ).

ბობრუისკი - ქალაქი ბელორუსიის მოგილევის ოლქში (223 ათასი).

ბობსლეი (ინგლ.) - შეჯიბრება მაღლიდან ყინულის ტრასაზე საჭიანი ციგებით (ბობებით) სწრაფდაშვებაში.

ბობსლეისტი - ბობსლეიში მონაწილე სპორტსმენი.

ბობტეილი (ძველინგლისური ნაგაზი) - სამსახუროებრივი ძაღლის ჯიში.

ბობღანი - (ძვ.) დაფი, დოლი.

ბობღინი - იგივე ბურტყუნი.

ბოგა

  1. იგივეა, რაც ბოგირი.

  2. სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

ბოგაევსკი კონსტანტინე - რუს ფერმწერი (1872-1943 წწ).

ბოგანო - ძალიან ღარიბი, უქონელი.ბოგარდი დირკ (ნამდვილი სახელი და გვარი დერეკ ჟიულ გასპარ ულრიხ ნივენ ვან დენ ბოგარდე) - ინგლისელი კინომსახიობი (1921-1999 წწ).

ბოგარდი ბოგარდი ჰემფრი - იხილე ბოგარტი .

ბოგარნე - იხილე ბოარნე.

ბოგარნუა - იხილე ბოარნუა.

ბოგარტი ჰემფრი - კინოსა და თეატრის ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი (1899-1957 წწ).

ბოგატიკოვი იური - რუსული ესტრადის მომღერალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1932 წელს).

ბოგატირევი ანატოლი - ბელორუსი კომპოზიტორი (დაიბადა 1913 წელს).

ბოგატირევი იური - თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი (1947-1989 წწ).

ბოგაჩოვა ირინა - რუსი მომღერალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1939 წელს).

ბოგდან I - მოლდავეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველი გოსპოდარი, მმართველობდა 1359 - 1365 წლებში.

ბოგდან III - მოლდავეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს უკანასკნელი გოსპოდარი 1504-1517 წლებში.

ბოგდანოვა ნადეჟდა - რუსი ბალერინა (1836-1897 წწ).

ბოგდანოვ-ბელსკი ნიკოლოზ - რუსი ფერმწერი-ჟანრისტი, პერედვიჟნიკი (1868-1945 წწ).

ბოგდანოვი ალექსანდრე (ნამდვილი გვარი მალინოვსკი) - რუსი პოლიტიკური მოღვაწე, ეკონომისტი, ფილოსოფოსი და მეცნიერი (1873-1928 წწ).

ბოგდანოვი ანატოლი - რუსი ანთროპოლოგი და ზოოლოგი (1834-1896 წწ).

ბოგდანოვი ვასილი - რუსი პოეტი (1837-1886 წწ).

ბოგდანოვი სიმონ - ჯავშანსატანკო ჯარების მარშალი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1894-1960 წწ).

ბოგდანოვიჩი - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.

ბოგდანოვიჩი ბოგდან - იუგოსლავიელი არქიტექტორი (დაიბადა 1922 წელს).

ბოგდანოვიჩი იპოლოტ - რუსი პოეტი (1743-1803 წწ).

ბოგდანოვიჩი მაქსიმ - ბელორუსი პოეტი (1891-1917 წწ).

ბოგდანოვიჩი პიტერ - ამერიკელი კინორეჟისორი და სცენარისტი (დაიბადა 1939 წელს).

ბოგდანოვკა

  1. საქართველოს რაიონული ცენტრის ნინოწმინდის სახელი 1991 წლამდე.

  2. სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კაჭრეთის ვაკის ჩრდილოეთ კიდეზე. საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 460 მეტრი საგარეჯოდან - 28 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 677 კაცი.

ბოგდან ხმელნიცკი - იხილე ხმელნიცკი ბოგდან.

ბოგდესკო ილია - რუსი გრაფიკოსი და ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1923 წელს).

ბოგდიხანი (მონღოლ.) - ჩინეთის იმპერატორის მოსახსენიებელი სახელი რუსულ წყაროებში.

ბოგდო-გეგენი - ლამაისტური ეკლესიის მეთაურის ტიტული მონღოლეთში.

ბოგდო-ულა (ბოგდ-ოლა) - ქედი ჩინეთში, აღმოსავლეთი ტიან-შანი.

ბოგვეთი - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

ბოგვი - სოფელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში.

ბოგვისხევი - მდინარე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ალგეთის მარცხენა შენაკადი.

ბოგზა ჯეო - რუმინელი მწერალი, აკადემიკოსი (1908-1993 წწ).

ბოგილა - მდინარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ნატანების მარჯვენა შენაკადი.

ბოგილი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ბოგინი - ძლივძლივობით არსებობა.

ბოგირი - ხის პატარა ხიდი.

ბოგის საყინულე - მღვიმე ცაგერის მუნიციპალიტეტში, ხვამლის მასივზე.

ბოგნორ-რიჯისი - კურორტი ინგლისში, დასავლეთ სასექსის საგრაფოში.

ბოგოდუხოვი - ქალაქი უკრაინის ხარკოვის ოლქში.

ბოგოლიუბოვი ალექსეი - რუსი მხატვარი-მარინისტი, პერედვიჟნიკი (1824-1896 წწ).

ბოგოლიუბოვი ეფიმ - XX საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთი უძლიერესი რუსი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (1889-1952 წწ).

ბოგოლიუბოვი ნიკოლოზ - რუსი მათემატიკოსი და ფიზიკოსი (1909-1992 წწ).

ბოგოლიუბოვო - ქალაქის ტიპის დასახლება რუსეთის ვლადიმირის ოლქში.

ბოგომილობა - ანტიფეოდალური მწვალებლური მოძრაობა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე XI-XVII საუკუნეებში.

ბოგომოლეცი ალექსანდრ - რუსი პათოფიზიოლოგი, აკადემიკოსი (1881-1946 წწ).

ბოგორი - ქალაქი ინდონეზიაში, კუნძულ იავის დასავლეთ ნაწილში (271 ათასი).

ბოგოროდიცკი - ქალაქი რუსეთის ტულის ოლქში.

ბოგოროდსკი - ქალაქი რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.

ბოგორუშთა - იხილე ბაგრიშთა.

ბოგოსის ქედი - ქედი კავკასიონზე, დაღესტანში.

ბოგოსლოვსკი ნიკიტა - რუსი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1913 წელს).

ბოგოტა (სანტა-ფე-დე-ბოგოტა) - სამხრეთ ამერიკის სახელმწიფო კოლუმბიის დედაქალაქი, მდებარეობს ზღვის დონიდან 2500 მეტრ სიმაღლეზე, დეპარტამენტ კუნდინამარკას ადმინისტრაციული ცენტრი (5,2 მილიონი გარეუბნებთან ერთად).

ბოგოტოლი - ქალაქი რუსეთის კრასნოიარსკის ოლქში.

ბოგოჩარისხევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი.

ბოგრეში - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ბოგუნი ივან - უკრაინელი ხალხის განმათავისუფლებელი ბრძოლის ხელმძღვანელი, ბოგდან ხმელნიცკის უახლოესი თანამებრძოლი (გარდაიცვალა 1664 წელს).

ბოგუსკი იუზეფ ეჟი - პოლონელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1853-1933 წწ).

ბოგუსლავი - ქალაქი უკრაინის კიევის ოლქში.

ბოგუსლავსკაია ზოია - რუსი მწერალი, დრამატურგი, კრიტიკოსი (დაიბადა 1929 წელს).

ბოგუსლავსკი ვოიცეხ - პოლონელი მსახიობი, რეჟისორი, მომღერალი, თეატრალური მოღვაწე (1757-1829 წწ).

ბოგუშევიჩი ფრანციშაკ - ბელორუსი პოეტი (1840-1900 წწ).

ბოგუჩარი - ქალაქი რუსეთის ვორონეჟის ოლქში.

ბოგჩვილო - იხილე ბოქჩვილო.

ბოგჰედი (ინგლ.) - ნაირსახეობა წიაღისეული ნახშირისა, რომელიც წარმოქმნილია წყალმცენარეთა ნაშთებისაგან; მისგან იღებენ ხელოვნურ თხევად სათბობსა და საპოხ ნივთიერებებს.

ბოდაველი დავით - 1981 წლის ევროპის ჩემპიონი და ამავე წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი ძიუდოში (დაიბადა 1956 წელს).

ბოდავი

  1. მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქართლის ქედის დასავლეთ განშტოებაზე, მდინარე ბოდავისხევის მარცხენა ნაპირზე (სიმაღლე -1479 მეტრი).

  2. სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჟინვალის სადაბო საკრებულო), მდინარე ბოდავისხევის (არაგვის სისტემა) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1840 მეტრი, დუშეთიდან - 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 32 კაცი. ბოდავის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2-3 კილომეტრზე, მდინარე ბოდავისხევის ნაპირას ტყეში, დგას ღვთისმშობლის ეკლესია „ფუძნარი“, რომელიც აგებული უნდა იყოს XIII საუკუნის I ნახევარში; აშენებულაი ნატეხი ქვითა და შირიმის კვადრებით.

ბოდავისხევი (საკანაფოსხევი) - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, არაგვის მარცხენა შენაკადი.

ბოდაიბო - ქალაქი რუსეთის ირკუტსკის ოლქში.

ბოდალხევი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს მარცხენა შენაკადი.

ბოდახევა - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (არტნის თემის საკრებულო), მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1360 მ, თიანეთიდან 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 30 კაცი.

ბოდბე - სოფლების ზემო ბოდბისა და ქვემო ბოდბის გავრცელებული სახელწოდება (სიღნაღის მუნიციპალიტეტი).

ბოდბის მონასტერი - წმინდა ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსი და საეპისკოპოსო ცენტრი კახეთში, სიღნაღში.

ბოდბისხევი

  1. პერიოდული მდინარე სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ალაზნის აუზში.

  2. სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

ბოდე - მდინარე ზაალეს მარცხენა შენაკადი (გერმანია).

ბოდე ვილჰელმ - გერმანელი ხელოვნების ისტორიკოსი და სამუზეუმო საქმის მოღვაწე (1845-1929 წწ).

ბოდე იოჰან ელერტ - გერმანელი ასტრონომი (1747-1826 წწ).

ბოდელი ჟეან - ფრანგი პოეტი და დრამატურგი (დაახლოებით 1165-1210 წწ).

ბოდენ ზეე - ტბა ალპების წინამთებში, შვეიცარია-ავსტრია-გერმანიის საზღვარზე.

ბოდენი ჟან - ფრანგი პოლიტიკური მოაზროვნე, მეცნიერი იურისტი (1530-1596 წწ).

ბოდენშტედტი ფრიდრიხ - გერმანელი მწერალი (1819-1892 წწ).

ბოდვა - ავადმყოფური იდეები და წარმოდგენები, რომლებიც არ შეესატყვისება რეალურ სინამდვილეს და რომელთაგანაც ავადმყოფის გადარწმუნება შეუძლებელია.

ბოდი - ტელეგრაფირების სიჩქარის ერთეული, განისაზღვრება, როგორც ერთი ელემენტარული გაგზავნა დენისა ერთ წამში.

ბოდიალი - უაზროდ, უთავბოლოდ სიარული.

ბოდიანსკი ოსიპ - რუსი ფილოლოგი და ისტორიკოსი, ერთ-ერთი პირველი სლავისტი (1808-1877 წწ).

ბოდი-არტი - მხატვრობის სფერო, სადაც მთავარია თავად მხატვრის სხეული.

ბოდიბილდინგი - იგივე კულტურიზმი, სპორტის სახეობა.

ბოდიში - პატიების თხოვნა.

ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1965 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ყარამან (გუგული) მგელაძე. სცენარის ავტორები - არლი თაყაიშვილი, ზურაბ ჯაფარიძე. დამდგმელი ოპერტაორი - გივი რაჭველიშვილი. კომპოზიტორი ირაკლი გეჯაძე. მთავარ როლებში: სესილია თაყაიშვილი (საშიკო კანდელაკი), ეროსი მანჯგალაძე (დათიკო), იპოლიტე ხვიჩია (ყარამანი), მარკ პიასეცკი, დალი რატიანი, სერგო ორჯონიკიძე, ელენე ყიპშიძე, გივი თოხაძე.

ბოდლერი შარლ - ფრანგი პოეტი, 1848 წლის რევოლუციის აქტიური მონაწილე, ფრანგული სიმბოლიზმის წინამორბედი (1821-1867 წწ).

ბოდმერეა (გერმ.) - სესხი, რომელშიც დაგირავებულია გემი ან ტვირთი.

ბოდმერი იოჰან - შვეიცარიელი პოეტი, მწერალი, კრიტიკოსი (1698-1783 წწ).

ბოდო ჟან მორის ემილ - ფრანგი გამომგონებელი, ტელეგრაფის აპარატის შემქმნელი (1845-1903 წწ).

ბოდო - ასოთსაბეჭდი ტელეგრაფის აპარატი, რომელიც ერთი სადენით ერთდროულად გადასცემს რამდენიმე დეპეშას ორივე მიმართულებით.

ბოდონი ჯამბატისტა - იტალიელი ტიპოგრაფი, შესანიშნავი შრიფტების შემქმნელი (1740-1813 წწ).

ბოდორნა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭონქაძის თემის საკრებულო), მდინარე დუშეთისხევის 9არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, საქართველოს სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან - 880 მეტრი, დუშეთიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 135 კაცი.

ბოდოშა (ბოდოშალი) - უსუფთაო, აჩაჩულ-დაჩაჩული, სიკოხტავეს მოკლებული.

ბოდრიიარი ჟან - ფრანგი სოციოლოგი და ფილოსოფოსი (დაიბადა 1929 წელს).

ბოდრიჩები (ობოდრიტები) - ძველი სლავური ტომი, სახლობდნენ მეკლენბურგის ყურის სანაპიროზე.

ბოდროვი - რუსი კინორეჟისორი და სცენარისტი (დაიბადა 1948 წელს).

ბოდრუმი (უძველესი სახელი - ჰალიკარნასი) - ქალაქი-კურორტი თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირზე, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე (30 ათასი).

ბოდუენ I - ბელგიის მეფე 1951-93 წლებში, საქსენ-კობურგის დინასტიის წარმომადგენელი (1930-1993 წწ).

ბოდუენ დე კურტენე ივან - რუსი და პოლონელი ენათმეცნიერი (1845-1929 წწ).

ბოდუინი - ქალაქი მიანმაში.

ბოდჰი - ბუდიზმში ჭეშმარიტების მიღწევა.

ბოდჰიდჰარმა - ინდობუდისტური მოაზროვნე და მისიონერი (V-VI სს).

ბოდჰის ხე - წმინდა ხე, რომლის ქვეშ ბუდამ კვლავშობის, ტანჯვისა და ხალხის ხსნის საიდუმლო გაიგო და უკვდავებას ეზიარა ციური განწმენდით.

ბოდჰისატვა - ბუდისტური რელიგიის ტერმინი. სიტყვასიტყვით ნიშნავს - „ის, ვისი არსებაც არის სრულყოფილი ცოდნა“ - ანუ ის, ვინც ბუდად უნდა იქცეს ამ ცხოვრებაში ან რომელსამე მომავალ განსხეულებაში.

ბოევიკი (რუს.) - დაძაბული, მძაფრი მოქმედებებით აღსავსე ფილმის გავრცელებული სახელი.

ბოეთიუსი ანიციუს მნილუს - IV-V საუკუნეების რომაელი სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი და ფილოსოფოსი.

ბოემუნდ I ტარენტელი - პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ერთ-ერთი წინამძღოლი, ანტიოქიის თავადი (დაიბადა 1050-1058 წლებს შორის - გარდაიცვალა 1111 წელს).

ბოენი კასპარ - შვეიცარიელი ბოტანიკოსი, ანატომი და მცენარეთა სისტემატიკოსი (1560-1624 წწ).

ბოვარი - გუსტავ ფლობერის ცნობილი რომანის („მადამ ბოვარი“) მთავარი პერსონაჟების გვარი.

ბოვე - ქალაქი საფრანგეთში, პარიზის ჩრდილოეთით, უაზის დეპარტამენტის ცენტრი (50 ათასი).

ბოვე დანიელე - იტალიელი ფარმაკოლოგი. 1957 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1907-1992 წწ).

ბოვი - თუჯის სადნობი შახტური ღუმელი სამსხმელო წარმოებაში.

ბოვინი ალექსანდრ - რუსი საერთაშორისო ჟურნალისტი, დიპლომატი, რუსეთის ელჩი ისრაელში 1991-97 წლებში (დაიბადა 1930 წელს).

ბოვტი ვიოლეტა - რუსი ბალერინა, პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1927-1995 წწ).

ბოვუარი სიმონა დე - ფრანგი მწერალი ქალი, ჟან-პოლ სარტრის მეუღლე (1908-1986 წწ).

ბოვშოვერი იოსებ - ებრაელი მწერალი (1873-1916 წწ).

ბოზა - ფეტვის ბურახი.

ბოზალი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

ბოზანკეტი ბერნარდ - ინგლისელი ფილოსოფოსი, ნეოჰეგელიანობის მიმდევარი (1848-1923 წწ).

ბოზაური - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

ბოზართმა - ქართული კერძი.

ბოზბაში (სიტყვასიტყვით სპარსულ-თურქულად ნიშნავს „თხის თავს“) - ცხვრის (თხის) ხორცის წვნიანი კერძი.

ბოზდალი - ქედი აზერბაიჯანში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე.

ბოზე (ბოსი) შატიენდრანატ - ინდოელი ფიზიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1894-1974 წწ).

ბოზი - მეძავი (საბა)

ბოზნასკაია ოლგა - პოლონელი ფერმწერი ქალი (1865-1940 წწ).

ბოზონი (ბოზე-ნაწილაკი) - ნაწილაკი ან კვანტური ნაწილაკი მთლიანი სპინით, ექვემდებარება ბოზე-აინშტაინის სტატისტიკას.

ბოზორგ ალავი - იხილე ალავი ბოზორგ.

ბოთანისწყალი (ბოტანისწყალი) - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის მარცხენა მდგენელი.

ბოთე - უეშმაკო, მოუხერხებელი, დაბნეული.

ბოთე ვალტერ - გერმანელი ფიზიკოსი (1891-1957 წწ).

ბოთვერა - ბუნჩულა, მსუქანი.

ბოთლი - ვიწროყელიანი ჭურჭელი შუშისა.

ბოთლიხელები - დაღესტანში მცხოვრებ ხუნძთა ერთ-ერთი ეთნოგრაფიული ჯგუფი.

ბოი (ინგლ.)

  1. სასტუმროს მსახური ბიჭი.

  2. კოლონიებში მსახური ადგილობრივ მკვიდრთაგან.

ბოიაი (ბოლიაი) იანოშ - უნგრელი მათემატიკოსი (1802-1860 წწ).

ბოიანა - ძველი სოფელი ბულგარეთში, ამჟამად სოფიის რაიონი, ცნობილია თავისი ეკლესიით.

ბოიანი

  1. XI-XII საუკუნეების რუსი სახალხო მგოსანი, რომელიც თხზავდა ლექსებს რუსი მთავრების შესახებ. მისი სახელი რუსულ ენაში პოეტის აღმნიშვნელ საზოგადო სახელად იქცა.

  2. თანამედროვე რუმინეთისა და ბულგარეთის ტერიტორიაზე გავრცელებული ნეოლითური კულტურა (ძვ.წ.აღ. IV ათასწლეული).

ბოიარდო მატეო მარია, გრაფი სკანდიანო - იტალიელი პოეტი და მთარგმნელი, ცხოვრობდა ფერარის სასახლის კარზე (1441-1494 წწ).

ბოიარინი (მრავლობითი რიცხვი ბოიარები) - ძველ რუსეთში მსხვილი მიწათმფლობელი, ფეოდალური საზოგადოების უმაღლესი ფენის წარმომადგენელი.

ბოიარკა - ქალაქი უკრაინის კიევის ოლქში.

ბოიარსკი მიხეილ - თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი (დაიბადა 1949 წელს).

ბოიაჯევი ზლატიუ - ბულგარელი მხატვარი (1903-1976 წწ).

ბოიაჯიუ აგნეს გონჯა - ნამდვილი სახელი და გვარი დედა ტერეზასი.

ბოიგი - აზიაში გავრცელებული გველის სახეობა.

ბოიდ-ორი ჯონ - ინგლისელი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი. ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში 1949 წელს (1880-1971 წწ).

ბოიე კარინ - შვედი მწერალი ქალი (1900-1941 წწ).

ბოიერი იუხან - ნორვეგიელი მწერალი (1872-1959 წწ).

ბოიიები - ჩეხეთის ტერიტორიაზე ძველად მობინადრე კელტური ტომები.

ბოიკი - ორი წლის ხარი (საბა).

ბოიკო ივანე - პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1910-1975 წწ).

ბოიკოტი (ინგლისელი მოურავის ჩ.კ. ბოიკოტის სახელის მიხედვით, რომლის წინააღმდეგაც 1880 წელს პირველად გამოიყენეს ეს ღონისძიება მისი სისასტიკით აღშფოთებულმა ირლანდიელმა მოიჯარეებმა) - რამეში მონაწილეობაზე უარის თქმა.

ბოიკოტირება - ბოიკოტის გამოცხადება.

ბოილერი (ინგლ.) - წყლის შესათბობი მოწყობილობა თბომომარაგების სიტემაში.

ბოილი რობერტ - ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი (1627-1691 წწ).

ბოიმი მიხალ - პოლონელი ბოტანიკოსი და მოგზაური (1614-1649 წწ).

ბოინგი - უილიამ ედუარდ - ამერიკელი ავიაკონსტრუქტორი და მეწარმე (1881-1956 წწ).

ბოინგი - სატრანსპორტო თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია აშშ-ში (დაარსებულია 1916 წელს) და ამ კომპანიის თვითმფრინავების სერია.

ბოინი

  1. გუნდი (ფრინველის).

  2. ნებიერი ფრენა, ლივლივი.

ბოიომა - ჩანჩქერების საერთო სახელი მდინარე კონგოზე.

ბოი-ჟელენსკი (ნამდვილი გვარი ჟელენსკი) ტადეუშ - პოლონელი მწერალი, ლვოვის უნივერსიტეტის პროფესორი (1874-1941 წწ).

ბოისე - ქალაქი აშშ-ში, აიდაჰოს შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (130 ათასი).

ბოისენ იენსენი პეტერ - დანიელი მცენარეთა ფიზიოლოგი (1883-1959 წწ).

ბოისი იოზეფ - გერმანელი მხატვარი-ავანგარდისტი (1921-1986 წწ).

ბოისკაუტი (ინგლ.) - სკაუტიზმის მიმდევარი ბიჭი.

ბოიტო არიგო - იტალიელი კომპოზიტორი, პოეტი, ლიბრეტისტი (1842-1918 წწ).

ბოიჩუკი მიხაილ - უკრაინელი მხატვარი-მონუმენტალისტი (1882-1939 წწ).

ბოიფრენდი (ინგლისურად „მეგობარი ბიჭი“) - სასიყვარულო ურთიერთობაში ჩართული ყმაწვილი კაცი.

ბოი ჯორჯი (ნამდვილი სახელი და გვარი ჯორჯ ო'დაუდი) - ინგლისელი პოპ-მომღერალი, პოეტი, კომპოზიტორი (დაიბადა 1961 წელს).

ბოკა - ბუენოს-აირესის ცნობილი კვარტალი, რომელიც ითვლება ცეკვა ტანგოს სამშობლოდ.

ბოკალი (ფრანგ.) - მოზრდილი ფეხიანი სასმისი.

ბოკალინი ტრაიანო - იტალიელი მწერალი (1556-1613 წწ).

ბოკალიქტაგი (მარკო პოლოს ქედი) - ქედი ჩინეთში.

ბოკანი დეჟე - უნგრეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1871-1940 წწ).

ბოკაჟი - კულტურული ლანდშაფტი, მცირე მინდვრებისა და ტყის მონაცვლეობა (ძირითადად საფრანგეთში).

ბოკაჟი მანუელ მარია ბარბოზა დუ - პორტუგალიელი პოეტი (1765-1805 წწ).

ბოკაჟი პიერ - ფრანგი მსახიობი, მოღვაწეობდა შემდეგ თეატრებში: „ოდეონი“, „პორტ-სან-მარტენი“ და სხვა (დაახლოებით 1799-1862 წწ).

ბოკანხელ--უნსუეტა გაბრიელ - ესპანელი პოეტი (1608-1658 წწ).

ბოკარიოვი ანატოლი - რუსი ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი (1910-1941 წწ).

ბოკარიოვი ევგენი - რუსი ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი, დაღესტნური ენების მკვლევარი (1904-1971 წწ).

ბოკარო - ქალაქი ინდოეთში, ბიჰარის შტატში (350 ათასი).

ბოკასა ედინ აჰმედი (ჟან ბედელი) - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1967-1977 წლებში, ინკრიმინირებულია კანიბალიზმში (დაიბადა 1921 წელს).

ბოკაჩო ჯოვანი - იტალიელი მწერალი, ჰუმანისტი, რენესანსის ეპოქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, მთავარი ნაწარმოები - „დეკამერონი“ - დაიწერა 1350-53 წლებში, გამოქვეყნდა 1470 წელს (1313-1375 წწ).

ბოკა ხუნიორსი - არგენტინის ქალაქ ბუენოს-აირესის საფეხბურთო გუნდი.

ბოკე - ქალაქი გვინეაში.

ბოკერია ლეონიდე - ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (დაიბადა 1939 წელს).

ბოკერია მარიამ - პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1900-1975 წწ).

ბოკერინი ლუიჯი - იტალიელი კომპოზიტორი და ვიოლონჩელისტი (1743-1805 წწ).

ბოკვეთი - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

ბოკვერი - ლომის ან ვეფხვის ნაშიერი.

ბოკვი - ხე ნეკერჩხლისებრთა ოჯახისა.

ბოკვნისკარტა - რასაც ბოკო ნისკარტი აქვს.

ბოკი ბარტ ჯონ - ამერიკელი ასტრონომი, ე. ფ. რეილთან ერთად აღმოაჩინა ბნელი ნისლეულები ვარსკვლავთწარმოქმნის სივრცეებში (1906-1983 წწ).

ბოკი ბორის - მეცნიერი სამთო საქმის დარგში, სამთო საწარმოთა დაპროექტების ანბოკი ალიზური მეთოდის ფუძემდებელი, მოღვაწეობდა თბილისში (1873-1927 წწ).

ბოკი თეოდორ ფონ - ფაშისტური გერმანიის არმიის გენერალ-ფელდმარშალი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1880-1945 წწ).

ბოკლევსკი პეტრე - რუსი მხატვარი-ილუსტრატორი (1816-1897 წწ).

ბოკლი ჰენრი ტომას - ინგლისელი ისტორიკოსი, სოციოლოგი-პოზიტივისტი (1821-1862 წწ).

ბოკო - რასაც წვერი ბლაგვი, მომრგვალებული აქვს.

ბოკო-ბოკო - მოკლე და თავმომრგვალებული.

ბოკოვი აჰმეტ - ინგუში მწერალი (დაიბადა 1924 წელს).

ბოკოვი ვიქტორ - რუსი პოეტი (დაიბადა 1914 წელს).

ბოკოლა - საქონელი, რომელსაც მოკლე და მსხვილი რქები აქვს.

ბოკონბაევი ჯოომართ - ყირგიზი პოეტი (1910-1944 წწ).

ბოკონი

  1. მორის ბოძები, რომლებზედაც დაყრდნობილია ფიცრული სახლის საძირკვლის დირეები.

  2. იგივე ძელსაჯდომი.

  3. სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ჩეკურაანთგორის თემის საკრებულო), მდინარე ივრის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1260 მეტრი, თიანეთიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 29 კაცი.

ბოკოწინი - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანის ძველი სახელი.

ბოკუჩავა მიხეილ - ბიოქიმიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1910- წწ).

ბოკქორისი (ბეკენრენეფი, ბაკენრენეფი) - ძველი ეგვიპტის XXIV დინასტიის ფარაონი, მეფობდა ძვ.წ.აღ. 732 - 736 წლებში.

ბოლა (ესპ.) - თოკზე გამობმული ესპანური სანადირო-სატყორცნი იარაღი.

ბოლათი - იგივეა, რაც დარანი (2).

ბოლანდი ჟან - სწავლული იეზუიტი, რომელმაც წმინდანთა ცხოვრების პირველი მონუმენტალური კრიტიკული გამოცემა მოამზადა (1596-1665 წწ).

ბოლანდი ჰერარდუს - ნიდერლანდელი ფილოსოფოსი, ჰოლანდიური ნეოჰეგელიანობის ლიდერი (1854-1922 წწ).

ბოლანის უღელტეხილი - ცენტრალური პაკისტანის ქედზე.

ბოლანტინი - ცივი სატყორცნი იარაღი, პატარა ქვა ან მაგარი საგანი, რომელიც თასმაზეა მიმაგრებული.

ბოლასი - იხილე ბოლა.

ბოლაჯური - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

ბოლგარი (ბულგარი) - ვოლგა-კამის ნაპირებზე მდებარე ბულგარეთის სახელმწიფოს დედაქალაქი X-XV საუკუნეებში.

ბოლგრადი - ქალაქი უკრაინის ოდესის ოლქში.

ბოლდენი ჩარლზ ბადი ბოლდენი - ამერიკელი ჯაზის მუსიკოსი, კონტრაბასისტი (1868-1931 წწ).

ბოლდინო - სოფელი რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, პუშკინების საგვარეულო მამული.

ბოლდირევი ალექსანდრე - რუსი აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი, სპარსული ხელნაწერების მკვლევარი (დაიბადა 1909 წელს).

ბოლდუინი ალეკ (სრული სახელი ალეკ რეი) - ამერიკელი კინომსახიობი (დაიბადა 1958 წელს).

ბოლდუინი სტენლი - დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მოღვაწე, კონსერვატიული პარტიის ლიდერი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1923-24 და 1935-37 წლებში.

ბოლდუინი ჯეიმზ არტურ - ამერიკელი ზანგი მწერალი (1924-1987 წწ).

ბოლდუმანი მიხეილ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1898-1983 წწ).

ბოლეინი ანა - ინგლისის მეფე ჰენრიხ VIII-ის მეორე ცოლი (დაახლოებით 1507-1536 წწ).

ბოლერო (ესპ.)

  1. ესპანელ მამაკაცთა სამოსი, მოკლე უსახელო ჩასაცმელი.

  2. ესპანური წყვილთა ცეკვა.

  3. მორის რაველის ბალეტი (შეიქმნა 1928 წელს).

ბოლესლავი - პოლონეთის მთავრების და მეფეების სახელი:

ბოლესლავ I (მამაცი), პოლონეთის მეფე, მეფობდა 992-1025 წლებში.

ბოლესლავ II (გულუხვი), პოლონეთის მეფე, მეფობდა 1058-1079 წლებში.

ბოლესლავ III (პირმრუდე), პოლონეთის მთავარი 1102-1138 წლებში.

ბოლესლავიეცი - ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ პოლონეთში.

ბოლესლავსკი ისააკ - საბჭოთა ეპოქის მოჭადრაკე, XX საუკუნის 40-იან წლებში მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი (1919-1977 წწ).

ბოლეხოვი - ქალაქი უკრაინის ივანო-ფრანკოვსკის ოლქში.

ბოლვანო-იზი (მან-პუპუნიორი) - მთა ჩრდილოეთ ურალში, მდინარე პეჩორის სათავეებში.

ბოლთ - წინ და უკან პატარა ადგილზე სიარული.

ბოლი

  1. წვის შედეგად გამოყოფილი აირადი ნივთიერება.

  2. სოფლების ზემო ბოლისა და ქვემო ბოლის გავრცელებული სახელწოდება (ახალგორის მუნიციპალიტეტი).

ბოლი ანრი - ფრანგი გეოგრაფი (1877-1962 წწ).

ბოლი ჯონ - ინგლისელი სახალხო მქადაგებელი, ლოლარდების იდეოლოგი (? - 1381 წწ).

ბოლია - მდინარე ყვარლის მუნიციპალიტეტში, ინწიბოს მარჯვენა შენაკადი.

ბოლიაი იანოშ - უნგრელი მათემატიკოსი (ლობაჩევსკისთან ერთად ითვლება არაევკლიდური გეომეტრიის ერთ-ერთ შემქმნელად (1802-1860 წწ).

ბოლიბრუხი ანდრეი - რუსი მათემატიკოსი (დაიბადა 1950 წელს).

ბოლიდი (ბერძნ.)

  1. ძალიან დიდი და კაშკაშა მეტეორი.

  2. ჩქაროსნული სპორტული ავტომობილი.

ბოლივარი

  1. ვენესუელის ფულის ერთეული.

  2. შტატი ვენესუელაში (ადმინისტრაციული ცენტრი - სიუდად-ბოლივარი).

  3. ნავთობსაბადოები ვენესუელაში.

  4. დეპარტამენტი კოლუმბიაში.

  5. მამაკაცის ფართოფარფლებიანი შლაპა, რომელიც XIX საუკუნის დასაწყისში იყო მოდაში.

ბოლივარი სიმონ - ესპანელთა კოლონიალიზმის წინააღმდეგ წარმოებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი სამხრეთ ამერიკაში (1783-1830 წწ).

ბოლივია (ბოლივიის რესპუბლიკა, ესპან. Republica de Bolivia, keCua Bulibiya, aimara Wuliwya).

  • სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზვრება ბრაზილიას, სამხრეთით - არგენტინას, სამხრეთ-დასავლეთით და დასავლეთით - ჩილეს და პერუს. ზღვაზე გასასვლელი არ აქვს.

  • დამოუკიდებლობის დღე (ესპანეთისგან)-1825 წლის 6 აგვისტო.

  • ეროვნული დევიზი - „La union es la fuerza!“ (ესპან „ძალა ერთობაშია“).

  • ჰიმნი - „Bolivianos, el hado propicio“.

  • მმართველობის ფორმა - უნიტარული რესპუბლიკა.

  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

  • უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული კონგრესი.

  • ფართობი - 1 098 580 კვ.კმ.

  • დაყოფილია 9 დეპარტამენტად, რომლებიც თავის მხრივ იყოფა პროვინციებად.

  • მოსახლეობა - 9,6 მილიონი (ბოლივიელები, კეჩუა, აიმარები და სხვა).

  • სიმჭიდროვე - 9 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • ოფიციალური დედაქალაქი - სუკრე, ფაქტიური დედაქალაქი - ლა-პასი.

  • ოფიციალური ენა - ესპანური, მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი მეტყველებს კეჩუას, აიმარას და გუარანის ენებზე.

  • ეროვნული ვალუტა - ბოლივიანო.

  • ქვეყნის კოდი - BOL.

  • დროის სარტყელი - UTC -4.

  • სატელეფონო კოდი - +591.

  • ინტერნეტ-დომენი - bo

ბოლივიანო - ბოლივიის ფულის ერთეული.

ბოლივიელები - ხალხი, ბოლივიის ძირითადი მოსახლეობა, ცხოვრობენ არგენტინაში, ჩილესა და ბრაზილიაშიც. სულ - 3,2 მილიონი. ძირითადად ესპანელ-ინდიელი მეტისები არიან, სამეტყველო ენა ესპანური და გუარანი.

ბოლინგბროკი ჰენრი - ვიკონტი, ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე, პუბლიცისტი, ტორების ერთ-ერთი ლიდერი (1678-1751 წწ).

ბოლინგბროკი ინგლისის მეფის ჰენრი IV-ის ერთ-ერთი სახელი.

ბოლინი - შვედური საიუველირო ფირმა, ერთ-ერთი უდიდესი სკანდინავიაში.

ბოლინყალი - მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ჩხერიმელის მარჯვენა შენაკადი.

ბოლისხევი - მდინარე ახალგორის მუნიციპალიტეტში, ქსნის მარჯვენა შენაკადი.

ბოლმაწი - ხუნძური ენის სატომთაშორისო დიალექტური ფორმა.

ბოლნისი

  1. (1943 წლამდე ლუქსემბურგი) ქალაქი (1967 წლიდან) საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 13,8 ათასი (2002 წ.). მდებარეობს მდინარე მაშავერის შუა დინებაში, ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე, თბილისიდან - 64 კილომეტრი. რკინიგზის სადგური მარნეულ-კაზრეთის ხაზზე.

  2. (ყოფილი ბოლნის-ხაჩინი) სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

ბოლნისის ბრძოლა - საქართველოს ლაშქრის ბრძოლა ხვარაზმელების წინააღმდეგ ბოლნისის მახლობლად 1227 ან 1228 წელს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი (1943 წლამდე დაბა ლუქსემბურგის რაიონი) - ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული ქვემო ქართლის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში შედიოდა, 1917-30 წლებში — თბილისის ოლქში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია, 1963-66 წლებში აერთიანებდა მარნეულისა და დმანისის რაიონების ტერიტორიას. ფართობი 798,3 კვ.კმ. 1 ქალაქი, 1 დაბა, 45 სოფელი. მოსახლეობა - 74 ათასი.

ბოლნისის სიონი - ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობა სოფელ ბოლნისში, აგებულია 478-479 წლებში.

ბოლნისისწყალი (ფოლადაური) - მდინარე ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მაშავრის მარჯვენა შენაკადი.

ბოლო

  1. რისამე ზღვარი.

  2. უკანასკნელი.

ბოლობეჭედა - ჭაობის ერთგვარი მტაცებელი ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა.

ბოლოგოე - ქალაქი რუსეთის ტვერის ოლქში, ბოლოგოეს ტბის ნაპირზე.

ბოლოდროინდელი - ბოლოს მომხდარი.

ბოლოთრია - ქართული ბორბლიანი ურმის ერთ-ერთი ორიგინალური სახეობა, რომლის ბოლოც მიწაზე ეთრევა.

ბოლოთქმა (ბოლოსიტყვაობა) - მხატვრული ან მეცნიერული თხზულებისათვის ავტორის, აგრეთვე სხვათა მიერ (კრიტიკოსი, რედაქტორი, შემდგენელი) დართული დამატება.

ბოლოკა

  1. ყვითელყვავილიანი სარეველა ბალახი.

  2. კინოფილმ „ღიმილის ბიჭების“ პერსონაჟი.

ბოლოკარკაზი - მომცრო მტაცებელი ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა.

ბოლოკი - ორწლოვანი ბოსტნეული ძირხვენა მცენარე ჯვაროსანთა რიგისა.

ბოლოკიანი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ბოლოკიდური - ბოლოში მოთავსებული.

ბოლოკო

  1. მთა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჭანეთის ქედზე.

  2. მდინარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჭოროხის მარცხენა შენაკადი.

ბოლოკოური - მთა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოებაზე (სიმაღლე - 2312 მეტრი)..

ბოლოკურა - ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე, ველური ბოლოკი.

ბოლოლაყუჩიანები - მუცელფეხიანი მოლუსკების ქვეკლასი.

ბოლომეტრი (ბერძნ.) - სხივური ენერგიის საზომი მეტად მგრძნობიარე ხელსაწყო.

ბოლონდელი - უკანასკნელი.

ბოლონი (ბოლენი, ნური-ოჯალი, ბოულენ-ოჯალი) - ტბა რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში.

ბოლონია

  1. ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ემილია-რომანიის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს მდინარე რენოზე (415 ათასი).

  2. ხელოვნური ბოჭკოსაგან დამზადებული ერთგვარი საწვიმარი.

ბოლონიეზი - დეკორატიული მინიატურული ძაღლების ჯიში, სახელი ეწოდა თავისი სამშობლოს, იტალიის ქალაქ ბოლონიის მიხედვით.

ბოლონინო გილელმ - ნიდერლანდელი პოეტი, კათოლიკე მღვდელი (1590-1669 წწ).

ბოლორქიანები - მწერების ოჯახი სიფრიფანფრთიანების რიგისა.

ბოლოსართი - სიტყვის ძირის დაბოლოება.

ბოლოსიტყვა - იგივე ბოლოსიტყვაობა.

ბოლოსიტყვაობა - რაიმე თხზულების ბოლოს დართული წერილი.

ბოლოტნიკოვი ივანე - XVII ს დასაწყისის რუსეთის აჯანყების ხელმძღვანელი (გარდაიცვალა 1608 წელს).

ბოლოტნიკოვი პეტრე - რუსი სპორტსმენი, მძლეოსანი, 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 10 000 მეტრზე სირბილში (დაიბადა 1930 წელს).

ბოლოტნოე - ქალაქი რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქში.

ბოლოტოვა ჟანა - რუსი კინომსახიობი (დაიბადა 1941 წელს).

ბოლოტოვი ანდრეი - რუსი მწერალი და ბუნებისმეტყველი (1738-1833 წწ) .

ბოლოფეხიანები - უმდაბლესი ანუ უფრთო მწერების რიგი.

ბოლოქანქარა - მონაცრისფრო ჩიტი ბეღურასნაირთა რიგისა.

ბოლოშავა - ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა.

ბოლოცეცხლა - პატარა მგალობელი ჩიტი ბეღურასნაირთა რიგისა.

ბოლოხოვო - ქალაქი რუსეთის ტულის ოლქში.

ბოლსენა - ტბა იტალიაში, ცენტრალურ აპენინებში.

ბოლსტადი ეივენ - ნორვეგიელი მწერალი (1905-1979 წწ).

ბოლტვუდი ბერტრამ ბორდენ - ამერიკელი ფიზიკოქიმიკოსი, ძირითადი შრომები აქვს რადიოქიმიაში (1870-1927 წწ).

ბოლტი რობერტ - ინგლისელი დრამატურგი (დაიბადა 1924 წელს).

ბოლტინი ივანე - რუსი ისტორიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე (1735-1792 წწ).

ბოლტონი (ბოლტონ-ლემურსი) - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, დიდი მანჩესტერის შემადგენელი ნაწილი (265 ათასი).

ბოლუქი - ჯგუფი, გუნდი.

ბოლქვაძე აბესა - 1841 წლის გურიის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, საბატონო აზნაური (გარდაიცვალა 1841 წელს).

ბოლქვაძე ზაურ - პოეტი (1933-1997 წწ).

ბოლქვაძე ზაურ - მომღერალი, ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტი (1936-2010 წწ).

ბოლქვაძე თამარ - კინომსახიობი (1904-1972 წწ).

ბოლქვაძე თინათინ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1918 წელს).

ბოლქვაძე იოთამ - 1819-20 წლების აჯანყების აქტიური მონაწილე.

ბოლქვი

  1. მრგვალ-მრგვალი ფარტენა (კვამლისა).

  2. ზოგი ბოსტნეულის და ბალახეულის ძირი, სახეცვლილი ყლორტი.

  3. სოფლების ზემო ბოლქვისა და ქვემო ბოლქვის გავრცელებული სახელწოდება (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი).

ბოლშევიზმი (რუს.) - მარქსისტული მიმდინარეობა საერთაშორისო მუშათა მოძრაობაში.

ბოლშევიკი - რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის პოლიტიკური მიმდინარეობის წარმომადგენლები, რომელსაც სათავეში ლენინი ედგა (1917 წლიდან დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია).

ბოლჩი ემილი გრინი - ამერიკელი ეკონომისტი, პროფესორი, აშშ-ში სოციალური რეფორმებისათვის გაშლილი მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1946 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (1867-1961 წწ).

ბოლცანო - ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, აღმოსავლეთ ალპებში (100 ათასი).

ბოლცანო ბერნარდ - ჩეხი მათემატიკოსი, ლოგიკოსი და ფილოსოფოსი (1781-1848 წწ).

ბოლცმანი ლუდვიგ - ავსტრიელი ფიზიკოსი, სტატისტიკური ფიზიკისა და ფიზიკური კინეტიკის ერთ-ერთი შემქმნელი (1844-1906 წწ).

ბოლცომი - მომაღლო ადგილი (საბა).

ბოლხოვი - ქალაქი რუსეთის ორიოლის ოლქში.

ბოლხოვიტნოვი ევფიმე (ბერობაში ევგენი) - რუსი ისტორიკოსი, არქეოგრაფი, ბიბლიოგრაფი (1767-1837 წწ).

ბოლხოვიტნოვი ვიქტორ - რუსი კონსტრუქტორი თვითმფრინავმშენებლობის დარგში (1899-1970 წწ).

ბოლჯერი ჯეიმზ ბრენდან - ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი 1990-97 წლებში (დაიბადა 1935 წელს).

ბომა - ქალაქი დასავლეთ კონგოში, პორტი მდინარე კონგოს ესტურიაში (250 ათასი).

ბომანუარი ფილიპ დე რემი - ფრანგი იურისტი, ერთ-ერთი პირველი ფრანგი თეორიტიკოსი სამართლის დარგში (1250-1296 წწ).

ბომარშე პიერ ოგიუსტინ კარონ დე - ფრანგი დრამატურგი (1732-1799 წწ).

ბომბარდი - ძველებური დიდი კალიბრის ზარბაზანი.

ბომბარდირება - დაბომბვა.

ბომბარდირი

  1. ბევრი გოლის გამტანი ფეხბურთელი.

  2. ძველ რუსეთში - არტილერისტი.

ბომბაქსისებრნი (ბაობაბისებრნი) - ორლებნიან მცენარეთაა ოჯახი, ტროპიკული ხეები.

ბომბდამშენი - სამხედრო თვითმფრინავის სახესხვაობა.

ბომბეი - იხილე მუმბაი.

ბომბელი რაფაელე - იტალიელი მათემატიკოსი და ინჟინერი (დაახლოებით 1530-1572 წწ).

ბომბი (ფრანგ.) - ასაფეთქებელი ნივთიერებით დამუხტული ჭურვი.

ბომბორა

  1. გრძელი მსხვილი ბალნის მქონე, ბანჯგვლიანი.

  2. ქართული თოჯინური ფილმი.

ბომბორის განძი - ძვ.წ.აღ. VIII საუკუნის არქეოლოგიური ნივთების კომპლექსი, აღმოჩენილია შემთხვევით 1910 წელს გუდაუთასთან.

ბომბსატყორცნი - ახლო ბრძოლის იარაღი (კალიბრი 20-დან 152 მმ-მდე). I მსოფლიო ომში იყენებდა ყველა მებრძოლი ქვეყანა.

ბომბსაფარი - საგანგებოდ მოწყობილი თავშესაფარი, ხალხის სახიზარი.

ბომე ანტუან - ფრანგი ქიმიკოსი, ფარმაცევტი და ტექნოლოგი, გამოიგონა არეომეტრი (1728-1804 წწ).

ბომი - მდინარის ფრიალო კლდე, ძნელად გასასვლელი ხეობის ზოგადი სახელი (ალთაი, საიანები, იმიერბაიკალეთი).

ბომონდი (ფრანგ.) - უმაღლესი არისტოკრატული საზოგადოება.

ბომონი

  1. სვეტია, ხატსა ანუ კერპსა ზედა აღმართავენ (საბა).

  2. ქალაქი საფრანგეთში (არდენის დეპარტამენტი).

ბომონი უილიამ - ამერიკელი ექიმი და ფიზიოლოგი (1785-1853 წწ).

ბომონტი - ქალაქი აშშ-ს ტეხასის შტატში (114 ათასი).

ბომონტი ფრენსის - ინგლისელი პოეტი და დრამატურგი, წერდა ჯონ ფლეტჩერთან ერთად (დაახლოებით 1584 - 1616 წწ).

ბომუ - ნავთობსაბადო ნიგერიაში.

ბონა

  1. ბავშვების აღმზრდელი ქალი.

  2. პერსონაჟი ელდარ შენგელაიას ფილმისა „არაჩვეულებრივი გამოფენა“.

ბონა დეა - რომაულ მითოლოგიაში - ნაყოფიერების ქალღმერთი.

ბონავენტურა (ნამდვილი სახელი და გვარი ჯოვანი ფიდანცა) - იტალიელი ფილოსოფოსი-მისტიკოსი, საეკლესიო მოღვაწე (1221-1274 წწ).

ბონალდი ლუი გაბრიელ ამბრუაზ - ფრანგი ფილოსოფოსი, პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე (1754-1840 წწ).

ბონანგი - ინდონეზიური მუსიკალური ინსტრუმენტი.

ბონაპარტე ელიზა (სრული სახელი მარია ანა ელიაზა) - ტოსკანას დიდი ჰერცოგინია 1809-1814 წლებში, ნაპოლეონ I-ის უმცროსი და (1777-1820 წწ).

ბონაპარტე კაროლინა (სრული სახელი მარია ანტუანეტა კაროლინა) - საფრანგეთის იმპერიის პრინცესა, ნეაპოლის დედოფალი 1808-1814 წლებში, ნაპოლეონ I-ის უმცროსი და (1782-1839 წწ).

ბონაპარტე ლუი - ჰოლანდიის მეფე 1806-1810 წლებში, ნაპოლეონ I-ის უმცროსი ძმა (1778-1846 წწ).

ბონაპარტე ლუსიენ - ნაპოლეონ I-ის უმცროსი ძმა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 1799-1800 წლებში (1775-1840 წწ).

ბონაპარტე პოლინა - ნაპოლეონ I-ის უმცროსი და, გუასტალის ჰერცოგინია 1806-1814 წლებში (1780-1825 წწ).

ბონაპარტე ჟერომ - საფრანგეთის იმპერიის პრინცი, ვესტფალიის მეფე 1807-1813 წლებში, ნაპოლეონ I-ის უმცროსი ძმა (1784-1860 წწ).

ბონაპარტე ჟოზეფ - ნაპოლეონ I-ის უფროსი ძმა, ნეაპოლის მეფე 1806-1808 წლებში (1768-1844 წწ).

ბონაპარტე შარლ ლუსიენ - ფრანგი და იტალიელი მეცნიერი-ზოოლოგი და პოლიტიკური მოღვაწე, ლუსიენ ბონაპარტეს უფროსი ვაჟი (1803-1857 წწ).

ბონაპარტები - ფრანგ იმპერატორთა დინასტია, რომელიც დააარსა ნაპოლეონ I ბონაპარტემ და 1804-70 წლებში ზეობდა.

ბონაპარტიზმი - საფრანგეთში ბონაპარტების დინასტიის აღდგენის მოსურნეთა პოლიტიკური მიმდინარეობა.

ბონაპარტისტი - ბონაპარტიზმის მომხრე.

ბონარი ანდრე - შვეიცარიელი ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე (1888-1959 წწ).

ბონარი პიერ - ფრანგი მხატვარი (1867-1947 წწ).

ბონასიე კონსტანცა - დ'არტანიანის სატრფო ალექსანდრე დიუმა-მამის რომანში „სამი მუშკეტერი“.

ბონატცი პაულ - გერმანელი არქიტექტორი (1877-1956 წწ).

ბონგო ელ-ჰაჯ ომარ (1973 წლამდე ალბერ ბერნარ) - გაბონის პრეზიდენტი 1967 წლიდან (დაიბადა 1935 წელს).

ბონბონიერი (ფრანგ.) - კანფეტის ლამაზი კოლოფი.

ბონდარევი იური - რუსი მწერალი (დაიბადა 1924 წელს).

ბონდარევსკი იგორ - რუსი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (1913-1979 წწ).

ბონდარენკო ევგენი - უკრაინელი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1905-1977 წწ).

ბონდარენკო მიხაილ - პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1913-1947 წწ).

ბონდარინი სერგეი - რუსი მწერალი (1903-1978 წწ).

ბონდარჩუკი ნატალია - მსახიობი და კინორეჟისორი, სერგეი ბონდარჩუკის ქალიშვილი (დაიბადა 1950 წელს).

ბონდარჩუკი სერგეი - რუსი მსახიობი და კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1920-1994 წწ).

ბონდი

  1. ბაგირებზე დაკიდული ხიდი მდინარისა.

  2. ადრეული შუა საუკუნეების სკანდინავიურ ქვეყნებში ყველა თავისუფალი ადამიანი, რომელსაც საკუთარი მეურნეობა ჰქონდა და არ მიეკუთვნებოდა დიდებულებს.

ბონდი ჯეიმზ - პოპულარული კინოსერიალის გმირი, აგენტი 007.

ბონდოპადჰაი ტარაშონკორ - ინდოელი მწერალი, წერდა ბენგალურ ენაზე (1898-1971 წწ).

ბონე შარლ - შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი და ფილოსოფოსი (1720-1793 წწ).

ბონელია - უხერხემლო ცხოველების გვარი ექიურიდების კლასისა.

ბონერი ელენა - რუსი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. ანდრეი სახაროვის მეუღლე (დაიბადა 1923 წელს).

ბონერი სანდრინ - ფრანგი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1967 წელს).

ბონვივანი (ფრანგ.) - პირი, რომელსაც უყვარს საკუთარი თავის პატივისცემა, უზრუნველად ცხოვრება.

ბონვილი ნიკოლა - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე, პუბლიცისტი (1760-1828 წწ).

ბონზა - იაპონიასა და ჩინეთში ბუდისტი მღვდელი ან მონაზონი.

ბონი

  1. ქალაქი გერმანიაში, მდინარე რეინზე, რეინ-ვესტფალიის მხარეში, გერმანიის დედაქალაქი და მთავრობის ადგილსამყოფელი 1949-1994 წლებში (300 ათასი).

  2. ქალაქი საფრანგეთის ცენტრალური ნაწილის აღმოსავლეთში.

  3. ალჟირის ქალაქ ანაბას ძველი სახელი.

  4. საკრედიტო დოკუმენტი, მოკლევადიანი სავალუტო ვალდებულება.

  5. დროებითა ქაღალდის ფულის ნიშანი.

  6. ხმარებიდან გამოსული ქაღალდის ფული, რომელსაც აგროვებენ კოლექციისათვის. (ჰოლანდ.)

  7. (ჰოლანდ.) ტივტივების, მორების, ბადეების, საძირავებისა და მისთანათაგან შემდგარი მცურავი ნაგებობა; იყენებენ როგორც ღობურას ნავსადგურში ან ტორპედოების შეღწევის საწინააღმდეგოდ.

  8. (ჰოლანდ.) ტივი პატარა გემების მისადგომად.

ბონი ემი - XX საუკუნის უკანასკნელი მეოთხედის ერთ-ერთი პოპულარული მუსიკალური ჯგუფი იამაიკიდან, შეიქმნა 1976 წელს.

ბონივარი ფრანსუა - შვეიცარელი პოლიტიკური მოღვაწე, ჰუმანისტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ხელმძღვანელი (1493-1570 წწ).

ბონინგტონი რიჩარდ პარკს - ინგლისელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1801 ან 1802 - 1828 წწ).

ბონინი (ოგასავარა) - იაპონიის კუთვნილი ვულკანური არქიპელაგი წყნარ ოკეანეში.

ბონისტი - ბონისტიკის სპეციალისტი.

ბონისტიკა - ქაღალდის ფულის ნიშნების შემსწავლელი დამხმარე დისციპლინა ისტორიისა.

ბონიტეტი (ლათ.) - მოსაჭრელი ტყის ხარისხიანობის მაჩვენებელი, რაც დამოკიდებულია ჰავაზე, ნიადაგზე, მოვლაზე.

ბონიტირება - საქონლის ხარისხობრივი შეფასება სანაშენო ან სამეურნეო ვარგისიანობის განსაზღვრის მიზნით.

ბონიფასიო ანდრეს - ფილიპინელი პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ხელმძღვანელი (1863-1897 წწ).

ბონიფაჩო - სრუტე კუნძულ კორსიკასა და კუნძულ სარდინიას შორის.

ბონიფაციუს I - წმინდანი, რომის პაპი 418-422 წლებში.

ბონიფაციუს VIII (ერისკაცობაში ბენედეტო კაეტანი) - რომის პაპი 1294 - 1303 წლებში (დაიბადა დაახლოებით 1235 წელს).

ბონიფიკაცია (ფრანგ.) - წანამატი საქონლის ფასზე, თუ საქონლის ხარისხი ხელშეკრულებით დადგენილზე მაღალი აღმოჩნდება.

ბონკეი - იაპონური ხელოვნების ჟანრი, ბალახეულით, ხავსით და კენჭებით შექმნილი მინიატურული პეიზაჟი.

ბონო - ირლანდიური როკ-ჯგუფის „U-2“-ის სოლისტი.

ბონოვსკი ფილიპ - ამერიკელი მწერალი და პუბლიცისტი, წარმოშობით ლიტველი (დაიბადა 1916 წელს).

ბონომი ივანოე - იტალიის სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, 1921-22 წლებში იტალიის პრემიერ-მინისტრი (1873-1951 წწ).

ბონსაი - მინიატურული ხეების გამოყვანის იაპონური ხელოვნება და თავად ეს ხეები.

ბონსეკი - ქვიშითა და კენჭებით აგებული მინიატურული „ქვების ბაღი“ იაპონიაში.

ბონტემპელი მასიმო - იტალიელი მწერალი (1878-1960 წწ).

ბონუსი - კომერციაში, თამაშში საზღაური, პრემია.

ბონუსევენტუსი - მოსავლისა და ნაყოფიერების ღვთაება ძველ იტალიაში.

ბონფანტე ჯულიანო - იტალიელი ენათმეცნიერი, ნეოლინგვისტიკის წარმომადგენელი (1904-1985 წწ).

ბონ-ფრიაზინი - XV-XVI საუკუნეების იტალიელი არქიტექტორი, მუშაობდა რუსეთშიც.

ბონფუა ივ - ფრანგი პოეტი, პროზაიკოსი (დაიბადა 1923 წელს).

ბონჩ-ბრუევიჩი ალექსეი - რუსი ფიზიკოსი (დაიბადა 1916 წელს).

ბონჩ-ბრუევიჩი ვლადიმერ - კომუნისტური ეპოქის სახელმწიფო მოღვაწე რუსეთში, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1873-1955 წწ).

ბონჩ-ოსმოლივსკი გლებ - საბჭოთა ეპოქის ანთროპოლოგი და არქეოლოგი (1890-1943 წწ).

ბონ-ცაგან-ნური - ტბა მონღოლეთში.

ბონცვერი - ახალამონაყარი შტოები.

ბონხეფერი დიტრიხ - გერმანელი პროტესტანტი ღვთისმეტყველი და საეკლესიო მოღვაწე. ჰიტლერის რეჟიმის მოწინააღმდეგე. დასაჯეს სიკვდილით (1906-1945 წწ).

ბონ ჯოვი ჯონ - ამერიკელი როკ-მომღერალი, გიტარისტი, მსახიობი (დაიბადა 1962 წელს).

ბოოში - ავბილწ-სიტყვა (საბა).

ბოპი - XX საუკუნის 30-40-იან წლებში წარმოშობილი სტილი ჯაზისა, რომელიც სვინგის ექსპერიმენტულ ალტერნატივად იქცა.

ბოპი ფრანც - გერმანელი ენათმეცნიერი, ისტორიულ-შედარებით ენათმეცნიერების ფუძემდებელი (1791-1867 წწ).

ბოპორტი - ქალაქი კანადაში, კვებეკის პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

ბოჟამი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

ბოჟანსი - ქალაქი საფრანგეთში, ლუარას დეპარტამენტში.

ბოჟი - აბრეშუმის ჭიის ახალი პარკი.

ბოჟი მიხაილ - რუსი და უკრაინელი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი, ძირითადად პორტრეტისტი (1911-1990 წწ).

ბოჟიკი იოჟეფ - XX საუკუნის 50-იანი წლების უნგრელი ფეხბურთელი, ერთ-ერთი უძლიერესი მსოფლიოში (დაიბადა 1925 წელს).

ბოჟირი - დაწიოკება, ჩოჩქოლი.

ბოჟნევი ბორის - რუსი პოეტი (1898-1969 წწ).

ბოჟოლე - ისტორიული ოლქი საფრანგეთში, ახლანდელი რონასა და ლუარას დეპარტამენტების ტერიტორიაზე.

ბოჟური ლუი - ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი (1765-1836 წწ).

ბორა

  1. ძერას ჰგავს, უდიდეა (საბა). ფრინველი შავარდნისებრთა რიგისა.

  2. ფრთიანი მწერი, რომლის ჭუპრები ხშირად პარაზიტობენ ძროხის, ცხენის კუჭ-ნაწლავში.

  3. (ბორიო) - ძლიერი და მძაფრი ქარი, წარმოიქმნება უმთავრესად წლის ცივ პერიოდში და მკვეთრ აცივებას იწვევს.

  4. გერმანული წარმოების მანქანის - „ფოლქსვაგენის“ - ერთ-ერთი მარკა.

ბორა უილიამ - ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე, აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელი (1865-1940 წწ).

ბორავაშლი - ვაშლის ჯიში.

ბორაზონი - ბორის ნიტრიდის კუბური, ალმასისმაგვარი მოდიფიკაცია.

ბორაკი (ბორაქსი, ნატრიუმტეტრაბორატი) - ტეტრაბორმჟავა, ნატრიუმის მარილის კრისტალჰიდრატი. იყენებენ ტექნიკაში, მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში.

ბორანი

  1. ერთმანეთთან შეერთებული ორი ბრტყელძირა ნავი.

  2. სრუტეებზე, ზღვებზე რკინიგზის ვაგონების გადასაყვანი სპეციალური გემი.

ბორანო - აჭარული კერძი, მზადდება ყველისგან და კარაქისგან.

ბორასი ენრიკე - ესპანელი მსახიობი (1862-1957 წწ).

ბორატები - ბორმჟავას მარილები, იყენებენ წყლის დასარბილებლად, სარეცხი ფხვნილების დასამზადებლად.

ბორაციტი - ბორატების კლასის მინერალი.

ბორბალა (ბარბოლა) - მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში, ფოცხოვისწყლის მარჯვენა შენაკადი.

ბორბალა

  1. მსხლის ჯიში.

  2. (ძვ.) ობობა.

ბორბალი - წრე, რომელიც ბრუნავს ღერძის გარშემო.

ბორბალო

  1. მთების დიდი ბორბალოს და პატარა ბორბალოს გავრცელებული სახელი დუშეთის მუნიციპალიტეტში.

  2. სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

ბორბალქარი - ძლიერი მბრუნავი ქარი.

ბორგა - ესე არს მიუმყოვრებელი ნავღელი, კაცი გულის წყრომით ვერც დადგეს და ვერც დაჯდეს (საბა).

ბორგენი იუჰან - ნორვეგიელი მწერალი (1902- 1979 წწ).

ბორგერჰაუტი - ქალაქი ბელგიაში (ანტვერპენის პროვინცია).

ბორგესი (გერმ.) - სასტამბო შრიფტის ერთ-ერთი ზომა, საშუალო კორპუსსა და პეტიტს შორის.

ბორგი ბიერნ - ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი შვედი ჩოგბურთელი მამაკაცი, უიმბლდონის ტურნირის 5-გზის გამარჯვებული (დაიბადა 1956 წელს).

ბორგნისი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ბორდა - უნაგირზე გადასაფარებელი ქსოვილი ან ტყავი.

ბორდა ჟან შარლ - ფრანგი ფიზიკოსი და გეოდეზისტი (1733-1799 წწ).

ბორდაბერი ხუან მარია - ურუგვაის პოლიტიკური მოღვაწე (დაიბადა 1928 წელს).

ბორდე ჟიულ - ბელგიელი იმუნოლოგი და ბაქტერიოლოგი, 1919 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1870-1961 წწ).

ბორდერო

  1. ამონაწერი საბუხჰალტრო დოკუმენტებიდან.

  2. დოკუმენტების სია, რომელიც თან ახლავს გაგზავნილ დოკუმენტებს.

ბორდიგა ამადეო - იტალიის პოლიტიკური მოღვაწე, ინჟინერი (1889-1970 წწ).

ბორდიური (ფრანგ.)

  1. ქსოვილის, ხალიჩის, შპალერის არშია.

  2. ქვის ფილების ზოლი ქუჩის გასწვრივ.

  3. სამკაული ტექსტის გარშემო.

ბორდო

  1. ფრანგული წარმოშობის წითელი ღვინოა ერთგვარი.

  2. ღვინისფერი, შინდისფერი.

  3. ქალაქი საფრანგეთის ჟირონდის დეპარტამენტში, მდინარე გარონაზე (210 ათასი).

ბორდოხანი - პერსონაჟი კონსტანტინე გამსახურდიას რომანისა „დიდოსტატის მარჯვენა“, მამამზე ერისთავის მეუღლე, ჭიაბერის დედა.

ბორეა (ბორეასი)

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჩრდილოეთის ქარის ღვთაება; წარმოდგენილი ჰყავდათ ძლიერი ფრთოსანი მამაკაცის სახით.

  2. ცივი, სუსხიანი ქარი.

ბორეადები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფრთოსანი ყმაწვილები, არგონავტთა ლაშქრობის მონაწილენი.

ბორელი ემილ - ფრანგი მათემატიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1871-1956 წწ).

ბორელი ჯოვანი ალფონსო - იტალიელი ნატურალისტი (1608-1679 წწ).

ბორენა

  1. XI საუკუნის ქართველი პოეტი ქალი.

  2. საქართველოს დედოფალი XI საუკუნეში, ბაგრატ IV-ის მეუღლე, ოსთა მეფის ასული.

ბორენი აშას (ნამდვილი სახელი და გვარი ალექსანდრე ბობრინსკი) - რუსი მთარგმნელი, ერთ-ერთმა პირველმა სცადა ეთარგმნა რუსულ ენაზე „ვეფხისტყაოსანი“ (1855-1890 წწ).

ბორესკოვი გიორგი - რუსი ფიზიკოს-ქიმიკოსი, აკადემიკოსი (დაიბადა 1907 წელს).

ბორეცკები - ნოვგოროდელ ბოიართა ოჯახი XV საუკუნეში.

ბორზია - ქალაქი რუსეთის ჩიტის ოლქში.

ბორზნა - ქალაქი უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში.

ბორზოვი ვალერი - უკრაინელი მძლეოსანი, 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი სპრინტში (დაიბადა 1949 წელს).

ბორზოვი ივანე - ავიაციის მარშალი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1915-1974 წწ).

ბორი

  1. სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (კიცხის თემის საკრებულო). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთზე. მდინარე ბორიმელას (ძირულის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 400 მეტრი. ხარაგაულიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 475 კაცი.

  2. ქალაქი იუგოსლავიაში (სერბია).

  3. (B) - მენდელეევის პერიოდული სისტემის II ჯგუფის ქიმიური ელემენტი. ატომური ნომერი 5, ატომური მასა 10,811. მონაცრისფრო-შავი კრისტალები. შედის ბევრი მინერალის შემადგენლობაში.

  4. (გერმ.) - ფოლადის ბურღი, რომელსაც იყენებენ კბილის საექიმო საქმეში.

  5. ჴმელი ნისლი მტვრის მსგავსი (საბა).

  6. სკანდინავიურ მითოლოგიაში - ერთ-ერთი პირველი ღმერთი, ოდინის მამა.

  7. ქალაქი რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.

ბორი ნილს ჰენრიკ დავიდ - გამოჩენილი დანიელი ფიზიკოსი, 1922 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1885-1962 წწ).

ბორი ოგე - დანიელი ფიზიკოსი, ნილს ბორის შვილი, 1975 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ბ. მოტელსონთან და ჯ. რეინუოტერთან ერთად (დაიბადა 1922 წელს).

ბორი ჰარალდ - დანიელი მათემატიკოსი, ნილს ბორის ძმა (1887-1951 წწ).

ბორია - (კუთხურად) სიო, ნიავი.

ბორიალი - უთავბოლოდ, უაზროდ სიარული.

ბორიაყი

  1. იგივე ბორი (საბა).

  2. ოთარ ჩხეიძის რომანი.

  3. გიორგი შენგელაიას ფილმი.

ბორიდები - ბორის ნაერთები ლითონებთან.

ბორითი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს მდინარე ძირულის მარჯვენა ნაპირზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 8 სოფელს: ამაშუკეთი, ბორითი, ერეთა, ვაშლევი, კვესრევი, მაქათუბანი, საქასრია, უბისი. ). ზღვის დონიდან - 480 მეტრი, ხარაგაულიდან - 28 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 784 კაცი. სოფლის სახელწოდების შესახებ არსებობს თქმულება იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა სოფელია, ხშირფოთლოვანი ტყე ყოფილა. ტყეში მრავლად ბუდობდა არწივის მსგავსი დიდი ფრინველი - ბორა. დროთა განმავლობაში ტყე გაჩეხილა და ფრინველის რაოდენობაც შემცირებულა. სწორედ ამ ფრინველის სახელიდან წარმოშობილა სოფლის სახელწოდება "ბორ-ით-ი" სახელწოდებას სოფლის მდებარეობაც ამართლებს. იგი გაშლილია ულამაზეს გორაზე და ფრთაგალშილ ფრინველს მოგვაგონებს. სოფელ ბორითის და ამაშუკეთის საძღვარზე არის წმინდა გიორგის სახელობის IX-X სს. სავანის ეკლესია, რომელიც ბერძენ ხელოსნებს აუგიათ. იგი მოხატული ყოფილა ფრესკებით. ეკლესიის ზარი 40 კგ-ს იწონიდა, მისი ხმა უბისამდე აღწევდა. XX ს. 40-იან წლებში ზარი მოუპარავთ. საბჭოთა წყობილების დროს ეკლესია მიწასთან გაუსწორებიათ, ეკლესიის ქვით ჯერ აბანო, შემდეგ კი სოფლის საავადმყოფო აუგიათ, მოგვიანებით ქვა დაბრუნებულ იქნა ტაძარში და გამოიყენეს მისი აღდგენისათვის. სოფელში არის სამკურნალო გოგირდოვანი წყალი.

ბორილოსხევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, მათურხევის მარცხენა შენაკადი.

ბორიმელა - მდინარე დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთის რეგიონში. სათავეს იღებს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე. ზესტაფონის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში. ძირულის მარცხენა შენაკადი შორაპანთან (სიგრძე - 11 კილომეტრი).

ბორინი - მსახიობ ლინო ვენტურას ნამდვილი გვარი.

ბორიო - ცივი ძლიერი ქარი, იგივე ბორა.

ბორირება - ფოლადისა და ზოგიერთი სხვა ლითონის ნაკეთობათა ზედაპირის ბორით გაჯერება.

ბორის I - ბულგარეთის მთავარი (გარდაიცვალა 907 წელს).

ბორის III - ბულგარეთის მეფე 1918-43 წლებში (1894-1943 წწ).

ბორის გოდუნოვი - რუსეთის მეფე 1598 წლის თებერვლიდან, ძველ მოსკოველ აზნაურთა გვარის წარმომადგენელი (დაახლოებით 1512/1513 - 1605 წწ).

ბორისენკო ვალენტინა - რუსი მოჭადრაკე ქალი, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1920 წელს).

ბორისენკო ვასილი - ბელორუსი ლიტერატურათცოდნე, აკადემიკოსი (1904-1985 წწ).

ბორისთენესი - შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე დნეპრის შესართავთან მდებარე კუნძულ ბერეზინას ბერძნული სახელი.

ბორისიაკი ალექსი - რუსი პალეონტოლოგი და გეოლოგი, აკადემიკოსი (1872-1944 წწ).

ბორისლავი - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში.

ბორისოგლებსკი - ქალაქი რუსეთის ვორონეჟის ოლქში.

ბორისოვა იულია - მოსკოვის ვახტანგოვის სახელობის თეატრის მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1925 წელს).

ბორისოვები ანდრეი (1798-1854 წწ) და პეტრე (1800-1854 წწ) - დეკაბრისტი ძმები.

ბორისოვი - ქალაქი ბელორუსიის მინსკის ოლქში.

ბორისოვი ალექსანდრე - თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1905-1982 წწ).

ბორისოვი ოლეგ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1929-1994 წწ).

ბორისოვ-მუსატოვი ვიქტორ - რუსი მხატვარი (1870-1905 წწ).

ბორისპოლი

  1. ქალაქი უკრაინის კიევის ოლქში.

  2. კიევის აეროპორტი.

ბორკილი - ჯაჭვით შეერთებული რკინის რგოლები დამნაშავეთა ხელ-ფეხის შესაკრავად.

ბორკოლდოი - ქედი შიდა ტიან-შანში (სიგრძე - დაახლოებით 100 კილომეტრი).

ბორლოუგი ნორმან ერნესტ - ამერიკელი მეცნიერი-სელექციონერი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში 1970 წელს (დაიბადა 1914 წელს).

ბორმანი მარტინ - ჰიტლერის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი, რაიხსლაიტერი (უმაღლესი პარტიული წოდება ფაშისტურ გერმანიაში), ერთ-ერთი მთავარი სამხედრო დამნაშავე (1900-1945 წწ).

ბორმანი ფრენკ - ამერიკელი კოსმონავტი მფრინავი, პოლკოვნიკი (დაიბადა 1928 წელს).

ბორმანქანა - სტომატოლოგიური მოწყობილობის მამოძრავებელი მანქანა.

ბორმიო - ბალნეოლოგიური კურორტი იტალიის ალპებში, შვეიცარიის საზღვართან.

ბორმჟავა (ორთობორმჟავა) - სუსტი სამფუძიანი არაორგანული მჟავა, უფერო, ქერცლის მსგავსი კრისტალები.

ბორნემისა პეტერ - უნგრელი ღვთისმსახური და მწერალი, მთარგმნელი (1535-1584 წწ).

ბორნეო - კუნძული მალაის არქიპელაგში, იგივე კალიმანტანი.

ბორნეოლი (ბორნილის სპირტი) - ორგანული ნაერთი, რისგანაც იღებენ ქაფურს. გამოიყენება მედიცინასა და პარფიუმერიაში.

ბორნი მაქს - გერმანელი ფიზიკოსი, კვანტური მექანიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1954 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1882-1970 წწ).

ბორნიტი - მინერალი, სპილენძისა და რკინის სულფიდი.

ბორნმუთი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, ჰემფშირის საგრაფოში, კლიმატური კურორტი ლა-მანშის სრუტის პირას (155 ათასი).

ბორნოვა - ქალაქი თურქეთში (იზმირის ვილაიეთი).

ბორნჰოლმი - დანიის კუთვნილი კუნძული ბალტიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

ბორობანი - ხე კეთილ ჩრდილოანი (საბა).

ბორობუდური - ბუდისტური ტაძარი კუნძულ იავაზე, უნიკალური არქიტექტურული ძეგლი. აშენებულია დაახლოებით 800 წელს.

ბოროდავკა იაცკო - ზაპოროჟიელი კაზაკების ჰეტმანი, სახალხო აჯანყების ხელმძღვანელი (დაბადების წელი უცნობია, გარდაიცვლა 1621 წელს).

ბოროდაი ვასილი - უკრაინელი მოქანდაკე (დაიბადა 1917 წელს).

ბოროდინი ალექსანდრე - რუსი კომპოზიტორი და მეცნიერი-ქიმიკოსი (1833-1887 წწ).

ბოროდინი სერგეი - რუსი მწერალი (1902-1974 წწ).

ბოროდინო

  1. 1812 წლის ისტორიული ბრძოლის ადგილი მოსკოვის ოლქის მოჟაისკის რაიონში.

  2. ქალაქი რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.

ბოროდულინი რიგორ - ბელორუსი პოეტი (დაიბადა 1935 წელს).

ბოროვიკი გენრიხ - რუსი მწერალი, ჟურნალისტი (დაიბადა 1929 წელს).

ბოროვიკოვსკი ვლადიმერ - რუსი და უკრაინელი მხატვარი, პორტრეტისტი (1757-1825 წწ).

ბოროვიკოვსკი ლევ - უკრაინელი პოეტი (1806-1889 წწ).

ბოროვიკ-რომანოვი ვიქტორ-ანდრია - რუსი ფიზიკოსი, აკადემიკოსი (დაიბადა 1920 წელს).

ბოროვიჩი - ქალაქი რუსეთის ნოვგოროდის ოლქში.

ბოროვიხი ანდრია - ავიაციის გენერალ-პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი (1921-1989 წწ).

ბოროვსკი ტადეუშ - პოლონელი მწერალი (1922-1951 წწ).

ბოროვსკი - ქალაქი რუსეთის კალუგის ოლქში.

ბოროზდინი კორნელი - რუსეთის მეფის წარმოგზავნილი XIX საუკუნის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დატოვა მნიშვნელოვანი ცნობები საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობის შესახებ (1828-1896 წწ).

ბოროიმე - იხილე ბრიანი.

ბორომეო ანდრეა - XVII საუკუნის თეატინელი მისიონერი ბერი, აქვს ცნობები საქართველოს შესახებ (გარდაიცვალა 1683 წელს).

ბორომეო კარლო - კათოლიკური კონტრრეფორმაციის გამოჩენილი მოღვაწე (1538-1584 წწ).

ბორომინი (ნამდვილი გვარი კასტელი) ფრანჩესკო - იტალიელი ხუროთმოძღვარი (1599-1667 წწ).

ბორორო - ინდიელთა ტომი აღმოსავლეთ ბრაზილიასა და ბოლივიაში.

ბორო-ტალა - მდინარე ჩინეთში, ერთვის ები-ნურის ტბას.

ბოროტბისტები - მემარცხენე ესერთა ნაციონალისტური პარტია უკრაინაში, შეიქმნა 1918 წელს.

ბოროტი - სხვისათვის ცუდის მსურველი, ავი, უკეთური.

ბოროტმოქმედი - დანაშაულის ჩამდენი.

ბოროტრა ჟან - XX საუკუნის 20-იანი წლების უძლიერესი ფრანგი ჩოგბურთელი (1898-1993 წწ).

ბორო-ხორო - ქედი დასავლეთ ჩინეთში, ტიან-შანის მთებში.

ბორსიპა - უძველესი ქალაქი შუამდინარეთში, ევფრატის მარჯვენა ნაპირზე.

ბორტაძე - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნაქალაქრის ძველი სახელი.

ბორტენი პერ - ნორვეგიის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1911 წელს).

ბორტი (გერმ.)

  1. გემის გვერდის კედელი.

  2. სატვირთო ავტომობილის, ვაგონის ძარის კედელი.

  3. ბილიარდის მაგიდის ოდნავ ამაღლებული კიდე.

  4. პალტოს, პიჯაკის მარჯვენა ან მარცხენა ნაპირი.

ბორტი (ჰოლანდ.) - არასწორი ფორმის ალმასების შენაზარდები.

ბორტინჟინერი - კოსმოსურ ხომალდში მყოფი ინჟინერი.

ბორტკო ვლადიმირ - რუსი კინორეჟისორი (დაიბადა 1946 წელს).

ბორტმექანიკოსი - თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრი.

ბორტნიანსკი დიმიტრი - რუსი კომპოზიტორი, წარმოშობით უკრაინელი (1751-1825 წწ).

ბორტნიკოვი გენადი - რუსი მსახიობი (დაიბადა 1939 წელს).

ბორტყუა - ოთხით სლვა (საბა).

ბორუსია - რამდენიმე საფეხბურთო გუნდის სახელწოდება გერმანიაში.

ბორუტა კაზისი - ლიტველი მწერალი (1905-1965 წწ).

ბორუჯერდი - ქალაქი დასავლეთ ირანში (ლურისტანი).

ბორში - (რუსულია) ბოსტნეულის წვნიანი საჭმელი.

ბორშოდ-აბაუი-ზემპლენი - მედიე ჩრდილოეთ უნგრეთში.

ბორშჩევი - ქალაქი უკრაინის ტერნოპოლის ოლქში.

ბორჩალო - ისტორიული მხარე ქვემო ქართლში.

ბორჩხულა - ლიტრიანი ჩაფი (საბა).

ბორცვანა - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ბორცვი - მცირედ შემაღლებული ადგილი.

ბორცო - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ბორძიკი

  1. ფეხის გადაბრუნება ან წამოდება.

  2. შეფერხებით მეტყველება.

ბორხგრევინკი კარსტენ - ნორვეგიელი მოგზაური, პირველმა გამოიზამთრა ანტარქტიდაში (1864-1934 წწ).

ბორხერტი ვოლფგანგ - გერმანელი მწერალი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1921-1947 წწ).

ბორხესი ხორხე ლუის - არგენტინელი მწერალი (1899-1986 წწ).

ბორხვენა - იგივეა, რაც ბუერა.

ბორჯა ალფონსო - წარმოშობით ესპანელი, ბორჯების დინასტიის მამამთავარი, შემდგომ რომის პაპი კალიქსტუს III 1455 - 1458 წლებში (1378-1458).

ბორჯა ლუკრეცია - იტალიელი არისტოკრატი ქალი, პაპ ალექსანდრე VI-ის შვილი (1480-1519 წწ).

ბორჯა როდრიგო - შემდგომ პაპი ალექსანდრე VI 1492-1503 წლებში.

ბორჯა ჩეზარე - რომანიის მმართველი, პაპ ალექსანდრე VI-ის შვილი (1475-1507 წწ).

ბორჯალი - პაემნის ჟამი (საბა).

ბორჯები - XV-XVI საუკუნეების ესპანური წარმოშობის იტალიის არისტოკრატული გვარი.

ბორჯი - იგივეა, რაც ფესვი.

ბორჯომბაღი (ბორჯომპარკი) - რკინიგზის სადგური ბორჯომ-ახალციხის უბანზე.

ბორჯომი

  1. საკურორტო ქალაქი (1918 წლიდან) აღმოსავლეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად 1921 წელს გამოცხადდა. მოსახლეობა 10 ათასი (2002 წ.). სახელი ოფიციალურ წყაროებში XIX საუკუნეში იხსენიება. ზღვის დონიდან 800-900 მეტრი. მანძილი თბილისიდან - 150 კილომეტრი.

  2. ქართული მინერალური წყალი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტი - ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული სამცხე-ჯავახეთის მხარეში. ისტორიული დასახელებაა თორი. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1917-30 წლებში - გორის ოლქში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია, 1963-66 წლებში შედიოდა იყო ხაშურის რაიონის შემადგენლობაში. ფართობი - 1189 კვ.კმ. 1 ქალაქი, 4 დაბა, 37 სოფელი. მოსახლეობა - 32 ათასი.

ბორჯომის ხეობა - ხეობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის ხეობის მონაკვეთი მესხეთის ქედსა და თრიალეთის ქედს შორის.

ბორჯომულა - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთში. ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკი ევროპაში, მოიცავს 6 ადმინისტრაციულ რაიონს ბორჯომიდან ხარაგაულამდე. პარკის მთლიანი ფართობია 5,3 ათასი კვ. კმ., ანუ საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 7.6%. პარკი დაარსდა 1995 წელს, ხოლო მისი ოფიციალური გახსნა მოხდა 2001 წელს. მისი განსაკუთრებული უნიკალურობა მდგომარეობს გეოგრაფიული და ეკოლოგიური ზონების მრავალფეროვნებაში, ისტორიული ძეგლების, ასევე ფლორისა და ფაუნის სიმდიდრეში. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში.

ბორჯღალი - ქართული წარმართული სიმბოლო, გამოყენებულია ქართული ფულის, ლარის სიმბოლიკაში.

ბორჯღალოსნები - საქართველოს რაგბისტთა ნაკრების არაოფიციალური სახელი.

ბორჯღლი - მსხვილი ტოტის განაყოფი, გაშლილი ტოტები.

ბორჰარტი რუდოლფ - სასულიერო მიმართულების გერმანელი პოეტი, მთარგმნელი (1877-1945 წწ).

ბოსალთხევი - მდინარე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მაღალხევისღელის სათავე.

ბოსანოვა - ლათინურამერიკული წარმოშობის წყვილთა რიტმული ცეკვა.

ბოსარტი კაროლ - რაკეტმშენებლობის დარგის ამერიკელი მეცნიერი, მისი თაოსნობით შეიქმნა პირველი ამერიკული საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „ატლასი“ (1904-1975 წწ).

ბოსბომ-ტუსენი ანა ლუიზა გერტრეიდა - ნიდერლანდელი მწერალი ქალი (1812-1886 წწ).

ბოსელა - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (ახალი თერჯოლის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ძევრულის მარცხენა მხარეს. მდინარე ხაუჩის (ჩხარის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. ზღვის დონიდან - 240 მეტრი, თერჯოლიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 884 ადამიანი.

ბოსელთა

  1. მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის არაგვის მარჯვენა შენაკადი.

  2. სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ბოსელი

    1. (ბოსლა, ბოსლე) - ნაყოფიერების და გამრავლების წარმართული ღვთაება ძველ საქართველოში.

    2. (გომი, გომური) - მსხვილფეხა საქონლის სადგომი.

    3. სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდამაყრის თემის საკრებულო), კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ბურსაჭირისხევის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1520 მეტრი, დუშეთიდან -53 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 7 კაცი.

ბოსერონი - საფრანგეთში გამოყვანილი სამსახურეობრივი ძაღლის ჯიში.

ბოსვორტი - ადგილი ინგლისის საგრაფო ლესტერშირში, სადაც 1485 წლის 22 აგვისტოს ალისფერი და თეთრი ვარდების უკანასკნელი ბრძოლა გაიმართა, სადაც გრაფმა ჰენრიხ რიჩმონდმა დაამარცხა მეფე რიჩარდ III და თავად გახდა მეფე ჰენრიხ VII.

ბოსი (ინგლ.) - ინგლისურენოვან ქვეყნებში პატრონი, მესვეური.

აბოსი ტულ - ინდოელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1898-1980 წწ).

ბოსი ლუის - ამერიკელი ასტრონომი (1846-1912 წწ).

ბოსი სუბჰას ჩანდრა - ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1897-1945 წწ).

ბოსი ჯაგდიშ ჩანდრა - ინდოელი ფიზიკოსი (1858-1937 წწ).

ბო სინძიანი (ჯი-ტუი) - ჩინელი მწერალი (დაახლოებით 770 - დაახლოებით 816 წწ).

ბოსიუ შარლ - ფრანგი მათემატიკოსი (1730-1814 წწ).

ბოსიუე ჟაკ ბენინ - ფრანგი მწერალი, სასულიერო მოღვაწე (1627-1704 წწ).

ბოსკამპი იოჰან - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი XX საუკუნის დასასრულს, ჰოლანდიელი სპეციალისტი.

ბოსკან--ალმოგავერი ხუან - ესპანელი პოეტი, წერდა სონეტებს, კანცონებს (დაახლოებით 1490 - 1542 წწ).

ბოსკეტი (ფრანგ.) - დეკორატიული მიზნებით გაშენებული ხშირი ხეების ჯგუფი ბაღში.

ბოსკორეალე - ქალაქი იტალიაში, ნეაპოლის მახლობლად.

ბოსლები - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

ბოსლეველი ესტატე (ნამდვილი გვარი მჭედლიძე) - პუბლიცისტი, კრიტიკოსი (1854-1885 წწ).

ბოსლევი - სოფლების გაღმა ბოსლევისა და გამოღმა ბოსლევის გავრცელებული სახელწოდება (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი).

ბოსლევის თემის საკრებულო - თემის საკრებულო ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (მოიცავს 6 სოფელს: ბეღლევი, გამოღმა ბოსლევი, გაღმა ბოსლევი, დიდწიფელა, მარცხენა რკვია, მარჯვენა რკვია).

ბოსლობა

  1. ნაყოფიერების და გამრავლების ღვთაება ბოსელის კულტთან დაკავშირებული მოძრავი ხალხური დღეობა.

  2. თუშეთში, ფშავში, ხევსურეთში ბოსლად გასვლა თვიურის მქონე ქალებისა.

ბოსნა - მდინარე ბოსნია-ჰერცეგოვინაში.

ბოსნია და ჰერცეგოვინა (ბოსნია და ჰერცეგოვინას რესპუბლიკა, Bosna i Hercegovina)

  • სახელმწიფო ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ძირითადად მდინარე სავას აუზში. დასავლეთით და ჩრდილოეთით ესაზღვრება ხორვატიას, აღმოსავლეთით - სერბეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთით - ჩერნოგორიას. აქვს გასასვლელი ადრიატიკის ზღვაზე.

  • დამოუკიდებლობის დღე (იუგოსლავიისაგან)-1992 წლის 5 აპრილი.

  • ჰიმნი - „Intermeco“.

  • სახელმწიფო მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.

  • ფართობი - 51 129 კვ.კმ.

  • მოსახლეობა - 4,02 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 78 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • ოფიციალური ენები - ბოსნიური, ხორვატული, სერბული.

  • დედაქალაქი - სარაევო.

  • ეროვნული ვალუტა - კონვერტირებადი მარკა.

  • ქვეყნის კოდი - BIH.

  • დროის სარტყელი - UTC +1.

  • სატელეფონო კოდი - +387.

  • ინტერნეტ-დომენი - ba.

ბოსრა (ბუსრა) - ქალაქი სამხრეთ სირიაში.

ბოსტანა

  1. ბოსტნეულის მავნებელი მწერი, მახრა.

  2. სოფელი და მდინარე (რიონის მარჯვენა შენაკადი) ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

  3. (სპარსულად - ნიშნავს „სურნელების ადგილს“) - კვლებად დაყოფილი მიწის ნაკვეთი, სადაც მოყავთ საჭმელ-საკმაზი მცენარეები.

ბოსტანი - მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში წაბლარისწყლის მარცხენა შენაკადი.

ბოსტანქალაქი - იხილე რუსთავი.

ბოსტანჯიანი მიჰრან - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1913-1958 წწ).

ბოსტაშვილი დავით (დათუნა) - მაჩხაანელი გლ-ეხი, ერეკლე II-ის მიერ გააზნაურებული.

ბოსტნეული - ბოსტანში მოყვანილი მცენარეები.

ბოსტნის წალიკა - ერთწლოვანი მცენარე მატიტელასებრთა ოჯახისა. იზრდება მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე.

ბოსტონ ბრიუინზი - აშშ-ს ეროვნული ჰოკეის ლიგის გუნდი, შეიქმნა 1924 წელს. სტენლის თასის ხუთგზის მფლობელი.

ბოსტონი

  1. ქალაქი აშშ-ს მასაჩუსეტსის შტატში (575 ათასი).

  2. წმინდა შალის ძვირფასი საკოსტუმე ქსოვილი.

  3. ცეკვა, ნელი ვალსი.

  4. ბანქოს თამაშია ერთგვარი.

ბოსტონ სელტიკსი - აშშ-ს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გუნდი.

ბოსტრემი კრისტოფერ იაკობ - შვედი ფილოსოფოსი, იდეალისტი (1797-1866 წწ).

ბოსუელი ჯეიმზ - ინგლისელი მწერალი (1740-1795 წწ).

ბოსფორი - შავი და მარმარილოს ზღვების დამაკავშირებელი სრუტე ევროპასა და მცირე აზიის ნახევარკუნძულს შორის (სიგრძე - 30 კილომეტრი, მინიმალური სიგანე - 0,7 კილომეტრი).

ბოსხი (ბოსი) ჰიერონიმუს (ნამდვილი გვარი ვან აკენი) - ნიდერლანდელი ფერმწერი (დაახლოებით 1450/1460 - 1516 წწ).

ბოტა ლუის - ბურების რესპუბლიკა ტრანსვაალის, შემდგომ სამხრეთ აფრიკის კავშირის სახელმწიფო მოღვაწე, სამხრეთ აფრიკის კავშირის პირველი პრემიერ-მინისტრი 1910-19 წლებში (1862-1919 წწ).

ბოტა მარიო - შვეიცარიელი არქიტექტორი (დაიბადა 1943 წელს).

ბოტა პოლ ემილ - ფრანგი არქეოლოგი, შუამდინარეთის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი (1802-1870 წწ).

ბოტანი - ტასმანის ზღვის ყურე ავსტრალიის ნაპირებთან.

ბოტანიკა

  1. (ბერძნ.) - მცენარეთა შემსწავლელი მეცნიერება.

  2. მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, აგუძერის მარჯვენა შენაკადი.

ბოტანიკოსი - ბოტანიკის სპეციალისტი.

ბოტანიკური ბაღი - რკინიგზის ბაქანი მახინჯაურ-ჩაქვის გადასარბენზე.

ბოტანისწყალი - იხილე ბოთანისწყალი.

ბოტდეკი (ინგლ.) - საზღვაო გემის სულ ზედა გემბანი, სადაც მოთავსებულია საშველი ნავები და მათი ჩასაშვები მოწყობილობა.

ბოტე ვალტერ - გერმანელი ფიზიკოსი, 1954 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1891-1957 წწ).

ბოტეგა - იტალიაში: დუქანი, მაღაზია, სახელოსნო.

ბოტევი ხრისტო - ბულგარელი პოეტი, პუბლიცისტი, თურქების ბატონობის წინააღმდეგ მებრძოლი XIX საუკუნეში, ბულგარეთის ეროვნული გმირი (1848-1876 წწ).

ბოტევი (იუმრუქჩალი) - მწვერვალი ბულგარეთში სტარ-პლანინას მთებზე (2376 მ).

ბოტეზი დემოსთენე - რუმინელი პოეტი (1893-1975 წწ).

ბოტვინიკი მიხაილ - საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონი ჭადრაკში 1948-57, 1958-60, 1961-63 წლებში (1911-1995 წწ).

ბოტი

  1. მამალი დაუკოდავი თხა.

  2. მაღალყელიანი კალოში.

  3. დიდი ნავი, ნიჩბიანი, იალქნიანი თუ მოტორიანი.

ბოტინატი (ვოტანიატი) - ბიზანტიის იმპერატორ ნიკიფორე III-ის ოქროს მონეტა (XI საუკუნე).

ბოტისი - ყოფილი სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

ბოტიჩელი სანდრო (ნამდვილი სახელი და გვარი ალესანდრო დი მარიანო ფილიპეპი) - იტალიელი ფერმწერი (1445-1510 წწ).

ბოტკინი ვასილი - რუსი მწერალი (1811/12-1869 წწ).

ბოტკინი მიხაილ - რუსი ფერმწერი და გრავიორი (1839-1914 წწ).

ბოტკინი სერგეი - რუსი ექიმი თერაპევტი და საზოგადო მოღვაწე (1832-1889 წწ).

ბოტკო - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (კოჭბაანის საკრებულო). მდებარეობს საბუდარის ქედის აღმოსავლეთ დაბოლოებაზე. მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე. საგარეჯოდან - 60 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში უკვე აღარავინ ცხოვრობს.

ბოტნიის ყურე - ბალტიის ზღვის ყურე შვედეთსა და ფინეთს შორის.

ბოტო იან - სლოვაკი პოეტი (1829-1881 წწ).

ბოტოტი - დიდი წვინტლი (საბა).

ბოტოშანი - ქალაქი (126 ათასი) და ჟუდეცი რუმინეთში.

ბოტრიდიუმი - მოყვითალო-მწვანე წყალმცენარეების გვარი.

ბოტრიომიკოზი (ბერძნ.) - ძირითადად ცხენის ინფექციური დაავადება.

ბოტროპი - ქალაქი გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში (120 ათასი).

ბოტსვანა (ბოტსვანის რესპუბლიკა. ინგლ. - Republic of Botswana, 1966 წლამდე -ბრიტანეთის პროტექტორატი ბეჩუანალენდი)

  • სახელმწიფო სამხრეთ აფრიკაში. სამხრეთით ესაზღვრება სამხრეთ აფრიკის რესპიბლიკას, დასავლეთით და ჩრდილოეთით - ნამიბიას, ჩრდილო-დასავლეთით -ზამბიას, დასავლეთით - ზიმბაბვეს.

  • დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1966 წლის 30 სექტემბერი.

  • ჰიმნი - „Fatshe leno la rona“.

  • მმართველობს ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.

  • საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი: ბელადების პალატა და ეროვნული ასამბლეა.

  • ფართობი - 600 370 კვ.მ.

  • მოსახლეობა - 1,57 მლნ.

  • სიმჭიდროვე - 2,7 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • ოფიციალური ენები - ინგლისური და ტსვანა.

  • დედაქალაქი - გაბორონე.

  • ეროვნული ვალუტა - პულა.

  • ქვეყნის კოდი - BWA.

  • დროის სარტყელი -UTC +2.

  • სატელეფონო კოდი - +267.

  • ინტერნეტ-დომენი - bw.

ბოტულიზმი - მძიმე მოწამვლა ძეხვეულით, ხორცით ან ბოსტნეულით.

ბოტფორტი (ფრანგ.) - ერთგვარი მაღალი ჩექმა, რომელსაც ყელი მუხლის ზემოთ გაფართოებული აქვს.

ბოუდა კარლ - გერმანელი ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი (1901-1985 წწ).

ბოუდიკა (ბონდიკა) - ანტირომაული აჯანყების მეთაური ქალი ბრიტანეთში (I საუკუნე).

ბოუე რიდიკ - მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი მძიმეწონოსან პროფესიონალ მოკრივეთა შორის 1992 წელს (დაიბადა 1967 წელს).

ბოუი - ცივი იარაღის ინგლისური სახესხვაობა, გამოგონილ იქნა XVIII საუკუნეში ჯ. ბოუის მიერ.

ბოუი დევიდ - ინგლისელი როკ-მუსიკოსი, მომ-ღერალი და მსახიობი (დაიბადა 1947 წელს).

ბოულინგი (ინგლ.) - კეგლის სპორტული სახესხვაობა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.

ბოუმენი უილიამ სკოტი - ჰოკეის კანადელი მწვრთნელი, ერთ-ერთი საუკეთესო სპორტის ამ სახეობის ისტორიაში (დაიბადა 1933 წელს).

ბოუნი ბორდენ პარკერ - ამერიკელი ფილოსოფოსი, თეისტური პერსონალიზმის ფუძემდებელი (1847-1910 წწ).

ბოურიანუ რადუ - რუმინელი პოეტი (1906-1990 წწ).

ბოუსონიო კარლოს - ესპანელი პოეტი (დაიბადა 1923 წელს).

ბოფილი რიკარდო - ესპანელი არქიტექტორი (დაიბადა 1939 წელს).

ბოფორი ჰენრიხ - ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწე, ეპისკოპოსი (1377-1447 წწ).

ბოფორტი - ქალაქი აშშ-ს სამხრეთ კაროლინას შტატში.

ბოფორტი ფრენსის - ინგლისელი სამხედრო ჰიდროგრაფი და კარტოგრაფი (1774-1857 წწ).

ბოფორტის ზღვა - განაპირა ზღვა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში.

ბოფორტის სკალა - ქარის ძალის გასაზომი სკალა მიწისზედა საგნებზე.

ბოფორტის ქვაბული - იგივე კანადის ქვაბული.

ბოფრანი გაბრიელ ჟერმენ - ფრანგი არქიტექტორი და ინჟინერი (1667-1754).

ბოქაულთუხუცესი - საპოლიციო-ადმინისტრაციული აპარატის მაღალი მოხელე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში.

ბოქაული

  1. საპოლიციო-ადმინისტრაციული აპარატის დაბალი მოხელე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში.

  2. მეფის რუსეთში პოლიციის მოხელე, რომელსაც ებარა უბანი.

ბოქვენი

  1. მუცელს ქვეით სასირცხომდე (საბა).

  2. მენჯის წინა ძვლების შეერთების ადგილი.

ბოქლომი - ჩამოსაკიდებელი საკეტი.

ბოქონბაევი ჯომართ - ყირგიზი პოეტი და დრამატურგი (1910-1944 წწ).

ბოქსბურგი - ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში (ტრანსვაალის პროვინცია).

ბოქსი

  1. (ინგლ.) - იგივე კრივი.

  2. მამაკაცის გაკრეჭის ფასონი.

  3. იზოლირებული პალატა, ჰერმეტული კამერა, ავტომობილის ცალკე სადგომი.

  4. ერთგვარი ტყავი, ქრომისებურად გამოყვანილი.

  5. ლითონის კოლოფი, რომელსაც შპრიცის გამოსახარშად იყენებენ.

ბოქსიორი (ინგლ.)

  1. მოკრივე.

  2. ოთახის მოკლედრუნჩიანი ძაღლი.

ბოქსიტი (ფრანგ.) - ნალექი ქანი, ალუმინის საუკეთესო მადანი.

ბოქსიტოგორსკი - ქალაქი რუსეთის სანქტ-პეტერბურგის ოლქში.

ბოქშაი იოსებ - უკრაინელი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1891-1975 წწ).

ბოქჩვილო (ბოგჩვილო) - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), კარატისჯვრის მთის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, მდინარე ლიქოკისხევის (ხევსურეთის არაგვის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 1600 მეტრი, დუშეთიდან - 68 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 1 კაცი.

ბოღაზი (თურქ.) - ნავსადგური.

ბოღაზქოის არქივი - ლურსმული დამწერლობით შესრულებული თიხის ფირფიტების არქივი, რომელიც 1906-12 წლების გათხრებისას აღმოაჩინის თურქეთში, ანკარის სიახლოვეს, სოფელ ბოღაზქოიში.

ბოღვერა - ცხვრის ფარის დიდი ძაღლი.

ბოღლამო - ხმელი თევზი მჟავით (საბა).

ბოღლიწო - ღვინოში ჩამბალი პური.

ბოღმა - ჯავრი, ნაღველი.

ბოღმიანი - ბოღმის შემცველი.

ბოყვა - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ბოყვი

  1. (ბოკვი) ხე ნეკერჩხლის გვარისა.

  2. ხის ქერქის ჭურჭელი.

  3. ლითონის ან შენადნობის ზოდებად ჩამოსხმული ლითონის ყალიბი.

ბოყი - ქლიავის, ტყემლისა და ზოგიერთი სხვა კურკოვანის დაავადება, რასაც იწვევს ერთგვარი ჩანთიანი სოკო.

ბოყინი - კუჭიდან პირში გაზის ამოქარვა ხმაურით.

ბოყო - ხეობის ტიპის მყინვარი კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

ბოყოსწყალი - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი.

ბოშა (საკუთარი სახელწოდება „რომა“) - ინდური წარმოშობის მოხეტიალე ხალხის წარმომადგენელი, აცინგანი.

ბოშანი (ძიბო) - ქალაქი აღმოსავლეთ ჩინეთში შანდუნის პროვინციაში.

ბოში

  1. მოშვებული, ფომფლე.

  2. საფრანგეთში გერმანელის მეტსახელი (უპატივცემლობის გამომხატველი).

  3. გერმანული სამრეწველო კონცერნი.

ბოში კარლ - გერმანელი ქიმიკოს-ტექნოლოგი, 1931 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფ. ბერგიუსთან ერთად (1874-1940 წწ).

ბოში რობერტ ავგუსტ - გერმანელი გამომგონებელი და მეწარმე, მოღვაწეობა დაიწყო თომას ალვა ედისონთან მუშაობით (1861-1942 წწ).

ბოში ხუან - დომინიკელთა რესპუბლიკის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი (დაიბადა 1909 წელს).

ბოშკოვიჩი რუჯერ ოსიპ - ხორვატი ფიზიკოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი (1711-1787 წწ).

ბოშოსანი - ყოფილი სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

ბოშური - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ბოშ ხიმპერა პედრო - ესპანელი ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი (1891-1980 წწ).

ბოჩაროვი მიხეილ - რუსი თეატრალური მხატვარი. გვიანდელი რომანტიზმის წარმომადგენელი (1831-1895 წწ).

ბოჩი - მოსავლიანობის მფარველი წარმართული ღვთაება ძველ საქართველოში.

ბოჩიკი - ერთი წლის ირემი (საბა).

ბოჩკაი იშტვან - უნგრელი ფეოდალი, ანტიჰაბსბურგული მოძრაობის ლიდერი (1557-1606 წწ).

ბოჩოლა - ხბო. გამოზამთრული ზროხა (საბა).

ბოჩონი უმბერტო - იტალიელი ფერმწერი და მოქანდაკე (1882-1916 წწ).

ბოცა - დიდი ბოთლი, ხშირად წნულით გარშემო.

ბოცარისი მარკოს - 1821-29 წლების საბერძნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების გმირი (1790-1823 წწ).

ბოცვაძე ზეინაბ - თეატრისა და კინოს მსახიობი (XX საუკუნე).

ბოცვაძე ლუარსაბ - პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე (1866-1919 წწ).

ბოცვერი - შინაური კურდღელი.

ბოცმანი (ჰოლანდ.) - საზღვაო ფლოტში უმცროსი მეთაური (ზემდეგი), რომელსაც ევალება გემზე წესრიგის და სისუფთავის დაცვა, სახომალდო სამუშაოების ხელმძღვანელობა.

ბოცომკალი - დიდი კალია.

ბოცოსძე ბოცო - XIII საუკუნის I ნახევრის ქართველი მოღვაწე, სამცხის დიდგვაროვანი ფეოდალი.

ბოცოსძე მემნა - სამცხის დიდგვარიან ფეოდალთა - ბოცოსძეთა - პირველი თაობის წარმომადგენელი.

ბოცოსძენი - სამცხის დიდგვაროვან ფეოდალთა დინასტია, ჯაყელთა განშტოება.

ბოცუ პავლე - მოლდაველი პოეტი და მწერალი (1933-1987 წწ).

ბოძალი - ისარი ორპირი (საბა).

ბოძაური - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

ბოძება - იგივე წყალობა.

ბოძი - სწორი ძელი რისამე საყრდენად.

ბოძის საყდარი - X საუკუნის მცირე ზომის დარბაზული ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვთან.

ბო ძიუ- - ჩინელი პოეტი ჰუმანისტი (772-846 წწ).

ბოძკინტი - პატარა ბოძი.

ბოჭკა - (რუსულია) იგივე კასრი.

ბოჭკო

  1. მცენარეული ან ცხოველური ორგანიზმის ძაფისებრი შემადგენელი ნაწილი.

  2. წვრილი დაურთავი ძაფი.

ბოჭკოვანი - ბოჭკოების მქონე.

ბოჭორიშვილი ანგია - ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი (1902-1980 წწ).

ბოჭორიშვილი ვახტანგ - ცნობილი ექიმი, პროფესორი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე (1920-2002 წწ).

ბოჭორიშვილი გიორგი (ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1919-1985 წწ).

ბოჭორიშვილი ლუბა - ეთნოგრაფი (1914-1952 წწ).

ბოჭორიძე გიორგი - ისტორიკოსი (1884-1939 წწ).

ბოჭორმა

  1. სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (სიონის სადაბო საკრებულო), გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 1020 მეტრი, თიანეთიდან - 49 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 188 კაცი.

  2. ყოფილი სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში.

ბოჭორმის ციხე - ციხე-სიმაგრე აღმართული იყო ივრის მარცხენა ნაპირზე, ერწოს მხარეს, მაღალი მთის მწვერვალზე. ბოჭორმა წარმოადგენდა შუა საუკუნეების კახეთის ერთ-ერთ უდიდეს ციხეს. პირველად იგი X საუკუნის დასაწყისში იხსენიება. შემდეგ საუკუნეებში იგი ბევრჯერ გადაუკეთებიათ და ძალზე დაზიანებული სახით მიუღწევია XVIII საუკუნემდე.

ბოხაი

  1. ისტორიული სახელმწიფო ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში. ძირითადი მოსახლეობა ტუნგუსელი ტომები. იარსება მე-8-9 საუკუნეებში.

  2. სრუტე ყვითელ ზღვაში ლიაოდუნისა და შანდუნის ნახევარკუნძულებს შორის.

ბოხაივანი - ყვითელი ზღვის ყურე, ჩინეთის სანაპიროსთან.

ბოხაიხაისია - ყვითელი ზღვის სრუტე.

ბოხევი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს მარჯვენა შენაკადი.

ბოხენსკი იუზეფ მარია - პოლონური წარმოშობის შვეიცარიელი ფილოსოფოსი (1902-1980 წწ).

ბოხვაური - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ბოხთა - მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, საკრაულის მარცხენა შენაკადი.

ბოხი - მამაკაცის დაბალი ხმის (ბანის) ერთ-ერთი სახეობა.

ბოხმეჭა (მყვრელი) - უფეხო ხვლიკი ერთგვარი, სხეულის სიგრძე 60 სანტიმეტრს აღწევს.

ბოხოხი - ცხვრის ტყავის ქუდი.

ბოხუმი - ქალაქი გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში (400 ათასი).

ბოხჩა (სპარს.) - ქსოვილის ოთკუთხედი მოზრდილი ნაჭერი, რომელშიც რამეა გამოკრული.

ბოჯგი

  1. რაიმე ნაგებობის, შენობის საყრდენი ბოძი.

  2. ბაგირის მისამაგრებელი რკინის პალო.

ბოჯოჯღი - ტოტებიანი, ბორჯღლიანი (ხე, ირმის რქები).

ბოჰემა (ფრანგ.)

  1. ცხოვრების უთავბოლო წესი.

  2. მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები, რომლებიც ცხოვრების ამგვარ წესს მისდევენ.

  3. ჯაკომო პუჩინის ოპერა.

ბოჰემია (ლათ.)

  1. იმ ტერიტორიის თავდაპირველი სახელწოდება, სადაც შეიქმნა ჩეხეთის სახელმწიფო.

  2. 1526-1918 წელს ჰაბსბურგების იმპერიაში შემავალი ჩეხეთის მოსახსენიებელი სახელი.

ბოჰემიის ტყე - იგივე ჩეხეთის ტყე.

ბოჰოლი - კუნძული ფილიპინების არქიპელაგში.

1.12 ბპ

▲ზევით დაბრუნება


ბპრ - იტალიელი არქიტექტორების შემოქმედებითი კავშირი, ბელჯოიზიო ლოდოვიკოს, პერესუტი ენრიკოს და როჯერს ერნესტო ნათანის გვარების პირველი ასოების მიხედვით (XX საუკუნის მეორე ნახევარი).

1.13 ბჟ

▲ზევით დაბრუნება


ბჟეგი - ქალაქი პოლონეთში (ოპოლეს სავოევოდო).

ბჟედუღები - ადიღეელთა ერთ-ერთი ტომი, შეადგენენ ამ ხალხის უმრავლესობას.

ბჟედუხი - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

ბჟეზინსკი ზბიგნევ - ამერიკელი პოლიტიკოსი და სოციოლოგი, 1977-81 წლებში აშშ-ს პრეზიდენტ ჯიმი კარტერის თანაშემწე (დაიბადა 1928 წელს).

ბჟინევი

  1. სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ითხვისის თემის საკრებულო), მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარეების ყვირილისა და ფრონის შუამდინარეთში. მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 800 მეტრი, ჭიათურიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 671 კაცი. სოფელში შემორჩენილია დიდველის ციხე.

  2. სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ხუნევის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარეების ძირულისა და ჩხერიმელას წყალგამყოფის ჩრდილოეთ კალთაზე (მთა ტყემთის ჩრდილოეთ-დასავლეთ კალთის ძირას). მდინარე ძირულის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 820 მეტრი. ხარაგაულიდან - 40 კილომეტრი2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 86 კაცი..

ბჟინეურა - მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ძირულის მარცხენა შენაკადი.

ბჟირი - უგულო ფეტვი.

ბჟიტი - იგივეა, რაც ჭუჭული.

ბჟოლა - (კუთხურად) იგივეა, რაც თუთა.

ბჟოლიეთი - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

ბჟოლისხევი - მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, სიგრძე - 27,5 კილომეტრი. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,5 კუბ.მ/წმ. მთავარი შენაკადია შავი წყალი.

ბჟუჟი - მდინარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ბჟუტური - უთავბოლო, უჭკუო ლაპარაკი.

1.14 ბრ

▲ზევით დაბრუნება


ბრა (ფრანგ.)

  1. კედელზე მისამაგრებელი ელექტრო სანათი.

  2. კედლის შანდალი.

ბრაბანსონი (ფრანგ.) - დიდი ცხენის ჯიში, გამოყვანილია ბელგიის ქალაქ ბრაბანტში XIX საუკუნეში.

ბრაბანტი

  1. ისტორიული ოლქი ბელგია-ნიდერლანდის ტერიტორიაზე.

  2. თანამედროვე ბელგიის პროვინცია.

ბრაბუსი - გერმანული წარმოების მსუბუქი მანქანა.

ბრაგა - ქალაქი ჩრდილოეთ პორტუგალიაში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (63 ათასი).

ბრაგა ტეოფილუ - 1910-11 წლებში პორტუგალიის დროებითი რესპუბლიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრი (1843-1924 წწ).

ბრაგა - თითქმის წყლის ზედაპირამდე ამომავალი წყალქვეშა კლდე ზღვაში.

ბრაგაბრუგი - მკვრივ რამეზე მაგრად ცემის ხმა.

ბრაგანსები - პორტუგალიის მეფეთა (XVII-XIX საუკუნეები) და ბრაზილიის იმპერატორთა დინასტია (XIX საუკუნე).

ბრაგვანი - მაგარ რამეზე მძიმე სხეულის დაცემა.

ბრაგი

  1. სკანდინავიურ მითოლოგიაში - ბრძენი ღმერთი-სკალდი, ოდინის ძე.

  2. პირველი ისტორიულად დადასტურებული ლეგენდარული ნორვეგიელი სკალდი.

ბრაგინა ლუდმილა - რუსი სპორტსმენი ქალი, საშუალო დისტანციებზე (800, 1500 მ) მორბენალი, 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (დაიბადა 1943 წელს).

ბრაგინსკი ემილ - რუსი დრამატურგი, კინოსცენარისტი. ძირითადად მუშაობდა ელდარ რიაზანოვთან ერთად (1921-1999 წწ).

ბრაგინსკი იოსებ - რუსი აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი (1905-1989 წწ).

ბრაგუი - პაკისტანში მცხოვრები ხალხი (1 მილიონამდე).

ბრაგუნი - მკვრივ რამეზედ მაგრად ცემა.

ბრადზოტი - ცხვრის მწვავე ინფექციური დაავადება.

ბრადიკარდია (ბერძნ.) - გულისცემის შენელება.

ბრადიკინეზია - ნებელობითი მოძრაობის საერთო შენელება.

ბრადლეი (ბრედლი) ჯეიმზ - ინგლისელი ასტრონომი (1693-1762 წწ).

ბრადფორდი (ბრედფორდი) - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, უესტ-იორქშირის მეტროპოლიურ საგრაფოში (465 ათასი).

ბრავადა (ფრანგ.) - მოჩვენებითი სიმამაცე, თამამი უსარგებლო საქციელი.

ბრავე ოგიუსტ - ფრანგი კრისტალოგრაფი. საფუძველი დაუდო კრისტალების სივრცობრივი ბადეების გეომეტრიულ თეორიას (1811-1863 წწ).

ბრავისიმო (იტალ.) - ბრავოს უფრო აღტაცებული ფორმა.

ბრავო

  1. (იტალ.) - აღტაცების შეძახილი, ვაშა!

  2. XVII-XVIII საუკუნეების იტალიაში დაქირავებული მკვლელი.

  3. ბრავო, ალბერ ლოლიშ! - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1987 წელს. დამდგმელი რეჟისორი - მერაბ თავაძე. სცენარის ავტორი - ლევან ჭელიძე. დამდგმელი ოპერატორები - იური კიკაბიძე, გია კუსრაშვილი. კომპოზიტორი - გივი გაჩეჩილაძე. მთავარ როოლებში: ზურაბ ყიფშიძე, ნინელი ჭანკვეტაძე, ედიშერ მაღალაშვილი, გია ბურჯანაძე, ნინო სუხიშვილი, ელენე ყიფშიძე.

ბრავრონი - ძველი ათენის ნაწილი, ტავრიდელი არტემიდეს საკულტო ცენტრი.

ბრავრონიები - არტემიდეს დღესთან დაკავშირებული ზეიმები ბრავრონიში.

ბრავურული (ფრანგ.) - ხმაურიანი, გამამხნევებელი (მუსიკა).

ბრაზა პიერ სავორნიან დე - ფრანგი მკვლევარი და ეკვატორული აფრიკის კოლონიზატორი (1852-1905 წწ).

ბრაზავილი - 1960 წლიდან აფრიკის სახელმწიფო კონგოს დედაქალაქი (760 ათასი).

ბრაზაუსკასი ალგირდას - ლიტვის პრეზიდენტი 1992-98 წლებში (1932-2010 წწ).

ბრაზდჟენისი ბერნარდას - ლიტველი პოეტი (დაიბადა 1907 წელს).

ბრაზი ოსიპ - რუსი მხატვარი (1873-1936 წწ).

ბრაზი - ძლიერ გაჯავრება.

ბრაზიანი - ბრაზით აღსავსე.

ბრაზილია (ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა, portug. Republica Federativa do Brasil)

  • სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება საფრანგეთის გვიანა, სურინამო და გაიანა, ჩრდილო-დასავლეთით - ვენესუელა და კოლუმბია, დასავლეთით - ბოლივია, სამხრეთ-დასავლეთით - არგენტინა და ურუგვაი.

  • დამოუკიდებლობა გამოაცხადა (პორტუგალიისგან) 1822 წლის 7 სექტემბერს, აღიარებულ იქნა 1825 წლის 29 აგვისტოს.

  • ეროვნული დევიზი - „Ordem e Progresso“ (წესრიგი და პროგრესი).

  • ჰიმნი - „Hino Nacional do Brasil“.

  • მმართველობის ფორმა - ფედერაციული რესპუბლიკა.

  • ფართობი - 8 511 965 კვ.კმ.

  • დაყოფილია 26 შტატად და 1 ფედერალურ (დედაქალაქის) ოლქად.

  • მოსახლეობა - 190 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 22 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • დედაქალაქი - ბრაზილია.

  • ოფიციალური ენა - პორტუგალიური.

  • ეროვნული ვალუტა - რეალი.

  • ქვეყნის კოდი - BRA.

  • დროის სარტყელი - UTC -2. -5.

  • სატელეფონო კოდი - +55.

  • ინტერნეტ-დომენი - br.

ბრაზილია - ბრაზილიის დედაქალაქი 1960 წლიდან (1,6 მილიონი).

ბრაზილიის დინება - თბილი დინება სამხრეთ ამერიკის სანაპიროებთან.

ბრაზმორეული - ვისაც ბრაზი მოერია.

ბრაზოსი - მდინარე აშშ-ში, ტეხასის შტატში, ერთვის მექსიკის ყურეს (სიგრძე - 1530 კილომეტრი).

ბრაი სალომონ დე - ნიდერლანდელი მხატვარი (1597-1664 წწ).

ბრაიანტი კობი - ამერიკელი კალათბურთელი, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშე (დაიბადა 1978 წელს).

ბრაიანტი უილიამ კალენ - ამერიკელი პოეტი და ჟურნალისტი, ამერიკული რომანტიზმის ერთ-ერთი მამამთავარი (1794-1878 წწ).

ბრაიერლი-ჰილი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში (სტაფორდშირის საგრაფო).

ბრაილი (ბრაი) ლუი - ფრანგი ტიფლოპედაგოგი, რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტის შემქმნელი (1809-1852 წწ).

ბრაილის შრიფტი - წერტილოვანი შრიფტი უსინათლოთათვის.

ბრაის-კანიონი - კანიონი აშშ-ს კოლორადოს პლატოზე.

ბრაიტენფელდი - სოფელი გერმანიაში, ლეიფციგთან, სადაც 1631 წლის 17 სექტემბერს დიდი ბრძოლა გაიმართა შვედურ-საქსონურ ჯარსა და კათოლიკურ ლიგას შორის.

ბრაიტი რიჩარდ - ინგლისელი ექიმი-მეცნიერი, რომლის მიერ წარმოებული გამოკვლევები საფუძვლად დაედო მეციცინის სხვადსხვა დარგის განვითარებას (1789-1858 წწ).

ბრაიტინგერი იოჰან იაკობ - შვეიცარიელი მწერალი და ლიტერატურის თეორიტიკოსი (1701-1776 წწ).

ბრაიტმენი ედგარ შეფილდ - ამერიკელი ფილოსოფოს-იდეალისტი, პერსონალიზმის წარმომადგენელი (1884-1953 წწ).

ბრაიტმენი სარა - ინგლისელი მომღერალი ქალი, სოპრანო (დაიბადა 1960 წელს).

ბრაიტონი - ქალაქი-საგრაფო დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ ინგლისში (150 ათასი).

ბრაიტსაქსი - ცივი იარაღი, მოკლე გერმანული მახვილი, სკარამასაქსის სახესხვაობა.

ბრაკერაჟი (გერმ.) - მზა საქონლის ხარისხის შემოწმება, ცუდი ხარისხის ნაწარმის გადარჩევა, წუნდება.

ბრაკი ჟორჟ - ფრანგი მხატვარი, კუბიზმის ერთ-ერთი მამამთავარი (1882 - 1963 წწ).

ბრაკი - მოკლებეწვიანი სანადირო ძაღლი.

ბრაკნელი - ქალაქი დიდი ბრიტანეთში (ბერქშირის საგრაფო).

ბრაკონიერი (ფრანგ.) - ნადირობის ან თევზაობის წესების ან ვადების დამრღვევი პირი.

ბრაკონო ანრი - ფრანგი ქიმიკოსი (1780-1855 წწ).

ბრაკპანი (ბრეკპანი) - ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ტრანსვაალის პროვინციაში (85 ათასი).

ბრალდება - დამნაშავედ მიჩნევა.

ბრალდებული - სამართალში მიცემული პირი.

ბრალეული - ბრალიანი, დამნაშავე.

ბრალი

  1. დანაშაული.

  2. შესაბრალისი, შესაცოდი.

ბრალმდებელი - პირი, რომელიც სასამართლოში ბრალდებას ადასტურებს.

ბრამანტე დონატო (ნამდვილი სახელი და გვარი პასკუჩო დ'ანტონიო) - იტალიელი არქიტექტორი (1444-1514 წწ).

ბრამბახი - კურორტი აღმოსავლეთ გერმანიაში.

ბრამეა - პეპლების გვარი ფარშავანგისთვალასებრთა ოჯახისა.

ბრამი (ნამდვილი გვარი აბრაჰამზონი) ოტო - გერმანელი რეჟისორი, გერმანული სცენიური ნატურალიზმის ფუძემდებელი (1856-1912 წწ).

ბრამინი - იგივე ბრაჰმანი.

ბრამრეა (გოლანდ.) - ქვევიდან მესამე რეა, მასზე დამაგრებულია ბრამსელი და მისგან გაჭიმულია შტოკები.

ბრამსელი (ჰოლანდ.) - იალქნიანი გემის ყველაზე ზედა (სწორი) იალქანი.

ბრამსი იოჰანეს - გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი (1833-1897 წწ).

ბრამსტენგი (ჰოლანდ.) - რანჰოუტის ხე, რომელიც წარმოადგენს სტენგის გაგრძელებას.

ბრანახი კენეტ - ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი (დაიბადა 1960 წელს).

ბრანდაუერი კლაუს მარია - ავსტრიელი მსახიობი და რეჟისორი (დაიბადა 1944 წელს).

ბრანდენბურგი - ქალაქი (95 ათასი) და მხარე აღმოსავლეთ გერმანიაში.

ბრანდერი (გერმ.)

  1. ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული მომცრო გემი, რომელსაც მტრის გემებისათვის ცეცხლის წასაკიდებლად იყენებდნენ.

  2. გემი, რომელსაც ნავსადგურის შესასვლელის ჩასახერგად ჩაძირავდნენ ხოლმე.

ბრანდესი გეორგ - დანიელი ლიტერატურათმცოდნე, სამართალმცოდნე და ფილოსოფოსი (1842-1927 წწ).

ბრანდვახტი (ჰოლანდ.)

  1. საყარაულო გემი.

  2. გემი, რომელზედაც პორტის სახანძრო რაზმია მოთავსებული.

  3. მიწახაპია ქარავნის დამხმარე გემი.

ბრანდი ვენს - ამერიკელი ასტრონავტი (დაიბადა 1931 წელს).

ბრანდისი ანატოლი - მფრინავი, ავიაციის გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1923-1988 წწ).

ბრანდკუგელი - საარტილერიო ჭურვის სახეობა.

ბრანდმაიორი (გერმ.) - ქალაქის სახანძრო რაზმების უფროსი.

ბრანდმაისტერი (გერმ.) - სახანძრო რაზმის უფროსი.

ბრანდმაუერი (გერმ.) - კაპიტალური ხანძარსაწინააღმდეგო კედელი, რომელსაც აგებენ შენობებს შუა.

ბრანდო მარლონ - ამერიკელი კინომსახიობი (დაიბადა 1924 წელს).

ბრანდსპოიტი (ჰოლანდ.)

  1. სახანძრო სახელოზე წამოცმული ლითონის კონუსური მილი წყლის ჭავლის მისაღებად.

  2. გადასატანი ტუმბო, რომელსაც იყენებენ გემზე ცეცხლის ჩასაქრობად და გემბანის გასარეცხად.

ბრანდტი ბილი - ცნობილი ინგლისელი ფოტოგრაფი, რომელსაც ეკუთვნის ბრიტანელთა ცხოვრების ქრონიკა (1904-1983 წწ).

ბრანდტი ვილი (ნამდვილი სახელი და გვარი ჰერბერტ კარლ ფრამი) - გერმანიის ფედერალური კანცლერი 1969-74 წლებში. 1971 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (1913-1992 წწ).

ბრანერი ჰანს ქრისტიან - დანიელი მწერალი (1903-1966 წწ).

ბრანერიტი - მინერალი, რომელიც შეიცავს ტიტანს, ურანს, თორიუმს და იტრიუმს.

ბრანი - კელტური მითოლოგიის გმირი, რაინდი რომელმაც „ნეტართა კუნძულს“ მიაღწია.

ბრანკო (ბრანკუ) ელიზა - ქალთა მოძრაობისა და მშვიდობის მსოფლიო მოძრაობის ბრაზილელი მოღვაწე (დაიბადა 1912 წელს).

ბრანკუზი კონსტანტინ - რუმინელი სკულპტორი-აბსტრაქციონისტი (1876-1957 წწ).

ბრანტი სებასტიან - გერმანელი მწერალი-ჰუმანისტი (1458-1521 წწ).

ბრანტინგი კარლ იალმარ - შვედი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, 1921 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის ქრისტიან ლანგესთან ერთად მშვიდობის დარგში (1860-1925 წწ).

ბრანტომი პიერ დე ბურდეი, სიერ დე - ფრანგი მწერალი (1540-1614 წწ).

ბრანტფორდი - ქალაქი კანადის ონტარიოს პროვინციაში.

ბრანჩი - არაფორმალური მიღება საუზმესა და ლანჩს შორის აშშ-ში.

ბრანძი - დაფლეთილი, დაკონკილი ტანისამოსი.

ბრანხოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აპოლონის საყვარელი პიროვნება, წინასწარმეტყველების ნიჭით დაჯილდოებული.

ბრასაი (ნამდვილი სახელი და გვარი დიულა ჰალასი) - ფრანგი პოეტი და მხატვარი (1899-1984 წწ).

ბრასენსი ჟორჟ - ფრანგი მომღერალი შანსონიე, პოეტი, კომპოზიტორი და კინომსახიობი (1921-1981 წწ).

ბრასერი პიერ (ნამდვილი სახელი და გვარი პიერ ალბერ ესპინასი) - ფრანგული კინოსა და თეატრის მსახიობი (1905-1975 წწ).

ბრასი

  1. (ფრანგ.) - ცურვის ერთ-ერთი გავრცელებული სახეობა, ხელების და ფეხების სიმეტრიული მოსმა შიგნიდან განზე.

  2. (ჰოლანდ.) - გემსართავი, რომელიც მაგრდება რეის ბოლოებზე და გამოყენებულია მის მოსაბრუნებლად.

ბრასიდა - სპარტელი მხედართმთავარი, პელოპონესის ომების გმირი ძვ.წ.აღ.AV საუკუნეში.

ბრასლავი - ქალაქი ბელორუსიის ვიტებსკის ოლქში.

ბრასლეტი (ფრანგ.) - სამაჯური.

ბრატეინი (ბრეტანი) უოლტერ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1956 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჯ.ბარდინთან და უ.შოკლისთან ერთად (1902-1987 წწ).

ბრატისლავა - ევროპაში მდებარე სახელმწიფო სლოვაკეთის დედაქალაქი (450 ათასი).

ბრატმანი (ბარტომი) - ქართლის მე-7 ან მე-8 მეფე.

ბრატსკი (ბურიატთა რუსული სახელწოდებიდან „братские люди“) - ქალაქი რუსეთის ირკუტსკის ოლქში (255 ათასი).

ბრატსკის ჰესი - მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ჰესი მდინარე ანგარაზე.

ბრაუერი (ბროუვერი) ადრიან - ფლამანდელი ფერმწერი, საყოფაცხოვრებო ჟანრის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი (1605 ან 1606 - 1638 წწ).

ბრაუერი (ბროუვერი) ლიოტზენ ეგბერტ - ჰოლანდიელი მათემატიკოსი, ნიდერლანდის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1881-1966 წწ).

ბრაუზერი - ინტერნეტის საიტების დასათვალიერებლად განკუთვნილი კომპიუტერული პროგრამების საერთო სახელწოდება.

ბრაულოზი (ფუტკრის ტილიანობა) - ინვაზიური დაავადება, რასაც იწვევს უფრთო ბუზი ბრაულა.

ბრაუნი გორდონ (Gordon Brown) - ბრიტანელი (შოტლანდიელი) პოლიტიკოსი-ლეიბორისტი, დიდი ბრიტანეთის 74-ე პრემიერ-მინისტრი 2007-2010 წლებში (დაიბადა 1951 წელს).

ბრაუნი ედვარდ გრენვილ - ინგლისელი ორიენტალისტი, სპარსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი (1963-1926 წწ).

ბრაუნი ევა - ადოლფ ჰიტლერის ცოლი (1912-1945 წწ).

ბრაუნი ვერნერ ფონ - წარმოშობით გერმანელი, ამერიკელი რაკეტების კონსტრუქტორი (1912-1977 წწ).

ბრაუნი თომას - ინგლისელი მწერალი-ერუდიტი (1605-1681 წწ).

ბრაუნი იან - პოლონელი ენათმეცნიერი-ქართველოლოგი (დაიბადა 1926 წელს).

ბრაუნი კარლ - გერმანელი ფიზიკოსი, 1909 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მარკონისთან ერთად (1850-1918).

ბრაუნი მაიკლ სტიუარტ - ამერიკელი გენეტიკოსი, 1985 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჯ.ლ. გოლდსტაინთან ერთად (დაიბადა 1941 წელს).

ბრაუნი ნიკოლაი - რუსი პოეტი (1902-1975 წწ).

ბრაუნი ნორმან - ამერიკელი ფილოსოფოსი და პუბლიცისტი (დაიბადა 1913 წელს).

ბრაუნი რობერტ - ინგლისელი პროტესტანტი თეოლოგი, პურიტანიზმში რადიკალური მიმართულების ფუძემდებელი (დაახლოებით 1550-1633 წწ).

ბრაუნი რობერტ ჰენბერი - ინგლისელ-ავსტრალიელი ასტრონომი, პირველმა აღმოაჩინა ანდრომედეს ნისლეულის რადიოგამოსხივება (დაიბადა 1916 წელს).

ბრაუნი ფოლკერ - გერმანელი მწერალი (დაიბადა 1939 წელს).

ბრაუნი ფორდ მედოქს - ინგლისელი ფერმწერი (1821-1893 წწ).

ბრაუნი ჩარლზ ბროკდენი - ამერიკელი მწერალი (1771-1810 წწ).

ბრაუნი ჯეიმზ - ცნობილი ამერიკელი სოულ-მომღერალი (დაიბადა 1928 წელს).

ბრაუნი ჯეიმზ გორდონ - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 2007 წლიდან (დაიბადა 1951 წელს).

ბრაუნი ჯონ - ზანგი მონების გათავისუფლებისათვის მებრძოლი XIX საუკუნის აშშ-ში (1800-1859 წწ).

ბრაუნი ჰერბერტ - ამერიკელი ქიმიკოსი, აღმოაჩინა ჰიდრობორირების რეაქცია, 1979 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გ.ვიტიგთან ერთად (დაიბადა 1912 წელს).

ბრაუნი - გ.კ. ჩესტერტონის დეტექტური მოთხრობების მთავარი პერსონაჟი მღვდელი.

ბრაუნინგი ელიზაბეთ ბერეტ - ინგლისელი პოეტი ქალი, რობერტ ბრაუნინგის მეუღლე (1806-1861 წწ).

ბრაუნინგი რობერტ - ინგლისელი პოეტი (1812-1889 წწ).

ბრაუნინგი ჯონ მოზესი - იარაღის ამერიკელი კონსტრუქტორი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის შემქმნელი (1855-1926).

ბრაუნინგი - პისტოლეტის სახესხვაობა

ბრაუნიტი - რთული ჟანგეულების ჯგუფის მინერალი. მანგანუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მადანი. იყენებენ ფერომანგანუმის მისაღებად.

ბრაუნშვაიგი - ქალაქი გერმანიის ქვემო საქსონიის მხარეში (260 ათასი).

ბრაუნშტეინი ალექსანდრე - საბჭოთა ეპოქის ბიოქიმიკოსი, აკადემიკოსი (1902-1986 წწ).

ბრაუტონი ჯეკ - ინგლისელი სპორტსმენი, მოკრივე, პირველმა შეიმუშავა სპორტული კრივის წესები (1704-1789 წწ).

ბრაუხიჩი ვალტერ ფონ - ფაშისტური გერმანიის არმიის გენერალ-ფელდმარშალი (1881-1948 წწ).

ბრაქი (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს „მოკლეს“, „სიმოკლეს“

ბრაქიანტიკლინი - შრეებრივი ქანების მოკლე ანტიკლინური სტრუქტურა.

ბრაქიგრაფია - ყოველგვარი შემოკლებული წერა.

ბრაქიკარდია - გულის შეკუმშვის შენელებული რიტმი.

ბრაქიკეფალი - მოკლე თავის ქალის მქონე, მოკლეთავიანი ადამიანი.

ბრაქიკეფალია (მოკლეთავიანობა) - თავის ქალის ფორმა, რომლის სიგრძივი ზომა ოდნავ მეტია განივზე.

ბრაქიმორფული აგებულება - სხეულის ისეთი აგებულება, რომელსაც ახასიათებს მოკლე კიდურები და განიერი ტანი.

ბრაქიოზავრი - უზარმაზარი (24 მეტრამდე სიგრძის) წყალხმელეთა ნამარხი ქვეწარმავალი დინოზავრების ჯგუფისა.

ბრაქიოლარია - ზღვის ვარსკვლავა განვითარების ერთ-ერთ ლარვულ სტადიაში.

ბრაქიოპოდები - ერთგვარი მჯდომარე-მიმაგრებული ზღვის ცხოველები. მხარფეხიანები.

ბრაქისინკლინი - შრეებრივი ქანების მოკლე სინკლინური სტრუქტურა.

ბრაქისტოქრონი - მათემატიკაში უმოკლესი დაშვების მრუდი, რომელზედაც ბურთულა მიგორავს ხახუნის გარეშე.

ბრაქიცეფალი - იგივე ბრაქიკეფალი.

ბრაქტონი ჰენრი დე - XIII საუკუნის ინგლისელი იურისტი, პირველმა შექმნა ინგლისურ სამართალში სისტემატიზირებული ძირითადი ნორმები.

ბრაშოვი - ქალაქი ცენტრალურ რუმინეთში, ტრანსილვანიის პლატოსა და კარპატების ჩრდილოეთ კალთაზე (325 ათასი).

ბრაშპილი (ჰოლანდ.) - გემზე ღუზის ამოსაზიდი ჯალამბარი.

ბრაჩი - ხორვატიის კუნძული ადრიატიკის ზღვაში.

ბრაჩოლინი ჯან ფრანჩესკო პოჯო - იტალიელი მხატვარი (1380-1459 წწ).

ბრაწი

  1. კუთხურად იგივე გრაკლა.

  2. კუთხურად ნიშნის მოგება.

ბრახაბრუხი - ძლიერი ბრახუნი.

ბრაჰე (ბრაგე) ტიხო - დანიელი ასტრონომი. პრაქტიკული ასტრონომიის რეფორმატორი. 1576 წელს დააარსა ობსერვატორია „ურანიბორგი“ (1546-1601 წწ).

ბრაჰმა (სანსკრ.) - ბრაჰმანიზმსა და ინდუიზმში სამების უმაღლესი ღვთაება, ინდური სამსახეობის პირველი და მთავარი წარმომადგენელი.

ბრაჰმაგირი - მრავალფენიანი ნამოსახლარი სამხრეთ ინდოეთში.

ბრაჰმაგუპტა - ინდოელი მათემატიკოსი და ასტრონომი (დაახლოებით 598 - 660 წწ).

ბრაჰმავარტა - ვედიზმსა და ბრაჰმანიზმში ღმერთების მიერ შექმნილი წმინდა ქვეყანა.

ბრაჰმალოკა - ინდუიზმში - ცა, სადაც ღმერთები ბინადრობენ.

ბრაჰმანასი - ძველი ინდური რიტუალური ტექსტები, უპირატესად საკულტო, სამსხვერპლო რიტუალებისა.

ბრაჰმანდა - ბრაჰმანიზმის მითოლოგიაში - სამყარო, რომელიც პირველსაწყისი კვერცხისაგან წარმოიშვა.

ბრაჰმანი - (ინდოეთში) უმაღლესი კასტის, წოდების წარმომადგენელი. ბრაჰმანიზმის ქურუმი.

ბრაჰმანიზმი - ძველი ინდური რელიგია, რომელიც ძვ.წ.აღ. X-IX საუკუნეებში შეიქმნა. საფუძვლად დაედო ინდუიზმს.

ბრაჰმაპუტრა - მდინარე ჩინეთში, ინდოეთსა და ბანგლადეშში, ჩაედინება ბენგალის ყურეში, ქმნის განგთან და მეგჰანთან ერთად დელტას, მთლიანი სიგრძე - 2900 კილომეტრი.

ბრაჰმაჩარინი - ძველ ინდოეთში - ვედების შემსწავლელი მოსწავლე. პირველი აშრამა არიას ცხოვრებაში.

ბრაჰუი

  1. ქალაქი პაკისტანში.

  2. პაკისტანსა და ირანში მცხოვრები ხალხი.

ბრბო - ადამიანთა უწესრიგო გროვა.

ბრგე - მაღალი და მხარბეჭიანი, ტანადი ადამიანი.

ბრდა - მდინარე პოლონეთში, ერთვის მდინარე ვისლას.

ბრდი - მაღლობი ჩეხეთში.

ბრდღვიალი - იხილე ბდღვრიალი.

ბრე - ბზენარევი მტვერი.

ბრეალი მიშელ - ფრანგი ფილოლოგი და ენათმეცნიერი (1832-1915 წწ).

ბრებემი ჯეკ - ავტოსპორტის „ფორმულა 1“-ის 3-გზის ჩემპიონი ავსტრალიიდან.

ბრეგაძე ალექსანდრე - ფიზიოლოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1901-1985 წწ).

ბრეგენცი - ქალაქი ავსტრიაში (ფორარლბერგის მხარე).

ბრეგეტი - ძველებური ჯიბის საათი, რომელიც რეკავს ყოველ მეოთხედ საათში.

ბრეგვაძე ბაჩანა - მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე (დაიბადა 1936 წელს).

ბრეგვაძე ბორის - ბალეტის მსახიობი (დაიბადა 1926 წელს).

ბრეგვაძე ნანი - მომღერალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1936 წელს).

ბრეგ-ვულფის პირობა - განსაზღვრავს კრისტალის მიერ ტალღის სიგრძის შეუცვლელად გაბნეული რენტგენის სხივების ინტერფერენციული მაქსიმუმების მდებარეობას.

ბრეგი (მამა-შვილი) უილიამ ჰენრი (1862-1942 წწ) და უილიამ ლორენს (1890-1971 წწ) - ინგლისელი ფიზიკოსები, რენტგენოსტრუქტურული ანალიზის ფუძემდებელები, 1915 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები.

ბრედა - ქალაქი ნიდერლანდში, ჩრდილოეთ ბრაბანტის პროვინციაში (125 ათასი).

ბრედბერი რეი დუგლას - ამერიკელი მწერალი, პროზაიკოსი, ფანტასტი (დაიბადა 1920 წელს).

ბრედელი ვილი - გერმანელი მწერალი (1901-1964 წწ).

ბრედერო ჰერბრანდ ადრიანს - ნიდერლანდელი პოეტი და დრამატურგი (1585-1618 წწ).

ბრედიკისი ვიტაუტას - ლიტველი არქიტექტორი (დაიბადა 1930 წელს).

ბრედიხინი თედორე - რუსი ასტრონომი, აკადემიკოსი (1831-1904 წწ).

ბრედლი ომარ ნელსონ - ამერიკელი გენერალი, რომელიც ხელმძღვანელობდა აშშ-ს ჯარების შეჭრას 1944 წელს დასავლეთ ევროპაში (1893-1981 წწ).

ბრედლი ფრენსის ჰერბერტ - ინგლისელი ფილოსოფოსი, ინგლისური ნეოჰეგელიანობის ლიდერი (1846-1924 წწ).

ბრედლი (ბრადლეი) ჯეიმზ - ინგლისელი ასტრონომი, ვარსკვლავთა წლიური პარალაქსის ძიებაში აღმოაჩინა აბერაცია სინათლისა (1693-1762 წწ).

ბრედსტრიტი ანა - დოკუმენტალურად დადასტურებული პირველი ამერიკელი პოეტი ქალი (1612-1672 წწ).

ბრედფორდი პერი მიულ - ამერიკელი ჯაზმენი-პიანისტი და მომღერალი (1893-1970 წწ).

ბრევე (ლათ.) - რომის პაპის მოკლე ეპისტოლე.

ბრეზა ტადეუშ - პოლონელი პოეტი (1905-1970 წწ).

ბრეზენტი (რუს.) - ხეშეში, მკვრივი წყალგაუვალი ქსოვილი.

ბრეთი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

ბრეთულა - მდინარე ქარელის მუნიციპალიტეტში, აღმოსავლეთის ფრონის მარცხენა შენაკადი.

ბრეი ჯონ - ინგლისელი სოციალ-უტოპისტი (1809-1895 წწ).

ბრეიგელი იან („ხავერდოვანი“) - ბელგიელი ფერმწერი, პ.ბრეიგელის შვილი (1568-1625 წწ).

ბრეიგელი პიტერ (უფროსი ან „გლეხი“) - ნიდერლანდელი ფერმწერი და გრავიორი (დაახლოებით 1525-1569 წწ).

ბრეიდა-ფიორდი - ყურე ისლანდიის სანაპიროსთან.

ბრეიდ-ვიმპელი (ჰოლანდ.) - საგანგებო ალამი, რომელსაც გემზე აღმართავენ, როდესაც მასზე დიდი თანამდებობის მქონე პიროვნება იმყოფება.

ბრეიდვუდი რობერტ - ამერიკელი არქეოლოგი და ანთროპოლოგი (დაიბადა 1907 წელს).

ბრეიდი მეთიუ - XIX საუკუნის ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი, რომელსაც ეკუთვნის თავისი თანამედროვე პოლიტიკოსების პორტრეტები.

ბრეიდი ჯეიმზ - შოტლანდიელი ქირურგი. პირველმა შემოიღო ტერმინი „ჰიპნოზი“ და ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ჰიპნოზი სამკურნალო საშუალებად (1795-1860 წწ).

ბრეიერი (ბროიერი) მარსელ ლაიოშ - ამერიკელი არქიტექტორი და დიზაინერი (1902-1981 წწ).

ბრეილა (ბრაილა) - ქალაქი და ჟუდეცი სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთში.

ბრეილი ანრი ედუარდ პროსპერ - ფრანგი არქეოლოგი, აბატი, პალეოლითისა და პირველყოფილი ხელოვნების ისტორიის სპეციალისტი (1877-1961 წწ).

ბრეინი ჯონ - ინგლისელი მწერალი (1922-1986 წწ).

ბრეინ-რინგი - პოპულარული გუნდური ინტელექტუალური თამაში.

ბრეიტენბახი ბრეიტენ - სამხრეთაფრიკელი მწერალი (დაიბადა 1939 წელს).

ბრეიტენფელდი - სოფელი გერმანიაში, ლეიფციგის ჩრდილოეთით, სადაც XVII საუკუნის ოცდაათწლიანი ომის დროს ორი დიდი ბრძოლა გაიმართა.

ბრეიტი გრეგორი - ამერიკელი ფიზიკოსი (1899-1981 წწ).

ბრეიტნერი გეორგ ჰენდრიკ - ჰოლანდიელი ფერმწერი (1857-1923 წწ).

ბრეკენრიჯი (ბრეიკენრიჯი) ჰიუ ჰენრი - ერთ-ერთი პირველი ამერიკელი მწერალი, პროზაიკოსი (1748-1816 წწ).

ბრეკვატერი - ქვის ზღუდე ნავსადგურის დასაცავად ტალღებისაგან.

ბრეკი - (კუთხურად) იგივე ბექი.

ბრეკნოქშირი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში.

ბრელი ჟაკ - ფრანი მომღერალი, შანსონიე, მსახიობი, კინორეჟისორი და კომპოზიტორი (1929-1978 წწ).

ბრელო - თივის ნაფშვენი, ბუჩო.

ბრელოკი (ფრანგ.) - პატარა სამკაული, საათის ძეწკვზე ან სამაჯურზე დასაკიდებელი.

ბრემენი - ქალაქი გერმანიაში, ამავე სახელწოდების მიწის ადმინისტრაციული ცენტრი, საზღვაო პორტი მდინარე ვეზერის ქვემო დინებაში (555 ათასი).

ბრემერი ფრედერიკ - ბელგიელი ნეიროფიზიოლოგი (1892-1982 წწ).

ბრემერტონი - ქალაქი აშშ-ს ვაშინგტონის შტატში.

ბრემერჰაფენი - ქალაქი-პორტი გერმანიაში (ბრემენის მხარე).

ბრემი ალფრედ ედმუნდ - გერმანელი ზოოლოგი, ავტორი პოპულარული წიგნისა „ცხოველთა ცხოვრება“ (1829-1884 წწ).

ბრემსბერგი (გერმ.) - მოწყობილობა ტვირთის დასაშვებად დახრილ სიბრტყეზე; იყენებენ ხე-ტყის დამზადებისას.

ბრემსებრუს ზავი - დანია-შვედეთის 1643-45 წლების ომის დამაგვირგვინებელი შეთანხმება მშვიდობის შესახებ, რომელიც შვედეთის დასახლება ბრემსებრუში დაიდო.

ბრენა ვიკენტი ფრანცის ძე - იტალიელი მხატვარ-დეკორატორი და არქიტექტორი (1745-1820 წწ).

ბრენგვინი (ბრენგუინი) - ინგლისელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1867-1956 წწ).

ბრენდა - სპილენძისა და მოლიბდენის დიდი საბადო კანადაში.

ბრენდალი ვიგო - დანიელი ენათმეცნიერი, რომანული ენებისა და ზოგადი ენათმეცნიერების სპეციალისტი (1887-1942 წწ).

ბრენდანი კლონფერატელი - ირლანდიელი წმინდანი, მრავალი ლეგენდის გმირი (484/486 - 578/584 წწ).

ბრენდი (ინგლ. brand)

  1. თეთრი ღვინისაგან გამოხდილი და მუხის კასრებში დავარგებული ალკოჰოლური სასმელი (დაბალი ხარისხის კონიაკი).

  2. ამა თუ იმ საწარმოს მიერ ძირითადი პროდუქციის პარალელურად გამოშვებული ნაწარმის სახესხვაობა, რომელსაც ახასიათებს სახელის, სიტყვის, სიმბოლოს და დიზაინის ერთობლიობა და მას სხვა პროდუქტებისგან გამოარჩევს

  3. მარკეტინგში განისაზღვრება როგორც მომხმარებლის ცნობიერებაში პროდუქტის აღქმა. ბრენდი არ არის ლოგო, სარეკლამო განცხადება და არც თავად პროდუქტი. ბრენდი მომხმარებლის შთაბეჭდილებების კრებულია მოცემულ პროდუქტზე

ბრენერი - უღელტეხილი ავსტრია-იტალიის საზღვარზე.

ბრენერი სიდნი - ინგლისელი ფიზიოლოგი, 2002 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1927 წელს).

ბრენონი ენია - ირლანდიელი მომღერალი და პიანისტი ქალი (დაიბადა 1961 წელს).

ბრენტა - მდინარე იტალიაში, ერთვის ვენეციის ყურეს (სიგრძე - 174 კილომეტრი).

ბრენტანო კლემენს - გერმანელი მწერალი-რომანტიკოსი (1778-1842 წწ).

ბრენტანო ლუიო - გერმანელი ეკონომისტი, კათედრ-სოციალიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელი (1844-1931 წწ).

ბრენტანო ფრანც - გერმანელი იდეალისტი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი (1838-1917 წწ).

ბრენტფორდ-ენდ-ჩიზიკი - საქალაქო ოლქი დიდი ბრიტანეთის მიდლსექსის საგრაფოში.

ბრენცენსი ედუარდ - ლატვიელი მხატვარი-გრაფიკოსი (1885-1929 წწ).

ბრეოლინი - თმაზე წასასმელი კრემი.

ბრეჟნევი ლეონიდ - სკკპ გენერალური მდივანი 1964-82 წლებში. სსრკ პრეზიდიუმის თავმჯდომარე, საბჭოთა კავშირის ოთხგზის გმირი (1906-1982 წწ).

ბრეჟნევი - ქალაქი ნაბერეჟნიე ჩელნის სახელი 1982-88 წლებში.

ბრერა (ბრერის პინაკოთეკა) - იტალიის ქალაქ მილანის სამხატვრო გალერეა. დაარსებულია 1809 წელს.

ბრესი - კელტურ მითოლოგიაში ირლანდიის პირველი ლეგენდარული მეფე.

ბრესლაუ - პოლონეთის ქალაქ ვროცლავის გერმანული სახელი.

ბრესონი რობერ - ფრანგი კინორეჟისორი და სცენარისტი (1907-1999 წწ).

ბრესტი

  1. ქალაქი-პორტი საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ბრეტანის ნახევარკუნძულზე (150 ათასი).

  2. ქალაქი ბელორუსიაში. საოლქო ცენტრი (280 ათასი).

ბრესტიდი ჯეიმზ ჰენრი - ამერიკელი ეგვიპტოლოგი (1865-1935 წწ).

ბრეტა - ცივი იარაღი, ესპანური რაპირა.

ბრეტანი

  1. ნახევარკუნძული საფრანგეთში.

  2. ისტორიული და თანამედროვე ეკონომიკური ოლქი საფრანგეთში.

ბრეტელი (ფრანგ.) - ქალის პერანგზე, ლიფზე და მისთანებზე დაკერებული ზონარი, რომელიც მხარზე გადადის.

ბრეტი - ბუზია, თაფლსა იქმს კეთილსა ველზედ (საბა).

ბრეტიანუ იონ - რუმინელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1864-1927 წწ).

ბრეტიორი (ფრანგ.) - პირი, რომელიც სულ მცირე საბაბს ეძებს ჩხუბის ასატეხად. დუელის მოყვარული.

ბრეტონელები - ბრეტანის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ხალხი საფრანგეთში (1 მილიონი).

ბრეტონი ანდრე - ფრანგი მწერალი (1896-1966 წწ).

ბრექჩია (იტალ.) - ქანი, რომელიც შედგება სხვადასხვა ქანის ერთმანეთთან შეკავშირებული კუთხოვანი ნატეხებისაგან.

ბრეშა (ბრეშია) - ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ლომბარდიის ოლქში (200 ათასი).

ბრეძა - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

ბრეხოვსკი ლეონიდ - საბჭოთა ეპოქის ფიზიკოსი, აკადემიკოსი (დაიბადა 1917 წელს).

ბრეხტი ბერტოლტ - გერმანელი მწერალი, დრამატურგი, რეჟისორი, თეატრის რეფორმატორი (1898-1956 წწ).

ბრიალა - ელვარე, ცეცხლოვანი, ცოცხალი (თვალები)

ბრიალი - სწრაფი წვა და ძლიერი ნათება.

ბრიანი (ბოროიმე) - ირლანდიის მეფე 1002-1014 წლებში.

ბრიანი არისტიდ - XX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთის არაერთგზის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, 1926 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში გ. შტრეზემანთან ერთად (1862-1936 წწ).

ბრიანკა - ქალაქი უკრაინის ლუგანსკის ოლქში.

ბრიანსკი - ქალაქი რუსეთში, მდინარე დეზნის ნაპირზე, საოლქო ცენტრი (460 ათასი).

ბრიანცა კარლოტა - იტალიელი ბალერინა, „ლა სკალას“ თეატრის წამყვანი სოლისტი, 1887-1891 წლებში მოღვაწეობდა რუსეთში (1867-1930 წწ).

ბრიანცევი ალექსანდრე - რუსი რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1883-1961 წწ).

ბრიარეოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ასხელიანი ბუმბერაზი.

ბრიარი - სამსახურეობრივი ძაღლის ჯიში, გამოყვანილია საფრანგეთში, XII საუკუნეში.

ბრიარის არხი - საფრანგეთში აერთებს ლუარასა და სენას.

ბრიაქსისი - ძვ.წ.აღ. IV საუკუნის ბერძენი (კარიელი) მოქანდაკე, ჰალიკარნასის მავზოლეუმის სკულპტურული რელიეფების ავტორი.

ბრიაჩისლავ იზიასლავის ძე - კიევის რუსეთში პოლოცკის მთავარი 1001 წლიდან (? - 1044 წ).

ბრიგადა (ფრანგ.)

  1. საჯარისო შენაერთი, პოლკზე დიდი.

  2. კოლექტივი, რომელიც ასრულებს გარკვეულ საწარმოო დავალებას.

  3. მატარებლის მომსახურე პერსონალი.

ბრიგადირი

  1. რუსეთში XVIII საუკუნეში ოფიცრის ჩინი (პოლკოვნიკსა და გენერალს შორის).

  2. საწარმოო ბრიგადის ხელმძღვანელი.

ბრიგადენფიურერი - ოფიცრის წოდება ფაშისტურ გერმანიაში (შეესაბამება გენერალ-მაიორს).

ბრიგანტინი (იტალ.) - ერთგვარი ძველებური ორანძიანი მსუბუქი ხომალდი.

ბრიგენი ალექსანდრე - რუსი პოლიტიკური მოღვაწე, დეკაბრისტი, პოლკოვნიკი (1792 - 1859 წწ).

ბრიგი (ინგლ.)

  1. ორანძიანი სამხედრო ან კომერციული ხომალდი.

  2. აფრიანი ფლოტის საბრძოლო ხომალდების კლასი.

ბრიგინი - ხმაურით მოძრაობა.

ბრიგინ-ბრიგინი - გაბმით ბრიგინი.

ბრიგიტა - სიბრძნის ღვთაება კელტურ მითებში, პოეზიისა და განათლების მფარველი.

ბრიგსი ჰენრი - ინგლისელი მათემატიკოსი (1561-1630 წწ).

ბრიდელი (ინგლ.) - ნავსადგურში ან რეიდზე გემების გასაჩერებელი მოწყობილობა.

ბრიე - შეძახილი ცხვრისათვის.

ბრიედე (ბრიედისი) ალექსანდრა - ლატვიელი მოქანდაკე ქალი (დაიბადა 1901 წელს).

ბრიენი - ქალაქი საფრანგეთში (ობის დეპარტამენტი).

ბრიენცის ტბა - ბერნის ალპებში (შვეიცარია).

ბრიერი მორის - ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე და ქართველოლოგი (1881-1960 წწ).

ბრიერი ჟან - ჰაიტელი პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1909 წელს).

ბრიზანტული (ჭურვი) - საარტილერიო ჭურვი, რომელსაც აქვს დისტანციური მოქმედების ამფეთქებელი და აზიანებს კარტეჩით (ფინდიხით).

ბრიზანტულობა - ფეთქებადი ნივთიერების უნარი აფეთქებისას გამოიწვიოს გარემოს ადგილობრივი ნგრევა არა უმეტეს მისი 2,5 რადიუსის მანძილზე.

ბრიზბენი - ქალაქი ავსტრალიიის აღმოსავლეთ ნაწილში. კუინზლენდის შტატში (1,3 მილიონი).

ბრიზეიდა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ქურუმ ბრიზევსის მშვენიერი ასული, აქილევსის საყვარელი ტყვე ქალი.

ბრიზი (ფრანგ.) - ადგილობრივი სუსტი ქარი, რომელიც ქრის დღისით ზღვიდან ხმელეთისკენ, ღამით - პირიქით.

ბრითათა - მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ერმანისწყლის მარცხენა შენაკადი.

ბრიკეტი (ფრანგ.) - აგურის ან ფილების სახით დაპრესილი მასალა.

ბრიკი ლილია - რუსული კულტურის ცნობილი მოღვაწე, ვლადიმერ მაიაკოვსკის არაოფიციალური მეუღლე (1891-1978 წწ).

ბრილი

  1. მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი ონის მუნიციპალიტეტში.

  2. სოფლები შუახევის, ცხინვალის, ხაშურის მუნიციპალიტეტებში.

ბრილი იანკა - ბელორუსი პოეტი (დაიბადა 1917 წელს).

ბრილი იგორ - რუსი ჯაზმენი, პიანისტი, კომპოზიტორი (დაიბადა 1944 წელს).

ბრილიანტი (ფრანგ.)

  1. მრავალწახნაგად თლილი ალმასი.

  2. სასტამბო შრიფტის სახეობა.

ბრილიანტინი (ფრანგ.) - თმის სურნელოვანი პომადა.

ბრილისღელე - მდინარე ხაშურის მუნიციპალიტეტში, ბურნეულის მარცხენა შენაკადი.

ბრილიუენი ლეონ - ფრანგი ფიზიკოსი, 1941 წლიდან მოღვაწეობდა აშშ-ში (1889-1969 წწ).

ბრილსკა ბარბარა - პოლონელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1941 წელს).

ბრილუენი ლეონ - ფრანგი ფიზიკოსი, 1941 წლიდან გადასახლდა აშშ-ში (1889-1969 წწ).

ბრიმო („საშინელი“) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მიწისქვეშა ქალღმერთის (ჰეკატეს ან პერსეფონეს) ეპითეტი.

ბრინდიზი - ქალაქი-პორტი სამხრეთ იტალიაში, აპულიის ოლქში (95 ათასი).

ბრინელი იუჰან ავგუსტ - შვედი ინჟინერ-მეტალურგი, ცნობილია ე.წ. ბრინელის მეთოდი ტექნიკაში (1849-1925 წწ).

ბრინერი იულ (ნამდვილი სახელი და გვარი თაიჯ ხანი) - ამერიკელი კინომსახიობი, დაიბადა სახალინზე, რუსეთში (1915-1985 წწ).

ბრინესი ფრანცისკო - ესპანელი პოეტი (დაიბადა 1932 წელს).

ბრინზა (რუმინ.) - ცხვრის ყველია ერთგვარი.

ბრინკოვიანუ კონსტანტინ - ვლახეთის გოსპოდარი 1688-1714 წლებში (1654-1714 წწ).

ბრინკუში (ბრანკუზი) კონსტანტინე - რუმინელი მოქანდაკე (1876-1957 წწ).

ბრინჯაო

  1. სპილენძის შენადნობი სხვადასხვა ქიმიურ ელემენტთან, უმთავრესად ლითონებთან.

  2. ქანდაკებებისა და დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ნაკეთობათა მასალა.

ბრინჯაოგრაფიტი - ფოროვანი ლითონკერამიკული მასალა, რომელიც შედგება ბრინჯაოსა და ბრინჯაოს კრისტალებს შორის თანაბრად განაწილებული გრაფიტის ნაწილაკებისაგან.

ბრინჯაოსანა ბანჯგვლიანი - მავნებელი ხოჭო ფირფიტულვაშიანთა ოჯახისა.

ბრინჯაოსნები - მწერების ქვეოჯახი ფირფიტულვაშა ხოჭოსებრთა ოჯახისა.

ბრინჯაოს სნეულება - იგივე ადისონის სნეულება.

ბრინჯაოს ხანა - საზოგადოების განვითარების ისტორიულ-კულტურული პერიოდი (ძვ.წ.აღ. IV ათასწლეულიდან).

ბრინჯი - პურეული მცენარე, აქვს თეთრი მოგრძო მარცვალი.

ბრინჯის ჯანყები - იაპონელთა მასობრივი რევოლუციური გამოსვლები 1918 წელს.

ბრიოლოგია (ბერძნ.) - ბოტანიკის დარგი, რომელიც ხავსებს სწავლობს.

ბრიონია -გოგრისებრი მცენარე, ქართული სახელწოდებაა - ლეშურა.

ბრიოფიტები - იგივეა, რაც ხავსები.

ბრიოში (ფრანგ.) - ფუნთუშაა ერთგვარი.

ბრისევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლელეგთა მეფე, ბრისეიდას მამა.

ბრისეიდა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ქალი, რომელიც გახდა აქილევსისა და აგამემნონის წაჩხუბების მიზეზი.

ბრისო ჟაკ პიერ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე, ჟირონდისტების ლიდერი, ჟან-ჟაკ რუსოს მიმდევარი (1754-1793 წწ).

ბრისტოლი

  1. მაღალი ხარისხის ქაღალდისაგან დამზადებული მუყაო.

  2. ქალაქი-პორტი დიდ ბრიტანეთში, ეივონის საგრაფოში (380 ათასი).

ბრისტოლის ყურე

  1. ყურე დიდი ბრიტანეთის სანაპიროსთან.

  2. ყურე ალასკის სანაპიროსთან.

ბრიტაევი (ბრიტიათი) ელბიზდიკო - ოსი დრამატურგი (1881-1923 წწ).

ბრიტანეთის იმპერია - დიდი ბრიტანეთისა და მისი კოლონიების საერთო სახელწოდება (ტერმინი ოფიციალურად შემოიღეს XIX საუკუნის 70-იან წლებში).

ბრიტანეთის კოლუმბია - პროვინცია დასავლეთ კანადაში, ადმინისტრაციული ცენტრი - ვიქტორია.

ბრიტანეთის კუნძულები - არქიპელაგი ჩრდილოეთის ზღვასა და ატლანტის ოკეანეს შორის.

ბრიტანეთის მუზეუმი - მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი ლონდონში, დაარსდა 1753 წელს.

ბრიტანეთის ჰონდურასი - სახელმწიფო ბელიზის ოფიციალური სახელი 1973 წლამდე.

ბრიტანია - ინგლისის, შოტლანდიისა და უელსის ერთ-ერთი ძველი სახელწოდება.

ბრიტანიკა (ბრიტანული ენცილოპედია) - ერთ-ერთი უძველესი უნივერსალური ენციკლოპედია, პირველი გამოცემა (3 ტომი) გამოვიდა 1768-71 წლებში ედინბურგში, საუკეთესოდ ითვლება მე-11 გამოცემა (1910-11 წწ, 29 ტომი).

ბრიტანიკუსი - რომის იმპერატორ კლავდიუსის და მესალინას შვილი.

ბრიტები - კელტური ტომები, ბრიტანეთის კუნძულების ძირითადი მოსახლეობა ძვ.წ.აღAVIII - ახ.წ.აღ. V საუკუნეებში.

ბრიტენი ბენჯამინ - ინგლისელი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი (1913-1976 წწ).

ბრიტიათი - იხილე ბრიტაევი.

ბრიტიშ აეროსპეის - ინგლისური ავიასარაკეტო -კოსმოსური და საავტომობილო კომპანია. დაარსებულია 1977 წელს.

ბრიტიშ ბროდქასტინგ კორპორეიშენ - იხილე ბი-ბი-სი.

ბრიტიშ ეავეიზ - დიდი ბრიტანეთის ავიაკომპანია. დაარსებულია 1972 წელს.

ბრიტიშ პეტროლიუმ - ინგლისური ნავთობკომპანია, დაარსებულია 1909 წელს.

ბრიტომარტისი (ბრიტომარტიდა) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მონადირეთა, მეთევზეთა და მეზღვაურთა მფარველი ქალღმერთი კრეტაზე.

ბრიტონი ჯეკ - ამერიკელი სპორტსმენი, მოკრივე. ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი პროფესიონალ მოკრივეთა შორის მეორე ქვესაშუალო წონაში (1885-1962 წწ).

ბრიუგე - ქალაქი ბელგიაში, დასავლეთ ფლანდრიის პროვინციაში, 120 ათასი.

ბრიუგეს არხი - საზღვაო არხი ბელგიაში.

ბრიულოვი ალექსანდრე - რუსი არქიტექტორი, მხატვარი, აკვარელისტი (1798-1877 წწ).

ბრიულოვი კარლ - რუსი მხატვარი (1799-1852 წწ).

ბრიუმერი - მეორე თვე საფრანგეთის რევოლუციის კალენდრისა (22 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე).

ბრიუნეტიერი ფერდინანდ - ფრანგი ლიტერატურათმცოდნე (1849-1906 წწ).

ბრიუნო ფერდინან - ფრანგი ენათმეცნიერი, სოციოლოგიური სკოლის წარმომადგენელი (1849-1906 წწ).

ბრიუნსვიკი ლეონ - ფრანგი ფილოსოფოსი, კრიტიკული რაციონალიზმის წარმომადგენელი (1869-1944 წწ).

ბრიუსელი - ევროპის სახელმწიფო ბელგიის დედაქალაქი, მდებარეობს მდინარე სენის ნაპირზე, ბრაბანტის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (დაახლოებით 1 მილიონი გარეუბნებთან ერთად).

ბრიუსელ-რიუპელი (ვილებრუკი) - არხი ბელგიაში, აერთებს მდინარე სენას და რიუპელს.

ბრიუსელ-შარლერუა - არხი ბელგიაში, აერთებს მდინარე სენას და სამბრს.

ბრიუსოვი ვალერი - რუსი პოეტი, რუსული სიმბოლიზმის პირველი წარმომადგენელი (1873-1924 წწ).

ბრიუსტერი დეივიდ - ინგლისელი ფიზიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1781-1868 წწ).

ბრიუხოვეცკი ივან - XVII საუკუნეში ზაპოროჟიელ კაზაკთა ატამანი (? - 1668 წ).

ბრიფინგი (ინგლ.) - ხანმოკლე თათბირი ან პრეს-კონფერენცია.

ბრიყვი - სულელი, რეგვენი, უმეცარი, ხეპრე.

ბრიჯდეკი (ინგლ.) - სავაჭრო გემის ზედა გემბანზე დაშენებული ნაწილი.

ბრიჯეზი რობერტ სეიმურ - ინგლისელი პოეტი (1844-1930 წწ).

ბრიჯი

  1. (ინგლ.) - ერთგვარი შარვალი, მუხლებს ქვევით ვიწრო, ჩექმაში ჩასატანებელი.

  2. (ინგლ.) - ბანქოს ერთგვარი თამაში.

ბრიჯმენი პერსი უილიამზ - ამერიკელი ფიზიკოსი და ფილოსოფოსი, ოპერაციონალიზმის ერთ-ერთი შემქმნელი, 1946 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1882-1961 წწ).

ბრიჯპორტი - ქალაქი აშშ-ს კონექტიკუტის შტატში (145 ათასი).

ბრიჯტაუნი - ვესტ-ინდოეთის სახელმწიფო ბარბადოსის დედაქალაქი, ნავსადგური ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე (100 ათასი).

ბრიჯუოტერის არხი - დიდ ბრიტანეთში აკავშირებს ქალაქ მანჩესტერს ირლანდიის ზღვასთან.

ბრიჰადარანიაკა - იხილე უპანიშადები.

ბრიჰასპატი - ვედურ მითოლოგიასა და ბრაჰმანიზმში - ქურუმი და ღმერთების დამრიგებელი, ლოცვათა მეუფე, სახლის მფარველი.

ბრკე - ღვინის ობი.

ბრმა

  1. ვინც ვერ ხედავს, უსინათლო.

  2. (გადატანით) რასაც გონივრული საფუძველი არა აქვს.

ბრმა ნაწლავი - მსხვილი ნაწლავის დასაწყისი ნაწილი.

ბრნო - ქალაქი ჩეხეთში, სამხრეთ მორავიის ოლქში (390 ათასი).

ბროდელე ანა - ლატვიელი მწერალი ქალი (1910-1981 წწ).

ბროდელი ფერნან - ფრანგი ისტორიკოსი (1902-1985 წწ).

ბროდერიკი მეთიუ - ამერიკელი კინომსახიობი (დაიბადა 1962 წელს).

ბროდვეი - ქუჩა ნიუ-იორკში, კუნძულ მანჰეტენის მთავარი მაგისტრალი (სიგრძე - 25 კილომეტრი).

ბროდი მაქს - ავსტრიელი პროზაიკოსი, ეროვნებით ებრაელი (1884-1968 წწ).

ბროდი - ქალაქი უკრაინის კიევის ოლქში.

ბროდსკაია ლიდია - რუსი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1910-1991 წწ).

ბროდსკი იოსიფ - რუსი პოეტი-ემიგრანტი, დრამატურგი, მწერალი, წერდა ინგლისურადაც, 1987 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1940-1996 წწ).

ბროდსკი ისააკ - რუსი ფერმწერი და გრაფიკოსი (1883-1939 წწ).

ბროვარი - ქალაქი უკრაინის კიევის ოლქში (85 ათასი).

ბროვკა პეტრუს - ბელორუსი პოეტი (1905-1980 წწ).

ბროზ ტიტო - იხ. ტიტო.

ბროილერი (ინგლ.) - მსხვილი მეფრინველეობის მეურნეობაში გარკვეული წესით გამოზრდილი 60 დღიანი სახორცე ვარია.

ბროილი (დე ბროლი) ლუი დე (სრული სახელი ლუი ვიქტორ პიერ რაიმონი) - ფრანგი ფიზიკოსი, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, კვანტური მექანიკის ერთ-ერთი შემქმნელი, 1929 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1892-1987 წწ).

ბროინი გიუნტერ დე - გერმანელი მწერალი (დაიბადა 1926 წელს).

ბროკა პოლ - ფრანგი ანატომი და ანთროპოლოგი, თანამედროვე ანთროპოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1824-1880 წწ).

ბროკა ფილიპ - ფრანგი კინორეჟისორი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომედიოგრაფი კინოში (დაიბადა 1933 წელს).

ბროკარი ჰენრიხ - ფრანგი პარფიუმერი, მეწარმე, ცხოვრობდა რუსეთში (1836-1900 წწ).

ბროკატელი (ფრანგ.)

  1. მძიმე აბრეშუმის ქსოვილი, ავეჯზე გადასაკრავი.

  2. ჭრელი იტალიური მარმარილო.

ბროკატი (ფრანგ.) - ძველებური ფრანგული ფარჩა, მძიმე აბრეშუმის ქსოვილი.

ბროკელმანი კარლ - გერმანელი სემიტოლოგი-ორიენტალისტი (1868-1956 წწ).

ბროკენი - მწვერვალი აღმოსავლეთ გერმანიაში, ჰარცის მთებში (1142 მ).

ბროკენ-ჰილი (ბროუკენ-ჰილი) - ზამბიის ქალაქ კაბვეს სახელი 1967 წლამდე.

ბროკერი (ინგლ.) - შუამავალი ვაჭრობაში.

ბროკოლი (სატაცურისებრი კომბოსტო) - საკვები მცენარე, ყვავილოვანი კომბოსტოს ქვესახეობა.

ბროკჰაუზი ბერტრამ - კანადელი ფიზიკოსი, 1994 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი კ.შალთან ერთად (დაიბადა 1918 წელს).

ბროკჰაუზი - გერმანული საგამომცემლო ფირმა, დაარსებულია 1805 წელს ამსტერდამში.

ბროკჰაუზის და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი - რევოლუციამდელი რუსეთის უნივერსალური ენციკლოპედია, გამოიცა 1890-1907 წლებში 86 ტომად (82 ძირითადი, 4 დამატებითი).

ბროლი

  1. მაღალხარისხოვანი მინა.

  2. უფერო, გამჭვირვალე მინერალი.

  3. თვალის შუქმტეხი აპარატის ნაწილი.

ბროლისქედი

  1. სერი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, კოლხეთის ბარის აღმოსავლეთ ნაწილში.

  2. სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (გოდოგნის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ჭიშურის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 240 მ, თერჯოლიდან - 23 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 333 ადამიანი.

ბროლისღელე - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ელისღელის მარჯვენა შენაკადი.

ბროლისხევი (ასისხევი) - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის მარჯვენა მდგენელი.

ბროლოსანი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ბრომაცეტონი - მომწამვლელი ცრემლსადენი ნივთიერება.

ბრომელიასებრნი (ანანასისებრნი) - ერთლებნიან, უფრო ხშირად მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა ოჯახი.

ბრომი (B) - მენდელეევის პერიოდული სისტემის VII ჯგუფის ქიმიური ელემენტი, მწვავე სუნიანი, რუხ-მოწითალო სითხე, მიეკუთვნება ჰალოგენებს. ატომური ნომერი 35, ატომური მასა 79,904.

ბრომიდები - ბრომის ნაერთები.

ბრომიზმი - ბრომის პრეპარატებისადმი ზედმეტი მგრძნობიარობა.

ბრომიზოვალი (ბრომურალი) - სამკურნალო პრეპარატი, ძილის მომგვრელი და დამამშვიდებელი.

ბრომინდიგო - ლურჯი საღებავის სახეობა.

ბრომიოსი („მქუხარე“, „ხმაურიანი“) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დიონისეს ერთ-ერთი მოსახსენიებელი სახელი.

ბრომლი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში (დიდი ლონდონის მეტროპოლიური საგრაფო).

ბრომოდერმა - ბრომიზმის გამოვლინება, კანის ანთებითი პროცესი.

ბრომურალი - იგივე ბრომიზოვალი.

ბრონევოი ლეონიდ - თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1928 წელს).

ბრონევსკი ვლადისლავ - პოლონელი პოეტი (1897-1962 წწ).

ბრონზინო (დი კოზიმო დი მარიანო) ანჯელო - იტალიელი ფერმწერი, ფლორენციული მანიერიზმის წარმომადგენელი (1503-1572 წწ).

ბრონიცი - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.

ბრონკი დეტლევ ვულფ - ამერიკელი ფიზიოლოგი, ნაციონალური მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1897-1975 წწ).

ბრონსონი (ნამდვილი გვარი ბუჩინსკი) ჩარლზ - ამერიკელი კინომსახიობი (დაიბადა 1920 წელს).

ბრონტეები შარლოტა (1816-1855 წწ), ემილი (1818-1848 წწ), ენი (1820-1849 წწ) - ინგლისელი მწერალი დები.

ბრონტესი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი კიკლოპი.

ბრონტოზავრი (აპატოზავრი) - უზარმაზარი განათხარი ქვეწარმავალი ხვლიკმენჯა დინოზავრების რიგისა.

ბრონტოთერიუმები - ამომწყდარი ძუძუმწოვრების ოჯახი კენტჩლიქოსნების რიგისა.

ბრონქები (ბერძნ.) - უმაღლესი ხერხემლიანების და ადამიანის სასუნთქი მილის განშტოებანი.

ბრონქიოლები - ბრონქების უწვრილესი განშტოებანი ფილტვებში.

ბრონქიტი - ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება.

ბრონქოადენიტი - ბრონქული ჯირკვლების ანთება.

ბრონქოგრაფია - ბრონქების რენტგენული სურათის მიღების წესი.

ბრონქოექტაზია - ქრონიკული დაავადება ბრონქების გაფართოებისა.

ბრონქოლიტინი - ხველების საწინააღმდეგო წამალი.

ბრონქოპნევმონია - ფილტვების ანთების ერთ-ერთი ფორმა.

ბრონქოსკოპია - სპეციალური აპარატის მეშვეობით სასუნთქი მილების გამოკვლევის მეთოდი.

ბრონქული (ბრონქიალური) - ბრონქებთან დაკავშირებული (მაგალითად, ასთმა).

ბრონშტეინი დავიდ - XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი საბჭოელი მოჭადრაკე, 1951 წელს მსოფლიო ჩემპიონობისათვის მატჩის მონაწილე (დაიბადა 1924 წელს).

ბროსე მარი ფელისიტე - ფრანგი ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, ორიენტალისტი, ქართველოლოგი, 1836 წლიდან ცხოვრობდა რუსეთში (1802-1880 წწ).

ბროსი სალომონ დე - ფრანგი არქიტექტორი (დაახლოებით 1571-1626 წწ).

ბროსნანი პირს - ამერიკელი კინომსახიობი, ჯეიმზ ბონდის როლის ერთ-ერთი შემსრულებელი (დაიბადა 1951 წელს).

ბროუკენ-ჰილი - იხილე ბროკენ-ჰილი.

ბროუნ-სეკარი შარლ ედუარ - ფრანგი ფიზიოლოგი და ნევროპათოლოგი (1817-1894 წწ).

ბროქტონი - ქალაქი აშშ-ს მასაჩუსეტსის შტატში.

ბროში (ფრანგ.) - გულის ქინძისთავი.

როშირება - დაბეჭდილი თაბახების წიგნად, ჟურნალად, ბროშურად შეკერვა-აკინძვა.

ბროშკევიჩი ეჟი - პოლონელი მწერალი და დრამატურგი (დაიბადა 1922 წელს).

ბროშურა (ფრანგ.) - პატარა წიგნი, ჩვეულებრივ რბილი ყდით (საერთაშორისო პრაქტიკაში 5-დან 48 გვერდამდე).

ბროჩი (ბჰარუჩი) - ძველი ქალაქი ინდოეთში.

ბროცკი (რუს.) - ვაშლის ჯიშია ერთგვარი.

ბროწეულა - რკინიგზის სადგური ზესტაფონ-სამტრედიის უბანზე.

ბროწეული - ეკლიანი ხეხილი, იზრდება მაღალ ბუჩქად ან დაბალ ხედ და იკეთებს წითელ ყვავილს.

ბროწი - სიმწიფეში შესული, შეწითლებული (თხილი, კაკალი, წაბლი....)

ბროწლეთი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ბროჭი - ესე იგი არს, რომელსა ბერძულად ონკან ჰქვიან (საბა).

ბროხი ჰერმან - ავსტრიელი მწერალი (1886-1951 წწ).

ბრპენი - ტყვია (საბა).

ბრტყელი - სწორზედაპირიანი, თხელი და ფართო.

ბრტყელ-ბრტყელი - გატყლარჭული, მაღალფარდოვანი.

ბრტყელეკალა - მცენარეების გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა.

ბრტყელტერფიანობა - ტერფის ყველაზე გავრცელებული დეფორმაცია.

ბრუ - იგივეა, რაც თავბრუ.

ბრუბეკი დევიდ - ამერიკელი ჯაზმენი (ფორტეპიანო), ანსამბლის ხელმძღვანელი, კომპოზიტორი (დაიბადა 1920 წელს).

ბრუგმანი კარლ ფრიდრიხ - გერმანელი ენათმეცნიერი, ინდოევროპულ ენათა კვლევის სპეციალისტი (1849-1919 წწ).

ბრუდერი (ინგლ.) - ინკუბატორში გამოჩეკილი წიწილების გასაზრდელი მოწყობილობა.

ბრუდერაცია - ბრუდერში წიწილების გამოზრდა.

ბრუდერშაფტი (გერმ.) - სუფრული ჩვეულება: ორნი სვამენ ღვინოს ერთდროულად და ამით უმეგობრდებიან ერთმანეთს (თითქმის იგივეა, რაც ქართული „ვახტანგური“).

ბრუდერჰაუზი - სპეციალური შენობა, სადაც ინკუბატორის წიწილებს ზრდიან ბრუდერებში.

ბრუკ-ან-დერ-მური - ქალაქი ავსტრიაში (შტირიის მხარე).

ბრუკი (ალანბრუკი) ალან ფრანსის - ინგლისელი ფელდმარშალი, ბრუკბორის ვიკონტი (1883-1963 წწ).

ბრუკი ანტონიუს ვენ დენი - ჰოლანდიელი იურისტი და ფიზიკოსი (1870-1926 წწ).

ბრუკი იოჰანეს ჰენდრიკ ვან დე - ჰოლანდიელი არქიტექტორი (1898-1980 წწ).

ბრუკი პიტერ - ინგლისელი თეატრის რეჟისორი (დაიბადა 1925 წელს).

ბრუკი რუპერტ - XX საუკუნის დასაწყისის ინგლისელი პოეტი.

ბრუკიტი - მარტივი ოქსიდების ქვეკლასის მინერალი.

ბრუკნერი ანიტა - ინგლისელი მწერალი ქალი (დაიბადა 1928 წელს).

ბრუკნერი ანტონ - ავსტრიელი კომპოზიტორი, ორგანისტი და პედაგოგი (1824-1896 წწ).

ბრუკნერი ფერდინანდ (ნამდვილი სახელი და გვარი თეოდორ ტაგერი) - ავსტრიელი მწერალი (1891-1958 წწ).

ბრუკჰეიზენი იოან ვან - ჰოლანდიელი მეომარი და პოეტი (1649-1707 წწ).

ბრულიონი (ფრანგ.) - პირველი ვარიანტი ნახაზისა ან ნახატისა.

ბრუმელი ვალერი - რუსი მძლეოსანი, სიმაღლეზე მხტომელი, 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (დაიბადა 1942 წელს).

ბრუმი ბალტასარ - ურუგვაის პრეზიდენტი 1919-23 წლებში (1883-1933 წწ).

ბრუნება - სახელის ფორმაცვალება ბრუნვათა მიხედვით.

ბრუნეი (სულთანატი ბრუნეი-დარუსალამი, Negara Brunei Darussalam)

  • სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, კუნძულ კალიმანტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაპირზე, სულთანატი. ესაზღვრება მალაიზიას.

  • დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1984 წლის 1 იანვარი.

  • ეროვნული დევიზი - „Brunei Darussalam“ (ბრუნეი - მშვიდობის სავანე).

  • ჰიმნი - „Ya Allah lanjutkan la usia Duli tuanku“ (ღმერთო, დალოცე სულთანი).

  • მმართველობის ფორმა - მემკვიდრეობითი აბსოლუტური თეოკრატიული მონარქია.

  • ფართობი - 5,8 ათასი კვ.კმ.

  • დაყოფილია 4 ოლქად (დაირად).

  • მოსახლეობა - 372 ათასი.

  • სიმჭიდროვე - 64 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • დედაქალაქი - ბანდარ-სერი-ბეგავანი.

  • სახელმწიფო ენები - მალაური და ინგლისური.

  • ეროვნული ვალუტა - ბრუნეის დოლარი.

  • ქვეყნის კოდი - BRN.

  • დროის სარტყელი - UTC +8.

  • სატელეფონო კოდი - +673.

  • ინტერნეტ-დომენი - bn.

ბრუნელესკი (ბრუნელესკო) ფილიპო - იტალიელი არქიტექტორი, მოქანდაკე (1377-1446 წწ).

ბრუნერი ემილ - შვეიცარიელი თეოლოგი, პროტესტანტი (1889-1966 წწ).

ბრუნვა

  1. გრამატიკაში სახელის ფორმა, რომელიც აღნიშნავს სახელის ურთიერთობას სხვა სახელთან.

  2. გეომეტრიაში მოძრაობის სახე, რომლის დროსაც ფიგურის ერთი წერტილი მაინც უძრავად რჩება.

ბრუნი თედორე (ფიდელიო) - რუსი მხატვარი, წარმოშობით იტალიელი (1799- 1875 წწ).

ბრუნი ლეონარდო (არეტინოდ წოდებული) - იტალიელი ჰუმანისტი, მწერალი, ისტორიკოსი (1370 ან 1374 - 1444 წწ).

ბრუნო ჯორდანო - იტალიელი ფილოსოფოსი და პოეტი. კოცონზე დაწვა ინკვიზიციამ 1600 წელს (დაიბადა 1548 წელს).

ბრუნსი ჰაინრიხ ერნსტ - გერმანელი ასტრონომი, გეოდეზისტი და მათემატიკოსი, ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1848-1919 წწ).

ბრუნფელსი ოტო - გერმანელი ბოტანიკოსი, პირველი ბოტანიკური ატლასის ავტორი (1488-1534 წწ).

ბრუნჰილდ

  1. ფრანკთა იმპერიის დედოფალი VII საუკუნის დასაწყისში.

  2. ერთ-ერთი ვალკირია, სკანდინავიური (ზოგადად ჩრდილოეთის გერმანულენოვან ხალხთა) მითოლოგიის პოპულარული პერსონაჟი.

ბრუსი პოლ ლუი - ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, 1871 წლის პარიზის კომუნის მონაწილე (1844-1912 წწ).

ბრუსი რობერტ - შოტლანდიის მეფე 1303 წლიდან 1274 - 1329 წწ)

ბრუსილოვი ალექსეი - რუსი სამხედრო მოღვაწე, კავალერიის გენერალი, დაიბადა თბილისში, თავი გამოიჩინა პირველ მსოფლიო ომში (1853-1926 წწ).

ბრუსილოვი გიორგი - არქტიკის რუსი მკვლევარი (1884-1914?).

ბრუსკინი გრიგორი - რუსი მხატვარი (დაიბადა 1945 წელს).

ბრუსტვერი (გერმ.) - მიწაყრილი სანგრის ნაპირზე მეომრების დასაცავად მტრის ცეცხლისაგან.

ბრუსტმანი აგნეშკა - პოლონელი მოჭადრაკე ქალი, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1962 წელს).

ბრუტალიზმი - არქიტექტურული მიმდინარეობა, აღმოცენდა XX საუკუნის 50-იან წლებში დიდ ბრიტანეთში, მოდერნიზმის ერთ-ერთი განშტოება.

ბრუტალური (ფრანგ. ბრუტალ უხეში, სასტიკი.< ლათ. brutus უხეში, ბრიყვული) - დაუკვირვებელი, უხეში და უპატივცემლო ქმედება.

ბრუტიანი - იგივე ბრუციანი.

ბრუტო (იტალ.) - საქონლის საერთო წონა ჭურჭლიანად.

ბრუტსაბძელი - მწვერვალი ჯავის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებაზე (3670 მ).

ბრუტუსი დეციმუს იუნიუს ალბინუს - ძვ.წ.აღ. I საუკუნის რომის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, იულიუს კეისრის სარდალი და თანამებრძოლი.

ბრუტუსი ლუციუს იუნიუს - რომაული ტრადიციით პატრიციუსი, რომელმაც რომში მეფეთა ხელისუფლება დაამხო და რესპუბლიკა დააარსა.

ბრუტუსი მარკუს იუნიუს - ძვ.წ.აღ. I საუკუნის რომის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. იულიუს კეისრის წინაღმდეგ შეთქმულთა ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

ბრუქსი გვენდოლინ - აფრო-ამერიკელი პოეტი ქალი (დაიბადა 1917 წელს).

ბრუქსი მელ (ნამდვილი სახელი და გვარი მელეინ კამინსკი) - ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, კინოსცენარისტი, პროდიუსერი (დაიბადა 1926 წელს).

ბრუქსის ქედი - ალასკა (აშშ).

ბრუშტეინი ალექსანდრა - რუსი მწერალი ქალი (1884-1968 წწ).

ბრუცა - ძუძუმწოვარა ცხოველი, 35 სმ-მდე სიგრძის, ცხოვრობს მიწაში.

ბრუციანი

  1. ახლომხედველი, ბეცი, ელამი.

  2. ცალთვალა, ბრმა.

ბრუცელოზი - საქონლის გადამდები დაავადება, საქონლიდან ადამიანზეც გადადის.

ბრუცუნა - ძუძუმწოვარა მღრღნელი.

ბრძამი - მთის ტყეებში გავრცელებული ბალახი.

ბრძანება - ხელისუფლების, ან უფლებამოსილი პირის განკარგულება.

ბრძანებითი - ბრძანების გამომხატველი.

ბრძანებულება - ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს დადგენილება.

ბრძენი - დიდი ჭკუის, ცოდნის და გამოცდილების მქონე ადამიანი.

ბრძმედი - რკინის მადნიდან თუჯის გამოსადნობი საგანგებო ღუმელი.

ბრძნობა - ბრძენის თვისება.

ბრძნული - ბრძენის დამახასიათებელი.

ბრძოლა

  1. შეიარაღებული შეტაკება მტერთან.

  2. მოქმედება რაიმე მიზნის მისაღწევად.

  3. პირველი ქართული არალეგალური მარქსისტული გაზეთი.

ბრძოლია თევზი - ლაბირინთიანი თევზების ქვერიგის სახეობა.

ბრძოლისუნარიანი - ჭიდილის უნარის მქონე.

ბრწამლი (ხე) - ეკალა, ღიჭი (საბა).

ბრწკალი - იგივეა, რაც ხიწვი.

ბრწყინვალე

  1. რაც ბრწყინავს, ელვარე, კაშკაშა.

  2. (გადატანით) უჩვეულოდ კარგი.

  3. (ძვ.) წარჩინებული გვარისა.

  4. საქართველოს მეფე გიორგი V-ის ზედწოდება.

ბრწყინვალება

  1. ელვარება, ბრწყინვა, კაშკაში.

  2. (ძველად) მიმართვა თავადებისადმი.

ბრჭყალი - კაუჭა და წვერბასრი ფრჩხილი.

ბრჭყვიალი - ნაირფრად ელვარება, ბზინვა.

ბრჯგუ - ჩლუნგი (ადამიანი).

ბრჯენი (კრონშტეინი) - კედელზე, სვეტზე და მისთანებზე მიმაგრებული და ჰორიზონტალური მიმართულებით გამოშვერილი დეტალი ან კონსტრუქცია.

1.15 ბს

▲ზევით დაბრუნება


ბსისუ მუინ - პალესტინელი არაბი პოეტი (1928-1984 წწ).

1.16 ბუ

▲ზევით დაბრუნება


ბუ - ღამის მტაცებელი ფრინველი, იკვებება მცირე ზომის ქვეწარმავლებით და ფრინველებით.

ბუა - მოგონილი საფრთხობელა, რომლითაც ბავშვს აშინებენ.

ბუაგილბერი (ბუაგიიბერი) პიერ - ფრანგი ეკონომისტი, კლასიკური პოლიტეკონომიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1646-1714 წწ).

ბუ-აზერი - სამთო-სამრეწველო პუნქტი მაროკოში.

ბუაკე - იხილე ბვაკე.

ბუალდიე ანდრიენ - ფრანგი კომპოზიტორი (1775-1834 წწ).

ბუალო (ბუალო-დეპრეო) ნიკოლა - ფრანგი პოეტი, კლასიციზმის თეორიტიკოსი (1636-1711 წწ).

ბუარობერი ფრანსუა ლე მეტელ დე - ფრანგი მწერალი, საეკლესიო მოღვაწე (1592-1662 წწ).

ბუ-არფა - სამთო-სამრეწველო პუნქტი მაროკოში.

ბუასელი ფრანსუა - ფრანგი რევოლუციონერი, კომუნისტ-უტოპისტი (1728-1807 წწ).

ბუასიე

  1. გასტონ - ფრანგი ისტორიკოსი, ანტიკური ხანის ეპოქის სპეციალისტი (1823-1908 წწ).

  2. პიერ ედმონ - შვეიცარიელი ბოტანიკოსი, სისტემატიკისა და ფლორისტიკის სპეციალისტი (1810-1885 წწ).

ბუასილი - დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილის ვენების კვანძოვანი გაგანივრება.

ბუასტი პიერ - ფრანგი ლექსიკოგრაფი (1765-1824 წწ).

ბუაჩიძე ბენიტო - კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე (1905-1937 წწ).

ბუაჩიძე გრიგოლ - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1916-1943 წწ).

ბუაჩიძე თენგიზ - მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1926-1994 წწ).

ბუაჩიძე კიტა - დრამატურგი (1914-2000 წწ).

ბუაჩიძე სოფიო - ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (დაიბადა 1913 წელს).

ბუბა

  1. მყინვარი და მწვერვალი ონის მუნიციპალიტეტში (4419 მეტრი).

  2. მდინარე ონის მუნიციპალიტეტში ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი.

ბუბალი (ძროხისებრი ანტილოპა) - აფრიკული ანტილოპის სახეობა.

ბუბასტა (ბუბასტიდა, ბასტეტი) - ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში - ოსირისის და ისიდას ასული, კატისთავიანი ქალღმერთი, ახალი ან სავსე მთვარის განსახიერება.

ბუბენოვი მიხეილ - რუსი მწერალი (1908-1983 წწ).

ბუბერი მარტინ - ებრაელი რელიგიური ფილოსოფოსი და მწერალი (1878-1965 წწ).

ბუ-ბექერი - სამთო-სამრეწველო პუნქტი მაროკოში.

ბუბი (ედიია, ფერნანდოელები) - გვინეის ყურის ერთ-ერთ კუნძულზე მცხოვრები ხალხი.

ბუბილასი - ლიტვურ მითოლოგიაში - ფუტკრების ღვთაება.

ბუბკა სერგეი - უკრაინელი მძლეოსანი, ჭოკით მხტომელი, მძლეოსნობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი (დაიბადა 1963 წელს).

ბუბკო - ფქვილი წყალში გაქნილი (საბა).

ბუბლიკი (რუს.) - იგივე ბლითი.

ბუბნისი ვიტაუტას - ლიტველი მწერალი (დაიბადა 1932 წელს).

ბუბნოვი ვალეტ - მოსკოველ ფერმწერთა გაერთიანება XX საუკუნის დასაწყისში.

ბუბონი (ბერძნ.) - სიმსივნე, გაჩენილი ლიმფური ჯირკვლების ანთების შედეგად (საზარდულზე, იღლიაში, კისერზე).

ბუბრი (ბობრავა) - მდინარე პოლონეთში, ოდრის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 280 კილომეტრი).

ბუბრიკი სამუილ - რუსი კინორეჟისორი (1899-1965 წწ).

ბუბუნი - ხარის გაბმული ნელი ყვირილი.

ბუგაევი ბორის - ავიაციის მარშალი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1923 წელს).

ბუგაევი ნიკოლაი - რუსი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, დაიბადა დუშეთში (1837-1903 წწ).

ბუგაევი ბორის - მწერალ ანდრეი ბელის ფსევდონიმი.

ბუგანდა - ისტორიული სახელმწიფო აფრიკაში, არსებობდა დაახლოებით XV საუკუნიდან ამჟამად უგანდის შემადგენლობაშია.

ბუგატი ეტორე არკო ისიდორო - ფრანგი კონსტრუქტორი და მეწარმე, საყოველთაოდ ცნობილი სპორტული ავტომობილების შემქმნელი (1881-1947 წწ).

ბუგები - (საკუთარი სახელი ტოუგიკი) - ინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე მცხოვერები ხალხი, ცხოვრობენ აგრეთვე მალაიზიასა და სინგაპურში (სულ 4,55 მილიონი).

ბუგელები - ერთ-ერთი ძველი რუსი ტომი, მოხსენიებულია მატიანეში „გარდასულ წელთა აბავი“.

ბუგელი (ჰოლანდ.) - საკონტაქტო სადენიდან დენის მიმღები მორკალური მოწყობილობა (მაგალითად, ტრამვაიზე).

ბუგენვილი ლუი ანტუან დე - ფრანგი ზღვაოსანი (1729-1811 წწ).

ბუგენვილი - ვულკანური კუნძული წყნარ ოკეანეში, პაპუა-ახალი გვინეის შემადგენლობაში.

ბუგერი (ბუგე) პიერ - ფრანგი ფიზიკოსი, ფიტომეტრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1698-1758 წწ).

ბუგეული - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ბუგი (დასავლეთის ბუგი) - მდინარე უკრაინაში, ბელორუსიასა და პოლონეთში, მდინარე ვისლას მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 772 კილომეტრი).

ბუგი-ვუგი - მოდური ექსცენტრიული ამერიკული ცეკვა 30-50-იან წლებში.

ბუგისები - იხილე ბუგები.

ბუგოინო - დიდი საჭადრაკო ტურნირების ჩატარების ადგილი ამჟამინდელ ბოსნია-ჰერცოგოვინაში.

ბუგრები - მცენარეთა პარაზიტი მწერების ქვერიგი, ტოლფრთიანების რიგისა.

ბუგრი - მუწუკი.

ბუგრიანი

  1. მუწუკებიანი.

  2. (გადატანით) ქაჩალი, ქეციანი, უხეირო.

ბუგრიმოვა ირინა - ცირკის მსახიობი, მტაცებელი ცხოველების მომთვინიერებელი (1910-2001 წწ).

ბუგულმა - ქალაქი რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში.

ბუგურუსლანი - ქალაქი რუსეთის ორენბურგის ოლქში.

ბუდა (სანსკრ. ბუდჰა, სიტყვასიტყვით „გაღვიძებული, განათლებული“)

  1. ბუდიზმის მიხედვით მითიური არსება, რომელმაც ნირვანის მდგომარეობას მიაღწია (ბუდიზმის პანთეონში ათასამდე ბუდა ითვლება).

  2. ბუდისტური რელიგიის მითიური დამაარსებლის ტიტული.

ბუდაი-დელიანი იონ - რუმინელი პოეტი-განმანათლებელი (1760-1820 წწ).

ბუდაი-ხეშენი - ჩინურ მითოლოგიაში - კეთილდღეობისა და ბედნიერების ღვთაება.

ბუდა-კოშელევო - ქალაქი ბელორუსიის გომელის ოლქში.

ბუდაპეშტი - ევროპის სახელმწიფო უნგრეთის დედაქალაქი, რომელიც წარმოიქმნა 1873 წელს ქალაქების - პეშტის (დუნაის აღმოსავლეთი ნაპირი და) და ბუდას (დუნაის დასავლეთი ნაპირი) - გაერთიანების შედეგად. პორტი მდინარე დუნაიზე (1,7 მლნ. მცხოვრები).

ბუდახგხოშა - V საუკუნის ინდო-ბუდისტი მოაზროვნე.

ბუდე

  1. ქალაქი ნორვეგიაში (ნურლანის ფიულკე).

  2. ფრინველის ან მწერის ბინა.

  3. ზოგიერთი მცენარის ნაყოფის გარსახვევი.

  4. ლექსიკოლოგიაში მორფოლოგიური (ან სემანტიკური) კავშირით გაერთიანებული სიტყვების ჯგუფი).

  5. ერთ სალექსიკონო სტატიაში წარმოდგენილ სიტყვათა მორფოლოგიურად გაერთიანებული ჯგუფი.

ბუდეიოვიცე - იხილე ჩესკე-ბუდეიოვიცე.

ბუდენბროკები - თომას მანის რომანი (1901 წელი).

ბუდენზიგი ჰერმან - გერმანელი პოეტი, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში (1893-1980 წწ).

ბუდენი ეჟენ - ფრანგი მხატვარი (1824-1898 წწ).

ბუდეშური - ყურძენია მოგრძე მარცვალით (საბა); ადრეული ვაზის ჯიში.

ბუდვაიზერი - ჩეხური ლუდის ცნობილი სახეობა.

ბუდი პიეტერ - ალბანეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე, ეპისკოპოსი (1566-1622 წწ).

ბუდიზმი - რელიგია, რომელიც წარმოიშვა ძვ. წ. აღ. VI-V საუკუნეში ინდოეთში და გავრცელებულია ტიბეტში, მონღოლეთში, ჩინეთში, იაპონიასა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში. მის შემქმნელად ითვლება სიდჰართა გაუტამა, რომელმაც შემდგომ მიიღო ბუდას სახელი.

ბუდინაჟი - შრეებში მოქცეული მკვრივი ქანების ფენების ან ძარღვების დანაწევრება ცალკეულ ლინზებად და ბლოკებად.

ბუდინები - დნეპრსა და ვოლგას შორის მომთაბარე უძველესი ტომები.

ბუდიონი სემიონ - მარშალი, საბჭოთა კავშირის სამგზის გმირი, საბჭოური კავალერიის შემქმნელი, ერთ-ერთი კომუნისტური „კერპი“ (1883-1973 წწ).

ბუდიონოვკა - ერთგვარი სამხედრო თავსაბურავი.

ბუდიონოვსკი - ქალაქი რუსეთის სტავროპოლის მხარეში.

ბუდისტი - ბუდიზმის მიმდევარი.

ბუდი უტომო - ინდონეზიის პირველი ეროვნული საგანმანათლებლო და ანტიკოლონიური ორგანიზაცია (1908-1935 წწ).

ბუდიშჩევი ალექსეი - რუსი მწერალი, პოეტი (1864-1916 წწ).

ბუდკერი გერშ - საბჭოთა ეპოქის რუსეთში მოღვაწე ფიზიკოსი, აკადემიკოსი (1918-1977 წწ).

ბუდნა - ლობიოს, კარტოფილის, სიმინდის დასათესად გაკეთებული პატარა ორმო.

ბუდნი სიმონ - ბელორუსიის კულტურის მოღვაწე, ჰუმანისტი, რეფორმაციული მოძრაობის ხელმძღვანელი (1530-1593 წწ).

ბუდობა

  1. ბუდეზე ჯდომა ბარტყების გამოსაჩეკად.

  2. პლანეტის შეჩერება ანუ დგომა ცაზე ვარსკვლავების მიმართ.

ბუდობი - იგივე საბადო.

ბუდონი რინჩენდუბ - ტიბეტელი ბუდისტი ბერი, ტიბეტური კანონიკური ტექსტების შემდგენელი (1290-1364 წწ).

ბუდრაიტისი იუოზას - კინოსა და თეატრის ლიტველი მსახიობი (დაიბადა 1940 წელს).

ბუდრუგანა

  1. ჯიხური, პატარა ბინა.

  2. ფუსფუსა, მოუსვენარი, უთავბოლოდ მოძრავი.

ბუდსკი იოზეფ - სლოვაკი მსახიობი, რეჟისორი, ბრატისლავის ეროვნული თეატრის ხელმძღვანელი (დაიბადა 1911 წელს).

ბუდუარი (ფრანგ.) - ქალის ლამაზად მოწყობილი სასტუმრო ოთახი ახლობლების მისაღებად.

ბუდუკი - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ბუდუხები - კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღლა მობინადრე მთიელები, ცხოვრობენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

ბუდჰა - ვედურ და ინდუისტურ მითოლოგიაში - პლანეტა მერკურის განსახიერება, სომასა და ტარას ვაჟი.

ბუდჰაგჰოშა (ბუდას ხმა) - V საუკუნის ინდო-ბუ-დისტური მოაზროვნე.

ბუდჰაპალიტა (ჭაღარა ბუდა) - V-VI საუკუნეების მადჰიამიკას სკოლის ბუდისტი ფილოსოფოსი.

ბუდჰაქშეტრა (ბუდას ქვეყანა) - მაჰაიანას კოსმოლოგიისა და მითოლოგიის ცნება, რის თანახმადაც ყოველ ბუდას სულიერი განვრცობის საკუთარი კოსმოსური რეგიონი და საარსებო ციური ქვეყანა გაჩნია.

ბუეა - ქალაქი კამერუნის დასავლეთ ნაწილში.

ბუეთი - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (ხრესილის თემის საკრებულო), მდებარეობს ოკრიბის წვრილმთანეთში მდინარე წყალწითელის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 420 მეტრი, ტყიბულიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 175 კაცი.

ბუენავენტურა - ქალაქი დასავლეთ კოლუმბიაში, ვალიე-დელ-კაუკის დეპარტამენტში (174 ათასი).

ბუენოს-აირესი (ესპ. „კარგი ქარები“)

  1. სამხრეთ ამერიკის სახელმწიფო არგენტინის დედაქალაქი, მდებარეობს ლა-პლატას ყურის სანაპიროზე. დაარსებულია 1526 წელს ესპანელთა მიერ „პედრო მენდოსას“ სახელით; ქვეყნის დედაქალაქად ითვლება 1880 წლიდან (11,7 მილიონი).

  2. ტბა და პროვინცია არგენტინაში.

ბუერა - მრავალწლოვანი ბალახი, დიდი მომრგვალო, გრძელყუნწიანი ფოთლებით.

ბუერავაზი - თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში.

ბუერაკი - ცენტრალური ევროპის ველებზე მცირე სიღრმის ხევების სახელი.

ბუერალეღვი - თეთრი ლეღვი.

ბუერი

  1. მონათოვი ნისლი.

  2. (ჰოლანდ.) - ყინულზე სასრიალო იალქნიანი მსუბუქი ნავი.

ბუერიანი - ბუერათი დაფარული ადგილი.

ბუერისტი - სპორტსმენი, რომელიც მართავს ბუერს.

ბუვარი - გუსტავ ფლობერის დაუსრულებელი რომანის, „ბუვარი და პეკიუშეს“, მთავარი პერსონაჟი.

ბუვე - ვულკანური კუნძული ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში, ეკუთვნის ნორვეგიას.

ბუვიე ალექსანდრე - XIX საუკუნის ფრანგი მწერალი, ავტორი რომანისა „იზა“ (თარგმნა ილია ჭავჭავაძემ).

ბუვიე - ძველებური ბელგიური ძაღლის ჯიში.

ბუვილი - მრავალ ფუტკართა ხმა (საბა).

ბუვინი - დასახლებული პუნქტი ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში, რომლის სიახლოვეს 1214 წლის 27 ივლისს დიდი ბრძოლა გაიმართა ფრანგებსა და გერმანელებს შორის.

ბუზა (სპარს.) - ფეტვისაგან დამზადებული მომჟავო-მოტკბო მცირეალკოჰოლიანი სასმელი, ამზადებენ კავკასიის მთიანეთში.

ბუზავეთი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

ბუზალა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ბუზანკალი - საქონლის მკბენარი ფრთიანი მწერი.

ბუზაჩი - ნახევარკუნძული კასპიის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (ყაზახეთი).

ბუზდიხანი - თურქული ცივი იარაღი, დაახლოებით იგივეა, რაც გურზი.

ბუზეკი ეჟი - პოლონეთის პრემიერ-მინისტრი 1997-2001 წლებში (დაიბადა 1940 წელს).

ბუზესკული ვლადისლავ - რუსი ისტორიკოსი (1858-1931 წწ).

ბუზეუ - ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთში, ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი (150 ათასი).

ბუზი

  1. საერთო სახელწოდება ძალზედ გავრცელებული წვრილფრთიანი მწერებისა.

  2. ცის სამხრეთი ნახევარსფეროს პატარა თანავარსკვლავედი.

ბუზინზა - სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ტანზანიის ტერიტორიაზე XVIII საუკუნეში.

ბუზირისი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ეგვიპტის სასტიკი მმართველი, უცხოელთა დაუძინებელი მტერი.

ბუზმარი (ბუზმარიოსი) - პოლიტიკური მოღვაწე ქართლში V საუკუნის 10-20-იან წლებში.

ბუზმენტი (ფრანგ.) - ოქრომკედის ან სირმის ფართო ზონარი.

ბუზმიჰრ პიტიახში - ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე III საუკუნეში.

ბუზმორიელები - მწერების რიგი, გავრცელებულია ყველგან, ცნობილია კარბონული პერიოდიდან.

ბუზოვნა - მენავთობეთა დასახლება აზერბაიჯანში, ბაქოს მახლობლად.

ბუზონი ფერუჩო ბენვენუტო - იტალიელი პიანისტი, კომპოზიტორი, დირიჟორი (1866-1924 წწ).

ბუზოღ მიხეილ - საბჭოთა ეპოქის საქართველოში მოღვაწე არქიტექტორი, დაიბადა სოხუმში (1879-1959 წწ).

ბუზულუკი - ქალაქი რუსეთის ორენბურგის ოლქში (86 ათასი).

ბუზღუნი - გაჯავრებულის უკმაყოფილო ბუტბუტი.

ბუთია

  1. ნახევარკუნძული ჩრდილოეთ კანადაში.

  2. ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ყურე.

ბუთროტი (თანამედროვე ბუტრინტი) - ქალაქი ეპირში, ბუტრინტის ტბასთან (ალბანეთი) ძვ.წ.აღ. VII-VI საუკუნეებში.

ბუთურაული - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ბუთქვი - ხშირი და გრძელი ბეწვის მქონე.

ბუთხუზა - პირმსუქანი და ლამაზი.

ბუი

  1. მდინარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ჭურიის მარჯვენა შენაკადი.

  2. (ჰოლანდ.) - წყლის ზედაპირზე მცურავი სასიგნალო ტივტივა სახიფათო ადგილების აღსანიშნავად.

  3. (მოძველებული ჩუნძია, საკუთარი სახელი იოი) - სამხრეთ ჩინეთში მცხოვრები ხალხი.

  4. ქალაქი რუსეთის კოსტრომის ოლქში.

ბუიანემეხი სონომბალჟირინ - მონღოლი მწერალი (1902-1937 წწ).

ბუიდები (ბუვეიდები) - მმართველი დინასტია X-XI საუკუნეების ირანსა და ერაყში.

ბუივიდი - გლეხთა აჯანყების ხელმძღვანელი ლიტვაში 1544-1545 წლებში.

ბუინაქსკი (1922 წლამდე თემირ-ხანშურა) - ქალაქი რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკაში (58 ათასი).

ბუინიცკი თეოდორ - პოლონელი პოეტი, სატირიკოსი და ჟურნალისტი (1907-1944 წწ).

ბუინიცკი იგნატ - ბელორუსი მსახიობი და რეჟისორი, „პირველი ბელორუსული დასის“ ორგანიზატორი (1861-1917 წწ).

ბუინსკი - ქალაქი რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში.

ბუიო ჟან ბატისტ - ფრანგი ექიმი-თერაპევტი, დაადგინა კავშირი რევმატიზმსა და გულის დაავადებებს შორის (1796-1881 წწ).

ბუირ-ნური - ტბა მონღოლეთსა და ჩინეთში.

ბუიუქ-მენდერესი - იხილე დიდი მენდერესი.

ბუკა - ქალაქი უზბეკეთის ტაშკენტის ოლქში.

ბუკავუ - ქალაქი კონგოში, ლივუს ოლქში.

ბუკამა (1966 წლამდე კოსტერმანვილი) - ქალაქი კონგოში, კივუს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (190 ათსი).

ბუკანიერები - ვესტ-ინდოეთის კუნძულებზე გამაგრებული საზღვაო ყაჩაღები XVII-XVIII საუკუნეებში.

ბუკანტაუ - მთიანი მასივი ყიზილყუმის უდაბნოში.

ბუკარამანგა - ქალაქი კოლუმბიაში, სანტანდერის დეპარტამენტში (350 ათასი).

ბუკე კაროლ - ფრანგი მსახიობი ქალი (დაიბადა 1957 წელს).

ბუკეევა ხადიშა - ყაზახი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1917 წელს).

ბუკეტი (ფრანგ.)

  1. ზოგიერთი პროდუქტის (ჩაის, ღვინის, თამბაქოს) სხვადასხვა ხარისხისათვის დამახასიათებელი გემოსა და სურნელის ერთობლიობა.

  2. თაიგული.

ბუკეფალი (ბუცეფალი) - ალექსანდრე მაკედონელის მიერ გახედნილი ლეგენდარული ცხენი, რომლის სახელი (ბუკეფალია) მაკედონელმა მის მიერვე აზიაში დაარსებულ რამდენიმე ქალაქს უწოდა.

ბუკი

  1. (სპარს. „ბუყ“) - დიდი საყვირი.

  2. დიდი მრგვალი კუნძი, მორი.

  3. (კუთხურად) სკა, გეჯა.

ბუკია აკაკი - პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი (1914-1974 წწ).

ბუკია ალექსანდრე - კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1906-1976 წწ).

ბუკიას ბაღი - თბილისში, საბურთალოზე, გამსახურდიას პროსპექტზე მდებარე ბაღის არაოფიციალური სახელი.

ბუკინი ანდრეი - რუსი სპორტსმენი, (ფიგურული სრიალი) ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ნატალია ბესტემიანოვასთან ერთად (დაიბადა 1957 წელს).

ბუკინისტი (ფრანგ.) - ნახმარი, ძველი, იშვიათი წიგნებით მოვაჭრე.

ბუკიოტი (მიკიოტი, ომიდი) - პატარა ბუ.

ბუკისციხე - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

ბუკიტინგი (ფორტ-დე-კოკი) - ქალაქი ინდონეზიაში, დასავლეთ სუმატრის პროვინციაში (75 ათასი).

ბუკლე (ფრანგ.) - შალის ან ბამბის მსხვილად ნაქსოვი ქსოვილი.

ბუკლეტი (ფრანგ.) - მხატვრულად გაფორმებული რამდენიმე გვერდიანი წიგნაკი.

ბუკმეკერი (ინგლ.) - ფსონების მიმღები ტოტალიზატორში.

ბუკნა (კვირტის ჭია) - პეპელა ჭრელურასებრთა ოჯახისა.

ბუკნარი - სოფლები ქობულეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.

ბუკნაწო - პატარა ბუ (საბა).

ბუკნაჭო (ბუკნაჭოტი) - ერთგვარი პატარა ბუ.

ბუკნ-ფიორდი - ჩრდილოეთის ზღვის ყურე ნორვეგიის სანაპიროებთან.

ბუკოვი ემილიან - მოლდაველი მწერალი (1909-1984 წწ).

ბუკოვინა - ისტორიული ოლქი უკრაინასა და რუმინეთში.

ბუკოვსკი ლევს - ლატვიელი მოქანდაკე (1910-1984 წწ).

ბუკოლები (ბერძნ.) - რომის პერიოდის ეგვიპტეში: მწყემსი გლეხები, რომაული მონათმფლობელობის წინააღმდეგ აგრარული მოძრაობის მონაწილენი.

ბუკოლეონის სასახლე - ბიზანტიის იმპერატორთა სასახლე ძველ კონსტანტინოპოლში.

ბუკოლიკა (ბუკოლიკური პოეზია) - პოეზიის ჟანრი, რომელშიც გაიდეალებულია მწყემსური, საერთოდ სოფლური ცხოვრება.

ბულა (ლათ.)

  1. რომის პაპის ბრძანებულება, წერილი ან სიგელი.

  2. ბეჭედი, რომელიც ასეთ დოკუმენტს აზის.

ბულაევო - ქალაქი ყაზახეთში.

ბულავაიო - ქალაქი ზიმბაბვეში, ჩრდილოეთ მატაბელელენდის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (621 ათასი).

ბულავინი კონდრატე - 1707-1709 წლების აჯანყების წინამძღოლი რუსეთში (დაახლოებით 1660-1708 წწ).

ბულაიიჩი ველკო - იუგოსლავიელი რეჟისორი (დაიბადა 1928 წელს).

ბულანჟე (ფრანგ.) - ნიკაპზე დატოვებული მრგვალად შეკრეჭილი წვერი.

ბულანჟე ჟორჟ ერნსტ - ფრანგი გენერალი, სამხედრო მინისტრი (1837-1891 წწ).

ბულანჟერიტი - სულფიდების და სულფომარილების კლასის მინერალი.

ბულანჟიზმი - შოვინისტური მოძრაობა XIX საუკუნის დასასრულის საფრანგეთში გენერალ ბულანჟეს ხელმძღვანელობით.

ბულანჩოსწვერი - მთა თელავის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, აბანოს უღელტეხილთან, მდინარეების თუშეთის ალაზანსა და სტორის შენაკადთა სათავეებში. აგებულია ქვედაიურული კვარციანი ქვიშაქვებით და თიხაფიქლებით. აქვს კლდოვანი რელიეფი. განიცდის ინტენსიურ დენუდაციას. კალთები შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით (სიმაღლე - 3256 მეტრი).

ბულატოვი ალექსანდრ - პოლკოვნიკი, 1912 წლის ომის მონაწილე, დეკაბრისტი (1793-1826 წწ).

ბულაჩაური - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭოპორტის თემის საკრებულო), მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 640 მეტრი, დუშეთიდან -18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 631 კაცი.

ბულახოვი პეტრე - რუსი კომპოზიტორი და პედაგოგი (1822-1885 წწ).

ბულბა

  1. ბელორუსული ხალხური ცეკვა.

  2. ნიკოლაი გოგოლის მოთხრობის, “ტარას ბულბას”, პერსონაჟთა გვარი.

ბულბული

  1. (სპარს.) - მონაცრისფრო პატარა მგალობელი ჩიტი.

  2. (ნამდვილი გვარი მართუზა მეშადირზა-ოღლუ მამედოვი) - XX საუკუნის აზერბაიჯანელი მომღერალი, ლირიკულ-დრამატული ტენორი ფოლკლორისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1897-1961 წწ).

ბულბულისციხე - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ბულბულ-ოღლი ფოლად - აზერბაიჯანელი ესტრადის მომღერალი, შემდგომში აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი (დაიბადა 1945 წელს).

ბულგაკოვა მაია - რუსი კინომსახიობი ქალი (1932-1994 წწ).

ბულგაკოვი მიხეილ - რუსი მწერალი (1891-1940 წწ).

ბულგაკოვი სერგეი - რუსი ფილოსოფოსი, ეკონომისტი, თეოლოგი (1871-1944 წწ).

ბულგანი - ქალაქი მონღოლეთში, მდინარე ორხონის ველზე.

ბულგანინი ნიკოლაი - სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1895-1975 წწ).

ბულგარები (ვოლგა-კამისა) - თურქულენოვანი ტომები, ვოლგა-კამის ბულგარეთის მოსახლეობის ძირითადი ბირთვი. შუა ვოლგაზე დასახლდნენ VII საუკუნის მეორე ნახევრიდან.

ბულგარეთი (ბულგარეთის რესპუბლიკა, ბულგარ. - Република България).

  • სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის პირას. სამხრეთით ესაზღვრება თურქეთი და საბერძნეთი, დასავლეთით - მაკედონია და სერბეთი, ჩრდილოეთით - რუმინეთი.

  • დამოუკიდებლობა მიიღო 1908 წლის 22 სექტემბერს (ოსმალეთის იმპერიისგან).

  • ეროვნული დევიზი - (Съединението прави силата, „ძალა ერთობაშია“).

  • ჰიმნი -„Мила Родино“ (ძვირფასო სამშობლო).

  • მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.

  • საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი ეროვნული კრება.

  • 2004 წლის 2 აპრილიდან ითვლება ნატო-ს წევრად, 2007 წლის 1 იანვარს გახდა ევროკავშირის წევრი.

  • ფართობი - 110 910 კვ.კმ.

  • დაყოფილია 28 ოლქად.

  • მოსახლეობა - 7,7 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 69 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • დედაქალაქი - სოფია.

  • ოფიციალური ენა - ბულგარული.

  • ეროვნული ვალუტა - ლევი.

  • ქვეყნის კოდი - BGR.

  • დროის სარტყელი - UTC +2.

  • სატელეფონო კოდი - +359.

  • ინტერნეტ-დომენი - bg.

ბულგარეთი (ვოლგა-კამისა) - უძველესი სახელმწიფო შუავოლგისპირეთში X-XV საუკუნეებში.

ბულგარი

  1. ქალაქი რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში.

  2. ცნობილი იტალიური საიუველირო ფირმა, რომელიც 1884 წელს ბერძნული წარმოშობის ოსტატმა სოტირიო ბულგარიმ დააარსა.

ბულგარინი ფადეი - რუსი ჟურნალისტი, მწერალი (1789-1859 წწ).

ბულდენეჟი - დეკორატიული ბუჩქნარი.

ბულდოგი (ინგლ.) - ერთგვარი ჯიშის ძაღლი, აქვს ბრტყელდრუნჩიანი დიდი თავი, მოკლე მსხვილი თათები და ფართო მკერდი.

ბულდოზერი (ინგლ.) - ტრაქტორი, რომელსაც წინ აქვს მოწყობილობა მიწის სამუშაოების შესასრულებლად.

ბულე (ბერძნ.) - სახელმწიფო საბჭო ძველ ათენსა და საბერძნეთის სხვა ქალაქ-სახელმწიფოებში.

ბულევტერიონი - უმაღლესი ადმინისტრაციული და საკანონმდებლო ორგანოების სხდომის შენობა ძველ საბერძნეთში.

ბულეზი პიერ - ფრანგი კომპოზიტორი, დირიჟორი (დაიბადა 1925 წელს).

ბულეიშვილი დავით - გეოლოგი, გელოგია-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (დაიბადა 1911 წელს).

ბულეში - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

ბულვანი - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

ბულვარი (ფრანგ.) - სასეირნო ხეივანი ქალაქის ქუჩის გაყოლებაზე.

ბულვარული - ვულგარული, ქუჩური, უხამსი, მდარე ხარისხის.

ბულვერ-ლიტონი ედუარდ - ინგლისელი მწერალი, ბარონი (1803-1873 წწ).

ბული - წითელი ხის ავეჯის სტილი დამახასიათებელი ინკრუსტაციით. შესრულებულია ხის, ბრინჯაოს, სპილოს ძვლის, კუს ბაკნისა და ზოგი სხვა მასალისგან.

ბული ანდრე შარლ - ფრანგი მეავეჯე, ლუი XIV-ის სასახლის კარის ოსტატი (1642-1732 წწ).

ბული პიერ - ფრანგი მწერალი, ფანტასტი (ცნობილი მოთხრობის - „მაიმუნების პლანეტის” - ავტორი) (1912-1994 წწ).

ბული ულე - ნორვეგიელი მევიოლინე, კომპოზიტორი, ფოლკლორისტი (1810-1880 წწ).

ბული ჯორჯ - ინგლისელი ლოგიკოსი და მათემატიკოსი (1815-1864 წწ).

ბული-ბული - ბატების მოსახმობი ძახილი.

ბულიდენი - შვედეთის სამთამადნო რაიონი.

ბულიკა - ნოდარ დუმბაძის რომანის, „მარადისობის კანონის”, პერსონაჟი.

ბულიმია (მგლური შიმშილი) - მადის ავადმყოფური მომატება, გამუდმებული შიმშილის შეგრძნება.

ბულიონი (ფრანგ.) - ხორცის ნახარში.

ბულიტი (ინგლ.) - ჰოკეიში საჯარიმო დარტყმის სახეობა, როცა შაიბას ცენტრიდან მიაგორებენ კარში შესაგდებად, ჰოკეის პენალტი.

ბულიში - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

ბულიშხინჯი - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

ბულიჩი სერგეი - რუსი ენათმეცნიერი და მუსიკის ისტორიკოსი (1859-1921 წწ).

ბულიწყუ - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

ბულმასტიფი - სამსახურეობრივი ძაღლის ჯიში, გამოყვანილია XIX საუკუნეში დიდ ბრიტანეთში.

ბულოკი (ბალოკი) სანდრა - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1965 წელს).

ბულონი (ბულონს-იურმერი) - ქალაქი-პორტი საფრანგეთის პა-დე-კალეს დეპარტამენტში (50 ათასი).

ბულონ-ბიიანკური - ქალაქი-პორტი საფრანგეთის ო-დე-სენის დეპარტამენტში.

ბულონის ტყე - ტყე პარიზში.

ბულტერიერი - სამსახურეობრივი ძაღლის ჯიში.

ბულტმანი რუდოლფ - გერმანელი პროტესტანტი, თეოლოგი, ფილოსოფოსი და რელიგიის ისტორიკოსი (1884-1976 წწ).

ბულული - თივის პატარა ზვინი.

ბულულსაზიდი - თივაასაღები მანქანები.

ბულუმუღუნ დევი - ქართული მითოლოგიის თანახმად, მთავარი დევი, ცხრათავიანი ბუმბერაზი, რომელიც დიდხანს და შეუპოვრად ეომებოდა ამირანს.

ბულუსი - იგივე პიაი, კონცხი მალაკის ნახევარკუნძულზე (მალაიზია-ტაილანდი).

ბუმაზეა - რბილი ქსოვილი.

ბუმბა - შავცეცხლა (საბა).

ბუმბერაზი

  1. გოლიათი, დევგმირი

  2. უზარმაზარი, ვეებერთელა.

ბუმბერაზთა უფსკრული - კარსტული ჩანაქცევი არაბიკის კარსტულ მასივზე, გაგრის სიახლოვეს.

ბუმბლი - იგივე ბუმბული.

ბუმბლიჭამიები - მწერები, ფრინველების და ძუძუმწოვრების გარეგანი პარაზიტები.

ბუმბუას ხიდი - ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდში, ნდინარე ცხენისწყალზე გადებული ხიდი, რომელიც, გადმოცემის თანახმად, თითქოს აუგია რომაელ სარდალს პომპეუსს (ძვ.წ.აღ. I საუკუნე).

ბუმბული - ფრინველის სხეულის რბილი, მსუბუქი საფარველი.

ბუმედიენი ჰუარი - ალჟირის პრეზიდენტი 1976-78 წლებში, რევოლიციური საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1965 წლიდან (დაიბადა 1925 წელს).

ბუმერანგი (ინგლ.) - მრავალი ავსტრალიელი ტომის სატყორცნი იარაღი, მოხრილი ჯოხი, რომელიც გატყორცნის შემდეგ (თუ მიზანს ვერ მოხვდა) უკან ბრუნდება.

ბუმი (ინგლ.)

  1. წარმოებისა და ვაჭრობის ხანმოკლე ზრდა.

  2. აურზაური, სენსაცია.

  3. სატანვარჯიშო იარაღი.

  4. ვიტორიო დე სიკას (1963 წ) და კლოდ პინოტოს (1980 წ) ფილმები.

ბუმინი - თურქთა სახაკანოს 1-ლი ხაკანი VI საუკუნეში.

ბუმი-პაპა რიტა - ბერძენი პოეტი ქალი (1906-1984 წწ).

ბუნაგი

  1. გარეული ცხოველის, ნადირის სადგომი.

  2. (გადატანით) თავშესაფარი.

ბუნგალო (ინგლ.)

  1. ინდოეთში მსუბუქი ვერანდებიანი შენობა.

  2. ინგლისში ერთსართულიანი კოტეჯი.

ბუნგო - სრუტე კიუსიუსა და სიკოკუს კუნძულებს შორის (იაპონია).

ბუნგურანი - ინდონეზიის კუთვნილი არქიპელაგი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

ბუნდესვერი (გერმ.) - ოფიციალური სახელი გერმანიის შეიარაღებული ძალებისა.

ბუნდესლიგა - გერმანიის საფეხბურთო ლიგა.

ბუნდესმარინე - გერმანიის საზღვაო ჯარი.

ბუნდესრატი (გერმ.)

  1. გერმანიის იმპერიაში (1871-1918 წწ) პარლამენტის ზედა პალატა, გერმანული სახელმწიფოების საიმპერიო საბჭო.

  2. შვეიცარიაში - აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო.

  3. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში პარლამენტის ზედა პალატა.

ბუნდესტაგი (გერმ.) - გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატა.

ბუნდი

  1. ებრაელთა საყოველთაო სოციალ-დემოკრატიული კავშირი (არსებობდა 1897-1921 წლებში).

  2. იგივე ბუნდოვანი.

ბუნდოვანი - რაც გარკვევით, მკაფიოდ არ ჩანს.

ბუნდოვანობა - გაურკვევლობა.

ბუნდშუ - გლეხთა ფარული კავშირების სახელწოდება სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში XV-XVI საუკუნეებში.

ბუნება

  1. რეალურად, ობიექტურად არსებული ორგანული და არაორგანული სამყარო.

  2. რისამე არსი, ძირითადი თვისება.

  3. ადამიანის ხასიათი.

ბუნები

  1. (გერმ.) - ნახევარსაგუბრები, განივი ჯებირები, რომლებიც ნაპირიდან მდინარის კალაპოტშია შეჭრილი.

  2. (ინგლ.) - მორებისაგან შედგენილი მცურავი ჯაჭვი სავაჭრო ნავსადურის რომელიმე უბნის გადასაღობავად.

ბუნების კარი - იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი საკლასო საკითხავი წიგნი, გამოვიდა 1868 წლის ნოემბერში.

ბუნებისმეტყველი - ბუნებისმეტყველების სპეციალისტი.

ბუნებისმეტყველება - ბუნების შემსწავლელი მეცნიერებანი (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, გეოლოგია).

ბუნებრივი

  1. რაც ბუნებას ეკუთვნის.

  2. ნამდვილი, კანონზომიერი.

ბუნზენი რობერტ ვილჰელმ - გერმანელი ქიმიკოსი, კვლევის ფიზიკურ-ქიმიური მიმართულების დამაარსებელი (1811-1899 წწ).

ბუნთურქები - „მოქცევაჲ ქართლისაჲს “ მიხედვით, მტკვრის ხეობის ლეგენდარული მოსახლეობა, რომლებთანაც ბრძოლა მოუხდა ვითომდა აქ მოსულ ალექსანდრე მაკედონელს.

ბუნი

  1. დროშის ან შუბის ტარი.

  2. იგივე ბუნიკი.

ბუნიაკოვსკი ვიქტორ - რუსი მათემატიკოსი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1804-1889 წწ).

ბუნიატიანი ნიკოლაი - სომეხი არქიტექტორი, ერევნის განაშენიანების ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1884-1943 წწ).

ბუნიკაური - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (სარქველთუბნის თემის საკრებულო), მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს ზღვის დონიდან - 760 მეტრი, ჭიათურიდან - 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 132 კაცი.

ბუნიკი - რისამე წვეროზე წამოსაცმელი ამოღრუებული საგანი.

ბუნინი ივანე - რუსი მწერალი, 1933 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1870-1953 წწ).

ბუნიობა - წელიწადის დრო, როდესაც დღისა და ღამის ხანგრძლივობა თანაბარია.

ბუნიუელი ლუის - ესპანელი კინორეჟისორი და სცენარისტი. მსოფლიო კინოხელოვნებაში ე.წ. „საავტორო“ მიმართულების ერთ-ერთი ლიდერი (1900-1983 წწ).

ბუნკერი (ინგლ.)

  1. წაკვეთილი პირამიდის ფორმის დიდი ყუთი მარცვლეულის, ქვანახშირის და მისთანათა ჩასაყრელად.

  2. რკინა-ბეტონის და ფოლადის სქელკედლებიანი სეიფი ან თავშესაფარი.

  3. გემზე - სათავსი სათბობისათვის.

ბუნოსტომოზი - მცოხნავი ცხოველის ჰელმინთოზური დაავადება.

ბუნრაკუ - იაპონური თოჯინების თეატრი, სადაც ერთ მეტრამდე სიმაღლის თოჯინები გამოჰყავთ.

ბუნტარი (რუს.) - მეამბოხე, დაუმორჩილებელი ადამიანი.

ბუნტი (რუს.) - სტიქიური აჯანყება, ამბოხი.

ბუნჩი - ხმელი კუნძი (საბა).

ბუნჩუკი (თურქ.)

  1. ხის ბუნი, რომელსაც ზედა ბოლოზე გამობმული ჰქონდა ცხენის ძუა; ოსმალეთის ფაშების, პოლონელი და უკრაინელი ჰეტმანების და კაზაკთა ატამანების ხელისუფლების სიმბოლო.

  2. სამხედრო ორკესტრში ხმაურიანი მუსიკალური საკრავი, რომელიც მორთულია ცხენის ძუით.

ბუნჩულა - ხორცსავსე, მსუქანი.

ბუნძინგა - ჩინურ ტრადიციებზე დაფუძნებული იაპონური მხატვრობის სკოლა XVIII-XIX საუკუნეებში.

ბუონაროტი - იხილე მიქელანჯელო.

ბუონაროტი ფილიპო მიკელე - საფრანგეთისა და იტალიის რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე, კომუნისტი-უტოპისტი (1761-1837 წწ).

ბუონმეტჰოუტი - ქალაქი ვიეტნამის ცენტრალური ნაწილის სამხრეთით (76 ათასი).

ბუორ-ხაის უბე (ბორხაის უბე) - ლაპტევების ზღვის ყურე მდინარე ლენის დელტის სამხრეთ-აღმოსავლეთით.

ბუჟი

  1. (ფრანგ.) - სამედიცინო ინსტრუმენტი, ლითონის ან რეზინის მილაკი, რომელიც შეჰყავთ მილისებრ ორგანოებში მათი გამოკვლევისა და მკურნალობის მიზნით.

  2. ალჟირის ქალაქ ბეჯაიას ოფიციალური ფრანგული სახელწოდება საფრანგეთის ბატონობის პერიოდში.

ბუჟინსკი გავრიილ - რუსი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი.

ბუჟუმბურა - აფრიკის სახელმწიფო ბურუნდის დედაქალაქი, პორტი ტანგანიკას ტბაზე (240 ათასი).

ბუჟუჟი - ცხოვარის ტყავი დაგრუზვილი (საბა).

ბუჟღენდი - წითელი საღებავი ნივთიერება; მწერი, რომლისგანაც ამ საღებავს იღებენ.

ბურა - ბანქოს თამაშის სახესხვაობა.

ბურაიდა - ქალაქი საუდის არაბეთის ცენტრალურ ნაწილში, ნეჯდის პროვინციაში.

ბურაკოვსკი ვლადიმერ - რუსი ქირურგი, კარდიოლოგი, დაიბადა თბილისში (1922-1994 წწ).

ბურანი

  1. გარდამავალი მდგომარეობა ძილსა და ღვიძილს შორის.

  2. გაურკვეველი მდგომარეობა.

  3. მრავალჯერადი გამოყენების საბჭოთა პილოტირებული კოსმოსური ხომალდი.

ბურაული - მწყაზარი ქორი (საბა).

ბურახი - ქერის, ფეტვისა და მისთანათაგან დამზადებული სასმელი.

ბურატინო - ალექსეი ტოლსტოის ცნობილი ზღაპრის მთავარი პერსონაჟი, ხისგან გამოთლილი ბიჭუნა.

ბურბაკი ნიკოლა - XX საუკუნის შუახანებში ახალგაზრდა ფრანგ მათემატიკოსთა კოლექტიური ფსევდონიმი.

ბურბონე - ისტორიული ოლქი საფრანგეთში, მდინარე ლუარას აუზში.

ბურბონები - სამეფო დინასტია XVI-XIX საუკუნეების საფრანგეთში და XVIII-XXI საუკუნეების ესპანეთში.

ბურბონი ანტუან - საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე, მეფე ანრი IV-ის მამა (1518-1562 წწ).

ბურბონი შარლ - ჰერცოგი, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, საფრანგეთის არმიის კონეტაბლი (1490-1527 წწ).

ბურბუთაშვილი თინათინ - თელავის თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1921 წელს).

ბურბულისი გენადი - XX საუკუნის დასალიერის რუსი სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1945 წელს).

ბურბურა (გორგორა) - ველისა და უდაბნოს ბალახოვანი მცენარეები.

ბურბური - გუგუნი (ცეცხლისა).

ბურბუშელა

  1. მერქნის თხელი შრე.

  2. თხელ ზოლებად დაჭრილი ცომისაგან დამზადებული ნამცხვარი.

  3. რძიანი მცენარე, აქვს ღრუ უფოთლო ღერო და ღეროს წელზე კალათად შეკრებილი ყვითელი ყვავილები.

ბურგავე ჰერმან - ნიდერლანდელი ექიმი, ბოტანიკოსი და ქიმიკოსი, ე.წ. „ლეიდენის სამედიცინო სკოლის“ დამაარსებელი (1668-1738 წწ).

ბურგასი - ქალაქი-პორტი ბულგარეთში, შავი ზღვის სანაპიროზე (212 ათასი).

ბურგენლანდი - მხარე აღმოსავლეთ ავსტრიაში, მდინარე რაბის აუზში.

ბურგგრაფი - შუა საუკუნეების გერმანიაში ციხედარბაზისა და ქალაქის მმართველი.

ბურგთეატრი - ავსტრიის დრამატული თეატრი, დაარსებულია ვენაში 1742 წელს (1810 წლამდე იყო საოპეროც).

ბურგი (გერმ.) - შუა საუკუნეების ევროპულ ქვეყნებში გამაგრებული კოშკი, ციხესიმაგრე.

ბურგიბა ჰაბიბ ბენ ალი - ტუნისის პრეზიდენტი 1957-87 წლებში (1903-2000 წწ).

ბურგკმაირი ჰანს უგროსი - გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი, აღორძინების წარმომადგენელი (1473-1531 წწ).

ბურგომისტრი (გერმ.) - გერმანიაში, ბელგიაში, ნიდერლანდში, ავსტრიაში მაღალი თანამდებობის პირი მმართველობის ადგილობრივ ორგანოში.

ბურგომისტრატი - ბურგომისტრის სამმართველო ორგანო.

ბურგონი - იხილე ბურგუნდია.

ბურგოსი - ქალაქი ჩრდილოეთ ესპანეთში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (165 ათასი).

ბურგუნდები - აღმოსავლელ გერმანელთა ტომი ძვ.წ.აღ. II საუკუნის დამლევამდე ბინადრობდნენ კუნძულ ბურგუნდარჰოლმზე.

ბურგუნდია (ბურგონი) - ისტორიული ოლქი აღმოსავლეთ საფრანგეთში, მდინარე სონის აუზში, მთავარი ქალაქი - დიჟონი.

ბურგუნდიის არხი - აერთებს სენისა და რონის აუზებს (საფრანგეთი).

ბურდა - საგამომცემლო-პოლიგრაფიული კომპანია გერმანიაში. დააარსდა 1908 წელს.

ბურდა ბორის - ტელეწამყვანი, ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ცნობილი მონაწილე ოდესიდან, მწერალი და ჟურნალისტი (დაიბადა 1950 წელს).

ბურდალუ ლუი - ფრანგი საეკლესიო პირი და რელიგიური მწერალი (1632-1740 წწ).

ბურდაძორი - სოფელი და მდინარე (ბანოშისწყლის მარჯვენა შენაკადი) მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ბურდელი ემილ ანტუან - ფრანგი მოქანდაკე (1861-1929 წწ).

ბურდენკო ნიკოლაი - რუსი ქირურგი, ნეიროქირურგიის ერთ-ერთი მამამთავარი საბჭოთა კავშირში (1876-1946 წწ).

ბურდვანი - იხილე ბარდჰამანი.

ბურდიანი - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (მანავის საკრებულო), მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე ჩაილურის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 740 მეტრი, საგარეჯოდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 66 კაცი.

ბურდო - პურეული მცენარეების დასრესილი, გაულეწავი წველი, ჩალა.

ბურდონი (ფრანგ.) - ორღანის ბასის რეგისტრი.

ბურდური - ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში.

ბურდუხანი (ბორდოხანი) - მეფე გიორგი III-ის მეუღლე, თამარ მეფის დედა, ოსთა მეფის ხუდანის ასული.

ბურდღუნი - იგივე ბურტყუნი.

ბურე (ფრანგ.) - ძველებური ფრანგული საფერხულო ცეკვა.

ბურე ვალერი (დაიბადა 1974 წელს) და პავლე (დაიბადა 1971 წელს) - XX-XXI საუკუნეების ზღვარზე რუსეთსა და აშშ-ში მოთამაშე რუსი ჰოკეისტი ძმები.

ბურეა - მდინარე რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ხაბაროვსკისა და ამურის ოლქებში, ამურის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 623 კილომეტრი).

ბურები (აფრიკანერები) - ჰოლანდიელი კოლონისტების შთამომავალნი სამხრეთ აფრიკაში.

ბურეთი - მთა გორის მუნიციპალიტეტში.

ბურენინი ვიქტორ - რუსი მწერალი-სატირიკოსი (1841-1926 წწ).

ბურეტი

  1. ზედაპალეოლითური ნამოსახლარი ირკუტსკის ოლქში.

  2. აბრეშუმის ნედლეულის ნარჩენები, იყენებენ დაბალი ხარისხის ძაფის დასამზადებლად.

ბურეჭყი - ორკაპი (საბა).

ბურეჯი - ცომის ვარცლი.

ბურვაკი - დიდი გოჭი.

ბურვილი - იგივეა, რაც დაბურული.

ბურვილი (ნამდვილი სახელი და გვარი ანდრე რემბური) - ფრანგი კინომსახიობი, კომიკოსი (1917-1970 წწ).

ბურთაობა - ძველქართული მოძრავი თამაშების - ლელო, ცხენბურთი, გაკვრაბურთი, ღორობია, საყებურთი, შეხლაბურთი, ბინაბურთი, წრებურთი, ხაზბურთი და სხვა ზოგადი სახელი.

ბურთი

  1. დრეკადი მასალისაგან დამზადებული სათამაშო მრგვალი საგანი.

  2. იგივეა, რაც სფერო.

ბურთი და მოედანი - ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1961 წელს. რეჟისორი - ყარამან (გუგული) მგელაძე. სცენარის ავტორები - სულიკო ჟღენტი, ყარამან (გუგული) მგელაძე. დამდგმელი ოპერატორი - ფელიქს ვისოცკი. მთავარ როლებში: იპოლიტე ხვიჩია, ვახტანგ ნინუა, გიგოლა თალაკვაძე, დოდო აბაშიძე, ოთარ ზაუტაშვიილი.

ბურთ-პილოტი - წყალბადით ავსებული რეზინის ბუშტი, რომელსაც იყენებენ ატმოსფეროს მაღალ ფენებში ქარის მიმართულებისა და სიჩქარის გასაზომად.

ბურთულა

  1. ბურთის მოყვანილობის პატარა საგანი.

  2. ტექნიკაში საკისარის დეტალი.

  3. ბიოლოგიაში გარკვეული ფორმის მქონე ელემენტი (მაგალითად, სისხლის ბურთულები).

ბური

  1. სიცხის დროს ჰაერში დამდგარი მტვერი.

  2. ანაორთქლი, ბურუსი.

  3. ქართულ მითოლოგიაში მოსავლის და ნადირობის მტერი, შავი ღვთაება, ნისლის მშობელი.

  4. (ბორას მამა, ოდინის პაპა) - სკანდინავიურ მითოლოგიაში - პირველი ადამიანი, რომელიც წარმოიშვა სამყაროს შექმნისას თრთვილით დაფარული იმ მარილიანი ქვებისაგან, რომელსაც ძროხა აუდუმლა ლოკავდა.

ბურიანი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (გალავნის თემის საკრებულო), საგურამოს ქედის ჩრდილოეთი კალთის ძირას, მდინარე თეზმის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 860 მეტრი, მცხეთიდან - 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 7 კაცი.

ბურიანი ემილ ფრანტიშეკი - ჩეხი რეჟისორი, კომპოზიტორი და დრამატურგი (1904-1959 წწ).

ბურიატია - რესპუბლიკა რუსეთის შემადგენლობაში, მდებარეობს აღმოსავლეთ ციმბირის სამხრეთ ნაწილში. ფართობი 351 300 კვ.კმ. მოსახლეობა - 1 მილიონამდე. დედაქალაქი - ულან-უდე.

ბურიდანი ჟან - ფრანგი ფილოსოფოსი-სქოლასტი, ნომინალიზმის წარმომადგენელი (დაახლოებით 1300-1358 წწ).

ბურიდანის ვირი - ამბავი იმ ვირის შესახებ, რომელიც იმყოფება ორ სავსებით ერთგვარ თივის ბულულს შორის და ვერ აურჩევია ვერცერთი და ამის გამო შიმშილით სიკვდილი ელის.

ბურიმე (ფრანგ.) - ლიტერატურული თამაში, წინასწარ მოცემული რითმებით იუმორისტული ლექსების შეთხზვა.

ბურინი - ქალაქი უკრაინის სუმის ოლქში.

ბურიშები (ბურუშები, ვერშიკები) - ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ მთიან რეგიონში მცხოვრები ხალხი, ძირითადად მუსლიმანები.

ბურიხინი იგორ - რუსი პოეტი-ემიგრანტი (დაიბადა 1943 წელს).

ბურკანი - სამთო-სამრეწველო პუნქტი ქუვეითში.

ბურკ-ან-ბრესი - ქალაქი საფრანგეთში (ენის დეპარტამენტი).

ბურკვა - გუნდა (მოხალული ქერის, აზელილი ფქვილის).

ბურკვი

  1. შეკუმშული ცომის გუნდა.

  2. მატყლის კვირტი.

ბურკიელო (ნამდვილი სახელი და გვარი დომენიკო დი ჯოვანი) - იტალიელი პოეტი, ე.წ. სახუმარო პოეზიის მამამთავართაგანი (1404 - 1449 წწ).

ბურკინა-ფასო (Burkina Faso, 1984 წლამდე - რესპუბლიკა ზემო ვოლტა)

  • სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში; ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. ჩრდილოეთით ესაზღვრება მალის, აღმოსავლეთით - ნიგერს, სამხრეთ-აღმოსავლეთით - ბენინს, სამხრეთით - ტოგოს და განას, სამხრეთ-დასავლეთით - კოტ დ'ივუარს.

  • დამოუკიდებლობის დღე (საფრანგეთისგან) - 1960 წლის 5 აგვისტო.

  • ეროვნული დევიზი - „La patrie ou la mort, nous vaincrons“.

  • ჰიმნი - „Ditanye (l'Hymne de la Victoire)`.

  • მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.

  • ფართობი - 274 200 კვ.კმ.

  • დაყოფილია 13 ოლქად, 45 პროვინციად და 301 დეპარტამენტად.

  • მოსახლეობა - 14 მილიონი.

  • სიმჭიდროვე -51 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • დედაქალაქი - უაგადუგუ.

  • ოფიციალური ენა - ფრანგული.

  • ეროვნული ვალუტა -CFA ფრანკი.

  • ქვეყნის კოდი - BFA.

  • დროის სარტყელი - UTC +0.

  • სატელეფონო კოდი - +226.

  • ინტერნეტ-დომენი - br.

ბურკოვი გიორგი - თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი (1933-1990 წწ).

ბურკჰარდტი იაკობ - შვეიცარიელი ისტორიკოსი და კულტურის ფილოსოფოსი (1818-1897 წწ).

ბურლა - მდინარე რუსეთის ალთაის მხარეში.

ბურლაკები - დაქირავებული მუშები რუსეთში XVI-XIX საუკუნეში, რომლებიც მდინარის აღმა მიათრევდნენ გემებს.

ბურლენგე - ქალაქი შვედეთის ცენტრალურ ნაწილში (კოპარბერგის ლენი).

ბურლესკი (ფრანგ.)

  1. კომიკური, პაროდიული პოეზიის ჟანრი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ამაღლებულ ცნებათა დამდაბლება ან პირიქით, უმნიშვნელო, უხამსი ამბების გაზვიადება.

  2. სახუმარო კომიკური მუსიკალური პიესა.

ბურლიუკი დავიდ - ემიგრანტი რუსი პოეტი და მხატვარი (1882-1967 წწ).

ბურმა - მოკლებეწვიანი კატის ჯიში. მისი სამშობლოა ბირმა, რის მიხედვითაც ეწოდა სახელი.

ბურმასიგი - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალაიტეტში.

ბურმეისტერი ვლადიმერ - რუსი ბალეტის მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1904-1971 წწ).

ბურმენი ჯონ - ინგლისელი კინორეჟისორი (დაიბადა 1933 წელს).

ბურმისტრი (რუს.) - რუსეთში ბატონყმური წყობილებისას მოურავი ან მამასახლისი.

ბურმისტროვა ნატალია - თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრის მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1918 წელს).

ბურნა - ღვინის ქინქლა (საბა). წვნიკი მწერი, ეხვევა ღვინოს და ძმარს.

ბურნაბურიაში - ბაბილონეთის კასიტური დინასტიის მეფეთა სახელი (ძვ.წ.აღ. XVII-XVI საუკუნეები).

ბურნათი - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

ბურნაკი - იგივე ბურნა.

ბურნაშეთი

  1. მდინარე წალკის მუნიციპალიტეტში, ოზნის მარჯვენა შენაკადი.

  2. სოფლები ახალქალაქის და წალკისმუნიციპალიტეტებში.

ბურნაში ფათჰი - თათარი პოეტი, დრამატურგი, თეატრმცოდნე (1898-1946 წწ).

ბურნეულა - მდინარე ხაშურის მუნიციპალიტეტში, ჭერათხევის მარჯვენა შენაკადი.

ბურნოვილი ავგუსტ - ბალეტის დანიელი მსახიობი, ბალეტმეისტერი, პედაგოგი (1805-1879 წწ).

ბურნონიტი - რთული სულფიდების ქვეკლასის მინერალი.

ბურნუთა - პერსონაჟი ქართული ფილმისა „სიყვარული ყველას უნდა“.

ბურნუთი - წვრილად დაფქული და გაცრილი საყნოსი თამბაქო.

ბურნუსი (არაბ.)

  1. გრძელი, კაპიუშონიანი მოსასხამი, ატარებენ ბედუინები.

  2. ქალის ფართოსახელოებიანი პალტო.

ბუროვი ანდრია - საბჭოთა ეპოქაში მოღვაწე რუსი არქიტექტორი, მეცნიერი, გამომგონებელი (1900-1957 წწ).

ბუროპი ერიკ ჰენრი სტენლი - ინგლისელი ფიზიკოსი და საზოგადო მოღვაწე (1911-1980 წწ).

ბუროსი - ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ შვედეთში, ელვესბორგის ლენში (102 ათასი).

ბურჟე პოლ შარლ ჟოზეფ - ფრანგი მწერალი (1852-1935 წწ).

ბურჟე (ლე ბურჟე) - პარიზის ერთ-ერთი აეროპორტი.

ბურჟელა კლოდ - ფრანგი მეცნიერი, ვეტერინარიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1712-1779 წწ).

ბურჟი - ქალაქი საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში, შერის დეპარტამენტში (80 ათასი).

ბურჟი

  1. ელემირ - ფრანგი მწერალი (1852-1925 წწ).

  2. ჯონ ჰენრი - ამერიკელი არქიტექტორი, ავტორი ნიუ-იორკისა და ჩიკაგოს რამდენიმე ცათამბჯენისა (დაიბადა 1933 წელს).

ბურჟუა (ფრანგ.) - შუა საუკუნეების ევროპაში ქალაქის ბინადარი, ბურჟუაზიის წრის ადამიანი.

ბურჟუა ვიქტორ - ბელგიელი არქიტექტორი, ფუნქციონალიზმის ფუძემდებელი (1897-1962 წწ).

ბურჟუა ლეონ - ფრანგი პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, იურისტი, 1920 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (1851-1925 წწ).

ბურჟუაზია (ფრანგ.) - კაპიტალის მფლობელთა საზოგადოებრივი კლასი, რომლებიც მოგებას სავაჭრო, სამრეწველი, ფულად-საკრედიტო საქმიანობით იღებენ.

ბურსა

  1. ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში (835 ათასი).

  2. მდინარე ყვარლის მუნიციპალაიტეტში, ალაზნის მარცხენა შენაკადი.

  3. XVIII-XIX საუკუნეებში - სასულიერო სასწავლებლის საერთო საცხოვრებელი ან თვით სასულიერო სასწავლებელი.

  4. ლორწოვანი ჩანთა, დახშული ხვრელის მსგავსი სივრცე, რომელიც სავსეა ბლანტი სითხით, ამცირებს ხახუნს, აადვილებს კუნთების მოძრაობას.

ბურ-საფაჯა - ქალაქი ეგვიპტეში, წითელი ზღვის მუჰაფაზაში.

ბურსაჭილი - იხილე ბურსაჭირი (3).

ბურსაჭირი

  1. (ყოფილი მაცხუბანი) - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდამაყრის თემის საკრებულო), კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, გუდამაყრის უღელტეხილის ძირას, მდინარე ბურსაჭირისხევის (გუდამაყრის არაგვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან -1920 მეტრი, დუშეთიდან - 60 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 12 კაცი.

  2. ჩანჩქერი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბურსაჭირისხევის (გუდამაყრის არაგვის მარცხენა შენაკადი) შუა დინებაში (ზღვის დონიდან - 2170 მეტრი), სოფელ ბურსაჭირიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კილომეტრზე. ჩანჩქერის საერთო სიმაღლე 20 მეტრს აღწევს. გადმოედინება ორ საფეხურად. ზედა - პატარა საფეხურის სიმაღლე 3-4 მეტრი. ქვედა - დიდი საფეხურისა - 16-17 მეტრი.

  3. (ბურსაჭილი) - იხილე გუდამაყრის უღელტეხილი.

ბურსაჭირისხევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის არაგვის მარცხენა შენაკადი.

ბურსეული - თხელი საპერანგე (საბა).

ბურსიტი (ლათ. bursa - ჩანთა) - სახსრის ლორწოვანი აბგის, ბურსის ანთება, რასაც იწვევს ტრავმა, ხშირი მექანიკური გაღიზიანება, ინფექცია და დიათეზი.

ბურტასები - ტომობრივი გაერთიანება, რომელსაც V-XI საუკუნეში მდინარე ვოლგის ორივე ნაპირი ეჭირა.

ბურტყლი - მსხვილი ბუმბული.

ბურტყუნი

  1. ხმადაბალი, უკმაყოფილო ლაპარაკი.

  2. დათვის ხმიანობა.

ბურუ

  1. ინდონეზიის კუთვნილი კუნძული მალაის არქიპელაგში.

  2. მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, კელასურის მარჯვენა შენაკადი..

ბურული - ისლის სახურავი.

ბურუნდი (ბურუნდის რესპუბლიკა, ფრანგ. Republique du Burundi).

  • სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუანდას, დასავლეთით - კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, სამხრეთით და აღმოსავლეთით - ტანზანიას.

  • დამოუკიდებლობის დღე (ბელგიისგან) - 1962 წლის 1 ივლისი.

  • ეროვნული დევიზი - „Unite, Travail, Progres” (ერთობა, შრომა, პროგრესი).

  • ჰიმნი - „Burundi bwacu” (საყვარელი ბურუნდი).

  • მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.

  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

  • უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი: ეროვნული ასამბლეა და სენატი.

  • სახელმწიფო ენები: რუნდი და ფრანგული.

  • ფართობი - 27 830 კვ.კმ.

  • დაყოფილია 15 პროვინციად.

  • მოსახლეობა - 5,2 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 323 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • მორწმუნეთა 80% ქრისტიანული (კათოლიკური) აღმსარებლობის არიან.

  • მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.

  • დედაქალაქი - ბუჟუმბურა.

  • ოფიციალური ენები - რუნდი და ფრანგული.

  • ეროვნული ვალუტა - ბურუნდის ფრანკი.

  • ქვეყნის კოდი - BDI.

  • დროის სარტყელი - UTC +2.

  • სატელეფონო კოდი - +257.

  • ინტერნეტ-დომენი -bi

ბურუნდუკი - ძუძუმწოვარა ცხოველი ციყვისებრთა ოჯახისა.

ბურუსი - ჰაერში წვრილ-წვრილ წვეთებად დამდგარი ორთქლი, რაც ჰაერს გამჭვირვალობას უკარგავს.

ბურუსიანი - ბურუსით მოცული, ნისლიანი.

ბურუშხანდა (ფურუსხანდა, ბურუშხათუმი) - უძველესი ქალაქი-სახელმწიფო მცირე აზიაში, ანატოლიაში (ახლანდელი თურქეთი).

ბურღი - სახვრეტი იარაღი.

ბურღულეული - სხვადასხვა ბურღული.

ბურღული

  1. პურეულის მსხვილად დაღერღილი მარცვალი.

  2. სოფლების ახალი ბურღულის და ძველი ბურღულის გავრცელებული სახელწოდება დუშეთის მუნიციპალიტეტში.

ბურში (გერმ.) - გერმანიაში - მეტსახელი უფროსი კურსების სტუდენტისა, რომელიც ეკუთვნის სტუდენტთა ამა თუ იმ კორპორაციას.

ბურჩხა - ერთწლოვანი სარეველა ბალახი მარც-ვლოვანთა ოჯახისა.

ბურცი - ბუშტივით წამონაზარდი კანზე.

ბურცოვი ივან - რუსი დეკაბრისტი, პოლკოვნიკი (1794-1829 წწ).

ბურძგალი - აშლილი ბეწვი, გინგლი.

ბურძგი - მსხვილი ჯაგარივით ბალანი.

ბურძგლიანი - ბურძგლით დაფარული, ბუსუსიანი.

ბურძღენი - ყურძნის კლერტი (საბა).

ბურჭულა - მთა ონის რმუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონზე.

ბურჭულაძე ერმილე - ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1901-1970 წწ).

ბურჭულაძე ნემო XX საუკუნის 90-იანი წლების საქართველოს სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1946 წელს).

ბურჭულაძე პაატა - საოპერო მომღერალი, ბანი (დაიბადა 1955 წელს).

ბურხან-ბუდა - ქედი ჩინეთში.

ბურხანი (მონღ.) - ბუდას ან სხვა ბუდისტური კერპის ქანდაკება.

ბურხანოვი ასლი - ტაჯიკი მსახობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1915 წელს).

ბურხანოვი შუქურ - უზბეკი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1910 - 1987 წწ).

ბურჯანაძე გიორგი - თეატრისა და კინოს მსახიობი (XX-XXI სს).

ბურჯანაძე ნინო - სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2001-2008 წლებში (დაიბადა 1964 წელს).

ბურჯი

  1. ქვიტკირის მაღალი, მრგვალი ნაგებობა.

  2. ხიდის საყრდენი.

  3. (გადატანით) რისამე საიმედო საყრდენი.

  4. ქართული დასურათებული ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა თბილისში 1909 წელს.

ბურჯღალი - ნაპერწკლების კონა.

ბურჰა - იხილე ბალაგჰატი.

ბურჰანედინ სივასი - თურქეთში მცხოვრები პოეტი, სწავლული, სახელმწიფო მოღვაწე, წერდა არაბულ, სპარსულ, თურქულ ენებზე (1345-1398 წწ).

ბურჰან-მირზა - ანტისეფევიდური აჯანყების მეთაური XVI საუკუნის შირვანში (გარდაიცვალა 1549 წელს).

ბურჰი-განდაკი - მდინარე განგის მარცხენა შენაკადი ნეპალსა და ინდოეთში.

ბუსა (ბუსავა, ბოკო) - მდინარე ზემო ვოლტის გასწვრივ, განასა და ნიგერში მცხოვრები ხალხი.

ბუსანი - ტბა ბურიატიაში.

ბუსენარი ლუი - ფრანგი მწერალი (1847-1910 წწ).

ბუსენგო ჟან ბატისტ - ფრანგი ქიმიკოსი, აგროქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1802-1887 წწ).

ბუსთანები - ლიბანელი არაბი განმანათლებლების დინასტია XIX საუკუნეში.

ბუსთანი

  1. (სიტყვასიტყვით „სურნელეთი“) - დიდი სპარსელი პოეტის, საადი შირაზელის (XIII საუკუნე) პოეტური დიდაქტიკური ნაწარმოები.

  2. ქალაქი უზბეკეთის ყარაყალპაკეთის ავტონომიაში.

ბუსიდო - იაპონელი სამურაების ცხოვრების ფეოდალური კოდექსი.

ბუსიკო დაიონ (ნამდვილი სახელი და გვარი დიონისიუს ლარდნერ ბურსიკო) - ინგლისელ-ამერიკელი მსახიობი და დრამატურგი (1820 ან 1822 - 1890 წწ).

ბუსირი შარაფ ალ-დინ მუჰამად იბნ საიდ - ეგვიპტელი არაბი პოეტი (1212 - 1296 წწ).

ბუსირისი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ეგვიპტის მეფე, რომელიც ზევსს ყოველწლიურად ერთ უცხოტომელ ადამიანს სწირავდა მსხვერპლად.

ბუსკე ჟოე - ფრანგი მწერალი (1897-1950 წწ).

ბუსკი - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში.

ბუსკნაობა - იგივე ჯლიხაობა, რქოსანი პირუტყვის ჭიდაობა.

ბუსლაევი თედორე - რუსი ფილოლოგი და ხელოვნებათმცოდნე (1818-1897 წწ).

ბუსნარი - კორდი მაღალბალახოვანი (საბა).

ბუსნო - ამწვანებული კორდის მონაკვეთი.

ბუსოვი კონრად - გერმანელი მემუარისტი, ავტორი „1584-1613 წლების მოსკოვური ქრონიკებისა“ (? - 1617 წ).

ბუსოლი (ფრანგ.) - ხელსაწყო, რომლითაც ზომავენ ჰორიზონტალურ კუთხეებს.

ბუსონი (სრული სახელი ტანიგუტი ბუსონი) - იაპონელი პოეტი და მხატვარი, ბუნძინგას სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი (1716-1784 წწ).

ბუსრა - იხილე ბოსრა.

ბუსტამენტე (სანჩეს დე ბუსტამენტე სირვენ) ანტონიო - კუბელი იურისტი და დიპლომატი, საერთაშორისო სამართლის პროფესორი (1865-1951 წწ).

ბუსტამენტე კარლოს მარია - მექსიკელი ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე, მექსიკის დამოუკიდებლობისათვის ომის აქტიური მონაწილე (1774-848 წწ).

ბუსტერი (ინგლ.) - მოწყობილობა მანქანის ან მექანიზმის სამუშაო ძალის გასაზრდელად განსაკუთრებით დიდი დატვირთვის დროს (მაგალითად, ორთქლმავალში, თვითმფრინავში).

ბუსტო-არსიციო - ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ლომბარდიის ოლქში.

ბუსტროფედონი (ბერძნ.) - წერის ერთგვარი წესი, როცა პირველი და ყველა კენტი სტრიქონი იწერებოდა მარჯვნიდან მარცხნივ, მეორე და ყველა წყვილი სტრიქონი კი მარცხნიდან მარჯვნივ. გვხვდება ხეთურ, ეტრუსკულ, ძველ ბერძნულ და სხვა ძეგლებში.

ბუსუსი - რბილი დაბალი ბეწვი.

ბუსუსტანა - მცენარის გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა.

ბუსჰაქი (ნამდვილი სახელი ფახრედდინ აჰმად-ე-ჰალაჯი) - ირანელი პოეტი, იუმორისტი, სატირიკოსი (? - 1427 წ).

ბუტადიენი (დივინილი) - ორგანული ნაერთი, უჯერი ნახშირწყალბადი. მისგან მიიღება ხელოვნური კაუჩუკი.

ბუტადიონი - სამკურნალწამლო პრეპარატი, ტკივილის გამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ბუტაკოვი გრიგორი - რუსი ადმირალი (1820-1882 წწ).

ბუტანი

  1. იხილე ბჰუტანი.

  2. (ბერძნ.) - ორგანული ნაერთი, რომელიც შედის ბუნებრივი გაზისა და ნავთობის შემადგენლობაში.

ბუტაფორი

  1. თეატრის თანამშრომელი, რომელსაც აბარია ბუტაფორია.

  2. ბუტაფორიული საგნების მკეთებელი ოსტატი.

ბუტაფორია (იტალ.)

  1. თეატრალური წარმოდგენისათვის საჭირო საგნები.

  2. მაღაზიის ვიტრინებში გამოსაფენი ყალბი საგნები, ნამდვილი გასაყიდი საქონლის შემცვლელი.

ბუტბუტი - დაბალი ხმით გაურკვევლად ლაპარაკი.

ბუტე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ათენელი არგონავტი, ტელეონტის ძე.

ბუტენანდტი ადოლფ - გერმანელი ქიმიკოსი და ბიოქიმიკოსი, 1939 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1903-1995 წწ)).

ბუტენები - უჯერი ნაშირწყალბადები.

ბუტერბროდი (გერმ.) - პურის ნაჭერი კარაქით, ყველით, ლორით.

ბუტეფლიკა აბდულაზიზ - ალჟირის პრეზიდენტი 1999 წლიდან (დაიბადა 1937 წელს).

ბუტვალი - ქალაქი ნეპალში.

ბუტი უილიამ - ინგლისელი ღვთისმსახური, ხსნის არმიის პირველი გენერალი (1829-1912 წწ).

ბუტი ჯონ - აშშ-ს პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის მკვლელი (XIX საუკუნე).

ბუტია

  1. ვინც ხშირად იბუტება.

  2. ნახევარკუნძული კანადის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში.

ბუტიკი - პატარა მაღაზია, სადაც მოდური საფირმო სამოსი და ნაირგვარი აქსესუარები იყიდება.

ბუტილაცეტატი - ძმარმჟავას ბუტილის ეთერი.

ბუტილენი (ბერძნ.) - უჯერი გაზისებრი ნახშირწყალბადი; შედის სანათი გაზის შემადგენლობაში.

ბუტირის საპყრობილე - ცენტრალური გადასაგზავნი საპყრობილე რევოლუციამდელ რუსეთში.

ბუტირომეტრი - რძის ცხიმიანობის საზომი ხელსაწყო.

ბუტიხახი - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მრამბის მარცხენა შენაკადი.

ბუტკო - ფარულთესლოვანი მცენარეების ყვავილის რეპროდუქციული (გამრავლების) ორგანო.

ბუტკოვი იაკობ - რუსი მწერალი (1821-1856 წწ).

ბუტლეგერი (ინგლ.) - XX საუკუნის ოციან წლებში აშშ-ში კონტრაბანდული საქონლის ან სახლში გამოხდილი არაყის გამყიდველი.

ბუტლეროვი ალექსანდრე - რუსი ქიმიკოსი, აკადემიკოსი (1828-1886 წწ).

ბუტლი - ქალაქი-საგრაფო დიდ ბრიტანეთში (მერსისაიდის მეტროპოლიური საგრაფო).

ბუტმირის კულტურა - გვიანდელი ნეოლითის ხანის (ძვ.წ.აღ. IV ათასწლეული) არქეოლოგიური კულტურა გავრცელებული მდინერე ბოსნის ზემო დინებაში (ბალკანეთის ნახევარკუნძული).

ბუტო - ძველეგვიპტური მითოლოგიის თანახმად, ღმერთქალი, ოსირისისა და ისიდას შვილების ძიძა.

ბუტონიერი (ფრანგ.)

  1. ყვავილი ან პატარა თაიგული, რომელსაც გულზე იბნევდნენ.

  2. მინის პაწაწა ჭურჭელი სინჯარასავით, რომელშიც დებდნენ ყვავილს და გულზე იბნევდნენ.

ბუტრუ ემილ - ფრანგი ფილოსოფოსი (1845-1921 წწ).

ბუტუანი - ქალაქი ფილიპინებში, აგუსანის პროვინციაში (230 ათასი).

ბუტუნგი (ბუტონი) - ინდონეზიის კუთვნილი კუნძული დიდი ზონდის არქიპელაგში.

ბუტურლინოვკა - ქალაქი რუსეთის ვორონეჟის ოლქში.

ბუტუსურა - უფხო, მოუხერხებელი ადამიანი.

ბუფალო - ქალაქი აშშ-ს ნიუ-იორკის შტატში, პორტი ტბა ერიზე (330 ათასი).

ბუფალო სეიბრზ - აშშ-ს ეროვნული ჰოკეის ლიგის გუნდი, დაარსდა 1970 წელს, სტენლის თასის ერთგზის მფლობელი.

ბუფები (ფრანგ.) - ამობურცული ნაკეცები ქალის კაბაზე.

ბუფერი (ინგლ.) - დაჯახების შესარბილებელი მოწყობილობა.

ბუფერული სახელმწიფო - პატარა სახელმწიფო, მოქცეული ორ ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოს შორის, რომელთაგან თითოეული ცდილობს მის გამოყენებას მეორის საწინააღმდეგოდ.

ბუფეტი (ფრანგ.)

  1. ჭურჭლის კარადა.

  2. მცირე სასადილო.

ბუფი (ფრანგ.) - კომიკური, სახუმარო, სასაცილო... (მოსდევს არსებით სახელს - ოპერა-ბუფი, თეატრ-ბუფი).

ბუფონადა (იტალ.) - მეტისმეტად კომიკური, სახუმარო წარმოდგენა.

ბუფონი (ფრანგ.) - მსახიობი, რომელიც კომიკურ როლებს ასრულებს ოპერეტებსა და ვოდევილებში.

ბუქარესტი (ბუკურეშტი) - ევროპის სახელმწიფო რუმინეთის დედაქალაქი, მდებარეობს მდინარე დიმბოვიცაზე; ლეგენდის თანახმად, დაარსებულია XIV საუკუნეში, თანამედროვე სახელით პირველად მოიხსენიება 1459 წლიდან (2,1 მილიონი).

ბუქთარმა - მდინარე რუსეთის ალთაის მხარის სამხრეთ ნაწილში, ირტიშის მარჯვენა შენაკადი.

ბუქი - ქარისაგან ჰაერში ატანილი თოვლი.

ბუქნა - ჩაცუცქება-წამოხტომა ცეკვის დროს.

ბუქსი (გერმ.)

  1. ლოკომოტივის ან ვაგონის დეტალი.

  2. კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია ღერძის ბოლო საკისარითურთ.

ბუქსიეთი - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

ბუქსირი (ჰოლანდ.)

  1. გემი, რომელიც სხვა გემს ეწევა.

  2. გამოსაბმელი ბაგირი.

ბუქსტეჰუდე დიტრიხ - გერმანელი კომპოზიტორი და ორგანისტი (1637-1707 წწ).

ბუღა - დაუკოდავი ხარი.

ბუღაანი - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (შახვეტილას თემის საკრებულო), მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ორვილის (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1060 მეტრი, ახმეტიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 18 ადამიანი.

ბუღა თურქი - არაბი სარდალი, რომელმაც IX საუკუნეში კავკასია დაარბია და 853 წელს თბილისი დაანგრია და გადაწვა.

ბუღალტერია - იხილე ბუხჰალტერია.

ბუღამისხევი - მდინარე მარნეულის მუნიციპალიტეტში, ერთვის ნაგუბს.

ბუღაურა - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ბუღაური - სვეტის თავი (საბა).

ბუღაშენი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

ბუღაძე გიორგი - ფერმწერი, გრაფიკოსი, თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი 2004 წლიდან (დაიბადა 1956 წელს).

ბუღდაშენი - მდინარე (ფარავნის მარცხენა შენაკადი) და ტბა (ჯავახეთის ზეგანზე) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

ბუღი - ჰაერის ვარვარი დიდი სიცხის დროს.

ბუღლამა - ყაურმისებრი მცირეწვნიანი შეჭამანდი.

ბუღნარა - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ტოლების თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის სამხრეთი მთისწინეთის ზონაში, მდინარე ხევისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. . ზღვის დონიდან - 15 მეტრი, სამტრედიიდან - 19 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 348 კაცი.

ბუღურახევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, არაგვის მარჯვენა შენაკადი ჟინვალთან.

ბუყბუყი - სითხის ხმაბაძვითი ქმედება, ნაწყვეტ-ნაწყვეტი, ნელი ხმაური.

ბუყი - სპირტის წარმოების ნარჩენი.

ბუშათისმაღალი (სამების მთა) - მთა თიანეთის და ახმეტის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, კახეთის ქედზე (სიმაღლე - 1683 მეტრი).

ბუშარდა გუსტავ - ფრანგი ქიმიკოსი (1842-1918 წწ).

ბუშ-დიუ-რონი - საფრანგეთის დეპარტამენტი.

ბუშე ჟან - ფრანგი მწერალი, რაბლეს მეგობარი (1476 - 1557 ან 1559 წწ).

ბუშე ფრანსუა - ფრანგი მხატვარი, როკოკოს მიმდინარეობის წარმომადგენელი (1703-1770 წწ).

ბუშე დე პერთი ჟაკ - ფრანგი არქეოლოგი, საფუძველი ჩაუყარა პალეოლითის კვლევას (1788-1868 წწ).

ბუშელი (ინგლ.) - ფხვიერი სხეულების საწყაო ინგლისში (უდრის 36,4 ლიტრს), აშშ-ში და ზოგ სხვა ქვეყანაში.

ბუშერონი - ფრანგული საიუველირო ფირმა, დაარსებულია პარიზში 1858 წელს ფრედერიკ ბუშერონის მიერ.

ბუშეტი - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში (ქვემო ხოდაშნის თემის საკრებულო), გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე წინანდლისხევის ნაპირზე. ზღვის დონიდან - 610 მეტრი, თელავიდან - 11 კილომეტრი, თბილისიდან - 60 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1233 ადამიანი.

ბუში

  1. ქორწინების გარეშე ნაყოლი შვილი, ნაბიჭვარი.

  2. (ინგლ.) - ავსტრალიაში დაუმუშავებელი მიწის დიდი სივრცე, რომელიც დაფარულია ბუჩქნარით.

ბუში ალან დადლი - ინგლისელი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი (1900-1980 წწ).

ბუში ერნესტ - გერმანელი საესტრადო მომღერალი და დრამატული მსახიობი, თანამშრომლობდა ბერტოლტ ბრეჰტთან (1900-1980 წწ).

ბუში ვანევარ - ამერიკელი მეცნიერი, ერთ-ერთი პირველი კომპიუტერის შემქმნელი (1890-1974 წწ).

ბუში ვილჰელმ - გერმანელი პოეტი და მხატვარი (1832-1908 წწ).

ბუში ჯორჯ ჰერბერტ უოკერი (მამა) - აშშ-ს 41-ე პრეზიდენტი 1989-93 წლებში რესპუბლიკელთა პარტიიდან (დაიბადა 1924 წელს).

ბუში ჯორჯ უოკერი (შვილი) - აშშ-ს 43-ე პრეზიდენტი 2001-2009 წლებში, ჯორჯ ბუში-უფროსის შვილი (დაიბადა 1946 წელს).

ბუშირი - ქალაქი სამხრეთ ირანში.

ბუშლატი (თურქ.) - მეზღვაურთა მაუდის კურტაკი.

ბუშლენდი - ავსტრალიაში ბუჩქნარით დაფარული ტერიტორია.

ბუშმენები („ბუშმენი“ სიტყვასიტყვით - „ტყის კაცი“) - სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკის უძველესი მკვიდრნი.

ბუშპრიტი და ბუგშპრიტი (ინგლ.) - ჰორიზონტალური ან დახრილი ძელი, რომელიც გემის ცხვირიდან წინ არის გამოწეული. იყენებენ გემის მართვის გასაუმჯობესებლად და წინა ღუზის ჩასაშვებად, ამოსაზიდად და დასამაგრებლად.

ბუშტი - ჰაერით ან სითხით გაბერილი აპკოვანი პარკი.

ბუშტნამქერი (ბუშტოვანი ნამქერი) - სანაყოფო კვერცხის დაავადება.

ბუშტოსანა (წყლის სანთელა) - მწერიჭამია მცენარეების გვარი, ცხოვრობენ წყალში, ტორფიანი ჭაობის ზედაპირზე.

ბუშტულა - პატარა ბუშტი.

ბუჩაანი - - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭართლის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 960 მეტრი, დუშეთიდან - 51 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 26 კაცი.

ბუჩარდა - მოქანდაკის ერთგვარი ჩაქუჩი.

ბუჩაჩი - ქალაქი უკრაინის ტერნოპოლის ოლქში.

ბუჩმა ამბროსი - უკრაინელი მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1891-1957 წწ).

ბუჩო - ჩალაბულის, ბზის გროვა.

ბუჩუკურთა

  1. სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ხევსურეთის არაგვის მარჯვენა მხრეს. ზღვის დონიდან - 1800 მეტრი, დუშეთიდან - 68 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 1 კაცი.

  2. მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში. ხევსურეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი.

ბუჩქი - ძირიდანვე დატოტვილი მერქნიანი მცენარე.

ბუჩქისძირა - მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ყაყაჩოსებრთა ოჯახისა.

ბუჩქნარი - ბუჩქებით დაფარული ადგილი.

ბუცატი დინო - იტალიელი მწერალი (1906-1972 წწ).

ბუცერი მარტინ - პროტესტანტული რეფორმაციის მოღვაწე, ერთხანს დომინიკანელი ბერი, შემდეგ ლუთერის თანამზრახველი (1491-1551 წწ).

ბუცეფალი - იხილე ბუკეფალი.

ბუცი (ინგლ. ბუცები) - სპეციალური ფეხსაცმელი ფეხბურთის სათამაშოდ.

ბუციბაცი - ქედი ახმეტის მუნიციპალიტეტში, პირიქითის ქედის განშტოება.

ბუძგი

  1. წაბლის ეკლიანი ბუდე.

  2. ზღარბის ეკლიანი გარეთა საფარი.

ბუძგორი - მწვერვალი ონის მუნიციპალიტეტში, შოდა-კედელას ქედზე (3236 მ).

ბუძგური - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ბუწი - იგივეა, რაც თოხლი.

ბუწკი - დაბალი ჩირგვი.

ბუწუწი - ცუდი, თხელი თმა.

ბუჭულა - პატარა წისქვილი (საბა).

ბუჭყა - მაგარმხრიანი მწერების საერთო სახელწოდება.

ბუჭყიაშვილი (ბუჩქიევი) ალექსანდრე - რუსეთის არმიის არტილერიის გენერალი (1825-1902 წწ).

ბუჭყიაშვილი (ბუჩქიევი) დიმიტრი - რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, ერეკლე II-ის მინბაშის, ივანე ბუჭყიაშვილის შვილი (1789-1849 წწ).

ბუჭყიაშვილი (ბუჩქიევი) ვახტანგ - რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, ალექსანდრეს უმცროსი ძმა (გარდაიცვალა 1901 წელს).

ბუჭყინტა - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ზარიძეების თემის საკრებულო), ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე შარახევის (ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი) ზემო აუზში. ზღვის დონიდან - 1480 მეტრი, თიანეთიდან - 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 1 კაცი.

ბუხარა - დიდი ისტორიული წარსულის მქონე ქალაქი უზბეკეთში, საოლქო ცენტრი (250 ათასი).

ბუხარი - პირღია ღუმელი.

ბუხარინი ნიკოლაი - საბჭოელი პოლიტიკური მოღვაწე, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. რეპრესირებულ იქნა 1938 წელს (1888-1938 წწ).

ბუხენვალდი - ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკი ვაიმარის მახლობლად 1937-45 წლებში.

ბუხვოსტოვი იაკობ - XVII საუკუნის დასასრულის რუსი ხუროთმოძღვარი.

ბუხინგოლი - მდინარე ჩინეთში, ერთვის კუკუნორის ტბას.

ბუხნიკაშვილი ალექსანდრე - გეოლოგი და გეოფიზიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (დაიბადა 1909 წელს).

ბუხნიკაშვილი გრიგოლ - თეატრმცოდნე და თეატრალური მოღვაწე (1897-1985 წწ).

ბუხნერი ედუარდ - გერმანელი ქიმიკოსი, 1907 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1860-1917 წწ).

ბუხოლცი ანდრეას ჰენრიხ - გერმანელი სასულიერო პოეტი (1607-1671 წწ).

ბუხრინწა - ფრინველი ბუსნაირთა რიგისა.

ბუხრის ქუდი - ცხვრის ტყავის, (კრაველის) მაღალი ან დაბალი ცაჩადგმული ქუდი.

ბუხტარმა - მდინარე ალთაის მხარეში, ირტიშის შენაკადი (სიგრძე - 336 კილომეტრი).

ბუხტი (ჰოლანდ.) - წრეებად, ცილინდრებად ან რვიანის სახით დაწყობილი გვარლი.

ბუხულა - ფუნჩულა, ბუნჩულა.

ბუხუნი - ღორის ხმიანობა.

ბუხუტი - მამაკაცის ქართული სახელი.

ბუხჰალტერი (გერმ.) - ბუხჰალტერიის სპეციალისტი.

ბუხჰალტერია

  1. აღრიცხვა სამეურნეო ოპერაციების წარმოებისა პროდუქტებით და ფულადი გამოსახულებით.

  2. ანგარიშსწორების განყოფილება.

ბუჯა - მდინარე ზემო იმერეთში (ჭიათურის, თერჯოლის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში), მდინარე ჩოლაბურის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მდგენელი. სიგრძე - 41 კილომეტრი, აუზის ფართობი - 184 კვ.კმ. სათავე აქვს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1194 მეტრზე. საშუალო წლიური ხარჯი 9,76 მ3/წმ. წყალდიდობა გაზაფხულზე იცის. წყალმცირეა ზამთარსა და ზაფხულში.

ბუჯაკი - ისტორიული ოლქი მდინარე დუნაისა და დნესტრს შორის, ბესარაბიის სამხრეთი ნაწილი.

ბუჯის მღვიმე - მღვიმე რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე.

ბუჯოუშანი - ჩინურ მითოლოგიაში - მთა, რომელზედაც ზეცაა დაყრდნობილი.

(ალ)ბუჰთური აბუ უბადა ალ-ვალიდ იბნ უბაიდ - არაბი პოეტი ალ-ტაის ტომიდან (821-897 წწ).

ბუჰუში - ქალაქი რუმინეთის ბაკეუს ჟუდეცში.

1.17 ბფ

▲ზევით დაბრუნება


ბფ - (აბრევიატურა) ფენოლ-ალდეჰიდური წებო.

1.18 ბღ

▲ზევით დაბრუნება


ბღავანა - ქუდიანი სოკო ხრაშუნა სოკოების გვარისა, ბრტყლად ამოზნექილი ქუდით, მოწითალო-ვარდისფერი ან წითელი ფერის.

ბღავილი - ძროხისა და ცხვრის ხმიანობა.

ბღაჟბა ხუხუტი - აფხაზი მწერალი, ენათმეცნიერი, კრიტიკოსი (დაიბადა 1914 წელს).

ბღარტი - იგივე ბარტყი.

ბღაუჭი - რამეზე ხელის წატანება.

ბღენძი - თავმომწონედ გაჭიმვის მოყვარული.

ბღლაძუნი - უშნოდ წაპოტინება საჭიდაოდ.

ბღუილი - გაბმით ყვირილი.

ბღუნძელა - ერთგვარი მატლი.

ბღუჯა-ბღუჯა - რამდენიმე ბღუჯი ზედიზედ, ერთმანეთის მიყოლებით.

ბღუჯი - იგივე მუჭი.

1.19 ბწ

▲ზევით დაბრუნება


ბწკალი - ბრჭყალი, კლანჭი.

ბწკარი - იხილე პწკარი.

1.20 ბჭ

▲ზევით დაბრუნება


ბჭე

  1. დიდი კარი.

  2. (გადატანით) ზღუდე-გალავანი.

  3. ძველ ქართულ სამართალში - სადავო საქმის გამრჩევი, მოსამართლე.

ბჭობა - განსჯა, თათბირი.

1.21 ბჯ

▲ზევით დაბრუნება


ბჯა - ძნის ან ჩალის ზვინი.

ბჯენი (პლომბი) - კბილში წარმოქმნილი ღრმულის ამოსავსები პლასტიური მასალა.

ბჯღალა - გაბარდული ტოტები, გრჯღა.

ბჯღალი - იგივე ბრჭყალი.

1.22 ბჰ

▲ზევით დაბრუნება


ბჰაგა (სანსკრ. „საკუთრება“) - ვედურ მითოლოგიაში - კეთილდღეობის მომტანი ღვთაება, ერთ-ერთი ადიტი.

ბჰაგავადგიტა (სანსკრ. „ღვთაების ქება“) - ძველინდური რელიგიურ-ფილოსოფიური მწერლობის ძეგლი, ითვლება ინდუიზმის ფილოსოფიურ საფუძვლად. ჩართულია „მაჰაბჰარატას“ VI წიგნში. წარმოიშვა ძვ.წ.აღ. I ათასწლეულის შუა ხანებში.

ბჰაგავატი (სანსკრ. „დალოცვილი“ - სამხრეთინდური (დრავიდული) ღვთაება იმ სნეულებათა, რომელსაც ავადმყოფები მსხვერპლს სწირავდნენ.

ბჰაგავატიზმი - ვიშნუიზმის ერთ-ერთი სახელი.

ბჰაგალპური - ქალაქი ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე განგის ნაპირზე, ბიჰარის შტატში (255 ათასი).

ბჰადრავატი - ქალაქი ინდოეთის მაისურის შტატში.

ბჰავაბჰუტი - VII საუკუნის ინდოელი დრამატურგი.

ბჰავავივეკა და ბჰავია (სანსკრ. „მომავლისაკენ მზირალი“) - VI საუკუნის ბუდისტი მოაზროვნე, სვატანტრიკა-მადჰიამიკის, მაჰაიანის სკოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის დამაარსებელი.

ბჰავნაგარი - ქალაქი და ნავსადგური ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში, გუჯარათის შტატში, არაბეთის ზღვის პორტი (400 ათასი).

ბჰამაჰა - VII საუკუნის მეორე ნახევრის ინდოელი სწავლული.

ბჰანდარა (ბანდარა) - ქალაქი ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში.

ბჰარატავარშა (ბჰარატის ქვეყანა) - ჩრდილოეთ ინდოეთის უძველესი სახელი.

ბჰარატენდუ-ჰარიშჩანდრა - ინდოელი დრამატურგი, პოეტი, პუბლიცისტი (1850-1885 წწ).

ბჰარატი

  1. ინდოეთის ოფიციალური სახელი ჰინდი ენაზე.

  2. ძველინდურ მითოლოგიაში - მეტყველების და სიმღერის ღვთაება. სარასვატისთან და ილასთან ქმნის ტრიადას.

ბჰარტრიჰარი - VII საუკუნის ინდოელი პოეტი, წერდა სანსკრიტზე.

ბჰარჰუტი - ადგილი ცენტრალურ ინდოეთში (ალაჰაბადის სამხრეთ-დასავლეთითი), სადაც უძველესი ბუდისტური სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს.

ბჰასა - დაახლოებით III-IV საუკუნეების ინდოელი პოეტი და დრამატურგი. ითვლება კალიდასას ერთ-ერთ წინამორბედად და მასწავლებლად.

ბჰასკარა

  1. ინდოელი მათემატიკოსი და ასტრონომი (1114 - გარდაიცვალა 1178 წლის შემდეგ).

  2. ინდოეთიდან გაშვებული დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები 1979-1981 წლებში.

ბჰატპარა - ქალაქი ინდოეთში დასავლეთ ბენგალიის შტატში.

ბჰაქტაპური (ბჰადგაონი) - ქალაქი ნეპალში, კატმანდუს ხეობაში.

ბჰილაი (ბჰილაინაგარი) - ქალაქი ცენტრალურ ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატში. ინდოეთის მეტალურგიული წარმოების ცენტრი.

ბჰილები - დასავლეთ ინდოეთში (მადჰია-პრადეშის, გუჯარათის რაჯასთჰანისა და მაჰარაშტრას შტატების მთიან რაიონებში) მცხოვრები მონათესავე ტომთა ჯგუფი. სულ დაახლოებით 3.7 მილიონი.

ბჰიმა - „მაჰაბჰარატას“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი. ძმა პანდავების ერთ-ერთი წარმომადგენელი

ბჰიქშუ (სანსკრ. „მოხეტიალე მათხოვარი, ბერი“) - ბუდისტი ბერი, რომელიმე ბუდისტური თემის წევრი.

ბჰიქშუნი - ბუდისტი მონაზონი ქალი. პირველი ბჰიქშუნი იყო ბუდას დეიდა შაკიამუნი.

ბჰიშმა - „მაჰამჰარატას“ პერსონაჟი, პანდავების და კაურავების ბრძენი აღმზრდელი და მამაცი მხედართმთავარი.

ბჰოპალი - ქალაქი ცენტრალურ ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (1,1 მილიონი).

ბჰოტია - ჰიმალაის მოსახლეობის რამდენიმე ტიბეტურენოვანი ჯგუფის საერთო სახელწოდება. ცხოვრობენ უმთავრესად ბჰუტანში, სიკიმსა და ნეპალში.

ბჰუბანეშვარი - ქალაქი ინდოეთში, ორისას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (412 ათასი).

ბჰუტანი (ბჰუტანის სამეფო. ბჰოტიას ენაზე -„დრუკიული“, Druk Yul)

  • სახელმწიფო სამხრეთ აზიაში, ჰიმალაის მთებში, ჩინეთსა და ინდოეთს შორის.

  • დამოუკიდებლობის დღე (ინდოეთისგან)- 1949 წლის 8 აგვისტო.

  • ჰიმნი - Druk tsendhen.

  • მმართველობის ფორმა - კონსტიტუციური მონარქია.

  • ფართობი - 47 000 კმტრი.

  • დაყოფილია 4 ოლქად, რომლებიც რაიონებისაგან შედგება.

  • მოსახლეობა - 675 ათასი.

  • სიმჭიდროვე - 14 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • დედაქალაქი - თიმფუ.

  • ოფიციალური ენა - ბჰოტია.

  • ეროვნული ვალუტა - ნგულტრუმი.

  • ქვეყნის კოდი - BTN.

  • დროის სარტყელი - UTC +6.

  • სატელეფონო კოდი - +975.

  • ინტერნეტ-დომენი - bt.

ბჰუტო ბენაზირ - პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ქალი 1988-1990 და 1993-1996 წლებში წლებში, ზულფიკარ ალი ბჰუტოს ქალიშვილი 1996 წელს გადაყენებულ იქნა პოსტიდან საერთაშორისო დახმარებათა გაძარცვის ბრალდებით (1953-2007 წწ)

ბჰუტო ზულფიკარ ალი-ხანი - პაკისტანის პრეზიდენტი 1971-73 წლებში, პაკისტანის სახალხო პარტიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1973-1977 წლებში. 1977 წელს დააპატიმრა და სიკვდილით დასაჯა სამხედრო ადმინისტრაციამ (1928-1979 წწ).

2

▲ზევით დაბრუნება


- ქართული ანბანის მესამე ასო. მისი სახელია „განი“. შეესაბამება უკანანუნისმიერ, ველარულ მჟღერ თანხმოვანს. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ციფრ სამს (3).

2.1 გა

▲ზევით დაბრუნება


გა

  1. წინსართი ზმნისა (ზმნისწინი). აღნიშნავს მოქმედებას შიგნიდან გარეთ და აქედან იქით.

  2. წარმართული ქართული ქალღმერთი, ბერძნული გეას მსგავსი, დედამიწის განსახიერება.

გააზი თეოდორ - რუსი ექიმი-ფილანთროპი (1780-1853 წწ).

გაალი ფრანჩესკა (ნამდვილი სახელი და გვარი ფანი ზილვერიჩი) - უნგრელი კინომსახიობი ქალი (1904-1972 წწ).

გაბაასება - დიალოგის ფორმით დაწერილი თხზულება.

გაბადანი - ზურგჩადრეკილი პირუტყვი (საბა).

გაბადაძე უშანგი - ქართული კინოფილმის, „საბუდარელი ჭაბუკის“, პერსონაჟი.

გაბადრული - სახეგაბრწყინებული, ითქმის სახეზეც და მთვარეზეც.

გაბაი ილია - რუსი პოეტი (1935-1973 წწ).

გაბალდონი ხოსე რაფაელ - ვენესუელის სახელმწიფო მოღვაწე (1882-1975 წწ).

გაბანა სტეფანო - იტალიელი დიზაინერი, ტანსაცმლის მოდელიორი, ფირმა Dolce&Gabbana-ს ერთ-ერთი დამაარსებელი (დაიბადა 1962 წელს).

გაბარაშვილი თამარ - მუსიკოსი, ჩელოზე დამკვრელი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1937 წელს).

გაბარდინი (ფრანგ.) - მაღალხარისხოვანი შალის საპალტოე და საკოსტუმე ქსოვილი.

გაბარიტი (ფრანგ.)

  1. საგნის, ნაგებობის ზღვრული გარეგანი მონაცემები.

  2. ლიანდაგის ხაზიდან ნაგებობათა ხაზამდე არსებული მანძილი, რაც მატარებლის შეუფერხებელი მოძრაობის საშუალებას იძლევა.

გაბაშვილი ალექსანდრე - რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი და წითელი არმიის კომბრიგი (1875-1937 წწ).

გაბაშვილი ბესარიონ ზაქარიას ძე - იხილეთ ბესიკი.

გაბაშვილი გიორგი (გიგო) - მხატვარი (1862-1936 წწ).

გაბაშვილი დავით - გრაფიკოსი, ფერმწერი, მოქანდაკე (დაიბადა 1914 წელს).

გაბაშვილი ეკატერინე (ქალიშვილობაში თარხნიშვილი) - მწერალი (1851-1938 წწ).

გაბაშვილი ვალერიან - აკადემიკოსი, ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, მწერალი (1911-1985 წწ).

გაბაშვილი ზაქარია - საეკლესიო მოღვაწე და მწერალი, ბესიკ გაბაშვილის მამა (დაახლოებით 1705-1780 წწ).

გაბაშვილი ირინე - მსოფლიოს ჩემპიონი ბურთით ვარჯიშში და მესამე პრიზიორი მრავალჭიდში (1979 წ) მხატვრულ ტანვარჯიშში (დაიბადა 1960 წელს).

გაბაშვილი იოსებ - გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი (1908-1971 წწ).

გაბაშვილი ოსე - XVIII-XIX საუკუნეების კალიგრაფი.

გაბაშვილი ტიმოთე - ეკლესიის მოღვაწე, მეცნიერი, დიპლომატი (გარდაიცვალა 1764 წელს).

გაბაშვილი ციალა - არქიტექტორი (1908-1990 წწ).

გაბე თამარ - რუსი მწერალი ქალი (1903-1960 წწ).

გაბელაია შოთა - თეატრისა და კინოს მსახიობი (1936-1979 წწ).

გაბელენცი ჰანს გეორგ კონონ ფონ დერ - გერმანელი ენათმეცნიერი (1840-1893 წწ).

გაბელენცი ჰანს კონონ ფონ დერ - გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე და ფილოლოგი (1807-1874 წწ).

გაბელი - მარილზე, ღვინოზე და სხვა პროდუქტებზე გადასახადი შუა საუკუნეების საფრანგეთში.

გაბელია ოთარ - თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდის მეკარე 1977-82 და 1985-89 წლებში, სსრკ-ს ჩემპიონატებში ჩაატარა 300 მატჩი, ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981 წ), სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1953 წელს).

გაბელია - ქალაქი აზერბაიჯანში.

გაბენი ჟან (ნამდვილი სახელი და გვარი ჟან ალექსი მონკორჟე) - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრანგი კინომსახიობი (1904-1976 წწ).

გაბერონესი - იხილე გაბორონე.

გაბესი

  1. ქალაქი-პორტი ტუნისში (95 ათასი).

  2. ტუნისის ნაპირებთან მდებარე ყურე ხმელთაშუა ზღვისა.

გაბესკირია გიზო - კინორეჟისორი (დაიბადა 1936 წელს).

გაბესკირია ვიქტორ - პოეტი და დრამატურგი (1903-1964 წწ).

გაბია - ლიტვურ მითოლოგიაში - ცეცხლის ღვთაება.

გაბიაუია - ლიტვურ მითოლოგიაში - სიმდიდრის, ბედნიერების, ხორბლეულის მოსავლის ღვთაება.

გაბიონი (ფრანგ.) - ლითონის ბადის ყუთი, რომელიც ხრეშითაა სავსე და სანაპირო ზოლის გასამაგრებლად გამოიყენება.

გაბიჩვაძე რევაზ - კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1913-1999 წწ).

გაბლია ვარლამ - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1902-1985 წწ).

გაბლიცი კარლ - რუსი ბუნებისმეტყველი, მოგზაური, ბოტანიკოსი (1752-1821 წწ).

გაბო ნაუმ - რუსი მხატვარი და ხელოვნების თეორიტიკოსი (1890-1977 წწ).

გაბოვიჩი მიხაილ - ბალეტის რუსი მსახიობი, დიდი თეატრის სოლისტი (1924-1955 წწ).

გაბონი

  1. (გაბონის რესპუბლიკა, ფრანგ. Republique Gabonaise).

  2. სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში. აღმოსავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება კონგოს, ჩრდილოეთით - კამერუნს, ჩრდილო-დასავლეთით - ეკვატორულ გვინეას.

  • დამოუკიდებლობის დღე (საფრანგეთისგან) - 1960 წლის 17 აგვისტო.

  • ეროვნული დევიზი - „Union, Travail, Justice“.

  • ჰიმნი - „La Concorde“.

  • მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.

  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

  • ფართობი - 267 667 კვ.კმ.

  • დაყოფილია 9 რაიონად, რომლებიც თავის მხრივ იყოფა ოლქებად და კომუნებად.

  • მოსახლეობა - 1,4 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 5 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • დედაქალაქი - ლიბრევილი.

  • ოფიციალური ენა - ფრანგული.

  • ეროვნული ვალუტა - ფრანკი.

  • ქვეყნის კოდი - GAB.

  • დროის სარტყელი - UTC +1.

  • სატელეფონო კოდი - +241.

  • ინტერნეტ-დომენი - ga.

გაბორი ანდორ - უნგრელი მწერალი (1884-1953 წწ).

გაბორი დენის (დენეშ) - უნგრელი ფიზიკოსი, მოღვაწეობდა გერმანიასა და აშშ-ში, 1971 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1900-1979 წწ).

გაბორი ევა - უნგრული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი ქალი (1991-1995 წწ).

გაბორი მიკლოშ - უნგრელი მსახიობი (დაიბადა 1919 წელს).

გაბორიო ემილ - ფრანგი მწერალი, დეტექტიური ჟანრის ერთ-ერთი მამამთავარი (1832-1873 წწ).

გაბორონე (გაბერონესი) - აფრიკის სახელმწიფო ბოტსვანას დედაქალაქი (134 ათასი).

გაბრები - ლაზური წარმოშობის ფეოდალური საგვარეულო ბიზანტიაში.

გაბრიაძე გრიგოლ - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1917-1944 წწ).

გაბრიაძე რევაზ - დრამატურგი, პროზაიკოსი, რეჟისორი, კინოსცენარისტი (დაიბადა 1936 წელს).

გაბრიელ I - ქართლის კათალიკოსი VI საუკუნის დასაწყისში.

გაბრიელ II - ქართლის კათალიკოსი IX საუკუნის 30-50-იან წლებში.

გაბრიელ III - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი გიორგი II-ის დროს (XI საუკუნე).

გაბრიელი

  1. კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) IX საუკუნეში.

  2. X საუკუნის კალიგრაფი.

  3. კინოფილმ „ლონდრეს“ პერსონაჟი სოსო ლაღიძის შესრულებით.

გაბრიელი ანდრეა - იტალიელი კომპოზიტორი (1510/1520 - 1586 წწ).

გაბრიელი ჟაკ ანჟ - ფრანგი არქიტექტორი (1698-1782 წწ).

გაბრიელი ჯოვანი - იტალიელი კომპოზიტორი, ორგანისტი (1557 - 1612 ან 1613 წწ).

გაბრიელი (რაიჩი) - XVII საუკუნის სერბი პატრიარქი, 1659 წელს სიკვდილით დასაჯეს თურქებმა ისლამის მიუღებლობის გამო.

გაბრიელ მაიორი - ქართველი დრამატურგი, მსახიობი, თეატრალური მოღვაწე (გარდაიცვალა 1795 წელს).

გაბრიელ ოჩოპინტრეს ძე - X საუკუნის II ნახევრის ქართველი სამხედრო მოღვაწე,

დავით III კურაპალატის სარდალი.

გაბრიელ პატარაი - X საუკუნის ქართველი კალიგრაფი, მოღვაწეობდა სამხრეთ საქართველოში.

გაბრიელ საფარელი - X-XI საუკუნეების ქართველი ოქრომჭედელი.

გაბრილოვიჩი ევგენი - რუსი კინოსცენარისტი (1899-1993 წწ).

გაბრინი ნიკოლა დი ლორენცო - იგივე კოლა დი რიენცო.

გაბრიჩიძე ნუგზარ - საქართველოს გენერალური პროკურორი 2001-2004 წლებში (დაიბადა 1949 წელს).

გაბრო

  1. გაბრო - ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობის“ მთავარი პერსონაჟი.

  2. გაბრო (იტალ.) - შავი ან მუქი ფერის ამოფრქვეული ქანი, ფილების სახით გამოიყენება კედლის მოსაპირკეთებლად.

გაბროვო - ქალაქი ბულგარეთის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე იანტრის ნაპირებზე; ამ ქალაქის ბინადარნი თავისი იუმორით არიან ცნობილნი (75 ათასი).

გაბუნია ნატო - მსახიობი, ავქსენტი ცაგარელის მეუღლე (1859-1910 წწ).

გაბუნია გურანდა - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1938 წელს).

გაბუნია ნოდარ - კომპოზიტორი (1933-2000 წწ).

გაბური (გაბუურ) ბესარიონ - ქართველი მთქმელი, მელექსე (1899-1953 წწ).

გაგა - მკვახე ლეღვი (საბა).

გაგანოვა ვალენტინა - საბჭოელი მქსოველი, ნიკიტა ხრუშჩოვის ფავორიტი (დაიბადა 1932 წელს).

გაგარინი ალექსანდრე - ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი (1801-1857 წწ).

გაგარინი გრიგორი - რუსი ფერმწერი, არქიტექტორი (1810-1893 წწ).

გაგარინი იური - პირველი კოსმონავტი, სსრკ-ს მოქალაქე (1934-1968 წწ).

გაგარინი

  1. (1968 წლამდე გჟატსკი) ქალაქი რუსეთის სმოლენსკის ოლქში.

  2. ქალაქი უზბეკეთის ჯიზახის ოლქში.

გაგარინო - უძველესი ხანის ნამოსახლარი მდინარე დონის მარცხენა ნაპირზე.

გაგატი - ქვანახშირის სახესხვაობა.

გაგაუზები - მოლდავეთსა და უკრაინაში მცხოვრები თურქული წარმოშობის ხალხი, საერთო რაოდენობა - 250 ათასი.

გაგაუზია (გაგაუზ-ჰერი) - ავტონომიურ-ტერიტორიული წარმონაქმნი მოლდავეთის სამხრეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი - კომრატი. მოსახლეობა - 150 ათასი.

გაგელები - XII-XIII საუკუნეების საქართველოს დიდებულ ფეოდალთა საგვარეულო.

გაგელი ვარამ (ვაჰრამ) - XIII საუკუნის I ნახევრის საქართველოს დიდებული, მეფეების - თამარის და ლაშას - მსახურთუხუცესი.

გაგელი ზაქარია - XII საუკუნის II ნახევრის საქართველოს დიდი ფეოდალი.

გაგერნი ჰაინრიხ ფონ - გერმანიის პოლიტიკური მოღვაწე (1799-1880 წწ).

გაგი

  1. ციხე-სიმაგრე ქვემო ქართლში.

  2. ისტორიული პროვინცია საქართველოში.

გაგიდა - სოფელი, ტბა და მდინარე (ერთვის შავ ზღვას) გალის მუნიციპალიტეტში.

გაგიკ I - სომხური სახელმწიფო ანისის მეფე 990 წლიდან, მიეკუთვნებოდა ბაგრატიდების დინასტიას (გარდაიცვალა 1020 წელს).

გაგიკი - კახეთ-ჰერეთის მეფე XI საუკუნეში.

გაგლოითი (გაგლოევა) ზინაიდა - ოსი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1915 წელს).

გაგლუანთუბანი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

გაგნიძე მიხეილ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1901-1968 წწ).

გაგრა - ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1933 წელს. მოსახლეობა 26,9 ათასი (1991 წ.). გაგრა ცნობილი ზღვისპირა კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია, პორტი შავ ზღვაზე. რკინიგზის სადგური. ზღვის დონიდან 7-50 მეტრი. მანძილი სოხუმიდან - 80 კილომეტრი.

გაგრაფსთა (ყოფილი გაგრისხეობა) - სოფელი გაგრასთან.

გაგრია - უსწავლელი, ტლანქი, გაუთლელი ვინმე.

გაგრის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. ფართობი - 773 კვ.კმ. 1 ქალაქი, 2 დაბა, 46 სოფელი. მოსახლეობა 37 ათასი.

გაგრისხეობა - სოფელ გაგრაფსთას ძველი სახელწოდება.

გაგრიფში - მდინარე გაგრასთან, ერთვის შავ ზღვას.

გაგრძელება - რაიმე დაუმთავრებლის მომდევნო ნაწილი.

გაგუა ხუტა - პოეტი (დაიბადა 1935 წელს).

გაგულეჩი - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

გაგუნაშვილი მერაბ - მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1985 წელს).

გაგური - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

გადა - რთული წინსართი ზმნისა (ზმნისწინი). აღნიშნავს მოქმედებას აქედან იქიდან რაიმეზე გავლით, გატარებით.

გადა კარლო ემილიო - იტალიელი მწერალი (1893-1973 წწ).

გადაბეი - დაბა აზერბაიჯანში.

გადალენდია გაიოზ - პერსონაჟი ლეო ქიაჩელის მოთხრობისა „ტარიელ გოლუა“.

გადამერი ჰანს გეორგ - გერმანელი ფილოსოფოსი (1900-1990 წწ).

გადამში - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

გადასახადი - სახელმწიფო შესატანი.

გადატანა (ფრანგულად „ანჟამბემანი“) - პოეტური მეტყველების ერთ-ერთი გამომსახველობითი ხერხი - წინა ტაეპში ან სტროფში დაწყებული ფრაზის გადატანა მომდევნო ტაეპში ან სტროფში.

გადაღმა - რისამე იქით მდებარე მხარე.

გადაღმა წყალწითელა - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (ხრესილის თემის საკრებულო), მდებარეობს ოკრიბის წვრილმთიანეთში, მდინარე წყალწითელის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 440 მეტრი, ტყიბულიდან - 18 კილომეტრი. ხრესილიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) - 3 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 56 კაცი.

გადაცემა - ტექნიკური საშუალებით შეტყობინება, ამბის გავრცელება.

გადე ნილს ვილჰელმ - დანიელი კომპოზიტორი, მევიოლინე, დირიჟორი (1817-1890 წწ).

გადზდენი - ქალაქი აშშ-ს ალაბამას შტატში.

გადი ტადეო - იტალიელი მხატვარი, ჯოტოს მიმდევარი (გარდაიცვალა 1366 წელს).

გადია - ყრმათ მზრდელი ქალი (საბა).

გადიათი (გადიევი) სეკა - ოსი მწერალი, ოსური პროზის ფუძემდებელი (1857-1915 წწ).

გადიათი ცომაყ - ოსი მწერალი (1882-1931 წწ).

გადიაჩი - ქალაქი უკრაინის პოლტავის ოლქში.

გადიგინა - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

გადიდი - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში მდებარეობს სამხრეთ იმერეთის მთისწინეთზე. მდინარე ღელესყურის შუა დინებაში. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 2 სოფელს: გადიდი, ონჯოხეთი). ზღვის დონიდან - 360 მეტრი, ვანიდან - 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 252 ადამიანი. ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულიაXVIII საუკუნის II ნახევარში.

გადილი - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

გადმო - რთული წინსართი ქართული ზმნისა (ზმნისწინი); აღნიშნავს მოქმედებას იქიდან (ან ზევიდან) აქეთ, გადმოვლებით, გადმოტარებით.

გადმოღმა წყალწითელა - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (ხრესილის თემის საკრებულო), მდებარეობს ოკრიბის წვრილმთიანეთში, მდინარე წყალწითელის ხეობაში. ზღვის დონიდან - 400 მეტრი, ტყიბულიდან - 16 კილომეტრი, ხრესილიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) - 2 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 75 კაცი.

გადმოცემა წმინდა - რელიგიური დებულებანი ან სამოციქულო ტრადიცია, რომელთაც ქრისტიანული ღვთისმეტყველება განიხილავს, როგორც ღვთაებრივი ზეშთაგონების შედეგს.

გადოევი ჰაშიმ - ტაჯიკი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1937 წელს).

გადოლინი იუჰან (იოჰან) - ფინელი ქიმიკოსი (1760-1852 წწ).

გადოლინიუმი (gd) - (სახელი ეწოდა ფინელი ქიმიკოსის ი.გადოლინის საპატივცემლოდ) - ქიმიური ელემენტი, იშვიათი მიწების ლითონი ლანთანოიდების ჯგუფისა. ატომური ნომერი 64, ატომური მასა 157,25.

გადრეკილი (ლეჩქის სერი) - მთა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მუჭუტის ქედზე.

გადრი - იხილე ცხენბურთი.

გაელები - კელტური ტომთა ჯგუფი.

გაერო - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აბრევიატურა.

გავა - ცხოველის ზურგის უკანა ნაწილი.

გავაზი

  1. ერთგვარი მტაცებელი ფრინველი.

  2. სოფლები ახალგორის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში.

გავაზისწყალი (გუდალურა) - მდინარე ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარცხენა შენაკადი.

გავაზური - ძველი ქართული ატმის ჯიში.

გავაზურისწყალი (გუდალურა) - მდინარე კასპის მუნიციპალიტეტში, კავთურის მარცხენა შენაკადი.

გავალაკი - ესე არს მეფეთა თავს ზეით საფარებელი ნაქსოვთაგან (საბა).

გავალო - ხმელი ხილი, შაქრითა და ნუშით გატენილი.

გავარი

  1. უღელტეხილი ნინოწმინდის და დმანისის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ჯავახეთის ქედზე.

  2. გაზისა და ნავთობის საბადო საუდის არაბეთში.

გავარნი - ჩანჩქერი და მდინარე გავ-დე-პოს ზემოწელში (საფრანგეთი).

გავარნი პოლ (ნამდვილი სახელი და გვარი სიულპის გიიომ შევალიე) - ფრანგი თვითნასწავლი გრაფიკოსი, ლითოგრაფიისა და აკვარელის ოსტატი (1804-1866 წწ).

გავაშელი გოჩა - თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი XX საუკუნის 60-70-იან წლებში, თავდამსხმელი (1947-1997 წწ).

გავაცი ალესანდრო - იტალიელი მღვდელი, ჯუზეპე გარიბალდის თანამებრძოლი (1809-1889 წწ).

გავგამელა - სოფელი ასურეთში, სადაც ალექსანდრე მაკედონელმა საბოლოოდ დაამარცხა დარიოს კოდომანიოსი.

გავეთი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მესხეთში (ასპინძის მუნიციპალიტეტი).

გაველა ბრანკო - იუგოსლავიელი რეჟისორი (1885-1962 წწ).

გავიალი (ინდ.) - ნიანგისებრი ქვეწარმავალი, ბინადრობს ინდოჩინეთის და ინდოსტანის მდინარეებში.

გავიტი (ჟამატუნი) - შუა საუკუნეების სომხურ არქიტექტურაში გუმბათოვანი სალოცავი დარბაზი.

გავლიჩეკ-ბოროვსკი კარელ - ჩეხი პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, პოეტი (1821-1856 წწ)

გავოტი (ფრანგ.) - ძველებური ფრანგული ცეკვა ზომიერი ტემპისა; მუსიკა ამ ცეკვისთვის.

გავრასი კოსტა - რუსული წარმოშობის ბერძენი კინორეჟისორი (დაიბადა 1933 წელს).

გავრიკოვი ვიქტორ - მოლდაველი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1957 წელს).

გავრილა ოლექსიჩი - ალექსანდრე ნეველის ლაშქრის ჯარისკაცი, ნევის ბრძოლის გმირი (XIII საუკუნე).

გავრილიიადა - ა.ს. პუშკინის პოემა (დაიწეა 1821 წელს).

გავრილინი ვალერი - რუსი კომპოზიტორი (1939-1999 წწ).

გავრილიუკი ალექსანდრე - უკრაინელი მწერალი (1911-1941 წწ).

გავრილოვი მიხაილ - რუსი მეცნიერი, ინფორმატიკის ერთ-ერთი მამამთავარი საბჭოთა კავშირში (1903-1979 წწ).

გავრილოვ-იამი - ქალაქი რუსეთის იაროსლავლის ოლქში.

გავრილოვ პოსადი - ქალაქი რუსეთის ივანოვოს ოლქში.

გავროში - ვიქტორ ჰიუგოს რომან „საბრალონის“ პერსონაჟი, მამაცი პარიზელი ბიჭი, რომელიც ბარიკადებზე დაიღუპა.

გაზ-A - გორკის საავტომობილო ქარხნის პირველი ავტომობილების მარკა, იწარმოებოდა 1932-36 წლებში.

გაზა

  1. ქალაქი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე (ძველად შედიოდა არაბეთის ხალიფატში) 1994 წლიდან დროებითი პალესტინის ავტონომიის შემადგენლობაშია.

  2. წვივის ძვალი, წვივი.

გაზაევი ვალერი - XX საუკუნის 70-80-იანი წლების რუსეთის გუნდებში და თბილისის „დინამოში“ მოთამაშე ოსი ფეხბურთელი, შემდგომ მწვრთნელი (დაიბადა 1954 წელს).

გაზავათი - იხილე ღაზავათი

გაზათიყაუ - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

გაზალკენტი - ქალაქი უზბეკეთის ტაშკენტის ოლქში.

გაზაფხული

  1. წელიწადის დრო ზამთარსა და ზაფხულს შორის.

  2. ილია ჭავჭავაძის ლექსი (დაიწერა 1961 წელს).

გაზაფხული საკენში - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1950 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - ნიკოლოზ სანიშვილი. დამდგმელი ოპერატორები - ალექსანდრე დიღმელოვი, დავით კანდელაკი. მთავარ როლებში: ედიშერ მაღალაშვილი, ლიანა ასათიანი, ივანე გვინჩიძე, ალექსანდრე ომიაძე, ლეილა აბაშიძე, გიორგი შავგულიძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, შალვა ღამბაშიძე, კოტე დაუშვილი, ვახტანგ ნინუა.

გაზ-აჩაქი - დაბა თურქმენეთის ჩარჯოუს ოლქში.

გაზაცია - გაზით გაჯერება (სითხისა).

გაზდანოვი გაიტო - რუსი მწერალი, ემიგრანტი (1903-1971 წწ).

გაზეთი (იტალიურად gazzetta - გაზეთის საყიდელი ხურდა ფული, მონეტა) - პერიოდული გამოცემა დიდი ფურცლების სახით.

გაზელი

  1. ნიჟნი ნოვგოროდის ქარხნის წარმოების ავტომობილი (რუსეთი).

  2. ნამდვილი ანტილოპების ქვეოჯახის წარმომადგენელი, გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში.

გაზენპოტი - ლატვიის ქალაქ აიზპუტეს ოფიციალური სახელი 1917 წლამდე.

გაზი

  1. ლითონის ორტუჩა ხელსაწყო, რაც იხმარება რისამე ამოსაძრობად.

  2. (ფრანგ.) - მსუბუქი ნახევრად გამჭვირვალე ქსოვილი.

  3. ფიზიკური სხეული, რომლის ცალკეული ნაწილაკები ძალიან სუსტად არიან ერთმანეთთან დაკავშირებული და მოძრაობენ რა თავისუფლად, მიისწრაფვიან დაიკავონ მთელი სივრცე, რომელშიც არიან მოქცეულნი (ასეთებია, მაგალითად, ჟანგბადი, წყალბადი, აზოტი.

  4. საერთო სახელწოდება გაზისებრი ან ორთქლისებრი საწვავი ნივთიერებებისა, რომელთაც იყენებენ გასანათებლად, გასათბობად და სხვა.

გაზი (მენგაზეევი) იბრაჰიმ - თათარი მწერალი (1907-1971 წწ).

გაზიაბადი - ქალაქი ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატში (470 ათასი).

გაზიანთეფი - ქალაქი სამხრეთ თურქეთში (610 ათასი).

გაზიმამედი - ქალაქი აზერბაიჯანში.

გაზიფიკატორი - გაზიფიკაციის სპეციალისტი.

გაზიფიკაცია - აირის ენერგიით მომარაგებაზე გადაყვანა.

გაზლი - ქალაქი უზბეკეთის ბუხარის ოლქში.

გაზლიფტი - სითხის ასაწევი მოწყობილობა.

გაზმანოვი ოლეგ - რუსული ესტრადის მომღერალი (დაიბადა 1960 წელს).

გაზოილი (ფრანგ.) - ნავთობის გამოხდის შედეგად მიღებული თხევადი პროდუქტი. იყენებენ დიზელებში.

გაზოლინი (ფრანგ.)

  1. ნავთობის გამოხდის შედეგად მიღებული საწვავი სითხე.

  2. ბენზინის სახელწოდება აშშ-ში.

გაზომეტრი - ჭურჭელი სხვადასხვა გაზის შესაგროვებლად, შესანახად და მათი მოცულობის გასაზომად.

გაზონი (ფრანგ.) - ზოლად გაყვანილი მოკლედ შეკრეჭილი ბალახი.

გაზოტრონი (ფრანგ.) - ელექტროვაკუუმური აირგანმუხტვის ხელსაწყო, რომელიც ცვლად დენს მუდმივად გარდაქმნის.

გაზსადენი - იგივე აირსადენი.

გაზჰოლდერი - გაზის მიღების, შენახვისა და გაცემის სტაციონარული ან გადასატანი მოწყობილობა.

გათა - ავესტის უძველესი შემადგენელი ნაწილი, 17 საგალობელი.

გათბობა - სისტემა ან მოწყობილობა შენობის გასათბობად.

გათვლა - ქართული საბავშვო ფოლკლორის ჟანრი.

გათრან თაბრიზი აბუ მანსურ - სპარსულენოვანი აზერბაიჯანელი მწერალი (1010-1080 წწ).

გათუმდუგი - ციური ძროხა, შუმერთა ღვთაება.

გაი - ქალაქი რუსეთის ორენბურგის ოლქში.

გაი ბადი (ნამდვილი სახელი და გვარი ჯორჯ გაი) - ამერიკელი მომღერალი და გიტარისტი, ბლუზის ერთ-ერთი ლიდერი (დაიბადა 1936 წელს).

გაი ლიუდევიტი - ხორვატიაში ილირიზმის ლიბერალური ფრთის წარმომადგენელი, პოეტი (1809-1872 წწ).

გაი მარია - ესპანელი საოპერო მომღერალი ქალი (1879-1943 წწ).

გაია

  1. ქალაქი ინდოეთში (ბიჰარის შტატი).

  2. აზერბაიჯანის ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი.

გაიალი - გაურის მოშინაურებული ფორმა.

გაიანა

  1. (კოოპერატიული რესპუბლიკა გაიანა, ინგლ. Co-operative Republic of Guyana).

  2. სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. დასავლეთით ესაზღვრება ვენესუელას, სამხრეთით - ბრაზილიას, აღმოსავლეთით - სურინამს. ჩრდილოეთიდან აკრავს ატლსანტის ოკეანე.

  • დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1966 წლის 26 მაისი.

  • ეროვნული დევიზი - „One People, One Nation, One Destiny“.

  • ჰიმნი - „Dear Land of Guyana, of Rivers and Plains“.

  • მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.

  • ფართობი - 214 970 კვ.კმ.

  • მოსახლეობა - 765 ათასი.

  • სიმჭიდროვე - 51 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • დედაქალაქი - ჯორჯთაუნი.

  • ოფიციალური ენა - ინგლისური.

  • ეროვნული ვალუტა - გაიანას დოლარი.

  • ქვეყნის კოდი - GUY.

  • დროის სარტყელი - UTC -4.

  • სატელეფონო კოდი - +592.

  • ინტერნეტ-დომენი - gy.

გაიანე

  1. სომხური ეკლესიის წმინდანი (გარდაიცვალა 304 წელს)

  2. არამ ხაჩატურიანის ბალეტი.

გაიბოტენი - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

გაიგერი ჰანს - გერმანელი ფიზიკოსი (1882-1945 წწ).

გაიდა რადოლა (ნამდვილი სახელი და გვარი რუდოლფ გეიდლი) - 1918 წლის ჩეხეთის კონტრრევოლუციური აჯანყების მეთაური (1892-1948 წწ).

გაიდა - სამხრეთის სლავებში გავრცელებული სალამურის სახესხვაობა.

გაიდაი ზოია - უკრაინელი მომღერალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. (1902-1965 წწ).

გაიდაი ლეონიდ - რუსი კინორეჟისორი, სცენარისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1923-1993 წწ).

გაიდარი არკადი (ნამდვილი გვარი გოლიკოვი) - რუსი მწერალი (1904-1941 წწ).

გაიდარი ეგორ - რუსი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ეკონომისტი (1956-2009 წწ).

გაიდროპი (ინგლ.) - მსხვილი ბაგირი, რომელიც ავიაციაში დირიჟაბლის დასაშვებად გამოიყენება.

გაიდუზეკი დანიელ კარლტონ - ამერიკელი ექიმი, ვირუსოლოგი, იმუნოლოგი, 1976 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ბ.ბლამბერგთან ერთად (დაიბადა 1923 წელს)

გაიდუკი - დაბა რუსეთის კრასნოდარის მხარეში.

გაიერი ფლორიან - ფრანკონული იმპერიის რაინდი, გერმანიის გლეხთა ომის ერთ-ერთი ხელმძღვანელი (დაახლოებით 1490-1525 წწ).

გაივორონი - ქალაქი უკრაინის კიროვოგრადის ოლქში.

გაიზერი გერდ - გერმანელი მწერალი (1908-1976 წწ).

გაიზერიხი (გენზერიხი) - ვანდალების მეფე 428 წლიდან (390-477 წწ).

გაილიტი აუგუსტ - ესტონელი მწერალი (1891-1960 წწ).

გაიმი - იხილე გაცი და გაიმი.

გაინი - დაბა რუსეთის კომი-პერმელთა ოკრუგში.

გაიო - ინდონეზიაში მცხოვრები ხალხი.

გაიოზ რექტორი - ქართველი მეცნიერი, ლიტერატორი, პედაგოგი (1746-1821 წწ).

გაირბეკოვა მაშიდათ - ავარელი პოეტი ქალი (დაიბადა 1927 წელს).

გაისად - მომავალ წელს.

გაისინი - ქალაქი უკრაინის ვინიცის ოლქში.

გაისლერი კრისტიან - გერმანელი მწერალი (დაიბადა 1928 წელს).

გაისლერის მილაკები - ძლიერ გაუხშოებული აირით სავსე მინის მილაკები, რომლებშიც ჩარჩილულია ელექტროდები. მილაკში ელექტროდენის გატარებით ყოველი აირი ანათებს მისთვის დამახასიათებელ ფერად. იყენებენ აირთა სპექტრების გამოსაკვლევად (გერმანელი მინამბერის გაისლერის გვარის მიხედვით).

გაისმაიერი (გაისმაირი) მიხაილ - XVI საუკუნის გერმანიის გლეხთა ომში ტიროლელ და ზალცბურგელ გლეხთა ბელადი (1490-1532 წწ).

გაიტანი ხორხე ელიესერ - კოლუმბიის ლიბერალური პარტიის ლიდერი XX საუკუნის 30-40-იან წლებში (1898-1948 წწ).

გაიუსი - რომაელი იურისტი, საბინიანელთა სკოლის წარმომადგენელი (II საუკუნე).

გაიჩაანთუბანი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

გაიჩანისწყალი - მდინარე, იხილე ტუსრებისწყალი.

გაიჩური - მდინარე ვოლჩიის მარცხენა შენაკადი (უკრაინა, ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის ოლქები).

გაკვეთილი - სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის ძირითადი ფორმა.

გაკორპება - ცოცხალი მცენარეული უჯრედის გარსის ცვლილება მასში სუბერინის დაგროვების შედეგად.

გაკოტრება (ბანკროტობა) - სასამართლოს მიერ იმის დადგენა, რომ მოვალეს არ შეუძლია გადაიხადოს ვალი.

გალა

  1. გასაშრობად და შესანახად გრძლად დაწნული ზოგი ბოსტნეული ან მწვანილეული (ხახვი, ნიორი, ღოლო).

  2. შუმერულ-აქადურ მითოლოგიაში - მიწისქვეშა სამყაროს დემონების სახელი.

  3. (ფრანგ.) - შემადგენელი ნაწილი (წინსართი) სიტყვების, რომელბიც დიდ სანახაობას, ზეიმს, კონცერტს აღნიშნავენ (გალა-კონცერტი).

  4. (გალასები) - ეთიოპიაში მცხოვრები ხალხი.

  5. სალვადორ დალის მეუღლის, ელენა დიაკონოვას მოფერებითი სახელი.

გალაასია - ქალაქი უზბეკეთის ბუხარის ოლქში.

გალაგანი იგნატი - XVIII საუკუნეში უკრაინელ კაზაკთა პოლკოვნიკი. 1709 წელს გაანადგურა ზაპოროჟიეს სეჩი.

გალაგო - ძუძუმწოვარი ცხოველების გვარი პრიმატების რიგისა.

გალაევი (გალაითი) ბორის - ოსი კომპოზიტორი და ფოლკლორისტი (1889-1975 წწ).

გალავანი

  1. ქალაქის, ციხესიმაგრის ან რაიმე სხვა ნაგებობის გარშემო შემოვლებული კედელი.

  2. (ყოფილი ბოკოწინი) - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში, მუხრან-საგურამოს ვაკის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე თეზამის (არაგვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 10 სოფელს: არაშენდა, ბიწმენდი, ბურიანი, გალავანი, ზაქარო, კოტორაანთკარი, ნავდარაანთკარი, წინამძღვიანთკარი, ჭილაანთკარი, ჯიღაურა.). ზღვის დონიდან - 750 მეტრი, მცხეთიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 454 კაცი. სახელი „გალავანი“ ეწოდა XX საუკუნის დასაწყისში იქ შემორჩენილი XVII-XVIII საუკუნეების ციხე-გალავნის მიხედვით.

გალავდური - მთა ახალგორის მუნიციპალიტეტში, ხარულის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში (3230 მ).

გალაზოვი ახსარბეკ - ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა ალანიის პრეზიდენტი 1994-97 წლებში (დაიბადა 1929 წელს).

გალათასარაი - თურქეთის ფეხბურთის გუნდი.

გალაკტიონი - ერთჯერადი გაზეთი, რომელიც გალაკტიონ ტაბიძეს მიეძღვნა 1927 წლის ივნისში.

გალალითი (ბერძნ.) - ცილოვანი ნივთიერებისაგან (კაზეინისაგან) მიღებული რქისებრი პლასტმასა.

გალანი ანტუან - ფრანგი მწერალი, „1001 ღამის“ ზღაპრების პირველი მთარგმნელი ევროპაში (1646-1715 წწ).

გალანი ვალერიუ ემილ - რუმინელი მწერალი (დაიბადა 1921 წელს).

გალანი იაროსლავ - უკრაინელი მწერალი (1902-1949 წწ).

გალანინი მიხაილ - რუსი ფიზიკოსი (დაიბადა 1915 წელს).

გალანისი დიმიტრიოს - ბერძენი მხატვარი-გრაფიკოსი (1879-1966 წწ).

გალანო კლემენტე - იტალიელი თეატინელი ბერი, კათოლიკე მისიონერი კავკასიაში (XVII საუკუნე).

გალან როდრიგესი ფერმინ - ესპანელი რესპუბლიკელი (1899-1930 წწ).

გალანსკოვი იური - რუსი პოეტი (1939-1972 წწ).

გალანტერეა (ფრანგ.) - პირადი მოხმარებისა და ტუალეტის საგნების სავაჭრო სახელი.

გალანტური (ფრანგ.) - დიდად თავაზიანი, ზრდლობიანი.

გალანტუსი - ბალახეული მცენარე, იგივე ენძელა.

გალაპაგოსი (კუს კუნძულები, კოლონის არქიპელაგი) - 13 დიდი და მრავალი პატარა ვულკანური წარმოშობის კუნძული წყნარ ოკეანეში, ეკუთვნის ეკვადორს.

გალატა - კონსტანტინეპოლის გარეუბანი, ოქროს რქის ყურის ჩრდილოეთ ნაპირზე.

გალატეა

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი ნერეიდთაგანი, წყნარი და მოკამკამე ზღვის განსახიერება.

  2. პიგმალიონის მიერ შექმნილი ქანდაკება და მისივე სატრფო.

  3. ნეპტუნის თანამგზავრი, მანძილი ნეპტუნიდან 62 000 კილომეტრი, დიამეტრი 160 კილომეტრი.

გალატები - კელტური ტომები, რომლებიც ძვ.წ.აღ. II საუკუნეში მცირე აზიაში შეიჭრნენ და შექმნეს სახელმწიფო გალატია.

გალატელნი - ძველი ბერძნული მითოლგიის თანახმად, გალატიის მხარეში მცხოვრები კელტური მოდგმის ძველი ხალხი.

გალატია - მცირე აზიაში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე უძველესი ქვეყანა.

გალატონი - ძვ.წ.აღ. II საუკუნეში ალექსანდრიაში მცხოვრები ძველბერძენი მხატვარი.

გალაქსავრე - ერთ-ერთი ოკეანიდი.

გალაქსიისებრნი - თევზების ოჯახი, ახლოს დგანან ორაგულისებრებთან.

გალაქსიონი - აპოლონის ტაძარი ბეოტიაში.

გალაქტიკა (ბერძნ.) - ვარსკვლავთა დიდი სისტემა, რომელსაც მიეკუთვნება მზეც (მაგალითად - „ირმის ნახტომი“). გალაქტიკა შეიცავს ვარსკვლავების არანაკლებ 1011.

გალაქტიონი გალა (ნამდვილი სახელი და გვარი გრიგორე პიშკულესკუ) - რუმინელი მწერალი (1879-1961 წწ).

გალაქტიონოვი სტეპან - რუსი გრაფიკოსი (1779-1854 წწ).

გალაქტოზა (ბერძნ.) - ერთ-ერთი მარტივი შაქარი, ლაქტოზის (რძის შაქრის) შემადგენელი ნაწილი.

გალაქტომეტრი - სპეციალური ხელსაწყო რძის კუთრი წონის გასარკვევად, იგივე ლაქტომეტრი.

გალაცი - ქალაქი-პორტი მდინარე დუნაიზე, რუმინეთში (310 ათასი).

გალახა - იუდაიზმის რელიგიურ-სამართლებრივი სისტემა, რაც თორასა და თალმუდშია დაფიქსირებული და ებრაელთა საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა მხარეს უწევს რეგლამენტირებას.

გალახოვი - რუსი მწერალი, კრიტიკოსი, ისტორიკოსი (1807-1892 წწ).

გალაჰადი - მეფე არტურის მრგვალი მაგიდის რაინდი, წმინდა გრაალის ერთ-ერთი მაძიებელი, ლანსელოტის უკანონო შვილი.

გალაჰერი უილიამ - ინგლისის და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1881-1965 წწ).

გალბა სერვიუს სულპიციუს - რომის იმპერატორი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 3 - ახ.წ.აღ 69 წწ).

გალბერგი სამუილ - რუსი მოქანდაკე (1787-1839 წწ).

გალე

  1. გაუმჭვირვალი მრავალფენიანი მინის ნაკეთობა. სახელი ეწოდა ფრანგი მხატვრის ემილ გალეს საპატივცემლოდ.

  2. ქალაქი-ნავსადგური შრი-ლანკაში (100 ათასი).

გალე ემილ - ფრანგი მხატვარი, იუველირი, დიზაინერი (1846-1904 წწ).

გალე იოჰან გოტფრიდ - გერმანელი ასტრონომი (1812-1910 წწ).

გალე ლუი - ბელგიელი ფერმწერი (1810-1887 წწ).

გალეასი (გალიესი) - (ჰოლანდიურ ენაზე) სამხედრო გემი XVI-XVII საუკუნეებში.

გალები

  1. გალიაში მცხოვრები კელტების რომაული სახელი. ძვ.წ.აღ. VI-V საუკუნეებში დასახლდნენ ალპების დასავლეთ კალთებზე.

  2. კაკლისებური კორძები, რომლებსაც აჩენენ მცენარეზე სხვადასხვა პარაზიტი მწერები.

გალეევი ალბერტ - რუსი ფიზიკოსი (დაიბადა 1940 წელს).

გალენე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი ნერეიდთაგანი.

გალენიტი (ლათ.) - სულფიდების კლასის მინერალი. გოგირდოვანი ტყვია, ტყვიის მთავარი მადანი.

გალენიწყარი - მდინარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ერთვის ენგურს.

გალენ-კალელა აქსელი - ფინელი მხატვარი და გრაფიკოსი (1865-1931 წწ).

გალენოსი კლავდიუს - II საუკუნის რომაელი ექიმი, ბუნებისმეტყველი, ფილოსოფოსი.

გალენური პრეპარატები - სამკურნალო საშუალებანი (ნაყენები, ექსტრაქტები), რომლებსაც იყენებენ მცენარეული და ცხოველური ნედლეულის ფარმაცევტული დამუშავებით.

გალერა (იტალ.) - VII საუკუნეში ვენეციაში შექმნილი ხის საბრძოლო ხომალდი.

გალერეა (იტალ.)

  1. გრძელი დერეფანი, სადაც ერთ მხარეს კედლის ნაცვლად სვეტებია ჩამწკრივებული.

  2. მაყურებელთა დარბაზის ზედა იარუსი (გალიორკა).

  3. ბევრი სამხატვრო მუზეუმის სახელი.

  4. დიდი რიგი, წყება (ტიპებისა, პორტრეტებისა).

  5. შუშაბანდი.

გალერიუსი გაიუს ვალერიუს მაქსიმიანე - რომის იმპერატორი (III-IV საუკუნეები).

გალეტი (ფრანგ.) - ბრტყელი ნამცხვრის სახესხვაობა.

გალექსება - ქართული ხალხური სიტყვიერების სატირულ-იუმორისტული პოეტური ჟანრი.

გალვანი ლუიჯი - იტალიელი ანატომი და ფიზიოლოგი (1737-1798 წწ).

გალვანიზაცია - მუდმივი ელქტრული დენის გატარება რამეში სამკურნალო ან ტექნიკური მიზნებისათვის.

გალვანიზება

  1. ელექტრული დენის გატარება რამეში.

  2. რაიმე საგნის ზედაპირის ლითონით დაფარვა ელექტროლიზის საშუალებით.

გალვანო

  1. კლიშეს ან გრავიურის ანაბეჭდი, მიღებული გალვანოპლასტიკის საშუალებით.

  2. რთული სიტყვების პირველი ნაწილი, ნიშნავს „გალვანურს“.

გალვანოგლიფია - გალვანოპლასტიკის საშუალებით რელიეფურ გამოსახულებათა მიღების წესი.

გალვანოკაუსტიკა

  1. ქსოვილების მოწვა გალვანური დენით.

  2. სურათის ამოტვიფრვა ლითონზე გალვანური დენის მეშვეობით.

გალვანოკაუტერი - ლითონის ბუნიკი, წვერი, რომლითაც აწარმოებენ ქსოვილების მოწვას.

გალვანომეტრი - სუსტი ელექტრული დენის საზომი ხელსაწყო.

გალვანოპლასტიკა - ლითონის დალექვა მისი მარილების ხსნარიდან რაიმე საგნის ზედაპირზე ლითონის პირის მისაღებად.

გალვანოსკოპი - უმარტივესი ხელსაწყო წრედში მუდმივი დენის გამოსამჟღავნებლად და მისი მი-მართულების გასარკვევად.

გალვანოსტეგია - ლითონის თხელი ფენის დალექვა საგნის ზედაპირზე კოროზიისგან დასაცავად.

გალვანოსტერეოტიპი - სტერეოტიპული საბეჭდი ფორმა (ანაწყობი, კლიშე, ხის გრავიურა), რომელიც მზადდება გალვანოპლასტიკური საშუალებით.

გალვანოსტერეოტიპია - სტერეოტიპულ საბეჭდ ფორმათა დამზადება გალვანოპლასტიკის წესით.

გალვანოტაქსისი - ცხოველების, მცენარეული ორგანიზმების, მიკრობების აქტიური მოძრაობა ელექტრული დენის გამოისობით.

გალვანოტექნიკა - გამოყენებითი ელექტროქიმიის დარგი.

გალვანოტროპიზმი - გარემოში მუდმივი ელექტროდენის გავლისას მცენარის მზარდი ღერძული ორგანოების ან ცხოველთა მჯდომარე ფორმების გადაღუნვა.

გალვესი მანუელ - არგენტინელი მწერალი (1882-1962 წწ).

გალვესტონი - ქალაქი აშშს ტეხასის შტატში.

გალი

  1. ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1932 წელს. მოსახლეობა 15,7 ათასი (1991 წ). ქალაქი მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ერისწყლის ორივე ნაპირზე. ზღვის დონიდან - 48 მეტრი. მანძილი სოხუმიდან 77 კმ.

  2. აჩქარების ერთეული CGS სისტემაში. სახელი ეწოდა გალილეო გალილეის საპატივცემლოდ.

გალი ბუტროს - გაეროს გენერალური მდივანი 1992-96 წლებში, 1977-90 წლებში ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი (დაიბადა 1922 წელს).

გალი მუსა - ბაშკირი პოეტი (დაიბადა 1923 წელს).

გალი ფრანც იოზეფ - ავსტრიელი ექიმი, ფრენოლოგიის შემქმნელი (1758-1828 წწ).

გალია

  1. მავთულის ან რკინის ბადით შემოზღუდული სადგომი ცხოველებისა.

  2. მდინარე პოსა და ალპებს შორის მდებარე უძველესი ისტორიული რეგიონი.

  3. თანამედროვე საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში არსებული ისტორიული მხარე.

გალიამოვა ალისა - რუსი მოჭადრაკე ქალი, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს ჩემპიონობის პრეტენდენტი 1999 წელს (დაიბადა 1972 წელს)

გალიანი ფერდინანდო - იტალიის სახელმწიფო მოღვაწე, ეკონომისტი, ფილოსოფოსი, აბატი (1728-1787 წწ).

გალიარალი - ქალაქი უზბეკეთის ჯიზახის ოლქში.

გალი-ბიბიენა - XVII-XVIII საუკუნეების იტალიელი თეატრის მხატვრებისა და არქიტექტორების ოჯახი: ფერდინანდო (1657-1743 წწ), მისი ძმა ფრანჩესკო (1659-1739 წწ) და შვილები: ალესანდრო, ჯუზეპე, ანტონიო, შვილიშვილი - კარლო.

გალიეგოსი რომულო - ვენესუელელი მწერალი, ვენესუელას პრეზიდენტი 1947-48 წლებში (1884-1969 წწ).

გალიენი ჟოზეფ სიმონ - ფრანგი მარშალი (1849-1916 წწ).

გალიენუსი პუბლიუს ლიცინიუს ეგნაციუს - რომის იმპერატორი (218 - 268 წწ).

გალიერა (ესპ.)

  1. სამხრეთ ამერიკის ზოგ ქვეყანაში: მამლების ჩხუბისათვის მოწყობილი ადგილი.

  2. თვით მამლების ჩხუბი.

გალიინასი - სამხრეთ ამერიკის უკიდურესი ჩრდილოეთი კონცხი კოლუმბიაში.

გალიკანობა - XIII საუკუნის რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობა, რაც მიზნად ისახავდა საფრანგეთის კათოლიკური ეკლესიის დამოუკიდებლობას ვატიკანისაგან.

გალი-კურჩი ამელიტა - იტალიელი მომღერალი ქალი, კოლორატურული სოპრანო (1882-1963 წწ).

გალილეა - ისტორიული ოლქი ჩრდილოეთ პალესტინაში (ისრაელში), ლიბანის საზღვართან, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.

გალილეი გალილეო - დიდი იტალიელი მეცნიერი, ფიზიკოსი, ბუნებისმეტყველი, პოეტი, ფილოლოგი (1564-1642 წწ).

გალილეი - ბერტოლტ ბრეხტის პიესა.

გალი-მარიე სელესტინ (ნამდვილი გვარი დე ლ'ილი) - ფრანგი მომღერალი ქალი, მეცო-სოპრანო (1840-1905 წწ).

გალიმბაევა აიშა - ყაზახი მხატვარი ქალი (დაიბადა 1917 წელს).

გალინი ალექსანდრე - რუსი დრამატურგი (დაიბადა 1947 წელს).

გალიონი - ძველებური ესპანურ-პორტუგალიური სამანძიანი იალქნიანი გემი.

გალიპოტი (ფრანგ.) - ფისი, რომელიც სდის წიწვოვანი ჯიშების მერქანს ჭრილობიდან. შეიცავს სკიპიდარს, კანიფოლსა და წყალს. იყენებენ ლაქების დასამზადებლად.

გალისია - ესპანეთის ავტონომიური ოლქი ატლანტის ოკეანის პირას. მთავარი ქალაქი - სანტიაგო-დე-კომპოსტელა.

გალისიელები (საკუთარი სახელი - გალიეგო) - ხალხი ესპანეთში (გალისიაში).

გალის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. კერძოდ, აფხაზეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე. 1917 წლამდე გალის რაიონი შედიოდა ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქში სამურზაყანოს მაზრის სახელწოდებით, 1921 საქართველოს სსრ ადმინისტრაციული-ტერიტორიული დაყოფით აფხაზეთის ასსრ-ში ჯერ გალის მაზრის, ხოლო 1939 წლიდან - გალის რაიონის სახელწოდებით. გალის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება ოჩამჩირის, აღმოსავლეთით - წალენჯიხის, სამხრეთით - ზუგდიდის მუნიციპალიტეტები, დასავლეთით - შავი ზღვა. ფართობი 1003 კვ.კმ. 1 ქალაქი, 90 სოფელი. მოსახლეობა - 30 ათასამდე.

გალისხევი - ყოფილი სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

გალიტი - ქლორიდების ქვეკლასის მინერალი.

გალიუმი (Ga) - (სახელი ეწოდა საფრანგეთის ლათინური სახელის Gallia-ს მიხედვით) ქიმიური ელემენტი, მოვერცხლისფრო-მოთეთრო ლითონი. ატომური ნომერი 31, ატომური მასა 69,72.

გალიუნი (ჰოლანდ.)

  1. ტუალეტი გემზე.

  2. შუა საუკუნეებში ესპანური და პორტუგალიური ხომალდი. ცხვირზე ჰქონდა გრძელი, წინ გაშვერილი ნაგებობა, სადაც მოწყობილი იყო ტუალეტი.

გალიფე - განიერი სამხედრო შარვალი, მუხლებს ქვემოთ ვიწროდ შემოჭერილი, ხოლო ზემოთ ძალიან განიერი (ფრანგი გენერლის გალიფეს გვარის მიხედვით).

გალიფე გასტონ, მარკიზ დე - ფრანგი გენერალი. განსაკუთრებული სისატიკით ჩაახშო პარიზის კომუნა (1830-1909 წწ).

გალიჩი

  1. ქალაქი უკრაინის ივანო-ფრანკოვსკის ოლქში.

  2. ქალაქი რუსეთის კოსტრომის ოლქში.

გალიჩი ალექსანდრე - რუსი დრამატურგი, პოეტი (1918-1977 წწ).

გალიჩინა - იგივე გალიცია

გალიცია

  1. დასავლეთ უკრაინისა და პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი მიწების ისტორიული სახელი.

  2. ჰაბსბურგთა იმპერიის პროვინცია (XVIII-XIX საუკუნეები).

გალიციზმი (ფრანგ.) - ფრანგული ენიდან ნასესხები სიტყვები ან გამოთქმები.

გალიცკი ვიქტორ - რუსი ფიზიკოსი-თეორიტიკოსი (1924-1981 წწ).

გალკინი ბორის - რუსი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი (დაიბადა 1947 წელს).

გალკინი სამუილ - ებრაელი პოეტი, დრამატურგი (1897-1960 წწ).

გალმჟავა (ლათ.) - ორგანული ნაერთი, მოიპოვება ზოგ მთრიმლავ ნივთიერებაში, ჩაის ფოთლებში და სხვა. იყენებენ მედიცინაში, აგრეთვე მელნისა და ზოგი საღებრის წარმოებაში.

გალნინი გერმან - რუსი კომპოზიტორი (1922-1966 წწ).

გალმუდუგი - არაღიარებული სახელმწიფო სომალის ცენტრალურ ნაწილში.

გალო

  1. ძვალი კიდურისა ან ნეკნისა.

  2. ფრინველის ფეხის ნაწილი თითებიდან წვივამდე.

გალობა

  1. მუსიკალური ნაწარმოების შესრულება ადამიანის ხმით.

  2. ჭიკჭიკი, სტვენა.

გალომანი - გალომანიით შეპყრობილი ადამიანი.

გალომანია - გადაჭარბებული სიყვარული ყოველივე ფრანგულისა.

გალონი (ინგლ.) - მოცულობის ერთეული ინგლისურ თვლათა სისტემაში (= 4,54609 კუბ. დმ), მისი შემადგენელი ნაწილებია პინტა და უნცია.

გალოპი (ფრანგ.)

  1. ცხენის სვლა, ალურის სახეობა.

  2. სამეჯლისო ცეკვა სწრაფი ტემპისა.

გალოპრილი - ხე ქერქ-შეძრცვილი (საბა).

გალოფლავლინი (ლათ.) - ფერსაჭერი საღებავი, იყენებენ მატყლის ყვითლად შესაღებად.

გალოფობია - ფრანგებისა და ყოველივე ფრანგულის სიძულვილი.

გალოში (ინგლ.) - რეზინის ფეხსაცმელი, რასაც ჩექმებზე იცვამდნენ.

გალპერინი იური - რუსი მწერალი (დაიბადა 1947 წელს).

გალპერინი მოიშე ლეიბ - ებრაელი მწერალი (1886-1932 წწ).

გალტონი (გოლტონი) ფრენსის - ინგლისელი ფსიქოლოგი და ანთროპოლოგი, ბიომეტრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1822-1911 წწ).

გალუა

  1. ევარისტ - ფრანგი მათემატიკოსი (1811-1832 წწ).

  2. ლუსიენ - ფრანგი გეოგრაფი (1857-1941 წწ).

გალუაზი - ფრანგული წარმოების სიგარეტი.

გალუაზიტი - ფენოვანი სილიკატების ქვეკლასის მინერალი.

გალუანთა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

გალუნი (ფრანგ.) - სამხედრო სამოსში გამოყენებული სქელი ზონარი ან თასმა.

გალუპი ბალდასარე (მეტსახელად ბურანელო) - იტალიელი კომპოზიტორი (1706-1785 წწ).

გალურგია - მინერალური მარილების მწარმოებელი ქიმიური ტექნოლოგიის განხრა.

გალუს ანონიმუსი - ლათინურად დაწერილი პოლონური ქრონიკის ავტორი (XI-XII საუკუნეები).

გალუსტაშვილი სოკრატ - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1920 წელს).

გალფ ოილი - აშშ-ს ნავთობკომპანია. შეიქმნა 1907 წელს. 1984 წელს შთანთქა ნავთობკომპანია „შევრონმა“.

გალფრიდი მონმატენსელი - შუა საუკუნეების (XI-XII სს) ინგლისელი მწერალი.

გალჩინსკი კონსტანტი ილდეფონესი - პოლონელი პოეტი (1905-1953 წწ).

გალჰეპიგენი - სკანდინავიის ნახევარკუნძულის უმაღლესი მწვერვალი ნორვეგიაში (2469 მ).

გამა

  1. ბერძნული ანბანის მესამე ასო (γ).

  2. გრამის მემილიონედი ნაწილი.

  3. ერსტედის მეასიათასედი ნაწილი.

  4. ბგერათა თანმიმდევრული წყობა, რიგი.

  5. ფერების ნაირსახეობათა თანამიმდევრობა, ფერთა შეხამება.

გამა ვასკო და - პორტუგალიელი ზღვაოსანი. აფრიკის გარშემო საზღვაო გზის პირველაღმომჩენი (1469-1524 წწ).

გამაგლობულინი - (მედიცინაში) სისხლის პლაზმის ცილოვანი ფრაქცია.

გამადრიადი - იგივე სამეფო კობრა.

გამალებული - სწრაფი, აჩქარებული.

გამანაგი - ერთი დღის ნახნავი (საბა).

გამარა პიერ - ფრანგი მწერალი (დაიბადა 1919 წელს).

გამა სხივები - რადიოაქტიურ ნივთიერებათა მიერ გამოშვებული უხილავი სხივები, რომლებიც აღწევს გაუმჭვირ საგნებში (ჰგავს რენტგენის სხივებს).

გამართლებული - მიზანშეწონილი.

გამარჯვება - სოფლები გარდაბნის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში.

გამაშები (ფრანგ.) - ნაქსოვი ან სქელი ქსოვილისაგან შეკერილი წინდები.

გამბა ჟაკ ფრანსუა - ფრანგი მოგზაური და ვაჭარი. საფრანგეთის კონსული თბილისში (1763-1833 წწ).

გამბარა ვერონიკა - იტალიელი პოეტი ქალი (1485-1550 წწ).

გამბეტა ლეონ - საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი (1838-1882 წწ).

გამბია

  1. მდინარე დასავლეთ აფრიკაში (1200 კმ).

  2. (გამბიის რესპუბლიკა, ინგლ. Republic of The Gambia).

  • სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით ესაზღვრება სენეგალს, დასავლეთით აქვს გასასვლელი ატლანტის ოკეანეში.

  • დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1965 წლის 18 თებერვალი.

  • შედის ერთა თანამეგობრობაში.

  • ეროვნული დევიზი - „Progress, Peace, Prosperity“.

  • ჰიმნი - „For The Gambia Our Homeland“.

  • მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.

  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

  • უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული ასამბლეა.

  • ფართობი - 10 380 კვ.კმ.

  • ტერიტორიულ-ადმინისტრაციულად შედგება ერთი ქალაქის და 5 ოლქისაგან.

  • მოსახლეობა - 1,4 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 132 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • დედაქალაქი - ბანჯული.

  • ოფიციალური ენა - ინგლისური.

  • ეროვნული ვალუტა - დალასი.

  • ქვეყნის კოდი - GMB.

  • დროის სარტყელი - UTC +0.

  • სატელეფონო კოდი - +220.

  • ინტერნეტ-დომენი - gm.

გამბიტი (ფრანგ.) - საჭადრაკო პარტიის დასაწყისის სახეობა, სადაც შეტევაზე სწრაფად გადასვლისათვის თეთრები სწირავენ ფიგურას ან პაიკს.

გამბრინუსი - ზღაპრული ფლანდრიელი მეფე. ითვლება ლუდის გამომგონებლად.

გამბუზია (ესპ.) - წვრილი ცოცხლადმშობი თევზი კობრისკბილასნაირთა ოჯახისა, ანადგურებს მალარიის კოღოს მატლებს.

გამბურდი მოსე - მოლდაველი მხატვარი (1904-1954 წწ).

გამბურცევი გრიგოლ - რუსი აკადემიკოსი, გეოფიზიკოსი, სეისმური დაზვერვის ერთ-ერთი შემქმნელი (1903-1955 წწ).

გამბურცევის მთები - ანტარქტიდის ყინულქვეშა მთები.

გამდელი - იგივეა, რაც გამზრდელი.

გამდლისწყარო - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

გამეზარდაშვილი დავით - ჟურნალისტი, მეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1920-1985 წწ).

გამელანი - ინდონეზიური ტრადიციული ორკესტრი.

გამელენი მორის გუსტავ - ფრანგი არმიის გენერალი. მე-2 მსოფლიო ომში საფრანგეთის სახმელეთო ჯარის მთავარსარდალი (1872-1958 წწ).

გამელია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰერას ერთ-ერთი მეტსახელი, როგორც ქორწინების ქალღმერთისა.

გამეტანგიუმი - წყალმცენარეებისა და სოკოების უჯრედი, რაშიც წარმოიქმნება მოძრავი სასქესო ელემენტები.

გამეტები (ბერძნ.) - მცენარეებისა და ცხოველების სასქესო უჯრედები.

გამეტოგენეზი - სასქესო უჯრედების ანუ გამეტების წარმოქმნის პროცესი.

გამეტოფიტი (ბერძნ.) - სასქესო თაობა, მცენარის სასიცოცხლო ციკლის ნაწილი.

გამეხებული - განრისხებული.

გამზათოვი რასულ - იხილე ჰამზათოვი რ.

გამზირი - იგივეა, რაც პროსპექტი.

გამზრდელი

  1. ვისაც მინდობილი აქვს, ვინც იკისრა ბავშვის აღზრდა.

  2. აკაკი წერეთლის პოემა (დაიწერა 1898 წელს).

გამი კოლინ - ავსტრალიელი ასტრონომი (1924-1960 წწ).

გამია (ბერძნ.) - რთულის სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი, აღნიშნავს შეუღლებასთან დაკავშირებულს.

გამირი - ერთმანეთისგან დაშორებული გასწვრივი ხეების შემაერთებელი ხარიხა.

გამიში - მცირე კავკასიონის უმაღლესი მწვერვალი, მუროვდაღის ქედზე (აზერბაიჯანი)

გამკივანი

  1. მაღალი, წვრილი, კივილისებრი ხმა.

  2. ვინც კრიმანჭულს ამბობს გურულ სიმღერაში.

გამკითხავი - მსაჯული, მსჯავრის დამდები.

გამო

  1. ცალკე მდგომი თანდებული, იხმარება ნათესაობით ბრუნვაში დასმულ სახელთან.

  2. რთული წინსართი ქართული ზმნისა (ზმნისწინი). აღნიშნავს მოქმედებას იქიდან აქეთ და შიგნიდან გარეთ.

გამოვი გიორგი - ამერიკელი ფიზიკოსი-თეორიტიკოსი (1904-1968 წწ).

გამოკვეთილი - გამოყვანილი, ჩამოსხმული, ჩამოყალიბებული.

გამოკვლევა - მეცნიერული ნაშრომი.

გამომცდელი - ვინც ვისიმე ცოდნას ამოწმებს რამეში.

გამომცემლობა - დაწესებულება, რომელიც წიგნის გამოცემას აწარმოებს.

გამომძიებელი - თანამდებობის პირი, რომელიც წინასწარ გამოძიებას აწარმოებს.

გამომწვევი - თავხედი, უტიფარი, გამაღიზიანებელი.

გამონაკლისი - რაც, ვინც საერთო წესს არ მისდევს.

გამონაყარი (ეგზანთება) - სხვადასხვა სახისა და ხასიათის ცვლილებები კანზე.

გამონაცემი - წამლეულის თხევადი ფორმა.

გამონები - სასქესო უჯრედების ანუ გამეტების გამონაყოფი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ განაყოფიერებას.

გამოსავალი - საშუალება, რითაც შეიძლება რაიმე მძიმე მდგომარეობიდან თავის დაღწევა.

გამოფენა - ადამიანთა მატერიალური და სულიერი მოღვაწეობის მიღწევათა საჯარო დემონსტრირება.

გამოფისვა - წიწვოვნების დაკეჭნა ფისის მისაღებად.

გამოფიტვა - მინერალებისა და ქანების სახეცვლისა და დაშლის პროცესი დედამიწის ზედაპირზე მოქმედი ფიზიკურ-ქიმიური და ორგანული აგენტების გავლენით.

გამოქვაბული (ქვაბი) - კლდეში გამოღრმავებული ადგილი.

გამოღმა არგვეთი (არგვეთი) - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (გორისის თემის საკრებულო). ზღვის დონიდან - 620 მეტრი, საჩხერიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 815 კაცი.

გამოღმა ბოსლევი - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ბოსლევის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირას. ზესტაფონი-ჭიათურის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან - 540 მეტრი, ზესტაფონიდან - 13 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 707 ადამიანი.

გამოღმა დობირო - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

გამოღმა ზენათი - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

გამოღმა კოდორი - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

გამოღმა ნოღა - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (გორდის თემის საკრებულო), მდებარეობს კოლხეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 320 მეტრი, ხონიდან - 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 214 კაცი.

გამოღმა პირველი ხორგა - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

გამოღმა ქარიატა - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

გამოღმა შუა ხორგა - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

გამოყოფა (ექსკრეცია) - ორგანიზმის განთავისუფლება ნივთიერებათა ცვლის საბოლოო, გამოუყენებელი პროდუქტებისა და სხვა ნივთიერებებისაგან.

გამოშვება - რაიმე სასწავლებლის კურსდამთავრებულთა წყება.

გამოჩინებული - სამონასტრო კომპლექსი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში.

გამოჩინებულის თემის საკრებულო - თემის საკრებულო სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მოიცავს 2 სოფელს: ზემო აბაშა და ქვემო აბაშა.

გამოცანა

  1. ზეპირსიტყვიერების ჟანრი, მოკლედ გამოთქმული ორაზროვანი აღწერა საგნისა ან მოვლენისა.

  2. გაუგებარი, ბუნდოვანი რამ.

გამოცდა

  1. შემოწმება, გამორკვევა რისამე ღირსებისა.

  2. ცოდნის შემოწმების მიზნით გამოკითხვა.

გამოცემა - ბეჭდვითი ნაწარმოები (წიგნი, გაზეთი, ჟურნალი).

გამოცხადება - უფლის, უზენაესის ან მისი მოციქულების მიერ ზებუნებრივი გზით საიდუმლოების განდობა.

გამოძალვა - ვისამე პირადი საკუთრების ხელყოფა.

გამოძახილი - იგივეა, რაც ექო.

გამოწალდვა (გაწმენდა ტყისა) - ტყეში 3-5 წელიწადში ერთხელ ხეების ჭრა.

გამოწელვა - ლითონის დამუშავება საჭრელი იარაღით.

გამოწვა (ტექნიკაში) - სხვადასხვა აირად გარემოში მადნის წინასწარი დამუშავება გახურებით.

გამოწნეხა - ჭედვის ოპერაცია, რის მიზანიცაა ნამზადის გასქელება სიგრძის ხარჯზე.

გამოწრთობა - არახელსაყრელი პირობებისადმი გამძლეობის გამომუშავების პროცესი.

გამოხარშვა - ქსოვილის გამოყვანის ერთ-ერთი პროცესი.

გამოხდა - სითხეთა ერთგვაროვანი ნარევის შემადგენელ ნაწილებად დაყოფის პროცესი.

გამრავლება

  1. არითმეტიკული მოქმედება.

  2. ცოცხალ ორგანიზმთა ერთ-ერთი ძირითადი თვისება თავისივე მსგავსი ახალი არსებების წარმოქმნისა.

გამრეკელ-თორელი ნინო - პირველი ქართველი რეჟისორი ქალი (1882-1938 წწ).

გამრეკელი ბორის - რეჟისორი, მსახიობი, დრამატურგი (1900-1980 წწ).

გამრეკელი დავით - საოპერო მომღერალი, ბარიტონი (დაიბადა 1911 წელს).

გამრეკელი ვასილ - ექიმი და საზოგადო მოღვაწე (დაიბადა 1916 წელს).

გამრეკელი ირაკლი - სცენოგრაფი, თეატრის მხატვარი (1894-1943 წწ).

გამსახურდია ზვიადი - 1991-92 წლებში საქართველოს პრეზიდენტი (1939-1993 წწ).

გამსახურდია კონსტანტინე - დიდი ქართველი მწერალი (1891-1975 წწ).

გამსახურდია რომან - საცირკო მოღვაწე (1860-1939 წწ).

გამსი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდამაყრის თემის საკრებულო), გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ხევსურეთის არაგვის მარჯვენა მხრეს. ზღვის დონიდან - 1440 მეტრი, დუშეთიდან - 54 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 55 კაცი.

გამტანი - გაჭირვებაში ვისამე მხარზე მდგომი.

გამტარი - ნივთიერება, რომელიც ატარებს, გადასცემს სითბოს, ელექტრობას, ბგერას.

გამტარუნარიანობა - რისამე გატარების უნარი.

გამყარება - სითხის სრული ან ნაწილობრივი გადასვლა მყარ მდგომარეობაში.

გამყრელიძე თამაზ - ენათმეცნიერი, აკადემიკოსი (დაიბადა 1929 წელს).

გამყრელიძე რევაზ - მათემატიკოსი, აკადემიკოსი (დაიბადა 1927 წელს).

გამცემლიძე შოთა - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1922-1945 წწ).

გამწვანება - მწვანე ნარგავების შექმნისა და გამოყენების ღონისძიებათა სისტემა.

გამჭვირვალობა - სხეულის უნარი გაატაროს სინათლე.

გამჭოლი - რაც რისამე შიგნით გაივლის.

გამჭრიახი

  1. ვისაც გონება უჭრის.

  2. შორსმჭვრეტელი, გონიერი.

გამხიტშვილი ვანო - ევროპის ჩემპიონი (1999), მსოფლიოს ჩემპიონატების 5-გზის მეორე (1991-98) და 2-გზის (1997-98) მესამე პრიზიორი სამბოში (1973-1999 წწ).

გამხდარი - დამჭლევებული, ჯანდაგი.

გამხსნელი - ინდივიდუალური ქიმიური ნაერთი ან ნარევი, რაც სხვადასხვა ნივთიერების გახსნის უნარით ხასიათდება.

გან

  1. ძველი წინსართი ქართული ზმნისა (ზმნისწინი), ახალ ქართულში წარმოდგენილია გა-ს სახით; შემორჩენილი აქვს ზოგ სიტყვას: გან-თავისუფლება, გან-ვითარება, გან-ხორციელება და ა.შ.

  2. ნათესაობითი ბრუნვის თანდებული.

  3. ქართული ანბანის მესამე ასოს სახელი.

განა

  1. ნაწილაკი, გამოხატავას კითხვას ან უარყოფას.

  2. ძველინდოელთა სათემო გაერთიანება, მითოლოგიაში - ღმერთების კრებული.

  3. (განის რესპუბლიკა, ინგლ. Republic of Ghana).

  • სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. შედის ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობაში. დასავლეთით ესაზღვრება კოტ დ'ივუარს, ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით - ბურკინა-ფასოს, აღმოსავლეთით - ტოგოს, სამხრეთით აკრავს გვინეის ყურე.

  • დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1957 წლის 6 მარტი.

  • ეროვნული დევიზი - „Freedom and Justice“ (თავისუფლება და სამართალი).

  • ჰიმნი - „God Bless Our Homeland Ghana“.

  • მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.

  • სახელმწიფოს მეთური - პრეზიდენტი.

  • ფართობი - 238 540 კვ.კმ.

  • დაყოფილია 10 ოლქად, რომლებიც თავის მხრივ 138 რეგიონს შეიცავენ.

  • მოსახლეობა - 21,0 მლნ.

  • სიმჭიდროვე - 228 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • დედაქალაქი - აკრა.

  • ოფიციალური ენა - ინგლისური.

  • ეროვნული ვალუტა - სედი.

  • ქვეყნის კოდი - GHA.

  • დროის სარტყელი - UTC +0.

  • სატელეფონო კოდი - +233.

  • ინტერნეტ-დომენი -gh

განავალი - უსარგებლო ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა საჭმლის მონელების შემდეგ.

განათება

  1. ამა თუ იმ მიზნით სხივური ენერგიის ხილული ნაწილის გამოყენება.

  2. იგივე ცხონება.

განათლება

  1. ცოდნის, უნარ-ჩვევების, შეხედულებების, რწმენის, შემეცნებითი ძალების და პრაქტიკული მომზადების დონის ერთობლიობა.

  2. გამომცემლობა თბილისში, დაარსდა 1957 წელს.

  3. სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

განათლებისკარი - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

განათხოვარი - ქმარს გაცილებული ქალი.

განაპირა - რისამე ნაპირას მყოფი, მდებარე.

განარჯიის მუხური - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

განაყოფი - გაყოფის შედეგად მიღებული რიცხვი.

განაყოფიერება - ნაყოფის ჩასახვა.

განაშენიანება - დასახლებული პუნქტის ზრდასთან დაკავშირებული პროცესი.

განაჩენი

  1. სასამართლოს მიერ სამსჯავრო სხდომაზე ბრალდებულის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება.

  2. ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1959 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ლევან ხოტივარი. სცენარის ავტორები - ირაკლი ჭიჭინაძე, გიგა ლორთქიფანიძე. დამდგმელი ოპერატორი - ლევ სუხოვი. კომპოზიტორი - ბიძინა კვერნაძე. მთავარ როლებში: გიორგი შავგულიძე (მერაბი), დუდუხანა წეროძე (თამარი), დათო დანელია, გრიგოლ ტყაბლაძე, ლია ელიავა, იმედა კახიანი, ვახტანგ ნინუა.

განაცხადი - ოფიციალური ხასიათის წინასწარი განცხადება, მოთხოვნა.

განაწესი - ამა თუ იმ დაწესებულებაში მიღებული დადგენილება გარკვეული წესების ან წესრიგის დაცვის შესახებ.

განაწონი

  1. (ძვ.) გამჭოლ გავლილი (ისარი, შუბი).

  2. განგმირული, დაკოდილი.

განახლება - სოფლები გალის, გულრიფშის, დმანისის, ჩოხატაურის, ხელვაჩაურის და ხულოს მუნიციპალიტეტებში.

განგა - ინდუისტურ მითოლოგიაში - ციური მდინარე, რაც მიწაზე დაეშვა და მდინარე განგად იქცა.

განგაში

  1. შფოთიანი ხმაური, მღელვარება, აურზაური.

  2. ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1968 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ნიკოლოზ სანიშვილი. სცენარის ავტორები - არჩილ სულაკაური, ნიკოლოხ სანიშვილი, ანზორ სალუქვაძე, რევზ ინანიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - ლევ სუხოვი. მთავარ როლებში: მანანა ცხოვრებოვა (ციცინო), დავით აგიაშვილი (დათო), გოგი ქავთარაძე (ყარამანი), გია ფერაძე (ოსიკო), ლერი გაფრინდაშვილი (ბონდო), კოტე დაუშვილი (დომენტი), იპოლიტე ხვიჩია (ნარიმანი), ვახტანგ ნინუა (დურმიშხანი).

განგებ - განზრახ, საგანგებოდ.

განგება - დოგმატი, რომლის თანახმადაც ყველაფერი ამქვეყნად დამოკიდებულია უფლის ნებაზე.

განგებლოვი (განგებლიძე) ალექსანდრე - დეკაბრისტი, «სამხრეთის საზოგადოების» წევრი (1801-1891 წწ).

განგი - მდინარე ინდოეთსა და ბანგლადეშში, ერთვის ბენგალის ყურეს (სიგრძე - 2700 კილომეტრი).

განგლიონი (ბერძნ.) - ნერვული უჯრედების, ნერვული ბოჭკოების და მათი თანმხლები ქსოვილების ანატომიურად გამოცალკევებული გროვა.

განგრენა (ბერძნ.) - ტრავმის შემდეგ, სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად ორგანიზმის ქსოვილების ან ორგანოს კვდომა.

განგსტერი (ინგლ.) - ბანდიტური დაჯგუფების წევრი აშშ-ში.

განგსტერიზმი - ორგანიზებული დანაშაულობის სინონიმი აშშ-ში.

განგტოკი - ქალაქი ინდოეთში, სიკიმის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.

განგური - პირუტყვის განაცვივნი ბეწვი (საბა).

განგურო - იაპონელი ახალგაზრდობის სუბკულტურა, რომელიც XX საუკუნის 90-იან წლებში წარმოიშვა.

განგუტი - ფინეთის ნახევარკუნძულ ხანკოს რუსული სახელი.

განდა - ბანტუს ჯგუფის ხალხი უგანდაში (3,5 მილიონი).

განდაგან - განის მიმართულებით.

განდაგანა - ქართული (აჭარული) ცეკვა.

განდაკი - მდინარე ნეპალსა და ინდოეთში (650 კმ).

განდეგილი

  1. (ნამდვილი სახელი და გვარი დომინიკა ერისთავი) - ქართველი პოეტი ქალი (1864-1929 წწ).

  2. მწირი, მეუდაბნოე.

  3. ილია ჭავჭავაძის პოემა (დაიწერა 1882-83 წლებში).

განდი ინდირა - ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 1966-77 და 1980-84 წლებში. ჯავაჰარლალ ნერუს ქალიშვილი (1917-1984 წწ).

განდი მოჰანდას კარამჩანდ - ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი (1869-1948 წწ).

განდი რაჯივ - ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 1984-89 წლებში, ინდირა განდის ვაჟი. მოკლულ იქნა ტერორისტების მიერ (1944-1991 წწ).

განდიზმი - მოჰანდას განდის მიერ შემუშავებული სოციალურ-პოლიტიკური და რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება.

განდიკაპი - იხილე ჰანდიკაპი.

განდინაგარი - ქალაქი დასავლეთ ინდოეთში, გუჯარათის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.

განდისიშანი - ტიბეტის სამხრეთით განლაგებული მთათა სისტემა.

განდლევსკი სერგეი - რუსი პოეტი (დაიბადა 1952 წელს).

განდჰარა - უძველესი რეგიონი პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. აგრეთვე ქუშანთა მეფობისას წარმოშობილი სამხატვრო სტილი.

განდჰარვები - ინდუისტურ მითოლოგიაში - ციური მუსიკოსები.

განედი - მანძილი ეკვატორიდან ერთ-ერთი პოლუსისაკენ, გამოიხატება გრადუსებით.

განეშა - ბრაჰმანიზმსა და ინდუიზმში სპილოსთავიანი ღმერთი სიბრძნისა, ღმერთ შივას ვაჟი.

განვადება - რამდენიმე ვადაზე გადანაწილება.

განვითარება

  1. ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა.

  2. გაზრდა, გაფართოება, გაძლიერება.

განვლილი - წარსული, გადატანილი.

განზე

  1. გვერდზე, გვერდით.

  2. განის მიხედვით, სიგანეზე.

განზომილება - (მათემატიკაში) გასაზომი სიდიდე.

განზრახ - წინასწარ მოფიქრებით.

განზრახვა - სურვილი, ჩანაფიქრი.

განთავისუფლება - ტყვეობიდან თავდახსნა.

განთესვა

  1. ცალკეული პირების გასვლა, გაბნევა რაიმე კოლექტივიდან.

  2. (სპორტში) მოასპარეზეთა წინასწარი დაჯგუფება სიმძლავრის მიხედვით.

განთიადი

  1. სოფლები დმანისის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ხელვაჩაურის და ხობის მუნიციპალიტეტებში.

  2. სოფელ ხუნდუკის ძველი სახელი

  3. გათენების დასაწყისი.

  4. საქართველოს სპორტული საზოგადოება.

  5. საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების ლიტერატურული ალმანახი.

განთქმული - საყოველთაოდ ცნობილი.

განი

  1. სიგანე, სიფართოვე

  2. მდინარე ჩინეთში, არგუნის შენაკადი.

განი ალექსეი - რუსი მხატვარი-გრაფიკოსი, ხელოვნების თეორიტიკოსი (1893-1942 წწ).

განი იუჰან გოტლიბ - შვედი მინერალოგი და ქიმიკოსი (1745-1818 წწ).

განი ოტო - გერმანელი რადიოქიმიკოსი, 1944 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1879 - 1968 წწ).

განი ჯონ - ეგვიპტური წარმოშობის ამერიკელი ფიზიკოსი (დაიბადა 1928 წელს).

განიარაღება - საომარ საშუალებათა ლიკვიდაცია.

განიბალი აბრამ (იბრაგიმ) - რუსი ინჟინერი, წარმოშობით ეთიოპელი, ა.ს.პუშკინის წინაპარი (1697-1781 წწ).

განიდა - მხარე თრაკიაში.

განიერი - რასაც დიდი სიგანე აქვს.

განივეტ გარსია ანხელ - ესპანელი მწერალი და ფილოსოფოსი (1862-1898 წწ).

განივი

  1. განზე, სიგანეზე, გარდიგარდმო.

  2. რისამე სიგანეზე გადამკვეთი.

განივკვეთი - რისამე განივი ზომა.

განივპირიანები - ხრტილიანი თევზების რიგი ფირფიტლაყუჩიანების ქვეკლასისა.

განითყაუ - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

განიმედე

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტროის მეფის ვაჟიშვილი, მოკვდავთა შორის უმშვენიერესი არსება, რომელიც ზევსმა მოიტაცა და ოლიმპოს მთაზე ღმერთების მერიქიფედ აქცია.

  2. პლანეტა იუპიტერის თანამგზავრი.

  3. მცირე პლანეტა (1036), რომლის დიამეტრია 48 კმ. აღმოაჩინა ბაადმა 1924 წელს.

განინა მაია - რუსი მწერალი ქალი (დაიბადა 1927 წელს).

განისი - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (გუდაურის თემის საკრებულო), მდებარეობს ალევის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. მდინარე მთიულეთის არაგვის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1650 მეტრი, სტეფანწმინდიდან - 40 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 4 კაცი.

განკანონება - ძველ საქართველოში საეკლესიო სჯულის დამრღვევი პირის დასჯა.

განკარგულება - მითითება, ბრძანება.

განკერძოება - (გრამატიკაში) სიტყვის ან სიტყვათა ჯგუფის აზრობრივი და ინტონაციური გამოყოფა.

განკვეთა - ზოგიერთ რელიგიაში საეკლესიო სასჯელი.

განკითხვა - პასუხის მოთხოვნა, გასამართლება.

განკითხვის დღე - ღვთაებრივი სამსჯავრო, რომელზედაც გადაწყდება ცოდვილთა და მართალთა საბოლოო ბედი.

განკიცხული - ალ. ყაზბეგის მოთხრობა (გამოქვეყნდა 1884 წელს).

განმაგნიტება - დამამაგნიტებელი ველის მოხსნის შემდეგ ფერომაგნიტურ სხეულში დამაგნიტებულობის შემცირება.

განმანათლებელი

  1. განათლებისა და მოწინავე იდეების გამავრცელებელი.

  2. ქრისტიანობის გამავრცელებელი.

განმანათლებლობა - საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმდინარეობა, ძველის შეცვლა ახლით მეცნიერული ცოდნის გავრცელების საშუალებით.

განმგებელი (გამგებელი) - ადგილობრივი ადმინისტრაციის მოხელე ფეოდალურ საქართველოში და თანამედროვე, XXI საუკუნის, საქართველოში.

განმკლავი - ხელების განზე, მხრების განზე გაშლა.

განოა - ქალაქი კოტ დ,ივუარში.

განრიგი (განრიგება) - გრაფიკი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას რისამე შესრულების დროის, ადგილის და თანამიმდევრობის შესახებ.

განსაზღვრება - წინადადების მეორეხარისხოვანი წევრი, რაც ახლავს წინადადების სახელად წევრს, უკავშირდება მას შეთანხმებით და ახასიათებს მას.

განსაზღვრული - შემოფარგლული, დადგენილი.

განსაკუთრებით - საგანგებოდ.

განსასჯელი - ადამიანი, რომელსაც ბრალი ედება.

განსაცდელი - უბედურება, გაჭირვება.

განსაწმენდელი - იხილე სალხინებელი.

განსვინდტი ჰერმან - გერმანელი ინჟინერი, სარაკეტო ტექნიკის ერთ-ერთი პიონერი (1856-1934 წწ).

განსი აბელ - ფრანგი კინორეჟისორი (1889-1981 წწ).

განსი ჯო - XX საუკუნის დასაწყისის ცნობილი ამერიკელი მოკრივე (1874-1910 წწ).

განსუ - პროვინცია ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, ადმინისტრაციული ცენტრი - ლანჯოუ.

განსჯა - ფიქრი, აზროვნება, გაანალიზება.

განტევება - პატიება შეცოდებისა.

განტელი - იხილე ჰანტელი.

განტვარგი ანატოლი - ბელორუსი მოშაშე, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი 1978, 1980, 1984, 1985 წლებში (დაიბადა 1948 წელს).

განტოლება - არგუმენტთა იმ მნიშვნელობების მოძებნის ამოცანის ანალიზური ჩაწერა, რომელთათვისაც ორი მოცემული ფუნქციის მნიშვნელობანი ტოლია.

განუზომელი - ძალიან დიდი.

განუკითხავი - შეუბრალებელი.

განუნი - წყვდიადის სახლი, ქვესკნელი, შავეთი შუმერული მითოლოგიის თანახმად.

განუყრელი - მუდამ ვინმესთან ერთად მყოფი.

განუხრელი - მტკიცე, ურყევი.

განფი იული - რუსი მხატვარი-გრაფიკოსი (1898-1973 წწ).

განყენებული

  1. საერთო ნიშან-თვისებათა შემცველი.

  2. რეალურ სინამდვილეს დაშორებული.

განყოფილება

  1. დაწესებულების ან საწარმოს ნაწილი.

  2. ჟურნალის, გაზეთის თემატურად გაერთიანებული ნაწილი.

განშორება - წასვლა ვინმესაგან, დატოვება.

განჩი - დაბა ტაჯიკეთის ხოჯენდის ოლქში.

განჩინება - სასამართლოს გადაწყვეტილების ერთ-ერთი ფორმა.

განცდა - სულიერი მდგომარეობა, რომელიც გამოიხატება რაიმე ძლიერი შეგრძნებით.

განცევიჩი - ქალაქი ბელორუსიის ბრესტის ოლქში.

განცხადება - წერილობითი ან ზეპირი უწყება.

განცხრომა - უაღრესი კმაყოფილება, ნეტარება.

განძა - აზერბაიჯანის ქალაქ განჯის სახელწოდება ძველქართულ მატიანეებში.

განძაკი - უძველესი ქალაქი ურმიის ტბის (ირანი) შემოგარენში. ატროპატანას დედაქალაქი.

განძანი - სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

განძი

  1. ძვირფასი ნივთები, ძვირფასი რამ.

  2. განძი - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1961 წელს. დამდგმელი რეჟისორი - რეზო ჩხეიძე. სცენარის ავტორი - დემნა შენგელაია. დამდგმელი ოპერატორი - დიმიტრი თაყაიშვილი. მთავარ როლებში: ბონდო გოგინავა (საულია), ზეინაბ ბოცვაძე (ფუნდუ), აკაკი კვანტალიანი (ოტია) იპოლიტე ხვიჩია (ნიკიფორე).

განძიანი - მდინარე ჩინეთში, ერთვის პოიანხუს ტბას (760 კმ).

განძისხევი - მდინარე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის მარცხენა შენაკადი.

განწესი - დოკუმენტი, განკარგულება რაიმე სამუშაოს შესრულების ან რისამე გაცემა-გაგზავნის შესახებ.

განწყობა - (ფსიქოლოგიაში) ამა თუ იმ განცდისა თუ ქცევისათვის მზადყოფნა.

განხეთქილება - უთანხმოება, ურთიერთობის გამწვავება.

განხრა - სპეციალობა, დარგი, მიმართულება.

განჯა (1804-1918 წწ - ელიზავეტპოლი. 1935-89 წწ - კიროვაბადი) - ქალაქი აზერბაიჯანში (290 ათასი).

განჯალა - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

განჯაფა - ძველებური ბანქოსებრი სათამაშო, მუყაოს ან ხის დასურათებული ფირფიტები.

განჯინა (სპარს.) - კედელში დატანებული კარადა.

განჯისკარი - IX-XVIII საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლი ძველი თბილისის გალავანთან.

განჯოუ - ქალაქი ჩინეთში, ძიანსის პროვინციში (220 ათასი).

განჯური - 108 ტომში მოქცეული კანონიკური ბუდისტური ტექსტების კრებული.

გაობაოხუ (გაოიუხუ) - ჩინეთის ტბა.

გაო იაო - ჩინურ მითოლოგიაში - სამართლიანი მსაჯული; გამოისახებოდა ფრინველის ნისკარტით.

გაო ინსიანი - 1623-45 წლების ჩინეთში გლეხთა ომის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი (სიკვდილით დასაჯეს 1636 წელს).

გაოლანი - იხილე ლანჯოუ.

გაოლიანი (ჩინ.) - ერთწლოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა, ძალიან მაღალი (4 მეტრამდე) ღეროს მქონე, იგივე მანჯურიული ფეტვი.

გაო სინძიანი - ჩინელი მწერალი და დრამატურგი, 2000 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1940 წელს).

გაოსიუნი - ქალაქი ჩინეთში, ტაივანის პროვინციში (1,4 მილიონი).

გაოშანი - ჩინეთში და კუნძულ ტაივანზე მცხოვრები ხალხი (340 ათასი).

გაო ში (ნამდვილი სახელი გაო დაფუ) - ჩინელი პოეტი (700-765 წწ).

გაო-ძუნი (საკუთარი სახელი ლი ჯი) - ჩინეთის იმპერატორი (628-683 წწ).

გაპატიოსნება - მიცვალებულისათვის ყველა საჭირო წესის აღსრულება.

გაპონი (ნამდვილი გვარი გაპონ-ნოვიხი) გიორგი - მღვდელი, ოხრანკის აგენტი, XX საუკუნის დასაწყისის რევოლუციური მოძრაობების მონაწილე (1870-1906 წწ).

გაპონოვი ბორის - ებრაელი პოეტი (1904-1972 წწ).

გაპსალუ - ესტონეთის ქალაქ ხააპსალუს სახელი 1917 წლამდე.

გარა

  1. „გრძლად ორკაპი ჯოხი“ (საბა).

  2. ქსლის იარაღი - ძაფებს შუა გასაყრელი მრგვლად გათლილი გრძელი ჯოხი.

გარაბადი - გარებიანი ან რიკებიანი დგამი ტანსაცმლის ჩამოსაკიდად.

გარაი გაბორ - უნგრელი პოეტი (დაიბადა 1929 წელს).

გარანიანი გიორგი - რუსი ჯაზმენი, კომპოზიტორი, დირიჟორი (დაიბადა 1934 წელს).

გარანტი - თავმდები დაწესებულება ან ადამიანი.

გარანტია (ფრანგ.) - საწინდარი, თავდებობა, პასუხისმგებლობა, წარმატების პირობა.

გარანტირება - გარანტიის მიცემა; უზრუნველყოფა რისამე.

გარაჟი (ფრანგ.)

  1. გადახურული ადგილი ან შენობა ავტომობილების სადგომად.

  2. ელდარ რიაზანოვის ფილმი.

გარაყანიძე ედიშერ - მუსიკოს-ფოლკლორისტი, პედაგოგი (1957-1988 წწ).

გარაყანიძე ვლადიმერ - აერონავტი, აეროსტატების გამომცდელი (1900-1971 წწ).

გარახა - სოფელი და მღვიმე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

გარბანი - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

გარბენი - არასწორი ქმედება კალათბურთში.

გარბო (ნამდვილი სახელი და გვარი გრეტა ლოვისა გუსტაფსონი) გრეტა - შვედური წარმოშობის ამერიკელი კინომსახიობი ქალი (1905-1990 წწ).

გარბორგი არნე - ნორვეგიელი მწერალი (1851-1924 წწ).

გარგაზი - დაბა აზერბაიჯანში.

გარგანო - ნახევარკუნძული სამხრეთ-აღმოსავლეთ იტალიაში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე.

გარგარი - ხეხილი, რომელიც ისხამს ერთკურკიან წვნიან ნაყოფს.

გარგარონი - მთაგრეხილი ტროაში.

გარგი ბალვანტ - პენჯაბელი მწერალი, დრამატურგი (დაიბადა 1916 წელს).

გარგილიუსი მარციალის - ძველრომაელი მწერალი.

გარგჟდაი (1917 წლამდე გორჯი) - ქალაქი ლიტვაში, მდინარე მინიაზე.

გარდა

  1. ძველი წინსართი ზმნისა (ზმნისწინი), ახალ ქართულში ენაცვლება „გადა“. შემორჩენილია ზოგ სიტყვაში (გარდა-ცვალება, გარდა-ტეხა და ა.შ.)

  2. ნათესაობითი ბრუნვის ცალკე მდგომი თანდებული.

  3. ტბა ჩრდილოეთ იტალიაში.

გარდაბანი

  1. (ყოფილი ყარაია) - ძველი ქართლის სამეფოს სამხრეთ-აღმოსავლეთი განაპირა პროვინცია.

  2. (ყოფილი ყარაია) - ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს გარდაბნის ვაკეზე. ზღვის დონიდან 310 მ, თბილისიდან 39 კმ. ქალაქად გამოცხადდა 1969 წელს. მოსახლეობა 12 ათასი (2002 წ.).

გარდაბნის არხი (მარინეს არხი) - არხი გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის ვაკეზე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტი - ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ტფილისის მაზრაში შედიოდა, 1921 წლიდან — ტფილისის მაზრაში, 1938 წლიდან — თბილისის ოლქის ყარაიის რაიონია. გარდაბნის მუნიციპალიტეტს სამხრეთით ესაზღვრება აზერბაიჯანი, ჩრდილოეთით მცხეთის, აღმოსავლეთით - საგარეჯოს, დასავლეთით — თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტები. ფართობი 1702 კვ.კმ. 1 ქალაქი, 2 დაბა, 39 სოფელი. მოსახლეობა 114 ათასი.

გარდამავალი

  1. ცვლადი, არამუდმივი.

  2. (გრამატიკაში) პირდაპირი დამატების მქონე.

გარდამავლობა - ზმნური კატეგორია, მიუთითებს პირდაპირი დამატების არსებობას.

გარდამოხსნა - ქრისტეს გამოსახულებიანი ხატის, ქსოვილის ჩამოხსნა ჯვარცმულ ქრისტეს გვამიდან.

გარდანთა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

გარდანქეშანი - ქართული ზღაპრების გმირი.

გარდასახვა - ახალი ფორმით, ახლებურად წარმოჩენა.

გარდატენი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

გარდატეხა

  1. მიმართულების შეცვლა ერთი ფიზიკური გარემოდან მეორეში გადასვლისას.

  2. მკვეთრი ცვლილება რისამე განვითარების დროს.

გარდაუვალი

  1. აუცილებლად მოსახდენი.

  2. (გრამატიკაში) პირდაპირი დამატების არმქონე.

გარდაქმნა - 80-იანი წლების საბჭოთა კავშირში მიხეილ გორბაჩოვის სახელთან დაკავშირებული პოლიტიკურ-ეკონომიკური რეფორმები.

გარდაცვალება - სიკვდილი.

გარდაცვლილი - მკვდარი.

გარდე (ფრანგ. „გაუფრთხილდით“) - ჭადრაკის მოძველებული ტერმინი, გამოიყენებოდა პარტიის მსვლელობისას, როგორც გაფრთხილება ლაზიერზე თავდასხმისას.

გარდეზი - ქალაქი ავღანეთში, ფაქთიის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

გარდელი კარლოს - არგენტინელი მომღერალი და მსახიობი (1890-1935 წწ).

გარდემარინი (ფრანგ.) - საზღვაო აკადემიის უფროსკლასელი ძველ რუსეთში.

გარდენ-გროუვი - ქალაქი აშშ-ს კალიფორნიის შტატში (144 ათასი).

გარდენ-რიჩი - ქალაქი ინდოეთში (დასავლეთ ბენგალიის შტატი).

გარდენი მერი - ამერიკელი საოპერო მომღერალი (1874-1967 წწ).

გარდენია - მარადმწვანე ბუჩქი.

გარდერობი (ფრანგ.)

  1. ტანსაცმლის კარადა.

  2. ერთი ადამიანის ტანსაცმელი.

გარდი (ფრანგ.) - ლითონის პატარა ამობურცული ფარი დაშნაზე. რაპირაზე, ფარიკაობისას ხელს იცავს დაჭრისაგან.

გარდიანი - ყოველდღიური ინგლისური გაზეთი. გამოდის 1821 წლიდან ლონდონსა და მანჩესტერში.

გარდიგარდმო - სიგანეზე, განივ.

გარდინერი ალან ჰენდერსონ - ინგლისელი ეგვიპტოლოგი (1879-1963 წწ).

გარდინერი სემიუელ როსონ - ინგლისელი ისტორიკოსი (1829-1902 წწ).

გარდინი ვლადიმერ - რუსი დრამატული მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1877-1965 წწ).

გარდმანი - კავკასიის ალბანეთის ერთ-ერთი პროვინცია.

გარდნერი ავა - XX საუკუნის ჰოლივუდის 50-60 წლების მსახიობი ქალი (1922-1990 წწ).

გარდნერი ერლ სტენლი - ამერიკელი მწერალი, დეტექტიური ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი (1889-1970 წწ).

გარდნერი ვადიმ - რუსი პოეტი (1880-1956 წწ).

გარდნერი ჯონ - ამერიკელი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე (1933-1982 წწ).

გარდონი გეზა - უნგრელი მწერალი (1863-1922 წწ).

გარე - გარეთა, გარეშე.

გარეგანი

  1. რაც გარედან ჩანს.

  2. (ძვ.) გარეული, ველური.

გარეევი მუსა - მფრინავი, პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1922-1987 წწ).

გარეთ - კარში, სახლის გარეშე, ცის ქვეშ.

გარეთუბანი - თბილისის უბანი მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოლოლაკის ქვემოთ.

გარეთხა - გარეული თხის რამდენიმე სახეობის კრებითი სახელწოდება.

გარეკახეთი - მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის ნაწილი, ძირითადად მოიცავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტს, აგრეთვე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნაწილს.

გარეკახეთის ზეგანი - იხილე ივრის ზეგანი.

გარემარბი - ფეხბურთში, ერთ-ერთი განაპირა თავდამსხმელი.

გარემო - რისამე გარემომცველი ადგილი, წრე, პირობები.

გარემოება

  1. მდგომარეობა, ვითარება.

  2. (გრამატიკაში) წინადადების წევრი, რომელიც გამოხატავს შემასმენელში ასახული მოქმედების ადგილს, დროს, ვითარებას.

გარემოცვა - ირგვლივ არსებული წრე, პირობები.

გარეტაქტი - არასრული ტაქტი, რითაც ჩვეულებრივ იწყება მუსიკალური ნაწარმოები.

გარეტყე - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

გარეუბანი

  1. ქალაქის განაპირა ნაწილი.

  2. ქალაქის მახლობლად მდებარე დასახლება.

გარეული

  1. ველური

  2. უცხო

გარეშე

  1. არაშინაური, უცხო.

  2. ნათესაობითი ბრუნვის ცალკე მდგომი თანდებული.

გარეწარი - უზნეო, უსინდისო ადამიანი.

გარეჯა - მთა თიანეთის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილში, კახეთის ქედზე. აგებულია ზედაიურულ-ვალანჟინური ძლიერ დანაოჭებული მერგელებითა და მერგელიანი თიხა-ფიქლებით. კალთები ძირიდან შუამდე შემოსილია წიფლის ტყეებით, ზემოთ და მწვერვალზე სუბალპიური მდელოებია, რომელთაც საძოვრად იყენებენ (სიმაღლე - 2497 მეტრი).

გარეჯვარი - სოფლების დიდი გარეჯვრის და პატარა გარეჯვრის გავრცელებული სახელწოდება (გორის მუნიციპალიტეტი).

გარეჯის სერი - სერი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.

გარეჯობა - დღესასწაული დავით გარეჯის დიდ სამონასტრო კომპლექსთან. იმართება XX საუკუნის 80-იანი წლებიდან.

გარვა - იხილე გარუა.

გარვი მარკუს - იამაიკელი პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნული გმირი (1887-1940 წწ).

გართობა - დროის გასაყვან-მოსაკლავი მოქმედება.

გარი - დაბა რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.

გარი რომენ - ფრანგი მწერალი (1914-1980 წწ).

გარიბალდი ანიტა (ნამდვილი სახელი და გვარი ანა რიბეირუ და სილვა) - იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მონაწილე, ჯუზეპე გარიბალდის მეუღლე (1821-1849 წწ).

გარიბალდი ჯუზეპე - იტალიის სახალხო გმირი, გენერალი, იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე, რისორჯიმენტოს ერთ-ერთი ბელადი, მწერალი (1807-1882 წწ).

გარიბალდი - ერთგვარი კრაველის ქუდი.

გარიგა (ფრანგ.) - ხმელთაშუაზღვისპირეთში გავრცელებული მცენარეულობის ფორმა, რომელშიც გაბატონებულია ტანდაბალი მარადმწვანე ბუჩქები.

გარიგება

  1. მოქმედება, მიმართული სამოქალაქო უფლებრივი ურთიერთობის დამყარების, შეცვლის ან მოსპობისაკენ, ბიზნესში - კონტრაქტი.

  2. ქართული მხატვრული ფილმი, კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1993 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ზაზა კოლელიშვილი. სცენარის ავტორები - ნუნუ მატარაძე, ნათია გოგოჭური. დამდგმელი ოპერატორი - დავით გოგოლაშვილი. მთავარ როლებში: ნანული სარაჯიშვილი (მარო), გოგა პიპინაშვილი (მიტო), მარინა საღარაძე (ქეთინო).

გარიდო (გარიდო ი ტორტოსა) ფერნანდო - ესპანელი სოციალისტ-უტოპისტი, რესპუბლიკელი (1821-1883 წწ).

გარიელი - საშუალო ან დიდი ზომის ფრინველი ბატისნაირთა რიგისა.

გარიკი დეივიდ - ინგლისელი მსახიობი, თეატრალური მოღვაწე, სცენის ერთ-ერთი რეფორმატორი, დრამატურგი, ლონდონის თეატრ „დრური-ლეინის“ მეპატრონე (1717-1779 წწ).

გარიკი (ნამდვილი გვარი ვაჩნაძე) ვახტანგ - ქართველი რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე, კრიტიკოსი (1896-1937 წწ).

გარინი ნ. (ნამდვილი სახელი და გვარი ნიკოლაი მიხაილოვსკი) ნიკოლოზ - რუსი მწერალი, ნაროდნიკების იდეების პოპულარიზატორი, გზის ინჟინერი (1852-1906 წწ).

გარინი ერასტ - რუსი კინომსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1902-1980 წწ).

გარინი ეუჯენიო - იტალიელი ფილოსოფოსი, ფილოსოფიის ისტორიკოსი (1909-1985 წწ).

გარინჩა მანუელ ფრანსისკუ დუს სანტოს (მეტსახელად მანე) - დიდი ბრაზილიელი ფეხბურთელი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი 1958 და 1962 წლებში (1933-1983 წწ).

გარინჩა - სამხრეთ ამერიკის ტყეებში მობინადრე პატარა ჩიტი.

გარიჟრაჟი - გათენების დასაწყისი.

გარის-საყვანელა (გარა-საყვანელა) - ქსლის იარაღი, გარის ასაწევ-დასაწევი კავი.

გარისა - გარეული, ველური (საბა).

გარისი - სოფელი ისტორიულ ქვემო ქართლში, მდინარე ხრამის შენაკად ჭავჭავისწყლის მარცხენა ნაპირზე.

გარისის ბრძოლა - გაიმართა 1556 წელს ქართველებსა და ყიზილბაშ დამპყრობლებს შორის.

გარისონი უილიამ ლოიდ - აშშ-ს პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი და პოეტი (1805-1879 წწ).

გარიტი ჟერარ - ბელგიელი აღმოსავლეთმცოდნე, ქართველოლოგი და არმენისტი (1914-1990 წწ).

გარიყულა - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

გარიყული (ნამდვილი გვარი თათეიშვილ-რატიანისა) მარიამ - ქართველი მწერალი ქალი (1883-1960 წწ).

გარკავი აბრამ - რუსი აღმოსავლეთმცოდნე-სემიტოლოგი (1835-1919 წწ).

გარკვეული - ცხადი, ნათელი, მკაფიო.

გარკვეულწილად - ერთგვარად, ნაწილობრივ.

გარკუშა ილია - XVI საუკუნის ბელორუსიაში პოლონელთა წინააღმდეგ აჯანყების ლიდერი.

გარლანდი ჯუდი - იხილე გარლენდი.

გარლენდი (გარლანდი) ჯუდი (ნამდვილი სახელი და გვარი ფრენსის გამი) - ჰოლივუდის ვარსკვლავი XX საუკუნის 50-60-იან წლებში, ლაიზა მინელის დედა (1922-1969 წწ).

გარლენდი ჰანიბალ ჰემლინ - ამერიკელი მწერალი (1860-1940 წწ).

გარლიავა - დაბა ლიტვაში.

გარმი

  1. დაბა ტაჯიკეთში.

  2. სკანდინავიურ მითოლოგიაში ურჩხული ძაღლი.

გარმიანელი - (ძვ.) უცხო, შორეული ადამიანი.

გარმიანული - (ძვ.) უცხო წარმოშობისა, უცხოური.

გარმიშ-პარტენტკირხენი - კლიმატური კურორტი გერმანიაში (ბავარია).

გარმონი (ჰარმონიკა, გარმონიკა) - ენაკიანი მუსიკალური საკრავი, რომლის ლითონის ენაკების რხევას იწვევს მის გაწელვა-შეკუმშვის შედეგად წარმოქმნილი ჰაერის ჭავლი.

გარმსარი - უდაბნოს ზოლი ომანისა და ჰორმუზის ყურეთა ნაპირების გასწვრივ.

გარმსილი (ტაჯიკ.) - მშრალი, ცხელი ქარი შუა აზიაში; დამღუპველ ზეგავლენას ახდენს კულტურულ მცენარეულობაზე.

გარნა

  1. მაგრამსავით (საბა).

  2. წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარა ცხოველი ანტილოპების ქვეოჯახისა. ბინადრობს ინდოეთში.

გარნელები - ფეხსახსრიანი ცხოველების ქვერიგი ათფეხა კიბოების ქვერიგისა.

გარნეტი დეივიდ - ინგლისელი მწერალი (1892-1975 წწ).

გარნეტი კონსტანს - ინგლისელი მთარგმნელი ქალი (1862-1946 წწ).

გარნი - იხილე გარნისი.

გარნიე ჟან ლუი შარლ - ფრანგი არქიტექტორი (1825-1898 წწ).

გარნიე ტონი - ფრანგი არქიტექტორი (1869-1948 წწ).

გარნიე-პაჟესი ლუი ანტუან - საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე, ფინანსთა მინისტრი (1803-1878 წწ).

გარნიერიტი (ფრანგ.) - ნიკელის სილიკატი რთული და არამუდმივი შემადგენლობისა. წარმოადგენს მადანს, საიდანაც იღებენ ნიკელს.

გარნიზონი (ფრანგ.) - მუდმივად ქალაქში ან ციხესიმაგრეში მყოფი სამხედრო ნაწილები და დაწესებულებები.

გარნირი (ფრანგ.) - ხორცის ან თევზეულისაგან დამზადებული საჭმლის საკმაზი.

გარნისაჟი (ფრანგ.) - ინტენსიური გაცივებისას მეტალურგიული აგრეგატის შიგა კედლებზე წარმოშობილი მყარი დამცავი ფენა.

გარნისი (გარნი) - ძველსომხური ციხე-სიმაგრე და დაბა ერევნის სიახლოვეს (დაარსებულია ძვ. წ.აღ. II საუკუნეში).

გარნისის ბრძოლა - გაიმართა 1225 წელს საქართველოს ლაშქრობასა და ხვარაზმელთა შორის.

გარნიტური (ფრანგ.) - ერთგვარი დანიშნულების საგანთა კომპლექტი.

გარო

  1. (საკუთარი სახელწოდება ბოდო) - ბარა-ბოდოს ჯგუფის ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხი. ცხოვრობენ ინდოეთის ასამის შტატში.

  2. წვნიანი საჭმლის თავზე მომდგარი ცხიმი.

გაროდი როჟე - ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი (დაიბადა 1913 წელს).

გარონა - მდინარე საფრანგეთსა და ესპანეთში, სათავეს იღებს პირენეებში, ერთვის ბისკაის ყურეს (აუზის ფართობი - 56 ათასი კვ.კმ. სიგრძე - 647 კმ).

გარონის არხი - სამხრეთ არხის დასავლეთი გაგრძელება, წყლის გზა ატლანტის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვას შორის (საფრანგეთი).

გარონის დაბლობი (აკვიტანიის დაბლობი) - დაბალი ვაკე საფრანგეთში.

გაროტე (ესპან.) - სიკვდილით დასჯა დახრჩობით (ესპანეთში).

გარპუნი - იხილე ჰარპუნი.

გარს - გარშემო, ირგვლივ.

გარსაკრავი - ცხენის უნაგირის სამაგრი ღვედი.

გარსამოსი - ხის ან ლითონის გარსი.

გარსევანიშვილები (გარსევანოვები) - ფეოდალური საგვარეულო საქართველოსა და რუსეთში. განსაკუთრებით დაწინაურდნენ ქართლის სამეფო კარზე XVIII საუკუნეში.

გარსი

  1. საფარი, რაც გარს ეკვრის რასმე.

  2. ორი მრუდე ზედაპირით შემოსაზღვრული სხეული.

გარსია ალონსო (ალეიშუ გარსია) - ესპანელთა სამსახურში მყოფი პორტუგალიელი კონკისტადორი, სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი პირველაღმომჩენი (? - დაახლოებით 1525 წ).

გარსია მანუელ დელ პოპოლო ვისენტე - ესპანელი მომღერალი, კომპოზიტორი და პედაგოგი (1775 - 1832 წწ).

გარსია მანუელ პეტრისიო როდრიგეს - ესპანელი მომღერალი და პედაგოგი (1805-1906 წწ).

გარსია გონსალესი გილერმო - კუბელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1953 წელს).

გარსია გუტიერესი ანტონიო - ესპანელი დრამატურგი, რომანტიული დრამის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1813-1884 წწ).

გარსია ერნანდესი ანხელ - ესპანელი ოფიცერი, ქალაქ ხაკაში რესპუბლიკელთა აჯანყების (1930 წელი) ერთ-ერთი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი (1900-1930 წწ).

გარსია ინიიგესი კალისტო - კუბის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი მოღვაწე (1839-1898 წწ).

გარსია კეხიდო ანტონიო - ესპანეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, სტამბის მუშა (1856-1927 წწ).

გარსია ლორკა ფედერიკო - ესპანელი პოეტი და დრამატურგი (1898-1936 წწ).

გარსია მარკესი გაბრიელ - კოლუმბიელი მწერალი, 1982 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1928 წელს).

გარსია მარტინესი სილვინო - კუბელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1944 წელს).

გარსია მონხე ხოაკინ - კოსტარიკელი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადოებრივი მოღვაწე (1881 - 1958 წწ).

გარსია მორენო გაბრიელ - ეკვადორელი სახელმწიფო მოღვაწე, ეკვადორის პრეზიდენტი 1861 - 1865 წლებში, დიქტატორი. მოკლულ იქნა შეთქმულების შედეგად (1821-1875 წწ).

გარსია პალერმო კარლოს - არგენტინელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1953 წელს).

გარსიანები (ლარვაქორდიანები) - ზღვის ცხოველების ქვეტიპი ქორდიანების ტიპისა.

გარსია რობლესი ალფონსო - მექსიკელი დიპლომატი, 1982 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში ა.მიურდალთან ერთად (1911-1991 წწ).

გარსილასო დე ლა ვეგა (ცნობილია ინკას სახელით) - პერუელი ისტორიკოსი (დაახლოებით 1539 - დაახლოებით 1616 წწ).

გარსონი - საფრანგეთ-იტალიის რესტორნებსა და კაფეებში ოფიციანტი.

გარსონი გრირი - ამერიკელი მსახიობი ქალი (1912-1996 წ).

გარტმანი ვიქტორ - რუსი არქიტექტორი (1834-1873 წწ).

გარტნი ტიშკა (ნამდვილი სახელი და გვარი დმიტრი ჟილუნოვიჩი) - ბელორუსი მწერალი (1887-1937 წწ).

გარუა (გარვა) - ქალაქი კამერუნში, ჩრდილოეთის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (150 ათასი).

გარუბანი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

გარუდა - ინდუისტურ მითოლოგიაში - ღვთაებრივი ფრინველი.

გარუეთი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

გარფი - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

გარფილდი ჯეიმზ ეიბრამ - აშშ-ს სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, აშშ-ს მე-20 პრეზიდენტი 1881 წელს, გარდაიცვალა სასიკვდილო ჭრილობის შედეგად (1831-1881 წწ).

გარქოვანება (კერატინიზაცია) - ხერხემლიანი ცხოველების და ადამიანის ეპითელური ქსოვილის უჯრედთა გაჟღენთვა ცილოვანი ნივთიერებით.

გარღვევა

  1. ჩავარდნა, ჩამორჩენა (მუშაობაში).

  2. ბრძოლაში - მტრის თავდაცვითი პოზიციის გადალახვა.

გარყვნილი - უწესო, უზნეო, ამორალური.

გარშემო - რისამე ირგვლივ.

გარშინი ვსევოლოდ - რუსი მწერალი (1855-1888 წწ).

გარშტია ვერა - მოლდაველი ქორმეისტერი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1927 წელს).

გარჩევა - ლიტერატურის სახელმძღვანელოს სასკოლო-ჟარგონული სახელი.

გარჯა - მუყაითობა, შრომა.

გარჯილა - მთა ჭიათურა-ამბროლაურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე.

გასავალი

  1. ხარჯი.

  2. მოთხოვნილება.

გასამრჯელო - შრომის ფასი, ანაზღაურება.

გასაპვნა - რთული ეთერის ჰიდროლიზი, რომლის დროსაც წარმოიქმნება სპირტი და მჟავა.

გასაღები

  1. რაიმე საკეტის მოსარგები, გამხსნელი იარაღი.

  2. მუსიკაში: სანოტო დგანის დასაწყისში დასმული ნიშანი (ვიოლინოს გასაღები, ბანის გასაღები).

გასაჭირი - მძიმე, ძნელი მდგომარეობა, კრიზისი.

გასახდელი - ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახი.

გასახლება - სასჯელის სახესხვაობა.

გასეირნება ყარაბაღში - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 2005 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ლევან თუთბერიძე. სცენარის ავტორები - აკა მორჩილაძე, ირაკლი სოლომონაშვილი. დამდგმლი ოპერატორი - გორან პავიჩევიჩი. მთავარ როლებში: ლევან დობორჯგინიძე, მიშა მესხი, ნინო კუხიანიძე, დარია დროზდოვსკაია.

გასენდი პიერ - ფრანგი ფილოსოფოს-მატერიალისტი, მათემატიკოსი და ასტრონომი, ისტორიკოსი (1592-1655 წწ).

გასერი ლეოპოლდ - ავსტრიელი იარაღის კონსტრუქტორი (1836-1871 წწ).

გასერი ჰერბერტ სპენსერ - ამერიკელი ფიზიოლოგი, 1944 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჯ.ერლანგერთან ერთად (1888-1963 წწ).

გასიონი - ედიტ პიაფის ნამდვილი გვარი.

გასკარი (ნამდვილი გვარი ფურნიე) პიერ - ფრანგი მწერალი (დაიბადა 1916 წელს).

გასკელი ელიზაბეთ გლეგორნ (ნამდვილი გვარი კლეგჰორნ სტივენსონი) - ინგლისელი მწერალი ქალი (1810-1865 წწ).

გასკელი უოლტერ ჰოლბრუკ - ინგლისელი ფიზიოლოგი (1847-1914 წწ).

გასკონადა (ფრანგ.) - ფრანგულ ლიტერატურაში ტრაბახის, ბაქიობის აღმნიშვნელი სიტყვა (პროვინცია „გასკონის“ მიხედვით, რომლის მკვიდრნი ტრადიციულად ტრაბახებად ითვლებოდნენ).

გასკონი

  1. ისტორიული ოლქი სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში.

  2. მდინარე ავსტრალიაში, ერთვის ინდოეთის ოკეანეს.

გასმანი ვიტორიო - იტალიელი კინომსახიობი და რეჟისორი (1922-2000 წწ).

გასპარიანი (ქალიშვილობის გვარი ხაჩატრიანი) გოჰარ - სომეხი საოპერო მომღერალი, ლირიკო-კოლორატურული სოპრანო, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1924 წელს).

გასპერონი ერმენეჯილდო - XX საუკუნის სან-მარინოს კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1906-1990 წწ).

გასპრა - დაბა ყირიმის ნახევარკუნძულზე (უკრაინა).

გასტარბაიტერი (გერმ. ) - სამუშაოს საშოვნელად სხვა ქვეყანაში ჩასული პიროვნება.

გასტელო ნიკოლოზ - მფრინავი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საბჭოთა კავშირის გმირი (1908-1941 წწ).

გასტელო - დაბა რუსეთის სახალინის ოლქში.

გასტერომიცეტები - იგივე გუდაფშუკოვანი სოკოები.

გასტრალგია (ბერძნ.) - ძლიერი ტკივილი კუჭის არეში.

გასტრინი (ბერძნ.) - ჰორმონი, რომელსაც გამოიმუშავებს კუჭის ლორწოვანი გარსი.

გასტრიტი (ბერძნ.) - კუჭის ლორწოვანი გარსის მწვავე ან ქრონიკული ანთება.

გასტრო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, მიუთითებს კუჭთან, საჭმლის მონელებასთან მიმართებაზე.

გასტროენტერიტი - კუჭისა და წვრილი ნაწლავის ანთებითი დაავადება.

გასტროენტეროლოგია - მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის საჭმლის მომნელებელი სისტემის აგებულებას.

გასტროლი (გერმ.) - სხვა ქალაქიდან ან ქვეყნიდან ჩამოსული მსახიობების გამოსვლა.

გასტროლიორი - საგასტროლოდ ჩამოსული მსახიობი.

გასტრონომი (ფრანგ.)

  1. გემრიელი საჭმელების მცოდნე და მოყვარული.

  2. საბჭოურ სინამდვილეში არსებული მაღაზიის სახესხვაობა.

გასტრონომია - საკვები პროდუქტები, უპირატესად საუზმეული.

გასტროპოდები (ბერძნ.) - მოლუსკების კლასი, მუცელფეხა ლოკოკინები.

გასტროპტოზი (ბერძნ.) - კუჭის დაწევა, რასაც იწვევს ძლიერ გახდომა.

გასტროსკოპია - კუჭის ღრუს გასინჯვა სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით.

გასტროსტომია - ქირურგიული ოპერაცია, რომლის მიზანია ხელოვნური გზის შექმნა საჭმლის შესაყვანად პირდაპირ კუჭში საყლაპავი მილის გვერდის ავლით.

გასტროტრიქები (მუცელწამწამიანები) - ცხოველების კლასი პირველადღრუიანების ტიპისა. წყლის მიკროსკოპული ცხოველები.

გასტროფილოზი - კენტჩლიქოსან ცხოველთა ინვაზიური დაავადება.

გასტროცელი - მრავალუჯრედიანი ცხოველების ემბრიონული განვითარების ერთ-ერთი სტადია.

გასტრულა (ბერძნ.) - მრავალუჯრედოვანი ცხოველური ორგანიზმის ჩანასახის განვითარების ერთ-ერთი სტადია.

გასტრულაცია - მრავალუჯრედოვანი ცხოველური ორგანიზმის განვითარების ადრეულ საფეხურზე მიმდინარე პროცესი, რომლის შედეგია ორ და სამფურცვლოვანი ჩანასახის წარმოქმნა.

გასული - გათავებული, დამთავრებული.

გასწვრივ - რისამე გაყოლებით.

გასხვლა - მცენარეთათვის ტოტის, ყლორტის ან ფესვის ნაწილობრივ ან მთლიანად შეჭრა.

გატაცება

  1. ქონების განზრახ უკანონოდ და უსასყიდლოდ დაუფლება.

  2. ამა თუ იმ საკითხით უკიდურესად დაინტერესება.

გატები (გჰატები) აღმოსავლეთისა და დასავლეთისა - რამდენიმე საშუალო სიმაღლის და დაბალმთიანი მასივების ჯგუფის საერთო სახელი ინდოეთში.

გატერმანი ლუდვიგ - გერმანელი ქიმიკოსი (1860-1920 წწ).

გატერმან-კოხის რეაქცია - არომატული ალდეჰიდების მიღების მეთოდი არომატულ ნახშირწყალბადებზე CO-სა და HCl-ის ნარევის მოქმედებით.

გატინი - მთიანი მასივი საფრანგეთში.

გატინკალე - ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ.აღ. 1700-1400 წწ) სამაროვანი არღუნის ხეობის ზედა ნაწილში, სოფელ ასლანბეკ-შერიპოვოსთან (რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკა).

გატრი ტირონ - ინგლისელი თეატრალური რეჟისორი (1900-1971 წწ).

გატჩინა (1923-29 წლებში ტროცკი, 1929-44 წლებში კრასნოგვარდეისკი) - ქალაქი რუსეთის სანკტ-პეტერბურგის ოლქში (82 ათასი).

გაუდა

  1. ქალაქი ნიდერლანდში (სამხრეთ ჰოლანდიის პროვინცია).

  2. ისტორიული ოლქი თანამედროვე ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში.

გაუდაპადა - V საუკუნის ინდოელი ფილოსოფოსი.

გაუდეამუსი (ლათინურად „გვიხაროდეს“) - სტუდენტური სიმღერა ლათინურ ენაზე, რომელიც შუა საუკუნეებში წარმოიშვა და დღეს ფაქტიურად სტუდენტურ ჰიმნად ითვლება.

გაუდი (გაუდი ი კორნეტი) ანტონიო - ესპანელი არქიტექტორი, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბარსელონაში (1852-1926 წწ).

გაუდინი ჯულიო - იტალიელი მოფარიკავე, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონი XX საუკუნის 30-იან წლებში (1904-1948 წწ).

გაუდსმიტი სემიუელ აბრაჰამ - ამერიკელი ფიზიკოსი (დაიბადა 1902 წელს).

გაუია - მდინარე (460 კმ) და ეროვნული პარკი ლატვიაში (დაარსებულია 1973 წელს).

გაუკი ალექსანდრე - რუსი კომპოზიტორი და დირიჟორი (1893-1963 წწ).

გაულეიტერი - nsdap-ს უმაღლესი პარტიული წოდება ფაშისტურ გერმანიაში.

გაული ჯოვანი ბატისტა (მეტსახელად ბაჩიჩა) - იტალიელი ფერმწერი, წაროშობით გენუელი (1639-1709 წწ).

გაუმართავი - მოუწესრიგებელი, მოუმზადებელი.

გაუმატა - ძვ.წ.აღ. VI საუკუნის მიდიელი მოგვი, აუჯანყდა სპარსელებს და მცირე ხნით დაამხო მათი ბატონობა მიდიაში.

გაუმაძღარი - ხარბი, მსუნაგი.

გაუმჯობესება - უკეთესობისაკენ წარმართვა.

გაურდაქი - დაბა თურქმენეთის ჩარჯოუს ოლქში.

გაური - გარეული ძროხა, ბინადრობს ინდოჩინეთისა და ინდონეზიის მთიან მასივებში.

გაურიზანკარი (გაურიშანკარი) - ჰიმალაების მწვერვალი ჩინეთისა და ნეპალის საზღვარზე (7144 მ). 1913 წლამდე შეცდომით აიგივებდნენ ჯომოლუნგმასთან, რომელიც მისგან აღმოსავლეთით 60 კილომეტრზე მდებარეობს.

გაუსი კარლ ფრიდრიხ - გერმანელი მათემატიკოსი, დიდი წვლილი შეიტანა აგრეთვე ასტრონომიაში, გეოდეზიასა და ფიზიკაში (1777-1855 წწ).

გაუსი - მაგნიტური ინდუქციის ერთეული ერთეულთა CGS სისტემაში. 104 გს = 1 ტესლა.

გაუტამა - ბუდიზმის შემქმნელის ერთ-ერთი სახელი განდეგილობისას.

გაუფრთხილებლობა - ბრალის ერთ-ერთი ფორმა, როცა, დამნაშავის წინდაუხედაობის გამო, მისი საქციელი საზოგადოებრივად მავნე შედეგს იწვევს.

გაუჩა - მღვიმე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედის სამხრეთ განშტოებაზე.

გაუჩო (ესპ.)

  1. პამპაში მცხოვრები მწყემსი, კოვბოი.

  2. ესპანელების და ინდიელების შეუღლების შედეგად წარმოშობილ შთამომავალთა ეთნიკური ჯგუფი, რომელიც XVI-XVII საუკუნეებში შეიქმნა.

  3. ფართოფარფლიანი ჩალის ქუდი.

გაუწყინარი - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

გაუჰატი - იხილე გუვაჰატი.

გაფეზი (ნამდვილი სახელი და გვარი თევდორე გაგლოითი) - ოსი მწერალი (დაიბადა 1913 წელს).

გაფელი (ჰოლანდ.) - ანძის ზედა ნაწილზე დამაგრებული სპეციალური რეა, დახრილი ქანდარა.

გაფიცვა - ორგანიზებული, მასობრივი შეწყვეტა მუშაობისა.

გაფიჯიღი - მწვერვალი ზანგეზურის ქედზე (აზერბაიჯანი).

გაფრინდაული ზეზვა - ირანელ დამპყრობთა წინააღმდეგ კახეთის 1659 წლის აჯანყების გმირი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

გაფრინდაშვილი ვალერიან - პოეტი (1888-1941 წწ).

გაფრინდაშვილი ნონა - მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონი ჭადრაკში 1962-78 წლებში, საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის ჩემპიონი, სსრკ-ს 5 გზის ჩემპიონი, პირველი საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის (დაიბადა 1941 წელს).

გაფსა - ქალაქი ტუნისში.

გაფტი ვალენტინ - რუსი მსახიობი (დაიბადა 1935 წელს).

გაფურ გულიამი (გულიამოვი) - იხილე ღაფურ ღულამი.

გაფურჩნა ვაზისა - ვაზისათვის ზედმეტი ყლორტის, ნამხარისა და ფოთლის შეცლა.

გაქნილი - გაწაფული, გამოცდილი.

გაღმა ბოსლევი - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ბოსლევის თემის საკრებულო), მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 500 მეტრი, ზესტაფონიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1066 ადამიანი.

გაღმა დვაბზუ - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

გაღმა დობირო - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

გაღმა ვანი - ყოფილი სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში.

გაღმა ზანათი - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

გაღმა კოდორი - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

გაღმამხარი

  1. ისტორიული მხარე ქართლში.

  2. ისტორიული მხარე კახეთში. მოიცავდა ძველი ჰერეთის ტერიტორიის ნაწილს, რომელიც მოქცეული იყო მდინარე ალაზანსა და კავკასიონის ქედს შორის. ეს ტერიტორია შიდა კახეთის მიმართ "გაღმამხარი" იყო. ეკონომიურად იგი კახეთის ერთ-ერთ ყველაზე დაწინაურებულ კუთხეს წარმოადგენდა. განსაკუთრებით განვითარებული იყო მევენახეობა და მეაბრეშუმეობა. გაღმამხარის დაწინაურებაში დიდი როლი ითამაშა მისმა სიახლოვემ გილან - შემახის სავაჭრო გზასთან. ეკონომიურმა განვითარებამ განაპირობა გვიანი ხანის კახეთის სამეფოს პოლიტიკური ცენტრის გაღმამხარში (გრემში) გადანაცვლება. XVII-XVIII საუკუნეებში გაღმამხარის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობებმა და დაღესტნელ ფეოდალთა თავდასხმებმა. ეს მხარე დიდხანს გაუკაცრიელებული და აოხრებული იყო. თანამედროვე ადმინისტრაციული-ტერიტორიული დაყოფით გაღმამხარი მოიცავს ლაგოდეხის, ყვარლისა და ნაწილობრივ თელავის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.

გაღმა ნოღა - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (გორდის თემის საკრებულო), მდებარეობს კოლხეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში. მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 300 მეტრი, ხონიდან - 19 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 138 ადამიანი.

გაღმა პირველი ხორგა - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

გაღმა საჯიჯაო - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

გაღმა ქარიატა - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

გაღმა შუა ხორგა - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

გაყოფა - არითმეტიკული მოქმედება.

გაყრა - გიორგი ერისთავის კომედია.

გაშანი (შუმერულად „ქალბატონი“) - ქალღმერთ ინანას ეპითეტი.

გაშეტი (ფრანგ.) - ხელის ცეცხლსასროლ იარაღში ჩახმახის ფეხი.

გაშუნ-ნერი - ტბა ჩინეთში.

გაშფერდი - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

გაჩეჩილაძე ამბერკი - ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1914-1974 წწ).

გაჩეჩილაძე გივი - ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი (1914-1974 წწ).

გაჩეჩილაძე გიორგი - საჭადრაკო მოღვაწე, საერთაშორისო არბიტრი (დაიბადა 1914 წელს)

გაჩეჩილაძე დავით - პოეტი (1902-1974 წწ).

გაჩეჩილაძე პოლიევქტ - ენათმეცნიერი (დაიბადა 1914 წელს).

გაჩეჩილაძე სევასტი - ფოლკლორისტი (1863-1943 წწ).

გაჩეჩილაძე სიმონ - ლიტერატურათმცოდნე, მწერალი (1898-1980 წწ).

გაჩიანი

  1. ისტორიული მხარე ქვემო ქართლში.

  2. რკინიგზის სადგური თბილის-რუსთავის უბანზე.

გაჩსარანი - ნავთობსამრეწველო პუნქტი ბოიერაჰმედისა და ქოჰგილუეის ოსტანში (ირანი).

გაცი და გაიმი - ქართული წყაროებით უძველესი წარმართული ღვთაებები საქართველოში.

გაცილებით - ბევრად უფრო, გადამეტებით.

გაცხრილვა - ფხვიერი მასალის ცხავით დახარისხება ნაწილაკების სისხოს მიხედვით.

გაძარცვა - სხვისი კუთვნილი ქონების აშკარად გატაცება.

გაძგიფვა - წყალსატევის ან მდინარის ზედაპირზე უძრავი ყინულსაფრის წარმოქმნა პერიოდი, როცა მდინარეზე უძრავი ყინულსაფარია.

გაწერელია აკაკი - ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (დაიბადა 1910 წელს).

გაწერელია შალვა - თეატრის რეჟისორი, თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელი ხანგრძლივი დროის განმავლობაში (დაიბადა 1931 წელს).

გაჭაღარავება - თმის ფერის მყარი შეცვლა თმაში პიგმენტის გაქრობის გამო (გათეთრება).

გაჭედილი - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

გახოკიძე მიხეილ - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1909-1973 წწ).

გახომელა - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

გაჯა მადა - მაჯაპაჰიის (ინდონეზია) სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი (გარდაიცვალა დაახლოებით 1364 წელს).

გაჯერო ანდრეა - იტალიელი საზოგადო მოღვაწე (დაიბადა 1916 წელს).

გაჯი - თაბაშირის და თიხის შემცველი ქვისებრი ქანი, გამოიყენება როგორც გასალესი მასალა.

გაჯირჯვება - ნიადაგის მოცულობის გაზრდა დატენიანების შედეგად.

გაჯიგაბული - იხილე ჰაჯიყაბული.

გაჯრა - სამხედრო-სპორტული ცნება, მწყობრში მდგომთა დაშორება ერთმანეთისაგან.

2.2 გბ

▲ზევით დაბრუნება


გბაგბო ლორან - კოტ დ'ივუარის პრეზიდენტი 2000 წლიდან.

გბაია (ბაია, მანჟა, ნგბაკა) - კამერუნში, კონგოსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები ხალხი.

გბუში (კუბიში) - მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, ხიმსის მარჯვენა შენაკადი.

2.3 გდ

▲ზევით დაბრუნება


გდანსკი - ქალაქი პოლონეთში, ბალტიის ზღვის ნაპირზე, სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (470 ათასი).

გდინია - ქალაქი-პორტი პოლონეთის გდანსკის სავოევოდოში (255 ათასი).

გდლიანი ტელმან - საბჭოთა ეპოქის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, იურისტი (დაიბადა 1940 წელს).

გდოვი - ქალაქი რუსეთის ფსკოვის ოლქში.

გდრ - ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის შემოკლებული სახელი.

გდუ - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

გდულეთი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

2.4 გე

▲ზევით დაბრუნება


გე ნიკოლაი - რუსი ფერმწერი, „პერედვიჟნიკების ამხანაგობის“ ერთ-ერთი დამაარსებელი (1831-1894 წწ).

გეა (გე) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მიწისა და მიწისქვეშეთის ქალღმერთი, ღმერთთა, ტიტანთა, ურჩხულთა და ბუმბერაზთა მშობელი სტიქია.

გე ბაოციუანი - ჩინელი ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი (დაიბადა 1913 წელს).

გებაუერი იან - ჩეხი ენათმეცნიერი (1838-1907 წწ).

გებელსი იოზეფ პაულ - ფაშისტური გერმანიის ერთ-ერთი დიდი სახელმწიფო მოღვაწე, პროპაგანდის მინისტრი (1897-1945 წწ).

გები - დედამიწის ღმერთი, ბერძნულ ქალღმერთ გეას ორეული ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში.

გეგა - მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ბზიფის მარჯვენა შენაკადი.

გეგელაშვილი შალვა - კინოოპერატორი (1902-1970 წწ).

გეგელია თენგიზ - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1928 - 1994 წწ).

გეგელია ლილი - ქართული ესტრადის პოპულარული მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი (1922-2000 წწ).

გეგელიძეები - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

გეგელო ალექსანდრე - საბჭოთა ეპოქის რუსეთში მოღვაწე არქიტექტორი (1891-1965 წწ).

გეგენბაუერი კარლ - გერმანელი ბიოლოგი, ევოლუციონისტი, ფილოგენეზური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი (1826-1903 წწ).

გეგეშიძე არკადი - პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1902-1973 წწ).

გეგეშიძე გურამ - მწერალი (დაიბადა 1934 წელს).

გეგეჭკორი გივი - პოეტი (1933-2000 წწ).

გეგეჭკორი გიორგი (გოგი) - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1923-2003 წწ).

გეგეჭკორი ვლადიმერ (ლადო) - საბავშვო მწერალი და მუსიკალური მოღვაწე (1888-1980 წწ).

გეგეჭკორი ივანე - მომღერალი და ლოტბარი (1886-1971 წწ).

გეგეჭკორი მერაბ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1919-1977 წწ).

გეგეჭკორი - დაბა მარტვილის სახელი 1936-1990 წლებში.

გეგი (ინგლ.) - კინოფილმში ჩართული კომიკური ტრიუკი, ხუმრობა, მახვილსიტყვაობა.

გეგის ქედი - ქედი გაგრასთან, არაბიკის მასივის აღმოსავლეთ განშტოებაზე.

გეგმა

  1. ნახაზი, რომელიც სიბრტყეზე გამოსახავს რაიმე ადგილს ან ნაგებობას.

  2. წინასწარ შემუშავებულ ღონისძიებათა სისტემა.

გეგმაზომიერი - გეგმის შესაბამისი, მოწესრიგებული.

გეგმენი (ინგლ.) - კინემატოგრაფიული ტრიუკის გამომგონებელი.

გეგმილი (პროექცია) - ფიგურის დაგეგმილებით სიბრტყეზე ან რაიმე სხვა ზედაპირზე მიღებული გეომეტრიული გამოსახულება.

გე-გუ - ჩინურ მითოლოგიაში - მშობიარობის ხელშემწყობი ღვთაება.

გეგუთი - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირას. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 85 მეტრი, წყალტუბოდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 5823 კაცი. სოფლის მიდამოებში შემორჩენილია გეგუთის სასახლის ნანგრევები.

გეგუჩაძე გრიგოლ - მომღერალი, ლირიულ-დრამატული ტენორი (1914-1969 წწ).

გედა (იედა) ნიკოლაი - შვედი საოპერო მომღერალი, ლირიული ტენორი (დაიბადა 1925 წელს).

გედაგდაღი - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

გედაქლარი - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

გედევანიშვილი იონა (ერისკაცობაში ივანე) - საეკლესიო მოღვაწე, მოგზაური და მწერალი (1737-1821 წწ).

გედევანიშვილი იოსებ - სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი (1873-1939 წწ).

გედევანიშვილი მიხეილ - ექიმი და საზოგადო მოღვაწე (1862-1922 წწ).

გედევანიშვილი შალვა - კინორეჟისორი და მსახიობი (1897-1980 წწ).

გედელე - ქალაქი უნგრეთში (პეშტის მედიე).

გედელი კურტ - ავსტრიელი ლოგიკოსი და მათემატიკოსი, 1940 წლიდან მოღვაწეობდა აშშ-ში (1906-1990 წწ).

გედენშტრომი მატვეი - ციმბირის ჩრდილოეთი ნაწილის რუსი მკვლევარი (დაახლოებით 1780 - 1845 წწ).

გედეონ I გენათელი (ერისკაცობაში ლორთქიფანიძე) - გელათის ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით (გარდაიცვალა 1682 წელს).

გედეონ II გენათელი - გელათის ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით 1717-33 წლებში.

გედეხაური გურამ - მოჭიდავე, მსოფლიოს 1987 წლის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში (100 კგ წინითი კატეგორია) (დაიბადა 1962 წელს).

გედი

  1. წყლის სიახლოვეს მობინადრე დიდი ყელმოღერებული ფრინველი.

  2. ცის ჩრდილოეთი ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი, რომლის ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავია დენები.

გედი ჟიულ (ნამდვილი სახელი და გვარი მატიე ბაზილი) - ფრანგი სოციალისტი (1845-1922 წწ).

გედიზი - მდინარე თურქეთში, ერთვის ეგეოსის ზღვას.

გედიკე ალექსანდრე - რუსი კომპოზიტორი, ორგანისტი, პიანისტი და პედაგოგი (1877-1957 წწ).

გედიმინი (გედიმინასი) - ლიტვის დიდი მთავარი 1316 წლიდან (გარდაიცვალა 1341 წელს).

გედინი სვენ ანდრეს - შვედი მოგზაური, იკვლევდა ტიბეტს, მონღოლეთს, შუა აზიას, ციმბირის სამხრეთ ნაწილს (1865-1952 წწ).

გედისტები - ფრანგი სოციალისტის ჟიულ გედის მიმდევრები.

გედროსია - ძველი სპარსეთის იმპერიის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე.

გედსამანია - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ხუნევის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარეების ძირულისა და ჩხერიმელას წყალგამყოფის ჩრდილოეთ კალთაზე მდინარე უხადის (ძირულის შენაკადი) ორივე ნაპირას. ზღვის დონიდან - 720 მეტრი. ხარაგაულიდან - 45 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 405 კაცი.

გედსამანიის ქედი - ქედი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ძირულისა და ჩხერიმელას წყალგამყოფი.

გეეზი (ძველი ეთიოპური) - აწ მკვდარი სემიტური ენა, გავრცელებული იყო ჩრდილოეთ აფრიკაში.

გეენა - ჯოჯოხეთი, ჯოჯოხეთის ცეცხლი.

გევანდჰაუზი - გერმანიის ქალაქ ლეიფციგის საკონცერტო დარბაზი და სიმფონიური ორკესტრი.

გევარა ანტონიო დე - ესპანელი პოეტი (1480-1545 წწ).

გევარა (გევარა დე ლა სერნა) ერნესტო (მეტსახელად „ჩე“) - კუბის რევოლუციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1928-1967 წწ).

გევარტი ფრანსუა - ბელგიელი მუსიკათმცოდნე და კომპოზიტორი (1828-1908 წწ).

გევიონი - სკანდინავიურ მითოლოგიაში - ღვთაებრივი ქალი, ოდინის ძის სკიოლდის ცოლი.

გეზად - ირიბად, ალმაცერად.

გეზათი - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

გეზე (დიდი და მცირე) - მთები კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე (4009 მ და 3558 მ).

გეზები - XVI საუკუნეში ნიდერლანდის ბურჟუაზიული რევოლუციის დროს: 1) ოპოზიციურად განწყობილი თავადაზნაურობის კავშირის წევრები. 2) ესპანელებისა და მათ ხელშემწყობთა წინააღმდეგ ზღვაზე და ხმელეთზე მებრძოლი ნიდერლანდელი პარტიზანები.

გეზევრეთი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

გეზევცეკი (გეზე) - მწვერვალი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონზე (3452 მ).

გეზელე გვიდო - ბელგიელი პოეტი, ფილოლოგი, ფოლკლორისტი (1830-1899 წწ).

გეზელი - მამალი მონადირე ფრინველი.

გეზელქორი - მამალი ქორი.

გეზენკი - მიწისქვეშა ვერტიკალური (ზოგჯერ დახრილი) გვირაბი, რომელიც უშუალოდ მიწის ზედაპირზე არ ამოდის.

გეზი - მიმართულება, კურსი.

გეზირა - იგივე ელ-ჯაზირა, ტერიტორია სუდანში, ცისფერი ნილოსის პროვინციაში, ქვეყნის მებამბეობის მთავარი რეგიონი.

გეზრულა - მდინარე ჭიათურის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში, ძირულის მარცხენა შენაკადი.

გეზრული - სოფლების შუა გეზრულისა და ქვედა გეზრულის გავრცელებული სახელწოდება (ჭიათურის მუნიციპალიტეტი).

გეზრულის თემის საკრებულო - თემის საკრებულო ჭიათურის მუნიციპალიტეტში (მოიცავს 2 სოფელს: შუა გეზრული, ქვედა გეზრული).

გეთსიმანიის ბაღი - სახარების თანახმად, ბაღი იერუსალიმის მახლობლად, სადაც ქრისტემ ჯვარცმის წინ უკანასკნელი ღამე გაატარა.

გეთაყვა (გეთაყვანე) - საალერსო მიმართვა.

გეი ჯონ - ინგლისელი პოეტი და დრამატურგი (1685-1732 წწ).

გეიბლი კლარკ - ჰოლივუდის მსახიობი (1901-1960 წწ).

გეიგელი - ტბა აზერბაიჯანში.

გეიგერი იხილე გაიგერი ჰ.

გეიერი ერიკ გუსტავ - შვედი ისტორიკოსი, პოეტი, კომპოზიტორი (1783-1847 წწ).

გეიერი ფლორიან - გერმანელი რაინდი, გლეხთა ომის ერთ-ერთი ლიდერი (დაახლოებით 1490-1525 წწ).

გეიერსტამი გუსტავ - შვედი მწერალი (1858-1909 წწ).

გეიზელი ერნესტუ - ბრაზილიელი პოლიტიკური მოღვაწე (დაიბადა 1908 წელს).

გეიზერი (ისლანდ.) - წყარო, რომელიც პერიოდულად ანთხევს ცხელი წყლისა და ორთქლის შადრევანს.

გეიზერიტი - გეიზერების მკვრივი ან ფხვიერი ნაღვენთი დანალექი, ტუფის მსგავსი.

გეიზერიხი - ვანდალების მეფე V საუკუნეში.

გეილინქსი არნოლდ - ჰოლანდიელი ფილოსოფოსი იდეალისტი (1624-1669 წწ).

გეი-ლუსაკი ჟოზეფ ლუი - ფრანგი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1778-1850 წწ).

გეიმერი - კომპიუტერული თამაშების პროფესიონალი მოთამაშე.

გეიმი (ინგლ.) - ჩოგბურთში და სხვა თამაშებში პარტიის ნაწილი.

გეინე-ვაგნერე ჟერმენა - ლატვიელი მომღერალი ქალი, სოპრანო, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1923 წელს).

გეინზბორო ტომას - ინგლისელი ფერმწერი, პორტრეტისა და პეიზაჟის ოსტატი (1727-1788 წწ).

გეინსი ჩარლი - ამერიკელი ჯაზმენი, კლასიკური სვინგის ცნობილი წარმომადგენელი (1900-1990 წწ).

გეისენი მარნიქს (ნამდვილი სახელი და გვარი იან ალბერგორისი) - ბელგიელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1899-1980 წწ).

გეიტეპე - ქალაქი აზერბაიჯანში.

გეიტონოგამია (ბერძნ.) - მცენარის ერთი და იმავე ეკზემპლარის ყვავილების მიერ ურთიერთდამტვერვა.

გეიტსი უილიამ (ბილ) - ამერიკელი მეწარმე და გამომგონებელი კომპიუტერული ტექნიკის სფეროში, კომპანია „მაიკროსოფტის“ დამაარსებელი (დაიბადა 1955 წელს).

გეიტსკელი ჰიუ ტოდ ნეილორ - ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი (1906-1963 წწ).

გეიტსჰედი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში (დარემის საგრაფო), შედის ტაინსაიდის კონურბაციაში (205 ათასი)

გეიშა (იაპ.) - იაპონელი ქალი, რომელსაც მიღებული აქვს მრავალმხრივი აღზრდა-განათლება, იცნობს მაღალ საზოგადოებაში მიღებულ ეტიკეტს, ევალება შეასრულოს სტუმართმოყვარე დიასახლისის როლი და გაართოს საპატიო სტუმრები.

გეიჩენკო სემიონ - რუსი მწერალი (1903-1993 წწ).

გეკონისებრნი - ქვეწარმავალთა ოჯახი ხვლიკისნაირთა რიგისა.

გელა

  1. საქართველოში გავრცელებული სახელი მამაკაცისა, ითვლება „გიორგის“ სახესხვაობად.

  2. ხის ან რკინის ჯოხი, ცეცხლის საჩხრეკი.

გელავერი - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (ძეძილეთის თემის საკრებულო), მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის მთისწინეთის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 340 მეტრი, ხონიდან - 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 175 ადამიანი.

გელაზი - ბაზალტის ქვისაგან გამოთლილი ბორბალი, ზეთის სახდელი დიდი მრგვალი ქვა.

გელათი

  1. სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

  2. სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (კურსების თემის საკრებულო), მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის მთისწინეთში (ოკრიბა), მდინარე წყალწითელას მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 400 მეტრი, ტყიბულიდან - 33 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 861 კაცი.

  3. იხილე გელათის მონასტერი.

გელათის აკადემია - ქართული სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო კერა, დაარსდა 1106 წელს გელათის მონასტერთან დავით აღმაშენებლის მიერ.

გელათის მონასტერი - ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, აგებულია ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კმ მანძილზე, 1106 წელს.

გელათის საეპისკოპოსო - ერთ-ერთი დიდი ეპარქია საქართველოში, დააარსა იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ XVI საუკუნეში.

გელაო (კელაო, ილაო) - ხალხი ჩინეთში.

გელაოხოი (გედიხოი) - საიდუმლო ანტიმანჯურიული ორგანიზაციების სახელი XVIII-XIX საუკუნეების ჩინეთში.

გელასი - მდინარე სიცილიაში.

გელასკურა - იხილე ღელესყური.

გელაურა - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

გელაქნური - სევანის ტბის ერთგვარი კალმახი.

გელაქუნი

  1. ისტორიული ოლქი სომხეთში.

  2. სევანის ტბის სახელი ქართულ წყაროებში.

გელაშვილი ნაირა - მწერალი, მთარგმნელი (დაიბადა 1947 წელს).

გელაძე - იოსებ სტალინის (ჯუღაშვილის) დედის ქალიშვილობის გვარი.

გელაძეები - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

გელბრეიტი ჯონ კენეტი - ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი (დაიბადა 1908 წელს).

გელგაუდიშკისი - დაბა ლიტვაში.

გელდერი არტ დე - ჰოლანდიელი ფერმწერი (1645-1727 წწ).

გელდეროდი მიშელ დე - ბელგიელი დრამატურგი (1898-1962 წწ).

გელები (გაელები, გოიდელები) - ძველ კელტურ ტომთა ჯგუფი.

გელენი არნოლდ - გერმანელი ფილოსოფოსი (1904-1976 წწ).

გელენჯიკი - ქალაქი-კურორტი რუსეთის კრასნოდარის მხარეში, შავი ზღვის პირას.

გელეონტი - ათენის მითიური მეფის ვაჟი.

გელერი ეფიმ - საბჭოთა მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენტენტთა მატჩების მონაწილე (1925-1998 წწ).

გელერტერი (გერმ.) - წიგნებით განსწავლული, პრაქტიკული ცხოვრების ნაკლებად მცოდნე ადამიანი.

გელერტი ენდრე - უნგრელი კინორეჟისორი (1914-1960 წწ).

გელერტი კრისტიან ფიურხტეგოტ - გერმანელი მწერალი (1715-1769 წწ).

გელერტი ჰუგო - ამერიკელი გრაფიკოსი და ფერმწერი (1892-1985 წწ).

გელერუპი კარლ - დანიელი მწერალი, 1917 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჰ. პონტოპიდანთან ერთად (1857-1919 წწ).

გელზენკირხენი - ქალაქი გერმანიაში, რაინ-ვესტფალიის მხარეში. პორტი მდინარე ემშერზე (300 ათასი).

გელი - თხევადი ან აირადი სადისპერსიო გარემოს მქონე სისტემები, რომელთაც ახასიათებთ მყარი სხეულის ზოგიერთი თვისება.

გელიბოლუ - ქალაქი-პორტი თურქეთში (ჩანაქკალეს ვილაიეთი).

გელიბოლუს ნახევარკუნძული - მდებარეობს თურქეთში.

გელიკეთი - იხილე ღელიკეთი.

გელინდაღი - შტოქედი წალკისა და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტებში, ბედენის მასივზე.

გელიუსი ავლუს - II საუკუნის რომაელი მწერალი კომპილატორი, ავტორი თხზულებისა „ატიკური ღამეები“.

გელმანი ალექსანდრე - რუსი დრამატურგი (დაიბადა 1933 წელს).

გელ-მანი მარი - ამერიკელი ფიზიკოსი, 1969 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1929 წელს).

გელმატო - უგემური ჭამადი (საბა).

გელნერი ფრანტიშეკ - ჩეხი პოეტი (1881-1914 წწ).

გელო - ლესბოსელთა ავი ქალღმერთი.

გელოვანი აკაკი - მწერალი, მთარგმნელი (დაიბადა 1923 წელს).

გელოვანი არჩილ - საინჟინრო ჯარების მარშალი (დაიბადა 1915 წელს).

გელოვანი გაბრიელ - მწერალი, მთარგმნელი (XVIII საუკუნის I ნახევარი).

გელოვანი გურამ - მხატვარი (დაიბადა 1928 წელს).

გელოვანი ევგენია (ქალიშვილობის გვარი მინსკაია) - ბალეტის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1926 წელს).

გელოვანი მირზა - პოეტი (1917-1944 წწ).

გელოვანი მიხეილ - მსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. (1892-1956 წწ).

გელონები - უძველესი ტომები საბერძნეთში.

გელონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სირაკუსეს ტირანი.

გელოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სიცილის ღვთაება, დიონისეს და კომოსის თანამგზავრი.

გელსტედი ოტო (ნამდვილი სახელი და გვარი ეინარ იეპესენი) - დანიელი პოეტი (1888-1968 წწ).

გელუგპა - ტიბეტური ბუდისტური სკოლა, დაარსებულია XV საუკუნეში.

გელფანდი ბორის - საბჭოთა (ბელორუსიელი) მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, 1990 წლიდან ცხოვრობს ისრაელში (დაიბადა 1968 წელს).

გელფმანი ჰესია - რუსი რევოლუციონერი-ხალხოსანი ქალი (1852-55 შორის - 1882 წწ).

გელფრეიხი ვლადიმერ - რუსი არქიტექტორი (1885-1967 წწ).

გელცერი ეკატერინე - რუსი ბალეტის მსახიობი (1866-1962 წწ).

გემა (ლათ.) - ძვირფასი ქვა ზედ ამოკვეთილი წარწერით ან გამოსახულებით.

გემბანი - გემის კორპუსის ჰორიზონტალური გადახურვა.

გემბეში დიულა - უნგრეთის სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1886-1936 წწ).

გემთმშენებლობა - მანქანათმშენებლობის დარგი.

გემი - მცურავი სატრანსპორტო საშუალება.

გემინატი - ინტენსიური ფონემები, რომლებსაც მაგარს, გრძლივსაც უწოდებენ.

გემინიდები - მეტეორული ნაკადი, რომლის რადიანტი მარჩბივის თანავარსკვლავედშია.

გემლიქი - ქალაქი თურქეთის ბურსის ვილაიეთში.

გემლიქის ყურე (გემლიქ-ქორფეზი) - თურქეთი, მარმარილოს ზღვა.

გემო

  1. ერთ-ერთი შეგრძნება, რომლის ორგანოა ენისა და სასის რბილი ნაწილი.

  2. საჭმლის ან სხვა ნივთიერების თვისება.

გემოლოგია - შეისწავლის ძვირფას ქვებს.

გემოვნება - ესთეტიკური განცდის უნარი.

გემრიელი - რასაც კარგი, სასიამოვნო გემო აქვს.

გემსართავი - გემის თოკები, ბაგირები.

გემულა (ლათ.) - ჩარლზ დარვინის მიერ მემკვიდრეობის ჰიპოთეზაში მოცემული ტერმინი. აღნიშნავს რაღაც უმცირეს ნაწილაკებს რომლებიც თითქოს გამოიყოფა ორგანიზმის ყველა უჯრედის მიერ, გროვდება ერთად და ქმნის სქესობრივ უჯრედებს.

გემხარიხა - გემების ასაწევი და წყალში ჩასაშვები დახრილი მოედანი.

გენადი - ნოვგოროდის არქიეპისკოპოსი XV საუკუნეში.

გენატულინი ანატოლი - ბაშკირი მწერალი (დაიბადა 1925 წელს).

გენაცვალე (გენაცვა) - საალერსო მიმართვა - „შენი ნაცვალი ვიყო ყველ ჭირსა და უბედურებაში“.

გენგენბახი პამფილიუს - შვეიცარიელი მწერალი (დაახლოებით 1480 - დაახლოებით 1525).

გენდერული - სქესთან დაკავშირებული.

გენდუში - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

გენეალოგია (ბერძნ.)

  1. გვარის ან ტომის ისტორია, საგვარეულო ნუსხა.

  2. ისტორიის დამხმარე დისციპლინა, რომელიც სწავლობს ცალკეული გვარების ისტორიას და ადგენს საგვარეულო ნუსხას.

  3. ცხოველთა ან მცენარეთა გვარების წარმოშობა.

გენები - იხილე გენი.

გენეზი (ბერძნ.) - რთული სიტყვის ბოლო ნაწილი, რომელიც აღნიშნავს წარმოშობას, აღმოცენებას.

გენეზისი (ბერძნ.)

  1. წარმოქმნა, წარმოშობა, წარმომავლობა.

  2. ფილოსოფიური კატეგორია, რომელიც აღნიშნავს განვითარებადი მოვლენის წარმოშობას.

  3. ინგლისური როკ-ჯგუფი (შეიქმნა 1967 წელს).

გენეთლიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსის ზედწოდება, როგორც გვარის მფარველისა.

გენელეოსი - კომპოზიციურად მთლიანი, ერთნაირ კვარცხლბეკზე მდგარი უთავო ჰერას ექვსი ფიგურა, მაღალი არქაიკის შედევრები ძვ.წ.აღ. 560-550 წლებისა.

გენელი ბუონავენტურა - გერმანელი მხატვარი და ფერმწერი, წარმოშობით იტალიელი (1798-1868 წწ).

გენეონომია (ბერძნ.) - ქორწინებისა და ოჯახის წარმოშობა-განვითარების შემსწავლელი ნაწილი სოციოლოგიისა.

გენეპი არნოლდ ვან - ფრანგი ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი, პირველყოფილი რელიგიის მკვლევარი (1873-1957 წწ).

გენერალ-ადიუტანტი - ერთ-ერთი უმაღლესი სამხედრო წოდება რუსეთში (XVIII-XIX სს).

გენერალ-ანშეფი - XVIII საუკუნის რუსეთში გენერლის წოდება, უდრიდა ფელდმარშალს.

გენერალბასი (ციფრირებული ბანი, უწყვეტი ბანი) - მუსიკალური ნაწარმოების ქვედა ხმა და მისი თანმხლები ჰარმონია.

გენერალ-გუბერნატორი - უმაღლესი სამხედრო და ადმინისტრაციული გუბერნატორი ამა თუ იმ მხარეში.

გენერალი (ფრანგ.) - შეიარაღებული ძალების უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობის წოდება.

გენერალი და ზიზილები - ქართული მხატვრული ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 1963 წელს. დამდგმელი რეჟისორი - მიხეილ ჭიაურელი. სცენარის ავტორები - ნ.შპანოვი, ალექსანდრე ფილიმონოვი, მიხეილ ჭიაურელი. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი ჭელიძე. კომპოზიტორი - ალექსი მაჭავარიანი. მთავარ როკებში: ბრუნო ოია, ვერიკო ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი, ანდრეი აბრიკოსოვი.

გენერალიზაცია

  1. კერძო მოვლენათა დაქვემდებარება ზოგადი პრინციპებისადმი.

  2. ავადმყოფობის განთესვა მთელ ორგანიზმში.

გენერალისიმუსი - ყველაზე მაღალი სამხედრო წოდებულება, რომელიც ენიჭებათ სახელმწიფოს მთელი შეიარაღებული ძალების წარმატებით ხელმძღვანელობისათვის ომის დროს.

გენერალიტეტი - არმიის უმაღლესი სარდლობა.

გენერალიჩი ივანე - ხორვატი თვითნასწავლი მხატვარი (1914-1992 წწ).

გენერალური - მთავარი, ძირითადი.

გენერატორი (ლათ.)

  1. ენერგიის წარმომქმნელი მექანიზმი.

  2. მოწყობილობა, რომელიც მაგარ საწვავს გარდაქმნის საწვავ გაზად.

გენერაცია (ლათ.)

  1. პოპულაციის შემადგენელი ორგანიზმების ჯგუფი.

  2. წარმოშობა, გაჩენა.

გენესარეთის ტბა - იხილე ტიბერიადის ტბა.

გენეტა - მტაცებელი ძუძუმწოვარა ვივერისებრთა ოჯახისა.

გენეტივი (ლათ.) - ნათესაობითი ბრუნვა.

გენეტიკა (ბერძნ). - ბიოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ორგანიზმების მემკვიდრეობასა და ცვალებადობას.

გენეტილიდა - ჩასახვისა და მშობიარობის ძველბერძნული ღვთაება.

გენზანი - იხილე ვონსანი.

გენი (ბერძნ.)

  1. რთული სიტყვების შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს წარმოშობასთან დაკავშირებულს.

  2. მემკვიდრულობის ელემენტარული ერთეული - დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას მონაკვეთი, რომელიც განსაზღვრავს უჯრედში ცილის ერთი მოლეკულის სინთეზს და ამით მონაწილეობს ნიშან-თვისებათა ფორმირებაში.

გენია(ლათ.)

  1. უდიდესი შემოქმედებითი ნიჭი.

  2. იგივეა, რაც გეენა.

გენიალობა - გენიალურის თვისება.

გენიალური

  1. გენიით დაჯილდოებული.

  2. გენიოსის მიერ შექმნილი.

გენიესია („შავი ოკეანის ორგანიზაცია“) - XIX-XX საუკუნეების ზღვარზე არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია იაპონიაში, რომელიც ტერიტორიული ექსპანსიის ფართო პროპაგანდას ეწეოდა.

გენიოსი - გენიით დაჯილდოებული პიროვნება.

გენიოსობა - გენიოსის თვისება.

გენისი ალექსანდრე - რუსი მწერალი, ესეისტი, 1977 წლიდან ცხოვრობს აშშ-ში (დაიბადა 1953 წელს).

გენიტალური - სქესობრივი, სამშობიარო.

გენიუსი - კეთილი სული ძველ რომაულ მითოლოგიაში, რომელიც მფარველობდა და აყალიბებდა ადამიანის ხასიათს. შემწედ ევლინებოდა მხოლოდ მამაკაცებს, ქალთა მფარველად კი იუნონა ითვლებოდა.

გენიჩესკი - ქალაქი უკრაინის ხერსონის ოლქში.

გენკანი - იაპონიაში გამოყოფილი ადგილი წინკარში, სადაც შემსვლელნი ფეხსაცმელს იხდიან და ალაგებენ.

გენკი - ქალაქი ბელგიაში, ლიმბურგის პროვინციაში (62 ათასი).

გენომი (გერმ.) - ქრომოსომების ჰაპლოიდური კომპლექტი მასში ლოკალიზებული გენებით.

გენონი რენე - ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი, ეზოთერული ტრადიციონალიზმის წარმომადგენელი (1886-1951 წწ).

გენოტიპი (ბერძნ.) - ორგანიზმის ქრომოსომებში ლოკალიზებული ყველა გენის ერთობლიობა.

გენოფონდი - სახეობის მთელი დასახელების ან ცალკეული პოპულაციის ორგანიზმთა გენების სხვადასხვა ფორმის ერთობლიობა.

გენოციდი (ბერძნ.) - რასობრივი, ეროვნული თუ რელიგიური მოტივებით მოსახლეობის მოსპობა.

გენრო - იმპერატორის ახლობელთა არაკონსტიტუციური ორგანო იაპონიაში XIX საუკუნის დასასრულიდან 1940 წლამდე.

გენსინი - იაპონელი ბუდისტი ბერი, რამოდენიმე ტრაქტატის ავტორი, რაც ამიდაიზმის საფუძვლად იქცა.

გენსლე - პოლონური სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტი.

გენტექსი - საერთო მოხმარების საერთაშორისო სატელეგრაფო ქსელი.

გენტი (განი) - ქალაქი ბელგიაში, მდინარე შელდის ნაპირზე, აღმოსავლეთ ფლანდრიის პროვინციაში (230 ათასი).

გენტილური (ლათ.) - გვაროვნული, ტომობრივი.

გენტ-ოსდენის არხი - აერთებს მდინარე შელდას ჩრდილოეთის ზღვასთან.

გენტ-ტერნეზენის არხი - მდებარეობს ბელგიასა და ნიდერლანდში.

გენუა - ქალაქი იტალიაში, ლიგურიის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (700 ათასი).

გენუის ყურე - მდებარეობს ლიგურიის ზღვაში, იტალიის სანაპიროებთან.

გენშერი ჰანს დიტრიხ - გერმანიის ვიცე-კანცლერი და საგარეო საქმეთა მინისტრი 1974-92 წლებში (დაიბადა 1927 წელს).

გენცი არპად - უნგრეთის პრეზიდენტი 1990 წლიდან, მწერალი, დრამატურგი (დაიბადა 1922 წელს).

გენწვიში

  1. სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

  2. მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, კოდორის მარცხენა შენაკადი.

გენხე - მდინარე ჩინეთში, არგუნის მარჯვენა შენაკადი.

გეო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, აღნიშნავს მიწასთან, დედამიწასთან კავშირს.

გეოაკუსტიკა - შეისწავლის დედამიწის ქერქში ტალღების გავრცელებას.

გეოანტიკლინი - დედამიწის ქერქის აზევებული უბანი გეოსინკლინში.

გეობოტანიკა - მეცნიერება დედამიწის მცენარეული საფარის შესახებ.

გეოგრაფი - გეოგრაფიის სპეციალისტი.

გეოგრაფია (ბერძნ.) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის დედამიწის ზედაპირს, მის ბუნებრივ პირობებს, მოსახლეობის განაწილებას.

გეოგრაფის ყურე - მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში, ავსტრალიის სანაპიროსთან.

გეოდეზია (ბერძნ.) - დედამიწის ცალკეული ნაწილების ზომებისა და ფორმების შემსწავლელი მეცნიერება, ადგილზე იღებს მონაცემებს დედამიწის ზედაპირის ასასახავად რუკებსა და გეგმებზე.

გეოთერმია - გეოფიზიკის დარგი, რომელიც შეისწავლის დედამიწის წიაღის სითბურ მდგომარეობას.

გეოიდი (ბერძნ.) - დედამიწის საერთო სახის გამომხატველი წარმოსახვითი ფიგურა, რომელსაც წარმოქმნის ოკეანეებისა და ზღვების ზედაპირი.

გეოლოგი - გეოლოგიის სპეციალისტი.

გეოლოგია (ბერძნ.) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის დედამიწის ქერქის შემადგენლობას, აგებულებას და ისტორიას.

გეომანტია (ბერძნ.) - ქვიშით (მიწით) მკითხაობა.

გეომეტრია (ბერძნ.) - მათემატიკის დარგი, რომელიც შეისწავლის სხეულთა ფორმის სიდიდეს და მდებარეობას სიბრტყეზე ან სივრცეში.

გეომორები - მიწათმფლობელები, მესაკუთრენი ძველ საბერძნეთში.

გეომორფოლოგია - მეცნიერება დედამიწის ზედაპირის რელიეფის შესახებ.

გეონომია - დედამიწის ენდოგენური პროცესების შემსწავლელი დარგი მეცნიერებისა.

გეოპოლიტიკა - პოლიტოლოგიური კონცეფცია, რომლის თანახმადაც სახელმწიფოთა პოლიტიკა (ძირითადად საგარეო) გეოგრაფიული ფაქტორებით განისაზღვრება.

გეორგე შტეფან (ნამდვილი სახელი და გვარი ჰაინრიხ აბელესი) - გერმანელი პოეტი სიმბოლისტი (1868-1933 წწ).

გეორგე-გეორგიუ-დეჟი - რუმინეთის ქალაქ ონეშტის სახელი 1956-90 წლებში.

გეორგი ივან - რუსი მოგზაური, ნატურალისტი, ეთნოგრაფი (1729-1802 წწ).

გეორგიევი კრუმ - ბულგარელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1958 წელს).

გეორგიევსკაია ანასტასია - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1914-1990 წწ).

გეორგიევსკაია სუსანა - რუსი მწერალი ქალი (1916-1974 წწ).

გეორგიევსკი - ქალაქი რუსეთის სტავროპოლის მხარეში, სადაც 1783 წელს გაფორმდა ცნობილი ტრაქტატი საქართველოსა და რუსეთს შორის.

გეორგიევსკოე - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

გეორგიკა

  1. ბიზანტიელ მწერალთა ცნობების კრებული საქართველოს შესახებ (8 წიგნად). გამოქვეყნდა 1934-70 წლებში.

  2. ვერგილიუსის პოემა.

გეორგიკები - ანტიკური ლექსები, რომლებშიც გაიდეალებლია სოფლის ყოფა.

გეორგინა (დალია) - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა, დიდი ხასხასა ყვავილით.

გეორგიოსი - გლიუქსბერგთა დინასტიის მეფეების სახელი საბერძნეთში (გეორგიოს I - 1845-1913 წწ. გეორგიოს II - 1890-1947 წწ.).

გეორგიუ ფლორიან - რუმინელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1944 წელს).

გეორგიუ-დეჟი - რუსეთის ვორონეჟის ოლქის ქალაქ ლისკის სახელი 1965-91 წლებში.

გეორგიუ-დეჟი გეორგე - რუმინელი პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, რუმინეთის კომპარტიის პირველი მდივანი 1945-65 წლებში (1901-1965 წწ).

გეოსინკლინალი (გეოსინკლინი) - ზღვის ფსკერზე ჩასახული დედამიწის ქერქის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურულ-გეოლოგიური ერთეული.

გეოსფეროები - კონცენტრული გარსები, რომლისგანაც შედგება დედამიწა.

გეოტექტონიკა - გეოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის დედამიწის ზედა სტრუქტურას.

გეოტექტურა (ბერძნ.) - დედამიწის რელიეფის ყველაზე მსხვილი ფორმები: მატერიკები და ოკეანური ღრმულები.

გეოტროპიზმი (ბერძნ.) - მცენარის ორგანოთა უნარი, დედამიწის მიზიდულობის გავლენით მიიღონ გარკვეული მდებარეობა.

გეოფიზიკა - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მიწაზე, მიწაში ან დედამიწის ატმოსფეროში მიმდინარე ფიზიკურ პროცესებს.

გეოფიტები - მცენარეები, რომელთა გამოზამთრების უნარის მქონე ორგანოები ნიადაგშია ჩამალული.

გეოფონი - დედამიწის ქერქში გავრცელებულ ბგერათა ტალღების მიმღები, რომელიც ნიადაგის რხევებს ბგერით რხევებად გარდაქმნის.

გეოქიმია - დედამიწის ქერქში ქიმიური ელემენტების გავრცელება-კანონზომიერების შემსწავლელი მეცნიერება.

გეოქჩაი - ქალაქი და მდინარე აზერბაიჯანში.

გეპარდი (ფრანგ.) - აფრიკის და სამხრეთ ამერიკის დიდი მტაცებელი კატა, აშინაურებენ და გეშავენ ანტილოპაზე. დედამიწის უსწრაფესი არსება (ავითარებს 120 კმ/სთ-მდე სიჩქარეს).

გეპერტ-მაიერი მარია - ამერიკელი ფიზიკოსი ქალი, 1963 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ი.იენსენთან ერთად (1906-1972 წწ).

გერა

  1. ქალაქი გერმანიაში, თიურინგიის მხარეში (130 ათასი).

  2. ლეო ქიაჩელის მოთხრობა „გვადი ბიგვას“ პერსონაჟი.

გერანბოი (1991 წლამდე კასუმ-ისმაილოვი) - ქალაქი აზერბაიჯანში.

გერანი (ბერძნ.) - ბალახოვანი მცენარე ნემსიწვერისებრთა ოჯახისა, შეიცავს მაღალი ღირსების ეთეროვან ზეთს.

გერა ჟუნკეირუ აბილიუ მანუილ დი - პორტუგალიელი პოეტი (1850-1923 წწ).

გერარდი - ინგლისური საიუველირო კომპანია, მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ამ სფეროში. დაარსებულია 1735 წელს ლინდონში.

გერასიმოვი ალექსანდრე - რუსი მხატვარი (1881-1963 წწ).

გერასიმოვი ევგენი - რუსი მწერალი (1903-1986 წწ).

გერასიმოვი იოსებ - რუსი მწერალი (1922-1991 წწ).

გერასიმოვი მიხეილი - რუსი ანთროპოლოგი, არქეოლოგი და მოქანდაკე (1907-1970 წწ).

გერასიმოვი სერგეი - რუსი კინორეჟისორი, დრამატურგი და კინოს თეორიტიკოსი (1905-1985 წწ).

გერაცი მხითარ - XII-XIII საუკუნეების სომეხი მკურნალი, სწავლული ექიმი.

გერბელი ნიკოლაი - რუსი პოეტი და მთარგმნელი (1927-1883 წწ).

გერბი (ღერბი) - პირობითი გამოსახულება, რაც მიკუთვნებული აქვს სახელმწიფოს, ქალაქს, ავტონომიურ წარმონაქმნს და სხვა.

გერგე - ასაკმცირე ცხენი (საბა)

გერგეი არტურ - უნგრეთის ეროვნული არმიის მხედარმთავარი 1848-49 წლების რევოლუციის დროს (1818-1916 წწ).

გერგეი შანდორ - უნგრელი მწერალი (1896-1966 წწ).

გერგემიში - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

გერგეტი

  1. სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

  2. (ორწვერი) მყინვარი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის სამხრეთ კალთაზე.

გერგეტოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, წყევლის ადგილი ატიკაში.

გერგეტულა - ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი რიტუალური ცეკვა, სართულიანი ფერხული.

გერგიევი ვალერი - რუსი დირიჟორი, სანქტ-პეტერბურგის საოპერო თეატრის მთავარი დირიჟორი (დაიბადა 1953 წელს).

გერგილი - შნო, სიმარჯვე, ფხა, მოხერხება.

გერგილიანი - შნოიანი, მარჯვე.

გერდა - ჰანს-ქრისტიან ანდერსენის ზღაპარ „თოვლის დედოფლის“ მთავარი პერსონაჟი გოგონა.

გერდნერი - გაუდინარი მლაშე ტბა ავსტრალიაში.

გერდტი ზინოვი - რუსი მსახიობი კაცი (1916-1996 წწ).

გერევიჩი ალადარ - უნგრელი მოფარიკავე, ოლიმპიური თამაშების შვიდგზის ჩემპიონი 1932-60 წლებში (1910-1991 წწ).

გერეკი ედვარდ - კომუნისტური ეპოქის პოლონეთის უმაღლესი პარტიულ-სახელმწიფო მოღვაწე, პოლონეთის კომპარტიის პირველი მდივანი 1970-80-იან წლებში (1913-2001 წწ).

გერემეკი ბრონისლავ - პოლონელი პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი, შუა საუკუნეების სპეციალისტი (დაიბადა 1932 წელს).

გერენუკი (ჟირაფისებრი ქურციკი) - წყვილჩლიქოსანი ცხოველი, ბინადრობს აღმოსავლეთ აფრიკის უდაბნოებში.

გერერო

  1. შტატი მექსიკის სამხრეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი - ჩილპანსინგო.

  2. (ოვაგერერო) - ხალხი ნამიბიაში (200 ათასი).

გერერო მარია - ესპანელი მსახიობი ქალი (1863 ან 1868 - 1928 წწ).

გერესი იოზეფ - გერმანელი მწერალი, ფილოსოფოსი და პუბლიცისტი (1776-1848 წწ).

გერვინუსი გეორგ გოტფრიდ - გერმანელი ისტორიკოსი და ლიტერატორი (1805-1871 წწ).

გერი

  1. ცოლ-ქმარში ერთ-ერთის შვილი მეორის მიმართ.

  2. სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

  3. ქალაქი აშშ-ს ინდიანას შტატში (117 ათასი).

გერიატრია (ბერძნ.) - გერონტოლოგიის ნაწილი, შეისწავლის სიბერის დაავადებებს.

გერიე ვლადიმერ - რუსი ისტორიკოსი (1837-1919 წწ).

გერიკე ოტო ფონ - გერმანელი ფიზიკოსი, გამოიგონა ჰაერის ტუმბო (1602-1686 წწ).

გერილი - წვიმა, რომელიც წამოუშენს და მალევე გადაიღებს.

გერილია (ესპ.) - პარტიზანული ომი ესპანეთსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში.

გერილიასები - ესპანელი პარტიზანები, განსაკუთრებით ნაპოლეონ I-ის წინააღმდეგ მებრძოლნი 1808-14 წლებში.

გერიმსკები (გიერიმსკები) - პოლონელი ფერმწერები, ძმები: ალექსანდრე (1846-1874 წწ) და მაქსიმილიანი (1850-1901 წწ).

გერინგი ჰერმან - ფაშისტური გერმანიის ერთ-ერთი დიდი სამხედრო მოღვაწე, ჰიტლერის უახლოესი თანამებრძოლი, ავიაციის მინისტრი. ნიურნბერგის პროცესის გადაწყვეტილებით მიესაჯა სიკვდილი (1893-1946 წწ).

გერინდო - ინდონეზიის პოლიტიკური ორგანიზაცია, შეიქმნა მემარცხენე ნაციონალისტების და კომუნისტების მიერ 1937 წელს. განდევნილ იქნა იაპონელი ოკუპანტების მიერ 1942 წელს.

გერიოტი ოუენ - აშშ-ს მფრინავი-კოსმონავტი, 1973-83 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1930 წელს).

გერირუდი - მდინარე თეჯენის სახელი ავღანეთსა და ირანში.

გერიცი მათიას - გერმანელი არქიტექტორი და მოქანდაკე, ექსპერიმენტული არქიტექურის ფუძემდებელი მექსიკაში (XX საუკუნე).

გერლახოვსკი-შტიტი - მწვერვალი სლოვაკეთის ტატრებზე (2655 მ).

გერლიცი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში, საქსონიის მხარეში (75 ათასი).

გერლსკაუტი (ინგლ.) - სკაუტი გოგონა.

გერმა - რბილი, წმინდა ბუმბული.

გერმანე

  1. აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოსი XVI საუკუნის 40-იან წლებში.

  2. დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი 1769-81 წლებში.

  3. დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი XVIII საუკუნის 40-იან წლებში (ერობაში - წულუკიძე).

გერმანელები

  1. გერმანიის ძირითადი მოსახლეობა (მთელ მსოფლიოში - 86 მილიონზე მეტი).

  2. ინდოევროპულ ენათა ოჯახის ტომთა დიდი ჯგუფი. დასახლდნენ ცენტრალურ ევროპაში ძვ. წ.აღ. I საუკუნეში.

გერმანი ალექსეი - რუსი კინორეჟისორი და კინოსცენარისტი (დაიბადა 1938 წელს).

გერმანი ანა - პოლონელი საესტრადო მომღერალი ქალი (1935-1982 წწ).

გერმანი იური - რუსი მწერალი (1910-1967 წწ).

გერმანია

  • (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, გერმ. Bundesrepublik Deutschland).

  • სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება დანია, აღმოსავლეთით - პოლონეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთით - ჩეხეთი, ავსტრია, შვეიცარია, დასავლეთით - საფრანგეთი და ლუქსემბურგი, ჩრდილო-დასავლეთით - ბელგია და ნიდერლანდი. ჩრდილოეთით მის ბუნევრივ საზღვრებს ქმნიან ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვები.

  • შექმნის თარიღად ითვლება 843 წელი (კარლოს დიდის იმპერიის დაშლის შემდეგ); 1871 წლიდან თანამედროვე საზღვრებში გაერთიანდა სხვადასხვა გერმანული სახელმწიფოებრივი სუბიექტი; 1949-1990 წლებში დაყოფილი იყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკად, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკად და დასავლეთ ბერლინად. 1990 წლის 3 ოქტომბრიდან არსებობს თანამედროვე სახით.

  • ეროვნული დევიზი - „Einigkeit und Recht und Freiheit“ (ერთიანობა და სამართალი და თავისუფლება).

  • ჰიმნი - „Das Lied der Deutschen“ (გერმანელების სიმღერა).

  • მმართველობის ფორმა - ფედერაციული საპარლამენტო რესპუბლიკა.

  • სახელმწიფოს მეთაური - ფედერალური პრეზიდენტი.

  • ფართობი - 357 022 კვ. კმ.

  • დაყოფილია 16 ფედერალურ მხარედ (მიწად), რომელთა შორის არის სამი ქალაქი: ბერლინი, ბრემენი და ჰამბურგი.

  • მოსახლეობა - 83 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 231 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • დედაქალაქი - ბერლინი.

  • სახელმწიფო ენა - გერმანული.

  • ვალუტა - ევრო.

  • ქვეყნის კოდი - DEU.

  • დროის სარტყელი - UTC +1.

  • სატელეფონო კოდი - +49.

  • ინტერნეტ-დომენი - de.

გერმანიზმი - გერმანული ენიდან ნასესხები სიტყვა.

გერმანიკუსი - ძვ.წ.აღ. I საუკუნის რომაელი მხედართმთავარი, იმპერატორ ტიბერიუსის ძმისწული.

გერმანისტიკა - ძველ გერმანელთა ენების, ლიტერატურათა, ისტორიის და სხვა საკითხების შემსწავლელი მეცნირება.

გერმანიუმი (Ge) - ელემენტთა პერიოდული სისტემის IV ჯგუფის ქიმიური ელემენტი, ატომური ნომერი 32, ატომური მასა 72,61.

გერმანოზიშვილები - თავადთა ცნობილი საგვარეულო XVI-XIX საუკუნეების ქვემო ქართლში.

გერმანოფილია - გერმანიის და ყოველივე გერმანულის გადამეტებული სიყვარული.

გერმანოშვეიცარიელები - შვეიცარიაში მცხოვრები ხალხი (4,3 მილიონი).

გერმოგენი - რუსი საეკლესიო-პოლიტიკური მოღვაწე, პატრიარქი 1606-12 წლებში (დაახლოებით 1530-1612 წწ).

გერმონასა - ანტიკური ეპოქის ქალაქი ტამანის ნახევარკუნძულზე (ძვ.წ.აღ. VI-IV სს).

გერმსირი - უდაბნოსებრ დაბლობთა ზოლი ირანსა და პაკისტანში.

გერმუხი - მთა ჯავის მუნიციპალიტეტში, გერმუხის ქედზე.

გერმუხის ქედი - ქედი ჯავის მუნიციპალიტეტში, გუდისის ქედის დასავლეთი განშტოება.

გერნგუტერები - XVIII-XIX საუკუნეებში ბალტიისპირეთში მოქმედი პროტესტანტული მოძრაობა.

გერნიკა

  1. (გერნიკა-ილუნო) - ქალაქი ესპანეთის ბასკეთის პროვინციაში.

  2. პაბლო პიკასოს ნახატი.

გერნროდე - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში, ჰალეს ოლქში.

გერნსი - კუნძული ლა-მანშის სრუტეში.

გეროინი (არასწორია) - სწორია ჰეროინუმი.

გეროლდია - რუსეთის იმპერიაში: სენატში შემავალი ორგანო, რომელიც სახელმწიფო სამსახურში მყოფ თავადაზნაურთა აღნუსხვას აწარმოებდა.

გერონტი

  1. (ბერძნ.) - ძველ საბერძნეთში უხუცესი, გერუსის წევრი.

  2. მოსკოვის მიტროპოლიტი, მწერალი, მემატიანე (გარდაიცვალა 1489 წელს).

გერონტოკრატია (ბერძნ.) - საზოგადოების იმ ადრინდელი ფორმის აღსანიშნავი ტერმინი, როდესაც ძალაუფლება თითქოს უხუცესთა ხელში იყო.

გერონტოლოგია (ბერძნ.) - მოძღვრება სიბერეზე; შეისწავლის ცოცხალი ორგანიზმების დაბერების პროცესებს.

გერონტოფილია - სქესობრივი სიმახინჯის სახესხვაობა, ლტოლვა მოხუცებული ადამიანებისადმი.

გერსამია ვლადიმერ - თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1897-1965 წწ).

გერსამია სერგო - თეატრმცოდნე (1892-1968 წწ).

გერსოპა - ჩანჩქერი ინდოეთში მდინარე შარავატიზე.

გერსტერი ოტმარ - გერმანელი კომპოზიტორი (1897-1969 წწ).

გერტგენ ტოტ სინტ-იანსი - ნიდერლანდელი ფერმწერი (1460-სა და 1465 შორის - 1495 წწ).

გერტინი თომას - ინგლისელი მხატვარი, ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი აკვარელისტი (1775-1802 წწ).

გერუნდივი (ლათ.) - ლათინურ ენაში - მყოფადის მიმღეობა ვნებითი გვარისა.

გერუნდიუმი (ლათ.) - ლათინურ ენაში - ნაზმნარი არსებითი სახელის ერთ-ერთი ფორმა.

გერუსია (ბერძნ.) - უხუცესთა საბჭო ძველ საბერძნეთში.

გერშვინი ჯორჯ - ამერიკელი კომპოზიტორი და პიანისტი (1898-1937 წწ).

გერში - ჭრილობა და ჭრილობის საზღაური ძველ ქართულ სამართალში.

გერშტენბერგი ვილჰელმ ფონ - გერმანელი მწერალი (1737-1823 წწ).

გერშუნი ანდრეი - რუსი ფიზიკოსი (1903-1952 წწ).

გერცა - ქალაქი უკრაინის ჩერნოვცის ოლქში.

გერცენი - რუსი მწერალი და პუბლიცისტი (1812-1870 წწ).

გერცოგი ხაიმ - ისრაელის პრეზიდენტი 1983-93 წლებში (1918-1997 წწ).

გერჰარდსენი ეინარ ჰენრი - ნორვეგიელი პოლიტიკური მოღვაწე, 1955-65 წლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი (1897-1987 წწ).

გერჰარდსი გერჰარდ - ერაზმ როტერდამელის ნამდვილი სახელი და გვარი.

გერჰარტი პაულ - გერმანელი ლუთერანელი პოეტი (1607-1776 წწ).

გესერიადა - ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში ფართოდ გავრცელებული ეპიკური თქმულებების წიგნი, რომლის მთავარი გმირია ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლი გესერ-ხანი.

გესლი

  1. ქვეწარმავალთა და მისთანათა შხამი.

  2. ღვარძლი, ბოროტება, სიავე.

გესნერი კონრად - შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი, ბიბლიოგრაფი, ზოოლოგიური ენციკლოპედიის ავტორი (1516-1565 წწ).

გესნერიასებრნი - ორლებნიან მცენარეთა ოჯახი, ბალახები, იშვიათად ბუჩქები.

გესპერორნისი - ცარცული პერიოდის კბილიანი გადაშენებული ფრინველი, ბინადრობდა სამხრეთ ამერიკაში.

გესტაგენები (პროგესტინები) - იმ ნივთიერებათა ჯგუფი, რომლებსაც მდედრობითი სასქესო ჰორმონის და მისი ცვლის პროდუქტების თვისებები აქვთ.

გესტაპო (Gestapo, Semoklebuli GGeheime Staatspolizei) - ფაშისტურ გერმანიაში საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია. შეიქმნა 1933 წელს. ნიურნბერგის პროცესზე მიჩნეულ იქნა დამნაშავე ორგანიზაციად.

გესტი (ჰოლანდ.) - ქვიშიანი ადგილი ჩრდილოეთის ზღვის გერმანია-ჰოლანდიის სანაპიროზე.

გეტა (იაპ.) - იაპონიაში გავრცელებული ხის ფეხსაცმელი.

გეტა-ელვი (იეტა-ელვი) - მდინარე შვედეთში (ერთვის კატეგატის სრუტეს).

გეტა-კანალი (იეტა-კანალი) - სანაოსნო არხი შვედეთში.

გეტალანადი - ისტორიული ოლქი სამხრეთ შვედეთში.

გეტებორგი (იეტებორგი) - ქალაქი-პორტი შვედეთში, კატეგატის სრუტის სანაპიროზე (435 ათასი, გარეუბნებით 720 ათასი).

გეტი პოლ - ამერიკელი ბიზნესმენი, ნავთობის მაგნატი, XX საუკუნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი (1892-1976 წწ).

გეტინაქსი - ქაღალდისა და სინთეზური ფისებისაგან დამზადებული ფენოვანი პლასტიკი.

გეტინგენი - ქალაქი გერმანიის ქვემო საქსონიის მხარეში (125 ათასი).

გეტისწყალი - მდინარე დმანისის მუნიციპალიტეტში, მაშავრის აუზში.

გეტმანი (არასწორია) - სწორია ჰეტმანი.

გეტო (იტალ.) - ადამიანთა იძულებითი დასახლებისათვის გამოყოფილი ნაწილი ქალაქისა.

გეტრები (ფრანგ.) - მაღალყელიანი წინდები.

გეღამის (აღმაღანის) ქედი - მდებარეობს მცირე კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში (სომხეთი).

გეღარდი (აირავანქი) - მე-4 საუკუნის კლდეში ნაკვეთი მონასტერი მდინარე გარნისის ხეობაში (სომხეთი).

გეშეფტი (გერმ.) - სპეკულაციური, საქმოსნური გარიგება.

გეშთინანა - შუმერთა მითოლოგიის ქალღმერთი, დუმუზის (თამუზის) და.

გეში

  1. დაკარგულის ან რაიმე საძიებლის მისაკვლევი ნიშანი.

  2. ალღო, ჩვევა, გაწაფულობა.

გეშოვი ივან - ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი 1911-13 წლებში (1849-1924 წწ).

გეშონეკი ერვინ - ცნობილი გერმანელი მსახიობი (დაიბადა 1906 წელს).

გეშტალტი (გერმ.) - ფსიქოლოგიაში მთლიანი ფორმა, სტრუქტურა.

გეშტალტფსიქოლოგია - ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა გერმანიაში.

გეჩსარანი - ირანის სპარსეთის ყურის ნაპირზე მდებარე ნავთობსაბადო.

გეცე ალბრეხტ - გერმანელი ხეთოლოგი და ასირიოლოგი (1871-1971 წწ).

გეძიუ - ქალაქი ჩინეთის იუნანის პროვინციაში.

გეწაძე აკაკი - დრამატურგი (დაიბადა 1923 წელს).

გეხტმანი გიორგი - ქართველი ეკონომ-გეოგრაფი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1870-1956 წწ).

გეხტი სემიონ - რუსი მწერალი (1903-1963 წწ).

გეჯა - მოკლე მორი, რომელსაც გული ამოთლილი აქვს და იხმარება ცხოველებისათვის წყლის ან საჭმლის ჩასასხმელად.

გეჯეთი - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

2.5 გვ

▲ზევით დაბრუნება


გვაბანკი - ქეჩის მოკლე უსახელო მოსასხამი, ყაბალახის მსგავსი თავსაბურავით წაკრული.

გვადალახარა

  1. ქალაქი ესპანეთში, კასტილია-ლა-მანჩის ავტონომიურ ოლქში (60 ათასი).

  2. ქალაქი მექსიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (1,6 მილიონი).

გვადალკვივირი - მდინარე ესპანეთში, ერთვის ატლანტის ოკეანის კადისის ყურეს (560 კმ).

გვადარამა - იგივე სიერა-დე-გვადარამა.

გვადელუპა (ფრანგ. Guadeloupe).

  • საფრანგეთის სამფლობელო კუნძულოვანი სახელმწიფო ვესტ-ინდოეთში, კარიბის ზღვის დასავლეთ ნაწილში, მცირე ანტილის არქიპელაგში.

  • ფართობი - 1 800 კვ.კმ.

  • მოსახლეობა - 420 ათასი.

  • სიმჭიდროვე - 249 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • ადმინისტრაციული ცენტრი - ბას-ტერი.

  • ოფიციალური ენა - ფრანგული.

  • ფულის ერთეული - ევრო.

  • დროის სარტყელი - UTC -4.

  • სატელეფონო კოდი - +590.

  • ინტერნეტ-დომენი -gp

გვადი ბიგვა - ლეო ქიაჩელის ამავე სახელი მქონე მოთხრობის მთავარი პერსონაჟი.

გვადიანა - ესპანეთ-პორტუგალიის მდინარე, ერთვის ატლანტის ოკეანის კადისის ყურეს (820 კმ).

გვაზავაისძენი - XI საუკუნის ოქრომჭედლები: ასანი, თევდორე, გიორგი.

გვაზაური - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (ქუტირის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან - 80 მეტრი, ხონიდან - 11 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 682 ადამიანი.

გვაიაკუმი - ტროპიკული ამერიკის ტყების მარადმწვანე ხე.

გვაიულა (ესპ.) - ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებული მარადმწვანე ბუჩქი.

გვალაია - მთა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.

გვალაშარა - მდინარე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ხობის მარჯვენა შენაკადი.

გვალდერი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

გვალვა - ხანგრძლივ უწვიმობა და დიდი სიცხე.

გვალიარი - ქალაქი ინდოეთის მადჰია-პრადეშის შტატში (700 ათასი).

გვამი

  1. მკვდარი ადამიანის სხეული.

  2. (ძვ.) სხეული, ორგანიზმი.

გვანდრა

  1. მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედის განშტოებაზე.

  2. მწვერვალი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონზე.

  3. უღელტეხილი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონზე.

  4. მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, კოდორის მარჯვენა შენაკადი.

  5. სოფლები გულრიფშის და სოხუმის მუნიციპალიტეტებში.

გვანცა დედოფალი - საქართველოს დედოფალი, დავით VII ულუს მეუღლე (გარდაიცვალა დაახლოებით 1262 წელს).

გვანცელაძე დავით - 1964 წლის ოლიმპიური თამაშების მესამე და 1963 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში, სსრკ-ს 5-გზის ჩემპიონი 70 კგ წონით კატეგორიაში (1937-1984 წწ).

გვანცელაძე ვლადიმერ - საბჭოთა კავშირის გმირი, რიგითი მებრძოლი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1919-1970 წწ).

გვარა - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

გვარამ (გუარამ) მამფალი - IX საუკუნის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, აშოტ I დიდის უფროსი ძე (გარდაიცვალა 882 წელს).

გვარამაძე ელენე - ბალერინა, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (დაიბადა 1913 წელს).

გვარამაძე ივანე - მწერალი, პუბლიცისტი, ეთნოგრაფი (1831-1912 წწ).

გვარანი (გუარანი) - პარაგვაის ფულის ერთეული.

გვარაძე ნიკოლოზ - მსახიობი და რეჟისორი (1883-1960 წწ).

გვარდა - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

გვარდაფუი (ასირი) - კონცხი აფრიკაში, სომალის ნახევარკუნძულზე.

გვარდეისკი - ქალაქი რუსეთის კალინინგრადის ოლქში.

გვარდი (გუარდი) ფრანჩესკო ლაცარო - იტალიელი ფერმწერი (მოინათლა 1712 წელს - გარდაიცვალა 1793 წელს).

გვარდია (იტალ.) - ჯარის რჩეული ნაწილი.

გვარდია ლიუდოვა - 1942-43 წლებში გერმანიის მიერ ოკუპირებული პოლონეთის მუშათა პარტიის სამხედრო ორგანიზაცია.

გვარდიელი - გვარდიის მებრძოლი.

გვარდინი (გუარდინი) რომანო - გერმანელი კათოლიკე მოღვაწე, რელიგიური ფილოსოფოსი, პუბლიცისტი (1885-1968 წწ).

გვარეობა - გარკვეული თვისების მქონე სახესხვაობა რისამე.

გვარეულობა - ერთი გვარის წევრთა ერთობლიობა.

გვარი

  1. მემკვიდრეობითი საოჯახო სახელწოდება.

  2. ერთი წინაპრის შთამომავლები.

  3. ჯიში, მოდგმა.

  4. პირველყოფილ თემურ წყობილებაში - ძირითადი საზოგადოებრივი ორგანიზაცია.

  5. ზმნის მორფოლოგიური კატეგორია.

გვარიანი

  1. საკმაოდ კარგი, რიგიანი.

  2. საკმაოდ დიდი, შესამჩნევი.

გვარინი (გუარინი) გვარინო - იტალიელი არქიტექტორი (1624-1683 წწ).

გვარინი (გუარინი) ჯან ბატისტა - იტალიელი პოეტი (1538-1612 წწ).

გვარიშვილი - ამა თუ იმ გვარის წარმომადგენელი.

გვარიშვილობა - წარჩინებული გვარის მქონებლობა.

გვარლი - კანაფის ან ფოლადის ბაგირი.

გვარნერები (გუარნერები) - XVII საუკუნეში ვიოლინოს იტალიელ ოსტატთა ოჯახი: ანდრეა (1626-1698 წწ), პიეტრო (1655-1720 წწ), ჯუზეპე (1666-1739 წწ) და ჯუზეპეს შვილები: პიეტრო-2, ჯუზეპე (გვარნერი დელ ჯეზუ).

გვარტომი - გვარი და ტომი, ამა თუ იმ მოდგმის შთამომავალი.

გვარტომობა - გარკვეულ გვართან და ტომთან ნათესაური კავშირი.

გვარჯილა - სხვადასხვა შემადგენლობის აზოტმჟავა მარილი.

გვარჯილის კლდე - მღვიმე ჭიათურის მუნიციპალიტეტში, იმერეთის მაღლობზე.

გვაროვნობა - იგივეა, რაც გვარეულობა.

გვასალია მოსე - მწერალი (დაიბადა 1910 წელს).

გვატემალა

  1. (გვატემალის რესპუბლიკა, ესპან. Republica de Guatemala).

  • სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. ესაზღვრება ბელიზს, სალვადორს, ჰონდურასს და მექსიკას.

  • დამოუკიდებლობის დღე (ესპანეთისგან) - 1821 წლის 15 სექტემბერი.

  • ჰიმნი - „Guatemala Feliz“.

  • მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.

  • საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი კონგრესი.

  • ფართობი - 108 890 კვ.კმ.

  • დაყოფილია 22 დეპარტამენტად.

  • მოსახლეობა - 11,5 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 119 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • დედაქალაქი - გვატემალა.

  • ოფიციალური სახელმწიფო ენა - ესპანური.

  • ეროვნული ვალუტა - კეტცალი.

  • ქვეყნის კოდი - GTM.

  • დროის სარტყელი - UTC -6.

  • სატელეფონო კოდი - +502.

  • ინტერნეტ-დომენი - gt.

  • გვატემალის დედაქალაქი (1,1 მილიონი).

გვაშთხვა - მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, გრიბზის მარცხენა შენაკადი.

გვაშტიბი - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (ძეძილეთის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 360 მეტრი, ხონიდან - 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 158 ადამიანი.

გვაშხარა - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, მარღის მარცხენა შენაკადი.

გვაწა-ზანდური - ხორბლის ქართული ხალხური ჯიშის პოპულაცია.

გვახარია ალექსანდრე - აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1929-2004 წწ).

გვახარია გიორგი - ხელოვნებათმცოდნე, კინომცოდნე (დაიბადა 1958 წელს).

გვახარია ნოდარ - წყალბურთელი, 1956 წლის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1932-1996 წწ).

გვდა - მდინარე პოლონეთში, ერთვის მდინარე ნოტეცს.

გვეზდოსლავი პავოლ - სლოვაკი პოეტი (1849-1921 წწ).

გველაძუა

1) გველის წიწილი.

2) ფლიდი, ორპირი ადამიანი.

გველ-ბაყაყი - ქვეწარმავლის სახეობა.

გველბრუცა - 75 სმ-მდე სიგრძის გველი.

გველგესლა - შხამიანი წვეწარმავალი, აქვს მსხვილი, მოკლე სხეული და კუდი, ბრტყელი თავი.

გველეთი

1) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე დათვისხევის (ხევსურეთის არაგვის შენაკდი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1320 მეტრი, დუშეთიდან - 59 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში არავინ ცხოვრობს.

2) სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (ყაზბეგის სადაბო საკრებულო), დარიალის ხეობაში, მდინარე დევდარიკის (თერგის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1560 მეტრი, ყაზბეგიდან - 59 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 1 კაცი.

გველეთონა - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი.

გველესიანი გრიგოლ - მწერალი, პუბლიცისტი (1870-1926 წწ).

გველესიანი რომანოზ - ფერმწერი და გრაფიკოსი (1859-1884 წწ).

გველეშაპი

1) ქართული ზღაპრების პერსონაჟი, ბოროტი საწყისის განსახიერება.

2) (დრაკონი) პოლუსის მახლობელი თანავარსკვლავედი ცის ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე.

გველთავა

1) ხვლიკისებრთა ოჯახის ქვეწარმავალი.

2) მტკნარი წყლის თევზი.

გველთევზა - შავი ან მუქი მომწვანო ფერის თევზი, აქვს გველისებურად წაგრძელებული სხეული. აღწევს 3 მეტრამდე სიგრძეს.

გველი

1) უფეხო ქვეწარმავალი.

2) ბოროტი, გაიძვერა ადამიანი.

3) ცის ეკვატორზე მდებარე თანავარსკვლავედი.

გველისარა - ქვეწარმავალი ანკარისებრთა ოჯახისა.

გველისენისნაირნი - მრავალწლოვანი გვიმრის სახეობა.

გველის მდინარე - იგივე სნეიკ რივერი.

გველისმთა

1) მთა კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრილოეთი განშტოების - კიდეგანის ქედის სამხრეთ ნაწილში, დუშეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, მდინარეების ჭიმღისწყლის (არხოტისწყლის მარცხენა შენაკადი), შანდონისა (არმხის შენაკადი) და ნაროვანისწყლის (ჯუთისწყლის მარჯვენა შენაკადი) სათავეებში. აგებულია იურული ასპიდური ფიქლებით, კალთები ციცაბოა და ფლატოვანი (სიმაღლე - 3970 მეტრი).

2) მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე, მდინარე წიფლოვანისწყლის (სამყურისწყლის შენაკადი) სათავეში. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით (სიმაღლე - 3089 მეტრი).

გველისმჭერი - ცის ეკვატორზე მდებარე თანავარსკვლავედი.

გველის სურო - მცენარეთა გვარი ქენდირისებრთა ოჯახისა.

გველისწყალი - მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ჯეჯორის მარჯვენა შენაკადი.

გველიყლაპია - საშუალო ზომის არწივისებრი ფრინველი, ანადგურებს მავნე მღრღნელებს, გველებს.

გველკუდები (ოფიურები) - კანეკლიანების ტიპის ზღვის ცხოველები.

გველნაკბენი - ვისაც ან რასაც გველმა უკბინა.

გველო - ქალაქი ზიმბაბვეში (სამხრეთ როდეზია).

გველობა - ფლიდობა, გაიძვერობა.

გველფები - რომის პაპის მომხრე პოლიტიკური პარტიის წევრები XII-XV საუკუნეების იტალიაში.

გველფები და გიბელინები - საპირისპირო ძალთა პოლიტიკური მოძრაობა XII-XV სს იტალიაში, რომელიც ქვეყანაში გაბატონების მიზანს ემსახურებოდა (იხილე გველფები, გიბელინები).

გველხოკერა - უფეხო ხვლიკი, აქვს გველისებურად წაგრძელებული სხეული.

გვემა - ცემა, წამება.

გვენცაძე ივანე - საბჭოთა კავშირის გმირი, გვარდიის უფროსი ლეიტენანტი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1907-1944 წწ).

გვერაცი (გუერაცი) ფრანჩესკო დომენიკო - იტალიელი მწერალი-რომანტიკოსი, რისორჯიმენტოს ეპოქის პოლიტიკური მოღვაწე (1804-1873 წწ).

გვერგვი (საყველური, კირკალი)

      1. ხის ან წნელის რგოლი, რომელსაც გადააცვამენ ღობის ორ სარს გასამაგრებლად.

      2. კასრზე ჩამოცმული რკინის ან ხის სალტე.

გვერგიშერი - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, შდავლერის ქედზე.

გვერდა - ძალიან დაქანებული ადგილი.

გვერდელა - გვერდზე მოქცეული.

გვერდი

  1. სხეულის მარჯვენა ან მარცხენა ნაწილი.

  2. განაპირა მხარე.

  3. ქაღალდის ფურცელი.

გვერდიგვერდ - ერთმანეთის გვერდით.

გვერდითი ქედი - კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის ჩრდილოეთი პარალელური ქედი.

გვერდისუბანი - სოფლები ბორჯომის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში.

გვერდნერვიანი - მოლუსკების ტიპის უხერხემლო ცხოველი.

გვერდნი (გუერდნი) - საგალობელთა კრებული ქრისტიანულ ეკლესიაში.

გვერდობი - დაქანებული ადგილი.

გვერდული - იგივეა, რაც მოგვერდი.

გვერდწითელი გურამ - ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი (დაიბადა 1930 წელს).

გვერდწითელი თამარ - ესტრადის მომღერალი (დაიბადა 1962 წელს).

გვერდწითელი ირაკლი - ფიზიკოსი, აკადემიკოსი (დაიბადა 1918 წელს).

გვერდწითელი რუსუდან - არქიტექტორი (1909-1994 წწ).

გვერეცა - პატარა მაიმუნი ანთრისებრთა ოჯახისა, ბინადრობს ეთიოპიაში.

გვერილია - იხილე გერილია.

გვერუ - ქალაქი ზიმბაბვეში (125 ათასი).

გვერჩინო (გუერჩინო) (ნამდვილი სახელი და გვარი ჯოვანი ფრანჩესკო ბარბიერი) - იტალიელი მხატვარი, ბოლონიის ფერწერული სკოლის წარმომადგენელი (1591-1666 წწ).

გვერძინეთი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

გვესო - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

გვეტაძე რაჟდენ - მწერალი (1897-1952 წწ).

გვიან

1) დიდი ხნის შემდეგ.

2) გარკვეული დროის ბოლოს.

გვიანა (ბრიტანეთისა) - იხილე გაიანა.

გვიანა (ნიდერლანდისა) - იხილე სურინამი.

გვიანა

1) (საფრანგეთისა, ფრანგ. Guyane (Francaise).

  • - ქვეყანა სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, საფრანგეთის უდიდესი სამფლობელო-დეპარტამენტი ზღვისიქითა რეგიონებში. დასავლეთით ესზღვრება სურინამი, სამხრეთით და აღმოსავლეთით - ბრაზილია, ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით აკრავს ატლანტის ოკეანე.

  • - ფართობი - 86 504 კვ.კმ.

  • - მოსახლეობა - 209 ათასი.

  • - ადმინისტრაციული ცენტრი და მთავარი პორტი - კაიენა.- ოფიციალური ენა ფრანგული.

  • - ფულის ერთეული - ევრო.

  • - დროის სარტყელი - UTC -3.

  • - სატელეფონო კოდი - +5941.

  • - ინტერნეტ-დომენი -gf

გვიანდელი - გვიანი ხანისა.

გვიანი - გვიან მომხდარი, გვიან დამგარი.

გვიდაქე

    1. სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), მთიულეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე გვიდაქეს (მთიულეთის არაგვის შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან - 1360 მეტრი, დუშეთიდან - 56 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 33 კაცი.

    2. მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი.

    3. მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთულეთ-გუდამაყრის ქედის დასავლეთ კალთაზე (სიმაღლე - 2611 მეტრი).

გვიდო დ,არეცო (გვიდო არეთელი) - იტალიელი მუსიკოსი, თანამედროვე სანოტო ანბანის საფუძვლების შემქმნელი (დაახლოებით 992 - დაახლოებით 1050 წწ).

გვიზარამა - ორწვერიანი ცივი იარაღი.

გვიმარონი - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

გვიმბრალა - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

გვიმბრალაური - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

გვიმი

  1. საკვამლე მილის ის ნაწილი რომელიც სახურავის ზემოთაა მოთავსებული.

  2. ჭის თავზე დადგმული ზღუდე.

გვიმრა - უყვავილო სპოროვანი მცენარე, აქვს დიდი დაკბილული ფოთლები.

გვიმრალა -სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ეწერის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან - 30 მეტრი, სამტრედიიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 518 კაცი.

გვიმრიანი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

გვიმრუჭა - დაბალი ტანის გვიმრა.

გვინეა

1) (გვინეის რესპუბლიკა, ფრანგ. Republique de Guinee).

  • სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება სენეგალს, ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით - მალის, დასავლეთით - კოტ დ'ივუარს, სამხრეთით - ლიბერიას, სამხრეთ-დასავლეთით - სიერა-ლეონეს, ჩრდილო-დასავლეთით - გვინეა-ბისაუს; დასავლეთით აკრავს ატლანტის ოკეანე.

  • დამოუკიდებლობის დღე (საფრანგეთისგან) - 1958 წლის 2 ოქტომბერი.

  • ეროვნული დევიზი - „Travail, Justice, Solidarite“.

  • მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.

  • ფართობი - 245 857 კვ. კმ.

  • დაყოფილია 7 პროვინციად და 33 პრეფექტურად.

  • მოსახლეობა - 9,4 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 99 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • დედაქალაქი - კონაკრი.

  • ოფიციალური ენა - ფრანგული.

  • ეროვნული ვალუტა - გვინეის ფრანკი.

  • ქვეყნის კოდი - GIN.

  • დროის სარტყელი - UTC +0.

  • სატელეფონო კოდი - +224.

  • ინტერნეტ-დომენი - gn.

გვინეა (ესპანეთისა) - იხილე ეკვატორული გვინეა.

გვინეა (პორტუგალიისა) - იხილე გვინეა-ბისაუ.

გვინეა-ბისაუ

1) (გვინეა-ბისაუს რესპუბლიკა, ფრანგ. Republica da Guine-Bissau).

  • სახელმწიფო აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე. პორტუგალიის ყოფილი კოლონია.

  • დამოუკიდებლობის დღე (პორტუგალიისგან) - 1974 წლის 10 სექტემბერი.

  • ეროვნული დევიზი - „Unidade, Luta, Progresso“.

  • მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.

  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

  • ფართობი - 36 120 კვ.კმ.

  • დაყოფილია 8 კონტინენტალურ და ერთ კუნძულოვან ოლქად.

  • მოსახლეობა - 1,4 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 101 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • დედაქალაქი - ბისაუ.

  • ოფიციალური ენა - პორტუგალიური.

  • ეროვნული ვალუტა - გვინეის ფრანკი.

  • ქვეყნის კოდი - GNB.

  • დროის სარტყელი - UTC 0.

  • სატელეფონო კოდი - +245.

  • ინტერნეტ-დომენი - gw.

გვინეკეი - იხილე გინეკეი.

გვინიცელი (გუინიცელი) გვიდო - იტალიელი პოეტი (1230-სა და 1240-ს შორის - 1276 წწ).

გვინჯინა - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

გვირაბი - დედამიწის ქერქში ხელოვნურად შექმნილი სიღრუე, მიწისქვეშა ნაგებობა კორიდორივით.

გვირალისბოლო - აშელური ხანის ძეგლი სოფელ ჯოყოეთთან (ჭიათურის მუნიციპალიტეტი).

გვირგვინა

  1. მთა ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში, თრიალეთის ქედზე (2252 მეტრი).

  2. სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

  3. გვირგვინას ქედი - ქედი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის განშტოება.

გვირგვინასწყალი - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ნეძვისწყლის მარცხენა შენაკადი.

გვირგვინი

  1. ძვირფასი ლითონისგან გაკეთებული თვლებით შემკული თავსაბურავი მეფისა.

  2. საქორწინო სამკაული.

  3. რგოლის სახით დაწნული ყვავილები.

  4. (ბოტანიკა) ყვავილსაფრის შიგნითა წრე.

  5. დაზიანებული კბილის დასაცავი ლითონის ბუდე.

  6. კბილის ღია, ნუნებსზედა ნაწილი.

გვირგვინოსანი - გვირგვინის მქონე, მეფე.

გვირილა - ბალახოვანი მცენარე, აქვს ყვითელგულიანი თეთრი ყვავილები.

გვირისტი - მჭიდროდ ნაკერი ნემსის უხარვეზოდ ამოგებით.

გვიტონე დ,არეცო - იტალიელი პოეტი (დაახლოებით 1230 - დაახლოებით 1294 წწ).

გვიუდიოუნსონი - ჰალდოურ ლაქსნესის ნამდვილი გვარი.

გვიშიანი ჯერმენ - ფილოსოფოსი და სოციოლოგი, აკადემიკოსი (დაიბადა 1928 წელს).

გვიშტიბი - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 100 მეტრი, წყალტუბოდან - 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1520 კაცი.

გვიჩარდინი ფრანჩესკო - იტალიელი ისტორიკოსი, ფილოსოფოსი-ჰუმანისტი (1483-1540 წწ).

გვრემა

    1. მუცლის ტკივილი.

    2. იდუმალი სურვილი.

გვრინი - მთიბლის სიმღერა ერთგვარი.

გვრიტი - ტყის ფრინველი მტრედების ოჯახისა.

გვრიტჩიტა - ოცდაათიოდე სანტიმეტრის სიგრძის ჩიტი.

2.6 გზ

▲ზევით დაბრუნება


გზა

  1. მიწის ზედაპირზე ან სივრცეში სავალად მონიშნული ზოლი.

  2. მიმართულება, გეზი.

  3. გამოსავალი.

  4. ფედერიკო ფელინის ფილმი ენტონი კუინისა და ჯულიეტა მაზინას მონაწილეობით (გადაღებულია 1954 წელს).

გზადაგზა - გზაში ყოფნისას.

გზავნილი - ფული, რომელიც იგზავნება ბანკის, ფოსტის ან ტელეგრაფის მიერ.

გზა მშვიდობისა, ჯაყო! - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1973 წელს. დამდგმელი რეჟისორი - მერაბ კოკოჩაშვილი. სცენარის ავტორები - ნოდარ დუმბაძე, მერაბ კოკოჩაშვილი. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი გერსამია. მთავარ როლებში: გია იაშვილი, სანდრო ერისთავი, ნანი ჩიქვინიძე.

გზატკეცილი - ხრეშით მოფენილი და დატკეპნილი ან ასფალტიანი გზა.

გზაწვრილი - ვიწრო გზა, ბილიკი.

გზაჯვარედინი - ადგილი, სადაც გზები იყოფა.

გზირი - (ძველად) სოფლის მოხელე, მამასახლისის ხელქვეითი.

გზირიშვილი ალექსანდრე - ქირურგი, უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1902-1972 წწ).

გზისპირა - გზის პირას მდებარე.

გზნება - აღტაცება, აღფრთოვანება, გატაცება.

2.7 გი

▲ზევით დაბრუნება


გიავურდალი - იხილე ამანუსი.

გიანი - უძველეს მიწათმოქმედ-მესაქონლეთა ნამოსახლარი ირანის სამხრეთით.

გიანტზე - იხილე ჯანგძე.

გიაური - უღვთო, ურჯულო, გარეწარი (მუსლიმანთა სალანძღავი სიტყვა).

გიაუროვი ნიკოლაი - ბულგარელი მომღერალი. მილანის „ლა სკალას“ ოპერის თეატრის სოლისტი (დაიბადა 1929 წელს).

გიაურყალა - უძველესი ნამოსახლარის ნანგრევები თურქმენეთის ქალაქ მარის სიახლოვეს.

გიაცინტოვა სოფია - რუსი მსახიობი და რეჟისორი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1895-1982 წწ).

გიბელინები (იტალ.) - XII-XV საუკუნეების იტალიაში პოლიტიკური პარტია, რომელიც მხარს უჭერდა გერმანიის იმპერატორს და ებრძოდა პაპის პარტიას - გველფებს; (შედგებოდა უპირატესად ფეოდალურ დიდგვაროვანთა წარმომადგენლებისაგან).

გიბერდი ფრედერიკ - ინგლისელი არქიტექტორი, ქალაქთმშენებელი და თეორიტიკოსი (1908-1984 წწ).

გიბერტი ლორენცო - ადრეული აღორძინების ეპოქის იტალიელი მოქანდაკე და ოქრომჭედელი (დაახლოებით 1381-1455 წწ).

გიბი ჰამილტონ ალეგზანდერ როსკინ - ინგლისელი არაბისტი და ისლამმცოდნე (1895-1980 წწ).

გიბილი - შუმერულ-აქადურ მითოლოგიაში - ცეცხლის ღმერთი.

გიბონი (ინგლ.) - პრიმატების რიგის მაიმუნი, რომელსაც აქვს ძალიან გრძელი წინა კიდურები. ცხოვრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და მალაის კუნძულებზე.

გიბონი ედუარდ - ინგლისელი ისტორიკოს-განმანათლებელი (1737-1794 წწ).

გიბრალტარი - დიდი ბრიტანეთის სამფლობელო ტერიტორია პირენეს ნახევარკუნძულზე. ფართობი - 6,5 კვ.კმ. მოსახლეობა - 29,2 ათასი.

გიბრალტარის სრუტე - სრუტე პირენეს ნახევარკუნძულსა და აფრიკას შორის. სიგრძე - 59 კმ. სიგანე 14 - 44 კმ.

გიბსი ჯეიმზ - ინგლისელი არქიტექტორი, კლასიციზმის წარმომადგენელი (1682-1754 წწ).

გიბსი ჯოზაია უილიარდ - ინგლისელი ფიზიკოსი-თეორიტიკოსი (1839-1903 წწ).

გიბსონი მელ - ჰოლივუდის პოპულარული მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი (დაიბადა 1956 წელს).

გიბსონი ედუარდ - აშშ-ს კოსმონავტი, მეცნიერებათა დოქტორი. 1973-74 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1936 წელს).

გიბსონი ჯეიმზ - ამერიკელი ფსიქოლოგი, ე.წ. „ეკოლოგიური ოპტიკის“ შემქმნელი (1904-1979 წწ).

გიბსონის უდაბნო - მდებარეობს ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში.

გიგა - ბერძნული წინსართი, აწარმოებს მილიარდის შემცველ (109) რიცხვებს.

გიგანტები (ბერძნ.)

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, საოცარი გოლიათები.

  2. დიდი ზომის ვარსკვლავები.

გიგანტი - ძალიან დიდი ზომის, მასშტაბის.

გიგანტიზმი - ადამიანის პათოლოგიური ზრდა სიმაღლეში.

გიგანტოზავრი - ტირანოზავრის სახეობა, 35 მეტრამდე სიგრძის.

გიგანტომანია (ბერძნ.) - მეტისმეტი, გაუმართლებელი მისწრაფება ყოველგვარი გრანდიოზულობისაკენ.

გიგანტომაქია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, გიგანტთა და ღმერთთა ომი, წესრიგის გამარჯვება ტლანქ ძალასა და ქაოსზე.

გიგანტოპითეკი - ნამარხი ადამიანის მსგავს მაიმუნთა გვარი.

გიგანტოსტრაკები - ამომწყდარი ცხოველების რიგი, იგივე ევრიპტერიდები.

გიგანტური - ძალიან დიდი.

გიგი (ინგლ.) - ვიწრო მსუბუქი ნავი (6-8 ნიჩბიანი).

გიგინეიშვილი ივანე - ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1909-1982 წწ).

გიგოშვილი იზა - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა თბილისის რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში (1936-2003 წწ).

გიდალგო - მცირე პლანეტა ¹944. აღმოჩენილია 1920 წელს ვ. ბაადეს მიერ.

გიდანის ყურე - ყურე კარის ზღვის სამხრეთ ნაწილში.

გიდაში ანტალ - უნგრელი მწერალი, 1925-59 წლებში ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში (1899-1980 წწ).

გიდელასწყალი - მდინარე შუახევის მუნიციპალიტეტში, ნაღვარევის მარჯვენა შენაკადი.

გიდე-ელვი - იხილე იიდე-ელვი.

გიდელი - მოგრძო, პირგანიერი და ძირწვრილი გოდორი.

გიდი (ფრანგ.)

  1. ტურისტების, ექსკურსანტების გამყოლი, ექსკურსიამძღოლი.

  2. ცნობარი, გზისმკვლევი.

  3. (ასტრონომიაში) - ტელესკოპზე დამაგრებული ერთ-ერთი დამხმარე მილი.

გიენი (გიუიენი) - ისტორიული ოლქი სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში. XIII საუკუნემდე ძირითადად აკვიტანიის სახელით მოიხსენიებოდა.

გიენოსი - ანტიკური ხანის ქალაქი შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე.

გიერიმსკები - იხილე გერიმსკები.

გიეში - ავშნის გვარის დაბალი ტანის მცენარე.

გივიშვილი დავით - ძველი თბილისის ქალაქური პოეზიის წარმომადგენელი (1850-1916 წწ).

გიზა (ელ-გიზა, გიზეჰი) - ქალაქი ეგვიპტეში, ნილოსის მარცხენა ნაპირზე (1,9 მილიონი).

გიზათი თაზი - თათარი დრამატურგი და მსახიობი (1895-1955 წწ).

გიზბორნი - ქალაქი ახალ ზელანდიაში.

გიზგიზა - რაც გიზგიზებს.

გიზგიზი - ძლიერი ცეცხლის ხმა.

გიზე ივან - რუსი ქიმიკოსი და ფარმაცევტი, წარმოშობით გერმანელი (1781-1821 წწ).

გიზები - ჰერცოგები, საფრანგეთის არისტოკრატული გვარი. ლოტარინგიის ჰერცოგთა დინასტიის განშტოება. XVI საუკუნეში ჰუგენოტების ომის დროს სათავეში ედგნენ კათოლიკურ ბანაკს.

გიზელი ინოკენტი - უკრაინის კულტურის მოღვაწე, ისტორიკოსი (დაახლოებით 1600-1683 წწ).

გიზო ფრანსუა პიერ გიიომ - საფრენგეთის სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიკოსი (1787-1874 წწ).

გიიევიკი (გილვიკი) ეჟენ - ფრანგი პოეტი (1907-1997 წწ).

გიიმენი (გილემენი) როჟე - ფრანგი ფიზიოლოგი. მოღვაწეობს აშშ-ში. 1977 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ე.შალისთან და რ.ს.იალოუსთან ერთად (დაიბადა 1924 წელს).

გილანი - ირანის ისტორიული ოლქი, კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე.

გილანი იენ - ინგლისელი როკ-მომღერალი, «დიფ ფარფლის» ვოკალისტი (დაიბადა 1945 წელს).

გილაშვილი პავლე - საბჭოთა ეპოქის საქართველოს პარტიულ-სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1918 წელს).

გილბერტი ივეტ - ფრანგი საესტრადო მომღერალი (1867-1944 წწ).

გილბერტი უილიამ - ინგლისელი ფიზიკოსი, კარის ექიმი (1544-1603 წწ).

გილბერტი უოლტერ - ამერიკელი ბიოფიზიკოსი. 1980 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი პ. ბერგთან და ფ. სენგერთან ერთად (დაიბადა 1932 წელს).

გილბერტი - მაგნიტმამოძრავებელი ძრავის და მაგნიტურ პოტენციალთა სხვაობის ერთეული (სახელი ეწოდა ინგლისელი ფიზიკოსის უილიამ გილბერტის გვარის მიხედვით).

გილბერტის კუნძულები - კუნძულების ჯგუფი წყნარ ოკეანეში, ეკუთვნის კირიბატის.

გილგამეში - ასურულ-ბაბილონური ლიტერატურის უძველესი ძეგლის პერსონაჟი, ურუქის ლეგენდარული მეფე.

გილგიტი - მდინარე ინდოეთში, ინდის მარჯვენა შენაკადი (450 კმ).

გილგუდი ჯონ ართურ - ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი (1904-2000 წწ).

გილდასი - წმინდანი, პირველი ბრიტანელი ისტორიკოსი, ბერი (დაახლოებით 500 - 570 წწ).

გილდენშტედტი იოჰან - გერმანული წარმოშობის რუსი ბუნებისმეტყველი და მოგზაური (1745-1781 წწ).

გილდია (გერმ.) - სხვადასხვა (პოლიტიკური, რელიგიური, სავაჭრო, თავდაცვითი და ა.შ.) გაერთიანებანი შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის ქალაქებში.

გილევიჩი ნილ - ბელორუსი პოეტი (დაიბადა 1931 წელს).

გილელსი ემილ - საბჭოთა ეპოქის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიანისტი (1916-1985 წწ).

გილესპი ჯიზი - ამერიკელი ჯაზმენი, კომპოზიტორი, ბენდლიდერი (1917-1993 წწ).

გილიაზევი აიაზ - თათარი მწერალი (დაიბადა 1928 წელს).

გილიამი ტერი - აშშ კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი (დაიბადა 1940 წელს).

გილიაჟევი ჰაქიმ - ბაშკირელი მწერალი (დაიბადა 1923 წელს).

გილიაროვსკი ვლადიმერ - რუსი მწერალი (1853-1935 წწ).

გილიენი (გილიენ ბატისტა) ნიკოლას - კუბელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე (1902-1989 წწ).

გილიენი ხორხე - ესპანელი პოეტი (1893-1984 წწ).

გილიომ დე მაშო - ფრანგი პოეტი და კომპოზიტორი (დაახლოებით 1300-1377 წწ).

გილიომი (გიიომი) შარლ ედუარ - შვეიცარიელი ფიზიკოსი. 1920 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1861-1938 წწ).

გილიომი (გიიომი) ჯეიმზ - ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი შვეიცარიასა და საფრანგეთში (1844-1916 წწ).

გილიომ კალი - ფრანგი მეამბოხე, ჟაკერიის ხელმძღვანელი (გარდაიცვალა 1358 წელს).

გილიოტინა (ფრანგ.) - თავის მოკვეთით სიკვდილით დასჯის იარაღი. შემოიღეს საფრანგეთის რევოლუციის დროს ექიმ გილიოტენის (გიიოტენის) წინადადებით.

გილიუი - მდინარე შორეულ აღმოსავლეთში, ზეის მარჯვენა შენაკადი (545 კმ).

გილმანი ალფრედ - ამერიკელი ფარმაკოლოგი. 1994 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მ. როდბელთან ერთად (დაიბადა 1941 წელს).

გილმენდი - მდინარე ავღანეთსა და ირანში (1150 კმ).

გილმორი მერი - ავსტრალიელი პოეტი ქალი (1865-1962 წწ).

გილრეი ჯეიმზ - ინგლისელი გრაფიკოსი და გრავიორი (1757-1815 წწ).

გილრუტი რობერტ როუვ - ამერიკელი მეცნიერი, პირველ პილოტირებულ კოსმოსურ ფრენათა ხელმძღვანელი (1913-2000 წწ).

გიმარაინს როზა ჟუან - ბრაზილიელი მწერალი (1908-1967 წწ).

გიმარაინში - ქალაქი პორტუგალიის მინიუს პროვინციაში.

გიმარი (გიმარდი) კარლოს - არგენტინელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1913 წელს).

გიმარი პოლ შარლ - ფრანგი მწერალი (დაიბადა 1921 წელს).

გიმელი - ებრაული ანბანის მესამე ასო.

გიმნაზია (ბერძნ.) - საშუალო სასწავლებლის სახესხვაობა.

გიმნაზიელი - გიმნაზიის მოსწავლე.

გიმნაზისტი - გიმნაზიის მოსწავლე.

გიმნასია - სახელმწიფო სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულება ძველბერძნულ ქალაქებში.

გიმნასტი - ტანმოვარჯიშე.

გიმნასტიკა (ბერძნ.) - ტანვარჯიში.

გიმნასტურა - სამხედრო ტანსაცმლის სახესხვაობა.

გიმნეტები (ბერძნ.) - ძველ საბერძნეთში - მსუბუქად შეიარაღებული მეომრები.

გიმნურა - ძუძუმწოვარა ცხოველი ზღარბისებრთა ოჯახისა.

გიმოზგონჯილი - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

გინანდრი (ბერძნ.) - ქალი, რომელსაც აქვს მამაკაცის მეორეული სასქესო ნიშნები.

გინანდრომორფიზმი - ორივე სქესის ნიშნების არანორმალური შერწყმა. უფრო ხშირად მწერებში ვლინდება.

გინგერი ალექსანდრ - რუსი პოეტი (1897-1965 წწ).

გინგივიტი (ლათ.) - ღრძილების ანთება.

გინგილა - დიაკვნის ოლარი (საბა).

გინგლი - ახლად ამოსული ბეწვი, ბუსუსი.

გინგლიანი - გინგლით დაფარული.

გინდა - კავშირი, იხმარება:

  1. გაურჩეველი დამოკიდებულების გამოსახატავად.

  2. მოსალოდნელი საპირისპირო შედეგის გადმოცემისას.

გინდაც - იგივე გინდა.

გინეა (ინგლ.) - ძველებური ინგლისური ოქროს ფული. 1717 წლიდან უდრიდა 21 შილინგს.

გინება - ლანძღვა, უდიერი მოხსენიება.

გინეკეი (ბერძნ.) - ქალების საცხოვრებელი ნაწილი ძველი საბერძნეთის სახლებში.

გინეკენი იაკობუს იოანეს ანტონიუს ვან - ჰოლანდიელი ენათმეცნიერი (1877-1945 წწ).

გინეკოკრატია - იგივე მატრიარქატი.

გინეკოლოგი - ექიმი, გინეკოლოგიის სპეციალისტი.

გინეკოლოგია (ბერძნ.) - მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ქალთა სნეულებებს.

გინეკომასტია - მამაკაცებში ქალების მსგავსად სარძევე ჯირკვლების განვითარება.

გინესი ალეკ - ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი (1914-2000 წწ).

გინესი დემეტრია - მსახიობ დემი მურის ნამდვილი სახელი და გვარი.

გინესი-ს რეკორდების წიგნი - ცნობარი, რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია ნაირგვარი რეკორდების შესახებ. გამოდის 1956 წლიდან. 2000 წლისათვის გამოიცა 260-ჯერ მსოფლიოს 37 ენაზე.

გინეცეუმი (ბერძნ.) - ყვავილის მდედრობითი ნაწილების (ნაყოფ-ფოთლების, ბუტკოების) ერთობლიობა.

გინზბერგი ალენ - ამერიკელი პოეტი (1926-1997 წწ).

გინზბურგი ვიტალი - რუსი ფიზიკოსი-თეორიტიკოსი, 2003 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1916-2009 წწ).

გინზბურგი ევგენია - რუსი მწერალი ქალი (1906-1977 წწ).

გინზბურგი ლევ - რუსი მწერალი და მთარგმნელი (1921-1980 წწ).

გინი ლუკა - იტალიელი ბოტანიკოსი. პირველმა შემოიღო ჰერბარიზაცია (1490-1556 წწ).

გინიმი - მდინარე იაკუტიაში.

გინიოლი (ფრანგ.)

  1. ფრანგული თოჯინების თეატრის მთავარი პერსონაჟი („გინიოლების თეატრი“ შეიქმნა საფრანგეთის ქალაქ ლიონში).

  1. პიესები, სპექტაკლები და სცენიური ხერხები, რაც ბოროტმოქმედებაზე, ცემაზე, წამებაზე და სხვა უკეთურ ქმედებაზეა დაფუძნებული.

გინკგო - ფოთოლმცვივანი ხეების უძველესი გვარი, რომელიც მეზოზოური ხანიდანაა ცნობილი.

გინოგენეზი - კვერცხუჯრედის განვითარების და ჩანასახის წარმოქმნის საშუალება.

გინოკასტერი - იხილე გიროკასტრა.

გინსბურგი სოფია - რევოლუციონერი-ხალხოსანი (1863-1891 წწ).

გინუნგაგაპი - სკანდინავიური მითოლოგიის თანახმად, სამყაროსეული უფსკრული, ქაოსი.

გინჩი - არქეოლოგიური ძეგლი მთიან დაღესტანში.

გინცბურგი ილია - რუსი მოქანდაკე (1859-1939 წწ).

გიორგაძე გიორგი - მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1964 წელს).

გიორგაძე თამაზ - მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1947 წელს).

გიორგაძე თენგიზ - ჭადრაკის ლიტერატორი და ისტორიკოსი, საერთაშორისო არბიტრი (დაიბადა 1925 წელს).

გიორგაძე მიხეილ - წყალბურთელი, მეკარე, 1988 წლის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (დაიბადა 1961 წელს).

გიორგელა - იგივეა, რაც ქათმისკუჭა.

გიორგი - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1393-98 წლებში.

გიორგი I - საქართველოს მეფე 1014 წლიდან, ბაგრატ III-ის ძე (998 ან 1002 - 1027 წწ).

გიორგი I აღწეფელი - აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფე 861 - 868 წლებში, ლეონ II-ის ძე.

გიორგი I - იმერეთის მეფე 1389-92 წლებში, ბაგრატ I ერისთავის ძე (გარდაიცვალა 1392 წელს).

გიორგი II - საქართველოს მეფე 1072-89 წლებში, ბაგრატ IV-ის ძე.

გიორგი II - აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფე 922-957 წლებში, კონსტანტინე III-ის ძე.

გიორგი II - იმერეთის მეფე 1565-85 წლებში, ბაგრატ III-ის ძე.

გიორგი II (ავგიორგი) - კახეთის მეფე 1511-13 წლებში, ალექსანდრე I-ის ძე.

გიორგი III - საქართველოს მეფე 1156 წლიდან, დემეტრე I-ის ძე (გარდაიცვალა 1184 წელს).

გიორგი III - იმერეთის მეფე 1605-39 წლებში, კონსტანტინე მეფის ძე (გარდაიცვალა 1639 წელს).

გიორგი IV (ლაშა) - საქართველოს მეფე 1213 წლიდან, თამარ მეფის და დავით სოსლანის ძე (1198-1223 წწ).

გიორგი IV (გოჩია) - იმერეთის მეფე 1696-97 წლებში.

გიორგი V (ბრწყინვალე) - საქართველოს მეფე 1314-46 წლებში, დემეტრე II თავდადებულის ძე.

გიორგი V (იგივე აბაშიძე გიორგი-მალაქია) - იმერეთის ფაქტობრივი მეფე 1701-07 წლებში.

გიორგი VI (მცირე) - საქართველოს მეფე 1308-1313 წლებში, დავით VIII-ის ძე.

გიორგი VI - იმერეთის მეფე 1703-20 წლებში, ალექსანდრე IV-ის ძე (გარდაიცვალა 1720 წელს).

გიორგი VII - საქართველოს მეფე 1393-1407 წლებში, ბაგრატ V-ის ძე.

გიორგი VII - იმერეთის მეფე 1741 წლიდან, გიორგი VI-ის ძე.

გიორგი VIII (კახეთში გიორგი I) - ქართლის მეფე 1446-66 წლებში, კახეთისა 1466-76 წლებში, ალექსანდრე I დიდის ძე.

გიორგი IX - ქართლის მეფე 1525-27 წლებში, კონსტანტინე II-ის ძე.

გიორგი X - ქართლის მეფე 1600-06 წლებში, სიმონ I-ის ძე (1560-65 - 1606 წწ).

გიორგი XI - ქართლის მეფე 1676-88, 1703-1709 წლებში, ვახტანგ V-ის ძე (გარდაიცვალა 1709 წელს).

გიორგი XII - ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე 1798-1800 წლებში, ერეკლე II-ის ძე (1746-1800 წწ).

გიორგი აკროპოლიტე - ბიზანტიელი დიპლომატი, პოლიტიკური მოღვაწე და ისტორიკოსი (IX საუკუნე).

გიორგი ბატონიშვილი (ბაგრატიონი) - კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, ალექსანდრე II-ის ვაჟი (დაახლოებით 1570 - 1605 წწ).

გიორგი ბატონიშვილი (ბაგრატიონი) - მოსკოვის ქართული ეკლესიის მეთაური XVIII საუკუნის მეორე ნახევარში (1712-1786 წწ).

გიორგი დოდისი - XII საუკუნის ქართველი კალიგრაფი, მოღვაწეობდა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში.

გიორგი კედრენე - ბიზანტიელი ისტორიკოსი (XI საუკუნე).

გიორგი მანიაკე - ბიზანტიელი მხედართმთავარი (გარდაიცვალა 1043 წელს).

გიორგი მაწყვერელი - აწყურის ეპისკოპოსი დაახლოებით VIII-IX საუკუნეებში.

გიორგი მერჩულე - X საუკუნის ქართველი მწერალი.

გიორგი მთაწმიდელი - ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მთარგმნელი, ეროვნული კულტურის მოამაგე, ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი (1009-1065 წწ).

გიორგი პაქიმერე - ბიზანტიელი ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და პოეტი (1242 - დაახლ. 1310 წწ).

გიორგი რუსი - იხილეთ იური ანდრიას ძე.

გიორგი სააკაძე - ქართული მხატვრული ფილმი (ორი სერია). ეკრანებზე გამოვიდა 1943 წელს. დამდგმელი რეჟისორი - მიხეილ ჭიაურელი. სცენარის ავტორები - ანა ანტონოვსკაია, ბორის ჩორნი. დამდგმელი ოპერატორი - ალექსანდრე დიღმელოვი. მთავარ როლებში: აკაკი ხორავა (გიორგი სააკაძე), ვერიკი ანჯაფარიძე (რუსუდანი), ლიანა ასათიანი (თეკლე), სპარტაკ ბაღაშვილი (მეფე ლუარსაბ II), აკაკი ვასაძე (შაჰ-აბასი), ყარამან (გუგული) მგელაძე (პაატა), მერაბ კოკოჩაშვილი (პაატა ბავშვობაში), ზურაბ ლეჟავა (ავთანდილი), ალექსანდრე ომიაძე (ზურაბ ერისთავი), სერგო ზაქარიაძე (შადიმან ბარათაშვილი), გიორგი შავგულიძე (ნოდარი), კოტე დაუშვილი (ბერი ტრიფილი), მედეა ჯაფარიძე (მეფე ლუარსაბის და), შალვა ღამბაშიძე (ანდუყაფარი), ივანე პერესტიანი (რუსეთის ელჩი).

გიორგი სქოლარიოსი - ბიზანტიელი საეკლესიო მოღვაწე (დაახლოებით 1405 - გარდაიცვალა 1472 წლის შემდეგ)

გიორგი ფრანძესი - ბიზანტიელი ისტორიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე (1401-1478 წწ).

გიორგი ჩორჩანელი - ადრინდელი ფეოდალური ხანის დიდი აზნაური სამხრეთ საქართველოში (სამცხეში).

გიორგიწმინდა

  1. სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

  2. სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, იხილე გიორგწმინდა.

  3. სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, საკრეებულოს ცენტრი (სოფლები: ანთოკი, მარიამჯვარი). საგარეჯოდან 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2562 კაცი.

გიორგიწმინდისწყალი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, არღუნის მარცხენა შენაკადი.

გიორგობა - წმინდა გიორგის სახელთან დაკავშირებული დღესასწაული.

გიორგობიანი ინგა - მსოფლიოს 2-გზის (1988, 1990), ევროპის 2-გზის (1988, 1990) და სსრკ-ს 3-გზის ჩემპიონი აკრობატიკაში (დაიბადა 1968 წელს).

გიორგობიანი რამაზ - კინომსახიობი (1946-1995 წწ).

გიორგობისთვე

  1. ნოემბრის ქართული ხალხური სახელწოდება.

  2. ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1966 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ოთარ იოსელიანი. სცენარის ავტორი - ამირან ჭიჭინაძე. დამდგმელი ოპერატორი - აბესალომ მაისურაძე მთავარ როლებში: რამაზ გიორგობიანი (ნიკო), მარინე ქარცივაძე (მარინე), გოგი ხარაბაძე (ოთარი), დოდო აბაშიძე (რეზო), აკაკი კვანტალიანი (დავითი), ალექსანდრე ომიაძე (მთავარი მეღვინე), ბუხუტი ზაქარიაძე (ილო).

გიორგწმინდა (გიორგიწმინდა) - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (შატილის თემის საკრებულო), ხევსურეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე გიორგიწმინდისწყლის (არღუნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 2000 მეტრი, დუშეთიდან - 110 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 27 კაცი.

გიპიური (ფრანგ.) - ერთგვარი მაქმანი, რომელსაც აქვს ამობურცული სახეები.

გიპიუსი ზინაიდა - რუსი მწერალი ქალი (1869-1945 წწ).

გიპსლისი აივარ - ლატვიელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1937 წელს).

გიჟდუვანი - დაბა უზბეკეთის ბუხარის ოლქში.

გიჟი

  1. სულიერად დაავადებული.

  2. გახელებული, გაშმაგებული.

გიჟიგა - მდინარე რუსეთის მაგადანის ოლქში.

გიჟმაჟი - მარდი, მოუსვენარი, ცელქი.

გიჟუა - პერსონაჟი ფილმისა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ აკაკი ხორავას შესრულებით.

გიჟური

  1. გიჟის დამახასიათებელი.

  2. თავდავიწყებამდე მისული.

გირა ლიუდას - ლიტველი პოეტი (1884-1946 წწ).

გირაგი - ხელსაწყო, რომელშიც ამაგრებენ საგანს დამუშავების დროს.

გირავნობა - გირაოს მიცემა.

გირაო - მევალისათვის ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად ჩაბარებული ნივთი, ქონება, წინდი.

გირგალი

  1. მთა კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, გირგლის ქედზე, მდინარეების ლოპოტისა და ინწობის წყალგამყოფ საჯიხვის ქედზე (სიმაღლე -- 2267 მეტრი).

  2. ქედი თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, კახეთის კავკასიონის სამხრეთი განშტოება.

გირდიმანი (გარდმანი, გარდაბანი) - კავკასიის ალბანეთის რეგიონი IV-VIII საუკუნეებში.

გირეეები (გირაები) - ყირიმის ხანთა დინასტია XV-XVIII საუკუნეებში.

გირეი - დაბა რუსეთის კრასნოდარის მხარეში.

გირესუნი - შავიზღვისპირა ქალაქი-კურორტი თურქეთში.

გირვანქა - ძველებური წონის ერთეული, უდრის 96 მისხალს.

გირვანქა სტერლინგი - დიდი ბრიტანეთის ფულის ერთეული. გამოიყენება XII საუკუნის მეორე ნახევრიდან. 1694 წლიდან ქაღალდის ბანკნოტების სახითაა ბრუნვაში.

გირვანქიანი - ერთი გირვანქის ოდენობისა.

გირვასი - დაბა კარელიაში (რუსეთი).

გირი ვირახაგირი ვენკატა - ინდოეთის პრეზიდენტი 1969-74 წლებში (1894-1980 წწ).

გირი რიჩარდ - ჰოლივუდის მსახიობი (დაიბადა 1949 წელს).

გირინი (ძილინი) - ქალაქი (1 040 ათასი) და პროვინცია ჩინეთში.

გირიშქი - ქალაქი ავღანეთის ჰილმენდის პროვინციაში.

გირკე ოტო - გერმანელი სამართლისმცოდნე (1841-1921 წწ).

გირლანდა (იტალ.)

  1. დაწნული ყვავილების, ფოთლების ან ტოტების ლენტი, რითაც რთავენ ოთახებს, შენობებს დღესასწაულებზე.

  2. ამ სახის ორნამენტი.

გირლანდაიო დომენიკო (ნამდვილი სახელი და გვარი დი ტომაზო ბიგორდი) - იტალიელი ფერმწერი (1449-1494 წწ).

გირო (ბერძნ.) - რთული სიტყვების წინსართი, ბრუნვითი მოძრაობის მანიშნებელი.

გირობუსი (ჟირობუსი) - ინერციულ-აკუმულატორიანი ურელსო ტრანსპორტი, რომელიც მოძრაობს მქნევარის კინეტიკური ენერგიით.

გიროკასტრა (გინოკასტერი) - ქალაქი ალბანეთში.

გიროკომპასი - კომპასი, რომელშიც ისრის როლს გიროსკოპი ასრულებს.

გიროკოტილიდები - პარაზიტული ბრტყელი ჭიების კლასი.

გიროორიენტატორი - გიროსკოპული ხელსაწყო, ობიექტის ადგილმდებარეობის დამდგენი.

გიროსკოპი (ბერძნ.) - მბრუნავი ხელსაწყო, რომელიც ყოველ მდგომარეობაში მდგრადობას ინარჩუნებს.

გირშელი - კონსტანტინე გამსახურდიას რომან «დიდოსტატის მარჯვენის» პერსონაჟი.

გირშმანი რომან - ფრანგი არქეოლოგი და ისტორიკოსი (1895-1979 წწ).

გირჩა - წიწვოვანი მცენარეების ყვავილედი.

გისარლიკი - ბორცვი ეგეოსის ზღვის პირას, რომლის ქვეშაც ტროა აღმოაჩინეს.

გისბორნი - ქალაქი-პორტი ახალ ზელანდიაში.

გისენი - ქალაქი გერმანიის ჰესენის მხარეში.

გისინგი ჯორჯ რობერტ - ინგლისელი მწერალი (1837-1903 წწ).

გისლანდი ვიტორე (ცნობილია, აგრეთვე, როგორც ფრავიტორე ან ფრა გალგარიო) - იტალიელი ფერმწერი (1655-1745 წწ).

გისოსი - ხის ან ლითონის ღერები, ბადისებრ დახლართული ან რიკულივით შეკრული.

გისტოლა - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

გიტარა - ხის სიმებიანი მუსიკალური საკრავი. ესპანეთში ცნობილია XIII საუკუნიდან.

გიტერასი ანტონიო - კუბის 1935 წლის აჯანყების ხელმძღვანელი (1905-1935 წწ).

გიტი - ცხენთა და ველოსიპედისტთა შეჯიბრის სახეობა, რბოლა გრძელ დიტანციაზე.

გიტისი (აბრევიატურა - Государственный институт театрального искусства) - მოსკოვის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი.

გიტონ დე მორვო ლუი ბერნარ - ფრანგი ქიმიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე (1737-1816 წწ).

გიტრი საშა - ფრანგი მსახიობი და დრამატურგი. (1885-1957 წწ).

გიუი ლუი ჟორჟ - ფრანგი ფიზიკოსი (1854-1926 წწ).

გიუიენი - საფრანგეთის ისტორიული ოლქი.

გიუიო ჟან მარი - ფრანგი ფილოსოფოსი (1854-1888 წწ).

გიუისი (ჰოლანდ.) - სამხედრო-საზღვაო ალამი, რომელსაც აღმართავენ ხოლმე პირველი ან მეორე რანგის გემებზე, აგრეთვე ზღვისპირა სიმაგრეებზე.

გიულდენშტედტი იოჰან ანტონ - გერმანელი მეცნიერი, მოგზაური. აქვს ცნობები საქართველოს შესახებ (1745-1781 წწ).

გიული - ქართველი ქალების და მამაკაცების სახელი.

გიული აბდულა (Abdullah Gьl) - თურქეთის მე-11 პრეზიდენტი 2007 წლიდან (დაიბადა 1950 წელს).

გიუმრი - ქალაქი სომხეთში. ადრინდელი სახელები: კუმაირი, ალექსანდროპოლი, ლენინაკანი (125 ათასი).

გიუნდეროდე კაროლინა ფონ - გერმანელი მწერალი ქალი (1780-1806 წწ).

გიუნთექინი რეშად ნური - იხილე რეშად ნური გიუნთექინი.

გიუნთერი იოჰან კრისტიან - გერმანელი პოეტი (1695-1723 წწ).

გიურზა (სპარს.) - შხამიანი გველი გველგესლათა გვარისა.

გიურპინარი ჰუსეინ რაჰმი - თურქი მწერალი (1864-1944 წწ).

გიურჯიანი აკოფ - სომეხი მოქანდაკე (1881-1948 წწ).

გიურჯიანი გაბრიელ - სომეხი ფერმწერი (1892-1987 წწ).

გიუსტროვი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

გიუტერსლო ალბერტ პარის - ავსტრიელი მწერალი და მხატვარი (1887-1973 წწ).

გიფუ - ქალაქი (410 ათასი) და პრეფექტურა იაპონიაში.

გიქორი - ოვანეს თუმანიანის მოთხრობა და ამ მოთხრობის მთავარი პერსონაჟი ბიჭი.

გიშელები - ფეოდალური საგვარეულო საქართველოში.

გიშერი (სომხურად „ღამე“) - ფისიანი ქვანახშირის სახეობა, შავი და მკვრივი.

გიშზიდა - იხილე ნინგიშზიდა.

გიში - წუქეთის საერისთავოს ცენტრი, გიშელების რეზიდენცია.

გიში ლილიან - ჰოლივუდის ვარსკვლავი მუნჯი კინოს ეპოქაში, XX საუკუნის 20-30-იან წლებში (1896-1993 წწ).

გიშრისფერი - ძალიან შავი.

გიცესკუ თეოდორ - რუმინელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1934 წელს).

2.8 გლ

▲ზევით დაბრუნება


გლაგოლევა ვერა - კინოსა და თეატრის რუსი მსახიობი ქალი (დაიბადა 1956 წელს).

გლაგოლიცა (რუს.) - ძველი სლავური ანბანის სახეობა.

გლადბეკი - ქალაქი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში.

გლადიატორი

  1. (ლათ.) - ძველ რომში საგანგებოდ გაწვრთნილი მონა, ტყვე ან მსჯავრდებული ადამიანი, რომელიც ცირკში ებრძოდა სხვა ასეთსავე ადამიანს ან ცხოველს.

  2. ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი (ალმანახიდან „თეთრი ქვები“). ეკრანებზე გამოვიდა 1972 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ბაადურ წულაძე. სცენარის ავტორი - თამაზ მელიავა. დამდგმელი ოპერატორი - ნიკოლოზ სუხიშვილი. მთავარ როლებში: ვახტანგ ნინუა (მომთვინიერებელი), ლეო ანთაძე (სტუმარი), გურამ ნიკოლაიშვილი (კლოუნი), ბაადურ წულაძე, ლეილა შოთაძე, ზურაბ ქაფიანიძე.

გლადილინი ანატოლი - რუსი მწერალი (დაიბადა 1935 წელს).

გლადიოლუსი - ყვავილი.

გლადიუსი - რომაელთა ცივი იარაღი, მოკლე მახვილი.

გლადკოვი გენადი - რუსი კომპოზიტორი (დაიბადა 1935 წელს).

გლადკოვი თედორე - რუსი მწერალი (1883-1958 წწ).

გლადსტონი - ქალაქი ავსტრალიის კუინზლენდის შტატში.

გლადსტონი უილიამ იუარტ - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1868-94 წლებში, ხანგამოშვებით (1809-1898 წწ).

გლავკე - ძველ ბერძნულ მითოლოგიაში: 1) ერთ-ერთი ნერეიდთაგანი. 2) ერთ-ერთი ამაძონი.

გლავკოსი - ძველ ბერძნულ მითოლოგიაში: 1) ბელეროფონტის ვაჟი. 2) მეზღვაურთა და მეთევზეთა ბეოტიური ღვთაება.

გლავცია გაიუს სერვილიუს - რომის იმპერიის პოლიტიკური მოღვაწე.

გლაზგო - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, სტრატკლაიდის ოლქის ადმ. ცენტრი (690 ათასი).

გლაზერი დონალდ არტურ - ამერიკელი ფიზიკოსი. 1960 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1926 წელს).

გლაზეტი (ფრანგ.) - ერთგვარი ფარჩა.

გლაზკოვი ნიკოლაი - რუსი პოეტი (1919-1980 წწ).

გლაზკოვი იური - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, ავიაციის გენერალ-მაიორი, 1977 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1939 წელს).

გლაზოვი - დაბა რუსეთის უდმურტეთის რესპუბლიკაში.

გლაზუნოვი ალექსანდრე - რუსი კომპოზიტორი (1865-1936 წწ).

გლაზუნოვი ილია - რუსი მხატვარი და გრაფიკოსი (დაიბადა 1930 წელს).

გლაზუპსი რიხარდას - ლატვიელი დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1920 წელს).

გლამორგანშირი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში (უელსი).

გლანდი (ფრანგ.) - სასის ნუშისებრი ჯირკვალი.

გლანცგოლდი (გერმ.) - „თხევადი ოქრო“, ბლანტი სითხე ფაიფურის მოსახატავად.

გლანცზილბერი - „თხევადი ვერცხლი“, ბლანტი სითხე ფაიფურის მოსახატავად.

გლარეანი (გლარეანუსი) ნამდვილი სახელი და გვარი ჰაინრიხ ლორისი) - შვეიცარელი სწავლული ჰუმანისტი, მუსიკის თეორიტიკოსი (1488-1563 წწ).

გლარნის ალპები - ქედი შვეიცარიის ალპებში.

გლასბრენერი ადოლფ - გერმანელი მწერალი-სატირიკოსი (1810-1876 წწ).

გლასე (ფრანგ.)

  1. აბრეშუმის ბრჭყვიალა ქსოვილი ერთგვარი.

  2. ნაყინშერეული რძიანი ყავა.

გლასტონბერი - ბრიტების უძველესი ქალაქი ინგლისის ტერიტორიაზე.

გლასუნი - ოდნავ ზერელედ ფეხის გასმა.

გლაუბერი იოჰან რუდოლფ - გერმანელი ქიმიკოსი და ექიმი (1604-1670 წწ).

გლაუბერ-ის მარილი - გოგირგმჟავა ნატრიუმის მარილი. იყენებენ მედიცინასა და ტექნიკაში (კერძოდ, მინის წარმოებაში).

გლაუკომა (ბერძნ.) - თვალის მძიმე დაავადება, რაც განპირობებულია თვალშიგნითა წნევის აწევით. ხშირად იწვევს დაბრმავებას.

გლაუკონიტი (ბერძნ.) - მწვანე ფერის მინერალი, თიხამიწისა და რკინის წყლიანი სილიკატი, რომელსაც კალიუმი ურევია. იყენებენ როგორც მინერალურ საღებავს და ნიადაგის სასუქს.

გლაუხაუ - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

გლაშა - კ.ფ. „არაჩვეულებრივი გამოფენის“ პერსონაჟი, აგულის ცოლი, ვალენტინა ტელეჩკინას შესრულებით.

გლაციალი - მყინვარული ხანა, მეოთხეული პერიოდის ეპოქა.

გლაციოლოგია (ლათ.) - მეცნიერება მყინვარის თვისების, განვითარებისა და მოქმედების შესახებ.

გლახა

  1. მათხოვარი.

  2. ლაჩარი, მხდალი.

  3. ცუდი, უხეირო.

გლახაკი - მათხოვარი.

გლახის ნაამბობი

  1. ილია ჭავჭავაძის მოთხრობა (დაიწერა 1872 წელს).

  2. ქართული მხატვრული ფილმი, გადაღებულია ილია ჭავჭავაძის მოთხრობის მიხედვით. ეკრანებზე გამოვიდა 1961 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ლეო ესაკია. სცენარის ავტორები - ვლადიმერ კარსანიძე და ლეო ესაკია. დამდგმელი ოპერატორი - შოთა კილაძე. მთავარ როლებში: გოჩა აბაშიძე (გაბრო), ოთარ ხატიაშვილი (დათიკო), ალექსანდრე ომიაძე (პეპია), მედეა ჩახავა (თამრო), გრიგოლ კოსტავა (გიტო).

გლდანელი კულა (ივანე ყირიმელი) - ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე (1858-1933 წწ).

გლდანი

  1. სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოს ქედის სამხრეთი კალთის ძირში, მდინარე გლდანისხევის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 4 სოფელს: გლდანი, ლელუბანი, მამკოდა, მშრალხევი). ზღვის დონიდან - 580 მეტრი, მცხეთიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3389 კაცი. სოფელში არის IX-X საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესია.

  2. მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და თბილისის ზღვას შორის მდებარე მასივი თბილისში.

გლდანი-ნაძალადევის რაიონი - ადმინისტრაციული ერთეული თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ჩამოყალიბდა 2001 წელს ყოფილი გლდანის და ლენინის (ნაძალადევის) რაიონების შერწყმით.

გლდანისხევი - მდინარე მცხეთის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა შენაკადი.

გლდანულა - დასახლება გლდანის მასივის შემადგენლობაში, მდინარე გლდნისხევის ხეობაში.

გლებკა პეტრო - ბელორუსი პოეტი (1905-1969 წწ).

გლებოვი პეტრე - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1915-2000 წწ).

გლედიჩია - ფოთოლმცვივანი ხეების გვარი ცეზალპინიასებრთა ოჯახისა, პარკოსანი მცენარე. მისი სამშობლოა სამხრეთ ამერიკა.

გლევახა - დაბა უკრაინის კიევის ოლქში.

გლეზერი ალექსანდრე - რუსი პოეტი, ხელოვნებათმცოდნე (დაიბადა 1934 წელს).

გლეზერი ჰილდა - ესტონელი მსახიობი, რეჟისორი და პედაგოგი ქალი (1893-1932 წწ).

გლეზოსი მანოლის - ბერძენი პოლიტიკოსი, ანტიფაშისტი, საბერძნეთის ეროვნული გმირი (დაიბადა 1922 წელს).

გლეიკომეტრი (ბერძნ.) - ხელსაწყო ღვინოში შაქრის რაოდენობის გასარკვევად.

გლეივი - შუა საუკუნეების ცივი იარაღი, გრძელ ჯოხზე წამოცმული ხანჯლის პირებით.

გლეიმი იოჰან ვილჰელმ ლუდვიგ - გერმანელი პოეტი (1719-1803 წწ).

გლეის-ბეი - ქალაქი აღმოსავლეთ კანადაში.

გლემურძი - ველურის ტახის მაგარი რამე არს, შთატანებული ტყავთა და Ãორცთა შუა, ვიეთნი ფარად უწოდენ (საბა).

გლენდეილი - ქალაქი (180 ათასი) აშშ-ს კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით მდებარე გარეუბანი.

გლენი ჯონ - აშშ-ს პირველი კოსმონავტი. 1962 წლის თებერვალში პირველად გაფრინდა. 1998 წელს კი, 77 წლის ასაკში, მეორედ გაფრინდა და გახდა დედამიწის ყველაზე მხცოვანი კოსმონავტი (დაიბადა 1921 წელს).

გლენ-მორი - დაბლობი დიდ ბრიტანეთში. გლენ-მორის მიდამოებში მდებარეობს ცნობილი ლოხ-ნესის ტბა.

გლერტა - მრავალწლოვანი სარეველა ბალახი მარცვლოვანთა ოჯახისა.

გლერძი - დაბალი ეკლიანი ბუჩქი პარკოსანთა ოჯახისა.

გლეტჩერი (გერმ.) - ყინულის მასა, რომელიც წარმოიქმნება მარადთოვლიან მთებში და სიმძიმის ძალის გავლენით თანდათანობით ეშვება ქვემოთ. ხეობის მყინვარი.

გლეშოუ შელდონ - ამერიკელი ფიზიკოსი-თეორიტიკოსი. 1979 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ს. ვაინბერგთან და ა. სალამთან ერთად (დაიბადა 1932 წელს).

გლეხი - ადამიანი, რომელიც ძირითადად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოებითაა დაკავებული.

გლეხკაცი - იგივე გლეხი.

გლეხობა

  1. გლეხად ყოფნა.

  2. ბევრი გლეხი.

გლია - იგივეა, რაც ნეიროგლია.

გლიბოვი ლეონიდ - უკრაინელი პოეტი (1827-1890 წწ).

გლიგორიჩი სვეტოზარ - იუგოსლავიელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, პრეტენდენტთა მატჩების მონაწილე (დაიბადა 1923 წელს).

გლიეჟი - მიწისქვეშა ხანძრის შედეგად გამომწვარი თიხა.

გლიერი რეინგოლდ - რუსი კომპოზიტორი, მუსიკის მოღვაწე, პედაგოგი. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1874/75 - 1956 წწ).

გლივიცე - ქალაქი პოლონეთის კატოვიცეს სავოევოდოში (215 ათასი).

გლიკემია (ბერძნ.) - სისხლში არსებობა შაქრისა, რომლის რაოდენობა შეიძლება იყოს ნორმაზე (80-120%) მეტი ან ნაკლები ამა თუ იმ დაავადების შესაბამისად.

გლიკოგენი (ბერძნ.) - სახამებელი, რომელიც წარმოიქმნება სისხლის შაქრისაგან ღვიძლსა და კუნთებში.

გლიკოზურია (ბერძნ.) - შაქრის გამოყოფა შარდთან ერთად.

გლიკოკოლი (ბერძნ.) - ამინმჟავა, ცილოვან ნივთიერებათა მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.

გლიკოლიზი - ცხოველურ ორგანიზმში ნახშირწყლების დაშლა ჟანგბადის მონაწილეობის გარეშე.

გლიკონი

  1. ძველბერძენი პოეტი.

  2. ათენელი მოქანდაკე.

გლინიანი - დაბა უკრაინის ლვოვის ოლქში.

გლინკა ანდრეი - ორგანიზატორი (1918 წელი) და ხელმძღვანელი სლოვაკეთის კლერიკალური სახალხო პარტიისა (1864-1938 წწ).

გლინკა დიმიტრი - მფრინავი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, პოლკოვნიკი (1917-1979 წწ).

გლინკა მიხაილ - რუსი კომპოზიტორი (1804-1857 წწ).

გლინკა სერგეი - რუსი მწერალი (1776-1847 წწ).

გლინკა თევდორე - რუსი პოეტი (1786-1880 წწ).

გლინსკები - ფეოდალური საგვარეულო XV-XVIII საუკუნეების რუსეთში. ლეგენდარული ცნობებით, მამაი ყაენის შთამომავალნი.

გლინტვაინი (გერმ.) - მოდუღებული წითელი ღვინო, რომელშიც შეზავებულია შაქარი და სანელებლები. სვამენ ცხლად.

გლიომა (ბერძნ.) - სიმსივნე, რომელიც ვითარდება თავის ტვინში.

გლიოქსალი - უმარტივესი დიალდეჰიდი. კრისტალურ და თხევად მდგომარეობაში შეფერილია ყვითლად.

გლიპტი (ბერძნ.) - იგივეა, რაც გემა.

გლიპტიკა (ბერძნ.) - დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ერთ-ერთი სახე, ძვირფას და ნახევრად ძვირფას ქვებზე მხატვრული ჭრის ხელოვნება.

გლიპტოდონტი (ბერძნ.) - გადაშენებული ძუძუმწოვარა ცხოველი არასრულკბილიანთა რაზმისა. თანამედროვე ჯავშნოსნების მონათესავე.

გლიპტოთეკა (ბერძნ.)

  1. ქანდაკებათა ან ჭრილი, ჩუქურთმებიანი ქვების კოლექცია.

  2. ქანდაკების მუზეუმი.

გლისადა (ფრანგ.)

  1. თვითმფრინავის დაშვების სწორხაზოვანი ტრაექტორია.

  2. თვითმფრინავის დაჯდომის ხაზები, რაც ლოკატორის ეკრანზე გამოისახება.

გლისანდო (იტალ.) - მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის ხერხი, თითის გატარება სრიალით კლავიატურაზე ან სიმებზე.

გლისანი ედუარ - მარტინიკელი მწერალი, წერს ფრანგულ ენაზე (დაიბადა 1928 წელს).

გლისერი (ფრანგ.) - მოტორიანი ნავი, რომელიც ავითარებს დიდ სისწრაფეს, ამიტომ წყალში ღრმად არ ჯდება და ზედაპირზე მისრიალებს.

გლისონი ფრანსის - ინგლისელი ანატომი, ფიზიოლოგი (1597-1677 წწ).

გლიტერტინი - მწვერვალი სკანდინავიის მთებში (ნორვეგია).

გლიუქსბურგები - დანიის (1863 წლიდან), ნორვეგიის (1905 წლიდან) და საბერძნეთის (1863-1967 წწ) სამეფო დინასტია.

გლიშიჩი მილოვან - სერბი მწერალი (1847-1908 წწ).

გლიცერიდები - გლიცერინისა და ორგანული ან მინერალური მჟავების რთული ეთერები, ცხოველური და მცენარეული ცხიმების შემადგენელი ნაწილი.

გლიცერინი (გერმ.) - ცხიმებისაგან დამზადებული მოსქო სითხე, იხმარება ტექნიკაში, მედიცინასა და ფარმაკოლოგიაში.

გლიცინი (ბერძნ.) - ორგანული ნაერთი, უფერო კრისტალები, იყენებენ ფოტოგრაფიაში როგორც გამამჟღავნებელს.

გლიცინია (ბერძნ.) - ხვიარა მცენარე, ცისვაზი.

გლიჯინი - ტლანქად, დიდი ნაბიჯებით სირბილი.

გლობალიზაცია - რაიმესადმი ყოვლისმომცველი მასშტაბების მინიჭება.

გლობალური (ფრანგ.)

  1. საერთო, მთლიანი, ერთად აღებული.

  2. მთელი მსოფლიოს მომცველი.

გლობიგერინა - ცხოველების გვარი ფესვფეხიანების კლასისა.

გლობინი (ლათ.) - რთული ცილის - გამა-გლობულინის ცილოვანი მაწილი.

გლობინო - ქალაქი უკრაინის პოლტავის ოლქში.

გლობულარული (ფრანგ.) - ბურთულისებრი, ბურთისებრი.

გლობულები (ლათ.) - ნათელ გალაქტიკურ ნისლეულებში მოქცეული მცირე ზომის ბნელი წარმონაქმნები, რაც ალაგ-ალაგ მოჩანს ირმის ნახტომზე. 1947 წელს აღმოაჩინეს ამერიკელმა ასტრონომებმა.

გლობულინები (ლათ.) - ბუნებაში დიდად გავრცელებული მცენარეული და ცხოველური ცხიმები.

გლობუსი

  1. (ლათ.) დედამიწის მოდელი. კარტოგრაფიული გამოსახულება სფეროს ზედაპირზე.

  2. ლონდონის თეატრი (აშენდა 1599 წელს, დაანგრიეს 1644 წელს), სადაც შექსპირი თამაშობდა, როგორც მსახიობი, და დგამდა თავის პიესებს.

გლოგუვი - ქალაქი დასავლეთ პოლონეთში (75 ათასი).

გლოვა - უდიდესი მწუხარების განცდა და გამოხატვა.

გლოკენშპილი (გერმ.) - სარტყმელი მუსიკალური საკრავი სხვადასხვა სიგრძის ფირფიტებით, რომლებიც განლაგებულია ფორტეპიანოს თეთრი და შავი კლავიშების მსგავსად.

გლოლა - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

გლოლისწყალი - მდინარე, იხილე ჭანჭახი.

გლომა - მდინარე ნორვეგიაში, ერთვის სკაგერაკის სრუტეს (611 კმ).

გლონოქორი - ქართლის მთავარეპისკოპოსი, ქართლისა და ჰერეთის ერისთავი V საუკუნის პირველ ნახევარში.

გლორია (იტალ.)

  1. ოპტიკური მოვლენა - ფერადი რგოლები, რომლებიც წარმოიქმნება საგნიდან ღრუბელზე ან სქელ ნისლზე დაცემული ჩრდილის გამო.

  2. კათოლიკური მესის მეორე ნაწილი.

გლოსა (ბერძნ. „ენა“) - გაუგებარი სიტყვის ან გამოთქმის განმარტება, მიწერილი ძველი ხელნაწერის კიდეებზე ან ჩამატებული ტექსტში.

გლოსალგია - ენის ტკივილი.

გლოსარიუმი და გლოსარი

  1. ტექსტის ლექსიკონი, რომელშიც მოძველებული და გაუგებარი სიტყვებია ახსნილი.

  2. კანონებისა და იურიდიული აქტების განმარტებათა კრებული.

გლოსატორი - რომაული სამართლის კომენტატორ-იურისტი XI-XIII საუკუნეებში.

გლოსემატიკა (ბერძნ.) - სტრუქტურალიზმის ერთ-ერთი სახესხვაობა ენათმეცნიერებაში.

გლოსიტი (ბერძნ.) - ენის ანთება.

გლოსოლალია და გლოსალალია (ბერძნ.)

  1. მეტყველების დარღვევის განსაკუთრებული სახესხვაობა, უაზრო ბგერების წარმოთქმა, სადაც გააზრებული მეტყველების ნიშნები შემორჩენილია. დამახასიათებელია ზოგი პირველყოფილი რელიგიის მიმდევრისათვის.

  2. ხანგრძლივი ლოცვით დაქანცული ადამიანის მიერ ექსტაზში წარმოთქმული უაზრო სიტყვები („განყოფა ენათა“).

გლოსტერი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, მდინარე სევერნზე, გლოსტერშირის საგრაფოში (105 ათასი).

გლოსტერშირი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში.

გლოტოგონია (ბერძნ.) - ენის წარმოშობა და განვითარება.

გლოტოქრონოლოგია - სტატისტიკური მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს ენათა ოჯახების დაშლის პროცესების დათარიღებას.

გლოქიდია - მტკნარი წყლის ფირფიტლაყუჩიანი მოლუსკების ლარვა. აქვს სამკუთხედის ფორმის ორსაგდულიანი ნიჟარა და გრძელი, წებოვანი ძაფით აღჭურვილი ფეხი.

გლუბოკი - დაბა უკრაინის ვოროშილოვგრადის ოლქში.

გლუბოკოე - ქალაქი ბელორუსიის ვიტებსკის ოლქში.

გლუვი - სწორი, უხორკლო, სრიალა (ზედაპირი).

გლუზსკი მიხაილ - რუსი კინომსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1918-2001 წწ).

გლუკაგონი (ბერძნ.) - კუჭუკანა ჯირკვლის ჰორმონი, რომელიც ხელს უწყობს გლიკოგენის დაშლასა და სისხლში შაქრის მომატებას.

გლუკი კრისტოფ ვილიბალდ - გერმანელი კომპოზიტორი (1714-1787 წწ).

გლუკოზა (ბერძნ. „ყურძნის შაქარი“) - ტკბილი ნივთიერება, რომელიც მოიპოვება მცენარეთა და ცხოველთა ორგანიზმში.

გლუკოკორტიკოიდები - ჰორმონები, რომლებიც ადამიანისა და ხერხემლიან ცხოველთა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქულ შრეში წარმოიქმნება.

გლუსკი - დაბა ბელორუსიის მოგილიოვოს ოლქში.

გლუტინი (ლათ.) - ცხოველური წებო, რომელიც ხრტილების, მყესების და მისთანათა მოხარშვით მიიღება.

გლუშა - დაბა ბელორუსიის მოგილიოვოს ოლქში.

გლუშკოვა ტატიანა - რუსი პოეტი ქალი (დაიბადა 1939 წელს).

გლუშკოვო - დაბა რუსეთის კურსკის ოლქში.

გლუშკოვსკი ადამ - ბალეტის რუსი მსახიობი, ბალეტმეისტერი, 1812-39 წლებში მოსკოვის დიდი თეატრის წამყვანი სოლისტი (1793 - დაახლოებით 1870 წწ).

გლუხოვი - ქალაქი უკრაინის სუმის ოლქში (40 ათასი).

გლუხოვცი - დაბა უკრაინის ვინიცის ოლქში.

გლჰატუნი (სომხ. „მთავარი სახლი“) - სომხეთის მთიან რეგიონებში დარბაზის ტიპის საცხოვრებელი. დედაბოძზე დაყრდნობილი ქვის ნაგებობა გვირგვინიანი გადახურვით.

2.9 გმ

▲ზევით დაბრუნება


გმელინი იოჰან გეორგ - გერმანული წარმოშობის რუსი ნატურალისტი, მოგზაური (1709-1755 წწ).

გმელინი იოჰან ფრიდრიხ - გერმანელი ქიმიკოსი და მედიკოსი (1748-1804 წწ).

გმელინილეოპოლდ - გერმანელი ქიმიკოსი (1788-1853 წწ).

გმელინისამუელ გოტლიბ - გერმანელი მოგზაური, ნატურალისტი (1745-1774 წწ).

გმინა (გრომადა) - პოლონეთში სასოფლო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, შედის სავოევოდოს შემადგენლობაში.

გმირი

  1. ბრძოლასა და შრომაში თავდადებული ადამიანი.

  2. მხატვრული ნაწარმოების მოქმედი პირი.

გმირია ბორის - უკრაინელი საოპერო მომღერალი, ბანი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1903-1969 წწ).

2.10 გნ

▲ზევით დაბრუნება


გნაიზენაუ ავგუსტ ვილჰელმ ანტონ - გრაფი, პრუსიის გენერალ-ფელდმარშალი (1760-1831 წწ).

გნაისი (გერმ.) - ქანი, რომელიც შედგება, უპირატესად, კვარცის მინდვრის შპატებისა და ქარსისაგან.

გნატიუკი დიმიტრი - უკრაინელი საოპერო მომღერალი, ბარიტონი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1925 წელს).

გნდე - გარეგანი კუთხე მახვილისა (საბა).

გნედიჩი ნიკოლაი - რუსი პოეტი და მთარგმნელი (1784-1833 წწ).

გნედიჩი - რუსი დრამატურგი, მთარგმნელი და ხელოვნების ისტორიკოსი (1855-1925 წწ).

გნეზდიჩევი - დაბა უკრაინის ლვოვის ოლქში.

გნესინი მიხაილ - რუსი კომპოზიტორი და პედაგოგი (1883-1957 წწ).

გნეტუმი - პატარა ხეები, ლიანები, გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და დასავლეთ აფრიკის ტენიან ტროპიკულ ტყეებში.

გნიასი - დიდი ხმაური, აურზაური, ყაყანი.

გნიეზნო - ქალაქი პოლონეთის დასავლეთ ნაწილში, პოზნანის სავოევოდოში. X საუკუნეში ძველი პოლონური სახელმწიფოს დედაქალაქი (71 ათასი).

გნივანი - ქალაქი უკრაინის ვინიცის ოლქში.

გნილაია - მდინარე რუსეთის როსტოვის ოლქში.

გნოზია (ბერძნ.) - რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს ცოდნას.

გნოლი - მომცრო ფრინველი ქათმისებრთა ოჯახისა.

გნომა (ბერძნ.) - მოკლე ზნეობრივ-დამრიგებლობითი გამონათქვამი, დიდაქტიკური შეგონება.

გნომი (გერმ.) - დასავლეთევროპულ მითოლოგიაში მახინჯი ქონდრისკაცი, მიწისქვეშა სიმდიდრის მცველი.

გნომონი (ბერძნ.)

  1. უძველესი ასტრონომიული ხელსაწყო, რითაც არკვევდნენ მზის სიმაღლეს ჰორიზონტიდან.

  2. მზის საათი.

გნოსეოლოგია (ბერძნ.)

  1. ფილოსოფიური მოძღვრება მეცნიერული შემეცნების შესაძლებლობათა და საშუალებათა შესახებ.

  2. შემეცნების თეორია.

გნოსტიკოსი - გნოსტიციზმის მიმდევარი.

გნოსტიციზმი (ბერძნ.) - ფილოსოფიური მიმდინარეობა ადრეულ ქრისტიანობაში, რომელიც ცდილობდა შეექმნა მოძღვრება ღმერთის შესახებ იდეალისტურ ფილოსოფიასა და იუდეველობაზე დაყრდნობით.

გნუ (აფრიკ.) - ანტილოპების გვარის მცოხნელი ძუძუმწოვარა ცხოველი, გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ აფიკაში.

გნჩაკი - 1887 წელს დაარსებული სომხეთის ეროვნული პარტია. 1923 წელს მოახდინა თვითლიკვიდაცია.

2.11 გო

▲ზევით დაბრუნება


გო - ძველჩინური სამაგიდო თამაში ორ მოწინააღმდეგეს შორის. ყველაზე მეტად გავრცელებულია იაპონიაში.

გოა - ინდოეთის შტატი არაბეთის ზღვის სანაპიროზე. ფართობი 3,7 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 1,2 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - პანაჯი.

გოარი - ფრანგი ლიტურგისტი, ფრანცისკანელი ბერი (1601-1654 წწ).

გოაცინი - გუგულისებრთა ოჯახის ფრინველი. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში.

გოახირა - იხილე გუახირა.

გობა ამბერ ჩარლზ - შვეიცარიელი იურისტი, პროფესორი, პაციფისტური მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, 1902 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (1843-1914 წწ).

გობელენი (ფრანგ.)

  1. კედელზე გასაკრავი ხალი, რომელშიც ჩაქსოვილია სურათები.

  2. მკვრივი დეკორატიული ქსოვილი.

გობეტი პიერო - იტალიელი კრიტიკოსი, პუბლიცისტი და ისტორიკოსი (1901-1926 წწ).

გობეჩია მელიტონ - პუბლიცისტი, მწერალი (1878-1914 წწ).

გობეჯიშვილი დავით - მსოფლიოს ორგზის (1985, და 1990 წლებში) და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1988 წ), 1992 წლის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, 1985 წლის ევროპის ჩემპიონი (130 კგ წინითი კატეგორია) თავისუფალ ჭიდაობაში (დაიბადა 1963 წელს).

გობი

  1. თეფშის მსგავსი დიდი ზომის ამოთლილი ან შეკრული ხის ჭურჭელი.

  2. უდაბნოს, ნახევრად უდაბნოს და მშრალი სტეპის გავრცელებული არე ჩინეთსა და მონღოლეთში.

გობი ტიტო - იტალიელი მომღერალი, ბარიტონი, «ლა სკალას» საოპერო თეატრის სოლისტი (1913-1984 წწ).

გობინო ჟოზეფ არტიურ დე - ფრანგი მწერალი, პუბლიცისტი და სოციოლოგი (1816-1882 წწ).

გობის ალთაი - ქედებისა და მასივების ჯაჭვი მონღოლეთში.

გობისცხვირა - მცენარის გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა, მრავალწლოვანი დაბალი ბალახი.

გობლინი - ბოროტი ავსული ინგლისურ ზღაპრებსა და ლეგენდებში.

გობოზაანი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

გობრონეთი - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

გობრონი - ქართველი აზნაური, აბუ ლ-კასიმის ლაშქრობის დროს ხელმძღვანელობდა ყველის ციხის დაცვას (გარდაიცვალა 914 წელს).

გობსეკი - ონორე დე ბალზაკის მოთხრობა.

გობუ - დაბა აზერბაიჯანში.

გობუსტანი - არქეოლოგიურ ძეგლთა კომპლექსი კავკასიონის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებაზე.

გოგა ოქტავიან - რუმინეთის სახელმწიფო მოღვაწე, პოეტი (1881-1938 წწ).

გოგარენე - ისტორიული ქვემო ქართლის ბერძნული სახელწოდება (სომხური წყაროებით გუგარქი).

გოგაშენი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

გოგაძეები - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

გოგებაშვილი იაკობ - დიდი ქართველი პედაგოგი და საბავშვო მწერალი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში (1840-1912 წწ).

გოგენი პოლ - ფრანგი მხატვარი, მოქანდაკე, გრაფიკოსი, პოსტიმპრესიონიზმის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი (1848-1903 წწ).

გოგი - თითის გარეგანი ნაწევარი (საბა).

გოგია დავით - თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდის მეკარე XX საუკუნის 70-იან წლებში, 1978 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (დაიბადა 1948 წელს).

გოგიაშვილი ანტონ - გრაფიკოსი (1878 -1907/08 წწ).

გოგიაშვილი კუკური - საბავშვო მწერალი (დაიბადა 1912 წელს).

გოგიბერიძე მოსე - ფილოსოფოსი (1897-1949 წწ).

გოგი და მაგოგი

  1. იუდეურ, ქრისტიანულ მითოლოგიაში: ორი ველური ხალხი.

  2. ითქმის ყოვლისშემძლე ან შიშისმომგვრელ ვინმეზე ან რამეზე.

გოგიეთი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

გოგინაური - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

გოგინიძეები - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

გოგირდი (შ) - ელემენტთა პერიოდული სისტემის VI ჯგუფის ქიმიური ელემენტი. ატომური ნომერი 16, ატომური მასა 32,064. ყვითელი, ადვილად აალებადი კრისტალური ნივთიერება.

გოგირდმჟავა (H2SO4) - ძლიერი ორფუძიანი მჟავა, ზეთისებრი უფერო სითხე.

გოგირდწყალი - სოფელ არსაულის ძველი სახელი.

გოგიტიძე გერმანე - ქართული კინოწარმოების ერთ-ერთი პიონერი (1886-1960 წწ).

გოგიუბა - X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ისტორიულ ერუშეთში (ამჟამად თურქეთშია).

გოგიჩაიშვილი გივი - მწერალი (1918-1977 წწ).

გოგიჩაიშვილი ნიკოლოზ - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1903-1945 წწ).

გოგლანდი (სურ-სარი) - კუნძული ბალტიის ზღვის ფინეთის ყურეში (რუსეთი).

გოგლიმოგლი (გერმ.) - კვერცხის გული გათქვეფილ შაქართან ერთად.

გოგლიძე ვიქტორ - მოჭადრაკე, პირველი ქართველი საერთაშორისო სპორტის ოსტატი ჭადრაკში (1905-1964 წწ).

გოგლურთა - ყოფილი სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში.

გოგმანი - მოხდენილი სიარული, ნარნარი სვლა.

გოგმაჩაური - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

გოგნაური - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მთიულეთის არაგვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1400 მეტრი, დუშეთიდან - 58 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 40 კაცი.

გოგნი - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთ-არგვეთის სერზე, მდინარე ქვერუნის (ძევრულის მარცხენა შენაკადი) ზემოეთში. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 500 მეტრი, თერჯოლიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 527 ადამიანი.

გოგო

  1. ქალი ბავშვობის ასაკში.

  2. ხელზე მოსამსახურე შინაყმა, ახალგაზრდა ქალი.

გოგოთური - ვაჟა-ფშაველას პოემა „გოგოთურ და აფშინას“ მთავარი პერსონაჟი.

გოგოლაურთა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (უკანაფშავის თემის საკრებულო), ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების მათურხევისა და ნაროულის შესართავთან (ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადები). ზღვის დონიდან - 1450 მეტრი, დუშეთიდან - 65 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 12 კაცი.

გოგოლაური - ყიზილბაში დამპყრობების წინააღმდეგ კახეთის აჯანყების გმირი (XVII საუკუნე).

გოგოლაური გურამ - ევროპის 3-გზის (1972, 1973, 1974) ჩემპიონი ძიუდოში, გუნდურ ჩათვლაში (80 კგ წონითი კატეგორია) (დაიბადა 1944 წელს).

გოგოლაშვილი (ხონელი) შალვა - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1887-1972 წწ).

გოგოლაძე ვლადიმერ - 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში, ტანვარჯიშში, მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი (1984 წ) თავისუფალ და ღერძზე ვარჯიშში (დაიბადა 1966 წელს).

გოგოლაძე თენგიზ - მწერალი (დაიბადა 1926 წელს).

გოგოლაძე ლერი - წყალბურთელი, მეკარე, 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი (დაიბადა 1938 წელს).

გოგოლევა ელენა - მოსკოვის მცირე თეატრის სახელოვანი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1900-1993 წწ).

გოგოლევო - დაბა უკრაინის პოლტავის ოლქში.

გოგოლეთი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

გოგოლესუბანი - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

გოგოლი ნიკოლაი - უკრაინული წარმოშობის დიდი რუსი მწერალი (1809-1852 წწ).

გოგოლი ჭიჭიკო - ნოდარ დუმბაძის რომანის, „თეთრი ბაიარღების“, პერსონაჟი.

გოგონა - პატარა გოგო.

გოგორა - ურმის, ეტლის და მისთანათა თვალი, ბორბალი.

გოგორეთი - ყოფილი სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

გოგორიშვილი დაუთბეგ - სამცხის ფეოდალი, გიორგი სააკაძის მომხრე (გარდაიცვალა 1626 წელს).

გოგოური - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

გოგოძე კარლო - კინოკრიტიკოსი და დრამატურგი (1908-1977 წწ).

გოგოჭუა - ქალური ქცევების მქონე ბიჭი.

გოგრა

  1. ერთწლოვანი კულტურული მცენარე.

  2. (გადატანით) თავი.

  3. იხილე გჰაგჰრა.

გოგროხა - დიდი გოდორი.

გოგუა ალექსი - აფხაზი მწერალი (დაიბადა 1932 წელს).

გოგუცა - სახელი მოზარდ მაყურებელთა თეატრის ცნობილი მსახიობის, ქალბატონი კუპრაშვილისა.

გოგშელიძე გიორგი - 2008 წლის ევროპის ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 96 კგ წონით კატეგორიაში.

გოგჩა

  1. იხილე გოქჩა.

  2. ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი.

გოდავარი (გოდი) - მდინარე ინდოეთში, ერთვის ბენგალის ყურეს (1450 კმ).

გოდარდი რობერტ - ამერიკელი მეცნიერი, სარაკეტო ტექნიკის ერთ-ერთი პიონერი (1882-1945 წწ).

გოდარი ეჟენ - ფრანგი ჰაერნაოსანი და ავიაკონსტრუქტორი (1827-1990 წწ).

გოდარი ჟან ლუკ - ფრანგი კინორეჟისორი და სცენარისტი (დაიბადა 1930 წელს).

გოდგაძეები - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

გოდენკო მიხაილ - რუსი ბალეტმეისტერი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1919-1991 წწ).

გოდერძი - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

გოდერძის უღელტეხილი - უღელტეხილი ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე.

გოდკოში - ხის სირჩა (საბა).

გოდლედი - კედლის ბურჯები (საბა).

გოდმანისი ივარს - ლატვიის პოლიტიკური მოღვაწე (დაიბადა 1951 წელს).

გოდოგანი

  1. სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის მთისწინეთში, ბროლის ქედის დასავლეთით, მდინარე ჭიშურის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 240 მეტრი, თერჯოლიდან - 24 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1765 ადამიანი.

  2. სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

გოდოგნის მღვიმე - თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდებარე მღვიმე.

გოდოვსკი ლეოპოლდ - პოლონელი კომპოზიტორი და პიანისტი (1870-1938 წწ).

გოდოი (ალვარეს დე ფარია) მანუელ - ესპანეთის პოლიტიკური მოღვაწე, მეფე კარლოს IV-ის ფავორიტი (1767-1851 წწ).

გოდოლარი - მდინარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ბარალეთისწყლის მარჯვენა შენაკადი.

გოდოლი - მაღალი კოშკი.

გოდორები

  1. მთა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, სამსრის ქედზე.

  2. ტბა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სამსრის ქედზე.

გოდორი - წნელის, ტკეჩის მოზრდილი მაღალი ჭურჭელი.

გოდორულა - იხილე ღოდორულა.

გოდორყური

  1. ტირიფის წნელით მოწნული დიდი, დაახლოებით 3 მეტრი სიმაღლის და 2 მეტრი სიგანის გოდორი, მდინარის ნაპირის გასამაგრებლად ან სარწყავი არხის სათავეში წყლის გადასაშვებად.

  2. თევზის საჭერი გოდორი.

გოდუინი უილიამ - ინგლისელი მწერალი (1756-1836 წწ).

გოდუინ-ოსტენი - იხილე ჩიგორი.

გოდუნოვი ალექსანდრე - ბალეტის რუსი მსახიობი (1949-1995 წწ).

გოდუნოვი ბორის - იხილე ბორის გოდუნოვი.

გოდფრუა ბუიონელი - I ჯვაროსნული ლაშქრობის ერთ-ერთი წინამძღოლი (დაახლოებით 1060-1100).

გოდჰავნი - ქალაქი კუნძულ დისლოზე (გრენლანდია).

გოეთე იოჰან ვოლფგანგ - დიდი გერმანელი მწერალი და მოაზროვნე (1749-1832 წწ).

გოეთიტი - მინერალი, ნემსისებური რკინის მადანი (სახელი ეწოდა გოეთეს პატივსაცემად).

გოელრო (აბრევიატურა - Государственная комиссия по электрификации России) - გოელროს გეგმა. საბჭოთა ეპოქის რუსეთის პირველი ერთიანი სახელმწიფო პერსპექტიული გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა მეურნეობის განვითარებას ქვეყნის ელექტროფიკაციის საფუძველზე. შედგენილ იქნა 1920 წელს.

გოვერლა - უკრაინის კარპატების ყველაზე მაღალი მთა (2061 მეტრი).

გოვერნადორ-ვალადარისი - ქალაქი ბრაზილიის მინას ჟერაისის შტატში (220 ათასი).

გოვზაკი - სარწყული (საბა).

გოვინდ სინგჰი - სიქჰების მე-10 და უკანასკნელი გურუ (1666-1708 წწ).

გოვლარი - დაბა აზერბაიჯანში.

გოვონი იაკუბუ - ნიგერიის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე (დაიბადა 1934 წელს).

გოვოროვი ლეონიდ - საბჭოთა კავშირის მარშალი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საბჭოთა კავშირის გმირი (1897-1955 წწ).

გოვორუხინი სტანისლავ - რუსი კინორეჟისორი და საზოგადო მოღვაწე (დაიბადა 1936 წელს).

გოვსანი - დაბა აზერბაიჯანში.

გოვსი თაბრიზი (ნამდვილი სახელი ალიმჯანგოვსი ისმაილ-ოღლუ) - აზერბაიჯანელი პოეტი (XVII საუკუნე).

გოზალიშვილი გიორგი - ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1900-1985 წწ).

გოზაური - ღვინო-არაყის ჩასასხმელი თიხის მოზრდილი ჭურჭელი.

გოზინაყი - საახალწლოდ თაფლში მოხარშული წვრილად დაჭრილი ნიგოზი, ნუში ან თხილი.

გოზო - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

გოთა - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

გოთაინი ებერჰარდ - გერმანელი ისტორიკოსი (1853-1923 წწ).

გოთოლია - იუდეის დედოფალი, აქაბის და იეზაბელის ასული (დაახლოებით ძვ.წ.აღ. VIII საუკუნე).

გოთოთა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

გოთორმი (გოტმარი) - სკანდინავიურ მითოლოგიაში - გუნდიჰარის ძმა, ცნობილი ზიგფრიდის მკვლელი.

გოთუა ლევან - მწერალი (1905-1973 წწ).

გოთურგა - ხმლის, ხანჯლის, თოფის და მისთანათა ჩამოსაკიდი თამასა.

გოია (გოია ი ლუსიენტესი) ფრანსისკო ხოსე დე - ესპანელი მხატვარი და გრავიორი (1746-1828 წწ).

გოიავიჩინსკა პოლია - პოლონელი მწერალი ქალი (1896-1963 წწ).

გოიათა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

გოიანია - ბრაზილიის გოიასის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.

გოიასი - შტატი ცენტრალურ ბრაზილიაში. მოსახლეობა - 4 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - გოიანია.

გოიბნიუ - კელტურ მითოლოგიაში - ღმერთი-მჭედელი.

გოიგოლი („ცისფერი ტბა“) - მაღალმთიანი ტბა აზერბაიჯანში.

გოიენი იან ვან - ნიდერლანდელი მხატვარი (1596-1656 წწ).

გოითეფე - მრავალფენიანი გორანამოსახლარი რეზაიეს (იგივე ურმიის) ტბის დასავლეთ სანაპიროზე (ირანი).

გოიტოსოლო (გოიტისოლო-გაი) ხუან - ესპანელი მწერალი (დაიბადა 1931 წელს).

გო იუი - ძვ.წ.აღ. IV-III საუკუნეების ჩინური ისტორიული თხზულება, რომელიც მოიცავს ძვ.წ.აღ. X-V საუკუნეების ჩინეთის ისტორიას.

გოიჩაი - იხილე გოქჩაი.

გოკიელი ელენე - სპორტსმენი, მძლეოსანი (თარჯრბენი, სიგრძეზე ხტომა, 1952 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, ევროპის ჩემპიონატების 2-გზის მეორე პრიზიორი (1918-1992 წწ).

გოკიელი ივანე - კომპოზიტორი (1899-1972 წწ).

გოკიელი ლევან - მათემატიკოსი და ლოგიკოსი, აკადემიკოსი (1901-1975 წწ).

გოკიელი ჯემალ - დირიჟორი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1920-1991 წწ).

გოკიო - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

გოკიოსწყალი - მდინარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ჭობარეთისწყლის მარცხენა შენაკადი.

გოკო - ქათმისებრთა გვარის ფრინველი, ბინადრობს სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში.

გოლა

  1. (გულა) - ლიბერიის დასავლეთ ნაწილში მცხოვრები ხალხი.

  2. მეთევზე, პერსონაჟი მერაბ ელიოზიშვილის პიესისა „ბებერი მეზურნეები“, ფილმში ამ პერსონაჟს კოტე დაუშვილი ასახიერებს.

გოლავლი - აზიის მდინარეებში გავრცელებული თევზის სახეობა.

გოლათუბანი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (წიფის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 720 მეტრი, ხარაგაულიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 483 კაცი.

გოლარტი ჟოაო - ბრაზილიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1918-1976 წწ).

გოლასკური - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

გოლბახი პოლ ანრი - ფრანგი ფილოსოფოსი (1723-1789 წწ).

გოლბეინი - ცივი იარაღი, შვეიცარიული ფართოპირიანი ხანჯალი.

გოლგოთა

  1. (არამ.)გორაკი პალესტინაში, სადაც ჯვარს აცვეს ქრისტე.

  2. გადატანითი მნიშვნელობით - სატანჯველი ადგილი, ტანჯვა („გოლგოთაზე ასვლა“).

გოლდაში - მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედზე.

გოლდბახ-ის პრობლემა - რიცხვთა თეორიის ერთ-ერთი პრობლემა.

გოლდბერგი ვუპი - ჰოლივუდის შავკანიანი მსახიობი ქალი (დაიბადა 1949 წელს).

გოლდენვეიზერი ალექსანდრე - საბჭოელი პიანისტი და კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1875-1961 წწ).

გოლდენ სტეიტ ვორიორზ - აშშ-ს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გუნდი.

გოლდი მაიკლ (ნამდვილი სახელი და გვარი ირვინგ გრანიჩი) - ამერიკელი მწერალი (1894-1967 წწ).

გოლდინგენი - ლატვიის ქალაქ კულდიგას სახელი 1917 წლამდე.

გოლდინგი უილიამ ჯერალდ - ინგლისელი მწერალი, 1983 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1911-1993 წწ).

გოლდმანი ლუსიენ - ფრანგი ფილოსოფოსი და თეორიტიკოსი (1918-1970 წწ).

გოლდონი კარლო - იტალიელი დრამატურგი (1707-1793 წწ).

გოლდსმითი ოლივერ - ინგლისელი მწერალი-სენტიმენტალისტი (1728-1774 წწ).

გოლდსტაინი ჯოზეფ ლეონარდ - ამერიკელი გენეტიკოსი. 1985 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მ.ს.ბრაუნთან ერთად (დაიბადა 1940 წელს).

გოლდფადენი ავრომ - ებრაელი დრამატურგი და პოეტი (1840-1908 წწ).

გოლდ-ქოსტი - ზღვისპირა კურორტი ავსტრალიაში.

გოლდშმიდტი მეირ არონ - დანიელი მწერალი და ჟურნალისტი (1819-1887 წწ).

გოლდციერი იგნაც - უნგრელი არაბისტი და ისლამმცოდნე (1850-1921 წწ).

გოლეა (ელ-გოლეა) - ოაზისი და დასახლებული პუნქტი ჩრდილოეთ საჰარაში (ალჟირი).

გოლეადორი - ფეხბურთელი, რომელსაც ბევრი ბურთი გააქვს მოწინააღმდეგის კარში.

გოლეიზოვსკი კასიან - ბალეტის რუსი მსახიობი (1892-1970 წწ).

გოლემბიოვსკი იგორ - რუსი ჟურნალისტი, გაზეთ „იზვესტია“-ს რედაქტორი წლების განმავლობაში, მუშაობდა საქართველოშიც (დაიბადა 1965 წელს).

გოლემი - თიხისაგან მოზელილი და სულშთაბერილი არსება იუდაიზმის ტრადიციის თანახმად.

გოლემინოვი მარინ - ბულგარელი კომპოზიტორი (დაიბადა 1908 წელს).

გოლენიშჩევი ვლადიმერ - რუსი ეგვიპტოლოგი, ასირიოლოგი და სემიტოლოგი (1856 - 1947 წწ).

გოლენიშჩევ-კუტუზოვი არსენი - რუსი პოეტი (1848-1913 წწ).

გოლესთანი (სიტყვასიტყვით - „ყვავილნარი“) - სპარსელი პოეტის, საადი შირაზელის (XIII საუკუნე), ლექსნარევი პროზით დაწერილი დიდაქტიკური ნაწარმოები.

გოლეული - ფიჭიანი თაფლი.

გოლზუორთი ჯონ - ინგლისელი მწერალი, 1932 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1867-1933 წწ).

გოლთეთი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

გოლი (ინგლ.)

  1. (მოძველებული) ფეხბურთის კარი.

  2. ბურთის შეგდება კარში.

  3. დამშრალი მდინარე გობის უდაბნოში.

გოლი ივან - გერმანელ-ფრანგი პოეტი (1891-1950 წწ).

გოლი შარლ დე - საფრანგეთის დიდი პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პრეზიდენტი 1959-69 წლებში (1890-1970 წწ).

გოლიათი

  1. ბიბლიის ფილისტიმელი პერსონაჟი, რომელიც მწყემსმა დავითმა მოკლა.

  2. ვეებერთელა, ბუმბერაზი და უზარმაზარი კაცი.

გოლიარდები (ფრანგ.) - იგივეა, რაც ვაგანტები.

გოლიაძე ივანე - ცირკის მსახიობი (1875-1963 წწ).

გოლიაძე ლავრენტი - ავიაციის გენერალ-მაიორი (1909-1973 წწ).

გოლიკოვი ივან - რუსი მხატვარი-ხატმწერი (1886/87 - 1937 წწ).

გოლიკოვი ლონია - მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ყმაწვილი პარტიზანი, საბჭოთა კავშირის გმირი (1926-1943 წწ).

გოლიკოვი ფილიპე - საბჭოთა კავშირის მარშალი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1900-1980 წწ).

გოლინკი - დაბა რუსეთის სმოლენსკის ოლქში.

გოლისი - სოფლების დიდი გოლისისა და პატარა გოლისის გავრცელებული სახელწოდება (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი).

გოლიშმანოვო - დაბა რუსეთის ტიუმენის ოლქში.

გოლიცინი ალექსანდრე - რუსი თავადი, სახელმწიფო მოღვაწე (1773-1844 წწ).

გოლიცინი ბორის - თავადი, პეტრე I-ის აღმზრდელი (1654-1714 წწ).

გოლიცინო - დაბა რუსეთის მოსკოვის ოლქში.

გოლკიპერი (ინგლ.) - მეკარე ფეხბურთში, ხელბურთში, წყალბურთში, ჰოკეიში და სხვა სპორტულ თამაშებში.

გოლკონდა - ინდოეთის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო XVI-XVII საუკუნეებში.

გოლმოვსკი - დაბა უკრაინის დონეცკის ოლქში.

გოლობი - დაბა უკრაინის ვოლინის ოლქში.

გოლოდნი (ნამდვილი გვარი ეპშტეინი) მიხეილ - რუსი პოეტი (1903-1949 წწ).

გოლოვანივსკი სავა - უკრაინელი მწერალი (1910 -1989 წწ).

გოლოვანოვი ალექსანდრე - ავიაციის მთავარი მარშალი (1904-1975 წწ).

გოლოვანოვილევ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1926 წელს).

გოლოვანოვი ნიკოლოზ - დირიჟორი, პიანისტი, კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1891-1953 წწ).

გოლოვაჩოვი ალექსანდრე - საბჭოთა მხედართმთავარი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1909-1945 წწ).

გოლოვაჩოვი პავლე - საბჭოთა მფრინავი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, გენერალ-მაიორი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1917-1972 წწ).

გოლოვინი ალექსანდრე - რუსი ფერმწერი და თეატრალური მხატვარი (1863-1930 წწ).

გოლოვინი თედორე - რუსი დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე (1867-1937 წწ).

გოლოვინი თედორე - გრაფი, პეტრე I-ის თანამებრძოლი, ადმირალი (1650-1706 წწ).

გოლოვკინა სოფია - ბალეტის რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1915 წელს).

გოლოვკო ანდრეი - უკრაინელი მწერალი (1897-1972 წწ).

გოლოვნო - დაბა უკრაინის ვოლინის ოლქში.

გოლომბეკი გარი - ინგლისელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1911 წელს).

გოლოტა ილია - კაზაკთა პოლკოვნიკი, ბოგდან ხმელნიცკის თანამებრძოლი (? - 1649 წ).

გოლტონი ფრანსის - ინგლისელი ფსიქოლოგი და ანთროპოლოგი (1822-1911 წწ).

გოლუბევი ვიქტორ - მფრინავი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1916-1945 წწ).

გოლუბკინა ანა - რუსი მოქანდაკე ქალი (1864-1927 წწ).

გოლუბკინა ლარისა - რუსი კინომსახიობი ქალი, ანდრეი მირონოვის მეუღლე (დაიბადა 1940 წელს).

გოლუბკოვი დიმიტრი - რუსი მწერალი (1930-1972 წწ).

გოლუბნიჩი ვლადიმერ - უკრაინელი სპორტსმენი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი სპორტულ სიარულში (დაიბადა 1936 წელს).

გოლუბოვი სერგეი - რუსი მწერალი (1894-1962 წწ).

გოლუეი

  1. ატლანტის ოკეანის ყურე ირლანდიის დასავლეთ სანაპიროსთან.

  2. ქალაქი-პორტი ირლანდიაში (50 ათასი).

გოლუი ტადეუშ - პოლონელი მწერალი (1916-1985 წწ).

გოლფი (ინგლ.)

  1. სპორტული თამაში ბურთით და ხელჯოხებით.

  2. მოკლე შარვალი.

  3. წინდა მუხლამდე სიგრძისა.

  4. საავტომობილო კომპანია „ფოლკსვაგენის“ მოდელი.

გოლფსტრიმი (ინგლ.) - თბილ დინებათა სისტემა ატლანტის ოკეანეში, მექსიკის უბიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით ევროპის ნაპირებამდე.

გოლცი - ციმბირში გავრცელებული სახელი მწვერვალებისა.

გოლცი გიორგი - რუსი არქიტექტორი და თეატრის მხატვარი (1893-1946 წწ).

გოლცი (გოლც-ფაშა) კოლმარ ფონ დერ - ბარონი, გერმანელი გენერალ-ფელდმარშალი, ავსტრია-პრუსიის და საფრანგეთ - პრუსიის ომების მონაწილე (1843-1926 წწ).

გოლციუსი ჰენდრიკ - ნიდერლანდელი მხატვარი (1558-1617 წწ).

გოლცოვო - ტბა რუსეთის არხანგელსკის ოლქში.

გოლჯი კამილო - იტალიელი მეცნიერი, ჰისტოლოგი. 1906 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ს. რამონ-ი-კახალთან ერთად (1844-1926 წწ).

გომანი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

გომარდისწყალი - მდინარე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ხობის მარჯვენა შენაკადი.

გომარდული - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

გომარეთი - სოფლების დიდი გომარეთისა და პატარა გომარეთის გავრცელებული სახელწოდება (დმანისის მუნიციპალიტეტი).

გომარეთის პლატო - პლატო დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტებში, ჯავახეთის ზეგანზე.

გომართელი ივანე - ექიმი, მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი (1875-1938).

გომარი ფრანცისკ - ჰოლანდიელი რეფორმატორი, ღვთისმეტყველი (1563-1641 წწ).

გომარო - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

გომატი (გუმტი) - მდინარე ინდოეთში, განგის მარცხენა შენაკადი (800 კმ).

გომბეშო - ბაყაყისნაირი უკუდო წყალხმელეთა ცხოველი, აქვს ხორკლიანი კანი.

გომბიო

  1. დამცირებით-დამცინავი მიმართვა გოგონებისადმი.

  2. უკუდო ამფიბიების გვარი.

გომბორი

  1. მდინარე (ივრის მარცხენა შენაკადი) და მთა (გომბორის ქედზე) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.

  2. სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის დასავლეთ კალთებზე. მდინარე გომბორის ნაპირებზე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 775 კაცი.

  3. სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

გომბორის ქედი (ცივ-გომბორის ქედი) - კავკასიონის მთათა სისტემასთან დაკავშირებული ქედი; შახვეტილას მთასთან ებმის მთავარი წყალგამყოფი ქედის სახმრეთ ტოტს - კახეთის ქედს (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, თიანეთის, საგარეჯოს, სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე). მიმართულია ჩრდილოეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე - 107 კილომეტრი. უმაღლესი მწვერვალი ცივი (1991 მეტრი). აგებულია ძირითადად ცარცული და მესამეული ასაკის დანალექი წყებებით. წარმოადგენს მდინარეების ალაზნისა და ივრის წყალგამყოფს. ჩრდილოეთ კალთაზე ჩაჭრილია მდინარეების ორვილის, ხოდაშნისხევის, თურდოს, კისისხევის, ვანთისხევის, ჭერემისხევის, ფაფრისხევის, ხოლო სამხრეთ კალთაზე - გომბორის, ლაფიანხევისა და სხვა ხეობები. დამახასიათებელია მეწყრები, ბედლენდები, ხელოვნური გამოქვაბულები. ქედის თხემზე მეორეული სუბალპური მდელოებია, კალთებზე - ფოთლოვანი ტყე და ზოგან ფიჭვნარი.

გომბორის უღელტეხილი - უღელტეხილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედზე.

გომბრიხი ერნსტ - ავსტრო-ინგლისელი თეორიტიკოსი და ისტორიკოსი ხელოვნებისა (დაიბადა 1909 წელს).

გომბროვიჩი ვიტოლდ - პოლონელი მწერალი (1904-1969 წწ).

გომელაური ალექსანდრე - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1907-1966 წწ).

გომელაური ზაქარია - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1890-1964 წწ).

გომელი - ქალაქი ბელორუსიაში (505 ათასი).

გომელსკი ალექსანდრე - რუსი კალათბურთელი და მწვრთნელი (დაიბადა 1928 წელს).

გომერი - მთა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, შუა ხრამის მთათა ჯგუფში.

გომეს-ბაესი მაქსიმო - კუბის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1836-1905 წწ).

გომეს დე აველიანედა ხერტრუდის - ესპანელ-კუბელი მწერალი ქალი (1814-1873 წწ).

გომეს დე ლა სერნა რამონ - ესპანელი მწერალი და კრიტიკოსი (1888-1963 წწ).

გომესი ანტონიუ კარლუს - ბრაზილიელი კომპოზიტორი (1836-1896 წწ).

გომესი ხუან ვისენტე - ვენესუელის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე (1857-1935 წწ).

გომეს-პალასიო - ქალაქი მექსიკის დურანგოს შტატში.

გომეწარი

  1. სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მაღაროსკარის თემის საკრებულო), გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მაღაროსხევის (ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი) ორივე ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1400 მეტრი, დუშეთიდან - 41 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 135 კაცი.

  2. მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ქედზე, მდინარე მაღაროსხევის (ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადი) სათავეში, აგებულია იურული თიხაფიქლებით, კალთები დაფარულია ალპური და სუბალპური მდელოებით (სიმაღლე - 2100 მეტრი).

გომეწრის ალაზანი (გომეწრისწყალი) - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთის ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

გომეწრისწყალი - იხილე გომეწრის ალაზანი.

გომეწრის ხეობა - ხეობა ახმეტის მუნიციპალიტეტში.

გომეხეობა - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადი.

გომი

  1. მსხვილფეხა რქიანი საქონლის ზამთრის სადგომი.

  2. მდინარე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კინტრიშის მარჯვენა შენაკადი.

  3. მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, დიდი ერისწყლის მარჯვენა შენაკადი.

  4. სოფლები კასპის, ოზურგეთის, ონისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში.

გომიაშვილი ალექსანდრე - პოეტი (დაიბადა 1911 წელს).

გომიაშვილი არჩილ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1926-2005 წწ).

გომიზი - ხის წებო (საბა).

გომიკავა ძიუმპეი - იაპონელი მწერალი (დაიბადა 1916 წელს).

გომინდანი (ჩინურად „ეროვნული პარტია“) - 1912 წელს შექმნილი ჩინეთის პოლიტიკური პარტია. იარსება 1949 წლამდე.

გომის მთა - მთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე.

გომისი (გომესი) ანტონიუ კარლუს - ბრაზილიელი კომპოზიტორი (1836 - 1896 წწ).

გომისციხე - მთა ადიგენისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, მესხეთის ქედზე.

გომისჯვარი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

გომიშ დი ამორინი ფრანსიშკუ - პორტუგალიელი მწერალი (1827-1891 წწ).

გომიჯი - უსაფუვრო და უმარილო მრგვალი პური, ნაღვერდალში გამომცხვარი.

გომმუხაყრუა - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (გომის თემის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან - 40 მეტრი, სამტრედიიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 454 კაცი.

გომნატეხები - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (გომის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან - 160 მეტრი, სამტრედიიდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 430 კაცი.

გომოზი (ფრანგ.) - მცენარეთა დაავადება, წებოს დენა.

გო მო-ჟო - ჩინელი მეცნიერი, ისტორიკოსი, მწერალი (1892-1978 წწ).

გომპერცი თეოდორ - გერმანელი ფილოსოფოსი-პოზიტივისტი და ფილოლოგი, ანტიკური ფილოსოფიის ისტორიკოსი (1832-1912 წწ).

გომრულა - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა შენაკადი.

გომულიცკი ვიქტორ - პოლონელი მწერალი (1848-1919 წწ).

გომულკა ვლადისლავ - პოლონეთის კომპარტიის მაღალჩინოსანი მოღვაწე, 1956-70 წლებში პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის პირველი მდივანი (1905-1982 წწ).

გომური - იგივეა, რაც გომი

გომღისმაღალი - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარეების არხოტისწყლის (ასის) და არღუნის წყალგამყოფ ხევსურეთის ქედზე, სოფელ შატილის სამხრეთ-დასავლეთით და უღელტეხილ ისართღელის სამხრეთით. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით; აღმოსავლეთ კალთაზე (არღუნის აუზში) მცირე მყინვარებია, დამახასიათებელია ალპური და სუბალპური ლანდშაფტები (სიმაღლე - 3740 მეტრი).

გონაგქენდი - დაბა აზერბაიჯანში.

გონა - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

გონადები (ბერძნ.) - სასქესო ჯირკვლები, რომლებიც წარმოქმნიან სასქესო პროდუქტებს.

გონამი - მდინარე იაკუტიაში (რუსეთი).

გონაშვილი მაყვალა - პოეტი (დაიბადა 1959 წელს).

გონაშვილი ჰამლეტ - ქართული ხალხური სიმღერის უბადლო შემსრულებელი, საქართველოს სახალხო არტისტი (1928-1985 წწ).

გონგი (ინგლ.) - სარტყმელი მუსიკალური საკრავი სპილენძისა, იხმარება სიგნალის მისაცემად.

გონგლიაშვილი მედეა - პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1933 წელს).

გონგლუზი - ყრმათა პურის კვერი (საბა).

გონგოლა - სარეველა მცენარე ერთგვარი.

გონგორა ი არგოტე ლუის დე - ესპანელი პოეტი, გონგორიზმის ფუძემდებელი (1561-1627 წწ).

გონგორიზმი - ესპანური ბაროკოს პოეტური სტილის განშტოება.

გონდარი (გონდერი) - ქალაქი ეთიოპიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ბეგემდერის პროვინციაში (80 ათასი).

გონდაური დავით - პედაგოგი, მათემატიკოსი, საქართველოს სახალხო მასწავლებელი (1921-2001 წწ).

გონდები - ცენტრალურ ინდოეთში მცხოვრებ ხალხთა და ტომთა კრებითი სახელი.

გონდვანა (გონდვანისი) - ჰიპოთეზური კონტინენტი, რომელიც სავარაუდოდ სამხრეთ ნახევარსფეროში არსებობდა.

გონდოლა (იტალ.)

  1. ვენეციური ერთნიჩბიანი ბრტყელძირა ნავი.

  2. დირიჟაბლის ის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთათვის.

გონდოლიერა - ვენეციელი გონდოლიერების სიმღერა, ბარკაროლას ნაირსახეობა.

გონდოლიერი - გონდოლის მენიჩბე.

გონდრიო - სოფლების დიდი გონდრიოს და პატარა გონდრიოს გავრცელებული სახელწოდება (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი).

გონება

  1. ადამიანის აზროვნების უნარი.

  2. იგივეა, რაც ცნობიერება.

გონებაგახსნილი - ნათელი გონების.

გონებისკარი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

გონებრივი - გონებასთან, აზროვნებასთან დაკავშირებული.

გონზაგა ტომას ანტონიუ - ბრაზილიელი პოეტი (1744-1810 წწ).

გონზაგები - იტალიის არისტოკრატული გვარი, მმართველთა დინასტია ქალაქ მანტუაში, იტალია (XIV-XVII საუკუნეები).

გონზაგო (გონზაგა) პიეტრო დე გოტარდო - იტალიელი ფერმწერი, 1792 წლიდან მუშაობდა რუსეთში (1751-1831 წწ).

გონი - იგივე, რაც გონება.

გონია (ბერძნ.) - რთული სიტყვის ბოლოსართი, ნიშნავს დაბადებას, წარმოშობას.

გონიდიუმები (ბერძნ.)

  1. მწვანე ან ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები, რომლებიც სოკოებთან ერთად ქმნიან ლიქნებს.

  2. ძაფისებრი ბაქტერიების ან წყალმცენარეების უჯრედები, რითაც ხდება მათი გამრავლება.

გონიერება - გონიერის თვისება.

გონიერი

  1. განვითარებული გონების მქონე, ჭკვიანი.

  2. იგივეა, რაც გონივრული.

გონივრული - გონიერის დამახასიათებელი.

გონიო

  1. სწორკუთხა სახაზავი, მკუთხავი. იხმარება სადურგლო-სამშენებლო საქმეში.

  2. ასტრონომიაში ცის სამხრეთ ნახევარსფეროს მცირე ზომის თანავარსკვლავედი, რომელიც არ შეიცავს ბრწყინვალე ვარსკვლავებს.

  3. სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

გონიომეტრი - კრისტალების კუთხეთა საზომი ხელსაწყო.

გონიომეტრია (ბერძნ.)

  1. ტრიგონომეტრიის შესავალი ნაწილი, რომელიც სწავლობს კუთხეების გაზომვის ხერხებს.

  2. კრისტალოგრაფიის ნაწილი, რომლის საგანია კრისტალების ზომვის მეთოდიკა.

გონიტი (ბერძნ.) - მუხლის სახსრის ანთება.

გონკურები ძმები ედმონ (1822-1896 წწ) და ჟიულ (1830-1870 წწ) - ფრანგი მწერლები.

გონკურების პრემია - საფრანგეთის ყოველწლიური ეროვნული ლიტერატურული პრემია (1903 წლიდან) რომანის ჟანრში მიღწევისათვის. ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ პრემიად ლიტერატურის სფეროში.

გონოკოკი (ბერძნ.) - ცერცვის ფორმის უძრავი, უსპორო ჩირქმბადი ბაქტერია, გონორეის გამომწვევი მიკრობი.

გონორეა (ბერძნ.) - შარდსადენი მილის ჩირქოვანი ანთება, ტრიპერი. მისი გამომწვევია გონოკოკი. იგივე სუსუნატი.

გონსალეს დე სალასი ხოსე ანტონიო - ესპანელი მწერალი (1588-1654 წწ).

გონსალეს დიეგო ტადეო - ესპანელი მღვდელთმსახური და პოეტი (1732-1794 წწ).

გონსალესი არმანდო - ურუგვაელი მოქანდაკე (დაიბადა 1912 წელს).

გონსალესი კარმელო - კუბელი მხატვარი (დაიბადა 1920 წელს).

გონსალესი ნესტორ - ფილიპინელი მწერალი (დაიბადა 1915 წელს).

გონსალეს მარტინესი ენრიკე - მექსიკელი პოეტი (1871-1952 წწ).

გონსალეს-პრადა მანუელ - პერუელი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე (1848-1918 წწ).

გონსალეს ტუნიონი რაულ - არგენტინელი პოეტი (1905-1974 წწ).

გონსალვეს დიასი ანტონიუ - ბრაზილიელი პოეტი (1823-1864 წწ).

გონსალვეს დი მაგალიაინსი დომინგუს ჟოზე - ბრაზილიელი პოეტი, დრამატურგი, ფილოსოფოსი (1811-1882 წწ).

გონსალვიში ბენტუ ანტონიუ - პორტუგალიის კომპარტიის გენერალური მდივანი 1929 წლიდან (1902-1942 წწ).

გონსალვიში ნუნუ - პორტუგალიელი ფერმწერი (XV საუკუნე).

გონტა ივან - კაზაკთა ლიდერი, ჰაიდამაკების მოძრაობის ლიდერი (? - 1768 წწ).

გონტარი ავრამ - ებრაელი მწერალი (1908-1981 წწ).

გონტი - შენობის გადასახურავი საშუალება, მცირე ზომის ფიცრები.

გონფალონიერე (იტალ.) - XIII-XV საუკუნეებში იტალიის ქალაქებში რომელიმე უბნის ლაშქრის მეთაური.

გონჩარი ოლეს - უკრაინელი მწერალი, აკადემიკოსი (1918-1995 წწ).

გონჩაროვა ნატალია - რუსი ფერმწერი. 1915 წლიდან მოღვაწეობდა პარიზში (1881-1962 წწ).

გონჩაროვი ანდრეი - რუსი რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალო არტისტი (1918-2001 წწ).

გონჩაროვი ივანე - რუსი მწერალი (1812-1891 წწ).

გონჩაროვი იური - რუსი მწერალი (დაიბადა 1923 წელს).

გონჩიკსუმლა სამბინ - მონღოლი კომპოზიტორი, ეროვნული პროფესიული საკომპოზიტორო სკოლის დამაარსებელი (დაიბადა 1915 წელს).

გონჯა - ერთმანეთზე ჯვარედინად დამაგრებული ორი ჯოხი ადამიანის ფორმისა, ძონძებში გახვეული.

გონჯაობა - გვალვის დროს გონჯათი ხელში კარდაკარ სიარული და ვედრება წვიმის მოსაყვანად, იგივე ლამპრობა.

გონჯი - მეტისმეტად ულამაზო, მახინჯი.

გონჯურა - მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჩიხურის აუზში.

გოორი რაიმონ - ბელგიელი საზოგადო მოღვაწე (1906-1985 წწ).

გოპაკი (უკრ.) - უკრაინული ხალხური ცეკვა.

გოპალავა უილიამ - შრი ლანკის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1973 წლიდან (1897-1985 წწ).

გოპურავი - შუა საუკუნეების ინდურ არქიტექტურაში ტაძრის კარიბჭეზე აღმართული კოშკურა.

გოჟუვი - იგივე გოჟუვ-ვიელკოპოლსკი.

გოჟუვ-ვიელკოპოლსკი (გოჟუვი) - ქალაქი პოლონეთის დასავლეთ ნაწილში (105 ათასი).

გორა

  1. მრგვლად ამაღლებული ადგილი, დიდი ბორცვი.

  2. ზვინი, გროვა რისამე.

  3. (გორო) მარცვლეულისა და სითხის საწყაო ძველად ლეჩხუმში.

  4. სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

  5. სოფლების ზედა გორის, ქვედა გორისა და შუა გორის გავრცელებული სახელწოდება (ვანის მუნიციპალიტეტი).

გორა იოზეფ - ჩეხი პოეტი (1891-1945 წწ).

გორა-ბერეჟოული - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

გორაგორსკი - დაბა რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკაში.

გორაკა - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

გორაკები - ხალხი, ჩეხების ერთ-ერთი ეთნოგრაფიული ჯგუფი.

გორაკეთი - ქედი ხულოს მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის სამხრეთი შტოქედი.

გორაკი - პატარა გორა, ბორცვი.

გორალი - ჰიმალაებსა და ტიბეტში მობინადრე წყვილჩლიქოსანი ცხოველი.

გორანა

  1. მდინარე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის მარჯვენა შენაკადი.

  2. სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (კოჭბაანის თემიკს საკრებულო). მდებარეობს იალნოს ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 960 მეტრი, საგარეჯოდან - 50 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 124 კაცი.

  3. სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (სიმონიანთხევის თემის საკრებულო), ერწოს ქვაბულის ჩრდილო-დასავლეთ კიდეზე, მდინარე აძეძის ზემო აუზში. ზღვის დონიდან - 1100 მეტრი, თიანეთიდან - 28 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 293 კაცი.

  4. სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

გორანგო - ღორის კბილი (საბა).

გორასამარხი (ყორღანი) - არქეოლოგიური ძეგლების კატეგორია, მიწაყრილი ან ქვაყრილი სამარხის თავზე.

გორაფი - მდინარე (ჩხალთის მარჯვენა შენაკადი) და ტბა (ყვარაში) გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

გორაქპური - ქალაქი ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატში.

გორაძირი - ყოფილი სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში.

გორახა - ყოფილი სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

გორახი - კოშტებად გამხმარ-გამაგრებული მიწა.

გორბანევსკაია - რუსი პოეტი ქალი (დაიბადა 1936 წელს).

გორბატკო ვიქტორ - საბჭოთა კავშირის მფრინავი კოსმონავტი, ავიაციის გენერალ-მაიორი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, 1969, 1977, 1980 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1934 წელს).

გორბატოვი ბორის - რუსი მწერალი (1908-1954 წწ).

გორბატოვი - ქალაქი რუსეთის ნიჟნი ნოვგოგოროდის ოლქში.

გორბაჩევსკი ივან - დეკაბრისტი, პოდპორუჩიკი (1800-1869 წწ).

გორბაჩოვი იგორ - რუსი მსახიობი (დაიბადა 1927 წელს).

გორბაჩოვი მიხეილ - საბჭოთა კავშირის პოლიტიკური მოღვაწე, საბჭოთა კავშირის პირველი და ერთადერთი პრეზიდენტი, 1990 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (დაიბადა 1931 წელს).

გორბოვსკი გლებ - რუსი პოეტი (დაიბადა 1931 წელს).

გორბუნოვი ანატოლი - ლატვიის პოლიტიკური მოღვაწე, ლატვიის სეიმის თავმჯდომარე 1993-95 წლებში (დაიბადა 1942 წელს).

გორბუნოვი სერგეი - საბჭოთა კავშირის საავიაციო წარმოების ერთ-ერთი ორგანიზატორი (1902 - 1933 წწ).

გორგა - ყოფილი სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

გორგალი - მრგვლად დახვეული ძაფი და მისთანები.

გორგანები - აღმოსავლეთ კარპატების მთები (უკრაინა).

გორგანელი ვახტანგ - პოეტი (დაიბადა 1921 წელს).

გორგანი ფახრ-ალ-დინ ასად - სპარსელი პოეტი, „ვისრამიანის“ ავტორი (XI საუკუნე).

გორგანი

  1. ქალაქი ირანში (ძველად ასტრაბადი, 190 ათასი).

  2. მდინარე ირანში, ერთვის კასპიის ზღვას.

გორგასალი (სპარს. გორგ - მგელი, სარ - თავი) - იხილე ვახტანგ გორგასალი.

გორგასლიძე შალვა - მოკრივე, სსრკ-ს ჩემპიონი (1944 წ), საქართველოს 13-გზის ჩემპიონი (1917-1991 წწ).

გორგაშენი - ყოფილი სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

გორგაძე ანთიმოზ - მოქანდაკე (1924-1970 წწ).

გორგაძე სერგი - ლიტერატურათმცოდნე (1876-1929 წწ).

გორგაძეები - სოფლები ქობულეთის და ხულოს მუნიციპალიტეტებში.

გორგია - ძველბერძენი სოფისტი და რიტორი (ძვ.წ. V-IV სს).

გორგილაძე ლეონიდე - ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (დაიბადა 1914 წელს).

გორგილაძე მალხაზ - თეატრისა და კინოს მსახიობი (1938-1996 წწ).

გორგიპია - ანტიკური ქალაქი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე (ძვ. წ. აღ. VI-V სს).

გორგიჯანიძე (გიორგი ჯანიძე) ფარსადან - პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი (1626-1696 წწ).

გორგლბოლქვი - მცენარის მიწისქვეშა ყლორტი.

გორგლი - მცენარის სახეცვლილი ყლორტი, გამსხვილებული ღერო.

გორგლურა - ყვავილედი და ნაყოფედი, რომელშიც ყველა ყვავილი ან ნაყოფი მჭიდროდ არის შეჯგუფული.

გორგოლა

  1. პატარა ბორბალი.

  2. პატარა ბურთულა.

გორგოლაჭი

  1. პატარა ბორბალი.

  2. ელექტრული სადენის დასამაგრებელი ფაიფურის დოლურა.

გორგოლოფა - გორგონას გამოსახულებიანი მუზარადი.

გორგომიჭელა - კაკლის მთლიანი ლებანი.

გორგონარიები (რქოვანი მარჯნები) - რვასხივიანი მარჯნის პოლიპების რიგი.

გორგონები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სამი ფრთიანი ქალი-ურჩხული, რომელთაც თავზე გველები ახვევიათ და ერთი შეხედვით ყველას ქვად აქცევენ.

გორგონეიონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პერსევსის მიერ მოკლულ გორგონა მედუზას თავი, რაც ათენამ ეგიდას ფარზე ძლევის სიმბოლოდ დაიმაგრა.

გორგოპა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი საშინელი შესახედაობის ურჩხული.

გორგოპიდა - ტბა მეგარიდაში (ძველი საბერძნეთი).

გორგოფონა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ანდრომედასა და პერსევსის ქალიშვილი.

გორგოფონოსი - გორგონას მკვლელი, იგივე პერსევსი.

გორგული - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

გორდა

  1. მოკლე (უვადო) ხმალი.

  2. ქართლში - პატარა გობი, ცომის მოსაზელი თაბახი.

  3. დავით თორაძის ბალეტი.

გორდაძე გიორგი - ექიმი-პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1897-1985 წწ).

გორდეევა ეკატერინა - რუსი სპორტსმენი ქალი, ს. გრინკოვთან ერთად მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონი ფიგურულ სრიალში (დაიბადა 1971 წელს).

გორდეევი დიმიტრი - რუსი ხელოვნების მკვლევარი, ძირითადად მუშაობდა საქართველოში (1889-1964 წწ).

გორდეევი ვიაჩესლავ - ბალეტის რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1948 წელს).

გორდეევი თედორე - რუსი მოქანდაკე (1744-1810 წწ).

გორდეზიანი რისმაგ - ფილოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (დაიბადა 1940 წელს).

გორდეიჩევი ვლადიმერი - რუსი პოეტი (დაიბადა 1930 წელს).

გორდელი ოთარ - კომპოზიტორი, პედაგოგი (1928-1994 წწ).

გორდი - სოფლების ზედა გორდისა და ქვედა გორდის გავრცელებული სახელწოდება (ხონის მუნიციპალიტეტი).

გორდის თემის საკრებულო - თემის საკრებული ხონის მუნიციპალიტეტში, მოიცავს 5 სოფელს: ბანგვეთი, გამოღმა ნოღა, გაღმა ნოღა, ზედა გორდი, ქვედა გორდი.

გორდია - ფრიგიის სამეფოს ლეგენდარული დამაარსებელი, გუთნისდედა.

გორდიანე I მარკუს ანტონიუს აფრიკანუს - რომის იმპერატორი (159-238 წწ).

გორდიანე II მარკუს ანტონიუს - რომის იმპერატორი (198-238 წწ).

გორდიანე III მარკუს ანტონიუს - რომის იმპერატორი (225-244 წწ).

გორდია-ს კვანძი - ითქმის რაიმე ჩახლართული საქმის შესახებ (ძველი ბერძნული ლეგენდის თანახმად, ფრიგიის მეფე გორდიამ დახლართა კვანძი; ორაკულს ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ, ვინც ამ კვანძს გახსნიდა, აზიის მბრძანებელი გახდებოდა. ალექსანდრე მაკედონელმა, გახსნის ნაცვლად, მახვილით გაკვეთა ის.

გორდიასი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფრიგიელთა ლეგენდარული მეფე.

გორდიმერი ნედინ - სამხრეთაფრიკელი მწერალი ქალი, 1991 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1923 წელს).

გორდიონი - ფრიგიის ძველი დედაქალაქი, მდებარეობდა იასიჰუიუქის ბორცვზე (თურქეთი).

გორდლევსკი ვლადიმერ - რუსი აღმოსავლეთმცოდნე-თურქოლოგი (1876-1956 წწ).

გორდოვი ვასილი - რუსი მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1896-1951 წწ)

გორდონი იეჰუდა ლეიბ - ებრაელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე (1830 - 1892 წწ).

გორდონი პატრიკ (პეტრე ივანეს ძე) - შოტლანდიური წარმოშობის რუსი გენერალი და კონტრადმირალი, პეტრე I-ის ერთ-ერთი მასწავლებელი და თანამზრახველი (1635 - 1699 წწ).

გორდონი რიჩარდ - აშშ-ს კოსმონავტი-მფრინავი, 1966 და 1969 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1929 წელს).

გორდონი ჯერალდ - სამხრეთაფრიკელი მწერალი (XX ს, დაბადების წელი უცნობია).

გორე - ქალაქი ეთიოპიის ილუბაბორის პროვინციაში.

გორეთი - სოფლების ზემო გორეთისა და ქვემო გორეთის გავრცელებული სახელწოდება (ცხინვალის მუნიციპალიტეტი).

გორეთისწყალი - მდინარე ცხინვალის მუნიციპალიტეტში, მეჯუდის მარჯვენა შენაკადი.

გორელიეფი - მაღალი ბარელიეფი, რომელშიაც გამოსახულება საკუთარი მოცულობის ნახევარზე მეტადაა ამოწეული ფონის ზედაპირიდან.

გორელკი - დაბა რუსეთის ტულის ოლქში.

გორენკო - პოეტ ანა ახმატოვას ნამდვილი გვარი.

გორენშტეინი ფრიდრიხ - რუსი მწერალი, 1980 წლიდან მოღვაწეობს ემიგრაციაში (დაიბადა 1932 წელს).

გორვაში - მთა (2899 მეტრი) და უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

გორველა - სარეველა მცენარის მრგვალი მუქი ფერის მარცვლები.

გორთუბანი - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

გორთულა - მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჩიხურის მარჯვენა შენაკადი.

გორი

  1. რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი 1950 წლიდან საქართველოში, შიდა ქართლის მხარისა და გორის მუნიციპალიტეტვის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მტკვრისა და დიდი ლიახვის შესართავთან, ზღვის დონიდან 588 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 76 კმ (რკინიგზით) (50 ათასი, 2005 წ).

  2. სოფლები შუახევის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში.

  3. ძველეგვიპტურ მითოლოგიაში - მზის ღმერთი.

გორი ალ (ალბერტ) - აშშ-ს სახელმწიფო მოღვაწე, ვიცე-პრეზიდენტი, 2000 წლის არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან (დაიბადა 1948 წელს).

გორი გენადი (ნამდვილი სახელი გდალი) - რუსი მწერალი (1907-1981 წწ).

გორიანსკი (ნამდვილი გვარი ივანოვი) ვალენტინ - რუსი პოეტი-სატირიკოსი (1888-1949 წწ).

გორიაჩი-კლიუჩი (ფსეკუფსი) - ქალაქი რუსეთის კრასნოდარის მხარეში.

გორიაჩინსკი - ბალნეოლოგიური კურორტი რუსეთის ბურიატიის რესპუბლიკაში.

გორილა (ინგლ.) - ადამიანის მსგავსი, ყველაზე დიდი მაიმუნი. სიმაღლეში აღწევს 2 მეტრამდე მეტს, წონაში 250 კგ-ს აჭარბებს.

გორინი - მდინარე პრიპიატის მარჯვენა შენაკადი (უკრაინა, ბელორუსია).

გორინი (ნამდვილი გვარი ოფშტეინი) გრიგორი - რუსი მწერალი და სცენარისტი (1940-2000 წწ).

გორისა - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს საჩხერე-ჭიათურის პლატოზე. მდინარე ფრონეს (ყვირილის მარცხენა შენაკადი) სათავეში. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 700 მეტრი, საჩხერიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1430 კაცი.

გორის თემის საკრებულო - თემი საკრებულო ვანის მუნიციპალიტეტში, მოიცავს 2 სოფელს: ზედა გორი და ქვედა გორი.

გორისი - ქალაქი აღმოსავლეთ სომხეთში (25 ათასი).

გორის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შიდა ქართლის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1917-30 წლებში — გორის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. ფართობი 2320 კვ.კმ. 1 ქალაქი, 143 სოფელი. მოსახლეობა - 150 ათასამდე (2006 წ).

გორისუბანი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

გორისციხე - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

გორისჯვარი - VI საუკუნის II ნახევრის სამნავიანი ბაზილიკა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანიდან 1 კილომეტრზე. კომპლექსში შედის სამრეკლო და გალავანი. ბაზილიკა რიყის ქვებითაა ნაგები, ალაგ-ალაგ გამორეულია შირიმის ქვა, შეკეთებულია აგურით. სამრეკლო, დასავლეთის კედლის მხატვრობა და მოხატულობის ფრაგმენტები სავარაუდოდ ეკუთვნის XV-XVI საუკუნეებს.

გორიუნი - მდინარე ამურის მარცხენა შენაკადი (რუსეთი).

გორიუნოვი პეტრე - ცეცხლსასროლი იარაღის რუსი კონსტრუქტორი, დაზგის ტყვიამფრქვევის ავტორი (1902-1943 წწ).

გორიუშკინი ნიკოლაი - საბჭოთა მხედართმთავარი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1915-1945 წწ).

გორიცია - ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, იუგოსლავიის საზღვართან.

გორიჯვარი - სოფლების დიდი გორიჯვრისა და პატარა გორიჯვრის გავრცელებული სახელწოდება (გორის მუნიციპალიტეტი).

გორიჯვრობა - წმინდა გიორგის სახელობის დღეობა გაზაფხულზე და შემოდგომაზე.

გორკი არშილ (ნამდვილი სახელი და გვარი ვოზდანიკ ადოიანი) - სომხური წარმოშობის ამერიკელი მხატვარი (1904-1948 წწ).

გორკი მაქსიმ (ნამდვილი სახელი და გვარი ალექსი მაქსიმის ძე პეშკოვი) - რუსი მწერალი (1868-1936 წწ).

გორკი

  1. რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდის სახელი 1932-1990 წლებში.

  2. ქალაქი ბელორუსიის მოგილევის ოლქში.

გორლოვკა - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში.

გორმაღალი

  1. მთა დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ქართლის ქედზე. აგებულია ცარცული ასაკის კირქვებით, მერგელებითა და ქვიშაქვებით (სიმაღლე - 1983 მეტრი).

  2. მთა წყალტუბოს, ხონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, რიონისა და ცხენისწყლის წყალგამყოფზე.

  3. მთა ჯავის მუნიციპალიტეტში, ვეზურისა და კოზისწყლის წყალგამყოფზე.

  4. მთა ქობულეთის მუნიციპალიტეტში,, მესხეთის ქედზე.

  5. მთა ცაგერის მუნიციპალიტეტში, გორმაღლის ქედზე.

  6. სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სამხრეთ იმერეთის მთისწინეთში, მდინარე ხევისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 200 მეტრი, სამტრედიიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 210 კაცი.

გორმაღლის ქედი - ქედი ცაგერის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის სამხრეთი განშტოება.

გორნა-ორიახოვიცა - ქალაქი ბულგარეთის ველიკო-ტირნოვოს ოკრუგში.

გორნა-ჯუმაია - იხილე ბლაგოევგრადი.

გორნება - იხილე მდინარე ყორნები.

გორნერი - მყინვარი შვეიცარიის ალპებში.

გორნი - დაბები რუსეთის ნოვოსიბირსკის, როსტოვის, სარატოვის ოლქებში.

გორნიაკი

  1. ქალაქი რუსეთის ალტაის რესპუბლიკაში.

  2. დაბები უკრაინის დონეცკის, ვოროშილოვგრადის, ლვოვის ოლქებში.

გორნიაცკი - დაბა რუსეთის როსტოვის ოლქში.

გორნო-ალტაისკი (1932 წლამდე ულალა, 1948 წლამდე ოიროტ-ტურა) - ქალაქი რუსეთში, ალტაის რესპუბლიკის დედაქალაქი (51 ათასი).

გორნოე - დაბები უკრაინის ვოროშილოვგრადის და დონეცკის ოლქებში.

გორნოზავოდსკი

  1. ქალაქი რუსეთის პერმის ოლქში.

  2. ქალაქი რუსეთის სახალინის ოლქში (1946 წლამდე ნაიხორო).

ორნო-პოპლავსკი სტანისლავ - იხილე ჰორნო-პოპლავსკი.

გორნოსტაევკა - დაბა უკრაინის ხერსონის ოლქში.

გოროდეა - დაბა ბელორუსიის მინსკის ოლქში.

გოროდენკა - ქალაქი უკრაინის ივანო-ფრანკოვსკის ოლქში.

გოროდეცი - ქალაქი რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.

გოროდეცკი სერგეი - რუსი პოეტი (1884-1967 წწ).

გოროდიშჩე - დაბები რუსეთის პენზის და ვოლგოგრადის და უკრაინის ვოროშილოვგრადის და ჩერკასის ოლქებში.

გოროდიშჩი - დაბა რუსეთის ვლადიმირის ოლქში.

გოროდკი - რუსული ხალხური სპორტული თამაში.

გოროდნია - დაბა უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში.

გოროდნიცა - დაბა უკრაინის ჟიტომირის ოლქში.

გოროდოვიკოვსკი - ქალაქი რუსეთის ყალმუხეთის რესპუბლიკაში.

გოროდოკი - ქალაქები უკრაინის ლვოვის და ხმელნიცკის ოლქებში და ბელორუსიის ვიტებსკის ოლქში.

გოროვანი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (წეროვნის თემის საკრებულო), სხალტბის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 650 მეტრი, მცხეთიდან - 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 487 კაცი. წყაროებში პირველა იხსენიება XII საუკუნის ბოლოს, სოფელში შემორჩენილია XI-XII საუკუნეების ბაზილიკური ეკლესია.

გოროვნის ეკლესია - XI-XII საუკუნეების ბაზილიკური ტიპის ნაგებობა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გოროვანში.

გოროვიცი ვლადიმერ - ამერიკელი პიანისტი, დაიბადა რუსეთში (1904-1989 წწ).

გოროზი - კუშტი, ამპარტავანი, ქედმაღალი.

გორონტალო (ხორონტალო) - ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე მცხოვრები ხალხი, აღმსარებლობით მუსლიმანი-სუნიტები (1,2 მილიონი).

გოროსტისა ხოსე - მექსიკელი პოეტი (1901-1973 წწ).

გოროხი - იგივეა, რაც გორახი.

გოროხოვა გალინა - რუსი სპორტსმენი, მოფარიკავე, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (დაიბადა 1938 წელს).

გოროხოვეცი - ქალაქი რუსეთის ვლადიმირის ოლქში.

გოროხოვი - ქალაქი უკრაინის ვოლინის ოლქში.

გოროხოვსკაია მარია - რუსი ტანმოვარჯიშე ქალი, 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი საბჭოთა ოლიმპიური ჩემპიონი პირად ასპარეზობაში (დაიბადა 1921 წელს).

გორჟეტი (ფრანგ.) - მელიის ან სხვა ნადირის ბეწვის საყელო, რომელსაც ქალები ატარებენ.

გორჟი - ჟუდეცი რუმინეთში.

გორსკოე - ქალაქი უკრაინის ლუგანსკის ოლქში.

გორტანულა - მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ძირულის მარჯვენა შენაკადი.

გორტერი ჰერმან - ნიდერლანდელი პოეტი (1864-1927 წწ).

გორულა - ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში.

გორული - ხუროთმოძღვრების ძეგლი ისტორიულ ქვემო ქართლში (მარნეულის მუნიციპალიტეტი).

გორუნჯუკი - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას სახელი 1949 წლამდე.

გორშეღმისწყალი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთის არაგვის მარცხენა შენაკადი.

გორშეჩნოე - დაბა რუსეთის კურსკის ოლქში.

გორშკოვი ალექსანდრე - რუსი სპორტსმენი, ა.პახომოვასთან ერთად მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონი ფიგურულ სრიალში (დაიბადა 1946 წელს).

გორშკოვი სერგეი -ადმირალი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1910-1988 წწ).

გორჩაკოვი ალექსანდრე - თავადი, რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე (1798-1883 წწ).

გორჩუხა - დაბა რუსეთის კოსტრომის ოლქში.

გორწყალი - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ერთვის შაორის წყალსაცავს.

გოსალა - ძველინდოელი რეგლიგიური მოღვაწე, აჯივიკას მოძღვრების შემქმნელი.

გოსარტი იან - ნიდერლანდელი ფერმწერი (დაიბადა 1478-სა და 1480 შორის - გარდაიცვალა 1533-სა და 1536 -ს შორის).

გოსეკი ფრანსუა ჟოზეფ - ფრანგი კომპოზიტორი (1734-1829 წწ).

გო სი - ჩინელი მხატვარი და ხელოვნების თეორიტიკოსი (დაახლოებით 1020-1090 წწ).

გოსპელი - ტრადიციულ რელიგიურ ჰიმნზე დაფუძნებული ჟანრი ევანგელისტური სოლო სიმღერისა.

გოსპოდარი - XIV-XIX საუკუნეებში მოლდავეთისა და ვლახეთის გამგებელთა ტიტული რუსულ ენაზე.

გოსტაშაბიშვილები - თავადთა საგვარეულო, ბარათაშვილთა შტო XVI-XIX საუკუნეების ქვემო ქართლში.

გოსტაშაბიშვილი - პერსონაჟი ილია ჭავჭავაძის მოთხრობისა „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“.

გოსტენინა ელისაბედ - თბილისში მოღვაწე ოპერის მომღერალი, სოპრანო (1904-1985 წწ).

გოსტიბე - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

გოსტომელი (ზმიიოვი) - დაბა უკრაინის კიევის ოლქში.

გოტა - ქალაქი გერმანიის თიურინგიის მხარეში (54 ათასი).

გოტამა - ძველინდოელი ფილოსოფოსი, ნიაიას მოძღვრების შემქმნელი (ძვ.წ. II ს).

გოტვალდი კლემენტ - ყოფილი ჩეხოსლოვაკიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1896-1953 წწ).

გოტვალდი - უკრაინის ქალაქ ზმიევის სახელი 1976-90 წლებში.

გოტვალდოვი - ჩეხეთის ქალაქ ზლინის სახელი 1949-89 წლებში.

გოტი კარელ - ესტრადის ჩეხი მომღერალი (XX საუკუნე).

გოტიე

  1. ანტიოქიის სამთავროს კანცლერი, ავტორი ქრონიკისა «ანტიოქიის ომები» (XII საუკუნე).

  2. თეოფილ - ფრანგი მწერალი და კრიტიკოსი (1811-1872 წწ).

გოტიე დე კუენსი - ფრანგი პოეტი (დაახლოებით 1177-1236 წწ).

გოტიკა (გერმ.) - ხუროთმოძღვრული სტილი გვიანი შუა საუკუნეების ევროპაში, დამახასიათებელია მაღალ, წვეტიან ნაგებობათა სიმსუბუქე, ისრისებური თაღები, გამჭვირვალე და ფერადი მინის სიუხვე.

გოტლანდი - შვედეთის კუთვნილი კუნძული ბალტიის ზღვაში.

გოტო სიმპეი - იაპონიის სახელმწიფო მოღვაწე (1857-1929 წწ).

გოტო სიოძირო - იაპონიის პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე (1838-1897 წწ).

გოტო - იაპონიის კუთვნილი არქიპელაგი კუნძულ კიუსიუს სანაპიროსთან.

გოტოვაცი იაკობ - ხორვატი კომპოზიტორი და დირიჟორი (1895-1982 წწ).

გოტორპები (ჰოლშტაინ-გოტოლპები) - გერმანელ ჰერცოგთა დინასტია (XVI-XVIII სს).

გოტრა - ბრაჰმანიზმის თანახმად (ძველ ინდოეთში) გვარი, მოდგმა.

გოტფრიდ ბულიონელი - იხილე გოდფრუა ბუიონელი.

გოტფრიდ შტრასბურგელი - XII-XIII საუკუნეების გერმანელი მწერალი.

გოტშე ოტო - გერმანელი მწერალი (1904-1985 წწ).

გოტშედი იოჰან კრისტოფ - გერმანელი მწერალი (1700-1766 წწ).

გოტჰელფი იერემიას (ნამდვილი სახელი და გვარი ალბერტ ბიციუსი) - შვეიცარელი მწერალი (1797-1854 წწ).

გოტჰობი - გრენლანდიის ადმინისტრაციული ცენტრი.

გოუენი ჯეიმზ - ინგლისელი არქიტექტორი (დაიბადა 1923 წელს).

გოუ-მანი - ჩინურ მითოლოგიაში - ხეების, აგრეთვე, აღმოსავლეთის მფარველი სული.

გოუჯეკიტი - დაბა რუსეთის ბურიატიის რესპუბლიკაში.

გოფანთოს ბრძოლა - 1588 წლის ბრძოლა ქართლის მეფე სიმონ I-ისა და იმერეთის მეფე ლევანის ლაშქრებს შორის.

გოფერი - ქვეწარმავალი, მიწისზედა კუ, მის ხორცს საკვებად იყენებენ.

გოფრი (ფრანგ.) - ლითონის ან ფანერის თხელი ფურცლები ტალღისებური ზედაპირით, იყენებენ სახურავის დასაფარავად, კედლებისათვის და სხვა.

გოფრირება - ტალღისებური ნაკეცების გაკეთება ქსოვილზე.

გოფშტეინი დავიდ - რუსეთში მოღვაწე ებრაელი პოეტი (1889-1952 წწ).

გოქალე გოპალ კრიშნა - ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1866-1915 წწ).

გოქთეფე - დაბა თურქმენეთში.

გოქსიური - სამხრეთ თურქმენეთის ბინადარ მიწათმოქმედთა ენეოლითური ხანის გორანამოსახლარი.

გოქშო (Dipsacus) - ორწლოვანი, იშვიათად მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე.

გოქჩა (გოგჩა) - (თურქულად „ლურჯი წყალი“) სევანის ტბის თურქული სახელი. ქართულ წყაროებში გელაქუნის ტბაც ჰქვია.

გოქჩაი (გოიჩაი) - მდინარე აზერბაიჯანში.

გოშაპელაკნი - ყურთ გრგოლი ოქროსი (საბა).

გოში ლუი ლაზარ - ფრანგი გენერალი (1768-1797 წწ).

გოში მხითარ - იხილე მხითარ გოში.

გოშია - პატარა ძაღლი, ფინია.

გოშმა (კოშმა) - თურქულენოვანი ხალხების ლექსთწყობის უძველესი გავრცელებული ფორმა.

გოშჩაა - დაბა უკრაინის როვნოს ოლქში.

გოშჩინსკი სევერინ - პოლონელი პოეტი, 1830-31 წლების პოლონეთის აჯანყების მონაწილე (1801-1876 წწ).

გოჩა - მამაკაცის ქართული სახელი. მიჩნეულია გიორგ-ის ერთ-ერთ ვარიანტად.

გოჩა ბატონიშვილი (ბაგრატიონი) - ქართლის მეფე სიმონ I-ის თანამებრძოლი, მეწინავე ჯარის სარდალი. მისმა შთამომოვლებმა გოჩაშვილის გვარი მიიღეს (გარდაიცვალა 1599 წელს).

გოჩარი იოზეფ - ჩეხი არქიტექტორი (1880-1945 წწ).

გოჩაჯიხაიში - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 85 მეტრი, ხონიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1012 ადამიანი.

გოცაძე თემურ - მხატვარი (დაიბადა 1941 წელს).

გოცი გასპარო - იტალიელი მწერალი და კრიტიკოსი, ეროვნული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1713-1786 წწ).

გოცი კარლო - იტალიელი დრამატურგი (1720-1806 წწ)

გოცირიძე (ყოფილი „დელისი“) - თბილისის მეტროპოლიტენის სადგური (საბურთალოს ხაზზე, „სამედიცინო ინსტიტუტსა“ და „ვაჟა-ფშაველას“ შორის), სახელი ეწოდა ცნობილი ინჟინრის, მეტრომშენებლის ვიქტორ გოცირიძის (1910-1995 წწ) საპატივცემლოდ.

გოცირიძე ლეილა - მომღერალი, მეცო-სოპრანო, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1924 წელს).

გოცირიძე ნიკოლოზ (ნიკო) - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1872-1949 წწ).

გოცოლი ბენოცო (დი ლეზე დი სანდრო) - იტალიელი ფერმწერი (1420 - 1497 წწ).

გო ძი - ჩინურ მითოლოგიაში - ბედნიერებისა და მშობელთა პატივისცემის ღვთაება.

გოძიაშვილი ვასილ (ვასო) - დიდი ქართველი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1905-1976 წწ).

გოძიაშვილი მარეხ - ესტრადის მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1926 წელს).

გოძილა - ფანტასტიური ცხოველი, გიგანტური მუტანტი, ვეშაპის და გორილას საზარელი ნაზავი, ბევრი იაპონური, ასევე ამერიკული, ფანტასტიური და საშინელებათა ფილმის მთავარი გმირი. პირველი ასეთი ფილმი გადაღებულ იქნა 1954 წელს.

გოჭა

  1. ერთგვარი ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა.

  2. იგივეა, რაც კობრი (თევზი).

გოჭალა - მტკნარი წყლის თევზების გვარი ხლაკუნასებრთა ოჯახისა.

გოჭი - ღორის ნაშიერი ოთხ თვემდე.

გოჭოურის ბრძოლა - 1623 წლის ბრძოლა ოდიშის მთავარ ლევან II დადიანისა და იმერეთის მეფე გიორგი III-ის ლაშქრებს შორის.

გოხნარი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

გოხი - კლდის ნატეხი რიყის ქვა.

გოხუა - ჩინეთში აბრეშუმისა და ქაღალდის გრაგნილზე წყლის საღებავებით ხატვა.

გოჯა მიხალ - სლოვაკეთის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1811-1870 წწ).

გოჯეული - სიგრძის ძველი საზომი საქართველოში (დაახლოებით 6,32 სმ).

გოჯი - მანძილი ცერის ბოლო სახსრიდან ფრჩხილის წვერამდე, 9 ხორბლის მარცვლის ტოლი (დაახლოებით 3,16 სმ).

გოჯიაანები - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ახალსოფლის თემის საკრებულო), თიანეთის ქვაბულში, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1140 მეტრი, თიანეთიდან - 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 94 კაცი.

გოჯითა - ყოფილი სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

2.12 გჟ

▲ზევით დაბრუნება


გჟატსკი - რუსეთის სმოლენსკის ოლქის ქალაქ გაგარინის სახელი 1968 წლამდე.

გჟელის კერამიკა - მოსკოვის მახლობლად მდებარე გჟელში დამზადებული კერამიკული ნაწარმი.

გჟელშჩაკი ფრანციშეკ - პოლონელი რევოლუციონერი (1881-1937 წწ).

2.13 გრ

▲ზევით დაბრუნება


გრა (გრასი) ფელიქს - პროვანსელი პოეტი (1884-1901 წწ).

გრაალი - დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების ლეგენდების თანახმად, იდუმალებით მოცული ჭურჭელი, რომელთან მიახლოებისათვისაც რაინდები გმირობებს იქმოდნენ. ითვლებოდა, რომ ამ ჭურჭელში ჯვარცმული ქრისტეს სისხლი იყო მოქცეული.

გრააფი რენიე დე - ჰოლანდიელი ანატომი და ფიზიოლოგი (1641-1673 წწ).

გრააფის ბუშტუკი - ძუძუმწოვრებისა და ადამიანის საკვერცხეში მომწიფებული ბუშტუკის მსგავსი ფოლიკული.

გრაბალი ბოგუმილ - ჩეხი მწერალი (დაიბადა 1914 წელს).

გრაბარი ანდრე - ფრანგი ხელოვნების ისტორიკოსი (1896-1985 წწ).

გრაბარი იგორ - რუსი ფერმწერი და ხელოვნებათმცოდნე (1871-1960 წწ).

გრაბარი - ძველსომხური ენა.

გრაბაუ - იხილე გრაბო.

გრაბე კრისტიან დიტრიხ - გერმანელი დრამატურგი (1801-1836 წწ).

გრაბენი - ციცაბო ან ვერტიკალური წყვეტების (ნასხლეტების) გასწვრივ დაძირული დედამიწის ქერქის უბანი.

გრაბერი პიერ - შვეიცარიელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე (1908-1985 წწ).

გრაბიანკა გრიგორი - უკრაინელი მემატიანე, კაზაკების პოლკოვნიკი (? - 1738 წწ).

გრაბიენსკი - პოლონელი ისტორიკოსის ვლადისლავ სმოლენსკის ფსევდონიმი.

გრაბო ამადეუს უილიამ - ამერიკელი გეოლოგი (1870-1946 წწ).

გრაბოვეცკი სებასტიან - პოლონელი პოეტი (დაახლოებით 1543 - 1607 წწ).

გრაბოვსკი პავლე - უკრაინელი პოეტი, რევოლუციონერი (1864-1902 წწ).

გრაბსკი ვლადისლავ - პოლონეთის პოლიტიკური მოღვაწე, ეკონომისტი, ისტორიკოსი (1874-1938 წწ).

გრაგნილი - მილის მსგავსად დახვეული ხელნაწერი.

გრადაცია (ლათ.) - ერთი საფეხურიდან მეორეზე თანდათანობით გადასვლა, თანამიმდევრობა.

გრადეც-კრალოვე - ქალაქი ჩეხეთში (105 ათასი).

გრადიენტი (ლათ.) - რაიმე ფიზიკური სიდიდის სივრცეში ზრდის ან კლების საზომი (სიგრძის ერთეულით გადანაცვლების პირობებში).

გრადიჟსკი - დაბა უკრაინის პოლტავის ოლქში.

გრადო - კლიმატური კურორტი ჩრდილოეთ იტალიაში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე.

გრადოპოლოვი კონსტანტინე - რუსი მოკრივე სპორტსმენი და მწვრთნელი (1903/1904 - 1984 წწ).

გრადსკი ალექსანდრე - ესტრადის რუსი მომღერალი და კომპოზიტორი (დაიბადა 1949 წელს).

გრადუირება - გრადუსებისა და სხვა დანაყოფების აღნიშვნა საზომ ხელსაწყოებზე.

გრადუსი (ლათ.)

  1. რკალისა და კუთხის საზომი ერთეული, უდრის წრეხაზის 1/360 ნაწილს.

  2. ტემპერატურის საზომი ერთეული.

  3. სითხის სიმკვრივის საზომი ერთეული.

  4. ალკოჰოლური სასმელის სიმაგრის ერთეული.

გრავე (იტალ.) - ძალიან ნელი ტემპი მუსიკაში.

გრავიმეტრი (ლათ.)- სიმძიმის ძალის საზომი ხელსაწყო, იყენებენ მადნეულის ძიებისას.

გრავიმეტრია (ლათ.) - გეოფიზიკის ნაწილი, სწავლობს სიმძიმის ძალის განაწილებას დედამიწის ზედაპირის სხვადასხვა წერტილში.

გრავინა ალფრედო დანტე - ურუგვაელი მწერალი (დაიბადა 1913 წელს).

გრავიორი (ფრანგ.) - გრავირების სპეციალსტი.

გრავირება - ნახატის ან წარწერის ამოჭრა ლითონზე, ხეზე, ქვაზე, მინაზე.

გრავიტაცია (ლათ.) - მატერიის თვისება, რაც გამოიხატება სხეულთა ურთიერთმიზიდულობით, მსოფლიო მიზიდულობა.

გრავიურა (ფრანგ.) - ხეზე, ქვაზე ან ლითონზე ამოჭრილი გამოსახულების ანაბეჭდი.

გრაიები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სიბერის განმასახიერებელი ღმერთქალები.

გრაივორონი - დაბა რუსეთის ბელგოროდის ოლქში.

გრაიზენი (გერმ.) - ქანი, რომელიც შეიცავს კვარცს, თეთრ ქარსებს და სხვა მადნეულ მინერალებს.

გრაიმზ-გრეივზი - ნეოლითური ხანის კაჟის მაღაროები ქალაქ ბრენდონთან (აღმოსავლეთი ინგლისი).

გრაის ალპები - მთაგრეხილი საფრანგეთ-იტალიის ალპებში.

გრაიფერი (გერმ.) - ამწის ნაწილი, ორი ნახევრისაგან შემდგარი ჩამჩა, რომელიც მექანიკურად იხსნება და იხურება.

გრაიფსვალდი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში (70 ათასი).

გრაიჩიუნასი იონას - ლიტველი პოეტი (1903-1985 წწ).

გრაიცი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

გრაკალი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

გრაკლა - დაბალი დეკორატიული ფოთლოვანი ბუჩქი.

გრაკქუსები ძმები: გაიუს - რომის სახალხო ტრიბუნი (ძვ.წ.აღ. 153 - 121). და ტიბერიუს - რომის სახალხო ტრიბუნი (ძვ. წ. აღ. 162 - 133).

გრამა (ბერძნ.) - რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს გრაფიკულ გამოსახულებას, ჩანაწერს.

გრამადევატა - ინდურ მითოლოგიაში - სოფლების მფარველი ღვთაება.

გრამატიკა (ბერძნ.) - ენათმეცნირების ნაწილი, შეისწავლის სიტყვისა და წინადადების აგებულებას - შედგება მორფოლოგიისა და სინტაქსისაგან.

გრამატიკა დები ემა (1875-1965 წწ) და ირმა (1873-1962 წწ) - იტალიელი მსახიობები.

გრამატოლოგია - დამწერლობათა შემსწავლელი მეცნიერება.

გრამ-ატომი - ნივთიერებათა რაოდენობის ერთეულის ძველი სახელწოდება. ამჟამად ენაცვლება მოლი.

გრამ-ეკვივალენტი - ქიმიური ელემენტებისა და ნაერთების ნივთიერებათა რაოდენობის ერთეულის ძველი სახელწოდება; ამჟამად ენაცვლება მოლი.

გრამენო მიხალ - ალბანელი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მწერალი (1872-1931 წწ).

გრამი (ბერძნ.) - მასის ერთეული ზომათა მეტრულ სისტემაში. უდრის ერთი კუბური სანტიმეტრი წყლის წონას.

გრამიციდინი - ანტიბიოტიკი, რომელსაც წარმოქმნიან ნიადაგის ბაქტერიები.

გრამოტეინო - დაბა რუსეთის კემეროვოს ოლქში.

გრამოფონი (ბერძნ.) - ძველებური აპარატი, რომელიც გადმოსცემს ფირფიტაზე ჩაწერილ ხმას.

გრამპიანის მთები - უმაღლესი მთები დიდ ბრიტანეთში, მდებარეობს შოტლანდიაში.

გრამში ანტონიო - იტალიის კომუნისტური პარტიის დამაარსებელი (1891-1937 წწ).

გრანადა

  1. ქალაქი ნიკარაგუაში (90 ათასი).

  2. ქალაქი სამხრეთ ესპანეთში, ანდალუსიის ოლქში, ამავე ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (255 ათასი).

გრანადა ლუის დე - ესპანელი ღვთისმეტყველი, დომინიკანელი ბერი (1504-1588 წწ).

გრანადოსი (გრანადოს ი კამპინია) ენრიკე - ესპანელი კომპოზიტორი და პიანისტი (1867-1916 წწ).

გრანატა (იტალ.) - მსკდომარე საარტილერიო ჭურვი.

გრანატები (ლათ.) - სილიკატების კლასის მინერალები, იყენებენ აბრაზიულ მასალად.

გრანატკინი ვალენტინ - რუსი ფეხბურთელი და ჰოკეისტი (მეკარე), სპორტული მოღვაწე (1906-1979 წწ).

გრანატმტყორცნი - ჯავშანგამტანი ჭურვების სატყორცნი მსუბუქი გადასატანი იარაღი.

გრანაჩი ფრანჩესკო - იტალიელი ფერმწერი ფლორენციიდან (1469/70 - 1543 წწ).

გრან-ბასამი - ქალაქი კოტ დ,ივუარში.

გრანდა (გრანდა სუნიიგა) ხულიო ერნესტო - პერუელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1967 წელს).

გრანდ-ბასა - იხილეთ ბიუკენენი.

გრანდე ლარა ფელიქს - ესპანელი პოეტი, ესეისტი (დაიბადა 1937 წელს).

გრანდი (ესპ.)

  1. ესპანეთში დიდებულთა მემკვიდრეობითი წოდებულება.

  2. სიმბოლურად - საუკეთესო, ექსტრაკლასის (მაგალითად, ფეხბურთის გუნდი).

გრანდიდიე ალფრედ - ფრანგი მოგზაური და ნატურალისტი (1836-1921 წწ).

გრანდიოზული (ფრანგ.) - ძალიან დიდი, დიადი, დიდებული.

გრანდ-კული - კანიონი აშშ-ს კოლუმბიის პლატოზე.

გრანდ ოპერა (ოფიციალური სახელი - მუსიკისა და ცეკვის ეროვნული აკადემია) - სახელმწიფო საოპერო და საბალეტო თეატრი პარიზში. დაარსებულია 1669 წელს. 1875 წელს აშენდა 2130 ადგილიანი დარბაზი.

გრანდ-რეპიდზი - ქალაქი აშშ-ს მიჩიგანის შტატში.

გრანდ-ფოლზი - იგივე ჩერჩილ-ფოლზი.

გრანელი (ნამდვილი გვარი კვირკველია) ტერენტი - ქართველი პოეტი (1897-1934 წწ).

გრანველა ანტუან პერენო დე - ესპანეთის სახელმწიფო მოღვაწე, კარდინალი (1517-1586 წწ).

გრანვილი (ნამდვილი სახელი და გვარი ჟან ინიას იზიდორ ჟერარი) - ფრანგი გრაფიკოსი (1803-1847 წწ).

გრანი - ძველებური სააფთიაქო წონის ერთეული (=0,062 გრამს).

გრანი ლიუსილ - დანიელი ბალერინა (1819-1907 წწ).

გრანიკოსის ბრძოლა - ალექსანდრე მაკედონელის პირველი დიდი ბრძოლა სპარსელთა წინააღმდეგ მდინარე გრანიკოსთან, ძვ.წ. 334 წელს.

გრან-კანარია - კანარის კუნძულებში შემავალი კუნძული ატლანტის ოკეანეში.

გრანინი (ნამდვილი გვარი გერმანი) დანიილ - რუსი მწერალი (დაიბადა 1919 წელს).

გრანიტი (იტალ.) - მაგარი კრისტალური ქანი, რომელიც შედგება კვარცის, მინდვრის შპატის და ქარსისაგან. ძვირფასი საშენი მასალა.

გრანიტი რაგნარ არტურ - შვედი ნეიროფიზიოლოგი, 1967 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჯ.უოლდთან და ჰ.ჰარტლაინთან ერთად (1900-1991 წწ).

გრანიტიზაცია - დედამიწის ქერქში მიმდინარე ბუნებრივი პროცესები, რომელთა შედეგად ქანები გარდაიქმნება გრანიტოიდულ მინერალურ და ქიმიური შედგენილობის ქანებად.

გრანიტოიდები - გრანიტის რიგის ინტრეზიული ქანების საერთო სახელწოდება.

გრანიტოლი - იგივეა, რაც დერმატინი.

გრანიუსი ლუცინიანე - რომაელი ისტორიკოსი.

გრანიჩი - მწერალ მაიკლ გოლდის ნამდვილი გვარი.

გრან-კანარია - კუნძული ატლანტის ოკეანეში, შედის ესპანეთის კუთვნილ კანარის კუნძულებში.

გრანმა

  1. კუბის კომუნისტური პარტიის ყოველდღიური გაზეთი. გამოდის 1965 წლიდან.

  2. სახელი იახტისა, რითაც 1956 წლის დეკემბერში კუბელი რევოლუციონერები მექსიკიდან კუბაში გადავიდნენ.

გრანმეზონი ლუი - ფრანგი სამხედრო თეორიტიკოსი, გენერალი (1861-1915 წწ).

გრან პა - ბალეტში საერთო შინაარსით გაერთიანებული მრავალნაწილიანი საცეკვაო ფორმა.

გრანპასიანსი (ფრანგ.) - პასიანსის სახეობა.

გრან პრი (დიდი პრემია) - ფესტივალების უმაღლესი ჯილდო.

გრანჟარი ანრი - ფრანგი ლიტერატურათმცოდნე (1900-1990 წწ).

გრანჟე ლუი - ფრანგი იეზუიტი მღვდელი, აქვს ცნობები საქართველოს შესახებ (XVII საუკუნე).

გრან-სასო-დ,იტალია - მთათა სისტემა იტალიაში, აპენინებში.

გრანსონის ბრძოლა - 1476 წლის 2 მარტის ბრძოლა შვეიცარიის ქალაქ გრანსონთან ბურგუნდიის ჰერცოგ შარლ გულადის ჯარსა და შვეიცარიელებს შორის.

გრანტი კერი (ნამდვილი სახელი და გვარი არჩიბალდ ალექსანდრ ლიჩი) - ამერიკელი მსახიობი (1904-1986 წწ).

გრანტი ულის სიმფსონ - აშშ-ს მე-18 პრეზიდენტი (1822-1885 წწ).

გრანტი ჯეიმზ ოგასტეს - ინგლისელი მოგზაური (1827-1892 წწ).

გრანტი ჰიუ - ინგლისელი მსახიობი (დაიბადა 1960 წელს).

გრანტი - ჟიულ ვერნისეული კაპიტნის გვარი რომანში „კაპიტან გრანტის შვილები“.

გრანტსი - ქალაქი აშშ-ს ნიუ-მექსიკოს შტატში.

გრანტსი (ნამდვილი გვარი ეკაბსონი) იანის - ლატვიელი მწერალი (1909-1970 წწ).

გრანულა (ლათ.) - რაიმე ნივთიერების წვრილი მკვრივი გუნდა, მარცვლის მსგავსი.

გრანულარული - მარცვლოვანი.

გრანულაცია (ლათ.)

  1. რაიმე ნივთირებისადმი მარცვლის ფორმის მიცემა.

  2. მზის ზედაპირის ხილული მარცვლოვნობა.

  3. ახალი მარცვლოვანი სახის ქსოვილი, რომელიც წარმოიქმნება ჭრილობის შეხორცებისას.

გრანულომა (ლათ.) - ქსოვილის სიმსივნისმაგვარი ზრდა.

გრანულომეტრია - ქანის ან ნიადაგის კომპონენტების ზომის განსაზღვრა და მათი რაოდენობის გამოსახვა პროცენტებით.

გრანულოციტები (ლათ.) - სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც პროტოპლაზმაში შეიცავენ მარცვლებს.

გრან-ჩაკო - ბუნებრივი არე სამხრეთ ამერიკაში, პარაგვაისა და არგენტინაში.

გრანცი - ქალაქ ზელენოგრადსკის სახელი 1946 წლამდე (კალინინგრადის ოლქი, რუსეთი).

გრაპოვი (გერმანული გამოთქმით გრაპო) - გერმანელი ეგვიპტოლოგი (1885-1967 წწ).

გრაპტოლითები - ამომწყდარ ზღვის კოლონიურ ცხოველთა ქვეტიპი ნახევრადქორდიანების ტიპისა.

გრასი - ქალაქი სამხრეთ საფრანგეთში.

გრასი გიუნტერ - გერმანელი მწერალი, 1999 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1927 წელს).

გრასი ჯოვანი ბატისტა (იტალიელი ზოოლოგი (1854-1925 წწ).

გრასიან ი მორალესი ბალტასარ - ესპანელი მწერალი და ფილოსოფოსი (1601-1658 წწ).

გრასირება (ფრანგ.) - „რ“ ბგერის წარმოთქმა ფრანგულ (პარიზულ) ყაიდაზე, «ღ»-სავით, ღაღანი.

გრასმანი ჰერმან - გერმანელი მათემატიკოსი (1809-1877 წწ).

გრატა - ყანის ჩიტი ბეღურასებრთა ოჯახისა.

გრატანი ჰენრი - ირლანდიის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე (1746-1820 წწ).

გრატაჟი - ნახატის შექმნა კალმის ან სხვა წვეტიანი საგნის ფხაჭნის საშუალებით.

გრატიფიკაცია (ფრანგ.) - დაჯილდოება.

გრატუარი (ფრანგ.) - ფოლადის საფხეკი, რასაც მხატვრები იყენებენ ზედაპირის მოსასწორებლად, ლაქების მოსაცილებლად.

გრაუვაკა - მუქი ნაცრისფერი, შავი ან მომწვანო ნაცრისფერი მკვრივი მარცვლოვანი დანალექი ქანი.

გრაური ალექსანდრუ - რუმინელი ენათმეცნიერი (1900-1990 წწ).

გრაუ სან-მარტინი რამონ - კუბის პრეზიდენტი 1933-34 წლებში (1987-1967 წწ) .

გრაფა (ბერძნ.) - მანძილი ორ ხაზს შუა ვერტიკალურ სვეტებში.

გრაფეკონი - დამახსოვრების უნარის მქონე ელექტრულ-სხივური მოწყობილობა.

გრაფემა (ბერძნ.) - წერითი მეტყველების უმცირესი განუყოფელი ნიშნადი ერთეული, შეესაბამება ზეპირი მეტყველების ფონემას.

გრაფენაუერი ბოგო - იუგოსლავიელი ისტორიკოსი (დაიბადა 1916 წელს).

გრაფი (გერმ.) - ევროპელ აზნაურთა მემკვიდრეობითი ტიტული.

გრაფი ანტონ - შვეიცარიელი ფერმწერი (1736-1813 წწ).

გრაფი ოსკარ მარია - გერმანელი მწერალი (1894-1967 წწ).

გრაფი ურს - შვეიცარიელი მხატვარი და გრავიორი (1485 - 1527/28 წწ).

გრაფი შტეფი (Stefania) - გერმანელი სპორტსმენი ქალი, ჩოგბურთელი, 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (დაიბადა 1969 წელს).

გრაფია (ბერძნ.) - რთული სიტყვების ბოლოსართი, ნიშნავს აღწერას, ჩაწერას, დაწერას.

გრაფიკა (ბერძნ.)

  1. მხატვრობის დარგი - ხაზებით, შტრიხებით (უსაღებავოდ) ხატვის ხელოვნება. ასეთი ხელოვნების ნიმუში.

  2. ხელნაწერი ან ნაბეჭდი ნიშნების, ასოების მოხაზულობა.

გრაფიკი (ბერძნ.)

  1. დიაგრამა, ნახაზი.

  2. ტრანსპორტის მუშაობის დაწვრილებითი გეგმა.

გრაფიკოსი - მხატვარი, გრაფიკის ოსტატი.

გრაფიკული - გრაფიკასთან დაკავშირებული.

გრაფინი (რუს.) - მინის ვიწრო და გრძელყელიანი ჭურჭელი.

გრაფინია (გერმ.) - გრაფის ცოლი ან ქალიშვლი.

გრაფისტი - გრაფიკის შედგენის სპეციალისტი.

გრაფიტი (ბერძნ.)

  1. მოშავო რბილი მინერალი, იყენებენ ფანქრების და ცეცხლგამძლე ჭურჭლის დასამზადებლად.

  2. ძველი წარწერა საყოფაცხოვრებო ხასიათისა ანდა ნახატი, ამოკაწრული შენობის კედლებზე.

გრაფიტო - მონუმენტურ-დეკორატიული ფერწერის სახეობა, იგივე სგრაფიტო.

გრაფო - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, აღნიშნავს წერასთან მიმართებას.

გრაფოლოგი - პირი, რომელიც გრაფოლოგიას მისდევს.

გრაფოლოგია (ბერძნ.) - თეორია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ადამიანის ხელნაწერის საშუალებით მისი ხასიათის დადგენა. ხელის შესწავლა ადამიანის ხასიათის დასადგენად.

გრაფომანი - გრაფომანიით შეპყრობილი ადამიანი.

გრაფომანია (ბერძნ.) - ავადმყოფური მისწრაფება წერისადმი, მთხზველობა.

გრაში (ნამდვილი გვარი გრიგორიანი) აშოტ - სომეხი პოეტი (1910-1973 წწ).

გრაჩანიცა - XIV საუკუნეში დაარსებული მონასტერი სერბიის (კოსოვოს) ქალაქ პრიშტინის მახლობლად.

გრაჩევი პაველ - რუსეთის თავდაცვის მინისტრი 1992-96 წლებში (დაიბადა 1948 წელს).

გრაჩი ედუარდ - რუსი მუსიკოსი, მევიოლინე, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1930 წელს).

გრაცი - ქალაქი ავსტრიის შტირიის მხარეში (240 ათასი).

გრაცია (ლათ.) - სინარნარე, მოხდენილობა მიმოხვრაში.

გრაციანე ფლავიუს - რომის იმპერიის დასავლეთ ნაწილის იმპერატორი (359-383 წწ).

გრაციანი როდოლფო - მარკიზი, ფაშისტური იტალიის მარშალი (1882-1955 წწ).

გრაციები (ლათ.) - რომაულ მითოლოგიაში - ახალგაზრდობის, სილამაზისა და მხიარულების სამი ქალღმერთი (ბერძნული მითოლოგიის ქარიტები).

გრაციოზული (იტალ.) - გრაციით აღსავსე, ნარნარი.

გრახტი (ჰოლანდ.) - ჰოლანდიის ქალაქებში: არხი, ქუჩა არხის გასწვრივ.

გრდემლი

  1. რკინის საყრდენი ლითონის გამოსაჭედად.

  2. XX საუკუნის დასაწყისის ქართული ლიტერატურული კრებული და ჟურნალი.

გრე - სიგრძის საზომი ერთეული შუა საუკუნეების ირანში, უდრიდა ქართულ გოჯეულს.

გრებე კარლ - გერმანელი ქიმიკოსი (1841-1927 წწ).

გრებენი - კონცხი ვაიგაჩის კუნძულზე (არხანგელსკის ოლქი, რუსეთი).

გრებენკა ევგენი - უკრაინელი და რუსი მწერალი (1912-1848 წწ).

გრებენშჩიკოვი გიორგი - რუსი მწერალი (1883-1964 წწ).

გრებიონკა - დაბა უკრაინის პოლტავის ოლქში.

გრებიონკი - დაბა უკრაინის კიევის ოლქში.

გრებნევი ნაუმ - რუსი პოეტი და აღმოსავლური პოეზიის მთარგმნელი (1921-1988 წწ).

გრებნერი ფრიც - გერმანელი ეთნოგრაფი (1877-1934 წწ).

გრეგარინები - უმარტივესი ცხოველების რიგი სპორიანების კლასისა.

გრეგი ფერნან - ფრანგი პოეტი და კრიტიკოსი (1873-1960 წწ).

გრეგორი იზაბელა ოგასტა (ქალიშვილობის გვარი პერსი) - ირლანდიელი დრამატურგი ქალი (1852-1932 წწ).

გრეგორი ოგასტეს - ინგლისელი ტოპოგრაფი, ავსტრალიის მკვლევარი (1819-1905 წწ).

გრეგორი ჯეიმზ - შოტლანდიელი მათემატიკოსი და ასტრონომი (1638-1675 წწ).

გრეგორიანული კალენდარი - იხილე გრიგორიანული კალენდარი.

გრეგოტი ვიტორიო - იტალიელი არქიტექტორი და ხელოვნების თეორიტიკოსი (დაიბადა 1927 წელს).

გრეგრი ედვარდ - ჩეხეთის პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი (1831-1896 წწ).

გრეგუარი ანრი - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე, მღვდელი (1750-1831 წწ).

გრედიშტია-მუნჩელულუი - მთა რუმინეთის ორეშტიეს მთებში.

გრეემ-ბელი - კუნძული ფრანც-იოსების მიწასთან (არხანგელსკის ოლქი, რუსეთი).

გრევენი ჟან - ფრანგი მწერალი (1538-1570 წწ).

გრევი ჟიულ - საფრანგეთის პრეზიდენტი 1879-87 წლებში (1807-1891 წწ).

გრეზი ჟან-ბატისტ - ფრანგი ფერმწერი (1725-1805 წწ).

გრეთჰენი - იოჰან ვოლფგანგ გოეთეს «ფაუსტის» პერსონაჟი ქალი.

გრეი ალასდერ - შოტლანდიელი მწერალი (დაიბადა 1934 წელს).

გრეი ედუარდ - ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე (1862-1933 წწ).

გრეი ზეინი - ამერიკელი მწერალი, ლიტერატურული ვესტერნის შემქმნელი (1872-1939 წწ).

გრეი ტომას - ინგლისელი პოეტი (1716-1771 წწ).

გრეი ჯონ - ინგლისელი ეკონომისტი და სოციალისტ-უტოპისტი (1798-1850 წწ).

გრეი ჯორჯ - ინგლისელი ოფიცერი, ავსტრალიის მკვლევარი (1812-1898 წწ).

გრეიამის მიწა - ანტარქტიკის ნახევარკუნძულის ძველი სახელი.

გრეიდერი (ინგლ.) - მიწის სათხრელი ბორბლებიანი მისაბმელი მანქანა.

გრეიდერისტი - გრეიდერზე მომუშავე.

გრეივზი რობერტ - ინგლისელი პოეტი და კრიტიკოსი (1895-1985 წწ).

გრეინჯერები - ფერმერული მოძრაობის მონაწილენი აშშ-ში XIX საუკუნის 60-70-იან წლებში.

გრეიპფრუტი (ინგლ.) - ციტრუსოვანი ხეხილი. აქვს არომატული და მომწარო-ტკბილი გემოს ნაყოფი.

გრეიტ-გრიმზბი - იხილე გრიმზბი.

გრეიტ-ველი - იხილე დიდი ველი.

გრეიტ-იარმუთი (იარმუთი) - ქალაქი დიდი ბრიტანეთის ნორფოკის საგრაფოში.

გრეიტ-ფოლზი - ქალაქი აშშ-ს მონტანის შტატში.

გრეიჰაუნდი (ინგლ.) - მწევარი ძაღლების უძველესი ინგლისური ჯიში.

გრეკო - იხილე ელ გრეკო.

გრეკო ემილიო - იტალიელი მოქანდაკე (დაიბადა 1913 წელს).

გრეკოვა ი. (ნამდვილი სახელი და გვარი ელენე ვენტცელი) - რუსი მწერალი ქალი (დაიბადა 1907 წელს).

გრეკოვი მიტროფანე (1911 წლამდე მარტიშჩენკო) - რუსი ფერმწერი, ბატალისტი (1882-1934 წწ).

გრემი

  1. სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში.

  2. ყოველწლიური მუსიკალური პრემია, რომელიც დაწესებულია ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის მიერ. დაარსებულია 1957 წელს.

გრემი მარტა - ამერიკელი მოცეკვავე და ქორეოგრაფი ქალი, „მოდერნის“ ერთ-ერთი ფუძემდებელი (1893-1991 წწ).

გრემი შერლი - ამერიკელი ზანგი მწერალი ქალი, საზოგადო მოღვაწე (1904-1990 წწ).

გრემიაჩევო - დაბა რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.

გრემიაჩინსკი - ქალაქი რუსეთის პერმის ოლქში.

გრემიიონი ჟან - ფრანგი კინორეჟისორი (1901-1959 წწ).

გრემისხევის თემის საკრებულო - იხილე სოფელი ციხისუბანი (დუშეთის მუნიციპალიტეტი).

გრემიხა - დაბა რუსეთის მურმანსკის ოლქში.

გრენა - იხილე გრენი.

გრენადა (ინგლ. Grenada).

  • კუნძულოვანი სახელმწიფო ვესტ-ინდოეთში, კარიბის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ტრინიდადის ჩრდილოეთით. დომინიონის უფლებებით შედის ბრიტანეთის თანამეგობრობაში.

  • დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1974 წლის 7 თებერვალი.

  • ეროვნული დევიზი - „The Land, the People, the Light“.

  • ჰიმნი - „Hail Grenada“.

  • სახელმწიფოს მეთაური - დიდი ბრიტანეთის დედეფალი, რომლის ხელისუფლება კუნძულზე წარმოდგენილია გენერალ-გუნერნატორის სახით.

  • ფართობი - 344 კვ.კმ.

  • მოსახლეობა - 90 ათასი.

  • სიმჭიდროვე - 672 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • დედაქალაქი - სენტ-ჯორჯესი.

  • ოფიციალური ენა - ინგლისური.

  • ეროვნული ვალუტა - აღმოსავლურკარიბული დოლარი.

  • ქვეყნის კოდი - GRN.

  • დროის სარტყელი - UTC -4.

  • სატელეფონო კოდი - +1-473.

  • ინტერნეტ-დომენი - gd.

გრენადერი (ფრანგ.) - რჩეული ჯარისკაცი, რომელიც გაწვრთნილი იყო ხელის გრანატის ტყორცნაში XVII-XIX საუკუნეების ევროპულ არმიებში.

გრენადილი - პასიფლორას ზოგი ტროპიკული სახეობის ნაყოფი, მოწითალო კენკრა.

გრენაჟი (ფრანგ.) - აბრეშუმხვევია პეპლებისგან გრენის მიღება, დამზადება.

გრენგერი კლაივ - ინგლისელი ეკონომისტი, 2003 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი.

გრენგორი (გრენგუარი) პიერ - ფრანგი პოეტი-დრამატურგი, მწერალი (დაახლოებით 1475-1538 წწ).

გრენდელი - ბეოვულფის მიერ დამარცხებული ურჩხული VII-VIII საუკუნეების ანგლოსაქსონური ეპიური პოემის თანახმად.

გრენერი ვილჰელმ - გერმანელი სამხედრო მოღვაწე და მწერალი (1867 - 1939 წწ).

გრენვილ-ბარკერი ჰარლი გრენვილ - ინგლისელი დრამატურგი, რეჟისორი (1877-1946 წწ).

გრენი (ფრანგ.) - აბრეშუმხვევია პეპლის კვერცხი, საიდანაც გამოჰყავთ აბრეშუმის პეპლის მუხლუხა.

გრენლანდია - დედამიწის უდიდესი კუნძული ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში (2176 ათასი კვ. კმ.). დანიის კუთვნილი ტერიტორია.

გრენობლი - ქალაქი საფრანგეთში, 1968 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი (150 ათასი, გარეუბნებით 400 ათასი).

გრეპი ულავ კიურე - ნორვეგიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1879-1922 წწ).

გრესლი ამანც - შვეიცარიელი გეოლოგი (1814-1865 წწ).

გრესოვსკი - დაბა უკრაინის ყირიმის ოლქში.

გრესჰოფი იან - ნიდერლანდელი პოეტი (1888-1985 წწ).

გრეტრი ანდრე ერნესტ მოდესტ - ფრანგი კომპოზიტორი (1741-1813 წწ).

გრეტცკი უეინ - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კანადელი ჰოკეისტი (დაიბადა 1961 წელს).

გრეჩანინოვი ალექსანდრე - რუსი კომპოზიტორი (1864-1956 წწ).

გრეჩკო ანდრეი - მარშალი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი (1958 წ, 1973 წ), 1967-76 წლებში საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი (1903-1976 წწ.

გრეჩკო გიორგი - მფრინავი-კოსმონავტი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, 1975 დ 1977-78 წლების ფრენათა მონაწილე (დაიბადა 1931 წელს).

გრეციზმი (ფრანგ.) - ძველი ბერძნული ენიდან ნასესხები სიტყვა.

გრეხილავეჯი - რკინიგზის ბაქანი მარელის-ხარაგაულის გადასარბენზე.

გრეხილი

  1. გრეხით დამზადებული საგალანტერიო ნაწარმი.

  2. მიხვეულ-მოხვეული, კლაკნილი.

გრიაზი - ქალაქი რუსეთის ლიპეცკის ოლქში.

გრიაზოვეცი - დაბა რუსეთის ვოლოგდის ოლქში.

გრიალი - დიდი გამაყურებელი ხმაურობა.

გრიბანოვსკი - დაბა რუსეთის ვორონეჟის ოლქში.

გრიბასი ვინცას იურგე - ლიტველი მოქანდაკე, მონუმენტალისტი (1890-1941 წწ).

გრიბაუსკაიტე დალია (Dalia Grybauskaite) - ლიტვის მე-9 პრეზიდენტი 2009 წლის 12 ივლისიდან (დაიბადა 1956 წელს).

გრიბაჩოვი ნიკოლაი - რუსი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1910-1992 წწ).

გრიბზა - მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბზიფის მარჯვენა შენაკადი.

გრიბოედოვი ალექსანდრე - რუსი მწერალი, დრამატურგი, დიპლომატი. ალექსანდრე ჭავჭავაძის ასულის, ნინოს მეუღლე. დაკრძალულია თბილისში (1790 ან 1795 - 1829 წწ).

გრიბოვი ალექსეი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1902-1977 წწ).

გრიგალათი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ხევის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარეების ძირულისა და ჩხერიმელის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე რიკოთულის ორივე ნაპირას. ზღვის დონიდან - 600 მეტრი. ხარაგაულიდან - 48 კილომეტრი. წყაროებში პირველად იხსენიება 1628 წელს. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 469 კაცი.

გრიგალი

  1. ძლიერი გამანადგურებელი ქარი.

  2. ქართული ყოველდღიური სოციალ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთი. გამოდიოდა 1906 წელს.

გრიგი ედვარდ - ნორვეგიელი კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი (1843-1907 წწ).

გრიგი ნურდალ - ნორვეგიელი მწერალი (1902-1943 წწ).

გრიგიშკესი - დაბა ლიტვაში.

გრიგოლ ასათის ძე - XII-XIII საუკუნეების ჰერეთის ორი ერისთავის სახელი.

გრიგოლ ბაკურიანის ძე - XI საუკუნის საქართველოს გავლენიანი პოლიტიკური მოღვაწე (გარდაიცვალა 1086 წელს).

გრიგოლ განმანათლებელი (პართელი) - სომხეთის ქრისტიანული ეკლესიის ფუძემდებელი (დაახლოებით 239 - 326 წწ).

გრიგოლ დადიანი - ოდიშის მთავარი (1770-1804 წწ).

გრიგოლ დოდორქელი (ვახვახიშვილი) - XVII-XVIII საუკუნეების ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი.

გრიგოლ ნაზიანზელი (გრიგოლ ღვთისმეტყველი) - ბერძენი საეკლესიო მოღვაწე და მოაზროვნე, პოეტი (IV საუკუნე).

გრიგოლ ნოსელი (ნისელი) - ბერძენი საეკლესიო მწერალი, ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი (დაახლოებით 335 - 394 წწ).

გრიგოლ პალამა - ბიზანტიელი ღვთისმეტყველი და საეკლესიო მოღვაწე (III საუკუნე).

გრიგოლ სენვინცენტელი - ბელგიელი მათემატიკოსი (1584 - 1667 წწ).

გრიგოლ სინაიტი - ბიზანტიური მისტიკური მოძღვრების, ისიხაზმის, ფუძემდებელი (XIII-XIV სს).

გრიგოლ ტურელი (გეორგიუს ფლორენციუსი) - ფრანკების ისტორიკოსი (დაახლოებით 540-590 წწ).

გრიგოლ ხანძთელი - დიდი ქართველი სასულიერო მოღვაწე და მწერალი (759-861 წწ).

გრიგოლაანთკარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბაზალეთის თემის საკრებულო), ბაზალეთის პლატოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბაზალეთის პლატოს ჩრდილო-დასავლეთით. ზღვის დონიდან - 920 მეტრი, დუშეთიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 200 კაცი.

გრიგოლეთი - სოფელი და ტბა (გურიის დაბლობზე) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

გრიგოლი

  1. კახეთის პირველი მთავარი VIII საუკუნის 80-იან წლებში. გააერთიანა კახეთი, კუხეთი და გარდაბანი და იწოდა კახთა მთავრად ან ქორეპისკოპოსად.

  2. ოშკის ტაძრის მშენებელი (X საუკუნე).

  3. დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1696 1742 წლებში (ერისკაცობაში ლორთქიფანიძე).

  4. ამ სახელით ცნობილია რომის რამდენიმე პაპი:

გრიგოლ I (დიდი) - რომის პაპი 590-604 წლებში (დაახლოებით 540-604 წწ).

გრიგოლ VII (ჰილდებრანდი) - რომის პაპი 1073-1085 წლებში (დაახლოებით 1020-1085 წწ).

გრიგოლ IX (ერისკაცობაში გრაფი უგოლინო დე სენი) - რომის პაპი 1227-1241 წლებში (დაახლოებით 1145-1241 წწ).

გრიგოლ XIII (ერისკაცობაში უგო ბონკომპანი) - რომის პაპი 1572-1585 წლებში (1502-1585 წწ).

გრიგოლ XVI (ერისკაცობაში ბარტოლომეო ალბერტო კაპელარი) - რომის პაპი 1831-46 წლებში.

გრიგოლია ვლადიმერ (ლადო) - გრაფიკოსი და მოქანდაკე (1903-1977 წწ).

გრიგოლია კონსტანტინე - ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1904-1985 წწ).

გრიგოლისძე ასათ - ჰერეთის ერისთავი XII საუკუნის 80-იან წლებში. ერისთავობა წაართვა საღირ კოლონკელიძეს.

გრიგოლისძენი - ფეოდალური საგვარეულო XII-XIII საუკუნეების საქართველოში.

გრიგოლიში - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

გრიგორ აღთამარცი (აღთამარელი) - სომეხი პოეტი და სასულიერო მოღვაწე (XVI საუკუნის I ნახევარი).

გრიგორ დარანაღცი (დარანაღელი, კამახელი) - სომეხი ისტორიკოსი (1576-1643 წწ).

გრიგორ მაგისტროსი (პაპლავუნი, ბჯნეცი) - სომეხი პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი (გარდაიცვალა 1058 ან 1059 წელს).

გრიგორ ნარეკაცი (ნარეკელი) - დიდი სომეხი სასულიერო პოეტი, საეკლესიო მწერლისა და სწავლულის ხოსრო ანძევაცის შვილი (951-1003 წწ).

გრიგორ ტათევაცი (ტათეველი) - სომეხი ფილოსოფოსი, საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე (1346-1409 წწ).

გრიგორაშვილი გრიგოლ - ოპერის მომღერალი, ბანი, საქართველოს სახალხო არტისტი (1905-1962 წწ).

გრიგორაშჩენკო ლეონიდ - მოლდაველი ფერმწერი და გრაფიკოსი (დაიბადა 1924 წელს).

გრიგორესკუ ნიკოლაე იონ - რუმინელი ფერმწერი (1838-1907 წწ).

გრიგორიანი სერგო - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1921-1943 წწ).

გრიგორიანი მარკ - სომეხი არქიტექტორი (1900-1978 წწ).

გრიგორიანული კალენდარი - წელთაღრიცხვის სისტემა („ახალი სტილი“), რომელიც შემოღებულ იქნა 1582 წელს პაპ გრიგორი XIII-ის დროს იულიუსის კალენდრის ნაცვლად.

გრიგორიევი აფანასი - რუსი არქიტექტორი (1782-1862 წწ).

გრიგორიევი ბორის - რუსი მხატვარი (1886-1939 წწ).

გრიგორიევი ოლეგ - რუსი პოეტი (1943-1990 წწ).

გრიგორიევი რომან - რუსი კინორეჟისორი (1911-1972 წწ).

გრიგორიევი სერგეი - უკრაინელი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1910-1990 წწ).

გრიგორიოპოლი - დაბა მოლდავეთში.

გრიგოროვიჩ-ბარსკი ივანე - უკრაინელი არქიტექტორი (1713-1785 წწ).

გრიგოროვიჩი დიმიტრი - რუსი მწერალი (1822-1900 წწ).

გრიგოროვიჩი იური - რუსი ბალეტმაისტერი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1927 წელს).

გრიგულისი არვიდას - ლატვიელი მწერალი (1906-1990 წწ).

გრიეკო რუჯერო - იტალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1899-1955 წწ).

გრივა (ნამდვილი სახელი და გვარი ჟან ფოლმანისი) ჟანის - ლატვიელი მწერალი (1910-1990 წწ).

გრივენიკი - ძველრუსული მონეტა (=10 კაპიკს)

გრივენკა - მასის ძველრუსული საზომი (=410 გ).

გრივი - მარცვლეულის ძველი საწყაო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში (დაახლოებით 100 კილოგრამი).

გრივიცა - ყოფილი ქალაქი რუმინეთში, ახლანდელი ბუქარესტის ერთ-ერთი რაიონი.

გრივნა - უკრაინის ფულის ერთეული, შემოღებულ იქნა 1996 წელს.

გრივუაზული (ფრანგ.) - მხიარული და ამავე დროს ფუქსავატური, ცოტა არ იყოს უხამსი.

გრიზაილი (ფრანგ.) - დეკორატიული ფერწერის სახეობა, რომელიც შესრულებულია ერთი ფერის სხვადასხვა ტონით.

გრიზეტი - საფრანგეთის ცხოვრების ამსახველ რომანებში: თავისი შრომით მცხოვრები ახალგაზრდა ქალი-პერსონაჟი; სატრფო სტუდენტისა, მსახიობისა, მხატვრისა და სხვა.

გრიზი კარლოტა - იტალიელი ბალეტის მსახიობი ქალი (1819-1899 წწ).

გრიზი ჯუდიტა - იტალიელი მომღერალი ქალი (1805-1840 წწ).

გრიზი ჯულია - იტალიელი მომღერალი ქალი (1811-1869 წწ) - ბელკანტოს ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები.

გრიზინგერი ვილჰელმ - გერმანელი ფსიქიატრი და ნევროპათოლოგი, სამეცნიერო ფსიქიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1817-1868 წწ).

გრიზლი (ინგლ.) - ამერიკის კონტინენტზე მობინადრე ძალიან დიდი ზომის დათვი.

გრიზოდუბოვა ვალენტინა - მფრინავი ქალი, საბჭოთა კავშირის გმირი, პოლკოვნიკი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1910 - 1993 წწ).

გრიზონი - მტაცებელი ძუძუმწოვარა ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა.

გრიკი - ხე, მთის ჟოლო (საბა).

გრილბარი - სამწვადე, სადაც გამართულია გრილი.

გრილი

  1. ოდნავ სასიამოვნოდ ცივი.

  2. სპეციალური კარადა, რომელშიც მოწყობილია გისოსები ან მბრუნავი შამფურები ხორცის დიდი ნაჭრების შესაწვავად.

გრილი ჰორას - აშშ-ს პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი (1811-1872 წწ).

გრილიაჟი (ფრანგ.) - კანფეტი, რომელშიც ჩართულია მოხალული ნიგოზი ან ნუში.

გრილო - მზეს მოფარებული ადგილი.

გრილპარცერი ფრანც - ავსტრიელი მწერალი ქალი (1791-1872 წწ).

გრიმაილოვი - დაბა (უკრაინის) ტერნოპოლის ოლქში.

გრიმალდი - მღვიმეთა ჯგუფი ქალაქ ვენტიმილიასთან, ხმელთაშუა ზღვის ნაპირას (იტალია).

გრიმალდი ფრანჩესკო მარია - იტალიელი ფიზიკოსი და ასტრონომი (1618-1663 წწ).

გრიმალდი ჯოზეფ - ინგლისელი მსახიობი კომიკოსი (1778-1837 წწ).

გრიმალდი - მონაკოს მმართველი დინასტია. წარმოშობით გენუიდანაა, ითვლებოდა XII-XV საუკუნეში იტალიაში არსებული გველფების პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელ გვარად.

გრიმასა (ფრანგ.) - სახის მანჭვა განზრახ ან უნებლიედ.

გრიმაუ გარსია ხულიან - ესპანეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1911-1963 წწ).

გრიმგურები - ჩრდილოევროპელთა მითოლოგიაში თოვლის, ყინულის, სუსხის ბუმბერაზები, ბუნების სისასტიკის განსახიერებანი.

გრიმე ჰუბერტ - გერმანელი ისლამმცოდნე და სემიტოლოგი (1911-1963 წწ).

გრიმები ძმები იაკობ (1785-1863 წწ) და ვილჰელმ (1786-1859 წწ) - გერმანელი ფილოლოგები, ფოლკლორისტები და ენათმეცნიერები, ცნობილი ზღაპრების ავტორები.

გრიმელსჰაუზენი ჰანს იაკობ კრისტოფელ ფონ - გერმანელი მწერალი, გროტესკულ-სატირული რომანის „სიმპლიციმუსის“ ავტორი (დაახლოებით 1621-1676 წწ).

გრიმზბი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის ჰამბერსაიდის საგრაფოში.

გრიმზურთები - ბუმბერაზები ჩრდილოევროპელთა მითოლოგიაში, აზთა მტრები.

გრიმი (ფრანგ.)

  1. მსახიობის სახის შეცვლა სპეციალური საღებავებით.

  2. სახის ასეთი შეცვლისათვის საჭირო ცხიმოვანი საღებავები.

გრიმიორი - გრიმის კეთების სპეციალისტი.

გრიმო - ათოსის მსახური ალექსანდრე დიუმა-მამის რომანში „სამი მუშკეტერი“.

გრიმო ლუი ედუარდ - ფრანგი ქიმიკოსი (1835-1900 წწ).

გრინ-ბეი - ქალაქი აშშ-ს ვისკონსინის შტატში.

გრინბერგი ჯოზეფ ჰაროლდ - ამერიკელი ანთროპოლოგი, ეთნოგრაფი და ენათმეცნიერი (დაიბადა 1915 წელს).

გრინგარდი პაულ - ამერიკელი ფიზიოლოგი, 2000 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1925 წელს).

გრინგო (ესპ.) - მექსიკაში უპატივცემლობის გამომხატველი მეტსახელი უცხოელისა (უპირატესად ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლისა), რომელიც ესპანურად არ ლაპარაკობს.

გრინდა - შავი დელფინი. ძუძუმწოვარა ცხოველი კბილიანი ვეშაპების ქვერიგისა.

გრინდელვალდის მყინვარები - ორი მყინვარი ბერნის ალპებში (შვეიცარია).

გრინევიცკი იგნატი - რუსი რევოლუციონერი, ხალხოსანი (1856-1881 წწ).

გრინვილი - ქალაქი აშშ-ს სამხრეთ კაროლინის შტატში.

გრინვიჩი (გრინუიჩი) - საქალაქო ოლქი დიდ ბრიტანეთში, 1964 წლიდან დიდი ლონდონის კონურბაციაშია (215 ათასი).

გრინვუდი რობერტ - ინგლისელი მწერალი (1897-1985 წწ).

გრინი - ნაკრძალი ლატვიის დასავლეთ ნაწილში.

გრინი (ნამდვილი გვარი გრინევსკი) ალექსანდრე - რუსი მწერალი (1880-1932 წწ).

გრინი გრემ - ინგლისელი მწერალი (1904-1991 წწ).

გრინი რობერტ - ინგლისელი მწერალი, დრამატურგი (1558 ან 1560 - 1592 წწ).

გრინი ჯორჯ - ინგლისელი მათემატიკოსი (1793-1841 წწ).

გრინიარი ფრანსუა ოგიუსტ ვიქტორ - ფრანგი ქიმიკოსი, 1912 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1871-1935 წწ).

გრინკოვი სერგეი - რუსი სპორტსმენი, ე.გორდეევასთან ერთად მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონი ფიგურულ სრიალში (1967-1995 წწ).

გრინოკი - ქალაქი-პორტი შოტლანდიაში (დიდი ბრიტანეთი).

გრინპისი (მწვანე მშვიდობა) - დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც მიზნად აქვს დასახული გარემოს დაცვა. დაარსდა 1971 წელს კანადელი და ამერიკელი აქტივისტების მცდელობით.

გრინ-რივერი - მდინარეები აშშ-ში:

  1. კენტუკის შტატში, ოჰაიოს მარცხენა შენაკადი (449 კმ).

  2. ვაიომინგის და იუტას შტატებში, კოლორადოს მარჯვენა შენაკადი (1180 კმ).

გრინსბონი - მჭიდროდ ნაქსოვი ბამბის ქსოვილი.

გრინსბორო - ქალაქი აშშ-ს ჩრდილოეთ კაროლინის შტატში (185 ათასი).

გრინუეი პიტერ - ინგლისელი კინორეჟისორი და მხატვარი (დაიბადა 1942 წელს).

გრინჩენკო ბორის - უკრაინელი მწერალი (1863-1910 წწ).

გრინჩენკო ვიაჩესლავ - რუსი საოპერო მომღერალი, ბანი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1938 წწელს).

გრიოლი მარსელ - ფრანგი ეთნოგრაფი, აფრიკანისტი (1898-1956 წწ).

გრიოტი (მორელი) - ალუბლის ჯიში.

გრიპი (ფრანგ.) - მწვავე ინფექციური დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია სასუნთქი ორგანოების ანთება (ინფლუენცა).

გრიპიჩი ვლადიმერ - უკრაინელი რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1923 წელს).

გრირსონი ჯონ - ინგლისელი კინორეჟისორი-დოკუმენტალისტი (1898-1972 წწ).

გრირსონი ჯორჯ აბრაჰამ - ინგლისელ-ირლანდიელი ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე (1851-1941 წწ).

გრისი იოჰან პეტერ - გერმანელი ქიმიკოსი (1829 1888 წწ ).

გრისი ხუან - ესპანელი მხატვარი, კუბიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი (1887-1927 წწ).

გრისომი ვირჯილ - აშშ-ს პირველი მფრინავი-კოსმონავტი. სუბორბიტარული ფრენის მონაწილე 1961 წლის ივლისში, ორბიტალური ფრენა 1965 წელს (1926-1967 წწ).

გრიუბე ფრენსის - ფრანგი მხატვარი (1912-1948 წწ).

გრიუნბერგი კარლ - გერმანელი მწერალი (1891-1972 წწ).

გრიუნბერგი ლაზერ - რუმინეთის ანტიფაშისტური მოძრაობის მოღვაწე (1911-1944 წწ).

გრიუნბერგ-მანაგო მარიანა - ფრანგი ბიოქიმიკოსი ქალი (დაიბადა პეტერბურგში 1921 წელს).

გრიუნდგენსი გუსტავ - გერმანელი მსახიობი და რეჟისორი (1899-1963 წწ).

გრიუნდერი (გერმ.) - საწარმოს, სააქციო საზოგადოების დამაარსებელი.

გრიუნევალდი - მ. ნაიტჰარდტის პირობითი სახელი.

გრიუნვალდის ბრძოლა - 1410 წლის ბრძოლა პოლონეთ-ლიტვა-რუსეთის ჯარებსა და ტევტონთა ორდენს შორის.

გრიუნენდალი - ბელგიური ძაღლის ჯიში.

გრიუნი ანასტაზიუს (ნამდვილი სახელი და გვარი ანტონ ალექსანდერ ფონ აუერშპერგი) - გერმანელი პოეტი (1806 - 1876 წწ).

გრიუნი ვიქტორ - ამერიკელი არქიტექტორი (1909-1990 წწ).

გრიუნი მაქს ფონ დერ - გერმანელი მწერალი (დაიბადა 1926 წელს).

გრიუნფელდი იეჰუდა - ებრაელი (ისრაელი) მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1956 წელს).

გრიუნფელდი ერნსტ - ავსტრიელი მოჭადრაკე და ჭადრაკის თეორიტიკოსი, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1893 წელს).

გრიფელი (გერმ.) - თიხიანი ფიქლის რბილი ჩხირი ასპიდის დაფაზე საწერად.

გრიფი

  1. (ბერძნ.) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლომისტანიანი და არწივისთავიანი ურჩხული, იგივე გრიფონი.

  2. სიმებიანი საკრავის ყელზე სიგრძივ დაკრული ფირფიტა.

  3. ბეჭედი, შტამპი, რომელზეც ხელნაწერის ნიმუში ან რაიმე სხვა ხელნაწერის ტექსტია ამოკვეთილი.

  4. ჭიდაობაში მოწინააღმდეგის ხელის გაკავება.

  5. მტაცებელი ფრინველი, იგივე სვავი.

გრიფითი არტურ - ირლანდიის პოლიტიკური მოღვაწე (1872-1922 წწ).

გრიფითი დევიდ უორკ - ამერიკელი კინორეჟისორი (1875-1948 წწ).

გრიფითი მელანი (გრიფიტი) - ამერიკელი კინომსახიობი ქალი, ანტონიო ბანდერასის მეუღლე (დაიბადა 1957 წელს).

გრიფით-ჯოინერი დელორეზ ფლორენს - ამერიკელი სპორტსმენი ქალი (მძლეოსნობა), ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონი მოკლე დიტანციებზე სირბილში (დაიბადა 1959 წელს).

გრიფიუსი (ნამდვილი გვარი გრაიფი) ანდრეას - გერმანელი პოეტი და დრამატურგი (1616-1664 წწ).

გრიფონაჟი - იმპროვიზაციული ხასიათის სახელდახელო ჩანახატები.

გრიფონი (ფრანგ.)

  1. გრძელბალნიანი მეძებარი ძაღლი.

  2. იგივე გრიფი.

გრიშაშვილი (ნამდვილი გვარი მამულაიშვილი) იოსებ - საქართველოს სახალხო პოეტი, აკადემიკოსი (1889-1965 წწ).

გრიშინი ევგენი - რუსი მოციგურავე სპორტსმენი, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონი (დაიბადა 1931 წელს).

გრიშინი ვიქტორ - კომუნისტური ეპოქის მაღალჩინოსანი მოღვაწე, სკკპ მოსკოვის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი XX საუკუნის 60-80-იან წლებში (1914 - 1992 წწ).

გრიშკიავიჩუსი პიატრას - საბჭოთა ეპოქის მაღალჩინოსანი პარტიული მოღვაწე, ლიტვის კპ ცკ-ის პირველი მდივანი XX საუკუნის 70-80-იან წლებში (დაიბადა 1924 წელს).

გრიშკო მიხეილ - უკრაინელი ოპერის მომღერალი, ბარიტონი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1901-1973 წწ).

გრიშკოვცი - დაბა უკრაინის ჟიტომირის ოლქში.

გრიცაი ალექსეი - რუსი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1914 წელს).

გრიცევეცი სერგეი - მფრინავი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, ორივე გმირობა ჩაიდინა 1939 წელს (1909-1939 წწ).

გრიცევი - დაბა უკრაინის ხმელნიცკის ოლქში.

გრიცენკო ნიკოლაი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა მოსკოვის ვახტანგოვის სახელობის თეატრში (1912-1979 წწ).

გრიცოვსკი - დაბა რუსეთის ტულის ოლქში.

გრიჰიასუტრები - ძველინდური ტექსტები, სადაც საყოფაცხოვრებო რიტუალებია აღწერილი.

გრო - მარტო ფრინველთაგანი (საბა).

გრო ანტუან - ფრანგი ფერმწერი, ნაპოლეონის პირადი მხატვარი (1771-1835 წწ).

გრობიანიზმი - XV-XVI საუკუნეების გერმანული ბიურგერული ლიტერატურის ნაკადი, გამოხატავდა მოქალაქეთა დაბალი ფენების სატირულ განწყობას არსებული სინამდვილის მიმართ.

გრობინია - ქალაქი ლატვიაში.

გროგი (ინგლ.) - მაგარი სასმელი, შაქრიანი ცხელი წყლით შეზავებული რომი, კონიაკი ან არაყი.

გროდნო - ქალაქი ბელორუსიაში, საოლქო ცენტრი (285 ათასი).

გროდოვკა - დაბა უკრაინის დონეცკის ოლქში.

გროვა - ერთგან თავმოყრილი რამ.

გროვე (გროუვი, გროვი) უილიამ რობერტ - ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1811-1896 წწ).

გროზა - რუმინელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე (1884-1958 წწ).

გროზნო (გროზნი) - რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქი (390 ათასი).

გროზოსი აპოსტოლოს - საბერძნეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1892-1981 წწ).

გრომადა - იხილე გმინა.

გრომადები - უკრაინული ინტელიგენციის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციები XIX საუკუნის მეორე ნახევარში.

გრომადკა იოზეფ - ჩეხი სასულიერო მოღვაწე, მსოფლიოს მშვიდობის საბჭოს წევრი, 1958 წლის ლენინის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი (1889-1969 წწ).

გრომეკა იპოლიტე - რუსი ფიზიკოსი (1851-1989 წწ).

გრომიკო ანდრეი - კომუნისტური ეპოქის მაღალჩინოსანი მოღვაწე, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი 1957-1985 წლებში, 1985-88 წლებში სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე (1909-1989 წწ).

გრომნიტსკი პეტრე - რუსი დეკაბრისტი, პორუჩიკი (1803-1851 წწ).

გრომოვა ულიანა - მეორე მსოფლიო ომის დროს ორგანიზაცია „ახალგაზრდა გვარდიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე ფადეევის ამავე სახელწოდების რომანის მთავარი პერსონაჟი (1924-1943 წწ).

გრომოვი ბორის - რუსი მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი, ავღანეთის ომის მონაწილე, საბჭოთა კავშირის გმირი (დაიბადა 1943 წელს).

გრომოვი მიხაილ - მფრინავი, გენერალ-პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი (1899-1985 წწ).

გრონინგენი - ქალაქი ნიდერლანდში (170 ათასი).

გრონკი ჯოვანი - იტალიის პრეზიდენტი 1955-62 წლებში (1887-1978 წწ).

გროოთები - გერმანელი ფერმწერი ძმები: გეორგ კრისტოფ (1716-1749 წწ) და იოჰან ფრიდრიხ (1717-1801 წწ), მოღვაწეობდნენ რუსეთში.

გროოტი ალბერტ ვილემ დე - ჰოლანდიელი ფილოლოგი (1892-1963 წწ).

გროპერი უილიამ - ამერიკელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1897-1985 წწ).

გროპიუსი ვალტერ - გერმანელი არქიტექტორი, დიზაინერი და არქიტექტურის თეორიტიკოსი (1883-1969 წწ).

გროსბუხი (გერმ.) - ბუხჰალტერიაში მთავარი დავთარი.

გროსგლოკნერი - მწვერვალი ავსტრიის მაღალი ტაუერნის ქედზე, ალპებში (3797 მ).

გროსე ერნსტ - გერმანელი ეთნოგრაფი და ხელოვნებათმცოდნე (1867-1927 წწ).

გროსეტო - ქალაქი იტალიაში.

გროსი (გერმ.)

  1. ვაჭრობაში თორმეტი დუჟინი (144 ცალი).

  2. წვრილ-წვრილი ნივთების სათვლელი ერთეული.

გროსი ჟორჟ (ნამდვილი სახელი და გვარი გეორგ ერენფრიდი) - გერმანელი მხატვარი (1893-1959 წწ).

გროსმაისტერი (გერმ.)

  1. უმაღლესი სპორტული წოდება ჭადრაკსა და შაშში.

  2. შუა საუკუნეებში სასულიერო-რაინდული ორდენის მეთაური.

გროსმანი ვასილი (ნამდვილი სახელი იოსიფ) - რუსი მწერალი (1905-1965 წწ).

გროსო ალფონსო - ესპანელი მწერალი (დაიბადა 1928 წელს).

გროსპეტერი ატილა - უნგრელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1960 წელს).

გროსული იაკიმ - მოლდაველი ისტორიკოსი, მოლდავეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი (1912-1976 წწ).

გროსფატერი - ძველი გერმანული სახუმარო ცეკვა.

გროსჰეიმი ალექსანდრე - საბჭოთა ეპოქის ბოტანიკოსი, აკადემიკოსი (1888-1948 წწ).

გროტგერი არტურ - პოლონელი გრაფიკოსი და ფერმწერი (1837-1967 წწ).

გროტევოლი ოტო - გერმანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1894-1964 წწ).

გროტესკი (ფრანგ.)

  1. მხატვრული ხერხი, რაც დაფუძნებულია მეტისმეტ გაზვიადებაზე, მკვეთრი კონტრასტულობის შეხამებაზე.

  2. კომპიუტერული შრიფტის ერთ-ერთი სახეობა.

გროტესკული - უცნაური, კომიკურ-ფანტასტიური.

გროტეფენდი გეორგ ფრიდრიხ - გერმანელი ფილოლოგი, ძველსპარსული ლურსმული დამწერლობის ერთ-ერთი პირველი შემსწავლელი (1775-1853 წწ).

გროტი

  1. გამოქვაბული კლდის ფლატოვან ნაპირზე.

  2. ბუნებრივი გამოქვაბულის მსგავსი საპარკო ნაგებობა.

  3. ქვედა სწორი იალქანი გროტ-ანძაზე.

გროტონი - ქალაქი აშშ-ს კონექტიკუტის შტატში.

გროტსი იანის - ლატვიელი პოეტი (1901-1968 წწ).

გროტჰუსი (გროტუსი) კრისტიან იოჰან დიტრიხ - ბალტიისპირელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, წარმოშობით გერმანელი (1785-1822 წწ).

გროუვი ენდრიუ (ნამდვილი სახელი და გვარი ანდრაში გროფი) - ამერიკელი მეცნიერი და მეწარმე, მიკროპროცესორების მწარმოებელი ფირმა «ინტელ»-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი (დაიბადა 1936 წელს).

გროუვი ფრედერიკ ფილიპ - კანადელი მწერალი (1872-1948 წწ).

გროში (პოლონ.)

  1. ძალიან ცოტა ფული.

  2. წვრილი ფული პოლონეთსა და ავსტრიაში.

გროშკოვსკი იანუშ - პოლონელი ფიზიკოსი (1898-1984 წწ).

გროციუსი ჰუგო დე გროოტი - ჰოლანდიელი მეცნიერი, იურისტი, სოციოლოგი, სახელმწიფო მოღვაწე (1583-1645 წწ).

გროძიანკა - დაბა ბელორუსიის მოგილიოვის ოლქში.

გრუ შარლ დე - ბელგიელი ფერმწერი (1825-1870 წწ).

გრუბერი - სასოფლო-სამეურნეო იარაღი, ნიადაგის ღრმად გასაფხვიერებელი კულტივატორი.

გრუზა - ხშირი და ხუჭუჭა თმა.

გრუზია - საქართველო რუსულ ენაზე.

გრუზინოვები - რუსეთის სამეფო კარზე დაწინაურებულ, ჩამომავლობით ქართველ აზნაურთა გვარი (XVIII საუკუნე).

გრუზინოვი ილია - წარმოშობით ქართველი რუსი ანატომი და ფიზიოლოგი (1781-1813 წწ).

გრუზინსკები - ვახტანგ VI-ის და გიორგი XII-ის ზოგიერთი შთამომავალ ბაგრატიონთა რუსეთში მიღებული გვარი.

გრუზინსკი (ბაგრატიონი) პეტრე - რუსი ფერმწერი, ბატალისტი (1837-1892 წწ).

გრუზინსკი (ბაგრატიონი) პეტრე - ქართველი პოეტი, პოპულარული სიმღერების ტექსტების ავტორი (1920-1984 წწ).

გრუი (გრუა) - ციხესიმაგრე ქსნის ხეობაში.

გრუმ-გრჟიმაილო გრიგოლ - რუსი გეოგრაფი, შუა და ცენტრალური აზიის მკვლევარი (1860-1928 წწ).

გრუმი (ინგლ.) - მსახური, რომელიც ცხენით ახლდა მხედარს ან იჯდა ეკიპაჟის კოფოზე.

გრუნდიგი ლეა - (ქალიშვილობის გვარი ლანგერი) გერმანელი გრაფიკოსი ქალი (1906-1977 წწ).

გრუნდიგი ჰანს - გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1901-1058 წწ).

გრუნდტვიგი ნიკოლაი ფრედერიკ სევერინ - დანიელი მწერალი (1783-1872 წწ).

გრუნებაუმი გუსტავ ედმუნდ - ამერიკელი არაბისტი და ისლამმცოდნე (1909-1972 წწ).

გრუნტი (გერმ.)

  1. მიწა, ნიადაგი.

  2. საღებავის პირველი პირი ნახატის ტილოზე.

  3. ძირითადი ფონი.

გრუნტოვი (ჰოლანდ.)

  1. ქერელის ტილოს ლენტები ან გვარლი, რომლებიც შემოჭერილი აქვს გემზე ჩამოკიდულ ნავს და იცავს მას ქანაობისაგან.

  2. ბაგირები, ფოლადის ლენტები.

გრუოდისი იოზას - ლიტველი კომპოზიტორი და დირიჟორი (1884 - 1948 წწ).

გრუპეტო (იტალ.) - მელოდიური სამკაული, რომელიც 4-5 ნოტისაგან შედგება; კვანძი.

გრუპენფიურერი (გერმ.) - ოფიცრის წოდება ფაშისტურ გერმანიაში (შეესაბამება გენერალ-ლეიტენანტს).

გრუსე პასკალ - პარიზის კომუნის წევრი, პუბლიცისტი (1845-1909 წწ).

გრუსი (გურუნსი, გრუნში) - განასა და ზემო ვოლტაში მცხოვრები ხალხი.

გრუშასი იუოზას - ლიტველი მწერალი (1901-1986 წწ).

გრუშე ვაჩნაძე - ბერტოლტ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრის“ პერსონაჟი ქალი (რუსთაველის სახელობის თეატრში - იზა გიგოშვილის შესრულებით).

გრუშევკა - მდინარე ტუზლას მარცხენა შენაკადი (როსტოვი, რუსეთი).

გრუშევოე - დაბა რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში.

გრუშეცკი არტურ - პოლონელი მწერალი (1852-1909 წწ).

გრუში ემანუილ დე - მარკიზი, ფრანგი მხედართმთავარი, ნაპოლეონის არმიის მარშალი (1766-1847 წწ).

გრუძიონძი - ქალაქი პოლონეთის ტორუნის სავოევოდოში (105 ათასი).

გრუხუნი - გამაყრუებელი ხმაურობა.

გრძედი - მანძილი ნოლი (გრინვიჩის) მერიდიანიდან პარალელების მიმართულებით

გრძელველები - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (სიონის სადაბო საკრებულო), გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე ვაშლიანის (ივრის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1090 მეტრი, თიანეთიდან - 42 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 10 კაცი.

გრძელველების ტბა - ტბა თიანეთის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე.

გრძელი

  1. რასაც დიდი სიგრძე აქვს.

  2. დიდი, გაჭიანურებული.

გრძელი ტბა - ტბა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე.

გრძელი ჭალა - სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში.

გრძელტერფასებრნი - ძუძუმწოვრების ოჯახი პრიმატების რიგისა, გარდამავალი ფორმა ლემურისებრნსა და უმდაბლეს მაიმუნებსა შორის.

გრძელფეხა - ძუძუმწოვრების ოჯახი მღრღნელების რიგისა, გარეგნულად პატარა კენგურუს ჰგვანან.

გრძელფრთიანა - ძუძუმწოვართა გვარი ჩვეულებრივი ღამურების ოჯახისა.

გრძივი - სიგრძეზე აღებული ზომა.

გრძნება - ჯადოსნობა, მისნობა.

გრძნეული

  1. ჯადოქარი, მისანი.

  2. მომხიბლავი, მომაჯადოებელი.

გრძნობა

  1. განცდა რაიმე ემოციისა.

  2. იგივეა, რაც ცნობიერება.

გრძნობიერება - გრძნობის მქონებლობა.

გრჯღა - დიდი ხის ტანზე განშტოებული მსხვილი ტოტი.

2.14 გუ

▲ზევით დაბრუნება


გუადალავიარი - მდინარე ტურიის ზემო დინების სახელწოდება ესპანეთში.

გუადალკანალი - კუნძული სოლომონის კუნძულების ჯგუფში, წყნარ ოკეანეში.

გუად-იხუ - ბორცვი სოხუმის ტერიტორიაზე, სადაც აღმოჩნდა სხვადასხვა ხანის არქეოლოგიური ძეგლები.

გუავიარე (ზემო დინებაში - გუაიაბერო) - მდინარე კოლუმბიაში, ორინოკოს შენაკადი (1300 კმ).

გუაიაბერო - მდინარე გუავიარეს სახელი ზემო დინებაში.

გუაიაკი - პარაგვაიში მცხოვრები ტომი.

გუაიაკილი

  1. წყნარი ოკეანის უბე სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროსთან.

  2. ქალაქი ეკვადორში (1,5 მილიონი).

გუაიანია - მდინარე რიუ-ნეგრუს სათავის სახელწოდება კოლუმბიაში.

გუაიკურუ - არგენტინაში მცხოვრებ ინდიელთა ტომი.

გუაირა (სეტი-კედასი) - ჭორომებისა და ჩანჩქერების რიგი მდინარე პარანაზე (ბრაზილია-პარაგვაი).

გუალეგუაიჩუ - ქალაქი არგენტინის ენტრე-რიოსის პროვინციაში.

გუამი - კუნძული მარიანის კუნძულების ჯგუფში წყნარ ოკეანეში, ეკუთვნის აშშ-ს.

გუანაბაკოა - ქალაქი კუბაში, შედის დიდი ჰავანის შემადგენლობაში.

გუანაბარა - ბრაზილიის შტატი.

გუანაკო (იტალ.) - ძუძუმწოვარა ცხოველი ლამების გვარისა, ბინადრობს სამხრეთ ამერიკის მაღალ მთებში. ძვირფას მატყლს იძლევა.

გუანახუატო - ქალაქი (70 ათასი) და შტატი მექსიკაში.

გუანდუნი (კვანტუნი)

  1. ჩინეთის ლიაოდუნის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთი დაბოლოების სახელი.

  2. პროვინცია ჩინეთში.

გუან-დი - ჩინურ მითოლოგიაში ომის ღმერთი, ჯარისკაცთა მფარველი, დემონთა შემმუსვრელი.

გუანინი

  1. ჩინური ბუდიზმის მითოლოგიაში - მოწყალების მდედრი ღვთაება.

  2. ამინო-6-ოქსიპურინი. მცენარეთა და ცხოველთა უჯრედებში გავრცელებული პურინის ფუძე.

გუანმინ ჟიბაო - ჩინეთის ყოველდღიური გაზეთი, გამოდის 1949 წლიდან, პეკინში.

გუანო (ესპ.) - გამომშრალი სკორე ზღვის ფრინველებისა, იყენებენ სასუქად.

გუაონოზინი - ნუკლეოზიდი, შედგება რიბოზისა და გუანინისაგან, უფერო კრისტალებია.

გუანსიუი (ძაი ტიანი) - ჩინეთის იმპერატორი (1871-1908 წწ).

გუანტანამო - ქალაქი აღმოსავლეთ კუბაში (200 ათასი).

გუანფუხოი - XX საუკუნის დასაწყისის ჩინეთის რევოლუციური ორგანიზაცია.

გუანჩები - კანარის კუნძულების აბორიგენი მოსახლეობა.

გუან-ძი - ჩინელი ფილოსოფოსი (ძვ.წ.აღ. VII საუკუნე).

გუან ხან-ცინი - ჩინელი დრამატურგი (XIII ს).

გუანჯოუ (კანტონი) - ქალაქი-პორტი სამხრეთ ჩინეთში, გუანდუნის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (3 მილიონი).

გუანჯოუვანი - სამხრეთ ჩინეთის ზღვის ყურე.

გუაპორე - მდინარე მამორეს მარჯვენა შენაკადი (აშშ).

გუარამი (გვარამი) - ქართლის პირველი ერისმთავარი მეფობის გაუქმების (523 წელი) შემდეგ.

გუარანა - მარადმწვანე ბუჩქი საპინდისებრთა ოჯახისა.

გუარანი

  1. იგივე გვარანი.

  2. პარაგვაიში მცხოვრები ხალხი და ამავე ხალხის ენა.

გუარდატი ტომაზო (მაზუჩო სალერნოელი) - იტალიელი მწერალი (დაახლოებით 1420-1475 წწ).

გუარდი ფრანჩესკო - იტალიელი ფერმწერი (1712-1793 წწ).

გუარდინი რომანო - იტალიელი რელიგიური მოღვაწე, მწერალი, ფილოსოფოსი (1885-1968 წწ).

გუარიკო - შტატი ვენესუელის ჩრდილოეთ ნაწილში.

გუარინი გუარინო - იტალიელი არქიტექტორი (1624-1683 წწ).

გუარინი ჯან ბატისტა - იტალიელი პოეტი, ლიტერატურისა და ხელოვნების თეორიტიკოსი (1538-1612 წწ).

გუარულიუსი - ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში (550 ათასი).

გუაში (ფრანგ.)

  1. წყალსა და წებოში გაქნილი საღებავი, რომელშიც შერეულია თეთრა.

  2. ასეთი საღებავით შესრულებული ნახატი.

გუახარო - სამხრეთ ამერიკაში მობინადრე უფეხურასნაირთა რიგის ფრინველი.

გუახირა (გოახირა) - ნახევარკუნძული სამხრეთ ამერიკაში (კოლუმბია-ვენესუელა).

გუახირო - არავაკების ჯგუფის ინდიელი ხალხი, ბინადრობენ სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში.

გუბადლი - დაბა აზერბაიჯანში.

გუბაზ I - ეგრისის მეფე V საუკუნის 50-60-იან წლებში.

გუბაზ II - ეგრისის მეფე VI საუკუნის 40-50-იან წლებში (გარდაიცვალა 554 წელს).

გუბაზეული (გუბაზოული) - მდინარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სუფსის მარცხენა შენაკადი.

გუბაიდულინა სოფია - რუსი კომპოზიტორი (დაიბადა 1931 წელს).

გუბანოვი ლეონიდ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1928 წელს).

გუბარევი ალექსანდრე - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, 1975 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1931 წელს).

გუბახა - ქალაქი რუსეთის პერმის ოლქში.

გუბე - მცირედ ჩაღრმავებულ ადგილას დამდგარი წყალი.

გუბელაძე ვლადიმერ - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1921-1945 წწ).

გუბელი (მეძმარიაშვილი) სერგო - რევოლუციური მოძრაობის აქტიური მონაწილე კავკასიაში (1892-1929 წწ).

გუბენი - ქალაქი გერმანიის ბრანდენბურგის მხარეში.

გუბენკო ნიკოლაი - რუსი მსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის უკანასკნელი კულტურის მინისტრი 1991-92 წლებში (დაიბადა 1941 წელს).

გუბერი ბორის - რუსი მწერალი (1903-1937 წწ).

გუბერი ედუარდ - რუსი პოეტი (1814-1847 წწ).

გუბერნატორი (ლათ.)

  1. რევოლუციამდელ რუსეთში გუბერნიის მმართველი.

  2. ამა თუ იმ რეგიონის მმართველი ბევრ თანამედროვე ქვეყანაში (საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, დანია და ა.შ.).

გუბერნია (რუს.) - ძველი რუსეთის (და საბჭოთა კავშირის 1929 წლამდე) ძირითადი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.

გუბი - სოფლების დიდი გუბის, პატარა გუბის და შუა გუბის გავრცელებული სახელწოდება (ხონის მუნიციპალიტეტი).

გუბის თემის საკრებულო - თემის საკრებულო ხონის მუნციპალიტეტში, მოიცავს 3 სოფელს: დიდი გუბე, პატარა გუბე და შუა გუბე.

გუბინიხა - დაბა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში.

გუბისწყალი

  1. მდინარე იმერეთის დაბლობზე (წყალტუბოს და სამტრედიის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე), რიონის მარჯვენა შენაკადი (ერთვის ქალაქ სამტრედიასთან), წარმოიქმნება მდინარეების ყუმისა და სემის შეერთებით სოფელ დედალაურთან ზღვის დონიდან 105 მ. სიგრძე 36 კმ, აუზის ფართობი 442 კმ2. საზრდოობს წვიმის წყლით. წყალმოვარდნა იცის შემოდგომისა და ზაფხულში, წყალმცირობა - აგვისტოსა და სექტემბერში. საშუალო წლიური ხარჯი - 16,3 მ3/წმ. იყენებენ სარწყავად.

  2. სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (გვიშტიბის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე გუბისწყლის (რიონის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 90 მეტრი, წყალტუბოდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 713 კაცი.

გუბკინი - ქალაქი რუსეთის ბელგოროდის ოლქში.

გუბლია გიორგი - აფხაზი პოეტი (დაიბადა 1928 წელს).

გუბურა - პატარა გუბე.

გუგა - თვალის ფერად გარსში მოქცეული ხვრელი, საიდანაც შედის სინათლე, თვალისჩინი.

გუგარები (გოგარებ) - უძველესი ქართული ტომი, ბინადრობდნენ საქართველო-სომხეთის საზღვარზე.

გუგარქი - იხილე გოგარენე.

გუგო კაპეტი - დასავლეთ ფრანკთა სახელმწიფოს მეფე 987-996 წლებში, კაპეტინგების დინასტიის დამაარსებელი (941-996 წწ).

გუგუ - გუგულის ძახილი.

გუგუა - ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩას“ პერსონაჟი (ფილმში ამ როლს თენგიზ არჩვაძე ასახიერებს).

გუგუბა - სოფელი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში.

გუგული - ტყის ფრინველი, თვითონ ბუდეს არ იკეთებს და კვერცხებს სხვა ფრინველებს უდებს ბუდეში.

გუგულისკაბა - ბალახოვანი მცენარე, აქვს ლანცეტისებრი ფოთლები და წითელწინწკლებიანი მოვარდისფრო ყვავილები.

გუგულისჯამი - წითელი სოკო, პირშექცეული ჯამის მოყვანილობისა.

გუგუნავა ივანე - ფერმწერი, პეიზაჟისტი (1860-1919 წწ).

გუგუნავა სიმონ - პოეტი (1839-1909 წწ).

გუგუნაყათი - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

გუგუნი - ყრუ გაბმული გრიალი.

გუგუნირხვა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

გუგუტიანთკარი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

გუგუშვილი ეთერ - თეატრმცოდნე, თეატრალური მოღვაწე, თეატრალური ინსტიტუტის რექტორი (დაიბადა 1925 წელს).

გუგუშვილი პაატა - ეკონომისტი, აკადემიკოსი (1905-1987 წწ).

გუდა - ოთხში ამოღებული ცხვრის, თხის ან ხბოს ტყავის პარკი.

გუდაბერტყვა (ციხის-გორა) - მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი გორის აღმოსავლეთით.

გუდავა - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

გუდავა ტოგო - ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი (1922-1976 წწ).

გუდათუბანი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (წიფის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარეების აბანოსღელეს და ჩხერიმელას შესართავთან. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 40 კაცი.

გუდაიტის-გუზიავიჩიუსი ალექსანდრას - ლიტველი მწერალი (1908-1969 წწ).

გუდაიტისი ანტანას - ლიტველი მხატვარი (1904-1989 წწ).

გუდალეთი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

გუდალეღვი - ერთგვარი ლეღვი, ზაფხულის პირზე მწიფდება.

გუდალი (თვალები) - თვალები, რომლებსაც ქუთუთოები გამობერილი აქვს.

გუდალურა - იხილე გავაზისწყალი.

გუდამაყარი - აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, მდებარეობს მდინარე გუდამაყრის არაგვის ხეობაში. დასავლეთით მას ესაზღვრება მთიულეთი, ჩრდილოეთით - ხევი, აღმოსავლეთით - ხევსურეთი და ფშავი, სამხრეთით - ხანდო და ჭართალი. გუდამაყარი ხევისგან გამოყოფილია კავკასიონის მთავარი ქედით, ხოლო ფშავ-ხევსურეთისაგან - გუდამაყრის ქედით. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით გუდამაყრის ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის საკრებულოში.

გუდამაყრის არაგვი (შავი არაგვი) - მდინარე კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს მთა ჭაუხის დასავლეთ კალთაზე (ზღვის დონიდან 2940 მეტრი). დაბა ფასანაურთან მარცხნიდან ერთვის მდინარე მთიულეთის არაგვს (სიგრძე - 30 კმ, აუზის ფართობი - 240 კვ.კმ).

გუდამაყრის თემის საკრებულო - თემის საკრებულო დუშეთის მუნიციპალიტეტში, მოიცავს 22 სოფელს: ათნოხი, ბაკურხევი, ბახანი, ბოსელი, ბურსაჭირი, გამსი, დიდებანი, დიხჩო, დუმაცხო, ზანდუკი, თოთიაურნი, თორელაანი, კიტოხი, ლუთხუბი, მაქართა, საკერპო, საჩალისჭალა, სიჯანაანი, ფახვიჯი, ჩობალაურნი, ჩოხი, წინამხარი. თემის საკრებულოს ცენტრი - სოფელი კიტოხი.

გუდამაყრის უღელტეხილი (ბურსაჭირის, ქვენამთის უღელტეხილი) - უღელტეხილი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ჭაუხისა და სადუციას არაგვისა და სნოსწყლის (თერგის შენაკადი) წყალგამყოფზე (სიმაღლე - 2347 მეტრი). გუდამაყრის უღელტეხილზე გადადის ბილიკი სოფ. ბურსაჭირიდან სოფ. კარკუჩაში. უღელტეხილზე სუბალპური ლანდშაფტია.

გუდამაყრის ქედი - ქედი დუშეთის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთი განშტოება.

გუდამაყრის ხეობა - ხეობა დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის აუზში.

გუდამშიერი - ლუკმაპურის ნატრული.

გუდა-ნაბადი - ბარგი-ბარხანა; ყველაფერი, რაც ვინმეს აბადია.

გუდანელები - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ღულელების თემის საკრებულო), ერწოს ქვაბულში, მდინარე აძეძის (ივრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1040 მეტრი, თიანეთიდან - 29 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 61 კაცი.

გუდანი

  1. მთა კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარეების აკუშოსხევისაა და ლიქოკის წყალგამყოფი (ხევსურეთის არაგვის მარცხენა შენაკადები), აგებულია შუაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, აღმოსავლეთი კალთა ძლიერ ციცაბოა, შემოსილია სუბალპიური მდელოებით (სიმაღლე - 2090 მეტრი).

  2. სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), ხევსურეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე გუდანისჭალის (ხევსურეთის არაგვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან - 1720 მეტრი, დუშეთიდან - 75 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 48 კაცი.

გუდანის ჯვარი - წარმართული ღვთაება და მისი სახელობის სამლოცველო ხევსურეთში.

გუდანისწყალი - იხილე გუდანისჭალა.

გუდანისჭალა (გუდანისწყალი, ხახმატისწყალი) - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთის არაგვის მარცხენა შენაკადი.

გუდარახი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მაღაროსკარის თემის საკრებულო), გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 1340 მეტრი, დუშეთიდან - 41 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 8 კაცი.

გუდარეხი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

გუდარეხისწყალი - მდინარე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ალგეთის მარჯვენა შენაკადი.

გუდასახო - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

გუდასტვირი - სტვირი, რომელიც ერთი ბოლოთი შეერთებულია გუდასთან.

გუდაუ - იხილე გუდოუ.

გუდაუთა - ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე გუდოუს შესართავთან. ქალაქად გამოცხადდა 1926 წელს. ზღვის დონიდან - 10-40 მეტრი. მანძილი სოხუმიდან - 37 კმ, თბილისიდან - 442 კმ. მოსახლეობა 15,3 ათასი (1991 წ.)

გუდაუთის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე და ზღვის ვიწრო სანაპირო დაბლობ ზოლში. 1917 წლამდე ახლანდელი გუდაუთის მუნიციპალიტეტი შედიოდა ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქში, 1921 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფით — აფხაზეთის სსრ-ში გუდაუთის მაზრის სახელწოდებით, 1930 წლიდან ცალკე რაიონად გამოიყო დღევანდელ საზღვრებში. გუდაუთის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეები, აღმოსავლეთით სოხუმის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით გაგრის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით — შავი ზღვა. ფართობი 1640 კვ. კმ. 1 ქალაქი, 1 დაბა, 110 სოფელი.

გუდაური - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზამთრის კურორტი.

გუდაფშუტა

  1. მცენარეთა დაავადება, გამოწვეულია სოკოს მოქმედებით.

  2. მრგვალი სოკო.

გუდაძე ლია - კინოსა და თეატრის მსახიობი (დაიბადა 1940 წელს).

გუდაწვერი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

გუდბრანსდალი (გუდბრანსდალენი) - მდინარე ლოგენის ხეობაში (ნორვეგია).

გუდეა - შუმერული ქალაქ-სახელმწიფოს, ლაგაშის გამგებელი (ენსი) (ძვ.წ. XXII საუკუნე).

გუდენო - მდინარე დანიაში, ერთვის რანერსფიორდის ყურეს (158 კმ).

გუდერიანი ჰაინც ვილჰელმ - გერმანიის ფაშისტური არმიის გენერალ-პოლკოვნიკი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1888-1954 წწ).

გუდერმესი - ქალაქი რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკაში (40 ათასი).

გუდვინი დერიკ - ინგლისელი ფიზიკოსი (1927 1997 წწ).

გუდიალჩაი - მდინარე აზერბაიჯანში.

გუდიარი ჩარლზ - ამერიკელი გამომგონებელი, კაუჩუკის რეზინად გარდაქმნის პროცესის აღმომჩენი (1800-1860 წწ).

გუდიაშვილი ლადო - დიდი ქართველი მხატვარი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1896-1980 წწ).

გუდიაშვილი ნიკოლოზ - კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1913-1998 წწ).

გუდითა - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

გუდილო - ტბა. იგივე მანიჩ-გუდილო.

გუდისი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

გუდისის ქედი - ქედი ჯავისა და ცხინვალის მუნიციპალიტეტებში, ცენტრალური კავკასიონის სამხრეთი განშტოება.

გუდისისწყალი (გუდისისდონი) - მდინარე ცხინვალისა და ჯავის მუნიციპალიტეტებში, ლიახვის მარცხენა შენაკადი.

გუდკოვი ოლეგ - რუსი მფრინავი-გამომცდელი, მაიორი, საბჭოთა კავშირის გმირი (1931-1973 წწ).

გუდმენი ბენჯამინ დეივიდ - ამერიკელი მუსიკოსი, ჯაზმენი, ბენდლიდერი (1909-1986 წწ).

გუდმენი ნელსონ - ამერიკელი ფილოსოფოსი (დაიბადა 1906 წწ).

გუდონი ჟან ანტუან - ფრანგი მოქანდაკე (1741-1848 წწ).

გუდოუ (გუდაუ) - მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.

გუდრაიკი ჯონ - ინგლისელი მოყვარული ასტრონომი, რამოდენიმე ცვალებადი ვარსკვლავის აღმომჩენი (1764 - 1786 წწ).

გუდრონატორი - მანქანა, რომელიც თანაბრად ასხამს გუდრონს.

გუდრონი (ფრანგ.) - ფისი, რომელსაც იღებენ ბიტუმოვანი ქანების გამოხარშვით. უმთავრესად საგზაო მშენებლობაში იყენებენ.

გუდრუნი

  1. სკანდინავიურ მითოლოგიაში გმირი ქალი, სიგურდის მეუღლე.

  2. XIII საუკუნის გერმანული საგმირო ეპოსი.

გუდრუხი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჟინვალის სადაბო საკრებულო), ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ფშავის არაგვის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 960 მეტრი, დუშეთიდან - ? კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 22 კაცი.

გუდურა - ერთი შეკვრა წვრილი შეშა, ფიჩხი.

გუე მიხაელ იან დე - ჰოლანდიელი ისლამმცოდნე და სემიტოლოგი (1836 - 1909 წწ).

გუერა ტონინო - იტალიელი კინოსცენარისტი, პოეტი, მწერალი (დაიბადა 1920 წელს).

გუერაცი ფრანჩესკო დომინკო - იტალიელი მწერალი, პოლიტიკური მოღვაწე (1804 - 1873 წწ).

გუერდი - მარცვლეულისა და სითხის უძველესი ქართული საწყაო (დაახლოებით უდრის 9 ლიტრს).

გუერინი ოლანდო - იტალიელი პოეტი (1845-1916 წწ).

გუერჩინო (ნამდვილი სახელი და გვარი ჯოვანი ფრანჩესკო ბარბიერი) - იტალიელი მხატვარი (1591-1666 წწ).

გუვაჰატი (გაუჰატი) - ქალაქი ინდოეთის ასამის შტატში.

გუვერნანტი (ფრანგ.) - ბავშვების აღმზრდელი ქალი (ჩვეულებრივ უცხოელი).

გუვერნიორი (ფრანგ.) - ბავშვების აღმზრდელი მამაკაცი (ჩვეულებრივ უცხოელი).

გუვლევისღელე - მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში, თისელიღელის მარცხენა შენაკადი.

გუზანი - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე XII საუკუნის ბოლოს.

გუზარი - ქალაქი უზბეკეთის კაშკადარინის ოლქში.

გუზგუზი - ძლიერი ცეცხლის ხმა.

გუზეევა ლარისა - რუსი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1959 წელს).

გუთანი - მიწის სახნავი იარაღი, რომლის ძირითადი ნაწილებია სახნისი, საკვეთი და ფრთა.

გუთგაშენი - ქალაქი აზერბაიჯანში.

გუთები (გოთები) - ერთ-ერთი ძველი გერმანული ტომი.

გუთიები - ნახევრად მომთაბარე ტომები, რომლებიც III-II ათასწლეულში თანანედროვე აზერბაიჯანისა და ქურთისტანის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.

გუთნეული - გუთანში ერთი შებმა ხარ-კამეჩი.

გუთნისდედა

  1. მიწის მუშა, რომელიც ხვნის დროს გუთანს მისდევს უკან.

  2. ილია ჭავჭავაძის ლექსი (დაიწერა 1858 წელს).

გუთნური - ქართული ხალხური შრომის პოეზიის ერთ-ერთი სახეობა.

გუთური - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

გუი - ჩინურ მითოლოგიაში მაქცია-დემონი, მიცვალებული ცოდვილის სული.

გუიავა (გუავა) - მარადმწვანე ხე მირტისებრთა ოჯახისა.

გუიანი - ქალაქი ჩინეთის გუიჯოუს პროვინციაში (1,1 მილიონი).

გუ იანუ (გუ ტინლინი) - ჩინელი სწავლული, ფილოსოფოსი და ისტორიკოსი (1613 - 1682 წწ).

გუიბერტუსი (გუიბერტ ნოჟანელი) - ფრანგი მემატიანე (1053 - დაახლოებით 1124 წწ).

გუიგუ-ძი - ჩინურ მითოლოგიაში უკვდავი ბრძენი, წინასწარმეტყველთა მფარველი.

გუივა - დაბა უკრაინის ჟიტომირის ოლქში.

გუილინი - ქალაქი ჩინეთის გუანსი-ჯუანის ავტონომიურ რეგიონში (365 ათასი).

გუი-მუ - ჩინურ მითოლოგიაში ალქაჯების მშობი ღვთაება, გამოისახებოდა ვეფხვის თავით და დრაკონის ფეხებით.

გუინიცელი გვიდო - იტალიელი პოეტი (1230 ან 1240 - დაახლოებით 1276 წწ).

გუინპლენი - ვიქტორ ჰიუგოს რომანის, «კაცი, რომელიც იცინის», მთავარი პერსონაჟი.

გუირალდესი რიკარდო - არგენტინელი მწერალი (1886 - 1927 წწ)

გუისიუი - ჩინურ მითოლოგიაში უფსკრული, სადაც მსოფლიოს მთელი საწყალოსნო მარაგი ეშვება.

გუისკარი რობერტ - ქვემო იტალიაში ნორმანდიული სახელმწიფოს დამაარსებელი (დაახლოებით 1015 - 1085 წწ).

გუისუი - იგივე ხუხ-ხოტო.

გუიჩარდინი ფრანჩესკო - იტალიელი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი (1483 - 1540 წწ).

გუიჯოუ - პროვინცია სამხრეთ ჩინეთში.

გუ კაიჯი - ჩინელი ფერმწერი (დაახლოებით 344 - 406 წწ).

გუკოვო - ქალაქი რუსეთის როსტოვის ოლქში (70 ათასი).

გულაბი - საქართველოში გავრცელებული ენდემური მსხლის ჯიში.

გულაგი - (აბრევიატურა) Главное Управление исправительно-трудовых лагерей, трудовых поселений и мест заключения.

გულადი - მედატ გამბედავი, მამაცი.

გულაევი ნიკოლოზ - საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ავიაციის გენერალი (1918 - 1985 წწ).

გულავერი - სოფლების ზემო გულავერისა და ქვემო გულავერის გავრცელებული სახელწოდება (ბოლნისის მუნიციპალიტეტი).

გულავშარა - აღვირის მეორე წყვილი ტოტები, მიმაგრებული სამკერდულზე.

გულაზიანი ოლღა - ცნობილი სომეხი მსახიობი ქალი (1885/86 - 1970 წწ).

გულაია ინა - რუსი კინომსახიობი ქალი (1941 - 1990 წწ).

გულაკ-არტემოვსკი პეტრე - უკრაინელი მწერალი (1790-1865 წწ).

გულაკ-არტემოვსკი სემიონ - უკრაინელი მომღერალი (ბარიტონი), კომპოზიტორი, დრამატურგი (1813 - 1873 წწ).

გულაკი ნოკოლოზ (მიკოლა) - უკრაინელი მკვლევარი, პედაგოგი, თბილისის და ქუთაისის გიმნაზიების მასწავლებელი (1822 - 1899 წწ).

გულანი - საეკლესიო კრებული, რაშიც თავმოყრილია საღვთისმსახურო წიგნები.

გულანშარო - „ვეფხისტყაოსნის“ ტოპონიმი, სპარსულად ნიშნავს „ყვავილების ქალაქს“: გულ (ვარდი, ყვავილი) +ან (მრავლობითი რიცხვის მაწარმოებელი სუფიქსი) + შაჰრ (ქალაქი).

გულარტი (გოლარტი) ჟოაო - ბრაზილიის პრეზიდენტი 1961-64 წლებში (1918 - 1976 წწ).

გულაღმა - გულმკერდით, სახით ზევით.

გულაყრილი - გულაცრუებული.

გულაჩი - სიგრძის საზომი ერთეული ოსმალეთის იმერიაში (213,6 სმ).

გულახდილი - გულწრფელი.

გულბა - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

გულბადი (გულბაათი) - ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVI საუკუნის დასაწყისში.

გულბათი (ნამდვილი სახელი და გვარი ოლღა გრუზინსკაია) - ქართული ზეპირსიტყვიერების შემკრები, მეფე გიორგი XII-ის შვილიშვილი (1846 - 1913 წწ).

გულბაღი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

გულბაჰორი - დაბა უზბეკეთის ტაშკენტის ოლქში.

გულბენე - ქალაქი ლატვიაში (1917 წლამდე შვანენბურგი).

გულბოყვი - გულმკერდის არე.

გულ-გვამი - გულ-მუცელი.

გულგრილი - ადამიანი, ვისაც არაფერი აღელვებს, აპათიურად განწყობილი.

გულგულა (ტყეტბა) - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე თურდოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 425 მეტრი, თელავიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1252 ადამიანი. გულგულასა და ახატელის გზის გასაყარზე, ნასოფლარ ნადკორის ტერიტორიაზე შემორჩენილია VI საუკუნის დიდი სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები; ეს ძეგლი ნაგები ყოფილი რიყისა და შირიმის ქვით. გეოგრაფიულ პუნქტ გულგულას იხსენიებს „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა“, რომლის მიხედვით ამ ადგილს „ადრე“ ტყეტბა ჰრქმევია.

გულგული - მცენარის ღეროს შიგნითა რბილი ნაწილი.

გულგულას სამაროვანი - გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ძეგლი სოფელ გულგულას ჩრდილო-აღმოსავლეთით, ე.წ. “ოლიების ტყეში” (თელავის მუნიციპალიტეტი). გაითხარა 1956-72 წლებში, გამოვლინდა 29 ორმოსამარხი. სოფლის სამცრეთ-აღმოსავლეთით, ე.წ. „სათვალისწყალზე“ გაითხარა 20 ორმოსამარხი, რომლებიც შედარებით უფრო ადრეული ჩანს.

გულდაგულ

  1. შეუპოვრად, შეუდრეკლად, უშიშრად.

  2. მონდომებით.

გულდასმით - დიდი ყურადღებით.

გულდაღმა - პირქვე.

გულდბერგი კატო მაქსიმილიან - ნორვეგიელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი (1836 - 1902 წწ).

გულდედავა - ტყემლის ადგილობრივი ჯიში.

გულდენი (ფლორინი) - ნიდერლანდის ფულის ერთეული ევროს შემოღებამდე (მოქმედებდა 1814-2002 წლებში).

გულდინი პაულ - შვეიცარიელი მათემატიკოსი (1577 - 1643 წწ).

გულები - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

გულედი აპტიდონი ჰასან - ჯიბუტის პრეზიდენტი 1977 წლიდან (დაიბადა 1916 წელს).

გულეიკარი - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

გულთამხილავი - გულში ნადების, დაფარულის შემცნობი.

გულთბილი - კეთილი, ყურადღებიანი.

გულთმისანი - მკითხავი, ჯადოქარი.

გულთოვლის მთები - ქედი ნინოწმინდის და წალკის მუნიციპალიტეტებში, ჯავახეთის ქედზე.

გული

  1. ღრუ კუნთოვანი ორგანო, რომელიც რიტმული შეკუმშვებით ამოძრავებს სისხლს.

  2. ეს ორგანო, როგორც ადამიანის განცდა-გრძნობათა სიმბოლო.

  3. მკერდი.

  4. რისამე ყველაზე შიგნითა ან ცენტრალური ნაწილი.

  5. ნამცხვრის და მისთანას შიგთავსი.

  6. ბანქოში - ერთი ოთხ სახეობათაგანი.

  7. ყოფილი სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

გული რომან - რუსი მწერალი-ემიგრანტი (1896 - 1986 წწ).

გულია გიორგი - აფხაზური წარმოშობის რუსი მწერალი, დიმიტრი გულიას ვაჟი (1913 - 1989 წწ)

გულია დიმიტრი - მწერალი, აფხაზეთის სახალხო პოეტი, აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელი (1874 - 1960 წწ).

გულიაევი იური - რუსი ოპერის მომღერალი, ლირიული ტენორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1930 - 1986 წწ).

გულიაიპოლე - ქალაქი უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში.

გულიაკოვი ვასილი - რუსი გენერალი, კავკასიის ომების მონაწილე (1751 - 1804 წწ).

გულიამი ჰამიდ - იხილე ჰამიდ ღულამი.

გულიანთა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

გულიანი

  1. ღრმა, ძლიერი, მაგარი.

  2. სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

  3. კონსტანტინ იონესკუ - რუმინელი ფილოსოფოსი (დაიბადა 1914 წელს).

გულიაშკი ანდრეი - ბულგარელი მწერალი (დაიბადა 1914 წელს).

გულიაში (უნგრ.) - უნგრული ეროვნული საჭმელი წვრილად დაჭრილი ხორცით.

გულიდი - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

გულივერი - ჯონათან სვიფტის ნაწარმოების, „გულივერის მოგზაურობის“, მთავარი პერსონაჟი.

გულითადი

  1. ძალიან ახლობელი, ერთგული.

  2. გულღია, გულწრფელი.

გულიკაანთუბანი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

გოლიკამი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

გულისაბა - ფართოდ გავრცელებული ბალახოვანი დეკორატიული მცენარე.

გულისაშვილი ზაქარია - მწერალი და პუბლიცისტი (1857-1914 წწ).

გულისთქმა - ძლიერი სურვილი, მისწრაფება.

გულის მთა - მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, უშბის სამხრეთ კალთაზე.

გულის მყინვარი (გული) - მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, უშბის სამხრეთ კალთაზე.

გულისნადები - გულში ჩამარხული რამ ფიქრი, დაფარული განზრახვა.

გულისპირი - ტანსაცმელში მკერდთან ჩატანებული ნაწილი.

გულისტანი (1961 წლამდე მირზაჩული) - ქალაქი უზბეკეთის სირდარიის ოლქში (55 ათასი).

გულისყური - ყურადღება, ინტერესი, გულისხმიერება.

გულისხმა - მიხვედრა, გაგება, ჭკუა.

გულისხმიერი - გულშემატკივარი, ყურადღებიანი.

გულიჭალა - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, დოლრის მარცხენა შენაკადი.

გულკევიჩი - ქალაქი რუსეთის კრასნოდარის მხარეში.

გულკო ბორის - რუსი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტთა მატჩის მონაწილე (დაიბადა 1947 წელს).

გულმართალი - პატიოსანი, გულწრფელი.

გულმკერდი - მკერდის მალების, ნეკნების და მკერდის ძვლის ერთობლიობა.

გულმოდგინე - ბეჯითი, მუყაითი.

გულმოსული - გამწყრალი, გაჯავრებული.

გულნამცეცა - სულმდაბალი, სულმოკლე.

გულოვანი - გულადი, მამაცი, მხნე.

გულრიფში (1975 წლამდე ქვემო გულრიფში) - დაბა, გულრიფშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. დაბის სტატუსი მიენიჭა 1975 წელს. მდებარეობს შავი ზღვის პირას, სამურზაყანოს დაბლობზე. ზღვის დონიდან - 40 მეტრი. მანძილი სოხუმიდან 10 კმ, თბილისიდან - 395 კმ. მოსახლეობა - 8 ათასი (2007 წ).

გულრიფშის მუნიციპალიტეტი - აადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. 1946 წელს გამოეყო სოხუმის რაიონის დღევანდელ საზღვრებში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე და შავი ზღვის ვიწრო სანაპირო ზოლში. ჩრდილოეთით ესაზღვრება სტავროპოლის მხარე, დასავლეთით - სოხუმის, აღმოსავლეთით - ოჩამჩირის მუნიციპალიტეტები. სამხრეთით აკრავს შავი ზღვა. ფართობი 1834 კვ. კმ. 1 დაბა, 92 სოფელი. მოსახლეობა - 20 ათასამდე (2003 წ).

გულსავსე - დიდად კმაყოფილი.

გულსაკიდი - გულზე ჩამოსაკიდი სამკაული.

გულსაფარი - წინსაფარი.

გულსტრანდი ალვარ - შვედი ოფთალმოლოგი, 1911 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1862-1930 წწ).

გულუბრყვილო - მიამიტი, ადვილად დამჯერი.

გულუხეთი - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

გულუხვი - ხელგაშლილი, პურადი.

გულქანდა - მოვარაყებული ლითონის ან ფერადი ქვების ყელსაკიდი.

გულქართლი - გულუხვი, პურადი, გულკეთილი.

გულქვა - შეუბრალებელი, უმოწყალო.

გულღია - მხიარული, გულწრფელი.

გულღრძო - გულღვარძლიანი, ბოროტი, შურიანი.

გულყვითელა - იგივე მოლაღური.

გულყრა - გულის შეღონება.

გულშადი - დაბა ყაზახეთში.

გულშემატკივარი

  1. სხვისი ჭირ-ვარამის გამზიარებელი.

  2. რომელიმე გუნდის მხარდამჭერი სპორტის მოყვარული (ინგლ. - ფანატი, ფანი).

გულჩათხრობილი - ვინც თავის აზრებს არ ამხელს, საკუთარ თავში ჩაკეტილი.

გულჩარა (გულჩორა) - ქართველი დიპლომატი ქალი, გიორგი X-ის ასული (XVI-XVII სს).

გულჩვილი - მეტისმეტად მგრძნობიარე.

გულცივი - უგულო, უყურადღებო.

გულძმარვა - წვის უსიამოვნო შეგრძნება გულის კოვზთან და საყლაპავის გასწვრივ.

გულწითელა - ერთგვარი ნაცრისფერი ჩიტი წითელი მკერდით.

გულწრფელი

  1. ვინც თავის გრძნობებს აშკარად გამოხატავს.

  2. ნამდვილი, პირდაპირი.

გულხანდისი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

გულხელდაკრეფილი - უსაქმური, უქმად მყოფი.

გულჯავარასაშვილი გრიგოლ - XVII საუკუნის მეორე ნახევრის მხატვარი.

გუმა

  1. პრეფექტურა იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს ცენტრალურ ნაწილში.

  2. (ლათ.) - სიმსივნისმაგვარი ზრდა შემაერთებელი ქსოვილისა. დამახასიათებელია სიფილისის გვიანი სტადიისათვის.

გუმათი - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (ოფურჩხეთის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში, გუმათის წყალსაცავის ნაპირზე. ზღვის დონიდან - 360 მეტრი, წყალტუბოდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 591 კაცი.

გუმათჰესი - დასახლებული პუნქტი ქუთაისთან.

გუმანი (სპარს.) - აზრი, ვარაუდი, ალღო.

გუმაჩი - მთა და უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

გუმბა საიდა - მძლეოსანი, 1980 წლის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი შუბის ტყორცნაში (დაიბადა 1959 წელს).

გუმბათი

  1. (სპარს.) შენობის გადასახურავი კონუსისებრი ან ნახევარსფერული თაღი.

  2. მთა ასპინძის მუნიციპალიტეტში, ერუშეთის მთიანეთში.

  3. სოფელი და მდინარე (ქციის მარცხენა შენაკადი) კასპის მუნიციპალიტეტში.

გუმბათოვანი - გუმბათის მოყვანილობისა.

გუმბეიკა - მდინარე ურალის მარცხენა შენაკადი.

გუმბინენი - კალინინგრადის ოლქის ქალაქ გუსევის სახელი 1946 წლამდე.

გუმბრა - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე წყალტუბოსწყლის მარცხენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 120 მეტრი, წყალტუბოდან - 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2409 კაცი. გუმბრის მიდამოებშია გუმბრინის, სურინჯის, ჟანგმიწისა და შპატის საბადოები, სათაფლიის ნაკრძალი.

გუმბრალი - მთა თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ოკრიბა-არგვეთის სერზე.

გუმბრინი - მონაცრისფრო თიხისებური მინერალი, მოიპოვება იმერეთში სოფელ გუმბრის მახლობლად.

გუმელნიცა - ბალკანეთის ნახევარკუნძულის ბინადარ მიწათმოქმედ ტომთა ენეოლითური კულტურა.

გუმი - იგივეა, რაც გუმფისი.

გუმიარაბიკი (ლათ.) - ზოგიერთი სახეობის აკაციის წებოვანი წვენი. გამოიყენება როგორც წებო.

გუმიგუტი (ლათ.) - ზოგიერთი ტროპიკული მცენარის შესქელებული რძეწვენი.

გუმიკოპალი - ლაქების დასამზადებელი ფისი.

გუმილაქი - ტროპიკული მცენარის ტოტებისაგან წარმოქმნილი მოწითალო ფერის ფისოვანი ნივთიერება. მისგან ამზადებენ ლუქს, ლაქებს.

გუმილიოვი ნიკოლაი - რუსი პოეტი, აკმეიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი (1886-1921 წწ).

გუმირება - ლითონის ნაკეთობის დაფარვა რეზინით ან ებონიტით.

გუმირიფშა - მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, დასავლეთის გუმისთის მარჯვენა შენაკადი.

გუმისთა - სოფელი და მდინარე (ერთვის შავ ზღვას) სოხუმის მუნიციპალიტეტში.

გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი - ნაკრძალი სოხუმის მუნიციპალიტეტში, მდინარე გუმისთის ხეობაში. დაარსდა 1941 წელს.

გუმის მღვიმე - მღვიმე სოხუმის მუნიციპალიტეტში, დასავლეთის გუმისთის ხეობის მარცხენა კალთაზე.

გუმიშხა - მთა გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედის სამხრეთ განშტოებაზე.

გუმოზა - წებოვანი ფერადი სალბუნი, იყენებენ გრიმისთვის.

გუმოზი - იხილე გომოზი (წებოს დენა).

გუმრაკი - დაბა რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში.

გუმტი - იხილე გომატი.

გუმფისი - მაღალმოლეკულური ნახშირწყლები, გამოიყოფა მცენარის დაზიანებული ან დაავადებული ქერქიდან.

გუმჰურია (ალ-გუმჰურია, ალ-ჯუმჰურია - რესპუბლიკა) - ეგვიპტის ყოველდღიური გაზეთი, გამოდის 1953 წლიდან.

გუნადჰია - ძველინდოელი პოეტი (დაახლოებით III-IV საუკუნეები).

გუნარსონი გუნარ - ისლანდიელი მწერალი (1889-1980 წწ).

გუნაშვილი ვახტანგ - ბალეტის მსახიობი, მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1926 წელს).

გუნბიერნი (გუნბიერნს-ფიელი) - მთა კუნძულ გრენლანდიაზე (3 700 მეტრი).

გუნბიერნს-ფიელი - იგივე გუნბიერნი.

გუნ-გუნი - ჩინურ მითოლოგიაში - ავი სული, გამოისახებოდა გველის სხეულით და ადამიანის თავით.

გუნდა - ბურთივით დამრგვალებული ცომი ან თოვლი.

გუნდაეთი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ნიგოზეთის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ფრონეს მარჯვენა მხარეს, ჩრდილოეთითი ესაზღვრება სოფელი მერევი. ზღვის დონიდან - 750 მეტრი, ჭიათურიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 379 კაცი.

გუნდა-ლახუსტაკი - შავი საღებავი წარბების და წამწამების შესაღებად.

გუნდარევა ნატალია - რუსი მსახიობი ქალი (1948-2005 წწ).

გუნდაური - სოფლები ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში.

გუნდი

  1. ჯგუფი, კრებული.

  2. ადამიანთა კოლექტივი.

გუნდისთავი - სპორტული გუნდის ხელმძღვანელი.

გუნდოროვკა - როსტოვის ოლქის ქალაქ დონეცკის სახელი 1955 წლამდე.

გუნდოროვსკი - დაბა რუსეთის როსტოვის ოლქში.

გუნდრუკი (გუნდრუკის კმევა) - პირფერობით ქება.

გუნდულიჩი ივან - ხორვატი მწერალი (1589-1638 წწ).

გუნდური - გუნდისთვის დამახასიათებელი.

გუნება - სულიერი განწყობილება, ხასიათი.

გუნებანაქცევი - უგუნებოდ მყოფი.

გუნთექინი რეშად ნური - თურქი მწერალი (1889-1956 წწ).

გუნი

  1. სიყვითლის სენი (საბა).

  2. ჩინურ მითოლოგიაში - გმირი, რომელმაც წარღვნა დააშრო.

გუნია ვალერიან - მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, თეატრალური მოღვაწე (1862-1938 წწ).

გუნია დიმიტრი - ზაპოროჟიელთა ჯარის ჰეტმანი, 1637-38 წლების პოლონელთა წინააღმდეგ აჯანყების ხელმძღვანელი (XVII საუკუნე).

გუნიაყალა - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

გუნო შარლ - ფრანგი კომპოზიტორი, ფრანგული ლირიული ოპერის ერთ-ერთი შემქმნელი (1818-1893 წწ).

გუნსბერგი ისიდორ - ინგლისელი მოჭადრაკე, სტეინიცთან მსოფლიოს ჩემპიონობისათვის მატჩის მონაწილე (1854-1930 წწ).

გუნსი კარლის - ლატვიელი მხატვარი და გრაფიკოსი (1830-1877 წწ).

გუნსუნ ლუნი - ჩინელი ფილოსოფოსი (ძვ.წ. IV-III საუკუნეები).

გუნტი - მდინარე პამირის მთებში (296 კმ).

გუნტურუ - ქალაქი ინდოეთის ანდჰრა-პრადეშის შტატში (470 ათასი).

გუნძინხოი - ჩინეთის რევოლუციური ორგანიზაცია XX საუკუნის დასაწყისში.

გუპტები - ჩრდილოეთ ინდოეთში IV-VI საუკუნეებში აღზევებული დინასტია.

გუჟონი ჟან - ფრანგი მოქანდაკე, აღორძინების ეპოქის წარმომადგენელი (დაახლოებით 1510 - 1564 ან 1568 წწ).

გურაგე - ეთიოპიაში მცხოვრებ ხალხთა ჯგუფი.

გურაბანიძე ნოდარ - თეატრმცოდნე (დაიბადა 1930 წელს).

გურაგჩა ჟუგდერდემიდიინ - მონღოლი მფრინავი-კოსმონავტი, 1981 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1947 წელს).

გურალები (პოლონურად მთიელები) - პოლონეთში მცხოვრები ხალხი.

გურამიშვილები - ფეოდალური საგვარეულო აღმოსავლეთ საქართველოში. დოკუმენტური მასალები ამ გვარის შესახებ შემორჩენილია XVI საუკუნიდან.

გურამიშვილი დავით - დიდი ქართველი პოეტი (1705-1792 წწ).

გურამიშვილი დავით - ფერმწერი (1857-1926 წწ).

გურამიშვილი მამუკა - XVIII საუკუნის II ნახევრის პოეტი. ცხოვრობდა მოსკოვსა და პეტერბურგში.

გურამიშვილი - თბილისის მეტროპოლიტენის სადგური („სარაჯიშვილსა“ და „ახმეტელის თეატრ“ შორის, მთავარ ხაზზე).

გურამიშვილი-ჭავჭავაძე ოლღა - ილია ჭავჭავაძის მეუღლე (1842-1927 წწ).

გურანდუხტი

დავით აღმაშენებლის მეუღლე, ყივჩაღთა მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასული (XII საუკუნე).

გიორგი I-ის ასული (XI საუკუნე).

გურაპანი - საყელო გარდაფენილი (საბა).

გურარა - ოაზისებისა და დასახლებული პუნქტების ჯგუფი ალჟირის ბიშარის ვილაიეთში.

გურბანი იოზეფ - სლოვაკთა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი (1817-1888 წწ).

გურბაჰშ სინგჰი - ინდოელი მწერალი (1895-1977 წწ).

გურგანი ფახრ-უდ-დინ - იხილე გორგანი1.

გურგენი

  1. ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი, მეფე ბაგრატ II-ის მამა (XI საუკუნე).

  2. ქართლის რამოდენიმე მეფის სახელი (VI-X სს).

გურგენიანი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

გურგენის აჯანყება - VI საუკუნის 70-იანი წლების აჯანყება ქართლში ირანელთა ბატონობის წინააღმდეგ.

გურგენიძე ალექსანდრე - საბჭოთა კავშირის გმირი (1916-1970 წწ)

გურგენიძე ბუხუტი - მოჭადრაკე, პირველი ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს 11-გზის ჩემპიონი (1933-2008 წწ).

გურგენიძე დავით - საჭადრაკო კომპოზიტორი (დაიბადა 1953 წელს).

გურგენიძე ვლადიმერ (ლადო) - საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2007 წლიდან.

გურგენიძე მიხეილ - ხალხოსანი, ჟურნალ „იმედის“ რედაქტორი (1842-1885 წწ).

გურგონელა - მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, საკრაულის მარჯვენა შენაკადი.

გურგულია ინოლა - მომღერალი და კომპოზიტორი (1929-1977 წწ).

გურგური - ხმაური, გიზგიზი (ცეცხლისა).

გურდი (ფრანგ.) - ჰაიტის ფულის ერთეული (=100 სენტიმს).

გურევიჩი დიმიტრი - რუსი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1956 წელს).

გურევიჩი ლუბოვ - რუსი მწერალი ქალი (1866-1940 წწ).

გურევიჩი მიხეილ - რუსი ავიაკონსტრუქტორი (1892/93 - 1976 წწ).

გურევიჩი მიხეილ - უკრაინელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1959 წელს).

გურ-ემირი (სპარ. „მეფის სამარე“) - თემურ-ლენგის და თემურიდების მავზოლეუმი სამარყანდში. აშენდა მე-15 საუკუნის დასაწყისში.

გურეშიძე ნოდარ - პოეტი, მწერალი (დაიბადა 1927 წელს).

გურზი (სპარს.)

  1. ფოლადის ძველებური საბრძოლო იარაღი, სახელურის მქონე წვეტებიანი სფერო.

  2. ხელში სატრიალებელი სპორტული იარაღი.

გურზუფი - დაბა უკრაინის ყირიმის ოლქში.

გური - მდინარე ამურის მარჯვენა შენაკადი (რუსეთი, ხაბაროვსკის მხარე).

გურია

  1. ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში (ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები).

  2. რკინიგზის ბაქანი სუფსა-ჯუმათის გადასარბენზე.

გურიანთა - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

გურიევი - ყაზახეთის ქალაქ ათერაუს სახელი 1992 წლამდე.

გურიევსკი (1946 წლამდე ნოიჰაუზენი) - ქალაქები რუსეთის კალნინგრადის და კემეროვოს ოლქებში.

გურიელები - გურიის საერისთავოს, შემდეგ სამთავროს გამგებლები.

გურიელი ლევან - რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (გარდაიცვალა 1888 წელს).

გურიელი მამია - ქართველი პოეტი (1836-1891 წწ).

გურიელი ნინო - მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს ჩემპიონობის პრეტენდენტთა მატჩების მონაწილე, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 3-გზის ჩემპიონი 1992-96 წლებში (დაიბადა 1961 წელს)

გურიის დაბლობი - დაბლობი ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, კოლხეთის დაბლობის ნაწილი.

გურიის ქედი (გურიის სერი) - იხილე ნიგოითის სერი.

გურისტყე - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

გურისწყალი - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი.

გურიფული - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

გურკელი - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

გურკლელი ბეშქენ მახუნჯაგის ძე - XIII საუკუნის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, სამეფო კარის მოხელე.

გურლენი - ქალაქი უზბეკეთის ხორეზმის ოლქში.

გურმა (გურმანშე) - ტოგოსა და განაში მცხოვრები ხალხი.

გურმანი (ფრანგ.) - კარგი საჭმლის მცოდნე, პირის პატივის მოყვარული.

გურმონი რემი დე - ფრანგი მწერალი (1858-1915 წწ).

გურნა - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჭალის (წყალწითელას მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 8 სოფელს: ანტორია, ბობოთი, გურნა, კითხიჯი, კისორეთი, კორეეთი, ნაძვა, ციხია. ზღვის დონიდან - 610 მეტრი, ტყიბულიდან - 35 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 750 კაცი. გურნა წყაროებში პირველად 1660 წელს იხსენიება.

გურნია - უძველესი ნაქალაქარი კუნძულ კრეტას აღმოსავლეთ ნაპირზე.

გურნიკი - პოლონეთის ქალაქ ზაბჟეს ფეხბურთის გუნდი.

გურო (ნამდვილი გვარი ნოტენბერგი) ელენა - რუსი მწერალი და მხატვარი ქალი (1877-1913 წწ).

გუროსწყალი - მდუნარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, არღუნის მარცხენა შენაკადი.

გურსა ედუარ - ფრანგი მათემატიკოსი (1858-1936 წწ).

გურსელი ჯემალ - თურქეთის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე (1895-1966 წწ).

გურსკი ილია - ბელორუსი მწერალი (1899-1972 წწ).

გურსკოე - დაბა რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში.

გურტი - გოთიკურ არქიტექტურაში თლილი ქვებისაგან გაკეთებული კამარა.

გურტოვოი ტიმოთე - მოლდაველი დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1919-1981 წწ).

გურუ - სიქჰების რელიგიური თემის მეთაური პენჯაბში (ინდოეთი). პირველი გურუ - ნანაკი, უკანასკნელი (მე-10) - გოვინდ სინგჰი.

გურული

  1. გურიის მკვიდრი ქართველი.

  2. გურულების დამახასიათებელი, გურიიდან მომდინარე.

გურულიკობა - ოქრომჭედელი და მოქანდაკე (დაიბადა 1930 წელს).

გურუნგები - ნეპალსა და ბჰუტანში მცხოვრები ხალხი.

გურჩენკო ლუდმილა - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1935-2011 წწ).

გურჩიანი ერეკლე - სპორტსმენი (მკლავჭიდი), მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი 1991-99 წლებში (დაიბადა 1966 წელს).

გურჩხი - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

გურძაული - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

გურძემი

  1. მდინარე მარტვილის და სენაკის მუნიციპალიტეტებში, ტეხურის მარჯვენა შენაკადი.

  2. სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

გურძიევცეკი - უღელტეხილი რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონზე.

გურჯაანი - ქალაქი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. მდებარეობს ალაზნის ველზე, ბაკურციხე-თელავის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 415 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 122 კმ. ქალაქად გამოცხადდა 1934 წელს. მოსახლეობა 10 ათასი (2002 წლის მონაცემებით).

გურჯაანის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული კახეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში, 1921-დან თელავის მაზრაში. 1930-დან კახეთის ოლქშია დამოუკიდებელ რაიონად. ფართობი 849,2 კვ.კმ. 1 ქალაქი, 28 სოფელი. მოსახლეობა - 73 ათასამდე (2006 წ).

გურჯაანის უღელტეხილი - უღელტეხილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედზე.

გურჯი (სპარს.) - ქართველის მოსახსენიებელი სიტყვა მაჰმადიანურ ხალხებში.

გურჯიევი გიორგი - მისტიკოსი და სულიერი მოძღვარი, ეზოთერული პრაქტიკის მიმდევარი, XX საუკუნის დასაწყისში. მოღვაწეობდა თბილისშიც (1877-1949 წწ).

გურჯისტანი (სპარს.) - საქართველოს სახელი ბევრ აღმოსავლურ ენაში.

გუსაკი გუსტავ - ყოფილი ჩეხოსლოვაკიის მაღალჩინოსანი კომუნისტური მოღვაწე ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი 1975-89 წლებში (1913-1991 წწ).

გუსაკოვსკი იოსებ - საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, არმიის გენერალი (1904-1985 წწ).

გუსანები (ჰუსანები) - იგივე აშუღები, სომეხი მოხეტიალე მუსიკოსები და მომღერლები.

გუსარჩაი - მდინარე აზერბაიჯანში.

გუსევი (1946 წლამდე გუმბინენი) - ქალაქი რუსეთის კალინინგრადის ოლქში.

გუსევი ვიქტორ - რუსი პოეტი და დრამატურგი (1909-1944 წწ).

გუსევ-ორენბურგსკი სერგეი - რუსი მწერალი (1867-1963 წწ).

გუსევსკი - დაბა რუსეთის ვლადიმირის ოლქში.

გუსელსკოე - დაბა უკრაინის დონეცკის ოლქში.

გუსი ჰუგო ვან დერ - ნიდერლანდელი ფერმწერი (1435-სა 1440-ს შორის - 1482 წწ).

გუსიატინი - დაბა უკრაინის ტერნოპოლის ოლქში.

გუსინოოზერსკი - ქალაქი რუსეთის ბურიატიის რესპუბლიკაში.

გუსკა მარტინ - პიკარტების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და იდეოლოგი ჩეხეთში. ცეცხლზე დაწვეს (? - 1421 წწ).

გუსლა (გუსლე) - სამხრეთ სლავების (სერბების, ხორვატების, სლოვენიელების) სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტი.

გუსლი (რუს.) - ძველებური რუსული სიმებიანი საკრავი.

გუსმან ბლანკო ანტონიო - ვენესუელის დიქტატორი მმართველი (1829-1899 წწ).

გუსმანი მარტინ ლუის - მექსიკელი მწერალი (1887-1975 წწ).

გუსოვსკი ნიკოლაი - აღორძინების ეპოქის ბელორუსი პოეტი-ლათინისტი (დაახლ. 1480-1533 წწ).

გუსტავ I ვაზა - შვედეთის მეფე 1523 წლიდან (1496-1560 წწ).

გუსტავ II ადოლფი - შვედეთის მეფე 1771 წლიდან (1594-1632 წწ).

გუსტავ III ჰოტპორტი - შვედეთის მეფე 1611 წლიდან (1746-1792 წწ).

გუსტავ IV ადოლფი - შვედეთის მეფე 1792-1809 წლებში (1778-1837 წწ).

გუსტაფსონი გრეტა ლუიზა - მსახიობ გრეტა გარბოს ნამდვილი გვარ-სახელი.

გუს-ხრუსტალნი - ქალაქი რუსეთის ვლადიმირის ოლქში.

გუტალინი (გერმ.) - ტყავის ფეხსაცმლის გასაწმენდი საცხი. წარმოადგენს საღებავი ნივთიერების, სანთლის, პარაფინის, სკიპიდარის და სხვათა ნარევს.

გუტაპერჩი (ინგლ.) - ზოგიერთი წებოვანი მცენარის გამაგრებული წვენი, ტყავის მსგავსი.

გუტარი ტობიას (ფსევდონიმი ლეა პელო) - კარელიელი პოეტი (1907-1953 წწ).

გუტაცია (ლათ.) - წყლის გამოყოფა წვეთებად მცენარის ფოთლებიდან. ამ დროს გამოიყოფა ზედმეტი მარილი, ძირითადად კალციუმი.

გუტენბერგი იოჰან - გერმანელი გამომგონებელი, პირველი მესტამბე ევროპაში (1394-სა და 1405-ს შორის - 1468 წწ).

გუტი - დაბა უკრაინის ხარკოვის ოლქში.

გუტიერეს ალეა თომას - კუბელი კინორეჟისორი (დაიბადა 1928 წელს).

გუტმანი ლევ - ლატვიელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1945 წელს).

გუტუზო რენატო - იტალიელი მხატვარი (1911-1987 წწ).

გუტფროინდი ოტო - ჩეხი მოქანდაკე (1889-1927 წწ).

გუფაგუ - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

გუფელდი ედუარდ - 1973-88 წლებში საქართველოში მოღვაწე მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, სსრკ ქალთა ნაკრების მწვრთნელი (1936-2002 წწ).

გუფთა

  1. ქუფთა (სპარსულად „დანაყული“, „დაბეგვილი“) - საჭმელი, დაკეპილი ხორცის გუნდები, წვენში მოხარშული.

  2. მდინარე ცხინვალის მუნიციპალიტეტში, პატარა ლიახვის მარცხენა შენაკადი.

  3. სოფლების დიდი გუფთის და პატარა გუფთის გავრცელებული სახელწოდება (ჯავის მუნიციპალიტეტი).

გუფი - სოფელი და მთა (კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე) ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

გუშაგი - შეიარაღებული მცველი, ყარაული.

გუში - მარცვლეულის საწყაო შუა საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში.

გუშინ - დღევანდელი დღის წინა დღეს.

გუშინდელი - რაც გუშინ იყო.

გუშინდელნი - შალვა დადიანის პიესა (დაიწერა 1917 წელს).

გუშინღამ - გუშინდელი დღის წინა ღამეს.

გუშინწინ - გუშინდელი დღის წინა დღეს.

გუჩი ჯორჯ პიბოდი - ინგლისელი ისტორიკოსი (1873-1968 წწ).

გუჩკოვი ალექსანდრე - რუსი მეწარმე, ოქტიაბრისტების პარტიის დამაარსებელი და ლიდერი (1862-1936 წწ).

გუჩმასთა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

გუცაევი ვლადიმერ - თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი (თავდამსხმელი) 1971-86 წლებში. 1978 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981 წ), სსრკ-ს ჩემპიონატებში ჩაატარა 303 მატჩი და გაიტანა 47 გოლი; სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1952 წელს).

გუცკოვი კარლ - გერმანელი მწერალი და პუბლიცისტი (1811-1878 წწ).

გუცულები - კარპატებში მცხოვრებ უკრაინელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი.

გუძენკო სემიონ - რუსი პოეტი (1922-1953 წწ).

გუძი ნიკოლოზ - რუსი ლიტერატურათმცოდნე, აკადემიკოსი (1887-1965 წწ).

გუჯა - შემოკლებული ელგუჯა.

გუჯაბაური - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

გუჯაბი

  1. სატენი, გული. „ქათამთ სატენი საზავრბლად“ (საბა).

  2. ჯილაგი, ჯიში, მოდგმა.

გუჯარათი - შტატი ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში. ფართობი 196 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 41,2 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - განდინაგარი.

გუჯარები - ინდოეთსა და პაკისტანში მცხოვრები ხალხი.

გუჯარეთი - სოფლები ბორჯომის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში.

გუჯარი - ეკლესიისათვის მეფის ან მემამულის მიერ გაცემული საბუთი, რაშიც განსაზღვრული იყო ეკლესიის მეურნეობისათვის განსაზღვრული წესები.

გუჯარეთისწყალი - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი.

გუჯარი - მეფისაგან ნაბოძები საბუთის ზოგადი სახელი შუა საუკუნეების საქართველოს დიპლომატიკაში.

გუჯრათი - ქალაქი პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში.

გუჯრანვალა - ქალაქი პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში (600 ათასი).

გუჰიაკები - ინდუიზმის მითოლოგიის თანახმად, არსებები, რომლებიც განძეულის საცავების დარაჯებად იდგნენ.

2.15 გფ

▲ზევით დაბრუნება


გფრ - (აბრევიატურა) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა.

2.16 გჰ

▲ზევით დაბრუნება


გჰაგჰრა (გოგრა, კარნალი) - მდინარე განგის მარცხენა შენაკადი ინდოეთში (სიგრძე - 950 კილომეტრი).

გჰატები - იხილე გატები.

გჰორი (ელ-გჰორი; არაბულად - ღავრი) - დახშული ტექტონიკური ქვაბული ისრაელში, სირიასა და იორდანიაში.

გჰოში აურობინდო - ინდოელი რელიგიური ფილოსოფოსი, სწავლული, პოეტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1872-1950 წწ).

გჰოში აჯოი კუმარ - ინდოეთისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1909-1862 წწ).

3

▲ზევით დაბრუნება


- ქართული ანბანის მეოთხე ასო. მისი სახელია „ონი“. გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი დენტალური (ენაკბმილისმიერი) ხშული მჟღერი თანხმოვნისა. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ციფრ ოთხს (4).

3.1 და

▲ზევით დაბრუნება


და

  1. ერთი დედ-მამის ქალიშვილი სხვა შვილების მიმართ.

  2. გრამატიკული კავშირი ქართულ ენაში, აერთებს ფრაზის ორ ერთგვარ წევრს.

  3. ზმნისწინი, უფრო ხშირად მიუთითებს მიმართულებას ზემოდან ქვემოთ ან მიმართულებას საერთოდ არ გულისხმობს.

  4. (შავი მდინარე, სონგბო) - მდინარე ჩინეთსა და ვიეტნამში.

დაავადება - სნეულება, სენი, ავადმყოფობა.

დააზოტება (ნიტრირება) - ლითონის დეტალების ზედაპირის გაჯერება აზოტით, მისი სისალის და კოროზიამდეგობის გასადიდებლად.

დაანოდება (ელექტროქიმიური ოქსიდირება) - დამცავი ოქსიდური ფურჩის წარმოქმნა ლითონის ზედაპირზე ელექტროლიზით.

დაახლოება (კოსმოსური საფრენი აპარატებისა) - რამდენიმე თანამიმდევრული მანევრი, რომელთა დახმარებით ერთი კოსმოსური საფრენი აპარატი მეორის უშუალო სიახლოვეში გაჰყავთ.

დაბა

სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

ქალაქზე პატარა დასახლებული პუნქტი.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ყოფილ საბჭოთა კავშირში.

(დაბანი, დავანი) - ძნელადსავალი მთების და უღელტეხილების სახელი შუა აზიაში, სამხრეთ ციმბირსა და მონღოლეთში. კომპოზიტებში გამოიყენება „მთის მნიშვნელობითაც“ (მაგალითად, „ხამარ-დაბანი“- ხამარის ქედი).

დაბადება

  1. შობა, გაჩენა.

  2. იგივეა, რაც ბიბლია.

დაბაკალა - ქალაქი კოტ დ'ივუარში.

დაბაკნეთი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

დაბალ-დაბალი - საკმაოდ დაბალი.

დაბალი

მცირე სიმაღლისა.

(გადატანით) ჩვეულებრივზე ნაკლები.

არაპრივილეგირებული.

დაბალი ეწერი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

დაბალი ციხე - იხილე თბილისის ციხე.

დაბანი - იხილე დაბა3.

დაბაღი - ტყავის დამუშავების სპეციალისტი ძველად.

დაბაშანი (ბაშანი) - ქედი ჩინეთში, ცინლინის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთი განშტოება.

დაბაძველი

სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (საწირის თემის საკრებულო), მდებარეობს ტყიბულის ქვაბულში, ტყიბულის წყალსაცავის ჩრდილოეთით. ზღვის დონიდან -500 მეტრი, ტყიბულიდან - 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 538 კაცი.

სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

  1. დაბაძველის პლატო - პლატო ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე.

დაბაძველის ტბა - ტბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბაძველის პლატოზე.

დაბახანა

  1. (დაბაღხანა) - ტყავის დასამუშავებელი სახელოსნო ძველ თბილისში.

  2. იხილე ლეღვთახევი.

დაბახანისხევი (დაბახანა) - მდინარე, იხილე ლეღვთახევი.

დაბერება - ინდივიდუალური განვითარების კანონზომიერი ბუნებრივი მოვლენა, რაც მოწიფულობის პერიოდს მოსდევს და სასიცოცხლო ფუნქციების დაქვეითებით ხასიათდება.

დაბეჭდულნი - იხილე კანონიკა.

დაბი ეჟენ - ფრანგი მწერალი (1898-1936 წწ).

დაბია - ქალაქი იორდანიაში.

დაბიერი - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი.

დაბილოვი აბაზ - ყარაყალპაყელი პოეტი, ყარაყალპაყეთის და უზბეკეთის სახალხო მგოსანი (1898-1970 წწ).

დაბლა

  1. ქვედა, ქვემო.

  2. ქვევით, ქვემოთ.

დაბლაგომი - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, ბაღდათი-დაფნარის საავტომობილო გზაზე. გომის თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 11 სოფელს: გომმუხაყრუა, გომნატეხები, დაბლაგომი, დაფნარი, დობირო, ზედა ეწერი, კეთილაური, კვირიკე, მთისძირი, ქვედა ეწერი, ცივწყალა.. ზღვის დონიდან - 40 მეტრი, სამტრედიიდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1115 კაცი. 1929 წელს დაბლაგომში აღმოჩნდა მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი.

დაბლარი - დაბალი ვაზი, მიმაგრებული სარზე ან მავთულზე.

დაბლაციხე - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

დაბლობი - ხმელეთის ზედაპირი, დაცემული ადგილი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 200 მეტრს არ აღემატება.

დაბლ-ჰედედ-შოტ-კისის კუნძულები - კუნძულების ჯგუფი კუბის ჩრდილოეთით, ფლორიდის სრუტეში.

დაბნელება - ასტრონომიული მოვლენა, რომელიც გამოწვეულია თანამგზავრებიანი პლანეტის მზის გარშემო გარემოქცევისას თანამგზავრის შესვლით პლანეტის ჩრდილში.

დაბნია - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

დაბო - ქალაქი ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

დაბოლა - ქალაქი გვინეაში.

დაბომბვა - საარტილერიო ცეცხლით და საავიაციო ბომბებით სხვადასხვა ობიექტის განადგურება.

დაბრკოლება - რადიოტექნიკაში ელექტრომაგნიტური გამოსხივება და ელექტრულ წრედებში მიმდინარე პროცესები, რომელთა ზემოქმედება რადიომიმღებ მოწყობილობაზე გამოიხატება სასარგებლო სიგნალის დამახინჯებაში.

დაბრმავება - სასჯელი მონათმფლობელურსა და ფეოდალურ სამართალში (მბნელობლობა, სიბრმითა დასჯა).

დაბრუნება - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1977 წელს. დამდგმელი რეჟისორი - რამაზ შარაბიძე. სცენარის ავტორი - მერაბ ელიოზიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - გივი რაჭველიშვილი. კომპოზიტორი - სულხან ნასიძე. მთავარ როლებში: ზურაბ ქაფიანიძე, გივი ბერიკაშვილი, ქეთევან ბოჭორიშვილი, ია ხობუა, ლია კაპანაძე.

დაბრუნებანი - ძველ ბერძნულ ლიტერატურაში - ხუთსიმღერიანი კიკლიკური პოემა, სადაც აღწერილი იყო ათენას გაბრაზება მისი სამლოცველოს შერყევისათვის.

დაბღისაშვილი (დაბღიშვილი) იეთიმ - იეთიმ გურჯის ნამდვილი გვარი.

დაბღიშვილი - იხილე დაბღისაშვილი.

დაგა - ცივი იარაღი, მარცხენა ხელისათვის განკუთვნილი მოკლე ხანჯალი შუა საუკუნეების ევროპაში.

დაგანა - ქალაქი სენეგალში.

დაგასა - ცივი იარაღი, გრძელი ხანჯალი შუბისებრი წვერით.

დაგდა (ეოჰაიდ ოლატაირი ანუ კეთილი ღმერთი) - კელტურ მითოლოგიაში ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, სიბრძნისა და სიმდიდრის ღმერთი.

დაგდა - დაბა ლატვიაში.

დაგენს ნიუჰეტერი - შვედეთის ყოველდღიური გაზეთი, გამოდის 1864 წლიდან სტოკჰოლმში.

დაგერი ლუი ჟაკ მანდე - ფრანგი მხატვარი და გამომგონებელი, ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1781-1851 წწ).

დაგერმანდერესი - მდინარე დმანისის მუნიციპალიტეტში, შავწყაროსწყლის მარჯვენა შენაკადი.

დაგერმანი სტიგ - შვედი მწერალი (1923-1954 წწ).

დაგეროტიპი

  1. დაგეროტიპით გადაღებული სურათი.

  2. იგივეა, რაც დაგეროტიპია.

დაგეროტიპია (ფრანგ.) - ფოტოგრაფირების პირველდაწყებითი მეთოდი, როცა სურათს იღებდნენ იოდოვანი ვერცხლით დაფარულ ლითონის ფირფიტაზე.

დაგვა - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

დაგვათაღლაური - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო არტანში შემორჩენილი გვიანდელი შუა საუკუნეების ციხე და კოშკი.

დაგვიანებული სასიძო - ქართული მხატვრული ფილმი, კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1939 წელს. დამდგმელი რეჟისორი - კოტე მიქაბერიძე. სცენარის ავტორები - კარლო გოგოძე, ვლადიმერ კარსანიძე. დამდგმელი ოპერატორი - ფელიქს ვისოცკი. კომპოზიტორი - მერი დავითაშვილი. მთავარ როლებში: თამარ ციციშვილი (მარო), ალექსანდრე ომიაძე (სანდრო), ალექსანდრე კვალიაშვილი (ლუკა, სანდროს მეგობარი), ცეცილია წუწუნავა (ელისაბედი, სანდროს დედა), ჩიტოლია ჩხეიძე (ცეცილია, მაროს მეგობარი).

დაგირი (დაჰერი, ზაჰერი) - ჩრდილო-დასავლეთ პალესტინის მმართველი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში (დაახლოებით 1686-1775 წწ).

დაგიროვი ნაბი - დაღესტნელი კომპოზიტორი (დაიბადა 1921 წელს).

დაგლასი ფრედერიკ (ნამდვილი სახელი და გვარი ფრედერიკ ოგასტეს უოშინგტონ ბეილი) - ამერიკელი აბოლიციონისტი, საზოგადო მოღვაწე და მწერალი (1817-1895 წწ).

დაგლასი ჯორჯ ნორმან - შოტლანდიელი მწერალი, ესეისტი და სწავლული (1868-1952 წწ).

დაგლას-ჰიუმი ალეკ - დიდი ბრიტანეთის საზოგადო მოღვაწე (1903-1990 წწ).

დაგობა - მემორიალური ბუდისტური ნაგებობა შრი-ლანკაში.

დაგობერტ I - 623-634 წლებში ავსტრაზიის მეფე, ფრანკთა მეფე 629-634 და ბურგუნდიის მეფე 629 - 639 წლებში. უკანასკნელი მეროვინგი, ვინც სამეფო ძალაუფლებას ფლობდა. (605-639 წწ).

დაგომეა - აფრიკის სახელმწიფო ბენინის სახელი 1975 წლამდე.

დაგონი - ძველ ცივილიზებულ სემიტთა პანთეონის ერთ-ერთი მთავარი ღვთაება. განსაკუთრებით ადიდებდნენ ფილისტიმელები და ფინიკიელები, რომელნიც ზღვის ღმერთადაც აღიარებდნენ.

დაგრილება - შეწყვილება სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა.

დაგუპანი - ქალაქი ფილიპინებზე.

დადა (ულდ დადა მოქტარ) - მავრიტანიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (დაიბადა 1924 წელს).

დადაიზმი (ფრანგ. დადაისმე<დადა - ჯოხის ცხენი; გადატანითი მნიშვნელობით - ბავშვური ტიტინი) - 1916-1925 წლებში ინტელექტუალური, ლიტერატურული და ესთეტიკური ავანგარდული მიმდინარეობა. ხასიათდება ყოველგვარი იდეოლოგიური, არტისტული თუ პოლიტიკური პირობითობების უარყოფით. წარმოიშვა ციურიხში, 1916 წელს.

დადაისტი - დადაიზმის მიმდევარი.

დადასტურება - რაიმესთან დაკავშირებით თანხმობის გამოთქმა.

დადაშევი სადიხ ალექფერ-ოღლუ - აზერბაიჯანელი არქიტექტორი (1905-1946 წწ).

დადგენილება - გადაწყვეტილება, განკარგულება.

დადგმა - იგივე სპექტაკლი.

დადებითი

  1. დადასტურებითი.

  2. სასარგებლო თვისებების მქონე.

  3. ნულზე მეტი.

დადეში - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

დადეშქელიანი ოთარ - ბალეტმაისტერი (დაიბადა 1923 წელს).

დადი ბერნარდო - იტალიელი მხატვარი, ჯოტო დი ბონდონეს ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე, ფლორენციის სკოლის წარმომადგენელი (1290-1348 წწ).

დადიანები - ფეოდალური საგვარეულო დასავლეთ საქართველოში.

დადიანეთი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

დადიანი ანდრია - მოჭადრაკე და ჭადრაკის მეცენატი (1850-1910 წწ).

დადიანი ბედან (ბედიან) - ოდიშის ერისთავი XII საუკუნეში.

დადიანი გრიგოლ (ფსევდონიმი - კოლხიდელი) - პოეტი (1814-1902 წწ).

დადიანი ვარდან - XII საუკუნის დიდგვაროვანი ფეოდალი, თამარის კარის მსახურთუხუცესი.

დადიანი კონსტანტინე - რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1819-1889 წწ).

დადიანი ნიკო გიორგის ძე - ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე (დაახლოებით 1780-1834 წწ).

დადიანი ნიკო დავითის ძე - სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი (1847-1903 წწ).

დადიანი სიმონ - კრიტიკოსი, დრამატურგი (1887-1937 წწ).

დადიანი შალვა - მწერალი, დრამატურგი, თეატრალური მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი (1874 - 1959 წწ).

დადიანი ცოტნე შერგილის ძე - საქართველოს დიდგვაროვანი ფეოდალი XIII საუკუნეში, კოხტასთავის 1245 წლის შეთქმულების მონაწილე.

დადიაში - მთა მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, სვანეთის ქედზე.

დადიე ბერნარ - ფრანგულენოვანი მწერალი რესპუბლიკა კოტ დ,ივუარიდან (დაიბადა 1916 წელს).

დადიშქელიანები (დადეშქელიანები) - სვანეთის ფეოდალური საგვარეულო.

დადიშქელიანი ალექსანდრე (ბექირბი) ციოყის ძე - რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, ტოპოგრაფი, გეოგრაფი (1828 - ?).

დადიშქელიანი გიორგი - რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1858 - ?).

დადიშქელიანი დიგორხან - ჩოლურის მფლობელის გარდაფხაძის ასული, მეუღლის, მოსოსტრის, გარდაცვალების შემდეგ ჩუბეხევის ფაქტობრივი გამგებელი (გარდაიცვალა 1843 წელს).

დადიშქელიანი კონსტანტინე (მურზაყან) - სვანეთის უკანასკნელი მთავარი (1826 - 1857 წწ).

დადლი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, სტეფორდშირის საგრაფოში (310 ათასი).

დადნა - ქალაქი არაბთა გაერთიანებულ ემირატებში.

დადრა და ნაგარჰაველი - ინდოეთის შემადგენლობაში არსებული მოკავშირე ტერიტორია, მდებარეობს არაბეთის ზღვის პირას. ფართობი 0,5 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა -140 ათასი.

დადუხე - მდინარე ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში.

დადჰიანჩი - ვედურ მითოლოგიაში ბრძენი, რომელმაც ღმერთების საიდუმლო იცოდა.

დადჰიქრა - ვედურ მითოლოგიაში ცხენი, რომელიც სწრაფ, გამარჯვებისმომტან სტიქიას გამოხატავს.

დაე

  1. ქართული ენის შორისდებული, გამოხატავს: 1) მუქარას, გაფრთხილებას. 2) დათმობას, თანხმობას.

  2. ქალაქი ჩინეთის ხუბეის პროვინციაში.

დაერ სტრეიტსი - 1977 წელს შექმნილი ინგლისური როკ-ჯგუფი.

დავა

  1. კამათი, პაექრობა.

  2. ქალაქი ომანში.

დავათი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ლაფააანთკარის თემის საკრებულო), ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1120 მეტრი, დუშეთიდან - 24 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 212 კაცი.

დავაკრანი - მთა ახალქალაქისა და წალკის მუნიციპალიტეტებში, ჯავახეთის ქედზე (2820 მეტრი).

დავალება - დაკისრებული საქმე.

დავალიანება - ოფიციალური ვალი.

დავანგერე - ქალაქი ინდოეთის კარნატაკას შტატში.

დავაო - ქალაქი ფილიპინებში, კუნძულ მინდანაოს მთავარი პორტი (850 ათასი).

დავარგება (ღვინისა, დამწიფება ღვინისა) - სამარკო ღვინის დამუშავების ტექნოლოგიური პროცესი, იწყება ღვინის პირველი გადაღებიდან და მთავრდება ბოთლებში ჩამოსხმით.

დავარი - შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟი, ფარსადანის და, ნესტანის მამიდა.

დავბერი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

დავენანტი უილიამ - ინგლისელი მწერალი (1606-1668 წწ).

დავენდა - დაბა რუსეთის ჩიტის ოლქში.

დავენპორტი - ქალაქი აშშ-ს ცენტრალურ ნაწილში (აიოვას შტატში) პორტი მდინარე მისისიპიზე (95 ათასი).

დავენპორტი ჰაროლდ - ინგლისელი მათემატიკოსი (1907-1969 წწ).

დავერფენაჰი - ქალაქი ირანის ბელუჯისტანის ოსთანში.

დავთარი (სპარს.) - დიდი ზომის რვეული.

დავი - ტერმინი ნარდში, ერთგვარი ფორა.

დავიდარაბა - ჩხუბი, აყალმაყალი.

დავიდ-ბეკი - სპარსელ და თურქ დამპყრობთა წინააღმდეგ სომხეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღოლი (? - 1728 წ).

დავიდ-გოროდოკი - ქალაქი ბელორუსიის ბრესტის ოლქში.

დავიდ დ,ანჟე პიერ ჟან - ფრანგი მოქანდაკე და მედალიერი (1788-1856 წწ).

დავიდენკო ალექსანდრე - რუსი კომპოზიტორი (1899-1934 წწ).

დავიდი გერარდ - ნიდერლანდელი ფერმწერი (1460-სა და 1470-ს შორის - 1523 წწ).

დავიდი კაროი - უნგრელი არქიტექტორი (1903-1990 წწ).

დავიდი ჟაკ ლუი - ფრანგი მხატვარი, კლასიციზმის წარმომადგენელი (1748-1825 წწ).

დავიდი რენე - ფრანგი მეცნიერი, იურისტი (1906-1990 წწ).

დავიდი ფელისიენ სეზარ - ფრანგი კომპოზიტორი (1810-1876 წწ).

დავიდოვა (ქორწინების გვარი მჭედლიძე) ვერა - ოპერის მომღერალი, მეცო-სოპრანო, რუსეთისა და საქართველოს სახალხო არტისტი (1906-1993 წწ).

დავიდოვა-მედენე ლეა - ლატვიელი მოქანდაკე ქალი (1921-1986 წწ).

დავიდოვი დენის - რუსი მწერალი, პოეტი, გენერალ-ლეიტენანტი, 1812 წლის სამამულო ომის გმირი (1784-1839 წწ).

დავიდოვი ვასილი - დეკაბრისტი, პოლკოვნიკი (1793-1855 წწ).

დავიდოვი ვიტალი - რუსი ჰოკეისტი, მსოფლიოს (1963-71 წწ) და ოლიმპიური თამაშების (1964, 1968, 1972 წწ) ჩემპიონი (დაიბადა 1939 წელს).

დავიდოვი იური - რუსი მწერალი (დაიბადა 1924 წელს).

დავიდოვიჩი ბელა - რუსი პიანისტი ქალი (დაიბადა 1928 წელს).

დავიდოვკა - დაბა რუსეთის ვორონეჟის ოლქში.

დავით I კურაპალატი - ბაგრატ I-ის უფროსი ძე, ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი (გარდაიცვალა 881 წელს).

დავით I - კახეთის მეფე 1601-1602 წლებში, ალექსანდრე II-ის ძე (გარდაიცვალა 1602 წელს).

დავით II - ქართველთა მეფე 923-937 წლებში, ადარნასე II-ის ძე (გარდაიცვალა 937 წელს).

დავით II - იმერეთის მეფე 1784-1789 წლებში, გიორგი VII-ის ძე (გარდაიცვალა 1795 წელს).

დავით II (იმამყული-ხანი) - კახეთის მეფე 1703-1722 წლებში, ერეკლე I-ის ძე.

დავით III (დიდი) კურაპალატი - ადარნასე III-ის ძე, ტაოს მეფე X საუკუნის მეორე ნახევარში.

დავით IV აღმაშენებელი - საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში, გიორგი II-ის ძე (1073 - 1125 წწ).

დავით V - საქართველოს მეფე 1155 წელს, დემეტრე I-ის უფროსი ძე.

დავით VI (ნარინი) - საქართველოს მეფე 1245-1293 წლებში, რუსუდან მეფის ძე.

დავით VII (ულუ) - საქართველოს მეფე 1247-1270 წლებში, გიორგი IV ლაშას უკანონო შვილი.

დავით VIII - საქართველოს მეფე 1293-1311 წლებში, დემეტრე II თავდადებულის ძე.

დავით IX - საქართველოს მეფე 1346-60 წლებში, გიორგი V ბრწყინვალის ძე.

დავით X - ქართლის მეფე 1505-25 წლებში, კონსტანტინე II-ის ძე.

დავით XI (დაუთ-ხანი) - ქართლის ხანი (ზოგიერთი წყაროს მიხედვით მეფე) 1569-78 წლებში, ლუარსაბ I-ის ძე.

დავითაია თეიმურაზ - ესტრადის მომღერალი, ანსამბლ „ორერას“ უცვლელი წევრი დაარსების დღიდან (დაიბადა 1939 წელს).

დავითაია თეოფანე - გეოგრაფი, აგრომეტეოროლოგი, კლიმატოლოგი (დაიბადა 1911 წელს).

დავით ანახტი (ძლევამოსილი) - სომეხი ფილოსოფოსი, ნეოპლატონიკოსი (V-VI სს).

დავით აღმაშენებელი - იხილე დავით IV აღმაშენებელი.

დავითაშვილი გიორგი - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1893-1966 წწ).

დავითაშვილი გულბაათ - ბალეტმაისტერი (1902-1990 წწ).

დავითაშვილი იოსებ - პოეტი (1850-1887 წწ).

დავითაშვილი მარიამ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1907-1975 წწ).

დავითაშვილი მერი - კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1924 წელს).

დავითაშვილი ნინო - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1882-1958 წწ).

დავით ბატონიშვილი (ბაგრატიონი) - გიორგი XII-ის უფროსი ძე, ქართლ-კახეთის სამეფოს გამგებელი (1767-1819 წწ).

დავით-ბეგი - ირანელ და თურქ დამპყრობთა წინააღმდეგ სომეხი ხალხის განმათავისუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთი წინამძღოლი (გარდაიცვალა 1728 წელს).

დავით ბოდბელი (ვაჩნაძე) - დავითგარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი 1751-62 წლებში.

დავითგარეჯა

  1. სერი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.

  2. საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო კომპლექსი, დაარსებულია VI საუკუნის პირველ ნახევარში (მდებარეობს თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულებით 60-70 კილომეტრზე).

დავით გარეჯელი - ერთ-ერთი ასურელი მამა, საქართველოში მოსული ანტიოქიიდან VI საუკუნის I ნახევარში. დავითგარეჯას მონასტრის დამაარსებელი.

დავით გურამიშვილი - ქართული მხატვრული ფილმი, ისტორიულ-ბიოგრაფიული. ეკრანებზე გამოვიდა 1946 წელს. დამდგმელი რეჟისორები - ნიკოლოზ სანიშვილი, იოსებ თუმანიშვილი. სცენარის ავტორები - სიმონ ჩიქოვანი, ვლადიმერ ორლოვი, ნიკოლოზ სანიშვილი, იოსებ თუმანიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - დიმიტრი ფელდმანი. კომპოზიტორი - ანდრია ბალანჩივაძე. მთავარ როლებში: გიორგი შავგულიძე (დავით გურამიშვილი), კოხტა ყარალაშვილი (თავადი გიორგი, დავითის მამა), ალექსანდრე ომიაძე (მეფე ვახტანგ VI), დოდო ჭიჭინაძე (ქეთევანი), შალვა ღამბაშიძე (თავადი ელიზბარი, ქეთევანის მამა).

დავით და კონსტანტინე - ძველი ქართული წყაროების თანახმად, არგვეთის (ზემო იმერეთი) მთავრები VIII საუკუნის I ნახევარში.

დავითი - ისრაელ-იუდეველთა სახელმწიფოს მეფე ძვ.წ.აღ. XI-X საუკუნეებში. ბიბლიური გოლიათის დამმარცხებელი.

დავითი

  1. მამაკაცის ქართული სახელი.

  2. კახეთის ქორეპისკოპოსი (მთავარი) 976-1010 წლებში, კვირიკე II-ის ძე.

  3. მიქელანჯელოს ქანდაკება.

დავითიანი

  1. სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

  2. დავით გურამიშვილის ლექსთა კრებული.

დავითიანი არჩილ - საქართველოში მცხოვრები სომეხი მთარგმნელი, ლიტერატორი (დაიბადა 1917 წელს).

დავითის ლავრა - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსში.

დავითის მთა - მთა მცხეთის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის განშტოება სათოვლის ქედზე, მდინარე ხეკორძულას სათავეში (სიმაღლე - 1463 მეტრი).

დავით მიძნაძორელი - IX საუკუნის I ნახევრის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მიძნაძორის მონასტრის (კლარჯეთი) მაშენებელი და პირველი წინამძღვარი.

დავითნი - საეკლესიო საგალობელთა წიგნი, ფსალმუნი.

დავით რექტორი (მესხიშვილი) - ქართველი მეცნიერი, მწიგნობარი, პედაგოგი, კალიგრაფი (1745 - 1825 წწ).

დავით სასუნცი (დავით სასუნელი) - სომხური ხალხური საგმირო ეპოსი.

დავით სოსლანი - თამარ მეფის მეორე ქმარი (გარდაიცვალა 1203 ან 1204 წელს).

დავით ტბელი - X საუკუნის II ნახევრის ქართველი მთარგმნელი და სასულიერო მოღვაწე, ტბეთის ეპისკოპოსი.

დავითურნი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ფასანაურის სადაბო საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1600 მეტრი, დუშეთიდან - 57 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 2 კაცი..

დავითფერული - სწორი, პირბასრი, დრეკადი, სამღარიანი ქართული ხმალი.

დავილა ალექსანდრესკუ - რუმინელი დრამატურგი და რეჟისორი (1862-1929 წწ).

დავიტ აპ გუილიმი - უელსელი ბარდი, ავლენდა სიახლოვეს ტრუბადურებთან და ვაგანტებთან (დაახლოებით 1325 - დაახლოებით 1380 წწ).

დავიჩო ოსკარი - სერბი მწერალი (1909-1989 წწ).

დავკარევი ნაჟიმ - ყარაყალპაყელი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე (1905-1953 წწ).

დავლა - იგივე ნადავლი.

დავლათშაჰ სამარყანდი იბნ ალ ალ-დოულე - პოეტი, სპარსული ლიტერატურის მკვლევარი, მეცნიერი ენციკლოპედისტი (1438-1491 წწ).

დავლეკანოვო - ქალაქი რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში (25 ათასი).

დავლიდა - ქალაქი ძველი საბერძნეთის მხარე ფოკიდაში.

დავლური - ქართული ხალხური ცეკვა. მუსიკალური ზომა 6/8.

დავნუსი - სამხრეთ იტალიის, აპულიის ლეგენდარული მეფე.

დავოიანი რაზმიკ - სომეხი პოეტი (დაიბადა 1940 წელს).

დავოსი

  1. ქალაქი აღმოსავლეთ შვეიცარიაში. სამთოკლიმატური კურორტი და სპორტის ზამთრის სახეობების ცენტრი (11 ათასი).

  2. სპორტული მარხილი ერთგვარი.

დავრიშვილი გიორგი - ექიმი (1810-1875 წწ).

დავრიში - იხილე დერვიში.

დავუ ლუი ნიკოლა - აუერშტედტის ჰერცოგი, ფრანგი მხედართმთავარი, ნაპოლეონის არმიის მარშალი 1804 წლიდან, სამხედრო მინისტრი, რევოლუციური და ნაპოლეონის ომების აქტიური მონაწილე (1770-1823 წწ).

დავუდოვა მარზია იუსუფ ყიზი - აზერბაიჯანელი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1901-1962 წწ).

დაზავება - საომარ მოქმედებათა შეჩერება ან შეწყვეტა.

დაზარალებული - სისხლის სამართლის პროცესში მოქალაქე, რომელსაც დანაშაულმა მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზარალი მიაყენა.

დაზაფრული - ელდანაცემი, შეშინებული.

დაზგა (სპარს. „დასთ-გაჰ“- ხელის ადგილი) - ამა თუ იმ საქმის შესასრულებელი სპეციალური დანადგარი ან უბრალოდ მაგიდა.

დაზგური ხელოვნება - ტერმინი, რომლითაც აღნიშნავენ ფერწერის, ქანდაკებისა და გრაფიკის დამოუკიდებელი ხასიათის ნაწარმოებთა, რაც განკუთვნილი არა კონკრეტული ადგილისათვის.

დაზვერვა

  1. სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფი, რომელსაც ევალება ცნობების შეკრება მტრის შესახებ.

  2. სახელმწიფო უშიშროების სპეციალური ორგანოები.

დაზიმეტრიული (ბერძნ.) რუკა - მოსახლეობის სიმჭიდროვის რუკა.

დაზღვევა - სპეციალურ სახელმწიფო ორგანოებთან დადება ხელშეკრულებისა, რაც ითვალისწინებს ქონების შეფასების შესაბამისად განსაზღვრული თანხის ანაზღაურებას.

დათავთავება (ათავთავება) - მარცვლეული მცენარეების განვითარების ფაზა, მცენარის ზედა ფოთლის ხალთიდან ყვავილედის განვითარება.

დათა თუთაშხია

  1. ჭაბუა ამირეჯიბის რომანი (1972-75 წლები).

  2. ქართული მხატვრული მრავალსერიანი სატელევიზიო ფილმი, 7 სერია. ეკრანებზე გამოვიდა 1978 წელს. დამდგმელი რეჟისორები - გიგა ლორთქიფანიძე და გიზო გაბესკირია. სცენარის ავტორი - ჭაბუა ამირეჯიბი, დამდგმელი ოპერატორი - ლევან ნამგალაშვილი. კომპოზიტორები - ბიძინა კვერნაძე, ჯანსუღ კახიძე. მთავარ როლებში: ოთარ მეღვინეთუხუცესი (დათა თუთაშხია), თენგიზ არჩვაძე (მუშნი ზარანდია), იური იარვეტი (გრაფი სეგედი).

დათაიგულება - აგროტექნიკური ღონისძიება, რომლის დროსაც ფართომწკრივიან ნათესს მექანიკურად ამეჩხრებენ და მწკრივში ტოვებენ.

დათვა - ურმის ხელნის სქელი ნაწილი, რაშიც ღერძი ბრუნავს.

დათვა-ბოყვა - სასიმინდის ხის საკეტი აჭარაში.

დათვეთისღელე - მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში, ლეკნარისღელის მარცხენა შენაკადი.

დათვი - დიდი მტაცებელი ძუძუმწოვარა ცხოველი, აქვს ბანჯგვლიანი ტყავი.

დათვიმხალა - ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა, აქვს მსხვილი ფოთლები, სხეულში - რძეწვენი.

დათვისთავი - მთა ბაღდათის და ახალციხის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე (სიმაღლე - 2435 მეტრი).

დათვისთხილა (ქართული თხილი) - ტანმაღალი ხე თხილისებრთა ოჯახისა.

დათვისი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. მდინარე დათვისისხევის (ხევსურეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1360 მეტრი, დუშეთიდან - 59 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 19 კაცი.

დათვისისხევი (დათვისურა) - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი.

დათვისკენკრა - მცენარეთა გვარი მანანისებრთა (შქერისებრთა) ოჯახისა. ძირსგართხმული ბუჩქებია, აქვთ მარადმწვანე ტყავისებრი ფოთლები და წითელი კურკიანი ნაყოფი.

დათვის კუნძულები - ნორვეგიის კუთვნილი კუნძული ბარენცის ზღვაში.

დათვისსოკო (ძირბუკა) - დიდი ზომის საჭმელი ქუდიანი სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა.

დათვის ტბა - ტბა ახალგორის მუნიციპალიტეტში, ყელის მთიანეთში.

დათვისურა - მდინარე, იხილე დათვისისხევი.

დათვისჯვარისღელე (დათვისჯვარი) - უღელტეხილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ზღვის დონიდან - 2677 მეტრი. სამანქანო გზით აკავშირებს ხევსურეთის არაგვის ხეობას (პირაქეთა ხევსურეთი) არღუნის ხეობასთან (პირიქითა ხევსურეთი).

დათვისჯვარი - იხილე დათვისჯვარისღელე.

დათვობანა - ძველ საქართველოში - პანტომიმური ხასიათის სანახაობა სიმღერის თანხლებით, მისნური ცეკვის გადმონაშთი.

დათვური - უხეში, ტლანქი.

დათო - სახელი დავითი შემოკლებით.

დათუნა

  1. პატარა დათვი, დათვის ბელი.

  2. პატარა დავითი.

დათუნა ფეიქარი - 1765 წლის ერეკლე II-ის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულების გამცემი.

დათუნაშვილი ილია - თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი 1959-68 წლებში, თავდამსხმელი (დაიბადა; 1964 წლის სსრკ-ს ჩემპიონი, სსრკ-ს ჩემპიონატებში ჩაატარა 199 მატჩი და გაიტანა 46 გოლი 1937 წელს).

დათუნია - ერთგვარი კანფეტი, შოკოლადიანი ვაფლი.

დაია - (მოფერებით) პატარა და.

დაიაენი - იხილე დიაუხი.

დაიაკები - კუნძულ კალიმანტანის აბორიგენი მოსახლეობის, სხვადასხვა ტომისა და ხალხის საერთო სახელწოდება.

დაიამანტინა - პერიოდული მდინარე ცენტრალურ ავსტრალიაში, ერთვის ეირის ტბას.

დაიამონდ-ჰარბორი - ქალაქი ინდოეთ-ბანგლადეშის საზღვართან.

დაიანი მოშე - ისრაელის სამხედრო მოღვაწე და პოლიტიკოსი. ისრაელის თავდაცვის ჯარის მეხუთე რამათკალი (მეთაური) (1953-1958 წწ) (1915-1981 წწ).

დაიახათუნი - თურქმენეთის XII საუკუნის ისტორიული ძეგლი, ქარვასლა.

დაიერსბერგი - ქალაქი აშშ-ს ტენესის შტატში.

დაიზენჰოფერი იოჰან - გერმანელი ფიზიკოსი. 1988 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მიჰელთან და ჰუბერთან ერთად (დაიბადა 1943 წელს).

დაიიტი კანგე ბანკი - იაპონიის უმსხვილესი სააქციო-კომერციული ბანკი.

დაიკა (ინგლ.) - ვულკანური წარმოშობის ქანის ვერტიკალური ან დახრილი ძარღვი, რომელიც კვეთს გარემომცველ ქანებს.

დაიმი - ათცენტიანი მონეტის სახელი აშშ-ში.

დაიმიელი - ქალაქი ესპანეთის კასტილიის ოლქში.

დაი მინში - ჩინელი ისტორიკოსი (1653-1713 წწ).

დაიმლერ-ბენცი - საავტომობილო მრეწველობის გერმანული კომპანია.

დაიმლერი გოტლიბ - გერმანელი გამომგონებელი, საავტომობილო წარმოების პიონერი (1834-1900 წწ).

დაინა - ლიტვური და ლატვიური ხალხური სიმღერების სხვადასხვა სახეობათა საერთო სახელი.

დაინიტი-ნერაი - ბუდა, თაყვანისცემის ერთ-ერთი ძირითადი ობიექტი იაპონურ ეზოთერულ ბუდიზმში.

დაინჰატი - ქალაქი ინდოეთ-ბანგლადეშის საზღვართან.

დაირა (სპარს. „დოირა“ - წრე) - დასარტყმელი საკრავი, ხის ვიწრო რკალი, რასაც ცალ მხარეს თხის ტყავი ან თევზის ბუშტი აკრავს.

დაირ-ელ-ბაჰრი - ძველ ნაგებობათა კომპლექსი ქალაქ თებესთან (ეგვიპტე).

დაირ-ელ-ზავრი - ქალაქი აღმოსავლეთ სირიაში.

დაირენი - ჩინეთის ქალაქ დალიანის იაპონური სახელი.

დაირუთი - ქალაქი ეგვიპტეში.

დაისი

  1. მზის ჩასვლის დრო, საღამო ხანი.

  2. ზაქარია ფალიაშვილის ოპერა (პრემიერა შედგა 1923 წლის 19 დეკემბერს.

  3. ქართული მხატვრული ფილმი-ოპერა. ეკრანებზე გამოვიდა 1971 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ნიკოლოზ სანიშვილი. სცენარის ავტორები - ჯანსუღ ჩარკვიანი, ნიკოლოზ სანიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - დუდარ მარგიევი. მთავარ როლებში: ნანა ყიფიანი, ქართლოს მარადიშვილი, ოთარ კობერიძე, ზურაბ ქაფიანიძე, გივი ბერიკაშვილი, მიხეილ ვაშაძე. მთავარ საოპერო პარტიებს ასრულებენ მედეა ამირანაშვილი და ზურაბ ანჯაფარიძე.

დაისიანი - ქალაქი ჩინეთის შანსის პროვინციაში.

დაისონი ფრანკ უოტსონ - ინგლისელი ასტრონომი (1868-1939 წწ).

დაიტიები - ვედურ და ინდუისტურ მითოლოგიაში დემონი-გოლიათები, ღმერთების მოწინააღმდეგენი, დიტის და კაშიაპას შვილები.

დაიუი - ქალაქი ჩინეთის ძიანსის პროვინციაში.

დაიუილინი - ქედი ჩინეთში.

დაიცინის დინასტია - იგივე ცინის დინასტია.

დაი ჯენი - ჩინელი მოაზროვნე, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი (1723-1777 წწ).

დაიჯესტი (ინგლ.)

  1. სახეობა პერიოდული გამოცემისა, სადაც სხვა გამოცემათა პუბლიკაციებია გადაბეჭდილი.

  2. მასობრივი გამოცემა, რომელიც შეიცავს მხატვრული ლიტერატურის პოპულარული ნაწარმოების ადაპტირებულ ან შემოკლებულ თხრობას.

დაიჰაცუ - იაპონური წარმოების ავტომობილი.

დაკა - აზიის სახელმწიფო ბანგლადეშის დედაქალაქი. პორტი მდინარე განგის დელტაში (6,1 მილიონი, გარეუბნებით).

დაკაბადონება - დასაბეჭდი გვერდის მომზადების ძველად პოლიგრაფიული (სასტამბო) და ამჟამად კომპიუტერული პროცესი.

დაკავება (ეჭვმიტანილისა) - დანაშაულში ეჭვმიტანილი პირისათვის თავისუფლების აღკვეთა მოკლე ვადით.

დაკავებული - დაჭერილი, პატიმრობაში აყვანილი.

და-კაპო (იტალ.) - თავიდან, დასაწყისიდან (მუსიკაში განმეორებითი ნიშანი).

დაკარგული თაობა (ინგლ. „Lost Generation“) - 1920-იანი წლების ევროპელ და ამერიკელ მწერალთა ჯგუფის პირობითი სახელწოდება.

დაკარგული სამოთხე - ქართული მხატვრული ფილმი, კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1937 წელს. დამდგმელი რეჟისორი - დავით რონდელი. სცენარის ავტორები - გიორგი მდივანი, დავით რონდელი. დამდგმელი ოპერატორი - ბორის ბურავლიოვი. კომპოზიტორი - ანდრია ბალანჩივაძე. მთავარ როლებში: დუდუხანა წეროძე, ბათუ კრავეიშვილი, არკადი ხინთიბიძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი.

დაკარი - აფრიკის სახელმწიფო სენეგალის დედაქალაქი (1,8 მილიონი).

დაკასკოსი მარკ - ამერიკელი კინომსახიობი (დაიბადა 1964 წელს).

დაკები - თრაკიული ტომების ნაწილი, რომლებიც ცხოვრობდნენ დუნაის ჩრდილოეთით, კარპატების ქედის განშტოებამდე.

დაკენ-დაბანი - გამყინვარებული ქედი და მთის უდაბნოები ჩინეთის ნანშანიას მთებში (საშუალო სიმაღლე 5900 მ).

დაკენი ლუი კლოდ - ფრანგი კომპოზიტორი და კლავესინისტი (1694-1772 წწ).

დაკეჭნა - ლითონის დამუშავების ტექნოლოგიური პროცესი, რომლის დროსაც ხდება ლითონის გარე ფენის პლასტიური დეფორმაცია.

დაკია

  1. რომის იმპერიის პროვინცია ახლანდელი რუმინეთის ტერიტორიაზე.

  2. რუმინული წარმოების ავტომობილი.

დაკითხვა - სისხლისა და სამოქალაქო სამართლის პროცესში საგამოძიებო ან სასამართლო მოქმედება.

დაკინები - ინდუისტურ მითოლოგიაში ავი დემონები, ღმერთქალ კალის თანამგზავრები.

დაკოდვა - იხილე კასტრაცია.

დაკოვსკი დაკო - ბულგარელი კინორეჟისორი (1919-1962 წწ).

დაკონსერვება

  1. ხანგრძლივად შესანახი საკვები პროდუქტების დამუშავება გაფუჭებისაგან დაცვის მიზნით.

  2. ამა თუ იმ ობიექტის ფუნქციონირების შეჩერება მომავალში კვლავ ამოქმედების პერსპექტივით.

და კოსტა ურიელი - იხილე აკოსტა უ.

დაკოტა - სიუს ჯგუფის ინდიელი ხალხი აშშ-ში (რეზერვაციები ჩრდილოეთ დაკოტის, მინესოტას და ნებრასკას შტატებში).

დაკრიოადენიტი (ბერძნ.) - საცრემლე ჯირკვლის ანთება.

დაკრიორეა (ბერძნ.) - ცრემლის უხვად დენა.

დაკრიოცისტიტი (ბერძნ.) - საცრემლე პარკის ანთება.

დაკრონი (ინგლ.) - ამერიკული ხელოვნური ბოჭკო, შეესაბამება საბჭოურ ლავსანს.

დაკუთხულკბილასებრნი - კუდიანი ამფიბიების ოჯახი.

დალა - ქალაქი ბირმაში.

დალაბა - ქალაქი გვინეაში.

დალაბრა - უმკვეთელო ცული (საბა).

დალადიე ედუარდ - საფრანგეთის რესპუბლიკელთა პარტიის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი XX საუკუნის 30-იან წლებში (1884-1970 წწ).

დალაი - მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული გლოვის სიმღერა და მისი პოეტური ტექსტი თუშეთში.

დალაი-ლამა (მონღ.-ტიბეტ. „უზენაესი სიბრძნის ზღვა“) ტიბეტის ლამაისტური ეკლესიის წინამძღოლთა ტიტული XVI საუკუნიდან. ტიბეტის უმაღლესი მმართველი და რელიგიური მეთაური.

დალაი-ლამა XIV (ტენზინ გიაცო) - ტიბეტურ-მონღოლური ბუდიზმის აღმსარებელთა სულიერი მოძღვარი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში 1989 წელს (დაიბადა 1935 წელს).

დალაინორი (ხულუნჩი) - ტბა ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, ბარგის ზეგანზე.

დალალი

  1. (სპარს.) - გრძელი ნაწნავი.

  2. შუამავალი, შუაკაცი ვაჭრობაში.

  3. იგივე მაჭანკალი.

  4. ფეხზე მოვაჭრე.

დ,ალამბერი ჟან ლერონ - ფრანგი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი-განმანათლებელი, ენციკლოპედისტი (1717-1783 წწ).

დალამვა - სამთო საქმეში მიწისქვეშა ხანძართან ბრძოლის ხერხი.

დალანძადგადი - ქალაქი მონღოლეთში.

დალაპიკოლა ლუიჯი - იტალიელი კომპოზიტორი, პიანისტი და პედაგოგი (1904-1975 წწ).

დალარი

  1. მდინარე (ნენსკრის მარჯვენა შენაკადი) და მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში.

  2. სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

დალარი - დაბა აზერბაიჯანში.

დალასი - ქალაქი აშშ-ს ტეხასის შტატში (1,1 მილიონი).

დალას მევერიკზი - აშშ-ს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გუნდი.

დალას სტარზი - აშშ-ს ეროვნული ჰოკეის ლიგის გუნდი, დაარსდა 1967 წელს, სტენლის თასის ერთგზის მფლობელი.

დალატი - ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ვიეტნამში (105 ათასი).

დალა-ფანდირი - ოსური 2-3 სიმიანი მუსიკალური საკრავი.

დალაქი (სპარს.) - თმა-წვერის გამკრეჭი, პარიკმახერი.

დალაქიშვილი მიხეილ - აგრონომი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი (1904-1985 წწ).

დალაქიშვილი ნარიმან - საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-მაიორი (1906-1985 წწ).

დალაყორის ქედი (დალახორა) - ქედი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრეთი განშტოება.

დალახორა - იხილე დალაყორის ქედი.

დალევსკები - ძმები: ალექსანდრე (1827 1862 წწ) და ფრანციშეკი (1825-1904 წწ) - პოლონეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწენი.

დალეთი - ებრაული ანბანის მეოთხე ასო.

დალ-ელვენი - მდინარე შვედეთში (520 კმ).

დალემი - ქალაქი გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

დალენი ნილს გუსტავ - შვედი ინჟინერ-გამომგონებელი. 1912 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში (1869-1937 წწ).

დალესი (ძმები) ალენ უელშ (1893-1969 წწ) - აშშ-ს სახელმწიფო მოღვაწე, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ერთ-ერთი დამაარსებელი და ჯონ ფოსტერ - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ ეიზენჰაუერის მთავრობაში (1888-1959 წწ).

დალექვა - ხსნარიდან ერთი ან რამდენიმე კომპონენტის გამოყოფა.

დალი

  1. ისტორიული მხარე აფხაზეთში, მდინარე კოდორის სათავეებში, ახლანდელი გულრიფშის მუნიციპალიტეტის ტერტორიაზე.

  2. ქართული მითოლოგიური პერსონაჟი, ნადირობის ქალღვთაება, ნადირთპატრონი.

  3. ისტორიული მხარე აფხაზეთში, მდინარე კოდორის სათავეებში.

  4. (ზოგჯერ დარეჯანის შემოკლებული ვარიანტი) - ქართველი ქალების სახელი.

დალი ვლადიმერ - რუსი მწერალი, ლექსიკოგრაფი, რუსული ენის განმარტებითი ლექსიკონის ოთხტომეულის ავტორი (1801-1872 წწ).

დალი ოლეგ - თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი (1941-1981 წწ).

დალი იუჰან კრისტიან კლაუსენ - ნორვეგიელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1788-1857 წწ).

დალი სალვადორ - ესპანელი ფერმწერი, სიურრეალიზმის უდიდესი წარმომადგენელი (1904-1989 წწ).

დალია - თევზი წეროსნაირთა რიგისა, აქვს მცირე სარეწაო მნიშვნელობა.

დალიანვანი - ყვითელი ზღვის ყურე გუანდუნის ნახევარკუნძულთან.

დალიანი (დალნი, დაირენი) - ქალაქი ჩინეთის ლიაონინის პროვინციაში (1,7 მილიონი).

დალიდა (ნამდვილი სახელი და გვარი იოლანდა გილიოტი) - იტალიური წარმოშობის ფრანგული ესტრადის მომღერალი ქალი, დაიბადა ეგვიპტეში (1933-1987 წწ).

დალილა - ბიბლიურ მითოლოგიაში სამსონის სატრფო, ფილისტიმელი ქალი.

დალიმამედლი - ქალაქი აზერბაიჯანში.

დალიმილ მეზირჟიცკი - ჩეხი მემატიანე (XIII-XIV საუკუნეები).

დალინი ულოფ - შვედი მწერალი (1708-1763 წწ).

დალირაჯჰარა - ქალაქი ინდოეთის მადჰია-პრადეშის შტატში.

დალიჭი - ტახტი, გინა სახლზე წამოსაჯდომელი პატიოსანი (საბა).

დალმანი ფრიდრიხ კრისტოფ - გერმანელი ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე (1785-1860 წწ).

დალმატიკა - მოკლე სტიხარი (საბა).

დალმატინი - დეკორატიული ძაღლების სახეობა, თეთრ სხეულზე შავი ლაქებით.

დალმატოვო - ქალაქი რუსეთის კურგანის ოლქში.

დალმაცია - ისტორიული რეგიონი, რომელიც მდებარეობს ადრიატიკის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროებზე და მის მიმდებარე კუნძულებზე.

დალმაციელები - ხორვატების ეთნოგრაფიული ჯგუფი.

დალმელინგტონი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

დალ მონტე ტოტი (ნამდვილი სახელი და გვარი ანტონიეტა მენეგელი) - იტალიელი მომღერალი, კოლორატურული სოპრანო (1893-1975 წწ).

დალნეგორსკი (1973 წლამდე ტეტიუხე) - ქალაქი რუსეთის პრიმორიეს მხარეში.

დალნერეჩენსკი (1973 წლამდე იმანი) - ქალაქი რუსეთის პრიმორიეს მხარეში.

დალნი

  1. დაბა რუსეთის პრიმორიეს მხარეში.

  2. ჩინეთის ქალაქ დალიანის ძველრუსული სახელი.

დალოა - ქალაქი კოტ დ,ივუარში.

დალოცვა - ქართული ხალხური პოეტური შემოქმედების ერთ-ერთი უძველესი ჟანრი.

დალჟა (დალძი) - ტბა რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში.

დალსკი ვლადიმერი - უკრაინელი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1912 წელს).

დალსკი მამონტი (ნამდვილი გვარი ნეელოვი) - რუსი მსახიობი (1865-1918 წწ).

დალტონი ჯონ - ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი (1766-1844 წწ).

დალტონიზმი - მხედველობის ნაკლი, დაბადებისეული სიბრმავე ფერების აღქმის მიმართ.

დალტონიკი - ადამიანი, რომელსაც დალტონიზმი სჭირს.

დალუ ემე ჟიულ - ფრანგი მოქანდაკე (1838-1902 წწ).

დალჰარტი - ქალაქი აშშ-ს ტეხასის შტატში.

დალჰუზი ჯეიმზ ენდრიუ - ინდოეთის გენერალ-გუბერნატორი 1848-56 წლებში (1812 - 1860 წწ).

დამა

  1. (ქალაქ დამასკის ფრანგული სახელიდან) - აბრეშუმის მსუბუქი ქსოვილი.

  2. მამაკაცთან მოცეკვავე ქალი.

  3. შაშის თამაშში უჯრედების ბოლო ხაზზე გაყვანილი ქვა.

დამაკმაყოფილებელი - მოსწავლეთა ცოდნის შესაფასებელი ნიშანი, „სამიანი“.

დამაიანტი - ინდუისტურ მითოლოგიაში „მაჰაბჰარატას“ პერსონაჟი, ნალის ცოლი.

დამალა - სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში.

დამალობანა - საბავშვო თამაში.

დამამი

  1. ქალაქი-პორტი საუდის არაბეთში, სპარსეთის ყურის პირას (600 ათასი).

  2. გაზისა და ნავთობის დიდი საბადო საუდის არაბეთში.

დამანა - ერთ-ერთი ტურა იგავ-არაკთა კრებულიდან „ქილილა და დამანა“.

დამანები (პირაქსები) - ძუძუმწოვართა რიგი, 30-60 სმ სიგრძისა, აქვთ დიდი თავი, მოკლე და სქელი კისერი.

დამანი და დიუ - ინდოეთის შემადგენლობაში არსებული მოკავშირე ტერიტორია ფართობი 0,1 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 105 ათასი.

დამანტი - ძველი ბერძნული მითოლოგიიის თანახმად, ჰერაკლეს მეგობარი, დორიელთა მეფის ეგემიოსის ძმა.

დამანჰური - ქალაქი ეგვიპტეში, ნილოსის დელტაში (190 ათასი).

დამარა

  1. არაუკარიების ოჯახის წიწვოვანი ხის სახეობა.

  2. ზოგი ტროპიკული ხის ფისი, იყენებენ ლაქსაღებავების წარმოებაში.

  3. მთიანეთი ნამიბიაში.

დამარალენდი - ნამიბიის ცენტრში მდებარე უდაბნოს ზეგანი.

დამარი - ქალაქი იემენის არაბთა რესპუბლიკაში.

დამარილება - საკვები პროდუქტების დაკონსერვება მარილით, როდესაც მარილდაყრილი პროდუქტი ნაკლებ წყალს კარგავს და დიდხანს ინახება.

დამასე - ხშირი ნაქსოვი რბილი მბრწყინავი აბრეშუმის ქსოვილი.

დამასი - ქალაქი ეგვიპტეში, ნილოსის დელტაში.

დამასკი (არაბულად დიმაშკ) - აზიის სახელმწიფო სირიის დედაქალაქი 1943 წლიდან (1,5 მილიონი).

დამასტე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თეზევსის მიერ მოკლული ბუმბერაზი, რომელსაც უფრო მეტად ზედმეტი სახელით (პროკრუსტე) მოიხსენიებენ ხოლმე.

დამასტი - მთა თიანეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, კახეთის ქედზე (სიმაღლე - 1948 მეტრი).

დამასხი - ქლიავის ჯიში, ისხამს პატარა მუქ ნაყოფს; იგივე კორკიმელი.

დამატება

  1. პერიოდული გამოცემის დანართი.

  2. (გრამატიკაში) წინადადების წევრი, რომელიც გამოხატავს სამოქმედო საგანს; განარჩევენ პირდაპირ, ირიბ და უბრალო დამატებას.

დამატრიცება - პოლიგრაფიაში დასაბეჭდი ფორმის მატრიცების დამზადება.

დამატყვევებელი - მომხიბლავი.

დამაღი - საღერღელი, ძალზედ სასურველი.

დამბადებელი - ღმერთის სინონიმი ქართულ მითოლოგიასა და ზეპირმეტყველებაში.

დამბალი - დასველებით დარბილებული.

დამბარტონი

  1. საგრაფო დიდ ბრიტანეთში.

  2. ქალაქი დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიის დასავლეთ ნაწილში.

დამბაჩა (პისტოლეტი) - ხელის ძველებური ცეცხლსასროლი იარაღი.

დამბლა

  1. დაავადება, რომლის დროსაც რომელიმე ორგანო კარგავს მოქმედების უნარს.

  2. (გადატანით) დუნე, დონდლო.

დამგალნუნა - შუმერულ-აქადურ მითოლოგიაში ღმერთ ენკის ცოლი.

დამდგმელი - შეიძლება ითქვას რეჟისორზე.

დამდინოვი ნიკოლაი - ბურიატი მწერალი, ბურიატიის სახალხო პოეტი (დაიბადა 1932 წელს).

დამდინსურენი ბელეგიინ - მონღოლი კომპოზიტორი, პირველი მონღოლური ოპერის ავტორი (დაიბადა 1919 წელს).

დამდინსურენი ცენდეინ - მონღოლი მწერალი, თანამედროვე მონღოლური ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1908-1986 წწ).

დამთრგუნველი - გამანადგურებელი, ხალისის წამრთმევი.

დამი - თანდებული, დაერთვის პირის ნაცვალსახელს ნათესაობით ბრუნვაში და აღნიშნავს მიმართებას ვინმესადმი ან რაიმესადმი.

დამი ჰენრიკ - დანიელი ბიოქიმიკოსი, 1943 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ე.ა. დოიზისთან ერთად ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში (1895-1976 წწ).

დამია - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

დამია-გიაურარხი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

დამიანე - XIV საუკუნის ქართველი მხატვარი, უბისის ეკლესიის მომხატველი.

დამიანი დამიანო - იტალიელი კინორეჟისორი (დაიბადა 1922 წელს).

დამიანოვიჩი მატო - იუგოსლავიელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1927 წელს).

დამიეტა - ქალაქი ეგვიპტეში, იგივე დუმიატი.

დამირიასი - ერთ-ერთი მდინარის სახელი ძველ სიცილიაში.

დამკვრელი - კომუნისტურ ეპოქაში მოწინავე მუშის აღმნიშვნელი ეპითეტი, ზოგჯერ მეტაფორაც.

დამნაშავე - კანონდამრღვევი პირი.

დამოდარი - მდინარე ინდოეთში, განგის შენაკადი (580 კმ).

დამოკლეს მახვილი - მოჩვენებითი კეთილდღეობის ფონზე ვინმეს მიმართ არსებული გამუდმებული საფრთხე. ფრაზა წარმოდგება სირაკუზის მმართველ დიონისეს (ძვ.წ.აღ. V-IV სს) ფავორიტის დამოკლეს სახელის მიხედვით.

დამონი

  1. ათენელი მუსიკოსი და სოფისტი, პერიკლეს უახლოესი მეგობარი.

  2. სირაკუსელი ფილოსოფოსი.

დამოუკიდებელი - არავისზე დამოკიდებული, თავისუფალი.

დამოუკიდებელი სახელმწიფო სამოა (samoa. Malo Sa'oloto Tuto'atasi o Samoa, ingl. Independent State of Samoa) (1900-1914 წლებში - გერმანიის სამოა, 1914-1997 წლებში - დასავლეთი სამოა).

    • სახელმწიფო წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სამოას არქიპელაგში.

    • დამოუკიდებლობის დღე (ახალი ზელანდიისგან) - 1962 წლის 1 იანვარი.

    • ეროვნული დევიზი - Fa'avae i le Atua Samoa“.

    • ჰიმნი - „The Banner of Freedom“.

    • მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.

    • საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი.

    • ფართობი - 2 935 კვ.კმ.

    • დაყოფილია 11 იტუმალოდ (ოლქად).

    • მოსახლეობა - 215 ათასი.

    • სიმჭიდროვე - 73 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

    • ოფიციალური ენები - სამოა და ინგლისური.

    • დედაქალაქი - აპია.

    • ეროვნული ვალუტა - ტალა.

    • ქვეყნის კოდი - WST.

    • დროის სარტყელი - UTC -11.

    • სატელეფონო კოდი - +685.

    • ინტერნეტ-დომენი - ws.

დამპალეთი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

დამპალო - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის ძველი სახელი.

დამპირი უილიამ - ინგლისელი ზღვაოსანი, რომელმაც სამჯერ შემოუარა დედამიწას (1652-1715 წწ).

დამპირის მიწა - ნახევარკუნძული ავსტრალიაში.

დამრგვალება - ერთი ნამდვილი დადებითი რიცხვის შეცვლა მეორე ისეთი ნამდვილი დადებითი რიცხვით, რომელსაც მოცემული რაოდენობის ათობითი ნიშანი აქვს.

დამრონგ ნაგასავატი - ტაილანდის სახელმწიფო მოღვაწე (1901-1990 წწ).

დამრონგ რატჩანუბაბი - ტაილანდის სახელმწიფო მოღვაწე და მეცნიერი (1862-1943 წწ).

დამტვერვა მცენარისა - მტვრის მარცვლის გადატანა სამტვრე პარკებიდან ბუტკოს დინგზე.

დამუ - შუმერულ-აქადურ მითოლოგიაში ღვთაება-მკურნალი, ქალღმერთ ნინინსინას შვილი.

დამულჩვა - ნიადაგის ზედაპირის დაფარვა მულჩით მთლიანად ან მწკრივთაშორისებში.

დამფრისი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში (შოტლანდიაში).

დამქინა - შუმერულ-აქადური პანთეონის ქალღმერთი, დედაღვთაება.

დამქრქალება - ლითონის ნაკეთობის მექანიკური დამუშავება გალვანური დაფარვის წინ. პროცესის ჩასატარებლად იყენებენ გაპოხილ წვრილმარცვლოვან ელასტიკურ სახეხ ქარგოლებს.

დამღა (სპარს.)

  1. საქონელზე დაკრული ბეჭედი ან ნიშანი, რომელიც პროდუქციის სადაურობას და ხარისხს მიუთითებს.

  2. მრგვალი ან ოთკუთხა პატარა ტვიფრი.

  3. იგივე დაღი.

დამჩხრეულა - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

დამწერლობა - მეტყველების ფიქსაცია გრაფიკულ ნიშანთა სისტემის საშუალებით დროთა განმავლობაში შესანახად.

დამწერლობათმცოდნეობა - იგივე პალეოგრაფია.

დანა

  1. მოგრძო ტარიანი საჭრელი იარაღი.

  2. რაიმე მანქანა-დანადგარის მჭრელი ნაწილი.

დანა ჯეიმზ - იხილე დეინა ჯ.

დანაე

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არგოსის მეფის აკრისიოსის ასული, პერსევსის დედა.

  2. რემბრანდტის ნახატი (შეიქმნა 1636 წელს).

დანაელები - არგოსში მობინადრე ძველბერძენი ტომები. მონაწილეობდნენ ტროას ომში და თავი გამოიჩინეს ეშმაკობით (ააგეს ცნობილი ხის ცხენი).

დანაელთა საჩუქარი - ითქმის მზაკვრულ, დამღუპველ საჩუქარზე და იგულისხმება ტროას ცხენი.

დანავები - ვედურ და ინდუისტურ მითოლოგიაში ბოროტი გოლიათები, ღმერთების წინააღმდეგ ამხედრებულნი.

დანაიდები - ძველ ბერძნულ მითოლოგიაში დანაოსის 50 ქალიშვილი.

დანაიდების შრომა - ითქმის დაუსრულებელ და უნაყოფო შრომაზე.

დანაილოვი სტეფან - ბულგარელი კინომსახიობი (დაიბადა 1942 წელს).

დანაიფრანგი - თვალთა წამალია, ოქროს ჟანგისაგან შეამზადებენ (საბა).

დანაი ფუჟენი (ჩინ. „ქალბატონი დიდი ბებია“) - ჩინურ მითოლოგიაში ერთ-ერთი ღმერთქალი, რომელიც მფარველობს ჩასახვასა და მშობიარობას. გამოისახებოდა ბავშვით ხელში.

დანაკილი (დანკალი, ადალი. საკუთარი სახელწოდება აფარი) - ეთიოპიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში და ტაჯურის ყურის სანაპიროზე მცხოვრები ხალხი.

დანაკისკუდი (ხე) - ფინიკი (საბა).

დანამასტაკი - მარადმწვანე ორსახლიანი ხე ან ბუჩქი თუთუბოსებრთა ოჯახისა.

დანანგი (ტურანი) - ქალაქი-პორტი ცენტრალურ ვიეტნამში (370 ათასი).

დანაოსი - ძველ ბერძნულ მითოლოგიიის თანახმად ეგვიპტის მეფე, რომელიც შემდეგ არგოსის მბრძანებელი გახდა.

დანართი - გრამატიკაში განკერძოების ერთ-ერთი სახეობა, მოსდევს სახელით გამოხატულ წევრს და აზუსტებს მას.

დანაუეი ფეი - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1941 წელს).

დანაშაული - შეცოდება; ესე იგი არს შავად ქმნა საქმისა (საბა).

დანახვისის მთა - მთა ქარელის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

დანახშირბადიანება - მეტალურგიაში ფოლადის ნაკეთობის ზედაპირული შრის დიფუზური გაჯერება ნახშირბადით მისი სისალისა და ცვეთამედეგობის გასადიდებლად.

დანბარი პოლ ლორენს - ამერიკელი ზანგი მწერალი (1872-1906 წწ).

დანბარი უილიამ - შოტლანდიელი პოეტი (1460-1517 წწ).

დანბურიტი - ბოროსილიკატების ქვეკლასის მინერალი, ღია ფერის კრისტალი.

დანგე შრიპად ამრიტ - ინდოეთისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1899-1980 წწ).

დანგი (არამეულად - მარცვალი) - ფულისა და წონის ერთეული ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებსა და საქართველოში შუა საუკუნეებში (დაახლოებით უდრის 0.74 - 0.77 გრამს).

დანგლა - იგივე ტანგლა.

დანგლარი - ალექსანდრე დიუმა-მამის რომან „გრაფი მონტე-კრისტოს“ პერსონაჟი.

დანგრაიუმი - ტბა ჩინეთში.

დანგრეკი - ტაილანდის, კამბოჯისა და ლაოსის საზღვრებზე გაშლილი ზეგანი.

დანგულოვი სავა - რუსი მწერალი (1912-1989 წწ).

დანდალი - ხელნებში გაყრილი ოთკუთხა ლარტყა ურმის შესაკრავად.

დანდალო - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

დანდალუკი - თვალის მავნე ბინდი (საბა).

დანდარონი ბიდია - რუსი ბუდოლოგი და რელიგიური მოღვაწე (1914-1974 წწ).

დანდი - ქალაქი-პორტი დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში (175 ათასი).

დანდინი - ძველინდოელი მწერალი, ლიტერატურის თეორიტიკოსი, წერდა სანსკრიტის ენაზე (VI-VII სს).

დანდოლო ენრიკო - ვენეციელი დოჟი, 1204 წელს მონაწილეობდა კონსტანტინეპოლის აღებასა და ძარცვაში (დაახლოებით 1108-1205 წწ).

დანდუნი (1965 წლამდე ანდუნი) - ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, ლიაონინის პროვინციაში (525 ათასი).

დანდური - ერთწლოვანი ბალახოვან-ბუჩქოვანი მცენარე, იხმარება მხლად.

დანდუროვი მესროპ - მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის სპეციალისტი, მეცნიერებათა დოქტორი, მოღვაწეობდა საქართველოში (1900-1964 წწ).

დანეგელდი (დანიური ფული) - ხარკი, რასაც ევროპის ქვეყნები (ძირითადად ინგლისი და საფრანგეთი) ვიკინგებს იძულებით უხდიდნენ.

დანელია ამირან - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1923 წელს).

დანელია გიორგი (გია) - კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1930 წელს).

დანელია სერგი - ფილოსოფოსი და ლიტერატურათმცოდნე (1888-1963 წწ).

დანელიუსი გერჰარდ - გერმანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1913-1978 წწ).

დანეშვარი იულია - თურქმენი ფერმწერი და გრაფიკოსი ქალი (1912-1948 წწ).

დანეში (დონიში) აჰმად მახდუმ იბნ ნასირ - ტაჯიკი პოეტი, განმანათლებელი (1827-1897 წწ).

დ,ანვილი ჟან ბატისტ - ფრანგი გეოგრაფი და კარტოგრაფი (1697-1782 წწ).

დანთქმა - წყალთაგან დაღუპვა (საბა).

დანი იკუმა - იაპონელი კომპოზიტორი და დირიჟორი (დაიბადა 1924 წელს).

დანი ჯონ უილიამ - ინგლისელი მოაზროვნე, სიახლოვეს ამჟღავნებდა თეოსოფიასა და აზროვნების სხვა არაკლასიკურ მიმართულებებთან (1875-1949 წწ).

დანი (იაპ.) - ოსტატობის დონე, ხარისხი ძიუდოსა და სხვა აღმოსავლურ ორთაბრძოლებში.

დანია (დანიის სამეფო, დან. Kongeriget Danmark).

    • სახელმწიფო ევროპაში, იუტლანდიის ნახევარკუნძულზე. სამხრეთით ესაზღვრება გერმანია. ითვლება ევროპის უდიდეს სახელმწიფოდ გრენლანდიის ტერიტორიის გათვალისწინებით. დანიის შემადგენლობაში შედის აგრეტვე ფარერის და ფრიზის კუნძულებიც.

    • დაარსებულია VIII საუკუნეში.

    • ჰიმნი - Der er et yndigt land”.

    • მმართველობის ფორმა - კონსტიტუციური მონარქია.

    • სახელმწიფოს მეთაური - დედოფალი.

    • საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენი (ფოლკეტინგი).

    • ფართობი - 43,1 ათასი კვ.კმ.

    • 2007 წლის 1 იანვრამდე დაყოფილი იყო 14 ამტად, მას შემდეგ კი ეს რეგიონები გაერთიანდნენ 5 დიდ ოლქში: დედაქალაქის რეგიონი, ზელანდია, ჩრდილოეთი იუტლანდია, ცენტრალური იუტლანდია, სამხრეთი დანია.

    • მოსახლეობა - 5,5 მილიონი.

    • სიმჭიდროვე - 127 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

    • მორწმუნეები - ლუთერანები.

    • დედაქალაქი - კოპენჰაგენი.

    • ოფიციალური ენა - დანიური.

    • ვალუტა - დანიური კრონა.

    • ქვეყნის კოდი - DNK.

    • დროის სარტყელი - UTC +1.

    • სატელეფონო კოდი - +45.

    • ინტერნეტ-დომენი - dk.

დანიბეგაშვილი რაფიელ - მოგზაური, ვაჭარი, მწერალი (XVIII-XIX სს).

დანიდინი (დანედინი) - ქალაქი-პორტი ახალ ზელანდიაში (115 ათასი).

დანიელ ალექსანდრეს ძე - მოსკოვის თავადი, ალექსანდრე ნეველის ვაჟი (1261-1303 წწ).

დანიელები - ერი, დანიის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი.

დანიელეპულო - რუმინელი თერაპევტი და ფიზიოლოგი (1884-1955 წწ).

დანიელი - ერთ-ერთი წინასწარმეტყველი ბიბლიაში.

დანიელი იული - რუსი მწერალი (1925-1988 წწ).

დანიელიანი აიკანუშ - სომეხი ოპერის მომღერალი, ლირიკულ-კოლორატული სოპრანო, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1893-1958 წწ).

დანიელ რომანის ძე გალიჩელი - გალიჩისა და ვოლინის მთავარი (1201-1264 წწ).

დანიელსი როლანდ - გერმანელი რევოლუციონერი (1819 - 1855 წწ).

დანიელსონი ბერგ ემერიკ - შვედი ეთნოგრაფი (დაიბადა 1921 წელს).

დანიელ-ჩორნი - რუსი მხატვარი, ანდრეი რუბლიოვის თანამედროვე (დაახლოებით 1360-1430 წწ).

დანიელ-ჯონსონი - მრავალფუნქციონალური წყალსაცავი კანადის აღმოსავლეთ ნაწილში.

დანიის სრუტე - სრუტე კუნძულ გრენლანდიასა და კუნძულ ისლანდიას შორის.

დანილევსკი გრიგორი - რუსი და უკრაინელი მწერალი (1829-1890 წწ).

დანილევსკი ნიკოლაი - რუსი პუბლიცისტი და სოციოლოგი, პანსლავიზმის იდეოლოგი (1822-1885 წწ).

დანილინი სერგეი - რუსი მფრინავი, 1937 წელს ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეზე გადაფრენის პირველი ექსპედიციის მონაწილე, საბჭოთა კავშირის გმირი (1901-1978 წწ).

დანილიუკი სვეტლანა - რუსი ოპერის მომღერალი, მეცო-სოპრანო, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1939 წელს).

დანილოვი - ქალაქი რუსეთის იაროსლავლის ოლქში.

დანილოვკა - დაბა რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში.

დანილოვ-ჩალდუნი მაქსიმ - ჩუვაში მწერალი (1894-1944 წწ).

დანინა (დანანა) - ღვთაება-კერპი წარმართულ საქართველოში.

დანინი დანიილ (ნამდვილი გვარი პლოტკე) - რუსი მწერალი და კრიტიკოსი (1914-2000 წწ).

დანინგი ჯონ რეი - ამერიკელი ფიზიკოსი (1907-1975 წწ).

დანიო - აკვარიუმის თევზი.

დანისპარაული - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

დანკანი აისედორა - იხილე დუნკანი ა.

დანკევიჩი კონსტანტინე - რუსი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1905-1984 წწ).

დანკენი რობერტ - ამერიკელი პოეტი (1919-1988 წწ).

დანკოვი - ქალაქი რუსეთის ლიპეცკის ოლქში.

დანკოვის პიკი - ტიან-შანის მწვერვალი (5982 მეტრი)

დან-ლერი (დან-ლერე, კინგზტაუნი) - ქალაქი ირლანდიის დუბლინის საგრაფოში.

დანლოპი ჯონ ბოიდ - ინგლისელი გამომგონებელი, საბურავების მწარმოებელი ფირმა „დანლოპის“ დამაარსებელი (1840-1921 წწ).

დანო - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ომალოს თემის საკრებულო). მდებარეობს პირიქითი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე პირიქითი ალაზნის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 2040 მეტრი, ახმეტიდან - 102 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.

დანოს მთა - მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, პირიქითის ქედზე.

დანჟონი ანდრე - ფრანგი ასტრონომი, გამოიგონა პრიზმული ასტროლაბია (1890-1967 წწ).

დანჟუა არნო - ფრანგი მათემატიკოსი (1884-1974 წწ).

დანსეინი ედვარდ ჯონ მორტონ დრაქს პლანკეტი - ლორდი, ირლანდიელი მწერალი (1878-1957 წწ).

დანსინგი (ინგლ.) - კაფე ან რესტორანი, სადაც ცეკვაც შეიძლება, საცეკვაო მოედანი, კლუბი.

დანტე ალიგიერი - დიდი იტალიელი პოეტი, ითვლება თანამედროვე იტალიური ლიტერატურული ენის შემქმნელად (1265-1321 წწ).

დანტე ჯო - ამერიკელი კინორეჟისორი (დაიბადა 1946 წელს).

დანტესი ედმონდ - ალექსანდრე დიუმა-მამის რომან „გრაფი მონტე-კრისტოს“ მთავარი პერსონაჟი.

დანტესი ჟორჟ შარლ (ბარონი გეკერენი) - ფრანგი მონარქისტი, ა.ს. პუშკინის მკვლელი (1812-1895 წწ).

დანტისტი (ფრანგ.) - იგივე კბილის ექიმი, კბილის ტექნიკოსი (ძველად უფრო ხშირად სპეციალური განათლების არმქონე).

დანტონი ჟორჟ ჟაკ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე, იაკობინელთა ერთ-ერთი ბელადი (1759-1794 წწ).

დანტონისტები - საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს იაკობინელთა მემარჯვენე ფრთა.

დ,ანტრკასტო ჟოზეფ ანტუან დე ბრიუნი - ფრანგი ზღვაოსანი, გამოიკვლია ტასმანიისა და ახალი გვინეის ნაპირები (1739-1793 წწ).

დ,ანტრკასტო - პაპუა-ახალი გვინეის კუთვნილი ვულკანური კუნძულები წყნარ ოკეანეში.

დანუ

  1. ვედურ და ინდუისტურ მითოლოგიაში დემონების დედა; ბოროტი დემონის ეპითეტი.

  2. კელტურ მითოლოგიაში დანუს ტომის ღმერთების მშობელი.

დ,ანუნციო გაბრიელე - იტალიელი მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე (1863-1938 წწ).

დანფერმლინი - ქალაქი შოტლანდიის ფაიფის საგრაფოში (დიდი ბრიტანეთი).

დანღისის ბრძოლა - ბრძოლა ქართლ-კახეთის სამეფოსა და დაღესტნელ ფეოდალთა ლაშქარს შორის 1750 წელს იორ-ალაზნის შესაყართან.

დანჩენკო სერგეი - უკრაინელი თეატრის რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1937 წელს).

დანციგი - პოლონეთის ქალაქ გდანსკის ყოფილი გერმანული სახელი.

დანციგი ბორის - რუსი აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსი (1896-1973 წწ).

დან ჯუ - ჩინურ მითოლოგიაში იაოს ვაჟი, შვილისაგან მამის უპატივცემლობის განზოგადებული სახე.

დანჯური - 225 ტომიანი კანონიკური ბუდისტური ტექსტების კრებული.

დაო - ჩინური ფილოსოფიის ერთ-ერთი ძირითადი კატეგორია, კონფუციანობაში ზნეობრივი სრულყოფის გზა.

დაო დე ძინი - ლაო-ძის ძველი სახელი, დაოსიზმის კანონიკური თხზულება.

დაოსიზმი და დაოიზმი - უძველესი ჩინური რელიგია და ერთ-ერთი ძირითადი რელიგიურ-ფილოსოფიური სკოლა.

დაპატიმრება - თავისუფლების აღკვეთის სახესხვაობა.

დაპენვანი - სამხრეთ ჩინეთის ზღვის ყურე.

დაპერი ოლფერტ - ჰოლანდიელი ექიმი, მწერალი და გეოგრაფი (გარდაიცვალა 1690 წელს).

დაპკუნაიტე ინგებორგა - ლიტველი მსახიობი ქალი (დაიბადა 1963 წელს).

და პონტე იაკოპო - იხილე ბასანო ჯაკოპო.

დაჟბოგი (დაჟდბოგი) - სლავურ მითოლოგიაში მზის და ციური ცეცხლის ღვთაება.

დარა გავრილ - ალბანელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე (1826-1885 წწ).

დარაბა (სპარს.)

  1. ფიცრის დასაკეცი საფარი ფანჯარაზე ან კარზე.

  2. დარაბებიანი ოთახი ქუჩის პირას.

დარაბზინი - კარის საფარი ფიცარი (საბა).

დ,არაგონა ლუდოვიკო - იტალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1876-1961 წწ).

დარაია - შინამრეწველური წესით დამზადებული აბრეშუმის ქსოვილი, იგივე მერდინი.

დარაკა - ფარი (საბა).

დარალაგიოზის ქედი - აიოძორის ქედის ძველი სახელწოდება.

დარანდო - ჭერამი გურკატკბილი (საბა).

დარანი

  1. გამოქვაბული კლდეში ან მიწაში.

  2. თევზის სამალავი, ბოლათი, ჯილე.

დარასელი ვანიონ - ქართველი მწერალი, დრამატურგი (1909-1954 წწ).

დარასელია ვიტალი - თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი 1975-82 წლებში (192 მატჩი, 26 გოლი), თამაშობდა სსრკ-ს ნაკრებში (22 მატჩი, 3 გოლი), ნახევარმცველი, სპორტის დამსახურებული ოსტატი; 1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებულ, 1978 წლის სსრკ-ს ჩემპიონი (1957-1982 წწ).

დარასუნი - ბალნეოლოგიური კურორტი რუსეთის ჩიტის ოლქში.

დარაქო - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

დარახველიძე გიორგი (ბუხუტი) - მოცეკვავე, ქორეოგრაფი და პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1914 წელს).

დარაჯი - რისამე დასაცავად დაყენებული პირი.

დარბაზი (სპარს.)

  1. საგანგებოდ მოწყობილი დიდი საკრებულო ოთახი.

  2. დიდი სასტუმრო ოთახი საცხოვრებელ სახლში.

  3. ძველებური ქართული საცხოვრებელი სახლი.

  4. საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს უმაღლესი სათათბირო ორგანო, სამეფო საბჭო.

დარბაზი - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

დარბაზის ერნი - სამეფო საბჭოს, დარბაზის წევრები XI-XVIII საუკუნეების საქართველოში.

დარბაზის ტბა - ტბა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბედენის ქედის სამხრეთ კალთაზე.

დარბაზობა

  1. ოფიციალური სტუმრობა, მიღება.

  2. დარბაზის, სამეფო საბჭოს სხდომა ძველ საქართველოში.

დარბაზული ეკლესია - ეკლესიის ნაგებობის ერთ-ერთი სახეობა.

დარბაზული სახლი - ერდოიან-გვირვინიანი ხალხური საცხოვრებელი სახლი.

დარბაისელი - დინჯი, ზრდილი ადამიანი.

დარბევა - ფეოდალურ საქართველოში:

  1. სამხედრო მოქმედების სახეობა, რომლის მიზანსაც რეპრესია წარმოადგენდა.

  2. დანაშაული, უფლების თვითნებურად განხორციელება მტერთან ანგარიშის გასასწორებლად.

  3. ქონებრივი სასჯელი, ერთგვარი ჯარიმა, იგივე აკლება.

დარბინიანი ლეონ - პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1905-1943 წწ).

დარბუ ჟან გასტონ - ფრანგი მათემატიკოსი (1842-1917 წწ).

დ,არბუა დე ჟიუბენვილი ანრი - ფრანგი ენათმეცნიერი და ისტორიკოსი (1827-1910 წწ).

დარბჰანგა - ქალაქი ინდოეთის ბიჰარის შტატში.

დარგა კლაუს ვიქტორ - გერმანელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1934 წელს).

დარგი - მოქმედების, მეცნიერების, წარმოების დამოუკიდებელი სფერო.

დარგომიჟსკი ალექსანდრე - რუსი კომპოზიტორი, რუსული კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1813-1869 წწ).

დარგუელები - დაღესტანში მცხოვრები ხალხი (280 ათასი).

დარგუული ენა - განეკუთვნება კავკასიურ ენათა ჯგუფს, შედის დაღესტნურ ენებში.

დარდანე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსისა და ელექტრას ძე. ტროელებისა და რომაელების მითიური წინაპარი.

დარდანელი (თურქულად ჩანაქ-კალე-ბოღაზი) - სრუტე ევროპასა და აზიას შორის, აერთებს ეგეოსისა და მარმარილოს ზღვებს. სიგრძე 120 კმ. სიგანე 1,3 - 27 კმ.

დარდანია - ქალაქი ძველ საბერძნეთში, ჰელესპონტის ახლოს.

დარდანოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსისა და ელექტრას ვაჟი, რომაელთა შორეული, მითიური წინაპარი.

დარდები - ჩრდილოეთ ინდოეთსა და პაკისტანში მცხოვრები ხალხი.

დარდი (სპარს.) - სევდა, ნაღველი, წუხილი.

დარდი - ცივი იარაღი, ინგლისური მოკლე სატყორცნი შუბი.

დარდიმანდი (სპარს.) - უზრუნველი, უდარდელი, ხელგაშლილი კაცი.

დარდო (კანდინი) - ქალაქი ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში.

დარდუბალა (სპარს.) - უბედურება, ვაი-ვაგლახი.

დარელი ძმები:

  1. ლორენს ჯორჯ - ინგლისელი მწერალი (1920-1990 წწ).

  2. ჯერალდ მალკოლმ - ინგლისელი ზოოლოგი და მწერალი (1925-1995 წწ).

დარემი ჯონ ჯორჯ ლემპტონ - ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, კანადის გენერალ-გუბერნატორი და მთავარი კომისარი 1838-40 წლებში (1792-1840 წწ).

დარემი

  1. ქალაქი აშშ-ს ჩრდილოეთ კაროლინას შტატში.

  2. ქალაქი და საგრაფო დიდ ბრიტანეთში, ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

დარენდორფი რალფ - გერმანელი სოციოლოგი, თანამედროვე ლიბერალიზმის იდეოლოგი (დაიბადა 1929 წელს).

დარ-ეს-სალამი - ქალაქი-პორტი ტანზანიაში, ქვეყნის მთავრობის ადგილსამყოფელი (1,3 მილიონი).

დარესტ დე-ლა-შავანი როდოლფ - ფრანგი იურისტი და ისტორიკოსი (1824-1911 წწ).

დარეტი - ჰეფესტოს ტროელი ქურუმი.

დარეჯან ბატონიშვილი (ბაგრატიონი) - მწიგნობარი, დიპლომატი, მეფე არჩილ II-ის ასული. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში (1670-1740 წწ).

დარეჯანი

  1. მეფე თეიმურაზ I-ის ასული, ზურაბ არაგვის ერისთავის მეუღლე, მოგვიანებით იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ის მეუღლე და იმერეთის ფაქტიური გამგებელი (გარდაიცვალა 1668 წელს).

  2. ქართლ-კახეთის დედოფალი, მეფე ერეკლე II-ის მესამე ცოლი, კაცია I დადიანის ასული (დაახლოებით 1726 - 1807 წწ).

  3. პერსონაჟი ილია ჭავჭავაძის მოთხრობისა „კაცია-ადამიანი?!“.

დარვაზა - დაბა თურქმენეთის აშხაბადის ოლქში.

დარვაზის ქედი - ქედი პამირის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

დარვაში იოჟეფ - უნგრელი მწერალი (1912-1973 წწ).

დარვინი - ქალაქი ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილში (70 ათასი).

დარვინი ერაზმ - ინგლისელი ექიმი, ნატურალისტი, პოეტი (1731-1802 წწ).

დარვინი ჩარლზ რობერტ - ინგლისელი ბუნებისმეტყველი, დარვინიზმის მოძღვრების შემქმნელი (1809-1882 წწ).

დარვინი ჯორჯ ჰაურდ - ინგლისელი ასტრონომი და მათემატიკოსი (1845-1912 წწ).

დარვინიზმი - თეორია დედამიწის სამყაროს ორგანული ევოლუციის და ცხოველების სახეობათა წარმოშობის შესახებ.

დარვინის რინოდერმა - უკუდო ამფიბიების წარმომადგენელი, სხეულის სიგრძე მხოლოდ 3 სმ-ს აღწევს.

დარზინში ემილს - ლატვიელი კომპოზიტორი (1875-1910 წწ).

დართლო - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ომალოს თემის საკრებულო)., თუშეთში, პირიქითი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე დიდხევის (პირიქითი ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 2000 მეტრი, ახმეტიდან - 102 კილომეტრი. მიმოსვლა ცხენის ბილიკით და საჰაერო გზით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 9 ადამიანი.

დარი

  1. კარგი ამინდი.

  2. ტოლი, ბადალი.

  1. 3)აღმოსავლელ ირანელებს შორის IX-XVI საუკუნეებში გავრცელებული ლიტერატურული ენა, ამჟამად ავღანეთის ერთ-ერთი სახელმწიფო ენაა (იგივე ფარსი-ქაბული).

დარია (სპარსულად „დიდი მდინარე“, „ზღვა“)

1) რამოდენიმე დიდი მდინარის სახელის მაწარმოებელი სიტყვა (ამუ-დარია, სირ-დარია).

2) სარეცხის ფხვნილი.

დარიალი - ქართული მხატვრულ-ლიტერატურული ალმანახი, გამოვიდა 1925 წელს.

დარიალის ხეობა (არაგვის კარი) - ხეობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თერგის ხეობის მონაკვეთი ყაზბეგის ჩრდილოეთით.

დარიაჩეიე-ნამაქი - ირანის დაშთე-ქევირის უდაბნოს მლაშობი.

დარიგანგა - ვაკე-ბორცვიანი ადგილი მონღოლეთში.

დარიე დანიელ - ფრანგი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1917 წელს).

დარიენის ყურე - ყურე კარიბის ზღვაში, კოლუმბია-პანამის სანაპიროსთან.

დარიენკო დომნიკია - მოლდაველი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1919 წელს).

დარიენკო პეტრე - მოლდაველი პოეტი (1923-1976 წწ).

დარიკი - დარიოს I-ის დროინდელი ძველსპარსული ოქროს მონეტა. ოქროსაგან შექმნილი პირველი ცნობილი მონეტა (8,4 გრამი).

დარიკო - ქართული მხატვრული ფილმი ეგნატე ნინოშვილის მოთხრობა „სიმონას“ მიხედვით. ეკრანებზე გამოვიდა 1936 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - სიკო დოლიძე. დამდგმელი ოპერატორი - შალვა აფაქიძე. კომპოზიტორი - იონა ტუსკია. მთავარ როლებში: თამარ ციციშვილი (დარიკო), ნუცა ჩხეიძე (ბაბალე), სერგო ზაქარიაძე (სიმონა), შალვა ღამბაშიძე (დავით დროიძე), არკადი ხინთიბიძე (ტიტიკო), ალექსანდრე ჟორჟოლიანი (მოსე).

დარინსკი - დაბა ყაზახეთის ჯეზყაზღანის ოლქში.

დარიო რუბენ (ნამდვილი სახელი და გვარი ფელიქს გარსია სარმიენტო) - ნიკარაგუელი პოეტი (1867-1916 წწ).

დარიოს I, II ,III - ძველსპარსელ აქემენდითა დინასტიის მეფეები (ძვ.წ.აღ.AVI-IV საუკუნეები).

დარისპანაშვილი გიორგი - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში (1905-1985 წწ).

დარიშხანა

  1. სხვადასხვა მინერალში შემავალი ქიმიური ელემენტი, ძლიერი შხამიანი ნივთიერება.

  2. ამ ნითიერებისაგან დამზადებული პრეპარატი.

დარიშხანის ალმადინი - დარიშხანის ერთ-ერთი მთავარი მინერალი.

დარიშხანის მადანი - დარიშხანის მინერალების შემცველი აგრეგატი.

დარიჩინი - დარიჩინის ხის ტოტების გამხმარი სურნელოვანი ქერქი.

დარიჩინის ხე - დაფნისებრთა ოჯახის ხე ან ბუჩქი.

დარიჩინმჟავა - Я ფენილაკრილმჟავა, ცხიმოვანარომატული უჯერი კარბონმჟავა.

დარიჯაგი - ყალიბი (საბა).

დარკემენი - რუსეთის კალინინგრადის ოლქის ქალაქ ოზერსკის სახელი 1946 წლამდე.

დარკვეთი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ზოდის თემის საკრებულო), მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ჯრუჭულის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 440 მეტრი, ჭიათურიდან - 8 კილომეტრი. სოფლის მახლობლად არის დარკვეთის მღვიმე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1134 კაცი. სახელის წარმოშობის არსებობს ვერსია - „დარის კვეთა“, ანუ ეს ადგილი უფრო ხშირად კარგი “დარით იკვეთევბა» ირგვლივ არსებული ავდრიანი ადგილებისაგან განსხვავებით.

დარკვეთის ეხი - მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი მდინარე ყვირილას მარცხენა ნაპირას, სოფელ ითხვისის ჩრდილოეთით.

დარკი ელინორ - ავსტრალიელი მწერალი ქალი (1901-1990 წწ).

დარკი მირეი (ნამდვილი გვარი ეგროზი) - ფრანგი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1938 წელს).

დარკლე ჰარიკლეია (ნამდვილი გვარი ჰარიკლი-ჰარტულარი) - ოპერის რუმინელი მომღერალი, ლირიულ-დრამატული ტენორი (1860-1939 წწ).

დარკულა - მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ყვირილის მარცხენა შენაკადი.

დარლანი ჟან ლუი ქსავიე - ფრანგი ადმირალი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1881-1942 წწ).

დარლინგი

  1. ავსტრალიის მდინარე, მურეის მარჯვენა შენაკადი (2740 კმ).

  2. ქედი ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

დარლინგტონი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის დარემის საგრაფოში.

დარლინგტონია - მწერიჭამია მცენარე სარაცენიასებრთა ოჯახისა, აქვს ყვითელი ყვავილები და კოლოფა ნაყოფი.

დარმსტეტერი არსენ - ფრანგი ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე (1846-1888 წწ).

დარმშტადტი - ქალაქი გერმანიის ჰესენის (140 ათასი).

დარნა - ქალაქი ლიბიაში.

დარნიცა - დნეპრის მარცხენა ნაპირზე მდებარე ნაწილი ქალაქ კიევისა.

დაროვსკოი - დაბა რუსეთის კიროვის ოლქში.

დარსალია ვლადიმერ - აფხაზი მწერალი (1898-1977 წწ).

დარსაძე გელა - თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელი XX საუკუნის 80-90-იან წლებში (დაიბადა 1962 წელს).

დ,არსონვალი ჟაკ არსენ - ფრანგი ფიზიოლოგი (1851-1940 წწ).

დარსონვალიზაცია - ელექტროთერაპიის მეთოდი, იმპულსური დენის გამოყენება მკურნალობის მიზნით.

დ,არტანიანი - ალექსანდრე დიუმა-მამის რომანის, „სამი მუშკეტერის“, მთავარი პერსონაჟი.

დარტე ოგიუსტენ ალექსანდრ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1765-1797 წწ).

დარტ ენდ კრაფტი - აშშ-ს საკვები პროდუქტების კომპანია (1986 წლიდან - „კრაფტი“).

დარტი - ინგლისური ცივი იარაღი, მოკლე სატყორცნი შუბი.

დარტმუთი - ქალაქი კანადის ახალი შოტლანდიის პროვინციაში.

დარუბანდი - იხილი დერბენდი.

დარუმა

  1. ბოდჰიდჰარმას სახელის იაპონური ვარიანტი.

  2. ბუდისტური პანთეონის ღვთაების გამომსახველი თოჯინა.

დარფური - პლატო სუდანში, ჩადის ტბასა და თეთრ ნილოსს შორის.

დარფურის სულთანათი - XVI-XX საუკუნეების სუდანში არსებული სახელმწიფო.

დარყა - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალის თემის საკრებულო). მდებარეობს იმერეთის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 590 მეტრი, საჩხერიდან - 13 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 540 კაცი.

დარჩეთი - სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

დარჩელი - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

დარჩი-ორმელეთი (დარჩი) - მდინარე, იხილე ორმელეთი.

დარჩიძეები - სოფელი აჭარის შუახევის მუნიციპალიტეტში.

დარხანი - ქალაქი მონღოლეთში (90 ათასი).

დარჯა - ნახევარკუნძული კასპიის ზღვის აღმოსავლეთის (თურქმენეთის) სანაპიროზე.

დარჯაკი (დარჯაგი) - ლითონის ჩამოსასხმელი ყალიბი.

დარჯილინგი - ქალაქი ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში (50 ათასი).

დასა - ვედიზმისა და ბრაჰმანიზმის ტრადიციის თანახმად:

  1. არაარიული ტომის წარმომადგენელი, მონა.

  2. ღმერთების მტერი დემონი.

დასაბამი - დასაწყისი.

დასაევი რინატ - მოსკოვის „სპარტაკის“და საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელთა გუნდის მეკარე XX საუკუნის 70-80-იან წლებში (დაიბადა 1957 წელს).

დასავლეთი - ჰორიზონტის (ქვეყნის მხარეების) ოთხი მთავარი წერტილიდან ერთ-ერთი.

დასავლეთი ავსტრალია - ავსტრალიის შტატი.

დასავლეთი ბენგალი - ინდოეთის შტატი.

დასავლეთი გატები (საჰიადრი) - ქედი ინდოეთში.

დასავლეთი ევფრატი - იგივე ყარასუ.

დასავლეთი ვირჯინია - შტატი აშშ-ს აღმოსავლეთ ნაწილში. ფართობი 62,6 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 1,8 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - ჩარლსტონი.

დასავლეთი კავკასიონი - კავკასიონის მონაკვეთი იალბუზის დასავლეთით.

დასავლეთი საიანი - მთათა სისტემა სამხრეთ ციმბირში, კრასნოიარსკის მხარესა და ტუვის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

დასავლეთი სამოა - იხილე დამოუკიდებელი სახელმწიფო სამოა.

დასავლეთის არფაჩაი - მდინარე, იხილე ახურიანი.

დასავლეთი საჰარა - ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის ტერიტორია, რომელიც 1979 წლიდან ითვლება მაროკოს კოლონიად; ჯერჯერობით მისი სტატუსი დაუდგენელია.

დასავლეთის ბუგი - მდინარე ვისლის (პოლონეთი) მარჯვენა შენაკადი.

დასავლეთის გუმისთა - მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, გუმისთის მარჯვენა შენაკადი.

დასავლეთის დვინა

  1. მდინარე (ლატვიაში - დაუგავა), ერთვის ბალტიის ზღვის რიგის ყურეს (1020 კმ).

  2. ქალაქი რუსეთის ტვერის ოლქში.

დასავლეთის მანიჩი (მანიჩი) - მდინარე დონის (რუსეთი) მარცხენა შენაკადი.

დასავლეთის ფრონე - მდინარე ზნაურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, ფცის მარჯვენა შენაკადი.

დასარეტიდა - მხარე ძველი საბერძნეთის ილირიაში.

და სასახლეში ვნახავ სიხარულს (დინოზავრის კვერცხი) - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1993 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ქეთი დოლიძე. სცენარის ავტორები - გია ბადრიძე, ქეთი დოლიძე. დამდგმელი ოპერატორი - მიხეილ მედნიკოვი. მთავარ როლებში: მარიან ჯანაშია, დანიილ ოლბრიხსკი, ბეატა ტიშკევიჩი, ნანული სარაჯიშვილი.

დასახლება კოპიტნარი - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (იანეთის თემის საკრებულო), 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 266 კაცი.

დასგუპტა სურენდრა ნატ - ინდოელი ფილოსოფოსი (1887-1952 წწ).

დასდებელი (დასადებელი) - საეკლესიო საგალობელი ტერმინი. პირველად დასტურდება VII საუკუნის ნათარგმნ ძეგლებში.

დასენი ჯო - ფრანგი შანსონიე და კომპოზიტორი (1938-1980 წწ).

დასეტყვა - მინდვრის, ბაღის, ვენახის და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება ან განადგურება სეტყვით.

დასთანი (სპარს.) - ჰეროიკული, სატრფიალო და რომანტიული შინაარსის პოემის ზოგადი სახელი მახლობელი აღმოსავლეთის ფოლკლორსა და ლიტერატურაში.

დასთარხანი (სპარს.) - შუა აზიასა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყანებში სანოვაგით გაწყობილი სუფრა.

დასი

  1. მსახიობთა კოლექტივი.

  2. გუნდი, კრებული.

  3. საზოგადოებრივი დაჯგუფება.

დასი პეტერ - ნორვეგიელი პოეტი (1647-1707 წწ).

დასი ჩიტარანჯან - XX საუკუნის 20-იანი წწ ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი (1870-1925 წწ).

დასიაკერპი - ხელთუქმნელი (საბა).

დასილოსება - ტენით მდიდარი საკვების თვითდანაწილებით დაკონსერვების ბიოლოგიური პროცესი.

დასიუ - ვედურ მითოლოგიაში დემონები, რომლებსაც ინდრა ამარცხებს.

დასკალოვი რაიკო ივანოვ - ბულგარეთის პოლიტიკური მოღვაწე (1886-1923 წწ).

დასკალოვი სტოიან ცეკოვ - ბულგარელი მწერალი (1909-1990 წწ).

დასკვნა - ბჭობა, როცა ერთი ან რამდენიმე დებულების ჭეშმარიტად მიჩნევის საფუძველზე ჭეშმარიტად მივიჩნევთ რაიმე სხვა დებულებას.

დასო მარსელ - ფრანგი ავიაკონსტრუქტორი და მეწარმე (1892-1960 წწ).

დასტა (სპარს.)

  1. კონა, შეკვრა.

  2. მედუდუკეთა მცირე ჯგუფი.

  3. ჯგუფი, გუნდი.

დასტაკერტი - დაბა სომხეთში.

დასტამბო - ნესვის სახეობა, სურნელოვანი, მაგრამ ნაკლებად ტკბილი.

დასტაქარი და დოსტაქარი (სპარს.) - იგივე ქირურგი.

დასტური (სპარს.) - თანხმობა.

დასტურლამა (დასტურლამალი) - სახელმწიფო სამართლის ძეგლის ზოგადი სახელწოდება გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში.

დასტურლამალი მეფის ვახტანგისა - ქართული სახელმწიფო სამართლის ძეგლი, შეადგინა ვახტანგ VI-მ 1707-09 წლებში.

დასწავლა - ნებისმიერი დახსომების ერთ-ერთი ფორმა.

დასხივება - სხვადასხვა სახის გამოსხივების მოქმედება ცოცხალ ორგანიზმზე.

დატათრეა - ინდუისტურ მითოლოგიაში ღვთიური ბრძენი, რომელიც სამი თავით გამოისახებოდა.

დატერასება - ფერდობის ზედაპირის ხელოვნური შეცვლა სასოფლო-სამეურნეო და ტყის კულტურების უკეთ გამოყენებისა და ეროზიასთან ბრძოლისათვის.

დატი რაჯანი პალმ - ინგლისისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე, ისტორიკოსი, პუბლიცისტი (1896-1974 წწ).

დატივი (ლათ.) - მიცემითი ბრუნვა.

დატირება - ქართული ზეპირსიტყვიერების ჟანრი, მიცვალებულის ტირილით გლოვა, მოთქმა-გოდება.

დატისი - ძველსპარსელი მხედართმთავარი (ძვ. წ.აღ VI-V სს).

დატო (იტალ.) - სპეციფიური გამოთქმა, ნიშნავს - „დღევანდელი რიცხვით“.

დატოლითი - ბორისილიკატების ქვეკლასის მინერალი, ღია ფერის კრისტალები.

დატონი - ქალაქი და სანაპირო ზოლი (ძველი საბერძნეთის) თრაკიაში.

დატოტვილულვაშიანები - ლაყუჩფეხიანი კიბოსნაირების ქვერიგი. მეორე წყვილი ანტენა დატოტოვილი აქვთ და მოძრაობას ემსახურება.

დატუნი - ქალაქი ჩრდილოეთ ჩინეთში, შანსის პროვინციაში (800 ათასი).

დაუ გერარდ (გერიტ) - ჰოლანდიელი ფერმწერი (1613-1675 წწ).

დაუბიხე - მდინარე უსურის მარცხენა შენაკადი (რუსეთის პრიმორიეს მხარე).

დაუგავა - მდინარე დასავლეთ დვინის სახელი ლატვიის ფარგლებში.

დაუგავგრივა (დინამიუნდე, უსტ-დვინსკი) - ლატვიის ყოფილი ქალაქი, დაარსებული 1201 წელს. ამჟამად რიგის ფარგლებშია მოქცეული.

დაუგავპილსი - ქალაქი ლატვიაში (125 ათასი).

დაუგაი - ქალაქი ლიტვაში.

დაუგმალე - XII საუკუნის ქალაქის ნანგრევები რიგის მახლობლად (ლატვია).

დაუგუვეტისი ბორისას - ლიტველი მსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1885-1949 წწ).

დაუდევრობა - გაუფრთხილებლობა, უყურადღებობა.

დაუდი მუჰამედ - ავღანეთის პრეზიდენტი 1977-78 წლებში (1908-1978 წწ).

დაუდ ფაშა გურჯი - ერაყის მამლუქი გამგებელი. წარმოშობით ქართველი - მანველაშვილი (1767 ან 1774 - 1851 წწ).

დაუდ-ხანი - განჯა-ყარაბაღის ბეგლარბეგი 1625-33 წლებში, წარმომავლობით ქართველი, ალავერდი ხანის ძე.

დაუესი ჩარლზ გეიტსი - აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, ნობელის პრემიის 1925 წლის ლაურეატი მშვიდობის დარგში ჯ.ო.ჩემბერლენთან ერთად (1865-1951 წწ).

დაუესის გეგმა - I მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის ეკონომიკის აღდგენის გეგმა.

დაუკანტასი სიმონას - ლიტველი ისტორიკოსი (1793-1864 წწ).

დაულაგირი - მწვერვალი, იხილე დჰაულაგირი.

დაუნზი (ნორთ-დაუნზი და საუთ-დაუნზი) - ბორცვთა წყება დიდ ბრიტანეთში,

დაუნთაუნი (ინგლ. „ქვემოთა ქალაქი“) - ამერიკის დიდ ქალაქებში ქალაქის ცენტრალური, საქმიანი ნაწილი.

დაუნი - საგრაფო დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ირლანდიაში.

დაუნი ლეოპოლდ - ავსტრიის გენერალ-ფელდმარშალი (1705-1766 წწ).

დაუნინგ-სტრიტი (ინგლ.)

  1. ლონდონის ქუჩა, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია და საგარეო საქმეთა სამინისტროა განლაგებული.

  2. გადატანითი მნიშვნელობით - ბრიტანეთის მთავრობა.

დაუნის ავადმყოფობა - ოლიგოფრენიის ერთ-ერთი ფორმა.

დაუნორასი ვაცლოვას - ლიტველი ოპერის მომღერალი, ბანი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1937 წელს).

დაურები (დახურები) - ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები ხალხი (125 ათასი).

დაურვება - ძველ საქართველოში ქონებრივი სასჯელისა თუ ზიანის საზღაურის დაკისრება და გადახდა, დაზარალებულის დაკმაყოფილება.

დაურია - იმიერბაიკალეთის და დასავლეთი ამურისპირეთის რუსული სახელი XVII საუკუნემდე.

დაურის ნაკრძალი - ბიოსფერული ნაკრძალი რუსეთის ჩიტის ოლქში.

დაურის ქედი - მთათა მასივების სისტემა ცენტრალურ იმიერბაიკალეთში.

დაუსონი - იგივე დოსონი.

დაუსონი ჯორჯ მერსერ - კანადელი გეოლოგი და გეოგრაფი (1849-1901 წწ).

დაუშვილი კოტე - კინომსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1909-1980 წწ).

დაუქშა მიკალოიუს - ლიტვური დამწერლობის ერთ-ერთი შემქმნელი (1527-1613 წწ).

დაუჯდომელი (აკათისტო) - ღვთისმშობლის სამადლობელი საგალობელი, მისი შესრულების დროს მღვდელმსახურიც და მრევლიც ფეხზე უნდა მდგარიყო.

დაფა

  1. მუქად შეფერილი ოთკუთხა ფიცარი ცარცით საწერად.

  2. სხვადასხვა დანიშნულების ბრტყელი ფიცარი.

დაფასოება - საქონლის წინასწარი აწონვა და შეფუთვა.

დაფდაფი - ორივე მხრიდან ტყავგადაკრული დასარტყმელი საკრავი, დოლი.

დაფი (სპარს.) - იგივე დაირა.

დაფიონი

  1. მზის ჩასვლა, დაისი.

  2. ცათ ფერად-ფერადი ელვარობა (საბა).

დაფის აპკი - შემაერთებელქსოვილოვანი გამჭვირვალე ფირფიტა, მდებარეობს დაფის ღრუს გარეთა ნაწილში და ერთიმეორისაგან გამოყოფს შუა ყურსა და გარეთა სასმენ მილს.

დაფნა (ბერძნ.) - მარადმწვანე ხე ან ბუჩქი, აქვს სურნელოვანი ფოთლები. ქართულად რაფინდი ჰქვიან (საბა).

დაფნარი

  1. დაფნის ტყე.

  2. სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (გომის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, რკინიგზის სადგური. ზღვის დონიდან - 40 მეტრი, სამტრედიიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 677 კაცი. სოფლის მიდამოებში, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირას, ნაპოვნია ძვ. წ. V-II სს. ნასოფლარი და სამაროვანი. დაფნარი ანტიკური ხანის ქალაქ ვანის სასოფლო-სამეურნეო გარეუბანი იყო.

დაფნე - ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ფერია, მდინარის ღმერთის, პენეოსის ქალიშვილი.

დაფნი - მონასტერი საბერძნეთში, სადაც შემონახულია ბიზანტიის არქიტექურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი - მიძინების ჯვაროვან-გუმბათოვანი ეკლესია.

დაფნია (ბერძნ.) - ძალიან წვრილი კიბო. გვხვდება მტკნარ წყლებში. წყლის რწყილი.

დაფნისი - ძველი ბერძნული მითოლოგიიის თანახმად, ლეგენდარული სიცილიელი მწყემსი. მას მიეწერება მწყემსური სიმღერების შექმნა.

დაფნუნტი - ქალაქი ძველი საბერძნეთის იონიაში.

დაფსანგი - იგივე ჩოგორი.

დაქსი - ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტი საფრანგეთში, მდინარე ადურზე.

დაქსნერი შტეფან მარკო - სლოვაკი მწერალი (1823-1892 წწ).

დაქტილები - ძველი ბერძნული მითოლოგიიის თანახმად, თრაკიაში, იდას მთაზე მცხოვრები დემონები. მათ მიაწერენ რკინის აღმოჩენასა და პირველად დამუშავებას.

დაქტილი (ბერძნ.) - სამმარცვლიანი ტერფი ლექსთწყობაში, რომლის პირველი მარცვალი გრძელია, ორი მომდევნო კი მოკლე.

დაქტილიტი (ბერძნ.) - იგივეა, რაც პანარიციუმი.

დაქტილო - რთული სიტყვების წინსართი, აღნიშნავს „თითებთან“ კავშირს.

დაქტილოგრაფია - თითით წერა ნებისმიერ მოსახერხებელ ზედაპირზე.

დაქტილოლოგია - ყრუ-მუნჯთა მეტყველების ფორმა, როცა სიტყვები ხელის თითებით გადმოიცემა.

დაქტილოსკოპია - კრიმინალისტიკის განხრა, რომელიც თითების ანაბეჭდებს შეისწავლის.

დაქუეხი

  1. მყინვარი ახმეტის მუნიციპალიტეტში , პირიქითის ქედზე.

  2. იხილე ტებულოს მთა.

დაქშა - ვედურ და ინდუისტურ მითოლოგიაში ერთ-ერთი ღმერთი, რომელიც სამყაროს შექმნაში მონაწილეობს. ადიტის შვილიც და მამაც.

დაქშინა

  1. ბრაჰმანიზმის მითოლოგიაში ღვთაებრივი ნიჭი.

  2. ზოგადად - ნიჭის ღვთაება.

დაღარუხლო - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

დაღეთი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

დაღესტანი - რუსეთის შემადგენლობაში არსებული რესპუბლიკა ჩრდილოეთ კავკასიისა. ფართობი 50,3 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 2,2 მილიონი. დედაქალაქი - მახაჩყალა.

დაღესტანლი (ნამდვილი გვარი ისმაილ იუსუფ ოღლი გაჯიევი) - აზერბაიჯანელი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1906/1907 - 1980 წწ).

დაღვერულა - მთა და უღელტეხილი ჯავის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედზე.

დაღი (სპარს.)

  1. გახურებული რკინის იარაღით დასმული ნიშანი სხეულზე.

  2. რისამე კვალი, ნიშანი.

დაყიყი აბუ მანსურ მუჰამედ იბნ აჰმედ - სპარსელი პოეტი (? - დაახლოებით 970 წ).

დაყოფა - ზიგოტის, იშვიათად გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედის სეგმენტაცია ანუ დანაწევრება.

დაშავა - ქალაქის ტიპის დასახლება უკრაინის ლვოვის ოლქში.

დაშარათხა - ინდუიზმის მითოლოგიაში რამას მამა, „მაჰაბჰარატას“ პერსონაჟი.

დაშაშხვა (შებოლვა, ლორვა) - დამარილებული თევზის, ხორცისა და სხვა საკვები პროდუქტების კვამლით დამუშავება მათი შენახვის დროის გასახანგრძლივებლად.

დაშბაში (ტაშბაში) - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

დაშბაშის გამოქვაბული (ეძანი) - გამოქვაბული წალკის მუნიციპალიტეტში, ქციის ხეობაში.

დაშევი - დაბა უკრაინის ვინიცის ოლქში.

დაშთაფა - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

დაშთე-ლუთი - უდაბნო ირანის მთიანეთის ცენტრალურ ნაწილში, აღმოსავლეთ ირანში.

დაშთე-მარგო -უდაბნო ავღანეთის სამხრეთ ნაწილში.

დაშთე-ნაუმიდი - უდაბნო ირანში.

დაშთესტანი - იგივე გარმსარი.

დაშთე-ქევირი - უდაბნო ირანის მთიანეთის ჩრდილოეთ ნაწილში.

დაშთე-ყივჩაყი (ყივჩაყთა სტეპი) - შუა საუკუნეების არაბული და სპარსული წყაროების მიხედვით, სტეპებისა და უდაბნოების სახელწოდება სირდარიის ქვემოთიდან და ბალხაშის ტბიდან მოყოლებული დუნაის შესართავამდე.

დაშთი ალი - ირანელი მწერალი (1895-1980 წწ).

დაშიევი დუგარჟაპ - ბურიატი მომღერალი, დრამატული ტენორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1939 წელს).

დაშკევიჩი ვლადიმერ - რუსი კომპოზიტორი (დაიბადა 1934 წელს).

დაშკოვა ეკატერინე - თავადის ქალი, 1762 წლის რუსეთის სახელმწიფო გადატრიალების მონაწილე (1744 - 1810 წწ).

დაშკოვი ვასილი - რუსი ეთნოგრაფი, მეცენატი, დაშკოვის ეთნოგრაფიული მუზეუმის დამაარსებელი (1819-1896 წწ).

დაშნა - მოკლე სწორი მახვილი.

დაშნაკები - დაშნაკცუთიუნის პარტიის წევრები.

დაშნაკცუთიუნი (სომხ.) - 1890 წელს დაარსებული სომხური პოლიტიკური პარტია, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.

დაშრობა - სამეურნეო საქმიანობის მიზნით წყლის საზიანო ზემოქმედების აცილება ან ლიკვიდაცია.

დაშქესანი - ქალაქი აზერბაიჯანში.

დაჩა (ყოფილი აგარაკი) - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (არაკიჩის თემის საკრებულო), სამურზაყანოს დაბლობზე. ზღვის დონიდან - 80 მეტრი, ოჩამჩირიდან - 28 კილომეტრი.

დაჩი

  1. ქართლის მეფე VI საუკუნის დამდეგს, ვახტანგ I გორგასლის ძე.

  2. X საუკუნის ქართველი მწიგნობარი, მთარგმნელი.

  3. ოტია იოსელიანის ზღაპრების პერსონაჟი ბიჭი.

დაჩითვა - ქსოვილზე მხატვრული სახეების გადატანა ხის საბეჭდების საშუალებით.

დაცანი - ბუდისტური სამონასტრო კომპლექსის ტიპი ტიბეტში, მონღოლეთსა და ბურიატიაში.

დაცინი - ქალაქი ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ხეილუნძიანის პროვინციაში.

დაციტი - მაგმური ქანი, გრანოდიორიტებისა და კვარციანი დიორიტების ეფუზიური კაინოტიპური ანალოგია.

დაცული ტერიტორია - ტერიტორია, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი, რათა დაცული იყოს აღნიშნული ტერიტორიის ფიზიკური მახასიათებლები, დაცული იყოს როგორც კულტურული მემკვიდრეობა. დაცული ტერიტორია შეიძლება იყოს სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, აღკვეთილი ან მიწის სხვა ფართი. საქართველოში შემდეგი სახის დაცული ტერიტორიები არსებობს: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 8 ეროვნული პარკი, 12 აღკვეთილი, 14 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტი.

დაცუნი - იაპონური წარმოების ავტომობილი.

დაძაი ოსამუ (ნამდვილი სახელი და გვარი ცუსიმა სოუძი) - იაპონელი მწერალი (1909-1948 წწ).

დ,აძელიო მასიმო ტაპარელი - იხილე აძელიო.

დაძიბაო (ჩინ.) - კედელზე გაკრული პლაკატი-მოწოდება ჩინეთში.

დაძირკვა - ახალგაზრდა წვრილღეროიანი ხეებისა და ბუჩქების ძირში გადაჭრა უკეთესი ამონაყარის მისაღებად.

დაძმობილება - ძმად გაფიცვა ორ მეგობარს შორის.

დაწესებულება

  1. სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც ამა თუ იმ სამეურნეო თუ სამეცნიერო სფეროს მართავს.

  2. ზედნაშენის შემადგენელი ნაწილი.

დაწინდვა - ქალის საცოლედ დაბევება, იხილე ნიშნობა.

დახაუ - 1933 წელს შექმნილი პირველი საკონცენტრაციო ბანაკი ფაშისტურ გერმანიაში.

დახუნდარა - კონსტანტინე ლორთქფანიძის რომანის, „კოლხეთის ცისკრის“, პერსონაჟი.

დახერგილისხევი - მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ლაიშურის სათავე.

დახლი - გამყიდველის დასადგომი ადგილი სავაჭრო დაწესებულებაში.

დახლიდარი - გამყიდველი.

დაჯაგენი - ქალაქი ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში.

დაჯარა - ქალაქი ცენტრალურ ავსტრალიაში.

დაჯირა - მრავალწლოვანი სარეველა ბალახი ტუჩოსანთა ოჯახისა.

დაჰლა

  1. ქალაქი-პორტი დასავლეთ საჰარაში.

  2. ოაზისების ჯგუფი (ლიბია).

დაჰლაკი - წითელი ზღვის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე არქიპელაგი.

დაჰნა-მარზუკი - უდაბნო ლიბიაში.

დაჰომეა (დაგომეა) - იხილე ბენინი.

დაჰრანი - ქალაქი საუდის არაბეთში (60 ათასი).

3.2 დბ

▲ზევით დაბრუნება


დბანისხევი - იხილე დმანისხევი.

3.3 დგ

▲ზევით დაბრუნება


დგანი - დიდი მანქანა ან მანქანათა სიტემა ლითონის დიდ ნაკეთობათა დასამზადებლად.

დგარი - რისამე საყრდნობი ძელი.

დგაფუნი - ტალღების ხეთქების ხმა.

დგებუაძე ვლადიმერ - 1993 წლის ევროპის ჩემპიონი ძიუდოში (71 კგ) (დაიბადა 1970 წელს).

დგებუაძე-ფულარია მარიამ (ფუცუ) - მწერალი (1887-1969 წწ).

დგვარი - სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

დგვიფი (დგვიფინა) - წყალნარევი ღვინო.

დგიმი - ჰორიზონტალური საქსოვი დაზგის მუშა ნაწილი.

დგნალი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ანანურის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1100 მეტრი, დუშეთიდან -31 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 83 კაცი.

დგნალისხევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი.

დგომი - ტანის მდგომარეობა ტანვარჯიშული მოძრაობებისა და მწყობრში დგომისას.

დგუში - მოძრავი ცილინდრული ნაწილი, რის საშუალებითაც ცილინდრში შეაქვთ ან გამოაქვთ სითხე.

3.4 დდ

▲ზევით დაბრუნება


დდტ

  1. (აბრევიატურა Dichloro-Diphenyl-Trichloroethane) უფერო ქიმიური პესტიციდი, რომელიც გამოიყენება მავნე მწერების გასანადგურებლად.

  2. (აბრევიატურა) რუსული როკ-ჯგუფი, შეიქმნა 1980 წელს უფაში იური შევჩუკის მიერ.

3.5 დე

▲ზევით დაბრუნება


დე

  1. შემოკლებული დაე!

  2. დაოსიზმის ჩინურ ფილოსოფიაში ცნება, რომელიც აღნიშნავს დაოს კოსმიური საწყისის გარეგნულ გამოვლინებას.

  3. (დეზ) - რთული სიტყვების წინსართი, რომელიც რაიმეს არარსებობას, მოშორებას, შეცვლას, დაქვეითებას ან უკუმოძრაობას აღნიშნავს.

დეა - მთავარი პერსონაჟი ქალი ვიქტორ ჰიუგოს რომანისა „კაცი, რომელიც იცინის“.

დეა დია - ნაყოფიერების ძველეგვიპტური ღმერთქალი.

დეაერატორი - წყალში გახსნილი გაზების მოსაშორებელი მოწყობილობა.

დეაერაცია - ორთქლის ქვაბებში სითხეში გახსნილი გაზების განდევნა ქვაბის კედლების კოროზიისაგან დასაცავად.

დეაკი ფერენც - უნგრელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე (1803-1876 წწ).

დე ამიჩისი ედმონდო - იტალიელი მწერალი (1846-1908 წწ).

დე ანდრეა ჯონ - ამერიკელი მხატვარი (დაიბადა 1941 წელს).

დეა რომა - რომის მფარველი ღმერთქალი.

დებაი პეტერ - ნიდერლანდელ-გერმანელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, 1936 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში (1884-1966 წწ).

დებაი - მოლეკულის დიპოლური მომენტის ერთეული.

დებალანსი - მანქანის მბრუნავი ნაწილების არათანაბარზომიერება.

დებალცევო - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში.

დე ბარი ანტონ - გერმანელი ბოტანიკოსი, მისი შრომები საფუძვლად დაედო თანამედროვე მიკოლოგიასა და ფიტოპათოლოგიას (1831-1888 წწ).

დებარკადერი (ფრანგ.)

  1. მოძველებული სახელი სასადგურო დანიშნულების სარკინიგზო პლატფორმისა.

  2. სამდინარო მცურავი ნავმისადგომები, რომელიც ნაპირზეა დამაგრებული.

დებარკაცია - ჯარების გადასხმა გემებიდან ზღვის სანაპიროზე.

დებატები (ფრანგ.) - რაიმე საკითხის საჯარო განხილვა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, კამათი.

დებედა - მდინარე მარნეულის მუნიციპალიტეტში, ხრამის მარჯვენა შენაკადი.

დებელიანოვი დიმჩო - ბულგარელი პოეტი (1887-1916 წწ).

დებელნი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

დებერაინერი იოჰან ვოლფგანგ - გერმანელი ქიმიკოსი (1780-1849 წწ).

დებერცი - ბანქოს თამაში ორი მოთამაშისათვის.

დებეტი (ლათ.)- ბუღალტრული აღრიცხვის მარცხენა გვერდი, სადაც შეაქვთ ყველა მიღებული ფასეულობა, აგრეთვე მოცემულ ანგარიშზე დარიცხული ყველა ვალი და გასავალი (კრედიტის საპირისპირო).

დებეცი გიორგი - რუსი ანთროპოლოგი (1905-1969 წწ).

დებზი იუჯინ - აშშ-ს მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1855-1926 წწ).

დებიდური ანტონენ - ფრანგი ისტორიკოსი (1847-1917 წწ).

დებიერნი ანდრე - ფრანგი ქიმიკოსი (1874-1949 წწ).

დებილი (ლათ.) - გონებასუსტი ადამიანი.

დებილობა - ფსიქიკური განუვითარებლობა, ოლიგოფრენიის შედარებით სუსტი ფორმა.

დებინი - დაბა რუსეთის მაგადანის ოლქში.

დებიჟევი სერგეი - რუსი მხატვარი (დაიბადა 1957 წელს).

დე ბირსი - ალმასების მომპოვებელი უდიდესი ფირმა მსოფლიოში. დაარსებულია 1888 წელს სამხრეთ აფრიკაში ს.როდსის მიერ.

დებიტი (ფრანგ.) - სითხის ან აირის მოცულობა, რაც ბუნებრივი ან ხელოვნური წყაროდან დროის რაიმე ერთეულში გამოდის.

დებიტორი (ლათ.) - მოვალე ხელშეკრულების ან სხვა ვალდებულების მიხედვით.

დებიტორული დავალიანება - თანხა, რომელიც ეკუთვნის კრედიტორს მისი მოვალისაგან.

დებიურო ჟან ბატისტ - ფრანგი მსახიობი-მიმი (1796 - 1846 წწ).

დებიუსი კლოდ (სრული სახელი აშილ კლოდი) - ფრანგი კომპოზიტორი, მუსიკალური იმპრესიონიზმის მამამთავარი (1862-1918 წწ).

დებიუტანტი (ფრანგ.) - პირი, რომელსაც დებიუტი აქვს; ვინც პირველად გამოდის ასპარეზზე.

დებიუტი (ფრანგ.)

  1. პირველი გამოსვლა რაიმე ასპარეზზე.

  2. საჭადრაკო და შაშის პარტიის დასაწყისი.

დებლინი ალფრედ - გერმანელი მწერალი, დრამატურგი, ესეისტი (1878-1957 წწ).

დებლოკირება - ბლოკადის მოხსნა, ალყის გარღვევა.

დებოლსკი ნიკოლაი - რუსი ფილოსოფოსი (1842-1918 წწ).

დებორა - ბიბლიის მიხედვით, წინასწარმეტყველი და მსაჯული, რომელიც ძველებრაულ ტომებს წინ უძღვოდა პალესტინის მიწების დაკავებისას.

დებორდ-ვალმორი მარსელინა (ნამდვილი სახელი და გვარი მარსელინ ფელისტე ჟოზეფინ დებორდი) - ფრანგი პოეტი ქალი (1786-1859 წწ).

დებორი გი - ფრანგი ფილოსოფოსი, კინორეჟისორი, მწერალი (1931-1994 წწ).

დებორინი (ნამდვილი გვარი იოფე) აბრამ - საბჭოთა ეპოქის ფილოსოფოსი, აკადემიკოსი (1881-1963 წწ).

დებოში (ფრანგ.) - აურზაური, აყალმაყალი, ჩხუბი.

დასკალოვი ანრი ჟიულ - ფრანგი ქიმიკოსი (1827-1888 წწ).

დასკალოვი მიშელ - საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი 1959-62 წლებში (1912-1996 წწ).

დასკალოვი რობერ - ფრანგი პედიატრი (1882-1975 წწ).

დასკალოვი ჯერარდ - ამერიკელი ეკონომისტი, 1983 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1921 წელს).

დებრეცენი - ქალაქი აღმოსავლეთ უნგრეთში, ჰაიდუ-ბიჰარის მედიეს ადმინისტრაციული ცენტრი (220 ათასი).

დე ბროილი ლუი - იხილეთ ბროილი ლ.

დე ბროსი სალომონ - იხილე ბროსი ს.

დებსი იუჯინ - აშშ-ს სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1855-1926 წწ).

დებუ - რუსი პოლიტიკური მოღვაწეები, პეტრაშეველები, ძმები: იპოლიტე (1824-1890 წწ) და კო-ნსტანტინე (1810-1868 წწ).

დებულება

  1. წესების, კანონების კრებული.

  2. ჩამოყალიბებული აზრი.

დე ბულონი ჟან - იხილე ჯამბოლონია.

დეგა ილერ ჟერმენ ედგარ - ფრანგი ფერმწერი და მოქანდაკე, იმპრესიონისტი (1834-1917 წწ).

დეგაზატორი

  1. დეგაზაციის აპარატი.

  2. პირი, რომელიც დეგაზაციას აწარმოებს.

დეგაზაცია

  1. მეტალურგიაში აირების განდევნა თხევადი ლითონიდან.

  2. მომწამლავი გაზების განდევნა დაბინძურებული ტერიტორიიდან.

დე გასპერი ალჩიდე - იტალიის ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი 1943 წლიდან (1881-1954 წწ).

დე გეერი ლუი - შვედეთის პირველი პრემიერ-მინისტრი 1876-80 წლებში (1818-1896 წწ).

დეგეიტერი (დეჟეიტერი) პიერ - ფრანგი კომპოზიტორი, წარმოშობით ბელგიელი (1848-1932 წწ).

დეგენერატი (ლათ.)

  1. ადამიანი, რომელსაც დეგენერაციის, ფიზიკური ან სულიერი გადაგვარების ნიშნები აქვს.

  2. სულელი, კრეტინი.

დეგენერაცია

  1. ორგანიზმის ბიოლოგიური და ფსიქიკური ნიშნების დაქვეითება, გადაგვარება.

  2. ცოცხალი ორგანიზმის უჯრედების ან ორგანოების დაშლის პროცესი.

დეგენჰარდტი ფრანც იოზეფ - გერმანელი მწერალი (დაიბადა 1931 წელს).

დეგეულა - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

დეგი მიშელ - ფრანგი პოეტი და ესეისტი (დაიბადა 1930 წელს).

დეგილვილი გიიომ - ფრანგი პოეტი, ბერი. ალეგორიულ-დამრიგებლობითი პოემების ავტორი (დაახლოებით 1295-1360 წწ).

დე გოლი შარლ - იხილე გოლი შარლ დე.

დეგრადაცია (ლათ.) - თანდათანობით დაქვეითება, დაცემა, გადაგვარება.

დეგრელი დე ფუა - ფრანგი ოფიცერი; დატოვებული აქვს ცნობები საქართველოს შესახებ (XVIII საუკუნე).

დეგრესია (ლათ.)

  1. თანდათანობითი შემცირება, კლება.

  2. გადასახადით პროპორციული დაბეგვრა - უფრო მცირე შემოსავალზე დაბეგვრის პროცენტის შემცირებით.

დეგტიარი - დაბა უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში.

დეგტიარიოვი ვასილი - ცეცხლსასროლი იარაღის რუსი კონსტრუქტორი (1879-1949 წწ).

დეგტიარსკი - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.

დეგუსტატორი - დეგუსტაციის სპეციალისტი.

დეგუსტაცია (ფრანგ.) - რაიმე პროდუქტის (ღვინის, ჩაის, თამბაქოს) გემოს გასინჯვა.

დედა

  1. ქალი თავისი შვილების მიმართ.

  2. (ძვ.) ქალი, დედაკაცი.

  3. დედალი ფრინველი, ცხოველი.

  4. (გადატანით) რისამე წყარო.

  5. რძის შესადედებელი.

დედააზრი - მთავარი აზრი.

დედაბერა

  1. მთა ხარაგაულის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში, მის ჩრდილოეთ კალთებზე. (სიმაღლე - 1838 მეტრი).

  2. უღელტეხილი ხაშურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ლიხის ქედზე.

  3. მდინარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თხორინის მარცხენა შენაკადი.

  4. სოკოს ერთ-ერთი სახეობა.

დედაბერი - ბებერი, მოხუცი ქალი.

დედაბოძი

  1. ძველი ქართული სახლის, დარბაზის მთავარი ბოძი.

  2. (გადატანით) რისამე საფუძველი, მთავარი საყრდენი.

დედაბრიშვილი - მწერალ შიო არაგვისპირელის ნამდვილი გვარი.

დედაბრული - დედაბრისთვის დამახასიათებელი.

დედაბუდიანად - ყველანი ერთად.

დედაბურჯი - მთავარი ბურჯი.

დედაენა

  1. ენა, რომელსაც ბავშვობიდანვე ითვისებს ადამიანი და ყველაზე უფრო ბუნებრივია მისთვის.

  2. სახელწოდება მშობლიური ენის პირველდაწყებითი სასწავლო წიგნისა ქართულ სკოლებში.

დედათქვენი - თქვენი დედა.

დედაკაცი - ასაკგადასული გათხოვილი ქალი.

დედაკაცური - დედაკაცის დამახასიათებელი.

დედალაური - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე გუბისწყლის ნაპირას, თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 4 სოფელს: ბესიაური, დედალაური, ჩუნეში, ხარაბაული). ზღვის დონიდან - 105 მეტრი, ხონიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1628 ადამიანი.

დედალი

  1. მდედრობითი სქესის ფრინველი.

  2. შინაური ქათამი.

  3. ერთ-ერთი დუგმა, ანჯამა და მისთანანი.

  4. (გადატანით) იტყვიან ლაჩარ, მხდალ ბიჭზე (კაცზე).

დედალიონი - ძველი ბერძნული მითოლოგიიის თანახმად, ქიონეს მამა, ავტოლიკოსისა და მომღერალ ფილამონის ბაბუა.

დედალოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიიის თანახმად, ნახევრად მითიური მშენებელი და მხატვარი, კუნძულ კრეტაზე მინოტავრის ლაბირინთის ამგები, იკაროსის მამა.

დედამისი - მისი დედა.

დედამიწა - მზის სისტემის პლანეტა, რომელზედაც განვითარებულია ორგანული სიცოცხლე და რომელზედაც ჩვენ ვცხოვრობთ. რიგით მესამეა მზიდან დაშორებულობის მიხედვით.

დედამიწისმცოდნეობა - ფიზიკური გეოგრაფიის დარგი, შეისწავლის გეოგრაფიული გარსის შემადგენლობის, სტრუქტურისა და განვითარების უზოგადეს კანონზომიერებებს.

დედამძუძუ - ძიძა, გადია.

დედანი

  1. თავდაპირველი ტექსტი, საიდანაც აკეთებენ ასლს.

  2. გუთნის ნაწილი, რომელზედაც ფრთაა დაყრდნობილი.

დედას ლევანა (ნამდვილი გვარი ლევან ასაბაშვილი) - სახალხო მომღერალი, ქართლ-კახური სასიმღერო შემოქმედების უბადლო მცოდნე და შემსრულებელი (XIX-XX სს).

დედა ტერეზა (ნამდვილი სახელი და გვარი აგნეს გონჯა ბოიაჯიუ) - მოწყალების კათოლიკური ორდენის დამაარსებელი (1950 წ. ინდოეთი) და ხელმძღვანელი სიცოცხლის ბოლომდე. 1979 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (1910-1997 წწ).

დედაფუტკარა - ბალახოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა, ჭინჭრისდედას ჰგავს.

დედაქალაქი - სახელმწიფოს მთავარი ქალაქი.

დედაქანი - ნიადაგმცოდნეობაში ქანის ზედაპირული ფენა, რომელზეც ბიოლოგიური და ბიოქიმიური პროცესების, აგრეთვე ადამიანის ჩარევით, წარმოიქმნება ნიადაგი.

დედაშენი - შენი დედა.

დედაშვილობა - დედა-შვილის ურთიერთობა.

დედაჩემი - ჩემი დედა.

დედაჩვენი - ჩვენი დედა.

დედაციხე - მთავარი ციხის აღმნიშვნელი ზოგადი ქართული ტერმინი.

დედაძარღვი - ძირითადი, მთავარი აზრი, საფუძველი.

დედაწულიანად - ცოლშვილიანად.

დედე გორგუდის წიგნი (ოღუზთა ტომის ენაზე - „პაპაჩემის ქორქუთის წიგნი“) - ოღუზი ტომების საგმირო ეპოსი. ერთიანი სიუჟეტი არ გააჩნია. შედგება შესავლისა და 12 სიმღერისაგან.

დედეკინდი რიხარდ იულიუს ვილჰელმ - გერმანელი მათემატიკოსი (1831-1916 წწ).

დედენევო - დაბა რუსეთის მოსკოვის ოლქში.

დედერლეინი ალბერტ - გერმანელი მეანე-გინეკოლოგი, სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, ცნობილი სახელმძღვანელოს ავტორი (1860-1941 წწ).

დედერონი - ყოფილ გდრ-ში გამოშვებული პოლიამიდური ბოჭკოს სავაჭრო სახელწოდება.

დედეული - დედის ნათესავები.

დედვეიტი (ინგლ.) - ტვირთის მთელი მასა, რის მიღებაც შეუძლია ხომალდს.

დედიაკოვი - შუა საუკუნეების ალანთა ქალაქი ჩრდილოეთ კავკასიაში (XIII-XVI ს).

დედიკო, დედილო - დედა (მოფერებით).

დედინა ვაცლავ - ჩეხი გეოგრაფი (1870-1956 წწ).

დედინაცვალი - მამის ცოლი წინანდელ ცოლთან შეძენილი შვილების მიმართ.

დე დიონი ალბერ - ფრანგი კონსტრუქტორი, გრაფი, საავტომობილო წარმოების პიონერი (1856-1946 წწ).

დედისერთა - დედ-მამის ერთადერთი შვილი.

დედისიმედი

  1. XVI საუკუნის II ნახევრის სამცხე-საათაბაგოს პოლიტიკური მოღვაწე ქალბატონი, ქაიხოსრო II-ის მეუღლე, თურქ დამპყრობელთა წინააღმდეგ მოძრაობის ხელმძღვანელი.

  2. პერსონაჟი კონსტანტინე გამსახურდიას რომანისა «დავით აღმაშენებელი».

  1. დედისეული - დედის ნაქონი.

დედისფერული - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (საკობიანოს თემის საკრებულო). მდებარეობს პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 800 მეტრი, ახმეტიდან 19 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 43 ადამიანი.

დედიშობილა - შიშვლად.

დე დიუვი კრისტიან რენე - ბელგიელი ბიოქიმიკოსი, 1974 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ჯ. პალადესთან და ა.კლოდთან ერთად (დაიბადა 1917 წელს).

დედიუშკო ვლადიმირ - ბელორუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1905-1973 წწ).

დედლობა - დედლის თვისება.

დედმამიშვილები - ერთი დედ-მამის შვილები, ერთმანეთის და-ძმები.

დედობა - დედად ყოფნა, დედის მოვალეობის შესრულება.

დედობილი - დედის მაგიერი.

დედობრივი - დედის დამახასიათებელი.

დედოვიჩი - დაბა რუსეთის ფსკოვის ოლქში.

დედოვსკი - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.

დედოფალა

  1. ბავშვის სათამაშო, ჩვეულებრივ გოგონების თავშესაქცევარი.

  2. პატარა მტაცებელი ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა, თრითინა, სინდიოფალა.

დედოფალი

  1. მეფის ცოლი.

  2. მეფე ქალი.

  3. იგივეა, რაც პატარძალი.

  4. (საუბრისას) იგივე ჭადრაკის ფიგურა ლაზიერი.

დედოფლისწყარო (1991 წლამდე წითელწყარო) - ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს შირაქის ვაკეზე, თბილისი-დედოფლისწყაროს სარკინიგზო ხაზის საბოლოო პუნქტი. ქალაქად გამოცხადდა 1963 წელს. მოსახლეობა 7,7 ათასი (2002 წ.), ზღვის დონიდან - 800 მეტრი, მანძილი თბილისიდან 144 კმ (რკინიგზით).

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი - ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, ივრის ზეგანზე. 1917 წლამდე შედიოდა თბილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრაში, 1921 წლიდან - სიღნაღის მაზრაში, 1928-29 წლებში - კახეთის ოლქში, 1937 წლამდე - სიღნაღის რაიონში. 1938 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. აღმოსავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება აზერბაიჯანი, დასავლეთით და ჩრდილოეთით - სიღნაღის მუნიციპალიტეტი. ფართობი 2531,7 კვ.კმ. 1 ქალაქი, 1 დაბა, 14 სოფელი. მოსახლეობა - 30 ათასი.

დედულეთი - დედის სამშობლო, ნათესაობა დედის მხრიდან.

დედული

  1. დედის ქონება, რომელზედაც მემკვიდრეობის უფლება აქვთ შვილებს.

  2. იგივე დედულეთი.

დედუნა - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1985 წელს. დამდგმელი რეჟისორი - დავით ჯანელიძე. სცენარის ავტორი - რევაზ ინანიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - ლერი მაჩაიძე. კომპოზიტორი - იაკობ ბობოხიძე. მთავარ როლებში: მარეხ ლიქოკელი, ბესიკ ოდოშაშვილი, ლეო ფილფანი, ზაზა კოლელიშვილი, თამარ სხირტლაძე, ირინა გუდაძე.

დედური - დედის დამახასიათებელი.

დედუქცია (ლათ.) - მსჯელობის ხერხი, ზოგადი დებულებიდან კერძო დასკვნის გამოყვანა.

დეე! - იგივეა, რაც დაე!

დეესკალაცია - ესკალაციის საპირისპირო ცნება, აგრესიის, საომარ მოქმედებათა თანდათანობითი შეჩერება.

დეეტერსი გერჰარდტ ულრიხ ვოლდემარ - გერმანელი ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი და ქართველოლოგი (1892-1961 წწ).

დევა - ქალაქი რუმინეთში, ჟუდეც ხუნედოარას ადმინისტრაციული ცენტრი (80 ათასი).

დევაგრიხა - ინდუიზმში ტაძარი, რომელშიც იმყოფებოდა ღმერთის ქანდაკება.

დევადატა - ბუდისტურ ლეგენდებში ცოლისძმა უფლისწულ სიდხართხისა, რომელიც შემდგომ ბუდა გახდა.

დევაერი პატრიკ (ნამდვილი სახელი და გვარი ჟან მარი ბურდო) - ფრანგი კინომსახიობი (1947-1982 წწ).

დე ვალერა იმონ - ირლანდიის პრეზიდენტი 1959-73 წლებში (1882-1975 წწ).

დევალვაცია (გერმ.)

  1. ფულის რეფორმა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ გაუფასურებულ ფულის ნიშნებს იღებენ მიმოქცევიდან და ცვლიან სრულფასიანი საკრედიტო ბილეთებით.

  2. ეროვნული ვალუტის კურსის დაცემა სხვა რომელიმე უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში.

დევალოკა - ვედურ და ინდუისტურ მითოლოგიაში ღმერთების საუფლო.

დევანაგარი (სანსკრ.) - ძველინდური მარცვლოვანი დამწერლობა, რომელსაც ახლაც იყენებენ ჩრდილოეთ ინდოეთში გავრცელებულ ზოგ ენაში (მაგალითად, ჰინდი-ენაში, მარათჰიში, ნეპალურ ენაში და ა.შ.).

დევაპუტრა - ბუდისტურ მითოლოგიაში - მეორეხარისხოვანი ღვთაებები ან მიწიერი ხელმწიფენი.

დევასტაცია - ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც გამიზნულია ადამიანის, ცხოველების და მცენარეების ინვაზიურ და ინფექციურ დაავადებათა გამომწვევების მოსასპობად მათი განვითარების ყველა ფაზაში.

დევატა - ინდუისტურ მითოლოგიაში - სოფლის ბინადართა მფარველი ღვთაება.

დევაში - ქედი ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი განშტოება.

დევგმირი - დიდი ტანისა და ძალის მქონე, ბუმბერაზი, გოლიათი.

დევდარაკი

  1. ხეობის ტიპის მყინვარი მყინვარწვერის მასივის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ყაბახის სათავეში.

  2. მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თერგის მარცხენა შენაკადი.

დევდარიანი იური - ჰიდროტექნიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1909-1990 წწ).

დევდარიანი ნანა - XX-XXI საუკუნეების ზღვარზე მოღვაწე ჟურნალისტი და პოლიტიკოსი.

დევენაანთხევი - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურთსოფლის თემის საკრებულო), ერწოს ქვაბულში, თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან -1080 მეტრი, თიანეთიდან - 24 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 177 კაცი.

დევენპორტი ჩარლზ - ამერიკელი გენეტიკოსი (1866-1944 წწ).

დევენტერი - ქალაქი ნიდერლანდში (ოვერეისელის პროვინცია).

დევერა - ახალშობილთა და მშობიარეთა ძველიტალიური ღვთაება.

დევერსი ჯეკობ ლუქს - ამერიკელი გენერალი, აშშ-ს სახმელეთო ჯარების სარდალი (1887-1980 წწ).

დევერხანა - (კუთხურად) ძალიან დიდი, ვეება.

დევეტი კრისტიან რუდოლფ - ბურების პოლიტიკური მოღვაწე, გენერალი (1854 1922 წწ).

დევთ-დედა - ეშმაკთა, ჭინკების, დევთა და ალთა დედა ფოლკლორში.

დევი (სპარს.) - უზარმაზარი ზღაპრული არსება, რქიანი და ბანჯგვლიანი, ხშირად რამოდენიმე თავის მქონე.

დევი - დავითის შემოკლებული ვარიანტი.

დევი ჟაკ - ბელგიური წარმოშობის ფრანგი პოეტი (1941 წ). იხილე დეივი ჰ.

დევიაცია (ფრანგ.) - მოძრავი ობიექტის გადახრა დასახული მიმართულებიდან რაიმე შემთხვევითი გარეშე ძალების ზემოქმედებით.

დევიდსონი ბეზილ - ინგლისელი მწერალი, მეცნიერი-აფრიკანისტი (დაიბადა 1914 წელს).

დევიდსონი ბრიუს - ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი (დაიბადა 1933 წელს).

დევიზები - ანგარიშსწორების საშუალებანი (გადარიცხვები, ქვითრები, აკრედიტივები და სხვა) უცხოური ვალუტით.

დევიზი (ფრანგ.)

  1. მოკლე გამონათქვამი, რომელიც გამოხატავს მოქმედების სახელმძღვანელო აზრს.

  2. სიტყვა, რასაც ავტორი სახელის ნაცვლად აწერს თავის ქმნილებას კონკურსზე წარდგენისას.

  3. ჰერალდიკაში მოკლე წარწერა ღერბზე.

დევილი შარლ - იხილე სენტ-კლერ დე-ვილი შ.ჟ.

დევინი ჯორჯ - ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი (1910-1966 წწ).

დევისი ანჯელა - ანტისაომარი და შავკანიანთა მოძრაობის მონაწილე აშშ-ში (დაიბადა 1944 წელს).

დევისი ბეტ - იხილე დეივისი ბ.

დევისი გლენ - ამერიკელი სპორტსმენი, მძლეოსანი, ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონი 400 მეტრზე წინაღობით სირბილში (დაიბადა 1934 წელს).

დევისი მაილზ - ამერიკელი ჯაზმენი, მუსიკოსი, ჯაზის ბევრი მიმართულების წამომწყები (1926-1991 წწ).

დევისი მანზელ - ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1913-1995 წწ).

დევისი რეიმონდ - ამერიკელი ფიზიკოსი, 2002 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1914 წელს).

დევისი ჯეფერსონ - აშშ-საგან გამოყოფილი სამხრეთის მონათმფლობელური შტატების კონფედერაციის პრეზიდენტი; XIX საუკუნის აშშ-ს სამოქალაქო ომის ერთ-ერთი ინიციატორი (1808-1889 წწ).

დევისი ჯინა - ამერიკელი კინომსახიობი ქალი, ყოფილი მანეკენი (დაიბადა 1957 წელს).

დევისი ჯუდი - ავსტრალიელ-ამერიკელი კინომსახიობი, XX საუკუნის 90-იანი წლების ერთ-ერთი პოპულარული კინოვარსკვლავი (დაიბადა 1955 წელს).

დევისის თასი - ჩოგბურთის გუნდური ტურნირების გამარჯვებულთათვის დაწესებული ჯილდო. პირველი გათამაშება შედგა 1900 წელს.

დევისონი კლინტონ ჯოზეფ - იხილე დეივისონი კ.ჯ.

დევის ტბა - კარსტული ტბა რაჭის ქედის სამხრეთ კალთის ძირში, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 1370 მეტრზე. უჭირავს ორი კარსტული ძაბრი. ზედაპირის ფართობი - 0,018 კვ.კმ, უდიდესი სიღრმე -10,7 მეტრი, მოცულობა - 72 ათ.კუბ.მ. წყალი გადის მიწისქვეშა გზით.

დევისპირა - ბაღის დეკორატიული მცენარე ერთგვარი.

დევისხვრელი - ზედა პალეოლითის ხანის ადამიანის მღვიმე-ნამოსახლარი მდინარე ჩხერიმელის მარჯვენა ნაპირას, სოფელ ლაშესთან, ხანდების კლდეში (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი), ზღვის დონიდან 340 მეტრზე. მღვიმე კარსტული წარმოშობისაა (სიღრმე 40 მ, შესასვლელის სიმაღლე 5 მ, სიგანე 4 მ). 1926-1931 წლებში გაითხარა (ხელმძღვანელი გ. ნიორაძე) 1,20 სისქის 4 კულტურის ფენა, რომელთაგანაც ადამიანის ცხოვრების ნაშთს შეიცავდა ზემოდან მესამე ფენა. აღმოჩნდა კაჟისა და მცირე რაოდენობით ობსიდიანის იარაღი (საჭრისები და საფხეკები; მიკროლითური სახვრეტები, გრავეტისა და შატეპერონის ტიპის დანები, ხელშუბისპირები, რიყის ქვის ხელჩაქუჩი და სხვა). აგრეთვე კაჟის იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული ხელსაწყოები (გრდემლი და რქის იარაღი). ამავე ფენაში ნაპოვნია თანამედროვე ტიპის ადამიანის ქვედა ყბის მარჯვენა ნახევარი 2 კბილით. გ. ნიორაძემ დევისხვრელი ასაკობრივად ევრ. ზედა ორინიაკს და ჩრდილოეთ აფრიკის ძვ. კავკასიის კულტურას დაუკავშირა, ს. ზამიატნინმა კი ამიერკავკასიის ზედა პალეოლითური კულტურის მეორე ქრონოლოგიურ ჯგუფში გააერთიანა. დევისხვრელის შესწავლამ დასაბამი მისცა საქართველოში ქვის ხანის ძეგლების სისტემატურ არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას.

დევიტი მაიკლ - ირლანდიის რევოლუციონერ-დემოკრატი (1846-1906 წწ).

დე ვიტო დენი - ამერიკელი კინომსახიობი და რეჟისორი (დაიბადა 1944 წელს).

დევკალიონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თესალიის ქალაქ ფთიას მეფე, პრომეთეს ვაჟი. მსოფლიო წყალდიდობის შემდეგ გადარჩენილი ერთადერთი ოჯახის მამა, ახალი თაობის ადამიანების წინაპარი.

დევკაცი - დიდი ტანისა და ღონის კაცი.

დევკოტა ლაქშმიპრასად - ნეპალელი პოეტი (1908 - 1959 წწ).

დევლეთ-გირეი - ყირიმის ხანი, რუსეთზე თავდასხმების ორგანიზატორი (? - 1577 წ).

დევოლი - ქალაქი ალბანეთში.

დევონი - კანადის კუთვნილი კუნძული არქტიკულ არქიპელაგში.

დევონის პერიოდი - პალეოზოური ერის მესამე პერიოდი დედამიწის ისტორიაში.

დევონპორტი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის დევონშირის საგრაფოში.

დევონშირი - საგრაფო ინგლისში (დიდი ბრიტანეთი).

დევრა - სოფელი და მდინარე (ნენსკრის მარჯვენა შენაკადი) მესტიის მუნიციპალიტეტში.

დევრიენი ალფრედ - შვეიცარიული წარმოშობის რუსი წიგნის გამომცემელი (1842-1918 წწ).

დევრიენტი ლუდვიგ - გერმანელი მსახიობი (1784-1832 წწ).

დევტერაგონისტი (ბერძნ.) - ძველ ბერძნულ ტრაგედიაში მეორე მსახიობი, მეორე როლის შემსრულებელი.

დეზ (ფრანგ.) - რთული სიტყვების წინსართი, რომელიც აღნიშნავს დაშორებას, დაცილებას, მოსპობას ანდა რაიმეს დამახინჯებას, გაუკუღმართებას.

დეზაბიე (ფრანგ.) - საშინაო ჩაცმულობა, საშინაო სამოსი უპირატესად ქალის.

დეზავუირება (ფრანგ.) - ვისიმე განცხადება, რომ იგი არ ეთანხმება თავისი წარმომადგენლის, რწმუნებულის მოქმედებას.

დეზამი თეოდორ - ფრანგი უტოპისტი კომუნისტი (1808-1850 წწ).

დეზარგი ჟერარ - ფრანგი მათემატიკოსი, არქიტექტორი და ინჟინერი (1593-1662 წწ).

დეზარკონერი - ევროპული ცივი იარაღის სახეობა, სამპირა ხანჯალი.

დეზაქტივაცია (ფრანგ.)

  1. მოლეკულის მიერ იმ ენერგიის დაკარგვა, რომელიც აუცილებელია ქიმიურ რეაქციაში მონაწლეობის მისაღებად.

  2. რადიოაქტიური ნივთიერების მოცილება ტანსაცმლის, ნაგებობის, რაიმე საგნის ზედაპირიდან.

დეზდემონა

  1. პერსონაჟი შექსპირის ტრაგედიისა „ოტელო“.

  2. პლანეტა ურანოსის თანამგზავრი, აღმოჩენილ იქნა 1986 წელს. მანძილი ურანოსიდან 63 ათასი კმ, დიამეტრი დაახლოებით 60 კმ.

დეზერტირი (ფრანგ.) - სამხედრო სამსახურიდან გამოპარული, არმიაში გაწვევის თავის ამრიდებელი.

დეზი

  1. ყანწის მსგავსი რქოვანი გამონაზარდი ზოგიერთი ფრინველის ფეხზე.

  2. ლითონის რკალი, რასაც იკეთებს მხედარი ქუსლზე ცხენის საჩხვლეტად.

  3. ზოგიერთი ყვავილის ჯამის ან გვირგვინის ფუძის ღრუს გამონაზარდი.

დეზიდერატა (ფრანგ.)

  1. სურვილი, მოთხოვნა.

  2. საგანი, წიგნი, მცენარე, რომელიც აკლია რაიმე კოლექციას, რომელიც საჭიროა ბიბლიოთეკის, მუზეუმის, ჰერბარიუმის და მისთანათა სრულყოფილების შესავსებად.

დეზიდერიო დე სეტინიანო - იტალიელი მოქანდაკე, ადრინდელი აღორძინების ფლორენციის სკოლის წარმომადგენელი (დაახლოებით 1430-1464 წწ).

დეზინვაზია - გარემოში ადამიანის, ცხოველისა და მცენარის ინვაზიურ დაავადებათა გამომწვევი ჩანასახოვანი ელემენტების მოსპობა.

დეზინსექტორი - დეზინსექციის სპეციალისტი.

დეზინსექცია (ფრანგ.) - მავნე მწერების, პარაზიტების, მოსპობა სპეციალური საშუალებებით.

დეზინტეგრატორი

  1. მანქანა, რომლითაც აქუცმაცებენ და ურევენ ფხვიერ ნივთიერებებს (ქვას, ნახშირს, მიწას, თაბაშირს).

  2. აპარატი, რომლითაც წმენდენ სამრეწველო გაზებს უწვრილესი მაგარი ან თხევადი ნაწილაკებისაგან.

დეზინტეგრაცია - მთელის დაშლა.

დეზინფექტანტი - სადეზინფექციო სითხე (მაგალითად, ქირურგის ხელებზე გადასავლებად ოპერაციის წინ).

დეზინფექტორი - პირი, რომელიც დეზინფექციას ახდენს.

დეზინფექცია (ფრანგ.) - ინფექციის გადამდებ სნეულებათა მიკრობების მოსპობა, გაუვნებლობა საგანგებო საშუალებებით.

დეზინფიცირება - დეზინფექციის მოხდენა.

დეზინფორმაცია (ფრანგ.) - ყალბი ინფორმაციით ადამიანების შეცდომაში შეყვანა.

დეზოდორანტი - საყოფაცხოვრებო ნაგებობებში არასასიამოვნო სუნის მომსპობი საშუალება.

დეზოდორატორი - ხელსაწყო ამ ქიმიური ნივთიერება, რომლითაც ახდენენ დეზოდორაციას.

დეზოდორაცია (ფრანგ.) - (ცუდი) სუნის მოსპობა ან ჩახშობა ქიმიური საშუალებებით, სუნგაცლა.

დეზორგანიზატორი - პირი, რომელიც დეზორგანიზაციას ახდენს.

დეზორგანიზაცია (ფრანგ.) - საზოგადოებრივი წესრიგის, ზოგადად წესიერების დარღვევა, არევ-დარევა. სახელმწიფო, ადმინისტრაციული, სამეურნეო და სხვა ორგანოების ნორმალური საქმიანობის მოშლა.

დეზორიენტაცია (ფრანგ.)

  1. სწორი ორიენტაციის დაკარგვინება ვინმესთვის, შეცდომაში შეყვანა.

  2. სწორი წარმოდგენის დაკარგვა დროისა და სივრცის შესახებ.

დეზოქსიდაცია - ჟანგბადის გამოცლა, მოშორება.

დეზოქსირიბოზა - ნახშირწყალი, ეკუთვნის დეზოქსიშაქრებს, შედის დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის შედგენილობაში.

დეზოქსირიბონუკლეინმჟავა (დნმ) - რთული ორგანული ნაერთი, ერთ-ერთი ნუკლეინმჟავა, რომელიც მოიპოვება ყოველ ორგანიზმში და ყოველ ცოცხალ უჯრედში, უპირატესად მის ბირთვში. დიდ როლს ასრულებს ორგანიზმში ნიშან-თვისებათა მემკვიდრულ გადაცემაში.

დეზულიერი დიუ ლიჟიე დე ლა გარდ ანტუანეტა - ფრანგი პოეტი და დრამატურგი ქალი (1638-1694 წწ).

დეზურა - მცენარეთა გვარი ხარისძირასებრთა ოჯახისა, მრავალწლოვანი ბალახი.

დეზურბანიზმი - მიმართულება XX საუკუნის ქალაქთმშენებლობაში, თავისუფალი განსახლება ბუნებაში, უარყოფს დიდი ქალაქების დადებით სოციალურ როლს.

დე თამი (ხოანგ ხოა თხამი) - ფრანგი კოლონიზატორების წინააღმდეგ მებრძოლთა ხელმძღვანელი ჩრდილოეთ ვიეტნამში. ვიეტნამის ეროვნული გმირი (1857-1913 წწ).

დეი - ტუნისისა და ალჟირის მმართველთა ტიტული გვიანდელ შუა საუკუნეებში.

დეიანეირა - ძველი ბერძნული მითოლოგიიის თანახმად, კალიდონის მეფის ენევსის ქალიშვილი, ჰერაკლეს მეუღლე.

დეიდა - დედის და.

დეიდამია - ძველი ბერძნული მითოლოგიიის თანახმად, კუნძულ სკიროსის მეფე ლიკომედეს ქალიშვილი, რომელმაც აქილევსისაგან შობა უკანონო ვაჟი.

დეიდეოლოგიზაცია - კონცეფცია, რომლის თანახმადაც თანამედროვე სამყაროში არანაირი იდეოლოგია არ უნდა არსებობდეს და ყველაფერს სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი უნდა წყვეტდეს.

დეიდვუდი (ინგლ.)

  1. ლითონის მილი, რომელში გავლითაც მოსასმელი ლილვი გარეთ გამოდის.

  2. გემის კიჩოს დაბოლოება მის წყალქვეშა ნაწილში.

დეივი (დევი) ჰამფრი - ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი (1778-1829 წწ).

დეივისი - ავსტრალიური პოლარული სადგური ანტარქტიდაში.

დეივისი ართურ - ავსტრალიელი მწერალი (1869-1935 წწ).

დეივისი ბეტ (ნამდვილი სახელი რუთ ელიზაბეთ) - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (1908-1989 წწ).

დეივისი ოსი - აფრიკული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი და დრამატურგი (დაიბადა 1917 წელს).

დეივისი ჯონ - ინგლისელი ზღვაოსანი (დაახლოებით 1550-1605 წწ).

დეივისის ზღვა - ინდოეთის ოკეანის სამხრეთ სექტორის განაპირა ზღვა ანტარქტიდის ნაპირებთან.

დეივისის სრუტე - სრუტე გრენლანდიასა და კუნძულ ბაფინის მიწას შორის.

დეივისონი კლინტონ ჯოზეფ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1937 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში (1881-1958 წწ).

დეიზენჰოფერი იოჰან - გერმანელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, 1988 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჰ.მიხელთან და რ.ჰუბერთან ერთად (დაიბადა 1943 წელს).

დეიზმი (ლათ.) - რელიგიურ-ფილოსოფიური დოქტრინა, რაც ღმერთს მსოფლიო გონად მიიჩნევს, რომელმაც შექმნა ბუნების „მანქანა“, დაუწესა მას კანონები და აღარ ერევა მის თვითგანვითარებაში.

დეიკი ანტონის ვან - იხილე ვან დეიკი.

დეიკოონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰერაკლესა და მეგარას ქალიშვილი.

დეილი ვიქტორ - ავსტრალიელი პოეტი (XX საუკუნე).

დეილი რეჯინალდ ოლდუორთ - ამერიკელი გეოლოგი და პეტროგრაფი (1871-1957 წწ).

დეილი ჰენრი ჰალიტ - ინგლისელი ფარმაკოლოგი და ფიზიოლოგი, 1936 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ო. ლევისთან ერთად (1875-1968 წწ).

დეილი მეილი - ინგლისური გაზეთი, გამოდის 1896 წლიდან ლონდონსა და მანჩესტერში.

დეილი მირორი - ინგლისური გაზეთი, გამოდის 1903 წლიდან ლონდონში, მანჩესტერსა და გლაზგოში.

დეილი ტელეგრაფი - ინგლისური გაზეთი, გამოდის 1855 წლიდან ლონდონსა და მანჩესტერში.

დეილი უორლდ - ყოველდღიური მარქსისტული გაზეთი აშშ-ში. გამოდის 1968 წლიდან ნიუ-იორკში.

დეიმა - შიშისა და საშინელების განსახიერება ძველ საბერძნეთში.

დეიმეკი კაზიმეჟ - პოლონელი რეჟისორი და მსახიობი (დაიბადა 1924 წელს).

დეიმოსი

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, საშინელი დემონი, არესის შთამომავალი და მსახური.

  2. პლანეტა მარსის თანამგზავრი, აღმოჩენილია 1877 წელს. მანძილი მარსიდან 23 460 კმ, დიამეტრი დაახლოებით 16 კმ.

დეინა (დანა) ჯეიმზ - ამერიკელი გეოლოგი და მინერალოგი (1813-1895 წწ).

დეინაუ - დაბა თურქმენეთის ჩარჯოუს ოლქში.

დეინეკა ალექსანდრე - რუსი ფერმწერი და გრაფიკოსი (1899-1969 წწ).

დეინკერკენი (ნამდვილი გვარი ასელბერგსი) ანტონ ვან - ნიდერლანდელი პოეტი, კრიტიკოსი (1903-1968 წწ).

დეინჯერი - მღვიმე აშშ-ს იუტას შტატში.

დეიონიზაცია აირისა - აირის მიერ დაკავებული მოცულობიდან თავისუფალი ელექტრული მუხტის მატარებლების გაქრობა.

დეიოქი - ჰეროდოტეს მიხედვით, მიდიელთა პირველი მეფე, რომელმაც გააერთიანა მიდიელთა ტომები (ძვ.წ.აღ. VIII-VII სს).

დეისელი (ნამდილი გვარი ალბერდინგ თეიმი) ლოდევეიკ ვან - ნიდერლანდელი მწერალი და კრიტიკოსი (1864-1952 წწ).

დეისი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (მოლითის თემის საკრებულო). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთზე. მდინარე ჩხერიმელას მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 720 მეტრი. ხარაგაულიდან - 20 კილომეტრი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში გდეისის სახელწოდებით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 265 კაცი.

დეისტი - დეიზმის მიმდევარი.

დეისუსი - შუასაუკუნეების აღმოსავლურ ევროპულ ხელოვნებაში - კომპოზიცია, რომელიც შედგებოდა ქრისტეს, მარიამ ღვთისმშობლის და იოანე ნათლისმცემლის გამოსახულებებისაგან.

დეიტერანოპია - დაბადებისეული ნაწილობრივი სიბრმავე ფერებისადმი.

დეიტერიუმი (ბერძნ.) - წყალბადის მძიმე იზტოპი; ჟანგბადთან შეერთებისას წარმოქმნის ე.წ. „მძიმე წყალს“, რაც ჩვეულებრივი წყლისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

დეიტონი - ქალაქი აშშ-ს ოჰაიოს შტატში (190 ათასი, გარეუბნებით 950 ათასი).

დეიტრონი (დეიტონი) - დეიტერიუმის (მძიმე წყალბადის) ატომის ბირთვი; შედგება ერთი პროტონისა და ერთი ნეიტრონისაგან.

დე-იურე (ლათ.) - საერთაშორისო სამართალში - ამა თუ იმ სახელმწიფოს სრული იურიდიული და ოფიციალური ცნობა.

დეიფობოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰეკაბესა და პრიამოსის ვაჟი, ტროას ერთ-ერთი დამცველი, პარისის მოკვლის შემდეგ ცოლად შეირთო ელენე მშვენიერი.

დეიშა-სიონიცკაია მარია - რუსი ოპერის მომღერალი ქალი, დრამატული სოპრანო (1859-1932 წწ).

დეიჩი არმინ - ამერიკელი ასტრონომი (1918-1969 წწ).

დეიჩი იულიუს - ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი (1884-1968 წწ).

დეკა

  1. მარადმწვანე მორჩილი ბუჩქი, ხარობს მაღალ მთებში.

  2. (გერმ.) - სიმებიანი საკრავების კორპუსის შემადგენელი ნაწილი.

  3. (ბერძნ.) - წინსართი, რომელიც შედის მეტრული სისტემის საზომთა სახელწოდებებში და აღნიშნავს ათს, ათჯერ მეტს.

დეკაბრისტები (რუს.) - რუსეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწენი XIX საუკუნის პირველ მეოთხედში, რომლებმაც 1825 წლის 14 დეკემბერს პეტერბურგის სენატის მოედანზე აჯანყება მოაწყეს.

დეკაბრისტკები - დეკაბრისტების ცოლები, რომლებიც ქმრებს კატორღაში გაჰყვნენ.

დეკაგონი (ბერძნ.) - ათკუთხედი.

დეკაგრამი (ბერძნ.) - წონის საზომი ერთეული მეტრული სისტემისა, უდრის 10 გრამს.

დეკადა (ფრანგ.)

  1. ათდღიანი დროის მონაკვეთი.

  2. ხელოვნების ამა თუ იმ დარგის საზოგადოებრივი დათვალიერება.

დეკადანსი (ფრანგ.) - კულტურის დაქვეითება, დაცემა.

დეკადენტი - დეკადენტობის მიმდევარი, წარმომადგენელი.

დეკადენტობა (დეკადენტიზმი) - XIX-XX საუკუნეების ზღვარზე არსებული ლიტერატურულ-მხატვრული მიმდინარეობა, რაც ზოგადად გამეფებულ მეშჩანურ მორალს უპირისპირდებოდა.

დეკაედრი (ბერძნ.) - სხეული. რომელიც შემოსაზღვრულია ათი სიბრტყით.

დეკაზვილი - ქალაქი საფრანგეთის ავერონის დეპარტამენტში.

დეკავი ლუსიენ - ფრანგი მწერალი და პუბლიცისტი (1861-1949 წწ).

დე კალატრავა - იხილე ალმოდოვარი პედრო.

დეკალინი - უფერო სითხე, რომელიც წარმოიქმნება ნაფტალინის ჰიდროგენიზაციის შედეგად.

დეკალიტრი - სითხის საზომი ერთეული, 10 ლიტრი.

დეკალკომანია (ფრანგ.) - გადასაყვან გამოსახულებათა დამზადების პოლიგრაფიული წესი, მრავალფერადოვანი ნახატის სხვა ზედაპირზე გადაღების ხერხი, ამ ხერხით მიღებული ნახატი.

დეკალოგი (ბერძნ.) - ბიბლიის ათი მცნება.

დეკამეტრი - 10 მეტრი.

დეკანატი - ფაკულტეტის ადმინისტრაციული სასწავლო ხელმძღვანელობა.

დეკანაშვილები - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

დეკანდოლი - შვეიცარიელი ბოტანიკოსების, მამა-შვილის - ოგიუსტენ პირამის (1778-1841 წწ) და ალფონსის (1806-1893 წწ) - გვარი.

დეკანი (ლათ.)

  1. ფაკულტეტის ხელმძღვანელი უმაღლეს სასწავლებელში.

  2. კათოლიკურ და ანგლიკანურ ეკლესიაში უფროსი მღვდელი.

  3. ძველ რომში ჯარის ათისთავი.

  4. იგივე დუაიენი.

დეკანი ალექსანდრ გაბრიელი - ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი (1803-1860 წწ).

დეკანოზი

  1. ქართული ქრისტიანული ეკლესიის უფროსი მღვდელი.

  2. საქართველოს ზოგ მთიან კუთხეში - ხატის მსახური.

დეკანოზიშვილი გიორგი - პოლიტიკური მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი (1867-1910 წწ).

დეკანოსიძე თამარ - პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (დაიბადა 1922 წელს).

დეკანტაცია და დეკანტირება (ფრანგ.) - სითხიდან ნალექის გამოყოფის ლაბორატორიული და ტექნიკური ხერხი, დაწდომა.

დეკაპირება - ლითონის ნაკეთობათა დამზადების, შენახვისა და ტრანსპორტირების დროს მათს ზედაპირზე წარმოქმნილი ჟანგეულების თხელი ფურჩის მოცილება ქიმიური ან ელექტროქიმიური ხერხით.

დეკაპიტაცია (ლათ.) - ხერხემლიანი ცხოველებისათვის თავის მოკვეთა; მიმართავენ ფიზიოლოგიური ექსპერიმენტებისათვის.

დეკარბონიზაცია - რაიმე მასალის განთავისუფლება ნახშირბადისაგან.

დეკარტი რენე (ლათინიზირებული სახელი - რენატუს კარტეზიუს) - ფრანგი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი და ფიზიოლოგი (1596-1650 წწ).

დეკატირება - მატყლის ქსოვილის დამუშავება ცხელი წყლით ან ორთქლით მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად.

დეკატონა - 10 ტონა.

დეკატრონი - იონური ხელსაწყო, რომელსაც იყენებენ ციფრული თვლისათვის (ათობით სისტემაში) და ელექტრული წრედების გადასართავად.

დეკეიტერი - ქალაქი აშშ-ს ილინოისის შტატში.

დეკელი (გერმ.) - ელასტიური საფენი, რომელიც საბეჭდ მანქანებში იდება ქაღალდისა და ფორმის შესამჭიდროებლად.

დეკემბერი - კალენდარული წლის მეთორმეტე თვე ნოემბერსა და იანვარს შორის, მოიცავს 31 დღეს, ძველ საქართველოში ერქვა ქრისტეშობისთვე.

დეკენი ჟოზეფ - ფრანგი ბოტანიკოსი და მებაღე (1807-1882 წწ).

დეკერი თომას - ინგლისელი დრამატურგი (დაახლოებით 1570-1632 წწ).

დეკერი იერემიას დე - ნიდერლანდელი პოეტი-კალვინისტი (1609-1666 წწ).

დეკერი - ნიდერლანდელი მწერლის, მულტატულის ნამდვილი გვარი.

დეკეული - ფური ერთიდან ორ-სამ წლამდე, პირველი ხბოს მოგებამდე, უშობელი.

დეკვალიფიკაცია - კვალიფიკაციის, პროფესიული ცოდნის და გამოცდილების დაკარგვა.

დეკი - სამგზავრო გემის ზედა გემბანი.

დეკიანი - დეკით დაფარული ადგილი.

დე კირიკო ჯორჯო - იტალიელი ფერმწერი (1888-1978 წწ).

დეკლა - ლატვიურ მითოლოგიაში - კეთილი ღვთაება, რომელიც ახალშობილებს მფარველობს.

დეკლამატორი - მხატვრული კითხვის ოსტატი მსახიობი.

დეკლამაცია (ლათ.) - მხატვრული კითხვის ხელოვნება.

დეკლარაცია (ლათ.)

  1. ოფიციალური ან საზეიმო გამოცხადება რაიმე აქტისა, კანონისა.

  2. გადასახადის გადამხდელის განცხადება თავისი შემოსავლებისა და ქონების შესახებ.

  3. ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს განცხადება საერთაშორისო პოლიტიკის რაიმე საკითხის შესახებ.

  4. საფოსტო დოკუმენტი, რომელიც ახლავს საზღვარგარეთ გასაგზავნ ფულს ან ფასიან პაკეტს.

  5. საბაჟოს საბუთი, რომელიც ივსება საბაჟოზე საზღვრის გადაკვეთისას შესატან-გასატანი ქონების შესახებ.

დეკლარირება - დეკლარაციით გამოსვლა, საზეიმო განცხადება.

დეკლასირებული - პიროვნება, რომელიც კავშირს კარგავს თავის კლასთან და აღარ მონაწილეობს საზოგადოებრივ საქმანობაში.

დე კლერკი ფრედერიკ ვილემ - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1989-94 წლებში. ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში 1993 წელს, ნელსონ მანდელასთან ერთად (დაიბადა 1936 წელს).

დეკლინატორი - ხელსაწყო რომლითაც არკვევენ მაგნიტურ დახრილობას.

დეკლინაცია (ლათ.) - დახრა, გადახრა, ბრუნება.

დეკნა - ესე კრკალი არს ცისა, სამხრით კერძო, რომელსა მზე ზამთარ მას ვერ გასცილდება (საბა).

დეკოდერი - ტელედანადგარი, რომელიც სპეციალური პროგრამებისა და არხების მიღების საშუალებას იძლევა.

დეკოლონიზაცია - კოლონიებისათვის თავისუფლების მიცემა.

დეკოლორაცია (ლათ.) - ფერის მოსპობა გამოსახულებაზე.

დეკოლტე (ფრანგ.) - ქალის კაბა, რომელსაც გული ღრმად აქვს ამოჭრილი.

დეკოლტირებული - ღრმად გულამოჭრილი.

დეკომედი ნიკოპოლელი - ერთ-ერთი იმ ორმოც წამებულთაგან, ვინც იმპერატორ ლიცინიუსის რისხვის ობიექტი გახდა (გარდაიცვალა დაახლოებით 319 წელს).

დეკომპენსაცია - კომპენსაციის დარღვევა.

დეკომპრესია

  1. შეკუმშვის შემცირება.

  2. ავადმყოფური მდგომარეობა, რაც გამოწვეულია ატმოსფერული ჰაერის წნევის მკვეთრი დაწევით; შეინიშნება კესონური, საყვინთავი სამუშაოების დროს და ა.შ.

დეკომპრესორი - სამარჯვი, რომელიც მიერთებულია შიგაწვის ძრავის ცილინდრთან; ამცირებს შეკუმშვას ცილინდრში ძრავის ამუშავების ან გაჩერების დროს.

დეკონსტრუქტივიზმი - მიმდინარეობა XX საუკუნის უკანასკნელი მეოთხედის სახვით ხელოვნებასა და არქიტექურაში, კონსტრუქტივიზმის პაროდიული დაპირისპირება.

დეკონცენტრაცია - სხვადასხვა ადგილას განლაგება, გაშლა.

დეკორატიული - ადგილის დამამშვენებელი, ეფექტური, ლამაზი.

დეკორატორი (მხატვარი) - შენობა-ნაგებობების და პავილიონების მხატვრული გაფორმების სპეციალისტი მხატვარი.

დეკორაცია (ფრანგ.) - სანახაობის ვიზუალური ეფექტის მისაღწევად გამიზნული გაფორმება სცენისა, კინოპავილიონისა და ა.შ.

დეკორი (ლათ.) - ნაკეთობის ან ნაგებობის მორთვის სისტემა, დეკორატიული ელემენტების ერთობლიობა.

დეკორტი (გერმ.) - საქონელზე ფასის დაკლება, როდესაც მისი ხარისხი ან რაოდენობა არ შეესაბამება პირობით დათქმულს.

დეკორტიკაცია (ლათ.)

  1. მცენარეების ღეროს მერქნისათვის ლაფნის გაძრობა წინასწარ დაუსველებლად.

  2. თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროებისათვის ქერქის მოცილება. მიმართავენ ექსპერიმენტულ ფიზიოლოგიაში ქერქის ფუნქციების შესასწავლად.

დეკორუმი (ლათ.) - გარეგნული კეთილდღეობა, გარემო, რაც შესაბამის თანამდებობას ან მდგომარეობას შეესატყვისება.

დე კოსტერი შარლ თეოდორ ანრი - ბელგიელი ფრანგულენოვანი მწერალი (1827-1879 წწ).

დეკოქტი (ლათ.) - სამკურნალო პრეპარატის ფორმა, ნახარში.

დე კრაიფი (დე კრიუი) პოლ - ამერიკელი მწერალი (1890-1971 წწ).

დეკრემენტი (ლათ.) - ნერვული სისტემის ფიზიოლოგიაში აღგზნების ტალღის თანდათანობით მილევა, როდესაც ის ვრცელდება ნერვში.

დეკრეტალია - ადრესატისადმი გზავნილის სახით გაცემული დადგენილება რომის პაპებისა IV საუკუნიდან.

დეკრეტი (ლათ.) - სახელმწიფოს ან მთავრობის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი რიგ ქვეყნებში.

დეკრეტული - დეკრეტით დადგენილი.

დეკრეშენდო (იტალ.) - ხმის თანდათანობითი შესუსტებით, სულ უფრო და უფრო ხმადაბლა.

დეკროლი ოვიდ - ბელგიელი პედაგოგი-რეფორმატორი, ექიმი და ფსიქოლოგი (1871 - 1932 წწ).

დეკრუაზილი ფრანსუა ანტუან ანრი - ფრანგი ქიმიკოსი-ტექნოლოგი, მოცულობითი ანალიზის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1751-1825 წწ).

დეკსბახი მიხაილ - რუსი მფრინავი-გამომცდელი, საბჭოთა კავშირის გმირი (დაიბადა 1937 წელს).

დე კუინსი (დე კვინსი) ტომას - ინგლისელი მწერალი (1785-1859 წწ).

დეკური ჟაკ (ნამდვილი სახელი და გვარი დანიელ დეკურდემანში) - ფრანგი მწერალი (1910-1942 წწ).

დეკურია - კავალერიაში 10 მხედრისაგან შემდგარი ქვეგანაყოფი, ძველრომაელთა ჯარში სამი დეკურია ტურმას ადგენდა.

დეკურიონები - უმაღლესი საზოგადოებრივი ფენა იტალიისა და რომის იმპერიის პროვინციულ ქალაქებში, საქალაქო საბჭოს წევრები.

დელაგარდი იაკობ - გრაფი, შვედი მარშალი 1620 წლიდან, მოღვაწეობდა რუსეთში, პოლონელ ინტერვენტთა წინააღმდეგ ბრძოლის წინამძღოლი (1583-1652 წწ).

დელა ვალე პიეტრო - იხილე ვალე პიეტრო დელა.

დელავარები - ალგონკინების ჯგუფის ინდიელთა ტომები აშშ-ს ვისკონსინის, კანზასისა და ოკლაჰომას შტატებში.

დელავერი - შტატი, მდინარე (660 კმ) და ყურე აშშ-ში.

დელავრანჩა (ნამდვილი გვარი შტეფენესკუ) ბარბუ - რუმინელი მწერალი და დრამატურგი (1858-1918 წწ).

დელა კაზა ჯოვანი - იტალიელი პოეტი, სწავლული და პოლიტიკური მოღვაწე (1503-1556 წწ).

დელაკრუა ეჟენ - ფრანგი მხატვარი და გრაფიკოსი (1798-1863 წწ).

დელამბრი ჟან ბატისტ ჟოზეფ - ფრანგი ასტრონომი (1749-1822 წწ).

დელამოტი ჟან ბატისტ მიშელ - იხილე ვალენ დელამოტი ჟ.ბ.მ.

დელამუტი - რძე შეყველებული (საბა).

დელანდრი ანრი - ფრანგი ასტრონომი (1853-1948 წწ).

დელაჟი ივ - ფრანგი ზოოლოგი (1854-1920 წწ).

დელაროში მაზო - კანადელი მწერალი ქალი (1879-1961 წწ).

დელაროში პოლ (ნამდვილი სახელი - იპოლიტი) - ფრანგი მხატვარი (1797-1856 წწ).

დე ლა ტორე ბოტარო გუსტავო ალფრედო - ჩილელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, „ვეფხისტყაოსნის“ მთარგმნელი ესპანურ ენაზე (XX საუკუნე).

დე ლაურენტისი დინო - იტალიელი და ამერიკელი კინორეჟისორი და პროდიუსერი (დაიბადა 1919 წელს).

დელაფოსი ერნესტ ფრანსუა მორის - ფრანგი ენათმეცნიერი და ისტორიკოსი (1870-1926 წწ).

დელბლანი სვენ - შვედი მწერალი (დაიბადა 1931 წელს).

დელბოსი ივონ - საფრანგეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1885-1956 წწ).

დელბრიუკი ბერთოლდ - გერმანელი ენათმეცნიერი (1842-1922 წწ).

დელბრიუკი მაქს - ამერიკელი ფიზიკოსი, გენეტიკოსი და ვირუსოლოგი, 1969 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ა.დ.ჰერშთან და ს.ე.ლურიასთან ერთად (1906-1981 წწ).

დელბრიუკი ჰანს გოტლიბ - გერმანელი სამხედრო ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე (1848-1929 წწ).

დელგადო (დელიკადო) ფრანსისკო - ესპანელი მწერალი (დაახლოებით 1480-1536 წწ).

დელგადო (დელიკადო) ხოსე მანუელ როდრიგესი - ამერიკელი ნეიროფიზიოლოგი (დაიბადა 1915 წელს).

დელგადუ უმბერტუ - პორტუგალიის დიქტატორ სალაზარის ოპოზიციის ხელმძღვანელი (1906-1965 წწ).

დელგერი ფრანც - გერმანელი ბიზანტინოლოგი (1891-1968 წწ).

დელგმა - კოკისპირული წვიმა, თავსხმა.

დელეგატი (ლათ.) - არჩეული ან დანიშნული წარმომადგენელი, სახელმწიფოს ან რაიმე კოლექტივის რწმუნებული.

დელეგაცია (ლათ.) - დელეგატების ჯგუფი.

დელედა გრაცია - იტალიელი მწერალი ქალი, ვერიზმის წარმომადგენელი, 1926 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1871-1936 წწ).

დელეზი ჟიულ - ფრანგი ფილოსოფოსი, პოსტსტრუქტურალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი (1925-1995 წწ).

დელეკლიუზი ლუი შარლ - ფრანგი რევოლუციონერი და ჟურნალისტი (1809-1871 წწ).

დე ლეონი დენიელ - ხელმძღვანელი და იდეოლოგი აშშ-ს მუშათა სოციალისტური პარტიისა (1852-1914 წწ).

დელეცია - ქრომოსომის ერთ-ერთი შინაგანი ნაწილის დაკარგვა, ქრომოსომული მუტაციის სახეობა.

დელვიგი ანტონ - რუსი პოეტი, ა.ს.პუშკინის მეგობარი (1798-1831 წწ).

დელვო პოლ - ბელგიელი მხატვარი, სიურრეალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი (1897-1990 წწ).

დელი

  1. (ინგლ. Delhi) - ინდოეთის დედაქალაქი 1947 წლიდან. პირველი დასახლება დელის ტერიტორიაზე ძველ წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 3000 წელს გაჩნდა (13.7 მილიონი - 2001 წ).

  2. ინდოეთის მოკავშირე ტერიტორია, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული მდინარე ჯამნას შუაწელში. ფართობი 1,5 ათასი, კვ.კმ. მოსახლეობა 9,5 მილიონი.

  3. ამერიკული კორპორაცია, მსოფლიო ლიდერი კომპიუტერული სისტემების შემუშავებასა და წარმოებაში. დაარსებულია 1984 წელს.

დელი ბიერნ - ნორვეგიელი სპორტსმენი, მოთხილამურე, ოლიმპიური თამაშების რვაგზის ჩემპიონი XX საუკუნის 90-იან წლებში (დაიბადა 1967 წელს).

დელი მაიკლ - კომპიუტერული სფეროს ამერიკელი მეწარმე, ფირმა „დელის“ დამაარსებელი (დაიბადა 1965 წელს).

დელია

  1. ქალღმერთ დიანას მეტსახელი.

  2. აპოლონის სადიდებელი დღეზეიმები, ტარდებოდა კუნძულ დელოსზე ყოველ 5 წელიწადში.

დელიატინი - დაბა უკრაინის ივანო-ფრანკოვსკის ოლქში.

დელიბესი მიგელ - იტალიელი მწერალი (დაიბადა 1920 წელს).

დელიბი კლემან ფილიბერ ლეო - ფრანგი კომპოზიტორი (1836-1891 წწ).

დელიკატესი (ფრანგ.) - განსაკუთრებით გემრიელი საჭმელი, ნუგბარი.

დელიკატური (ფრანგ.)

  1. თავაზიანი, ზრდილობიანი.

  2. რაც ფრთხილსა და წინდახედულ, სათუთ მოპყრობას მოითხოვს.

დელილი ჟოზეფ ნიკოლა - ფრანგი ასტრონომი და კარტოგრაფი (1688-1768 წწ).

დელიმიტაცია საზღვრისა - საერთაშორისო სამართალში სახელმწიფო საზღვრის მდგომარეობისა და მიმართულების განსაზღვრა მომიჯნავე სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით.

დელინგერი - გერმანელი რელიგიური ისტორიკოსი, ძველკათოლიკური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი (1799-1891 წწ).

დელინკვენტი (ლათ.) - კანონდამრღვევი, დამნაშავე. სამართალმცოდნეობაში ამ ტერმნით აღინიშნება არასანდო რეპუტაციის მქონე საზოგადოებრივი სუბიექტი.

დელირიუმი (ლათ.) - ცნობიერების დაბინდვა, ბოდვა, რომელსაც თან სდევს ხშირი ჰალუცინაციები.

დელისი

  1. უბანი თბილისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ლისის ტბის ფერდობზე.

  2. თბილისის მეტროპოლიტენის სადგურ „გოცირიძის“ ყოფილი სახელი.

დელიუკი ლუი - ფრანგი მწერალი, სცენარისტი და რეჟისორი (1890-1924 წწ).

დელიუნ-ურანის ქედი - მდებარეობს რუსეთის ირკუტსკის ოლქში.

დელიქტი (ლათ.)

  1. საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევა, რაც ხელყოფს სხვა სახელმწიფოს თუ ერის არსებობის საფუძვლებს.

  2. სამართალდარღვევა ზოგადად.

დელკანი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

დელ კარილი უგო (ნამდვილი სახელი და გვარი პიერო ბრუნო უგო ფონტანა) - არგენტინელი კინორეჟისორი და მსახიობი (დაიბადა 1912 წელს).

დელკასე თეოფილ - ფრანგი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, კოლონიების, შემდგომ კი შინაგან საქმეთა და საზღვაო მინისტრი (1852-1923 წწ).

დელკიუ-ოხოტსკაია - მდინარე ოხოტის მარჯვენა შენაკადი რუსეთის ტიუმენის ოლქში.

დელკრედერე (გერმ.) - სამოქალაქო სამართალში - ხელშეკრულების პირობა, რომლის მიხედვითაც კომისიონერი კისრულობს პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ გარიგების პირობის შესრულებაზე.

დელ მონაკო მარიო - იტალიელი მომღერალი, დრამატული ტენორი, მილანის „ლა სკალას“ საოპერო თეატრის სოლისტი (1915-1982 წწ).

დელ მონტე ი აპონტე დომინგო - კუბელი კრიტიკოსი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე (1804-1853 წწ).

დე ლონგი ჯორჯ უოშინგტონ - ამერიკელი პოლარეთის მკვლევარი (1844-1881 წწ).

დე ლონგის კუნძულები - მდებარეობს აღმოსავლეთ ციმბირის ზღვაში, რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკის სანაპიროსთან.

დელონე ბორის - რუსი მათემატიკოსი (1890-1980 წწ).

დელონე ვადიმ - რუსი პოეტი (1947-1983 წწ).

დელონე რობერ - ფრანგი ფერმწერი. ე.წ. ორფიზმის მამამთვარი (1885-1941 წწ).

დელონე სონია (ნამდვილი გვარი ტერკი) - ფრანგი მხატვარი ქალი (1885-1979 წწ).

დელონე შარლ ეჟენ - ფრანგი ასტრონომი (1816-1872 წწ).

დელონი ალენ - ფრანგი კინომსახიობი (დაიბადა 1935 წელს).

დელონი თომას - ინგლისელი მწერალი (დაახლოებით 1543-1600 წწ).

დელორმი ფილიბერ - აღორძინების ხანის ფრანგი ხუროთმოძღვარი (1510-სა და 1515-ს შორის - 1570 წწ).

დელოსი (დილოსი)

1) საბერძნეთის კუთვნილი კუნძული ეგეოსის ზღვაში.

2) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აპოლონის დაბადებისა და მისი განდიდების ადგილი.

დელ პიერო ალესანდრო - იტალიელი ფეხბურთელი, იტალიის ნაკრების წევრი, ძირითადი კარიერა გაატარა ტურინის „იუვენტუსში“ (დაიბადა 1974 წელს).

დელპინო ფედერიკო- იტალიელი ბოტანიკოსი (1833-1905 წწ).

დელტა (ბერძნ.)

  1. დიდი მდინარეების შესართავებთან წარმოქმნილი ნარიყი არე, რომელიც დასერილია ამ მდინარის ტოტების ქსელით.

  2. ბერძნული ანბანის ასო.

დელტა-ამაკურო - შტატი ჩრდილო-აღმოსავლეთ ვენესუელაში.

დელტაპლანი - მარტივი სასპორტო საფრენი აპარატი. წარმოადგენს სამკუთხედ ფრანს.

დელტაპლანერი - იგივე დელტაპლანი.

დელტაპლანერიზმი - საფრენოსნო სპორტის სახეობა, დელტაპლანებით ფრენა.

დელტასუბანი - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (ზედა საზანოს თემის საკრებულო), მდებარეობს ზემო იმერეთის პლატოზე. ზღვის დონიდან - 300 მეტრი, თერჯოლიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 606 ადამიანი.

დელუვიონი - ქანის დაშლის პროდუქტი, რომელიც წარმოიქმნება მთის ფერდობების ძირში სიმძიმის ძალის მოქმედებისა და წყლით ჩამორეცხვის შედეგად.

დელუვიური ნალექი - იგივეა, რაც დელუვიონი.

დელუკი ლუი - ფრანგი რეჟისორი, სცენარისტი, კინოხელოვნების თეორიტიკოსი (1890-1924 წწ).

დე ლუტერო ჯოვანი - იხილე დოსი დოსო.

დელფინარიუმი - აუზი, სადაც დელფინები ჰყავთ გაშვებული.

დელფინი (ბერძნ.)

  1. კბილიანი ვეშაპების ოჯახის ზღვის ძუძუმწოვარა არსება.

  2. ჩრდილოეთის ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი.

  3. სპორტული ცურვის სახეობა.

  4. სააბორდაჟო იარაღი მოწინააღმდეგის ხომალდის კორპუსის გასახვრეტი მოწყობილობა.

დელფზეილი - ქალაქი ნიდერლანდში.

დელფო - ძველი ბერძნული ქალაქი პარნასის მთის ძირას. საერთო ბერძნული რელიგიის ცენტრი ფოკიდაში, სადაც მდებარეობდა სახელგანთქმული დელფოს სამისნო და აპოლონის ტაძარი.

დელფოს ორაკული - აპოლონის ტაძრის სამისნო ძველბერძნულ ქალაქ დელფოში.

დელფტი - ქალაქი ნიდერლანდში, სამხრეთ ჰოლანდიის პროვინციაში (90 ათასი).

დელჩევი გოცე ნიკოლოვ - მაკედონიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგი და ორგანიზატორი (1872-1903 წწ).

დემა

  1. მდინარე რუსეთის ურალის მხარეში, მდინარე ბელის მარცხენა შენაკადი.

  2. (ბერძნ.) - ძველბერძნული ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული ატიკასა და სხვა რეგიონებში.

დემაგოგი (ბერძნ.) - ძველ საბერძნეთში პოლიტიკური დაჯგუფების ხელმძღვანელი, რომელიც წინ უძღვოდა ხალხს. დროთა განმავლობაში ამ ცნებამ უარყოფითი ელფერი შეიძინა.

დემაგოგია (ბერძნ.) - ადამიანთა გრძნობებზე, ინსტინქტებსა და შეგნებაზე ზემოქმედება, ვნებათა გამწვავება ამა თუ იმ პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, რაც ფაქტების განზრახ დამახინჯებაზეა დაფუძნებული.

დემადე - ათენელი ორატორი, დემოსთენეს მტერი.

დემავენდი - ჩამქრალი ვულკანი ირანის ელბრუსის ქედზე, ირანის უმაღლესი მწვერვალი (5604 მეტრი).

დემაზიური ლუი - ფრანგი პოეტი და დრამატურგი, წერდა ფრანგულ და ლათინურ ენებზე (1523 - დაახლოებით 1580 წწ).

დემანჟონი ალბერ - ფრანგი გეოგრაფი (1872-1940 წწ).

დემანტოიდი - მინერალი, ძოწის გამჭვირვალე იუველირული სახესხვაობა.

დემარე ნიკოლა - ფრანგი გეოლოგი (1725-1815 წწ).

დემარე დე სენ-ლორენი ჟან - ფრანგი მწერალი (1595-1676 წწ).

დემარკაცია (ფრანგ.)

  1. სახელმწიფო საზღვრის ხაზის დადგენა ადგილზე.

  2. დროებითი სასაზღვრო ხაზი სადავო ტერიტორიაზე.

  3. ქსოვილის მკვდარი უბნების გამიჯვნა ჯანსაღისაგან.

დემარსე ეჟენ ანატოლ - ფრანგი ქიმიკოსი (1852-1903 წწ).

დემარში (ფრანგ.) - პროტესტი, თხოვნა ან გაფრთხილება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფო ორგანოების მიმართ საგანგებო დოკუმენტის სახით გამოითქმება.

დემასკირება - შენიღბვის მოხსნა.

დემბეა - ტბა, იგივე ტანა.

დემბინსკი ჰენრიკ - პოლონელი გენერალი, 1830-31 წლებში პოლონეთში აჯანყებულ ძალთა მეთაური, 1849 წელს მონაწილეობდა უნგრეთის აჯანყებაშიც (1791-1864 წწ).

დემბოვსკი ედვარდ - პოლონელი რევოლუციონერ დემოკრატი, ფილოსოფოსი, 1846 წლის კრაკოვის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური (1822-1846 წწ).

დემბოვსკი იან - პოლონელი ზოოლოგი, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე (1869-1963 წწ).

დემელი ვალტერ - გერმანელი მწერალი (1903-1960 წწ).

დემელი რიხარდ - გერმანელი მწერალი (1863-1920 წწ).

დემელტი ჰანს ჯორჯ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1989 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ვ.პაულთან ერთად (დაიბადა 1922 წელს).

დემენტიევი ანდრეი - რუსი პოეტი (დაიბადა 1920 წელს).

დემენტიევი პეტრე - რუსი მხედართმთავარი, საინჟინრო ჯარების გენერალ-პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი (1907-1977 წწ).

დემენცია (ლათ.) - შემეცნებითი უნარის მყარი დაქვეითება, შეძენილი გონებაჩლუნგობა.

დემერარა - გაიანას რეგიონი ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, სადაც ბოქსიტების დიდი რაოდენობა მოიპოვება.

დემერჩენცი - სოფელი გაგრასთან.

დემერჯი (ინგლ.) - პირობის შეუსრულებლობის ჯარიმა, რასაც უხდის გემის პატრონს დამფრახტველი (დამკვეთი) პორტში გემის მოცდენისათვის.

დე მესტრი ჟოზეფ - ფრანგი პუბლიცისტი (1753-1821 წწ).

დემეტრა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მიწათმოქმედებისა და ნაყოფიერების ღმერთქალი, კრონოსისა და რეას ასული, ზევსის და, პერსეფონეს დედა. მას შეესაბამება რომაული ცერერა.

დემეტრაშვილი ივანე - კაპიტანი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1910 - 1945 წწ).

დემეტრე I - საქართველოს მეფე 1125-1156 წლებში, დავით აღმაშენებლის ძე.

დემეტრე I (დიმიტრი) - აფხაზთა მეფეთა დივანის (ქრონიკის) მიხედვით აფხაზთა მე-6 მეფე, ბარუკის ძე.

დემეტრე II (თავდადებული) - საქართველოს მეფე 1271-1289 წლებში, დავით VII ულუსა და გვანცა დედოფლის ძე (დაახლოებით 1259-1289 წწ).

დემეტრე II (დიმიტრი) - აფხაზთა სამეფოს (დასავლეთ საქართველოს) მეფე 825-861 წლებში, ლეონ II-ის ძე.

დემეტრე III - აფხაზთა სამეფოს (დასავლეთ საქართველოს) მეფე 967-975 წლებში, გიორგი II-ის ძე, ლეონ III-ის ძმა და მემკვიდრე.

დემეტრე გურიელი - გურიის სამთავროს ფაქტობრივი გამგებელი 1659-60 წლებში, იმერეთის მეფე 1660 წელს.

დემეტრე ვიპატოსი - ქართლის ერისმთავარ გუარამ კურაპალატის უმცროსი ძე (VI საუკუნე).

დემეტრე თავდადებულის ფელსი - მეფე დემეტრე II თავდადებულის მიერ მოჭრილი სპილენძის მონეტა.

დემეტრე I მგალობელი - XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი მგალობელი, მწიგნობარი, კალიგრაფი, პედაგოგი.

დემეტრე უფლისწული - საქართველოს მეფის გიორგი I-ისა და ალდე დედოფლის ძე, ტახტს ეცილებოდა თავის ნახევარძმას, ბაგრატ IV-ს (XI საუკუნე).

დემეტრი დიმიტრიე - ხორვატი დრამატურგი (1811-1872 წწ).

დემეტრიონი - დემეტრას ტაძარი.

დემეტრიოს I - ბერძნულ-ბაქტრიული სამეფოს მეფე (ძვ.წ.აღ. 189-167 წწ).

დემეტრიოს ალოპეკელი - ძველბერძენი მოქანდაკე (ძვ.წ.აღ. V-IV სს).

დემეტრიოს I პოლიორკეტე - მაკედონიის მეფე (ძვ.წ.აღ. IV-III სს).

დემი ჟაკ - ფრანგი კინორეჟისორი (1931-1990 წწ).

დემი ჯონათან - ამერიკელი კინორეჟისორი (დაიბადა 1944 წელს).

დემიან ბედნი - იხილე ბედნი დემიან.

დემიანენკო ალექსანდრე - რუსი კინომსახიობი, პოპულარული პერსონაჟის შურიკას სახის შემქმნელი (1937-1999 წწ).

დემიანკა - მდინარე რუსეთის ტიუმენის ოლქში, ირტიშის მარჯვენა შენაკადი (1159 კმ).

დემიანოვი ნიკოლაი - რუსი ქიმიკოსი, აკადემიკოსი (1871-1938 წწ).

დემიანოვკა - სოფელი გაგრასთან.

დემიანოვო - დაბა რუსეთის კიროვის ოლქში.

დემიანსკი - დაბა რუსეთის ნოვგოროდის ოლქში.

დემიდოვა ალა - რუსი მსახიობი ქალი (დაიბადა 1936 წელს).

დემიდოვი - ქალაქი რუსეთის სმოლენსკის ოლქში.

დემიდოვკა - დაბა უკრაინის როვნოს ოლქში.

დემიკოტონი (ფრანგ.) - ბამბის მკვრივი ატლასური ქსოვილი.

დე მილი აგნეს - ამერიკელი ბალეტის მსახიობი და ბალეტმაისტერი ქალი (1909-1983 წწ).

დე მილი სესილ ბლაუნტ - ამერიკელი კინორეჟისორი, პროდიუსერი (1881-1959 წწ).

დემილიტარიზაცია და დემილიტარიზება (ფრანგ.) - საერთაშორისო სამართალში - შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე სამხედრო ნაგებობების და ბაზების ლიკვიდაცია ამა თუ იმ ტერიტორიაზე.

დემიმონდი (ბერძნ.) - მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, მდიდართა ხასები, რომლებიც ცდილობენ ელიტარული საზოგადოების წესებით იცხოვრონ.

დემიმონდენი (ბერძნ.) - დემიმონდის წარმომადგენელი ქალი.

დემინა ვერა - მსოფლიოში პირველი ქალი-დირიჟაბლის მეთაური (1911-1984 წწ).

დემინი ლევ - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, 1974 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1926 წელს).

დემინი მიხეილ (ნამდვილი სახელი და გვარი გიორგი ტრიფონოვი) - რუსი მწერალი (1926-1984 წწ).

დემირელი სულეიმან - თურქეთის პრეზიდენტი 1993-2000 წლებში (დაიბადა 1924 წელს).

დემირჭიანი დერენიკ - სომეხი მწერალი (1877-1956 წწ).

დემისეზონური - (გარდამავალ სეზონებზე) გაზაფხულსა და შემოდგომაზე სატარებელი (სამოსი).

დემიურგი (ბერძნ.)

  1. ანტიკურ ფილოსოფიაში (პლატონთან) პერსონიფიცირებული უშუალო შემოქმედებითი საწყისი სამყაროსი, რაც კოსმოსს მარადიული მატერიით ქმნის.

  1. შემოქმედი, მაორგანიზებელი ძალა.

დემიჩევი პეტრე - საბჭოთა კავშირის კომპარტიის მაღალჩინოსანი მოღვაწე XX საუკუნის 70-80-იან წლებში, საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრი (1918-1990 წწ).

დემნა (დემეტრე) უფლისწული - საქართველოს მეფის დავით V-ის ძე (გარდაიცვალა 1178 წელს).

დემობილიზაცია (ფრანგ.)

  1. სამხედრო მოსამსახურეთა განთავისუფლება შეიარაღებული ძალებიდან.

  2. არმიისა და მეურნეობის გადაყვანა საომარი მდგომარეობიდან მშვიდობიანზე.

დემოგრაფია (ბერძნ.) - სტატისტიკის დარგი, მეცნიერება მოსახლოების შემადენლობისა და მოძრაობის შესახებ ამ პროცესის საზოგადოებრივ-ისტორიული შესაბამისობის გათვალისწინებით.

დემოდეკოზი - ცხოველთა ინვაზიური დაავადება (ძაღლების, ღორების, რქოსანი პირუტყვის).

დემოდოკოსი (დემოდოკე) - ძველ საბერძნეთში - ფეაკების ქვეყნელი ბრმა მომღერალი ჰომეროსის პოემების მიხედვით.

დემოდულაცია - რხევათა მოდულაციის შექცეული პროცესი.

დემოთი - ისტორიული ციხე-სიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. საისტორიო ტრადიციის თანახმად აუგიათ ძვ.წ.აღ. II-I საუკუნეებში.

დე-მოინი - ქალაქი აშშ-ში, აიოვას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (195 ათასი).

დემოკრატი - დემოკრატიის მომხრე.

დემოკრატია (ბერძნ.) - საზოგადოების მოწყობის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ფორმა, რაც დაფუძნებულია ხალხის მიერ განხორციელებულ მმართველობაზე.

დემოკრატიზაცია (დემოკრატიზება) - დემოკრატიული საწყისების დანერგვა.

დემოკრატიზმი - დემოკრატიის აღიარება და განხორციელება.

დემოკრატიული - დემოკრატიის პრინციპებზე დამყარებული.

დემოკრიტე - ძველბერძენი ფილოსოფოსი (ძვ.წ. აღ. V-IV სს).

დემოლენი ედმონ - ფრანგი სოციოლოგი და პედაგოგი, ე.წ. ახალი აღზრდის წარმომადგენელი (1852 - 1907 წწ).

დემონები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ღვთაებრივ არსებათა გარკვეული ჯგუფი, სულები, რომლებიც ღმერთებისაგან იმით განსხვავდებიან, რომ მათ არ აქვთ ადამიანის მსგავსი გარეგნობა.

დემონეტიზაცია - მონეტების, როგორც გადახდის საშუალების, ფუნქციის გაბათილება სახელმწიფოს მიერ.

დემონი

  1. ავი სული, ეშმაკი.

  2. მიხაილ ლერმონტოვის პოემა.

დემონი (დეიმონი) მეტ - კინოსა და ტელევიზიის ამერიკელი მსახიობი (დაიბადა 1970 წელს).

დემონიზმი - ბოროტი სულების რწმენა.

დემონიონი - ანტიკური ფილოსოფიის თანახმად, შინაგანი ხმა, „მრჩეველი“, კეთილი ძილი, რაც მძიმე წუთებში ადამიანის მოქმედებას წარმართავს, სიმართლისა და სრულყოფის გზას უჩვენებს.

დემონოლოგია (ბერძნ.) - მისტიკური მოძღვრება დემონებზე (ავსულებზე).

დემონსტრანტი - დემონსტრაციის მონაწილე.

დემონსტრატორი - პირი, რომელიც რისამე დემონსტრაციას, დემონსტრირებას ახდენს.

დემონსტრაცია (ლათ.)

  1. მასობრივი სვლის სახეობა.

  2. ამა თუ იმ მოვლენასთან გაცნობის თვალსაჩინოების მეთოდი.

  3. რამის გამომჟღავნება.

  4. პროტესტის ხაზგასმულად ჩვენებით გამოწვეული ქმედება.

დემონსტრაციული - გამომწვევი, დამადასრურებელი, თვალნათლივი.

დემონტაჟი და დემონტირება (ფრანგ.) - მანქანის, აგრეგატის, დაზგის, მოწყობილობის და მისთანების ნაწილებად დაშლა ან მოხსნა ადგილიდან, სადაც ადრე ფუნქციონირებდა.

დემონური

  1. დემონის დამახასიათებელი, ავი ბოროტი.

  2. ძლიერი, მბრძანებლური ხასიათის მქონე, ვერაგი.

დემორი ჟან - ბელგიელი ექიმი და პედაგოგი (1867-1941 წწ).

დემორალიზაცია (ფრანგ.) - მორალური გახრწნა, ზნეობრივი და სულიერი დაცემა

დემოსთენე - ძველ საბერძნეთში ცნობილი ორატორი და სახელმწიფო მოღვაწე (ძვ.წ.აღ. IV ს).

დემოსი (ბერძნ.) - ძველ საბერძნეთში თავისუფალი მოსახლოება, არაპრივილეგირებული ფენები, ხალხი, რომელსაც სამოქალაქო უფლებები გააჩნდა.

დემოტიკური დამწერლობა - ძვ.წ.აღ. VIII-V საუკუნეების ეგვიპტური დამწერლობა, რომელიც განვითარდა იეროგლიფებისაგან.

დემოფონტე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თეზევსისა და ფედრას ვაჟი, ტროას ომის მონაწილე.

დემპინგი (ინგლ.) - საქონლის გაყიდვა უცხოეთის ბაზარზე უფრო იაფად, ვიდრე შინაურ სავაჭრო ქსელში.

დემპინგ-სინდრომი - ავადმყოფური მდგომარეობა, რასაც ახასიათებს გულისცემის შესუსტება ჭამის შემდეგ იმ ავადმყოფებში, ვისაც ნაწილობრივ აქვს ამოკვეთილი კუჭი.

დემპო - მოქმედი ვულკანი ინდონეზიაში, კუნძულ სუმატრის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

დემპსი ჯეკ (ნამდვილი სახელი და გვარი უილიამ ჰარისონი) - ამერიკელი მოკრივე, მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი მძიმეწონოსანთა შორის 1919-26 წლებში (1895-1983 წწ).

დემპსტერი არტურ ჯეფრი - ამერიკელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1886-1950 წწ).

დემპფერი (გერმ.)

  1. სხვადასხვა მანქანაში, აპარატში რხევათი მაყუჩი მოწყობილობა, კატარაქტი.

  2. მრავალსიმიან მუსიკალურ საკრავებში მოწყობილობა სიმების რხევათა შესაწყვეტად.

დემსკი ისურ - მსახიობ კერკ დუგლასის ნამდვილი გვარი და სახელი.

დემულენი კამილ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე, ჟურნალისტი (1760-1794 წწ).

დემულტიპლიკატორი - მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა გავადიდოთ ავტომობილის წევის ძალა, ტრანსმისიის გადაცემათა რიცხვი.

დემუნიციპალიზაცია - მუნიციპალიზებულ ნაგებობათა დაბრუნება წინანდელი პატრონისათვის.

დემურდაღი - მთა ივრის ზეგანზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.

დემურია (ივანიშვილი) მარიამ - საზოგადო მოღვაწე, საბავშვო მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი (1860-1910 წწ).

დემურინო - დაბა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში.

დემურლო - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

დემუსი ჩარლზ - ამერიკელი ფერმწერი (1883-1935 წწ).

დემუტ-მალინოვსკი ვასილი - რუსი მოქანდაკე-მონუმენტალისტი (1779-1846 წწ).

დენადი - დენის, ჩქეფის, მსვლელობის უნარის მქონე.

დენადობა - ვითარება, როცა მუშახელის, კადრების ხშირ ცვლას აქვს ადგილი.

დენარიუსი

  1. ვერცხლის მონეტა, რომაული სამონეტო სისტემის ძირითადი ნომინალი (უდრიდა 10 ასას).

  2. ფულის ერთეული შუა საუკუნეების ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.

დენატურალიზაცია - მოქალაქის გამოსვლა ამა თუ იმ სახელმწიფოს ქვეშევრდომობიდან.

დენატურანტი - ნივთიერება, რომელსაც ურევენ სპირტში დენატურაციის მიზნით.

დენატურატი - დენატურირებული სპირტი.

დენატურაცია და დენატურირება (ფრანგ.)

  1. რაიმე ნივთიერების მოქმედებით ცილის თვისების შეცვლა.

  2. სპირტის სასმელად გაუვარგისება მასში შხამიანი ან ცუდი გემოს, ცუდი სუნის ნივთიერების შერევით.

დენაუ - ქალაქი უზბეკეთის სურხანდარიის ოლქში, მუნიციპალიტეტული ცენტრი (50 ათსი).

დენაციონალიზაცია

  1. ეროვნულ თვისებათა დაკარგვა.

  2. სახელმწიფო ქონების გადაცემა კერძო პირთა მფლობელობაში.

დენაციფიკაცია - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ღონისძიება ნაციზმის (ფაშიზმის) აღმოსაფხვრელად ყოფილ ფაშისტურ ქვეყნებში.

დენბი (დენბის კაჟის კომპლექსი) - ესკიმოსთა დასახლების წინადროინდელი არქეოლოგიური კულტურა ჩრდილოეთ ამერიკაში.

დენბიშირი - საგრაფო უელსში (დიდი ბრიტანეთი).

დენგი - ხევსურეთში თოფისწამლის დასანაყი ხელსაწყო.

დენდი (ინგლ.) - მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი თვითკმაყოფილი პრანჭია კაცი, ფრანტი.

დ,ენდი ვენსან - იხილე ენდი პ.მ.ვ.

დენდიზმი - დენდისათვის დამახასიათებელი თვისებები.

დენდრარიუმი (არბორეტუმი) - ტერიტორიის ნაწილი, სადაც ღია წესითაა დაცული მცენარეები.

დენდრიტი (ბერძნ.)

1) მინერალის განვითარებადაუმთავრებელი კრისტალი.

2) ნერვული უჯრედის დანამატი, რომელიც ნერვულ იმპულსს ატარებს პერიფერიიდან უჯრედის სხეულისაკენ.

დენდრიტიდა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ელენე მშვენიერის მოსახსენიებელი სახელი კუნძულ როდოსზე.

დენდრო (ბერძნ.) - რთული სიტყვების წინსართი ნაწილი, რაც ხეებთან კავშირზე მიუთითებს.

დენდროიდული - ხის მსგავსი, ხესავით განშტოებული.

დენდროლოგია (ბერძნ.) - ხეებისა და ბუჩქების შემსწავლელი დარგი ბოტანიკისა.

დენდრომეტრია - სატყეო ტაქსაციის ნაწილი, რომელიც იკვლევს ხის მოცულობისა და მასის განსაზღვრის ხერხებს. ხისმზომლობა.

დენდროპარკი - დენდროლოგიური პარკი.

დენდროქრონოლოგია - სამეცნიერო დისციპლინა, რაც ხეების რგოლების საშუალებით არქეოლოგიური ნარჩენებისა და ბუნებრივი მოვლენების დათარიღებას ითვალისწინებს.

დენები - გედისა, 1,3 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდის ვარსკვლავი გედის თანავარსკვლავედში. ვეგასთან და ალტაირთან ერთად ქმნის ზაფხულის დიდ სამკუთხედს.

დენებოლა - ლომისა, 2,1 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდის ვარსკვლავი ლომის თანავარსკვლავედში.

დენევი კატრინ (ნამდვილი გვარი დორლეაკი) - ფრანგი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1943 წელს).

დენენი - ქალაქი საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ნორის დეპარტამენტში.

დენენის ბრძოლა - ესპანეთის მემკვიდრეობისათვის ომის დროს 1712 წლის 18-24 ივლისს მომხდარი შეტაკება საფრანგეთისა და ავსტრია-ჰოლანდიის ჯარებს შორის.

დენეჟკა (რუს.) - ნახევარი კაპიკის ტოლი რუსული მონეტა XIX საუკუნეში.

დენეჟკინ-კამენი - ნაკრძალი და მთა ჩრდილოეთ ურალში, რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში (1493 მეტრი).

დენვერი - ქალაქი აშშ-ში, კოლორადოს შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (470 ათასი).

დენვერ ნაგეტსი - აშშ-ს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გუნდი.

დენთი - იგივეა, რაც თოფის წამალი.

დენი - ელექტრული მუხტების მოძრაობა.

დენი ერნესტ - ფრანგი ისტორიკოსი (1849-1921 წწ).

დენი ვიქტორ - რუსი მხატვარი გრაფიკოსი (1893-1946 წწ).

დენი ზიგფრიდ - გერმანელი მუსიკის თეორიტიკოსი და პედაგოგი (1799-1858 წწ).

დენი მორის - ფრანგი ფერმწერი (1870-1943 წწ).

დენიე (ფრანგ.)

  1. ძაფის ხაზოვანი სიმკვრივის საზომი ერთეული. უდრის გრამებით გამოსახულ 9 კმ ძაფის მასას.

  2. ძველებური ფრანგული სპილენძის მონეტა.

დენიზლი - ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში, ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (205 ათასი).

დენიზო ნიკოლა - ფრანგი რელიგიური პოეტი (1515 - 1559 წწ).

დენიკერი ჟოზეფ - ფრანგი ანთროპოლოგი (1852 - 1918 წწ).

დენიკინი ანტონ - რუსი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი, მწერალი, თეთრგვარდიელთა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის წლებში (1872-1947 წწ).

დე ნირო რობერტ - ამერიკელი კინომსახიობი (დაიბადა 1943 წელს).

დენისი იუჯინ - აშშ-სა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1904-1961 წწ).

დენისოვი სერგეი - რუსი მფრინავი, ავიაციის გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილი (1909-1971 წწ).

დენისოვი ედისონ - რუსი კომპოზიტორი (1929-1996 წწ).

დენიტრიფიკაცია - ნიტრიფიკაციის საპირისპირო პროცესი, აზოტოვანი ნაერთების (ნიტრატების) დაშლა და თავისუფალი აზოტის გამოყოფა.

დენიცი კარლ - გერმანელი გროს-ადმირალი, მეორე მსოფლიო ომში გერმანიის საზღვაო ფლოტის სარდალი (1891-1980 წწ).

დენკარა - მყინვარი, იხილე მნა.

დენომინატიური ზმნა - ნასახელარი, სახელისაგან ნაწარმოები ზმნა.

დენომინაცია (ლათ.) - ფულადი ნიშნების ღირებულების შეცვლა ვალუტის გამყარების ან ანგარიშსწორების გამარტივების მიზნით.

დენონსაცია (ლათ.) - საერთაშორისო სამართალში ამა თუ იმ მხარის მიერ უარის თქმა საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებაზე.

დენოტატი - სახელის (სიმბოლოს) ნივთიერი მნიშვნელობა (მაგალითად, „ცისკრის ვარსკვლავი“ - იგივე პლანეტა ვენერა).

დენ სიაოპინი - ჩინელი პოლიტიკოსი, მაო ძე დუნის სიკვდილის შემდეგ ჩინეთის უმთავრესი პოლიტიკური ფიგურა (1904-1997 წწ).

დენსიმეტრი - ფოტოგრაფიაში გამჟღავნებული ფოტოგრაფიული მასალის ოპტიკური სიმკვრივის საზომი ხელსაწყო.

დენსიო ჰო დენსუ (მეიჰო, მინჰო, მინტიოდ წოდებული) - იაპონელი ფერმწერი (1352-1427 წწ).

დენსიტომეტრი (ლათ.)

  1. წყალზე მძიმე სითხეების სიმკვრივის საზომი ხელსაწყო.

  2. ოპტიკური ხელსაწყო, რომლითაც არკვევენ რამდენად გაშავდა შუქმგრძნობიარე ფენა (ფოტოფირზე, ფოტოქაღალდზე).

დენტაირი - ცივი იარაღი, საპირეზე გაკეთებული მოძრავი კბილებით.

დენტალური (ლათ.) - კბილისმიერი (ბგერები).

დენტიკულები (ლათ.) - კარნიზის პატარა დეკორატიული სწორკუთხა შვერილები (ქონგურები) იონიურ და დორიულ ორდერებში.

დენტინი (ლათ.) - კბილების მასის შემადგენელი ძირითადი ნაწილი.

დენუდაცია (ლათ.) - მთის ქანების გაფანტვა-განიავების პროცესების ერთობლიობა.

დენუნციაცია (ლათ.) - დაბეზღება, დასმენა.

დენუნციატორი - დამბეზღებელი.

დენშჩიკი - ოფიცრის ან სამხედრო მოხელის ოფიციალური მსახური ძველ რუსეთში.

დენჯერი (დეინჯერი) - მღვიმე უენდოუვერის მახლობლად აშშ-ს იუტას შტატში მონადირეთა და შემგროვებელთა უძველესი ნამოსახლარი.

დენ ჯუნსია - ჩინეთის კომპარტიის მოღვაწე (1894-1933 წწ).

დეონტოლოგია (ბერძნ.)

  1. ეთიკის განხრა, რომელიც უფლება-მოვალეობათა პრობლემებს სწავლობს.

  2. მოძღვრება იურიდიულ, პროფესიონალურ და მორალურ უფლებებზე, ასევე სამედიცინო სფეროს მუშაკთა დამოკიდებულებაზე ავადმყოფის მიმართ.

დე ორანი დიუვერჟე - იხილე სენ-სირანი.

დე პალმა ბრაიან - ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი (დაიბადა 1940 წელს).

დეპარდიე ჟერარ - ფრანგი მსახიობი (დაიბადა 1948 წელს).

დეპარტამენტი (ფრანგ.)

  1. საფრანგეთის (და ზოგი სხვა ქვეყნის) ძირითადი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული.

  2. სამინისტროს დასახელება ზოგიერთ ქვეყანაში.

  3. სამინისტროს უწყებრივი ნაწილი.

დეპეგინძე (დეფეგინძე) - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

დეპერიე ბონავენტიურ - ფრანგი მწერალი-ჰუმანისტი (დაახლოებით 1500 - 1543 ან 1544 წწ).

დეპერსონალიზაცია

  1. მედიცინაში ცნობიერების დარღვევა, საკუთარი თავისაგან განდგომა.

  2. ფილოსოფიასა და სოციოლოგიაში პიროვნული გაუცხოების უკიდურესი ფორმა.

დეპესტრი რენე - ჰაიტელი პოეტი, წერს ესპანურ და ფრანგულ ენებზე (დაიბადა 1926 წელს).

დეპეშა (ფრანგ.) - სწრაფი შეტყობინება, ტელეგრამა.

დეპეშ მოდი - ინგლისური როკ-ჯგუფი, შეიქმნა 1978 წელს.

დეპი - მდინარე ზეის მარცხენა შენაკადი, ამურის ოლქი (რუსეთი).

დეპი ჯონი - ამერიკელი კინომსახიობი (დაიბადა 1963 წელს).

დეპიგმენტაცია - კანის ბუნებრივი ფერის დაკარგვა, რაც გამოწვეულია ეპიდერმისის უჯრედებში პიგმენტის გაქრობით.

დეპილაცია (ლათ.) - თმის, ბალნის მოცილება სამკურნალო ან კოსმეტიკური მიზნით.

დეპო (ფრანგ.) - მოძრავი სარკინიგზო შემადგენლობების დგომისა და რემონტის ადგილი.

დეპოზიტარი ქვეყნები - ქვეყნები, რომელთა შორის დადებულ ხელშეკრულებას შემდგომ შეუძლიათ ხელი მოაწერონ სხვა დაინტერესებულმა ქვეყნებმა.

დეპოზიტარიუმი - საერთაშორისო სამართალში - სახელმწიფო ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც იღებს ვალდებულებას შეინახოს საერთშორისო მოლაპარაკების ტექსტი, საბუთები და სხვა მასალები.

დეპოზიტი (ლათ.)

  1. მატერიალური ფასეულობა, რაც სახელმწიფო ორგანიზაციაშია შეტანილი და ექვემდებარება დაბრუნებას.

  2. შენატანები ბანკში.

დეპოზიტორი - დეპოზიტის მეანაბრე.

დეპოლარიზატორი - დამატებითი ნივთიერება (მაგალითად, მანგანუმის ზეჟანგი) რომელიც შეჰყავთ გალვანურ ელემენტში პოლარიზაციის შესასუსტებლად.

დეპოლარიზაცია - პოლარიზაციის მოსპობა ან შესუსტება (გალვანურ ელემენტში).

დეპონენტი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც სახელმწიფო ორგანიზაციაში ფასეულობები აქვს შეტანილი დეპოზიტზე. დეპონენტები არიან აგრეთვე ის პირები, რომლებმაც დროზე ვერ მიიღეს ხელფასი. იგივეა, რაც დეპოზიტორი.

დეპონირება

  1. დეპოზიტის შეტანა.

  2. სარატიფიკაციო სიგელების გადაცემა შესანახად რომელიმე სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანოსათვის.

დეპოპულაცია (ფრანგ.) - მოსახლეობის შემცირება, კლება.

დეპორტაცია და დეპორტირება (ლათ.) - ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობაში ამა თუ იმ პირის გაძევება, განდევნა ქვეყნის ფარგლებიდან.

დეპორტი (ფრანგ.) - სპეკულაციური საბირჟო გარიგება ფასების დაწევის მიზნით.

დეპორტი პიერ - ფრანგი პოეტი (1546-1606 წწ).

დეპრე მარსელ - ფრანგი ფიზიკოსი და ელექტროტექნიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1843-1918 წწ).

დეპრესია (ლათ.)

  1. ფსიქიური მოშლა, მორალური დათრგუნვის მდგომარეობა.

  2. ეკონომიკაში კრიზისის შემდეგ დამდგარი საწარმოო ციკლი.

  3. ხმელეთის ნაწილი, რომელიც ოკეანის დონეზე დაბლა მდებარეობს.

დეპრეტისი აგოსტინო - იტალიელი პოლიტიკოსი, რისორჯიმენტოს მოღვაწე (1813-1887 წწ).

დეპუტატი

  1. (ლათ.) - პიროვნება, რომელიც ამ თუ იმ წარმომადგენლობით ორგანოში წარსაგზავნადაა არჩეული.

  2. შალვა თაქთაქიშვილის ოპერა.

დეპუტატსკი - დაბა რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.

დეპუტაცია (ფრანგ.) - დეპუტატების ჯგუფი.

დეჟავიუ (ფრან. დეჯა ვუ „იკვე ნანახი“) - ფსიქიკური მდგომარეობა, როცა ადამიანს ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ადრე უკვე იყო მსგავს სიტუაციაში.

დეჟეიტერი პიერ - იხილე დეგეიტერი.

დეჟერინი ჟიულ - ფრანგი ნევროპათოლოგი, ანატომი (1849-1917 წწ).

დეჟი - ქალაქი ჩრდილოეთ რუმინეთში (45 ათასი).

დეჟნიოვი სემიონ - რუსი მეზღვაური, აღმოაჩინა სრუტე აზიასა და ამერიკას შორის (დაახლოებით 1605-1673 წწ).

დეჟნიოვი - საბჭოთა ყინულმჭრელი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში არაერთი საბრძოლო გამარჯვება მოიპოვა.

დერა - ქალაქი სირიაში.

დერაგაზიხანი - ქალაქი პაკისტანში, პენჯაბის პროვინციაში.

დე რადა იერონიმ - ალბანელი პოეტი (1814-1903 წწ).

დერაისმაილხანი - ქალაქი პაკისტანში, ჩრდილო-დასავლეთ სასაზღვრო პროვინციაში.

დერაჟნია - დაბა უკრაინის ხმელნიცკის ოლქში.

დერატიზაცია (ფრანგ.) - მღრღნელებთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი.

დერბეკე (დერბეკი) - მდინარე ადიჩის მარცხენა შენაკადი რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.

დერბენდი (დერბენდიე) - შირვანის მმართველი დინასტია XIV-XVI საუკუნეებში, დააარსა იბრაჰიმ I-მა.

დერბენდი (დარუბანდი) - ქალაქი რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკაში (85 ათასი).

დერბენდნამე (წიგნი დერბენდის შესახებ) - ქალაქ დერბენდის ისტორია. შეიცავს საყურადღებო ცნობებს V-XI საუკუნის კავკასიის შესახებ.

დერბეშკინსკი - დაბა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში.

დერბი

  1. ქალაქი დიდი ბრიტანეთის დერბიშირის საგრაფოში (225 ათასი).

  2. (ინგლ.) - იპოდრომული შეჯიბრებანი სამი წლის წმინდასისხლიანი ცხენებისა, რომელიც პირველად 1778 წელს ინგლისის ქალაქ დერბიში გაიმართა.

დერბი ედუარდ ჯეფრი სმიტი (ლორდი სტენლი) - გრაფი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი XIX საუკუნის 50-იან წლებში (1799-1869 წწ).

დერბიშირი - საგრაფო დიდი ბრიტანეთში.

დერბული - მდინარე ჩინეთში, არგუნის მარჯვენა შენაკადი.

დერგაჩი - ქალაქი უკრაინის ხარკოვის ოლქში.

დერგი - დიდი ქილა ქვევრის მოყვანილობისა.

დერეალიზაცია - ფსიქიური მოშლა, რომლის დროსაც რეალური სამყაროს აღქმა სუსტდება.

დერეგუსი მიხაილ - უკრაინელი და რუსი მხატვარი გრაფიკოსი, ფერმწერი (დაიბადა 1904 წელს).

დერევიანკა - დაბა რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში.

დ,ერელი ფელიქს - კანადელი ბაქტერიოლოგი, 1931-34 წლებში მუშაობდა თბილისში (1873-1949 წწ).

დერენი ანდრე - ფრანგი ფერმწერი (1880-1954 წწ).

დერეფანი

  1. შენობის უკედლებო, სვეტებიანი და გადახურული ნაწილი, მიდგმული წინა მხრიდან.

  2. გრძელი გასასვლელი შენობაში.

  3. მდინარე აბაშის და მარტვილის მუნიციპალიტეტებში, ნოღელის მარცხენა შენაკადი.

დერვიში მაჰმუდ - პალესტინელი არაბი პოეტი (დაიბადა 1941 წელს).

დერვიში (დავრიში) - აღმოსავლეთის ქვეყნებში მოხეტიალე მუსლიმანი ბერი.

დერი ტიბორ - უნგრელი მწერალი (1894-1977 წწ).

დერიაევი ხიდირ - თურქმენეთის სახალხო მწერალი (1905-1988 წწ).

დერიბასი (დე რიბასი) ოსიპ - ესპანური წარმოშობის რუსი ადმირალი (1749-1800 წწ).

დერიდა ჟაკ - ფრანგი ფილოსოფოსი-სტრუქტურალისტი (დაიბადა 1930 წელს).

დერივატი (ლათ.) - რისაგანმე წარმოებული, რისამე პროდუქტი.

დერივაცია (ლათ.)

  1. კუთხვილი იარაღით გასროლილი ტყვიის ან ჭურვის გვერდზე გადახვევა.

  2. წყლის გადაგდება არხით მდინარის მთავარი კალაპოტიდან.

  3. სიტყვაწარმოება, წარმოქმნა.

დერიკვარააძიში - მყინვარული ტბა ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, კოდორი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

დერიკი (დერიკა ამწე) - ამწე, რომლის ირიბულაც ბრუნავს ჰორიზონტალური ღერძის, ჩარჩო კი ვერტიკალური ღერძის გარშემო.

დერინე (ნამდვილი გვარი შენბახი) როზა - უნგრელი მსახიობი და მომღერალი, უნგრული თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი (1793-1872 წწ).

დერიუგინი ნიკოლოზ - თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი უძლიერესი კალათბურთელი XX საუკუნის 70-80-იან წლებში, 1982 წლის მსოფლიოს და 1981 წლის ევროპის ჩემპიონი სსრკ-ს ნაკრების შემადგენლობაში (დაიბადა 1959 წელს).

დერკეტო - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სირიელთა ღმერთქალი. ზოგიერთი მითის მიხედვით სემირამიდას დედა.

დერკოვიჩი დიულა - უნგრელი მხატვარი გრაფიკოსი, ფერმწერი (1894-1934 წწ).

დერკული - მდინარე სევერსკი დონეცკის მარცხენა შენაკადი უკრაინის ლუგანსკის ოლქში.

დერმა (ბერძნ.) - ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების კანის შემაერთებელქსოვილიანი ნაწილი, რომელიც მოთავსებულია ეპიდერმისის ქვეშ.

დერმანოვსკი გიორგი - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, დაიბადა საქართველოში (1924-1944 წწ).

დერმატინი (ბერძნ.) - ტყავის შემცვლელი ხელოვნური პროდუქტი (გრანიტოლი).

დერმატიტი (ბერძნ.) - კანის ანთებითი დაავადება.

დერმატო - რთული სიტყვების წინსართი, აღნიშნავს ტყავთან, კანთან კავშირს.

დერმატოგლიფიკა - ხელის კანის რელიეფის ნაწილების შესწავლა.

დერმატოზი - კანისა და მისი დანამატების (ფრჩხილების, თმების) დაავადებათა კრებითი სახელი.

დერმატოლოგია - მედიცინის დარგი, რომელიც კანისა და მისი დანამატების შესწავლას, განვითარების მექანიზმის გაანალიზებას და მკურნალობას ემსახურება.

დერმატომიკოზი - კანის სხვადასხვა სოკოვანი დაავადება (მკრეჭელი, სირსველი, ქეცი), რასაც იწვევენ დერმატომიცეტები.

დერმატომიოზიტი - ორგანიზმის საერთო დაავადება, რომლის დროსაც უმეტესად ზიანდება კანი, კუნთები და ნერვები.

დერმატომიცეტები - იმ სოკურების საერთო სახელწოდება, რომლებიც პარაზიტობენ ადამიანისა და ცხოველის კანზე და იწვევენ სხვადასხვა დაავადებებს.

დერმოგრაფიზმი - კანის ფერის რეფლექტორული ცვლილება. ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევის მაჩვენებელია.

დერმოიდი (დერმოიდული ცისტა) - განვითარების მანკი, პარკისებრი სიმსივნე, რომლის კედელი თავისი აგებულებით კანს წააგავს.

დერნბურგი ჰაინრიხ - გერმანელი მეცნიერი, იურისტი (1829-1907 წწ).

დერნე - ქალაქი ბელგიაში (80 ათასი).

დეროკი (დერუკი) - ქართული წყაროების თანახმად, ქართლის მეფე ორმეფობის დროს (იხილე ორმეფობა ქართლში).

დერპტი - ესტონეთის ქალაქ ტარტუს ოფიციალური სახელი 1224-1893 წლებში.

დერპფელდი ვილჰელმ - გერმანელი არქეოლოგი, აწარმოებდა ტროას გათხრებსაც (1853 - 1940 წწ).

დერჟავინი გავრილა - რუსი პოეტი (1743-1816 წწ).

დერჟავინი ვლადიმირ - რუსი პოეტი, მთარგმნელი (1908-1985 წწ).

დერჟავინი მიხაილ - თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი (დაიბადა 1936 წელს).

დერჟავინსკი - ქალაქი ყაზახეთის აკმოლის ოლქში.

დერჟინსკაია ქსენია - რუსი მომღერალი, სოპრანო, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1889 - 1951 წწ).

დერსუ უზალა - ვლადიმერ არსენიევის რომანი და აკირა კუროსავას ფილმი (გადაღებულია 1976 წელს).

დე რუა (ლე რუა) ჰენდრიკ (ლათინიზირებული რეგიუსი) - ნიდერლანდელი ფილოსოფოსი, ფიზიოლოგი და პედაგოგი (1598-1679 წწ).

დერუენტი - მდინარე კუნძულ ტასმანიაზე.

დერუკი - იხილე დეროკი.

დერულედი პოლ - საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე, ლიტერატორი (1846-1914 წწ).

დერქოლი - დაბა და მდინარე ყაზახეთის ურალსკის ოლქში.

დერჩი - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (მექვენის საკრებულო), მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის მთისწინეთში, მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 600 მეტრი, წყალტუბოდან - 55 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 330 კაცი.

დერცელი - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

დერციკი - იგივეა, რაც თერძი.

დე საბატა ვიქტორ - იტალიელი დირიჟორი და კომპოზიტორი (1892-1967 წწ).

დესაგუადერო - მდინარე ბოლივიაში.

დესაი მარსელ - ფრანგი ფეხბურთელი (XX-XXI სს).

დესაი მორარჯი რანჩოჯი - ინდოეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1896-1980 წწ).

დესალინი ჟან ჟაკ - ჰაიტის იმპერატორი 1804-06 წლებში. წარმოშობითი ზანგი მონა (1760-1806 წწ).

დესანტი (ფრანგ.) - საბრძოლო რაზმი, რომელიც საგანგებოდაა მომზადებული მტრის ტერიტორიაზე შესაგზავნად.

დე სანტისი ჯუზეპე - იტალიელი კინორეჟისორი (1917-1997 წწ).

დე სანქტისი ფრანჩესკო - იტალიელი ისტორიკოსი, ლიტერატორი, კრიტიკოსი (1817-1883 წწ).

დესაუ - ქალაქი გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში.

დესაუ პაულ - გერმანელი კომპოზიტორი (1894-1929 წწ).

დესე - ქალაქი ეთიოპიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (70 ათასი).

დესეგრეგაცია - სეგრეგაციის აღკვეთა.

დე-სევრი - საფრანგეთის დეპარტამენტი.

დესელერომეტრი - ქანქარის ტიპის ხელსაწყო სატრანსპორტო საშუალების (ავტომობილის და სხვა) სიჩქარის შენელების გასაზომად დროის ერთეულში (იყენებენ საგზაო პოლიციელები ავარიის დროს).

დესენსიბილიზაცია

  1. ბიოლოგიაში შეგრძნების შესუსტება ან გაქრობა.

  2. ფოტოგრაფიაში ფოტომასალის მგრძნობიარობის შესუსტება სინათლის მიმართ.

დესერტი (ფრანგ.) - ხილი და ტკბილეულობა, რომელიც სუფრაზე სადილობის დასასრულს მიაქვთ.

დესეტინა (რუს.) - მიწის საზომი ერთეული ძველ რუსეთში, უდრის 1,09 ჰექტარს.

დესი - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

დესიე - ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ეთიოპიაში.

დე სიკა ვიტორიო - იტალიელი კინორეჟისორი და მსახიობი, ნეორეალიზმის ერთ-ერთი მამამთავარი (1901-1974 წწ).

დესიკანტები - ქიმიური პრეპარატები, რომლებიც იწვევენ მცენარეთა გახმობას.

დესიკაცია - მცენარის ხელოვნური გახმობა მოსავლის აღების წინ.

დესიკომიდონი - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თერგის მარჯვენა შენაკადი.

დესინატორი - მხატვარ-კონსტრუქტორი, რომელიც ქმნის სხვადასხვა სახის ქსოვილებს.

დესინქრონოზი - ორგანიზმის სხვადასხვა ფიზიოლოგიური და ფსიქიური ფუნქციების ცვლილება დღეღამური რიტმების დარღვევის და რამდენიმე მერიდიანის მოკლე დროში გადაკვეთის გამო.

დესიუდეპორტი (ფრანგ.) - შესასვლელი კარის თავზე განთავსებული დიდი ზომის ნახატი, პანო.

დესკამისადოსი - XIX საუკუნის დასაწყისში აჯანყებულ ესპანელ ღარიბ-ღატაკთა საკუთარი სახელი.

დესკვამაცია (ლათ.)

  1. ქანების აქერცვლის პროცესი (ტემპერატურის მკვეთრი მერყეობის გავლენით) გამოფიტვის ერთ-ერთი სახეობა.

  2. კანის აქერცვლა.

დესკოხირსწყალი - მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ყადლასანისწყლის მარცხენა შენაკადი.

დესკრიპტორი - საინფორმაციო-საძიებო ენის ლექსიკური ერთეული, რომელიც ძირითად აზრობრივ შინაარსს გამოხატავს.

დესკრიპცია - ენობრივი კონსტრუქცია, რომელიც საგნის საკუთარ სახელს ენაცვლება (მაგალითად, „ის...., რომელიც...“).

დესკრიფციული - აღწერითი.

დესმიდიუმისნაირნი - მწვანე წყალმცენარეების რიგი, შეიცავს 200-მდე სახეობას.

დესმოლაზები - ფერმენტები, რომლებიც ხლეჩენ ორგანულ ნაერთებს ნახშირბადის ატომებს შორის არსებული კავშირის გაწყვეტის საშუალებით.

დესმოლიზი (ბერძნ.) - ორგანული ნაერთების ღრმად გახლეჩის პროცესების ერთობლიობა, რომლებიც ქსოვილებში მიმდინარეობს დესმოლაზების ზემოქმედების შედეგად.

დესმოლოგია - იგივეა, რაც სინდესმოლოგია.

დესმონდი ჯერალდ - გრაფი, ირლანდიის ერთ-ერთი ცნობილი ფეოდალური საგვარეულოს მეთაური, ანტიინგლისური აჯანყების ხელმძღვანელი XVI საუკუნეში (? - 1583 წ).

დესმურგია (ბერძნ.) - პრაქტიკული ქირურგიის დარგი, რომელიც ნახვევებს და მათი დადების მეთოდებს სწავლობს.

დესნა - მდინარე აღმოსავლეთ ევროპაში, დნეპრის მარცხენა, ყველაზე დიდი შენაკადი (1130 კმ).

დესნა - დაბა უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში.

დესნიცკი სიმონ - რუსი განმანათლებელი, იურისტი (1740-1789 წწ).

დესნოგორსკი - ქალაქი რუსეთის სმოლენსკის ოლქში (60 ათასი).

დესნოსი რობერ - ფრანგი პოეტი, ანტიფაშისტური მოძრაობის მონაწილე (1900-1945 წწ).

დესორბცია - ადსორბენტის ზედაპირიდან ადსორბირებული ნივთიერებების გამოყოფა.

დე სოტო ერნანდო - იხილე სოტო ერნანდო დე.

დესპანი

  1. დიპლომატიური წარმომადგენელი ელჩზე მცირე რანგისა.

  2. ერთი სახელმწიფოს მიერ მეორეში წარგზავნილი საგანგებო პირი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დავალებით.

დესპინა - პლანეტა ნეპტუნის თანამგზავრი, აღმოაჩინეს 1989 წელს.

დესპინე - ქართველი ქალების სახელი.

დესპიო (დეპიო) შარლ - ფრანგი მოქანდაკე (1874-1946 წწ).

დესპოტატი - პირობითი სახელი ბერძნული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნებისა XIII-XV საუკუნეებში, რომლებიც ბიზანტიის იმპერიაში ნახევრად დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ.

დესპოტი (ბერძნ.)

  1. ძველი აღმოსავლეთის მონათმფლობელურ მონარქიებში - უმაღლესი მმართველი, რომლის ხელთ იყო განუსაზღვრელი უფლებები.

  2. (გადატანითი მნიშვნელობით) ტირანი, სხვათა ნების ბოროტად გამომყენებელი.

დესპოტია - ხელისუფლების თვითმპყრობელური განუკითხავობის ფორმა.

დესპოტიზმი

  1. იგივე დესპოტია.

  2. განუკითხავობა, თავისუფლების და დამოუკიდებლობის აგრესიული ჩახშობა.

დესტაბილიზაცია - სტაბილიზაციის მოშლა.

დესტილატი - იხილე დისტილატი.

დესტინოვა ემა (ნამდვილი სახელი და გვარი ემილია კიტლოვა) - ჩეხი მომღერალი, დრამატული სოპრანო (1878-1930 წწ).

დესტიუტი დე ტრასი ანტუან ლუი კლოდ - ფრანგი ფილოსოფოსი და ეკონომისტი (1754-1836 წწ).

დესტრუქცია (ლათ.) - რისამე ნორმალური სტრუქტურის დაშლა, დარღვევა.

დესტრუქციული

  1. დესტრუქციასთან დაკავშირებული.

  2. რაც ხელს უშლის შემდგომ მუშაობას, რაიმე შეთანხმების მიღწევას.

დ,ესტურნელ დე კონსტანი პოლ - ფრანგი დიპლომატი და პოლიტიკოსი, 1909 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (1852-1924 წწ).

დესუარი მაქს - გერმანელი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი (1867-1947 წწ).

დესუბლიმაცია - ორთქლის გარდაქმნა უშუალოდ მყარ ნივთიერებად.

დესულფიტაცია - დაკონსერვებული ხილ-ბოსტნეულის გათავისუფლება სულფიტაციის დროს გამოყენებული გოგირდოვანი მჟავისაგან.

დესულფურაცია - ფიზიკურ-ქიმიური პროცესების ერთობლიობა, რაც ფერადი ლითონებიდან გოგირდის განდევნას ემსახურება.

დესცენდენტი (ლათ.) - შთამომავალი.

დეტალი (ფრანგ.)

  1. ნაკეთობა, რომელიც შექმნილია ერთი მთლიანი კონსტრუქციისაგან.

  2. ზოგადად რისამე შემადგენელი ნაწილი.

დეტალიზაცია - რისამე დეტალურად დამუშავება. რისამე დაზუსტება.

დეტალური - დაწვრილებითი.

დეტანდერი (ფრანგ.)

  1. ორთქლის წნევის შემამცირებელი სარქველი.

  2. დგუშიანი მანქანა, რომელიც შეკუმშული გაზით მუშაობს. იყენებენ სამაცივრო ტექნიკაში.

დეტანტი (ფრანგ.) - დაძაბულობის შენელება საერთაშორისო ურთიერთობაში.

დეტაშე (ფრანგ.) - ხემიანი ინსტრუმენტების დაკვრის ხერხი. ყოველი ბგერის გამოცემინება ხემის ცალკეული, ერთმანეთისაგან მკვეთრად გამოყოფილი მოძრაობით.

დეტერგენტი - სინთეტური სარეცხი საშუალებების გავრცელებული სახელი დასავლურ ლიტერატურაში.

დეტერიორაცია (ლათ.) - გაუარესება, გაფუჭება.

დეტერმინანტი (ლათ.)

  1. დამხმარე ალგებრული გამოსახულება პირველი ხარისხის რამდენიმეუცნობიან განტოლებათა ამოსახსნელად, მსაზღვრელი.

  2. განმსაზღვრელი აფიქსი ლინგვსტიკაში, დაერთვის ძირს და ახალ ფუძეს წარმოქმნის.

დეტერმინატივი - ნიშანი იეროგლიფურ დამწერლობაში, რომელსაც განსაზღვრის ფუნქცია აქვს.

დეტერმინაცია - მოვლენათა ერთი ჯგუფის განსაზღვრა, გაპირობება მოვლენათა სხვა ჯგუფით.

დეტერმინიზმი - მატერიალისტური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც ყველა მოვლენა აუცილებელი მიზეზობრივი კავშირით არის განპირობებული.

დეტერმინირება (დეტერმინაცია) - განსაზღვრა, განპირობება.

დეტერმინისტი - დეტერმინიზმის მიმდევარი.

დეტექტივი (ინგლ.)

  1. სისხლის სამართლის დანაშაულებათა გამოძიების სპეციალისტი, მაძებარი.

  2. ლიტერატურული ნაწარმოები ან ფილმი, რომელიც რაიმე ჩახლართული ამბის გამოძიებაზეა დაფუძნებული.

დეტექტირება - ელექტრული რხევების გარდაქმნა უფრო დაბალი სიხშირის რხევების ან მუდმივი დენის მისაღებად.

დეტექტიური - ნაწარმოები, სადაც დეტექტივების თავგადასავალია აღწერილი.

დეტექტორი (ინგლ.)

  1. რადიომიმღებში მოწყობილობა მაღალი სიხშირის რხევის დაბალი სიხშირის რხევებად გარდაქმნისათვის.

  2. მოწყობილობა, რასაც იყენებენ რისამე გამოსააშკარავებლად (მაგალითად, სიცრუის დეტექტორი).

დეტონატორი - აფეთქების გამომწვევი მოწყობილობა ფეთქებად ნივთიერებაში, ფისტონი.

დეტონაცია (ლათ.) - ფეთქებადი ნივთიერების აფეთქებად გარდაქმნის ქიმიური პროცესი.

დეტონირება

  1. აფეთქება დეტონაციის ზეგავლენით.

  2. მუსიკაში არაზუსტი, ყალბი შესრულება, ხმის უადგილოდ დადაბლება ან ამაღლება.

დეტონიტი - ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება.

დეტრიტი (ლათ.)

  1. მკვდარი ორგანული ან ნაწილობრივ მინერალიზირებული ნივთიერება, რომლის ნაწილაკები წყლის სიზრქეშია შეტივტვებული.

  2. ორაგანოგენური ნატეხი მასალა ნალექებში ან დანალექ ქანებში. შედგება ნიჟარის ნატეხებისგან, ღრუბლის, მარჯნის და სხვა უხერხემლოთა ჩონჩხის, ხერხემლიანთა ძვლების და მცენარეთა ქსოვილების ნარჩენებისაგან.

დეტრიტოფაგი - წყლის ცხოველი, რომელიც დეტრიტით იკვებება.

დეტროიტი - ქალაქი აშშ-ს მიჩიგანის შტატში, პორტი დიდი ტბების ნაპირზე (1 მილიონი, გარეუბნებით 4,6 მილიონი).

დეტროიტ რედ უინგზ (დეტროიტის წითელი ფრთები) - ჰოკეის ეროვნული ლიგის ამერიკული კლუბი. შეიქმნა 1926 წელს დეტროიტში.

დეტუში (ნამდვილი სახელი და გვარი ფილიპ ნერიკო) - ფრანგი დრამატურგი (1680-1754 წწ).

დეულინის ზავი - დაიდო რუსეთსა და რეჩ პოსპოლიტას შორის 1618 წელს სოფელ დეულინოსთან.

დეუს ექს მაქინა - დრამატურგიული და სარეჟისორო ხერხი ძველ ბერძნულ თეატრში, რაც სცენაზე ღვთაებრივი არსების უეცარ გამოჩენას გულისხმობდა.

დე-ფაქტო (ლათ.)

  1. ფაქტობრივად.

  2. საერთაშორისო სამართალში სახელმწიფოს ცნობის ოფიციალური, მაგრამ არასრული ფორმა.

დეფეკაცია (ლათ.)

  1. გაწმენდა, ჭუჭყის მოცილება.

  2. კუჭის გათავისუფლება, გარეთ გასვლა.

  3. შაქრის წარმოებაში - ჭარხლის წვენის გაწმენდა სხვადასხვა მინარევისგან.

დეფენზივა

  1. დაცვითი ტაქტიკა ომში.

  2. კონტრდაზვერვა და პოლიტიკური პოლიცია XX საუკუნის დასაწყისის პოლონეთში.

დეფერენტი - დამხმარე წრე, რომელიც მიღებულია სამყაროს გეოცენტრიულ სისტემაში პლანეტების მოძრაობის დასადგენად.

დეფერიზაცია - წყლის გაწმენდა რკინის მარილებისგან.

დეფექტი (ლათ.) - ნაკლი, წუნი, ხინჯი.

დეფექტოლოგია - პედაგოგიური მეცნიერება, რომელიც ანომალური ბავშვების განვითარებისა და აღზრდის საკითხებს შეისწავლის.

დეფექტოსკოპი - ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც ამოწმებენ მასალებსა და ნაწარმს დეფექტების არქონაზე.

დეფექტოსკოპია - მეთოდები, რომლებსაც იყენებენ ლითონის ნაწარმში დეფექტების აღმოსაჩენად.

დეფექტური - დეფექტის მქონე, ნაკლოვანი.

დეფიბრერი - ქაღალდის წარმოებაში მანქანა, რომლითაც მერქანს აქუცმაცებენ და ბოჭკოვან მასალას იღებენ.

დეფიბრილატორი - ელექტრული აპარატი, რომელსაც იყენებენ სამედიცინო პრაქტიკაში გულის კუნთის ფიბრილაციის შესაწყვეტად (მასზე ხანმოკლე ელექტრული იმპულსების ზემოქმედებით).

დეფილე (ფრანგ.)

  1. ვიწრო გასასვლელი მთებში, ან საწყალოსნო სივრცეებში.

  2. მოდების ჩვენება პოდიუმზე.

დე ფილიპო (ნამდვილი გვარი პასარელი) ედუარდო - იტალიელი დრამატურგი, რეჟისორი, მსახიობი (1900-1984 წწ).

დეფინიცია (ლათ.) - ცნების ზუსტი განსაზღვრა მისი ყველაზე არსებითი, ძირითადი ნიშნების საშუალებით.

დე ფიუნესი ლუი - იხილე ფიუნესი ლუი დე.

დეფისი (რუს.) - ორთოგრაფიული ნიშანი, ხაზი, იხმარება ორ სხვადასხვა სიტყვას შორის (წადი-მეთქი, ალექსი-მესხიშვილი), სიტყვის გადასატანად და სხვა.

დეფიციტი (ლათ.) - დანაკლისი, უკმარისობა. პროდუქტი, რომელიც საკმაო რაოდენობით არ არსებობს.

დეფლაგრაცია (ლათ.) - იგივეა, რაც ფეთქებადი ნივთიერების დაწვა.

დეფლაცია (ლათ.) - ბრუნვაში მყოფი ქაღალდის ფულის რაოდენობის შემცირება მისი მსყიდველობითი ძალის ასაწევად.

დეფლექტორი (ლათ.)

  1. მაგნიტური კომპასის დევიაციის აღმოფხვრისა და გაზომვისათვის არსებული ხელსაწყო.

  2. აირებისა და სითხეების, ფხვიერი სხეულების და ბგერითი ტალღების დენადობის მიმართულების შემცვლელი დანადგარი.

დეფლორაცია - ქალწულობის დარღვევა (რომაული ღვთაება Fლორა-ს მიხედვით).

დეფო დანიელ - ინგლისელი მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე (დაახლოებით 1660-1731 წწ).

დეფოლიანტები - ქიმიური პრეპარატები, რომლებიც ფოთლების ხელოვნურ ცვენას იწვევენ.

დეფოლიაცია - მოსავლის აღების წინ მცენარისათვის ფოთლების მოცილება მექანიზებული კრეფის გასაადვილებლად.

დეფოლტი

  1. კანონით გათვალისწინებული ამა თუ იმ მოთხოვნის არშესრულება.

  2. ეკონომიკაში გადახდა-ანგარიშსწორებაზე უარის თქმა.

  3. კომპიუტერულ ტერმინოლოგიაში ქმედება, რომელიც ავტომატურად შეირჩევა პროგრამული პაკეტის მიერ, თუ მომხმარებელი არ აირჩევს მისთვის სასურველ სახეცვლილებას.

დეფორე ლუი-რენე - ფრანგი მწერალი (დაიბადა 1918 წელს).

დე ფორესტი ჯონ - ამერიკელი მწერალი (1826-1906 წწ).

დეფორმაცია (ლათ.) - მყარი სხეულის წერტილების განლაგებათა ცვლილება, ზოგადად - ფორმის შეცვლა.

დეფოუ უილემ - ამერიკელი კინომსახიობი (დაიბადა 1955 წელს).

დეფრანცი ანიტა - ამერიკელი სპორტსმენი (აკადემიური ნიჩბოსნობა) - ოლიმპიური თამაშების და მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი 2000 წლიდან (დაიბადა 1952 წელს).

დეფრეგერი ფრანც ფონ - ავსტრიელი ფერმწერი (1835-1921 წწ).

დე ფრიზი მარტინ გერიტსონი - ნიდერლანდელი ზღვაოსანი, იაპონიის მკვლევარი, 1643-44 წლებში შეისწავლა კუნძულების ჰოკაიდოს და ჰონსიუს აღმოსავლეთი ნაპირები (XVII საუკუნე).

დე ფრიზი (დე ფრისი) ჰუგო - ჰოლანდიელი ბოტანიკოსი (1848-1935 წწ).

დე ფრისი - იხილე დე ფრიზი ჰ.

დეფროსტაცია - საკვები პროდუქტების გალღობა.

დეფროსტერი (ინგლ.)

  1. მაცივრის კამერა გაყინული საკვები პროდუქტების დასათბობად.

  2. მოწყობილობა, რითაც ხდება ავტომობილის საქარე მინის შემოქრევა თბილი ჰაერით (შემოყინულობის წინააღმდეგ).

დექლორაცია - ქლორის განდევნა მის შემცველ ორგანულ ნივთიერებათაგან. წყალსადენის წყლის გაწმენდა ქლორისაგან, რომელიც მასში დარჩა ქლორირების შედეგად.

დექრისტიანიზაცია - კათოლიკური კულტის აღმოფხვრის მცდელობა საფრანგეთის დიდი რევოლუციის წლებში.

დექსტრანი - ბაქტერიული წარმოშობის პოლისაქარიდი, გლუკოზის პოლიმერი.

დექსტრინი (ფრანგ.) - სახამებლის პროდუქტი, ერთგვარი წებო.

დეშა - ძველ ინდოეთში ქვეყანა, რეგიონი.

დეშანი ლეჟე მარი - ფრანგი ფილოსოფოსი (1716-1774 წწ).

დეშაპელი ალექსანდრე - ფრანგი მოჭადრაკე (1780-1847 წწ).

დეშევოვი ვლადიმირ - რუსი კომპოზიტორი (1889-1955 წწ).

დეშელეტი ჟოზეფ - ფრანგი არქეოლოგი (1862-1914 წწ).

დეჩინი - ქალაქი ჩეხეთში, პორტი მდინარე ლაბაზე (55 ათასი).

დეცებალუსი - რომის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი დაკების ტომის ბელადი (გარდაიცვალა 106 წელს).

დეცემვირი (ლათ.) - ძველ რომში - მთავრობის კოლეგია, რომელიც ათი კაცისაგან შედგებოდა.

დეცენტრალიზაცია (დეცენტრალიზება)

  1. მმართველობის სისტემა, როდესაც ცენტრალური ხელისუფლების ზოგი ფუნქცია გადაეცემა თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებს.

  2. ცენტრალიზაციის გაუქმება ან შესუსტება.

დეცი (ლათ.) - რთული სიტყვების წინსართი, რაც საწყისი რიცხვის მეათედ ნაწილს აღნიშნავს.

დეციბელი - ელექტროტექნიკაში, რადიოტექნიკაში, აკუსტიკაში ბელის მეათედი ნაწილი.

დეციმა (ლათ.)

  1. ინტერვალი მუსიკალური გამის პირველ და მეათე საფეხურებს შორის.

  2. დიატონიკური გამის მეათე საფეხური.

  3. ათტაეპიანი სტროფი (ესპანურ ლექსთწყობაში).

დეციმალიზაცია - ერთეულთა ათობით, ათწილად სისტემაზე გადასვლა (მაგალითად, 1971 წელს ინგლისში მოხდა გირვანქა სტერლინგის დეციმალიზაცია).

დეციმალური - ათობითი, ათწილადი.

დეციმაცია - ყოველი მეათე დამნაშავის სიკვდილით დასჯა წილისწყრით; ყოველი მეათე ადამიანის დასჯა დამნაშავის მოუნახავობის შემთხვევაში.

დეციმეტრი (დმ) - 10 სანტიმეტრი.

დეციუსი გაიუს მესიუს კვინტუს ტრაიანე - რომის იმპერატორი.

დეხვა - მდინარე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.

დეხვირი - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

დეჰათი მოჰამედ მასუდ - ირანელი მწერალი (გარდაიცვალა 1948 წელს).

დე ჰევილენდი ოლივია - ინგლისური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი ქალი (დაიბადა 1916 წელს).

დე ჰევილენდი ჯეფრი - ავიაციის ინგლისელი პიონერი, პილოტი, ავიაკონსტრუქტორი, მეწარმე (1882-1965 წწ).

დეჰელმინთიზაცია - ბრძოლა მუცლის ჭიების წინააღმდეგ. ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს პარაზიტული ჭიების განდევნას ორგანიზმიდან და მათ მოსპობას.

დეჰიდრატაცია - ნივთიერებისათვის წყლის მოცილება.

დეჰიდროგენიზაცია - ჰიდროგენიზაციის საპირისპირო რეაქცია, რაიმე ნაერთისაგან წყალბადის ატომის მოხლეჩა.

დეჰივალა - ქალაქი შრი-ლანკის დასავლეთ ნაწილში (200 ათასი).

დეჰოთი აბდ ალ-სალამ ფირმუჰამად-ზადე - ტაჯიკი მწერალი (1911-1962 წწ).

დეჰრადუნი - ქალაქი, კლიმატური კურორტი ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატში, ჰიმალაების განაპირას (270 ათასი).

დეჰყანი და დიჰყანი (სპარს) - შუა საუკუნეების ირანსა და შუა აზიაში მიწათმოქმედთა გაერთიანება, შემდგომ - ზოგადად გლეხი.

დეჰხოდა მირზა ალი აქბარ-ხანი ყაზვინი - ირანელი მწერალი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე (1879-1956 წწ).

3.6 დვ

▲ზევით დაბრუნება


დვაბზუ - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

დვალები - იბერიულ-კავკასიური ტომი ძველ საქართველოში. სახლობდნენ ცენტრალური კავკასიონის მაღალმთიან ზოლში.

დვალები (იოანე, მიქელ, სტეფანე, გიორგი) - ქართველი კალიგრაფები, უმეტესწილად იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, სინას მთაზე და უცხოეთის სხვა რელიგიურ-კულტურულ ცენტრებში მოღვაწეობდნენ.

დვალეთი - ისტორიული მხარე შუა საუკუნეების საქართველოში, მოიცავდა ტერიტორიას დარიალისა და მამისონის უღელტეხილებს შორის.

დვალი რაფიელ - მეცნიერი მანქანათმცოდნეობის დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (დაიბადა 1909 წელს).

დვალიანთკარი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

დვალინი - ჯუჯა არსება სკანდინავიურ მითოლოგიაში.

დვალიშვილების თემი - სოფელ სულორის ძველი სახელწოდება.

დვალიშვილი-ხნიკინა ნადეჟდა - მძლეოსანი (სპრინტი, სიგრძეზე ხტომა). 1952 და 1956 წლების ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1952 - რბენა 200 მ, 24,2; 1956 - სიგრძეზე ხტომა, 6,07 მ). სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1951, 53 - რბენა 100 და 200 მ) (დაიბადა 1933 წელს).

დვალიძე ბააკა - XVII საუკუნის I ნახევრის სახალხო მელექსე, პოეტი, მოხსენიებული ჰყავს არჩილ მეფეს.

დვალურა - მრავალწლოვანი ბალახი მატიტელასებრთა ოჯახისა. მისი ფოთლები მხლად იხმარება.

დვანაძე გიორგი - მსახიობი, გიორგი ერისთავის თეძატრის დასის ერთ-ერთი პირველი წევრი (1829-1886 წწ).

დვანი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

დვაპარაიუგა - ვედურ და ინდუისტურ მითოლოგიაში - კაცობრიობის განვითარების მესამე ხანა, როცა ყველა სიავე და უბედურება დაიწყო.

დვარავატი - უძველესი სახელმწიფო აზიაში.

დვარაკა - ინდუისტურ მითოლოგიაში - კრიშნას წმინდა ქალაქი.

დვარიონასი ბალის დომინიკო - ლიტველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1904-1972 წწ).

დვინი (ვოსტან დვინი) - ძველსომხური ქალაქი, IV საუკუნიდან არშაკიდების დინასტიის რეზიდენცია.

დვინის უბე - ყურე თეთრი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

დვინიცა - მდინარე სუხონის მარცხენა შენაკადი რუსეთის ვოლოგდის ოლქში.

დვინსკი - ლატვიის ქალაქ დაუგავპილსის სახელი 1893-1917 წლებში.

დვინსკოე - დაბა რუსეთის არხანგელსკის ოლქში.

დვიპა - ინდუისტურ და ბუდისტურ მითოლოგიაში - ოკეანეებით შემოსაზღვრული მატერიკები.

დვირი

  1. სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

  2. წონასწორობაში სავარჯიშო სპორტული იარაღი ტანმოვარჯიშე ქალებისათვის. 120 სანტიმეტრიან დგარზე ჰორიზონტალურად დამაგრებული ძელი.

დვირილებისღელე - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზუარეთის მარცხენა შენაკადი.

დვირულა - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი.

დვორეცკი - სამეურნეო საქმიანობის გამგებელი მემამულეთა კარმიდამოებში ძველ რუსეთში.

დვორეცკი იგნატი - რუსი მწერალი-დრამატურგი (1919-1987 წწ).

დვორჟაკი ანტონინ - ჩეხი კომპოზიტორი და დირიჟორი (1841-1904 წწ).

დვორჟაკი მაქს - ავსტრიელი ხელოვნების ისტორიკოსი, წარმოშობით ჩეხი (1874-1921 წწ).

დვორჟეცკი ვლადისლავ - რუსი კინომსახიობი (1939-1978 წწ).

დვრილი - ადამიანის ძუძუს თავი ან ცხოველის სარძევე მილი.

დვრინი

  1. საპენტის ლარი.

  2. სიმღერაში დაბალი ბანი.

დვრიტა - საყველედ რძის შესადედებელი მასალა, რომელსაც იღებენ ჩვილი მცოხნავი საქონლის კუჭიდან.

დვურეჩენსკი - დაბა რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.

დვურეჩიე - დაბა უკრაინის დონეცკის ოლქში.

დვურეჩნაია - ქალაქი უკრაინის ხარკოვის ოლქში.

დვურ-კრალოვე-ნად-ლაბემი - ქალაქი ჩეხეთში.

3.7 დი

▲ზევით დაბრუნება


დი

  1. მდინარე დიდ ბრიტანეთში.

  2. რთული სიტყვების წისართი, რომელიც ორჯერობას გამოხატავს (მაგალითად, დი-ფთონგი - ორი თანხმოვანი).

დია

  1. იგივე დიე.

  2. (ვარსკვლავი) მუშთარი. ესე დია არს მეექვსესა ცასა ზედა, რომელსა ეწოდების კიმკიმელი. (საბა).

დიაბაზი (ბერძნ.) - ვულკანური წარმოშობის მეტად მკვრივი ქანი. იყენებენ ქუჩების მოსაკირწყლავად და საშენ მასალად.

დიაბეტი (ბერძნ.) - იმ სნეულებათა საერთო სახელწოდება, რომელთაც ახასიათებთ შარდის ჭარბად გამოყოფა. შაქრიანი დიაბეტი - ავადმყოფობა, რაც იწვევს შარდში შაქრის გამოყოფას და სისხლში შაქრის რაოდენობის ზრდას. უშაქრო დიაბეტი - ავადმყოფობა, რასაც გაძლიერებული წყურვილი და უშაქრო შარდის ჭარბი გამოყოფა ახასიათებს.

დიაბეტიკი - დიაბეტით დაავადებული ადამიანის მოსახსენიებელი სიტყვა.

დიაგადიმა - მდინარე, იხილე ტატა.

დიაგენეზი და დიაგენეზისი (ბერძნ.) - წყლის აუზის ფსკერზე ლამიანი ნალექების ქანებად გარდაქმნა.

დიაგილევი სერგეი - რუსი თეატრალური და სამხატვრო მოღვაწე. „დიაგილევის რუსული ბალეტის“ დასის შემქმნელი (1872-1929 წწ).

დიაგნოზი (ბერძნ.) - დაავადების გამოცნობა ავადმყოფის გამოკვლევის შედეგად.

დიაგნოსტი (დიაგნოსტიკოსი) - დიაგნოზის დასმაში დახელოვნებული ექიმი.

დიაგნოსტიკა

  1. მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ავადმყოფობის ნიშან-თვისებებს, დიაგნოზის დასმის მეთოდებს.

  2. დიაგნოზის დასმა.

დიაგონალი (ლათ.)

  1. სწორი ხაზი, რომელიც აერთებს მრავალკუთხედის ორ არამომიჯნავე კუთხის წვეროებს.

  2. ირიბად ნაქსოვი ერთგვარი მტკიცე ქსოვილი.

დიაგრამა (ბერძნ.) - ნახაზი, რომელიც თვალსაჩინოდ უჩვენებს რაიმე სიდიდეთა შეფარდებას.

დიადემა (ბერძნ.)

  1. ძვირფასი თვლებით გაწყობილი თავსახვევი ან გვირგვინი, უზენაესი ქურუმების ხელისუფლების ნიშანი.

  2. ქალის ძვირფასი სამკაული, ღია (საშუბლე) გვირგვინი.

დიადი - თავისი მნიშვნელობით დიდი.

დიადი განთიადი - ქართული მხატვრული ფილმი, ისტორიულ-რევოლუციური. ეკრანებზე გამოვიდა 1938 წელს. დამდგმელი რეჟისორი - მიხეილ ჭიაურელი. სცენარის ავტორები - გიორგი ცაგარელი, მიხეილ ჭიაურელი, დამდგმელი ოპერატორი - ალექსანდრე დიღმელოვი. კომპოზიტორი - ივანე გოკიელი. მთვარ როლებში: კონსტანტინე მიუფკე (ლენინი), მიხეილ გელოვანი (სტალინი), სპარტაკ ბაღაშვილი (გიორგი ღუდუშაური), თამარა მაკაროვა (სვეტლანა), გიორგი საღარაძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი.

დიადკოვსკი იუსტინ - რუსი ექიმი, ფილოსოფოსი (1784-1841 წწ).

დიადოქოსები - ალექსანდრე მაკედონელის სარდლები, რომლებმაც მისი სიკვდილის შემდეგ (ძვ. წ.აღ. 323 წელს) გაინაწილეს მის მიერ შექმნილი იმპერია.

დიადუმენი - არგოსელი პოლიკლეტეს მიერ შესრულებული ბრინჯაოს ქანდაკება (ძვ.წ.აღ. V საუკუნე). შემორჩა ასლების სახით.

დიაზი (დიას დე ლა პენია) ნარსის ვირჟილ - ფრანგი ფერმწერი, ბარბიზონის სკოლის წარმომადგენელი (1808-1876 წწ).

დიაზოლები - არილდიაზონის ორმაგი მარილები, გამოიყენება ცელულოზური ბოჭკოების შესაღებად.

დიაზომეთანი - ცუდი სუნის მქონე ყვითელი გაზი, ტოქსიკური და ფეთქებადია.

დიათეზი (ბერძნ.) - ორგანიზმის მიდრეკილება ზოგიერთი დაავადებისადმი.

დიათერმია - სამკურნალო მიზნით სხეულის ქსოვილების ღრმა გათბობა მაღალი სიხშირის ელექტროდენით, რომელიც მიიღება სპეციალური აპარატიდან.

დიაკვანი - იგივეა, რაც დიაკონი.

დიაკლო - ნატურალური გადასახადი ხორბლით ლიტვის დიდ სამთავროში XVI საუკუნემდე.

დიაკონი - მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურთა იერარქიაში მესამე ჩინი. ამჟამად საეკლესიო იერარქიის ქვედა საფეხურზე იმყოფება.

დიაკონი პეტრე - გერმანული წარმოშობის ლათინელი პოეტი და ისტორიკოსი (დაახლოებით 725-799 წწ).

დიაკონიძეები - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

დიაკონიძეებისწყალი - მდინარე ხულოს მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის მარჯვენა შენაკადი.

დიაკონოვი იგორ - რუსი აღმოსავლეთმცოდნე, წინა აზიის (ურარტუ, შუამდინარეთი, სემიტური ქვეყნები) სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის მკვლევარი (დაიბადა 1914 წელს).

დიაკონოვი მიხეილ - რუსი აღმოსავლეთმცოდნე, ირანის, ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნების და კულტურის მკვლევარი, ისტორიკოსი, არქეოლოგი (1907-1954 წწ).

დიაკონოვი ნიკოლაი - რუსი დრამატურგი და რეჟისორი (1911-1982 წწ).

დიაკრიები - ძვ.წ.აღ. VI საუკუნეში ატიკაში არსებული პოლიტიკური დაჯგუფება.

დიაკრიტიკული ნიშნები - სტრიქონზედა ან სტრიქონქვედა გრაფიკული ნიშნები, რომლებიც შემოღებულია ანბანურ დამწერლობაში რომელიმე ასოს მნიშვნელობის დასაზუსტებლად.

დიალა - მდინარე ირანსა და ერაყში, ტიგროსის მარცხენა შენაკადი.

დიალექტი (ბერძნ.) - იგივეა, რაც კილო, კილოკავი.

დიალექტიზმი - სალიტერატურო ენაში ნახმარი დიალექტური გამოთქმა.

დიალექტიკა (ბერძნ.) - ფილოსოფიური მოძღვრება ბუნების, საზოგადოების და აზროვნების ცვალებადობის, მოძრაობისა და განვითარების ზოგადი კანონების შესახებ.

დიალექტოგრაფია - რომელიმე ენის დიალექტების აღწერა.

დიალექტოლოგია - ენათმეცნიერების დარგი, რომელიც იკვლევს ამა თუ იმ ენის დიალექტს.

დიალიზატორი - ხელსაწყო დიალიზის საწარმოებლად.

დიალიზი (ბერძნ.) - გახსნილ ნივთიერებათაგან კოლოიდების გამოყოფის ხერხი. ემყარება იმას, რომ კოლოიდები ვერ ჟონავს, ვერ გადის აფსკში.

დიალოგი (ბერძნ.) - საუბარი ორ ან მეტ პირს შორის.

დიამაგნეტიზმი - ზოგი ნივთიერების თვისება განიზიდოს მაგნიტის პოლუსებისაგან.

დიამაგნეტიკი - ნივთიერება, რომელიც მაგნიტდება გარე მაგნიტური ველის მიმართულების საწინააღმდეგოდ.

დიამაგნიტური - რასაც დიამაგნეტიზმი ახასიათებს.

დიამანი - ფრანგული სამსაფეხურიანი რაკეტმზიდების სერია, რომელიც განკუთვნილია დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების გასაშვებად.

დიამანტი (ფრანგ.)

  1. ალმასი, ბრილიანტი.

  2. პოლიგრაფიულ წარმოებაში ერთ-ერთი წვრილი შრიფტის სახელწოდება.

დიამანტინა - ქალაქი ბრაზილიის მინას-ჟერაისის შტატში.

დიამბეგი

  1. უფროსი მოსამართლე ძველად.

  2. მოსამართლე მსაჯული.

დიამეტრი (ბერძნ.) - სწორი ხაზი, რომელიც წრის ცენტრში გადის და წრეხაზის ორ წერტილს აერთებს.

დიამეტრული - სრული, უკიდურესი.

დიამოფოსი (დიამონიუმფოსფატი) - კონცენტრირებული აზოტფოსფორიანი სასუქი.

დიანა - არტემიდეს მსგავსი რომაელთა ღმერთქალი. მთვარის, სინათლისა და ნაყოფიერების ქალღმერთი.

დიანა (ლედი დიანა ფრენსის სპენსერი) - უელსის პრინცესა, დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის, ჩარლზის ყოფილი მეუღლე. გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში (1961-1997 წწ).

დიან კეხტი - ირლანდიურ მითოლოგიაში - განკურნების მომგვრელი ღვთაება.

დიან-მუ - ჩინურ მითოლოგიაში - ელვის განმასახიერებელი ქალღმერთი.

დიანოია - ძველბერძნული ფილოსოფიის ცნება, აზროვნების, განსჯის უნარი.

დიანჩი - ტბა ჩინეთში.

დიაპაზონი (ბერძნ.)

  1. ხმის ან საკრავის მიერ გამოცემული ბგერათა ერთობლიობა.

  2. (გადატანით) გაქანებაც და მოცულობაც.

დიაპაუზა (ბერძნ.) - ცხოველთა განვითარებაში მოსვენებითი პერიოდი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ნივთიერებათა ცვლის მკვეთრი დაქვეითება და ფორმათწარმოქმნის შეჩერება.

დიაპედეზი (ბერძნ.) - სისხლის უჯრედოვანი ელემენტების გავლა სისხლძარღვების დაუზიანებელ კედლებში. ემართებათ ადამიანებსა და ცხოველებს სისხლძარღვების გარემომცველი ქსოვილების ანთებითი რეაქციის დროს.

დიაპოზიტივი (ბერძნ.) - მინაზე ან სხვა გამჭვირვალე მასალაზე შესრულებული ფოტოგრაფიული სურათი.

დიაპროექტორი - ოპტიკო-მექანიკური ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება ეკრანზე გამოსახულების პროეცირებისათვის.

დიარბაქირი - ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, მდინარე ტიგროსზე, თურქეთში მცხოვრები ქურთების მთავარი ქალაქი (380 ათასი).

დიარეა (ბერძნ.) - კუჭის აშლილობა, ფაღარათი.

დიართროზი (ბერძნ.) - სახსარი.

დიასამიძე ვახუშტი - XVI საუკუნის შუა წლების სამცხე-საათაბაგოს პოლიტიკური მოღვაწე.

დიასამიძე მიხეილ - გვარდიის პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1913 წელს).

დიასამიძე ნიაზ - პოეტი, იუმორისტი, თბილისის ცნობილი მოქალაქე (XX საუკუნე).

დიასამიძე შერმაზან - XVI საუკუნის შუა წლების სამცხე-საათაბაგოს პოლიტიკური მოღვაწე.

დიასამიძეები - ფეოდალური საგვარელო სამცხე-საათაბაგოში. წერილობით წყაროებში იხსენიებიან 1443 წლიდან.

დიასახლისი

  1. ქალი, რომელიც საოჯახო საქმეებს უძღვება.

  2. ქალი, რომელიც განაგებს სამკურნალო, საბავშვო და სხვა დაწესებულებაში მეურნეობას.

დიას დე ბივარი როდრიგო - იხილე სიდი კამპეადორი.

დიას დე მენდოსა ფერნარდო - ესპანელი მსახიობი და თეატრალური მოღვაწე (1862-1930 წწ).

დიას დე სოლისი ხუან - ესპანელი კონკისტადორი, ზღვაოსანი, ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკის მიწების ერთ-ერთი პირველაღმომჩენი (დაახლოებით 1470-1516 წწ).

დიას დელ კასტილიო ბერნალ - ესპანელი კონკისტადორი, ჯარისკაცი, მექსიკის დაპყრობის, ისტორიული ფასეულობის მქონე მოგონებების ავტორი (დაახლოებით 1496-1584 წწ).

დიასი ბარტოლომეუ - იხილე დიაში ბ.

დიასი კამერონ - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1972 წელს).

დიასი პორფირიო - მექსიკის პრეზიდენტი 1877-80 წლებში (1830-1915 წწ).

დიასი ხოსე - ესპანეთისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1895-1942 წწ).

დიასკოპი (ბერძნ.) - დიაპოზიტივების დასათვალიერებელი ოპტიკური ხელსაწყო.

დიას ორდასი გუსტავო - მექსიკის სახელმწიფო მოღვაწე (1911-1979 წწ).

დიასპორა (ბერძნ.)

  1. (ბოტანიკაში) მცენარის ნაწილი, რომელიც გამრავლებას ემსახურება.

  2. (ეთნიკური ერთობა) ერთი ეროვნების ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილის ყოფნა თავის ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

დიასპორი - კრისტალები რომბულ სინგონიაში, წარმოქმის ფირფიტოვან ან სვეტისებრ კრისტალებს.

დიას რამირესი მანუელ - მექსიკის პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი (1888-1962 წწ).

დიასტაზა (ბერძნ.) - ფერმენტი, რომელიც იწვევს სახამებლის გაშაქრებას, იგივეა, რაც ამილაზა.

დიასტოლა (ბერძნ.) - გულის მოქმედების ერთ-ერთი ფაზა. მოშვება, მოდუნება, რომელიც მოსდევს მის შეკუმშვას.

დიასტროფიზმი - ერთობლიობა ტექტონიკური პროცესებისა, რომელთა შედეგადაც მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება დედამიწის ქერქის აგებულებაში.

დიატკოვო - ქალაქი რუსეთის ბრიანსკის ოლქში.

დიატლოვო - ქალაქი ბელორუსიის გროდნოს ოლქში.

დიატომეები (დიატომური წყალმცენარეები) - ფართოდ გავრცელებული მიკროსკოპული წყალმცენარეები, რომელთა გარსი ორი ნახევრისაგან შედგება და გაჟღენთილია კაჟმიწით.

დიატომიტი

  1. სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

  2. ფოროვანი ქანი, რომელიც შედგება მიკროსკოპული ორგანიზმების (დიატომეების) კაჟოვანი ჯავშნისაგან, იყენებენ კერამიკაში და სხვა.

დიატონიკური გამა - ბგერათა თანამიმდევრული მწკრივი, რომელიც შედგება ტონების ან ნახევარტონებისაგან.

დიატრემა (ბერძნ.) - ცილინდრული არხი, რომელიც წარმოშობილია დედამიწის ქერქის შრეში (პლასტში) ვულკანიდან ამომავალი გაზების აფეთქების შედეგად.

დიატრიგა (ბერძნ.) - გესლიანი, ღვარძლიანი სიტყვა, რომელიც ხშირად შეიცავს პირადული ხასიათის გალაშქრებას.

დიატრიმა - ნამარხი მორბენალი ფრინველი დიატრიმების რიგისა, გარეგნობით სირაქლემას წააგავდა.

დიატროპიზმი - მცენარის ორგანოების განლაგება მათზე მოქმედი გამღიზიანებლის მიმართულების პერპენდიკულარულად.

დიაუზი - ვედურ მითოლოგიაში - ცის ღვთაება, აქვს გარკვეული მსგავსება ბერძნული მითოლოგიის ზევსთან.

დიაუხი (დიაოხი, დაიაენი) - ადრინდელი კლასობრივი სახელმწიფო სამხრეთ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ძვ.წ.აღ. XII-VIII საუკუნეებში.

დიაფანი (ბერძნ.) - მქრქალი ფაიფური.

დიაფანია (ბერძნ.) - გამჭვირვალე გამოსახულება მინაზე, რომელიც მიღებულია დეკალკომანიის საშუალებით.

დიაფანომეტრი (ბერძნ.) - ხელსაწყო, რომლითაც განსაზღვრავენ ჰაერის გამჭვირვალობას და მის ხარისხს.

დიაფანოსკოპი - ხელსაწყო, რომლითაც შიგნიდან ანათებენ რაიმე ღრუს (მაგალითად, ცხვირისას.).

დიაფთორეზი - მაგმური და მეტამორფული ქანების მინერალური შედგენილობის შეცვლა შედარებით დაბალი საფეხურის მეტამორფიზმის პირობებში.

დიაფიზი (ბერძნ.) - გრძელი მილოვანი ძვლის შუა ნაწილი (ორ ეპიფიზს შორის).

დიაფილმი - ფოტოგრაფიულ გამოსახულებათა რიგი პოზიტიურ ფირზე.

დიაფონი - მძლავრი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შუქურიდან იძლევიან ხმოვან სიგნალებს ნისლიან ამინდში.

დიაფონია - იგივეა, რაც დისონანსი.

დიაფრაგმა (ბერძნ.)

  1. გულმკერდის და მუცლის ღრუების გამყოფი კუნთოვან-მყესოვანი ძგიდე, შუასაძგიდი.

  2. ოპტიკურ ხელსაწყოებში ფირფიტა, რომელსაც აქვს ნახვრეტი სინათლის სხივების გასატარებლად.

დიაფრაგმირება - ნახვრეტის დავიწროება-გაფართოება მასში გავლილი სინათლის სხივთა კონის სიგანის შესაცვლელად.

დიაქრონია (ბერძნ.) - ენობრივ მოვლენათა განვითარების ისტორიული თანამიმდევრობა.

დიაქტორისი - ძველი ბერძნული მითოლოგიიის თანახმად, შიკრიკი, მაცნე, საქმის აღმსრულებელი, ჰერმესის ზედწოდება.

დიაღ - იხილე დიახ.

დიაში (დიაშ დი ნოვაიში) ბარტოლემეუ - პორტუგალიელი ზღვაოსანი, აღმოაჩინა აფრიკის კეთილი იმედის კონცხი 1488 წელს (დაახლოებით 1450 - 1500 წწ).

დიაჩენკო დარია - იატაქვეშა კომკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინაში, საბჭოთა კავშირის გმირი (1924-1944 წწ).

დიაცი

  1. დედაკაცი, ქალი.

  2. (გადატანით) მშიშარა, მხდალი, ლაჩარი, ჯაბანი კაცი.

დიახ - თავაზიანი თანხმობის გამომხატავი ნაწილაკი.

დიახაც - მართლაც, სწორედ რომ.

დიბა (სპარს.) - ძვირფასი ქსოვილი, იგივე ფარჩა, ატლასი.

დიბა-ატლასი - ძვირფასი ქსოვილების კრებითი სახელი.

დიბაზოლი - სპაზმოლიზურ საშუალებათა ჯგუფის სამკურნალო პრეპარატი, სისხლძარღვთა გამფართოებელი.

დიბაი - იხილე დუბაი.

დიბენკო პავლე - რუსი მხედართმთავარი, ოქტომბრის რევოლუციის მონაწილე და მოღვაწე (1889-1938 წწ).

დიბი მუჰამედ - ალჟირელი ფრანგულენოვანი მწერალი (დაიბადა 1920 წელს).

დიბიასი კლაუს - იტალიელი სპორტსმენი, კოშკურიდან წყალში მხტომელი, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების 1968, 1972, 1976 წლების ჩემპიონი (დაიბადა 1947 წელს).

დიბიჩ-ზაბალკანსკი ივან - რუსი გენერალ-ფელდმარშალი, გრაფი, რუსეთ-საფრანგეთის ომის მონაწილე (1785-1831 წწ).

დიბმანი ალექსანდრე - ბელორუსი საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს 1986 და 1987 წლების ჩემპიონი ასუჯრიან შაშში (დაიბადა 1962 წელს).

დიბნერი ბერნ - ამერიკელი ინჟინერი და მეცნიერების ისტორიკოსი (1897-1988 წწ).

დიბროვა - დაბა უკრაინის ჟიტომირის ოლქში.

დიბუტილფთალადი - ორგანული ნაერთი, სასიამოვნო სუნის მქონე უფერული სითხე.

დიგა - ფირმა „ფილიპსის“ მიერ წარმოებული მობილური ტელეფონების მარკა.

დიგალენი - ფუტკარას (დიგიტალისის) ფოთლებისაგან დამზადებული პრეპარატი; აწესრიგებს და აძლიერებს გულის მოქმედებას.

დიგასინსკი (დიგასი) ადოლფ - პოლონელი მწერალი (1839-1902 წწ).

დიგაჯები - ინდუისტურ მითოლოგიაში - სპილოები, რომლებიც ქვეყნის მხარეებს დარაჯობენ.

დიგაჰი - დაბა აზერბაიჯანში.

დიგელმანი ვალტერ მათიას - შვეიცარელი მწერალი (1927-1979 წწ).

დიგენის აკრიტასი - X საუკუნის ბიზანტიური ეპოსი, რომელიც არაბთა წინააღმდეგ მებრძოლი გოლიათის დიგენისის გმირობებს ასახავს. ლიტერატურულად დამუშავებულია XI-XII საუკუნეებში.

დიგერები (ინგლ. „მთხრელები“) - ინგლისის XVII საუკუნის რევოლუციის დროს აგრარული მოძრაობის მონაწილენი, სოფლისა და ქალაქის ღარიბი ფენების წარმომადგენლები.

დიგესტები - რომაული სამოქალაქო სამართლის კრებული, რომელიც გამოაქვეყნეს 523 წელს იმპერატორ იუსტინიანეს დროს.

დიგიტაიზერი (გრაფიკული პლანშეტი) - მაკოდირებელი მოწყობილობა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ კომპიუტერში შეყვანილ იქნეს ორგანზომილებიანი, მათ შორის ფერადი, გამოსახულება რასტრული სახით.

დიგიტალისი

  1. ფუტკარა (ბალახოვანი მცენარე).

  2. ამ მცენარის ფოთლებისაგან მიღებული სამკურნალო ნივთიერება. იყენებენ გულის დაავადებების დროს.

დიგლოსია (ბერძნ.) - ვარიანტი ან სახესხვაობა ორენოვნებისა, ერთი ენის ორი ტერიტორიული დიალექტის ან მისი ორი ისტორიული ვარიანტის ცოდნა (მაგალითად, ძველბერძნულისა და ახალი ბერძნულისა).

დიგნაგა (სანსკრ. „სივრცის გველდრაკონი“) - ინდოელი ბუდისტი მოაზროვნე, ბუდისტური ლოგიკის ერთ-ერთი დამაარსებელი (V-VI სს).

დიგორა - ქალაქი რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში.

დიგრაფი (ორმაგი ასო) - წერილობითი ნიშანი, რომელიც ორი ასოთი იწერება და ერთ ბგერას შეესაბამება (მაგალითად, ინგლისური ენის სჰ - შ, ცჰ - ჩ და ა.შ.).

დიგრესია - უკან დახევა, გადახრა.

დიგული - მდინარე ინდონეზიის ახალი გვინეის კუნძულზე (600 კმ).

დიდასკალოსი - მასწავლებელი ძველი საბერძნეთისა და ბიზანტიის სკოლებში.

დიდაქტიზმი - ჭკუის დამრიგებლობა.

დიდაქტიკა (ბერძნ.) - პეგაგოგიკის ნაწილი, მოძღვრება სწავლების შინაარსის, მეთოდებისა და ორგანიზაციული ფორმების შესახებ. სკოლაში სწავლების თეორია.

დიდაქტიკოსი - დიდაქტიკის სპეციალისტი.

დიდაჭარა - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

დიდახე (ბერძნულად „შეგონებანი“) - „12 მოციქულის მოძღვრება“, ადრექრისტიანული აპოკრიფული თხზულება (I-II საუკუნეები).

დიდახო - ადრე არსებული სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

დიდბაია (ჭყანტა) - მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა, მრავალწლოვანი ბალახი.

დიდბუნებოვანი - დიდი სულისა და ზნეობის მქონე ადამიანი.

დიდგვარიანი - ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებული ტერმინი ფეოდალთა კლასის ზედა ფენის წარმომადგენლის აღსანიშნავად.

დიდგვაროვანი - შთამომავლობით წარჩინებული.

დიდგვერდი - მთა კახეთის კავკასიონზე, მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადების - სამყურისწყლისა და სტორის წყალგამყოფ ნაქერალა-დიდგვერდის ქედზე (ახმეტის მუნიციპალიტეტი). აგებულია იურული თიხაფიქლებით, კალთები ციცაბოა, კალთების ზემო ნაწილში შემონახულია მყინვარული რელიეფის ფორმები, შემოსილია ალპიური მდელოებით (სიმაღლე - 3293 მეტრი).

დიდგორა

  1. მთა ყვარლის მუნიციპალიტეტში.

  2. მთა საჩხერის მუნიციპალიტეტში.

დიდგორი

  1. ქედი კასპის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის აღმოსავლეთი განშტოება.

  2. სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (დიღმის თემის საკრებულო), დიდგორის მთის სამხრეთ კალთაზე, დიღმისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან - 900 მეტრი, მცხეთიდან - 23 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 90 კაცი.

  3. მთა თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის მარჯვენა შენაკადების — ვერესა და ნიჩბისისწყლის სათავეებში. აგებულია ზედა- და შუაეოცენის თიხებით, ქვიშაქვებით, ტუფბრექჩიებიტა და ტუფებით. კალთები დამრეცია, დანაწევრებულია ეროზიული ხეობებით. შემოსილია წიფლის ტყით. მწვერვალზე მეორეული სუბალპური მდელოა. ამ მიდამოებში 1121 წელს მოხდა დიდგორის ბრძოლა (სიმაღლე - 1647 მეტრი).

  4. მთა თრიალეთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი განშტოების, საწკეპელ-სათოვლიის ქედზე, სოფელ დიღმის ჩრდილოეთ-დასავლეთით, მცხეთის მუნიციპალიტეტში. აგებულია ზედაეოცენის დანალექი ქანებით. კალთები საშუალოდ დახრილია და შემოსილია ფოთლოვანი ტყით. ჩრდილოეთი კალთის ზემო ნაწილში განვითარებულია ბედლენდი (სიმაღლე - 1275 მეტრი).

  5. დიდგორის ბრძოლა (ძლევაი საკვირველი) - ქართველთა მიერ გამართული ბრძოლა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჯუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ 1121 წლის 15 აგვისტოს დიდგორის ველზე, თბილისის მისადგომებთან.

  6. დიდგორის რაიონი - თბილისის ერთ-ერთი რაიონი. შეიქმნა 2007 წელს. ადრე ეს ტერიტორია ექვემდებარებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტს და საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 26 ნოემბრის დადგენილების შესაბამისად გადაეცა საქართველოს დედაქალაქის - თვითმმართველ ერთეულს. რაიონში, ძირითადად, არსებობს საკურორტო, სააგარაკე, დაბისა და სოფლის საგარეუბნო ტიპის დასახლებები. მასში შედის შემდეგი დასახლებული პუნქტები: კიკეთი, კოჯორი, ახალდაბა, ბეთანია, ტაბახმელა, შინდისი, წავკისი, წყნეთი, ოქროყანა. რაიონის ცენტრია დაბა წყნეთი.

დიდგორმაღალი - მთა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (სიმაღლე - 2241 მეტრი).

დიდგორობა - ხალხური დღესასწაული ქართლში, იმართებოდა 7(20) მაისს დიდგორის ველზე, სოფელ დიღომთან.

დიდგულა - ბუჩქი ცხრატყავასებრთა ოჯახისა, ყვავილებით და ნაყოფით ანწლსა ჰგავს.

დიდგული - მედიდური, ამაყი.

დიდება

  1. სახელი, პატივი, ღირსება.

  2. ხატის, ღვთაების სადიდებელი გუნდური მღერა-გალობა, ხშირად ფერხულთან ერთად.

დიდებაანი - იხილე დიდებანი.

დიდებანი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდამაყრის თემის საკრებულო), მთიულეთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, გუდამაყრის ხეობაში, გუდამაყრის არაგვის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1420 მეტრი, დუშეთიდან - 55 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 50 კაცი.

დიდებული

  1. ჩინებული, მშვენიერი, არაჩვეულებრივი.

  2. პრივილეგირებულ წოდებათა უმაღლესი სოციალური ფენის წარმომადგენელი ფეოდალური ხანის საქართველოში.

დიდებულიძე ალექსანდრე - მეცნიერი-ენერგეტიკოსი, აკადემიკოსი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1882-1951 წწ).

დიდებულიძე გრიგოლი - თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1898-1954 წწ).

დიდებულიძე - გიორგი ერისთავის კომედია «გაყრის» მთავარი პერსონაჟების გვარი.

დიდედა - იგივეა, რაც ბებია.

დიდედები და შვილიშვილები ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1969 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ნანა მჭედლიძე. სცენარის ავტორი - მერაბ ელიოზიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - არჩილ ფილიპაშვილი. კომპოზიტორი - ნოდარ მამისაშვილი. მთავარ როლებში: ქეთევან ბოჭორიშვილი, მიშა მესხი, შალვა ხერხეულიძე, ეროსი მანჯგალაძე, მარინე თბილელი.

დიდვაკე - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ლეღვანის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას ორივე ნაპირას. ზღვის დონიდან - 390 მეტრი. ხარაგაულიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 236 კაცი.

დიდვაჭარი - ვაჭარი, რომელსაც ქარავანი დაუდიოდა და უცხოეთთან ეწეოდა ვაჭრობას (სინონიმი - სოვდაგარი) .

დიდველა - სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში (როკითის თემის საკრებულო). მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ხანისწყლის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 90 მეტრი, ბაღდათიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 913 კაცი.

დიდველის სერი - მთა მცხეთის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედზე (სიმაღლე - 1126 მეტრი).

დიდთავი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

დიდი

  1. ჩვეულებრივზე მეტი.

  2. მნიშვნელოვანი, საყურადღებო, ანგარიშგასაწევი.

  3. ბევრი, ხანგრძლივი.

  4. მოზრდილი, უფროსი.

  5. გამოჩენილი, თვალსაჩინო.

  6. ჰოლივუდის ფილმი ტომ ჰენქსის მონაწილეობით.

დიდი ვალდირ პერეირა - 50-იანი წლების ბრაზილიელი ფეხბურთელი, შემდგომ მწვრთნელი (1928 - 2001 წწ).

დიდი აბული - მთა ჯავახეთში, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში.

დიდი აგარაკი - სოფელ არაკიჩის ძველი სახელწოდება.

დიდი აიმი - მდინარე აიმის მდგენელი რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში.

დიდი აიოვი - მდინარე ოშის მარცხენა შენაკადი რუსეთის ომსკის ოლქში.

დიდი ანდარაზანი - ქედი და მთა თელავის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის შტოქედზე.

დიდი ანიუი - მდინარე კოლიმის მარჯვენა შენაკადი რუსეთის მაგადანის ოლქში.

დიდი ანტილის კუნძულები - არქიპელაგი ვესტინდოეთში.

დიდი არაქალი - სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

დიდი ატენი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

დიდი აუზი - მთიანეთი ჩრდილოეთ ამერიკის კორდილიერებში.

დიდი ბალახნია - მდინარე, ერთვის ლაპტევების ზღვის ხატანგის ყურეს რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.

დიდი ბალიკი - მდინარე ობის აუზში, რუსეთის ტიუმენის ოლქში.

დიდი ბალხანი - ქედი ქოფეთდაღის ქედის ჩრდილო-დასავლეთით, თურქმენეთში.

დიდი ბარიერული რიფი - მარჯნის რიფებისა და კუნძულების მწკრივი (2300 კმ), რომელიც ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირებთან მდებარეობს.

დიდი ბებესირი - ტბა გალის მუნიციპალიტეტში, სამურზაყანოს დაბლობზე.

დიდი ბეგიჩევი - კუნძული ლაპტევების ზღვაში რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკის სანაპიროებთან.

დიდი ბეგლარი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

დიდი ბეკამი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

დიდი ბელტი - ბალტიის ზღვისა და კატეგატის სრუტის შემაერთებელი სრუტე.

დიდი ბექი (როჯერზის ბექი) - ფერდობი სამხრეთ აფრიკის ზეგანზე.

დიდი ბოგდო - მთა კასპიისპირა დაბლობზე რუსეთის ასტრახანის ოლქში.

დიდი ბორბალო - მთა დუშეთის და ახმეტის მუნიციპალიტეტის საზღვარზე, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე. აგებულია ზედა ლიასის თიხაფიქლებითა და წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვებით. ჩრდილოეთი კალთა ციცაბო და ქარაფოვანია, სხვა კალთები - დამრეცი. განსაკუთრებით დამრეცია სამხრეთი კალთა, რომელიც თანდათანობით უერთდება ქართლის ქედს. დიდ ბორბალოს მცირედ შეეხო მეოთხეული გამყინვარება, რელიეფის მყინვარული ფორმები - ცირკები და კარები - მხოლოდ აქა-იქაა შემორჩენილი. კალთების ძირას ბევრგან ქვაყრილებია. დიდი ბორბალო საკვანძო მასივია, მის კალთებზე რადიალურად ეშვება მდინარეების ანდაქის (ჩრდილოეთით), ფშავის არაგვის (ჩრდილოეთით და სამხრეთით) და ალაზნის (აღმოსავლეთით) ზემოთები. მთა შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით, რომელთა ქვეშ მთა-მდელოს კორდიანი ნიადაგია, სუბალპურ ზონაში, ბალახოვანი მცენარეულობის გარდა, გვხვდება ბუჩქნარიც - კავკასიური დეკა და ღვია (უკანასკნელი უფრო სამხრეთ კალთაზე). დიდი ბორბალოს დასავლეთ კალთაზე გადის საცალფეხო გზა, რომელიც ანდაქის უღელტეხილით აკავშირებს უკანაფშავსა (ფშავის არაგვის აუზი) და პირიქითა ხევსურეთს (მდინარე ანდაქის აუზი). (სიმაღლე - 3294 მეტრი).

დიდი ბოქთიბაი - მთა მუღოჯარების სიტემაში (ყაზახეთი).

დიდი ბრიტანეთი (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ინგლ. United Kingdom of Great Britain and Northern Ireland).

    • კუნძულოვანი სახელმწიფო ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში. განთავსებულია დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის კუნძულებზე.

    • ეროვნული დევიზი - „Dieu et mon droit“ (ღმერთი და ჩემი უფლება».

    • ჰიმნი - „God Save the Queen“.

    • მმართველობის ფორმა - კონსტიტუციური მონარქია.

    • სახელმწიფოს მეთაური - დედოფალი.

    • საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (თემთა პალატა და ლორდთა პალატა).

    • ფართობი - 244 820 კვ.კმ.

    • შედგება ოთხი ისტორიული ოლქისგან: ინგლისი (39 საგრაფო, 6 მეტროპოლიტენური საგრაფო და დიდი ლონდონი), უელსი (22 უნიტარული წარმონაქმნი, 9 საგრაფო, 3 ქალაქი და 10 ქალაქი-საგრაფო), შოტლანდია (12 ოლქი, 9 რაიონი და 3 ძირითადი ტერიტორია), ჩრდილოეთი ირლანდია (26 მუნიციპალიტეტი).

    • მოსახლეობა - 60 მილიონი (ინგლისელები - 80%, შოტლანდიელები - 15%).

    • სიმჭიდროვე - 247 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

    • დედაქალაქი - ლონდონი.

    • ოფიციალური ენა - ინგლისური.

    • ეროვნული ვალუტა - გირვანქა სტერლინგი.

    • ქვეყნის კოდი - GBR.

    • დროის სარტყელი - UTC +0.

    • სატელეფონო კოდი - +44.

    • ინტერნეტ-დომენი - uk, eu, gb.

დიდი განთიადი - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ძირულის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ძირულის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 400 მეტრი, ზესტაფონიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 427 ადამიანი.

დიდი განხეთქილება კათოლიკურ ეკლესიაში - პერიოდი პაპობის ისტორიაში (1378-1417 წწ), როდესაც პაპის ტახტისათვის რამდენიმე პაპი იბრძოდა ერთდროულად.

დიდი გარეჯვარი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

დიდი გაშუნი - მდინარე სალის მარცხენა შენაკადი რუსეთის როსტოვის ოლქში.

დიდი გლდანის ტბა - ტბა მცხეთის მუნიციპალიტეტში, თბილისის ქვაბულში.

დიდი გოლისი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ნადაბურის თემის საკრებულო). მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ძირულის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 850 მეტრი. ხარაგაულიდან - 56 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 35 კაცი.

დიდი გომარეთი - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

დიდი გონდრიო - სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

დიდი გორა - მთა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

დიდი გორიჯვარი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

დიდი გუბი - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე გუბისწყლის (რიონის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას, ქუთაისი-ხონის საავტომობილო გზაზე, თემის საკრებულოს ცენტრი (სოფლები: პატარა გუბი, შუა გუბი). ზღვის დონიდან 70 მეტრი, ხონიდან 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 816 ადამიანი.

დიდი გუფთა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

დიდი დათვი (Ursa Major) - ცის ჩრდილოეთი ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი, რომელშიც 7 ვარსკვლავისაგან შემდგარი ჯგუფი გამოიყიფა.

დიდი დათვის ტბა - ტბა ჩრდილო-დასავლეთ კანადაში.

დიდი დიღომი - თბილისის ერთ-ერთი გარეუბანი, რომელიც მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია მოთავსებული. დიდი დიღმის მოსახლეობა უტოლდება 40-50 ათას ადამიანს; დაყოფილია 4 მიკრორაიონად. ძირითადი მაგისტრალებია: პეტრიწის, ბრწყინვალეს, თავდადებულის, ფარნავაზის და პეტრე იბერის ქუჩები.

დიდი დმანისი - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

დიდი დურნუკი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

დიდი ელჩობა - 1697-98 წლებში რუსეთის დიპლომატიური მისია დასავლეთ ევროპაში, რომლის ძირითადი მიზანი ანტიოსმალური კოალიციის შექმნა იყო.

დიდი ენისეი (ბიი-ხემი) - მდინარე ენისეის მარჯვენა მდგენელი რუსეთის ტუვის ავტონომიაში.

დიდი ერიომა (დიდი ერმა) - მდინარე ქვემო ტუნგუსკის მარცხენა შენაკადი რუსეთის ირკუტსკის ოლქში.

დიდი ერისწყალი - მდინარე, იხილე ერისწყალი.

დიდი ვაკე - მთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

დიდი ვაკეები - პლატო ჩრდილოეთ ამერიკის კორდილიერების აღმოსავლეთ ნაწილში.

დიდი ველევი - მთა ახმეტისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, კახეთის ქედზე (სიმაღლე - 1648 მეტრი).

დიდი ველი - პლატო, გასწვრივ მდებარე დადაბლება აშშ-ს აპალაჩის მთებში.

დიდი ველტეხი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს მარცხენა შენაკადი.

დიდი ვიზინგა (დიდი ვიზენგა, ვიზენგა) - მდინარე სისოლის მარცხენა შენაკადი რუსეთის კომის რესპუბლიკაში.

დიდი ვისი - მდინარე სინიუხის მარცხენა მდგენელი (უკრაინა).

დიდი ზელენჩუკი - მდინარე ყუბანის მარცხენა შენაკადი რუსეთის სტავროპოლის მხარეში.

დიდი ზიარეთი - მთა ასპინძის მუნიციპალიტეტში, ერუშეთის მთიანეთის აღმოსავლეთ კალთაზე.

დიდი ზონდის კუნძულები - ინდონეზიის, მალაიზიისა და ბრუნეის კუთვნილი არქიპელაგი.

დიდი თონეთი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

დიდი თურქობა - თურქ-სელჯუკთა განუწყვეტელი შემოსევების პერიოდი XI საუკუნის 80-იან წლების საქართველოში.

დიდი თხინალა - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

დიდი იკი - მდინარე საკმარის მარჯვენა შენაკადი რუსეთის ორენბურგის ოლქში.

დიდი ინდრა - ტბა დასავლეთ ციმბირის ვაკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.

დიდი ინჩხური - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

დიდი ირაგა - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

დიდი ირგიზი - მდინარე ვოლგის მარცხენა შენაკადი რუსეთის სარატოვის ოლქში.

დიდი იუგანი - მდინარე ობის მარცხენა შენაკადი რუსეთის ტიუმენის ოლქში.

დიდი კამენკა - მდინარე სევერსკი-დონეცკის მარჯვენა შენაკადი უკრაინის ლუგანსკის ოლქში.

დიდი კანიონი - მდებარეობს აშშ-ს არიზონას შტატში.

დიდი კარამანი - მდინარე, ერთვის ვოლგოგრადის წყალსაცავს რუსეთის სარატოვის ოლქში.

დიდი კაცხი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (კაცხის თემის საკრებულო), მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე კაცხურის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 560 მეტრი, ჭიათურიდან - 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 802 კაცი.

დიდი კემჩუგი - მდინარე კემჩუგის ერთ-ერთი მდგენელი რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.

დიდი კეტი - მდინარე კეტის ერთ-ერთი მდგენელი რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.

დიდი კვათანა - ყოფილი სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

დიდი კვარათხევი - მდინარე მცხეთის მუნიციპალიტეტში, დიღმისწყლის მარცხენა შენაკადი.

დიდი კიზი - ტბა მდინარე ამურის მარჯვენანაპირეთში, რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში.

დიდი კიზილი - მდინარე ურალის მარჯვენა შენაკადი რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში.

დიდი კინელი - მდინარე სამარის მარჯვენა შენაკადი რუსეთის ორენბურგისა და სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქებში.

დიდი კლდეისი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

დიდი კოქშაგა - მდინარე ვოლგის მარცხენა შენაკადი რუსეთის კიროვის ოლქში.

დიდი კოჩმესი - მდინარე უსის მარცხენა შენაკადი რუსეთის კომის რესპუბლიკაში.

დიდი კუიალნიკი - მდინარე, ერთვის შავი ზღვის კუიალნიკის ლიმანს უკრაინის ოდესის ოლქში.

დიდი კუნდიში - მდინარე დიდი კოქშაგის მარჯვენა შენაკადი რუსეთის კიროვის ოლქში.

დიდი კუონამკა - მდინარე ანაბარის მარცხენა მდგენელი რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.

დიდი კუროპატოჩია (სანა-იურიახი) - მდინარე, ერთვის აღმოსავლეთ ციმბირის ზღვას რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.

დიდი კუხი - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში, თემის საკრებულოს ცენტრი. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე კუხისწყლის (სემის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას. ქუთაისი-ხონის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან - 80 მეტრი, ხონიდან - 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1511 ადამიანი.

დიდი ლაბა - მდინარე ლაბის ერთ-ერთი მდგენელი რუსეთის კრასნოდარის მხარეში.

დიდი ლიახვი - იხილე ლიახვი.

დიდი ლილო - დაბა გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

დიდი ლობოროტი - მთა ბაღდათის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, ლობოროტის ქედზე.

დიდი ლოპტიუგა - მდინარე მეზენის მარცხენა შენაკადი რუსეთის კომის რესპუბლიკაში.

დიდიმა - ძველბერძნული ქალაქი მცირე აზიაში, მილეტის მახლობლად. აქ მდებარეობდა აპოლონის ტაძარი და სამლოცველო.

დიდი მააშეი - მყინვარი ცენტრალურ ალთაიში, ბიშ-იირდუს მთიან მასივში, რუსეთის ალთაის მხარეში.

დიდი მაჭარა - მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, მაჭარის მდგენელი.

დიდიმე ალექსანდრიელი - ძველბერძენი მწერალი, გრამატიკოსი, მეცნიერი (ძვ.წ.აღ. I საუკუნე).

დიდი მენდერესი - მდინარე თურქეთში, ერთვის ეგეოსის ზღვას.

დიდიმეონი - აპოლონის ტაძარი დიდიმეზე.

დიდი მეფისკალო (დიდი ნეფისკალო) - მთა ჯავისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, ყელის მთიანეთში.

დიდი მეჯვრისხევი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

დიდი მთავარი - მთავართა უპირველესი წოდება კიევის რუსეთში.

დიდი მიტარბი - სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

დიდი მლაშე ტბა - მლაშე ტბა აშშ-ს იუტას შტატში.

დიდი მოგოლები - ინდოეთის მმართველი დინასტია XVI-XIX საუკუნეებში.

დიდი მორავიის სახელმწიფო (მორავიის დიდი სამთავრო) - დასავლეთ სლავების ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო IX-X საუკუნეებში.

დიდი მუღანლო - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

დიდი მცრა - ტბა სოხუმის მუნიციპალიტეტში, ჩხალთის ქედზე.

დიდი მწვანე ველი - ქართული მხატვრული ფილმი, დრამა. ეკრანებზე გამოვიდა 1977 წელს. დამდგმელი რეჟისორი - მერაბ კოკოჩაშვილი. სცენარის ავტორი - მერაბ ელიოზიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი გერსამია. კომპოზიტორი - ნოდარ მამისაშვილი. მთავარ როლებში: დოდო აბაშიძე (სოსანა), ლია კაპანაძე (პირიმზე), მზია მაღლაკელიძე, ილია ბაკაკური.

დიდი ნარიონალი - ტბა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, გურიის დაბლობზე.

დიდი ნესვეტაი - მდინარე ტუზლოვის მარცხენა შენაკადი რუსეთის როსტოვის ოლქში.

დიდი ნეფისკალო - მთა, იხილე დიდი მეფისკალო.

დიდი ნეძი - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

დიდი ნეძის კახათი - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

დიდი ობი - მდინარე ობის მარჯვენა ტოტი რუსეთის ტიუმენის ოლქში.

დიდი ოიუ - მდინარე რუსეთის არხანგელსკის ოლქში.

დიდი ოლე - მდინარე სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

დიდიონი ჯოან - ამერიკელი მწერალი ქალი (დაიბადა 1934 წელს).

დიდი ორდაკლო - ტბა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ზეგანზე.

დიდი ოუსი - მდინარე პელიმის მარჯვენა შენაკადი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.

დიდი ოფეთი - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სამხრეთ იმერეთის მთისწინეთში. ოფეთის თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 6 სოფელს: დიდი ოფეთი, თხილგანი, მტერჩვეული, ნაწილოფეთი, პატარა ოფეთი, წიაღუბანი). ზღვის დონიდან - 240 მეტრი, სამტრედიიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 160 კაცი.

დიდი ოქროწყალი - ტბა მესტიის მუნიციპალიტეტში, კოდორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე.

დიდი პადიმეიტო - ტბა მდინარე დიდი როგოვაიას სათავესთან რუსეთის არხანგელსკის ოლქში.

დიდი პამაჯი - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

დიდი პატომი - მდინარე ლენას მარჯვენა შენაკადი რუსეთის ირკუტსკის ოლქში.

დიდი პიტი - მდინარე ენისეის მარჯვენა შენაკადი რუსეთის კრასნოიარსკის ოლქში.

დიდი პულა - მდინარე სულის მარჯვენა შენაკადი რუსეთის არხანგელსკის ოლქში.

დიდი ჟრინევი - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ჟრინევის მდგენელი.

დიდი როგოვაია (ზემო როგოვაია, როგოვაია) - მდინარე უსის მარჯვენა შენაკადი რუსეთის არხანგელსკის ოლქში.

დიდი რიწა - ტბა, იხილე რიწა.

დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (БСЭ) - საბჭოეთის ეპოქის უდიდესი ენციკლოპედია; არსებობს სამი გამოცემა: 1) 1926-47 წწ. (66 ტომი) 2) 1950-58 წწ. (50 ტომი) 3) 1969-79 წწ (30 ტომი).

დიდი საიანი - ქედი მდინარე ენისეის სათავესთან რუსეთის ტუვის რესპუბლიკაში.

დიდი სალიმი - მდინარე ობის მარცხენა შენაკადი რუსეთის ტიუმენის ოლქში.

დიდი სამამულო ომი, 1941-45 წწ (საბჭოთა კავშირისა) - საბჭოთა ხალხის განმათავისუფლებელი ომი ფაშისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების (უნგრეთი, იტალია, რუმინეთი, ფინეთი) წინააღმდეგ. დაიწყო 1941 წლის 22 ივნისს, დასრულდა 1945 წლის 9 მაისს.

დიდი სამსარი

1) მთა ახალქალაქის და წალკის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, სამსრის ქედზე.

2) სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

დიდი სატივე - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

დიდი სახალხო ხურალი - სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო კომუნისტური ეპოქის მონღოლეთში.

დიდი სენ-ბერნარი - უღელტეხილი შვეიცარია-იტალიის საზღვარზე.

დიდი სირთა - იგივე სიდრა.

დიდი სმადა - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

დიდი სომხეთი - ძველი სომხეთის სახელმწიფო, მოიცავდა სომხეთის ზეგნის ძირითად ნაწილს (ძვ. წ.აღ. III - ახ.წ.აღ. IV საუკუნეები).

დიდი სორი - ტბა დასავლეთ ციმბირის ვაკეზე რუსეთის ტიუმენის ოლქში.

დიდი სხაპაჭი - მდინარე, იხილე სხაპაჭი.

დიდი ტაპი - მდინარე კონდის მარცხენა შენაკადი რუსეთის ტიუმენის ოლქში.

დიდი ტბა - ტბა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე.

დიდი ტბები - ტბების ჯგუფი ჩრდილოეთ ამერიკაში.

დიდი ტობავარჩხილი - ტბა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედის აღმოსავლეთი ნაწილის ჩრდილოეთ კალთაზე.

დიდი ტოკო - ტბა რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში.

დიდი ტოპოლნოე - ტბა კულუნდის სტეპზე რუსეთის ალთაის მხარეში.

დიდი ტორავეი - ტბა ხაიპუდირის უბის დასავლეთ სანაპიროსთან რუსეთის არხანგელსკის ოლქში.

დიდი უდაბნო - მთა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.

დიდი უდაბნო ვიქტორია - მდებარეობს სამხრეთ ავსტრალიაში.

დიდი უვატი - ტბა მდინარე იშიმის ქვემო დინების მარცხენა ნაპირზე რუსეთის ტიუმენის ოლქში.

დიდი უზენი - მდინარე, ერთვის ყამის-სამარის ტბებს რუსეთის სარატოვის ოლქში და ყაზახეთში.

დიდი ურანი (დიდი ჩურანი) - მდინარე სამარის მარჯვენა შენაკადი რუსეთის ორენბურგის ოლქში.

დიდი ურდო - თათართა ფეოდალური სახელმწიფო შავიზღვისპირეთში მდინარეებს დონსა და დნეპრს შორის (XV საუკუნე).

დიდი უსა - მდინარე უსის ერთ-ერთი მდგენელი რუსეთის კომის რესპუბლიკაში.

დიდი უსურკა - მდინარე უსურის მარჯვენა შენაკადი რუსეთის პრიმორიეს მხარეში.

დიდი უჩაღელე - მდინარე აბაშის მუნიციპალიტეტში, აბაშის მარჯვენა შენაკადი.

დიდი ფატრა - მთების მასივი სლოვაკეთის კარპატებში.

დიდი ფლევი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

დიდი ქართა - მთა ხაშურის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ განშტოებაზე.

დიდი ქვიანა - მდინარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ფიჩორის მარცხენა შენაკადი.

დიდი ქოფაკი - ცის სამხრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი.

დიდი ღელე (ღრმაღელე)

  1. მდინარე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ყვირილის მარცხენა შენაკადი.

  2. მდინარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ხობის მარცხენა შენაკადი.

  3. ტბა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე.

დიდი ღეჯირი - მდინარე, იხილე ღეჯირი.

დიდი ღრომი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

დიდი ყელეთი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

დიდი შანტარი - კუნძული შანტარის კუნძულთა შორის რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში.

დიდი ჩაილური - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ივრის ზეგანზე მდინარე ჩაილურის ნაპირას. ზღვის დონიდან - 700 მეტრი, საგარეჯოდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1014 კაცი.

დიდი ჩალიკლა - მდინარე კამელიკის მარცხენა შენაკადი რუსეთის სარატოვის ოლქში.

დიდი ჩერემშანი - მდინარე, ერთვის სამარის წყალსაცავს რუსეთის სამარის ოლქში.

დიდი ჩიმგანი - მდინარე ჩათყალის ქედზე უზბეკეთის ტაშკენტის ოლქში.

დიდი ჩორჯო - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

დიდი ჩუკოჩია (ჩუკოჩია, რევუმ-რევუ) - მდინარე, ერთვის აღმოსავლეთ ციმბირის ზღვას რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.

დიდი ჩხოუში - მდინარე წალენჯიხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში, ჩხოუშის მდგენელი.

დიდი ცივილი - მდინარე ცივილის ერთ-ერთი მდგენელი რუსეთის ჩუვაშეთის რესპუბლიკაში.

დიდი ციხიათი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

დიდი წერეთი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

დიდი წიფური - სოფელ დიხაზურგის ძველი სახელი.

დიდი წყალი

  1. მდინარე ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთის მარჯვენა შენაკადი.

  2. მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, კელასურის მარცხენა შენაკადი.

დიდი ჭვარები - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

დიდი ჭყონი - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

დიდი ხავლეთი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

დიდი ხალები - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

დიდი ხანჩალი - სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

დიდი ხევი - მდინარე ცხინვალის მუნიციპალიტეტში, პატარა ლიახვის მარცხენა შენაკადი.

დიდი ხეტა - მდინარე ენისეის მარცხენა შენაკადი რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.

დიდი ხინგანი (დასინიანლინი) - მთათა სისტემა ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთსა და მონღოლეთში.

დიდი ხობდა - მდინარე ხობდის ერთ-ერთი მდგენელი ყაზახეთის აქტიუბინსკის ოლქში.

დიდი ხომუს-იურიახი - მდინარე, ერთვის აღმოსავლეთ ციმბირის ზღვას რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.

დიდი ხორში - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

დიდი ხურვალეთი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

დიდი ჯახა - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი.

დიდი ჯაჯის ტბა - ტბა ადიგენის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის თხემზე.

დიდი ჯიხაიში - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 40 მეტრი, სამტრედიიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 4552 კაცი. დიდი ჯიხაიში წყაროებში პირველად ვახუშტი ბაგრატიონის (XVIIIს.) რუკებზეა აღნიშნული, შემორჩენილია რამდენიმე გორა-ნამოსახლარი, ე. წ. „გორიკა“.

დიდკაცი - მდგომარეობით უპირატესობის მქონე ადამიანი.

დიდლო შარლ ლუი - ფრანგი ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი, პედაგოგი (1767-1837 წწ).

დიდმარხვა - აღდგომის მარხვა, რომელიც შვიდ კვირას გრძელდება.

დიდმაღალი - მთა მესხეთის ქედზე, ბაღდათისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, მდინარე წაბლარისწყლის სათავეებში, ზეკრის უღელტეხილის დასავლეთით. სიმაღლე - 2588 მეტრი. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტებით და მისი პიროკლასთოლითებით. კალთების ზემო ნაწილი შემოსილია ალპური, სუბალპური მდელოებითა და ლიხით, ქვემო - წიწვოვანი ტყეებით.

დიდმაღალისღელე - მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, საირმეღელის მარცხენა შენაკადი.

დიდმნიშვნელოვანი - დიდი მნიშვნელობის მქონე.

დიდმუხა - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

დიდო - ძველი ფინიკიის დედოფალი.

დიდო ფრანსუა (მამა, 1689-1757 წწ), ფრანსუა ამბრუაზ (შვილი, 1730-1804 წწ), ფირმენ (შვილიშვილი, 1764-1836 წწ) - ფრანგი მესტამბე გამომცემელები, სტერეოტიპიის დამნერგავები პრაქტიკაში. მათი ფირმა დაარსებულია 1713 წელს პარიზში.

დიდოეთი - დიდოელებით დასახლებული ისტორიული მხარე თანამედროვე დაღესტანში.

დიდოელები (ცეზები) - დიდოეთის მკვიდრი მოსახლეობა თანამედროვე დაღესტნის ტერიტორიაზე.

დიდონა - ანტიკური მითოლოგიის თანახმად, ქალაქ კართაგენის დამაარსებელი ქალი.

დი დონო პაოლო - იხილე უჩელო პაოლო.

დიდოსტატთა ასოციაცია - საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად დიდოსტატთა ინტერესების დაცვას და ზოგადად ჭადრაკის განვითარებას ემსახურება. შეიქმნა 1987 წელს, ბრიუსელში, პირველ პრეზიდენტად აირჩიეს გარი კასპაროვი.

დიდოსტატი

  1. რაიმე საქმეში დიდად დახელოვნებული.

  2. უმაღლესი კვალიფიკაციის მოჭადრაკე ან მოშაშე. საერთაშორისო დიდოსტატის ტიტული ფიდე-ს მიერ დაწესებულ იქნა 1949 წელს. 1950 წლიდან ენიჭებათ მამაკაცებს, 1976 წლიდან კი - ქალებს.

დიდოსტატის მარჯვენა - ქართული მხატვრული ფილმი, 2 სერია. ეკრანებზე გამოვიდა 1970 წელს. დამდგმელი რეჟისორები - ვახტანგ ტაბლიაშვილი და დევი აბაშიძე. სცენარის ავტორები - კონსტანტინე გამსახურდია და ვახტანგ ტაბლიაშვილი. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი ჭელიძე. კომპოზიტორი - არჩილ კერესელიძე. მთავარ როლებში: ოთარ მეღვინეთუხუცესი (მეფე გიორგი I), თენგიზ არჩვაძე (კონსტანტინე არსაკიძე), ვასო გოძიაშვილი (კათალიკოსი მელქისედეკი), ჯუანშერ ჯურხაძე (ზვიად სპასალარი), აკაკი ვასაძე (ფარსმან სპარსი), გიორგი გელოვანი (გირშელი), დიმიტრი მჭედლიძე (თალაგვა კოლონკელიძე), ლალი ბადურაშვილი (შორენა), ლიანა ასათიანი (გურანდუხტი), ვერიკო ანჯაფარიძე (არსაკიძის დედა), დოდო აბაშიძე (ამამაზე ერისთავი), თენგიზ მუშკუდიანი (ჭიაბერი), სესილია თაყაიშვილი (ბორდოხანი), ლეილა აბაშიძე (ვარდისახარი), სპარტაკ ბაღაშვილი, კოტე დაუშვილი, ზურაბ ქაფიანიძე, თამარ ციციშვილი.

დიდპირა ყაპყაპი - ფრინველი ყაპყაპისნაირთა რიგისა, გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიაში.

დიდრიყე - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

დიდრო დენი - ფრანგი მწერალი, ფილოსოფოს-განმანათლებელი, ენციკლოპედისტი (1713-1784 წწ).

დიდრონი - დიდი (ჩვეულებრივ მრავლობით რიცხვში იხმარება, დიდრონი ანუ დიდები).

დიდსულოვანი - სულგრძელი, კეთილშობილი.

დიდუბე

  1. თბილისის მეტროპოლიტენის სადგური „ელექტროდეპოსა“ და „ღრმაღელეს“ შორის, მთავარ ხაზზე, ამოქმედდა 1966 წელს.

  2. რკინიგზის სადგური თბილის-მცხეთის უბანზე.

  3. თბილისის ძველი უბანი მტკვრის მარცხენა ნაპირსა და რკინიგზის მაგისტრალს შორის.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი - ადმინისტრაციული რაიონი თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ჩამოყალიბდა 2001 წელს ყოფილი პირველი მაისის და ოქტომბრის (ჩუღურეთის) რაიონების შერწყმით.

დიდური ადამ - პოლონელი მომღერალი, მაღალი ბანი, ბარიტონი. მღეროდა მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებში (1874-1946 წწ).

დიდღალი - მდინარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.

დიდღალიდუდი - მთა ეგრისის ქედზე, მესტიის მუნიციპალიტეტში.

დიდღელე - მდინარე ქედის მუნიციპალიტეტში, მერისის მარცხენა შენაკადი.

დიდყურა - სახედრის ეპითეტი.

დიდძალი - ძალიან ბევრი.

დიდწიფელა - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ბოსლევის თემის საკრებულო), მდებარეობს ზემო იმერეთის პლატოზე, მდინარე ყვირილის ხეობაში. ზღვის დონიდან - 560 მეტრი, ზესტაფონიდან - 21 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 128 ადამიანი.

დიდხანს - დიდი ხნის განმავლობაში.

დიდხევი - მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში, ლოპოტის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე - 19 კილომეტრი, აუზის ფართობი - 94,6 კვ.კმ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, ხანმოკლე წყალმოვარდნა - შემოდგომაზე, წყალმცირეა ზამთარსა და ზაფხულში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან - 2,84 კუბ.მ/წმ.

დიდხუთშაბათი - დიდმარხვის უკანასკნელი კვირის ხუთშაბათი.

დიე (დია) - მდინარე მორავის მარცხენა შენაკადი სლოვაკეთსა და ავსტრიაშია.

დიეგესი ისიდორო - ესპანეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1909-1942 წწ).

დიეგო - ესპანურენოვან ხალხში გავრცელებული სახელი მამაკაცისა.

დიეგო ელისეო - კუბელი პოეტი (დაიბადა 1920 წელს).

დიეგო-გარსია - მარჯნის კუნძული ჩაგოსის არქიპელაგში, აშშ-ს სამხედრო ბაზა.

დიეგო-სუარესი - მადაგასკარის ქალაქ ანცერანანას სახელი 1977 წლამდე.

დიევასი - ბალტიური მითოლოგიის უზენაესი ღვთაება, ცის ღმერთი.

დიეზი (ფრანგ.) - ბგერის ნახევარტონით ასამაღლებელი სანოტო ნიშანი.

დიეთილენგლიკოლი - უფერო ბლანტი სითხე, გამოიყენება პლასტიფიკატორად, ანტიფრიზებისა და შთამნთქმელების კომპონენტად.

დიელაფუა ჟორჟ - ფრანგი თერაპევტი (1839-1911 წწ).

დიელექტრიკი (ინგლ.) - ნივთიერება, რომელიც ელექტრობას არ ატარებს.

დიელო

  1. ქართული მისამღერი.

  2. 60-70-აინი წლების ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი (პირველი შემადგენლობა: ძმები ამირან და სოსო ებრალიძეები, გიორგი ლეონიძე, ვახტანგ კიკაბიძე).

დიენბიენფუ - ქალაქი და ადმინისტრაციული რეგიონი ჩრდილო-დასავლეთ ვიეტნამში.

დიენდიეში - ქალაქი უნგრეთის ჩრდილოეთ ნაწილში.

დიენური სინთეზი - დიენური ნახშირწყალბადების (დიენების) უჯერ ნაერთებთან (დიენოფილებთან) 1,4 მიერთების რეაქცია.

დიეპი - ზღვისპირა კლიმატური კურორტი ჩრდილოეთ საფრანგეთში, ლა-მანშის სრუტის პირას, სენის დეპარტამენტში.

დიერი (დიორი) - ქალაქი უნგრეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე რაბის ნაპირზე, დიერ-შოპრონის მედიეს ადმინისტრაციული ცენტრი (130 ათასი).

დიერ-შოპრონი - მედიე უნგრეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

დიესმო - ამერიკის ესპანურ და პორტუგალიურ კოლონიებში საეკლესიო გადასახადის სახესხვაობა XVI-XIX საუკუნეებში.

დიეტა (ლათ.) - კვების გარკვეული რეჟიმი.

დიეტეტიკა (ბერძნ.) - იგივეა, რაც დიეტოლოგია.

დიეტოთერაპია - სამკურნალო კვება, დიეტით მკურნალობა.

დიეტოლოგია - მეცნიერება ავადმყოფების კვების შესახებ (ჯანმრთელი ადამიანის რაციონალური კვების შესახებ მეცნიერებას ეწოდება კვების ჰიგიენა).

დიეტური - დიეტასთან დაკავშირებული.

დივანი (სპარს.)

  1. ზურგიანი მოგრძო რბილი ავეჯი.

  2. ძველ თურქეთში სულთნის საბჭო, რომელშიც შედიოდნენ დიდგვაროვნები და დიდი მოხელები.

  3. 3თურქეთში - უმაღლესი სასამართლო.

  4. აღმოსავლეთის ქვეყნებში ლირიკული ლექსების კრებული.

დივანია (ელ-დივანია) - ქალაქი ერაყში.

დივაქცინა (ბერძნ.) - ისეთი ვაქცინა, რომლითაც შეიძლება ერთდროულად ორი დაავადების საწინააღმდეგო აცრა.

დივერგენცია (ლათ.)

  1. ბიოლოგიაში - საწყის ეტაპზე მსგავს ჯგუფებს შორის ევოლუციის შედეგად გაჩენილი ნიშან-თვისობრივი სხვაობანი.

  2. ლინგვისტიკაში: ა) ენობრივი ერთეულების ვარიანტების გარდაქმნა დამოუკიდებელ ელემენტებად. ბ) ერთი ენის დიალექტების ურთიერთდაშორება და დამოუკიდებელ ენებად ჩამოყალიბება (კონვერგენციის საპირისპირო ცნება).

დივერსანტი - დივერსიის ჩამდენი.

დივერსია (ლათ.) - სამხედრო ან სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტების დანგრევა, მწყობრიდან გამოყვანა მოწინააღმდეგის ზურგში ან რომელიმე უცხო ქვეყანაში უცხო სახელმწიფოს აგენტების მიერ.

დივერსიფიკაცია - კაპიტალის კონცენტრაციის ერთ-ერთი ფორმა.

დივერტიკული - ღრუ ორგანოს კედლის ტომრისებრი გამოზნექილობა.

დივერტისმენტი (ფრანგ.)

  1. მუსიკალური ან დრამატული წარმოდგენა, რომელიც შედგება ცალკეული ნომრებისაგან და იმართება ძირითადი სპექტაკლის, კონცერტის შემდეგ.

  2. მრავალნაწილიანი ინსტრუმენტული მუსიკალური ნაწარმოები, მსგავსი სიუიტისა.

დივია - დაბა რუსეთის პერმის ოლქში.

დივიდენდი (ლათ.) - მოგების ნაწილი, რასაც იღებენ აქციონერები მათ მიერ დაბანდებული კაპიტალის შესაბამისად.

დივიზია (ფრანგ.) - რამდენიმე პოლკისაგან შემდგარი საჯარისო შენაერთი.

დივიზიონი (ფრანგ.)

  1. სამხედრო ქვეგანაყოფი საარტილერიო, საკავალერიო და ჯავშანსატანკო ნაწილებში.

  2. ერთი და იმავე ტიპის რამოდენიმე სამხედრო გემის გაერთიანება.

დივიზიონიზმი - ნეოიმპრესიონიზმისათვის დამახასიათებელი ფერწერული სისტემა, რომელიც დაამუშავეს ფრანგმა ფერმწერებმა.

დივინილი - იგივეა, რაც ბუტადიენი.

დი ვიტორიო ჯუზეპე - იტალიელი საზოგადო მოღვაწე, პროფკავშირების მსოფლიო ფედერაციის თავმჯდომარე (1892-1957 წწ).

დივიში პროკოპ - ჩეხი ფიზიკოსი (1698-1765 წწ).

დივიჩი - ქალაქი აზერბაიჯანში.

დივნოგორსკი - ქალაქი რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.

დივოვი ვასილი - დეკაბრისტი, მიჩმანი, 1825 წლის 14 დეკემბრის აჯანყების მონაწილე (1805-1842 წწ).

დივრიგი - ქალაქი თურქეთში.

დიზ - იხილე დის.

დიზაინი (ინგლ.) - დიზაინერის საქმიანობა, სპეციალობა.

დიზაინერი (ინგლ.) - მხატვარ-კონსტრუქტორი, ტექნიკური ესთეტიკის სპეციალისტი. რომელიც აპროექტებს ესთეტიკური სიამოვნების მომგვრელ საყოფაცხოვრებო თუ საწარმოო ანსამბლებს, ინტერიერებს, ავეჯს, ყოველდღიურად გამოსაყენებელ ნივთებს.

დიზაჟიო (იტალ.) - ქაღალდის ფულის ნიშნების და სხვა ფასიანი ქაღალდების კურსის დაწევა.

დიზართრია (ბერძნ.) - მეტყველების მოშლილობა, ცალკეული სიტყვების, მარცვლების ან ბგერების ძნელად წარმოთქმა.

დიზასოციაცია - ასოციაციის შებრუნებული პროცესი; ასოციაციის დაშლა მის შემადგენელ ნაწილებად.

დიზდერი ადოლფ - ფოტოხელოვნების ფრანგი ოსტატი (1819-1890 წწ).

დიზელი (გერმ.) - შიგაწვის ძრავის სახესხვაობა, რომელიც მუშაობს მძიმე თხევადი საწვავით.

დიზელი რუდოლფ - გერმანელი ინჟინერ-გამომგონებელი, შიგაწვის ძრავის შემქმნელი (1858-1913 წწ).

დიზელმატარებელი - მატარებლის შემადგენლობა, რომელშიც შედის ორი ან მეტი დიზელი და რამდენიმე მისაბმელი ვაგონი. იყენებენ საგარეუბნო მიმოსვლისათვის.

დიზენტერია (ბერძნ.) - მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც იწვევს უპირატესად მსხვილი ნაწლავების დაზიანებას. მჟღავნდება კუჭის ხშირი მოქმედებით, რასაც თან სდევს სისხლისა და ლორწოს გამოყოფა.

დიზი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

დიზიუნქცია - ერთ-ერთი ლოგიკური ოპერაცია. ასახავს „ან“ კავშირის ხმარებას ლოგიკურ დასკვნებში.

დიზოსმია (ბერძნ.) - ყნოსვის შეგრძნების დარღვევა.

დიზრაელი ბენჯამინ - გრაფი ბიკონზფილდი, ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე, პრემიერ-მინისტრი 1868 წელს და 1874-80 წლებში, მწერალი (1804-1881 წწ).

დიზურია (ბერძნ.) - შარდზე გასვლის მოშლილობა.

დიზფული - ქალაქი ირანის ხუზისტანის ოსტანში.

დითირამბი (ბერძნ.)

  1. ძველ საბერძნეთში - ჰიმნი, საზეიმო საგუნდო სიმღერა ღვინისა და მხიარულების ღმერთის დიონისეს საპატივცემლოდ; მოგვიანებით სახოტბო ლირიკული ლექსი.

  2. გადაჭარბებული შექება, განდიდება, ხოტბის შესხმა.

დითმარშენი - ოლქი გერმანიაში.

დიიდო - შეძახილი ძროხის შესაჩერებლად.

დიიზოპროპილფთორფოსფატი - სუსტი სუნის მქონე უფერული სითხე, იყენებენ ნერვული სიტემის ფიზიოლოგიური და ფარმაკოლოგიური კვლევისას.

დიიუი - ჩინურ მითოლოგიაში - მიწისქვეშა სამყარო, ჯოჯოხეთი, რომელიც 10 საფეხურისაგან შედგება.

დიკა - საქართველოს მთიანეთში გავრცელებული საგაზაფხულო ხორბალი.

დიკაიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პოსეოდონის ერთ-ერთი ვაჟი, რომელმაც თრაკიაში მისი მოსახელე ქალაქი დააარსა.

დიკანკა - დაბა უკრაინის პოლტავის ოლქში.

დი კაპრიო ლეონარდო - ამერიკელი კინომსახიობი (დაიბადა 1974 წელს).

დიკასტერია

  1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ძველ ათენში.

  2. ქართლ-კახეთის სამეფოში საკათალიკოსოსთან არსებული უმაღლესი ადმინისტრაციულ-სასამართლო ორგანო.

დიკე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სამართლიანობისა და მართლმსაჯულების ღმერთქალი.

დიკენსი ჩარლზ - დიდი ინგლისელი მწერალი (1812-1870 წწ).

დიკი ალექსეი - რუსი მსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1889-1955 წწ).

დიკი ვიქტორ - ჩეხი მწერალი (1877-1931 წწ).

დიკი ჯეიმზ - ამერიკელი პოეტი (დაიბადა 1923 წელს).

დიკინსონი ემილი - ამერიკელი პოეტი ქალი (1830-1886 წწ).

დიკლო

  1. კარული მყინვარი თუშეთში, პირიქითი (თუშეთის) ქედის სამხრეთ კალთაზე.

  2. სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ომალოს თემის საკრებულო). მდინარე თუშეთის ალაზნის ხეობაში. ზღვის დონიდან - 2000 მეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 16 ადამიანი.

დიკლოსმთა - მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, პირიქითი (თუშეთის) ქედის აღმოსავლეთ დაბოლოებაზე (4285 მეტრი).

დიკლოსწყალი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ერთვის პირიქითის ალაზანს.

დიკოვსკი სერგეი - რუსი მწერალი (1907-1940 წწ).

დიკონი ჰენრი - ინგლისელი ქიმიკოს-ტექნოლოგი (1822-1876 წწ).

დიკროცელიოზი - შინაური და გარეული ცხოველების (იშვიათად ადამიანის) ჰელმინთოზური დაავადება, რასაც იწვევს ლანცეტისებრი ფორმის პარაზიტი Dicroceolium lanceatum.

დი კუ - ჩინურ მითოლოგიაში - სამართლიანობისათვის მებრძოლი გმირი. წარმოსახავდნენ ფრინველის თავით და მაიმუნის სხეულით.

დილა

  1. დღის დასაწყისი.

  2. დილით გამართული საბავშვო წარმოდგენა.

  3. ქართული ყოველთვიური საბავშვო ჟურნალი.

  4. გორის ფეხბურთის გუნდი.

დილაადრიან - დილით ადრე.

დილაბინდი - გათენების დრო, გარიჟრაჟი.

დილანდელი - რაც დილით მოხდა.

დილანი ბობ (ნამდვილი სახელი და გვარი რობერტ ალენ ციმერმანი) - ამერიკელი როკ-მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი, პოეტი (დაიბადა 1941 წელს).

დილაობით - ჩვეულებრივ დილით.

დილარიანი - ქართული ლიტერატურის ჩვენამდე მოუღწეველი ძეგლი, საგმირო-სათავგადასავლო ხასიათის თხზულება.

დილატაცია (ლათ.) - გაფართოება, გაჭიმვა.

დილატოგრაფი - ხელსაწყო, რომელიც იწერს რაიმე საგნის მოცულობის ცვლილებას.

დილატომეტრი - ხელსაწყო, რომლითაც არკვევენ გათბობის შედეგად ნივთიერების გაფართოების კოეფიციენტს.

დილატომეტრია - ფიზიკის დარგი, რომელიც სწავლობს სხეულების სითბურ გაფართოებასა და მისი გაზომვის მეთოდებს.

დილაუთენია - დილით, ძალიან ადრე.

დილეგი - ციხე-კოშკი, რომლის ქვედა ნაწილი გამოყენებული იყო საპყრობილედ.

დილემა (ბერძნ.)

  1. მსჯელობა ან დასკვნა, რომელიც შეიცავს ორ ერთმანეთის გამომრიცხავ დებულებას, რომელთაგან ერთ-ერთის არჩევა აუცილებელია.

  2. ისეთი ვითარება, როდესაც ორი არასასურველი შესაძლებლობიდან აუცილებელია ერთ-ერთის არჩევა.

დილერი (ინგლ.)

  1. (თამაშში) იგივეა, რაც კრუპიე.

  2. ცალკეული პირი ან ფირმა, რომელიც ფასიანი ქაღალდების, ვალუტის, სხვადასხვა საქონლის ყიდვა-გაყიდვითაა დაკავებული.

დილეტანტი (ფრანგ.) - ამა თუ იმ საკითხის ზერელედ, ზედაპირულად მცოდნე.

დილეტანტიზმი (დილეტანტობა) - მეცნიერებით ან ხელოვნებით გატაცება ისე, რომ არ აქვთ საჭირო სპეციალური მომზადება.

დილეტანტობა - საქმისადმი დილეტანტური დამოკიდებულება.

დილეცკი ნიკოლაი - უკრაინელი კომპოზიტორი და პედაგოგი (დაახლოებით 1630 - დაახლოებით 1680).

დილთაი ვილჰელმ - გერმანელი ფილოსოფოს-იდეალისტი, კულტურის ისტორიკოსი (1833-1911 წწ).

დილი - აღმოსავლეთ ტიმორის ადმინისტრაციული ცენტრი კუნძულ ტიმორზე.

დილი შარლ მიშელ - ფრანგი ბიზანტინოლოგი (1859-944 წწ).

დილი ჯონ გრირ - დიდი ბრიტანეთის გენერალ-ფელდმარშალი (1881-1944 წწ).

დილითი - სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

დილიკაური - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ზემო იმერეთის პლატოზე, თემის საკრებულო ცენტრი. ზღვის დონიდან - 440 მეტრი, ზესტაფონიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2471 ადამიანი.

დილიჟანი - იგივეა, რაც დილიჟანსი.

დილიჟანსი (ფრანგ.) - მრავალადგილიანი დახურული ეტლი მგზავრების გადასაყვანად და ფოსტის გადასაზიდად ძველად.

დილისკა - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

დილიჯანი - ქალაქი სომხეთში, სამთოკლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი (25 ათასი).

დილმუნი - ახლანდელი ბაჰრეინის ძველსპარსული სახელი.

დილოგია (ბერძნ.)

  1. ორგვარი მნიშვნელობა, ორაზროვნება.

  2. ძველ ბერძნულ თეატრში ორმოქმედებიანი დრამა.

  3. ერთი ჩანაფიქრით გაერთიანებული ორი რომანი ან ორი დრამატული ნაწარმოები.

დილოსი - იხილე დელოსი.

დილს-ალდერის რეაქცია - იხილე დიენური სინთეზი.

დილსები (ინგლ.) - ექსპორტისათვის განკუთვნილი ფიცრები გარკვეული ზომისა.

დილსი ლუდვიგ - გერმანელი ბოტანიკოსი (1874-1945 წწ).

დილსი ოტო - გერმანელი ქიმიკოსი, 1950 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი კ.ალდერთან ერთად (1876-1954 წწ).

დილუვიუმი - იგივეა, რაც პლეისტოცენი.

დილხამი - მრავალწლოვანი ბალახი მაჩიტასებრთა ოჯახისა, რაჭაში საჭმელად ხმარობენ.

დიმაჯიო ჯო (ნამდვილი სახელი ჯოზეფ პოლი), ამერიკელი სპორტსმენი (ბეისბოლი), ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ბეისბოლისტი, მერილინ მონროს პირველი ქმარი (1914-1999 წწ).

დიმბოვიცა - ჟუდეცი რუმინეთში, კარპატების სამხრეთ კალთებზე.

დიმბოკრო - ქალაქი კოტ დ'ივუარში.

დიმები - ბიზანტიის დიდი ქალაქების მოსახლეობის ორგანიზაციები V-VII საუკუნეებში.

დიმედროლი - ანტიჰისტამინური პრეპარატი, იხმარება ალერგიისა და ნერვული სისტემის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ.

დიმეთილანილინი (ბერძნ.) - არომატული რიგის ორგანული ნაერთი, მძაფრი სუნის მქონე უფერო ზეთოვანი სითხე. მიიღება ანილინიდან, იყენებენ საღებავების, ფეთქებადი ნივთიერების და სხვა წარმოებაში.

დიმეთილგლიოქსიმი (დიაცეტილდიოქსიმი) - უფერული კრისტალები. იყენებენ ნიკლის თვისებრივი და რაოდენობრივი განსაზღვრისათვის.

დიმეთილსულფატი (გოგირდმჟავა დიმეთილის ეთერი) - უფერული სითხე. გამოყენება აქვს ორგანულ სინთეზში, როგორც მამეთილირებელი საშუალება.

დი მეოლა ელ - ამერიკელი ჯაზმენი (გიტარა, ელექტროკლავიშიანი ინსტრუმენტები), კომპოზიტორი, ანსამბლის ხელმძღვანელი (დაიბადა 1954 წელს).

დიმეტროდონი - ნამარხი მხეცისნაირი ქვეწარმავლების გვარი პელიკოზავრების რიგისა. სიგრძე 2,7 მეტრს აღწევდა.

დიმი - სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში. თემის საკრებულოს ცენტრი. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ხანისწყლის მარჯვენა მხარეს. ბაღდათი-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან - 200 მეტრი, ბაღდათიდან - 3 კილომეტრი, 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 4268 კაცი.

დიმინი - გვიანდელი ნეოლითის ხანის ნამოსახლარი თესალიაში (საბერძნეთი).

დიმინუენდო (იტალ.) - მუსიკაში იგივეა, რაც დეკრეშენდო.

დიმიტრი II - ქართული მხატვრული ფილმი, 2 სერია. ეკრანებზე გამოვიდა 1982 წელს. დამდგმელი რეჟისორი - რამაზ (ბუბა) ხოტივარი). სცენარის ავტორი - რამაზ (ბუბა) ხოტივარი). დამდგმელი ოპერატორები - ჯიმშერ ქრისტესაშვილი, გურამ გამილაღდიშვილი. კომპოზიტორი - ევსევი (კუკური) ჭოხონელიძე. მთავარ როლებში: ლევან თუთბერიძე, ელგუჯა ბურდული, გივი ჩუგუაშვილი, გურამ საღარაძე, გია ბურჯანაძე, ოთარ კობერიძე.

დიმიტრიადი ოდისეი - დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე (დაიბადა 1908 წელს).

დიმიტრი ბატონიშვილი (ბაგრატიონი) კახეთის სამეფოს სახელმწიფო მოღვაწე XV საუკუნეში.

დიმიტრი ბატონიშვილი (ბაგრატიონი) ერეკლე II-ის შვილიშვილი, იულონ ბატონიშვილის ძე, 1832 წლის აჯანყების აქტიური მონაწილე.

დიმიტრი თავდადებული

  1. იხილე დემეტრე II (თავდადებული)

  2. ილია ჭავჭავაძის პოემა (დაამთავრა 1878 წელს).

დიმიტრი ივანეს ძე დონელი - ვლადიმირისა და მოსკოვის დიდი მთავარი, ივანე კალიტას შვილიშვილი (1350-1389 წწ).

დიმიტრის ტაძარი (ვლადიმირში) - ძველი რუსული ხუროთმოძღვრების ძეგლი, აგებულია XII საუკუნის მიწურულს.

დიმიტროვა ბლაგა - ბულგარელი მწერალი ქალი (დაიბადა 1922 წელს).

დიმიტროვა გენა - ბულგარელი მომღერალი ქალი, სოპრანო (დაიბადა 1941 წელს).

დიმიტროვგრადი

  1. ქალაქი სამხრეთ ბულგარეთში (55 ათასი)

  2. ქალაქი რუსეთის ულიანოვსკის ოლქში (1972 წლამდე მელეკესი).

დიმიტროვი გიორგი - ბულგარეთისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1882-1949 წწ).

დიმიტროვი სტანკე (ფსევდონიმი მარეკი) - ბულგარეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1889-1944 წწ).

დიმიტროვი (1972 წლამდე ნოვოეკონომიჩესკოე) - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში.

დიმიტროვ-მაისტორა ვლადიმირ - ბულგარელი ფერმწერი (1882-1960 წწ).

დიმიტროვო - დაბა უკრაინის კიროვოგრადის ოლქში.

დიმოვი დიმიტრ - ბულგარელი მწერალი (1909-1966 წწ).

დიმოვი ოსიპ (ნამდვილი სახელი და გვარი იოსიფ პერელმანი) - რუსი მწერალი (1878-1959 წწ.)

დიმორფიზმი

  1. ერთი და იმავე სახეობის ცხოველებში მეტად ან ნაკლებად განსხვავებული ფორმების არსებობა.

  2. ერთი და იმავე სახეობის მცენარის ორი სხვადასხვა ფორმის არსებობა.

  3. ერთი და იმავე ნივთიერების ორი სხვადასხვა კრისტალური ფორმით არსებობა.

დინა (რუს.) - ძალის ერთეული ერთეულთა ჩGშ სისტემაში. უდრის ძალას, რაც 1 გრამ მასას 1 სმ/წმ2 აჩქარებას ანიჭებს.

დინაბურგი - ლატვიის ქალაქ დაუგავპილსის სახელი 1893 წლამდე.

(ალ-)დინავარი აბუ ჰანიფა აჰმად იბნ დაუდ - არაბი ფილოლოგი და ისტორიკოსი (გარდაიცვალა 895 წელს).

დინამენე - ერთი ნერეიდთაგანი.

დინამიზმი

  1. იგივეა, რაც დინამიკა.

  2. იდეალისტური მიმდინარეობა ფილოსოფიაში, რომლის თანახმადაც ძალა, მოძრაობა არის თვითმყოფი, მატერიისაგან დამოუკიდებელი საწყისი.

დინამიკა (ბერძნ.)

  1. მექანიკის დარგი, რომელიც სწავლობს სხეულთა მოძრაობას მათზე მოქმედ ძალებთან დაკავშირებით.

  2. რაიმე მოვლენის ცვალებადობის, განვითარების მიმდინარეობა.

  3. მოძრაობის, მოქმედების სიჭარბე.

  4. ბგერადობის ძალა მუსიკაში.

დინამიკი - ელექტროდინამიკური ხმამაღალმოლაპარაკის გავრცელებული სახელი.

დინამიკური

  1. მოძრაობასთან, ძალის მოქმედებასთან დაკავშირებული.

  2. მოძრაობით, მოქმედებით, შინაგანი ენერგიით აღსავსე.

დინამიტი (ბერძნ.) - ძლიერი ფეთქებადი ნივთიერება, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილი ნიტროგლიცერინია.

დინამიუნდე - ლატვიის ქალაქ დაუგავგრივას სახელი 1893 წლამდე.

დინამო

  1. იგივეა, რაც დინამომანქანა

  2. ყოფილ საბჭოთა კავშირსა და სხვა სოციალისტურ ქვეყნებში არსებული სპორტული ორგანიზაცია. შეიქმნა 1923 წელს, ზოგ ქვეყანაში არსებობას განაგრძობს XXI საუკუნეშიც.

  3. რთული სიტყვების შემადგენელი წინსართი, აღნიშნავს „ძალას“.

დინამოგრაფი - ძალის გასაზომი და ავტომატურად ჩამწერი ხელსაწყო.

დინამომანქანა - მუდმივი დენის გენერატორის მოძველებული სახელწოდება.

დინამომეტრი - ძალის გასაზომი ხელსაწყო.

დინამომეტრია - ძალის გაზომვა სხვადასხვა ხელსაწყოებით.

დინარა

  1. (დინარა-პლანინა) - ქედი იუგოსლავიაში.

  2. (მოთხრობა დინარაზე) - ძველი რუსული ლიტერატურის ძეგლი, რომლის მოქმედება საქართველოში ვითარდება. შექმნილია XV საუკუნეში.

  3. დიმიტრი არაყიშვილის ოპერა.

დინარი (ლათ.)

  1. ვერცხლის ან ოქროს ფული შუა საუკუნეების ევროპისა და მუსლიმანურ ქვეყნებში

  2. ძველ საქართველოში ოქროს ფული მისხლის წონისა, იგივე პერპერა.

  3. ამჟამად ფულის ერთეული ერაყში, იუგოსლავიაში, ალჟირში, ტუნისში.

დინარის მთიანეთი - მთიანეთი ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, იუგოსლავიასა და ჩრდილოეთ ალბანეთში.

დინარული რასა (ადრიატიკული რასა) - ადრიატიკის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსა და ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში მცხოვრები ხალხის რასა.

დინასი - ერთგვარი ცეცხლგამძლე აგური, რომელსაც იყენებენ საქარხნო ღუმელების მშენებლობაში.

დინასტია (ბერძნ.) - ერთი და იმავე გვარის მეფეები, რომელნიც მემკვიდრეობით ადიან ტახტზე.

დინატები (ბერძნ.) - ბიზანტიის საზოგადოების გაბატონებული ზედაფენის წარმომადგენლები.

დინგაანი - ზულუსების ტომთა კავშირის უზენაესი ბელადი (ინკოსი) (გარდაიცვალა 1843 წელს).

დინგი

  1. ზოგიერთი ცხოველის (უმთავრესად ღორის) წაგრძელებული ცხვირი და ყბები

  2. მცენარის ბუტკოს ზედა გაფართოებული ნაწილი.

  3. (ინგლ.) - პატარა ღია ნავი ერთგვარი.

დინგისვაიო - ზულუსების ტომის ბელადი, ინგლისელი კოლონიზატორების წინააღმდეგ ბრძოლის ხელმძღვანელი (გარდაიცვალა 1818 წელს).

დინგნიჩაბასებრნი - თევზების ოჯახი ზუთხისნაირთა რიგისა, აქვთ ნიჩბის ფორმის გრძელი, ფართო და ბრტყელი დინგი.

დინგო (ინგლ.) - ავსტრალიაში გავრცელებული ველური ძაღლი.

დინგფაროსანი - შხამიანი გველების გვარი ჩხრიალა გველისებრთა ოჯახისა.

დინდგელი - სკის შავი ცვილი.

დინდიმონი - მთა ძველი საბერძნეთის ფრიგიაში.

დინება - დენა, ნაკადი.

დინეკოვი პეტრე - ბულგარელი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი (დაიბადა 1910 წელს).

დინესკუ მირჩა - რუმინელი პოეტი (დაიბა 1950 წელს).

დინი ჯეიმზ - ამერიკელი კინომსახიობი (1931-1955 წწ).

დინიშ I - პორტუგალიის მეფე (1261-1352 წწ).

დინიჩი მიხაილო - იუგოსლავიელი ისტორიკოსი (1899-1985 წწ).

დინკა (საკუთარი სახელწოდება „ჯენგი“) - სუდანის რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილში, თეთრი ნილოსის ორივე ნაპირზე და მდინარე ბაჰრ-ელ-ჯიბელის აუზში მცხოვრები ხალხი.

დინ ლინი (ნამდვილი სახელი ძიან ბინჯი) - ჩინელი მწერალი ქალი (1907-1986 წწ).

დინოვი ტოდორ გეორგიევ - ბულგარელი კინორეჟისორი და მხატვარი (დაიბადა 1919 წელს).

დინოკრატე - ძველბერძენი ხუროთმოძღვარი.

დინოზავრი (ბერძნ.) - გიგანტური (20 მეტრი და მეტი სიგრძის) გადაშენებული ქვეწარმავალი. გავრცელებული იყო მეზოზოურ ხანაში.

დინოზავრის კვერცხი - იხილე და სასახლეში ვნახავ სიხარულს.

დინოთერიონი (ბერძნ.) - სპილოს მსგავსი გადაშენებული ძუძუმწოვარი ცხოველი.

დინორნისი - ამომწყდარი ფრინველების გვარი მოასნაირთა რიგისა.

დინოცერასები - ნამარხი ძუძუმწოვრების რიგი, გვხვდება აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის პალეოგენურ ნალექებში.

დინცენჰოფერი გეორგ (1643-1689 წწ), იოჰან (1663-1726 წწ) და იოჰან ლეონჰარდ (1660-1707 წწ) - გერმანელი არქიტექტორები.

დინცენჰოფერი კილიან იგნაც (1689-1751 წწ) და კრისტოფ (1655-1722 წწ) - ჩეხი არქიტექტორები, ჩეხური და სამხრეთ გერმანული ბაროკოს წარმომადგენლები.

დინჯი (თურქ.)

  1. დარბაისელი, მშვიდი, წყნარი

  2. აუჩქარებელი, აუღელვებელი.

დიოგენე აპოლონიელი - ძველბერძენი ფილოსოფოსი (ძვ.წ.აღ. V საუკუნე).

დიოგენე ლაერტელი - ანტიკური ხანის ბერძნული ფილოსოფიის ისტორიკოსი (ძვ.წ.აღ. III საუკუნე).

დიოგენე სინოპელი - ძველბერძენი ფილოსოფოსი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 404 - 323 წწ).

დიოდი (ბერძნ.) - ორი ელექტროდის (ანოდისა და კათოდის) მქონე ელექტრონმილაკი.

დიოდორე სიცილიელი - ძვ. ბერძენი ისტორიკოსი (ძვ.წ.აღ. I საუკუნე).

დიოდოტე - ციცერონის მასწავლებელი.

დიოდოტე I - ბერძნულ-ბაქტრიული სამეფოს დამაარსებელი (ძვ.წ.აღ. III საუკუნე).

დიოკლეტიანე გაიუს ავრელიუს ვალერიუს - რომის იმპერატორი 284-305 წლებში (243 წ - 313-სა და 316 წლებს შორის).

დიოკნისი - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

დიოლა (ჯოლა, იოლა) - სამხრეთ სენეგალში, გამბიასა და გვინეა-ბისაუში მცხოვრები ხალხი.

დიომა - მდინარე ბელაიას მარცხენა შენაკადი რუსეთის ორენბურგის ოლქში.

დიომედე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არგოსის მეფის ვაჟი, ტროას ომის მონაწილე, ოდისევსის თანამგზავრი.

დიომიდეს კუნძულები - მდებარეობს ბერინგის უკრაინის მაგადანის ოლქში.

დიომინი ლევ - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, 1974 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1926 წელს).

დიონდიოში - ქალაქი უნგრეთში (40 ათასი).

დიონე

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსის სატრფო, აფროდიტეს დედა

  2. პლანეტა სატურნის თანამგზავრი.

დიონი სელინ - ესტრადის კანადელი მომღერალი ქალი (დაიბადა 1968 წელს).

დიონისე (დიონისოსი) - ძველ ბერძნულ მითოლოგიაში მცენარეულობის ღმერთი, მევენახეობისა და მეღვინეობის მფარველი ღვთაება (რომაულ მითოლოგიაში მას შეესაბამება ბახუსი).

დიონისე I უმცროსი და უფროსი - სირაკუსის ტირანები (ძვ.წ.აღ. V-IV სს).

დიონისე არეოპაგელი - ათენის არეოპაგის წევრი, ათენის ეპისკოპოსი (I საუკუნე).

დიონისე პერიეგეტე - ძველბერძენი პოეტი, ბუნებისმეტყველი, გეოგრაფი (II საუკუნე).

დიონისე ჰალიკარნასელი - ძველბერძენი ისტორიკოსი და რიტორი (ძვ.წ.აღ. I საუკუნე).

დიონისი - რუსი ფერმწერი, უმთავრესად მუშაობდა მოსკოვში (დაახლოებით 1440 - 1505 წწ).

დიონისიადე - ძველბერძენი მოქანდაკე (ძვ.წ.აღ. III-II სს).

დიონისიები - ძველ საბერძნეთში დიონისესადმი მიძღვნილი ზეიმები ატიკაში, იმართებოდა წელიწადში ოთხჯერ.

დიონისიონი - დიონისეს ტაძარი.

დიონოსი (დიონისე) - აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი XVI საუკუნის დასაწყისში.

დიოპი

  1. ბირაგო - სენეგალელი მწერალი და ფოლკლორისტი (1906-1989 წწ)

  2. დავიდ - სენეგალელი პოეტი და პუბლიცისტი (1927-1960 წწ).

დიოპტრი (ბერძნ.)

  1. დასამიზნებელი მოწყობილობა გეოდეზიურ ხელსაწყოებში

  2. დიდი სიზუსტით დასამიზნებელი მოწყობილობა შაშხანაზე.

დიოპტრია - ლინზის ან ლინზათა სისტემის ოპტიკური ძალის ერთეული.

დიოპტრიკა (ბერძნ.) - ოპტიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს სინათლის სხივების გავრცელებას გამჭვირვალე გარემოში.

დიორამა და დიარამა (ბერძნ.)

  1. გამჭვირვალე ქსოვილზე ან მინაზე ორივე მხრიდან დახატული სურათი, რომელიც (საგანგებოდ განათების შედეგად) გვეჩვენება მოცულობის მქონედ

  2. ნახატი, რომლის წინ მოთავსებულია გარკვეული მოცულობის მქონე ფიგურები.

დიორდიევი ევგენი - რუსი მსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1912-985 წწ).

დიორი

  1. ამანი - ნიგერიის სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1916 წელს).

  2. კრისტიან - ფრანგი მოდელიერი-დიზაინერი (1905-1957 წწ).

დიორი - ქალაქი, იხილე დიერი.

დიორიტი (გერმ.) - სიღრმიდან ამონთხეული ქანი, ძვირფასი საშენი მასალა.

დიორ-შოპრონი - მედიე, იხილე დიერ-შოპრონი.

დიოსკორეასებრნი - ერთლებნიან მცენარეთა ოჯახი, ხვიარა ღეროიანი მრავალწლოვანი ბალახი.

დიოსკურები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსის ტყუპი შვილი, ძმები: პოლიდევკე და კასტორი, რომლებიც მონაწილეობდნენ არგონავტების ლაშქრობაში. ითვლებოდნენ მოგზაურთა, სტუმართმოყვარეობისა და ცხენოსანთა შეჯიბრის მფარველად.

დიოსკურია - ქალაქი ძველ კოლხეთში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ახლანდელი სოხუმის ადგილზე.

დიოფანტე - ძველ საბერძნეთში:

  1. (ალექსანდრიელი) მათემატიკოსი (III საუკუნე).

  2. ატიკელი ორატორი.

  3. მითრიდატე IV ევპატორის სარდალი (ძვ.წ.აღ. II-I სს).

დიოფიზიტები (ბერძნ.) - ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენლები, რომლებიც აღიარებდნენ ქრისტეს ორ ბუნებას - ადამიანურსა და ღვთიურს (საპირისპირო - მონოფიზიტები).

დიოფსიდი - მონოკლინური პიროქსინების ჯგუფის უფერო, ან მწვანე ფერის მინერალი.

დიოქსანი (დიეთილენდიოქსიდი) - ციკლური მარტივი ეთერი, ეთერის სუნის მქონე უფერული სითხე.

დიოცეზი - ძველ რომში თავდაპირველად (ძვ.წ. I საუკუნიდან) საქალაქო ოლქი ან (პრინციპატის დროს) პროვინციის ნაწილი.

დიპეა - ქალაქი ძველი საბერძნეთის არკადიაში.

დიპენბროკი ალფონს - ჰოლანდიელი კომპოზიტორი (1862-1921 წწ).

დიპეპტიდები - ორგანული ნივთიერებანი, რომლებიც პეპტიდური ბმით დაკავშირებული ორი ამინომჟავისაფან შედგება.

დიპლიპიტო - საკრავი, რომელიც შედგება ერთმანეთზე გადაბმული ორი სხვადასხვა ზომის თიხის ქილისაგან, რომლებსაც პირზე ტყავი აქვს გადაკრული. უკრავენ ორი მომსხო ჩხირით.

დიპლოდიოზი - მცენარეთა დაავადება, რასაც იწვევს უსრულო სოკო Dიპლოდია-ს გვარისა.

დიპლოდოკი (ბერძნ.) - განათხარი უზარმაზარი წყალხმელეთა ქვეწარმავალი დინოზავრების ჯგუფისა; ჰქონდა ძალიან გრძელი კისერი და კუდი, ტანი კი შედარებით მოკლე (მთლიანი სიგრძე 25 მეტრი).

დიპლოიდი - ორგანიზმი, რომლის უჯრედებში ქრომოსომების ორმაგი (დიპლოიდური) კომპლექტი ჰომოლოგიურ ქრომოსომთა წყვილების ერთმაგი (ჰაპლოიდური) რიცხვით არის წარმოდგენილი.

დიპლოიდობა - უჯრედებში ჰომოლოგიური ქრომოსომების წყვილების მთლიანი კომპლექტის არსებობა.

დიპლოკოკები (ბერძნ.) - ბურთულისებრი ბაქტერიები, რომლებიც წყვილ-წყვილად არიან განლაგებულნი.

დიპლომანტი - სტუდენტი, რომელიც სადიპლომო შრომას ამზადებს.

დიპლომატი (ფრანგ.)

  1. პირი, რომელიც დიპლომატიურ მოღვაწეობას ეწევა

  2. (გადატანით) იტყვიან ადამიანზე, რომელიც მოხერხებულად იქცევა სხვებთან ურთიერთობაში.

დიპლომატია - მთავრობის საქმიანობა სახელმწიფოს საგარეო საერთაშორისო პოლიტიკის განსახორციელებლად.

დიპლომატობა

  1. დიპლომატის საქმიანობა

  2. (გადატანით) მოხერხებულობა (თუნდაც გაქნილობა) სხვებთან ურთიერთობაში.

დიპლომატიკა - ისტორიის დამხმარე დარგი, რომელიც სწავლობს ისტორიულ საბუთებს.

დიპლომატიური - დიპლომატიასთან დაკავშირებული.

დიპლომი (ფრანგ.)

  1. მოწმობა სასწავლებლის დამთავრების ან რაიმე წოდებულების მინიჭების შესახებ

  2. მოწმობა, სიგელი რაიმე კონკურსში გამარჯვების აღსანიშნავად.

დიპლოპია (ბერძნ.) - მხედველობის მოშლა, რომლის დროსაც საგნები ორად ეჩვენებათ.

დიპლოტი (ჰოლანდ.) - მარტივი ლოტი, რომელიც შედგებოდა თოკისა და საწონისაგან. იყენებდნენ 200 მეტრამდე სიღრმის გასაზომად.

დიპლოფაზა

  1. ორგანიზმის განვითარების ფაზა, რომლის დროსაც ქრომოსომთა კომპლექტი ორმაგი ანუ დიპლოიდურია

  2. პირველი მეიოზური დაყოფის პროფაზის ერთ-ერთი სტადიის სახელწოდება.

დიპოლი (ბერძნ.)

  1. ერთგვარი სიდიდის, მაგრამ ნიშნის მიხედვით საპირისპირო ორი ელექტრული მუხტი, ერთმანეთთან ახლო მანძილზე განლაგებული.

  2. სპეციალური ანტენა, რომელსაც იყენებენ მოკლე ტალღების გამოსხივებისა და მიღებისათვის.

დიპონეგორო (დიპანეგარა) - ჰოლანდიელი კოლონიზატორების წინააღმდეგ იავის აჯანყების ბელადი, ინდონეზიის ეროვნული გმირი (1785-1855 წწ).

დიპტენკი და დიპტანკი (ინგლ.) - სატრანსპორტო გემში ღრმა ცისტერნა, რომელშიც ათავსებენ თხევად საწვავს ან წყლის ბალასტს.

დიპტეროლოგია (ბერძნ.) - ენტომოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს წყვილფრთიან მწერებს.

დიპტეროსი - ძველი ბერძნული ტაძრის ტიპი, გეგმით მართკუთხა შენობა, რომელსაც გარს სვეტები აქვს შემოვლებული ორ მწკრივად.

დიპტიქი (ბერძნ.)

  1. ძველ საბერძნეთსა და რომში გასანთლული ფიცარი საწერად.

  2. ორად მოსაკეცი ხატი.

  3. ერთი ჩანაფიქრით გაერთიანებული ორი სურათი.

დი პუჩო დი ჩერეტო ანტონიო - იხილე პიზანელო.

დიჟონი - ქალაქი ცენტრალურ საფრანგეთში, კოტ-დ'ორის დეპარტამენტის და ბურგუნდიის ისტორიული ოლქის ცენტრი (150 ათასი).

დირაკი პოლ ედრიენ მორის - ინგლისელი ფიზიკოს-თეორიტიკოსი, 1933 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ე.შრედინგერთან ერთად (1902-1984 წწ).

დირბი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

დირბორნი - ქალაქი აშშ-ს მიჩიგანის შტატში.

დირე - გათლილი ძელი, დადებული სახლის ნაწილის საძირკვლად.

დირედავა - იხილე დირე-დაუა.

დირე-დაუა - ქალაქი ეთიოპიის აღმოსავლეთ ნაწილში (125 ათასი).

დირექტი (ინგლ.) - პირდაპირი დარტყმა კრივში.

დირექტივა (ფრანგ.) - ზემდგომი ორგანოების სახელმძღვანელო მითითება, განკარგულება.

დირექტორატი

  1. რომელიმე მსხვილი საწარმოს დირექტორების კოლეგია, რომელსაც სათავეში უდგას მთავარი დირექტორი.

  2. იგივეა, რაც დირექცია.

დირექტორი (ლათ.) - საწარმოს, დაწესებულების ან სასწავლებლის ხელმძღვანელი.

დირექტორია

  1. საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს (1795-99 წწ) ხუთი წევრი დირექტორისაგან შემდგარი მთავრობა

  2. ასე უწოდებდნენ ზოგიერთ თეთრგვარდიულ მთავრობას რუსეთში.

  3. კომპიუტერულ საქმიანობაში - სხვადასხვა ფაილების კომპლექტი.

დირექტრისა

  1. სწორი ხაზი, რომელსაც ის თვისება აქვს, რომ მრუდის რაგინდარა წერტილსა და ამ სწორ ხაზს შორის მანძილთა შეფარდება არის მუდმივი სიდიდე

  2. სროლის ძირითადი მიმართულება საარტილერიო პოლიგონზე.

  3. საბრძოლო ხაზი ფარიკაობაში.

  4. ასე უწოდებენ ქალ დირექტორს რუსულენოვან სამყაროში.

დირექცია (ლათ.) - საწარმოს, დაწესებულების ან სასწავლებლის ხელმძღვანელი ორგანო.

დირექციონი - მუსიკაში შემოკლებული და გამარტივებული პარტიტურა, სადაც ყველა ხმა რეალურ ჟღერადობაშია ჩაწერილი.

დირი - კიევის რუსეთის მთავრის ასკოლდის თანაგამგებელი (? - 882 წ).

დირი ადოლფ - გერმანელი ეთნოგრაფი და მეცნიერი, კავკასიოლოგი (1867-1930 წწ).

დირიკლე (დირიხლე) პეტერ გუსტავ ლეჟენ - გერმანელი მათემატიკოსი (1805-1859 წწ).

დირიჟაბლი (ფრანგ.) - ჰაერზე უფრო მსუბუქი მართვადი საფრენი აპარატი, რომლის კორპუსიც აირით არის გავსებული.

დირიჟორი (ფრანგ.) - ორკესტრის ან გუნდის ხელმძღვანელი.

დირიჟორობა - მუსიკალურ-საშემსრულებლო ხელოვნების ერთ-ერთი სახე, მუსიკოსთა (მომღერალთა) კოლექტივის ხელმძღვანელობა.

დირიხლე პეტერ გუსტავ ლეჟენ - იხილე დირიკლე პ.გ.ლ.

დირკი - შოტლანდიური ცივი იარაღი, მოკლე სწორი ორლესული ხანჯალი.

დირჰამი და დირჰემი (სპარს.)

  1. შუა საუკუნეებში გავრცელებული არაბული ვერცხლის ფული

  2. მაროკოსა და არაბთა გაერთიანებული ემირატების ფულის ერთეული.

  3. ეგვიპტესა და აღმოსავლეთის ზოგ ქვეყანაში წონის საზომი ერთეული (=3,5 გ).

დირჰაუნდი - ძველებური შოტლანდიური ჯიში მწევარი ძაღლებისა.

დირჰემი - იხილე დირჰამი.

დის (ხმოვნის წინ „დიზ“) - ლათინური თავსართი, რომელიც აღნიშნავს გამოყოფას, უარყოფას, სიტყვას აძლევს უარყოფით ან საწინააღმდეგო აზრს.

დისაქარიდები (ბერძნ.) - ისეთი ნახშირწყლების (შაქრების) ჯგუფი, რომლებიც წარმოადგენს მონოსახარიდების წარმოებულებს.

დისბაქტერიოზი (ლათ.) - სასარგებლო ბაქტერიების ნაკლებობა ორგანიზმში (ვთქვათ, ზოგი წამლის ჭარბი მიღების შედეგად).

დისგრეგაცია (ლათ.) - სხეულის შემადგენელი ნაწილაკების ერთმანეთისგან განცალკევება.

დისევი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

დისემინაცია (ლათ.) - რაიმე კერიდან პათოლოგიური პროცესის გავრცელება სისხლძარღვთა და ლიმფურ სისტემათა საშუალებით.

დისენტა (დისენტა ი ბენედიქტო) ხოაკინ - ესპანელი მწერალი (1863-1917 წწ).

დისენტერები - XVI-XVII საუკუნეების ინგლისში იმ პროტესტანტი მორწმუნეების ერთ-ერთი სახელწოდება, რომლებიც განუდგნენ გაბატონებულ ანგლიკანურ ეკლესიას.

დისერტანტი - პირი, რომელიც დისერტაციას ამზადებს.

დისერტაცია (ლათ.) - მეცნიერული ნაშრომი, რომელსაც საჯაროდ იცავენ სამეცნიერო საბჭოს წინაშე კანდიდატის ან დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.

დისექტორი - სატელევიზიო გადამცემი მილაკი ელექტრული მუხტის დაგროვების გარეშე.

დისველის მინდორი - პლატო ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მაშავერა-ხრამის შუამდინარეთში.

დისთენი - მინერალი, აქვს სრულყოფილი ტკეჩვადობა, არის ლურჯი, თეთრი, ნაცრისფერი, მომწვანო, ზოგჯერ შავი.

დისთიმია - უგუნებობა, სევდიანობა, მწუხარების გრძნობა.

დისიდენტი (ლათ.) - პირი, რომელიც არ აღიარებს ქვეყანაში გავრცელებულ სარწმუნოებას ან იდეოლოგიას და მათგან განსხვავებულად, საწინააღმდეგოდ აზროვნებს.

დისიმილაცია (ლათ.)

  1. რთული ორგანული ნივთიერების დაშლა ორგანიზმის ცხოველმოქმედების პროცესში

  2. სიტყვაში ორი ერთგვარი ბგერიდან ერთ-ერთის ცვლა, განმსგავსება.

  3. (მედიც.) - დაავადების ან მისი ნიშნების დაფარვა ავადმყოფის მიერ.

დისიპატიური - ენერგიის დაკარგვასთან დაკავშირებული.

დისიპაცია (ლათ.) - გაბნევა. მაგალითად, პლანეტების ატმოსფეროს დისიპაცია - პლანეტების ატმოსფეროს დაკარგვა მისი შემადგენელი აირების კოსმოსურ სივრცეში გაბნევის შედეგად.

დისიუნქცია - ერთ-ერთი ლოგიკური ოპერაცია. გამოხატავს «ან» კავშირის ხმარებას ლოგიკურ დასკვნებში.

დისკვალიფიკაცია - კვალიფიკაციის ჩამორთმევა. ძირითადი საქმიანობის აკრძალვა ვინმესთვის.

დისკანტი (ლათ.)

  1. მაღალი ხმა ბავშვისა

  2. ასეთი ხმის მქონე მომღერალი ბიჭი.

  3. გუნდში პარტია, რომელიც სრულდება ბავშვის მაღალი ან ქალის მაღალი ხმებით.

დისკანტისტი - დისკანტის შემსრულებელი ბიჭი.

დისკაუნტი (ინგლ.) - ფასდაკლება.

დისკეტა (ფლოპი-დისკი) - მცირე მოცულობის კომპიუტერული ინფორმაციის ჩასაწერი დრეკადი ფირფიტა.

დისკვალიფიკაცია (დისკვალიფიცირება)

  1. კვალიფიკაციის ჩამორთმევა.

  2. სპორტსმენისათვის შეჯიბრებაში მონაწილეობის აკრძალვა.

დისკი - გრამოფონის ფირფიტა.

დისკო

  1. კუნძული ბაფინის ზღვაში, გრენლანდიის ნაპირებთან, ეკუთვნის დანიას

  2. (ბერძნ.) - მნათობის სიმრგვლე.

დისკობოლი - (მოძველებული გამოთქმა) ბადროს მტყორცნელი.

დისკოთეკა (ფრანგ.)

  1. ფირფიტების საცავი

  2. მასობრივი საცეკვაო ღონისძიებაც და ამ ღონისძიების ჩატარების ადგილიც.

დისკომიცეტები - ერთგვარი ჩანთიანი სოკოები.

დისკო-მუსიკა - მუსიკალური სტილი, რომლის საფუძველს გამარტივებული ფანკი და სოული წარმოადგენს, ასევე სტუდიური საუნდის ტიპი, რამაც ფართო გავრცელება პოვა XX საუკუნის 70-იანი წლებიდან.

დისკომფორტი - ცუდი პირობები ცხოვრებისა, მუშაობისა, დასვენებისა.

დისკომფორტული - რასაც დისკომფორტი ახასიათებს, მოუხერხებელი.

დისკონტი (ინგლ.)

  1. თამასუქის განაღდება

  2. პროცენტი, რასაც იკავებენ თამასუქის განაღდებისას.

დისკონტიორი - ბანკის დაწესებულება ან კერძო პირი, რომელიც თამასუქებს ანაღდებს.

დისკონტირება - დისკონტის ოპერაციის წარმოება.

დისკორდია - განხათქილების ქალღმერთი რომაელთა მითოლოგიაში.

დისკრედიტაცია და დისკრედიტირება (ფრანგ.) - ვისიმე ან რისამე ღირსების, ავტორიტეტის, პრესტიჟის შებღალვა, სახელის გატეხა, ნდობის დაკარგვა.

დისკრეტული - ნაწყვეტ-ნაწყვეტი, წყვეტილი, ცალკეული ნაწილებისაგან შემდგარი, მარცვლოვანი.

დისკრეტული მათემატიკა (სასრული მათემატიკა) - მათემატიკის დარგი, შეისწავლის დისკრეტული სტრუქტურების თვისებებს, როგორც თვით მათემატიკაში, ისე სხვა მეცნიერულ დისციპლინებში.

დისკრეტულობა - წყვეტადობა. უპირისპირდება უწყვეტობას.

დისკრეციული - თავისი შეხედულებისამებრ მოქმედი.

დისკრიმინანტი - კვადრატულ განტოლებაში ახ2 + ბხ + ც = 0, გამოსახულება D=ბ2 - 4აც, რომლის მიხედვითაც ადგენენ კვადრატული განტოლების ფესვების არსებობის პირობებს ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეში (D 0).

დისკრიმინატორი - მოწყობილობა, რომელიც ელექტრული სიგნალის საკონტროლებელი პარამეტრის ცვლილებას გარდაქმნის ძაბვის პოლარულობის ცვლილებად.

დისკრიმინაცია და დისკრიმინირება (ლათ.) - უფლებების შეზღუდვა, თანასწორუფლებიანობის წართმევა.

დისკურსიული აზროვნება - განსჯა, მსჯელობა, რომლის დროსაც ყოველი ახალი აზრი ლოგიკურად გამომდინარეობს წინა აზრისაგან.

დისკუსია (ლათ.) - აზრთა საჯარო გაცვლა-გამოცვლა სადავო საკითხების შესახებ.

დისლალია (ბერძნ.) - ენაჩლუნგობა.

დისლოკალური ქორწინება - ქორწინების ფორმა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ცოლ-ქმრის ცალ-ცალკე ცხოვრება.

დისლოკაცია (ფრანგ.)

  1. ჯარების განლაგება ქვეყნის ტერიტორიაზე. ფლოტის გემების განაწილება ნავსადგურებში

  2. დედამიწის ქერქის შრეების გადაადგილება.

  3. მედიცინაში ძვლის ნაწილების გადაადგილება.

დისმენორეა - მენსტრუაციის დარღვევა.

დისნა

  1. ქალაქი ბელორუსიის ვიტებსკის ოლქში

  2. მდინარე დასავლეთ დვინის მარცხენა შენაკადი ბელორუსიასა და ლიტვაში.

დისნაი (დისნა) - ტბა ლიტვაში.

დისნეი უოლტ - ამერიკელი კინორეჟისორი-მულტიპლიკატორი, მხატვარი და პროდიუსერი (1901-1966 წწ).

დისოლუცია (ლათ.)

  1. დაშლა

  2. მყარი სხეულების გახსნა სითხეში.

დისონანსი (ფრანგ.)

  1. კეთილხმოვანების დარღვევა, ბგერათა არაჰარმონიული შეხამება

  2. ისეთი რამ, რაც არ ეწყობა, ვერ ეგუება რაიმე ერთიანს, შეხმატკბილებულს.

  3. ლექსთწყობაში არასრული, არაზუსტი რითმა.

დისოციაცია (ლათ.)

  1. მოლეკულების დაშლა შემადგენელ ნაწილებად.

  2. ფსიქიკური პროცესების კავშირის დარღვევა.

დისპანსერი (ფრანგ.) - სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულება.

დისპანსერიზაცია - ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებათა სისტემა.

დისპარატული ცნებები - ერთმანეთს ძალიან დაშორებული ცნებები, რომელთაც საერთო ნიშნები არ გააჩნიათ.

დისპატერი - მიწისქვეშა სამეფოს მბრძანებელი, რომაული მითოლოგიის თანახმად.

დისპაშერი - ოფიციალური ექსპერტი, რომელიც დისპაშს ახდენს.

დისპაში (ინგლ.) - ავარიის შემთხვევაში გაანგარიშება იმ ზარალისა, რაც მოდის ტვირთსა და გემზე.

დისპაჩი (ინგლ.) - პრემია, რომელსაც უხდის გემის მფლობელი ტვირთის პატრონს გემის ვადაზე ადრე დატვირთვასა და გადმოტვირთვაში.

დისპერსია (ლათ.) - რაიმეს დაშლა, დაყოფა, დაქუცმაცება.

დისპერსიულობა - ნივთიერების ნაწილაკებად დაშლის ხარისხი.

დისპეტჩერი (ინგლ.) - მუშაკი, რომელიც აწესრიგებს ტრანსპორტის მოძრაობას ან საწარმოს მუშაობის მსვლელობას ერთი პუნქტიდან.

დისპეტჩერიზაცია - წარმოებისა და სხვა მსგავსი პროცესების კონტროლისა და მართვის ცენტრალიზაცია.

დისპეფსია (ბერძნ.) - კუჭ-ნაწლავის ნორმალური მოქმედების მოშლა, საჭმლის მონელების დარღვევა.

დისპლაზია - სხეულის ნაწილების, ორგანოების ან ქსოვილების არასწორი განვითარება (იხილე აგრეთვე აპლაზია და ჰიპოპლაზია).

დისპლეი (ინგლ.) - მოწყობილობა, რომელიც გრაფიკულად იძლევა ინფორმაციას ეკრანზე.

დისპნოე - სუნთქვის გაძნელება, მისი რიტმისა და სიღრმის დარღვევა.

დისპოზიცია (ლათ.)

  1. ჯარის ან ფლოტის საბრძოლველად განლაგება.

  2. წერილობითი ბრძანება ჯარისადმი ბრძოლის დასაწყებად XVIII-XIX საუკუნეების ევროპაში.

დისპონენტი (ლათ.) - ფირმის რწმუნებული, გამრიგებელი, მმართველი.

დისპროზიუმი (Dy) - ქიმიური ელემენტი ლანთანოიდების ოჯახისა. ატომური ნომერი 66, ატომური მასა 162,50. ლითონი, ყველაზე უფრო პარამაგნიტური ნივთიერება. 1886 წელს აღმოაჩინა ლეკოკ დე ბუაბოდრანმა.

დისპროპორცია (ფრანგ.) - პროპორციის უქონლობა, ცალკეულ ნაწილთა შეუფარდებლობა.

დისპუტი (ლათ.) - საჯარო პაექრობა, კამათი რაიმე საკითხის, პრობლემის გარშემო.

დისტალური (ლათ.) - სხეულის შუა ხაზიდან, ღერძიდან დაშორებული.

დისტანცია (ლათ.)

  1. მანძილი ორ პუნქტს ან ორ მოძრავ ობიექტს შორის.

  2. ადმინისტრაციულ-ტექნიკური უბანი (რკინიგზის, გზატკეცილის).

  3. მანძილი სტარტსა და ფინიშს შორის.

დისტერვეგი ფრიდრიხ ადოლფ ვილჰელმ - გერმანელი პედაგოგი-დემოკრატი (1790-1866 წწ).

დისტილატი (დესტილატი) - დისტილაციის (გამოხდის) თხევადი პროდუქტი.

დისტილატორი (ლათ.)

  1. დისტილაციისათვის საჭირო ხელსაწყო

  2. დისტილაციის სპეციალისტი, გამომხდელი.

დისტილაცია და დისტილირება (ლათ.) - გამოხდა, გამოხდით გაწმენდა (სითხისა).

დი სტეფანო ალფრედო - მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, წარმოშობით არგენტინელი, თამაშობდა XX საუკუნის 50-60-იანი წლების მადრიდი „რეალში“, 1957 და 1959 წლების ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი (დაიბადა 1926 წელს).

დისტიქი (ბერძნ.) - ორტაეპიანი ლექსი.

დისტორსია (ლათ.)

  1. ლინზის ერთ-ერთი ნაკლი, სწორი ხაზის გამრუდება კიდეებზე

  2. სახსრების გაჭიმვა, არასრული ღრძობა.

დისტრიბუტორი - ფირმის წარმომადგენელი ამა თუ იმ კონკრეტულ რეგიონში, საქონლის გამსაღებელი ბაზარზე.

დისტრიბუცია (ინგლ.)

  1. განაწილება, განლაგება

  2. ლინგვისტიკაში ყველა გარემოცვის (კონტექსტის) ერთობლიობა, რომელშიც კი გვხვდება მოცემული ენობრივი ერთეული. ენობრივ ერთეულთა განლაგება ერთმანეთის მიმართ.

დისტრიქტი (ინგლ.)

  1. აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში - ადმინისტრაციული, სასამართლო ან საარჩევნო ოლქი

  2. შშ-სა და ბრაზილიაში - ფედერალური ოლქი, ფედერალური მთავრობის ადგილსამყოფელი.

დისტროფია (ბერძნ.) - ქსოვილების, ორგანოების ან მთელი ორგანიზმის კვების დარღვევა.

დისულფანი (ფარმაკ.) - უფერული წვრილკრისტალური ფხვნილი. იყენებენ დიზენტერიისა და სხვა ინფექციურ დაავადებათა წინააღმდეგ.

დისფაგია - საჭმლის ყლაპვის გართულება, რაც გამოწვეულია ყელის, საკვებმომნელებელი სისტემის ან ნერვული სისტემის დაავადებებით.

დისფონია - ხმის დაკარგვა.

დისფორია - ემოციური სფეროს განსაკუთრებული მდგომარეობა. ახასიათებს დაძაბული, გაბოროტებული განწყობა.

დისფუნქცია - რაიმე ფუნქციის მოშლა, დარღვევა.

დისქავერი (ინგლ.)

  1. აშშ-ს კოსმოსური ხომალდების სერიის სახელი

  2. აშშ-ს თანამგზავრული სატელევიზიო არხი.

  3. დიდი ბრიტანეთის ჯიპის ტიპის ავტომობილების მარკა.

დისციპლინა (ლათ.)

  1. მტკიცედ დადგენილი წესი, რომლის დაცვა სავალდებულოა ამა თუ იმ კოლექტივის ყველა წევრისათვის

  2. რაიმე მეცნიერების დამოუკიდებელი დარგი.

დისწული - დის შვილი.

დისჰარმონია

  1. მუსიკაში ჰარმონიის ბგერათა კეთილხმოვანების დარღვევა

  2. (გადატანით) რისამე რამესთან შეუწყობლობა, შეუთანხმებლობა.

დიტერლე უილიამ - ამერიკელი კინორეჟისორი, ეროვნებით გერმანელი (1893-1972 წწ).

დიტი - ვედურ და ინდუისტურ მითოლოგიაში - დაიტიების დედა, ადიტის ანტიპოდი.

დიტრიხი მარლენ (ნამდვილი სახელი და გვარი მარია მაგდალენა ფონ ლოში) - გერმანული წარმოშობის ამერიკელი კინომსახიობი ქალი (1901-1992 წწ).

დიტცენი რუდოლფ - იხილე ჰანს ფალადა.

დიუ - კუნძული არაბეთის ზღვაში, ინდოეთის სანაპიროსთან. ინდოეთის მოკავშირე ტერიტორია დამანის და დიუს ნაწილი.

დიუამელი ჟან მარი კონსტან - ფრანგი მათემატიკოსი (1797-1872 წწ).

დიუამელი ჟორჟ - ფრანგი მწერალი (1884-1966 წწ).

დიუარი ჯეიმზ - ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1842-1923 წწ).

დიუბარი მარი ჟანა - გრაფინია, საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XV ბურბონის ფავორიტი. სიკვდილით დასაჯეს საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს (1747-1793 წწ).

დიუ ბარტა გიიომ - ფრანგი რელიგიური პოეტი-ეპიკოსი (1544-1591 წწ).

დიუბეკი - მაკედონიური თამბაქოს უმაღლესი ხარისხი.

დიუ ბელე ჟოაშენ - ფრანგი პოეტი, „პლეადის“ თეორიტიკოსი (1522-1560 წწ).

დიუბელი (გერმ.)

  1. ლითონის ორწახნაგა ღერო, რომელსაც წაწვეტებული ბოლოთი არჭობენ ქვის, ბეტონის კედელში, ხოლო მის მეორე ბოლოს კუთხვილიან ღრმულში უკეთებენ საიზოლაციო გორგოლაჭში გაყრილ ხრახნს ელექტროსადენის დასამაგრებლად

  2. ბეტონში ჩასარჭობი ლურსმანი.

დიუბიუფე ჟან - ფრანგი მხატვარი და ხელოვნების თეორიტიკოსი (1901-1985 წწ).

დიუბო ჟან ბატისტ - ფრანგი ისტორიკოსი, აბატი (1670-1742 წწ).

დიუბო რენე ჟიულ - ამერიკელი მიკრობიოლოგი, წარმოშობით ფრანგი (1901-1982 წწ).

დიუბონტი - იხილე დუბონტი.

დიუბუა ეჟენ - ჰოლანდიელი ანთროპოლოგი (1858-1940 წწ).

დიუბუა სტანისლავ - პოლონეთის პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი (1901-1942 წწ).

დიუბუა უილიამ ედუარდ ბერკჰარდტ - იხილე დუ ბოისი უ.ე.ბ.

დიუბუა დე მონპერე ფრედერიკ - შვეიცარიელი მოგზაური, სიძველეთა მკვლევარი და გეოლოგი (1798 - 1850 წწ).

დიუბუა-რეიმონი ემილ ჰენრიხ - გერმანელი ფიზიოლოგი და ფილოსოფოსი. წარმოშობით ფრანგი (1818-1896 წწ).

დიუ ბუშე ანდრე - ფრანგი პოეტი (დაიბადა 1924 წელს).

დიუგე (დიუგე-პუსენი) გასპარ - ფრანგი მხატვარი (1615-1675 წწ).

დიუგეკლენი ბერტრან - გამოჩენილი ფრანგი მხედართმთავარი „ასწლიანი ომის“ დროს (დაახლოებით 1320-1380 წწ).

დიუგე-ტრუენი რენე - ფრანგი მეზღვაური (1673-1736 წწ).

დიუგი ლეონ - ფრანგი მეცნიერი-იურისტი, სამართლისა და სახელმწიფოს თეორიტიკოსი (1859-1928 წწ).

დიუგონი - წყლის დიდი ძუძუმწოვარი ცხოველი სირენების რიგისა. გავრცელებულია ინდოეთის ოკეანეში.

დიუდევანი - მწერალ ჟორჟ სანდის ქორწინების გვარი.

დიუდოკი ვილემ მარინუს - ჰოლანდიელი არქიტექტორი (1884-1975 წწ).

დიუვალი ემილ ვიქტორ - საფრანგეთის სოციალისტური მოძრაობის მოღვაწე (1840-1871 წწ).

დიუვალიე (შვილი) ჟან კლოდ - ჰაიტის პრეზიდენტი 1971-1986 წლებში (დაიბადა 1951 წელს).

დიუვალიე (მამა) ფრანსუა - ჰაიტის პრეზიდენტი-დიქტატორი 1957-1971 წლებში (1907-1971 წწ).

დიუვერჟე მორის - ფრანგი მეცნიერი-სოციოლოგი (დაიბადა 1917 წელს).

იხილე - სენ-სირანი.

დიუვივიე ჟიულიენ - ფრანგი კინორეჟისორი (1896-1967 წწ).

დიუ ვინიო ვინსენტ - ამერიკელი ბიოქიმიკოსი. 1955 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1901-1978 წწ).

დიუზბერი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის უესტ-იორქშირის საგრაფოში.

დიუზენბერი ჯეიმზ - ამერიკელი ეკონომისტი, კეინსიანობის წარმომადგენელი (დაიბადა 1918 წელს).

დიუზენბერგი - მსუბუქი ავტომობილების მწარმოებელი ამერიკული ფირმა. არსებობა შეწყვიტა 1937 წელს.

დიუი ჯონ - ამერიკელი ფილოსოფოსი, პრაგმატიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი (1859-1952 წწ).

დიუკა პოლ - ფრანგი კომპოზიტორი, მუსიკის ისტორიკოსი (1865-1935 წწ).

დიუკასი იზიდორ - ფრანგი პოეტის, ლოტრეამონის, ნამდვილი გვარი.

დიუკენუა იერონიმუს (ჟერომ) - ფლამანდელი მოქანდაკე (1570-1641 წწ).

დიუკენუა იერონიმუს (ჟერომ) უმცროსი - ფლამანდელი არქიტექტორი (1602-1654 წწ).

დიუკენუა ფრანსუა - ფლამანდელი მოქანდაკე (1594-1643 წწ).

დიუკერი (გერმ.) - წნევის ძალით წყლის გასაშვები მილი, რომელიც გაყვანილია მდინარის, გზის ქვეშ, ღრმა ხევის ფერდობზე ან ფსკერზე.

დიუკი ჩარლზ - ამერიკელი ასტრონავტი, მეცნიერების მაგისტრი, პოლკოვნიკი. 1972 წლის აპრილში „აპოლონ-16“-ით მთვარის ზედაპირზე დაეშვა (დაიბადა 1935 წელს).

დიუკლო პიერ ემილ - ფრანგი მიკრობიოლოგი და ქიმიკოსი (1840-1904 წწ).

დიუკლო ჟაკ - საფრანგეთისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე, სენატის წევრი (1896-1975 წწ).

დიუკომენი ელი - შვეიცარიელი ჟურნალისტი, პაციფისტური მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნობელის პრემიის 1902 წლის ლაურეატი ა. გობასთან ერთად მშვიდობის დარგში (1833-1906 წწ).

დიულა - ქალაქი უნგრეთში.

დიულაი პალ - უნგრელი ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი (1826-1909 წწ).

დიულენი შარლ - ფრანგი რეჟისორი, მსახიობი, პედაგოგი (1885-1949 წწ).

დიულთიდაღი - მთა კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკაში (4127 მეტრი).

დიულონგი პიერ ლუი - იხილე დიულონი პ.ლ.

დიულონი პიერ ლუი - ფრანგი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1785-1838 წწ).

დიუმა ალექსანდრე 1) მამა (1802-1870 წწ) და შვილი (1824-1895 წწ) - ფრანგი მწერლები.

დიუმა ჟან ბატისტ ანდრე - ფრანგი ქიმიკოსი (1800-1884 წწ).

დიუმეზილი ჟორჟ - ფრანგი ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი (1898-1986 წწ).

დიუმენილი (ნამდვილი სახელი და გვარი მარი ფრანსუაზ მარშანი) - ფრანგი მსახიობი ქალი (1713-1802 წწ).

დიუმი - იხილე დუიმი.

დიუმონ დიურვილი ჟიულ სებასტიან სეზარ - ფრანგი ზღვაოსანი და ოკეანოგრაფი (1790-1842 წწ).

დიუმონ დიურვილი - საფრანგეთის კუთვნილი პოლარული სადგური კუნძულ პეტრელზე, აღმოსავლეთ ანტარქტიდაში. შეიქმნა 1956 წელს.

დიუმორიე დაფნა - ინგლისელი მწერალი ქალი (1907-1989 წწ).

დიუმურიე შარლ ფრანსუა დიუ პერიე - ფრანგი გენერალი, პოლიტიკური მოღვაწე (1739-1823 წწ).

დიუნანი ანრი ჟან - შვეიცარიელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ შექმნის (1863 წელი) ინიციატორი. ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი მშვიდობის დარგში, 1901 წელს (1828-1910 წწ).

დიუნი (გერმ.) - ქარისაგან დაგროვილი ქვიშის ბორცვი ზღვის, ტბის, მდინარის ნაპირზე.

დიუნკერკი - ქალაქი-პორტი საფრანგეთში, ჩრდილოეთის ზღვის ნაპირზე, პა-დე-კალეს სრუტის ნაპირზე, ნორის დეპარტამენტში (70 ათასი).

დიუპენი ავრორა - იხილე სანდი ჟორჟ.

დიუპენი ჟაკ - ფრანგი პოეტი (დაიბადა 1927 წელს).

დიუპენი ფრანსუა პიერ შარლ - ფრანგი მათემატიკოსი და ეკონომისტი (1784-1873 წწ).

დიუპიუი შარლ ფრანსუა - საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე, ფილოსოფოსი, ათეისტი (1742-1809 წწ).

დიუპიუიტრენი გიიომ - ფრანგი ქირურგი (1777-1835 წწ).

დიუპკუნი - ტბა პუტორანის პლატოზე, რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.

დიუპლესი-მორნე ფილიპ - ჰუგენოტი, საფრანგეთში წარმოებული რელიგიური ომების მონაწილე, ჰენრიხ ნავარელის უახლოესი თანამებრძოლი (1549-1623 წწ).

დიუპლექსი ჟოზეფ ფრანსუა - ინდოეთში საფრანგეთის კოლონიალური სამფლობელოების გუბერნატორი (1697-1763 წწ).

დიუპონ დე ნემური პიერ სემიუელ - ფრანგი ეკონომისტი და პოლიტიკური მოღვაწე (1739-1817 წწ).

დიუპონ დე ნემური - აშშ-ს ქიმიური და გაზნავთობის კომპანია, დაარსებულია 1802 წელს.

დიუპონი ეჟენ - ფრანგი სოციალისტი (1831-1881 წწ).

დიუპონი პიერ - ფრანგი პოეტი (1821-1870 წწ).

დიუპონი იხილე კარაქსი ლეონ.

დიუპონ-ფერიე გიუსტავ - ფრანგი ისტორიკოსი (1865-1956 წწ).

დიუპრე ადრიან - ფრანგი მეზღვაური, დიპლომატი (გარდაიცვალა 1831 წელს).

დიუპრე ჟიულ - ფრანგი ფერმწერი, ბარბიზონის სამხატვრო სკოლის წარმომადგენელი (1811-1889 წწ).

დიურალუმინი - იხილე დურალუმინი.

დიურანდის მისია - ინგლისის მისია ავღანეთში 1893 წელს, რომლის მიზანი ავღანეთსა და ინდოეთს შორის სასაზღვრო საკითხის მოწესრიგება იყო.

დიურან დიურანი - ინგლისური საესტრადო ჯგუფი, შეიქმნა 1978 წელს.

დიურანსი - მდინარე საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რონის მარცხენა შენაკადი (350 კმ).

დიურანტი უილიამ - ამერიკელი მეწარმე, კორპორაცია „ჯენერალ მოტორსის“ დამაარსებელი (1861-1947 წწ).

დიურატიული (ფრანგ.) - განგრძობითი (მაგალითად, ასპექტი).

დიურბელი - ქალაქი სენეგალში.

დიურეზი (ბერძნ.) - შარდის ოდენობა, რაც გარკვეული დროის განმავლობაში გამოიყოფა, ადამიანის დღეღამური დიურეზი 1200-1600 მილილიტრს შეადგენს.

დიურენმატი ფრიდრიხ - შვეიცარიელი მწერალი, დრამატურგი (1921-1990 წწ).

დიურერი ალბრეხტ - გერმანელი ფერმწერი, გრაფიკოსი, გრავიორი, ხელოვნების თეორიტიკოსი (1471-1528 წწ).

დიურეტიკული - შარდსადენი.

დიურეტინი - სამკურნალო პრეპარატი, წვრილკრისტალური მოვარდისფრო თეთრი ფხვნილი. იყენებენ როგორც სისხლძარღვების გასაფართოებელ და შარდსადენ საშუალებას.

დიურვილის ზღვა - ინდოეთის ოკეანის განაპირა ზღვა ანტარქტიდის სანაპიროებთან.

დიურთიული - ქალაქი რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში.

დიური ნიკოლაი - რუსი მსახიობი, ხლესტაკოვის როლის პირველი შემსრულებელი გოგოლის „რევიზორში“ (1807-1839 წწ).

დიურინგი ოიგენ (ევგენი) - გერმანელი ფილოსოფოსი (1833-1921 წწ).

დიურკემი (დიურკჰაიმი) ემილ - ფრანგი სოციოლოგი (1858-1917 წწ).

დიურკოვიჩი მარია - უნგრელი მომღერალი ქალი, კოლორატურული სოპრანო (1913-1973 წწ).

დიურკჰაიმი - იხილე დიურკემი.

დიურომეტრი (ფრანგ.) - ხელსაწყო სხვადასხვა მასალის სიმაგრის გასარკვევად.

დიურტენი ლუკ (ნამდვილი სახელი და გვარი ანდრე ნევე) - ფრანგი მწერალი (1881-1959 წწ).

დ,იურფე ონორე - იხილე იურფე ო.

დიუსაკი - ცივი იარაღი, ფართოპირიანი, ოდნავ მოხრილი ხმალი.

დიუსელდორფი - ქალაქი გერმანიაში, ჩრდილო რაინ-ვესტფალიის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი (580 ათასი).

დიუსერსო ჟაკ I ანდრეუ (1510 ან 1512 - 1585 წწ) და ჟაკ II ანდრეუ (დაახლოებით 1550 - 1614 წწ) - ფრანგი არქიტექტორები.

დიუ ტამპლი ჟან მარი ფელიქს დე ლა კრუა - ფრანგი საზღვაო ოფიცერი, თვითმფრინავის ერთ-ერთი პირველი პროექტის ავტორი 1857 წელს (1823 - 1890 წწ).

დიუტროშე ანრი ჟოაკენ რენე - ფრანგი ბიოლოგი (1776-1847 წწ).

დიუფაი გიიომ - ფრანკო-ფლამანდელი კომპოზიტორი (1400-1474 წწ).

დიუფე შარლ ფრანსუა - ფრანგი ფიზიკოსი (1698-1739 წწ).

დიუფენბეიკერი ჯონ ჯორჯ - კანადის პრემიერ-მინისტრი 1957-63 წლებში (1895-1979 წწ).

დიუფი აბდუ - სენეგალის პრეზიდენტი 1981-2000 წლებში (დაიბადა 1935 წელს).

დიუფი რაულ - ფრანგი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრალური მხატვარი (1877-1953 წწ).

დიუფურნი დე ვილიე ლუი პიერ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1739-1796 წწ).

დიუშამბე - ქალაქ დუშანბეს სახელი 1929 წლამდე.

დიუშანი მარსელ - ფრანგი-ამერიკელი მხატვარი და ხელოვნების თეორიტიკოსი (1887-1968 წწ).

დიუშენი ანდრე - ფრანგი ისტორიკოსი (1584-1640 წწ.).

დიუშესი - საზაფხულო-საშემოდგომო მსხლის ჯიში.

დიფამაცია (ლათ.) - ვისიმე სახელის გასატეხი ცნობების გამოქვეყნება პრესაში.

დიფენილამინი - ორგანული ნაერთი არომატული რიგისა, კრისტალური ნივთიერება, რომელიც მიიღება ანილინიდან. მისგან ამზადებენ საღებრებს და ფეთქებად ნივთიერებებს.

დიფენილი - უფერული კრისტალები. იყენებენ როგორც მაღალტემპერატურიან თბოგადამტანს.

დიფენილქლორარსინი - უფერული კრისტალები, კარგად ურთიერთმოქმედებს წყალსა და ტუტეებთან, აქვს მომწამლავი ნივთიერების გამორჩეული თვისებები.

დიფენილციანარსინი - უფერული კრისტალები, კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში, აქვს მომწამლავი ნივთიერების გამორჩეული თვისებები.

დიფერენტი (ინგლ.) - განსხვავება ფასში საქონლის დაკვეთისა და მისი მიღების დროს.

დიფერენციალი (ლათ.)

  1. მათემატიკაში დამოუკიდებელი ცვლადი სიდიდის ნებისმიერი ნაზარდი

  2. ავტომობილში, ტრაქტორში და მისთანებში მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ორი უკანა წამყვანი ბორბალი სხვადასხვა სიჩქარით ბრუნავს მოსახვევებსა და უსწორმასწორო ადგილებში.

დიფერენციაცია (ლათ.)

  1. ერთმანეთისაგან გამოყოფა, დანაწევრება.

  2. ბიოლოგიაში - ორგანული მასალის მრავალფეროვნების წარმოქმნა ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების პროცესში.

  3. ლინგვისტიკაში - ენის დაშლა, დაყოფა დიალექტებად და შემდეგ ახალ ენებად.

დიფერენციული - არაერთგვარი, ერთმანეთისაგან განსხვავებული.

დიფთერია (ბერძნ.) - მძიმე გადამდები დაავადება უპირატესად ბავშვებისა.

ახასიათებს ორგანიზმის საერთო მოწამვლა (მოძველებლი სინონიმი - ხუნაგი).

დიფთონგი (ბერძნ.) - ორი ხმოვნის შეერთებით წარმოქმნილი ერთი მარცვალი.

დიფთონგიზაცია - მარტივი ხმოვნის დიფთონგად ქცევა.

დიფილობოთრიოზი - დაავადება, რომელსაც იწვევს პარაზიტული თასმა ჭია დიფილობოთრიუმი.

დიფმანომეტრი - წნევათა სხვაობის გასაზომი ხელსაწყო.

დიფოსგენი - მომწამვლელი (მახრჩობელა) ნივთიერება. წარმოადგენს უფერო ცხიმოვან სითხეს. იყენებდნენ პირველ მსოფლიო ომში.

დიფრაქცია (ლათ.) - სინათლის, ბგერის, თუ სხვა ტალღების მიერ გზაზე შეხვედრილ დაბრკოლებათა შემოვლა.

დიფსომანია (ბერძნ.) - ქრონიკული ლოთობა.

დიფუზია (ლათ.) - ერთი ნივთიერების ატომების ან მოლეკულების თანდათანობით შეღწევა მეორე ნივთიერების ატომების (მოლეკულების) შუალედებში მათი თბური მოძრაობის შედეგად.

დიფუზიონიზმი - მიმართულება ეთნოგრაფიასა და არქეოლოგიაში, აერთიანებს მრავალ ერთმანეთის მსგავს სკოლას.

დიფუზორი

  1. ქაღალდის ან აბრეშუმის მემბრანა ურუპორო ხმამაღლა მოლაპარაკეში ხმის გასაძლიერებლად.

  2. ჭარხლიდან შაქრის მისაღები აპარატი.

დიფუზური

  1. სხვადასხვა ნაწილის შერწყმით წარმოქმნილი.

  2. დაუნაწევრებელი, გაურკვეველი, ბუნდოვანი.

  3. განბნეული (ითქმის სინათლეზე).

დიფ ფარფლი (Deep Purple) - ინგლისური როკ-ჯგუფი. შეიქმნა 1968 წელს გფრ-ში. შემადგენლობა: როდ ევანსი (ვოკალი), რიჩი ბლეკმორი (გიტარა), ჯონ ლორდი (კლავიშები), ნიკ სიმპერი (ბასი), იენ პეისი (დასარტყმელი ინსტრუმენტები). შემდგომ შეუერთდნენ იენ გილანი და როჯერ გლოვერი.

დიქლორეთანი (ქლორიანი ეთილენი) - უფერული მოძრავი სითხე, აქვს ქლოროფორმისათვის დამახასიათებელი სუნი. წარმოებაში იყენებენ როგორც გამხსნელს.

დიქოგამია (ბერძნ.) - ორსქესა მცენარის ერთ ეგზემპლარზე მამრობითი და მდედრობითი ორგანოების არაერთდროული მომწიფება. აბრკოლებს თვითგანაყოფიერებას.

დიქოტომია (ბერძნ.)

  1. მთელის გაყოფა ორად, შემდეგ თითოეული ნაწილისა კვლავ ორად და ა.შ.

  2. მცენარის ორად განშტოება, თითოეული ტოტის კვლავ ორად განშტოება და ა.შ.

დიქროიზმი (ბერძნ.) - სხეულების თვისება, მიიღონ სხვადასხვა ფერი იმის მიხედვით, თუ რა მიმართულებით გახედავთ.

დიქრომატიზმი (ბერძნ.) - ზოგიერთი ხსნარის შეფერილობის მკვეთრი ცვლილება კონცენტრაციის შეცვლასთან ერთად.

დიქრომატული - ორფეროვანი.

დიქსი ოტო - გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1891-1969 წწ).

დიქსილენდი (ინგლ.)

  1. აშშ-ს სამხრეთი შტატების საერთო სახელი.

  2. საესტრადო ორკესტრი, რომელიც შედგება ორი საქსოფონის, ორი საყვირის, ორი ტრომბონის, ერთი ტუბისა და დასარტყმელი საკრავებისაგან. წარმოიშვა აშშ-ს სამხრეთ შტატებში.

დიქსონი - დაბა რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.

დიქსონის კუნძული - მდებარეობს კარის ზღვაში, რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.

დიქტატი (გერმ.)

  1. უსამართლო შეთანხმება, ხელშეკრულება და სხვა.

  2. პოლიტიკა, რომლის მიზანი სუსტი ქვეყნების საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევაა.

დიქტატორი

  1. რომის იმპერიაში უმაღლესი ექსტრაორდინარი მაგისტრატი, რომელიც ინიშნებოდა უკიდურესი საშინაო ან საგარეო საფრთხის დროს.

  2. შეუზღუდავი ძალაუფლებით აღჭურვილი ერთპიროვნული მმართველი.

დიქტატურა - განუსაზღვრელი ხელისუფლება, რომელიც ემყარება გაბატონებული კლასის ძალას.

დიქტი (გერმ.) - მრავალშრიანი ფანერა, ფირფიცარი.

დიქტიოკაულოზი - ბალახჭამია ცხოველთა ჰელმინთოზური დაავადება.

დიქტიოტასნაირნი - წაბლა წყალმცენარეების რიგი. მოიცავს 1000-ზე მეტ სახეობას.

დიქტორი - რადიოს ან ტელევიზიის მუშაკი, რომელიც მიკროფონთან კითხულობს ტექსტს.

დიქტოფონი - აპარატი, რომლითაც ხდება ზეპირი მეტყველების მექანიკური ჩაწერა და ჩანაწერის კვლავწარმოება.

დიქტუნიუსი ელმარ რაფაელ - ფინელი პოეტი და მთარგმნელი (1896-1961 წწ).

დიქშტაინი შიმონ (ფსევდონიმი იან მლოტი) - პოლონეთის სოციალისტური მოძრაობის მოღვაწე (1858-1884 წწ).

დიქცია (ლათ.) - მკაფიო, გარკვევით წარმოთქმა სიტყვისა თუ სიტყვის მარცვლებისა, წარმოთქმის მანერა.

დიღვამი - იხილე დიღომი.

დიღმელოვი (დიღმელაშვილი) ალექსანდრე - ერთ-ერთი პირველი ქართველი კინოოპერატორი (1884-1957 წწ).

დიღმის ბრძოლა (1567 წელი) - ყიზილბაშ დამპყრობლებთან ქართველი ხალხის ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდი. ირანის შაჰის თამაზ I-ის მიერ ქართლის მეფედ დანიშნული გამაჰმადიანებული დავით XI (დაუთ-ხანი) ყიზილბაშთა ძალებით თბილისის ციხეში იყო გამაგრებული. 1567 წელს ქართლის მეფემ სიმონ I-მა თბილისის გასათავისუფლებლად ლაშქარი შეკრიბა და დიღმის ველზე დადგა. დავით XI ქალაქის ციხიდან გამოვიდა ყიზილბაშების, თბილისის მოლაშქრეთა და სომხით-საბარათიანოს ლაშქრით და სიმონ I-ის ლაშქარს შეება. ამ ბრძოლაში დავით XI დამარცხდა. ერთი ცნობით, მას 2000 მეომარი დაეღუპა. ბრძოლის ველიდან გაქცეულმა დავით XI-მ თბილისის ციხეს შეაფარა თავი. სიმონ I-მა თბილისს ალყა შემოარტყა, მაგრამ ქალაქის გათავისუფლება ვერ შეძლო.

დიღმის გზა - თბილისზე გამავალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული გზა, რომლითაც ქალაქი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს და ჩრდილოეთ კავკასიას უკავშირდებოდა. თბილისიდან დიღმისკენ გზა ორი კარიბჭით მიემართებოდა. ერთი მათგანი დიღმის კართან იწყებოდა (ახლანდელი პუშკინისა და ვერცხლის ქუჩების გადაკვეთაზე), მეორე კი — კოჯრის კართან (ახლანდელი ლესელიძის ქუჩის თავისუფლების მოედანთან შერწყმის ადგილზე). დიღმის კართან გზა დაახლოებით ახლანდელი თაბუკაშვილის ქუჩის დასაწყისის ხაზს მისდევდა, ზემოდან უვლიდა ასპარეზს (დღევანდელი გ. ლეონიძის სახ. ბაღი), გ. ჭანტურიას ქუჩის სწვრივად უხვევდა რუსთაველის გამზირისკენ და აქ, ახლანდელი სასტუმრო „თბილისი-მერიოტის“ ახლოს, უერთდებოდა კოჯრის კარიდან რუსთაველის გამზირით წამოსულ გზას. შემდეგ გზა მიჰყვებოდა დღევანდელ რუსთაველის გამზირის და კოსტავას ქუჩის ხაზს, კვეთდა რამდენიმე ხევს, ხიდით გადადიოდა მდ. ვერეზე, კვლავ კოსტავას ქუჩისა და შემდეგ სააკაძის მოედნის სწვრივად მიდიოდა, მკვეთრად ჩადიოდა მტკვრისკენ და აღმა აუყვებოდა მდინარის მარჯვენა ნაპირს. მოგვიანებით ეს გზა საქართველოს სამხედრო გზის ნაწილი გახდა.

დიღმის კარი (შუა კარი) - კარიბჭე ფეოდალური ხანის თბილისის გალავნის დასავლეთ კედელში, დღევანდელი ვერცხლის და პუშკინის ქუჩების გადაკვეთის ადგილზე. აქედან იწყებოდა დიღმის გზის ერთ-ერთი განშტოება. დიღმის კარი აკავშირებდა კალას გარეთუბანთან. აქ იწყებოდა ძველი თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგზაო არტერია, რომელიც მიუყვებოდა ვერცხლის და ლესელიძის ქუჩების ხაზს. დიღმის კარი უკავშირდებოდა კოჯრის კარს კვირაცხოვლის (ახლანდ. ალ. დიუმას) ქუჩით და მეიდნის, ანუ მუხრანის კარს — დღევანდელი ნიშნიანიძის ქუჩით. დიღმის კარი ცნობლი იყო ასევე „შუა კარის“ სახელით „ქვემო კარსა“ და „მაღლა კარს“ შორის მდებარეობის გამო.

დიღმის მასივი - უბანი თბილისში, დიდუბის რაიონში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დიღმის ველზე. უბანი დაყოფილია 6 კვარტალად. დიღმის მასივის ცენტრალური მაგისტრალია გრიგოლ რობაქიძის გამზირი. ასევე მდებარეობს ბორის პაიჭაძის, ევგენი მიქელაძის, სანდრო ახმეტელის, ჩალაძის და ბელიაშვილის ქუჩები. უბანში მდებარეობს 5 საჯარო სკოლა (¹¹ 130, 134, 140, 147, 169), „დინამოს“საფეხბურთო კლუბი, საფეხბურთო სკოლა „ავაზა“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შსს ქალაქის მთავარი სამმართველო, თბილისის სააპელაციო სასამართლო, მეფე დავით აღმაშენებლის, წმ. ნინოსა და პოეტ ვლადიმერ მაიაკოვსკის ძეგლები.

დიღმისწყალი - მდინარე მცხეთის მუნიციპალიტეტსა და თბილისში. სათავე აქვს სათოვლია-საწკეპელას ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მარჯვენა მხრიდან ერთვის მტკვარს თბილისის ფარგლებში. სიგრძე - 22 კმ, აუზის ფართობი 85 კვ. კმ. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნა - ზაფხულში და შემოდგომაზე, წყალმცირეა ზამთარში და ზაფხულში. საშუალო წლიური ხარჯი 0,25 მ3/წმ.

დიღმისხევი - ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შუა საუკუნეების საქართველოში, ცენტრი - სოფელი დიღომი (ახლანდელი მცხეთის მუნიციპალიტეტი). დიღმისხევში განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა, კერძოდ, მევენახეობა; ხევის ქვედა ნაწილი - დიღმის ველი მეფეთა სანადირო ადგილი იყო. იყენებდნენ აგრეთვე საძოვრად. დიღმისხევის მიწებზე სახლობდნენ სამეფო კარის, საეკლესიო და სათავადო გლეხები. სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან თბილისს მომდგარი მტერი ჩვეილებრივ დიღმისხევის მიდამოებში ბანაკდებოდა. IX-XI საუკუნეებში დიღმისხევი თბილისის საამიროს ტერიტორიის ნაწილი იყო. დიღმისხევის ტერიტორიაზე მიკვლეულია მრავალი არქეოლოგიური ძეგლი.

დიღომი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში, თბილისის ქვაბულში, დიღმისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 5 სოფელს: დიდგორი, დიღომი, ზურგოვანა, თელოვანი, ძველი ვეძისი). ზღვის დონიდან - 520 მეტრი, მცხეთიდან - 15 კილომეტრი, თბილისიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 8746 კაცი. სოფელი ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება დიღუამისა და დიღვამის სახელითაც. ფეოდალურ ხანაში დიღომი ცალკე ადმინისტრატიულ ერთეულის — დიღმის - ცენტრი იყო, XVI საუკუნეში ქართლის მეფეთა ერთ-ერთი სადგომი.

დიღუამი - იხილე დიღომი.

დიყი - მთის მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა. აქვს ღრუ ღერო და დიდ ქოლგად შეკრებილი პატარა ყვავილები. მის ნორჩ ყლორტებს ფცქვნიან და ჭამენ.

დიყიანი - ადგილი, სადაც მეტწილად დიყი იზრდება.

დიშა - ჩინურ მითოლოგიაში - 72 ვარსკვლავის ბოროტი სულები, დიდი დათვის თანავარსკვლავედის ვარსკვლავთა მოწინააღმდეგენი.

დი ჩონი მიკელი - იხილეთ ვეროკიო.

დიცგენი იოზეფ - გერმანელი მუშა, ფილოსოფოსი (1828-1888 წწ).

დიცი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

დიცი ფრიდრიხ კრისტიან - გერმანელი ფილოლოგი (1794-1876 წწ).

დიცინოდონტები - განათხარი ქვეწარმავლების ქვერიგი თერომორფეების ქვეკლასისა. ცხოვრობდნენ პერმული და ტრიასული პერიოდებში.

დიძან-ვანი - ჩინურ მითოლოგიაში - მიწისქვეშა სამყაროს მბრძანებელი, კეთილმოწყალე ღვთაება, რომელიც გარდაცვლილთა სულების მფარველობითაა დაკავებული.

დი-ძიუნი - ჩინურ მითოლოგიაში - ინის პერიოდის მბრძანებელი და ადამიანთა მოდგმის მამამთავარი. წარმოდგენილი ჰყავდათ ფრინველის თავით და ადამიანის სხეულით.

დიჭყე - მდინარე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ოჩხამურის მარცხენა შენაკადი.

დიხაგუძბა - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

დიხაგუძუბა

  1. (ყოფილი ნაკალევი) - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

  2. არქეოლოგიური ძეგლების ერთ-ერთი კატეგორია, ნამოსახლარი გორა კოლხეთის დაბლობზე.

  3. (დიხა გუძუბა) - ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი ძეგლი, რომელიც კოლხეთის დაბლობზე აღმოაჩინეს.

დიხაზურგა (ყოფილი დიდი წიფური) - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

დიხაშური - მდინარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბჟუჟის მარცხენა შენაკადი.

დიხაშხო

  1. უნაყოფო, მწირი მიწა (საბა).

  2. (მეგრ. „დიხა” - მიწა, „შხო, შხუნა” - ნაყოფიერი) - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სამხრეთ იმერეთის მთისწინეთზე, მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე, თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 3 სოფელს: დიხაშხო, ისრითი, ციხისუბანი). ზღვის დონიდან - 180 მეტრი, ვანიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1510 ადამიანი. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია XVIII საუკუნეში.

დიხაწყარი - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, სამურზაყანოს დაბლობზე, ერთვის შავ ზღვას.

დიხთაუ - ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალი ცენტრალური კავკასიონის გვერდით ქედზე, რუსეთის ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში (სიმაღლე - 5203 მტრი).

დიხსუ - ხეობის მყინვარი კავკასიონის ქედზე, შხარის, აილამისა და ფიტნარგინის მწვერვალებს შორის; რამდენიმე ნაკადად ეშვება 2040 მეტრ სიმაღლემდე, სიგრძე - 13 კილომეტრი, ფართობი - 40,7 კვ.კმ. ამ მყინვართან აქვს სათავე მდინარე დიხსუს (მდინარე ბალყარეთის ჩერეკის ერთ-ერთი სათავე, რუსეთის ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკა).

დიხჩო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდამაყრის თემის საკრებულო), გუდამაყრის ქედის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1120 მეტრი, დუშეთიდან - 48 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 17 კაცი.

დი ჯაკომო სალვატორე - იტალიელი მწერალი (1860-1934 წწ).

დიჯეი (აბრევიატურა კომპოზიტისა „დისკ-ჟოკეი“) - მუსიკალური საღამოს, ტელერადიოგადაცემის ან დისკოთეკის წამყვანი.

დი ჯოვანი დი სიმონე კასაი ტომაზო - იხილე მაზაჩო.

დი ჯოვანი დომენიკო - იხილე ბურკიელო.

დი ჯონი - ინგლისელი ალქიმიკოსი, ასტროლოგი, მათემატიკოსი, დედოფალ ელისაბედ I-ის საიდუმლო აგენტი (1527-1608 წწ).

დიჰანგი - მდინარე ბრაჰმაპუტრას ხეობა ჰიმალაებში.

3.8 დლ

▲ზევით დაბრუნება


დლაყვი - ცხოველთ მკლავი (საბა).

დლუგოში იან - პოლონელი ისტორიკოსი და დიპლომატი (1415-1480 წწ).

დლუგი მაქსიმ - ამერიკელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1966 წელს).

დლუსკი (დლუსკი-ლანგერი) ოსტაპ - პოლონელი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე (1892-1964 წწ).

3.9 დმ

▲ზევით დაბრუნება


დმანისი (1947 წლამდე ბაშკიჩეთი)

  1. ქალაქი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს დმანისის ვულკანურ პლატოზე, მდინარე მაშავერის ორივე ნაპირზე, კაზრეთის რკინიგზის სადგურიდან 30 კმ მანძილზე. მანძილი თბილისიდან 93 კმ. ზღვის დონიდან - 1250 მეტრი. მოსახლეობა - 4 ათასამდე.

  2. სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

დმანისის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოს სამხრეთ მთიანეთში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე შედიოდა ტფილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში, 1917-1930 წლებში — ტფილისის მაზრაში, 1930-1933 წლებში — წალკის რაიონში დამოუკიდებელი რაიონია 1933 წლიდან. ფართობი 1206 კვ.კმ. 1 დაბა, 58 სოფელი. მოსახლობა - 35 თასი.

დმანური ფელსი - მეფე დავით VI ნარინის მიერ დმანისში 1245 წელს მოჭრილი სპილენძის მონეტა.

დმენისხევი (დბანისხევი) - ახლანდელი ბოლნისისის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი.

დმენისი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

დმი - თანდებული; დაერთვის ნათესაობით ბრუნვაში მდგომ სახელებს და აღნიშნავს მიმართულებას ვისიმე, რისამე მხარეს.

დმიტერკო ლიუბომირ - უკრაინელი პოეტი (1911 - 1985 წწ).

დმიტრევსკი ივანე - რუსი მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი (1736-1821 წწ).

დმიტრიევა ანა - რუსი ჩოგბურთელი ქალი, სპორტული კომენტატორი (XX-XXI სს).

დმიტრიევა ელისაბედ (ნამდვილი გვარი კუშელიოვა) - რუსი რევოლუციონერი ქალი, პარიზის 1871 წლის კომუნის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე (1850 - 1917 წლის შემდეგ).

დმიტრიევი ალექსანდრ - რუსი არქიტექტორი (1878-1959 წწ).

დმიტრიევი გიორგი - რუსი კომპოზიტორი (დაიბადა 1942 წელს) .

დმიტრიევი ვიქტორ - რუსი მწერალი (1905-1930 წწ).

დმიტრიევი ვლადიმირ - რუსი თეატრის მხატვარი და ფერმწერი (1900-1948 წწ).

დმიტრიევი ივან - რუსი პოეტი (1760-1837 წწ).

დმიტრიევკა - დაბა რუსეთის ტამბოვის ოლქში.

დმიტრიევ-ლოგოვსკი - ქალაქი რუსეთის კურსკის ოლქში.

დმიტრიევსკი - უკრაინის ქალაქ მაკეევკას სახელი 1920-1931 წლებში.

დმიტროვი - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.

დმიტროვკა - დაბა უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში.

დმოვსკი რომან - პოლონეთის პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნული დემოკრატიის ლიდერი (1864-1939 წწ).

3.10 დნ

▲ზევით დაბრუნება


დნეპრ-დვინის კულტურა - ადრინდელი რკინის ხანის კულტურა, გავრცელებული იყო ძვ.წ.აღ. VII - ახ.წ.აღ. III საუკუნეებში სმოლენსკის დნეპრისპირეთში.

დნეპრ-დონეცის კულტურა - ნეოლითის ხანის მონადირე-მეთევზეთა კულტურა ძვ.წ.აღ. V ათასწლეულის მეორე ნახევრიდან III ათასწლეულამდე შუა დნეპრისპირეთში

დნეპრი (ძველბერძენთათვის „ბორისთენესი“) - მდინარე, ერთვის შავი ზღვის დნეპრის ლიმანს, გაედინება ბელორუსიასა და უკრაინაში (2201 კმ).

დნეპრიანი - დაბა უკრაინის ხერსონის ოლქში.

დნეპრის ლიმანი - მდებარეობს შავის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან (უკრაინა).

დნეპროვსკოე - დაბა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში.

დნეპროპეტროვსკი (1796-1802 წლებში ნოვოროსიისკი, 1796 წლამდე და 1802-1926 წლებში ეკატერინოსლავი) - ქალაქი უკრაინაში (1, 2 მილიონი).

დნეპრორუდნოე - ქალაქი უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში.

დნეპროძერჟინსკი (1936 წლამდე კამენსკოე) - ქალაქი უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში (290 ათასი).

დნეპროჰესი - ჰიდროელექტროსადგური მდინარე დნეპრზე ქალაქ ზაპოროჟიეში, აშენდა 1927-1932 წლებში.

დნესტრი - მდინარე, ერთვის შავი ზღვის დნესტრის ლიმანს, გაედინება უკრაინასა და მოლდავეთში (1352 კმ).

დნესტროვსკი - დაბა მოლდავეთში.

დნიანეშვარი დნიანდევი - ინდოელი პოეტი და რელიგიის რეფორმატორი (1271-1296 წწ).

დნიშევი ალიბეკ - ყაზახი მომღერალი, ტენორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1951 წელს).

დნო - ქალაქი რუსეთის ფსკოვის ოლქში.

დნობადი - ის, რაც დნობას ექვემდებარება.

დნუსი - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

3.11 დო

▲ზევით დაბრუნება


დო

  1. შედღვებილი მაწვნისაგან კარაქის მოხდის შემდეგ დარჩენილი მომჟავო სითხე.

  2. პირველი მუსიკალური ნოტა.

დობამა ასიაიონი (სიტყვასიტყვით - ასოციაცია „ჩვენი ბირმა“) - ბირმის (ამჟამად მიანმას) პოლიტიკური ორგანიზაცია XX საუკუნის 30-იან წლებში. ცნობილია ასევე „ტაკინების პარტიის“ სახელწოდებით.

დობანტონი ლუი ჟან მარი - ფრანგი ნატურალისტი (1716-1800 წწ).

დობელე (1917 წლამდე დობლენი) - ქალაქი ლატვიაში.

დობერაზენი - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

დობერვალი (ნამდვილი გვარი ბერშე) ჟან - ფრანგი ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი (1742 - 1806 წწ).

დობერმან-პინჩერი (მოკლედ დობერმანი) - მეძებარი ძაღლის ჯიში (გერმანელი კინოლოგის დობერმანის გვარის მიხედვით).

დობი იშტვან - უნგრეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1898-1968 წწ).

დობი მორის ჰერბერტ - ინგლისელი ეკონომისტი (1900-1985 წწ).

დობიაშ-როჟდესტვენსკაია ოლგა - რუსი ისტორიკოსი, მედიევესტი (1874-1930 წწ).

დობიაში ვაცლავ - ჩეხი კომპოზიტორი (1909-1978 წწ).

დობილი - დად მიჩნეული, დის მაგიერი.

დობილო - იგივეა, რაც მაღლარი.

დობინი შარლ ფრანსუა - ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი (1817-1878 წწ).

დ,ობინიაკი ფრანსუა ედელენ - იხილე ობინიაკი ფ.ე.

დ,ობინიე თეოდორ აგრიპა - იხილე ობინიე თ.ა.

დობირო - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (გომის თემის საკრებულო), მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან - 200 მეტრი, სამტრედიიდან - 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 257 კაცი.

დობიჩინი ლეონიდ - რუსი მწერალი (1896-1936 წწ).

დობნერი გელასიუს (ნამდვილი სახელი იობ ფელიქსი) - ჩეხი ისტორიკოსი (1719-1790 წწ).

დობო იშტვან - თურქ დამპყრობთა წინააღმდეგ უნგრელი ხალხის ბრძოლის გმირი (გარდაიცვალა 1572 წელს).

დობჟანსკი ბოგდან - პოლონელი ასტროფიზიკოსი (1909-1987 წწ).

დობჟანსკი თეოდოსიუს - ამერიკელი გენეტიკოსი (1900-1978 წწ).

დობჟინსკი კონსტანტინე - საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრის მსახიობი (1889-1967 წწ).

დობრა - სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ვალუტა, ბრუნვაშია 1977 წლიდან (შემოიღეს ესკუდოს ნაცვლად).

დობრიანკა

  1. ქალაქი რუსეთის პერმის ოლქში.

  2. დაბა უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში.

დობრიატინო - დაბა რუსეთის ვლადიმირის ოლქში.

დობრინია ნიკიტიჩი - გოლიათი, რუსული ბილინების გმირი.

დობრინინი ბორის - რუსი გეოგრაფი (1885-1951 წწ).

დობრინკა - დაბა რუსეთის ლიპეცკის ოლქში.

დობრიჩი (1949-92 წლებში ტოლბუხინი) - ქალაქი ბულგარეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (115 ათასი).

დობროველიჩკოვკა - დაბა უკრაინის კიროვოგრადის ოლქში.

დობროვიჩი ნიკოლა - სერბი არქიტექტორი (1897-1967 წწ).

დობროვიჩი პეტარ - სერბი მხატვარი (1890-1942 წწ).

დობროვოლსკაია ევგენია - რუსი მსახიობი ქალი (დაიბადა 1964 წელს).

დობროვოლსკი ანატოლი - უკრაინელი არქიტექტორი (1910-1988 წწ).

დობროვოლსკი გიორგი - რუსი კოსმონავტი, დაიღუპა კოსმოსური ფრენის დასრულებისას (1928-1971 წწ).

დობროვოლსკი ვიქტორ - უკრაინელი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1906-1984 წწ).

დობროვოლსკი ვლადიმირ - რუსი მწერალი (დაიბადა 1918 წელს).

დობროვსკი იოჟეფ - ჩეხი განმანათლებელი, სლავთმცოდნეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1753-1829 წწ).

დობროლიუბოვი ალექსანდრ - რუსი პოეტი (1876-1945 წწ).

დობროლიუბოვი ნიკოლაი - რუსი კრიტიკოსი, პუბლიცისტი (1836-1861 წწ).

დობრომილი - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში.

დობრონრავოვი ბორის - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1896-1949 წწ).

დობროპოლიე - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში.

დობროტვორი - დაბა უკრაინის ლვოვის ოლქში.

დობროჯანუ-გერეა ალექსანდრუ - რუმინეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1879-1937 წწ).

დობროჯანუ-გერეა კონსტანტინ (ნამდვილი სახელი და გვარი სოლომონ კაცი) - რუმინელი სოციოლოგი, პუბლიცისტი (1855-1920 წწ).

დობრჟანსკაია ლუბოვ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1908-1980 წწ).

დობრუში - ქალაქი ბელორუსიის გომელის ოლქში.

დობრუჯა - ისტორიული ოლქი რუმინეთსა და ბულგარეთში, მდინარე დუნაის ქვემო დინებაში.

დობუჟინსკი მსტისლავ - რუსი გრაფიკოსი და თეატრის მხატვარი (1875 - 1957 წწ).

დოგა ეუჟენიო - მოლდაველი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1937 წელს).

დოგარესა (იტალ.) - დოჟის მეუღლე.

დოგელი ალექსანდრ - რუსი პისტოლოგი (1852-1922 წწ).

დოგელი ვალენტინ - რუსი ზოოლოგი, აკადემიკოსი (1882-1955 წწ).

დოგენი - იაპონელი მოაზროვნე, სოტოს ბუდისტური ძენის სკოლის დამაარსებელი (1200-1253 წწ).

დოგი (ინგ.) - დიდი და ღონიერი ძაღლის ჯიში.

დოგილევა ტატიანა - თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი ქალი (დაიბადა 1957 წელს).

დოგმა (ბერძნ.) - დებულება, რომელიც დასაბუთებული არ არის და რომელსაც ბრმად, კრიტიკის გარეშე იღებენ.

დოგმატი - ღვთისმეტყველებაში უცილობელ ჭეშმარიტებად აღიარებული და ყველა მორწმუნისათვის სავალდებულო ძირითადი დებულება.

დოგმატიზმი - დოგმებზე დამყარებული არაკრიტიკული აზროვნება.

დოგმატიკა - რაიმე რელიგიის დოგმატების სისტემატური გადმოცემა.

დოგმატიკოსი - დოგმებით მოაზროვნე.

დოგონი (დოგომი) - მალის რესპუბლიკაში მცხოვრები ხალხი.

დოგუზაანი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

დოდაშვილი კოტე - ენათმეცნიერი და ლიტერატურათმცოდნე (დაბადების წელი უცნობია - გარდაიცვალა 1919 წელს).

დოდაშვილი სოლომონ - განმანათლებელი, ფილოსოფოს-ლოგიკოსი, ჟურნალისტი (1805-1836 წწ).

დოდე ალფონს - ფრანგი მწერალი (1840-1897 წწ).

დოდეკაგონი (ბერძნ.) - თორმეტკუთხედი.

დოდეკაედრი (ბერძნ.) - წესიერი თორმეტწახნაგა.

დოდეკანესი - საბერძნეთის კუთვნილი კუნძულების ჯგუფი ეგეოსის ზღვაში.

დოდეკაფონია - მუსიკის შეთხზვის მეთოდი, როცა ბგერათა შორის კილოური კავშირი ირღვევა, წარმოიშვა XX საუკუნის დასაწყისში.

დოდერერი ჰაიმიტო ფონ - ავსტრიელი მწერალი (1896-1966 წწ).

დოდლანი - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

დოდო

  1. უზილფო ჯიღა (საბა).

  2. დავით გარეჯელის უახლოესი მოწაფე და თანამზრახველი, კახეთის მკვიდრი (VI საუკუნის I ნახევარი)

  3. კაცის (შემოკლებული დიმიტრი) ან ქალის (სხვა რომელიმე სახელის ნაცვალი) ქართული სახელი.

დოდოთი - სოფლები ჯავის და ცხინვალის მუნიციპალიტეტებში.

დოდოთის ცხრაკარა - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, დარბაზული ეკლესია ცხინვალის სიახლოვეს (აგებულია X საუკუნეში).

დოდომა - აფრიკის სახელმწიფო ტანზანიის დედაქალაქი.

დოდონე - ძველი ბერძნული ქალაქი ეპირაში, ერთ-ერთი უძველესი რელიგიური ცენტრი.

დოდონი - ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ზევსისა და ოკეანიდ ევროპეს ვაჟი.

დოდოს რქა - მონასტერი, ფეოდალური სენიორია, განათლებისა და კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრი ძველ საქართველოში, ხუროთმოძღვრული ძეგლი დავითგარეჯელის სამონასტრო კომპლექსში, დააარსა დავითგარეჯელის მოწაფე დოდომ (VI საუკუნე).

დოდსი ბები - ამერიკელი ჯაზმენი, მომღერალი (1898-1959 წწ).

დოდსი ჯონი - ამერიკელი ჯაზმენი, მუსიკოსი (1892-1940 წწ).

დოეს-გრაკლის არხი - არხი კასპის მუნიციპალიტეტში.

დოესი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

დოვატორი ლევ - გენერალ-მაიორი, საბჭოთა კავშირის გმირი (1903-1941 წწ).

დოვბიში - დაბა უკრაინის ჟიტომირის ოლქში.

დოვბუში ოლექსა - კარპატელი გლეხების ანტიფეოდალური ბრძოლის ხელმძღვანელი (1700-1745 წწ).

დოვე ჰენრიხ - გერმანელი კლიმატოლოგი (1803-1979 წწ).

დოვეიკო ვლადიმირ - ცირკის რუსი მსახიობი, აკრობატი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1922 წელს).

დოვილ-სიურ-მერი - საფრანგეთის საზღვაო კლიმატური კურორტი ლა-მანშის სრუტის პირას.

დოვიცი ბერნარდო - იხილეთ ბიბიენა.

დოვლათი (სპარს.) - ქონება, სიმდიდრე, სიუხვე.

დოვლათიანი - დოვლათის მქონე, ბარაქიანი.

დოვლათიანი ფრუნზე - სომეხი მსახიობი და კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1927 წელს).

დოვლატოვი სერგეი - რუსი მწერალი (1941-1990 წწ).

დოვმონტი (დაუმანტასი) - ფსკოვის დიდი თავადი XIII საუკუნეში, წარმოშობით ლიტველი.

დოვჟენკო ალექსანდრე - უკრაინელი კინორეჟისორი, მწერალი და კინოდრამატურგი (1894-1956 წწ).

დოზა (ბერძნ.)

  1. ერთ ჯერობაზე მისაღები წამლის რაოდენობა.

  2. ზოგადად რისამე მოზომილი რაოდენობა.

დოზა ალბერ - ფრანგი ლინგვისტი (1877-1955 წწ).

დოზანა (სპარს.) - ჯანდაბა, ჯოჯოხეთი.

დოზატორი - მოწყობილობა ფხვიერი, თხევადი ან გაზისებრი ნივთიერების ასაწყავად.

დოზდაბი - იხილე ზაჰედანი.

დოზი რაინჰარტ - ჰოლანდიელი არაბისტი და ისლამმცოდნე (1820-1883 წწ).

დოზიმეტრი - ხელსაწყო, რომლითაც არკვევენ რადიოაქტიური გამოსხივების რაოდენობას.

დოზიმეტრია - გამოყენებითი ფიზიკის დარგი, რომელიც იკვლევს რადიოაქტიური პრეპარატების გამოსხივებასა და აქტივობას.

დოზირება - დოზებად დაყოფა, დოზის დადგენა.

დოი-დოი - მტრედების მოსახმობი ძახილი.

დოიანი - ის, რასაც რძის პროდუქტი დო ურევია.

დოიბლერი თეოდორ - ავსტრიელი მწერალი და ხელოვნების თეორიტიკოსი (1876-1934 წწ).

დოიე - ქალთა მოდის პარიზული ფირმა, დაარსებულია 1900 წელს.

დოიზი ედუარდ - ამერიკელი ბიოქიმიკოსი, 1943 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჰ.დამთან ერთად (1893-1986 წწ).

დოილი ართურ კონან - ინგლისელი მწერალი (1859 - 1930 წწ).

დოინა (რუმინ.)

  1. რუმინული და მოლდავური ხალხური სიმღერა.

  2. მოლდავეთის საგუნდო კაპელა.

დოიჩე აეროსპეის - კონცერნ „დაიმლერ-ბენცის“ შემადგენლობაში არსებული გერმანული ავიაკოსმოსური ფირმა.

დოიჩე ბანკი - გერმანიის უდიდესი ბანკი, დაარსებულია 1870 წელს.

დოიჩი იულიუს - ავსტრიის პოლიტიკური მოღვაწე (1884-1968 წწ).

დოინჯი - წელზე შემოდებული ხელები.

დოკი (ინგლ.) - ნაგებობა, სადაც აწარმოებენ გემის კორპუსის წყალქვეშა ნაწილის წმენდას, შეღებვას, რემონტს.

დოკერი - ნავსადგურის მტვირთავი მუშა.

დოკომიზი - ჭრელად ქვა თლილი შეწყობილი (საბა).

დოკუმენტი (ლათ.)

  1. რისამე დამადასტურებელი მოწმობა, საბუთი.

  2. წერილობითი ცნობა.

დოკუმენტაცია - დოკუმენტების კრებული.

დოკუმენტური კინო - კინოხელოვნების დარგი, რომელშიც, მხატვრული კინოსაგან განსხვავებით, გადაღებულია ნამდვილად არსებული ფაქტები და მოვლენები.

დოკუჩაევი ვასილი - რუსი ბუნებისმეტყველი, გენეზისური ნიადაგმცოდნეობისა და ზონალური აგრონომიის ფუძემდებელი (1846-1903 წწ).

დოკუჩაევსკი (1954 წლამდე ელენოვსკიე-კარიერი) - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში.

დოლა - ურქო ძროხა, ცხვარი, თხა.

დოლაბელა პუბლიუს კორნელიუს - ძველ რომში ციცერონის სიძე, პოლიტიკური მოღვაწე.

დოლაბერიძე იამზე - მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1939 წელს).

დოლაბი (სპარს. სიტყვასიტყვით „ორი ბაგე“) - წისქვილის ქვა.

დოლარი (ინგლ.) - ფულის ერთეული ამერიკის შეერთებულ შტატებში, უდრის 100 ცენტს (შემოღებულია 1786 წელს) და მთელ რიგ სხვა ქვეყნებში (კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ლიბერია, ზიმბაბვე, ბრუნეი, სინგაპური, ბარბადოსი, გაიანა, ტრინიდადი და ტობაგო, ბაჰამისა და ბერმუდის კუნძულები).

დოლასვიფი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

დოლასქედი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭართლის თემის საკრებულო), გუდამაყრის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე არაგვის მარცხენა მხარეს, ჟინვალის წყალსაცავის ზემოთ. ზღვის დონიდან - 1000 მეტრი, დუშეთიდან - 34 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 109 კაცი.

დოლაქისღელე - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზუარეთის მარჯვენა შენაკადი.

დოლბანდი (სპარს.)

  1. თეთრი თხელი, რბილი ქსოვილი.

  2. იგივე ჩალმა.

დოლგანები - რუსეთის ტაიმირის მხარის (დოლგან-ნენცების) ნაციონალურ ოკრუგში მცხოვრები ხალხი.

დოლგაია - მდინარე, იხილე ტურა.

დოლგი - კუნძული შავ ზღვაში, უკრაინის ხერსონის ოლქში.

დოლგიე - კუნძულები აზოვის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

დოლგოე - დაბა უკრაინის იმიერკარპატების და რუსეთის ორიოლის ოლქებში.

დოლგოპლოსკი ბორის - რუსი ქიმიკოსი, აკადემიკოსი (1905-1994 წწ).

დოლგოპრუდნი - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.

დოლგორუკი იური - იხილე იური დოლგორუკი.

დოლგორუკოვი ვასილი - რუსი გენერალ-ფელდმარშალი, ხელმძღვანელობდა 1708 წლის ბულავინის აჯანყების ჩახშობას (1667-1746 წწ).

დოლგორუკოვი ივან - რუსი პოეტი (1764-1823 წწ).

დოლგუშინელები - რუს რევოლუციონერთა წრე XIX საუკუნის მეორე ნახევრის სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში.

დოლგუშინი ალექსანდრ - რუსი რევოლუციონერი (1848-1885 წწ).

დოლგუშინი ნიკიტა - რუსი ბალეტის მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1938 წელს).

დოლე ეტიენ - ფრანგი ჰუმანისტი, ლიონელი მესტამბე (1509-1546 წწ).

დოლენკო ვასილი - კინოოპერატორი, რეჟისორ-მემონტაჟე, მოღვაწეობდა თბილისში (1902-1980 წწ).

დოლეჟალი ნიკიტა - საბჭოთა ეპოქის მეცნიერ-ენერგეტიკოსი, აკადემიკოსი (1899-1995 წწ).

დოლერიტი - ფუძე შედგენილობის ძარღვული ან ეფუზიური მაგმური ქანი.

დოლი

  1. (სპარს.) - საკრავი, ღრუ ცილინდრი, რომელსაც ორივე მხარეს ტყავი აქვს გადაკრული.

  2. ბატკნების მოგების დრო, იწყება ნერბვიდან 140-145 დღის შემდეგ.

  3. (დოლის პური) - ძირითადი ხორბლეული საქართველოში. თავთავი იცის ფხიანი, მარცვალი მსხვილი. საშემოდგომო ჯიში-პოპულაცია.

  4. სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

  5. ქალაქი დიდ ბრიტანეთში, ინგლისის შრიფშირის საგრაფოში.

დოლიაური (დოლიაურის ხევი) - პატარა, პერიოდული მდინარე კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში. მდინარე კისისხევის მარჯვენა შენაკადი. სათავეს იღებს გომბორის ქედიდან. დოლიაურის ხევის ნაპირზეა აშენებული სოფლები, წინანდალი და ქვემო ხოდაშენი.

დოლიანი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

დოლივიე პიერ - სოფლის უღარიბესი ფენების ერთ-ერთი იდეოლოგი საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს (დაიბადა 1746 წელს - გარდაცვალების წელი უცნობია).

დოლივო-დობროვოლსკი მიხაილ - რუსი ელექტროტექნიკოსი, სამფაზიანი დენის ტექნიკის შემქმნელი (1861-1919 წწ).

დოლიზი - ქალაქი კონგოში.

დოლინა ლარისა - რუსული ესტრადის მომღერალი ქალი (დაიბადა 1955 წელს).

დოლინა - ქალაქი უკრაინის ივანო-ფრანკოვსკის ოლქში.

დოლინი ბორის - რუსი კინორეჟისორი (1903-1976 წწ).

დოლინინა ნატალია - რუსი მწერალი ქალი (1928-1979 წწ).

დოლინკა - დაბა ყაზახეთის ყარაღანდის ოლქში.

დოლინსკაია - ქალაქი უკრაინის კიროვოგრადის ოლქში.

დოლინსკი - ქალაქი რუსეთის სახალინის ოლქში.

დოლინსკის ნამოსახლარი - ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ.აღ. III-II ათასწლეულები) ნამოსახლარი, ჩრდილოეთ კავკასიაში, ქალაქ ნალჩიკის მახლობლად.

დოლის პური - იხილე დოლი3.

დოლიქოკეფალი - გრძელი თავის ქალის მქონე ადამიანი.

დოლიქოკეფალია (ბერძნ.) - თავის ქალის ფორმა, რომლის სიგრძივი ზომა (ცხვირის ფუძიდან კეფამდე) მნიშვნელოვნად მეტია განივზე (შეადარე - ბრაქიკეფალია).

დოლიქომორფული აგებულება - სხეულის ისეთი აგებულება, რომელსაც ახასიათებს გრძელი კიდურები და ვიწრო ტანი.

დოლიქოცეფალი - იგივე დოლიქოკეფალი.

დოლიძე დიმიტრი - მეცნიერი სამშენებლო კონსტრუქციების დარგში, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1908-1976 წწ).

დოლიძე ვიქტორ - კომპოზიტორი, ქართული კომიკური ოპერის ფუძემდებელი (1890-1933 წწ).

დოლიძე თათული - თეატრის და კინოს მსახიობი (დაიბადა 1952 წელს).

დოლიძე ლალი - სპორტსმენი (მხატვრული ტანვარჯიში). მსოფლიოს ჩემპიონი ჯგუფურ ვარჯიშსა და გუნდურ შეჯიბრებაში (1979 წ) (1958-2005 წწ).

დოლიძე ოლღა - ესტრადისა და თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1904-1988 წწ).

დოლიძე სიმონ (სიკო) - კინორეჟისორი და კინოდრამატურგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1903-1983 წწ).

დოლიძე ქეთევან (ქეთი) - რეჟისორი და მსახიობი, საზოგადო მოღვაწე (დაიბადა 1945 წელს).

დოლმატოვი სერგეი - რუსი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1959 წელს).

დოლმატოვსკი - დაბა რუსეთის ივანოვოს ოლქში.

დოლმატოვსკი ევგენი - რუსი პოეტი (1915-1994 წწ).

დოლმენი (ფრანგ.) - უძველესი სამარხი, აკლდამა, აგებული დიდი ლოდებისა და ფილებისაგან.

დოლნი-ვესტონიცე - ზედაპალეოლითური ნამოსახლარი ჩეხეთში (სამხრეთი მორავია).

დოლო ლუი - ბელგიელი პალეონტოლოგი (1857-1931 წწ).

დოლო - ქალაქი ეთიოპიის სამხრეთ ნაწილში.

დოლოგანი - სოფელი და მდინარე (აჭარისწყლის მარჯვენა შენაკადი) ქედის მუნიციპალიტეტში.

დოლომანი (პოლონ.)

1) ჰუსართა მუნდირი განსაკუთრებული თარგისა, ზონრებით მოქარგული.

2) ქალის სამოსი, კაბა განსაკუთრებული თარგისა.

დოლომისისწვერი - მწვერვალი ონის მუნიციპალიტეტში, კედელას ქედზე.

დოლომიტი (ფრანგ.) - მონაცრისფრო თეთრი მინერალი, კალციუმისა და მაგნეზიის შემცველი (იყენებენ მინის, კერამიკის და სხვა წარმოებაში).

დოლომიტის ალპები - მთიანი მასივი იტალიაში.

დოლონდი ჯონ - ინგლისელი ოპტიკოსი (1706-1761 წწ).

დოლონი - ძველი ბერძნული მითოლოგიიის თანახმად, ტროელთა მზვერავი, რომელიც ოდისევსმა და დიომიდემ დაიჭირეს და მისი მეშვეობით ტროელთა ძალების განლაგება შეიტყვეს.

დოლონის უღელტეხილი - მდებარეობს ცენტრალურ ტიან-შანში, ყირგიზეთის ოშის ოლქში.

დოლონსუკი - უღელტეხილი მესტიის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე.

დოლოს კანონი - ევოლუციის შეუქცევადობის კანონი, რომლის თანახმადაც ორგანიზმი ნაწილობრივადაც ვერ დაუბრუნდება თავისი წინაპრების მდგომარეობას.

დოლოშა

  1. სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხეობის თემის საკრებულო), ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1280 მეტრი, დუშეთიდან - 34 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 38 კაცი.

  2. მთა დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ქართლის ქედზე (სიმაღლე - 1410 მეტრი).

დოლჟი - ჟუდეცი სამხრეთ რუმინეთში.

დოლრა

  1. მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

  2. (დოლრაჭალა) მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი.

დოლრასწვერი - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

დოლრაჭალა - მდინარე, იხილე დოლრა.

დოლურა - სხვადასხვა მანქანაში ღრუ ცილინდრული დეტალი.

დოლუხანიანი ზარუჰი (დოლუხანოვა ზარა) - სომეხი ოპერის მომღერალი ქალი, მეცო-სოპრანო, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1918 წელს).

დოლფი ერიკ - ამერიკელი ჯაზმენი და კომპოზიტორი (1928-1964 წწ).

დოლფუსი ენგელბერტ - ავსტრიის პოლიტიკური მოღვაწე, ფედერალური კანცლერი და საგარეო საქმეთა მინისტრი 1932-1934 წლებში (1892-1934 წწ).

დოლჩე (იტალ.) - მუსიკალური ცნება, აღნიშნავს „ნაზად, საამოდ“ შესრულებას.

დოლჩე სტილ ნუოვო (ახალი საამური სტილი) - XIII საუკუნის დასასრულის იტალიური პოეტური სკოლა.

დოლჩი დანილო - იტალიელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (დაიბადა 1924 წელს).

დოლჩი კარლო - იტალიელი ფერმწერი, ფლორენციის სკოლის წარმომადგენელი (1616-1686 წწ).

დოლჩინო (ფრა დოლჩინო) - გლეხურ-პლებეური აჯანყების ბელადი ჩრდილოეთ იტალიაში (დაბადების წელი უცნობია - 1307 წ).

დომაგკი გერჰარდ - გერმანელი პათოლოგი და მიკრობიოლოგი, 1939 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1895-1964 წწ).

დომალი რენე - ფრანგი მწერალი (1908-1944 წწ).

დომანიოვკა - დაბა უკრაინის ნიკოლაევის ოლქში.

დომანოვიჩი რადოე - სერბი მწერალი (1873-1908 წწ).

დომანოვსკი ენდრე - უნგრელი ფერმწერი-მონუმენტალისტი (1907-1975 წწ).

დომაჟლიცე - ქალაქ-ნაკრძალი ჩეხეთში.

დომარი ევსეი დეივიდ - ამერიკელი ეკონომისტი (დაიბადა 1914 წელს).

დომარკასი იუოზას - ლიტველი დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1936 წელს).

დომაშნიკოვი ბორის - რუსი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1924 წელს).

დომაჩევო - დაბა ბელორუსიის ბრესტის ოლქში.

დომბა - დიდი წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა.

დომბა-ბიზონი (ბიზონდომბა) - დომბისა და ბიზონის სახეობათშორისი ჰიბრიდი.

დომბაი - დაბა რუსეთის სტავროპოლის მხარეში.

დომბაის ველი - მთათაშუა ქვაბული კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთი კალთის ძირში.

დომბაი-ულგენი - მწვერვალი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონზე (4046 მეტრი).

დომბაროვსკი - დაბა რუსეთის ორენბურგის ოლქში.

დომბახა - მდინარე გაგრასთან, ბითაგის მარცხენა შენაკადი.

დომბრა (ყაზახურად დომბირი) - ყაზახური ხალხური ორსიმიანი საკრავი.

დომბროვა-გურნიჩა - ქალაქი და სავოევოდო სამხრეთ-დასავლეთ პოლონეთში (140 ათასი).

დომბროვიცა - უკრაინის ქალაქ დუბროვიცას სახელი 1940 წლამდე.

დომბროვსკა მარია - პოლონელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი და კრიტიკოსი (1889-1965 წწ).

დომბროვსკაია იულია - საბჭოთა ეპოქის პედიატრი ქალი, მედიცინის მეცნიერებათ აკადემიის აკადემიკოსი (1891-1976 წწ).

დომბროვსკაია მარია - პოლონელი მწერალი ქალი (1889 1965 წწ).

დომბროვსკი იან ჰენრიკ - პოლონელი გენერალი, 1792 წლის პოლონეთის აჯანყების აქტიური მონაწილე (1755-1818 წწ).

დომბროვსკი იაროსლავ - პოლონელი რევოლუციონერი, პარიზის 1871 წლის კომუნის სამხედრო მოღვაწე (1836-1871 წწ).

დომბროვსკი იური - რუსი მწერალი (1909-1978 წწ).

დომეიკო იგნაცი - პოლონელი გეოგრაფი და გეოლოგი, ჩილეს ერთ-ერთი პირველი მკვლევარი (1802 - 1889 წწ).

დომენები - ფერომაგნიტური ნიმუშის გაჯერებამდე დამაგნიტებული არეები, რომლებადაც ის ნაწევრდება კიურის ტემპერატურის ქვევით.

დომენი (ფრანგ.)

  1. შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპაში ფეოდალის პირადი საკუთრება მიწაზე.

  2. სახელმწიფოს კუთვნილი ქონება.

დომენიკინო (ნამდვილი სახელი და გვარი დომენიკო ცამპიერი) - იტალიელი ფერმწერი, აკადემისტი, ბოლონიის ფერწერული სკოლის წარმომადგენელი (1581-1641 წწ).

დომენიკო ვენეციანო - იტალიელი ფერმწერი, ადრინდელი აღორძინების ფლორენციული სკოლის წარმომადგენელი (1410 წლამდე - 1462 წ).

დომენტი - საქართველოს რამდენიმე კათალიკოს-პატრიარქის სახელი:

დომენტი I - აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1556-1560 წლებში.

დომენტი II - აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი XVI საუკუნის მიწურულს.

დომენტი III - აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1660-76 წლებში. 4)

დომენტი IV (ერისკაცობაში დამიანე ლევანის ძე ბაგრატიონი) - აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1705-41 წლებში, ვახტანგ VI-ის ძმა.

დომენჩინა ხუან ხოსე - ესპანელი პოეტი (1898-1959 წწ).

დომესტიკაცია (ლათ.) - მოშინაურება (გარეული ცხოველებისა).

დომესტიკოსი - მაღალი სამხედრო თანამდებობა ბიზანტიაში, კონსტანტინოპოლის გვარდიის ჯარების მეთაური.

დომი - მწვერვალი შვეიცარიაში.

დომიანიჩი დრაგუტინ - ხორვატი პოეტი (1875-1933 წწ).

დომიდუკა და იტერდუკა - ძველი ბერძნული მითოლოგიიის თანახმად, სახლიდან პირველად გამოსული ბავშვის გზის დამლოცველი და გამცილებელი დემონები.

დომიე ონორე ვიქტორიენ - ფრანგი გრაფიკოსი, ფერმწერი და მოქანდაკე (1808-1879 წწ).

დომინანტი (ლათ.)

  1. ძირითადი გაბატონებული იდეა.

  2. მაჟორული ან მინორული გამის მეხუთე საფეხური.

  3. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში დროებით გაბატონებული რეფლექსი, რომელიც ცვლის ან აფერხებს სხვა რეფლექსებს.

დომინანტობა (დომინირება) - წყვილი მემკვიდრული ფაქტორის-ალელური გენების ფორმა, როდესაც ერთი მათგანი ახშობს მეორის მოქმედებას.

დომინანტსეპტაკორდი - მაჟორის ან მინორის მეხუთე საფეხურზე აგებული სეპტაკორდი, რასაც დომინანტური ფუნქცია აქვს.

დომინატი (ლათ.) - რომის იმპერიის გვიანდელ პერიოდში იმპერატორის შეუზღუდავი ხელისუფლების რეჟიმი განსხვავებით პრინციპატისგან, რომლის დროსაც შენარჩუნებული იყო ზოგი რესპუბლიკური დაწესებულება.

დომინგეს კამარგო ერნანდო - კოლუმბიელი პოეტი (დაახლოებით 1590-1656 წწ).

დომინგო პლასიდო - ესპანელი მომღერალი, ტენორი, მღერის ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ-ოპერაში“ 1968 წლიდან, „ლა სკალაში“ - 1969 წლიდან (დაიბადა 1941 წელს).

დომინიკა (დომინიკას თანამეგობრობა, ინგლ. Commonwealth of Dominica).

    • სახელმწიფო კარიბის ზღვის მცირე ანტილის არქიპელაგის ამავე სახელის კუნძულზე.

    • დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1978 წლის 3 ნოემბერი.

    • ეროვნული დევიზი - „Apres le Bondie, C'est la Ter“.

    • ჰიმნი -„Iსლე ოფ Bეაუტყ, Iსლე ოფ შპლენდოურ“ (კუნძული სილამაზისა, კუნძული სიუხვისა).

    • მართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.

    • ფართობი - 790 კვ.კმ.

    • მოსახლეობა - 80 ათასი.

    • სიმჭიდროვე - 93 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

    • დედაქალაქი - როზო.

    • ოფიციალური ენა - ინგლისური.

    • ეროვნული ვალუტა - აღმოსავლურკარიბული დოლარი.

    • ქვეყნის კოდი - DMN.

    • დროის სარტყელი - UTC -4.

    • სატელეფონო კოდი - +767.

    • ინტერნეტ-დომენი - dm.

დომინიკა

      1. კუნძული მცირე ანტილიის არქიპელაგში (ვესტინდოეთი).

      2. იხილე დომინიკელთა რესპუბლიკა.

დომინიკ დე გუსმანი - ესპანელი ბერი, დომინიკელთა ორდენის დამაარსებელი (1170-1221 წწ).

დომინიკელები

  1. კათოლიკური „მათხოვრული“ მონაზვნური ორდენი, რომელიც შეიქმნა 1215 წელს, ტულუზაში, ერესის დასათრგუნავად და რომელიც დღესაც არსებობს.

  2. დომინიკელთა რესპუბლიკის მოსახლეობა.

დომინიკელთა რესპუბლიკა (დომინიკა, ესპან. Republica Dominicana).

    • სახელმწიფო ვესტ-ინდოეთში, კუნძულ ჰაიტის აღმოსავლეთ ნაწილში და მიმდებარე კუნძულებზე. დასავლეთით ესაზღვრება ჰაიტის.

    • დამოუკიდებლობის დღე (ჰაიტისგან) - 1844 წლის 27 თებერვალი.

    • ეროვნული დევიზი - „Dios, patria, libertad” (ღმერთი, სამშობლო, თავისუფლება).

    • ჰიმნი - Quisqueyanos valientes”.

    • მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.

    • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

    • საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული ასამბლეა, რომელიც შედგება ორი პალატისგან.

    • ფართობი - 48 730 კვ.კმ.

    • დაყოფილია 34 პროვინციად და 1 ეროვნულ ოლქად.

    • მოსახლეობა - 9,1 მილიონი.

    • სიმჭიდროვე - 182 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

    • დედაქალაქი - სანტო-დომინგო.

    • ოფიციალური ენა - ესპანური.

    • ეროვნული ვალუტა - დომინიკური პესო.

    • ქვეყნის კოდი - DOM.

    • დროის სარტყელი - UTC -4.

    • სატელეფონო კოდი - +1-809, 1-829.

    • ინტერნეტ-დომენი - do.

დომინიონი (ინგლ.) - ტერმინი, რითაც აღინიშნებოდა სახელმწიფოები - ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრი ინგლისის ყოფილი კოლონიები: კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, თანამედროვე სამყაროში ამ ტერმინს ენაცვლება „(ერთა) თანამეგობრობის წევრები“.

დომინირებული - გაბატონებული, ძირითადი, უპირატესი.

დომინო

  1. ძვლის ფირფიტების სათამაშო კომპლექტი ზედ დასმული წერტილებით, ამ ფირფიტებით თამაში.

  2. სამასკარადო კოსტუმი, სახელოებიანი და კაპიუშონიანი ფართო წამოსასხამი.

  3. კათოლიკე ბერების ერთგვარი კაპიუშონიანი წამოსასხამი.

დო მიოი - ვიეტნამის კომპარტიის გენერალური მდივანი 1991 წლიდან (დაიბადა 1917 წელს).

დომიციანე ტიტუს ფლავიუს - რომის იმპერატორი 81 წლიდან (51-96 წწ).

დომიცილიუმი (ლათ.) - ვისიმე ოფიციალური საცხოვრებელი ადგილი ანდა რაიმე წარმოების, ფირმის ოფიციალური მუდმივი სამყოფელი.

დომკრატი (გერმ.) - მექანიზმი სიმძიმეთა ასაწევად.

დომოგაცკი ვლადიმირ - რუსი მოქანდაკე (1876-1939 წწ).

დომოდედოვო

  1. მოსკოვის აეროპორტი.

  2. ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.

დომოდოსოლა - ქალაქი იტალიაში.

დომრა (რუს.) - რუსული ხალხური ჩამოსაკრავი სიმებიანი საკრავი.

დომფალი - აბრეშუმის პარკი, რომელშიც ორი ჭიაა.

დომხალი - დუღილით შესქელებული, გაწურული და მწვანილით შენელებული დო.

დონ - ზრდილობიანი მიმართვის ფორმა მამაკაცისადმი ესპანურენოვან ქვეყნებში (ბატონო!).

დონა

  1. ზრდილობიანი მიმართვის ფორმა ქალისადმი იტალიაში ( „ ქალბატონო!“).

  2. სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

დონ ამინადო (ნამდვილი სახელი და გვარი ამინად შპოლიანსკი) - ემიგრაციაში მოღვაწე რუსი პოეტი (1888 1957 წწ).

დონანი ფრედერიკ ჯორჯ - ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1870-1956 წწ).

დონარა - ქალის სახელი.

დონარი - გერმანულ მითოლოგიაში - მეხთამტყორცნელი ღმერთი, შეესაბამება სკანდინავიური მითოლოგიის ტორს.

დონარიტი - ფეთქებადი ნივთიერება ამონიტების ჯგუფისა. იყენებენ სამთო საქმეში.

დონატელო (ნამდვილი სახელი და გვარი დონატი დი ნიკოლო დი ბეტო ბარდი) - იტალიელი მოქანდაკე (1386-1366 წწ).

დონატი ჯოვანი - იტალიელი ასტრონომი, ციური სხეულების სტერეოსკოპიის პიონერი (1826-1873 წწ).

დონატისტები (დონატუსისტები) - IV-V საუკუნეების რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები რომის იმპერიის აფრიკულ ნაწილში.

დონატორი - შუა საუკუნეებისა და რენესანსის ხელოვნებაში ტაძრის ამგების, ან ფერწერული თუ სკულპტურული ქმნილების დამკვეთის გამოსახულება.

დონატუსი ელიუს - ძველრომაელი გრამატიკოსი და რიტორი.

დონაურები - ფეოდალური საგვარეულო IX საუკუნის კახეთში.

დონაური (ქორწინების გვარი მარჯანიშვილი) ელენე - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1890-1955 წწ).

დონაძე ვლადიმერ - მუსიკათმცოდნე და პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1905-1980 წწ).

დონბასი - (შემოკლებული Донецкий бассейн) უკრაინის დონეცკის ოლქის ქვანახშირის აუზის გავრცელებული სახელი.

დონგი - ვიეტნამის ფულის ერთეული.

დონგშონის კულტურა - განვითარებული ბრინჯაოს ხანის კულტურა (ძვ.წ.აღ. VI-I სს) ჩრდილოეთ ვიეტნამის ტერიტორიაზე.

დონდერსი ფრანს კორნელის - ნიდერლანდელი ფიზიოლოგი (1818-1889 წწ).

დონ დინისი - პორტუგალიის მეფე, პოეტი-ტრუბადური (1279-1325 წწ).

დონდიუშანი - დაბა მოლდავეთში.

დონდლო - დუნე, ზანტი, მოუხერხებელი.

დონდონი - მდინარე, იხილე ანიუი.

დონდროხა - ჩასუქებული, ჩამრგვალებული (გოგო, ქალი).

დონდუა დავით - პედაგოგი, გეოგრაფი, სკოლის დამსახურებული მასწავლებელი (1898-1958 წწ).

დონდუა ვარლამ - ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1895-1969 წწ).

დონდუა კარპეზ - ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1891-1951 წწ).

დონე - ჰორიზონტალური სიბრტყე, რომელიც საზღვარს წარმოადგენს რისამე სიმაღლის გამოსარკვევად.

დონეგოლი - მთიანეთი ირლანდიაში.

დონელაიტისი კრისტიონას - ლიტველი პოეტი, ლიტვური მხატვრული ლიტერატურის ფუძემდებელი (1714-1780 წწ).

დონერი დონერი გეორგ რაფაელ - ავსტრიელი მოქანდაკე (1693-1741 წწ).

დონერი იოჰანეს ჰენდრიკუს - ნიდერლანდელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (1927-1988 წწ).

დონერი ოტო - ფინელი ენათმეცნიერი (1835-1909 წწ).

დონეცი - X-XIV საუკუნეების რუსული ქალაქი, ამჟამად ნაქალაქარი ხარკოვის გარეუბანში.

დონეცის ჭიუხი - მაღლობი რუსეთის როსტოვის ოლქში.

დონეცკი

  1. (1924 წლამდე იუზოვკა, 1961 წლამდე სტალინო) ქალაქი უკრაინაში, საოლქო ცენტრი (1,2 მილიონი).

  2. (1955 წლამდე გუნდოროვკა) ქალაქი რუსეთის როსტოვის ოლქში.

  3. დაბა უკრაინის ლუგანსკის ოლქში.

დონეცკოე - დაბა უკრაინის დონეცკის ოლქში.

დონი

  1. ქართული ანბანის მეოთხე ასოს, დ-ს სახელი.

  2. მდინარე დიდ ბრიტანეთში.

  3. (ძველბერძენთათვის ტანაისი) - მდინარე რუსეთს ევროპულ ნაწილში, ერთვის აზოვის ზღვას რუსეთის ტაგანროგის ოლქში (1870 კმ).

დონი ანტონ ფრანჩესკო - იტალიელი მწერალი (1513-1574 წწ).

დონი ჯონ - ინგლისელი პოეტი (1572-1631 წწ).

დონია - ზრდილობიანი მიმართვის ფორმა ქალისადმი ესპანურენოვან ქვეყნებში (ქალბატონო!).

დონის კალაჩი - ქალაქი რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში.

დონის მონასტერი - სამონასტრო კომპლექსი მოსკოვში, დაარსებულია 1591 წელს.

დონის როსტოვი - ქალაქი რუსეთში, ნავსადგური მდინარე დონზე, საოლქო ცენტრი (1,1 მილიონი).

დონიში აჰმად - იხილე დანეში ა.

დონიჩი ალექსანდრუ - რუმინელი მწერალი (1806-1866 წწ).

დონიცეტი გაეტანო - იტალიელი კომპოზიტორი, იტალიური რომანტიული საოპერო სკოლის წარმომადგენელი (1797-1848 წწ).

დონ კარლოსი - იხილე კარლოსი დონ.

დონ კარლოსი - ფრიდრიხ შილერის ტრაგედია (დაიწერა 1783-87 წლებში).

დონკასტერი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის საუთ-იორქშირის მეტროპოლიურ საგრაფოში.

დონ კიხოტი

  1. მიგელ დე სერვანტესის რომანის (დაიწერა 1605-15 წლებში) უფრო მოკლე, გავრცელებული სახელი და ამავე რომანის მთავარი გმირი.

  2. ლუდვიგ მინკუსის ბალეტი (დაიწერა 1869 წელს).

დონკიხოტი - მეტაფორული სახელი გულუბრყვილო, მეოცნებე ადამიანისა, რომელიც ხშირად განუხორციელებელი იდეალებისათვის უნაყოფო ბრძოლას ეწევა (სერვანტესის ცნობილი რომანის გმირის მიხედვით).

დონორი (ფრანგ.)

  1. ადამიანი, რომელიც თავის სისხლს იძლევა ავადმყოფისათვის გადასასხმელად.

  2. ცოცხალი სუბიექტი, რომლის რაიმე ორგანოს გადაუნერგავენ სხვას.

დონოსო ხოსე - ჩილელი მწერალი (დაიბადა 1924 წელს).

დონჟაშვილი თინა - მწერალი (დაიბადა 1916 წელს).

დონჟონი (ფრანგ.) - ფეოდალური ციხედარბაზის მთავარი კოშკი.

დონ ჟუანი

  1. (დონ ხუანი) შუასაუკუნეების ესპანური ლეგენდების თანახმად, რაინდი, რომელიც თავხედურად არღვევდა ზნეობრივ და რელიგიურ ნორმებს.

  2. ბაირონის რომანი ლექსად (დაიწერა 1819-24 წლებში).

  3. მოლიერის კომედია (დაიწერა 1665 წელს).

  4. მოცარტის ოპერა (დაიწერა 1787 წელს).

  5. რიჰარდ შტრაუსის სიმფონიური პოემა.

  6. არშიყობას გადაყოლილი მამაკაცის მეტაფორული სახელი.

დონსკოე - დაბა უკრაინის დონეცკის ოლქში.

დონსკოი - ქალაქი რუსეთის ტულის ოლქში და დაბა რუსეთის როსტოვის ოლქში.

დონსკოი მარკ - რუსი კინორეჟისორი და კინოდრამატურგი (1901-1981 წწ).

დონუზლავი - ტბა უკრაინის ყირიმის ოლქში.

დონური ცხენი - შესაჯდომ-შესაბმელი ჯიშის ცხენი.

დონღუზურონი (ნაკრა) - უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში.

დონ ხუან სპარსელი (ნამდვილი სახელი ურუჯ-ბეგი) - შაჰ-აბასის მიერ ესპანეთში გაგზავნილი ელჩობის მონაწილე (XVI საუკუნის II ნახევარი -XVII საუკუნის I მეოთხედი).

დოპელენდბოლი (გერმ.) - კრივში სავარჯიშო მოწყობილობა, გრძელი ზამბარით ჭერზე ჩამოკიდებული ბურთი, რომელიც ქვემოთ ჩამოჭიმულია იატაკზე დამაგრებულ ბლოკზე გადაგდებული თოკით.

დოპელცენტნერი - წონის გერმანული ერთეული (=100 კგ).

დოპინგი (ინგლ.) - ნივთიერება, რომელიც მცირე ხნით აღაგზნებს, სიმხნევეს მატებს სპორტსმენის ორგანიზმს. აკრძალულია საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების მიერ.

დოპლერი კრისტიან - ავსტრიელი ფიზიკოსი და ასტრონომი (1803-1853 წწ).

დოპლერის ეფექტი - ფიზიკაში - ტალღის სიგრძის (ან სიხშირის) ცვლილება, რომელიც დაიმზირება ტალღების წყაროს ფარდობითი მოძრაობისას ამ ტალღების მიმღების, ან დამკვირვებლისაკენ.

დოპოუქითი - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

დოჟა დიერდ - უნგრეთში ანტიფეოდალური აჯანყების ბელადი XV-XVI საუკუნეების ზღვარზე (1475-1514 წწ).

დოჟი (იტალ.) - შუა საუკუნეების ვენეციისა და გენუის რესპუბლიკების მეთაურთა ტიტული.

დორა

  1. თიხის ჭურჭელი წყლისათვის.

  2. სითხის საზომი ერთეული ძველ საქართველოში... „კოკის ნახევარი ჩაიტიოს“ (საბა).

დორა-ბალტეა - მდინარე იტალიაში, პოს მარცხენა შენაკადი.

დორანი - მყუდრო ადგილი წყალში, სადაც თევზები იყრიან თავს.

დორა-რიპარია - მდინარე იტალიაში, პოს მარცხენა შენაკადი.

დორატი ანტალ - ამერიკელი დირიჟორი (1906-1988 წწ).

დ,ორბინი ალსიდ დესალინ - ფრანგი პალეონტ-ოლოგი (1802-1857 წწ).

დორბლი - პირიდან გადმონადენი ნერწყვი.

დორდონი - მდინარე საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, გარონის მარჯვენა შენაკადი, რომელთან ერთადაც ქმნის ჟირონდის საერთო ესტუარს (472 კმ).

დორ-დოშაკი - ბალიში და ლეიბი.

დორდრეხტი - ქალაქი ნიდერლანდში, პორტი მდინარე რაინის დელტაში (115 ათასი).

დორე გუსტავ - ფრანი მხატვარი-გრაფიკოსი (1832-1883 წწ).

დორეთკარი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

დორეულები - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ნაქალაქარის თემის საკრებულო), ერწოს ქვაბულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე აძეძის (ივრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან - 990 მეტრი, თიანეთიდან - 27 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 83 კაცი.

დორვალი (ნამდვილი გვარი დელონე) მარი - ფრანგი მსახიობი ქალი (1798-1849 წწ).

დორზი - ამერიკული როკ-ჯგუფი, შეიქმნა 1965 წელს ჯიმი მორისონის ხელმძღვანელობით.

დორი - ზურგის მისაყუდებელი ან საჯდომი ბალიში.

დორია ანდრეა - გენუის ადმირალი და სახელმწიფო მოღვაწე (1466-1560 წწ).

დორიდა - მხარე შუა საბერძნეთში.

დორიდა - ნერეიდების დედა.

დორიელები - ერთ-ერთი ძირითადი ძველი ბერძნული ტომი.

დორიზო ნიკოლაი - რუსი პოეტი (დაიბადა 1923 წელს).

დორიული ორდერი - არქიტექტურული ორდერი, რომელიც შეიქმნა დორიდაში, საბერძნეთის ერთ-ერთ პროვინციაში; მისთვის დამახასიათებელია გლუვი კოლონები, ფორმათა უბრალოება და პროპორციულობა.

დორლანდ ვან დისტი პიტერ - ნიდერლანდელი პოეტი (1454-1507 წწ).

დორლეაკი - მსახიობ კატრინ დენევის ნამდვილი გვარი.

დორლიაკი ნინა - რუსი მომღერალი ქალი, სოპრანო, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1908-1998 წწ).

დორმეზი (ფრანგ.) - დიდი სამგზავრო კარეტა, გზაში საძილედ მოწყობილი.

დორმი ედუარ პოლ - ფრანგი სემიტოლოგი და ასირიოლოგი (1881-1966 წწ).

დორმიდონტოვკა - დაბა რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში.

დორნბირნი - ქალაქი დასავლეთ ავსტრიაში.

დორნი ანტონ - გერმანელი ზოოლოგი (1805-1851 წწ).

დორნი ბორის - რუსი აღმოსავლეთმცოდნე, აკადემიკოსი (1805-1881 წწ).

დორნიე კლაუდიუს (კლოდ) - გერმანელი ავიაკონსტრუქტორი და მეწარმე (1884-1969 წწ).

დორნიკი - იხილე ტურნე.

დოროგინო - დაბა რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქში.

დოროგობუჟი - ქალაქი რუსეთის სმოლენსკის ოლქში.

დოროდნიცინი ანატოლი - რუსი მათემატიკოსი, გეოფიზიკოსი და მექანიკოსი (1910-1994 წწ).

დოროთეოსი - აღმოსავლეთ საქართველოს ორი კათალიკოს-პატრიარქის სახელი (XVI საუკუნე).

დორონინა ტატიანა - კინოსა და თეატრის რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1933 წელს).

დორონინის ტბა - ქალაქი რუსეთის ჩიტის ოლქში.

დოროსი - ელინის ვაჟი, დორიელების მითიური წინაპარი და მათი ეპონიმი.

დოროსტოლი (დრისტრი) - ბულგარეთის ქალაქ სილისტრას სახელი XIV საუკუნის დასასრულამდე.

დოროშევიჩი ვლას - რუსი ჟურნალისტი, თეატრალური კრიტიკოსი (1864-1922 წწ).

დოროშევსკი ვიტოლდ იან - პოლონელი ენათმეცნიერი (1899-1976 წწ).

დოროშენკო პეტრე - მარჯვენა ნაპირის უკრაინის ჰეტმანი, ბოგდან ხმელნიცკის თანამებრძოლი უკრაინის განმათავისუფლებელი ომის დროს (1627-1698 წწ).

დოროში ეფიმ - რუსი მწერალი (1908-1972 წწ).

დოროხოვი ალექსანდრე - თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდის მეკარე XX საუკუნის 30-იან წლებში (დაიბადა 1914 წელს).

დოროხოვი ივანე - გენერალ-ლეიტენანტი, 1812 წლის რუსეთის სამამულო ომის გმირი (1762-1815 წწ).

დოროხოვო - ბალნეოლოგიური კურორტი რუსეთის მოსკოვის ოლქში.

დორჟელესი (ნამდვილი გვარი ლეკაველე) როლან - ფრანგი მწერალი (1885-1973).

დორჟიევი ატვან - ბუდისტი რელიგიური მოღვაწე რუსეთსა და ტიბეტში, სანკტ-პეტერბურგში ბუდისტური ტაძრის დამაარსებელი (1853-1938 წწ).

დორსალური - ზურგზე ან ზურგის მხარეს მოთავსებული, ზურგისა.

დორსალური თანხმოვნები - თანხმოვნები, რომელთა წარმოთქმაში ენის ზურგი მონაწილეობს.

დორსეტი - ძველი ესკიმოსური კულტურა (ძვ.წ.აღ. I ათასწლეულის დასაწყისი - ახ.წ.აღ. II ათასწლეულის დასაწყისი).

დორსეტშირი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში.

დორსი ჯეიმზ - ამერიკელი ჯაზმენი, მუსიკოსი, ბენდ-ლიდერი (1904-1957 წწ).

დ,ორს-ი-როვირა ეუხენიო - კატალონიელი მწერალი (1882-1954 წწ).

დორსტი ტანკრედ - გერმანელი მწერალი (დაიბადა 1925 წელს).

დორტიკოს ტორადო ოსვალდო - კუბის სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1919 წელს).

დორტმუნდ-ემსის არხი - არხი გერმანიაში, რომელიც რურის სამრეწველო რაიონს აერთებს ჩრდილოეთის ზღვასთან.

დორტმუნდი - ქალაქი გერმანიის ჩრდილოეთ-რაინ-ვესტფალიის მხარეში, პორტი მდინარე ემშერზე (600 ათასი).

დორტუარი (ფრანგ.) - ძველად მოსწავლეთა საერთო საწოლი ოთახი დახურულ სასწავლებელში (ინსტიტუტში, პანსიონში).

დორუ - იხილე დუერო.

დორფმანი იოსებ - რუსი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1952 წელს).

დორჩარი - ნარდის თამაშში წყვილი ოთხიანი.

დოსააფი - (აბრევიატურა - Добровольное общество содействия армии, авиации и флоту) მასობრივი თავდაცვითი პატრიოტული ორგანიზაცია ყოფილ საბჭოთა კავშირში.

დოსე ჟან - ფრანგი იმუნოლოგი, 1980 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ბ. ბენასერაფთან და ჯ.დ.სნელთან ერთად (დაიბადა 1916 წელს).

დოსთეფე - მთა თელავის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედზე (სიმაღლე - 1522 მეტრი).

დოსთ მუჰამადი - ავღანეთის ამირა XIX საუკუნეში (1790 ან 1793 - 1863 წწ).

დოსი (რიუ-დოსი) - მდინარე ბრაზილიაში.

დოსი დოსო (ნამდვილი სახელი და გვარი ჯოვანი დე ლუტერო) - იტალიელი ფერმწერი, ფერარის სკოლის წარმომადგენელი (დაახლოებით 1479 - 1542 წწ).

დოსიე (ფრანგ.) - რაიმე საკითხთან, საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, ასეთი დოკუმენტების შემცველი საქაღალდე.

დოსითეოსი - იერუსალიმის პატრიარქი 1669-1707 წლებში (1641-1707 წწ).

დოსითეოს ნეკრესელი - იხილე ჩერქეზიშვილი დოსითეოს.

დოსითეოს ქუთაისელი (წერეთელი) - მიტროპოლიტი, დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გამგებელი 1792-1815 წლებში (გარდაიცვალა 1820 წელს).

დოსონი (დაუსონი) - ქალაქი კანადაში.

დოსორი - დაბა ყაზახეთის ათერაუს ოლქში.

დოს პასოსი ჯონ როდრიგო - ამერიკელი მწერალი, პუბლიცისტი (1896-1970 წწ).

დოსპევსკი სტანისლავ (ნამდვილი სახელი და გვარი ზაფირ ზოგრაფი) - ბულგარელი ფერმწერი (1823-1878 წწ).

დოსტალი ნიკოლა - რუსი მსახიობი და კინორეჟისორი (დაიბადა 1946 წელს).

დოსტალოვა ლეოპოლდა - ჩეხი მსახიობი ქალი (1879-1973 წწ).

დოსტაქანი (სპარს.) - დიდი სასმისი, დიდი თასი.

დოსტაქარი - იხილე დასტაქარი.

დოსტი (სპარს.) - ამხანაგი, მეგობარი, თანამეინახე.

დოსტოევსკაია ანა - რუსი მემუარისტი ქალი, თედორე დოსტოევსკის მეუღლე (1846-1918 წწ).

დოსტოევსკი თედორე - დიდი რუსი მწერალი (1821-1881 წწ).

დოსტოევსკი მიხაილ - რუსი მწერალი, თედორე დოსტოევსკის ძმა (1820-1864 წწ).

დოსტოღრივ - პირდაპირ, შეუპოვრად.

დოსჩატოე - დაბა რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.

დოსხები - მეოტების ტომი, ერთ-ერთი უძველესი ტომი, რომელიც აზოვის ზღვის სანაპიროებზე ცხოვრობდა.

დოტაცია (ლათ.) - სახელმწიფო ფულადი დახმარება საწარმოს, ორგანიზაციის რაიმე ხარჯების დასაფარავად.

დოტი (რუს.) - (აბრევიატურა - Долговременное огневое сооружение) ხანგრძლივი ცეცხლსასროლი ნაგებობა.

დოტნუვა (1917 წლამდე ტოტნოვა) - ქალაქი ლიტვაში.

დოტო - ერთი ნერეიდთაგანი.

დოტო მაიკლ მადჰუშუდონ - ბენგალელი მწერალი-განმანათლებელი (1824-1873 წწ).

დოსფინე - ისტორიული ოლქი საფრანგეთში.

დოუ - უღელტეხილი სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედზე.

დოუ გერარდ - იხილე დაუ გ.

დოუ ჯორჯ - ინგლისელი ფერმწერი (1781-1829 წწ).

დოუვი არტურ - ამერიკელი ფერმწერი (1880-1946 წწ).

დოუ მუ - ჩინურ მითოლოგიაში - დიდი დათვის თანავარსკვლავედის მბრძანებელი ქალღმერთი, რომელიც განაგებს მოკვდავთა სიკვდილ-სიცოცხლეს.

დოუსონი - ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ კანადაში (1,1 მილიონი).

დოუ ქემიკალ - აშშ-ს ქიმიური ფირმა, დაარსებულია 1897 წელს.

დოუ-შენი - ჩინურ მითოლოგიაში - გადამდები დაავადებათაგან დამფარველი ღვთაება.

დოფამინი - ნერვული სისტემის მედიატორი კატექოლამინების ჯგუფისა, ნეიროჰორმონი.

დოფინე - ისტორიული ოლქი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, ალპებსა და მდინარე რონის ხეობაში.

დოფინი (ფრანგ.) - საფრანგეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის ტიტული შუა საუკუნეებში.

დოფლაინი ფრანც - გერმანელი ზოოლოგი (1873-1924 წწ).

დოფში ალფონს - ავსტრიელი ისტორიკოსი, მედიევესტი (1868-1963 წწ).

დოქი - თიხის ცალყურა ჭურჭელი.

დოქსიადისი კონსტანდინოს აპოსტოლოს - ბერძენი არქიტექტორი (დაიბადა 1913 წელს).

დოქსოგრაფები (ბერძნ.) - ელინისტური და რომაული ეპოქის ავტორები, რომელთა თხზულებები შეიცავს ძველ ბერძენ ფილოსოფოსთა გამონათქვამებსა და აფორიზმებს.

დოქტორალური - პედანტურად დამრიგებლური, დასამოძღვრი.

დოქტორანტი - მეცნიერი მუშაკი, რომელიც მიმაგრებულია სამეცნიერო დაწესებულებასთან სადოქტორო დისერტაციის მოსამზადებლად.

დოქტორანტურა - მეცნიერებათა დოქტორების მომზადების სისტემა ყოფილ საბჭოთა კავშირში.

დოქტორატი - სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებელი გამოცდები უმაღლეს სასწავლებელში.

დოქტორი (ლათ.)

  1. უმაღლესი სამეცნიერო ხარისხი.

  2. ექიმი.

დოქტოროუ ედგარ ლორენს - ამერიკელი მწერალი (დაიბადა 1931 წელს).

დოქტრინა (ლათ.) - მეცნიერული ან ფილოსოფიური სისტემა, თეორია.

დოქტრინიორი - ამა თუ იმ დოქტრინის ბრმად მიმდევარი; სქოლასტიკოსი, მედავითნე.

დოქშიცი - ქალაქი ბელორუსიის ვიტებსკის ოლქში.

დოქშუკინო - ყაბარდო-ბალყარეთის ქალაქ ნართკალას სახელი 1967 წლამდე.

დოღი - ცხენების შეჯიბრება ჭენებაში.

დოღლაური - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

დოღლაურის ვაკე - ვაკე ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში, შიდა ქართლის ვაკის დასავლეთი ნაწილი.

დოღონაძე ანა - სპორტსმენი (ბატუტზე ხტომა). ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2004), მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1990 - გუნდური, 1998 - სინქრონული, 2001 - პირადი), ევროპის ხუთგზის ჩემპიონი (1989 - გუნდური; 1997, 98, 2001 - სინქრონული; 1998 - პირადი). 1996 წლიდან ცხოვრობს გერმანიაში, 1998-იდან გამოდის ამ ქვეყნის სახელით (დაიბადა 1973 წელს).

დოღონაძე რომან - აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1906-1970 წწ).

დოღრიალა

  1. ვინც საიდუმლოს შენახვა არ იცის.

  2. ღრიალა, მყვირალა.

დოღუბაიაზიდი - ქალაქი თურქეთის აღრის ვილაიეთში.

დოყი - ახალამოყრილი, ქორფა, ნორჩი, მაგრამ თამამი მსუქანი ყლორტი.

დოყლაპია - უფხო, უგერგილო, ვისაც სიფხიზლე აკლია.

დოშაქი - ბუმბულის სქელი ლეიბი.

დოშაყე - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

დოში (დოშეული) - ზუთხის, ორაგულის და ზოგი სხვა თევზის ლორად გამოყვანილი გვერდი.

დოჩანაშვილი გურამ - მწერალი (დაიბადა 1939 წელს).

დოჩარიფშა - მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, დასავლეთის გუმისთის მარცხენა შენაკადი.

დოჩი - მდინარე დესნის მარცხენა შენაკადი უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში.

დოცენკო ნადეჟდა - უკრაინელი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1913-1994 წწ).

დოცენტი (ლათ.) - სამეცნიერო წოდებულება უმაღლესი სკოლის მასწავლებლისა.

დოცენტურა - რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის დოცენტები.

დოჭუ - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ომალოს თემის საკრებულო). მდებარეობს თუშეთის ალზანისა და პირიქითი ალაზნის წყალგამყოფ მაკრატელას ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 2050 მეტრი, ახმეტიდან - 102 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 ადამიანი.

დოხვართა - მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ააფსთის მარჯვენა შენაკადი.

დოხტურიშვილი ალექსანდრე - მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 69 კგ). ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2004), ევროპის ჩემპიონი (2001). 2003 წლიდან გამოდის უზბეკეთის სახელით (დაიბადა 1980 წელს).

დოხტუროვი დიმიტრი - ინფანტერიის გენერალი, 1812 წლის რუსეთის სამამულო ომის გმირი (1756-1816 წწ).

დოჯი - ამერიკული კორპორაცია „კრაისლერის“ განყოფილება, რომელიც მსუბუქ ავტომობილებს აწარმოებს.

დოჯსონი ჩარლზ ლუტვიჯ - იხილე კეროლი ლუის.

დოჰა - აზიის სახელმწიფო კატარის დედაქალაქი (220 ათასი).

დოჰერტი პიტერ - ავსტრალიელი იმუნოლოგი, 1996 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი რ. ცინკერნაგელთან ერთად დაიბადა 1940 წელს).

3.12 დპ

▲ზევით დაბრუნება


დპა - (აბრევიატურა - Deutsche Presse-Agentur) გერმანიის დეპეშათა სააგენტო.

3.13 დრ

▲ზევით დაბრუნება


დრა - იხილე უადი-დირა.

დრაბანტი - შუასაუკუნეების ევროპის რიგ ქვეყნებში მხედარმთავრის ან მეთაურის პირადი მცველი.

დრაბკინა ელიზავეტა - რუსი მწერალი ქალი (1901-1974 წწ).

დრაბოვი - დაბა უკრაინის ჩერკასის ოლქში.

დრაგა (ფრანგ.)

  1. მცურავი მიწახაპია ნაგებობა, რომლის საშუალებითაც ხდება წიაღისეულის (ოქროს, პლატინის, ალმასის) ქვიშრობული საბადოების დამუშავება.

  2. ფსკერის ცხოველების (უპირატესად უხერხემლოთა) დასაჭერი ხელსაწყო.

დრაგერი - დრაგის (იხილე დრაგა 1) მუშა.

დრაგლაინი (ინგლ.) - ერთგვარი ექსკავატორი.

დრაგოვიჩი რადოვან - სერბიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1878-1906 წწ).

დრაგოიჩევა ცოლა - ბულგარეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე ქალი (1898-1975 წწ).

დრაგომანი (დამახინჯებული „თარჯიმანი“) - საელჩოებსა და საკონსულოებში მომუშავე მთარგმნელი-თარჯიმანი აღმოსავლეთის ქვეყნებში.

დრაგომანოვი მიხაილ - უკრაინელი ისტორიკოსი და ფოლკლორისტი (1841-1895 წწ).

დრაგომიროვი მიხაილ - რუსი სამხედრო თეორიტიკოსი და პედაგოგი, ინფანტერიის გენერალი (1830-1905 წწ).

დრაგოში ვოდე - ვოევოდა, უნგრეთის მეფის ნაცვალი მოლდავეთში XIV საუკუნის შუა წლებში.

დრაგუნები (ფრანგ.) - ძველად ჯარისკაცი ან ოფიცერი ისეთი კავალერიული ნაწილებისა, რომლებიც განკუთვნილნი იყვნენ ქვეითად და ცხენდაცხენ საბრძოლველად.

დრაგუნსკი დავიდ - გენერალ-პოლკოვნიკი, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1910-1992 წწ).

დრაგუნსკი ვიქტორ - რუსი მწერალი (1913-1972 წწ).

დრადედამი (ფრანგ. ქალის მაუდი) - ერთგვარი წმინდა მაუდი.

დრავა - მდინარე ავსტრიასა და უნგრეთში, დუნაის მარჯვენა შენაკადი.

დრავიდები - სამხრეთ ინდოეთში მცხოვრები, დრავიდულ ენაზე მოლაპარაკე ხალხი.

დრავიდული ენები - გავრცელებულია სამხრეთ ინდოეთის შტატებში. იყოფა სამ ჯგუფად: სამხრეთული (ტამილი, მალაიალამი, კოტა, ტოდა, კოდაგუ, კანარა, ტელუგუ, სავარა). ცენტრალური (კოლამი, ნაიკი, პარჯი, გადაბა, გონდვანური-გონდი, კონდა, კუი, კუვი, პენგო, მანდა). ჩრდილოური (კურუხი, მალტო, ბრაჰუი).

დრაიდენი კენეტ უეინი - კანადელი ჰოკეისტი, მეკარე, ეროვნული ჰოკეის ლიგის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო და ტიტულოვანი მოთამაშე (დაიბადა 1947 წელს).

დრაიდენი ჯონ - ინგლისელი პოეტი და დრამატურგი (1631-1700 წწ).

დრაივერი (ინგლ.) - კომპიუტერის ამა თუ იმ პერიფერიული მოწყობილობის (კლავიატურის, მონიტორის, პრინტერის და ა.შ). სამართავი სპეციალური პროგრამა.

დრაივი (ინგლ.)

  1. ძლიერი და დაბალი დარტყმა ჩოგბურთში.

  2. შესრულების ჯაზური თავისებურება, როცა მსმენელს ექმნება შთაბეჭდილება ტემპის თანდათანობითი ზრდისა მაშინ, როცა ის უცვლელი რჩება.

დრაიზერი თეოდორ (ჰერმან ალბერტ) - ამერიკელი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე (1871-1945 წწ).

დრაკმანი ჰოლგერ - დანიელი მწერალი (1846-1908 წწ).

დრაკონი (ბერძნ.)

  1. მითიური ურჩხული, კოლხეთში ოქროს საწმისის მცველი.

  2. ერთგვარი მფრინავი ხვლიკი (შეუძლია გადაფრინდეს 20 მეტრზე), გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტროპიკულ ტყეებში.

  3. ცის ჩრდილოეთი ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი.

  4. აფრიანი ნავის სახესხვაობა და ამ ნავების რეგატა, 1948-72 წლებში შედიოდა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში.

  5. კანონთა კრებულის ავტორი ძველ ათენში.

  6. ევგენი შვარცის პიესა-ზღაპარი (დაიწერა 1944 წელს).

დრაკონის მთები - მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში.

დრაკონის ხე (დევის ხე) - ხე აგავისებრთა ოჯახისა, ღერო 20 მეტრამდე აღწევს, დიამეტრი ფუძესთან - 4 მ.

დრაკონული თვე - დროის შუალედი საკუთარი დედამიწისირგვლივი ორბიტის ერთსა და იმავე კვანძზე მთვარის ორ თანამიმდევრულ გავლას შორის.

დრაკონული კანონები - ულმობელი კანონები (ძველბერძენი კანონმდებლის დრაკონის სახელის მიხედვით).

დრაკონული წელიწადი - დროის შუალედი მთვარის ორბიტის ერთსა და იმავე (აღმავალ ან დამავალ) კვანძზე მზის ორ თანამიმდევრულ გავლას შორის.

დრაკუნკულეზი - ტროპიკული ინვაზიური დაავადება ადამიანისა და ცხოველებისა.

დრამა (ბერძნ.)

  1. პიესის სახესხვაობა, რომელშიც ასახულია მძაფრი კონფლიქტი.

  2. (გადატანით) ცხოვრების მძიმე შემთხვევა, რაც ზნეობრივ ტანჯვას იწვევს.

  3. ქალაქი საბერძნეთში.

  4. (დრამი) - ფულისა და წონის ერთეულის სახელწოდება ფეოდალურ საქართველოში, შემოსულია ირანიდან.

დრამატიზაცია (დრამატიზება)

  1. რაიმე თხრობითი ნაწარმოების დრამატულ ნაწარმოებად გადაკეთება.

  2. რისამე დრამატიზმის, დაძაბულობის გაძლიერება.

დრამატიზმი - დაძაბულობა, სიმძაფრე.

დრამატული

  1. დრამასთან დაკავშირებული რამ.

  2. დრამატიზმით სავსე მძიმე, დაძაბული ვითარ-ება.

  3. ძლიერი, ლირიკულისაგან განსხვავებული (ითქმის მომღერლის ხმაზე, მაგალითად - დრამატული ტენორი).

დრამატურგი - დრამატული თხზულების შემქმნელი მწერალი.

დრამატურგია

  1. დრამატულ ნაწარმოებთა შექმნის ხელოვნება.

  2. დრამატულ ნაწარმოებთა ერთობლიობა.

დრამენი - ქალაქი-პორტი სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიაში, ბუსკერუდის ფიულკეს ადმინისტრაციული ცენტრი (55 ათასი).

დრამი - სომხეთის ფულის ერთეული, უდრის 100 ლუმას. ბრუნვაში გაშვებულ იქნა 1993 წლის ნოემბერში.

დრამონდი უილიამ - შოტლანდიელი პოეტი (1585-1649 წწ).

დრამწრე - თეატრის მოყვარულთა გაერთიანება, დრამატული წრე.

დრანგიანა - ძველირანული ისტორიული ოლქი ირან-ავღანეთის სასაზღვრო რეგიონში.

დრანგ ნახ ოსტენ (შეტევა აღმოსავლეთისაკენ) - გერმანელ დამპყრობთა დევიზი-მოწოდება აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებისადმი აგრესიული პოლიტიკის განხორციელებისას. მოიცავს პერიოდს IX-დან XX საუკუნემდე.

დრანდა - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

დრანი სემიონ - ბულავინის 1707-1709 წლების აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1667-1708 წწ).

დრანიშნიკოვი ვლადიმირ - რუსი დირიჟორი (1893-1939 წწ).

დრანმორი ფერდინანდ (ნამდვილი სახელი და გვარი ლუდვიგ ფერდინანდ შმიდი) - შვეიცარიელი პოეტი (1823-1888 წწ).

დრანსი - ქალაქი საფრანგეთის სენ-სენ-დენის დეპარტამენტში.

დრაპი - იხილე დრაფი.

დრაპირება (ფრანგ.) - მოფარდვა, მოფარდაგება, ფარდებით, ქსოვილებით მორთვა.

დრაჟე (ფრანგ.)

  1. ერთგვარი წვრილი კანფეტი მრგვალი ფორმისა.

  2. შაქარმოყრილი ან შოკოლადიანი სამკურნალო აბები.

დრაუპადი - ინდური ეპოსის „მაჰაბჰარატას“ პერსონაჟი ქალი, ძმები პანდავების მეუღლე.

დრაფი (ფრანგ.) - სქელი და მკვრივი ქსოვილი წმინდა მატყლისა.

დრაქმა (ბერძნ.)

  1. ვერცხლის ფული ძველ საბერძნეთში.

  2. ფულის ერთეული თანამედროვე საბერძნეთში ევროს შემოღებამდე, უდრიდა 100 ლეპტას. დრაქმის პირველი ფულადი ნიშნები ბრუნვაში გაუშვეს 1841 წელს.

  3. ვერცხლის ფული ძველ საქართველოში (=20-25 კაპ.).

  4. ძველებური სააფთიაქო წონის ერთეული (=3,73 გრ). იხმარებ-ოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე.

დრაჩი ივან - უკრაინელი პოეტი (დაიბადა 1936 წელს).

დრაცენა (ლათ.) - თბილი ქვეყნების მცენარე აგავისებრთა ოჯახისა, აქვს გრძელი, მარადმწვანე ფოთლები, ზოგი სახეობა დეკორატიულია.

დრახენლოხი

  1. ქალაქი შვეიცარიაში.

  2. უძველესი ადამიანის სადგომი გამოქვაბული შვეიცარიის ალპების აღმოსავლეთ ნაწილში.

დრახმანი ჰოლგერ - იხილე დრაკმანი ჰ.

დრაჰკანი (სპარს.) - ოქროს ფულის ერთეული ძველ აღმოსავლეთში, იწონიდა 1 მისხალს, 4,26 გრამს.

დრბო - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 800 მეტრი, საჩხერიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 148 კაცი.

დრდა იან - ჩეხი მწერალი (1915-1970 წწ).

დრე - სოფლები გორისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში.

დრებლი მარგარეტ - ინგლისელი მწერალი ქალი (დაიბადა 1939 წელს).

დრეგოვიჩები - აღმოსავლეთ სლავთა ტომობრივი გაერთიანება, სახლობდნენ მდინარე პრიპიატის აუზში.

დრედნოუტი (სიტყვასიტყვით „უშიშარი“) - დიდი სწრაფმავალი ინგლისური ჯავშნოსანი გემი, რომელიც აღჭურვილია მძლავრი შორსმსროლელი ქვემეხებით.

დრეევი ალექსეი - რუსი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1969 წელს).

დრევინი ალექსანდრ - რუსი და ლატვიელი ფერმწერი (1889-1938 წწ).

დრევლიანები - აღმოსავლელ სლავთა ტომობრივი გაერთიანება VI-X საუკუნეებში.

დრევსი არტურ - გერმანელი ფილოსოფოსი (1865-1935 წწ).

დრეზდენი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში, მდინარე ელბაზე, საქსონიის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი (485 ათასი).

დრეზდენის სურათების გალერეა - ფერწერული ნამუშევრების ერთ-ერთი უდიდესი კოლექცია მსოფლიოში, დაარსებულია 1560 წელს.

დრეზინა (გერმ.) - რკინიგზის პატარა ვაგონი (ურიკა), რომელიც მოძრაობს შიგაწვის ძრავით ან მექანიკური ძალით. იყენებენ მოკლე მანძილებზე მგზავრობისათვის, უპირატესად სამსახურეობრივი მიზნით.

დრეზნა - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.

დრეიდრე - ირლანდიურ მითოლოგიაში - ულამაზესი ქალწული, რომლისადმი სიყვარულიც გახდა მიზეზი ომისა კონხობარსა და უსნეხის ვაჟებს შორის.

დრეიერე ზიტა - ბალეტის ლატვიელი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1952 წელს).

დრეიერი იოჰან ლუდვიგ (ჯონ ლუის) ემილ - დანიელი ასტრონომი (1852-1926 წწ).

დრეიერი კარლ თეოდორ - დანიელი კინორეჟისორი და სცენარისტი (1889-1968 წწ).

დრეიკი ფრენსის - ინგლისელი ზღვაოსანი, ვიცე-ადმირალი, ვესტ-ინდოეთში განხორციელებული პირატული ექსპედიციების ხელმძღვანელი; 1577-1580 წლებში მაგელანის შემდეგ მეორემ შემოუარა მთელ დედამიწას გარშემო (1540-1596 წწ).

დრეიკის სრუტე - მდებარეობს კუნძულ ცეცხლოვან მიწასა და სამხრეთ შეტლენდის კუნძულებს შორის, ერთმანეთთან აერთებს ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს.

დრეისენასებრნი - ორსაგდულიანი მოლუსკების ოჯახი. ზრდასრული ფორმები ემაგრებიან წყალქვეშა საგნებსა და გემების ძირს, ლარვა კი თავისუფლად ცურავს.

დრეისიგი ივან - უკრაინელი მსახიობი (1791-1888 წწ).

დრეიტონი მაიკლ - ინგლისელი პოეტი და დრამატურგი (1563-1631 წწ).

დრეიფი (რუს.)

  1. მავალი გემის აცდენა გზიდან ქარის ან წყლის დინების გავლენით.

  2. იგივე ტივტივი (ყინულებისა).

დრეიფუსის საქმე - სასამართლო საქმე საფრანგეთის გენშტაბის ოფიცრის, ებრაელ ალფრედ დრეიფუსისა (1859-1935 წწ), რომელსაც ბრალად დაედო გერმანელთა ჯაშუშობა.

დრეკადი - ის, რაც მოდრეკას ექვემდებარება.

დრეკადობა - მაკროსკოპული სხეულების თვისება აღიდგინონ ფორმა და მოცულობა (მყარი სხეულები) ან მხოლოდ მოცულობა (სითხეები, აირები).

დრეკი (ჰოლანდ.) - პატარა ღუზა უმთავრესად ნიჩბიან ნავზე.

დრელი (გერმ.) - ბურღებისა და ზოგი სხვა იარაღის საბრუნებელი მექანიზმი, სასვრეტელა.

დრემლა - ცხვრის კურკლი.

დრენა (ინგლ.) - მიწისქვეშა არხი, მილი დაჭაობებული ნიადაგის ამოსაშრობად.

დრენაჟი (ფრანგ.)

  1. დაჭაობებული ნიადაგის ამოშრობა თხრილების, არხების ან მიწისქვეშა მილების სისტემის საშუალებით. ასეთი თხრილებისა და მილების სისტემა.

  2. ჭრილობიდან ჩირქის, სითხის დაწრეტა სპეციალური მილის ან მარლის გრძელი ნაჭრის საშუალებით.

  3. ნახვრეტებიანი რეზინის ან მინის მილი, რომელიც შეჰყავთ სხეულის ღრუში ან ღრმა ჭრილობაში ჩირქის და სითხის დასაწრეტად.

დრენთე - პროვინცია ნიდერლანდში.

დრენჩერი (ინგლ.) - საგანგებო მოწყობილობა, რომელიც ხანძრის დროს ქმნის წყლის ფარდას შენობის ცეცხლმოუდებელი ნაწილების გადასარჩენად.

დრეპანიდოტენიოზი - ბატის, იხვის და გარეული წყლის ფრინველების ჰელმინთოზური დაავადება.

დრეპერი ჰენრი - ამერიკელი ასტრონომი (1837-1882 წწ).

დრესერ ინდასტრისი - აშშ-ს ერთ-ერთი უდიდესი მანქანათმშენებელი კომპანია, დაარსებულია 1880 წელს.

დრესირება - იგივე წვრთნა.

დრეში ჟან - ფრანგი გეოგრაფი და გეომორფოლოგი (დაიბადა 1905 წელს).

დრვენცა - მდინარე პოლონეთში.

დრიადები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ხეთა მოდგმის დამცველი ფერიები, ნიმფები.

დრიბლერი - დრიბლინგის შემსრულებელი.

დრიბლინგი (ინგლ.) - ფეხბურთში ბურთის ოსტატური ტარება.

დრიგალსკი ერიხ - გერმანელი გეოფიზიკოსი და პოლარეთის მკვლევარი (1865-1949 წწ).

დრიგალსკის კუნძული - ყინულოვანი გუმბათი დეივისის ზღვაში ანტარქტიდის სანაპიროსთან.

დრიგინ-დრიგინით - რისამე სვლისას ხმის გამოცემით, ხმაურით.

დრიგო რიკარდო (რიჩარდი) - კომპოზიტორი და დირიჟორი, ეროვნებით იტალიელი, მოღვაწეობდა რუსეთში (1846-1930 წწ).

დრიზულისი ალექსანდრე - ლატვიელი ისტორიკოსი, აკადემიკოსი (დაიბადა 1920 წელს).

დრილები - ძველი დასავლური ქართული (მეგრულ-ჭანური) ტომი.

დრილი - წვრილცხვირიანი მაიმუნი მანდრილების გვარისა. გავრცელებულია დასავლეთ აფრიკის ეკვატორულ ნაწილში.

დრინა - მდინარე ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სავას (დუნაის აუზი) მარჯვენა შენაკადი.

დრინი - მდინარე ალბანეთში, სათავეს მაკედონიაში იღებს (281 კმ).

დრინოვი მარიან სტოიანოვ - ბულგარელი და რუსი ისტორიკოსი (1838-1906 წწ).

დრიოპე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰერმესის ცოლი, აპოლონის სატრფო.

დრიოპითეკი (ბერძნ.) - ადამიანის მსგავსი განათხარი მაიმუნი. მათ შორის იყვნენ შიმპანზეს, გორილას და ადამიანის წინაპრები.

დრისა

  1. მდინარე დასავლეთ დვინის მარჯვენა შენაკადი ბელორუსიასა და რუსეთში.

  2. ბელორუსიის ქალაქ ვერხნედვინსკის სახელი 1962 წლამდე.

დრისვიატი (დრუკშიაი) - ტბა მდინარე შვიანტოიის სათავის აღმოსავლეთით, ბელორუსიასა და ლიტვაში.

დრისტრი - იხილე დოროსტოლი.

დრის ციხე (ჯავახაანთ ციხე) - შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტში.

დრიუ ჯეინ - ინგლისელი არქიტექტორი ქალი (დაიბადა 1911 წელს).

დრიუმო მარკ - ბელგიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1922-1972 წწ).

დრიუონი მორის - ფრანგი მწერალი (დაიბადა 1918 წელს).

დრიფტერი (ჰოლანდ.) - საზღვაო თევზსაჭერი გემი, რომლიდანაც ბადით თევზაობენ.

დრიფტი (ინგლ. Drift = dreifi) - ავტოსპორტის სახეობა, რომელსაც ახასიათებს ვირაჟების და მოსახვევების გავლის თავისებური ტექნიკა მაქსიმალური სიჩქარის შენარჩუნებით.

დრიში ჰანს - გერმანელი ბიოლოგი და ფილოსოფოსი (1867-1941 წწ).

დრკუ - მრუდი (საბა).

დრო

  1. ერთ-ერთი ძირითადი ფორმა მატერიის არსებობისა.

  2. გარკვეული მონაკვეთი წლების, დღეების, საათების და მისთანათა.

  3. ხანა, ეპოქა დროება.

  4. ზმნის ერთ-ერთი კატეგორია.

დრო ნიუმა - შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი 1881-1887 წლებში (1844-1899 წწ).

დრობეტა-ტურნუ-სევერინი - ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ რუმინეთში.

დრობიშევო - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში.

დროგამოშვებით - ხანდახან, დროდადრო.

დროგი - იგივეა, რაც ფორანი.

დროგისტი - სააფთიაქო და ქიმიური საქონლით მოვაჭრე ძველ ევროპაში.

დროგიჩინი - ქალაქი ბელორუსიის ბრესტის ოლქში.

დროგობიჩი - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში (80 ათასი).

დროება

  1. ეპოქა, ხანა.

  2. ქართული ლიტერატურულ-პოლიტიკური გაზეთი, დაარსდა 1866 წლის 4 მარტს, 1877 წლიდან გამოდიოდა ყოველდღიურად. დაიხურა 1885 წელს.

დროებით - გარკვეული დროით.

დროვიანაია - დაბა უკრაინის ჩიტის ოლქში.

დროზდი ვლადიმირ - უკრაინელი მწერალი (დაიბადა 1939 წელს).

დროზდოვა მარგარიტა - ბალეტის რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, პედაგოგი (დაიბადა 1948 წელს).

დროზერა - ჭაობის მწერიჭამია მცენარე.

დროზომეტრი - დადებული ცვრის, ნამის რაოდენობის გასაზომი ხელსაწყო.

დროზოფილა - ფართოდ გავრცელებული მწერების გვარი. ადვილად მრავლდება ლაბორატორიულ პირობებში და გენეტიკურ გამოკვლევათა საუკეთესო ობიექტია.

დროიზენი იოჰან გუსტავ - გერმანელი ისტორიკოსი (1808-1884 წწ).

დროიძე დავით - ეგნატე ნინოშვილის მოთხრობა „სიმონას“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი.

დროკია - ქალაქი მოლდავეთში.

დრომედარი (ფრანგ.) - ერთკუზიანი აქლემი, ნარაქლემა.

დრომი - დეპარტამენტი საფრანგეთში.

დრომომანია - გაუაზრებელი სწრაფვა უაზრო ხეტიალისადმი, ადგილის მონაცვლეობისა და წანწალისადმი.

დრომოსი - გადახურული დერეფანი, რომელიც აკლდამაში განლაგებული საფლავისაკენ მიემართება.

დრომოჭმული - დაძველებული, ხმარებიდან გამოსული.

დრონგოსებრნი - ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. ძირითადად აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკებში ბინადრობენ.

დრონი - XX-XXI საუკუნეების ქართული გაზეთი.

დრონოვა ნინა - ტანმოვარჯიშე, მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1974 წელს); დაიბადა საქართველოში და ასპარეზობდა მისი სახელით (დაიბადა 1958 წელს).

დრონტი - გადაშენებული ფრინველი მტრედების რაზმისა. სიმძიმის გამო (16 კგ) დაკარგული ჰქონდა ფრენის უნარი. ბინადრობდა კუნძულ მავრიკიზე.

დროჟინი სპირიდონ - რუსი პოეტი (1848-1930 წწ).

დროსელი (გერმ.)

  1. სპილენძის მავთულის კოჭა, რომელსაც ახასიათებს დიდი ინდუქციური წინააღმდეგობა. წრედში რთავენ დენის ძალის დასარეგულირებლად.

  2. სითხის, ორთქლის ან გაზის წნევისა და ხარჯის სარეგულაციო სარქველი.

დროსინისი გეორგიოს - ბერძენი პოეტი და პროზაიკოსი (1859-1951 წწ).

დროსტე-ჰიულსჰოფი ანეტე ფონ (ანა ელიზაბეთ) - გერმანელი მწერალი ქალი (1797-1848 წწ).

დროტი (ინგლ.) - მინის მილი, რომლისგანაც ამზადებენ სინჯარებს, თერმომეტრებს და მისთანებს.

დროული

  1. ხანში შესული, ხნიერი, მოხუცი.

  2. დროის შესაფერი, დროზე ნათქვამი.

  3. ქართული ორკვირეული ლიტერატურული გაზეთი, გამოდიოდა თბილისში 1925-26 წლებში.

დროშა (სპარს.)

  1. ფართო ქსოვილის ნაჭერი რაიმე ფერისა, რომელიც მიკუთვნებული აქვს სახელმწიფოს ან რომელიმე ორგანიზაციას.

  2. ქართული გაზეთი, გამოდიოდა პარიზში 1873 წელს, გამოიცა 10 ნომერი.

  3. ქართული ყოველთვიური ჟურნალი, გამოდის 1923 წლიდან.

დროშიონი - სალოცავში მიმავალი ხალხი, რომელსაც წინ დროშის მზიდველი ხევისბერი ან ხატის მსახური მიუძღვის.

დრჟიჩი მარინ - ხორვატი დრამატურგი (1508-1567 წწ).

დრუბიჩი ტატიანა - რუსი მსახიობი ქალი, განათლებით ექიმი (დაიბადა 1959 წელს).

დრუდე პაულ - გერმანელი ფიზიკოსი (1863-1906 წწ).

დრუზა

  1. კრისტალების ბუნებრივი აგრეგატი. წარმოადგენს ერთი ბოლოთი რაიმე ზედაპირზე მიზრდილ კრისტალთა გროვას.

  2. მჟაუნმჟავა კალციუმის კრისტალთა ჩანართები, რომლებიც მრავალი მცენარის უჯრედში მათი ცხოველმოქმედების პროცესში წარმოიქმნება.

დრუზები (არაბ.) - მუსლიმანური რელიგიური სექტის ისმაილიზმის ერთ-ერთი განშტოების მიმდევარი სირიელ-ლიბანელი არაბები.

დრუზუსი ნერონ კლავდიუს - რომაელი მხედართმთავარი (ძვ.წ. აღ. 38-9 წწ).

დრუია - დაბა ბელორუსიის ვიტებსკის ოლქში.

დრუიდი (ფრანგ.) - გალიაში, ბრიტანეთსა და ირლანდიაში მცხოვრები კელტების ქურუმი.

დრუიდიზმი - ძველი კელტების რელიგია.

დრუმევი ვასილ - ბულგარელი მწერალი (1901-1975 წწ).

დრუმლინი (ინგლ.) - მოგრძო ბორცვის სახის ძველმყინვარული აკუმულაციური რელიეფის ფორმა. წაგრძელებულია მყინვარის მოძრაობის მიმართულებით.

დრუნინა იულია - რუსი პოეტი ქალი (1924-1991 წწ).

დრუნჩი - ზოგი ცხოველის ცხვირი და პირი.

დრუჟბა - ქალაქები უკრაინის სუმის, ჟიტომირის და ჩერნიგოვის ოლქებში.

დრუჟინა - დაბა რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.

დრუჟინინა სვეტლანა - რუსი მსახიობი და კინორეჟისორი ქალი (დაიბადა 1936 წელს).

დრუჟინინი ალექსანდრ - რუსი მწერალი და ლიტერატურული კრიტიკოსი (1824-1864 წწ).

დრუჟინინი ნიკოლაი - რუსი ისტორიკოსი, აკადემიკოსი (1886-1986 წწ).

დრუჟინინო - დაბა რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.

დრუჟკოვკა - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში.

დრუჟნაია-გორკა - დაბა რუსეთის სანკტ-პეტერბურგის ოლქში.

დრუჟნიე - დაბა უკრაინის დონეცკის ოლქში.

დრუსკინი ლევ - რუსი პოეტი (1921-1990 წწ).

დრუსკინინკაი (1917 წლამდე დრუსკენეკი) - ქალაქი ლიტვაში, ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტი.

დრუტი - მდინარე დნეპრის მარჯვენა შენაკადი (ბელორუსიასა და უკრაინაში).

დრუცე იონ - მოლდაველი მწერალი (დაიბადა 1928 წელს).

დრუცკი - XI-XIV საუკუნეების ძველსლავური ქალაქი ბელორუსიის ვიტებსკის ოლქში.

დრუცკის სამთავრო - ძველი რუსული საუფლისწულო სამთავრო, ჩამოყალიბდა XII საუკუნეში პოლოცკის მიწაზე.

3.14 დუ

▲ზევით დაბრუნება


დუ

  1. მდინარე და დეპარტამენტი საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში.

  2. (სპარს.) - ორიანი ნარდში.

დუაბი - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მოქვის მარჯვენა შენაკადი.

დუადასთანონი - ოსური სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტი, არფის მსგავსი.

დუაიენი (ფრანგ.) - დიპლომატიური კორპუსის მეთაური, მამასახლისი რომელიმე უცხოურ ქვეყანაში.

დუალა

  1. ქალაქი კამერუნში, პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

  2. ბანტუს ჯგუფის ხალხი კამერუნში.

დუალიზმი (ლათ.) - ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც სამყაროს საფუძვლად აღიარებს ორ ერთმანეთის საწინააღმდეგო საწყისს - მატერიალურსაც და იდეალურსაც.

დუალისტი - დუალიზმის მიმდევარი.

დუანტი (ლათ.) - ციკლოტრონისა და ფაზოტრონის ასაჩქარებელი მოწყობილობა.

დუ ან ციჟუი - ჩინეთის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე (1864-1936 წწ).

დუარტე ხუან პაბლო - დომინიკელი პატრიოტი, საიდუმლო ორგანიზაცია „ტრინიტარიას“ შემქმნელი (1813-1876 წწ).

დუატი - ძველი ეგვიპტური მითოლოგიის თანახმად, მიცვალებულთა ადგილსამყოფელი, რომელიც, უძველესი წარმოდგენის მიხედვით, მდებარეობდა ცაში, აღმოსავლეთით, იქ, საიდანაც ამოდის მზე.

დუაძეები - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

დუბაი (დიბაი) - ქალაქი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (590 ათასი).

დუბანი (ჩინ.) - ძველ ჩინეთში გენერალ-გუბერნატორი.

დუბარა (სპარს.) - ნარდის თამაშში წყვილი ორიანი.

დუბეითი (დუბაითი) - სპარსული პოეზიის სალექსო ფორმა, ოთხსტრიქონიანი ლექსი ანუ წყვილი ბეითი.

დუბელა - თბილი უგემური წყალი.

დუბენსკი - დაბა რუსეთის ორენბურგის ოლქში.

დუბენცკისი ვლადას - ლიტველი არქიტექტორი (1888-1932 წწ).

დუბენდა პავლე - საბჭოთა კავშირის გმირი, ზემდეგი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1914 წელს).

დუბეში (სპარს-თურქ.) - ნარდის თამაშში წყვილი ხუთიანი.

დუბინინი ნიკოლაი - რუსი გენეტიკოსი, აკადემიკოსი (1907-1998 წწ).

დუბინინო - დაბა რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.

დუბინკა - (რუსულია) ცივი იარაღი, პოლიციელის ხელჯოხი.

დუბინსკი დავიდ - რუსი გრაფიკოსი (1920-1960 წწ).

დუბისა - მდინარე ნემანის (ნიამუნასის) მარჯვენა შენაკადი ლიტვაში.

დუბიუკი - ქალაქი აშშ-ს აიოვას შტატში.

დუბკი - დაბა რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკაში.

დუბლაჟი (ფრანგ.) - იგივეა, რაც დუბლირება.

დუბლეტერი - ცივი იარაღი, არბალეტის სახესხვაობა.

დუბლეტი (ფრანგ.)

  1. რაიმე ნივთის მეორე ცალი.

  2. ორი ნაწილისაგან შეწებებული ძვირფასი თვალი, რომელშიც ზემოთა ნაწილი ნამდვილია, ქვემოთა კი ყალბი.

  3. ორი ერთდროული დაცლა ორლულიანი სანადირო თოფისა.

  4. ორმაგი რეგისტრი ორღანში.

დუბლი (ფრანგ.)

  1. ხელმეორედ გადაღებული კადრი კინემატოგრაფიაში (მონტაჟის დროს საუკეთესო დუბლის შერჩევა).

  2. ფეხბურთში ჩემპიონატის და თასის მოგება ერთი გუნდის მიერ ერთ წელს.

დუბლიანი - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში.

დუბლიკატი (ფრანგ.) - საბუთის მეორე ცალი, რომელსაც იურიდიული დედნის ძალა აქვს.

დუბლინელები - ირლენდიელი მწერლის ჯეიმზ ჯოისის მოთხრობების კრებული (გამოიცა 1914 წელს).

დუბლინი - ირლანდიის დედაქალაქი და მთავარი პორტი (1 მილიონი, გარეუბნებით).

დუბლიორი (ფრანგ.)

  1. სპექტაკლში როლის მეორე შემსრულებელი, შემცვლელი მსახიობი.

  2. სპორტული გუნდის არაძირითადი, სათადარიგო შემადგენლობის წევრი.

დუბლირება

  1. ერთნაირი სამუშაოს კეთება ვისამე პარალელურად.

  2. ფილმის სხვა ენაზე გახმოვანება.

დუბლონი (ფრანგ.) - ძველებური ოქროს ფული ესპანეთსა და საფრანგეთში, აგრეთვე შვეიცარიასა და იტალიაში.

დუბნა

  1. ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.

  2. დაბა რუსეთის ტულის ოლქში.

  3. მდინარე ვოლგის მარჯვენა შენაკადი.

დუბნო - ქალაქი უკრაინის როვნოს ოლქში.

დუბოვი ნიკოლაი - რუსი მწერალი (1910-1983 წწ).

დუბოვიაზოვკა - დაბა უკრაინის სუმის ოლქში.

დუბოვკა - ქალაქი რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში.

დუბოვკა ვლადიმირ - ბელორუსი პოეტი (1900-1976 წწ).

დუბოვოე - დაბა უკრაინის იმიერკარპატების ოლქში.

დუბოვსკი - დაბა რუსეთის მარეთის ავტონომიაში და უკრაინის ლუგანსკის ოლქში.

დუბოვსკი ნიკოლაი - რუსი ფერმწერი, პერედვიჟნიკი (1859-1918 წწ).

დუ ბოისი (დიუბუა) უილიამ ედუარდ ბერკჰარდტ - ამერიკელი ისტორიკოსი, სოციოლოგი, მწერალი (1868-1963 წწ).

დუბონტი (დიუბონტი) - მდინარე კანადაში.

დუბოსარი - ქალაქი მოლდავეთში.

დუბროვიცა (1940 წლამდე დომბროვიცა) - ქალაქი უკრაინის როვნოს ოლქში.

დუბროვკა (ნევსკაია-დუბროვკა) - დაბა რუსეთის სანკტ-პეტერბურგის, კიროვის და ბრიანსკის ოლქებში.

დუბროვნიკი (რაგუზა) - ქალაქი-პორტი ხორვატიაში.

დუბროვნო - ქალაქი ბელორუსიის ვიტებსკის ოლქში.

დუბროვსკი - ა.ს. პუშკინის მოთხრობა და ამავე მოთხრობის მთავარი პერსონაჟი.

დუბურსი (ნამდვილი გვარი არინში) ეკაბს - ლატვიელი მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი (1866-1916 წწ).

დუბჩეკი ალექსანდრ - ჩეხოსლოვაკის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1968 წლის „პრაღის გაზაფხულის“ ცნობილი მოვლენების დროს, ჩეხოსლოვაკაში რეფორმატორული პროცესის ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1921-1992 წწ).

დუბჩესი - მდინარე ენისეის მარცხენა შენაკადი რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.

დუგდუგი - ამუშავებული მანქანის მონოტონური ხმაური.

დუგი ოტოკი - კუნძული ადრიატიკის ზღვაში.

დუგლასი ფრედერიკ - იხილე დაგლასი.

დუგლასი - კერკ (მამა - დაიბადა 1916 წელს) და მაიკლ (შვილი - დაიბადა 1944 წელს) - ამერიკელი კინომსახიობები (ნამდვილი გვარი დემსკი).

დუგლას-ჰოუმი ალეკ - ინგლისელი პოლიტიკოსი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1963-1964 წლებში (1903-1995 წწ).

დუგლუგი - იგივეა, რაც კონდახი.

დუგმა - ლითონის შესაკრავი, ღილ-კილო ერთგვარი.

დუგნა - დაბა რუსეთის კალუგის ოლქში.

დუგუილანის მოძრაობა - მონღოლი არატების (გლეხების) განმათავისუფლებელი მოძრაობა XIX-XX საუკუნეების ზღვარზე.

დუდა - უკრაინა-ბელორუსიაში გავრცელებული სასულე ინსტრუმენტი.

დუდაევი ჯოჰარ - გენერალ-მაიორი, ჩეჩნეთის (იჩკერიის) პრეზიდენტი 1991-1996 წლებში (1944-1996 წწ).

დუდაითი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

დუდაროვა ვერონიკა - რუსი დირიჟორი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1916 წელს).

დუდაურები - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭონქაძის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1110 მეტრი, დუშეთიდან - 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 19 კაცი.

დუდინი მიხაილ - რუსი პოეტი (1916-1993 წწ).

დუდინკა - ქალაქი რუსეთის კრასნოიარსკის მხარის ტაიმირის (დოლგან-ნენთა) ავტონომიაში.

დუდინსკაია ნატალია - რუსი ბალერინა, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1912 წელს).

დუდინცევი ვლადიმირ - რუსი მწერალი (1918 - 1998 წწ).

დუდიპტა - მდინარე პიასინის მარჯვენა შენაკადი რუსეთის კრასნოიარსკის მხარის ტაიმირის (დოლგან-ნენთა) ავტონომიაში.

დუდკა - სლავ ხალხებში გავრცელებული სასულე მუსიკალური ინსტრუმენტი, ფლეიტის ერთგვარი სახესხვაობა.

დუდკო - ფრჩხილის ქვეშ ინფექციის შეჭრით გამოწვეული თითის ანთება და დაჩირქება.

დუდოვი (გერმანული გამოთქმით დუდო) ზლატან - გერმანელი კინორეჟისორი (1903-1963 წწ).

დუდოროვსკი - დაბა რუსეთის კალუგის ოლქში.

დუდუკი - ჩასაბერი საკრავი, ხის ან ლერწმის მილი, რომელსაც ცხრა თვალი აქვს.

დუდუნი - დაბალი ხმით, დაუნაწევრებელი ბგერების გამოცემა, ყრუ და წყნარი ხმიანობა.

დუდუხანა - ქალის სახელი საქართველოში (დუდუხანა წეროძე).

დუდღუბო - დაბალი მრავალწლოვანი ბალახი, აქვს თხილისოდენა მოწითალო-ნარინჯისფერი წვნიანი ნაყოფი.

დუდღუნი - ცხვირში ლაპარაკი.

დუე ჯულიო - იტალიელი ფაშისტი, სამხედრო თეორიტიკოსი, დივიზიონის გენერალი (1869-1930 წწ.)

დუე - დაბა რუსეთის სახალინის ოლქში.

დუელი (ფრანგ.)

  1. ორთაბრძოლა ორ პიროვნებას შორის ერთ-ერთის გამოწვევით, ამა თუ იმ იარაღით და გარკვეული წესების დაცვით.

  2. (გადატანით) ორი დაპირისპირებული მხარის ორთაბრძოლა.

დუელიანტი (დუელისტი) - დუელის მონაწილე.

დუენი მაიკლ - ავსტრიელი სპორტსმენი, მოტომრბოლელი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (დაიბადა 1965 წელს).

დუენია (ესპ.) - ესპანეთში:

  1. ხნიერი ქალი, რომელიც მიჩენილი ჰყავდა ახალგაზრდა ქალს და თვალყურს ადევნებდა მის ქცევას.

  2. დიასახლისი, ქალბატონი.

დუერო (პორტუგალიურად „დორუ“) - მდინარე ესპანეთსა და პორტუგალიაში, ერთვის ატლანტის ოკეანეს.

დუეტი (იტალ.)

1) მუსიკალური ნაწარმოები ორი შემსრულებლისათვის.

2) ნაწარმოების შესრულება ორი პირის მიერ.

დუვანი - კაზაკების სამხედრო ნადავლი.

დუ ვენსიუ (ევროპულ ლიტერატურაში ცნობილია, როგორც სულეიმანი) - იუნანის (ჩინეთი) მუსლიმთა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1827-1872 წწ).

დუვრი - ქალაქი-პორტი დიდი ბრიტანეთის დუვრის საგრაფოში, პა-დე-კალის სრუტის ნაპირზე (110 ათასი).

დუვრის სრუტე - იხილე პა-დე-კალე.

დუზაგრამა - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ივრის ზეგანზე, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე. საკრებულოს ცენტრი (სოფლები: პალდო, წიწმატიანი). ზღვის დონიდან - 470 მეტრი, საგარეჯოდან - 35 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1323 კაცი.

დუზე ელეონორა - იტალიელი მსახიობი ქალი (1858-1924 წწ).

დუთარი - ორსიმიანი ხემიანი საკრავი, რომელიც გავრცელებულია შუა აზიის ხალხთა შორის.

დუთმა - ყვითელი ფერის ნესვი ერთგვარი.

დუ-იაქი (სპარს.) - ნარდის თამაშში ორიანი და ერთიანი.

დუილიუსი გაიუს - რომაელი პოლიტიკური მოღვაწე და მხედართმთავარი (ძვ.წ.აღ. III ს).

დუიმი (ჰოლანდ.) - ინგლისურენოვან სამყაროში და ზოგ სხვა ქვეყანაში გავრცელებული სიგრძის საზომი, უდრის 2,54 სანტიმეტრს.

დუისბურგი - ქალაქი გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში (540 ათასი).

დუისბურგი თეო ვან (ნამდვილი სახელი და გვარი კრისტიან კიუპერი) - ნიდერლანდელი მხატვარი და ხელოვნების თეორიტიკოსი (1883-1931 წწ).

დუისი - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი (სოფელი წინუბანი). ზღვის დონიდან - 640 მეტრი, ახმეტიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 4103 ადამიანი.

დუ იუი - ჩინურ მითოლოგიაში - გმირი მონადირე, რომელმაც დაამარცხა დრაკონი და ქვეყანა წარღვნას გადაარჩინა.

დუკა - ბერძენი ისტორიკოსი (დაახლოებით 1400 - 1470 წწ).

დუკა ანდრონიკ - ბიზანტიელი მხედართმთავარი (გარდაიცვალა დაახლოებით 910 წელს).

დუ-კანი - ჩინურ მითოლოგიაში - მეღვინეობის ღვთაება.

დუკატი

  1. (იტალ.) - XII-XIX საუკუნეების ვერცხლის, შემდეგ ოქროს (3,4 გ) მონეტა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

  2. დაბა რუსეთის მაგადანის ოლქში.

დუკები - ბიზანტიის იმპერატორთა დინასტია (XI-XII საუკუნეები).

დუკერი - იხილე დიუკერი.

დუკი-დი-კაშიასი - ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში.

დუკუ (დულკუგი) - შუმერულ-აქადურ მითოლოგიაში - ღმერთების საცხოვრებელი.

დულბეკო რენატო - ამერიკელი ვირუსოლოგი, წარმოშობით იტალიელი, 1975 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი დ. ბალტიმორთან და ჰ.მ. ტემინთან ერთად (დაიბადა 1914 წელს).

დულგალახი - მდინარე იანის მარცხენა მდგენელი რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში.

დულებები - აღმოსავლელ სლავთა ტომები, რომლებიც VII-X საუკუნეების პერიოდში ცხოვრობდნენ დასავლეთ ვოლინის ტერიტორიაზე.

დულესი (Dulles) - ვაშინგტონის საერთაშორისო აეროპორტი.

დულიაპინო - დაბა რუსეთის ივანოვოს ოლქში.

დულიტლი ჰილდა - ამერიკელი პოეტი ქალი (1886-1961 წწ).

დულიტლი ელიზა - მთავარი პერსონაჟი ბერნარდ შოუს პიესისა „პიგმალიონი“.

დულუზაურები - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (არტნის თემის საკრებულო), თიანეთის ქვაბულში, მდინარე ივრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1180 მეტრი, თიანეთიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 101 კაცი.

დულუთი - ქალაქი აშშ-ს მინესოტას შტატში.

დულცინეა (ტობოსელი) - ხუმრობით ან ირონიით ითქმის ვისიმე სატრფოზე. ეს არის სახელი, რომელიც შეარქვა სერვანტესის რომანის მთავარმა გმირმა დონ კიხოტ ლამანჩელმა თავის სათაყვანებელ ქალს, გლეხის გოგო ალდონსას.

დულციფიკაცია (ლათ.) - გატკბილება.

დუმა - ცხვრის დიდი, ქონიანი კუდი.

დუმა (რუს.)

  1. რუსეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო (პარლამენტი).

  2. უკრაინული ხალხური სიმღერის სახეობა.

დუმალა - მდინარე იმერეთის მაღლობზე (საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები), ძირულის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე. სიგრძე - 38 კილომეტრი, აუზის ფართობი - 124 კვ.კმ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და გრუნტის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზაფხულსა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 2,70 კუბ.მ/ წმ.

დუმანი - სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული XIII-XIV საუკუნეებში მონღოლეთსა და მათს მიერ დაპყრობილ ქვეყნებში. აღნიშნავდა ტერიტორიას, სადაც 10 000 მოლაშქრის შეკრება შეიძლებოდა.

დუმასოკო - ქუდიანი სოკო, იხმარება საჭმელად.

დუმასტური - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, (ზემო ხალაწნის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 700 მეტრი, ახმეტიდან - 24 კილომეტრი. პირველად ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება XVIII საუკუნეში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 231 ადამიანი.

დუმაცხო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდამაყრის თემის საკრებულო), მთიულეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, გუდამაყრის ხეობაში. ზღვის დონიდან - 1560 მეტრი, დუშეთიდან -60 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 176 კაცი.

დუმაცხოვი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

დუმბაძე იაკობ - იხილე იაკობ შემოქმედელი.

დუმბაძე მამია - ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (დაიბადა 1915 წელს).

დუმბაძე ნინო - მძლეოსანი (ბადროს ტყორცნა). ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1952), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1946, 50), სსრკ რვაგზის ჩემპიონი (1939, 43, 44, 46-50) (1919-1983 წწ).

დუმბაძე ნოდარ - მწერალი (1928-1984 წწ).

დუმბული - ძველ საქართველოში გავრცელებული დასარტყამი საკრავი.

დუმ-დუმი - მსკდომარე ტყვია, რომელიც მეტად მძიმე ჭრილობას იწვევს. სახელი ეწოდა ინდოეთის ქალაქ კალკუტის გარეუბნის მიხედვით, სადაც ინგლისელების დაკვეთით ამზადებდნენ ასეთ ტყვიებს.

დუმერგი გასტონ - საფრანგეთის პრეზიდენტი 1924-1931 წლებში (1863-1937 წწ).

დუმერი პოლ - საფრანგეთის პრეზიდენტი 1931-1932 წლებში (1857-1932 წწ).

დუმიატი (დამიეტა) - ქალაქი ეგვიპტეში, საზღვაო და სამდინარო ნავსადგური მდინარე ნილოსის დელტაში.

დუმილი - ჩუმად ყოფნა.

დუმინიჩი - დაბა რუსეთის კალუგის ოლქში.

დუმკა

  1. უკრაინული და პოლონური ლირიკული და ლირიკულ-ეპიკური სიმღერების ზოგადი სახელი.

  2. ზოგიერთი საკრავიერი და ვოკალური პიესის ან მუსიკალური ნაწარმოების მონაკვეთის სახელწოდება.

  3. უკრაინის სახელმწიფო აკადემიური საგუნდო კაპელა, დაარსდა 1920 წელს.

დუმ-პალმა - ტროპიკულ აფრიკასა და ინდოეთში გავრცელებული ერთგვარი პალმა.

დუმპერი - ფხვიერი ტვირთის მცირე მანძილზე გადასაზიდი თვითმცლელი მანქანა.

დუმპკარი (ინგლ.) - რკინიგზის თვითსაცლელი ნახევარვაგონი ქვანახშირის, მადნის და მისთანათა გადასაზიდად.

დუ მუ - ჩინელი პოეტი (803-853 წწ).

დუმუზი (დუუზუ, თამუზი) - შუმერულ-აქადურ მითოლოგიაში - მოკვდავი და მკვდრეთით აღმდგარი ღმერთი, ქალღმერთ ინანას მეუღლე.

დუმფარა - წყლის მრავალწლოვანი მცენარე.

დუნაევსკი ისააკ - საბჭოთა ეპოქის კომპოზიტორი (1900-1955 წწ).

დუნაევცი - ქალაქი უკრაინის ხმელნიცკის ოლქში.

დუნაი - ევროპის სიდიდით მეორე (ვოლგის შემდეგ) მდინარე, ერთვის შავ ზღვას (2850 კმ).

დუნაიეცი - მდინარე პოლონეთში.

დუნაის სკოლა - მიმდინარეობა XVI საუკუნის გერმანულ და ავსტრიულ ფერწერაში.

დუნანტული - დუნაისპირა ვაკე უნგრეთში.

დუნაუივაროში - ქალაქი უნგრეთში, პორტი მდინარე დუნაიზე (60 ათასი).

დუნბეი (მანჯურია) - ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის, მანჯურიის, ჩინური სახელი.

დუნბიანდაო - სამთო-სამრეწველო რაიონი ჩინეთის ლიაონინის პროვინციაში.

დუნგანები ჩინეთისა - ჩინელი ხალხის ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი ჯგუფი, ცხოვრობენ ნინსის-ხუეისა, სინძიან-უიღურის და განსუს პროვინციებში, აგრეთვე ყაზახეთსა და ყირგიზეთში.

დუნდაგა - დაბა ლატვიაში.

დუნდგო - ადამიანთა ბრბო.

დუნდიჩი ტომა (ოლეკო) - რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგდროინდელი სამოქალაქო ომის გმირი, ეროვნებით ხორვატი (1897-1920 წწ).

დუნდრუხა - იგივეა, რაც დონდროხა.

უნდული - ადამიანის ტანის ქვედა, უკანა ნაწილი.

დუნე

  1. მოშვებული, დაუჭიმავი, ფომფლე.

  2. უსიცოცხლო, სუსტი.

დუნ-ვან-დუნი - ჩინურ მითოლოგიაში - აღმოსავლეთის მბრძანებელი.

დუნთა - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჩიხის თემის საკრებულო). მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 640 მეტრი. საჩხერიდან - 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 211 კაცი. დუნთაში არის მარმარილოს საბადო.

დუნთინხუ - ტბა ჩინეთში, ხუნანის პროვინციაში.

დუნი ეჯიდიო რომუალდო - იტალიელი კომპოზიტორი (1709-1775 წწ).

დუნი - ჩინეთის სამხრეთში მცხოვრები ხალხი.

დუნია

  1. ქვეყანა, ქვეყნიერება.

  2. (გადატანით) ძალიან ბევრი, უამრავი.

დუნიკოვსკი ქსავერი - პოლონელი მოქანდაკე და ფერმწერი (1875-1964 წწ).

დუნინ-მარცინკევიჩი ვიკენტი - ბელორუსი მწერალი (1807-1884 წწ).

დუნიტი (გერმ.) - მაგმური ქანი, რომელიც თითქმის მთლიანად ოლივინისგან შედგება.

დუნკან I - შოტლანდიის მეფე 1034 წლიდან. მოკლულ იქნა მაკბეტის მიერ 1040 წელს ბრძოლის დროს და არა ლოგინში, როგორც ეს შექსპირს აქვს აღწერილი.

დუნკანი (დანკანი) აისედორა - ამერიკელი მოცეკვავე ქალი, მოდერნისტული თავისუფალი პლასტიური ცეკვის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პოეტ სერგეი ესენინის მეუღლე 1921-24 წლებში (1877-1927 წწ).

დუნკანი დევიდ დუგლასი - ამერიკელი ფოტორეპორტიორი (დაიბადა 1916 წელს).

დუნკანი - სახელი გემისა, რომლითაც დაეძებდნენ კაპიტან გრანტის კვალს ჟიულ ვერნის ცნობილი რომანის გმირები.

დუნლინი - ნეოკონფუციანელთა ფილოსოფიური სკოლა XVI-XVII საუკუნეებში.

დუნსიანი - ჩინეთში, განსუს პროვინციაში მცხოვრები ხალხი, რუსეთში ცნობილი იყვნენ შირინგოლ-მონღოლთა სახელით.

დუნს სკოტი - იხილე იოანე დუნს სკოტუსი.

დუნსტი (გერმ.)

  1. ხორბლის ფქვის შუალედური პროდუქტი (ფქვილზე მსხვილი და ბურღულზე წვრილი).

  2. ყველაზე წვრილი კალიბრის საფანტი.

დუნტინხუ - ტბა ჩინეთში.

დუნფან შო - ჩინურ დაოსურ მითოლოგიაში - ოქრო-ვერცხლის მკვეთელთა, ხელოსანთა მფარველი ღვთაება.

დუნუსი - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

დუნშა (დუნშაციუნდაო, პრატასი) - კუნძული სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში.

დუნძიანი - მდინარე ჩინეთში.

დუნ-ძიუნი - ჩინურ მითოლოგიაში - ცისკრის ღვთაება. წარმოდგენილი ჰყავდათ, როგორც ეტლით მავალი ჭაბუკი.

დუნძიანჩენი - ქალაქი ჩინეთის ხეილუნძიანის პროვინციაში.

დუნხაი - აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის ჩინური სახელწოდება.

დუნხუანი (ტუნხუანი) - ქალაქი ჩინეთის განსუს პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში.

დუნჯინი - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, ჯეჯორის მარცხენა შენაკადი.

დუნ ჯუნშუ - ჩინელი ფილოსოფოსი (ძვ.წ.აღ. II საუკუნე).

დუოდენალური (ლათ.) - თორმეტგოჯა ნაწლავთან დაკავშირებული.

დუოდეციმა (ლათ.)

  1. მუსიკალური გამის მე-12 საფეხური.

  2. ინტერვალი პირველსა და მე-12 საფეხურს შორის.

დუოდეციმალური - სისტემა, რომლის მიხედვითაც ყოველი უმაღლესი ერთეული შედგება 12 უდაბლესი ერთეულისგან.

დუოდონასტო - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

დუოლი - მუსიკაში ორნაწილიანი რიტმული ფიგურა, რომელიც იხმარება მარტივ სამნაწილიან ან სამნაწილიანობის შემცველ ტექსტში.

დუოპოლია (ლათ.) - მეურნეობის დარგის საბაზრო სტრუქტურა, რომლის დროსაც არსებობს გარკვეული საქონლის მხოლოდ ორი მიმწოდებელი და მათ შორის არ არის დადებული მონოპოლისტური შეთანხმება გასაღების ბაზრების, ფასების და სხვის შესახებ (შეადარეთ ოლიგოპოლიას).

დუპლეტი (ფრანგ.)

  1. ბილიარდის თამაშში ერთი ბურთის მირტყმა მეორეზე ისე, რომ ეს მეორე მოხვდეს ბორტს და იქიდან ასხლეტილი ჩავარდეს ლუზაში.

  2. იგივეა, რაც დუბლეტი (მნიშვნელობა 3).

დუპლექსი (ლათ.) - დეპეშების გაგზავნის ხერხი ერთი და იმავე ხაზით ორი საწინააღმდეგო მიმართულებით.

დუპლი ივანე - გვარდიის ზემდეგი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ქუთაისის მკვიდრი (დაიბადა 1919 წელს).

დუპლიკაცია - ქრომოსომის ისეთი ცვლილება, როცა მისი ერთ-ერთი უბანი ხაზობრივად ორჯერ ან მეტჯერ მეორდება.

დუჟი - ქაფად გადმოსული ნერწყვი.

დუჟიანისებრნი - მწერების ოჯახი თანაბარფრთიანისნაირთა რიგისა.

დუჟინი (რუს.) - თორმეტი ცალი ერთგვარი საგანი.

დურა

  1. ცხვრის ტყავისაგან შეკერილი წამოსასხამი, რომელსაც ბეწვი შიგნით აქვს მოქცეული.

  2. მაჟორული წყობა მუსიკაში.

დურა და დურო - სორგოს ნაირსახეობა.

დურა-ევროპოსი - ქალაქი შუა ევფრატზე. დააარსა მეფე სელევკ I-მა ძვ.წ.აღ. 300 წელს.

დურალუმინი (დიურალი, დიურალუმინი) - ალუმინის სპილენძთან შენადნობი, რომელსაც ურევია ცოტაოდენი მანგანუმი, მაგნიუმი, კრემნიუმი, რკინა. დიდი გამოყენება აქვს ავიამშენებლობაში. სახელი ეწოდა გერმანიის ქალაქ Dურენ-ს მიხედვით, სადაც პირველად მოხდა ალუმინის შენადნობის მიღება.

დურანგო - ქალაქი მექსიკაში, ამავე სახელწოდების შტატის ცენტრი (350 ათასი).

დურანდი გილელმ - შუა საუკუნეების კანონისტი და ლიტურგისტი, ეპისკოპოსი (1230-1296 წწ).

დურანი - ავღანურ ტომთა დიდი ჯგუფი, ბინადრობენ სამხრეთ ავღანეთსა და პაკისტანში.

დურანის სახელმწიფო - ავღანეთის ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო XVIII-XIX საუკუნეებში, წარმოიშვა ნადირ-შაჰის იმპერიის დაშლის შემდეგ.

დურასი ოლდრჟიხ - ჩეხი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (1882-1957 წწ).

დურაღი - ავადმყოფობა, რომელიც ზამთარში დამზრალ ცხვარს ზაფხულში გამოაჩნდება.

დურაყი - წლის ჯიხვი (საბა).

დურაში - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

დურაჯი - მცირე ზომის ლამაზი გარეული ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა.

დურბანი (პორტ-ნატალი) - ქალაქი-პორტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში.

დურბარი

1) შუა საუკუნეების მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებში მეფის კართან არსებული დიდგვაროვანთა სათათბირო.

2) საზეიმო მიღება მეფის კარზე.

დურბე (დურბესი)

  1. მდინარე საკის ერთ-ერთი მდგენელი ლატვიაში.

  2. ტბა ლატვიაში.

  3. ქალაქი ლატვიაში (1917 წლამდე დურბენი).

დურბექი - უზბეკი პოეტი (XIV-XV საუკუნეები).

დურბინი დინა (ნამდვილი სახელი და გვარი ედნა მეი) - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1921 წელს).

დურბინდი (სპარსულად „დურ“- შორს და „ბინ“- ხედვა) - ხელში დასაჭერი ორმილიანი ოპტიკური ხელსაწყო შორი საგნების კარგად დასანახად.

დურგა - ინდუისტურ მითოლოგიაში - სასტიკი ქალღმერთი, დედა-ღვთაება, ღმერთ შივას მეუღლე. ითხოვს სისხლიან მსხვერპლშეწირვას.

დურგალი

  1. ხის ავეჯის მკეთებელი ხელოსანი.

  2. იგივეა, რაც ხურო.

დურგაპური - ქალაქი ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში (250 ათასი).

დურგ-ბჰილანაგარი - ქალაქი ინდოეთის მადჰია-პრადეშის შტატში.

დურგე-ნური - იხილე დურო-ნური.

დურდი-გილიჩი - თურქმენი პოეტი, სახალხო მთქმელი (1886-1950 წწ).

დურდიევი ათა - თურქმენი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1910-1981 წწ).

დურდო

  1. ღვინის დანალექი.

  2. წამხდარი ყურძენი (საბა).

დურემარი - წურბელებით მოვაჭრე პერსონაჟი ალექსანდრე ტოლსტოის ზღაპრისა „ოქროს გასაღები ანუ ბურატინოს თავგადასავალი“.

დურესი - ქალაქი ალბანეთში, ქვეყნის მთავარი პორტი.

დურვასასი - ინდუისტურ მითოლოგიაში - ბრძენი, განდეგილი, რომელიც რელიგიური წეს-კანონების დაუცველობისათვის სჯის ხალხს.

დურიანი პეტროს - სომეხი პოეტი და დრამატურგი, ცხოვრობდა თურქეთში (1852-1872 წწ).

დურიო - დიდი ზომის (45 მეტრამდე) მარადმწვანე ხე, ბაობაბისებრთა ოჯახისა.

დურიოდხანა - ინდუისტურ მითოლოგიაში - გმირი, „მაჰაბჰარატას“ პერსონაჟი.

დურისი - ბერძენი ლარნაკმწერი (ძვ.წ.აღ. V საუკუნის პირველი მესამედი).

დურიფში - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

დურმიტორი - მთიანი მასივი იუგოსლავიაში.

დურმიშიძე სერგი - ბიოქიმიკოსი, ამ დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, აკადემიკოსი (დაიბადა 1910 წელს).

დურმიშხანი - დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხის „ პერსონაჟი.

დურნუკები - იხილე ვაინახები.

დურნუკი - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების, დიდი დურნუკის და პატარა დურნუკის გავრცელებული სახელწოდება.

დურო (ესპ.) - ძველებური ესპანური ვერცხლის ფული.

დუროვა ნადეჟდა - პირველი ოფიცერი ქალი რუსეთში, როტმისტრი, მწერალი (1783-1866 წწ).

დუროვები ანატოლი (1864-1916 წწ), ვლადიმირ (1909-1972 წწ), იური (1909-1971), ნატალია (დაიბადა 1934 წელს) - ცირკის რუს მსახიობთა, ჯამბაზ-მომთვინიერებელთა დინასტია, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები.

დუროვი ლევ - რუსი მსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1931 წელს.

დუროვი სერგეი - რუსი პოეტი (1816-1869 წწ).

დუროკორტორიუმი - საფრანგეთის ქალაქ რეიმსის ძველი სახელი.

დურო-ნური (დურგე-ნური) - ტბა მონღოლეთში.

დურუ - ქართული მხატვრული ფილმი, კრიმინალური. ეკრანებზე გამოვიდა 1994 წელს. დამდგმელი რეჟისორები - ბესარიონ გიორგობიანი და მერაბ სვირავა. სცენარის ავტორები - ვალერიან ჯინჭარაძე, ზაურ კალანდია, გიგა ლიპარტელიანი, მერაბ სვირავა. დამდგმელი ოპერატორები - კახა ჭელიძე, დავით გოგილაშვილი. მთავარ როლებში: ამირან II ამირანაშვილი, ალექსანდრე მახარაძე, დავით (ჯაპანა) ხურცილავა, შოთა სხირტლაძე.

დურუტი ბუენავენტურა - ესპანეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1896-1936 წწ).

დურუჯი

  1. მდინარე ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარცხენა შენაკადი.

  2. რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობთა კორპორაცია, შეიქმნა 1924 წელს, მიზნად ისახავდა თეატრის შემოქმედებითი და ორგანიზაციული სტრუქტურის შეცვლას.

  3. კორპორაცია „დურუჯის“ ერთდროული ჟურნალი, გამოვიდა 1926 წლის 19 იანვარს.

დურღენა - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

დურუკული - იხილე მირიკინი.

დურღენი - ბუჩქბალახა ნაცარქათამასებრთა ოჯახისა.

დურ-შარუქინი - ძველი ასურული ქალაქი (ახლანდელი ნაქალაქარი, ხორსაბადი - ერაყი), ააგეს ძვ.წ.აღ. VIII საუკუნეში.

დურძუკები (ძურძუკები, ურძუკები, დროზკიტები) - თანამედროვე ვაინახთა წინაპრების საერთო სახელწოდება.

დურძუკეთი (ძურძუკეთი) - დურძუკებით დასახლებული მხარე კავკასიის მთავარი ქედის ცენტრალური ნაწილის ჩრდილო კალთებზე.

დუსე ჟაკ - ფრანგი მოდელიორი, მფლობელი და ხელმძღვანელი ქალის სამოსის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ფირმისა პარიზში (1845-1929 წწ).

დუსე-ალინი - ქედი რუსეთის ხაბაროვსკის ოლქში, ბურეის ქედის ჩრდლოეთ ნაწილში.

დუსენი - ტანდაბალი ვაშლის სახეობა, რომელსაც იყენებენ საძირედ.

დუსეტოსი (1917 წლამდე დუსიატი) - ქალაქი ლიტვაში.

დუსთი - დაბა ტაჯიკეთის ყურღანთეფეს ოლქში.

დუსთლიკი - ქალაქი უზბეკეთის ჯიზახის ოლქში.

დუტოვი ალექსანდრ - რუსი გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი შეიარაღებული ფორმირების მეთაური კასპიისპირეთში (1879-1921 წწ).

დუტუ მეგრელი - იხილე მეგრელი დუტუ.

დუუმვირატი (დუოვირები) - ორი უმაღლესი თანამდებობის პირი რომის იმპერიის მუნიციპიუმებსა და კოლონიებში. ისეთივე ძალაუფლება ჰქონდათ, როგორც რომში კონსულებს.

დუუნი ულავ - ნორვეგიელი მწერალი (1876-1939 წწ).

დუ ფუ (ტუ ფუ) - ჩინელი პოეტი (712-770 წწ).

დუქანი (სპარს.) - პატარა სავაჭრო ობიექტი ან სასადილო საქართველოში ძველად.

დუქარდი (სპარსულად „დუ“- ორი, „ქარდ“ - დანა) - ცხვრის გასაპარსი დიდი მაკრატელი.

დუქტილომეტრი (ლათ.) - ხელსაწყო ნახევრად მაგარი მასალების (ასფალტის, ფისის) წევადობის (სიბლანტის) გასაზომად.

დუქშტასი (1917 წლამდე დუქშტი) - ქალაქი ლიტვაში.

დუღაბი - ცემენტის და სხვა შემკვრელი ნივთიერებების წყალთან შერევით მიღებული სქელი მასა.

დუღაშვილი ნუნუ (ნინო) - კომპოზიტორი და მომღერალი (დაიბადა 1934 წელს).

დუღილი

  1. ძლიერი გაცხელებისაგან აორთქლება და ამოძრავება (სითხისა).

  2. ბიოქიმიური პროცესი, როდესაც ორგანული ნივთიერებები იშლება.

დუყი - ახლად გამოტანილი ყლორტი (ჩვეულებრივ ჩაის ბუჩქისა).

დუშანბე (სიტყვასიტყვით ნიშნავს „ორშაბათს“, 1929-61 წლებში - სტალინაბადი) - აზიის სახელმწიფო ტაჯიკეთის დედაქალაქი (600 ათასი).

დუშაქი - დაბა თურქმენეთის აშხაბადის ოლქში.

დუშაყი - ცხენის ფეხების დასაბორკი თოკი ან ბორკილი.

დუშაში - იხილე დუშეში.

დუშეთი - ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს დუშეთის ქვაბულში, მდინარე დუშეთისხევის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) ორივე ნაპირზე. რკინიგზის სადგურ მცხეთიდან 33 კილომეტრ მანძილზე, ზღვის დონიდან 900 მეტრ სიმაღლეზე, თბილისიდან - 50 კილომეტრი. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს, პირველად იხსენიება 1215 წელს. XVII საუკუნეში აქ არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო, აქ იდგა ნუგზარ ერისთავის სასახლე. საერისთავოს გაუქმების შემდეგ დუშეთი მნიშვნელოვნად დაკნინდა. 1756 წელს ფეოდალური ქალაქის სტატუსი მიიღო, 1802 წელს კი ახლადშექმნილი დუშეთის მაზრის ცენტრი გახდა. 2002 წლის აღწერის მიხედვით დუშეთში ცხოვრობს 4 600 კაცი.

დუშეთის მაზრა - რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, თბილისის გუბერნიის შემადგენელი ნაწილი; მოიცავდა თანამედროვე დუშეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს.

დუშეთის მუნიციპალიტეტი

    • ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თბილისის ჩრდილო-დასავლეთით.

    • 1917 წლამდე შედიოდა ტფილისის გუბერნიაში დუშეთის მაზრის სახელწოდებით, 1917-28 წლებში დუშეთის მაზრაა, 1928-30 წლებში თფილისის ოლქშია დუშეთის რაიონის სახელწოდებით, 1930 წლის ოქტომბრიდან დამოუკიდებელი რაიონია.

    • მუნიციპალიტეტი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფერდობებს, აგრეთვე შიდა ქართლის ვაკის პერიფერიებს, მისი ტერიტორია ძირითადად მაღალ მთებს უკავია, მათ შორის კავკასიონის წყალგამყოფ ქედს, მხოლოდ უკიდურეს სამხრეთ ნაწილში არის ბორცვიანი მთისწინეთი და ვაკეები.

    • აღმოსავლეთით ესაზღვრება ახმეტის და თიანეთის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით - მცხეთის, ხოლო დასავლეთით ახალგორის მუნიციპალიტეტები, ჩრდილო-დასავლეთით ესზაღვრება ყაზბეგის მუნიციპალიტეტს, ჩრდილოეთით კი - რუსეთის ფედერაციას.

    • ფართობი 2985 კვ.კმ.

    • მოსახლეობა - 34 ათასამდე.

    • სიმჭიდროვე - 11 კაცი კვ.კმ-ზე.

    • მოსახლეობის 94,6% ქართველია, 4,8% - ოსი, 0,2% - რუსი, 0,1% - სომეხი, 0,1% -აფხაზი.

    • მუნიციპალიტეტში 79 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 1 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 47 ბიბლიოთეკა, 4 თეატრი და 4 მუზეუმი: დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი (სოფელი ჩარგალი), გიორგი ერისთავის სახლ-მუზეუმი (სოფელი ოძისი)

დასახლებული პუნქტები:

      1. ქალაქი - დუშეთი.

      2. დაბა - ჟინვალი, ფასანაური.

- 288 სოფელი: აბანოსხევი, ავენისი, ათნოხი, აკუშო, ამღა, ანანური, ანდაქი, არაგვისპირი, არანისი, არახვეთი, არბაჩხანი, არბოეთი, არდოტი, არღუნი, არჭილო, ატაბე, აფშო, აყნელი, აჭე, ახადი, ახალი ბურღული, ახალაანი, ახალი კადოეთი, ახალი ოსები, ახალი ტონჩა, ახალციხე, ახატანი, ახიელი, ბაგა, ბაზალეთი, ბაკურხევი, ბანცურთკარი, ბანცური, ბარისახო, ბაქაქურები, ბაცალიგო, ბახანი, ბედონი, ბენიან-ბეგონი, ბეტისჩრდილი, ბზიკურთკარი, ბინდაურთა, ბისო, ბიჩნიგაური, ბლო, ბოდავი, ბოდორნა, ბოსელი, ბოქჩვილო, ბულაჩაური, ბურსაჭირი, ბუჩაანი, ბუჩუკურთა, გამსი, გველეთი, გვიდაქე, გიორგწმინდა, გოგნაური, გოგოლაურთა, გომეწარი, გრიგოლაანთკარი, გუდანი, გუდარახი, გუდრუხი, დავათი, დავითურნი, დათვისი, დგნალი, დიდებანი, დიხჩო, დოლასქედი, დოლოშა, დუდაურები, დუმაცხო, ებნისი, ეთვალისი, ვარსიმაანი, ვარცლა, ვაშლობი, ველთაურთკარი, ვეშაგურნი, ვეძათხევი, ზანდუკი, ზაქათკარი, ზეისტეჩო, ზემო ამირნი, ზემო კოდისწყარო, ზემო მლეთა, ზემოუბანი, ზემო ღარისწყალა, ზემო შუახევი, ზემო ხორხი, ზენუბანი, ზოტიკიანთკარი, თანდილაანთკარი, თანიანთკარი, თვალივი, თოთიაურნი, თორელაანი, თხილიანა, თხილოვანი, ილტოზა, ინო, იორი, იუხო, კადოეთი, კაიშაურნი, კანატია, კარწაულთა, კაწალხევი, კენჭაკლდე, კიტოხი, კორშა, კოშკასყელი, კუჭეჭა, ლაზვიანი, ლაკათხევი, ლამოვანი, ლაუშა, ლაფანაანთკარი, ლუთხუბი, მათურა, მანასეური, მაქართა, მაღაროსკარი, მაღრაანი, მაღრანი, მგლიანი, მეზვრიანთკარი, მენესო, მენესო, მეჯილაურნი, მიგრიაულები, მიგრიაულთა, მილისწყარო, მიქელიანი, მლაშე, მოწმაო, მუგუდა, მუქო, მუღურე, მუცო, მწითურები, მჭადიჯვარი, მჭედლიანთკარი, ნაგლიანთკარი, ნადიბაანი, ნანიანი, ნაღვარევი, ნეძიხი, ნოჯა, ნოჯიკეთი, ოქრუაანი, ოძისი, ოხერხევი, პავლეური, პეტრიანი, პირმისაანი, ჟინვალა, ჟოჟონი, როშკა, საკერპო, საკრამულო, სალაჯური, საქერე, საშაბურო, საშევარდნო, საჩალისჭალა, საცხავატლო, სეთურნი, სეფე, სვიანა-როსტიანი, სიჯანანი, სოდევე, სონდა, სონდისველა, სონჩო, სწროფავი, ტონჩა, უბანი, უბანი, უკანამხარი, უკანაფშავი, უკანახო, უკანხადუ, უნდილაანთკარი, უფურეთი, უშარნი, უძილაურთა, ფახვიჯი, ფიჭვიანი, ფრიდონაანთკარი, ფუძნარი, ფხუნდავი, ქალილო, ქარაულები, ქარქუშაანი, ქედელობა, ქერანა, ქერიაანთკარი, ქვემო არანისი, ქვემო აში, ქვემო კოდისწყარო, ქვემო მლეთა, ქვემო ღარისწყალა, ქვემო შუახევი, ქვემო ხორხი, ქვეშეთი, ქვითკირისწყარო, ქისტანი, ქმოსტი, ქობულო, ქოროღო, ქუბრიანთკარი, ღელისვაკე, ღული, ყარსიმაანთკარი, ყვავილი, ყველანი, შალიკაანთკარი, შარახევი, შარმიანი, შატილი, შუაფხო, ჩადისციხე, ჩანადირთკარი, ჩარგალი, ჩინთი, ჩირდილელიანთკარი, ჩირდილი, ჩირიკი, ჩიტაურები, ჩობალაურნი, ჩოხელნი, ჩოხი, ჩუბინიანთკარი, ჩხუბა, ცაბაურთა, ციგრიანთკარი, ცივწყარო, ციხევდავი, ციხიანი, ციხისძირი, ციხისსოფელი, ციხისუბანი, ცხვედიეთი, ძეძეურთა, ძველი ბურღული, ძველი ოსები, ძველი საკრამულო, წითელი კლდე, წითელსოფელი, წინამხარი, წინამხარი, წინკობანი, წინხადუ, წიფორი, წიფრანი, წიწამურა, წკერე, ჭალისოფელი, ჭალისოფელი, ჭართალი, ჭაშა, ჭიე, ჭივილაანები, ჭიკანი, ჭილურტი, ჭიმღა, ჭიჩო, ჭონტილი, ჭოპორტი, ჭორმეშავი, ხარტიშო, ხარხეთი, ხახაბო, ხახმატი, ხევშა, ხეობა, ხიზნები, ხილიანა, ხირაუშა, ხომი, ხონისჭალა, ხოშარა, ჯავახიანთკარი, ჯაღმიანი, ჯუღისი. (ჩამოთვლილთა შორის 17 დაუსახლებელი სოფელია: არბაჩხანი, ბეტისჩრდილი, გველეთი, მაღრაანი, ოხერხევი, საკერპო, საქერე, სონჩო, ტონჩა, უბანი, უკანხადუ, უფურეთი, კისტანი, ქმოსტი, ჩადისციხე, ჩხუბა, ძეძეურთა ).

- ტორიული ძეგლები: ქოროღოს ეკლესია და კოშკი (X საუკუნე), ანანურის გვიანფეოდალური ხანის ციხე და ტაძარი, ფუძნარის ღვთისმშობლის გუმბათოვანი ეკლესია (XIII საუკუნე), ბოდორნის ეკლესია (XVIII ს I ნახევარი), მჭადიჯვრის ეკლესია და ციხე (XVII-XVIII სს).

დუშეთისხევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, არაგვის მარჯვენა შენაკადი.

დუშეში (სპარს.) - ნარდის თამაშში წყვილი ექვსიანი.

დუშკინი ალექსი - საბჭოთა ეპოქის რუსი არქიტექტორი (1903-1977 წწ).

დუშმანი (სპარს.) - მტერი.

დუშნიკი-ზდრუი - ბალნეოლოგიური კურორტი პოლონეთში, ქალაქი ვალბჟიხის მახლობლად.

დუჩე (იტალ.) - იტალიელი ფაშისტების მეთაურის, ბენიტო მუსოლინის მეტსახელი.

დუჩენტო და დუეჩენტო (იტალ.) - იტალიის კულტურის ისტორიაში სახელწოდება მე-13 საუკუნისა, ანუ იმ პერიოდისა, რომელმაც რენესანსის ეპოქა მოამზადა.

დუჩიჩი იოვან - სერბი პოეტი (1874-1943 წწ).

დუჩო დი ბუონინსენია - იტალიელი ფერმწერი (დაახლოებით 1255-1319 წწ).

დუცი - მთის მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა.

დუცხუნი - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში (ყუმურის თემის საკრებულო), მდებარეობს სამხრეთ იმერეთის მთისწინეთზე, მდინარე ყუმურის ნაპირზე. ზღვის დონიდან - 400 მეტრი. ვანიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 280 ადამიანი.

დუ ძინფანი - ჩინელი მსახიობი ქალი, პეკინის მუსიკალური დრამის ჟანრის (ძინსი) ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი (დაიბადა 1933 წ).

დუხობორები - ქრისტიანული ეკლესიის უკიდურესად პროტესტანტული სექტა, ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთში. XIX საუკუნის მეორე ნახევარში გადასახლდნენ კანადაში.

დუხობორიე - ჯავახეთის რუსული სახელი მას შემდეგ, რაც იქ 1841 წელს დუხობორები ჩასახლდნენ.

დუხოვი ნიკოლაი - მძიმე ტანკების რუსი კონსტრუქტორი, გენერალ-ლეიტენანტი (1904-1964 წწ).

დუხოვნიცკოე - დაბა რუსეთის სარატოვის ოლქში.

დუხოვშჩინა - ქალაქი რუსეთის სმოლენსკის ოლქში.

დუხონინი ნიკოლაი - რუსი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე (1876-1917 წწ).

დუხჭირი - ძნელი, აუტანელი, ტანჯვით სავსე.

3.15 დღ

▲ზევით დაბრუნება


დღამში - სოფელი და მდინარე (ერთვის შავ ზღვას) ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

დღე

  1. დროის მონაკვეთი დილიდან საღამომდე.

  2. კალენდარული დღე-ღამე.

  3. თვის რომელიმე რიცხვი, თარიღი.

დღეგამოშვებით - ყოველ მეორე დღეს.

დღეგრძელი - ხანგრძლივი სიცოცხლის მქონე.

დღედადღე - თანდათან, ყოველდღე, განუწყვეტლივ.

დღედღეზე - ამ დღეებში, მალე.

დღევანდელი - ახლანდელი.

დღევანდელობა - აწმყო, ახლანდელი დრო.

დღემეხვალიე - ვისაც საქმის მეორე დღისთვის გადადება სჩვევია.

დღემოკლე - ვისაც ბევრი დღე აღარ დარჩენია სასიცოცხლოდ.

დღენაკლული - ნორმამდე განუვითარებელი, ვადაზე ადრე დაბადებული.

დღენიადაგ - ყოველდღე, მუდამ დღე.

დღეობა

  1. ვისიმე სახელის ან დაბადების დღე.

  2. ამა თუ იმ რელიგიურ წარმოდგენასთან დაკავშირებული საეკლესიო დღესასწაული.

დღეს

  1. იმ დღის განმავლობაში, რაზედაც საუბარია.

  2. ახლა, ამჟამად.

დღესასწაული - ღირსშესანიშნავი მოვლენა, ზეიმი.

დღესდღეობით - დღემდე, აქამდე, ჯერჯერობით.

დღესვე - სწორედ დღეს.

დღეს ღამე უთენებია - ქართული მხატვრული ფილმი, ორი სერია. ეკრანებზე გამოვიდა 1983 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ლანა ღოღობერიძე. სცენარის ავტორები - ზაირა არსენიშვილი, ლანა ღოღობერიძე. დამდგმელი ოპერატორი - ნუგზარ ერქომაიშვილი. კომპოზიტორი - გია ყანჩელი. მონაწილეობან - დარეჯან ხარშილაძე, თამარ სხირტლაძე, გურამ ფირცხალავა, გურანდა გაბუნია, ირაკლი ხიზანიშვილი, ლეო ფილფანი, აკაკი ხიდაშელი, გიგოლა თალაკვაძე, მანანა მერნაბდე.

დღესხვალიობა - საქმის სამომავლოდ გადადება.

დღე უკანასკნელი, დღე პირველი - ქართული მხატვრული ფილმი, კინომოთხრობა. ეკრანებზე გამოვიდა 1959 წელს. დამდგმელი რეჟისორი - სიკო დოლიძე. სცენარის ავტორები - სიკო დოლიძე, ევგენი აგრანოვიჩი. დამდგმელი ოპერატორი - ლევან პაატაშვილი. კომპოზიტორი - დავით თორაძე. მთავარ როლებში: სერგო ზაქარიაძე (გიორგი), ბელა მირიანაშვილი (ლამარა), მალხაზ გორგილაძე (ვაჟა), დინარა ჟორჟოლიანიო, ოთარ კობერიძე, გიული ჭოხონელიძე, გრიგოლ ტყაბლაძე, გივი თოხაძე, მედეა ჩახავა, მეგი წულიკიძე, ემანუილ აფხაიძე, რამაზ ჩხიკვაძე.

დღე-ღამე - დედამიწის ღერძული ბრუნვის პერიოდი, დროის საზომი ერთეული.

დღეღამტოლობა - იხილე ბუნიობა.

დღვაბა

  1. მდინარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ჭურიის მარჯვენა შენაკადი.

  2. სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

დღვანა - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

დღვანი - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

დღვიორა - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, ჭანჭახის მარცხენა შენაკადი.

დღისით - როცა დღეა.

დღიური

  1. ერთ დღეში შესარულებელი.

  2. ერთი დღის საზღაური.

  3. მიწის საზომი ერთეული ძველად.

  4. ყოველდღე შესრულებული ჩანაწერი.

  5. მოსწავლის რვეული მიცემულ დავალებათა აღსარიცხავად და ცოდნის შეფასების ჩასაწერად.

დღლაბი

  1. სახამებლის წარმოების ნარჩენი.

  2. დასრესილი და დაქუცმაცებული ყურძნის მასა.

დღლუ - თხელი, ჩვილი, არამკვრივი (ცომისებური მასა).

დღნორისა - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 800 მეტრი, წყალტუბოდან - 65 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 570 კაცი.

3.16 დჰ

▲ზევით დაბრუნება


დჰამაპადა (კანონის სტროფები) - ბუდისტური საღვთო კრებულის, «ქჰუდაქა-ნიკაის» მეორე წიგნი.

დჰანვანტარი - ინდუისტურ მითოლოგიაში - ღვთაება, რომელიც ღმერთების სასმელ ამრიტას ფლობს.

დჰარმა (სანსკრ. „საფუძველი, კანონი“) - ბუდიზმში სამყაროსეული კანონი, რომელიც ბუდამ აღმოაჩინა და საკუთარ მოძღვრებად გაიხადა.

დჰარმა კაია - ბუდიზმის კარდინალური ცნება, რაც აბსოლუტურ რეალობას და ბუდას ცნობიერების უზენაესობას აღნიშნავს.

დჰარმაკირტი - VII საუკუნის ინდოელი ბუდისტი მოაზროვნე, ბუდისტური ლოგიკის შვიდი შრომის ავტორი.

დჰარმაპალა

  1. (სანსკრ. „კანონიერების მცველი“) ბუდისტურ მითოლოგიაში - კანონის მცველი ღმერთების სახელი, რომლებიც ქვეყნიერების 4 მხარეს იცავდნენ.

  2. იოგაჩარას სკოლის VI-VII საუკუნეების ბუდისტი მოაზროვნე.

  3. ბენგალია-ბიჰარის ტერიტორიაზე არსებული ძველი სახელმწიფოს პალების დინასტიის გამოჩენილი მმართველი (? - დაახლ. 810 წ).

  4. ანაგარიკა - ინდოეთში ბუდიზმის აღორძინების ორგანიზატორი და იდეოლოგი, შრი-ლანკას ეროვნული გმირი (1864-1933 წწ).

დჰარმაჩაკრა - ბუდისტურ მითოლოგიაში - „მოძღვრების ბორბალი“, ბუდიზმის მარადიულობის სიმბოლო.

დჰარმაშასტრები - ძველინდური ტექსტები, სადაც რელიგიური წესები და რიტუალები, აგრეთვე, უძველესი კანონებია დაცული.

დჰატარი - ვედურ და ინდუისტურ მითოლოგიაში - ღმერთი-შემოქმედი, ბრაჰმას ერთ-ერთი ფორმა.

დჰაულაგირი - მწვერვალი ჰიმალაიზე, ნეპალში (8221 მეტრი).

დჰვანი - შუა საუკუნეთა ინდური პოეზიის კატეგორია, რომლის თანახმად, მხატვრული ნაწარმოებით ტკბობას იწვევს არა პირდაპირი მნიშვნელობით ნათქვამი (ვაჩია), არამედ ნაგულისხმევი (პრატიამანა).

დჰიანი - ბუდიზმში - მსოფლჭვრეტის მეთოდი.

დჰოტი - მამაკაცის სამოსი სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ქსოვილის გრძელი და განიერი ზოლი.

დჰრიტარაშტრა - ინდუისტურ მითოლოგიაში - უძველესი მეფე, „მაჰაბჰარატას“ ბრმა პერსონაჟი.

დჰრუვა - ინდუისტურ მითოლოგიაში - ერთ-ერთი ღმერთი ვასუ, ღმერთ ვიშნუსადმი ერთგულების გამოხატულება.

დჰუნდჰუ - ინდუისტურ მითოლოგიაში - ბოროტი ასურა, რომელიც ბრძენს რიტუალის ჩატარებაში ხელს უშლის.

დჰუნდჰუმარა - ინდუიზმში - მითიური მეფე მზის დინასტიისა, რომელმაც დჰუნდჰუ მოკლა.